მარად ბრწყინავს სამშობლო

მარად ბრწყინავს სამშობლო

ლექსო, რაღა კარგი ხარ,

ლექსო, შენც დამკარგვიხარ,

გაოხრდი, გატიალდი,

თუ სიტყვაში ჩაგიქრა

სამშობლოს განთიადი!

― არა, შენი ჩუქურთმა

ჰქსოვეს ქართლის შუქურთა,

ფრთებს მისთვის მიაქანებ,

მარად ბრწყინავს სამშობლო ―

დიდ შვილთა მეაკვანე!