ევროპული სტანდარტების ინტეგრაციისაკენ: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და საქართველოს გამოცდილება


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კორკელია კონსტანტინე
თემატური კატალოგი სამართალი|საქართველო და საერთაშორისო სამართალი
წყარო: ISBN: 978-99940-944-3-1
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭო
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ევროპული სტანდარტების ინტეგრაციისაკენ : ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და საქართველოს გამოცდილება : [გამოიცა ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში] / კონსტანტინე კორკელია ; სახელმწ. და სამართლის ინ-ტი. - თბ. : ევროპის საბჭო, 2007 (შპს „პეტიტი“). - 142გვ. ; 23სმ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. -: [ფ.ა.][MFN: 132160] UDC: 341.231.14 + 34(479.22) თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი კონსტანტინე კორკელია გამოცემა დაფინანსებულია ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში თბილისი, 2007 წიგნი გამოიცა ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით „ადამიანის უფლებათა კულტურის ხელშეწყობის“ ერთობლივი პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული კულტურის განვითარებას სამხრეთ კავკასიასადა უკრაინაში. წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მის ავტორს და არ იწვევს არც ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს და არც იმ ორგანიზაციის ასუხისმგებლობას, რომლებშიც მუშაობს ნაშრომის ავტორი. ეს მოსაზრებები არ შეიძლება ჩაითვალოს მოხსენიებული სამართლებრივი დოკუმენტების ოფიციალურ განმარტებად, რომელსაც სავალდებული ძალა აქვს წევრი სახელმწიფოების მთავრობებისათვის, ევროპის საბჭოს საწესდებო ორგანოებისა თუ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე შექმნილი ნებისმიერი ორგანოსათვის. გარეკანის დიზაინი: ლუკა გოცირიძე წიგნი დაიბეჭდა: შპს „პეტიტი“ ნაშრომზე მუშაობა 2007 წლის ივლისში. Legal and Human Rights Capacity Building DivisionTechnical Co-operation Department Directorate of Co-operation Directorate General of Human Rights and Legal Affairs Council of Europe F-67075 Strasbourg Cedex ISBN 978-99940-944-3-1 © კონსტანტინე კორკელია, 2007



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების გამოყენება საქართველოს სასამართლო და ადმინისტრაციულ პრაქტიკაში უდავოდ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ასეთი სტანდარტების გამოყენება ხელს შეუწყობს, რომ საქართველოს პრაქტიკა მაქსიმალურად შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან.

წინამდებარე ნაშრომის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპული სტანდარტების გამოყენებას სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, რისთვისაც აუცილებელია ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების შესახებ საზოგადოებაში, განსაკუთრებით, იურიდიული პროფესიების მწარმომადგენლებს შორის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენების თვალსაზრისით უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები საქართველოში, რაც სასამართლო და დმინისტრაციულ პრაქტიკაზე დადებითად აისახა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არაერთი ღონისძიებაა გასატარებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რასაც წინამდებარე ნაშრომმაც უნდა შეუწყოს ხელი.

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ევროპულ კომისიასა და ევროპის საბჭოს, რომლებმაც ამ ნაშრომის გამოცემის იდეას მხარი დაუჭირეს. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, რომლის ეგიდითაც მოხდა ამ ნაშრომის შემუშავება, უკვე რამდენიმე წელი ნაყოფიერად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან. ამ წლების განმავლობაში ერთობლივად განხორციელდა არაერთი სამეცნიერო პროექტი და ჩატარდა მრავალი სასწავლო სემინარი.

მინდა გამოვთქვა იმედი, რომ წინამდებარე ნაშრომი ხელს შეუწყობს საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას, რაც საბოლოო ჯამში განამტკიცებს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემას ქვეყანაში.

კონსტანტინე კორკელია
2007 წლის ივლისი

2 1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


1.1. შესავალი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იურიდიულად სავალდებულო პირველი საერთაშორისო დოკუმენტია კაცობრიობის ისტორიაში, რომელშიც მოწესრიგდა მრავალი ძირითადი უფლება და თავისუფლება. კონვენციას ხელი მოეწერა 1950 წლის 4 ნოემბერს, ქ. რომში. კონვენცია მიღებულია ევროპის საბჭოს (ქ. სტრასბურგი) ეგიდით.

ევროპული კონვენცია ძალაში შევიდა 1953 წლის 3 სექტემბერს. ამჟამად კონვენციის მონაწილეა 46 სახელმწიფო, რომელთათვისაც იგი წარმოშობს იურიდიულ ვალდებულებებს.

ევროპულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 1999 წლის 27 აპრილს. საქართველოს პარლამენტის მიერ კონვენციის რატიფიცირების შედეგად ქვეყნისათვის იგი ძალაში შევიდა 1999 წლის 20 მაისს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ერთად მიღებულია კონვენციის დამატებითი ოქმები. ამჟამად მიღებულია 14 ოქმი, რომლებიც ადგენენ როგორც მატერიალურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ისე განამტკიცებენ ევროპული სასამართლოს საზედამხედველო მექანიზმს.1 კონვენციის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7, მე-12 და მე-13 ოქმები ითვალისწინებს მატერიალური უფლებების დაცვას. საქართველომ მოახდინა ყველა ხსენებული ოქმის რატიფიცირება.2 მას არ გაუკეთებია დათქმები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი ოქმების მიმართ, გარდა 1-ლი, მე-12 და მე-13 ოქმისა.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მიიჩნევა ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ეფექტიან საერთაშორისო ხელშეკრულებად, რომელმაც დააარსა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია განვითარებული საერთაშორისო საზედამხედველო მექანიზმი.3 კონვენციის ასეთი შეფასება განპირობებულია არა იმ უფლებათა და თავისუფლებათა უნიკალურობით, რომლებიც გათვალისწინებულია კონვენციით და მისი დამატებითი ოქმებით, არამედ მათი უზრუნველყოფის საზედამხედველო მექანიზმით.4 ევროპული კონვენცია პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელმაც განამტკიცა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და შექმნა მათ შესრულებაზე საზედამხედველო მექანიზმი.

ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შედარებით ევროპული სახელმწიფოები ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და ევროპულმა კომისიამ კონვენცია აღიარეს „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ აქტად“.5 ევროპული კონვენციის ეს უმნიშვნელოვანესი როლი დაადასტურეს ევროპულმა სახელმწიფოებმა ევროპული კონვენციის მიღებიდან 50-ე წლისთავთან დაკავშირებით 2000 წლის 4 ნოემბერს მიღებულ დეკლარაციაში, რომელშიც აღინიშნა, რომ კონვენციამ, როგორც ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურმა აქტმა, უნდა შეასრულოს მთავარი როლი, რაზეც დამოკიდებულია კონტინენტის დემოკრატიული სტაბილურობა.6

1.2. კონვენციითა და მისი ოქმებით დაცული უფლებები და თავისუფლებები

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის დამატებით ოქმებში განმტკიცებულია ძირითადად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები.7 ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით შემდეგი უფლებები და თავისუფლებებია დაცული:

1.2.1. ევროპული კონვენცია:

ა) მეორე მუხლი: სიცოცხლის უფლება;

ბ) მესამე მუხლი: წამების აკრძალვა;

გ) მეოთხე მუხლი: მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა;

დ) მეხუთე მუხლი: თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება;

ე) მეექვსე მუხლი: სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება;

ვ) მეშვიდე მუხლი: არავითარი სასჯელი კანონის გარეშე;

ზ) მერვე მუხლი: პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება;

თ) მეცხრე მუხლი: აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება;

ი) მეათე მუხლი: გამოხატვის თავისუფლება;

კ) მეთერთმეტე მუხლი: შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება;

ლ) მეთორმეტე მუხლი: ქორწინების უფლება;

მ) მეცამეტე მუხლი: სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება;

ნ) მეთოთხმეტე მუხლი: დისკრიმინაციის აკრძალვა.

1.2.2. პირველი ოქმი

ა) პირველი მუხლი: საკუთრების დაცვა;

ბ) მეორე მუხლი: განათლების უფლება;

გ) მესამე მუხლი: თავისუფალი არჩევნების უფლება.

1.2.3. მეოთხე ოქმი

ა) პირველი მუხლი: ვალაუვალობის გამო თავისუფლების აღკვეთის აკრძალვა;

ბ) მეორე მუხლი: მიმოსვლის თავისუფლება;

გ) მესამე მუხლი: მოქალაქეთა გაძევების აკრძალვა;

დ) მეოთხე მუხლი: უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა.

1.2.4. მეექვსე ოქმი

მეექვსე ოქმი კრძალავს სიკვდილით დასჯას მშვიდობიან პერიოდში.8

1.2.5. მეშვიდე ოქმი

ა) პირველი მუხლი: უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული პროცედურული

გარანტიები;

ბ) მეორე მუხლი: სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლება;

გ) მესამე მუხლი: კომპენსაცია მცდარი მსჯავრდებისათვის;

დ) მეოთხე მუხლი: ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა;

ე) მეხუთე მუხლი: მეუღლეთა შორის თანასწორობა.

1.2.6. მეთორმეტე ოქმი

მეთორმეტე ოქმი კრძალავს დისკრიმინაციას ყველა იმ უფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც პირს ენიჭება ეროვნული კანონმდებლობით.

1.2.7. მეცამეტე ოქმი

მეცამეტე ოქმი კრძალავს სიკვდილით დასჯას ნებისმიერ დროს, მათ შორის საომარი მდგომარეობის დროს.

1.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაარსებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფოების მიერ კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებას.

კონვენციით შექმნილია სამი სახის ორგანო: კომიტეტები, პალატები და დიდი პალატა. კომიტეტები, რომელთაგან თითოეული შედგება სამი მოსამართლისაგან, იხილავს ინდივიდუალური განაცხადების დასაშვებობას, ანუ საკითხს - აკმაყოფილებს თუ არა ევროპულ სასამართლოში შეტანილი განაცხადები კონვენციით გათვალისწინებულ პროცედურულ მოთხოვნებს.9 პალატები, რომლებიც შედგება 7 მოსამართლისაგან, უფლებამოსილია განიხილოს როგორც განაცხადების დასაშვებობა, ისე არსებითად იმსჯელოს მასზე და დაადგინოს, დაირღვა თუ არა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებები.10 დიდი პალატა შედგება 17 მოსამართლისაგან და იხილავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებს, რომლებიც გავლენას ახდენენ კონვენციის ან მისი ოქმების განმარტებაზე, ან რომლებიც შეიძლება შეუთავსებელი იყოს ევროპული სასამართლოს მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებასთან.11

კონვენცია ადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორი სახის - სახელმწიფოთაშორისი და ინდივიდუალური - განაცხადის შეტანის შესაძლებლობას.12 ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად, ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს ევროპულ სასამართლოს ხელშემკვრელი სხვა მხარის მიერ კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის შესახებ. ინდივიდუალურ განაცხადებთან დაკავშირებით კონვენციის 34-ე მუხლი ადგენს, რომ სასამართლოს შეუძლია მიიღოს განაცხადი ნებისმიერი ფიზიკური პირისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციის, ან ცალკეულ ფიზიკურ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან კონვენციის მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ კონვენციით და/ან მისი ოქმებით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის მსხვერპლნი, ან შეიძლება გახდნენ ასეთნი.

იმისათვის, რომ ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღოს განაცხადი, განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: უნდა ამოწუროს უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების მიხედვით და განაცხადი შეიტანოს ევროპულ სასამართლოში არაუგვიანეს ექვსი თვისა ქვეყნის შიგნით ამ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან.13 განაცხადი არ უნდა იყოს ანონიმური. ის ასევე არსებითად არ უნდა ეხებოდეს იმავე საკითხს, რომელიც ევროპულმა სასამართლომ განიხილა, ან უკვე გადაცემულია განსახილველად საერთაშორისო გამოძიების ან მოგვარების სხვა პროცედურის მიხედვით. სასამართლო არ დაუშვებს განაცხადს, თუ მიიჩნევს, რომ ის შეუთავსებელია კონვენციის ან მისი ოქმების დებულებებთან, აშკარად დაუსაბუთებელია ან განაცხადის შეტანის უფლების ბოროტად გამოყენებაა.14

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საზედამხედველო სისტემა დაფუძნებულია სუბსიდიურობის (დამატებითობის) პრინციპზე, ანუ კონვენციის საზედამხედველო სისტემა დამხმარე (დამატებითი) ხასიათისაა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სისტემების მიმართ, რომლებსაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვაზე.15 ევროპული სასამართლოს დამხმარე ხასიათი გამოიხატება იმით, რომ ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა თავიანთი უფლებების დასაცავად პირველ რიგში უნდა მიმართონ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ორგანოებს, მათ შორის სასამართლოებს, ამოწურონ თავიანთი უფლებების სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება ეროვნულ დონეზე, რის შემდეგაც (თუ მაინც თვლიან, რომ მათი უფლებები დარღვეულია) მათ ენიჭებათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.16

ეროვნული სასამართლოსაგან განსხვავებით, რომელშიც მოპასუხე შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო, ისე ფიზიკური და იურიდიული პირები, ევროპულ სასამართლოში მოპასუხე ყოველთვის სახელმწიფოა, რადგან პირი, რომელიც თვლის, რომ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული მისი უფლება, ეჭვის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის სასამართლოს, გადაწყვეტილებას, რომელმაც, მისი აზრით, ვერ უზრუნველყო კონვენციით მინიჭებული უფლებების დაცვა.17

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაარსებული საზედამხედველო მექანიზმის ეფექტიანობა, ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური განაცხადების შეტანის უფლებასთან ერთად, განპირობებულია მისი საზედამხედველო ორგანოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს - გადაწყვეტილებათა იურიდიულად სავალდებულო ძალით. კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომელშიც ისინი მხარეები არიან.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას ზედამხედველობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

1.4. კონვენციის მოქმედებასთან დაკავშირებული
ზოგიერთი ასპექტი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედებასთან დაკავშირებით საყურადღებოა კონვენციის პირველი მუხლი, რომლის თანახმად: „მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I თავში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.“ ამ დებულებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია: ა) კონვენციის გამოყენებასთან „ყველასათვის“; ბ) კონვენციის მოქმედების ტერიტორიულ ფარგლებთან; და გ) სახელმწიფოს ვალდებულებასთან, ყველასათვის „უზრუნველყონ“ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები.

1.4.1. კონვენციის გამოყენება ყველასათვის

ტერმინი „ყველასათვის“, რომელიც გამოყენებულია კონვენციის პირველ მუხლში, მოიცავს არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ უცხოელებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს და ქმედუუნარო პირებს. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველა უნდა უზრუნველყონ კონვენციის I ნაწილში განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით.18 ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა თავისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ნებისმიერი პირის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევისათვის.19 კონვენციის პირველი მუხლის მიუხედავად, ევროპული კონვენციის მე-16 მუხლი ადგენს, რომ დასაშვებია უცხოელთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.

1.4.2. კონვენციის მოქმედების ტერიტორიული ფარგლები

კონვენციის პირველი მუხლიდან გამომდინარე, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში.20 იგივე ვალდებულება ეკისრებათ სახელმწიფოებს დამატებითი ოქმებით განმტკიცებული უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ.

ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სახელმწიფოს იურისდიქცია და ტერიტორია შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ლოიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey) - განაცხადა, რომ სახელმწიფოს იურისდიქცია უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ტერიტორია.21 ხსენებული საქმე ეხებოდა საკუთრების უფლების დაცვას ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია თურქეთის მიერ 1974 წლიდან. როგორც ცნობილია, ამ ტერიტორიაზე, რომელიც გამოცხადდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკად, განთავსებული იყვნენ თურქეთის სამხედრო შენაერთები.22 ამ საქმესთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ:

„კონვენციის ობიექტისა და მიზნის გათვალისწინებით, ხელშემკვრელი ახელმწიფოს პასუხისმგებლობა ასევე შეიძლება დადგეს, როდესაც სამხედრო მოქმედების შედეგად - მიუხედავად იმისა, კანონიერია თუ უკანონო - სახელმწიფო ახორციელებს ეფექტიან კონტროლს თავისი ეროვნული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ვალდებულება გამომდინარეობს ასეთი კონტროლის ფაქტიდან, იმის მიუხედავად, იგი ხორციელდება სახელმწიფოს მიერ უშუალოდ, მისი შეიარაღებული ძალების, თუ მისდამი დაქვემდებარებული ადგილობრივი ადმინისტრაციის მეშვეობით.“23

ევროპული სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დაცვა იმ ტერიტორიაზეც, რომელზეც იგი ახორციელებს იურისდიქციას, თუმცა არ განეკუთვნება ამ სახელმწიფოს.

ევროპული კონვენციის პირველი მუხლის მოქმედების ფარგლებთან დაკავშირებით საინტერესოა საქმე ილაშკუ და სხვები მოლდოვისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (Ilaşcu and Others v. Moldova and the Russian Federation), რომელშიც ნათელი მოეფინა იმ სახელმწიფოს (მოლდოვა) პასუხისმგებლობის საკითხს, რომელსაც იურიდიულად ეკუთვნის ტერიტორია, მაგრამ რომელიც ვერ ახორციელებს ამ ტერიტორიის ფაქტობრივ კონტროლს.24

1.4.3. სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულება

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფოებმა უნდა „უზრუნველყონ“ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ამ ფორმულირებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი განიმარტა ისე, რომ იგი სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ პოზიტიურ ვალდებულებასაც.25 ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ თავი შეიკავოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისაგან (ნეგატიური ვალდებულება), არამედ უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა, მათ შორის მესამე მხარის (ფიზიკური და იურიდიული პირები) მიერ (პოზიტიური ვალდებულება).26 თუ ევროპულ კონვენციაში განმტკიცებული უფლებები დაირღვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დარღვეული უფლებების ეფექტიანი დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება თავად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ვერ უზრუნველყო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა.

თუმცა კონვენციის მრავალი დებულების ძირითადი მიზანია საჯარო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის აკრძალვა, უდავოა, რომ სახელმწიფოს შეიძლება ასევე დაეკისროს ამ უფლებათა ეფექტიანი დაცვის ვალდებულება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პოზიტიური ვალდებულება გამომდინარეობს კონვენციის მე-2, მე-3, მე-8 და მე-11 მუხლებიდან. პოზიტიური ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას კონვენციის სხვა დებულებების საფუძველზეც.

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების საილუსტრაციოდ შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების მოშველიება. 1988 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა ავსტრიის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში შეტანილი განაცხადი (საქმე - პლატფორმა „ექიმები სიცოცხლისათვის“ ავსტრიის წინააღმდეგ (Plattform Ärtzte für das Lebenv. Austria), რომელიც ეხებოდა შეკრების თავისუფლებას (კონვენციის მე-11 მუხლი).27 ევროპულ სასამართლოში განაცხადი შეიტანა ავსტრიელ ექიმთა ასოციაციამ, რომელიც აბორტის საწინააღმდეგო კამპანიას ეწეოდა. განაცხადი ეხებოდა ასოციაციის ორ დემონსტრაციას, რომელთა ჩატარებას ხელი შეუშალა ამ კამპანიის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა. ასოციაციის წევრთა პირველი დემონსტრაციის დროს აბორტის მომხრეებმა ხელი შეუშალეს დემონსტრაციას, რისთვისაც გამოიყენეს ხმის გამაძლიერებლები და დემონსტრანტებს კვერცხები დაუშინეს. პოლიციელები, რომლებიც ესწრებოდნენ დემონსტრაციას, დაპირისპირებაში ჩაერივნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეებს შორის ურთიერთობა გამწვავდა და შეიქმნა ფიზიკურ ძალადობაში მისი გადაზრდის რეალური საფრთხე. აბორტის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა ასევე შეუშალა ხელი ასოციაციის მეორე დემონსტრაციას.

ევროპულ სასამართლოში შეტანილ განაცხადში ასოციაცია ამტკიცებდა, რომ ავსტრიის ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო დემონსტრანტები შეკრების თავისუფლების უფლებით, რომელიც გათვალისწინებულია ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით.28 ამის საწინააღმდეგოდ ავსტრიის მთავრობა ამტკიცებდა, რომ ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი არ აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს დემონსტრანტთა დაცვა. მთავრობის პოზიციით, საკმარისია, რომ დემონსტრანტებს თავად სახელმწიფომ არ შეუშალოს ხელი დემონსტრაციის ჩატარებაში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა:

„მშვიდობიანი შეკრების ჭეშმარიტი, ეფექტიანი თავისუფლება არ შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ჩაურევლობის მოვალეობით: სახელმწიფოს როლის წმინდა ნეგატიური კონცეფცია შეუთავსებელი იქნება მე-11 მუხლის ობიექტსა და მიზანთან. მე-8 მუხლის მსგავსად, მე-11 მუხლი ზოგიერთ შემთხვევაში მოითხოვს პოზიტიური ღონისძიების გატარებას, ინდივიდებს შორის ურთიერთობების სფეროშიც კი, თუ არსებობს ამის საჭიროება.“29

ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ნათელი მოჰფინა სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულების ფარგლებს. ამ გადაწყვეტილებით ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი მონაწილე სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას - სახელმწიფომ უშუალოდ არ აკრძალოს დემონსტრაცია, რამედ პოზიტიურ ვალდებულებასაც - სახელმწიფომ უზრუნველყოს ემონსტრაციის მშვიდობიანი ჩატარება, მათ შორის, დაიცვას დემონსტრანტები მათი იდეური მოწინააღმდეგეებისაგან.30 აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ვერ გაიმართლებს თავს იმით, რომ იგი უშუალოდ არ არღვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებებს, არამედ მათი უფლებები ირღვევა მესამე მხარის (პირთა ან პირთა ჯგუფის) მიერ.31

1.4.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების ხასიათი

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები იურიდიულად სავალდებულოა პროცესის მონაწილე სახელმწიფოებისათვის,32 თავიანთი ბუნებით ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არის: ისინი არ აუქმებენ შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებს, ადმინისტრაციულ თუ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლებმაც გამოიწვიეს კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.33 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადასტურა თავის პრეცედენტებში, რომ, მიუხედავად სახელმწიფოს ვალდებულებისა, შეასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, სახელმწიფოები თავისუფალნი არიან, თავად განსაზღვრონ ის საშუალებანი, რომლებსაც ისინი გამოიყენებენ, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა შესრულების უზრუნველსაყოფად.34 ევროპული სასამართლო არ არის საკასაციო, მეოთხე, ინსტანცია.35

1.5. კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის
უფლებათა შეზღუდვა

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს მასში ჩამოყალიბებულ უფლებათა და თავისუფლებათა მართლზომიერი შეზღუდვის შესაძლებლობას სახელმწიფოს მიერ. ევროპული კონვენციით შეიძლება დაწესდეს ძირითადად36 სამი სახის შეზღუდვა:

1.5.1. შეზღუდვა კონკრეტული მუხლების მიმართ

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8-მე-11 მუხლები ითვალისწინებს ამ მუხლებით განმტკიცებული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას.37 ეს მუხლები, რომლებიც ორი პუნქტისაგან შედგება, სტრუქტურულად შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: პირველი პუნქტები ანიჭებს პირებს ამა თუ იმ უფლებას, ხოლო მეორე პუნქტები ადგენს ამ უფლების მართლზომიერი შეზღუდვის პირობებს. იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-8-მე-11 მუხლებით (ისევე როგორც ზოგიერთი სხვა მუხლით, მაგ., 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი) გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა მართლზომიერად ჩაითვალოს, ხსენებული მუხლების შეზღუდვამ უნდა დააკმაყოფილოს სამი პირობა. კერძოდ, შეზღუდვა უნდა:

ა) იყოს კანონის შესაბამისად ან კანონით გათვალისწინებული;

ბ) ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს (მაგ., ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვა), რომელიც პირდაპირ გათვალისწინებულია კონკრეტული მუხლით;

გ) იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მიზანშეწონილია ითოეული პირობის დეტალური განხილვა.

) უფლების მართლზომიერი შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი

როგორც უკვე აღინიშნა, მე-8-მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს „კანონის შესაბამისად“38 ან „კანონით გათვალისწინებული“,39 ანუ ხსენებულ უფლებათა შეზღუდვის შესაძლებლობა უნდა იყოს ნორმატიულად განმტკიცებული.40 ტერმინი „კანონი“ უნდა განიმარტოს არა შეზღუდვითად, როგორც ნორმატიული აქტის ერთ-ერთი სახე, არამედ როგორც ნორმატიული აქტი ზოგადად.

თავისთავად უფლების შეზღუდვის დაწესება „კანონით“ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კონკრეტული უფლების შეზღუდვამ დააკმაყოფილოს ევროპული კონვენციის ხსენებული მოთხოვნა. კანონმა უნდა დააკმაყოფილოს მისთვის დაწესებული მოთხოვნები. საქმეზე - სანდი თაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Sunday Times v. the United Kingdom) - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ფორმულირებიდან - „გათვალისწინებულია კანონით“ - გამომდინარეობს ორი მოთხოვნა, კერძოდ სასამართლომ აღნიშნა:

„პირველ რიგში, კანონი უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი: მოქალაქეებს, გარემოებების მიხედვით, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაერკვნენ, რომელი სამართლებრივი ნორმები გამოიყენება მოცემულ შემთხვევაში; მეორე, ნორმა არ შეიძლება ჩაითვალოს „კანონად“, თუ იგი არ არის ფორმულირებული საკმარისი სიცხადით, რაც მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, შეუსაბამოს მას თავისი მოქმედება: ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭიროებისამებრ, შესაბამისი დახმარებით, შექმნილი გარემოებებისათვის გონივრულ ფარგლებში, განჭვრიტოს ის შედეგები, რომლებიც ასეთ მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს.“41

ამ საქმეში სასამართლომ, მართალია, მიუთითა, რომ არ არის საჭირო, მოქმედების შედეგები განიჭვრიტოს აბსოლუტური სიცხადით,42 მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ ნათელი მოჰფინა ნორმის სიცხადის აუცილებლობის მოთხოვნას. ევროპული კონვენციით, კანონი უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და საკმარისი იცხადით ფორმულირებული. კონკრეტული უფლების შეზღუდვა და მისი ფარგლები მკაფიოდ უნდა განისაზღვროს კანონმდებლობით.

საქმეზე - მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Malone v. The United Kingdom), რომელიც ეროვნული უშიშროების ინტერესთა გამო მოსმენის განხორციელებას ეხებოდა, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონში საკმარისი სიცხადით უნდა მიეთითოს მოსმენის განმახორციელებელ ორგანოთა დისკრეციული უფლებამოსილება მოსმენის განხორციელების ფარგლებსა და მის მეთოდზე, რათა პირი, რომლის მიმართ ხორციელდება ასეთი მოსმენა, დაცული იყოს თავისი უფლების არამართლზომიერი შეზღუდვისაგან.43 იმის გამო, რომ ინგლისისა და უელსის კანონი ბუნდოვანი იყო (განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ სად იყო ზღვარი იმ ღონისძიებებს შორის, რომლებიც სამართლებრივი ნორმებით რეგულირდებოდა და რომლებიც შესაბამის ორგანოებს თავიანთი შეხედულებისამებრ შეეძლოთ განეხორციელებინათ), ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ კონვენციის ეს მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, რადგან კანონი არ იყო საკმარისად ნათელი, რის გამოც იგი ვერ უზრუნველყოფდა პირის უფლებების დაცვის მინიმალურ მოთხოვნას.44 ევროპულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა: განჭვრეტის მოთხოვნის არსებობა არ ნიშნავს, რომ პირმა უნდა შეძლოს იმის განჭვრეტა, სავარაუდოდ როდის განახორციელებენ შესაბამისი ორგანოები მის მოსმენას, რაც ამ პირს ადეკვატური მოქმედების საშუალებას მისცემს.45

ამდენად, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანის უფლებათა შეზღუდვის პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია, კანონი იყოს როგორც ხელმისაწვდომი, ისე საკმარისად ნათელი, რათა გარკვეული იყოს, როდის და როგორ შეიძლება სახელმწიფომ შეზღუდოს პირის უფლება.46

) უფლების შეზღუდვის კანონიერი მიზანი

მეორე პირობა, რომელსაც ითვალისწინებს კონვენციის მე-8-მე-11 მუხლები უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის მართლზომიერებისათვის, ისაა, რომ უფლებათა შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს.

კანონიერი მიზნები, რომელთა გამოც შეიძლება შეიზღუდოს ხსენებული მუხლებით გათვალისწინებული უფლებები, თითოეულ მუხლში პირდაპირ არის ამოყალიბებული (თუმცა ყველა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მიზანი ერთი და იგივე არ არის). ცალკეული მუხლით გათვალისწინებული უფლება მხოლოდ იმ მიზნით შეიძლება შეიზღუდოს, რომელიც პირდაპირ არის მასში მითითებული.47

კონვენციის მე-8-მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს შემდეგი კანონიერი მიზნების მისაღწევად:

ა) ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტერიტორიული თლიანობის ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესები;

ბ) უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთა;

გ) ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვა;

ე) კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების აღკვეთა;

ვ) სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნება.

კანონიერი მიზნის მისაღწევად კონვენციის მე-8-მე-11 მუხლებით განმტკიცებული უფლებების შეზღუდვის საილუსტრაციოდ შეიძლება რამდენიმე მაგალითის მოშველიება.

ეროვნული უშიშროების ინტერესებზე დაყრდნობით სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) შეზღუდვასთან დაკავშირებით საინტერესოა საქმე - კლასი გერმანიის წინააღმდეგ (Klass v. Germany), რომელშიც განმცხადებელი საიდუმლო თვალთვალს მიიჩნევდა მის პირად ცხოვრებაში ჩარევად. სასამართლომ დაადგინა, რომ ჯაშუშობისა და ტერორიზმის ფორმების მაღალი განვითარების გამო, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას, საიდუმლო თვალთვალი, რომელიც მიმართულია ასეთი საფრთხის მოსაგერიებლად, აკმაყოფილებს კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.48

საქმეში - ფუნკე საფრანგეთის წინააღმდეგ (Funke v. France) - ევროპული სასამართლო კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე იხილავდა განაცხადს განმცხადებლის საცხოვრებლის ჩხრეკასთან დაკავშირებით, რაც გამოიწვია საფრანგეთის კანონმდებლობის საწინააღმდეგო მისმა ფინანსურმა საქმიანობამ. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ განმცხადებლის პირად ცხოვრებაში ჩარევა ემსახურებოდა კანონიერ მიზანს - ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებს და, შესაბამისად, ასეთი ჩარევა გამართლებული იყო.49

ზნეობის დაცვაზე დაყრდნობით სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) შეზღუდვასთან დაკავშირებით საყურადღებოა საქმე - ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Handyside v. the United Kingdom). ამ საქმეში გაერთიანებული სამეფოს მთავრობა დაეყრდნო ზნეობის დაცვას, რათა გაემართლებინა აკრძალვა საბავშვო სახელმძღვანელოსი, რომელიც ეხებოდა ბავშვთა სექსუალურ განათლებას. მიუხედავად ინგლისელი გამომცემლის (მან ინგლისში გამოსცა ორი დანიელი ავტორის სახელმძღვანელო) მტკიცებისა, რომლის თანახმად, სახელმძღვანელოს აკრძალვა არღვევდა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს, ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა ეს შეხედულება და მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფოს შეეძლო კონვენციის მე-10 მუხლის მართლზომიერი შეზღუდვა ზნეობის დაცვის მოტივით.50

გ) უფლების შეზღუდვის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

ევროპული კონვენციის მე-8-მე-11 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერებისათვის დაწესებულია ასევე მესამე პირობა, რომლის თანახმად, შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

უფლების შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოწვეულია მწვავე საზოგადოებრივი საჭიროებით (pressing social need). მართლზომიერია თუ არა კონვენციის მე-8-მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა, ფასდება პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპის საფუძველზე. სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიება, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებათა შეზღუდვისაკენ, მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების პროპორციული უნდა იყოს.

საქმეზე - სილვერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Silver v. the United Kingdom) - ევროპულმა სასამართლომ საკმაოდ დეტალურად განმარტა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნის შინაარსი, რომ შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. სასამართლომ განაცხადა:

„ა) ზედსართავი სახელი „კონსტანტინე კორკელია ილებელი“ არ არის სიტყვა რდაუვალის“ სინონიმი, თუმცა მას არც ისეთ ტერმინთა მოქნილობა ახასიათებს, როგორიცაა: „დასაშვები“, „ჩვეულებრივი“, „სასარგებლო“, „მიზანშეწონილი“, ან „სასურველი“;

ბ) ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული, მაგრამ არა უსაზღვრო, შეფასების ფარგლები შეზღუდვების დაწესებისას. საბოლოოდ სასამართლო თავად ადგენს, შეესაბამება თუ არა ეს შეზღუდვები კონვენციას;

გ) ფრაზა - „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ნიშნავს, რომ იმისათვის, რათა ჩარევა შეესაბამებოდეს კონვენციას, ის უნდა შეესატყვისოს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ და უნდა იყოს იმ კანონიერი მიზნის პროპორციული, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება;

დ) კონვენციის მუხლების ის პუნქტები, რომლებიც გარანტირებული უფლებებიდან გამონაკლისს ითვალისწინებს, შეზღუდვითად უნდა განიმარტოს.“51

ამ დებულებიდან გამომდინარეობს, რომ, მართალია, სახელმწიფოებს აქვთ შეფასების გარკვეული თავისუფლება, მაგრამ არის თუ არა უფლების შეზღუდვა მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების პროპორციული - სახელმწიფოს ასეთი შეფასება ექვემდებარება კონტროლს ევროპული სასამართლოს მხრიდან.52 ევროპული სასამართლო ამოწმებს, დააკმაყოფილა თუ არა უფლების შეზღუდვამ კონვენციის მოთხოვნები, მათ შორის, გამომდინარეობს თუ არა უფლებათა შეზღუდვა მწვავე საზოგადოებრივი საჭიროებიდან და არის თუ არა იგი კონვენციით გათვალისწინებული ერთ-ერთი კანონიერი მიზნის პროპორციული. სხვა სიტყვებით, ევროპული სასამართლო იხილავს, გამართლებულია თუ არა სახელმწიფოს მიერ დაყრდნობა კონვენციის იმ დებულებაზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლების შეზღუდვას.

უფლებათა შეზღუდვის პროპორციულობის საკითხმა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში დაამკვიდრა პრინციპი, რომლის თანახმად, სახელმწიფოებს აქვთ „თავისუფალი შეფასების ფარგლები“ (margin of appreciation). კერძოდ, სახელმწიფოს აქვს შეფასების გარკვეული თავისუფლება ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მიზანშეწონილობაზე. ამ პრინციპთან დაკავშირებით, საქმეზე - ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Handyside v. the United Kingdom), ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:

„თავიანთი ქვეყნების სასიცოცხლო საწყისებთან უშუალო და მუდმივი კონტაქტის გამო, სახელმწიფო ხელისუფლება უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე საერთაშორისო მოსამართლე, გამოხატოს თავისი პოზიცია ამ მოთხოვნათა ზუსტი შინაარსის შესახებ, ისევე როგორც მათი დაკმაყოფილებისათვის „შეზღუდვის“ „აუცილებლობის“ ან „სასჯელის“ შესახებ.“53

ამ დებულებიდან გამომდინარეობს, რომ ევროპული სასამართლო სახელმწიფოებსუტოვებს „თავისუფალი შეფასების ფარგლებს“, ანუ გარკვეულ თავისუფლებას იმის შესაფასებლად, აუცილებელია თუ არა ადამიანის კონკრეტული უფლების შეზღუდვა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ევროპული კონვენციის მე-8-მე-11 მუხლების შეზღუდვის მესამე პირობასთან („აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“) დაკავშირებით შეიძლება ერთერთი საქმის მოშველიება. საქმესთან - დადჯენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Dudgeon v. the United Kingdom) - დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ განიხილა ჰომოსექსუალური ურთიერთობისათვის ჩრდილოეთ ირლანდიის კანონმდებლობით იმ დროისათვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც, განმცხადებლის აზრით, არღვევდა ევროპული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია კონვენციის მე-8 მუხლს.54 გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალიზმის აკრძალვა აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად და, შესაბამისად, გაერთიანებულ სამეფოს შეეძლო კონვენციის მე-8 მუხლის მართლზომიერი შეზღუდვა, რომელიც იცავს პირადი ცხოვრების უფლებას. მოპასუხე მთავრობა დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის საზოგადოება კონსერვატიულია ზნეობის საკითხებში, რის გამოც, მისი აზრით, ჰომოსექსუალური ურთიერთობის აკრძალვა გამართლებული იყო.

მართალია, ევროპული სასამართლო დაეთანხმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებას, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის საზოგადოება კონსერვატიულია ზნეობის საკითხებში, მან არ გაიზიარა მისი მტკიცება, რომლის მიხედვით, ჰომოსექსუალიზმისათვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის არსებობა მწვავე საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარეობდა და, შესაბამისად, ასეთი სასჯელის არსებობა ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვის მიზნის პროპორციული იყო.

საბოლოოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ჰომოსექსუალური ურთიერთობისათვის, ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება).

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული კონვენციის მე-8-მე-11 მუხლებიდან გამომდინარე, სახელმწიფოებს უფლება აქვთ, შეზღუდონ ამ მუხლებით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები მხოლოდ იმ კანონიერი მიზნების მისაღწევად (ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები; უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთა; ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვა და ა.შ.), რომლებიც პირდაპირ გათვალისწინებულია კონვენციის ხსენებული მუხლების მეორე პუნქტებით. სახელმწიფოებს ეკრძალებათ ამ მუხლებით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა სხვა მიზნების მისაღწევად. ამას ადასტურებს ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი, რომლის თანახმად, კონვენციით დაშვებული შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს სხვა მიზნით, გარდა კონვენციით გათვალისწინებულისა. აქედან გამომდინარე, თუ ხსენებული მუხლები შეიზღუდა იმ მიზნებით, რომლებიც არ არის პირდაპირ გათვალისწინებული კონვენციით, დაირღვევა ევროპული კონვენცია. არც ერთი სხვა მიზანი, გარდა ცალკეულ მუხლებში მითითებული მიზნებისა, არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვის საფუძვლად.

1.5.2. ადამიანის უფლებათა შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის დროს

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს შეუძლია შეზღუდოს (გადაუხვიოს) კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები ომის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს.55 მიუხედავად ამისა, კონვენციის მე-15 მუხლის საფუძველზე არ შეიძლება შეიზღუდოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული ყველა უფლება და თავისუფლება.

ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები აბსოლუტურია და, შესაბამისად, საომარი ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი იკრძალება მათი შეზღუდვა. ასეთ უფლებებს განეკუთვნება: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი56), წამების, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აკრძალვა (მე-3 მუხლი), მონობის, იძულებითი ან სავალდებულო შრომის აკრძალვა (მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი) და სისხლის სამართლის კანონმდებლობისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭების აკრძალვა (მე-7 მუხლი).

1.5.3. ადამიანის უფლებათა შეზღუდვა დათქმის გაკეთების გზით

ევროპული კონვენციის 57-ე მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ დათქმის გაკეთების შესაძლებლობას, რომლის მიზანია, გამორიცხოს ან შეცვალოს ცალკეული დებულების იურიდიული მოქმედება მოცემულ სახელმწიფოსთან მიმართებით.57 „საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენციის თანახმად, დათქმა შეიძლება გაკეთდეს ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების, მათ შორის რატიფიცირების დროს.58

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს არ გაუკეთებია დათქმები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი ოქმების მიმართ, გარდა 1-ლი, მე-12 და მე-13 ოქმისა.59

__________________________

1. კონვენციის მე-11 ოქმმა შეცვალა პროცესუალური ხასიათის ყველა ოქმი, მე-9 ოქმის გარდა, რომელიც მან გააუქმა. მე-11 ოქმი ინკორპორირებულია კონვენციის ტექსტში.

2. ევროპული კონვენციის 1-ლი ოქმი საქართველოსათვის ძალაში შევიდა 2002 წლის 7 ივნისს, მე-4 ოქმი - 2000 წლის 13 აპრილს, მე-6 ოქმი - 2000 წლის 1 მაისს, მე-7 ოქმი 2000 წლის 1 ივლისს, მე-13 ოქმი - 2003 წლის 1 სექტემბერს. ინფორმაცია ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების მონაწილე სახელმწიფოებზე ხელმისაწვდომია [http://conventions.coe.int].

3. A. Robertson & j. Merrills, Human Rights in Europe: A Study of the European Convention on Human Rights, 1993, 1.

4. K. Vasak, The Council of Europe, in: The International Dimension of Human Rights, K. Vasak, (Ed.) vol. 2, 1982, 673.

5. ხრისოსტომოსი თურქეთის წინააღმდეგ (Chrysostomos v. Turkey), 1991 წლის 4 მარტი, განაცხადი N15299-15311/89, 22-ე პუნქტი; ლოიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey), 1995 წლის 23 მარტი, Series A, N 310, 75-ე პუნქტი.

6 იხ. Declaration „The European Convention on Human Rights at 50: What Future for the Protection of Human Rights in Europe“, in: Texts adopted by the European Ministerial Conference on Human Rights, H/Conf (2000)1, 10.

7. გამონაკლისია პირველი ოქმის 1-ლი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების მიღების უფლება) მუხლები.

8. მე-6 ოქმით არ იკრძალება სიკვდილით დასჯა იმ ქმედებისათვის, რომელიც ჩადენილია ომის ან მისი გარდაუვალი საფრთხის არსებობის დროს.

9. კონვენციის 28-ე მუხლი.

10. კონვენციის 29-ე მუხლი.

11. კონვენციის 30-ე მუხლი.

12. კონვენციის 33-ე და 34-ე მუხლები.

13. კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

14. დეტალურად იხ. P. van Dijk & G. van Hoof, Theory and Practice of the European onvention on Human Rights, 1998, 108-165.

15. სხვა საქმეებთან ერთად იხ. ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Handyside v. the United Kingdom), 1976 წლის 7 დეკემბერი, Series A, N 24, 48-ე პუნქტი.

16. თუმცა სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალების ამოწურვის შესახებ წესში არის გამონაკლისები. სხვა საქმეებთან ერთად იხ. რედი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Reed v. the United Kingdom), N7630/76, 19 DR 113 (1979). L. Wildhaber, Speech on the Occasion of the Opening of the judicial Year, 23 january 2003. მოხსენება ხელმისაწვდომია სასამართლოს ინტერნეტ-გვერდზე: [www.echr. coe.int].

17. პლატფორმა „ექიმები სიცოცხლისათვის“ ავსტრიის წინააღმდეგ (Plattform „Ärtzte für das Leben“ v. Austria), 1988 წელი, Series A, №139, 32-ე პუნქტი; ასევე იხ. X და Y ნიდერლანდების წინააღმდეგ (X and Y v. Netherlands), 1985 წლის 26 მარტი, 23-ე პუნქტი.

18. A. Robertson & j. Merrills, Human Rights in Europe: A Study of the European onvention on Human Rights, 1993, 27-28.

19 j. A. Carrilo Salcedo, The European System of Protection of Human Rights, in: judicial Protection of Human Rights at the National and International Level, vol. I, 1991, 364.

20 P. van Dijk & G. van Hoof, Theory and Practice of the European Convention on Human Rights, 1998, 3.

21. ლოიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey), 1995 წლის 23 მარტი, ერიეს A, № 310, 62-ე პუნქტი.

22. F. jacobs & R. White, The European Convention on Human Rights, 1996, 21.

23. ლოიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey), 1995 წლის 23 მარტი, Series A, №310, 62-ე პუნქტი. ასევე იხ. ბანკოვიჩი და სხვები ნატოს წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ (Banković and Others v. NATO Member States), 2001 წლის 12 დეკემბერი.

24. 2004 წლის 8 ივლისი.

25. ლ. ვილდჰაბერი, ადამიანის უფლება: როგორ უნდა იცავდეს მას სტრასბურგისა და ეროვნული სასამართლოები, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, N1, 2002 წელი, გვ. 59-60.

26. D. Harris, M. O'Boyle & C. Warbrick, Law of the European Convention on Human ights, 1995, 19; S. jensen, The European Convention on Human Rights in Scandinavian Law: A Case Law Study, 1992, 179.

27. იქვე.

28. ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს, რომ „ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლებაზე, თავისი ინტერესების დასაცავად პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანების უფლების ჩათვლით.“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი უშვებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.

29. პლატფორმა „ექიმები სიცოცხლისათვის“ ავსტრიის წინააღმდეგ (Plattform „Ärtzte für das Leben“ v. Austria), 1988 წელი, Series A, №139, 32-ე პუნქტი.

30. j. Merrils, The Development of International Law by the European Court of Human Rights, 1993, 105-106; ასევე იხ. ლ. ვილდჰაბერი, ადამიანის უფლება: როგორ უნდა იცავდეს მას სტრასბურგისა და ეროვნული სასამართლოები, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, N1, 2002 წელი, გვ. 59-60.

31. K. Starmer, European Human Rights Law: The Human Rights Act 1998 and the European Convention on Human Rights, 1999, 194-195.

32. იხ. კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

33. J. Sundberg, judicial Protection on Human Rights at the National Level: Report on the Scandinavian Laws, in: judicial Protection of Human Rights at the National and International Level, vol. I, 1991, 261.

34. მარქსი ბელგიის წინააღმდეგ (Marckx v. Belgium), 1979 წლის 13 ივნისი, Series A, №31, 58-ე პუნქტი; სკოძარი და ჯუნტა იტალიის წინააღმდეგ (Scozzari and Giunta v. Italy), 2000 წლის 13 ივლისი, 249-ე პუნქტი.

35. G. Ress, The Effect of judgments and Decisions in Domestic Law, in: The European System for the Protection of Human Rights, R. Macdonald, F. Matscher & H. Petzold (Eds.), 1993, 802.

36. K. Starmer, European Human Rights Law: The Human Rights Act 1998 and the European Convention on Human Rights, 1999, 165-166; F. jacobs & R. White, The European Convention on Human Rights, 1996, 309.

37. ასევე იხ. მე-4 ოქმის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.

38. იხ. კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი.

39. იხ. კონვენციის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების მე-2 პუნქტები.

40. ევროპულმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ საქმეში, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ეხებოდა, განაცხადა, რომ „კანონი“ შეიძლება იყოს „დაწერილი“ ან „დაუწერელი“. სანდი თაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Sunday Times v. the United Kingdom), 1979 wlis 26 aprili, Series A, N 30, 47-ე პუნქტი. ტერმინი „კანონი“ კონვენციის მნიშვნელობით ავტონომიურად განიმარტება და მოიცავს ნორმატიული ხასიათის ყველა აქტს.

41. სანდი თაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Sunday Times v. the United Kingdom), 1979 წლის 26 აპრილი, Series A, N 30, 49-ე პუნქტი.

42. იქვე.

43. მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Malone v. the United Kingdom), 1984 წლის 2 აგვისტო, შერიეს A, №82.

44. იქვე, 79-ე პუნქტი.

45. იქვე, 67-ე პუნქტი.

46. ასევე იხ. საქმე - ლიანდერი შვედეთის წინააღმდეგ (Leander v. Sweden), რომელთან მიმართებით სასამართლომ შვედეთის კანონმდებლობა (მომავალ სახელმწიფო მოხელეთა უსაფრთხოების თვალსაზრისით შემოწმების შესახებ) საკმარისად ცხადად (ნათლად) ჩათვალა. ლიანდერი შვედეთის წინააღმდეგ (Leander v. Sweden), 1987 წლის 26 მარტი, Series A, №116.

47. ასევე იხ. ოქმებით გათვალისწინებული ფორმულირებები, რომელთა გამოც შეიძლება შეიზღუდოს უფლებები: „საჯარო ინტერესები“ და „საერთო ინტერესები“ (პირველი ოქმის 1-ლი მუხლი).

48. კლასი გერმანიის წინააღმდეგ (Klass v. Germany), 1978 წლის 6 სექტემბერი, Series A, N 28.

49. ფუნკე გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Funke v. France), 1993 წლის 25 თებერვალი, შერიეს A, N 256-A.

50. ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Handyside v. the United Kingdom), 1976 წლის 7 დეკემბერი, Series A, N 24, 48-ე პუნქტი.

51. სილვერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Silver v. the United Kingdom), 1983 წლის 25 მარტი, Series A, № 61, 97-ე პუნქტი.

52. დადჯენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Dudgeon v. the United Kingdom), 1981 წლის 22 ოქტომბერი, Series A, № 45, 52-ე პუნქტი; სილვერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Silver v. the United Kingdom), 1983 წლის 25 მარტი, შერიეს A, № 61, 97-ე პუნქტი.

53. ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Handyside v. the United Kingdom), 1976 წლის 7 დეკემბერი, Series A, № 24, 48-ე პუნქტი.

54. დადჯენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Dudgeon v. the United Kingdom), 1981 წლის 22 ოქტომბერი, Series A, № 45.

55. დეტალურად იხ. კ.კორკელია, ადამიანის უფლებათა დაცვა საგანგებო მდგომარეობის დროს: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი, „ქართული სამართლის მიმოხილვა“, N3/4, 2000 წელი, გვ. 61-79.

56. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გარდაცვალება მართლზომიერ საომარ მოქმედებათა შედეგია.

57. იხ. საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის კონვენციის (1969 წელი) მე-2 მუხლის 1(დ) პუნქტი.

58. იხ. მე-19 მუხლი.

59. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ: 2001 წლის მეორე ნახევარი“, 2002 წელი, გვ. 17.

3 2. ევროპული კონვენციის სტატუსი საქართველოს კანონმდებლობაში

▲ზევით დაბრუნება


2.1. ევროპული კონვენცია, როგორც საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი

ზოგადად საერთაშორისო სამართალი არ აკისრებს სახელმწიფოს საერთაშორისო ხელშეკრულების ეროვნული კანონმდებლობის ნაწილად აღიარების ვალდებულებას. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს აქვს უფლება, აღიაროს საერთაშორისო ხელშეკრულება ეროვნული კანონმდებლობის ნაწილად, შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტად. საერთაშორისო ხელშეკრულების სახელმწიფოს კანონმდებლობის ნაწილად აღიარება გამომდინარეობს ეროვნული და არა საერთაშორისო სამართლიდან.1 თუ სახელმწიფომ აღიარა საერთაშორისო ხელშეკრულება ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილად, ხელშეკრულება წარმოშობს უფლებებსა და მოვალეობებს ეროვნულ დონეზე და, შესაბამისად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ დაიცვან თავიანთი უფლებები და ინტერესები ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მათ შორის სასამართლოში.2

საერთაშორისო სამართლის ზოგადი წესის მსგავსად, არც ევროპული კონვენცია აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, აღიაროს კონვენცია ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილად და, შესაბამისად, უშუალოდ გამოიყენოს მისი დებულებები ეროვნულ დონეზე, მათ შორის სასამართლო დავების გადასაწყვეტად.3 მიუხედავად ამისა, ევროპულმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ ევროპული კონვენციის ეროვნული კანონმდებლობის ნაწილად აღიარება კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების განსაკუთრებით ეფექტიანი საშუალებაა.4

ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა სხვადასხვა ფორმით აღიარეს კონვენცია ეროვნული კანონმდებლობის ნაწილად. ზოგიერთ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის როლი ქვეყნის კანონმდებლობაში განისაზღვრა კანონმდებლობით,5 ხოლო ზოგიერთში სასამართლო პრაქტიკით.6

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობის მსგავსად, საქართველოში კონვენცია აღიარებულია კანონმდებლობის ნაწილად. საქართველოში ევროპულ კონვენციას შეუძლია წარმოშვას უფლებები და მოვალეობები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე დაეყრდნოს ევროპული კონვენციის დებულებებს და მის საფუძველზე ამტკიცოს ადამიანის უფლებათა დარღვევა.

საერთაშორისო ხელშეკრულებათა ადგილი საქართველოს კანონმდებლობაში ძირითადად განისაზღვრება რამდენიმე ნორმატიული აქტით:7

ა) უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.“8

კონსტიტუციის ეს დებულება აღიარებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს კანონმდებლობის ნაწილად და განსაზღვრავს მათ იურიდიულ თანაფარდობას ეროვნულ დონეზე მოქმედი ნორმატიული აქტების მიმართ. მართალია, ამ დებულებაში expressis verbis ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო ხელშეკრულებათა იერარქიულ თანაფარდობაზე საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების მიმართ, მაგრამ ამ დებულების არსიდან გამომდინარეობს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები მიჩნეულია საქართველოს კანონმდებლობის ნაწილად, შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტად. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია კონსტიტუციის ეს დებულება საერთოდ არ იქნებოდა გათვალისწინებული, რადგან თუ საერთაშორისო ხელშეკრულებები არ ხდება საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი, ხელშეკრულებათა იერარქიული თანაფარდობის განსაზღვრა სახელმწიფოს შიგნით მოქმედი ნორმატიული აქტების მიმართ მოკლებული იქნებოდა ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველს;

ბ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი აზუსტებს კონსტიტუციის მე-6 მუხლს საქართველოს კანონმდებლობაში საერთაშორისო ხელშეკრულების როლთან დაკავშირებით. ხსენებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს ნორმატიული აქტია;9 გ) განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“.10 კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია.“

საქართველოს ნორმატიული აქტების მოკლე მიმოხილვაც კი ცხადყოფს, რომ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია, ანუ ნორმატიული აქტი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, მათ შორის სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იერარქიული
ადგილი ეროვნულ კანონმდებლობაში

2.2.1. ევროპული კონვენციის იერარქიული ადგილი კონვენციის მონაწილე
სახელმწიფოთა კანონმდებლობაში

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფომ აღიარა კონვენცია ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილად და, აქედან გამომდინარე, ამ სახელმწიფოთა სასამართლოები და ადმინისტრაციული ორგანოები იყენებენ მას როგორც საქმის გადაწყვეტის სამართლებრივ საფუძველს. ევროპული კონვენციის სახელმწიფოს კანონმდებლობის ნაწილად აღიარება თავისთავად არ განსაზღვრავს საერთაშორისო ხელშეკრულების იერარქიულ ადგილს ქვეყანაში მოქმედ სხვა ნორმატიულ აქტებს შორის. სხვა სიტყვებით, კონვენციის კანონმდებლობის ნაწილად აღიარებიდან არ გამომდინარეობს ის, თუ როგორ უნდა მოგვარდეს შესაძლო კოლიზია ევროპულ კონვენციასა და სახელმწიფოში მოქმედ სხვა ნორმატიულ აქტებს შორის.

საერთაშორისო ხელშეკრულების იერარქიული ადგილი ქვეყანაში მოქმედ სხვა ნორმატიულ აქტებს შორის განისაზღვრება ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი სამართლით. საერთაშორისო სამართალი არ მოითხოვს საერთაშორისო ხელშეკრულების არც კანონმდებლობის ნაწილად აღიარებას და არც მისთვის რაიმე იერარქიული ადგილის მინიჭებას ქვეყნის შიგნით მოქმედ ნორმატიულ აქტებს შორის.

საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. საერთაშორისო სამართალი ადგენს, რომ საერთაშორისო დონეზე ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა იერარქიული ადგილი ენიჭება ხელშეკრულებებს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე. აქედან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო ვერ დაეყრდნობა თავის შიდასახელმწიფოებრივ სამართალს, მათ შორის იმ ნორმატიულ აქტს, რომელსაც შიდასახელმწიფოებრივ დონეზე შეიძლება მიენიჭოს ხელშეკრულებაზე უფრო მაღალი იერარქიული ადგილი, რათა არ შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.11 წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა, მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს დაეყრდნოს თავის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, რათა თავიდან აიცილოს საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება. ხსენებული წესი მყარად დამკვიდრდა საერთაშორისო სამართალში. საერთაშორისო სამართლის საერთო წესი ვრცელდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაზეც - სახელმწიფო ვერ დაეყრდნობა თავის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას (კონსტიტუციის ჩათვლით), რათა თავი აარიდოს ევროპული კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას.12 იმ სახელმწიფოებში, რომლებიც აღიარებენ ევროპულ კონვენციას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნაწილად, კონვენციას ენიჭება განსხვავებული იერარქიული ადგილი ქვეყანაში მოქმედ ნორმატიულ აქტებს შორის. სახელმწიფოთა მიდგომა შეიძლება შემდეგნაირად დაჯგუფდეს:

ა) კონვენციას ენიჭება ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღალი ან კონსტიტუციის თანაბარი იერარქიული ადგილი.13 ნიდერლანდებში საერთაშორისო ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა, თუ დადგინდა კოლიზია ხელშეკრულებასა და კონსტიტუციას შორის.14 ავსტრიაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებს მინიჭებული აქვს კონსტიტუციის დებულებათა რანგი.15 საყურადღებოა, რომ ასეთი მაღალი იერარქიული ადგილი ავსტრიაში მინიჭებული აქვს არა ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებას, არამედ მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რაც ადასტურებს მის განსაკუთრებულ როლს ავსტრიის კანონმდებლობაში;

ბ) კონვენციას ენიჭება კონსტიტუციაზე დაბალი, მაგრამ სხვა შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებზე მაღალი იერარქიული ადგილი.16 ასეთი ქვეყნების მაგალითია: აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, ესპანეთი, ესტონეთი, კვიპროსი, ლუქსემბურგი, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, სომხეთი, უკრაინა, შვეიცარია, ჩეხეთი.17 სახელმწიფოების დიდ ნაწილში საერთაშორისო ხელშეკრულებათა იერარქიული ადგილი შიდასახელმწიფოებრივ სამართალში დადგენილია ზოგადად ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების მიმართ, მაგრამ არის რამდენიმე გამონაკლისი. ზოგიერთ სახელმწიფოში მხოლოდ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებს ენიჭებათ უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ასეთი ქვეყნების მაგალითია: სლოვაკეთი, რუმინეთი და ჩეხეთი.18

ევროპული კონვენციის მონაწილე ზოგიერთ სახელმწიფოში საერთაშორისო ხელშეკრულებათა, მათ შორის ევროპული კონვენციის, უპირატესობა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების (გარდა კონსტიტუციისა) მიმართ განისაზღვრება არა კონსტიტუციით, არამედ სხვა ნორმატიული აქტით ან სასამართლო პრაქტიკით;19

გ) კონვენციას ენიჭება შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების თანაბარი იერარქიული ადგილი. ასეთი ქვეყნების მაგალითია: გერმანია, დანია, ისლანდია, იტალია, ლიტვა, ლიხტენშტეინი, სან-მარინო, თურქეთი, ფინეთი, შვედეთი.20 ამ სახელმწიფოებში გამოიყენება პრინციპი ლეხ პოსტერიორი დეროგატ პრიორი.21 ამ პრინციპის თანახმად, ევროპულ კონვენციას აქვს უპირატესობა იმ შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ (გარდა კონსტიტუციისა), რომლებიც მიღებული და ამოქმედებულია სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლამდე, მაგრამ ის შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტები, რომლებიც მიღებული და ამოქმედებულია კონვენციის სახელმწიფოსათვის ძალაში შესვლის შემდეგ, უპირატესობით სარგებლობენ ევროპული კონვენციის მიმართ.

ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში ხსენებულ მიდგომას, რომელიც თავისთავად საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ აყენებს კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების შესრულებას, ნაკლები პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს იმის გამო, რომ სახელმწიფოები, ამგვარი სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში, იყენებენ ისეთ პრინციპს, როგორიცაა lex specialis derogat leges generalis.22 ამ პრინციპის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებები, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, განიხილება სპეციალურ აქტად, რომელსაც ენიჭება უპირატესობა კონვენციასა და შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტს (გარდა კონსტიტუციისა) შორის კოლიზიის წარმოშობის შემთხვევაში.

სახელმწიფოთა კანონმდებლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იერარქიული ადგილის თაობაზე მოკლე მიმოხილვიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას სახელმწიფოთა კანონმდებლობაში განსხვავებული იერარქიული ადგილი ენიჭება. მიუხედავად ამ განსხვავებისა, სახელმწიფოთა უმრავლესობაში ევროპულ კონვენციას უფრო მაღალი იერარქიული ადგილი ენიჭება, ვიდრე შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებს, მაგრამ უფრო დაბალი, ვიდრე ქვეყნის კონსტიტუციას.23

2.2.2. ევროპული კონვენციის იერარქიული ადგილი საქართველოს
კანონმდებლობაში

საქართველოს კანონმდებლობა ადგენს ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების შემდეგ იერარქიას:

ა) საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი;

ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;

გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება;

დ) საქართველოს ორგანული კანონი;

ე) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი;

ვ) საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები.24

ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების იერარქიული თანაფარდობის დადგენის მიზანია ასეთი აქტების იურიდიული ძალის განსაზღვრა და სამართლებრივი კოლიზიის გადაწყვეტის გზების დადგენა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს საერთაშორისო ხელშეკრულების იერარქიულ ადგილს ქვეყანაში მოქმედნორმატიულ აქტებს შორის, პრაქტიკაში სასამართლოები და ადმინისტრაციული ორგანოები შეიძლება აღმოჩნდნენ მრავალი სირთულის წინაშე, რომლებიც დაკავშირებულია სამართლებრივ კოლიზიასთან საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებს შორის.

თუ ზოგადად კოლიზიის მოგვარება შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებს შორის საკმაოდ რთული საკითხია, ასეთი კოლიზიის მოგვარება კიდევ უფრო რთულდება საერთაშორისო ხელშეკრულების შემთხვევაში. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ საერთაშორისო ხელშეკრულება, მართალია, ხდება ქვეყნის ნორმატიული აქტი, მაინც რჩება საერთაშორისო სამართლის ნაწილად. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედებისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით, სასამართლომ და ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დააკმაყოფილოს როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი სამართლით დადგენილი მოთხოვნები.

საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებს შორის კოლიზიასთან დაკავშირებული სირთულეების თვალსაჩინოობისათვის შეიძლება მარტივი მაგალითის განხილვა, რომელიც ნათელს ჰფენს ამ სირთულეების არსებობას. რომელ ნორმატიულ აქტს უნდა მიანიჭოს უპირატესობა საქართველოს სასამართლომ, თუ საქმის განხილვის დროს ის აღმოაჩენს კოლიზიას საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას შორის? ერთი შეხედვით, პასუხი ნათელია: უპირატესობა უნდა მიენიჭოს კონსტიტუციას, რადგან ის უზენაესი კანონია, რომელსაც უმაღლესი იერარქიული ადგილი აქვს მინიჭებული საქართველოში მოქმედ ნორმატიულ აქტებს შორის. მაგრამ, თუ სასამართლო კონკრეტული საქმის განხილვისას უპირატესობას მიანიჭებს კონსტიტუციას და გამოიყენებს მის ნორმას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციას, სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ დაარღვევს კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულებებს. როგორც უკვე აღინიშნა, საერთაშორისო სამართალი მოითხოვს სახელმწიფოებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებათა კეთილსინდისიერად შესრულებას და მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა იერარქიული ადგილი ენიჭება ევროპულ კონვენციას სახელმწიფოში მოქმედ ნორმატიულ აქტებს შორის; მეორე მხრივ, თუ სასამართლო, ასეთი კოლიზიის აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენებს ევროპულ კონვენციას და არ გამოიყენებს საქართველოს კონსტიტუციის ნორმას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციას, იგი დაიცავს ევროპული კონვენციის მოთხოვნებს, კეთილსინდისიერად შეასრულებს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს, მაგრამ დაარღვევს კონსტიტუციის ნორმებს, კერძოდ, ერთი მხრივ, იმ ნორმას, რომელიც ევროპული კონვენციისაგან განსხვავებულ წესს ადგენს, ხოლო, მეორე მხრივ, ნორმას, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია და უპირატესობით სარგებლობს ქვეყანაში მოქმედი ყველა სხვა ნორმატიული აქტის მიმართ (მე-6 მუხლი). ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული კოლიზიის გადაწყვეტა უფრო რთულია, ვიდრე ეს შეიძლება ჩანდეს ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების იერარქიული თანაფარდობიდან.

სახელმწიფომ შეიძლება შექმნას სპეციალური მექანიზმი, რომლის მიზანი იქნება კოლიზიის დადგენა საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებს შორის. ასეთი მექანიზმის საფუძველზე, ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებამდე, მოწმდება საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისობა შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებთან, საჭიროების შემთხვევაში კი აღმოიფხვრება შეუსაბამობა.

2.2.2.1. კოლიზია საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა
ევროპულ კონვენციას შორის

კოლიზიის ალბათობა საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს შორის მცირეა. ეს განპირობებულია კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების რეგულირების განსხვავებული ობიექტით. ქვეყნის კონსტიტუციით მოწესრიგებული საკითხები ძირითადად განსხვავდება იმ საკითხებისაგან, რომელთა მოწესრიგებას მიზნად ისახავს საერთაშორისო ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენია კოლიზია საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებას შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სახელმწიფო მოწყობა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია, საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია, მისი წევრების არჩევის პირობები, საკანონმდებლო აქტების მიღების წესი და პროცედურა, პრეზიდენტის უფლებამოსილება, სასამართლო ორგანოთა სისტემა, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია და სხვა. კოლიზია საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს შორის შეიძლება მოხდეს ისეთ საკითხებზე, რომლებიც კონსტიტუციისა და ხელშეკრულების საერთო რეგულირების ობიექტია. ასეთ საკითხებს განეკუთვნება ძირითადად ადამიანის უფლებათა დაცვა.25 ამიტომ კოლიზიის არსებობა დასაშვებია საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებების მარეგულირებელ საერთაშორისო ხელშეკრულებებს შორის.

კონკრეტულად საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას შორის კოლიზიასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ კოლიზიის ალბათობა მცირეა ასევე იმის გამო, რომ საქართველოს კონსტიტუციის შემუშავების დროს მხედველობაში მიიღეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები.26 ამას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომელთა ფორმულირებები მსგავსია ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლების ფორმულირებებისა.

მიუხედავად აღნიშნულისა, არ იქნებოდა მართებული კოლიზიის გამორიცხვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას შორის. დასაშვებია, რომ საქმის განხილვის დროს სასამართლომ აღმოაჩინოს კოლიზია საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას შორის. ასეთი კოლიზიის ალბათობა ასევე არსებობს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ კონვენციია აღიარებულია „ცოცხალ“ დოკუმენტად და დროთა განმავლობაში დაცული უფლებების შინაარსი შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს.

2.2.2.2. კოლიზია შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებსა და
ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას შორის

მრავალი სამართლებრივი საკითხი, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას შორის კოლიზიისას, არ იჩენს თავს საქართველოს სხვა შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებსა და ევროპულ კონვენციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში. ამის მიზეზია ის, რომ კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებას შორის იერარქიული თანაფარდობისაგან განსხვავებით, სხვა შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებზე (გარდა კონსტიტუციისა და კონსტიტუციური შეთანხმებისა) მაღალი იერარქიული ადგილი ენიჭება.

თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას დადგება ევროპულ კონვენციასა და საქართველოს შიდასახელმწიფობრივ ნორმატიულ აქტს (მაგ., კანონს) შორის შეუსაბამობის საკითხი, სასამართლოს არაფერი აბრკოლებს, გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. იმ შემთხვევისაგან განსხვავებით, როდესაც საერთო სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა კონვენცია მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ,27 რისი დადგენაც არა საერთო, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში შედის, თუ საერთო სასამართლო დაასკვნის შეუსაბამობის ალბათობას ევროპულ კონვენციასა და შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტს (მაგ., კანონს) შორის, საერთო სასამართლოს თავად შეუძლია განსაზღვროს კოლიზიის არსებობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას სცილდება შესაბამისობის დადგენა შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებსა (გარდა კონსტიტუციისა) და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას შორის.28

ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, უნდა გაკეთდეს დათქმა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებს (გარდა კონსტიტუციისა) შორის იერარქიულ თანაფარდობასთან დაკავშირებით. თუ საერთო სასამართლო დაადგენს, რომ შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტი (მაგ., კანონი) პირს უზრუნველყოფს უფრო ეფექტიანი დაცვით, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, საერთო სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს და გამოიყენოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მას უფრო დაბალი იერარქიული ადგილი ენიჭება, ვიდრე ევროპულ კონვენციას. ასეთი მიდგომა გამართლებულია ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვის პრინციპით. საქართველოს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ აქტით, რომელიც უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვას. არ იქნებოდა მართებული, რომ ევროპულ კონვენციასა და კანონს შორის კოლიზიისას, რომელშიც კანონი უზრუნველყოფს პირის უფლებების უფრო ეფექტიან დაცვას, ვიდრე ევროპული კონვენცია, საქართველოს სასამართლომ გამოიყენოს ევროპული კონვენცია (რომელსაც იერარქიული უპირატესობა ენიჭება კანონთან შედარებით) კანონით დადგენილი ადამიანის უფლებათა უფრო ეფექტიანი დაცვის საზიანოდ.

სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ისევე როგორც ზოგადად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების, გამოყენების ერთ-ერთი უპირატესობა ზუსტად ისაა, რომ იგი იძლევა ისეთი შიდასახელმწიფოებრივი ნორმის დადგენის შესაძლებლობას, რომელიც უფრო დაბალი სტანდარტით იცავს ადამიანის უფლებებს, ვიდრე ევროპული კონვენცია. თუ სასამართლო არ გამოიყენებს ევროპულ კონვენციასა და ზოგადად საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იგი უბრალოდ ვერ შეძლებს კოლიზიის დადგენას შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტსა და ევროპულ კონვენციას შორის და სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელებს ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო დაბალი სტანდარტებით. მართალია, ევროპულ კონვენციას ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიენიჭება უპირატესობა, მაგრამ კოლიზიის აღმოფხვრის გარეშე არ არის იმის გარანტია, რომ მომავალში სხვა სასამართლოს მიერ მსგავსი გარემოებების არსებობის შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო გამოიყენებს ევროპულ კონვენციას და უპირატესობას მიანიჭებს მას.

2.2.2.3. კოლიზია კონსტიტუციურ შეთანხმებასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას შორის

1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობდა კონსტიტუციური შეთანხმების ცნებას. 2001 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობაში დაამკვიდრა კონსტიტუციური შეთანხმების ცნება.29 სხვა მუხლებთან ერთად, ცვლილება შევიდა კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში. ამ ცვლილებით კონსტიტუციურ შეთანხმებას მიენიჭა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე უფრო მაღალი იერარქიული ადგილი.30 საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შეცვლილი ტექსტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „[...] საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.“

ცვლილება ასევე განიცადა კონსტიტუციის მე-9 მუხლმა, რომელსაც დაემატა მე-2 პუნქტი. მან დაადგინა, რომ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართალმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.“

ასევე შეიცვალა კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 88 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის განჩინება, საქმე „მოქალაქე ა.კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N2/110/5, 2001 წლის 2 ნოემბერი, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, N4, 2001 ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, N4, 2001 წელი, გვ. 90. რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას. ამ ცვლილებით საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილი გახდა, მიიღოს გადაწყვეტილება კონსტიტუციური შეთანხმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ.

ამ ცვლილებათა შესახებ შეიძლება გაკეთდეს რამდენიმე დასკვნა: უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციური შეთანხმებისათვის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე უფრო მაღალი იერარქიული ადგილის მინიჭების შედეგად კონსტიტუციურ შეთანხმებასა და საერთაშორისო ხელშეკრულებას შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კონსტიტუციურ შეთანხმებას.31 საყურადღებოა, რომ „კონსტიტუციური შეთანხმება“ არ არის საერთაშორისო ხელშეკრულება. იგი არ შედის „საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენციისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროში. ეს დასტურდება იმითაც, რომ კონსტიტუციური შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელია არა მისი რატიფიცირება, რაც, კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად, ხდება მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულების შემთხვევაში, არამედ დამტკიცება. როგორც ცნობილია, საერთაშორისო ხელშეკრულებები იდება საერთაშორისო სამართლის სუბიექტების მიერ, რასაც არ წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია.

მეორე დასკვნა ეხება კონსტიტუციით გათვალისწინებულ დებულებას, რომლის თანახმად: „კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.“32 სავარაუდოა, ასეთი დებულების გათვალისწინება განაპირობა არამართლმადიდებლური რელიგიის მიმდევართათვის იმის გარანტირებამ, რომ კონსტიტუციური შეთანხმება არ შეზღუდავს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებსა და ნორმებს. მიუხედავად ამ პოზიტიური დებულებისა, შეიძლება იმის მტკიცება, რომ იგი მხოლოდ დეკლარაციული ხასიათისაა და რომ მისი სამართლებრივი შედეგი უმნიშვნელოა.

თუ დადგენილია, რომ კონსტიტუციური შეთანხმება „სრულად უნდა შეესაბამებოდეს“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, ასეთ ნორმებთან კონსტიტუციური შეთანხმების შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა. ანალოგიის სახით შეიძლება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოშველიება. იგი ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, ორგანულ კანონს. უეჭველია, რომ, თუ საქართველოს.

პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (ანუ უნდა შეესაბამებოდეს) ხსენებულ აქტებს, ასეთი წინააღმდეგობის (შეუსაბამობის) აღმოჩენის შემთხვევაში უპირატესობა ხსენებულ აქტებს (საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, ორგანულ კანონს) მიენიჭება.

კონსტიტუციით გათვალისწინებული დებულება - „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები“ მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ნორმებს.

ასეთი მტკიცება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც ადგენს, რომ კონსტიტუციურ შეთანხმებასა და საერთაშორისო ხელშეკრულებას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კონსტიტუციურ შეთანხმებას. გამოდის, რომ, მართალია, კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის იმ ნორმებს, რომლებიც ასახულია ევროპულ კონვენციაში, მაგრამ თუ შეთანხმება არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ხსენებულ ნორმებს, უპირატესობა მაინც კონსტიტუციურ შეთანხმებას მიენიჭება.

ასევე აღსანიშნავია, რომ, რამდენადაც კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი უნქტის „ა“ ქვეპუნქტით საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონსტიტუციური შეთანხმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ, მის კომპეტენციას სცილდება კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისობის დადგენა. ამის გათვალისწინებით, საერთო სასამართლოებმა კონკრეტული საქმის განხილვის დროს თავად, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე, უნდა დაადგინონ შესაბამისობა კონსტიტუციურ შეთანხმებასა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას შორის.

საინტერესოა იმის განხილვა, თუ რატომ მიენიჭა საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას კონსტიტუციის შემდგომ ყველაზე მაღალი იერარქიული ადგილი, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე მაღალიც კი. ეს საკითხი განხილვის საგანი იყო ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კონსტიტუციური კანონის შემუშავების დროს. გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებანი იმასთან დაკავშირებით, უნდა მიენიჭოს თუ არა კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე მაღალი იერარქიული ადგილი. კონსტიტუციური შეთანხმებისათვის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე მაღალი იერარქიული ადგილის მინიჭების ოპონენტების აზრით, კონსტიტუციური შეთანხმებისათვის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე მაღალი იერარქიული ადგილის მინიჭება მიზანშეუწონელია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია რადგან „საერთაშორისო ხელშეკრულებების მიმართ მისი [ე.ი. კონსტიტუციური შეთანხმების-კ.კ.] უპირატესობის დადგენა გამოიწვევს რწმენისა და აღმსარებლობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით აღიარებულ ადამიანის ლებებისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების თანასწორუფლებიანობის დარღვევას.“33 წინამდებარე ნაშრომის ავტორი ვერ გაიზიარებს ხსენებულ შეხედულებას იმ მარტივი მიზეზით, რომ თავისთავად კონსტიტუციური შეთანხმების იურიდიული უპირატესობის დადგენა საერთაშორისო ხელშეკრულების მიმართ არ გამოიწვევს „რწმენისა და აღმსარებლობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით აღიარებულ ადამიანის უფლებებისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების თანასწორუფლებიანობის“ დარღვევას. ქვეყნის შიგნით ამა თუ იმ ნორმატიული აქტისათვის იერარქიული ადგილის დადგენა სახელმწიფოს სუვერენული ნებაა. ადამიანის უფლებათა ხსენებული ნორმების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა კონსტიტუციურმა შეთანხმებამ, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებათა ნორმებს.

რაც შეეხებათ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მიმართ კონსტიტუციური შეთანხმებისათვის უფრო მაღალი იერარქიული ადგილის მინიჭების მხარდამჭერებს, რომლებიც თავიანთი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითებენ საზღვარგარეთის ქვეყნებში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის კონსტიტუციურ დონეზე რეგულირებაზე,34 აღსანიშნავია შემდეგი: ის გარემოება, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების ძირითადი პრინციპები განისაზღვრება კონსტიტუციური ნორმებით, თავისთავად ვერ განიხილება საქართველოში კონსტიტუციური შეთანხმებისათვის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე უპირატესობის მინიჭების ვერც მხარდამჭერ და ვერც უარმყოფელ არგუმენტად.

რაც შეეხება უშუალოდ კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, მას ხელი მოეწერა 2002 წლის 14 ოქტომბერს.35 კონსტიტუციური შეთანხმების ხელმოწერამდე მან გაიარა სამართლებრივი ექსპერტიზა ევროპის საბჭოში.36

კონსტიტუციური შეთანხმების შემუშავებისა და მიღების დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ კონსტიტუციური შეთანხმება მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს ზოგიერთ უპირატესობას სხვა რელიგიებთან შედარებით, რაც არღვევს ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. ამ მოსაზრების დასასაბუთებლად მოიშველიება კონსტიტუციური შეთანხმების სხვადასხვა მუხლი. მაგალითად, აღინიშნება, რომ კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის თანახმად, რომელიც აწესრიგებს საკუთრებისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, „ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაკომერციული მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.“37 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) გათვალისწინებით, ის პრივილეგიები, რომლებიც ენიჭება მართლმადიდებელ ეკლესიას, უნდა გავრცელდეს სხვა რელიგიურ მიმდინარეობებზეც. ასევე გამოითქვა მოსაზრება კონსტიტუციური შეთანხმების სხვა მუხლების შეუსაბამობაზე ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებთან, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.38

ზოგადად, აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობას, ტრადიციულია ის თუ არა, არ უნდა დაუწესდეს შეღავათები ქვეყანაში არსებულ სხვა რელიგიურ მიმდინარეობასთან შედარებით. თუ დაწესდა შეღავათები, ისინი უნდა გავრცელდნენ ყველა რელიგიურ მიმდინარეობაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციური შეთანხმების დადება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან თავისთავად არ უნდა იქნეს გაგებული სხვა რელიგიების დისკრიმინაციად. როგორც სწორად აღნიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე - ზურაბ აროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ: „...კონსტიტუციური შეთანხმების მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან გაფორმება არ გამორიცხავს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების არსებობას, ასევე არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მათი საქმიანობის შეზღუდვას და მითუმეტეს აკრძალვას...“39

კონსტიტუციური შეთანხმების დადება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში, გამართლებულია ისტორიული თვალსაზრისით. აქვე აღსანიშნავია, რომ ის შეღავათები, რომლებიც დაწესდა კონსტიტუციურ შეთანხმებაში, უნდა გავრცელდეს სხვა რელიგიურ მიმდინარეობებზეც. ეს შეიძლება განხორციელდეს სპეციალური კანონის მიღებით.40 წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, მათ შორის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება) აღიარებული უფლებები.

_______________________

1. J. Frowein, The European Convention on Human Rights as the Public Order of Europe, in: Collected Courses of the Academy of European Law, 1990, vol. I, 2, 293.

2. გამონაკლისია ევროპის გაერთიანება, რომელშიც საერთაშორისო ხელშეკრულებით და არა ეროვნული კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება სახელმწიფოთა კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილია. იხ. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (ლუქსემბურგი) გადაწყვეტილება კორსა ენელის საქმეზე, 1964, ECR, 585.

3. იხ. Swedish Engine Drivers' Union v. Sweden, 1976 წლის 6 თებერვალი, Series A, № 20, 18.

4. ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom), 1978 წლის 18 იანვარი, Series A, №25, 239-ე პუნქტი.

5. ავსტრია, ბულგარეთი, ესპანეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, მოლდოვა, ნიდერლანდები, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, საქართველო, სლოვაკეთი, სლოვენია, უკრაინა, ჩეხეთი..

6. იქვე, ბელგია, გერმანია, იტალია, ლიტვა, შვეიცარია.

7. კ. კორკელია, სასამართლოს როლი საერთაშორისო ხელშეკრულების გამოყენებაში, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, N1, 1998 წელი, გვ. 103.

8. იხ. საქართველოს კონსტიტუცია, 2000 წლის 7 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რამდენიმე ნორმატიულ აქტში, მათ შორის კონსტიტუციაში, მოხსენიებულია ტერმინი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება“, იურიდიული ბუნებით ეს ორი აქტი არ განსხვავდება ერთმანეთისაგან..

9. 1996 წლის 29 ოქტომბერი. ასევე იხ. კანონის 1-ლი და მე-19 მუხლები.

10. 69 1997 წლის 16 ოქტომბერი.

11. K. Korkelia, International Law in the Georgian Legal Order, The journal of East European Law, vol. 6, N4, 1999, 381 et seq.

12. R. Bernhardt, The Convention and Domestic Law, in: The European System for the Protection of Human Rights, R. Macdonald, F. Matscher & H. Petzold (Eds.), 1993, 25. იხ. „საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენციის 27-ე და 46-ე მუხლები.

13. J. Polakiewicz, The Status of the Convention in National Law, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 32.

14. C. Nørgaard, The Implementation of International Human Rights Agreements within a Domestic Legal System, The Relationship Between International and Domestic Law: Proceedings of the UniDem Seminar (1993), 1993, 16.

15. იხ. ნიდერლანდების კონსტიტუციის 94-ე მუხლი. H. Schermers, The Netherlands, in: The Effect of Treaties in Domestic Law, F. jacobs & S. Roberts (Eds.), 1987, 113.

16. M. Nowak, The Implementation of the European Convention on Human Rights, in: The Implementation in National Law of the European Convention on Human Rights, roceedings of the Fourth Copenhagen Conference on Human Rights, 28-29 October, 1988, 1989, 33.

17. H. Schermers, The European Community and the European Convention on Human ights: Their Effect on National Law, in: The Gradual Convergence: Foreign Ideas, Foreign Influences and English Law on the Even of the 21st Century, B.Markesinis (Ed.), 1994, 170.

18. S. jensen, The European Convention on Human Rights in Scandinavian Law: A Case Law Study, 1992, 231.

19. იხ.: ჩეხეთის კონსტიტუციის მე-10 მუხლი; სლოვაკეთის კონსტიტუციის მე-11 მუხლი; რუმინეთის კონსტიტუციის მე-20 მუხლი.

20. მაგალითად, ესტონეთის უზენაესმა სასამართლომ 1997 წელს განიხილა საქმე, რომელიც ეხებოდა კოლიზიას კანონსა და ევროპულ კონვენციას შორის, რაზეც სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს კონვენციას. ციტ.: J. Polakiewicz, The Status of the Convention in National Law, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 42.

21. J. Polakiewicz, The Status of the Convention in National Law, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 42-45.

22. G. Gauksdóttir, Iceland, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 402.

23. B. Simma, D.-E.Khan, M. Zöckler & R. Geiger, The Role of German Courts in the Enforcement of International Human Rights, in: Enforcing International Human Rights in Domestic Courts, B. Conforti & F. Francioni (Eds.), 1997, 87-89.

24. ლ. ბოძაშვილი, ევროპის საბჭო და ადამიანის უფლებების დაცვა, თბილისი, 1998, გვ. 28.

25. იხ.: კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი და „საქართველოს აერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი.

26. ეს არ ნიშნავს, რომ გამოირიცხება კოლიზია საერთაშორისო ხელშეკრულებასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებიც არ აწესრიგებენ ადამიანის უფლებათა დაცვას.

27. იხ. ვ. გაული, კონსტიტუციის შემუშავება და მიღება საქართველოში (გერმანული გამოცემის ქართული თარგმანის ავტორი კ. კუბლაშვილი), 2002 წელი, გვ. 374; ასევე იხ. გვ. 32. ნიშანდობლივია, რომ კონსტიტუციის შემუშავებისა და მიღების დროს საქართველო არ იყო ევროპული კონვენციის მონაწილე.

28. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 უნქტი.

29. იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის განჩინება, საქმე „მოქალაქე ა. კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N2/110/5, 2001 წლის 2 ნოემბერი, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, N4, 2001 წელი, გვ. 90.

30. იხ. საქართველოს კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი 1, N9, 2001 წლის 10 აპრილი, გვ. 2.

31. აღსანიშნავია, რომ დღემდე არ შეტანილა შესაბამისი ცვლილება-დამატებები „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში კონსტიტუციურ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

32. კონსტიტუციური შეთანხმების იერარქიული ადგილის შესახებ იხ. მ. ცაცანაშვილი, სახელმწიფო და რელიგია, თბილისი, 2001 წელი, გვ. 69. 92 აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტში, რომელიც გამოქვეყნდა საჯარო განხილვისათვის, ეს დებულება არ იყო გათვალისწინებული. იხ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი 1, N45, 2000 წლის 8 დეკემბერი, გვ. 3

33. იხ. ჯ. ხეცურიანის სტატია, რომელშიც მიმოხილულია მხარეთა განსხვავებული მოსაზრებები კონსტიტუციური შეთანხმებისათვის კონსტიტუციის შემდგომ ყველაზე მაღალი იურიდიული ძალის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ. ჯ. ხეცურიანი, სახელმწიფო და ეკლესია, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, N1, 2001 წელი, გვ. 11-12.

34. ჯ. ხეცურიანი, სახელმწიფო და ეკლესია, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, 1, 2001 წელი, გვ. 12.

35. საქართველოს პარლამენტმა შეთანხმება დაამტკიცა 2002 წლის 22 დეკემბერს. ზოგადად იხ. მ.

36. Legal Expertise of the Draft Constitutional Agreement between the State of Georgia and the Autonomous Apostolic Orthodox Church of Georgia, R. Lawson & R. Balodis, HRCAD (2001)3, 28 May 2001.

37. მე-5 პუნქტი.

38. მაგ., შეთახმების მე-3 და მე-4 მუხლები. ასევე იხ. Legal Expertise of the Draft Constitutional Agreement between the State of Georgia and the Autonomous Apostolic Orthodox Church of Georgia, R. Lawson & R.Balodis, HRCAD (2001)3, 28 May 2001.

39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის ანჩინება, საქმე „მოქალაქე ზურაბ აროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N2/18/206, 2002 წლის 22 ნოემბერი, „ადამიანი და კონსტიტუცია“, N4, 2000 წელი, გვ. 147.

40. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი „რწმენის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“. „ქართული სამართლის მიმოხილვა“, 5 N1, 2002 წელი, გვ. 36.

4 3. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენება: ევროპული ქვეყნების პრაქტიკის მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


3.1. შესავალი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სახელმწიფოს ნორმატიულ აქტად აღიარების ფაქტი თავისთავად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დამკვიდრდეს კონვენციის გამოყენების პრაქტიკა სასამართლოების (და ადმინისტრაციული ორგანოების) საქმიანობაში. საკანონმდებლო დონეზე გადადგმული ნაბიჯები, მართალია, ქმნის სამართლებრივ საფუძველს საერთაშორისო ხელშეკრულებათა ეროვნულ დონეზე გამოსაყენებლად, მაგრამ ისინი ვერ ჩაითვლებიან სასამართლოების (და ადმინისტრაციული ორგანოების) მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა, მათ შორის ევროპული კონვენციის, გამოყენების გარანტიად. საკანონმდებლო დონეზე გატარებული ღონისძიებების გარდა, აუცილებელია გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები სასამართლო საქმეების განხილვის დროს საერთაშორისო ხელშეკრულებათა გამოყენების პრაქტიკის დასამკვიდრებლად.

სასამართლო ხელისუფლებას ენიჭება მთავარი როლი იმ ნორმატიული აქტების ცხოვრებაში გასატარებლად, რომლებიც ქმნიან საერთაშორისო ხელშეკრულებათა ეროვნულ დონეზე გამოყენების სამართლებრივ საფუძველს. სასამართლო ხელისუფლების როლზე დამოკიდებულია, განხორციელდება თუ არა პრაქტიკაში კონსტიტუციისა და სხვა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების დებულებები საერთაშორისო ხელშეკრულებათა ქვეყნის ნორმატიულ აქტად აღიარების შესახებ და შეიტანს თუ არა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებები, მათ შორის ევროპული კონვენცია, დადებით წვლილს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო (ევროპული) სტანდარტების დამკვიდრებაში.1 საქართველოს სასამართლოთა სურვილი, გამოიყენონ საერთაშორისო ხელშეკრულებები სასამართლო დავების მოგვარებისას, ნათელს მოჰფენს იმას, პოვებს თუ არა პრაქტიკაში სათანადო ასახვას კანონმდებლის ნება საერთაშორისო ხელშეკრულებათა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილად აღიარებისა და მათი უშუალო მოქმედების შესახებ.2

პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, რომელშიც ეროვნული სასამართლოები ამჟამად რეგულარულად იყენებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, დასჭირდა გარკვეული დრო ევროპული კონვენციის გამოყენების პრაქტიკის დასამკვიდრებლად. სხვა სიტყვებით, ევროპული კონვენციის თითქმის ყველა მონაწილე სახელმწიფოს სასამართლო ორგანოებმა გარკვეული დროის განმავლობაში გაიარა „აკლიმატიზაცია“ საერთაშორისო ხელშეკრულებათა, მათ შორის ადამიანის ფლებათა ევროპული კონვენციის, გამოყენების პრაქტიკის დასამკვიდრებლად.

3.2. საერთაშორისო ხელშეკრულების გამოყენების ფორმები

იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ისევე როგორც ზოგადად საერთაშორისო ხელშეკრულებები) აღიარებულია ქვეყნის ნორმატიულ აქტად, ეროვნული სასამართლოები სხვადასხვა ფორმით იყენებენ მას სასამართლო საქმეების განხილვისას. სასამართლო დავების გადაწყვეტისას ეროვნულმა სასამართლომ ევროპულ კონვენციას შეიძლება მიანიჭოს როგორც ძირითადი, ისე დამხმარე როლი. ბუნებრივია, ევროპული კონვენციის მნიშვნელობა სასამართლო საქმის გადაწყვეტაში განსხვავებული იქნება იმის მიხედვით, სასამართლომ ის გამოიყენა საქმის გადაწყვეტის ძირითად თუ დამხმარე წყაროდ.

ეროვნულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ისევე როგორც ზოგადად საერთაშორისო ხელშეკრულებები) შეიძლება გამოიყენოს ძირითადად შემდეგი სამი ფორმით:

) ევროპული კონვენციის გამოყენება, როგორც შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის განმარტების საშუალება

ეროვნულმა სასამართლომ ევროპული კონვენცია შეიძლება გამოიყენოს როგორც შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის განმარტების საშუალება. სასამართლო საქმის გადასაწყვეტად ეროვნულმა სასამართლომ შეიძლება ძირითადად გამოიყენოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტი, მაგრამ მისი დებულების სწორი განმარტებისათვის მან შეიძლება ასევე გამოიყენოს ევროპული კონვენცია. ამ შემთხვევაში ევროპული კონვენცია და შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტი ავსებენ ერთმანეთს. სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველია როგორც შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტი (მაგ., კანონი), ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. ევროპული კონვენციის გამოყენება, როგორც შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის განმარტების საშუალებისა, ხდება მაშინ, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტი არასაკმარისად კონკრეტულად აწესრიგებს საზოგადოებრივ ურთიერთობას, რის გამოც არსებობს არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკი. ევროპული კონვენციის გამოყენებით სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის სწორი განმარტება.

კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა სასამართლო პრაქტიკაში ყველაზე ხშირია ევროპული კონვენციის გამოყენება, როგორც შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის განმარტების საშუალებისა.

) ევროპული კონვენციის გამოყენება შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტთან კოლიზიის შემთხვევაში

ევროპულ სახელმწიფოთა სასამართლო პრაქტიკაში ევროპული კონვენცია ასევე გამოიყენება შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტთან კოლიზიის დროს. ამ შემთხვევაში ეროვნული სასამართლო იყენებს ევროპულ კონვენციას, თუ მან დაადგინა, რომ უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტი (მაგ., კანონი) ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციას.

ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა სასამართლო პრაქტიკაში კონვენციის გამოყენება შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმის საწინააღმდეგოდ შედარებით იშვიათობაა.

) ევროპული კონვენციის გამოყენება, როგორც სასამართლო საქმის გადაწყვეტის ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი

ევროპულ სახელმწიფოთა სასამართლოები ასევე იყენებენ ევროპულ კონვენციას, როგორც საქმის გადაწყვეტის ერთადერთ სამართლებრივ საფუძველს. ეს ხდება, თუ ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტი (მაგ., კანონი) არ აწესრიგებს შესაბამის საზოგადოებრივ ურთიერთობას (ანუ სახეზეა სამართლებრივი ხარვეზი), მაშინ, როდესაც ევროპული კონვენციით ასეთი ურთიერთობა მოწესრიგებულია.

მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის გამოყენებას, როგორც საქმის გადაწყვეტის ერთადერთ სამართლებრივ საფუძველს, არაფერი უშლის ხელს (თუ კონვენცია აღიარებულია სახელმწიფოს ნორმატიულ აქტად), ევროპულ სახელმწიფოთა სასამართლო პრაქტიკაში კონვენციის ამგვარად გამოყენება იშვიათობაა.3 ეს განპირობებულია იმით, რომ, როგორც წესი, ესა თუ ის საზოგადოებრივი ურთიერთობა მოწესრიგებულია შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის აღიარება ნორმატიულ აქტად ნიშნავს, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ეროვნულ სასამართლოს მხოლოდ ევროპული კონვენციის დარღვევის მტკიცებით და მოითხოვონ დარღვეული უფლების აღდგენა. ფორმალური თვალსაზრისით, არ არის აუცილებელი, რომ ფიზიკური და იურიდიული პირები სასამართლოს წინაშე თავიანთი უფლების დარღვევის დასამტკიცებლად, ევროპულ კონვენციასთან ერთად, დაეყრდნონ ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტს (მაგ., კანონს). მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში, როგორც წესი, მხოლოდ ევროპული კონვენციის საფუძველზე არ ხდება უფლების დარღვევის მტკიცება სასამართლოს წინაშე. თუ ფიზიკური და იურიდიული პირები საერთოდ უთითებენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაზე, ისინი, როგორც წესი, პირველ რიგში ამტკიცებენ შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის დარღვევას, რასთან ერთადაც უთითებენ ევროპული კონვენციის დარღვევაზე.

თუმცა ევროპული კონვენცია მხოლოდ იმ სახელმწიფოთა კანონმდებლობის ნაწილია, რომლებიც მას ასეთად აღიარებენ, მცდარია შეხედულება, რომ იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც ევროპული კონვენცია ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილად არ მიიჩნევა, ეროვნულ სასამართლოებს ეკრძალებათ ევროპული კონვენციის გამოყენება.4 იმ სახელმწიფოებშიც კი, რომლებიც არ აღიარებენ ევროპულ კონვენციას სახელმწიფოს ნორმატიულ აქტად, სასამართლოებმა დავების განხილვის დროს მაინც შეიძლება გამოიყენონ ევროპული კონვენცია.5 თუ ორივე შემთხვევაში (აღიარებს თუ არა სახელმწიფო ევროპულ კონვენციას სახელმწიფოს ნორმატიულ აქტად) სასამართლოები იყენებენ ევროპულ კონვენციას, მაშინ რა განსხვავებაა იმ სახელმწიფოს, რომელიც აღიარებს ევროპულ კონვენციას ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილად და იმ სახელმწიფოს შორის, რომელიც მას ასეთად არ აღიარებს?

განსხვავება ამ სახელმწიფოებს შორის არსებითია. იმ სახელმწიფოებში, რომლებიც აღიარებენ ევროპულ კონვენციას ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილად, ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ნორმები ეროვნულმა სასამართლოებმა შეიძლება გამოიყენონ, როგორც საქმის გადაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, ანუ ამ სახელმწიფოთა სასამართლოებს შეუძლიათ, თავიანთ წინაშე არსებული საქმე გადაწყვიტონ ევროპული კონვენციის საფუძველზე.

იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც ევროპული კონვენცია ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილად არ არის აღიარებული, სასამართლოსათვის ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ნორმა საქმის გადაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი ვერ იქნება, რადგან ამ სახელმწიფოებში ევროპული კონვენცია უბრალოდ არ არის სამართლის წყარო. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ სახელმწიფოებში ევროპული კონვენცია არ არის შიდასახელმწიფოებრივი სამართლის წყარო, არ გამორიცხავს ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ნორმების გამოყენებას სასამართლო საქმის განხილვის დროს, როგორც ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმის განმარტების საშუალებას. ასეთი სახელმწიფოს მაგალითია დიდი ბრიტანეთი.6 დიდმა ბრიტანეთმა 1998 წელს მიიღო „დამიანის უფლებათა აქტი“ რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია აღიარა დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის ნაწილად. დიდი ბრიტანეთის „დამიანის უფლებათა აქტი“ ალაში შევიდა 2000 წელს. სიტუაცია დიდ ბრიტანეთში 2000 წლამდე ადასტურებს იმას, რომ ევროპული კონვენცია შეიძლება არ იყოს ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილი, მაგრამ გამოიყენებოდეს, როგორც კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმის განმარტების საშუალება. დიდი ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკა ამას ნათლად ადასტურებს.7 მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ევროპული კონვენცია 2000 წლამდეც (ანუ კონვენციის კანონმდებლობის ნაწილად აღიარებამდე) გამოიყენებოდა, მისი ეფექტი უმნიშვნელო იყო. ევროპული კონვენცია გამოიყენებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონმდებლობა ბუნდოვანი ან ორაზროვანი იყო და სასამართლოები მას მხოლოდ მაშინ მიმართავდნენ, როდესაც ვერ ხერხდებოდა კანონმდებლობის ნორმის გამოყენება სასამართლო საქმის გადასაწყვეტად.

ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპულ კონვენციას იყენებენ არა მხოლოდ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების სასამართლოები, არამედ არაევროპულ სახელმწიფოთა სასამართლოებიც. ევროპულ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეს სასამართლოები იყენებენ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ბუნდოვანი ნორმების სწორი განმარტების უზრუნველსაყოფად8.

3.3. ევროპული კონვენციის გამოყენების საჭიროება სასამართლო საქმეებში

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია საქართველოს ნორმატიული აქტია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასამართლო საქმის გადაწყვეტისათვის. ამ თეზისთან დაკავშირებით შეიძლება დაისვას კითხვა: საჭიროა თუ არა ევროპული კონვენციის გამოყენება ყველა სასამართლო საქმეში? ეს კითხვა შეიძლება კიდევ უფრო დაზუსტდეს: რა შემთხვევაში არის საჭირო ევროპული კონვენციის გამოყენება სასამართლოში?

თუ ევროპული კონვენცია აწესრიგებს სადავო საკითხს, საქართველოს სასამართლოს ნებისმიერი საქმის განხილვისას შეუძლია კონვენციის გამოყენება. სასამართლოს შეუძლია, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტსა (მაგ.: კანონი) და ევროპული კონვენციაზე.

თუ საქართველოს სასამართლო თავის გადაწყვეტილებას იღებს კანონითა და ონვენციით გათვალისწინებული ანალოგიური შინაარსის მქონე ნორმების საფუძველზე, ევროპული კონვენციის გამოყენებას აქვს უმნიშვნელო როლი. თუ კანონითა და კონვენციით დადგენილი ქცევის წესები ანალოგიურია, რომც არ გამოიყენოს სასამართლომ ევროპული კონვენცია და თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს მხოლოდ კანონზე, მისი გადაწყვეტილება არ იქნება განსხვავებული იმ გადაწყვეტილებისაგან, რომელსაც სასამართლო მიიღებდა კანონთან ერთად ევროპული კონვენციის გამოყენების შემთხვევაში. სხვა სიტყვებით, თუ მხოლოდ კანონის გამოყენების შედეგად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება იგივე იქნება იმ გადაწყვეტილებისა, რომლის მისაღებად სასამართლომ გამოიყენა როგორც კანონი, ისე კონვენცია, კონვენციის გამოყენებას მიენიჭება უმნიშვნელო, მეორეხარისხოვანი როლი. ამ შემთხვევაში კანონთან ერთად კონვენციის გამოყენებით ეროვნულ სასამართლოს სურს მიღებული გადაწყვეტილების მართებულობისა და სამართლიანობის დასაბუთება იმით, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად მან იხელმძღვანელა არა მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტით, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით.9

ასეთ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას, ძირითადად, ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. თუ სასამართლო საქმის გადასაწყვეტად, შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტთან ერთად, იყენებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, იგი მიღებულ გადაწყვეტილებას მატებს ავტორიტეტულობას. შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) გამოყენება ადასტურებს იმას, რომ კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება დამყარებულია არა მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტზე (მაგ., კანონზე ან კოდექსზე), არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაზეც. ნაკლებად სავარაუდოა, პროცესის მხარემ ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არაეფექტიანად იცავს მის უფლებებს.

ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება სასამართლოს მიერ მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გამოყენების შედეგად სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც იგი ვერ მიიღებდა მის გამოუყენებლად. სხვა სიტყვებით, კონვენციის გამოყენების სამართლებრივი ეფექტი მაშინ არის დიდი, თუ მისი გამოყენების შედეგად სასამართლო უზრუნველყოფს პირის უფლებათა დაცვას უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე ასეთი დაცვა უზრუნველყოფილი იქნებოდა მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის საფუძველზე.

აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მნიშვნელოვანია თუ არა იდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება კონკრეტულ სასამართლო საქმესთან დაკავშირებით, შეიძლება დადგინდეს შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემით: შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტთან ერთად ევროპული კონვენციის გამოყენების შემთხვევაში მიიღებს თუ არა საქართველოს სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ის ვერ მიიღებდა კონვენციის გამოყენების გარეშე?

კონვენციის გამოყენება მნიშვნელოვანია კოლიზიის შემთხვევაში საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტსა და კონვენციას შორის. თუ კანონსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია კონვენციას შორის კოლიზიის შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა კონვენცია, რადგან კანონით დადგენილი ადამიანის უფლებათა სტანდარტი ეწინააღმდეგება კონვენციით დადგენილ სტანდარტს, მაშინ კონვენციის გამოყენებას ექნება მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგი: პირის უფლება უზრუნველყოფილი იქნება უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე არის ის სტანდარტი, რომელიც გათვალისწინებულია კანონით.

კონვენციის გამოყენება ასევე მნიშვნელოვანია შიდასახელმწიფოებრივი ორმატიული აქტის სწორი განმარტებისათვის.

3.5. სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთება ევროპული კონვენციით

ეროვნული სასამართლოს მიერ ევროპული კონვენციის გამოყენება მჭიდროდ უკავშირდება სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთების საკითხს.

გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს თუ არა ეროვნულმა სასამართლომ თავისი პოზიცია იმ არგუმენტების მიმართ, რომლებსაც მხარეები ამყარებენ ევროპულ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართლზე?

ზოგადად ევროპულ სახელმწიფოთა პრაქტიკა განსხვავდება სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთების ხარისხის თვალსაზრისით. ზოგიერთი სახელმწიფოს ეროვნული სასამართლო ასაბუთებს გადაწყვეტილებათა დეტალებსაც კი. სხვა სახელმწიფოებში დამკვიდრდა სასამართლო გადაწყვეტილებათა შედარებით ლაკონიურად დასაბუთების პრაქტიკა.10 ერთსა და იმავე სახელმწიფოში ასევე განსხვავდება სასამართლო პრაქტიკა გადაწყვეტილებათა დასაბუთების თვალსაზრისით სასამართლო საქმისა (სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული) და სასამართლო ინსტანციის მიხედვით.11

მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, ევროპულ სახელმწიფოთა კანონმდებლობა და/ან პრაქტიკა ადგენს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებამ დასაბუთების მინიმალური მოთხოვნა მაინც უნდა დააკმაყოფილოს. ეროვნულმა სასამართლომ უნდა განიხილოს ის არგუმენტები, მათ შორის ევროპულ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დამყარებული, რომლებითაც მხარეები ასაბუთებენ თავიანთ პოზიციებს და უნდა გამოხატოს თავისი შეხედულება ამ არგუმენტების მიმართ.

თუ მხარე თავისი პოზიციის დასასაბუთებლად იშველიებს ევროპულ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, ეროვნულმა სასამართლომ უნდა გააანალიზოს სასამართლო საქმე ამ არგუმენტების მიხედვით. მან არ უნდა უგულებელყოს ეს არგუმენტები. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში შეიძლება გააქარწყლოს წამოყენებული არგუმენტები, მხარი დაუჭიროს მათ, ან უარყოს ევროპული კონვენციის ნორმის ისეთი განმარტება, რომელსაც მხარე ასაბუთებს კონვენციის საფუძველზე. მხარის შეხედულება ამა თუ იმ ნორმის განმარტების შესახებ შეიძლება განსხვავდებოდეს სასამართლოს განმარტებისაგან. გადაწყვეტილებაში სასამართლომ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, შეიძლება თუ არა კონკრეტულ დავაში ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენება, უნდა დაასაბუთოს, რატომ იყენებს ან არ იყენებს იგი ამ ნორმებს საქმის გადასაწყვეტად. სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნა არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ სასამართლომ პროცესის დროს გამოთქმულ ყველა არგუმენტს დეტალურად უნდა გასცეს პასუხი სასამართლო გადაწყვეტილებაში. სასამართლოსათვის ასეთი მოთხოვნის დაწესება არაგონივრული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, თუ პროცესის მხარე თავის პოზიციას ასაბუთებს ორ სამართლებრივ აქტზე (მაგ., კანონსადა ევროპული კონვენციაზე) დაყრდნობით, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა იმსჯელოს ორივე აქტზე.

ეროვნულ სასამართლოს არ შეუძლია, უბრალოდ უგულებელყოს მხარის მიერ მოშველიებული ნორმა იმის დასაბუთების გარეშე, რატომ არ შეიძლება მისი გამოყენება ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ამძიმებს მოსამართლის ტვირთს, მაგრამ ამ ტვირთის შემსუბუქება არ უნდა მოხდეს სამართლიანობის პრინციპის (რისი გამოვლინებაც არის სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთება) ხარჯზე.12 სასამართლოს ვალდებულება - დაასაბუთოს თავისი პოზიცია მხარის მიერ გამოთქმულ არგუმენტებთან დაკავშირებით, არ განსხვავდება სასამართლოს ვალდებულებისაგან - დაასაბუთოს თავისი პოზიცია იმ არგუმენტებთან დაკავშირებით, რომელთაც მხარე აფუძნებს შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტზე (მაგ., კანონზე).

სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აუცილებლად უნდა მიუთითოს ის მოტივები, რომელთა გამოც სასამართლო უარყოფს მხარის მოსაზრებებს. სასამართლო გადაწყვეტილებაში ამის მითითება პირდაპირ გათვალისწინებულია „აკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ ანონის 32-ე მუხლით, რომელიც ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ან დასკვნის სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს „მოტივები, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო უარყოფს საწინააღმდეგო მოსაზრებას, მტკიცებულებას.“

სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნა გამომდინარეობს არა მხოლოდ სასამართლოების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებიდან, არამედ ასევე სამართლის ზოგადი პრინციპებიდან. სასამართლოს ვალდებულება, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, გამომდინარეობს სამართლიანი სასამართლოს ბუნებიდან.

3.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის როლი სასამართლოების პრაქტიკაში

რა როლი ენიჭება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ადაწყვეტილებებს (პრეცედენტებს) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა სასამართლო პრაქტიკაში? და უნდა გამოიყენონ თუ არა საქართველოს სასამართლოებმა ევროპული სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია ევროპული კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოების მიმართ? - ნაშრომის ამ ნაწილში პასუხი გაეცემა ზემოხსენებულ კითხვებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საქართველოს კანონმდებლობის ნაწილად აღიარების შედეგად ევროპული კონვენცია შიდასახელმწიფოებრივი სამართლის წყარო გახდა, თუმცა კონვენცია, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულება, რჩება საერთაშორისო სამართლის წყაროდ. ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, როგორც საერთაშორისო სამართლის წყარო, საქართველოსათვის სავალდებულოა საერთაშორისო დონეზე, ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობის ნაწილად მისი აღიარების შედეგად იგი იურიდიულად სავალდებულო გახდა ეროვნულ დონეზეც და, შესაბამისად, წარმოშობს უფლებებსა და ვალდებულებებს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.13

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული სასამართლოებისათვის, რომლებმაც სასამართლო საქმეთა განხილვისას უნდა იხელმძღვანელონ კონვენციის ნორმებით, როგორც ეროვნულ დონეზე მოქმედი იურიდიულად სავალდებულო ქცევის წესებით.

სასამართლო საქმის გადაწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ეროვნულ დონეზე გამოყენების შესაძლებლობა, მათ შორის საქართველოს სასამართლოებში, როგორც წესი, ეჭვს არ იწვევს. მაგრამ, თუ ევროპული კონვენციის ნორმების გამოყენების შესაძლებლობა ეროვნულ დონეზე არ არის სადავო, კონვენციის საფუძველზე მიღებული ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების - პრეცედენტული სამართლის - როლი ეროვნულ დონეზე, განსაკუთრებით კი ეროვნული სასამართლოებისათვის, ხშირად იწვევს აზრთა სხვადასხვაობას ქართველ იურისტებს შორის.14 მათი უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოს სასამართლოებმა არ უნდა გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, ხოლო უმცირესობა საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

რა განაპირობებს მოსაზრებას, რომლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებმა არ უნდა გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული ამართალი?

იურისტების უმრავლესობის მოსაზრება, რომლის თანახმად, საქართველოს ასამართლოებმა არ უნდა გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, გამომდინარეობს იქიდან, რომ ორი სხვადასხვა სამართლებრივი კატეგორია აღინიშნება ერთი ტერმინით - „რეცედენტული სამართალი“ რაც ამ ორი განსხვავებული სამართლებრივი კატეგორიის აღრევითაა გამოწვეული.

სამართლის თეორიაში მიღებულია სამართლებრივი სისტემების გამიჯვნა ანგლოსაქსურ და კონტინენტურ სისტემებად. ანგლოსაქსური სამართლებრივი სისტემის მიმდევარ ქვეყნებში, რომლებსაც ხშირად პრეცედენტული სამართლის ქვეყნებს უწოდებენ, ადრე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება (პრეცედენტი) ანალოგიურ სასამართლო საქმესთან დაკავშირებით იმავე ან ქვემდგომი ინსტანციის მიერ გამოიყენება, როგორც სამართლის წყარო. ამ სისტემის მიმდევარ სახელმწიფოებში ეროვნული სასამართლოების პრეცედენტული სამართალი ხდება იურიდიულად სავალდებულო სხვა სასამართლოებისათვის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება (პრეცედენტი) სამართლის

წყაროა დიდი ბრიტანეთის სასამართლოებისათვის.15 კონტინენტური სამართლის სისტემის მიმდევარ სახელმწიფოებში სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის სამართლის წყარო და, შესაბამისად, ადრე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები (პრეცედენტები) იურიდიულად სავალდებულო არ არის ეროვნული სასამართლოებისათვის მომდევნო საქმეებზე.16

ცხადია, საქართველო არ განეკუთვნება ანგლოსაქსური, ანუ პრეცედენტული, სამართლის ქვეყნების ჯგუფს. კონტინენტური სამართლის სისტემის მიმდევარი სხვა სახელმწიფოების მსგავსად, ადრე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება არ არის სამართლის წყარო საქართველოს სასამართლოებისათვის ანალოგიურ სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით.17

ვინაიდან საქართველო არ არის პრეცედენტული სამართლის ქვეყანა, ქართველი იურისტების უმრავლესობა კითხვას - უნდა გამოიყენოს თუ არა საქართველოს სასამართლოებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი? - უარყოფითად პასუხობს. მათი პასუხი გამომდინარეობს იმ ტერმინოლოგიური იდენტურობიდან, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ისინი.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ანგლოსაქსური სამართლის სისტემის მიმდევარ ქვეყნებში ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეწოდება „პრეცედენტული სამართალი“ ამ ტერმინების მნიშვნელობა პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუ ანგლოსაქსური სამართლის სისტემის მიმდევარ ქვეყნებში დადგენილია, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლის წყაროა და სავალდებულოა იმავე ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსათვის ანალოგიურ საქმეებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულო არ არის ყველა სახელმწიფოსათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომელმაც დააარსა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულია მხოლოდ იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც პროცესის მხარეები არიან. ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: „მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან.“ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, კერძოდ, მისი 46-ე მუხლის პირველი პუნქტი არ ეხება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვალდებულებებს იმ სახელმწიფოთა მიმართ, რომლებიც არ არიან კონკრეტული პროცესის მხარენი.

კონვენციის ამ დებულების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული ასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა მხოლოდ იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც კონკრეტული სასამართლო პროცესის მხარეა მხოლოდ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით. ამდენად, იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც არ არიან კონკრეტული პროცესის მხარენი, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება (პრეცედენტი) არ არის სავალდებულო.18

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი არ არის სამართლის წყარო იმ მნიშვნელობით, რომლითაც „რეცედენტული სამართალი“ აიგება ანგლოსაქსური სამართლის სისტემის მიმდევარ ქვეყნებში.19 ამიტომაც მცდარია დასკვნა, რომლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებმა არ უნდა გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი იმის გამო, რომ საქართველო არ არის პრეცედენტული სამართლის ქვეყანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული არა როგორც სამართლის წყარო, არამედ როგორც ევროპული კონვენციის დებულებათა ავტორიტეტული განმარტება.

ვიდრე განიხილება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა გავლენა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა სასამართლო პრაქტიკაზე, აუცილებელია ტერმინოლოგიური განმარტება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების (პრეცედენტების) ერთობლიობას სხვადასხვა ტერმინით აღნიშნავენ. მის აღსანიშნავად ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა: „რეცედენტული სამართალი“ „სამოსამართლო სამართალი“, „სასამართლო პრაქტიკა“. წინამდებარე ნაშრომში ძირითადად გამოიყენება ტერმინი - „პრეცედენტული სამართალი“, თუმცა ხსენებული სხვა ტერმინების გამოყენებისას მათ იგივე სამართლებრივი დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭებათ.

3.7. ეროვნული სასამართლოების მიერ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების სამართლებრივი რეგულირება

იურისტებს, მათ შორის მოსამართლეებს, განსაკუთრებით კონტინენტური ამართლის სისტემის მიმდევარ ქვეყნებში, ხშირად უჩნდებათ კითხვა: სახელმწიფოს რომელი ნორმატიული აქტით განისაზღვრება ის, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი?

კითხვის ასეთი ფორმულირება ნაწილობრივ გამომდინარეობს პრეცედენტული სამართლის არასწორად გაგებული მნიშვნელობიდან, რაც უკვე განხილულ იქნა. ამ კითხვის ავტორები იშველიებენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ანალოგს და საკითხს ასე სვამენ: თუ ევროპული კონვენციის გამოყენება ეროვნულ დონეზე განისაზღვრა სახელმწიფოს კონკრეტული ნორმატიული აქტით (მაგალითად: კონსტიტუციით ან სპეციალური კანონით), რომლის საფუძველზეც კონვენცია აღიარებულია შიდასახელმწიფოებრივი სამართლის წყაროდ, სახელმწიფოს რომელი ნორმატიული აქტით განისაზღვრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების აუცილებლობა ეროვნულ დონეზე, მათ შორის სასამართლო საქმეთა განხილვის დროს?

ზოგადად, ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები სხვადასხვა ფორმით ადგენს ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების უცილებლობას ეროვნულ დონეზე. ზოგიერთ სახელმწიფოში საკანონმდებლო აქტი განსაზღვრავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიყენონ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.20 ასეთი სახელმწიფოს მაგალითია დიდი ბრიტანეთი, რომლის „დამიანის უფლებათა აქტში“ 1998 წელი) პირდაპირ მითითებულია, რომ დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი კონვენციის დებულებათა განმარტების დროს.21

ევროპულ სახელმწიფოთა უმრავლესობაში ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების აუცილებლობა განისაზღვრება ეროვნული სასამართლოების პრაქტიკით. თვალსაჩინოებისათვის შეიძლება რამდენიმე სახელმწიფოს სასამართლო პრაქტიკის მოშველიება:

გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ფედერალური კონსტიტუციის განმარტებისას უნდა გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შინაარსი და განვითარების მდგომარეობა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი კონსტიტუციაში განმტკიცებულ უფლებათა შინაარსისა და ფარგლების დადგენის საშუალებაა;22

შვეიცარიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, რომელიც პირად თავისუფლებას ეხებოდა, მიუთითა, რომ ეს უფლება უნდა განიმარტოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით;23

ნორვეგიის უზენაესმა სასამართლომ 2000 წლის 23 ივნისს მიღებულ ადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ნორვეგიის სასამართლოებმა უნდა გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იმ განმარტებით, რომელიც მიეცა კონვენციის დებულებებს ევროპული სასამართლოს პრეცედენტებით;24

კვიპროსის უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კვიპროსის სასამართლოების მიერ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების პრაქტიკას, მიუთითა, რომ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ასრულებს ორიენტირის ფუნქციას ეროვნული სასამართლოებისათვის;25

პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი უნდა იქნეს გათვალისწინებული პოლონეთის კანონმდებლობის განმარტებისათვის;

ეს მაგალითები ცხადყოფს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების აუცილებლობა ეროვნული სასამართლოების მიერ ძირითადად განისაზღვრება არა ამისათვის სპეციალურად მიღებული ნორმატიული აქტით, არამედ ეროვნული სასამართლოების პრაქტიკით.

3.8. ევროპულ სახელმწიფოთა სასამართლოების მიერ ევროპული
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების პრაქტიკა

იყენებენ თუ არა ევროპული სახელმწიფოების სასამართლოები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია ევროპულ სახელმწიფოთა სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა. ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ერთად, ხშირია ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენება გერმანიის სასამართლოების მიერ.26 ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ავსტრიის სასამართლოთა პრაქტიკაზე. ავსტრიაში როგორც საკონსტიტუციო სასამართლო, ისე საერთო იურისდიქციის სასამართლოები იყენებენ ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.27 ევროპულ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს რეგულარულად იყენებენ ნიდერლანდების სასამართლოები. ნიდერლანდების სასამართლოები არ იყენებენ შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტს, თუ აღმოაჩენენ, რომ ის ეწინააღმდეგება კონვენციასა და მის განმარტებას, რომელიც მოცემულია ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში.28

ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ხშირად გამოიყენება შვეიცარიის სასამართლოების მიერ.29 მაგალითად, შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ საქმის განხილვისას, რომელიც სატელეფონო მოსმენის მართლზომიერებას ეხებოდა, საქმის გადაწყვეტის მიზნით ევროპული სასამართლოს რამდენიმე პრეცედენტი გამოიყენა.30 ევროპული სასამართლოს პრეცედენტის (საქმე დე კუბერი ბელგიის წინააღმდეგ (De Cubber v. Belgium)) გათვალისწინებით, შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ შეცვალა თავისი მიდგომა მიუკერძოებელი სასამართლო პროცესის კონცეფციის მიმართ.31 ამ გადაწყვეტილებით ფედერალურმა სასამართლომ აკრძალა ერთი და იმავე მოსამართლის მონაწილეობა წინასწარ გამოძიებასა და საქმის არსებითად განხილვაში, რადგან მიიჩნია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულება ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) პირველ პუნქტს.32 საფრანგეთის სასამართლოები, მიუხედავად თავდაპირველი თავშეკავებისა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების მიმართ, ამჟამად ხშირად იყენებს კონვენციას და პრეცედენტულ სამართალს თავის პრაქტიკაში.33

განსაკუთრებით განვითარებულია ესპანეთის სასამართლოების, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს, პრაქტიკა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების თვალსაზრისით.34 პორტუგალიის სასამართლოები საკმაოდ ხშირად იყენებენ ევროპულ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.35 მართალია, პორტუგალიის კონსტიტუცია დეტალურად აწესრიგებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს, პორტუგალიის საკონსტიტუციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი გათვალისწინებული უნდა იქნეს კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა შესახებ დებულებების განმარტებისათვის.

კვიპროსის სასამართლოები ასევე იყენებენ ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.36 ნორვეგიის სასამართლოები ხშირად ხელმძღვანელობენ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.37 ნორვეგიაში განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-6 მუხლებთან (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) დაკავშირებული პრეცედენტული სამართალი.38 დანიის სასამართლოები, ევროპულ კონვენციასთან ერთად, ითვალისწინებენ ასევე ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.39 ფინეთის სასამართლოები იყენებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.40 შვედეთის სასამართლოები პრაქტიკაში ხშირად მიმართავენ ევროპულ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.41

თურქეთის სასამართლოებმა 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყეს ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენება პრაქტიკაში.42 კანონმდებლობის ნაწილად ევროპული კონვენციის გამოცხადების შემდეგ მალტის სასამართლოები, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლო, რეგულარულად იყენებენ ევროპულ კონ-ენციასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.43 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ასევე რეგულარულად გამოიყენება ლუქსემბურგის სასამართლოების მიერ.44

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების პრაქტიკა ასევე დამკვიდრდა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოებში, რომლებიც უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობაში გახდნენ ევროპის საბჭოს წევრები და მოახდინეს ევროპული კონვენციის რატიფიცირება: პოლონეთის სასამართლო პრაქტიკაში ხშირია ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენება;45 სლოვენიის სასამართლოები გამოირჩევიან ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების ინტენსივობით იმ სახელმწიფოებისაგან, რომლებიც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში გახდნენ ევროპული კონვენციის მონაწილენი;46 ბულგარეთის საკონსტიტუციო სასამართლო თავის პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად იყენებს ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;47 ჩეხეთის სასამართლოები, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლო, რეგულარულად იყენებენ ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;48 უნგრეთის სასამართლოები, კონვენციასთან ერთად, ასევე იყენებენ ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.49

ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა პრაქტიკის მიმოხილვამ ცხადყო, რომ ევროპულ სახელმწიფოებს შორის აზრთა თანხვედრაა ევროპულ კონვენციასთან ერთად ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების აუცილებლობაზე.

3.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების მოტივები

რა განაპირობებს ეროვნული სასამართლოების მიერ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენებას სასამართლო საქმეების განხილვის დროს?

როგორც უკვე აღინიშნა, ევროპული კონვენციის მიხედვით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა მხოლოდ სასამართლო დავაში მონაწილე სახელმწიფოებისათვის. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან კონკრეტული პროცესის მხარეები, ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს იყენებენ პრაგმატული მოსაზრებით. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, მათ შორის ეროვნული სასამართლოები, პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როგორც კონვენციის საზედამხედველო ორგანო, ახდენს ევროპული კონვენციის დებულებათა ავტორიტეტულ განმარტებას. ეს განაპირობებს სახელმწიფოების, მათ შორის ეროვნული სასამართლოების, მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების (პრეცედენტების) გამოყენებას, რომლებიც ეხებაკონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოებს.50

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეზე, ის ამ გადაწყვეტილების (პრეცედენტის) მეშვეობით განმარტავს კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა და თავისუფლებათა შინაარსს.51 კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებით ევროპული სასამართლო ადგენს სტანდარტს, რომლის მნიშვნელობა სცილდება კონკრეტულ სასამართლო საქმეს.52 ევროპული სასამართლოს განმარტებით, რაც აისახება პრეცედენტულ სამართალში, ევროპული სასამართლო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დადგენის ფუნქციას.53 ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დადგენის ფუნქციაზე ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში. მან განაცხადა, რომ „ფაქტობრივად სასამართლოს გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე განსახილველად წარმოდგენილ საქმეთა გადაწყვეტას, არამედ, უფრო ზოგადად, ათელი მოჰფინოს, დაიცვას და განავითაროს კონვენციით გათვალისწინებული ნორმები და ამგვარად ხელი შეუწყოს სახელმწიფოების, როგორც ხელშემკვრელი მხარეების მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებას“.54

ა) ეროვნული სასამართლოები ათვითცნობიერებენ, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის, მისი პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე ძალზე რთულია კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შინაარსის სწორად დადგენა და, შესაბამისად, კონვენციის დებულებათა სწორად გამოყენება.55 კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული. კონვენციით გათვალისწინებული დებულებების შინაარსი გამოიხატება ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში.56 ევროპული სასამართლოს პრეცედენტებში, კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ზუსტდება კონვენციის (და მისი ოქმების) დებულებათა შინაარსი და ფარგლები.57 კონვენციის დებულებათა განმარტება, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, ნათელს ჰფენს კონვენციით განმტკიცებულ ვალდებულებათა შინაარსსა და ფარგლებს, რაც ხშირად პირდაპირ არ ჩანს კონვენციის ტექსტის გაცნობის შედეგად.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აზუსტებს კონვენციის ცალკეულ დებულებათა შინაარსსა და ფარგლებს, ისევე როგორც გამოყენების სფეროს, ევროპულ სახელმწიფოთა ეროვნული სასამართლოები არ განიხილავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გარეშე.58 როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა ლუციუს ვილდჰაბერმა აღნიშნა: `გადამწყვეტი მნიშვნელობა ეროვნულ სამართალში ენიჭება კონვენციის ტექსტს, თუმცა ასეთივე მნიშვნელობა უნდა განეკუთვნოს შესაბამის სასამართლო პრაქტიკას, რომელიც კონვენციის ტექსტიდან გამომდინარეობს.“59

ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა სტანდარტები არ განისაზღვრება მხოლოდ კონვენციის ტექსტით.60 ისინი დადგენილია როგორც კონვენციის ტექსტით, ისე მის საფუძველზე მიღებული პრეცედენტული სამართლით. სხვა სიტყვებით, ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა სტანდარტებში მოიაზრება არა მხოლოდ თავად კონვენციის ტექსტით გათვალისწინებული სტანდარტები, არამედ ასევე ევროპული სასამართლოს პრეცედენტებით ჩამოყალიბებული სტანდარტები61.

ამის საილუსტრაციოდ შეიძლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოშველიება, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ გონივრულ ვადაში სამართლიან და საჯარო განხილვაზე. თუ არ გაანალიზდა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, ძალზე რთულია იმის დადგენა, კონკრეტულად რას გულისხმობს: სამართლიანი და საჯარო მოსმენა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს ასეთი განხილვა და როგორ უნდა იქნეს ეს პრინციპები გამოყენებული პრაქტიკაში.

________________________

1. G. ???????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

2. G. Danilenko, International Law in the Russian Legal System, American Society of International Law, Proceedings of the 91st Annual Meeting 1997, (1998), 297.

3. j. Polakiewicz, The Status of the Convention in National Law, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 52.

4. T. Buergenthal, Self-Executing and Non-Self-Executing Treaties in National and International Law, 235 Recueil des Cours IV 1992, 393-394.

5. იხ. კ.კორკელია, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი საქართველოს სამართლებრივ სისტემაში, კრებული „საქართველო და საერთაშორისო სამართალი“, კ. კორკელია (რედ.), 2001, გვ. 72.

6. ანალოგიური მდგომარეობა იყო სკანდინავიის ქვეყნებში ევროპული კონვენციის კანონმდებლობის ნაწილად აღიარებამდე. S. jensen, The European Convention on Human Rights in Scandinavian Law: A Case Law Study, 1992, 126.

7. R. Higgins, The United Kingdom, in: The Effect of Treaties in Domestic Law, F. jacobs & S. Roberts (Eds.), 1987, 135.

8. A. Bayefski, International Human Rights Law in Canadian Courts, in: Enforcing International Human Rights in Domestic Courts, B. Conforti & F. Francioni (Eds.), 1997, 321.

9. G. Danilenko, Implementation of International Law in CIS States: Theory and Practice, 10 European Journal of International Law 1, 1999, 62.

10. R. Ryssdal, Norwegian Problems of Compliance with the Convention and Norwegian Perspectives on Incorporation of the Convention, in: Aspects of Incorporation of the European Convention of Human Rights into Domestic Law, j.P. Gardner (Ed.), 1993, 32-33.

11. J. de da Rochère, France, in: The Effect of Treaties in Domestic Law, F. jacobs & S. Roberts (Eds.), 1987,

12. A. Yotopoulos-Marangopoulos, The Hellenic Experience concerning the Protection of Human Rights and particularly the Implementation of the Rights and Freedoms Embodied in the European Convention, in: The Implementation in National Law of the European Convention on Human Rights, Proceedings of the Fourth Copenhagen Conference on Human Rights, 28-29 October, 1988, 1989, 64.

13. იხ. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, „ორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.

14. ეს საკითხი სხვა ქვეყნებშიც იწვევდა აზრთა სხვაობას.

15. D. McGoldrick, The United Kingdom's Human Rights Act 1998 in Theory and Practice, in: International and Comparative Law Quarterly, vol. 50, N4, 2001, 918.

16. მნიშვნელოვანია, რომ იურისტთა მზარდი რაოდენობის აზრით, სამართლის თეორიაში არსებული მკაცრი გამიჯვნა პრეცედენტული და არაპრეცედენტული სამართლის სისტემების მიმდევარ სახელმწიფოებს შორის პრაქტიკაში არც ისე მკაფიოა. იხ. პროფ. ტარუფოს (პავიას უნივერსიტეტი, იტალია) მოხსენება (მე-3(2) პუნქტი), წაკითხული თბილისში 2002 წლის 15-17 აპრილს ჩატარებულ ევროპის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეთა VII კონფერენციაზე..

17. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კონტინენტური სამართლის ქვეყანაა, სამართლის პრაქტიკაში არსებული ტენდენციები არ გამორიცხავს ორი სამართლებრივი სისტემის ურთიერთგავლენას, მათ შორის პრეცედენტული სამართლის სისტემის გავლენას საქართველოს სამართლებრივ სისტემაზე. ამ პოზიციას ადასტურებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ბესარიონ ზოიძე: „[...] სამართალთა [საერთო და პოზიტიური] ჰარმონიზაციის თანამედროვე პროცესი გვეუბნება, რომ ისინი ძალიან დაუახლოვდებიან ერთმანეთს. მე ვფიქრობ, რომ ზომიერი პრეცედენტული სამართალი ჩვენშიაც უნდა შემუშავდეს. კანონმდებლობას არ შეიძლება ჰქონდეს სრულყოფილების პრეტენზია. გარკვეულ ფარგლებში სასამართლოც უნდა ქმნიდეს სამართალს. ხშირად სასამართლოსათვის საინტერესოა ის სამართალიც, რომელიც არაპოზიტიურ ფორმაშია. მითუმეტეს, რომ სამართალი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს კანონმდებლობაა.“ იხ. ინტერვიუ ბ. ზოიძესთან - „თავისუფლება პირობითი ცნებაა...“, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, Ν2, 2000 წელი, გვ. 8-9.

18. E. Klein, Should the Binding Effect of the judgments of the European Court of Human Rights be Extended? in: Protecting Human Rights: The European Perspective, Studies in Memory of R. Ryssdal, P. Mahoney, F. Matscher, H. Petzold & L. Wildhaber (Eds.), 2000, 706.

19. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი პრეცედენტული სამართლის ქვეყანაა, ისიც კი განასხვავებს „პრეცედენტული სამართლის“ ორგვარ მნიშვნელობას. ბრიტანეთის ლორდთა პალატამ საქმეზე - კლენსი კეირდის წინააღმდეგ (2001 წ.) - განაცხადა, რომ „ევროპული კომისიისა და სასამართლოს პრეცედენტების მნიშვნელობა არ უნდა იქნეს ისე გაგებული, როგორც ისინი გაიგება ჩვენს სამართალში“. ციტ.: D. McGoldrick, The United Kingdom's Human Rights Act 1998 in Theory and Practice, in: International and Comparative Law Quarterly, vol. 50, N4, 2001, 918.

20. ამ საკითხთან დაკავშირებით საყურადღებოა შვედეთის მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელმწიფოს კანონმდებლობა პირდაპირ არ ადგენს ევროპული კონვენციის განმარტების აუცილებლობას ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, პარლამენტმა ასეთი განზრახვა გამოხატა ევროპული კონვენციის შვედეთის კანონმდებლობის ნაწილად აღიარების დროს. იხ. I. Cameron, Sweden, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 839-840.

21. იხ. ადამიანის უფლებათა აქტის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტი.

22. Decisions of the Federal Constitutional Court, 1987, vol. 74, 370. cit.: j. Frowein, Incorporation of the Convention into Domestic Law, in: Aspects of Incorporation of the E

23. YBECHR 1977, 801ff.

24. L. Wildhaber, The Application of the Convention and its Case-Law in the Member States; report delivered at the Conference: “The European Convention on Human Rights and its Case Law: Application by Domestic Courts and Public Administration”, 6 March 2001, Riga, Latvia.

25. Cosmos Press v. The Police, 2 CLR 73, 1985, 76-81. aseve ix. G. Ress, The Effect of judgments and Decisions in Domestic Law, in: The European System for the Protection of Human Rights, R. Macdonald, F. Matscher & H. Petzold (Eds.), 1993, 842.

26. J. Frowein, Federal Republic of Germany, in: The Effect of Treaties in Domestic Law, F. jacobs & S. Roberts (Eds.), 1987, 77.

27. ix. judgments of the Constitutional Court of 16 March 1987, Collection (VfSlg) № 11297/82 (ციტ.: საქმიდან - სანდი თაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Sunday Times v. the United Kingdom), Collection (VfSlg) N 10948/86.

28. H. Fox, P. Gardner & C. Wickremasinghe, The Enforcement of International judgments in the Domestic Legal System, L'integration du droit international et communautaire dans l'ordre juridique national, 1996, 66; 602-604.

29. M. Borghi, Switzerland, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 864 et seq.

30. მაგ., სანდი თაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Sunday Times v. the United Kingdom); სილვერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Silver v. the United Kingdom); კლასი გერმანიის წინააღმდეგ (Klass v. Germany).

31. M. Borghi, Switzerland, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 867.

32. G. Ress, The Effect of judgments and Decisions in Domestic Law, in: The European System for the Protection of Human Rights, R. Macdonald, F. Matscher & H. Petzold (Eds.), 1993, 829-830.

33. C. Dupré, France, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 321-324.

34. G. E. Roca, Spain, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 815 et seq.

35. J. Madureira, Portugal, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 686 et seq.

36. Para. 43, Report of the Supreme Court of the Republic of Cyprus, XIIth Congress of the Conference of the European Constitutional Courts: “The Relations between the Constitutional Courts and the Other National Courts, Including the Interference in this Area of the Action of the European Courts”, 14-16 May 2002, Brussels. მოხსენება ხელმისაწვდომია კონფერენციის ინტერნეტ-გვერდზე: [http://www.confeuconstco.org].

37. E. Møse, Norway, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 644 et seq.

38. R. Ryssdal, Norwegian Problems of Compliance with the Convention and Norwegian Perspectives on Incorporation of the Convention, in: Aspects of Incorporation of the European Convention of Human Rights into Domestic Law, j.P. Gardner (Ed.), 1993, 35-36.

39. P. Germer, Denmark, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 265-270.

40. A.Rosas, Finland, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 301.

41. I. Cameron, Sweden, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 844-845.

42. Y. Özdek & E. Karacaoğli, Turkey, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 891.

43. J. S. Pullicino, Malta, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 570 et seq.

44. დ.სპიელმანი აღნიშნავს, რომ „[ლუქსემბურგის] სასამართლოები თითქმის ყოველდღიურად იყენებენ კონვენციასა და მის ოქმებს. D. Spielmann, Luxembourg, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 535. ლუქსემბურგის სასამართლოების პრაქტიკა კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენებისა იხ. იქვე, 537 et seq.

45. A. Drzemczewski & M. Nowicki, Poland, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 666.

46. A. Mavčič, Slovenia, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 791 et seq.

47. A. Arabadjiev, Bulgaria, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 196, 201.

48. D.jílek & M.Hofmann, Czech Republic, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 252-255.

49. H. Bokor-Szegö & M. Weller, Hungary, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on HumanRights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 387-392.

50. E. Klein, Should the Binding Effect of the judgments of the European Court of Human Rights be Extended? in: Protecting Human Rights: The European Perspective, Studies in Memory of R. Ryssdal, P. Mahoney, F. Matscher, H. Petzold & L. Wildhaber (Eds.), 2000, 705.

51. J. Polakiewicz, The Application of the European Convention on Human Rights in Domestic Law, 17 Human Rights Law journal, N11-12, 1996, 407.

52. ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom), 1978 წლის 18 იანვარი, Series A, № 25, 154-ე პუნქტი.

53. J. Polakiewicz, The Implementation of the ECHR and of the Decisions of the Strasbourg Court in Western Europe: An Evaluation, The Domestic Implementation of the European Convention on Human Rights in Eastern and Western Europe (eds. E. Alkema, T. Bellekom, A. Drzemczewski et al.), 1992, 154.

54. ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom), 1978 wlis 18 ianvari, Series A, № 25, 154-ე პუნქტი.

55. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 18 დეკემბრის რეკომენდაცია Rec(2002)13. რეკომენდაციის ტექსტი ხელმისაწვდომია ევროპის საბჭოს ინტერნეტ-გვერდზე: [www.coe.int].

56. J. Polakiewicz, The Application of the European Convention on Human Rights in Domestic Law, 17 Human Rights Law journal, N11-12, 1996, 407.

57. L. Wildhaber, Speech made at Ministerial Conference on Human Rights to Commemorate the Fiftieth Anniversary of the Convention, in: The European Convention on Human Rights at 50, Human Rights Information Bulletin (special issue), N50, 2000, 42.

58. J. Madureira, Portugal, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 683.

59. ლ. ვილდჰაბერი, ადამიანის უფლება: როგორ უნდა იცავდეს მას სტრასბურგისა და ეროვნული სასამართლოები, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, N1, 2002 წელი, გვ. 63.

60. A. Drzemczewski & M. Nowicki, Poland, in: Fundamental Rights in Europe: The European Convention on Human Rights and its Member States (1950-2000), R. Blackburn & j. Polakiewicz (Eds.), 2001, 676.

61. M. Macovei, Freedom of Expression: A Guide to the Implementation of Article 10 of the European Convention on Human Rights, 2001, 5.

5 4. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენება საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


4.1. შესავალი

საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის შესწავლამ ცხადყო, რომ იკვეთება საქართველოს სასამართლოების მიერ საერთაშორისო აქტების მზარდი გამოყენების ტენდენცია. საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საერთაშორისო აქტების გამოყენება დაიწყო 1999/2000 წლიდან, რასაც საქართველოს კონსტიტუციამ (1995 წ.) ჩაუყარა სამართლებრივი საფუძველი. ეს პერიოდი (1995 წლიდან 1999/2000 წლამდე) შეიძლება საქართველოს სასამართლოების მიერ საერთაშორისო აქტების, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების, გამოყენების „აკლიმატიზაციის“ პერიოდად ჩაითვალოს. ამ პერიოდიდან ნელ-ნელა იცვლება საქართველოს სასამართლოების ნეგატიური დამოკიდებულება საერთაშორისო აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით პოზიტიურისაკენ.1

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასამართლოები საერთაშორისო ხელშეკრულებებს შორის ყველაზე ხშირად ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას იყენებენ. საქართველოს სასამართლოების პრაქტიკის შესწავლის შედეგად აღმოჩენილია ევროპული კონვენციისა და მისი ოქმების გამოყენების დაახლოვებით ასორმოცდაათამდე შემთხვევა.2

ცხადია, მისასალმებელია, რომ საქართველოში ნელ-ნელა მკვიდრდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი ოქმების გამოყენების პრაქტიკა. ევროპული კონვენციის გამოყენების პრაქტიკამ დამკვიდრება დაიწყო 2000 წლიდან. თუ წლების მიხედვით გაანალიზდება ევროპული კონვენციის გამოყენების პრაქტიკა, აშკარაა კონვენციის გამოყენების ინტენსივობის თანდათანობითი ზრდა.

თუ ევროპული კონვენციის გამოყენების პრაქტიკა გაანალიზდება სასამართლო ინსტანციების მიხედვით, უდავოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო ყველაზე ინტენსიურად იყენებს ევროპულ კონვენციას.

რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევროპული კონვენციის გამოყენებამ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე?

როგორც უკვე აღინიშნა, ევროპული კონვენციის გამოყენება სასამართლოს მიერ მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გამოყენების შედეგად სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც იგი ვერ მიიღებდა კონვენციის გამოუყენებლად. თუ მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის (მაგ., კანონი) გამოყენების შედეგად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება იგივეობრივი იქნება იმ გადაწყვეტილებისა, რომლის მისაღებად სასამართლომ გამოიყენა როგორც კანონი, ისე კონვენცია, კონვენციის გამოყენებას მიენიჭება უმნიშვნელო როლი. ასეთ შემთხვევაში კონვენცია პრაქტიკულად არანაირ გავლენას არ მოახდენს სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

თუ გაანალიზდება ის სასამართლო საქმე, რომლებშიც საქართველოს საერთო სასამართლოებმა გამოიყენეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, აშკარაა, რომ ევროპული კონვენციის გამოყენების გავლენა სასამართლო გადაწყვეტილებებზე ძირითადად უმნიშვნელოა. უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო მას იყენებს საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტთან (აქტებთან) ერთად. კერძოდ, საქართველოს საერთო სასამართლო იხილავს საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტით (აქტებით) დადგენილ ნორმას, რის შემდეგაც მხოლოდ მოიხსენიებს (უკეთეს შემთხვევაში, ახდენს ციტირებას) ევროპული კონვენციის შესაბამის მუხლს.3 ამის შედეგად საქართველოს სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტითა და ევროპული კონვენციით დადგენილი ქცევის წესები მსგავსია და სასამართლო ამ ორი აქტის საფუძველზე წყვეტს სასამართლო დავას.4

ვინაიდან საქართველოს სასამართლო მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის (მაგ., კანონი) გამოყენებით მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მან მიიღო კანონისა და ევროპული კონვენციის გამოყენებით, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ევროპული კონვენციის გამოყენებამ მოახდინა მნიშვნელოვანი ან საერთოდ რაიმე გავლენა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ევროპული კონვენციის გამოუყენებლობის შემთხვევაში სასამართლო მაინც იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდა, რაც მან მიიღო კანონთან ერთად კონვენციის გამოყენების შემთხვევაში. შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტთან ერთად ევროპული კონვენციის გამოყენებით სასამართლოებს შეუძლიათ დაასაბუთონ, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტები შეესაბამება თუ არა ევროპული კონვენციის სტანდარტებს და რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა არა მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით (მაგ., კანონით), არამედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით, რომლის სამართლიანობაში პროცესის მხარეებს ეჭვი, როგორც წესი, არ შეაქვთ. ევროპული კონვენციის ასეთი გამოყენების გზით სასამართლოები განამტკიცებენ თავიანთი გადაწყვეტილების დამაჯერებლობას5 და ახდენენ მათ ლეგიტიმაციას.6

თუ ეროვნული სასამართლო დეტალურად განიხილავს ევროპულ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და თავის გადაწყვეტილებას, შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტთან (მაგ., კანონთან) ერთად, დაასაბუთებს ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენებით, მომჩივანისათვის დამაჯერებელი იქნება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, მომჩივანის სასარგებლოდ არის ეს გადაწყვეტილება თუ არა.7 ნაკლებად სავარაუდოა, სასამართლოს მიერ კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების შემთხვევაში მომჩივანმა ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ სახელმწიფოს კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს იმ უფლებებს, რომლებსაც მას ანიჭებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ხშირად საქართველოს სასამართლოები იყენებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ისეთ შემთხვევებში, როდესაც მის გამოყენებას პრაქტიკულად არანაირი პოზიტიური წვლილი არ შეაქვს სასამართლო საქმის გადაწყვეტაში.

4.2. საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ
ევროპული კონვენციის გამოყენების ფორმები

საქართველოს სასამართლოთა იმ გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად, რომლებშიც გამოყენებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, იკვეთება ტენდენციები მისი გამოყენების ფორმასთან დაკავშირებით.

სხვა ევროპულ სახელმწიფოთა სასამართლოების მსგავსად, საქართველოს სასამართლოები ყველაზე ხშირად ევროპულ კონვენციას იყენებენ როგორც შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის (აქტების) განმარტების საშუალებას.8 საქართველოს სასამართლოები სადავო საკითხს იხილავენ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტისა და ევროპული კონვენციის (და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) საფუძველზე, მაგრამ კონვენცია გამოიყენება ძირითადად იმისათვის, რომ სასამართლომ უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის (მაგ., კანონის) სწორი განმარტება.

იმის საილუსტრაციოდ, როგორ გამოიყენა საქართველოს სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულისამართალი) საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის განმარტებისათვის, შეიძლება ერთ-ერთი მაგალითის მოშველიება. საქმე, რომელზეც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 2002 წლის 4 ივლისს, ეხებოდა საგაზეთო პუბლიკაციებში ჟურნალისტის მიერ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის კრიტიკას. ეს თანამდებობის პირები უზენაეს სასამართლოში მიმართვით მოითხოვდნენ მათი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფას.

ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებთან (კონსტიტუცია, სამოქალაქო კოდექსი და კანონი „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“) ერთად სასამართლომ გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი), რომლის მეშვეობით განმარტა ხსენებული შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტები.9 კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა:

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებულია არა მხოლოდ პრესის თავისუფლება, რომ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, არამედ საზოგადოების უფლებაც - იყოს სათანადო დონეზე ინფორმირებული.

პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების გულს. შესაბამისად, პოლიტიკური თანამდებობის პირთა კრიტიკის ფარგლები ფართოა, ვიდრე კერძო პირთა. პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის გარდაუვალია და ამგვარი თანამდებობის დაკავება თავისთავად ნიშნავს, რომ მისი ყოველი სიტყვა და მოქმედება იქნება ჟურნალისტთა მუდმივი და დაჟინებული ანალიზისა და კრიტიკის ობიექტი. პოლიტიკოსმა, შესაბამისად, უნდა გამოავლინოს მოთმინების მაღალი დონე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძაფრი კრიტიკა. სახელმწიფო მოხელეებმა პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გამართულ დებატებში დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ. ამასთან, კრიტიკა უნდა იყოს საქმიანი და იგი არ უნდა გადაიზარდოს ღვარძლიან კრიტიკაში, რომელიც აშკარად შეუსაბამოა კრიტიკისა და განსჯის საგანთან.“10

უზენაესმა სასამართლომ ევროპული კონვენციის გამოყენებით უზრუნველყო საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების სწორი განმარტება. კონვენციის გამოყენების წვლილი სასამართლოს მიერ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გამოიხატა დადგენილებით, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირის კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირისა და რომ თავისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, პოლიტიკოსი შეიძლება დაექვემდებაროს საზოგადოების (ჟურნალისტის) კრიტიკას, რასთან დაკავშირებითაც მან უნდა გამოავლინოს უფრო მეტი მოთმინება.

რაც შეეხება ევროპული კონვენციის გამოყენების მეორე ფორმას - მის გამოყენებას შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტთან კოლიზიისას, საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა ჯერჯერობით არ ყოფილა. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებს შორის არ არსებობს კოლიზია, თუმცა ასეთი ახსნა დამაჯერებელი შეიძლება იყოს მხოლოდ თეორიულად. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს არგუმენტი არ იქნება დამაჯერებელი, რაც, inter alia, იქიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოში, რომელიც ამჟამად აყალიბებს თავის სამართლებრივ ბაზას ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით, უფრო დიდია წინააღმდეგობების ალბათობა, ვიდრე იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც მდიდარი სამართლებრივი ტრადიციები აქვთ ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე სტანდარტების უზრუნველყოფაში.11

ევროპული კონვენციის გამოყენების მესამე ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს კონვენციის გამოყენებას, როგორც სასამართლო საქმის გადაწყვეტის ერთადერთ სამართლებრივ საფუძველს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში აღმოჩენილია ერთი ასეთი შემთხვევა12 - საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რომელმაც ამ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო 2001 წლის 10 მაისს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა ევროპული კონვენციაზე, როგორც სასამართლო საქმის გადაწყვეტის ერთადერთ სამართლებრივ საფუძველზე.

4.4. ევროპული კონვენციით საქართველოს საერთო
სასამართლოების გადაწყვეტილებათა დასაბუთების პრაქტიკა

როგორც აღინიშნა, თუ პროცესის მხარე თავისი პოზიციის დასასაბუთებლად იშველიებს ევროპულ კონვენციას, სასამართლომ უნდა განიხილოს საქმე ამ არგუმენტების მიხედვით. თავის გადაწყვეტილებაში სასამართლომ უნდა გამოხატოს საკუთარი პოზიცია, შეიძლება თუ არა ევროპული კონვენციის გამოყენება კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით. სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რატომ იყენებს ან არ იყენებს იგი ამ ნორმებს საქმის გადასაწყვეტად, ანუ ეთანხმება თუ არა იგი მხარის მიერ კონვენციაზე დამყარებულ არგუმენტებს. თუ სასამართლო არ ეთანხმება ასეთ არგუმენტებს, მან უნდა დაასაბუთოს ის მიზეზები, რომელთა გამოც იგი არ ეთანხმება მხარის პოზიციას. სასამართლომ შეიძლება მიუთითოს, რომ კონვენციის ეს მუხლი არ გამოიყენება ამ საქმესთან დაკავშირებით, რადგან მისი რეგულირების სფერო განსხვავდება, ან - რომ მხარე არასწორად განმარტავს ევროპული კონვენციის კონკრეტული მუხლის შინაარსს. ანალოგიურად უნდა დაასაბუთონ სასამართლოებმა თავიანთი პოზიცია, თუ მხარე იშველიებს ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საქართველოს სასამართლოთა იმ გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად, რომლებშიც გამოყენებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ მდგომარეობა ევროპული კონვენციითა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთების თვალსაზრისით ჯერჯერობით არადამაკმაყოფილებელია. ამ საქმეების უმრავლესობაში სასამართლო გადაწყვეტილებები არასაკმარისად დეტალურად არის დასაბუთებული ევროპულ კონვენციასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, პრაქტიკის შესწავლამ გამოავლინა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სასამართლომ საკმარისად დეტალურად იმსჯელა პროცესის მხარის მიერ ევროპულ კონვენციაზე დაფუძნებულ არგუმენტებზე.13 ამ საქმეებში სასამართლომ საქმე გააანალიზა პროცესის მხარის მიერ კონვენციაზე დაფუძნებული არგუმენტების საფუძველზე და დაასაბუთა, რატომ გამოიყენა ან არ გამოიყენა მან ევროპული კონვენციის შესაბამისი ნორმა საქმის გადასაწყვეტად. უდავოა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები უფრო დამაჯერებელია პროცესის მხარეებისათვის, მათ შორის იმ მხარისათვის, რომლის საწინააღმდეგოდ მიიღეს გადაწყვეტილება, ვიდრე ის გადაწყვეტილება, რომელშიც მხოლოდ „მშრალი“ მითითებაა ევროპული კონვენციაზე.

4.6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

საერთო სასამართლოებთან ერთად, აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებაში. უდავოა, რომ ნელ-ნელა მკვიდრდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების პრაქტიკა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. სასამართლო პრაქტიკის შესწავლის შედეგად აღმოჩენილია ევროპული კონვენციის გამოყენების შემთხვევა.14 თუ წლების მიხედვით გაანალიზდება ევროპული კონვენციის გამოყენების პრაქტიკა, იკვეთება მისი გამოყენების ზრდის ტენდენცია - თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ საქმიანობის დაწყებიდან 2002 წლამდე სულ ორჯერ გამოიყენა კონვენცია, მხოლოდ 2002 წლის განმავლობაში მან უკვე სამჯერ გამოიყენა იგი.

რაც შეეხება საერთაშორისო აქტების,15 მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, გავლენას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ მათი გავლენა ჯერჯერობით არ არის არსებითი, რადგან უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო მაინც იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომც არ გამოეყენებინა საერთა შორისო აქტი (აქტები). ძირითადად საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს საერთაშორისო აქტებს იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანის უფლებებს საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტი იმავე წესით იცავს, როგორც ეს უზრუნველყოფილია საერთაშორისო აქტებით.16

აქვე გასათვალისწინებელია საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური კონტროლის სასამართლო ორგანოს, მიერ საერთაშორისო აქტების გამოყენების თავისებურება. ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საერთაშორისო აქტები უნდა გამოიყენოს ძირითადად იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების სწორი განმარტება.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, გამოყენების ინიციატივას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა ანალიზმა, რომლებშიც გამოყენებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებები, მათ შორის ევროპული კონვენცია, ცხადყო, რომ სასამართლო საკმაოდ ხშირად თავისი ინიციატივით იყენებს ევროპულ კონვენციას სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად.17 სასამართლოს ასეთი პრაქტიკა მისასალმებელია და იგი საკონსტიტუციო სასამართლო ასევე იყენებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებს პროცესის მხარის ინიციატივით. მის პრაქტიკაში აღმოჩენილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პროცესის მხარემ თავისი პოზიცია დაასაბუთა საერთაშორისო ხელშეკრულებით, სასამართლომ კი იხელმძღვანელა ამ საერთაშორისო ხელშეკრულებით საქმის გადასაწყვეტად.18 მიუხედავად ამ დადებითი ტენდენციისა, სამწუხაროდ, აღმოჩენილია შემთხვევა, როდესაც პროცესის მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად მოიშველია საერთაშორისო აქტები, მაგრამ სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია მათზე.19

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებას საერთაშორისო აქტებით, სასამართლო პრაქტიკა საჭიროებს შემდგომ განვითარებას. როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს. ზოგადად აღსანიშნავია, რომ, თუ პროცესის მხარე თავისი პოზიციის დასასაბუთებლად იშველიებს საერთაშორისო აქტს, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, შეიძლება თუ არა ამ საერთაშორისო აქტის გამოყენება კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით. სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რატომ იყენებს ან არ იყენებს იგი ამ ნორმებს საქმის გადასაწყვეტად. სასამართლოს არა აქვს უფლება, უბრალოდ უგულებელყოს საერთაშორისო აქტზე დაფუძნებული არგუმენტი. მან უნდა იმსჯელოს ამ არგუმენტზე და გამოხატოს თავისი პოზიცია მის მიმართ.20

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა საჭიროებს შემდგომ განვითარებას საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთების თვალსაზრისით, პრაქტიკაში აღმოჩენილია შემთხვევები, როდესაც სასამართლომ საკმარისად დეტალურად დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.21

4.7. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის
გამოყენება საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში

იყენებს თუ არა საქართველოს სასამართლოები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს პრაქტიკაში?

საქართველოს სასამართლოების პრაქტიკის შესწავლამ დაადასტურა, რომ უკვე არის საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების მრავალი შემთხვევა.22

მიზანშეწონილია საქართველოს სასამართლოების იმ გადაწყვეტილებათა განხილვა, რომლებიც განსაკუთრებით საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით.

ა) საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელშიც, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ერთად, დადგა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების საკითხი, ეხებოდა ერთ-ერთი რელიგიური მიმდინარეობის რეგისტრაციას.23 ეს საქმე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა 2001 წლის 22 თებერვალს.

სასამართლო პროცესის ის მონაკვეთი, რომელიც ნაშრომში განხილული საკითხების ინტერესის საგანია, შემდეგნაირად წარიმართა: სასამართლო პროცესის დროს კასატორი მხარის ადვოკატმა თავისი პოზიციის დასასაბუთებლად, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ერთად,24 მიუთითა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე.25 მან მოიშველია ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის საქმეები: სიდიროპულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ (Sidiropulos v. Greece), ჰასანი და ჩაუში ბულგარეთის წინააღმდეგ (Hasan and Chaush v. Bulgaria) da manusakisi saberZneTis winaaRmdeg (Manoussakis v. Greece). ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მოშველიებით თავისი პოზიციის დასაბუთების დროს ადვოკატს სასამართლომ შეაწყვეტინა სიტყვა და აღნიშნა, რომ ადვოკატის მიერ ევროპული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებები ეხება სხვა სახელმწიფოებს (და არა საქართველოს) და, შესაბამისად, მან არ უნდა მიუთითოს ამ გადაწყვეტილებებზე. სასამართლოს ამ არგუმენტის საპასუხოდ ადვოკატმა განუმარტა სასამართლოს, თუ რატომ ეყრდნობა იგი ევროპული სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებს, კერძოდ, განაცხადა, რომ ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე მითითება ევროპული კონვენციით გათვალისწინებული დებულებების შინაარსის დადგენის საშუალებაა. ადვოკატის ამ არგუმენტზე სასამართლოს კომენტარი არ გაუკეთებია. ადვოკატმა განაგრძო მითითება ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე თავისი პოზიციის დასასაბუთებლად.

საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი. მიღებულ განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ არ მიუთითა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე. მან მხოლოდ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9, მე-10, მე-11 და მე-14 მუხლებზე.

სასამართლო პროცესის ამ ეპიზოდთან დაკავშირებით შეიძლება გაკეთდეს რამდენიმე დასკვნა. სასამართლოს აზრით, მხარეს არ შეეძლო ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობა, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ადვოკატს შეეძლო დაყრდნობა ევროპული სასამართლოს მხოლოდ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საქართველოა პროცესის მხარე.

სასამართლოს მიერ ადვოკატის საპასუხო არგუმენტის (თუ რატომ იშველიებს იგი ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს) კომენტირებისაგან თავის შეკავების გაგება შეიძლება ორგვარად: ერთი მხრივ, შეიძლება იმის მტკიცება, რომ ადვოკატმა დაარწმუნა სასამართლო თავისი პოზიციის მართებულობაში ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რის გამოც სასამართლოს აღარ გაუკეთებია რაიმე კომენტარი ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით კონვენციის დებულებების განმარტების მართებულობის შესახებ; მეორე მხრივ, ადვოკატის ხსენებულ არგუმენტზე სასამართლოს მხრიდან კომენტარისაგან თავის შეკავების გაგება შეიძლება იმგვარად, რომ სასამართლო არ დაეთანხმა პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობის ასეთ დასაბუთებას და მიუხედავად იმისა, ადვოკატს ნება დართო, თავისი პოზიცია დაესაბუთებინა პრეცედენტული სამართლის საფუძველზე, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო პრეცედენტულ სამართალზე დამყარებული არგუმენტაცია. ასეა თუ ისე, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ მოიხსენია ადვოკატის მიერ სასამართლო სხდომაზე მითითებული პრეცედენტები და, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება არც დაუსაბუთებია ევროპული სასამართლოს პრეცედენტების მიხედვით.

რა იყო სასამართლოსა და ადვოკატს შორის განსხვავებული შეხედულების არსი ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის როლის შესახებ?

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მითითებასთან დაკავშირებით სასამართლოსა და ადვოკატს შორის განსხვავებული შეხედულების წარმოშობის მიზეზი უნდა ვეძიოთ განსხვავებულ წარმოდგენაში, რომელიც ჰქონდათ სასამართლოსა და ადვოკატს მართლმსაჯულების განხორციელებისას ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის როლთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლომ მიუთითა, რომ ევროპული სასამართლოს მოხსენიებული გადაწყვეტილებები ეხება სხვა სახელმწიფოებს და არა საქართველოს. სავარაუდოდ, სასამართლოს არგუმენტის არსი ის იყო, რომ, რადგან ეს გადაწყვეტილებები ეხებოდა სხვა სახელმწიფოებს და არა საქართველოს, ისინი სავალდებულო არ იყო საქართველოსათვის. უზენაესი სასამართლოს ამ პოზიციაში შეუძლებელია ეჭვის შეტანა. უეჭველია, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა მხოლოდ იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც კონკრეტული პროცესის მხარეა. ეს წესი, როგორც უკვე აღინიშნა, განმტკიცებულია ევროპული კონვენციის 46-ე მუხლით, რომლის თანახმად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი სავალდებულოა მხოლოდ იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც არიან პროცესის მხარეები. აქედან გამომდინარე, სასამართლოს პოზიცია, რომ ადვოკატის მიერ მოხსენიებული პრეცედენტები არ ეხება საქართველოს და, შესაბამისად, საქართველოსათვის სავალდებულო არ არის, აბსოლუტურად სწორია.

მაგრამ ადვოკატი არც ამტკიცებდა, რომ მის მიერ მოხსენიებული პრეცედენტები სავალდებულოა საქართველოსათვის. მისი მიზანი იყო არა ამ პრეცედენტების საქართველოსათვის სავალდებულოობის დამტკიცება, არამედ იმის დასაბუთება, თუ როგორ უნდა ყოფილიყო განმარტებული კონვენციის დებულებები. ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით ადვოკატი ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ევროპულმა სასამართლომ ისე განმარტა კონვენციის დებულება, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მსგავსი მოქმედება ჩათვალა ევროპული კონვენციის დარღვევად. ადვოკატის პოზიციიდან გამომდინარე, თუ ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს კონკრეტული მოქმედება ჩათვალა ევროპული კონვენციის დარღვევად, საქმის გარემოებების მსგავსების გათვალისწინებით, უზენაესმა სასამართლომაც ასეთი მოქმედება უნდა მიიჩნიოს კონვენციის დარღვევად.

ამ სასამართლო საქმიდან გამომდინარეობს, რომ ევროპული სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებშიც საქართველო არ არის პროცესის მხარე, მართალია, ქვეყნისათვის სავალდებულო არ არის, მაგრამ ისინი საქართველოს სასამართლოებმა უნდა გამოიყენონ ევროპული კონვენციის ცალკეული დებულების შინაარსის დადგენის მიზნით. საქართველოსათვის არ შეიძლება სავალდებულო იყოს ის გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველო მხარე არ არის. ლოგიკას მოკლებულია, საქართველო იყოს ვალდებული, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გადაუხადოს კომპენსაცია პირს იმ საქმეზე, რომელშიც საქართველო მოპასუხე არ არის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილული გადაწყვეტილება თვალსაჩინოა და სავარაუდოდ ასახავს საქართველოს მოსამართლეთა ნაწილის შეხედულებას ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის როლის შესახებ მართლმსაჯულების განხორციელებისას. მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არც ისე დიდი ხნის წინ იქნა მიღებული (2001 წლის თებერვალი), საქართველოს სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლოთა პოზიცია ნელ-ნელა იცვლება ამ საკითხის მიმართ. ამას მოწმობს საქართველოს სასამართლოთა ის გადაწყვეტილებები, რომლებშიც გამოყენებულ იქნა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.

ბ) საქმე, რომელიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა 2001 წლის 22 ივნისს, ეხებოდა საქართველოს პარლამენტის წევრის სარჩელს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფის შესახებ გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ.26

ლანჩხუთის რაიონიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ მოპასუხეებმა ხსენებულ გაზეთში გამოაქვეყნეს სტატია „ეჰ, რომან, რომან“, სადაც მის მიმართ გავრცელდა ცრუ მონაჭორი, რითაც მას მიაყენეს შეურაცხყოფა, განზრახ დაამცირეს მისი პატივი და ღირსება ამომრჩევლებისა და თანამოქალაქეების თვალში. გამოქვეყნებულ სტატიაში პარლამენტის წევრი მოხსენიებულია როგორც კაცი, რომელმაც „თავი დაკარგა“. მის მიმართ გამოყენებულია ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ვინ ხარ შენ და როგორ მოხვდი ამ გაუგებრობაში, რასაც პარლამენტის წევრობა ჰქვია?“, „დავიჯერო, სამივე მოსმენის დროს გეძინა?“, „ლანჩხუთში ფეხებს გვჭრის და პარლამენტში თავს“, „ისე ნელა მწიფდება, ვაი, რომ ლანჩხუთს ამდენი დრო არა აქვს, რომ ამ უიმედო პროცესის დასასრულს დაელოდოს“, „მატყლის საჩეჩად გაგიშვა ლანჩხუთმა პარლამენტში?~; „კანონის წაკითხვაც ვერ გისწავლია ერთი რიგითი მოქალაქის დონეზე“; „გაზეთის წაკითხვა არ გცოდნია კიდევ“, „ამგვარი გამოხტომებისათვის თავში წაუთაქებენ ხოლმე, ჩემო რომან, მაგრამ ვაი, რომ მარტო ეს არ უშველის შენს გაჭირვებას“, „ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა“.

პარლამენტის წევრი, როგორც კასატორი, ითხოვდა გამოქვეყნებული სტატიის ავტორებისაგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. მისი აზრით, მოპასუხეებს განზრახული ჰქონდათ, გამოეთიშათ იგი საპარლამენტო არჩევნებიდან. მოპასუხეების აზრით, სტატიაში არ არის გამოთქმული შეურაცხმყოფელი ფრაზები უშუალოდ პარლამენტის წევრის მიმართ, არამედ სტატია კრიტიკულად აფასებს ლანჩხუთის რაიონის დეპუტატის საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, რაც, მოპასუხეთა შეხედულებით, გამოწვეული იყო პარლამენტარის პასიურობით, რომელიც მან გამოიჩინა ლანჩხუთის რაიონისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით.

პირველად სარჩელი განიხილა ჩოხატაურის რაიონულმა სასამართლომ. მან მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელის მიმართ შეგნებულად გაავრცელეს მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ისეთი ცნობები, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამებიან. ჩოხატაურის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი და საქართველოს კანონი „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტებს დაევალათ ამავე გაზეთის მეშვეობით მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და ბოდიშის მოხდა, ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ 15000 ლარის გადახდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჟურნალისტების სააპელაციო საჩივარი. მან გააუქმა ამ საქმეზე ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით პარლამენტის წევრს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამ უკანასკნელმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიიჩნია დასაბუთებულად და საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარლამენტის წევრის საკასაციო საჩივარი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო დაეყრდნო საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. სასამართლო ასევე დაეყრდნო „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ოპერატიულად მიიღონ ცნობები სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივპოლიტიკური გაერთიანებებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ. ამავდროულად უზენაესმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, ერთი მხრივ, პირთა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სიტყვის თავისუფლებაზე.

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ უზენაესმა სასამართლომ გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. საქართველოს უზენაესი სასამართლო დაეყრდნო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე - კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ (Castells v. Spain), რომლის თანახმად, „აზრის გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ისეთი განცხადებებისა და გამოთქმის უფლებასაც, რომელიც შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი და შემაწუხებელია“. ამ პრეცედენტის მოშველიებით უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ პირის, მათ შორის ჟურნალისტის, მიერ გამოხატული აზრი შეიძლება იყოს არა მხოლოდ პოზიტიური, არამედ ნეგატიური. ნეგატიური შეფასება შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი და შემაწუხებელიც კი.

მაგრამ უზენაესი სასამართლოსათვის არ იყო საკმარისი იმის დადასტურება, რომ გამოხატული აზრი შეიძლება იყოს როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური. სასამართლოს უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე, თუ სად უნდა გაივლოს ზღვარი, ერთი მხრივ, კრიტიკის დასაშვებ ფარგლებსა და, მეორე მხრივ, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფას შორის.

ამისათვის უზენაესმა სასამართლომ ისევ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი გამოიყენა. მან გამოიყენა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria), რომელშიც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკური მოღვაწის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე რიგითი ინდივიდის მიმართ. უზენაესმა სასამართლომ ასევე მიუთითა მოხსენიებული პრეცედენტის იმ ნაწილზე, რომლის თანახმად, პოლიტიკური მოღვაწე, რიგითი ინდივიდისაგან განსხვავებით, წინასწარ შეცნობილად და აუცილებლად უქვემდებარებს თავის ქმედებებს და ჟესტებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოების კონტროლს. ამ პრეცედენტის საფუძველზე უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ „პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და სახელმწიფო მოხელეებმა პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გამართულ დებატებში დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ, თუ ეს კრიტიკა უხეშად არ ხელყოფს მათ პირად ცხოვრებას და ხელშეუხებლობას.“

ამ პრეცედენტის საფუძველზე უზენაესმა სასამართლომ დაასაბუთა, რომ პოლიტიკური მოღვაწე ან სახელმწიფო მოხელე თავის საქმიანობას თავად, წინასწარშეცნობილად უქვემდებარებს საზოგადოებრივ კონტროლს, რის გამოც მისი საქმიანობა შეიძლება გახდეს მძაფრი საზოგადოებრივი კრიტიკის ობიექტი, რაც ასეთმა პირმა უნდა ითმინოს თავისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. თავისი საქმიანობის დაქვემდებარება საზოგადოებრივ კონტროლს, რაშიც ჟურნალისტებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ, გამომდინარეობს იქიდან, რომ პოლიტიკური მოღვაწის ან სახელმწიფო მოხელის საქმიანობა არის საზოგადოებრივი ინტერესი საგანი.

საყურადღებოა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის. იგი მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების გამოყენებით (სამოქალაქო კოდექსისა და კანონის „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“) ვერ დაასკვნიდა, რომ კრიტიკის დასაშვები ფარგლები უფრო ფართოა პოლიტიკური მოღვაწის მიმართ, ვიდრე ეს არის ჩვეულებრივი ინდივიდის მიმართ.

) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფასთან დაკავშირებული სხვა საქმეც განიხილა, რომელშიც გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.27

მრეწველობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში აღძრა სარჩელი ყოფილი პარლამენტარის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მიერ სატელევიზიო გადაცემაში გაკეთებული განცხადებების გამო, რომელიც დაკავშირებული იყო მოსარჩელის სამსახურებრივ საქმიანობასთან. მოსარჩელემ მოითხოვა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სარჩელი. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის მიმართ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ფრაზების უარყოფა.

ყოფილმა პარლამენტარმა ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრასაქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც მან აღნიშნა, რომ მრეწველობის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიმართ გადაცემაში გამოთქმული აზრი მისი, როგორც საჯარო პირის - მინისტრის მოადგილის მიმართ გამოთქმული კრიტიკა, საქმიანობის შეფასებაა და არა რაიმე ფაქტობრივი ცნობების (მონაცემების) გავრცელება, რომელიც შელახავდა მის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ყოფილი პარლამენტარის საკასაციო საჩივარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლთან ერთად, უზენაესი სასამართლო დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლება), რომლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი, მიიღოს და გასცეს ინფორმაცია და იდეები. უზენაესმა სასამართლომ კონვენციის მე-10 მუხლის განმარტებისათვის გამოიყენა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ (Castells v. Spain), რომლის თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რიგითი მოქალაქეების მიმართ შეურაცხყოფის ფაქტების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს განსხვავებული სტანდარტები, კერძოდ, დასაშვები კრიტიკის ფარგლები სახელმწიფო მოხელეთა მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე რიგითი მოქალაქეების მიმართ.

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პარლამენტარის მიერ მინისტრის ყოფილი მოადგილის მიმართ გამოყენებული გამონათქვამები ეხებოდა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებს და აღნიშნა: „პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და სახელმწიფო მოხელეებმა პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გამართულ დებატებში დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ.“ სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ „რეპუტაციის (პატივის, ღირსების) დაცვის ინტერესი წონასწორდება საზოგადოების ინტერესთან - თავისუფლად განიხილოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.“

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიყენა ევროპული სასამართლოს პრეცედენტი, რომლის მეშვეობითაც დაადგინა, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე სახელმწიფო მოხელე შეიძლება დაექვემდებაროს მძაფრ კრიტიკას და რომ ამ კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე რიგითი მოქალაქის მიმართ დასაშვები კრიტიკა.

) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და განსაკუთრებით ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება,28 რომელიც ეხებოდა კულტურის მინისტრის29 სარჩელს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2-ის“, გადაცემა „60 წუთის“ წამყვანისა და გადაცემის რესპონდენტის წინააღმდეგ.30

სარჩელის მიხედვით, 2001 წლის 1 აპრილს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2-მა“ და წამყვანმა გადაცემა „60 წუთის“ მეშვეობით საჯაროდ გაავრცელეს მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია. მოსარჩელის აზრით, მოპასუხეებმა გადაცემაში მოსარჩელე დაადანაშაულეს ორი ადამიანის მკვლელობაში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და სახელმწიფო კრედიტის არამიზნობრივად გამოყოფაში.

მოსარჩელე, სხვა საკითხებთან ერთად, უთითებს, რომ გადაცემის წამყვანი, გადაცემაში გაკეთებული განმარტებით იმის შესახებ, რომ მოსარჩელის შვილი უცხოეთიდან სასიკვდილო დიაგნოზით დაბრუნდა, უხეშად ჩაერია მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში და უმძიმესი ტრავმა მიაყენა მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

საოლქო სასამართლომ მოსარჩელის სარჩელი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2-ის“, გადაცემის წამყვანისა და რესპონდენტის მიმართ დააკმაყოფილა ნაწილობრივ. საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 24-ე მუხლები, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლები. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გადაცემის რესპონდენტს, წამყვანსა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2-ს“ დაევალათ მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი მათ მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა. საოლქო სასამართლომ უარი განაცხადა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს კონსტიტუციასთან, სხვა შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ერთად,31 საოლქო სასამართლომ გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. იმის შეფასებისას, შელახა თუ არა გადაცემის რესპონდენტის გამონათქვამებმა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, საოლქო სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე - ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria). საოლქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ პრეცედენტის თანახმად, „ზუსტად უნდა დადგინდეს ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის განსხვავება. ფაქტების არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნეს მაშინ, როდესაც მოსაზრებები არ ექვემდებარება მტკიცებულებებს ...“. საოლქო სასამართლომ ასევე მოიშველია ხსენებული საქმე და აღნიშნა, რომ: „... შეხედულებების სიმართლის დამტკიცების მიმართ შეუძლებელია ამ მოთხოვნების შესრულება და იგი თავად არღვევს აზრის თავისუფლებას, რომელიც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით უზრუნველყოფილი უფლების ფუნდამენტურ ნაწილს.“

ამ პრეცედენტის გამოყენებით საოლქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ რესპონდენტის მიერ „გავრცელებული ყველა განცხადება ცნობებია ფაქტების შესახებ, რომელსაც სჭირდება მტკიცება. სინამდვილესთან შესაბამისობის მტკიცების ტვირთი კი იმავე ლინგენსის საქმეზე დადგენილი სტანდარტით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ეკისრება მის გამავრცელებელს ...“.

საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ცნობები ფაქტების შესახებ აშკარად ლახავს [მოსარჩელის-კ.კ.] პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, ვინაიდან ისინი შეიცავენ მტკიცებას მოსარჩელის მიერ კანონის, მორალის ნორმების დარღვევისა და უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხეებმა [მოსარჩელეს-კ.კ.] ბრალი დასდეს უმძიმეს დანაშაულთა - რიტუალური მკვლელობის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და უფლებამოსილების გადამეტებაში. მოპასუხეებმა ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ უზრუნველყვეს მათი ვერსიის სინამდვილესთან შესაბამისობის დამტკიცება.“

საოლქო სასამართლომ ასევე განიხილა მოსარჩელის მტკიცება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2-ისა“ და გადაცემის წამყვანის მიერ მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფის შესახებ, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა წამყვანისა და სამაუწყებლო კომპანიის შესაძლო პასუხისგებაზე დაუდასტურებელი ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდების გამო. საოლქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „რუსთავი-2-ისა“ და გადაცემის წამყვანის მიერ „ტენდენციურად იქნა გაშუქებული [რესპონდენტის-კ.კ.] ზემოაღნიშნული ვერსია, რაც იმაში გამოიხატება, რომ [წამყვანმა-კ.კ.] ცნობებს თავისი დასკვნებით შესძინა დამაჯერებლობა და საზოგადოებას მიაწოდა როგორც უტყუარი და დადასტურებული ფაქტები, რითაც შელახა [მოსარჩელის-კ.კ.] პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.“ საოლქო სასამართლომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (საქმე ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ) საფუძველზე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ გაკეთებული განცხადებები, სასამართლოს აზრით, „...არის ცნობები ფაქტების შესახებ, რაც დამტკიცებას ექვემდებარება და რომლის სინამდვილესთან შესაბამისობის მტკიცების ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ლინგენსის საქმეზე დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ეკისრება მის გამავრცელებელს.“ საოლქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ „დასახელებული პრეცედენტის მიხედვით: „ჟურნალისტები ასეთ შემთხვევაში ვერ გაექცევიან სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობას, თუკი ისინი ვერ დაამტკიცებენ თავიანთი განცხადებების სიმართლეს.“32

ამის შედეგად საოლქო სასამართლომ ჩათვალა, რომ: „გადაცემაში „60 წუთი“ [გადაცემის წამყვანის-კ.კ.] გამონათქვამი: „მკვლელობის წარმოდგენილი ვერსია ორივე შემთხვევაში დადასტურდა“ ლახავს [მოსარჩელის-კ.კ.] პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას, ვინაიდან აღნიშნული გამონათქვამი წარმოადგენს ბრალდებას [მოსარჩელის მიერ-კ.კ.] დანაშაულის ჩადენის შესახებ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით.“

საოლქო სასამართლომ ასევე განიხილა მოსარჩელის მტკიცება მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევის შესახებ. სასამართლომ მოპასუხეთა გამონათქვამი, რომლის თანახმად, მოსარჩელის შვილი უცხოეთიდან სასიკვდილო დიაგნოზით დაბრუნდა, მიიჩნია მოსარჩელემ პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევად. აღსანიშნავია, რომ საოლქო სასამართლომ საქმის მასალებიდან გამოარკვია:

„2001 წლის 01 აპრილამდე [მოსარჩელის შვილს-კ.კ.] „სასიკვდილო დიაგნოზის“ შესახებ საჯაროდ არავის განუცხადებია. აღნიშნული ცნობა საჯაროდ გახმაურდა [წამყვანის მიერ-კ.კ.] 2001 წლის 01 აპრილს სამაუწყებო კომპანია „რუსთავი-2-ის“ გადაცემაში „60 წუთი“, რომელმაც [რესპონდენტისაგან-კ.კ.] მიღებული ინფორმაცია საჯაროდ ამცნო საზოგადოებას.“

თავისი პოზიციის დასასაბუთებლად საოლქო სასამართლომ მიუთითა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლსა33და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლზე,34 არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის35 მიერ კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებულ განმარტებაზე.

საოლქო სასამართლო დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მოხსენებას საქმეზე - ვან ოოსტერვეიკი ბელგიის წინააღმდეგ (Van Oosterwijck v. Belgium) და აღნიშნა, რომ „პირადი ცხოვრების“ უფლება არის უფლება პირად ცხოვრებაზე, ანუ პიროვნების უფლება იცხოვროს ისე, როგორც თავად სურს და (მისი ცხოვრების წესი) დაცული იყოს საჯაროობისაგან.“ ევროპული კომისიის ასეთი განმარტების საფუძველზე საოლქო სასამართლომ დაასკვნა, რომ „პირადი ცხოვრების საიდუმლოების გახმაურება არის აღნიშნული უფლების პატივისცემის ხელყოფა“.

საოლქო სასამართლო ასევე დაეყრდნო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უშუალოდ ეხება პირის სამედიცინო მონაცემების კონფიდენციურად დაცვას. საოლქო სასამართლომ მოიშველია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - ფინეთის წინააღმდეგ (Z v. Switzerland), რომლის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, არ გაამჟღავნოს პირის ავადმყოფობის მდგომარეობა.36 ამასთანავე, საოლქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ეკისრება არა მხოლოდ ნეგატიური ვალდებულება - თავად არ გაამჟღავნოს პირად და საოჯახო ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, არამედ პოზიტიური ვალდებულება - „არ დაუშვას მესამე პირთა მიერ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება მისი თანხმობის გარეშე, რათა არ მოხდეს კონვენციის მე-8 მუხლის 1 ნაწილით გარანტირებული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შელახვა.“37

ამ ანალიზის საფუძველზე საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ: „მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ცნობები მოსარჩელის შვილის ავადმყოფობის შესახებ, წარმოადგენს [მოსარჩელის-კ.კ.] პირადი საოჯახო ცხოვრების საიდუმლოებას, ვინაიდან ის არ ეხება პიროვნების საზოგადოებრივ ცხოვრებას და გამიზნულია პირთა განსაზღვრული წრისათვის. თუ პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის დაცვის დროს კანონი იცავს პიროვნების ცხოვრების საზოგადოებრივ მხარეებს, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობების გახმაურების უარყოფით, პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვისას საქმე ეხება სრულიად საპირისპირო მოვლენას. პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი ცნობები შესაძლოა, სინამდვილეს შეესაბამებოდეს, მაგრამ პიროვნება დაინტერესებულია მათი გახმაურებისაგან დაცვით.“ საოლქო სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ მოსარჩელის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებით გადაცემის წამყვანმა უმძიმესი სულიერი ტრავმა მიაყენა მოსარჩელის ოჯახს და პირადად მოსარჩელის შვილს, რომლისთვისაც ადრე არაფერი იყო ცნობილი მისი „სასიკვდილო დიაგნოზის“ შესახებ.

ამ სასამართლო საქმის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მის წინაშე არსებული საქმის გადასაწყვეტად. საოლქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ასევე იმით, რომ ის ნათელს ჰფენს საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების აუცილებლობას. საოლქო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „ზემოაღნიშნული [საქმე ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria)-k.k.] და სხვა ევროპული პრეცედენტებით დადგენილი სტანდარტები ავსებენ და აზუსტებენ ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ნორმების შინაარსს.“ ამით საოლქო სასამართლომ დაადასტურა, ევროპულ კონვენციასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების აუცილებლობა.

ე) მართალია, საქართველოს სასამართლოების პრაქტიკამ ცხადყო, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ერთად, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ჯერჯერობით ძირითადად გამოიყენება საკასაციო და სააპელაციო სასამართლო ინსტანციების მიერ, მაგრამ მცდარი იქნებოდა გაკეთებულიყო დასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის უცნობია ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების პრაქტიკა.

ამის დასტურად შეიძლება მოყვანილიქნეს ჭიათურის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 3 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება.38 საქმე ეხებოდა ჭიათურის რაიონის გამგებლის სარჩელს რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წევრთა წინააღმდეგ, რომელშიც იგი მოითხოვდა თავისი და ჭიათურის რაიონის გამგეობის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების საჯაროდ უარყოფას. მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად მიუთითა ასეთი გარემოება: 2001 წლის ნოემბრის თვეში ჭიათურის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოპასუხეთა ინიციატივითა და ორგანიზატორობით გაიმართა მიტინგი, რომელზეც მოპასუხეები საზოგადოების წინაშე თავიანთ გამოსვლებში საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ჭიათურის ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება - რაიონის დაქვემდებარებული სამსახურები - წარმოადგენს მაფიოზურ კლანებს და მათი ხელმძღვანელი გამგებელი ხალხის ინტერესების ცინიკური და თავხედური უგულებელყოფის ხარჯზე ბრწყინვალედ ახერხებს სხვადასხვა მაფიოზურ-ფინანსურ-ოლიგარქიული კლანის დაცვასა და ლობირებას. ხსენებული ბრალდების შემცველი წერილი მოპასუხეთა ხელმოწერით გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის სპიკერატსა და ფრაქციების თავმჯდომარეებს.

მოპასუხეების აზრით, მათ არ გაუვრცელებიათ და არც ჰქონდათ გამგეობისა და გამგებლის შეურაცხმყოფელი ცნობების გავრცელების განზრახვა. მათ მიტინგზე და პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში გამოხატეს საკუთარი აზრი, რომელიც ემყარებოდა რაიონში შექმნილ უმძიმეს სიტუაციას, აგრეთვე წარმოდგენილი დოკუმენტებისა და საგაზეთო სტატიების ურთიერთშეჯერების ანალიზს. მოპასუხემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მოიშველია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი და ამ მუხლთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria).

ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ ჭიათურის რაიონის გამგებლის სარჩელი უსაფუძვლოდ ჩათვალა და არ დააკმაყოფილა იგი. თავისი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი. ამას გარდა, რაიონული სასამართლო დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს და მის განმარტებას ევროპული სასამართლოს პრეცედენტის (საქმე კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ (Castells v. Spain)) მიხედვით. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფო მოხელეთა დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე რიგითი მოქალაქეების მიმართ, რის გამოც სახელმწიფო მოხელეებმა და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა უნდა ითმინონ თავიანთ სამსახურებრივ (საზოგადოებრივ) საქმიანობასთან დაკავშირებული კრიტიკა.

ვ) საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც პროცესის მხარემ თავისი პოზიცია დაასაბუთა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, მაგრამ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იხელმძღვანელა ამ პრეცედენტებით გათვალისწინებული სტანდარტებით. საქმე, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2003 წლის 6 თებერვალს განიხილა, ეხებოდა ქ. ქუთაისის ვიცე-მერის მტკიცებას, რომ საგაზეთო პუბლიკაციით შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.39 მოსარჩელემ მოითხოვა, სასამართლოს დაევალდებულებინა მოპასუხეები (ჟურნალისტი და გაზეთის რედაქტორი), უარეყოთ მათ მიერ გაზეთ “PS”-ის 2001 წლის 23-29 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში (სათაურით - „ქუთაისში რაიმე რომ გააკეთო, მინიმუმ ქალაქის მერის უფლებებით უნდა სარგებლობდე“) გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იმ პიროვნებასთან, რომელიც ქალაქის მერის უფლებებით სარგებლობდა, რომელიც ნავთობის ბიზნესში ქალაქის ვიცე-მერის დონეზეა ჩაბმული, მოსარჩელის იდენტიფიცირება შეძლო ერთ-ერთმა ჩინოსანმა. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ამ სტატიით არ გავრცელებულა მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელ მყოფი ცნობები.

თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მოპასუხემ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებსა და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლთან (გამოხატვის თავისუფლება) ერთად მოიშველია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი პრეცედენტი,40 რომლებშიც საკმაოდ დეტალურად განმარტა ანალოგიურ საქმეებთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს პოზიცია. სამწუხაროდ, სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში არა მხოლოდ არ იმსჯელა მოპასუხის არგუმენტებზე, მათ შორის ევროპულ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე, არამედ არც კი მოიხსენია ისინი.

_______________________

1. ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ: 2000 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე“, თბილისი, 2000 წელი, გვ. 27-28.

2. მათ შორის, იხ.: განჩინება, N2კ-41-I, 12 იანვარი, 2000 წელი, სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო პალატა; განჩინება, N3კ/413, 24 მარტი, 2000 წელი, სუსგ, ნაწილი I, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეებზე, N8, 2000 წელი, გვ. 375; გადაწყვეტილება, N3გ/ად-24-კ, 7 აპრილი, 2000 წელი, სუსგ, ნაწილი II, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეებზე, N6, 2000 წელი, გვ. 258; განჩინება, N3კ/599, 22 თებერვალი, 2001 წელი, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატა; განჩინება, N3გ/ად-190-კ, 30 აპრილი, 2001 წელი, სუსგ, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეებზე, N4, 2001 წელი, გვ. 319; განჩინება, N8(1), 10 მაისი, 2001 წელი, სუსგ, სისხლის სამართლის საქმეებზე, N5, 2001 წელი, გვ. 268; განჩინება, N3კ/568-01, 4 ივლისი, 2001 წელი, სუსგ, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეებზე, N10, 2001 წელი, გვ. 1115; განჩინება, N79, 11 ოქტომბერი, 2001 წელი, სუსგ, სისხლის სამართლის საქმეებზე, N1, 2002 წელი, გვ. 42-44; განჩინება, N3გ/ად-82-კ-01, 13 ნოემბერი, 2001 წელი, სუსგ, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეებზე, N12, 2001 წელი, გვ. 1129-1131; გადაწყვეტილება, N3კ/754-01, 5 დეკემბერი, 2001 წელი, სუსგ, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეებზე, N3, 2002 წელი, გვ. 402-403; გადაწყვეტილება, N3კ/1044, 1 მარტი, 2002 წელი, სუსგ, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეებზე, N5, 2002 წელი, გვ. 799; განჩინება, N13-კოლ, 13 მარტი, 2002 წელი, სუსგ, სისხლის სამართლის საქმეებზე, N5, 2002 წელი, გვ. 557; ასევე იხ. შედარებით ახალი გადაწყვეტილებები: გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, Nბს-586-507-კ-04, 1 აპრილი, 2005 წელი; გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, Nსბ-1281-1024-კ-04, 20 იანვარი, 2005 წელი; გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, Nსბ-1500-1075, 29 ნოემბერი, 2005 წელი; გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, Nსბ-1576-1150(კ-05), 17 მაისი, 2006 წელი; გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, Nსბ-475-452(კ-06), 9 იანვარი, 2007 წელი; გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, N512აპ, 19 დეკემბერი, 2005 წელი; გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, N102აპ, 30 მარტი, 2006 წელი; გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, N267აპ, 23 თებერვალი, 2006 წელი; გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, N457/საზ, 27 დეკემბერი, 2006; გადაწყვეტილება, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატა, Nას-593-1241-03, 14 აპრილი, 2004 წელი; გადაწყვეტილება, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატა, Nას-322-605-04, 21 ივლისი, 2004 წელი; გადაწყვეტილება, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატა, Nას-627-903-05, 29 ივლისი, 2005 წელი; გადაწყვეტილება, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატა, Nას-1106-1352-05, 14 ივნისი, 2006 წელი.

3. მაგალითისათვის იხ.: განჩინება, N3კ/413, 24 მარტი, 2000 წელი, სუსგ, ნაწილი I, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეებზე, N8, 2000 წელი, გვ. 375; გადაწყვეტილება, N3გ/ად-24-კ, 7 აპრილი, 2000 წელი, სუსგ, ნაწილი II, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეებზე, N6, 2000 წელი, გვ. 258; განჩინება, N3გ/ად-170-კ, 30 ნოემბერი, 2000 წელი, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეებზე; განჩინება, N3გ/ად-190-კ, 30 აპრილი, 2001 წელი, სუსგ, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეებზე, N4, 2001 წელი, გვ. 319.

4. საქართველოში განვითარებული პრაქტიკა არ არის გამონაკლისი. მაგალითად, გერმანიის სასამართლოებში დამკვიდრებული იყო ანალოგიური პრაქტიკა, რაც დროთა განმავლობაში შეიცვალა. B. Simma, D.-E.Khan, M. Zöckler & R. Geiger, The Role of German Courts in the Enforcement of International Human Rights, in: Enforcing International Human Rights in Domestic Courts, B. Conforti & F. Francioni (Eds.), 1997, 73.

5. H. Schermers, The European Community and the European Convention on Human Rights: Their Effect on National Law, in: The Gradual Convergence: Foreign Ideas, Foreign Influences and English Law on the Even

6. SedarebisaTvis ix. Second Report, Committee on International Law in National Courts, International Law Association, 1996, 18.

7. J. Polakiewicz, The Implementation of the ECHR and of the Decisions of the Strasbourg Court in Western Europe: An Evaluation, The Domestic Implementation of the European Convention on Human Rights in Eastern and Western Europe (eds. E. Alkema, T. Bellekom, A. Drzemczewski et al.), 1992, 160.

8. განჩინება, 12 დეკემბერი, 2000 წელი, „ადამიანის უფლებათა დაცვის სამაგალითო გადაწყვეტილებები“, 2002 წელი, გვ. 23-24; განჩინება, N22(1), 17 ივლისი, 2001 წელი, სუსგ, სისხლის სამართლის საქმეებზე, N10, 2001 წელი, გვ. 653-655; განჩინება, N3კ/376-01, 18 ივლისი, 2001 წელი, სუსგ, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეებზე, N10, 2001 წელი, გვ. 1176; გადაწყვეტილება, N3კ/754-01, 5 დეკემბერი, 2001 წელი, სუსგ, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეებზე, N3, 2002 წელი, გვ. 402-403.

9. გადაწყვეტილება, N3კ-390-02, 4 ივლისი, 2002 წელი, სუსგ, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეებზე, N10, 2002 წელი, გვ. 1758-1767; ასევე იხ. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, N2/ა-83-2001, 21 დეკემბერი, 2001 წელი, სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგია.

10. იქვე, გვ. 1762-1763.

11. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევა საქართველოს კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ადასტურებს საქართველოს მრავალი ნორმატიული აქტის ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას. იხ. Study on the Compatibility of Georgian Law with the Requirements of the Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms and its Protocols, HRCAD(2001)2, 2001.

12. განჩინება, N8(1), 10 მაისი, 2001 წელი, სუსგ, სისხლის სამართლის საქმეებზე, N5, 2001 წელი, გვ. 268.

13. იხ.: განჩინება, N22(1), 17 ივლისი, 2001 წელი, სუსგ, სისხლის სამართლის საქმეებზე, N10, 2001 წელი, გვ. 653-655; გადაწყვეტილება, N2/64, 3 აპრილი, 2002 წელი, ჭიათურის რაიონული სასამართლო; გადაწყვეტილება, N3/9-2002, 13 მაისი, 2002 წელი, მარნეულის რაიონული სასამართლო. საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც მან, მართალია, არ განიხილა ევროპული კონვენცია, მაგრამ განიხილა მხარის მიერ მოშველიებული ევროპული სასამართლოს საქმეები და დაასაბუთა, რომ ეს პრეცედენტები არ უნდა იქნეს გამოყენებული კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით. განჩინება, N3გ-ად-275-კ-02, 24 იანვარი, 2003 წელი, სუსგ, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეებზე, N3, 2003 წელი, გვ. 476-479; ასევე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, N3კ/1240-02, 24 აპრილი, 2003 წელი.

14. მაგალითისათვის იხ.: გადაწყვეტილება, საქმე „ალექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N1/2-14-19, 30 დეკემბერი, 1996 წელი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები“, 1996-1997 წლები, თბილისი, 2002 წელი, გვ. 38, საყურადღებოა, რომ ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს საქართველო არ იყო კონვენციის პირველი ოქმის მონაწილე; განჩინება, საქმე „მოქალაქე ლადო სანიკიძე და მოქალაქე კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N1/7/20, 15 იანვარი, 1997 წელი, „ადამიანი და კონსტიტუცია“, N1, 1997 წელი, გვ. 99; განჩინება, საქმე „მოქალაქე შალვა მგელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N1/5/133, 24 მაისი, 2002 წელი, „ადამიანი და კონსტიტუცია“, N3, 2002 წელი, გვ. 116-117; გადაწყვეტილება, საქმე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N2/2/180-183, 5 ნოემბერი, 2002 წელი, „ადამიანი და კონსტიტუცია“, N4, 2002 წელი, გვ. 123-144.

15. მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომის ძირითადი მიზანია ევროპული კონვენციის გამოყენების პრაქტიკის შესწავლა, მიზანშეწონილად ჩაითვალა ნაშრომის ამ ნაწილში არა მხოლოდ კონვენციის, არამედ, ზოგადად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენების პრაქტიკის ანალიზი.

16. მაგ.: გადაწყვეტილება, საქმე „საქართველოს მოქალაქე გურამ შამანიდის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წინააღმდეგ“, N2/1/130, 23 აპრილი 2002 წელი, „ადამიანი და კონსტიტუცია“, N2, 2002 წელი, გვ. 179-180; გადაწყვეტილება, საქმე „ალექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N1/2-14-19, 30 დეკემბერი, 1996 წელი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები“, თბილისი, 2002 წელი, გვ. 38.

17. გადაწყვეტილება, საქმე „ალექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N1/2-14-19, 30 დეკემბერი, 1996 წელი, „საქართველოს გადაწყვეტილებები“, 1996-1997 წლები, თბილისი, 2002 წელი, გვ. 38; განჩინება, საქმე „მოქალაქე ლადო სანიკიძე და მოქალაქე კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N1/7/20, 15 იანვარი, 1997 წელი, „ადამიანი და კონსტიტუცია“, N1, 1997 წელი, გვ. 99.

18. გადაწყვეტილება, საქმე „საქართველოს მოქალაქეები: (1) ბაჭუა გაჩეჩილაძე, სიმონ თურვანდიშვილი, შოთა ბუაძე, სოლომონ სანადირაძე და ლევან ქვაცბაია, (2) ვლადიმერ დობორჯგინიძე, ნინელი ანდრიაძე, გურამ დემეტრაშვილი და შოთა პაპიაშვილი, (3) გივი დონაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N1/1/126,129,158, 18 აპრილი 2002 წელი, „ადამიანი და კონსტიტუცია“, N2, 2002 წელი,

გვ. 157-160; განჩინება, საქმე „მოქალაქე შალვა მგელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N1/5/133, 24 მაისი, 2002 წელი, „ადამიანი და კონსტიტუცია“, N3, 2002 წელი, გვ. 116-117.

19. გადაწყვეტილება, საქმე „მოქალაქეები: ბესარიონ ფანცულაია, ელგუჯა გულედანი, ჯემალ მიქელაძე, მურმან ზაქარაია და მანგული ხუბუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N2/97/3, 21 დეკემბერი, 2000 წელი, „ადამიანი და კონსტიტუცია“, N1, 2001 წელი, გვ. 101.

20. ამ თვალსაზრისით საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც მან განაცხადა, რომ „კონსტიტუციური სარჩელიდან არ ჩანს, თუ რითი გამოიხატება სადავო ნორმით „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-6 და მე-13 მუხლების დარღვევა“, რომელიც მოიშველია მოსარჩელემ. მისასალმებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ მოახდინა მოსარჩელის კონვენციაზე დაფუძნებული არგუმენტის იგნორირება. სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სარჩელიდან არ ჩანს, რითი დაირღვა კონვენცია. იხ. განჩინება, საქმე „მოქალაქე შალვა მგელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N1/5/133, 24 მაისი, 2002 წელი, „ადამიანი და კონსტიტუცია“, N3, 2002 წელი, გვ. 116-117.

21. გადაწყვეტილება, საქმე „საქართველოს მოქალაქეები: (1) ბაჭუა გაჩეჩილაძე, სიმონ თურვანდიშვილი, შოთა ბუაძე, სოლომონ სანადირაძე და ლევან ქვაცბაია, (2) ვლადიმერ დობორჯგინიძე, ნინელი ანდრიაძე, გურამ დემეტრაშვილი და შოთა პაპიაშვილი, (3) გივი დონაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N1/1/126,129,158, 18 აპრილი, 2002 წელი, „ადამიანი და კონსტიტუცია“, N2,2002 წელი, გვ. 159-160; გადაწყვეტილება, საქმე „1. მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N2/6/205,232, 3 ივლისი, 2003 წელი.

22. სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა, განჩინება, 2001 წლის 22 ივნისი. „ადამიანის უფლებათა დაცვის სამაგალითო გადაწყვეტილებები“ (2001 წ.), თბილისი, 2002 წელი, გვ. 78; სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, განჩინება, N33-შ, 2001 წლის 1 ოქტომბერი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი: სისხლის სამართლის საქმეები, N12, 2001 წელი, გვ.917; სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა, გადაწყვეტილება N3კ/376-01, 2001 წლის 18 ივლისი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი: სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეები, N10, 2001 წელი, გვ. 1176; სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა, გადაწყვეტილება N3კ/754-01, 2001 წლის 5 დეკემბერი; ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, გადაწყვეტილება N3გ/ად-131-კ-02, 2002 წლის 4 ოქტომბერი; განჩინება, N3გ-ად-275-კ-02, 24 იანვარი, 2003 წელი, სუსგ, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეებზე, N3, 2003 წელი, გვ. 476-479. ასევე იხ. შედარებით ახალი გადაწყვეტილებები: გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, Nbs-586-507-k-04, 1 აპრილი, 2005 წელი; გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, Nsb-1281-1024-k-04, 20 იანვარი, 2005 წელი; გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, Nსბ-1500-1075, 29 ნოემბერი, 2005 წელი; გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, Nსბ-1576-1150(კ-05), 17 მაისი, 2006 წელი; გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, Nსბ-475-452(კ-06), 9 იანვარი, 2007 წელი; გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, N512აპ, 19 დეკემბერი, 2005 წელი; გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, N102აპ, 30 მარტი, 2006 წელი; გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, N267აპ, 23 თებერვალი, 2006 წელი; გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, N457/საზ, 27 დეკემბერი, 2006; გადაწყვეტილება, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატა, Nას-593-1241-03, 14 აპრილი, 2004 წელი; გადაწყვეტილება, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატა, Nას-322-605-04, 21 ივლისი, 2004 წელი; გადაწყვეტილება, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატა, Nას-627-903-05, 29 ივლისი, 2005 წელი; გადაწყვეტილება, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატა, Nას-1106-1352-05, 14 ივნისი, 2006 წელი.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა, განჩინება N3კ/599, 2001 წლის 22 თებერვალი. დავის საგანი: „პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის“ 1998 წლის 11 მაისისა და „იეჰოვას მოწმეთა კავშირის“ 1998 წლის 17 აპრილის რეგისტრაციათა გაუქმება.

24. კასატორი მხარის ადვოკატი ამტკიცებდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9, მე-10, მე-11 და მე-14 მუხლების დარღვევას. იხ. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის მე-9 პუნქტი.

25. ასევე იხ. კასატორის მიერ მომზადებული ზეპირი არგუმენტები უზენაესი სასამართლოს სხდომისათვის და საკასაციო საჩივარი. დოკუმენტები ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ინტერნეტ-გვერდზე:

[www.jv-georgia.org].

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა, განჩინება, 2001 წლის 22 ივნისი. იხ. „ადამიანის უფლებათა დაცვის სამაგალითო გადაწყვეტილებები“ (2001 წელი), თბილისი, 2002 წელი, გვ. 76-79.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა, გადაწყვეტილება N3კ/376-01, 2001 წლის 18 ივლისი. დავის საგანი: პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფა. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი: სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეები, N10, 2001 წელი, გვ. 1172-1177; იხ. „ადამიანის უფლებათა დაცვის სამაგალითო გადაწყვეტილებები“ (2001 წელი), თბილისი, 2002 წელი, გვ. 79-82;

28. გადაწყვეტილება, N2/ა-25-2002, 3 ივლისი, 2002 წელი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგია; ამავე საქმეზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, N3კ/1240-02, 24 აპრილი, 2003 წელი.

29. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს, რომელსაც ეხება სასამართლო დავა, იმ დროისათვის ეკავა მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფროსის თანამდებობა და, შესაბამისად, იგი იყო სახელმწიფო მოხელე.

30. თბილისის საოლქო სასამართლოში გადაცემის წამყვანმა ასევე შეიტანა შეგებებული სარჩელი მოსარჩელის წინააღმდეგ.

31. სამოქალაქო კოდექსი (მე-18 მუხლი) და კანონი „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“.

32. ამ საკითხზე თავისი პიზიციის დასასაბუთებლად საოლქო სასამართლომ ასევე გამოიყენა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - ოტო პრემინგერის ინსტიტუტი ავსტრიის წინააღმდეგ (Otto-Preminger Institute v. Austria).

33. კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება [...] ხელშეუხებელია“.

34. კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას“.

35. ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ შეწყვიტა საქმიანობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საზედამხედველო სისტემის რეფორმის შედეგად.

36. ამ საქმეში განაცხადის ავტორი დაავადებული იყო შიდსით, რის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებამ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი.

37. პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით საოლქო სასამართლო დაეყრდნო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქმეებზე: ლოპეზ ოსტრა ესპანეთის წინაამდეგ (Lopez Ostra v. Spain) და კიგანი ირლანდიის წინააღმდეგ (Keegan v. Ireland).

38. ჭიათურის რაიონული სასამართლო, გადაწყვეტილება N2/64, 2002 წლის 3 აპრილი.

39. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, N2/74, 6 თებერვალი, 2003 წელი.

40. კერძოდ, მოპასუხემ მოიშველია ევროპული სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები: ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria), კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ (Castells v. Spain), იერშილდი დანიის წინააღმდეგ (Jersild v. Denmark), გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Goodwin v. the United Kingdom), ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Oberschlick v. Austria).

6 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

▲ზევით დაბრუნება


რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი

ქვემორე ხელმომწერი მთავრობები, რომლებიც არიან ევროპის საბჭოს წევრები, ითვალისწინებენ 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ გაცხადებულ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას;

მხედველობაში იღებენ, რომ ეს დეკლარაცია მიზნად ისახავს მასში გაცხადებულ უფლებათა საყოველთაო და ეფექტიანი აღიარებისა და დაცვის უზრუნველყოფას; ითვალისწინებენ, რომ ევროპის საბჭოს მიზანია მის წევრებს შორის უფრო მეტი ერთიანობის მიღწევა და რომ ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და მათი შემდგომი განხორციელება; კვლავ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას იმ ძირითადი თავისუფლებებისადმი, რომელთაც ეფუძნება სამართლიანობა და მშვიდობა მსოფლიოში და რომელთა დაცვა საუკეთესოდ ხორციელდება, ერთი მხრივ, ეფექტიანი დემოკრატიული პოლიტიკითა და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებათა საერთო გაგებითა და მათი უზრუნველყოფით, რასაც ისინი ემყარებიან;

როგორც მთავრობები იმ თანამოაზრე ევროპული ქვეყნებისა, რომელთაც აქვთ პოლიტიკური ტრადიციების, იდეალების, თავისუფლებისა და სამართლის უზენაესობის საერთო მემკვიდრეობა, შემართულნი არიან, გადადგან პირველი ნაბიჯები საყოველთაო დეკლარაციით გაცხადებულ გარკვეულ უფლებათა კოლექტიური განხორციელებისათვის და თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1
ადამიანის უფლებათა პატივისცემის ვალდებულება

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I თავში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

თავი I
უფლებები და თავისუფლებები
მუხლი 2
სიცოცხლის უფლება

1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.

2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:

ა. ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;

ბ. კანონიერი დაკავებისათვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;

ც. კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.

მუხლი 3
წამების აკრძალვა

არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.

მუხლი 4
მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა

1. არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში ან ყმობაში.

2. არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.

3. ამ მუხლის მნიშვნელობით ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო სამუშაო“ არ მოიცავს:

a. ნებისმიერ სამუშაოს, რომლის შესრულებაც, ჩვეულებრივ, სავალდებულოა პატიმრობისას, რაც შეფარდებულია წინამდებარე კონვენციის მე-5 მუხლის დებულებების შესაბამისად ან ასეთი პატიმრობიდან პირობითი თავისუფლების განმავლობაში;

b. სამხედრო ხასიათის ნებისმიერ სამსახურს, ან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად დაკისრებულ სამსახურს იმ ქვეყნებში, სადაც შინაგანი მრწამსის გამო სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის თქმის უფლება აღიარებულია;

c. ნებისმიერ სამსახურს, რომელიც დაკისრებულია საგანგებო მდგომარეობის ან უბედურების დროს, რაც საფრთხეს უქმნის ხალხის სიცოცხლეს ან კეთილდღეობას;

d. ნებისმიერ სამუშაოს ან სამსახურს, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ ვალდებულებებს განეკუთვნება.

მუხლი 5
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება

1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია:

a. უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება;

b. პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;

c. პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;

d. არასრულწლოვანის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან მისი კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად;

e. პირთა კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაპატიმრება;

f. პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, ან იმ პირის დაკავება თუ დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ღონისძიებები დეპორტაციისა თუ ექსტრადიციის მიზნით.

2. ყველა დაკავებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივუნდა ეცნობოს მისი დაკავების მიზეზები და მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება.

3. ამ მუხლის 1-ლი ც პუნქტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით.

4. ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი.

5. ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

მუხლი 6
სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება

1. სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ დაუშვან, დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვანთა ინტერესები ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ან რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როდესაც საქვეყნოობა ზიანს მიაყენებდა მართლმსაჯულების ინტერესებს.

2. ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.

3. ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:

ა. მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით ეცნობოს წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი;

ბ. ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად; ც. დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;

დ. დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში; ე. ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მას არ შეუძლია გაიგოს სასამართლოში გამოყენებული ენა, ან ილაპარაკოს ამ ენაზე.

მუხლი 7
არავითარი სასჯელი კანონის გარეშე

1. არავინ შეიძლება მიიჩნიონ ბრალეულად რაიმე დანაშაულის ჩადენაში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს.

2. ეს მუხლი ხელს არ შეუშლის ნებისმიერი პირის გასამართლებასა და დასჯას რომელიმე მოქმედების ან უმოქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროისათვის მიიჩნეოდა დანაშაულად ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების მიხედვით.

მუხლი 8
პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის

2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

მუხლი 9
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

1. ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და, აგრეთვე, თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით.

2. რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

მუხლი 10
გამოხატვის თავისუფლება

1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 11
შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება

1. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე სხვებთან გაერთიანების თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული კავშირებისშექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების დასაცავად.

2. დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ.

მუხლი 12
ქორწინების უფლება

საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება, ეროვნული კანონების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებენ ამ უფლების განხორციელებას.

მუხლი 13
სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება

ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.

მუხლი 14
დისკრიმინაციის აკრძალვა

ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.

მუხლი 15
გადახვევა საგანგებო მდგომარეობის დროს

1. ომის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, როცა საფრთხე ემუქრება ხალხის სიცოცხლეს, ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაატაროს ღონისძიებები კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან გადახვევის მიზნით, მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ამას მკაცრად მოითხოვს მდგომარეობის სიმწვავე და იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებები არ ეწინააღმდეგება მხარის სხვა საერთაშორისოსამართლებრივ ვალდებულებებს.

2. დაუშვებელია ამ დებულების საფუძველზე გადახვევა მე-2 მუხლიდან, გარდა მართლზომიერი საომარი მოქმედებით გამოწვეული ადამიანთა დაღუპვის შემთხვევისა, აგრეთვე, გადახვევა მე-3, მე-4 (1-ლი პუნქტი) და მე-7 მუხლებიდან.

3. ნებისმიერი მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც იყენებს გადახვევის უფლებას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს აწვდის სრულ ინფორმაციას მის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და მათი მიზეზების შესახებ. შეწყვეტისა და კონვენციის დებულებათა ხელახლა სრულად ამოქმედების თარიღს.

მუხლი 16
უცხოელთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა

მაღალი ხელშემკვრელი მხარეებისათვის მე-10, მე-11 და მე-14 მუხლებში არაფერი განიხილება ხელის შემშლელად, დააწესონ შეზღუდვა უცხოელთა პოლიტიკურ საქმიანობაზე.

მუხლი 17
უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა

ამ კონვენციაში არაფერი შეიძლება განიმარტოს ისე, რომ გულისხმობდეს რომელიმე სახელმწიფოს, ჯგუფის ან პირის უფლებას, მონაწილეობდეს რაიმე საქმიანობაში ან განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს, არარად აქციოს კონვენციით განსაზღვრული რომელიმე უფლება თუ თავისუფლება, ან შეზღუდოს ის იმაზე მეტად, ვიდრე ეს კონვენციით არის გათვალისწინებული.

მუხლი 18
უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები

ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის.

თავი II
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მუხლი 19
სასამართლოს დაარსება

მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მიერ კონვენციითა და მისი ოქმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად არსდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შემდგომში მოხსენიებული როგორც „სასამართლო“.

მუხლი 20
მოსამართლეთა რაოდენობა

სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა რაოდენობის თანაბარია.

მუხლი 21
კრიტერიუმები სამოსამართლო თანამდებობისათვის

1. მოსამართლეებს უნდა ახასიათებდეთ მაღალი ზნეობრივი თვისებები და, ან უნდა ფლობდნენ მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ კვალიფიკაციას, ან იყვნენ აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნეები.

2. მოსამართლეები სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებენ თავიანთი ინდივიდუალური უფლებამოსილებით.

3. მოსამართლეები თავიანთი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში არ უნდა ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია მათ დამოუკიდებლობასთან, მიუკერძოებლობასთან ან სრულგანაკვეთიანი სამსახურის მოთხოვნებთან; ამ პუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებით წამოჭრილ ყველა საკითხს წყვეტს სასამართლო.

მუხლი 22
მოსამართლეთა არჩევა

1. თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატისაგან შემდგარი სიიდან მოსამართლეს ხმათა უმრავლესობით ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა.

2. იგივე პროცედურა გამოიყენება სასამართლოს შემადგენლობის შევსებისას კონვენციასთან ახალი ხელშემკვრელი მხარეების შეერთების ან გაუთვალისწინებელი ვაკანსიების გაჩენის შემთხვევაში.

მუხლი 23
უფლებამოსილების ვადა

1. მოსამართლეებს ირჩევენ ექვსი წლის ვადით. ისინი შეიძლება ხელახლა აირჩნენ, თუმცა პირველ არჩევნებზე არჩეულ მოსამართლეთა ნახევარს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება სამი წლის შემდეგ.

2. იმ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა თავდაპირველი სამი წლის შემდეგ ამოეწურებათ, მათი არჩევისთანავე წილისყრის მეშვეობით განსაზღვრავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.

3. იმისათვის, რათა შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილ იქნეს ყოველ სამ წელიწადში მოსამართლეთა შემადგენლობის ნახევრის განახლება, საპარლამენტო ასამბლეას ყოველი მომდევნო საარჩევნო პროცედურის დაწყებამდე შეუძლია გადაწყვიტოს, რომ ერთი ან მეტი ასარჩევი მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ექვსი წლით კი არ განისაზღვროს, არამედ სხვა ვადით, მაგრამ არა უმეტეს ცხრა და არანაკლებ სამი წლისა.

4. იმ შემთხვევებში, როდესაც საკითხი შეეხება უფლებამოსილების ერთზე მეტ ვადას და საპარლამენტო ასამბლეა იყენებს წინა პუნქტს, თითოეული უფლებამოსილების ვადის ხანგრძლივობას არჩევნების დამთავრებისთანავე წილისყრით განსაზღვრავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.

5. იმ მოსამართლის თანამდებობას, რომლის უფლებამოსილების ვადა ამოწურული არ არის, იკავებს მის ნაცვლად არჩეული მოსამართლე წინამორბედის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

6. მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადა იწურება 70 წლის ასაკის მიღწევისთანავე.

7. თანამდებობაზე მოსამართლეები რჩებიან მათ შეცვლამდე, თუმცა, ისინი აგრძელებენ იმ საქმეთა განხილვას, რომლებიც მათ ჰქონდათ წარმოებაში უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

მუხლი 24
თანამდებობიდან გათავისუფლება

მოსამართლე არ შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუ სხვა მოსამართლეები ხმების ორი მესამედის უმრავლესობით არ გადაწყვეტენ, რომ იგი აღარ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს.

მუხლი 25
სამდივნო და იურისტი რეფერენტები

სასამართლოს აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციები და ორგანიზაცია დადგენილია სასამართლოს რეგლამენტით. სასამართლოს თანაშემწეობას უწევენ იურისტი რეფერენტები.

მუხლი 26

სასამართლოს პლენარული სხდომა

პლენარულ სხდომაზე სასამართლო:

ა. ირჩევს სასამართლოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის ერთ ან ორ მოადგილეს სამი წლის ვადით. ისინი შეიძლება ხელახლა აირჩნენ;

ბ. ქმნის პალატებს, განსაზღვრული ვადით;

ც. ირჩევს სასამართლო პალატების თავმჯდომარეებს. ისინი შეიძლება ხელახლა აირჩნენ;

დ. იღებს სასამართლოს რეგლამენტს, და

ე. ირჩევს სამდივნოს უფროსს და მის ერთ ან ორ მოადგილეს.

მუხლი 27
კომიტეტები, პალატები და დიდი პალატა

1. სასამართლოში წარდგენილ საქმეებს განიხილავენ კომიტეტები სამი მოსამართლის შემადგენლობით, პალატები შვიდი და დიდი პალატა ჩვიდმეტი მოსამართლის შემადგენლობით. სასამართლოს პალატები ქმნიან კომიტეტებს განსაზღვრული ვადით.

2. მოსამართლე, რომელიც არჩეულია შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოდან, მონაწილეობს პალატისა და დიდი პალატის სხდომებში, როგორც ეხ ოფფიციო წევრი, ან თუ ასეთი მოსამართლე არ არის, ან ვერ მონაწილეობს მოცემული საქმის განხილვაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს ამ სახელმწიფოს მიერ შერჩეული პირი.

3. დიდ პალატას აგრეთვე შეადგენენ: სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, პალატების თავმჯდომარეები და სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად შერჩეული სხვა მოსამართლეები. როდესაც საქმე განსახილველად გადაეცემა დიდ პალატას 43-ე მუხლის საფუძველზე, დიდი პალატის სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს გადაწყვეტილების გამომტანი ვერც ერთი მოსამართლე, გარდა პალატის თავმჯდომარისა და მოსამართლისა იმ სახელმწიფოდან, რომელიც მხარეა მოცემულ საქმეში.

მუხლი 28
განაცხადის დაუშვებლად გამოცხადება კომიტეტების მიერ

კომიტეტს შეუძლია, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამოაცხადოს დაუშვებლად ან ამორიცხოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინდივიდუალური განაცხადი, თუ განჩინების მიღება შესაძლებელია საქმის შემდგომი განხილვის გარეშე. ასეთი განჩინება საბოლოოა.

მუხლი 29
პალატების გადაწყვეტილებები განაცხადის დასაშვებობისა და არსებითი
მხარის შესახებ

1. თუ განჩინება არ არის მიღებული 28-ე მუხლის საფუძველზე, პალატა იღებს გადაწყვეტილებას 34-ე მუხლის თანახმად წარდგენილ ინდივიდუალურ განაცხადთა დასაშვებობისა და არსებითი მხარის შესახებ.

2. პალატა იღებს განჩინებას 33-ე მუხლის თანახმად წარდგენილ სახელმწიფოთაშორის განაცხადთა დასაშვებობისა და არსებითი მხარის შესახებ.

3. განჩინება დასაშვებობის შესახებ მიიღება ცალკე, თუ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

მუხლი 30
იურისდიქციის გადაცემა დიდი პალატისათვის

თუ პალატაში განსახილველი საქმე წამოჭრის კონვენციის ან მისი ოქმების განმარტებისათვის სერიოზულ საკითხს, ან თუ პალატის მიერ საკითხის გადაწყვეტას შეიძლება მოჰყვეს სასამართლოს მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებასთან შეუთავსებელი შედეგი, პალატას უფლება აქვს, გადაწყვეტილების გამოტანამდე ნებისმიერ დროს თავისი იურისდიქცია გადასცეს დიდ პალატას, თუ საქმის არც ერთი მხარე ამის წინააღმდეგი არ არის.

მუხლი 31
დიდი პალატის უფლებამოსილება
დიდი პალატა:

ა. განიხილავს 33-ე ან 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ განაცხადებს, როდესაც მას თავისი იურისდიქცია გადასცა პალატამ 30-ე მუხლის შესაბამისად, ან, როდესაც განაცხადი მას გადაეცემა 43-ე მუხლის საფუძველზე; და

ბ. განიხილავს 47-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ თხოვნებს საკონსულტაციო დასკვნების შესახებ.

მუხლი 32
სასამართლოს იურისდიქცია

1. სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება კონვენციისა და მისი ოქმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, რომლებიც მას გადაეცემა, როგორც ეს გათვალისწინებულია 33-ე, 34-ე და 47-ე მუხლებით.

2. სასამართლო იურისდიქციასთან დაკავშირებულ ყოველგვარ სადავო საკითხს თავად სასამართლო წყვეტს.

მუხლი 33
სახელმწიფოთაშორისი საქმეები

ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს მაღალი ხელშემკვრელი სხვა მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის შესახებ.

მუხლი 34
ინდივიდუალური განაცხადი

სასამართლოს შეუძლია მიიღოს განაცხადები ნებისმიერი ფიზიკური პირისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციისაგან ან ცალკეულ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არაფრით შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიან განხორციელებას.

მუხლი 35
დასაშვებობის წინაპირობები

1. სასამართლოს შეუძლია საქმე მიიღოს განსახილველად მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურება სამართლებრივი დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების თანახმად, და თუ გასული არ არის ექვსი თვე, საქმეზე შიდასახელმწიფოებრივი საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან.

2. სასამართლო არ განიხილავს 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ არც ერთ განაცხადს, რომელიც:

ა. ანონიმურია; ან

ბ. არსებითად იგივეა და სასამართლოს მიერ უკვე განხილულია, ან გადაეცა საერთაშორისო გამოძიების ან მოგვარების სხვა ინსტანციას და არ შეიცავს შესატყვის ახალ ინფორმაციას.

3. სასამართლო დაუშვებლად აცხადებს 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ინდივიდუალურ განაცხადს, რომელსაც მიიჩნევს შეუთავსებლად კონვენციასა და მისი ოქმების დებულებებთან, აშკარად დაუსაბუთებლად, ან სასამართლოსათვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებად.

4. სასამართლო უკუაგდებს ნებისმიერ განაცხადს, რომელსაც იგი მიიჩნევს დაუშვებლად ამ მუხლის საფუძველზე. ამის უფლება მას აქვს სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე.

მუხლი 36
მესამე მხარის ჩართვა

1. პალატის ან დიდი პალატის განსახილველ ყველა საქმეზე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომლის ერთ-ერთი მოქალაქეც არის განმცხადებელი, უფლება აქვს, წარადგინოს წერილობითი კომენტარები და მონაწილეობა მიიღოს საქმის მოსმენებში.

2. მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც არ არის პროცესის მონაწილე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც არ არის განმცხადებელი, წერილობითი კომენტარების წარსადგენად ან საქმის მოსმენებში მონაწილეობის მისაღებად.

მუხლი 37
განაცხადის ამორიცხვა

1. სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს, ამორიცხოს განაცხადი საქმეთა ნუსხიდან, თუ გარემოებებზე დაყრდნობით ის დაასკვნის, რომ:

ა. განმცხადებელს აღარ აქვს განზრახული, ბოლომდე მისდიოს თავის განაცხადს;

ბ. დავა გადაწყდა; ან

ც. სასამართლოს მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა მიზეზით განაცხადის განხილვის გაგრძელება აღარ არის გამართლებული.

თუმცა სასამართლო განაგრძობს განაცხადის განხილვას, თუ კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრული ადამიანის უფლებათა პატივისცემა ამას მოითხოვს.

2. სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს, აღადგინოს განაცხადი საქმეთა ნუსხაში, თუ იგი ჩათვლის, რომ გარემოებებიდან გამომდინარე ამგვარი ქმედება გამართლებულია.

მუხლი 38
საქმის განხილვა და მორიგების პროცედურა

1. თუ სასამართლო აცხადებს განაცხადს დაშვებულად, ის:

ა. განაგრძობს საქმის განხილვას მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს გამოძიებას, რომლის ეფექტიანად წარმართვისათვის შესაბამისი სახელმწიფოები მას უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი საშუალებით;

ბ. სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს თავის სამსახურს საქმეზე მორიგების მისაღწევად კონვენციასა და მის ოქმებში განსაზღვრულ ადამიანის უფლებათა პატივისცემის საფუძველზე.

2. 1-ლი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად წარმართული პროცედურა კონფიდენციალურია.

მუხლი 39
მორიგების მიღწევა

თუ მიღწეულია მორიგება, სასამართლო საქმეს ამორიცხავს საქმეთა ნუსხიდან შესაბამისი განჩინებით, რომელიც ფაქტებისა და მიღწეული შეთანხმების მოკლედ გადმოცემით შემოიფარგლება.

მუხლი 40
ღია სასამართლო მოსმენა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა

1. სასამართლო მოსმენები ღიაა, თუ გამონაკლის შემთხვევაში სასამართლომ სხვა რამ არ გადაწყვიტა.

2. სამდივნოს უფროსთან შენახული დოკუმენტები ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის, თუ სასამართლოს თავმჯდომარემ სხვა რამ არ გადაწყვიტა.

მუხლი 41
სამართლიანი დაკმაყოფილება

თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.

მუხლი 42
პალატების გადაწყვეტილებები

პალატების გადაწყვეტილებები საბოლოო ხდება 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად.

მუხლი 43
დიდი პალატისათვის საქმის გადაცემა

1. პალატის გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან სამი თვის ვადაში საქმის მონაწილე ნებისმიერ მხარეს, გამონაკლის შემთხვევებში, შეუძლია ითხოვოს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა.

2. დიდი პალატის კოლეგია ხუთი მოსამართლის შემადგენლობით აკმაყოფილებს ამ თხოვნას, თუ საქმე წამოჭრის კონვენციის ან მისი ოქმების განმარტების ან გამოყენებისათვის სერიოზულ საკითხს, ან - ზოგადი მნიშვნელობის სხვა სერიოზულ საკითხს.

3. თუ კოლეგია აკმაყოფილებს თხოვნას, დიდი პალატა საქმეს გადაწყვეტს გადაწყვეტილების გამოტანით.

მუხლი 44
საბოლოო გადაწყვეტილება

1. დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა.

2. პალატის გადაწყვეტილება საბოლოო ხდება:

ა. როდესაც მხარეები აცხადებენ, რომ ისინი არ ითხოვენ საქმის გადაცემას დიდი პალატისათვის; ან

ბ. პალატის გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის შემდეგ, თუ დიდ პალატაში საქმის გადაცემის თხოვნა არ წარდგენილა; ან

ც. როდესაც დიდი პალატის კოლეგია უარს აცხადებს 43-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი გადაცემის თხოვნის დაკმაყოფილებაზე.

3. საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნდება.

მუხლი 45
გადაწყვეტილებისა და განჩინების დასაბუთება

1. სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე განჩინება, რომელიც განაცხადს დაშვებულად ან დაუშვებლად აცხადებს, უნდა იყოს დასაბუთებული.

2. თუ გადაწყვეტილება მთლიანად ან ნაწილობრივ არ გამოხატავს მოსამართლეთა ერთსულოვან აზრს, ნებისმიერი მოსამართლე უფლებამოსილია, მას დაურთოს განსაკუთრებული აზრი.

მუხლი 46
გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა და აღსრულება

1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან.

2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.

მუხლი 47
საკონსულტაციო დასკვნები

1. მინისტრთა კომიტეტის თხოვნით, სასამართლოს შეუძლია გასცეს საკონსულტაციო დასკვნები სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც ეხება კონვენციისა და მისი ოქმების განმარტებას.

2. ამგვარი დასკვნები არ უნდა ეხებოდეს კონვენციის I თავითა და მისი ოქმებით განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათა შინაარსთან ან ფარგლებთან დაკავშირებულ არც ერთ საკითხს, ან სხვა ისეთ საკითხს, რომელიც სასამართლოს ან მინისტრთა კომიტეტს, შესაძლოა, უნდა განეხილა ნებისმიერი ისეთი სამართალწარმოების შედეგად, რომელიც შეიძლებოდა აღძრულიყო კონვენციის შესაბამისად.

3. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება სასამართლოსათვის საკონსულტაციო დასკვნის თხოვნის შესახებ მიიღება კომიტეტში დასწრების უფლების მქონე წარმომადგენელთა ხმების უმრავლესობით.

მუხლი 48
სასამართლოს საკონსულტაციო იურისდიქცია

სასამართლოს გადასაწყვეტია, განეკუთვნება თუ არა სასამართლოს კომპეტენციას მინისტრთა კომიტეტის მიერ წარდგენილი თხოვნა საკონსულტაციო დასკვნის შესახებ, როგორც ეს განსაზღვრულია 47-ე მუხლით.

მუხლი 49
საკონსულტაციო დასკვნების დასაბუთება

1. სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნები უნდა იყოს დასაბუთებული.

2. თუ საკონსულტაციო დასკვნა მთლიანად ან ნაწილობრივ არ გამოხატავს მოსამართლეთა ერთსულოვან აზრს, ნებისმიერი მოსამართლე უფლებამოსილია, მას დაურთოს განსაკუთრებული აზრი.

3. სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნები გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს.

მუხლი 50
სასამართლოს შენახვის ხარჯები

სასამართლოს შენახვის ხარჯებს გაიღებს ევროპის საბჭო.

მუხლი 51
მოსამართლეთა პრივილეგიები და იმუნიტეტი

თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოსამართლეები სარგებლობენ პრივილეგი წესდების მე-40 მუხლითა და მის საფუძველზე დადებული შეთანხმებებით.

თავი III
სხვადასხვა დებულება
მუხლი 52
გენერალური მდივნის მოთხოვნები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოთხოვნით, ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე წარმოადგენს განმარტებას, თუ რა გზით უზრუნველყოფს მისი შიდასახელმწიფოებრივი სამართალი კონვენციის ნებისმიერი დებულების ეფექტიან

მუხლი 53
ადამიანის აღიარებულ უფლებათა უზრუნველყოფა

ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ უნდა განიმარტოს ისე, რომ მან შეზღუდოს ან ხელყოს ადამიანის ნებისმიერი უფლება და ძირითადი თავისუფლება, რომელთა უზრუნველყოფა შეიძლება ნებისმიერი მაღალი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით ან რომელიმე სხვა შეთანხმებით, რომლის მონაწილეც ის არის.

მუხლი 54
მინისტრთა კომიტეტის უფლებამოსილება

ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ ხელყოფს მინისტრთა კომიტეტისათვის ევროპის საბჭოს წესდებით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

მუხლი 55
დავების მოგვარების სხვა საშუალებათა უარყოფა

თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სპეციალური შეთანხმებით, მაღალი მოქმედი ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და დეკლარაციებით, რათა ამ კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავა, საჩივრის წარდგენის გზით, განსახილველად დაუქვემდებარონ მოგვარების სხვა საშუალებებს, გარდა ამ კონვენციით გათვალისწინებულისა.

მუხლი 56
ტერიტორიული გამოყენება

1. კონვენციის რატიფიცირებისას ან შემდგომში, ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისადმი შეტყობინების მეშვეობით, ყოველ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, ვრცელდება მის ყველა ან რომელიმე ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი.

2. შეტყობინებაში მითითებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე კონვენცია გავრცელდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ამ შეტყობინების მიღების შემდეგ ოცდამეათე დღიდან.

3. თუმცა ასეთ ტერიტორიებზე კონვენციის დებულებათა გამოყენება მოხდება ადგილობრივი მოთხოვნების სათანადოდ გათვალისწინებით.

4. ყოველ სახელმწიფოს, რომელმაც განცხადება გააკეთა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, შემდგომში, ნებისმიერ დროს, განცხადებაში მითითებული ერთი ან რამდენიმე ტერიტორიის მიმართ შეუძლია განაცხადოს, რომ ის აღიარებს სასამართლოს უფლებამოსილებას, მიიღოს განაცხადები ფიზიკური პირებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ცალკეულ პირთა ჯგუფებისაგან, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციის 34-ე მუხლით.

მუხლი 57
დათქმები

1. ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიცირების სიგელის დეპონირებისას, ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს დათქმა კონვენციის რომელიმე კონკრეტული დებულების მიმართ, თუ მის ტერიტორიაზე ამ დროს მოქმედი რომელიმე კანონი არ შეესაბამება ამ დებულებას. ზოგადი ხასიათის დათქმები ამ მუხლით დაუშვებელია.

2. ამ მუხლის საფუძველზე გაკეთებული ნებისმიერი დათქმა უნდა შეიცავდეს შესაბამისი კანონის მოკლედ გადმოცემას.

მუხლი 58
დენონსირება

1. მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს ამ კონვენციის დენონსირება მის მიმართ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან მხოლოდ ხუთი წლის გასვლის შემდეგ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს ამის შესახებ სხვა მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს.

2. დენონსირება არ ათავისუფლებს შესაბამის მაღალ ხელშემკვრელ მხარეს ამ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისაგან ისეთი ქმედებისათვის, რომელიც იწვევს ამ ვალდებულებათა შესაძლო დარღვევას და რომელიც შეიძლებოდა მას ჩაედინა დენონსირების ძალაში შესვლამდე.

3. ნებისმიერი მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც წყვეტს ევროპის საბჭოს წევრობას, იმავე პირობების თანახმად, ვერც კონვენციის მონაწილე მხარე იქნება.

4. კონვენციის დენონსირება შეიძლება მოხდეს წინა პუნქტების დებულებათა შესაბამისად ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ, რომელზეც მისი მოქმედების გავრცელება გამოცხადდა 56-ე მუხლის საფუძველზე.

მუხლი 59
ხელმოწერა და რატიფიცირება

1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრებისათვის. ის ექვემდებარება რატიფიცირებას. რატიფიცირების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

2. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის რატიფიცირების ათი სიგელის დეპონირების შემდეგ.

3. რაც შეეხება იმ ხელმომწერ სახელმწიფოს, რომელიც შემდგომში მოახდენს კონვენციის რატიფიცირებას, კონვენცია მისთვის ძალაში შედის რატიფიცირების სიგელის დეპონირების დღიდან.

4. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ატყობინებს ევროპის საბჭოს ყველა წევრს კონვენციის ძალაში შესვლის შესახებ, იმ მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა თაობაზე, რომელთაც მოახდინეს მისი რატიფიცირება და რატიფიცირების ყველა სიგელის დეპონირების შესახებ, რაც შეიძლება განხორციელდეს შემდგომში.

შესრულებულია რომში 1950 წლის 4 ნოემბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად აუთენტურ ტექსტებად, ერთადერთ ეგზემპლარად, რომელიც დაცულია ევროპის საბჭოს არქივში. გენერალური მდივანი უგზავნის დამოწმებულ ასლებს თითოეულ ხელმომწერს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის კონვენციის
დამატებითი ოქმი

პარიზი, 1952 წლის 20 მარტი

ქვემორე ხელმომწერი მთავრობები, რომლებიც არიან ევროპის საბჭოს წევრები, შემართულნი არიან, გადადგან ნაბიჯები იმ გარკვეულ უფლებათა და თავისუფლებათა კოლექტიური განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომელთაც არ მოიცავს რომში 1950 წლის 4 ნოემბერს ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში მოხსენიებულია როგორც „კონვენცია“) I თავი და თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1
საკუთრების დაცვა

ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 2
განათლების უფლება

არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება.

მუხლი 3
თავისუფალი არჩევნების უფლება

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოების არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას.

მუხლი 4
ტერიტორიული გამოყენება

ოქმის ხელმოწერისას თუ რატიფიცირებისას, ან შემდგომში, ნებისმიერ დროს, ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, განცხადება გაუგზავნოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს იმის შესახებ, თუ რა ფარგლებში კისრულობს ის ამ ოქმის დებულებების გავრცელებას განცხადებაში მითითებულ იმ ტერიტორიებზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეც არის პასუხისმგებელი.

ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც გააგზავნა განცხადება წინა პუნქტის შესაბამისად, შეუძლია, დროგამოშვებით გააგზავნოს შემდეგი განცხადება რომელიმე წინა განცხადებაში მითითებულ პირობებში შესწორებების შეტანის ან ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ ამ ოქმის დებულებათა გამოყენების შეწყვეტის შესახებ.

ამ მუხლის შესაბამისად გაკეთებული განცხადება განიხილება როგორც კონვენციის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადება.

მუხლი 5
კონვენციასთან მიმართება

მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ამ ოქმის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების დებულებები განიხილება როგორც კონვენციის დამატებითი მუხლები და კონვენციის ყველა დებულება გამოიყენება შესაბამისად.

მუხლი 6
ხელმოწერა და რატიფიცირება

ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრებისათვის, რომლებიც არიან კონვენციის ხელმომწერნი. მისი რატიფიცირება მოხდება კონვენციის რატიფიცირებასთან ერთად ან მის შემდეგ. ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების ათი სიგელის დეპონირების შემდეგ. იმ ხელმომწერი სახელმწიფოსათვის, რომელიც შემდგომში მოახდენს კონვენციის რატიფიცირებას, ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების სიგელის დეპონირების დღიდან.

რატიფიცირების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ატყობინებს ყველა წევრს იმ მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა თაობაზე, რომელთაც მოახდინეს ოქმის რატიფიცირება.

ესრულებულია პარიზში 1952 წლის 20 მარტს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად აუთენტურ ტექსტებად, ერთადერთ ეგზემპლარად, რომელიც დაცულია ევროპის საბჭოს არქივში. გენერალური მდივანი უგზავნის დამოწმებულ ასლებს თითოეულ ხელმომწერ მთავრობას.

ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი 4

იმ უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფის შესახებ, რომლებსაც
არ მოიცავს კონვენცია და მისი პირველი დამატებითი ოქმი

სტრასბურგი, 1963 წლის 16 სექტემბერი

ქვემორე ხელმომწერი მთავრობები, რომლებიც არიან ევროპის საბჭოს წევრები, შემართულნი არიან, გადადგან ნაბიჯები იმ გარკვეულ უფლებათა და თავისუფლებათა კოლექტიური განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომელთაც არ მოიცავს რომში 1950 წლის 4 ნოემბერს ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში მოხსენიებულია როგორც „კონვენცია“) I თავი და 1952 წლის 20 მარტს პარიზში ხელმოწერილი პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი - მე-3 მუხლები და თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1
ვალაუვალობის გამო თავისუფლების აღკვეთის აკრძალვა

არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება მხოლოდ იმის გამო, რომ არ შესწევს უნარი, შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულება.

მუხლი 2
მიმოსვლის თავისუფლება

1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აქვს უფლება ამ ტერიტორიის ფარგლებში თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლებისა.

2. ყველა თავისუფალია, დატოვოს ნებისმიერი, მათ შორის საკუთარი, ქვეყანა.

3. დაუშვებელია ამ უფლებათა გან ხორციელებაზე რაიმე შეზღუდვის დაწესება, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

4. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები გარკვეულ რაიონებში ასევე შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს, რომლებიც დაწესებულია კანონის შესაბამისად და გამართლებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო ინტერესებით.

მუხლი 3
მოქალაქეთა გაძევების აკრძალვა

1. არავინ შეიძლება გააძევონ ინდივიდუალური თუ კოლექტიური ღონისძიების გამოყენებით იმ სახელმწიფოს ტერიტორიიდან, რომლის მოქალაქეც ის არის.

2. არავის შეიძლება ჩამოერთვას იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება, რომლის მოქალაქეც ის არის.

მუხლი 4

უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა

უცხოელთა კოლექტიური გაძევება აკრძალულია.

მუხლი 5
ტერიტორიული გამოყენება

1. ოქმის ხელმოწერისას თუ რატიფიცირებისას, ან შემდგომში, ნებისმიერ დროს, ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, განცხადება გაუგზავნოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს იმის შესახებ, თუ რა ფარგლებში კისრულობს ის ამ ოქმის დებულებების გავრცელებას განცხადებაში მითითებულ იმ ტერიტორიებზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეც არის პასუხისმგებელი.

2. ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც წარადგინა განცხადება წინა პუნქტის შესაბამისად, შეუძლია, დროგამოშვებით გააგზავნოს შემდეგი განცხადება რომელიმე წინა განცხადებაში მითითებულ პირობებში შესწორებების შეტანის ან ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ ამ ოქმის დებულებათა გამოყენების შეწყვეტის შესახებ.

3. ამ მუხლის შესაბამისად გაკეთებული განცხადება განიხილება როგორც კონვენციის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადება.

4. ყოველი სახელმწიფოს ტერიტორია, რომლის მიმართ ეს ოქმი ვრცელდება ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების ან მიღების საფუძველზე და ის ტერიტორია, რომლის მიმართაც ეს ოქმი გამოიყენება სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად გაკეთებული განცხადების ძალით, განიხილება ცალკე ტერიტორიებად, სახელმწიფოს ტერიტორიის მე-2 და მე-3 მუხლებში მოცემული განმარტებისათვის.

5. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც განცხადება გააკეთა ამ მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტების შესაბამისად, შემდგომში, ნებისმიერ დროს, განცხადებაში მითითებული ერთი ან რამდენიმე ტერიტორიის მიმართ შეუძლია განაცხადოს, რომ ის აღიარებს სასამართლოს უფლებამოსილებას, მიიღოს განაცხადები ფიზიკური პირებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ პირთა ჯგუფებისაგან ამ ოქმის ყველა ან 1-ლ - მე-4 ნებისმიერ მუხლთან დაკავშირებით, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციის 34-ე მუხლით.

მუხლი 6
კონვენციასთან მიმართება

მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ამ ოქმის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების დებულებები განიხილება როგორც კონვენციის დამატებითი მუხლები და კონვენციის ყველა დებულება გამოიყენება შესაბამისად.

მუხლი 7
ხელმოწერა და რატიფიცირება

1. ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრებისათვის, რომლებიც არიან კონვენციის ხელმომწერნი. მისი რატიფიცირება მოხდება კონვენციის რატიფიცირებასთან ერთად ან მის შემდეგ. ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების ათი სიგელის დეპონირების შემდეგ. იმ ხელმომწერი სახელმწიფოსათვის, რომელიც შემდგომში მოახდენს კონვენციის რატიფიცირებას, ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების სიგელის დეპონირების დღიდან.

2. რატიფიცირების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ატყობინებს ყველა წევრს იმ მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა თაობაზე, რომელთაც მოახდინეს ოქმის რატიფიცირება.

ამის დასტურად ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც აღჭურვილნი არიან სათანადო უფლებამოსილებით, ხელი მოაწერეს ამ ოქმს.

შესრულებულია სტრასბურგში 1963 წლის 16 სექტემბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად აუთენტურ ტექსტებად, ერთადერთ ეგზემპლარად, რომელიც დაცულია ევროპის საბჭოს არქივში. გენერალური მდივანი უგზავნის დამოწმებულ ასლებს თითოეულ ხელმომწერ მთავრობას.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის კონვენციის ოქმი 6

სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ
სტრასბურგი, 1983 წლის 28 აპრილი

1950 წლის 4 ნოემბერს რომში ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში მოხსენიებულია როგორც „კონვენცია“) ამ ოქმზე ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები ითვალისწინებენ, რომ ევროპის საბჭოს წევრ რამდენიმე სახელმწიფოში განხორციელებული წინსვლა გამოხატავს სიკვდილით დასჯის გაუქმების საერთო ტენდენციას და თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1
სიკვდილით დასჯის გაუქმება

სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. არ შეიძლება, ვინმეს შეეფარდოს სიკვდილით დასჯა ან ვინმეს მიმართ აღსრულდეს ასეთი განაჩენი.

მუხლი 2
სიკვდილით დასჯა ომიანობის დროს

სახელმწიფოს შეუძლია, თავის კანონმდებლობაში გაითვალისწინოს სიკვდილით დასჯა ომის ან ომის გარდაუვალი საფრთხის დროს ჩადენილი ქმედებებისათვის; ამგვარი სასჯელი გამოიყენება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში და მისი დებულებების შესაბამისად. სახელმწიფო აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ასეთი კანონის შესაბამისი დებულებების შესახებ.

მუხლი 3
გადახვევის აკრძალვა

დაუშვებელია კონვენციის მე-15 მუხლის საფუძველზე ამ ოქმის დებულებებიდან გადახვევა.

მუხლი 4
დათქმების აკრძალვა

დაუშვებელია კონვენციის 57-ე მუხლის საფუძველზე ამ ოქმის დებულებათა მიმართ დათქმების გაკეთება.

მუხლი 5
ტერიტორიული გამოყენება

1. ოქმის ხელმოწერის, მისი რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების დროს ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვროს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც გავრცელდება ეს ოქმი.

2. ყოველ სახელმწიფოს მოგვიანებით, ნებისმიერ დროს, შეუძლია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისადმი გაგზავნილი განცხადებით, გაავრცელოს ამ ოქმის გამოყენება განცხადებაში განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ტერიტორიის მიმართ. ასეთი ტერიტორიების მიმართ ოქმი ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამგვარი განცხადების მიღებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ამგვარ განცხადებაში განსაზღვრული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ შეიძლება უკან იქნეს გატანილი გენერალური მდივნისადმი გაგზავნილი შეტყობინებით.

განცხადების უკან გატანა ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

მუხლი 6
კონვენციასთან მიმართება

მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ამ ოქმის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების დებულებები განიხილება როგორც კონვენციის დამატებითი მუხლები და კონვენციის ყველა დებულება გამოიყენება შესაბამისად.

მუხლი 7
ხელმოწერა და რატიფიცირება

წინამდებარე ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას. იგი ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია ამ ოქმის რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, თუ მას იმავდროულად ან მანამდე არ მოუხდენია კონვენციის რატიფიცირება. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

მუხლი 8
ალაში შესვლა

1. ეს ოქმი ძალაში შედის მის სავალდებულოდ აღიარებაზე ევროპის საბჭოს ხუთი წევრი სახელმწიფოს მიერ მე-7 მუხლის დებულებების შესაბამისად თანხმობის გამოხატვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შემდგომში გამოხატავს თანხმობას ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე, ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

]

მუხლი 9
დეპოზიტარის ფუნქციები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს:

a. ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

b. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების ნებისმიერი სიგელის დეპონირების შესახებ;

c. მე-5 და მე-8 მუხლების შესაბამისად, ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღს;

d. ამ ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინების ან მიმოწერის შესახებ.

ამის დასტურად ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ უფლებამოსილნი

შესრულებულია სტრასბურგში 1983 წლის 28 აპრილს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად აუთენტურ ტექსტებად, ერთადერთ ეგზემპლარად, რომელიც დაცულია ევროპის საბჭოს არქივში. გენერალური მდივანი უგზავნის დამოწმებულ ასლებს თითოეულ ხელმომწერ მთავრობას.

ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი 7

სტრასბურგი, 1984 წლის 22 ნოემბერი

ქვემორე ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები შემართულნი არიან, გადადგან შემდგომი ნაბიჯები გარკვეულ უფლებათა და თავისუფლებათა კოლექტიური განხორციელების უზრუნველსაყოფად რომში 1950 წლის 4 ნოემბერს ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში მოხსენიებულია როგორც „კონვენცია“) მეშვეობით და თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1
უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული პროცედურული გარანტიები

1. სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები უცხოელი არ შეიძლება გააძევონ, თუ არ იქნა მიღებული კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება, და ისე, რომ მას შეეძლოს:

a. წარადგინოს თავისი გაძევების საწინააღმდეგო არგუმენტები;

b. გადაასინჯვინოს თავისი საქმე; და

c. ამ უფლებათა განსახორციელებლად წარდგეს უფლებამოსილი ორგანოს ან ამ ორგანოს მიერ დანიშნული ერთი ან რამდენიმე პირის წინაშე.

2. უცხოელი შეიძლება გააძევონ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ა, ბ და ც ქვეპუნქტების შესაბამისად თავისი უფლებების განხორციელებამდე, როდესაც ასეთი გაძევება აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის ან განპირობებულია ეროვნული უშიშროების მოსაზრებებით.

მუხლი 2
სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლება

1. ყველას, ვინც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, აქვს უფლება, მისი მსჯავრდება ან მისთვის დანიშნული სასჯელი გადაასინჯვინოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამ უფლების განხორციელება, იმ საფუძვლების ჩათვლით, რომლებზე დაყრდნობითაც ის შეიძლება განხორციელდეს, მოწესრიგებულია კანონით.

2. ამ წესიდან გამონაკლისი დასაშვებია მცირე მნიშვნელობის დანაშაულთა მიმართ, როგორც ეს განსაზღვრულია კანონით, ან როდესაც შესაბამისი პირი პირველი ინსტანციის წესით გაასამართლა უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ, ან მსჯავრი დაედო მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გადასინჯვის შედეგად.

მუხლი 3
კომპენსაცია მცდარი მსჯავრდებისათვის

თუ საბოლოო გადაწყვეტილებით პირი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან სასჯელის მოხდისაგან ის გათავისუფლდა, რადგან ახალმა ან ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება არაჯეროვნად განხორციელდა, და თუკი არ დამტკიცდება, რომ მანამდე უცნობი გარემოებების დროულად აღმოჩენის ან გამოვლენის შეფერხება მთლიანად ან ნაწილობრივ ამავე პირის მიზეზით მოხდა, ამგვარი მსჯავრდების გამო შეფარდებული სასჯელისათვის მას მიეკუთვნება კომპენსაცია შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონის ან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით.

მუხლი 4
ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა

1. დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე საბოლოოდ იქნა გამართლებული ან მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს კანონმდებლობისა და სისხლის სამართლის პროცესის შესაბამისად.

2. წინა პუნქტის დებულებები ხელს არ უშლის საქმის წარმოების განახლებას მოცემული სახელმწიფოს კანონმდებლობისა და სისხლის სამართლის პროცესის შესაბამისად, თუკი არსებობს ახალი ან ახლად გამოვლენილი ფაქტების მტკიცებულება, ან, თუ წინა სამართალწარმოება განხორციელდა არსებითი ხარვეზით, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა საქმის შედეგზე.

3. დაუშვებელია კონვენციის მე-15 მუხლის საფუძველზე ამ მუხლიდან გადახვევა.

უხლი 5
მეუღლეთა თანასწორობა

მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.

ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.

მუხლი 6
ტერიტორიული გამოყენება

1. ოქმის ხელმოწერისას ან რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების დროს ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, განცხადება გაუგზავნოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს იმის შესახებ, თუ რა ფარგლებში კისრულობს ის ამ ოქმის დებულებების გავრცელებას განცხადებაში მითითებულ იმ ტერიტორიებზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეც არის პასუხისმგებელი.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს შემდგომში, ნებისმიერ დროს, შეუძლია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის გაგზავნილი განცხადებით განავრცოს ამ ოქმის მოქმედება ამ განცხადებაში განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე. ასეთი ტერიტორიის მიმართ ოქმი ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამ განცხადების მიღების თარიღიდან ორთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება მასში განსაზღვრული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ შეიძლება უკან იქნეს გამოტანილი ან შეცვლილი გენერალური მდივნისათვის გაგზავნილი შეტყობინებით. გამოტანა ან შეცვლა ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების შემდეგ ორთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

4. ამ მუხლის შესაბამისად გაკეთებული განცხადება განიხილება როგორც კონვენციის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადება.

5. ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორია, რომლის მიმართ ეს ოქმი ვრცელდება ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების ან მიღების საფუძველზე და თითოეული ტერიტორია, რომლის მიმართაც ეს ოქმი გამოიყენება სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად გაკეთებული განცხადების ძალით, განიხილება ცალკე ტერიტორიებად, სახელმწიფოს ტერიტორიის 1-ლ მუხლში მოცემული განმარტებისათვის.

6. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც განცხადება გააკეთა ამ მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემდგომში, ნებისმიერ დროს, განცხადებაში მითითებული ერთი ან რამდენიმე ტერიტორიის მიმართ შეუძლია განაცხადოს, რომ ის აღიარებს სასამართლოს უფლებამოსილებას, მიიღოს განაცხადები ფიზიკური პირებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ პირთა ჯგუფებისაგან ამ ოქმის ყველა ან 1-ლ - მე-5 ნებისმიერ მუხლთან დაკავშირებით, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციის 34-ე მუხლით.

მუხლი 7
კონვენციასთან მიმართება

მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ამ ოქმის 1-ლი - მე-6 მუხლების დებულებები განიხილება როგორც კონვენციის დამატებითი მუხლები და კონვენციის ყველა დებულება გამოიყენება შესაბამისად.

მუხლი 8
ხელმოწერა და რატიფიცირება

წინამდებარე ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას. იგი ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია ამ ოქმის რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, თუ მას იმავდროულად ან მანამდე არ მოუხდენია კონვენციის რატიფიცირება. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

მუხლი 9
ძალაში შესვლა

1. ეს ოქმი ძალაში შედის მის სავალდებულოდ აღიარებაზე ევროპის საბჭოს შვიდი წევრი სახელმწიფოს მიერ მე-8 მუხლის დებულებების შესაბამისად თანხმობის გამოხატვის თარიღიდან ორთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომ მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შემდგომში გამოხატავს თანხმობას ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე, ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების თარიღიდან ორთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

მუხლი 10
დეპოზიტარის ფუნქციები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს:

a. ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

b. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების ნებისმიერი სიგელის დეპონირების შესახებ;

c. მე-6 და მე-9 მუხლების შესაბამისად, ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღს;

d. ამ ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინების ან მიმოწერის შესახებ.

ამის დასტურად ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ უფლებამოსილნი არიან, ხელი მოაწერეს ამ ოქმს.

შესრულებულია სტრასბურგში 1984 წლის 22 ნოემბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად აუთენტურ ტექსტებად, ერთადერთ ეგზემპლარად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივში. გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს უგზავნის ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის კონვენციის ოქმი 12

რომი, 2000 წლის 4 ნოემბერი

ქვემორე ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები ითვალისწინებენ ძირითად პრინციპს, რომლის თანახმად ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და უფლება აქვს, თანაბრად იქნეს კანონით დაცული;

შემართულნი არიან, გადადგან შემდგომი ნაბიჯები, რათა ხელი შეუწყონ ყველა პირის თანასწორობას დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვის კოლექტიური განხორციელების გზით, რომში 1950 წლის 4 ნოემბერს ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში მოხსენიებულია როგორც „კონვენცია“) მეშვეობით; კვლავ ადასტურებენ, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი ხელს არ უშლის მონაწილე სახელმწიფოებს, გაატარონ ღონისძიებები, რათა ხელი შეუწყონ სრულ და ეფექტიან თანასწორობას, იმ პირობით, რომ ასეთი ღონისძიებებისათვის არსებობს ობიექტური და გონივრული გამართლება და თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1
დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვა

1. კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა.

2. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია 1-ლ პუნქტში აღნიშნულ რომელიმე საფუძველზე.

მუხლი 2
ტერიტორიული გამოყენება

1. ხელმოწერის ან რატიფიცირების, მიღების თუ დამტკიცების სიგელის დეპონირების დროს ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვროს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელთა მიმართაც ეს ოქმი გამოიყენება.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს მოგვიანებით, ნებისმიერ დროს, შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისადმი გაგზავნილი განცხადებით გაავრცელოს ამ ოქმის გამოყენება განცხადებაში განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ტერიტორიის მიმართ. ასეთი ტერიტორიის მიმართ ოქმი ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამგვარი განცხადების მიღების შემდეგ სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. წინა ორი პუნქტის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ასეთ განცხადებაში განსაზღვრული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ან შეიცვალოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის გაგზავნილი შეტყობინებით. გამოთხოვა ან შეცვლა ამოქმედდება გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების შემდეგ სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

4. ამ მუხლის შესაბამისად გაკეთებული განცხადება განიხილება როგორც კონვენციის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადება.

5. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც განცხადება გააკეთა ამ მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემდგომში, ნებისმიერ დროს, განცხადებაში მითითებული ერთი ან რამდენიმე ტერიტორიის მიმართ შეუძლია განაცხადოს, რომ ის აღიარებს სასამართლოს უფლებამოსილებას, მიიღოს განაცხადები ფიზიკური პირებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ პირთა ჯგუფებისაგან ამ ოქმის ყველა ან 1-ლ ნებისმიერ მუხლთან დაკავშირებით, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციის 34-ე მუხლით.

მუხლი 3
კონვენციასთან მიმართება

მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ამ ოქმის 1-ლი და მე-2 მუხლების დებულებები განიხილება როგორც კონვენციის დამატებითი მუხლები და კონვენციის ყველა დებულება გამოიყენება შესაბამისად.

მუხლი 4
ხელმოწერა და რატიფიცირება

ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას. იგი ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია ამ ოქმის რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, თუ მას იმავდროულად ან მანამდე არ მოუხდენია კონვენციის რატიფიცირება. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

მუხლი 5
ძალაში შესვლა

1. ეს ოქმი ძალაში შედის, მე-4 მუხლის დებულებების შესაბამისად, ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოს მიერ მათთვის ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის შემდეგ სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შემდგომში გამოხატავს თანხმობას სავალდებულოდ აღიარებაზე, ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების შემდეგ სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

მუხლი 6
დეპოზიტარის ფუნქციები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს:

a. ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

b. ნებისმიერი რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების შესახებ;

c. მე-2 და მე-5 მუხლების შესაბამისად, ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღს;

d. ამ ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ქმედების, შეტყობინების ან ცნობის შესახებ.

ამის დასტურად ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ უფლებამოსილნი არიან, ხელი მოაწერეს ამ ოქმს. შესრულებულია რომში 2000 წლის 4 ნოემბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად აუთენტურ ტექსტებად, ერთადერთ ეგზემპლარად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივში. გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს უგზავნის ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის კონვენციის ოქმი 13

ნებისმიერ ვითარებაში სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ

ვილნიუსი, 2002 წლის 3 მაისი

ქვემორე ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები დარწმუნებულნი არიან, რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის უფლება არის ძირითადი ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში, და რომ სიკვდილით დასჯის გაუქმება არსებითია ამ უფლების დაცვისა და ყოველი ადამიანის წარუვალი ღირსების სრული აღიარებისათვის; მოსურნენი, რომ განამტკიცონ რომში 1950 წლის 4 ნოემბერს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით (შემდგომში - „კონვენცია“) უზრუნველყოფილი სიცოცხლის უფლების დაცვა; აღნიშნავენ, რომ კონვენციის მე-6 ოქმი, რომელიც სიკვდილით დასჯის გაუქმებას შეეხება და ხელმოწერილია სტრასბურგში 1983 წლის 28 აპრილს, არ გამორიცხავს სიკვდილით დასჯას ომის ან ომის გარდაუვალი საფრთხის დროს ჩადენილი ქმედებებისათვის; შემართულნი არიან, გადადგან ბოლო ნაბიჯები სიკვდილით დასჯის ყველა ვითარებაში გასაუქმებლად და თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1
სიკვდილით დასჯის გაუქმება

სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. არ შეიძლება ვინმეს შეეფარდოს სიკვდილით დასჯა ან ვინმეს მიმართ ასეთი განაჩენის აღსრულება.

მუხლი 2
გადახვევის აკრძალვა

დაუშვებელია კონვენციის მე-15 მუხლის საფუძველზე ამ ოქმის დებულებებიდან გადახვევა.

მუხლი 3
დათქმების აკრძალვა

დაუშვებელია კონვენციის 57-ე მუხლის საფუძველზე ამ ოქმის დებულებათა მიმართ დათქმების გაკეთება.

მუხლი 4
ტერიტორიული გამოყენება

1. ოქმის ხელმოწერის, მისი რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების დროს ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვროს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც გავრცელდება ეს ოქმი.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს მოგვიანებით, ნებისმიერ დროს, შეუძლია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისადმი გაგზავნილი განცხადებით გაავრცელოს ამ ოქმის გამოყენება განცხადებაში განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ტერიტორიის მიმართ. ასეთი ტერიტორიების მიმართ ოქმი ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამგვარი განცხადების მიღებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ამგვარ განცხადებაში განსაზღვრული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ შეიძლება უკან იქნეს გატანილი გენერალური მდივნისადმი გაგზავნილი შეტყობინებით. განცხადების უკან გატანა ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების თარიღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

მუხლი 5
კონვენციასთან მიმართება

მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ამ ოქმის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების დებულებები განიხილება როგორც კონვენციის დამატებითი მუხლები და კონვენციის ყველა დებულება გამოიყენება შესაბამისად.

მუხლი 6
ელმოწერა და რატიფიცირება

ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას. იგი ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია ამ ოქმის რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, თუ მას იმავდროულად ან მანამდე არ მოუხდენია კონვენციის რატიფიცირება. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

მუხლი 7
ძალაში შესვლა

1. ეს ოქმი ძალაში შედის მის სავალდებულოდ აღიარებაზე ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოს მიერ მე-6 მუხლის დებულებების შესაბამისად თანხმობის გამოხატვის თარიღიდან სამი თვის შემდგომ მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შემდგომში გამოხატავს თანხმობას ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე, ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების თარიღიდან სამი თვის შემდგომ მომდევნო თვის პირველ დღეს.

მუხლი 8
დეპოზიტარის ფუნქციები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს:

a. ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

b. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების ნებისმიერი სიგელის დეპონირების შესახებ;

c. მე-4 და მე-7 მუხლების შესაბამისად, ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღს;

d. ამ ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინების ან მიმოწერის შესახებ.

ამის დასტურად ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ უფლებამოსილნი არიან, ხელი მოაწერეს ამ ოქმს. შესრულებულია ვილნიუსში 2002 წლის 3 მაისს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად აუთენტურ ტექსტებად, ერთადერთ ეგზემპლარად, რომელიც დაცულია ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უგზავნის დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის კონვენციის ოქმი 14

კონვენციის საზედამხედველო სისტემაში შესწორებების შეტანის შესახებ

სტრასბურგი, 2004 წლის 13 მაისი

რომში 1950 წლის 4 ნოემბერს ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში - „კონვენცია“) ამ ოქმის ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ რომში 2000 წლის 3-4 ნოემბერს ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპის სახელმწიფოების მინისტრთა კონფერენციაზე მიღებულ №¹1 რეზოლუციასა და დეკლარაციას;

მხედველობაში იღებენ 2001 წლის 8 ნოემბერს, 2002 წლის 7 ნოემბერსა და 2003 წლის 15 მაისს მინისტრთა კომიტეტის მიერ 109-ე, 111-ე და 112-ე შესაბამის სესიებზე მიღებულ დეკლარაციებს;

მხედველობაში იღებენ 2004 წლის 28 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ №¹ 251 (2004) დასკვნას;

აღნიშნავენ ძირითადად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სამუშაო დატვირთვის ზრდის გათვალისწინებით, საზედამხედველო სისტემის ეფექტიანობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის გარკვეული კონვენციის დებულებების შესწორების გადაუდებელ აუცილებლობას;

კერძოდ, ითვალისწინებენ იმის უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომ სასამართლომ კვლავაც შეძლოს ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვაში წამყვანი როლის შესრულება და თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1

კონვენციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულია.

მუხლი 2

კონვენციის 23-ე მუხლი უნდა შესწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მუხლი 23

უფლებამოსილების ვადები და თანამდებობიდან გათავისუფლება

1. მოსამართლეებს ირჩევენ 9 წლის ვადით. არ შეიძლება მათი ხელახალი არჩევა.

2. მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადა იწურება, როდესაც ისინი მიაღწევენ 70 წლის ასაკს.

3. თანამდებობაზე მოსამართლეები რჩებიან მათ შეცვლამდე. თუმცა ისინი აგრძელებენ იმ საქმეთა განხილვას, რომლებიც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ჰქონდათ წარმოებაში.

4. არც ერთი მოსამართლე არ შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუ სხვა მოსამართლეები ხმების ორი მესამედის უმრავლესობით არ გადაწყვეტენ, რომ იგი აღარ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს.“

მუხლი 3

კონვენციის 24-ე მუხლი ამოღებულია.

მუხლი 4

კონვენციის 25-ე მუხლი უნდა გახდეს 24-ე მუხლი, მისი ტექსტი კი შესწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მუხლი 24

სამდივნო და მომხსენებლები

1. სასამართლოს აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციები და ორგანიზაცია დადგენილია სასამართლოს რეგლამენტით.

2. მოსამართლის მიერ საქმის ერთპიროვნულად განხილვისას სასამართლოს ეხმარებიან მომხსენებლები, რომლებიც თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ სასამართლოს თავმჯდომარის ზედამხედველობით. ისინი სასამართლოს სამდივნოს თანამშრომლები არიან.“

მუხლი 5

კონვენციის 26-ე მუხლი უნდა გახდეს 25-ე მუხლი („სასამართლოს პლენარული სხდომა“), მისი ტექსტი კი შესწორდეს შემდეგნაირად:

1. დ პუნქტის ბოლოს მძიმე უნდა შეიცვალოს წერტილ-მძიმით და სიტყვა „და“ ამოღებულ იქნეს.

2. ე პუნქტის ბოლოს წერტილი უნდა შეიცვალოს წერტილ-მძიმით.

3. უნდა დაემატოს ახალი ფ პუნქტი, რომელიც შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს: „ფ წარადგენს ნებისმიერ მოთხოვნას 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.“

მუხლი 6

კონვენციის 27-ე მუხლი გახდება 26-ე მუხლი, ხოლო მისი ტექსტი უნდა შესწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მუხლი 26

საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლე, კომიტეტები, პალატები და დიდი პალატა

1. სასამართლოში წარდგენილ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ერთპიროვნულად, კომიტეტები სამი მოსამართლის შემადგენლობით, პალატები შვიდი და დიდი პალატა ჩვიდმეტი მოსამართლის შემადგენლობით. სასამართლოს პალატები ქმნიან კომიტეტებს განსაზღვრული ვადით.

2. პლენარულ სხდომაზე სასამართლოს თხოვნით მინისტრთა კომიტეტს შეუძლია, ერთსულოვანი გადაწყვეტილებითა და განსაზღვრული ვადით ხუთ წევრამდე შეამციროს მოსამართლეთა რაოდენობა პალატებში.

3. თუ მოსამართლე ერთპიროვნულად იხილავს საქმეს, მას არ შეუძლია განიხილოს განაცხადი იმ მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საიდანაც ეს მოსამართლე იქნა არჩეული.

4. მოსამართლე, რომელიც არჩეულია შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოდან,მონაწილეობს პალატისა და დიდი პალატის სხდომებში, როგორც ეხ ოფფიციო წევრი. თუ ასეთი მოსამართლე არ არის, ან ვერ მონაწილეობს მოცემული საქმის განხილვაში, მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს პირი, რომელსაც ირჩევს სასამართლოს თავმჯდომარე ამ მხარის მიერ წინასწარ წარმოდგენილი სიიდან.

5. დიდ პალატას აგრეთვე შეადგენენ: სასამართლოს თავმჯდომარე,თავმჯდომარის მოადგილეები, პალატების თავმჯდომარეები და სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად შერჩეული სხვა მოსამართლეები. როდესაც საქმე განსახილველად გადაეცემა დიდ პალატას 43- მუხლის საფუძველზე, დიდი პალატის სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს გადაწყვეტილების გამომტანი პალატის ვერც ერთი მოსამართლე, გარდა პალატის თავმჯდომარისა და მოსამართლისა იმ სახელმწიფოდან, რომელიც მხარეა მოცემულ საქმეში.“

მუხლი 7

ახალი 26-ე მუხლის შემდეგ კონვენციაში შეტანილ უნდა იქნეს ახალი 27-ე მუხლი, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:

მუხლი 27

საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის უფლებამოსილება

1. საქმის ერთპიროვნულად განმხილველ მოსამართლეს შეუძლია გამოაცხადოს დაუშვებლად, ან ამორიცხოს სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინდივიდუალური განაცხადი, თუ განჩინების მიღება შესაძლებელია საქმის შემდგომი განხილვის გარეშე.

2. ასეთი განჩინება საბოლოოა.

3. თუ საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლე არ გამოაცხადებს განაცხადს დაუშვებლად ან არ ამორიცხავს მას, მაშინ მან უნდა წარადგინოს ის კომიტეტში ან პალატაში შემდგომი განხილვისათვის.“

მუხლი 8

კონვენციის 28-ე მუხლი უნდა შესწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მუხლი 28

კომიტეტების უფლებამოსილება

1. 34-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ განაცხადთან მიმართებით, კომიტეტს შეუძლია, ერთსულოვნად

. გამოაცხადოს ის დაუშვებლად ან ამორიცხოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან, თუ განჩინების მიღება შესაძლებელია საქმის შემდგომი განხილვის გარეშე; ან

. გამოაცხადოს ის დაშვებულად და, ამავე დროს, გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმის არსებითი მხარის შესახებ, თუ საქმის ძირითადი საკითხი, კონვენციის ან ოქმების განმარტებასა თუ გამოყენებასთან დაკავშირებით, უკვე გადაწყვეტილია სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრეცედენტული სამართლით.

2. 1-ლი პუნქტის საფუძველზე გამოტანილი განჩინება და გადაწყვეტილება საბოლოოა.

3. თუ შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოდან არჩეული მოსამართლე არ არის კომიტეტის წევრი, კომიტეტს შეუძლია, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მიიწვიოს ეს მოსამართლე კომიტეტში ერთ-ერთი წევრის ადგილის დასაკავებლად, ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის, სადავოდ ხდიდა თუ არა მხარე 1-ლი პუნქტით განსაზღვრული პროცედურის გამოყენებას.“

მუხლი 9

კონვენციის 29-ე მუხლი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად:

1. 1-ლი პუნქტი უნდა შესწორდეს და ჩამოყალიბდეს ამგვარად:

თუ განჩინება არ არის მიღებული 27- ან 28- მუხლის საფუძველზე, ან გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი 28- მუხლის საფუძველზე, პალატა იღებს განჩინებას 34- მუხლის თანახმად წარდგენილ ინდივიდუალურ განაცხადთა დასაშვებობისა და არსებითად განხილვის შესახებ. განჩინება დასაშვებობის შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკე

2. მე-2 პუნქტის ბოლოს უნდა დაემატოს ახალი წინადადება, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:

განჩინება დასაშვებობის შესახებ მიიღება ცალკე, თუ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო სხვაგვარად არ გადაწყვეტს.“

3. მე-3 პუნქტი ამოღებულია.

მუხლი 10

კონვენციის 31-ე მუხლი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად:

1. ა პუნქტის ბოლოს ამოღებულ უნდა იქნეს სიტყვა „და“.

2. ბ პუნქტი უნდა გახდეს ც პუნქტი და უნდა ჩაემატოს ახალი ბ პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:

იღებს გადაწყვეტილებას მინისტრთა კომიტეტის მიერ 46- მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლოსათვის გადაცემულ საკითხებთან დაკავშირებით; და“.

მუხლი 11

კონვენციის 32-ე მუხლი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად:

1-ლი პუნქტის ბოლოს მძიმე და რიცხვი 46 უნდა ჩაისვას რიცხვ 34-ის შემდეგ.

მუხლი 12

კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი უნდა შესწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„3. სასამართლო დაუშვებლად აცხადებს 34-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ ნებისმიერ ინდივიდუალურ განაცხადს, თუ მიიჩნევს, რომ:

ა. განაცხადი შეუთავსებელია კონვენციასა და მისი ოქმების დებულებებთან, აშკარად დაუსაბუთებელია, ან სასამართლოსათვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებაა, ან

ბ. განმცხადებელს არ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი და კონვენციასა და თანდართულ ოქმებში განსაზღვრულ ადამიანის უფლებათა პატივისცემა არ მოითხოვს განაცხადის არსებითად განხილვას. ამასთანავე, არ შეიძლება ამ საფუძველზე ისეთი საქმის უკუგდება, რომელიც სათანადოდ არ განხილულა შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოს მიერ.“

მუხლი 13

კონვენციის 36-ე მუხლს ბოლოში უნდა დაემატოს ახალი მე-3 პუნქტი, რომელიც

„3. პალატისა და დიდი პალატის წინაშე წარდგენილ ყველა საქმესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეუძლია წერილობითი კომენტარების წარდგენა და მონაწილეობის მიღება საქმის მოსმენაში.“

მუხლი 14

კონვენციის 38-ე მუხლი უნდა შესწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მუხლი 38
საქმის განხილვა

სასამართლო საქმეს განიხილავს მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს გამოძიებას, რომლის ეფექტიანად წარმართვისათვის შესაბამისი სახელმწიფოები მას უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი საშუალებით.“

მუხლი 15

კონვენციის 39-ე მუხლი უნდა შესწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მუხლი 39

მორიგება

1. სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს დაინტერესებულ მხარეებს თავისი სამსახური საქმეზე მორიგების მისაღწევად, კონვენციასა და მის ოქმებში განსაზღვრულ ადამიანის უფლებათა პატივისცემის საფუძველზე.

2. 1-ლი პუნქტის შესაბამისად წარმართული პროცედურა კონფიდენციალურია.

3. თუ მიღწეულია მორიგება, სასამართლო საქმეს ამორიცხავს საქმეთა ნუსხიდან განჩინების გზით, რომელიც შემოიფარგლება ფაქტებისა და მიღწეული შეთანხმების მოკლედ გადმოცემით.

4. ეს განჩინება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს განჩინებაში აღნიშნული მორიგების პირობების აღსრულებას.“

მუხლი 16

კონვენციის 46-ე მუხლი უნდა შესწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მუხლი 46

სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულო
ძალა და აღსრულება

1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან.

2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.

3. თუ მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით აღსრულების ზედამხედველობას ხელი ეშლება გადაწყვეტილების განმარტების პრობლემის გამო, მას შეუძლია, საქმე წარადგინოს სასამართლოში განმარტების მისაღებად. წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კომიტეტის უფლებამოსილ წარმომადგენელთა ხმების ორიმესამედის უმრავლესობა.

4. თუ მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ მაღალი ხელშემკვრელი მხარე უარს აცხადებს, დაემორჩილოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეც ის არის, კომიტეტს, ამ მხარისათვის ფორმალური შეტყობინების შემდეგ და კომიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხმათა ორიმესამედის უმრავლესობით, შეუძლია წარუდგინოს სასამართლოს საკითხი, შეასრულა თუ არა ამ მხარემ 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.

5. თუ სასამართლო დაადგენს 1-ლი პუნქტის დარღვევას, ის წარადგენს საქმეს მინისტრთა კომიტეტში გასატარებელ ღონისძიებათა განსახილველად, ხოლო თუ სასამართლო ვერ დაადგენს 1-ლი პუნქტის დარღვევას, ის წარადგენს საქმეს მინისტრთა კომიტეტში, რომელმაც უნდა შეწყვიტოს საქმის განხილვა.“

მუხლი 17

კონვენციის 59-ე მუხლი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად:

1. უნდა დაემატოს მე-2 პუნქტი, რომელიც ასე ჩამოყალიბდება:

2. ევროპის კავშირს შეუძლია შეუერთდეს ამ კონვენციას.“

2. მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები შესაბამისად უნდა გახდეს მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები.

დასკვნითი და გარდამავალი დებულებები მუხლი 18

1. ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც შეიძლება გამოხატონ თანხმობა ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე:

a. ხელმოწერით რატიფიცირებისას, მიღებისას ან დამტკიცებისას დათქმის გარეშე; ან

b. ხელმოწერით რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების პირობით, რომელსაც მოჰყვება რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება.

2. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

მუხლი 19

ეს ოქმი ძალაში შედის კონვენციის ყველა მონაწილის მიერ მე-18 მუხლის დებულებების შესაბამისად მის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის თარიღიდან სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

მუხლი 20

1. ამ ოქმის ძალაში შესვლის დღიდან მისი დებულებები გამოიყენება ყველა განაცხადის მიმართ, რომელთა განხილვა მიმდინარეობს სასამართლოს მიერ, ისევე როგორც სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების მიმართ, რომელთა აღსრულებას ზედამხედველობს მინისტრთა კომიტეტი.

2. ამ ოქმის მე-12 მუხლით კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ ქვეპუნქტში ჩამატებული დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი არ გამოიყენება იმ განაცხადების მიმართ, რომლებიც დაშვებულად გამოცხადდა ამ ოქმის ძალაში შესვლამდე. ამ ოქმის ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში დასაშვებობის ახალი კრიტერიუმები შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ სასამართლოს პალატებმა და დიდმა პალატამ.

მუხლი 21

იმ მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადა, რომლებიც ამ ოქმის ძალაში შესვლის დღისათვის მსახურობენ პირველი ვადით, ipso jure უნდა გაგრძელდეს, რათა შეადგინოს მთლიანი ცხრაწლიანი ვადა. სხვა მოსამართლეები დაასრულებენ თავიანთ უფლებამოსილების ვადას, რომელიც ipso jure უნდა გაგრძელდეს 2 წლით.

მუხლი 22

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს:

a. ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

b. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების ნებისმიერი სიგელის დეპონირების შესახებ;

c. მე-19 მუხლის შესაბამისად, ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღს;

d. ამ ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინების ან მიმოწერის შესახებ.

ამის დასტურად ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ უფლებამოსილნი შესრულებულია სტრასბურგში 2004 წლის 13 მაისს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად აუთენტურ ტექსტებად, ერთადერთ ეგზემპლარად, რომელიც დაცულია ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უგზავნის ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს დამოწმებულ ასლებს.