აღარ მსურს ნაკადულის

***

აღარ მსურს ნაკადულის

მყუდროული ცხოვრება;

ვაშლის ფერფლი მათოვდეს,

მეცემოდეს გვირილა;

აღარც ერთი ძველი ხმა

აღარ მემახსოვრება,

როცა გული გაგლიჯა

ნიაღვარის ყვირილმა.

მე მიყვარს ლაჟვარდების

დარაია შრიალა,

ზედ ღრუბელი ნაფანტი

ჯეირანის ჯოგებად,

მირჩევნია ვიარო

თავშიშველა-მშიერმა,

ვიდრე მე ცხოვრებასთან

მომიხდეს დაჩოქება!