მე შენი ტრფობით ვერ გავძეხ

მე შენი ტრფობით ვერ გავძეხ

(სიმღერა)

მე შენი ტრფობით ვერ გავძეხ,

შენ — ჩემის სიძულვილითა.

ვერ გიღალატებ მაინცა,

თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა,

გულ-დაკოდილი შენგანა

მითც ღმერთს გახვეწებ სიტყვითა.

ხვეწებ, ემუდარები

ცეცხლის მქშინავის პირითა,

გარშემო შემოხაზულა

ცხლის ცრემლების მილითა.

თანაც დაგბრუნავ თავზედა

ჩემის ჯვარცმულის რითა.

შენ ამას არაფრად აგდებ,

მოხვალ, ზედ მდგები წიხლითა.

უცვლელი ვრჩები მაინცა

ჩემის წადილით დიდითა,

სამყაროს იქით რომ მიდის,

მომაკვდავთ განა იცითა?!

წვრილმანს, ჩანჩალა აზრებსა

ვილალა აქეთ-იქითა:

არ დამიშალონ მიმოსვლა

ღმერთთან ამ გრძნობის ხიდითა.

შენ ვარ დიდი ერთგული,

ვერვინ შემხედავს იჭვითა.

შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,

თუნდ შხამს მასმევდე ჯიხვითა!

1915 წ.