შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამოქალაქო განათლება|სამოქალაქო განათლება
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 დამტკიცდეს თანდართული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა.

▲ზევით დაბრუნება


პრემიერ-მინისტრი
ნიკა გილაური

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2009 წლის მაისის
№განკარგულებით

დანართი №1

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
ეროვნული კონცეფცია

I. შესავალი

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა ეროვნულ უმცირე-სობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციისა (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წელი) და „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №639 განკარგულების საფუძველზე. მისი ძირითადი მიზანია დემოკრატიული, კონსოლიდირებული და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების შექმნის ხელშეწყობა, რომელიც მრავალფეროვნებას თავისი ძლიერების წყაროდ მიიჩნევს და ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობით.

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევის მიზნით შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილ იყო ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა. დოკუმენტის პროექტი მომზადდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული საბჭოს მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველი, ეროვნული უმცირესობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. პროექტის მომზადების პროცესში მუდმივი კონსულტაცია მიმდინარეობდა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნული უმცირესობების საბჭოსთან. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული საბჭო აგრეთვე რეგულარულად მართავდა შეხვედრებს ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობასთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია განსაზღვრავს სახელმწიფო სტრატეგიასა და ამოცანებს ექვსი ძირითადი მიმართულებით: კანონის უზენაესობა; განათლება და სახელმწიფო ენა; მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა; სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია; კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებსა და პროგრამებს ეროვნული კონცეფციის სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით, რომლებიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. შამოქმედო გეგმის შესაბამისი კომპონენტების განხორციელების ვალ-დებულება ეკისრება მასში მითითებულ კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებს.

სამოქმედო გეგმის განხორციელებას კოორდინირებას უწევს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, ყოველი თვის 5 რიცხვამდე წარუდგენენ მას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშებს. ყოველი წლის 10 დეკემბერს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნულ საბჭოს მოხსენებას პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ.

სამოქმედო გეგმის განხორციელებას მონიტორინგს უწევს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული საბჭო, რომელიც საჭიროებისამებრ შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით და განიხილავს წინადადებებს სამოქმედო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის მოქმედება არ შემოიფარგლება იმ ადგილებით, სადაც ტრადიციულად ან დიდი რაოდენობით არიან დასახლებულნი ეროვნული უმცირესობები.

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

II. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
ეროვნული კონცეფციის მიზნები

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის მიზნებია:

ა) ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოს შექმნა საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს შორის;

ბ) საქართველოს ყველა მოქალაქის უზრუნველყოფა თანაბარი შესაძლებლობით სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებებით სარგებლობისათვის;

გ) აუცილებელი პირობების შექმნა საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში იმ პირთა ეფექტიანი მონაწილეობისათვის, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს მიეკუთვნებიან;

დ) ეროვნული უმცირესობებისათვის განათლების ყველა საფეხურის თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ზოგადი განათლების სფეროში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების უზრუნველყოფა;

ე) აუცილებელი პირობების შექმნა ეროვნული უმცირესობების კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის, მათი თვითმყოფადობის ძირითადი ელემენტების, კერძოდ, რელიგიის, ენის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის.

III. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
ეროვნული კონცეფციის პრინციპები

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის პრინციპებია:

ა) საქართველოს ყველა მოქალაქის თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა და ტოლერანტობის ტრადიციის განმტკიცება;

ბ) ბალანსის შენარჩუნება სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეროვნული უმცირესობების იდენტობის დაცვას შორის, სამოქალაქო ინტეგრაციის ნებაყოფლობითობა და იძულებითი ასიმილაციის დაუშვებლობა;

გ) ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა თავისუფალი არჩევანის უფლება - მოექცნენ თუ არა მათ, როგორც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს;

დ) ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლება, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად განახორციელონ ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციიდან;

ე) ეროვნული უმცირესობების ეფექტიანი მონაწილეობა ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება მათი იდენტობის დაცვასა და განვითარებას;

ვ) შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა.

IV. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები

1. კანონის უზენაესობა

კანონის უზენაესობა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მოიცავს შემდეგი ამოცანების განხორციელებას:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაცია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან;

ბ) ეროვნული უმცირესობების მიერ მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

გ) დისკრიმინაციული მოპყრობისგან ეროვნული უმცირესობების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფა;

დ) საჯარო მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლება ეროვნული უმცირესობების უფლებებსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან მიმართებაში.

2. განათლება და სახელმწიფო ენა

სამოქალაქო ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა ეროვნული უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათ სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საწყის ეტაპზე აუცილებელია ეროვნული უმცირესობების მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა, დაეუფლონ ქართულ ენას, და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება. ამ მიმართულებით დასახულია შემდეგი ამოცანები:

ა) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის საშუალო განათლების მიღების ხელშეწყობა;

გ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

დ) სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა;

ე) განათლების სფეროში საჯარო დისკუსიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

3. მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

ეროვნული უმცირესობების ინფორმირების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, რომლის ეთერშიც 2005 წლიდან გადის საინფორმაციო პროგრამები ეროვნული უმცირესობების ენებზე. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული ბიუჯეტის არანაკლებ 25% უნდა მოხმარდეს უმცირესობების ენებზე მომზადებული პროგრამების გადაცემას. სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონისა და ქართული სამაუწყებლო მედიის ძირითადად ქართულენოვანი მაუწყებლობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სპეციალური ღონისძიებების გატარება ეროვნული უმცირესობების ჯეროვანი ინფორმირების უზრუნველსაყოფად. ამ მიმართულებით დასახულია შემდეგი ამოცანები:

ა) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეროვნული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) ეროვნული უმცირესობების ენებზე სამაუწყებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) სამაუწყებლო პროგრამებში ეროვნული უმცირესობების გაშუქებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფა;

დ) ეროვნული უმცირესობების ენებზე ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის ხელშეწყობა;

ე) მედიაში ტოლერანტობისა და კულტურული პლურალიზმის დამკვიდრების ხელშეწყობა.

4. პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა

ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამოქალაქო მონაწილეობის დონის ამაღლების მიზნით ბოლო წლებში ტარდება საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის; ტრადიციულად ან დიდი რაოდენობით ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს მათი წახალისება საჯარო სამსახურში შერჩევისას, ხოლო საარჩევნო მასალები და ბიულეტენები ქვეყნდება მათ მშობლიურ ენებზე. ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა მეტწილად დამოკიდებული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებასა და საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მიერ მათ წახალისებაზე საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად. აღნიშნული მიმართულებით დასახულია შემდეგი ამოცანები:

ა) ეროვნული უმცირესობების თანასწორი საარჩევნო უფლების უზრუნველყოფა;

ბ) გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის გაუმჯობესება;

გ) ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის პოპულარიზაცია.

5. სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია

ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განხორციელდა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და სხვა მასშტაბური ეკონომიკური პროექტები. ამ მიმართულებით დასახულია შემდეგი ამოცანები:

ა) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება;

ბ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პროფესიული გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა;

გ) ეროვნული უმცირესობების სოციალური და რეგიონალური მობილობის ხელშეწყობა.

6. კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება

ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და მათი კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო გეგმავს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით, რაც მოიცავს შემდეგი ამოცანების განხორციელებას:

ა) სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ბ) ეროვნული უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა;

გ) ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

დ) ტოლერანტობის სულისკვეთების მხარდაჭერა, კულტურათაშორისი დიალოგისა და კავშირების ხელშეწყობა;

ე) საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის ხელშეწყობა;

ვ) ეროვნული უმცირესობების კულტურის, ისტორიის, ენისა და რელიგიის შესახებ საზოგადოების ცოდნის გაღრმავება და ქვეყნის კულტურულ ღირებულებებად მათი წარმოჩენა.

საქართველოს მთავრობის
2009 წლის მაისის
№ განკარგულების
დანართი №2

2 სამოქმედო გეგმა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic