
![]() |
|||||
|
![]() |
განათლება და დასაქმება - გზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციისაკენ |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
წყარო: ISBN: 978-9941-436-23-9 |
საავტორო უფლებები: © ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა, |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: EDUCATION AND EMPLOYMENT – THE WAY TO INTEGRATION OF PERSONS WITH DISABILITIES ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა ASSOCIATION OF DISABLED WOMEN AND MOTHERS OF DISABLED CHILDREN – DEA ზუგდიდი 2012 Zugdidi განათლება და დასაქმება - გზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციისაკენ Education and Employment – the Way to Integration of Persons with Disabilities რედაქტორ-შემდგენელი: მადონა ხარებავა Editor-compiler: Madonna Kharebava სარედაქციო საბჭო: ბაკურ გოგოხია, სოფიო ვერძეული, ლუმი იანგი, ლაშა იაშვილი, ვახუშტი მენაბდე, მარიამ საჯაია, ნონა ქობალია, შორენა ჩერქეზია, მადონა ხარებავა, კესარია ხუბუტია Editorial Council: Bakur Gogokhia, Sophio Verdzeuli, Lumi Young, Lasha Iashvili, Vakhushti Menabde, Mariam Sajaia, Nona Qobalia, Shorena Cherkezia, Madonna Kharebava, Kesaria Khubutia წიგნი მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება“ ფარგლებში, მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა. წიგნში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას. This book has been produced with the assistance of the European Union within the frames of the project „Disability Rights and Advocacy“ .The contents of this book is the sole responsibility of Association of Disabled Women and Mothers of Disabled Children-DEA and can in no way be taken to reflect the views of the European Union. ყდის დიზაინი და დაკაბადონება: გიორგი ბაგრატიონი Cover Disign and Layout: Giorgi Bagrationi © ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა, 2012 © Association of Disabled Women and Mothers of Disabled Children-DEA, 2012 გამომცემლობა „ნეკერი“, 2012 Publishing House “Nekeri”, 2012 |
![]() |
1 მადლობა |
▲ზევით დაბრუნება |
ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია-დეა მადლობას უხდის ევროკავშირს, რომლის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება“, რომლის ფარგლებშიც მომზადდა და გამოიცა წინამდებარე წიგნი.
გვინდა მადლიერებით აღვნიშნოთ წვლილი, რომელიც პროექტის დაფინანსებაში შეიტანა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობამ.
თანამშრომლობისათვის მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს პროექტის განხორციელებაში - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, არასამთავრობო ორგანიზაციას „ადამი“, პროექტის ასოცირებულ პარტნიორებს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატს, კოალიციას „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“
მადლიერებით გვინდა მოვიხსენიოთ ასოციაციის უცხოელი საპატიო წევრები, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ ამერიკისა და ევროპის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან კომუნიკაციაში კვლევისათვის აუცილებელი ოფიციალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ბენეფიციარებს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათი ოჯახების წევრებს, პროფესიული თემების, ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს აქტიური მონაწილეობისათვის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობებში, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების ადვოკატირებაში და კვლევასა და სამოქალაქო მონიტორინგში.
![]() |
2 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე გამოცემა მომზადდა და დაიბეჭდა ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია დეას პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება“ ფარგლებში.
პროექტი განხორციელდა 2010 - 2012 წლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის განხორციელებაში ასოციაციის პარტნიორები იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამი“, პროექტის ასოცირებული წევრები - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატი, კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“.
პროექტი მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და რეალიზაციის, მათთვის უფრო ხელსაყრელი სამართლებრივი და სოციალური გარემოს შექმნის საქმეში აქტიური და ქმედითი მონაწილეობისთვის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტების წარმომადგენელთა ინფორმირებისა და მზაობის ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სახელმწიფო კონვენციის საფუძველზე შემუშავებულ 2010-2012 წლების სამოქმედო გეგმაში პირველი ორი წლისათვის გაწერილი აქტივობების იმპლემენტაციის მონიტორინგი; საზოგადოებრივი ადვოკატირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების წინწაწევისათვის სახელმწიფო პოლიტიკაში და საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების დაჩქარებისთვის; საზოგადოების გათვითცნობიერებისა და სხვადასხვა აქტორების მზაობის ხელშეწყობაზე მიმართული ღონისძიებები, მათ შორის ტრენინგები, სადისკუსიო შეხვედრები, მრგვალი მაგიდები სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოებისა და ცენტრალური სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელთა მონაწილეობით; იმიტირებული სასამართლო პროცესი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტზე, ფართო მედიაკამპანია და სხვ.
პროექტის ერთერთი მნიშვნელოვანი შედეგია მრავალპლანიანი კვლევა, მიმართული, ერთის მხრივ, ინკლუზიური სწავლებისათვის პროფესიული თემებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიდგომებისა და დამოკიდებულებების, მზაობისა და საჭიროებების გამოვლენაზე და, მეორე მხრივ, საზღვარგარეთის ქვეყნების საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკული გამოცდილების შესწავლაზე ინკლუზიური განათლებისა და შრომის ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის სფეროში.
წინამდებარე წიგნი სწორედ ამ კვლევის პროცესში მოძიებული მასალების საფუძველზე დაიწერა და წარმოადგენს მცდელობას დაინტერესებულ მკითხველს მიაწოდოს სისტემატიზირებული საბაზისო ინფორმაცია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების, შრომისა და დასაქმების ფართო ხელმისაწვდომობაზე მიმართული სახელმწიფო პოლიტიკების საკვანძო საკითხების შესახებ.
წიგნი შედგება სამი ნაწილისაგან, რომელიც აერთიანებს ორიგინალურ და ნათარგმნ სტატიებს საზღვარგარეთის ქვეყნებში განათლების, შრომისა და დასაქმების სფეროში მოქმედი კანონმდებლობების, პრაქტიკაში დანერგილი მხარდაჭერის ღონისძიებათა შესახებ, პროექტის ფარგლებში განხორციელებული თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის ანალიზს.
წიგნის ამგვარი კომპოზიცია განსაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის პრობლემაში ჩართული დაინტერესებული სუბიექტების მრავალრიცხოვნებამ და მრავალმხრივმა პროფესიულმა და ცხოვრებისეულმა საჭიროებებმა, შემდგენელებმა პოტენციურ მკითხველებად მოვიაზრეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები, განათლების, შრომისა და დასაქმების სფეროში მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურები, კანონმდებლები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ბიზნეს სექტორი, სამოქალაქო სექტორი, მედია, ფართო საზოგადოებრიობა.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ინკლუზიური განათლების საკითხებს. ეს ნაწილი მოაზრებულია, როგორც ინკლუზიური განთლების ცალკეულ ასპექტებზე ორიენტირებული მასალა, რომელიც დამატებით ინფორმაციას შეიცავს და ავსებს ასოციაცია დეას მიერ გამოცემულ მეთოდოლოგიური ხასიათის წიგნებს „გზა ინკლუზიისაკენ“ (თბილისი. გამომცემლობა „ნეკერი“ 2006 წ.), რომელიც მომზადდა და დაიბეჭდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, „განათლება - განსხვავებული საჭიროებების მქონე პირთა განათლება“ (თბილისი, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, 2007 წ.), რომელიც გამოიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით).
წიგნის ეს ნაწილი ეთმობა ინკლუზიური განათლების, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის სამართლებრივი მექანიზმების გააზრებას, როგორც დასავლეთის ქვეყნების შესაბამისი გამოცდილების, ისე საერთაშორისო ნორმებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების განხილვის საფუძველზე.
კერძოდ, მასში განხილულია უმაღლესი განათლების სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციაზე მიმართული თეორიული მიდგომები, ტრადიციული და თანამედროვე პარადიგმები და ძირითადი სტრატეგიები, უმაღლესი განათლების მხარდაჭერის ეროვნული პოლიტიკების ტიპები.
მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს როგორც საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრაქტიკის ზოგადი, კრებითი ხასიათის მიმოხილვას, ისე ცალკეული ქვეყნების, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, იტალიის დანიის, ნორვეგიის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკების უფრო დეტალურ ანალიზს.
წიგნის მეორე ნაწილი ეძღვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომისა და დასაქმების საკითხებს. მასში შრომა და დასაქმება განხილულია ორი ასპექტით - ერთის მხრივ, ეს არის პიროვნული პოტენციალის განვითარებისა და თვითრეალიზაციის, წარმატებული ინტეგრაციის საკვანძო საკითხი, და, მეორე მხრივ, საზოგადოების დემოკრატიული განვითარების, ჰარმონიზაციისა და მარგინალიზაციის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი გზა.
წიგნის ამ ნაწილში განხილულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლების გამყარებაზე მიმართული საერთაშორისო საკანონმდებლო აქტები, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში დანერგილი ეროვნული სახელმწიფო პოლიტიკები, რომლებიც მიმართულია შრომის უფლების რეალიზაციის თანაბარი შესაძლებლობებისა და ეფექტიანი ხელშემწყობი პირობების შექმნაზე.
მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს დასაქმების, პროფესიული რეაბილიტაციის მხარდაჭერაზე მიმართულ სახელმწიფო პროგრამებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისა და მხარდაჭერის სპეციალიზებული სამსახურების პრაქტიკას, დამსაქმებლების სტიმულირების მექანიზმებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოტივაციის ამაღლებისა და ფინანსური სტიმულირების, გათანაბრების პოზიტიურ მექანიზმებს, ინფორმაციას შრომისათვის მომზადებაზე მიმართული ტრენინგებისა და პროფესიული სწავლების პროგრამების, უმაღლესი აკადემიური და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის საკითხების შესახებ და სხვ.
ამავე ნაწილში დასავლეთის ქვეყნების გამოცდილების ზოგად მიმოხილვასთან ერთად მოცემულია ცალკე ანალიტიკური სტატიები დანიის, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიის გამოცდილებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით.
მესამე ნაწილში განთავსდა პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ანალიზი. კვლევა ჩატარდა თბილისსა და ზუგდიდში, მასში მონაწილეობდა 300 რესპონდენტი. კვლევა მიმართული იყო განათლების ერთიან სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვის სოციალური ფონის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საგანმანმათლებლო საჭიროებების, ინკლუზიური სწავლების დამკვიდრების თანამდევი სირთულეებისა და პერსპექტივის საზოგადოებრივი აღქმების, კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საგანმამათლებლო საჭიროებებისადმი პედაგოგების, სასკოლო ადმინისტრაციების, მშობლების, მედიის წარმომადგენელთა მოსაზრებებისა და, შესაბამისად, სასკოლო გარემოს, სკოლის მზაობის ხარისხის გამოვლენაზე.
ამავე დროს კვლევის შედეგების შედარებას ასოციაცია დეას მიერ 2005-2006 წლებში განხორციელებული პროექტის „ინკლუზიური განათლება და საზოგადოება“ (დონორი ევროკავშირი) ფარგლებში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგებთან უნდა მოეცა დროის ამ შუალედში მომხდარ ცვლილებათა დინამიკის შესწავლის შესაძლებლობა და მიღება სურათისა, თუ როგორ აისახა საჯარო სკოლების დონეზე სახელმწიფო პოლიტიკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე მიმართული საკანონმდებლო და სხვა სახის ცვლილებები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის სახელმწიფო კონცეფციისა და შესაბამისი სამთავრობო სამოქმედო გეგმით განათლების სფეროში განსაზღვრულ აქტივობათა იმპლემენტაციის პირველი ეტაპის შედეგები.
წიგნის შემდგენელები იმედოვნებენ, რომ მასში მოყვანილი მაგალითები უცხოეთის ქვეყნების მდიდარი პრაქტიკიდან გამოსადეგი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ მწყობრი და ეფექტური ეროვნული სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და პრაქტიკული რეალიზაციისათვის.
მადონა ხარებავა
წიგნის რედაქტორ - შემდგენელი
![]() |
3 ნაწილი I. განათლების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 თავი I. უმაღლესი განათლების სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მოდელები (საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება) |
▲ზევით დაბრუნება |
დასავლეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება 1980-იანი წლების ბოლოდან. ამ დროიდან უფრო ინტენსიურად განიხილება სტუდენტთა სოციალური იდენტურობის ასპექტები, თვითშეცნობის, ცოდნისა და პროფესიის დაუფლების, საზოგადოებასთან ურთიერთობების შესაძლებლობები. პრობლემები, რომელთა სპეციფიკურობას პირველ რიგში განსაზღვრავს სოციალურ-კულტურული ხასიათის წინაღობები. აქტიურად ისმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთიან საგანმანთლებლო სისტემაში ჩართვის საკითხი. გამოდის მეთოდური სახელმძღვანელოები და დამხმარე ლიტერატურა უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისა და დამხმარე პერსიონალისათვის. აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამების კოორდინატორებისათვის, რაც პირდაპირი შედეგია ათწლეულების მანძილზე მიმდინარე პოზიტიური ცვლილებებისა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო მიდგომებსა და პრაქტიკებში.
80-იანი წლებიდან დღემდე პერიოდში საზღვარგარეთის ქვეყნებში განუწყვეტლივ იხვეწებოდა უმაღლესი განათლების სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციაზე მიმართული მხარდაჭერის პოლიტიკა, კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან საგანმანათლებლო მუშაობის პრაქტიკასა და სოციალურ პოლიტიკაში ინერგებოდა და უმჯობესდებოდა თეორიული მიდგომები, ტრადიციული და თანამედროვე პარადიგმები.
ტრადიციული პარადიგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს განიხილავს როგორც უმწეო და სხვაზე დამოკიდებულ ადამიანებს, თანამედროვე პარადიგმა კი - როგორც აქტიურ სუბიექტებს, რომელთაც აქვთ უნარი დამოუკიდებლად გადაჭრან საკუთარი პრობლემები, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში; თანამედროვე პარადიგმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა მოხდეს არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ადაპტირება გარემოს მიმართ, არამედ გარემოს ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და არა მხოლოდ „ნორმალური“ ადამიანების საჭიროებათა მიმართ. ორივე ეს პარადიგმა შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სოციალური პოლიტიკის გარკვეულ ტიპს - პატერნალისტურსა და ინოვაციურს.
პატერნალისტური პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მოიაზრებს როგორც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს, და ძირითადად ორიენტირებულია მათი რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ღონისძიებებზე სპეციალური დაწესებულებების ქსელის შიგნით. ეს ქმნის ცალკე სამყაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
ინოვაციური პოლიტიკა მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვაზე ერთიან საგანმანათლებლო სისტემაში და შრომითი ინსტიტუტების არსებულ ქსელში ამ სისტემების ადაპტაციის, გონივრული მისადაგების გზით.
![]() |
3.1.1 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმაღლესი განათლების მხარდაჭერის ეროვნული პოლიტიკების ტიპები |
▲ზევით დაბრუნება |
„ახალი პარადიგმის ფარგლებში არსებული ყველა პოლიტიკა, რომელიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციაზე უმაღლესი განათლების სისტემაში, განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ მათში გადამწყვეტი როლი. საზოგადოდ გამოყოფენ უმაღლესი განათლების სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციაზე მიმართული პოლიტიკის შემდეგ ძირითად აქტორებს. - სახელმწიფო, უმაღლესი სასწავლებლები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები (საქველმოქმედო ფონდები, სტუდენტთა ასოციაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციები, თვითდახმარების ჯგუფები, აგრეთვე ბიზნეს სექტორი).
გამომდინარე იქიდან, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებელობა უმაღლესი განათლების სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობაში, შეიძლება გამოიყოს განათლების ეროვნული პოლიტიკის ორი ტიპი. პირობითად მათ შეიძლება ვუწოდოთ: სახელმწიფო მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკა და აკადემიური, სასწავლებლის მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკა.
სახელმწიფო მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების მხარდაჭერისათვის პასუხისმგებლია სახელმწიფო. ამ ტიპის პოლიტიკა დანერგილია საკანდინავიის ქვეყნებში, საფრანგეთსა და გერმანიაში.
აკადემიურად ორიენტირებული პოლიტიკაში პასუხისმგებლობა ეკისრება უმაღლეს სასწავლებლებს. ასეთი პოლიტიკა დანერგილია მაგ. დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. ასეთივე პოლიტიკა ნაწილობრივ იკვეთება შვეიცარიაშიც, მაგრამ იგი ძირითადად ვლინდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების სახით და პრაქტიკულად არ არის ასახული კანონმდებლობსა და სახელმწიფო პროგრამებში.
![]() |
3.1.2 სახელმწიფო მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკა (საფრანგეთისა და გერმანიის მაგალითზე) |
▲ზევით დაბრუნება |
საფრანგეთში პასუხისმგებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის ეკისრება სახელმწიფოს და არა უმაღლეს სასწავლებლებს. 1991 წლის 13 ივლისს მიღებული კანონი ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. იგი ავალდებულებს განათლების სამინისტროს უზრუნველყოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის ადაპტირება და უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამების ხელმისაწვდომობა.
უმაღლეს სასწავლებლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციაზე მიმართული საქმიანობის დაფინანსება ხორციელდება ოთხწლიანი სახელმწიფო კონტრაქტების საფუძველზე. გარდა ამისა შექმნილია ხელმისაწვდომობის ფონდი (Accessibility Fund), რომელიც მონაწილეობს განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე მიმართული პროექტების დაფინანსებაში. მაგალითად, აფინანსებს პარკირების ადგილების, სპეციალიზებული გასასვლელებისა და მისასვლელების მოწყობას, როგორც ქუჩებში, ისე შენობების შიგნით, კარებისა და „დერეფნების“ გაფართოებაა, ლიფტების მიშენებას, ხმის გამაძლიერებელი სისტემების დამონტაჟებას და ა. შ. მსგავსი პროექტების შემუშავება ხდება უმაღლესი სასწავლებლების მიერ და განხილვისა და დაფინანსებისათვის წარედგინება სამინისტროებსა და ხელმისაწვდომობის ფონდს.
მართალია, ქვეყნის კანონმდებლობა პირდაპირ არ ავალდებულებს უმაღლეს სასწავლებლებს სამუშაო გეგმებში გაითვალისწინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვისა და მათი მომსახურების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებები, მაგრამ უმაღლეს სასწავლებლებში აუცილებლობის წესით ინიშნება პასუხისმგებელი პირი, რომლის ძირითადი მოვალეობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა საჭიროებებზე მიმართული ინიციატივების კოორდინაცია და სტუდენტებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
გერმანიაში უმაღლესი განათლების პოლიტიკა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის ეროვნული პოლიტიკა ცალკე მიმართულებებს წარმოადგენს, შესაბამისად, მათ განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური და სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის პირობები განისაზღვრება სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვისა და მშენებლობის შესახებ საერთო ეროვნული კანონმდებლობით. მაგალითად, რესურსების დიდი ნაწილის ხელმისაწვდომობა, ინდივიდუალური დახმარებისა და მოვლის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ფინანსური დახმარებების (შემწეობის თანხებისა) და დასაქმებასთან, განათლების მხარდაჭერასთან დაკავშირებული სერვისების ორგანიზებას, აღჭურვილობის შესყიდვას, ახორციელებენ არა უმაღლესი განათლების სისტემის, არამედ სხვა სახელმწიფო ორგანოები.
„ფედერალური კანონი უმაღლესი სასწავლებლის სტრუქტურის“ შესახებ მოითხოვს, რომ ყველა უმაღლესი სასწავლებელი პასუხობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციფიკურ საჭიროებებს იმისათვის, რომ არ ირღვეოდეს მათი უფლება სწავლების ხელმისაწვდომობასა და ფიზიკური გარემოს შეღწევადობაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებმა უნდა შეძლონ სხვის დაუხმარებლად სრულყოფილად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და დამოუკიდებლად გადაადგილდნენ უმაღლესი სასწავლებლის მთელ ტერიტორიაზე. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, მათთან უშუალოდ დაკავშირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების (მაგ. ეროვნული თუ ადგილობრივი სტუდენტური ასოციაციების (სტიიდენტენწერკე) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების კოორდინატორების (Beaufintgte Filv Behindertenjragen) როლი მდგომარეობს იმაში, რომ პრაქტიკულად განახორციელონ მხარდაჭერის პროგრამები და მოახდინონ გარემოს ადაპტირება და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა. კანონმდებლობის თანახმად, ასევე აუცილებელია სასწავლებელში დაინიშნოს პირი, რომელიც პასუხისმგებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისა და შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფისთვის.
![]() |
3.1.3 აკადემიური, უმაღლესი სასწავლებლის მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკა (დიდი ბრიტანეთის მაგალითი) |
▲ზევით დაბრუნება |
დიდ ბრიტანეთში კანონი სპეციალური განათლებისა და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ 2001 წლიდან არეგულირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხს. კანონის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სხვა მოქალაქეების თანაბრად აქვთ განათლებისა და ყველა სხვა სიკეთის ხელმისაწვდომობის უფლება. კანონი კრძალავს დისკრიმინაციას შესაძლებლობის შეზღუდულობის ნიშნით. უნივერსიტეტები და კოლეჯები ვალდებული არიან უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სათანადო მომსახურებით. ისინი პასუხს აგებენ თავიანთი თანამშრომლების მუშაობის დისკრიმინაციული სტილისთვის, თუკი ასეთ რამეს აქვს ადგილი. უმაღლესი სასწავლებლებს ეკისრებათ ვალდებულება დანერგონ გონივრული მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტის სტიმულირებისათვის ღიად განაცხადოს თავისი სპეციფიკური საჭიროებების შესახებ და მეორე მხრივ გონივრულობის ფარგლებში აღმოფხვრან ყველა დაბრკოლება, რომელსაც იგი შეიძლება წააწყდეს სწავლის პროცესში.
მოქმედი კანონებისა და დებულებების ერთობლიობა საბოლოო ჯამში ავალდებულებს უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შექმნან სათანადო პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვისთვის აკადემიური და სოციალური ცხოვრების ყველა პროცესში, მათ შორის, უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს შეღწევადობა სასწავლებლის მთელ ტერიტორიაზე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს უწევთ სწავლა და ცხოვრება.
შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ 1995 წელს მიღებული კანონი უმაღლეს სასწავლებლებს ავალდებულებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამების ჩართვას თავიანთ სტრატეგიებში. საგანმანათლებლო დაწესებულებამ თავისი მიზნების ჩამონათვალში უნდა შეიტანოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა და მკაფიოდ განსაზღვროს, თუ რა გზით აპირებს ამ მიზნის მიღწევას. სტრატეგიული გეგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის შესახებ უნდა იყოს მოკლე, ინფორმაციულობის თვალსაზრისით ტევადი, დაიბეჭდოს მსხვილი შრიფტით, ბრაილის შრიფტით და მომზადდეს აუდიო- და ვიდეოჩანაწერის სახით. იგი უნდა შეიცავდეს როგორც ერთიანი პოლიტიკის ზოგად აღწერას, ისე ინფორმაციას ამ კონკრეტულ სასწავლებელში არსებული პირობების შესახებ. გეგმა უნდა შეიცავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიღების პროცედურებსა და წესების, სასწავლო პროცესის სხვადასხვა ასპექტების, მომსახურების, დამხმარე მოწყობილობების, აკადემიური მომსახურების ფორმებისა და მხარდაჭერის ღონისძიებების აღწერილობას. გეგმა სტუდენტს უნდა აწვდიდეს ინფორმაციას ფინანსური დახმარების მიღების არსებული შესაძლებლობისა და პირობების შესახებ. გეგმის განახლება უნდა ხდებოდეს ყოველწლიურად და ფართოდ ვრცელდებოდეს მოსახლეობაში.
ყოველივე ზემოთქმული ავალდებულებს ყველა უმაღლეს სასწავლებელს გახსნას სოციალური განყოფილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის. განყოფილებაში თანამშრომელთა რაოდენობა დამოკიდებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა რიცხვზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში სასწავლებელს უნდა ყავდეს ერთი კოორდინატორი ან მრჩეველი მაინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის სფეროში.
უმაღლესი სასწავლებლების ინიციატივებს აფინანსებს სახელმწიფო. ფონდების განაწილება ხდება ეფექტურობის გათვალისწინებით. ეს ზრდის უმაღლესი სასწავლებლის მოტივაციას თავის სტრატეგიაში ჩართოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის ღონისძიებები, თუნდაც მეტი დაფინანსების მიღების მიზნით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის - საქმეში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება შუალედურ ორგანოებს. ასე მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა ეროვნული ბიურო ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისა და მოზრდილების მხარდაჭერის ისეთი პროგრამების ინიცირებას, რომელთა მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალის გამოვლენა სხვადასხვა, მათ შორის უმაღლესი განათლების სფეროში. ეს ორგანიზაცია პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მომსახურების მიმწოდებლებთან და „პოლიტმეიკერებთან“ (მასწავლებლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციების ლიდერები, მხარდაჭერის კოორდინატორები, სახელმწიფო მოხელეები და სხვ.). ბიურო, აგრეთვე, აადვილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უმაღლესი განათლების მისაწვდომობას შესაბამისი პირობების გაუმჯობესებასა და შესაძლებლობათა გაფართოებაზე მიმართული პროგრამების დაფინანსებით. ამ პროგრამებდან ხდება როგორც უმაღლესი სასწავლებლების, ისე ცალკეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების სპეციალური სასწავლო საჭიროებებზე მიმართული ღონისძიებების დაფინანსება.
![]() |
3.1.4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა მხარდაჭერის სტრატეგიები |
▲ზევით დაბრუნება |
დასავლეთის ქვეყნებში უმაღლესი განათლების სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის კონკრეტული ღონისძიებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათი ძირითადი ნაწილი ერთნაირად არის დამახასიათებელი ორივე პოლიტიკური მოდელისათვის.
უმაღლესი განათლების სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციაზე მიმართული ყველა ქმედება შეიძლება დაიყოს ორ ტიპად: ინსტიტუციონალური ცვლილებები და სპეციალური საჭიროებების მქონე ცალკეული ინდივიდების მხარდაჭერა. ინსტიტუციონალურ ცვლილებებთან დაკავშირებული პოლიტიკა მიმართულია უმაღლესი სას წავლებლების სტრუქტურის შეცვლაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. ამასთან, სასწავლებლებისა და მთლიანად უმაღლესი განათლების მისაწვდომობაში იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური გარემოს, არამედ მთელი სასწავლო პროცესის, სასწავლო მასალების მისაწვდომობა, ინტეგრაციის თანაბარი პირობები. ინდივიდუალური მხარდაჭერის სტრატეგია მიმართულია ცალკეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა მხარდაჭერაზე იმ სირთულეების დაძლევის მიზნით, რომელსაც ისინი აწყდებიან სასწავლო პროცესსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
![]() |
3.1.5 ინსტიტუციონალური ცვლილებების სტრატეგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინსტიტუციონალური ცვლილებების სტრატეგია გულისხმობს მთელ რიგს ქმედებებისა, რომლებიც მიმართულია ინსტიტუციონალური წესების ცვლილებებზე, რაც გამოიხატება ფიზიკური ინფრასტრუქტურის ადაპტირებაში, ისე მხარდაჭერის სამსახურების შექმნა - ფუნქციონირებაში. ინსტიტუციონალური ცვლილებების ამა თუ იმ ფორმისა და მიმართულების პრიორიტეტულობა დაკავშირებულია საკანონმდებლო მაზასთან, დაფინანსების ფორმებთან (სახელმწიფო, კერძო უმაღლესი სასწავლებელი), უმაღლესი სასწავლებლის კონტიგენტთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი მიდგომის მოდელთან, რომელსაც ემხრობა სასწავლებლის ადმინისტრაცია.
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიმართული ინსტიტუციონალური ცვლილებებიდან გამოიყოფა შემდეგი მიმართულებები: არქიტექტურული და სივრცითი ცვლილებები.
ბევრ ქვეყნაში მოქმედებს არქიტექტურული ნორმები, რომელთა თანახმად, ყოველი ახალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობა უნდა მიესადაგებოდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს, კერძოდ, გადაადგილების გაადვილების მიზნით აღჭურვილი იყოს ლიფტებით, სპეციალური კარებით, საპირფარეშოებით, პანდუსებით და სხვ. ამასთან, თანდათან უნდა მოხდეს ძველი შენობების რეკონსტრუირება (გადაკეთება) ამ ნორმების გათვალისწინებით. თუმცა, კანონის მოთხოვნისა და შენობების ფიზიკურ მისაწვდომობაზე თავად უმაღლესი სასწავლებლების ზრუნვის მიუხედავად, ეს კვლავ რჩება ერთერთ უმთავრეს დაბრკოლებად- საბიბლიოთეკო და სასწავლო შენობათა უმრავლესობა ძალიან ძველია და რეკონსტრუირებას არ ექვემდებარება.
უმაღლესი სასწავლებლები კანონის მოთხოვნით თუ საკუთარი ინიციატივით იღებენ სასწავლო სივრცის მისაწვდომობაზე მიმართულ სხვა ზომებსაც - იქნება ეს პარკირების ადგილების თუ ტრანსპორტირების სპეციალური ფორმების ორგანიზება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის.
უმაღლეს სასწავლებლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა მხარდაჭერის ახალი სამსახურების შექმნა
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, სკანდინავიის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში შემოღებულია კოორდინატორის თანამდებობა. იგი პასუხისმგებელია სპეციალური საჭიროებების მქონე სტუდენტების მოზიდვასა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისთვის. კოორდინატორთა რაოდენობა განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის ტიპისგან გამომდინარე და დამოკიდებულია მის სიდიდეზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა რაოდენობაზე, დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე,უმაღლესი სასწავლებლის ფასეულობებზე. ხშირ შემთხვევაში მხარდაჭერის ღონისძიებათა კოორდინაციას ადმინისტრაციის დავალებით ახდენს თანამშრომელი თავის პედადოგიურ ან კვლევით საქმიანობასთან შეთავსებით. სამუშაოს ხარისხი ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია მის ენთუზიაზმსა და ენერგიულობაზე. ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში ასეთ კოორდინატორებად მუშაობენ საინფორმაციო განყოფილების ან სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლები. ამ შემთხვევაში მათი როგორც კოორდინატორების საქმიანობა არის განყოფილების ან დეპარტამენტის მუშაობის ნაწილი. ზოგიერთ უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობა ეკისრება არა ცალკეულ პირს, არამედ პროფესიონალთა გუნდს. მათ მოვალეობებში შედის დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება, სტუდენტების უზრუნველყოფა აუცილებელი სასწავლო მასალებისა და სხვა დოკუმენტების ასლებით დახმარება ლექციების დაკონსპექტებაში, ასისტენტების მოძიებაში და შესაბამისი სერვისების მიმწოდებლებთან დაკავშირებაში. განყოფილება სტუდენტებს აწვდის ინფორმაციას დაფინანსების ფორმებისა და წყაროების შესახებ.
განყოფილების თანამშრომლები ჩართული არიან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში, სასწავლო და საგამოცდო გრაფიკის შედგენაში. განყოფილება ხელს უწყობს კომუნიკაციას თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა შორის.
საინტერესოა, რომ, მაგალითად ინგლისისა და უელსის უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ მხარდაჭერის განყოფილებებში მუშაობს ოთხასამდე თანამშრომელი.
ინფორმაციის გავრცელება/ინფორმირება
ინფორმირება არის ერთერთი მთავარ მიმართულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სტრატეგიაში. ინფორმირებისათვის ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებლებში დაწესებულია ღია კარის დღე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ამ დღეს ეწყობა პრეზენტაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათის ხელმისაწვდომი ფორმით, განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ბევრგან ეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებისადმი მიძღვნილი საჯარო კინოჩვენებები, ტარდება ტრენინგები უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებისა და თანამშრომლებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის საკითხებზე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი მომსახურების ორგანიზება
უმაღლეს სასწავლებლებში დანერგილია მხარდაჭერის სპეციალური სერვისები. მათი დანიშნულებაა სტუდენტთა დახმარება სასწავლო მასალების ქსეროასლების დამზადებაში, აუდიოჩანაწერებისა და დოკუმენტების ადაპტირებაში.
უმაღლეს სასწავლებლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის მიზნით შეუძლიათ დაიქირავონ პროფესიონალი ასისტენტები, მოაწყონ კურსები სასწავლებლის პერსონალისათვის, ამ საქმეში ჩართონ მოხალისეები, დაამყარონ კავშირები საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. უმაღლესი სასწავლებლებს ასევე შეუძლიათ აუცილებლობის შემთხვევაში შეისყიდონ სპეციალური დამხმარე საშუალებები, მათ შორის ბრაილის შრიფტიანი ხმოვანი და სხვა ტიპის სპეციალური კომპიუტერული მოწყობილობები და პროგრამები, ქსეროქსები და პრინტერები აუდიო და ვიდეო აპარატურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის.
რიგი უმაღლესი სასწავლებლებისა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს სთავაზობენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას სპეციალური მოწყობილობების შეძენასა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობაში - სასწავლებლის ფონდებიდან გამოუყოფენ მათ სპეციალურ გრანტებს დამხმარე მოწყობილობის შეძენის ან იჯარით აღებისათვის, ასისტენტის დაქირავებისათვის, ან ეხმარებიან ამ გრანტების მიღებაში სხვა წყაროებიდან.
ცვლილებები უმაღლეს სასწავლებელში მიღების წესებში და საგამოცდო და სასწავლო განრიგში
უმაღლესი სასწავლებლები იღებენ განსაკუთრებულ ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის სასწავლებელში მიღების და სასწავლო პროცესის გაადვილების მიზნით. დასავლეთის ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად უმაღლეს სასწავლებლებში შესვლისას მოთხოვნებოი საერთ ყველა სტუდენტისათვის და ცალკე არ არის გამოყოფილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯგუფი. მაგრამ ზოიერთ ქვეყანაში მაგ. გერმანიაში, კანონმდებლობაში პირდაპირ არის მითითებული, რომ უმაღლეს სასწავლებელებში, სადაც დაწესებულია გარკვეული ლიმიტ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ენიჭებათ უპირატესობა, თუკი აკმაყოფილებენ ყველა სხვა პირობას აკადემიური უნარების თვალსაზრისით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ უფლება ისარგებლონ გამოცდების ალტერნატიული ფორმებით, მაგალითად, მათ შეიძლება შესთავაზონ ზეპირი გამოცდების შეცვლა წერითი გამოცდებით ან პირიქით, ასევე, თარჯიმანთა და ასისტენტთა მომსახურება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გადავადდეს გამოცდა ან გახანგრძლივდეს გამოცდისთვის განსაზღვრული დრო.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ მოქნილი სასწავლო გრაფიკით.
ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თავისუფლდებიან სავალდებულო სწავლის გადასახადისგან სწავლის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის შემთხვევაში. და მაინც, დროში შეზღუდვები ხშირად დაბრკოლებად რჩება ადამიანებისათვის, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევთ საშუალებას დააკმაყოფილონ ამა თუ იმ სასწავლებელში დაწესებული გრაფიკის მოთხოვნები და იძულებული არიან შეწყვიტონ სწავლა, თუ კი ადმინტრაცია გაგებით არ მოეკიდა მათ საჭიროებებს, ან მოუხსნა სტიპენდია, რომელიც გათვლილია განსაზღვრულ დროზე.
სპეციალიზებული საცხოვრებლის ორგანიზება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა ნაწილს არ შეუძლია ისარგებლოს ჩვეულებრივი საერთო საცხოვრებლებით ან კერძო ბინით. ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი მათთვის აწყობს სპეციალიზებულ საერთო საცხოვრებლებს, და უზრუნველყოფს მათ სამედიცინო და მომსახურე პერსონალით.
დისტანციური სწავლება
დისტანციური სწავლება ზრდის განათლების ხელმისაწვდომობას იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ვისთვისაც პრობლემურია მეცადინეობებზე დასწრება შესაძლებლობის შეზღუდვის რთული ფორმის გამო.
როგორც წესი, არ არსებობს დისტანციური სწავლების ცალკე, სპეციალიზებული პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ისინი ჩართული არიან დისტანციური სწავლების საერთო პროგრამაში.
ასეთი პროგრამები შეიძლება იყოს როგორც ფასიანი, ასევე უფასოც. უფასოა, მაგალითად, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთსა და ფინეთში, ფასიანი- დიდ ბრიტანეთში.
![]() |
3.1.6 ინდივიდუალური მხარდაჭერის სტრატეგია |
▲ზევით დაბრუნება |
უმაღლესი განათლების სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის ერთერთ ფორმას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტის ინდივიდუალური მხარდაჭერა გარკვეული სერვისებით. ინდივიდუალური მხარდაჭერის აქტორები ა შეიძლება იყვნენ როგორც თავად უმაღლესი სასწავლებლები, ისე სახელმწიფო, დამოუკიდებელი ფონდები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების ინდივიდუალური მხარდაჭერა, როგორც წესი, გულისხმობს შემწეობის, სტიპენდიებს, გრანტებს გაცემას, სახელმწიფო საგანმანათლებლო სესხებით სარგებლობას დამხმარე მოწყობილობათა შესაძენად, საცხოვრებელი ფართის, ასისტენტების დასაქირავებლად, აუცილებელი დამატებითი სასწავლო მასალების, წიგნების შესაძენად.
ამავე დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს ხელი მიუწვდებათ ყველა იმ დახმარებაზე/ მომსახურებაზე რომელიც გამიზნულია ყველა სხვა სტუდენტისათვის.
ინდივიდუალური მხარდაჭერის პროგრამები სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება. ეს დამოკიდებულია როგორც შესაბამისი ფონდებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობასა და პოლიტიკაზე, ასევე თავად უმაღლესი სასწავლებლების სტრატეგიებსა და პოლიტიკაზე (იმ შემთხვევაში თუ სტიპენდიების განაწილების წყარო თვით უმაღლესი სასწავლებელია).
![]() |
3.1.7 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტის სტატუსის საკითხი |
▲ზევით დაბრუნება |
დასავლეთის ქვეყნებში „სტუდენტი“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი“ არის ორი სხვადასხვა სტატუსი.
პირველ შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტს უმაღლეს სასწავლებელში აქვს ჩვეულებრივი სტუდენტის სტატუსი მისგან გამომდინარე პლუსებითა და მინუსებით.
ამგვარი მიდგომა, პირველ რიგში, ნაკარნახევია და გამართლებული მორალური თვალსაზრისით. ამას ემხრობა თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიდი ნაწილი, რადგან მიესწრაფვის თანაბარ მოპყრობას, რეალურ თანასწორობას, მისი ადამიანური ღირსების პატივისცემას.
ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ სტატუსის ამოსავალ პრინციპად მიღების შემთხვევაში შეიძლება ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი აღმოჩნდეს სასწავლო პროცესს მიღმა. არის საშიშიროება არ იქნეს გათვალისწინებული მისი სპეციფიკური საჭიროებები.
მეორე შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტს აქვს არამხოლოდ სტუდენტის, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსიც, რაც ერთიანდება ერთ ცნებაში - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი.“ ეს აისახება სასწავლო გეგმებზე, მხარდაჭერის სამსახურებზე, სწავლების მეთოდებზე და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის მისადაგებაზე. ამ შემთხვევაში სტუდენტი ახმოვანებს თავის საჭიროებებს, ხოლო უმაღლესი სასწავლებელი იღებს პასუხისმგებლობას განახორციელოს დამატებითი ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიენტის/ სტუდენტის მხარდაჭერისთვის.
![]() |
3.1.8 სპეციალური უმაღლესი სასწავლებელი |
▲ზევით დაბრუნება |
მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთო საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრაციაზე მიმართული კურსისა, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა სპეციალური უმაღლესი სასწავლებლის არსებობის საკითხი.
ერთიან საგანმანათლებლო სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართვა ზოგჯერ უკავშირდება განსაკუთრებულ სირთულეებს. მხედველობაშია მისაღები
ეკონომიკურ პირობები
სასწავლო პროცესის ორგანიზება
სოციალურ- საყოფაცხოვრებო პრობლემები
ფსიქოლოგიური ადაპტაციის საკითხი
შრომთი მოწყობის პერსპექტივები
![]() |
3.1.9 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმაღლესი განათლების ეკონომიკური ასპექტი |
▲ზევით დაბრუნება |
უმაღლესი სასწავლებლების შენობა-ნაგებობების ადაპტირება და სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, საშტატო განაწესში სპეციალური მომზადების მქონე პედაგოგიური კადრებისა და დამხმარე პერსონალის ჩართვა სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. ზოგჯერ აუცილებელია კადრებისა და ტექნიკური საშუალებების დიფერენციაცია სტუდენტთა შესაძლებლობათა შეზღუდვის ფორმისა და სირთულის მიხედვით (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაღრვევები, სხვადასხვა ხასიათის დაავადებები, სენსორული დარღვევები და სხვ).
რიგ ქვეყნებში ეკონომიკური სირთულეების გამო კვლავ რჩება სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებლები და ფაკულტეტები იმ პირობით, რომ ნებისმიერ სტუდენტს უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა.
![]() |
3.2 თავი 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების მხარდაჭერა ევროპისა და ამერიკის ცალკეულ ქვეყნებში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.2.1 დიდი ბრიტანეთი |
▲ზევით დაბრუნება |
სამართლებრივი სისტემა
დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო პოლიტიკას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა განათლების სფეროში განსაზღვრავს 2002 წლის კანონი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და ინვალიდობის შესახებ, რომელიც მიმართულია თანაბარი შესაძლებლობის და ბავშვის მიერ საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში დახმარების უზრუნველყოფისაკენ. კანონი განამტკიცებს განათლების მიღების უფლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის და მაქსიმალურად უზრუნველყოფს მათ ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში. გაერთიანებული სამეფოს საგანმანათლებლო სისტემაში ინგლისს, უელსს, ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიას განსხვავებული კანონმდებლობა აქვს.
1996 წელს მიღებული აქტი განათლების შესახებ გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს ადგილობრივ საგანმანათლებლო ხელისუფლებას, კერძოდ, მოითხოვს:
გამოავლინოს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
აუცილებლობის შემთხვევაში ჩაატაროს საჭიროებათა კვლევა საგანმანათლებლო, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით;
განაცხადოს საჭიროებების არსებობაზე და მიუთითოს მათი მოგვარების საშუალებებზე.
ადგილობრივმა საგანმანათლებლო ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე მიმართული პოლიტიკა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული განათლების პროგრამის (კურიკულუმის) ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის.
1994 წელს ძალაში შევიდა ე.წ. პირველი პრაქტიკის კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკულ რჩევებს სკოლებისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო ხელისუფლებისათვის თავიანთი მოვალეობების უკეთ შესრულებისათვის. მას შემდეგ, ბავშვებთან დამოკიდებულების შეცვლასთან ერთად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ დებულებები. კოდექსში მოცემულია დებულებები მშობლებს, სკოლებს, ადგილობრივ საგანმანათლებლო ხელისუფლებასა და სოციალურ სამსახურებს შორის მყარი პარტნიორობის განვითარებაზე. ის პროპაგანდას უწევს ბავშვის უფლებას მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხაზი ესმება იმის აუცილებლობას, რომ ბავშვის განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები გამოვლინდეს რაც შეიძლება ადრეულ ასაკში.
დაფინანსება
განათლების, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლების, დაფინანსება ძირითადად ხდება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი დელეგირებულია ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციფიკურ სკოლებზე.
იდენტიფიკაცია
დიდ ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ბავშვისათვის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლების მიცემა აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ:
მას თავის თანატოლებთან შედარებით სასწავლო მასალის ათვისებასთან დაკავშირებული მეტი პრობლემა აქვს;
მას აქვს შეზღუდული შესაძლებლობა, რომელიც ხელს უშლის გამოიყენოს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო საშუალებები;
ყველა განცხადება განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ განიხილება ყოველწლიურად მულტი-პროფესიულ შეხვედრაზე, რომელსაც მშობლები და ახალგაზრდები ესწრებიან.
მასწავლებელთა მომზადება
ინგლისსა და უელსში ყველა იმ პირს, რომელიც ცდილობს კვალიფიციური მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას, უნდა გააჩნდეს საბაზო ცოდნა და უნარ-ჩვევები განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლების სფეროში და იცნობდეს ქვეყნის შესაბამის კანონმდებლობას.
განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლების სფეროში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში; ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში სკოლებს შეუძლიათ ფინანსური რესურსების გამოყენება პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
პროფესიული განვითარების პროგრამებს საფუძვლად უდევს მასწავლებელთა წვრთნის სააგენტოს მიერ შედგენილი ეროვნული სტანდარტების ჩარჩო სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროების სპეციალისტი მასწავლებლებისა და კოორდინატორებისათვის.
განათლების პროგრამა (კურიკულუმი)
ინგლისში ყველა სკოლა (სპეციალური სკოლების ჩავლით) ვალდებულია მიიღოს ეროვნული კურიკულუმი, რომელიც საკმაოდ მოქნილია სწავლების სხვადასხვა ტემპისა და სტილისათვის. კვალიფიკაციისა და კურიკულუმის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ინგლისში ყველა კურიკულუმსა და მოკვლევების ჩატარებაზე, აქვეყნებს დეტალურ მითითებებს თუ როგორ უნდა მოხდეს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების ჩართვა ეროვნულ კურიკულუმში მათი მიღწევების მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით.
უელსის ეროვნული კურიკულუმი მიზნად ისახავს დაკმაყოფილდეს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების საჭიროებები (იშვიათი ნიჭის მქონე ბავშვების ჩათვლით) მასწავლებელთათვის მაქსიმალური მოქნილობის (თავისუფლების) მინიჭებით; მაგალითად, სწავლის სიძნელეების მქონე ბავშვებისათვის მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ უფრო დაბალი საფეხურის მასალები.
ჩრდილოეთ ირლანდიაში სავალდებულო კურიკულუმი შესაძლოა დროებით შეიცვალოს ან არ შეეხოს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს; შოტლანდიაში კურიკულუმს ერთვის მითითებები, რომელიც ეხება განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სწავლებას.
კანონის მიხედვით განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის პრიორიტეტულია ადგილობრივი ან მისი და მისი ოჯახისთვის სასურველი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა. თუმცა, თუ ეს სკოლა ვერ აკმაყოფილებს ბავშვის განსაკუთრებულ საჭიროებებს, არსებობს ალტერნატიული ე.წ. „რესურს“ სკოლები (სკოლები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ რესურსები და პერსონალი სპეციფიკური/განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სწავლებისათვის).
განათლების ოთხ ძირითად საფეხურზე (ასაკი 7+, 11+, 13+, და 16+) ყველა ბავშვს უტარდება შეფასება. ეროვნული კურიკულუმის ყველა საგანს აქვს მიღწევის მაჩვენებლები (ინდიკატორები) და ძირითადი საფეხურის დასრულების შემდგომი შეფასება. მსგავსი წესები მოქმედებს ჩრდილოეთ ირლანდიაშიც, თუმცა არის რამდენიმე განსხვავება, მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიაში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები, რომელნიც ითვლებიან რთული სასწავლო პრობლემების მქონედ, არ გადიან შეფასებას სავალდებულო სწავლების პირველ სამ ძირითად საფეხურზე.
ყველა სკოლას მოეთხოვება განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მიზნების დასახვა. ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვთა მიზნების ჩამოყალიბებისათვის კი არსებობს სპეციალური მითითებები.
ინტეგრაციისა და ინკლუზიის განვითარება
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების თვალსაზრისით ინკლუზია განათლების სფეროში არ მოიცავს მხოლოდ ფიზიკური, გონებრივი და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე ბავშვების და მოზარდების ინტეგრაციას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. ინკლუზიური განათლება განიხილება როგორც სწავლის პროცესში აქტიურობის და სწავლების დამაბრკოლებელი ბარიერების განსაზღვრის, შემცირების ან აღმოფხვრის ორმხრივი პროცესი.
განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების
განათლების უფლების დაცვის მექანიზმი
ბრიტანეთში არსებობს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების ტრიბუნალი, რომელიც შეიქმნა 1994 წელს მიღებული განათლების შესახებ კანონის საფუძველზე. ის განიხილავს ბავშვის სპეციფიკური/განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ მშობლების საჩივრებს, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი საგანმანათლებლო ხელისუფლების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ადგილობრივ საგანმანათლებლო ხელისუფლებასთან. ტრიბუნალი დამოუკიდებელი ორგანოა. ლორდ კანცლერი ირჩევს პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს, ხოლო დანარჩენ წევრებს განათლებისა და უნარ-ჩვევების სახელმწიფო მდივანი, მაგრამ მთავრობა ზეგავლენას ვერ ახდენს ტრიბუნალის გადაწყვეტილებაზე და ტრიბუნალს არანაირი კავშირი არა აქვს არცერთ ადგილობრივ საგანმანათლებლო ხელისუფლების წარმომადგენელთან. ტრიბუნალში 55 წევრია და მან დაარსებიდან (1994 წელი) დღემდე 24 000 საჩივარი დაარეგისტრირა.
![]() |
3.2.2 შვეიცარია |
▲ზევით დაბრუნება |
კანონმდებლობა
შვეიცარიაში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა განათლების უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით: „დაუშვებელია დისკრიმინაცია წარმომავლობის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, ენის, სოციალური მდგომარეობის, ცხოვრების სტილის, რელიგიის, ფილოსოფიური თუ პოლიტიკური მისწრაფებებისა და ფიზიკური თუ გონებრივი შეზღუდვის ნიშნით“. (8.2. მუხლი)
„კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა (8.4. მუხლი).
კონსტიტუციის თანახმად, კონფედერაციამ და კანტონებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვების, ახალგაზრდებისა და მოზრდილების სავალდებულო და არაფორმალური განათლება განურჩევლად მათი ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობების, ავადმყოფობის, უმუშევრობის, და ა.შ.
„არცერთი უფლება არ უნდა გამომდინარეობდეს სოციალური მიზნებიდან მათი შესაძლებლობების შესაბამისად“, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალური შესაძლებლობები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა სოციალური მიზნები, მაგალითად ეკონომიკური მიზანი.
იმის გამო, რომ სავალდებულო განათლება (9 წელი) კანტონების პასუხისმგებლობის საკითხია, შვეიცარიის განათლების სისტემისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვნება, რაც განაპირობებს შვეიცარიაში 26 საგანმანათლებლო კანონმდებლობის არსებობას. კონსტიტუციის თანახმად, კანტონები სუვერენულია, ხოლო სუვერენულობა შეუზღუდავი. ერთი მხრივ, დეცენტრალიზებული სისტემის დადებით მხარეს წარმოადგენს სკოლის სტრუქტურის ადაპტირების შესაძლებლობა კანტონურ, რეგიონალურ ან ადგილობრივ დონეებზე. მეორე მხრივ, დეცენტრალიზაციის უარყოფითი მხარეა არსებული სხვაობა სასკოლო აღჭურვილობას შორის, რომელიც დამოკიდებულია შესაბამისი კანტონების ფინანსურ სიძლიერესა თუ პოლიტიკურ მიმართულებაზე. შედეგად, სახეზე გვაქვს საგანმანათლებლო სექტორში არსებული განსხვავებული შესაძლებლობები.
სავალდებულო განათლებისაგან განსხვავებით, მოზრდილთა განათლება რეგულირდება ფედერალური კანონმდებლობით.
შვეიცარიაში მოქმედებს, ასევე, კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებების შესახებ, რომლის თანახმად კანტონები უზრუნველყოფენ ყველა ბავშვისა და ახალგაზრდის სავალდებულო განათლებას, რომელიც შეესაბამება მათ განსაკუთრებულ საჭიროებებს.
ფედერალური კანონი ინვალიდობის დაზღვევის შესახებ არეგულირებს რთული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების განსაკუთრებული განათლების საჭიროების იდენტიფიკაციისა და დაფინანსების საკითხებს. ინვალიდობის ეროვნული დაზღვევა დიდ ზეგავლენას ახდენს სპეციფიკურ განათლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ განათლება ზოგადად კანტონების პასუხისმგებლობის საკითხია.
აქტი პროფესიული გადამზადების შესახებ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო შესაძლებლობების თანასწორობას.
დაფინანსება
შვეიცარიაში სავალდებულო განათლება (9 წელი) ფინანსდება კანტონების მიერ მუნიციპალიტეტებთან ერთად. რაც შეეხება პოსტ-სავალდებულო განათლებას (პროფესიული გადამზადების ტრენინგები და უმაღლესი განათლება), იგი დაფინანსებულია კანტონების მიერ, თუმცა პროფესიული გადამზადების დაფინანსებაში ფედერალური კონტრიბუცია 20%-ს შეადგენს. უმაღლესი განათლების დაფინანსებაში თავიანთი წვლილი შეაქვთ დიდ მუნიციპალიტეტებსაც. ყველა საფეხურზე განათლების (მათ შორის პოსტ-სავალდებულო განათლება) რეგულირების დონე (ფედერალური, ადგილობრივი) დამოკიდებულია იმაზე, აღიარებულია თუ არა ბავშვი „ინვალიდობის1 დაზღვევის სამსახურის“ მიერ, კერძოდ, თუ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი აღიარა ამ სამსახურმა, მისი განათლების საკითხი რეგულირდება ფედერალური კანონმდებლობით, ანუ ინვალიდობის უზრუნველყოფის შესახებ კანონით, ხოლო განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების, რომლებიც აღიარებულნი არ არიან ინვალიდობის დაზღვევის სამსახურის მიერ, განათლება რეგულირდება კანტონის კანონმდებლობით. ყველა კანტონს აქვს სამართლებრივი საფუძველი განსაკუთრებული საჭიროებების გათვლისწინებით განათლებისათვის.
ინვალიდობის დაზღვევის სამსახურის მიერ აღიარებული ბავშვების სავალდებულო სასკოლო სწავლება მიმდინარეობს სპეციალურ სკოლებში ან განსაკუთებული საჭიროების მქონე ბავშვთა საბავშვო ბაღებში.
განსაკუთრებული საჭიროებების განათლების დაფინანსებაც დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა მოსწავლე ან დაწესებულება აღიარებული ინვალიდობის დაზღვევის სამსახურის მიერ. ამ სამსახურის მიერ აღიარებული რთული განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების დაფინანსების 50-60% მოდის ინვალიდობის დაზღვევის სამსახურზე, ხოლო დანარჩენი - კანტონზე. თუ პირი აღიარებულია ინვალიდობის დაზღვევის სამსახურის მიერ, მაშინ ეს სამსახური უხდის მას დამატებითი განათლებისათვის საჭირო თანხას 20 წლის ასაკამდე. ნაკლებად რთული განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ არიან აღიარებული „ინვალიდობის დაზღვევის სამსახურის“ მიერ, დამხმარე სწავლება, სპეციალური გაკვეთილები და თერაპიის სამკურნალო კურსები ფინანსდება კანტონის ან მუნიციპალიტეტის მიერ.
განსაკუთრებულ საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა დაახლოებით 10% არ არის აღიარებული „ინვალიდობის დაზღვევის სამსახურის“ მიერ, ისინი ვერ ხვდებიან დასაზღვევ კატეგორიებში. ამ შემთხვევაში კანტონისა და მუნიციპალიტეტის მიერ ხდება მათი სპეციფიკური განათლების სრული დაფინანსება. ეს პროცედურები ეფუძნება კანტონების კანონმდებლობას და ამდენად, განსხვავდება ერთმანეთისაგან.
შვეიცარიის პარლამენტმა მიიღო დაფინანსებაში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2007 წლიდან განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე პირების უმაღლესი განათლების სრული დაფინანსების პასუხისმგებლობა უშუალოდ გადავა კანტონებზე. ინვალიდობის დაზღვევის სამსახური გადაიხდის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობებით გამოწვეულ დამატებით ხარჯებს.
იდენტიფიკაცია
განსაკუთრებული საჭიროებების იდენტიფიკაციისას მთავარ როლს ასრულებენ დაზღვევის შესახებ ფედერალური კანონით დადგენილი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ინვალიდობის დაზღვევის სამსახურის მიერ, ხდება იმ მოსწავლეთა დაზღვევა და სწავლების დაფინანსება, რომელთაც აქვთ:
გონებრივი შეზღუდვა
მხედველობითი პრობლემები
სმენითი პრობლემები
მნიშვნელოვანი ფიზიკური შეზღუდვები
მეტყველების პრობლემა
რთული ქცევითი პრობლემები
ამავე წესით ფინანსდებიან ასევე ის პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ კატეგორიას, მაგრამ პროგრესირებადი დაავადებების გამო არ შეუძლიათ ჩვეულებრივ სკოლებში სწავლა.
ბავშვების განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები, ძირითადად, ვლინდება ექიმებისა და ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის მიერ. რადგან ადრეული ინტერვენცია შვეიცარიაში სავალდებულო არ არის, საჭიროა მშობლების თანხმობა ადრეულ მოკვლევებსა და შესაძლო ინტერვენციაზე. შესაბამისი ზომები შესაძლოა მიღებულ იქნას დაბადებიდანვე, ან პირველსავე წლებში, სანამ ბავშვი სასკოლო ასაკს მიაღწევს. ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი ან მიდის ბავშვთან სახლში ან მშობელს ბავშვი მიყავს ადრეული ინტერვენციის მომსახურების ცენტრში. გარდა ამ მომსახურეობისა, არსებობს დროებითი ან გრძელვადიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (პანსიონატები), რომლებიც ემსახურებიან რთული სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს. შვეიცარიაში 100-ზე მეტი ადრეული ინტერვენციის ზოგადი პროფილის მომსახურების ცენტრი ფუნქციონირებს. გარდა ამისა, არსებობს უშუალოდ კონკრეტულ შეზღუდვებზე მომუშავე რამდენიმე დაწესებულება.
ინვალიდობის დაზღვევის სამსახურის მიერ დაფინანსების შემთხვევაში აუცილებელია სამედიცინო შემოწმების გავლა, რომელშიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ როგორც სკოლის ფსიქოლოგები, ასევე მშობლები, მასწავლებლები, სპეციფიკური/განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლების სპეციალისტები, სკოლის ადმინისტრაციული საბჭო და კანტონის ინსტანციები (მაგ. კანტონის სავალდებულო სწავლების საბჭო). ბევრ კანტონში საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლის ადმინისტრაციული საბჭო იღებს. უთანხმოების შემთხვევაში აუცილებელია კანტონების უმრავლესობაში არსებული სპეციალური პროცედურების გავლა (მაგ. მეორადი მოკვლევა, მშობლების მოსმენა), მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც სკოლის ადმინისტრაციული საბჭო იღებს.
განსაკუთრებული განათლება
განათლების სისტემის ფარგლებში
სავალდებულო განათლება შვეიცარიაში 9 წელს მოიცავს. კანტონები პასუხისმგებელნი არიან როგორც ზოგადად განათლების, ისე განსაკუთრებული განათლების ორგანიზებაზე. არსებობს სწავლების სპეციალური ფორმები იმ ბავშვებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ჩვეულებრივი სკოლის სტანდარტებს, ან ჩვეულებრივ სკოლებში საჭიროებენ სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს. სავალდებულო განათლება ასევე ეხება მხედველობითი, სმენითი, ფიზიკური, სწავლების, მეტყველების, ქცევითი თუ გონებრივი შეზღუდვების მქონე ბავშვებს.
სპეციალური სკოლები
„ინვალიდობის დაზღვევის სამსახურის“ კრიტერიუმების თანახმად სპეციალური სკოლები ღიაა ბავშვებისათვის, რომელთაც აქვთ:
გონებრივი შეზღუდვა
ფიზიკური შეზღუდვა
რთული ქცევითი პრობლემები
სმენითი, მეტყველებითი და მხედველობითი პრობლემები
ქრონიკული დაავადებები (ჰოსპიტალური სკოლების კონტინგენტი).
სპეციალური გაკვეთილები
სპეციალური გაკვეთილები ტარდება ადაპტირებული და შემცირებული კურიკულუმის გამოყენებით იმავე სკოლის შენობაში, რომელშიც ტარდება ჩვეულებრივი გაკვეთილები. სპეციალურ გაკვეთილებზე დამსწრე მოსწავლეთა სრული რაოდენობიდან დაახლოებით 46% ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია.
ინტეგრირებული სწავლება
რთული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტეგრაცია დღესაც ძალიან იშვიათია. ჩვეულებისამებრ, არსებობს ისეთი მოდელი, როცა სპეციალური სკოლა ფუნქციონირებს ჩვეულებრივ სკოლებთან, მაგრამ ბავშვი ადმინისტრაციულად ისევ სპეციალურ სკოლაში რჩება.
ნაკლებად რთული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტეგრაცია სპეციალური გაკვეთილების ალტერნატივაა.
ინტეგრირებული სწავლებისას მოსწავლეს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა აქვს ყველა, ან მხოლოდ 1-2 საგანში.
გარდამავალი პერიოდი
ახალგაზრდების დაახლოებით ორი მესამედი შვეიცარიაში სამუშაო ბაზარზე გადის შეგირდობის ინსტიტუტის გავლით. სტუდენტების 20%-ზე ნაკლებს აქვს უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შესაძლებლობა.
ჩვეულებრივ პროფესიულ სწალებას 4 წელი სჭირდება. ნაკლებად რთული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისათვის არსებობს უფრო მოკლე და გამარტივებული, ასევე დამატებითი დახმარების კურსები.
რთული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისათვის „ინვალიდობის დაზღვევის“ სამსახური უზრუნველყოფს სპეციალურ მომსახურებას.
მასწავლებელთა მომზადება
მასწავლებელთა ზოგადი სწავლება
მასწავლებელთა ზოგადი სწავლებისთვის აუცილებელია უმაღლესი სკოლის დამთავრება, რომელიც გრძელდება 3 წელი კოლეჯის დონეზე და სრულდება ბაკალავრის ხარისხით (დაწყებით სკოლებში სწავლების უფლებით). მასწავლებელთა ზოგადი სწავლების კურსი აუცილებლად მოიცავს სპეციფიკური განათლების საკითხებს.
სპეციალიზებული სწავლება
განსაკუთრებული განათლების მასწავლებელს გავლილი უნდა ჰქონდეს ზოგადი სწავლების კურსი, შემდგომი ორი წლის განმავლობაში ხდება მისი სპეციალიზაცია განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით სწავლებაში, თუ სწავლება სამუშაოს პარალელურად მიმდინარეობს, სწავლის ხანგრძლივობა ორ წელს აღემატება.
ინტეგრაციის/ინკლუზიის განვითარება
განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კანტონების დიდ ნაწილს, ხშირ შემთხვევაში მუნიციპალიტეტებსაც კი, შემუშავებული აქვთ კონცეფცია, წესდება და სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა თანახმად უზრუნველყოფენ მათ შესაბამისი მომსახურებით. ყველა კანტონს აქვს სპეციფიკური განათლების შეფასებისა და კონტროლირების საკუთარი სისტემა. ინდივიდუალური სწავლების დაგეგმვა დანერგილი პრაქტიკაა. თუმცა, არ არსებობს განსაკუთრებული განათლების ცალკეული კურიკულუმი.
დღეისთვის, ნაკლებად რთული განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები - ე. წ. „სპეციალური კლასების“ მოსწავლეები უფრო ხშირად არიან ინტეგრირებულნი, ვიდრე რთული სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. უფრო ხშირია სწავლის სიძნელეების მქონე ბავშვების ინტეგრაცია, ვიდრე გონებრივი შეზღუდვის მქონე ბავშვებისა. სპეციალური სკოლების ბავშვების ინტეგრაცია ჯერ კიდევ იშვიათი, მაგრამ მზარდი ტენდენციაა. მშობლების მოთხოვნა ინტეგრირებულ და ინკლუზიურ სწავლებაზე იზრდება.
ჩვეულებისამებრ, ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში (მაგალითად, ვალაისის კანტონი) მეტია ინტეგრაციისა და ინკლუზიის მაგალითები, ვიდრე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე და დიდ ქალაქებში. განსხვავებული სიტუაციაა ტიცინოს კანტონში (იტალიურენოვანი შვეიცარია), რომელმაც გადმოიღო ინტეგრაციის იტალიური მოდელის გარკვეული მახასიათებლები, კერძოდ, მასწავლებლისა და მოსწავლის დახმარების მოდელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში.
_______________
1 ინგლისურად “disability”
![]() |
3.2.3 დანიის სამეფო |
▲ზევით დაბრუნება |
კანონმდებლობა
დანიაში ბავშვების, ახლგაზრდებისა და მოზრდილთა სწავლების საკითხებს არეგულირებს არაერთი აქტი. დებულებები სპეციალური და განსაკუთრებული განათლების შესახებ მოცემულია ამ აქტებში. გამონაკლისია 1980 წლის კანონი მოზრდილთა სპეციალური განათლების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან ფსიქიკური ხასიათის ფუნქციონალური შეზღუდვის მქონე მოზრდილთა საკომპენსაციო განათლების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. არსებობს ასევე განათლების მინისტრის ბრძანებები სპეციალური განათლების მხარდასაჭერად პროფესიულ განათლებასა და ტრენინგებში.
დანიის კონსტიტუციის თანახმად, სავალდებულო განათლების ასაკის ყველა ბავშვს აქვს უფასო განათლების მიღების უფლება საჯარო სკოლაში (ფოლკესკოლე).
საჯარო სკოლის შესახებ კანონში ძალიან ზუსტად და მკაცრად წერია, რომ ყველა ბავშვმა უნდა დაამთავროს საჯარო სკოლა ან სხვა სტანდარტული კურსები, რომელიც შეესაბამება საჯარო სკოლის კურსს. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას რომ დანიაში სავალდებულოა განათლება და არა სკოლა. ამგვარად, კანონი საჯარო სკოლის შესახებ ეხება სკოლის ასაკის ყველა ბავშვს, ისევე როგორც ბავშვებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან სკოლაში იმის გამო, რომ აქვთ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები.
კანონი საჯარო სკოლის შესახებ, ასევე, შეიცავს დამატებით მუხლებს გარკვეული კატეგორიის ბავშვების სპეციალური უფლებების შესახებ. ეს კანონი იმდენად მოქნილია, რომ სკოლას აქვს შესაძლებლობა არ შეასრულოს კანონის მოთხოვნები ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. მე-3 მუხლში ნათქვამია, რომ „სპეციალური განათლება და სხვა სახის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების პირობები უნდა შეექმნას ბავშვებს, რომელთა განვითარებასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და დახმარება“, აქვე პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ეს დებულებები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სკოლის მიზნებს, შეფასებასა და კვირის განრიგს. გადაწყვეტილება ბავშვის განვითარებისათვის საჭირო სპეციალური პირობებისა და დახმარების შესახებ მიიღება ბავშვებთან და მშობლებთან პედაგოგიური და ფსიქოლოგიური კონსულტაციების შედეგად და დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე. სპეციალური განათლების საკითხები ასახულია, ასევე, დანიის ეროვნულ გეგმაში „განათლება ყველასათვის“.
სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლების საკითხს ქვეყანაში განაგებს განათლების სამინისტროში არსებული ინკლუზიური განათლების დეპარტამენტი.
დანიაში, ისევე როგორც იტალიასა და ესპანეთში, ამ საკითხისადმი მიდგომა ერთმნიშვნელოვანია: ყველა ბავშვი, მიუხედავად მისი დაავადების სიმძიმისა, დადის ჩვეულებრივ სკოლაში.
1994 წელს პარლამენტის რეზოლუციით 3 წლით შეიქმნა ეროვნული საბჭო ბავშვებისათვის. 1997 წელს პარლამენტის აქტით ის გარდაიქმნა მუდმივმოქმედ ორგანოდ. საბჭო სხვა საკითხებთან ერთად აქტიურად მუშაობს სკოლის გარემოს ხელმისაწვდომობაზე.
განათლების სისტემა
სკოლამდელი განათლება
კანონში საჯარო სკოლის შესახებ მოცემულია სამართლებრივი დებულებები, რომელიც არეგულირებს ერთწლიანი სკოლამდელი განათლების საკითხებს. საჯარო სკოლა მოიცავს ერთწლიან სკოლამდელ კლასს, ცხრაწლიან საბაზო სკოლას და ერთწლიან მე-10 კლასს.
გარდამავალი პერიოდი
დანიის სკოლებში შემოღებულია მრჩევლის ინსტიტუტი. მრჩევლის პირადი კონსულტაცია და მითითებები ეხმარება მოსწავლეს საკუთარი მოსალოდნელი შედეგის რეალიზებაში და შესაძლებლობას აძლევს მას შეიმუშაოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმა.
გეგმა აღწერს მოსწავლის გრძელვადიან მიზნებს, მიზნების მისაღწევად საჭირო საქმიანობებს და მუშავდება მოსწავლის საგანმანათლებლო ჩანაწერის საფუძველზე. მოსწავლე ჩანაწერს აკეთებს მშობლებთან და სკოლასთან ერთად. წარმოებს გეგმის რეგულარული განახლება. ეგრეთწოდებული „საგანმანათლებლო ჩანაწერი“ და საგანმანათლებლო გეგმა წარმოადგენს პორტფოლიოს, რომელიც იქმნება მე-6 კლასში. ის მოიცავს კონსულტანტსა და მოსწავლეს შორის ინდივიდუალური დიალოგის ანალიზს. ეს დიალოგი გრძელდება დაახლოებით 20 წუთი და ტარდება წელიწადში ერთხელ მე-6 და მე-7 კლასში, წელიწადში ორჯერ - სავალდებულო განათლების ბოლო ორ წელს (მე-8 და მე-9) და მე-10 კლასში.
საგანმანათლებლო ჩანაწერი შეიცავს ინფორმაციას მოსწავლის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის იმას, თუ სად ისურვებდა მუშაობას ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროგრამის ან სკოლის დამთავრების შემდეგ.
ჩანაწერში ასახულია მოსწავლის ძლიერი მხარეები, ინტერესები, მოლოდინები და სურვილები განვითარების თვალსაზრისით. მოსწავლის სურვილები და მოლოდინები ყოველთვის არ განსაზღვრავს მის მომავალ არჩევანს. ყველა სტუდენტს სთავაზობენ პროფესიულ ტრენინგებს საწარმოში. სპეციალური საჭირობების მქონე ახალგაზრდებს სთავაზობენ პროფესიული სწავლების უფრო ვრცელ კურსს, ვიდრე სხვებს; ასევე, მათ ეძლევათ შესაძლებლობა სკოლის დამთავრების ბოლო წელს გაიარონ გრძელვადიანი, ე.წ. სამუშაო ტრენინგის პროგრამა. შესაძლოა ამ პროგრამის ფარგლებში მოსწავლემ იმუშაოს კვირაში ორი დღე, ხოლო დანარჩენი სამი დღე იაროს სკოლაში, ან კვირაში ხუთი დღე იმუშაოს დღის მეორე ნახევარში და პარალელურად, დაესწროს გაკვეთილებს ყოველდღე 8-დან 12-საათამდე. მოსწავლე მიიღებს დაუბეგრავ კომპენსაციას, ე.წ. ფინანსურ ჯილდოს სამუშო-ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობისათვის. ამ სახის სამუშაო ევროპის ქვეყნებში ცნობილია როგორც „ორმაგი სისტემა“.
მოსწავლის საგანმანათლებლო გეგმებისა და ჩანაწერის შედგენაზე პასუხისმგებელია მრჩეველი, რომელიც მოსწავლეს კლასის მასწავლებელსა და სხვა მასწავლებლებთან ერთად ეხმარება ამის შესრულებაში.
დაფინანსება
დანიაში განათლებისათვის გათვალისწინებული ხარჯი შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის 8%-ს. დანიის საგანმანათლებლო სისტემის სხვადასხვა დონეები ფინანსდება ე.წ. „მრიცხველის სისტემით“ ანუ პრინციპით „ფული დაყვება მოსწავლეს“.
მრიცხველის სისტემა არის განათლების სამინისტროს საერთო მიზნის, სტრატეგიის და მენეჯმენტის ნაწილი. ამ სტრატეგიის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ განათლების საკითხებითან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებენ ის ადამიანები, რომელთა უშუალო კომპეტენციაში შედის განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრა (საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები). სისტემა ეფუძნება დაწესებულებებისათვის გრანტების გადაცემას მათი საქმიანობის მიხედვით. საჯარო სკოლა(ფოლკესკოლე) არის მუნიციპალური სკოლა და ის არ ფინანსდება „მრიცხველის პრინციპით“. მუნიციპალიტეტები საკუთარი პასუხისმგებლობით წყვეტენ დაფინანსების რომელი სისტემა სჭირდებათ სკოლებისათვის, თუმცა განათლების სამინისტრო ადგენს საერთო მინიმალურ მოთხოვნებს მათთვის.
იდენტიფიკაცია
პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი იკვლევს ბავშვის საჭიროებებს და შეიმუშავებს წინადადებებს საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ. სკოლის ძირითადი მასწავლებელი იღებს გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა ბავშვს სპეციალური განათლება. პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურმა საბჭომ თვალყური უნდა ადევნოს მოსწავლის განვითარებას და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, მათ შორის, დახმარების შეწყვეტას.
სანამ ბავშვისათვის სპეციალური განათლების ფორმა იქნება შერჩეული, ძალზე მნიშვნელოვანია ყველა შესაძლებლობის მოსინჯვა ჩვეულებრივ სკოლაში მოსწავლის სპეციფიკური საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის. ბავშვი შეძლებისდაგვარად უნდა სწავლობდეს კლასში, რომელიც შეესაბამება მის ასაკს. შესაძლოა, მოსწავლე საჭიროების შემთხვევაში მისი მშობლების თანხმობით ორი წლის განმავლობაში სწავლობდეს ერთსა და იმავე კლასში, ან შესთავაზონ 11 წლიანი სწავლება სკოლამდელი კლასის გარეშე.
კანონის თანახმად, განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლება ყოველთვის უნდა იქნეს ინიცირებული ჩვეულებრივი სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოკვლევას: თუ ბავშვი საჭიროებს დამატებით რესურსებსა და მხარდაჭერას, რომელსაც ვერ უზრუნველყოფს სკოლა, სკოლამ უნდა შესთავაზოს მოსწავლეს პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური გამოკვლევა, რომელიც მიმდინარეობს მშობლებთან და ბავშვთან კონსულტაციებით. თუ მშობელს არ სურს ბავშვის გამოკვლევა, დამრიგებელმა საფუძვლიანად უნდა დაასაბუთოს მისი აუცილებლობა მშობლის თანხმობის გარეშე. მშობლებსა და მოსწავლეს, ასევე, შეუძლიათ პირდაპირ მიმართონ ადგილობრივ პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო სამსახურს. მოსწავლეებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭირობების განსაზღვრა ხდება შემდეგ საფუძველზე:
მოკვლევა;
საბჭოს წინადადება/განაცხადი;
საჭიროებისას წერილობითი ანგარიში.
საჩივრები
მშობლებს შეუძლიათ გაასაჩივრონ ძირითადი მასწავლებლის გადაწყვეტილება. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტი. მშობლებს უფლება აქვთ მოითხოვონ განათლების ინდივიდუალური გეგმის შეჩერების ან გაუქმების შესახებ მუნიციპალური გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაბამის ორგანოში. იგივე ხდება საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ოლქის გადაწყვეტილებების შემთხვევაში.
განსაკუთრებული განათლება
განათლების საერთო სისტემაში
განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლების მიზნებია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მაქსიმალურად ჩართვა ჩვეულებრივ სასკოლო გარემოში და ყველა ბავშვის უზრუნველყოფა მისი შესაძლებლობების შესაბამისი განათლებით.
განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლება შესაძლოა განხორციელდეს რამდენიმე ფორმით. უმრავლეს შემთხვევაში, მოსწავლე რჩება ჩვეულებრივ კლასში ან იღებს სპეციალურ განათლებას ერთ ან რამდენიმე საგანში, როგორც საერთო განათლების დამატებას. მოსწავლეს აქვს ალტერნატივა: ისწავლოს ჩვეულებრივ კლასში, სპეციალურ კლასში ჩვეულებრივ სკოლაში თუ სპეციალურ სკოლაში. ასევე, შესაძლოა შემდეგი კომბინაცია: მოსწავლე არის ჩვეულებრივი სკოლის ჩვეულებრივი კლასის ან სპეციალური კლასის მოსწავლე, თუმცა განათლებას ღებულობს ორივე ტიპის კლასში. სპეციალური კლასები არსებობს იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც აქვთ ინტელექტუალური, მხედველობითი, სმენითი და ფიზიკური შეზღუდვა, დისლექსია.
მუნიციპალიტეტის და პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური
საკონსულტაციო სამსახურის როლი
მუნიციპალიტეტი და ოლქი ვალდებულია ხელი შეუწყოს ბავშვის განვითარებას განათლების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად. გეგმის განხილვა და მასში ცვლილებების შეტანა ხდება წელიწადში ერთხელ მაინც. შეხვედრაზე განიხილება გეგმის გაგრძელების, შეცვლის ან შეწყვეტის საკითხი. საბოლოო გადაწყვეტილებას ფსიქოლოგიურ-საკონსულტაციო სამსახურთან კონსულტაციის საფუძველზე იღებს ძირითადი მასწავლებელი. საოლქო საბჭო მუნიციპალიტეტთან კონსულტაციების შედეგად იღებს გადაწყვეტილებებს საყოველთაო სპეციალური საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესახებ. ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას მშობლებთან კონსულტაციების გზით. ოლქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ევალებათ შესაბამის მუნიციპალიტეტებს.
სავალდებულო განათლება
დანიური კანონი სკოლის შესახებ ხაზს უსვამს სკოლასა და პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას ჩვეულებრივ სასკოლო სისტემაში განსაკუთრებული განათლების საკითხებზე. სპეციალური სწავლება ყოველთვის ინიცირებულია პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური საბჭოს რჩევით - გამონაკლისი ამ წესიდან დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური დახმარების შეთავაზება ხდება არაუმეტეს 15 სასწავლო დღის ხანგრძლივობით.
ინდივიდუალური განათლების გეგმა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
სკოლის ყველა საგნის სწავლება;
ტრენინგები და მუშაობის მეთოდები;
სპეციალური საგანმანათლებლო დახმარება მშობლებისათვის;
სპეციალური განათლების მასალები და ტექნიკური საშუალებები;
სპეციალური ღონისძიებები და საქმიანობები.
ოლქი პასუხისმგებელია განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლების ორგანიზებაზე საერთო საგანმანათლებლო სისტემის ფარგლებში. 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის მუნიციპალიტეტთან კონსულტაციების და მოსწავლისა და მისი ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე ოლქი იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობის შესახებ.
ზოგიერთი ოლქი განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებს სთავაზობს პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს.
მასწავლებელთა მომზადება
დანიაში, განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლების მარეგულირებელ ნორმებში, მითითებულია, რომ ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს როგორც საბაზო კურსი მასწავლებლებისათვს, ასევე ერთწლიანი კურსი განსაკუთრებულ განათლებაში დანიის განათლების უნივერსიტეტში. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა სწავლებისათვის მასწავლებელს აუცილებლად გავლილი უნდა ჰქონდეს კურსი, რომელიც მას შესაბამის კვალიფიკაციას აძლევს.
ინტეგრაციის/ინკლუზიის განვითარება
წესები განსაკუთრებული განათლების შესახებ ხაზს უსვამს ინკლუზიური და დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობას. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების სეგრეგაციის შემცირების მიზნით განათლების სისტემის ინკლუზიურად გარდაქმნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
წესების თანახმად, სკოლაში სწავლება ისე უნდა აეწყოს, რომ პასუხობდეს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს. სწავლების ინკლუზიური მიდგომა უნდა იქნეს გამოყენებული არა მარტო ცალკეული მასწავლებლების მიერ კლასში, არამედ გახდეს სკოლის საერთო პრინციპი.
ინკლუზიური განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ქვეყანაში ხდება „თანასწორობის“ იდეის რეალიზება, რაც თავის მხრივ, ზეგავლენას ახდენს მოსწავლეებზე, მშობლებზე, მასწავლებლებზე, სკოლის მენეჯმენტზე და ტრადიციებზე. სწავლა-განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ხდება შემდეგი თემატური სფეროების განვითარებით:
განათლების ინდივიდუალური დაგეგმვა და სწავლება: სკოლა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ყველა მოსწავლეს აღეძრას სწავლის სურვილი და მიიღოს სარგებელი განათლებისგან. სკოლის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის შესაძლებლობებს და აღწერდეს, თუ როგორ უნდა განავითარონ მოსწავლეებმა თავიანთი პოტენციალი.
მშობლებისა და სკოლის თანამშრომლობა: მშობლებმა, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მუდმივად უნდა შეაფასონ მოსწავლის მიერ მიღებული განათლების ხარისხი. შეხედულებების გაზიარება და მჭიდრო თანამშრომლობა მშობლებსა და სკოლას შორის შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე პოზიტიურად არის განწყობილი. სკოლა და სხვა დაწესებულებები მზად უნდა იყვნენ ჩაერთონ ახალ საგანმანათლებლო პროცესებში, გაითვალისწინონ მშობლების განსხვავებული იდეები და მოთხოვნები. დიალოგი მოსწავლეებთან, მშობლებთან და სკოლასთან უნდა იყოს გასაგები და ფოკუსირებული პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე ბავშვის განათლებისა და სპეციალური პედაგოგიური დახმარებისათვის.
სკოლის სტრუქტურა და სწავლება: ინკლუზიური სკოლის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა თანამშრომლობისა და სწავლების ახალი და განსხვავებული ფორმები, სკოლის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა, ახალი და განსხვავებული პედაგოგიური თეორიების დანერგვა პრაქტიკაში, სკოლის მენეჯმენტი და მასწავლებლის კვალიფიკაცია. სკოლის მენეჯმენტი და პერსონალი უნდა იყოს მოქნილი და გააჩნდეს სურვილი გაეცნოს და დანერგოს სწავლების ახალი მეთოდები, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლის დამოუკიდებლობის მიღწევას და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას, ეფუძნება მის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, უნარებს.
სავალდებულო სკოლიდან შემდგომ განათლებაზე გადასვლა და დასაქმება: ყველა მოსწავლე ცხოვრებაში გადადის ერთი საფეხურიდან შემდეგზე, გადასვლა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ადვილი და უმტკივნეულო, ამდენად მნიშვნელოვანია ამ საფეხურებს შორის კავშირის არსებობა. თუ არ არის მიღებული თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების პრობლემების გადაჭრა რთულდება.
სკოლისა და თავისუფალი დროის კოორდინაცია: სკოლები და ინსტიტუტები უნდა იყვნენ მოქნილნი და განიხილონ სკოლა და თავისუფალი დრო როგორც საერთო საგანმანათლებლო სფერო.
ამგვარად, დანიაში განათლების ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებებად აღიარებულია:
მოქნილი საგანმანათლებლო წესები;
მუდმივი დისკუსიები სპეციალური განათლების, სრული სპეციალური განათლების და ჩვეულებრივი განათლების შესახებ;
მეთოდებისა და სწავლების შესახებ წესების გაანალიზება-განახლება;
კომუნიკაციის ახალი მეთოდებისა და საგანმანათლებლო მასალების შემუშავება;
სკოლის ფიზიკური გარემოს კეთილმოწყობა;
სკოლის შტატის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
მრავალმხრივი თანამშრომლობა როგორც შიდა, ასევე სკოლის, სექტორების, რეგიონების და ქვეყნის დონეზე.
![]() |
3.2.4 ნორვეგია |
▲ზევით დაბრუნება |
კანონმდებლობა
ნორვეგიის განათლების სისტემის მიზანია ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს მორგებული განათლების დამკვიდრებით.
განათლების საკითხები ნორვეგიაში რეგულირდება 1999 წელს მიღებული კანონით განათლების შესახებ, სპეციფიკური განათლების შესახებ ნორმები გათვალისწინებულია ამ კანონის მე-5 მუხლში, პარაგრაფში 5-5.
კანონებს ამზადებს და იღებს შტორტინგი, ნორვეგიის პარლამენტი. სავალდებულო, უმაღლეს და მოზრდილთა განათლებაზე ძირითადად პასუხისმგებელია განათლებისა და კვლევების სამინისტრო. იგი პასუხისმგებელია, აგრეთვე, სავალდებულო კურიკულუმის სახელმძღვანელო პრინციპების შედგენაზე. სკოლამდელი ასაკის განათლებაზე პასუხისმგებელია ბავშვთა თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის სამინისტრო.
ნორვეგიაში საშუალო განათლებაზე პასუხისმგებელია 19 საგრაფო და 439 მუნიციპალიტეტი. პასუხისმგებლობა გულისხმობს მოსწავლეთა რაოდენობის კონტროლს, პერსონალის დანიშვნას, ბიუჯეტირებას, სკოლის კურიკულუმის ეროვნულ სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობის ზედამხედველობას და საგანმანათლებლო სტანდარტების მონიტორინგს.
ნორვეგიის მთავრობა განსაზღვრავს განათლების ამოცანებს და ჩარჩოებს. თითოეულ საგრაფოში არის ეროვნული საგანმანათლებლო ოფისი, რომელიც ასრულებს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებს და მოქმედებს როგორც სააპელაციო ორგანო. უკანასკნელ წლებში პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანწილად გადავიდა ცენტრალურიდან ადგილობრივ ხელისუფლებაზე. საშუალო სკოლების დაწყებითი და დაბალი კლასების მართვასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელნი არიან მუნიციპალიტეტები, ხოლო მაღალ კლასებში - საგრაფოები.
კანონი დაწყებითი და დაბალი კლასების, საშუალო განათლების შესახებ ავალდებულებს ყველა მუნიციპალიტეტს უზრუნველყოს განათლება და პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური მომსახურება მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა. ყველა მოსწავლე რეგისტრირდება ადგილობრივ სკოლაში და აქვს უფლება მიიღოს ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისი განათლება. მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ უზრუნველყონ სპეციფიკური განათლება, როგორც ძირითად, ისე სხვა ტიპის სკოლებში, მაგრამ ნორვეგიის სკოლების პოლიტიკის მთავარი პრინციპია ინკლუზიური სწავლების დამკვიდრება.
დაფინანსება
განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლებისთვის არ არის გამოყოფილი ცალკე დაფინანსება ეროვნულ დონეზე - თავიანთ ტერიტორიაზე ამ საკითხზე პასუხისმგებელნი არიან მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის სასკოლო ბიუჯეტის დაახლოებით 20% იხარჯება სპეციფიკურ განათლებაზე. დამატებითი სახელმწიფო სუბსიდიები გამოიყოფა რეგიონული განსხვავებების შესამცირებლად. ეს მოიცავს სპეციფიკური სკოლებისა და მომსახურების დამატებით დაფინანსებას.
სპეციფიკური საჭიროების იდენტიფიკაცია
ნორვეგიაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების გამოვლენას რაც შეიძლება ადრეულ ასაკში. ადგილობრივი ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო-ფსიქოლოგიური ცენტრები ერთობლივად ახდენენ სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირებას სასკოლო ასაკის მიღწევამდე.
საგანმანათლებლო-ფსიქოლოგიური მომსახურება
ჯანდაცვის დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, აგრეთვე მშობლებს დახმარებისთვის შეუძლიათ მიმართონ საგანმანათლებლო-ფსიქოლოგიურ ცენტრებს. ცენტრი მშობლების წერილობითი თანხმობით ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება მოსწავლის საჭიროებები, მიზეზი, რის გამოც ბავშვი საჭიროებს განსაკუთრებულ განათლებას, ამ განათლების შინაარსი, ასევე განათლების უზრუნველყოფის გზები. სკოლა შეიმუშავებს განათლების ინდივიდუალურ გეგმას, რომელშიც გათვალისწინებულია საგანმანათლებლო-ფსიქოლოგიური ცენტრის რჩევები, გეგმა შესაბამისობაში უნდა იყოს კურიკულუმთან, რომლითაც ხელმძღვანელობს კლასის დანარჩენი ნაწილი. ანგარიში წარედგინება მუნიციპალიტეტებს, რომლის საფუძველზე იგი უზრუნველყოფს მოსწავლის სპეციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. თუ მუნიციპალიტეტი არ გაიზიარებს ანგარიშში მოცემულ დასკვნებს, ვალდებულია დაასაბუთოს უარის მიზეზი.
განსაკუთრებული განათლება
საგანმანათლებლო სისტემის ფარგლებში
ნორვეგიაში 1991 წლიდან დაიწყო სპეციფიკური განათლების სისტემის რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული 40 სპეციალური განათლების სკოლიდან 20 დაიხურა, ხოლო დანარჩენი 20 გადაკეთდა რესურს ცენტრად. რეორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო განათლების სრულ ინკლუზიურ სისტემაზე გადასვლა.
ამჟამად განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლებას ეროვნულ დონეზე იღებს მოსწავლეთა საშუალოდ 6.5%. თუმცა საგრაფოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ეს მაჩვენებელი მერყეობს 1.6%-დან 19%-მდე.
ვინაიდან სპეციალური სკოლების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია, ისინი არ თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ინკლუზიის პროცესში.
მასწავლებელთა სწავლება
პედაგოგიურ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში საწყის ეტაპზე ნახევარი წლის განმავლობაში ყველა მასწავლებელი იღებს საბაზო განათლებას სპეციფიკური განათლებისა და დამხმარე მომსახურების სფეროში. არსებობს, ასევე, დამატებითი ტრენინგ-პროგრამები სპეციფიკური განათლების საკითხებზე.
სპეციალიზებულ მასწავლებელთა სწავლება
სპეციალური მასწავლებლის მომზადებას უზრუნველყოფს როგორც კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ასევე კოლეჯების ერთი ან ორწლიანი კურსები განსაკუთრებული განათლების სფეროში. ოსლოს უნივერსიტეტის განსაკუთრებული განათლების ინსტიტუტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას. მასწავლებლების სპეციფიკური/განსაკუთრებული განათლების სწავლება ფოკუსირებას ახდენს სხვადასხვა სპეციფიკურ საგანმანათლებლო თემებზე და პრევენციულ ზომებზე. არ არსებობს ინკლუზიაზე ფოკუსირებული სპეციალური პროგრამები.
საზოგადოება
საზოგადოება, ძირითადად, მხარს უჭერს განათლების სფეროში ინკლუზიური სწავლების სისტემის დამკვიდრებას. მისი უდიდესი ნაწილი იზიარებს თანასწორობისა და თანამონაწილეობის პრინციპებს. თუმცა ნაწილი ემხრობა სეგრეგაციას და ერთ-ერთ არგუმენტად მოყავს ის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს აუცილებლად სჭირდებათ მსგავსი პრობლემების მქონე თანატოლებთან ურთიერთობა. მათი კიდევ ერთი არგუმენტია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების შეზღუდული რესურსები.
გზა ინკლუზიისაკენ
ნორვეგიის საგანმანათლებლო პოლიტიკის მთავარი პრინციპია სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. კურიკულუმში მითითებულია, რომ:
სკოლამ უნდა უზრუნველყოს ყველა მოსწავლის მიღება და აქედან გამომდინარე, მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე;
განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლების მიღება ხდება ინკლუზიის, თანამონაწილეობისა და დეცენტრალიზაციის პრინციპების გათვალისწინებით. მისი მიზანია შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილ იქნას ყველა მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სისტემის ფარგლებში.
ამგვარია ნორვეგიის ოფიციალური პოლიტიკა უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში.
![]() |
3.2.5 შვედეთი |
▲ზევით დაბრუნება |
კანონმდებლობა
შვედეთში განათლების ძირითადი პრინციპია “სკოლა ყველასათვის” ანუ, შესაბამისი განათლების ხელმისაწვდომობა ყველასათვის. კანონი განათლების შესახებ ადგენს, რომ ყველა ბავშვი უნდა სარგებლობდეს ამ უფლებით განურჩევლად სქესისა, საცხოვრებელი ადგილისა და სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეები, რომლებიც განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ, არაფრით განსხვავდებიან მოსწავლეთა სხვა ჯგუფებისაგან და მათი უფლებები ცალკე არ არის მითითებული. თუმცა, სკოლებში თითოეული მოსწავლის საჭიროებებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა უმრავლესობა, ჩვეულებისამებრ, განათლებას საბაზისო და საშუალო სკოლებში ღებულობს. არსებობს ასევე გახანგრძლივებული კლასები ფუნქციონალური შეზღუდვების ან სოციალურ-ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებისათვის.
ყველა მოსწავლეს აქვს სკოლის (განურჩევლად იმისა, მუნიციპალური იქნება ეს სკოლა თუ კერძო) არჩევის უფლება.
დაფინანსება
კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი მომსახურებები, რომელთა შორის დიდი ადგილი უჭირავს სავალდებულო განათლებას. ბევრი მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის დელეგირებას ახდენს პირდაპირ სკოლაზე. განსაკუთრებული განათლებისთვის ცალკე ფონდი არ არის გამოყოფილი. ყოველ სკოლას გამოყოფილი აქვს თანხა მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით და იგი ვალდებულია გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყოს ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება. დაფინანსება ვრცელდება ნებისმიერ სკოლაზე, რომელსაც ბავშვი აირჩევს - მუნიციპალური იქნება ეს თუ კერძო. სახელმწიფოსაგან ფინანსური დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მოზარდებსაც, რომელნიც განათლებას იღებენ მაღალ კლასებში პირადი სუბსიდიებისა და სესხების ფორმით.
იდენტიფიკაცია
არსებობს ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირებისა და გამოკვლევის სხვადასხვა გზები.
ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შექმნილი ბავშვთა ზრუნვის კლასები (მუნიციპალური ან კერძო) საშუალებას იძლევა სკოლაში შესვლამდე განისაზღვროს იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ.
თუ მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ თვითონ ვერ ახერხებენ მოსწავლის სპეციფიკური საჭიროებების დაკმაყოფილებას, პრობლემის მოსაგვარებლად მოიწვევა სკოლის მასწავლებელთა და ადმინისტრაციის საერთო კრება. სკოლებში შექმნილია მოსწავლის კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს სკოლის საბჭოს, მოსწავლის კეთილდღეობაზე ზრუნვის პერსონალს (ექთანი, ფსიქოლოგი, მრჩეველი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მასწავლებელი). კრება შეიმუშავებს მოსწავლის სპეციფიკური საჭიროების უზრუნველყოფის გეგმას.
განათლების პროგამა (კურიკულუმი)
ეროვნულ კურიკულუმში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო საჭიროებებზე. კურიკულუმში განსაზღვრულია ძირითადი ფასეულობები, ამოცანები და საქმიანობები. ბავშვის ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე პასუხისმგებელია ადგილობრივი ხელისუფლება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კურიკულუმის ნორმების დაცვა და მისი მიზნების შემდგომი განვითარება. ეროვნულ კურიკულუმში მითითებულია, თუ ვინაა პასუხისმგებელი სკოლის საქმიანობებისა და ეროვნული მიზნების განხორციელებაზე.
განათლება განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით
განათლების ერთიანი სისტემის ფარგლებში
მასწავლებლებთან, მშობლებთან და თავად მოსწავლესთან თანამშრომლობით დგება განვითარების გეგმა თითოეული მოსწავლისთვის, რომელიც სპეციალურ მხარდაჭერას საჭიროებს. გეგმაში ნათლად არის განსაზღვრული თითოეული პარტნიორის მოვალეობები მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების საქმეში.
მუნიციპალიტეტის დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა განათლება შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით:
ყველა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლისათვის მუშავდება განვითარების გეგმა თავად მოსწავლის, მშობლებისა და სპეციალისტების თანამშრომლობით;
სპეციალისტი მასწავლებლები კონსულტაციას უწევენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების მასწავლებლებს;
სპეციალისტი მასწავლებელი ან ასისტენტი ეხმარება მასწავლებელს კლასში, მუშაობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლესთან მოკლე ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;
მოსწავლე იღებს მისი საჭიროებების შესაბამისად ადაპტირებულ სასწავლო მასალას;
მოსწავლე, საჭიროების შემთხვევაში, ტოვებს კლასს განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში სპეციალისტ მასწავლებელთან ინდივიდუალური მუშაობის მიზნით;
კლასის ასისტენტი მუშაობს ბავშვთან, რომელიც განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს, ან მთელ კლასთან;
მოსწავლე, რომელიც განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს, გარკვეული ვადით სწავლობს მსგავსი საჭიროებების მქონე ბავშვების ჯგუფში ამავე სასწავლო დაწესებულების ფარგლებში;
მასწავლებლებს ეხმარებიან ადგილობრივი რესურს ცენტრები;
ადგილობრივ რესურს ცენტრებს საჭიროებისას დახმარებას უწევს შვედეთის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლების ინსტიტუტის კონსულტანტი.
ფუნქციონალური შეზღუდვის მქონე მოზრდილებს შეუძლიათ განათლება მიიღონ მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ მოზრდილთა საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში. გარდა ამისა, არსებობს მოზრდილთა ეროვნული პროგრამებიც. ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო გამოყოფს დამატებით დაფინანსებას მათი განსაკუთრებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც ხელს უწყობს განხორციელდეს პრინციპი - არცერთი მოზრდილი განათლების გარეშე.
შემცირებული სასწავლო პროგრამები
სკოლები ყოველთვის ვერ უზრუნველყოფენ ყველა მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობლებს მორგებული განათლების შეთავაზებას. მოსწავლეებს, რომელთათვისაც ჩვეულებრივი განათლება ძალზე რთულია, სკოლა სთავაზობს შემცირებულ სასწავლო კურსებს, რაშიც იგულისხმება გაკვეთილების ან საგნების რაოდენობის შემცირება. მოსწავლე, რომელიც შემცირებული სწავლების კურსს გაივლის, ვერ მიიღებს სრულ საბოლოო შეფასებას (ანუ ატესტატს), მაგრამ ექნება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
თუ სკოლა მიიჩნევს, რომ ვერ დააკმაყოფილებს მოსწავლის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებს, ნათლად უნდა დაასაბუთოს უარის მიზეზი და განათლების მიღების სხვა გზების მოძიების მიზანშეწონილობა.
გარდამავალი პერიოდი
უმაღლესი და საშუალო სკოლები არ არის სავალდებულო, მაგრამ თითქმის ყველა მოსწავლე აგრძელებს განათლების მიღებას ამ დაწესებულებებში. სწავლა აქ უფასოა, მოსწავლე უზრუნველყოფილია უფასო სასწავლო მასალებით, კვებით და სამედიცინო მომსახურებით. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები ტექნიკურ დახმარებას იღებენ საგრაფოებისაგან, ხოლო ადაპტირებულ სასწავლო მასალებს - სახელმწიფოსაგან.
უმაღლესი და საშუალო სკოლების მოსწავლეებს არსებული ეროვნული პროგრამებიდან შეუძლიათ აირჩიონ ერთი მათი ინტერესის მიხედვით. ამ ეროვნული პროგრამებით სარგებლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების უმრავლესობა. იმ მოსწავლეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ეროვნული პროგრამის დაძლევა, შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ ინდივიდუალურ პროგრამებს. ამ პროგრამაში ყველა მოსწავლეს აქვს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და შეუძლია სწავლის შეთავსება მუშაობასთან.
მუნიციპალიტეტებს ევალებათ უზრუნველყონ უმაღლესი საშუალო განათლება ყველა მოსწავლისათვის მიუხედავად მისი შეზღუდვების სირთულისა. ეს ძირითადად ხორციელდება იმ პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მოსწავლეებს სთავაზობენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.
ეროვნული პროგრამები რთული შეზღუდვების მქონე მოსწავლეებისათვის სხვა პროგრამებთან ერთად მოიცავს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: ტურიზმი, ვაჭრობა, მრეწველობა და ხელოვნება. მათთვის, ისევე როგორც ყველასათვის, გარანტირებულია არჩევანის უფლება.
სახელმწიფო სპეციალრი სკოლები და რესურსცენტრები
შვედეთში 2001 წლიდან სახელმწიფო სპეციალური სკოლები გარდაიქმნა რესურსცენტრებად. ამჟამად ფუნქციონირებას განაგრძობენ მხოლოდ რთული სმენითი პრობლემის მქონე ბავშვთა სპეციალური სკოლები. ქვეყანაში საჭიროებების გათვალისწინებით განათლების ოთხი სახელმწიფო რესურსცენტრია. მათ მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ მხედველობითი, სმენითი, სწავლის, მეტყველების პრობლემების მქონე პირები და მათთან მომუშავე პერსონალი. ცენტრების მიზანია მიზნობრივი ჯგუფების განვითარება საჯარო სკოლის სისტემაში ჩართვის გზით. საქმიანობები მოიცავს სპეციალური საჭიროებების კვლევას და შესაბამის სწავლებას, ინფორმაციის გავრცელებას, მოსწავლეთა მშობლებისა და მეურვეების, მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის განათლებასა და შემდგომ სწავლებას. რესურსცენტრების ცენტრალური ადმინისტრაციული სააგენტო შვედეთის სპეციალური განათლების ინსტიტუტია.
მასწავლებელთა მომზადება
მასწავლებელთა მომზადების პროგრამის ფარგლებში ყველა მასწავლებელი გადის ტრენინგს განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლებაში. ამავე პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მასწავლებელი უშუალოდ განსაკუთრებული საჭიროებების განათლების კუთხით დახელოვნდეს. პარლამენტის 1998 წლის გადაწყვეტილების თანახმად, სავალდებულო სკოლის ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს სპეციალური განათლების სრული კურსის ნახევარი. გარდა ამისა, არსებობს სამსემესტრიანი ტრენინგ-პროგრამა სპეციალური სწავლების სფეროში. სპეციფიკური განათლების მასწავლებლებს შეუძლიათ დახმარება და მითითებები შესთავაზონ ზოგადი პროფილის მასწავლებლებს განსაკუთრებული შეზღუდვების მქონე ბავშვის სწავლებაში. სპეციალური განათლების მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან, კლასის ნაწილთან, ან მხოლოდ დამატებითი სწავლების საჭიროების მქონე ბავშვთან.
სახელმწიფო, შვედეთის განსაკუთრებული საჭიროებების განათლების ინსტიტუტის მეშვეობით, ადგილობრივ ხელისუფლებას სთავაზობს მხარდაჭერას სპეციფიკური საჭიროებების განათლების სფეროში პედაგოგიური რესურსების განვითარების მიზნით. ინსტიტუტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს, იგი ახდენს სახელმწიფო დახმარების კოორდინაციას სპეციალური განათლების სფეროში, წარმოადგენს საყრდენ რესურსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, მოზარდებთან და მოზრდილებთან მუშაობაში, მიზნად ისახავს როგორც პედაგოგების, ისე მუნიციპალიტეტში მომუშავეთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
სპეციფიკური საჭიროებების განათლების ეროვნული სააგენტო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს სთავაზობს სასწავლო მასალების ადაპტირებულ ვერსიას. ბევრ მუნიციპალიტეტში არსებობს რესურსცენტრები, რომლებიც სკოლებსა და მასწავლებლებს სთავაზობენ პედაგოგიურ დახმარებას.
განათლების ეროვნული სააგენტო
შეფასების სისტემა რამდენიმე ეტაპზე ფუნქციონირებს. სკოლის საბჭო, პერსონალი და მოსწავლეები პასუხისმგებელნი არიან საკუთარ შეფასებაზე და სკოლის საბჭოს აწვდიან შედეგებსა და სხვა სახის ინფორმაციას. ეს უკანასკნელი აფასებს ამ სკოლის საქმიანობებს, სამომავლო გეგმებს და ანგარიშს აწვდის მუნიციპალიტეტებს. მუნიციპალიტეტები შვედეთის განათლების საქმიანობებზე ანგარიშს აწვდიან განათლების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც თავის მხრივ, ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე. დოკუმენტები ოფიციალურ სტატუსს ატარებს და ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომია.
სკოლა მოწმდება მხოლოდ მშობლების, მოსწავლეების, მასწავლებლების ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე. თუკი საქმე მუნიციპალიტეტმა ვერ მოაგვარა, გასაჩივრება ხდება განათლების ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს შეუძლია აწარმოოს გამოძიება და სკოლას მიაწოდოს რეკომენდაცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
ინკლუზიის განვითარება
შვედეთის განათლების სისტემას საფუძვლად უდევს ფილოსოფია, რომ ყველა ბავშვს აქვს განვითარებისა და სწავლის თანაბარი უფლება. ეს უფლება მითითებულია განათლების შესახებ კანონის პირველივე პუნქტში. ამ პრინციპის ფარგლებში ბავშვების ინკლუზია უაღრესად მნიშვნელოვანია, როდესაც სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების უფლებები ცალკე არაა მითითებული. სავალდებულო სკოლების კურიკულუმი საერთოდ არ იყენებს ტერმინს, ან ცნებას - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რითაც ხაზს უსვამს ყველა ბავშვის უფლებას განათლება მიიღოს ერთიან სისტემაში.
ეს მნიშვნელოვანი ფილოსოფიური მიდგომაა სკოლის ორგანიზებისა და ფუნქციონირებისათვის.
![]() |
3.2.6 იტალია |
▲ზევით დაბრუნება |
საკანონმდებლო სივრცე:
იტალიის სამართლებრივი სისტემა და სხვადასხვა დროს მიღებული აქტები წლების განმავლობაში ქმნიდა ინკლუზიური განათლების დამკვიდრების საფუძველს. ამ მხრივ, აღსანიშნავია ორი საკანონმდებლო აქტი, რომლებიც უმთავრეს როლს ასრულებდა მანამ, სანამ 1992 წელს იტალიის პარლამენტი მიიღებდა კანონს, რომელმაც თავი მოუყარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითად უფლებებსა და გარანტიებს. ეს იყო 1971 წლისა და 1977 წლის აქტები, რომლის საფუძველზეც გაუქმდა სპეციალური სკოლები. 1992 წლის კანონმა განსაზღვრა ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავისუფლებისა და ღირსების უფლება და მათი სრული ინკლუზია ოჯახში, სკოლაში, სამუშაო ადგილზე და საზოგადოებაში (პირველი მუხლი, ა ქვეპუნქტი);
საზოგადოების ვალდებულება მოშალოს ყველა ბარიერი, რაც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტონომიურობას, თვითდახმარებას და ინკლუზიას (პირველი მუხლი, ბ ქვეპუნქტი);
ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება დაწყებით და საბაზო საფეხურზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარიყვის პრევენციისათვის; რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება (პირველი მუხლი, გ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლი);
გააზრება იმისა, რომ სოციალური ინკლუზიის უმთავრესი მიზანი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალის განვითარება კომუნიკაციის, სასწავლო და საზოგადოებრივ პროცესებში (მე-8 მუხლი).
1992 წლის კანონის მე-12 და მე-13 მუხლები უშუალოდ შეეხება სასკოლო განათლებას და აყალიბებს, რომ „განათლების უფლების განხორციელება არ შეიძლება შეფერხდეს არც საგანმანათლებლო სირთულეების და არც სხვა პრობლემების, მათ შორის სიღარიბის, ოჯახების დაბალი სოციალურ-კულტურული დონის, მშობელთა ყურადღების ნაკლებობის, წარმომავლობის საფუძველზე.“ ამავე მუხლების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სარგებლობენ უფლებით ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში ნებისმიერი დონის საჯარო სკოლასა და უნივერსიტეტში. კანონი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლების ვადლებულებას შესაბამისი დახმარებით უზრუნველყოს ფიზიკური და სენსორული შეზღუდვის მქონე მოსწავლეები/სტუდენტები. აღნიშნული პირების მხარდაჭერას ასევე ახორციელებენ ე.წ „მოგზაური“ მასწავლებლები.
ადმინისტრირება და დაფინანსება
იტალიის საგანმანათლებლო სისტემის მართვა ხდება ცენტრალური ადმინისტრაციის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია კურიკულუმის შემუშავებაზე, მასწავლებელთა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა დასაქმებასა და მენეჯმენტზე, სკოლებისთვის ძირითადი დირექტივების შემუშავებაზე. ცენტრალური ადმინისტრაციის ადგილობრივი ბიუროები მოქმედებს ყველა პროვინციაში.
სოციალური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდება ხდება ჯანდაცვის ადგილობრივი სააგენტოების მიერ, რომლებიც თავის მხრივ დაფინანსებას იღებენ ცენტრალური ხელისუფლებისგან.
იტალიის სოციალური პოლიტიკა ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ სახელისუფლებო სტრუქტურებს ავალდებულებს იმ ოჯახებისა და ინდივიდების მხარდაჭერას, რომლებიც ვერ ახერხებენ სრულყოფილ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.
საჭიროებათა იდენტიფიცირება, შეფასება, დამისამართება ხდება ჯანდაცვის საბჭოების წარმომადგენლების მიერ.
იდენტიფიცირება:
1992 წლის კანონით განსაზღვრულია ფუნქციონალური დიაგნოსტირების, ფუნქციური პროფილისა და ინდივიდუალური მიდგომის, მათ შორის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნის სტანდარტი.
ფუნქციონალური დიაგნოსტირების მთავარი მიზანია შეისწავლოს ინდივიდი და მისი ოჯახი. დიაგნოსტირება ხდება სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე პირთა ჯგუფის მიერ და შეიცავს ინფორმაციას შეზღუდვის სახისა და დონის შესახებ, თვითდახმარებისა და ავტონომიურობის შესახებ. დიაგნოსტირება ხდება IC-ის მოდელის მიხედვით.
ფუნქციური პროფილი წარმოადგენს საგანმანათლებლო პროცესის იარაღს, რომლის დანიშნულებაა პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს: რა არის საუკეთესო მიზნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განვითარების დონიდან გამომდინარე, როგორია მისი ამჟამინდელი ფუნქიონირება, რა უნარ-ჩვევები აქვს და ა.შ;
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დგება სპეც. მასწავლებლების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს სპეციალისტებისა და მშობლების მონაწილეობით.
კურიკულუმი
ინკლუზიის შინაარსობრივი, საგანმანათლებლო მხარე დაკავშირებულია სასწავლო პროგრამასთან - კურიკულუმთან.
ინკლუზიური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსწავლის უფლება სათანადო სასწავლო პროგრამაზე. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იტალიაში არ არის დანერგილი განსხვავებული კურიკულუმები. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი მიყვება ერთიან სასწავლო პროგრამას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იტალიის საგანმანათლებლო სისტემა განასხვავებს სკოლის დამთავრების დამადასტურებელ 2 დოკუმენტს. განსაკუთრებით რთულ ფორმაში გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეს სავალდებულო საგანმანათლებლო პერიოდის დასრულების შემდეგ შეუძლია მიიღოს „დასწრების სერთიფიკატი“, რაც განსხვავდება „აკადემიური სერტიფიკატისგან, რომელიც გაიცემა ასევე სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ.
მასწავლებელთა მომზადება
იტალიის ინკლუზიური განათლების სისტემაში მოქმედებს როგორც ძირითადი (curriculum teacher), ისე დამხმარე მასწავლებლის (support teacher) ინსტიტუტი. ეს მასწავლებლები ერთობლივად მუშაობენ მოსწავლეებთან. შესაბამისად, ყველა მასწავლებელი ჩართულია ინკლუზიურ სასწავლო პროცესში. დამხმარე მასწავლებელი, კონსულტანტი ხელმისაწვდომია როგორც ძირითადი მასწავლებლისთვის, ისე იმ მოსწავლისთვის, რომელსაც განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ.
ამ მოდელის ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ორივე ტიპის მასწავლებელი ერთად მუშაობს კლასთან ანუ არამხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლესთან, არამედ კლასის დანარჩენ ნაწილთანაც. თუმცა, პრობლემას ქმნის ის, რომ დამხმარე მასწავლებელი პრაქტიკაში აღიქმება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლის დამხმარედ, რომელთანაც მან უნდა იმუშაოს საკლასო სივრცის გარეთ, ეს მაშინ, როცა წესით, ძირითადი და დამხმარე მასწავლებლები ერთობლივად უნდა მუშაობდნენ.
უმაღლესი განათლება
იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში შექმნილია სპეციალური სამსახური, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს ეხმარებასასწავლო პროცესის, შეღწევადობის და ინდივიდუალური სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრით. თითოეული ასეთი ცენტრის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშებს.
პროფესიული განათლება:
1992 წლის კანონი ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას პროფესიულ განათლებაზე და, კერძოდ, საფუძვლად უდევს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებსაც არ შეუძლიათ განათლების მიღება სტანდარტული სასწავლო მეთოდებით. ამავე კანონის თანახმად, მათ უფლება აქვთ კვალიფიკაცია შეიძინონ/აიმაღლონ პროფესიული ტრენინგებით როგორც საჯარო, ისე კერძო ცენტრებში. აღნიშნული უფლება ადგილობრივ ხელისუფლებას ავალდებულებს გამოყოს მატერიალური და ტექნიკური რესურსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადებისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატები
კანონმდებლობა
ინკლუზიური განათლების აქტუალიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო XX საუკუნის 70-იანი წლებიდან გახმაურებული პროცესით კოლუმბიის ოლქის სასამართლოში - „მილზი ეროვნული განათლების განყოფილების წინააღმდეგ“. ეს იყო კლასიკური სარჩელი ფიზიკური და გონებრივი შეზღუდვის, ფსიქიკური დაავადების მქონე ბავშვების სახელით, რომელთაც ვაშინგტონში არ იღებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ან იძულებულნი ხდებოდნენ გასულიყვნენ სკოლებიდან მათი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობის გამო. იმ დროისათვის ვაშინგტონში დაახლოებით 20 000 ასეთი ბავშვი იყო. მოსარჩელედ გამოვიდნენ სამართლისა და სოციალური პოლიტიკის ცენტრი და დამცველთა და სამართლებრივი დახმარების ასოციაცია, რომლებმაც დაასაბუთეს სარჩელი კოლუმბიის ოლქის კანონებით და იმ ნორმებით, რომელნიც უზრუნველყოფენ „საყოველთაო განათლებას“ ანუ განათლების უფლებას ყველა ბავშვისათვის. ასევე მოსარჩელეები ეყრდნობოდნენ კონსტიტუციით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპს, რომლის თანახმად, განათლების უფლება არის ძირითადი უფლება, რომელიც არ შეიძლება ბავშვს წაერთვას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამის შემდეგ კოლუმბიის ოლქში უფრო და უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი სწავლობდა ჩვეულებრივ სკოლაში, ხოლო სპეციალური სკოლები იხურებოდა. დაფინანსება ძირითადად ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
კონგრესმა, 70-იან წლებში, კოლუმბიის ოლქის გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღო კანონი ინვალიდთა განათლების შესახებ, რომელსაც 1975 წლიდან ეწოდა „აქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების შესახებ“ - “Individuals with Disabilities education act”. იგი ითვალისწინებდა ადგილობრივი სკოლების სისტემაში სპეციალური განათლების სავალდებულო დაფინანსებას და ადგენდა ინდივიდუალურ მიდგომებს საგანმანათლებლო პროგრამებში. კანონი უპირატესობას ანიჭებდა ინტეგრაციას - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საერთო სკოლებში სწავლებას დამატებითი დახმარების გაწევით და სპეციალური სკოლების რაოდენობის შემცირებას.
მიუხედავად პოზიტიური ძვრებისა იმ პერიოდის საგანმანათლებლო სისტემაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომისიის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ (16 დან 24 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები), აჩვენა სკოლებში არსებული დისკრიმინაციის ფართო სპექტრი, კერძოდ:
25% განიცდის დისკრიმინაციას;
34% არ იღებს სათანადო დახმარებას მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალისაგან;
40% თავს გარიყულად გრძნობს;
38% განიცდის დამამცირებელ დამოკიდებულებას და გამოხდომებს სხვა მოსწავლეებისაგან.
საქმის ამგვარი ვითარება აიხსნა შემდეგით:
ეს არ იყო მოულოდნელი, ინკლუზიური სკოლებისაგან განსხვავებით ინტეგრირებულ სკოლებში ბავშვები ხშირად აწყდებიან წინააღმდეგობებს ცოდნის მიღებაში, რადგან მათგან მოითხოვენ აზროვნების ისეთივე დონესა და ტემპს, როგორც დანარჩენებისაგან;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები აწყდებიან არაადექვატურ დამოკიდებულებას მასწავლებლებისაგან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი ადგილი არ არის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ან არ აქვთ ასეთ ბავშვებთან მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ქედმაღლურად ეპყრობიან თანატოლებიც, რომელთა სტერეოტიპული აზროვნებისა და ცრურწმენების შესაცვლელად ნაკლებეფექტურად ზრუნავენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და მთლიანად საზოგადოება;
უარყოფით როლს ასრულებს მშობლების გადაჭარბებული მზრუნველობა და მეურვეობა;
ბავშვებს პრობლემებს უქმნის გამოცდების ჩატარებისა და შეფასების არსებული პრაქტიკა, რომელიც არ ითვალისწინებს მათ განსხვავებულ საჭიროებებს, ამ საჭიროებების გაუთვალისწინებლად აგებული სასწავლო დაწესებულებების შენობების ფიზიკური შეუღწევადობა, ადაპტირებული კომუნიკაციის საშუალებების (ბრაილის შრიფტი, აუდიოფირები, ჟესტებისა და სიმბოლოების ენა) არარსებობა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა გააცნობიერეს, რომ მათ შეზღუდულ შესაძლებლობას განსაზღვრავს არამხოლოდ ფიზიკური და გონებრივი შეზღუდვები, არამედ საზოგადოების მიერ შექმნილი ბარიერები. შესაბამისად, მათ გააცნობიერეს, რომ აუცილებელია მთელი სისტემის შეცვლა, რათა დაძლეულ იქნას წინააღმდეგობები და ყველას მიეცეს შესაძლებლობა ჩაერთოს სკოლის აკადემიურ და სოციალურ ცხოვრებაში. სწორედ ამან განაპირობა ინტეგრირებულიდან ინკლუზიურ განათლებაზე გადასვლის აუცილებლობა.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით („კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების შესახებ“, მოქმედებს 2002 წლიდან) ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას და მის თანამშრომელს ევალება მოეპყრან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ისევე, როგორც სხვა ბავშვებს, განახორციელონ აუცილებელი ცვლილებები თავიანთ საქმიანობაში და საგანმანათლებლო პროგრამებში იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების შესახებ კანონის შესწორებულ ვერსიას ხელი მოეწერა 2004 წლის 3 დეკემბერს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ და ძალაში შევიდა 2005 წლის 1 ივლისს. კანონის თანახმად, ყველა შტატმა უნდა შეიმუშაოს და აამოქმედოს მექანიზმები, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვების ერთად სწავლება, ხოლო სპეციალური განათლება, განცალკევებით სწავლება ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სხვა სახით სეგრეგირება ჩვეულებრივი საგანმანათლებლო სივრციდან მოხდეს მხოლოდ იმ შემთხევაში, როცა დაავადების ფორმა და ხარისხი ისეთია, რომ ჩვეულებრივ კლასებში ხარისხიანი განათლების მიღება შეუძლებელია დამატებითი საშუალებებისა და მომსახურების გამოყენებითაც კი. კანონის თანახმად, დამხმარე საშუალებები, მომსახურებები და სხვა მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელიც ხორციელდება ჩვეულებრივ კლასებში ან განათლებასთან დაკავშირებული სხვა ნორმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს შესაძლებლობას უქმნის განათლება მიიღონ სხვა ბავშვებთან ერთად მაქსიმალურად შესაძლებელ დონეზე.
მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიტანოს კორექტივები თავის შიდა პროგრამებში, წესებსა და პროცედურებში. ყველა ეს ინიციატივა არის ნაწილი უფრო დიდი მოძრაობისა ინკლუზიისათვის, რომელსაც აცხადებს გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია, იუნესკოს სალამანკას დეკლარაცია, დაკარის მსოფლიო საგანმანათლებლო ფორუმი და მოძრაობა განათლება ყველასათვის.
2002 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის შესახებ კანონის მოქმედების ქვეშ მოექცა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები, ასევე სკოლამდელი ასაკის საგანმანათლებლო დაწესებულებები. კანონი კრძალავს გადაჭარბებულ ყურადღებას და გამორჩეულ დამოკიდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ მათი ამა თუ იმ დარღვევის გამო. იქმნება სპეციალური ტრიბუნალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქმეებზე, სადაც განიხილება უფლების დარღვევის ყველა ფაქტი და წყდება მათი აღდგენის საკითხი. კანონის თანახმად, ყველა სკოლამ უნდა შეიმუშაოს ხელმისაწვდომობის სამწლიანი გეგმა, რომელიც მუდმივად გააუმჯობესებს არქიტექტურული შეღწევადობის დონეს, აკადემიური პროგრამების ხელმისაწვდომობას, მასალებისა და ალტერნატიული ფორმატებით უზრუნველყოფას. ყველა გეგმა უნდა წარედგინოს მშობლებს.
აუცილებლობის შემთხვევაში, სკოლებს ასევე ევალებათ წარმოაჩინონ, რამდენად ადექვატურად კმაყოფილდება თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები. თუ სკოლა ვერ აკმაყოფილებს მოსწავლის საჭიროებებს, სკოლის რეიტინგი მკვეთრად ეცემა. სკოლა მუდმივად უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს, რომლებიც ძირითადია სკოლის შეფასებისას:
აქვს თუ არა ყველა მოსწავლეს თანაბარი შესაძლებლობები სკოლაში?
რამდენად ახერხებს სკოლა განათლების სფეროში სპეციფიკური საჭიროებების მქონე მოსწავლის წინაშე არსებული ბარიერების გამოვლენას და დაძლევას?
რამდენად შეესაბამება სკოლის ფასეულობები ინკლუზიას და რამდენად რეალურია მისი ნაბიჯები ამ ფასეულობების ხორცშესხმისათვის?
იდენტიფიკაცია
სტატისტიკური მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვების დაახლოებით 20%-ს აქვს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები ცხოვრების ამათუ იმ პეროდში. დაახლოებით 15%-ს აქვს ათვისების პრობლემა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის შესახებ კანონის თანახმად ბავშვს აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები, თუ ის აწყდება პრობლემებს სასწავლო პროცესში და სჭირდება ისეთი განსაკუთრებული რესურსები და მომსახურებები, რომელიც, როგორც წესი, არ სჭირდება მის თანატოლებს. ბავშვის საჭიროებების გამოვლენის პროცესი საკმაოდ დეტალური და მრავლისმომცველია და მასში სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებია ჩართული. ამ პროცესისათვის საჭიროა:
სკოლისა და განათლების სფეროს მრჩევლის ანაგრიში;
ფსიქოლოგის ანგარიში;
ექიმის ან სხვა სპეციალისტის ანგარიში, რომლის მუდივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება ბავშვი;
მშობლების ანგარიში;
და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ბავშვის აზრი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაცის შესახებ კანონის თანახმად ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს შეიძლება არ ქონდეს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები. ასეთია, მაგალითად, ასთმით ან დიაბეტით დაავადებული ბავშვი, რომელსაც არა აქვს განსაკუთრებული საჭიროებები, მაგრამ ექვემდებარება კანონს დისკრიმინაციის შესახებ.
კანონმდებლობის თანახმად, ყველა სკოლამ და საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დანიშნოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელია კანონის შესრულებაზე სკოლაში ან სხვა დაწესებულებაში, გარდა ამისა:
ყველა სკოლამ უნდა გამოავლინოს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვები და განსაზღვროს ეს საჭიროებები;
აუცილებელია ამ საჭიროებების რეგულარული შეფასება;
თუ შეფასება გამოავლენს, რომ საჭიროა განსაკუთრებული რესურსები ან მომსახურებები, სავალდებულოა მათი უზრუნველყოფა;
ყველა სკოლას, რომელმაც მიიღო დაფინანსება სახელმწიფოსაგან, ევალება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის შიდა წესების შემუშავება კანონის ფარგლებში;
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველანაირად უნდა აკონტროლონ და უზრუნველყონ ყველა მოსწავლის განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესი.
მშობლები
აშშ-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სულ უფრო და უფრო მეტი მშობელი გამოთქვამს ერთობლივი სწავლების სურვილს, სპეციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სეგრეგაციის ნაცვლად. ამ აზრს ემხრობა ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. 2001 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომისიის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა:
- 95% თვლის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ განათლების მიღების ისეთივე შესაძლებლობა, როგორიც სხვებს;
- 66% მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები უნდა სწავლობდნენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მათ თანატოლებთან ერთად.
აშშ-ში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა მშობლები უშუალოდ მონაწილეობენ განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის მიმდინარე პროცესებში აქტიური საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნის გზით:
მშობლების, რწმუნებულების და ადვოკატების საბჭო არის დამოუკიდებელი, არასამეწარმეო, გადასახადებისაგან თავისუფალი მშობლების, რწმუნებულებისა და ადვოკატების ორგანიზაცია. საბჭოს მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფა.
საბჭო ხელმძღვანელობს პრინციპით, რომლის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტურობას განსაზღვრავს მშობლებისა და მასწავლებლების პარიტეტული თანამშრომლობა.
ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების ცენტრის მიზანია უზრუნველყოს მშობლებისა და სხვა მომვლელების სრული და ხანგრძლივი ჩართულობა მათი შვილების განათლების პროცესში საბავშვო ბაღიდან უმაღლეს სასწავლებლამდე, მათი სტიმულირება იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ ბავშვების სწავლებას სახლსა და სკოლაში და ადვოკატირება გაუწიონ სკოლის გარემოს გაუმჯობესებას. ცენტრის მუშაობაში ჩართულნი არიან აგრეთვე კანონმდებლები, ადგილობრივი სკოლები, ეროვნული ორგანიზაციები და სააგენტოები. ისინი ახდენენ კურიკულუმისა და სასწავლო მასალების გადახალისებას, მხარს უჭერენ სკოლის რესტრუქტურიზაციას, ახორციელებენ პროფესიული განვითარების პროგრამას და ატარებენ გამოკვლევებს სპეციფიკური სწავლების საკითხებზე.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრ მშობელს სურს მისმა ბავშვმა ისწავლოს სპეციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამით ისინი ემხრობიან სამედიცინო მოდელს ან ინტეგრაციის ცუდი პრაქტიკის ზეგავლენას განიცდიან. უნდა აღინიშნოს, რომ, თუ მშობელს სურს მისმა ბავშვმა ისწავლოს სპეციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კანონი მას ამის შესაძლებლობას აძლევს.
რესურსცენტრები
განსაკუთრებული განათლებისა და სარეაბილიტაციო სამსახურების ოფისი მიზნად ისახავს ყველა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პირობების გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს მთელ რიგ დახმარებას მშობლების, სკოლებისა და შტატების ადმინისტრაციისათვის სპეციფიკური განათლების, პროფესიული გადამზადებისა და კვლევების მიმართულებით, რითაც გამოხატავს მხარდაჭერას პრეზიდენტ ბუშის პროგრამებისადმი „არც ერთი ბავშვი უყურადღებოდ“ (“No Child left behind”) და „თავისუფლების ახალი ინიციატივა“. ოფისის მიერ დაფინანსებული პროგრამები ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ჩართვას სკოლებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათ შემდგომ დასაქმებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისა და განსაკუთრებული განათლების სფეროში მომსახურე პირთა უზრუნველყოფას ინფორმაციითა და ტექნიკური დახმარებით. ოფისის მიერ ფინანსდება რეგიონული და ფედერალური რესურსცენტრების ქსელი, რომელიც აერთიანებს ერთ ფედერალურ და ექვს რეგიონალურ რესურსცენტრს. მათი დანიშნულებაა დაეხმარონ სახელმწიფო საგანმანათლებლო სააგენტოებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში, წაახალისონ პოზიტიური სისტემური ცვლილებები განათლების სფეროში, წვლილი შეიტანონ რეგიონებსა და ქვეყანაში არსებული პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრაში. ცენტრები მსურველებს სთავაზობენ კონსულტაციებს, საინფორმაციო მომსახურებას, ტრენინგებს, აწყობენ რეგიონულ და ეროვნულ კონფერენციებს.
ქვეყანაში არსებობს ტექნიკური დახმარებისა და განაწილების ქსელი, რომელიც შექმნილია სპეციფიკური განათლების პროგრამების ოფისის მიერ და ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების განსაკუთრებით დაბალი ფენის წარმომადგენელთა საჭიროებების მოგვარებას და დაკავშირებას განსაკუთრებული განათლების ტექნიკური დახმარების ეროვნულ წყაროებთან.
![]() |
3.2.7 კანადა |
▲ზევით დაბრუნება |
კანონმდებლობა
კანადის კონსტიტუცია კრძალავს დისკრიმინაციას ფიზიკური და გონებრივი შეზღუდვების და ნებისმიერი სხვა ნიშნით, სწორედ ეს უდევს საფუძვლად ქვეყანაში სხვადასხვა დროს მიღებულ საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც მიმართულია სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვაზე ერთიან საგანმანათლებლო სისიტემაში პრინციპით „არც ერთი უარი“.
ეს პრინციპი მოითხოვს, არც ერთი სასკოლო ასაკის ბავშვი არ დარჩეს სკოლის მიღმა, მიუხედავად მისი შეზღუდვის ფორმისა და ხარისხისა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს ისევე აქვს უფასო და მისთვის შესაბამისი განათლების მიღების უფლება, როგორც ყველა სხვა მის თანატოლს, ამასთან, მან განათლება შეიძლება მიიღოს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში და მის სწავლებას ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც სახელმწიფო აფინანსებს.
განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა აზრით, იდეალური იქნებოდა სისტემა, რომელშიც სასკოლო ასაკის ყველა ბავშვი განათლებას მიიღებდა საჯარო სკოლაში, ინტეგრირებულ/ინკლუზიურ გარემოში, ინდივიდუალურად დაგეგმილი განათლების პროგრამით, რომელსაც საფუძვლად დაედებოდა მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების ზუსტი შეფასება, არასწორი შეფასების შემთხვევაში კი შესაძლებელი იქნებოდა ტრიბუნალში გასაჩივრება.
2000 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ კანადის რეალობა, მიუხედავად მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრებისა განათლების სფეროში, ჯერ ისევ შორსაა ამ იდეალური სისტემისაგან. რესპოდენტთა და ექსპერტთა აზრით, სპეციფიკური განათლების მომსახურების უზრუნველყოფა ჯერ კიდევ განვითარების შუალედურ საფეხურზეა:
სასკოლო სისტემა მეტნაკლებად უზრუნველყოფს ფიზიკური შეზღუდვის მქონე ბავშვებს, მაგრამ ადექვატურ საგანმანათლებლო მომსახურებას მოკლებულნი არიან მენტალური შეზღუდვის, მათ შორის ყურადღების დეფიციტის ან ჰიპერაქტიურობის პრობლემის მქონე ბავშვები;
ქვეყანა განიცდის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლების მასწავლებლების, მათი დამხმარეებისა და ასისტენტების კადრების დეფიციტს, არასაკმარისია ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტებისა და სკოლის ფსიქოლოგების რაოდენობა;
კვლავ განსხვავებული რჩება დიდ ქალაქებსა და პროვინციებში მცხოვრები ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროებათა დაკმაყოფილების დონე;
სპეციფიკური განათლების დაფინანსება ერთ სულ მოსახლეზე ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა, მაგრამ ეს საკმარისი არაა ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ადექვატური მომსახურებით უზრუნველყოფისათვის;
პროვინციების დაფინანსების სისტემის სირთულის გამო ზოგიერთ პროვინციაში საერთოდ შეუძლებელია ამ კატეგორიის ბავშვების დაფინანსება, მაგ. ონტარიოში მკაცრი სახელმძღვანელო პრინციპები უფრო ართულებს დახმარების მიღებას სპეციფიკური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის. ამავე დროს სწორედ და ფინანსების სიმწირე იწვევს სპეციფიკური განათლების მასწავლებლებისა და ასისტენტების განთესვას.
იდენტიფიკაცია
ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით განათლების მომსახურების მიმღები ბავშვების რაოდენობა, რაც განაპირობა მათი სწავლის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის გაუმჯობესებამ. ამჟამად, მშობლები უკეთესად ერკვევიან სწავლის პრობლემატურ საკითხებში, რაც აადვილებს ბავშვების იდენტიფიკაციას. ზოგიერთ სკოლას შემუშავებული აქვს სპეციალური სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, სჭირდება თუ არა ბავშვს სპეციფიკური საგანმანათლებლო მომსახურება.
კანადის კანონმდებლობაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილების მოთხოვნები და პროგრამული ცვლილებები, რომელიც უნდა განხორციელდეს მათი ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფისათვის. მოსწავლე ითვლება სპეციფიკური საჭიროების მქონედ თუ ჩვეულებრივი სასკოლო პროგრამა ვერ აკმაყოფილებს მის ინდივიდუალურ-სპეციალურ საჭიროებებს, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური, სამედიცინო, აღქმითი, ინტელექტუალური, მეტყველებითი, კულტურული, ემოციური ან რამდენიმე ერთად. იმ ბავშვების შეფასებას, რომელთა სწავლება ხდება სპეციალური პროგრამით, ატარებს ექსპერტთა გუნდი და ეს პროცედურა გარკვეული პერიოდის შემდეგ მეორდება. იდენტიფიკაციის საფუძველზე მუშავდება და შეირჩევა ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა და ეს თითოეული სკოლის ვალდებულებაა. ინდივიდუალური გეგმა უნდა შეიცავდეს:
მოსწავლის ამჟამინდელი საგანმანათლებლო შესაძლებლობების ამსახველ მასალას;
წლიურ მიზნებს ან ბავშვის მოსალოდნელ მიღწევებს სასწავლო წლის განმავლობაში;
მოკლევადიან ამოცანებს, რომლებიც წარმოადგენენ წლიური მიზნების მიღწევის შუალედურ რგოლს;
სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროებების და მიღებული მომსახურების დამადასტურებელ დოკუმენტაციას;
ბავშვის ჩვეულებრივ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის ხანგრძლივობას;
მომსახურების მიღების დაწყების თარიღს და მომსახურების სავარაუდო ხანგრძლივობას;
•შესაბამისი ამოცანების კრიტერიუმებს, შეფასების პროცედურებს და მოკლევადიანი ამოცანების განხორციელების, სულ მცირე, ერთწლიან გეგმებს.
ინდივიდუალური გეგმა ყოველწლიურად უნდა შედგეს თითოეული მოსწავლისათვის. მას ადგენს სპეციფიკური განათლების მასწავლებელი ან სპეციალისტთა მცირე გუნდი. ამ პროცესში მეტნაკლებად ჩართულნი არიან მშობლებიც. მოთხოვნის საფუძველზე მათ დაურიგდებათ დოკუმენტის ასლები, ხოლო ზოგიერთი პროვინციის კანონმდებლობის თანახმად, მშობლები თავად ამტკიცებენ ამ დოკუმენტებს.
კანადაში არსებობს სპეციფიკური განათლების ტრიბუნალი. იგი მშობლებს შესაძლებლობას აძლევს გაასაჩივრონ იდენტიფიკაციის, განთავსებისა და შეფასების შედეგები.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩართულობა
კანადის განათლების სისტემაში ფუნქციონირებს დაწყებითი (საჯარო) და საშუალო სკოლები. დაწყებით საჯარო სკოლებში ბავშვების ასაკი მერყეობს 3-დან 13 წლამდე, საშუალო სკოლებში კი - 14-დან 18-მდე. უნივერსიტეტში ან კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად მოსწავლეებმა უნდა დაამთავრონ საშუალო სკოლა.
კანადაში არის პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მომზადებას სკოლისათვის, და ასევე სკოლამდელ აღზრდას.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩართვა ნიშნავს მათ მაქსიმალურ ინტეგრაციას სპეციფიკური საჭიროების არმქონე ბავშვებთან. ბავშვის რეგულარულ კლასებში ინტეგრაციისას მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული მისი შესაძლებლობები და საჭიროებები.
ბავშვის ჩართულობის დონე დამოკიდებულია შეზღუდვის ფორმასა და სირთულეზე. როდესაც საქმე არ ეხება გონებრივ შეზღუდვებს და ქცევით პრობლემებს, ფიზიკური და სამედიცინო შეზღუდვების მქონე ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვა გაადვილებულია. თუმცა, მათ სჭირდებათ დამხმარე პერსონალი, რომელიც ფიზიკური დავალების შესრულებისას დაეხმარება. სხვაგვარად ისინი ვერ შეძლებენ სპორტის ან ფიზკულტურის გაკვეთილებზე დასწრებას. გონებრივი შეზღუდვების მქონე ბავშვების ინტეგრაცია შესაძლებელია ხელოვნების, მუსიკისა და ფიზკულტურის გაკვეთილებზე. განსაკუთრებით მძიმე ფორმების შეზღუდვების მქონე ბავშვის ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება კლასის დანარჩენი მოსწავლეების საკეთილდღეოდ.
სამედიცინო პროცედურები
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ჩართვის შედეგად სკოლებში დაიწყო გარკვეული სამედიცინო პროცედურების განხორციელება. სამედიცინო პროცედურებს სკოლის ექთანი ან დამხმარეები უზრუნველყოფენ. სამედიცინო პროცედურების ყველაზე პრიმიტიული მაგალითებია: ბავშვის კვება, საპირფარეშოში გაყვანა, მედიკამენტების მიცემა, ინექცია და ა. შ. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ბავშვები გადაადგილებისას საჭიროებენ მასწავლებლის, მასწავლებლის ასისტენტის ან მომსახურე პირების დახმარებას.
კანადაში ხელშესახებად იგრძნობა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის სპეციალური სკოლების რაოდენობის შემცირებისა და მათი ჩვეულებრივ სკოლაში ჩართვის ზრდის ტენდენცია.
სკოლა- პანსიონები
საცხოვრებელი სკოლები დიდი ხნის მანძილზე რთული და შედარებით იშვიათი შეზღუდვების მქონე ბავშვებისათვის იყო ხელმისაწვდომი (მაგალითად, უსინათლო ან სმენადაქვეითებული ბავშვები). ეს სკოლები განთავსებული იყო დიდ ცენტრებში, თითოეული ცალკეულ შეზღუდვაზე სპეციალიზდებოდა. აქვე შეიძლება აღინიშნოს საავადმყოფოებში განთავსებული სკოლები და გახანგრძლივებული ცენტრები. ამ სკოლებიდან ნაწილი ჯერ კიდევ მუშაობს, ხოლო ნაწილი დაიხურა. საცხოვრებელი სკოლები დაიშალა, რადგან მათ ბავშვი ოჯახისაგან შორს მიყავდათ, რასაც შედეგად მოყვებოდა ბავშვების ფიზიკური, აკადემიური და სოციალური სეგრეგაცია.
გახანგრძლივებული პროგრამები
განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით განათლების სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის სკოლის პროგრამის გახანგრძლივების საკითხს. გახანგრძლივებაში იგულისხმება სასკოლო ასაკის გაზრდა. ადრეული ინტერვენცია გვთავაზობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზოგიერთი ბავშვი, მისი სპეციფიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, სკოლაში მივიღოთ უფრო ადრეული ასაკიდან, მაგალითად, სამი წლიდან, ან უფრო ადრე. ზოგიერთ სკოლაში სასწავლო წელი სპეციფიკური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის უფრო დიდი ხანი გრძელდება, ვიდრე სხვა დანარჩენი ბავშვებისათვის. სასწავლო წლის გაგრძელება ნიშნავს სპეციალური დამატებითი პროგრამების დაუფლებას ზაფხულში. დამატებითი პროგრამა მიზნად ისახავს უკვე მიღებული ცოდნის განმტკიცებას.
იზოლირებული დღის სკოლები, ჩვეულებისამებრ, გონებრივი შეზღუდვების მქონე მოსწავლეებისათვის არსებობდა; აქვე სწავლობდნენ ქრონიკული დაავადებებისა და ფიზიკური შეზღუდვების მქონე მოსწავლეებიც, რომლებიც სპეციალურ შენობასა და აღჭურვილობას საჭიროებდნენ. სკოლის საბჭოები ამჟამად გონებრივი შეზღუდვების მქონე იმ მოსწავლეებს, რომლებიც სწავლებას ექვემდებარებიან, ათავსებენ არა იზოლირებულ სკოლებში, არამედ ჩვეულებრივი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის იზოლირებულ კლასებში.
ჩვეულებრივი სკოლის იზოლირებული კლასების დიდი ნაწილი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებს დღის გარკვეულ მონაკვეთში სთავაზობს ცალკე გაკვეთილებს, ხოლო ხელოვნების, მუსიკისა და ფიზკულტურის გაკვეთილები სხვა დანარჩენ ბავშვებთან ერთად უტარდებათ. ჩვეულებრივი სკოლებისაგან განსხვავებით, იზოლირებულ კლასებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივ კლასებში, მაგრამ მათ დამატებით ჰყავთ პროფესიონალი კადრები - მასწავლებელთა დამხმარეები და მომსახურე პირები.
მასწავლებლის დამხმარე ჩართულია მასალების მოგროვებისა და დამუშავების პროცესში, საკლასო ოთახის მოწყობაში, მოსწავლეთა მცირე ჯგუფებთან მუშაობაში. დამხმარე ასევე ეხმარება მასწავლებელს კლასის მართვაში. მასწავლებლის დამხმარის ფუნქციაა, ასევე, დაეხმაროს გონებრივი შეფერხების არმქონე, მაგრამ ფიზიკური და აღქმითი შეზღუდვების მქონე მოსწავლეებს: მაგალითად, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვისთვის ჩანაწერების გაკეთება, მხედველობითი პრობლემის მქონე ბავშვისთვის - დიდი ზომის შრიფტით დაბეჭდილი მასალების მომზადება და ა. შ. დამხმარე სჭირდება რთული ფიზიკური ან სამედიცინო შეზღუდვების მქონე ბავშვებს. ისინი მოსწავლეებს ეხმარებიან სამედიცინო პროცედურებში, ჩაცმაში, ჭამასა და საპირფარეშოში გასვლაში. დამხმარის მოვალეობაა, ასევე, მოსწავლეების გადაადგილება, ანუ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანა.
რესურს ოთახები და ცენტრები
ეს ის ორი ძირითადი საშუალებაა, რომელიც აცალკევებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ბავშვები, რომლებიც ჩვეულებრივ კლასებში სწავლობენ, მოკლე დროით ცხოვრობენ და დადიან რესურს ოთახებში მასწავლებლებთან, რომელთაც ერთდროულად ერთიდან ხუთამდე მოსწავლე ჰყავთ. ამ მასწავლებლისაგან ისინი სპეციალიზებულ სწავლებას ღებულობენ. რესურს ოთახში მათ, ასევე, შესაძლოა მიიღონ საშინაო დავალებები ადგილზე ან ჩვეულებრივ კლასებში შესასრულებლად. რესურს ოთახები სპეციფიკური საჭიროებების მოგვარების მოქნილი საშუალებაა, მაგრამ ამავდროულად რთულია რესურს ოთახისა და ჩვეულებრივი კლასების ცხრილის/განრიგის შეთავსება.
რესურსცენტრი არის რესურს ოთახი, სადაც ერთზე მეტი მასწავლებელია. ეს სისტემა უფრო მოქნილია და ამცირებს იზოლაციის საფრთხეს.
ჩვეულებრივი კლასი დამხმარე მომსახურებით
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი შეიძლება სწავლობდეს ჩვეულებრივ კლასში დამხმარე მომსახურებით. დამხმარე მომსახურებაში იგულისხმება როგორც მასწავლებელთა დამხმარეები და ბავშვთა მომსახურე პირები, ასევე სპეციფიკური განათლების სფეროში სპეციალიზებული მასწავლებლების რჩევები და დახმარება. ხოლო დახმარება, თავის მხრივ, სპეციალურ მასალებს, აპარატებს ან სწავლებას გულისხმობს. განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ჩართვა ჩვეულებრივ კლასებში ზრდის მასწავლებლის სამუშაოს მოცულობას.
სპეციალიზებული კერძო სკოლები
ბევრ პროვინციაში ფუნქციონირებს სპეციალიზებული კერძო სკოლები იმ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისათვის, რომელთაც საჯარო სკოლებმა მიღებაზე უარი უთხრეს. კანადაში ითვლება, რომ სპეციალიზაციის ეს ფორმა ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სეგრეგაციას, ამიტომ პრიორტეტი ჩვეულებრივ სკოლაში განათლებას ენიჭება.
![]() |
4 ნაწილი II. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომა და დასაქმება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 თავი I. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა შრომით საქმიანობაში (ზოგადი სურათი) |
▲ზევით დაბრუნება |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელ მსოფლიოში, რამდენადაც ეს ჯგუფი განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც კი მეტნაკლებად აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა გამოვლინებას დასაქმების სფეროში. ეს მით უფრო იგრძნობა ქვეყნებში, სადაც ეს პრობლემა ჯერაც არ ქცეულა სახელმწიფო პოლიტიკისა და საზოგადოების განუხრელი ყურადღების საგნად, რაც ძირითადად განპირობებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის, საჭიროებებისა და შესაძლებლობების არაადექვატური აღქმით, შესაძლებლობის შეზღუდვის სიღრმისეული გაგების დეფიციტით, შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხზე გარემოს ზეგავლენის ფაქტობრივი იგნორირებით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობა ყველა ქვეყანაში საკმაოდ დიდია, მათი ზუსტი რაოდენობის გამოთვლა რთულია იმის გამო, რომ არსებობს შესაძლებლობის შეზღუდვის განსხვავებული განსაზღვრებები და, შესაბამისად, ვერ ვილაპარაკებთ ხელმისაწვდომი მონაცემების სიზუსტეზე. ასეა თუ ისე, შესაძლებლობის შეზღუდვის საკითხების შესახებ ევროპული ფორუმის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობა 37 მილიონია ანუ მთელი მოსახლეობის 10%, რაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობის საერთო რაოდენობა, - გაეროს მონაცემებით, ამ დროისათვის 7 მილიარდს შეადგენს, გვიჩვენებს რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოსახლეობის საგრძნობ ნაწილს წარმოადგენენ ცალკე აღებულ ქვეყნებშიც და მთელ მსოფლიოშიც.
სიღარიბის ნებისმიერი განსაზღვრის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უდიდესი უმრავლესობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უღარიბეს ფენას მიეკუთვნება. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია განვითარებადი ქვეყნებისათვის, სადაც, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორი მესამედი სიღარიბეში ცხოვრობს, რაც მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული წინაღობებთან დასაქმებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების სფეროში.
მართალია, უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისადმი ფილოსოფიურ მიდგომებში და საერთაშორისო კანონმდებლობაში, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიდი ნაწილი დღემდე ვერ ახდენს ამ უფლების რეალიზაციას სხვებთან არათანაბარ პირობებში ყოფნის გამო და კვლავ რჩება ყველაზე ნაკლებ დასაქმებულ ჯგუფად ნებისმიერ ქვეყანაში.
ცნობისათვის:
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით,
ევროკავშირის ქვეყნებში - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაგან დასაქმებულია მხოლოდ 36 %, დანარჩენი მოსახლეობიდან - 66 %
აშშ-ში დასაქმებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 31 %, დანარჩენი მოსახლეობის - 73 %
ავსტრალიაში - შესაბამისად 44 % და 61 %
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შრომის ბაზარზე ყველაზე დიდ სირთულეებს აწყდებიან სხვა ნაკლებკონკურენტუნარიან სოციალურ ჯგუფებს შორისაც კი, რადგან მათი შეზღუდვის ხარისხი პირდაპირ და არაპირდაპირ აისახება მათ შრომისუნარიანობაზე და შესაბამისად საჭიროებენ დამატებით პირობებს შრომისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისთვის.
ეს პირობები, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სოციალური ინკლუზიის საერთო სტრატეგიის საფუძველზე დამყარებული სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობას, კერძოდ, რეაბილიტაციის, განათლების, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის შექმნაზე, ფიზიკური და სოციალური გარემოს შეღწევადობის უზრუნველყოფაზე მიმართულ ღონისძიებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ - უფლებრივი მდგომარეობის საკითხებისადმი სახელმწიფოსა და საზოგადოების ადექვატურ მიდგომებს. ადექვატური მიდგომის პირობებში შრომა განიხილება როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქის დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალება, რამდენადაც უქმნის მას ფინანსური თვითუზრუნველყოფის, პიროვნული განვითარებისა და, თვითდამკვიდრების შესაძლებლობას, ამაღლებს მის სტატუსს საზოგადოებაში, ანიჭებს სოციალურ როლს, რომელიც ზეგავლენას ახდენს მისდამი სხვა ადამიანების დამოკიდებულებაზეც და მის თვითშეფასებაზეც. სწორედ ამგვარი მიდგომა ქმნის წარმატების წინაპირობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაში, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უფლებების რეალიზაციის თანაბარი პირობების შექმნაზე, სახელისუფლებო სტრუქტურების პასუხისმგებლობის მკაფიო განსაზღვრასა და ამაღლებაზე, საზოგადოების და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოკიდებულებების პოზიტიურ ტრანსფორმირებაზე მიმართულ ღონისძიებებს. ამ პოლიტიკის ცენტრში დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, როგორც სრულუფლებიანი მოქალაქე ამ უფლებათა რეალიზაციისათვის აუცილებელი საჭიროებებისა და პოტენციურ შესაძლებლობათა ფართო სპექტრით. შესაბამისად შრომა და დასაქმება პირდაპირ უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ - უფლებრივი მდგომარეობის, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და, მეორე, ზრდის სახელმწიფოს პოტენციალს მოქალაქეთა ამ საკმაოდ დიდი ნაწილის არარეალიზებული შესაძლებლობების, როგორც მნიშვნელოვანი რესურსის ამოქმედების ხარჯზე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი მოწყობისა და დასაქმების საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია განვითარებად ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული პროცესები მხოლოდ საწყის სტადიაშია და მოწყვლადი ფენების საჭიროებები სასურველზე ნელა იმკვიდრებს ადგილს სახელმწიფო პრიორიტეტებში. შესაბამისად, საზოგადოებაშიც ჯერ ისევ მძლავრობს სტიგმა და ნეგატიური სტერეოტიპები, ხშირია დისკრიმინაციის ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების არაადექვატური აღქმა, ადგილი აქვს თვითდისკრიმინაციასა და დაბალ თვითშეფასებას, შიდასეგრეგაციას, და სხვ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მრავლობითი დისკრიმინაცია დასაქმების სფეროში განსაკუთრებით ვლინდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და უფროსი ასაკობრივი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. შრომითი მოწყობის გადაუჭრელი პრობლემები აქვეითებენ მათი ცხოვრების ხარისხს, წარმოშობენ მოსახლეობის მარგინალიზაციის სერიოზულ საფრთხეს.
![]() |
4.1.1 საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მიმოხილვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ჭრილში |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლება სხვებთან თანაბარ პირობებში; ეს გულისხმობს მათ უფლებას ჰქონდეთ შესაძლებლობა თავად გამოიმუშაონ საარსებო სახსრები, თავისუფალი არჩევანის პირობებში მოიპოვონ ადგილი შრომის ბაზარზე, რომელიც ხასიათდება ღიაობითა და ინკლუზიურობით.
ისტორია და თანამედროვეობა
ჯერ კიდევ საფრანგეთის დეკლარაციაში ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა შესახებ (1789 წ.) არის ნათქვამი, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და აქვს უფლება თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი ნებისმიერ საჯარო თანამდებობასა და საქმიანობაზე, იმ განსხვავებულობის მიუხედავად, რომელიც არ არის დაკავშირებული მოცემული სამუშაოსთვის აუცილებელ უნარებთან.
XX საუკუნის შუაწლებიდან იწყება ფუნდამენტური ცვლილებები საზოაგადოების დამოკიდებულებებსა და მიდგომებში ადამიანთა თანასწორობის მიმართ ყველა და მათ შორის შრომის სფეროში.
ერთერთ პირველ საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც უშუალოდ არის მიმართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლების აღიარებაზე, წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1944 წლით დათარიღებული განცხადება. ეს იყო მომავალზე ორიენტირებული დოკუმენტი, რომელშიც გაცხადებულია, რომ სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათი შეზღუდვის ხარისხისა და მიზეზის მიუხედავად, უნდა ჰქონდეთ რეაბილიტაციის, სპეციალიზებული პროფესიული სწავლებისა და გადამზადების თანაბარი შესაძლებლობა დასაქმების პერსპექტივით. ეს განცხადება მოუწოდებს სახელმწიფოებს შექმნან დასაქმების თანაბარი პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყველა კატეგორიისათვის, მათ შორის, შესაძლებლობის შეზღუდვის რთული ფორმის მქონე ადამიანებისთვის.
გარდამტეხი ეტაპი ადამიანის შრომის უფლების, ისევე როგორც ყველა სხვა უფლების დაცვის სფეროში, დგება 1948 წლიდან, როცა მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. ამ დეკლარაციაში სხვა უფლებებთან ერთად აღიარებულია ადამიანის შრომის უფლება (მუხლი 23); ამ დროიდან ზოგადად ადამიანის შრომის უფლებების დაცვაზე და კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომისა და დასაქმების უფლებაზე მიმართული ყველა საერთაშორისო დოკუმენტი აგებულია თანასწორობის პრინციპზე. ეს გულისხმობს ხელმომწერ მხარეთა ვალდებულებას მიიღონ ზომები სამუშაოს თავისუფალი არჩევანის, შრომის ხელსაყრელი და სამართლიანი პირობების, უმუშევრობისაგან დაცვის, შრომის სამართლიან და თანაბარ ანაზღაურების ხელშემწყობისათვის.
გაეროს სტანდარტული წესები შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1993 წლის 20 დეკემბრის 48/96 რეზოლუციით მიღებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტულ წესებში ნათქვამია, სახელმწიფოები მოვალენი არიან აღიარონ პრინციპი, რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა მიეცეთ თავიანთი უფლებათა რეალიზაციის შესაძლებლობა ყველა და, მათ შორის, დასაქმების სფეროში, შეექმნათ თანაბარი შესაძლებლობები შემოსავლის მომტანი შრომითი საქმიანობისათვის წარმოებაში და შრომით ბაზარზე როგორც სოფლად, ისე ქალაქად, დასაქმების სფეროში მოქმედი კანონები და წესები არ უნდა იყოს დისკრიმინაციული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ და არ უნდა ქმნიდეს წინაღობებს მათი შრომითი მოწყობისათვის (წესები 7. პუნქტი 1.)
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია
2006 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ყოვლისმომცველი და ერთიანი კონვენცია, რომელიც 2007 წლის 30 მარტიდან ღიაა წევრი სახელმწიფოების მიერ ხელმოწერისა და რატიფიკაციისათვის.
კონვენციის მიზანია ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ ადამიანის ყველა უფლებით და ძირითადი თავისუფლებით სრულად და თანაბარ პირობებში სარგებლობა, და ასევე ხელი შეუწყოს მათი თანდაყოლილი ღირსების პატივისცემას.
კონვენციის თანახმად, „დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე“ გულისხმობს ამ საფუძვლით ყოველგვარ განსხვავებას, გამორიცხვას ან შეზღუდვას, რომლის მიზანს ან შედეგს წარმოადგენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან სხვა ნებისმიერ სფეროში და სხვებთან თანაბარ პირობებში, ადამიანის ყველა უფლებისა და ძირითადი თავისუფლების აღიარების სარგებლობისა და თუ განხორციელებისათვის ხელის შეშლა ან უარყოფა. (მუხლი 2).
კონვენციის ამოსავალი შრომისა და დასაქმების სფეროში არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლების აღიარება სხვების თანაბრად დისკრიმინაციის გარეშე, რაც ფორმულირებულია კონვენციის 27-ე მუხლში „მუშაობა და დასაქმება“:
1. წევრი სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის უფლებას, სხვებთან თანაბარ პირობებში. ეს გულისხმობს უფლებას, ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოიმუშავონ საარსებო სახსრები თავისუფალად არჩეული ან შრომის ბაზარზე მღებული სამსახურის მეშვეობით და ჰქონდეთ ღია ინკლუზიური და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი სამუშაო გარემო. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან და ხელი შეუწყონ შრომის უფლების რეალიზაციას, იმ პირთა უფლების ჩათვლით, რომელთა შესაძლებლობის შეზღუდვა მოხდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას. შრომის უფლების რეალიზაცია კი უნდა განხორციელდეს სათანადო ნაბიჯების გადადგმით, მათ შორის კანონმდებლობის მეშვეობით, რათა:
ა) აკრძალონ დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება დასაქმების ნებისმიერ ფორმას, მათ შორის სამუშოზე მიღების, დაქირავებისა და დასაქმების პირობების ხანგრძლივობა, სამსახურებრივი დაწინაურება და შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობები;
ბ) დაიცვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლიანი და ხელსაყრელი შრომის პირობებით სარგებლობის უფლება, სხვებთან თანაბარ პირობებში, რაც მოიცავს თანაბარ შესაძლებლობებს და თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარ ანაზღაურებას, შრომის უსაფრთხო და ჯანსაღ პირობებს, მათ შორის ძალადობისაგან დაცვა და საჩივრის დაკმაყოფილება;
გ) უზრუნველყონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეეძლოთ შრომის და პროფკავშირების ფარგლებში გარანტირებული უფლებების განხორციელება, სხვებთან თანაბარ პირობებში;
დ) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ტექნიკური და პროფესიული გზამკვლევი და ერთიანი პროგრამების, ადგილზე მომსახურების, პროფესიული და უწყვეტი მომზადების ეფექტური ხელმისაწვდომობა;
ე) ხელი შეუწყონ შრომის ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების შესაძლებლობებს და სამსახურებრივ წინსვლას, ასევე მათ დახმარებას სამუშაოს ძებნაში, მიღებაში, შენარჩუნებასა და დაბრუნებაში;
ვ) ხელი შეუწყონ თვითდასაქმების, მეწარმეობის, კოოპერატივების განვითარების, და საკუათარი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობების შექმნას;
ზ) დაასაქმონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სახელმწიფო სექტორში;
თ) ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას კერძო სექტორში სათანადო პოლიტიკისა და ღონისძიებების მეშვეობით, რაც შესაძლოა მოიცავდეს ეფექტურ სამოქმედო პროგრამებს, სტიმულირებასა და სხვა ზომებს;
ი) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამუშაო ადგილებზე გონივრული მისადაგება;
კ) ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ შრომის ღია ბაზარზე სამუშაო გამოცდილების მიღებას;
ლ) ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი პროფესიონალური კვალიფიკაციის აღდგენის, სამუშაოს შენარჩუნებისა და სამუშაოზე დაბრუნების პროგრამების განხორციელებას.
2. წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არ აღმოჩნდნენ მონობაში ან კაბალურ პირობებში და იყვნენ დაცულნი იძულებით ან სავალდებულო შრომისაგან, სხვებთან თანაბარ პირობებში.“
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მიღება არის დასტური მათი უფლებების მიმართ ჰუმანისტური მიდგომების ურყეობისა და განაპირობებს ამ მიდგომების მიზანშეწონილობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობებისა და მათი გამოყენების პრაქტიკის შეფასებისას.
გაეროს სხვა დოკუმენტები შრომის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წლის 16 დეკემბერს მიღებულ იქნა საერთაშორისო პაქტი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ,“ რომელშიც ჩამოყალიბებულია ფუძემდებლური პრინციპები და უფლებები შრომის სფეროში. ამ პაქტში შრომის უფლება განსაზღვრულია როგორც უფლება, რომელიც თავისთავში მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებასადა შესაძლებლობას გამოიმუშაოს საარსებო სახსრები დასაქმებით სამუშაო ადგილზე, რომლსაც თავად ირჩევს ან რომელსაც ნებაყოფლობით თანხმდება (ნაწილი 2. მუხლი 2. მუხლი 6);
პაქტის მე-7 მუხლში ლაპარაკია მხარეთა ვალდებულებაზე საზოგადოების წევრების სამუშაოთი უზრუნველყოფის შესახებ. ამ მხრივ მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავს აგრეთვე საერთაშორისო პაქტი „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ და სხვ.
ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დოკუმენტები
ევროპის საბჭოსა და ევროკავშირს მიღებული აქვს რიგი ნორმატიული აქტებისა, რომელიც ემყარება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და არეგულირებს მოქალაქეთა უფლებას სოციალურ სფეროში დისკრიმინაციის გარეშე. მათ შორისაა 2000 წელს საფრანგეთის ქალაქ ნიცის სამიტზე მიღებული „ევროკავშირის „ძირითად უფლებათა ქარტია``, რომლის 21-ე მუხლი ამყარებს დისკრიმინაციის აკრძალვას ნებისმიერი ნიშნით ყველა სფეროში და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელიც ახდენს ევროპის საბჭოს მიერ სხვადასხვა წლებში შემუშავებულ სხვა დოკუმენტებში ფორმულირებული ძირითადი დებულებების კონსოლიდირებას და ამდენად აერთიანებს მიდგომებს ადამიანის უფლებების რეალიზაციისადმი ყველა და მათ შორის შრომისა და დასაქმების სფეროში.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, აგრეთვე, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“ (1959წ.) და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ ოქმი №12 (2000 წ.)
შრომის სფეროში დისკრიმინაციის საკითხებს დაწვრილებით ეხება ევროკავშირის 2000 წლის 27 ნოემბრის დირექტივა (2000/78), რომელიც ადგენს თანაბარი მოპყრობის ერთიან სისტემას დასაქმებისა და პროფესიული მომზადების სფეროში. აგრეთვე 2006 წლის ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის დირექტივაში (2006/54), რომელიც ეხება სატენდერო დისკრიმინაციას და ახდენს სხვა ადრე მიღებული დირექტივების (1975, 1976, 1996 და 1997 წწ) დებულებათა კონსოლიდირებას, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით საინტერესოა თავისი არსით ფუძემდებლური დოკუმენტი - ევროსაბჭოს მიერ 1961 წელს მიღებული “ევროპის სოციალური ქარტია” (გადახედვა მოხდა 1996 წ,), რომელიც არეგულირებს მოქალაქეთა უფლებას სოციალურ სფეროში. ამ ქარტიაში შრომისუნარიანობის შეზღუდვის მქონე პირთა დამოუკიდებლობის, სოციალური ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას ეხება მე-15 მუხლი, რომელშიც ნათქვამია:
შრომისუნარიანობის შეზღუდვის მქონე პირთა დამოუკიდებლობის, სოციალური ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებში მონაწილეობის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დამოუკიდებლად მათი ასაკისა, შრომისუნარიანობის შეზღუდვის ხასიათისა და წარმოშობისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას:
1. მიიღონ აუცილებელი ზომები შრომისუნარიანობის შეზღუდვის მქონე პირების პროფესიული ორიენტირებისათვის და მათი პროფესიული მომზადების შესაძლებლობის შექმნისთვის განათლების ერთიანი სისტემის ფარგლებში (სადაც ეს შესაძლებელია), ხოლო სადაც ეს შეუძლებელია, სპეციალიზებული სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მეშვეობით.
2. აქტიურად შეუწყონ ხელი შრომისუნარიანობის შეზღუდვის მქონე პირების დასაქმებას დამსაქმებელთა, მეწარმეთა ყოველმხრივი წახალისებით აიყვანონ ისინი სამუშაოზე, გამოიყენონ ისინი ჩვეულებრივ სამეწარმეო სფეროში და მიუსადაგონ შრომის პირობები მათ საჭიროებებს, ხოლო იქ, სადაც ეს შეუძლებელია, შექმნან სპეციალური სამუშაო ადგილები და საწარმოო უბნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. იმ შემთხვევაში, როცა ეს ვერ ხერხდება დამსაქმებლის საკუთარი სახსრებით, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დახმარებისთვის მიმართოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისა და მხარდაჭერის სპეციალიზირებულ სამსახურებს. (პუნქტი 2, მუხლი 15).
3. ხელი შეუწყონ შრომისუნარიანობის შეზღუდვის მქონე პირთა სრულ სოციალურ ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში ისეთი ზომების გატარებით, რომელთა შორისაა ტექნიკური მხარდაჭერა, მიმართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წინაშე ურთიერთობებსა და გადაადგილებაში არსებული ბარიერებისა და სირთულეების გადალახვაზე, მათთვის სატრანსპორტო საშუალებების, საცხოვრებლის, დასვენების დაწესებულებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.
შრომის საერთშორისო ორგანიზაციის აქტები
გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებას - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას სხვადასხვა დროს მიღებული აქვს 43 აქტი, რომელიც უშუალოდ არის მიმართული შრომის სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ამდენად მეტნაკლებად ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებსაც. მათ შორისაა №90 კონვენცია „დისკრმინაციის შესახებ შრომისა და დასაქმების სფეროში“ და №111 კონვენცია „დისკრიმინაციის შესახებ შრომის სფეროში“; ორივე ეს კონვენცია და მასთან მიმართებაში არსებული ამავე სახელწოდების რეკომენდაციები (შესაბამისად №90 და №111 რეკომენდაციები) კრძალავს ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციას შრომისა და დასაქმების სფეროში, რომელიც გულისხმობს თანაბარი უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპის დარღვევას და არათანაბარ პირობებში აყენებს ადამიანს ამა თუ იმ ნიშნით.; აღსანიშნავია, აგრეთვე, 1998 წლის დეკლარაცია „ფუძემდებლური პრინციპებისა და უფლებების შესახებ შრომის სფეროში“, რომელშიც დისკრიმინაციის დაუშვებლობა აღიარებულია როგორც ერთერთი ძირითადი ოთხი ფუძემდებლური პრინციპიდან შრომის სფეროში.
უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლების დაცვაზე მიმართული ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპეციალური დოკუმენტი არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №159 „კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული რეაბილიტაციისა და დასაქმების შესახებ“ (კონვენცია მიღებულ იქნა 1983 წელს, ძალაში შევიდა 1985 წლის 25 ივნისიდან), რომელიც მიმართულია პროფესიული რეაბილიტაციის სფეროში სათანადო ზომების უზრუნველყოფაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყველა კატეგორიის ინტერესების შესაბამისად და მათ დასაქმებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაფართოებაზე შრომის ბაზარზე.
უცხოეთის ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკები შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სფეროში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საკვანძო საკითხია მათი ღირსების შელახვისა და სოციალური გარიყულობის თავიდან აცილება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი და ყოველმხრივი მონაწილეობის პირობების შექმნა.
სახელმწიფო პოლიტიკა დასაქმების სფეროში, როგორც წესი, ეფუძნება იმ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, რომელთაც მიერთებულია მოცემული ქვეყანა და შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობას. ბევრ ქვეყანაში მოქმედებს სპეციალური საკანონმდებლო აქტებიც, რომლებიც არეგულირებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების, შრომის სფეროში მათი თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობის უზრუნველყოფის საკითხებს. სახელმწიფო პოლიტიკა ყალიბდება გარკვეული მიდგომების საფუძველზე, რომელიც ცნობილია ლიბერალური, კონსერვატიული და სოციალურ- დემოკრატიული მოდელების სახელით.
წარმატებული სახელმწიფო პოლიტიკის არსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ჭრილში შემდეგში მდგომარეობს:
1. უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაქსიმალური მონაწილეობა საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და, განსაკუთრებით, შრომის ბაზარზე მათი დასაქმების სტიმულირება:
2. უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარანტირებული შემოსავლები ისე, რომ არ დაკარგონ ღირსეული ცხოვრების საშუალება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის წარმატების საზომი შრომისა და დასაქმების სფეროში შემდეგში მდგომარეობს:
დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი ნორმების გამყარება;
დამსაქმებელთა ვალდებულებების გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ;
სტიმულირების სხვადასხვა მექანიზმების გამყარება იმ გარანტიების შენარჩუნების პირობით, რომლებიც დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭებასთან;
პროგრამების მკაფიო ადმინისტრირება, ინსტანციების რაოდენობის შემცირება
ფიზიკური და სოციალური გარემოს შეღწევადობის უზრუნველყოფა და სხვ.
ქვემოთ მოცემულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი მოწყობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფო პოლიტიკას სხვადასხვა ქვეყნებში.
ქვეყნები
ავსტრალია |
|
ავსტრია |
|
ბელგია |
|
კანადა |
|
დანია |
დანიაში არ არის მიღებული უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირთა შრომის უფლების დაცვაზე მიმართული სპეციალური კანონმდებლობა, მაგრამ მოქმედებს „აქტიური სოციალური პოლიტიკის აქტი“ და „აქტი სოციალური სერვისების შესახებ“, აგრეთვე დანერგილია დაუსაქმებლობის კომპენსირების სქემები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. |
საფრანგეთი |
|
გერმანია |
|
იტალია |
|
კორეა |
|
მექსიკა |
|
ჰოლანდია |
|
ნორვეგია |
|
პოლონეთი |
|
პორტუგალია |
|
ესპანეთი |
|
შ ვედეთი |
|
შვეიცარია |
|
თურქეთი |
|
ინგლისი |
|
აშშ |
|
![]() |
4.1.2 სახელმწიფო პოლიტიკის მოდელები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სფეროში |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უცხოეთის ქვეყნებში სახელმწიფო პოლიტიკას საფუძვლად უდევს მრავალი ნიშნით საერთო, მაგრამ ამავე დროს რიგი ნიშნით განსხვავებული მიდგომები, რომელთა შორის ძირითადად გამოყოფენ ლიბერალურ, კონსერვატიულ და სოციალურ- დემოკრატიულ მოდელებს.
ლიბერალური მოდელი
ლიბერალურ მოდელში დომინირებს საბაზრო მექანიზმები. მოსახლეობის ღარიბი და ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის სოციალური დახმარება მიმართულია გარკვეული მინიმალური სოციალური საჭიროებების/მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას ყველა მოქალაქის სოციალური უზრუნველყოფისთვის, მაგრამ გარკვეულ ფარგლებში. ერთიანი (საყოველთაო) ლიბერალური მოდელის კლასიკურ ქვეყნებად მიიჩნევა აშშ და დიდი ბრიტანეთი. შესაბამისად, ამ ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ ძირითადად ვითარდება დისკრიმინაციის წინააღმდეგ და სხვა მოქალაქეთა უფლებებთან გათანასწორებისაკენ მიმართული ღონისძიებები.. დამსაქმებლებს (გარდა სახელმწიფო სტრუქტურებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული კომპანიებისა, რომლებსაც პირველ რიგში ეკისრებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების ვალდებულება) არ მოეთხოვებათ სამუშაოდ მოიზიდონ და დაასაქმონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თუმცა მოქმედებს აკრძალვა, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია მათ მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისკრიმინაცია შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით სამსახურში აყვანისა და მუშაობის პერიოდში. გასაუბრების დროს დამსაქმებელს არა აქვს უფლება, დასვას სპეციფიკური კითხვები, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს მაძიებლის ჯანმრთელობასთან, თუკი მსგავსი შეკითხვები არ იქნება დასმული სხვებისთვის. ასევე არ შეიძლება დამატებითი მოთხოვნების წაყენება, თუ ეს არ წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის აუცილებელ მოთხოვნას. გასაუბრების დროს ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის (მაგ. სურდოთარჯიმანი, ბრაილის შრიფტი და ა.შ.)
აქვე უნდა დაკონკრეტდეს, რომ ყოველივე ეს ეფექტურად მოქმედებს მხოლოდ განვითარებული საკანონმდებლო-სამართლებრივი სისტემის არსებობის შემთხვევაში, როდესაც შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გაუწიონ ქმედითი კონტროლი კანონაღსრულების პროცესს. კანონდარღვევების შემთხვევაში სადავო საკითხები წყდება ადმინისტრაციული წესით (სპეციალურად შექმნილი კომისიების არსებობის პირობებში) და სასამართლოს გზით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათი კანონიერი უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეუძლიათ მოითხოვონ შექმნილი პრობლემის არა მარტო მოგვარება, არამედ მორალური ზიანისა და ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება.
კონსერვატიული მოდელი
კონსერვატიული მოდელი, რომელიც მოქმედებს ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, აგებულია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებულ ურთიერთდაზღვევის ვალდებულებებზე (ე.წ. სოციალური პარტნიორობა) და ასევე შრომით მონაწილეობაზე, რის საფუძველზეც განისაზღვრება შემდგომი სოციალური უზრუნველყოფა. ეს მოდელი რთულ ვითარებაში აქცევს მოსახლეობის ის ფენას, რომელსაც არა აქვს მუდმივი სამუშაო ან საერთოდ დაუსაქმებელია და ამ მიზეზით არ გააჩნია დაზღვევა. მოსახლეობის ეს ნაწილი მთლიანად დამოკიდებულია ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდაჭერაზე. ქვეყანა, სადაც კონსერვატიული მოდელის პრინციპები მაქსიმალურად რეალიზდება, არის გერმანია, რომელმაც პირველმა დანერგა სადაზღვევო სისტემა ჯერ კიდევ კანცლერ ბისმარკის დროს შემოღებული სადაზღვევო კანონმდებლობის საფუძველზე.
ამ მოდელის ფარგლებში ფართოდ გამოიყენება სამუშაო ადგილების კვოტირების პრინციპი. ეს პრინციპი გამყარებულია შესაბამისი სახელმწიფო საკანონმდებლო ბაზით. საუკეთესოდ მიიჩნევა კვოტირების გერმანული სისტემა, რომელიც შემოღებულ იქნა 1974 წელს და მთელი ამ ხნის განმავლობაში პოზიტიურ ცვლილებებს განიცდის, თუმცა გარკვეული ხარვეზები მასაც ახასიათებს.
გერმანიაში დაწესებულია მკაცრი სანქციები კვოტირების მოთხოვნისაგან თავის არიდების შემთხვევაში. ზედამხედველობას კვოტების დაცვაზე ახორციელებს დასაქმების ფედერალური სამსახური. საჯარიმო გადასახადებიდან შემოსული თანხები ხმარდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო პროგრამებს და, ასევე გადაერიცხებათ დამსაქმებელებს, რომლებმაც დადგენილ კვოტაზე მეტი ოდენობით დაასაქმეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. უნდა აღინიშნოს, რომ კვოტა გერმანიაში საკმაოდ მაღალია და შეადგენს 6%-ს სახელმწიფო და კერძო საწარმოებისათვის, სადაც დასაქმებულია 16 და მეტი ადამიანი. ასევე უნდა ითქვას, რომ სწორედ გერმანიაში იქნა აპრობირებული და ფართოდ დანერგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შრომის უფლების დაცვისა და დასაქმების სტიმულირების მეთოდი, როცა კვოტაში ერთი ადგილი შეიძლება გაუტოლდეს 2 ან 3 ადგილს. ეს ხდება, თუკი დასაქმების სამსახური დაადგენს, რომ ამა თუ იმ პირის დასაქმება დაკავშირებულია შეზღუდვის რთულ ფორმის გამო განსაკუთრებული პირობების შექმნის აუცილებლობასთან. გერმანიაში, ისევე როგორც სოციალური პოლიტიკის კონსერვატიული მოდელის მიმდევარ სხვა ქვეყნებში, ფუნქციონირებს აგრეთვე სპეციალური სამუშაო ადგილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სოციალურ-დემოკრატიული მოდელი
სოციალურ-დემოკრატიული მოდელი მოქმედებს სკანდინავიის ქვეყნებში. აქ სოციალური უზრუნველყოფის ძირითად პრინციპს წარმოადგენს უნივერსალიზმი: საჭიროების შემთხვევაში ყველა მოქალაქე შრომითი წვლილის მიუხედავად უფლებამოსილია, მიიღოს გარანტირებული სოციალური უზრუნველყოფა ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ამ ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობენ დიდი სოციალური მხარდაჭერით სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც თავის მხრივ ახდენს დამსაქმებელთა სტიმულირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისთვის.
დამსაქმებლები სახელმწიფოსგან იღებენ სუბსიდიებს, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამისი შრომითი გარემოს შექმნისა და მათთვის საჭირო სპეციალური მოწყობილობების შეძენისათვის.
ზოგან დამსაქმებლები შეღავათებით სარგებლობენ სოციალური დაზღვევის ფონდში შენატანებში. სხვაობა ხმარდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელფასებს.
სახელმწიფო სუბსიდირების გზით ახდენს დამსაქმებლის მიერ ხელფასის გათანაბრებისათვის გაწეული დამატებითი ხარჯების კომპენსირებასაც. ამის აუცილებლობას ზოგჯერ წარმოშობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ გაწეული შრომის შესაძლო დაბალი პროდუქტიულობა. ამ დანიშნულების სახელმწიფო სუბსიდია დამსაქმებელს ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიერ დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სხვათა თანაბრად და გარანტირებულად იღებს ხელფასს და მასთან დადებულია გრძელვადიანი შრომის ხელშეკრულება.
ამ ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებაში გარკვეულ როლს ასრულებს სპეციალიზებული სახელოსნოები, სადაც შესაძლებლობის შეზღუდვის რთული ფორმის მქონე პირებს ეძლევათ პროფესიული გამოცდილების შეძენის საშუალება. ეს სახელოსნოები გვევლინებიან, აგრეთვე, ერთგვარ სასწავლო დაწესებულებებად, რაც ზრდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შანსს დასაქმდეს შრომის ღია ბაზარზე დამოუკიდებლად ან სახელოსნოების რეკომენდაციითა და ხელშეწყობით.
ცხრილი №2: სხვადასხვა სოციალური მოდელის ეფექტურობის შეფასება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მათი მიმართების თვალსაზრისით.
სოციალური |
ლიბერალური |
კონსერვატიული |
სოციალურ- |
ყველაზე მკაცრად მიმდევარი ქვეყნები |
აშშ, დიდი ბრიტანეთი |
გერმანია, საფრანგეთი |
შვედეთი, ჰოლანდია |
სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები |
სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ჩარევა სარგებლის გადანაწილებისას; ყველა მოქალაქისთვის თანაბარი პირობების შექმნა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, სოციალური დახმარება მხოლოდ მათთვის, რომელთაც მაღალი პროცენტითა აქვთ დაკარგული შრომისუნარიანობა და არ შეუძლიათ თავიანთი შრომით ირჩინონ თავი. |
სახელმწიფოს მხრიდან გადასახადების გადანაწილების დაბალი მაჩვენებელი, ურთიერთსადაზღვევო ვალდებულებების ფართო გამოყენება. |
სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისათვის მისი უფლება, ძირითადად მისი საჭიროებების გათვალისწინებით და შრომითი წვლილის მიუხედავად |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის ეფექტურობის შეფასება |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შრომის ნაყოფიერების განსხვავებულობა გამოწვეულია სამუშაო ადგილების შეუსაბამობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებთან |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმეტესობას არათანაბარ პირობებში არა აქვს შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიოს შეზღუდვის არმქონე პირებს. |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის ეფექტურობა უფრო დაბალია, ვიდრე არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მოითხოვს სახელმწიფოს ფინანსურ მხარდაჭერას შრომის ბაზარზე მდგომარეობის გათანაბრებისათვის |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომით მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის ძირითადი ფორმები |
დისკრიმინაცის წინაააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა |
სამუშაო ადგილების კვოტირება, სპეციალიზებული საწარმოები |
დასაქმებისათვის მომზადების სისტემა, დამყარებული სპეციალიზებული სახელოსნოების ბაზაზე; სახელმწიფო სუბსიდიები დამსაქმებელთათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელფასის ნაწილის ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ |
სოციალური პოლიტიკის ზემოთ მოყვანილი ნიმუშები საკმაოდ პირობითია, რამდენადაც არცერთი ქვეყანა არ სჯერდება ზედმიწევნით „სუფთა“ მოდელს, რამდენადაც გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გაცილებით ეფექტურია რამდენიმე მიმართულების შერწყმა, რაც რომელიმე კონკრეტული მოდელის ხარვეზის ამოვსების/კომპენსირების შესაძლებლობას იძლევა და აჩქარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციას შრომით ბაზარზე.
მაგალითად, გერმანიაში მოქმედებს სპეციალური კანონი, რომელიც კრძალავს დასაქმების სფეროში შესაძლებლობის შეზღუდვის რთული ფორმის მქონე პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, რაც არ არის დამახასიათებელი სოციალურ - დემოკრატიული მოდელისათვის, ხოლო დიდი ბრიტანეთში მოქმედებს სამუშაო ადგილების კვოტირების სისტემა, რომელიც ასევე გადის კონსერვატიული მოდელის ჩარჩოებიდან. აშშ-ში - სოციალურ-დემოკრატიული ან კონსერვატიული მოდელის მიმდევარი ქვეყნების მსგავსად, განვითარებულია სასწავლო სახელოსნოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
იგივე გერმანიაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო სისტემა არ წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ძირითად განმაპირობებელ საშუალებას, რადგან მისი მოქმედება არ ვრცელდება კერძო სექტორზე. დიდ ბრიტანეთში სამუშაო ადგილების კვოტირების სისტემა კარგად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მასთან დაკავშირებული საჯარიმო სანქციები. სკანდინავიაში, განსხვავებით აშშ-საგან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი სახელოსნოები პირდაპირ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და გვევლინება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციისა და დასაქმების ძირითად საშუალებად.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აქცენტს აკეთებენ შრომის ღია ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მიმართულებით, ამავე ქვეყნებში პარალელურად განაგრძობენ არსებობას დასაქმების სპეციალიზებული ფორმებიც.
მიუხედავად კვოტირების სისტემის მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ რამდენად მოაქვს სასურველი შედეგი მის რეალიზაციას. ამიტომაც, ეკონომიკის ლიბერალური და სოციალურ-დემოკრატიული სისტემის მიმდევარმა ქვეყნებმა, მაგალითად დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, არ შემოიღეს კვოტირების სისტემა და მეტწილად მხოლოდ დეკლარაციულობით შემოიფარგლნენ. თუმცა, ამასთან ერთად ყურადღება გამახვილდა პროფესიულ რეაბილიტაციასა და პროფესიულ-ტექნიკური სწავლების სისტემის სრულყოფაზე და დამსაქმებელთა სტიმულირებაზე.
ამასთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალი სახელმწიფო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხრიდან აქტიური ლობირების ფარგლებში ადგას ეროვნული ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავება-დახვეწის გზას.
რიგ ქვეყნებში ხდება სპეციალური კანონების მიღება (ე.წ. ანგლო-საქსური გზა), სხვაგან კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები მოიაზრება როგორც ნაწილი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პოლიტიკისა. პირველი უფრო დამახასიათებელია ლიბერალური მოდელის, ხოლო მეორე - კონსერვატიული მოდელის მიმდევარი ქვეყნებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ლიბერალური და სოციალურ-დემოკრატიული მოდელის მიმდევარ ქვეყნებში ვითარდება ინკლუზიური განათლების სისტემა, ხოლო კონსერვატიული მოდელის მიმდევარ ქვეყნებში - სეგრეგაციული (სპეციალიზებული) სისტემა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელ ფაქტორთაგან ერთერთი ძირითადი არის მისი მოსახლეობის, საზოგადოების დამოკიდებულება (პოლიტიკური და იდეოპოლიტიკური დოქტრინა). ამგვარი მიდგომები კი, როგორც წესი, გაცილებით პროგრესულია ლიბერალური პოლიტიკის მატარებელ ქვეყნებში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი განიხილება, როგორც თანაბარუფლებიანი და თანასწორი მონაწილე ყველა სახის სოციალურ ურთიერთობაში. ლიბერალური მოდელის მიმდევარი ქვეყნები დამატებით ვალდებულებებს კი არ აკისრებენ დამსაქმებლებს, არამედ ქმნიან შესაბამის პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომ მათ მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობები შრომის ბაზარზე დამკვიდრებისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ სოციალური მოდელს ახასიათებს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშანი: ერთი - შეხედულება, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტურობის მიღწევას, განეკუთვნება საბაზრო ეკონომიკის განსაზღვრების კლასიკურ თეორიას და თავისი არსით წარმოადგენს სამართლიანობის საბაზრო მოდელს. და მეორე - შეხედულება, რომელიც სოციალური თანასწორობის კრიტერიუმთა პოზიციით აფასებს მდგომარეობას, წარმოადგენს სამართლიანობის თანასწორობით მოდელს. ვინაიდან საბაზრო და თანასწორობითი მოდელები ურთიერთწინააღმდეგობრივია, სოციალური სფეროს სტრუქტურა და მისი ორგანიზების საბაზისო პრინციპები მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უფრო მძლავრად არის წარმოდგენილი სოციალური სფეროს სტრუქტურირებისას.
სოციალური პოლიტიკის ლიბერალური მოდელი ყოველთვის ორიენტირებული იყო ეკონომიკურ ეფექტურობაზე, ამიტომაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაცია განიხილებოდა არა ჰუმანიტარულ, არამედ სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის მომგებიანობის ჭრილში.
ლიბერალური მოდელიც ორიენტირებულია სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევაზე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. სახელმწიფო ნაკლებად იღებს თავისთავზე პასუხიმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამსაქმებლებზე ზემოქმედებისათვის და, კიდევ უფრო ნაკლებად, მათ ფინანსურ მხარდაჭერაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩარევა რაღაც ხარისხით არ ხდება. სრულიად სხვა სიტუაცია გვაქვს კონსერვატიული მოდელის პირობებში, როცა მხოლოდ დამსაქმებელი არის ერთადერთი, ვინც ვალდებულია, თანაბრად აანაზღაუროს შრომა, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომელთა მიერ რეალურად წარმოებული შრომის შესაძლო დაბალი ღირებულებისა.
მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ განსხვავებულობა სოციალური პოლიტიკის ლიბერალური მოდელის მიმდევარი და კონსერვატიული მოდელის მიმდევარი ქვეყნების მიდგომებში, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შრომის სპეციალური პირობების შექმნის დროს. პირველ შემთხვევაში დამსაქმებელი ახდენს სამუშაო ადგილის ადაპტირებას მასთან დასაქმებული კონკრეტული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებათა შესაბამისად: ცვლის სამუშაო ადგილის გარემოს, აღჭურვილობას, დასაქმების პირობებს, უზრუნველყოფს მათ საერთო ან ინდივიდუალური დამხმარე პერსონალით. მეორე შემთხვევაში: ცდილობს სამუშაო ადგილი ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის. ეს მეორე შემთხვევა მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს უფრო პროგრესული, სინამდვილეში იგი ნაკლებად გულისხმობს ერთი კონკრეტული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პიროვნული საჭიროებების/მოთხოვნილებების გათვალისწინებას. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ამ მოდელის მიმდევარ ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაგან ყველას როდი შეუძლია დასაქმდეს უკვე არსებულ შრომით პირობებში, და შესაბამისად უფრო გავრცელებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება სპეციალირად მათთვის შექმნილ, ე.წ. სპეციალიზებულ საწარმოებში. 2003 წლის მონაცემებით ევროკავშირის 12 ქვეყანაში 430 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მუშაობდა სპეციალიზებულ დაწესებულებებში და სავარაუდოა, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ამ მომენტისთვისაც. თუმცა, რა თმა უნდა სპეციალიზებული სამუშაო ადგილები/საწარმოები წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს შრომის ღია ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემდგომ დასაქმებაში, მაგრამ ამის მიღწევა ყოველთვის ვერ ხერხდება. იმავე 2003 წლის მონაცემებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შეცვლა დასაქმების საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირებულია 1-დან 5%-მდე მაჩვენებლით, ამასთან ქვეყანათა უმეტესობაში გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აღინიშნება. მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება სპეციალიზირებულ დაწესებულებებში არ შეიძლება იყოს სახელმწიფოსა და საზოგადოების თვითმიზანი. სწორედ ამიტომ, ქვეყნები თანდათანობით ამბობენ უარს სპეციალიზებული საწარმოების სისტემაზე, როგორც ძირითად გარანტზე შშ პირთა დასაქმების სფეროში. ეს გამოწვეულია ორი ძირითადი მიზეზით. პირველ რიგში საწარმოები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სთავაზობენ საჭიროებებთან მისადაგებულ სამუშაო ადგილებს, სახელმწიფოსთვის სულ უფრო და უფრო არამომგებიანნი ხდებიან ფინანსური თვალსაზრისით, ამ პრობლემის მკვლევართა უმეტესობის დასკვნით, სახელმწიფოს გაცილებით იაფი უჯდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონკუტრენტუნარიანობის ამაღლებაზე მიმართული კონცეფციის გატარება და სამუშაო ადგილების შექმნა შრომის ღია ბაზარზე. მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვა დასაქმებაში შრომის ღია ბაზარზე წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მიმართული პოლიტიკის საერთო მიზანს - შექმნას გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციისათვის. სპეციალიზებულ საწარმოები კი ამას ნაკლებად უწყობს ხელს, ვინაიდან დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის ანაზღაურება ხშირად მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს და შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის ერთერთი ფორმა, მაგრამ არანაირად როგორც მათი ჩართვა ეკონომიკურ საქმიანობაში.
სპეციალიზებული საწარმოების (სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოკლებულნი არიან ორგანიზაციის მართვის სადავეებს) ალტერნატივად წამყვან ქვეყნებში ვითარდება ე.წ. სოციალური საწარმოები, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოადგენენ არასამთავრობო სექტორის არაკომერციულ საწარმოებს/დაწესებულებებს, რომლებიც იმართება დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ექსკლუზიურად ან თანამონაწილეობით.
![]() |
4.1.3 სოციალური და სამართლებრივი დაცვის ღონისძიებები - დამატებითი გარანტიები (“affirmation action”). შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სფეროში |
▲ზევით დაბრუნება |
გათანაბრების პოზიტიური მექანიზმები
რიგ საზღვარგარეთის ქვეყნებში მოსახლეობის ცალკეული სოციალური ჯგუფების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალურ დაცვაზე მიმართულ სახელმწიფო პოლიტიკაში დომინირებს ე.წ. გათანაბრების პოზიტიური (დადებითი) პრინციპი ანუ თვითდამკვიდრების მხარდამჭერი, ე.წ. გამამყარებელი მიდგომები და ქმედებები (“affirmation action”). რომლებიც საზოგადოებაში ამცირებენ სტრუქტურულ დისკრიმინაციას ადამიანის ამა თუ იმ სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების საფუძველზე.
ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სტანდარტული წესებით დასაშვებია ეროვნულ კანონმდებლობებში არსებობდეს დებულება გათანაბრების პოზიტიური მექანიზმების შესახებ (სტანდარტული წესები, მუხლი 15, პუნქტი 3)
საინტერესოა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1958 წლის 20 ივნისის №111 კონვენციაში „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“ დისკრიმინაციის ცნებაში ჩადებულია ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისი ან უპირატესობის მინიჭება, რომელიც მიმართულია თანაბარი შესაძლებლობების ან თანაბარი მოპყრობის პრინციპის დარღვევის ლიკვიდაციაზე შრომისა და დასაქმების სფეროში (მუხლი 1.). ცნება „თანაბარი“ აქცენტირებულია 1983 წლის 20 ივნისის № 159 კონვენციაშიც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული რეაბილიტაციისა და დასაქმების შესახებ“, კერძოდ, მუხლში 2,4, რომელშიც ნათქვამია, რომ რომ სპეციალური პოზიტიური ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის არ უნდა ვლინდებოდეს სხვა მშრომელთა მიმართ დისკრიმინაციის სახით .
იქ, სადაც დომინირებს გათანაბრების პოზიტიური მექანიზმები, ეროვნულ იურისპრუდენციაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დაკანონებულია სოციალური და სამართლებრივი დაცვის დამატებითი გარანტიები დასაქმების სფეროში, ანუ ადგილი აქვს დიფერენციაციას შრომის სამართლებრივ რეგულირებაში ისეთი სუბიექტური ფაქტორის საფუძველზე, როგორიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ქვემოთ მოცემულია მოკლე მიმოხილვა დამატებითი გარანტიებისა, რომელთა მასშტაბი და ხვედრითი წილი განისაზღვრება იმ მოდელის არსით, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა ირჩევს სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლად.
კვოტირება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სფეროში ფართოდ გამოიყენება სამუშაო ადგილების კვოტირების პრინციპი. კვოტირების სისტემა ემყარება ორ ურთიერთდაკავშირებულ გარემოებას: 1. დამსაქმებელი არ აიყვანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიდ ოდენობას სამუშაო ადგილზე, თუ მას ამაში არ დაავალდებულებს კანონი; 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმეტესობა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ თუნდაც თანაბარ პირობებში გაუწიოს და გაიმარჯვოს კონკურენციაში შეზღუდვების არმქონე კონკურენტთან. ორივე შემთხვევაში მიიჩნევა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, როგორც მუშა პერსონალის, შრომითი პროდუქტიულობა დაბალია, რის გამოც მისი შრომითი მოწყობა, ერთის მხრივ, ნაკლებად მიმზიდველია დამსაქმებლისთვის და, მეორე მხრივ, გამომუშავების დაბალი შესაძლებლობის გამო ხშირად სრულიად არასაკმარისია იმისათვის, რომ უზრუნველყოს დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შრომითი შემოსავლების საჭირო დონე.
ამიტომ სახელმწიფო საკანონმდებლო მექანიზმების მეშვეობით ავალდებულებს დამსაქმებლებს, გამოყონ ან შექმნან სამუშაო ადგილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. კვოტირების წესით დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რიცხვი განისაზღვრება დასაქმებულ თანამშრომელთა პროცენტულ ოდენობასთან მიმართებაში..
სამუშაო ადგილების კვოტირების სისტემას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1923 წელს ავსტრიამ, გერმანიამ, იტალიამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა დანერგეს კვოტირების სისტემა, რომლის მიხედვითაც დამსაქმებლებს დაევალათ ომის ვეტერანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამსახურში აყვანა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კვოტირების სისტემა მრავალ სხვა ქვეყანაშიც შემოვიდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ დაუსაქმებელთა რიცხვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში ძალიან მაღალი იყო, ხოლო კეთილი ნების გამოვლენა დამსაქმებელთა მხრიდან - ძალიან დაბალი.
კვოტირების ყველა სისტემის საერთო ნიშანია ის, რომ ისინი დამსაქმებელს ავალდებულებენ გარკვეული პროცენტით მიღონ/დაასაქმონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხოლო ძირითადი განმასხვავებელია ის, რომ კვოტირება შეიძლება იყოს როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო ხასიათისა, ამასთან განსხვავებულია დამსაქმებელთა მიმართ დაწესებული სანქციებიც.
გერმანიაში, საფრანგეთსა და უნგრეთში კვოტირების სისტემაში ხვდებიან ორგანიზაციები, რომელთაც ჰყავთ 20-ზე მეტი თანამშრომელი, ავსტრიასა და პოლონეთში ეს მაჩვენებელი 25-ით განისაზღვრება. ესპანეთში მინიმალური რიცხვი თანამშრომლებისა, რის შემთხვევაშიც საწარმო არ ხვდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კვოტირების სისტემის ქვეშ, არის 50 თანამშრომელი. საფრანგეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განსაზღვრული კვოტა არის 6%, ლუქსემბურგში მერყეობს 2-დან 5%-მდე, საკუთრების ფორმის შესაბამისად. ესპანეთსა და ირლანდიაში ეს რიცხვი განისაზღვრება 3%-ით, იაპონიაში 1,6%-დან 2%-მდე.
უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო ახდენს დამსაქმებელთა მიერ შესაძლებლობის შეზღუდვის რთული ფორმის მქონე პირების დასაქმების სტიმულირებას. ასე მაგალითად, სამუშაოზე ეტლით მოსარგებლე ადამიანის მიღების შემთხვევაში, დამსაქმებელი ასრულებს არა ერთი, არამედ ორი და ზოგჯერ სამი ადგილის შევსებას დადგენილი კვოტის ფარგლებში (ანუ ერთი ეტლით მოსარგებლე ადამიანის მიღება უდრის ნაკლებად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ორი - სამი პირის მიღებას). ამგვარი სტიმულირება გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა სამუშაოდ იღებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია მუშაობის გამოცდილება.
რიგ სახელმწიფოში დამსაქმებელს აქვს უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ნაცვლად გადაიხადოს გარკვეული გადასახადი სპეციალურ ფონდში, რომლის შემოსავლებიც შემდგომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას ხმარდება (ე.წ. quoTa-levy სისტემა). მსგავსი წესები მოქმედებს ავსტრიაში, უნგრეთში, გერმანიაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, საფრანგეთში, ჩეხეთში, იაპონიასა და ზოგ სხვა ქვეყანაში.
არის ქვეყნები, სადაც დაწესებულია სანქციები დამსაქმებელთათვის, რომლებიც სამუშაოდან დაითხოვენ შეღავათების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (გერმანია) ან დაარღვევენ კანონით განსაზღვრულ კვოტას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთა მიმართ გამოვლინდა დისკრიმინაცია კვოტირების წესების დარღვევის სახით, აქვთ შესაძლებლობა მოითხოვონ მათთვის მიყენებული მორალური ზიანისა და დაკარგული ეკონომიკური სარგებლის ანაზღაურება. ამგვარი საკითხები განიხილება როგორც სასამართლოს წესით, ისე სპეციალურად შექმნილი კომისიების მიერ.
კვოტების დარღვევისათვის ორგანიზაციები იხდიან შენატანებს სპეციალურ მიზნობრივ ფონდებში, რომელნიც ამ სახსრებს ანაწილებენ სამუშაო ადგილების შექმნაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, აგრეთვე არსებული სამუშაო ადგილების მისადაგებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისადმი.
სუბსიდირება
ბევრ ქვეყანაში საწარმოებს, რომელნიც იყენებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომას, გამოეყოფა სახელმწიფო სუბსიდიები. ეს სუბსიდიები, როგორც წესი, გამოიყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გარანტირებულად იღებს იგივე ოდენობის ხელფასს, როგორსაც შეზღუდვის არმქონე მუშაკი მიიღებდა ანალოგიურ სამუშაოზე, და როცა მასა და საწარმოს შორის გაფორმებულია გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება. სუბსიდიები ძირითადად გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებთან სამუშაო ადგილის მისადაგებისათვის, სპეციალური აღჭურვილობის შეძენისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შრომის შესაძლო დაბალი პროდუქტიულობის პირობებში მისი ხელფასის ანალოგიურ პოზიციაზე მომუშავე სხვა არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ხელფასთან სავალდებულო გათანაბრებაზე გაწეული ხარჯების კომპენსირებისთვის, და ა.შ. გარდა სუბსიდიებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამსაქმებლებისათვის დაწესებულია გარკვეული საგადასახადო შეღავათები და კრედიტები, ზოგიერთ ქვეყანაში დამსაქმებლები იღებენ შეღავათებს სოციალური დაზღვევის ფონდებში სავალდებულო შენატანების დროს და სხვ.
განსაკუთრებული ხელშეწყობა პროფესიულ რეაბილიტაციაში
და სამუშაოდ მომზადებაში
პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში პროფესიული რეაბილიტაცია ენიშნება პირებს, როცა არსებობს შესაძლებლობა გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა შრომის ბაზარზე. ჩვეულებისამებრ, რეაბილიტაცია მიმართულია იმაზე, რომ ადამიანმა შეძლოს იმუშაოს სხვა სპეციალობით. სხვა სახის სამუშაოში იგულისხმება იმ სამუშაოს მონათესავე, ახლომდგომი სამუშაო, რომელსაც ადამიანი ეწეოდა შესაძლებლობის შეზღუდვამდე (ესპანეთი, ავსტრია) ან უფრო დაბალი ხარისხისა და სიმძიმის, დატვირთვის სამუშაო (დანია, შვედეთი).
ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს პრინციპი - პროფესიული რეაბილიტაცია პენსიაში გასვლამდე. ეს გულისხმობს, რომ პროფესიული რეაბილიტაციის საკითხი ავტომატურად განიხილება, როგორც კი პირი აკეთებს განცხადებას პენსიის დანიშვნის თხოვნით. თუ რეაბილიტაცია შესაძლებელია, მას ექმნება ამისათვის საჭირო ყველა პირობა თავის ადრინდელ (ან ახლომდგომ) სამუშაო ადგილზე დატოვების პერსპექტივით. ასეთი პრინციპი მოქმედებს ავსტრიაში, დანიაში, შვედეთსა და შევეიცარიაში, უფრო შერბილებული ვარიანტით - გერმანიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ენიჭებათ უპირატესობა საწარმოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტრენინგებსა და პროფესიული სწავლების პროგრამებში ჩართვის დროს. მათ ასევე შეუძლიათ ჩაერთონ პროფესიული სწავლების სახელმწიფო პროგრამებში უმუშევრის სტატუსის არქონის შემთხვევაშიც განსაზღვრული დროის განმავლობაში.
სპეციალიზებული საწარმოები
მრავალ ქვეყანაში არსებობს სპეციალიზებული საწარმოები, რომელნიც იყენებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომას. ასეთი საწარმოები ფასდება არა როგორც საუკეთესო, უპირატესობის მქონე სამუშაო ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის, არამედ შრომითი მოწყობის “სათადარიგო ვარიანტი” იმ შემთხვევისათვის, თუკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ვერ მოიძია სამუშაო ადგილი ყველასათვის საერთო პირობებში. ამგვარ სამუშაოზე უპირატესად საქმდებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობის შეზღუდვის რთული ფორმა და რომელთათვისაც ძნელია ან შეუძლებელი მისადაგებული სამუშაო პირობების შექმნა ჩვეულებრივ საწარმოებში.
არსებობს სპეციალური სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამის ორი ტიპი: პირველ ტიპს მიეკუთვნება გარდამავალი პროგრამები, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადამზადების უზრუნველყოფასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას სპეციალურად მათთვის შექმნილი სამუშაო ადგილებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მათ შესძენს გარკვეულ პროფესიულ უნარებს.
მეორე ტიპს მიეკუთვნება დასაქმების მხარდამჭერი გაფართოებული პროგრამები, რომლებიც ატარებენ წინმსწრებ ხასიათს და მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნაზე სპეციალიზებულ დაწესებულებებში. ამ ტიპს განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომაზე დამყარებული კოოპერატივები. ამასთან ამ კოოპერატივების შექმნა უნდა იყოს ინიცირებული სახელმწიფოს და არა თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ. ეს განიხილება როგორც დასაქმების „სათადარიგო ვარიანტი“, როდესაც ჩვეულებრივ დაწესებულებებში ვერ ხერხდება სამსახურის მოძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებს მისადაგებული პირობებით, ან როგორც მოსამზადებელი ეტაპი/კომპონენტი შემდგომი დასაქმებისთვის შრომის ბაზარზე.
![]() |
4.1.4 სოციალური ფინანსური შემწეობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი მოწყობის (დასაქმების) სტიმულირებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
განვითარებული ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოცალური დაცვის და კონკრეტულად დასაქმებასთან დაკავშირებული მასტიმულირებელი სოციალური შემწეობების სფეროში, ერთი შეხედვით, აგებულია გარკვეული ასპექტით შეუთავსებელი მიზნების შეთავსების მცდელობაზე, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით: ამ სფეროში ჩატარებული ავტორიტეტული კვლევების შედეგები გვიჩვენებს, რომ ფინანსური შემწეობები ნაკლებად უწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არ ახდენს მათ სტიმულირებას აქტიურად მოიძიონ სამუშაო, მაგრამ ბენეფიტებისა და შემწეობების თვისობრივი და რაოდენობრივი ზრდა ამ ქვეყნებში სულ უფრო ნაკლებად ახდენს უარყოფით ზეგავლენას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მაჩვენებელზე. ეს აიხსნება იმით, რომ ამ ქვეყნების კანონმდებლობასა და პოლიტიკაში გარდა ფინანსური შემწეობებისა, გათვალისწინებულია ღონისძიებები, რომელნიც ქმნიან ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეძლებისდაგვარი მონაწილეობის რეალურ პირობებსა და გარანტიებს
![]() |
4.1.5 დასაქმების მხარდაჭერის სისტემა |
▲ზევით დაბრუნება |
დასაქმების მხარდაჭერის სისტემა როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი და შრომითი მოწყობის (დასაქმების) სტიმულირების მექანიზმიდანერგილია მსოფლიოს მრავალ მოწინავე ქვეყნებში.
90-იან წლებში სოციალურ კანონმდებლობაში მიმდინარე რეფორმები ორიენტირებული იყო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის, დასაქმების სტიმულირებასა და შრომის ბაზარზე აქტიური მონაწილეობის მექანიზმების დანერგვაზე. ისეთი ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია, ინგლისი, იტალია, სადაც მანამდე პოლიტიკა მიმართული იყო კომპენსაციაზე, ქვაკუთხედად დაიდო შრომითი მოწყობის სტიმულირების მექანიზმების შექმნა. დასაქმების მხარდაჭერის სამსახურების შექმნა სწორედ ამ დროიდან იწყება...
ქვემოთ უფრო ვრცლად შევჩერდებით ორ ისეთ მნიშვლოვან მიმართულებაზე სახელმწიფო პოლიტიკებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სფეროში, როგორიცაა სოციალური შემწეობები შრომითი მოწყობის (დასაქმების) სტიმულირებისათვის და დასაქმების მხარდაჭერის სერვისები.
სოციალური შემწეობები შრომითი მოწყობის (დასაქმების) სტიმულირებისათვის
გაეროს სტანდარტული წესების თანახმად, სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან სოციალურად უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და დაიცვან მათი შემოსავლები შესაძლებლობათა შეზღუდვის ხარისხით გამოწვეული სამუშაოს მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის ან სხვა ხასიათის სამუშაოთი იძულებითი შეცვლის შემთხვევაში. ამ საკითხებს ეხება სტანდარტული წესების შემდეგი მუხლები:
1. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემოსავლების დაცვა, რომლებმაც შრომისუუნარობის ან სხვადასხვა შემზღუდველი გარემოებებით განპირობებული შრომისუნარიანობის დაქვეითების გამო დაკარგეს საარსებო სახსრების დამოუკიდებლად გამომუშავებისშესაძლებლობა, შეუმცირდათ ხელფასი ან არ გააჩნიათ სამუშაოს შოვნის საშუალება, სახელმწიფოებმა უნდა იზრუნონ, რომ მათთვის დახმარების აღმოჩენისას მხედველობაში იქნას მიღებული ხარჯები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახები საჭიროებენ შესაძლებლობის შეზღუდვის გამო.
2. სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები უნდა ახალისებდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ეძებდნენ ისეთ სამუშაოს, რომელიც აანაზღაურებს და აღადგენს მათ დაკარგულ შემოსავალს.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მატერიალური დახმარება უნდა გაეწიოთ მანამ, სანამ ეს პირები ითვლებიან შრომისუუნაროდ (ოფიციალური თარგმანის ხარვეზია), თანაც ისე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყოველთვის ესწრაფოდნენ სამუშაოს შოვნას.. ასეთი დახმარების შემცირება ან შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იწყებს ადეკვატური და გარანტირებული შემოსავლის მიღებას.
ამრიგად, სტანდარტული წესების თანახმად, უნდა დაინერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებასთან ინტეგრაციაზე და მათთვის მატერიალური დამოუკიდებლობის პირობების შექმნაზე მიმართული უფრო სამართლიანი მიდგომა, (რეაბილიტაციის ასეთი მიზნები დეკლარირებულია საქართველოს კანონშიც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“). ეს მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ანიჭებს ჭეშმარიტი არჩევანის უფლებას, რეალურ შრომის უფლებას. ამ მიდგომის პირობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თავად იღებენ გადაწყვეტილებას მიიღონ სახელმწიფო დახმარების მაქსიმუმი თუ სცადონ თავად გამოიმუშაონ საარსებო სახსრები. ამრიგად, რეალიზდება შრომის უფლების პირველი კომპონენტიც (შესაძლებლობა საარსებო სახსრების მიღებისა საკუთარი შრომით) და მისი მეორე კომპონენტიც (თავისუფლად აირჩიონ მისთვის ხელსაყრელი პირობები - იმუშაონ ან უარი თქვან მუშაობაზე).
90-იან წლებში სოციალურ კანონმდებლობაში მიმდინარე რეფორმები ორიენტირებული იყო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის, დასქმების სტიმულირებასა და შრომის ბაზარზე ატიური მონაწილეობის მექანიზმების დანერგვაზე. ისეთი ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია, ინგლისი, იტალია, სადაც მანამდე პოლიტიკა მიმართული იყო კომპენსაციაზე, ქვაკუთხედად დაიდო შრომითი მოწყობის სტიმულირების მექანიზმების შექმნა.
შრომითი მოწყობის სტიმულირების ერთერთ ფინასურ მექანიზმად დაისახა ფინანსური შემწეობების მზარდი გაცემა როგორც უმუშევარი, დასაქმების მოლოდინში მყოფი, სამუშაოს მაძიებელი, ისე უკვე დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სტიმულირებისათვის ეძიონ უფრო ხელსაყრელი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო კომპენსაციის დაკარგვის და შესაძლებლობათა შეზღუდვის გამო არსებული სპეციფიკური დანახარჯების ანაზღაურების საშიშროების გარეშე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ სტიმულს აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მოიძიოს თუნდაც დაბალანაზღაურებადი, თუნდაც სიმბოლური ხელფასის მომტანი სამუშაო, რათა და ამ გზით მოახდინოს ინტეგრაცია და სოციალიზაცია და არ ეშინოდეს სოცილაური შემწეობის მოხსნისა, სანამ მყარად არ დაიმკვიდრებს ადგილს სრომის ბაზარზე.
ზოგიერთი ქვეყანა მიმართავს მომუშავე ადამიანისათვის შემწეობის აღდგენის მარტივ პროცედურას იმ შემთხვევისათვის, თუკი მისი შრომითი მოწყობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ბევრ ქვეყანაში არის შემწეობები, რომელნიც გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მიუხედავად იმ გარემოებებისა, მუშაობს თუ არა იგი, როგორია მისი შემოსავლები და ა.შ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დასაქმების შემთხვევაში ზოგიერთი ტიპის დახმარება მთლიანად უნარჩუნდება ან ეხსნება მხოლოდ ნაწილობრივ, ხოლო მთლიანად მოხსნის შემთხვევაში იგი წინასწარ არის ჩაყენებული საქმის კურსში და აქვს დრო მოიძიოს ახალი სამუშაო .
აშშ-ში, მაგალითად, სახელმწიფო დახმარება მცირდება გარკვეული პროპორციით - თითო დოლარი ყოველი გამომუშავებული ორი დოლარიდან, თუკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ყოველთვიური შემოსავალი აღემატება კანონით განსაზღვრულ თანხას. ფულადი დახმარება, რომელიც გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე განვითარებულ ქვეყნებში,შედგება ორი ნაწილისაგან: ხელფასის კომპენსაცია და შესაძლებლობათა შეზღუდვასთან დაკავშირებული მომსახურების კომპენსაცია. მაგალითად დანიაში, კომპენსირდება როგორც დაკარგული ხელფასი, ისე შესაძლებლობათა შეზღუდვასთან დაკავშირებული სპეციფიკური ხარჯები ანუ შემოსავლის (ხელფასის) ჩანაცვლებაზე მიმართული დახმარებები, მაგრამ ეს არანაირ ზეგავლენას არ ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმუშევრობის მაჩვენებელზე (პროცენტზე). გარდა დანიისა, კარგი მაგალითია ინგლისში მოქმედი დახმარების სახეობა (living with disabil ity allowance), რომლის ოდენობა დამოკიდებულია მოვლის საჭიროებაზე ანუ ახდენს მოვლისა და გადაადგილებისათვის საჭირო ხარჯების კომპენსირებასაც. ეს უკანასკნელი (მოვლის დახმარება) დანერგილია, აგრეთვე, ავსტრალიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ამავე რიგს მიეკუთვნება ე.წ. მოვლის დაზღვევა გერმანიაში, ინტეგრაციის დახმარება ბელგიაში.
ასეთივე სქემები მუშაობს კორეაში, პორტუგალიაში, დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში. ეს დახმარებები უფრო ხშირად ენიშნება მძიმე შეზღუდვის მქონე ადამიანებს და არ არის დამოკიდებული შემოსავლის კომპენსაციაზე მიმართული დახმარების ოდენობა/მოცულობაზე.
განვითარებად ქვეყნებში არსებული დახმარებები დაკავშირებულია დაკარგული შემოსავლის კომპენსაციასთან და არ ითვალისწინებს სპეციფიკურ ხარჯებს, რომლებსაც შესაძლებლობის შეზღუდვობა იწვევს. აბსოლუტურად ყველა ფინანსური დახმარება (რომელიც დღეს შედგება სოციალური ან შრომითი შესაძლებლობის შეზღუდვობის პენსიის და დაკარგული შეღავათების საკომპენსაციო თანხების საბაზისო ოდენობისაგან) მიბმულია ადამიანის შრომისუნარიანობის კრიტერიუმებზე. ადამიანის შრომისუნარიანობის კრიტერიუმი კი არ ითვალისწინებს ადამიანის იმ მოთხოვნილებებს /საჭიროებებს, რომლებიც მას აქვს მაგალითად, დამოუკიდებლად გადაადგილებასა და თვითმომსახურებაში შეზღუდვების და სპეციფიკური მომსახურებების აუცილებლობის გამო (ამისათვის არსებობს სპეციალური კრიტერიუმები), შესაბამისად, სოციალურ დახმარებაში უგულვებელყოფილია მეორე კომპონენტი - შესაძლებლობის შეზღუდვობასთან დაკავშირებული სპეციფიკური დანახარჯების კომპენსაცია.ამ ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო სოციალური დახმარების ოდენობა როგორც ფინანსური, ნატურალური, ისე მრავალი სხვა პარამეტრით მიბმულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პოტენციურ შესაძლებლობასთან იმუშაოს და დამოუკიდებლად უზრუნველყოს თავისი ეკონომიკური არსებობა.
რასაკვირველია, ასეთ მიდგომას, რომლის თანახმად, ის, ვინც გამოიმუშავებს ფულს, ნაკლებს იღებს სახელმწიფოსაგან, აქვს არსებობის უფლება და მრავალი განვითარებული ქვეყნის პრაქტიკაშიცაა დანერგილი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფო დახმარების შეზღუდვა - შემცირება ხდება აპრიორი, ყოველგვარი დათქმების გარეშე, დამოუკიდებლად იმისაგან, დასაქმებულია თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და თუ დასაქმებულია, რა პირობებში უხდება მუშაობა. უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოს ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტულ წესებს და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას.
ცხრილი №3: სახელმწიფო სოციალური შემწეობების გაცემის,
შეწყვეტის შემთხვევები და დასაქმების სტიმულირების სხვა მექანიზმები
ქვეყნები |
შემწეობის შეჩერება |
სხვა სტიმულები |
ავსტრალია |
არ ხდება ორ წლამდე, სრული დასაქმების შემთხვევაშიც |
არასრული დასაქმების შემთხვევაში ხდება შემწეობის საჭიროების შემოწმება. შემწეობა სრულად გაიცემა, თუკი შემოსავალი არ აღემატება 200 - 230 ავსტრალიურ დოლარს. |
ავსტრია |
არ ხდება, არ არსებობს სტიმული ადრინდელ სამუშაოზე დაბრუნებისთვის |
სხვა სამუშაოზე მოწყობის შემთხვევაში შემწეობა იკვეცება 30 - 50 %, თუკი შემოსავალი აღემატება კანონით განსაზღვრულ თანხას. |
ბელგია |
უნარჩუნდება სამთვიანი საცდელი ვადით. |
ნებადართულია განსაზღვრული დამატებითი შემოსავლის ქონა. |
კანადა |
ვადებში შეზღუდვა არ ხდება, რადგან დაჩქარებულია შემწეობის განახლების პროცესი |
პირს საცდელ პერიოდში (3 თვე) მუშაობის განმავლობაში შემწეობა უნარჩუნდება |
დანია |
არ ხდება საცდელი ვადისა და პროფესიული რეაბილიტაციის განმავლობაში |
დანამატი შრომისუნარიანობის ნაწილობრივი, 2/3-ით შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის, თუკი ისინი ადრე არ ღებულობდნენ შემწეობას შესაძლებლობის შეზღუდვისათვის. |
საფრანგეთი |
არ ხდება |
პირველ 6 თვეში შემწეობასთან ერთად დასაშვებია შემოსავალი, რომელიც არ აღემატება შემოსავალს, რომელიც ადამიანს ჰქონდა დაშშესაძლებლობის შეზღუდვებამდე |
გერმანია |
უნარჩუნდება ექვს თვემდე, ამასთან შემწეობის განახლება ხდება თუკი საცდელი ვადა წარუმატებელი აღმოჩნდა შესაძლებლობის შეზღუდვობის მიზეზით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. |
შემწეობა+ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალს, რომელიც დაკავშირებულია შესაძლებლობათა შეზღუდვასთან. შემწეობა შეიძლება შეიკვეცოს 3/4, 1/2, 1/4-ით |
იტალია |
არ ხდება |
შრომისუნარიანობის ნაწილობრივი შეზღუდვის მქონე ადამიანის შემწეობას |
კორეა |
არ ხდება |
შემოსავალი არ მოქმედებს შემწეობის მიღებაზე |
მექსიკა |
არ ხდება |
სხვა პროფესიით მუშაობა არ არის საფუძველი შემწეობის შეკვეცის ან შეჩერებისთვის. |
ჰოლანდია |
არ ხდება სამ წლამდე |
შემწეობის გაცემა გრძელდება 6 თვის მანძილზე საცდელ ვადაშიც |
ნორვეგია |
არ ხდება სამ წლამდე, საცდელი ვადისა და პროფესიული რეაბილიტაციის განმავლობაში |
პირს შემწეობა არ უწყდება მაშინაც, თუ ამავე დროს შეიძლება ქონდეს დაბალი დამატებითი შემოსავლებიც. |
პოლონეთი |
არ ხდება |
შემწეობა არ წყდება, თუ შემწეობას+შემოსავალი საშუალო ხელფასის 70%-ზე მეტი არ არის. |
პორტუგალია |
მხოლოდ სპეციალური დასაქმებულობის შემთხვევაში |
შემწეობის შეწყვეტა არ ხდება, თუკი შემწეობას + ხელფასი არ აღემატება საშუალო ხელფასს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ, ნაკლებია, ენიშნება დამატებითი სუბსიდია. |
ესპანეთი |
არ ხდება |
შემწეობა არ უწყდება შრომისუნარიანობის ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვის მქონე ადამიანებს, რომელნიც მუშაობენ სოციალურ პირობებში |
შვედეთი |
სამი წლის ვადით |
დამატებითი შემწეობა პირს ენიშნება მისი შემოსავლის ოდენობის მიხედვით. |
ინგლისი |
არ ხდება 6 კვირიდან 2 წლამდე კატეგორიის გათვალისწინებით |
შემწეობა არ წყდება, თუკი ადამიანი მუშაობს 16 ან ნაკლებ საათს კვირაში. 2002 წლიდან მოიხსნა საჭიროება ექიმის ნებართვისა მუშაობაზე. |
შვეიცარია |
არ ხდება |
არ წყდება, თუ შემოსავალი არ აღემატება შემოსავალს, რომელიც პირს ჰქონდა შესაძლებლობათ შეზღუდვამდე |
თურქეთი |
არ ხდება |
შესაძლებლობის შეზღუდვობის შემწეობის დანიშვნა არ არის დამოკიდებული იმაზე, მუშაობს თუ არა ადამიანი. საშემოსავლო გადასახადებში დაწესებულია შეღავათები, რომელთა ოდენობა დამოკიდებულია შრომისუნარიანობის შეზღუდვის ხარისხზე (მესამე ხარისხი) |
აშშ |
სპეციალური სამწლიანი პერიოდი, როცა შემწეობა გაიცემა ყოველთვიურად, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში მიღებული შემოსავლები ჩამორჩებოდა “საკმარის” და სამედიცინო მაჩვენებლებიც არ გაუმჯობესებულა. |
შემწეობა სრულად გაიცემა საცდელი პერიოდის (9 თვე, ზოგჯერ ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 5 წელი) განმავლობაში, აგრეთვე მთელი ამ პერიოდის მანძილზე მას უნარჩუნდება სამედიცინო დაზღვევაც. |
სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს ხელფასის (შემოსავლის) კომპენსაციაზე მიმართული დახმარებების განსხვავებული სისტემა და კრიტერიუმები:
ზოგიერთ ქვეყანაში სქემა ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის ერთნაირია, ზოგან არსებობს ორგვარი სისტემა - განასხვავებენ დახმარებებს მათთვის, ვინც შესაძლებლობის შეზღუდვა შეიძინა შრომითი საქმიანობის პროცესში, და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვა კატეგორიებისთვის. ზოგიერთ ქვეყანაში დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომელთაც მძიმე ხარისხით დაკარგეს შრომისუნარიანობა, ხოლო ზოგან არსებობს ნაწილობრივი დახმარებები მათთვის, ვისაც აქვს შრომისუნარიანობის შედარებით უმნიშვნელო შეზღუდვები. ასეთ ქვეყნებში შემოღებულია სრული დახმარების მიღების საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები.
სხვადასხვა ქვეყნები იყენებენ სხვადასხვა სქემებს ხელფასის (შემოსავლის) კომპენსაციაზე მიმართული დახმარების მიმღებთა განსაზღვრისათვის. ბევრ ქვეყანაში (უმრავლესობაში) გადაწყვეტილების მიღება ემყარება იმას შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან გვაქვს საქმე თუ მის ნაწილობრივი შეზღუდვასთან. სხვა ქვეყნებში კრიტერიუმად აღებულია ადამიანის უნარი მიიღოს შემოსავალი (earning capacity), ეს უკანასკნელი (ეს მიდგომა) ჩვეულებისამებრ მიეკუთვნება საერთო (ზოგად) შრომისუნარიანობას. ყველაზე ხშირად შემოსავლების მიღებისა და შრომის უნარების შეფასება ეფუძნება ტესტებს, რომლებიც ითვალისწინებს უკვე მიღებულ, ადრინდელ (შესაძლებლობის შეზღუდვამდელ) პროფესიას (ავსტრიაში, ესპანეთში, გერმანიაში) და ნაწილობრივ შრომისუუნარობას იტალიასა და პოლონეთში, სადაც შემოღებულია ცალკე დახმარებები ნაწილობრივი შრომისუუნარობისათვის. შრომისუნარიანობა (შრომისუუნარობა) იზომება პროცენტებში.
ზოგიერთი ქვეყანა იყენებს უფრო რთულ კრიტერიუმებს. მაგალითად, ავსტრალიაში აუცილებელია გქონდეს ოცი და მეტი ქულა დარღვევათა ცხრილში, გაიარო სამედიცინო შეფასება, აგრეთვე ხდება შეფასება იმისა, როგორ მოქმედებს მოცემული დარღვევები შენს უნარზე გამოიმუშაო ფული.
ხელფასის კომპენსაციის მიღებისათვის აუცილებელია დასკვნა იმის შესახებ, რომ პირს არ შეუძლია იმუშაოს მინიმუმ 30 საათი კვირაში სრული დასაქმებით ორი წლის მანძილზე. აშშ-ში ამ დახმარების დანიშვნის საფუძველია ის, რომ პირს არ შეუძლია რაიმე სამუშაოს შესრულებით მიიღოს შემოსავალი, რომელიც აღემატება 780 აშშ დოლარს თვეში. დანია, ნორვეგია, ესპანეთი დახმარებას გასცემენ მხოლოდ იმ დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმად შეუძლებელია პირის რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია. ამიტომ მეორადი, ხელმეორე გასინჯვები (სამედიცინო შემოწმებები) პრაქტიკულად არ ტარდება.
შედარება გვიჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში სადაც შემოღებულია შემწეობა ნაწილობრივი შესაძლებლობის შეზღუდვისათვის, შრომისუნარიანობის დაკარგვის პროცენტი ამ შემწეობის მისაღებად დაბალია, მაგრამ ძალიან მაღალია შრომისუნარიანობის დაკარგვის პროცენტი სრული შემწეობის მიღებისათვის (თითქმის 100 პროცენტი, ანუ, მოქმედებს გარკვეული პროგრესირებადი შკალა). ავსტრალია ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სრული დახმარების მიღებისათვის განსაზღვრული აქვს შრომისუნარიანობის დაკარგვის ძალიან დაბალი დონე (დაახლოებით 20 პროცენტი).
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მხარდაჭერის სამსახურები ევროპის ქვეყნებში
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მრავალი ათეული წელია დანერგილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მხარდაჭერის პროგრამები, რომელთა რეალიზაციის მნიშვნელოვანი წილი დასაქმების მხარდაჭერის სამსახურებსა და სააგენტოებზე მოდის.
დასაქმების მხარდაჭერა (SupporTed employment) არის ერთერთი მეთოდი, რომელიც გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარებისთვის სამუშაოს მიღებასა და შენარჩუნებაში შრომის ღია ბაზარზე.
ევროკავშირი დასაქმების მხარდაჭერის ტერმინს განმარტავს შემდეგნაირად: დასაქმების მხარდაჭერა ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ შორის მკვეთრად გამოხატული ფიზიკური, გონებრივი, ფსიქიატრიული, სენსორული თუ სხვა სახის შეზღუდვის მქონე პირებს რეალურ დასაქმებაში თავისუფალი არჩევანის საფუძველზე ინტეგრირებული გარემოს შექმნითა და მათი ეკონომიკური და სოციალური გააქტიურებაზე მიმართული მუდმივი ხელშეწყობით.
საინტერესოა დასაქმების მხარდაჭერის დამატებითი მახასიათებლებიც, რომელიც მოცემულია უფრო ადრეულ (2002 წლის) განმარტებაში, რომლის თანახმად, დასაქმების მხარდაჭერა არის ისეთი ინტეგრირებული სამუშაო ადგილების შექმნა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეძლევათ საშუალება იმუშაონ სხვა ადამიანებთან ერთად, რაც მიიღწევა ინდივიდუალიზებული მხარდაჭერის შეთავაზებით და განაპირობებს წარმატებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
დასაქმების მხარდაჭერა მიმართულია რეალური სამუშაოსა და რეგულარული ხელფასის უზრუნველყოფაზე და ითვალისწინებს გადასვლას მოდელიდან - „ასწავლე და დაასაქმე“ ახალ მოდელზე „დაასაქმე - ასწავლე“. თუ პირველი მოდელი, რომელიც წინა პლანზეა ტრადიციულ პროფესიულ რეაბილიტაციაში და გულისხმობს ადამიანების მომზადებას შრომისათვის სპეციალიზებულ სახელოსნოებში, მეორე მოდელის არსი მდგომარეობს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში არამხოლოდ სპეციალური თუ ვიწრო პროფილისა და დანიშნულების საწარმოებში, არამედ შრომის ფართო ბაზარზე.
მხარდაჭერის ეს მოდელი დღეს წარმატებით ინერგება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მას სულ უფრო მეტი ორგანიზაცია მიმართავს. ამ მოდელის ერთერთი ფუძემდებლური პრინციპი და უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მიემართება იმ ადამიანებსაც, რომელთაც საერთოდ არა აქვთ მუშაობის გამოცდილება (ან თუ აქვთ, ძალიან მცირე), აგრეთვე ადამიანებს სუსტად განვითარებული პროფესიული უნარებით, წინასწარი მომზადების გარეშეც და ეხმარება მათ შრომის ბაზარზე წარმატებულ შეღწევაში ამ მოდელის უპირატესობა სწორედ იმაშია, რომ ფარავს შეზღუდვის სხვადასხვა ფორმისა და ხარისხის მქონე ადამიანების გაცილებით ფართო სპექტრს.
დასაქმების მხარდაჭერა აქცენტს აკეთებს შემდეგზე:
ა. შესაფერისი სამუშაოს განსაზღვრა
ბ. სამუშაოს შესაბამისობა სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინტერესებთან და შესაძლებლობებთან
გ. აუცილებელი მხარდაჭერის გაწევა წარმატებულ შრომით მოწყობაში წინმსწრები სავალდებულო პროფესიული სწავლების გარეშეც და პროფესიული გადამზადების პირობების შექმნით უკვე სამუშაო ადგილზე.
ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად განასხვავებს მას შრომით მოწყობაზე მიმართული ბევრი სხვა პროგრამისაგან, რომლებიც მიზნად ისახავენ ჯერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მომზადებას, სწავლებას და მხოლოდ ამის შემდგომ - მისთვის სამუშაოს მოძიებას მიღებული განათლებისა და განვითარებული უნარების შესაბამისად.
სამწუხაროდ, პროფესიული სწავლების პროგრამებს იშვიათად მოსდევდა შედეგი, რომელსაც მიესწრაფვოდნენ სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ბევრ ქვეყანაში გვაქვს მაგალითები იმისა, რომ სწავლებაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მაინც ვერ იღებდნენ შესაფერის ანაზღაურებად სამუშაოს.
ამავე დროს, „პროფესიული სწავლება“ ან „მომზადება მუშაობისთვის, შრომისთვის“ ძირითადად გათვლილია დაცულ სახელოსნოებზე, არაერთი ქვეყნის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დაცულ სახელოსნოებში მუშაობიდან შრომის ღია ბაზარზე დასაქმებაზე გადასვლის ალბათობა და შესაძლებლობა ან ძალიან მცირეა, ან სულაც არ არის.
ეს არ ამცირებს წინასწარი სწავლებისა და პროფესიული მომზადების მნიშვნელობას, იგი, რა თქმა უნდა, უპირატესობას ანიჭებს ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს და უფრო მიმზიდველს ხდის დამსაქმებლისათვის. მაგრამ არასწორი იქნებოდა პროფესიული სწავლების კურსის დასრულება ან კონკრეტული მიღწევები სწავლაში, პროფესიული უნარების შეძენაში მიჩნეულიყო აუცილებელ წანაპირობად ადამიანის ჩართვისთვის დასაქმების მხარადაჭერის პროგრამაში. ეს პროგრამა მიღმა დატოვებდა ადამიანებს, რომელთაც არ მისცემიათ წინასწარი მომზადების შესაძლებლობა. დასაქმების მხარდაჭერის პროგრამები წარმატებული აღმოჩნდა სწორედ იმიტომ, რომ სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებაში სხვებთან ერთად ეხმარება მრავალ ადამიანს, რომელიც აწყდება პრობლემებს სწავლებასა და განვითარებაში.
უპირატესობები დამსაქმებლისათვის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება მრავალ ქვეყანაში ხელსაყრელია ბიზნესისათვის, რაც ამაღლებს პოტენციურ დამსაქმებელთა მოტივაციას დაასაქმონ ან შეინარჩუნონ იგი სამუშაოზე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დაქირავება და შენარჩუნება არის ერთერთი სტრატეგია, რომელიც დამსაქმებელს საშუალებას აძლევს ერთის მხრივ, თავიდან აიცილოს გამოცდილი მუშაკების დაკარგვის საშიშროება სიბერის ან შეძენილი შესაძლებლობის შეზღუდვის გამო, და, მეორე მხრივ, შეიძინოს ახალი კადრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, როგორც ყველაზე ნაკლებად გამოყენებული, მაგრამ მნიშვნელოვანი პოტენციალის მატარებელი მუშახელის, სახით. ეს ხელსაყრელია იმ მხრივაც, რომ ამისათვის მას შეუძლია მიიღოს საგადასახადო შეღავათები და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც მიბმულია სამუშაო ადგილის ადაპტაციაზე, რაც ზოგჯერ შედარებით მარტივია და იაფი.
პირთა დამსაქმებლებისათვის შესაძლო უპირატესობებისა და შეღავათების შესახებ ხედვა მკაფიოდა აქვს ჩამოყალიბებული დამსაქმებელთა ფორუმს შესაძლებლობის შეზღუდვის საკითხებზე (დიდი ბრიტანეთი), რომელიც დამსაქმებელთა ერთერთი წამყვანი ორგანიზაციაა მსოფლიოში. ფორუმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მხარდაჭერაში აქცენტს აკეთებს ბიზნესზე მისი ზეგავლენის თვალსაზრისით. ორგანიზაცია ფინანსდება და იმართება 400-ზე მეტი წევრის მიერ, რომელნიც დაინტერესებულნი არიან და ხელს უწყობენ ახალი კადრების დასაქმებას და უკვე მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შენარჩუნებას ბიზნესში და საქმიან სფეროში. ეს უპირატესობები შემდეგში მდგომარეობს:
სტრატეგიული უპირატესობები:
ადამიანებზე შესაძლებლობის შეზღუდვის ზეგავლენის წვდომა, გაგება იმისა, თუ როგორ იყენებენ ისინი ტექნოლოგიებს და როგორ ურთიერთქმედებენ სხვა „მოთამაშეებთან“ საწარმოში, ორგანიზაციაში, ეხმარება კომპანიას კარგი პირადი ურთიერთობების აგებაში ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
მოსახლეობა განვითარებულ ქვეყნებში დაბერების პროცესის დაჩქარების პრობლემის წინაშე დგას. რაც მეტია ასაკი, მით მეტია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობა - შესაბამისად, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა და საჭიროება, კომპანიებს ესმოდეთ შესაძლებლობის შეზღუდვის არსი და შემხვედრი ნაბიჯების აუცილებლობა თავიანთ სფეროში, ამ მოთხოვნებს მომავალში სულ უფრო მეტი კლიენტი და თანამშრომელი წამოაყენებს.
საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი და კანონმდებლობა შესაძლებლობის შეზღუდვის სფეროში ცვლილებებს განიცდის, შესაბამისად, წარმატებული კომპანიების ხედვაში სულ უფრო ფართოდ იკვეთება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ჩართულობის ხელშეწყობის ტენდენცია.
დამსაქმებლებს, რომელნიც კარგად იცნობენ შესაძლებლობის შეზღუდვის სფეროს, აქვთ მეტი უნარი ააგონ თავიანთი მუშაობა როგორც თანამშრომლების, ისე კლიენტების ინდივიდუალურ განსხავებებზე და მოთხოვნილებებზე, რაც მხოლოდ გაზრდის მათ კაპიტალს.
კომერციული უპირატესობები
1. დამსაქმებლები, რომელნიც იცნობენ შესაძლებლობის შეზღუდვის სფეროს და აქვთ უნარი მოარგონ თავიანთი მუშაობა და მმართველობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის ამოცანას, იღებენ კომერციულ უპირატესობასაც, რამდენადაც ეს მათ აქცევს უფრო მიმზიდველ დამსაქმებლებად, მომსახურებათა მიმწოდებლებად და საზოგადოებისთვის ავტორიტეტულ პირებად.
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხშირად ფასდაუდებელი ნიჭისა და უნარების მატარებელნი არიან, წარმოადგენენ რესურსს, რომელიც ასე საჭიროა ნებისმიერ ბიზნესში.
3. ორგანიზაციები, რომელნიც თავს თავდაჯერებულად გრძნობენ შესაძლებლობის შეზღუდვის სფეროში, აქვთ მეტი შესაძლებლობა აამაღლონ პროდუქტიულობა პერსონალის უფრო ეფექტიანი შერჩევით და სპეციფიკური საჭიროების მქონე კლიენტთა ინტერესების გათვალისწინებით.
იურიდიული უპირატესობები:
1. კომპეტენტურობას შესაძლებლობის შეზღუდვის სფეროში მეწარმე (დამსაქმებელი) გაჰყავს იურიდიული რისკის ზონიდან, ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომელთა და კლიენტთა მოთხოვნილებების უკეთ გაგებაში, ეს ცოდნა მას აძლევს ინიციატივის საშუალებას და მეტ თავისუფლებას, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ბრმად და ზედმიწევნით ბუკვალურად მისდევს კანონს.
2. იურიდიული ნორმების დაცვა არის საკვანძო ასპექტი კომპანიის მართვაში და პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესში, ამდენად შესაძლებლობის შეზღუდვის სფეროში ჩახედულ დამსაქმებელს, მეწარმეს ნაკლებად შეექმნება პრობლემები შრომით დავებში და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
სოციალური უპირატესობანი
1. ნებისმიერი ბიზნესი დამოკიდებულია საზოგადოებაზე, რომლისთვისაც მუშაობს იგი და რომელიც არის მისი მომხმარებელი, სამუშაო ძალის მიმწოდებელი და განსაზღვრავს მის ნიშას ბაზარზე.
2. შესაძლებლობის შეზღუდვა წარმოადგენს სოციალური დაუცველობის მრავალი ელემენტის მნიშვნელოვან შემადგენელს - ამ საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის.
3. ორგანიზაციები, რომელთა ხედვაში კუთვნილი ადგილი აქვს მიჩენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სფეროში არსებულ პრობლემებს, უფრო შეკავშირებულნი არიან და იღებენ მეტ სარგებელს გაზრდილი ეკონომიკური კონკურენციისაგან.
ეთიკური უპირატესობანი
1. საზოგადოებრივი აზრი იმის შესახებ, თუ რა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი ეთიკური მოპყრობა, მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს უნდა აისახოს მათ დასაქმებაზეც
2. კომპანიები, რომლებიც ნაბიჯს უწყობენ ამ ცვლილებებს, იღებენ უპირატესობებს სოციალური ფასეულობების უკეთესობისკენ შეცვლის სახით.
3. ბიზნესის მიერ უკეთესი გააზრება თავისი როლისა საკვანძო პრობლემების გადაწყვეტაში, ადამიანებისათვის აუცილებელი პროდუქტების განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის (მათ შორის თანამშრომლებისა და კლიენტებისთვის) საჭირო პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებაში, აძლევს შესაძლებლობას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, როგორც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრების გაუმჯობესებაში შრომის ახალი ბაზრის შექმნის კვალდაკვალ.
პროფესიული უპირატესობები
1. შესაძლებლობის შეზღუდვა არის პრობლემა, რომელიც პირდაპირ ეხება კოლეგებს სამუშაოზე და მათ პირად ცხოვრებას.
2. ხელმძღვანელები, რომელთაც ესმით, როგორია მოწინავე პოზიციები შესაძლებლობის შეზღუდვის სფეროში, იღებენ როგორც ტექნიკურ უნარ - ჩვევებს ცვლილებათა მართვაში და სამუშაო ადგილების შექმნაში, ისე უნარებს შეიცნონ და ხელი შეუწყონ ადამიანური პოტენციალის განვითარებას.
დასაქმების მხარდაჭერის სამსახურების დაფინანსება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მხარდაჭერის სამსახურების შექმნამ დადებითი შედეგები გამოიღო ყველა ქვეყანაში. მათი ფუნქციაა დაეხმარონ სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათი ინტერესების შესაბამისი და მატერიალურად ხელსაყრელი სამუშაოს მოძიებაში წინმსწრები თუ უკვე უშუალოდ სამუშაო ადგილზე ორგანიზებული პროფესიული სწავლებისა და მომზადების, ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დარეგულირების, დამსაქმებელთა დაინტერესების, მოტივირების, სტიმულირების ხელშემწყობ ღონისძიებათა ჩათვლით.
ნორვეგიაში დასაქმების მხარდამჭერი ეროვნული პროგრამა ხორციელდება 1996 წლიდან. თავდაპირველად იგი ფინანსდებოდა ნორვეგიის შრომითი მოწყობის/ დასაქმების სამსახურის მიერ, ხოლი ამჟამად ფინანსდება ნორვეგიის შრომისა და სოციალური დახმარების ორგანიზაციის მიერ.
იგი დაფუძნდა 2006 წლის 1 ივლისს სამი ორგანიზაციის - ეროვნული სადაზღვევო ორგანიზაციის (სახელმწიფო), ეროვნული შრომითი მოწყობის სამსახურის (სახელმწიფო) და სოციალური დახმარების სისტემის (მუნიციპალური) შერწყმით: შრომის მხარდაჭერის ნორვეგიული სააგენტოები იმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული ორგანიზაციების ან ჩვეულებრივი ფირმების მიერ, რომელნიც მუშაობენ პროფესიული სწავლებისა და რეაბილიტაციის პროგრამებზე. უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმების მხარდაჭერა ნორვეგიაში არის ნაწილი პროფესიული რეაბილიტაციის სისტემისა და მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
დასაქმების მხარდაჭერის ნორვეგიული სისტემის პრაქტიკული საქმიანობის აღწერილობა მოცემულია საკანონმდებლო აქტებში, აგრეთვე, წესებში მომსახურების შეძენის/მიღების შესახებ ამ ინიციატივის ფარგლებში. მსგავსი სისტემა მოქმედებს ირლანდიაშიც, ხოლო ბოლოდროინდელი მოვლენები გვიჩვენებს, რომ ეს ნაციონალური პროგრამა ან მისი სტანდარტები შეიძლება მალე შემოიღონ შოტლანდიაშიც. ნორვეგიაში არსებული მოთხოვნების თანახმად, დასაქმების მხარდაჭერის მომსახურებათა მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს, მათ შორის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებას და ანგარიშვალდებულებას (მსგავსი პრინციპები მოქმედებს რიგ სხვა ქვეყნებშიც). დასაქმების მხარდაჭერის ორგანიზატორები, რომელნიც იმყოფებიან სახელმწიფო დაფინანსებაზე, აუცილებელი წესით იღებენ დასტურს პროფილური სახელმწიფო სტრუქტურებისგან და მოვალენი არიან წარუდგინონ მათ ანგარიში მიღებული სახსრების განკარგვის შესახებ.
ნორვეგიაში დასაქმების მხარდაჭერის სისტემა უნიკალურია იმითაც, რომ როგორც ჩვეულებრივი, ისე სპეციალიზებული საწარმოები დაფინანსებას იღებენ სახელმწიფოსგან იმ პირობით, რომ ორიენტირებული უნდა იყონ ორი სახის მომხმარებელზე. ერთია მომხმარებელი, რომელიც იძენს მომსახურებას (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და მეორე - ის, ვინც იძენს კადრებს (დამსაქმებლები). როგორც ჩვეულებრივი, ისე სპეციალიზებული საწარმოები იღებენ ფინანსებს იმისათვის, რომ შექმნან ადაპტირებული სამუშაო ადგილები და უზრუნველყონ ადგილზე სწავლების შესაძლებლობა და შეძენილი პრიოფესიული უნარების შემდგომი შეფასების პროცედურა. ამაში თავისთავად არაფერია პრობლემური, მაგრამ გარკვეული უკმაყოფილება შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როცა მიღებული ფინანსები სწავლებისა და შეფასების უზრუნველყოფის პარალელურად გამოიყენება როგორც შემოსავლის წყარო თვით წარმოებისთვის. ამ სიტუაციაში დასაქმების მხარდაჭერაში პროფესიული სწავლება მეორე პლანზე ინაცვლებს.
ნორვეგიული სისტემის შედარებისას სხვა ქვეყნებში მოქმედ პროგრამებთან ცხადი ხდება, რომ საწარმოთა ხელმძღვანელებს ნორვეგიაში მეტი სტიმული და მისწრაფება აქვთ იმისათვის, რომ ერთდროულად იმუშაონ წარმოების განვითარებაზე ახალი მუშახელის მოზიდვით და ამ მუშახელის სწავლებასა და შეფასებაზე, როგორც ამას მოითხოვს მხარდაჭერის დაფინანსების განკარგვის წესები, ეს კი თავის მხრივ აძლევს მათ მეტ სტიმულს დაეუფლონ აუცილებელ უნარებსა და ცოდნას შესაძლელობის შეზღუდვის სფეროში.
დასაქმების მხარდაჭერა ირლანდიაშიც ოფიციალურ სახელმწიფო პროგრამას წარმოადგენს, ყველა მომსახურება 100%-ით ფინანსდება შრომის დეპარტამენტის მიერ, თუმცა გარდა ამისა, ირლანდიაში არსებობს დასაქმების მხარდაჭერის ალტერნატიული სამსახურები, რომელნიც არ იღებენ დეპარტამენტის სახსრებს.
დასაქმების სამსახურებს, ოფიციალურად დადგენილი წესებისამებრ, შეუძლიათ დახარჯონ ორი თვე შეფასებაზე და 4 თვე რეალური სამუშაოს მოძიებაზე თითოეული სამუშაოს მაძიებლისთვის, მაგრამ რეალურად ამ საკითხისადმი შრომის დეპარტამენტის მოქნილი მიდგომის წყალობით სამსახურს შეუძლია მიიღოს დამატებითი დრო და დაფინანსება, თუკი შეძლებს დაასაბუთოს ამის აუცილებლობა.
ევროპის სხვა ქვეყნების უმრავლესობაში დასაქმების მხარდაჭერა არ წარმოადგენს ოფიციალურ სახელმწიფო პროგრამას, ამიტომ ეს სამსახურები იქ სხვადასხვა წყაროებიდან ფინანსდება. ესპანეთსა და პორტუგალიაში შრომის სახელმწიფო დეპარტეამენტები, როგორც წესი, აფინანსებენ პროექტებს პროფესიული განათლების სფეროში, ხოლო დასაქმების მხარდამჭერ სამსახურებს მოეთხოვებათ ყოველწლიური განაცხადები ასეთი კურსების ორგანიზების დაფინასებაზე. ზოგიერთი ამ სამსახურებიდან იღებს დამატებით დაფინანსებას მუნიციპალური ან რეგიონული ხელისუფლებისგანაც. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მხარდაჭერის სამსახურებისათვის სწავლების საჭიროებაზე გამოყოფილი თანხები დიდი არ არის, სააგენტოები, განსაკუთრებით კერძოები, მაღალი ხარისხით არიან დამოკიდებული კერძო სპონსორების დაფინანსებაზე.
ამრიგად, დასაქმების მხარდაჭერის სამსახურების დაფინანსება პორტუგალიასა და ესპანეთში დამყარებულია:
ა. ფინანსებზე, რომელიც გამოიყოფა სწავლებისათვის სახელმწიფო დეპარტამენტებისა და რეგიონული ხელისუფლების მიერ
ბ. სპონსორთა თანხებზე, რომელთა მოზიდვა პროექტების საშუალებით ხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ არცერთი დასაქმების სააგენტო არ განიცდის სერიოზულ ფინანსურ სიძნელეებს, ასეთ მიდგომის პირობებში არავინ შეიძლება იყოს დარწმუნებული თავის მომავალში და განსაკუთრებით გრძელვადიან მომავალში ფინანსური თვალსაზრისით.
ჰოლანდიაში შემოღებულია ტენდერები, რომელთაც ატარებს საზოგადოებრივი დაზღვევის კომპანია (WV), ამ ტენდერების მეშვეობით დაფინანსებისათვის შერჩევა ხდება დასაქმების მხარადაჭერის მომსახურების მიმწოდებელთა (ყველაზე ხშირად კომერციული სტრუქტურების) რიცხვიდან. ტენდერში გამარჯვებული თავად განსაზღვრავს მიღებული თანხის იმ ნაწილს, რომელიც ხმარდება თითოეული კონკრეტული მაძიებლის დაკმაყოფილებას, მაგრამ ამ თანხას იღებს მხოლოდ მისი დასაქმების შემთხვევაში. ანუ მოქმედებს სისტემა „არ არის სამუშაო - არ არის ფული“ ე. ი. დასაქმების მხარდამჭერი ვერ იღებს თანხას, სანამ ხელი არ მოეწერება შრომით ხელშეკრულებას დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის. ეს ძალიან სერიოზულ სტიმულს ქმნის მაძიებლის უმოკლეს ვადაში დასაქმებისთვის. თუმცა ცალკეულ შემთხვევაში, როცა მაძიებელი ვერ იღებს სამუშაოს, ორგანიზაცია მაინც იღებს მცირეოდენ თანხას („არ არის სამუშაო - ნაკლებია ფული“), მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ შეძლებს დოკუმენტურად დაადასტუროს, რა გააკეთა მისი შრომითი მოწყობისათვის. თუ დასაქმების მხარდაჭერის სამსახური ვერ აღწევს შედეგს, რისკავს ვეღარასოდეს მოიგოს ტენდერი.
ჰოლანდიაში დასაქმების მხარდაჭერის სამსახურისათვის გადაცემული თანხის ოდენობა დამოკიდებულია სამუშაოს მაძიებლის მუშაობის დროზე - საათების ოდენობაზე. ეს ნიშნავს, რომ თუ მაძიებელს არ შეუძლია იმუშაოს სრული სამუშაო დღის მანძილზე და, ბუნებრივია, კურატორი ნაკლებ დროს კარგავს მის სწავლებასა და თანხლებაზე, იგი ნაკლებ დაფინანსებას იღებს. ერთ მაძიებელთან მუშაობის პირველ წელს სამსახური იღებს 15%-ს მაძიებლის სამუშაო საათების ოდენობიდან, მეორე წელს - 7,5%, მესამე წელს 6%-ს. დაფინასება შეადგენს 72 ევროს საათში.
შოტლანდიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსება ხდება ბრიტანული პროგრამიდან “Workstep”, ვროპული პროგრამებიდან და ადგილობრივი რესურსებიდან. შესაბამისად, მათი მომსახურების ხასიათი და მასშტაბი ძალიან არის დამოკიდებული დაფინანსების წყაროზე, დასაქმების მხარდაჭერის პროექტები შოტლანდიაში, როგორც წესი, ხორციელდება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების მიერ და ფინანსდება სხვადასხვა წყაროებიდან ბრიტანული პროგრამების, შოტლანდიის ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის ორგანოების, ევროპის სოციალური ფონდისა და ლატარიის ჩათვლით. ეს წყაროები, ჩვეულებისამებრ, ითვალისწინებენ გრძელვადიან დაფინანსებას ერთ წელზე მეტი ვადით.
ფინეთში დასაქმების მხარდაჭერის სამსახურები ფინანსდება მუნიციპალიტეტის, შრომითი მოწყობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო სააგენტოების დონეზე. დაფინანსება ამ სხვადასხვა წყაროებიდან დამოკიდებულია მაძიებლის მდგომარეობაზე და თავად სამსახურის დონესა და კომპეტენციაზე.. სააგენტოები შრომით მოწყობაში მხარდაჭერას უწევენ მათ, ვისაც არა აქვს პენსია, ხოლო სოციალურ დაცვაში მათ, ვინც იღებს პენსიას. შრომითი მოწყობის სააგენტო აფინანსებს კურატორს 60 დღის მანძილზე, ხოლო სოციალური დაცვა უზრუნველყოფს მაძიებლის სწავლებას 60 დღის მანძილზე. ხშირ შემთხვევაში სამოცდღიანი პერიოდი შეიძლება გაორმაგდეს, ხოლო ადამიანებისთვის, რომელნიც განიცდიან სიძნელეებს სწავლაში, მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 180 დღე. ზოგჯერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეიძლება შესთავაზონ ერთგვარი „სარეაბილიტაციო მუშაობაც“, რომელიც გულისხმობს გრძელვადიან მხარდაჭერას.
დასაქმების სამსახურის სახელმწიფო ცენტრები (შჩ), რომელნიც ფინეთში დასაქმების მხარდაჭერის მომსახურების ერთადერთი მიმწოდებლები არიან, უზრუნველყოფენ კურატორის მომსახურებას სამუშაოს მოძიებისთვის შრომის ღია ბაზარზე. თავის მხრივ, ცენტრები ამ მომსახურებას უმუშევარი მაძიებლებისთვის (იქნებიან ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თუ არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) იძენენ სხვადასხვა ორგანიზაციებისგან და მომსახურების მიმწოდებელთაგან (კერძო თუ „მესამე სექტორისაგან“).
საბოლოო ჯამში, ზემოთქმულის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დასაქმების მხარდაჭერის სამსახურების დაფინანსება მნიშვნელოვანი საკითხია ყველა ქვეყანაში, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს მათი დაფინანსებისადმი განსხვავებული მიდგომა, რომელთაგან გამოვყოფდით ორს:
1. დასაქმების მხარდაჭერის სამსახურს აქვს მუდმივი ფინანსური მხარდაჭერა (ყველაზე ხშირად სახელმწიფოსაგან), რომელიც არ არის დამოკიდებული გაწეული მომსახურების ოდენობასა და მიღწევებზე
2. დაფინანსება ხდება კონტრაქტის საფუძველზე და ორგანიზაცია დაფინანსებას იღებს მხოლოდდამხოლოდ თავის მუშაობის შედეგების მიხედვით.
![]() |
4.2 თავი 2. ცალკეული ქვეყნების პრაქტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სფეროში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.2.1 კანადა |
▲ზევით დაბრუნება |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ კანადის სახელმწიფო პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზა კანადის მთავრობის პოლიტიკას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საფუძვლად უდევს რიგი საკანონმდებლო აქტებისა, რომელიც მიმართულია ზოგადად კანადის მოქალაქეთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ნებისმიერი ნიშნით და სპეციალური დოკუმენტები, რომელიც მიღებულია უშუალოდ შესაძლებლობათა შეზღუდვის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ და წარმოადგენს მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის საკანონმდებლო გარანტიებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
კანადის საპენსიო აქტი
კანადის საპენსიო აქტი მიღებულ იქნა 1965 წელს და მასში არ იყო გათვალისწინებული შესაძლებლობათა შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები. ამ მიმართულებით მასში მხოლოდ 1970-იან წლებში შევიდა ცვლილებები, რის საფუძველზეც მიჩნეულია, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო აქტი, რომელიც შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით.
კანადის საპენსიო გეგმა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მიმართულია ფინანსური დახმარების უზრუნველყოფაზე იმ დამგროვებელთათვის, რომელნიც იხდიდნენ საპენსიო გეგმის გადასახადს ბოლო 6 წლიდან 4 წლის განმავლობაში, ან იხდიდნენ ამ გადასახადს 25 წელი და მათთვის, ვინც ბოლო 6 წლიდან - 3 წლის განმავლობაში იხდიდნენ მას, მაგრამ ამჟამად ვერ მუშაობენ მკვეთრად გამოხატული და შესაძლებლობათა ხანგრძლივი შეზღუდვის გამო და მით უფრო, როცა შეზღუდვის გამო მოსალოდელია ლეტალური შედეგი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საპენსიო დახმარება არის ყოველთვიური თანხა, რომლის ოდენობა დამოკიდებულია პირის მიერ დაგროვილ შენატანებზე, არ არის დაკავშირებული ფინანსურ საჭიროებასთან და იბეგრება. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის შესახებ მიიღება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენადა აქვს პირს შესაძლებლობა იმუშაოს ჩვეულებრივ პირობებში და შესაძლებლობათა შეზღუდვის ხარისხიდან და დაავადებიდან გამომდინარე. დახმარება წყდება (1) თუ პირის მდგომარეობა გაუმჯობესდა და შეუძლია მუშაობა, (2) თუ მისი ასაკი აღემატება 65 წელს (3) გარდაცვალების შემთხვევაში.
კანადის ადამიანის უფლებათა აქტი
კანადის ადამიანის უფლებათა აქტი 1977 წელს შემუშავდა, მაგრამ 1985 წლამდე არ შესულა ძალაში. ეს აქტი მიზნად ისახავდა სახელმწიფო ორგანოების მიერ (ამ ორგანოებში მოიაზრება ეროვნული ორგანიზაციები და ფედერალური წესით რეგულირებული ინდუსტრიები.) მოქალაქეთა დაცვას სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციისაგან. დისკრიმინაციის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ შესაძლებლობათა შეზღუდვაა.
ამ აქტის საფუძველზე შეიქმნა კანადის ადამიანის უფლებათა კომისია, რომელიც იკვლევს დისკრიმინაციის შემთხვევებს, და კანადის ადამიანის უფლებათა ტრიბუნალი, რომელსაც გამოაქვს გადაწყვეტილებები დაქვემდებარებულ საქმეებზე. აქტის მიხედვით შესალებლობათა შეზღუდვა განმარტებულია როგორც ფიზიკური ან გონებრივი, მუდმივი ან დროებითი, გადატანილი ან არსებული შეზღუდვა, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულება. უნდა აღინიშნოს, რომ აქტი იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხოლოდ ზოგად უფლებებს, რაც საკმარისი არ არის სრული ინკლუზიისათვის.
უფლებათა და თავისუფლებათა ქარტია
კანადის უფლებათა და თავისუფლებათა ქარტია წარმოადგენს 1982 წლის საკონსტიტუციო აქტის პირველ ნაწილს, თუმცა მისი მითითებები თანასწორობაზე 1985 წლამდე არ შესულა ძალაში. ქარტია იცავს პოლიტიკურ, სამართლებრივ, გადაადგილების, თანასწორობის, რელიგიურ და ენობრივ უფლებებს კანადის მოქალაქეთათვის და სამოქალაქო უფლებებს კანადაში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის. ქარტია შეიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების სამართლებრივ დაცვაზე და სარგებელზე მიმართულ დებულებებს. ავალდებულებს ყველა სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირს თავი შეიკავოს უკანონო ქმედებისაგან.
სამართლიანი დასაქმების აქტი
სამართლიანი დასაქმების აქტი (შეიქმნა 1986 წელს, შესწორებები შევიდა 1995 წელს) არის ძირითადი საკანონმდებლო დოკუმენტი, რომლის მიზანია ამ სფეროში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ქალებისათვის, ადგილობრივ მკვიდრთათვის, უმცირესობათა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ასევე ადამიანური რესურსების მენეჯმენტის გაუმჯობესება ფედერალურად რეგულირებულ სექტორში.
აქტის აღსრულებაზე პასუხისმგებელია კანადის ადამიანის უფლებათა კომისია.
თუ უფლებებისა და თავისუფლებების ქარტია მხოლოდ და მხოლოდ კრძალავს დისკრიმინაციას, სამართლიანი დასაქმების აქტი სახავს კონკრეტულ ზომებს ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის. იგი კრძალავს სამუშაოს მაძიებელი თუ დასაქმებული პირის უარყოფას ისეთ საფუძველზე, რომელიც არ ეხება კვალიფიკაციას. ამ პრინციპის ამოქმედება მოითხოვს არა მხოლოდ თანაბარ მოპყრობას, არამედ სპეციალური ზომების მიღებას და სოციალური გარემოს მისადაგებას განსხვავებული საჭიროებებისადმი, რაც განსაზღვრავს კიდეც მის როგორც ზოგადი, ისე პრაქტიკული მნიშვნელობის ინსტრუმენტის ხასიათს - დასაქმების პროგრამები კანადაში სწორედ ამ აქტზეა დამყარებული
უნდა აღინიშნოს, რომ ამ აქტში განსაზღვრული ვალდებულებანი და უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ ფედერალურად რეგულირებულ ინდუსტრიებზე (რკინიგზა, ავიახაზები და ბანკები) და არ მოქმედებს რეგიონებზე, რომელთაც არ აქვთ ანალოგიური კანონი, ანუ არ ვრცელდება დამსაქმებელთა უმრავლესობაზე, რაც ამცირებს აქტის ეფექტურობა.
კანადის სახელმწიფო პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სფეროში
კანადაში ამ პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციას უშუალოდ კურირებს კანადის ადამიანური რესურსებისა და უნარ-ჩვევათა განვითარების დეპარტამენტი, რომელიც გეგმავს, ავითარებს, ზედამხედველობს, აკონტროლებს და ხელს უწყობს დასაქმების პროგრამებსა და ინიციატივებს, ეფექტურად ეხმარება დაუსაქმებელ, ნაწილობრივ დასაქმებულ და გარკვეული პრობლემების მქონე კანადელებს. დასაქმების პროგრამათა უმეტესობა დეცენტრალიზებულია და რეგიონებზე გაწერილი.
დეპარტამენტის სამუშაო სფერო მოიცავს კვლევასა და ანალიზს, რასაც იგი სხვა ფედერალურ დეპარტამენტებთან, საერთაშორისო ორგანოებთან და სხვა რეგიონულ ერთეულებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ძირითადი პროგრამები და მიმართულებები, რომელსაც დეპარტამენტი კურირებს, არის ადგილობრივ მკვიდრთა შრომის ბაზრის პროგრამები, დასაქმების დაზღვევა, დასაქმების პირობები და შრომითი ბაზრის შეთანხმებები.
დეპარტამენტისა და სააგენტოების პასუხისმგებლობის სფეროში შედის:
დამხმარე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც დასაქმებულს წაახალისებს მოახდინოს თვითრეალიზაცია, მიიზიდავს და შეინარჩუნებს განსაზღვრული ჯგუფის წევრებს (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ქალებს, უმცირესობებსა და ადგილობრივ მკვიდრებს) სამუშაო ადგილებზე.
დასაქმების სისტემის გადახედვა, განსაზღვრული ჯგუფის დასაქმების სფეროში არსებული ბარიერების დადგენისათვის. შესაბამისად, ამისათვის დეპარტამენტებმა და სააგენტოებმა უნდა აწარმოონ შიდა პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის მუდმივი კონტროლი და უზრუნველყონ მათი სათანადო რეალიზაცია.
მუდმივი კონტაქტი დასაქმებულებთან და მათი ინფორმირება პროგრესისა და ინიციატივების შესახებ სამართლიანი დასაქმების სფეროში ყველა არსებული საინფორმაციო საშუალების მეშვეობით ამასთან იმ უცილობელი პირობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ყველა მედია-საშუალება ხელმისაწვდომია.
მონიტორინგი
დეპარტამენტებსა და სააგენტოებში სამართლიანი დასაქმების პოლიტიკის იმპლემენტაციის პროცესების მონიტორინგს ახდენს კანადის ხაზინის საბჭოს სამდივნო (The Treasury Board of Canada Secretariat) და კანადის საჯარო მომსახურების კომისია (The Public Service Commission of Canada). მონიტორინგის პროცესი ასევე მოიცავს კანადის ადამიანის უფლებათა კომისიის მოხსენებებს.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2006-2007 წლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობა მთლიანობაში, ყველა სექტორში სტაბილურია, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ფედერალურად რეგულირებულ კერძო და ფედერალურ საჯარო სექტორში ამასთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უფრო სტაბილურად არიან წარმოდგენილი ფედერალურად რეგულირებულ კერძო სექტორში, რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საბანკო სექტორის ტენდენცია - გაზარდოს დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობა.
შრომითი ბაზრის შეთანხმება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთათვის
შრომითი ბაზრის შეთანხმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არის ორმხრივი შეთანხმება კანადის მთავრობასა და რეგიონებს შორის. შეთანხმების ძირითადი მიზნებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომისუნარიანობის ამაღლება, დასაქმების შესაძლებლობათა გაზრდა და საგანმანათლებლო ბაზის შექმნა. რეგიონები პასუხისმგებელი არიან დასაქმების პროგრამების შექმნასა და განვითარებაზე შემდეგ სფეროებში: განათლება და ტრენინგი; დასაქმების შესაძლებლობები; დასაქმებაში მონაწილეობა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და დამსაქმებლის დაკავშირება და ინფორმირება.
შეთანხმების თანახმად, ფინანსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კანადელთა პროგრამებისა და მომსახურების გაუმჯობესებისათვის რეგიონებს მიეწოდებათ კანადის მთავრობის მიერ. შეთანხმების ფარგლებში ცენტრი ყოველწლიურად 218 მილიონ კანადურ დოლარს აწვდის რეგიონებს. ამასთან შეთანხმება რეგიონებს აძლევს შესაძლებლობას უფრო მოქნილად განსაზღვრონ მათთვის აქტუალური სფეროები და პრიორიტეტები ამ რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების მიხედვით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული
რეაბილიტაციის პროგრამა
ადამიანური რესურსებისა და უნარ-ჩვევების განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს პროგრამას, რომელიც შექმნილია იმ მიზნით, რონ დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შრომის ბაზარზე დაბრუნებაში, ამ დახმარებას იღებენ კანადის საპენსიო გეგმის ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
თუ წარსულში ხანგრძლივი და მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობათა შეზღუდვის მატარებელი პირი აღარ განიხილებოდა სამუშაო ძალად და კარგავდა სამუშაოს ან სამუშაოს მოძიების შესაძლებლობას, რადგან მიჩნეული იყო, რომ ვეღარასდროს შეძლებდა მუშაობას, დღეს, ტექნოლოგიური, სამედიცინო მომსახურებისა და უნარ-ჩვევათა განვითარებით შესაძლებელი გახდა პირი მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობათა შეზღუდვის პირობებშიც დარჩეს სამუშაო ძალად და შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი.
პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც იღებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსიას კანადის საპენსიო გეგმიდან. ძირითადი კანდიდატები არიან პირები, რომლებიც მოტივირებული არიან დაუბრუნდნენ სამუშაოს და რომელთა ექიმებიც თანხმდებიან, რომ ამ პირებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ სამუშაოსთან დაკავშირებულ რეაბილიტაციის პროგრამას.
პროგრამაში ჩადებულია მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომელნიც შესაძლებელია დაუბრუნდნენ თავიანთ ადრინდელ ან მოდიფიცირებულ სამუშაო ადგილს, რომელიც მოერგება მათ საჭიროებებს. მათ ასევე შესაძლოა შეიცვალონ სამუშაო და აირჩიონ ახალი პროფესია, რომელიც მისცემს მათ არსებული და ახლადშეძენილი უნარ-ჩვევების რეალიზაციის შესაძლებლობას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ აიმაღლონ კვალიფიკაცია, მიიღონ განათლება და განივითარონ უნარ-ჩვევები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის დგება ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, რეაბილიტაციის პროგრამის სპეციალისტისა და კანადის საპენსიო გეგმის რებილიტაციის მენეჯერის მონაწილეობით. პროგრამა მოიცავს შემდეგ სერვისებს:
მითითებები - პროგრამის მონაწილეები იღებენ მითითებებს თავიანთი საჭიროებების დადგენისთვის, სამუშაო უნარ-ჩვევებისა და განათლებისა შეფასებისთვის, სამუშაო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაში და სამსახურებრივი მიზნებისგან გარკვევისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეძლევათ როგორც ზოგადად დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განავითარების შესაძლებლობა რეაბილიტაციის სპეციალისტის დახმარებით ისე იმ კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, რომელსაც კონკრეტული სამუშაო და შესაბამისად დამსაქმებელი ითხოვს.
სამსახურში დაბრუნების დაგეგმვა - ამ შემთხვევაში რეაბილიტაციის სპეციალისტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან და მის ექიმთან ერთად ადგენს სამსახურში დაბრუნების გეგმას. გეგმას ხელი უნდა მოაწეროს გეგმის განვითარებაში მონაწილე ყველა მხარემ გეგმა ხელმოწერის შემდეგ განიხილება როგორც კონტრაქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და კანადის საპენსიო ფონდს შორის.
უნარ-ჩვევათა განვითარება/ტრენინგი - თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ესაჭიროებათ უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ან განათლების ამაღლება, ხარჯები შესაძლოა კანადის საპენსიო ფონდმა აანაზღაუროს.
სამუშაოს ძებნის უნარ-ჩვევის განვითარება - რეაბილიტაციის სპეციალისტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხმარება სამუშაოს მოძებნაში, აძლევს ინსტრუქციას როგორ ეძებონ სამსახური, მოამზადონ რეზიუმე და ჩამოაყალიბონ სტრატეგია, რომლითაც გაივლიან გასაუბრებას ან აღმოაჩენენ ორგანიზაციას, რომელიც მათ დაიქირავებს.
კანადის პრაქტიკიდან ყურადსაღებია სპეციალური პროგრამა „ახალგაზრდობის შრომითი მოწყობის სტრატეგია“, რომელშიც გათვალისწინებულია მთელი რიგი ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიერ სპეციალური ან უმაღლესი განათლების, შემდგომი დასაქმების ხელშეწყობისთვის, მათ შორის შეღავათები დამსაქმებლებისათვის, რომელთაც სამუშაოდ აჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა, მათთვის სპეციალური აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილის ადაპტაციისათვის საჭირო ხარჯების კომპენსირება, შეღავათიანი სტუდენტური სესხები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სხვ.
![]() |
4.2.2 დანიის სამეფო |
▲ზევით დაბრუნება |
დანიის პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ემყარება არა იზოლირებულ და განყენებულ პოლიტიკურ ხედვას, არამედ თანხვედრასა და ინტეგრაციას ზოგადი ღირებულებებთან და ნორმებთან, რომელზედაც დაფუძნებულია დანიური საზოგადოება.
დასაქმება/შრომა, ამ პოლიტიკის თანახმად, განიხილება როგორც ძლიერი სტიმული, რომელმაც უნდა მოახდინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრირება ფართო საზოგადოებაში და მოშალოს ამ მხრივ არსებული ბარიერები, რომლებიც შესაძლებლობათა შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებებთან და შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული.
ქვემოთ მიმოხილულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების სამთავრობო პოლიტიკის დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც ეხება შრომას და დასაქმების პირობებთან დაკავშირებულ სოციალურ უზრუნველყოფას, მასში წარმოდგენილია შრომითი ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების დამცავი სქემები, დასაქმებაში შესაძლებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ბარიერების კომპენსირების ღონისძიებები, როგორიცაა ადრეული პენსია, დაცული/უზრუნველყოფილი დასაქმება და სხვ.
როგორც სამთავრობო პოლიტიკის დოკუმენტის II ნაწილის - შრომა და სოციალური უზრუნველყოფა პრეამბულაშია ნათქვამი, დანიის შრომის ბაზარი რეგულირდება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კოლექტიური მოლაპარაკებების საფუძველზე. ამგვარი შეთანხმებანი იდება როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
ცენტრალურ დონეზე დამსაქმებლები და დასაქმებულთა სავაჭრო გაერთიანებები თანხმდებიან ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებზე, ხოლო ადგილობრივ დონეზე ანუ ინდივიდუალურ სამუშაო ადგილზე შეთანხმებები ატარებს უფრო სპეციფიკურ ხასიათს, კოლექტიური შეთანხმებები გათვალისწინებულ სერვისებში ადგილობრივი ხელისუფლებისა და დამსაქმებლების წილის გაზრდას, სხვადასხვა შეღავათებს და ა.შ.
დანიის დასაქმების პოლიტიკის მიზანია სახელმწიფოს გრძელვადიან პერსპექტივაში ყავდეს რაც შეიძლება მეტი დასაქმებული ადამიანი. დანიის შრომითი ბაზრის სივრცეში თითოეულს აქვს თავისი ოთახი. ზოგი ირჩევს განცალკევებულ სამუშაოს, ზოგი პირიქით, მიისწრაფვის დასაქმების მეშვეობით გახდეს საზოგადოების აქტიური წევრი. ეს ეხება ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მიუხედავად იმისა, შეუძლიათ თუ არა სრული დატვირთვით შეერწყან და უპასუხონ შრომითი ბაზრის პირობებსა და საკუთარ საჭიროებებს. ფართო შრომითი ბაზრის შეთანხმებები დღეს უკვე მოიცავს ე.წ. „სოციალურ მუხლებს“, რაც თანამშრომელს/დასაქმებულს, ჩვეულებრივი კოლექტიური შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებისაგან განსხვავებით, შესაძლებლობას აძლევს მაგ. იმუშაოს ნაკლები დრო, შესაბამისად ნაკლები ანაზღაურების მიღებით,
დანიაში დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 79%, მამაკაცთა 83% და ქალთა - 75 %,. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, შრომით ბაზარზე დასაქმებულია მათი 42 %, დასაქმებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცთა 47% და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა - 38%. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირი არაა რეგისტრირებული, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ამდენად სავარაუდოა, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია.
შრომითი ბაზრის უსაფრთხოების სქემები
დასაქმებაზე განაცხადის გაკეთებისას როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ისე არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის თანაბარი წესები ვრცელდება, თუმცა, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უკვე დასაქმებულია სპეციალურ დაწესებულებებში, მასზე ოდნავ განსხვავებული წესები მოქმედებს
უმუშევრობის დახმარებები/unemployment benefit
ისინი, ვინც უკვე მუშაობენ, ან რომელთაც დაასრულეს განათლება და ეძიებენ სამუშაოს, კვალიფიცირდებიან, როგორც დაუსაქმებელთა ფონდის წევრები. დაუსაქმებელთა ფონდი არის ერთგვარი სადაზღვევო პრინციპზე დამყარებული სქემა, რომლის წევრებიც იხდიან ყოვლთვიურ ფიქსირებულ გადასახადს. ადამიანი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში შეიძლება გახდეს ამ ფონდის წევრი და მიიღოს უმუშევრობის დახმარება თავისი ხელფასის 90%-ის ოდენობით, უმუშევრობის პირველივე დღიდან ან მაქსიმალური ოდენობა - 588 დანიური კრონი დღეში, კვირის ხუთი დღის განმავლობაში, თუკი მანმადე მუშაობდა სრულ განაკვეთზე ანუ 37 საათი კვირაში. დასაქმების სერვისში შეიძლება დარეგისტრირდნენ აგრეთვე ადამიანები, ვისაც მოცემულ მომენტში აქვთ სამუშაო.
ფონდის წევრებს უმუშევრობის დახმარება ეძლევათ მაქსიმუმ 4 წლის მანძილზე, თუ მათ ამის შემდეგაც ვერ იშოვეს სამსახური, ამგვარი დახმარება უწყდებათ, მაგრამ შეიძლება მიიღონ ცასჰ ბენეფიტ/ფულადი დახმარება პირდაპირ სახელმწიფოსგან.
ვადამდელი პენსია
დაუსაქმებელთა ფონდის წევრები, რომელთაც შეაქვთ კონტრიბუცია ვადამდელი პენსიის სქემაში, შეუძლიათ მოითხოვონ ვადამდელი პენსიის მიღება 60 წლის ასაკიდან. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, ჩამოშორდნენ შრომით ბაზარს ან იმუშაონ მხოლოდ ლიმიტირებული დროით. ვადამდელი პენსია შეადგენს უმუშევრობის დახმარების მაქსიმალური ოდენობის 91%-ს. ეს წესი თანაბრად მოქმედებს როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ისე სხვებზე.
ფინანსური დახმარება/Cash benefit
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელმაც დაკარგა სამსახური და არც დასაქმების ფონდის წევრია, შეუძლია იდენტიფიცირდეს როგორც ფინანსური დახმარების მიმღები. ეს დახმარება პერიოდული ხასიათისაა და გაიცემა დასაქმების პროგრამაში ჩართვისთვის სამუშაო ადგილის მიღებამდე. დახმარების ოდენობა განისაზღვრება თვეში 7 919 დანიური კრონის ოდენობით და გაიცემა 25 წ.-ზე ზემოთ ასაკის პირებზე. თანხა განსაზღვრულია საკვების, სამოსის, კომუნალური და სხვ ხარჯების გათვალისწინებით.
ავადმყოფობის დახმარება/Sickness benefit
ავადმყოფობის დახმარება ენიშნება თვით კმაყოფაზე მყოფ ან დასაქმებულ პირს ავად გახდომის შემთხვევაში ავადმყოფობის დახმარების შესახებ დანიის აქტის საფუძველზე. პირველი გაცდენილი 14 დღის განმავლობაში ავადმყოფობის დახმარებას გასცემს დამსაქმებელი, ხოლო ორი კვირის ავადმყოფობის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება დასაქმების უბნის მიხედვით, ავადმყოფობის დახმარების გაცემა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხდება ობლიგაციების სისტემის საფუძველზე, მისი ოდენობა განისაზღვრება დაკარგულოი ხელფასის თუ სხვა საარსებო შემოსავლის 90%-ით ან მაქსიმუმ 3016 დანიური კრონით კვირაში და როგორც წესი, გაიცემა 1 წლის განმავლობაში.
ხანგრძლივი ან ქრონიკული ავადმყოფობის (ზედიზედ 10 დღე წლის განმავლობაში), შემთხვევაში დამსაქმებელს შეუძლია დადოს შეთანხმება დასაქმებულთან, რომლის საფუძველზეც ავადმყოფს დახმარება პირველივე დღიდან ენიშნება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. დანიაში, პოპულარულ ენაზე ამას უწოდებენ 28-ე შეთანხმებას, გამომდინარე იქიდან, რომ ის წარმოადგენს დანიის ავადმყოფობასთან და დედობასთან დაკავშირებული ყოველდღიური დახმარების შესახებ აქტის 28 მუხლს/ნაწილს.
იგივე სახის დახმარება ავადმყოფობის პირველივე დღიდან შეიძლება მიიღოს ასევე მან, ვინც მუშაობს მოქნილი სამუშაო გრაფიკით.
კომპენსაციები დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის possibilities of compensation for disabled people in employment
დანიაში მოქმედებს რამდენიმე აქტი, რომელიც არეგულირებს დანიის შრომით ბაზარს, თუმცა არ არის მიღებული უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მიმართული სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ დაიცავდა მათ დაუსაქმებლობისაგან ან სამუშაოდან დათხოვნისაგან შეზღუდული შესაძლებლობის მიზეზით, დანიელი კანონმდებლობები უპიტრატესობას ანიჭებენ თანაბარი მოპყრობის პრინციპების გამამყარებელ კანონმდებლობას, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ შეიძლება იყოს დისკრიმინირებული დასაქმების დროს.
2000 წლის 27 ნოემბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო დირექტივა დასაქმება-დაკავების სფეროში თანასწორობის შესახებ. დირექტივის მიზანია თანასწორობის პრინციპების დანერგვა და მისი სახელმძღვანელო მიმართულებად ჩამოყალიბება დასაქმების სფეროში შესაძლებლობათა შეზღუდვის მიზეზით დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის. დანიაში ეს დირექტივა ადგილობრივ კანონმდებლობაში დანერგილ იქნა 2003 წლის 2 მარტიდან, რითაც გამყარდა დასაქმების სფეროში შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირთა დაცვის იურიდიული საფუძველი.
დღეისთვის დანიაში მოქმედებს კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომპენსირებას მათი მდგომარეობის გამო. მოქმედი აქტებია - დანიის აქტიური სოციალური პოლიტიკის აქტი და აქტი სოციალური სერვისების შესახებ. ორივე ეს აქტი ადმინისტრირდება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
დაუსაქმებლობის კომპენსირების სქემები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკანონდებლო / Schemes found in the Danish Compensation for Disabled People in the unemployment etc. ct
1994 წელს დანიის დასაქმების სერვისში ჩართულ იქნენ ქმედუნარიანობის სპეციალური კონსულტანტები (სპეციალ ჰანდიცაპ ცონსულტანტს). მათი დანიშნულებაა დაეხმარონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დანიის სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული უფლებების რეალიზაციაში, ხელი შეუწყონ დამსაქმებლებს შესაძლებლობთა შეზღუდვასთან დაკავშირებული პრობლემების გათავისებაში და მათ სტიმულირებას შექმნან სათანადო სამუშაო პირობები დასაქმების მოლოდინში მყოფი ან უკვე დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
„ყინულმჭრელი სქემა“
ყინულმჭრელი სქემა წარმოადგენს მომსახურების სატრენინგო სქემის ერთერთ სახეს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომელთაც ახლახან მიენიჭათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, გამოცდილების შეძენასა და სამსახურის მოძიებაში.
სქემა ემსახურება დამსაქმებლის სტიმულირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამუშაოზე აყვანისათვის, კერძოდ, დამსაქმებელს ეძლევა შესაძლებლობა 6-9 თვის განმავლობაში მიიღოს ფულადი სუბსიდია, თითოეული დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ხელაფასის 50% -ის დაფარვისათვის, რაც შეადგენს მაქსიმუმ 11 000 დანიურ კრონს თვეში, ამასთან სქემა ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წახალისებას იმით, რომ დამსაქმებელი ფირმები, სთავაზობენ მათ შესაფერისი სამუშაოს მოძიებას კარგ პირობებში.
არჩევანის ხელმისაწვდომობა/referential access
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეიძლება წააწყდნენ სხვადასხვა სახის ბარიერებს სამუშაოს მოძიებაში, რაც შეიძლება გამოიხატოს მათი ინტერესების უგულვებელყოფაში სამუშაოს მოძიების პროცესში დამსაქმებლის მიერ, რომელიც არ იცნობს მას. სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ განაცხადის გაკეთების შემდეგ უნდა მოხდეს მასთან გასაუბრება იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეესაბამება სამუშაო პირობები მის მდგომარეობას. თუ აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ შეუთავსებლობა არ არის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იგივე კვალიფიკაციისაა, როგორიც სხვა აპლიკანტები, დამსაქმებელი მოვალეა შესთავაზოს მას სამსახური, ხოლო თუ უარს იტყვის ამაზე, დასაქმების სამსახურს უნდა წარუდგინოს ახსნა-განმარტება, თუ რა მიზეზით არ დაასაქმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
პერსონალური დახმარება სამსახურში
დაქირავებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც აქვთ მხედველობითი, სმენითი თუ სხვა სახის შეზღუდვა, აქვთ უფლება მიიღონ პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელი პერსონალური დახმარება როცა, მაგალითად, ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უძნელდება დოკუმენტების კოპირება, საქაღალდეების ჩამოტანა თაროებიდან და სხვ. რუტინული სამუშაო.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლისთვის პერსონალურ დამხმარეს თავად დამსაქმებელი ორგანიზაცია ქირაობს, მაგრამ მისი შრომის ანაზღაურებისთვის იღებს სუფსიდიებს ე. წ. პერსონალური მომსახურების ორგანიზებისათვის. დახმარება შეიძლება დაფინანსდეს კვირაში 20 საათის ხანგრძლივობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს არანაკლებ ორი განსხვავებული სახის შეზღუდვა (მაგ.: სმენის დაქვეითება და უსინათლობა). ამ დროს მომსახურება ფინანსდება სრული სამუშაო განაკვეთის ხანგრძლივობით. დამსაქმებელს ასევე აუნაზღაურდება ხარჯები თანმხლების დაქირავებისათვის, თუ მის მიერ დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სამსახურებრივი მოგზაურობა უწევს.
სხვა სქემები (აქტიური სოციალური პოლიტიკის შესახებ აქტისა და დანიის სოციალური დახმარების შესახებ აქტის მიხედვით)
ადგილობრივ ხელისუფლებას ასევე შეუძლია კომპენსაციური სახის დახმარება გაუწიოს დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირებს ზემოთ ხსენებული იმ კანონების საფუძველზე, რომლებიც უფლებამოსილებას ანიჭებს მას განახორციელოს შემდეგი სქემები:
დახმარებები და ცვლილებები სამუშაო ადგილზე
თუ სპეციალური ხელსაწყოები, სხვადასხვა სახის დახმარებები ან ცვლილებები საშუალებას მისცემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განახორციელონ სამუშაოს აღწერილობაში გათვალისწიონებული საქმიანობა, ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია დეხმაროს მათ ამაში, მაგ., დააფინანსოს სპეციალურად მისადაგებული დიზაინის ხელსაწყოების, სპეციალური სამუშაო ეტლების/სკამების, საინსტალაციო საშუალებების, პანდუსებისა თუ ლიფტების დამონტაჟება, კარის გასასვლელების გაფართოებაზე მიმართული სამუშაოები და სხვ.
ამგვარი დახმარების საფუძველია დასაქმებული პირების ფსიქიკური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური სახის შეზღუდვები. დახმარების მიღების შესაძლებლობა აქვთ აგრეთვე თვითდასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც. ამ დახმარების მიწოდება არაა დამოკიდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემოსავლებსა თუ მის ფულად კაპიტალზე.
სოციალური რეაბილიტაცია
რეაბილიტაცია არის როგორც საქმიანობაზე ორიენტირებული აქტივობა, ასევე ფინანსური დახმარება, რომელიც ეწევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს შრომით ბაზარზე შესაღწევად ან იქ თავისი დასაქმებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად. გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის დაფინანსებაზე იღებს ადგილობრივი ხელისუფლება, მას შეუძლია შესთავაზოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ფინანსური დახმარება განათლებისთვის, სამუშო ტესტირებებისთვის, ტრენინგებში მონაწილეობისთვის ან კერძო ბიზნესის წამოწყებისთვის მისი ინდივიდუალური საჭიროებებისა და მოთხოვნილებების, აგრეთვე დასაქმების სურვილის გათვალისწინებით.
თუ სარეაბილიტაციო პირი 25 წლის ასაკისაა და ზევით, კმაყოფაზე ჰყავს ბავშვები და ადრე ჰქონდა შემოსავლები დასაქმებიდან, იღებს ბავშვზე ზრუნვის დახმარებას, რომლის ოდენობა უტოლდება მისი დასაქმების პერიოდში მიღებულ უმაღლეს სახელფასო შემოსავალს. 25 წელზე ქვემოთ ასაკის პირები დახმარების სახით ღებულობენ ამ ოდენობის ნახევარს. აუცილებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია სარეაბილიტაციო გადასახადების ანაზღაურებაც.
მოქნილი სამუშაო გრაფიკი
პირისთვის, ვისაც თავისი შეზღუდვის გამო არ შეუძლია სამსახურის დაწყება ან სამუშაოს შესრულება თავის სამუშაო ადგილზე, შესაძლებელია შეიქმნას/გამოინახოს მისი მდგომარეობის შესაფერისი ანაზღაურებადი სამუშაო - ე.წ. მოქნილი სამუშაო პირობები.
ამ სქემების ამოქმედება ხდება იმ შემთხვევაში, თუკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება ყველა სხვა სახის შესაძლებლობა და გამოსავალი ამოწურულია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მოქნილი სამუშაო გრაფიკი შემუშავებული უნდა იყოს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დამსაქმებლების მიერ. ასეთ შემთხვევებში დგება წინასწარი შეთანხმება იმის შესახებ, თუ რა სახის/ოდენობის ანაზღაურება განისაზღვრება დასაქმებულისათვის, ხდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და სავაჭრო კავშირებს შორის.
არ არსებობს განსაზღვრული წესები იმისა, თუ რა ვადებში უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქნილი სამუშაო ადგილით, თუმცა მოქნილ სამუშაო ადგილზე დასაქმების შესახებ აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირს დაუყოვნებლივ ენიშნება უმუშევრობის დახმარება, რომელსაც იგი დასაქმებამდე იღებს. უმუშევრობის დახმარების ოდენობა განისაზღვრება იმ უმაღლესი ანაზღაურების 91%-ით, რომელსაც იგი დასაქმების პერიოდში იღებდა.
თუ მოქნილ სამუშაო ადგილზე მოწყობილი პირი ისევ დაკარგავს სამსახურს, ის ვეღარ მიიღებს დაუსაქმებლობის დახმარებას, მაგრამ მიიღებს დაუსაქმებლობის შეღავათს/unemployment allowance.
მოქნილ სამუშაო პირობებში დასაქმებულ პირს, სხვათა მსგავსად, არ შეუძლია მოითხოვოს ვადამდელი პენსია ანუ პენსია 60 წლის ასაკამდე.
დღეისთვის დანიაში მოქნილ სამუშაო პირობებში დასაქმებულია დაახლოებით 12 000 ადამიანი.
ადრეასაკობრივი პენსია
პირები, რომელთაც გრძელვადიანი შეზუდვების გამო არა აქვთ თვითდახმარების შესაძლებლობა, აქვთ უფლება, მიღონ მომსახურებითი დახმარება დანიის სახელმწიფოსგან ადრეასაკობრივი პენსიის სახით. ეს იმ შემთხვევებში, როდესაც მიუხედავად ტრენინგებისა, სარეაბილიტაციო კურსებისა თუ მკურნალობის ციკლებისა, მათი შრომითი შესაძლებლობა ვერ იქნა მოყვანილი შესაბამის დონემდე. მთავარი პრინციპი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მოიძიოს ადგილი შრომით ბაზარზე თავისი მოთხოვნილებების შესაბამისად.
აღნიშნული სახის პენსიის გაცემას უფლებამოსილება აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას, რამდენადაც ის არის უწყება, რომელიც ახდენს ამგვარი პენსიის მიმღები პირის შეფასებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, განათლების და სხვა კრიტერიუმებით. პენსია ეკვივალენტურია დაუსაქმებლობის ანაზღაურების უმაღლესი ოდენობისა, თუ პენსიონერი არის მარტოხელა, და 85%-ს, თუ პენსიონერი დაქორწინებულია ან ჰყავს პარტნიორი. ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ პირს არ შეუძლია იყოს დასაქმებული შრომით ბაზარზე.
ეს წესები დადგენილ იქნა ადრეასაკობრივი პენსიის შესახებ 2001 წელს ჩატარებული რეფორმების ფარგლებში, რომელმაც ხელშესახები ეფექტი გამოიღო უკვე 2003 წლიდან.
ადრეასაკობრივი პენსია წყდება, როდესაც პენსიონერი აღწევს 65 წლის ასაკს. ამ დროიდან მას ენიშნება მოხუცებულობის პენსია. აქვე უნდა ითქვას, რომ მოხუცებულობის/ასაკობრივი პენსია უფო მცირე ოდენობისაა, ვიდრე ადრეასაკობრივი.
ასაკობრივი პენსიის მიმღებთაგან უმრავლესობას არანაირი კავშირი არ აქვს სამუშაო ბაზართან და, აქედან გამომდინარე, ვერ ერთვება რომელიმე, ზემოთ დასახელებულ სქემაში. თუმცა მათ ადრევე აქვთ შესაძლებლობა, გადაიხადონ შესატანი დამატებით საპენსიო სქემაში. ამ შენატანის მცირე ოდენობა სავალდებულოა, ხოლო ნებაყოფლობითი გადასახადები/შენატანები წლიურად შეადგენს 4212 დანიურ კრონს, რომლის 2/3 ფინანსდება დანიის სახელმწიფოს მიერ. ეს დანაზოგები შემდგომში შეიძლება დაუბრუნდეს მას მუდმივი ან ასაკობრივი პენსიის სახით, აგრეთვე გაიცეს როგორც დანამატი მოხუცებულობის პენსიაზე, როდესაც პირი გადასცდება 65 წლის ასაკს.
დასაქმება თავშესაფრის უზრუნველყოფით
თუ პირის შრომის უნარ-შესაძლებლობა იმდენად დაბალია, რომ ვერ დასაქმედება სუბსიდირებული დასაქმების, მოქნილი სამუშაო პირობების ან სუფსიდირებადი თავშესაფრიანი დასაქმების პირობებში, დგება მისი თავშესაფრიან სამუშაო ადგილზე დასაქმების საკითხი.
თავშესაფრიან სამუშაო ადგილზე დასაქმებულ პირთა უმეტესობას ეძლევა ადრეასაკობრივი პენსია, როგორც ძირითადი შემოსავალი, ვინაიდან, თავშესაფრიანი დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი ძალიან დაბალია, დაახლოებით 5-დან 15 დანიურ კრონამდე საათში. ამ სახის დასაქმება ძირითადად მიმართულია პირებზე, რომლებსაც შეუძლიათ პროდუქციის დაფასოება ან პროდუქციის მომზადება შემდგომი საბოლოო სახის/მდგომარეობის მისაღებად.
შეთავაზება თავშესაფრიან სამუშაოზე კომბინირებული უნდა იყოს ისეთი სხვა სახის შეთავაზებებთან, როგორიცაა, მაგალითად, სპეციალური განათლების მიღება. გადაწყვეტილებას თავშესაფრიანი დასაქმების შესახებ ძირითადად იღებენ სახელმწიფო სტრუქტურები, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა რეკომენდაციების თანხლებით, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ასევე უფლებამოსილია შესთავაზოს თავშესაფრიანი დასაქმება მოქალაქეებს.
![]() |
4.2.3 იტალია |
▲ზევით დაბრუნება |
დასაქმებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა იტალიაში ვითარდებოდა ფრაგმენტულად, სანამ იტალიის პარლამენტმა 1992 წელს არ მიიღო ორგანული კანონი, რომელიც გახდა სახელმძღვანელო პრინციპების კრებული ამ სფეროში. ამ დროიდან მოყოლებული აღნიშნული კანონი (აქტი 104/1992) წარმოადგენს უმთავრეს დოკუმენტს, რომელიც შეიცავს შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირების უფლებებისა და გარანტიების ჩამონათვალს. აღნიშნული კანონი ასევე შეიცავს შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირის დეფინიციას, სამედიცინო, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, დასაქმების, ტრანსპორტირების საკითხებთან დაკავშირებული უფლებების ჩამონათვალს, ასევე - სამოქალაქო უფლებებსა და ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელ დებულებებს.
გარდა კონსტიტუციისა და 1992 წლის კანონისა, იტალიაში არსებობს ცალკეული აქტები, რომლებიც არეგულირებენ კონკრეტული უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ: დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებულია კანონით №68/1999, ასევე პარლამენტის დადგენილებით №216/2003, რომელიც ევროკავშირის დირექტივის იმპლემენტაციის მიზნით იქნა მიღებული და შეიცავს თანასწორი მოპყრობისა და დასაქმების პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ დებულებებს. შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირთა წვდომას კომპიუტერულ სისტემებზე არეგულირებს კანონი №4/2004. დისკრიმინაციის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირების სამართლებრივი დაცვის გარანტიები კი მოცემულია კანონში №67/2006.
იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებად მიჩნეულ იქნა მათი ჩართვა სამუშაო პროცესებში და მათი სამუშაო ადგილების დაცვა/შენარჩუნება, 1999 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელმაც პირდაპირ გაითვალისწინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება დასაქმებაზე. აღნიშნულმა კანონმა ჩაანაცვლა 1968 წლის კანონი და გაითვალისწინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრული ინტეგრაციის შესაძლებლობა სამუშაო სფეროში, დახმარების ინდივიდუალური სერვისების შეთავაზებით. კანონმა ასევე მიზნად დაისახა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იმ სამუშაო ადგილების შეთავაზება, რომლებიც ხელს უწყობენ მათი შესაძლებლობების წარმოჩენას და მასთან, სასარგებლოა ბიზნესის ან სახელმწიფო სექტორისთვის. კანონმა ასევე შემოიტანა ინოვაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამუშაო ადგილების დაცვასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, კანონმა გაამკაცრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამსახურიდან გაშვების საფუძვლები და ამასთან, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორს, დაავალა სამუშაო ადგილის/პოზიციის შენარჩუნება იმ პირისთვის, რომელმაც შესაძლებლობის შეზღუდვა სამუშაოს შესრულების დროს ან მასთან კავშირში მიიღო.
გარდა ზემოთაღნიშნული კანონისა, შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირთა დასაქმების საკითხებს აწესრიგებს სპეციალური აქტი „რეგულაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უფლებასთან დაკავშირებით“. იტალიის საკანონმდებლო სივრცე ავალდებულებს როგორც საჯარო ისე კერძო დაწესებულებას დაასაქმოს შემდეგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები:
მუშაობის ასაკის მქონე პირები ფიზიკური, სენსორული, მენტალური, კოგნიტური შეზღუდვით, რომლის შრომისუნარიანობა შემცირებულია 45%-ზე მეტით.
ვიზუალური და სმენითი შეზღუდვის მქონე პირები;
სამხედრო და სამოქალაქო ომების შედეგად შეძენელი შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები;
შრომისუნარიანობის შეზღუდვის მქონე პირები, რომელთა შეზღუდვა 33%-ს აღემატება.
იმისათვის, რომ დაწესებულებამ შეასრულოს კანონისმიერი ვალდებულება, მან შრომითი ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან უნდა გააფორმოს 9 თვეზე მეტი ხნით. აღნიშნული კიდევ ერთი გარანტიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტაბილური შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიმართულებით.
კვოტირების სისტემა
იტალიის კანონმდებლობა ამკვიდრებს კვოტირების სისტემას, რომლის მიხედვითაც როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის დამსაქმებელს ევალება:
დასაქმებულთა სრული რაოდენობის 7% იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თუკი დასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს 50 ადამიანს;
დასაქმებული ჰყავდეს მინიმუმ 2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თუკი დასაქმებულთა რიცხვი 36-დან 50-მდეა;
დასაქმებული ჰყავდეს მინიმუმ 1 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თუკი დასაქმებულთა რიცხვი 15-დან 35-მდეა.
აღნიშნული აქტი შეიცავს სხვადასხვა უპირატესობას იმ ორგანიზაციებისთვის, რომელიც ასაქმებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მათ შორის, აქტი ითვალისწინებს სამუშაო ადგილის ადაპტაციაზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სხვა საჭიროებებთან მორგებაზე მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერას სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული სქემა მუშავდება შეზღუდული შესაძლებლობის ხარისხის მიხედვით და ფინანსდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უფლების ეროვნული ფონდის მიერ. ამასთან, კომპანიები, რომლებიც ასაქმებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის: დაბალი სოციალური უზრუნველყოფის შენატანებით.
მომზადება შრომისათვის
1999 წლის კანონი ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრენინგების, იმისათვის რათა ეს პირები კონკურენტუნარიანები გახდნენ შრომის ბაზარზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან მიმართებაში იქმნება ინდივიდუალური გეგმა და თუკი აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს ტრენინგის ჩატარებას, რეგიონალური ხელისუფლება ავალებს დაწესებულებას, რომელიც სამუშაოდ იღებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ან შეზღუდული შესაძლებლობის სპეციფიკაციის მქონე ორგანიზაციას ტრენინგის ჩატარებას.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმებს იმ დამსაქმებლებისათვის, რომლებიც დაარღვევენ კვოტირების წესს. ჯარიმის დაკისრების უფლება აქვს „შრომის რეგიონალურ დირექტორატს“. ჯარიმის რაოდენობის გადახედვას კი ახორციელებს შრომის სამინისტრო.
დისკრიმინაცია დასაქმების სფეროში და სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებებს დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით
დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხი ხვდება შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს კომპეტენციაში და ეს არის ის დარგი, სადაც სამართლებრივი დაცვა შედარებით ეფექტურია. აღნიშნული, ერთის მხრივ, გამომდინარეობს იქედან, რომ პროცესის ვადები გაცილებით მცირეა და ამასთან, მოსამართლეს აქვს გაცილებით დიდი ძალაუფლება.
თუმცა, აღნიშნული უპირატესობების მიუხედავად, დასაქმება კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება იტალიაში. 1992 წლის კანონი, ითვალისწინებს დასაქმებასთან დაკავშირებულ დებულებებს და ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებებს დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით (მაგ. პერსონალური დამხმარით უზრუნველყოფა). აღნიშნული ვალდებულება კი მოქმედებს ხელისუფლების ფინანსური რესურსების ფარგლებში.
შესაბამისად, ბევრი სერვისი, რომელიც რეალური ინკლუზიის საფუძველს წარმოადგენს თითოეული ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსურ შესაძლებლობებზე ხდება დამოკიდებული. ამასთან, იტალიის სამართლებრივ სივრცეში, ხელისუფლების ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებით მიღებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას თუკი სახეზე არ არის პროცესუალური ასპექტების დარღვევა. შესაბამისად, თუკი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო ჩათვლის, რომ არ/ვერ უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს კანონით გათვალისწინებული სერვისებით, ეს ქმედება ვერ გასაჩივრდება სასამართლოში.
ამასთან, კანონმდებლობა დასაქმებასთან დაკავშირებულ ცალკეულ ვალდებულებებს აკისრებს როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ თითოეული სერვისის უზრუნველყოფა საჭიროებს სამივე დონის ხელისუფლებას შორის კოორდინაციის ხანგრძლივ პროცესს, რაც კანონის მოქმედებას არაეფექტურს ხდის.
![]() |
4.2.4 ამერიკის შეერთებული შტატები |
▲ზევით დაბრუნება |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება
ამერიკის შეერთებულ შტატებში 54 მილიონამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს. ფედერალური მთავრობა მიისწრაფვის შეამციროს ამერიკელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაცია და წაახალისოს მათი მონაწილეობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის დასაქმებაში, რომელიც მრავალი ათეული წელია ერთერთ პრიორიტეტად არის დასახული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ აშშ-ს პოლიტიკაში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება ქვეყანაში ემყარება კონცეფციას „თალენთ მანაგემენტ,“ რომელიც დანერგილია აშშ კომპანიების დიდი ნაწილის პრაქტიკაში. ამ კონცეფციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ კადრების შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ადამიანს არა იმის მიხედვით,თუ რომელ ჯგუფს, ფენას მიეკუთვნება იგი და რა სახის შეზღუდვას განიცდის, არამედ კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ მის იმ თვისებებს, რომელნიც უზრუნველყოფენ კომპანიის წარმატებულ განვითარებას..
კანონმდებლობა
აქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამერიკის მოქალაქეების უფლებების შესახებ
აქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამერიკის მოქალაქეების უფლებების შესახებ კრძალავს დისკრიმინაციას შესაძლებლობათა შეზღუდვის საფუძველზე როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ისე დასაქმებაში, კომერციულ საქმიანობაში. მასში მოცემულია შტატისა და ადგილობრივი მთავრობის ვალდებულებები, უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების, განათლების, დასაქმების, გადაადგილების, ჯანმრთელობის დაცვის, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში თანასწორი მონაწილეობა.
აქტის პირველ თავი, რომელიც მთლიანად ეხება დასაქმებას, ფედერალურ და ადგილობრივ მთავრობებს, დამსაქმებლებს ავალდებულებს შექმნან ადექვატური პირობები, რათა კვალიფიციურ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეცეთ შესაძლებლობა იმუშაონ და მიიღონ სარგებელი სხვების თანაბრად. კანონის თანახმად, მათ, ეკისრებათ ვალდებულება საჭიროების შემთხვევაში გონივრული ცვლილებები შეიტანონ არსებულ პროცედურებსა თუ მომსახურებებში, რათა თავიდან აიცილონ დისკრიმინაცია, თუკი ეს ცვლილებები ფუნდამენტურად არ შეცვლის მომსახურების ან პროცედურის ხასიათს, წინააღმდეგ შეთხვევაში დამსაქმებლის საქმიანობა/ბიზნესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.
კანონი კრძალავს ინვალიდობის ნიშნით გამოცდილი კადრის დისკრიმინაციას როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფო და ადგილობრივ სტრუქტურებში.
კანონი ასევე კრძალავს ბრალდების წაყენებას იმ პირის მიმართ, ვინც იჩივლა დისკრიმინაციის ფაქტის გამო ან მონაწილეობა მიიღო დასაქმების სფეროში მომხდარი დისკრიმინაციის ფაქტის გამოძიების საქმეში ან სასამართლო პროცესში.
რეაბილიტაციის აქტი
რეაბილიტაციის აქტი კრძალავს დისკრიმინაციას შესაძლებლობათა შეზღუდვის საფუძვლით დასაქმების სფეროში, დამსაქმებელს არა აქვს უფლება დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ჩააყენოს შესაძლებლობათა შეზღუდვის მქონე კვალიფიციური მუშახელი. დისკრიმინაციად შეიძლება ჩაითვალოს სამუშაოზე აყვანის განცხადებათა გადახედვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მიმართ უარყოფითი წინასწარგანწყობით, კვალიფიციურ პირთა არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება ნებისმიერ ეტაპზე, რომელიც მოიცავს განაცხადის შეტანის პროცედურას, დაქირავებას, გათავისუფლებას, ანაზღაურებას, დაწინაურებას, ტრენინგს და დასაქმების სხვა პირობებს. დასაქმების სფეროში დისკრიმინაციად შეიძლება ჩაითვალოს ასევე გონივრული მიდგომის არარსებობა, როდესაც ეს აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ ამ სამუშაოს შესრულებისთვის.
რეაბილიტაციის აქტი კრძალავს დისკრიმინაციას შესაძლებლობათა შეზღუდვის საფუძვლით ფედერალური სააგენტოების მიერ ორგანიზებულ პროგრამებში, ასევე პროგრამებში, რომლებიც სახელმწიფო თანხით ფინანსდება. აქტის თანახმად, არცერთი კვალიფიციური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ უნდა იქნეს გამორჩეული ან უარყოფილი პროგრამიდან და საქმიანობიდან, რომელიც ფედერალური სახსრებით ფინანსდება. აქტით ასევე გათვალისწინებულია გონივრული მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი, პროგრამების ხელმისაწვდომობა, ეფექტური კომუნიკაცია სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და ა.შ. ყველა სააგენტო ვალდებულია შეასრულოს ამ აქტის მოთხოვნები.
კერძოდ, კანონი:
მოითხოვს ფედერალური დამსაქმებლებისაგან არ მოხდეს როგორც აპლიკანტ, ისე დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაცია შესაძლებლობათა შეზღუდვის საფუძველზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დასაქმება ნებისმიერ თანამდებობრივ საფეხურზე თუკი ესთანამდებობა შეესაბამება მათ კვალიფიკაციას. ფედერალურმა დამსაქმებლებმა თვალი უნდა მიადევნონ იმას, რომ მათმა პოლიტიკამ უსაფუძვლოდ არ გამორიცხოს ან შეზღუდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სამუშაოს სტრუქტურის, არქიტექტურის, კომუნიკაციის, პროცედურისა თუ გადაადგილებაში არსებული ბარიერების გამო.
მოითხოვს ფედერალური დამსაქმებლებისაგან განავითარონ პოზიტიური ქმედების პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაქირავებისა და დაწინაურებისათვის. პოზიტიური ქმედება უნდა იყოს პერსონალის მართვის პროგრამის თანმდევი მოვლენა.
მოითხოვს დამსაქმებლებისაგან სამუშაოს მოძიების პროცედურებისა და სამუშაო ადგილის გონივრულ მისადაგებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აპლიკანტებისა და დასაქმებულების საჭიროებებისადმი, თუ ეს შეუსაბამო და გადაულახავ სირთულეებს არ უქმნის მათ.
კრძალავს შერჩევის ისეთი კრიტერიუმების და სტანდარტების შერჩევას, რომლებიც გამორიცხავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობას. ამგვარი სტანდარტების შემოღება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ უშუალოდ ეხება სამუშაოს ძირითად ფუნქციებს, გამომდინარეობს საქმის ინტერესებიდან ან როცა პირის ინდივიდუალური შეფასება ნათელყოფს, რომ იგი ვერ შეძლებს საქმესთან დაკავშირებული ძირითადი ფუნქციების შესრულებას.
რეაბილიტაციის აქტის თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია მოახდინოს სპეციფიკური სამსახურის მოდიფიცირება იმგვარად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა შეძლოს ძირითადი ფუნქციების განხორციელება თავის სამუშაო ადგილზე. ეს შეიძლება მიღწეულ იქნას სამუშაოს განტვირთვით არაძირითადი/მეორეხარისხოვანი ელემენტებისაგან, ამ დატვირთვათა გადანაწილებით სხვა დაქირავებულზე, დავალების შესრულებათა პროცედურების გარდაქმნა/შეცვლით და სხვ.
მენეჯერები და ზედამხედველები ვალდებული არიან დამხმარე საშუალებებით უზრუნველყონ დასაქმებული და აპლიკანტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მათ შეუძლიათ საჭირო დახმარებისთვის მიმართონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რესურს ცენტრს, რომლის ერთერთი ფუნქციაა დაეხმაროს დამქირავებელს აღჭურვილობითა და სპეციალური მომსახურების უზრუნველყოფში.
პარაგრაფები 501 და 505 კრძალავს სამუშაო გამოცდილების მქონე პირის დისკრიმინაციას ინვალიდობის ნიშნით ფედერალურ სამთავრობო სტრუქტურებში.
508-ე პარაგრაფი შეიცავს მოთხოვნას ფედერალური სააგენტოების მიმართ უზრუნველყონ, შეინარჩუნონ და განავითაროს ხელმისაწვდომი ელექტრონული და საინფორმაციო ტექნოლოგიები, თუკი ამის განხორციელება არ გამოიწვევს შეუსაბამო სირთულეებს.
ეს კანონი ასევე კრძალავს ბრალდების წაყენებას (ზეწოლას) იმ პირის მიმართ, ვინც გაასაჩივრა მის მიართ დისკრიმინაციის ფაქტი ან მონაწილეობა მიიღო დასაქმების სფეროში მომხდარი დისკრიმინაციის ფაქტის გამოძიების საქმეში ან სასამართლო პროცესში.
სამოქალაქო მომსახურების რეფორმის აქტი - მოითხოვს სამართლიან და მიუკერძოებელ მოპყრობას პერსონალის მართვის ყველა ასპექტში განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, რასისა, ფერისა, რელიგიისა, ეროვნებისა, წარმოშობისა, სქესისა, ოჯახური მდგომარეობისა, ასაკისა და შესაძლებლობათა შეზღუდვისა.
არქიტექტურული ბარიერების აქტი მოითხოვს ფედერალური მთავრობის სახსრებით, ფედერალური სახსრებით აგებული ან ლიზინგით აღებული შენობა-ნაგებობების ფედერალური სააგენტოს განთავსებისათვის იყოს ხელმისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ, თუ ამგვარი შენობები ხელმიუწვდომელია, არ არის მოსაცდელი სივრცე, პანდუსები, დასასვენებელი ოთახები, ხელმისაწვდომი სასმელი ონკანი, გამოკვეთილი ნიშნები და ასოები და არის სხვა ბარიერები,
საოჯახო და სამედიცინო ნებართვის (ლიცენზიის) აქტი - მოითხოვს ფედერალური სააგენტოებისა და დეპარტამენტებისაგან 12 კვირამდე უხელფასო შვებულების ნებართვას მომუშავე პერსონალისთვის რომელსაც თავად მას ან მისი ოჯახის წევრს (მეუღლე, შვილი, მშობელი) აქვს სერიოზული ჯანმრთელობის გაუარესება. ამგვარი შვებულება შეიძლება გაცემულ იქნებს ნაწილ-ნაწილ ან ერთიანად.
ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ სამუშაო სიტუაციებში
დისკრიმინაცია შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით გულისხმობს არაკეთილგანწყობილ მოპყრობას აპლიკანტის ან მოსამსახურე პირისადმი იმის გამო, რომ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია ან იყო წარსულში .
დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე ასევე, როცა დამქირავებელი მომსახურე პირს არაკეთილგანწყობით ექცევა მისი ავადმყოფობის ისტორიის გამო (როგორიცაა სიმსივნური დაავადება, რომელიც კონტროლდება ან რემისიის ფაზაშია) ან აქვს ფიზიკური და გონებრივი შეზღუდვა, რომელიც არ არის გადამდები.
კანონი კრძალავს დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან ურთიერთობაში ყოფნის გამო. მაგალითად იმის გამო, რომ მას შეზღუდული შესაძლებლობისმქონე მეუღლე ჰყავს.
კანონი კრძალავს ყველა ტიპის დისკრიმინაციას, რომელიც დასაქმებასთანაა კავშირში ყველა ეტაპზე და სიტუაციაში, იქნება ეს დაქირავება, დანიშვნა, დაწინაურება, შრომის ანაზღაურება, სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა, სამუსაო გრაფიკის შედგენა, ტრეინინგი თუ სხვ.
დისკრიმინაცია და ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით
ძალადობა გულისხმობს, მაგალითად, მომსახურე პირისადმი შეურაცხმყოფელ შენიშვნებს მისი შესაძლებლობის შეზღუდვატან დაკავშირებით. კანონი არ კრძალავს ადამინის მსუბუქ გამოჯავრებას, უცერემონიო შენიშვნებს ან ნაკლებად სერიოზულ შემთხვევებს, მაგრამ ძალადობასთან გვაქვს საქმე მაშინ, როცა ეს ფაქტები იმდენად ხშირია და სერიოზული, რომ ქმნის მტრულად განწყობილ და დაძაბულ სამუშაო გარემოს ან როცა ეს ყოველივე მთავრდება ძალადობის მსხვერპლის სამუშაოდან დათხოვნით ან იძულებით თავად დატოვოს სამუშაო.
მოძალადედ ამ შემთხვევაში გვევლინება მსხვერპლის ზედამხედველი, ან კიდევ ეს შეიძლება იყოს მომხმარებელი ან კლიენტი.
დისკრიმინაცია შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით
და ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა
კანონი მოითხოვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აპლიკანტის თუ მოსამსახურე პირის პრობლემების გათვალისწინებას დამსაქმებლის მიერ და ხელსაყრელი პირობების შექმნას.
დამქირავებელი არ არის ვალდებული ნებისმიერ შემთხვევაში შეუქმნას განსაკუთრებული პირობები დაქირავებულს თუ ეს მოითხოვს სოლიდურ ხარჯებს, უფრო ზუსტად ზედმეტ, არაგონივრულ ხარჯებს, რომელსაც იგი ვერ გასწევს შესაბამისი ფინანსური რესურსების არქონის გამო, მაგრამ დამქირავებელს არა აქვს უფლება უარი თქვას ზემოთ თქმულზე, თუ ეს არც თუ ისე მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებლს შეექმნება სერიოზული წინააღმდეგობები თავის საქმიანობაში.
შესაძლებლობის შეზღუდვა და სამედიცინო შემოწმება დასაქმების დროს/ინტერვიუს დროს
კანონი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს დამქირავებლებისთვის, როცა საქმე ეხება აპლიკანტის მიმართ დასმულ შეკითხვებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ასე მაგალითად, დამქირავებელს არ აქვს უფლება სამედიცინო ხასიათის შეკითხვები დაუსვას აპლიკანტს ან ჩაუტაროს სამედიცინო შემოწმება სამსახურში აყვანამდე, დაუსვას მას კითხვა შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ (ან დეტალურად გამოკითხოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ), თუ ეს არ ეხება სამუშაოს სპეციფიკას, თუმცა შეუძლია აპლიკანტს ჰკითხოს, შეძლებს თუ არა და როგორ სამუშაოს შესრულებას და რა პირობების შექმნა სჭირდება .
სამუშაოს შეთავაზების შემდეგ დამსაქმებელს უფლება ეძლევა დაუსვას სამედიცინო სახის შეკითხვები დაქირავებულს ან მოითხოვოს მისი სამედიცინო შემოწმება, თუ ეს ხორციელდება იმავე თანამდებობაზე აყვანილმა ყველა ახალ თანამშრომლის მიმართ.
დაქირავების შემდეგ დამქირავებელს, როგორც წესი, შეუძლია დაქირავებულს დაუსვას სამედიცინო ხასიათის შეკითხვები ან მოითხოვოს მისი სამედიცინო შემოწმება, თუ სამედიცინო დოკუმენტი სჭირდება იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლის თხოვნა ხელსაყრელი პირობის შექმნის შესახებ ან იმ შემთხვევში, თუ დამსაქმებელი ხედავს, რომ დასაქმებული თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
კანონის თანახმად, დამქირავებელმა დაქირავებულის შესახებ სამედიცინო ინფორმაცია უნდა შეინახოს კონფიდენციალურად, ცალკე სამედიცინო საქაღალდეში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფედერალური დასაქმების პრაქტიკა
ფედერალური სააგენტოები აცხადებენ საკონკურსო და არასაკონკურსო სამუშაო ვაკანსიებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ორივე შემთხვევაში შეუძლიათ აპლიკაციის შევსება. სამუშაოს მაძიებელი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ კვალიფიკაციის მოთხოვნებს და შეეძლოთ სამუშაოთი გათვალისწინებული ძირითადი მოვალეობების შესრულება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, შტატის პროფესიული რეაბილიტაციის ოფისის ან ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის დასტურის საფუძველზე შეუძლიათ მოითხოვონ სამუშაოზე აყვანა არასაკონკურსო გზით. ამისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა შესაბამის ოფისში უნდა წარადგინოს შესაძლებლობის შეზღუდვის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს აქვს მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობათა შეზღუდვა. ოფისმა უნდა დაადასტუროს, რომ ამ პირს შეუძლია ამ სამუშაოზე ძირითადი მოვალეობების შესრულება და აქვე უნდა მიუთითოს, სჭირდება თუ არა მას სამუშაოს შესრულებისთვის დამხმარე საშუალებები და გონივრული მისადაგების სხვა პირობები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაქირავება და დასაქმებულთა რიგების შევსება პერსონალის მართვის ოფისის დირექტორმა, შრომის მდივანთან კონსულტაციის გავლით, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების კომისიის თავმჯდომარემ და მართვისა და ბიუჯეტირების ოფისის დირექტორმა უნდა ჩამოაყალიბონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაქირავებისა და შევსების მოდელი იმ სააგენტოებისათვის, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ მათ მიერ დასაქმებულთა რიცხვში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობა. ყველა სააგენტო ჩამოაყალიბებს თავის გეგმას, რათა განავითაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების შესაძლებლობები. სააგენტოებში დაინიშნება თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ გეგმის განხორციელებაზე. ეს პირი ასევე პასუხისმგებელი იქნება ამ გეგმის განვითარებასა და იმპლემენტაციაზე. მათ უნდა ჩაატარონ ტრენინგები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უზრუნველსაყოფად და მოახდინონ კოორდინაცია მათ დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებებისა.
დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შენარჩუნება და გათავისუფლებულთა სამუშაოზე აღდგენა - პერსონალის მართვის ოფისის დირექტორი, შრომის მდივანსა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების კომისიის თავმჯდომარესთან კონსულტაციის გავლით დაეხმარება სააგენტოებს სტრატეგიების შემუშავებაში, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სამუშაო პოზიციებზე. ეს სტრატეგია მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრენინგებს, გონივრულ მიდგომას სახელმწიფო სახსრებით, შესაბამის ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობის გაზრდას, ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნას და ა.შ. სააგენტოები უნდა ეცადონ გააუმჯობესონ, გააფართოვონ და გაზარდონ იმ მუშახელის აღდგენას სამსახურში, რომლებაც დაზიანება სამსახურიდან გამომდინარე მიიღეს. უნდა მოხდეს სამუშაო პირობების მათ შესაძლებლობებზე მორგება.“
გონივრული მიდგომა. გონივრული მიდგომა განმარტებულია ADA-ში (აქტი შეზღუდული შესაძლებლობისმქონე ამერიკელებზე) და ნიშნავს: არსებული საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; სამუშაოს რესტრუქტურიზაცია/გარდაქმნას; ნახევარიგანაკვეთიან ან მოდიფიცირებულ სამუშაოს შეთავაზებას; ვაკანტური ადგილების ფუნქციის/შინაარსის შეცვლას; აპარატის აღჭურვილობის მოდიფიკაციას; ტრენინგ-მასალების, პოლიტიკის, კვლევების რეგულირებას ან ცვლილებას; მკითხველთა, ინტერპრეტატორთა და სხვა დამხმარე პერსონალის მომსახურების მიწოდება/უზრუნველყოფას. ეს საშუალებები შესაძლებლობას აძლევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თანაბრად მიუწვდებოდეთ სამუშაო მასალებზე და იყვნენ პროდუქტიული გუნდური მოთამაშეები.
გონივრულ მიდგომაში იგულისხმება:
ნიშნების ენის გამოყენება;
ეკრანის წამკითხველები და გამადიდებლები;
მაუსის შემცვლელი ალტერნატივები;
პირადი გამადიდებელი სისტემები;
ხმის გამაძლიერებელი სისტემები;
მოდიფიცირებული სამუშაო ადგილი;
მორგებული სამუშაო განრიგი.
და სხვ.
უცილობელი პირობაა დამხმარე საშუალებების შერჩევა მოხდეს ინდივიდუალურად, კონკრეტული პირის საჭიროებებზე მორგებით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა კარიერის განვითარება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტობა ეს არის ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც სხვაზე უკეთ არის მომზადებული შრომითი მოწყობისათვის და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანია შრომის ბაზარზე. ბუნებრივია, ამ ადამიანების შრომითი მოწყობა და მათი სამსახურებრივი წინსვლა უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ორგანიზაციებისათვის, რომელთაც ამა თუ იმ კუთხოთ აქვთ შეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებთან.
მიუხედავად ზემოთთქმულისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა შრომითი მოწყობის პრობლემა აშშ-სთვისაც აქტუალურია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი მოწყობის პრობლემებზე მომუშავე რიგი არაკომერციული ორგანიზაციის მონაცემებით, იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმუშევრობის დონე, რომელთაც მცირე ხნის წინათ მიიღეს უმაღლესი განათლება, ორჯერ აღემატება სხვა კურსდამთავრებულების უმუშევრობის დონეს (სხვადასხვა მონაცემებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კურსდამთავრებულთა უმუშევრობის დონე 29 პროცენტს აღწევს). ეს მიგვანიშნებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირტა დასაქმება განუხრელ და უწყვეტ ყურადღებას მოითხოვს და ამ საკითხის გამარტივებული აღქმა და მიღწეუკლით დაკმაყოფილება შეცდომა იქნებოდა.
აშშ-ს პრაქტიკაში მოქმედებს შემდეგი პრინციპები:
ღირსეული სამუშაოს მიღების ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ხარისხიანი, ყველასათვის ხელმისაწვდომი განათლება. ბევრ ამერიკულ უნივერსიტეტში არსებობს სპეციალური სამსახურები, რომელთა ამოცანაა სპეციალური პირობების შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის. ისინი ახორციელებენ სტუდენტთა მხარდაჭერას სასწავლო პროცესში, მათ შორისაა, მაგალითად, აუცილებელი სასწავლო მასალების მოძიება სტუდენტისთვის ხელმისაწვდომ ფორმატში (ბრაილის შრიფტით, ელექტრონული ფორმატით და სხვ), სურდომთარგმნელის მომსახურების შეთავაზება, სპეციალური პირობების შექმნა ტესტირებისას, საკონტროლო ნამუშევრების შესრულებისას და ა.შ., ეს სამსახურები ასევე ხშირად ატარებენ სპეციალურ სამუშაოს, მიმართულს სტუდენტების მომზადებაზე შემდგომი დასაქმებისთვის, კერძოდ, ტარდება ტრენინგები რეზიუმეს დაწერაში, გასაუბრების გავლაში, დახმარება შესაძლებლობის შეზღუდვობის ფაქტის დადგენასა და საჭიროებების განსაზღვრაში და ა.შ.
შრომითი მოწყობისათვის მომზადებაზე მიმართული მუშაობა, რასაკვირველია არ იფარგლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებით. როგორც წესი, სტუდენტებს სთავაზობენ მრავალ შესაძლებლობას სტაჟირების ჩათვლით. სტაჟირების გაგება განიხილება ძალიან ფართოდ და ამავე დროს თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით. სტაჟირება შეიძლება გამოიხატებოდეს ჩვეულებრივ ვიზიტებში ამა თუ იმ კომპანიაში, სამუშაო პროცესზე დაკვირვებაში, სამუშაო ადგილზე არსებული ატმოსფეროს გათავისებაში, კომპანიის საქმიანობის უშუალო გაცნობაში. სტაჟირება ასევე შეიძლება გამოიხატებოდეს სამუშაო პროცესში სრული ჩართვით, დროებითი თანამდებობის დაკავებაში განსაზღვრული მოვალეობებით და დამსაქმებლისგან მომდინარე შესაბამისი მოთხოვნებით, ეს ხშირად არის არა მხოლოდ კომპანიაში მუშაობის გამოცდილების შეძენის, არამედ გარკვეული ხელფასის მირების შესაძლებლობაც. ჩვენ გამოვყავით ეს ორი უკიდურესი სხვადასხვა ვარიანტი მხარდაჭერის მოცულობისა და არსისა, თორემ, რასაკვირველია, არსებობს სხვა ვარიანტებიც, რომელნიც წარმოადგენენ რაღაც შუალედურს ამ უკიდურესობებს შორის და შეესაბამებიან კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და საჭიროებებს.
აღსანიშნავია, რას აკეთებს სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლების დაცვისთვის. სახელმწიფო მუშაობს დამსაქმებელთა ინფორმირებისათვის სამუშაო ადგილებზე ისეთი სპეციალური პირობების შექმნის შესაძლებლობათა შესახებ, რომელნიც ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალის სრულ გახსნასა და ამოქმედებას. ამ მიზნით შექმნილია საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების ქსელი - Job Accommodation Network, რომელიც დამსაქმებლებს აწვდის მთელ აუცილებელ ინფორმაციას საკანონმდებლო ბაზის შესახებ, რომელიც არეგულირებს მათი დასაქმების საკითხებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი მოწყობის შესაძლებლობებს, სამუშაო ადგილებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, მათი დასაქმების სტიმულირებას და ა.შ.
აშშ-ში დაწესებულია სხვადასხვა საგადასახადო შეღავათები, რომელნიც ემსახურება დამსაქმებელთა სტიმულირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სფეროში და მიმართულია სამუშაო ადგილის ადაპტირებისათვის, სპეციალური პირობების შექმნისათვის გაწეული დანახარჯების კომპენსირებაზე. ასე მაგალითად, მცირე საწარმოებს შეუძლიათ მიიღონ საგადასახადო კრედიტი აქ მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს მისადაგებული სამუშაო ადგილების შექმნისთვის საჭირო ხარჯების გაწევისათვის (10 500 დოლარამდე), საწარმოებს ასევე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საგადასახადო გამოქვითვა - 15 000 დოლარის ოდენობით წელიწადში საწარმოში ფიზიკური გარემოს ადაპტირებისათვის.
ეს არის მხოლოდ ძირითადი მომენტები, რომელნიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების კონკუტრენტუნარიანობის ამაღლების შესაძლელობებს შრომის ბაზარზე აშშ-ში.
ამრიგად, აშშ-ში მიმდინარეობს მუშაობა ერთის მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ განათლების მიღების თანაბარი პირობების შექმნისთვის (სასწავლო დაწესებულებების ფიზიკური შეღწევადობის უზრუნველყოფა, სპეციალური სამსახურების შემოღება უნივერსიტეტებში და სხვ.), და, მეორე მხრივ, მუშაობა დამსაქმებელთა (განსაკუთრებით მცირე საწარმოთა მფლობელების) ინფორმირებასა და სტიმულირებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სფეროში, აგრეთვე, მუშაობა თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შრომითი მოწყობისათვის მომზადებისა და თვითშეფასების, საკუთარი ძალებისადმი რწმენისა და არსებული შესაძლებლობების შესახებ ცოდნის ამაღლების თვალსაზრისით და ბოლოს მუშაობა პოზიტიური საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების მიმართ.
![]() |
5 ნაწილი III კვლევა „სასკოლო ინკლუზიის გამოცდილება თბილისის და ზუგდიდის სკოლების მაგალითზე“ - „რაც წვრილმანი გვგონია“ კვლევის ავტორი ნინო გოგიჩაძე |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი
წინამდებარე გამოკითხვა ჩატარდა ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება“ ფარგლებში.
კვლევა მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სკოლაში ინკლუზიის საკვანძო საკითხების მიმართ საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების გამოცდილებისა და დამოკიდებულების შესწავლას და 2005-2006 წლების კვლევის მონაცემებთან შედარებით ანალიზს.
წარმოდგენილმა შედარებითმა ანალიზმა გამოავლინა პოზიტიური ძვრები მასწავლებლების გაცნობიერებულობის თვალსაზრისით. განსხვავებით 2005/6 წლების მდგომარეობისგან, თანამედროვე პროფესიული თემი მეტად არის განსწავლული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლის ინკლუზიური სწავლების საჭიროებებში და რეალობასთან შეხებამ მათ საფუძველი შეუქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელისშემწყობი ფაქტორების გააზრებისთვის.
განათლების სფეროში განხორცილებული რეფორმა: ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების მოთხოვნები, აყალიბებს საფუძველს ინკლუზიისკენ მიმართული სხვადასხვა სახის ცვლილებების გატარებისთვის. ინკლუზიური და ინტეგრირებული სწავლების დაგროვილი გამოცდილება საშუალებას ქმნის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განათლების სფეროში გეგმაზომიერი აქტივობების განხორციელებისათვის.
წარმოდგენილი კვლევა ასახავს პედაგოგიური თემის, კერძოდ, ადმინისტრაციის, პედაგოგებისა და მშობლების შეხედულებებს სკოლაში მიმდინარე ინკლუზიასთან დაკავშირებით. გამოკითხვა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: ინკლუზიისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და პროფესიული რესურსები, თემის მიმღებლობა და ინკლუზიის შედეგები. ასევე, გამოკითხვა ეხმიანება ინკლუზიის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში დაინტერესებული პირებისა და მედიის მონაწილეობას.
მეორე მხრივ, კვლევის შედეგების საფუძველზე შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესებაზე მიმართული რეკომენდაციების შემუშავება.
რეკომენდაციების შექმნის საფუძველს ქმნის კვლევაში წარმოდგენილი შედარებითი ანალიზი. შედარება განხორციელდა ასოციაცია დეას მიერ 2011 და 2005-2006 წლებში განხორციელებული ორი პროექტის ხელშეწყობით. ეს პროექტებია: 2005-2006 წლებში - „ინკლუზიური განათლება და საზოგადოება“ (დონორი ევროკავშირი) და 2010-2012 წლები - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება“.
კვლევის მიმოხილვაში თემატურად არის გაერთიანებული რაოდენობრივი და თვისობრივი მასალა. ასეთი ნარევი საშუალებას გვაძლევს მსჯელობას შევძინოთ თვისობრივი დატვირთვა და, ამავდროულად, მკითხველს მცირედი განზოგადოების შესაძლებლობაც მივცეთ.
კვლევის მეთოდები
კვლევის მიმდინარეობა
2010-2012 წლებში თბილისისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა ინკლუზიური განათლების საკითხებთან დაკავშირებული გამოკითხვა.
ინკლუზიური განათლების საკითხებთან დაკავშირებული გამოკითხვისთვის მასალის მოპოვება განხორციელდა სამი სახის ფორმატით: ანკეტირება, ფოკუსჯგუფებში საუბარი და მონიტორინგის შეხვედრები სკოლის თემთან.
ანკეტირების მეთოდით კვლევისთვის შემუშავებულ იქნა ორი სახის სპეციალური კითხვარი სასკოლო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და პედაგოგებისათვის. პირველ ანკეტაში აქცენტირებული იყო სკოლებში ინკლუზიური გარემოს შექმნის პრობლემები და ადმინისტრაციის შესაძლო და რეალური როლი მათ გადაწყვეტაში, ხოლო მეორეში - პედაგოგების მოსაზრებები და ხედვა, მათი პრაქტიკა და საჭიროებები.
ანკეტა შედგებოდა თემატურად დაჯგუფებული ღია და დახურული კითხვებისგან. ანკეტა გადაეცა კვლევაში მონაწილე სკოლების წარმომადგენლებს. მათ გაიარეს წინასწარი ახსნა/განმარტებითი ინსტრუქტაჟი კითხვარის მოხმარებისა და დანიშნულების თაობაზე, შემდგომში ისინი ინდივიდუალურად უწევდნენ ინსტრუქტირებას კოლეგებს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ მათთვის სასურველ დროსა და ვითარებაში გაეცათ პასუხი წარმოდგენილ შეკითხვებზე. შევსებული ანკეტების ამოღება მოხდა წინასწარ შეთანხმებული ვადების კიდევ უფრო გაზრდის პირობებში.
გამოკითხვაში მონაწილე პირები
გამოკითხვა პარალელურად მიმდინარეობდა თბილისსა და ზუგდიდში. ანკეტირების მეთოდით გამოიკითხა 200, ხოლო ფოკუსჯგუფების მეთოდით - 50 რესპოდენტი, მონიტორინგის შეხვედრებს ესწრებოდა 24 ადამიანი.
ანკეტირების მეთოდით გამოკითხვაში ჩართული იყვნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები ზუგდიდის (№№1,3,5,6,11) და თბილისის (№№24,42,51,60) საჯარო (მათ შორის, 3 საპილოტო) სკოლებიდან. ფოკუსჯგუფები მოიცავდა სხვადასხვა საჯარო სკოლების (დამატებით სხვა სკოლები: თბილისი - №№181,180,4, 21, ზუგდიდი - №№4,10) პედაგოგებს (191), სასკოლო ადმინისტრაციას (9 დირექტორი).
ფოკუსჯგუფის მონაწილეებთან სულ გაიმართა 5 შეხვედრა:
საჯარო სკოლების პედაგოგები და სასკოლო ადმინისტრაცია (10/10 ზუგდიდსა და თბილისში, სულ 20),
ეროვნული მედიის წარმომადგენლები (თბილისში 10), გაზეთები: „რეზონანსი“, „24 საათი“, ტელეკომპანიები: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მაესტრო“, „ენკი-ბენკი“, რადიო მაუწყებლები: „პროგრესი“, „თავისუფლება“ (ქართული რედაქცია), „საქართველოს რადიო“, საინფორმაციო სააგენტო.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე მოსწავლეები (ზუგდიდში 10),
მშობლები (ზუგდიდში 10-4 შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვისა და 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი (3 ბავშვი დადის სკოლაში, 3 - არ დადის).
ინფორმაციის დამატებით წყაროდ გამოყენებულ იქნაადვოკატირების ჯგუფის მიერ ზუგდიდის №3, №5 და ახალსოფლის საჯარო სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შეხვედრების წერილობითი ანგარიშები. ამ შეხვედრების შემადგენლობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და მოიცავდა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, როგორც წესი, დირექტორს ან მის მოადგილეს, ხარისხის მართვის მენეჯერს, ინკლუზიური სწავლების საკითხების კოორდინატორს, პედაგოგებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვების მშობლებს.
გამოკითხვისთვის სკოლები მოწვეული და ჩართულ იქნა ასოციაცია - დეას მიერ. კვლევისთვის შერჩეული სკოლები თბილისსა და ზუგდიდში გამოირჩეოდნენ ასოციაცია - დეას სხვადასხვა საქმიანობაში აქტიური ჩართულობითა და თანამშრომლობის სურვილით.
სკოლა და მოსწავლეების ინკლუზიის გამოცდილება
სკოლის ვითარება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა თავისებურება
კვლევაში მონაწილე სკოლები ერთმანეთისგან განსხვავდება ინკლუზიური განათლების გამოცდილების მხრივ. სკოლების უმრავლესობას, სულ მცირე, ერთჯერადი გამოცდილება მაინც აქვს, თუმცა, ეს გამოცდილება შესაძლოა არ ატარებდეს სწავლების პროცესის ფორმალიზებული პროცედურებით განხორციელებული პრაქტიკის ხასიათს და ეყრდნობოდეს მხოლოდ კერძო მასწავლებლის ადამიანურ თუ პროფესიულ გამოცდილებას.
სკოლაში მიმდინარე ვითარებაში გასარკვევად განვიხილოთ ზუგდიდის მაგალითი: ამჟამად, ზუგდიდის პილოტირებულ სკოლაში 15 მოსწავლეა, სხვა სკოლაში უკვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, მათგან ერთს, მეექვსეკლასელ გოგონას აქვს კომპლექსური შეზღუდვა, მეცხრეკლასელ ბიჭს უჭირს მეტყველება და აქვს გარკვეული ინტელექტუალური შეფერხება, მესამეკლასელ ბიჭუნას - გონებრივი განვითარების შეფერხება აქვს. სასიხარულოა, რომ გამოკითხულ სკოლებს შორის ხვდება სოფლის სკოლაც, რომელიც ჩაება ინკლუზიის ფერხულში და მას ერთი მოსწავლე ჰყავს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, საპილოტო სკოლებიდან პილოტირების დაწყების შემდეგ შემოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გადინებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო არაპილოტირებადი საჯარო სკოლებიდან მოსწავლეები მიგრირებენ საპილოტო სკოლებში, რადგან მათ მეტი რესურსების მატარებლად მიიჩნევენ.
„ურჩევნიათ, რომ საპილოტოში წაიყვანონ ბავშვი, რადგან იქ უკეთ იგრძნობს თავს“.
ასეთი მიგრაცია დიდი გამოწვევაა პილოტური სკოლისთვის, ერთი მხრივ,მათ დღის წესრიგში აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებების გათვალისწინება და, მეორე მხრივ, საჯაროობის პროფილის გამოკვეთა: „ყველა ჩემთან რომ მივიღო, მაშინ სპეციალური სკოლა გავხდები“.
სკოლის კოლექტივის როლი ინკლუზიაში
გამოკითხული ადმინისტრაციის წარმომადგენლების უმრავლესობა ადასტურებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სათანადო სასკოლო გარემოს შექმნის საქმეში როგორც სამეურვეო საბჭოს მონაწილეობას (რესპოდენტთა 77.8%), ასევე მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობას (რესპოდენტთა 77.8%), ხოლო ადმინისტრაციის ერთი მეხუთედი ასევე ტოლი პროცენტით 22.2% სამეურვეო საბჭოსა და მოსწავლეთა თვითმმართველობის მოვლენებიდან განრიდებულ პოზიციას ადასტურებს. სკოლის მმართველი ორგანოების ინკლუზიის მიმდინარეობაში ჩართულობის პროცენტების ასეთი თანაბარი განაწილება შესაძლოა განპირობებული იყოს სამეურვეო საბჭოს აქტიურობით. შესაძლებელია დავასკვნათ, რომ იქ, სადაც სამეურვეო საბჭო ჩართულია ინკლუზიის პროცესში, მოსწავლეთა თვითმმართველობაც ხედავს თავისი მონაწილეობის მნიშვნელობას.
2006 წელს გამოთქმული იყო სურვილი, რომ სამეურვეო საბჭოები ჩართულიყვნენ ინკლუზიის ხელშეწყობის პროცესში, რაც დღეს სახეზე გვაქვს, თუმცა ამჟამად, მათი მხრიდან მოველით მეტ ქმედითობას, როგორც პროფესული და ადგილობრივი თემის გააქტიურების, ასევე რესურსების მოძიების საკითხის სახელმწიფო დონეზე ლობირების კუთხით. |
სკოლის შეღწევადობის უზრუნველყოფა
სკოლის ფიზიკური შეღწევადობის ხარისხს დადებითად აფასებს და საკმარისად მიიჩნევს მასწავლებლების 10,3%, ნაწილობრივ ადაპტირებულობაზე საუბრობს - 37,7%, უარყოფითად აფასებს - 19%, კითხვას უპასუხოდ ტოვებს ასეთი პასუხები განსხვავდება ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხედულებისგან, რადგან მათი 33,3% სკოლებს ადაპტირებულად მიიჩნევდა უკვე ინკლუზიის პილოტირების დაწყებამდე, ხოლო რესპოდენტების 33,3%-ის თანახმად, მხოლოდ ნაწილობრივ იყო სკოლა შეღწევადი და ასევე 33,3% გამოკითხული პირის მონათხრობის მიხედვით, საერთოდ არ იყო შეღწევადი.
ამ ეტაპზე, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა აზრით, ყველა სკოლის ფიზიკური გარემო ნაწილობრივ ადაპტირებულია. სკოლის ფიზიკური გარემოს ნაწილობრივ ადაპტირებულობას აღნიშნავს გამოკითხული ადმინისტრაციის 100 %.
პასუხების ერთგვარი არათანმიმდევრულობა დასაშვებია, რომ განპირობებული იყოს ადაპტირებულობის, როგორც ტერმინის მნიშვნელობის განსხვავებული გააზრებით. შესაძლებელია, რომ დადებით შეფასებას აძლევენ უპირატესად ისინი, ვინც ადაპტირების დასტურად მიიჩნევს პანდუსის არსებობას სკოლაში და პირველად შეღწევას აღიქვამს სკოლის სრულ შეღწევადობად. ასევე საგულისხმოა, რომ ზოგიერთი რესპოდენტი შესაძლებელია ვითარებას კრიტიკულად აღიქვამდეს და ნაწილობრივ ადაპტირებასაც უარყოფით შეფასებაში მოიხსენიებდეს. მიუხედავად განსხვავებული პასუხებისა, სკოლის კოლექტივის უმრავლესობა აღიარებს, რომ ფიზიკური გარემო კიდევ საჭიროებს დახვეწას, რომ მოხდეს მოსწავლის საჭიროებას მორგებული გარემოს ფორმირება.
ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი აღნიშნავს: „როცა ჩვენი სკოლა რემონტზე იდგა, თქვენი ორგანიზაციიდან მოვიდნენ და მოითხოვეს პანდუსის მიშენება წინა სადარბაზოდან. ეს პროექტში არ იყო გათვალისწინებული და მშენებლები უარს ამბობდნენ მიშენებაზე, მაგრამ ბოლოს მოიფიქრეს გვერდიდან მივაშენებთო. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ცუდად მოვიქეცი, როცა სკოლაში მოვიდა ბავშვი, რომელიც ეტლით სარგებლობს. სხვები ჟივილ-ხივილით შედიან სკოლაში, ის კი მორჩილად და თავჩაქინდრული ზის და ელოდება, სანამ გვერდითა კარს გავაღებთ. დანაშაულის გრძნობა მტანჯავს. სულ ვცდილობ, ადრე მოვიდე და ის კარი გაღებული დავახვედრო.“
გამოკითხულთაგან ერთი მოსწავლე ვითარებას კრიტიკულად უყურებს და გულდაწყვეტით აღნიშნავს: „ალბათ დაავიწყდათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც არსებობენ, რადგან ისინი სკოლაში არ სწავლობენ, მაგრამ სწავლობენ თუ არ სწავლობენ, სათანადო გარემო მაინც უნდა იყოს. ამ ბავშვების დავიწყება არ შეიძლება.“
მასწავლებელი გვიხსნის: „თორმეტი წლის ბიჭუნა, რომელიც ამჟამად ჩვენთან ირიცხება, ქალთა საპირფარეშოში გადმოვარდა ეტლიდან და არავინ გაიკარა. საპირფარეშოს იატაკზე ეგდო, სანამ დედა არ გამოვიძახეთ და არავინ ვიცოდით, დაიშავა თუ არა რამე. ეს დაძაბული, ნერვიული სიტუაცია მთელი საათი გრძელდებოდა, მხოლოდ მაშინ მივხვდი მთელი სიგრძე-სიგანით, რა დიდ მორალურ ტრავმას ვაყენებთ ბავშვს იმით, რაც წვრილმანი გვგონია“.
ალბათ, ზედმეტად მკაცრი განცხადებაა რომ „მოსწავლე დაავიწყდათ“ და უფრო კონსტრუქციული თვითკრიტიკა იქნება, რომ ეთქვა „ვერ გავთვალეთ“, მაგრამ ახლა კი „ვხედავთ სასკოლო გარემოს ადაპტირების და, რიგ შემთხვევაში, ლიფტის საჭიროებასაც, რაც გაუთვალისწინებელი იყო და გამოვლინდა ინკლუზიის დაწყების შემდეგ“.
2006 წლის მონაცემთან შედარებით სკოლის კოლექტივი, უფრო პრაქტიკულად მსჯელობს. ის ხედავს ძვრებს გარემოს ადაპტირების მხრივ და ასევე აღნიშნავს ამ მიმართულებით შესასრულებელი სამუშაოების საჭიროებას, შესაბამისად, ახლა უკვე ხელაღებით აღარ აცხადებს სკოლა არ ესადაგება (62.2%) და საერთოდ ახალი არის ასაშენებელიო (46%). თუმცა, ამ ეტაპზეც სკოლა და მის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტირების პირობები, ჯერ კიდევ სრულად ვერ აკმაყოფილებს ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებას. |
„ყველა ადამიანის თვითრეალიზაციისთვის უნდა შეიცვალოს ინფრასტრუქტურა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის მაქსიმალურად მისაწვდომი უნდა იყოს გარემო როგორც ფიზიკური შეღწევადობის თვალსაზრისით, ისე სხვა პირობებით.“
სკოლის პროფესიული რესურსები
ინკლუზიასთან დაკავშირებული ცვლილება სასკოლო პრაქტიკაში
ინკლუზიური სწავლების დანერგვასთან ერთად მასწავლებლებს დასჭირდათ სხვადასხვა ცვლილებების გატარება საკუთარი დროის ორგანიზების მხრივ, ასევე, როგორც მშობელთა ჩართვის, ისე მოსწავლის თავისებურებებთან მორგების კუთხითაც. ინკლუზიასთან დაკავშირებული ცვლილებების ჩამონათვალში ხვდება:
მუშაობა მშობლებთან და მათი მომარაგება სათანადო ინფორმაცით;
მრავალფეროვანი სამუშაოს მოფიქრება, მოსწავლისთვის მობეზრების თავიდან აცილების კუთხით;
დამატებითი მეცადინეობები;
ინდივიდუალური დავალების შეთავაზება;
ხშირი გაცდენების თავიდან არიდება;
კონკრეტულ მოსწავლეზე ყურადღების კონცენტრირება;
ასევე ჟღერდება მოსწავლეთა უსაფრთხოების თემაც.
ინკლუზიის შემთხვევაში მოსწავლეთა უსაფრთხოება არ არის ახალი თემა. 2006 წლის მსგავსად უსაფრთხოება კვლავ დგას სკოლაში მოსაგვარებელი საკითხების დღის წესრიგში, მაგრამ ამ ეტაპზე მასწავლებელი ახერხებს საკითხის მეტ კონკრეტიზებას და, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი ამ საკითხის მანდატურებისთვის გადაბარებას მიიჩნევდეს მიზანშეწონილად, თუმცა, პედაგოგები ამავდროულად საუბრობენ ფსიქოლოგიური ცოდნის მნიშვნელობაზე, როგორც ამ სირთულის გადაჭრის ერთ-ერთ ხერხზე. |
დღეს პედაგოგების უმრავლესობა აღიარებს, რომ სკოლა ყველა მოსწავლისთვის შესაფერისი ადგილი უნდა გახდეს და რომ ეს მოითხოვს ერთგვარ ცვლილებებს, რადგან სკოლაში ამინდს ქმნის მასწავლებელი. მისი შემწეობით არის შესაძლებელი, რომ მოხდეს გადასვლა განსხვავებულისადმი პატივისცემისა და ინკლუზიურ პრინციპებზე.
ინკლუზიური სწავლების მეთოდები
ინკლუზიური სწავლების მეთოდების განხილვა მინდობილი იყო რესპოდენტებისთვის. მათ თავად ევალებოდათ ნაცნობი მეთოდების დაფიქსირება.
ღია კითხვაზე გაცემული პასუხების მრავალფეროვნება შეჯამდა შემდეგი თემების ირგვლივ:
გამოკითხულთა 31.5%-მა აღნიშნა „კონკრეტული და ზოგადი მიდგომების დანერგვა“, მათ შორის, „სწავლება-შეფასება“, „კეთილგანწყობილი გარემოს ჩამოყალიბება“, „დამატებითი მეცადინეობა“.
3.4% ასახელებს ინდივიდუალურ გეგმებს და „საგანმამათლებლო საჭიროებებს მორგებულ სასკოლო სტრატეგიას“;
5.5% პასუხობს, რომ არ არის ინფორმირებული ამის შესახებ;
6.2% ამბობს, რომ უჭირს პასუხის გაცემა;
და უმრავლესობა კი კითხვას პასუხგაუცემელს ტოვებს.
უმრავლესობის ეს დუმილი და სხვათა პასუხების ბუნდოვანება ადასტურებს მასწავლებლების ნაკლებ განსწავლულობას ამ სფეროს სპეციფიკაში.
აქვე საინტერესოა, რომ გამოკითხულთა ერთი მესამედი - 32,9% დახურულ შეკითხვაზე დადებითი პასუხის გაცემით ადასტურებს, რომ უკვე იყენებს ინდივიდუალურ საგანმანათლებლო გეგმას თავის პრაქტიკაში, თუმცა ეს მიდგომა, როგორც მეთოდი, ასეთი ინტენსივობით არ დაფიქსირდა გამოყენებულ მეთოდებთან დაკავშირებულ ღია შეკითხვაში.
გამოკითხულ პედაგოგთა 24,4% არ იყენებს ინდივიდუალურ საგანმანათლებლო გეგმას, 42.7% არ აფიქსირებს პასუხს, რადგან შესაძლოა, საერთოდაც არ იცის, რას ემსახურება ეს გეგმა, რადგან თავად არ მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთან.
უკანასკნელი 5-6 წლის პრაქტიკული გამოცდილება აისახა პედაგოგების მიერ სასწავლო გეგმების აღქმაში. ახლა უკვე საუბარია ინდივიდუალურ გეგმაზე ერთი მოსწავლისთვის მაშინ, როცა 2006 წელს პედაგოგების მესამედზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მთლიანად განსხვავებულ სასწავლო გეგმაზე საუბრობდა. როგორც ჩანს, თანამედროვე მასწავლებელმა უკვე გააცნობიერა ერთიანი ეროვნული გეგმის უპირატესობა და დაინახა თითოეული მოსწავლისთვის სხვადასხვა (თემატური) პროგრამის მიწოდების სირთულე და ამგვარი მიდგომა ნაკლებ რეალისტურადაც მიიჩნია. |
პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ინკლუზიური სკოლის პრინციპების დანერგვა განათლების სისტემაში არ უნდა ნიშნავდეს სპეციალური სკოლების-ან სპეციალიზირებული სწავლების ხელაღებით უარყოფას, რადგან მათი აზრით, არსებობს ობიექტური გარემოებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სპეციფიკური საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილება ინკლუზიურ სკოლაშიც კი ნაკლებად ეფექტური იქნებოდა.
პედაგოგების ნაწილს არგუმენტად მოჰყავს სმენა და მეტყველებადაქვეითებული, მხედველობადაქვეითებული ბავშვების ან ხერხემლის გარკვეული დაავადების გამო მწოლიარეთა, რთული მენტალური პრობლემების მქონე ბავშვების ადეკვატური საგანმანათლებლო მხარდაჭერის სირთულე ჩვეულებრივ სკოლაში.
პროფესიული მზაობა ინკლუზიური სწავლებისთვის
რესპოდენტების მიერ ინკლუზიური სწავლებისთვის მათი სკოლის პედაგოგიური კოლექტივის პროფესიული მზაობის შეფასება მოხდა ათბალიანი შკალით. ამ კითხვებზე მიღებული პასუხების თანახმად, კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა 62,30% კოლეგების მზაობას აფასებს 5 ან 5-ზე მაღალი ქულით; პედაგოგების მხრიდან მზაობის შეფასება ყველაზე დაბალი ქულით მოხდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუმცა გამოკითხულთა საკმარისად დიდ რაოდენობას - 37,20%-ს გაუჭირდა მზაობის დონის დასახელება ან თავი აარიდა ამ საკითხს პასუხის გამოტოვებით.
ინკლუზიური სწავლებისთვის პროფესიული მზაობის ათბალიანი შკალით შეფასებათა განაწილება რესპოდენტების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით ასეთია: გამოკითხულთა 8,9 % - თავის მზაობას აფასებს 9 ქულით; 21,1 % - 8 ქულით, 15,8 % - 7 ქულით, 9% -6 ქულით, 4,1% - 5 ქულით, ყველაზე დაბალ შეფასებას (5 ქულა) ახდენს 1 რესპოდენტი, ყველაზე მაღალს (10 ქულა) - 3, 4%,პასუხის გაცემა უჭირს 4,8 %, სხვები ამ კითხვას უპასუხოდ ტოვებენ. ეს გრაფიკულად არის წარმოდგენილი ცხრილში @ №1.
ცხრილი №1 ინკლუზიური სწავლებისთვის მზაობის შეფასება.
10 ქულა |
3,40% |
62,30% |
9 ქულა |
8,90% |
|
8 ქულა |
21,10% |
|
7 ქულა |
15,80% |
|
6 ქულა |
9% |
|
5 ქულა |
4,10% |
|
1 ქულა |
0,50% |
0,50% |
უჭირს პასუხი |
4,80% |
37,20 % |
გამოტოვება |
32,40% |
|
ინკლუზიური განათლების სფეროში ინფორმაციის ძირითად წყაროდ პედაგოგებისთვის დასახელებულია: მეთოდური ლიტერატურა ინკლუზიური განათლების შესახებ - 17.8 %, ტრენინგები - 8%; ინტერნეტი - 2,1%, ნაწილი- 2.1% ასახელებს სამივე წყაროს, ერთი მცირე ნაწილი - 1% მოიაზრებს დამატებით წყაროს მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სახით, პასუხი არა აქვს 3,4 %-ს და 66,6 პროცენტი თავს არიდებს პასუხის დაფიქსირებას.
მეთოდური ლიტერატურა წარმოდგენილია, როგორც ინკლუზიური სწავლების შესახებ ინფორმაციის მოპოვების წამყვანი ფორმა, თუმცა მხოლოდ 18,5%-ისთვის არის იგი ხელმისაწვდომი, 39.0 %-სთვის ნაწილობრივ და გამოკითხულთა 9,6 %-სთვის საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი, 32,9 % თავს არიდებს პასუხის გაცემას. თუმცა, აქ არსებობს ერთგვარი განსვლა ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხედულებასა და მასწავლებლების შეხედულებას შორის.
ადმინისტრაცია პროფესიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობას 100% -ით ადასტურებს. შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ სკოლას აქვს პროფესიული ლიტერატურის ერთგვარი ბაზა, მაგრამ ამის შესახებ არ არის ინფორმირებული ყველა მასწავლებელი ან არსებობს ამ მასალის მოხმარების ტექნიკური სირთულეები.
მიუხედავად არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობისა, სურათი მაინც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული 2006 წელთან შედარებით, რადგან მაშინ „გამოკითხულ პედაგოგთა 57% არ იცნობდა ინფორმაციას ინკლუზიის გამოცდილების თაობაზე“; ახლა ინკლუზიაზე ინფორმაციის მიღების წყაროები შეიცვალა და უფრო სპეციალიზებული გახდა; |
პედაგოგებს პროფესიული ცოდნის ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში კვლავ რჩება უკმარისობის განცდა. ფოკუს ჯგუფში მსჯელობისას შეიძლება ამოვიკითხოთ ერთგვარი იმედგაცრუებაც: „მხოლოდ ყურმოკვრით მსმენია, რომ ბოლო დროს გამოვიდა რამდენიმე მეთოდოლოგიური ხასიათის წიგნი ინკლუზიური სწავლების საკითხებზე, მაგრამ ეს წიგნები ჩემამდე არ მოსულა, ხვალ კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი შეიძლება ჩემს კლასში შემოვიდეს... იქნებ მიპასუხოთ, ვისთვის მობრუნდება ცუდად ჩემი მოუმზადებლობა თუ არა ბავშვისთვის, პირველ რიგში?“
„მასწავლებლისთვის კი, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და თავს მოუმზადებლად გრძნობს... ეს ყველაფერი დიდ ნერვიულობასთან არის დაკავშირებული“.
ანკეტირებით მოპოვებულ მასალაში ასევე ნიშანდობლივია, რომ ამ ლიტერატურის ეფექტურობას პრაქტიკულ მუშაობაში მაღალ შეფასებას აძლევს მხოლოდ 29.5%, საშუალოს - 53,4% დაბალს - 11%
და 3.6 % კი უსარგებლოდ მიიჩნევს., 3% არ აფიქსირებს პასუხს.
ბოლო ხუთი წლის მანძილზე კვალიფიკაციის ამაღლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლებისთვის საჭირო პროფესიული უნარ- ჩვევების შეძენის შესაძლებლობა სხვადასხვა სახით მიეცა გამოკითხულთა 29,5 %-ს არ მისცემია 47,9 %-ს, ხოლო 22,6 %-მა არ დააფიქსირა პასუხი.
შეთვაზებულ ტრენინგებში ჩართული იყო უპირატესად საპილოტო სკოლებში მომუშავე პედაგოგები, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის „დეა“-ს) მიერ ორგანიზებული ტრენინგები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ტრენინგი გავლილი აქვს მხოლოდ რესპონდენტების 1%-ს, გამოკითხულთაგან მხოლოდ 1%-ს ჰქონდა საშუალება გაევლო ერთზე მეტი ტრენინგი.
ბოლო წლების განმავლობაში ინკლუზიური სწავლებისთვის მომზადებაზე მიმართული ტრენინგ-სემინარები გავლილი ჰქონდა 13,7% -ს, არ ჰქონდა 33,6%.
საინტერესოა აღვნიშნოთ რომ, თუ 2006 წლის გამოკითხვის თანახმად, პროფესიული ინფორმაციის წყაროდ სახელდებოდა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, ახლა განათლების სამინისტროც ხვდება შეთავაზებული ტრენინგების მიმწოდებლების ჩამონათვალში. |
რესპოდენტთა მიერ გავლილი ტრენინგების თემატიკა მოიცავს სპეციფიური და ზოგადი თემატიკის ერთობლიობას. პედაგოგებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ინკლუზიური სწავლების მეთოდებს, ისგ გეგმის შედგენის თავისებურებასა და ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესს საქართველოს საჯარო სკოლებში;
ასევე დასახელებულია მასწავლებელთა სასერტიფიკაციო მომზადების ტრენინგი და უფრო ფართო პროფილის ტრენინგები თემებზე: სკოლა, ოჯახი საზოგადოება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივ-უფლებრივი მდგომარეობა.
2006 წლის მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 40.8%-ს მიაჩნდა, რომ მომზადება საჭირო არ არის და საკმარისია „პედაგოგიური ტაქტი“ და, როგორც ჩანს, ამ პროფესიულ „ტაქტში“ მოიაზრებოდა 82.6%-ის მიერ დასახელებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციალური უნარ-ჩვევები. 2011 წლის მონაცემების მიხედვით კი გამოკითხულთა უდიდესი უმრავლესობა (95 %), მათ შორის, ტრენინგ გავლილი პედაგოგებიც აცხადებენ სურვილს გაიარონ ტრენინგი ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ინკლუზიურ სწავლებასთან არის დაკავშირებული, იმის გააზრებით, რომ „ინკლუზიური სწავლება ცალკე პროფესიაა“. |
თანამედროვე მასწავლებლები აღარ კმაყოფილდებიან „პედაგოგიური ტაქტით“, ალღოთი და მოსწავლის წარმატების პირობად საკუთარ ცოდნას მიიჩნევენ:
„ჩემს მოსწავლეთა შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონენიც ყოფილან. რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა და, თუ რამე შევძელი, ეს ჩემი პედაგოგიური ალღოს, დედობრივი ინსტინქტების კარნახით, თორემ არათუ სათანადო, საერთოდ, არანაირი პედაგოგიური მომზადება არ მქონია. ახალი მოთხოვნების პირობებში პედაგოგიური ალღოთი და ხელის ცეცებით სიარულს არავინ გაპატიებს, თუ ბავშვს მიიღებ, კიდევაც უნდა მისცე იმის მაქსიმუმი, რისი შეთვისებაც მას შეუძლია. ამას კი მოუმზადებლად ვერ შეძლებ.“
პროფესიული სწავლების სასურველობის ზოგადი განაცხადის გვერდით, სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლები უფრო პრაქტიკული ჭრილიდან აღიქვამენ ტრენინგების მეშვეობით სკოლის გაუმჯობესების შესაძლებლობას. მათი მხრიდან სასურველი ტრენინგების ჩამონათვალში გამოიყოფა ოთხი ძირითადი კომპონენტი: სწავლებისა და ურთიერთობის მეთოდები და ფორმები, გარემოს მორგების საკითხი, უფლებრივი მხარე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლის სპეციფიკური საჭიროებები;
სწავლებისა და ურთიერთობის მეთოდები და ფორმები აერთიანებს თემებს: კლასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ეფექტური მუშაობა; ინკლუზიური სწავლების მეთოდები; ისგ გეგმა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლესთან კომუნიკაცია, ინკლუზიური განათლება დაწყებით კლასებში; საკლასო ოთახის მენეჯმენტი, ევროპის ქვეყნების გამოცდილება ინკლუზიური სწავლების სფეროში, ფსიქოლოგიური ცოდნა ქცევის კონტროლისთვის.
გარემოს მორგების საკითხი: სასკოლო გარემოს მორგება, რესურსების მოძიება და გამოყენება სასკოლო გარემოს ადაპტირებისათვის; სასკოლო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სტანდარტები.
უფლებრივი მხარე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სპეციფიკური საჭიროებები: ამ თვალთახედვით გამოიყო ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის, ფსიქოლოგიური სირთულეების, ქცევის კონტროლისა და სენსორული (სმენაშეზღუდულ) შეზღუდვის მქონე ბავშვებთან ურთიერთობის საკითხი.
„თუ მასწავლებელმა არ იცის, როგორ მართოს უკონტროლო ქცევა, არა აქვს ფსიქოლოგიური ცოდნა, როდის რას უნდა ელოდოს მისგან“.
უფრო მეტიც „ინკლუზიური სწავლება ცალკე პროფესიაა, რომ იცოდე, როგორ გაითვალისწინო ბავშვს რა შეუძლია“.
ამ თემების დასახელება შესაძლებელია განპირობებული იყოსზოგადად მათი წინასწარ განვლილ ტრენინგებზე მიღებული გამოცდილებით და პოპულარულობით. ასევე სახელდება თემები, რომლებიც დაკავშირებულია მოსალოდნელ ან უკვე განცდილ სირთულეებთან.
პილოტირება, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა, საგანმანათლებლო რეფორმა და მასწავლებლის სერტიფიცირება კიდევ უფრო აძლიერებს მასწავლებლის ინტერესს სწავლისადმი, თუმცა განვითარების ერთგვარი ფორსირება პედაგოგიურ თემში ბადებს დაძაბულობასაც.
ინკლუზიური განათლების პილოტირების მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომ პედაგოგთა 69.9% ასახელებს საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური კონსულტაციის მიღების შესაძლებლობას სხვადასხვა სპეციალისტებისგან (ფსიქოლოგები, მედიკოსები, პედაგოგიკის თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები), 17% რესპოდენტი აკონკრეტებს, რომ ეს არის ძირითადად მულტიდისციპლინარული ჯგუფი, 23% ასახელებს კოლეგებს საკუთარი და სხვა სკოლებიდან. გამოკითხულთა 10.3 % ამბობს, რომ მას ამის შესაძლებლობა არა აქვს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში პასუხი არ არის დაფიქსირებული (66,7%).
კიდევ ერთი განსვლა ფიქსირდება კონსულტაციის ხელმისაწვდომობის მხრივ, ადმინისტრაცის ყველა წარმომადგენელი თვლის, რომ კონსულტაციის მოპოვება შესაძლებელია. როგორც ჩანს, აქ თავს იჩენს კონსულტაციების გამწევ პირთა სიმცირე, ანუ შესაძლებელია კონსულტაციების მოპოვება, მაგრამ არა ყველასთვის.
2006 წლის მონაცემებით გამოკითხულ პედაგოგთა თითქმის ერთმა მესამედმა (29.5%) აღიარა, რომ დახმარებისთვის მიუმართავს კოლეგებისთვის; თუმცა, მათგან თითქმის ნახევარს (46.9%-ს) ვერ მიუღია ადეკვატური რჩევა; 58.1%-მა არც კი იცოდა, თუ სად შეიძლებოდა საჭირო ინფორმაცისა და კვალიფიციური კონსულტაციის მიღება და 44.8%-ს კი მიაჩნდა, რომ არც კი არსებობდა თანამედროვე დონის მეთოდური ლიტერატურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთან მუშაობის თაობაზე. შესაძლებლობა მნიშვნელოვანი წინსვლაა, როგორც ჩანს, სპეციალისტების მულიტისციპლინური გუნდის ჩართვამ ამ საქმეში გაზარდა პედაგოგოების ნდობა სპეციალიზებული მეთოდებისადმი და მათში ცოდნის მოპოვების სურვილი კიდევ უფრო გააღვივა. |
გასულ კვლევასთან მიმართებაში კონსულტაციის მოპოვების მიუხედავად კონსულტაციების მიღების შესაძლებლობისა, პროფესიული ცოდნის გაღრმავების რესურსების სიმწირე - 198 აისახება მასწავლებელთა ემოციურ დამოკიდებულებაში, რომელიც ასევე არის გაჟღერებული: „ყველაზე რთული დამოკიდებულებების შეცვლაა, მით უფრო, როცა გაშინებს შეუცნობელი, პროფესიული მოუმზადებლობის დამთრგუნველი განცდა“, რაც ბუნებრივია, რადგან ძირითად შემთხვევაში „მეგზური ალბათ პედაგოგის ინტუიცია იყო“,
ამიტომაც რესპოდენტები აღნიშნავენ მეთოდური სახელმძღვანელოების მიწოდებისა და ტრენინგების აუცილებლობას, როგორც დახმარების მნიშვნელოვან ფორმას.
„დირექცია სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მზაობას ინკლუზიური სწავლების სფეროში აფასებს 7-8 ქულით ათბალიანი შკალის მიხედვით. მზაობა მიღწეულია პედაგოგების მიერ გავლილი ტრენინგებისა და მეთოდური ლიტერატურის, ელექტრონული საინფორმაციო რესურსების ხელმისაწვდომობით, თუმცა თვლიან, რომ ტრენინგგავლილი 7 მასწავლებელი სკოლაში ამინდს ვერ შექმნის და აუცილებელია ეს შესაძლებლობა სხვა მასწავლებლებსაც მიეცეს“.
სკოლაში ბავშვების უსაფრთხოება და მანდატურებისთვის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის
საჭირო უნარ-ჩვევები
სკოლაში ბავშვების უსაფრთხოება
გასული წლების მსგავსად ხდება ინკლუზიასთან დაკავშირებული საფრთხის თემის გაჟღერება სხვადასხვა ფორმით. რესპოდენტები ასახელებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხრიდან მომდინარე საფრთხეს და საზოგადოების მასტიგმატიზებელ დამოკიდებულების დამაკნინებელ გავლენას თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეზე.
მოსწავლეები გულწრფელად აცხადებენ, რომ: „ვინც ძალიან ინვალიდია, შეიძლება არ მოვიდეს სკოლაში და სახლში ისწავლოს, მაგრამ ვინც ნაკლებად, რატომ არ უნდა მოვიდეს სკოლაში, თუ არ ირტყმევინება და არ ტირის“.
მასწავლებლებიც აცნობიერებენ, რომ უკონტროლო ქცევა მათი მოსაგვარებელი პრობლემა ხდება: „ერთია მუშაობა ცელქ და მეორე - გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვთან, ზოგჯერ 2-3 კაცი ვერ დაამაგრებს ასეთ ბავშვს, ერთმა მასწავლებელმა როგორ უნდა გაართვას თავი მისი ქცევის კონტროლს.“
განსაკუთრებით, თუ არსებობს გამოუცდელობით და მოუმზადებლობით გამოწვეული შინაგანი დაძაბულობა.
მასწავლებელი აღნიშნავს: „მე მაბარია ყველა ბავშვი, რომელსაც მშობელი მანდობს იმისთვის, რომ ცოდნაც მივცე, ადამიანად აღვზარდო და უსაფრთხო გარემო შევუქმნა... ბავშვი, რომელიც ვერ აკონტროლებს თავის მოქმედებას და მთლად ადეკვატური არ არის, შეიძლება საფრთხედ იქცეს თანატოლებისთვის“
„მე თუ მკითხავთ, „ინკლუზიური ბავშვი“ შეიძლება იყოს აბსოლუტურად უწყინარი და იყოს აგრესიული. აგრესიულები ზოგჯერ ამ პრობლემის არმქონე მოზარდებიც არიან, მაგრამ მათ, ასე თუ ისე, დააშოშმინებ, რაღაცას შეასმენ და თუ არ შეისმინა, რაღაც ფორმით დასჯი, ინკლუზიური ბავშვის შემთხვევაში ეს არ გამოდგება.“
მიუხედავად იმისა, რომ სახელდება საფრთხე, ბავშვები საუბრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლის წინასწარი მომზადებისა და იმ უნარების მინიჭების საჭიროებაზე, რომელიც უზრუნველყოფს „თანატოლებთან შეთვისებას.“
ამ შემთხვევაში კვლავ დგება მასწავლებლის პროფესიული რესურსის საკითხი, როგორც მისი კომპოტენციის, ისე დროის ეფექტიანად გამოყენების თვალზრისით. თუ მოსწავლეებს სჭირდებათ დრო, რომ გამოიმუშავონ უნარები ერთმანეთთან შეთვისებისთვის, მასწავლებელს ეს დრო სჭირდება ან დამტებითი მეცადინეობის სახით ან ეს „შეთვისება“ და ერთმანეთის საჭიროების დანახვა უნდა გახდეს სასწავლო გეგმის ნაწილი.
მანდატურების მომზადება
თანამედროვე რეფორმის შედეგად მანდატური წარმოჩინდა, როგორც სკოლაში უსაფრთხოების გარანტი, ამიტომაც ძალიან რაციონალურია, როცა გამოკითხულთა 69,2% თვლის, რომ მანდატურებს სჭირდებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარება, 6,8%-ს მიაჩნია, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, რესპოდენტთა 3.5% თვლის, რომ ისინი ისედაც მზად არიან ბავშვებთან ურთიერთობისთვის, რადგან გავლილი აქვთ ტრენინგები, რესპონდენტთა 2% აკონკრეტებს, რომ მათ სხვა ფუნქცია აქვთ და ეს მხოლოდ პედაგოგებისა და ადმინისტრაციის საქმეა, 19% კი შეკითხვას ღიად ტოვებს.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ეხმიანება კვლევაში მონაწილე პირების შეხედულებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ მანდატურები სკოლაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბერკეტებია, მაშინ ფოკუსჯგუფზე დასახელებული ორმხრივი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრაში სათანადოდ მომზადებული მანდატურის როლი შეუცვლელია.
ინკლუზიასთან დაკავშირებული ცვლილება ბავშვებში
დადებით ძვრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სოციალიზაციაში სკოლაში შემოსვლის შემდეგ ადასტურებს მასწავლებელთა დიდი უმრავლესობა - 73.3%, თუმცა, უარყოფით ცვლილებებს აღინიშნავს 12.3%, ამავდროულად, ეს კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა გამოკითხულთა 14.4%-ს.
სკოლის გავლენა მშობლის თვალთახედვით: „ჩემს ბავშვთან, რომელსაც ავარიის შემდეგ გარკვეული გონებრივი პრობლემები გაუჩნდა, დასაწყისში შინ ცალკე ფსიქოლოგი დამყავდა, ცალკე მასწავლებელი მუშაობდა ინდივიდუალურად, მაგრამ მათთან იმდენი და ისე ვერ ისწავლა, რამდენსაც ახლა სკოლაში სწავლობს. აქ უფრო ლაღი გახდა, უფრო თავისუფალი, იქ თითქოს დათრგუნული და შებოჭილი იყო, მაგრამ მეც მაქვს ზოგჯერ კომპლექსი. ჩემთვის მტკივნეულია, რომ მას ბევრჯერ სჭირდება ერთი და იგივეს განმეორება, ზოგჯერ მე, დედას მიჭირს ამის ატანა და, წარმოიდგინეთ, პედაგოგს როგორ გაუჭირდება. ბოლო დროს იმასაც ვფიქრობ, ხომ არ გადავიყვანო დღის ცენტრში-მეთქი...“
ცვლილებების დაზუსტების შემთხვევაში, გამოკითხულთა 6.2% თვლის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სკოლაში შემოსვლის შემდეგ გახდნენ უფრო აქტიურები, თავდაჯერებულები, კომუნიკაბელურები, ამაღლდა მათი თვითშეფასების დონე.
2% აღნიშნავს, რომ ამან დაამძიმა ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დაადაბლა მისი თვითშეფასება. რესპოდენტების უმრავლესობა კი ამ კითხვას უპასუხოდ ტოვებს.
ინკლუზიის თანმდევი არასასურველი ზეგავლენის ერთ-ერთი პოპულარული დასაბუთება კვლევაში მონაწილე პირის მხრიდან ასე ჟღერს: „თქვენ გგონიათ კარგს აკეთებთ, რომ ინვალიდი ბავშვები ჩვეულებრივ სკოლაში მოგყავთ? ეს მათ გულს უკლავს, სხვები დარბიან, იცინიან, ისინი კი არიან თავისთვის დამცირებულები და დატანჯულები იმის გამო, რომ თვითონ ვერასოდეს გააკეთებენ ამას. სახლში ან სპეციალურ სკოლებში, თავისნაირებთან ამას ნაკლებად იგრძნობდნენ.“
პასუხის დასაბუთების სირთულედ შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ მასწავლებლები არ არიან ორიენტირებული ამ ცვლილებების დაფიქსირებაზე და შესაბამისად უჭირთ კონკრეტული მაგალითების მოყვანა.
სხვა სურათი გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვებზე ზეგავლენის თვალსაზრისით - გამოკითხულთა მხოლოდ 0,7% თვლის, რომ ეს ზეგავლენა დადებითია და აკონკრეტებენ, რომ ამით ისინი ეჩვევიან ურთიერთობებს, კომუნიკაციას განსხვავებულ ადამიანებთან, გაიზარდა მათი მიმღებლობა, გახდნენ უფრო ტოლერანტულები, 17% აღნიშნავს, რომ მათ გარკვეულწილად ხელი ეშლებათ და ყურადღება ეფანტებათ გაკვეთილზე, აკლდებათ მათთვის განკუთვნილი დრო გაკვეთილზე, ბაძავენ მათ უარყოფით ქცევებსაც. პასუხები არ არის დაფიქსირებული პედაგოგთა 82,3 % -ის მიერ. როგორც ჩანს, გაუჭირდათ წერილობითი მსჯელობა ან არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია, რომ მას დაყრდნობოდნენ.
„ჩემი ბავშვის კლასში უნარშეზღუდული მოსწავლეც არის. თუ ჩვენს შორის, მშობლებს შორის ვინმე იყო ასეთი, დარწმუნებული ვარ, ასე აღარ ფიქრობს, რადგან ამ ბავშვის გამოჩენამ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეცვალა კლასში, ჩვენს შვილებში - მათ სხვებზე ადრე გაიცნობიერეს, რომ ცხოვრებაში სიხარულის გვერდით არის ტკივილი, ჯანმრთელობის გვერდით - ავადმყოფობა, სიმდიდრის გვერდით - სიღარიბე, და, რაც მთავარია, გაიცნობიერეს, რას ნიშნავს მეგობრობა, თანადგომა, ერთობა ჭირსა და ლხინში. მე ეს დიდად მახარებს, ეს ყველაზე კარგი გაკვეთილია, რასაც ისინი სკოლიდან წაიღებენ.“
მასწავლებელთა პროგნოზი გამართლდა, მაგრამ დადებითი ცვლილებები ამ ეტაპზე ფიქსირდება უფრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, ვიდრე მათ არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანატოლებთან. ეს დამოკიდებულებაც ასახავს მასწავლებლის მხრიდან პრაქტიკული გამოცდილების მიღების გავლენას, მათი მხრიდან რეალისტური პოზიციის დაკავებას და ჭარბი მოლოდინებისგან განთავისუფლებას. |
მასწავლებლის მონათხრობი ასახავს გარდატეხის შეტანის მნიშვნელობას და მასწავლებლისა და მოსწავლეების დამოკიდებულების როლს ამ პროცესში:
„გამოინახა საერთო ენა მასა და ბავშვებს, მასა და უფროსებს შორის, გოგონა გათამამდა, ნელ-ნელა დაიწყო პასუხი შეკითხვებზე, ჩაერთო გაკვეთილის პროცესში, გაჩნდა კონტაქტი არაფორმალურ გარემოშიც, ექსკურსიებზე, სასკოლო ღონისძიებებზე. გოგონა თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა გარეგნულადაც, გამომეტყველება უფრო ღია, გახსნილი, კეთილგანწყობილი გაუხდა, მოეხსნა დათრგუნულობა, შიში, შეგრძნება იმისა, რომ ის ისეთი არ არის, როგორც სხვები, თავად მასწავლებლებსაც გაუჩნდათ ეს შეგრძნება.“
„ბავშვი რომ მოვიდეს, თავიდან რეაქცია ცუდი იქნება, ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო, ბავშვები განსხვავებულისადმი თავდაპირველად რაღაც შიშს გრძნობენ, მაგრამ როგორც წესი, მერე ეჩვევიან და პირიქით, დიდი სიყვარულით ეპყრობიან და დასწრებაზე არიან, არა მე გაგიყვან ეზოში და არა მეო“.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მიმღებლობა შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე თანატოლებისა და მშობლების მხრიდან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განსხვავებულობის მიმღებლობის ხარისხს შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე თანატოლების მხრიდან მაღალი ქულით აფასებს რესპონდენტთა 44.5%, მეტნაკლებად დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს 32.2%, 7.5%-ის აზრით, მიმღებლობა დაბალია ბავშვებშიც.
„მე ვმეგობრობ ბავშვთან, რომელსაც ფიზიკური ნაკლიცა აქვს და გონებრივიც. ზოგიერთი მეუბნება, რომ ის არ შეიძლება ჩემი მეგობარი იყოს და რომ ასეთ მდგომარეობაში სიყვარული კი, მაგრამ მეგობრობა წარმოუდგენელია, რადგან საერთოს მოძებნა განუვითარებელ ადამიანთან, რომელსაც შენი არ ესმის, შეუძლებელია. ადამიანი მაინც და მაინც პროფესორი უნდა იყოს, რომ ემეგობრო? თუ ბავშვები საბავშვო ბაღშიც მეგობრობენ, ეს არ ნიშნავს, რომ ჭკვიანურ ამბებსა და წაკითხულ წიგნებზე ლაპარაკობენ. დიდებში სიყვარული და მეგობრობა არ შეიძლება?“
მიმღებლობა შეზღუდული შესაძლებლობისარ მქონე თანატოლების მშობლების მხრიდან, გამოკითხულთა აზრით, სასურველზე დაბალია - 2.7%, მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი - 2,1%, მაღალი - 34,2%.
„განსაკუთრებით მინდა ვთქვა ჯანმრთელი ბავშვების მშობლების ამბიციებზე. მე ვიცი, ბევრს ეჩოთირება, რომ მისი შვილის კლასში ინვალიდი ბავშვი იყოს (ღარიბიც, სხვათა შორის) და, მით უმეტეს, ერთ მერხთან დასვან“. ეს შეხედულება ეხმიანება 2006 წელს დაფიქსირებულ პოზიციას, მაგრამ საბედნიეროდ, ამ პერიოდის ერთგვარი მონაპოვარია მშობლების მხრიდან შეიძლება ფორმალური, მაგრამ მიმღებლობის არსებობა.
ბავშვებისა და მშობლების დამოკიდებულება შშმ მოსწავლეებთან
ბავშვებისა და მშობლების დამოკიდებულება მოსწავლეებთან ძირითადად პოზიტიურია. გამოიკვეთა, რომ ბავშვების მხრიდან უფრო დადებითი განწყობა ჭარბობს და, როგორც ჩანს, მშობლები ძირითადად მაინც ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს.
ბავშვები ღიად საუბრობენ სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებაზე და ადასტურებენ საკუთარ თავსა და სხვებში მიმდინარე ცვლილებებს დამოკიდებულების თვალთახედვით: „სანამ ჩვენს კლასში ინვალიდი ბავშვი მოვიდოდა, მეც მიჭირდა მათი ყურება ქუჩაში, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ სიბრალული ამ ადამიანების მიმართ არის უბრალოდ შეცდომა იმიტომ, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. დავუშვათ, მათ აქვთ ფიზიკური ნაკლი, მაგრამ მათ აქვთ ის, რაც მე მაკლია. მაგალითად, ჩემს თანაკლასელს აქვს სულის ხალისი, ანუ ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს - მას აქვს ფიზიკური ნაკლი, მაგრამ აქვს ის, რაც მე არა მაქვს“.
„მე რომელ სკოლაშიც ვსწავლობ, არის ერთი ინვალიდი ბავშვი, რომელიც თავის კლასში ყველას უყვარს, ყველაფერში ეხმარებიან, ღარიბია და ფულსაც კი უგროვებენ.“
„მე მყავს რვა წლის ნაცნობი ბიჭი. მას ზოგიერთი არ ეთამაშება, მე სულ ვცდილობ, რომ კარგად მოვექცე და, ჩემი აზრით, ეს ბავშვები არ არიან ღირსნი, რომ ცუდად მოეპყრან.“
ძალიან საინტერესოა მოსწავლეების პოზიცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის წინასწარი მომზადების თაობაზე, რომელიც 2006 წლის მსგავსად ისევ დაფიქსირდა.
მოსწავლეები, ერთგვარად მიგვითითებენ მიმღებლობისა და წარმატებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტზე - განათლების ერთიან სისტემაში ჩართული შეძღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სასკოლო უნარების წინასწარ გამომუშავებაზე.
რა თქმა უნდა, ეს თემა დაკარგავს აქტუალობას ბაღებში ინკლუზიის დანერგვის შემდეგ, მაგრამ ბავშვების პოზიცია ღირებულია, რადგან სკოლის ფორმალურ გარემოსთან შეთვისებას სჭირდება ერთგვარი წინასწარი მომზადება და, შესაბამისად, დამატებითი სასკოლო რესურსები.
აქვე მოსწავლეების შეხედულებების შედარებისთვის საინტერესოა, რომ მათ საუბარში ვლინდება ერთგვარი მოლოდინი და სურვილი იმისა, რომ თითოეული მათგანი ინფორმირებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ინკლუზიის წარმატებული შემთხვევების შესახებ. |
რა თქმა უნდა, გაჟღერდა სასკოლო თემში პოპულარული თემაც საგაკვეთილო დროის მიზნობრივი გამოყენების თაობაზე: „მშობლებისგან მოდის პროტესტი, რატომ უნდა წაართვას მისმა შვილმა ჩემ შვილს მისი კუთვნილი დრო გაკვეთილზეო.“ მაგრამ მშობლების გამონათქვამში ძირითადად ჭარბობს ემპათია და ურთიერთ თანადგომის სურვილი.
მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნოთ ამ წლების წარმატება პედაგოგების მხრიდან საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულე ბის დემონსტრირების თვალსაზრისით.
2006 წელს ეს საკითხი პრობლემურად სახელდებოდა მაშინ, როცა ახლა, მასწავლებელი, თუ ფიქრობს, რომ მისთვის რთული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლესთან გამკლავება, მას კი არ ეუბნება უარს განათლებაზე, არამედ აცხადებს, რომ თავად საჭიროებს მეთოდურ დახმარებას ან მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ამისამართებს სპეციალურ სკოლაში. |
სკოლაში მიმღებლობის ამაღლება
გამოკითხულთა შეხედულებებს შორის მიმღებლობის ამაღლებისფორმების შესახებ ჭარბობს რიტორიკის გამოყენება. ასევე სახელდება პირადი მაგალითი, ორმხრივი ურთიერთობის ხელშეწყობა, დახმარება წარმატების მიღწევასა და წარჩინებულობით ყურადღების მიქცევაში.
საუბრების, დარიგებისა და კონსულტაციის დროს მასწავლებელი ძირითადად იშველიებს ემოციურად შეფუთულ სამართლებრივ მხარეს: „ბავშვი ბავშვია, ადამიანი ადამიანია, ეს არის და ეს ადამიანის უფლებათა დაცვის ანბანი“. პედაგოგები აღნიშნავენ:
„ვუნერგავ იმას, რომ განსხვავებულობა არ ნიშნავს განსაკუთრებულობას“,
„ვაწვდი ინფორმაციას თანასწორობისა და უფლებების შესახებ.“
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ვეუბნები, რომ განსხავებულობა არ ნიშნავს განსაკუთრებულობას, ისინიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან“.
მოსწავლეებთან საუბარს პედაგოგები ამდიდრებენ „საჭირო ინფორმაციით“, რომელიც ემსახურება მიმღებლობის ამაღლებას - „მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან“ და ტოლერანტობის ჩამოყალიბებას, „მოექცნენ როგორ თანასწორს“ და „ვაძლევ შესაბამის ლიტერატურას წასაკითხად“
ურთიერთობის ხელშეწყობის კომპონენტში შედის უბრალოკონტაქტის დამყარების შესაძლებლობა, ურთიერთობის სწორი ფორმების შერჩევა, მოსწავლეებთან თანმშრომლობა.
„ჩვენ დღესაც გვყავს კლასში ინვალიდი ბავშვი, ცერებრალური დამბლით დაიბადა და ეტლში ზის, ბავშვებს მასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ... ბავშვები უვლიან მას...“.
„ფანჯრიდან დავინახე, რომ გაკვეთილების დროს ბავშვი საპირფარეშოს ნაგებობასთან ეზიდებოდა აგურებს. როგორც გაირკვა, ბავშვმა უარი თქვა გაკვეთილზე დასწრებაზე და დაჟინებით მოითხოვა მასწავლებლისგან გარეთ გაშვება. აღმოჩნდა, რომ მან გადაწყვიტა თავად მოეგვარებინა პრობლემა, რომელსაც წვიმიანობისას საპიფარეშოსთან წყლის დაგუბება ქმნიდა. ბავშვმა თვითონ მოიფიქრა აგურით მოეფინა შესასვლელი, რომ შესვლა მარტივი ყოფილიყო, მან აირჩია ბიჭების მხარე, რომელიც საგულდაგულოდ მოფინა, ხოლო იგივე სამუშაო გოგონების მხარეს გადადო გაკვეთილის მსვლელობის დროისათვის, რომ მათთვის უხერხული მდგომარეობა არ შეექმნა. მასწავლებელმა დაიყოლია ბავში ეს საქმე გადაედო გაკვეთილების დამთავრებამდე და შემდეგ მთელ კლასთან ერთად გაეკეთებინა ეს. ბავშვი ძალიან კმაყოფილი დარჩა.“
ურთიერთობის სწორი ფასილიტირების გვერდით, მასწავლებლების მიერ აღნიშნული ზემოქმედების ფორმიდან, ალბათ ყველაზე ქმედითია საკუთარი ქცევით მაგალითის მიცემა და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ისეთი ჩართვა, რომ მათ ჰქონდეთ საკუთარი ღირსების წარმოჩენის შესაძლებლობა:
„ლიდერობის უფლებას და შესაძლებლობას ვაძლევ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს და ის პოპულარული ხდება.“
„აუცილებელია ჩვენი, უფროსების მზაობა განსხვავებულის მიმღებლობისთვის, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ატმოსფერო, რომ ბავშვებმა იმთავითვე შეითვისონ ადამიანური ურთიერთობების კულტურა... ეს ატმოსფერო უნდა შეიქმნას კონკრეტული ქმედებებით - უბრალოდ, ფართოდ უნდა გავაღოთ კარები იმისთვის, რომ ბავშვი თავისუფლად შემოვიდეს აქტიურ ცხოვრებაში, იმღეროს, როგორც შეუძლია, იცეკვოს, როგორც შეუძლია, განა ყველანი კარგად ვმღერით და ვცეკვავთ?“ - მასწავლებლის გამონათქვამი.
მასწავლებლების საკითხისადმი შემოქმედითი მიდგომა ასახავს მათ დაინტერესებას თემით და ქმედითი როლის შესრულების სურვილს. მათი თვალთახედვით, ინკლუზიის პრობლემების გათავისებას ხელს შეუწყობდა ამ თემის ამა თუ იმ ფორმით ასახვა ლიტერატურის, ისტორიის სახელმძღვანელოებში, თუნდაც მათემატიკურ ამოცანებში.
„ეს მოგვცემს საშუალებას ჩვეულებრივი გაკვეთილის მსვლელობაში ბავშვი დავაფიქროთ განსხვავებულთა მიმართ მიდგომის საკითხებზე. ამ თემის წიგნებში შეტანა კარგია იმ მხრივაც, რომ ბავშვს დამოკიდებულება განუვითარდება ბუნებრივად და თანდათან, ამას მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე სწორხაზოვან, თეორიულ ლაპარაკს, რომ ინვალიდი უნდა მიიღოს როგორც ტოლი და სწორი.“
მთელი სასწავლო პროცესის ლეიტმოტივს კი წარმოადგენს მასწავლებლის მიერ საკუთარი როლის გააზრება: „ვეხმარები სწავლასა და ქცევის კორექტირებაში, რომ მოხდეს მათი ინტეგრირება“.
რაც მთავარია, სკოლა ხომ ბავშვებისთვის შექმნილი დაწესებულებაა: „ბავშვების ერთად ყოფნა აუცილებელია, ეს ყველაზე კარგი ფსიქოთერაპიაა, ყველაზე ბუნებრივი, მისაღები გზა განვითარებისთვის და, რაც მთავარია, იმისთვის, რომ საზოგადოებას დაუბრუნო ადამიანი, რომელიც რაღაც მიზეზების გამო გაირიყა მისგან.“
მშობლისა და ბავშვის როლი ინკლუზიის ხელშეწყობაში
ინკლუზიის ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ თავად ბავშვებსა და მათ მშობლებს.
რესპოდენტები საუბრობენ ორი ტიპის გავლენაზე, რომელიც შეუძლია მშობელს მოახდინოს შვილის წარმატებული მომავლის ჩამოყალიბებაში - ერთის მხრივ, დადებითზე და, მეორე მხრივ, დამაკნინებელზე.
პედაგოგებიც, მოსწავლეებიც და მშობლებიც სხვადასხვა მაგალითების მოყვანით აღნიშნავენ წარმატებულ შედეგებს, რომელიც მშობლის დაბეჯითებით იქნა მიღებული:
„ხელით დაყავდა ხან დედას, ხან მამას, ხან ძმას სკოლაში, დაამთავრა და ძალიან დიდი წარმატებითაც. ახლა აქვს სამსახურიც და ზის კომპიუტერთან და აკეთებს პროექტებს.“
„ჩემი შვილის მიღება არ უნდოდათ სკოლაში, მისთვის სპეციალური სკოლა ჯობია, აქ ვერაფერს ისწავლისო. მათ ძლივს შეისმინეს ჩემი დაჟინებული თხოვნა, ჩათვალეთ, რომ კლასში მისი სახით კიდევ ერთი ოროსანი ბავშვი გიზით, სახლში მეც ვამეცადინებ, მთავარია, თანატოლებთან ურთიერთობის სიხარული არ მოაკლდეს, თავი ჩვეულებრივ ბავშვად იგრძნოს - მეთქი.“
კვლევაში მონაწილე რესპოდენტები აღნიშნავენ, რომ ყველა ოჯახს არა აქვს ერთნაირი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რომ ზოგიერთი ოჯახისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობის შვილი ხდება სიღირიბისა და სოციალური კონტაქტების შევიწროების მიზეზი. ოჯახი ან იკეტება საკუთარ სამყაროში და მისთვის დამატებითი ძალისხმევა და შვილის ინტერგაციის ხელშეწყობა წარმოუდგენელი ხდება, ან გადაჭარბებულ მზრუნველობას მიიჩნეს საუკეთესო გამოსავლად:
„მე ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც რცხვენიათ, რომ ასეთი ბავშვები სკოლაში მიიყვანონ, ხალხში გაიყვანონ. ბავშვს ხშირად, იმის გამოც კი ტოვებენ, რომ მგლის ხახა აქვს ან კურდღლის ტუჩი, ეს კი ჩვენშიც კი მარტივად მოგვარებადი პრობლემაა“.
„მშობელი ხშირად თავად ზღუდავს ბავშვს და არ ფიქრობს, რომ ყოველთვის არ იქნება ასე ეს ცხოვრება. ზოგი კიდევ სკოლაში არ უშვებს სხვა მოსაზრებით, ეშინია გაშვება, რომ რაღაცას მოიწევს, რაღაც დაუშავდება, მაინც ბავშვები არიან, შეიძლება ვიღაცამ წააქციოს, წაუჯიკავოს და ა.შ. მაგრამ მუდამ ხომ არ იქნები ბავშვის გვერდით, მშობელი მიდის, შვილი რჩება და მერე რა ეშველება? სათბურში რომ ზრდიან, ამას არ ფიქრობენ.“
წინა კვლევის მონაცემებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მშობლები არათუ რჩებიან ქმედით პოზიციაზე, არამედ მათ უკვე ირწმუნეს საკუთარი ქმედითობის ძალა და უკვე მრავლად გვხვდებიან ინფორმირებული და თანამშრომლობაზე მიმართული მშობლები (მაგრამ ისევ უმრავლესობაში მყოფი დედები), რომლებიც გზას უკვალავენ არა მხოლოდ საკუთარ შვილს, არამედ თავისი კარგი მაგალითით ეხმარებიან სკოლასაც საკუთარი ძალისხმევის მიზანმიმართულად გამოყენებასა და დადებითი ძვრების მიღწევაში: „ჩემი შვილი ავარიის შედეგად გახდა შეზღუდული შესაძლებლობის. ის მესამე კლასშია და მე ხშირად ვუხსნი და ვესაუბრები მას იმაზე, რომ ის ისეთივეა, როგორც სხვა ბავშვები. მას ისევე ვსჯი, ისევე ვეფერები, როგორც მეორე შვილს. ისინი ერთად დადიან სკოლაში. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის სკოლის დირექციის, პედაგოგებისა და ბავშვების მიმართ. ისინი ჩემ შვილს სწავლისთვის კარგ პირობებს უქმნიან. მისი პრობლემა ის არის, რომ ძალიან უჭირს წერა-კითხვა, ზოგჯერ - ყურადღების მობილიზება, თუმცა, არის მასალები, რომელთაც ჩინებულად ითვისებს, აქვს გაზეპირების უნარი, სმენითი მახსოვრობა, უსმენს და იზეპირებს გაკვეთილებს, უყვარს ხატვა, სიმღერა. გუშინ ლექსის ოთხი სტროფიდან სამი ისწავლა და მასწავლებელს დაფასთან გაყვანა სთხოვა. აქტიურობს კლასში და მიხარია“.
მშობლების ძალისხმევასთან ერთად, კიდევ უფრო ქმედითი და საზოგადოებისთვის შთამბეჭდავია თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ძალისხმევაც საკუთარი წინსვლისთვის და ამით მიმართულების მიცემა სხვებისთვის:
„მოსწავლეთა სასახლის ცეკვის ანსამბლში იყო ბიჭი, რომელსაც ცალი ხელი მოკლე აქვს, მაგრამ ჩოხაში არ უჩანს“.
„სკოლაში გარკვეული შეზღუდვის მქონე ბიჭუნა გვყავდა, იჯდა თავისთვის ჩუმად და თუ ძალიან ჩააცივდებოდი, საშუალო მოსწავლეზე არანაკლებ მოგიყვებოდა გაკვეთილს. ერთ დღეს კოლეგასთან ერთად გავედით ეზოში და დავინახეთ, რომ ფეხბურთის კარებში იდგა. თავად უთხოვია ფიზკულტურის მასწავლებლისთვის, კარებში ჩამაყენეო და კლასელების დარტყმულ ბურთს იჭერდა, მე ამ ბავშვის თვალში იმ დღეს იმხელა სიხარული და სიყვარული დავინახე. ეს მისთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო. იქიდან გამოსულს მასწავლებლისთვის უკითხავს, კიდევ როდის ვითამაშებთო ფეხბურთს?“.
რესპოდენტები ამჟღავნებენ საყოველთაო კეთილდღეობაზე პასუხიმგებლობის გრძნობას და ამ მხრივ ქმედითი ღონისძიების გატარების სურვილს „ჩვენ, მშობლები და მოსწავლეები ერთი ორგანიზმი ვართ, ერთი ოჯახის წევრები... უნდა ვიფიქროთ ისე, როგორც ყველასთვის ჯობია“.
ასეთი თანამშრომლობისთვის, როგორც პატარა სასკოლო თემის, ისე სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, ალბათ, მნიშვნელოვანია შესაბამისი ქმედითი როლის მინიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და მისი ოჯახისათვის და მათი პოზიტიური მიღწევების საჯაროდ წარმოჩენა.
ინტერესი ინკლუზიის პრაქტიკისადმი
ინტერესი პედაგოგიურ სფეროში
რესპოდენტთა 50%25 მიუთითებს, რომ ინკლუზიური სწავლების პრაქტიკისადმი პროფესიულ ინტერესს ავლენენ სხვა სკოლებში მომუშავე კოლეგები ან კოლეგები მათივე სკოლიდან, რომელთაც ამ ეტაპზე არა აქვთ შეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სწავლებასთან. გამოკითხულთა 33,6%25 თვლის, რომ ეს ინტერესი მათ პრაქტიკაში არ გამოვლენილა, ხოლო სხვა პედაგოგები - 11,4%25 არ აფიქსირებს პასუხს. ადმინისტრაცია ამ შემთხვევაშიც განსხვავებულ სურათზე საუბრობს და ყველა მათგანი აფიქსირებს სხვა კოლეგების ინტერესის არსებობას. შესაძლოა, ეს განსხვავება განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ დირექციას უფრო მეტი შეხება აქვს სხვა სკოლებსა და მათ ადმინისტრაციასთან და ასეთი ინტერესის დაფიქსირებისა და გამოვლენის მეტი შესაძლებლობა ექმნება, ვიდრე ჩვეულებრივ მასწავლებელს.
პედაგოგების ინტერესი ინკლუზიისადმი
თემისა და მედიის ინტერესი ინკლუზიისადმი
რესპოდენტთა 79.5 %25 დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების სხვადასხვა სექტორებსა და პროფესიულ თემს შორის ეფექტურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას და თვლის, რომ ამ საკითხს ხელშეწყობა სჭირდება, 3,4 %25 მიიჩნევს, რომ ამის გარდაუვალი აუცილებლობა არ არსებობს, ნაწილი აკონკრეტებს, თუ რატომ არ მიაჩნია ეს აუცილებლად - მათი აზრით, მთავარი აქტორი ინკლუზიურ განათლებაში არის სკოლა, პედაგოგების პროფესიული თემი, გამოკითხულთა 17.1%25 თავს არიდებს პასუხის გაცემას.
ბავშვები აფიქსირებენ მოზრდილების სკეპტიკურ დამოკიდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინკლუზიურ განათლებასთან მიმართებაში და ხედავენ წარმატებით განხორციელებული ინკლუზიის მაგალითის გადამწყვეტ როლს ამ დამოკიდებულების შეცვლის პროცესში:
„მე მყავს მეზობელი, სკოლაში დადის. თავდაპირველად მეზობლები წუხდნენ, - რას აწვალებენ, ტყუილად ვერაფერს ისწავლის, ძალიან შეცდნენ, რომ სკოლაში მიაბარესო. თავიდან მართლაც ძალიან გაუჭირდა, უფრო სწორად, ვერაფერს ითვისებდა, სხვებმა რომ კითხვა სხაპასხუპით ისწავლეს, ის ასო-ასოც ძლივს ახერხებდა რამდენიმე სიტყვის გარკვევას, უფრო ნახატებით სწავლობდა, მაგრამ თანდათან ტვინი გაეხსნა და მეზობლებიც ალაპარაკდნენ, სწორად მოიქცნენ, სკოლაში მაინც სხვანაირად ვითარდება ბავშვიო. ამასწინათ შევხვდი, ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი, - იცი, რამდენი ლექსი ვისწავლეო? უცებ ისეთი ნეტარება ვიგრძენი. ასწავლიან იმას, რასაც ჩვენ ვსწავლობთ, ამიტომ არის უკეთესი ჩვენთან ისწავლონ“.
მედიის ინტერესს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს 43.2%25, ამასთან 2%25 აღნიშნავს, რომ ეს ინტერესი ბოლო დროს შედარებით გაიზარდა, 30.8%25 -მიუთითებს ინტერესის არასაკმარისობაზე და ამბობს, რომ ეს არ იძლევა ამ მიმართულებით მედიის ინტერესისა და საქმიანობის დადებითად შეფასების საფუძველს. გამოკითხულთა 24%25 თავს არიდებს პასუხის გაცემას.
ინტერესი ინკლუზიისადმი
ფოკუსჯგუფებიდან მოპოვებული მასალის მიხედვით შეგვიძლია განვაზოგადოთ მედიაში არსებული მდგომარეობა:
შესაძლებლობის შეზღუდვის სფეროში არსებული პრობლემების გაშუქება მედიაში ხასიათდება ზედაპირულობითა და ანალიზის ნაკლებობით, რადგან ეს თემები ნაკლებად რეიტინგულია და, შესაბამისად, ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა ან გვერდს უვლის ან ერგება მაყურებლის სტერეოტიპულ გემოვნებას. რესპოდენტები აღიარებენ, რომ მათი ყურადღების მიღმა დარჩა და არასათანადოდ არის გაშუქებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიკაცია, სამთავრობო სამოქმედო გეგმის რეალიზაციის მიმდინარეობის ხარვეზები და თვით ამ დოკუმენტის არსებობაც კი.
ზოგადად 2006 წელთან შედარებით, შეიძლება ვივარაუდოთ თანამედროვე მედიის გაუცხოების შემცირება, მაგრამ იგი უპირატესად მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხოლოდ ყოფითი პრობლემების წინ წამოწევაზე.
მედია, 2006 წლის მსგავსად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ძირითადად ისევ ცალკეული ინდივიდების პრობლემებზეა ფოკუსირებული, არ ასახავს სურათს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ - ეკონომიკური ინტეგრაციის საკვანძო საკითხების - განათლების დასაქმების, თვითრეალიზაციის პირობების გარშემო და ნაკლებად მიისწრაფვის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მიდგომების ცვლილებების ინიცირებისკენ.
ამ ეტაპზე გაუმჯობესდა და აღარ ვხვდებით „დეფექტიანსა“ და „არასრულფასოვანს“, თუმცა ისევ იგრძნობა დისკომფორტი ტერმინების მოხმარებისას. ეს მიგვანიშნებს, რომ ისევ მნიშვნელოვანია მასმედიის წარმომადგენელთა ინფორმირებულობისა და პროფესიული უნარ- ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, როგორც სანიმუშო მასალის შექმნის სახით ასევე, სხვადასხვა სასწავლო აქტივობებით.
ისევ როგორც 2006 წელს, დგას მედიის ქმედითი პოზიციის გაუმჯობესების საკითხი. აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის პოზიციების დაახლოება და შეთანხმებული მუშაობა, მედიის უზრუნველყოფა ჯეროვანი ინფორმაციით, ადვოკატორული მუშაობა სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელებსა და უშუალოდ იმ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებთან. ადვოკაციის ცენტრალურ პრობლემად კვლავ რჩება მედიარესურსის სათანადოდ გამოყენება საზოგადოების ინფორმირების, გათვითცნობიერებისა და სახელმწიფოზე ზეწოლისათვის.
ხელისშემწყობი რესურსები
გამოკითხული პედაგოგების მიერ ყველაზე ხშირად სახელდება ზოგადად სასკოლო მატერიალური რესურსის გაფართოების სურვილი, რაშიც მათ მშობლებიც ეხმიანებიან;
„ამას სათანადო პირობები უნდა, გარკვეული თანხები, ეს კი ვაუჩერში არ არის ასახული“.
„საჭიროა მასწავლებელს მიეცეს დამატებითი ანაზღაურება.“
სასურველი რესურსების ჩამონათვალში ხვდება სპეციალური ლიტერატურა და სახელმძღვანელოები. ფსიქოლოგი და დამატებითი პედაგოგი; „რატომ არ უნდა შეეძლოს სკოლას დამხმარე მასწავლებლის აყვანა? სკოლა ვერსაიდან მოიტანს ამ თანხას და ეს ვაუჩერში უნდა იყოს გათვალისწინებული“.
გამოკითხული პედაგოგების შეხედულებით, ინკლუზიას ხელს შეუწყობს მასწავლებლებისთვის პროფესიული, ხოლო მშობლებისთვის მათი შვილების მდგომარეობის გაცნობიერებაზე მიმართული ტრენინგები. „საერთოდ, პედაგოგებს ამ მხრივ ძალიან გვიჭირს. უნდა ჩატარდეს ხშირი შეხვედრები, ტრენინგები, სემინარები, მოხდეს როგორც მასწავლებელთა გადამზადება, ისე მშობელთა გათვითცნობიერება. იოლია ყველაფერი მასწავლებელს გადააბარო თუ გადააბრალო და ელემენტარულად მეთოდური ბროშურა მაინც არ შესთავაზო მას“.
აღინიშნება „ინდგეგმების დანერგვისთვის“ ხელშეწყობის სურვილიც.
პედაგოგები მოსწავლის წარმატებისთვის მშობლის ჩართულობის გაზრდაზე აკეთებენ აპელირებას: „რასაკვირველია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს სწავლაში ოჯახისგანაც და სკოლისგანაც მეტი თანადგომა სჭირდება, მარტო მასწავლებელი აქ ვერაფერს გახდება, ამიტომ არის აუცილებელი განათლების ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და განხორციელებაში მშობლის მონაწილეობა. მშობელიც უნდა იღებდეს თავის წილ პასუხისმგებლობას ბავშვის განვითარებისთვის, ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული ნაბიჯების წარმატებით გადადგმისთვის, ეს ასეც იქნება, როცა ინკლუზიური განათლების პრინციპებს გაითავისებს მთელი საზოგადოება. მაგრამ მანამდეც, ახლაც, როცა ჩვენს სკოლებში კანტი-კუნტად, მაგრამ მაინც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მშობელმა უნდა გაიგოს, რომ მისი აქტიურობის, მხარდაჭერის გარეშე მასწავლებელი ბევრს ვერაფერს შეძლებს, მათ მეკავშირეებად უნდა იგრძნონ თავი, რადგან სასწავლო პროცესი არ იწყება და არ მთავრდება მხოლოდ გაკვეთილზე.“
ყურადსაღებია, რომ მშობლებს შორის ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ისევ ფიქრობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მოვლა მთლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა: „სახელმწიფომ უნდა მოუაროს მათ, ააშენოს, გახსნას პანსიონები, სპეციალური სახლები, სკოლები და გაათავისუფლოს ოჯახი ამ მძიმე ტვირთისგან“.
სახელმწიფოს, შეიძლება ერთადერთ პასუხისმგებელ მხარედ არა, მაგრამ გადამწყვეტად მიიჩნევენ პედაგოგების წარმომადგენლები:
„მნიშვნელოვანია, რომ პილოტური პროექტის განხორციელება დაიწყო რეგიონებშიც. ინკლუზიური სწავლების დანერგვა არ არის მარტივი საქმე, ერთია, პილოტირება და, მეორე, მთელი განათლების სისტემის გადაყვანა ამ კონცეფციაზე, მაგრამ ეს ჩვენი აქტიურობის გარეშე ვერ მოხდება, შეიძლება იყოს რთული პრობლემები, მტკივნეული გადაწყვეტილებები, მარტივი გამოსავალის ძიებაც, შეცდომებიც და სწორი ქმედებებიც. ასეა თუ ისე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, თუ რამ შანსი არსებობს იმისა, რომ ბავშვმა რაღაც შეიძინოს, შეითვისოს, უკეთესი გახდეს, რომ ბავშვი სკოლის გარეთ არ დარჩეს.“
2006 წელს მასწავლებლები მიუთითებდნენ ადმინისტრაციის აქტიურობაზე, რომ მომხდარიყო ფიზიკური გარემოს ადაპტირება.
თანამედროვე პედაგოგები უფრო სასწავლო რესურსებსა და სწავლების მეთოდიკის ნაკლებობაზე მიუთითებენ: გამოიკვეთა, რომ მხოლოდ ფიზიკური ადაპტირება არ ქმნის სირთულეს და ჯერ კიდევ მეთოდური ასპექტებიც არის მოსაგვარებელი. |
დასკვნითი მიმოხილვა
კვლევის შედეგად მიღებული შედეგების საფუძველზე სასკოლო გარემოსთან და პედაგოგიურ პრაქტიკასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ სხვადასხვა მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შექმნისას მოხერხდეს ამ მიმართულებათა გათვალისწინება, რადგან თანმიმდევრული და მრავალგანზომილებიანი მიდგომა იქნება საერთო წარმატების გარანტი.
გაუმჯობესდა სამართლებრივი მხარდაჭერა: უკანასკნელ წლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების ხელმისაწვდომობის მეტი აქცენტირება გამოიხატა, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილებებით განათლების სფეროს საკანონმდებლო ბაზაში, რასაც თან ახლდა ამ სფეროში საჭირო ღონისძიებების ასახვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სახელმწიფო კონცეფციაში, თავისი შესაბამისი სამოქმედო გეგმით. შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რამაც განსაზღვრა სასკოლო გარემოს კომპეტენცია და შესაძლებლობები.
მასწავლებელი ხედავს პოზიტიურ ძვრებს: სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულებებში უკანასკნელ წლებში მომხდარი პოზიტიური ცვლილებების დაფიქსირების ფონზე, მასწავლებელი კვლავ აწყდება პრაქტიკაში მოსაგვარებელ პრობლემებს, რაშიც მას ქმედითი, დროული და ხელმისაწვდომი დახმარება ესაჭიროება როგორც პროფესიული თემისაგან, ასევე ფართო საზოგადოების მხრიდან.
მასწავლებელი გახდა პრაქტიკული: რესპოდენტების დიდი ნაწილი, წინა წლებისაგან განსხვავებით, უფრო ოპტიმისტურად უყურებს ინკლუზიური სწავლების დამკვიდრების შესაძლებლობას. ეს პოზიტიური მოლოდინი თუ ჩანაფიქრი ამ ეტაპზე უფრო პრაგმატული და მეტად გააზრებული გახდა. ერთგვარად ოცნებისა და სურვილების სფეროდან მასწავლებლები გადავიდნენ თავიანთი ქმედებით შედეგის მიღების სტადიაში, სადაც მათი შეხედულებები უფრო მეტად გახდა პრაქტიკით ინფორმირებული.
მასწავლებელი აცნობიერებს ინკლუზისათან დაკავშირებულ პასუხიმგებლობას: დღეს რესპოდენტები აღიარებენ საკუთარი და, ზოგადად, პროფესიული თემის არასათანადო კვალიფიკაციას ინკლუზიური განათლების სფეროში. ეს არაინფორმირებულობა ბადებს სტერეოტიპულ მიდგომებს და ნაწილობრივ განაპირობებს მასწავლებლის შინაგან წინააღმდეგობებს. გადამზადების პრობლემებთან ერთად გამოიკვეთა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სწავლების შრომატევადი და, რიგ შემთხევაში, რესურსების სიმწირით გართულებული რეალობა, სადაც სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ხელმომჭირნეობა აისახება სასწავლო რესურსების სიმცირესა და შესაბამისი გარემოს არ არსებობაზე.
მასწავლებლები საჭიროებენ კვალიფიკაციის ამაღლებას: მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, ამ ღონისძიებებმა ვერ მოიცვა პედაგოგთა მნიშვნელოვანი ნაწილი. მათთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების უმრავლესობა ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მასწავლებლის გადამზადების საკითხი ეხმიანება განათლების რეფორმას და მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართულ სახელმწიფო პოლიტიკას, მაგრამ პრაქტიკის დონეზე ჯერ ძირეული ძვრები არ იგრძნობა. ბოლო წლების მნიშვნელოვან წინსვლად უნდა მივიჩნიოთ, რომ მასწავლებლებს გაუჩნდათ სურვილი გაიღრმავონ ცოდნა და კომპეტენცია ინკლუზიის საკითხებში. მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე მიმართული ღონისძიებები მასწავლებელს უყენებს მოთხოვნებს და ეხმარება ამ მოთხოვნის შესრულების გზების ძიებაში, თუმცა ეს ჯერ ინივაციატივაა და მასწავლებლები საჭიროებენ გეგმაზომიერ ინფორმირებას და ტექნიკურ ხელშეწყობას ამ მიმართულებით.
სწავლების ალტერნატიული ფორმების და ტექნოლოგიების არსებობა. სკოლის კოლექტივი აცნობიერებს ინკლუზიის სათანადო ტექნიკური და ადამიანური რესურსების განვითარების საჭიროებას და, ამავე დროს, ხედავს მოსწავლისთვის დაკარგული დროის მნიშვნელობას. მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ რიგ შემთხვევებში სპეციალიზირებული სწავლება შესაძლოა უკეთესად ახერხებდეს მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებას. სპეციალიზირებული სწავლების ფორმებიდან სახელდება უკვე ნაცნობი ფორმა- სპეციალური სკოლები. როგორც ჩანს, პრაქტიკის სიმწირის გამო სპეციალიზირებული სწავლების ჩამონათვალში არ მოხდა შინ სწავლება, ინტეგრირებული კლასები, სპეციალიზირებული გაკვეთილები, დისტანციურ- ვირტუალური სწავლების სხვადასხვა ფორმები. აღსაღნიშნავია, რომ გამოკითხული პროფესიული თემი გააზრებულად საუბრობს ინკლუზიური და სპეციალური სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე და მიიჩნევს, რომ მშობელს და ბავშვს უნდა ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
მოსწავლისთვის პირობების შექმნა საერთო საზოგადოებრივი პასუხიმგებლობაა. რესპოდენტები აღნიშნავენ სასკოლო ფიზიკური გარემოს ადაპტირების არასაკმარის ტემპებს, რასაც ნაწილობრივ ხსნიან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით, სასკოლო ადმინისტრაციებისა და სამეურვეო საბჭოების ფინანსური შესაძლებლობების სიმწირით. თავის მხრივ, ეს ყოველივე შესაძლოა გაუმჯობესდეს სახელმწიფოს ინფრასტრუქტურულ პოლიტიკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისადმი ყურადღების მიპყრობით.
პროფესიული პასუხიმგებლობითა და ადამიანური კეთილგანწყობით გამსჭვალული პედაგოგიური თემი მაგალითის მიმცემის როლს ასრულებს საზოგადოების სხვა სეგმენტებისთვის. იგი საზოგადოებას უბიძგებს ბავშვის მიმართ დამოკიდებულება ორიენტირებული გახდეს საჭიროებების მიღმა არსებულ რესურსებზე და ძალისხმევას მიმართავს ამ რესურსების რეალიზების პირობების შექმნისკენ.
ინკლუზიის დაფინანსების გაუმჯობესება: მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმწირესთან ერთად არ არის გააზრებული ინკლუზიაში ჩართული მასწავლებლის მატერიალური დაინტერესების მექანიზმები პედაგოგიური საზოგადოების მოტივირებისა და სტიმულირების მნიშვნელოვანი ფაქტორის გამოკვეთით. ამ ეტაპზე ეს საკითხი სრულიად იგნორირებულია ვაუჩერიზაციის პროცესში.
პილოტირება მხოლოდ დასაწყისია; ინკლუზიური განათლების დამკვიდრების თვალსაზრისით აუცილებელია უფრო მასშტაბური მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან. ის, რომ ცალკეული სკოლების მოსწავლეთა შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, და ისიც, რომ არსებობს ინტეგრირებული კლასები, არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს სახელმწიფო პროგრამები. ასეთი პროგრამების ყველასთვის ხილული მაგალითი იქნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მასწავლებლის კვალიფიკაციის ხელშეწყობა, სწავლების ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამჟამად, ჩვენს ქვეყანაში დეკლარირებულია ინკლუზიის იდეის ხელშეწყობა, რასაც თანმდევი ქმედითი ღონისძიებებით სჭირდება გამყარება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და მისი ოჯახისთვის ქმედითი როლის მინიჭება და პოზიტიური მიღწევების საჯაროობა. პროცესების განვითარების ამ ეტაპზე საზოგადოებას უკვე აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის მიერ წარმატების მოპოვებისა და საკუთარი ინტერესების დაცვის ერთგვარი გამოცდილება, მაგრამ ის თითქოს უფრო კარგად გრძნობს თავს როლში მაყურებელისა, რომელსაც არ უნდა საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება და ასპარეზზე გამოსვლა, თუმცა მზად არის დიდი პატივი მიაგოს მას, ვინც თავს დაიმკვირებს და წარმატებას მიაღწევს. ამ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს და მის ოჯახს მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან მათი ქმედითობა საზოაგადოების ქმედითობის ტოლფასი ხდება.
ინკლუზიური განათლების დამკვიდრებისთვის თანმდევ სირთულეთა შორის მნიშვნელოვანია „მიმღებლობის“ პრობლემა, საზოგადოების გათვითცნობიერება ინკლუზიური განათლების სტრატეგიასა და პრინციპებში, საზოგადოების მზაობა და ღიაობა „განსხვავებულობის“ მიმართ, რადგან საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის სტერეოტიპები, რომელიც ხელს უშლის მშობლებს და პედაგოგებს იზრუნონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განათლებაზე;
მედია ერთგვარად კვებავს სტერეოტიპებს: მედიაში სჭარბობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების გაშუქება საქველმოქმედო და სამედიცინო მოდელით ნაკარნახევი მიდგომებიდან, არსებობს ტერმინოლოგიური ცდომილების პრობლემა. რესპოდენტთა უმრავლესობა არ არის ინფორმირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, ფიზიკური და სოციალური გარემოს ხელმისაწვდომობის არსზე.
საჭიროა მეტი კომუნიკაცია საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებს შორის და ძალისხმევის გაერთიანება ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისა და ინკლუზიური სკოლის, როგორც მისი ღიაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გაძლიერებისთვის.
შეჯამება
რესპოდენტთა აზრით, ინკლუზიური განათლების სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა საერთო პასუხისმგებლობაა. სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ მისმა პოლიტიკამ ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისა და მისი ოჯახის გაძლიერებას და საერთო ასპარეზზე გამოსვლას. ასევე ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს პროფესიული თემის როლი და მნიშვნელობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმატებების მიღწევაში. უფრო ფართოდ, სახელმწიფო პოლიტიკა ხელს უნდა უწყობდეს მედიის აქტიურობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და პროფესიული თემის წარმატებების გაშუქებაში, რომ ჩამოყალიბდეს საერთო კეთილდღეობისა და თანასწორობის მიმართ მოქალაქეობრივი ხედვა.
![]() |
6 გამოყენებული ლიტერატურა: |
▲ზევით დაბრუნება |
Halsey A.H. Trends in Access and Equity in Higher Education: Britian in international perspective// Oxford Review of Education
Kehm B,TeichlerU. Germany, Federal Republic of//The encyclopediaof higher education/Ed by L.Geodegebuure, Oxford
Clarke J, Langan M, Wiliams F, Remarking welfare Regime in the 1980-1990
OECD.Disability and Higher Education.2003
Walstrom M, Students with Disabilities and learning difficulties in higher education in Sweden//
Higher Education and Disabilities: International Approaches / Ed.By A.Hurst
Halsey A.H. Trends in Access and Equity in Higher Education: Britian in international perspective// Oxford Review of Education
Kehm B,TeichlerU. Germany, Federal Republic of//The encyclopediaof higher education/Ed by L.Geodegebuure, Oxford
Clarke J, Langan M, Wiliams F, Remarking welfare Regime in the 1980-1990
OECD.Disability and Higher Education.2003
Walstrom M, Students with Disabilities and learning difficulties in higher education in Sweden//
Higher Education and Disabilities: International Approaches / Ed.By A.Hurst
http://www.euroblind.org/convention/article-24--education/nr/109
http://www.euroblind.org/convention/article-24--education/nr/109
http://www.eric.ed.gov/PDFS/ED436875.pdf
http://centridiateneo.unicatt.it/cesi-Inclusive-policy-in-Italy-inglese.pdf
http://www.eric.ed.gov/PDFS/ED436875.pdf
http://centridiateneo.unicatt.it/cesi-Inclusive-policy-in-Italy-inglese.pdf,
http://www.miusa.org/ncde/stories/smith
http://www.cooperazioneallosviluppo.esteri.it/pdgcs/italiano/pubblicazioni/AltrePubblicazioni/Pdf/Vol.2-Italia-Cooperazione-ENG.pdf, pg.31
The implementation of the action plan of the national strategy on people with disabilities in 2008-2009, monitoring report, Tirana, 2010. http://www.adrf.org.al/images/monitorimi/Monitoring-2008-2009-eng.pdf
National Strategy on People with Disabilities. http://www.adrf.org.al/images/right-menu/national-strategy-pwd-eng.pdf
Danish disability policy - equal opportunities through dialogue. The Danish Disability Council, April, 2002 www.clh.dk/pjecer/danskhandicappolitik/disabilitypolicy.doc
Communication from the commission to the council, the European parliament, the European economic and social committee and the committee of the regions. Equal Opportunities for People With Disabilities: A European Action Plan, Brussels, 30.10.2003, COM (2003) 650 final http://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=COM:2003:0650:FIN:EN:PDF
Northern Ireland assembly commission, disability action plan, 2008-2011 (in compliance with section 49 of the disability discrimination act 1995 as amended by article 5 of the disability discrimination (Northern Ireland) order 2006) http://archive.niassembly.gov.uk/commission/disability/dap.htm
The New Zealand disability strategy. making a world of difference , Whakanui Oranga.
Minister for Disability Issues, April 2001 http://www.maorihealth. govt.nz/moh.nsf/pagesma/306/$File/nzdspdf.pdf
Towards a Mentally Flourishing Scotland: Policy and Action plan, 2009-2011 http://www.phru.net/mhin/Lists/Announcements/At tachments/4/text TAMFS final.pdf
NSW department of education and training, Disability Action Plan, 2004 to 2006 https://www.det.nsw.edu.au/detresources/Disability-Action-Plan-2004-2006-rdsmUBGAgp.pdf
წიგნი. „გზა ინკლუზიისაკენ“, ასოციაცია დეას გამოცემა 2006 წ
![]() |
7 PREFACE |
▲ზევით დაბრუნება |
This book has been produced and published within the frames of the project “Disability Rights and Advocacy” implemented by Association of Disabled Women and Mothers of Disabled Children-DEA.
The project was implemented during 2010-2012 with the financial assistance of the European Union. The project's implementing partners were: Georgian Young Lawyers' Association and the non-governmental organisation “Human Rights Protection and XXI Century -ADAM”. Associated members of the project were: the Ministry of Education and Science of Georgia, Public Defender's Office in Georgia and coalition “For Independent Living”.
The project aimed to develop and realise effective state policy for persons with disabilities oriented towards western values, as well as to promote readiness and information of different segments of society to be actively involved in creation of a functional legal and social environment.
The monitoring of the activities implemented in the 2010-2012 State Disability Action Plan developed on the basis of the state's concept for social integration for persons with disabilities. Public advocacy was conducted in order to raise the interests of persons with disabilities in state policy and to hasten the Georgian Parliament to ratify the UN Convention of Persons with Disabilities. In addition activities directed towards society awareness and promoting the readiness of various actors (stakeholders) was carried out. These activities included trainings, discussion meetings, as well as roundtable meetings with the participation of representatives from supreme legislative bodies and central government structures. A `Moot Court' was also organised, which simulated court proceedings in which real-life examples of discrimination against PWD were used to illustrate the Human Rights violations that take place in Georgia everyday. Finally, broad media campaigns took place during the project to support the projects activities and promote awareness among the broad society.
One of the significant results of the project was a survey directed towards displaying the approaches, attitudes, readiness and needs of the professional community and other stakeholders for inclusive education, as well as to study the legislative base and practical experience of foreign countries in the sphere of inclusive education and employment of persons with disabilities in the labour market.
The following publication has been written based on the materials obtained from this research and it aims to provide its readers with systematic basic information regarding the key issues of state policy, which are directed towards broad access to education, labour and employment for persons with disabilities in Europe and USA.
This book comprises of three parts uniting original and translated articles concerning current legislation in the sphere of education, labour and employment in foreign countries. Additionally, supportive practical activities are explained and the analysis of the qualitative and quantitative survey conducted under the project is included.
The number of affected parties concerning social integration problems of persons with disabilities and their various professional needs defined the composition of this book. The key target group of this publication is considered to be, persons with disabilities and their family members, persons employed by the state in the sphere of education, labour and employment, lawyers, local government bodies, the business and civil sector, media, and broad society.
The first part of the book is dedicated to the discourse and aspects of inclusive education. The content of this section is concerned with the different aspects of this theme. It also includes additional information drawn from DEA's methodological manual-books “The Way to Inclusion” (Tbilisi, Publisher: Nekeri, 2006), which was prepared and published with the financial support of the European Union and “Education - Special Needs Education” (Tbilisi, Publisher: “Sakartvelos Matse” publisher, 2007) published with the financial support of the Ministry of Education and Science of Georgia.
This part looks into the consideration of legal mechanisms for accessibility to higher education, which are based on the experiences of Western Europe as well as on our research concerning international norms and agreements. Namely the theoretical approaches directed towards the integration of persons with disabilities into the higher education system. Also traditional and modern paradigms, fundamental strategies, and types of national policies, which support higher education is reviewed in this section.
The reader will have an opportunity to get acquainted with international legislation as well as familiarise themselves with reviews of practice and detailed analyses of state policy in several countries such as Canada, Denmark, Great Britain, Italy, Norway, Switzerland, and the USA.
The second part of the book is concerned with issues surrounding the employment of persons with disabilities. Here, labour and employment are reviewed from two aspects. The first is the development of personal potential and self-realisation, basic problems of successful integration and the second is the ways of democratic development and harmonisation of society and the avoidance of marginalisation. The international legislation regarding the strengthening of labour rights for persons with disabilities and national state policies established in developed countries, which are directed towards equal opportunities of the realisation of labour rights and the creation of effective conditions will be addressed in this section.
After reading this section the reader will be familiar with the state programs directed towards promoting professional rehabilitation, employment of persons with disabilities and the practical aspects of disability support services. Moreover, the positive mechanisms for stimulation of employers, strengthening the motivation and the financial support for persons with disabilities, information surrounding vocational trainings and professional education program as well as issues regarding accessibility to higher and professional education etc will have been explained.
Along with the general review of developed countries this part also includes analytical articles of best practices regarding the experiences of employment of persons with disabilities in Canada, Denmark, Italy and USA. Moreover the issue of improving the opportunities for people with disabilities in the labour market is addressed.
The third part is dedicated to the analysis of the research conducted during the implementation of the project. This research was carried out in Tbilisi and Zugdidi with a focus group of 300 respondents. The aim of the research was to show the social background for the inclusion of persons with disabilities in the standard education system, the educational needs of persons with disabilities, and the problems and difficulties of inclusive education. Additionally the research aimed to display the quality of readiness of teachers, parents, school administration, mass-media regarding the issues of educational needs of persons with disabilities and to identify the viability of the school environment, etc.
At the same time the comparison of the results of this research with the results of the analogous research done during the project “Inclusive Education and Society” (donor: EU) implemented by DEA in 2005-2006 gave us the opportunity to learn more about the dynamics of change between these time periods. Also we were able to acquire an overall picture of how it has been reflected in the state policy at the public school level and of the types of legislative and other changes regarding the improvement of accessibility to education for persons with disabilities. The results of the first stage of the implementation of the 2010-2012 State Disability Action Plan and the level of improvement in the education sphere during the implementation period are presented.
Authors of this book hope that the examples and best practices given in this book will be useful for creating an effective and consecutive state policy regarding persons with disabilities.
Madonna Kharebava
Editor-in-Chief of the book