მზის ჩასვლა

მზის ჩასვლა

მზის ჩასვლა იყო - ვით ანარეკლი

ძველი დიდების,

ღრუბელთა შორის დაიმსხვრა ძეგლი

პირამიდების.

მე მივიოდი ნანგრევზე ობლად,

ობლად შენს გამო, -

მწუხარედ ჰქროდა ციურთა სოფლად

ჩვენი საღამო.

ქარმა ვერცხლისფრად შემოსა ნელი

ცის დასავალი,

ღრუბლებმა მაშინ გაშალეს ველი,

ვარსკვლავთ სავალი.