პეტერბურგი

პეტერბურგი

კუნძულებიდან მოჰქრის ქარი დაუდეგარი,

აწვება ქუჩებს ყუმბარების ცეცხლით გადამწვარს.

თუ სცივა ვინმეს, როსკიპების ხროვას გადამთვრალს,

ჩრდილების სუსხში მოდის ლანდი თვითონ ედგარის.

ერ არ ყოფილა შებრძოლება ასე მედგარი,

ასდის სიმყრალე შინელების გაგუდულ მაყრულს,

რეცხავს მოიკა მატროსების გვამებს ჩაყურულს,

თუის მხედარსაც უბნელდება გული ბედქარი.

ვინ გამოუშვა, ვინ დაიჭერს, ვინ დააკავებს?

აობის ნისლში სიმწრის ოფლი გამოდის მკლავებს,

მოიგონებენ მხოლოდ მარტო ლენინის სახელს.

გასიებული ძირს ეშვება ჰოლანდიელი,

სოველი ჭინკა დაბლა უყეფს ანდრეი ბელი

და უერთდება პეტერბურგი ქაოსის ნახველს.

25 ოტომბრის ღამე,

1917 .

ქუთაისი.