![]() |
სამოთხის კარი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ორბელიანი სულხან საბა |
თემატური კატალოგი ლიტერატურა|მხატვრული ლიტერატურა |
წყარო: ISBN: 99928-0-813-6 |
საავტორო უფლებები: © ღაღანიძე მერაბ |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სულხან-საბა ორბელიანი სამოთხის კარი საქრისტიანო მოძღვრება ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრის გამოცემა თბილისი 2004 ოთხი ათეული წლის შუალედის შემდეგ ხელახლა ქვეყნდება სულხან-საბა ორბელიანის „სამოთხის კარი“ (პირველად გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის თხზულებათა ოთხტომეულის III ტომში 1963 წელს), რომელიც კითხვა-პასუხის სახით მოკლედ აყალიბებს ქრისტიანული სარწმუნოების მოძღვრებას, აგრეთვე, ქრისტიანული ზნეობისა და ღმრთისმსახურების საფუძვლებს. წიგნი გამოსაცემად გაამზადა მერაბ ღაღანიძემ მხატვარი ვაჟა ორბელაძე წიგნის ყდის გაფორმებისათვის გამოყენებულია საბას ავტოგრაფული ხელნაწერი (A-303) © ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი, 2004 საქრისტიანო მოძღვრება / [მხატვ.: ვაჟა ორბელაძე] ; ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი. - თბ. : ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრის გამ-ბა, 2004. - 118გვ. ; 20სმ.. - (საბა, 1). - ბიბლიოგრ. ტექსტის შენიშვნ.[ფ.ა.][MFN: 21382] UDC: 27 + 27-42 + 27-5 |
![]() |
1 წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
1687 წლის 7 ნოემბერს კათოლიკე მღვდელი ჯუსტინო ლივორნელი ტფილისიდან რომში აგზავნის ახალმოქცეულ ქართველთა ნუსხას, - იმ ქართველთა ნუსხას, ვინც ახლახან შემოჰმატებია რომის კათოლიკე ეკლესიის წევრთა წყებას. ჩამონათვალში მოხსენიებულია: „ბატონი სულხან, შვილი დიდი მინისტრისა, ბიძაშვილი მეფისა, რომელიც არის უკეთილშობილესი ქართველი ყაფლაანთი. თუ კეთილს ინებებს თქვენი უმაღლესობა, ნახავს, რა სათნო საქმე ჰქნა ამან: თვით შეასწორა „საქრისტიანო მოძღვრება“, რომელიც მე ვთარგმნე. ამან მიიღო კათოლიკობა 15 აგვისტოს, 1687 წელს“1.
ბუნებრივია, ყაფლანიშვილ - ბარათაშვილ - ორბელისძეთა დიდებული საგვარეულოს წარმომადგენლისათვის, მწიგნობრისა და სახელმწიფო პირისათვის, იმჟამად უკვე, შესაძლოა, „წიგნი სიბრძნე სიცრუისას“ და „ქართული ლექსიკონის“ ავტორისათვის - სულხან ორბელიანისათვის (1658-1725) რომის კათოლიკე ეკლესიის წიაღში შესვლა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ოდენ პოლიტიკური ან ოდენ ემოციური გადაწყვეტილების შედეგი, ან თუნდაც კათოლიკურად ორიენტირებული გარემოსა და ახლობლების (პირველ ყოვლისა, სამეფო სახლის და, კერძოდ, სულხანის აღმზრდელის, მეფე გიორგი XI-ის) პიროვნული გავლენის გამოხატულება: ეს უთუოდ შინაგანი არჩევანი იყო, რომელიც ახალგაზრდა სულხანის დაძაბულმა სულიერმა და კულტურულმა ძიებებმა განაპირობა. „უკეთილშობილესი ქართველი ყაფლაანთი“ იღებს კათოლიკობას და მამა ჯუსტინოს ეხმარება „საქრისტიანო მოძღვრების“ „გაჩალხვა“ - გაშალაშინებაში, - და ეს არა მარტო პროფესიული დახმარებაა ქართული ენის ერთ-ერთი უღრმესი და უფაქიზესი მცოდნის მხრივ, არც მხოლოდ სხვისთვის, ქართველი მკითხველისთვის, დასავლური ქრისტიანობის პირველწყაროებთან მისასვლელი გზების გაკვალვაა, ამ „სათნო საქმეში“ თავად საბას ინტელექტუალური მიდგომა ჩანს (შეგვეძლო გვეთქვა, კათოლიკურად რაციონალურრაციონალისტური!): მას სურს კარგად იცოდეს და იცნობდეს იმას, რასაც იღებს, მას სურს მისი ნაბიჯი გააზრებული და გაცნობიერებული იყოს!
რაც შეეხება თავად „საქრისტიანო მოძღვრების“ ნათარგმნ-ჩასწორებულ ტექსტს, სულხანსაბა ორბელიანის ცხოვრებისა და შემოქმედების ქართველ მკვლევართა შორის დამკვიდრდა შეხედულება, რომ საბასეულ ამ თარგმანს თითქოს ჩვენამდე არ მოუღწევია და ჟამთა ავბედობას შეუწირავს. ამავე დროს, ქართულ ხელნაწერთა საცავებს შემოუნახავს სულხან-საბა ორბელიანისეული ქრისტიანული მოძღვრების სახელმძღვანელო, - „საქრისტიანო მოძღურება, პირველად სასწავლო ყრმათათჳს, აღწერილი სულხან-საბა ორბელიანისაგან, რომელსა ეწოდების სამოთხის კარი“, სწორედ ის, რომელსაც მასში ცალსახად გამოხატული რომის საყდრისადმი ერთგულების გამო კათოლიკოსმა ანტონი I-მა „ჯოჯოხეთის ბჭე“2 უწოდა (სხვათა შორის, თავად ანტონიმ ერთ ხანს რომის კათოლიკობისაკენ მოდრეკის გამო მკაცრი დევნა-შევიწროება იწვნია: პატიმრობა, სამამამთავრო ტახტიდან დამხობა, სამშობლოდან განდევნა). სხვა თუ არაფერი,მოღწეულია საბას ავტოგრაფული კრებული, - უბის წიგნაკი3, - რომელიც მას, როგორც ჩანს, თავისი რომაული მომლოცველობისას თან ჰქონია და რომელშიც მოთავსებულია კათოლიკური შინაარსის ტექსტები (კრებული, სავარაუდოა, პირადი საჭიროებისთვისაა გადაწერილი და შედგენილია სწორედ ზემოთ ნახსენები გაცნობა-შეთვისების სურვილით). ეს კრებული კი იწყება ტექსტით, რომელსაც „საქრისტიანო მოძღვრება“ ანუ „სამოთხის კარი“ ეწოდება და რომელსაც ხელნაწერის ერთი მესამედი უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტი საგანგებოდ იქნა შესწავლილი4 და საბას თხზულებათა ოთხტომეულის III ტომში გამოიცა კიდეც5,აქამდე არ არის გაცემული პასუხი კითხვაზე, რომელიც საბასეული ამ ხელნაწერის ერთერთ გვერდზე ცნობილ მოღვაწეს, მწიგნობარსა და გამომცემელს (აღმსარებლობით თავადაც კათოლიკეს) პეტრე უმიკაშვილს (1838-1904) მიუწერია: „ეს სამოთხის კარი არის რომის კათოლიკეთა კატეხიზმო, რომელსაც უწოდებენ საქრისტიანო მოძღვრებას (ხალხში - „ვინ დაგბადა“-ს). იქნება ეს იყოს ნათარგმნი ანუ გადმოკეთებული იტალიანურ ან სომხურ კათოლიკეთ კატეხიზმოსი? 1887 წ. პეტრე უმიკაშვილი“6.
ასე რომ, საგანგებო კვლევას საჭიროებს არა მარტო ის წყარო (თუ წყაროები), რომელთაც ეფუძნება საბასეული „სამოთხის კარი“, არამედ ამ ტექსტის მიმართება კათოლიკური მოძღვრების სხვა ქართულ სახელმძღვანელოებთან7, რომლებიც მანამდეც შექმნილა და გამოცემულა8 და შემდგომაც9. ამიტომაც დღეს ძნელია დაბეჯითებით ითქვას, რომ საბასეულ ავტოგრაფულ ხელნაწერში მოთავსებული „საქრისტიანო მოძღურება, პირველად სასწავლო ყრმათათჳს“ არის სწორედ ის სამოძღვრო სახელმძღვანელო, რომელიც ერთად დაუმუშავებიათ ქართულად იტალიელ მღვდელს, დონ ჯუსტინო ლივორნელს,და ქართველ მწერალს, სულხან ორბელიანს, - თუმცა ისიც სათქმელია, რომ სინამდვილე, შესაძლოა, სწორედ ამგვარი იყოს: ლათინურიდან (ან იტალიურიდან) ნათარგმნი კატეხიზმო, სავარაუდოა, საბას ჩაუსწორებია, გადაუმუშავებია, შემდგომში კი იმ კრებულში ჩაუწერია, რომელშიც კათოლიკური სასულიერო-საეკლესიო ტექსტები შეუტანია ქართულ ქრისტიანულ ხელნაწერთა მცოდნეთათვის კარგადაა ცნობილი, რომ საბასეული „საქრისტიანო მოძღვრება“ ანუ „სამოთხის კარი“ შემდგომში არაერთგზის გადამუშავდა, - პირველ ყოვლისა, იმ მიზნით, რომ ტექსტი, რომელიც კითხვა-პასუხის სახით აგრერიგად მისაწვდომად, სხარტად და გამჭვირვალე ენით გადმოსცემს ქრისტიანული სარწმუნოების მოძღვრების, ქრისტიანული ზნეობისა და ღმრთისმსახურების საფუძვლებს, ფართოდ ყოფილიყო გამოყენებული სასწავლოდ და აღსაზრდელად (ამ სწავლასა და აღზრდაში, როგორც ჩანს, ოდენ ყმაწვილები არ უნდა ვიგულისხმოთ), მაგრამ იმისათვის, რათა წიგნი მისაღები ყოფილიყო იმათთვისაც, ვინც არ აღიარებდა რომის საყდრის უზანესობას, საბასეული „სამოთხის კარი“ გაუწმენდიათ რომაულ-კათოლიკური დოგმებისაგან (ეს ეხება, უმთავრესად, ტექსტის იმ მონაკვეთებს, სადაც განიხილება სული წმიდის გამომავლობის და რომის პაპის უზენაესობის საკითხები). ამგვარად ჩასწორებულ ხელნაწერებს, ზოგს საბას ავტორობის შენარჩუნებით, ზოგს კი - ანონიმურად (ამ ხელნაწერებში საბას სახელი ამოშლილია), მრავლად მოუღწევია ჩვენამდე. ცნობილია ჩამსწორებელთა ვინაობაც: საბას ძმა, ტფილელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი10, ბატონიშვილი ვახუშტი11 და სხვები. შესაძლოა, მართლაც არსებულა „საქრისტიანო მოძღვრების“ ოთხი რედაქცია12 (ან მეტიც), მაგრამ, როგორც ჩანს, ავტორისეულია მხოლოდ ის ვერსია, რომელიც საბას ავტოგრაფულ კრებულშია დაცული და რომელიც ამჟამად ხელახლა იცემა. რაც შეეხება ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილის მიერ დაახლოებით XVIII საუკუნის 80-იან წლებში გადაწერილ ხელნაწერს13, რომლის ტექსტი კონფესიურად მისაღებია განუყოფელი ეკლესიის ყოველი წევრისათვის, - როგორც დასავლეთი საქრისტიანოს, ისე აღმოსავლეთი საქრისტიანოს წარმომადგენლისათვის (აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საკამათო საკითხები უბრალოდ ამოღებულია ტექსტიდან14), - ძნელად თუ დასაბუთდება შეხედულება,თითქოს იქ დაცული ვერსია „საქრისტიანო მოძღვრების“ ანუ „სამოთხის კარის“ პირველ (A) რედაქციას წარმოადგენდეს, რომელიც თავად სულხან-საბას შეუქმნია, ხოლო საბასეულ ავტოგრაფულ ხელნაწერში მოთავსებული ვერსია მისი მოგვიანებით გადამუშავებული (-კათოლიკურად გადამუშავებული) რედაქცია იყოს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩაჩიკაშვილისათვის უჩვეულო არ ყოფილა საბასეული ტექსტების შეცვლა- რედაქტირება (როგორც, მაგალითად, „სიბრძნე სიცრუისას“ შემთხვევაში15).
როგორც აღვნიშნეთ, საუკუნეების მანძილზე ქართულად შექმნილა კათოლიკური მოძღვრების არაერთი სახელმძღვანელო: სულ მცირე, XVII საუკუნეში დაწყებული ეს წყება XX საუკუნეშიც გრძელდება16 და XXI საუკუნეშიც17 გადმოდის. დღევანდელი მკითხველი სწორედ ამ უკანასკნელ გამოცემებში იპოვის რომის კათოლიკე ეკლესიის ავთენტიკურ პასუხებს ღმერთისა და სამყაროს, ადამიანისა და მისი ყოფის შესახებ მარადიულ თუ თანამედროვე კითხვებზე. მაგრამ საბასეული „სამოთხის კარის“ ფურცლებიდან ძველი საქართველოს ხმა და ერთერთი ყველაზე დიდი ქართველის ხმა გვესმის, - მისი ნატიფი და სადა ენა, მისი დამაჯერებელი და სანდო მსჯელობა,რომელიც ერთიანი და საყოველთაო ეკლესიის უწყებას აცნობს და ამცნობს მკითხველს.
ყურადღებას იქცევს საბასეული მიდგომა მართლმადიდებლობის მიმართ - რა თქმა უნდა, საბა თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს და ჭეშმარიტ მართლმადიდებლადაც ის ქრისტიანი მიაჩნია, ვინც რომის კათოლიკე ეკლესიის წევრად ეგულება: „ვინათგან შეიყვარა ქრისტემან სძალი თჳსი - წმიდა ეკლესია და ბრძანა ერთი შესაკრებელი ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა და რომელმანცა ნათელიღოს და რწმენეს მართალი სარწმუნოება იესო ქრისტესი, მათგან ჯერ-არს მორჩილება რომის პაპისა, რომელი დაადგინა გამგებელად ეკლესიისა“18. ამგვარადვე უნდა გავიგოთ ის შესანიშნავი ლოცვა, რომელიც საბას იმავე წიგნაკში ჩაუწერია, სადაც „სამოთხის კარია“ მოთავსებული: «უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, სარწმუნოება აღაორძინე, მართლმადიდებლობა განამრავლენ, წმიდა ეკლესია აღამაღლე, ყოველი საეკლესიო წესი დაამტკიცე, რომის პაპის საწადელი აღასრულე, ქრისტიანი მეფენი მშვიდობით დაიცვენ, მწვალებელნი მოაქციენ, მტერნი ეკლესიისანი აღმოფხვრენ და ჩუენ სიყვარულსა შენსა ზედა განგვაძლიერენ და მოგვიტევენ ცოდვანნი ჩუენნი ხუთთა მათ წყლულებათა შენთათჳს, რათა მოუკლებლად ვადიდებდეთ ყოვლად წმიდასა სახელსა მამისა და ძისასა და სულისა წმიდისასა უკუნითი უკუნისამდე. ამინ“19.
მერაბ ღაღანიძე
_______________________
1. მიქელ თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ., 1902, გვ. 262-263.
2. ანტონ ბაგრატიონი, წყობილსიტყვაობა, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები და ლექსიკონი დაურთო ივანე ლოლაშვილმა, თბ.: მეცნიერება, 1980, გვ. 282.
3. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელნაწერი A-303.
4. ივანე ლოლაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მოღვაწეობიდან (1698-1713 წწ.), თბ.: საქ. მეცნ. აკად. გამომც., 1959, გვ. 104-132.
5. სულხან-საბა ორბელიანი, თხზულებანი ოთხ ტომად, ტომი III, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ივანე ლოლაშვილმა, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1963, გვ. 227-334.
6. იქვე, გვ. 341.
7. მათი ნუსხა იხ.: კორნელი კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი I, თბ.: მეცნიერება, 1980, გვ. 78.
8. საქრისტიანო მოძღუარება, სიმოკლით დარიგებული კარდინალ ბელარმინოსაგან და გადმოთარგმნილი პატრი ბერნარდო მარიამისაგან ნეაპოლელისა, - კაპუჩინი და მქადაგებელი და მღრთისმეტყველი, - იტალიურის ენისაგან მხედრული ქართულის ენითა, ჰრომი, 1681.
9. საქრისტიანო მოძღუარება, გადმოთარგმანებული იტალიანის ენისაგან ქართულს მჴედრულს ენასა ზედა საქართველოს გორელის ტლუკაანთ დავითისაგან,ჰრომი,1733; იგივე, მე-2 გამოც.: ჰრომი, 1797; საქრისტიანო მოძღუარება, მოკლედ დარიგებული მარტჳლთათჳს, ჰრომი, 1741.
10. ეს ტექსტი ორჯერ გამოიცა კიდეც ნიკოლოზ ტფილელის ავტორობით - 1-ლი გამოც.: საქრისტიანო პირველსასწავლო მოძღურება, ქმნილი ნიკოლაოზ ტფილელის მიერ, ტფ., 1885; მე-2 გამოც.: ნიკოლოზ თბილელი, საქრისტიანო მოძღვრება (კატეხიზმო), თბ.: ნობათი, 1992.
11. „საქრისტიანო მოძღვრების“ გარდა, „ვახუშტის კრებულში მოთავსებულია საბა ორბელიანის სხვა კათოლიკური შინაარსის თხულებანიც, მაგრამ ისინიც საფუძვლიანადაა გადამუშავებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით“: ივანე ლოლაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 130.
12. ივანე ლოლაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 104-132.
13. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელნაწერი შ-2951.
14. მაგალითად, თუ სულის წმიდის გამომავლობის შესახებ საბასეულ ტექსტში ნათქვამია, რომ „სული წმიდა მამისაგან და ძისაგან [არს] გამოსული“ (იხ. ქვემორე, გვ. 21), ხოლო ნიკოლოზ ტფილელისეულ ტექსტში აშკარად აღმოსავლურქრისტიანული პოზიციაა გამჟღავნებული: „სული წმიდა [არს] მამისაგან გამოსული“, ჩაჩიკა- შვილისეულ ტექსტში სული წმიდის გამომავლობა ამგვარადაა (- ნეიტრალურადაა) ფორმულირებული: „სული წმიდა [არს] გამოსული“; რაც შეეხება მოძღვრებას რომის პაპის უზანაესობის შესახებ, ტექსტის ეს მონაკვეთი საერთოდ ამოღებულია ტექსტიდან.
15. [სოლომონ ყუბანეიშვილი], სიბრძნე სიცრუის ტექსტისათვის, - წიგნში: სულხან-საბა ორბელიანი, თხზულებანი ოთხ ტომად, ტომი I, გამოსაცემად მოამზადეს ს. ყუბანეიშვილმა და რ. ბარამიძემ, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1959, გვ. 253: „[„სიბრძნე სიცრუისას“] ტექსტის გამართვა უცდიათ გადამწერლებს, ალაგ-ალაგ გაუვრციათ, ბუნდოვანი ადგილები გაუმართავთ. [...] ამ მხრივ საყურადღებოა ნიკოლოზ ასლამაზისძე ჩაჩიკაშვილის ნუსხა“; იქვე, გვ. 254: „ჩანართი ნ. ჩაჩიკაშვილს ეკუთვნის და არა საბას“.
16. კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო, [თბ., 1997].
17. კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოს მოკლე შინაარსი: კითხვა-პასუხები, თბილისი, 2003. 18 იხ. ქვემორე, გვ. 54-55.
18. იხ. ქვემორე, გვ. 54-55.
19. A-303, გვ. 69; ლოცვის ტექსტი არასრულად გამოქვეყნებულია: ივანე ლოლაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 115.
![]() |
2 ტექსტის გამოცემის გამო |
▲ზევით დაბრუნება |
„სამოთხის კარის“ გამოცემას საფუძვლად უდევს საბასეული ავტოგრაფული ხელნაწერი, რომელიც ერთ დროს საეკლესიო მუზეუმის საკუთრება იყო და რომელიც ამჟამად დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში (A-303)1. წიგნაკის ზომის ეს ხელნაწერი წარმოადგენს სასულიერო-საეკლესიო შინაარსის თხზულებათა კრებულს, რომელიც, როგორც ჩანს, თავად საბას შეუდგენია. „სამოთხის კარს“ ამ კრებულის ერთი მესამედი ეთმობა.
„სამოთხის კარის“ ტექსტი ერთხელ უკვე გამოაქვეყნა ივანე ლოლაშვილმა სულხან-საბა ორბელიანის თხზულებათა კრებულის III ტომში2, მაგრამ გამოცემული ტექსტი იმდენ ცდომილებას შეიცავს ხელნაწერთან მიმართებაში, რომ მისი გადმობეჭდვა, სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა და საჭირო გახდა, ისევ საბასეული ავტოგრაფისათვის მიგვემართა.
ჩვენს გამოცემაში შეგნებულადაა შენარჩუნებული წაკითხვათა ხელნაწერისეული სხვადასხვაობა - პარალელური ფორმები (გუამი||გვამი, სიკუდილი||სიკვდილი, სიყუარული||სიყვარული, ქუეყანა||ქვეყანა, ჩუენი||ჩვენი, მღდელი||მღურდელი||მღვდელი, პატრიაქი||პატრიარქი და ა.შ., რომლებიც ერთმანეთის გვერდით, ხშირად ერთსა და იმავე სტრიქონში გვხვდება), რადგან ტექსტი, გარდა თეოლოგიური და ლიტერატურული ღირებულებისა და მნიშვნელობისა, ენის საბუთსაც წარმოადგენს და, შესაძლოა, ის მომავალში ლინგვისტთა, ენის ისტორიკოსთა, ლექსიკოლოგთა შესწავლის საგნად და წყაროდაც იქცეს.
საბასეული მინაწერები ხელნაწერის გვერდების ზემოთა და გვერდითა არშიებზე, წინა გამოცემისაგან განსხვავებით, ჩვენს გამოცემაში შენარჩუნებულია და ჩატანილია სქოლიოებში: ზედა არშიის მინაწერი მითითებულია გვერდობლივ (მაგალითად,გვ. 5: ქრისტე ნიშნავს, რომ ამ ადგილას - გამოცემაში მინიშნებულია ვარსკვლავით - ხელნაწერში წყდება 4-ე გვერდი და იწყება ახალი, 5-ე გვერდი, რომელსაც ზედა არშიის შუაში ქუდად გატანილი აქვს ქრისტე), გვერდითა არშიის მინაწერები მითითებულია შემოკლებით არ. (მაგალითად, არ.: სინანული ნიშნავს, რომ ამ ადგილას - გამოცემაში მინიშნებულია ვარსკვლავით - ხელნაწერის გვერდითა არშიაზე მიწერილია თემატური აღნიშვნა სინანული).
არაბული რიცხვებით ხელნაწერის პაგინაცია და კითხვათა დანომრვა თავად საბასეულია.
რიცხვების ასოითი აღნიშვნა გაშიფრულია გამომცემლის მიერ არაბული რიცხვებით ამგვარად: თ {10}.
ბიბლიური წყაროები, რომლებიც სქოლიოებშია მითითებული, დაძებნილი, დაზუსტებული და შევსებულია გამომცემლის მიერ.
მ. ღ.
______________________
1. ხელნაწერის სრული აღწერილობა იხ.: ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა, ტომი I (4), შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს თ. ბრეგაძემ, მ. ქავთარიამ, ლ. ქუთათელაძემ ელ. მეტრეველის რედაქციით, თბ.: მეცნიერება, 1985, გვ. 10-13.
2. სულხან-საბა ორბელიანი, თხზულებანი ოთხ ტომად, ტომი III, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ივანე ლოლაშვილმა, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1963, გვ. 227-334.
![]() |
3 სამოთხის კარი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა.
ამინ
საქრისტიანო მოძღურება პირველად სასწავლო ყრმათათჳს, აღწერილი სულხან-საბა ორბელიანისაგან, რომელსა ეწოდების
სარწმუნოებისათჳს
მართლისა და უბიწოსა შჯულისა, რომელი მოგვეცა წმიდათა მამათა მიერ
[1]
მოძღვარმან ჰკითხა ყრმასა ვისმე, ვითარმედ:
შენ ვინ ხარ?
ყრმამან მიუგო და ჰრქუა: ქრისტიანე.
[2]
მოძღუარმან: რა არს ქრისტიანობა?
ყრმამან: რათა გურწმენეს მართალმადიდებლობის სარწმუნოება.
[3]
[მ:] რა არს მართალი სარწმუნოება?
[ყ:] რათა გვრწმენეს და ვიცნობდეთ ღმერთსა.
[4]
[მ:] რა არს ღმერთი?
[ყ:] არსება უმიზეზო, და მიზეზი ყოვლისა არსებისა, და ყოვლისა ხილულისა და უხილავისა დამბადებელი.
[5]
[მ:] რა არს არსება?
[ყ:] საქმე თჳთარსი,(1) რომელსა სხუა არავინ ეჴმარებოდეს თავისა თვისისა შემზადებად და თჳთმყოფი იყოს.
[6]
[მ:] ვითარისა სარწმუნოებითა ჯერ-არს რწმუნება ღმრთისა?
[ყ:] რათა აღვიარებდეთ ერთსა ღმერთსა სამითა გვამოვნებითა.
[7]
[მ:] რა არს გუამი?
[ყ:] თჳსგან თავით თვისით შემტკიცებით მდგომარე და განყოფილი მისთანათა მათგან რიცხვითა.(2)
[8]
მ: ვითარ იქმნების ერთი ღმერთი სამგუამოვანად?
ყ: ერთი ღმერთი სამგუამოვანი ესე არს: მამა და ძე და სული წმიდა, - წმიდა სამება ერთარსება.
[9]
მ: ვინ გვითხრა, რომელ ერთი ღმერთი სამგუამოვან არს?
ყ: პირველად წინასწარმეტყუელთა იგავით მოასწავეს და მერმე, ჟამთა უკანასკნელთა, უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემ, ოდეს იოვანესაგან ნათელიღო. მაშინ განცხადებულად გამოჩნდა, რამეთუ ძე წყალთა შინა ნათელს იღებდა და მამისა ჴმა ზეცით ეწამებოდა და თქუა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი“1 და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაადგრა თავსა მისსა. ამით ვსცანთ.
[10]
მ: ვინ იხილა ეგე თუალითა ანუ ვის ესმა ჴმა მამისა?
ყ: იოანე ნათლისმცემელმან იხილა, და ანდრია მოციქული და იოანე მახარებელი ორნივე ნათლისმცემლის მოწაფენი იყვნეს და მაშინ მუნ მდგომარეთ თუალით ხილული და ყურით ნასმენი დაგვიმტკიცეს და გვასწავეს ერთი ღმერთი სამგუამოვანად.
[11]
მ: უკეთუ ერთი ღმერთი სამგუამოვან არს, რომელი უწინ იყო და რომელი შემდგომად?
ყ: არა არს მათ შინა პირველობაჲ და უკანასკნელობაჲ, არცა უდიდესობაჲ და უმცირესობაჲ, არამედ სამნივე ერთ და სწორენი არიან.
[12]
მ: განმიმარტე, ვითარ იქმნების?
ყ: ოდეს იყო მამა, მაშინვე ძე და მაშინვე სული წმიდა, რამეთუ მამა უშობელ არს, ხოლო ძე მამისაგან შობილ და სული წმიდა მამისაგან და ძისაგან გამოსული.
[13]
მ: წეღან არა სთქუ: არცა ერთი უწინ და არცა მეორე უკანასკნელ? უკეთუ მამამან შვა ძე, ვითარ არა უპირველესი არს?(3)
ყ: არათუ ვითარცა ჩუენ გვშვნა მამამან ჩუენმან ჴორციელად და უპირველეს ჩუენსა არს, ეგრე მსგავს ჩუენდა იყოს ხილულთა ამათ უხილავი და უსხეულო, არამედ ისმინე, რამეთუ მამასა აქუს სიბრძნე, ხოლო სიბრძნე იგი არა არს უგვამოჲ და განბნევადი, ვითარცა ესე ჩუენი, არამედ მას სიბრძნესა აქვს არსება და გუამოვნება მტკიცე, ვითარცა მამასა და ესე სიბრძნე არს ძე, რომელ არს მეორე გვამი, ხოლო მამასა უყვარს სიბრძნე თვისი და სიბრძნესა უყვარს თჳსი მამა, ხოლო მათგან გამოსრული სიყვარული არცა იგი არს უგვამოჲ, ვითარცა ჩუენი, და ესე მესამე გვამი არს სული წმიდა.
14
მ: მაჩვენე სახითა რათამე.
ყ: ოდესცა იქმნა სული ჩუენი, მუნთქუესვე - გონება, სიბრძნე და სიტყუა. რამეთუ გონებისაგან იშვების სიბრძნე და გონებისა და სიბრძნისაგან გამოვალს სიტყვა, არამედ სამნივე ესე გვამოვნებანი ერთსულ არიან და არცა რომელიმე პირველი და არცა შემდგომნი. კუალად ხილულსა მზესა ამას შინა არიან სამნი გვამოვნებანი: დისკო, შარავანდედი და ნათელი, რამეთუ სამნივე ერთ მზე არიან და განუყოფელ. ესრეთვე გულისხმა-იყოფების მამისა და ძისა და სულისა წმიდისა: ერთღმრთაება და სამგვამოვნება და სამთავე სწორყოფა.
15
მ: უკეთუ ეგრეთ არს, რასათჳს თქუა ქრისტემან იოანეს სახარებასა შინა: „მამაჩემი უფროს ჩემსა არსო“2?
ყ: საღმრთო წერილთა მრავალი გამოძიება უნდა. ერთსა ადგილსა იტყვის: „მამა- ჩემი უფროს ჩემსა არსო“, ხოლო მეორესა ადგილსა იტყვის: „მე და მამა ერთ ვართო“3. ქრისტე ვინათგან ორ(4) ბუნება იყო, - ღმერთი სრული და კაცი სრული, - ეგრეთვე ორრიგად იტყოდა სიტყუათა,ოდესმე ღმრთაებით, ოდესმე კაცებით, რამეთუ სადა იტყვის მამისა თანასწორობასა, ღმრთაებით იტყვის; სადა იტყვის მამისა უფროსობასა, კაცობრივისა ბუნებისაგან იტყვის. ამისათჳს შესცთა არიოზ(5) ალექსანდრიელი მართალმადიდებლობისაგან და ძესა არა თანასწორად მამისასა იტყოდა და ქრისტესა არა ღმრთაების ბუნებით აღიარებდა, რომელისათჳსცა განსქდა და ნაწლევი მისი განეფინა მიწათა.
16
მ: ვითარ ემოწმებიან წინასწარმეტყველნი წმიდისა სამებისა გამოჩინებასა?
ყ: დავით იტყვის ლბ {32-ე} ფსალმუნთა შინა: „სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა ყოველი ძალი მათი“4 და ესაია ჲა {61-ე} თავსა: „სული უფლისა ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე“5, და მრავალნი სხუანი არიან წმიდის სამების მოსწავებანი.
17
მ: სამებისაგან რომელი გვამოვნება განჴორციელდა?
ყ: მეორე.
18
მ: ვითარ?
ყ: ვინათგან მოავლინა ღმერთმან წინას წარმეტყველნი და ქადაგნი ისრაილთათჳს და არა ისმინეს მათი და მიდრკენ საქმეთა წარმართთასა და სოფელი ეშმაკისა მიერ ძლეულ იქმნა. შეიწყალა ღმერთმან დაბადებულნი თჳსნი და მოავლინა ძე თვისი საყვარელი და განჴორციელდა მარიამისგან ქალწულისა და აღიზარდა ვითარცა ჩჩვილი და იქცეოდა ჩვენ შორის ოცდაათსამეტსა წელსა.
[19]
მ: სადა არს მოწამე მაგისი ძველისა შჯულისა წიგნსა შინა?
ყ: ბარუქის წიგნის მესამესა თავსა შინა იტყვის(6): „ესე არს ღმერთი ჩემი და ვერ ესწოროს მას სხვა ღმერთი. განაცხადნა ყოველი გზა მეცნიერებისა და მისცა იგი იაკობს, მონასა თვისსა და ისრაილსა, საყვარელსა თჳსსა. ამისა შემდგომად ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა“6.
20
მ: აწ ვითარ ჯერ-არს, გვრწმენეს ძე ღმრთისა განჴორციელებული ღმრთად ანუ კაცად?
ყ: ღმრთად სრულად და კაცად სრულად.
21
მ: უკეთუ სრული კაცი არს, ვითარ შვა მარიამ და დაადგრა უხრწნელად?
ყ: მაგა წვალებასა კვირინთე და ებინოს(7) იტყოდეს წმიდის მარიამის არაქალწულებით დადგრომასა, არამედ შვა ჭეშმარიტად შობითა დედობრივითა და ძემან ღმრთისამან დაიცვა მშობელი თჳსი უხრწნელად, რამეთუ მარიამ უწინარეს შობისა და შობასა და შემდგომად შობისა ქალწული იყო, ეგო და არს.
22
მ: სადა არს მაგისი მოწამე ძველის შჯულისა წიგნთა, ვითარმედ ქალწულმან შვა ძე?
ყ: ესაია იტყვის მეშვიდესა თავსა შინა: „აჰა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ევმანოელ, რომელ არს თარგმანებით - ჩვენ თანა ღმერთი“7.
23
მ: ეგე შობისათჳს თქმულა, ხოლო ქალწულად დადგომისათჳს რაჲ?
ყ: ეზეკიელ იტყვის მდ {44-ე} თავსა შინა: „მრქუა მე უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ იყოს და არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაილისა შევიდეს მის მიერ“8.
24
მ: ესეცა მითხარ: ღმერთი სრული და კაცი სრული ვითარ გვიღირს ვირწმუნოთ?
ყ: ორითა ბუნებითა სრულითა, რამეთუ ქრისტეს(8) ბუნება ღმრთაებისა და ბუნება კაცისა, ნება ღმრთისა და ნება კაცისა, საქმე ღმრთისა და საქმე კაცისა, - ორივე სრული ჰქონდა, ჭეშმარიტად.
25
მ: რა არს ბუნება?(9)
ყ: ბუნება არს თითოეულისა მყოფთაგანისა დასაბამი, რამეთუ ბუნება ჭეშმარიტად მყოფი საქმე არს.
26
მ: ვინათგან ბუნება ღმრთისა ჰქონდა და ბუნება კაცობრივი მიიღო, გუამისასა რასა იტყჳ: კაცობრივი გუამი მიიღო ანუ არა?
ყ: არა, გვამი კაცისა არა მიუღიეს. მაგა წვალებასა ნისტორ(10)
იტყოდა, - ჰგონებდა, ვინათგან ქრისტემან კაცობრივი ბუნება მიიღო, ეგრეთვე გუამი კაცისა მიიღოო, არამედ კაცობრივისა ბუნებისა მიღება მართალი თქვა,ხოლო გვამის მიღება - ტყუვილი.
27
მ: მაშა, ვითარ იქმნების გუამოვნება ღმრთისა სრული კაცი, უკეთუ არა მიიღო გვამი კაცობრივი?
ყ: მიიღო კაცება მრთელი და უნაკლულო და სრული, - სული, ჴორცი, ძუალი, ძარღვი, ქონი,სისხლი და ყოველივე საქმე კაცობრივი, თვინიერ ცოდვისა, - სრული კაცი იქმნა.
28
მ: ვითარ იქმნების კაცისა სულისა, ჴორცისა, ძუალთა, სისხლთა და ყოველთა ასოთა მიღება და არა გუამთა?
ყ: ესრეთ სახედ წინამდებარითა საქმითა გაჩუენო: მოიღე სამნი დრაჰკანნი და დასხენ ადგილსა ერთსა და აღიღე ერთი მათგანი და შთადევ ნაკვერცხალთა შინა, რათა განჴურდეს და შემდგომად რა აღმოიღო დრაჰკანი იგი, ექმნების დრაჰკანსა მას ერთსა ბუნება ოქროსი მრთელი სრული და მიუღებიესცა ბუნება ცეცხლისა მრთელი და სრული: სიწითლე, სიმჴურვალე და მწველობა, გარნა არა ნაკვერცხალთა(11) გუამი მიიღო, არამედ ბუნება ცეცხლისა. ეგრეთვე გვამოვნებამან ღმრთისამან მიიღო კაცობრივი ჴორცი, სული, სისხლი და ყოველივე კაცება მრთელი, ხოლო გუამი არა მიუღიეს.
29
მ: ღმერთი თჳთ სულ არს და რათაღა საჴმარ იყო სულისა კაცობრივისა მიღება ქრისტესაგან?
ყ: მაგა წვალებასა აპოლინარი(12) იტყოდა: ქრისტესაგან არა კაცობრივისა სულისა მიღებასა, არამედ ჭეშმარიტად მიიღო სული კაცობრივი. უკეთუ სული კაცობრივი არა მიიღო, არ-ცა-მცა იყო სრული კაცი, არამედ ლიტონი მიწა მიუღებიესმცა, - ნუ იყოფინ.
30
მ: უკეთუ ღმერთსა სრულსა და კაცსა სრულსა ერთგუამად იტყვი, რასათჳს ერთბუნებადაც არ იტყვი?
ყ: მაგა წვალებასა ევსუქი კოსტანტინეპოლელ მონაზონი და დეოსკოროს კოსტანტინეპოლის პატრიარქი(13) იტყოდეს დიდსა შეცოდებასა ღმრთისასა, რამეთუ ღმრთაებისა და კაცებისა შერევნა თქუეს და ორი ბუნება ერთ ბუნებად აღიარეს.
31
მ: მაშა, ვითარ ჯერ-არს რწმუნება?
ყ: ქრისტე ღმერთი სრული და კაცი სრული ორითა ბუნებითა შეურევნელად, ორითა ნებითა და ორითა საქმითა და ერთითა გუამითა საღმრთოთა, რომელმან არა თუ მიიღო გუამი კაცობრივი, არამედ შეიგვამა და შეიერთა შეურევნელად, ვითარცა გითხარ.
32
მ: სამებისა თანა ვითარ ითქმის ორი ბუნება ძისა, თქუ ესეცა.
ყ: ოდეს ვთქვათ სამება, ესრეთ მრწამს: მამა და ძე და სული წმიდა - ერთი ღმერთი, ერთი უფალი, ერთი ძლიერება, ერთი ჴელმწიფება, ერთი არსება, ერთი ბუნება სამითა გუამოვნებითა, ხოლო ოდეს ვთქვა ქრისტე(14) - ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა, ორითა საქმითა და ერთითა გვამითა საღმრთოთა. ესრეთ დაგვიწერეს წმიდათა მამათა და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს.
33
მ: ძე ღმრთისა ვინათგან განჴორციელდა, რაოდენ წელ იყო ქუეყანასა ზედა?
ყ: ოცდაათსამეტ წელ და სამ თთვე.
34
მ: ვითარ ვიდოდა ანუ ვითარ შემოსილ იყო?
ყ: ვიდოდა ქვეითად და სამოსელად მისსა იყო კვართი ერთი, რომელი უქსოვა მარიამ, დედამან მისმან, სიყრმესავე და სხვანი საბლარდნელიცა და სანდალნი ესხნეს შიშველთა ფერჴთა.
35
მ: უკეთუ კუართი იგი სიყრმესა უქსოვა, ვითარ ეჴმარებოდა სიჭაბუკისა ასაკსა შინა ანუ ვითარ არა დაუძველდა ოცდაათსამმეტთა წელთა?
ყ: რა-უკუე შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა: ისრაილნი ოდეს განასხნა ზღვასა, ორმეოცთა წელთა არა დაუძველდათ სამოსელი მათნი, რამცა იყო ქრისტეს კუართისა დაძველებლობა? არამედ ქრისტესა სიყრმესავე უქსოვა დედამან მისმან და ვითარცა იზრდებოდა სხეული ქრისტესი, ეგრეთვე კვართიცა იგი უკერველი.
36
მ: რასათვის დაჴსნიდა ქრისტე მოსეს მოცემულთა შჯულთა?
ყ: არათუ დაჴსნიდა, არამედ ყოველთა ნაკლულევანებათა შეასრულებდა.
37
მ: ვითარ ნაკლულევანებათა შეასრულებდა?
ყ: მოსემ თქვა პატივისცემა მამა-დედათა, ხოლო ქრისტემან შესძინა: «რომელმან ჰრქვას ძმასა რაკა, თანამდებ არს კრებულისაგან განსვლად“9. მოსემ თქვა არა მრუშება, ხოლო ქრისტემან არცა-ღა-თუ თვალ(15) აგნას. მოსემ თქვა არცა ცილის ფუცვად, ხოლო ქრისტემან სრულიად განაყენა ფიცისაგან. ესრეთ მოსეს შჯული[ს] ყოველი ნაკლულევანი შეასრულა.
38
მ: რაოდენი იყო მცნება ღმრთისა, რომელი მოსცა მოსეს?
ყ: ათნი.
39
მ: რასათჳს ათის მეტი არა მოსცნა?
ყ: მცნებით მრავალნი ამცნო, არამედ ათთა მათ მცნებათა შინა შემოკრბებიან ყოველნი შჯულნი, რომელი იყო ქვის ფიცართა ზედა წერილი, ხოლო ათნი იგი მცნება არათუ ოდენ ქრისტიანეთა თანაგვაცს დამარხვად, არამედ ყოველთა ადამიანთა, და არცავის ძალუც ცხოვრებად, უკეთუმცა დაჴსნნა ვინმე მცნებათა ამათგანი.
40
მ: რომლისა სახე იყო ორთა ფიცართა მოცემა? რასათვის ერთი არა მოსცა ანუ სამნი?
ყ: ორნი ფიცარნი ესე სახე იყო, რათა გუასწავლნეს ორნი სიყვარულისა მცნებანი.
41
მ: რომელნი?
ყ: „შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“10 და „შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი“11.
მ: ათნი მცნებანი ორთა ფიცართა ვითარ ეწერნა?
ყ: სამნი მცნებანი ღმრთისათჳს არიან და ერთსა ფიცართა ეწერნეს და შვიდნი მცნებანი კაცთათჳს არიან და მეორესა ფიცართა ეწერნეს.
43
მ: რასათჳს ერთსა ფიცართა სამნი ეწერნეს და მეორესა ზედა - შვიდნი?
ყ: სამნი იგი მცნებანი გრძელ სიტყვა იყო და შვიდნი იგი - მოკლე, და ორნივე ფიცარნი შეასრულა წერილმან, და ამასაცა მოასწავებს: ერთ(16) ზედა სამნი მცნებანი ღმრთისანი სამებისა ცნობასა გვაჩუენებს და მეორეზედ შვიდნი კაცთათვის შვიდთა საიდუმლოთა მოასწავებს.
44
მ: რა იყო პირველი მცნება?
ყ: „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე ეგვიპტით სახლისაგან კირთებისა. ჩემსა გარეშე სხვა ღმერთი ნუ იცი“12.
45
მ: რა შეტყვება აქუს მცნებასა მაგას?
ყ: მოკლედ ვიტყოდე: პირველად გვიჩვენებს, რამეთუ არარასაგან დაგუბადა ღმერთმან და თანაგუაცს მსახურება მისი და ურჩნი მისნი იტანჯნენ, და მოასწავებს ადამის ცოდვის დაჴსნასა და ნათლისღებით შვილ ღმრთისა ყოფასა, და იგი თავადი მამად მოწყალედ გუექმნების ჩუენ მართალმადიდებელთა, ხოლო ეგვიპტითა და ფარაოსაგან ჴსნა ჯოჯოხეთით აღმოყვანებასა და ეშმაკთმთავრისაგან ჴსნასა, და იგი ღმერთი ვიცოდეთ და სხვა რამე ღმრთად არა ვირწმუნოთ, კერპთა არა თაყვანივსცეთ, არცა მწამლველთა, მისანთა, მებეჭეთა და მექერეთა კითხვად შეუდგეთ, - ესე ყოვლივე კერპთა თაყვანისცემაჲ არს.
46
მ: რა არს მეორე მცნება?
ყ: „არა მოიღო სახელი ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა“13.
47
მ: რა არს ამაოდ ჴსენება ღმრთისა?
ყ: მზესა და ციერთა, გინა ნივთიერთა ღმრთად არა სახელვდვათ, გინა სახელი ღმრთისა ცუდად არა ვიჴმიოთ, გინა ეკლესიასა შინა და ლოცვათა ზედა უმსგავსოდ არ ვიპოვნეთ და სიცილითა და ცუდის საუბრით არ ვიყვნეთ, ანუ ცრუ ფიცი, ანუ აღთქმის გარდასვლა და ყოველივე ენითა ღმრთის შეურაცხება.(17)
48
მ: რა არს მესამე მცნება?
ყ: „დღესასწაული ჩემი დაიმარხე“14.
49
მ: რომლისა დღესასწაულისა დამარხვა ბრძანა ღმერთმან?
ყ: ურიათა შაბათის დამარხვა უბრძანა, ხოლო შემდგომად ქრისტიანეთათჳს ეკლესიამან კვირიაკე განაწესნა.
50
მ: რასათჳს ურიათა შაბათი უბრძანა?
ყ: ვინათგან ექვს დღე შექმნა ღმერთმან ცანი და ქვეყანა და მეშვიდესა განისვენა, ამისთჳს ურიათა დღესასწაულად დაუდვა, რამეთუ მრავალნი ფილოსოფოსნი იტყოდეს ქვეყნისას თავით თჳსით ყოფასა და არა ღმრთისაგან დაბადებასა, და ამა შაბათისა უქმობისა მიზეზითა საცნაურ იქმნა ღმრთისაგან დაბადება ქუეყანისა; და მეორედ - რათა ექვსთა დღეთა მუშაკობდეს კაცი და მეშვიდესა დღესა განისვენონ კაცთა, მონათა, მჴევალთა, კარაულთა და პირუტყვთა მისთა მოიცალონ შრომისაგან.
51
მ: მაშა, ქრისტიანენი რად შაბათსა არა ვიმარხავთ და კვირიაკედ გარდაუცუალებიეს დღესასწაული?
ყ: ქრისტემან კეთილისა მიზეზისათვის შესცუალნა უდარესნი უაღრესად, შესცვალნა მეტკუჱთილება ნათლისღებად, კრავის დაკლვა წირვად და სხვანიცა რომელნიმე და ეგრეთვე ესეცა. უკეთუ შაბათი ქუეყანისა დაბადებისათჳს იდღესასწაულებოდა, იხილე, რაოდენ კვირიაკისა დღესასწაულობა ვითარ უპატიოსნეს არს: კვირიაკესა დღესა იწყო ღმერთმან ქვეყანისა მოქმედებად, მასვე დღესა დაბადა ნათელი სახედ ნათლისა მის წარუალისა, დღესა კვირიაკესა დადგა კიდობანი ნოესი(18) მთასა ზედა არარატისასა, დღესა კვირიაკესა განვლო მოსემ ზღვა და აღვიდა უდაბნოდ,დღესა კვირიაკესა უწვიმა მანანა - პური იგი ზეცათა, მომასწავებელი ჴორცთა ქრისტესთა, დღესა კვირიაკესა ქმნა ქრისტემან სასწაულნი მრავალნი და წარავლინნა მოციქულნი სოფლის მოძიებად, დღესა კვირიაკესა იყო ყრმათაგან ოსანნასა გალობა, კვირიაკესა დღესა აღდგა ქრისტე მკუდრეთით,კვირიაკესა მოეფინა ადამიერთა სული წმიდა, კვირიაკესა დღესა მოვალს მეუფე ჩუენი განსჯად ცხოველთა და მკუდართა. შაბათსა განისვენა ღმერთმან, ესე იგი არს, ოდეს ქრისტე შთაჴდა ჯოჯოხეთად და აღმოიყვანა ადამ კეთილნათესავითურთ, და კუალად შაბათისა განსვენება მოასწავებს, რაჟამს მსაჯული სიმართლისა მსახურთა მისთა შემოსს ჴორცთა და მის თანა დაამკვიდრებს, სადაცა აწ სულითა არიან. ესე ყოველივე კვირიაკისა მომასწავებელნი იყვნეს. უკეთუ ურიანი ამისისა მოსწავებისათჳს უკანასკნელსა დღესა შესწირვიდენ ღმერთსა, ხოლო ჩვენ პირველსა დღესა შევსწირავთ მოსწავებისა აღსრულებისათჳს. არამედ არათუ ოდენ კვირიაკისა დღისა ჯერ-არს დღესასწაულობა, გარნა საუფლონიცა დღენი და წმიდისა ღმრთისმშობელისანი და დიდებულთა წმიდათანი.
52
მ: რაოდენ ჟამ ჯერ-არს უქმობა?
ყ: ოცდაოთხ ჟამ.
53
მ: ვითარ ჯერ-არს დღესასწაულობა?
ყ: მას დღესა შინა არა ჯერ-არს რაჲც-რა ვე სამუშაკო საქმე, არცა სმათა და ლხინთა განგრძობა, არცა ცუდმეტყველება.(19) მას დღესა გვმართებს წირვათა მოსმენა, ლოცვათა შეწირვა, სულიერთა სწავლათა სმენა და სულიერთა საქმეთა მუშაკობა.
54
მ: რა არს მეოთხე მცნება?
ყ: „პატივ ეც მამა-დედათა“15.
55
მ: ვითარ ჯერ-არს პატივი მამა-დედათა?
ყ: სამნი საქმენი არიან მამა-დედათა პატივნი: მსახურება, მორჩილება და შეწევნა. არათუ მამა-დედანი ურწმუნონი იყვნენ და შჯულისა გარდასვლითა ემორჩილებოდენ, - ნუ იყოფინ! არამედ ჴორციელებრივისა მორჩილებითა მსახურონ. მამა-დედანივე არიან უფალნიცა, გამზრდელნი და მოძღვარნი. ვინათგან ჭირთა ნახვენ, გვმართებს პატივისცემა.
56
მ: რა არს მესუთე მცნება?
ყ: „არა კაც კლა“16.
57
მ: თუმცა კაცის კლვა არა ბრძანა ღმერთმან, რასათვის მოჰკლვენ მეფენი და მეპატრონენი?
ყ: უკეთუ მეფენი უბრალოსა მკვლელობასა იქმონენ, შჯულსა ღმრთისასა დაჴსნიან, არამედ დამნაშავეთა კაცთა კლვა სამართალი არს, რათა სოფელი მშვიდობით ეგოს მეშფოთეთა და ავაზაკთა მიერ და არა იმძლავრნენ კაცნი.
58
მ: რაოდენ არიან საქმენი კაცის კლვისანი?
ყ: რომელმან მოკლას კაცი თვინიერ სამართლისა, რომელი ჯერ-არს მეფეთაგან მიზეზითა რითამე; კაცის კლვა არს თავისა თვისისა მოკლვა გულისწყრომით ანუ შიშით; კაცის კლვა არს სამსალის შესმევა, გინა ორსულის დედაკაცის შვილის მორყვნა რითაც მიზეზითა; კაცის კლვა არს ტანჯვა ძლიერი, გვემა უწყალო, მოკვეთა ასოთა, დაწვა თუალთა და მისთანანი;(20) კაცის კლვაა უბრალოდ შესმენა, გინა პატიოსანისა ვისიმე მოყივნება და ბოროტის სახელის განთქმა, - და ცოდვა ესე არცა მიეტევების მომაყივნებელსა, უკეთუ თვითვე არა საანჯმნოდ აღიარა, ვცოდეო, რამეთუ მტერობით ტყუვილად მოვაყივნეო, ქებით უნდა ასახელოს.
59
მ: რა არს მეექვსე მცნება?
ყ: „არა იმრუშო“17.
60
მ: რასათვის მხოლოდ მრუშება დაჴსნა და არა ყოველივე ბილწება?
ყ: უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან ყოველთა ბილწებათა მრუშებად უწოდა, წმიდასა სახარებასა შინა გამოაჩინა: „რომელმან იხილა შვენიერი გულისთქმად, მუნვე იმრუშა გულსა შინა თჳსსაო“18. ვინათგან თუალით ხილვის გულისთქმა მრუშებად შეირაცხა, ამისთვის გვიღირს თუალთა შეკრძალვა. მრუშება არს: ჩუკენობა, უასაკოთა განხრწნა, ქალწულისა დამდაბლება, ქრმიანისა თანა დაწოლა, ქურივთა თანა სიძვა, მოწესესა თანა ლირწება, ნათესავთა და ნათლიასთან შეგმანება, სოდომური ცოდვა, პირუტყვთა თანა აღრევა. ესე ყოველივე მრუშება არს. ამის ყოვლისაგან უცხო ვიქმნეთ, რამეთუ პავლე მოციქული იტყვის: «ყოველივე ცოდვა გარეგან ჴორცთა არს, ხოლო სიძვა - შინაგან ჴორცთასა“19.
61
მ: რა არს მეშვიდე მცნება?
ყ: „არა იპარო“20.
62
მ: რაოდენ სახე არიან მპარაობანი?
ყ: ღამით იდუმალ პარვა, დღისით ავაზაკობა, მოგზაურთა ძრცვა, სავაჭროსა შინა ანგარებისათჳს ტყუვილი ფიცი, საწონისა და ადლისა მეტნაკლებობა, სასწორის სიმრუდე; პარვა(21) არს, რაჲც დააკლო მოყვასსა, გინა პოვა რამე და უფალსა მისსა არა მისცა; პარვა არს ძმათა და მოყვასთა საზოგადოსაგან წილის დაკლება; გინა საზღვრისა მალვით გარდაცვლა; პარვა იუდა ისკარიოტელის მსგავსება არს. ვივლტოდეთ ამა სენისაგან!
63
მ: რა არს მერვე მცნება?
ყ: „არა ცილი სწამო“21.
64
მ: რაოდენ სახე არიან ცილის წამებანი?
ყ: ცილის წამება არს ტყუვილად მოწმობა, ნაცილად შეწამება, გინა რაჲც ტყუვილი, წყევლა, გინება, ცრუმეტყველება, ძვირის ზრახვა, კაცთ მოყივნება, ხვაშიადის განთქმა და რაჲც ენით კაცთა ზიანი იქმნებიან.
65
მ: რა არს მეცხრე მცნება?
ყ: „არა გული გითქმიდეს ცოლსა მოყვსისა შენისასა“22.
66
მ: რასათვის გულის უთქმელობა მხოლოდ კაცთა ამცნო დედათა მიმართ და არა ქალთაცა კაცთა მიმართ?
ყ: ვითარცა მამაცსა აყენებს დიაცისა მიმართ გულისთქმად, ეგრეთვე დიაცთაცა მამაცისა მიმართ, არამედ ვინათგან დიაცნი უფრორე მორცხვნი და განკრძალულ არიედ, ამისთჳს ქალთა სახელი დაიდუმა და მამაცისა წარმოაჩინა, თუარემადა სწორე არიან ცოდვანი მამაკაცისა და დედაკაცისანი.
67
მ: ყოველივე გულისთქმა ბოროტ არსა?
ყ: სამ არიან სახენი ბოროტთა გულის-თქმათანი: პირველი - ეშმაკისა მიერ დათესვა, მეორე - გემოვნება მისი, მესამე - დამტკიცება. პირველი დათესული ბოროტი გულისთქმა უკეთუ ადრე(22) განაძო, აღარა იქმს ცოდვასა და მძლედ გამოჩნდების, ხოლო უკეთუ გემოვნება შეიტკბო, შობს ცოდვასა, გარნა არა მომაკუდინებელსა, და უკეთუ დაგემებული იგი დაამტკიცა, ესე არს მომაკუდინებელი ცოდვა, ვითარცა იგი აღსრულებული.
68
მ: რა არს მეათე მცნება?
ყ: „არა გული გითქმიდეს ყოველთა მონაგებთა მოყვსისა შენისათა“23.
69
მ: რა არს ყოველი მონაგები მოყვსისა?
ყ: აგარაკი, სახლი, ვენაჴი, წალკოტი, საქონელი და საყოლელი და სამკაული მათი, არათუ ოდენ წართმით და მიხმით, არამედ არცაღა-თუ გულისთქმით მოვინებოთ საწყენი სხვათა და ესრეთ სრული მართალმადიდებელნი ვიყვნეთ.
70
მ: უკეთუ მოყვსისა მონაგები მამეწონოს და არა შემშურდეს, არამედ გულმან მითქვას, - ჱე, თუმცა ამისებრივი მეცა მომეცეს, - ესე რაჲ?
ყ: ეგე კეთილ არს ღმრთისა მიერ თხოვითა და თვისითა სარეწავისა და მუშაკობითა მოსყიდვითა.
71
მ: მაშა, ქრისტემან ესე შჯულნი არა დაჴსნნა არცა ერთი?
ყ: არცა ერთი დაჴსნა, - დაღათუ აკლდა, შეასრულა, ვითარცა წეღან გითხარ.
72
მ: მაშა, რაჲ შესცოდა სიკუდილად დასასჯელი ქრისტემან?
ყ: ესე შესცოდა: მკუდარნი მათნი აღადგინნა, ბრმათა აღუხილნა, უტყვთა ენა მისცა, მკელობელნი ავლინა, კეთროვანი განსწმიდა და ყოველი სნეულებანი მათნი განჰკურნა.
73
მ: მაშა, ჯვარსა რად დამოჰკიდეს?
ყ: შურისათჳს, ვინათგან შჯულის მეცნიერთა მართლიად შჯულთა დამარხვასა ეტყოდა(23).
74
მ: ვითარ იყო სიკუდილი ქრისტესი?
ყ: მას ღამესა, ოდეს მიეცემოდა, ესოდენ შრომით ილოცვიდა, ვიდრე ოფლი მისი იქმნა, ვითარცა ცვარი სისხლისა გარდამომავალი ქუეყანასა ზედა.
75
მ: რა საჴმარ იყო ქრისტესთვის ლოცვა,ვინათგან ღმერთი იყო?
ყ: არათუ ქრისტესათჳს საჴმარ იყო ლოცვა იგი, არამედ რათა ჩუენ გვასწაოს, განსაცდელსა შინა ვითარ გვიღირს გარდამატებული ლოცვა, და რაჲცა ვთხოოთ ღმერთსა, მისსა ნებასა ზედა მივაგდებდეთ: არათუ ვითარცა მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ გენებოს.
76
მ: განასრულე სიტყვა ვნებისათჳს.
ყ: შუაღამესა შეიპყრეს და მიიყვანეს ეზოსა კაიაფასასა, განბასრეს, ნერწყვიდეს პირსა, დააბეს სვეტზედა და სცემდეს უწყალოდ, დაადგეს გვირგვინი ეკლისა და ძოწეული შემოსეს და ყოველივე სიბოროტე აღასრულეს მის ზედა. სამ ჟამ დასაჯეს ჯვარცმად, ექვს ჟამ ჯვარს აცვეს და დაბნელდა მზე, მეცხრესა ჟამსა განუტევა სული და შთაჴდა ჯოჯოხეთად და აღმოიყვანა ადამ და რჩეულნი ძენი მისნი, სათნოყოფილნი ღმრთისანი, და აღდგა მესამესა დღესა.
77
მ: რასათჳ იყვნენ სათნოყოფილნი ღმრთისანი ჯოჯოხეთსა შინა?
ყ: ვინათგან ადამ გარდაჰჴდა მცნებასა ღმრთისასა, ვიდრე ქრისტეს მოსვლამდე კარნი სასუფეველისანი დაჴშულ იყვნეს და სადა შევიდოდეს? მეორედ ამისთვის, რამეთუ შემცოდეთა კაცთა ძენი ვიდრე ჟამამდე შეცოდებასა ქვეშე მამისა მათისასა იქმნებიან.
78
მ: ყოველნი მყოფნი ჯოჯოხეთისანი არა აღმოიყვანა ქრისტემან?
ყ: ყოველთა მყოფთა ჯოჯოხეთისა აღმოყვანებ(24) ასა მარკიანნი მწვალებელნი(25) იტყოდეს, რომელ ჯოჯოხეთსა შინა არავინ დაუტევაო, - არამედ ტყუოდენ. უეჭველად მართალნი და წმიდანი აღმოიყვანნა და წარმართნი და ცოდვილნი დაუტევნა.
79
მ: მართალნი და ცოდვილნი რასათჳს იყვნეს ერთბამად ჯოჯოხეთსა შინა?
ყ: მართალნი და უღმრთონი არათუ ერთსა ჯოჯოხეთსა შინა იყვნეს: უღმრთონი ჯოჯოხეთსა ტარტაროზისასა იყვნეს, ხოლო სათნონი ღმრთისანი - დილეგსა შინა მამამთავართასა, სადა არა იყო ტანჯვა და არცა ნათელი, არამედ გამოჴსნასა მოელოდეს ქრისტეს მიერ.
80
მ: სადა წერილ არს მამამთავართ დილეგსა შინა შთასლვა ქრისტესი?
ყ: პეტრეს პირველი კათოლიკეს მესამეს თავსა შინა: „რომელთაცა საპყრობილესა მას სულთასა მივიდა და ქადაგა“24 და მათეს სახარების კზ {27-ე} თავსა შინა: „საფლავნი აღეხვნეს და მრავალნი გვამნი შესვენებულთა წმიდათანი აღდგეს და გამოვიდენ საფლავებით მათით და შემდგომად აღდგომისა მისისა შევიდეს წმიდად ქალაქად და გამოეცხადნენ მრავალთა“25.
81
მ: რომელნიც ჯოჯოხეთით აღმოიყვანნა, შემდგომად აღდგომისა რა უყო მათ?
ყ: აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა ვიდრე ქუეყანასა ზედა იქცეოდა, თანა ჰყვა ყოველივე სუფევითა დიდებისა მისისათა.
82
მ: ოდეს ქრისტემან ჯვარსა ზედა ივნო, კაცებამან ივნო ანუ ღმრთაებამანცა?
ყ: კაცებამან ივნო, ხოლო ღმრთაება ეგო უვნებელად.
83
მ: სადა იყო ღმრთაება ვნებასა მას შინა?
ყ: მუნ მის თანა განუშორებელად.
84
მ: ვითარ დაადგრა უვნებელად, უკეთუ მის თანა(26) განუშორებელად იყო?
ყ: მაგა დიდსა წვალებასა პეტროს(27) კანაფელი იტყოდა, რომელი იყო ანტიოქელი პატრიარქი, რომელმან მრავალნი შეაცთუნა.
85
მ: მაშა, ვითარ იყო, განმარტე.
ყ: ამა სახითა გაჩუენო: უკეთუ ერთსა ხესა ზედა ადგეს ნათელი მზისა და კაცმან ვინმე სცეს ხესა მას ცულითა, ხე იგი ვნებულ იქმნების, ხოლო ნათელი მზისა უვნებელ, გარნა თანა არს ხისა მის ვნებულისა უვნებელად იგი ესრედ სახედ: კაცებამან ივნო, ხოლო ღმრთაება ეგო მის თანა უვნებელად.
86
მ: ოდეს ქრისტე აღდგა, შემდგომად აღდგომისა კაცობრივი ჴორცნი ესხნეს ანუ არა?
ყ: ჭეშმარიტად ჴორცითა კაცობრივითა, უკვდავითა და უხრწნელითა, აღდგა. უჴორცოდ აღდგომასა კაიანი(28) მწუალებელნი იტყვიან. რასა ეტყვის მოციქულთა: „სულსა ჴორც და ძვალ არა ასხენ, ხოლო ესე რა მხედავთ, რამეთუ მასხენ“26 და მიყო თომა ჴელი და იხილა გვერდი უფლისა და სამსჭვალთა ადგილი თითითა.
87
მ: ოდეს ქრისტე აღდგა, ვის უწინ ეჩუენა?
ყ: პირველად მარიამ ღმრთისმშობელსა და წარმოუდგინა ნათლიმცემელი და მამამთავარნი, „დედაო, ამათთვის იყო ვნება ჩემი და მწუხარება შენიო“, და მერმე მარიამ მაგდანელელსა ეჩუენა და სხვათა მათ და ყოველთა მოციქულთა.
88
მ: შემდგომ აღდგომისა რაოდენგზის ეჩუენა მოციქულთა ქრისტე?
ყ: ორმეოცთა მათ დღეთა ათორმეტგზის ეჩუენა, ხოლო სამგზის ჭამა.
89
მ: რად საჴმარ იყო საჭმელი ქრისტესთჳს შემდგომად აღდგომისა?
ყ: ამისთჳს ჭამა, რათა მართლმადიდებელთა დამტკიცებულად რწმენეს ჴორცითა აღდგომა(29) ქრისტესი და მწვალებელთა სიტყვითა არა მიდრკენ.
90
მ: ოდეს ქრისტე ამაღლდა, ჯოჯოხეთით აღმოყვანებულნი სულნი თანა აღიყვანნა ანუ მერმე აღასხნა?
ყ: თანა აღიყუანნა ერთბამად.
91
მ: მუნამდე არავინ შესულიყო სასუფეველსა შინა?
ყ: ავაზაკი იგი, რომელმან აღიარა, მასვე ჟამსა შევიდა, ოდესცა ქრისტემან ჰქვა: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა შინაო“27.
92
მ: სამოთხისა ყოფა ქუეყანასა ზედა წერილ არს. ავაზაკი სადა შეიყვანა სასუფეველად, ვინათგან უქადაგა სამოთხედ შეყუანება? რად არა უთხრა სასუფეველად შეყუანება?
ყ: მაშინ სასუფევლისა სახელი განცხადებულად არცა-ღა-თუ მწიგნობართა და ფარისეველთ იცოდეს. ავაზაკსა სადა-უკუჱ ეცოდინებოდა? ამისთვისცა სამოთხის სახელის ქადებითა მსასოებელ-ყო და რომელთამე ენასა შინა ესრეთცა ითქმის: სამოთხე ზეცისა და სამოთხე ქვეყანისა, თვარემა სასუფეველად შეიყვანა და არა სამოთხედ. სადაცა ქრისტე იყო, მუნ სასუფეველი არს და მის თანა შეიყუანა.
93
მ: ოდეს ქრისტე ამაღლდა, ვინ იხილა?
ყ: წმიდამან დედამან მისმან და მოციქულთა და მოწაფეთა ყოველთავე იხილეს ზეცად აღმავალი და აწ მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
94
მ: არიანა ამაღლებისა მოსწავებანი ძველის შჯულისა წიგნთა შინა?
ყ: დავით იტყვის მვ {46-ე} ფსალმუნსა შინა: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ჴმითა საყვირისათა“28; რთ {109-ე} ფსალმუნსა შინა „ჰქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯვენით ჩემსა“29 და სხვანიცა მრავალნი წამებანი.
95
მ: ვიდრე ქრისტე ქუეყანად იყო, ლოცვანი რაჲ ასწავლნა მოწაფეთა თჳსთა?(30)
ყ: „მამაო ჩუენო, რომელ ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტეობთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან“30.
96
მ: რა ლოცვა არს ეგე ანუ რაჲ სათხოველნი ითხოვებიან მაგასა შინა?
ყ: ყოველნი სათხოველნი ამის საწუთროსანი და მას საუკუნოსანი ამა ლოცვასა შინა ითხოვებიან და ღმრთისა წინაშე კადნიერება დიდი უფროსად ყოველთასა და სათხოველნი შვიდნი არიან, რომელთა შინა შემოკრბებიან ყოველნივე, რაჲც ჯერ-არს თხოვად ღმრთისა.
97
მ: რა არს კადნიერება დიდი, მჯობი ყოველთა?
ყ: ესე რამეთუ ღმერთსა ცათა მყოფსა მამად ვხადით ცოდვილნი კაცნი და მამა არს ჩუენი დამბადებელობითაცა და შემდგომად ნათლისღებითა შვილ ღმრთისა ვიქმენით და, ვითარცა შვილნი მამასა, რაჲ გვიჴმს, ვითხოვთ და სასოება გუაქვს მოცემად, რაჲ ვთხოოთ ჯეროვანად.
98
მ: რომელნი არიან შვიდნი იგი თხოვანი შემომკრებელნი ყოველთა საწადელთანი?
ყ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“ - ესე იგი არს, რათა ყოველთა სოფელთა მართლმადიდებლობა მიეფინოს და ყოველთა ადამიერთათჳს ღმერთი საცნაურ იყოს და ყოველთა კაცთაგან წმიდა სახელი მისი იდიდებოდეს; „მოვედინ სუფევა შენი“ - ესე იგი არს, რათა აღნათქუამი მისი სუფევა, რომელი მოცემად არს, ადრე მოვიდეს და განვერეთ ბრძოლათა ეშმაკისათა და საცთურთა ჴორციელთა და შფოთთა მსოფლიოთა და მივემთხვივნეთ(31) სანატრელსა მის თანა ყოფასა, საუკუნომდე განსვენებასა; „იყავ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“ - ესე იგი არს, ვითარცა ცათა მყოფნი ანგელოზთა ძალნი ნებამყოფელ ღმრთისა არიან. იგი მადლი მოგვცეს,რათა ქუეყანასა ზედა სრულობით ნება ღმრთისა იქმნებოდეს და არავინ წარწყმდეს და აღვიდენ სასუფეველად; „პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს“ - ესე იგი არს, რათა მდღევართა საზრდელთა და სხეულთა სამოსელსა მოგვცემდეს, ვინათგან თვინიერ ამათსა ვერა შემძლებელ არს ჴორცნი მსახურებად უფლისა და ამა საჴმართა მიერ ვიცოცხლოთ და არა დავაკლდეთ აღსარებასა და წმიდასა ზიარებასა, რომელი არს პური ცხოვრებისა; „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი, ვითარცა ჩვენ მიუტეობთ თანამდებთა“ - ესე იგი არს, რაოდენიცა შეგვიცოდებია ღმრთისათჳს, მოგვიტეოს და თანაგვაცს, რათა შემცოდეთა ჩვენთა ჩუენცა მიუტეოთ, და უკეთუ ჩუენ კაცთა, მსგავსთა მათ ჩვენთა ძმათაგანსა, არა მიუტეოთ მცირედნი, ღმერთმან მართლმსაჯულმან ვითარ მოგვიტეოს ურიცხვნი და უამრავნი შეცოდებანი იგი ჩუენნი? „ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“ - ესე იგი არს, რათა დაგვიფაროს და განგუარინოს მომავალისა ბოროტისაგან და მშვიდობა გვქონდეს; „არამედ გვიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან“ - ესე იგი არს, რაჲცა წარმავალისა ამის სოფლისა საზრუნავი არს, აწ ჟამსა ამას ამისგან გვიჴსნას, რაჲცა სულისა ჩუენისა მავნებელი არიან,რათა ვიყვნეთ შვილ ღმრთისა, მამისა ჩუენისა.
99
მ: ამა ლოცვითა ესე ყოველნივე მოგვენიჭებიან?
ყ: ჱე, ესენიცა და სხუანიცა, რაჲცა ჯეროვანად ვითხოოთ ღმრთისაგან სრულითა გულითა ჩუენთჳს გინა სხვათათჳს(32), ცოცხალთა და მკუდართა, მართლსარწმუნოებით აღსრულებულთათჳს.
100
მ: სხვა რაჲ ლოცვა არს შემდგომი ამისი?
ყ: „გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენ თანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, - იესო. წმიდაო მარიამ, დედაო ღმრთისაო, მეოხ გეუყავ ჩუენ ცოდვილთა აწ და ჟამსა სიკუდილისა ჩუენისასა. ამინ“.
101
მ: ვინ თქუა ლოცვა ესე?
ყ: „გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენ თანა“31 - გაბრიელ მთავარანგელოზმან თქუა; „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა!“32 - ესე წმიდამა ელისაბედ, და სხვანი წმიდა ეკლესიამ შესძინა.
102
მ: რასათჳს „მამაო ჩვენო“ და „გიხაროდენი“ უფროსად მიგაჩნს ყოველთა ლოცვათასა?
ყ: „მამაო ჩუენო“, ვინათგან თჳთ მაცხოვარმან განგვიწესა და საუფლო ლოცვა არს, ხოლო „გიხაროდენ“ მისა შემდგომად დედისა მისისა სახარებელი და საქებელი, რამეთუ „გიხაროდენი“ ფრიად უყვარს მარიამ ღმრთისმშობელსა,უფროსად საყვარელსა ღმრთისასა და მეოხსა ცოდვილთასა.
103
მ: ვითარ იყვნეს ცხორებანი და ჟამნი წმიდისა მარიამ ღმრთისმშობელისანი?(33)
ყ: სამის წლისა ტაძრად მიყუანებულ იქმნა; ათერთმეტ წელ მუნ ისწავლიდა შჯულიერთა საქმეთა ზაქარია მღვდელმოძღვრისა მიერ, რომელმან მრავალგზის იხილნა ანგელოზნი მსახურებად მარიამისა; ათოთხმეტისა წლისა იოსებს მიეთხოვა; მეათხუთმეტესა წელსა ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმან და შვა უფალი ჩვენი, იესო; ოცდაათსამეტსა წელსა ძესა თჳსსა მსახურებდა; ქრისტეს ამაღლებისა შემდგომად დაყო წელიწადი ათხუთმეტი. ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი სამეოცდასამ, ხოლო რომელნიმე ექვსთა თთვეთა ნამეტნავსა იტყვიან.(34)
104
მ: ვითარ მიიცუალა?
ყ: არა დასნეულდა, არა ელმოდა, ვითარცა შობასა; მიცვალებისა ჰამბავიცა გაბრიელ მთავარანგელოზმან მოართვა, ყოველნი მოციქულნი მუნ მოკრიბნა წამისყოფამან ღმრთისამან, გარნა თომა არა იყო განგებულებითა ზეგარდამოთა. ოდეს დაკრძალეს საფლავი, სამ დღე-ღამე გალობა ისმოდა საფლავით. მესამესა დღესა მოიწია თომა მოციქული. განაღეს საფლავი დედუფლისა თომასათჳს და არღარა პოვეს საფლავსა შინა, რამეთუ მისცვალა ძემან მისმან და მიგვარა მამასა და დასვეს საყდართა უმაღლეს ყოველთა ზეცისა ძალთასა და დაადგეს გვირგვინი ღირსებისაებრ მისისა და აწ მჯდომარე არს მარჯუენით წმიდისა სამებისა.
105
მ: სადა არს მაგისი მოწამე ძველის შჯულის წიგნსა შინა, რომელ მჯდომარე იყოს მარჯვენით წმიდისა სამებისა?
ყ: დავით იტყვის მდ {44-ე} ფსალმუნსა შინა: „დადგა დედუფალი მარჯვენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკული და შემოსილი პირად-პირადად“33.
106
მ: შემდგომად ქრისტეს ამაღლებისა მოციქულთა რაჲ დაგვიდვეს შჯულად?
ყ: რა სული წმიდა მოევლინა და ცეცხლისა ენანი დაადგრა თჳთეულთა, განგვიწესეს პატარა მრწამსი და შვიდი საიდუმლო, ქრისტეს მიერ მოცემული, ძველი და ახალი აღთქმის წიგნი და, რაჲც წმიდამა ეკლესიამან განგვიწესოს, მისი მორჩილებით თავსდება და არა გარდასლვა, და წარვიდეს ქადაგებად და მოსწყდეს ქრისტესთჳს.
107
მ: რა არს პატარა მრწამსი? (35)
ყ: აღსარება სარწმუნოებისა, რომელი თქუეს ათორმეტთა მოციქულთა ათორმეტნი ტაეპნი მოკლენი.(36)
108
მ: რომელნი არიან ათორმეტნი იგი ტაეპნი ანუ რომელმან რომელი თქუნა?
ყ: [ა.] პეტრემ - „მრწამს ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა“;
ბ. იაკობ დიდმა - „და უფალი ჩუენი იესო ქრისტე, ძე მისი მხოლოდშობილი“;
გ. იოანემ - „რომელი სულისა მიერ წმიდისა მუცლად ღებითა მარიამისაგან ქალწულისა იშვა“;
დ. ანდრია - „პონტოილე(37) პილატეს ზე ივნო, ჯვარს ეცვა, მოკვდა და დაეფლა“;
ე. ფილიპე - „ჯოჯოხეთად შთაჴდა და აღდგა მესამესა დღესა მკუდრეთით“;
ვ. თომა - „ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა“;
ზ. ბართლომე - „მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკუდართა“;
ჱ. მათე - „მრწამს სული წმიდა“;
თ. იაკობ უმცროსი - „წმიდა კათოლიკე ეკლესია და ზიარება წმიდათა თანა“;
ი. სიმონ - „მოტევება ცოდვათა“;
ია. იუდა თადეოს - „აღდგომა ჴორცითა“;
იბ. მატათია - „ცხორება საუკუნო. ამინ“.
109
მ: მაგა ათორმეტთა თქმულთა ძალნი მნებავს განმარტებით წარმოაჩინო.
ყ: პირველად დაამტკიცებს და აღიარებს ერთსა ღმერთსა დაუსაბამოსა და დაუსრულებელსა მამასა ბუნებით ძისა თჳსისასა, რომელ შვა პირველ ყოველთა საუკუნოთა; და კვალად მამა არს ყოველთა დაბადებულთა დამბადებელობითა, რომელმან არარასაგან შექმნა ყოველი38)ვე (ხილულნი ცანი და ქვეყანა და ცხოველნი და სამკაულნი მათნი და უხილავნი ანგელოზნი, სასუფეველი და სულნი კაცთანი და სხვანი რაჲცა. და მამა არს ჩვენ ქრისტიანეთა ნათლისღებისა მიერ, რომელნი შვილ ღმრთისა ვიწოდენით;
ბ. და უფალი იესო ქრისტე, - ძე და სიბრძნე მამისა, თანასწორი ღმერთი ჭეშმარიტი, დაუსაბამო, დაუსრულებელი და დამბადებელი და შემოქმედი ყოველთა, ვითარცა მამა;
გ. იესო ქრისტე, - სრული, ჭეშმარიტი ღმერთი, ღმრთისა მამისა განგებითა და სულისა მიერ წმიდისა მარიამ ქალწულისაგან განჴორციელდა, სრული კაცი იქმნა და იშვა ქუეყანასა ზედა უმამოდ, ვითარცა ცათა შინა შობილ იყო უდედოდ;
დ. და ჩუენ, კაცთა, ცხოვრებისათჳს უსასყიდლო სისხლი თვისი დასთხია და აიხვნა ცოდვანი სოფლისანი, პონტოელის პილატეს ზე ივნო და შეურაცხად ჯვარითა მოკუდა და დაეფლა;
ე. სული ქრისტესი შთაჴდა ჯოჯოხეთად და აღმოიყვანნა მამამთავარნი და წინასწარმეტყველნი და აღდგა მესამესა დღესა;
ვ. შემდგომად აღდგომისა გამოეცხადა მოციქულთა და აყუედრა ურწმუნოება აღდგომისა მისისა და განამტკიცნა იგინი და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა;
ზ. კუალად მეორედ მოვალს დასასრულსა სოფლისასა დიდებითა და ძლიერებითა, რათა კაცად-კაცადთა საქმენი განიხილნეს და ყოველთავე მიაგოს საქმეთა მათთაებრ: კეთილისა მოქმედთა - კეთილი და ბოროტისა მოქმედთა - ბოროტი;
ჱ. და მესამე გუამი სული წმიდა, ღმერთი და უფალი, რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს და მამისა და ძისა თანასწორ არს, დაუსაბამო და დაუსრულებელი და ყოველთა შემოქმედი, ვი(39).თარცა მამა და ძე.
თ. ვინათგან შეიყვარა ქრისტემან სძალი თჳსი - წმიდა ეკლესია და ბრძანა ერთი შესაკრებელი ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა და რომელმანცა ნათელიღოს და რწმენეს მართალი სარწმუნოება იესო ქრისტესი, მათგან ჯერ-არს მორჩილება რომის პაპისა, რომელი დაად გინა გამგებელად ეკლესიისა და შემდგომად ქრისტესა ქუეყანასა ზედა მჯდომარე არს.
110
მ: ვინ დაადგინა რომის პაპი ეკლესიის თავად, სადა არს მაგისი მოწმობა?(40)
ყ: თჳთ ქრისტემან, ოდეს ჰრქუა პეტრეს მათეს სახარების ივ {16-ე} თავსა შინა: „შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემიო, რომელსა ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო“34.
111
მ: ეგე სარწმუნოებისათჳს უთხრა პეტრეს, ესრეთსა მტკიცესა სარწმუნოებასა ზედა აღვაშენებ ეკლესიასაო. მანდა რომის პაპისა ქრისტეს მაგიერობა არა არს.
ყ: ოდეს ქრისტე ამაღლდებოდა, პეტრესვე რქვა იოვანეს კა {21-ე} თავსა შინა: „აძოენ კრავნი ჩემნიო და დამწყსენ ცხოვარნი ჩემნიო“35, მას მიაბარნა ყოველნი სამწყსო და მისცა მწყემსობა.
112
მ: ეგე სიტყვა პეტრესათჳს იყო. სადა არს რომის პაპის სახელი?
ყ: რასათჳს უთხრა ლუკას სახარების კბ {22-ე} თავსა შინა ქრისტემან პეტრეს: „სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვა თქვენ აღცრად ვითარცა იფქლი, ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოება შენი და შენ განამტკიცე ძმანი შენნი“36. რაჲცა პეტრეს ჰრქვა მწყემსობა და კლდეობა, ყოველივე რომის პაპისათჳს იყო, უკეთუ არა,(41) სიტყვა ესე არა პეტრესათვის უნდა ეთქვა, რომელმან მას ღამესა უარყო სამგზის. ჯერ-იყო ესე სიტყვა სხვათა მათ მოციქულთათვის ეთქვა, პეტრეს მოაკლდების სარწმუნოება ამას ღამესაო და უარმყოფსო და თქვენ განამტკიცეთო, არამედ ესე სიტყვანი პეტრეს მოსაყდრეთა რომის პაპთათჳს ბრძანა, ვინათგან უწყოდა შემდგომად განდრეკილობა სხვათა ეპისკოპოსთა. კუალად რომის პაპის მიერ ჯერ-არს განმტკიცება მათი.
113
მ: ვიეთნიმე იტყვიან, დასავლისა მწყემსმთავარი რომის პაპი არისო და აღმოსავალისა - სხვანი პატრიაქნიო.
ყ: დიდი მწყემსი თჳთ ქრისტე იოანეს სახარების
ი {10-ე} თავსა შინა იტყვის: „იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემსო“37. ეგე მრავალმწყემსობა ვისი თქმული არს?
114
მ: რასათჳს ითქმის ეკლესია იგი წმიდად და კათოლიკედ?
ყ: წმიდად ამისთვის ითქმის, რამეთუ სიძე და თავი მისი არს ქრისტე და ასონი ასხიან წმიდა ნაყოფი და მოქმედებული მისი წმიდა, და არა იქმნების მის მიერი სიმრუდე კნინიცა ოდენ. სარწმუნოება, შჯული და საიდუმლონი ჰქონან წმიდა; ხოლო კათოლიკედ ამისთჳს იწოდების, რამეთუ საყოველთაოე არს.
115
მ: რა არს ზიარება წმიდათა თანა?
ყ: ლოცვითა და ქუელის საქმეთა და მადლითა მას შინა ქმნილთა ნაწილის მიღება.
116
მ: თარგმნე მეათე ტაეპი მრწამსისავე.
ყ: წმიდასა მას ეკლესიასა მოსცა სიძემან მისმან იესო ქრისტემან ძალი და შეძლება ცოდვათა მიტევებისა და მუნ დასხნა საიდუმლონი თჳსნი წმიდანი და მის გამო აქუს ჴელმწიფე(42) ბა . უკეთუ მოინება ცოდვილმან, შეიცვალების მის მიერ ღირსად და ქვანი - შვილად აბრაჰამისად,რამეთუ ნათლისღებითა და აღსარებითა შვილნი ეშმაკისანი მას შინა შვილ ღმრთისად შეიცვალებიან.
117
მ: მეათერთმეტე ტაეპი და მეათორმეტეცა მითხარჲ(43) .
ყ: ია. ქრისტეს მეორედ მოსვლასა ყოველნი მკუდარნი აღდგენ და ჴორცნი მათნი, რომელ ემოსნეს, იგივე უხრწნელებით შეიმოსონ წამისყოფითა ღმრთისათა და საყვირის დაცემითა ანგელოზისათა. იბ. კეთილის მოქმედთა მიენიჭოს ცხორება საუკუნო და ხილვა პირისა ღმრთისა, ხოლო უშჯულოთა და ცოდვილთა - ჯოჯოხეთი საუკუნო და ტანჯვა დაუსრულებელი, ხოლო ამინ არს ჱე, ჭეშმარიტად. ესრეთ მრწამს და ესრეთ აღვიარებ ყოველთა ამათ თქმულთა.
118
მ: რომელნი არიან შვიდნი საიდუმლონი?(44)
ყ:ა.ნათლისღება,
ბ.ქრისტვნა,
გ.ზიარება,
დ.აღსარება,
ე.სნეულის ზეთის კურთხევა,
ვ.მღვდელობა,
ზ. ქორწინება.
119
მ: არიანა ძველთა წერილთა მოსწავებანი შვიდთა საიდუმლოთანი?
ყ: დასაბამად შვიდნი იგი დასხმულნი დღენი და შვიდნი ვარსკულავნი მნათობნი მავალნი, სოლომონის ქმნილი შვიდჴერი სასანთლე, და იგავთა მეცხრეს თავისა თქმული: „სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი და ქუეშე შეუდგა შვიდნი სვეტნი“38, რამეთუ სიბრძნე ძე ღმრთისა არს და სახლად იშენა ეკლესია და სვეტნი ეკლესიისანი - შვიდნი საიდუმლონი და მრავალნი სხვანი არიან წამებანი.
120
მ: რა ძალუც შვიდთა მათ საიდუმლოთა?(45)
ყ: მათ მიერ მოგუენიჭებიან მადლნი ღმრთისანი და უკეთუ ჩუენ უმეცრებითა წარვწყმიდოთ, მათვე საიდუმლოთა ძალითა ვპოებთ და მოგვეცემის.
121
მ: ვითარ იქმნების მათ მიერ ეგე?
ყ: ესრეთ განიხილე: თუცა სულთა ჩუენთა ჴორცნი არა ესხნენ, ვითარცა ანგელოზნი ვიქმნებით, არამედ ვინათგან ღმერთმან ესრეთ ინება და უსხეულო სხეულთა შინა შეაწყვდივა და არიან ორნივე ერთ გუამ. აწვე უხილავი უხილავად მადლითა ღმრთისათა აღორძინდების, ხოლო ხილული ესე ჴორცი ხილულითა საზრდელითა.
122
მ: ვითარ იტყვი, განმარტე!
ყ: ესე არს სხეულიანთა ცხოველთა ყოფანი: პირველი - შობა, მეორე - განტკიცება, მესამე - აღორძინება, მეოთხე - უკეთუ დასნეულდა, კურნება, მეხუთე - შეჭურვა და ბრძოლა მტერისა, მეექვსე - მოურნისა ყოლა წინამძღვრად, მეშვიდე - რათა განმრავლდენ ქუეყანისა შენებისათჳს და არა მოაკლდეს კაცრიელობა. ესრეთვე უხილავისა სულისათჳს არს, რამეთუ პირველად - მადლითა ღმრთისათა სული ჩუენი იშვების ნათლისღებითა და შვილ ღმრთისა იქმნების, მეორედ - სიყრმისა მტკიცედ გება მირონისა ცხებითა განმტკიცდების, მესამედ - აღორძინება (წმიდა ზიარება ზრდის), მეოთხედ - უკეთუ მადლი იგი წარწყმიდა და დასნეულდა, აღსარებითა მასვე მადლსა ჰპოებს და განიკურნების, მეხუთედ - შეჭურვით განმზადება ბრძოლად, მოკუდავნი ზეთის კურთხევით შევიჭურვით და ეშმაკის ბრძოლად განვემზადებით, მეექუსედ - მეურნე გვიძღოდეს,მღდლის კურთხევა მოგვცემს მწყემსსა და მოურნესა, რათა კეთილსა გზასა ასწავლიდეს, მეშვიდედ - ქორწინება სიწმიდითა, რათა შვილიერ იქმნეს და განმრავლდეს ქრისტიანობა (46) სადიდებელად ღმრთისა.
123
მ: თუცა ქრისტიანი შვიდთავე საიდუმლოთა არა აღიარებდეს და ერთსა დააკლებდეს,არა არს მართლმადიდებელი ქრისტიანე?
ყ: კაცსა მრავალთა ასოთაგან რა ერთი აკლდეს, არა არს სრული კაცი. არცა-ღათუ შვიდეულსა აკლდეს დღე ერთი, არა არს მრთელი კვირა. ეგრეთვე საიდუმლოთა ამათგანი, რომელიცა რწმუნებად აკლდეს, არა არს ქრისტიანე.
124
მ:პირველი საიდუმლო ნათლისღება რომლითა შესრულდების?(47)
ყ: სამითა საქმითა: პირველად - მღდელმან სარწმუნო გონებით დაამტკიცოს: ნათელვსცემ ამას, ვითარცა ქრისტემ განაწესნა; მეორედ - წყალი მართალი წყალი იყოს: წყარო, მდინარე, ტბა, ანუ ჯურღმულთა, ანუ წვიმათა, ანუ თოვლთა, ესენი მართალნი წყალნი არიან, ხოლო ღვინითა, ვარდისწყლითა და მისთანათა რათამე - არა, რათა არა იქმნების ნათლისცემა; მესამედ - სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. უკეთუ ამა სამთაგან აკლია, არა შესრულდების ნათლისცემა.
125
მ: ვინ განგვიწესა ნათლისღება?
ყ: პირველად იოანემ ქმნა წყლით ნათლისცემა, ხოლო შემდგომად ქრისტემ ასწავა მოციქულთა ნათლისცემა სახელითა წმიდისა სამებისათა.
126
მ: რა ძალუც ნათლისღებასა?
ყ: ადამის ცოდვის განძარცვა, ქრისტეს მადლით შემოსა, სამების ცნობა, შვილ ღმრთისა ყოფა, ჯოჯოხეთის განრომა და სასაუფეველად აღსლვა.
127
მ: არიანა ძველის სჯულის წერილთა შინა მოწამენი ამა საიდუმლოსანი?
ყ: მოსეს წყალში ჩაგდება, ისრაილთაგან ზღვის განვლა, ლევიტელთაგან შჯულიერი განბანა, მღვდელთა მიერ ძელისა წყალში ჩაგდება და მით ისრაილთ განწმედა, კიდობნისაგან იორდანის დაყენება, ნემან ასურ(48)ის იორდანეში ბანება და მრავალნი სხვანი.
128
მ: უკეთუ უნათლავმან კაცმან მრავალი კეთილი ქმნას და მოკუდეს, რა-მე ეყოს?
ყ: ქრისტე ეტყვის ნიკოდიმოს იოანეს სახარების გ {3-ე} თავსა შინა: „უკეთუ არა იშვას წყლისა და სულისა მიერ, ვერ შევიდეს სასუფეველსა ცათასა“39.
129
მ: უკეთუ მღდელი არა იპოებოდეს და ყრმა მოკუდებოდეს, ვითარ ჯერ-არს?
ყ: უკეთუ მღდელი არა იყოს, - დიაკონმა ანუ მონაზონმა. უკეთუ არცა იგინი იყვნეს, ერისკაცმან ნათელსცეს.
130
მ: უკეთუ წიგნი არა იცოდეს, ვითარ სცეს ნათელი?
ყ: სადაცა ღონისძიება არ არის, ღმერთი უპოვარსა არა გამოეძიებს, არამედ მან კაცმან სამი იგი საქმენი უნდა იცოდეს, რომელი წეღან გითხარ.
131
მ: უკეთუ ნათლისღება ცოდვის გამწმედელი არს, რასათჳს ზედასაზედა არა ნათელვიღებთ?
ყ: შვიდთა ამათ საიდუმლოთაგან ნათლისღება, ქრისტვნა და მღდლის კურთხევა ორგზის არა მიეცემის. მიმღებელი და მიმნიჭებელი შეჩუენებას ქუეშ დარჩებიან.
132
მ: რაოდენნი არიან ნათლისღებანი?
ყ: სამნი: წყლითა, სისხლითა და ცეცხლითა, რამეთუ წყლით არს ნათლისღება ესე, რომელსა ვიქმთ, ხოლო სისხლითა - თუმცა უნათლავმა იესო ქრისტე აღიარა და ნათლისცემა არა ესწრა და ქრისტესთჳს მოკლეს, ხოლო ცეცხლითა - რომელი ქრისტეს სიყვარულითა შეიწვებოდეს და ნათლისღება სურდეს და არა ეპოებოდეს კაცი, რომელმანცა ნათელსცა და არცაღა აწამონ და ეგზებოდეს იესო ქრისტეს სიყვარულითა.
133
მ: მეორე საიდუმლოსა ქრისტვნასა,რომელ არს მირონის ცხება, რაჲ ძალუც?(49)
ყ: ვითარცა ნათლისღებითა შვილი ღმრთისა ვიქნებით, ეგრეთვე(50) მირონის ცხებითა სული ახოვან იქმნების და ქრისტეს სახელზედ აღიბეჭდების, და საცნაურ ცხოვარი და ქრისტეს მჴედარი იქმნების, სიკუდილისა და ეშმაკისაგან აღარ შეშინდების და ქრისტეს აღმსარებელად გამოჩნდების.
134
მ: არიან მოწამენი ამის საიდუმლოსანი ძველის შჯულის წერილთა შინა?
ყ: მეფეთა და მღდელთა ოდეს ზეთსა სცხებდეს და წმიდათა ტაბლათა, - ყოველივე მირონისა ამის სახე იყო.
135
მ: უკეთუ ნათელიღოს კაცმან და მირონი მუნ არა დაესწრას, რა-მე ყოს?
ყ: მირონი სხვა საიდუმლოა და ნათლისღება - სხვა, და ოდესცა ჟამი იყოს, მაშინ იცხოს.
136
მ: უკეთუ ნათელღებული უმირონო მოკუდა, წარწყმდებისა ანუ არა?
ყ: არ წარწყმდება, არამედ მადლი იგი აღბეჭვდისა დააკლდების.
137
მ: უკეთუ მღურდელი არა იყოს, ერისკაცისა მიერ იქმნებისა ცხება?
ყ: ეპისკოპოსისა არს მირონის ცხება, ხოლი ერისკაცისაგან არცაღა ჭურჭელთა მისთა ჴელის კიდება.
138
მ: მესამე საიდუმლო - ზიარება - რა არს ანუ ვითარ იქმნების ზიარება?(51)
ყ: ვინათგან ძემან ღმრთისამან ბუნება ჩუენი მიიღო და ქალწულისაგან განკაცნა და გვიზიარნა ჩუენ ღმრთაებასა მისსა თანა ჭამითა მით წმიდისა ჴორცისა მისისათა და სმითა წმიდისა სისხლისა მისისათა, ესე არს ზიარება, რათა თანაზიარ ქრისტესა ვიქმნათ.
139
მ: ვითარ პური ჴორცი არს და ღვინო სისხლი ქრისტესი?
ყ: პური იგი და ღვინო, რომელი დაგებულ არს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, პირველად შესაწირავი არს და ოდეს ითქმის საუფლო სიტყუა: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი“40, მეყსეულად პური ხორცად უფლისა შეიცუალების და ოდეს იტყვის: „სუთ ამისგან, ესე არს სისხლი ჩემი“41, ღვინო სისხლად უფლისა შეიცვალების.(52)
140
მ: ვითარ იქმნების შეცვალებად პურისა ჴორცად და ღვინო - სისხლად?
ყ: უკეთუ სიტყვამან ღმრთისამან არარასაგან შექმნა ანგელოზნი, ცანი, ზღუანი და ჴმელეთი, პირუტყვნი და კაცნი, არა უადვილეს არსა პურისა ჴორცად და ღვინისა სისხლად შეცვალება სიტყვითა ღმრთისათა?
141
მ: უკეთუ შეცვალებულ არიან, რასათვის ჴორცისა და სისხლისა სახითა არა ჩანან და ეგრეთვე პურისა და ღვინისა სახითა არიან?
ყ: თუმცა თუალით მხედველობისათჳს იტყვი, აჰა,აღიხილენ თუალნი ზეცად მიმართ: ხედავ ცასა და არა მას ზედა მყოფსა ღმერთსა, გინა ანგელოზთა მჴედრობათა; მიჰხედენ კაცსა, აჰა, იხილო სხეული მისი და არა მაცოცხლებელი სული მისი; მოიჴსენე ცოლი ლოთისი, ვითარ კაცი ძეგლ მარილისად შეიცვალა სიტყვითა ღმრთისათა. ეგრეთვე ხილვით სახე პურისა და ღვინისა არს, არამედ - ჭეშმარიტად შეცვალებული ჴორცი და სისხლი ქრისტესი.
142
მ: მხოლოდ კაცობრივითა ჴორცით არს მას შინა ქრისტე, უკეთუ ღმრთაებიდაცა?
ყ: ღმრთაებითა და კაცებითა, ვითარცა თჳთ ქრისტე სრული იყო, ეგრეთვე არს მას შინა ჭეშმარიტად.
143
მ: ქრისტე უკუე ჴორცითა ამაღლდა ზეცად, ოდეს გარდამოავლინა ჴორცი თვისი, რათა პურად შეიცვალოს?
ყ: ჴორცი იგი არათუ ზეცით გარდამოჴდების, არამედ ძალი საღმრთოსა მის სიტყვისა შესცვალებს პურსა და ღვინოსა ქრისტეს ჴორცად და სისხლად.
144
მ: არიან მოსწავება ზიარებისანი ძველის შჯულის წიგნთა?
ყ: ოდეს მელქიზედეკ მღდელმან აბრაჰ[ა]მს პური და ღვინო მისცა შესაწირავთაგან, ზიარებისა მომასწავებელ იყო და იგავსა მეცხრის თავისა წერილი: „დაკლა თჳსი საკლველი და განზავა ტაკუკთა ღვინო“42 და სხვანიცა მრავალნი არიან.
145
მ: რომლითა შესრულდებიან საიდუმლო ესე?(53)
ყ: პირველად - მღდელმან სარწმუნოებით განიზრახოს სრულითა გულითა,(54) ვითარცა მომცა ქრისტემან ჴელმწიფება წირვისა, ესრეთ ვყოფ; მეორედ - მართალი პური იყოს: იფქლი, დიკა, ასლი, მახა და ეგევითარი, ხოლო ქრთილი, ფეტვი, ბრინჯი, სიმინდი და ყოველნი მარცვალნი მისთანანი არა შეიწირვიან ნაცვლად პურთა. ეგრეთვე ღვინო მართალი და კეთილი ღვინო იყოს და არა მოძმარებული, არცა განრყვნილი და საზიზღარი, არცა ჩამიჩისა დამბლისა ღვინო და მოპოვნებული, რაჲცა სხვა არა შეიწირვიან; ეგრეთვე წყალი მართალი წყალი იყოს; და მესამედ - საუფლო სიტყვა იგი დიდის განკრძალვით თქვას.
146
მ: რომლისა საქმისა მოსაჴსენებელი არს წმიდა ჟამისწირვა?
ყ: ქრისტეს ვნებისა, რამეთუ მწირველი გამოსახავს ქრისტეს ვნებასა, ხოლო მსმენელი ხედავს გონებისა თუალითა. ამისთვის ორნივე დიდისა განკრძალვითა ჯერ-არს იდგნენ და ხედვიდენ, ვითარცა მარიამ შემწვარი გულითა და იოანე და სხვანი მტკივნეული გონებითა.
147
მ: ვითარ გამოისახვის წირვასა შინა ვნება ქრისტესი?
ყ: დასაბამსა წირვისასა მამამთავართაგან ქრისტეს მოსვლის სასოება მოესწავების; სეფის აღმოკვეთა და ბარძიმთა ღვინისა და წყლის შთასხმა - წინასწარმეტყველთაგან ქრისტეს მოსლვის ქადაგება და ეგვიპტეს კრავის დაკლვითა - პასექითა ქრისტეს ჭეშმარიტი ვნება მოესწავა; დიდება მაღალის თქმითა - ქრისტეს შობა; შემდგომის ლოცვითა - მთაზედ ლოცვა; სამოციქულოს წაკითხვითა - იოანე ნათ ლისმცემელისაგან განცხადებულად ქრისტეს ჩუენება და აღსარება; სახარება - ქრისტეს ქადაგებასა და სასუფევლის ქადებასა; სანთლის აღნთება - სახარების მიერ სოფლის განათლებასა; საკმეველი - ღმრთის მადლით სოფლის აღვსებასა; მრწამსი - მოციქულთაგან შჯულის დამტკიცებასა; შემდგომი საიდუმლო ლოცვა - ურიათაგან ქრისტეს ვნების განზრახვასა; ოსანნას გალობა(55) მაღლითა ჴმითა - ქრისტეს იერუსალემად შესლვასა; შემდგომი საიდუმლო ლოცვა - გესამანიას ლოცვასა, შეპყრობასა და ტანჯვასა; სეფისკვრის ჴელის მიყოფა - ჯვარცმასა; ბარძიმის ჴელის მიყოფა - ჯვარის ამართვასა; ღმრთისმშობლის გალობის თქმა - ჯვარიდამ დედის ლაპარაკსა; მამაო ჩუენოს თქმა - ჯვარის მცმელთათჳს რა ილოცვიდა: „მიუტევე, მამაო, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“43; წმიდა სეფის განტეხა - გვერდის განღებასა; წმიდის ნაწილის აღება - გარდამოხსნასა; მონატეხის ბარძიმში ჩაგდება - ქრისტეს სულის ჯოჯოხეთად შთასლვასა და ადამიანთ აღმოყვანებასა; მღდლის ზიარება - ქრისტეს დაფლვასა; შემდგომი სასიხარულო ლოცვა - ქრისტეს აღდგომასა; შემდგომი ბარძიმის აღება - ქრისტეს ამაღლებასა; წმიდის ბარძიმის შესვენება - სული წმიდის მოსლვა სა; ერის განტევების ლოცვა - მოციქულთ ქადაგებად წასლვასა; მღდლისაგან კურთხევის მიცემა - ქრისტიანობის გამრავლებასა; აღმოსავალით ლოცვა(56) - პირველის მამულის თხოვასა, ვინათგან აღმოსავალს დასხნა ღმერთმან სამოთხე და სიმართლის მზე არს ქრისტე; ფეჴზე დგომით ლოცვა - ეკლესიის შვილობასა და კადნიერად ღმრთისა სათხოველსა; მუჴლმოდრეკა - მოასწავებს დაცემულებისა მიერ აღდგომასა; ორითა მუჴლით შევრდომით ლოცვა - სინანულით ვედრებასა; ჴელმოჭდობით ლოცვა - ქრისტეს შეკრვასა, ოდეს ჰგვემდენ; ჴელგანპყრობით ლოცვა მოგვაგონებს ქრისტეს ჯვარცმასა ჩუენთჳს.
148
მ: ესე სახენი ვნებისა მოსწავებანი არიან და ჩუენდა რაჲ ძალუცს მოცემად ზიარებასა?
ყ: ვითარცა საზრდელი ზრდის სხეულსა და აცოცხლებს, ეგრეთვე წმიდა ზიარება სულსა ჩუენსა მისცემს ცხორებასა საუკუნოსა და სიყვარულსა მის შორის აღაორძინებს და ეშმაკსა მოაშორებს და ქრისტეს თანა დადგრომილ ჰყოფს.(57)
149
მ: უკეთუ ნათელღებული უზიარებელი(58) მოკვდეს, რასა იტყვი მისთჳს?
ყ: უკეთუ ესრეთსა ადგილს მოკუდა, წმიდა ზიარება იშოება და არა სურის ზიარებისათვის, უკეთუ ცნობამიღებული არა არს და არა უნდა, არა არს ცხონება მისი; და უკეთუ ზიარება არა იპოება, ანუ ანაზდეულითა სიკუდილითა, ანუ ფათერაკით მოკუდა, ვითარითა ცხორებითა იქცეოდა, მსგავსი საქმეთა მიეგება.
150
მ: უკეთუ მღდელი არა იყოს, ერისკაცისა მიერ იქმნება ზიარება?
ყ: უკეთუ მღდელმან აღსარება ათქმევინა და განმზადა და მღდელსა სხვა რამე უდიდესი საქმე მოუჴდა, ამა უღონობისათჳს დიაკონისა მიერ ღირსისა და სწავლულისა მის მღდელის შენდობით იქმნება ზიარება, თუარამ არცა კერძოდიაკონისა მიერ იქმნების და ერისკაცისაგან არცა-ღა-თუ წმიდა ბარძიმის ჴელის შეხება იქმნების.
151
მ: უკეთუ სნეულსა ცნობა აღარა ჰქონდეს, მაშინ მივიდეს მღდელი, აზიაროს ანუ არა?
ყ: უკეთუ აღსარება ვერა თქვა, არა იქმნება ზიარება მისი.
152
მ: უკეთუ სნეული ცნობილ იყოს და ზიარება სუროდეს, არამედ სნეულებით ანთხევდეს და ზიარებას ვერ დაიტევდეს?
ყ: მას აღსარება და ზიარების სურვილი სინანულითა ეყოფის საცხოვნებელად.
153
მ: უკეთუ სნეულსა ცნობა ჰქონდეს და ენა არღარა ერჩოდეს და ზიარება სუროდეს?
ყ: ეგე მოძღვარსა ზედა ჰკიდია.
154
მ: რა არს მეოთხე საიდუმლო?(59)
ყ: აღსარება, რომელი განჰკურნებს ჩუენ მიერ დასნეულებულთა სულთა ჩუენთა.(60)
155
მ: ვითარ განიკურნებიან სულთა სნეულებანი აღსარებათა მიერ?
ყ: ვითარცა რა დასნეულდეს სხეული კაცისა და მოუწოდოს ჴელოვანსა მკურნალსა და უთხრას ყოველნივე სატკივარნი და ბუნებანი თჳსნი და მის მიერ იკურნოს სნეულებანი სხეულთანი, აგრევე ცოდვანი დაასნეულებს სულთა და მისი ჯერ-არს მოპოვნება ჴელოვანისა მკურნალისა და მის მიერ განკურნება.
156
მ: ვინ არს ესე ჴელოვანი მკურნალი, რომელი ჰკურნებდეს უხილავად სულსა?
ყ: მღდელი არს,რომელსა მისცა ღმერთმან დამბადებელმან ჴელმწიფება ამისი, - მოძღუართა სულიერთა, რამეთუ მისგან განწმდების სული, და ელხინების აღსარებისა და სინანულისა მიერ და განიკურნების.
157
მ: სხეული ნივთიერი არს და ნივთიერთაგან დასნეულდების და ნივთთაგანვე ეკურნების, ხოლო სული - უსხეულო და უნივთო,ანუ ვი-არ დასნეულდების, ანუ ვითარ ეკურნების?
ყ: ვითარცა ნივთიერი ნივთიერითა დასნეულდების და ნივთითა ეკურნების, ეგრეთვე უნივთო უნივთოთა მიერ იქმნების, უნივთოდ ცოდვისაგან დასნეულდების სული და აგრევე უნივთოსა წამლითა სინანულითა და აღსარებითა ეკურნების.
158
მ: აღსარებასა სხვაი(61) რა ძალუც?
ყ: შემდგომად ნათლისღებისა რაჲცა ცოდვა შეემთხვა, მისი აღჴოცა და ეშმაკისა და ცოდვის მონობისაგან განთავისუფლება და ღმრთის მტერობისაგან, აგრევე შვილ ღმრთისად შეცუალება.
159
მ: ვითარ ჯერ-არს აღსარების თქმა?
ყ: ნათელღებული ქრისტიანე უკეთუ შთავარდეს ცოდვასა რასმე შინა, პირველად ღმრთისა შეიშინოს და შეირცხვინოს მისთჳს ჯვარცმ(62)ულისა ქრისტესაგან და დაჯდეს და წინა დაისხნას ცოდვანი თჳსნი, ვითარცა რა საყვარელი მისი ვინმე მკუდარი, და მწუხარებით შემწვარითა გულითა და სრულითა სინანულითა ინანოდეს; ამისა შემდგომად მოიძიოს ჴელოვანი მკურნალი და აღუაროს ყოველივე თითოეულად განმარტებით და არცა განიმართლებდეს თავსა, არცა აბრალებდეს სხვასა, არცა მოაყივნოს სახელი სხვისა; სიმდაბლით და შემუსრვილითა გულითა აღიაროს და პირობა დადვას, რომელ სიკუდილი უმჯობეს უჩნდეს, ვიდრეღა ცოდვა, მერმე მოძღვარმა ამცნოს და დაიმარ ხოს და, რაჲც საკანონო დასდვას, მხიარულითა გულითა გარდაიჴადოს, უეჭველად განიკურნების და მიეტევების ცოდვანი მისნი.
160
მ: რა არს სრული სინანული ანუ უსრული სინანული?(63)
ყ: უსრული სინანული არს, რომელი ცოდვისა სიბილწისა ქნისათჳს ანუ სასუფეველით გამოვარდნისათჳს და ჯოჯოხეთსა დამკვიდრებისათჳს ინანოდეს და შესტიროდეს ღმერთსა. ხოლო სრული სინანული ესე არს: არცა ცოდვათა სიბილწისა, არცა სასუფევლით გამოვარდნისა, არცა ჯოჯოხეთად დამკუიდრებისათჳს არა ინანდეს, ვინათგან შემცოდეთა ღირსი იგია, არამედ მხოლოდ ამისთვის ინანდეს: ჩემ ცოდვილის მოპოვნებად ქრისტე ჯვარსა დაემსჭვალა და პატიოსნითა სისხლითა თჳსითა მომიყიდა და მე ესე საყვარელი იესო შევაწუხე ცოდვითა ჩემითა და ესოდენნი ჩემთვის ტანჯვანი დავივიწყენ.
161
მ: უკეთუ კაცსა ცოდვა არა ენებოს და იძულებით სხვამან შეიპყრას და ცოდოს?
ყ: უკეთუ თჳთ არა ნება სცა, იძულებით მრავალნი კაცნი მოიკლნეს, მრავალნი ქალწული დამდაბლდენ, არამედ ცოდვად არა შეერაცხებიან.(64)
162
მ: უკეთუ ცოდვა არა აღიაროს და მრავალნი კეთილნი ქმნეს, არა მიეტევებიანა?
ყ: არა, არცა კეთილის ქმნითა და არცა სხვისა საქმითა. უკეთუ სადმე მოძღვარი იპოების და არა აღუარა, ცოდვა არა მიეტევების.
163
მ: უკეთუ მრავალთა ცოდვათაგან ერთი დააკლოს შიშისათჳს, გინა სირცხვილისათვის, მიეტევებისა?
ყ: ვინათგან ნებსით დააკლო, საიდუმლო არა შესრულდების და არათუ მიეტევების, არამედ სხვაცა უმეტესი დაერთვის. მეორედ ჯერ-არს აღსარება.
164
მ: უკეთუ თჳსითა ნებითა არა დაუტევა, არამედ დაავიწყდა, რა-მე ქნას?
ყ: რასათჳს ეგრე გვიანად იტყვის აღსარებასა, ცოდვა დაავიწყდეს და უკეთუ მაშინ დაავიწყდა, მერმე აღუაროს.
165
მ: მაშა, რაოდენგზის ჴამს აღსარება?
ყ: რასაცა ზედასაზედა აღიარებს, უმჯობეს არს, და საუფლოთა და დღესასწაულთა ჯერ-არს ღირს იქმნას წმიდასა ზიარებასა. და უკეთუ წელიწადსა შინა ერთგზისცა არა აღიარა, ვითარცა მჴეცი, განიდევნოს კრებულისაგან.
166
მ: უკეთუ კაცსა სწავლულისა მოძღვრისა ეშინოდეს და უსწავლელსა აღუარებდეს?
ყ: უკეთუ მან კაცმან იცის მჯობი სხვაჲ და შიშისათჳს იგი არა მოიძია, სამთა ცოდვათა სხვასა შესძინებს: ერთსა - მცონარებისასა, მეორედ - რათა ცოდვა მისი ვერა ცნას მოძღვარმან და მესამედ - რომელ ცოდვისა გაშვება არა ნებავს, არამთუ იგი მიეტეოს.
167
მ: უკეთუ კეთილი მოძღვარი არა იპოებოდეს, არა ეთქმისა უსწავლელსა?
ყ: უსწავლელნი მკურნალნი მრავალსა უსნეულოსა მოაკუდინებენ, არამედ უღონოებისათჳს ეთქმის.(65)
168
მ: მაშა, უკეთუ არა თქვა აღსარება, არა არს სასოება ცხოვნებისა მისისა?
ყ: პელაგიოს(66) მწვალებელი თვინიერ აღსარებისა ცხონებასა იტყოდა, ხოლო ნავატოს(67) - თუ ვინმე შემდგომად ნათლისღებისა ცოდაო, არღარა მიეტევებისო. არამედ ორნივე ტყუვილ და ღმრთის გარეგან, რამეთუ ცოდვა უახსარებოდ არა მიეტევების და შემდგომად ნათლისღებისა თუ ვინმე ცოდა, აღსარებისა მიერ მიეტევების.
169
მ: კმა-ეყოფის აღსარებისა თქმაჲ ცოდვილსა?
ყ: არა, არამედ პირველად მოგონება ყოვლისა ცოდვისა და სრული სინანული და სასოებით მისლვა, რომელ ცოდვანი უეჭველად მომეტევებიან და თვითეულისა აღსარება და პირობის დადება ცოდვის მოკვეთისა და საკანონოს სიხარულით აღსრულება.
170
მ: უკეთუ კეთილი მოძღვარი პოვა, მოძღვართაგან რაჲ ჴამს?
ყ: მხიარულითა პირითა დახდომა, აღსარებასა შინა არა მოწაფისა პირის ჭვრეტა. პირველად განიზრახოს სარწმუნოს გონებით: „ვითარცა იესო ქრისტემან მიუტევა ცოდვილთა, მეცა ეგრე მიუტევებ ქრისტეს მიერ“, საკანონო განუწესოს, არცა ესოდენ დაუმძიმოს, სასოება წარეკვეთოს და არცა სისუბუქითა ცოდვა გაიადვილოს, და სიტყვით ასწაოს. მესამედ - აღსარების ლოცვა ულოცოს და განუტეოს.
171
მ: უკეთუ მოძღვარი არა იპოებოდეს და ცოდვაშემთხვეული კაცი კუდებდეს, რა ყოს?
ყ: სრულითა სინანულითა შეიწყალებს ღმერთი, რამეთუ გულსა კაცთასა ხედავს.
172
მ: არიანა მოსწავებანი ძველის შჯულის წერილთა შინა საიდუმლოსა ამის?
ყ: ლევიტელთა მიერ განწმედა. ხოლო დავით დასწერს ლა {31-ე} ფსალმუნსა: „ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უშჯუ(68).ლოებანი ჩემი არა დავფარნე შენგან. ვთქუ: აუარო ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტეო უღმრთოება გულისა ჩემისა“44 და მრავალგან სხვანი, არამედ აღსარება თჳთ იოანე ნათლისმცემელმან განუწესა ისრაილთა.
173
მ: მეხუთე საიდუმლოთა - სნეულის ზეთის კურთხევისა - ძალნი რომელნი არიან?
ყ: პირველად - აღჴოცს დავიწყებულს ცოდვასა და მიუტევებს აღსარებულს ცოდვასა; მეორედ - აღსჭურავს და განამჴნობს სნეულსა ეშმაკის ბრძოლად, ვინათგან მას ჟამსა უსასტიკესად ებრძვის სულთა, რათა ჟამი არღარა ჰქონდეს სინანულისა და ამისგან დაიფარავს; მესამედ - სენსაცა ულხენს, უკეთუ სულისა ცხოვნებად იქმნების ჴორცთა.
174
მ: უკეთუ ქრისტიანე კეთილისა მოღვაწებითა მოკვდეს და ზეთი ვერა იკურთხოს, არა ცხონდებისა?
ყ: ჭეშმარიტად ცხოვნდების, არამედ მადლსა მას ზეთის კურთხევისასა ვერ მიიღებს.
175
მ: სადა წერილ არს ზეთის ცხება სნეულთა?
ყ: მარკოზის სახარების ვ {6-ე} თავსა წერილ არს: „სცხებდეს ზეთსა სნეულთა და განიკურნებოდენო“45 და იაკობის კათოლიკეს ე {5-ე} თავსა წერილ არს: „თუ ვინმე იყოს სნეულ, მოუწოდეთ მღდელსა და ულოცოს და სცხებდეს ზეთსა და სარწმუნოებამან აცხოვნოს სნეული იგი“46.
176
მ: მეექვსე საიდუმლოს - მღვდლის კურთხევას - რა ძალუც?(69)
ყ: მიენიჭების მადლი საღმრთოსა მნეობისა და ეკლესიის კეთილად მსახურებისა. მწყემსობა და მოურნეობა სიტყვიერთა ცხოვართა მოეცემის და ყოველივე კურთხევა ცოცხალთა და მკუდართა მას ერწმუნების ღმრთისა მიერ.
177
მ: პირველნი მღდელნი ძველის შჯულისანი ესრეთ შეიმოსდენ, ვითარცა აწინდელნი, ანუ სხვარიგად?
ყ: ესრეთ შეიმოსდენ, ვითარცა აწინდელნი და ყოველნივე ქრისტეს ვნებასა მოასწავებენ: სტიხარი არს(70) - ოდეს ეროდე კიცხევის სამოსელი შემოსა; სამკლავე არს - რა საბლით ჴელნი შეუკრეს; სარტყელი - ოდეს სვეტზედ დააბეს; ოლარი - ოდეს ყელზედ თოკი მოსდვეს და მიიზიდვიდეს; ფილონი - ქლამინდი რა წამოასხეს; ბისონი - სახე ჯვარის აკიდებისა; კოჭიკური მოასწავებს ეკლის გვირგვინსა; ენქერი - ოდეს დაბურეს პირსა და სცემდეს: „გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინა გცა შენ!“47; ყავარჯენი - სახე ლერწმისა; ხოლო ომფორი - ახალმან შჯულმან შესძინა - ქრისტეს უღლის დადება და ქრისტესთჳს ჯვარცმა.
178
მ: მეშვიდესა საიდუმლოსა - ქორწინებასა - რა ძალუც?(71)
ყ: მართალ მეუღლეთა ღმერთი კურთხევასა მისცემს, რათა მათ მიერ შვილნი იშვნენ და კეთილად აღიზარდნენ და ქვეყანა მოშენდეს. უკეთუ შვილიერობა არა იქმნა, სოფელი მოოჴრდების და არცა ერთი საიდუმლო აღარ აღსრულდების.
179
მ: რომლითა შესრულდების საიდუმლო ესე, ანუ ვითარ ჯერ-არს ქორწინება?
ყ: პირველად - რათა ნათესავნი არ იყვნენ და არცა ქალწულების აღთქმა დაედვასთ. მეორედ - ორთავე ერთმანეთი უნდოდესთ სამეუღლოდ და იძულებით არ იქორწინონ; მესამედ - მღდელი მოწამედ და მაკურთხეველად ჰყვეს. ხოლო უკეთუ ანუ ერთი აკლს, მეუღლობა მათი არაა და არცა შესრულდება საიდუმლო.
180
მ: უკეთუ პირველ სამნივე ეგე იქმნას და მერმე ვერ მოთავსდენ ცოლ-ქმარნი, განშორება იქმნებისა?
ყ: არა, რამეთუ იტყვის სახარება: «რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ“48.
181
მ: მაშა, თჳთ ქრისტე იტყვის წმიდასა სახარებასა შინა: „რომელმან დაუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა, იმრუშა“49. ესე სიტყვა მრუშებისათჳს დაუტეობს?
ყ: სიძვისათვისღა თუ დაუტევა, გარნა არავე ძალუ(72)ცს სხვისა შერთვა ქმარსა, გინა ცოლსა, ვიდრემდის ერთი იგი არა მოკუდა, და შემდგომად ქორწინება ძალუც.
182
მ: უკეთუ სიძვისათვის დაიტევებიან, ანუ გლისპი იყოს, ანუ სულელი, გინა სნეული, გინა ბერწი, სხვისა მიზეზისათვის არა დაიტევებისა?
ყ: არას ღონითა და არას მიზეზითა არა დაიტევების და უკეთუ დაუტევა, სხვასა ვერ შეირთავს, და უკეთუ ერთმანეთისა შეთქმითა უნებსთ დატევება მონებისათჳს ღმრთისა და მონაზონებისათვის,იქმნებიან.
183
მ: უკეთუ ვერ დაუტევა, მარადის ილალვოდენ და არა უყვარდესთ, რაი მადლი არს?
ყ: ამისათვის გვიჴმს დიდითა გამოკვლევითა ცოლისა შერთვა, რამეთუ უცოლოსა კაცსა აქვს სამი ზრუნვა, ხოლო ცოლიანსა - სამასი.
184
მ: ვითარ იქმნების უცოლოსა ზრუნვა მცირე და ცოლიანისა - მრავალი?
ყ: უცოლოსა აქვს: გულისთგმა ერთი მეუღლობისა და, ცოლი ჰყავს თუ არა წამსა შინა ერთსა გარდავლის გულისთქმა იგი; მეორე - შვილიერობისა საქმე და მესამე - სამკვიდროთა სხვისა დარჩომა. ხოლო ცოლის ყოლასა აქვს ზრუნვა: უკეთუ კეთილი და მშვენიერი ჰყავს, რა წარსაგებელი და რაჲ შენახვა და რაჲ პატივი, აღრაცხენ ცოლკეთილმან; უკეთუ გლისპი და ურჩი, თჳთ უწყის ცოლუკეთურმან და მას ჰკითხე ზრუნვა მისი. შვილიერობაცა ესრეთვე მორჩილთა და ურჩთა, ხოლო სამკვიდროთათვის არავის აქვს სოფელსა ამას შინა სამკვიდრებელი. და ესე მოკლე სიტყვანი გრძლად და მრავლად აღრაცხენ, გონიერო.
185
მ: უკეთუ ცოლი ბერწი იყოს და თჳთ მისცეს ქმარსა შენდობა სხვისა შერთვისა?
ყ: არა, ნუ იყოფინ და არცა შენდობა აქვს მიცემად მაგა მეუღლესა მაგა საქმითა.(73)
186
მ: მაშა, ძნელ არს ჴორციელი საქმე, ქალწულებაცა და მეუღლობაჲცა?
ყ: პავლე მოციქული დასწერს: „უკეთუ დაადგრე - მსგავსად ჩემდა, ხოლო უკეთუ არა, უმჯობეს არს ქორწინება ჴურვებასა. რამეთუ ქალწულება არს ცხოვრება ანგელოზებრივი, ხოლო ქორწინება - ღმრთისმიერი შეუღლება და ქვრიობით დგომა - ქრისტეს საყვარელი. სამნივე კეთილ და ღმრთის სათნონი“50.
187
მ: რასათჳს ძველსა შჯულსა შინა საყუედრელ იყო ბერწობა და ქალწულება - უნდო, ხოლო აწ ქალწულება და მონაზონება საქებელ არს?
ყ: ძველთა შჯულთა შინა ქორწინება ამისთვის პატიოსან იყო და ბერწობა - საყუედრელ, ვინათგან ქრისტეს განჴორციელებასა მოელოდენ, ყოველთაგან შვილიერება საწადელ იყო, ნუ-უკუჱ ასულისა მისისაგან იშვეს, ხოლო აწ არღარავის მოველით და მის მოსულისა და დედისა მისისა წმიდისა მარიამის სურვილით პატიოსან გვიჩნს ქალწულება, ხოლო სახე მონაზონებისა მაშინცა იყო: პირველად მელქიზედეკ განშორებული სოფლისაგან და ელია თეზბიტელი, იერემია წინასწარმეტყველი - ქალწულნი და უბიწონი ქადაგებდეს. და უკანასკნელ იოანე ნათლისმცემელი - ქალწული, მონაზონი და განშორებული სოფლისაგან.
188
მ: მაშინდელნი იგი მონაზონთ სახენი ვითარ შემოსილი იყვნენ ანუ რასა ჭამდენ?(74)
ყ: მელქიზედეკ და ელია ხალენებითა და კუნკულებითა, ხოლო იერემია - ვითარცა მოციქულნი და იოანე - შიშველი, მცირითა სტევითა აქლემისათა მოსილი. ხოლო ჭამითა მელქიზედეკისა - პური და ღვინო იხილა აბრაჰამ, რომელი მას მოსცა; ელია და იერემია ჴორცსა ჭამდენ და იოანე ნათლისმცემელი მკალსა ჭამდა და თაფლსა ველურსა.
189
მ: რომელსა იოანე ჭამდა, მართლა მკალი იყო(75) ანუ სხვა რაჲმე?
ყ: რომელიმე მდელოთა მწერვალსა იტყვიან და ამა საქმეზედ მრავალი ცილება ვნახე, არამედ ლათინურმა და ელინურმა ლექსიკონმა მართალი მკალი დაამტკიცეს.
190
მ: რა იყო თაფლი ველური?(76)
ყ: ესეცა მუნვე ეწერა: ხე არს, მსგავსი ურთხლისა, მისგან ჩამოედინების მსგავსი მანანასა, - იგი არს თაფლი ველური.
191
მ: რომლისა მომასწავებელ არიან სამოსელნი მონაზონთანი?
ყ: მატყლისა სამოსელი - სიმშვიდისა და მოთმინებისა, კვართი - სახე ჯვარისა, სარტყელი - მარადის განმზადება მსახურებად ღმრთისა, კუნკული - სახე გლოვისა, სქემა - განკუეთა მსოფლიოთა საქმეთაგან, პალაკარტი ნაოჭიანი - ფრთესხმულივით აღმა ფრენის წადილი და სივრცეთა ვითარცა ფრინველი მართვეთა მფარველი მოწაფეთა თჳსთა, ხოლო სანდალი - გზასა იწროსა დაუცადებელად მავალი.
192
მ: რაოდენნი არიან დასაბამონი კეთილობათანი და სათავენი, რომლისაგან გამოვლენ ყოველნი სიკეთენი, ვითარცა მდინარენი წყაროთაგან?(77)
ყ: შვიდნი: სარწმუნოება, სასოება და საყვარული ღმრთისა მიერ მოგვენიჭებიან, ხოლო გულისხმისყოფა, სამართალი, სარვაგი და სიმაგრე ჩუენ მიერ საღვწელ არიან. ამა შვიდთაგან გამოვლენ ყოველი კეთილი.
193
მ: რა არიან მაგათ მიერნი სიკეთენი, მოკლედ თქუ.
ყ: ღმრთისა მიერი: სარწმუნოებითა მოგუეცემიან ყოველთა შჯულიერთა წესთა სწავლათ დაჯერება, სასოებითა - ყოველთა ხილულთა და უხილავთა ნეტარებათა მიმთხვევათა იმედი და სიყვარულითა - ყოველთა მცნებათა ღმრთისათა აღსრულება.(78)
194
მ: ჩუენთა ღვწათა მიერ რაჲ?
ყ: გულისხმისყოფითა - გამსინჯველობა და განკრძალვა, ავთა და კეთილთა გარჩევა, რათა არა ვსცთეთ და არცავინ ვაცთუნნეთ; სამართლითა - არავის რა ვაჭირვოთ და ჩუენი ჩუენ მოგუეცეს და სხვისა - სხვასა; სარვაგითა - ზომიერება (ცოტაჲ მის დროსა ვიჴმიოთ და მრავალი - მის დროსა) და უწესოდ არ წარვაგოთ და არცა მოვიგნეთ; სიმაგრითა - ღმრთის მსახურებაზე მტკიცედ ვეგნეთ, რათა არავინ შეგვარყიოს და არცა შეგვეშინნეს, და ბოროტთა გზათა არა მივდრკეთ. ამა შვიდთაგან დიან ყოველნი ქუელნი და კეთილნი საქმენი.
195
მ: რაოდენი არიან ნიჭნი სულისა წმიდისანი?(79)
ყ:შვიდნი:
ა. სიბრძნე,
ბ.გონიერება,
გ.განკრძალვა,
დ. სიმტკიცე,
ე.მეცნიერება,
ვ.მსახურებაღმრთისა,
ზ. შიში ღმრთისა.
196
მ: რა საჴმარ არიან ნიჭნი ესენი?
ყ: ამათგან მოგვეცემიან კეთილნი ჭეშმარიტებისა გზისა სავალად, რამეთუ შიშითა ღმრთისათა - ცოდვათა განვეშორებით, ღმრთისმსახურებითა - მორჩილ ღმრთისა ვიქმნებით,მეცნიერებითა - ნებასა ღმრთისასა ვიქმთ, სიმტკიცითა - სიმჴნე გვექმნების წარუალი, განკრძალვითა - ეშმაკისა მანქანებათაგან ვივლტვით, გონიერებითა - შჯულიერთა საიდუმლოთა ცნობილ ვიქმნებით, სიბრძნითა - სულიერთა საქმეთა წარვემატებით.
197
მ: რაოდენი არიან ნაყოფნი სულის წმიდისანი?(80)
ყ:ათორმეტნი:
ა.სიყვარული,(81)
ბ.სიხარული,
გ.მშვიდობა,
დ.მოჭირვება,
ე.სიტკბოება,
ვ.სახიერება,
ზ.სულგრძელება,
ჱ.მყუდროება,
თ.სარწმუნოება,
ი.მარხვა,
ია.მოთმინება,
იბ. სიწმიდე.
198
მ: რა ძალუც მაგათ ნაყოფის გამოღებად?
ყ: სიყუარულისა ნაყოფი არს შეყუარება ღმრთისა უფროს ყოველთასა და შეყვარება კაცთა,ვითარცა თავი თჳსი,რამეთუ ამას შინა არიან ყოველივე მცნება ღმრთისანი; სიხარულისა ნაყოფი - ჩუენის ზრუნვის უფალზე მიტევება და სხუათა ჭირვეულთა ნუგეშინისცემა; მშვიდობისა ნაყოფი - მტერთა დამეგობრება; მოჭირვებათანი - ვინცა გმძლავრობდეს, მისი თავსდება; სიტკბოებათა ნაყოფი - ქრისტეს მსგავსება; სახიერებისა - ყოველივე კეთილნი; სულგრძელობისაგან - ბოროტისა კეთილად შეცვალება; მყუდროვებისაგან - აღუბორგველობა; სარწმუნოებისაგან - დაჯერება; მარხვისაგან - ყოველთა მცნებათა დამარხვა; მოთმინებისაგან - ვინც შეგვცოდოს, შენდობა; სიწმიდისაგან - ულირწველობა.
199
მ: რაოდენნი არიან მცნებანი ეკლესიისანი?(82)
ყ: ექვსნი:
ა. საუფლოსა და დღესასწაულსა დღესა წირვის მოსმენა,
ბ. დიდმარხვასა და კოლვიზმათა დღეში ერთგზის საზრდელის მიღება და კვირაში ორი დღე ჴორცის უჭმელობა,
გ. თუმცა დროსაგან არ იქმნას, წელიწადსა შინა(83) ოდენ ერთგზის, მაშინც აღსარება,
დ. აღდგომა დღეს ზიარება;
ე. შობის უწინარეს კვირითგან ვიდრე ნათლისღებამდე არა ქორწინება და არცა დიდთა მარხვათა, ვიდრე ახალს კვირიაკემდე,
ვ. თავის მონაგებთაგან ათეულთა საეკლესიოდ მიცემა.
200
მ: ესე განწესებული საყოველთაო არს, ხოლო ვისა სისრულე ნებავს, - რომელი?(84)
ყ: ნებსით სიგლახაკე, მარადის სიწმიდე და უცოდველი მორჩილება. ვისაც სისრულე ნებავს, ქრისტე ამცნებს.
201
მ: რაოდენნი არიან მოწყალებათა საქმენი ჴორციელნი?(85)
ყ:შვიდნი:
ა.ჭმევა მშიერთა,
ბ.სმევა მწყურვალთა,
გ.შემოსა შიშველთა,
დ.შეწყნარება უცხოთა,
ე.მოკითხვა სნეულთა,
ვ.ნახვა პატიმართა,
ზ. დაფლვა მკუდართა.
202
მ: რაოდენნი არიან მოწყალებანი სულიერნი?(86)
ყ:შვიდნი:
ა.სწავლება უმეცართა,
ბ.განმართვა დაბრკოლებულთა,
გ.წვრთა ნაკლულევანთა და ცოდვილთა,
დ.ნუგეშინის ცემა ჭირვეულთა,
ე.მიტევება შემცოდეთა,
ვ.სულგრძელად მოთმენა ჴუედნათა,
ზ. ცოცხალთა და მკუდართათჳს ვედრება ღმრთისა, - მტერთა და მოყვარეთათჳს.
[203](87)
მ: რა გვიჴმს აღსლვად სასუფეველისად?
ყ: სარწმუნოება, სასოება, სიყუარული და საქმე.
203 [204]
მ: რაოდენნი არიან ნეტარებანი სახარებისანი(88) ანუ თარგმანი მისნი?(89)
ყ: ცხრანი:
ა. „ნეტარ იყუნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“51 - სულით გლახაკობა არს სული შემუსვრ ლი და გული მდაბალი, ვინათგან ეშმაკნი ამპარტავნებით გარდმოცვივდენ, მდაბალნი აღვლენ სასუფეველად;
ბ. „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ“52 - ამას ცოდვის ქმნისათჳს მგლოვარეთა ნატრის, რამეთუ აქაცა და მუნცა დიდნი ნუგეშისცემანი მიეცემიან;
გ. „ნეტარ იყუნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქუეყანა“53 - მბრძოლნი დაიპყრობენ ქუეყანასა, არამედ ძნიად დაიმკვიდრებენ, ხოლო მშვიდთათჳს მარადის დამკვიდრებულ არს ქუეყანა, - ესეცა და ზეცისაცა, გარნა სიმშვიდე ორსახე არიედ: ურისხველობა და რომელთა აქვნდეს ჟამიერი რისხვა სწავლებათათჳს და დაიპყრობდეს ოდესცა
უნდეს;
დ. „ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ“54 - რომელთა მოითმინონ ნაკლულევანება და, რა იგი აქუნდეს, დასჯერდეს სიმართლისათჳს, - ხვეჭად, პარვად და ანგარებად არა იწყოს, ესენი განძღნეს ღმერთთან ნეტარებითა;
ე. „ნეტარ იყუნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“55 - არათუ ოდენ საჴმართა მიერ არს შეწყალება, არამედ სიტყვითაცა, დაღაცათუ ცრემლთა კიდე არა რა გაქვნდეს შეწყალებითა, შეგიწყალნეს უმეტეს ღმერთმან;
ვ. „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილნეს“56 - არათუ ოდენ ჴორცითა წმიდა იყვნენ და არა ისიძვიდენ, არამედ რომელთა განიწმიდონ გულნი შურისა, მზაკუარებისა და ყოვლისა ბოროტის გულისთქმისაგან, მან ჭეშმარიტად ღმერთი იხილოს;
ზ. „ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ“57 - მშვიდობისმყოფელნი არიან, რომელთა მოიგნეს სანატრელი მშვიდობა, აგრევე რომელთა(90) დაამშვიდნეს აღშფოთებულნი კაცნი, გინა მსოფლიო ამბოხება და ბრძოლანი დააცხრვეს, გინა ღმრთისაგან განდგომილი კაცნი ღმერთსავე დააგნეს მოძღრობითა, ესევითარნი ძედ ღმრთისად იწოდებიან;
ჱ. „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“58 - სიმართლისათჳს დევნულნი იყვნენ მოციქულნი ქრისტესი და მოწამენი, კუალად მწვალებელთა მიერ მართლმორწმუნენიცა, რომელნი იმძლავრებიან და ყოველნივე, ქრისტეს შჯულისთჳს დევნულნი, სიმართლისათვის დევნულ არიან;
თ. „ნეტარ იყუნეთ თქუენ, რაჟამს გდევნიდენ და გყუედრიდენ და თქუან ყოველი სიტყვა ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს“59 - არათუ ღირსად საყვედრელნი ნეტარ არიან,არამედ ყოველთა უუბადრუკეს, ვინათგან მიზეზ მრავალთა დაბრკოლებისა იქმნებიან. არამედ რომელი ტყუვილად იყვედროს ქრისტესთჳს, იგი სანატრელ არიან.
204 [205]
მ: რაოდენ არიან საგრძნობელნი ჴორციელებრივნი?(91)
ყ:ხუთნი:
ა.თვალი, რომლითა ვხედავთ,
ბ.ყური, რომლითა გვესმის,
გ.ცხვირი, რომლითა ვიყნოსთ,
დ.პირი, რომლითა ვიგემებთ,
ე. შეხება, რომლითა ვსცნობთ ცხელსა, ცივსა, მძიმესა, სუბუქსა და მისთანათა.
205 [206]
მ: რაოდენ არიან სახენი ცოდვისანი?(92)
ყ: ორნი: ნათესაობითნი - ადამის მიერნი, რომელთა შინა ვშობილვართ ყოველნი, რომელსა ეწოდებიან შესანდობელნი ცოდვა და შენაცოდარი, რომელსა ეწოდებიან მომაკუდინებელი ცოდვა.
206 [207]
მ: რაჲ არს შესანდობელი ცოდვა?
ყ: შესანდობელი ცოდვა არს, რომელი მოგუეცა მამისა ჩუენისა ადამის მიერ ყოველთა ტომთა მისთა(93) და ესე არცა ღმრთისა მცნებათა წინააღმდგომ არს და არცა კაცთა სიყვარულთა, არამედ ვინათგან კაცთა სისრულე ნებავს ღმერთსა, მისი მოკლება არს, და ესე მამეულნი აღიჴოცებიან ნათლისღებისა მიერ, ხოლო ნათლისღებისა შემდგომად ჯერ-არს ამათთჳს საკანონო, - ანუ აქა სოფელსა, ანუ მუნ სალხინებელსა შინა.
207 [208]
მ: რომელნი არიან ცოდვანი მომაკუდინებელნი?
ყ: რომელნიცა მცნებათა ღმრთისათა დაჴსნიან და კაცთა სიყუარულთა წინა აღუდგებიან, რომელნი მკულელ ექმნებიან სულსა მადლთა ღმრთისათა განშორებითა, და ესე უკეთუ ნათლისღებისა უწინარეს ქმნა, ნათლისღებითა აღიჴოცებიან, და შემდგომად ნათლისღებისა შენაცოდარი - აღსარებითა, სინანულითა და საკანონოთა აღიჴოცებიან.
208 [209]
მ: რაოდენნი არიან თავნი მომაკვდინებელთა ცოდვათანი ანუ წამალნი მისნი?
ყ:შვიდნი და წამალნიც ამათნი შვიდნი:
ა.ამპარტავნება და წამალი მისი სიმდაბლე,
ბ.არა წმიდება და წამალი მისი სიწმიდე,
გ.ნაყროვანება და წამალი მისი მარხულობა,
დ.მცონარება და წამალი მისი სიმჴნე,
ე.მრისხანება და წამალი მისი სიმშვიდე,
ვ.შური და წამალი მისი სიყვარული,
ზ. ანგარება და წამალი მისი მოწყალება, - ესენი არიან დასაბამნი ყოველთა მომა კუდინებელთა ცოდვათანი და მადინებელნი და მშობელნი მათნი.
209 [210]
მ: რაოდენნი არიან ცოდვანი სულის წმიდის გმობისანი?
ყ:ექვსნი:
ა.სასოწარკვეთილება ცხონებისა,
ბ.ცხოვნების გონება თვინიერ კეთილისა საქმისა და ს[ი]ნანულისა,(94
გ.წინააღდგომა ჭეშმარიტის მეტყველისა,
დ.შური სხვის ღმრთის წყალობასა და მადლსაზედა,
ე.განგრძობით დგომა ცოდვასა შინა,
ვ. სიკუდილი მოუქცეველად.
210 [211]
მ: რაოდენნი ცოდვანი ღაღადებენ წინაშე ღმრთისა?
ყ:ოთხნი:
ა.ნებსით უბრალო კაცის კლვა,
ბ.ბუნების გარეგანი ცოდვა,
გ.ჭირი ქვრივთა, ობოლთა და გლახაკთა
დ. მუშაკისა სასყიდელისა დაკლება.
211 [212]
მ: რაოდენნი არიან საგონებელნი ოხჭანთანი?
ყ:ოთხნი:
ა.სიკუდილი,
ბ.საშჯელი აღსასრულისა,
გ.საუკუნო ჯოჯოხეთი,
დ. სასუფეველი ზეცისა.
212 [213]
მ: უკეთუ ჴსენება სიკუდილისა გაუმართლდეს და ეწიოს, რა-მე ყოს მორწმუნემან?
ყ: პირველსავე სნეულებასა ზედა ჯერარს აღსარება. უკეთუ მატა სნეულებამან, საზრდელი სულისა - წმიდა ზიარება - მიიღოს და, უკეთუ გაძნელდა, წმიდა ზეთი იკურთხოს. თუმცა თჳთ მეცნიერ არს, თჳთ განიმზადებს საგძალსა სულისასა; უკეთუ არა, - მოძღვარი სიტკბოებით ასწავლიდეს, რამეთუ მაშინღა უფიცხელეს ებრძვის ეშმაკი, ვინათგან უწყის არღარა ჟამისა ქონება სინანულად დროებისა.
213 [214]
მ: უკეთუ სნეული მეყსა შინა შეწუხდეს და მღდელი წირვად დგეს, მღდელმან დაუტეოს მსხვერპლი ანუ უგულებელსყოს სნეული?
ყ: უკეთუ დაგებული მსხვერპლი ჯერეთ არა სრულქმნილ არს, ვიდრე „წმიდა არს“-ისა თქმამდე, დაუტეოს დაგებული, მოვიდეს და აზიაროს სნეული და მერმე(95) შეასრულოს მსხვერპლი. სადა დაუტევა, მუნით იწყოს, და უკეთუ საუფლოსა სიტყვისა შემდგომად მოუწოდონ, არა ძალუც დატევება.
214 [215]
მ: უკეთუ მღდელი სწირვიდეს და წირვაზედ ანაზდეული სიკვდილი ეუფლოს,ვითარ ჯერარს შესრულება მსხვერპლისა?
ყ: უკეთუ საუფლოსა სიტყვისა თქმამდე მოკუდა, დაეტეოს მსხვერპლი და უკეთუ საუფლოსა სიტყვისა შემდგომად მოკუდა, სხვა მღდელი წარდგეს და შეასრულოს, რაიც დარჩომილა და ეზიაროს და სრულყოს.
215 [216]
მ: უკეთუ მღდელი მუნ იყოს და უზმა არ იყოს, რა ყოს?
ყ: სნეულთა ვინადგან დაჭირება აქვს, ნასამხრთა აზიარებენ, არამედ შიშით ჯერარს.
216 [217]
მ: უკეთუ მღდელი წირვად დგეს და მტერთა ლაშქარი მოვიდეს, რა-მე ყოს?
ყ: უკეთუ საუფლო სიტყვა არა ეთქვას, ჭურჭელი აკრიბოს და ივლტოდეს. უკეთუ საუფლო სიტყვა ეთქვას, თუ აღსრულებასა ვერ დაასწრებდეს, მაშინვე ეზიაროს და ჭურჭელი აკრიბოს და ივლტოდეს.
217 [218]
მ: უკეთუ წმიდასა ბარძიმსა კურთხევისა შემდგომად, რომელ არს საუფლო სიტყვა, ბუზი ანუ რაიმე შთავარდეს, რა-მე ყოს?
ყ: ჯერ-არს, რათა შეჭამოს.
218 [219]
მ: უკეთუ მღვდელი გულდამზიდველი იყოს და რწყევისა ეშინოდეს?
ყ: თითითა ამოიღოს და წმიდას ფეშხუმზე განრცხას და ზიარებისა შემდგომად ნარცხი შესვას და შთავარდნილი დაწვას და ნაცარი მისი საკურთხეველს ქვეშე დამარხოს.
[220]
[მ: უკეთუ სნეულს ცნობა აღარა ქონდეს და ეგ რე მივიდეს მოწოდებული მღვდელი და ვერცა აღსარება თქვას, აზიაროს ანუ არა?](97)
ყ: უკეთუ ნიშნება ძალუც და ზიარება სურის და მღდელმან მისი ცხოვრების ჰამბავი იცის, მაშინც ძნელ არს.
219 [221]
მ: რა არს სიკუდილი?
ყ: სულისა და ჴორცის გაყრა.
220 [222]
მ: ვითარ განეყოფინ სული ჴორცსა?
ყ: ოდეს მოვალს აღსასრული, სული განეშორებ(91)ის სხეულთა და ჴორცნი უქმ და უძრავ შეიქმნებიან და დაირღვევის და განიხრწნებიან.
221 [223]
მ: ვიდრე ცოცხალან კაცნი, დღენი განწესებით აქვანა, ვითარცა იტყვიან მარმენიოთა?(98)
ყ: არა, არცა მარმენიოჲ არს კაცთა ზედა განწესებით, არცა დღენი მიცემულნი რიცხვით მოუკლებელი.
222 [224]
მ: მაშა, კაცთა ზედა მარმენიოთა იტყვიან, იყვნენ და დღენი წილხდომით განწესებულნი: ვიეთთათჳს გრძელი და რომელთათჳს - მოკლე, და ოდეს მარმენიო მოიწიოს, მოკუდეს და ვერ განერნეს.
ყ: მაგას უმეცარნი იტყვიან, ხოლო უკეთუ ღმერთმან რიცხვით მისცნა კაცთა დღენი: რომელსამე ასი წელნი და სხუასა - ორმეოცი, და სხვასა - ორნი ანუ სამნი დღენი, რომელნიმე მასვე შობასა მოკუდებიან, მითხარ, ვის ძალუც საღმრთოსა ბრძანებისა და განგებისა შეცვალება და რომლისაგან აგო მასვე დღესა შინა სიკუდილი, შესძინა დღეგრძელობა, და ვისიცა ასნი და ორმეოცნი წელნი მოაკლოს ვინმე და მოაკუდინა კაცი იგი? მაშა, რასთვის ეშინიათ წყალთაგან და განაგებენ ჴიდთა და ვლენან ნავებითა და ეძიებენ ფონთა? რასათჳს რიდებენ ბუქთა და ყინელთა ანუ ომთა და ბრძოლათა შინა შეიმოსენ აბჯართა და აღიღებენ მახვილთა? ვის ძალუც განგება ღმრთისა დარღვევად? რომელსა ღმერთმან განუგო დღე გრძელი, იგი მოიკლა და რომელსა - დღე მოკლე, იგი აცოცხლა. ვინ არს ესე მოქმედი?
223 [225]
მ: მაშა, რომელნიმე სიბერითა სავსენი ვაებენ სიცოცხლისათვის და ჭაბუკნი სიცოცხლითა ვერ განძღებიან, სხვანი - ჩჩვილნი და რომელნიმე მუცელთავე შინა მოკუდებიან, რამცა არიან?
ყ: ღმერთმან ცოდვათა ჩუენთათვის სიკუდილი ბრძანა: ერთგზის ჯერ-არს, რათა მოვკუდეთ, ხოლო ჟამთა სიგ(99)რძე და მოკლობა არა განაწესნა.
224 [226]
მ: მაშა, ვისითა მოქმედებითა არიან ესე სიკუდილი კაცთა ზედა?
ყ: სავსენი სიბერითა, რომელნი მოკუდებიან, ღმრთისა მიერ არიან, და იქმნებიან ჭაბუკთაცა სიკუდილი განგებისაგან საღმრთოსა მიზეზითა რათამე, არიან სიკუდილნი სენთა მიერ,არიან სიკუდილნი ფათერაკისა მიერ და შემთხვევითისა, არიან ომთა შინა და კაცთაგან, არიან წყალთა და თოვლთა მიერ და მჴეცთაგანაც მოიკლან უცებად.
225 [227]
მ: იქმნებისა სიკუდილი კაცისა უღმრთოდ?
ყ: ჱე, იქმნების, რამეთუ უბრალოდ მოჰკლავს კაცი კაცსა, გინა ავაზაკნი - მოგზაურთა, ვიეთთა ძმა და მამა მოაკუდინეს. უკეთუ ღმრთის მიერ არს სიკუდილი მათი, რაღათა წარწყმიდა ჯოჯოხეთად მომკვლელი მათი? ნუ იყოფინ!
226 [228]
მ: ოდეს მკუდართა ჴორცნი განიხრწნებიან, სულნიცა განიხრწნებიანა ანუ არა?
ყ: ჴორცნი ოთხთა კავშირთაგან შენაწევრებულ არიან: მიწათა, წყალთა, აირისა და ცეცხლისაგან, ამისთვის განიხრწნებიან, ხოლო სული უსხეულო და უნივთო არს, არცა განიხრწნებიან და არცა მოკუდებიან.
227 [229]
მ: რა არს სული?(100)
ყ: არს სული ღმრთისაგან არარასაგან მყოფად მოსული, - ერთი, ცხოელი, ნათელი, გონიერი, სიტყვიერი, მსწრაფლმოძრავი, უსახო, წვლილი, რომელი არარასაგან დაიპყრობის (არცა კლდეთა, არცა მთათა, არცა კედელთაგან, არც სხვისა რათამე; თჳნიერ რისხვისა ღმრთისასა, ვერარა შეიპყრობს), უკვდავი და განუხრწნელი და განუქარვებელი და მაცოცხლებელი კაცობრივთა სხეულთა შეგვამებითა და თანაშეერთებითა.
228 [230]
მ: ვინათგან ღმერთმან ესრეთ დაბადნა სულნი, სადა(101) არიან ჴორცთშესხმამდე - ზეცას ანუ ქვეყანასა ზედა?
ყ: არცა ზეცას არიან, არცა ქუეყანად.
229 [231]
მ: მაშა, მამისაგან იშვებიანა ანუ დედისაგან?
ყ: მამა-დედათაგან ჴორცნი შეიმზადებიან, ხოლო სული არცა მამისაგან იშვების,არცა დედისაგან.
230 [232]
მ: მაშა, სადეთ მოვლენ მუცელთა დედისა თჳსისათა?
ყ: ღმრთისა მიერ მოვალს მუცელთა დედისა მისისათა.
231 [233]
მ: პირველ დაბადებულ არს ანუ აწ დაბადებს?
ყ: გრიგოლი ნოსელი დასწერს: არცა პირველ დაბადებასა, არცა აწ ქმნასა, არამედ ოდეს ჰქვა ღმერთმან ადამს, „აღორძნდით და გამრავლდით“60, იგი სიტყვა არს მოქმედი. რა მეუღლენი შეიერთებიან და ჴორცნი შეიმზადებს, მუნთქვესვე სიტყვითა მით სულნი მოეცემიან ჴორცთა მათ სიტყვითა მით ღმრთისა მიერ.
232 [234]
მ: მერაოდენესა დღესა მიეცემიან სულნი ჴორცთა მათ?
ყ: მიცემით - დათესვასა თანავე, ხოლო წარმოჩენით - რომელნიმე იტყვიან მეორმოცესა დღესა, რომელნიმე - მესამეოცესა, არამედ ოდეს რა ჴორცნი ყოვლითა ასოთა სრულ იქმნების, მაშინ სულნიცა წარმოეჩინებიან.
233 [235]
მ: ჴორცთა აღორძინებასა თანა სულნიცა აღორძინდებიანა ანუ არა?
ყ: ჴორცნი ვინათგან ნივთიერ არიან, ნივთიერისა მიერ აღორძინდებიან, ხოლო სულნი უნივთო არს და არა აქუს აღორძინება. ბერთა და ყრმათა სულნი სწორენი არიან, არამედ ჴორცისა მოზარდეობა წარმოაჩენს ძალსა სულისასა მის მის დროთა.
234 [236]
მ: ვინათგან კაცი მოკვდავი მოკვდების, სულნი უკუდავნი სადა წარიყვანებიან ანუ სადა დაეწესებიან?
ყ: მყის სამართალი მისი ეწევის, რამეთუ მართალთა სულნი სასუფეველად აღფრინდებიან, ხოლო ცოდვილთანი ჯოჯოხეთად შთავლენ სატანჯველად.
235 [237]
მ: ვიეთნი იტყვიან: არცა მართალთა სულნი აღვლენ(102) სასუფეველად, არცა ცოდვილთანი შთავლენ ჯოჯოხეთად, არამედ სხვათა სავანეთა შინა ერთბამად არიან, ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდეო.
ყ: ვითარ-უკვე იქმნების ყოფა მათი ერთბამად - აბელ და კაენ, მოსე და ფარაო, ნათლისმცემელი და ჰეროდე, პეტრე და იუდა, მოწამენი და მათნი მტანჯველნი ერთსა სავანეთა მეორედ მოსვლადმდე? სადაღა გამოჩნდეს სამართალი ღმრთისა?
236 [238]
მ: სადა წერილ არს მაგისი მოწმობა საღმრთოსა წერილსა შინა, რომელ სიკუდილისავე თანა მართალნი აღჴდენ სასუფეველად?
ყ: პავლე მიუწერს კორინთელთ მეორე ეპისტოლის მეხუთეს თავსა შინა: „ვიკადრებთ და ჯერ-გვიჩნს უფროსღა განსლვა ჴორცთა ამათგან და მისლვად უფლისა“61 და იოანე სახარების მეათოთხმეტესა თავსა შინა იტყვის: „სადაცა მე ვიყო, მუნცა - მსახურნი ჩემიო“62, რომლისა თარგმანსა დასწერს იოანე ოქროპირი: „ესე იგი არს, „სადა მე ვიყო, მუნცა - მსახურნი ჩემნიო“, რათამცა უჩუენა, ვითარმედ სიკუდილსა მას აღდგომა შეუდგს, რამეთუ სადაცა არს ქრისტე ცათა შინა, და ჩუენცა უკუე უწინარეს აღდგო მისაცა მუნ მივიდეთ სულითა და გონებითა“. ხოლო წმიდა მაკრინა ასწავებს ძმასა თჳსსა გრიგოლი ნოსელსა: „ვითარცა საკრველისაგან რა განიჴსნას, ჴორცთა ამათგან, სულნი მეყსეულად ღმრთისა მიმართ ამაღლდეს და სურვილსა მისსა შეესაკუთროს“, და კუალად ქვემორე იტყვის: „და მერმე, შემდგომად სიკუდილისა სრულიად შეესაკუთროს და შეეყოს ღმერთსა და მოუგონებელთა მათ უოხჭნოთა კეთილთა, სამარადისოდ იშვებდეს დაუსრულებელთა მას საუკუნეთა“.
237 [239]
მ: სულნი, რომელნი სასუფეველთა არიან, ხედვენა პირსა ღმრთისასა ანუ არა?(103).
238(104)
ყ: რაოდენთა წინასწარმეტყველთა იხილეს ღმერთი, არათუ ბუნებით იხილეს, არამედ ჩუენებით, რამეთუ ბუნება ღმრთისა უხილავ და მიუწდომელ და გარეშემოუწერელ არს, ხოლო სასუფეველსა შინა მყოფნი გონებისა მათისა სიწმიდისა ღირსად რაოდენსაცა დაიტევენ, ეგრე იხილვენ ღმერთსა ჩუენებით, არამედ არა ბუნებით. ღმერთი არავინ სადა იხილა. მისი თარგმანი იკითხე და მუნ ჰპოებ.
239 [240]
მ: უკეთუ აწვე მართალნი ცხონდებიან და ცოდვილნი წარწყმდებიან, რად საჴმარ არიან მკუდართათუის(97) წირვა და ქუელის საქმე?
ყ: უკეთუ მაგისი გამოწვლილვა გენებოს, გრიგოლი დეოლოღის წიგნი იკითხე და მუნ ყოველივე ჰპოო, ხოლო წირვა და ქუელის საქმე არცა წმიდათათჳს იქმნებიან, რამეთუ არა უჴმსთ, არცა-ღა-თუ უშჯულოთა და მომაკუდინებელ ცოდვათა შინა უაღსარებოდ მკუდართათჳს, რამეთუ არარასა არგებს, არამედ მორწმუნეთა თუ ვისმე აქვე სრული საკანონო ვერა ექმნას და მუნ ცოდვანი გაჰყვა, იგი ჯოჯოხეთსა მას სალხინებელსა მივალს და წირვა და ლოცვა და ქუელის საქმე მას აღმოიტაცებს, ვითარცა არწივი მფრინველსა.
240 [241]
მ: ჩჩვილნი უნათლავნი გინა წარმართანი, ვინათგან უნათლაობისად სასუფეველად ვერ ავლენ, ვინათგან ცოდვა არა უქმნიეს, ჯოჯოხეთად რად შთავლენ?
ყ: არათუ ჯოჯოხეთად საუკუნოდ შთავლენ, არცა ადგილსა ტანჯვისასა, არამედ სალხინებელისა მის გარეგან არს ადგილი ბნელი, მუნ მივლენ და უცოდველობისა მათისათჳს არა იტანჯებიან და ვერცა ზეცისა დიდებასა ღირს იქმნებიან, ვინათგან ნათლისღებამან მათ ზედა ადამის ცოდვა ვერ აჰჴოცა.
[242](105)
მ: უწინარეს ქრისტეს მოსლვისა, ვიდრე არა იყო ნათლისღება, რა-მე იყო ჩჩვილთა განმწმედელი?
ყ: აბრაამის შემდგომად წინადაცვეთა, ხოლო აბრამისა უწინარეს მსხვერპლი განსწმედლის, ვითარცა შემდგომად ჰყოფდის წმიდა იობ ძეთა თვისთათვის, ვითარცა ესწავა მამათაგან.
241 [243]
მ: ჩჩვილნი ნათელღებულნი უეჭველად ცხონდებიანა?(106))
ყ: ჱე, ჭეშმარიტად მასვე წამსა შინა.
242 [244]
მ: უკეთუ ყოველთავე ჟამსა სიკუდილისასა მიეგების პატივნი და პატიჟნი, რაღათ არს ქრისტეს მეორედ მოსვლა და განსჯა ცხოველთა და მკუდართა?
ყ: მრჩობლნი არიან სამართალნი მკუდართანი: სულთა სამართალნი ჟამსავე სიკუდილისასა მიეგებიან, გარნა ღმერთი ხედავს და არა საანჯმნოა და ჩუენ ვერა ვხედავთ, რომელი ნეტარეულ იქმნა და რომელი დაისაჯა, არამედ მეორედ ქრისტე ამისთვის მოვალს, რათა ყოველნი მკუდარნი აღდგენ და თჳსივე ჴორცნი შეიმოსონ და ყოველივე საცხადოდ მის წინაშე განისაჯნენ, რათა ყოველნი დაბადებულნი ხედვიდენ სამართალსა ღმრთისასა, და მისაგებელნი პატივნი ჴორცითა წმიდათა და ღირსთანი და დაშჯა და პატიჟნი ცოდვილთა და უშჯულოთანი ყოველნივე ყოველთა განცხადებულად იხილონ აწ მუნამდე სულითა, ხოლო მაშინ სულითა და ჴორცითა მიეგოს მისაგებელი მათი.
243 [245]
მ: ვიცი სული უკვდავი არს და აღდგების აღდგომასა მას, არამედ ჴორცნი - განხრწილნი და განბნეულნი: რომელნი შეჭამნეს მჴეცთა და მფრინველთა, რომელნიმე დაიწვნეს ცეცხლითა, რომელნიმე დადნეს მიწითა, ვითარღა შესაძლებელ არს მოკრებად და აღდგომად?
ყ: უკეთუ ღმერთმან არარასაგან მოიყვანნა და შეასრულა კაცი, არა უადვილეს არსა განბნეულისა კაცისა შემოკრება?
244 [246]
მ: სახითაცა მაჩუენე აღდგომა მკუდართა.
ყ: ხედავა ბუზთა და ჭიათა ცხოელთა ვითარ მოარულ არიან, და ზამთარ ყოველნი მოკუდებიან, გარნა რა სითბო მზისა განძლიერდების, განცოცხლდებიან და მსვლელობას იწყებენ. უკეთუ ნივთიერისა მზისა სინათლესა ესე ძალუცს, ქრისტესა - მზესა მას სიმართლისასა - არა ძალუცსა აღდგინება მკვდართა მოსვლასა მას მისსა?
245 [247]
მ: ბუზნი და ჭიანი თჳსითავე გუამითა განუხრწნელ(106)ად ჰგიან, ხოლო ესე კაცთა ჴორცნი სადა განიბნევიან, ვინა უწყის პოვნად?
ყ: ვერცხლისწყალი არს ერთი ნივთთაგანი, მოიღე და დასთხიე მიწათა და რა განიბნას, არღარა იხილვებიან და უჩინარ, არამედ რა მიწა იგი მოკრიბო და მოჰგავნე ცოცხითა და განანიაო მიწა იგი, მოკრებით ჰპოო ვერცხლისწყალი იგი უნაკლულოდ. უკეთუ შენ მიერ განბნეული ნივთი შენ მიერვე შემოკრბებიან, ღმრთისა მიერ დაბადებული და განბნეული ღმერთმანვე ვერა შეკრიბნესა?
246 [248]
მ: ოდეს მოვალს ქრისტე მეორედ, ჴორცითა კაცობრივითა მოვალსა ანუ უჴორცოდ?
ყ: ჴორცითა კაცობრივითა და დიდებითა ღმრთეებრივითა მოვალს ჭეშმარიტად.
247 [249]
მ: ვითარ იქმნების მეორედ მოსვლა ქრისტესი?
ყ: მრავალთა წმიდათა ღმრთისმეტყველთა აღუწერიათ, ვითარცა მიწთომილ არიან გონებანი მათნი წინასწარმეტყველებით სხვადასხვა რიგად და გრძლად მოვალს.
248 [250]
მ: რაი ძალგედვას, მოკლედ თქუ.
ყ: პირველად ჯერ-არს მოსლვა ანტექრისტესი და მის მიერ მოკლვა ენუქ და ელიასი და მრავალნი სხვანი მოწყდებიან და უმრავლესთა აცთუნებს, შემდგომად მისა - ანგელოზთაგან საყვირთა დაბერვა და მკუდარნი აღდგებიან, და რომელნი ცოცხალ არიან, წამსა შინა მოკვდებიან და მუნთქუესვე განცოცხლდებიან, და განაღებს ჯოჯოხეთი პირსა და აღმოვალს მდინარე ცეცხლისა და შეასწვავს ყოველთა მცენარეთა. მაშინ გამოჩნდების სასწაული ძისა ღმრთისა - ჯვარი ცხოველსმყოფელი და დაიდგნების საყდარი დიდისა მეუფისა იესოსი, მაშინ აღიტაცებიან წმიდანი ღრუბლითა(107) წინამიგებებად მეუფისა, და ოდეს მოვიდეს უფალი, შეძრწუნდეს ყოველი პირი ქუეყანისა და განისაჯნენ მას შინა მყოფნი ყოველნი ტომნი კაცად-კაცადნი და მართალნი ჴორცითა შემოსილნი წარიყვანონ სასუფეველად, ხოლო უშჯულონი და ცოდვილნი ჴორცითა მიეცნენ ეშმაკთა და დაინთქნან ცეცხლსა მას საუკუნოსა. ვრცელად და მოწმიანად წმიდა სახარებასა და საღმრთო წერილთა და წმიდათ წერილთა შინა იძიე.
ესე არს მართალი და უბიწო საქრისტიანო მოძღვრება, მოკლითა სიტყვითა მე -სულხან-საბა ორბელიანისაგან აღწერილი, რომელსა ეწოდების სამოთხის კარი.
დაიწერა ქორონიკონსა 1701,(108) ივნის 21
ვიყავ ერად, მჯობდენ ვერად,
ვიქმენ ბერად, ვემსგავსე ვერად.
________________________
ტექსტის გამოცემის გამო
(1) არ.: არსი
1. მათე 3:17; მარკოზ 1:11; ლუკა 3:22
(2) გვ. 2: ღმერთი
(3) გვ. 3: ღმერთი
2. იოანე 14:28
3. იოანე 10:30
(4) გვ. 4: ღმერთი
4. ფსალმუნი 32:6
5. ესაია 61:1
(5) არ.: არიოზ
6. ბარუქ 3:36-37
(6) გვ. 5: ქრისტე
(7) არ.: კვირინთე და ებინოს
7. ესაია 7:14
8. იეზეკიელი 44:2
(8) გვ. 6: ქრისტე
(9) არ.: ბუნება
(10) არ.: ნისტორ
(11) გვ. 7: ქრისტე
(12) არ.: აპოლინარი
(13) არ.: ევსუქი და დეოსკორე
(14) გვ. 8: ქრისტე
9. მათე 5:22
(15) გვ. 9: ათი მცნება
10. მათე 22:37; მარკოზ 12:30; ლუკა 10:27
11. მათე 22:39; მარკოზ 12:31; ლუკა 10:27
12. გამოსლვათა 20:2
(16) გვ. 10: ა {1-ლი}, ბ {2-ე} მცნება
13. გამოსლვათა 20:7
14. გამოსლვათა 20:8-11
(17) გვ. 11: გ {3-ე} მცნება
(18) გვ. 12: გ{3-ე} მცნება
15. გამოსლვათა 20:12
16. გამოსლვათა 20:13
(19) გვ. 13: დ {4-ე}, ე {5-ე} მცნება
17. გამოსლვათა 20:14
(20) გვ. 14: ვ {6-ე}, ზ {7-ე} მცნება
18. მათე 5:28
19. 1 კორინთელთა 6:18
20. გამოსლვათა 20:15
(21) გვ. 15: ჱ {8-ე}, თ {9-ე} მცნება
21. გამოსლვათა 20:16
22. გამოსლვათა 20:17
23 გამოსლვათა 20:17
(22) გვ. 16: ი˜ {10-ე} მცნება
(23) გვ. 17: ვნება
24. 1 პეტრე 3:19
25 მათე 27:52-53
(24) გვ. 18: ვნება
(25) არ.: მარკიანე
(26) გვ. 19: აღდგომა
(27) არ.: პეტრო[ს]
26 ლუკა 24:39
(28) არ.: კაიანი
27 ლუკა 23:43
(29) გვ. 20: ამაღლება
28. ფსალმუნი 46:6
29. ფსალმუნი 109:1
30. მათე 6:12; ლუკა 11:2
(30) გვ. 21: მამაო ჩუენო
(31) გვ. 22: მამაო ჩუენო
31. ლუკა 1:28
32. ლუკა 1:42
(32) გვ. 23: გიხაროდენ
(33) არ.: ყოვლად წმიდა
(34) გვ. 24: ყოვლად წმიდა
33. ფსალმუნი 44:10
(35) არ.: მრწამსი
(36) გვ. 25: მრწამსი
(37) sic!
(38) გვ. 26: მრწამსი
(39) გვ. 27: მრწამსი
34. მათე 16:18
35. იოანე 21:16-17
(40) არ.: რომპაპი
36. ლუკა 22:31-32
37. იოანე 10:16
(41) გვ. 28: მრწამსი
(42) გვ. 29: მრწამსი
(43) sic!
38. იგავნი 9:1
(44) არ.: ზ {7} საიდუმლო
(45) გვ. 30: ზ {7} საიდუმლო
(46) გვ. 31: ზ{7} საიდუმლო
(47) არ.: ნათლისღება
(48) გვ. 32: ზ{7} საიდუმლო
39. იოანე 3:5
(49) არ.: ქრისტვნა
(50) გვ. 33: ქრისტვნა
40. მათე 26:26; მარკოზ 14:22; შდრ. ლუკა 22:19
(51) არ.: ზიარება
41. მათე 26:27-28; შდრ. მარკოზ 14:24; ლუკა 22:20
(52) გვ. 34: ზ {7} საიდუმლო
42 იგავნი 9:2
(53) გვ. 35: ზ {7} საიდუმლო
(54) არ.: წირვა
43 ლუკა 23:34
(55) გვ. 36: ზ˜{7} საიდუმლო
(56) არ.: ლოცვა
(57) გვ. 37: ზ {7} საიდუმლო
(58) არ.: უზიარებელი
(59) არ.: აღსარება
(60) გვ. 38: ზ{7} საიდუმლო
(61) sic!
(62) გვ. 39: ზ{7} საიდუმლო
(63) არ.: სინანული
(64) გვ. 40: ზ{7} საიდუმლო
(65) გვ. 41: ზ{7} საიდუმლო
(66) არ.: პელაგიოს
(67) არ.: ნავატოს
44. ფსალმუნი 31:5
(68) გვ. 42: ზ {7} საიდუმლო
45. ფსალმუნი 6:13
46. იაკობ 5:14-15
47. მარკოზ 14:65
(69) არ.: მღვდლობა
(70) გვ. 43: ზ {7} საიდუმლო
48. მათე 19:6; მარკოზ 10:9
(71) არ.: ქორწილი
49. შდრ. მათე 5:32; 19:9
(72) გვ. 44: ზ{7} საიდუმლო
50. 1 კორინთელთა 7:8; შდრ. 7:25-40
(73) გვ. 45: ქალწულება
(74) არ.: მონაზონი
(75) გვ. 46: მონაზონთ სამოსელი
(76) არ.: თაფლი ველური
(77) არ.: ზ{7} კეთილი
(78) გვ. 47: სულის წმიდის მიერნი
(79) არ.: ნიჭი
(80) არ.: ნაყოფი
(81) გვ. 48: სულის წმიდის მიერნი
(82) არ.: ეკლესია
(83) გვ. 49: ეკლესიის მცნება
(84) არ.: სისრულე
(85) არ.: მოწყალება
51 მათე 5:3; ლუკა 6:20
(86) არ.: მოწყალება
(87) მიწერილია აშიაზე უნომროდ.
(88) არ.: ნეტარება
(89) გვ. 50: ნეტარება
52. მათე 5:4; შდრ. ლუკა 6:21
53. მათე 5:5
54. მათე 5:6; შდრ. ლუკა 6:21
55. მათე 5:
56. მათე 5:8
57. მათე 5:9
58. მათე 5:10
(90) გვ. 51: ნეტარება
59. მათე 5:11; შდრ. ლუკა 6:22
(91) არ.: საგრძნობელი
(92) არ.: ცოდვა
(93) გვ. 52: ცოდვა
(94) გვ. 53: სიკუდილი
(95) გვ. 54: სიკუდილი
(96) მიწერილია ხელნაწერის არშიაზე. მოძღვრის კითხვა შემდგომი აკინძვისას შემთხვევით მოუჭრიათ, აღდგენილია არაავტოგრაფული ნუსხის (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელნაწერი შ 2951) მიხედვით.
(97) გვ. 55: სიკუდილი
(98) არ.: მარმენიო
(99) გვ. 56: სიკვდილი
(100) არ.: სული
(101) გვ. 57: სულნი
60. დაბადება 1:28
61. 2 კორინთელთა 5:8
62. იოანე 14:3
(102) გვ. 58: სულნი
(103) sic!
(104) sic!
(105) მიწერილია არშიაზე უნომროდ.
(106) გვ. 60: განკითხვა
(107) გვ. 62: განკითხვა
(108) თარიღი 1701 დაწერილია პატარა ოთკუთხა ქაღალდზე და დაკრულია იმ ადგილას, სადაც ამოფხეკილია თავდაპირველი თარიღი, ხოლო ამ ამოფხეკილის ქვემოთ მიწერილია 1669, ტექსტის დასასრულ კი მიწერილია ჩღკე {1725}.
![]() |
4 ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
ანაზდეული უცაბედი, მოულოდნელი
ანგელოზთა ძალნი ანგელოზთა ერთ-ერთი დასი
ასლი პურეულის ერთ-ერთი სახეობა
აღუბორგველობა აღუშფოთველობა, განურისხველობა
აწვე ახლავე
ბ
ბარძიმი საღმრთისმსახურო მაღალფეხიანი სასმისი
ბერწი უშვილო, ვისაც შვილი არ უჩნდება
ბისონი სამეფო და სამღვდელმთავრო სამოსელი
ბჭე კარი, კარიბჭე, შესასვლელი
გ
გამოწვლილვა დაწვრილებით გამოძიება, გამოკვლევა
განზრახვა ფიქრი
განმართვა გამოსწორება
განრცხვა გარეცხვა
განბასრვა დაცინვა, აბუჩად აგდება
განრომა გადარჩენა
განრყვნილი გაფუჭებული
განსაცდელი ფათერაკი, ხიფათი
განჴორციელება ხორცშესხმა
გარდამოჴსნა ქრისტეს ჩამოხსნა ჯვრიდან
გარეშემოუწერელი შემოუსაზღვრავი, შემოუფარგლავი
გარნა მაგრამ; არამედ
გება ყოფნა
გვამი სხეული; პირი, პიროვნება
გლისპი ანჩხლი, კაპასი
გულდამზიდველი ვინც „რწყევას ლამოდეს“ (საბა)
გულისდგმა, გულისთქმა სურვილი, ნდომა
გულისხმისყოფა გაგება, მიხვედრა
დ
დაბრკოლებული შემცდარი
დაგება შერიგება
დაგებული დადებული
დათესვა განაყოფიერება
დაკრძალვა დაკეტვა
დამარხვა შენახვა, დაცვა
დამდაბლება გაუპატიურება
დამსჭვალვა დალურსმვა
დამტკიცება გამაგრება, განმტკიცება
დასნეულება ავად გახდომა
დაუფლება დაპატრონება
დაუცადებელი განუწყვეტელი
დაფლვა დამარხვა, დაკრძალვა
დაღათუ თუმცა
დაჴსნა დარღვევა
დიაცი ქალი
დიკა პურეულის ერთ-ერთი სახეობა
დილეგი საპატიმრო, საპყრობილე
დისკო მრგვალი ზედაპირი
დრაჰკანი ფულის ერთეული
ე
ენქერი საეკლესიო სამოსლის ნაწილი
ერთბამად ერთად
ვ
ვიეთი ზოგიერთი
ვინათგან ვინაიდან, რადგანაც
ვნება ტანჯვა
ზ
ზე ზეობისას, ვინმეს დროს
თ
თანამდები ღირსი
თანანადები ვალი
ი
იფქლი პურეულის ერთ-ერთი სახეობა
კ
კავშირი ელემენტი
კარაული სახედარი
კვართი პერანგი
კვირიაკე კვირადღე
კიცხევა დაცინვა
კოლვიზმა დიდი მარხულობა
კოჭიკური „მღვდლის ნაპარსი თხემზე“ (საბა)
კუნკული ბერის თავსაბურავი
ლ
ლალვა ჩხუბი
ლირწება ავხორცობა
ლიტონი მარტივი
ლმობა: ელმოდა იტანჯებოდა
ლტოლვა გაქცევა
მ
მადინებელი გამომადინებელი
მამაცი მამაკაცი
მანქანება ხრიკი, ხერხი
მართვე ბარტყი, ბახალა
მარმენიო ბედისწერა, ხვედრი
მაცხოვარი მხსნელი - იესო ქრისტე
მახა პურეულის ერთ-ერთი სახეობა
მდღევარი დღიური, ყოველდღიური
მებეჭე მისანი, რომელიც ბეჭის ძვლით მკითხაობს
მეტყვეთილება წინადაცვეთა
მეურნე მზრუნველი, მეურვე
მექერე მისანი, რომელიც ქერის მარცვლებით მკითხაობს
მეყი: მეყსა შინა მყის, ანაზდად, უცებ
მეშფოთე შფოთის ამტეხი
მეცნიერება ცოდნა
მეცნიერი მცოდნე, ნაცნობი
მიდრკომა გადახრა, გადახვევა
მისაგებელი მისაზღვეველი
მიხმა წართმევა
მკალი კალია
მკელობელი კოჭლი
მომასწავებელი მიმანიშნებელი
მონაგები ქონება
მორყვნა მუცლის მოშლა
მოსწავება მინიშნება
მოურნე მზრუნველი, მეურვე
მოყივნება სახელის გატეხა
მოწამე მოწმე, დამადასტურებელი
მოწესე ბერ-მონაზონი ან ის, ვისაც ღმრთივშეწირული ცხოვრების აღთქმა აქვს დადებული
მრთელი მთლიანი
მრჩობლი წყვილი, ორი
მსასოებელი მოიმედე
მსოფლიო ამქვეყნიური
მუნ იქ
მუნთქვესვე იმწამსვე, მაშინვე
მცონარება სიზარმაცე
მწამლველი გრძნეული
მწვალებელი ერეტიკოსი, ვინც განხეთქილებაშია ერთიან კათოლიკე ეკლესიასთან (იხ. წვალება)
ნ
ნარცხი ნარეცხი
ნაყროვანება გაუმაძღრობა
ნება სურვილი
ნივთი მატერია
ნივთიერი მატერიალური
ო
ოლარი სასულიერო პირთა სამოსლის ნაწილი
ომფორი სასულიერო პირთა სამოსლის ნაწილი
ოხჭანი დასასრული, ბოლო
პ
პალაკარტი სასულიერო პირის სამოსელი
პატიჟი სასჯელი, ტანჯვა
პირად-პირადი ფერად-ფერადი
პირველ ადრე, თავდაპირველად
რ
რაკა სულელი
ს
საანჯმნოდ საჯაროდ, საქვეყნოდ, სახალხოდ
საბელი თოკი, თასმა
საბლარდნელი სამოსელი
საგონებელი სავარაუდო
საგრძნობელი გრძნობის ორგანო
საზრდელი საჭმელი, საკვები
საკანონო მოძღვრის მიერ დადგენილი ცოდვის საზღაური; ინდულგენცია
სალხინებელი განსაწმენდელი
სამკვიდრებელი, სამკვიდრო საცხოვრებელი ადგილი
სამსალა საწამლავი
სამსჭვალი ლურსმანი
სარეწავი საფასური, ხელფასი
სარვაგი ანგარიშიანობა, სარფიანობა
სასყიდელი საფასური, ხელფასი
საქონელი უძრავი ქონება
საყოლელი მოძრავი ქონება
სახიერება სიკეთე
სნეული ავადმყოფი
სოდომური ცოდვა მამათმავლობა, ჰომოსექსუალობა
სოფელი ქვეყანა, წუთისოფელი
სტევი აქლემის მატყლი
სტიხარი მღვდელთმსახურებაში მონაწილე პირის სამოსელი
ტ
ტაბლა მაგიდა
უ
უზმა უჭმელი
უკერველი შეუკერავი
ულირწველობა იხ. ლირწება
უნდო უვარგისი
უნივთო არამატერიალური
უოხჭნო დაუსრულებელი, მარადიული
უფალი ბატონი, მეპატრონე
უხრწნელი უბიწო, გაუფუჭებელი
ფ
ფეშხუმი საღმრთისმსახურო თეფში
ფილონი სამღვდელო სამოსელი
ქ
ქადება დაპირება
ქალწულება უმანკოება, უბიწოება
ქლამინდი მეფეთა მოსასხამი
ქრთილი ქერი
შ
შარავანდედი სხივი
შთაჴდომა ჩასვლა
შეგმანება სისხლის აღრევა
შეგვამება სხეულთან შეერთება
შემწვარი დამწვარი, დათუთქული
შენაწევრებული შეკავშირებული
შესვენებული გარდაცვლილი
შეტყვება უწყება, ცნობა
შეწვა დაწვა
შვიდჴერი შვიდრტოიანი
ჩ
ჩამიჩი გამხმარი ან შემწვარი ყურძენი
ჩუკენობა ხელითდაცემა, ონანიზმი
ც
ცნობილი გაცნობილი; გონსმყოფი
ცოლკეთილი ვისაც კარგი ცოლი ჰყავს
ცოლუკეთური ვისაც უვარგისი ცოლი ჰყავს
ძ
ძალნი ანგელოზთანი იხ. ანგელოზთა ძალნი
ძნიად ძნელად
წ
წამება დამოწმება, დადასტურება
წამისყოფა თვალისდახამხამება, უცებ
წარსაგებელი ხარჯი
წვალება გაყოფა, გამოყოფა, განხეთქილება
წვლილი უსხეულო
ხ
ხადილი წოდება, სახელდება
ხალენი მატყლის მოსასხამი
ხვეჭა მოპოვება, მითვისება
ჴ
ჴვედნა ლანძღვა, ყვედრება
![]() |
5 პირთა საძიებელი* |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აბელ 101
აბრაჰამ (აბრაამ) 57, 66, 82, 103
ადამ 31, 34, 41, 61, 91, 99, 103
ანდრია 20, 52
ანტექრისტე 106
აპოლინარი 27
არიოზ 23
ბ
ბართლომე 52
ბარუქ 24
გ
გაბრიელ მთავარანგელოზი 49, 50
გრიგოლი დეოლოღი 103
გრიგოლი ნოსელი 99, 102
დ
დავით 23, 46, 51, 76
დეოსკოროს 27
ე
ებინოს 24
ევმანოელ 25
ევსუქი 27
ეზეკიელ 25
ელია 82, 106
ელისაბედ 49
ენუქ 106
ესაია 23, 25
ზ
ზაქარია 50
თ
თომა 44, 50, 51, 52
ი
იაკობ მამამთავარი 24
იაკობ უმცროსი 52, 77
იაკობ უფროსი 52
იეზეკიელი იხ. ეზეკიელ
იერემია 82
იესო ქრისტე პასსიმ
იოანე მახარებელი 20, 22, 52, 55, 56, 62, 67, 101
იოანე ნათლისმცემელი 20, 44, 61, 67, 77, 82, 83, 101
იოანე ოქროპირი 101
იობ 104
იოსებ დურგალი 50
იუდა თადეოს 52
იუდა ისკარიოტელი 38, 101
კ
კაენ 101
კაიაფა 41
კვირინთე 24
ლ
ლოთ 65
ლუკა 55
მ
მათე 42, 52, 55
მაკრინა 102
მარიამ მაგდალინელი (მაგდანელელი) 44
მარიამ ღმრთისმშობელი 24, 25, 29, 44, 49, 50, 52, 53, 67, 82
მარკიანე (მარკიანნი) 42
მარკოზ 77
მატათია 52
მელქიზედეკ 66, 82
მოსე 29, 30, 33, 61, 101
ნ
ნავატოს 75
ნემან ასური 61
ნიკოდიმოს 62
ნისტორ 26
ნოე 33
პ
პავლე 37, 81, 101
პელაგიოს 75
პეტრე (სიმონ) 42, 52, 55, 56, 101
პეტროს კანაფელი 43
პილატე 52, 53
ს
სიმონ 52
სოლომონ 58
ფ
ფილიპე 52
ქ
ქრისტე იხ. იესო ქრისტე
ჰ
ჰეროდე 101
______________________
* სახელები შეტანილია მხოლოდ „სამოთხის კარის“ ტექსტიდან.
![]() |
6 ადგილთა საძიებელი* |
▲ზევით დაბრუნება |
არარატი 33
გესამანია 68
ეგვიპტე 31, 68
იერუსალემი 68
რომი 54-56
____________________
* სახელები შეტანილია მხოლოდ „სამოთხის კარის“ ტექსტიდან.
![]() |
7 * * * |
▲ზევით დაბრუნება |