ინკლუზიური განათლება გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნადირაძე კობა
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თბილისი, 2006 რატი იონათამიშვილი რედაქტორი და მთარგმნელი: გიორგი ხარებავა მხატვრული რედაქტორი: კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ მისამართი: თბილისი 0154, კედიას ქუჩა 7 ტელეფონი: 356 609 ფაქსი: 329 166 ელ. ფოსტა: office@disability.ge საიტი: www.disability.ge პარტნიორი ორგანიზაციები: „ინვალიდობის მსოფლიო ინსტიტუტი“ 510 16th Street, Suite 100 Oakland, California 94612 Voice: 510-763-4100 TTY: 510-208-9496, Fax: 510-763-4109 Website: www.wid.org, Email: wid@wid.org ინვალიდთა რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაცია „პერსპექტივა“ 8, 2-Frunzenskaya str., Moscow,119146, Russia Tel-fax: (495)245-68-79/(495)242-50-94 Website: http://www.perspektiva-inva.ru/ Email: perspektiva@perspektiva-inva.ru ბროშურა მომზადდა და გამოიცა პროექტით - „ინვალიდობის მქონე ახალგაზრდული ჯგუფების ჩართვის გზით სამოქალაქო დიპლომატიის განვითარება თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების დაცვის სფეროში“ პროექტი დააფინანსა ბელგიის მთავრობამ საქართველოში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) წარმომადგენლობის მეშვეობით.



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ინვალიდები) დედამიწის მოსახლეობის თითქმის მეათედ ნაწილს შეადგენენ. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანთა ესოდენ მნიშვნელოვანი ჯგუფი უმეტეს ქვეყნებში იმყოფება უმცირესობაში - მათი უფლებები და ინტერესები დღემდე იგნორირებულია უმრავლესობის მხრიდან.

ამჟამინდელი დამოკიდებულება, ინვალიდობის მქონე ადამიანებსა და ინვალიდობაზე, საქართველოში - არის ქართული საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების განვითარების შედეგი, რომელიც ემყარება სოციალურ, რელიგიურ და ეკონომიკურ ფაქტორებს. ბრძოლა არსებობისათვის, ხშირი ომები და ძალისმიერი შრომის დომინირება ბაზარზე კანონზომიერად ამკვიდრებდა ფიზიკური სიძლიერის, ორგანიზმის ფუნქციონალური და გონებრივი სრულყოფილების კულტს.

დამახინჯებული მიდგომა ინვალიდობაზე გაამყარა საბჭოური რეჟიმის მრავალწლიანმა ბატონობამ, როდესაც ადამიანის ინვალიდად ცნობა ხდებოდა ძირითადად სამედიცინო დიაგნოზის საფუძველზე, ხოლო ინვალიდობის ხარისხი გაიგივებული იყო შრომის უნარშეზღუდულობასთან და განისაზღვრებოდა სამედიცინო - შრომითი კომისიის ექსპერტების მიერ. ადამიანები, რომლებიც არ თავსდებოდნენ შესაბამის ფიზიკური და გონებრივი უნარების სტანდარტებში, რეალურად კარგავდნენ საზოგადოებაში თვითდამკვიდრების შესაძლებლობას და მათი არსებობა დამოკიდებული ხდებოდა სხვებზე.

ასე ყალიბდებოდა და მკვიდრდებოდა საქართველოში დღეს არსებული მიდგომა ინვალიდობაზე, რაც გულისხმობს ინვალიდობის მქონე ადამიანთა უუნარობას იცხოვრონ დამოუკიდებლი ცხოვრებით, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, სხვებთან ერთად, ჩვეულებრივ სასწავლო დაწესებულებებში მიიღონ განათლება და დასაქმდნენ ჩვეულებრივ საწარმოებში და ორგანიზაციებში ინვალიდობის არმქონე სხვა თანამშრომლებთან ერთად. მუდმივ მზრუნველობაზე, დახმარებაზე, გარშემომყოფთა ნებაზე, ქველმოქმედებაზე და მხარდაჭერაზე დამოკიდებული, შრომის უუნარო - აი რიგი იმ სტერეოტიპებისა, რომლითაც დააჯილდოვა საზოგადოებრივმა აზრმა ინვალიდობის მქონე ადამიანები და შესაბამისად პირობებს, რომელსაც სთავაზობს დღეს საზოგადოება ინვალიდებს საქართველოში, ემყარება სწორედ ამ ცრუ-წარმოდგენებს და აძლევს მათ არჩევანს - იყვნენ ფიზიკურად და მატერიალურად დამოკიდებულნი ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე და ნათესავებზე, ან იყვნენ სახელმწიფო ხარჯზე, იზოლირებულნი დანარჩენი საზოგადოებისგან სახლში, ან სპეციალურ დაწესებულებებში.

ათეულობით წლის განმავლობაში, დემოკრატიულ - „გაბრწყინებულ“ ქვეყნებში, ბატონობდა ანალოგიური დამოკიდებულება და მიდგომა ინვალიდების მიმართ. მხოლოდ 60-იან წლებში, ინვალიდთა მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიას, ხოლო 60-იანი წლების დასასრულისა და 70-იანი წლების დასაწყისისთვის, გაუგონარი პოლიტიკური და სოციალური გააქტიურების შედეგად, სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებმა ინვალიდებმა მიაღწიეს საკმაოდ დიდ წარმატებებს თანაბარუფლებიანობის მხრივ, რამაც შესაძლებლობა მისცა მათ გაეუმჯობესებინათ საკუთარი ყოფა და ეცხოვრათ ღირსეული ცხოვრებით.

ინვალიდთა მოძრაობა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც. ეს მოძრაობა იძენდა სულ უფრო და უფრო ახალ გამოხატულებებს იმისდა მიხედვით, თუ რა ტრადიციების მატარებელ საზოგადოებაში უწევდა მას დამკვიდრება.

თუმცა დამოუკიდებელი ცხოვრების იდეოლოგიის ძირეული დებულებანი - უფლება თავისუფალ არჩევანზე, თვითდახმარებაზე, თვითგამორკვევაზე, საკუთარი უფლებების აღდგენაზე - უცვლელი დარჩა ყველა ქვეყანაში.

საქართველო - პატარა ქვეყანაა, რომელმაც გამოიარა ძალიან რთული ისტორიული ცხოვრების გზა. ჩვენი ქვეყნის ხალხმა კარგად იცის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, შემწყნარებლობის და ურთიერთპატივისცემის ფასი, თუმცა კომუნისტურ - ბოლშევიკური რეჟიმის მრავალწლიანმა ბატონობამ მაინც დატოვა თავისი ნეგატიური კვალი ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრივ ცნობიერებაში. მან მემკვიდრეობით მიიღო ნიჰილისტური დამოკიდებულება და მიდგომა სამოქალაქო აქტივობაში საკუთარი როლის, ცალკეული მოქალაქის, ან სოციალური ჯგუფის უფლებათა დისკრიმინაციის, სახელმწიფოებრივი ძალადობის, კანონიერების ტოტალური გაუფასურებისა და უკვე ერთგვარ სისტემად ქცეულ, ღიად თუ ფარულად გამოხატული კორუფციული ურთიერთობების მიმართ.

ინვალიდობის მქონე ადამიანები საქართველოს მოქალაქეთა არც თუ ისე მცირედ ნაწილს შეადგენენ. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2005 წლისთვის მათი რიცხვი 231 280 პირს შეადგენს. საქართველოში 1995 წლის 14 ივნისიდან მოქმედებს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ, რომელიც განისაზღვრება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1975 წლის 9 დეკემბრის დეკლარაციით „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“. მის მიერვე 1993 წლის 20 დეკემბერს მიღებული ინვალიდთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესებით“. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სტანდარტულ წესებს ჩვენს ქვეყანაში ამოქმედებისათვის კანონიერი ძალა აქვს მინიჭებული, დღემდე არ არსებობს სოციალური უსაფრთხოებისა და განვითარების სისტემა, რომელიც აღადგენდა ინვალიდობის მქონე პირთა თანაბარ სამოქალაქო უფლებებსა და შესაძლებლობებს სატრანსპორტო, საგზაო, არქიტექტურული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით, განათლების სისტემით და დასაქმებით თანაბარი პირობებით სარგებლობაზე.

შედეგად, ინვალიდობის მქონე ადამიანების და მათი ოჯახის წევრების დიდი ნაწილი მოკლებულია, ან საერთოდ არ გააჩნია ეკონომიკური აქტივობა და იმყოფება სიღატაკის ზღვარზე. მათთვის ხელმისაწვდომია და პრაქტიკულად ხდება ერთადერთი უფლების გამოყენება - უფლება მიიღონ ინვალიდობის პენსია, სოციალური კომპენსაცია უმწეოთათვის და ე.წ. შეღავათები ენერგორესურსების მოხმარებაზე, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება ნარჩენობითი პრინციპით და ატარებს სიმბოლურ ხასიათს. არარსებული სოციალური პოლიტიკა კი მხოლოდ უმყარებს მათ წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ მომხმარებლურ ბუნებას და აძლიერებს მათი, როგორც სოციალური ჯგუფის მარგინალიზაციის ხარისხს.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან ერთად საქართველოში ძლიერდება ინვალიდთა მოძრაობაც, რომელიც ცდილობს დაიცვას ინვალიდთა უფლებები, დაამკვიდროს ჩვენი საზოგადოებისათვის და სახელმწიფოსთვის ახალი - თანამედროვე მიდგომა, რომლის მიხედვითაც ინვალიდობა უპირატესად უნდა განიხილებოდეს სოციალურ და არა სამედიცინო პრობლემად და, რომ საჭიროა, შევცვალოთ არა თითოეული ინვალიდი, არამედ მთლიანად საზოგადოებრივი აზრი, კანონმდებლობა და მატერიალური გარემო. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავად ინვალიდებმა და მათი ოჯახის წევრებმა გამოიჩინონ ინიციატივა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა დონეზე საკუთარი უფლებების აღდგენაში, რათა ასევე დაცული იქნეს სხვათა კანონიერი უფლებები და ინტერესები.

კოალიციადამოუკიდებელი ცხოვრებისათვის შეიქმნა 1997 წელს საქართველოში მოქმედ, ინვალიდობის სხვადასხვა ფორმის მქონე ადამიანთა მიერ შექმნილ არასამთვრობო ორგანიზაცითა გამოცდილების ბაზაზე, ხოლო 2003 წელს კოალიციამ საკუთარი მოქმედების გააქტიურების მიზნით გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია და ინვალიდობის მქონე პირთა და ორგანიზაციათა გაერთიანება უკვე მოხდა დამოუკიდებელი ცხოვრებისიდეის ირგვლივ.

კოალიციამ საკუთარი საქმიანობის, არც თუ დიდი ხნის მანძილზე, შეიძინა და დღემდე აქტიურ თანამშრომლობას ეწევა ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებთან:

„ინვალიდობის მსოფლიო ინსტიტუტი“ (აშშ),
ინვალიდთა რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაცია „პერსპექტივა“ (რფ),
ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „ლოტოსი“ (აზერბაიჯანი),
ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაცია „იმედის ხიდი“ (სომხეთი),
ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ხაიოტი“ (უზბეკეთი).

კოალიცია, ასევე აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთში-სოხუმში მოქმედ ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასთან სახელწოდებით აისი და ქ. ზუგდიდში მოქმედ ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაციასთან დეა“.

სწორედ ამ და კოალიციაში გაერთიანებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის შედეგს წარმოადგენს წინამდებარე სახელმძღავნელო, რომელიც მომზადდა და გამოიცა პროექტის - ახალგაზრდათა ჯგუფების მონაწილეობით სამოქალაქო დიპლომატიის განვითარება ინვალიდთა უფლებების დაცვის სფეროში - ფარგლებში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მეშვეობით ბელგიის მთავრობის დაფინანსებით.

მათი მხარდაჭერით, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა მცირედი წვლილი შეგვეტანა ინვალიდთა უფლებების დაცვასა და მათი ყოფის გაუმჯობესების საკითხში, რისთვისაც კოალიციის სახელით მადლობას მოვახსენებ მათ...

ამ სახელმძღავნელოს გამოცემით კოალიცია არ აცხადებს პრეტენზიას, რომ იგი მთლიანად მოიცავს და განმარტავს ინვალიდობის საკითხებს...

კოალიცია კვლავაც აგრძელებს აქტიურ მუშაობას საქართველოში დამოუკიდებელი ცხოვრების იდეის დასამკვიდრებლად. მოხარული ვიქნებით მივიღოთ ჩვენი მკითხველისაგან კომენტარები და გამოხმაურებები.

იმედია, რომ სახელმძღვანელო სარგებელს მოუტანს ამ საკითხებზე მომუშავე: პედაგოგებს, მედიის, ხელისუფლების, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ინვალიდებს და მათი ოჯახის წევრებს... რომელთა მოქმედებაზეც დამოკიდებულია ინვალიდობის მქონე ადამიანთა ყოფის გაუმჯობესება... „გაუმჯობესებაში” კი ჩვენ ვგულისხმობთ ინვალიდთა დამოუკიდებლობას და თანაბარუფლებიანობას. ალბათ მკითხველიც დაგვეთანხმება ამაში...

გისურვებთ წარმატებებს!...

კობა ნადირაძე
აღმასრულებელი დირექტორი

2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისადმი (ინვალიდებისადმი) დამოკიდებულების ისტორია

▲ზევით დაბრუნება


რიჩარდ რეიზერი
პედაგოგებისათვის განკუთვნილი დამხმარე მასალებიდან
„All Equal All Different“

თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულება ინვალიდობის მქონე ადამიანებისადმი დიდად არ შეცვლილა, იგი დღემდე საკმაოდ მძიმე და ჩამორჩენილია.

უამრავი პრობლემა ისევ დაუძლეველი რჩება, რის გამოც დისკრიმინაციას ჩვენს რეალობაშიც მწვავედ განიცდიან.

საზოგადოება თავის აზრებს, შეხედულებებს ააშკარავებს ლიტერატურაში, თეატრში, ფოლკლორში და ფილმებში... აქ არა მარტო მისი განვითარება თვალსაჩინოვდება, არამედ აირეკლება ის მანკიერება და სისუსტეები, რაც ასე აშკარაა თავად საზოგადოებაში. პრობლემა ინვალიდობის შესახებ გუშინ და დღეს არ დაბადებულა, მას გაცილებით დიდი და შეიძლება ითქვას, უხსოვარი ისტორია აქვს. ჩვენთვის დიდ საჭირეობას წარმოადგენს მისი შესწავლა, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს, უფრო ღრმად ჩავწვდეთ დღევანდელობას და აღმოვაჩინოთ, კერძოდ, რამ გამოიწვია ამა თუ იმ სტერეოტიპისა და ნეგატიური დამოკიდებულების წარმოშობა, საიდან და როგორ გაჩნდენ ისინი? ისინი ხომ ფაქტიურად საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდნენ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას ხელს უწყობდა თავად საზოგადოება.

მოცემულ მასალაში, თქვენ გაეცნობით, თუ როგორ ყალიბდებოდა ის მცდარი შეხედულებები ინვალიდობის მქონე ადამიანების მიმართ, რომელიც დღესაც ჭარბობს დასავლეთ ევროპის საზოგადოებაში. მსგავსი შეხედულება საუკუნეების მანძილზე ინახებოდა სხვადასხვა ქვეყნებში და კულტურაში. იმ მაგალითების უმეტესობა, რომელიც ქვევით იქნება მოყვანილი, შეიძლება იქნეს შეტანილი სახელმძღვანელოებში, რათა ბავშვებს ქონდეთ ზუსტი წარმოდგენა, თუ სად უშვებდა შეცდომას ძველი ხალხი და რა იყო მათი დამოკიდებულების უმთავრესი მანკიერება... მით უფრო, როცა ამ მხრივ საზოგადოების აზროვნება მას შემდეგაც არ განვითარებულა დიდად და ხშირ შემთხვევაში ისევ ძველი სტერეოტიპებით უხდება მოქმედება.

ისტორიული ექსკურსი: ისტორია თავის არსში მოიცავს ძველ საბერძნეთსა და რომს,ფეოდალურ და შუა-საუკუნეების ევროპას, აღორძინების ეპოქას, 19-ე და 20-ე საუკუნეებს, 3-ე რეიხის პერიოდს, ბრძოლას და მოძრაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, რომელსაც ადგილი ქონდა 20-ე საუკუნეში და 21-ე საუკუნეს...

განსახილველი თემები: ოლიმპიური თამაშები, ალქაჯები, ფოლკლორი, მასიური გართობები, მეკობრეები, ევგენიკა და მისი მომხრეები, კარიკატურა, პიროვნების დამცირება, ქველმოქმედება, პროპაგანდა-ფილმები, თანამედროვე თემატიკა, მოძრაობა ინვალიდთა შემოქმედების გავრცელების შესახებ. დავიწყოთ პირველი პუნქტით:

ძველი საბერძნეთი და რომი

ანტიკური სამყარო ქადაგებდა „მშვენიერი სხეულის“ კულტს... აქ გამეფებული იყო მოსაზრება, რომ ლამაზ სხეულში ლამაზი სულია“, ამიტომ ერთგვარი სკულპტურული ხედვა იყო დამკვიდრებული ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და რაიმე სახის ფიზიკური განსხვავებულობა უკვე დიდ ცოდვად ითვლებოდა. ამიტომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები განიცდიდნენ დისკრიმინაციის უდიდეს ფორმებს და ყველასაგან გარიყულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ანტიკურ ქალაქ-სახელმწიფო სპარტაში კიდევ უფრო სასტიკი გამოვლინება ქონდა ყოველივე ამას და იქ ფიზიკური შეზღუდულობით დაბადებული ადამიანი იმთავითვე იწირებოდა სიკვდილისათვის... ასეთი ჩვილი ბავშვები უფსკრულ „აპოთეტში“ პოულობდნენ „უკვდავებას“ (ანუ მათ დაუფიქრებლად ისროდნენ უფსკრულებში). ამ დამოკიდებულების სიმცდარე თავად სპარტის ისტორიამაც აჩვენა, რომელიც დაიღუპა თავად სპარტელი მოქალაქის ღალატის შემდეგ. ასე რომ, ფიზიკური განსხვავებულობა ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, აი ღალატი კი, რომლიც თავისთავად არის კიდეც მანკიერი თვისება, დაბადების ჟამს არავის ეტყობა და აწერია...

ლამაზ სხეულში ლამაზი სულია“, ამ დებულების ტრფობა კარგად ჩანს ანტიკურ სკულპტურებშიც, სადაც იდეალური სხეულის გამოყვანა ითვლებოდა ყველაზე დიდ და უნიკალურ ხელოვნებად (თუნდაც დისკობოლის ცნობილი ქანდაკება გავიხსენოთ). აქ, პატრიციაშიც და პლებეებშიც, გაბატონებული იყო უკიდურესი ესტეთიზმი და ყოველგვარი სხვაგვარი გამოვლინება ან იჩქმალებოდა, ანდა სასტიკად იგმებოდა და ვიწროვდებოდა.

ამრიგად, ასეთი მიდგომა ნერგავდა ისეთ მოსაზრებებს, რისი მიხედვითაც, კარგი იყო ის, რაც საამო იყო საცქერლად, ხოლო რისი დანახვასაც შეეძლო აღფროთოვანებაში არ მოეყვანა მნახველი, გახლდათ ცუდი და ნაწილი ბოროტებისა...

ალქაჯები

შუა საუკუნეებში ჯადოსნობა ინვალიდობასთან ასოცირდებოდა. ამ დროს გამოიცა წიგნი, რომელსაც ერქვა „დიდი ნადირობა ალქაჯებზე“ („Malleus Maleficarum“ სხვანაირად „ალქაჯების ჩაქუჩი“ 1480-1680წ.წ.), იგი მთელი ამ ხნის მანძილზე დაიბეჭდა 70-ჯერ 14 სხვადასხვა ენაზე. ეს წიგნი ხსნიდა, თუ როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა ალქაჯი ფიზიკური და გონებრივი არასრულფასოვნების ნიშნების ხარჯზე და მიდიოდა სასტიკი ანგარიშსწორება მათზე. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც თავს წინასწარმეტყველად აცხადებდა, ისჯებოდა ნებისმიერი სხვა, ვინც იცოდა მკურნალობის სხვადასხვა ხერხები და ჯადოსნობასთან სინამდვილეში არანაირი კავშირი არ ქონდა.

ინკვიზიციის ეპოქაში ევროპის მასშტაბზე ჯადოსნობის ბრალდებით სიკვდილით 8 მილიონიდან 20 მილიონამდე ადამიანი დაისაჯა, და მათგან უმეტესობა - ქალი. მათ შორის ძალიან ბევრი ინვალიდი იყო.

ფეოდალური და შუა საუკუნეების ევროპა

ფეოდალურ და შუა საუკუნეების ევროპაში ინვალიდები ცხოვრობდნენ ოჯახებში. ვისაც შეეძლო თავს მიწათმოქმედებითა და მცირე სახელოსნოებში მუშაობით ირჩენდა, მაგრამ სოციალური შფოთის დროს, როცა ვრცელდებოდა ხოლერისა და შავი ჭირის ეპიდემია, ისინი, როგორც წესი, განტევების ვაცად და ბოროტებასთან წილ-ნაყარ არსებებად ცხადდებოდნენ და ამის გამო საშინელ დევნას და ძალადობას განიცდიდნენ.

შავი ჭირის ეპიდემიის დროს ფლაგელანტად წოდებული ათასობით ადამიანი დახეტიალობდა მთელ ევროპაში და თვით გვემას ეწეოდა. ისინი თვლიდნენ, რომ, თუ ადამიანი ბევრ ტანჯვას მიაყენებდა საკუთარ სხეულს, ამით დაიცავდა სულს, ის არ დაავადდებოდა ჭირით და არც ოდესმე გახდებოდა ინვალიდი. შიში იმისა, რომ ერთ დღეს შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გამხდარიყო განსხვავებული, მართლაც ძალიან დიდი იყო.

მარტინ ლუთერმა (პროტესტანტიზმის მთავარი პატრიარქი და დამფუძნებელი) ფიზიკური შეზღუდულობით დაბადებულ ბავშვებზე საუბრისას თქვა: „წაიყვანეთ გონებასუსტი ბავშვი მდინარესთან და ჩაძირეთ იგი...“

16-ე საუკუნის ჰოლანდიაში კეთრით დაავადებული ადამიანები ითვლებოდნენ ცოდვილებად და მთელ მის ქონებას სახელმწიფო უკეთებდა კონფისკაციას. თუკი ადამიანი, რომელსაც „ასე ეტყობოდა სახეზე ცოდვა“, მორჩილ და უპრეტენზიო ცხოვრებას გააგრძელებდა, მაშინ ითვლებოდა, რომ მას სიკვდილის შემდეგ სამოთხე ელოდა.

აღორძინების ეპოქა

აღორძინების ეპოქა ძირითადად ანტიკური სამყაროს, ძველი საბერძნეთისა და რომის ფილოსოფიაზე, ესთეტიკაზე და ხელოვნებაზეა დაფუძნებული. ამრიგად, ისიც წინა პლანზე „მშვენიერი სხეულის“ კულტს წევდა და აღმერთებდა. ათასობით ტილოზე ისახებოდა ადამიანის იდეალური სხეული და სრულყოფილი ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი რეალობა სულაც არ იყო ასეთი... და, თუ ხატავდნენ ისეთი ადამიანის პორტრეტს, რომელსაც სხეულის ნაწილი ქონდა დასახიჩრებული, მაშინ მისი იარები იჩქმალებოდა და ტილოზე მხოლოდ „ჯანსაღი სხეული“ რჩებოდა...

XIX საუკუნე

19-ე საუკუნეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა სეგრეგაცია გახდა კიდევ უფრო გამოკვეთილი. ფაბრიკა-ქარხნების მუშახელი უნდა ყოფილიყო ფიზიკურად განვითარებული და ძლიერი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, როგორი ხელიც არ უნდა ქონოდა მას, განსაკუთრებული პროტექციის გარეშე არ იღებდნენ. იმ ეპოქის საზოგადოება ინვალიდთა უმეტესობას უყურებდა შემდეგი თვალით - „მათ დაიმსახურეს საკუთარი სიდუხჭირე“. სახელმწიფო კი მათ არ უქმნიდა არავითარ პირობებს და მხოლოდ „საქველმოქმედო ფონდებიდან“ უყოფდა ძალიან მცირე კონპენსაციებს. რის გამოც ინვალიდობის მქონე ადამიანები სულ უფრო და უფრო დამოკიდებულები ხდებოდნენ მედიკოსებზე და ხშირ შემთხვევაში, მათი ცხოვრება გაუსაძლისიც იყო.

19-ე საუკუნის ბოლოს სულ უფრო მეტი მეცნიერი, მწერალი და პოლიტიკოსი იზიარებდა დარვინის ევოლუციის თეორიას. „ევგენიკის“ ხსენებული მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ მათ შეეძლოთ „ადამიანის მოდგმის“ განვითარება და სრულქმნა სელექციური არჩევის ხარჯზე. ისინი მიიჩნევდნენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები (განსაკუთრებით ისინი, ვინც ასეთად იბადებოდნენ), ხელს უშლიდნენ ეროვნული გენოფონდის განვითარებას და არ აძლევდნენ საკუთარ ქვეყანას იმის, საშუალებას, რომ კონკურენტუნარიანი ყოფილიყო.

ამის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სულ უფრო დიდი რაოდენობა ექცეოდა აბსოლუტურ იზოლაციაში - ისინი მიყავდათ სპეციალურ სტაციონარებში და იქ ათავსებდნენ. როგორც წესი, ასეთ დროს ერთი სქესის პირები რჩებოდნენ ერთად, ანდა საერთოდ განიცდიდნენ სტერილიზაციას.

არსებობდა არა ერთი სპეციალური სკოლა და ინტერნატი, რაც არ აძლევდა ინვალიდს იმის საშუალებას, რომ ეცხოვრა და ესწავლა სხვა დანარჩენი საზოგადოების გვერდით.

„ევგენიკის“ მომხრენი მხარს უჭერდნენ მსგავს მიდგომებს და ამართლებდნენ კიდეც. მტკიცებულებად კი ცრუ-მეცნიერების დებულებები მოჰყავდათ, მაგრამ მაინც გარკვეულ წარამტებებს მიაღწიეს თავიანთ ანტიჰუმანურ საქმიანობაში.

19-ე საუკუნის 90-იან წლებში ევგენიკების აქტიურმა მიმდევარმა მერი დენდიმ თავის ნაშრომში, რომელიც სასკოლო ასაკის გონებასუსტ ბავშვებს ეხებოდა, ამტკიცებდა, რომ ფსიქიკურად აშლილად მიჩნეული ბავშვების დაუყონებლივი იზოლირება უნდა მომხდარიყო საზოგადოებისგან და მათ მთელი სიცოცხლე სპეციალურ დაწესებულებებში უნდა გაეტარებინათ. ამის ნიადაგზე, დიდ ბრიტანეთში შეიქმნა სამეფო კომისია, რომლიც კონტროლს უწევდა გონებრივი ჩამორჩენილი ბავშვების იზოლაციის საკითხს იმ პერიოდის დიდ ბრიტანეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ფაქტიურად ხდებოდნენ ”ევგენიკების” ტუსაღები.

მსგავსი თეორიები განსაკუთრებით აქტუალური გახდა 19-20 საუკუნეების მიჯნაზე, ვინაიდან ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორებიც იყვნენ ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ.შ. მძლავრი იმპერიის შექმნაში კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს. თავის დაჯერება იმაში, რომ მხოლოდ მათი რასა იყო სრულყოფილი, იყო არსებითი იმპერიის შექმნის საკითხში, 1881 წელს მილანის საერთაშორისო კონგრესზე ჟესტების ენა კანონგარეშედ იქნა გამოცხადებული იმის გამო, რომ შიშობდნენ სმენის არ მქონე ხალხს საბოლოო ჯამში არ შეევიწროვებინა ჩვეულებრივი ადამიანები.

XX საუკუნის დასაწყისი

გასული საუკუნის პირველ ნახევარში „ევგენიკის“ მიმდევრებმა მოიპოვეს არაერთი საქველმოქმედო ფონდის დახმარება, რამაც მათ ხელი გაუხსნა, რომ სტერილიზებული ადამიანები ფიზიკური განსხვავებულობის ადამიანებთან შეერიათ და ერთად მოეთავსებინათ ისინი დახურულ დაწესებულებებში.

ამერიკის 37 შტატში დაბადებიდან სმენის არ მქონე ქალები და ყველა ადამიანი, ვინც დაბალი IQ (ასე იწოდებოდა გონებრივი განვითარების კოეფიციენტი, რომელიც ტენდენციურად ჩატარებული ტესტირების შედეგად ისაზღვრებოდა) აჩვენა, ექვემდებარებოდნენ სტერილიზაციის სასტიკ განაჩენს. ეს ამაზრზენი წესი ამერიკის შტატში 20-ე საუკუნის 80-იან წლებამდე არსებობდა.

დიდ ბრიტანეთში 1913 წლიდან კანონი გონებრივი არასრულფასოვნების შესახებ, მკაცრად განსაზღვრავდა შრომისუუნარო პირების შემდეგ კატეგორიებს:

იდიოტი - არის გონებრივი შეზღუდულობის მქონე პირი, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ჩვეულებრივ ფიზიკურ საფრთხეს.

იმბეცილი - გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირი (განვითარებით იდიოტზე კიდევ უფრო დაბლა მდგომი), ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა და საქმის მართვა.

გონებასუსტები - გონებრივი ჩამორჩენის უკიდურესი ფორმის მქონე პირები (იმბეცილებზე დაბლა მდგომები), რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მოვლას, ყურადღებას და თვალყურს, მათივე, ან მათ გარშემო მყოფთა ინტერესების დაცვის გამო.

მენტალურად დეფექტურები - გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირები, ვისაც გააჩნია ძლიერი პათოლოგიური გადახრა, ახასიათებს აგრესიულობა და მიდრეკილება დანაშაულის ჩადენისაკენ, ამიტომ საჭიროებენ მუდმივ მოვლას, ყურადღებას და მკაცრ კონტროლს მათივე გარშემო მყოფი ადამიანების უსაფრთხოების გამო.

20-ე საუკუნის პირველ ნახევარშივე 50 000 ბავშვი, ვისაც გააჩნია ფიზიკური დარღვეულობა და განიცდიდა სირთულეებს ურთიერთობის დროს, იქნა აყვანილი და გამოკეტილი სპეციალურ დაწესებულებებში. მათმა მცირე ნაწილმა მხოლოდ 80-იან წლებში ნახა მზის შუქი.

ბავშვები, ვისაც გააჩნდა სერიოზული პრობლემები სწავლის სფეროში, ცნობილ იქნენ სწავლის უუნაროებად, ხოლო უფრო რთული პრობლემების მქონე ბავშვები 1973 წლამდე იგზავნებოდნენ გონებასუსტების სპეციალურ სასწავლებლებში.

მესამე რაიხი

გერმანიაში, ჰიტლერის მესამე რაიხის დროს, შეიქმნა უამრავი პროპაგანდისტული ფილმი, რომლებიც ინვალიდებს უსაქმურ მუქთახორებად წარმოაჩენდნენ. მაგრამ მხოლოდ ფილმები არ იყო ინვალდობის მქონე პირთა წინააღმდეგ მიმართული იარაღი, ამ დროის გერმანიაში ინვალიდობა საერთოდ მოიაზრებოდა, როგორც სახელმწიფო დანაშაული და მათი უმეტესობა განიცდიდა სტერილიზაციას, ბევრს კი ფიზიკურად ანადგურებდნენ..

ისეთი სტილის მხატვრული ფილმები, როგორიც იყო ”Ich klage” (მე ვადანაშაულებ) (1941 წ. რეჟ. ვოლფგანგ ლიბენაინერი), თამაშობდნენ გადამწყვეტ როლს კონცეფციაში - „მოკალი სიბრალულის გამო“. ამ ფილმმა 1941 წელს ვენეციის კინოფესტივალზე გაიმარჯვა, ხოლო უკვე 1945 წლისთვის იგი 13,5 მილიონ ადამიანს ქონდა ნანახი გერმანიის ტერიტორიაზე და მან დიდი გავლენა მოახდინა მათ აზროვნებაზე (თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი არ იზიარებდა ამ ფილმის კონცეფციას და შიშის გამო შედიოდა კინო-სეანსზე).

1839-40 წლებში 140 000 ფიზიკური და გონებრივი დარღვეულობის მქონე ადამიანი შეეწირა გერმანელი ექიმების ექსპერიმენტებს. მსხვერპლი იქნებოდა გაცილებით დიდი, რომ არა ის ამბოხება გერმანიაში, რომელსაც მიუნხენის არქიეპისკოპოსის, ჰალენის თაოსნობით ქონდა ადგილი 1940 წელს, თუმცა ამის შემდგომ მთავრობა მსგავს ექსპერიმენტებს და სიკვდილიანობას მაინც ატარებდა, ოღონდ ახლა ეს გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხდებოდა. მაგ. ინვალიდობის მქონე ბავშვების მკვლელობა გრძელდებოდა 1945 წლამდე და სამწუხაროდ 100 000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ნაცისტი ექიმების ხელებით. ასეთი გამანადგურებელი პროგრამები იგეგმებოდა ბერილინში ტიერგარდენის № 4, სადაც მდებარეობდა მათი ცენტრალური შენობა. ამიტომ ეს პროგრამები დღეს ცნობილია „T4-ის სახელწოდებით.

მოძრაობა ადამიანთა უფლებების დასაცავად XX საუკუნეში

ინვალიდებმა 1890-იანი წლებიდან დაიწყეს აქტიური ბრძოლა სამართლიანობის, საკუთარი უფლებების, ინტერესებისა და ღირსების დაცვისთვის. გასული საუკუნის 20- იან და 30-იან წლებში პირველი მსოფლიო ომის ასობით ვეტერანი, ვისაც არ გააჩნდა არანაირი უფლება დიდ ბრიტანეთში, გააჩაღა ფართომაშტაბიანი კამპანია დევიზით უფლება სამუშაოსთვის!“ ეს მოძრაობა ტარდებოდა მხვედველობის არ-მქონეთა ეროვნული ლიგის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეგიდით. ინვალიდობის სფეროში მათ შექმნეს პირველი არასამთავრობო გაერთიანებები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ამან კი დიდი რესურსი შეუქმნა მათ, რათა ებრძოლათ საზოგადოების მხრიდან მომდინარე დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ისინი მართავდნენ მჯდომარე საპროტესტო აქციებს და მოითხოვდნენ ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რაც საშუალებას მისცემდა ეშოვნათ სამსახური და დასაქმებულიყვნენ. შედეგად მთავრობა იძულებული იყო მიეღო 3 %-იანი კვოტა, რის შედეგადაც სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელი პირები ვალდებულნი იყვნენ აღირცხვაში მყოფი ინვალიდები დაესაქმებინათ. 1996 წელს ეს კანონი შეცვლილი იქნა ახალი კანონით ინვალიდთა დისკრიმინაციის შესახებ, რომელიც ბევრად უფრო სრულყოფილი და ეფექტური იყო.

1990-იან წლებში ინვალიდთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში აწარმოეს ფართო კამპანია ევთანაზიის წინააღმდეგ ლოზუნგით „არა T4!“

უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ინვალიდთა უფლებათა დამცველი ორგანიზაციები საკმაოდ მოძლიერდნენ. მოძრაობის აქტივისტები იბრძვიან, რომ სეგრეგაციის ნებისმიერი გამოვლინება საბოლოოდ იქნეს აღკვეთილი, სულ უფრო მეტი მშობელი ერთვება კამპანიაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინვალიდობის მქონე ბავშვების უფლებების დაცვა.

როგორც წესი, ორგანიზაციებს, რომლებიც იღწვიან, რათა საზოგადოებაში რადიკალურად იქნეს შეცვლილი დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, იშვიათად აჩვენებენ ისეთ ფილმებში, რომლებიც აქტიურ მოხმარებასგანიცდიან გაქირავებაში, ნაკლებად შუქდება მასმედიის მხრიდან და ამიტომ ხშირ შემთხვევაში საზოგადოებამ არაფერი იცის მათი საქმიანობის შესახებ.

XXI საუკუნე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განაგრძობენ ბრძოლას, რათა მათ შეძლონ საზოგადო ტრანსპორტით სარგებლობა, ქონდეთ ხელმისაწვდომობა ისეთ შენობებში, სადაც განთავსებულია სკოლები, კოლეჯები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები, კინოთეატრები, გალერეები, თეატრები და ა.შ. შეეძლოთ დამოუკიდებელი შესვლა და გადაადგილება, აგრეთვე ფიზიკური განსხვავებულობა არ უშლიდეთ ხელს დასაქმებაში. და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოქალაქეთა უფლებების დამცველი კანონები, მაგ. კანონი ამერიკელი ინვალიდების შესახებ (1990 წ.) და კანონი ინვალიდთა დისკრიმინაციის შესახებ (1995 წ.), ინვალიდები მაინც აწყდებიან ისეთ პრობლემებს, რასაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ქონდა ადგილი. საზოგადოებას ჯერ კიდევ ბევრი უკლია, რათა განთავისუფლდეს სტერეოტიპებისა და ნეგატიური აზრებისაგან.

ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს შეიძლება დაინვალიდდეს. ნებისმიერ ადამიანს უნდა ქონდეს გათვიცნობიერებული ეს და აფასებდეს სხვას, ვინც უფრო რთულ პირობებში შეძლო და მიაღწია იმაზე მეტს, ვიდრე თითქოსდა ჩვეულებრივმა ადამიანმა. მაგრამ კაცის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ მისთვის უფრო ადვილია მიიღოს სტერეოტიპები, ვიდრე აღიაროს ინვალიდობის მქონე ადამიანის ინდივიდიდუალობა და გაიგოს რაში მდგომარეობს მათი პრობლემატურობა. ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია მიიღოს მათი ტკივილი და სიხარული, პატივი სცეს ინვალიდობის მქონე პირთა სამართლიან მოთხოვნებს, დაეხმაროს მათ უფლებათა დაცვის საკითხში, მაგრამ საზოგადოების მხრიდან სათანადო გამოხმაურებას ჯერ მაინც არ აქვს ადგილი. შესაძლოა ამით აიხსნება, თუ რატომ დაერქვა ინვალიდთა თანასწორობისათვის გაშლილ მოძრაობას უკანასკნელი მოძრაობა მოქალაქეთა უფლებების აღდგენისათვის“.

ინვალიდობის მქონე ადამიანებს ყველაზე მეტად სურთ, რომ საზოგადოებამ - ისინი მიიღოს ისეთებად, როგორებიც არიან სინამდვილეში და რომ მათ უფლებებს იცავდეს კანონმდებლობა და საზოგადოებრივი აზრი.

ფოლკლორი

დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთ ევროპის ფოლკლორში ინვალიდობა ასოცირდება ბოროტებასთან. ძმები გრიმები იწერდნენ ჩრდილოეთის ხალხების თქმულებებს და ქმნიდნენ ზღაპრებს. ამ ზღაპრების ბოროტი პერსონაჟები ხშირად აღწერილნი არიან, როგორც ინვალიდობის მქონე პირები, მაგალითად ალქაჯი ზღაპრიდან „გენზელი და გრეტელი“ არის მახინჯი, კოჭლი და ბრმა დედაბერი.

მსგავს სახე-ტიპებს ჩვენ უხვად ვიღებდით ბავშვობაში, რაც არასწორი იყო. ეს ყოველივე ქვეცნობიერად ილექება ბავშვის აზროვნებაში და განსაზღვრავს მის მომავალ მსოფლმხედველობას, მიდგომას ამა თუ იმ საკითხის მიმართ. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ, რომ ბავშვი, ვინც წაიკითხა „გენზელი და გრეტელი“, გადის ქუჩაში და ხედავს მოხუცებულს, რომელსაც სიარული უჭირს... რა თქმა უნდა, მისი დანახვისთანავე ბავშვს ბოროტი ალქაჯი გაახსენდება, რასაც სინამდვილეში ოდნავ ახლო კავშირიც კი არ ექნება მოხუცებულთან.

ცუდი არის ის, რომ ამ ზღაპარს, და სხვა მსგავს ისტორიებს, კვლავინდებურად კითხულობს უამრავი ბავშვი, თან პარალელურად არ ხდება სათანადო ახსნა და დაკვალიანება, არამედ ხშირად მსგავსი კაზუსები ფილმის სიუჟეტსაც ედება საფუძვლად, მაგ. „პრინცესა - პატარძალი“ (1987 წ. რეჟ. რობ რაინერი ა.შ.შ.).

მასობრივი გართობა

ძველი რომის კოლიზეუმში არა ერთი შემზარავი სანახაობა იმართებოდა... მათ შორის იყო ინვალიდობის მქონე ბავშვთა შიშველ შუბებზე გდება, ბრმა გლადიატორების ერთმანეთთან შერკინება, ქალებსა და ჩია ტანის ადამიანებს შორის გამართული ორთაბრძოლა.

ინვალიდობის მქონე პირები ისტორიულად დაცინვის ობიექტად მიაჩნდათ ადამიანებს. მეფის კარზე მყოფი ჯამბაზები, ვთქვათ, ჰენრიხ VIII, ჯამბაზი უილიამ სომნერი, როგორც წესი, ინვალიდები იყვნენ.

18-ე და 19-ე საუკუნეებში ე.წ „სულელების გემები“ „გიჟებთან ერთად“ მოგზაურობდნენ პორტიდან პორტში და ყველგან იღებდნენ საკმაოდ დიდ შემოსავალს. ამის მიზეზი კი გახლდათ ის, რომ მათ დუხჭირი და ინვალიდი ადამიანებისგან ქონდათ შექმნილი თეატრალური წარმოდგენები და ხალხი ბევრს იცინოდა და ხალისობდა ასეთი პერსონაჟების პრიმიტიულობაზე. როდესაც ტურნეები თავდებოდა, „სულელებს“ ტოვებდნენ ულუკმაპუროდ, საკუთარი ბედის ამარა.

18-ე საუკუნეში, ლონდონში, ადამიანები ფსიქიურად შეშლილთა პანსიონატებში მიდიოდნენ ისე, თითქოს ეს დრამატული თეატრი იყო და კარგად ხალისობდნენ სულიერად აშლილ ადამიანების მოძრაობაზე.

ამ ტრადიციებს აგრძელებდნენ ცირკები და მახინჯთა შოუები, კონ აილენდზე. ამერიკაში დღემდე იმართება „მახინჯთა შოუს“ წარმოდგენები.

ადამიანებს ახასიათებთ დიდი ცნობისმოყვარეობა და შიში ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ არ გვანან ერთის შეხედვით. და, თუ ხედავენ მათ საქციელში კიდევ უფრო მეტ დარღვეულობას, მაშინ შინაგანად თითქოს უხარიათ კიდეც, რომ არ არიან ისეთნი და ყოველივე ეს უქმნით მათ ილუზიას საკუთარი არსების სიძლიერესა და სრულყოფილებაზე. ამ ფენომენზეა აგებული საშინელებათა ჟანრის ფილმების აბსოლუტური უმეტესობა.

მეკობრეები

პირველად მეკობრეებს აღიარებდნენ, რადგან მათ გააჩნდათ დიდი კაპიტალი და ბრძოლების შედეგად მოპოვებული განძი შესაძლებელს ხდიდა იმპერიის დაარსებასაც კი. მაგრამ უკვე 19-ე საუკუნეში მათ მიმართ აზრი რადიკალურად შეიცვალა და მეკობრეები გახდნენ მძარცველები, ყაჩაღები, მკვლელები და მოძალადენი.

იმ დროს იქმნებოდა მეკობრეთა არა ერთი სახე, რომლის მიხედვითაც, როგორც წესი, ისინი იყვნენ, ცალთვალები, ცალფეხები და ამ შემთხვევაში, მეორე ფეხი აუცილებლად უნდა ქონოდათ ხის, ერთ ხელზე ქონდათ კაუჭი მტევნის მაგიერ და ა.შ. გავიხსენოთ ჯონ სილვერი რ. ლ. სტივენსონის ნაწარმოებიდან „განძთა კუნძული“, ან კაპიტანი კაუჭი ჯ. მ. ბარის წიგნიდან „პიტერ პენი“.

სინამდვილეში კი როგორია ვითარება? რა თქმა უნდა, მეკობრეებში არაერთი მოძალადე და მძარცველი იყო, მაგრამ ბევრი რამის სწავლა მათგან დღევანდელ საზოგადოებასაც მართებს. მაგალითად, მეკობრეებმა ძალიან ბევრზე ადრე შეიმუშავეს სოციალური უზრუნველყოფის მარტივი სისტემა, აქ ყველაფერი მეწილეობის პრინციპზე იყო გათვლილი და, თუ ვინმე მათთან ყოფნის და ბრძოლის დროს იძენდა ინვალიდობას, მაშინ ბანდის დანარჩენი წევრები თავს ვალდებულად თვლიდნენ, რომ მისთვის კონპენსაციის სახით მუდმივად ეხადათ ფული.

ევგენიკისმომხრეები

უინსტრონ ჩერჩილი იყო „ევგენიკის“ მომძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერი. მაგრამ ბრიტანული პოლიტიკის ელიტიდან მარტო ის როდი იზიარებდა ამგვარ მოსაზრებებს. “ევგენიკას” აგრეთვე უჭერდნენ მხარს ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებლები სიდნეი და ბეატრის უებები, აგრეთვე მემარჯვენე და მემარცხენე მოძრაობის არაერთი გავლენიანი ინტელექტუალი.

1913 წელს, როცა მიღებულ იქნა კანონი გონებრივი ჩამორჩენილობის შესახებ და უინსტონ ჩერჩილი იყო დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ოფიციალურ მოხსენებაში, რომელიც წაიკითხა მან ლორდთა პალატაში, იგი ამბობდა: გონებასუსტი ადამიანები წარმოადგენენ საშიშროებას რასისთვის. საზოგადოებამ უნდა მოიშოროს ისინი და სასურველია ეს მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდეს.“

„ევგენიკის“ მომხრეები იყვნენ აგრეთვე მწერლები დ. ჰ. ლოურენსი, ჰ. უელსი და ო. ჰეკსლი, აგრეთვე ეკონომისტი - ჯონ მაინარდი.

გონებრივი ჩამორჩენილობის კანონის შესაბამისად სპეციალურ დაწესებულებებში მოთავსებულ იქნა სამეფო კარის ორი წევრიც, ერთი მათგანი დედა-დედოფლის ბიძა იყო, რომლის ისტორიაზეც მოგვიანებით BBC - მ გადაიღო ფილმი „დაკარგული უფლისწული“ (რეჟ. სტივენ პოლიაკოვი).

მას, ჯერ კიდევ ბავშვობაში, დაუსვეს ეპილეფსიის დიაგნოზი და სიცოცხლის ბოლომე იგი იზოლაციაში იმყოფებოდა. ანალოგიური საფუძვლების გამო, ამერიკაში, ჯონ კენედის და იმყოფებოდა სპეციალურ დაწესებულებაში და გაუკეთდა ლაბოტომია. ამან შთააგონა პრეზიდენტ კენედის, რომ გაეტარებინა მთელი რიგი რეფორმები და ინვალიდობის მქონე პირთა ცხოვრება გაეხადა უფრო მისაღები და ცივილური. იგი საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვიდა არსებული კანონმდებლობის წინააღმდეგ და ამ საქმეში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაუბრუნდნენ საზოგადოებას და მიეცათ საშუალება ესწავლათ და ემოღვაწათ მასში და მათთვის.--

პიროვნების დამცირება

ყველა დროში და ეპოქაში ადამიანებს, როცა სურდათ ვინმეს დამცირება, მის ფიზიკურ დარღვეულობაზე მიუთითებდნენ. მნიშვნელობა არ ქონდა, მართლა გააჩნდა მას ასეთი, თუ არა...

ამის ერთ-ერთი უძველესი მაგალითია, თუ როგორ ცდილობდნენ ტუდორთა დინასტიის წარმომადგენლები რიჩარდ III-ის დისკრედიტირებას, რომელსაც უკანონოდ ჩამოართვეს კიდეც სამეფო ტახტი. ტუდორებს ეშინოდათ, რომ სახალხო აჯანყების შედეგად რიჩარდ III-ის მემკვიდრეები შესძლებდნენ სამეფო ტახტის დაბრუნებას. მისი პიროვნება, რომ დაემცირებინათ, ამ საგვარეულოს ისტორიკოსები რიჩარდ III-ს ხატავდნენ, რგორც კოჭლ და კუზიან კაცს, რომელმაც შურის და ეჭვის გამო არაერთი ადამიანი უსამართლოდ მოაკვლევინა.

მეცნიერებმა ლაზერული სხივების მეშვეობით გამოიკვლიეს რიჩარდის პორტრეტი, რომელიც ლონდონის ეროვნულ გალერეაშია და დაასკვნეს, რომ ტილოზე კუზი მოგვიანებით არის მიხატული.

ქველმოქმედება

იუდეისტური, ისლამური და ქრისტიანული ზნეობის ერთ-ერთ საფუძველს და მთავარ ასპექტს ოდითქგანვე მოწყალება წარმოადგენდა. მას, როგორც წესი, მოიაზრებენ კეთილშობილ თვისებად და ხშირ შემთხვევაში ეს მართალიცაა. თუმცა ურთიერთობამ, რომელიც მოწყალების საფუძველზე უყალიბდება საზოგადოებას ინვალიდობის მქონე პირთა მიმართ, მიგვიყვანა იქამდე, რომ მის ზოგიერთ გამოვლინებას შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები დამამცირებლად მიიჩნევენ. ეს განსაკუთრებით საგრძნობიახოლმე სკოლაში ინვალიდ მოსწავლეებს შორის.

იმ იდეამ, რომლის მიხედვითაც ქველმოქმედება არის ერთადერთი გზა, რისი მეშვეობითაც შეიძლება ინვალიდობის მქონე პირებმა იარსებონ, ჩამოაყალიბა უმცდარესი სტერეოტიპული ვექტორი და ამ მიდგომის მიხედვით ინვალიდობის მქონე პირი ასოცირდება უმწეო და უუნარო ადამიანთან, რომელსაც მუდმივი მფარველეობა და მატერიალური დახმარება სჭირდება.

დღეს ინვალიდობის მქონე პირები მოითხოვენ უფლებებს და არა წყალობას, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც იმედის თვალით უყურებს ქველმოქმედებს და დამოკიდებული ხდება მათ სახსრებზე...

არაერთი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც არ ეკუთვნის ინვალიდებს, ძველებურად განაგრძობენ საზოგადოების გულის მოგებას მსგავსი ქმედებით... ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისინი ცუდად იქცევიან, უბრალოდ ამ შემთხვევაში სახსრები იხარჯება არამიზნობრივად და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ინვალიდთათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნისათვის ვზრუნავდეთ, ვეხმარებით მათ ერთჯერადი, ან პერიოდული დახმარებებით, რაც სინამდვილეში პრობლემას პრობლემადვე ტოვებს.

სწორედ ამიტომ დღეს ინვალიდთა უფლებების დაცვისთვის გაჩაღებული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგია - „ჩვენ ვითხოვთ უფლებას და არა მოწყალებას!“

თანამედროვე თემატიკა

როგორც დავინახეთ, დღემდე არსებული ცრუ-წარმოდგენების უმეტესობა არსებობს მრავალწლიანი ისტორიული გავლენის შედეგად. ინვალიდობის მქონე პირთა დიდ შეშფოთებას იწვევს სამედიცინო მომსახურებისა და გაგების მთელი რიგი ასპექტები, რომლებიც არა თუ შეიცვალა ბოლო წლების მანძილზე, არამედ უფრო გამძაფრდა კიდეც დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში და ევროპის რიგ ქვეყნებში. კერძოდ, სახელმწიფო დახმარების მოცულობის შემცირება ჯანდაცვის სფეროში; სამედიცინო უარის თქმის პოლიტიკა „რეანიმაციული დახმარების“ დარგში (რომლის გადაწყვეტის უფლება ენიჭებათ ექიმებს); მზარდი მოთხოვნილება ნებაყოფლობით ევთანაზიაზე, რომლის გამოყენებაც დასაშვებად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუკი საქმე გვაქვს ისეთ ინვალიდთან, რომელიც „ქმნის უამრავ პრობლემას“.

აგრეთვე შეშფოთებას იწვევს იმის პერსპექტივა, რომ დღეს უკვე აქტიურად მუშაობენ კანონზე გენური ინჟინერიის შესახებ, სადაც ჩასახვის მომენტშივე შემჩნეული ნებისმიერი დეფექტის შემთხვევაში, ხელი შეუშალონ ნაყოფის განვითარებას და მისი შეჩერება მოხდეს.

ქვევით მოყვანილი იქნება იმ ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა სია, რომელნიც არ გაჩნდებოდნენ, თუკი ასეთი ამაზრზენი ღონისძიებანი წინასწარ იქნებოდა მიღებული:

  • ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი - სიყრუე.

  • ლუის ტულუზ-ლოტრეკი - ფეხების დეფორმაცია.

  • სვიტენ ჰოკინგი - ნეირომოტორული დაავადება.

  • ალბერთ აინშტაინი - დისლექცია.

  • სერ ჯორჯ ბაირონი - ბრტყელტერფიანობა.

  • რუზველტი - ქვედაკიდურების პარალიჩი (სხვათაშორის, რუზველტი არის ბრწინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლო ადამიანმა, ვისაც არ შეეძლო დამოუკიდებელად გადაადგილება, საკუთარი შესაძლებლობის რეალიზება და ქვეყნის პირველი პირი გახდა. მაგრამ მიუხედავად დიდი პოპულარობისა და სულიერი სიძლიერისა, ის ინვალიდის ეტლით არასდროს ჩნდებოდა სურათებში, ვინაიდან თვლიდა: „ამერიკელი ხალხი არასდროს აირჩევს ხეიბარ პრეზიდენტს.“)

  • უინსტონ ჩერჩილი - დეპრესია.

  • ჰელენ კელერი - ყრუ-მუნჯი..

3 სტატისტიკა

▲ზევით დაბრუნება


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი ფლობს სხვადასხვა სახის ინვალიდობას და მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.

დასავლეთის წარმატებულ ქვეყნებში თითოეული ადამიანის და მათშორის ინვალიდების შეფასება ხდება „ფუნქციონირების შესაძლებლობათა შეზღუდვისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაციით“ - (ICF), რომელიც აქცენტს აკეთებს პიროვნების არსებულ გარემოში ფუნქციონალურ შეფასებაზე და არა „უნარშეზღუდულობაზე“ და წარმოადგენს მოდელს არა მხოლოდ უმცირესობისათვის არამედ ყველასათვის.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2004 წლის ანგარიშში აღნიშნა და რეკომენდაცია გაუწია ხელისუფლებას, რათა ინვალიდობის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მთლიანად უნდა ეყრდნობოდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულფუნქციონირების, შესაძლებლობათა შეზღუდულობისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაციას (ICF).

საქართველოში ინვალიდობის იდენტიფიკაცია „ფუნქციონირების შესაძლებლობათა შეზღუდვისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაციის“ გამოყენებით შესაძლებელს გახდის გაიზარდოს ინვალიდთა რეაბილიტაციის, განათლებისა, დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობის სხვა პროგრამების ეფექტურობა, მათი, როგორც ეკონომიკური, ისე შედეგობრივი თვალსაზრისით.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველის 20005 წლის მეორე ნახევარის მდგომარეობით მომზადებული ანგარიშიდან ირკვევა: სოციალური ექსპერტიზის 2006 წლის სახელმწიფო პროგრამისფარგლებში დაგეგმილია შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემის შემუშავება. მიმდინარე ეტაპზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის წარმომადგენლების, მოწვეული სპეციალისტების და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით იქმნება თემატური ჯგუფი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ICF - ის სრული ვერსიის ქართულ ენაზე გამოცემასა და მის საფუძველზე შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების ოპტიმალური სისტემის შემუშავებას.”.

ამჟამად კი ინვალიდად ცნობა ხდება სამედიცინო დიაგნოზის საფუძველზე, ხოლო ინვალიდობის ხარისხი გაიგივებულია შრომის უნარშეზღუდულობასთან და განისაზღვრება სამედიცინო - შომითი ექსპერტების კომისიის მიერ. ინვალიდობის დაყოფა კი ხდება შემდეგი კატეგორიების მიხედვით: „მკვეთრად“, „მნიშვნელოვნად“, და „ზომიერად“ გამოხატული შესაძლებლობათა შეზღუდვა.

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდით და ვეცადეთ შეგვეგროვებინა სააღრიცხვო მონაცემები პირებზე, რომლთაც:

1. ესაჭიროებათ საინვალიდო ეტლი;

2. ესაჭიროებათ ყავარჯენი ან ხელჯოხი;

3. გააჩნიათ სირთულე ვერბალურ ურთიერთობაში (ყრუ, სმენადაქვეითებული);

4. აქვთ სიბრმავე, ან დაქვეითებული აქვთ მხედველობა;--5. გააჩნით მენტალური შეზღუდვა; და სხვა...

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვფლობდეთ სანდო მონაცემებს თუ:

1. ინვალიდობის მქონე რამდენი პირი იღებს განათლებას ჩვეულებრივ სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში;

2. რამდენი იღებს განათლებას ბინაზე;

3. რამდენი იღებს განათლებას სპეციალურ სკოლაში (ინტერნატში);

4. რამდენი ინვალიდობის მქონე პირია დასაქმებული და რა სფეროებში;

5. რამდენი ინვალიდობის მქონე ადამიანი სარგებლობს ე.წ საგადასახადო. „შეღავათით”; და სხვა...

სამწუხაროდ საქართველოში დღემდე არ არსებობს ინვალიდობის მქონე პირთა ესოდენ მნიშვნელოვანი, სააღრიცხვო მონაცემები - სტატისტიკა, რაც შეუძლებელს ხდის რაიმე მნიშვნელოვანი ანალიზის გაკეთებას. ყოველივე კი აფერხებს ისედაც მწირი რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას ამ პრობლემატიკაზე მუშაობისას. ქვემოთ გთავაზობთ იმას რა ინფორმაციის და მონაცემების შეგროვებაც შევძელით ამ ეტაპზე.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა მოგვაწოდა 2005 წელს, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ რაიონულ ფილიალებში აღრიცხულ ინვალიდობის მქონე, პენსიის მიმღებ პირთა მონაცემები საქართველოს რეგიონების მიხედვით:

რეგიონები

ყველა სახის ინვალიდი
პენსიონერი

პროცენტული განაწილება

აჭარა

22 096

9,55%

აფხაზეთი

6 483

2,80%

თბილისი

36 716

15,88%

გურია

9 861

4,26%

იმერეთი

54 784

23,69%

კახეთი

21 447

9,27%

მცხეთა-მთიანეთი

6 124

2,65%

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო
სვანეთი

5 310

2,30%

სამეგრელო-ზემო სვანეთი

24 266

10,49%

სამცხე-ჯავახეთი

9 075

3,92%

შიდა ქართლი

18 749

8,11%

ქვემო ქართლი

16 369

7,08%

სულ საქართველოში ............................... 231 280. ……........... 100%

აღნიშნული მონაცემებით სულ საქართველოში ცხოვრობს 231 280 ინვალიდობის მქონე ადამიანი, ხოლო იგივე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 1 ივნისის მონაცემებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ რეგისტრირებულია 226 193 ინვალიდობის მქონე პირი, რომელთაგან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა 34 088 (15 %), მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის 150 232 (66,4 %), ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის 29 119 (12,9 %), 18 წლამდე ინვალიდობის მქონე ბავშვთა რიცხვმა კი შეადგინა 12 754.

ინვალიდთა სახელმწიფო პენსიებზე - 2005 წელს სულ გაცემულია 86 036 160 ლარი.

2005 წელს ინვალიდთა რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამაზე გამოყოფილი იყო 4 485 000 ლარი. ამ პროგრამის ფარგლებში მომსახურებით ისარგებლა 5 000-მდე ინვალიდობის მქონე ადამიანმა. იგივე პროგრამაზე 2006 წელს გამოყოფილია 3 852 000 ლარი.

თუ დავეყრდნობით საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალურ მონაცემებს 2006 წლი 1 იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობის რიცხვმა შეადგინა 4 401,3 ათას კაცი. შესაბამისად ინვალიდობის მქონე პირთა წილი შეადგენს 5,2 %-ს (231,3/4 401,3X100), რაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო მონაცემებთან (10%, 3%) და თუ მას გავითვალისწინებთ სავარაუდოდ საქართველოში ინვალიდობის მქონე პირთა რიცხი მინიმუმ უნდა შეადგენდეს 308,1 ათასს (4 401,3X7/100).

არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდმა „პირველი ნაბიჯი“, რომლის საქმიანობის მიზანიცაა ინვალიდობის მქონე ბავშვთა დახმარება, გადმოგვცა მათ მიერ 2004 წელს თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევის მასალები საიდანაც ირკვევა, რომ:

ინვალიდობის მქონე 1 230 ბავშვიდან (და/ან მოზარდიდან):

1. არ იღებს განათლებას რაიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში: 386 (31.38%);

2. ბაღში დადის: 34 (2.76%);

3. დღის ცენტრში დადის: 14 (1.14%);

4. ოჯახის აზრით ბავშვი ვერ დაძლევს სასწავლო პროგრამას: 113 (9.19%);

5. არ აქვს კონტაქტი ინვალიდობის არმქონე თანატოლებთან: 162 (13,17%).

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 1 ივნისის მონაცემებით 18 წლამდე ინვალიდობის მქონე ბავშვთა რიცხვმა შეადგინა 12 754. თუ ამ ორ მონაცემთა ჯგუფს განვაზოგადებთ მივიღებთ, რომ საშუალოდ:

1. სასკოლო განათლების გარეშე რჩება 4 002 (31,38%) ინვალიდობის მქონე ბავშვი;

2. 1 680 (13,17%) ინვალიდობის მქონე ბავშვს არ აქვთ კონტაქტი ინვალიდობის არმქონე თანატოლებთან.

2004 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ მიერ ჩატარებული კვლევის (კვლევა განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდისა Unisef და ორგანიზაცია Every Child-ის მხარდაჭერით) მასალების მიხედვით საქართველოში მოქმედებს 13 სპეცსკოლა (ინტერნატი) სადაც განთავსებულია 1 572 განსხვავებული ინვალიდობის მქონე ბავშვი და მოზარდი, აქედან 935 (59,48%) პირს გააჩნია ფიზიკური, ხოლო დანარჩენ 637 (40,52%) პირს მენტალური შეზღუდვა (რაც შეადგენს ინვალიდობის მქონე ბავშვთა საერთო რაოდენობის (12 754) 12,33%-ს).

თუ დავეყრდნობით ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს მივიღებთ, რომ 7 254 (56,88%) ინვალიდობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისა ნაწილობრივ ან სრულიად იზოლირებულია დანარჩენი საზოგადოებისაგან, ვერ იღებს სრულფასოვან განათლებას ჩვეულებრივ სკოლაში არაინვალიდ თანატოლებთან ერთად.

მონაცემთა სანდოობიდან გამომდინარე გასაგებია, რომ მაჩვენებლები შეიძლება შორს იყოს რეალობისაგან, თუმცა თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნის გამოცდილებას და მონაცემებს რეალობა გაცილებით უფრო ნეგატიური იქნება.

4 საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


(20005 წლის მეორე ნახევარი)

http://www.parliament.ge/files/252-10879-398185-Report-2005-bolo.pdf

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა.

სახალხო დამცველის 2004 წლის ანგარიშში ზოგადად შეფასებული იქნა ამ კუთხით საქართველოში არსებული სიტუაცია და გაკეთდა შესაბამისი რეკომენდაციები. უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობა 2004 წლიდან 2006 წლამდე ფაქტობრივად არ შეცვლილა. თუ კონკრეტულად განვიხილავთ ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესების მიერ პრიორიტეტად აღიარებულ ძირითად მიმართულებებს და შევადარებთ 2004 წლის ანგარიშში გაკეთებულ მიმოხილვას, აშკარად დავინახავთ, რომ ქვეყანას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები პრიორიტეტად ნამდვილად არ მიაჩნია, რეალურად ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით.

ისევ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება გლობალური პოლიტიკის არარსებობა.

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, სამინისტროს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, 21.09.2005 წელს №238/ ბრძანების (დანართი 1) თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის, სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესის განხორციელებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო. უკანასკნელის წინადადებები გათვალისწინებული იქნა მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“, რომელიც შშმ პირთა სოციალური დაცვის პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს და არსებული საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში მიზნად ისახავს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ 1995 წლის 14 ივნისის №756-ს საქართველოს კანონისა და „შშმ პირთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტული წესების“ თაობაზე გაეროს 1993 წლის 20 დეკემბრის №48/96 რეზოლუციის მოთხოვნათა აღსრულებას.

მინისტრის 2005 წლის 21 სექტემბრის №238/ო ბრძანების საფუძველზე შექმნილმა საკონსულტაციო საბჭომ ამავე ბრძანების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მაისის №225 ბრძანებულებით შექმნილი „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს“ გაუქმებისა და ახალი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის მიზნით, მოამზადა სათანადო წინადადებები და რეკომენდაციები. აღნიშნული საბჭოს პირდაპირი დანიშნულება იქნება შშმ პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის დაზუსტება - დახვეწაზე შემდგომი მუშაობის წარმოება.

რაც შეეხება შშმ პირთა სფეროში არსებულ კანონმდებლობას, 2004 წლის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ მოქმედი კანონმდებლობა მთლიანად უნდა ეყრდნობოდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ფუნქციონირების, უნარშეზღუდულობისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაციას (ICF).“ აღნიშნული კლასიფიკაცია არ მოქმედებდა საქართველოში, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა უნარშეზღუდულობის იდენტიფიკაციის და მასთან განუყრელად დაკავშირებული რეაბილიტაციის, განათლებისა და დასაქმების საკითხების გადაწყვეტას. აღნიშნული კლასიფიკაციის დანერგვის შესახებ რეკომენდაცია გაკეთებული იყო სახალხო დამცველის 2004 წლის ანგარიშშიც.

ეს არის რეკომენდაციის ის ერთადერთი კომპონენტი, რომელიც ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, შშმ პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობისათვის „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილია შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემის შემუშავება. მიმდინარე ეტაპზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის წარმომადგენლების, მოწვეული სპეციალისტების და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით იქმნება თემატური ჯგუფი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ფსკ-ის სრული ვერსიის ქართულ ენაზე გამოცემასა და მის საფუძველზე შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების ოპტიმალური სისტემის შემუშავებას.

ყველაზე მწვავედ, ისევე როგორც ადრე, დღესაც ხელმისაწვდომობის პრობლემა დგას. ეს გულისხმობს ხელმისაწვდომობას საზოგადოებრივ ადგილებში, შენობის გარეთ სივრცეში, ტრანსპორტში, სახლებში, სპეციალური დანადგარების მონტაჟს სმენადაქვეითებულებისათვის და უსინათლოებისათვის, სპეციალური ტრანსპორტით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გადაყვანას სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში, სამსახურში, მნიშვნელოვანია აგრეთვე, საკითხი რამდენად ითვალისწინებს მედია უნარშეზღუდულ პირთა საჭიროებებს, გამოდის თუ არა ლიტერატურა ბრაილის შრიფტით და ა.შ.

ხელმისაწვდომობის თაობაზე არერთი რეკომენდაცია გაკეთდა სახალხო დამცველის 2004 წლის ანგარიშში, თუმცა სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ შშმ პირებმა კიდევ წელიწადნახევარი გაატარეს მათთვის საჭირო ელემენტარული პირობების გარეშე. მართალია, კანონმდებლობაში ჩაიდო მუხლები, რომლებიც გარკვეულწილად უნდა წარმოადგენდეს მათი უფლებების დაცვის გარანტიას, მაგრამ ჯერ-ჯერობით ისინი მხოლოდ დეკლარირების დონეზე არსებობს. გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის 2002/61 რეზოლუციაში აღიარებულია, რომ თანასწორობის ფუნდამენტალური პრინციპების დარღვევა ან ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია ან სხვა უარყოფითი მოპყრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი, რომელიც ეწინააღმდეგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანასწორუფლებიანობის სტანდარტულ წესებს, არის მათი უფლებების უხეში დარღვევა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 48/96 რეზოლუცია ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესების თანახმად, ამ წესების დანერგვა გულისხმობს სახელმწიფოების მიმართ მორალური და პოლიტიკური ვალდებულებების აღებას ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. ეს წესები აგრეთვე ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შესახებ ზომების მიღებასა და თანამშრომლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრინციპებს.

სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ მისაწვდომობის მნიშვნელობა ინვალიდებისათვის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის პროცესში. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს სამოქმედო პროგრამები საიმისოდ, რომ მატერიალური გარემოცვა მისაწვდომი გახადონ მათთვის, უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა შშმ პირებს ხელი მიუწვდებოდეთ ინფორმაციასა და კომუნიკაციებზე.

სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები მატერიალური გარემოცვის გამოყენებისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოსაფხვრელად. ამგვარ ზომებში უნდა შედიოდეს სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, აგრეთვე იმ საკანონმდებლო აქტების მიღების შესახებ საკითხის განხილვა, რომლებიც მიმართულია საერთო სარგებლობის ისეთი ობიექტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, როგორიცაა შენობა-ნაგებობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სხვა სატრანსპორტო საშუალებები, ქუჩები და ა.შ.

სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არქიტექტორებისათვის, ინჟინერ- მშენებლებისა და სხვა სპეციალისტებისათვის, რომლებიც მათი პროფესიიდან გამომდინარე მატერიალური გარემოს დაპროექტებითა და შექმნით არიან დაკავებულნი, ხელმისაწვდომი გახდეს ადეკვატური ინფორმაცია ინვალიდთა მიმართ გასატარებელი პოლიტიკის შესახებ.

სახელმწიფოებმა უნდა შექმნან პირობები იმისთვის, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა - ტელევიზიამ, რადიომ და პრესამ - მისაწვდომი გახადონ თავიანთი მომსახურება.

სახელმწიფომ აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი ინვალიდთა ჩართვას შრომის თავისუფალ ბაზარში. სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ისეთი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობას, როგორიცაა თეატრი, მუზეუმები, კინო-თეატრები და ბიბლიოთეკები.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“

საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილებისათვის.

დაუშვებელია დასახლებული პუნქტების №4307 დაპროექტება და განაშენიანება, სხვადასხვა ობიექტების მოწყობა, მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ისინი არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირობები, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა თავისუფლად ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებით და სპორტული ნაგებობებით, უზრუნველყონ ისინი სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულად ითვლება ინვალიდობის მოტივით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის კანონით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების განხორციელებაზე უარის თქმა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად კი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შექმნისაგან თავის არიდება, აგრეთვე ობიექტების დაპროექტებისას და მშენებლობისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საჭიროებისა და მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველს.

იმავე კოდექსში აღნიშნულია, რომ 1781-1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. თუმცა, როგორც გაირკვა, მიხედავად იმისა, რომ კოდექსში შესაბამისი მუხლი თითქმის ერთი წლის წინ არის ჩადებული, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯერ არ არის განსაზღვრული ის ორგანო, რომელიც იქნება უფლებამოსილი შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, შესაბამისად არ არსებობს ოქმის შედგენის პრეცედენტიც.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რამდენად იყო გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები და მოთხოვნილებები ობიექტების დაპროექტება-მშენებლობისას და არსებობდა თუ არა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ძველ შენობებში მათთვის ახალი ადაპტირებული კარების, ლიფტებისა და პანდუსების დაყენებას, ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურიდან გვაცნობეს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივი დანიშნულების ან სხვა შერეული ფუნქციის მქონე ობიექტების დასაპროექტებლად ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური ადგენს და დამკვეთებზე გადასცემს ქალაქმშენებლობით პირობებს, რომლითაც სხვადასხვა მოთხოვნებთან ერთად გათვალისწინებულია ის სავალდებულო პირობაც, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ლიფტებამდე გადასაადგილებლად პანდუსების მოწყობას, თუმცა, როგორც სამსახურის უფროსი ნ.ჩხაიძე აღნიშნავს, დამკვეთთა მხრიდან მათი განხორციელების ეფექტურობა ნაკლებად შესამჩნევია. რაც შეეხება ხელმისაწვდომობის საკითხს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან გვაცნობეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოყოფილია დასაჯდომი ადგილები მძღოლის კაბინის უკან პირველივე რიგში. სპეციალური ასასვლელები, დღეისათვის მარშრუტებზე ჩართულ მოძრავ შემადგენლობებს არ გააჩნიათ. აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ შეუძლია დამოუკიდებლად ავიდეს ავტობუსში, მაშინ ვისთვის არის გათვალისწინებული ადგილები მძღოლის უკან? ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის შშმ პირთა სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში. არადა აღნიშნული ავტობუსები ბოლო 2 წლის განმავლობაშია შემოყვანილი საქართველოში.

თბილისის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია საკუთრებაში ისეთი სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სასწავლო, სამედიცინო დაწესებულებებში და სამსახურებში გადაყვანას. ეს არის კიდევ ერთი დაბრკოლება, რაც შშმ პირებს არ აძლევს საშუალებას თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.

თბილისის ახლადგარემონტებულ ქუჩებსა და გადასასვლელებზე ერთი თვალის შევლებითაც ცხადი ხდება, რომ მათი შეკეთებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე არავის უფიქრია, არ არსებობს არც მათთვის სპეციალურად გათვალისწინებული პანდუსები, არც ხმოვანი სიგნალები და სხვა რაიმე მოწყობილობა. 2006 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ შემოწმებულ იქნა ქ.თბილისის მერიის, რუსთაველის სახელმწიფო თეატრის, ჯანდაცვის სამინისტროს და ვაკე-საბურთალოს გამგეობის შენობები.

აგრეთვე ვაკის პარკის აღმოსავლეთ შესასვლელთან არსებული ახალი კორპუსი (მოსეშვილის ქუჩა) და გაბაშვილის ქუჩაზე (№2,3,4) მდებარე ახალი კორპუსები. ქ. თბილისის მერიაში არ აღმოჩნდა ინვალიდთათვის განკუთვნილი არანაირი მოწყობილობა. ასეთი მოწყობილობა არ აღმოჩნდა არც რუსთაველის თეატრში და ვაკე-საბურთალოს გამგეობაში.

ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს ინვალიდთათვის განკუთვნილი სპეციალური ლიფტი და სამინისტროს მისაღებამდე მისასვლელი გზა. მოსაშვილის ქუჩაზე მშენებარე სახლში გათვალისწინებულია ე.წ. სატვირთო ლიფტი, სპეციალურად ინვალიდებისათვის გათვალისწინებული ლიფტი არ არსებობს.

გაბაშვილის ქუჩის 2, 3, და 4 ნომრებში არ არის გათვალისწინებული ინვალიდთა გადაადგილებისათვის აუცილებელი საშუალებები.

ჭავჭავაძის გამზირზე დათვალიერებული 5 მიწისქვეშა გადასასვლელიდან 4 მათგანს აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გათვალისწინებული განყოფილებები, თსუ-ს პირდაპირ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში კი ასეთი განყოფილება გათვალისწინებული საერთოდ არ არის.

ოთხ გადასასვლელს შორის მხოლოდ ვაკის პარკის მთავარი შესასვლელის წინ არსებულ გადასასვლელშია შესაძლებელი რელსებს შორის ჩაშენებულ საფეხურებზე ეტლის უკნიდან დაჭერა.

დანარჩენ სამ ადგილას (ყიფშიძის შესახვევთან, მე-9 საავადმყოფოსთან და ყოფილ ვაკის სახანძროსთან) მწყობრში მყოფი სამუხრუჭე სისტემის გარეშე ეტლის უსაფრთხოება ინვალიდთა განყოფილებებში მოძრაობის შემთხვევაში არ არის გარანტირებული. ამასვე ადასტურებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი განმარტებით, ამ ჩასასვლელების არასწორად დაპროექტების გამო, დახრის კუთხე იმდენად მაღალია, რომ მათი გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელია.

ქ.თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, დედაქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულ ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელებში განსაზღვრულია მოეწყოს საეტლე ბილიკები, რაც განხორციელდება შესაბამის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მეშვეობით. დედაქალაქის ქუჩების და გზების კაპიტალურად შესაკეთებელ ობიექტებზე გათვალისწინებულია ტროტუარებთან მოეწყოს პანდუსები. თუმცა გაურკვეველია ახლადგარემონტებულ გადასასვლელებზე რატომ არ იქნა უკვე გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები.

როგორც თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურიდან მოსული პასუხიდან გაირკვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის მოცემულ ეტაპზე თბილისში ფუნქციონირებს შემდეგი ადაპტირებული სკოლები: №10, №21, №98, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ადაპტაციისათვის შესაბამისი პირობებია შექმნილი. რაც შეეხება ბიბლიოთეკებს, მათი განმარტებით, ხორციელდება უსინათლო და სმენადაქვეითებული ახალგაზრდებისათვის ხმოვანი წიგნების ჩაწერა.

განათლების სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ ფუნქციონირებს 11 საპილოტო სკოლა (გურამ რამიშვილის საავტორო სკოლა, № 180, 61, 10, 6, 151, 130, 44, 60, 4, მე-2 ექსპერიმენტული), სადაც მიმდინარეობს ინკლუზიური განათლება. ჩამოთვლილისკოლებიდან მხოლოდ ორი სკოლაა აღჭურვილი (№180, №6) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილებისათვის საჭირო პანდუსით და ლიფტით (ლიფტები უმოქმედოა, ვინაიდან სკოლას არ აქვს ლიფტის შემკეთებლის შტატი), არც ერთ სკოლას არ ემსახურება ტრანსპორტი ბავშვების გადაადგილებისათვის.

ინკლუზიური სწავლების დანერგვა წარმოადგენს აუცილებელ პირობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციისათვის. ასეთ ვითარებაში ინკლუზიური სწავლების განმახორციელებელ სკოლებში შესაბამისი მოწყობილობების არარსებობა მნიშვნელოვნად აფერხებს ინკლუზიური განათლების იდეის განხორციელებას. ის ფაქტიც, რომ მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების სამინისტრო მიუთითებენ სრულიად სხვადასხვა სკოლებზე, რომლებიც, მათი განმარტებით, ადაპტირებულია შშმ პირების მოთხოვნილებებთან, მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად ამასთან დაკავშირებით შეჯერებული ინფორმაციაც კი არ არსებობს.

რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფორმირების საკითხს, განათლების სამინისტროს განმარტებით, ძირითადი მუშაობა მიმდინარეობს პედაგოგებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან (ხდება დამხმარე კორექციული პედაგოგების გადამზადება, ტრენინგი უტარდებათ სკოლის დირექტორებს), ამ პროცესში მონაწილეობას იღებენ თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც. მნიშვნელოვანია, შშმ პირთა დასაქმების პრობლემა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს არ გააჩნია ინფორმაცია, იმის თაობაზე, არსებობს თუ არა საჯარო სამსახურში შშმ პირთათვის გამოყოფილი კვოტები. 2005 წლის განმავლობაში სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში აღრიცხვაზე დადგა 12 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, დასაქმებით არცერთი მათგანი არ დასაქმებულა. ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის წერილიდან ირკვევა, რომ საქალაქო სამსახურის 2006 წლის ბიუჯეტით დაფინანსდება შემდეგი პროგრამები, რომელთა ბენეფიციარები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არიან: ყრუ ინვალიდთათვის თარჯიმან-დაქტილოლოგების მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა (ბიუჯეტი 16000 ლარი); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა (ბიუჯეტი 31000 ლარი); ინვალიდ ბავშვთა კულტურული ღონისძიებების პროგრამა (10000 ლარი); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეალბილიტაციისა და ინკლუზიის პროგრამა (80 000 ლარი); უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამა. №10 საშ. სკოლა (ნაძალადევი, ცოტნე დადიანის გამზ) - აღნიშნულ სკოლაში ინკლუზიური სწავლების გეგმა და ტექნიკური მხარდაჭერა ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ ანიკას “ მიერ. სკოლაში ირიცხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 24 ბავშვი, აქედან 12 გადაადგილდება ეტლით. თითოეულ მათგანს სახლიდან სკოლამდე და პირიქით ემსახურება სპეციალური ლიფტით აღჭურვილი ავტობუსი. დაწყებით კლასში ასეთი ბავშვებისათვის არსებობს ცალკე კლასი, საიდანაც ისინი ნაწილდებიან ჩვეულებრივ კლასებში სკოლის სხვა ბავშვებთან ერთან. სკოლას ემსახურება ლიფტი. არსებობს ინფორმატიკის დარბაზი და სასადილო. მთავარ შესასვლელში, ისევე როგორც მთლიანად შენობაში, დამონტაჟებულია ინვალიდთა ეტლის გადასავლელი ადგილები. საპირფარეშოში არის დასაჯდომი განყოფილებები, თუმცა არ არის კედელზე მიმაგრებული ხელის მოსაკიდები, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაუდვილებდა მოძრაობას. სკოლას ემსახურება ფსიქოლოგი და ლოგოპედი, რომელთა ხელფასები, ისევე როგორც ყოველივე ზემოთაღნიშნული, ფინანსდება ორგანიზაცია „ანიკას“ მიერ. როგორც ვხედავთ, აღნიშნული სკოლის ადაპატირება ხორციელდება არა სახელმწიფოს ხარჯით, არამედ ორგანიზაცია „ანიკას“ მიერ.

№ 98 საშ. სკოლა (ავლაბარი, მარტყოფის ქუჩა) - სკოლას აქვს საკმაოდ კარგი შენობა, ემსახურება დაცვა. შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის გაკეთებულია ცალკე მისასვლელი მთავარ შესასვლელთან, თუმცა სკოლაში არ ჰყავთ არცერთი ინვალიდი ბავშვი. საპირფარეშოებში არ არის გათვალისწინებული შშმ ბავშვების ადგილები. ლიფტიარის. სკოლის ადმინისტრაციას, როგორც მათთან საუბრისას აღმოჩნდა, არ აქვს შემუშავებული კონკრეტული მიდგომა, თუ რა გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს ასეთი ბავშვების განაწილება და სწავლება. საერთო ჯამში სკოლა კეთილმოწყობილია და ერთი შეხედვით ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე (საპირფარეშოს გამოკლებით) მზად არის მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები.

21 საშ. სკოლა (ვერა, პეტრიაშვილის ქუჩა, ყოფ. მე-6 სკოლა) - სკოლაში ინკლუზიური სწავლებისათვის არსებული პირობები შექმნილია სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული კერძო გრანტებით. სულ აღირიცხება 9 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, აქედან ერთი გადაადგილდება ეტლით. ლიფტი მუშაობს, თუმცა ექსპლუატაციაში ვერ უშვებენ, რადგან ვერ უზრუნველყოფენ მომსახურე ტექნიკური პერსონალის ხელფასს. საპირფარეშოში დამონტაჟებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ადგილები, თუმცა სარემონტო სამუშაოები არ არის ბოლომდე დამთავრებული. შენობას, როგორც გარედან, ასევე შიგნით, ჩაშენებული აქვს პანდუსები. სკოლაში კარგად არის მოწყობილი ინფორმატიკის და შრომის ოთახები, სადაც გათვალისწინებულია ყველანაირი ბავშვის მომსახურეობა. გრანტით მიღებული თანხიდან გათვალისწინებულია აგრეთვე ფსიქოლოგის შტატი. მოქმედებს სასადილო და კინოდარბაზი.

ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გადაადგილება სახლიდან სკოლამდე, რასაც შეასრულებდა სპეციალური ლიფტით აღჭურვილი ავტობუსი. მართალია, ეტლით მოსიარულე ბავშვების რაოდენობა ამჟამად ძალზე მცირეა, თუმცა არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ აქვთ იმის დრო თუ შესაძლებლობა, რომ ყოველდღე ატარონ ეტლით საკუთარი შვილი სკოლაში და ავტობუსის არსებობა ხელმისაწვდომს გახდიდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განათლების მიღებას.

180 საშ. სკოლა (ვარკეთილი, მე-3 /) - რამდენიმე წელია სკოლას აქვს მდიდარი გამოცდილება ინკლუზიური სწავლების სფეროში, რაც ძირითადად ორი არასამთავრობო ორგანიზაციის დამსახურებაა - „ახალი ნაბიჯები“ და „თანადგომა“. სულ აღრიცხულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 12 ბავშვი, აქედან 3 გადაადგილდება ეტლით. ის კლასები, სადაც განაწილებულნი არიან ასეთი ბავშვები, განლაგებულია პირველ სართულზე (სკოლა ორი შენობისგან შედგება, ორივე შენობას გარედანაც და შიგნითაც დამონტაჟებული აქვს პანდუსები). ლიფტი არსებობს, თუმცა აქაც, ისევე როგორც 21-ე საშუალო სკოლაში, არ ჰყავთ ტექნიკური პერსონალი, რომელიც მოემსახურება მას.

შესაბამისად, ინფორმატიკის ოთახში (მეორე სართულზე) მისასვლელად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ეხმარებიან მასწავლებლები და თანაკლასელები. ფსიქოლოგის შტატი გათვალისწინებულია, ისევე როგორც მე-10 და 21-ე სკოლებში. თავად შენობა საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს, არსებობს საცურაო აუზიც, რომლის ექსპლუატაციაც ვერ ხერხდება უსახსრობის გამო. არსებობდა სკოლის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც დაიწყო და შეჩერდა გაურკვეველი მიზეზების გამო.

საპირფარეშოებში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების მომსახურებისთვის აუცილებელი მოწყობილობები, თუმცა აქაც სარემონტო სამუშაოები არ არის დამთავრებული. არსებობს სასადილო, სპორტული დარბაზი, შრომის და ინფორმატიკის ოთახები.

ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემას წარმოადგენს გადაადგილება სახლიდან სკოლამდე და პირიქით. აქ კიდევ უფრო მწვავედ დგას ეს საკითხი, ვიდრე 21-ე საშ. სკოლაში ვინაიდან 180-ე სკოლა მდებარეობს გზიდან მოშორებით და მისასვლელი, ისევე როგორც გზები აღნიშნულ უბანში, სასტიკად არის დანგრეული. ცუდ ამინდში შეუძლებელი ხდება სკოლის შენობამდე ეტლის მიყვანაკარგ ამინდშიც ბევრი ეტლი ვერ უძლებს იმ ასიოდე მეტრს, რაც სკოლას აშორებს სამანქანო გზას.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ კერძო ორგანიზაციების გარდა, სახელმწიფომაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს არა მხოლოდ ინკლუზიურ განათლების პრიორიტეტადგამოცხადებაში, არამედ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები თუნდაც იმ 11 საპილოტო სკოლის შშმპ მოთხოვნებთან ადაპტირებისათვის, სადაც რეალურად სწავლობენ ასეთი პრობლემების მქონე ბავშვები.

რაც შეეხება საქმიანობის კოორდინაციას, არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, არსებობს იდეა, შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ორგანიზებას გაუწევს შშმპ-თა სფეროში გლობალური პოლიტიკის ჩამოყალიბებას. აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ სახალხო დამცველის 2004 წლის ანგარიშში ერთ-ერთი რეკომენდაცია პრემიერმინისტრთან არსებულ სწორედ ასეთ მაკოორდინირებელ საბჭოს ეხებოდა, თუმცა რატომღაც ამ ორგანოს შექმნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას 2 წელი დასჭირდა და მისი შექმნა ჯერ ისევ მხოლოდ იდეის დონეზეა.

მნიშვნელოვანია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განისაზღვროს ორგანო, რომელიც შეადგენს ოქმს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1781-1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

სოზარ სუბარი
საქართველოს სახალხო დამცველი
2006 წლის 19 მაისი

5 კანონმდებლობა

▲ზევით დაბრუნება


ინვალიდობის მქონე პირთა უფლებების დამცავი საერთაშორისო ინსტრუმენტების მოკლე ანალიზი

ავტორები: მადონა ხარებავა, ნინო ყუფუნია, გურამ კიკნაძე, გივი ჯავაშვილი
დონორი - ევროკავშირი“ (EC). ზუგდიდი, 2005 წელი.

1981 წელს გაეროს განერალური ასამბლეის მიერ გამოცხადებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო წლის ლოზუნგი იყო „თანაბარი მონაწილეობა და თანაბარი უფლებები“. სადღეისოდაც ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს იმ გარემოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ როგორც საერთაშორისო, ისე ნაციონალურ დონეზე გატარებული ღონისძიებების ეფექტურობის აუცილებელი წანამძღვარი სწორედ ამ პრინციპების („თანაბრი მონაწილეობა“ და „თანაბარი უფლებები“) განხორციელებისათვის გამიზნული ღონისძიებებია.

ამრიგად, ინვალიდობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოების მიმართების ძირითადი, ფუნდამენტური პრინციპიათანაბარი მონაწილეობა და თანაბარი უფლებები“.

ამ პრინციპის განხორციელების გამოსავალი, უპირველეს ყოვლისა, არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციისა და რეადაპტაციის მაქსიმალური უზრუნველყოფა. სწორედ ეს უკანასკნელია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დოკუმენტების ლაიტმოტივი.

ცხადია, „თანაბრი მონაწილეობა“ და „თანაბარი უფლებები“, ისევე როგორც სოციალური რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია, უპირველეს ყოვლისა, გგულისხმობს ინვალიდობის მქონე პირთა განათლებასთან, პროფესიულ ორიენტაციასთან და მზადებასთან, დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას როგორც საერთაშორისო, ისე ნაციონალურ დონეებზე.

ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ამ საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციები არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1955 წელს მომზადებული „რეკომენდაციები შეზღუდული შესაძლებლობლობების მქონე პირთა გადამზადების შესახებ“. ამავე ორგანიზაციამ 1975 წელს გამოაქვეყნა „რეკომენდაციები ადამიანთა რესურსების გამოყენების შესახებ“, ხოლო 1983 წლის 20ივლისს ძალაში შევიდა „კონვენცია 159 - პრფესიული რეაბილიტაციისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების შესახებ“.

პრობლემას დიდ ყურადღებას უთმობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ქვემოთ მოცემულია გაეროს მიერ მომზადებული დოკუმენტების ჩამონათვალი:

1. გონებრივად ჩამორჩენილ პირთა უფლებების დეკლარაცია მიღებულია გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 2856 (XXVI); 1971 წლის 20 დეკემბერი);

2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დეკლარაცია (მიღებულია გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 3447 (XXX) 1975; 1975 წლის 9 დეკემბერი);

3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესები (მიღებულია გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 48/96; 1993 წლის 20 დეკემბერს);

4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ მსოფლიო სამოქმედო პროგრამა მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის 3447 (XXX) რეზოლუციით 1982 წლის 3 დეკემბერს);

5. ტალინის სახელმძღვანელო სამოქმედო პრინციპები ადამიანური რესურსების განვითარების შესახებ ინვალიდობის სფეროში მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის 44/70 რეზოლუციით 1990 წლის 15 მარტს);

6. ფსიქიკური დაავადებების მქონე პირთა დაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების პრინციპები მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის 46/119 რეზოლუციით 1991 წლის 17 დეკემბერს).

ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას, აგრეთვე ჯანდაცვის მსოფლო ორგანიზაციას მიღებული აქვს შემდეგი დოკუმენტები:

1. სანდბერგის დეკლარაცია იუნესკო, 1881 წლის 7 ნოემბერი);

2. სალამანკას დეკლარაცია (იუნესკო, 1894 წლის 10 ივნისი);

3. ფუნქციონირების, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაცია ჯანმო, 2001 წლის 9 აპრილი).

ცალკე უნდა აღინიშნოს რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესებაც ამ პრობლემით, სახელდობრ ევროსაბჭოს, ევროკავშირის, აგრეთვე ევროპის, ამერიკის, აფრიკის რეგიონული ორგანიზაციების მიერ მომზადებული დოკუმენტები. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები ასახულია სადღეისოდ მოქმედ ისეთ ფუძემდებელ დოკუმენტებშიც, როგორიცაა „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია“, საერთაშორისო ხელშეკრულება „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ და სხვ.

ყოველივე ზემოხსენებულის გარდა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ ევროკავშირის ამსტერდამის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 1999 წლის 1 მაისს, მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს შეზღუდული შესაძლებლობების ქონასთან დაკავშირებული დისკრიინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისიც ნიშანდობლივია, რომ 2000 წლის გაზაფხულიდან გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატმა პასუხისმგებლობა იკისრა შეზღუდული შესაძლებლობების ქონასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებებზე ძალადობის ფაქტების მონიტორირებისათვის.

როგორც უკვე იყო აღნიშნული, ზემოთ მოხსენიებულ დოკუმენტებში ასახული დებულებების ლაიტმოტივია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი მონაწილეობისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. მათი საერთო და ზოგადი ორიენტირებია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის:

  • ცხოვრების დონის ამაღლება;

  • ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში სრული დასაქმება;

  • პროგრესისა და განვითარების პირობების შექმნა.

  • საერთო და კონკრეტული ორიენტირებია:

  • ფიზიკური და გონებრივი არასულფასოვნებით გამოწვეული უნარშეზღუდულობის თავიდან აცილება;

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენა საქმიანობის სხვადასხვა სფეროში მათი ნიჭისა შესაძლებლობების გამოყენებისა და განვითარებისათვის;

  • ყოველი შესაძლებელი საშუალებით მათი ჩართვა საზოგადოების ცხოვრებაში.

ზემოხსენებულის განხორციელების აუცილებელ პირობებად მიჩნეულია:

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ ეროვნული პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და პერიოდულად დაზუსტება;

  • შეთანხმებული მოქმედება, ერთი მხრივ, მშრომელთა და მეწარმეთა დაინტერესებულ წარმომადგენლობით ორგანიზაციებს შორის, მეორე მხრივ, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათ წარმომადგენლობით უწყებებს შორის, მესამე მხრივ კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს შორის.

და ბოლოს, აუცილებელია იმ გარემოებისათვის ხაზგასმა, რომ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტულ წესები“ და, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული „ფუნქციონირების, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაცია“ შეიცავს უაღრესად კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა იყოს გამოყენებული ორიენტირად როგორც ეროვნული კანონმდებლობის მომზადებისას, ისე მასში ასახული ნორმების განხორციელების მონიტორინგისათვის.

საქართველოს კანონმდებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვის აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში სათანადო საკანონმდებლო ბაზის არსებობა.

სადღეისოდ საქართველოში არსებული სიტუაცია შემდეგნაირად შეიძლება იქნეს დახასიათებული: ქვეყანაში მოქმედებს კანონები „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“, აგრეთვე პარლამენტის დადგენილებები, პრეზიდენტის ბრძანებულებები, სოციალური და ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამები. ზემოთ მოხსენიებულთა გარდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები ასახულია სხვა კანონებშიც (მაგ., „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი“, კანონი „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“ და სხვა). მნიშვნელოვნად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში („შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები“) მითითებულია, რომ „საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1975 წლის 9 დეკემბრის დეკლარაციით „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“, მის მიერვე 1993 წლის 20 დეკემბერს მიღებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესებით“ . .. ამრიგად, გაეროს სტანდარტულ წესებს ჩვენს ქვეყანაში ამოქმედებისათვის კანონიერი ძალა აქვს მიცემული..

ზემოთ მოხსენიებული საკანომდებლო ნორმატიული აქტების არსებობის ფაქტი, ცხადია, ქვეყნის მიღწევად უნდა ჩაითვალოს და შეფასდეს დამაკმაყოფილებელ სასტარტო პოზიციად, თუმცაღა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კანონები „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ და „სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ მნიშვნელოვან კორექციას საჭიროებენ მათი საერთაშორისო მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით. წინამდებარე დოკუმენტის მიზანს არ წარმოადგენს ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა. ზოგადი შეფასებისათვის შეიძლება მხოლოდ იმ უაღრესად მნიშვნელოვან გარემოებებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობაში.

1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილტაციის ეროვნული პროგრამის არსებობის აუცილებლობა;

2. ეროვნული საკოორდინაციო ორგანოს არსებობის აუცილებლობა;

3. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული „ფუნქციონირების, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაციის“ გამოყენების აუცილებლობა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზისათვის;

4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციის მონიტორინგის სისტემა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ამ სფეროში წარმატებული საქმიანობის აუცილებელი წინაპირობაა, შესაბამისად, მათი ასახვა კანონმდებლობაში გადაუდებელ ამოცანად უნდა ჩაითვალოს.

დასკვნა:

ზემოთ მოყვანილი ფაქტები ცხადჰყოფენ, რომ თუნდაც სრულყოფილი კანონმდებლობის არსებობა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების სფეროში არ არის საკმარისი ამ უკანასკნელთა განსახორციელებლად. უფლებების დაცვის აუცილებელი პირობა, კანონმდებლობის არსებობასთან ერთად, არის მისი აღსრულებაზე მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბება. ამასთან ეს მექანიზმი სხვადასსხვა ქვეყნებში შემდეგი ფორმით არის წარმოდგენილი:

  • ან ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს (სამინისტროს) ნაწილის სახით ჩამოყალიბებული სტრუქტურა (აშშ);

  • ან სახელმწიფოს მიერ ერთი რომელიმე კონკრეტული უწყების გარეთ, დამოუკიდებელი ერთეულის სახით ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იქნეს როგორც:

- ან სახელმწიფო ადვოკატურის პროგრამა (ავსტრალია);

- ან სახელმწიფო კომისია (კომიტეტი, საბჭო) ან სპეციალურად ამისათვის შექმნილი ნაციონალური ორგანო (ჰოლანდია, დანია, დიდი ბრიტანეთი);

- ან ომბუდსმენის ინსტიტუტი (შვედეთი).

ზემოთ მოხსენიებულ ქვეყნებში არსებული სიტუაციის საერთო მახასიათებელია ის გარემოება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კანონმდებლობითგაცხადებული უფლებების განხორციელება სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და, შესაბამისად, სახელმწიფოებრივი ზრუნვის ობიექტია, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოიხატება, რომ ამ საქამიანობას სახელმწიფო აფინანსებს.

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ (ანალიზი)

ნინო ყუფუნია
სტატიის ავტორი, იურისტი

სტატია მომზადებულია ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას მიერ განხორციელებული პროექტის ინკლუზიური განათლება და საზოგადოება - ფარგლებში ევროკავშირის (EC) ფინანსური მხარდაჭერით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხშირად გამორიცხავენ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემიდან. რადგან ზოგადი განათლება სხვადასხვა სფეროში დასაქმების საფუძველია, აქედან გამომდინარე ის ეკონომიკური დამოუკიდებლობის საფუძველს წარმოადგენს. განათლების უფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. განათლება ასევე რეაბილიტაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ამ დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საზოგადოებაში დამოუკიდებლად ინტეგრაციის შესაძლებლობა ეძლევათ.

განათლების გზით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია შესაბამისი კანონმდებლობის მიღება/შემუშავება. გარდა ამისა, კანონმდებლობა უნდა იყოს საკმაოდ სპეციფიკური, რათა ხელი შევუწყოთ მისი აღსრულების პროცესს. კანონს, რომელიც მიუთითებს განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე, არა აქვს დიდი მნიშვნელობა თუ არ იქნება მიღებული პოზიტიური ზომები, ნებისმიერი ფორმისა და ხარისხის შეზღუდვების მქონე ბავშვების, მოზარდებისა და მოზრდილების დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოში ინკლუზიური განათლების საკითხები რეგულირდება კანონით ზოგადი განათლების შესახებ. არ არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც უშუალოდ ინკლუზიურ განათლებას ეხება, თუმცა სხვა ქვეყნებში ასეთი კანონები არსებობს, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატები, სადაც მოქმედებს IDEA ანუ ფედერალური კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების შესახებ. ევროპის უმრავლეს ქვეყანაში ცალკე კანონები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განათლების შესახებ არ არსებობს. მუხლები ინკლუზიური განათლების შესახებ მოცემულია სხვადასხვა ნორმატიულ აქტებში. განვითარებულ ქვეყნებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს საერთო განათლების ინკლუზიურად გარდაქმნის პროცესი. სპეციალური სკოლების უარყოფა ჯერ კიდევ შეუძლებელია. მშობელს აქვს არჩევანის უფლება, თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს რომელია უმჯობესი მისი შვილისათვის: ინკლუზიური განათლება თუ განათლება სპეციალურ სკოლაში.

საქართველოში საინტერესოა სახელმწიფოს მიდგომა: ცალკე კანონის არარსებობა გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფო არ გამოყოფს ამ ადამიანებს საერთო საგანმანათლებლო სივრციდან, თუ იმით რომ კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სწავლების და დამატებითი სახსრების გამოყოფის შესახებ მუხლების არარსებობა, არც ავალდებულებს მას. უბრალო მითითება იმაზე, რომ სახელმწიფო განათლების მიზნების მისაღწევად არ დაუშვებს დისკრიმინაციას სხვა ნიშნებთან ერთად ინვალიდობის ნიშნით არ ავალდებულებს სახელმწიფოს, თანაც ისეთ სიტუაციაში, როცა სახელმწიფოში არსებული კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ ფაქტიურად არ სრულდება და არც კანონქვემდებარე აქტებია მიღებული მის აღსასრულებლად.

კანონი ზოგადი განათლების შესახებ შემდეგნაირად განმარტავს ინკლუზიურ სწავლებას - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად. ზოგადი განმარტებით ტერმინი ინკლუზია არ ნიშნავს მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართვას, არამედ რაიმე ნიშნით განსხვავებულ ადამიანთა უფრო მჭიდრო დაახლოებას, ეს ნიშანი შეიძლება იყოს სქესი, ასაკი, რასა, ეროვნება, განათლება და სხვა, აქვე მოიაზრებიან ასევე ტალანტები, და არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები როგორც ამას საქართველოს კანონი განმარტავს.

კანონში მოცემულია ასევე მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის განმარტება, ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილი, განსხვავებული სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. თუმცა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა განმარტება კანონში არ არის. ამ შემთხვევაში კანონმდებელი არ გამოყოფს მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

ამ საკითხებს ეხება კანონის მე-3 მუხლის 2-ე პუნქტის „ა” და „თ” ქვეპუნქტი. სახელმწიფო განათლების მიზნების მისაღწევად უზრუნველყოფს: ინკლუზიური განათლების დამკვიდრებას. კანონი არ იძლევა იმ ღონისძიებების ჩამონათვალს რითაც შესაძლებელია ინკლუზიური განათლების დამკვიდრების მიღწევა. კანონი მიღებულ იქნა 2005 წლის 8 აპრილს და მას შემდეგ შემუშავებულია ინკლუზიური განათლების სტრატეგია, მიზნები და ზოგადი პრინციპები, მხოლოდ პროექტი და არა ოფიციალური და დამტკიცებული დოკუმენტი.

,,სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების ღიაობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასათვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში''. ყველაში იგულისხმება ალბათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სხვა არცერთ შემთხვევაში, სადაც მითითებულია დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე არ არის მითითება შეზღუდულობის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-9 მუხლის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის, აგრეთვე იმ მოსწავლეებისათვის, რომელბსაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ, განათლების სისტემის მართვის ორგანოები ქმნიან სპეციალურ და კორექციულ ზოგადსაგანამანათლებლო პროგრამებს, რომელთა შესაბამისად ხორციელდება მათი აღზრდა, სწავლება, მკურნალობა, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ასეთ მოსწავლეთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. ეს პროგრამები შემუშავებული არ არის და ის არც პროექტის სახით არსებობს.

თუ ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია საბაზო საფეხურის ეროვნული ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, სამეურვეო საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს მიმართავს ამ მოსწავლის დაფინანსების გაგრძელების თხოვნით. ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განათლების დაფინანსების საკითხი გადადის ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რომელსაც უფლება აქვს უარი თქვას, რადგან კანონის ნორმის ფორმულირება იძლევა ამის შესაძლებლობას, კერძოდ სამეურვეო საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება აანაზღაუროს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ხარჯები. სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეიძლება დააფინანსონ სპეციალური მიზნობრივი სასწავლო პროგრამები. დაფინანსება შეიძლება გაგრძელდეს მოსწავლის მიერ საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე. მხოლოდ ამ შემთხვევაშია სკოლა ვალდებული შესთავაზოს მოსწავლეს ზოგადი განათლების მიღება ალტერნატიული ფორმებით.

ფაქტობრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიერ განათლების მიღებისათვის დამატებითი სახსრების მოძიება გადმოტანილია ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რადგან ის იღებს ზომებს იმ მოსწავლეთა მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლიათ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა, ის უზრუნველყოფს მოსწავლეთა სკოლაში ტრანსპორტირებას. კანონი ზოგადი განათლების შესახებ ადგენს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მიერ მის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს ზოგადი განათლების სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას, ამისათვის ის სკოლებს უზრუნველყოფს გაზრდილი ვაუჩერით. გაზრდილი ვაუჩერი გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური, კორექციული ან ლინგვისტური უმცირესობის სკოლის ან კლასის ფარგლებში, არსებობს 3 მოსწავლე დაწყებით საფეხურზე, 6 მოსწავლე საბაზო საფეხურზე და 21 მოსწავლე საშუალო საფეხურზე. სხვა შემთხევაში გაზრდილი ვაუჩერი არ არის გათვალისწინებული.

სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობები განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონისათვის მაქსიმალური დატვირთვის მიხედვით, განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეთა ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად, განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფაში თანასწორობის პრინციპის დაცვით.

კანონის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ეკისრება ვალდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის დააწესოს შეღავათები მათი სწავლისა და აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სკოლაში მიღების ვალდებულება არ არსებობს. სკოლის დირექციას აქვს სრული უფლება უარი განაცხადოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიღებაზე შეუღწევადობის მოტივით. არც არანაირი მექანიზმი არსებობს ამის აღსაკვეთად, რადგან სკოლების უმრავლესობა არ არის ადაპტირებული. საბოლოოდ, კანონის ანალიზის საფუძველზე ცხადია, რომ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ამ ეტაპზე არა აქვს არაფერი გარდა კანონში გაცხადებული სურვილისა დამკვიდრდეს ინკლუზიური განათლება. კანონში არსებული ყველა სხვა მითითება პროგრამებზე, დაფინანსებაზე, სხვა ზომებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მხოლოდ ფურცელზე რჩება.

6 ინვალიდობის სოციალური მიდგომა

▲ზევით დაბრუნება


რიჩარდ რეიზერი: ინვალიდობის სოციალური და სამედიცინო მიდგომები

Inv sible Children. Report of Joint Confe ence on Children, Image and Disab litie held on March 1, 1995. P. 55-56.

მასალა ითარგმნა ინვალიდთა რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაცია პერსპექტივას მიერ, გამოცემული წიგნიდან - დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ, რომელიც დააფინანსა ღია საზოგადოების ინსტიტუტმა.

ინვალიდობის სამედიცინო მოდელი

სამედიცინო მოდელი ინვალიდს განიხილავს, როგორც პრობლემას, რაც მის ცხოვრებას გაუმჯობესების ნაცვლად, უფრო გაუსაძლისს და რთულს ხდის. ჩვენ საკუთარი ძალებით უნდა შევძლოთ სამყაროში ადაპტირება. თუ ეს არ ძალგვიძს, მაშინ ჯობია ჩავიკეტოთ საკუთარ სახლებში, ან სპეციალური დაწესებულებათა მუდმივ სტუმრებად ვიქცეთ, რადგან სისუსტით პრობელმას ვერავინ დაძლევს. არადა ოდენ სამედიცინო კუთხით შეუძლებელია ინვალიდობის არსის შეცნობა, ასე მხოლოდ მის შეზღუდულ შესაძლებლობებზე მახვილდება ყურადღება, რაც უამრავ სტერეოტიპს და უსამართლო, არაობიექტურ დასკვნას იწვევს. ამ სტერეოტიპების გამო ინვალიდები ძირითადად სიბრალულის თვალით არიან დანახულნი, თითქოს მათ სჭირდებოდეთ განსაკუთრებული ზრუნვა, ყურადღება, დახმარება და იწვევდნენ საზოგადოებაში შიშს.

სამწუხაროდ, ასეთი მიდგომის დროს, ყველა პრობლემა გადადის სამედიცინო ჭრილში და აქცენტი კეთდება ადამიანის ამა თუ იმ ფიზიკურ დარღვევაზე, ამ მოდელის მიხედვით - აქცენტი კეთდება დაავადებაზე, ხოლო მის, როგორც პიროვნების, რეალურ ინტერესებს არავინ იზიარებს დ ისმენს. ხშირად ჩვენი ცხოვრება უბრალოდ მინდობილია მედიკოსებზე.

სხვა ხალხი, როგორც წესი, პროფესიონალები, რომელთაც არ აქვთ ინვალიდობა, ჩვენი შეფასებით, ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ განათლებას ვფლობთ, სად ვსწავლობდით და ვცხოვრობთ? შეგვიძლია, თუ არა მუშაობა? როგორი სამსახურით შეგვიძლია დაკავება? ისინი წყვეტენ, მოვევლინოთ თუ არა, ქვეყანას და გვაქვს, თუ არა იმის უფლება, შთამომავლობა გვყვავდეს. მსგავსი კონტროლი ჩვენი ცხოვრებისა იგრძნობა იმ დაბრკოლებებშიც, რომლებსაც ვაწყდებით თითქმის ყოველდღე სკოლაშიც და სამსახურშიც, დასვენების დროსაც და თვით საკუთარ ოჯახებშიც კი. ამდაგვარი დაბრკოლებები ძალაუნებურად იწვევს ჩვენში გაუცხოების სასტიკ შეგრძნებას და ზუსტად ასეთი პრაქტიკა გვაყალიბებს ნამადვილ ინვალიდებად.

სოციალური მოდელი

შეზღუდული შესაძლებლობა და ქრონიკული დაავადებანი ქმნიან ჩვენთვის რეალურ პრობლემებს. ინვალიდთა უფლებების დაცვის მოძრაობა მოიცავს ისეთ ადამიანებსაც, ვისაც არ მიაჩნია საკუთარი თავი უსუსურად, მაგრამ მაინც უხდება მძიმე წნეხის ქვეშ ცხოვრება. ჩვენ ვხელმლძღვანელობთ თვალსაზრისით, რომ ივნალიდთა ისეთი დისკრიმინაცია, რომელსაც განვიცდით დღეს, არის ხელოვნურად შექმნილი საზოგადოების მიერ, ისინი, ნებით თუ უნებლიეთ, უბიძგებენ ინვალიდობის მქონე ადამიანს იზოლაციისკენ, რაც მათი მცდარი და გაუთვიცნობიერებელი შეხედულებათა შედეგია. რა თქმა უნდა, ყოველივე ამას სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვს, ჩვენში არსებულ პოტენციალთან და ნიჭიერებასთან, მაგრამ სამწუხაროდ მისი სიმწვავე ხშირად არ აძლევს ინვალიდობის მქონე ადამიანს თვითრეალიზაციის საშუალებას. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ინვალიდს აიძულებენ საკუთარი თავი სცნოს დამნაშავედ, რადგან ის არ არის ისეთი, როგორიც ყველა. სხეულზე არსებული სხვადასხვა სახის დარღვევა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ვინმეზე ნაკლებად სრულფასოვანია. თუმცა.დამიანთა უმეტესობა არის აღზრდილი ისე, თითქოს ყოველივე ამ ტიპის უსამართლობა, არის კანონზომიერება და ნორმა. შიში, უვიცობა, ცრურწმენა და დისკრიმინაცია - აი სინამდვილეში რა აქცევს ინვალიდს უნარშეზღუდულად. ხოლო სამედიცინო მოდელის საპირისპირო შემეცნება საშუალებას აძლევს ინვალიდს უკეთ დაინახოს სინამდვილე და იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად, რათა მომავალი აწმყოზე ბევრად უკეთესი იყოს.

მოძრაობა ინვალიდთა უფლებების დასაცავად მიიჩნევს, რომ ინვალიდობის, როგორც პრობლემის „განკურნვის” საწყისი საზოგადოებაში ძევს. სამედიცინო მკურნალობისგან განსხვავებით, რომელიც კონცენტრირებულია კონკრეტულ ადამიანზე და მის დარღვევაზე, მიზანი მოძრაობისა ინვალიდთა უფლებების დასაცავად საკმაოდ მიღწევადია. მას მოაქვს რეალური სარგებელი საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხისთვის. ისეთი მიდგომა, რომელიც ცნობილია „სოციალური მოდელის“ სახელით, გვთავაზობს, რომ ინდივიდუალური და საერთო უთანასწორობა, რომელსაც განიცდიან ინვალიდები, წარმოქმნილია საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებული დიკსრიმინაციის ურთულესი სისტემის შედეგად, რომელიც მოიცავს ისეთი ფორმებსაც, როგორიცაა სექსიზმი, რასიზმი და ჰეტეროსექსუალიზმი.

აგრეთვე, მისწრაფება მიგნებულ იქნეს სამედიცინო მეთოდი მკურნალობისა, გვაშორებს ჩვენ იმის გაგებისგან, თუ რამ გამოიწვია სინამდვილეში ჩვენი დარღვევა. ფართო გაგებით, დარღვევათა უმეტესობა გამოწვეულია დესპოტური საზოგადოების წნეხის შედეგად, რომელიც ქმნის ურთულეს პირობებს არსებობისთვის: შიმშილობა, სუფთა წყლის უკმარისობა, ექსპლუატაცია, ომი, ცუდი ურთიერთობა ბავშვებისადმი. ცხადია, რომ ასეთი ტიპის პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია განათლების სისტემის აქტიური მონაწილეობაც, რომელიც დაწყებითი და საშუალო სკოლებიდან უნდა იწყებოდეს. ცრურწმენაზე დაფუძნებული მიდგომა ინვალიდობაზე და საზოგადოდ, ნებისმიერი სახის უმცირესობის მიმართ, მომავალ თაობებს მემკვიდრეობით არ გადაეცემა, ამიტომაც, რათა მომავალში მაინც ავიცილოთ თავიდან დღეს არსებული დისკრიმინაციული სიტუაცია, სასკოლო ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვების აღმზრდელობითი მოღვაწეობა.

ჩვენი ბრძოლა ინტეგრირებისათვის გულისხმობს, აბსოლუტურად ყველა ბავშვის აღმზრდელობით პორცესში ჩართვას, მათ შორის იმათაც, ვისაც გააჩნია ინვალიდობის მძიმე ფორმები. მაგრამ ყოველივე ეს იქნება მიუღწევადი მანამ, სანამ ჩვენ არ გავათვიცნობიერებთ, რომ სამედიცინო და სოციალურ მიდგომებს შორის არსებობს უდიდესი სხვაობა და მათი ერთ სიბრტყეზე დაყენება დიდი შეცდომაა.

სოციალური მოდელი და იმ დაბრკოლებების აღმოფხვრა, რომელნიც ხელს უშლიან ინვალიდებს მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ბილ ალბერტი, დოქტორი ბრიტანეთის ინვალიდთა საერთაშორისო საბჭოს, ნორფოლკის ინვალიდთა კოალიციისა და ორგანიზაცია Norvich ACCESS Group - ის თავმჯდომარე.

სოციალური მოდელი შემუშავებულ იქნა, როგორც პარადიგმა, რომელსაც უნდა წარმოედგინა არსებული პრობლემის ახლებური აღქმა და არათუ კონკურენცია გაეწია სამედიცინო მოდელისათვის, არამედ მთლიანად შეეცვალა იგი. ამიტომ ის იმთავითვე მიმართულ იქნა ისეთ დაბრკოლებათა წინააღმდეგ, რის გამოც ინვალიდები იმყოფებიან იზოლირებაში და არ აქვთ იმის საშუალება, გახდნენ საკუთარი საზოგადოების სრულუფლებიანი და სრულფასოვანი წევრები.

უჩვენოდ ჩვენთვის არაფერი გვინდა. სოციალური მოდელი და მოღვაწეობა საზოგადოებაში.

ა) სოციალური მოდელის განვითარება ინვალიდობის მქონე პირთა შორის.

1. რად არის მნიშვნელოვანი, რომ ინვალიდობის მქონე პირებმა სრულად მიიღონ სოციალური მოდელი:

  • თუ ჩვენ ვერ შევძლებთ სოციალური მოდელის გათავისებას, მაშინ ვერც დანარჩენ საზოგადოებას გავაგებინებთ სათქმელს.

  • იმისათვის, რომ ჩვენ თვითონვე განვთავისუფლდეთ სამედიცინო მიდგომის შედეგად დამკვიდრებული შაბლონებისგან.

  • იმისათვის, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ სხვადასხვა სახის ინვალიდობის მქონე ხალხთა ისეთ ერთობლიობად, რომელსაც ექნება სოციალურ-პოლიტიკური გავლენა.

  • იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს მკაფიო ხედვა იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რასაც თავად ინვალიდობის მქონე პირები აწარმოებენ.

  • იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს მკაფიო ფილოსოფია სოციალური საქმიანობისთვის.

  • იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც შეფასდება საქმიანობა.

არსებობს არაერთი მაგალითი, რისი მოყვანაც ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია. პირველ რიგში, ინვალიდებმა უნდა შექმნან რაღაც „განმანთავისუფლებელი კომიტეტის“ მსგავსი ორგანიზაცია, რადგან თუ ჩვენ თვითონვე არ ვეცდებით სამედიცინო მოდელისგან გამიჯვნას, მაშინ ჩვენი მდგომარეობა სულ უფრო მეტად გახდება რთული და გაუსაძლისი. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში მცირეა, არა, მის კვალიფიციურ მიდგომაზე ძალიან ბევრიც არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვერ გავიზიარებთ იმ ფაქტს, რის გამოც ჩვენი ცხოვრება მთლიანად სამედიცინო ჩარჩოში ჯდება..

სამედიცინო და მასთან ერთად არსებული ადმინისტრაციული, თუ საქველმოქმედო მოდელები მცდარია, რადგან მათ არ შეუძლიათ დადგენა ჩვენი იზოლაციაში ყოფნის მიზეზებისა. მათ არ შეუძლიათ იმის გარკვევაც კი, თუ რატომ ხდება რიგ შემთხვევაში ინვალიდობის მქონე პირი თავის თავისთვისაც აუტანელი.

მართალია, ვერც სოციალური მოდელი იქნება უნივერსალური და ვერც ის მოიცავს თავის თავში ყველაფერს, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან არ არსებობს ბუნებაში სრულყოფილი მოდელი, ხოლო ყველა არსებულ მოდელს შორის სოციალური მოდელი მართლაც საუკეთესო და ყველაზე პროგრესულია.

ჩვენ ვართ სპეციალისტები საკუთარი პრობლემებისა, ამიტომ ვართ ვალდებულნი ხმამაღლა და გამართულად ვთქვათ ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ და რაც მიგვაჩნია ყველაზე დიდ უსამართლობად საზოგადოებაში, რადგან ჩვენი პრობლემების გახმოვანებით უკვე ვაუმჯობესებთ საკუთარი თავისუფლების ხარისხს და ამიტომაც DPI-მ (ინვალიდთა საერთაშორისო ორგანიზაცია) წლევანდელ საერთაშორისო კონგრესს უწოდა - უჩვენოდ ჩვენთვის არაფერი გვინდა.

2. რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ ინვალიდობის მქონე პირებმა მიიღონ სოციალური

მოდელი:

  • ჩატარდეს სწავლების სრული კურსი, რათა ინვალიდობის მქონე ადამიანებმა სწორად გაიგონ საკუთარი მდგომარეობის არსი.

  • ჩატარდეს ღონისძიებები, რათა აღმოფხვრილ იქნას ისეთი თვალსაჩინო დამთრგუნველი მაგალითები, როგორიცაა ფიზიკური ნაკლოვანების არსებობა, კომუნიკაციის საშუალებათა არარსებობა, დისკრიმინაცია სამსახურში მიღების დროს, საზოგადოების აზროვნებაში არსებული ნეგატიური შეხედულებები ინვალიდობის მიმართ და ა.შ.

ერთადერთი გზა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ჩვენ სოციალური მოდელი გავხადოთ მოქმედი, არის ისევ ის, რომ ჩვენ თავად ვიმოქმედოთ მისი დირექტივების მიხედვით. ძალზედ მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ თითოეული საზოგადოება რიყავს ინვალიდებს საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან და მისგან იზოლირებულ მდგომარეობაში ამყოფებს, დიკსრიმინაციის ასეთი ტიპები სხვადასხვა ფორმით ვლინდება (სიბრალული, შიში, „მორალისტური“ თანადგომა, თვალთმიჩერება და ა.შ.). ამისათვის აუცილებლად უნდა გამოვლინდეს გამორიცხვის ყოველი ფორმა, რაც როგორც წესი, მიჩქმალული და ერთი შეხედვით არახილვადია.

) სოციალური მოდელი და საზოგადოება

1. რატომ არის საჭირო ჩამოყალიბდეს საზოგადოება სოციალურ მოდელზე:

  • ის საშუალებას გვაძლევს შეიქმნას საფუძველი, რათა საუბარი თანაბარ უფლებებზე გადავიტანოთ.

  • ეს არის ერთადერთი საშუალება, რისი მეშვეობითაც შეგვიძლია მივაღწიოთ მნიშვნელოვან ცვლილებებს და წარმატებებს.

  • ის გვაძლევს მიზანმიმართულ სტრატეგიულ ხედვას.

2. როგორ ჩამოვაყალიბოთ საზოგადოება:

  • ძირითად სექტორებში (ინვალიდობის თემაზე მომუშავე ადამიანებთან, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები) ვაწარმოოთ სწავლება ინვალიდობის საკითხების ახლებური გაგების შესახებ.

  • აუცილებლად უნდა მოხდეს ადამიანთა დისკრიმინაციის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და ლობირება.

  • მიზანმიმართული კამპანიის გატარება მასობრივი ინფორმაციის წყაროებზე, რათა ინვალიდობის არსზე და რაობაზე ბევრად უფრო საღი, სწორი და ობიექტური აზრი შეიქმნას.

ბრიტანელ ინვალიდთა მოძრაობა და ინვალიდობის სოციალური მოდელი

საჭიროა აღინიშნოს, რომ, როდესაც მე ვსაუბრობ ინვალიდობის ბრიტანულ მოძრაობაზე, მხედველობაში მაქვს ინვალიდთა ორგანიზაციები და არა ორგანიზაციები შექმნილი არაინვალიდების მიერ ინვალიდთათვის. პირველი ასეთი ორგანიზაციები - „ყრუ-მუნჯთა ბრიტანული ასოციაცია“ და „უსინათლოთა ეროვნული ლიგა“ - დაფუძნდა ჯერ კიდევ 1890-იან წლებში. მთელი ამ დროის მანძილზე ჩამოყალიბებულ იქნა უამრავი სხვა ადგილობრივი, თუ ნაციონალური ჯგუფი, მათგან მეტ-ნაკლებად გავლენიანი იყო უსინათლოთა ორგანიზაცია („უსინათლოთა ეროვნული ფედერაცია“ შეიქმნა 1947 წ.), რომელმაც 1920 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო უსინათლოთა შესახებ კანონმდებლობის მიღებასა და მის შემდგომ გატარებაში.

პირველი ეროვნული კანონი, რომელიც ეხებოდა ინვალიდობის მქონე ადამიანებს, მიღებულ იქნა 1944 წელს და ეწოდებოდა „აქტი ინვალიდობის მქონე პირთა შესახებ“ (იგივე დასაქმების აქტი). ის ძირითადად მიღებულ იქნა იმისათვის, რომ ომში ინვალიდობა-შეძენილი ვეტერანები დაბრუნების შემდეგ დასაქმებულიყვნენ სამოქალაქო სექტორში. ამ კანონში გათვალისწინებული იყო 3 %-იანი კვოტა ივნალიდობის მქონე პირთა დასაქმებისთვის ისეთ კომპანიებში, რომლის შტატიც აღემატებოდა 20 ერთეულს. თანხმდებოდა ინვალიდთა რეგისტრაციის სქემა. აგრეთვე, გამოყოფილი იყო ცალკეული პროფესიული დარგები სპეციალურად ინვალიდთათვის. თუმცაღა არ არსებობდა არანაირი სისტემა, რომელიც ამ კანონის შესრულებას გააკონტროლებდა და უზრუნველყოფდა, რის გამოც, ინვალიდობის მქონე პირები ვერ გრძნობდნენ მის ეფექტურობას. მოცემულ მომენტში, ჯერ კიდევ ადრეა განსაჯო, იქნება თუ არა, სულ ცოტა ხნის წინ მიღებული (1995 წ.) და შედარებით სრულყოფილი აქტი ინვალიდთა დისკრიმინაციის შესახებ, გარდატეხის წერტილი ინვალიდობის მქონე პირთათვის დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯი რომ არის, ეს ფაქტია. ინვალიდთა ორგანიზაციებმა მხოლოდ 1960-იანი წლებიდან დაიწყეს ძლიერი კავშირის ქვეშ გაერთიანება, მათი მიზანი წარმოადგენდა ივნალიდთა ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებას დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთი პირველი ასეთი გაერთიანება იყო ინვალიდთა სახელფასო ინტერესების დამცველი ჯგუფი, თუმცა საბოლოოდ მათი ალიანსი ოდენ 10 წლის შემდეგ დაარსდა (1965წ.). ორივე ეს ორგანიზაცია იმთავითვეაწარმოებდა კამპანიას ინვალიდთა სოციალური უზრუნველყოფისა და სახელფასო ინტერესების დაცვის სფეროში.

1981 წელს შექმნილი იქნა ახალი ორგანიზაცია, რომელიც საგრძნობლად განსხვავდებოდა ზემოთ ხსენებული ორი ორგანიზაციისგან და რომელმაც საკუთარი სტრატეგია სრულიად სხვა გზით განავითარა. ეს იყო „ინვალიდთა ორგანიზაციების ბრიტანული საბჭო“ (BCODP), იგი შეიქმნა, როგორც ნაწილი ინვალიდთა საერთაშორისო ორგანიზაციისა (DPI). აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ორი ჯგუფი დაარსდა 1981 წელს, რომელიც ინვალიდობის საერთაშორისო წლადაც იქნა აღიარებული.

სულ ახლახანს გამოცემულ წიგნში „ინვალიდობის პოლიტიკა. ანალიზი ჩვენი წარსულისა და ზრუნვა უკეთესი მომავლისათვის“, ჯეინ კემპბელი და მაიკ ოლივერი წერენ:

„...ჩვენ არ ვამბობთ, რომ ინვალიდური მოძრაობა და ინვალიდების ორგანიზაციათა ბრიტანული საბჭო, ერთი და იგივეა. ბრიტანული საბჭო უფრო მძლავრ საორგანიზაციო ძალად გადაიქცა, რომელიც საკითხების ფართო სპექტრს მოიცავდა და განიხილავდა. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო სახელმწიფო და სოციალური უზრუნველყოფის ვოლონტარული სისტემის კრიტიკა. იგი იბრძოდა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ატარებდა კამპანიებს დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ, უნერგავდა ინვალიდებს თვითდახმარების შესაძლებლობას, აგრეთვე არ იშურებდა ძალისხმევას, რათა საზოგადოებას ერთხელ და სამუდამოდ დაევიწყა ის ნეგატიური შეხედულებანი და სტერეოტიპები, რომელიც მაშინაც ღრმად იყო მასში განფესვილი და რისი ატანაც დღემდე უხდება ინვალიდობის მქონე პირებს.“

ინვალიდობის სოციალური მოდელი

ინვალიდობის სოციალური მოდელი უზრუნველყოფდა და დღემდე განაგრძობს ისეთი წამყვანი ფილოსოფიური პრინციპების უზრუნველყოფას, რის გარშემოც, თავის დროზე, ფუძნდებოდა „ინვალიდთა ორგანიზაციების ბრიტანული საბჭო“. ამ ახალი გზების ჩასახვა მოხდა იმ კრიტიკის შედეგად, რომელიც წარმოებდა ინვალიდობის არსის მცდარი წარმოდგენის გამო საერთოდ საზოგადოებაში, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში და ისეთი ეროვნული ჯგუფების შედეგად, როგორიც იყო ინვალიდთა ალიანსი და მისი სახელფასო უფლებების დამცველთა საბჭო.

ეს კრიტიკა დაწვრილებით იქნა გამოთქმული ინვალიდთა ფუნდამენტურ პრინციპებში (1976 წ.) და გამოაქვეყნა ორგანიზაციამ „ფიზიკური დარღვევის მქონე ადამიანები სეგრეგაციის წინააღმდეგ“ (UPIAS). მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი მას შემდეგაც საკმაოდ განვითარდა და დაიხვეწა, მისი ბაზისი მაინც არ შეცვლილა და მის ძირითად დებულებებს დღემდე ცენტრალური ადგილი უჭირავთ ხსენებულ მოდელში, მოწინავე აზროვნებაში. მთავარი იდეა კი მაშინ შემდეგნაირად იყო დაფიქსირებული: „ჩვენი თვალთახედვით, სახელდობრ საზოგადოება აქცევს ფიზიკური დარღვევის მქონე პირებს ინვალიდებად. ინვალიდობა - ეს არის ის, სტატუსი, რომელიც ხელოვნურად მიენიჭა ფიზიკური დარღვევის მქონე ადამიანებს, რაც განაპირობა იმ მცდარმა გაგებამ, რის გამოც ასეთი ადამიანები ჩამოცილებულ იქნენ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებისგან და განიცადეს აბსოლუტური იზოლაცია. ასეთნაირად, ინვალიდობის მქონე პირები საზოგადოების ჩაგრულ ნაწილად იქცნენ. იმისათვის, რომ შევიმეცნოთ ეს ყოველივე და მომავალში მაინც აღარ დავუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები, უნდა მოვახდინოთ მკაცრი გამიჯვნა ფიზიკურ დარღვევასა და იმ სოციალურ სტატუსს შორის, რომელსაც ინვალიდობა ქვია... ამგვარად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფიზიკურ დარღვევაზე, ვგულისხმობთ კონკრეტული ადამიანის ამა თუ იმ ორგანოს, ან სხეულის ნაწილს, რომელიც შეზღუდულია და არა თავად პიროვნების უუნარობაზე, თუ უსუსურობაზე, რასაც ადგილი აქვს საზოგადოების მხრიდან და რის გამოც ინვალიდი აწყდება ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებებს, განიცდის გაუცხოების მძიმე შეგრძნებას და პიროვნულად იღუპება. შესაბამისად, მისი პირადი ტკივილი და ფიზიკური დარღვევა, საზოგადოებრივი ჩაგვრის მიზეზიც ხდება...“

ჩემს ინტერესში ამჟამად არ შედის მოვახდინო დაწვრილებითი ანალიზი ინვალიდთა ბრიტანული მოძრაობის მოღვაწეობაზე, ან კონკრეტულად ინვალიდობის სოციალური და სამედიცინო მოდელები განვიხილო. მე ვარჩიე უფრო ფართოდ წარმომეჩინა ის გარემოება, თუ რატომ გახდა ინვალიდობის სფეროში არსებული ეს ორი მოდელი ურთიერთსაწინააღმდეგო. მაგრამ მანამდე აუცილებლელია მოკლედ ვთქვათ, თუ საერთოდ რატომ გვჭირდება ერთი და, რის გამოა ცუდი მეორე მოდელი. რეალობა კარგია იმის მიხედვით, რასაც ჩვენ ვხედავთ. რეალობა - ეს არის ის, რის დანახვასაც ჩვენ გვასწავლიდნენ.

თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ადვილად მიხვდეს რამდენად ბევრია დამოკიდებული ჩვენს ცხოვერბაში იმაზე, რომ გვაქვს მრავალმხრივი და უძირო წარმოსახვის ნიჭი, შეგვიძლია გვესმოდეს და ვხედავდეთ სამყაროში არსებულ ხმებს და ფერებს. ამის გამო ჩვენი წარმოსახვა ყველა საგანს და მოვლენას თავისებურად აღიქვამს და ხშირ შემთხვევაში არც ცდება, მაგრამ არსებობს ისეთი ჭეშმარიტებაც, რომლის აღქმაც განსაკუთრებული ცოდნის გარეშე არ შეგვიძლია. კოპერნიკამდე კაცობრიობას მიაჩნდა, რომ მზე ტრიალებდა დედამიწის ირგვლივ. გალილეიმ, ნიუტონმა, ფროიდმა, აინშტაინმა და მათი დონის კიდევ სხვა გენიოსებმა არსებითად შეცვალეს წარმოდგენა უნივერსალურ რეალობაზე. მაგალითად, პასტერამდე პაციენტების უმეტესობა სავადმყოფოებში და მის მიღმაც იღუპებოდა იმის გამო, რომ მედიცინას ქონდა მცდარი შეხედულება ინფექციური დაავადების შესახებ, მისი აღმოჩენა კი კაცობრიობის პროგრესისათვის უდიდესი ნაბიჯი იყო.

მსგავსი კულტურული წარმოდგენები ფუნქციონირებენ „კულტურული ქულების“ სახით, მათი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ჩავწვდეთ სამყაროს და გავიგოთ ისეთი მოვლენების იდუმალება, რისი შემეცნებაც ჩვენით არ შეგვეძლო.

ბუნებრივია, ის, თუ როგორ ვჭრით ჩვენ პრობლემებს, პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ აღვიქვამთ და ვიგებთ თავად ამ პრობლემებს. ამიტომ ასეთ დივიდენდებს „კულტურული ქულები“ ქვია და მისი მიზანმიმართული გამოყენება უაღრესად მნიშვნელოვანია. პასტერის აღმოჩენა ბაქტერიებისა და ინფექციური დაავადებების კავშირიანობაზე ამის ბრწყინვალე მაგალითია. თუკი ჩვენ ინვალიდობის რაობას დავინახავთ არასწორად შერჩეული „კულტურული ქულების“ მეშვეობით, მაშინ ჩვენი ძალისხმევა იმთავითვე მარცხისთვის განიწირება.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ფიზიკური დარღვევის მქონე პირების მიმართ, დღესაც მცდარი „კულტურული ქულების“ მიხედვით მოქმედებს. ჩვენი მიზანია განვიხილოთ ისიც, თუ როგორია ასეთი წარმოდგენები, რასაც ვუპირისპირებთ კიდეც ინვალიდობის სოციალურ მოდელს.

სამედიცინო მოდელი

ტრადიციულად, ინვალიდობის მქონე პირებს უყურებდნენ „კულტურული ქულების“ დამახინჯებული მიდგომის კუთხით, რაც პირველ რიგში, ინვალიდობის სამედიცინო მოდელის შედეგი იყო. ამ მოდელის და მასთან დაკავშირებული სხვა მოდელების შედეგად ინვალიდობის მქონე პირებს შეიძლება ითქვას, არ განასხვავებდნენ მათი ფიზიკური დარღვევებისგან.

კითხვაზე - რა ხდის ადამიანს ინვალიდად? - ადამიანი, რომელიც სამყაროს სამედიცინო მოდელის მეშვეობით უყურებს, გვიპასუხებდა:

  • ადამიანები არიან ინვალიდები იმიტომ, რომ მათ სიარული არ შეუძლიათ;

  • ადამიანები არიან ინვალიდები იმიტომ, რომ მათ სმენადობა არ გააჩნიათ;

  • ადამიანები არიან ინვალიდები იმის გამო, რომ ისინი ვერ ხედავენ;

  • ადამიანები არიან ინვალიდები იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ მეტყველება.

და ასეთი დამახინჯებული და არასრულფასოვანი აღქმის შედეგად ჩვენ ვდგებით შემდეგი სირთულეების წინაშე:

ინვალიდები ყოველთვის ავად არიან.

ინვალიდები ვერ აკმაყოფილებენ საყოველთაო ნორმებს, რის გამოც:

ინვალიდებს არ შეუძლიათ მუშაობა.

ინვალიდებს არ შეუძლიათ ჩვეულებრივ სკოლებში სწავლა.

ინვალიდებს არ უნადა ყავდეთ შვილები.

ინვალიდები არიან სხვის კმაყოფაზე მყოფი ადამიანები.

ინვალიდები წარმოადგენენ საზოგადოების ტვირთს.

სპეციალისტის თვალიც არ სჭირდება იმის მიხვედრას, თუ რის გარშემო ყალიბდება სამედიცინო მოდელი. ანუ ეს არის მოდელი რის მიხედვითაც მხოლოდ იმის გაგება შეგვიძლია რა არ „შეუძლიათ“ ინვალიდობის მქონე ადამიანებს. და აქვე არანაირი აქცენტი არ კეთდება მათ შესაძლებლობებზე, მხოლოდ უარყოფითი მხარეა აღქმული და ისიც დამახინჯებული ფორმით, მეორეზე კი საუბარი საერთოდ არაა. მაგრამ ჩვენ ვერ ავცდებით მის განხილვას, რადგან ეს არის ის თვალსაზრისი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა საზოგადოებაში და ნერგავდა იმ უსამართლობას, რომლის გაარაფრებაც დღეს ჩვენს უმთავრეს მიზნად იქცა. ამ ყოველივეს ფონზე კი უკვე ნამდვილად აღარ იწვევს გაკვირვებას, თუ საიდან იქმნებოდა ამდენი დაბრკოლება? რატომ არ არსებობს სათანადო საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაიცავდა ინვალიდთა უფლებებს? ადამიანი, რომელსაც არ აქვს სიღრმისეული წარმოდგენა რეალურად არსებულ პრობლემაზე და მისი დონე ზერელე და პრიმიტიული გაგებით შემოიფარგლება, ვერასდროს შესძლებს ამ პრობლემის გადაჭრას.

არადა ამ პრობლემათა განქარვება სრულიად არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, საჭიროა მხოლოდ სიტუაციის სწორი, სოციალური მოდელის მიხედვით აღქმა და შემდეგ შეუძლებელი არაფერია.

ჩვენ უკვე გვესმის, რომ სწავლას მოწყურებულ ინვალიდობის მქონე ადამიანს არ შეუძლია ბიბლიოთეკაში შესვლა, რადგანაც იქ შესასვლელშივე ხვდება ისეთი საფეხურები, რომლის დაძლევაც საკუთარი ძალისხმევით შეუძლებელია მისთვის. და ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეუძლია მას ბიბლიოთეკაში მოხვედრა, არის საფეხურების არსებობა. არქიტექტორი, მშენებელები და ყველა ის ხალხი, ვინც მუშაობდა ბიბლიოთეკის აშენებისთვის, არ თვლიდა ინვალიდს საზოგადოების სრულუფლებიან და სრულფასოვან ნაწილად. ამიტომ ისინი ზუსტად იმ ხალხს განეკუთვნებიან, ვინც აქცევს კიდევაც ფიზიკური დარღვევის მქონე ადამიანს ინვალიდის სტატუსის მატარებლად. ბიბლიოთეკის მშენებლობის დროს, რომ გაეთვალისწინებინათ ინვალიდთა ინტერესებიც და კიბეების გვერდით პანდუსიც გაეკეთებინათ, მაშინ ასეთი ადამიანი აღარ იქცეოდა ინვალიდად და ნებისმიერ დროს შეძლებდა ბიბლიოთეკაში შეღწევას და მის დატოვებას, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ადამიანი. ამრიგად, სოციალური მოდელის ქულათა დაგროვებით ჩვენ უფრო ზუსტად და მკაფიოდ ვათვიცნობიერებთ, თუ რაში მდგომარეობს ინვალიდობის ნამდვილი მიზეზები, წარმოგვიჩენს თვალსაჩინო სურათს, რაც გვაძლევს კიდევაც იმაზე გარკვეულ პასუხს, თუ როგორ უნდა მოვიშოროთ თავიდან მსგავსი დამაინვალიდებელი დაბრკოლებანი.

დასკვნა

სოციალური მოდელი ასკვნის, რომ ინვალიდობის მქონე ადამიანები ისევე, როგორც სხვა ყველა დანარჩენი, დროდადრო საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, რის გამოც არ შეიძლება ისინი განხილულ იქნენ, როგორც სამედიცინო მოხმარების მუდმივი ობიექტნი. თუ მართლაც ასეთია სინამდვილე, მაშინ რა გვართმევს ფუნქციონირების საშუალებას? რა გვხდის სინამდვილეში ინვალიდებად? არა ჩვენი ფიზიკური დარღვევა, არამედ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება და საზოგადოებრივი აზრის მანკიერება. როდესაც ჩვენ თვითონ ვაცნობიერებთ და შემდეგ სხვებსაც ვუხსნით, რაში მდგომარეობს სოციალური მიდგომის არსი, ამით საერთო ყულაბასაც ვავსებთ კარგი და მაღალი „კულტურული ქულებით“, რის ხარჯზეც შეგვიძლია, როგორც თვითონ განვთავისუფლდეთ მძიმე წნეხისგან, ასევე აღმოვფხვრათ ის დაბრკოლებანი, რის გამოც ფიზიკური დარღვევის მქონე ადამიანებს საზოგადოება ნათლავს „ინვალიდად“. სამედიცინო მოდელი აჟღერებს, რომ უნდა შევიცვალნენ თავად ინვალიდები. სოციალური მოდელი აჟღერებს, რომ შესაცვლელი არის საზოგადოება და მასში დამკვიდრებული მანკიერი აზრი.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მოდელის სრული მიღების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა ინვალიდობის მქონე ადამიანებისთვის მსოფლიო პროგრამის ამოქმედება, რომელიც 1981 წელს მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გენერალურ ასამბლეაზე. ამ პროგრამამ „...დაამოწმა, რომ ინვალიდობის მქონე ადამიანებს უნდა ქონდეთ ისეთივე საშუალება და ბერკეტები ცხოვრების დონის შესანარჩუნებლად, ან გაუმჯობესებისთვის, რაც ყველა სხვა მოქალაქეს გააჩნია, უნდა მოხდეს მათი საფუძვლიანი მოთხოვნების დაცვა პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სექტორებში. ამასთანავე, ამ პროგრამაში პირველად განისაზღვრა ინვალიდობის გაგება, როგორც საურთიერთობო ფუნქცია ინვალიდობის მქონე ადამიანებსა და მათ ირგვლივ არსებულ სამყაროს შორის.“

ჩვენ კიდევ დიდი მუშაობა მოგვიწევს, სანამ აბსოლუტურად განვთავისუფლდებით სამედიცინო მოდელის მარწუხებიდან. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მოდელის არსებობა უკვე 20 წელზე მეტს ითვლის და მისი ძირითადი დებულებანი არაერთმა მთავრობამ მოისმინა და მიიღო, მაინც არავის მოუხდენია ძლიერი და ეფექტური ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება, რომელიც დაეხმარებოდა ინვალიდობის მქონე პირებს. საზოგადოების აზრი ამ სფეროში საკმაოდ ნელა იცვლება, ფიზიკური დარღვევის მქონე ადამიანები ისევ განიცდიან დისკრიმინაციას და აწყდებიან უამრავ დამამცირებელ ფაქტორებს. მათ დღემდე ისე უყურებენ, როგოც საქველმოქედო მასალას, უჭირთ იმის წარმოდგენა, რომ ბევრ ფიზიკური დარღვევის მქონე პირს გაცილებით მეტი შეუძლია (არამარტო სამეცნიერო და კულტურულ სფეროში), ვიდრე ე.წ ჩვეულებრივ ადამიანებს და მათ ისევ საზოგადოების მეორე და მესამე ხარისხოვან ნაწილად მიიჩნევენ. თუ ამ სიტუაციის შეცვლა შესაძლებელია, მაშინ მთავარი სიტყვა აქ ისევ ინვალიდობის მქონე პირებმა უნდა თქვან!

იმ განმანთავისუფლებელი ხედვის შედეგად, რომელსაც ნერგავს სოციალური მოდელი, ჩვენ შეგვიძლია ინვალიდობის ჭეშმარიტი მიზეზები დავადგინოთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება გამოვიწვიოთ და ღირსეული პასუხი გავცეთ იმ სოციალურ სტრუქტურებს, დაწესებულებებს და ურთიერთობებს, რომელნიც გვხდიან ინვალიდებად.

7 მოძრაობა ინვალიდთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

▲ზევით დაბრუნება


7.1 დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია

▲ზევით დაბრუნება


ამონარიდი .. კიმის სტატიიდან. მასლა ითარგმნა ინვალიდთა რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაცია პერსპექტივას მიერ, გამოცემული წიგნიდან - „დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“, რომელიც დააფინანსა ღია საზოგადოებისინსტიტუტმა.

ინვალიდობის მქონე ადამიანს აქვს უფლება სრულფასოვან მონაწილეობას იღებდეს საზოგადოებაში მიმდინარე ყველა პროცესში. მათი თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა სოციალურმა სამსახურებმა უნდა შეძლონ. რაიმე სახის ტრამვის, ან დაავადების შემთხვევაში მიღებული ინვალიდობა, არ იქცეს ადამიანის უუფლებობის მიზეზად. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ინვალიდობა სამედიცინო პრობლემა კი არა, სოციალური უსამართლობაა, რომელიც უფლებათა სასტიკი დარღვევის შედეგად ვითარდება. ამიტომ ჩვენ ყოველი ძალა უნდა ვიღონოთ, რომ პიროვნებისგან დამოუკიდებელი მიზეზთა გამო არავის უფლება იქნეს შელახული.

ინვალიდობა ნიშნავს შესაძლებლობის შეზღუდვას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სენსორული, კულტურული, საკანონმდებლო და სხვა ფაქტორების ხარჯზე, რანიც არ აძლევენ ინვალიდობის მქონე პირს იმის საშუალებას, მოახდინოს სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში და იყოს ისეთივე უნარქმედითი, როგორც საზოგადოების ყველა სხვა დანარჩენი წევრი. ამიტომ საზოგადოება ვალდებულია გაანეიტრალოს ყველა არსებული დაბრკოლება და ბოლომდე ადაპტირებული გარემო შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს არსებობისთვის.

დამოუკიდებელი ცხოვრებისგაგება კონცეფციალურ არსში აერთიანებს ორ მაკავშირებელ ვექტორს, ესენია დამოუკიდებელი ცხოვრების სოციალურ პოლიტიკური და ფილოსოფიური ვექტორები.

დამოუკიდებელი ცხოვრების სოციალურ-პოლიტიკური გაგება გულისხმობს - ადამიანი არის საზოგადოების განუყოფელი ნაწილი და აქვს უფლება იღებდეს აქტიურ მონაწილეობას მასში მიმდინარე ყველა სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ პროცესში. ქონდეს არჩევანის თავისუფლება და მისთვის ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცხოვრებელი და სხვა ნებისმიერი დანიშნულების შენობა, დაზღვევა, განათლება, საკომუნიკაციო საშუალებანი.

დამოუკიდებელი ცხოვრება - ეს ნიშნავს, გქონდეს საშუალება თვითონ შეაფასო, გააკეთო არჩევანი და მართო საკუთარი ცხოვრება.

დამოუკიდებელი ცხოვრების სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ადამიანის ფიზიკურ ფუნქციონირებაზე და, თუ მას სჭირდება ამ მხრივ რაიმე სახის მხარდაჭერა, ეს არ უნდა აისახოს მის ქმედითუნარიანობაზე და არ უნდა იმოქმედოს პიროვნების ნებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის უფლება შეილახება. დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიური გაგება არის აზროვნების დონე, იგივე ფსიქოლოგიური ორიენტაცია პიროვნებისა, რომელიც დამოკიდებულია სხვა პიროვნებებთან ურთიერთობასთან, ფიზიკურ შეზღუდულობასთან, გარემო-პირობებზე და მხარდამჭერი სამსახურების განვითარების ხარისხზე. დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიური აღქმა შთააგონებს ინვალიდობის მქონე პირს, რათა მათ მიზნად დაისახოს ზუსტად ის, რაც არა-ინვალიდობის შემთხვევაში იქნებოდა მისთვის სასურველი და იგრძნოს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ყველას შანსი თანაბარია... დამოუკიდებულობის კოეფიციენტი ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს, თითოეული ჩვენთაგანი დამოკიდებულია ერთმანეთზე. მაგალითად, ჩვენ დამოკიდებული ვართ მეპურეზე, რომელიც აცხობს პურს; მეწაღეზე, რომელიც კერავს ფეხსაცმელს; ინჟინერზე, რომელიც გვაწვდის ელექტრო ენერგიას, აგრონომზე, რომელიც გვამარაგებს სურსათით და ასე შეიძლება არა ერთი საინტერესო და ჩვენთვის აუცილებელი სფერო დავასახელოთ, მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება არ აისახება ადამიანის თავისუფალი ცხოვრების კოეფიციენტზე, იგი უფრო სხვა, არსებითი მოთხოვნილების კოეფიციენტია. ეს არის ურთერთ საჭიროების დიდი ჯაჭვი, რომლის გამართვა თავად ქმნის საზოგადოების თავისუფლებას და გვეხმარება ცხოვრებაში. თუ ჩვენ თავად არ შეგვიძლია ტანსაცმლის შეკერვა, მაშინ მივდივართ ატელიეში და ვაძლევთ შეკვეთას, ან მაღაზიაში ვყიდულობთ მას. ასე ვიქცევით, როცა საკუთარი ძალებით არ ვაცხობთ პურს და არ შეგვიძლია სხვადასხვა სურსათის მოყვანა. ეს ნორმალურია. თავისუფალი ცხოვრების ფილოსოფიური გაგება ინვალიდობას განიხილავს იმის მიხედვით, თუ სად ექმნება პრობლემა ადამიანს. თუ მას არ შეუძლია სიარული, არ აქვს განვითარებული მხედველობა, ან სმენადობა, უჭირს ლაპარაკი. ადამიანი ინვალიდობას იძენს იმ შემთხვევაში, თუ იგი არაადაპტირებულ გარემოში ცხოვრობს, თუ მას არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაადგილება და ცხოვრება, თუ მისი სურვილები ყოველდღიურად განიცდიან ტკივილს, რადგან გარე-სამყარო სავსეა დაბრკოლებებით და მათ არავინ ეხმარება ყოველივე ამის გადაჭრაში.

სინამდვილეში კი იგი საზოგადოების ისეთივე წევრია, როგორც ნებისმიერი სხვა.

უბრალოდ განსხვავება იმაშია, რომ მას, პურის და ტანსაცმლის მაღაზიებში სიარულის გარდა, სჭირდება კიდევ სხვა სახის აუცილებლობა, რისთვისაც უნდა შეიქმნას შესაბამისი პირობები მხოლოდ. ყოველივე ამას კონტროლს უნდა უწევდეს სოციალური სამსახურები, რომელნიც სრულფასოვნად მოახდენენ მისი ფიზიკური შეზღუდულობის კომპენსირებას და ინვალიდობის მქონე ადამიანს მისცემენ იმის საშუალებას, რომ ამ ტვირთიდან ყოველდღიურობაში მაინც განიკურნოს.

თუკი ჩვენ შევქმნით კარგად გამართულ ინფრასტრუქტურას, სადაც თავის ადგილი ექნებათ მსგავსი ტიპის სოციალურ სამსახურებს, მაშინ ინვალიდობის მქონე პირთა ქმედითუნარიანობა, მიუხედავად მათი შეზღუდული შესაძლებლობისა, გათანაბრებული იქნება საზოგადოების ყველა დანარჩენ წევრთან და შესძლებენ თვითონ მიიღონ თავისთვის სასურველი ნებისმიერი გადაწყვეტილება, ყოველივე ეს კი სიკეთეს მოუტანს არა მარტო მათ, ან მათ ოჯახებს, არამედ თავად ქვეყანაც დარჩება მოგებული.

7.2 რა არის „დამოუკიდებელი ცხოვრება?“

▲ზევით დაბრუნება


დამოუკიდებელი ცხოვრება არსებობს მაშინ, როცა ადამიანს შეუძლია თვითონ აირჩიოს, თუ როგორი ცხოვრება სურს მას. ქონდეს მისი განხორციელებისთვის ყველა აუცილებელი შესაძლებლობა და საშუალება. თავისუფალი ცხოვრების დროს ინვალიდობის მქონე პირი არ იზღუდება ფიზიკური დარღვეულობის გამო, რადგან ადაპტირებული გარემო და საზოგადოებრივი აზრი აცილებს მას სიტყვა „ინივალიდობის“ ტვირთს და ათავისუფლებს სტერეოტიპებისგან. ამ ვითარებაში ინვალიდობის მქონე ადამიანს აქვს უფლება და საშუალება წავიდეს იქ, სადაც უნდა; შეხვდეს მას, ვისაც სურს და მიიღოს ისეთი განათლება, როგორსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. ის შეზღუდულია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საზოგადოების თითოეული წევრი და აქვს უფლება დაუშვას ისეთივე შეცდომა, როგორიც ნებისმიერ ადამიანს. იმისათვის, რომ ინვალიდობის მქონე ადამიანმა მოიპოვოს თავისუფლება, ის ვალდებულია წინ აღუდგეს ყოველგვარ დაბრკოლებებს და არ შეუშინდეს მის სერიოზულობას. მსგავსი დაბრკოლებები შესაძლოა იყოს ხილული (არა ადაპტირებული გარემოს და კანონმდებლობის სახით), ან ფარული (ადამიანების დამოკიდებულება). მათი გადალახვით ძალიან ბევრის მიღწევა შეიძლება, რადგან ინვალიდობის მქონე ადამიანს შეექმნება შესაძლებლობა - იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. ეს არის შანსი, რომლის კარგად გამოყენების შემთხვევაში, ადამიანი საზოგადოების აქტიურ წევრად გახდომას და თვითრეალიზაციას შესძლებს.

დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიის ფართო გაგება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვისთვის მთელი მსოფლიოს მაშტაბით წარმოებულ მოძრაობას. ეს არის საპროტესტო ტალღა, რომელიც მიმართულია ინვალიდთა წინაშე მოქმედი სეგრეგაციისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ, აგრეთვე იგი ეძღვნება ადამიანების, და განსაკუთრებით, ინვალიდობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, რაც საშუალებას მისცემს ამ ხალხს იცხოვრონ საზოგადოებაში ყველა სხვა ადამიანის გვერდით და ერთად გაიზიარონ მასში არსებული სიხარული და ვალდებულებანი.

თავისუფალი ცხოვრება, როგორც ფილოსოფია, მთელ მსოფლიოში განისაზღვრება იმ საფუძვლად, რომლის მიხედვითაც ადამიანს ეძლევა საშუალება თვითონვე აკონტროლოს საკუთარი ცხოვრება, ქონდეს თავისუფლების ხელშეუხებლობა და მისი დამოკიდებულობის კოეფიციენტი დავიდეს ნულოვან ზღვრამდე. თავისუფლება, ეს არის ცნება, რომელიც ყველა ადამიანს ესმის თავისებურად, მაგრამ არსებობს მისი საფუძველი, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის განუყოფელია. და ეს პირველ რიგში ნების, არჩევანის და შესაძლებლობის თავისუფლებაა.

დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია ცხადად გვიჩვენებს, თუ რამხელა სხვაობა არსებობს იმ სიტუაციის დროს, როცა ადამიანს უკანონოდ ართმევენ ცხოვრების ნებას და იმ სიტუაციას შორის, როცა მას უქმნიან არსებობისთვის ყველა პირობას და მისი ცხოვრება დაბრკოლებებისგან აბსოლუტურად თავისუფალი ხდება.

7.3 მითი დამოუკიდებლობაზე

▲ზევით დაბრუნება


მიშელ მესონი

დავალება

თითოეულ მონაწილეს თხოვეთ, დაწეროს ფურცელზე, თუ რისი მოხმარება სჭირდება გაღვიძების მერე, რომ გაკვეთილზე მოვიდეს.

შემდეგ თხოვეთ მათ, ჩამოთვალონ ის ადამიანები, ვისი სმსახურის გარეშე ყოველივე ეს იქნებოდა შეუძლებელი.

მონაწილეებს სთხოვეთ შეადგინონ დამხმარე საშუალებებისა და მოწყობილობების ისეთი სია (ტელეფონი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ავტომობილი, კბილის ჯაგრისი, საწერი კალამი, ტანსაცმელი და ა.შ.), რომლის გარეშეც არსებობა იქნებოდა შეუძლებელი.

მე ვიღვიძებ საწოლში. მაღვიძებს მაღვიძარა. რამდენი ადამიანის მუშაობაა საჭირო, რათა მაღვიძარა მოვიდეს ჩვენამდე? პირველ რიგში უნდა მოვიძიოთ მასალა, შემდეგ მივცეთ ფორმა, წარმოება, მოხდეს მისი გატანა ბაზარზე, რეკლამირება და მხოლოდ ამის მერე ვიძენთ ჩვენ მას. და საწოლის? ავეჯის? ტანსაცმლის? ამისთვის რამდენი ადამიანის შრომაა საჭირო? მე ძილის წინ ვიღებ აბაზანას - საიდან მოდის წყალი? მერე სად მიედინება? როგორია მისი გზა? და ა.შ. ან რა გზას განიცდის ის ბოსტნეული და ხილი, რომელიც ჩვენ გვიყვარს? სურსათი... რისგან კეთდება? როგორ მოდის ის ჩვენამდე? ვინმე გვიმზადებს სადილს, თუ თავად ჩვენ გვიხდება მისი მომზადება? მე ვხმარობ კბილის ჯაგრისს, პირსახოცს, სავარცხელს, ვატარებ სათვალეს, ქუდს, ვრთავ ტელევიზორს, კომპიუტერს, ხშირად ვიყენებ ტელეფონს, ვქოქავ ავტომობილს და ა.შ.

გაკვეთილი 1

სინამდვილეში ნებისმიერი ადამიანის თავისუფლება დიდად არის დამოკიდებული სხვებზე. ინვალიდობის მქონე ადამიანები სხვაზე მეტად საჭიროებენ დახმარებას. ეს სავსებით შეესაბამება ადამიანებში არსებულ ჯანსაღ ურთიერთობას.

ურთიერთდამოკდებულება - ყველასთვის ობიექტური სინამდვილეა. მით უფრო, როცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, ვინც ინვალიდობის მქონე პირებზე არიან დამოკიდებულნი.

გაკვეთილი 2

ნებისმიერი ადამიანი მუდმივად იყენებს დამხმარე საშუალებებს და მოწყობილობას. ასობით ასეთი ნივთისა და საგნის გარდა, ინვალიდობის მქონე ადამიანებს ჭირდებათ დამატებით რამდენიმე ნივთი, რის გარეშეც ვერ შეძლებდა მოქმედებას. მაშ რა სხვაობა არსებობს ჩვენს შორის? რას გულისხმობს ინვალიდობის ფაქტორი?

გაკვეთილი 3

შესაძლებლობა, ფასი, არჩევანი და კონტროლი. ეს საკითხები ჩნდება ჩვენს წინაშე, როცა თავისუფალ ცხოვრებაზე ვიწყებთ საუბარს.

ადამიანს არ სჭირდება ექსპერტის რჩევა, რათა კბილის ჯაგრისი და სავარცხელი გამოიყენოს. არც საკუთარ სახლში შესვლაზე ითხოვს ნებართვას და არც ექიმის დიპლომს მოსთხოვს ვინმე, როცა მეგობარი ცუდათ იგრძნობს თავს და ურჩევს სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროს. ჩვენ არც ყავის მომზადების დროს ვთავაზობთ მეგობრებს კომპენსაციებს. ეს არის ურთიერთდამოკიდებულების ის ფაქტორი, რაც განსაზღვრავს ჩვენს პიროვნულ თავისუფლებას.

საზოგადოება ისეა მოწყობილი, რომ ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევნის უფლება, ხოლო თავად არჩევანი ყველა შემთხვევაში თავისუფალ ნებაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ჩვენ გვსურს, რომ ადამიანისთვის საჭირო საშუალებებსა და მოწყობილობებს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთხოვნილებებიც დაემატოს, რომელიც ისეთივე ხელმისაწვდომი იქნება ინვალიდობის მქონე პირთათვის, როგორც ვთქვათ, კბილის ჯაგრისი. თანაც სასურველია, რომ ყოველვე ეს შეესაბამებოდეს ჩვენს ფინანსურ საშუალებებს, ვინაიდან პენსია მხოლოდ არსებობისთვის საჭირო მინიმუმს ამკაყოფილებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა (ინვალიდთა) დამოუკიდებლობის

დეკლარაცია

ნორმან კიუნკი

ამერიკელი ინვალიდების უფლებათა დაცვის მოძრაობის აქტივისტი

  • ნუ განიხილავთ ჩემს ინვალიდობას როგორც პრობლემას

  • არ არის საჭირო ჩემი მხარდაჭერა, არც ისე სუსტი ვარ როგორც გეჩვენებათ

  • ნუ შემომხედავთ, როგორც პაციენტს, მე მხოლოდ თქვენი რიგითი თანამოქალაქე ვარ ნუ შეეცდებით ჩემს შეცვლას, თქვენ ამის უფლება არ გაქვთ

  • ნუ შეეცდებით ჩემს მართვას. როგორც ყველას მეც მაქვს უფლება საკუთარ ცხოვრებაზე

  • ნუ მასწავლით ვიყო მორჩილი, შემგუებელი და თავაზიანი. ნუ დამამადლით ურთიერთობას

  • აღიარეთ, რომ რეალური პრობლემა რომელსაც აწყდება ინვალიდი, არის მისისოციალური გაუფასურება და შევიწროვება, ცრუ-წარმოდგენებზე დამყარებული დამოკიდებულება მათ მიმართ

  • მხარი დამიჭირე, რათა ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში შევიტანო წვლილი საზოგადოების ცხოვრებაში

  • დამეხმარე გავაცნობიერო ჩემი საჭიროება ნუ დამეხმარები მაშინ, როცა მე ამის საჭიროება არ მაქვს, თუნდაც ეს თქვენ განიჭებდეთ სიამოვნებას

  • ნუ აღფრთოვანდებით ჩემით. სურვილი იცხოვრო სრულფასოვნად არ იმსახურებს აღფრთოვანებას

  • გამიცანით კარგად ჩვენ შეიძლება მეგობრები გავხდეთ

  • გახდით ჩემი მეკავშირე, მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც ცდილობენ ჩემს გამოყენებას საკუთარი კმაყოფილებისთვის

  • პატივი ვცეთ ერთმანეთს რადგანაც პატივისცემა წარმოშობს თანასწორობას

გაითვალისწინეთ ყოველივე, მხარი დამიჭირეთ და იმოქმედეთ!

8 რა არის ინკლუზიური განათლება

▲ზევით დაბრუნება


უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ალიანსის „დავეხმაროთ ბავშვებს“ („Save the children“) მასალების მიხედვით.

ინკლუზიური - „ჩართული” განათლება არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლებში ინვალიდობის მქონე ბავშვთა სწავლების პროცესის აღწერისას.

მას საფუძვლად უდევს იდეოლოგია, რომელიც გამორიცხავს ბავშვების ნებისმიერ ფორმის დისკრიმინაციას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი გავრცელებული საგანმანათლებლო სისტემის შემთხვევაში, ბავშვების გარკვეული ნაწილი რჩება სასწავლო პროცესის მიღმა, ვინაიდან სისტემა არ არის მზად საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად მიუდგეს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. არადა ისინი ბოლო სტასტიკით მოსწავლეთა 15%- შეადგენენ და განსაკუთრებული მიდგომის გარეშე საზოგადოებისგან და სასწავლო სფეროსგან გარიყულ მდგომარეობაში რჩებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ბავშვები კი არ განიცდიან წარუმატებლობას, არამედ სისტემა განიცდის კრახს!

ინკლუზიური განათლება - ეს არის ახალის სიტყვა განათლების სფეროში, იგი თავის თავზე იღებს იმის უზრუნველყოფას, რომ თითოეულ ბავშვს შეექმნას აუცილებელი კომფორტი და ყველა საშუალება იმისათვის, რომ მან შესძლოს განათლების პროცესში სრულფასოვანი ჩართვა.

ინკლუზიური განათლება იღწვის ისეთი მეთოდოლოგიის განვითარებისკენ, რომელიც აქცენტს აიღებს ბავშვებზე და აღიარებს, რომ თითოეული მათგანი ინდივიდუმია, მიუხედავად მათი განსაკუთრებული და განსხვავებული შესაძლებლობისა. იგი ცდილობს შეიმუშავოს მიდგომა, რომლის მიხედვითაც სწავლა- განათლების მიღება იქნება დამაკმაყოფილებელი განსაკუთრებული შესაძლებლობის ბავშვებისათვის და ფიზიკური დარღვეულობა არ განაპირობებს სწავლის პროცესისგან ჩამორჩენას. ეს არის მთავარი პრინციპი ამ მართლაც ახალი მიმდინარეობისა და, თუკი სწავლა-განათლების პროცესი გახდება ყველასთვის ერთნაირად მისაწვდომი, მაშინ რა თქმა უნდა შედეგები გაცილებით ეფექტური და სასურველი იქნება. ყოველივე ამით კი პირველ რიგში საზოგადოება დარჩება მოგებული.

ინკლუზიურ სკოლებში სწავლება ეხმარება ბავშვებს შეიძინონ ცოდნა ადამაინის უფლებების დაცვის შესახებ (თუმცა მათ უშუალოდ არ უტარდებათ მსგავსი ტიპის გაკვეთილები), რაც ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ დისკრიმინაციის კოეფიციენტი დავიდეს ნულზე. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან არა მარტო ცხოვრება იწყება ბავშვობიდან, არამედ ის საზოგადოებრივი აზრის და მომავლის საწყისიცაა.

ინკლუზიური განათლების აუცილებელი პირობები:

ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულება თანაბრად უნდა იხილებოდეს ბავშვთა უფლებათა დაცვასთან. ანალიზი იმისა, თუ რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი ინტერესი კონკრეტული ბავშვისა, გვეხმარება იმის შეცნობაში, თუ რა შეიძლება იყოს მისთვის

ყველაზე საინტერესო და სასარგებლო. ფაქტები ცხადყოფენ, რომ ბავშვთა ინსტიტუციური აღზრდა (სპეციალურ სკოლებში, ინტერნატებში და ა.შ.) სავსებით ვერ აკმაყოფილებს ნაკისრ ვალდებულებებს.

მონაცემთა ანალიზი მეტყველებს იმაზე, რომ სოციალური მომსახურების გაუმჯობესება, მისი ხარისხი დამოკიდებულია მის მოქნილობასა და ადაპტირებულობაზე ინდივიდთა საჭიროებებთან.

რიგ შემთვევებში, რესურსები შეზღუდულია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის მიუღწევადია. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და დავკარგოთ ბრძოლისუნარიანობა. გამოცდილება გვასწავლის, რომ თუკი მონაწილეთა მიდგომა იქნება ინკლუზიური განათლების მეთოდოლოგიის შესაბამისი და ადეკვატური, შეუძლებელი არაფერი იქნება ჩვენთვის და შედეგის მიღწევას შეზღუდული რესურსების პირობებშიც შევძლებთ. საჭიროა ცოდნა ინკლუზიური განათლების ზოგიერთი გადამწყვეტი პრინციპებისა, რათა დავიზღვიოთ თავი განსხვავებულ კულტურასა და საზოგადოებაში სისტემის “იმპროტისგან”. უნდა მოხდეს რეალიზება ისეთი იდეებისა, რომელნიც ჩვენს საერთო ინტერესებზე და პრინციპებზე არიან დაყრდნობილნი. აი ისინიც:

1. როგორც წესი, ბავშვები დადიან ადგილობრივ (საკუთარ უბანში მდებარე) ბაღებშიდა საშუალო სკოლებში. ასეთივე უფლებებით და თანაბარი შესაძლებლობებით უნდა სარგებლობდნენ ინვალიდობის მქონე ბავშვებიც. და, თუ ამ სასწავლებლებს არ აქვთ პირობები მიიღონ განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მაშინ ვალდებულია მთავრობა, ქალაქის მუნიციპალური, ან განათლების სამსახური, რომ მოახდინოს მათი ადაპტაცია, რათა ბავშვები არ ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას, არ დარჩნენ სასწავლო პროცესის მიღმა.

2. მეთოდოლოგია შემუშავებულია განსხვავებული შესაძლებლობის ბავშვების მხარდასაჭერად (თუმცა ამ სწავლებით, მხოლოდ განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სწავლის კოეფიციენტი როდი იწევს მაღლა, არამედ ყელა ბავშვის კვალიფიკაცია ერთნაირად უმჯობესდება).

3. ყველა ბავშვი, რომელიც მონაწილეობას იღებს ბაღში, ან სკოლაში მიმდინარე ღონისძიებებში (ექსკურსია, სპორტული თამაშები, კონკურსები, შემოქმედებითი საღამოები), არის ინკლუზიური.

4. ბავშვის ინდივიდუალური სწავლება გამართლებულია, თუკი მასში ჩართულნი იქნებიან მასწავლებლები, მშობლები და საერთოდ ყველა, ვისაც შეუძლია მსგავსი თანადგომა გასწიოს.

ინკლუზიური განათლება, თუკი იგი დაფუძნებულია სწორ პრინციპებზე, გვეხმარება ჩვენ, რათა აღკვეთილ იქნეს დისკრიმინაციის გამოვლინების ნებისმიერი ფორმა და საშუალებას აძლევს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ისწავლონ, აღადგინონ საკუთარი უფლებები, რაც იმის სარწმუნო ბაზისი იქნება, რომ ბავშვები მომავალში საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდებიან.

არსებობს კიდევ რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია და ხელშეკრულება, რომელთა გამოყენებამ შეიძლება, ასევე სარგებელი მოგვიტანოს:

ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ყველა ბავშვის თანაბრად განვითარების პრინციპს. მისი მიხედვით დაგმობილია დისკრიმინაციის ყოველგვარი პირდაპირი, თუ ფარული გამოვლინება და აქცენტი კეთდება საკუთრივ ბავშვის, და არა სისტემის, ინტერესებზე... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ, თუ 23-ე სტატია მიმართულია განსაკუთრებული შესაძლებლობის ბავშვების უფლებათა დაცვაზე, ყველა სხვა დანარჩენი სტატია ერთნაირად არის განსაზღვრული როგორც ინვალიდობის არმქონე ბავშვებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც ცხოვრება უხდება ფიზიკური დარღვეულობის ფონზე. იუნესკო გამოდის ინიციატივით, რათა თანაბარ უფლებებში იცხოვროს ყველა ბავშვმა, მათ შორის ინვალიდობის მქონე ბავშვებმაც, ვალდებულება, რომელიც 1994 წელს იქნა მიღებული სალამანკაში (ესპანეთი) გვაძლევს მკაფიო მიმართულებას ინკლუზიური მიდგომების შესახებ, ეს მიმართულება გამოყენებული იქნება ზოგადად ბავშვებზე, მათ--შორის ინვალიდობის მქონე ბავშვებზე (სალამანკას დეკლარაცია 1994 წ.). უნდა მოხდეს ამ ვალდებულებათა კარგად შესწავლა და ფართო გამოყენება.

დასასრულს:

ყოველი ძალისხმევა, რომელიც დაფუძნებულია ინკლუზიურ განათლებაზე, მართებული და მისაღებია. თუკი ჩვენ მას მივუდგებით სიბრალულისა და ქველმოქმედების ქვეტექსტით, მაშინ შედეგები წინასწარვე ჩავარდნისთვის განიწირებიან. ყველა ბავშვს შეუძლია ისწავლოს! ამისთვის მხოლოდ შესაბამისი პირობების შექმნაა საჭირო.

არსებობს სასწავლებლები, სადაც სხვა ბავშვების გვერდით, სწავლობენ განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც და ისინი თავის საქმეს საკმაოდ კარგადაც უძღვებიან! თუკი ინკლუზიური განათლების მეთოდები შემუშავებულნი იქნებიან მისი პრინციპების დაცვის მიხედვით, მაშინ თითოეული ბავშვი შეძლებს სწავლის პროცესში ჩართვას და თანატოლების წრეში საკუთარი ადგილის პოვნას და დამკვიდრებას. ამ პრინციპების მნიშვნელობა ძალზედ დიდია, რადგან ეს არის წინაპირობა, რომ ჩვენი დღევანდელი ნასაუბრები, ხვალ ისეთ სინამდვილედ იქცეს, რომლის გარეშეც ვერ იარსებებს ჯანსაღი საზოგადოება.

8.1 მითები ინკლუზიურ სკოლებზე

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოებაში დამკვიდრებულია არაერთი მცდარი შეხედულება და მითი ინკლუზიური განათლების სისტემის შესახებ. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

მითი - I: ინკლუზია - ეს არის სისტემის ლამაზი დასახელება, რომლის წიაღშიც სინამდვილეში ყველა უწესრიგოდ არის თავმოყრილი

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ ინკლუზია - ეს არა მარტო „კეთილი ნების” მიდგომაა, არამედ ის გახლავთ საკმაოდ დახვეწილი და ეფექტური ფილოსოფიური კონცეფცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ბავშვებს (განურჩევლად იმისა, ინვალიდობის მქონენი არიან ისინი, თუ არა) მეტი საშუალება ქონდეთ, რათა აღიმაღლონ კვალიფიკაცია, როგორც სწავლების, ასევე სოციალური აზროვნების სფეროში. ინკლუზია ბავშვების უბრალო თავშეყრას არ ახდენს, არამედ ის თითოეულ ბავშვთან მუშაობს და საშუალებას აძლევს მას თავი მეტად კომფორტულად და დამოუკიდებელ ინდივიდად იგრძნოს.

იგი არის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას, შესაძლებლობას და მათ განსხვავებულ ინტერესებს, ამიტომაც მისი კონცეფცია ეწყობა თითოეული ბავშვის შესაძლებლობისა და მოთხოვნილებიდან გამომდინარე. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებელთა და სპეციალურად მომზადებული პედაგოგების როლი, მოღვაწეობა, რათა თითეულმა ბავშვმა სწავლის პროცესში საკუთარი მაქსიმუმი გამოავლინოს.

მითი - II: ინკლუზიური განათელბა ნიშნავს, რომ ყველა მოსწავლე, ვისაც სწავლისთვის სპეციალური მოთხოვნილება გააჩნია და საჭიროებენ სხვადასხვა სახის დახმარებას, ვერ დაეუფლებიან ცოდნას და იმთავითვე განწირულნი არიან სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენისათვის.

ეს არასწორია! ჩვენ უკვე ვიცით, რომ ინკლუზიური განათლება გულისხმობს - მასწავლებლები ინდივიდუალურად დაეხმარონ აბსოლუტურად ყველა ბავშვს. ამ შემთხვევაში ისინი არ არიან რაიმე ნიშნით დაყოფილნი. ბავშვები განათლებას მრავალ ადგილას და განსხვავებული საშუალებებით იღებენ. ინკლუზიური სკოლები მეტად მოქნილნი არიან ამ შემთხვევაში, ვინაიდან ის ეხმარება, როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს გაუწიონ მიზანმიმართული თანადგომა და დახმარება.

მოქნილი განრიგი, მშობლებთან მუშაობა, საზოგაოდებრივი ორგანიზაციების შეთანხმებული მოქმედება, ერთობლივი კლასგარეშე სამუშაო - აი, არასრული ჩამონათვალი იმ საშუალებებისა, რომლებიც ეხმარებიან პედაგოგებს უკეთესად განეწყონ ბავშვების ინტერესებისა და მოთხოვნების მიმართ და უზრუნველყოფს იმას, რომ ინვალიდობის მქონე ბავშვებმა მიიღონ ჯანსაღი და სრულფასოვანი განათლება ნებისმიერი დახმარებისა და საკუთარი სურვილის ხარჯზე.

მითი - III: ინკლუზია ნიშნავს, რომ ყველა მოსაწავლე ვალდებულია სასწავლო დრო სრულად გაატარონ მხოლოდ საკლასო ოთახებში.

ეს წარმოდგენაც არაზუსტია! ინკლუზიური განათლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მთავარი არა ერთ ადგილზე ყოფნა, არამედ სწავლის პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის მიღება და თანამშრომლობა გახლავთ. ნებისმიერი ბავშვი იღებს განათლებას იქ, სადაც მისთვის ხელსაყრელია და ტრადიციული საკლასო ოთახი მხოლოდ ერთ-ერთი ასეთი ადგილთაგანია. სასწავლო პროგრამას მოსწავლე ვერ აითვისებს ოდენ სასკოლო ოთახში ჯდომით, არის კიდევ ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილობის ოთახები, სათამაშო მოედნები, სპორტული დარბაზები და სხვა. ყოვევლივე ამის გარეშე, არ არსებობს სასკოლო ცხოვრება, ამიტომაც ნებისმიერ ბავშვს უნდა შეეძლოს თანაკლასელებთან ერთად დინამიურ აქტიურობაში ყოფნა.

მითი - IV: მსგავსი ტიპის სასწავლებლებში ინვალიდობის მქონე ბავშვები არიან გარიყულნი. მათ არასათანადოდ და ცუდად ექცევიან თანაკლასელები. გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ სინამდვილეში საქმე სხვაგვარად არის - ინკლუზიური განათლების სკოლებში ინვალიდობის მქონე ბავშვებსა და სხვა დანარჩენ მოსწავლეებს შორის ყალიბდება საკმაოდ კარგი და მეგობრული ურთიერთობა. მეგობრობა ეხმარება მათ ნებისმიერი პრობლემის დაძლევასა და ნეიტრალებაში. ბავშვები აქ თავს კომფორტულად გრძნობენ, მათ არ ერიდებათ ქონდეთ ურთიერთობა ისეთ ბავშვებთან, რომლებიც ერთი შეხედვით მათ არ გვანან. მოსწავლეებს აქ არ ეშინიათ ურთიერთობის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია და ეს ინკლუზიური განათლების მეთოდისა და მიდგომების დამსახურებაა.

ინკლუზიურ სასწავლებლებში ინვალიდობის მქონე და არ-მქონე მოსწავლეები, სტუდენტები სამართლიანობის, კეთილგანწყობისა და მეგობრობის ატმოსფეროში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, ბავშვებსა და მოზარდებს შორის ხდება გარკვეული უთანხმოებაც, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან ბავშვებს ახასიათებთ ერთმანეთში კინკლაობა და შემდეგ დამეგობრება. ინკლუზიური განათლების სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ ეს პატარა წაჩხუბებაც არასდროს არის გამოწვეული ინვალიდობაზე ირონიული მიდგომის გამო.

მითი - V: მასწავლებლებმა არ იციან, როგორ ასწავლონ ინვალიდ ბავშვებს და ეშინიათ, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაში, მათ განსაკუთრებულად მოსთხოვენ პასუხს.

მასწავლებლები სასწავლო გეგმას იყენებენ, როგორც სასურველ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ისინი ასწავლიან ბავშვებს იმას, რაც აუცილებლად გამოადგებათ მათ ცხოვრებაში. ყველა ბავშვი ერთნაირი ეფექტურობით ვერ ეუფლება სასწავლო პროგრამას, ზოგიერთი მათგანი შეიძლება შედარებით ნელა ითვისებდეს მას. ვინაიდან ეს არახალია მასწავლებლებისთვის, მათაც აქვთ შეგნებული, რომ თუ რომელიმე მოსწავლე სურვილის მიუხედავად ვერ ახერხებს პროგრამის ყველა კომპონენტის დროულ ათვისებას, მაშინ აუცილებელია მის მიმართ გამოინახოს ინდივიდუალური მიდგომა, რისი მეშვეობითაც მოსწავლე შეძლებს გაკვეთილის მეშვეობით მიწოდებული ინფორმაციის გაგებას და შეძლებისდაგვარად მოახდენს მის გააზრებას და სწავლას.

ინვალიდობა - ეს არის ერთ-ერთი განსხვავებულობა, ამიტომ არ შეიძლება მისი მქონე ყოველი ბავშვი ერთიანი და სხვაზე იოლი პროგრამით სწავლებოდეს, ესდაუშვებელიცაა! ფიზიკური დარღვეულობა სულაც არ გულისხმობს გონებრივ ჩამორჩენილობას, რიგ შემთხვევაში ასეთი ბავშვები ინკლუზიური სკოლების წამყვანი და თვალსაჩინო მოსწავლენი არიან. პედაგოგი უნდა იყოს კვალიფიციური და პროფესიონალი და ამის ფონზე, რა თქმა უნდა, მის კომპეტენტურობაში ეჭვს ვერავინ შეიტანს.

მითი - VI: არაინვალიდი მოსწავლეები დარჩებიან უყურადღებოდ, თუკი მასწავლებელი ინვალიდობის მქონე ბავშვების მიმართ გამოიჩენს მეტ ყურადღებას და მათ სწავლებას დაუთმობს სასწავლო პროცესის უმეტეს ნაწილს.

ნებისმიერი მასწავლებელი გვეტყვის ჩვენ, რომ მის კლასში ერთნაირი ბავშვები არ სწავლობენ. ისინი შეიძლება განსხვავდებოდნენ ეროვნებით, კულტურით, ინტერესებით, სწავლის ხარისხით და .. ბავშვი უკვე ინდივიდუალური სუბიექტია და ამიტომ პედაგოგი ვალდებულია ყველა მოსწავლეს, ასევე ინდივიდუალურად მიუდგეს. ინკლუზიურ სასწავლებლებში, როგორც ინვალიდობის მქონე, ასევე არაინვალიდი ბავშვების მიმართ აუცილებლად იქნება გამოყენებული ინდივიდუალირი მიდგომა, ამისთვის კი აუცილებელია, რომ შემდეგი ფაქტორები იქნეს გათვალისწინებული: თანამშრომლობა მასწავლებლებს შორის. ვერც ერთი პედაგოგი ვერ შესძლებს სასწავლო პროგრამის კარგად ჩატარებას, თუ არ გაითვალისწინებს კოლეგების რჩევებს და გამოცდილებას.

პროგრამის მისადაგება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.

მასწავლებლები იყენებენ განხსვავებულ მიდგომებს ინვალიდობის მქონე ბავშვებისადმი. პედაგოგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბავშვის ნება-სურვილი და ინტერესი ინფორმაციის და ცოდნის მიღებისა, ბოლომდე კმაყოფილდება. იგიბევრს უნდა მოელოდეს თავისი მოსწავლისაგან, განურჩევლად მისი შესაძლებლობისა,

მითი - VII: როცა ინვალიდობის მქონე ბავშვები ერთ კლასში არიან სხვა ბავშვებთან ერთად, მაშინ მიწოდებული სწავლების დონე კლებულობს, რომ თითქოს იგი მიესადაგება ინვალიდთა უნარებს.

ინკლუზიური მიდგომის შემთხვევაში ყველა მოსწავლე რჩება მოგებული. ეს იმითაც განიპირობება, რომ სწავლების ასეთი ტიპი უქმნის ბავშვებს ინდივიდუალური სწავლების საშუალებას და მასთან ერთად არ ავიწყებს არც გუნდურ პასუხისმგებლობას. როცა მასწავლებელი ინკლუზიური სტრატეგიით მოქმედებს, მაშინ არ ჭირდება მას სასწავლო პროგრამა გააიოლოს, მან უბრალოდ უნდა გაითვალიწინოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა. საშინაო დავალება (მაგალითად ისტორიის გაკვეთილის დროს) ბავშვებისთვის შეიძლება იყოს განსხვავებული და არა საერთო, აქ შეიძლება სხვადასხვა ტიპის დავალება მიეცეს ბავშვებს, თუნდაც ერთი და იგივე თემაზე და დასკვნა ყოველთვის საინტერესო განსახილველი იქნება. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ ინკლუზიური განათლების შემთხვევაში საზღვარი ინდივიდუალურსა და კოლექტიურს შორის არ არსებობს. ისინი ერთმანეთს ავსებენ და ცალ-ცალკე ვერც ერთი იარსებებს და ვერც მეორე.

საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ გაკვეთილიდან ყველა ერთნაირი ცოდნით ვერ გამოვა, არამედ თითოეული ბავშვი გაიგებს იმას, რისი შესწავლაც მას შეუძლია.

მოსწავლე აუცილებელია მიყვებოდეს სასწავლო პროგრამას და ითვისებდეს მას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნის მიღწევა სხვადასხვა ხერხით და საშუალებით არის განხორციელებადი.

მითი - VIII: ინვალიდობის მქონე ბავშვები უნდა ურთიერთობდნენ მსგავსი ფიზიკური დარღვეულობის მქონე ბავშვებთან. საერთო კლასებში მათ დააკლდებათ ასეთი ურთიერთობა.

სასტიკად მცდარი მოსაზრებაა, რომლის მიხედვითაც ფიზიკური დარღვეულობა ადამაინებს ერთნაირს ხდის. შესაბამისად მცდარია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მათ ერთმანეთთან აუცილებლად უნდა იმეგობრონ.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი ინვალიდობისა, თუ არაინვალიდობისა, აქვს დამახასიათებელი ნიშნები, განსხვავებული ხასიათი, ინტერესი, სურვილები და მისწრაფებები. დიახ, ინვალიდობა არის ფაქტორი, რომელიც თან ახლავს მათ ცხოვრებას და ამის გამო, შეიძლება რაღაც ეპიზოდებში მათ უკეთესად გაუგონ ერთმანეთის, მაგრამ ცხოვრებისეული ინტერესები და მიზნები ამით ნამდვილად არ იცვლება, არ ამოიწურება და ოდენ იმის გამო, ვიღაცას შენი მსგავსი პრობლემა აწუხებს, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება შეუძლებელია.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, თითოეულმა ბავშვმა დამოუკიდებლად ამოირჩიოს თავისი მეგობარი, ყოველგვარი ფიზიკური ნიშნის და მით უმეტეს ვალდებულების გარეშე. ინკლუზიურ კლასებში კი მათ ნამდვილად აქვთ ამის საშუალება.

მითი - IX: ინკლუზიური განათლება არის კარგი იდეა, მაგრამ მისი განხორციელება შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, ასწავლო განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, საკმაოდ რთულია, მაგრამ თავად მასწავლებლების თქმით, აქ ყველაზე რთული არა თავად სწავლის პროცესი, ან ინვალიდობის მქონე ბავშვებთან ურთიერთობაა, არამედ სკოლის შენობების მოუწყობლობა, შეზღუდული რესურსები და იმ ადამიანების გულგრილობაა, ვისაც ვალდებულებაც აკისრებთ, რომ იყვნენ ჩართულნი მსგავს პროექტებში. აქ ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს ერთმანეთში ობიექტურად არსებული და ხელოვნურად შექმნილი მიზეზები.

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნის ვითარებაშიც კი მასწავლებლები კარგად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ ვალდებულებას და სწავლების ხარისხი საკმაოდ მაღალია.

მითი - X: ინკლუზია - წარმოადგენს ფუფუნების საგანს და გაცილებით ძვირია, ვიდრე ტრადიციული საგანმანათლებლო პროგრამა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არსებობს, როგორც ტრადიციული, ასევე ინკლუზიური საგანმანათლებლო სისტემა, არაერთხელ ჩატარებულა ანალიზი მათ სარგებლიანობაზე. ყოველივე ამან გამოავლინა, რომ ხარჯი ინკლუზიური განათლების დროს არათუ არ აღემატება სხვა სისტემებს, არამედ ხშირ შემთხვევაში, ნაკლებია.

ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები საჭიროებენ ინფორმაციის მიწოდების მეთოდების შეცვლას, ან სასწავლო პროგრამის მოდიფიკაციას. კანონი არ განსაზღვრავს ტერმინებს „ინფრომაციის მოწოდების მეთოდის შეცვლას“ და „მოდიფიკაციას“, მაგრამ არსებობს გარკვეული შეთანხმება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაგებულ იქნეს ეს ტერმინები.

მოცემული სტატიის კონტექსტში („ინფრომაციის მოწოდების მეთოდის შეცვლა“) იგულისხმება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მონაწილეობა გათანაბრებული უნდა იყოს ყველა სხვა დანარჩენ ბავშვებთან, ფიზიკური სახესვაობის გამო არ უნდა მოხდეს მათი დიფერენცია, მაგრამ, თუ რომელიმე მოსწავლე საშინაო დავალების შესრულების სისწრაფეში ჩამოუვარდება თანაკლასელებს, მაშინ დასაშვებია, რომ განსხვავდებოდეს მათი წარდგენის ვადა, შესრულების ფორმა, წარდგენის საშუალება და მსგავსი ტიპის დეტალები. ოღონდ იქვე უნდა იყოს დაცული პროგრამის მიერ განსაზღვრული ნორმები და მათგან გადახვევა და სეკვესტრირება სასტიკად აკრძალულია.

შესრულების და წარდგენის სხვადასხვა ფორმები და შინაარსი არ ახდენენ ცვლილებებს იმ შედეგებზე, რასაც ვიღებთ საბოლოო ტესტირების შედეგად. მაგ. მხედველობის არ-მქონე მოსწავლე, ტესტს „ბრაილისი სისტემის“ მეშვეობით ავსებს და აბარებს, რაც მხოლოდ წარგენის ფორმაზე მოქმედებს და არა ცოდნაზე.. მოდიფიკაცია უნდა განვიხილოთ, როგორც საშუალება, რომელიც ცვლის ტესტის შევსების და ჩაბარების ფორმებს და არა თავად ტესტს, ან სასწავლო პროგრამას. ყოველივე ეს ჩართული უნდა იყოს მოსწავლის ინდივიდუალური მიდგომის პროცესში და სწავლის დაწყების მომენტიდან უნდა იქნეს განსაზღვრული. აქვე დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის აზრს და მისი შეხედულებებიც ბოლომდე უნდა იქნეს მოსმენილი.

8.2 რეკომენდაციები მასწავლებლებს

▲ზევით დაბრუნება


ზოგიერთი, შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე მოსწავლე საჭიროებს სასწავლო პროგრამისა და ინფორმაციის მიწოდების ერთგვარ მოდიფიკაციას, მსგავსიცვლილებებიც იმისთვისაა საჭირო, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა ბევრად უფრო ეფექტური და შედეგიანი გახდეს. კანონი არ ახდენს ისეთი ტერმინების განსაზღვრას, როგორიცაა „ინფორმაციის მიწოდების მეთოდის შეცვლა“ და „მოდიფიკაცია“, მაგრამ არსებობს შეთანხმება, თუ რა უნდა ვიგულისხმოთ, როცა ვახსენებთ ზემოდთქმულ ტერმინებს.

დებულების - „ინფორმაციის მიწოდების მეთოდის შეცვლის“ ქვეტექსტი გულისხმობს, რომ შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აუცილებლად უნდა შეექმნათ განსაკუთრებული პირობები თავის სხვა თანაკლასელებთან შედარებით. ეს კი იმით უნდა გამოირჩეს, რომ მათ საშუალება მიეცეთ წინასწარ განსაზღვრულ დროში მოამზადონ დავალება და ჩააბარონ იგი, აგრეთვე ექნებათ საშუალება თავისთვის სასურველი ფორმით მოამზადონ დავალება, მოახდინონ მისი ორგანიზება და ისე წარმოაჩინონ შედეგები, როგორც ხელეწიფებათ.

ინფორმაციათა მიწოდების მეთოდის შეცვლა და მოდიფიკაცია არ აისახება ტესტირების შედეგებზე. მაგალითად, მხედველობის არ-მქონე მოსწავლე ტესტის შევსებას შესძლებს ბრაილის სისტემით. ფაქტიურად ამ ცვლილებებით მხოლოდ სწავლა-შეფასების პროცედურა იცვლება და არა თავად პროგრამა.

ყოველივე ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსწავლის ინდივიდუალური მეცადინეობის დროსაც, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ თავად მის მოსაზრებას და ინტერესებს.

ქვევით წარმოგიდგენთ რამდნიმე მოსაზრებას, რომლებიც სასწავლო პროცესის დახვეწაში და სრულქმნაში დაგვეხმარებიან.

სახელმძღვანელოები და სასწავლო პროგრამა

სახელმძღვანელოები:

  • ისეთი ალტერნატიული ფორმატის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, რომელიც არ შეცვლის სახელმძღვანელოს შინაარსს და/ან მარტივი გახდება წასაკითხად.

  • კლასების აღჭურვა ხმოვანი სახელმძღვანელოებით, რათა საჭიროების შემთხვევაში ბავშვებმა ერთსა და იმავე დროს შესძლონ ტექსტის კითხვაც და მოსმენაც.

  • სახელმძღვანელოთა პარაგრაფების და თავების მოკლე შინაარსის წარდგენა.

  • მარკერების გამოყენება განსაკუთრებით ყურადსაღები ადგილების ხაზგასასმელად.

  • გამოტოვებული სიტყვებიანი წინადადებების გამოყენება.

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელომძღვანელოთა ორი კომპლექტით უზრუნველყოფა, რათა სახლიდან სასწავლებელში და პირუკუ არ უხდებოდეს მათი ტარება.

  • იმ გვერდების მითითება, სადაც წერია ზუსტი პასუხები.

  • სუსტი და მხედველობის არ მქონე ბავშვების დიდ შრიფტიანი, ან ბრაილის ანბანით დაწერილი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.

სასწავლო პროგრამა:

  • შემოკლებული დავალებები, რომლის დროსაც ძირითადი აქცენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდება.

  • შემოკლებული ტესტები, რომელიც მიმართული იქნება მართლწერის გამომუშავებაზე უპირატესად ფუნქციონალური (ტექნიკური ტერმინოლოგიით განტვირთული) სიტყვების გამოყენებით.

  • წერილობითი დავალებების ალტერნატიული სახით შესრულება (ხატვა, ძერწვა, პანორამა...).

  • დავალების მკაფიო ახსნა და ხშირად განმეორება.

  • დავალებებზე ყურადღების გამახვილება (მაგ. „როცა შენ წაიკითხავ ამ თავს, უნდა შეძლო სამოქალაქო ომის დაწყების სამი სხვადასხვა მიზეზის დასახელება“).

  • მოცულობითი წერილობითი დავალებების ალტერნატიული გზის შეთავაზება (მაგ. დაწერეთ რამოდენიმე მცირე შეტყობინება; წარმოადგინეთ ზეპირი შეტყობინება აღნიშნულ თემაზე).

სამუშაო საკლასო ოთახებში:

  • მოსწავლეთათვის ინდივიდუალური წესების შემოღება.

  • სიჩუმის შენარჩუნება გაკვეთილის მსვლელობის დროს (მაგ. მობილურები და პეიჯერები არ უნდა დავტოვოთ ჩართულ რეჟიმში გაკვეთილის მსვლელობის დროს).

  • წერილობითი სამუშაოს დროს პერსონალური კომპიუტერებით უზრუნველყოფა.

  • მოსწავლეების და მასწავლებლის სიახლოვე.

  • კაბინის გამოყენება ინდივიდუალური სამუშაოსთვის.

  • საკლასო ოთახში უნდა იყოს ფანქრების, რვეულების, წიგნების და მოსწავლისათვის საჭირო სხვა აქსესუარების მარაგი.

  • ალტერნატიული კროსვორდების გამოყენება.

  • მერხებს შორის სასურველი დისტანციის შენარჩუნება.

სწავლება და დავალება

  • მითითებათა მიცემისას, წერილობითი და ზეპირი ფორმების გამოყენება.

  • დავალების ეტაპობრივი ახსნა.

  • დავალების თანმიმდევრული შესრულება.

  • მოსწავლეთათვის საშინაო დავალებათა შესრულებისთვის საჭირო ინსტრუქციების გამეორება.

  • სწავლების პროცესის აუდიო და ვიზუალური ტექნიკით აღჭურვა.

  • უკვე შესრულებული დავალებების დემონსტრირება (მაგალითად ამოხსნილი მათემატიკური ამოცანა).

  • გაკვეთილის ახსნის დროს სასურველია მოსწავლეებთან სიახლოვე.

მოქმედებათა სახეობების ცვლა

  • მოსწავლეთა მომზადება მოქმედების სახეობათა ცვლისთვის.

  • დამატებითი დროის მიცემა დავალების ბოლომდე შესრულების მიზნით.

  • დამატებითი დროის მიცემა საშინაო დავალების ჩაბარების მიზნით.

  • მოსწავლეთა გადაადგილებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა.

წერილობითი დავალება

  • ფურცლებზე დაწერილი სავარჯიშოების გამოყენება, რომლებიც მინიმალურად საჭიროებენ შევსებას.

  • სავარჯიშოები, სადაც მოცემულია წინადადებები გამოტოვებული სიტყვებით, ან წინადადებებით.

  • ინვალიდობის მქონე მოსწავლის უზრუნველყოფა სხვა მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ შედგენილი კონსპექტების ქსეროკოპიებით.

  • ბეჭდვითი მასალების შევსება ვიდეო და დიაფრაგმების სახით.

  • მოსწავლეთა უზრუნველყოფა დაფაზე შესრულებული დავალების ბეჭდვითი ქსეროასლებით.

  • გაიცეს ნებართვა გაკვეთილის აუდიო და/ან ვიდეო ტექნიკის მეშვეობით ჩაწერაზე.

ცოდნის შეფასება

  • შეფასების ინდივიდუალური შკალის გამოყენება.

  • ცოდნის ყოველდღიური შეფასება მისი უკეთ გამოვლინების მიზნით.

  • იმ მოსწავლის სამუშაოს გაკვეთილზე შეფასება, ვინც ძნელად უმკლავდება ტესტურ დავალებებს.

  • ყურადღების აქცენტირება მაღალ შეფასებებზე.

  • ნებართვის მიცემა დავალების შესწოდებაზე, რომლის ამოხსნასაც მოსწავლე ვერ

  • გაუმკლავდა.

  • ხელახლა შესწორებით შესრულებული დავალების შეფასება.

  • მოსწავლეთა მიღწევების შეფასების სისტემათა შემოღება-გამოყენება.

ტესტი

  • დავალების ზეპირი ახსნა.

  • ტესტურ დავალებებზე მუშაობის მეთოდის სწავლება (მაგ. როგორ უნდა გაანაწილოს დრო თითოეულ საკითხზე და პუნქტზე).

  • მოსწავლეთა უზრუნველყოფა სიტყვებისა და მათი განმარტებების ჩამონათვალით.

  • ნუ განუსაზღვრავთ მოსწავლეებს დროის ლიმიტს ტესტის შევსებისათვის.

  • ტესტირება აწარმოეთ შენობაში, რომელიც თავისუფალია გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან (მაგალითად ბიბლიოთეკაში)

  • საშუალება მიეცით მოსწავლეს ხმამაღლა წაკითხოს ტესტი და გასცეს მასზე

  • სიტყვიერი პასუხები.

  • ტესტების გადანაწილება საერთო პრობლემათა სქეციების მიხედვით.

  • სწორი/არასწორი პასუხის ტიპის მრავალჯერადი ტესტების გამოყენება.

  • მოსწავლეებს მიეცეთ უფლება აირჩიონ და შეასრულონ ტესტური სისტემის ალტერნატიული სახეობანი.

  • შეფასების ნაცვლად შეატყობინეთ მოსწავლეს მათი მიღწევების შესახებ.

  • მოახდინეთ მართლწერისა და შინარსობრივი ნაწილის ცალ-ცალკე შეფასება.

  • უზრუნველყავით მოსწავლის ბეჭდვითი სასწავლო მატერიალით უზრუნველყოფა.

  • მიეცით მოსწავლეს ნება ტესტი შეავსოს სახლში, ან სკოლაში სახელმძღვანელოს დახმარებით.

  • მიეცით მოსწავლეს საშუალება შეასრულოს სიტყვა გამოტოვებული სავარჯიშოები.

  • დასაშვებია გამოტოვებული სიტყვის პირველი ასოს დაწერა.

მათემატიკა

  • დაუშვით მოსწავლეთათვის კალკულატორის გამოყენების უფლება.

  • მოახდინეთ მსგავსი პრობლემების ერთად დაჯგუფება.

  • მცირე რაოდენობის სავარჯიშოების შესრულება, ნიშნების მიღებისათვის.

  • დაუშვით დავალების მცირე რაოდენობის განთავსება ერთ ფურცელზე თავის სავარჯისოებიანად.

  • შეფასებისას დაუშვით მაგალითების ამოხსნის მცირე რაოდენობა.

  • დიდი ფორმატის მქონე ფურცლების გამოყენება ამოცანის დასაწერად.

  • უზრუნველყავით მოსწავლის მერხი მათემატიკის გაკვეთილისათვის აუცილებელი ნივთებით.

  • უზრუნველყავით თითოეული მოსწავლე ვიზუალური რიცხობრივი რიგებით.

  • აწარმოეთ პრობლემური დავალებების ეტაპობრივი წარდგენა.

  • ვიზუალური საშუალებების გამოყენება (სურათები, გრაფიკა...).

დამატებითი ინფორმაცია

  • სახელმძღვანელოებში დავალებათა ჩანიშვნისას მარკირების გამოყენება.

  • უკუ-კავშირის უზრუნველყოფა მოსწავლეებთან თითოეულ დავალებაზე.

  • კითხვის გასაიოლებლად სახაზავის გამოყენება.

  • საერთო წარმოდგენის უზრუნველყოფა გრძელვადიან-გახანგრძლივებულ დავალებებზე, რათა მოსწავლეებმა იცოდნენ, თუ რა არის საჭირო მათგან ამ დავალებების შესრულებასთან დაკავშირებით.

  • გახანგრძლივებული დავალებების ორიენტირება ეტაპობრივ შესრულებაზე, ყოველდღიური შემოწმებითა და ხშირი შეფასებით.

  • შესრულებული დავალების წარმოდგენის შესაძლებლობა წინასწარ, მცირე ჯგუფისთვის, სანამ მთელი კლასის წინაშე მოხდება მისი წარმოდგენა.

  • სავარჯიშო ფურცლების ერთდროულად დარიგების უზრუნველყოფა.

  • დავალების თანმიმდევრული შესრულება, დაწყებული მისი ყველაზე მარტივი ნაწილიდან.

  • გამოსახულების პროექცირება და გაშუქება სპეციალური მოწყობილობის და/ან ქაღალდის მეშვეობით.

  • ტესტის შესრულების დროს დამხმარე კითხვების გამოყენება.

  • რვეულში დავალების ჩანიშვნის პრაქტიკა.

  • ისრების გამოყენება მოვლენებს შორის კავშირის აღსანიშნავად (სავარჯიშოების ფურცლებზე, დაფაზე).

ქმედება

  • სასწავლო დღის ორგანიზება.

  • პროექტების შესრულების მიზნით, მოსწავლეთა დაწყვილება, თუ მარტო არ შეუძლია მას ამოცანისთვის თავის გართმევა, მაშინ მეგობარი დაეხმარება და მისცემს მაგალითს, რომელიც აუცილებლად გამოადგება.

  • სასკოლო წესდების ახსნა, რათა თითოეული მოსწავლე კარგად იყოს გარკვეული საკუთარ ვალდებულებებში და უფლებებში.

  • ურთიერთობის არავერბალური საშუალებების გამოყენება.

  • იმ მოსწავლეების წახალისება, რომლებიც კარგად იცავენ წესებს და ასრულებენ

  • თავიანთ ვალდებულებებს.

  • ნუ დავსჯით ბავშვს სამაგალითოდ, რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულებებს. უკეთესია აქცენტი კეთდებოდეს კარგ ქცევაზე, ის იყოს სამაგალითო და მისაბაძი, დარღვევაზე კი უპრიანია კეთდებოდეს ინდივიდუალური შენიშვნა.

  • პოზიტიური ყოფაქცევითი ხასიათის ინდივიდუალური გეგმის შედგენა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მოსწავლის გამოცდილება და უნარი.

  • უფლება მიეცეთ მოსწავლეებს, საჭიროების შემთხვევაში, დატოვონ საკლასო ოთახი და განმარტოვდნენ ე.წ. „უსაფრთხო ადგილას“.

  • კოდური სისტემის (სიტყვების) შემუშავება, რომელიც მიახვედრებს მოსწავლეს, რომ მისი ქცევა მოცემულ მომენტში არაკორექტულია.

  • უმნიშვნელო ქცევითი შეცდომის იგნორირება.

  • ადეკვატური სტრატეგიის შემუშავება, როცა მოსწავლე უნებლიე ქცევით შეცდომას სჩადის.

  • მასწავლებელმა უნდა იცოდეს, თუ როდის ჭირდება მოსწავლეს მედიკამენტის მიღება, ან რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მისი გონებრივი დატვირთვა და ამ შემთხვევაში სათანადო დახმარებას უწევდეს მას.

მასალები პედაგოგებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოდან

სიუზი ბაროუზი და ანა სალივანი. "All Equal All Different" ბრიტანული ორგანიზაცია Disability Equality in Education.

თუკი ადამაინი არ აღიარებს რასიზმს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი თანამედროვე საზოგადოების, თავისუფლად და პრაგმატულად მოაზროვნე ნაწილია. ამისათვის კიდევ საჭიროა, ის აფასებდეს ნებისმიერი უმცირესობის თითოეულ წევრს და მის ავ-კარგიანობას არ საზღვრავდეს ინვალიდობის, სახის კანის ფერის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, რაც დღევანდელი ცხოვრების აქტუალურ ნიშან-თვისებას წარმოადგენს.

იმისათვის, რომ ადამიანი თავისუფალი იყოს ნებიმიერი სტეროტიპისგან და უფრო მსუბუქი და ობიექტური თვალით შეხედოს ისეთ მოვლენებსაც, რომელიც მას შეიძლებაპირადად არც ეხებოდეს, მაგრამ საზოგადოებაში არსებულია და თუნდაც რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას სერიოზულად უშლის ხელს, ბავშვობის ასაკიდანვე უნდა მოხდეს მისი სწორი მიმართულებით აღზრდა-განათლება.

ნებისმიერი ბავშვი უნდა იზრდებოდეს თანასწორობის პრინციპზე და უნდა დააფასოს ისეთი ზნეობრივი პრინციპები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, ტოლერანტობა, სამართლიანობა, მეგობრობა და ა.შ. ქვევით ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ხერხს, რომელიც უსათუოდ დაგვეხმარება საკითხის დადებითი კუთხით გადაჭრაში.

პედაგოგებს უნდა შესწევდეთ იმის უნარი, რომ სწავლის პროცესში დადებითი და კეთილგანწყობილი, უშუალო ატმოსფერო შექმნან კლასებში, სადაც ბავშვებს არ მოერიდებათ ერთმანეთთან საუბარი საკუთარ გრძნობებზე, ინტერესზე, სატკივარზე, რადგან ასე უფრო განუვითარდებათ თანადგომისა და კოლექტიური მოქმედების შეგრძნება.

მოსწავლეებთან, ასევე შესაძლებელია ახსნილი და განხილულ იქნეს რასიზმის და ანტისემიტიზმის მნიშვნელობა, ინვალიდობის არსი, დამკვიდრებული ცრუ წარმოდგენები, მათ შორის სექსუალურ უმცირესობათა მიმართ არსებული ზიზღი. ყოველივე კი საჭიროა იმისათვის, რომ ბავშვებს განუვითარდეთ თანაგრძნობის და შემწყნარებლობის გრძნობა, რათა მათ საკითხთა ობიექტურად გააზრების შედეგად შესძლონ დაგმონ არსებული დისკრიმინაცია, შესძლონ ურთიერთობა და მხარდაჭერა მათი ვინც თავს გრძნობს საზოგადოებისაგან გარიყულად, როგორც კლასში ისე მის მიღმა. ბავშვებს ადვილად შეგვიძლია ავუხსნათ ყოველი ეს რადგან მათ სხვებზე მეტად აქვთ გამძაფრებული სამართლიანობის შეგრძნება.

მოსწავლეებთან დისკრიმინაცია უნდა დაიგმოს, არა აგრესიულ, არამედ დიდაქტიკურ, ცივილურ ფორმებში და ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ჩაგვრის ნებისმიერი გამოვლინება არის უკიდურესი ნეგაცია და უსამართლობა. ოღონდ მის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური რეაქცია არა აგრესიული მიდგომაა, არამედ გონებრივი, მიზანმიმართული ქმედებაა, რომელიც დაფუძნებული იქნება კანონიერებაზე, სამართლიანობაზე, საზოგადოებაში ახალი აზრის შექმნაზე და არა ძალადობაზე, ან დასჯაზე. ბავშვები სწავლის პროცესშივე უნდა იაზრებდნენ, რომ რასიზმი, ინვალიდთა და სხვა უმცირესობათა შევიწროვების ფაქტები საზოგადოების მანკიერი მხარეა და მათი მომავლის ერთ-ერთი ამოცანა არის ისიც, რომ ნებისმიერადამიანს, ცხოვრების უკეთესი გარემო-პირობები შეუქმნან. ამ ყოველივეს დაწყება კი მათ სკოლის ასაკიდანვე შეუძლიათ, მით უფრო თუ ასეთი ძალადობის მსხვერპლი იქნება მათ კლასში, ან სიახლოვეს.

აუცილებელია სწორად გავიგოთ ის, თუ რაში მდგომარეობს ინვალიდობის მქონე პირთა წინააღმდეგ მიმართული აბუჩად აგდების, დაცინვის, უპატივცემულობის მთავარი პრობლემა, ვინაიდან მათი გამოვლინების უამრავი ფორმა შეიძლება არსებობდეს (უბრალო თავის არიდებიდან, ფიზიკურ ძალადობამდე) საზოგადოებაში. ადამიანები ხშირად იყენებენ თავს ისეთ მდგომარეობაში, რომლის დევიზია - „თუ მე არ ვხედავ, ე.ი. არ არსებობს“, ეს კი წაგებულის პოზიციაა და იმთავითვე ილუზიურ სინამდვილეზეა აგებული. ამიტომ მისი სახელდებით მცხოვრები ადამიანები ერიდებიან დასხდნენ ისეთი ბავშვის გვერდით, ვისაც განსხვავებული გარეგნობა აქვს, ცხადია, მათი შვილებიც იზრდებიან იგივე ტრადიციებზე და არც მათ უჩნდებათ სურვილი ითამაშონ ისეთ ბავშვთან, რომელიც კარგად ვერ ხედავს, ან არ ესმის, ვინც მათზე ნელა მოძრაობს და დამახასიათებელი აქცენტით საუბრობს.

ამ ყოველივეზე საჭიროა ბავშვებთან ღია დიალოგი, არა აგრესიული, არამედ ადამიანური ტონით, რათა მათ ცნობიერებაში მოხდეს უამრავი ფაქტორის გადაფასება. დასაშვებია, ყოველივე ამის შედარებით უმნიშვნელო, ან ნაკლებად მტკივნეულ ფაქტებზე საუბრით დაწყება, რათა ბავშვები ადვილად შემოვიდნენ დიალოგში და თავი დამნაშვეებად არ იგრძნონ... ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა უსამართლობის ფესვები საზოგადოებრივ აზრში უნდა ეძებოს და არა საკუთარ თავში, მით უმეტეს, როცა მის სწორ აღქმაზე და პოზიციაზე მომავალში ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები ერთნაირი ხარისხით და სისწრაფით ვერ ითვისებენ გაკვეთილებს და ისინი ერთმანეთისგანაც საკმაოდ განსხვავდებიან, ამიტომ სწავლების სტილიც უნდა გამოირჩეოდეს მრავალფეროვნებით.

ღირს მხატვრობის, მუსიკის, თეატრალური ხელოვნების, ცეკვისა და ფიზიკური მომზადების სწავლებაზე დიდი აქცენტი კეთდებოდეს, რადგან მათი მიღწევა ყოველთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და სამაგალითოა ნებისმიერი ბავშვისთვის. პედაგოგებმა სტერეოტიპებსა და საზოგადოებაში გამჯდარ ცრუ-წარმოდგენებზე საუბრისას თავი უნდა შეიკავონ პირდაპირი და უხეში მითითებისგან, აქ მნიშვნელოვანია რბილი და დიპლომატიური ფორმის პოვნა. მან ნაძალადევად არ უნდა აუხსნას მოსწავლეს ისიც კი, თუ რატომ არის, ესა თუ ის ქმედება, დაგმობის ღირსი და უგვანო. თუკი, რომელიმე ბავშვი აწყდება აგრესიას თანატოლების მხრიდან, მაშინ უნდა მოხდეს მისი დროული დაცვა, ვინაიდან ის ბავშვი, რომელსაც ცხოვრება შიშთან ერთად უხდება, ვერასდროს გახდება კარგი მოსწავლე, საზოგადოების აქტიური და ღირსეული წევრი. სტერეოტიპებზე და მსგავს ცრუ წარმოდგენებზე საუბრისას სასურველია დიალოგი ხდებოდეს ფაქტებზე. განსაკუთრებით ეფექტურია ინვალიდობის ისტორიის გახსენება, აგრეთვე ზუსტი დახასიათება იმისა, თუ როგორ გავლენას ახდენს მათზე საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება. სასურველია, გამახვილდეს ყურაღება ინვალიდების ამოუწურავ შესაძლებლობაზე, მათ მრავალფეროვნებაზე, მით უმეტეს, როცა ამ მხრივ მართლა უამრავი თვალსაჩინო მაგალითის მოტანა შეგვიძლია. ეს მაგალითები კი ოდენ ინვალიდობის მქონე პირთათვის არა არის ყურადსაღები, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის მისაბაძი და სამაგალითოა.

თავისუფალ დროს კარგი იქნება თუ გაიმართება საუბარი ისტორიაზე, ლიტერატურაზე, მოდაზე, აგრეთვე ხელოვნებაზე, როგორც მის ისტორიაზე, ასევე თანამედროვე ტენდენციებზე. ეს ხელს უწყობს მოსწავლეთა გახსნილობას და დაახლოებას. ასევე ეფექტურია საპატიო სტუმრების მოწვევა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობისა და ინვალიდობის მქონე პირთა სფეროდან.

თუკი მოსწავლეები მიაღწევენ გარკვეულ წარმატებებს, ან სწავლის დროს, ან სკოლის მიღმა სპორტულ, თუ სხვა ღონისძიებებში, აუცილებელია, რომ მათი მიღწევები ფართოდ გაშუქდეს სკოლებში და სათანადო დაფასებაც ერგოთ.

თუ ჩვენ სათანადოდ გამოვიყენებთ ისეთ რესურსებს, როგორიცაა წიგნები, პლაკატები, პროგრამული უზრნუველყოფა, ახალ ტექნოლოგიებს ინვალიდთა საჭიროებებისათვის (რომელთა წარმოებაც ადგილზეც შეიძლება და სულაც არაა ძვირი) და სხვა, დავრწმუნდებით, რომ ყოველივე ეს შეესაბამება ინკლუზიურ განათლებას. აუცილებელია, რომ სკოლაში მოსწავლემ თავი არ იგრძნოს სახლისგან შორს და იქ მისვლა არანაკლებად ახარებდეს. ამისთვის კი გარდა სწავლის პროცესისა, აუცილებელია, რომ მასწავლებლებს, მშობლებსა და ბავშვებს ქონდეთ ერთმანეთში კარგი და ფამილარული ურთიერთობა.

როგორ მივაღწიოთ ამას?

იმისათვის, რომ მივაღწიოთ ყოველივე იმას, რაზეც ზევით გვქვონდა საუბარი, აუცილებელია, პედაგოგმა გამონახოს დრო და მოსწავლეებთან ისაუბროს ისეთ თემებზე, რომლებიც მათ აინტერესებთ, ანდა აწუხებთ. თუკი რომელიმე მოსწავლე გამოთქვამს თავის წუხილს დისკრიმინაციის შესახებ და საკუთარ მაგალითსაც მოიყვანს საამისოდ, მასწავლებელი ვალდებულია ისეთნაირად ააწყოს დიალოგი, რომ სხვა მოსწავლეებიც ჩაერთონ საუბარში და თანადგომის სიმაღლეზე დადგნენ! ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ბავშვმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, რაც უმნიშვნელოვანესია.

პედაგოგმა უნდა ახსნას, თუ რაშია დისკრიმინაციის სიცუდე უზნეობა, და საფრთხე როგორც ისტორიულად, ისე თანამედროვე ცხოვრებაში, რათა მოსწავლემ იცოდეს,რომ ნებისმიერი განსხვავებულობა არის დაფასების ღირსი, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება ის აგრესიული და კრიმინალური ხასიათის. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ბავშვებთან ურთიერთობა, ვინაიდან მათ განსაკუთრებულად აქვთ მოჭარბებული სამართლიანობის შეგრძნება და, თუ კარგი მასწავლებელი ყავთ, მაშინ ორმაგად აფასებენ და ენდობიან მას.

მსგავსი პრობლემების განხილვა ჯობია ღიად, როცა მთელი კლასი არის ერთად, ვიდრე განცალკევებით, მხოლოდ მოსწავლესა და პედაგოგს შორის გამართულ საუბარში. თუმცა არის შემთხვევები, როცა ერთი ერთზე საუბარი უფრო მისაღები და აუცილებელია. ყველა კლასში და ჯგუფში, თუკი აწყენინეს რომელიმე ბავშვს, მასწავლებელი ვადლებულია შეაჩეროს გაკვეთილი და განიხილოს მიზეზი აგრესიისა. მსგავსი განხილვები ჩვენ გვეხმარებიან, პოზიტიური თვითშეგნების განვითარებაში. ბავშვი, რომელმაც განიცადა ჩაგვრის ელემენტები, უნდა იცოდეს, რომ მასწავლებელი მის მხარეზეა და მთელმა კლასმა იცის ეს. პედაგოგს უნდა გააჩნდეს ავტორიტეტი იმისა, რომ სათანადოდ გაერკვეს სიტუაციაში და იქვე არ ივიწყებდეს სკოლის საერთო პოლიტიკას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სკოლას უნდა გააჩნდეს საკუთარი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც იმოქმედებს მთელი კოლექტივი.

კლასის წყვილების, ან ჯგუფების პრინციპით დაყოფა დავალების მიცემის დროს, საკმაოდ ეფექტურია, ამიტომ სასურველი იქნება, თუ პედაგოგი მსგავს მეთოდებსაც გამოიყენებს სწავლის პროცესში, ოღონდ ასეთი დაყოფის დროსაც მოსწავლეთა მოსაზრება და ნება პირველ რიგში უნდა იქნეს გათვალისწინებული. სასურველი იქნება, თუკი თითოეულ ჯგუფში იქნება ინვალიდობის მქონე, ან სხვა უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვი. პედაგოგმა უნდა ასწავლოს მოსწავლეს, რომ ინდივიდუალიზმი არ ეწინააღმდეგება კოლექტიურ პრინციპს და, რომ მას პირველ რიგში ერთობისთვის მოაქვს სარგებელი. ამიტომ ის უნდა აქებდეს ისეთ ბავშვებს, ვისაც გააჩნია ძლიერი ინდივიდუალიზმი, ოღონდ იქვე არ უნდა ავიწყდებოდეს გუნდური პრინციპის მნიშვნელობა.

ასევე უნდა ხელმძღვანელობდეს იგი ყველა დარგში, იქნება ეს ისტორია, ფიზიკა, შემოქმედება, თუ რომელიმე სოციალური სფერო. ყოველივე ეს კლასებში შექმნის ჯანსაღ მორალურ კომფორტს.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბავშვები არ ისხდნენ გადაჯვარედინებული ფეხებით დიდხანს, ეს ვნებს მათ ფიზიკურ განვითარებას და ცუდად მოქმედებს კონცენტრაციაზეც. ზოგიერთი ბავშვისთვის საერთოდ აკრძალულია მსგავის ფორმით ჯდომა, მაგალითად მათთვის, ვისაც განვითარებული აქვს საბავშვო ართრიტი. ბავშვის სწორი ჯდომა ძალზედ მნიშვნელოვანია, თუ მას უჭირს დიდხანს ერთ პოზაში ჯდომა, მაშინ სასურველი კომფორტისათვის უნდა განიცადოს მისმა მერხმა დამატებითი მოდიფიკაცია.

როგორ შევქმნათ თავისუფალი გარემო

დავრწმუნდეთ, რომ ეტლითა და სხვა საყრდენი საშუალებების მეშვეობით მოძრავ მოსწავლეებს არ ექმნებათ პრობლემები გადაადგილების მხრივ და მათ ირგვლივ სამოძრაო სივრცე ყოველთვის არსებობს. დავრწმუნდეთ, რომ დაბალი სმენადობის, ან სუსტი მხედველობის მქონე ბავშვები სრულფასოვნად იღებენ ინფორმაციას და მიმდინარე გაკვეთილებსა და ღონისძებებში მონაწილეობის მიღებაში არ ეშლებათ ხელი.

დავრწმუნდეთ, რომ ისთი ბავშვები, ვინც გარკვეულ სირთულეებს განიცდიან გაკვეთილის ათვისებაში, არ რჩებიან ყურადღების მიღმა და მონაწილეობას იღებენ ნებისმიერ ღონისძიებაში, განსაკუთრებით გასართობ თამაშებში და მოსწავლეთა თვითშემოქმედების პროცესში.

დავრწმუნდეთ, რომ ისეთი სამედიცინო პრობლემის მქონე ბავშვები, ვინც სხვა მოსწავლეებისგან გასხვავებით, საჭიროებენ ხშირ კვებას, ან საპირფარეშოში სიარულს, არ ერიდებიან მას უხერხულობის გამო.

თუ ბავშვისთვის არ შეიძლება ხაგრძლივი დგომა, დავრწმუნდეთ, რომ მას არ უხდება რიგში დიდხანს ცდა.

თუკი რომელიმე ბავშვს უჭირს კონცენტრირება, ან დიდხანს ერთ ადგილზე მშვიდად ჯდომა (მაგ. აუტიზმის შემთხვევაში), მივცეთ მას იმის საშუალება, რომ აკეთოს მისთვის სასურველი საქმე მაშინაც კი, როცა დანარჩენი კლასი სულ სხვა ამოცანით არის დაკავებული.

როგორ შევიძინოთ მეგობრები

თუ ჩვენ დავნერგავთ თანადგომის ისეთ მეთოდებს, როგორიც აღწერილი გვქონდა ზევით, მაშინ მოსწავლეები სიამოვნებით აღმოუჩენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანაკლასელებს დახმარებას, ეს მათ დაახლოებასაც შეუწყობს ხელს. აგრეთვე ისინი კეთილგანწყობით შეხვდებიან ნებისმიერ ახალ მოსწავლეს, ვინც მათ გვერდით მოინდოემებს სწავლის გაგრძელებას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალმა მოსწავლემ მალევე გაიჩინოს ორი მეგობარი მაინც კლასში. ბევრი მოსწავლე, რომელიც არ გამოირჩევა კარგი სწავლით, დიდ აქტივობას იჩენს სხვათა თანადგომასა და დამეგობრობის პროცესში და ამასაც უნდა მიექცეს საკმაოდ დიდი ყურადღება. პედაგოგი უნდა ერკვეოდეს, თუ როგორი მეგობრული ურთიერთობებია დამყარებული მის კლასში და, თუ რომელიმე მოსწავლეთავის გავლენის ქვეშ აქცევს სხვებს და ამყარებს მათზე კონტროლს, უნდა მოხდეს ამის დროული აღკვეთა, რათა უფრო მძიმე შედეგები არ მივიღოთ. სასტიკი ბავშვები, როგორც წესი, თვითონვე იტანჯებიან საკუთარი თვისების გამო და მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მათ სხვაგვარად მოიქცეს. შედეგი გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, თუ მათ შევაქებთ ყოფაქცევაში მცირე შეცვლის შემჩნევისთანავე.

დაბალი კლასის მოსწავლეები შედარებით უფრო დამჯერნი არიან და, თუ კი ის პედაგოგი, რომელსაც ისინი განსაკუთრებით პატივს სცემენ და ეჩვევიან, კარგად აუხსნის, თუ რა არის დადებითი და უარყოფითი თვისება ადამიანში, ადვილად გაიგებენ სათქმელს და ამ წესებს თავისად გაიხდიან. პედაგოგები ვერ აიძულებენ მოსწავლეებს, რომ აბსოლუტურად ყველასთან იმეგობრონ, მაგრამ მათ შეუძლიათ ასწავლონ მათ, თუ რა არის სიკეთე, მეგობრობა, თანადგომა და ამის გამო ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან, როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ.

ბავშვებს სურთ ქონდეთ ჰარმონიული და ბედნიერი გარემო. რადგან ისინი დღის დიდ მონაკვეთს სკოლის ტერიტორიაზე და საკლასო ოთახებში ატარებენ, მათ იქ უნდა შეუქმნათ მსგავსი პირობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ბავშვებს უხაროდეთ სკოლაში მისვლა და სასწავლო დღის დაწყება. თუ გარემო მართლაც გულისხმიერებითა და სტანდარტის მაღალი ხარისხით იქნება შექმნილი, მაშინ შედარებით რთულად აღსაზრდელი ბავშვებიც კეთილგანწყობით გამოირჩევიან.

ინვალიდობის მქონე ადამიანების თანასწორობის შეცნობის მეთოდები

პედაგოგებს შეუძლიათ განავრცონ ადამიანთა თანასწორობის თემა საკუთარ კლასებსა, თუ ჯგუფებში, ინვალიდობის მქონე ბავშვის, ან უფროსი ადამიანის მოწვევით, რომელიც შესძლებს აუხსნას მოსწავლეებს სოციალური მოდელის პირობები, შევა მათთან კონტაქტში და გამართავს ნაყოფიერ გასაუბრებას.

მოამზადეთ ბავშვები დიალოგისთვის, აუხსენით „ინვალიდობის“ და „შეზღუდული შესაძლებლობის“ არსი და მიახვედრეთ, თუ ვინ და რატომ შეიძლება იყოს სინამდვილეში ინვალიდი. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი და ამ სიტყვის საზოგადოებრივი განსაზღვრა ფიზიკურ დარღვეულობაზე კი არ კონცენტრირდება, არამედ აზრობრივ თავისუფლებაზე, რადგან ადამიანი იმდენად არის ინვალიდი სინამდვილეში, თუ რამდენად აქვს განვითარებული თავისუფლების ხარისხი.

ბევრ ბავშვს აქვს ძლიერი დაავადების, ან ტრავმის გამოცდილება, ვასაუბროთ ისინი, თუ რას განიცდიდნენ იმ დროს? გამოჯანმრთელების მერე თუ შეიცვალა რამე მათ ცხოვრებაში? რადგან ბავშვებს ორჯერ მეტად სწამთ, როცა პირველ პირში ისმენენ მეგობრის, ან პატივცემული პირის გამოცდილებას.

აუხსენით ბავშვებს, რომ ინვალიდობა არის დაავადების, ან ტრავმვის ის სახე, რომლისგანაც განკურნება შედარებით ხანგრძლივი პროცესია და რომ ინვალიდობა არსებობს მრავალი სახის, მაგ: გონებრივი, მხედველობითი, სმენითი, მეტყველების, ან სმენის არ მქონე დარღვევის, აგრეთვე მენტალური, ფიზიკური და ისეთი ინვალიდობა, როცა სხეულის რომელიმე ორგანო არ მუშაობს ისე, როგორც ეს საჭიროა. აუხსენით მათ, რომ ასეთი დარღვევის მქონე ადამიანები ეჩვევიან საკუთარ შეზღუდულ შესაძლებლობებს და თუ ჩვენ თვითონ არ შევზღუდავთ, ისინი არასდროს გარიყავენ საკუთარ თავს.

ინვალდიობის მქონე ადამიანი არის ქმედუნარიანი იმდენად, რამდენადაც ჩვენ თვითონ მივცემთ ამის საშუალებას. თუკი, ჩვენ მოვაწყობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და სხვადასხვა დანიშნულების შენობებს ისე, რომ მათ საზოგადოებაში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში შეეძლოთ სრულფასოვანი მონაწილეობის მიღება, მაშინ მათგან შესაძლოა თითოეულმა ჩვენთაგანმა და ქვეყანამ უდიდესი სარგებელი ნახოს. ვინაიდან ისინი არ არიან არავიზე ნაკლები მოქალაქენი, არავის ჩამორჩებიან ნიჭიერებაში, წესიერებაში, პატრიოტიზმში, განათლებაში და ყოველივე ამის გამო, ისინი იმსახურებენ, რომ საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაფასებულ ნაწილად იგრძნონ თავი.

დღეს ადამიანები ინვალიდებად გრძნობენ თავს არა საკუთარი ფიზიკური დარღვეულობის ხარჯზე, არამედ იმიტომ, რომ ისინი ყოველ ნაბიჯზე აწყდებიან გადაულახავ დაბრკოლებებს, რის გამოც, თუ განსაკუთრებულად არ არის განვითარებული მისი შემართება, შესაძლოა შინა ტყვეობაში აღმოჩნდეს.

რამდენიმე რჩევა მასწავლებლებს, რათა დაცული იყოს ინვალიდობის მქონე პირთა უფლებების თანასწორობა:

1. სთხოვეთ, ინვალიდობის მქონე უფროს ადამიანს ყოველივე ეს მოსწავლეებს მოუყვეს. ბავშვები განსაკუთრებით ენდობიან ისეთ ადამიანებს, ვინც საკუთარი გამოცდილების სიმაღლიდან მათთან კეთილგანწყობით და მეგობრული ტონით საუბრობენ (და არა დიდაქტიკური, ჭკუადამრიგებლური ტონით). ბავშვებმა უნდა იცოდნენ, თუ რა სახის დისკრიმინაციას განიცდიან შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები ყოველდრიურ ცხოვრებაში, რას იწვევს მსგავსი უსამართლობა და რისკენ უბიძგებს ისეთ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი ისედაც არ აქვს იდეალურ მდგომარეობაში. ბავშვებმა პატარაობიდანვე უნდა იცოდნენ, რატომ არის დისკრიმინაცია ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მანკიერი თვისება და რომ ის მარტო მათი პრობლემა კი არ არის, ვინც უშუალოდ თავის თავზე განიცდის მის სისასტიკეს, არამედ ნებისმიერ ადამიანში უნდა იწვევდეს პროტესტის შეგრძნებას.

ბავშვებმა უნდა განიხილონ ერთმანეთში, ყოველივე ეს და უნდა იცოდნენ, როგორ არ უნდა მოიქცნენ ინვალიდობის მქონე ადამიანებთან ურთიერთობისას, მაგალითად: ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის მის ნაკლოვანებაზე ყურადღების გამახვილება სასტიკად მიუღებელი და დაუშვებელია. თუ ადამიანი საშუალოზე დაბალი სიმაღლისაა, ხუმრობითაც არ შეიძლება მის სიდაბლეზე მიანიშნო და დასცინო. არც სუსტი მხედველობის მქონე ადამიანს უნდა შეახსენო, რომ სხვები მასზე კარგად ხედავნ, რადგან ამგვარი მიდგომით, ჩვენ გულს ვტკენთ მათ, ვაუცხოებთ ჩვენგან და თვითონვე ვხვდებით დისკრიმინაციის მონაწილენი.

2. აქტიურად გამოიყენეთ: სიმღერები, სპექტაკლები, მუსიკა, ზღაპრები, მხატვრობა, სახალისო თამაშობანი და სხვა შემოქმედებითი ტიპის საშუალებანი, რომ ბავშვებმა ერთდროულად იგრძნონ ცხოვრებისეული მრავალფეროვნება და ერთად ყოფნის აუცილებლობა.

3. ნუ დასცინით სხვებს! კლასზე/ჯგუფზე მუშაობის დროს სთხოვეთ მოსწავლეებს დაწერონ ყველა ის გამონათქვამი, რომელიც კი სმენიათ ოდესმე ინვალიდების მიმართ. შემდეგ გადაწერეთ ეს სიტყვები დიდ ფორმატზე და სთხოვთ მოსწავლეებს მონიშნონ ის ვარიანტები, რომელიც მიაჩნიათ ნეგატიურად. ჰკითხეთ, რატომ მიაჩნიათ ისინი ნეგატიურად და რას იგრძნობდნენ თვითონ, მათთვის, რომ მიემართათ ასე?

4. სკოლაში არსებული გარემოს სრულყოფისათვის აიღეთ სკოლის სრულმაშტაბიანი გეგმა, დეტალურად შეისწავლეთ იგი და დააკვირდით - შესძლებს კი ეტლის მეშვეობით მოსიარულე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მის შიგნით გადაადგილებას? ნებისმიერ აგილზე მისვლას და ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას? პირადად შეამოწმეთ თითოეული ადგილი, რომელიც ქმნის დაბრკოლებას. სასურველი იქნება, თუ ინვალიდის ეტლს დაიხმარებთ მისი შემოვლის დროს. აღნიშნეთ შედეგები გეგმაზე. ახლა განსაზღვრეთ რისი შეცვლაა აუცილებელი, რომ ეტლის მეშვეობით მოძრავმა ადამიანმა შესძლოს სკოლის შენობის შიგნით უპრობლემო გადაადგილება და ნებისმიერი სახის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.--წერილობით დააფიქსირეთ შედეგები, მოსაზრებანი და წარუდგინეთ იგი სკოლის/საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობას. განიხილეთ დამატებითი კითხვები და ერთად მიიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის/საბავშვო ბაღის შენობის შემდგომ ადაპტაციას.

5. გარე-სამყაროს ათვისებისთვის მოაწყვეთ ექსკურსია თქვენი უბნის გარშემო თქვენს კლასთან/ჯგუფთან ერთად. თან იქონიეთ ადგილობრივი პარამეტრის რუქა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მაღაზიებს, მარკეტებს, სილამაზის სალონებს, გასართობ დაწესებულებებს, ბარებს რესტორნებს, აფთიაქებს... წინასწარ შეიმუშავეთ მოსწავლეებთან ერთად ნიშნები, რომლითაც აღნიშნავთ ისეთ ადგილებს, სადაც ინვალიდის ეტლით მოძრავი ადამიანი ვერ შესძლებს მისვლას და გადაადგილებას. შემდეგ თხოვეთ მათ დასხდნენ საკლასო ოთახში და ერთად განიხილეთ ღონისძიების შედეგები. კითხეთ ბავშვებს, რას ფიქრობენ ისინი მათ მიერ მონიშნული ადგილების შესახებ და როგორი სახის ცვლილებები იქნებოდა მათთვის ყველაზე მისაღები? მსჯელობის შედეგად, შესაძლოა მოსწავლეთა მიერ შემდგარმა ჯგუფებმა მოახდინონ გარკვეული ცვლილებების შეტანა, ან შექმნან იმის პირობა, რომ მსგავსი ტიპის ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.

დაავალეთ მათ, დაწერონ წერილი უფლებამოსილი პირების მისამართით და აუხსნან, თუ სად და რატომ არის აუცილებელი ცვლილებათა შეტანა და რა მნიშვნელობა აქვს ამას ინვალიდობის მქონე პირთათვის, თავად საზოგადოებისთვის. დახატეთ პლაკატი, რომელის მეშვეობითაც გამოთქვამთ საკუთარ სათქმელს. ანუ რატომ არის აუცილებელი გარემო პირობების ცვლილება დახვეწის სახით ყველასთვის საჭირო და აუცილებელი. დადგით პატარა თეატრალური წარმოდგენა, რომლის იდეაც ინვალიდობის მქონე პირთა ადაბტაცია და გარემო პირებების სრულქმნა იქნება. ჩაატარეთ საერთო კრება, სადაც ბავშვები გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და მოყვებიან რეალური შედეგების შესახებ.

6. გაიხსენეთ ინვალიდობის მქონე პირთა სახეები ზღაპრებში, ტელევიზიაში, ჟურნალებში და ფილმებში. ჩაატარეთ საერთო განხილვა მოსწავლეებში ინვალდობის მქონე პირთა იმ სახეებზე, რომელსაც ჩვეულებრივ ქმნიან საბავშვო ზღაპრები. გაიხსენეთ ინვალიდობის მქონე ისეთი ადამიანები, ვინც პერსონაჟებად გვევლინებიან ზღაპრებში, ფილმებში და ტელე-გადაცემებში. განიხილეთ, ხომ არ გვხვდება აქ სტერეოტიპული სახეები და არის კი ყველგან მსგავსი პრობლემა პოზიტიურად დანახული და განხილული? თუ არა, მაშინ რაში აისახება ავტორთა შეცდომა და აღნიშნული საკითხის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება?

თუ სასწავლებლად მოვიდა ინვალიდობის მქონე ბავშვი

როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში მიდის ინვალიდობის მქონე ბავშვი, აუცილებელია მის ირგვლივ შეიქმნას ჯანსაღი საერთო განწყობილება მასწავლებლებს, თანაკლასელებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის. თუკი მას მოვეპყრობით ისე, როგორც ჩვეულებრივ მოსწავლეს (ცხადია, იმ აუცილებელი ინვენტარის ჩათვლით, რასაც მოითხოვს მისი ფიზიკური დარღვეულობა), მაშინ შედეგები გაცილებით უფრო კარგი და მრავლისმეტყველი იქნება.

მასწავლებელთა და მოსწავლეების განწყობა ურთიერთგადამდებია. თუ იგი იქნება სწორი, მიზანმიმართული და მეგობრული, მაშინ ინვალიდობის მქონე ბავშვი მათ შორის თავს ბევრად უფრო თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, სკოლის შენობა იყოს ადაპტირებული, რათა მან მის სივრცეში დამოუკიდებელი გადაადგილება შესძლოს.

მოსწავლე სრულიად უნდა ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში. მან სრულფასოვანი მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც სასწავლო პროცესზე, ასევე თვითშემოქმედებაზე, რის გარეშეც ვერ საზრდოობს ვერც ერთი ბავშვი. ამით დანარჩენი მოსწავლეებიც გაითავისებენ, რომ მათ გვერდით ჩვეულებრივი ადამიანი დგას, არც სხვაზე უკეთესი, არც სხვაზე ნაკლები (ფიზიკური დარღვეულობის გამო), ხოლო მისმა იდეამ და შემართებამ შესაძლოა ყველას მოუტანოს სარგებელი. ამასთანავე იმასაც მიხვდებიან, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, დახამრებას რომ საჭიროებენ, ოღონდ ეს დახმარება უნდა იყოს მეგობრული, სუფთა, ხალისიანი და არა სიბრალურითა და მორალისტური მოვალეობით ნაკარნახები.

ყოველივე ამის განხორციელება დიდად არის დამოკიდებული მასწავლებლებზე და სკოლების ადმინისტრაციულ სამსახურზე.

ისეთი სკოლების პედაგოგების აზრით, სადაც ინვალიდობის მქონე ბავშვები ეწაფებიან განათლებას, სწორედ ასეთი მიდგომაა საფუძველი კომფორტული და სრულფასობანი სწავლებისა. ხოლო არქიტექტორული მიღწევადობის პირობებზე ჩვენ ქვემოთ გვექნება საუბარი.

ბავშვი, რომელიც გადაადგილდება საყრდენი, ან მოძრავი აპარატის მეშვეობით

მაშ ასე, სკოლაში სასწავლებლად მივიდა ბავშვი, რომელიც იყენებს ინვალიდის ეტლს, ყავარჯნებს, ანუ უბრალოდ უჭირს სიარული. როგორ უნდა მოხდეს სკოლის შენობის ათვისება, რომ ბავშვი იქ თავს შეძლებისდაგვარად კომფორტულად გრძნობდეს?

სკოლის შესასვლელი:

როგორც წესი, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლის შესასველი იწყება კიბეებით. ეს კი საკმაოდ რთული და ხშირ შემთხვევაში, გადაულახავი დაბრკოლებაა ისეთი ინვალიდობის მქონე ბავშვისთვის, ვინც გადაადგილდება ყავარჯნებით, ან მოძრავი აპარატის მეშვეობით. იმისათვის, რომ ეს ბავშვები მოხვდნენ სკოლაში, აუცილებელია მის შესასვლეში დამონტაჟებულ იქნეს ბილიკის ტიპის ასასვლელი.

ბილიკი უნდა იყოს საკმაოდ მოხერხებული, რათა ბავშვმა თავისით შესძლოს მასზე მოძრაობა.

იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამას, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მოთხოვნილებანი: ბილიკის დაქანება უნდა იყოს შეფარდებული მის სიგრძესთან და სიგანესთან.

ბილიკი შედგება სამი ნაწილისგან:

ბილიკის დასაწყისში ჰორიზონტალური მოედანი.

ბილიკის ზედაპირის დახრილობა.

ჰორიზონტალური მოედანი ბილიკის ბოლოს.

მისი ფართი არ უნდა იყოს 90 სმ-ზე ნაკლები. ბილიკის დამახასიათებელი და აუცილებელი ნაწილებია შემომსაზღვრელი გვერდი და ხელსაჭიდი. შემომსაზღვრელიგვერდი იცავს ეტლს დაცურებისგან. მისი სიმაღლე 5 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ხესლაჭიდს გაკეთება ორივე მხარეს აუცილებელია. მისი სიმაღლის სტანდარტი 70-90 სმ- ია, დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის კი - 50 სმ.

ყველაზე მოსახერხებელი მრგვალი ფორმის მოაჯირია, რომელსაც ექნება 3-5 სმ-ის ზომის დიამეტრი, ხოლო ხელსაჭიდის სიგრძე 30 სმ-ით მეტი უნდა იყოს ოთხივე მხარეს. თუკი შენობის არქიტექტურა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბილიკის აშენება მოხდეს მკაცრად დაცული სტანდარტის შესაბამისად (მაგ. ვიწრო კიბის გამო), მაშინ საუკეთესო არჩევანი დასაკეცი ბილიკის დაყენებაა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ინვალიდობის მქონე ბავშვებს ვინმეს დახმარებაც აუცილებლად დასჭირდებათ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - შესასვლელი კარი უნდა იღებოდეს ბილიკის საპირისპირო ან ორივე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი შეიძლება დაგორდეს უკან. მიზანშეწონილია, შესასვლელი აღიჭურვოს ზარით, რათა საჭიროების შემთხვევასი დაცვის დროული გაფრთხილება მოხდეს.

სკოლის შიგა-სივრცე

დერეფნის გაყოლებაზე სასურველია ხელსაჭიდის დაყენება, რათა ადამიანმა, რომელსაც უჭირს სიარული, შეძლოს მისი გამოყენება. კარის სიგანე უნდა იყოს არანაკლები 80-85 სმ-ისა. სხვა შემთხვევაში ინვალიდის ეტლის მომხმარებელი ადამიანი ვერ შესძლებს საკლასო, ან ნებისმიერ სხვა ოთახში შესვლას.

იმისათვის, რომ ეტლით მოსიარულე ადამიანს არ უჭირდეს სართულებზე ასვლა, საფეხურების გვერდით, მოაჯირზე აუცილებლად უნდა იყოს დამონტაჟებული სპეციალური ლიფტი. თუმცაღა ყველა სკოლაში შეუძლებელია მისი დამონტაჟება, ან არქიტექტურული გამოუვლობის გამო, ან თავად სკოლას არ აქვს საშუალება მსგავსი ტიპის სამოძრაო საშუალება შეიძინოს. ასეთ შემთხვევაში, სასურველია ინვალიდობის მქონე ბავშვებს ერთ სართულზე უტარდებოდეთ გაკვეთილები.

კიდევ ერთი ვარიანტი ამ ტიპის პრობლემის მოგვარებისა არის უფროსკლასელთა ისეთი მორიგე ჯგუფის შექმნა, რომლის წევრებიც დაეხმარებიან ინვალიდობის მქონე ბავშვებს სართულების გადალახვაში.

თუ სკოლაში არსებობს სატელეფონო აპარატები, მაშინ ისინი შედარებით დაბლა უნდა დამონტაჟდნენ, რათა ინვალიდ ბავშვებსაც შეეძლოთ მათი გამოყენება.

სკოლის გასახდელი

ჩვეულებრივი გასახდელებში ინვალიდებისათვის უნდა იქნეს გამოყოფილი დამოუკიდებელი ზონა, რომლითაც მხოლოდ ისინი ისარგებლებენ. აქ კედლებზე დაყენდება სპეციალური ხელსაჭიდები, სკამები, თაროები და კავები ტანსაცმლისა და ჩანთების განთავსებისთვის.

სკოლის სასადილო

სასადილოების შესასვლელი არ უნდა იყოს ინვალიდისთვის გაუვლელი, მან აუცილებლად უნდა ისადილოს ყველა სხვა დანარჩენი მოსწავლის გვერდით და არა მარტომ, განცალკევებით, ეს კატეგორიულად დაუშვებელია. ამისათვის უდნა გავითვალისწინოთ რამდენიმე ნიუანსი: კერძოდ, ინვალიდები სასურველია ბუფეტთან ყველაზე ახლოს მდგარ მაგიდებთან დასხდნენ. სასადილოში, მაგიდებს შორის ფართი უნდა იყოს 1 მ-ზე ოდნავ მეტი, რათა ინვალიდობის მქონე ბავშვებმა შესძლონ თავისუფალი გადაადგილება. სასურველია, რომ მათ სასადილოში, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარებოდნენ მომსახურე პერსონალის წევრები, ან უფროსკლასელთა მიერ შემდგარი მორიგე ჯგუფი.

რიგ სკოლებში, სადაც სწავლობენ ინვალიდი ბავშვები, არსებობს საჭმლის საკლასო ოთახში მიტანის პრაქტიკა. რა თქმა უნდა, ეს მეთოდი არ არის სანიტარულად და ჰიგიენურად გამართლებული, მაგრამ ხელს უწყობს ბავშვების დაახლოებას. თუმცა ბავშვის სასადილოში ჩასვლა უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია და უპრიანია.

სკოლის ტუალეტი

სკოლის ტუალეტებში უნდა იქნეს გათვალისწინებული ერთი სპეციალური კაბინა, რომელშიც შესვლას შესძლებენ ისეთი ინვალიდები, ვინც ეტლის და ყავარჯნების მეშვეობით გადაადგილდებიან.

ასეთი კაბინის ზომები უნდა იყოს მკაცრად დაცული:

სიგანე - 1,65 მ.
სიღრმე - 1,8 მ.
კარის სიგანე - 90 სმ.

კაბინაში, უნიტაზის გვერდით უნდა იყოს სივრცე, სადაც ინვალიდის ეტლით მოსიარულე ადამიანი შეძლებს ეტლის განთავსებას.

კაბინა უნდა აღიჭურვოს სპეციალური ხელსაჭიდებით, ჩამოსაკიდი ტრაპეციებით და სხვა აუცილებელი აქსესუარით. ყოველი ეს ელემენტი კედელზე საფუძვლიანად უნდა დამონტაჟდეს, რათა ინვალიდის უსაფრთხოება იქნეს დაცული. ხელსაბანის სასურველი სიმაღლე 0,8 მ-ია. სარკის, პირსახოცის, სინათლის ჩასართავის, ტუალეტის ქაღალდისა და ხელის საშრობი ხესლაწყოს დაყენებაც იგივე სიმაღლეზეა რეკომენდებული.

სპორტული დარბაზი

აუცილებელია, ინვალიდი ბავშვების დატვირთვა მოხდეს ფიზიკური მომზადებისგაკვეთილებზეც. მათ შეუძლიათ შეასრულონ მსუბუქი ვარჯიშები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის თამაშობებში.

ეს ხელს შეუწყობს მათ, არ გამოეყონ თანატოლებს და სრულფასოვნად გაიარონ სასკოლო პროგრამა.

სპორტულ დარბაზში არსებული გასახდელი, საშხაპე და ტუალეტი თავისებურად უნდა მოეწყოს ეტლის მომხმარებელი ინვალიდისთვის. ტუალეტი და საშხაპე ისე უნდა აღიჭურვოს, რომ ფიზიკური დარღვევის მქონე ბავშვმა უპრობლემოდ შესძლოს მათი მოხმარება. კარის სიგანე უნდა იყოს 90 სმ. რადგან ეტლი კაბინაში ბოლომდე შედიოდეს. საერთოდ სასურველია, რომ გსახდელში არც ერთი შესასვლელი არ იყოს 90 სმ-ზე ნაკლები.

სკოლის ბიბლიოთეკა

სკოლის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზიც სასურველია მოეწყოს იგივე პრინციპის მიხედვით, როგორც სკოლის სხვა დარბაზები, დერეფნები და საკლასო ოთახები. ბავშვს არ უდნა გაუჭირდეს იქ შესვლა, წიგნის აღება და მეცადინეობა.

საკლასო ოთახები

აქაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეტლით მოძრავი ინვალიდობის მქონე ბავშვს ჭირდება მეტი სივრცე მოძრაობისთვის, ვიდრე სხვას. მისი სასწავლო ადგილის მინიმალური ფართი უნდა იყოს 1,5X1,5 მ. აგრეთვე მის სიახლოვესაც უნდა იყოს თავისუფალი სივრცე, სადაც ის შესძლებს თავისი ეტლის დაყენებას, თუკი ურჩევნია, რომ გადაჯდეს მერხზე და ისე მოისმინოს გაკვეთილი.

რიგებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 90 სმ-ზე ნაკლები, შესაბამისად, არც კარი შეიძლება იყოს მასზე ვიწრო. აგრეთვე, სასურველია, არც დაფის სიახლოვეს იდოს ბევრი ნივთი, რათა ინვალიდმა ბავშვმა შეძლოს დაფასთან გასვლა და გაკვეთილის იქიდან მოყოლა. თუ ძალიან მაღლა კიდია დაფა, ადმინსიტრაციულმა სამსახურმა და პედაგოგებმა წინასწარ უნდა გაითვალისწინონ ეს და იზრუნონ დაფა ხელმისაწვდომი გახდეს ბავშვისთვის, რათა მსგავსი პრობლემა არ შეიქმნას გაკვეთილის მიმდინარეობის დროს.

ბავშვი - ინვალიდი სუსტი მხედველობის გამო

უნდა გვახსოვდეს, როდესაც სუსტი მხედველობის მქონე ბავშვი მიდის სკოლაში, მას ორიენტაციის მხრივ პრობლემა აუცილებლად შეექმნება. ამიტომ ზომები წინასწარ უნდა იქნეს მიღებული. ამიტომ სანამ დაიწყება სასწავლო პროცესი, პედაგოგმა, ან სკოლის ადმინისტრაციის წევრმა უნდა მოუწყოს მას ერთგვარი ექსკურსია სკოლის ტერიტორიაზე, გააცნოს სკოლის შიგა-სვირცე, დერეფნები, კაბინეტების განლაგება და თავად საკლასო ოთახები, რათა მან დაიმახსოვროს ყოველივე ეს და არ შეექმნას შემდგომ დისკომფორტი.

ყველა მოსახვევი და დაბრკოლება უნდა იქნეს გამხმოვანებული, რაც დაეხმარება სივრცის ათვისებაში ასეთ მოსწავლეს. იგივე მიზნით სასურველია, მივცეთ ბავშვს იმის საშუალება, რომ ხელი შეახოს კარს და კუთხეებს. თუკი, შემდგომში სკოლის ტერიტორიაზე მოდხა ცვლილებები, აუცილებელია, ანალოგიური საშუალებით გავაცნოთ სუსტი მხედველობის მქონე მოსწავლეს ისინი.

სკოლის შესასვლელი

სკოლაში შესასვლელი ბოლო საფეხურები აუცილებლად უნდა შეიღებოს კონტრასტულ ფერებში. საჭიროა გაკეთდეს მოაჯირი, რომელიც აღიმართება ორივე მხარეს და სიმაღლეში იქნება - 70-90 სმ. დაწყებითი კლასებისთვის - 50 სმ. ყველაზე მოსახერხებელი მრგვალი ფორმის მოაჯირია, რომელის დიამეტრიც იქნება 3-5 სმ. ხოლო მოაჯირის სიგრძე კიბეებზე 30 სმ-ით მეტი უნდა იყოს ოთხივე მხარეს. სასურველია კარებებიც მკვეთრ ფერებში შეიღებოს, ან უფრო გარკვევით (დიდი და მსხვილი შიფტით) დავწეროთ, რომელია გამსვლელი და რომელი შემსვლელი კარი.

სკოლის შიგა-სვირცე

დერეფნის მთელ პარამეტრზე სასურველია დამონტაჟდეს ხელსაჭიდი, რომელიც დაეხმარება სუსტი მხედველობის მქონე ადამიანს გადაადგილებაში. აგრეთვე, ასეთი შეზღუდვის მქონე მოსწავლეს დიდად დაეხმარება, თუკი სკოლის იატაკზე დაგებულ იქნება რელიეფური საფარი და მიმართულების შეცვლის დროს საფარის რელიეფიც შეიცვლება...

კიბეებზე გადაადგილების პრობლემას საკმაოდ ეფექტურადად გადავჭრით, თუკი ორგანიზებას გაუწევთ და უფროსკლასელებისგან შევადგენთ მორიგე ჯგუფს, ვინაც რიგ-რიგობით დაეხმარებიან სუსტი მხედველობის მქონე მოსწავლეს გადაადგილებაში.

სკოლის გასახდელი

ჩვეულებრივი გასახდელები ინვალიდებისათვის უნდა იქნეს გამოყოფილი დამოუკიდებელი ზონა, რომლის კედლებზე დაყენებული იქნება სპეციალური ხელსაჭიდები, სკამები, თაროები და კავები ტანსაცმლისა და ჩანთების განთავსებისთვის.

სასურველია, რომ ამ გასახდელით ერთი და იგივე პირი სარგებლობდეს და სანამ უშუალოდ დაჭირდება იგი, მოხდეს მისი შეყვანა და სპეციალურად მისთვის გამოყოფილი ზონის წინასწარ დათვალიერება.

სკოლის სასადილო

სასადილოში სუსტი მხედველობის მქონე ინვალიდ ბავშვს აუცილებლად უნდა ქონდეს საკუთარი ადგილი, რითაც მხოლოდ ის ისარგებლებს. კარგი იქნება, თუ მისი ადგილი ბუფეტთან ყველაზე ახლოს იქნება და საჭიროების შემთხვევაში იქ მომუშავე პერსონალი, ან უფრო კლასელებისგან შემდგარი მორიგე ჯგუფი გაუწევს დახმარებას.

ოღონდ მისი თანაკლასელებისგან განცალკევებით დასმა დაუშვებელია და სასურველია ყოველივე ეს მათ გვერდით ხდებოდეს.

საკლასო ოთახები

აქაც უდნა გავითვალისწინოთ, რომ სუსტი მხედველობის მქონე მოსწავლეს დაჭირდება განსაკუთრებული სივრცე მოძრაობისთვის. მისაწვდომი და კომფორტული პირობების მისაწვდომად, აუცილებელია საკლასო ოთახში მისთვის გამოიყოს პერსონალური მერხი.

აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება სამუშაო მაგიდის განათებას. დაფაზე დაწერილი ინფორმაცია უნდა გავახმიანოთ კიდეც, რათა სუსტი მხედველობის მქონე მოსწავლემ ყელაფერი გაიგოს და ჩაინიშნოს. მისი მერხი უნდა იყოს დაფასთან ყველაზე ახლოს, ფანჯრის გვერდით.

როცა ტარდება ლექციის ტიპის გაკვეთილი, მაშინ მას უფლება უნდა ქონდეს დიგტოფონიც ჩაიწეროს იგი, რათა ასე იგი ლექციის დაკონსპექტებას ახდენს. სასურველია, რომ დამხმარე მასალა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა გაკვეთილის დროს საგნის უკეთ შესწავლისათვის, იყოს არა მარტო ხილვადი, არამედ რელიეფურიც, რადგან მხედველობის არ მქონე მოსწავლემ შესძლოს მისი სრულფასოვანი შეგრძნება და გაცნობიერება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ენა და ეტიკეტი

მასალა აღებულია საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ გამოცემული ბროშურიდანენა და ეტიკეტი

მოცემული ბროშურის ძირითადი ამოცანაა სათანადო ყურადღება მიექცეს შეზღუდულობის მქონე პირებთან ურთიერთობაში კორექტული ლექსიკიური ერთეულების შერჩევას და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ დანერგვას. საქმე მხოლოდ იმაში კი არაა, რომ კორექტული მიმართვები ხელს უწყობს შეზღუდულობის მქონე პიერთა პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას, არამედ იმაშიც, რომ ზოგიერთი ყველასათვის მისაღები სიტყვა, ფრაზა თუ ცნებება, იმთავითვე შეურაცმყოფელი იარლიყი და სტერეოტიპია ამ ადამიანებთან მიმართებაში. ამიტომ ჩვენი სალაპარაკო ლექსიკის დახვეწა დადებით გავლენას იქონიებს იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებიც თავს საზოგადოებისგან განდგომილად თვლიან. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობა თავს საკმაოდ კორექტულად და კარგად აღზრდილ ადამიანად თვლის, ნამდვილად წაადგებათ ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები, რომელებსაც კარგა ხანია წარმატებით იყენებს ცივილიზებული სამყარო.

ეს არ არის მკაცრად განსაზღვრული წესები (არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანები შეზღუდულობის გამო რაიმე განსაკუთრებულ მოპყრობას ითხოვენ ჩვენგან), ეს მხოლოდ რეკომენდაციათა ჩამონათვალია, რომელიც, ვიმედოვნებთ, დაგვეხმარება სათანადო კონტაქტების დამყარებასა და იმ უხერხულობის დაძლევაში, რომლებიც ყოველთვის ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვხვდებით რაიმე ახალსა და უჩვეულოს. ეს რეკომენდაციები სასარგებლოა და საჭიროა ყველასათვის, პირველ რიგში კი იმ პირთათვის, რომელთაც თავიანთი სქმიადობიდან გამომდინარე, დროდადრო უხდებათ შეზღუდულობის მქონე პირებთან ურთიერთობა. მათ შორის მოიაზრებიან: პედაგოგები, ჟურნალისტები, მომსახურების სფეროს მუშაკები, სასტუმროების, აეროპორტების, სადგურების, რესტორნების თანამშრომლები, მძღოლები და ა.შ.

ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ ბროშურამ ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში ისეთი საზოგადოების ფორმირებას, სადაც ყველას თანაბარი შესაძლებლობები და პირობები ექნება. სადაც, სხვათაგან რაღაცით განსხვავებული ადამიანები არ წააწყდებიან დისკრიმინაციას, რისი საშიშროებაც იმთავითვე ძევს არსებულ სტერეოტიპებში. მოცემული ბროშურა ჩვენი წვლილია პოლიტიკურად კორექტული ტერმინოლოგიის დანერგვაში. იგი შედგენილია ამერიკულ და ბრიტანულ წყაროებზე დაყრდნობით. კერძოდ, ეს რეკომენდაციები შემუშავებულ იქნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი მოწყობის“ პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე დიდ ბრიტანეთში (Disability Etiquette, Employers' Forum on Disability, 1996წ.) და დერბიშირის ინტეგრირებული ცხოვრების ცენტრის მიერ (DCIL), ამერიკული ორგანიზაციებისსახელმწიფო მოხელეთათვის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ისევე როგორც სხვა უმცირესობანი, რომელთა უფლებები ირღვევა უმრავლესობის მიერ, შეზღუდულობის მქონე ადამიანები ძალზე მგრძნობიარენი არიან სიტყვების მიმართ, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებენ მათ მდგომარეობას. იმ ქვეყნებში, სადაც შეზღუდულობის მქონე პირთა მოძრაობა აქტიურ ფაზაშია, მდგომარეობის შესაცვლელად, პროპაგანდა ეწევა ისეთ განსაზღვრებებისა და ცნებების დამკვიდრებას, რომლებიც არ იწვევენ შეცოდების გამომხატველ ან სხვა ნეგატიურ ასოციაციებს. საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეს პროცესი ეხლა იკრებს ძალას. ჩვენთან ჯერ კიდევ არ დანერგილა პოლიტიკურად კორექტული ტერმინილოგია, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი ადამიანისადმი პატივისცემით მიმართვას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო მოძრაობა, მართებულად თვლის ცნება ინვალიდის შემდეგ განმარტებას :

„შესაძლებლობის შეზღუდულობა (ინვალიდობა) ნიშნავს არსებული პირობების გამო ფიზიკური, გონებრივი, სენსორული და ფსიქიკური გადახრების მქონე ადამიანთა ქმედებების შეზღუდვას საზოგადოების მიერ, რაც მას რიყავს აქტიური ცხოვრებიდან“.

ამრიგად, ინვალიდობა - სოციალური უთანასწორობის ერთ-ერთი ფორმაა. ეს არის სოციალური და არა სამედიცინო ცნება, ხოლო სოციალური მოდელის კონტექტში ლოგიკური და უპრიანია გამოვიყენებულ იქნას შესაბამისი ტერმინოლოგია.

რეკომენდაციები

როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებზე საუბრობთ ან წერთ:

გამოიყენეთ სიტყვები და ცნებები,
რომლებიც არ ქმნის სტერეოტიპებს

თავი აარიდეთ სიტყვებს და ცნებებს,
რომლებიც ქმნის სტერეოტიპებს

ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობით
(ინვალიდობის მქონე).

უნარშეზღუდული, ავადმყოფი, ხეიბარი,
დასახიჩრებული, ნაკლიანი,
დეფორმირებული, არასრულყოფილი,
დეფექტური, ბეცი და ა.შ.

შეზღუდულობის (ინვალიდობის) არ
მქონე -
ჩვეულებრივი, ტიპიური ადამიანი.

ნორმალური, ჯანმრთელი
(შეზღუდულობის
მქონე ადამიანთან შედარებისას).

ადამიანი, ფიზიკური შეზღუდულობით,
რომელიც ეტლს იყენებს (სარგებლობს).

ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული

თანდაყოლილი შესაძლებლობათა
შეზღუდულობა (ინვალიდობა),
შესაძლებლობათა შეზღუდვის მქონე
(ინვალიდობის მქონე) ბავშვობიდან.

თანდაყოლილი დეფექტი, უბედურება
და ა.შ.

აქვს ბცდ ( ბავშვთა ცერებრალური
დამბლა ან სხვა).

იტანჯება ბავშვთა ცერებრალური
დამბლით (ბცდ-თი).

გადაიტანა პოლიომელიტი; აქვს
შესაძლებლობათა შეზღუდვა
(ინვალიდობა)
პოლიომელიტის შედეგად; ადამიანი,
რომელმაც გადაიტანა ავადმყოფობა;
შეიძინა შესაძლებლობათა შეზღუდვა
(ინვალიდობა) .. შედეგად

იტანჯება პოლიომელიტით,
პოლიომელიტის
შედეგებით; პოლიომელიტის მსხვერპლი

გონებადაქვეითებული ადამიანი
(მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებზე).
მენტალური
შეზღუდვის მქონე ადამიანი (ბავშვი).

ჩამორჩენილი, გონებრივად
არასრულყოფილი

ბავშვი, შეფერხებული განვითარებით;
ბავშვი, რომელიც ნელა ითვისებს,
ადამიანი, შეფერხებული განვითარებით

„მუხრუჭებიანი”, ჭკუასუსტი, დებილი,
დაუნი და ა.შ.

ადამიანი დაუნის სინდრომით

„დაუნი“, „მონგოლოიდი“, და ა.შ.

ბავშვი (ბავშვები) დაუნის სინდრომით

ადამიანი ეპილეფსიით;
ადამიანები, რომელთაც აქვთ
ეპილეფსიური შეტევები.

ეპილეპტიკი, ბნედიანი

სულიერად ავადმყოფი ადამიანები,
ადამიანები ფსიქიატრიული
პრობელემბით, ადამიანები სულიერი ან
ემოციური მოშლილობით.

გიჟი, ფსიხი და ა.შ.

ბრმა, უსინათლო,
მხედველობადაქვეითებული, ცუდი
მხედველობის მქონე ადამიანი,
სმენადაქვეითებული ადამიანი
ყრუ, სუსტი სმენის მქონე ადამიანი
ადამიანი (ბავშვი) სმენის ნარჩენებით.

თხუნელასავით ბრმა, სრულიად ბრმა,
ყრუ-მუნჯი, და ა.შ.

ადამიანი, რომელსაც გააჩნია სირთულე
ვერბალურ ურთიერთობაში, ადამიანი
რომელსაც მეტყველებაში დაბრკოლების
სირთულე აქვს.

მუნჯი ბლუ, და ა.შ.

სვეტში “ერიდეთ” მოცემული ზოგიერთი სიტყვას ასეთ კითხვას არ ბადებს. ცხადია, როცა ადამიანს “დეფექტურს” ვუწოდებთ, ამით მას შეურაცმყოფას ვაყენებთ. თუმცა ზოგიერთ სიტყვეას შევეჩვიეთ კიდეც. რატომ ვთვლით, რომ ისინი შეურაცმყოფელია და რატომ არ არის რეკომენდირებული მათი გამოყენება ადამიანებთან ურთიერთობაში?

იმისათვის, რომ ზემოთ თქმული უფრო გასაგები გავხადოთ, წარმოგიდგენთ ჩვენი გამოკვლევის შედეგებს. სემინარზე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ჟურნალისტები და ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა სახის შეზღუდვა (ინვალიდობა) ჰქონდათ,

შევთავაზეთ დაეწერათ, თუ რა გრძნობებსა და ასოციაციებს იწვევს მათში ესა თუ ის სიტყვა ან გამოთქმა.

ტიპიური მაგალითები, რომლებიც შევარჩიეთ 120-ზე მეტი პასუხიდან:

  • საკმაოდ გავრცელებული გამოთქმა „ეტლს მიჯაჭვული” - ასოცირდება „განწირულობასთან”, „ბორკილებთან”.

  • ყრუ-მუნჯი - ურთიერთობის სირთულესთან, კონტაქტების დამყარების სირთულესთან.

  • ავადმყოფი - საჭიროებს მკურნალობას, გადამდებია.

  • ყრუ, „პარალიტიკი“, არასრულფასოვანი, უხელო, ავადმყოფი - იწვევს თანაგრძნობას და სიბრალულს.

  • ხეიბარი, გონებაჩლუნგი, დაუნი - იწვევს ზიზღს.

  • ფსიხი, ჭკუასუსტი, არანორმალური, „შიზიკი” - დაკავშირებულია უსიამოვნო მოულოდნელობასთან, საშიშროებასთან, საფრთხესთან და როგორც წესი იწვევს შიშს.

  • ასეთ მიმართვებს კარგად აღზრდილი ადამიანები ნებისმიერ გარემოებაში თავს არიდებენ.

გამოთქმები - განსხვავებული, ინვალიდი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი, ფიზიკური შეზღუდულობის მქონე, ადამიანი ეტლში, უსინათლო - საკმაოდ ნეიტრალურ ასოციაციებს იწვევს.

სიტყვა „ინვალიდი“ სხვადასხვა გრძნობებს იწვევს, თუმცა, მთლიანობაში, საზოგადოების უმრავლესობა ამ ტერმინს მისაღებად მიიჩნევს.

სიტყვა „ინვალიდი“ ინგლისურენოვანი ტერმინია და ნიშნავს უვარგისს, გამოუყენებელს, გამოუსადეგარს. ქართულ და რუსულ ენებში კი ეს სიტყვა, აბსტრაქტულ დატვირთვას იძენს. საქართველოში ინგლისური ენის გააქტიურებას ამ ტერმინის (ინვალიდის) შეცვლის ბუნებრივი აუცილებლობა მოჰყვა.

ჩვენ არ ვეთანხმებით იმ აზრს რომ ზოგიერთი გამოთქმა, თითქოს გამოგონილი და უაზროა, რომ ყოველდრიურ ცხოვრებაში ვერ დამკვიდრდება „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი“. ეს გამოთქმა მართლაც გრძელი, თითქოს მოუხერხებელი და არაზუსტიცაა: ფართო გაგებით, შეზღუდულობა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მეტ-ნაკლებად ახასიათებდეს. თითქოს არც ზეპირ მეტყველებაში, დამკვიდრდება გამოთქმები: „სულიერი დარღვევების მქონე ადამიანი“ ან „ადამიანი, რომელსაც გადაადგილების სირთულე აქვს“.

დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა ითვალისწინებს ისეთი საზოგადოების შენებას, რომელშიც ადგილი არ ექნება დისკრიმინაციის არცერთ ფორმას და არ იქნება გამოყენებული მადისკრიმინებელი ტერმინები.

ჩვენი საკუთარი ენა და სწორად შერჩეული გამოთქმების გამოყენებით შექმნილი სახეები ხაზს უნდა უსვამდეს ადამიანის ღირსებებს, ფასეულობებს, უნარ-ჩვევებს და ძალას, თვითოეული ჩვენგანის წვლილს საზოგადოებაში.

ცოტა რამ ეტიკეტზე

კორექტული ტერმინების ხმარება საკმარისი არაა, თუ არ იცით სად და როგორ გამოიყენოთ ისინი, რის გამოც შეიძლება უერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ თქვენც და თქვენი მოსაუბრეც.

ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები ჩვენი საკუთარი გამოცდილებისა და დაკვირვების საფუძველზე ჩამოვაყალიბეთ და იმედი გვაქვს, დაგეხმარებათ უხერხული სიტუაციების დაძლევაში.

შეეცადეთ, განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ადამიანს ცნობისმოყვარე და მოწყალე თვალით არ შეხედოთ. თუ ქუჩაშია გამოსული ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ის მოწყალების სათხოვნელად იმყოფება იქ. გულჩველობის და ზედმეტად თავსმოხვეული თანაგრძნობის გამოხატვა ნიშნავს იმას რომ თქვენ თავიდანვე ვერ ხედავთ მასში თანასწორს, რაც თავისთავად უკვე შეურაცმყოფელია.

ეტიკეტის ათი ზოგადი წესი

ამ წესებს იყენებენ აშშ-ს საზოგადოებრივი სამსახურების თანამშრომლები. შედგენილია კარენ მეიერის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების ინტეგრაციის ცენტრში.

  • როდესაც განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ადამიანს ესაუბრებით, მიმართეთ უშუალოდ მას და არა მის თანმხლებ პირს, ან მთარგმნელს, რომლებიც ესწრება საუბარს.

  • როდესაც განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ადამიანს გაცნობენ, სრულიად ბუნებრივია ჩამოართვათ მას ხელი. მასაც კი, ვისაც უძნელდება ხელის მოძრაობა ან იყენებს პროტეზს, შეუძლია გამოგიწოდოთ მარჯვენა ან მარცხენა ხელი.

  • როდესაც ხვდებით ადამიანს, რომელიც ცუდად ან საერთოდ ვერ ხედავს, აუცილებლად დაასახელეთ საკუთარი თავი და ისინი, ვისთან ერთადაც ხართ. თუ საუბარი ჯგუფში მიმდინარეობს, არ დაგავიწყდეთ დაასახელოთ საკუთარი თავი და ის ვისაც მიმართავთ.

  • თუ თქვენ დახმარებას სთავაზობთ, დაელოდეთ, სანამ მას მიიღებენ და შემდეგ ჰკითხეთ რა და როგორ გააკეთოთ.

  • ზრდასრულ განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ადამიანს მოექეცით ისე, როგორც ზრდასრულ ადამიანს. სახელით და „შენ“ -ობით მიმართეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას კარგად იცნობთ.

  • თუ ადამიანი ეტლში ზის, მიეყრდნოთ ან დაეყრდენით მის ეტლს ეს იგივეა, რაც მიეყრდნოთ ან დაეყრდნოთ თავად მას, რაც ცხადია გამაღიზიანებელია. ეტლი - ადამიანისთვის, ხელშეუხებელი სივრცის ნაწილია.

  • როდესაც ესაუბრებით ადამიანს, რომელსაც სირთულეები აქვს ურთიერთობისას, შეეცადეთ ყურადღებით უსმინოთ. იყავით მომთმენი, დაელოდეთ სანამ იგი თვითონ დაასრულებს ფრაზას. ნუ შეუსწორებთ და მის მაგივრად ნუ დაამთავრებთ ფრაზას.

  • ნურასდროს მოაჩვენებთ თავს რომ გესმით მისი საუბარი, თუ სინამდვილეში ეს ასე არაა.

  • გაიმეორეთ, რაც გაიგეთ, ეს გაუადვილებს ადამიანს გიპასუხოთ, ხოლო თქვენ დაგეხმარებათ გაუგოთ მას.

  • როდესაც საუბრობთ ადამიანთან, რომელიც ეტლში ზის ან ყავარჯნებით დგას, ეცადეთ ისე განთავსდით, რომ თქვენი თვალები ერთ სიმაღლეზე იყოს. ეს მასთან საუბარს გაგიადვილებთ.

  • თუ იმ ადამიანის ყურადღება გინდათ მიიქციოთ, რომელსაც ცუდად ესმის, ხელით ანიშნეთ-დაუქნიეთ ან მხარზე ხელი შეახეთ. გარკვევით ისაუბრეთ და თვალებში უყურეთ. თუმცა, მხედველობაში იქონიეთ, რომ ყველას, ვისაც ცუდად ესმის, არ შეუძლია ტუჩების მოძრაობით საუბრის აზრის გაგება. ვისაც ეს შეუძლია, მოთავსდით ისე, რომ სინათლე გეცემოდეთ და კარგად ჩანდეთ. შეეცადეთ, არაფერმა შეგიშალოთ ხელი (საკვები, სიგარეტი, ხელები).

  • ნუ შეცბუნდებით, თუ შემთხვევით წინდაუხედავობა გამოიჩინეთ და წამოგცდათ უსინათლოსთან - „ვნახავთ ერთმანეთს“ ან „ამის შესახებ გსმეიათ...?“ იმასთან ვისაც არ ესმის.

9 სამოქალაქო ინტერესების დაცვა

▲ზევით დაბრუნება


9.1 რა არის სამოქალაქო ინტერესების დაცვა?

▲ზევით დაბრუნება


ცვლილებისა და კონფლიქტების მართვის ცენტრი
პარტნიორები - საქართველო

სამოქალაქო ინტერესების დამცავი, ცნობილი ავტორიტეტი შეერთებულ შტატებში, დევიდ კოენი შემდეგ განსაზღვრებას გვთავაზობს:

სამოქალაქო ინტერესების დაცვა (სიდ) არის ორგანიზებული ძალისხმევებისა და ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც დემოკრატიის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს დააფუძნოს და განახორციელოს ისეთი კანონები და პოლიტიკა, რომლებიც სამართლიანი საზოგადოების შექმნას შეუწყობს ხელს. ამ ინსტრუმენტებს შორისაა არჩევნები, მასების მობილიზაცია, სამოქალაქო აქციები (სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ჩათვლით), ლობირება, მოლაპარაკებები, ვაჭრობა და სასამართლო პროცესები”.

„თავიანთი ძალისხმევებისა და მოქმედებების შედეგად ადვოკატები არწმუნებენ და აიძულებენ სამთავრობო, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების მქონე ადამიანებს, გაითვალისწინონ და დანერგონ ისეთი საზოგადოებრივი პოლიტიკა, რომელიც ნაკლები პოლიტიკური ძალისა და ნაკლები ეკონომიკური რესურსების მქონე ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებდა.

„...... ადამიანების მონაწილეობა ორგანიზებულ ქმედებებში, რომლებშიც ჩართულია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, მას მედია და გადაწყვეტილების მიმღები საზოგადოებრივი ორგანოები, აძლიერებს დემოკრატიულ პროცესებს.”

თავიანთი მოღვაწეობისას ადვოკატები, ბუნებრივია, უპირისპირდებიან მათ, ვინც პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების სათავეში დგას. მათ იციან, რომ პოლიტიკოსები სცდებიან პოლიტიკური პარტიებისა და სამთავრობო ორგანიზაციების ჩარჩოებს. რეგიონის რეალობის გათვალისწინებით, ეს სფერო რთულია, ხოლო განვითარებადი პოლიტიკური კულტურის კონტექსტში კი, საკმაოდ უცხოც. ზოგადად ჩვენს კულტურაში მაინც პრევალირებს აზრი, რომ რიგითი მოქალაქე არ უნდა ებმეოდეს პოლიტიკაში.

არსებობს ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი რჩეულნი ადგილობრივი და ეროვნული მნიშვნელობის ორგანოებში, მაგრამ შემდგომ უნდა დაანებონ მათ თავი, აცალონ საქმის კეთება და არ „ჩაყონ ცხვირი პოლიტიკაში“. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკაში ჩაბმას მოისურვებენ, ისინი ან რომელიმე პარტიაში უნდა შევიდნენ, ან დაიწყონ მუშაობა რომელიმე საზოგადოებრივ დაწესებულებაში. ე.წ. „ელიტაზე” ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობების მიმართ ჯერ კიდევ სკეპტიკური დამოკიდებულება ჭარბობს. ჩვენ ხშირად გვესმის: „პრინციპში არც არაფერი შეცვლილა, ადამიანებს გავლენის მოხდენის არანაირი შანსი არ გააჩნიათ”; „ნუ ჩაერევი პოლიტიკაში, თორემ ინანებ. შენნაირებს არაფერი შეუძლიათ, მთელი ძალა „იმათ“ ხელშია“; „სჯობს, შენ საქმეს მიხედო“; „ყველა ვარიანტში ფული წყვეტს ყველაფერს“.

სად და როდის იწყება სამოქალაქო ინტერესების დაცვა

სიდ თითქმის შეუძლებელი იყო ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, როდესაც პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება კონტროლირდებოდა კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე. სიდ-ის პრაქტიკული გამოყენება და განვითარება შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიულ სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, ინფორმაციის მოპოვება - გავრცელება და სხვა.

დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეებს შეუძლიათ გაერთიანდნენ და დააფუძნონ საკუთარი ორგანიზაციები - სამოქალაქო ორგანიზაციები, კლუბები, ასოციაციები და ფონდები. ისინი თავიანთ საქმიანობას სამთავრობო ძალაუფლებისაგან დამოუკიდებლად აწარმოებენ, ადამიანები სწავლობენ, თუ როგორ მიიღონ აქტიური მონაწილეობა და როგორ მოახდინონ გავლენა ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე მიმდინარე გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე.

საზოგადოებრივი მოღვაწეობის არენაზე გასვლის ინტერესს ხშირად თან ახლავს უკმაყოფილებისა და პროტესტის განცდა, თუმცა, საქმე მხოლოდ ამაში როდია. უბრალოდ, ადამიანებს სურთ უფრო მეტი ზეგავლენა იქონიონ იმ საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ მათ ცხოვრებას ეხება; ხალხი სულ უფრო და უფრო ნაკლებად პასიურია იმ საკითხების მიმართ, რომლებიც სხვების მიერ წყდება. ადამიანები გამოხატავენ საკუთარ თავს სხვადასხვა პრობლემურ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, სოციალური უსამართლობა, უმუშევრობა, ადამიანის უფლებების დარღვევა, დამნაშავეობის ზრდა, კორუფცია, ნარკოტიკები, გარემოს დაბინძურება, ან კულტურული მემკვიდრეობის უარყოფა და სხვათა შორის, ისინი ხშირად გამოდიან ამ პრობლემების ალტერნატიული მოგვარების ეფექტური გზებითა და იდეებით.

9.2 საკუთარი უფლებების დაცვის მეთოდები ინვალიდთათვის

▲ზევით დაბრუნება


ნაწყვეტები მასალებიდან: Self-advocacy Manual for People with Disabilities by Rod Herold and Carmen Johnson. Massachusetts Coalition of People with Disabilities. მასალა ითარგმნა ინვალიდთა რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაცია პერსპექტივასმიერ, გამოცემული წიგნიდან - დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“, რომელიც აფინანსა ღია საზოგდოებისინსტიტუტმა.

იმისათვის, რომ ინვალიდი თავად ახდენდეს საკუთარი ინტერესების დაცვას, აუციელებელია იყოს მიზანდასახული, კარგად ერკვეოდეს თავის უფლებებში და სწამდეს საკუთარი შესაძლებლობის. თუკი მას სურს, ინვალიდთა საზოგადოებაში გამოავლინოს თავი დადებითად, აუციელებილია შეისწავლოს საკუთარი პოტენციალი და ქონდეს სურვილი, უკეთ გაიცნოს სხვები.

ჯგუფები, რომლებიც შექმნილია საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, ავლენენ ძირითად პრობლემებს, იმუშავებენ სტრატეგიას და დასახული მიზნის შესაბამისად ანაწილებენ სამუშაოს. კოლექტიურ ვითარებაში მომუშავე ინვალიდობის მქონე ადამიანი თავისთავად ლახავს უამრავ პრობლემას, მათი დაძლევა ეული ძალისხმევით შეუძლებელია.

ამირგად, ინვალიდთა ინტერესების დამცველი ჯგუფის ფორმირებისას გადამწყვეტი ორი ფაქტორია: გქონდეს სურვილი დაიცვა საზოგადოებრივი ინტერესები და შედგეს ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ინვალიდთა უკეთეს ცხოვრებას.

პირადი გამოცდილება
(საქ რთველოში ინვალიდთა მოძრაობის ლიდერთ ისტორიები)

მადონა ხარებავა
ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაციის (დეა) აღმასრულებელი დირექტორი

ვცხოვრობდი ჩვეულებრივი ცხოვრებით, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ვმუშაობდი ზუგდიდის ერთერთ საშუალო სკოლაში, ვასწავლიდი ფიზიკას, ასტრონომიას... მიყვარდა სპორტი, კარგად ვცურავდი, ვთამაშობდი ჩოგბურთს...

შემდეგ მოულოდნელად გართულებული ვირუსული გრიპი... შედეგად - ინვალიდობის პრობლემა, უძილო ღამეები, ტკივილებთან გამკლავების ამაო ცდები... მაგრამ ფიზიკურზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა სულიერი ტკივილები, შეგრძნება იმისა, რომ ვკარგავდი დამოუკიდებლობას, რომელიც ადამიანური ღირსების საფუძვლად მიმაჩნდა ყოველთვის.

ამან, როგორღაც განზე გადასწია ფიზიკური ტკივილები, მით უფრო რომ მთელი ძალით ვცდილობდი ჩემზე დარდის სიმძიმილისგან დამეცვა ახლობლები - დედა, დები... ამ მიზეზით გავურბოდი ჩემს განცდებზე ლაპარაკს ოჯახში, მეგობრებთან, ვხედავდი, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში ვერავინ მიშველიდა, რადგან მდგომარეობა შეუქცევადი იყო, შეიძლება არ მტოვებდა სულიერი მხნეობა, შესაძლოა ვთამაშობდი კიდეც, რადგან, ვერ ვიტყვი, რომ პირველივე დღეებიდან შემართებით შევხვდი ჩემს ახალ მდგომარეობას იყო განსაკუთრებით მძიმე დღეებიც. საკუთარ თავთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მაინც მომიხდა ე.წ. გაკომისიება და იყო ბედის გამოწვევაც იმაში, რომ ეს ჩემი დაბადების დღეს დაემთხვა, 21 დეკემბერს...

ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ინვალიდობის დაფიქსირების შემდეგ იყო ის, რომ სკოლას გამოვეთხოვე. ასე მეგონა, ჩემი ფიზიკური შეზღუდვის გამო შესაძლებელი იყო რაღაც დამეკლო მოსწავლეებისათვის და ჩავთვალე, რომ არ მქონდა ამის უფლება, და თუმც ადრე თუ გვიან კანონიც მაიძულებდა ამას, როგორც პირველი კატეგორიის ინვალიდს, ეს მაინც ჩემი შინაგანი ხმის კარნახით მოხდა. ამ გადასახედიდან მაშინ ჩემში, როგორც მასწავლებელში, არაფერი შეცვლილა, უფრო პირიქით: ჩემს თავში ვპოვე ძალა არ შემეწყვიტა მუშაობა საკუთარ თავზე. კითხვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ახლა გაცილებით მეტი დრო გამიჩნდა საამისოდ, თანდათან მოვიდა სულიერი მხნეობაც, მივედი დასკვნამდე, რომ არ ღირს გადამეტებული დარდი იმაზე, რასაც, იცი, რომ ვერ შეცვლი და რომ სჯობს ეძებო ახალი გზები. ჩემი დევიზი იმ პერიოდში გახდა ცნობილი სენტენცია - ღმერთო, მომეცი ძალა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შესაძლებელია, მომეცი მოთმინება, რომ შევეგუო იმას, რისი შეცვლაც მე არ ძალმიძს და მომეცი გონიერება, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან...

... და მე მივხვდი, რომ დამოუკიდებლობა ჩემს მდგომარეობაში წარმოუდგენელი არ არის და მე ძალმიძს დავიბრუნო ის. შეზღუდვა გექნება, მაგრამ თუ მოინდომებ, უსათუოდ შეინარჩუნებ დამოუკიდებლობას, მით უფრო, რომ არ არსებობს აბსოლუტური თავისუფლება, ჩვენ ყველანი მეტნაკლებად დამოკიდებული ვართ ერთმანეთზე... მალე გარემოებამაც შემიწყო ხელი. ეს იყო დრო, როცა საქართველოში შემოვიდა დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამი და ქვეოფისი გახსნა ზუგდიდშიც.

საბედნიეროდ, ოქსფამი იმხანად ახორციელებდა პროგრამას, რომელიც უშუალოდ ეხებოდა ინვალიდობის პრობლემას და ამ პროგრამის კონსულტანტი სამხრეთ კავკასიაში იყო ქალბატონი ჯეკი კრისტი, რომელიც თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გახლდათ, სიმართლე გითხრათ, პირველ შეხვედრაზე მისულს ბოლომდე არ მქონდა გააზრებული, რისთვის ვიკრიბებოდით, ვერც წარმოვიდგენდი, რა როლს შეასრულებდა ეს შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში. მალე შეიქმნა საინიციატივი ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და ბავშვების დედები. დასაწყისში ჩვენ, უბრალოდ ვსაუბრობდით ჩვენს პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზების ჩვენეულ ხედვაზე.

მაშინ არ ვიცოდი, რომ არსებობდა ინვალიდობის სხვადასხვა მოდელი - სამედიცინო, საქველმოქმედო, სოციალური... მაგრამ, შემდგომ, როცა ჩავუღრმავდი ამ სფეროს, მივხვდი, რომ ჩემი თავდაპირველი შეხედულებებიც კი უშუალოდ სოციალურ მოდელთან იყო ახლოს, როგორც ჩანს, ადამიანის ღირსების შესახებ ჩემი წარმოდგენები და ინტუიცია მკარნახობდა იმას, რაც შემდგომში საკითხის არსში წვდომამ დამიდასტურა: ჩვენი უფლებები არ განსხვავდება დანარჩენი ადამიანების უფლებებისგან, უბრალოდ, სახელმწიფოს მართებს მეტი გააკეთოს იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ამ უფლებების რეალიზაცია, ჩვენ არა ვართ მხოლოდ ქველმოქმედების ობიექტები და უნდა მოვიპოვოთ, რაც შეიძლება, მეტი დამოუკიდებლობა, რისთვისაც აუცილებელია დაისახოს სათანადო სახელმწიფო პოლიტიკა, სახელმწიფო მიდგომები...

საინიციატივო ჯგუფი მოგვიანებით ჩამოყალიბდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია და, შეიძლება ითქვას, აქედან, ამ ორგანიზაციასთან ერთად, ამ ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ იწყება ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში პრინციპში, მე ჩემს ცხოვრებას ორ ნაწილად ვყოფ და ხშირად ვამბობ, რომ ვიცნობ მედლის ორივე მხარეს. იყო დრო, როცა ვიყავი რიგითი ადამიანი და ინვალიდობის პრობლემას ვუყურებდი ინვალიდობის არმქონე ადამიანის თვალით და, თუმც მეგონა, რომ ეს პრობლემა არ იყო ჩემთვის უცხო თუნდაც იმიტომ, რომ მყავს მეგობარი, რომელსაც ბავშვობიდან ჰქონდა ეს პრობლემა, ეს მაინც არ იყო ის, რაც შევიცანი შემდეგ, როცა ინვალიდი გავხდი და პრობლემა შიგნიდან დავინახე. ორივე პერიოდის შედარებისას თვალნათლივ ვხედავ, რომ ჩემში არაფერი შეცვლილა, მე უბრალოდ მოძრაობა მიჭირს, მაგრამ იგივე ვარ ბუნებით, ხასიათით, ისევ ის მიყვარს, რაც ადრე მიყვარდა, ისევ ის მიზიდავს, რასაც ვესწრაფვოდი - ადამიანებთან ურთიერთობა, სიყვარული, სწავლა, შრომა ანუ ადამიანი ყველა სიტუაციაში ადამიანად რჩება და აქვს იგივე მოთხოვნილება რაც ნორმალურია, ჩვეულებრივი ნებისმიერი ადამიანისათვის...

როცა გავიცნობიერე, რომ ინვალიდობა ბევრს ვერაფერს ცვლის, შესაბამისად, ჩემი მთავარი მესიჯი, შეტყობინება ასეთი იყო: ჩვენ არაფერი გვინდა სხვისგან განსხვავებული და აღმატებული, გვინდა უბრალოდ პატივი სცენ ჩვენს უფლებებს არანაკლებ, ვიდრე სხვებისას (თუმც არც სხვათა უფლებებია ბოლომდე დაცული). ჩვენთვის მიუღებელია მოწყალების სახით გაღებული დახმარება და შეღავათები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, მით უფრო, რომ შეღავათად არ მივიჩნევ იმას, რომ დამატებით მჭირდება ეტლი, სპეციალური ასასვლელი ბილიკები და სხვა... ეს არის ჩემი და ჩემი მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების უფლება, საშუალება თვითრეალიზაციისათვის... მე არ მჭირდება შეღავათი თუნდაც საგადასახადო სისტემაში, მრავალ სხვა სფეროში, თუკი მომეცა სწავლისა და შრომის საშუალება, არ მჭირდება შეღავათი, მაგრამ მაქვს უფლება მოვითხოვო სახელმწიფოსგან ის, რაც მეკუთვნის - თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები, თანაბარი მოპყრობა...

ორგანიზაციის ჩამოყალიბებამდე ჩვენ შევიმუშავეთ ჩვენი ფილოსოფია (ასე დავარქვათ იმიტომ, რომ წესდება ისედაც ყველას აქვს), რომლის თანახმად არ შეიძლება საზოგადოების დაყოფა ინვალიდებად და არაინვალიდებად, არ შეიძლება ამ ნიშნით დაიყოს საქმეებიც, გაიმიჯნოს ინვალიდისა და არაინვალიდის საქმიანობის სფერო. ჩემთვის ყველა საქმე და პრობლემა, რომელიც ქვეყნის, საზოგადოების ინტერესებს უკავშირდება, ისევე მნიშვნელოვანია და ისევე აისახება ჩემს ცხოვრებაზე, როგორც ყველა სხვა მოქალაქისაზე და მეც სხვებივით მახარებს თუ შემტკივა გული ჩემი ქვეყნის წარმატებასა და წარუმატებლობაზე... დისკრიმინაცია იწყება იქ და იმ დროს, როცა ხდება საქმეების დაყოფა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პრობლემების გამიჯვნა მოქალაქეთა სხვა და სხვა ჯგუფებს შორის. ჩვენი ორგანიზაციის ინტერესები არასოდეს შემოფარგლულა მარტოდენ უშუალოდ ინვალიდობასთან დაკავშირებული საკითხებით და ამიტომ ხშირად გვსმენია კიდეც, რა კავშირში იყო ჩვენთან, მაგალითად, სათემო განვითარების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხები. როცა საზოგადოების ხედვა ასეთია, როცა მას არ ესმის, რომ ინვალიდობის მქონე ადამიანი ისეთივე წევრია მისი, როგორც ყველა სხვა და, შესაბამისად თანაბრად ეხება ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პერსპექტივაც კი, რაც მიგვანიშნებს, რომ სახელმწიფოში ძალიან დიდი პრობლემებია.

როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ხოლო რაც შეეხება ჩემს როლს, როგორც ლიდერისას, მართალი გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია, ეს არასოდეს მიზიდავდა, შესაძლოა იმიტომ, რომ ადრე ლიდერი პარტიულ, კომკავშირულ ფუნქციონერთან ასოცირდებოდა, თუმცა ყოველთვის მქონდა ერთი რამ: მიყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა და ვთვლი, რომ ნაწილობრივ ჩემი სოციალური კაპიტალი, რომელიც მქონდა და მაქვს დღეს, დამეხმარა ორგანიზაციის გუნდად შეკვრაში, საქმიანი კონტაქტების დამყარებაში. მე ვთვლი, რომ ლიდერის ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს გუნდის ჩამოყალიბება, მისთვის მიმართულების მიცემა, რათა მოხდეს მათი პოტენციალის სრული რეალიზება.

ლიდერის ფუნქციაა ყოველდღე უნდა ისწრაფვოდეს რაც შეიძლება ბევრი ისწავლოს, ფიქრობდეს, იმაზე, როგორია ორგანიზაციის მზადყოფნა სიახლისათვის, განვითარებისათვის.

გარიყულობის მიზეზი ჩვენშიც არის და არა მარტო საზოგადოებაში, შენც უნდა გადადგა ნაბიჯი მისკენ, ეს ორმხრივი ნება უნდა იყოს. ყველა ადამიანს სჭირდება ურთიერთობა, იგი ვერ იარსებებს ცალკე ამიტომ აუცილებელია ჩვენს თავში ვიპოვოთ ძალა. და ვაჩვენოთ საზოგადოებას ჩვენი პოტენციალი, ვაჩვენოთ, რომ იგი ბევრს დაკარგავს ჩვენს გარეშე და პირიქით. ჩვენ თავად უნდა ვაჩვენოთ სხვებს, რომ ვართ ერთი მთელის ნაწილი.

ადამიანი შეიძლება სარეცელს მიჯაჭვულიც დამოუკიდებელი იყოს, როგორც ჩვენი ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა ამბობდა, შინაგანად თავისუფალი ადამიანი საკანშიც თავისუფალია. ეტლი ვერ იქნება შეფერხება ჩემთვის, თუ ვარ შინაგანად თავისუფალი და მივილტვი დამოუკიდებლობისაკენ.

როგორც ავღნიშნე აბსოლუტურად დამოუკიდებელი არ შეიძლება იყოს არც სახელმწიფო, არც ოჯახი, არც ადამიანი. აქ არ შეიძლება არ გაგახსენდეს ნოდარ დუმბაძის მარადისობის კანონი, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის სული იმდენად მძიმეა, რომ მისი ტარება ერთ კაცს არ ძალუძს და ამიტომ უნდა შევეშველოთ, შევეხიდოთ, ერთმანეთს. სხვაგვარად, სოციალური ურთიერთობები არც იარსებებდა, ამ ურთიერთობათა საფუძველი სწორედ ეს არის. ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრება ერთმანეთის გარეშე, მაგრამ ღირსეულ საზოგადოებაში ჩვენს მიერ ერთმანეთისთვის გაწეული სამსახური არ არის დამოუკიდებლობის გაღების საფასური.

ჩვენ ყველანი რაღაც ხარისხით ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი, ამდენად ჩემი ეტლი არ არის დიდი წინააღმდეგობა ჩემთვის, მთავარია, გქონდეს რწმენა და სურვილი დაეხმარო არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც. სასიამოვნო შეგრძნებაა, რომ შეგიძლია მიიღო სხვისგან და შენც აჩუქო ვინმეს ერთი ბედნიერი წუთი მაინც, ჩემი ცხოვრების ძირითადი მიზანიც ეს არის - რაც შეიძლება მეტი ბედნიერი წუთები ვაჩუქო ჩემს თავს და სხვებს.

გიორგი ძნელაძე
ინვალიდთა ლიგის თავმჯდომარე

17 წლისა ვიყავი, როდესაც მდინარეში ცურვისას დავიზიანე კისრის მალა. მშინ ვერ ვაცნობიერებდი რა როგორ მეკეთებია, როგორ დამეგეგმა ჩემი მომავალი ცხოვრება. გვიან მივხვდი, რომ ექიმებისა და ახლობლებისან არასწორ ინმფორმაციას ვღებულობდი, ჯერ მპირდებოდენ, რომ 6 თვეში გამოჯამთელდებიო მერე ერთ წელწადში და ამას დასასრული არ უჩანდა...

ჩემი რეაბილიტაცია მიმართული იყო მხოლოდ სამედიცინო ვექტორით ყოველდღიური, რვა საათიანი ვარჯიშები, განუსაზღვრელი ოდენობითმედიკამენტები და ეს ყოველივე გრძელდებოდა სანამ არ მივხვდი, რომ, ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა (მთელი ცხოვრება პაციენტად ყოფნას მტერს არ ვუსურვებ) და, რომ გასული დრო ფუჭად იყო დაკარგული.

ის ფაქტი, რომ მუდმივად სხვაზე ვიყავი დამოკიდებული, როგორც ფინანსურად ისე ფიზიკურად მოსვენებას არ მაძლევდა. მართალია დახმარებას დედა და მეგობრები მიწევდნენ მაგრამ ეს პრობლემის არს არ ცვლიდა. შინაგანად ვგრძნობდი, რომ ბევრი რამ შესაცვლელი იყო ჩემს გარშემო და, რომ აზრი არ ქონდა ლოდინს მანამ ვინმე ჩემს მაგივრად შეცვლიდა ყველაფერს.

პირველყოვლისა დავიწყე ზრუნვა იმისთვის, რომ მომეპოვებინა თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მეგობრების დახმარებით შევიძინე კომპაქტური - გერმანული წარმოების საინვალიდო ეტლი. მანამდე გადასაადგილებლად ძველი ტიპის ეტლით ვსარგებლობდი, რომელიც ბორბლიან ტახტს უფრო გავდა და დამოუკიდებლდ გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო.

შემდეგ წამოვიწყე მცირე ბიზნესი და ცოტახანში მივხვდი, რომ წარმატებისათვის აუცილებელი იყო დამექირავებინა დამხმარე პერსონალი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო გადაადგილება ქალაქში (არაადაპტირებული გზები, ტრანპორტი) და საჯარო დაწესებულებებში შეღწევა.

პირველად საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობის და მათი საქმიანობის შესახებ მოსკოვში გავიგე. იქ „სპინალნიკები“ (ასე ეძახიან ხერხემალ დაზიანებულ ადამიანებს) იგივე პრობლემებს აწყდებოდნენ და მივხდი, რომ მარტო ჩემს პრობლემებს ვერ დავძლევდი.

შეუძლებელი იყო მარტოს შემეცვალა გარემო, და ადამინების დამოკიდებულება რამაც წამართვა დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა. ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ახალი პერიოდი, რომელიც ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი გახდა. მაშინ გავიაზრე, რომ ინვალიდობა სოციალური უთანასწორობაა და არა დიაგნოზი თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და საკუთარი უფლებების დაცვა ჩემთან ერთად სხვებსაც მოუტანდა ღირსეულად ცხოვრების საშუალებას. თანამოაზრეებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია და დღემდე შეგვაქვს საკუთარი წვლილი ინვალიდთა უფლებების დაცვასა და ყოფის გაუმჯობესებაში.

ჩემს პირად ცხოვრებაში, რომლიდანაც 30 წელი ეტლში გავატარე, რაზეც ვოცნებობდი თითქმის ყოველივეს მივაღწიე მაქვს ადაპტირებული სახლი, საინტერესო სამუშაო სადაც კიდე ბევრია საკეთებელი და რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის მყავს მეუღლე და ვაჟი.....

რატი იონათამიშვილი
მწერალი, კოალიციის პროექტის ინსტრუქტორი

ადამიანს საინტერესოდ არა მისი ასაკი, არამედ თავგადასავალი ხდის. ის ყოველთვის არ არის ულამაზესი და მხიარული, ხშირად საფრთხე და დაბრკლოლება ჭარბობს მასში, მაგრამ ამაშია მისი ხიბლიც და, თუ ადამიანი ყოველთვის იქნება საკუთარ ხვედრზე ძლიერი, მაშინ მისგან ბევრის სწავლაა შესაძლებელი.

მე შემეძლო ცხოვრება ორი მხრიდან დამენახა და მეგრძნო... ერთმა წამმა შეცვალა ყოველივე ჩემს ცხოვრებაში და სრულიად სხვა ნაპირზე გამრიყა... ეს ძალიან უცნობი მხარე იყო ჩემთვის, მალე მივხვდი, რომ ის ჩემს გვერდით მუდამ არსებობდა, თავისი მტკივნეულობით, თავისი უსამართლობით და პირველი ადამიანი არ ვიყავი, ვინც იქ აღმოვჩნდი, მაგრამ ადრე თითქოს ვერც ვამჩნევდი მის არსებობას, ვერ ვიაზრებდი... მანამდე იყო უნარი სიარულის, სირბილის, ცურვის... მერე კი... მე ორი გზა მქონდა - ან ბედს უნდა შევგუებოდი და საკუთარი მარცხი მეცნო, ან უნდა გამეღიმა და ყველაფერი ისე მიმეღო, როგორც მორიგი თავგადასავალი, საიდანაც ისევ გამარჯვებული უნდა გამოვსულიყავი! მე მალე მივხვდი, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე მარტო ჩემი ბედი არ იყო დამოკიდებული, არამედ ძალიან ბევრი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არ ჩამექნია ხელი...

მე არც მათი იმედგაცრუება შემეძლო და არც მარცხის ცნობა... ამიტომ არ მიმიღია ერთი უბედური შემთხვევა, როგორც ტრაგედია და ერთგვარ აზარტად დავისახე იგი. თუმცა ყოველივე ეს ადვილი არ ყოფილა, მე ბევრი რამის დათმობა მიხდებოდა, თუნდაც ზღვის დიდ ტალღებთან თამაშის, რომელიც ყოველთვის ძალიან მხიბლავდა, ან ისეთ ღირსეშანიშნავ ადგილზე ექსკურსიების ორგანიზება, სადაც სამანქანო გზა არ არსებობდა... ეს ძალიან მძიმე და მტკივნეული იყო ჩემთვის, თუმცა ვცდილობდი ბევრი არ მეფიქრა მასზე, მე გამოვდიოდი რეალობიდან და ჩემი ყურადღება იმაზე კი არ გადამქონდა, თუ „რას ვკარგავდი“, არამედ - „რისი მოპოვება შემეძლო ახლა!“ მახსოვს, ჟან-პოლ სარტრის ლექცია წავიკითხე, ერთხელ. მისი მთავარი თემა „მსახიობის როლი თეატრში“ იყო.

იგი წერდა:

„ნამდვილ მსახიობს მარიონეტად ყოფნას ცარიელ დარბაზში თამაში ურჩევნია... სინამდვილეში აქ ის არასდროს რჩება მარტო. ცარიელ დარბაზში თავისი გმირის გარდა, კიდევ არის მისი პირადი „ეგო“, რომელიც ქვეცნობიერად აკვირდება თავის „სხვა სახეს“, ტრიალებს მტვერი სცენისა, რომელიც მისთვის ამბროსიაა და კიდევ, არსებობს თავად თეატრი, რომელიც ყოველთვის საუკეთესო მაყურებელია... თუ ის ბოლომდე ღირსეულად განასახიერებს თავის როლს და მარტოობაში არ დაიღლება, მაშინ დარბაზი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შეივსება მაყურებლით და როცა თვითონაც დაავიწყდება „სიცარიელე“, სპექტკალის დასრულებას გულმოდგინე და მოწონებული ტაშისცემა ამცნობს... ეს მარტო თეატრში არ ხდება, ასეა ჩვენს ცხოვრებაშიც“ - ასკვნიდა ბოლოს სარტრი და მე ადვილად ვიცანი იმ მსახიობში საკუთარი თავი...

მეც ეს არჩევანი მქონდა: ან სხვის მარიონეტად უნდა ვქცეულიყავი, სხვას მოეკიდა ჩემთვის ხელი, სადმე წავეყვანე, ან „ცარიელ დარბაზში“ უნდა დამეწყო ცხოვრება იმის იმედით, რომ მალე ჩემი აუდიტორიაც შეივსებოდა დაინტერესებული ხალხით... მე მიმაჩნია, რომ ბევრს მივაღწიე, ჩემს წრეში ვეღარავინ ამჩნევს ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას, მე ფაქტიურად შევძელი ხელმეორედ თვითდამკვიდრება, მაგრამ ასე მხოლოდ საკუთარი თავის გათავისუფლება შევძელი, ისიც ნაწილობრივ, რადგან, თუ პირადად არ მაქვს პრობლემა, ის გარემოში მხვდება ყოველ ნაბიჯზე და არ შემიძლია, ოდენ საკუთარი ნებით, თუნდაც ბიბლიოთეკაში შევიდე და სასურველი ლიტერატურა მოვითხოვო... ჯერაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი გარემო-პირობების ასათვისებლად, საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, მაგრამ ყოველივე ეს შეუძლებელი ნამდვილად არ არის, მთავარია მე და კიდევ ბევრი ჩემნაირი მარტო არ იყოს და ერთად ჩაებას იმ ფერხულში, რომელსაც „ცხოვრება დაბრკოლებების გარეშე“ ქვია... თუკი ერთობა შედგა, ნებისმიერი დაბრკლების განქარვა გარდაუვალი იქნება მაშინ და ეს ის საქმეა, რომელსაც ბედნიერების მოტანა ნამდვილად შეუძლია... ესაა ჩვენი ცხოვრების უზენაესი არსი.

რისთვისაა საჭირო ინვალიდთა ორგანიზაციები?

ნებისმიერ ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციას ერთი საერთო მიზანი აერთიანებს - განავითარდეს და დახვეწოს ცხვორებისათვის აუცილებელი ყველა პირობა, შეიქმნას ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი, მოხდეს ინვალიდობის მქონე პირთა სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში და ინვალიდებს მიეცეთ საშუალება იმისა, რომ არ შეექმნათ ხელოვნური პრობლემები თვითრეალიზაციის პროცესში. გარდა ამისა ამ ორგანიზაციათა ამოცანაა ინვალიდთა საზოგადოებრივი სტატუსი ამაღლება. ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობის შედეგად გაჩენილი სოლიდარობის გრძნობა, რომელიც ეუფლებათ ორგანიზაციის წევრებს, წარმოადგენ უმთავრეს ფაქტორს ორგანიზაციის მიერ მიზნების განხორციელების საქმეში.

ინვალიდთა ორგანიზაციების ძირითადი სამოქმედო პრინციპები:

  • ინვალიდთა თვითგამორკვევა;

  • ინვალიდთა უფლებათა და საშუალებათა გაფართოება სხვა ინვალიდობის მქონე ადამიანებისა და ურთიერთმხარდამჭერი ჯგუფების მეშვეობით;

  • ინვალიდების სხვადასხვა ჯგუფს შორის თანაბარი შესაძლებლობის, ინტერესებისა და პრინციპების დაცვა.

  • ორგანიზაცია ვალდებულია წევრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს პერმანენტულად წარუდგინოს ანგარიში თავისი მოღვაწეობის შესახებ.

  • სხვადასხვა ინვალდიობის მქონე ადამიანთა ჯგუფებს შორის უზრუნველყოს თანამშრომლობა.

  • საკუთარი ძალისხმევით დაიცვას ყველა ის უფლება და ინტერესი, რომელიც შესაძლებელს ხდის, ინვალიდობის მუხედავად, ადამიანი გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

  • აწარმოოს კონტაქტი ყველა სხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და სამთავრობო სტრუქტურებთან.

როგორ განსაზღვრავს ინვალიდთა ორგანიზაცია საკუთარ საქმიანობას?

მისიის ფორმულირება წარმოადგენს მოკლე და მკაფიოდ წარმოდგენილ კონცეფციას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იგი ჩვენ გვეხმარება ძირითადი ფასეულობებისა და პრინციპების დადგენაში. ყოველივე ეს კი ინვალიდთა მიერ დაარსებული ორგანიზაციების საქმიანობას განსაზღვრავს. აგრეთვე, მისი კომპედენციაა საზოგადოებაში არსებული ინტერესებისა და მისწრაფებების შესწავლა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათ საფუძველზე ხდება ორგანიზაციის სასქმიანობის დაგეგმვა.

ყოველივე ამის ზუსტი შემეცნება და შეცნობა საშუალებას აძლევს ინვალიდთა ორგანიზაციებს საქმიანობა ბევრად უფრო ეფექტური და სასარგებლო გახადონ.

როგორია ინვალიდთა მოთხოვნილება?

განსხვავებული ინვალიდობის მქონე ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნებში და რეგიონებში ერთნაირი ინტერესები და მოთხოვნილება როდი აქვთ. ინვალიდთა ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ადგილზე გაეცნონ და შეისწავლონ მათი მდგომარეობა და პოტენციალი, აგრეთვე დაადგინონ, რა რესურსებს ფლობენ ადგილობრივი ორგანიზაციები მათი ინტერესების დაცვისა და აღსრულებისთვის. ივნალიდთა მდგომარეობის ადგილზე გაცნობა და მისი სათანადო გაანალიზება გვაძლევს საშუალებას, რომ შემუშავდეს პრიორიტეტები და მათი მიხედვით გაგრძელდეს შემდგომი საქმიანობა.

მოთხოვნების განსაზღვრელად ეფექტური საშუალებებია: გასაუბრება, ინვალიდებში ანკეტების დარიგება და მათი შესწავლა, კონსულტაციები, ე.წ. „გონებრივი იერიში“, შედარება და დაკვირვება. ინფორმაცია მოთხოვნილებათა შესახებ დაგვეხმარება ფინანსური მხარდაჭერის მოთხოვნის დროსაც, რადგან აჩენს იმ მიმართულებებს, რაზეც მოხდება თანხის შემდგომი განკარგვა.

მოთხოვნილებათა უმეტესობა არ არის უნიკალური, მაგრამ რეალურია და წარმოადგენს ინვალიდობის მოქნე ადამიანების ერთგვარ დაკვეთას. მათგან ყველა ხშირად გხვდება: სურვილი ცხოვრობდნენ სრულფასოვანი სიცოხლით, ქონდეთ სამუშაო, ხელი მიუწვდებოდეთ დამატებით დამხმარე საშუალებებზე, ქონდეთ საკუთარი ცხოვრება, იყვნენ თავისუფალნი, თვითონ განსაზღვრავდნენ საკუთარ მომავალს და ბედს, არ აკლდეთ ურთიერთობა სხვა ადამაინებთან, მიაღწიონ თვითდამკვიდრებას, შეეძლოთ თავისუფალი გადაადგილება („გარემო დაბრკოლებების გარეშე“), მოიპოვონ მორალური მხარდაჭერა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, აგრეთვე გააჩნდეთ ინფორმაციული უზრუნველყოფა, რაც გააიოლებს პირობებს ყველა ამ მოთხოვნილების მიღწევისათვის, რადგან ადამიანი, რომელიც ფლობს ყველა სახის ინფორმაციას, რამდენიმე ნაბიჯით წინ დგას ყველა დანარჩენზე.

ის წინაღობა, რის გამოც ივნალიდობის მოქნე პირები სურვილისამებრ ვერ ურთიერთობენ საზოგადოებასთან და ხელი ეშლებათ - მიიღონ განათლება, იშოვონ სამსახური, მოიპოვონ სასურველი უნფორმაცია, არ შეიზღუდონ გართობაში და დასვენებაში, არის არაადაპტირებული გარემო და საზოგადოების მხრიდან მათი შესაძლებლობის და მოთხოვნილებისა არცოდნა...

არსებული მომსახურებები ინვალდებისთვის?

სასარგებლო იქნებოდა ჩაგვეტარებინა გამოკვლევა იმ მომსახურებაზე, რაც უკვე ხორციელდება ინვალიდთა მომსახურების სფეროში (მათ შორის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები) მსგავს გამოკვლევებს შეუძლიათ თავის არსში განიხილონ ინფორმაცია რეგიონში არსებული დემოგრაფიული სიტუაციის შესახებ; დაადგინოს ადამიანები, ვინც იღებენ გადაწყვეტილებებს. რა სახით ხდება ამ განდაწყვეტილებათა მიღება? შეისწავლოს მომსახურების ინფრასტრუქტურის (სახელმწიფო და კერძო სექტორები), სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა, სამედიცინო დაწესებულებების, გასართობი და დასასვენებელი ობიექტების გამოკვლევა, მათი მოხმარებისთვის საჭირო თანხის დადგენა, რას აკეთებენ სოციალური მომსახურების ორგანიზაციები და ვინ აფინანსებს მსგავს მომსახურებას?

დაგეგმვა - წარმატების გასაღებია

დაგეგმვის გამოცდილება - ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატების გასაღებია. რათა საქმიანობა იყოს ეფექტური და წარმატებული, ორგანიზაციამ უნდა იცოდეს - რომელი მიმართულებით მუშაობს თვითონ? რა რესურსებს ფლობს საამისოდ? როგორი საშუალებებით აღწევს მიზანს? რა აქვს დაგეგმილი და რას შესძლებენ წევრები რა მდგომარეობაში იმყოფება მათი ორგანიზაცია კონკრეტულ დროში? საით უჭირავს კურსი ორგანიზაცია?

თქვენი გამოკვლევა ალბათ კარგად დაგანახებთ მოვალეობათა მთელ რიგს, რომელთა შესრულება არსებული რესურსების პირობებში ძალიან ძნელი და ხშირ შემთხვევაში, შეუსრულებელია. ამიტომ თქვენ მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ, თუ საით წარმართავთ ორგანიზაციის საქმიანობას და რას აირჩევთ მის პრიორიტეტებად. ამის შემდეგ უნდა შეადგინოთ გეგმა, რომლის მიხედვითაც იმოქმედებთ მნიშვნელოვანი დავალებათა შესრულების დროს. აგრეთვე, სასურველია დაადგინოთ, თუ რა გზები არსებობს, რომ თქვენი რესურსები გაიზარდოს? შემდგომში, ჩვენ საუბარი გვექნება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს თქვენმა ორგანიზაციებმა პრიორიტეტების შესრულების დროს.

მიზნებისა და ამოცანების ფორმულირება

თხოვეთ, ორგანიზაციის წევრებს, წარმოიდგინონ ისეთი სიტუაცია, სადაც პრობლემები საერთოდ არ არსებობენ. მიზანი, როგორც წესი, არის ის სიტუაცია,

რისი მიღწევისთვისაც მუშაობს თქვენი ორგანიზაცია.

მაგალითი მიზნისთვის:

  • ხუთი წლის მანძილზე მივაღწიოთ და ვსრულყოთ ინვალიდობის მქონე ადამიანთა დამოუკიდებლობა, ხელი შევუწყოთ მათი თავდაჯერებულობის ამაღლებას, მათი ადგილობრივ ინვალიდთა ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართულობის გზით.

  • მიზანზე მუშაობის დროს ნებისმიერო ორგანიზაცია ისახავს ამოცანებს. ამოცანა: - არის უფრო კონკრეტული ფორმულირება იმისა თუ რის მიღწევას გეგმავს ორგანიზაცია, ამა თუ იმ პროგრამის მიხედვით შესრულებული ღონისძიებისას.

მაგალითი ამოცანაზე:

  • ვსრულყოთ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარები ინვალიდებისათვის, რომლებიც 3-5 წლის განმავლობაში ცხოვრობენ სეციალიზირებულ დაწესებულებებში (ინტერნატებში).

  • გავაუმჯობესოთ მომსახურებათა ხელმისაწვდომობა, რომელსაც სთავაზობენ სახელმწიფო დაწესებულებები და სოციალური სამსახურები ინვალიდებს, ასევე უზრუნველვყოთ ინვალიდთა შეღწევადობა საჯარო დაწესებულებებში.

თქვენი პროგრამის რეალიზება. სამოქმედო გეგმის მომზადება

„სამოქმედო გეგმა“ თავის არსში აერთიანებს ამოცანებს, მოქმედებას და ღონისძიებებს, რომლებსაც განახორციელებს თქვენი ორგანიზაცია, რათა დასახული მიზნები მიღწეულ იქნენ. „სამოქმედო გეგმაში“ უნდა იყოს მითითებული ვინ რაზეა პასუხისმგებელი და რომელი დავალება როდის უნდა იყოს შესრულდეს.

თავიდან ღონისძიებები და ამოცანები აღემატებიან თქვნი ორგანიზაციის შესაძლებლობეს, ამიტომ მისი წევრები ვალდებულნი არიან კარგად შეისწავლონ, თუ რისი ჩატარება ხელეწიფება ორგანიზაციას და შესაბამისად მოხდეს ზუსტი დაგეგმვა. მიზანშეწონილია, თითოეული ამოცანა განცალკევებით იქნეს შესწავლილი და შემდგომ მოხდეს ამ საქმიანობის საერთო განხილვა. კარეგი სამოქმედო გეგმის მეშვეობით კი არის შესაძლებელი, თითოეული ამოცანა ზედმიწევნით ზუსტად და ხარისხიანად შესრულდეს.

ამოცანის და საქმიანობის მაგალითები:

ამოცანა: „დამოუკიდებელი ცხოვრების“ გამოცდილების სრულქმნის უზრუნველყოფა ინვალიდობის მქონე ადამიანებს შორის.

საქმიანობა: საკონსულტაციო სამსახურებისა და თანადგომის ჯგუფების შექმნა ინვალიდობის მქონე ადამიანებისგან.

ახლა რაღა ვქნათ?

მაშ ასე, თქვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ მას სურს განიცადოს ცვლილება. წარადგინა სერიოზულად არგუმენტირებული განაცხადი პროგრამის დაფინანსებაზე. მაღალ დონეზე დაწერილი პროგრამა გულისხმობს, რომ ის გაუწევს კონტროლს, რამდენად ეფექტურად განხორციელდება მის მიერ დასახული საქმიანობა. რეგულარული კონტროლი გვაძლევს ფასდაუდებელ ინფორმაციას, რომელიც ბოლომდე ჩააყენებს საქმის კურსში პროექტის სარგებლიანობაზე პასუხისმგებელ თითოეულ პირს და რაიმე სახის პრობლემის შემთხვევაში მისცემს მათ საშუალებას პრობლემა დროულად და უმკტივნეულოდ იქნეს აღმოფხვრილი.

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება:

  • სრულდება თუ არა გეგმა, გრაფიკისა და ბიუჯეტის შესაბამისად?

  • ასრულებენ თუ არა პარტნიორი ორგანიზაციები, მათზე შეთანხმების შედეგად ნაკისრ ვალდებულებებს?

გახსოვდეთ, რომ იშვიათად ხდება ისე, როცა ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიდის. ამიტომ საჭიროა დროულად აუღოთ ალღო გაუთვლაისწინებელ პრობლემებს, როგორც პროგრამის შესრულების მიმდინარეობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგ. ამ სახის ინფორმაციის გააზრება, ასევე მნიშვნელოვანია დაგემგვის შემდგომ საქმიანობაში. პროგრამის დასრულების შემდეგ, თქვენ ვალდებული ხართ გაარკვიოთ, მიღწეულ იქნა თუ არა, მიზანი? შესრულებული სამუშაოს შეფასება ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ამ შეფასების მეშვეობით შეგიძლიათ გაიგოთ რისი განხორციელება შეძელით პროგრამის მიმდინარეობის დროს. პროექტისა და გაწეული სამუშაოს შეფასება თქვენ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მომავალში უფრო ეფექტურად და უპრობლემოდ იმუშაოთ.

საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა

„საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა“ ისაზღვრება, როგორც „ცალკეული ადამიანისა, თუ ჯგუფს საქმიანობა საზოგადოების ცხოვრების პოზიტიური ცვლილებების“.

ინვალიდობის მოქნე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის დარგში გაწეული ეფექტური საქმიანობა არსებითად ცვლის მათ ცხოვრება უკეთესობისკენ და არის ინვალიდობისადმი არსებული სტერეოტიპებისა და გარემო- დაბრკოლებების დანგრევის საქმეში. რა საკვირველია, ინვალიდობის მქონე ადამაინების აქტიური ჩართვა ასეთი სახის ორგანიზაციებში, უმნიშვნელოვანესია. ამ დროს ისინი თვითონ აწყდებიან სინამდვილეში არსებულ დაბრკოლებებს და თვითონვე ლახავენ მათ, იძენენ საზოგადოებრივი ცხოვრების ფასდაუდებელ გამოცდილებას, არ ეშინიათ მიიღონ გამოწვევა და ცხადია, მათი უფლებები ყველაზე მეტად მაშინ იქნება დაცული, თუკი თვითონ დაირაზმებიან პირველ რიგში მათ დასაცავად და ამით აიძულებენ მთელ საზოგადოებას გაიქარვონ მათში ასე ჭარბად არსებული ცრუ-წარმოდგენები, პატივი სცენ მათ, დააფასონ და ამგვარად ორივემ უკეთეს მომავალში ცხოვრება შეძლონ.

პრობლემის განსაზღვრა

არახალია, რომ ინვალიდობის მოქნე პირები ყოველ ნაბიჯზე აწყდებიან დაბრკოლებებს და განიცდიან დისკრიმინაციის მწვავე ფორმებს. ყოველივე ამას კი იქამდე მივყავართ, რომ ხდება მათი უფლებების იგნორირება როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მხრიდან და ამის გამო ინვალიდები იზოლაციაში ექცევიან. მაგრამკარგად გათვლილი პროგრამის და საქმიანობის შედეგად არის შესაძლებელი ამ მძიმე ფონის რადიკალურად შეცვლა. ამისათვის აუცილებელია პროგრამას არ ქონდეს ზღაპრული შინაარსი, არამედ იყოს მიმართული კონკრეტული პრობლემების კონკრეტული საშუალებებით განეიტრალებაზე.

ინვალიდთა უფლებებისა და ინტერესების დაცვისთვის გეგმის შემუშავება. მთავარი და შუალედური გეგმების ფორმულირება

თუკი თქვენ გაარკვევთ იმ პრობლემებს, რომლებიც არსებობენ თქვენს გარშემო, მაშინ საერთო პრობლემების დადგენასაც ადვილად შეძლებთ. მაგალითად, თუ თქვენ პრობლემას წარმოადგენს რომელიმე შენობის არაადაპტურობა, მაშინ თქვენთვის საერთოდ შენობა-ნაგებობების ადაპტაცია ხდება გადასალახი. სხარტად გაარკვიეთ, თუ ვინ არის ვალდებული განახორციელოს სასურველი ცვლილება? რა ურო უპრიანად მიგაჩნიათ: ამით უნდა დაკავდეს სახელმწიფო, კერძო, თუ არაკომერციული სექტორი? უმეტეს შემთხვევაში ისე ხდება, რომ მიზნის განსახორციელებლად რომელიმე ერთი სექტორის შემართება საკმარისი არ არის, ამიტომ მათთან მოთხოვნის შესაბამისად უნდა შეგვეძლოს საქმის დაჭერა.

ახლა აუცილებელია განაცალკევოთ თქვენი მთავარი მიზანი სხვა, შაულედურ მიზნებისაგან. შუალედური მიზნები უნდა განვიხილოთ, როგორც პატარ-პატარა ნაბიჯები, რომლებიც გვეხმარებიან, რათა მთავარი მიზანი იქნეს მიღწეული. თქვენს რეგიონში შენობა-ნაგებობის ადაპტაციისათვის შესაძლოა შემდეგი შუალედური მიზნები გვექცნენ სამაგალითოდ:

  • შეიქმნას კომიტეტი კვალიფიციური არქიტექტორების მონაწილეობით, რომელიც გაუწევს ხელმძღვანელობას აღნიშნული პროგრამის განხორციელებას.

  • შემუშავდეს პროექტი, რომელსაც ექნება თავისი ბიუჯეტი, რათა დასახული ამოცანა იქნეს შესრულებული.

  • ვესაუბროთ საზოგადოებას და შევქმანთ საზოგადოებრივი აზრი, რისი მიხედვითაც მის წევრებს ეცოდინებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოა ინვალიდთთათვის ხელმისაწვდომი გარემო, ადაპტირებული შენობა-ნაგებობანი.

  • მივაღწიოთ ფინანსურ დახამრებას სახელმწიფოს მხრიდან, აგრეთვე ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და ფონდებისგან.

  • განვახორციელოთ იმ კანონთა ლობირება, რომელნიც მოითხოვენ, რომ ყველა ახალი შენობა იყოს ადაპტირებული ინვალიდობის მქონე პირთათვის, აგრეთვე მოხდეს ამ კანონების ცხოვრებაში დაცვის და გატარების კონტროლირება.

ამოცანათა შესრულებისთვის რეალური ვადების დადგენა

ინვალიდთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის პროგრამის გასაღები მისი მთავარი და შუალედური მიზნების შესრულებისთვის ზუსტი და რეალური დროის დადგენა. ნუ შეგეშინდებათ, თუ საქმის ვითარებიდან გამომდინარე მოგიხდათ, რომელიმე შუალედური მიზნის შეცვლა, ან ამოღება. გაუთვალისწინებელი წინაღობისგან არც ერთი პროექტი არ არის დაცული, მაგრამ მასზე მომუშავე ცალკეული პირი, ან ჯგუფი, ვალდებულია არ დაიბნეს და ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლოს მიიღოსგადაწყვეტილება, გამოიჩინოს საზრიანობა, იყოს მოქნილი და ალღოიანი. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის დროს.

თუ ადამიანი, რომელთანაც თქვენ მუშაობთ, აღმოაჩდება მძიმე სიტუაციაში, იყავით მზად მოისმინოთ მისგან, რამდენად არის იგი უკმაყოფილო. როგორი დახმარების გაწევა იქნებოდა თქვენის მხრიდან საუკეთესო? ქვევით ჩამოთვლილია რამდენიმე ძირითადი ნაბიჯი:

დაადგინეთ, რისი მიღწევა სურს ადამიანს

უკმაყოფილება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ადამაინი მზად არის მოქმედებისთვის. დროდადრო თქვენ მოგიხდებათ თავის თავზე აიღოთ „უსაფრთხო სარქველის“ როლი, ანუ იყოთ ადამიანი, რომელიც დაეხმარება სხვებს საკუთარი ტვირთის განდობაში და ვნებათაღელვისგან დაცლაში.

ისეც ხდება, რომ ადამიანი იბრძვის პრობლემის გამო, მაგრამ თვითონაც არ აქვს გარკვეული, რას სურს მიაღწიოს? იმისათვის, რომ დაეხმაროთ მას გაარკვიოს, რა უნდა სინამდვილეში, აუცილებელია გაესაუბროთ და ერთად განიხილოთ კონკრეტული საკითხი. მით უმეტეს, თუ მისი გადაჭრა ახალ ენერგიას და ქმედებას საჭიროებს. ხშირ შემთხვევაში ადამიანს არ სურს, რომ მის ინტერესებს კიდევ სხვა ვინმე იცავდეს. მას ამ შემთხვევაში გონია, რომ მისი გადაჭრის და დაცვის შემთხვევაში ნაკლებად დაუფასდება ღვაწლი, რაც არასწორია, ამისათვის საჭიროა, ნებისმიერი ურთიერთობის დროს, ნდობის ფაქტორი იყოს უმაღლესი. ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ საკუთარი ინტერესების დაცვა მოითხოვს დიდ დროს, ძალისხმევას და გამოცდილებას, რაც მართლაც არ არის მცდარი, მაგრამ, თუ სხვათა გამოცდილებას და ძალისმხევას გავაერთიანებთ, მაშინ დრო შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს და ენერგიაც გაცილებით ნაკლები დაგვეხარჯოს.

თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ ინფორმაცია ადამიანს და გაამხნევოთ იგი, მაგრამ, თუ ის ჩათვლის საჭიროდ, რომ თქვენი გამოცდილების გარეშეც შესძლებს გაუმკლავდეს პრობლემებს, მაშინ პატივი ეცით მის გადაწყვეტილებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავად აკეთებს არჩევანს და ეს არჩევანი არის სიცოცხლის მხარეს! მიუხედავად იმისა, რომ მისი შესაძლებლობები, თქვენი ვარაუდით, შეიძლება იყოს არადამაკმაყოფილებელი, მსგავსი გადაწყვეტილება მაინც ინდივიდუალურად უნდა მიიღოს ნებისმიერმა ადამიანმა. თუ მაინც გადაწყვიტა ცალკეულმა ადამიანმა მიიღოს თქვენ დახმარება საკუთარი უფლებისა და ინტერესის დასაცავად, მაშინ შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომლის გათვალისწინებაც ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილად ითვლება:

ინფორმაციის შეკრება. შეკრიბეთ ფაქტები. თუ საკითხს აქვს ორი მხარე, შეისწავლეთ ორივე თვალსაზრისი. შეაგროვეთ ინფორმაცია წერილობითი სახით. უფრო კარგად რომ გაერკვეთ, რა ხდება სინამდვილეში, გადაამოწმეთ ინფორმაცია სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და კოალიციებთან, რომლებიც ინვალიდთა უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობენ. რამდენად აღელვებს სხვებს ის, რაც მნიშვნელოვანია თქვენი მეგობრისთვის? დაადგინეთ, ხომ არ არის დაკავებული ზუსტად იგივე პრობლემით რომელიმე ორგანიზაცია?

ერთად შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის ნაწილია - არჩევა იმ ძირითადი საშუალებებისა, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებსა და ინტერესებს. ქვევით წარმოდგენილი იქნება სამი მათგანი. თითოეულ აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, ამიტომ უპრიანია მათი კომბინაციური ფორმით გამოყენება.

1) უფლებებისა და ინტერესების პერსონალური დაცვა. ერთი ადამიანის უფლებებისა და ინტერესების დაცვის შემთხვევაში გვარდება პირადი პრობლემა (მაგ. ინვალიდობის მქონე ადამიანს უთხრეს უარი სოციალურ მომსახურებაზე).

2) უფლებებისა და ინტერესების სისტემური დაცვა. ის გავლენას ახდენს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზე და მიზანმიმართულია, რომ შეცვალოს ადამიანთა ჯგუფის მდგომარეობა (მაგ. ინვალიდთა კოალიცია ცდილობს შეცვალოს სამედიცინო მომსახურების ფონდის პოლიტიკა).

3) უფლებებისა და ინტერესების საკანონმდებლო დაცვა. ამ შემთხვევაში ადვოკატები და სასამართლო სისტემა მუშაობენ იმაზე, რომ დაიცვან ინვალიდების სამართლიანი უფლებები და ინტერესები. მსგავსი ტიპის სამუშაო შეიძლება ერთნაირად იყოს, როგორც ერთი ადამიანის, ასევე ჯგუფის ინტერესების დასაცავად წარმოებული (მაგ. კანონში იქნეს შეტანილი ისეთი ცვლილებები, რაც ინვალიდობის მქონე თითოეულ პირს გაუადვილებს ცხოვრებას და თვითრეალიზაციისათვის სასურველ ბერკეტებს მისცემს). უპრიანია სამივე დებულების გათვალისწიება, როცა საქმე ერთი ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება. აგრეთვე უნდა განემარტოს მას, თუ რა პასუხისმგებლობას აკისრებს მას ყოველივე ეს, რომ თითოეული პრობლემის განქარვებას ჭირდება გარკვეული დრო და ძალისხმევა, რომ ჯგუფში მუშაობის დროს მნიშვნელოვანია გუნდური პრინციპით მოქმედება და შესწევდეს უნარი, როგორც მიზნის დასახვისა, ასევე მისკენ მიმავალი სტრატეგიის შემუშავებისა.

როგორც წესი, რამდენიმე საშუალება არსებობს, რათა სასურველი შედეგი მიღწეულ იქნეს. შეეცადეთ გამოიყენოთ „მრავალმხრივი“ სტრატეგია. სხვა ადამიანთან ერთად სცადეთ გამოყოთ პრიორიტეტული საქმიანობა და მიიღოთ ისეთი გეგმა, რომელსაც აამოქმედებთ იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე პრიორიტეტი განიცხდის ჩავარდნას. ამასთანავე, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ იყოს განსაზღვრული ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩაჯდეს თქვენს მიერ გაწეული ნებისმიერი ძალისხმევა და საქმიანობა. გეგმაში აუცილებლად უნდა იყოს განწერილი, თუ ვინ რას გააკეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საქმიანობა იქნება არადამაკმაყოფილებელი და უშედეგო. გახსოვდეთ, ადამიანი თვითონ უნდა იყოს დაკავებული საკუთარი იტნერესების დაცვის საკითხით, პირველ რიგში მას უნდა ადარდებდეს სამართლიანობის აღდგენა და სხვის მიერ გაწეული თანადგომა, თუ სოლიდარობა ამ შემთხვევაში, უნდა იყოს ოდენ დამატებითი საშუალება მიზნის მიღწევისა. საკუთარი ბედის სხვაზე მინდობა არ არის სასურველი და პრობლემისადმი გულგრილი დამოკიდებულების შედეგია. შეგუება ამ შემთვევაში მარცხის ტოლფასია!

ყველა ეს გეგმა აპრიორში არ ნიშნავს წარმატებას. ერთადერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შესაძლებელია, არის ის, რომ ამ შემთხვევაში ადამიანი თვითონ ცდილობს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, თვითონ დგება უსამართლობის წინაშე და არ ანდობს საკუთარ თავს სხვებს, ის არ არის სხვებზე დამოკიდებული და არის აქტიური და ძლიერი ინდივიდი. რაც ძალიან საპატივსაცემოა. ხოლო თქვენს მიერ გაწეული დახმარება უფლებების დაცვის სფეროში ბევრს აადვილებს და შესაბამისად მიზანსაც უფრო რეალურსა და მიღწევადს აჩენს.

ვინ არის მზად დაიცვას საკუთარი ინტერესები?

საკუთარი ინტერესების დამცველმა იცის, რა თქვას, როგორ გამოვიდეს საკუთარი უფლებების დასაცავად. ის თვითონ წყვეტს იმას, თუ რას მოიმოქმედებს უკეთესი--მომავლის შესაქმნელად, მას არ უჭირს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და საქმის წარმოების დროსაც იზრდება, როგორც პიროვნება, როგორც სპეციალისტი. იძენს ფასდაუდებელ გამოცდილებას. აი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ლაპარაკობდეს საკუთარი უფლებათა დამცველი ადამიანი:

„რესტორანის მფლობელი ძალიან წუხდა, როცა ანას და ლელას მაგიდასთან დაჯდომაში ეხმარებოდა. თუმცა ისინი უკვე მიჩვეულნი იყვნენ ამგვარ რეაქციას, ლელას ცერებრალური დამბლა ქონა, ამიტომ ვერ ფლობდა საკუთარ კიდურებს ჩვეულებრივად. გარეთ თოვლიანი ამინდი იდგა, ამიტომ უფრო გადაწყვიტეს ანამ და ლელამ დასვენება და თან თბილ გარემოში განეხილათ, რა გზით იყო სასურველი სახლამდე მისვლა? მაგრამ სამზარეულოდან ისეთი სუნი დატრიალებდა, რომ საუბარის სურვილი მაინცდამაინც არავის ქონდა.

  • იქნებ, სანამ სადილს მოვრჩებით, თოვაც განელდეს და შევძლოთ სახლამდე უსაფრთხოდ მისვლა. - თქვა ლელამ. ის საკმაოდ ნელა და გარკვევით საუბრობდა, რათა ანას გაეგო მისი სათქმელი. შენი გადასაწყვეტია. - უპასუა მან და ამასობაში მიმტანიც მიუახლოვდათ შეკვეთის მისაღებად.

  • მე სალათი და ჩაი მომიტანეთ. - უთხრა ანამ.

  • თქვენი დაქალი რას მიირთმევს? - ისევ ანას კითხა მიმტანმა, მაგრამ აქ ლელამ დაასწრო დაპასუხება:

  • მის დაქალს ზღვის პროდუქტები და ყავა ურჩევნია. - უპასუხა ლელამ, მიუხედავად იმისა, რომ კითხვა ანას მიმსამართით იყო დასმული.

მიმტანს მოერიდა ლელასთან გასაუბრება, რადგან ფიქრობდა, ვერ გააგებინებდა სათქმელს, მაგრამ ის არ დაბნეულია, გაუჩნდა პროტესტის გრძნობა და თავისი სიტყვის გებით მოახერხა კანონიერი უფლების დაცვა. უსამართლობიდან პროტესტამდე გზა თითქმის არ არსებობს, მაგრამ პროტესტის გრძნობიდან საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვამდე ძალიან დიდი გზაა გასავლელი, ამ გზის მანძილზე დიდძალი ცოდნის დაგროვებაა შესაძლებელი. ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი თავის ფასი, ერკვეოდეს ძირითად უფლებებებში, ისწავლოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს მისი უფლებებისა დაცვას და შეეძლოს წინ აღუდგეს უსამართლობას.

იყო საკუთარი უფლებების დამცველი, ძალზედ კარგია, მაგრამ გაცილებით მეტია შესაძლებელი, თუკი საკუთარ გამოცდილებას სხვებსაც მოახმარ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთიანი სამოქმედო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იბრძოლებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, აძლევს საშუალება სხვებსაც, რომ განაცხადონ საკუთარი თავის შესახებ, დააფიქსირონ მათი უფლებები და შეძლონ პოტენციალის გამოვლინება. მათ ეძლევათ საშუალება სწავლა პრაქტიკით გაიღრმავონ, შეცვალონ და სრულყონ კანონმდებლობა. დაამსხვრიონ მცდარი იდეალები და შეიტანონ თავისი წვლილი საზოგადოების მშენებლობაში.

საკუთარი ინტერესების დამცველებს ჯგუფში საქმიანობისას შეუძლიათ:

  • ისაუბრონ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ინვალიდი.

  • მოითხოვონ დახმარება, ან სხვას აღმოუჩინონ იგი, თუკი ამის მოთხოვნა იქნება.

  • ქონდეთ ინფორმაცია იმ შეზღუდვებისა და პრობლემების შესახებ, რასაც განიცდიან სხვადასხვა სახის ინვალიდობის მქონე პირები.

  • ურთიერთობა დაამყარონ საკუთარი ინტერესების სხვა დამცველებთან.

  • იმუშაონ გუნდთან ერთად, რათა საერთო მიზნები იქნეს მიღწეული.

აი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მოიგო ადამიანმა, რომელიც გახდა ჯგუფის წევრი:

„მე ვფიქრობ, თქვენც უნდა ატაროთ ხელჯოხი. ამ შემთხვევაში გაგიადვილდებათ სიარული და თავს უფრო ძლიერად და უსაფრთხოდ იგრძნობთ. გადაჭრით თქვა ლალიმ. მას არ ეშინოდა იმის თქმა, რის გაზიარებასაც აუცილებლად თვლიდა ინვალიდისთვის რეალურ ცხოვრებაზე. მაგრამ ამის მოსმენა არ იყო ადვილი იასთვის, რომელსაც სულ უფრო და უფრო უქვეითდებოდა მხედველობის უნარი. იამ უპასუხა: „დროთა განმავლობაში, ჩემი ჯგუფის დახმარებით, მე შევძლებ იმის შეგუებას, რომ მომიწევს ხელჯოხით გასეირნება. უკვე ვგრძნობ, მას შემდეგ, რაც შევხვდი ისეთ ხალხს, რომლებიც გადაადგილებისთვის სხვადასხვა სახის დამხმარე საშუალებებს იყენებენ, ბევრად უფრო გამიადვილდა მსგავს პრობლემებზე ფიქრი.“

ჯგუფის ფორმირება

სხვა „დამცველებთან“ კონტაქტის დამყარება საკმაოდ გრძელი პროცესია. თუმცა, როცა ჩამოყალიბდება ჯგუფის ძირითადი ბირთვი (დაახლოებით 10-15 კაცი), სხვა ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ არ არიან მზად საკუთარი ძალებით აღუდგნენ უფლებათა შელახვის ფაქტებს, სასრუველია ჩაერთნონ ძირითადი ჯგუფის მუშაობაში და ამით მათვის ძალიან საჭირო ცოდნაც მოიპოვონ. მოდმევნო თავი, რომელსაც ერქმევა „ჩაბმა“, იქნება სასარგებლო ისეთი ახალი წევრების მოსაძიებლად, რომლებიც შეადგენენ ჯგუფის ძირითად ბირთვს. მთავარია - დავიწყოთ მცირე ჯგუფებით.

პირველი სხდომა შესაძლოა იყოს მოკრძალებული და გაიმართოს ვინმეს სახლშიც. მუდმივი შეხვედრებისთვის ჯგუფი ვალდებულია მიაგნოს ცენტრალურ, ადაპტირებულ და სამუშაო პირობებისთვის გამოსადეგი ადგილი. პირველი შეხვედრის დროს სცადეთ შემდეგი საკითხების გადაჭრა:

  • რას ნიშნავს თქვენთვის საკუთარი ინვალიდობა?

  • რაში მდგომარეობს თქვენი მოთხოვნილება?

  • რა სახის გამოცდილებას და რესურსებს ფლობთ?

  • ფლობთ თუ არა ცოდნას, რომელიმე სპეციალურ თემაზე?

  • რას ელოდებით საკუთარი თავისგან უფლებათა დამცველ ჯგუფში მონაწილეობის შემდეგ და რატომ გაწევრიანდით მასში?

ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს პირველი სხდომის თოთოეულმა წევრმა და აგრეთვე ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ჯგუფში შემდგომ გაწევრიანდება.

შეისწავლეთ რისი შესაძლებლობა შეიძლება გქონდეთ. თუ გჭირდებათ მუშაობის დროს თარჯიმანი, ტრანსპორტი, გადაადგილებისთვის საჭირო დამხმარე ძალა, ბეჭდვითი მატერიალი. გამოავლინეთ თითოეული წევრის გამოცდილება, ვინაიდან მათი წარმატება განაპირობებს საერთო წარმატებასაც.

შემდეგ, სასურველია დასახულ იქნეს კონკრეტული ამოცანები, რათა ჯგუფის წევრებმა შესძლონ მომავალში გახედვა და იგრძნონ, რომ ისინი ტყუილუბრალოდ კი არ შეიკრიბნენ, არამედ კონკრეტული მიზნები და ამოცანები აერთიანებთ. პირველი მიზანი შესაძლოა შედარებით მარტივი იყოს:

  • ერთმანეთთან დამეგობრება და დროის კარგად გატარება. შექმნან მყარად შეკრული ჯგუფი.

  • დაეხმარონ ცალკეულ ადამიანებს, გახდნენ უფრო ძლიერნი.

  • ისწავლონ ერთად მუშაობა.

მიზნები საბოლოოდ შეიძლება ისეთნაირად ჩამოყალიბდნენ, რომ თვითდამკვიდრებაში შეუწყონ ჯგუფს ხელი:

  • სახსრების მოძიება.

  • პრობლემის გადაწყვეტა, ან შემუშავება გზის, რომელიც შესძლებს პრობლემის აღმოფხვრას.

  • წევრთა რაოდენობის გაფართოება, ჯგუფში ჩავაბათ სხვადასხვა სახის ინვალიდობის მქონე და განსხვავებული კულტურული გამოცდილების მქონე ადამიანები.

მსგავსი ამოცანები ჯგუფის წევრებს ეხმარება უფრო კარგად გაიცნონ ერთმანეთი და ისწავლონ ერთმანეთის გვერდში დადგომა. შემდეგ თავებში მოთხრობილი იქნება, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამა თუ იმ მიზნის განსახორციელებლად. ჯგუფი უნდა მუშაობდეს ისე, რომ თითოეულ მიმართულებაზე პასუხს აგებდეს მისი ერთი, ან ორი წევრი. ან სპეციალურად შექმნილი კომიტეტი (ეს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ჯგუფი კარგად ორგანიზებულია და ყავს კარგად მომზადებული მუშაკები).

წესრიგი

როგორც კი ჯგუფის ბირთვი ჩამოყალიბდება, იგი მზად არის აწარმოოს მიზანმიმართული მუშაობა, დასაწყისისთვის კი აუცილებელია სამოქმედო გეგმა სხდომაზე წინასწარ განიხილიებოდეს. წარმატებული სხდომისთვის აუცილებელია:

  • იყოს რვა მონაწილე მაინც, ვინც დაინტერესებული იქნება თავისი ჯგუფის წარმატებული მუშაობით.

  • მომზადდეს ყველა სასურველი პირობა, რომ სხდომა შედგეს.

  • წინასწარ დადგინდეს სხდომის ჩატარების ადგილი და დრო.

  • თითოეული წევრი იყოს გაფრთხილებული ამის შესახებ.

  • ყოველთვის ელოდეთ, რომ იმაზე ნაკლები ადამიანი მოვა, ვიდრე თქვენ ელით. ხოლო, თუ არ გეყოთ სკამები დამსწრეთათვის, ჩათვალეთ, რომ ეს უკვე დიდი გამარჯვებაა.

  • წინასწარ, რაც შეიძლება ბევრ მონაწილესთან, გაიარეთ კონსულტაციები. გაიგეთ, რა აწუხებთ ყველაზე მეტად მათ და განიხილეთ რას შეესაბამება და რას გამორიცხავს სხდომაზე განსახილველი თემები.

  • შეადგინეთ დღის განრიგი.

სხდომის წარმატებით ჩასატარებლად გაითვალისწინეთ:

  • თხოვეთ ვინმეს შეადგინოს დამსწრე საზოგადოების სია.

  • სხდომა დაიწყეთ დროულად.

  • მიეცით საშუალება ყველას, დაგვიანებულებსაც კი, რომ წარდგნენ და დაურიგეთ პირადი ბარათები.

  • მიეცით ვინმეს საშუალება წაუძღვეს დისკუსიას. დარწმუნდით, რომ აზრის გამოთქმის საშუალება ყველას ეძლევა.

  • დაე, შესთავაზოს ვინმემ ჯგუფს საკუთარი სამუშაო პროექტი.

  • ხელოვნურად არ გადატვირთოთ და არ გაართულოთ საკითხები.

  • სხდომა არ უნდა გაიწელოს დროში. სასურველია ის არ აღემატებოდეს 2 საათს.

  • მიეცით ადამიანებს დავალება შემდგომი სხდომებზე ჩასაბარებლად.

  • შემდეგი სხდომის ჩატარებაზე მიზანშეწონილია, ორმა ადამიანმა აიღოს პასუხისმგებლობა.

  • კიდევ სხვა ორი ადამიანი შეახსენებს სხვებს მომდევნო სხდომის ჩატარებაზე. სხდომის დამთავრების შემდეგ, შესთავაზეთ მონაწილეებს მსუბუქი სადილი და გამაგრილებელი, ან მატონიზირებული სასმელები (ე.წ. ”სამხარი”).

პირველი სხდომის შემდეგ:

  • კარგი იქნება, თუ მონაწილენი სხდომის დასრულების შემდეგაც ისაუბრებენ ერთმანეთთან.

  • დაამყარეთ კონტაქტი ადამიანებთან, რათა მათაც ანალოგიურად გიპასუხონ.

  • დააკვირდით, როგორ სრულდება თქვენს მიერ გაცემული დავალება.

  • დაუკავშირდით მათ, ვინც გამოტოვა პირველი სხდომა. და დაპატიჟეთ შემდგომ შეხვედრაზე.

მიღებული გადაწყვეტილებები

საკუთარი ინტერესების მცველნი გადაწყვეტილების მიღების დროს, ვალდებულნი არიან მჭიდროდ იმუშაონ ერთმანეთთან. გადაწყვეტრილების მიღების პროცესში დამცველთა ჯგუფებისთვის არსებობს ორი დონე.

კონსენსუსი:

ეს არის პროცესი, რომელიც გვეხმარება გადაწყეტილების მიღებაში, ავლენს და აგვარებს ყველა პრობლემას და მიდის იმ შედეგამდე, რომელიც ყველა მხარეს აწყობს. ადამიანები, როგორც წესი, მოქმედებენ იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელსაც იღებენ კონსენსუსი გზით, რადგან მისი მიღების პროცესში თავისთავად ნეიტრალდება დაბრკლებათა უმეტესობა და მისი დაყრდნობის მიზანიც ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ხდება. როდესაც წამყვანი კითხულობს: „ყველანი თანახმა ხართ?“ და პასუხობენ - „დიახ“,ეს ნიშნავს იმას, რომ უთახნმოებას ადგილი აღარ ექნება მომავალში.

კენჭისყრა:

ეს არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ბევრი პრობლემა გვარდება. მასში სხდომის თოთოეული მონაწილე იღებს მონაწილეობას. როცა საკითხის განხილვა ისეთ რთულ სახეს იღებს, რომ მისი გადაწყვეტა კონსენსუსის გზით შეუძლებელი ხდება, მაშინ საუკეთესო გამოსავალი არის კენჭისყრა. თავიდან მკაფიოდ უნდა გაცხადდეს ის თემა, რომლის გადასაწყვეტად გაიმართება არჩევნები. თითოეულმა წევრმა უნდა იცოდეს, თუ რამდენად დიდი მნიშნელობა აქვს მის სამართლიან ჩატარებას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. უზრუნველყავით, რომ შედგეს ისეთი შეხვედრები, სადაც თითოეული მსურველი შეძლებს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას და გასცემს დასმულ კითხვებზე პასუხს. უმრავლესობის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში უნდა აღიქმებოდეს ისე, როგორც ჯგუფის ერთიანი გადაწყვეტილება. კენჭისყრის უპირატესობა იმაშიც არის, რომ მის შედეგებზე პასუხს აგებს ორივე მხარე და გადაწყვეტილებას პატივს ერთანირად სცემს.

კენჭისყრის ჩატარება ორნაირად არის შესაძლებელი - ხელის აწევით და ბიულეტენის მეშვეობით. სხვანაირად ამას ღია და დახურული არჩევნები ჰქვია.

ლიდერობა

ჯგუფის წარმატებული საქმიანობისთვის სასურველია ლიდერის როლის გამოყოფაც. იმ ხალხის არჩევა, ვინც თავის თავზე იკისრებს ლიდერის ფუნქციას და გაუძღვება ჯგუფის საქმიანობას, აუცილებელია პირველივე შეკრების დროს მოხდეს.

მიეცით მუშაობის საშუალება არჩეულ პირებს და გამოსცადეთ მათი ლიდერის თვისებები პირველი 3-6 თვის მანძილზე, შეაფასეთ და საჭიროების შემთხვევაში, სხვებსაც მიეცით საშუალება განიცადონ იგივე ვალდებულებანი. შეადარეთ ვინ უკეთ უმკლავდება ტვირთს. ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ მთელი წლის მანძილზე ერთი პირი ფლობდეს ლიდერის უფლებამოსილებას, უმჯობესია, თუ მისი როლი გადანაწილდება ოთხ ადამიანზე მაინც და თითოეულს კონკრეტული მიზნები და ამოცანები ექნება მიცემული. განვიხილოთ ოთხივე მათგანი:

ლიდერი - წამყვანი:

ლიდერის ფუნქციებია - გაუძღვეს სხდომას, მიიყვანოს ჯგუფი საერთო გადაწყვეტილებამდე, წარუდგინოს იგი სხვა ორგანიზაციებსაც, მისცეს სამუშაო სხვებს, შეამოწმოს რა ხარისხით სრულდება ეს სამუშაონი.

ლიდერის არჩევის დროს, დააკვირდით, თუ ფლობს ეს ადამიანი შემდეგ თვისებებს:

  • ის ერთი შეხედვითაც უნდა ტოვებდეს ძლიერი პიროვნების შეგრძნებას.

  • თითოეული შეხვედრის წინ სათანადოდ მოემზადოს.

  • იყოს შეუპოვარი (არ უნდა ექცეოდეს სხვისი გავლენის და წნეხის ქვეშ). გამოირჩეოდეს პოზიტიურობითა და ენერგიულობით.

  • კარგად იცნობდეს საკუთარ თავს (იცოდეს, რა არის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები).

  • კარგ წამყვანს არ უნდა უჭირდეს კონტაქტის დამყარება ჯგუფის ცალკეულ წევრებთან:

  • მან უნდა შეეძლოს ნებისმიერი საკითხის გარკვევით ახსნა და საჭიროების შემთხვევაში აუღელვებლად იმეორებდეს მას.

  • მან უნდა მოუწოდოს ყველას, რათა არ დარჩნენ განზე და ღონისძიებებში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.

  • მან უნდა აგრძნობინოს ყველას, რომ თითოეულის როლი საერთო საქმეში საკმაოდ მაღალი და მნიშვნელოვანია.

  • მას უნდა ახსოვდეს ყველა მონაწილის სახელი და მათი გამოცდილების სფეროები.

  • მან უნდა მოუსმინოს თითოეულს და დააფასოს საქმისა და გამოცდილების მიხედვით.

  • სიღრმისეულად უნდა ქონდეს გათვიცნობიერებული, რას ნიშნავს ადამიანის უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

  • უნდა შეძლოს, რომ საზოგადოება აფასებდეს და პატივს სცემდეს მის პიროვნებას. უნდა ქონდეს წარმოდგენა სხვადასხვა სახის ინვალდიობაზე.

  • არ უნდა გაუჭირდეს საჭირო მიდგომის პოვნა განსაკუთრებული შემთხვევის დროს და იყოს ალღოიანი.

დასაწყისისთვის საეჭვოა, რომ თქვენ იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც ზემოდთქმულ ყველა თვისება გააჩნდება, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება და იპოვეთ ისეთი ადმაიანი, რომელსაც ექნება სურვილი ლიდერობისა, გააჩნდება საამისო პოტენციალი და არ მოერიდება საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამოვლინება

შეიძლება ჩატარდეს ტრეინინგებიც, რომელიც ასწავლის ასეთ ადამიანს, როგორ უნდა გამოიყენოს თავისი პოტენციალი და გახდეს საკუთარი ჯგუფის და საქმის ნამდვილი ლიდერი.

კოორდინატორი

ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჯგუფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კორდინატორის თანამდებობა. ლიდერი-წამყვანი დაკავებულია სხდომების ორგანიზებით, ჩატარებით, ახდენს საზოგადოებისთვის ჯგუფისა საქმიანობისა და მიზნების წარდგენას, აკვირდება დავალების შესრულების ხარისხს, ხოლო კოორდინატორი ვალდებულია კონტროლს უწევდეს პროცესის მსვლელობას და ამარაგებდეს ჯგუფს ახალი და ენერგიული კადრებით.

კოორდინატორის ფუნქციაა - ორგანიზება გაუკეთოს ჯგუფის ჩამოყალიბებას და პასუხს აგებდეს მისი შეკრულობისა და გუნდურობის ხარისხზე. მისი კონკრეტული საქმიანობაა მოიზიდოს ახალი წევრები, უზრუნველყოს მათი აქტიურობა, მოიძიოს ისეთი ახალი წევრები, ვინც შესაძლოა მომავალში ლიდერები გახდნენ. ჯგუფი, რომელსაც ყავს აქტიური კოორდინატორი, ნიშნავ, რომ მისი საქმიანობა არასდროს მოდუნდება და ყოველთვის იქნება შედეგიანი.

კოორდინატორი არის ის სარტყელი, რომელიც არ აძლევს ჯგუფის წევრებს დაქსაქსვისა და დაშლის საშუალებას, იგი ყველას ერთ მუშტად კრავს. მისი მიზანმიმართული მუშაობის შედეგად მდუმარე საზოგადოება აქტიურ ორგანიზაციად იქმნება.

კოორდინატორის ძირითადი თვისებებია:

  • ორგანიზაციაში მხარს უჭერდეს აქტიურობას და დემოკრატიას.

  • უზრუვნელყოფდეს დამოუკიდებლობას და ლიდერების პასუხიმგებლობას.

  • დაეხმაროს ადამიანებს, შეიძინონ ახალი გამოცდილება, გახდნენ მეტად აქტიურნი და გაითავისონ, თუ რა საქმეს ემსახურება მათივე ღვაწლი.

  • ასწავლოს ადამაინებს გამოძიების, ძირითადი საქმიანობის, ურთიერთობისა და სტრატეგიის არსი.

  • მოამზადოს ადამიანები ფანდრაიზინგის ჩასატარებლად

უზრუნველყოს, რომ ჯგუფის არც ერთი წევრი არ დარჩეს უმოქმედოდ და მისცეს მათ გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და შესაძლებლობა. ეს ერთნაირად წაადგება, როგორც თავად წევრებს, ასევე ჯგუფისა და საქმიანობის კეთილდღეობაზეც იმოქმედებს.

კოორდინატორის მაღალი კვალიფიკაცია ორგანიზაციის პროცესში ვლიდნება, თუმცა ხანდახან საჭირო ხდება დახმარებისთვის ჯგუფის მიღმაც მივმართოთ ვინმეს.

მდივანი

ჯგუფს აუცილებლად დასჭირდება მდივანი, რომელიც წაუძღვება საქმის წარმოებას, უზრუნველყოს ჩატარებული სხდომების სტენოგრამას. ამისათვის მოიძიეთ ადამიანი, რომელიც არის:

  • შემსრულებელი.

  • აქვს კარგი კალიგრაფია.

  • შეუძლია სწრაფი ბეჭდვა.

  • არის კონტაქტური.

  • არ ერიდება კითხვების დასმა, თუკი რაიმეს ვერ გებულობს სათანადოდ.

  • ორგანიზებული პიროვნებაა.

ბუხჰალტერი

თუ თქვენ გაქვთ ინვალიდთა ორგანიზაცია, აუცილებლად დაგჭირდებათ ბხჰალტერი, რომელიც საბუხჰალტრო აღრიცხვიანობას წარუძღვება.

ამ თანამდებობაზე აუცილებელია სანდო პიროვნება დაინიშნოს, რომელსაც ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია და რეპუტაცია, სასურველია ქონდეს გამოცდილებაც.--დანიშვნის დღიდან მან უნდა დაიწყოს მუშაობა ბიუჯეტზე, დაწეროს ხარჯთაღრიცხვა და ის ხარჯები, რომელიც აუცილებელი იქნება კონკრეტული პერსონებისა და საქმიანობის დასაფინანსებლად.

ნდობა

უპირველეს ყოვლისა შემდეგ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი:

  • მიიღო თუ არა ჯგუფმა, თავისი კონცეფცია და აირჩია თუ არა ლიდერები შესაბამის თანამდებობებზე?

  • არის თუ არა დადგენილი, მიზნებისა და ამოცანების სია და, თუ დაადგინა ჯგუფმა, რისგან დაიწყებს?

  • გაიცნეს თუ არა, ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი და როგორ ურთიერთობაში არიან? აფასებს თუ არა, ჯგუფი საკუთარ საქმიანობას?

თუ თქვენ ყველა კითხვას გაეცით დადებითი პასუხი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ჯგუფი არის უკვე მზად, რათა ნდობის ფაქტორი მასში გაიზარდოს. ეს კი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენი საქმიანობა განივთარდეს და გაცილებით უფრო ეფექტური და შედეგიანი გახდეს.

რჩევები და წინადადებები

საქმე ყოველთვის მარტივი და ადვილად შესასრულებელი მიზნებით დაიწყეთ, პირველივე ნაბიჯზე ურთულეს ამოცანასთან შერკინება ძალიან რთულია, ამიტომ არ არის იგი საჭირო, უმჯობესია ამოცანებისა და მიზნების სირთულე თანდათან იზრდებოდეს. ინვალიდებს ყოველთვის არ მოსწონთ სხვა ინვალიდების საზოგადოებაში ყოფნა. კარგი მუშაობა კომიტეტებში დამოკიდებულია მის ლიდერებზე, რომლებიც ასევე არ ჩნდებიან უმალ.

ხანდახან შესაძლოა ვინმე არ მოიქცეს ისე, როგორც ეს მიღებულია. უფრთხილდით იმ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ, საუბრობენ და ისევ საუბრობენ. არ დაგავიწყდეთ შემოიღოთ თქვენი წესები, რაც ეცოდინება ყველას და ანგარიშს გაუწევენ მათ. ცალკეული პირების გაუთვალისწინებელმა მოქმედებამ შეიძლება გვარიანად მოგაცდინოთ, ამიტომ ეცადეთ მუდამ ფლობდეთ სიტუაციას, რათა ასეთი გადაცნდენები ნაკლებად, ან საერთოდ არ ხდებოდეს.

ადამიანი, რომელიც გვევლინება ინიციატორად და წერს განცხადებას გრანტის მიღების შესახებ, ხშირად იღებს კიდეც საკუთარ თავზე ლიდერისა და კოორდინატორის თვისებებს. ასეთი მიდგომა ყოველთვის არ ამართლებს. ჩავარდნის შემთხვევაში დაბრუნდით უკან და აირჩიეთ ახალი წინამძღოლები.

იყავით მზად, რათა საჭიროების შემთხვევაში შეუტიოთ ლიდერებს. დააკვირდით თქვენი ლიდერების დადებით და უარყოფით მხარეებს და, თუ საქმის ვითარება მოითხოვს, არ მოგერიდოთ მათი კონსტრუქციული გაკრიტიკება. იყავით მზად იმუშაოთ ისეთ ლიდერებთან, რომლებიც ყველაფერს იღებენ საკუთარ თავზე. მანამდე, სანამ არჩევნებს ჩაატარებდეთ, გამოსცადეთ კანდიდატები. აი, რეალური მაგალითები საამისოდ:

ერთ-ერთ სხდომაზე საკმაოდ ენერგიული ქალბატონი საფუძვლიანად საუბრობდა ინვალიდთა უფლებებზე. შემდეგ მან დაასახელა, თუ რა სახის ორგანიზაციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, რათა შეიქნმას მონაცემთა ბაზა, აირჩეს ძლიერი ხემძღვანებლობა და ა.შ. ყველანი აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი შემართებითა და იდეებით. ამიტომ ბოლომდე ყურადღებითა და მოთმინებით უსმენდნენ. მან თქვა, რომ თვითონ შესძლებს ყველაფრის შეკრებას და გამართვას. მომდევნო კვირას მას გაუგზავნეს სხდომის ოქმი. მაგრამ სამწუხაროდ მას არაფერი გაუკეთებია, სრულიად არაფერი. ის აღარ დასწრებია არც ერთ მომდევნო სხდომას, არ დააბრუნა არც ინვალიდთა სიები და არც ოქმი. არადა მას, რომ მართლაც განეხორციელებინა საკუთარი იდეები, საკმაოდ დიდ წვლილს შეიტანდა საერთო საქმეში. მაგრამ მისმა უმოქმედობამ საკმაოდ დიდი ზიანი მოაყენა ჯგუფს, არადა მისი შემყურე ამას ვერავინ იფიქრებდა და უფრო მეტიც, თუკი არჩევნები ჩატარდებოდა იმ სხდომაზე, როცა იმ ქალბატონმა არა ერთი წევრის გული მოიგო, ალბათ კონკურენტი არ ეყოლებოდა და ლიდერადაც კი აირჩევდა ორგანიზაცია, აქედან დასკვნა: ნამდვილი ლიდერები საკუთარ სიტყვას მუდამ უნდა ამყარებდნენ საქმით.

მუდამ იქონიეთ დაკვირვება, უკვე რა კეთდება და როგორ? ყოველი ექვსი თვის მანძილზე ერთხელ მაინც მოამზადეთ მოხსენება. დარწმუნდით, რომ ჯგუფის საქმიანობა შეესაბამება მისი წევრების ინტერესებს.

ჯგუფის წევრებს შეუძლიათ საერთო საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესდნენ, მაგრამ უპრიანია ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ მოხდეს კონცენტრაცია. არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ერთდროულად დავკავდეთ წევრთა გაზრდის საკითხით, ფანდრაიზინგითა და კანონმდებლობის განხილვით. უმჯობესია რომელიმე ერთ საკითხზე ჩამოვყალიბდეთ, 6 თვის მანძილზე მაინც ვიმუშაოთ მასზე და შემდგომ ამისად განვიხილოთ და დავიმატოთ სხვა საკითხებიც.

საკუთარი თავისადმი გაწეული დახმარება და საკუთარი ინტერესების დაცვა როდია ერთი და იგივე, დარწმუნდით, რომ თქვენი ჯგუფის ბირთვი მართლაც ერთ ძლიერ და მყარ გუნდს წარმოადგენს, რომელიც მართლაც იცავს საკუთარ უფლებებს და ინტერესებს, ენერგიულად იბრძვის დაბრკლებების განსაქარვებლად.

ნუ მისცემთ უფლებას ადამიანებს, რომ იყვნენ პასიურნი, დაარწმუნეთ, რომ თქვენი უფლებებისა და ინტერესების დაცვა ერთდროულად არის მათი უფლებების და ინტერესების დაცვა და ამ საქმეში თითოეულის სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, თქვენ ზედმეტად ენდობით ისეთ მუშაკს, რომელიც თავის საქმეს ვერ უმკლავდება. საროლო თამაშები და აზრთა გაცვლა ამის გარკვევაში უთუოდ დაგვეხმარება.

როცა ადამაინებს თხოვთ გაგიზიარონ გამოცდილება, პატივი ეცით მათ პირად ცხოვრებასაც, ნდობის ფაქტორის მოპოვება საკმაოდ გრძელი პროცესია, ამიტომ შეუძლებელია ადამაინები ერთმანეთს გაცნობისთანავე გაეხსნან.

დანიშნეთ ერთი ადამიანი საროლო თამაშის წამყვანად, ხოლო მეორეს მიანდეთ „გაცვლის“ წაყვანა. შემდეგი შეხვედრისას კი შეცვალეთ წამყვანები, ეს საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ თითოეული ადამაინის ლიდერის თვისება.

მზადება ორგანიზაციისთვის

ძალიან ბევრი ადამიანი, განურჩევლად იმისა, ფლობს თუ არა ინვალიდობას, არ არის გარკვეული თავის უფლებებში, ისინი არ ეუბნებიან საკუთარ თავს: „ეს ჩემი უფლება იყო, მე მისი გადაჭრა საკუთარი ძალით შემეძლო“. მათ გარემოში არსებულ არასახარბიელო ვითარებაზე ხშირ შემთხვევაში არ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა და ცდილობენ საკუთარი პრობლემები სხვებს დააბრალონ, სხვებს მიანდონ საკუთარი ბედიც და უფლებების დაცვაც, არადა „ის სხვები“ ვერ დაიცავენ მათ უფლებებს იგივე ეფექტურობით, როგორიც მათი აქტიურობის შედეგად იქნებოდა შესაძლებელი. უსამართლობის შემთხვევაში ადამიანი თვითონ უნდა დგებოდეს მოველნათა ეპიცენტრში და საკუთარ ენერგიას უფლებათა სხვა დამცველის ძიებას კი არ უნდა ახმარდეს, არამედ პირადად უნდა შეეცადოს მისი დაცვა და სიტუაციის გამოსწორება. ის რეაქცია, რომელიც უსამართლობასთან შეხვედრის დროს უჩნდება ნებისმიერ ჩვეულებრივ ადამიანს, არის საწყისი ამ გზისა და თუკი მას თვითონვე არ ჩაახშობს და კარგად იქნება გარკვეული თავის უფლებებში, მაშინ მას მართლაც ბევრის მიღწევა შეეძლება და მისი სულისკვეთება ამაოდ ნამდვილად არ ჩაივლის.

პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ გახდე შეუპოვარი არის იცოდე თუ რა შეგიძლია თვითონ. უფლებათა დამცველები ყველაზე კარგად არიან გარკვეულნი ამაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სასურველი შედეგი იქნეს მიღწეული, საჭიროა საკმაოდ დიდი ძალისხმევა და დრო. იმისათვის, რომ გავიგოთ საკუთარი თავის შესაძლებლობა, დაგვეხმარება შემდეგი კითხვები:

  • როგორ ცხოვრებას უფრო აირჩევდით - მარტოობაში, თუ კომპანიაში?

  • ფულის დახარჯვას რაიმე ნივთის შესაძენად ამჯობინებთ, თუ მეგობარს დაპატიჟებდით და მასთან ერთად გაატარებდით დროს?

  • გირჩევნიათ მიიღოთ ფინანსური დახმარება, თუ თავად იმუშაოთ, თუნდაც მინამლურ ხელფასზე?

იმის ცოდნა, რომ თქვენ თვითონ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება და გააკეთოდ არჩევანი, მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა თქვენ გაქვთ უკვე გარკვეული, რა გსურთ და იცით, როგორ უნდა მიაღწიოთ ამას, არის გადამწყვეტი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ასეთ დროს, თქვენ უკვე იწყებთ მომქედებას, უკვე ხდებით საკუთარი უფლებებისა და ინტერესების მცველი. ის ადამიანები, რომლებიც არ იცავენ საკუთარ უფლებებს, წარმოადგენენ საზოგადოების პასიურ ნაწილს. არსებობენ კიდევ სხვა, აგრესიული ადამიანები, რომლებიც სხვების ხარჯზე იღებენ იმას, რაც სურთ. ჩვენი ამოცანაა - დავრჩეთ შეუპორვრები, აქტიურები, მაგრამ არა აგრესიულები. საროლო თამაშები, რომლებსაც ვიხილავდით ზევით, არის კარგი საშუალება, რომ ვიმუშაოთ ამაზე და შეიქმნას საკმაოდ საინტერესო გამოცდილება, რომელიც მათ საქმიანობას საკმაოდ დამაჯერებელ ხასიათს შესძენს.

შეიძლება, თქვენმა ჯგუფმა მოინდომოს მთელი სხდომის მიძღვნა დამაჯერებლობის თემაზე, რათა გაიღრმავოს გამოცდილება ამ თემაზე. თუკი ადამიანების უფლებათა დამცველები იქნებიან დამაჯერებელნი და მტკიცე ხასიათის, მაშინ საზოგადოება აუცილებლად გაუწევს მათ ანგარიშს და პატივს სცემს როგორც პირადად მათ, ასევე მათ საქმიანობასაც.

საქმიანობას შეიძლება საკუთარი ძალისხმევით წარუძღვეს ადამიანი, ან გაანდოს სხვებსაც არსებული ვითარება და დაიხმაროს მათი გამოცდილებაც, ენერგიაც, იდეებიც. მაგალითად, ინვალიდი ვერ კმაყოფილდება იმით, რომ თვითონ არ შეუძლია სურსათ- სანოვაგის შეძენა. ის მარტო ვერ აიძულებს მაღაზიის მფლობელს, მაღაზიის ადაპტირება მოახდინოს, მაგრამ თუკი სხვებსაც მოუყვება თავის სატკივარზე, მაშინ ერთი ადამიანის საზრუნავი ბევრის საზრუნავად იქცევა, ხოლო ამ შემთხვევაში ნებისმიერი დაბრკოლება მოგვარებადი და რეალურად მიღწევადი ხდება.

ამოცანის არჩევა

პირველი თავი ძირითადად საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დამცავი ჯგუფების შექმნის დინამიკას ეძღვნებოდა. ამ თავში მის პრინციპებსაც განვიხილავთ. ივნალიდებს გააჩნიათ საკუთარი მიზეზები, რათა ორგანზიაციაში გაერთიანდნენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ საზოგადოება მკტიცედ არის დაწმუნებული - ინვალიდობა ძალიან ცუდია. მეორე მიზეზი - თავად ინვალდობის ფაქტორი ხშირად წარმოადგენს დაბრკოლებას, რათა გარემო-პირობები არ შეესაბამება უკვე დადგენილ სტანდარტებს. მესამე მიზეზი - პირადი პრობლემები ხშირად მიგვაჩნია გადაუჭრელად.

ტრანსპოორტი, როგორც წესი, არ არის მისაწვდომი ინვალიდობის მქონე პირისთვის, მას საჭირო სხვადასხვა სახის და დანიშნულების შენობებშიც არ შეუძლია გადაადგილება, მიაღწიო გარემო-პირობების ადაპტაციას, ურთულესია, სამუშაოს დაწყება კი თითქმის წარმოუდგენელი. შემდეგი სახის სამუშაოს გატარება, ძალიან ეფექტურია - გავყოთ ძირითადი პრობლემა რამდენიმე ნაწილად და თანდათან ვიზრუნოთ მათ აღმოფხვრაზე. აი, რამდენიმე საშუალება იმისა, თუ როგორ უნდა ავარჩიოთ შესაბამისი ამოცანები:

პრობლემიდან შეკითხვისკენ. პრობლემას, რომლის გადაჭრაც შეუძლებელია ერთიანი ძალისხმევის გარეშე, ქვია საკითხი, ან დავალება. ადამიანებს სურთ დაკავდნენ ამ ტიპის საკითხების გადაჭრის საქმით იმისათვის, რომ:

  • საკითხი არსებითია.

  • მათთვის არ არის ეს ყოველივე სულ ერთი.

  • საკითხის გადაჭრა შესაძლებელია.

  • საკითხის გადაჭრა შესაძლებელია 3-დან 6 თვემდე საკითხი მარტივი, სპეციფიკურია.

  • იგი სამუშაოდ იზიდავს ჯგუფის უმეტეს წარმომადგენელს, აგრეთვე იზიდავს ახალ წევრებს და გარეშე პირებს, რაც ზრდის ყურადღების ფაქტორს თავად ჯგუფზე და აძლიერებს მას.

კარგი ამოცანა ბევრ ადამიანს იზიდავს

ის რომ, რატის არ შეუძლია მერიაში შესვლა, რადგან გადასაადგილებლად ხმარობს ინვალიდის ეტლს, მისი პრობლემაა. მაგრამ ის, რომ რატის და სხვა მისი მდგომარეობის ადამიანებს არ შეუძლიათ მერიაში შესვლა, როცა მათთვის მნშვნელოვანი საკითხების გადალახვა ხდება, არის საუკეთესო მომენტი იმისათვის, რომ მათი პრობლემების სიმწვავე დღის წესრიგში დადგეს.

მწვავე ამოცანა უნდა იყოს არსებითი

ის, რომ არქიტექტორები ვალდებულნი არიან მეტი ყურადღება დაუთმონ ადაპტაციის მხარეს, საყოველთაოდ არის ცნობილი. მუნიციპალური შენობის ადაპტირება, განსაკუთრებით მაშინ, როცა იქ ინვალიდთათვის საჭირო საკითხი იხილება, არსებითია. აქ ჩვენ გვაქვს პირდაპირი მიზეზი და ასევე გვაქვს შესრულებისთვის კონკრეტული ვადა.

კარგი ამოცანა მსურველს ყოველთვის აძლევს მუშაობის საშუალებას. ის, რომ ლევანს სჭირდება ადვოკათთან კონსულტაცია არის მისი პრობლემა და მიდის კიდეც მასთან. მაგრამ ის, რომ ლევანი და მისი ჯგუფის სხვა წევრები, ვისაც არ გააჩნიათ სმენადობა, საჭიროებენ თარჯიმანს, მით უფრო მაშინ, როცა მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელმაც უნდა დაიცვას მათი ინტერესები თარჯიმანი უნდა წარადგინოს თავად სასამართლომ და მანვე უნდა გადაიოხადოს მისი მომსახურების საფასური. კარგი ამოცანა თავის არსში ბევრ ადამაინს აერთიანებს. ერთი პასუხობს სატელეფონო ზარებს, მეორე წერს წერილს, მესამე მუშაობს ლიტერატურაზე, ყოველივე ეს კი ხელს უწყობს გუნდური პრინციპების შემუშავებას და გამყარებას.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბევრი ჯგუფისთვის გადაადგილების ძირითად საშუალებას ტრანსპორტი წარმოადგენს. ეს ძალიან რთული პრობლემაა. ერთმა ჯგუფმა იგი დაჰყო რამენიმე ნაწილად და თითოეული მათგანის განხორციელება საკმაორ რეალური აღმოჩნდა. მათ შეიმუშავეს რამდენიმე დებულება, რისი მიხედვითაც ტრანსპორტი მისაწვდომი უნდა გახდეს ინვალდიობის მქონე პირთათვის.

  • საზოგადოებრივ ავტობუსებზე დაყენდეს სპეციალური ასასვლელები.

  • შეიქმნას სპეციალური სატრანსპორტო სამსახური.

  • ყველა ავტოსადგომზე გათვალისწინდეს ერთი, ან რამენიმე ადგილი ინვალიდობის მოქნე მძღოლებისათვის.

  • ტაქსიზე და ტრანსპორტის სხვა სახეობებზე შემოღებულ იქნეს შეღავათიანი ტალონები.

  • საინდენტიფიკაციო ბარათების შემოღება ინვალიდობის მქონე მძღოლებისათვის, რათა მათ ურპობლემოდ შესძლონ საკუთარი ავტომანქანების ავტოსადგომზე დაყენება.

შემდეგ ჯგუფმა შეიმუშავა თავისი ამოცანები კრიტერიუმებით, მათ განსაზღვრაზე ჩვენ ზემოთაც გვქონდა საუბარი. თავდაპირეველად მონაწილენი საუბრობდნენ ერთმანეთთში, ცვლიდნენ ინფორმაციას და უზიარებდნენ ამოცანის გადაჭრის გზებს. ჯგუფის უმეტესობას საკუთარი ავტომანქანა ყავდა და ვინაიდან ქალაქი იყო საკმაოდ პატარა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქ უქმეებზე და საღამოობით არ მუშაობდა. გამოკითხვამ გამოავლინა, რომ უმეტესობას ავტოსადგომებთან შექმნილი პრობლემა უფრო ადარდებდა.

საკითხის საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ ამოცანის აღმოფხვრა არ წარმოადგენდა მათთვის სირთულეს. პირველ რიგში საჭირო იყო, დაინტერესებულ მხარეს მოეთხოვა ქალაქის მთავრობისთვის მათი უფლებების გათვალისწინება და შეთანხმებულიყო მასთან, რომ ყოველვიე ამის მოსაგვარებლად 3-6 თქვე საკმაოდ ნორმალურ ვადას წარმოადგენდა.

პრიორიტეტი

თუ ჯგუფმა ერთზე მეტი ამოცანა დაისახა სამოქმედოდ, საკმაოდ ნორმალური და სასურველიც კია. ამისათვის მას რამენიმე პრიორიტეტი უნდა გააჩნდეს. თუ ჯგუფი ახალი ჩამოყალიბებულია, მაშინ თავიდან სასურველია აირჩიოთ შედარებით იოლი ამოცანები და მათი შესასრულებისთვის იმოქმედოთ. ამ დროს ჯგუფის წევრები იგრძნობენ საკუთარ ძალას და შესაძლებლობას, რაც მომდევნო სამუშაოსთვის აუცილებლად წაადგება საერთო საქმეს.

როცა თქვენ დაისახავთ პრიორიტეტებს, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რამდენიმე ამოცანა ერთნაირად არის მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში ჯგუფი უნდა დაიყოს ორ ნაწილად - ერთნი მოინდომებენ პირველი ამოცანის შესრულებას, ხოლო სხვანი მეორე ამოცანით დაკავდებიან. მაგრამ მაინც უკეთესი იქნება, თუ მთელი ჯგუფი ერთი ამოცანის ირგვლივ იმუშავებს და ერთი ჯგუფი მეორეს ეხმარებოდეს. მაგ: იძიებს, აგროვებს ინფორმაციას, ატარებს გამოკითხვას. ხოლო მას შემდეგ, რაც ამოცანა იქნება ამოწურული, მთლიანი ჯგუფი ახალი ამოცანების შესასრულებლად გადაერთვება.

ყველაზე კარგი იქნება, თუ მთელი პროცესი სამოქმედო გეგმაზე აისახება. ეს გეგმა გვიჩვენებს თითოეულ ეტაპს, მას გააჩნია თარიღები და ვადები ამა თუ იმ პრიორიტეტის შესასრულებლად. ვინ არის პასუხისმგებელი მათ შესრულებაზე?

სამოქმედო გეგმა

საკითხი: დაისახოს ამოცანა პრობლემის გადასაჭრელად

1. ხდომა ამოცანის
განსასაზღვრელად

15-23 მარტი

ჯგუფის წევრები და
ლიდერები,
კონტროლიორი

2. დასახული ამოცანების
შესწავლა

1-9 აპრილი

კონტროლიორი

3. ჯგუფის თავშეყრა
შედეგბის გაანალიზების
მიზნით

15 აპრილი

მთელი ჯგუფი

4. კომიტეტის ფორმირება

15-23 აპრილი

კონტროლიორი

5. ამოცანებისა და მათი
შესაძლო
გადაწყვეტილების
შესწავლა. სტრატეგიის
შემუშავება

26-27 აპრილი

კონტროლიორი

6. კომიტეტის სხდომა,
სემინარის შედეგების
გაცვლა, სტრატეგიის
არჩევა და არსებითი
ამოცანების დასახვა

30 აპრილი

კოორდინატორი,
კომიტეტის წევრები

7. ჯგუფის სხდომა, სადაც
კომიტეტი წარმოადგენს
ამოცანებს და შესაძლო
სტრატეგიის

5 მაისი

კონტროლიორი

8. სასურველი სტრატეგიის
კენჭისყრით არჩევა

5 მაისი

ჯგუფის წევრები

სტრატეგია და ტექნიკა

სტრატეგია - ეს არის სამუშაო ჯგუფის საერთო გეგმა. ტაქტიკა კი წარმოადგენს ამ გეგმის შემადგენელ ნაწილთა კრებულს, რომელთა განხორციელებაზეც არის დამოკიდებული თავად მიღწევა მიზნისა. სინამდვილეში წინასწარ და გადაჭრით არავინ იცის სტრატეგიის შედეგები, მაგრამ ყოველი მომდევნო ნაბიჯის გადადგმის წინ, სათანადო მომზადება აუცილებელია. ხანდახან, როცა ჯგუფს უჭირს იმის გარკვევა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს მომავალში, უპრიანია გადადგას პატარა ნაბიჯი და დააკვირდეს სხვების რეაქციას. არ არის გამორიცხული, რომ ამ რეაქციამ გვიკარნახოს კიდეც, თუ რისი გაკეთებაა იქნება მომავალში ყველაზე საინტერესო.

მაგალითად, სატრანსპორტო საკითხების გადაჭრისს საქმეში გავლენიანი ხალხის დახმარების მოპოვება სტრატეგიის ძირითადი ნაწილია. ამის მისაღწევად ჯგუფის წევრები ორი კვირის მანძილზე ხვდებოდნენ სააგენტოთა დირექტორებს, სახელმწიფო მოხელეებს, სასულიერო პირებს, დეპუტატობის კანდიდატებს. ორი სასულიერო პირი დაეთანხმა მათ პრობლემის სერიოზულობაში და ნებისმიერ დონეზე აღუთქვეს დახმარება. გახსოვდეთ - სტრატეგია, ეს არის საერთო გეგმა მოქმედებისა, რომელიც განაპირობებს თავად გეგმის ამუშავებას. შემდეგი სქემა წარმოგიდგენთ რამენიმე იდეას სტრატეგიის და ტაქტიკის შესახებ, აგრეთვე, დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რამდენად შეესაბამება ერთმანეთს ეს ორი გაგება.

სტრატეგია

ტაქტიკა

გამოკვლევა, მუშაობა სახლში

სხდომა

ორგანიზაციების, კლუბების, ცენტრების,
მეწარმეების მხრიდან არმოჩენილი
დახმარება

წერილი
პეტიციები
განცხადება
ვიზიტები

საზოგადოების მხრიდან აღმოჩენილი
დახმარება

სახელმწიფო დაწესებულებებში
სატელეფონო ზარები

ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან
აღმოჩენილი დახმარება

უცხოეთის საზოგადოების მიერ
აღმოჩენილი დახმარება

უცხოეთის საზოგადოების მიერ
აღმოჩენილი დახმარება

კარგი სტრატეგია შეიცავს მრავალ ელემენტს, მათ შორის არის მოლაპარაკება, სიურპირზები და კომპრომისები.

მოლაპარაკება

ეს არის შეხვედრა ოპონენტთან, რომლის დროსაც თქვენ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ შეთანხმებამდე. მოლაპარაკება ურთიერთ პატივისცემის პრინციპზეა დაფუძნებული. თითოეულ მხარეს გააჩნია საკუთარი პოზიცია და გარკვეული ძალაუფლება.

სიურპრიზები

მისი მიზანია მოიყვანოს ადმიანთა ჯგუფში განცვიფრებაში. ეს სტრატეგიის საკმაოდ ძველი და ეფექტური მეთოდია. ქალაქის საკრებულოს დეპუტატის საქმიანობა აერთიანებს თითოეულ მოქალაქეს, ვინც ცხოვრობს იმ უბანზე, სადაც არჩეულია იგი, მაგრამ ამ დეპუტატისთვის იქნებოდა ნამდვილი სიურპრიზი, თუკი ერთ მშვენიერ დღეს კაბინეტში ესტურმებოდა ინვალიდთა ჯგუფი და მოუწყობდა შოუს იმ მიზეზით, რომ გაერკვიათ, რატომ არ სრულდება დროულად დეპუტატზე ნაკისრი ვალდებულება და რატომ არ გაცემულა აქამდე პასუხი მათ წერილებზე?

კომპრომისი

ეს არის დათმობისა და მოპოვების ხელოვნება. სამწუხაროდ, ბევრს მიაჩნია, რომ კომპრომისი წარმოადგენს მარცხს, არადა სინამდვილეში ის უკეთესი და ხელსაყრელი პირობებისათვის გათამაშებული ერთგვარი გამბიტია. ჯგუფის სიძლიერე იმაშიც მდგომარეობს, რომ მას შეეძლოს გადაჭრით თქვას: „სანამ ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ყველაფერი, რაც გვსურს, შეგვიძლია ზოგიერთი მათგანი მხოლოდ დროებით დავთმოთ“.

როგორც სამოქმედო გეგმა, ასევე ქვევით მოყვანილი სქემა დაგეხმარებათ თქვენ უკეთ გაერკვეთ ცალკეულ ნაბიჯებში, რისი ერთობაც საბოლოოდ მთლიან სტრატეგიას შექმნის.

სტრატეგიის სქემა

0x01 graphic

ექსკალაციის ტაქტიკა და პრინციპები

ტაქტიკა ინსტრუმენტთა ის ნაკრებია, რომელიც გვეხმარება გამარჯვების მოპოვებაში. ზოგიერთი მათგანი სავსებით უსაფრთხოა, ზოგი ნეიტრალური, ხოლო ზოგი საკმაოდ სარისკოც კი. მიწერო ვინმეს წერილი გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მოწინააღმდეგეს პირისპირ შეხვდე. ექსკალაცია ეს არის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ადამიანებს საერთო გამარჯვების მიღწევაში ეხმარება. იგი თავიდან უსაფრთხო მეთოდებით იწყება, მაგრამ უშედეგობის შემთხვევაში თანდათან ზრდის რისკის საშიშროებას, მაგრამ თუკი მიზნის მისაღწევად სხვა გზა აღარ არსებობს, ეს საუკეთესო გამოსავალია. გახსოვდეთ: ტაქტიკა დიდად არის დამოკიდებული სასურველ შედეგებზე.

საქმის უსაფრთხო მეთოდებით დაწყება და შემდგომ ამისად ეტაპობრივად ჩართვა რისკის შემცველი ქმედებებისა არის საკმაოდ ეფექტური, ხოლო თუ თქვენ საქმიანობას თავინდავე დაიწყებთ ხისტი და კატეგორიული სტრატეგიის ხარჯზე, მაშინ იმთავითვე განიწირებით სრული მარცხისთვის. არსებობს რიგი ადამიანებისა, ვისაც მიაჩნია, რომ პიკეტირება არის საუკეთესო გზა პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ თუკი ის ჩავარდა, მათ, როგორც წესი, არ გააჩნიათ არტენატიული გზები არსებული პრობლემის გადასაჭრელად. არადა პიკეტირებას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია მიაქვს, ხოლო თუ მათ გამოვიყენებთ გაცილებით უფრო უსაფრთხო რეჟიში და თანიმდევრულად მივყვებით დასახულ პროგრამას, მაშინ ჩვენი გამარჯვება აპრიორი ცხადი იქნება. საერთოდ, დახვეწილი სტრატეგიის შემუშავება უკვე დიდი ხელოვნება და საქმეა.

კარგად მოფიქრებული სტრატეგია, რომელიც ექსკალაციის მიზანმიმართულ პოლიტიკასაც შეიცავს, საკამოდ ძლიერი სამოქმედგო გზაა და ბევრის მიღწევა შეუძლია. მონაწილენიც მასში თავის ძლიერად, სიცოცხლის უნარიანად, აქტიურად და უსაფრთხოდ გრძნობენ, რისკის ფაქტორიც ეხმარება მათ ყოველივე ამაში და უფრო მეტი ინტერესითეკიდებიან დასახული მიზნებისა და ამოცანების ამოხსნას, ხოლო ის საპროტესტო აქციები და პიკეტები, რომლებიც ექსკალაციის პოლიტიკის ჭრილში გაიმართება, შექმნის იმ ილუზიას (და არც თუ უსაფუძვლოს), რომ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მისი მაშტაბებიც მზარდი იქნება და რომ ეს აქციები თავისი არსით ამოუწურავია.

კვლევა

სტრატეგია თითქმის ყოველთვის იწყება ძიებიდან. საფუძვლიან კითხვებზე პასუხის ძიება არის ის პროცესი, რომელსაც სძალუძს თავის არსში ჩაითრიოს ჯგუფის ყველა წევრი და რესურსი, გამოავლინოს მათი ნიჭიერება და საზრიანობა. ეს არ წარმოადგენს სირთულეს, მაგრამ უფლებათა დამცველი, რომელსაც სურს ოპონენტთან შეხვედრა, ვალდებულია ვიზიტის წინ სათანადოდ მოეზმადოს, იმუშაოს თავის თავზე, შეიმუშაოს კითხვები და დარწმუნდეს იმაში, რომ ფაქტების მიღება მშვიდად შეეძლება.

წინასწარ შეიმუშავეთ თქვენი კითხვები. არსებობს მცირედი სხვაობა ჩვენს მიერ ქვემოთ მოყვანილ კითხვებს შორის, მაგრამ ეს „მცირედი“ ხანდახან ძალიან დიდიც ხდება...

  • არსებობენ თუ არა, ჩვენს ქალაქში ინვალიდები, რომლებსაც სპეციალიზებული ტრანსპორტით გადაადგილების საჭიროება აქვთ?

  • რამდენი ადამაინი ითხოვს ჩვენს ქალაქში სპეციალიზებული ტრანსპორტის არსებობას?

  • სახელდობრ, ვინ ითხოვს ჩვენს ქალაქში სპეციალიზებული ტრანსპორტის არსებობას?

პირველი კითხვათ ძალიან ზოგადად არის დასმული, მასზ შეიძლება მოკლე პასუხი გაიცეს - „ჰო-ს ან „არა-ს“ სახით. მეორე შეკითხვაც უკეთ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ მის მიხედვით მაინც არ ჩანს, კონკრეტულად რომელი და ინვალიდობის როგორი სახის ადამიანებზეა მასში საუბარი? ხოლო მესამე კითხვა თავის არსში შეიცავს პასუხებს როგორც პირველ, ასევე მეორე კითხვაზეშე და მის მიერ დასმული საკითხი, ბევრად უფრო შორს მიმავალია. „ვინ?“ - ეს არის ორგანიზატორების კითხვა. ის გულისხმობს, რომ პასუხი მოიცავს სახელებს, მისამართებს, ტელეფონის ნომრებს და სხვადასხა სახის ინვალიდობის მქონე ადამიანების რეალურ მოთხოვნილებებს.

რა თქმა უნდა, პირველ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე ადვილია, ხოლო მესამე კითხვაზე ყოელთვის როდია შესაძლებელი ამომწურავი პასუხის მიგნება, მაგრამ უფლებათა ნამდვილმა დამცველმა იცის, თუ როგორი პასუხების მიღება სურს და ამიტომ გონებაში წიასწარ აყალიბებს კითხვებს. აი კარგი მომზადების მაგალითი:

სანამ მიკროავტობუსიდან ჩავიდოდა არტი, აიღო პირადი კომპიუტერი და კითხა თავის თავს - „ყველაფერი თან ქონდა თუ არა, რაც ჭირდებოდა?“ მან კვლავ გაიმეორე ყველა ის კითხვა, რომელსაც ბოლო დღეები ამუშავებდა გონში და უსვამდა თავის თავს, ხოლო ახლა იმ ოპონენტისთვის უნდა დაესვა, რომელთან შესახვედრადაც მიიჩქაროდა. მისი კითხვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა. კითხვებიდან კი უმთავრესი შემდეგი ოთხი იყო:

1. რომელი დეპარტამენტია პასუხისმგებელი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და კონკრეტულად ვინ არის მისი ხემძღვანელი (სახელი და გვარი)?

2. როგორ უყალიბდება ქალაქის მერს თავისი აზრი და პოზიცია ქალაქში სპეციალური nტრანსპორტის არსებობის საკითხში?

3. რა თანხა გამოჰყო ქალაქის მმართველობამ ტრანსპორტის დარგში ბოლო ორი წლის მანძილზე? მომდევნო წელს რა თანხის გამოყოფაა დაგეგმილი?

4. ქალაქის საკრებულოში ვინ უჭერს მხარს ამ პროექტს? ვინ არის მისი წინააღმდეგი და რატომ?

მუნიციპალიტეტის შენობაში არტი მიემართება მერის ადმინისტრაციაში და მიმართავს მდივანს:

- მე მაინტერესებს ინფორმაცია სპეციალიზებული ტრანსპორტის თაობაზე. მე ვიცი, რომ მერი გრინი შედის ქალაქის სატრანსპორტო სამსახურში. ვისგან შემიძლია უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღება?

- თქვენ მინისტრ კოლინზს უნდა გაესაუბროთ. - უპასუხა მდივანმა. - ის ახლა ტელეფონზე საუბრობს, მაგრამ თუ დაიცდით, მალე განთავისუფლდება, მე მოვახსენებ თქვენზე და ვკითხავ, რამდენად შეუძლია, თქვენი დახმარება.

- მდივანი ძალიან სანდომიანი ქალბატონი აღმოჩნდა და მართლაც ძალიან დაეხმარა არტს. როცა მინისტრი კოლინზი შევიდა მისაღებში, არტს ხელი ჩამოართვა და თავისთან კაბინეტში მიიპატიჟა. ის თავისი ინვალიდის ეტლით გაყვა ახლადგაცნობილ მინისტრს.

- რითი შემიძლია გემსახუროთ? - იკითხა მინისტრმა კოლინზმა, როცა შევიდნენ მის ოთახში. არტი მაგიდასთან მოხერხებულად განთავსებას ცდილობდა, მინისტრი ადვილად მიხვდა ამას და მაშინათვე აიღო მაგიდიდან ყავის ორი ცარიალი ფინჯანი, ახლა არტს შეეძლო საქაღალდის მაგიდაზე დაედო და სახელმწიფო მოხელესთან საუბარი დაეწყო.

- მე ვატარებ პატარა გამოძიებას ჯგუფისთვის, რომელიც საკუთარ ინტერესებსა და უფლებებს იცავს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ქალაქის სატრანსპორტო სამსახურმა დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნილება და მოხმარებაში ჩაუშვას სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებები, დახვეწოს მდგომარეობა ავტოსადგომებზე. ყოველივე ამის თაობაზე ქალაქის პოზიცია მაინტერესებდა.

მინისტრ კოლინზს გაეღიმა და უპასუხა:

- მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქი დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას. მე ჯერ საწინააღმდეგო აზრი არ მსმენია. მაგრამ ჩვენ უფრო კარგად უნდა გამოვიძიოთ ეს პრობლემა. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი, რომ ჩვენს ქალაქში არის იმდენი ინვალიდი, რომ საჭირო იყოს სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყვანა. არტმა მყისიერად გაიაზრა მინისტრის ნათქვამი და ახალი კითხვითაც უმალ მიმართა:

- და რა გზით მივა გადაწყვეტილებამდე მერი?

- ეს ძალიან რთული პროცესია, - ახსნას შეეცადა კოლინზი. - ჯერ მე უნდა შევისწავლო ეს საკითხი და მერე დავწერო მოხსენება ქალაქის საკრებულოსთვის. საკრებულო ამას განიხილავს, ხოლო კენჭისყრაზე გატანამდე ქალაქის სატრანსპორტო კომიტეტს გადასცემს. შემდეგ მოხდება მისი კენჭისყრა, დადებითი შედეგის შემთხვევაში ქალაქის მთავრობა დააფიქსირებას თავის პოზიცია, რის შემდეგაც მერი იქნება ვალდებული კანონი სისრულეში მოიყვანოს და წარმოებაში ჩაუშვას.

კარგად მოფიქრებული კითხვებს, ისეთი, როგორსაც სვამდა არტი, მივყავართ ძირითად დებულებამდე. რა თქმა უნდა, წინასწარ შეუძლებელია ყველა კითხვის მოფიქრება და საუბრის დროს შესაძლოა ბევრი ახალი კითხვის დასმის აუცილებლობაცდადგეს, მაგრამ პირი, რომელიც მონაწილეობას იღებს ამგვარ მოლაპარაკებაში, ვალდებულია ქონდეს სწრაფი აზროვნება და გამართული ფრაზა. ეს მოლაპარაკება გავს ჭადრაკის თამაშს, სადაც ყოველი სვლა წინასწარ არ გაქვს განსაზღვრული, სამაგიეროდ აპრიორი გაქვს შემუშავებული სტრატეგია, გყავს შესწავლილი ოპონენტი და იცი, როდის რომელი კომბინაცია უნდა გაათამაშო.

დიალოგის წამყვანმა უნდა იცოდეს, რომელი ფაქტია ძირითადი - ის, რომელიც ესმის ოპონენტს, აფასებს და მიაჩნია ძირითადად; თუ ის ფაქტი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანსაც მიაჩნია დადებით მოვლენად? თვით ჯიუტი სახელმწიფო მოხელეებიც კი იწყებენ მოსმენას, როცა მათ კარგად აწვდიან ნამდვილ ფაქტებს. აი, კარგი კითხვების მაგალითები:

  • რომელი დეპარტამენტი უნდა იყოს დაკავებული ამ გაურვკევლობით? ვინ არის პასუხისმგებელი?

  • რა ქვიათ და რა თანამდებობაზე მუშაობენ ეს მოხელეები?

  • გთხოვთ, მოგვცეთ მათი მისამართები და ტელეფონის ნომრები. ვინ არიან მათი უფროსები?

  • რომელი საბჭო (ან სამართველო) კურირებს ამ განყოფილებას?

  • ვინ არიან საბჭოს (ან სამართველოს) წევრები?

  • როგორ კავშირებს ფლობენ საბჭოს წევრები?

  • არსებუბს თუ არა, ხსენებულ საკითხე ოფიციალური პოზიცია?

  • როგორია ბიუჯეტის უკანასკნელი მონაცემები?

  • რა წყაროები გვაწვდიან სახსრებს? ცენტრალური, თუ ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება იგი?

  • არის თუ არა შესაძლებელი, რომ დაფინანსება კერძო პირებისგანაც მივიღოთ?

თუ პასუხი უარყოფითია

ეს შეიძლება ნიშნავდეს საქმის დასასრულს, მაგრამ ნუ შეეგუებით მას, იყავით შეუპოვარი. ხშირად ისე ხდება, რომ თქვენ გწადიათ ინფორმაციის მიღება, მაგრამ ხელი არ მიგიწვდებათ მასზე. საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დამცველს, ყოველთვის აქვს არსენალში მიდგომის რამდენიმე ვარიანტი და არჩევნის გაკეთება ყოველთვის შეუძლია. როცა არ გაწვდიან თქვენთვის სასურველ ინფორმაციას, ერთ-ერთი გამოსავალია, გააპროტესტოთ მათი გადაწყვეტილება და იქამდე არ დატოვოთ ტერიტორია, სანამ არ მოხდება თქვენი დაკმაყოფილება. მსგავსი მიდგომა ამართლებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ინფორმაციას რომელიმე საზოგადო დაწესებულებაში არ გაძლევენ.

დღეს ინფორმაციის მოპოვების არა ერთი საშუალება არსებობს. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ბიბლიოთეკებს, მერიას, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებს, კოლეჯებს, ან უნივერსიტეტებს. თუ ინფორმაცია არ წარმოადგენს დიდ საიდუმლოს, მისი მოპოვება ერთდროულად რამდენიმე ადგილზეა შესაძლებელი. ხდება ისეც, რომ ფლობთ ინფორმაციას, მაგრამ არ გაქვთ სათანადო კვალიფიკაცია მის გასაგებად. ამ შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ კონსულტანტი, რომელიც ტექსტს მარტივად აგიხსნით და გაგაგებინებთ. ასეთი ექსპერტების მოძებნა თქვენ უნივერსიტეტებში და კოლეჯებში შეგიძლიათ. არსებობს ისეთი სახის ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც ოდენ შესაბამისი პროფესიის ხალხს შეუძლიათ... მაგ. იურისტები, ინჟინრებს, ექიმებს. თუ თქვენ საკუთარი ძალით არ შეგიძლიათ ინფორმაციამდე მისვლა, მაშინ დაუკავშირდით ისეთ პიროვნება, რომლის სპეციალობაც და უფლებამოსილებაც შეესაბამებმა თქვენს ინტერესს და სთხოვეთ დახმარება.

ფაქტი, ან მოსაზრება

ფაქტი

მოსაზრება

თარიღი

წინადადება, რწმუნება

ბიუჯეტი, ციფრები

ის, რასაც ფიქრობს ექსპერტი

ციტატები, სტატიები, გამოცემები,
მონიშნული სიტყვები

წინადადება

კანონი, უფლება

ის, რასაც ფიქრობთ თქვენ

გამოძიების შედეგები

წერილები

საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დაცვის საქმეში თავისი ადგილი უკავიათ ფაქტებს და მოსაზრებებს.

ფაქტებს ორმაგი მნივნელობა ენიჭებათ, როცა თქვენ ისტორიას ყვებით. ერთ-ერთი ხერხი, რომ ეფექტურად მოიშველიოთ ფაქტები, არის მათი წერილობითი თავმოყრა, სადაც თანმიმდევრობა და თარიღებიც იქნება დაცული. მათი გამოცდილება თქვენ დაგეხმარებათ ყველგან, როგორც ინტერესების დაცვაში, ასევე ჯგუფის შიგნით ჩატარებული სამუშაოს, ან რაიმე ღონისძიების დაგეგმვის დროს. გამოცდილება სინამდვილეში მრავალი ფაქტის ერთობასაც ნიშნავს. რაც უფრო მეტია ფაქტი, მით უფრო მდიდარია გამოცდილებაც.

როგორც კი ჯგუფი ჩამოაყალიბებს თავის მოსაზრებას ფაქტებზე, თქვენ შეგიძლიათ ისინი გამოიყენოთ არგუმენტაციის სახით დოკუმენტაციისა და კონცეფციის შემუშავების დროს. ამ დოკუმენტებში თქვენ წერთ ფაქტებს და მას თან ურთავთ ჯგუფიც წევრთა შეჯერებულ მოსაზრებას. მას კარგად უნდა იცნობდეს ჯგუფის თითოეული წევრი, რადგან საჭიროების შემთხვევაში შესძლონ საკუთარი პოზიციის არგუმენტირებული დაცვა. ეს დოკუმენტი აგრეთვე კარგია იმისათვის, რომ წარუდგინოთ საზოგადოებას, მასმედიას, სახელმწიფო ჩინოსნებს. მისი დაყრდნობით, შეიძლება ვიმედოვნოთ, რომ სხდომებისა და კომფროტაციის დროს ჯგუფი საკუთარი წესდებიდან არ გადაუხვევს.

მოსაზრების დაფიქსირება მნიშვნელოვანია, რადგან ჯგუფის თითოეულ წევრს შესაძლოა ქონდეს საკუთარი შეხედულება. ამას უნდა გაუწიოთ ანგარიში. ადამიანები ჯგუფის წევრებად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩათვლიან თავს, თუკი მათ აზრსაც გაითვალისწინებენ და მოუსმენენ. აგრეთვე გაითვალისწინეთ სახელმწიფო მოხელეების მოსაზრებები. თუ თქვე კარგად იცით ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, მაშინ გაგიადვილდებათ შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაც.

ხშირადი ნფორმაცია ისე აღიქმება, როგორც ფაქტი, არადა სინამდვილეში ის მხოლოდ მოსაზრებაა, ან ნაწილი ჭეშმარიტების. ტელეკამერები, მაგნიტოფონები და თვით სტატისტიკაც კი, ხშირად სიმართლის მხოლოდ ნახევარს აჩვენებენ, იწერენ და გამოთქვავენ. ხშირად ჩაწერილი მატერიალი განიცდის კოპირებას და ინფორმაცია სუბიექტის ხელში ხდება სუბიექტური. ამიტომ ხშირ შემთხვევაში, ხალხი მხოლოდ იმას ხედავს, რასაც რედაქტორები და ვიდეო-მონტაჟისტები გვაწვდიან და არა იმას, რისი ჩაწერაც ხდება სინამდვილეში. ინფორმაცია ყოველთვის არ ასახავს საზოგადოების დაკვეთას, მაგრამ ყოველთვის იმ ფორმით მოდის ჩვენამდე, თითქოს ეს მართლაც საზოგადოების დაკვეთა იყოს.

გამოძიება დაასაქმეს თქვენი ჯგუფის არა ერთ წევრს. თქვენთვის უკეთესი იქნება, თუ წინასწარ შეიმუშავებთ სამოქმედო გეგმას და აღნიშნავთ, ვინ როგორ და რა ვადებში შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, რაზე გაკეთდება აქცენტი და ა.შ.

სამოქმედო გეგმა აკონტროლებს პროცესის მიმდინარეობას და უწევს მას კონტროლს, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ სამოქმედო გეგმის მიხედვით, მაშინ ნაკლები შანსი გვექნება ამოცანების შესასრულებლად.

დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ ამოცანის კარგად გათვლა და სტრატეგიის მაღალ დონეზე შემუშავება - უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტებია. ჯგუფისთვის ძალიან კარგია, რომ პირველ წარმატება შედარებით იოლად და ნაკლები ძალისხმევით მოიპოვონ. მიღწეული გამარჯვება უფრო ერთ გუნდად კრავს ჯგუფს, მათებს ძალასა და ენერგიას, უბიძგებს ახალი, უფრო რთული ამოცანებისა და მიზნების შესრულებისკენ. დააკვირდით:

1. საორგანიზაციო პედიოდი არ უნდა გაიწელოს, რათა მონაწილეებმა არ დაკარგონ ინტერესი. კარგი საკითხი 3-6 თვის მანძილზე აუცილებლად უნდა იყოს გადაჭრილი.

2. სამოქმედო გეგმა ყოველ ნაბიჯს თვლის. შესაძლოა წინასწარ გათვლილი ნაბიჯებიდან რომელიმე გამოგრჩეთ, ეს ნორმალურია, მაგრამ გადახვევა უკვე მიღებული სტრატეგიიდან და მისი იგნორირება დაუშვებელია.

3. ყველაზე ცუდი საქმის ხმაურით დაწყება და უხმაუროდ დასრულებაა. ასეთ შემთხვევაში, ჯგუფის მუშაობა განიცდის კრახს, ამიტომ ჯობია პირველად იოლი ამოცანები დავისახოთ და კარგად შევასრულოთ, ვიდრე პირიქით მოხდეს, ხოლო შემდგომ ამისად ურთულესი ამოცანების შესასრულებად მეტი შანსები და საშუალებები გაგვიჩნდება.ზოგიერთი პრობლემა შეიძლება რამდენიმე ნაწილად დავყოთ. საერთო პოზიტიური განწყობა ნებიმისერი საკითხის ირგვლივ არის სასურველი იმისთვის, რომ ჯგუფის წევრებმა არ დაკარგონ ინტერესი, სტიმული და ერთად მუშაობა უპრობლემოდ შესძლონ.

მაგალითად საკითხზე - „როგორ მოვახდინოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა?“ - ჯგუფის მუშაობა შეიძლება რამდენიმე ნაწილად და მიმართულებით დაიყოს.

არა ერთი კითხვა ჩნდება თავად მოქმედების დროს და გვიქმნიან იმის შესაძლებლობას, რომ უფრო და უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ. ასეთ საკითხებს

საფუძვლიანი შესწავლა სჭირდებათ.

დაავალეთ თანამშრომლებს ისეთი სახის სამუშაოს შესრულება, რომელიც სხვებისთვისაც იქნება სასარგებლო. მაგ. განსხვავებული სახის ინვალიდობის მქონე პირთათვის.

არ მისცეთ პესიმიტებს იმის უფლება, რომ ხასიათი გაგიფუჭონ, რადგან ისინი მხოლოდ დამარცხებულთა პოზიციიდან გვესაუბრებიან. სხვისი მარცხი ვერასდროს იქცევა ჩვენი გამარჯვების საწყისათ, ამიტომ იყავით პოზიტიურნი და არ მისცეთ სხვა ინვალიდობის მქონე პირებს უფლება თავი მარტოსულად და მიუსაფრად იგრძნონ. შეაფასეთ საკუთარი ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობა, განვლილი გზა, შეკრიბეთ ჯგუფის ყველა წევრი და ერთად დასახეთ ორგანიზაციის სამომავლო მიზნები, მათი განხორციელების გზები და დარწმუნდით, თუკი თქვენ დარჩებით მოწოდების სიმარლეზე, მომავალი წარსულზე გაცილებით უკეთესი იქნება.

ინვალიდობის მქონე პირების უფლებების და ინტერესების ეფექტური დაცვითი გეგმის კონტროლი

  • პრობლემის განსაზღვრა.

  • პრობლემის გამოძიება.

  • საკუთარი პოზიციის განსაზღვრა პრობლემის მიმართებაში.

  • გეგმის შემუშავება.

  • მოზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბება.

  • თანამშრომლობა.

  • ინფორმაციის თავმოყრა.

  • შეხვედრა გავლენიან ხალხთან.

  • საზოგადოებასთან შეხვედრების ჩატარება.

  • წერილის დაწერა თანადგომისთვის.

  • საკონტაქტო ქსელის გამოყენება.

  • მუდმივად ფასდებოდეს გეგმის შესრულების ხარისხი.

  • მასიურ საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობა.

  • ხელისუიფლებასთან ურთიერთთანამშრომლობის განვითარება

9.3 მუშაობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან

▲ზევით დაბრუნება


ცვლილებისა და კონფლიქტების მართვის ცენტრი
პარტნიორები - საქართველო

განვითარებადი დემოკრატიების პირობებში, მას მედიასა და ჟურნალისტებს ხშირად შეუტანიათ წვლი-ლი კარგი იდეის წარმა-ტებაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, ან სკანდალური ამბის გამოაშკარავებაში. მას მედიის მნიშვნელობა უეჭველად დიდია, და ის ხშირად სოციალური თუ პოლიტიკური განვითარების კატალიზატორის როლში გვევლინება. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომაა ესოდენ მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინტერესების დაცვის ფარგლებში მას მედიასთან მუშაობა. მედიის საშუალებით შესაძლებელია საზოგადოების ყურადღებისა და მხარდაჭერის მოპოვება, კერძოდ კი იმ ადამიანთა მხრიდან, ვისზეც აპირებთ ზეგავლენის მოხდენას. როგორც მაუწყებლობა, ასევე გსაგაზეთო პრესა ყოველდღე ზღვა ინფორმაციას ამუშავებენ; არც ისე მარტივია მთავარ თემებში ჩვენი იდეისა და აზრების ზუსტი გატანა. თუმცა, ამის გაკეთება შესაძლებელია, და რაც მთავარია, შესაძლებელია ვისწავლოთ ამის კეთება. არამომგებიანი ორგანიზაციებისათის არსებობს რიგი წიგნებისა და სახლემძღვანელოებისა, სადაც გადმოცემულია მას მედიასთან მუშაობის წარმატებული ტექნიკები და ზოგადი რჩევები.

ჟურნალისტები ყოველთის ეძებენ საინტერესო და ინფორმაციულ ამბებს. მათ სურთ მიიღონ ზუსტი და უახლესი ინფორმაცია. ისევე როგორც ადვოკატებს, მათაც მოსწონთ ისეთი პრობლემების გაშუქება, რომლებიც რეალურად ხალხს, საზოგადოებას ეხება. ამდენად, ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ მათ სიდ-ის ძალისხმევებში.

თუ გადაწყვიტეთ მედიასთან მუშაობა, მაშინ ამ მიმართულებით საწარმოებელი ღონისძიებები სიდ-ის გეგმის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. მედიასთნ მუშაობაში, ისევე როგორც ეს სტრატეგიული დაგეგმვისას ხდება, საჭიროა განისაზღვროს, თუ რისი მიღწევა გსურთ, საიდან იწყებთ და რა ნაბიჯებს გადადგავთ მიზნის მისაღწევად. შინაარსთან ერთად მნიშვნელოვანია ფორმა, რომლითაც ის იქნება წარდგენილი. არ არსებობს ტიპიური ან უნივერსალური მკითხველი, მსმენელი ან მაყურებელი, მაგრამ თუ გსურთ ადამიანებმა მოგისმინონ, უნდა ესაუბროთ მათ პრობლემებზე მათი პიროვნული მოთხოვნილებებიდან და ფასეულობებიდან გამომდინარე და იმ ენაზე, რომელიც მათთვის გასაგებია.

ისევე, როგორც ლობირებისას მნიშვნელოვანია კარგად ერკვეოდე პოლიტიკურ სისტემაში, კარგად უნდა გაერკვეთ მას მედიაშიც - რომელ საშუალებას უფრო უყურებენ, კითხულობენ თუ უსმენენ, ვინ არის ამა თუ იმ საშუალების მიზნობრივი აუდიტორია, როგორია ამ საშუალებების პოპულარობისა და მათი ნდობის დონე, როგორ მუშაობენ მათი გამომცემლები, რა ტიპის ინფორმაცია ურჩევნიათ ჟურნალისტებს და ა.შ.

მიზნობრივი ჯგუფი

მას მედიასთან მუშაობისას, და საზოგადოებასთან ნებისმიერი ურთიერთობის დროს არ უნდა დაივიწყოთ, თუ ვის ესაუბრებით. უნდა გაითალისწინოთ როგორც ის დონე, რა დონეზეც უნდა დაარწმუნოთ ადამიანები თქვენს მიერ მიწოდებული იდეით, ასევე ის კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფი, თავისი მოთხოვნილებებით, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ისინი, ვინც უკვე დარწმუნებულია, აღარ საჭიროებენ შემდგომ დარწმუნებას. მათ მშვენივრად იციან თქვენი არგუმენტები და უკვე კარგად 118 ცნობილი საკითხების გამეორებით ადვილად გაანაწყენებთ, ან თავს მოაბეზრებთ. მათ უმეტესობას უფრო მხარდაჭერა და აღარება სჭირდება და არა ძლიერი არგუმენტები.

იფიქრეთ, თუ რაოდენ აუცილებელია გახარჯოთ თქვენი ორატორული ნიჭი იმ ადამიანებზე, რომლებსაც საწინააღმდეგო შეხედულებები გააჩნიათ. ისინი მტკიცედ დაიცავენ თავიანთ პოზიციებს და უკუაგდებენ მათზე ზეგავლენის მოხდენის ნებისმიერ მცდელობას - როგორც რაციონალურს, ასევე ემოციურსაც. მათი ასეთი უარყოფითი განწყობა ხშირად თქვენი ძალისხმევების გაძლიერების მიზეზი გახდება.

არსებობს ასევე დიდი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, და მერყეობენ, თუმცა ზოგადად არ არიან მტრულად განწყობილნი. თუ შეძელით მათ დაინტერესება, ისინი თქვენს მოსმენაზე უარს არ იტყვიან. ზუსტად მათგანაა მოსალოდნელი მხარდაჭერის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი - ამიტომ მიმართეთ თქვენი ყურადღება პირდაპირ მათკენ. რა აინტერესებთ ყველაზე ძალიან? ცნობილია, რომ ინფორმაცია, თავისთავად, არაა ყოველთვის საკმარისი განწყობის შესაცვლელად. ადამიანებზე მოქმედებს არავერბალური კომუნიკაციაც, მიმზიდველი და გასაგები ენით საუბარი, გულისამაჩუყებელი ისტორიები; აგრეთვე ის, თუ ვისი სახელით საუბრობთ, რამდენად შეუძლიათ მათ თქვენი ნდობა, თქვენთან დათანხმება და ა.შ.

იცით თუ არა, ვის მიმართავთ, ვინაა თქვენი მიზნობრივი ჯგუფი? დიდია ეს ჯგუფი თუ პატარა? შეგიძლიათ მისი განსაზღვრა? შეიცვლება თუ არა ის კამპანიის დროს? დასაწყისისთვის, განიზრახეთ ზემოქმედება უფრო მომცრო მიზნობრივ ჯგუფზე, მაგალითად გარკვეული პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებზე, მოგვიანებით კი შეგიძლიათ ეცადოთ გახვიდეთ ახალგაზრდებზე, დიასახლისებზე, ან საზოგადოების ფართო წრეებზე.

მას მედიასთან მუშაობის სტრატეგიის ნაბიჯები:

  • განსაზღვრეთ, თუ რა მიზნების მიღწევა გსურთ (აზრის შეცვლა, ინფორმირება, რომელიმე პრობლემის აღქმის შეცვლა, საჯარო დებატები) და როგორია ის მიზნობრივი ჯგუფი, რომლის მიმართვასაც აპირებთ.

  • შექმენით თქვენი კამპანიის კონცეფცია: ჩამოაყალიბეთ კამპანიის მთავარი აზრი და შეადგინეთ ყველასათვის გასაგები სლოგანი.

  • მთავარი აზრი უნდა იყოს მარტივი და ორიგინალური, მიმზიდველი და ადვილად გასაგები. შეადგინეთ ის თქვენი საკუთარი სიტყვებით, მაგრამ ისეთნაირად, რომ მიზნობრივი ჯგუფისათვის გასაგები იყოს. სლოგანი არაა იგივე, რაც მთავარი აზრი, მაგრამ მას ეფუძნება. ანალოგიას რომ მივმართოთ, თუ მთავარი აზრი სეიფია, რომელშიც რაიმე ფასეულობა ინახება, სლოგანი არის ის კომბინაცია, ის გასაღები, რომელიც ამ სეიფს გახსნის. სლოგანი კარგად ჩაცმულ პიროვნებაზე მოხვეული ფერადი შარფივითაა; ის შორი მანძილიდან ჩანს და ყურადღებას იპყრობს. კარგი სლოგანი კამპანიის ლეიტმოტივია. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ თქვენი აზრის მხარდასაჭერად რომელიმე ცნობილ პიროვნებას იპოვით.

  • მოამზადეთ მედია ღონისძიებების კალენდარი, ან გეგმა

  • რა პირობებში მოგიწევთ მუშაობა? როგორი სიტუაციაა ჩამოყალიბებული? რაზე მოგიწევთ რეაგირება? კიდევ რა მოვლენებია მოსალოდნელი? რამდენად ხშირადაა საჭირო გაზეთებში პუბლიკაციების გაკეთება, ან პრეს კონფერენციის ორგანიზება? რისი მიღწევა გსურთ ერთ კვირაში, თვეში, ან წელიწადში? და საერთოდ დაფიქრდით, მართლაც საჭიროებს თუ არა თქვენი ორგანიზაცია ასეთი გეგმის მომზადებას, თუკი, ვთქვათ, მსგავსი ღონისძიება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ტარდება?

  • განსაზღვრეთ მასმედია და მასთან მიდგომის საშუალებანი

  • როგორი უნდა იყოს კამპანიის მასშტაბი, მედიის რა საშუალებით მიმართავთ მიზნობრივ ჯგუფს? როგორია ინდივიდუალური მედიის სტრუქტურა - პოპულარობის დონე, სანდოობა, ხელმისაწვდომლობა? რა რესურსები (ადამიანური, მატერიალური, ფინანსური) და კონტაქტები გაგაჩნიათ?

  • იპოვეთ სიტყვები და არგუმენტები - მოხაზეთ თემა.

  • წარუდგინეთ საზოგადოებას იდეები და საქმიანობა გარკვევით და მათთვის მიმზიდველი სახით. წინასწარ მოამზადეთ საკვანძო სიტყვები და კარგად დაალაგეთ არგუმენტები. თქვენს ძალებშია მიმართოთ თითოეულ პიროვნებას, მოთხოვნილებებისა და ფასეულობების მისი პიროვნული სისტემიდან გამომდინარე.

მას მედიასთან მუშაობის მეთოდები

შემდეგ ქვეთავებში ჩვენ წარმოგიდგენთ მას მედიასთან მუშაობის რამოდენიმე კონკრეტულ მეთოდს. ესენია:

  • პრეს-კონფერენციები;

  • ბრიფინგები;

  • პრესისთვის დოკუმენტების მიწოდება;

  • სატელეფონო ზარები;

  • პრეს - ანგარიშები;

  • განცხადებები პრესაში;

  • ინტერვიუ.

ყოველთვის გახსოვდეთ, თუ ვისთან გეგმავთ საუბარს, ან ვისთვის აქვეყნებთ რაიმეს, და რამდენად შეესატყვისება არჩეული მეთოდი იმ მიზანს, რომლის მიღწევაც გსურთ. ყოველი ინტერვიუს, ან პრეს-კონფერენციის შემდეგ შეიკრიბეთ და მიეცით ერთმანეთს უკუკავშირი (შეაფასეთ ერთმანეთის გამოსვლები). არ დაგავიწყდეთ ადევნოთ თვალყური პრესაში მიმდინარე გამოსვლებს, ამით თქვენ შეძლებთ მიზნობრივ ჯგუფთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას და თქვენი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას.

პრეს-კონფერენციები

პრეს-კონფერენციები უნდა გამართოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მართლა გაგაჩნიათ სათქმელი და როდესაც პრეს-კონფერენცია თქვენი მიზნის მისაღწევი საუკეთესო გზაა. არ დაივიწყოთ, რომ თქვენ პროაქტიური ხართ და იმ გარემოში იძლევით ინფორმაციას, რომელიც თავად აირჩიეთ. პრეს-კონფერენციების მეშვეობით შეგიძლიათ კონკრეტულ მოვლენებზე - ახლად მიღებულ კანონზე, სკანდალებზე და ა.შ. რეაგირება. მნიშვნელოვანია დასახოთ მიზნები: როგორ შედეგებს მოელით პრეს-კონფერენციისაგან და რა უნდა გამოქვეყნდეს. მაქსიმალურად შეეცადეთ ჟურნალისტები დაესწრონ ღონისძიებას და თან წაიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ნუ დაგავიწყდებათ წინასწარ შეატყობინოთ ჟურნალისტებს პრეს-კონფერენციის, მისი ხანგრძლივობისა, და დასარიგებელი მასალების შესახებ.

ბრიფინგები

ბრიფინგების მიზანია ჟურნალისტების უფრო ღრმა და რეგულარული ინფორმირება. ადამიანთა შედარებით მცირერიცხოვანი აუდიტორია იძლევა უფრო კონცენტრირებული და დეტალური მოხსენების საშუალებას. ბრიფინგი უფრო მშვიდი ღონისძიებაა, და არ ითვალისწინებს პრესაში პუბლიკაციას. მოწვეულები არიან უმთავრესად ის ჟურნალისტები, რომლებმაც გამოთქვეს თემისადმი ინტერესი.

სატელეფონო ზარები პრესაში

ეს არის ჟურნალისტებთან თქვენი (და პირიქით) დაკავშირების უსწრაფესი გზა. თუ თქვენ აგზავნით ჟურნალისტთან პრეს-ანგარიშს, უნდა აუცილებლად მიაყოლოთ მას სატელეფონო ზარი, ამით თქვენ არა მხოლოდ დაუდასტურებთ მას მომხდარ ფაქტს, არამედ დაამყარებთ მასთან კონტაქტს, რომელიც ურთიერთობის დასაბამი იქნება. ტელეფონი აგრეთე იძლევა საშუალებას სწრაფად მიაწოდოთ ინფორმაცია პრესას გაუთვალისწინებელი მოვლენების შესახებ.

პრეს-დოკუმენტები

როგორც კი გადაწყვიტავთ, რომ თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტები ზუსტად ის დოკუმენტებია, რომელთა პრესისადმი ჩვენებაა აუცილებელი, გადაამოწმეთ ისინი სიზუსტის, ობიექტურობის, აქტუალურობის, მიმზიდველობის და დროულობის თვალსაზრისით. ნუ შემოიფარგლებით წიგნებითა და სტატიებით, შეგიძლიათ მიაწოდოთ წლიური ანგარიშები, ანალიზები და გამოკვლევები, ფოტოები.

პრეს-ანგარიშები

პრეს-ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვებს: ვინ, სად, როდის, რა, რატომ, როგორ? შესაძლებელია ზუსტად ასეთი თანმიმდევრობა არ იყოს დაცული, მაგრამ თავშივე საჭიროა უმთავრესი საკითხების მიწოდება. უკეთესია ანგარიში ამოტრიალებული პირამიდის პრინციპით დაიწეროს - ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყოს დასაწყისში, რადგან გაზეთები რედაქტირებას ბოლოდან იწყებენ. არ დაივიწყოთ ტექნიკური დეტალებიც: შეეცადეთ დაეტიოთ ერთ გვერდზე, სტრიქონებს შორის ორმაგი ინტერვალით; მიაწერეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები, თარიღი, დრო და მოაწერეთ ხელი. თუ ანგარიშს ფაქსით აგზავნით, ყოველთვის მიუთითეთ, თუ ვისთვისაა ის განკუთვნილი და დარეკეთ რათა დარწმუნდეთ, რომ ფაქსი ნორმალურად გავიდა.

სამაუწყებლო პრესასთან ინტერვიუები

უპირველეს ყოვლისა, დაუსვით თქვენ თავს კითხვა: რას იხეირებს ორგანიზაცია თქვენს მიერ მიცემული ინტერვიუს მეშვეობით? მომზადებისას გაეცით პასუხი შემდეგ კითხვებს:

რატომ და რა კონტექსტში მომიწვიეს? რა განწყობას წარვადგენ?

რა დროს გადის გადაცემა ეთერში? რამდენ ხანს გაგრძელდება და სად გაიმართება? რა ტიპის გადაცემაა ეს - ახალი ამბების, თუ სადისკუსიო? როგორია მისი მიზნობრივი ჯგუფი? ჩაიწერება თუ პირდაპირ ეთერში გავა? დარეკავს თუ არა პირდაპირ ეთერში მსმენელი? მარტო ვიქნები, თუ სხვებთან ერთად?

ინტერვიუს დროს უნდა საინტერესოდ გამოიყურებოდეთ, გარკვევით ისაუბროთ და დაახსომოთ თავი მსმენელს. მხოლოდ ასე შეძლებთ კამპანიის მიზნების მიღწევას, ან იმ საქმიანობის დაწყებას, რის გამოც მოხვედით ინტერვიუზე.

საადვოკატო ქეისების მომზადება ანუ როგორ მოვუთხროთ სხვებს ჩვენი გამოცდილების შესახებ?

ქეისების დანიშნულება

ჩვენი განსაზღვრებით, სამოქალაქო ინტერესების დაცვა (სიდ) არის სისტემური ცვლილების მიღწევაზე მიმართული ორგანიზებული ძალისხმევა. რა საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს სიდ-ის კამპანია, იგი ყოველთვის მიისწრაფის პოლიტი-ურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართვისაკენ. სამოქალაქო ინტერესების დაცვის აქტივისტები ერთნაირ სტრატეგიებს მიმართავენ - იქნება ეს მასწავლებელთა ასოციაციის მცდელობა დააფუძნონ სკოლებში სქესობრივი აღზრდის სასწავლო კურსი, თუ მომხმარებელთა უფლებების დამცავი გაუმჯობესებული კანონის ლობირება.

ქეისი არის ადამიანებისა და მათ მიერ მოხდენილი ცვლილებების შესახებ დაწერილი ისტორია. თითოეული ასეთი ისტორია მშვენიერი სახელმძღვანელოა როგორც ახალბედა, ასევე გამოცდილი ადვოკატებისათვის, რადგან ის უნიკალური გამოცდილების აღმწერი დოკუმენტალური მასალაა. თქვენი საკუთარი კამპანიის აღწერით შეგიძლიათ დაანახოთ სხვებს, თუ როგორ უნდა აიღონ თავიანთ ხელში ინიციატივა და გადაწყვიტონ მათი საკუთარი აქტუალური პრობლემები. ასე რომ ნებისმიერი ტიპის ისტორია (ქეისი) გამოსადეგია სამოქალაქო ინტერესების დაცვის ადვოკატთა მთლიანი საზოგადოებისათვის.

ქეისები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აგრეთვე პროფესიონალი თუ სამოქალაქო ადვოკატების წვრთნის პროცესში. ქეისების მეშვეობით ადვოკატები უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ კონკრეტულ გამოცდილებას და ამ პროცესით იმავდროულად ხელს უწყობენ ახალი იდეების დაბადებას. ქეისები სხვადასხვა კონკრეტულ საკითხებს აშუქებენ, მაგალითად:

როგორ მოახერხეს აქტივისტებმა თავიანთი მიზნების საჯაროდ გამოტანა და მას მედიის ყურადღების მიპყრობა?

რა იყო ის დამახასიათებელი და კულტურით განპირობებული სიმბოლოები, რომლებიც გამოყენებულ იქნა კამპანიის მიზნობრივი ჯგუფის მოტივაციისათვის?

რა საფუძველი ჩაუყარა კონკრეტულმა კამპანიამ მომავალ საადვოკატო ღონისძიებებსა და ძალისხმევებს?

როგორ ახერხებდნენ კამპანიის ლიდერები კონკრეტული წინააღმდეგობების გადალახვას?

ქეისები რამოდენიმე მიზანს ემსახურება:

- ისინი მოუწოდებენ ქმედებისაკენ და სტიმულს იძლევიან. შეისწავლიან რა სხვათა მიერ განხორციელებული სოციალური ცვლილების კონკრეტულ გზებს, ადვოკატებს უადვილდებათ პირველი ნაბიჯების გადადგმა. კარგად დაწერილი ქეისის საშუალებით ჯგუფი, ან ინდივიდი შეძლებს კარგად „შეიგრძნოს“ დასახული მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.

- ისინი ასწავლიან სამოქალაქო ინტერესების დაცვისათვის საჭირო უნარ - ჩვევებს.

ქეისები ისეთი კონკრეტული ტექნიკების ათვისების საშუალებას იძლევიან, როგორებიცაა,მაგალითად ალიანსების შექმნა, მას მედიასთან ურთიერთობა და მისი საშალებებით სარგებლობა, ლობირება, საზოგადოების მობილიზაცია და ა.შ. წარმატებული ქეისი გვიჩვენებს კონკრეტული სტრატეგიების ეფექტურობას და გვეხმარება შესაძლო დაბრკოლებების თავიდან აცილებაში.

- ისინი ავითარებენ სახალხო ადვოკატთა საზოგადოებას. სხვადასხვა საკითხების ირგვლივ გამართულ კამპანიაებს შესაძლოა ბევრი რამ ჰქონდეთ საერთო, მაგრამ მათში ჩართულ ადვოკატებს იშვიათად უჩნდებათ გამოცდილების გაზიარების საშუალება. ქეისები უვსებენ მათ ამ უკმარისობას და რეალურს ხდიან საკმაოდ დიდი (გეოგრაფიული თუ თემატური თვალსაზირისით) საადვოკატო ქსელების შექმნას.

- ისინი აძლიერებენ საზოგადოებას. წარმატებული კამპანიის აღწერა ყოველთვის გულისხმობს საზოგადოების მონაწილეობის ხაზგასმას, აქტივისტთა წვლილის აღიარებას, ხოლო ყოველივე ეს კარგ საფუძველს უქმნის მომავალ საადვოკატო საქმიანობას.

- ისინი ქმნიან სამოქალაქო ინტერესების დაცვის მოძრაობის ისტორიას. თითოეული ქეისი - ამ ისტორიის მცირე მონაკვეთია. ქეისების კოლექციის გაზრდით ჩვენ რეალური ისტორიის შექმნას ვუწყობთ ხელს.

ფოკუსის (მთავარი თემის) არჩევა

ქეისი გაცილებით მეტია, ვიდრე მომხდარის მარტივი გადმოცემა, მას გარკვეული მორალი უნდა ახლდეს თან. ეფექტური ქეისი უნდა აღწერდეს კამპანიის მხოლოდ ერთ-ერთ ასპექტს და მისგან მიღებულ გაკევთილებს, და სწორედ ესაა მისი ე.წ. ფოკუსი, ანუ ქეისის მთავარი თემა.

თვით ფოკუსი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, დაწყებული კამპანიის ძირითადისაკითხიდან, მონაწილეებიდან, ალიანსებიდან თუ ოპონენტებიდან და დამთავრებული კონკრეტული ტექნიკებით, სტრატეგიებითა და რესურსებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კამპანია მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, მაგრამ შეეცადეთ მიუძღვნათ ქეისი რომელიმე განსაკუთრებულ ასპექტს - იქნებ კამპანიის მიერ მოხდენილი ეფექტი იყო უჩვეულოდ ძლიერი, ან მასში გამოყენებულ იქნა ახალი და უჩვეულო ინსტრუმენტები.

დასვით კითხვა: რა იყო ამ კამპანიაში განსაკუთრებული და ძლიერ შთამბეჭდავი? რა არის ის სასარგებლო გამოცდილება, რისი გაზიარებაც კარგი იქნებოდა სხვა ადვოკატებისათვის მომავალი კამპანიების უფრო ეფექტურად ჩატარების მიზნით? ქვემოთ ჩამოთვლილია ასეთ სავარაუდო ასპექტთა სია, რომელიც, რა თქმა უნდა, სულაც არაა ამომწურავი:

კოალიციებისა და ალიანსების შექმნა. ვინ გაერთიანდა ამ კამპანიის ჩასატარებლად? როგორ მოგვარდა სხვადასხვა ინტერესების ერთად თავმოყრის პრობლემა? მას მედიასთან ურთიერთობა. რა გზებით ურთიერთობედნენ სახალხო ადვოკატები მას მედიასთან? ხომ არ გახდა შესაძლებელი კამპანიის საკითხების გაშუქება რომელიმე გაუთვალისწინებელი ღნისძიების, ან მოვლენის ტრანსლიაციის დროს? სიმბოლოების გამოყენება. რა სიმბოლოები გამოიყენა კამპანიამ თავისი მიზნობრივი აუდიტორიის მობილიზაციის მიზნით? დაგემხარათ თუ ხელი შეგიშალათ ადგილობრივი კულტურის გათვალისწინებით შემუშავებულმა მიდგომებმა?

ლობირება. რა იყო ლობირების ის კონკრეტული ტექნიკა, რომელიხ განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა? რომელი იყო წარუმატებელი და რატომ? იყენებდით თუ არა ლობირებისას მიზნობრივი აუდიტორიის მხარდაჭერას, თუ მხოლოდ რამოდენიმე საკვანძო პიროვნების ინდივიდუალურ ძალისხმევას მიმართეთ?

ინფორმაციის გავრცელება და კონუმიკაცია. როგორ ხდებოდა კამპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება? იყენებდით თუ არა ინოვაციურ სისტემებს, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა და ინტერნეტი, თუ ამჯობინეთ გაზეთებით, პლაკატებითა და სარეკლამო ფურცლებით შემოფარგვლა?

საზოგადოების მხარდამჭერის ორგანიზება. როგორ ახერხებდნენ კამპანიის ლიდერები საზოგადოების ინტერესის გამოღვიძებას და მისი ქმედებისაკენ წახალისებას? ხომ არ დაგეხმარათ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, ან გარემოება?

ოპოზიციის სტრატეგიები. რა იყო ის განსაკუთრებული სირთულე, რასაც კამპანიის ოპონენტების მხრიდან წააწყდით? რა სტრატეგიები გამოიყენეთ ამ წინააღმდეგობის თუნდაც ნაწილობრივი შესუსტებისათვის?

როგორ უნდა დავწეროთ?

არ არსებობს ქეისის დაწერის ერთიანი სტრატეგია, ან ფორმატი. ზოგიერთი კამპანიისათვის საკმარისია სიტყვიერი აღწერის გაკეთება, ზოგიერთი კი ითხოვს სლაიდების, ან ვიდეო პრეზენტაციების გამოყენებას; და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კამპანიის ძირითად ფოკუსზე.

ქეისის დაწერისას მოსახერხებელია მისი სტრუქტურირება, მაგალითად:

პრობლემის აღწერა: მკითხველს აუცილებლად უნდა შეუქმნათ წარმოდგენა იმ პრობლემის შესახებ, რომლის გადაჭრასაც ცდილობდა თქვენს მიერ ორგანიზებული კამპანია. ქეისის ეს ნაწილი მოკლედ უნდა აყალიბებდეს კამპანიის გარემოებებს, განსაკუთრებით კი იმ სიძნელეებს, რომლებითაც ხასიათდებოდა არსებული სიტუაცია. აქვე უნდ ამოახდინოთ კამპანიის ინიციატორთა წარდგენა.

კამპანიის აღწერა: ეს ნაწილი წასაკითხად მიმზიდველი უნდა გახადოთ და ასახოთ მასში მხოლოდ ის ფაქტები, რომლებიც აუცილებელია თქვენს მიერ არჩეული ძირითადი ფოკუსის დ მისგან გამომდინარე გაკვეთილების საილუსტრაციოდ.

მსჯელობა და დასკვნები: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქეისმა კარგად გამოკვეთოს კამპანიის ჩატარების შედეგად გამოტანილი გაკვეთილები. შეეცადეთ ისე დაწეროთ ყველაფერი, რომ სხვა ადვოკატებმა შეძლონ თქვენს მიერ გამოყენებული სტრატეგიების, ან ტექნიკების სრულფასოვანი სახით გამოყენება.

ახლა კი რამოდენიმე რჩევა იმის შესახებ, თუ რას უნდა აარიდოთ თავი ქეისის შექმნისას:

- ნუ შეეცდებით ძალიან ბევრი რამის მოყოლას. ქეისი არ არის მომხდარი მოვლენების ქრონიკა;

- არც ძალიან მოკლე ქეისია მოსაწონი. მკითხველმა უნდა შეძლოს მთლიანი სიტუაციის შეგრძნება და დაინახოს, თუ რა შესაძლებლობები, ან საფრთხეები არსებობდა კამპანიის ჩატარებისას;

- ქეისი არაა ოპონენტებთან გასწორების ასპარეზი. ნუ შეეცდებით დაარწმუნოთ მკითხველი მათ ვერაგობაში; აარიდეთ თავი კამპანიის ემოციებს და რაც შეიძლება ობიექტურად აღწერეთ თქვენი ოპონენტების ქმედებები;

- თუმცა, არ მოგერიდოთ კარგი ისტორიის მოყოლაც. ცოტაოდენი დრამა, ან იუმორი მშვნეივრად გამოაცოცხლებს თქვენს ქეისს და მკითხველის ყურადრებასაც მიიპყრობს;

- შეცდომების აღწერისას სულ არაა აუცილებელი დაკონკრეტება - მიეცით მკითხველს მხოლოდ ზოგადი მინიშნება დაშვებულ შეცდომებსა და არასწორ სვლებზე; ნუ შეგრცხვებათ თქვენი შეცდომების აღიარებისა - ჯერ ერთი, ყველა უშვებს შეცდომებს, მეროეც ერთი - ადამიანებს სჩვევიათ უფრო დაგიჯერონ მაშინ, როდესაც წარუმატებლობებზე ესაუბრები, ვიდრე მაშინ, როდესაც თავს იქებ.

დაწერილი ქეისების გავრცელება

შექმნილი ქეისების გასავრცელებლად რამოდენიმე საშუალება არსებობს:

  • გამოაქვეყნეთ ის ადგილობრივ გაზეთებში

  • დაურიგეთ იმ ადვოკატებს, რომლებიც თქვენს კამპანიაში მონაწილეობდნენ

  • გაუგზავნეთ ასლები საკანონმდებლო ორგანოებსა და სამთავრობო სტრუქტურებს

  • დაურთეთ ისინი თქვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ საგრანტო განაცხადებს

  • დააგზავნეთ ქეისი ელექტრონული ქსელებით, განათავსეთ იგი თქვენს ინტერნეტ-გვერდზე

  • ყოველთვის იქონიეთ თან ქეისები, როდესაც შესატყვის შეხვედრებსა თუ ღონისძიებებზე მიდიხართ.

10 კოალიციის მიერ წარმართული საქმიანობა და განხორციელებული პროექტები

▲ზევით დაბრუნება


2003-2004 წწ. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაცია“ (სახელმწიფო პროგრამა).

პარტნიორი ორგანიზაციები:

  • „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“,

  • საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია,

  • საქართველოს ყრუთა კავშირი,

  • საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი,

  • ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი:

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი

პროექტის ფარგლებში:

  • შეიქმნა ვებ - გვერდი (www.disability.ge), რომელსაც ანალოგია არ გააჩნია ქართულ ინტერნეტ სივრცეში;

  • მომზადდა თემატური ტელე და რადიო გადაცემები, სოციალური რეკლამები ინვალიდობის თემაზე;

  • ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით ინვალიდთა მშობლებისა და პედაგოგთათვის ორგანიზებულ იქნა სემინარები ერთობლივ სწავლებაზე;

  • წარმოებდა ინვალიდთა იურიდიული და ფსიქოლოგიური მომსახურება;

  • გამოიცა კანონთა კრებული ინვალიდთა უფლებებზე;

  • შეიქმნა ჟესტური სიმღერის ჯგუფი;

  • შექმნა ყრუთა ქორეოგრაფიული ანსამბლის;

  • შეიქმნა ჟესტისა და მიმიკის თეატრალური სტუდია;

  • ამოქმედდა უსინათლოთა თეატრალური დასი;

  • ჩამოყალიბდა ინვალიდ ბავშვთა მარიონეტების თეატრი;

  • შეიქმნა ფოტოხელოვნების სტუდია, მოეწყო ფოტონამუშვრების გამოფენა;

  • დაარსდა ინვალიდ ქალთა ხელოვნების სტუდია (კლუბი).

2004-2006წწ. „ახალგაზრდათა ჯგუფების მონაწილეობით სამოქალაქო დიპლომატიის განვითარება ინვალიდთა უფლებების დაცვის სფეროში“.

პარტნიორი ორგანიზაციები:

„ინვალიდობის მსოფლიო ინსიტუტი“ (აშშ), ინვალიდთა რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაცია „პერსპექტივა“ (რფ).

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი:

ბელგიის ხელისუფლება - ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში (OSCE).

სხვადასხვა მიზანჯგუფებისთვის (ხელისუფლების წარმომადგენლები, პედაგოგები, ინვალიდების მშობლები, ახალგაზრდა ინვალიდები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ჟურნალისტები, იურისტები, საშუალო სკოლის მოსწავლეები) ორგანიზებულ იქნა სემინარები:

- ინვალიდობის თემის გაცნობიერებაზე,

- „სიკეთის გაკვეთილებზე“ საშუალო სკოლებში,

- ერთობლივ სწავლებაზე (ინკლუზიური განალება),

- ინვალიდთა უფლებების დაცვაზე

- მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ინვალიდობის თემის გაშუქებაზე.

პირველად საქართველოში ინვალიდობის თემაზე შეიქმნა ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ღია ფანჯრები“;

ინვალიდობის თემაზე შეიქმნა სოციალური სარეკლამო რგოლები.

ქართული ტელეკომპანიების დახმარებით ორგანიზებულ იქნა აღნიშნული სოციალური რგოლის დემონსტრირება ქართული საზოგადოებისთვის;

პირველად საქართველოში ორგანიზებულ იქნა კინოფესტივალი - „კინობარიერების გარეშე“, რომელიც ჩატარდა ქალაქებში თბილისში და ბათუმში. ქართულ ენაზე ითარგმნა, გახმოვანდა და წარმოდგენილი იქნა ფესტივალზე 7 ქვეყნის 12 - მდე მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ინვალიდობის თემაზე.

მომზადდა და დაიბეჭდა პლაკატი „ინკლუზიური განათლება - გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“.

მომზადდა და გამოიცა წინამდებარე სახელმძღვანელო ინკლუზიური განათლება - გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ.

აქვე რამოდენიმე გვერდს დაუთმობთ წერილების ასლებს, რომელიც მიღებულ იქნა კოალიციის მიერ სხვადასხვა უწყებიდან.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic