საშობაო მინიატურები

საშობაო მინიატურები

იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნისა წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი...

აქ კი... დღეს...

1

სარეცელზე

- ნუ გეშინია, შვილო, ექიმმა თქვა ყველაფერი აჭამეთ, რაც კი მოისურვოსო. პირში მაინც გამოივლე შაქრის ყინული... ტკბილია... გიამება. აი ამ ანგლოზის ქანდაკებას მოკიდ ხელი... მთელ ქალაში ერთი იყო და შენ მოგიტანე. ნუ გეშინია, შვილო, დამშვიდდი. აი ასე, ასე ამოისუნთქე... გაგივლის. ახლა უმწვერვალესი წუთია ავადმყოფობისა, აი, დაგიკლებს სიცხე...

ბავშის პატარა ელებს მოხვდა ცივი მარმარილოს ქანდაკება; იამა, გახურებულ მკერდზე მიიკრა და გაყუჩდა ბავში. და ნელა უსვადა ხელს ოფლიანს შუბლზე, უსწორებდა გაჩეჩილ თმას. მერმე ჩაიკეცა და მიითვლიმა.

აგონდება ქალს, პირველი ამბორი - განა ეს გარდაქმნა არ იყო.

აგონდება ალს, როგორ დაიძრა სხეულში ახალი ადამიანი.

აგონდება ქალს, როგორ ტანჯვათა შორის ეყნად იშვა მისი ბიჭი, ახლა კი, ამ შობის ღამეს, როგორ წაართმევს ღმერთი?!

ბავშს კი გულში მაგრა ჩაუკრავს ანგელოზის ანდაკება, სუნთქვა უსუსტდება და ნელ-ნელა ახალ ცხოვრებას იწყებს.

2

საქართველო იყიდება

იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით; მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუურთმიანი მონასტრებით და ეკლესიით; მჩქეფარე ნაკადულეით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ით, ით; ალრმტაც ოვათა გუდებით; გონებაგახსნილ ვაებით; მალხაზი ბავშებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით; იყიდბა საქართველო დედით და მაით, შვილი და ძირით, ძმით, , ცოლით და ნათესავ-მოყვარეებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავის ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარა ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ, ბანკის საშუალებით და ჩვენის დახმარებით.

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართელო ერქვა და რაც დღეს ოხრადდარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!

3

ბრმა თერძი

ლის ფათურით მონახა ლევანა თერძმა კარების გასაღები, შეჩერდა, რაღაც გადაწყვიტა და კარები გააღო. სუფთა, ცივმა ქუჩის ჰაერმა, თითქოს შიშით დაიხია უკან და გზა მისცა შმორის და ოფლის სუნით გამსჭვალულს ოთახის ჰაერს.

- ქალო, გზა გამიკვლიე, ვერას ვხედავ!..

- ჩუუ! - იმავე წამს უპასუხა ვიღაცამ, - მოიტა ხელი აბა, ფეხაკრეფით. ბავშები, როგორც იქნა, დავაძინე. - ფუჩუნით ეუბნებოდა დამხდომი. - ეცადე ლოგინის კიდეზე მოეთავსო, ბავშები კედლისკენ დავაწვინე.

- სუფრასთან მიმიყვანე. რომ გაიღვიძონ რაღა ვქნათ, არაფერი მომიტანია, ქალო!

- რატომ? - ყრუდ ჩაეკითხა ქალი.

- რატომ? რატომ? რატომ და თვალი აღარ ჭრის, ჩემი გავლეული გვირისტი სულ დასარღვევი გაუხდათ. დუგმები უკუღმა დავაკერე. გამლანძღ, გამათრიეს და ისე გამომიშვეს... სამართლიანადაც. ჩავიდგი შენს ცოდვაში ხი. რათ მოვიკიდე მისუსტებულ ზურგზე სამი ადამიანის სვე-ბედი. მთლათ დავბრმავდებოდე მაინც... თავშესაფარში მიმიღებდენ...

- არაერია, კაცო, ნუ გმობ ღმერთს...

- არ ვგმობ, პირიქით, თაყვანსა ვსცემ მის კანონს... ღირსი ვარ, მე ყველაფრის ღირსი ვარ, მაგრამ ვენ... თქვენ?! ხვალ ძაღლებიც კი ხორცით გაძღებიან: ზოგს გადუგდებენ, ზოგიც მოიტაცებს... თქვ კი? ნაცრიანი მჭა მაინც გქონდესთ.

- დედა, მოვიდა მამა? - კნავის მისუსტებული მით ბავში...

ბრმა თერძის ავადმყოფ თვალებს სწვა ცრემლები...

იქ, სადღაც რს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ ცამოჭედილ ღამეს დაიბადა იესო, ძე ალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემსუბუქებელი, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი...

აქ კი... დღეს...

1910 წ.