ახლა ვიცი, სად ხარ

***

ახლა ვიცი, სად ხარ,

შენც მოგელის გლოვა.

სიმშვიდეა სადღაც

და წამების თოვა.

ღრუბელია მზესთან,

აქ მწვანე ბალახი.

პოეზია - ზეცა,

ცხოვრება - ტალახი.