მივყვები გაყინულ რიყეს

***

მივყვები გაყინულ რიყეს,

სიცივე ძაღლივით მიყეფს.

სიცივე ღელავს და მიტევს,

მე ვგავარ უთუოდ ქრისტეს.

ქალაქსაც ვალ-რბილში უვლის

სიცივე - თებერვლის სული.

სხვა ზეცა მპირდება ამინდს,

მინდაო მაცხოვარ, ამინ!..

მივყვები გაყინულ რიყეს,

სიცივე ძაღლივით მიყეფს.