რა ცაა

რააა!

შეხედე, რა ცაა! -

ეს არის, რაცაა!!

შეხედე, ამ მხარეს! -

ზღვით დილა გვახარებს!

შეხედე, რა ზღვაა!

, ეს ზღვა სულ სხვაა:

გულია, მიწაა!..

რა ცაა, რა ცაა!..

1946