ფეოდალები

ფეოდალები

საღამო აუქმებული.

ეკლესიის გალავანზე, მღვდლის მოლოდინში, გადმოყუდებულა მედავითნე;

იქვე, თითმის გალავანზე მიდგმულ დუქნის წინ, დირეზე, ზის თი და ალდი ყუით აზავს, მგონი, მეზობელთან ადაო ნაკვეთის საზღვრებს;

უთხეში, კუნძზე, წამომჯდარა მეორე, ცხვირსახოცით თავწარული და შალის ნაგლეჯით წელშემოკრული;

ახლადგათლილ სარს დაყრდნობია მესამე;

მედუქნე-ხარაზი მუშაობს გაღებულ დარაბის იქეთ.

სოფლის დამამშვიდებელი მიდამო.

მასლაათობენ.

- დიდი მდიდარი კაცია, ძმაო, დიდი მდიდარი...

- რამდენი ექნება მაინც?

- ჯიბეში არ ჩამიყვია ხელი, მარა ამბობენ, ათასი მანეთი გასესხებული აქსო...

- იმე! რავა გეკადრება?

- ?!

- რა ჩემი ფეხებია ათასი მანეთი?!

- იტყვი შენც რაღა!! ათასი მანეთი არაფერიაო!!!

- ერთ კაი ქეიფში ხარჯავენ, ძმაო, ამდნს!...

- შე დალოცვილო, ვინცხა რაცხას შვება, იმას კი არ გეუბნები... აქ, ამ ჩვენ მიდამოში, ათასი მანეთი დიდი ვთის წყალობა და ედნიერეაა.

- ასე თუ თქვი, შე კაცო, ჩვენთვის ახლა წითელი თუმანიც კაი საქმეა!

- შენ უნდა თქვა, როკფელია ყოფილა ამერიკაში ვინცხა. ყოველ წამში - ფუუ! - მოლაპარაკემ სული შეუბერა, - აი, ამდენ ხანშ, ერთ ოქროს ღებულობს თურმე.

დაზგაზე მომუშავე ხარაზმა მიმიზნებული დანა შეაჩერა და მობაასეთ შეხედა:

- რავა, რავ?

- რავა და ერთ წამში - ფუუ - ამდენს ხანში, რაც კი ჩაეტევა ამ პეშვში, - მობაასემ პეშვი გააკეთა, - იმდენი ოქრო შემოდის.

- რას უშვება მერე ის სულწაწყმენდილი?

- ჩვენ არ გვიგზავნის, და რა ვიცი რას უშვება?!

გზაზე გაოჩნ შუა ხნის დედაკაცი, თანაქით ხელში.

- მერე ერთ წუთში ერთი პეშვი, მეორ წუთში კიდევ ერთი ეშვი... დედავ, რამდენი შედგე საათში, ერთ დღეში... ახლა წელიწადში თქვი შენ!!

- ვერც ქე ვიანგარიშებთ და შენ, ჩემო ლავრენტი.

- მაგა დაიდგა ჯავ! ცა, იცოცხლე ვიანგარიშო, და რომ არ მაქვს, რათ შევიწუხო თავი?

ხარაზმა ისე შეასწორა ტყავზე მომარჯვებული თარგი და უნდოდა შემოჭრა დაეწყო, რომ ქალმა მორიდებით შემოუარა მობაასეთ და მედუქნე-ხარაზს მიმართა:

- გირვანქა-ნახევარი ნავთი ჩამომისხი, ჩემო ლავრენტი...

- ნისია მომიტანე?

- ნისია არ მომიტანია, ახლანდელის აიღე.

- რა ვქნა, არ მაქ ამდენი სერმია... ნუ გამაკოტრებთ, თვარა აღარც თქვენ გექნებათ ხელის მოსანაცვლებელი.

- არა, შე კაცო! არ ვიცი განა?

მობაასენი განაგრძობენ ბაასს.

- არაფერი მესმის, ძმაო, ამ ქვეყნის... რას არ გაიგონებ კაცი?!

ყველა მიაჩერდა.

- იმას ვაბობდი... ამას წინათ ალაქშ რო ბაღანასთან იყავი, - ვამზადებ ბანკის კლასისთვის, იქნებ ის მაინც გამოვიდეს კაცი, - მასწავლებელმა მითხრა, იმისთანა მანქანა მოიგონეს, სამოც კაცს ჰაერში აიყვანენ და აფრენენო!...

- იმე?! რავა შეიძლება?!

- ნახატი მაჩვენა, კაცო, ნახატი... დახატლი... გაზთში.

- ჰო ახლა ილაპარაკე, ღმრთი ყოვლათ ძლიერიაო! - მიურუნდა ობაასე დიაკონს.

- ნუ ცოდავ ღმერთს!.. - თქვა და თავის კადნიერების შესამსუბუქებლათ მუჭში ჩაიხითხითა იაკონ.

- ღმერთს კი არა, იმ კაცს არ უნდა შეცო, ჩემო აო, სამოც ადამიანს ჰაერში რომ ატრიალებს ბაბუას წვერებივით“.

- მე და ჩემმა ღმერთმა!.. უწინ გვიკირდა, ანგელოზი და ღმერთი დაფრინავსო... თითო-თითო, და ახლა კი, ვინცხა ნემეცია, თუ ფრანცუზი, ეიყვანს შენს დათია კოპტაშვილს, პატიოსა აზნაუშვილს, და ატრიალებს, ქორი რომ წიწილს ეიყვანს ისე, ჰაერში... მოდი და ნუ სცემ იმას თაყვანს!...

- ჰოდა ის იქნება ვინცხა ანტიქრისტეს წინამორბედი, წერია ასე საღმთო წერილში, - კიდევ ეეცადა დიაკონი დაეცვა სარწმუნოება.

- წადი ახლა... ანტიქრისტე კი არა, ჭკუიანი კაცია ვინცხაა, ვაცხნე მისი დამბადებელი!.

მედუქნემ ნავთით სავსე თანაქი უკან მოიტანა.

- აბა, პარასკევს მიდიარ ქალაქში და ნუ დამაღალატიანებთ...

ქალი უკან წასვლას აპირებდა, რომ ერთმა მობაასეთაგანმა მიართა:

- დორე სახლშია, ალბატონო ფოტინე?

- კი, ბატონო, სახლში ახლავთ; ყანიან ახლა ამიძახა, მოვდიარო.

მეტათ ზრდილობიან მიმართვაზე ფოტინე ცადა მეტის დარბაისლობით დაეჭირა თავი; მეტი რომ ვერა მოახერხა რა, ნიშნათ ოკრძალებისა, თავსაფარი შუბლზე უფრო ჩამოიწია და ქვემოდან ცხვირამდის ასწია.

- კაი დაგმართოს, აბა, ნახა...

- რა გნებავთ, ბატონო, მიბრძანე და თვითონ გეახლებათ.

- მე მაქვს საქმე და მე მივალ, რათ გავსაჯო... - მიუგო მობაასემ.

ქალი წავიდა.

- ნამეტანი თავმდაბლათ ელაპარაკებოდა... იხდა, ალბათ...

- რა საქმე გაქ, შე კაცო, ამისთანა?

- ალაქს მივდიარ პარასკევს და უნაგირი ინ ვინათხორო... უარს მეტყვის ტა?

- რავა დაგიკავებს, რავა ღმერთი გაუწყრება, მარა რა დრო ირჩევია, ისედაც ბევრია უქმე...

- ვენახი ქე მოვრწყე და ყანა ხომ პარასკევს არ ითოხნება... შემოგველია, მოგვეხა ყველაფრი... სხვა რომ არაფერი, ხეირიან თუთუნს მაინც მოევ...

- ასე იცი, - შეიშნა დუნიდან ხარაზმა, - რთ კაპიკს არ მოაგებიებთ კაცს... მირბიხართ ქალაქში, თითქო იქ უფასოთ არიგებდენ.

- რა ვქნა, ჩემო ლავრენტი, იქ გავყიდი, რაცხა შალი მოქსოვა დედაკაცმა - იმას, და უფრო იაფათ იყიდი, რაც მჭირია.

- რაა ლა უფრო იაფათ? თუთუ რომ ამბობ, ამ თუთუნმა დააშა, - და მედუქნე გადაწვდა დახლში და თაროდან თუთუნის პატარა პარკი გადოიღო.

- რა ღირს?

- სამი შაური...

- თორმეტი კაპიკი რომ აწერია? - დიდი ხნის კითხვის შემდეგ ეეკითხა სარზე დაყრდნობილი მობაას.

- მააცხოებულო, ორი რომ აქ მიწყვია საქონელი, რთი კაპიკი არ უნდა მოვიგო?

- შენც ართალი ხარ, მო ძმაო, მარა მეც მართალი ვარ: კაპიკი სპიჩკას მიყიდის ბავშები აღარ ირბენ მეზობლებში ნიგუზარზე...

დამსწრეთ გაეღიმათ.

თუთუნის პარკი ხელიდან ხელში გადადიოდა.

- ნუ დაფშვნით ერთი.

- ვშინჯავთ, შე კაცო...

- პწკნა პწენაში დედოფალი დაორსულდაო; ამ შენ შინჯვაში ქე შემოგეფშვნება ელში, და მერე ვინღა იყიდის?!

- რავალია, თუ კაცი ხარ, ეს თუთუნი?

- დიდეული, ოსობი ზაკაზი“, წეიკითხე თუ შეგიძლია, წერია რუსულათ.

- რუსულათ კი არა, ფრანციცულათ წამაკითხე ახლა.

- რა გიყო, აპა, თუ დამიჯერებ, ბოზარჟიანცია ნამდვილი... ძველი... ქალაქში, მგონი, ვეღარც იშოვო მაგისთანა...

- კაია ახლა ამით პირის ჩამტკბარუნება.

- იცოცხლე, კარგი იყოს... მომკლა ამ ნაპწენმა თუთუნმა!

- იყიდეთ მერე, რავა წახდით ასე ორი აზნაურიშვილი!

- აზნაურიშვილობა ქე წაგვართვეს კაი ხანია!

- მათი წართმეულიც შეარცხვინა ღმერთმა და მოცემულიც!

- იყიდე შენ... რვა კაპიკი მაქვს ჯიბეში და რას იყიდი?!

- გენდობათ.

- ისედაც ბევრი მაქვს ნისია...

კუნძზე მჯდომმა ჩუმათ ჯიბე გაისინჯა და უთხრა:

- შვიდ კაპიკს მე დავუმატებ და გავაბოლოთ ერთი რჯულზე.

- ჰო, შეერთდით, ჩემმა მზემ, კოოპერაცია გახსენით და მეც მიწილადეთ, მასარგებლეთ, - ოდნავის დაცინვით წააქეზა დირეზ მოკალათებულმ.

- მოდი...

- კარგი.

ფული მედუქნეს გადასცეს.

პარკის გასაჭრელათ ერთმა დაზგიდან დანა აიღო.

- რას შვები, კაცო... ორი წილი მიგაქვს? - ხელის ფათურით აედავა მეორე.

- რა ორი წილი, სად ორი წილი, ერთი ნამცეცაა მეტი.

- ამხანაგობა თუა, შუაზე გავიყოთ, - ვითომ ხუმრობით და ღიმილით, მაგრამ დაბეჯითებით ეუბნებოდა მეორე და უშლიდა დანა იქ დაესვა პარკისთვის, სადაც მიმიზნებული იყო.

- რვა კაპიკია ჩემი, იმე!

- შენ არ მომიკვდე, ასე არ გაგაჭრევინო... ასე ორ ნაწილს შენ წაიღებ, რა სამართალია, მოიცა, შუაკაცმა გაყოს.

და სწორეთ იმ წამს, როცა პირველმა დანა დაუსვა, მეორე პარკი თავისკენ მიიზიდა.

- უჰ, რა მიქენი, კაცო! - პარკს ხელი მიანება და მარცხენა საჩვენებელი თითი მარჯვენა ხელში ჩაბღუჯა.

- რა იყო?

- რაღა რა იყო, თითი ქე წამაცალე და!

- გეხუმრებოდი... - გაისმა შემკრთალი ხმა.

- კაი ხუმრობა გამოგივიდა - კაი მოგეცა!..

გაჭრილ თითს ხელი მოაშორა, სისხლმა მაღლა აასხა.

- ბიჭოს! ეს მართლა სახუმარო არ არის... მარილი დააყარე, და ახლავე შეიხვიე...

მედუქნე წამოდგა და დახლიდან მარილი წააყარა.

- , !.. რა ამიწვა, მომკლა...

- მოითმინე, ასე სჯობია, ვაკაცი არა ხარ?!

- ნუ გეშინია, სულ ერთია, ყველა აქ უნდა დაგმარხოთ, ამ სასაფლაოზე... ბოლოს და ბოლოს მე უნდა მოგიაროთ, - იოხუჯა მედავითნემ, მაგრამ უდროო ოხუნჯობას ყურადღება არავინ მიაქცია.

- ობობასაც რომ დავადებდეთ, კაი იქნება, - გაისმა ისევ დარცხვენილი ხმა.

დუქნის კუთხიდან ჩამოიღეს ობობა და დაადვეს.

ახალოხის დაცრეცილი სარჩული მოიხია დამნაშავემ და მედუქნეს გადასცა, რომელიც დოსტაქრობდა.

შეხვიეს, მაგრამ სისხლი მაინც ასველებდა სახვევს და დროამოშვებით ეთადა მიწაზე.

- ხელმეორეთ შევხვიოთ, თვარა სისხლიდან დაიცლები.

ისევ გახსნეს, ისევ დააყარეს მარილი, აუარებელი ობობა შემოადვეს და სადღაც მიგდებული ტომარი შემოახვიეს.

- ნუ დატოებ ასე, აჩვენე თურმანიძეს ან ფერშალს, - შენიშნა მედუქნემ.

დაზიანებულმა ხელი ჩაიქნია.

- რამდენი გავიკაწრები, იმდენი თუ ექიმებთან ვიარე, აშენ ჩემი ოჯახი. გაჭერი მაგ დასაწ თუთუნი და მაღირსე მაინც ერთი პაპიროსი.

დამნაშავემ ჯერ ამოაცალა პარკს სისხლით გასვრილი თუთუნი, და მერე ბევრათ უფრო დიდი ნაწილი მონაწილეს მიაწოდა:

- ეს შერიგების იყოს...

- კი არ გეჩხუბები, მარა ნამეტარი ხარბი ხარ, კინაღამ გადააყლე...

- რა ვიცოდი, მაგ ოხერ დანაში თუ ეშმაკები იჯდა?!

- ქე მინდოდა, ღმრთო შეცოდე, თქმა, დანა ახალი ალესილია და ფრთხილათ იხმარეთ-თქვა, არა გულზე გადამიარა რაცხა... დალახვროს ღმერთმა!

- ასეა ფათერაკი! - შენიშნა მესამემ ნაომარი თუთუნით ალიონი აავსო.

როცა გამოწვდილს დაგრეხილს პაპიროსს შეხედა, დაჭრილმა შეუტია:

- ბარეღამ ენაც გაუსვი, შე კაცო, რაღას მაწვალებ?!

- ახლა მეშინია, ძმაო, ჩემმა ნერწყვმა არ მოგწამლოს...

- ოჰ, კაი ახლა, გაათავე ოხუნჯობა!

ოთხივემ გააბოლა.

- კაია კაი ცხოვრება, ძმაო. ასეთს თუთუნს უნდა წევდე კაი გემო ქნება პირში, თვარა ვწევთ ამ შხამივით მწარე ნაპწენს და რა გუნებაზე დაგვაყენებს?!

- აბა, აბა! და მერე რა ღირს? სამი შაური! რა ჩემი ფეხებია სამი შაური?

- ფეხები კი არა, ხელებია, ხელები, ჩემო ძმაო, სამი შაური... ხომ უყურებ, სამი შაურისთვის კინაღამ ხელი წაგათალეს... აბა!

მოსწრებულმა საბუთმა ყველას ღიმილი მოჰგვარა.

- მე და შენ რომ არ გვქონდეს, - ცოტა არ იყოს დაუშვა მედიდურობის კილო ხელშეხეულმა, - რა ვქნათ ახლა? მარა სამი შაური... ფუ...

- ქე წევიდეთ ლა სახლში. ღამ ნების, ბატონბო.

- მეიცა, მეც აქეთ მოვალ...

ხარაზმა, როგორც ნა, გაათავა წუღის აჭრა და დუქნის მილაგებას მიჰყო ელი.

- რა გითხრა იცი, - მედუქნ მოულოდნელათ მიუბრუნდა დარჩენილს, - კიდო ურჩიე ეჩვენოს თურმანიძე, თვარა რომ რამ დეემართოს, შენ იქნები პასუხისგებელი...

- მიჩილებს თუ?

- გიჩივლებს თუ რაცხას გიზამს, სისხლს დიდი ფასი აქვს.

- იმე, მე რა შუაში ვარ?

- კი მითქვამს და...

სოფელში, დაჭრილის არცხენა ხელის საჩვენებელ თითს ცალკე სახელი შეარქვე - თუთუნის მსხვერპლი“.

- თუთუნის მსხვერპლი“ თუ მკრა შუბლში, წამაქცევ... - გაიფიქრბდა პატარა , როცა მამას გაჯაბულს აინახადა.

- თუთნის მსხვერპლი სწორეთ პაპიროსის გასაკეთებლათ და დასაჭერათ განგებისათ არის გაჩენილი, - ოხუნჯობდენ სოფლის ბიჭბი.

- ადლო მერთს, არცხენა ხელზეა... მუშაობას არ უშლის - ფირობდა მამა.

რასაც ფირში მატეოდა ცოლის აზრი:

- ეს გაშეშებული თითი აუშნოებს, აუშნოებს...

მედუქნის წინასწარმეტყველება არ გამართლდა:

წახდენილი თითის სამაგიერო არაფერი შეხვედრია დამნაშავეს. ერთხელ-ორჯერ გაკრით უთხრ თუთუნის მსხვერპლის“ პატრონმა, ცოტა რამ მოეციო, მაგრამ სიტყვბი ხუმრობაში გაითქვიფა; ჩივილის შერცხვა დაზიანებულ; მეზობლებმა მოციქულობაზედაც კი უარი თქვეს.

ვერც მედავითნემ აასრულა დაპირება - მას არ მოუვლია მიცვალებულთათვის, - რადგან არც ერთს არ ღირსებია სამარ ეკლესიის გალაანში, საკუარ სასაფლაოზე, ნაკურთხ მიწაში.

1926 წ.