რაინდები

რაინდები

1

ისაც გამოუცდია დიდი ავადმოფობა, ახსო ბოდვა, ტკივილბის დროს ჩანგი თუ არა, ზღაპარი მაინც მოუსმენია, - იგი გაიგბს მს სულისკეთებას და სასიამოდ დარჩება არული ისტორიის, დავიწყებული პირგადმოცემების და დაღლილი ოცნების ხლართი მწარე ღამეებში ნაღლიანი ფირების გასაფანტავად შეკოილი.

კარებთან ვიღამაც ორჯერ-სამჯერ მორიდებით, მაგრამ განგებ ჩაახველა.

- ვინა ხარ მანდ?

- მე გახლავარ, ბატონო, გიორგი...

- ვინ გიორგი? შემოდი...

ფანჯარასთან მჯდომი დედოფალი ეზოს თვალს ვერ აშორებდა...

- აა! შენა?.. მოდი, მოდი! შეხედე, თუ კაცი ხარ: განა მართლა გი არ არის ჩვენი არჩილი?

ახლად შემოსული სავარძლის უკან დადგა და ეზოში გადიხედა.

საკვირველი დაინახა:

მეფის ძმა არჩილი ჩამჯდარიყო და ხმალს ფეხებში უქნევდა ახოვან კაცს, რომელიც ყოველ მოქნევაზე ახტებოდა; სისხლიც აჩნდა აქა- უცნაურ ჯამბაზს...

- რჩილ, ღვთის გულისთვის, გაუშვი! რა დაგემართა?..

- ახლავე ქალბატონო, ახლავე...

არჩილი წამოდგა, ოდნავ გასისხლიანებული ხმალი ბიჭს გადასცა.

უცნობი ვაკაცი შეჩერდა, სული მოითქვა. უცერად მის ყურებთან დამბაჩა გავარდა... ვაკაცი ერთი შეკრთა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია არავისთვის...

- ახლა დაისვენე... ფეხები დაიბანე და არაყი გადისხი - არა გიშავს რა! - ბრძანა არჩილმა.

- რა ამბავია, ქალბატონო? - დაეკითხა ოთახში მყოფი დედოფალს.

- სასაცილო ამბავ, სასაცილო, ჩემო გიორგი!.. ამასწინათ ბატონი და არჩლი დანაძლევდენ, არა ჩემი ყმები უფრო ვაკაცები არიან და არა ჩემიო... ბატონმა აი, ახლა რომ არჩილი აწვალებდა, ის გამოიყვანა, არჩილმა - ახალგაზრდა პირტიტველა მესხი. რავა ეგონა, ამხელა მუტრუკს თუ ტუჩზე რძე შეუშრობელი ყმაწვილი დაიჯაბნებდა...

დედოფალი ამ სურათმა გამოაცოცხლა. პირზე ღიმი მოუვიდა, ფეხზე წამოდგა:

- როცა მესხმა იძრო ხმალი და დაატრიალა, ეს ლეჩხუმელი ესავით დადგა, ძლი ამოიღო ხანჯალი, დახუჭა თვალი, დაიწყო ღრიალი: ხუთი ნუ მოდიხართ, ერთი მოდი! ხუთი ნუ მოდიხართო. სიცილით დავიხჩვით. მეფე გაჯავრდა, ასწია და ის კაცი არჩილს აჩუქა. არჩილი ახლა იჩემებს: რა კაცი მქვია, თუ ერთი ლაჩარი ერ გავაგულადეო!“ ამიტომ აწამებს... ურჯულოსავით...

- ! - გაეცინა გიორგის.

- საიდან გაჩნდი? - დაეკითხა დედოფალი.

- ტყიდან გიახელი, დედოფალო.

ჩქარის ნაბიჯით ოთახში შემობრძანდა მეფე იმერეთისა.

შეჩერდა.

შეხედა.

- გეძებ, ვერ გპოულობ. სად ხარ? - დატუქსვით მიმართა მეფემ.

- ნამოხვანში გახლდი...

- რაო?!

- ნამოხვანში გახლდი, წისქვილის ქვებს ვტხდი...

- მეწისქვილობა დამიწყე, როცა მე ომისთვის ვემზადები?!

- არაფერი მსმენია, მეფეო...

- საქმეც ისაა... რომ დაიკარგები, ხმას ვერ მოგაწვდენს ადამიანი.

- რა ქნა, მეფეო, რჩენა მინდა და ლი უნდა გაანძრიო. გიორგი შეჩერდა და ელოდა, იქნებ ახლა მაინც წამოცდეს რაიმე წყალობაო.

- შენს ვაკაცობაზეა დამყარებული: ვერცხლიც შეგიძლია იშოვო და ყმაც.

- ვის ეომები, მეფეო? - წყალობაზე იმედგაწყვეტილის ხმით შეეკითხა გიორგი.

- ვეხმარები ოდიშის მთავარს აფხაზთა მთავრების წინააღმდეგ!

- როდის წაბძანდები?

- ზეგ დილით.

გიორგი ჩაფიქრდა.

- მაშ, გავსწევ, წისქილს მოვაწყობ და...

- გადირიე? ისედაც მცირეა ჩემი ლაშქარი!..

- მეფეო, სანამ თქვენ შარაგზით აფხაზეთის საზღვარს მიუახლოვდებოდეთ, მე მცირე რაზმით წინ დაგიხვდებით... მე ვიცი მოკლე გზები.

- მეც იმ გზით წავალ...

- ვერა მეფეო, მე მეყოლება სულ ხუთიოდე ცხენოსანი, ორი საბარგო ჯორი და ოციოდე ქვეითი. მათი ბილიკზე გაყანა ადვილია, თუმცა ზოგჯერ ცხენების დაგორებაც კი მოგვიხდება. ათასი კაცი კი, თუ არ გაიშალა, ერთმანეთს დაასახიჩრებს..

- უშენობა დაემჩნევა ჯარს.

- მეფეო, ნუ დამიშლი წისქვილის დამთავრებას... მეცინოდენ, ქვას ვერ იშოვნის და სათავის კეთება ტყუილა ჩაულისო... ამეღამვე ჩავიტან მასალას, ხვალ და ზეგ უკვე ავარიკრიკებ წისქვილს, სახლიკბის გულის გასახეთქად... თუ გნებავს, ჩემს კაცებს გამოვაწყობ და მოგართმევ, მე კი ორის მხლებელით პირდაპირ ავალ და ენგურის პირად დავიცდ: იქაური ადგილები ვიცი, მაგრამ ომის წინ მივლა-მოვლა კარგია...

- უსარდლოდ მაინც როგორ ნება ჯარი, - უპასუხა ჩაფიქრებულმა მეფემ.

- სარალი თვარა, მე რო გაწრთვნილი ჯარი მყავს, ისი ჭირი არ იქნა!.. მე ჩაგისწრებთ, თუ თქვენ გიახლებით, ჯარს ჩვეულებრივ დავრაზმავ, ძველებურად შევძახებ, წინ წავალ, და თუ არ გამომყვებიან, მაშინ - პატივი თქვენთან მომითხოვია... - და სარდალმა ისე ორსართულიანი გინება ჩაახაჭაპურა, რომელსაც გვირგვინოსანნი კადრულობდენ, ათთან მომუსაიფენი ბედავდენ და რომელსაც ახლა ასოთ-ამწყობიც კი არ აპატიებს მწერალს.

მეფემ რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოთახში.

- ბედნიერია, ვისაც გაწრთვნილი ჯარი ყა - მცოდნე იარაღის მარების, შეტევის და მოგერიების, - შენიშნა გიორგიმ.

- ნუ გეშინია, ჩვენც გვეყოლება გაწრთვნილი მუდმი ჯარი.

- მე ვერ მოვესწრები და...

- ჩვენი შვილები მოესწრებიან...

- ღმერთმა გისმინოს...

- აბა გიახლები... დროა, ბატონო...

- წადი, შვილო, კეთილი გზა მოგცეს ღმერთმა.

- ენგურის პირას დაგხვდები, მეფეო.

- კარგი... ოღონდ...

- მეფევ როდის იყო...

- ვიცი, ვი...

ოდნავ შეჩერდენ. სათქმელი აღარაფერი იყო.

- შემოსვლისას სალამი არცერთმა არ მაღირსეთ, ახლა მაინც მიბრძანე, - ღიმილით სთქ გიორგიმ. მეფესაც გაეღიმა.

- გზა მშვიობისა, ჩემო გიორგი! მომიკითხე ჩემი ნათლული. გიორგიმ გულზე აკოცა მეფეს; დედოფალმა თაში მოჰკიდა ხელები მიმავალს და ძმურად თავზე აკოცა.

- ჩემს ბატონს შენ გაბარებ, აბა შენ იცი...

- კაი ბავშს კი აბარებ... - გაეცინა მეფეს...

- რა ვქნა, დედოფალო, ომში მე არაფერს დამიჯერებს... უზნეო ბავშია, - იოხუნჯა გიორგიმ, მდაბლად ორივეს თავი დაუკრა.

- დედოფალო, კალთას გეამბორები... მეფეო, თაყვანის-ცემა! - და სარდალი ფარდის იქით მიიმალა...

- ასეთი ერთგული და გონიერი კაცი რო ერთი ასი მყავდეს! - ინატრა მეფე.

- აი, მე რომ არ მიჯეროდი, განრისხული გყავდა!..

- ვცდებო, ჩემო რიტო...

ბნელდებოდა.

- ... შენ ხარ მხოლოდ გულთა-მხილავი და წინათმგრძნობი.

ბნელდებოდა.

- რამდენი ვეწნა და მტკიცება დამჭირდა და... რამდენი გევედრე შეგერიგებია - რაღაც მინაზებულის ხმით უპასუხა დედოფალმა.

ბნელდებოდა.

- სულ ხომ მე არ უნდა ეწო, ერთხელ მაინც შენ მეხვეწე... - მაცურის მილით სთქ მეფემ.

ბნელდებოდა...

და დაიწყო მოსაყირჭებელი ალერსი - ნახევი და ნაგლეჯი ტარიელ-ავთანდილის მიჯნურობისა, სპარსული მგოსნებისა, თეიმურაზის ლექსებისა, რომელნიც ახლაც ისმის ბაიათებსა და მუხამბაზებში...

აქ კოკობი ვარდი“, ალის ტანი“, თუმცა დედოფალი კარგა შემრგალეული, ალჟუჟუნა, შუა ხანს მიღწეული ქალი იყო.

- ამისთანა მარდი, მოხერხებული და ნამუსიანი იდებულნი მყავდენ... - დაიწყო ისევ მეფემ, მაგრამ დედოფალმა შეაჩერა.

- მოიცა, მოიცა, - სიმღერა ისმის.

დედოფალი და მეფე სამზერად ფანჯარას მიადგენ.

- მეტივეებია! გააღე, ბატონო, ფანჯარა...

მეფემ ფანჯარა გააღო.

- იმე! ეს ხომ ენი გიორგია. დახე, რა ტკბილად იმღერიან! მდინარის შუაგულიდან ისმოდა:

ჩემო ტივო, მაშინ გაქებ,

სატივოზე გასულიყო.

თავს მუშარი დაგხვეოდეს,

სხაზ მეტად გასული.

- ძალიან ფაცურობენ, მაგრამ სიმღერას არ სწყვეტენ. - შენიშნა დედოფალმა.

- საშიშია. იქაა მორევი...

- ღმერთო უშველე!

- არა უშავს რა, გიორგი ნაცადი ვაჟკაცია, - თქვა მეფემ; თვალს კი არ აშორებდა, სანამ ტივმა არ გასცურა სახიფათო ადგილი.

2

მეფის მცირერიცხოვანი ჯარით მოსვლა არ იამა ოდიშის მთავარს.

მოხუცი დედოფალი მეფის გასაგონადაც კი დედაბრულად ბუზღუნობდა:

- აი, დახმარება თუ გინდა სიძე-ბატონისაგან, ამას ჰქვია!.. თითქო სანადიროდ მოსულიყოს! სასაცილოდ აგიგდო!... თუ გავიმარჯვეთ, ხელი მისია; თუ დავმარცხდით - ჩვენ აგვიანცებენ...

მოთმინებიდან გამოსულმა მეფემ მოკლეთ მოსჭრა:

- ცოტაა თუ ბევრი ჩემი ჯარი, გამარჯვება ჩემს კისერზე იყოს... თქვენი ჯარი სრულიად ნუ გამოვა! თუ გაწყრა ღმრთი და დამამარცხეს, ჩემი სამეფო თქენთის დამითმია - მოგახმაროთ ღმერთმა!..

..............

მეფეს ენგურის პირას დახვდა გიორგი.

- დამეკაგა შენი იმედი, - მიეგება მეფე.

- წუხელის გიახელი, ბატონო, ღამით. ადგილები დავათვალიერე. აფხაზთ ჯარი დიდი ჰყავთ...

- ენ კი მცირე ვართ, ოდიშლნი არ გამოსულან. სულ ასიოდე კაცი იქნება. თუმცა რჩეული ვაკაცები.

- რატომ?

- წამომცდა, სულ არ ხართ საჭირო-მეთქი, და აიხვია ხელზე მთავარმა... თაისი ნებით კი მეტმა არ ისურვა.

- ჩვენ რაღას ვაკლავთ, შე დალოცვილო, თავს? შემოაბრუნოთ ცხენები და გაუდგეთ ჩვენს გზას.

- ეჰ, ასეც არ იქნება!.. თუ გაიმარჯეთ, ღმერთმა ჰქნ, აფხაზეთი მფარველობას შეგედრება... შუაში მომწყული ოდიში სამუდამოდ ქედს მოიხრის ჩვენს წინაშე...

გიორგიმ თავი ჩაღუნა: შერცხვა, რომ ვერ გასჭვრიტა ფის წინდახედული საქმენი.

- თანაც, - დაუმატა მეფემ, - ძველ მოყვარეს, სიმამრს თუ არ დავეხმარე, როგორ შემხედავს ან სოფელ-ქვყანა, და ან განსვენებული ჩემი მეუღლე როგორ შემხვდება საიქიოს... ბევრია მტერი?..

- ჩვენზე ორჯერ მეტი იქნება...

- ბანაკი რომ პატარაა შესახედავად?

- ბარგი არ აქ... ურმები არ ყავთ... თავის ქვეყანაში არიან... თანაც სულ დიდკაცობაა და შეჯგუფული არია. ქეიფობენ... დანამდვილებით მაინც ვერაფერს ვიტყვი, ოღონდ ჩემმა ლაზიკამ ასე მითხრა... ის გაღმა იყო და ბანაკს ირგვლივ შემოუარა.

- როგორ? რანაირად? ჯერ რომ წყალი არ დავარდნილა?

- მაგი ხომ კაცის ილი არ არის... ან ბოშებმა დატოვეს და ან პირდაპირ ეშმაკმ ჩამოუგდო ფაცხაში დედამისს - და ლაზიკასკენ გაიხედა, - ცხენიც კი გამოიყვანა გაღმიდა...

- ძალიან უმარჯვნია!... შენ როგორ გაუშვი, არ შეგეცოდა?

- ეხვეწე, ხვალ წყალი დავარდება და მერე გადი-მეთქი, - არ დამიჯერა. გადამეკიდა... საშველი აღარ მომცა... წყლის პირას ჩამიყვანა, ამიხსნა - ეს ჩქერი გაღმა მხარეს ეცემა, მას გავყვებიო, იქედან კი - მეორე ჩქერზე მიმითითა - იმას გაებიო... მერმე აქ ერთი ფუტრო ხე მოსჭრა, ჭვრიტიმალები დაუგლისა, წინ გაიგდო და უკან გაყვა. ვუყურებდი, წელს ზევით არც კი დასველებულა. კაშკაშა მთვარე იყო... აქეთ კი დილას მო და ეს ცხენიც მოიყვა. შემომჩივლა, მეორე შუა წყალში მოსილულზე დამრჩაო.

- მოდი აქ, ბიჭო! - დაუძახა თვით მეფემ.

ლაზიკა თავის ცხენიანათ მოვიდა.

- ბიჭო, რამ გაგაბედინა გაღმა გასვლა?

- დედისაგან მაქ, ბატონო, ნაწინასწარმეტყველები: შენისთანა მურტალი არც ომში მოკვდება და არც წყალში დაიხრჩობაო“, - იოხუნჯა ლაზიკამ, რომ ატონები გაეცინებინა.

- რა მთავრის შვილი ონ იყო, რომ შენ დაგცინოდა? - სიცილით დაეკითხა ისევ მეფე, რომ ლაზიკასთვის კიდე მიეცა ოხუნჯობის საშუალება.

- მთავრის არა, და მგონი, ბებია-ჩემი ხშირა დაძვრებოდა ატონების სასახლეში და, სამზარეულოს გარდა, მუცლის გასაბერავს განსვენებული ბატონის ლოგინზედაც ღებულობდა.

- ნუ იგდებ თავს! - შეუბღვირა სარდალმა. მაგრამ ღიმი მანაც ვერ შეიკავა.

- ეს ყველაფერი კარგი, - მეფის სახე უეცრა დადინჯდა, - როგორია ჯარი?

- სულ დარჩეული ვაკაცებია, ბატონო, ღამის ყარაულათაც აზნაურები უნდა იყონ... მაგრამ რაცხა უკმაყოფილებაც არის ჯარში... გუშინ წასვლას აპირებდა თურმე ინალიპა, მაგრამ გააჩერეს.

- საიდან გაიგე?

- იქ რომ იყა, ჩოჩქოლი ატყდა... მერე ყარაულების ფაცხას მივაყურე: მთავრების კარვიდან მოსული უამბობდა მათ... ასე გამოვიტანე...

- ზარბაზნბი აქ?

- ბატონსაც ახსენე, ზარბაზანი არ მინახავს, მარა ერ ადგილას ბუჩ რგავდენ, გამიკვირდა: რა დროს ბაღჩის გაშენებაა-მეთქი, და მინდოდა მივპაროდი, მაგრამ იქედან ძაღლის ყეფა მომესმა, და ვეღარ მივბედე.

- აქედან იხედება ის ადგილი?

- აი, ეგერ გახლავთ, მეფეო... წითელი მიწა რომ მოჩანს, მის ქვევით ორი ეა და ხეების ცოტა დაშორებით - ბუჩქნარი... სწორეთ ისაა, მეფე ბაონო; ემჩნევა კიდევაც, რომ ადამიანის ხელს იქ უფათურებია... მწკრივად და მრგვალად სხვაგან არსად არის ბუჩქები.

- დააყენე მზერა? - ჰკითხა მეფემ გიორგის.

- დააყნე, მეფეო, მაგრამ გამოცდილი ხალხია: დღისით არავინ მიეკარება, და ღამით კი არ დაინახება...

- აჩუ, შე მგლის არჩივო! კიდე დაწოლა გინდა? - შეუწყრა ლაზიკა ცხენს.

- დაწვე, დაწვეს... ახლა მაგას მოსვენება მოუხდება...

- უწამლე რამე?

- კი, ბატონო... ჯერ თავდაყირა დავკიდეთ, - ბევრი წყალი ასხა, რე ფერდობზე თავე დავაწვინე და მუცელი დავუზილე, - მაშინაც ცოტა წყალი დააქცია; თოის წამლიანი არაყი დაალეინე, მეტი რა უყო!..

- თოფის წამლის მაგიერ საპონი დაგელევინებია, სჯობდა, მაგრამ არაფერია. - ფე დაიხარა და მულებზე მუცლის ქვევით დახედა... - აი ამ გადატყავებულზე კი წაუსვი თოფის წამალი... სიმინდი აჭამე.

მზე ჩადიოდა.

„რად აქცევს ჩემს ცხნს ამდენ ყურადღებას მე?.. ვაი თუ წამართვან!“ - ელვის სისწრაფით გაუარა თავში ლაზიკას. - არა, აჰ, ჩემს ცოდვაში როგორ ჩაიდგამს ფეხს?..

- ენი ბანაკი როგორია? - დაეკითხა მეფე ისე გიორგის.

- მშვენიერი... უკან სალი კლდეა, ჯიხვიც ვერ ავა; აქეთ მდინარე - ერთი მზვერავი კმარა; ქვევით კი გაშლილი უტყეო ველია, ჩიტიც კი თვალში მოგხვდება კაცს.

- ძლიერ დაღლილი ვართ ჯარიც და მეც; ცოტა ახშმოთ და მოვისვენოთ.

ცხენები შეაჯგუფეს; ირგვლივ ურმები დააყენეს; ხალხი და ლაშქარი ურმების უკან მიწვა; ყველამ მოძებნა სასთუმალი - უნაგირი, უღელი, ჯირკი, უბრალო ქვა, მაგრამ არავის უძბნია ქვეშსაგები ან ზედსახურავი; იშვიათად თუ ვისმე ქონდა ნაბადი; მხოლოდ მეფე დაუყარეს კოპიტის ტოტები, გაუგეს ზედ ნაბადი.

ყველამ მიიძინა.

არ ეძინა ორს: უდიდეს - მეფეს და უმცირესს - ლაზიკას.

- მოიწი აქეთ! - გაღვიძების შემდეგ დაბალის ხმით უთხრა მეფემ გიორგის.

თავისი სასთუმალი გაღვიძებულმა მეფისკენ მისწია და დაჯდა.

- დაწევი... ვერავინ შეგნიშნა, რომ ვთათბირბთ... ჩვენ დიდხანს ერ მოვიცდით აქ. სიმამრ-ბატონს ურემი ბევრი წამოუყვანია და სურსათი ცოტა წამოუღია; თანაც, ვინ იცის, ჩემი აქ ყოფნით ვინ როგორ ისარგებლებს.

- მტერი რომ ვრია?!. ოდიშის მთავარს იმედი აქ, დამხმარე ჯარი კიდევ მოვაო...

- მოსვლით არავინ მოვა, ტყუილია, მტერს კი შეიძლება მოემატოს... ქელეშების მსახურნი, უეჭელია, ყრიან ხმას, რომ მათი ჯარი აივსო ნადავლით და ნატყვევნით; ჩემი ნათესავი ქალი, მისი მეუღლე, ვინ იცის, იქნებ თვალთმაქცურად სამძიმარსაც კი ღებულობს ჩემი სიკვდილის გამო და უგულო შეტირილებს მართა... აფხაზის ხალხს ყველა ეს გაამხნეებს, და ახლა თუ მარტო აზნაურობაა, შესაძლოა, მთელი ბრბო მოაწვეს აქეთკენ საშოვრად.

- ხმებზე თუ წავიდა საქმე, თქვენს სიმამრსაც კარგი ხმები დაუყრია აფხაზეთში...

- მაინც?

- ვითომც თქვენ თვალი გიჭრიდესთ... რა ჯარიც არ უნდა იყოს, რომ შეხედავთ, გააფუჭებთ, და თითქოს ამიტომაც იყოს, რომ თქვენ საკუთარ ჯარს არ უყურებთ და მუდამ ჯარის წინ ბრძანდებით.

- ვინ დაიჯერებს?

- დაიჯერებენ კი არა, გლეხობა რომ არ მოსულა, სულ ამის ბრალიაო, - ბრძანა დღეს აფხაზეთის კარგა მცოდნემ გლახუა ჩიჩუამ.

- მე რატომ არ მითხრეს ეს ამბავი?

- ვერ გაგიბედეს უსათუოდ, რომ ასეთი ცუდი თვისება მოგაწერეს, - თვალის მჭრელობა...

- , ნეტავი მართლა მქონდეს, შევზღუდავდი ჩემს ფარგლებს და დაამშიდებდი ქვეყანას, ჩემს სამეფოს.

გაჩუმდენ.

- თუ გენებება, ბატონო, ხვალვე შეიძლება დავეცეთ. დილისთვის მდინარე დავარდება. ფონი აქვე იქნება...

- ხვალ არა და ზეგ, მგონია, უნდა გავათავოთ ეს საქმე: ან გაიმარჯებთ და ან...

- გაიმარჯებთ, მეფეო, გავიმარჯვებთ: შენ გვერდში გვეყოლები და არ გაიმარჯებთ?!.

დადუმდენ, თვლემდენ.

- ჰო, - კიდევ შენიშნა მეფემ, - ხვალ კარვების აშენება დაიწყე, თითქოს ერთი თვით ვაპირებთ დარჩენას.

- მესმის, ბატონო, - ნახევრად ძილში უპასუხა გიორგიმ, - მეც მასე ვფიქრობდი.

..............

მეფი რჩევა ლაზიკამ აასრულა. ახლა ცხენს გვერდში მოსწოლოდა, თვალებში შეჰყურებდა. კისერზე ელს უსვამდა და ბუტბუტებოდა:

- ტყუილია, მეფე ჩემი ცოლ-შვილის ცოდვას რავა მეიკიდებს! ოღონდ შენ მორჩი...

და დაღლილი ცხენი თუ ოდნავ მოიწყენდა, ლაზიკა წყელა-კრულვასაც არ აკლებდა:

- მორჩი, შე მგლის არჩივო! ჭამე, ჰა, სამურა ოგიტანე, ვერ ხედავ? მორჩი და შვილში არ გაგარჩევ... შენს პატრონს შენისთანა ათასი ჰყავს იქნება, და მე კი ერთი მეყოლები... დაგესევით დედაბოძიანათ, ტახსავით გაგასუქებთ და დედოფლის კატასავით გაგასუფთავებთ... ოღონდ მეიბრუნე ერთი პირი... წამოდექი... მთელს ოჯახს ამიშენებ... ეჰ, რას შვრებიან ნეტავი ახლა ჩემი ბიჭუნები? ტკბილად სძინავთ, თუ მუცელში თაგვები დაურბისთ?.. დამპირდა ქალბატონი, არაფერს შევაკლებო, მაგრამ... ჩუ, რა გემართება... დგები? მეიცა, მეიცა, მეც მოგეხმარები...

ცხენი წამოდგა და ბალახს ყნოსვა დაუწყო.

ლაზიკა ირეოდა სიხარულით...

- ჭამე, ჭამე! მეიცა, ერთი ჭადის ნატეხი მოგიტანო... ეხ, ლაზიკა, რა ოქრო ბიჭი ხარ! ერთი ალჩუ დაგიჯდებოდეს, რას არ მოახერხებ, რა არ შეგიძლია!..

ლაზიკა გაიქცა ურმებისაკენ ჭადის ნატეხის საშოვნელად.

ცა კი უზნეო ბავშივით ხან მოიღუშებოდა, მაგრამ ოქროსფერთ ზოლები მაინც რჩებოდა, ხან კი გაიღიმებდა, მთვარის შუქით, და თან თქორავდა და შხუმფლავდა. ლაზიკა ექვთიმიას თანხლებით მალე დაბრუნდა. მოტანილი ჭადიც ცხენმა ზანტად, მარა მაინც შეჭამა.

- აწი ამას არაფერი უჭირს... ახლა მეორე გამოვიყვანოთ. - მიმართა ლაზიკამ ექვთიმიას.

- გადირიე, კაცო?! წყალი კიდე საცურავია... ყარაულებმაც რომ შეგვნიშნონ...

- თუ არ გაიჭირვებ, რისი იმედი გაქვს... იქნებ ბედმა გაგვიღიმოს... - ნახევრად ძალით, ნახევრად ნებაყოფლობით ბიჭები მეორე ცხენის გამოყვანას შეუდგენ.

შერვაშიძეების ბანაკში თათბირობდენ.

- რისი ეშინია? ჩვენ ბევრად მეტი ვართ.

- მაგიერათ - მეფეს თვალს უჭრის, გადახედავს ჯარს და დააძაბუნებს.

- თვალის ჭრის რა მოგახსენო, არ დამიცდია, და იმერეთის საუკეთესო კაცები კი თან ახლავს: არჩილი, აგიაშვილი, მესხი, ერისთავი...

- ოდიშიდან ხომ არავინაა?

- როგორ არა! სულ გალექსილი გმირებია...

- მე მაინც ჩემსას ვამობ. მეფეს თვალს უჭრის... ის ნუ გადახედავს ჯარს, და სხვა რაც მოხდება, ღვთის ნებაა...

- მერე როგორ შეუთვალოთ მეფეს, ისე ომე - ჩვენს ჯარს არ შეხედო-თქო?! - ღიმილით სთქვა ქელეშ-ბეიმ.

- მოსაკითხი გაუგზანოთ ვისიმე ხელით და მოვწამლოთ.

- , რას ამბობ! - იუცხოვა უმცროსმა.

- აბა ტყულა დავიხოცოთ? ომი ხომ ჯირითი არ არის, ესროლო და თან ერიდო არ დავასახიჩროვო... რითაც გაგვივა, მით უნდა გავიტანოთ ჩვენი...

- მე წინააღმდეგი ვარ... ვაკაცურად შევხვდეთ: რაც მოსავალია, ვე გავექცევით...

- მე თანახმა არ შენი: მეფის თაიდან მოშორება გამარჯვებას უდრის, მაგრამ მეფეც ხომ ფრთხილად არის: ასე ადვილად თავს არ მოგვაწამლვინებს.

- მაშ მკვლელი გავუგზავნოთ.

- არც მაგია შესაძლებელი, - ვინ მიგვიშებს მეფესთან!..

- აი რა, - ჩაერია ბჭობაში მოხუცი ემუხვრი - ჩვენი ზარბაზნის მსროლელი ჩემულობდა ტყვიას სადაც მინდა, იქ მივარტყამო; გავიგოთ, სად არის მეფის კარავი, და ვესროლოთ.

- მერე სადაა მისი კარავი?

- მზერაები გვეტყვიან.

- თქმა არ კმარა... ნათქვამზე ხომ ვერ დაუმიზნებ, - ხიფათიდან წინდაწინვე თავის დაღწეისათის მოიმიზეზა მეზარბაზნემ.

- აბა გავგზავნოთ მეფსთან კაცი დღისით... აქედან შენ უყურე და განიშნებს.

- როგორ უნდა მანიშნოს?

კუთხეში მჯდომმა უჩარდიამ წამოიწია:

- მე გამგზავნეთ, ბატონებო, მოციქულად... მოვახერხებ, რომ უსათუოდ მეფის კარავში პირველად შევიდე... იქიდან რომ გამოვალ, ესროლეთ.

- ეს კარგი აზრია.

- მაშ ასე, - დაარიგა უფროსმა, - მეეს იახლები; სანამ მის კარავში არ შეხვალ, არსად შეხვიდე, ოიმიზეზე - საჩქარო საქმე მაქ-თქო, მოასენე, როდის გნებავს ომის დაწყება-თქო.

- ახლავე წავიდე?

ცას შეხედეს... ღამდებოდა.

- არ იქნებოდა ცუდი... მაგრამ გვიანაა... ხვალ ადრე წადი... დაბრუნდი მალე და კეთილად.

- გახსოდეს: როგორც კი მეფეს დაშორდები, ჩქარა წამოდი, თორემ მაშინვე ვესვრი, რადგან მეფეც იქნება კარვიდან მალე გამოვიდეს და ეს ხერხი უნაყოფოდ ჩაგლის.

- კარგი.

- მე ყველა ამის წინააღმდეგი ვარ, ეს სილაჩრე და მუხანათობაა.

- ნამეტანი არაფერი ვარგა, - შენინა უფროსმა ძმამ, - ვაკაცობას კი არ ვაჩვენებთ ერთი მეორეს, აქ სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია.

- გემორჩილბი, ძმაო ბატონო, მაგრამ ვამბობ, არ იყო საჭირო.

..............

ნიშნად მოციქულობისა, კალთაგადაკაპიწებული, თეთრი ჩოხით გამოწყობილი უჩარდია მეფის ბანაკს მიუალოვდა.

დარაჯებს დიდხანს არ შეუჩერებიათ, პირდაპირ მიჰგვარეს მეფეს, რომელიც ჭადრაკს ეთამაშებოდა ოდიშის გამოჩენილ მოჭადრაკეს.

- ღვთის წყალობა მეფეს.

- კეთილი იყოს თქვენი მოსვლა... რას ეტყ საყურადღებოს?

- მთავრიშვილები მოგახსენებენ, როდის ინებებთ ომის დაწყებასო.

- რაც რო მალე შევექცევით, მით უკეთესი, - მოკლედ მოსჭრა მეფემ და უჩარდიას თვალი თვალში გაუყარა: ასეთმა უჩვეულო, ახირებულმა მოციქულობამ ცოტა არ იყოს გააკვირვა.

- მაშ ასე გადავცემ: მეფემ ბრძანა, რაც უფრო მალე შევექცევით, უკეთესია-თქო.

- დია.

- გწალობდეს დედა ღვთისა.

- გზა მშვიდობისა.

უჩარდია წავიდა. ჭადრაკის თამაში არ შეუწყვეტიათ.

მოციქულობ მეფე მაინც ააბორგა.

- მეც ვერ გაგიბედე, თორემ არ მომეწონა; ზედმეტი თავაზიანობა ყოელთის საეჭვოა.

- გამიგონია, ჩვენს ძველებს ასეთი ჩვეულებაც ჰქონიათ, - დაუდასტურა ფაღაამ.

და ერ მოასწრო ხელში აღებული მხედრის გადასმა, რომ კარავი იძრა და მოისმა ზარბაზნის ხმა.

მეფემ ზევით აიხედა - კარავი წვერი იწოდა.

- გამოიტნეთ, რაც რამ არის... კარავი წააქციეთ და ჩააქრე ცეცხლი, არ გადავიდეს - მშვიდად გასცა ბრძანება მეფემ და ჭადრაკი აიღო. - წამობრძანდი ნს კარავში, იქ დავათავოთ.

- მდევარი! არ გაუშვათ მაგ წუწკი!

- ხელი არ ახლოთ! - ისევ ბრძანა მეფემ, - მაგრამ ვინც ომიდან მაგის თავს მომიტანს, ათ ოქროს ვაჩუქებ, ჰკარით ბუკი და ნაღარა... დაემზადეთ... ომი იწყება...

- კი ბატონო, ორს ადგილას...

- ამინდიც ხელს გვიწყობს: გრილა და მზეც კაშკაშებს, - დაუმატა მოჭადრაკემ.

..............

4

მეფე გამობრძანდა.

იგი აღარ ჰგავდა ტკბილ მობაასე, მშვიდ მეთაურს.

თავს მუზარადი ეხურა; ტანს ეცვა ჯაჭვის პერანგი.

დიჯი იჯი.

დაძაბრული სხეული.

მიხრა-მოხრა მკვირცხლი;

კილო მბრძანებელი;

აზრი ფხიზელი.

მოართვეს ცხენი. მოახტა.

- აგიაშვილო, ვინ არის მებაირახტრე?

- ლორთქიფანიძე, მეფეო!

- მიმყოლი?

- ლასხიშვილი.

- უთხარი: ვინც გახრის ბაირაღს, თავს გავაგდებინებ... აბა, ვილე, ხრესილის სააგიერო გადავიხადოთ.

მეფემ აღაპყრო ხელი:

- ღმერთო, შეგვეწიე!

ყველამ პირჯვარი გადიწერა.

..............

ფონებით გავიდენ მდინარეში.

გაიშალენ მინდორზე. ელოდენ მტერს.

ზარბაზნის ხმა არც დიდ იმედს იძლეოდა და არც არავის აშინებდა, მხოლოდ ცხენები ცქვეტდენ ყურს.

თხემიდან ჩამოაჭნა ცხენი უცნობმა; ჰაერში ლეკური შეატრიალა; ჩააგო; იმავე წუთს დამბაჩა დასცალა, გადააგდო, გაჭენებული ცხენიდან გადიხარა და მარდად აიღო.

- ჯირითობს. გვიწვევს.

არჩილმა გაიწია.

- მოითმინე, ბატონიშვილო! ვინ იცის, ვინ არის...

- მე გავალ, ბატონო, - და გააგდო ცხენი ავალიანმა: მაგრამ მისული არ ეგონათ, რომ უნაგირზე ჩაეკეცა.

უცნობმა კი ცხენი ისევ აახელფეხა...

ავალიანს აბაშიძე გაჰყვა. კაცხის თაადმა მხოლოდ მოასწრო დამბაჩის დაცლა, - მისი ცხენი მალე უაზროდ დაჭიხვინობდა ველში.

- , რავა უცადო, სანამ გაგვწყვეტს! - თავის მგლისებურ ცხენს ქუსლი ჰკრა არჩილმა.

უცნობი არჩილის დანახვაზე ცხენზე გადახტა და საყელოს ღილ გაიხსნა.

- ვინა ხარ? - დაეკითხა უცნობს უხერხულ მდგომარაში ჩავარდნილი ბატონიშვილი.

- ალანელი, თქვენი ძიძიშვილი.

- მოდი აქ.

ალანელი ეახლა. არჩილი ცხენიდან გადმოიხარა - და ალანელმა გულზე აკოცა, არჩილმა - თავზე.

უფრო ხანგრძლივი იყო წულუკიძის და ალანელის შერძოლება, მაგრამ როცა ხელში დაჭრილი წულუიძის ხმლი მიწას დაეცა, ალანელი გადიხარა ენიდან, აიღო ხმალი, მოწინააღმდეგეს ქარქაშში ჩაუდო და ისე თავის ადგილას გაჩერდა.

მაშინ ძალით გასხლტა პირტიტველი ერისთავი და მიაშურა.

ალანელმა პირელა მხოლოდ ახლა იკადრა თოის მხარიდან გადმოღება და დაახალა; ერისთავი ცხენიდან გადავარდა. ველას ეგონა - ატირდა ბარაკონის დამამშენეელი მზეთუნახავი გულქანიო, მაგრამ საცნაური დაინახეს: ალანელს უკან შემოჯდომოდა ერისთა, იღლიებს ეშ გაეტარებია ხელე, თვით ელთ ეგდო აღვირი. განცვიფრებულს ალანელს თოფი კი ვერ გადაეგდო და ისე მიჰქროდა მტერთა ბანაკში.

შეიქნა საშინელი ყიინი.

..............

თავში ხშირი, შეწყნარდა თოფის და ბუკის ხმა.

ოლოდ ზარბაზანი განსაზღვრულ დროს გამოსცემდა თავის მოსაწყენ ბუუ“-ს.

ცქერა მოსწყინდათ მხედრებს. აღელვება მატულობდა.

- აბა, თქვენი მარჯვენის ჭირიმე! ენგურსაც ვაჩვენოთ, ჩვენი ვაჟკაცობა! - დაიგრიალა გიორგი-სარდალმა...

თითქმის ერთსა და იმავე დროს ორივე მხრიდან ყიჟინით დაიძრა ჯარი.

დაიწყეს ხელჩართული ომი.

აი იქ, წულუკიძის ირგვლივ, შეჯგუფდა ჯარი.

ზეფიშვილს შემოარტყეს რკალი.

გამოჩნდა ლურჯაზე მჯდომი ხმალამოღებული მეფე.

გორიდან დაეშვა ბექირ ბეი; მანაც ამოიღო ხმალი.

შეხვდენ. მაცქერალთ გული აძგერდა.

ჩაუარეს ერთმანეთს უხმოდ, უომრად.

მსწრაფლ შემოატრიალეს ცხენები და მიაშურა ერთმა მეორეს...

ვინ დააობლებს თავის ჯარს? ბევრმა მიატოვა ბრძოლა და მათ მიაჩერდა, თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს; გაუსწორდენ. მთავრის ცხენს ფეხი გაუხლტა და წაიქცა; მხედარი ოდნავ წინ გადიხარა, უნაგირს დაყვა; მეფემ ჩაუქროლა, ხმალი წაქცეულის თავზე ჰაერში შეატრიალა და გასწია მებრძოლთა ჯგუფისაკენ, სადაც მამა-შვილს მიქელაძეს სამი აფხაზი შემოხეოდა და სახიფათო მდგომარეობაში ჩაეყენებია: შვილი უკვე ჩამოეგდოთ უნაგირიდან, მამას სისხლი სდიოდა, მაგრამ ცხენოსანიც და ქვეითიც ციბრუტივით ტრიალობდენ და...

- აქა ვარ, არ შეგეშინო! დაჰკარით მაგ გლახებს!

- უი, მეფე! - თავზარდაცემულმა დაიძახა ერთმა და თავს უშველა.

- სად მირბიხარ, შე დედაბერო? - მიაძახა ამხანაგმა, მეტი ვერ მოასწრო: მოხუცი მიქელაძის ხმლით თავგაჩეხილი ცხენზე გადმოვარდა. მესამე აფხაზმაც იკადრა გაქცევა.

- არ გაუშ! - უბრძანა მამა შვილს.

ყმაწვილი მოახტა აფხაზის ცხენს და დაედევნა.

მეფე ცხენზე ჩამოხტა და მოხუც მიქელაძეს მოეხმარა.

- დროზე მოგვისწარი, გწყალობდეს უფალი... ცუდად იყო ჩვენი საქმე.

- ძლიერად ხარ დაჭრილი?

  • არაფერია, ბატონო, - ბოდიშობდა მოხუცი, როცა მეფე მისივე აბალახით თა უკრავდა.

  • მოითმინე, მოითმინე! აი ასე! ბანაკში წაბრძანდი, იქ უკეთ შეგიკრაენ; მე ვერ გამოგყვები...

- არა, შენი ჭირიმე, აქ დარჩი, გაამხნევე, გადაარჩინე, როგორც ჩვენ.

მოხუცმა უკვე იგრძნო სისუსტე, ნელა შეჯდა ენზე და წყნარის ნაბიჯით წავიდა.

შეტაკების უკანასკნელი სიფიცხე ტრიალობდა.

არჩილი მიიზლაზნებოღა თავის წელმოხრილი, ფეხ-მსხვილი ცხენით, თითქოს კამეჩი დაისო ხვრის ფარაში.

ორი-სამი შეტაკების შემდეგ რაღაც გული აუვარდა და მხოლოდ მეფის ხათრით ვერ ტოვებდა ბრძოლის ველს.

ე, მოხუცო, დაჭრილთ შორის

რომ დამდგარხარ უცხენოთო,

ზიარებას თუ უმზადებ,

მოახრხბთ უშენოთო.

- დაცინვით მიმართა არჩილმა.

ანჩაბაძეს მეძახიან

საოხუნჯოთ - გრძალწვარასო;

თუ საომრად მობრძანდები,

რაზედ ხარჯავ ფუჭ სიტყვასო! -

აუყოვნებლივ უპასუხა დამხდურმა,

ინათ მთავარს გადუდექი -

თვით გნებავდა შენ მთავრობა:

ახლა ცდილობ - ჩვენი სისხლით

შეიყიდო ორგულობა? -

კიდევ გაეშაირა არჩილი.

შერაშიძ ვეცილები,

ეკუთვნის ბატოობა;

მით უმეტეს ვერ იტან -

ჩიქვანს ჰქონდეს პირველობა.

- მაინცდამაინც გინდა ჯოჯოხეთში გაგგზავნო? - ჩამოხტომისთანა შეეკითხა არჩილი.

- არა, ატონიშილო, თქვენ მინდა შეგკადროთ სამოთხეში წერილის გატანება...

კენწლაობდენ.

ორივეს ეტყობოდა ხერხი და გამოცდილება. ბოლოს მოხუცმა ძლიერად მოუქნია; არჩილმა გადაზნექილ ხმალს წვერში მოარტყა ლეკური, და მოხუცი მალი წკრიალით დავარდა.

- დამრჩი! - ძლივ! მოასწრო არჩილმა: მოხუცს უკვე ამოეღო დამაჩა. არჩილმა ერით შუბურათ ჰკრა პირში ხმალი... ოხუცი პირაღმა დაეცა, მაშინვე ითონ პირდაღმა გადატრიალდა.

- ერაა აჟკაცური ჭრილობა. ჩემი ბრალი არ იყო: ან კისერში უნდა მეკრა და ან პირში... ასე სჯობია: თუ მოუსწრეს, არ მოკდება...

და თავის თავზე უკმაყოფილო არჩილმა ქუსლიც ჰკრა და მათრახიც გადაუსვა ცხენს, რომელიც ძლი აძუგძუგდა, ბუმბერაზ მხედრის სიმძიმით წელგაწყვეტილი.

..............

ველ გაჩნდა შავულია, წვერმოპარსული, ჩაბალახთავწაკრული, ნაბდიანი ცხენოსანი... აბჟანდზე ცერებით შედგეოდა და მიმოიხედავდა. ინც შეუტევდა, უგულოდ გზას უთმობდა, და მეომარნიც შორდებოდენ - ზოგს შუა კაცი ეგონა, ზოგს მგლოიარე.

ერთი ახალგაზრდა ნამეტანი აუხირდა: ორჯერ შეატრიალა ცხენი, მაგრამ ახალგაზრდა წინ გადეღობა და ხმლის მოქნევა რომ დაუპირა, უეცად აბდიდან ამოყო ხელი, რომელშიაც მოკლე თოფი ეჭირა... თითქის გულზე მიადვა და პირქუშად უთხრა:

- წადი, ძმაო, სხვა მონახე - შენთვის არ მცალია...

თავაზიანობაზე უფრო თოფის ტუჩმა გასჭრა: დარცხვენილი ახალგაზრდა გაშორდა.

მხედარმა დაინახა, ვისაც ეძებდა: ცხენი და მხედარი ორივე აიწურა, მოწყდა და შურდულივით გაექანა.

- აგიაშვილო, დამიხვდი: შენთან მოვალ! - დაუძახა კარგა მოშორებით მხედარმა.

- მობრძანდი, მე მზად გახლავარ! - და ცხენი ალმაცერად ისე დააყენა, რომ ხმლის მოქნევა უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო.

მხედარმა ცხენი უეცრად შეაჩერა. თოფი აგიაშვილს გულზე დაადვა:

- დამრჩი!

- რაღა მექმის!..

უცნობი მხედარი ეჭვის თვალით უყურედა, არ მოელოდა ასე ადვილად გამარჯვებას.

აგიაშვილმა ხმალი შეაბრუნა, წვერში ხელი მოკიდა და ტარმუშტით მტერს გაუშვირა.

უცნობმა თოფი დაუშვა და ლეკურის გამოსართმევათ მარცხენა ხელი გაუწოდა.

ამ დროს აგიაშვილის ლეკური ჰაერში გადატრიალდა, ჰაერშივე სტაცა მას ხელი პატრონმა, და უცნობი მარჯვენა მხრიდან მარცხენა ძუძუში დაიჭრა.

- ამას ვეძებდი... ღირსი ვარ... - და ცხენიდან ნახერად ჩატა, ნახევრად გადმოვარდა.

- ვინ ბრძანდები? - დაეკითხა აგიაშვილი.

ასტამურ ინალიპა.

- ეს მეორე ძმაც მე მხვდა... - გაუელვა თავში, - თქვენებს შევატყობინებ აქიმი მოგაშველონ.

ამ გამარჯვებით, ცოტა არ იყოს, დანაღვლიანებული აგიაშვილი მივარდა ვიღაც აფხაზს და უთხრა: - ინალიპა ძლიერ აჭრილია, აი იქ... მიეშველეთ.

აფხაზმა ცხენი გააჭენა.

- ვაი, საწყალო! რაც იარაღს არ უქნია, იმას საწამლავი დამართებს, - ჩაილაპარაკა იქვე მდგომმა ჩიჩუამ.

- როგორ?

- მაგი არის ინალიშვილების ერთი ბუდის ერთადერთი ვაი-მემკვიდრე; ქალი კი მთავრის შვილსა ჰყავს და დიდი ხანია უთვალთვალებს მემკვიდრეობას.

- დანარჩენი ინალიშვილები, ნათესაობა რას იტყვის?

- ჰო, ვინ იცის... იქნება მთავრის ოჯახს იმედები გაუცრუვდეს, მაგრამ ცდას არ დააკლებენ... მორიგდებიან ნათესაებთან... ბევრი რამ მაინც დარჩებათ.

მოხუცი ჩიჩუა და აგიაშვილი განგებ იყვნენ აქ უსაქმოდ გაჩერებული: გამოცდილმა თვალმა უკვე შეამჩნია, რომ შეტაკება თავდება, რომ აფხაზები უკუქცეული იქნებიან, და აქ იყო საჭირო გზის გადაჭრა, თავზარის დაცემა, რომ ვერ გამობრუნებულიყვნენ.

..............

მეფეს წამოეწია აგიაშვილი და ჰკითხა:

- მტერი გაქცევაზეა. რა ვქნათ?

- ჩვენ საზღვრამდის მივდენოთ... მერე რაც ნებავთ, ის ქნან.

- და რომ შემობრუნდენ?

- შეუძლებელია! ყველა ეს ალანელები, ჩერქეზები, როცა დაინახავენ, რომ ოდიშიდან ვერაფერს წაიღებენ, თვით აფხაზეთს შეესევიან...

..............

შორი-შორს იყო ხალხი, კაცი, ჯარი; ცნობა კი ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდი ელვის სისწრაფით გადად-გადმოდიოდა.

ინალიპას, ცნობილი კაცის და გვარიშვილის დამარცხება უკანასკნელი ზარი და ნიშანი გამოდგა: აფხაზები შედრკენ. იმერლებმა და ოდიშლებმა კიინა დასცეს და მთელ ელს მოედვა გაქცეული და მდევარი.

- დაგვრჩი, ვერ წახვალ!

ცხენს აჩერებდენ, თავს იხრიდენ ნიშნად დამონებისა.

..............

გიორგიმ ვერ მოითმინა და ისევ მივიდა დაჭრილ ინალიპასთან...

- ია ჩემზე, რაც მომივიდა: არ მომწონს დაუსრულებელი ომი ოდიშთან და იმერლებთან... არ მიყვარს მთავარი და მისი ოჯახი. შემეშინა მოღალატეთ არ გამოვსულიყავ პატრონის წინაშე, არავის ეფიქრა, რომ შიშმა ამიტაცა და ბრძოლის ველი დამატოვებია... გუშინ, ცხარე სიტყვიერი შეტაკების შემდეგ, კიდეც დავტოვე ბანაკი, მაგრამ დავბრუნდი. მინდოდა მოვალეობა შემესრულებია, გესლიანი ენისთვის კლიტე დამედვა და წავსულიყავ... თქვენ აგირჩიეთ - გვარიშვილობით ერთი ვართ და თქვენთან შებრძოლებაც სასახელოა. თანაც თქვენ ჩემი ძმის სისხლი გმართებდათ. გადაეცით მეფეს, რომ მისი გამარჯვება მახარებს...

ჭენებით აფხაზი მოდიოდა.

აგიაშვილი დაემზადა.

- ნუ სწუხართ, ხელს არ გახლებენ. - ინალიპამ მოსულს რაღაცა აფხაზურად უთხრა:

- , ცუდად ვარ... ახლა წაბძანდი...

- ჩვენს აქიმს გაახლებთ.

- ნუ შეიწუხებთ თავს. თუ მოსარჩენი ვარ, ჩვენი აქიმიც მომარჩენს. თუ არა და... ახია... გადაეცით მეფეს, რომ თავის მსვერპლად შეწირვა არ მინდოდა, მაგრამ მის გამარჯვებას ჩემს ღმერთსაც ვევედრებოდი.

..............

ომის ველზე კიდევ დიდხანს მიმოქროდა აგიაშვილი... იგი ეძებდა ცოლის ძმას, ომში პირველად გამოსულს, რომელიც სასოებით და მუდარით ჩააბარეს მოყვრებმა.

ხის ძირში აფხაზთა მცირე ჯგუფი ფაცურობდა... დაჭრილებსა და მიცვალებულთ ცხენებზე აჯდენდენ და აკრავდენ.

მის დანახაზე ელა შეხტა ცხენებზე და გაექანა.

თი ყმაწვილი-ღა ჩამორჩა: დამფრთხალი ცხენი ხან ყალყზე დგებოდა, ან ტრიალებდა; ყმაწვილი ვერ ახერხებდა შემოჯდომოდა ნაბადში შეფუთნულსა უნაგირზე მოხერხებულად დაკრულ კაცს. აგიაშილის მოახლოებაზე ყმაწვილი რაღაც უიმედ შეჩერდა. სიკდილს მოელოდა. სრულიად ბავში იყო. აგიაშვილმა ცხენს აღირში ხელი სტაცა.

აფხაზი დაიბნა - არ მოელოდა.

- შეჯექ!..

ყმაწვილი რაღაც უხერხულად მიუახლოვდა ცხენს; შეჯდომას რომ აპირებდა, ცხენზე მჯდომი ნაბდიანი ჩაეკეცა.

- დაჭრილია? - ჰკითხა აგიაშვილ მეგრულად.

- არა - მკდარია!..

- ვინაა?

- დედი-ჩემის გაზდილი...

- ყოჩაღ: არ დაგიტოვბია! აბა შეჯექი!

მიცვალებულის სახიდან ნაბადი ჩამოცურდა. აგიაშვილმა იცნო მის მიერ მოკლული აფხაზი და ცხენს ქუსლი ჰკრა.

- ის ბავშიც მომეკლა. ვინ იცის, იქნებ სისხლი იძიოს... ეჰ, რას ვერჩოდი ან იმას...

შენიშნა ცოლის ის ცხენი.

მოუკლათო, იფიქრა.

მიუახლოვდა. ვიღაც მძიმეთ დაჭრილის გვერდში ეგდო.

დაჭრილმა თავს ძალა დაატანა და ჩაიხროტინა.

- უნდოდა იარაღი წაერთმია... მუჭი დავკარი...

- ადე! - ზიზღით მიმართა გიორგიმ ყმაწვილს - ვაკაცობას სწავლობ თუ ცარცვას?.. შეგირცხვ თავი! - და მათრახი მთელის ძალღონით გადაკრა.

ბავში დაიკლაკნა, წამოდგა დარცხვენილი.

- შეაჯდინე ეს კაცი ცხენზე.. იარაღი მოუნახე და ჩემს კარავში წაიყვანე... ილარიონს უთხარ მოუაროს...

მერმე დაჭრილს მიუბრუნდა და უთხრა...

- ნუ გაამხელ მაგის თავსხლაფის დასხმას, ნუ მოსჭრი სამუდამოდ თავს. ყმაწვილია, გასწორდება...

..............

ბრძოლა გათავდა. მზე გადაიხარა. მიყუჩდა ველი. ხის ძირში ჩამოხტა მეფე და გაგებულ ნაბადზე დაბრძანდა. ხალხი მის ირგვლივ იყრიდა თავს ნადავლითა და ტყვეებით... მოყავდათ ცხენები. მოჰქონდათ იარაღი. მეფე წყალობას უხვად არიგებდა.

აი მოიდა მედროშე.

- ვინ შემოაბრუნა ბაირაღი?

- ლასხიშვილმა, ბატონო.

- სადაა?

- მოკლეს, ბატონო.

- დაუბრუნე, ერისთავო, მის ქვრივს და ობლებს, რაც ჩამორთმეული ჰქონდა...

- დაგლოცოს უფალმა!

- შენ გახარე ბაირაღი?!

- ნუ გაურისხდები, მეფეო: დაკოდილი ცხენი ვერ გააჩერა, მაგრამ იმდენი კაცობა კი იხმარა, რომ პატივმოყვარეობისთვის ბაირაღი თან არ გაუტაცნია, მიმშველს გადასცა. როცა ცხენი დაიმორჩილა, უკანვე მოიჭრა. სწორეთ იმ წუთში ლასხიშვილს თავი გაუპო ბექირ-ბეიმ და ვიღაც აფხაზმა ჩვენს დროშას კიდეც სტაცა ხელი, მაგრამ ოტიამ მოასწრო, მკლავი გააგდებია და დროშა ხელში ჩაიგ. მერმე მაგი შეგვიძღვა ბანაკში.

- ჰოო... ბატონო ნიკოლოზ, ასეთი ყმაწვილი თავადობის ღირსია ხომ?

- ჭეშმარიტად, მეფეო! თანაც აზნაურათ კი არ ვთვლი, შვილებში არ გამირჩევია...

- იმონ, ლორთქიფანიძეებს ხომ საწინააღმდეგო არაერი გექნებათ? ისეაც ბევრი ხართ...

- რას ბრძანებ, ბატონო! ჩვენი სისხლი და ხორცი... ოღონდ მამულს ვერ მივცემთ... განსვენებული მაგის ბაბუას მოქმედებამ ისე დაგვჩაგრა, რომ...

- ვიცი, ვიცი... მამულს ბატონი ნიკოლოზი...

- დია, დია...

- სიძეთ უნდა, - ჩაუჩურჩულა მეფეს ერისთავმა.

- ვიცი... აშ მომიცია შენთვის თავადობა, ოტია...

- გწყალობდეს წმინდა გიორგი...

- თქვენ რა არი ხართ? - მიმართა მეფემ ოთხ - სახეზე ეტყობოდათ - მამა-შვილს, რომელნიც, თოფით-ხანჯალ-ლეკურებით დატვირთულნი, ძლი მოდიოდენ.

- ჩემი ყმები გახლავან, - დაიწყო მოხუცმა დიდებულმა, მაგრა არჩილმა შეაწყვეტინა.

- ამდენხანს, არ ვიცი, რა არის ყვნენ, მაგრამ ჩეხელიძეები კი შეფერით აწი.

- ჭეშმარიტად... ჩეხელიძე იყოს თქვენი არი, და შემდეგშიაც ას უერთგულეთ ქრისტეს რჯულსა და მეფეს.

- თქვენი ჭირი მოგვეცა! - დაიღრიალა მათ შორის უხუცესმა.

- შენც ომობდი, ბებერო?

- როგორ არა, მეფეო, როგორ არა! მაგი იყო თავი და თავი, - ჩარია ისევ არჩილი. - ბრძოლის ელიდა ბრუნდებოდი... აფხაზებს შორიდან თავი დაეარათ და ბანაკს დასცემოდენ... და ეს ბებერ ილბით იგერიებდა, როგორც ეფხ.

- როცა აგის ორი უფროსი ბიჭი წამოიყანე და უმცროს იმათვე აეტორღიალა, მაგ ბებერმა მითრა: დედაკაცებში ნუ დატოებთ; ბარგის თვალყურის მდევნელად მეც გამოვდგებიო, და პირველი კაცი კი გამოდგა...

- ...იარაღი მაინც ქონოდა... წალდი გრძელ ჭოკზე წამოეგო და ისე ტრიალბდა ჯარასავით... არც სხვებს ჰქონიათ ხეირიანი იარაღი, - დაუმატა არჩილ-გიჟმა.

- ...რა ვქნა, მეფეო, ყველას ვერ გაწვდა ჩემი თოფ-ხანა... მოხუცი და პატარა ბიჭი წალდ-ნაჯახის ამარა დამრჩენ.

- მაგიერად ახლა კარგი შეუძენიათ.

- ვისაც მტერთან ბრძოლა უნდა, იარაღს ომშივე იშონის...

- მომიცია თქვენთვის 40 ქცევა ადგილი და აზნაურობა, ოღონდ ვალდებულება თქენი ბატონის წინაშე თქენ გაასწორეთ.

- არა, მეფეო! რადგან მასახელეს, გამითავისუფლებია საშვილიშვილოდ, ოღონდ ჩემი სულის მოსახსენებლად სწირონ აღაპით გელათის მონასტრში.

- კი, შენი ჭირიმე; რასაც გვიბრძანებთ, ავასრულებთ, ოღონდ მეფის წყალობა შეგვაფერებიე.

..............

- რა ქნა, თუ ძმა ხარ, ჩემმ უმბერაზმა?

- ასათიანმა, ბატონო? იცოცხლე, ის კაცი გამოდგა. მესხებსა და ავალიანებს ჩავუყენე შუაში - მეშინოდა, უკან არ დაეხია... უბრძანე: თუ ღმერთი გაუწყრეს, ხანჯლის წვერი ჩხუტეთ, არ დაზოგოთ-მეთქი... ერთხანს ერიდებოდა რმე ბრძოლას, მარა მერე ისე გახელებულა, რომ ზარბაზანთან მივარდნილა, მეთოფურები აუკუწავს, ზარბაზანიც ამოუღია მიწიდან და კლდეზე დაუგორებია...

- აი, კაცი იმას ჰქვია, ვინც სხვასაც გაამამაცებს...

- რად დამცინი, ძმაო - მეფე? - ჩემზე მამაცი ხარ, ოღონდ შენ ველას ენდობი... მე კი რთნი, უკან მივსდე...

..............

- აი, მეფეო, ასლანიშვილი, უჩარდია რომ შუა გააპო.

- მერე თავი რად არ მოართვა? - შეეკითხა მარად ურწმუნო და გამკილავი წერეთელი.

- არ იკადრა მურტალი ჯაშუშის თავის წამოღება.

- კარგი ნია.. აი ეს ჯორი მოხუც მამა-შენს მიართვი და ეს - მეფემ საუცხოოდ შემკულ უნაგირზე მიუთითა, რომლზედაც თვითონ ეყრდნობოდა, - დაპირებულ ათ ოქროს მოლარე გადმოგცემს.

- არა ვარ ღირსი, მეფე-მწყალობელო.

ამ დროს მოაჭენა ცხენი აგიაშვილმა.

- შენ არაფერი და არავინ მოართვი ბატონს, - ითქოს სალაღობოდ, და ნამდვილ კი მზაკვრობით შენიშნა წერეთელმა.

- მიცვალებულთ მე არ ვცარცვავ და კაცობის დამტკიცებას არ ვსაჭიროებ, მკვახედ უპასუხა აგიაშვილმა.

მოვიდა მიქელაძე და მოიტანა ხმლის წვერზე წამოგებული თავი მტრის მებაირახტრისა.

მოდიოდა ყველა ნადავლით, ან ამაყის შეგნებით, რომ მოიმოქმედა დაკისრებული, და ჯილოსთვის მეფეს არ აწუხებდა.

და მოვიდა ალმასხანიც.

მეფე ღიმილით შეხდა საუკეთესო გამრთობ კარის-კაცს;

- აკი ამბობდენ ალმასხანი ვერ ივაჟკაცებსო!..

- ! - შუეტია ალმასხანმა ტყვეს.

- მიარტყი მაგ ენა-მყრალს.

მაგრამ ტყვე არ იძროდა.

- გაიარე, შე ურჯულო! - კიდევ მოუქნია გათამამებულმა ალმასხანმა.

- რას მირტყამ, ბატონო!..

- ბიჭო, ამან საიდან იცის ქართული?!. - გაკვირდა მეფე.

ალმასხანს ალმური მოედვა სახეზე, უნდოდა რაღაც დაემალა და კიდე გადაკრა მარახი.

- რას მერჩი, ბატონო? მართლა აფხაზი ხომ არ ვარ? რა დაგემართა? - უყვირა ისევ ტყვემ.

- ინა ხარ? - ჰკითხა მეფემ.

- ვინ ვიქნები, ბატონო! აგიაშვილის მეწისქვილე ვარ და რატომ მაძრობს ტყავს?

- ლაზიკა! აი დაგლახროს ღმერთმა!..

ელანი შეკრთენ... ალმასხანი მცირე ხნით დადუმდა. მოისმა სიცილი.

- რა ამბავია, ბიჭო, რას ბოდავ! - შეუწყრა მეფე, - ეს ავიც როგორ წაგიკრავს?

- რაი, ბატონო, და მე არც აფხაზი ვარ და არც თათარი, - ორივეს ღვთის რისხვა მიეცა! დამპირდა, მეფესთან წაგიყ და მე ვიცი შენი საჩუქარიო... ახლა ქე მირტყამს...

..............

ლაზიკა ძილობამ და ყალ ტატყუნმა გააცივა; მთელი დღე ხან სიცხისგან ოდადა, ხან სიცივისგან კანკალობდა, სანამ ალმასხანი, რომელიც ჩიგვნარში, ბანაკის ახლო, იმალებოდა, არ წააწყდა.

- რას შვები, ბიჭო, შენ? - ცოტა არ იყოს დარცხვენით დაეკითხა ალმასანი.

- ვკვდები, ბატონო, თვარა ახლაა საშოვარი..

- გეიქცა მტერი?

- აა, ბატონო, ეგერ ტყვეებიც ჩაატარეს ჩვენმა კაცებმა.

- რა ქნა, ? ბიჭო, ერთ ტყვეს ვერ მიშოვი? გამოართვი თქვენ ბიჭებს, აგიაშვილს ბევრი ეყოლება...

- რას ბრძანებ, ბატო, მომკლავს ჩემი ბატონი.

- მოახერხე აბა რამე.

ლაზიკას საკირელმა აზრმა გაურბინა თავში...

- რას მომცემ?

- გამოგაწყობ...

- რად მინდა გამოწყობა.. ერთი უღელი ხარი მომეცი.

- კარგი მარა რას იზამ?

- , ბატონო, შენი ყაბალახი მათხოვე, თავს წავიკრავ... პირს სისხლით შეისრი და ულვაში ქე მაქ დალოცვილი გრძელი... საცვეთსაც თუ მიშოვი, აფხაზი ვიქნები ნამდვილი... მარა ხარებს ხო მომცემ?

- გითხარი, მოგცემ, - და ალმასხანმა მოიხსნა ყაბალახი, - მარა ეს საცვეთი სადღა იშოვო?

- არაფერია, მაგასაც მოვახერხებ - აგერ თოქალთოს გავარღვევ და იმას შეიხ და თასმით გავკირავ - ოღონდ თუ მიმტყუნე, მეც გაგამხელ.

- კაი, კაი!..

მაგრამ გამოწყობილი საქმე ლაზიკამ ვერ დააგირგინა კეთილად: ციებამ უწია თუ მართლაც რტყმევა ვერ აიტანა, ლაზიკა ხელცარიელი დაუბრუნდა თავის ბუაგს და სასოება ცხენის უნახავადაც კი დაეგდო.

- ცხელება აქ... მოუარეთ, უყურ, ნამ მომჯობინდებოდეს; მერე ერთად წამოდით - უბრძანა ში დასაბრუნებლად გამზადებულმა ბატონმა თავის ორ ბიჭს.

..............

- გიყურებთ და მიკვირს თქვენი საქმე.

- რა გინდა ჩვენგან? - შეღრინეს ბიჭებმა.

- თვალებში რომ ჩამჩერებიხართ, რა მზეთუნახა იშო. გავიდოდით, მოვიარდით ამ ელს, ერთი მარჩილის საღირალს აინც იშოიდით...

- ვინ დაგიწყობს ახლა მინდორში ოქრო-ვერცხლს.

- შე ვირისთავო, ოქრო და ვერცხლი მამაშენს არ ქონდა და დედაშნს, და ერთ გაწყვეტილ აღვირს ან აბჟანდს ქე ნახავს კაცი... ნალს მაინც ააძრობდი მკვდარ ცხენს...

- ნალი არა, ბიჭო, და მართლა ერთი ცხენი მაინც გავატყავოთ - ქალამნად გამოგვადგება.

- ჰო და - დაუკრა კვერი ლაზიკამ.

წავიდენ, საღამომდის არ დაბრუნებულან.

- რა იშოვეთ?

ორივემ გაიკრიჭა.

- კა, ვერცხლის მოყვითლული ბუნუკი.

- ხომ გითხარით, თქ სულელებო!..

- ნალიც იშოეთ სამი - ორ ცხენს მეტი არ ქონდა და ის ცხენებიც გავატყავეთ.

- ბარაქალა! რას მაძლევთ ახლა მე? - თქვით... - დაეკითხა ლაზიკა.

- როგორც შენ გაყოფ ნადავლს, ისე გაგიყოფთ ვენც.

  • კარგი, ვნახოთ... ახლა გააკაპარჭეთ ტყავები: ღამე ერთმანეთს გადააფარეთ თმა ზევით - არ დანამოს.

..............

- თქვენ ინ ხართ, შვილო?

- აგიაშვილის ყმები, ბატონო.

- ჰოო... გიორგის? დაისვენეთ... ბიჭო, მიართვი, დააპურე.

ლაზიკა მანამ არ გამოვიდა სამზარეულოდან, სანამ ისევ არ დაინახა ქალბატონი.

- მიდიხართ?

- გიახლებით, ბატონო, დიდი გზა გვაქ გასარები...

- გზა მშიდობისა მოგცეთ ღმერთმა. ბატონებს მდაბალი სალამი მოახსენეთ.

- მესმის, ბატონო.

„გზა მშიდობისა რათ მინდა, თუ არაფერი მექნა“, - გაიფიქრა ლაზიკამ და მიიხედ-მოიხედა.

- ბატონო, იქნებ, სანოგროთ ერთი-ორი გოჭი იბოძოთ... ღმერთი გიშველისთ.

- კი, შვილო! ეი, გუჯუ, მიეცი აგიაშვილის კაცებს თითო ღორი.

- ბატონო, მესამე ამხანაგი დაწინაურდა და, იქნებ, იმისთვისაც მოიღოთ წყალობა.

- უი შენ გვარიანი ჩაციება გცოდნია, - გაეღიმა დედოფალს. მიეცი სამი ჯანი გავარდნია.

- მაგიერათ აგავსებს უფალი ჯოგებით და ფარებით.

ლაზიკამ თავის საჩუქრის ბედი გუჯუს ვერ მიადო. თვითონ გაჰყვ და სანამ სამი საუკთესო ღორი არ გაიგდო წინ, ხან იოხუნჯა, ხან იხვეწა და ხან იწუნა მიწოდებული.

..............

რაც უფრო უახლოვდებოდენ იმერეთის საზღარს, ლაზიკა მით უფრო აფაციცებდა თვალებს; ბოლოს თანამგზავრებსაც კი უთხრა:

- ებო, იქნებ, რამეს შეავლოთ თვალი. თორემ წყალობის იმედი ნუღარ გაქ.

ბედმა გაუღიმა.

- ქვე პირდაპირ იარეთ, და ფონამდის თუ ერ დაგეწიოთ, იქ დამიცადეთ.

ლაზიკა ღელეს დაყვა. ბიჭები ხშირ-ხშირად იცქირებოდენ ლაზიკასკენ.

- უი, დასწყევლა ღმერთმა, სად მოკრა თვალი? - ბიჭებმა შეხედეს, რომ ლაზიკა ღელის კალაპოტით კამეჩს მიდენიდა...

როცა გზაზე მთავრის ერთ-ერთი ახალგაზრდა ვაჟ შევდა, თავისი კამეჩი დაღზე იცნო და იკითხა, ვისი არისო, ლაზიკამ წარბშეუხრელად, რომ სიმართლეს უფრო გვანებოდა, ჯერ უამბო, თუ მთავრის მეუღლემ როგორ დაასაჩუქრა ისინი ღორებით, და შემდეგ დაუმატა: ფაღავამ ბატონს სარდალს უფეშქაშაო.

ახალგაზრდა ბატონიშვილმა ერთხანს კი უყურა მიმავალ ლაზიკასა და მის ამხანაგებს, მაგრამ სიტყვა არ შეუბრუნებია - ერიდებოდა ასეთ მცირე რამეზე უსიამოვნება არ მიეყენებია დამხმარე სარდლის ნდაც უღირსი ყმებისთვის.

ცხენის-წყალს რომ გადააბიჯეს და ფეხი იმერეთში დადგეს, თავი უკვე სახლში ეგონათ და კარგა ხანს დასასვენებლად შეჩერდენ.

- მადლობა ღმერთს, აწი კი ერაინ გვახლებს ხელს.

- ჰეი! - იჭვნეულად ამოიოხრა თეიმურაზმა:

- არა, ძმაო, ღმერთმა თუ გიორგი სარდალი გვიცოცხლა, მეფეც კი თავზე ბალანს ვერ შეგინძრე.

- არხეინად იყავი, ნუ გეშინია. ახლა, ძმაო, ერთი საქმე მაქვ: ენი ნადავლი უნდა გავიყოთ, სანამ შინ მივიდოდეთ, თვარა ჩაგვერევიან ქალები, მოკეთეები, შუაკაცები და სულ აგვერევა თავ-ტვინი.

მსმენელებმა ყური დაცქვიტეს.

- მართალი რომ თქვას კაცმა, ყველაფერი ჩემი ნაშოვია...

ორივეს უნდოდა პასუხი გაეცა; ლაზიკამ აჩერა:

- მოიცა, მოიცა! კი არაფერს გართმევთ, შე კაცო! ჯერ მე გავყოფ. და თუ კანონიერად და ღვთისნიერად გავყო - ხომ კაი, თუ არა და მაშინ თქვენ გაასამართლეთ უკეთ... კამეჩი ბატონს მიართათ...

- რატომ? რა ჩვენი წყალობა სჭირია?

- რაიო. შე სულელო კამეჩს იქნება მდევარი მოყვეს - ბატონს ხმასაც ვერ გაუბედავენ; შენ და მე კამეჩსა წაგვართმევენ და ბევრსაც ირტ... მერე ბატონს არაფერ წაუღია ნადავლი და, რომ ნდომებოდა, ხომ თავისთვის გაგვადენიებდა და წაგვაღებინებდა, და ჩვენ ქე დავრჩებოდით ხახა-მშრალი.

- იმას კი დააჯილდოვებს მეფე, ჩვენ ვიკითხოთ თვარა, - წაილუღლუღა ექვთიმემ და თან დაუმატა:

- კარგი, კამეჩი ბატონს. მერე?

- მერე თითო ღორი თითოს.

მოეწონათ.

- ეს ერთი ცხენი საკუთრათ მე - კინაღამ გადავყევი აგის გამოყვანას... მეორე ცხენი საერთოდ იყოს... რჩენით რიგ-რიგობით ვარჩინოთ... ცხენის ტყავები და ბუნუკი ორ კურტანს გაგვიწყობს, ვიჩალანდროთ და ამ ერთი ცხენის შემოსავალი სამათ გავიყოთ... ხან შენ გაყვები ცხენს, ხან შენ, ხან მე ან ჩემი ძმა... როცა გამრავლდება, ეს ცხენიც გავიყოთ...

დიდ ხანს ფიქრობდა ორი ბიჭი. ლაზიკას კარგა ხანია რაც ყოველივე გამოანგარიშებული ქონდა...

- ასე რომ, ამ ვაი-ვაგლახში მე მერგო ერთი ღორი და ამ ფაშატის ერთი მესამედი.

- მეტი რა გინდა, შე მამაცხონებულო?! ცხენის ჯოგს და ვრის ფარას ვინ მოგცემდა ლაღმა ძილისთვის?!. კურტნიანი ცხენის ერთი მესამედი და ერთი მაკე ღორი კაი რამეა; რავა იტყვი? - მიმართა ლაზიკამ თეიმურაზს, რომელსაც თანხმობის ნიშანი უფრო ტყობოდა...

- აგაშენა, ძმაო, ღმერთმა! მაგასაც არ მოველოდი, - დააქნია ხელი თეიმურაზმა, - მე თანახმა არ.

- მაგი თუ თანახმაა, ექვსი შვილის პატრონი - მე რა მსჯის!.. - შესწყვიტა მოლაპარაკება ექვთიმემ.

- მაშ ასე: ამ ტყავებს მეკურტნესთან წავიღებთ, კურტანს გავაკეთებინებთ, ერთი ჩემი იქნება საკუთარი, მეორე საამხანაგო, ხელფასათ ბუნუკს მივცემთ...

- კეთილი! - დაეთანხმა თეიმურაზი.

- ბარეღამ ჩვენ ჩვენი ღორი ინიშნოთ.

- ეს მე! - საჩქაროდ სთქვა ლაზიკამ.

- ომასწარი... აბა ეს იყოს ჩემი... - საყვედურით მიმათა ექვთიმემ.

- არადანი ყოელთის მე მრჩება... - უიმედოთ ჩაილაპარაკა თეიმურაზმა.

- თუ თვალი გრჩება, ჩემი ღორი წაიყვანე, თუმცა ყველა ერთია.

- არა! არა! იყოს, რა ბედმა და ღმერთმა მარგუნა.

- სე გავათავეთ, მშვიდობიანად გავყევით... ან კი რა გქონდათ საჩხუბარი... მე რომ არა, ღვთის წინაშე თქვით, გენებოდათ რამე გასაყოფი?

- ჩვენც, რომ არ გყოლოდით, ამ ერთი ცხენის მეტი, მგონი არაფერი გექნებოდა...

- კაი ახლა, დაეთხოვეთ მაგას - შეაწყვეტინა თეიმურაზმა - ნეტავი ასე ადვილად ჩემს ძმებსა და მამას გამოვეყოფოდე... სამი წელიწადია, კაცო, ვიყოფით და ვეღარ გავიყავით...

- რა მდიდრები თქვენა ხა, ღარ დათვალეთ და ვეღარ გაზომეთ?.. - დასცინა ექვთიმემ.

სამი მეგობარი ნადავლით, ნაპარავით და ნაჩუქარით დატვირთული, მხიარულად დაბრუნდა შინ, ოჯახის გასახარებლად, ბატონის სასიამოვნოდ და მუდამ სატრაბახოთ... მხოლოდ ორიოდე წლის შემდეგ, როცა აგიაშვილის განუყრელი თანმხლებელი ლაზიკა თვალში მოხვდა ოდიშის ბატონიშვილს, უკანასკნელმა იცნო და ღიმილით უთხრა:

- დიდი მამაძაღლი უნდა იყო შენ...

ლაზიკამ მდაბლად თავი დაუკრა.

- თქვენ საიდან იცნობთ, ბატონიშვილო, ჩემს ლაზიკას?

- თქვენი კაცია? - და ბატონიშვილმა სიცილით უამბო ლაზიკას ოინები... - ასე კიდევაც გამქურდა და საჩუქრებიც გამოგვტყუა... - დაასრულა ამბავი ბატონიშვილმა.

- აბა ვისგან უნდა ისარგებლოს კაცმა, თუ თქვენგან არა, - მოკრძალებული ღიმილითვე უპასუხა ლაზიკამ.

- მართალი ხარ, მართალი. მაშინ ისეთი დახმარება გაგვიწი იმერლებმა, რომ ყველა მეფურად უნდა დაგვესაჩუქრებია, მაგრამ ვერ მოვასწარით... მეფე იჩქაროდა.

- უკაცრავად, ბატონიშვილო, - ცოტა არ იყოს შეტკიმებულად მიმართა აგიაშვილმა, - თქვენი ეჩი ახლაც ჩემსას არის... ნება მიბოძეთ, ბოდიშით უკან მოგართვათ.

- რას ბრძანებთ! რას ბრძანებთ!.. განა ღირს მაგაზე ლაპარაკი?

- არა, თუ არ გამირისხდებით, ძლიერ დაგიმადლებთ უკანვ მიღებისთვის; მით უმეტეს, რომ ჩვენში კამეჩები იშვიათია, ცალად დარჩენილს მხოლოდ ელით...

- აი თქვენ კი დამავალეთ და მიიღეთ ჩემგან მისი უღლის გამწევი... როგორც გამიგია, თქვენ ისეთივე უებარი მეოჯახე ბრძანდებით, როგორც მეომარი... თუ გიყვარდე, - მიუბრუნდა ბატონიშვილი თავის მხლებელს, - ახლავე გაგზავნე ჯოგში კაცი და ერთი საუკეთესო მეწველი კამეჩი მიართვი ბატონ სარდალს.

- მესმის, ბატონო.

მხლებელი წავიდა.

- დიდი, დიდი მადლობელი ვარ, ბატონიშვილო! თუმცა უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ვეცდები გადავიხადო.

- გადახდილი გაქ ათასჯერ, ბატონო სარდალო! - და ბატონიშვილს გადაჰკრა მაცდურმა ღიმილმა.

აგიაშვილს უნებურად მოაგონდა მოკლული ასტამურ ინალიპა.

- შენ კი გაყურებიებ სეირს! - დაექადა სარდალი ლაზიკას.

- ჩემი პატივისცეისთის არ გაურისხდე, გთხოვთ... ძალიან მადლობელი ვარ, ლაზიკა, რომ საშუალება მომეცი, შენი ბატონისთვის მცირეთ მესიამოვნებია.

5

ნადიმი გრძელდებოდა. სულ უფრო დიდსა და დიდ პირებს ადღეგრძელებდენ - სულ უფრო დიდსა და დიდ სასასმოს სცლიდენ.

როცა არჩილის სადღეგრძელოს სვამდა, აფხაზეთის მთავრის შვილ ხოტბასა და ქებას ღიმილით დაუმატა:

- შემარცხვინე, ბატონიშვილო არჩილ, ტყვედ ქმნილს, დღეს უარარაოს ისეთი საჩუქარი მიბოძე, რომ ვერ გადაგიხდი.

- თქვენ ბრძანე, ბატონიშვილო, და გადამხდელი მე ვიყო...

- არა, მირონცხებულო მეფეო, რად გაგსარჯოთ - მოკრძალებით ოახსენა ბატონიშვილმა.

- მერე გადამიხდი.

- ეჰ, ძმაო სოლომონ, - ორივეს გააწყვეტინა სიტყვა შეზარხოშებულმა არჩილმა, ბატონიშილის ხასიათი ვიცი: თავს მოიტუნებს და მერე ისეთს საჩუქარს მიბოძებს, რომ შემარცხვენს, მოულოდნელად მოსული სტუმარი დაფუძნებულ მასპინძელს... იგი უხვი გამო და მე კი ძუნწი, მაგრამ მე არაფერ საჩუქარს არ მივიღებ, გარდა ერთისა.

- მიბრძანე, რაც გენებოს...

- აასრულებ?

- თუ კი შემეძლება...

- მაშ გულახდილად სთქვი საჯაროდ, რატომ არ შეუტიე მეფეს, როცა ერთმანეთს შეხვდით, ხომ კი ეძებდით მას?

ბატონიშილმა თავი ჩაღუნა და მეფეს შეხედა, თითქოს ჰკითხავდა, ვთქვაო?

- ბრძანე, ბრძანე...

- მირონცხებული მეფე, - მორცხვად წარმოსთქვა ყმაწვილმა, ჩემზე ხნითაც უფროსია და არიშილოითაც უმაღლესი - პირველად მას უნდა ენებებია ხმლის მოქნევა...

- ყოჩაღ!

- დაგელოცა სიტყვა-პასუხი!

- ენაცალე შენს კაცობას!

ისმის აქეთ-იქეთ.

- ასეთი მტერი მოგცეს ღმერთმა!

- ვაკოცოთ ერთმანეთს!.. - სთქვა არჩილმა და ფეხზე წამოიწია, მაგრამ სანამ მთლად ადგებოდა, მის წინ გაჩნდა ახალგაზრდა აფხაზი და უპირებდა გულზე კოცნას; არჩილი არ დანბდა, ერთმანთს ლოყები დაუკოცნეს.

ვეებერთელა უხეშ არჩილს სრულიად არ შეეფერებოდა ეს ნაზი სურათი.

მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ისე არჩილმა მიმართა მეფეს;

- ძმაო - ბატონო, ახლა შენ უნდა გვითხრა, რატომ არ შეებრძოლე ბატონიშილს?..

მეფე სდუმდა.

- ...ენა-მოქარგულად კი არა, როგორც შენ იცი ზოგჯერ, არამედ ჩემებურად...

- როგო კი პირელად შევხედე, გავიფიქრე: ასთი ვაჟკაცის გაფუჭებას ღმერთი არ შეუნდობს კაცს-თქო და ჩაუარე გვერდი... მეორედ რომ უახლოდებოდით ერთმანეთს, დაუპირე ხმლის მოქნევა, მაგრამ საბედნიეროდ ცხენს ფეხი დაუსხლტდა...

- და წაქცულს კი არ იკადრე შეხებოდი. შენი ჭირიმე, შენი, - აღტყინებით იყვირა ვიღაცამ ბოლოში.

- გაუმარჯოს მეფეს, გაუმარჯოს რაინდებს! - ღრიალბდა დიდი და პატარა.

მწიგნობარი აბულაძე მოძღვრავდა თანმჯდომს ახალგაზრდას: არ გახსოვთ ვისის სიტყვები, ვისაც წაეკიდებოდე, გულსა შიგან საზავოსა ადგილსაცა დაუგდებდი, მეცნიერი კაცი ომსა შინაგან საზავოსა ადგილსაც დააგდებსო“... აი ასე იქცევა ჩვენი მირონცხებულიც....

- დიაღაც, ბატონო, ბრძენია ჩვენი მეფე...

- ხალხო და ჯამაათო! - მოისმა უეცრად თვალუწვდენელ ჭანდრიდან.

ელამ ჭანდარს დაუწყო ცქერა.

- ხალხო და ჯამაათო! - ყვიროდა ვიღაც ფოთლებში მიმალული.

იკურთხოს ღვთის განგება!

დღეგრძელი იყოს მე!

გაიმარჯვა ჩვენმა ჯარმა.

გაიქცა მტერი.

მოსრნა ურჯულო ბაგრატიონთა მკლავმა...

თავი ისახელა აგიაშვილმა, წულუკიძემ...

გათადა აზნაური,

გააზნაურდენ გლეხები...

აესხა თავსლაფი ალმასხანს...

არ მისცეთ მის შთამოებას ქალი;

არ ჩაესიძოთ მის ოჯახს;

ამოწყდეს ლაჩარი.

არ მინდა მისი ბატონობა.

გამანთავისუფლეთ მისგან, თვარა გადმოვვარდები აქედან კისრით.

- კარგი, ჩამოდი, - გაიღიმა მეფემ.

- აქაც ლაზიკა! - განრისხდა აგიაშვილი, - ჩამოდი შე, მართლა, ძაღლის შვილო, რა გააჭირე საქმე, ყველგან ეჩრები... შენი გასამასხარავებელი კიდ ვინ არის?!.

ლაზიკა ხიდან მობუნძღული ჩამოცოცდა: არ მოუწონეს ოხუნჯობა.

- გაატუტუცეს ეს ლაწირაკი! - ჩაილაპარაკა ვიღამაც.

ხალხი ჯერ კიდევ არ დაწყნარებულიყო ამ უცნაურ შემთხვევის შემდეგ, ჯერ კიდევ ყურადღებით აცქერდებოდნენ მეფის ახალ ხუმარას, რომ მოშორებით გავარდა დამბაჩა:

- რა მოხა? - იკითხა მეფემ. ცოტა ხნის შემდეგ მოახსენეს:

- ალმასხანის ვამა თავი მოიკლა.

- რა საცოდაობაა! - ერთად ერთი შვილი. ეს სულ შენი სისულელის ბრალია! - შეუწყრა ხუმარას მეფე და ჩქარის ნაბიჯით ამალის თანხლებით გასწია სულთმობრძავ ყმაწვილისაკენ.

- რა კარგი ყმაწვილია! - შენიშნა დედოფალმა.

- მაგის მაგიერ მამა-მისს მოეკლა თავი, უფრო კანონიერი არ იქნებოდა, - მიბუზღუნობდა არჩილი.

ილოგივით

ვინც დამხმარე იყო, დასახმარებელი შეიქნა: განდევნილმა მეფემ უცხოეთში დალია სული. მთავარი მომქმედნი პირნიც დაიხოცენ. ვინც ცოცხალი დარჩა, მასაც ზღაპრად ეჩვენებოდა წარსული ზრახვანი და სულის-კვეთებანი.

გადაბერებული მიქელაძის სასახლე ვეღარ იტევდა ცოლშვილიან შვილებსა და ილიშვილებს, მაგრამ თეთრი, გრძელი წვერები, შეკრული წარბები და ღარებ-გავლებული შუბლი ჯერ კიდევ ერთ ჭერ ქვეშ აჩერებდა მათ.

... - ერთხელ ეფეს ისე გასჭირებია ახალციხეში, უამბობდა აღდგომა დღეს ბუხრის წინ შეკრებილ თავისიანებსა და სტუმრებს მოხუცი მიქელაძე, რომ ღაბუაშვილებისათვის (ბაშძეებისათვის) მოუწერია - ცოტა ღვინო და არაყი ომაწოდეთო და ქორქაშვილს 25 მანეთს შესესხულებოდა“.

ერთმა ყმაწვილმა სახლისკაცმა შენიშნა:

- ღმერთმა კი შეარცხვინა ისეთი მეფე, ცოტა ღვინოსა და არაყს“ რომ თხოულობსო.

მოხუცი წამოხტა და ყმაწვილს სილა გაარტყა:

- როგორ არ გრცხვენია ქართველ კაცს ქართველ მირონცხებულს მეფეზე ასეთი სიტყვების თქმისო.

მოხუცი შეაწუხა სტუმრის შეურაცყოფამ, მაგრამ კანონიერად მიაჩნდა თავისი საქციელი.

ამ უსიამოვნების გამო აირია ოჯახი: ვიღასაც შეურაცყოფილი აწილი ქმრა უნდოდა, თუ მიჯნურად... და გაიყო ოჯახი.

მარტო დარჩა მოხუცი თავის დიდ სასახლეში და პატარ-პატარა; იქვე ეზოში მიმოდგმულ ოდებში ერც კი გაიგეს, როცა ის გარდაიცვალა.

მხოლოდ ლაზიკას საქმე და აზრი გამოდგა სიცოცხლე-უნარიანი:

მისი ცხენი, ისე როგორც თვით ლაზიკაც, შეიქნენ მეჩალვადრეების წინამორბედნი: მათი შთამომავალნი იყვნენ, ჭიათურიდან რომ პირველ ქარავნად წამოვიდენ შავი-ქვით დატვირთულნი.

1923-24 წ.წ.