შორი სიახლოვე

შორი სიახლოვე

სადღაც მინახავს ქალის სახე კარგი და წრფელი,

არ მშორდება ის, დღეა ბადრი თუ ღამე ბნელი.

ალერსის სიტყვებს ჩამჩურჩულებს ახლო მდგომელი,

მაგრამ მარადი დაფარული, მიუწვდომელი.

ოჰ, დიდხანს... დიდხანს ვძებნე იგი ვერსად ვპოვე,

ვიცი შორს არის, მაშ რად მტანავს ეგ სიახლოვე?