ჩემს დას ეფემიას

ჩემს ეფია

ჩემდა ნუგეშად, ჩემდა შვებად სასიხარულოდ,

ლხენად გლახ გულის უდროოდა მწარ დამჭკნარისა,

დაო სასურველ! ამა სოფელს შენ დამშთი მხოლოდ,

და განმასვენე კვეთებათგან ბოროტ მხვედრისა!

ცხოვრების ბნელ გზას შენ მინათი შვების ვარსკვლავი,

შენის ღიმილით შეჭმუხვნილი სახე მინათლე,

შენი ალერსი მშვიდი, წყნარი, მიხარის შორი,

და გულ დაჩაგრულს ნატრების კვალად სიცოცხლე!

სიცოცხლე ჩემი, ძლივს გაშლილი სასიხარლოდ,

ძლივ დილა ჩემი, მზისა ნათლით გაბრწყინვებული,

მიჩვენებდნენ მე ამა სოფლის ყვავილთა მხოლოდ,

და ახლად ლამპარს აღმინთებდა გულს სიყვარული,

რომლისა სხივნი თვით ეკალთა შეჰქმიდენ ვარდად,

რომლით აღვსილი არა ვჰსცნობდი ჭმუნვისა ცრემლთა,

მეგობართ შორის უზრუნველი დავმღერდი მარად

და სიამითა უმზერდიცა დღეთ მომავალთა!

აწ სად წარვიდნენ ნეტარების წამნი ძვირფასნი,

რომე აჩრდილიც არა დაჰშთა ჩემდა ნუგეშად,

რომ გლახ ჩემს გულსა მოსეულნი ჭმუნვათა დასნი

ესრედა ჰგლეჯენ უღონო მსხვერპლს შეუბრალებლად?

უცებ გრიგალმა უბედობის დამქროლა ესრედ,

რომ ცა, მომფენი ჩემდა ნათლის ჰფარა ღრუბელთ ქვეშ;

სიტკბოს ფიალი წარიტაცეს მის წყეულთა ფრთეთ,

და დამცა უფსკრულს ვაებისას უმწედ, უნუგეშ,

სადაც ოხრვანი, აღმოსულნი გულისა სიღრმით,

არვის ესმოდნენ და ჰქრებოდნენ ზღუდეთა შორის!

სადაცა ჰსწვავდნენ, ვითა ცეცხლი, ღაწვთ ცრემლნი დენით,

და მათ არ ჰსწყვეტდა არავისი ხელი ნუგეშის;

სად ვერა ჰსცნობდი ცისკრის ბრწყინვას, ვერც მწუხრის ჟამსა,

სად დღე უნათლო იყო ღამედ, ღამე უვარსკვლავ,

და სად სიკვდილსა ვინატრიდი ვით ცის ნუგეშსა,

თუმცა სამარეს შეედრების სადაცა ვიყავ.

მწუხარების დროს ჟამნი მსწრაფლნი ვლიან ნელიად,

და უბედურის სახეზედა ღრმად ჰბეჭდვენ თვის კვალთ,

არღა აჰყვავდეს გული ჩემი ორგზის ამ სოფლად,

მახვილი გულით ვერ აჰგლიჯონ შემდეგ სიხარულთ.

ვიყავ უსაგნოდ, უიმედოდ, მაგრამ ოდესმე

გულსა რაღაცა გაელვებით განახარებდა...

დავიწყებით. ან შებრალვით წარსულს სიამე

თითქოს ჩემს გულში სურვით ნაცნობს ძველ კვალს ჰპოებდა;

ითქოს ჰსცდილობდა განბნევასა გულის სიბნელის

და ვით თვის სადგურს, ჩვეულებრივ მუნ დამკვიდრებას!

მაგრამ მით უფრო გული გრძნობდა ფასს დაკარგულის,

წარსულთა დღეთა იგონებდა რა ნეტარებას.

ესრედ ამშვენებს სიტურფითა ვარდი სამარეს,

ესრედ მშვენიერთ ბაგეთ ზედან იელვებს ღიმი,

თუმცაღა გულში უზომოსა ჰფარავს სიმწარეს;

ესრედ ვარდს დამჭკნარს დაეცემის უდროდ ცის ნამი.

უჩინოდ ჩემთვის მდინარებდნენ თვისითა წესით

დღენი და თვენი, და ვერც ვჰსთვლიდი მე მასა დენას,

ემაშრნენ ცრემლნი, მაგრამ არ თუ ჭმუნვათ განქარვით,

არ-თუ ვისგანვე მოვისმენდი ნუგეშის ცემას.

არა! წყვდიადსა მას სადგურსა სხივი ნუგეშის

ვერ მოეფინნენ საშვებელად გულსა უბედურს.

ვაი მას, ვინცა ჰრაცხს ნუგეშად, ვით მე მიმაჩნის,

რომ შევეჩვიე მწუხარებას და ვაის სადგურს!

ჭმუნვისა ცეცხლით გულსა დამწვარს აგრილებს ცრემლი,

შემაშრნენ ცრემლნი და ესეცა შვება მომაკლდა.

მაშინ შემექნენ გონება ჩლუნგ და ქვადა გული,

და ან რაც ვიყა, ან რაცა ვარ, ყველა მავიწყდა.

მაგრამ მახსოვს კი, ერთ ზის მესმა ჭიკჭიკი რცხლის,

და სწორედ ვიტყვი, მრწამდა იგი ხმად მეგობრისა,

იმიერ სოლით ჩემს ნუგეშად მოვლინებული,

და მის პასუხა მსურდა მეცა თქმა სიმღერისა!

მაგრამ შემზარდა, რა ნაცვლად ხმის განხდა ხრიალი,

და კედელთაცა დაყრუებულთ წარმოსთქვეს ბანი!

მა ეს უცნობი ველ და საზარელი,

ავოცდი, ვჰსუმენ და ხმა ჩემი მევე ვერ ვსცანი.

მის ჟამით ვიყავ, ვით საარეს, უხმო, უსიტვოდ,

იდრე დასასრულ ვაეის ბჭე არა განმიღეს.

პირველად მზის შუქს თვალ ვერ ძლ, დავშთი უნათლოდ.

შემდეგ სიამით მიმოვხედე გარეშე არეს: -

ინარე იგი, მთანი, ნიავ მომფენნი,

ალკოტნი, ველნი, უწინდელებრ აღანებონენ,

იგი უღრბლო, ალებელ ცა ნათლოვანი,

მხიარ ყრმანი თამაშობი მოიმღრიდენ.

გამოვემსწრაფლე სამშობლოსას, სადაც ვგონებდი,

არსულთა ტანჯვათ, მწუხარებათ დავიწყებასა;

მარამან ოს ყეულიმცა ესრეთი ბე:

ობლის ხვევნის წილ შევხდი ახალს მუნ ვაებასა!..

ისგან ნუგეშსა მოველოდი, მისი სამარე

თვალ იხილეს და არ დაბრმავდნენ ისვე ეს თვალნი!

უგუნურად დავჰმზრდი მის საფლავს დუმარე,

ლა გულისა სანუგეშოდ ერ ვჰპოვ ცრემლნი!

ვისგან და ვისთვის განიხაროს აწ გულმან ჩემმან?

ვის შევჰბრალდე, რომ ეგებ მით გული განჰგრილეს?

ღრუბლი ჭმუნვის განმიბნიოს აწ ვისან ღიმმან?

დროდ დავბდი და ცხბით გული როს დაჰსტკბეს?

სიყვარულისა სურვილი მას დაუთმობს გულს,

მისი სიცოცხლე ვერა დასტკბეს მართლ სიხარულით,

ვინც სოფელს მუხთალს, საამურის ოცნებით აღვსილს,

უმერს ვით აწ მე, მიუნდობელ, გამოცდილ თვალით.

ვალე არღა მრწამს, ვით ღამეში მაცდური სხივი.

ინ ქვას: ხვალეცა ვიქნები მე დღეს ბენი?

ისწავლე ესე, როს განმქრო ბეის ვარლავი,

აწ თუ განლის დღე შვიდობით, მწუხრს პირჯვარს ვიწერ!

აგრამ ნუგეშად, ჩემდა ება, სასიხარულოდ,

ლხენად გულისა, უდროოდა მწარ-ამჭკნარისა,

სასურელ! ამა სოელს შე დამშთი მხოლოდ,

ანმისვენე ეთებათგან ბოროტ ხვრისა!

მისთვის ვლოცავ ცას, ვნ დღენი ჩემთვის შთომილნი,

არ შეჰსწყდნ, ვირე კვალა ჩემთა თვ არ გიხილონ

მაინ, ოდეს საუკუნ მივლლო თვალნი,

შობლიურ მიწა ხელ შენთა გულს დამაყარონ.

1835 .