![]() |
რადიო და სატელევიზიო პროგრამების შექმნის ეთიკური კრიტერიუმები |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი მედია |
|
წყარო:
რადიო და სატელევიზიო პროგრამების შექმნის ეთიკური კრიტერიუმები : პრაქტ. სახელმძღვ. პროფესიონალებისათვის. - თბ. : ფონდი "ინტერნიუსი, 2001. - 74გვ. ; 23სმ.. - ISBN: 99928-7048-10-1 : [ფ. ა.][MFN: 16691] UDC: 070:654 + 654.19 + 654.197 + 174:070](076.5) თემატიკა: F 78.811/3 - ხელუხლებელი ფონდი |
| საავტორო უფლებები: © 2001 ფონდი „ინტერნიუსი“ © 2001 INTERNEWS GEORGIA |
| თარიღი: 2001 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: პრაქტიკული სახელმძღვანელო პროფესიონალებისათვის ფონდი „ინტერნიუსი“ INTERNEWS GEORGIA თბილისი 2001 წინამდებარე სახელმძღვანელო გამოიცა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ფონდ „ევრაზიისა“ და ფონდ „ღიასაზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური დახმარებით სახელმძღვანელოში მოცემული თვალსაზრისი და შეფასებები ეკუთვნის ავტორებს და არ გამოხატავს გამომცემლის ან დამფინანსებლების აზრს. This publication is supported by the Unated States Agency for International Development, Eurasia Foundation and Open Society – Georgia Foundation The views expressed in this publication are those of the authors and do not necessarily reflect the views of the publisher or the funders ISBN 966-7048-10-1 All rights reserved. No part of this publication may be photocopied, recorded or otherwise reproducted, stored in a retrieval system or transmitted in any form or by any electronic or mechanical means without prior permission of the copyright owner and publisher. ყველა უფლება დაცულია. წინამდებარე გამოცემა არ შეიძლება იქნეს, მთლიანად ან ნაწილობრივ, კოპირებული, ჩაწერილი მაგნიტურ მატარებლებზე, ან აღდგენილი სხვა რაიმე სახით, შენახული ინფორმაციის დამუშავების სისტემაში და აგრეთვე გადაცემული ნებისმიერი ელექტრონული ან მექანიკური ხერხით გამომცემლის და საავტორო უფლებების მფლობელის წინასწარი ნებართვის გარეშე. ფონდი „ინტერნიუსი“, თბილისი, 380062 ჭავჭავაძის გამზ., 74, მე-6 სართული, საქქალაქმშენპროექტის შენობა. ტელ.: (+995 32) 25-38-60/61/62/63 ფაქსი: (+995 32) 25-38-65 ელ. ფოსტა: office@internews.ge |
![]() |
1 შესავალი |
▲back to top |
საქართველოში დამოუკიდებელი მას-მედია არსებობის მხოლოდ ათიოდე წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ქართველ ჟურნალისტებს, მაუწყებლებსა და ჟურნალ-გაზეთების გამომცემლებს არ გამოუმუშავებიათ პროფესიული ეთიკის ნორმები, რომლებსაც ჟურნალისტიკაში მომუშავე პროფესიონალთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღებდა და საქმიანობის ფუძემდებლურ პრინციპებად გაიხდიდა.
ამ წიგნის მიზანია ქართველ ჟურნალისტებსა და მაუწყებლებს გააცნოს ის ეთიკური სტანდარტები, რითაც ამერიკული სამაუწყებლო კომპანია სი-ბი-ესის თანამშრომლები საკუთარი პროგრამების შექმნისას ხელმძღვანელობენ.
წიგნში დეტალურად არის განხილული ჟურნალისტებისა და პროდიუსერებისთვის სავალდებულოა ნორმები, რომელთა დაცვაც უზრუნველყოფს სი-ბი-ესის ახალი ამბების პროგრამების მიუკერძოებლობასა და საზოგადოების თვალში მათ სანდოობას.
მართალია, ქართველ ჟურნალისტებს განსხვავებულ პირობებში და სამართლებრივ გარემოში უწევთ მუშაობა, ამ სტანდარტების ცოდნა მათთვის მაინც სასარგებლო იქნება, რადგან სიტყვის თავისუფლების მრვალწლიანი ტრადიციების მქონე ყველა ქვეყანაში ჟურნალისტური ეთიკის კოდექსები ერთიან პრინცებს ეყრდნობა. შესაძლოა, ამ თარგმანმა პროფესიული ეთიკის საკუთარი კოდექსის შექმნისკენაც უბიძგოს ჩვენ ჟურნალისტებს.
![]() |
2 რეკლამის დამკვეთი და კომერციული განცხადებები |
▲back to top |
სი-ბი-ესის პრინციპი რადიო და სატელევიზიო ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობების გაშუქებაში ჩამოაყალიბა უილიამ ს. პეილიმ 1954 წლის 25 მაისის სიტყვაში: „რეკლამის დამკვეთი (მიმცემი), რომელიც წარმოადგენს ჩვენ მიერ შექმნილი ნებისმიერი საინფორმაციო პროგრამის სპონსორს, არ ყიდულობს ამ პროგრამას და არავითარ შემთხვევაში არ ეძლევა მისი შინაარსის გაკონტროლების უფლება“.
სი-ბი-ესის ხელმძღვანელობა ამ ფუძემდებლურ კონცეფციას ყოველთვის მკაცრად იცავდა, რის შედეგად სი-ენ-დი და მისი გადაცემები მთლიანად განთავისუფლდა რეკლამის დამკვეთთა ზეწოლისაგან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ფუძემდებლური პოლიტიკური მიმართულება და პროცედურა:
- სი-ენ-დი-ს არა აქვს გასაღების განყოფილება და არ ყიდის თავის მიერ შექმნილ რადიო და ტელეგადაცემებს. მის მიერ შექმნილ რადიოგადაცემებში კომერციულ დროს ყიდის სი-ბი-ესის რადიოპროგრამების განყოფილება, ხოლო სი-ენ-დის მიერ შექმნილ ტელეგადაცემებში -სი-ბი- ესის კაბელური ტელეგადაცემების განყოფილება.
- სი-ენ-დი იტოვებს საკუთარი გადაცემების შინაარსზე კონტროლის უფლებას და არ მიიღება რეკლამის დამკვეთთა თხოვნა სცენარის ან ნებისმიერი სხვა სახის კონტროლის შესახებ.
- თუ გადაცემა ეხება არასადავო საკითხს, რეკლამის დამკვეთს შეუძლია, ნახოს ან მოისმინოს იგი ნებისმიერ დროს მისი შექმნის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამოდ ვარგისობის განსასაზღვრავად და არავითარ შემთხვევაში - მის შინაარსზე ზემოქმედების მიზნით. თუ გადაცემა შეიცავს სადავო საკითხებს, მაშინ რეკლამის დამკვეთს არ შეუძლია მისი ნახვა ან მოსმენა სი-ბი-ესის ფილიალების მიერ ტრანსლაციის დღემდე.
- თუ რეკლამის დამკვეთს, რომელიც წარმოადგენს პროგრამის სპონსორს, პროგრამის შინაარსი ხელს არ აძლევს, ან არ ესადაგება მის პროდუქციას, შეუძლია გააუქმოს თავისი კომერციული განცხადება და განათავსოს იგი ახალი ამბების სხვა პროგრამაში.
- სარეკლამო განცხადებებში, რომლებიც ჩართულია პროგრამის თავში ან ბოლოში, არ შეიძლება ისეთი ფორმულირებების ჩასმა, რაც მაყურებელს ან მსმენელს შეუქმნის მცდარ წარმოდგენას, რომ გადაცემა ვერ შეიქმნებოდა რეკლამის დამკვეთის სპონსორობის გარეშე. ამიტომ იკრძალება იმის თქმა, რომ „გადაცემას წარმოგიდგენთ რეკლამის დამკვეთი“, ან „ეს არის რეკლამის დამკვეთის პრეზენტაცია“ ან „გადმოიცემა თქვენთვის რეკლამის დამკვეთის მიერ“.
-რეკლამის დამკვეთის ან მისიპროდუქციის იდენტიფიკაცია შეიძლება ჩანდეს ან ისმოდეს მხოლოდ სარეკლამო განცხადებებისათვის გამოყოფილ დროის მონაკვეთში. მაგალითად, არასოდეს დაკმაყოფილდება თხოვნა იმის შესახებ, რომ პროგრამის წამყვანის მაგიდაზე მოთავსდეს რეკლამა, რათა იგი ჩანდეს პროგრამის მსვლელობისას.
- სატელევიზიო პროგრამების მსვლელობისას სი-ენ-დის კორესპონდენტებ სუფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სარეკლამო განცხადებებში. რადიოგადაცემების მსვლელობისას შეუძლიათ, მოიხსენიონ პროდუქციის დასახელება ან სპონსორის სახელი (აღწერილობის გარეშე) მოკლე სარეკლამო განცხადებებში.
- არ იკრძალება გადაცემის შინაარსთან მისადაგებული კომერციული განცხადებების გაკეთება და პროგრამაში განსახილველ საკითხებთან დაკავშირებულისპონსორების ხსენება, თუ:
ა) არ შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ რეკლამის დამკვეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცემის შინაარსზე ზეწოლას;
ბ) გადაცემის შინაარსსა და რეკლამას შორის განსხვავება აშკარაა;
გ) არაორაზროვნად მიუთითებენ, რომ გადაცემას აკონტროლებს მხოლოდ და მხოლოდ კომპანია სი-ბი-ესი.
არ არის მიზანშეწონილი კომერციული განცხადებების განთავსება:
ა) რელიგიურ გადაცემებში; ბ) აშშ პრზიდენტის ინტერვიუსა ან პრეს-კონფერენციისადმი მიძღვნილ გადაცემებში; გ) რომელიმე პიროვნების ხსოვნის აღსანიშნავ გადაცემაში, თუ ისეხება უშუალოდ ამ პიროვნების გარდაცვალებას და გადაიცემა მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში.
- პოლიტიკური ცნობების ჩართვა არ შეიძლება „ცხელი“ ამბების სატელევიზიო გადაცემაში. ისინი უშუალოდ ერთვის ამ სახის გადაცემებს და სპონსორის იდენტიფიკაცია უნდა გამოჩნდეს განცხადებასა და გადაცემას შორის.
„ცხელი“ ამბების რადიოგადაცემებში პოლიტიკური ცნობების ჩართვა შეიძლება თუ:
ა) განცალკევდება მომდევნო ახალი ამბებისგან;
ბ) ცნობები შეირჩევა გულდასმით, ისე, რომ ისინი არ იყოს მჭიდროდ დაკავშირებული ახალი ამბების პროგრამაში გასაშუქებელ საკითხთან.
![]() |
3 ანალიზი და კომენტარები |
▲back to top |
ანალიზი და კომენტარები1
ანალიზისა და კომენტარების გაკეთება ნებადართული და მისასალმებელია, მაგრამ ცნობილია, რომ ზოგჯერ ძალიან ძნელია მასალის სუბიექტურ გადმოცემასა და ანალიზს (კომენტარს) შორის განსხვავების დაჭერა. მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად გამომუშავდა შემდეგი ორიენტირები (რაც ეხება „მიმომხილველს“ ან „ანალიზს“, ეხება „კომენტატორსა“ და „კომენტარსაც“).
ახალი ამბების მიმომხილველები ვალდებულნი არიან, განმარტონ და ახსნან ახალი ამბების არსი ზოგადი ცოდნისა და იმ ცნობის საფუძველზე, რომელსაც ფლობენ ან რომელიცგადასცა მოცემულმა ორგანიზაციამ თავისი ახალი ამბების წყაროს საშუალებით. მათ უნდა აჩვენონ ფაქტები სხვადასხვა მხრიდან, წარმოაჩინონ არსებული წინააღმდეგობები, ცნობილი მონაცემები და ა.შ. და არ უნდა დაივიწყონ, რომ „დემოკრატიის პირობებში მნიშვნელოვანია, ხალხმა არა მარტო იცოდეს, არამედ ერკვეოდეს კიდეც. მათი ამოცანაა ის, რომ დაეხმარონ მსმენელს, გაიგოს, შეაფასოს და აზრი გამოიტანოს, და არა ის, რომ თვითონ გააკეთონ დასკვნა მსმენელის მაგივრად. დროის სიმცირის გამო შეუძლებელია ახალი ამბების ანალიზის ამ ასპექტის სრული განსაზღვრა. მისი არსი მდგომარეობს მიუკერძოებლობასა და თავშეკავებულობაში“ (უილიამ ს. პეილის გამოსვლიდან სენატის შტატთაშორისი ვაჭრობისა და ტრანპორტის კომიტეტში 1941 წლის 16 ივნისს).
„ახალი ამბების მიმომხილველი ვალდებულია, კონკრეტული საგნის შესახებ არსებული ფაქტები განალაგოს გარკვეული თანამიმდევრობით და თავისი ზოგადი თუ სპეციალური ცოდნის საფუძველზე კი არ დაარწმუნოს მსმენელი, არამედ მიაწოდოს ინფორმაცია. მიმომხილიველმა უნდა განმარტოს ნებისმიერი წინააღმდეგობრივი ფაქტი არსებული მონაცემების საფუძველზე, მიუკერძოებლად წარმოაჩინოს წინააღმდეგობრივი საკითხების სხვადასხვა მხარე, გადასცეს თავის ხელთარსებული მთელი ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც მსმენელს თვითონ შეეძლება გადაწყვეტილების მიღება. საკამათო საკითხებზე მსჯელობისას არ უნდა ჩანდეს მიმომხილველის თვალსაზრისი...“ (პოლ უაიტის მემორანდუმი კომპანია სი-ბი-ეს ნიუსის პერსონალისადმი მეორე მსოფლიო ომის დროს).
„როგორც ზოგადად ახალი ამბების გადაცემაში, ისე მათ ანალიზში, პროგრამის წამყვანის ან მიმომხილველის მიზანია ობიექტურობა, მაგრამ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, არც ერთი კორესპონდენტი დაზღვეული არ არის საკუთარი შეხედულებების, გამოცდილებისა და მრწამსის გადმოცემისაგან, რის გამოც ასპროცენტიანი ობიექტურობა შეუძლებელია. მაგრამ ახალი ამბების პროგრამის წამყვანისა და მიმომხილველის ნება და სურვილი ობიექტურობის საუკეთესო გარანტიაა. მათ მსმენელს საშუალება უნდა მისცენ, ფაქტები თვითონ შეაფასოს საკუთარი პოზიციის უკეთესად განსაზღვრის მიზნით”. (გამოსვლა: “გზა პასუხისმგებლობისაკენ“, უ. პეილი, 1954 წლის 25 მაისი).
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ახალი ამბების ანალიზსა და მასალის სუბიექტურ გადმოცემას შორის ზღვრის გავლება ძნელია იმის გამო, რომ კარგი ანალიზი დასკვნას შეიცავს, რაც მოვლენის სუბიექტურ გაშუქებას გავს. ეს რომ არ მოხდეს, მიმომხილველი ვალდებულია, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მასალის გადმოცემის ენას, რომ არ დატოვოს რაიმე ეჭვი. რედაქტორის თვალსაზრისის გადმომცემი პროგრამები იმითაც განირჩევიან ანალიზური პროგრამებისაგან, რომ რედაქტორის პროგრამა ურჩევს მაყურებელს, რა გზით იმოქმედოს, გამოაქვს ნორმატიული დასკვნები ან აცხადებს პირადი მიკერძოებლობის შესახებ მაშინ, როცა ანალიზური პროგრამა, ინტერპრეტაციას უკეთებს მოვლენის მნიშვნელობას და ცდილობს უპასუხოს შემდეგი სახის კითხვებს: რა იყო მოვლენის მიზეზი და როგორი შეიძლება იყოს მისი შედეგები?”
„ცხელი“ ამბების გადაცემაში კიმენტარის შემცველი თითოეული პუნქტი განისაზღვრება ტერმინით:
„კომენტარები“, „ახალი ამბების მოკლე შეჯამება“, „თვალთახედვა“ ან სხვა ნებისმიერი საშუალებით, რომელიც მიგვანიშნებს მოვლენის ანალიზზე. ფაქტობრივი ხასიათის სერიოზული შეცდომები უნდა გასწორდეს შესაბამის გადაცემებში გარკვევით და სწრაფად.
დოკუმენტურ (ან სხვა ერთჯერად) გადაცემებში დაშვებული შეცდომების გასწორება ჩაისმება სი-ენ-დის პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ გადაცემებში, თუ ის არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას. შეცდომების გასწორების ეთერში გაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ გადაცემას, რომელმაც დაუშვა შეცდომა.
გადაცემაში, რომელშიც გადის შეცდომის გასწორება, ცხადი უნდა იყოს, რომ გადაიცემა გასწორება.
საკმარისი არ არის დაშვებული შეცდომის დასახელება. აუცილებელია გადასცეთ ზუსტი ფაქტი და აღნიშნოთ, რომ ეს არის გასწორება.
საკმარისი არ არის, აჩვენოთ ან გადასცეთ მაყურებლის ან მსმენელის წერილი, რომელშიც მითითებულია შეცდომა; აუცილებელია ხაზგასმით აღიაროთ მათი სიზუსტე.
_________________________
1. მრავალი წლის განმავლობაში (1974 წლამდე) ტერმინი „ანალიზი“ გამოიყენებოდა სი-ენ- დის მიმომხილველების მიერ ყველა სახის ანალიზური მასალის აღწერისათვის. ახლა კი იგი გამოიყენება მხოლოდ იმ ანალიზური მასალების აღწერისათვის, რომლებიც მოსდევს უშუალოდ პრეზიდენტის ან სხვათა გამოსვლებს. ანალიზური მასალის სხვა სახეებს ახლა ეწოდება „კომენტარი“. ამ განსხვავებას აქვს მხოლოდ ნომენკლატურული ხასიათი და არ ეხება საკითხის არსს.
![]() |
4 დემონსტრაციები, ამბოხებები და სხვა სამოქალაქო არეულობები. |
▲back to top |
არსებობს თვალსაზრისი, რომ ტელევიზია თავისი კამერებით, გამნათებელი ტექნიკითა და პერსონალით უფრო აღაგზნებს და აღრმავებს არეულობებს. ასეთი აზრი ჩამოყალიბდა იმის გამო, რომ ცალკეული პიროვნებები ან პიროვნებათა ჯგუფები ილტვიან თავიანთი პოზიციის რეკლამირებისაკენ და ხანდახან „თავს იწონებენ“ კამერებისა და მიკროფონების წინ.
რომ უგულებელვყოთ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც გარკვეულწილად პრესისათვის იყო განკუთვნილი (დროის შერჩევის, თავისი ხასიათის ან სხვა ფაქტორების მიხედვით), მაშინ ვერასდროს შევძლებდით პრესკონფერენციების ან სხვა ნებისმიერი ფაქტის გაშუქებას ქარიშხლის, წყალდიდობისა და ბუნების სხვა სტიქიური უბედურების გარდა. ჩვენი პროფესიულივალია, გადავწყვიტოთ, რომელი მოვლენა იმსახურებს გაშუქებას ახალი ამბების პროგრამაში. ეს უნდა გავაკეთოთ:
ა) რეპორტიორების და არა მონაწილეების როლში;
ბ) სრული თავშეკავებით; ობიექტურობით, სიზუსტითა
და
გ) იმდენად შეუმჩნევლად, რამდენადაც სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა.
ვინაიდან ასეთი პრობლემების სპექტრი მრავალფეროვანი და რთულია, წესების ზედმიწევნით და ავტომატურად შესრულება მიზნის მიღწევის გარანტია მაინც ვერ იქნება. თითოეული სიტუაცია მოითხოვს ფრთხილ მიდგომას. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე გამომუშავებული ქვემოთ მოყვანილი წესები დაგეხმარებათ კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო არჩევანის გასაკეთებლად:
- არეულობის ადგილზე ტექნიკისა და პერსონალის გადასაყვანად შეძლებისდაგვარადი სარგებლეთ ავტომანქანებით ამოსაცნობი ნიშნების გარეშე;
- ტექნიკა განალაგეთ რაც შეიძლება შეუმჩნევლად; სრულად გამოიყენეთ მოქნილობის ის უპირატესობა, რასაც გაძლევთ მიმართული მოქმედების მიკროფონები, რადიო მიკროფონები,მინიატურული კამერები და ჩამწერი მოწყობილობა.
- თუ თვლით, რომ თქვენი დასწრება გარკვეულწილად აღაგზნებს და ამწვავებს მოვლენას, შენიღბეთ კამერები და მიკროფონები იმისდა მიუხედავად, თუ რას აკეთებენ ახალი ამბების სხვა კომპანიები.
- განათება გამოიყენეთ რეპორტაჟის მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტების გასაშუქებლად. გამორთეთ გამნათებელი აპარატურა, თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ იგი აღაგზნებს, აჭიანურებს ან აღრმავებს საშიშ ან პოტენციურად საშიშ არეულობებს.
- იმუშავეთ რაც შეიძლება ჩუმად, მინიმუმამდე დაიყვანეთ ერთმანეთთან საუბრები.
- იყავით თავშეკავებულნი არეულობის მონაწილეთა მხრიდან სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიუხედავად. კომენტარებსა და ქცევაში გამოიჩინეთ ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა.
- თავიაარიდეთრეპორტაჟებს „ლიდერებზე“, რომლებსაც საკუთარი თავის წარმოჩენა სურთ. აგრეთვე ცალკეულ პირებსა და ჯგუფებზე, რომლებიც აშკარად „იწონებენ თავს“.
- არეულობები გააშუქეთ ზუსტად ისე, როგორც მიმდინარეობს, ყოველგვარი ინსცენირებების გარეშე. არ სთხოვოთ და არ შესთავაზოთ მის მონაწილეებს რამე მოქმედება ან თავშეკავება.
- დაემორჩილეთ პოლიციის ყველა განკარგულებას, მაგრამ დაუყოვნებლივ აცნობეთ სი-ენ-დის პრეზიდენტს ან უფროს ვიცე-პრეზიდენტს ნებისმიერი მითითების შესახებ, რაც, თქვენი აზრით, მიმართულია ახალი ამბებით მანიპულაციის ან მათი მიჩუმათებისაკენ.
- იზრუნეთ საკუთარ ფიზიკურ უსაფრთხოებაზე. მართალია, ჩვენ ვცდილობთ, რომ ძალის გამოყენების საშიშროებამ ხელი არ შეუშალოს მოვლენების გაშუქებას, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკა სი-ენ-დის თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას რეპორტაჟის ჩავარდნის საფრთხეზე მაღლა აყენებს. ამიტომ თქვენ თვითონ შეაფასეთ ფიზიკური დაშავების საფრთხე და გადაწყვიტეთ, ქვემოთ მოყვანილი ალტერნატივებიდან რომელია უფრო მისაღები:
ა) გააგრძელოთ რეპორტაჟი;
ბ) გადახვიდეთ უფრო უსაფრთხო ადგილზე, სადაც კვლავ გექნებათ რეპორტაჟის გაგრძელების საშუალება;
გ) დატოვოთ მოვლენის ადგილი.
- ცნობები არეულობის შესახებ უნდა იყოს თავშეკავებული,დამყარებული ფაქტებზე და არა ემოციებზე.
ამისათვის:
1. იკრძალება არეულობების პირდაპირ ეთერში გაშუქება სი-ენ-დის პრეზიდენტის ან უფროსი ვიცე-პრეზიდენტის ნებართვის გარეშე.
2. არ დაიწყოთ რეპორტაჟი არეულობების შესახებ, ვიდრე არ იქნება გულდასმით და თავშეკავებით შეფასებული მდგომარეობის სერიოზულობა, მიყენებული ზარალის სიდიდე, მონაწილეთა რაოდენობა და მათი განწყობილებები;
3. არ გამოიყენოთ ისეთი მოდური წამქეზებლური სიტყვები, როგორიცაა „გამხეცებული პოლიცია“, „გააფთრებული ბრბო“, „ძალადობის აფეთქება“ და სხვა;
4. არეულობას არ უწოდოთ ამბოხება ან აჯანყება, თუ ეს ტერმინი არ იქნება გამაგრებული არეულობების სიდიდით ან ინტენსიურობით;
5. ჭორები, „თვითმხილველთა“ ჩვენებებიდა თვალსაზრისი არ მოიხსენიოთ ფაქტებად მანამდე, ვიდრე მათ სიზუსტეს არ დადასტურებენ ავტორიტეტული წყაროები.
6. ფაქტები აღწერეთ ისე, როგორც სინამდვილეშია. მაგალითად, თუ გადასცემთ ცნობას ასი სტუდენტის დემონსტრაციის შესახებ სამიათასკაციან სტუდქალაქში, ცნობა უნდა შეიცავდეს ორივე ციფრს.
7. მაქსიმალურად სწრაფად გადაეცით რეპორტაჟის ტექსტი მონაწილეთა შესახებ ამომწურავი ცნობებით და იმ საკითხებისა და ვითარების ასახვით, რაც წინ უსწრებდა არეულობებს ან უბიძგებდა მისკენ;
8. გააწონასწორეთ არეულობების მონაწილეთა და მხარდამჭერთა განცხადებები საწინააღმდეგო ხასიათის განცხადებებით (თუ ასეთი საერთოდ არსებობს) სხვა სანდო წყაროების მხრიდან;
9. არ დაასახელოთ არეულობების ან პოტენციურად „ცხელი” წერტილის ზუსტი ადგილი, თუ ის ცხადად და ფაქტიურად არ არის დაკავშირებული რეპორტაჟთან.
![]() |
5 ახალი ამბების გადაცემასთან დაკავშირებული სამთავრობო შეზღუდვები (1985 წლის 12 დეკემბერი) |
▲back to top |
ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებაზე მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით კომპანია სი-ბი-ეს ნიუსი მოვალეა, რაც შეიძლება სრულად, ობიექტურად და ზუსტად გადასცეს ახალი ამბები და არ დაარღვიოს სი-ბი-ეს ნიუსის პრინციპები. ამისათვის თავის პოლიტიკაში ის ხელმძღვანელობს შემდეგი წესებით:
1) კომპანია სი-ბი-ეს ნიუსი, როგორც ყოველთვის, მომავალშიც ეთიკის ნორმების დაცვით მტკიცკედ გააპროტესტებს მთავრობის მხრიდან ახალი ამბების გადაცემის თავისუფლების ნებისმიერ შეზღუდვას: ძალის გამოყენებას, მუქარას, ტრანსლაციის ბლოკირებას ან ნებისმიერ ცენზურას;
2) სი-ბი-ეს ნიუსის თანამშრომლები რეპორტაჟების კეთებისას კეთილსინდისიერად დაემორჩილებიან კანონის დამცველი შესაბამისი თანამდებობის პირების მხრიდან ნებისმიერ შეზღედვას.
3) სი-ბი-ეს ნიუსის თანამშრომლები მოითხოვენ მოვლენის გაშუქების ნებართვას კანონთან შესაბამისობაში. თუ აკრძალულია რადიორეპორტაჟიან სატელევიზიო კამერის ხმარება, კორესპონდენტებმა და თანამშრომლებმა ნებართვისათვის უნდა მიმართონ უმაღლესი თანამდებობის პირს მოვლენის ადგილზე. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მათ სასწრაფოდ უნდა აცნობონ სი-ბი-ეს ნიუსის პასუხისმგებელ ბიუროს. აუცილებელია სი-ბი-ეს ნიუსის თანამშრომლებისათვის მოვლენების უკამეროდ გაშუქების ნებართვის მიღება, რადგან ამას აკეთებენ ბეჭდვითი პრესის წარმომადგენლებიც.
4) კორესპონდენტი, რომელიც იძულებულია ცნობები გადმოსცეს გამოსახულების გარეშე, ყოველნაირად უნდა ეცადოს, რომ მსმენელს მოვლენების შესახებ მოუთხროს შემთხვევის ადგილიდან რეპორტაჟის, თვითმხილველებთან ინტერვიუებისა და ანალოგიური ხერხების საშუალებით.
5) თუ არ გვაძლევენ მოვლენების გაშუქების უფლებას, ან მასალას უკეთებენ ცენზურას, ან სი-ბი-ეს ნიუსის თანამშრომლები განიცდიან პოლიციის ზეწოლას, აღნიშნეთ ეს რეპორტაჟში.
6) საბოლოო პასუხისმგებლობა გასაშუქებელი მასალის შინაარსზე ეკისრება სი-ბი-ეს ნიუსის ხელმძღვანელობას ნიუ-იორკში. იგი ადგენს, რომელი ფაქტები გადაიცემა. მისი გადასაწყვეტია აგრეთვე მოვლენის გაშუქებაში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების აღნიშვნა;
![]() |
6 რეპორტაჟები ტერორისტების შესახებ (1977 წლის 7 აპრილი) |
▲back to top |
რადგან ფაქტები და ვითარება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში თავისებურია, არ არსებობს ტერორისტებისა და მძევლების შესახებ რეპორტაჟების შექმნის რამე კონკრეტული და ავტომატურად შესასრულებელი წესები. სი-ბი-ეს ნიუსი მომავალშიც იხელმძღვანელებს ახალი ამბების გადაცემების ჩვეულებრივი კრიტერიუმებით. თუ მოვლენები გაშუქებას იმსახურებს, გააგრძელეთ ამის შესახებ ცნობების გადაცემა მათი „მავნე ზეგავლენის“ საფრთხის მიუხედავად. ასეთი მოვლენების მიჩუმათების უარყოფით მხარეებს მიეკუთვნება:
1) არასასურველი აქცენტები, რაც გავლენას ახდენს ჩვენდამი ნდობაზე („კიდევ რას გვიმალავენ რეპორტიორები?“);
2) სენსაციური და არასწორი ხმების გავრცელება;
3) ახალი ამბების შესახებ ჩვენი თვალსაზრისის დამახინჯება სხვა მიზნების მისაღწევად.
ასეთი რეპორტაჟები უნდა იყოს კარგად მოფიქრებული, კეთილსინდისიერი და თავშეკავებული. მოვლენა არ წარმოაჩინოთ იმაზე სენსაციურად, ვიდრე სინამდვილეშია. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ ტერორისტებთან ან გამტაცებლებთან ურთიერთობაში. ქვემოთ მოყვანილია უფრო კონკრეტული რეკომენდაციები:
1) გასაშუქებელი მოვლენის განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს ტერორისტის ან გამტაცებლის მოთხოვნები, რომლებიც უნდა გადასცეთ. მაგრამ არ მისცეთ ზომაზე მეტი საშუალება თავიანთი მოთხოვნების გამოსათქმელად. თუ მოთხოვნები მოკლედ არ არის ჩამოყალიბებული, შეიცავს რიტორიკასა და პროპაგანდას, უკეთესია მათი გადაცემა საკუთარი სიტყვებით და არა უშუალოდ ტერორისტის ან გამტაცებლის ხმით.
2) არ გადასცეთ რეპორტაჟები ტერორისტების (გამტაცებლების) შესახებ პირდაპირ ეთერში, რადგან შეიძლება ხაფანგში აღმოჩნდეთ და ტერორისტებს მისცეთ თავიანთი მოთხოვნების გამოთქმის შეუზღუდავი საშუალება. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს, აუცილებელია სი-ბი-ეს ნიუსის პრეზიდენტის ან, მისი არყოფნის შემთხვევაში, უფროსი ვიცე-პრეზიდენტის თანხმობა (ეს არ ზღუდავს სი-ბი-ეს ნიუსის კორესპონდენტების მიერ შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი რეპორტაჟების გაკეთებას, მაგრამ სიფრთხილე მაინც აუცილებელია თავშეკავებულობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად);
3) კომპანია სი-ბი-ესის თანამშრომლებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ტერორისტების წინააღმდეგ მომუშავე ორგანოებს შეიძლება დასჭირდეთ ტელეფონის გამოყენება, ამიტომშეძლებისდაგვარად უნდა გაარკვიონ, ხომ არ შეუშლის მათ მიერ ტელეფონით სარგებლობა ამ ორგანოების სატელეფონო კავშირს;
4) სი-ბი-ეს ნიუსის პასუხისმგებელმა პირებმა უნდა შეძლონ ექსპერტებთან დაკავშირება მათგან რეკომენდაციების მისაღებად შემდეგ საკითხებში: რა სახის ფრაზებს აარიდონ თავი კორესპონდენტებმა, რა ტიპის შეკითხვები ან საინფორმაციო ცნობები გაართულებს სიტუაციას და ა.შ. ხელისუფლების მხრიდან მიღებული ნებისმიერი რეკომენდაცია სი-ბი-ეს ნიუსის თანამშრომლებმა ყურადღებით უნდა განიხილონ და ისარგებლონ მათით, მაგრამ არ მიიღონ ისინი განკარგულებებად;
5) ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს უნდა ეცნობოს სი-ბი-ესის იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებთანაც შეეძლებათ დაკავშირება ახალი რეკომენდაციების მისაწოდებლად, რეპორტიორსა და ტერორისტებს შორის კავშირის დასამყარებლად ან იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ორგანოებს ხელს შეუშლის ტერორისტების წინააღმდეგ მუშაობაში;
6) აქ უპრიანია იმ რეკომენდაციების აღნიშვნაც, რომლებიც გვეხმარება სამოქალაქო არეულობების გაშუქებაში. ეს განსაკუთრებით ეხება წამქეზებლური მოდური ფრაზების ხმარების აკრძალვას, ჭორების გავრცელებასა და სხვა. როგორც სამოქალაქო არეულობების, ისე მძევლების შესახებ რეპორტაჟების გადაცემისასაც კორესპონდენტი უნდა დაემორჩილოს პოლიციის ყველა განკარგულებას, მაგრამ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის ხელმძღვანელობას იმ ქმედებების შესახებ, რაც, მისი აზრით, მიმართულია ახალი ამბებით მანიპულირების ან მათი მიჩუმათებისაკენ.
![]() |
7 რედაქტირება და მონტაჟი |
▲back to top |
რედაქტირებისა და მონტაჟის მიზანია გარკვეული და მოკლე გადაცემების გაკეთება, რაც მიუკერძოებლად, პატიოსნად და დაუმახინჯებლად ასახავს ჩვენი კორესპონდენტის მიერ ნანახს და მოსმენილს, ჩვენი კამერისა და მიკროფონის მიერ გადაღებულსა და ჩაიწერილს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია მომხდარი მოვლენის ყურადღებით განხილვა. აქ მოყვანილი მრავალი წლის გამოცდილების საფუძველზე გამომუშავებული კრიტერიუმები დაგეხმარებათ მოვლენების გაშუქებაში:
1. თუ ინტერვიუს მსვლელობისას კითხვაზე პასუხი მთლიანად ან ნაწილობრივ გამომდინარეობს სხვა კითხვების პასუხებიდან, ეს უნდა აისახოს თხრობის დასაწყისში, ან სამონტაჟო გადასვლის კადრში, ან შესაბამისი ხმოვანი განმარტების საშუალებით.
2. თუ დოკუმენტურ გადაცემაში ჩართულია ვისიმე სიტყვის ან განცხადების ერთი ან რამდენიმე ფრაგმენტი, მათი თანამიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს სიტყვაში ან განცხადებაში მათსავე თანამიმდევრობას. მისი დარღვევის შემთხვევაში წინასწარ აცნობეთ მაყურებელს.
3. კრიტერიუმები, რომლებიც ეხება აუდიტორიის რეაქციის ამსახველი კადრების გამოყენებას ან მოპირდაპირე მხრიდან გადაღებებს, განხილულია თავში „ინტერვიუ“. აღნიშნული კრიტერიუმები გამოიყენება სამონტაჟო ოთახშიც და ინტერვიუს აღების ადგილზეც.
![]() |
8 სუბიექტური აზრის გამოხატვა |
▲back to top |
ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, სუბიექტური აზრის გამოხატვა სი-ენ-დის თანამშრომლებისათვის ახალი ამბების გადაცემებში ან საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხებისადმი მიძღვნილ პროგრამებში აკრძალულია. ამ გამონაკლისებს შეადგენს: ა) ახალი ამბების მიმოხილვა წლის ბოლოს ან ნებისმიერ სხვა დროს; პერსონალური ინტერვიუ ახალი ამბების გადაცემის შემდეგ, როდესაც კორესპონდენტებს სთხოვეს პირადი აზრის გამოთქმა ან მოვლენათა განვითარების პროგნოზირება;
ა) ამ დროს გარკვევით მიუთითეთ, რომ მოცემული აზრი არის კორესპონდენტის პირადი თვალსაზრისი.
ბ) გადაცემები, რომლებშიც გვხვდება ხელოვნების კრიტიკა.
გ) სპორტული გადაცემები, რომლებშიც კორესპონდენტები გამოთქვამენ სუბიექტურ აზრებს თავიანთი სპეციალობისა და ცოდნის ფარგლებში.
![]() |
9 თვალთვალი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით |
▲back to top |
ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, მათ შორის ფარული კამერით, თვალთვალის მარეგულირებელი კანონმდებლობა ძალიან რთულია. აქ განვიხილავთ ფედერალურ კანონს კავშირგაბმულობის შესახებ, კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის დებულებებსა და წესებს, ფედერალურ საკანონმდებლო აქტებსა და შტატების სისხლის სამართლის კანონებს პიროვნების პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის შესახებ (რაც სხვადასხვა შტატში სხვადასხვანაირია). შემდგომში ჩვენ გავეცნობით კანონმდებლობას ელექტრონული საშუალებებით თვალთვალის შესახებ, მოვიყვანთ კანონიერი და უკანონო თვალთვალის მაგალითებს, აგრეთვე იმ სიტუაციების მაგალითებს, რომლებშიც ფაქტიური ვითარებიდან გამომდინარე, თვალთვალი შეიძლება იყოს როგორც კანონიერი, ასევე უკანონო.
სი-ენ-დის თანამშრომლებს უფლება არა აქვთ, აწარმოონ თვალთვალი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, როგორც ეს ნაჩვენები იქნება ქვემოთ, თუ თვალთვალი უკანონოა. იმ შემთხვევებში, როდესაც გაურკვეველია, კანონიერია თუ არა თანამშრომლის მოქმედებები, აუცილებელია წინასწარი თანხმობის მიღება სი-ენ-დის პრეზიდენტის ან მის მიერ დანიშნული სხვა პირისაგან, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია, კონსულტაცია მიიღოს იურიდიულ განყოფილებაში.
1. ფარული კამერები
ა) საზოგადოებრივი და ნახევრად საზოგადოებრივი ადგილები. ფარული კამერებით გადაღება დაშვებულია საზოგადოებრივ და ნახევრად საზოგადოებრივ ადგილებში. ასეთი კამერების გამოყენება შეიძლება მოქმედებების ან მოვლენების საიდუმლოდ გადაღების ან ფირზე ჩაწერის მიზნით ქუჩაში, საზოგადოებრივ პარკებში ან საზოგადოებრივ შენობებში. რესტორნები, თეატრები და მაღაზიები ითვლება ნახევრად საზოგადოებრივ ადგილებად და ფარული კამერები აქაც ნებადართულია, მაგრამ არსებობს
რამდენიმე შეზღუდვა: ფარული კამერები გამოიყენება იმ მოქმედებების აღსაბეჭდად, რომლებსაც სიამოვნებით უყურებენ სხვა პირები. მაგრამ ყველას არ სურს გადაიღონ საზოგადოებრივ ან ნახევრად საზოგადოებრივ ადგილებში. მაგალითად, თუმცა კინოთეატრი ნახევრად საზოგადოებრივი ადგილია (თქვენ შეგიძლიათ, გადაიღოთ ფოიეში შემავალი და გამომავალი ხალხი), მოსალოდნელია სირთულეები, თუ გადაიღებთ რომელიმე მაყურებლის რეაქციას ისეთ ფილმზე, როგორიცაა „ეშმაკის განდევნა“, რადგან კინოთეატრის ბნელ დარბაზში მჯდომი ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, რომ უთვალთვალებენ ფარული ვიდეოკამერით.
ბ) კერძო ადგილები. ზოგიერთ გარემოებებში ფარული კამერის გამოყენება შეიძლება კერძო ადგილებშიც. არ შეიძლება საიდუმლო გადაღებების წარმოება ეჭვმიუტანელი ადამიანის სახლში, სასტუმროს ნომერში, კანტორაში ან ისეთ ადგილებში, სადაც ეს ადამიანი სარგებლობს პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლებით. რამდენადაც ეს კანონის ყველაზე რთული ასპექტია, კერძო ადგილებში ფარული კამერის გამოყენებამდე მიიღეთ იურიდიული განყოფილების კონსულტაცია.
გ) შემთხვევები,როდესაც ადგილის ხასიათი გაურკვეველია. როდესაც გაურკვეველია, ადგილი საზოგადოებრივია თუ ნახევრად საზოგადოებრივი, ჩათვალეთ კერძო ადგილად, თუ იურიდიული განყოფილება არ გაცნობებთ, რომ ის არ არის კერძო.
2. სატელეფონო საუბრების ჩაწერა რადიომოწყობილობების საშუალებით.
თუ სატელეფონო საუბრის ჩასაწერად გამოიყენება რადიომოწყობილობა (მაგალითად, ტელეფონის მილაკში ჩადგმული მინიატურული რადიომიკროფონი), ამ შემთხვევაში ფედერალური კანონმდებლობა გავალდებულებთ, მიიღოთ საუბრის ყველა მონაწილის თანხმობა.წინააღმდეგ შემთხვევაში საუბრის ჩაწერა დაუშვებელია.
3. იმ სატელეფონო საუბრების ჩაწერა არარადიომოწყობილობების საშუალებით, რომლებიც არ არის გამიზნული ტრანსლაციისათვის.
ფედერალური კანონი ამ შემთხვევაში ცალსახაა, მაგრამ სვადასხვა შტატების კანონები აღნიშნული საკითხის შესახებ ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან. დაუშვებელია ასეთი ჩაწერების წარმოება წინასწარი თანხმობისგარეშე სი-ენ-დის პრეზიდენტის (ან მის მიერ დანიშნული პირის) მხრიდან, რომელიც კონსულტაციებს იღებს იურიდიულ განყოფილებაში. ქვემოთ მოკლედ მოყვანილია მოქმედი კონონმდებლობის მოთხოვნები:
ა) ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, ასეთი ჩაწერისათვის აუცილებელია თანხმობა საუბრის ერთ-ერთი მონაწილისა,რომელიც შეიძლება იყოს სი-ბი-ეს-ის თანამშრომელი.
ბ) ზოგიერთ შტატში ასეთი ჩაწერისათვის საჭიროა საუბრის ყველა მონაწილის თანხმობა. სხვა შტატებში ინფორმაციის გამოყენების ან გამოქვეყნებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩაწერა მოხდა კანონიერ საფუძველზე, სავალდებულოა საუბრის ყველა მონაწილის თანხმობა.
გ) ზოგიერთი სატელევიზიო კომპანიის წესების თანახმად, ზოგიერთ გარემოებებში ჩაწერისათვის შეიძლება სავალდებულო იყოს ტონალური ხმოვანი სიგნალის გამოყენება.
4. სატელეფონო საუბრების ჩაწერა ტრანსლაციის მიზნით.
ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, თუ სატელეფონო საუბარი იწერება შემდგომში ტრანსლირების მიზნით ან მაშინვე გადის ეთერში, აუცილებელია საუბრის ყველა მონაწილის არაორაზროვანი თანხმობა ჩაწერის დაწყებამდე იმის მიუხედავად, რადიომოწყობილობა გამოიყენება თუ არარადიომოწყობილობა.
5. საუბრის მოსმენა ან ჩაწერა რადიომოწყობილობის საშუალებით (პირდაპირი ან არაპირდაპირი).
ა) საზოგადოებრივი და ნახევრად საზოგადოებრივი ადგილები - ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივ ან ნახევრად საზოგადოებრივ ადგილებში საუბრის მოსასმენად ან ჩასაწერად არ იკრძალება რადიომოწყობილობის გამოყენება (მაგალითად, რადიომიკროფონის). არ არის სავალდებულო საუბრის მონაწილეთა თანხმობა, თუ ის პირები, რომელთა საუბარსაც უსმენენ ან იწერენ, იმყოფებიან სი-ბი-ესის თანამშრომლის სმენადობის არეში. ქუჩები, რესტორნები, პარკები, სპორტული მოედნები და თეატრები ნახევრად საზოგადოებრივი ადგილებია. მაგალითად, ფედერალური კანონის თანახმად, თუ სი-ბი-ესის თანამშრომელი არ არის საუბრის მონაწილე საზოგადოებრივ ან ნახევრად საზოგადოებრივ ადგილში, არ არის აუცილებელი საუბრის ყველა მონაწილის თანხმობა ჩასაწერად; თუ სი-ბი-ესის თანამშრომელი არ არის საუბრის მონაწილე და იმყოფება საუბრის სმენადობის არეში, მაშინ მონაწილეთა თანხმობა საჭირო არ არის. მაგრამ ზოგიერთი შტატის კანონმდებლობა (ნიუ-იორკის, კალიფორნიის, მისურისა და კოლუმბიის ფედერალური ოლქის გარდა) საუბრის საიდუმლოდ ჩაწერისათვის მოითხოვს საუბრის ყველა მონაწილის თანხმობას. ამრიგად, ზემოთ ჩამოთვლილი შტატების ტერიტორიების გარდა სი-ენ-დის პრეზიდენტის (ან მის მიერ დანიშნული პირის) წინასწარი თანხმობის გარეშე საუბრის მოსმენა და ჩაწერა ფედერალური კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვითაც კი არ შეიძლება.
ბ) კერძო ადგილები - ფედერალური კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად (აგრეთვე ზოგიერთი შტატის კანონმდებლობის საფუძველზე), კერძო ადგილებში რადიომოწყობილობის გამოყენებით საუბრის მოსმენის ან ჩაწერისათვის აუცილებელია საუბრის მონაწილეთა წინასწარი თანხმობა. მაგალითად, სი-ბი-ესის თანამშრომლისა და რესპონდენტის საუბრის ჩასაწერად რადიომოწყობილობის საშუალებით რესპონდენტის ბინაში აუცილებელია რესპონდენტის წინასწარი თანხმობა. ასევე ავტომანქანებში, სასტუმროს ნომრებში ან კანტორებში რადიომოწყობილობის საშუალებით საუბრის ჩასაწერად საჭიროა საუბრის ყველა მონაწილის თანხმობა.
6. ზეპირი საუბრების მოსმენა ან ჩაწერა არარადიოელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით
ა) საზოგადოებრივი და არასაზოგადოებრივი ადგილები - არარადიომოწყობილობის გამოყენება საუბრების საიდუმლოდ ჩაწერის ან მოსმენის მიზნით ექვემდებარება იმავე კანონებსა და პროცედურებს, რომლებიც აღწერილია მე-5 ა) პარაგრაფში.
ბ) კერძო ადგილები - ფედერალური კანონმდებლობა არარადიომოწყობილობის გამოყენებით საუბრის საიდუმლოდ ჩაწერის ან მოსმენისნებას რთავს, თუ არსებობს საუბრის თუნდაც ერთი მონაწილის თანხმობა (ან თუ საუბრის მონაწილე არის სი-ბი-ესის თანამშრომელი). თუმცა ზოგიერთ შტატში სავალდებულოა ყველა მონაწილის თანხმობა; სხვა შტატებში კი ჩაწერილი საუბრის შინაარსის გამოსაქვეყნებლად საჭიროა საუბრის ყველა მონაწილის თანხმობა მიუხედავად იმისა, რომ ჩაწერა ხდებოდა კანონიერ საფუძველზე.
ამრიგად, არ შეიძლება ასეთი ჩაწერა წინასწარი თანხმობის გარეშე სი-ენ-დის პრეზიდენტის (ან მის მიერ დანიშნული პირის) მხრიდან, რომელიც კონსულტაციას იღებს იურიდიულ განყოფილებაში.
![]() |
10 ერთნაირი დრო |
▲back to top |
1934 წელს მიღებული „კავშირგაბმულობის შესახებ” კანონის 315-ე ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო პოსტზე კანონიერი წესით წამოყენებულ რომელიმე კანდიდატს ეძლევა უფასო საეთერო დრო, მაშინ ამავე პოსტზე კანონიერი წესით წამოყენებულ ნებისმიერ სხვა კანდიდატს უნდა მიეცეს ასეთივე დრო ზოგიერთი გამონაკლისის გათვალისწინებით.1
ამ და სხვა მოთხოვნათა შესრულების გასაიოლებლად სი-ბი-ეს-ის იურიდიული განყოფილება ამზადებს, საჭიროების მიხედვით გადასინჯავს და შეავსებს „განცხადებას პოლიტიკური გადაცემების სფეროში გატარებული ღონისძიებების შესახებ“.
ეს განცხადება, რომელიც მოიცავს 315-ე ნაწილის დეტალურ ანალიზს, ვრცელდება სი-ბი-ეს-ის ხელმძღვანელებსა და იმ თანამშრომლებზე, რომლებიც პასუხს აგებენ ამ სფეროში რედაქტორული გადაწყვეტილებების მიღებაზე. სი-ბი-ეს-ის იურიდიული განყოფილება სიამოვნებით უპასუხებს ყველა წამოჭრილ კითხვას. სი-ენ-დის ადმინისტრაციული განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი მზადაა, შეასრულოს იურიდიულ განყოფილებასთან დამაკავშირებელი რგოლის როლი.
სი-ბი-ესი თვლის, რომ 315-ე ნაწილი აწესებს დაუსაბუთებლად მკაცრ შეზღუდვებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ პოლიტიკური კამპანიების ფართოდ გაშუქებაზე. ამის გამო ის მრავალი წლის განმავლობიში იღვწოდა 315-ე ნაწილის გასაუქმებლად. მისი ძალისხმევის შედეგად 1960 წელს ამ ნაწილის მოქმედება დროებით შეჩერდა, რამაც შესაძლებელი გახადა ნიქსონსა და კენედის შორის დებატების ისტორიული ტრანსლაციის მოწყობა. შეიცვალა თვით 315-ე ნაწილიც2 და გაუქმდა თანაბარი დროის მოთხოვნა ახალი ამბების აღნიშნულ გადაცემებში.
თანაბარი დროის მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ პოლიტიკურ გამოსვლებზე. იგი არ ვრცელდება მიუკერძოებლობის დოქტრინაზე. ე.ი. მიუკერძოებლობის დოქტრინის მიხედვით, ტელეკომპანია არ არის ვალდებული, მისცეს ერთნაირი დრო პირებსა და ორგანიზაციებს საკამათო საკითხის განხილვისათვის. ეს განსხვავებები ხშირად არასწორად არის გაგებული.
____________________
1. არსებობს ერთი გამონაკლისი. კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის წესების თანახმად, არ არის აუცილებელი არაორაზროვანი თანხმობა, თუ საუბრის მეორე მონაწილე თვითონ რეკავს ტელეფონით იმ გადაცემასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე სატელეფონო საუბრების ტრანსლირება.
2. 315-ე ნაწილი არ ვრცელდება კანდიდატების გამოსვლებზე:
1. „ახალი ამბების კეთილსინდისიერ გადაცემებში“;
2. რომელიმე მოლენასთან დაკავშირებულ „კეთილსინდისიერ ინტერვიუებში”;
3. „ახალი ამბების დოკუმენტურ გადაცემებში (თუ კანდიდატის გამოსვლა არ არის პირდაპირ დაკავშირებული ამ დოკუმენტურ გადაცემაში გაშუქებულ სიუჟეტთან ან სიუჟეტებთან)“.
4. „ახალი ამბების კეთილსინდისიერ გადაცემებში მოვლენის ადგილიდან (მათთან დაკავშირებული პოლიტიკური ყრილობებისა და სხვა ღონისძიებბების ჩათვლით)“.
![]() |
11 მიუკერძოებლობის დოქტრინა |
▲back to top |
მიუკერძოებლობის დოქტრინა1
კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის მოთხოვნათა შესაბამისად, „ეროვნული მნიშვნელობის საკამათო საკითხებზე ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებების ტრანსლირებისათვის, სავალდებულოა „საკმარისი შესაძლებლობების“ მინიჭება.
საკითხის შესწავლამ გვიჩვენა, რომ მიუკერძოებლობის პრინციპი ყოველთვის იყო სი-ენ-დის გადაცემების პოლიტიკის ქვაკუთხედი. 1954 წლის 25 მაისს წარმოთქმულ სიტყვაში, რომელსაც ეწოდა „გზა პასუხისმგებლობისაკენ“, ბატონი პეილი შეეხო „დიქტორის როლსა და პასუხისმგებლობას ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობების სფეროში“, აგრეთვე სი-ბი-ესის მიერ წლების განმავლობაში გამომუშავებულ ძირითად წესებს, რომლებიც განსაზღვრავენ „მის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ფუნქციათა შესრულებას“ ამ სფეროში. ბ-მა პეილიმ განაცხადა:
„ყველასათვის ცხადია, რომ მიუკერძოებლობისა და გაწონასწორებულობის პრინციპი არის ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედი ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობების სფეროში ამ საკითხის ადმინების მიერი დიქტორის დამოკიდებულების მიუხედავად. მაგრამ ეს პრინციპი არ დაიყვანება მათემატიკურ ფორმულებამდე ან მკაცრი წესების ერთობლიობამდე, რომლებიც მექანიკურად სრულდება და მოიცავს ყველა შესაძლო სიტუაციას. ამერიკის თავისუფალი მაუწყებლობის სისტემაში მიუკერძოებლობასა და გაწონასწორებულობას მივაღწევთ ტელეკომპანიებისა და ქსელების ხელმძღვანელთა მიერ ობიექტური და თამამი გადაწყვეტილებების მიღებით.
სი-ენ-დი მიილტვის მიუკერძოებულობისაკენ და დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავის გადაცემებში აუდიტორიას სთავაზობს ეროვნული მნიშვნელობის საკამათო საკითხების შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმის საკმარის შესაძლებლობას. 2
ამ მიზნის მიღწევა არის სი-ენ-დის ყველა თანამშრომლის მუდმივი ამოცანა. საჩივრებს მიუკერძოებლობის შესახებ სი-ენ-დის ხელმძღვანელობა განსახილველად დაუყოვნებლივ გადასცემს იურიდიულ განყოფილებას. განხილვა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.
____________________
1. სი-ბი-ესი სხვა ტელეკომპანიებთან ერთად მოუწოდებს მიუკერძოებლობის დოქტრინის გაუქმებისაკენ იმის საფუძველზე, რომ მთავრობას არა აქვს რადიოსა და ტელევიზიის წარმომადგენელთა მუშაობის შემოწმების კანონიერი უფლება.
2. მიუკერძოებლობის დოქტრინა არ მოითხოვს, რომ ყოველ პროგრამაში წარმოდგენილი იყოს საწინააღმდეგო აზრები საკამათო საკითხებზე. საერთო პროგრამის შედგენისას მხოლოდ ლიცენზიის მქონე პიროვნებას ეძლევა საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.
![]() |
12 ახალი ამბების მოპოვებისა და გავრცელების თავისუფლება - სამართლიანი სასამართლო |
▲back to top |
როდესაც გადავცემთ ახალ ამბებს დანაშაულის, სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილი პიროვნებისა და შესაბამისი სასამართლო პროცესის შესახებ, ფრიად მნიშვნელოვანია, დავიცვათ მიუკერძოებელი და გონივრული ფარდობა ინფორმაციაზე საზოგადოების მოთხოვნილებასა და ჩვენ მიერ გადაცემულ ცნობებს შორის, რომ თავიდან ავიცილოთ სასამართლოზე არასასურველი ზემოქმედება. ქვემოთ მოყვანილია უკვე გამომუშავებული თავშეკავებულობის კრიტერიუმები:
ნამდვილად არსებობს ისეთი გარემოებები, როდესაც ჩვენ მიერ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გადაცემას შეუძლია, გამოიწვიოს სერიოზული უზუსტობანი მართლმსაჯულების აღსრულებაში. მაგალითად, თუ ჩვენ სასამართლო პროცესის დაწყებამდე დაწვრილებით გადავცემთ ცნობას ეჭვმიტანილის მიერ დანაშაულის აღიარების შესახებ, ან პოლიციის ხელთ არსებულ ცნობებს ეჭვმიტანილის წარსულის შესახებ, ან დეტალურად გამოვაქვეყნებთ „ჩვენებებს“ ან ინტერვიუებს იმ ადამიანებთან, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს მათ უნახავთ, ან მათთვის ცნობილია ეჭვმიტანილის ბრალდების დამამტკიცებელი გარემოებები, შეიძლება მოსამართლემ განაცხადოს: „შეუძლებელია ეჭვმიტანილის საქმის სასამართლო განხილვა კანონიერ საფუძველზე“. ეს იმით აიხსნება, რომ იურისპრუდენციის ანგლოსაქსური სისტემის თანახმად ნაფიცმა მსაჯულებმა თავიანთი ვერდიქტი უნდა გამოიტანონ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოზე და არა მის გარეთ მოსმენილი ჩვენებების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვმიტანილს წაერთმევა კანონიერ საფუძველზე გასამართლების უფლება. კიდევ ერთი მაგალითი: საერთოდ აკრძალულია, რომ პოლიციის ხელთ არსებული მასალა ეჭვმიტანილის წარსულის შესახებ წარედგინოს სასამართლოს, როგორც
დამამტკიცებელი საბუთი, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამას მოითხოვს თვითონ ეჭვმიტანილი. აგრეთვე, უზენაესი სასამართლოს მიერ უკანასკნელ წლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა თანახმად, ბევრი ჩვენება არ ითვლება დამამტკიცებელ საბუთად, ვინაიდან ეს ჩვენებები არ იყო მიცემული საკუთარი ნებით ან ეჭვმიტანილი დაკავებული იყო დიდი ხნით ადრე პოლიციის მიერ ბრალდების წაუყენებლად ან ადვოკატის გარეშე. ამრიგად, თუ გამოვაქვეყნებთ დაწვრილებით ცნობებს ჩვენებების შესახებ ან პოლიციის ხელთ არსებულ მასალებს ეჭვმიტანილის წარსულის შესახებ, მაშინ პოტენციური ნაფიცი მსაჯულის ხელში შეიძლება მოხვდეს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დისკრედიტაციას უწევენ ეჭვმიტანილს. სამოქალაქო უფლებების დაცვისას ასეთ ჩვენებებს არასოდეს წარუდგენენ ნაფიც მსაჯულებს. ჩვენ, როგორც მოქალაქეები, არ ვისურვებდით, ჩვენ გამო გაათავისუფლონ დამნაშავე მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლებელია მისი კანონიერ საფუძველზე გასამართლება. შეზღუდვები (იმათ გარდა, რომლებიც მოყვნილია მომდევნო პარაგრაფებში), რომლებიც ეხება საინფორმაციო ცნობებს მოწმეთა ჩვენებების შესახებ, ან პოლიციის ხელთ არსებულ ცნობებს ეჭვმიტანილის წარსულის შესახებ, ან მოწმეთა ჩვენებებს ეჭვმიტანილის დანაშაულის ან უდანაშაულობის შესახებ, არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც გადაცემები განპირობებულია სახელმწიფო პოლიტიკით და არა მაყურებლის ან მსმენელის ინტერესით.
ჩვენ ვასრულებთ ტელევიზიისა და რადიოს უმნიშვნელოვანეს როლს: ვიდგეთ ინტერესთა დაცვის სადარაჯოზე, განსაკუთრებით იქ, სადაც საქმე ეხება სამართლისაღსრულებას.იმშემთხვევებში,როცა არსებობს სახელმწიფო პოლიტიკით
ნაკარნახევი საფუძველი, შეგვიძლია, გადავცეთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცნობა, თუ იგი უშუალოდ უკავშირდება სამართლის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ან ააშკარავებს სასამართლოს შეცდომებს, ან თანამდებობის პირთა არასწორ მოქმედებებს ან უმოქმედობას. რა თქმა უნდა, უოტერგეიტი ამის საუკეთესო მაგალითია. უეტუმპკტას (Wetumpkta) შემთხვევა არცთუ ისე მნიშვნელოვანი და დრამატულია: ოლქის შერიფმა ახალგაზრდა ზანგი გადმოათრია საკუთარი მანქანიდან და დააპატიმრა. მოგვიანებით ეს კაცი ციხეში მკვდარი ნახეს, ოლქის თანამდებობის პირებისთვის კი ბრალი არ წაუყენებიათ. როცა ცხადი გახდა, რომ ამ საქმის ოფიციალური განხილვა არ შედგებოდა, ჩვენ გადავეცით თვითმხილველთა ჩვენებები ზანგის მხეცურად ცემის შესახებ. ეს ჩვენებები განსაზღვრავდნენ შერიფის დანაშაულს, მაგრამ ჩანდა, რომ არავინ აპირებდა სამართლის აღსრულებას. ასეთ შემთხვევებში დასაშვებია მხოლოდ ფრთხილი და პასუხისმგებლობის შეგნებით გაკეთებული რეპორტაჟები და ჩვენც მთელი სისწრაფით ავმოქმედდით. ამრიგად, თუ გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ცდილობენ უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასმას, ვალდებულნი ვართ, გავავრცელოთ ნებისმიერი ჩვენება, რომლის მოპოვებასაც შევძლებთ.
იმ შემთხვევებში, როდესაც ჩადენილ დანაშაულზე არ გაიცემა კონკრეტული ადამიანის დაპატიმრების ორდერი, შეგვიძლია ავიღოთ ინტერვიუ თვითმხილველებისაგან (ამასთან თავი უნდა შევიკავოთ ამა თუ იმ ადამიანზე თითით მინიშნებისა და სახელის გაცხადებისაგან), აგრეთვე ვაჩვენოთ ტელევიზიით და გამოვაქვეყნოთ პოლიციის მიერ გაშვებული ეჭვმიტანილი ძებნილის აღწერა. როცა პოლიცია ან თანამდებობის პირები თვითონ არღვევენ ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის რეკომენდაციებს, საჯაროდ მოჰყავთ ადამიანის დანაშაულზე მიმანიშნებელი კონკრეტული ფაქტები აღიარებების ჩათვლით, ან პოლიციის ხელთ არსებული მასალები ამ ადამიანის წარსულის შესახებ, ჩვენ მოვალენი არა ვართ, გავუწიოთ ცენზურა, თუ ვხედავთ, რომ განცხადება გაშუქებას იმსახურებს. ამ უკანასკნელის ყველაზე კარგი მაგალითია დალასის პოლიციის შეფის საქციელი, რომელიც ხალხის თვალწინ აქეთ-იქით იქნევდა შაშხანას და ამბობდა, ოსვალდმა სწორედ ეს იარაღი გამოიყენა და მისი დანაშაული ეჭვგარეშეაო. თითქმის იგივეა ნიქსონის განცხადება მენსონის ბრალდების შესახებ მის გასამართლებამდე. ნიქსონისა და პოლიციის უფროსის მოქმედება არასწორია, მაგრამ ვერ დავფარავთ, თითქოს საზოგადოებისათვის ფრიად საინტერესო ეს მოვლენები არ მომხდარიყოს.
ეს ზოგადი პრინციპები ვერ მოგვცემენ კონკრეტულ პასუხს თითოეული შემთხვევისათვის და ხშირად საკუთარი გადაწყვეტილების მიღება მოგვიხდება. აქ მოყვანილი დებულებები უნდა იყოს წარმმართველი და გვეხმარებოდეს საზოგადოების ინტერესების დაცვაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სამართლის აღსრულებას. ჩვენ უნდა დავიცვათ ბრალდებულთა და ბრალმდებელთა უფლებები სასამართლოზე.
![]() |
13 საინფორმაციო მასალები |
▲back to top |
არავითარი საინფორმაციო მასალა (ვიდეო, აუდიო, ნაწერი ან სხვა სახის) არ გამოიყენება ტრანსლაციაში, თუ ის არ აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
1. ტრანსლაციის დროს ცხადად უნდა დასახელდეს 6საინფორმაციო მასალის წყარო.1
2.საინფორმაციო მასალები პროპაგანდისა და რეკლამისაგან უნდა გაიწმინდოს
3. თანდართული ნაწერი საინფორმაციო მასალები და სცენარები შეიძლება არ იყოს ჩართული ტრანსლაციაში, მაგრამ შემოწმების შემდეგ მიზანშეწონილია მათი გამოყენება მხოლოდ მასალის წყაროს სახით.
4. არ უნდა არსებობდეს ვალდებულება საინფორმაციო მასალების სრულად, ნაწილობრივ ან რედაქტირების გარეშე გამოყენების შესახებ.
5. დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკამათო საკითხების შემცველი ვიდეო და აუდიო მასალა, რომელსაც გვთავაზობენ სატრანსლაციო მასალის სახით, არ გამოიყენება სი-ენ-დის პრეზიდენტის მიერ წინასწარი თანხმობის გარეშე.
6. დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკამათო საკითხების შემცველი ვიდეო და აუდიო მასალა, რომელსაც გვთავაზობენ სატრანსლაციო მასალის სახით და რომლის მოპოვებაშიც ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, არ გამოიყენება სი-ბი-ეს ნიუსის ვიცე-პრეზიდენტის ან საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტის მიერ წინასწარი თანხმობის გარეშე.
7. დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკამათო საკითხების ამსახველი ჩვენთვის საინტერესო ან არასაინტერესო ვიდეო ან აუდიო მასალის წყარო იდენტიფიცირებული იქნება იმ გადაცემებში, რომლებშიც ეს მასალა გამოიყენება. თუ ინფორმაციის წყარო არის რომელიმე კორპორაცია, კომიტეტი, ასოციაცია, რომელიმე არაკორპორაციული ჯგუფი ან იურიდიული პირი, მაშინ ამ წყაროს ხელმძღვანელ თანამშრომელთა სია წარედგინება საზოგადოებრიობას, ხოლო ეს ინფორმაცია დროულად მიეწოდება სი-ენ-დის ადმინისტრაციული განყოფილების უფროს ვიცე-პრეზიდენტს, ვისთანაც რეგისტრირდება და ინახება ეს ინფორმაცია. მოთხოვნა ხელმძღვანელ თანამშრომელთა სიის შესახებ სრულდება,მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა დაინტერესებული ამ მასალით.
______________________
1.არსებობს ერთი გამონაკლისი: თუ მასალის პროპაგანდისტული ან სარეკლამო ასპექტები დაკავშირებულია გადაცემასთან, მისი გამოყენება შესაძლებელია ამ მიზნით, თუ მათ არაორაზროვნად მიეცემათ პროპაგანდის ან რეკლამის განსაზღვრება.
![]() |
14 ინტერვიუ |
▲back to top |
ინტერვიუ1
აკრძალულია არასპონტანური და მომზადებული ინტერვიუს აღება სი-ენ-დის პრეზიდენტის ნებართვის გარეშე. იგი დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინტერვიუს ინფორმაციული ღირებულება აშკარად გადაწონის ამ პროცედურით მიყენებულ ზარალს და არსებობს მისი შესრულების საკმარისი მიზეზები. ინტერვიუს ტრანსლაციისას ნაჩვენები უნდა იყოს რამდენად არის მომზადებული, ხოლო რესპონდენტი გააფრთხილეთ ჩვენების შესახებ.
ინტერვიუ მომზადებული და არასპონტანურია, თუ:
1. შეკითხვები წინასწარ წარედგინება რესპონდენტს (მაგრამ ინტერვიუ ჩაითვლება სპონტანურად, თუ ეს წინასწარი ცნობა შეიცავს მითითებებს მხოლოდ ზოგად თემებზე, რომელთა შესახებაც კონკრეტული საკითხები განიხილება ინტერვიუში);
2. მოხდება შეთანხმება, რომ საუბარი არ შეეხოს გარკვეულ ზოგად თემებს კონკრეტული საკითხების განხილვისას;
3. ვიდეო, აუდიოჩანაწერი ან ინტერვიუს ასლი წარედგინება რესპონდენტს მოსაწონებლად ან რედაქტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად;
4. კამერის წინ ფიზიკური მდგომარეობისა და მოქმედების რეპეტიცია, ამ სტანდარტის შესაბამისად, არ წარმოადგენს ინტერვიუს რეპეტიციას;
შეიძლება გამოვიყენოთ აუდიტორიის რეაქციის ამსახველი და მოპირდაპირე მხრიდან გადაღებული ხედები, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
1. თუ მთელი ტრანსლაცია ან ტრანსლაციის ნაწილი შედგება მხოლოდ ინტერვიუსაგან, რომელშიც რესპონდენტი არსებით როლს ასრულებს; ამ შემთხვევაში რამდენიმე კამერით მუშაობა გამორიცხავს რეალურ დროში გადაღებული აუდიტორიის რეაქციის ამსახველი და მოპირდაპირე მხრიდან გადაღებული ხედების აუცილებლობას; თუ სივრცის, დროის ან სხვა ოპერატიულ მოთხოვნილებათა მიზეზით რამდენიმე კამერის გამოყენება შეუძლებელია, სი-ენ-დის პრეზიდენტს ან უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეუძლით დაუშვან გამონაკლისი ამ კრიტერიუმიდან.
2. აუდიტორიის რეაქციის ამსახველი და მოპირდაპირე მხრიდან რეალურ დროში გადაღებული ხედები კეთდება რესპონდენტის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ან თანხმობით.
3. სახეცვლილი შეკითხვები პირვანდელ შეკითხვებს უნდა შეესაბამებოდეს ტონით, ხასიათითა და შინაარსით.
4. რეალურ დროში გადაღებულმა აუდიტორიის რეაქციამ არ უნდა შეცვალოს ან დაამახინჯოს ის, რაც მოხდა სინამდვილეში. მაგალითად, თუ აუდიტორიის რეაქცია იყო სიცილი, მაშინ რეალურ დროში გაკეთებული აუდიტორიის რეაქციის ამსახველი ხედიც უნდა შეიცავდეს სიცილს.
თითოეული გადაცემის რედაქტორი ყურადღებით უნდა გაეცნოს აუდიტორიის რეაქციის ამსახველ ყველა ხედსა და საბოლოო ვარიანტს და შეადაროს ყველა სახეცვლილი შეკითხვა პირვანდელ შეკითხვას, რათა დარწმუნდეს, რომ მათი გამოყენება არ ცვლის ან არ ამახინჯებს პირვანდელი შეკითხვების, პასუხების ან რეაქციის შინაარსს, ტონს ან აზრს.
არ შეიძლება სახეცვლილი შეკითხვებისა და საბოლოო ვარიანტის გამოყენება ცუდად ჩამოყალიბებული ან ცუდად დასმული პირვანდელი შეკითხვების გამოსასწორებლად.
რესპონდენტს არ ეძლევა ინტერვიუერის ამორჩევის უფლება. აგრეთვე რეპორტაჟების სხვა სახეობებში რეპორტაჟის ობიექტს არა აქვს ინტერვიუს ასაღებად ან მოვლენის გასაშუქებლად დანიშნული კორესპონდენტის ამორჩევის უფლება.
ყველა ინტერვიუს (გარდა პირდაპირ ეთერში გადასაცემი და წინასწარ ჩაწერილი ტრანსლაციისა) ეხება რედაქტირება. სი-ბი-ეს ნიუსის არც ერთი თანამშრომელი არ აძლევს რესპონდენტს ინტერვიუს სრულად და რედაქტირების გარეშე ჩვენების გარანტიას. ამ დებულებიდან გამონაკლისის დაშვება შეიძლება მხოლოდ უჩეულო გარემოებებში სი-ენ-დის პრეზიდენტის მიერ.
რესპონდენტებს არ მიეცემათ ჰონორარი ახალი ამბების გადაცემებში მონაწილეობისათვის. სხვა პროგრამებისათვის აღებულ ინტერვიუში რესპონდენტებს შეიძლება მიეცეთ:
- ნომინალური თანხა პროგრამაში მონაწილეობისათვის ან - დამატებითი თანხა შემდეგ შემთხვევებში:
1. როდესაც გადაცემა ან გადაცემის ნაწილი აგებულია ერთი საზოგადო მოღვაწის ირგვლივ და გაკეთებულია ცნობილი კომენტატორის ან ავტორის მიერ მოგონებების ან სტატიის სახით;
2. როდესაც რესპონდენტები არიან პროფესიონალი არასაზოგადოებრივი ექსპერტები (პროფესორები, ეკონომისტები და ა.შ.), რომლებიც გადაცემაში თამაშობენ ძირითად როლსდა მათ ნაზღაურებას ექნება ლექციის ჰონორარის სახე;
3.როდესაც რესპონდენტებმა მიაღწიეს მაღალ თანამდებობასა და სახელს ისეთ სფეროებში, როგორიცაა გართობის ინდუსტრია, სპორტი, ლიტერატურა და ა.შ. და მათგან ინტერვიუს აღება შეიძლება მხოლოდ ანაზღაურების გადახდით.
ეჭვგარეშეა, შესაბამისი ანაზღაურება მიეცემათ იმ პირებს, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას, კონსულტანტებსა და სხვებს, რომლებიც გვიწევენ სამსახურს კავშირების, ინფორმაციისა და კონტაქტების სფეროში. თუ რომელიმე ამ პირისაგან ვიღებთ ინტერვიუს იმ გადაცემასთან დაკავშირებით, რისთვისაც მას ეძლევა ანაზღაურება, მაშინ ის უნდა განვიხილოთ, როგორც ჩვენზე მომუშავე ანაზღაურებადი კონსულტანტი.
ინტერვიუები უბედური შემთხვევებისა და სხვა ტრაგიკული სიტუაციების მსხვერპლებთან და მათ ახლობლებთან
მართალია, შეუძლებელია მკაცრი წესების ჩამოყალიბება ყველა სახის სიტუაციის გათვალისწინებით, მაგრამ ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია ქვემოთ მოყვანილი დებულებების გამოყენება:
1. ასეთი ინტერვიუ თავიდან აიცილეთ იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა ის არსებითად მნიშვნელოვანია გადმოსაცემი მასალისათვის. მაგალითად, როდესაც ეს ინტერვიუ ნათელს ჰფენს მომხდარ მოვლენას ან შეუძლია მომავალში თავიდან აგვაცილოს ტრაგიკული სიტუაციები;
2. მსგავსი ინტერვიუს თხოვნისა და აღების დროს იყავით თავშეკავებული.
3. არ ჩამოართვათ ინტერვიუ შოკში მყოფ პირს.
4. ინტერვიუს აღება დაიწყეთ რესპონდენტის ნებართვის შემდეგ.
_________________________
1.ამ კრიტერიუმში გამოყენებული ტერმინი „ინტერვიუ“ ეხება ინტერვიუებს, ფორუმებს, დებატებსა და მსგავსი შინაარსის სხვა გადაცემებს.
![]() |
15 ჟურნალისტური გამოკვლევა |
▲back to top |
ჟურნალისტური გამოკვლევა, რაც დიდი ხანია, გახდა სი-ენ-დის მოღვაწეობის ერთ-ერთი მიმართულება, ხშირად ააშკარავებს სერიოზულ პრობლემებს და იწვევს მკვეთრ რეაქციას. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს უფლება, და მოვალენიც ვართ, გამოვააშკარავოთ დანაშაულებრივი მოღვაწეობის, სამართალდარღვევებისა და საზოგადოების ნდობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები. რამდენადაც ჟურნალისტური გამოკვლევა წამოჭრის სამართლიანობის, პოლიტიკისა და კანონიერების სხვადასხვა საკითხებს, შეუძლებელია იმ კონკრეტული მითითებების ჩამოყალიბება, რომელიც გადაჭრიდა ყველა შესაძლო პრობლემას და უპასუხებდა მოსალოდნელ კითხვებს. ამ დელიკატურ სფეროში მოღვაწეობისას უნდა ვიხელმძღვანელოთ ქვემოთ მოყვანილი ძირითადი კრიტერიუმებით:
1. სი-ენ-დის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოკვლევა მიმდინარეობს სი-ენ-დის პრეზიდენტის საერთო ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ. მან უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტური პატიოსნების, სიზუსტისა და მიუკერძოებლობის საკითხებში სი-ენ-დის კრიტერიუმების დაცვა.
2. გადაეცემა თუ არა ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებს სი-ენ-დის პერსონალის მიერ ჟურნალისტური გამოკვლევის შედეგად მოპოვებულ იინფორმაცია პოტენციური დანაშაულის შესახებ,
თითოეულ შემთხვევაში დამოკიდებულია პოტენციურად შესაძლებელ დანაშაულსა და გამოკვლევის მიზნების ურთიერთმიმართებაზე. გვექნება ისეთი შემთხვევებიც, როცა შეტყობინება არ იქნება აუცილებელი. (მაგალითად: ცხადია, რომ თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა ჟურნალისტური გამოკვლევის შედეგები წყალში ჩაიყრება, თუ მას ვაცნობებთ ამავე თანამდებობის პირებს). ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პოტენციური დანაშაული ემუქრება პიროვნებას ან პიროვნებებს (მაგალითად: ცეცხლის წაკიდება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბუნტი), დროულად უნდა ეცნობოთ შესაბამის თანამდებობის პირებს.
3. იყავით გულახდილნი მოქალაქეებისადა ორგანიზაციებისადმი ინტერვიუს ან რეპორტაჟის თხოვნისას, ეს ხშირად მიზნის მიღწევას აიოლებს.
4. იშვიათ შემთხვევებში მნიშვნელოვანი მასალის გაკეთება შეუძლებელია რეპორტიორის ან პროდიუსერის მიერ საკუთარი პიროვნების დაფარვის გარეშე, მაგრამ ეს უნდა იყოს გამონაკლისი და სანქციონირებული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ იარსებებს მნიშვნელოვანი საბაბი ვიფიქროთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება ვერ მიიღებს ცნობას რაიმე არაკანონიერ საქმიანობაზე.
თუ სი-ენ-დის პრეზიდენტი განსაზღვრავს, რომ კონკრეტული გამოკვლევის პროექტს შეუძლია, წინ წამოსწიოს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხები, ანმოითხოვოს სი-ენ-დის ძირითადი პოლიტიკის ინტერპრეტაცია, ან გამოიწვიოს სი-ენ-დის პერსონალის მიერ კანონის დარღვევა, პროექტის განხორციელების დაწყების წინ აუცილებელია კონსულტაციის მიღება იურიდიული განყოფილებისაგან, ხოლო გამოკვლევის მსვლელობისას - მიღებული რეკომენდაციების დაცვა გარკვეული ზომით. ეს არ გულისხმობს ამ სფეროში არსებული უწინდელი პრაქტიკიდან რაიმე გადახრას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა სიტუაციაში იურიდიული განყოფილების ჩარევის ზომა არაერთგვაროვანი იქნება. ჩვენი იურისტები მომავალშიც დარჩებიან იურისტებად და არ მიიღებენ მონაწილეობას ახალი ამბების გაშუქებაში.
ინფორმაციის მოპოვებისა და ახალი ამბების მომზადების დროს სი-ენ-დის პერსონალი განზრახ არ მიიღებს მონაწილეობას დანაშაულებრივ ქმედებებში, არ წააქეზებს და არ უბიძგებს რომელიმე პიროვნებას დანაშაულისკენ. მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში მოსალოდნელია გამონაკლისებიც ამ აბსოლუტური წესიდან. მაგალითად, ზოგიერთმა თემამ შეიძლება მოითხოვოს ჟურნალისტური გამოკვლევა, რომელიც რეპორტაჟში შეიცავს ტექნიკური თვალსაზრისით სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ისეთ აქტებს, როგორიცაა: ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა ან ხელში ჩაგდება (სადაც ეს დაუშვებელია), ან სპირტიანი სასმელების ყიდვა იმ შტატებში, რომლებშიც აკრძალულია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ადვილია ამ ნივთების შეძენა. ბუნებრივია, არსებობს არასანქციონირებადი ქმედებები, მიუხედავად გამოსაკვლევი თემის მნიშვნელობისა. ამის საუკეთესო მაგალითია სხვა პირისათვის ზარალის მიყენება. აღნიშნული რეკომენდაციის მიზანია ის, რომ ვიმოქმედოთ საკუთარი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.
![]() |
16 მუსიკალური გაფორმება |
▲back to top |
სი-ენ-დის გადაცემებში მუსიკის გამოყენებისას ხელმძღვანელობენ შემდეგი კრიტერიუმით: გადაცემაში ყველაფერი უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორეც არის ნაგულისხმევი. არ არის დასაშვები ახალი ამბების პროგრამაში ან დოკუმენტურ გადაცემაში მუსიკალური გაფორმების ჩართვა ესთეტიკური მუსიკალური ფონის შესაქმნელად, რასაც სინამდვილეში კავშირი არა აქვს გადაცემის შინაარსთან.
არსებობს გარემოებები, როდესაც მუსიკა ნამდვილად არის თხრობის ნაწილი. მაგალითად, მუსიკალურად გაფორმებული ადამიანის უფლებათა მხარდამჭერი დემონსტრაციები ან ოფიციალური ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობს ორკესტრი. ასეთი სახის მუსიკის გამოყენება ახალი ამბების პროგრამებში ან დოკუმენტურ გადაცემებში ბუნებრივია. დასაშვებია ისიც, რომ დოკუმენტურ გადაცემებში საჭირო ადგილას ერთხელ უკვე ჩართული მუსიკა მეორდებოდეს გადაცემის შესაბამის ადგილებში.
სი-ენ-დის პრეზიდენტის ნებართვით შეიძლება გამოვიყენოთ მუსიკა, რომელიც არ არის თხრობის ნაწილი, მაგრამ რომელსაც გარკვეული კავშირი აქვს განსახილველ თემასთან.მაგალითად,დოკუმენტურგადაცემებში, რომლებიც ეძღვნება ისეთ თემებს, როგორიცაა მოგზაურობა, მუსიკა, ისტორიული ან კულტურული მოვლენები. შეიძლება სიუჟეტში ჩავსვათ ეძღვნება გადაცემა. კი მიზანშეწონილია ჩართვა.
იმ ქვეყნის მუსიკა, რომელსაც ისტორიული ხასიათის გადაცემაში განსახილველი პერიოდის მუსიკის დასაშვებია პატარა მუსიკალური „ქუდის“ გამოყენება რომელიმე სერიალის მორიგი სერიის გამოცხადებისას, მაგრამ სი-ენ-დის პრეზიდენტის ნებართვით. ის ემსახურება მხოლოდ სერიალის იდენტიფიკაციას და არ შეიძლება მისი გამოყენება ძირიადი მასალის გადმოცემისას.
![]() |
17 სადავო მასალების ტრანსლირება |
▲back to top |
არ არსებობს ზოგადი პრინციპები, რომლებიც დაგვეხმარება გემოვნებასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში. იმ მასალის არჩევა, რომელიც აუდიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის შეიძლება დამამცირებელი იყოს, ემყარება კონკრეტული სიტუაციის გულდასმით განხილვას, თანამედროვე საზოგადოებრივი სტანდარტების, ახალი ამბების შეფასების საერთო სტანდარტებისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.
- დამამცირებელი გამონათქვამების გადაცემაში ჩართვა დამოკიდებულია მოვლენის ხასიათზე. მაგალითად, როდესაც ეთერში უნდა გასულიყო პირდაპირი რეპორტაჟი კონგრესის მიერ პრეზიდენტ ნიქსონისათვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის შესახებ, გადავწყვიტეთ, გადაგვეცა დამამცირებელი გამონათქვამები იმ სახით, როგორც ეს ხდებოდა სინამდვილეში, აღნიშნული რეპორტაჟის ისტორიული და ჟურნალისტური მნიშვნელობის გამო.
- როდესაც განცხადებები (რომლებიც არ კეთდება სი-ენ-დის პერსონალის მიერ) შეიცავს დამამცირებელ გამონათქვამებს, მათი გადაცემაში ჩართვა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა:
1. მოვლენის ან თემის მნიშვნელობა;
2. განცხადების მნიშვნელობა მთლიანობაში და მისი ფასეულობისა და უპრიანობის ხარისხი მოვლენასთან ან თემასთან დაკავშირებით;
3.ობიექტურობისხარისხი,როცაკონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია ზოგიერთი დამამცირებელი გმონათქვამის გაშვება მაშინ, როცა სხვა გამონათქვამებისა - არა.
- წინა აბზაცში მოცემული ზოგადი პრინციპი გამოიყენება იმ დამამცირებელ გამონათქვამებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ეკუთვნით სხვა პირებს და რომელთა ციტირებას ახდენენსი-ენ-დისთანამშრომლები,მაგრამიმ გამონაკლისით, რომ ამ შემთხვევაში გამოიყენება უფრო მკაცრი კრიტერიუმები გამონათქვამების ფასეულობის, მნიშვნელობის და „ობიექტურობის“ შესაფასებლად.
![]() |
18 გარეშე შენატანები საწარმოო ხარჯებში |
▲back to top |
სი-ენ-დი არ მიიღებს შემოწირულობებს (ნაღდი ფულის, საკუთრების, მომსახურებისა და სხვა სახით) გარეშე პირების ან ორგანიზაციებისაგან სი-ენ-დის მიერ მომზადებული გადაცემების ხარჯების ნაწილობრივ ან მთლიანად ანაზღაურების მიზნით.
![]() |
19 გადაცემები, რომლებიც მომზადებული არაა თვით სტუდიის მიერ |
▲back to top |
გადაცემები, რომლებიც მომზადებული არაა თვით სტუდიის მიერ1 იმ გადაცემების გაშვება, რომლებიც მომზადებული არაა თვით სტუდიის მიერ, ნებადართული იქნება სი-ენ-დის მიერ, თუ ისინი დააკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
- წარმოადგენენ გამოყენებული აპარატურის საწარმოო მონაცემებს თუ მათი ტექნიკა განსხვავდება სი-ენ-დის მიერ საკუთარი პროგრამებისთვის გამოყენებული ტექნიკისაგან.2
ამ მოთხოვნასთან შესაბამისობა სი-ენ-დის ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს გაარკვიოს, უარი თქვას გადაცემაზე თუ მიიღოს იგი და გადასცეს განმარტებებითა და კუპიურებით.
- იმ გადაცემის გამოყენება, რომელიც მომზადებული არ არის სტუდიის მიერ და შეიცავს ახალ ამბებს ან საკამათო პრობლემებს, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი
მომზადებულია სანდო, ინფორმაციის სფეროში მომუშავე კარგი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ. სი-ენ-დი შეამოწმებს თითოეული ასეთი გადაცემის დონეს მიუკერძოებლობისა და სანდოობის კრიტერიუმებთან მისი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
______________________
1. ეს კრიტერიუმი არ შეეხება მიმდინარე ახალი ამბების ან ბირჟების სიახლეების შესახებ გარეშე წყაროებიდან მიღებულ გადაცემებს. ახალი ამბების მსგავსი პროგრამები გამოიყენება მაშინ, როცა პროდიუსერი ან სხვა დაინტერესებული პირები ჩათვლიან, რომ მასალის სახე აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს. თუ მასალა ახალი ამბების შესახებ მიღებულია ჩვეულებრივისაგან განსხვავებული წყაროდან, ტრანსლაციის დროს მითითებული უნდა იყოს ეს წყაროც და სხვა აუცილებელი მონაცემებიც, მასალის შესახებ წამოჭრილი ეჭვის ჩათვლით.
2. თითოეულ გარეშე პროდიუსერს წარედგინება სი-ბი-ეს ნიუსში მიღებული კრიტერიუმების ტექსტის ასლი, აგრეთვე ტრანსლაციასთან დაკავშირებული განმარტებითი ბარათი და მოწმობის ფორმა, რომელსაც სი-ენ-დი წარადგენს დასრულებულ გადაცემასთან ერთად.
![]() |
20 პერსონალური კრიტიკის წესი |
▲back to top |
- კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის წესების თანახმად, თუ გადაცემა (გარდა ქვემოთ მოყვანილი გადაცემებისა1) შეიცავს „თვალსაზრისს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკამათო საკითხზე“ და პირის ან პიროვნებათა ჯგუფის“გულახდილობის, ხასიათის, პატიოსნების ან მსგავსი პირადი თვისებების“
კრიტიკას, მისი ჩანაწერი, ასლი ან ზუსტი შინაარსი წარედგინება ამ პირს ან ჯგუფს გადაცემიდან შვიდი დღის განმავლობაში და მიეცემათ დრო პასუხისათვის.
- სი-ენ-დიმ შემოიღო ქვემოთ მოყვანილი პროცედურა ამ წესის შესრულების უზრუნველსაყოფად:
1. სი-ბი-ესის იურიდიულმა განყოფილებამ შეადგინა პერსონალური კრიტიკის წესიდან გამორიცხული რადიო და სატელევიზიო გადაცემების სია, რომელიც დაურიგდათ სი-ენ-დის ხელმძღვანელ თანამშრომლებს;
2. იმ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, რომელიც არ შედის ამ სიაში, გადაცემის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის ხელმძღვანელ თანამშრომელს, რომელიც სრულად არის ინფორმირებული სი-ენ-დის ვალდებულებების შესახებ პერსონალური კრიტიკის წესთან დაკავშირებით;
3. იგი სასწრაფოდ გაეცნობა მასალას და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაგზავნის ასლს სი-ბი-ესის იურიდიულ განყოფილებაში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად: ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი პერსონალური კრიტიკის ფაქტს.
4. თუ შესწავლის შედეგად დამტკიცდა პერსონალური კრიტიკის ფაქტი, გადაცემიდან შვიდი დღის განმავლობაში გაკრიტიკებულ პირს ან პირთა ჯგუფს გაეგზავნება წერილი გადაცემის ტექსტის ასლთან ერთად; აგრეთვე აცნობებენ, რომ მას აქვს პასუხის გაცემის საშუალება და სთხოვენ, დაუკავშირდეს სი-ენ-დის ხელმძღვანელ თანამშრომელს და შეათანხმოს საპასუხო გადაცემის დრო. 2
თუ გაკრიტიკებული პირი მოითხოვს პასუხის გაცემას თავისი მოადგილის მიერ, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იურიდიულ განყოფილებას. სი-ბი-ესი უარს ამბობს ასეთ პასუხებზე.
________________________
1. პერსონალური კრიტიკის წესი არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:
1. უცხოური ჯგუფების ან უცხოელი საზოგადო მოღვაწეების კრიტიკა, ან
2. კრიტიკა, გამოთქმული „კანონიერ საფუძველზე წამოყენებული კანდიდატების, მათი წარმომადგენლების ან იმ პირების მიერ, რომლებიც მათთან ერთად მონაწილეობენ კამპანიაში, ან სხვა მსგავსი კანდიდატების, მათი წარმომადგენლების ან იმ პირების მიერ, რომლებიც კანდიდატებთან ერთად მონაწილეობენ კამპანიაში“, ან
3. ახალი ამბების კეთილსინდისიერ გადაცემებში, კეთილსინდისიერ ინტერვიუებში ან მოვლენათა კეთილსინდისიერ თხრობაში გამოთქმული კრიტიკა (ამ პროგრამაში არსებული კომენტარებისა და ანალიზის ჩათვლით). დოკუმენტურ გადაცემებში გამოიყენება პერსონალური კრიტიკის წესი.
4. თვითცენზურის პოტენციური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სი-ენ-დიმ შემოიღო პრინციპი, რომლის მიხედვით პერსონალური კრიტიკის წესი ვერ მოახდენს გავლენას საწარმოო დონეზე ახალი გადაწყვეტილებების მიღებაზე. პირიქით, „გამოყენებული იქნება მოვლენათა ნორმალური თხრობა ...ჩვენ არ გავაკეთებთ შეფასებებს რათა თავიდან ავიცილოთ კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის წესების გამოყენების შედეგები. ასეთი შეფასებები მიგვიყვანს იქამდე, რომ უარს ვიტყვით ჩვენს პასუხისმგებლობაზე აუდიტორიისა და თავისუფალი პრესის ამერიკული ტრადიციის წინაშე“. მაგრამ, თუ ხელმძღვანელობისა და იურიდიული განყოფილების მიერ ჩატარებული შემოწმება დაადასტურებს პერსონალური კრიტიკის ფაქტს, მაშინ პერსონალური კრიტიკის წესი ამოქმედდება სრული ძალით.
![]() |
21 ანგარიშები საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებისა და გამოკვლევების შედეგების შესახებ |
▲back to top |
დირექტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებით გამოკითხვებისა და გამოკვლევების განყოფილება კვლევით განყოფილებასთან ერთად დროდადრო გამოსცემს მემორანდუმს, რომ ტრანსლაციის განყოფილებამ შეძლოს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ორგანიზაციებისა და მათი მეთოდების შეფასება.
ამ მემორანდუმის გაცნობა აუცილებელია გამოკითხვების შედეგების ყოველი გამოყენების წინ. ნებისმიერ შემთხვევაში გადაცემაში უნდა ჩართოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
1. გამოკითხვის მომწყობი ორგანიზაციის დასახელება (თუ გამოკითხვის სპონსორია სპეციალური დაინტერესებული ჯგუფი, ეს ფაქტი აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენს გადაცემებში);
2. როდესაც კვლევის შედეგები წარმოადგენს გადაცემის ძირითად ნაწილს (მოკლე, რამდენიმე სიტყვიანი ცნობისაგან განსხვავებით), დამატებით ჩართეთ შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოსახლეობის შერჩევა (საერთო ეროვნული დონე, შტატის დონე და ა.შ.);
ბ) ცდომილების ზღვარი. თუ არსებობს გამოკითხვის დასაბუთებასთან, მის მნიშვნელობასთან ან განმარტებასთან დაკავშირებული ეჭვი, მიმართეთ არჩევნებისა და გამოკვლევების განყოფილების დირექტორს ამ ინფორმაციის დასაბუთებულობის, შენიშვნებისა და განმარტებების მისაღებად.
წინასწარ ჩაწერილი მასალა
არ შეიძლება წინასწარ ჩაწერილი მასალის იმ სახით გამოყენება, რაც მაყურებელს შეცდომაში შეიყვანს. ამიტომ:
- როდესაც მთელი სიუჟეტი იწერება „ბუნებაში“, რეპორტიორმა ფინალი ყოველთვის უნდა ჩაწეროს იმ ადგილზე, სადაც მიმდინარეობდა სიუჟეტის მოქმედება; როდესაც რეპორტიორი იმყოფებოდა „ბუნებაში“,
მაგრამ ფინალის ჩაწერა ვერ მოხერხდა, ავტორის ტექსტი კი დაემატა სხვა ადგილზე, სიუჟეტის შესავალი ისეთნაირად უნდა იყოს იდენტიფიცირებული, რომ ჩანდეს რეპორტიორის მოვლენის ადგილზე ყოფნა. რეპორტიორმა სიუჟეტი უნდა დააბოლოოს იმ ადგილის დაზუსტებით, სადაც მიმდინარეობს ჩაწერა (მაგალითად: ეს-ეს არის დავბრუნდი...).
- როდესაც რომელიმე ადგილას მომხდარი მოვლენის ავტორისეული კომენტარი იწერება სხვაგან და რეპორტიორიც არ იმყოფება მოვლენის ადგილზე, რეპორტიორის ვინაობა და ავტორისეული კომენტარის ჩაწერის ადგილი მინიშნებული უნდა იყოს შესავალში პროგრამის წამყვანის მიერ ან სიუჟეტის ბოლოში რეპორტიორის მიერ. რეპორტიორის არყოფნა მასალის ჩაწერის ადგილზე განმარტებული უნდა იყოს შესავალში, მაგალითად, „მიღებულ მასალას კომენტარს უკეთებსჯონ დოუ“. ამ პრაქტიკის მკაცრი დაცვა თავიდან აგვაცილებს არასწორ წარმოდგენას იმის შესახებ, თითქოს რეპორტიორს რეპორტაჟი მიჰყავდა ან იმყოფებოდა მოვლენის ადგილზე;
1. დაუშვებელია განცხადების გაკეთება იმის შესახებ, რომ მაყურებელი ან მსმენელი „გადაგვყავს“ რომელიმე ადგილზე, თუ გადაცემის დროს ნამდვილად არ ხდება იმ ადგილიდან ტრანსლაციის ჩართვა. აკრძალულია ასეთი განცხადების გაკეთება მაშინ, როდესაც ვიდეო და აუდიო ჩანაწერი გადაიცემა სატრანსლაციო სადგურიდან.
2. თუ გამოსვლა ან განცხადება იწერება ადრესატისადმი რეალურად წარდგენამდე ან ამის შემდეგ, ტრანსლაციის დროს ცხადად უნდა მივუთითოთ, რომ ეს ხდება სპეციალურად ჩვენი კამერებისა და მიკროფონების წინ;
3. თუ ახალი ამბების პირდაპირ ეთერში გადაცემის დროს ჩაწერილი მასალის გამოყენება ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მოვლენები გადაცემის მომენტში ხდებოდეს, აღნიშნეთ, რომ მასალა წარმოადგენს ჩანაწერს, თუ დროის ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
4. თუ რეპორტიორის მიერ ჩაწერილ საინფორმაციო ცნობას ჩართავთ პირდაპირ ტრანსლაციაში, მან არ უნდა გამოიყენოს სიტყვა ან სულ პატარა ჟესტიც კი, რომელიც მიანიშნებდა იმაზე, რომ სიტყვას უთმობს პროგრამის წამყვანს.
ქვეყნის პრეზიდენტის მიერ პირდაპირი ეთერის მოთხოვნა1
1. თანხმობა პრეზიდენტის მიერ პირდაპირი ეთერის მოთხოვნაზე არ იქნება ავტომატურად გარანტირებული. პირიქით, ვაშინგტონის ბიურომ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ წინასწარ მიიღოს რაც შეიძლება სრული და ზუსტი ინფორმაცია. ამის შემდეგ დაწვრილებით უნდა გაარკვიოს, ანიჭებს თუ არა თეთრი სახლი პრეზიდენტის სიტყვას დიდ მნიშვნელობას ამერიკული საზოგადოებრიობისათვის.თუ თეთრისახლი შეგვატყობინებს, რომ საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას ან საერთაშორისო ურთიერთობებს, ან არსებობს სხვა გარემოებები, რომელთა შესახებაც წინასწარი ინფორმაციის მიწოდება არასასურველია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღებთ ამ განმარტებას, თუ არ გვექნება ეჭვის აღმძვრელი უტყუარი მიზეზი. 2. პირველ პარაგრაფში დასმულ კითხვაზე მიღებული პასუხის შესაბამისად, სი-ბი-ესის მიერ პრეზიდენტისათვის ეთერის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ვიხელმძღვანელოთ შემდეგი მითითებებით:
ა) თუ ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაცია ან ცნობები დაგვარწმუნებს პრეზიდენტის პირდაპირ ეთერში გამოსვლის აუცილებლობაში, ჩვენ უნდა დავთანხმდეთ;
ბ) თუ ჩვენ ხელთ არა გვაქვს საკმარისი ინფორმაცია ან ცნობები ასეთი დასკვნის გასაკეთებლად, მაგრამ სპეციალურად მიგვითითეს, რომ წინასწარი ინფორმაციის არქონის მიზეზი დაკავშირებულია მოქალაქეთა უსაფრთხოებასთან ან სხვა ეროვნულ ინტერესებთან, ან გამოსვლას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ამერიკელი საზოგადოებისათვის, ჩვენ გადავწყვეტთ პირდაპირ ეთერში გადაცემას. ისეთ შემთხვევებში, როდესაც არა გვაქვს სათანადო დასკვნა, ტრანსლაციის დაწყებამდე მივუთითებთ, რომ გამოსვლა გადაიცემა თეთრი სახლის დაჟინებული თხოვნით.
გ) თუ მოგვეპოვება საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ არ არსებობს პირდაპირი ტრანსლაციის აუცილებლობა, ჩვენ მაინც განვიხილავთ ასეთი გადაცემის შესაძლებლობას, თუ თეთრი სახლი მიგვითითებს, რომ გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი საზოგადოებისათვის. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება კომპრომისის საფუძველზე, თანაც უპირატესობა მიენიჭება თეთრი სახლის აზრს ამ გამოსვლის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. თუ მიიღება გადაწყვეტილება პირდაპირი ტრანსლაციის მოწყობის შესახებ, გადაცემის დაწყების წინ აღნიშნეთ, რომ გამოსვლა გადაიცემა თეთრი სახლის დაჟინებული თხოვნით.
______________________
1.ჩვენი პოლიტიკა პრეზიდენტის მიერ პირდაპირი ეთერის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამომუშავებულ იქნა 1974 წლის ნოემბერში და მაშინვე გავრცელდა სი-ბი-ეს ნიუსის ხელმძღვანელებს შორის.
![]() |
22 პრეზიდენტის გამოსვლაზე პასუხის გაცემის პრინციპი |
▲back to top |
ერის წინაშე პრეზიდენტის გამოსვლისას რადიოთი ან ტელევიზიით იმ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც არსებობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი უთანხმოება, სი-ბი-ესი მაყურებელს წარუდგენს ამ პოლიტიკურ საკითხებზე საპირისპირო თვალსაზრისის შემცველ გადაცემებს.
ამ გადაცემების ხანგრძლივობას, ხასიათსა და მათში მონაწილე პიროვნებებს განსაზღვრავს სი-ენ-დი პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებული ფაქტების გათვალისწინებით. გადაცემა ტრანსლაციისათვის იგეგმება პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს ერთი კვირისა პრეზიდენტის გამოსვლიდან.
პრეზიდენტის ან სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწეების გამოსვლის შემდეგ სი-ენ-დი დაუყოვნებლივ მიაწვდის მაყურებელს მოვლენების საკუთარ ანალიზს. ამ სახის პროგრამის გაკეთება სასურველია. შესაძლებელია შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების წინასწარ ჩატარება.
![]() |
23 საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურების ოპერატიული ცნობები |
▲back to top |
არ შეიძლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურების ისეთი ოპერატიული ცნობების რეტრანსლაცია, როგორიცაა პოლიციის, მეხანძრეების, საზღვაო სამაშველო სამსახურების, ავიაციის ფედერალური სამმართველოს რადიოცნობები შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციის ან ორგანიზაციების წინასწარი ნებართვის გარეშე. სახელმწიფო ორგანიზაციები თანხმდებიან თანამშრომლობაზე,თუ ხედავენ, რომ სატელევიზიო თუ რადიოსატრანსლაციო ქსელი დაეხმარებათ ინფორმაციის გავრცელებაში. თანხმობას გვაცნობებენ წერილით ან ელექტრონული ფოსტით სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ. აღნიშნული თანხმობის ასლი იგზავნება ნიუ-იორკის ბიუროს იურიდიულ განყოფილებაში არქივში შესატანად.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურების, სახელმწიფო ორგანიზაციების ან არასატრანსლაციო კერძო სადგურების (მაგალითად, რადიომოყვარულების) ცნობები არ გადაიცემა ეთერში სახელმწიფო ორგანიზაციის ან სადგურის კერძო მფლობელის და კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. კავშირგაბმულობის ფედერალურ კომისიას ნებართვა შეიძლება ეთხოვოს არაოფიციალურად, ტელეფონის საშუალებით, იმ პირობით, რომ ერთი კვირის განმავლობაში მას გაეგზავნება
ოფიციალური თხოვნა, რომელსაც დაერთვის სატრანსლაციო სადგურის წერილობითი თანხმობა. ნებართვის მოთხოვნის წინ აუცილებელია იურიდიული განყოფილების კონსულტაცია.
![]() |
24 ხელწერილი უფლების გადაცემის შესახებ |
▲back to top |
უნდა ეცადოთ, მიიღოთ ხელწერილები უფლების გადაცემის შესახებ რესპონდენტებისაგან ან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში სხვაგვარად მონაწილე ყველა პირისაგან, რომელთა ამოცნობა შეიძლება გარეგნობით ან ხმით.1
თითოეული ასეთი ხელწერილისათვის ვიხდით ხუთ დოლარს. ხელწერილის ბლანკებს გასცემს კომერციული განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი. თუ შექმნილი გარემოებების გამო შეუძლებელია ხელწერილის აღება, აცნობეთ კომერციული განყოფილების ვიცე-პრეზიდენტს, მან იურიდიულ განყოფილებაში გაარკვიოს, რა პრობლემები წამოიჭრება ამ მასალის გადაცემაში ჩართვით. ამის შემდეგ სი-ენ-დის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, გამოიყენოს თუ არა ასეთი მასალა.
ჩვეულებრივ, ხელწერილის აღება არ არის აუცილებელი იმ პირთაგან, რომლებიც მონაწილეობენ ახალი ამბების გადაცემაში, თუ ის შეიცავს ფრაგმენტებს გასართობი პროგრამებიდან, მხატვრული ფილმებიდან, დოკუმენტური გადაცემებიდან ან სხვა წყაროებიდან. ხელწერილი საჭიროა საკონტრაქტო, საავტორო ან პროფკავშირულ უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ამიტომ ნებისმიერი ასეთი სახის მასალის ჩართვის განზრახვა აცნობეთ კომერციული განყოფილების ვიცე-პრეზიდენტს, რომ მან შეძლოს იურიდიულ განყოფილებაში ხელწერილის აუცილებლობის გარკვევა.
______________________
1. როდესაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა შეიცავს აღლუმის, დემონსტრაციის ან სხვა საზოგადოებრივი მოვლენის ტრანსლაციას, სავალდებულო არ არის ხელწერილის მიღება იმ პირებისაგან, რომელთა მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში უბრალო შემთხვევითობაა, მაგრამ შეიძლება ამოცნობილ იყვნენ. თუ მონაწილეობა არ არის შემთხვევითი, ფაქტები შესაფასებლად უნდა ეცნობოს კომერციული განყოფილების ვიცე-პრეზიდენტს.
![]() |
25 ხმა და ხმოვანი ეფექტები |
▲back to top |
სამონტაჟო ტექნიკამ შეიძლება მოითხოვოს ბუნებრივი ხმით გაკეთებულ სიუჟეტში ამავე სიუჟეტის იმ ელემენტების ჩართვა, რომლებიც (მაგალითად, ტექნიკური მიზეზების გამო) გადაღებული იყო ხმის გარეშე. ამ შემთხვევებში ხმის დამატება უკვე დამონტაჟებულ ნაწილში ხდება ბუნებრივი ხმის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.
ხმოვანი ფონის შესანარჩუნებლად ხმის ნებისმიერი დამატება:
1. დაიყვანეთ აუცილებელ მინიმუმამდე;
2. უნდა ესადაგებოდეს სიუჟეტთან დაკავშირებულ დროსა და ბუნებრივ ხმას.
არ შეიძლება ვიდეო ან აუდიო პროგრამისათვის ჩაწერილი ბუნებრივი ხმის გაძლიერება ან შესუსტება რეალურ დონესთან შედარებით წინასწარგანზრახული სამონტაჟო ეფექტის მიღების მიზნით (მაგალითად, არ შეიძლება აპლოდისმენტების ხმის დონის ამაღლება მეტი ენთუზიაზმის საჩვენებლად), მაგრამ შესაძლებელია ხმის ისეთნაირად რეგულირება, რომ მან უპასუხოს ტექნიკურ მოთხოვნებსა და სიუჟეტის ხმის აღქმადობას (მაგალითად, თუ პრესკონფერენციის დროს შეკითხვა ცუდად ისმის იმის გამო, რომ შეკითხვის მიმცემი მიკროფონისაგან შორს იმყოფება, ჩვენებისას შესაძლებელია ხმის აწევა, რომ შეკითხვა ისმოდეს ცხადად).
![]() |
26 წყაროების იდენტიფიკაცია |
▲back to top |
ინფორმაციის მოპოვების პროცესში ანონიმური წყაროების გამოყენება აუცილებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს. რეპორტიორებმა და პროდიუსერებმა ასეთი წყაროები უნდა გამოიყენონ მათი საფრთხეში ჩაუგდებლად.
- როდესაც აუცილებელია ანონიმური წყაროს გამოყენება, სი-ბი-ეს ნიუსი უნდა დარწმუნდეს, რომ არ არსებობს მასალის მოპოვებისა და მიწოდების სხვა საშუალება, არის ნამდვილი დაფასეული მიუხედავად იმისა, რომ არ შეგვიძლია წყაროს დასახელება, და აუცილებელია მისი ნდობა.
თუ საჭიროა წყაროს ან წყაროების დაცვა, მაყურებელს მიაწოდეთ ინფორმაცია წყაროს შესახებ მისი გამოაშკარავების გარეშე. ინფორმაცია წყაროს შესახებ უნდა შეიცავდეს მისი დაფარვის მიზეზებს ან მის პოზიციას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
როდესაც წყაროდ გვევლინება სხვა საინფორმაციო ორგანიზაცია, მისი სახელწოდება დასახელდება.
ზოგ შემთხვევაში წყაროს დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუ მას ემუქრება საფრთხე სი-ბი-ეს ნიუსისათვის ინფორმაციის მიწოდების გამო. ამ დროს წყაროს სრული დაცვა დარჩება სი-ბი-ეს ნიუსის პრინციპად. თუ წყაროს გაუთქმელობის გამო სი-ბი-ეს ნიუსის თანამშრომლებს მოელითკანონის მიხედვით დასჯა ან თავისუფლების აღკვეთა, მათ შეუძლიათ დაასახელონ წყარო, რადგან სი-ბი-ეს ნიუსს არ შეუძლია უბრძანოს მათ ციხეში ჩაჯდომა ან სხვაგვარი სასჯელის მოხდა. მაგრამ, ჟურნალისტების მიერ წყაროს დაცვა სი-ბი-ეს ნიუსის ძირითადი პრინციპია. ამ შემთხვევაში თანამშრომლები მიიღებენ სი-ბი-ეს ნიუსის სრულ მხარდაჭერას. მათთვის უზრუნველყოფილი იქნება სრული დახმარება სი-ბი-ეს-ის იურიდიული განყოფილებიდან. თუ დაინტერესებული პირი გამოთქვამს გარეშე ადვოკატის აყვანის სურვილს, აუცილებლობის შემთხვევაში სი-ბი-ეს ნიუსი მხარს დაუჭერს და გადაუხდის ჰონორარს.
![]() |
27 დადგმები |
▲back to top |
დადგმების განხორციელება აკრძალულია. სი-ენ-დის გადაცემებს უნდა ჰქონდეთ ის სახე, რისი პრეტენზიაც მათ აქვთ. ჩვენ ვაწვდით ფაქტებს ზუსტად იმ სახით, როგორც ხდება სინამდვილეში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სი-ენ-დის თანამშრომლების მიერ ამ ძირითადი პრინციპების დაცვას:
- არ თქვას და არ გააკეთოს არაფერი, რაც მაყურებელს შეუქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს აღწერილი ადგილი, დრო, მოვლენა ან პიროვნება განსხვავდება ჩვენი აპარატურის მიერ სინამდვილეში დანახული, მოსმენილი და ჩაწერილი ფაქტებისაგან;
- ზოგჯერ შეიძლება აუცილებელი იყოს (მაგალითად, მთვარეზე მოძრაობის მოდელირებისას) სიტუაციის შექმნა მოგვიანებით გასაშვები გადაცემისათვის. თითოეულ ამ შემთხვევაში:
1. მოვლენის შექმნის ფაქტი უნდა იყოს ცხადი მაყურებლის ან მსმენელისათვის;
2. შექმნილი მოვლენა უნდა იყოს რეალური მოვლენის ნამდვილი გამეორება.
მოცემული პრინციპები ზოგადია. კონკრეტულ სიტუაციებში მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ეჭვი და საკითხი დროულად უნდა გადაწყდეს სი-ენ-დის ხელმძღვანელობის მიერ, მაგრამ ძირითად პრინციპად დარჩება შემდეგი მოთხოვნა: „თუ ეჭვი გეპარება, არ გააკეთო“. გადამღებ ჯგუფებთან მომუშავე პროდიუსერები, კორესპონდენტები და რეპორტიორები პასუხს აგებენ გადამღები ჯგუფის მოქმედებებზე.
ამ კრიტერიუმების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მფლობელმა ნებისმიერმა თანამშრომელმა დროულად უნდა აცნობოს სი-ენ-დის ხელმძღვანელობას.
იმ თანამშრომლებისა და აპარატურის გამოყენება, რომლებიც არ ეკუთვნიან სი-ბი-ესს.
თუ სი-ენ-დი საწარმოო მიზნებისთვის იყენებს იმ თანამშრომლებსა და აპარატურას, რომელიც არ ეკუთვნის სი-ბი-ესს და იგი არის კომპანია-ფილიალის, დამოუკიდებელი კომპანიის ან სხვა ანალოგიური წყაროს კუთვნილება, მაშინ მასთან ურთიერთობის რეგულირებისას ცხადად უნდა დაფიქსირდეს, რომ თანამშრომლების ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს სი-ბი-ესი და აპარატურა გამოიყენება სი-ენ-დის ინტერესების მიხედვით. ბუნებრივია, ეს პრინციპი არ ხორციელდება იმ შემთხვევებში, როდესაც თანამშრომლებსა და აპარატურას ფილიალი ან დამოუკიდებელი კომპანია იყენებს საკუთარი სახელით შექმნილი სიუჟეტების შესაქმნელად.
თავისუფალი თანამშრომლების ან სხვა შტატგარეშე თანამშრომლების მიერ გადაღებული მასალა, ჩანაწერები და სხვა შეიძლება გამოვიყენოთ სი-ენ-დის გადაცემებში, თუ სი-ენ-დის პასუხისმგებელი თანამშრომლები კმაყოფილნი იქნებიან ამ მასალით. თუ ამ სახის მასალის სიზუსტის მიმართ არსებობს რამე ეჭვი, აღნიშნეთგადაცემაში, რა თქმა უნდა, საინფორმაციო მასალის გამოყენებაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით. უფასო მგზავრობის, ბინის, კვების, მომსახურების ან საჩუქრების მიღება
ქვემოთ მოყვანილია ზოგადი პრინციპი და სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებები, რომლებიც ვრცელდება სი-ენ-დის ყველა თანამშრომელზე, მათ შორის პასუხისმგებელ პირებზე.
ზოგადი პრინციპი:
თავისი მოღვაწეობის დაწყების დღიდან სი-ბი-ეს ნიუსი იცავს ძირითად პრინციპს, რომლის მიხედვით ახალი ამბების სფეროში მომუშავე პერსონალი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი მოვალეობისგან, გარდა საზოგადოებრიობის ინტერესებისა. რამდენადაც ნებისმიერი ორგანიზაციისათვის ნდობის ფაქტორი ფრიად მნიშვნელოვანია, ინფორმაციის სფეროში მომუშავე სი-ბი-ეს ნიუსის თანამშრომლები უნდა იქცეოდნენ ისე, რომ თავიდან აიცილონ საკუთარი ჟურნალისტური თავისუფლების ადაპატიოსნების კომპრომეტაცია და მისი შესაძლებლობაც კი. გვესმის, რომ კონკრეტულ მითითებებში შეუძლებელია ამ რთული სფეროს ყველა შესაძლო გარემოებისა და ნიუანსის გათვალისწინება. არ მიგვაჩნია, რომ ეს მითითებები თანამშრომლების შეზღუდვებს დაიყვანს ისეთ სისულელეებამდე, როგორიცაა ფინჯან ყავაზე ან მსგავს უმნიშვნელო რამეზე უარის თქმა, მაგრამ თანამშრომელთათვის სავალდებულოა კონცეფცია, რომლის დაცვასაც ისახავს მიზნად მითითებების ეს ნუსხა: თანამშრომლებმა არ უნდა მიიღონ არავითარი ცხადი ან ფარული სამსახური, რომელსაც შეუძლია მათი, როგორც ინფორმაციის სფეროში მომუშავეთა, კომპრომეტაცია ან ასეთი შთაბეჭდილების შექმნა. მითითებთან დაკავშირებული ყოველგვარი საკითხი თანამშრომლებმა უნდა განიხილონ თავიანთ ხელმძღვანელობასთან.
![]() |
28 კომპანიასთან დაკავშირებული გარემოებები |
▲back to top |
ინფორმაციის მოპოვებასთან ან ინფორმაციასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი მოღვაწეობის დროს თანამშრომლებმა არ უნდა ისარგებლონ შემოთავაზებული უფასო ტრანსპორტით, ბინით ან მომსახურებით და არ უნდა მიიღონ საჩუქრები (უმნიშვნელო ფასეულობის მქონე ჩვეულებრივი სუვენირების გარდა). რესტორანში მიწვევის მიღება შეიძლება შემთხვევითობის და მისაღები საფუძვლის არსებობის პირობით, თუ:
1. მსგავსი მიწვევის უპირველესი მიზანია ინფორმაციის მიღებისათვის დიდი მნიშვნელობის მქონე კონტაქტების დამყარება ან ასეთი ინფორმაციის მიღება;
2. იქმნება ისეთი სიტუაცია, რომ თანამშრომლის მიერ შეკვეთის გადახდის ნებისმიერი მცდელობაუხერხული იქნებოდა.
- თუ ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისას საჭიროა გადაადგილება, აუცილებელია საზოგადოებრივი და არა კერძო ტრანსპორტით სარგებლობა. მაგრამ იმ გარემოებებში, როცა აუცილებელია კერძო ტრანსპორტის გამოყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო (მაგალითად, პრეზიდენტის თვითმფრინავით სარგებლობა მისი მოგზაურობის გაშუქების მიზნით), თანამშრომელი ვალდებულია, დროულად გადაუხადოს ტრანსპორტის კერძო მფლობელს მგზავრობის კომერციული ღირებულების ეკვივალენტური თანხა. - მაგრამ შეიძლება არ არსებობდეს კომერციული ღირებულება, ან არ იყოს იგი დადგენილი (მაგალითად, ავიამზიდზე გადაფრენა, ან ძველი თვითმფრინავის ფრენაში ან ნებისმიერი სხვა
სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობაში მონაწილეობის მიღება ახალი ამბების გადაცემაში გასაშუქებლად). ამ სიტუაციაში შეიძლება უფასო გადაყვანის შემოთავაზების მიღება.
![]() |
29 გარემოებები, რომლებიც დაკავშირებული არაა კომპანიასთან |
▲back to top |
თანამშრომლები პირად საქმიანობაში, რომელიც არ არის დაკავშირებული კომპანიასთან, ხელმძღვანელობენ საკუთარი ჟურნალისტური პასუხისმგებლობის შეგნებით, რაც გამორიცხავს არა მარტო პირადი და ორგანიზაციის ინტერესების დაპირისპირებას, არამედ მათი სინდისის ეჭვქვეშ დაყენების პოტენციურ შესაძლებლობასაც.
არაფერია უჩვეულო იმაში, რომ ინფორმაციის სფეროში მომუშავე პირს მეგობრული კავშირები ჰქონდეს იმ ადამიანებთან, რომლის შესახებაც აკეთებს გადაცემას. ამ მითითებებში არ იგულისხმება საზოგადოებაში მიღებული ნორმალური და დასაშვები თავაზიანი ურთიერთობების შეზღუდვა. მასპინძელსა დაინფორმაციის სფეროში მომუშავე სტუმარს შორის თავდაპირველი ურთიერთობები უნდა იყოს ნამდვილად მეგობრული და პირადული. თუ ინფორმაციის სფეროში მომუშავე სტუმარი დაეჭვდება, რომ მასპინძელს ამოძრავებს არა პირადული, არამედ თავისი საქმიანი ან პროფესიული ინტერესები, ან ფიქრობს, რომ მასპინძლის დამქირავებელი ან მისი კლიენტი იღებს მომსახურების საფასურს, მაშინ მან არ უნდა მიიღოს შემოთავაზებული უფასო კვება, სატრანსპორტო ან სხვა სახის მომსახურება. როდესაც ურთიერთობები პირადულიდან გადადის საქმიანში, დაცული უნდა იყოს ამ მითითებებში მოცემული კრიტერიუმები. თუ არ ჩანს ზღვარი პირადულსა და საქმიან ურთიერთობებს შორის, ინფორმაციის სფეროში მომუშავე პირმა ეს ურთიერთობები უნდა ჩათვალოს არამეგობრულად.
კორესპონდენტები და ინფორმაციის სფეროში მომუშავე თანამშრომლები შეიძლება მიიწვიონ ლექტორებად, მაშინ მათ შეუძლიათ მიიღონ შემოთავაზებული უფასო მგზავრობა, ბინა და ჩვეულებრივი ჰონორარი (მაგრამ, არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან) იმ პირობით, რომ ეს ანაზღაურება მიეცემათ კანონიერ საფუძველზე გაწეული სამსახურისათვის (ე.ი. ლექცია, საზოგადოებრიობისათვის საინტერესო საკითხის განხილვაში მონაწილეობა სპეციალისტების ჯგუფთან ერთად ან აუდიტორიასთან დისკუსიის გამართვა),
მაგრამ უფასო მგზავრობის, ბინის ან სხვა ანაზღაურების მიღება დაუშვებელია იმ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის, სადაც ასეთი მომსახურება არ ხდება.
- თუ სპონსორთა ჯგუფის ხასიათი ან მიწვევის დრო გვაფიქრებინებს, რომ ინფორმაციის სფეროში მომუშავე თანამშრომელი მიწვეულია ლექციის წასაკითხად იმ მიზნით, რომ ის დაუკავშირონ ამ ჯგუფს და მისინტერესებს, მიწვევაზე უარი უნდა ითქვას. ინფორმაციის სფეროში მომუშავე ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ის ჯგუფები ან პირები, რომლებიც ცდილობენ კეთილგანწყობის მოპოვებას,არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სამთავრობო ან საქმიანი ორგანიზაციებით, მათ რიცხვს ეკუთვნიან ისინიც, ვინც დაინტერესებულია, რა ცნობებს გადასცემენ ახალი ამბების პროგრამები. ეგრეთ წოდებულ „აკეთე სიკეთის“ ტიპის ჯგუფებს მოვლენების შესახებ ინფორმაციის ხასიათზე ზემოქმედების არანაკლები სურვილი აქვთ, ვიდრე უფრო ცხადად დაინტერესებულ ორგანიზაციებს.
- სემინარებში ან აკადემიური ხასიათის შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაც ისევე გულდასმით უნდა შეფასდეს, როგორც მიწვევები ლექციების ჩასატარებლად. სხვა არის, როდესაც ცალკეულ პირს ან ჯგუფებს სურთ, ინფორმაციის სფეროში მომუშავე თანამშრომელმაგაუზიაროთ თავისი აზრი, როგორც ექსპერტმა, და სულ სხვაა, როდესაც უნდათ, რომ ამ თანამშრომელმა გაიზიაროს მათი თვალსაზრისი.
არ შეიძლება არავითარი შეღავათით სარგებლობა ავტომანქანების ფასებთან დაკავშირებით (იმ შეღვათების გარდა, რომლებითაც სარგებლობს მომხმარებელთა ძირითადი მასა საცალო ვაჭრობაში, მაგალითად, ე.წ. „შეღავათები პრესისათვის“ ან „შეღავათები გასაღების ხელშეწყობის მიზნით“).
![]() |
30 მოთხოვნები კადრების მიმართ |
▲back to top |
ქრთამი
1. ფასიანი ნავთების მიღება. სი-ენ-დის თანმშრომელს ეკრძალება მესამე პირისაგან მიიღოს რამე ნივთი, რასაც გააჩნია ფასეულობა, იქნება ეს საჩუქარი თუ ფული, რაც მიზნად ისახავს მის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებას:
ა) შეიძინოს, ისარგებლოს ან სხვა სახით მიიღოს სი-ბი- ესის ან მისი ნებისმიერი ქვეგანაყოფის,შვილობილი კომპანიის ან თავისი სახელით ნებისმიერი ნაკეთობა, ნივთი, ნამუშევარი ან მუსიკალური ნაწარმოები, ან
ბ) ისარგებლოს (ან ხელი შეუწყოს, რომ ისარგებლონ) სასცენო საკუთრებით, ჩართოს ან სხვა სახით ეთერში გადასცეს ნებისმიერი სტატია, ნამუშევარი ან მუსიკალური ნაწარმოები, ან
გ) მოიხსენიოს ან ხელი შეუწყოს, რომ გადაცემაში ნახსენები იყოს ნებისმიერი საგანი, ნივთი, ნამუშევარი, მომსახურება, კერძო პირი, ფირმა ან კომპანია, ან
დ) იმოქმედოს ან ხელი შეუწყოს სხვათა მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სი-ბი-ესის, ან მისი რომელიმე ქვეგანაყოფის, ან შვილობილი კომპანიის სახელით გადაცემასთან ან მიღებასთან.
ტერმინებში „გადაცემულია“ და „გადახდილია“ იგულისხმება პრაქტიკული ღირებულების მქონე ფასიანი ნივთის მიცემა, მიუხედავად იმისა, ეს ნივთი მომავალში მის მფლობელს დაუბრუნდება თუ არა.
2. ფასიანი ნივთით გადახდა. სი-ბი-ესის თანამშრომლებსა და მოსამსახურეებს უფლება არა აქვთ,გადაუხადონ მესამე მხარეს რამე ფასიანი ნივთით მის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით.
3. გამონაკლისი. ზემოთ ნახსენები აკრძალვები არ ვრცელდება იმ ანაზღაურებაზე, რაც დაუფარავად მიიღება ან გაიცემა ჩვეულებრივი საწარმოო მოღვაწეობის პროცესში ან სოციალური კეთილდღეობის სახით.
4. სასჯელი წესების დარღვევისათვის. ამ წესების დარღვევისათვის სი-ენ-დის ნებისმიერი თანამშრომელი ან მუშაკი გათავისუფლდება სამუშაოდან.
![]() |
31 გარეშე მოღვაწეობის შეზღუდვა |
▲back to top |
სი-ენ-დის თანამშრომლებს არა აქვთ სი-ენ-დის გარეთ მოღვაწეობის უფლება, თუ ეს ეწინააღმდეგება ან ამცირებს სი-ენ-დიში მათი მუშაობის ხარისხს. დასაქმების შესახებ ინდივიდუალურ შეთანხმებებთან ერთად შემოღებულია შემდეგი წესები:
სი-ბი-ესის გარეთ თანამშრომელთა საავტორო მოღვაწეობა შემოიფარგლება მათ მიერ დროდადრო სტატიების ან წიგნების მომზადებით. ოპერატიული ახალი ამბების მასალების მომზადება, არასისტემატიურიც კი, აკრძალულია. როცა მასალა ეხება საკამათო საკითხებს, მოქმედებს მომდევნო პარაგრაფის დებულება. სი-ენ-დის გარეთ მომზადებულ მასალებში აკრძალულია იმ ახალი ამბების გამოქვეყნება, რომლებიც მანამდე არ ყოფილა გამოქვეყნებული სი-ბი-ეს ნიუსის მიერ.
![]() |
32 საზოგადოებრივი პოზიცია საკამათო საკითხებზე |
▲back to top |
თანამშრომლები, რომლებიც კერძო სახით მონაწილეობენ საკამათო საკითხებთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ მოძრაობებში (პარტიულ და პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობის ჩათვლით), ჩამოშორდებიან მასთან დაკავშირებული ახალი ამბების გაშუქებას, ან თუ ეს არ აღმოჩნდება საკმარისი, გადიან უხელფასო შვებულებაში.1
_______________________
1.ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული მიზეზების გამო შეიძლება შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ რომელიმე განსაზღვრული მიმართულების მუშაკის გაშვება უხელფასო შვებულებაში სი-ენ-დის წაართმევს ამ მუშაკის მომავალში გამოყენების საშუალებას. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს თანამშრომლის სამუშაოდან გათავისუფლება, მას შემდეგ, რაც მიიღება ყველა ზომა ამის თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, მისთვის სხვა სახის სამუშაოს ჩაბარება.
![]() |
33 რადიო და ტელემაუწყებლობა |
▲back to top |
სი-ენ-დის თანამშრომლებმა და მუშაკებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა:
ა) სატელევიზიო ანონსებში, კომერციულ გადაცემებში ან შესავალ გადაცემებში. არ აწარმოონ სხვა სახის საქმიანობა, რაც დაკავშირებულია რეკლამის დამკვეთის მოღვაწეობის ან პროდუქციის რეკლამირებასთან. 1
ბ) წამყვანის, მსახიობის ან სხვა მონაწილის როლში ნებისმიერ გასართობ პროგრამაში, ვარიეტეშიან თოქ-შოუში;
გ) ნებისმიერი ტიპის საწარმოო ფილმებში;
დ) არა სი-ენ-დის მიერ წარმოებულ რადიოგადაცემებში, გარდა აქტუალურ საკითხებზე შექმნილი ორიგინალური ახალი ამბების გადაცემებისა ან ინტერვიუებისა, რომლებშიც სი-ენ-დის თანამშრომლები გამოდიან რესპონდენტების როლში.
ზოგიერთ შემთხვევებში დასაშვებია მე-4 პუნქტში გათვალისწინებული შეზღუდვებიდან იმ გამონაკლისების გაკეთება, რომელთაც უშვებს მხოლოდ სი-ენ-დის პრეზიდენტი.
ეს გამონაკლისებია:
ა) დოკუმენტურ ან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემაზე გაკეთებული რადიო და ტელეგადაცემები, რომლებიც არ წარმოადგენენ „სასაუბრო“ ან გასართობ პროგრამებს, და რომელთა ძირითადი თემა ჟურნალისტიკის საკითხებია.
ბ) სი-ენ-დის ან სი-ბი-ესის სახელით გადაცემული სარეკლამო გადაცემები.
სი-ბი-ესის ყველა თანამშრომელი უნდა გაურბოდეს მისი პირადი ინტერესების კონფლიქტსსი-ბი-ესის ინტერესებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სამუშაოდან დაითხოვენ. ამასთან დაკავშირებულ დაწვრილებით ინფორმაციას ეცნობა სი-ენ-დის ყოველი ახლადმიღებული თანამშრომელი. ინსტრუქციის ასლის აღება შეიძლება ვიცე- პრეზიდენტთან. თანამშრომლები პასუხს აგებენ იმაზე, რომ არც თვითონ და არც მათ უახლოეს ნათესავებს არ ჰქონდეთ ამ პოლიტიკის საწინააღმდეგო ინტერესები და არ იყვნენ დაკავებული მისი საწინააღმდეგო საქმიანობით.
თუ თანამშრომელი არ არის დარწმუნებული საქწინააღმდეგო საქმიანობაში, ამის შესახებ უნდა მოახსენოს სი-ბი-ესის დირექტორთა საბჭოს კონფლიქტების კომისიას ან დირექტორთა საბჭოს მიერ ასეთი საკითხების განსახილველად დანიშნულ პირს.
სი-ენ-დის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ თანამშრომლებზე შემოღებულია დამატებითი ვალდებულებები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან წინა პარაგრაფში მოყვანილ ვალდებულებებთან ერთად. ისინი მოვალენი არიან, აცნობონ სი-ენ-დის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც კურირებას უწევს მათ საქმიანობას, ყველა იმ წინააღმდეგობის შესახებ, რაც არსებობს, ერთი მხრივ, მათ თანამდებობრივ ვალდებულებებსა და, მეორე მხრივ, მათი ან უახლოესი ნათესავების გარეშე საქმიანობას ან ფინანსურ ინტერესებს შორის.პატაკი თანამშრომლის მიერ ჩაბარდება წინააღმდეგობრივი მოვალეობის აღსრულებამდე რაც შეიძლება ადრე. სი-ენ-დის ხელმძღვანელობა გარემოებების მიხედვით მიიღებს შესაბამის ზომებს თანამშრომლის სხვა სამუშაოზე გადაყვანისა და წინააღმდეგობის ეთერით გამოქვეყნების ჩათვლით.
_____________________
1. არსებობს ერთი გამონაკლისი: კორესპონდენტებს შეუძლით თავიანთი ნამუშევრები მოათავსონ განცხადებების დაფებზე და განათავსონ ახალი ამბების რადიოგადაცემების რეკლამების შესავალ ნაწილში. მაგრამ, უნდა შემოიფარგლონ საქონლის ან სპონსორის დასახელებით დაწვრილებითი ცნობების გადაცემის გარეშე. პროდუქციის ან სპონსორის სახელის ხსენება შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს საქონლის ზოგიერთი კატეგორიისათვის და ნებისმიერ შემთხვევაში შეთანხმებული უნდა იყოს სი-ენ-დის ხელმძღვანელობასთან.
![]() |
34 ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული გარიგებები |
▲back to top |
მასალების მოპოვება გულისხმობს სხვადასხვა კორპორაციის გაცნობას. ხანდახან სი-ბი-ესის რეპორტიორები ხდებიან ხოლმე ასეთი ორგანიზაციების ვითომ-თანამშრომლები და მოიპოვებენ საიდუმლო ან სამსახურებრივ ინფორმაციას, რომელიც ადრე არასოდეს გამოქვეყნებულა და რომლის გავრცელებამ შეიძლება გავლენა იქონიოს საზოგადოების დამოკიდებულებაზე ამ კორპორაციის ფასიანი ქაღალდებისადმი და შესაძლოა მათ ფასზეც კი. სი-ენ-დის თანამშრომლების მიერ ასეთი ინფორმაციის გამოყენება საკუთარი ანგარების მიზნით, ან კორპორაციის შესახებ სამსახურებრივი ინფორმაციის
გამოაშკარავება ახალი ამბების ან საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის გარდა სხვა სახით, სრულიად დაუშვებელია; ეს ზიანს მიაყენებს სი-ბი-ეს ნიუსის რეპუტაციას და მიგვიყვანს სამოქალაქო ან სისხლის სამართთლის საქმის აღძვრამდე. ასეთი მოქმედებები აუცილებლად ისჯება.
სი-ბი-ეს ნიუსში კორპორაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან დროისდადგენილიპერიოდის გასვლის შემდეგაც კი შეიძლება დარჩეს იურიდიული შეზღუდვები გადაცემაში მონაწილე თანამშრომლების მიერ ამ კორპორაციის აქციების შესყიდვაზე. ამ შეზღუდვების მიზანია, მისცეს ყველა ინვესტორს ინფორმაციის მიღების საშუალება, რათა კაპიტალის დაბანდებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას ყველას თანაბარი საშუალებები ჰქონდეს.
კომპანიის პოლიტიკა მინიმალურ პერიოდად განსაზღვრავს სამ საბირჟო დღეს, რომლის შემდეგაც კორპორაციის შესახებ გაკეთებულ გადაცემასთან დაკავშირებულ თანამშრომლებს შეეძლებათ ამ კორპორაციის ფასიანი ქაღალდების ყიდვა და გაყიდვა. კორპორაციის შესახებ მასალების მომზადებაში მონაწილე თანამშრომლების მიერ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის გასაიდუმლოებამ შეიძლება მოითხოვოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციებისაგან თავის შეკავების უფრო გრძელი პერიოდი. ამ საკითხის შესახებ ნებისმიერი კითხვით მიმართეთ სი-ენ-დის პრეზიდენტს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში კონსულტაციას მიიღებს იურიდიულ განყოფილებაში. (ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები უფრო ზოგადადაა განხილული პრეზიდენტის 1978 წლის 22 ნოემბრის მოხსენებაში „კომპანიის პოლიტიკის შესახებ“).
![]() |
35 ლექციები და გამოსვლები |
▲back to top |
ლექციები და გამოსვლები უნდა დაიგეგმოს იმ დროისათვის, იმ სიხშირითა და იმ პირობებით, რომ ხელი არ შეუშალოს სი-ენ-დის თანამშრომლის მიერ სამახურებრივი მოვალეობების შესრულებას ოპერატიული დავალების ჩათვლით. სრულად გამოიყენება აგრეთვე პროცედურა, რომელიც აღწერილია პარაგრაფში „საზოგადოებრივი პოზიცია საკამათო საკითხებზე“, და ლექციებთან და გამოსვლებთან დაკავშირებული საკითხები.
სამუშაო დავალებები სი-ბი-ესის სხვა ქვეგანაყოფებში
ასეთი დავალებები არ მიიღება სი-ენ-დის პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე.
პრეზენტაციები და საზეიმო გადაცემები
თანამშრომლებს, მიუხედევად იმისა, იღებენ თუ არა ანაზღაურებას, უფლება არა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ პრეზენტაციებსა და საზეიმო გადაცემებში, რომლებიც დაკავშირებულია:
1. საწარმოების ან კომპანიების საქონელთან და მომსახურებასთან;
2. ბიზნესთან, მიუხედავად მათი მცირე მნიშვნელობისა და უპარტიობისა;
3. ნებისმიერი სახის პუბლიკაციებთან, წიგნების ჩათვლით, სი-ენ-დის პრეზიდენტის ან მის მიერ დანიშნული პირის წინასწარი ნებართვის გარეშე.1
__________________________
1. მაგრამ მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სი-ენ-დის რადიოპროგრამებისა და სი-ბი-ესის ფილიალების ახალი ამბების გადაცემების ინტერესებში შემავალ სარეკლამო საქმიანობაში.
![]() |
36 სახელმწიფო ორგანიზაციებისადმი გაწეული მომსახურება |
▲back to top |
თანამშრომლებს (შტატიანებს, სტრინგერებს და სხვ.) უფლება არა აქვთ, სი-ბი-ეს ნიუსშიმუშაობის პერიოდში დაქირავებულნი იყვნენ ან გაუწიონ ნებისმიერი სახის მომსახურება რომელიმე უცხოურ თუ ადგილობრივ სახელმწიფო ორგანიზაციას.
![]() |
37 მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება კომპანიის გარეთ |
▲back to top |
ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია (ნაწერი ან სხვა სახის), რომელიც მიღებულია თანამშრომლის მიერ, დაუყოვნებლივ მიეწოდება სი-ენ-დის. მისი პრეზიდენტის წინასწარი ნებართვის გარეშე თანამშრომელმა არ უნდა გადასცეს ინფორმაციის ნაწილიც კი არავის, გარდა სი-ენ- დისა.
![]() |
38 გადაცემის ობიექტში პირადი მონაწილეობა |
▲back to top |
მოვლენის შესახებ მომთხრობ სი-ენ-დის თანამშრომლებს ეკრძალებათ გადაცემაში მონაწილეობა ნებისმიერი სახით. ჩვენი ამოცანაა მოვლენის არა ინსპირირება ან ორგანიზება, არამედ მისი ჩაწერა და გადაცემა.






