პიერო
აყვავებულა გაზაფხული ზაფხულად ბაღში,
ვარდი თუ უფრო წითელია - თორემ არ მკრთალობს,
და ათრობს ისევ გამოცდილი ძველი ტოლბაში,
ძველი აშიკიც სიყვარულზე სალტო-მარტალობს.
იყო ბესიკი, საიათნოვა, თეიმურაზი...
ამაყ პატრონებს მოელიან მცველნი კარებში.
დამშვიდდი სულო, სამუდამოდ გადაირაზე,
საწყალ პიეროს გზა დაებნა უცხო მხარეში...
სიზმარი თუა - სიზმარია მხოლოდ ჩვენი დღე,
მეფობს წარსული... ძველ ჩრდილების არის აქ ბინა...
სტირის პიერო: კოლომბინა, ახ, კოლომბინა!
1916 წ.