ჭარხალი

ჭარხალი

ეზოში ყეფდა ბამბურა მურა,

ზოში მწვანე ჰყვაოდა ბაო.

ვაზის ბარდებში სცურავდა სურა,

შენ ბანცალებდი, ბურულო ცაო.

ბობრი ბელავდა კახამბალს, ჟოლას,

ბირკვილს ბატები ქარმა მორეკა,

ცა წამოიწყებს მსხვილ წვიმის სროლას

და აბლაბუდას კრებს ბობორიკა.

ჟვერი, ჟალტამი! მოჭრილი სამხარს

ნახირი მოდის საღამო დროის,

უცებ მოჰყვება ჭარხალი ხარხარს

და ქალი კივის იმ დოი-დოი-.

ეკვეთა ქარი ბურდებსა და რტოს,

უცებ აშფოთდა ისლი, ჩელტები.

, სიყმაწვილე! აწი არასდროს

იმგვარად აღარ ამეტყველდები.