ბებრები

ბებრები

ხელის გულივით სწორია აზნაური ბეგარის ფრხილის ოდენ ეზო. ნაშუადღევის სიოს ინძისა, პიტნისა და ომბალოს სუნი ბოსტნიდან მეორე არე გაშენებულ ენახში გადააქ. წნეის ღობე, კვინძები და ყორე გადახლართულია მაყლი; დაღლლი ღორი ამაოთ ღრუტუნბს - შემოსვლას ვერ ხეებს. ყაარაყრილ ორსართულიანი პატარა ის პალატში იცოხნება ცალი ხარი და ქალბატონი ეკაერინეს უშობელი. ზედა სართულის აივან მოსჩანს კედელზე ჩამოკიდებული სასროლი ბად მოძველებული კეხი. ოდის წინ ნიგზის ძირში გაფენილ ილოფზ ევ პერანგის ამარა, წაღებგახდილი ბეგლარი. გრძელ სკამზე გულმკერდს იშმუშნის მძინარე ეკატერინე.

დაცხრა მზე. ჩრდილმა მოიკიდა ფეხი. მეზობლებმა ფანჯრები გააღეს. დახურული ოთახიდან ხალხი ჰაერში გამოეფინა.

ეკატერინემ ძილში მოიგერა ბუზი.

- ქალო! - მთქნარებით და ზმორებით წამოიძახა ბეგლარმა და სკამლოგინზე წამოჯდა, - გეყოფა, ბატონო, ამდენი ძილი, დეიხაშმები... ქე შემოუქროლა პატარეი, გაგრილდა ქვეყანა.

ეკატერინ: შენ რა გიჭირს, მიწაზე იწევი; აქანე კი სული კიღამ წამივიდა... სიზმარი რომ არ დამსიზმრებოდა, მგონია, შევიშლებოდი... ბუზებიც, რომ უფრო ეტანებიან...

ბეგლარ: რა დაგესიზმრა, ჩემო ეკატერინე?

ეკატერინ: მიხვდი აბა...

ბეგლარ: რა ვიცი, შე ქალო! ანგელოზი დეგესიზმრებოდა, აბა სხვა რა იქნებოდა?

ეკატერინ: (მაცდურად) ანგელოზი კი არა...

ბეგლარ: აბა?

ეკატერინ: (იცინის)... შენ!.. (სიყარულით) კი არ დამსიზმრებია... ძილში მომაგონდა, რაც წინეთ ვნახე.

ბეგლარ: მითხარი, ჩემო ეკატერინე... ( დაგლეჯილ ჭილოფს სკამისკენ მისწევს; ეკატერინე წამოჯდება სკამზე, შიშველ ხს ჭილოფზე დადგამს; ბეგლარი გვერდში მიუჯდება. შავი შარვალი და თეთრი შალის წინდები ცვია).

ეკატერინ: პირველად რომ გევეცანით ერთმაეთს... შენ ოქროსფერი ბოხოხი გეხურა, ლურჯ ახალუხზე წაბლისფერი ჩოხა გეცვა... შავი წუღამესტი სირმებით გქონდა მოქარგული... თეთრ ცხენზე იჯექი და ჭიშკარში ჩამოაჭე... გახსოვს?

ბეგლარ: როგორ არა!..

ეკატერინ: აჯირითებდით ცხენებს შენ და - აცხონოს ღმერთმა - საწყალი პეტრე...

ბეგლარ: მახსოვ... მასოვს, როგორ არა. შენი ეშხით არ იზოგავდ ... კაბა ჭადრაკლი გეცვა და ზედატანი სახელო გამოშებული წითელი; თა თეთრი პეპლებიანი ბლონდით წაგეკრა... გიხებოდა აივნი ბირკვილზე აყრდნობა... საფრენ ჩიტსაით ემკრთალი, ურადღები ათალიერებდი... გახსო?

ეკატერინ: რავა არა?! რავა არა?! მაინც ხის ტოტმა, რომ უდი გადაგიდო და შენ გამოიხარე ასაღებათ... ხუჭუჭ თმა გადმოიყარა... თვალის დაშორება არ მინდოდა და თან შიშით თვალს ვხუჭავდი, ხეს არ დაეტაკოს-მეთქი. ბესარიონმა მერე რომ ლაგაში ხელი გტაცა, ძალი-ძალით, ძლი ჩამოგახტუნა... ჩემი ბრალი იყო - მე შეეხეწე... ზევით რომ ოდი... ნასვამი, ნაჯირითევი... სახე გაგწითლებოდა... ყვითელი შავარშიანი ცხვირსახოცით იწმენდდი შუბლზე ლის ეთებს... როგორ გშვენოდა კოკობი ულვაში, დაკრაკნილი ერი... რამხელა თვალებს აბრიალებდი! ხანჯალზე რომ ხელს დაიდებდი, ასე ვფიქრობდი - ამიყვანდეს, წამიყვანდეს-მეთქი. გახსოვს?

ბეგლარ: ჰო, ჰო, და შენ წითელ ტუჩებს რომ ჩავაჩერდი, თეთრ კბილებს და შა-შა თვალებს, შენი წასვლა ერ მოვითმინე და, როცა შებრუნდი, ხელი მინდოდა მეტაცნა ტევრათ კოჭებზე ჩამოყრილ ნაწნავებში... პეტრემ ხელი ამიკრა... სხვებმაც შემამჩნიეს... შეიქნა მიწევ-მოწევა, გახსო?

ეკატერინ: როგორ არა? მერე მთელ დღეს დამცინოდენ, მაწვალებდენ...

მუსაიფის დროს ბეგლარი ხელს მოხვევს; ეკატერინე თავს გულზე დაადებს: მოგონებათა ბურუსში გახვეულნი ჩუმათ სხედან, და ძნელი გამოსაცნობია, სთვლემენ თუ გაქვავებულან.

1920 .