ყოფნა მე არ ვიწამე

***

ყოფნა მე არ ვიწამე,

არია ფიქრის გარდა.

წევს ბავშვივით მიწაზე

თვალდახუჭული კატა.

და გრძნობ ზეციურ წამებს,

ახლო მდუმარებს ბაღი.

ისევ გაივლის ღამე,

ღამე უძილო სახის.