რუსთაველი პარიზში

რუსთაველი პარიზში

ეს წელი ჩემთვის

არის კანდელი

უფრო ელვარე,

ბადრი წითელი,

უფრო მხნე, ვინემ

ზა შარშანდელი,

თუმც არა, როგორც

შარშანწინდელი!

ეს წელიწადი

და ეს საათი

შარავანდედი არის

ეთელ დროთა!

ეს არის შვიდას

რმოცდაათი

წლის მოზღვავება -

ეს არის შოთა.

უმშვენებს კედელს

სურათი მისი

ერთს პოეტს, ვინაც

ქართლში ყოფილა,

რა საოცრებებს

ფარავს პარიზი,

ქვეყნად ყველაფრით

უკმაყოფილო.