მგზავრის სიმღერა

მგზავრის სიმღერა

თავგანწირულად მინდორ-ველად

მიმაფრენს ცხენი.

გაზაფხულია... სიო დაჰქის

კიდითი კიდე;

მზე სხივებს აფრქვევს ქვეყანაზე

შვების მომფენი,

არე-მიდამოს ღვთაებრივი

ატკბობს სიმშვიდე.

ამ სიმშვიდეში მე ვერ ვპოვე

ერც სიტკბოება,

ვერც რამ ისეთი სასიცოცხლო

და სანეტარო.

დაქროლე, ქარო! მე არ მიყვარს

ეგ მყუდროება,

მე ქარიშხალთან შებმა მინდა...

დაჰქროლე, ქარო!