ეს გაგიჟება უცნაურია

***

ეს გაგიჟება უცნაურია,

ქარიშხალივით მოდის ოცნება.

ახლა გაფრენა როგორ მწყურია,

ახლა მწყურია გამოცოცხლება.

ეთრი ოცნება იდუმალია,

ქარიშხალივით მოდის ოცნება.

ახლა სიგიჟე უფრო ვალია,

ახლა მწყურია გამოცოცხლება.