რუმბი

რუმბი

ეს ნამდვილი ამბავია; გუნდა-ლახოსტაკით მხოლოთ წარბ-წამწამი შევუღებე და ლოყბზე ოდნავ ფერ-უმარული წავუვი.

ნაწირვებს ხალხი ყაყანებდა. თავადი არჩილ მინერიძე საიდუმლოთ ეფუჩუნებოდა გლეხს.

მოსაუბრეთ მიუახლოვდა თავადის ახლობელი ნათესავი, დიდი მემამულე, აზნაური ფილიპე თამლაძე; თავადმა ძველის წესით ღრმა სალამი მისცა:

- ღმერთმა ფილიპეს გაუმარჯოს! რა ამბავი ჩამოგვიტან უთაისიდან?

- თავად არჩილს ვახლავარ! - საჩქაროთ უპასუხა ფილიპემ. - არაფერი! სიცხეებია უსაშელო. მტვრითაა სასე ყველაფერი, სულს ვერ მოითქვამს კაცი.

- გაისეირნე მაინც უსათუოთ, შე კაცო, ქალაქში; ნახავდი ვისმე, რამეს გეტყოდენ?..

- არა, შენ არ მოუკვდე ჩემს თავს. , მართლა, ერთხელ გადავიარე მწვანე ბაზარი“... რაც სეირი ვნახე, ჩემს დღეში არ დამავიწყდება.

ფილიპემ სიცილი დაიწყო.

- თქვი, შე კაცო, ერთი მეც გავიცინო!

- რა იყო, შენ ხარ ჩემი ბატონი, და მივდივარ მწვანე ბაზარში“. ბუზივით ირევა ხალხი. მივადექი რთ ამავს. დგას, შე ჭირიმე, - რავაა მისი გვარი, უწინ რომ პრისუტსტვიის ჩლენი იყო? - ჰო, გიორგი ვაშლობაშვილი და ყვირის. მთელი ხალხი მიჩერებია.

- თქვი, რა გამაწვალე? წავიდა მთავარი სული...

- მოიცა, შე კაცო, რა გაჩქარებს? ხონის ასისთავს ხომ არ დაუბარებიხარ? ჰო, შენ გენაცვალე, ყვრის ეს კაცი, - გეგონება უკანასკნელი საბადებელი წაართვეს. მივედი ახლოს, ერთს ბეჭი წავკარი, მეორეს შევეხვეწე გამიშვით-მეთქი, მესამეს უკანიდან ფეხი დავაბიჯე და, როცა შემოტრიალდა, გავუძვერი გვერდში... მივედი, რავარც იქნა.

ფილიპემ კიდევ გაიცინა.

- დამდგარა ეს ჩვენი პატიოსანი პრისუტსტვიის ჩლენი და ეჩხუბება ივანე სანდამაშვილს, ხომ იცნობ, ოტსტავნოი კაპიტანია ის კაცი. გიორგი ყვირ: მე მეტი ფული მოგეცი და მეტიც მერგებაო“. სანდამაშვილი კი გაიძახის: შენ უკეთესი ნაჭრები მიგაქვს და უნდა დაკმაყოფილდეო“. მარა, არ ოგეცა ჭირი, არც ერთი არ ჩუმდება.

- რას იყოფდენ? - ვერ მოითმინა არჩილმა.

- რას და... თურმე, ერთი სვი ეყ სანდამაშვილს. დღეს წველება ჰქონოდა. სწორეთ როცა ნესვს ართმევდა მეილ, ემოსულიყო გიორგი. გიორგის თქვა: ვაი, რომ კარგი ესვები აღარ არისო!“ სანდამაშვილს თავაზით მოეხსენებია: სანახევროთ იყოს ჩემი ნაიდი ნესვიო“. მიეციო? - უკითხა ვაშლობაშვილს. უთი შაური“. - უპასუხნია სანდამაშვილს. , მიირთვი თორმეტი კაპიკი“. - თორმეტი რატომ, ჩემი ნაიდი შენ გითავაზ, შენ ცამეტი იეცი და მე თორმეტს მივცემო“. იყიდეს. სანდამაშვილმა თორმეტი კაპიკი მისცა, ვაშლობაშვილმა ცამეტი. მეხილეს უთხრეს: გაჭერი შუაზე“. მეხილემ გაჭრა, მაგრამ ტნაკლები გამოვიდა. არც ერთი არ უთმობდა. უფროსს მოაჭრეს და უმცროსს დაამატეს სართათ, მაგრამ ახლა ამან გადიწონა, მაშინ აქეთურს მოაჭრეს. მეხილე იცინოდა და განგებ პატარა ნაჭრებს კი არ აკლებდა, რო მეორესთვის დაემატებია, არამედ დიდს ნაჭრებს ჩამოთლიდა. ორათ გაჭრილი ნესვი ახლა თითქმის ლავაშივით დათალეს.

ბოლოს, მორიგდენ. სანდამაშვილს ბიჭი ჰყავდა კალათით, ვაშლობაშვილმა კი მთელი ეს ხროვა პატარ-პატარა ნაჭრებისა ქაღალდში გამოხვია და წაიღო. მთელი ბაზარი იცინოდა. ყველაზ უფრო სანდამაშვილი, რადგან დარწმუნბული იყო, რომ ვაშლობაშვილი გააცურა, ცუდი ნაჭრები ნაკლები შეატყუა.

კარგა ხანს იმასლაათეს, იხუმრეს და როცა გაყრას აპირებდენ, ფილიპემ, რომელიც კლესიასთან უფრო ახლო ცხოვრობდა, ბოდიშით მიმართა:

- უკაცრავათ, არჩილ, კაი სადილი არ მაქვს და ცუდ სადილზე ერ გკა დაპატიებას. ღვინო, იცოცხლე, კაი გამოვიდა. გუშინ მოვხადე თავი ჭურს, მარა ქათამზე მარტო როგორ გაგსარჯო.

- ართლა, კაცო, ერთი საერთოდ დავკლათ საქონელი. შენი რძალიც ჩამცივებია, ძროხის ხორცი მაჭამეო.

- ერე რა უდგება წინ. მომავალ ირას ერთი კაი მოზვერი ამოვარჩიოთ. სანახევროთ ვიყიდოთ, რაც ენ დაგვჭირდება, ჩვენ მოვიხმაროთ და ანარენი ქე გავყიდოთ.

- კაი იქნება, ნუ მომიკვდები! ჰოდა, იმ გლხსაც ჩემი ვა მაეთი თე. დღეს ეუბნებოდა: უშობელს წავიყვან ხონს, გავყიდი და მოგართმევო. რაღა ხონში ვაძიგძიგ, ვენვე გამოვართვათ.

- კაი იქნება, თუ უბრძანებ იმ გლეხს.

- აბა, მშვიდობით!.. საქონელსაც მოვაყვანიებ და ვნახავ.

***

მეორე კვირა დადგა. თავადის ეზოში, თორნესთან მოზვერი დაკლეს. საუკეთესო ნაჭრები: სათბილო, სუკები, ბეჭები არჩილმა და ფილიპემ გაიყვეს დიდი ჭიჭყინ-დავიდარაბის შემდეგ. ნარჩენი გაყიდეს. როცა ფილიპემ ხორცით დატვირთული ბიჭი წინ გაიგდო, შემოუბრუნდა არჩილს და უთხრა: ტყავს რაღა ვუყოთ?

- რუმბი გავაკეთოთ საზიარო.

- არა, შუაზე გავიყოთ... ქალამნებს დავაჭრევინებ, მაინც ბიჭების ფეხსაცმელი მმართებს.

- შე კაცო, ასეთი მშვენიერი ტყავის ქალამნებათ გაფუჭება რავა შეიძლება; ერთი საპალნე ღვინო ჩავა შიგ. ზამთარში ხან გაყინულია ჭური და სად ვიშოვო ცხელი წყალი; ხან შუაღამეზე ბიჭი არ დაგესწრება სახლში. გექნება კაცს სახლში ერთი საპალნე ღვინო თავმოკრული და გადმოასხამ, როცა მოისურვებ.

- კაი, შენი ნებაა! მე დავშაბო, თუ შენ დაშაბავ?

- საზიაროთ დავშაბოთ, გავაკეთოთ და მერე საზიაროთვე ვიხმაროთ.

- შენი ნებაა!

არჩილმა დააშაბვინა.

***

გავიდა ერთი კვირა, არჩილმა ხან უთხრა, ხან შეუთვალა: მოუერხოთ რამე ტყავსო, მაგრამ ფილიპე პასუხს არ იძლეოდა. ასე გავიდა კიდევ ერთი კვირა. არჩილმა ტყავი გააკერვინა და კიდევ შეუთვალა: ტყავი შეკერილია, დაკუპრვა და აქონვა სჭირია და შემომიდე ხარჯეშიო, მაგრამ არც ამას მიაქც ყურადღე ფილიპემ.

ამას შემდეგ კი არჩილს ფილიპესთვის აღარაფერი შეუტყობინებია.

ხუთი თვე გავიდა. ზამთარი იყო. ქალაქიდან ბრუნდებოდა ფილიპე. არჩილის ჭიშკარზე უნდა ჩამოევლო. არჩილმა თვალი მოკრა აივნიდან მიმავალს ფილიპეს და დაუძახა:

- მობრძანდი, ხილი იხილე, ჩრდილი იჩრდილე, ბუხარზე გათბი და მერე წაბრძანდიო.

ფილიპემაც ცოტა გაიპატიჟა თავი, მაგრამ უარ-უარობით ჩამოვიდა ეზოში, ჩამოხტა, ჯორი ბიას მიაბა და სახლში შევიდა...

მიესალმენ.

არჩილმა გადასძახა ბიჭს:

- აბა, ერ პატარა საუზმე მოგვიტანე, ინო ჩამოასხი. ახლ ქე იქნება დამდგარი.

- მართლა, არჩილ, რას შვრება, კაცო, ჩვენი რუმბი?

- იცოცხლე, სახარბიელო გამოვიდა!

- აბა, არჩილ, ეს ხუთი თვე შენ გაქ და ახლა მე წავიღებ.

- თხოებით რატომ არ გათხოვებ, მარა შენ ისე მელაპარაკები, თითქოს რამე მემართოს შენი...

- ხომ არ ხუმრობ, შე კაცო, რუმბი შენიც არის და ჩემიც.

- ბიჭოს! მაზანდარელი თათარი გოჭის თავს მედავებოდაო, სწორეთ ამას ქვია!

- საგოჭისთავო არაფერი დამიშავებია, კნიაზო! - წყენით უპასუხა ფილიპემ. - საონელი თუ სანახევრო ვიყიდეთ, ტყავიც სანახევრო უნდა იყოს.

- სად იყავი, შე დალოცვილო, ორი თვე გითვალე, გამაცალე ამყრალებული ტყავი-მეთქი, მარა ვერ გაგანძრია კაცმა.

- აყროლებული იყო თუ არა, ეს არ ვიცი, მარა სვავივით რომ დაეცი იმ ტყავს, ამას ქე ვუყურებ, - მკვახეთ შეაწყვეტინა ლაპარაკი ფილიპემ.

- ასე იცი, შე საწყალო, ერთი კაპიკისათვის საფლავში ჩაყვები კაცს. გინდოდა მეხარჯა, მეკეთებია და შენ კი გესარგებლა, მარა ერ მოგართვეს პატრიჯანი.

- გმადლობ პატიისცემისათვის. გასალანძღავათ ჩამომიპატიჟე? კაი მასპინძლი შენ ყოფილხარ, კაი მიეცა შენს ცოლსა და შვილს. მშვიდოით ბრძანდებოდეთ!

- ჩემი ცოლ-შვილი შენი რა სასენებელია?! და შენისთანა სტუმარი კი ღმერთმა შეარცხვინა! - მიახალა არჩილმა ფილიპეს, რომელიც ჩქარის ნაბიჯით მიდიოდა ჯორისკენ...

- დაგიჯენ ფასათ, არჩილ, ჩემს გალანძღვას, თუ კაცი ვყოფილვარ!!

- ხახვი არ ჩამაჭრა კისერში, ანდა რუმბი არ წამართვა! - ხარხარით მიაძახა არჩილმა ფილიპეს, რომელიც ბურდღუნ-ბურდღუნით გადიოდა ეზოდან.

***

თავადი არჩილი საძაგელ გუნებაზე იყო. ონის მოსამართლის უწყება იიღო. იცოდა, რომ ფილიპე უჩიოდა რაღაცას, მარა მას ვერ გაეგო: უწყებაში მოყვანილი კანონის მუხლები მის გონებას არაფერს ეუბნებოდა. არჩილმა კარგათ იცოდა ფილიპეს ხასიათი: იგი არ დაკმაყოფილდბოდა რუმბზე საჩივრით.

სავსებით ფილიპეს საჩივარი ვერც თვით ხონის მოსამართლე გაიგო, როცა ხმამაღალის სიცილით გაათავა ფილიპეს თხოვნის კითხვა.

ეს დიდებული საბუთი რუსულად არის დაწრილი. ვეცდები დავიცვა სტი ამ უცნაური თხოვნისა:

ყოველი ტვირთმძიმე ადამიანის ერთად ნუგეშს მაღალ გონიერებით სავს ხონის მოსამართლეს.

თაად არჩილ მინერიძის მი დაჩაგრულის და აკბულის აზნაური ფილიპ თამლაძის ქვენის უმორჩილ მონის თხონა და ვედრბა.

ვის უნდა მივმართო ავლადიდებისაგან გაცლილმა, ყოველ წუთში სიკვდილის მომლოდინ, თუ არა თქვენ, მფარველო და მოსარჩლეო შევიწროებულ სულთაო.

მეფე გაჯილდოვებს და ღმერთი გლოცავს, რადგან არ მოსულა თქვენს წინაშე არც ქვრივი, არც კეთროვანი, რომელიც არ გაგეკითხოს თქვენ.

ასეთი თქვენი სათნოება მამამაცებს მოგმართოთ თქვენ თხონითა უმორჩილესითა, რათა დამიფარო გარეწარ სულისაგან, თავად არჩილ მინერიძისაგან.

აცი ესე დღიდან დაობლების ჩემისა, არა საშუალებას, სატანის მიერ შთაგონებულს, არ უარყოფს, რათა მავნოს. ხშირათ სიცოცხლეცა კი ჩემი ბეწვზედ კიდია.

როს ბავში ვიყავ, მოგახსენებდათ აწ განსვენებული დედაჩემი, თქვენი უმორჩილესი მონა-მოახლე, მიპირებდა, თურმე, თავადი იგი აკვანში ჩახრჩობას; ამა მიზნის აღსასრულებლათ ქაჩა და სწია ჯვარი ჩემს კისერზე დაკიდებული; საბედნიეროთ ჩემდა და თავად არჩილ მინერიძის თვალის დასამსებათ, ძაფი ჯვარსა გაწყდა და თავადი იგი წაიქცა. გონება თქვენი, ყოველისავეს გამჭვრეტი, ადვილათ მიხვდება, თუ რაოდენი სიძულვარე ჩედამი სუევდა თავად მინერიძის გულში, თუკი მიიღებთ მხეველოაში, რომ ბავში თელი დღე ამის შემდეგ ტიროდა.

ყმაწვილობასა ჩემსა თავადი არჩილ და მე ერთად ვცურავდით და ფეხი თვისი მარჯენა დამკრა თავში და, როცა მე ჩავიყურყუმალე, მორთო ღრიალი, რათა მისთვის არ დაებრალებიათ ცოვა კაენისა. ლოს იყვენ გულკეთილი გლეები, რომლთაც გადამარჩინეს ღვთის სადიდებლათ, თქვენდა მოსამსახურ, მეფის ერთგულათ და თავადი არჩილ მინერიძის გასახეთქათ.

როს ველ ასაკოვნბაში და - ვითხოვ ვენს წინაშე თავხდობისათვის ბოდიშს - ყოველი მშბელი სიძეთ მნატრობდა და ყოველი ქალი ქმრათ, ზემორე დასახელებული თავადი გადამკიდა, მისი მამიდაშვილის შვილი მზითვიანი ქალი შემერთო. ქალი ესე გათხოვების ორის თვის შემდეგ გარდაიცვალა და შთავვარდი ქვრივობისა მწუხარებაში და კაეშანში.

რათ შევაწუ გარდათვლითა ყოველი ბოროტმოქმედებათა, რომელიც მიიღო ჩემდამი თავადმა არჩილმა, მაღალი გონიერება თქვენი; გარნა მეხსიერბასა ჩემსა არ ძალუძს არ მოიგონოს კიდევ ერთი ბელზებელისებური განზრახვა მისი: შარშანდელ საშინელ თოვლ-წვიმა-ქარზე მეტყველიანი თვალ თქვენი წაიკითხავდენ გაზეთსა შინა წერებულსა, ხოლო ჩვენ, მონათა ქვენთა, ვიგრძენით ზურგზედა ჩვენსა ზედა და თავზედა ენსა. და ამა საშინელს დროსა, როცა თვით ცხოველსაც კი შეიწყალბდა კაცი, თავადმა არჩილმა გადმოუკვალა მის ეზოში მყოფ ადიდებულ ღელ ჩემს ეზოსაკენ და აავსო წყალმა მან მღვრიემ, ტალახიანმა აივანი ჩემი, რომელზედაც თვით ნეტარხსენებულის სოლომონ დიდის ფეებიც კი დასვენებულა, ვიშით, სილით, ფიჩხით და ათასი ვაივაგლახით.

ბოლოს და ბოლოს ვთხოვ ვენს აღმატებულებაზე უფრო აღმატბულს გონების სიწმინდეს და სიფაქიზეს, ჩაოართვათ ზემორეხსენებულ თავადს არჩილ მინერიძეს მი რუმბი და ჩამაბაროთ მე, და ამით აღადგინოთ დათრგუნვილი მანკოება ჩემი, რასა შინა მოწიწებით ხელს ვაწერ, და, რადგან მან წერა არ იცოდა, მის მაგიერ ხელს ვაწერ“...

აქ ისე გაურჩეველი რამ რია, რომ ვერ გაიგებთ, გვირიშტია ბუზის მიერ საშაქრეზ შემოვლებული, თუ გამხმარი იის დაფშკნილი ფოთლებია დაწეპებული.

***

უწყებულ დროისთვის არჩილი სასამართლოში არ წასულა: დაღრეკილმა აზნაურმა ზედმიწევნით იცოდა ზაკონის კანონები და ამიტომ არხეინათ მოლოდა დაუსწრებელ განჩინებას“. საქმის გარჩევის დროს სასამართლოში არჩილის შორეული ნათესავი იჯდა, რომელმაც დაწვრილებით გადასცა არჩილს, თუ რა მოხდა სასამართლოში და როგორ მოჭრა ავი ფილიპემ არათუ მარ არჩილს, თე ის ნათესაობას“.

- ვაკივლებ, თუ კაცი არ, შობიარე ქალივით, - დაიჩემ არჩილმა, როცა მისმა ნათესავმა გაათავა ამბავი. - მაშ, ერთ თვით უნდა ჩამაბან და რუმბისთვის ოცდაუთი მანეთი გადავიხადო, საქმის საწარმოებელიც... ვნახოთ, ვნახოთ! - წამოიძახა ფიქრებში გართულმა არჩილმა.

საქმე რომ უფრო გაეჯანჯლებია, არჩილი ყურსაც არ იბერტყავდა, სანამ უკანასკნელი დღე არ დადგა დაუსწრებელი განჩინების განსაჩივრებისა.

მოსამართლემ საქმის გარჩევა მეორეთ დანიშნა. ფილიპეს უხაროდა, ლა მაინც ვიგდებ ხელში იმ სულწაწყმენდილსო“, მაგრამ ამაოთ: ოცა ჩილი სასაართლოში გამოცხადდა, მოითხოვ ადგილობრივი გამოძიება საქმისა, დასამტკიცებლათ იმისა, რო არი ღვარი არ მიუშვია ფილიპეს ადგილზე; რაც შეეხება რუმბს, ჩილ განაცხადა: რუმბი ჩემი მოზვერის ტყავიდან გავაკეთე და ოცდაუთი მანეთი დამიჯდა გაკეთებაო. რა ხელი ვს სურს დიდ მემამულე აზნაურს ამ საწყალ რუმბისაგან, ვერ გამიგიაო. თუ ძალიან შემეხვეწება, ვაჩუებ, თორემ ალით აგას რას გავატანო. ყოველივ ნათვამის დასამტკიცებლათ ჩილმა დაასახელა მეკუპრე, მექონე და გამკერავი.

- ყველას ფიცით ეკითხოსო!.. - დაუმატა ფილიპემ. მანვ ითხოვა დასამტკიცებლათ იმისა, რომ მოზვერი მისი საზიარო იყო, დაეკითხოს ყოფილს პატრონს მოზვერისას და დამკვლელსო.

- იმათაც ფიცით ეკითხოსო, - დაატანა არჩილმა.

მოსამართლე იძულებული იყო საქმე გადაედვა.

კეთილსინდისიანები, ნაცვალი, მამასახლისი, ორი თუ სამი მოწმე ჩაფარი, თარჯიმანი, მწერალი და მომრიგებელი მოსამართლე, ზოგიერთი ოცი-ორმოცი ვერსის მანძილიდან მოსული, სამი, თუ ოთხი საათი უვლიდენ ფილ ნაღვარევს, რომელსაც ვითომცდა წაელეკოს თამლაძის ეზო და გაეფუჭებინოს თვით ის აივანი, რომელზედაც ერთხელ სოლომონ დიდს დაედგა მოწყალე ფეხები.

ერთი კვირის შემდეგ ხონის სასამართლო სავსე იყო მომჩივან მოპასუხით, მოწმეებით და, რაც უფრო სასაცილო იყო, ხახამი, მოლა, ტერტრა და მღვდელი ერთად იჯდენ და მუსაიფობდენ: მათ უნდა დაეფიცებიათ მოწმეები; მეკუპრე ებრაელი იყო, ტყავის მკერავი - თათარი, მექონე - სომეხი და დანარჩენი მოწმეები - მართლ-მადიდებელი ქრისტიანები. მოსამართლე, ცოტა არ ოს ამ საქმით გაბოროტებული, გესლიანათ ფიქრობდა, სხვა საქმებს სანამ არ მორჩებოდა, ამ საქმისათვის არ მიეყო ხელი და, თუ მოსახერებელი იქნებოდა, მეორე დღისათვისაც გადაედვა

ასეც მოხდა. მეორე დღეს კი, დაფიცბის, ჩვენების ჩამორთმევის და მომჩივან-მოპასუხის ლაარაკის შემდე, მოსამართლემ დაადგი:

რადგან აზნაურმა თამლაძემ თავის როზე არ მიაკითხა მოზვერის ტყავის შესახებ თავად არჩილ მინერიძეს, უკანასკნელმა კი რამჯერმე მიმართვის შემდ გააკეთებინა რუმბი - უარი ეთქვას ომჩივან თამლაძეს მის საივარზე რუმბის შესახებ. თავად არჩილ მინერიძეს გადახდეს 4 მანეთი, ზოს ასაწმენდი და დატსაღებლი იქნეს 7 დღით სატუსაღოში განგებ ეზოსკენ ღვარის მიშვებისათვის, რამაც ზარალი მისცა თამლაძეს და შეუწუხა ოჯა.

ორივე მხარემ ითხო განჩინბის პირი. ორივემ განასაჩივრა დადგენილება ოლქის სასამათლოში.

***

ოლქის სასამართლოში ცნობილი ვექილები გამოიდ ორივე მხრით.

ამათ უკვე აინტრესებდათ - როგორც ამბობდენ და როგორც ასამრჯლოს იღებდენ - პრინციპიალური ხარ უფლბისა.

თამლაძის ვეილი, ნაფიცი ექილი, ამტკიცებ, რომ თავადი არჩილი ტიპი იყო იმ ავსული ამიანისა, რომელსაც სურს ყოვლივე აჩაგროს, დათრგუნოს და, თანაც, არ ივიწყბს მატერიალურ სარგებლობას.

თავადი არჩილის ვექილი კი, ისიც ნაფიცი ვექილი, უფრო ეკონომიური მატერიალიზმის მიმდევარი იყო და არწუნებდა მოსამართლეთ:

- თამლაძე ჩარჩია, რომელიც ცდილობს სხვისი ნაშრომი კანონის დახმარებით ხელში ჩაიგდოსო, მაგრამო, - დაუმატა ვექილმა აღტაცებით, - ახლანდელი კანონი აღარ არის ბრმა; მან იცის, კანონის წმინდა ფრთების ქვეშ რამდენი ავაზაკი აპირებს დაბუდრებასო; ღრმათ მჭვრეტელი მოსამართლენი კი ჩახედვენ საქმის გულს და სინამდვილეს ამოიკითხავენო.

მოსამართლეებმა თავადი არჩილი უდანაშაულოთ სცნეს თამლაძის ეზოს ღვარით გაფუჭების საქმეში, ხოლო რუმბის შესახებ ასე გადაწყვიტეს: მიეცეს თამალაძეს ნახევარი ფასი მოზვრის ტყავის - ოთხი აბაზი და 3 კაპიკი, ხოლო სამის საწაროებლი - 176 მან. და 24 კაპ. ხარჯები დაადვეს თავად არჩილს.

მინერიძის მიერ გადატანილი საქმე პალატამ დაარღვია და ხელახლათ გასარჩევათ ოლქის სასამართლოს დაუბრუნა.

ახლ კი სრულიათ გაიმარჯვა თავადმა. ორას რა მანეთი და ცხრა შაური საქმის საწარმოები მიაჭვდეს თამლაძეს. როცა მინერიძემ სასამართლოს ბოქაული მიიყვანა სალის ასაწერათ, გაანჩლებულმა თამლაძემ როგორც ბოქაული, ისე თავადი არჩილი გალანძღა, გათათხა და... დაიწყო მეორე დაუსრულებელი ამბავი.

ამნაირათ, თუ მიუკერძებლათ ვიანგარიშებთ, მოზვერის ტყავის ნახევარი, სულ დიდი, მანეთ-ნახევრათ ღირლი, ორ ადამიანს სამას-სამასი მანეთი დაუჯდა, მთავრობას - 1000 მანეთი... მე სამი საათი წერა და თქვენ, ჩემო მკითხველო, 15 წუთი მოწყენა.

1911 წ.