ძველი საქართველო

ძველი საქართველო

ეს ეკლესია

ერეკლესია!

ამბობს წარწერა ზედ ამოჭრილი.

არ ჩანს არავინ ეკლესიაში,

არც დაჩოქილი მოსჩანს მორჩილი...

გადაპობილა თაღი შუაზე

და ხავსს კედელზე გააქვს ბიბინი..

შუაღამისას ისმის უეცრივ

ტან-აბჯრიანი კაცის ითინი...