ვარ სხვებთან ასე

***

ვარ სხვებთან ასე,

არ მივალ არსად.

და ვხედავ ცაზე

უდიდეს ვარსკვლავს.

ღამე გულს ჭრიდა

და იყო გვიან.

ვიღებ ფანჯრიდან

შემოსულ ნიავს.

ფიქრი და შავი

დღეთა კრებული.

და ვარ ქვასავით

გარინდებული.

მე წავალ მალე,

თუმცა დღეს ვზივარ.

და ორთქლმავალი

კივის ხანგრძლივად.

დღ ფარუ,

და მე ეს მინდა.

რის სიხარული

ისევ ლექსიდან.

მე წავალ ალბათ,

წავალ ხვალ დილას.

და ორთლმავალმა

კვლავ დაიკივლა.