![]() |
სამოქალაქო საზოგადოების როლი „ვარდების რევოლუციაში“ |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: კომპანიენი ფრანსუაზ ჟ. , მშვიდობაძე რუსუდან , მხეიძე ზურაბ , ნიჟარაძე გიორგი , ნოვაკი ჰაიკო , ფირალიშვილი ზაზა , ღოღელიანი თინათინ , ხუციშვილი გიორგი |
| თემატური კატალოგი დემოკრატია|სახელმწიფო და საზოგადოება |
| წყარო: ISBN 978-99928-824-4-3 |
| თარიღი: 2008 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: გიორგი ხუციშვილის საერთო რედაქციით კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი ICCN ლოგო Cordaid logo კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გამოცემა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პროექტი პროექტის ავტორი და კოორდინატორი: გიორგი ხუციშვილი პროექტის საერთაშორისო კონსულტანტი: ფრანსუაზ კომპანიენი პროექტის მხარდაჭერა: ფონდი „კორდეიდი”, ნიდერლანდები პროექტის სამეთვალყურეო საბჭო: ირინა ხანთაძე (თავმჯდომარე) გიგი თევზაძე ალექსანდრე თვალჭრელიძე გიორგი მარგველაშვილი გია ნოდია მიხეილ ჩაჩხუნაშვილი თინა ხიდაშელი საავტორო უფლებები დაცულია: (c) 2008 ბbyICCN |
![]() |
1 რედაქტორისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
„როცა მშვიდობიან რევოლუციებს შეუძლებელს ხდიან, მაშინ ძალისმიერი რევოლუციებიც გარდაუვალი ხდება”
ჯონ ფ. კენედი
პროექტის სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის თანამშრომლები: გიორგი ხუციშვილი (ჯგუფის ხელმძღვანელი), გიორგი ნიჟარაძე, რუსუდან მშვიდობაძე, თინათინ ღოღელიანი (მკვლევრები), აგრეთვე ზურაბ მხეიძე (მოწვეული მკვლევარი) და დავით ყიფიანი (კონსულტანტი). ხელნაწერის ყველა ნაწილს თავისი ავტორი ჰყავს, ამავე დროს, წიგნის ხუთივე თანაავტორი ერთნაირად იზიარებს პასუხისმგებლობას წიგნის შინაარსზე.
პროფესორმა ზაზა ფირალიშვილმა (თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა წიგნის მომზადებაში და ერთ-ერთი ქვეთავიც მას ეკუთვნის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.
სამუშაო ჯგუფი მადლობას უხდის ყველა იმ ორგანიზაციასა და პირს, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა პროექტის განხორციელება.
განსაკუთრებული მადლობა ჰოლანდიურ ფონდ კორდეიდს - ფინანსური და პარტნიორული მხარდაჭერისათვის, პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს: ირინა ხანთაძეს, გიგი თევზაძეს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს, გიორგი მარგველაშვილს, გია ნოდიას, მიხეილ ჩაჩხუნაშვილს და თინა ხიდაშელს კონსტრუქციული თანამშრომლობისა და საქმიანი წინადადებებისათვის.
პროექტში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობას ვუხდით პროექტის კონსულტანტ ფრანსუაზ კომპანიენს (ამსტერდამის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები), აგრეთვე ჰაიკო ნოვაკს (ტიუბინგენის უნივერსიტეტი, გერმანია), მნიშვნელოვანი მასალის მოწოდებისთვის.
მადლობას ვუხდით ყველა გამოკითხულ ექსპერტსა და რესპონდენტს თანამშრომლობისათვის, ყველა ინტერვიუერსა და სტატისტიკოსს, რომლებმაც დაამუშავეს და მოგვაწოდეს კვლევის მასალები, მთარგმნელებსა თუ ტექნიკურ რედაქტირებაში ჩართულ პირებს. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია თავად კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის კოლექტივის წვლილი, რომელმაც ძალ-ღონე არ დაზოგა პროექტის წარმატებით განსახორციელებლად.
![]() |
2 წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
ეს წიგნი ორწლიანი კოლექტიური შრომის შედეგია. მისი შექმნის იდეა კი იმ დროს გაჩნდა, როდესაც „ვარდების რევოლუციის” გარშემო აჟიოტაჟმა პიკს მიაღწია - 2004 წლის 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტად თითქმის ერთხმად არჩევის შემდეგ. ფენომენი მრავალმხრივ კვლევას მოითხოვდა - როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდების გამოყენებით - პოლიტიკური დინამიკის კონტექსტში. იმ დროს უკვე იგრძნობოდა ამგვარი ლიტერატურის აშკარა დეფიციტი. ამავე დროს, მთავარი საკითხი, რაც ჩვენს კვლევით ჯგუფს აინტერესებდა, იყო ის, თუ რა როლი ითამაშა „ვარდების რევოლუციაში” სამოქალაქო საზოგადოებამ - უპირველეს ყოვლისა, არასამთავრობო სექტორმა და დამოუკიდებელმა მასმედიამ. პროექტის მხარდაჭერაში დაინტერესებული ორგანიზაციების ძებნა იმით დასრულდა, რომ ჰოლანდიურმა არასამთავრობო ფონდმა „კორდეიდმა” (რომელიც ადრე „კარიტასის” სახელით იყო ცნობილი) სურვილი გამოთქვა, ქართულ რევოლუციაში სამოქალაქო სექტორის როლის შესახებ ფართომასშტაბიანი გამოკვლევა დაეფინანსებინა. „კორდეიდმა” პროექტისთვის შემოგვთავაზა დასავლეთევროპელი კონსულტანტი, რომელსაც ჰქონდა ანალოგიური პრობლემების კვლევის გამოცდილება. იმავე ფონდის წინადადებით, კვლევითმა ჯგუფმა დააზუსტა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების იმ პირთა და ორგანიზაციათა წრე, ვისთან ურთიერთობაც კვლევითი ჯგუფისთვის გარკვეულ წარმომადგენლობითობასა თუ გამოკვლევის შედეგების დამაჯერებლობას უზრუნველყოფდა. სწორედ ამის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაც.
დადგინდა დროის ის პერიოდი, რომელიც გამოკვლევაში უნდა ასახულიყო: რევოლუციის განმსაზღვრელი წინა პროცესებიდან იმ მომენტამდე, როდესაც იგი სერიოზულ დაბრკოლებებს წააწყდა. იმ დროისათვის, როცა საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაო გეგმა უნდა დამტკიცებულიყო, საქართველომ უკვე იზეიმა აჭარის ავტოკრატიული რეჟიმისგან უსისხლოდ გათავისუფლება და ახლა ყველა დაძაბულად ადევნებდა თვალყურს იმას, თუ რა შედეგით დამთავრდებოდა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მოვლენათა განვითარების მსგავსი ჯაჭვი. რით დასრულდა ეს ყოველივე, მალე გახდა ცნობილი, ამიტომაც გადაწყდა, რომ კვლევის პერიოდი სრულდება 2004 წლის ივნისით, ბათუმი კი დროში უკანასკნელ შესასწავლ შემთხვევად განისაზღვრებოდა.
იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში რევოლუციის შემდგომი პერიოდი არაერთმნიშვნელოვნად განვითარდა - მრავალი მოლოდინი გაცრუვდა, ზოგიერთი გამართლდა - უფრო დაწვრილებითაა საჭირო, თავად კვლევის მოტივაციაზეც შევჩერდეთ.
![]() |
3 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ვარშავის ბლოკისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს რამდენიმე ათეული ახალი, წარსულში კომუნისტური გამოცდილების მქონე ქვეყანა შეემატა, რომელთა გაცხადებულ პრიორიტეტად - არც მეტი, არც ნაკლები - საბაზრო ეკონომიკასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე აგებული სახელმწიფოების აშენება იქცა. განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ ამ მიზნის მიღწევის გზაზე მოძრაობა არათანაბარია: ზოგმა სუბიექტმა დემოკრატიის აღიარებულ სტანდარტებს მიაღწია და უკვე გახდა კიდეც ავტორიტეტული საერთაშორისო კავშირების სრულუფლებიანი წევრი, ზოგი „აკაკუნებს” ამ კავშირებში, ზოგიც, საუკეთესო შემთხვევაში, ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამს. ამასთან, მსგავსებაც შეიმჩნეოდა: არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ბევრ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ხელისუფლების სათავეში, საწყის ეტაპზე მაინც, ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურის წარმომადგენლები აღზევდნენ და უმეტეს შემთხვევაში - ნაციონალისტური ლოზუნგების წყალობით; ზოგ ქვეყანაში ძალაუფლება ჯერაც მათ ხელშია, მაგრამ ცენტრალური ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში, ისევე, როგორც ბალტიის ქვეყნებში, ძალაუფლება დასავლური ტიპის ლიბერალურ-დემოკრატიული ორიენტაციის პოლიტიკური ძალების ხელში გადავიდა.
მომხდარი მოვლენების განზოგადების საფუძველზე შეიძლება შემდეგი ვარაუდი გამოითქვას: ტერიტორიულად რაც უფრო ახლოსაა ესა თუ ის ქვეყანა დასავლეთ ევროპასთან და რაც ნაკლები დრო დაჰყო მან კომუნისტური მართვის ქვეშ, მით უფრო ადვილად, კანონიერების დაცვით და ნაკლები ძალადობით მყარდება იქ დემოკრატიული წყობა. გამოთქმულ დებულებას ეხმაურება გავრცელებული მოსაზრება, რომ მოცემული ქვეყნის დემოკრატიულობის დონე პირდაპირ კავშირშია სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერესთან. „ფერადი რევოლუციები” ადასტურებს ამ აზრს; ჯერ კიდევ 2003 წლამდე არაერთხელ აღნიშნულა, რომ საქართველო, უკრაინა და ყირგიზეთი სამოქალაქო სექტორის განვითარების დონით ლიდერობენ თავიანთ რეგიონებში.
ბუნებრივია, დასავლეთის დემოკრატიული თანამეგობრობა პოსტკომუნისტურ სივრცეში დემოკრატიის გავრცელებითაა დაინტერესებული და სოლიდურ სახსრებსაც იღებდა და იღებს ამ პროცესის მხარდასაჭერად; სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი კი სწორედ სამოქალაქო სექტორის გასამყარებლადაა მიმართული, რასაც საფუძვლად შემდეგი მოსაზრება უდევს: რაც უფრო ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება - მით მეტია დემოკრატიის ხარისხი. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ „ფერადი რევოლუციები”, ერთი მხრივ, გრანტის მიმცემ, მეორე მხრივ, გრანტის მიმღები ორგანიზაციების წინაშე მეტად რთულ შეკითხვას სვამს: რა გავლენას ახდენს ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა მთლიანად საზოგადოებაზე?
ამის თაობაზე არსებული ლიტერატურა (თუნდაც მხოლოდ გოლდსტონის [2001], ფორანის [1997], ჰანთინგტონის [1991], პეიჯისა [1975] თუ ტილის [1973] შრომები რომ მოვიხსენიოთ)1 მხოლოდ თავად რევოლუციური პროცესების წანამძღვრებს, მახასიათებლებს, განვითარების ფაზებს განიხილავს, ხოლო ზოგი მეცნიერი სულაც აცალკევებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას დემოკრატიის ფეხზე დადგომის პროცესისაგან. ძალზე ცოტა თუ აქცევს ყურადღებას ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლს ბოლოდროინდელ რევოლუციურ პროცესებში. გარკვეულწილად, ჩვენი კვლევაც სწორედ ამ სიცარიელის ამოვსების მცდელობაა, ანუ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების შენების ხასიათი „ხალხის ხელისუფლებისა” და „რეჟიმის შეცვლის” კანონზომიერებაზე თანამედროვე გაგებას მივუსადაგოთ. ამ გაგებით, რევოლუციის ცნებასაც, გარკვეულწილად, ახალი განზომილება ემატება წინამდებარე წიგნის მეშვეობით.
ცნებებისა და განსაზღვრებების თაობაზე
საქართველოს ადგილი პოსტსაბჭოთა სივრცეში
1992-93 წლებიდან, როცა ხელისუფლებაში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა, 1997-98 წწ. ჩათვლით, ქვეყნად შედარებითი სტაბილურობისა და წინსვლის პერიოდი იდგა; პირდაპირ ითქვა, რომ საქართველო დასავლური ყაიდის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ქცევას აპირებდა და, კაცმა რომ თქვას, სხვა გზაც არ ჩანდა: საბჭოთა კავშირისა და მთლიანად კომუნისტური ბლოკის დაშლა დემოკრატიული სამყაროს უპირატესობის უტყუარი დასტური იყო. ასე რომ, ნაციონალისტური განწყობილებების მიუხედავად, რამაც ბევრ პოსტ საბჭოთა ქვეყანაში იჩინა თავი, ყოველი მათგანი - სიტყვიერად მაინც - დემოკრატიის პრინციპებისადმი ერთგულებას აცხადებდა. ამას გარდა, ეკონომიკურ ფაქტორსაც უნდა გასწეოდა ანგარიში - ერთიანი საბჭოთა სისტემის რღვევის მერე ნაციონალური ეკონომიკის ფეხზე დაყენება შეუძლებელი იყო დონორი ორგანიზაციებისა თუ მთლიანად დასავლეთის დახმარების გარეშე - იმ პირობით, რაღა თქმა უნდა, თუკი ქვეყანა დემოკრატიულ კურსს გააცხადებდა. ამგვარად, იმ თხუთმეტ სუვერენულ რესპუბლიკას, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რომ აღმოცენდა, დემოკრატიული წყობისათვის აუცილებელი ყველა კომპონენტი ჰქონდა დეკლარირებული - ხელისუფლების დანაწილება, მრავალპარტიული არჩევნები, ადამიანთა უფლებების დაცვა, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, დამოუკიდებელი მედიის დამყოფება და არასამთავრობო სექტორის არსებობა. თუმცა, ისევე, როგორც საბჭოთა დროს, მალევე გამოჩნდა, რომ კონსტიტუციები ერთი იყო და რეალობა - მეორე. გარკვეული კულტურულ-ისტორიული, გეოპოლიტიკური თუ ზოგი სხვა ფაქტორის ზეგავლენით, აქ რეჟიმების მთელი სპექტრი ჩამოყალიბდა - ვთქვათ, თურქმენეთის აბსურდულობამდე მისული ტოტალიტარულით დაწყებული, დასავლეთის სტანდარტული დემოკრატიებით გათავებული - ბალტიის ქვეყნებში.
ისიც სათქმელია, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარების სათავეები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია საძიებელი. სწორედ ბალტიისპირეთიდან (და, იქნებ, ლენინგრადიდანაც) აღწევდა სსრკ-ში დასავლური ტექნოლოგიები, მატერიალური თუ სულიერი ღირებულებები. მართალია, კორუფცია და ჩრდილოვანი ეკონომიკა აქ მთლად ისე ვერ ლაღობდა, მაგრამ დემოკრატიული სულისკვეთების დისიდენტური მოძრაობა ბალტიის რესპუბლიკებში აშკარად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სადმე სხვაგან. აი, შუა აზიაში კი ვითარება დიამეტრულად საწინააღმდეგო გახლდათ. ერთი მაგალითი: ვინმე ადილოვი, არაფრით გამორჩეული კოლმეურნეობის თავმჯდომარე, იქ ლამის განუსაზღვრელი უფლებებით იყო აღჭურვილი და საკუთარ ციხესაც კი განაგებდა.2
ამ სპექტრში საქართველოს სადღაც შუალედური ადგილი ეჭირა: აღებ-მიცემობა და ჩრდილოვანი ეკონომიკა, შეიძლება ითქვას, ყვაოდა; „ძალაუფლების დისტანცირება” (ჰოფსტედეს ტერმინია3) ჩვენი შეფასებით, ბევრად მეტი იყო, ვიდრე ბალტიისპირეთში, ოღონდ - ბევრად ნაკლები, ვიდრე შუა აზიის რესპუბლიკებში და ხალხსაც ჯერ კიდევ ახსოვდა 1956 და 1978 წლების სახალხო გამოსვლები. ასევე, არსებობდა რამდენიმე დისიდენტური ჯგუფი, თუმცა, ერთიანად ნაციონალისტური ხედვისა. თანაც, ისიც სათქმელია, რომ ყველაფერი „დასავლური” - მატერიალური, სულიერი თუ იდეოლოგიური პროდუქტიც კი - იმთავითვე მიმზიდველი უჩანდათ „საბჭოთასთან” შედარებით; ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ქართული საზოგადოების გარკვეულ ფენებში ფსიქოლოგიური განწყობა სავსებით მზად იყო დემოკრატიის, როგორც საბოლოო მიზნის აღსაქმელად, თუმც კი პრაქტიკული „ქცევითი ნორმებით” მასთან არცთუ ისე ახლოს იდგა.
ედუარდ შევარდნაძე და პოსტსაბჭოთა ხანა საქართველოში
თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, შევარდნაძემ არაერთხელ აჩვენა, რამდენად კარგად უღებს ალღოს თანადროულ პოლიტიკურ კონიუნქტურას და 1992 წლიდან დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობის აუცილებლობასაც კარგად ხედავდა. შედეგად, დაიმონდის თქმით,4 საქართველოშიც ავტორიტარული და დემოკრატიული ელემენტების შემცველი ერთგვარი ჰიბრიდული რეჟიმი დამყარდა. მისი ავტორიტარიზმი იმაში გამოიხატებოდა, რომ საბჭოთა ნომენკლატურული სისტემის გამოზრდილმა და მასშივე ჩამოყალიბებულმა შევარდნაძემ მისი ლამის ზუსტი ანალოგი შექმნა, რომელიც სახელმწიფო ეკონომიკასა და კერძო ბიზნესს, ნებისმიერ სტრუქტურასა თუ პიროვნებას ერთნაირად იქვემდებარებდა. შედეგად, ბრეჟნევის ხანის მსგავსად, სრულიად უკონტროლო გახდა კორუფცია, ქვეყანა სტაგნაციის მდგომარეობაში გადავიდა, ხელისუფლება სისტემურ კრიზისში მოექცა და, კაცმა რომ თქვას, რევოლუციაც გარდაუვალი გახდა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ თავად შევარდნაძის რეჟიმი კიდევ კარგა ხანს გაძლებდა, რომ არა ამ კლანური დემოკრატიის ერთი შემადგენელი ნაწილი - დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.
ძნელი სათქმელია, საბოლოოდ მაინც რამ განაპირობა ის ვითარება, რაც საქართველოში შეიქმნა: იყო ეს სოციალური დაკვეთა („ხელისუფლება იმდენადაა ავტორიტარული, რამდენადაც საზოგადოება აძლევს მას ამის საშუალებას”) თუ თავად შევარდნაძის უუნარობა, სწორად შეეფასებინა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალი? ყოველ შემთხვევაში, ცხადია - ორივე ზემოხსენებული სეგმენტი მისი ზეგავლენის სფეროდან გამოვიდა. მაგრამ მთავარი, რაც განასხვავებს საქართველოს სხვა პოსტ საბჭოური ქვეყნებისაგან, ისაა, რომ ავტორიტარული და დემოკრატიული შემადგენლების შეფარდება მის ხელისუფლებაში განსხვავებული იყო და ახლაც ასეთად რჩება.
ჩვენს შემთხვევაში, აზრი აქვს ფუნქციონალიზმის გააზრებით - უფრო კონკრეტულად, გაცხადებულ და ფარულ ფუნქციათა კონცეფციით ვიხელმძღვანელოთ.5 ამ გაგებით, სოციალური ფუნქცია ისაა, რასაც ესა თუ ის საზოგადოებრივი ინსტიტუტი გაიღებს იმ უფრო ფართო სისტემისათვის, რომლის ნაწილიც თავადაა.6 ამ შემთხვევაში გაცხადებული ფუნქცია გაგებულია, როგორც ნათლად გამოკვეთილი და აღიარებული; მაშინ, როცა ფარული ფუნქცია პირიქით - მიჩქმალულია და არაარტიკულირებული. პოსტ საბჭოურ ქვეყნებში დემოკრატიულ ინსტიტუციათა აღიარება, ერთი მხრივ, დემოკრატიული კანონიერებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საყოველთაოდ გაცხადებულ ფუნქციას ემსახურებოდა; თუმცა, ამავე დროს, მას ფარული, ე.წ. ლატენტური ფუნქციაც ეკისრებოდა - რაც, კაცმა რომ თქვას, უფრო მნიშვნელოვნადაც კი ესახებოდათ: ძალაუფლების ბერკეტების გარკვეულ ჯგუფთა ხელში თავმოყრა, მთლიანად საზოგადოებისა თუ მისი ერთი ნაწილის დაშინება-დემორალიზება, აღებ-მიცემობის სისტემის განმტკიცება და სხვ. ოღონდ მთავარი აქ მაინც „სრულიად დასავლეთის” გულის მოგება იყო - დემოკრატიის თუნდაც ყალბი საბურველის მოსხმით.
ჩვენი აზრით, სხვაობა დემოკრატიულ ინსტიტუციათა გაცხადებულ და ფარულ ფუნქციებს შორის კარგი მაჩვენებელია თავად დემოკრატიის დონის განსასაზღვრდ ამა თუ იმ ქვეყანაში. ოღონდ ამ მაჩვენებლის რაოდენობრივი შეფასებით გამოყენება უკვე ჩვენი გამოკვლევის სფეროს სცილდება და ჩვენც მხოლოდ თვისებრივი გამოკითხვითა და სოციოლოგიური მიმოხილვით შემოვიფარგლეთ. ასევე, რამდენადაც კარგად გვესმის, რომ შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია გარკვეული სუბიექტური ფაქტორების სრულად თავიდან აცილება, ჩვენც შევეცადეთ, მხოლოდ ამ შედეგებით გვეხელმძღვანელა.
„ვარდების რევოლუცია”
ორიოდე სიტყვა თვით ცნებების - „ვარდების რევოლუციისა” და „სამოქალაქო საზოგადოების” ურთიერთმიმართების თაობაზე. ჩვეულებრივ, ეს კონკრეტული პერიოდის, ანუ 2003 წლის 2 ნოემბერსა და 23 ნოემბერს შორის მომხდარი მოვლენების გამოძახილად აღიქმება. სწორედ 23 ნოემბერი ითვლება რევოლუციის გამარჯვების დღედ და დღევანდელ საქართველოში ქვეყნის ეროვნული დღესასწაულების დონეზე აღინიშნება. სინამდვილეში, რევოლუცია გაცილებით უფრო ხანგრძლივი და ღრმა პროცესია, ვიდრე ქვეყანაში ძალაუფლების ხელში აღება და პრეზიდენტის გადადგომა, თუნდაც ხალხის ფართო მასების მხარდაჭერით. სახალხო რევოლუციის ლეგიტიმაციის ცნობილი კრიტერიუმებიდან ჩვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი გვინდა გამოვყოთ: ძირეული სისტემური რეფორმების შედეგად ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს მყარი საფუძველი ეყრება სწორედ იმ ჯგუფის მმართველობის პერიოდში, რომელმაც განახორციელა კიდეც რევოლუცია და ამგვარ რეფორმათა ინიციატორად გამოაცხადა თავი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს დემოკრატიული რევოლუცია, დაიმკვიდროს ისტორიული უფლება, იწოდებოდეს ასეთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ისტორიის მომავალ სახელმძღვანელოებში ის მოხსენიებული იქნება, უარეს შემთხვევაში, როგორც „ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება” (თუ რევოლუციის შედეგად მართვის ავტორიტარული, არადემოკრატიული სტილი დამკვიდრდა) ან, უკეთეს შემთხვევაში, „ქუჩის მხარდაჭერით ოპოზიციური ძალების მიერ არსებული რეჟიმის არაძალადობრივი შეცვლა” (უფრო ხანგრძლივი და გაურკვეველი შედეგის შემთხვევაში).
პოსტრევოლუციური პერიოდის დინამიკა ჯერჯერობით არ იძლევა საბოლოო დასკვნების გაკეთების საშუალებას, თუმცა გარკვეული რეფორმები მაინც მიმდინარეობს. ოღონდ ეგეცაა - არსებული ხელისუფლება თავს ერთი ხანია, შეუვალი ავტორიტეტისა და მოვლენათა მოუწყვლადი განსჯის უნარის მქონედ აცხადებს თავს...
ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია: ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის შენების პროცესები არც დაწყებულა და არც მთავრდება 2003 წელს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაცნობიერებთ ამ მოვლენათა ისტორიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ამ წიგნში მაინც ვწერთ „ვარდების რევოლუციისა” და საქართველოში „პოსტრევოლუციური” პროცესების შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის კი არ არის, მოხდა თუ არ მოხდა 2003 წლის ნოემბერში რევოლუცია, არამედ ის, შეძლებს თუ არა ამიერიდან საქართველო არარევოლუციური (ანუ არჩევნების) გზით ხელისუფლების მონაცვლეობით განვითარებას (რის გამოცდილებაც მას დღემდე არ გააჩნდა), შეძლებენ კი რევოლუციის გზით მოსული ძალები, ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლის ტრადიციას ჩაუყარონ საფუძველი? ამაშიც უმნიშვნელოვანესი როლი სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ითამაშოს, მისი სიცოცხლისუნარიანობა უნდა გამოვლინდეს, ვინაიდან ცნობილია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ ხელისუფლებას, მათ შორის, სახალხო რევოლუციის გზით დამკვიდრებულს, ბიუროკრატიზაციისა და ავტოკრატიისაკენ სწრაფვა უვითარდება ხოლმე.
სამოქალაქო საზოგადოება და ხალხის თვითშეგნება
მეორე მნიშვნელოვანი ტერმინია „სამოქალაქო საზოგადოება”, რომლის არსებულ განმარტებებს შემდგომ ტექსტში ასევე ვრცლად ეთმობა ადგილი. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება, ჩვეულებრივ, არასამთავრობო სექტორთან ასოცირდება, რომელშიც, ძირითადად, უფლებადამცავ არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობენ. უფრო ნაკლებად მოიაზრება ამავე კატეგორიაში დამოუკიდებელი მასმედია (მასში უფრო კომერციულ საწყისს ამჩნევენ) ან, მით უმეტეს, პოლიტიკური მოძრაობები და ჯგუფები. ამავე დროს, პრაქტიკულად, არ გვაქვს პროფკავშირების (trade-unions) სამოქალაქო აქტივობის ტრადიცია, რომელმაც, ზოგიერთი რელიგიური დაწესებულების სამოქალაქო აქტივობასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებში მნიშვნელოვანწილად ჩამოაყალიბა კიდეც სამოქალაქო საზოგადოება. არადა, პოსტ საბჭოთა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩასახვისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნის გარეშე „ვარდების რევოლუციაში” მისი როლის განსაზღვრაც შეუძლებელი ხდება.
როდესაც ვლაპარაკობთ რევოლუციაში სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ, არა მხოლოდ რევოლუციურ პროცესებში წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას, არამედ ქართულ საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდილ დონესაც ვგულისხმობთ, რამაც განაპირობა კიდეც რევოლუციური ნახტომის - ოპოზიციური ძალებისათვის სახელმწიფო ხელისუფლების უსისხლო და არაძალადობრივი, ამავე დროს, უალტერნატივო გადაცემის - შესაძლებლობა. ამ პროცესებში აქტიური მონაწილეობით საქართველოს ამომრჩევლებმა განაცხადეს, რომ აღარ შეურიგდებიან გაყალბებული არჩევნების დამკვიდრებულ ტრადიციას. ქუჩაში გასულმა ხალხმა სოლიდარობის, ორგანიზებულობისა და ერთმანეთისადმი კორექტულობის მაღალი დონის დემონსტრირება და ამით შესაძლო ჭყლეტის, სისხლისღვრისა თუ პროვოკაციების პრევენცია მოახდინა. გარედან ამას ვერავინ უზრუნველყოფდა, თვით ხალხს რომ არ ჰქონოდა გაცნობიერებული, რამდენად სასიცოცხლო იყო მისთვის შედეგის მიღწევა - დრომოჭმული და კორუმპირებული რეჟიმის შეცვლა.
დაკვირვების შედეგად ვლინდება რევოლუციურ მოვლენათა სამი განსხვავებული, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული ხაზი: პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის აქტიური ნაწილისა და დემონსტრანტთა მასების ქცევის ლოგიკა. ხალხი ორგანიზებულად მოქმედებდა, იკრიბებოდა და იშლებოდა. კულმინაციური მომენტის წინა დღეებში ამ სტრიქონების ავტორს ახსოვს დედა 25 დღის ბავშვით ხელში, რომელიც გვიან ღამემდე არ ტოვებდა პარლამენტის წინ ტერიტორიას. ქუჩაში გადაუღებლად წვიმდა, ხალხი ტენტების ქვეშ თბებოდა, როგორც შეეძლო. როდესაც ვკითხე, არ გეშინია, ბავშვი გააციო-მეთქი, მან მშვიდად მიპასუხა, სახლში ტემპერატურა უფრო დაბალია, ვიდრე ქუჩაში და ვიცი, რატომაცო. დემონტრანტთა ქცევის ხასიათი ვერ თავსდებოდა ქართული ხასიათისა და ქართული საზოგადოების მენტალიტეტის შესახებ ჩვეულ სტერეოტიპებში. აქ ორი განმსაზღვრელი ლაიტმოტივი იჩენდა თავს: 1. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, 2. ეს მხოლოდ და მხოლოდ ცივილიზებული, არაძალადობრივი გზით უნდა მოხდეს.
2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები არ წარმოადგენდა რაიმე განსაკუთრებულს გაყალბების ხარისხის თვალსაზრისით: ეს იყო „ნორმალურად” ფალსიფიცირებული არჩევნები, რასაც ყველა დიდი ხანია შეჩვეული იყო. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი ბრძოლის მოლოდინში ოპოზიციის ლიდერთა ინტერესებში იყო, ეს არჩევნები უპრეცედენტოდ გაყალბებულად გამოეცხადებინათ, რათა მასობრივი პროტესტის საკმარისი აკუმულირება მომხდარიყო.
2003 წლის ნოემბერი შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს: პერიოდი ნოემბრის შუა რიცხვებამდე, როდესაც სახალხო პროტესტი კრიტიკული მასის დონეს ვერ აღწევდა, ბრძოლის შედეგი კი გაურკვეველი იყო და რევოლუციის გამარჯვებამდე დარჩენილი ერთი კვირა, როდესაც პროცესებმა ცალსახა და შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ასევე ვითარდებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი დამოკიდებულება ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან. რევოლუციის შემდგომ გავრცელდა „შეთქმულების თეორია”, რომლის თანახმად, რევოლუცია ორგანიზებული და დაფინანსებული იყო ჯორჯ სოროსის მიერ, სერბიაში მომხდარი რევოლუციის კალკირებით. სოროსის ფონდმა ნამდვილად გაუწია დაფინანსება „კმარას” მომზადებას, მაგრამ ეს თავისთავად ვერ უზრუნველყოფდა ფართომასშტაბიან სახალხო გამოსვლებს. არსებობს ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ არ ჩქარობდნენ ოპოზიციისთვის საჯაროდ მხარდაჭერის გამოცხადებას იქამდე, ვიდრე აშკარა არ გახდა, რომ აქტიური სახალხო პროტესტი კრიტიკულ ზღვარს გადასცილდა. 2004 წლის თებერვალში „ნიქსონის ცენტრში” შეხვედრის დროს ამერიკის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული ექსპერტი ზეინო ბარანი გვიმტკიცებდა7, რომ ვაშინგტონში იქამდე ყოყმანობდნენ, დაეჭირათ თუ არა საჯაროდ მხარი სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის გუნდისთვის, ვიდრე არ დარწმუნდნენ, რომ საქართველოში მოვლენები შეუქცევადად ვითარდებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ, ანუ 23 ნოემბრამდე დარჩენილი რამდენიმე დღის განმავლობაში, CNN უკვე მთლიანად ჩაერთო რევოლუციის მსოფლიო მასშტაბით „გაპიარებაში”.
მესამე სექტორში მიმდინარე ტრანსფორმაციის შესახებ
„ვარდების რევოლუციის” გამარჯვებისთანავე მისმა ბევრმა აქტიურმა მონაწილემ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა რიცხვიდან პარლამენტში, მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკვანძო პოზიციები დაიკავა. „რუსთავი 2”-მა ამ ფაქტის კომენტირებისას თავი ვერ შეიკავა იმის აღნიშვნისაგან, რომ რევოლუციის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო სექტორი “დაცარიელდა და დაიშალა”8. ამ დასკვნის გაგება ისეთნაირადაც შეიძლებოდა, რომ ზემოხსენებული ლიდერების აზრით, სწორედ ისინი წარმოადგენდნენ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას. დრომ აჩვენა, რომ „რუსთავი 2”-ის ამ (ისევე, როგორც ბევრ სხვა) განცხადებაში გაცილებით მეტი იყო ჩადებული: სახელდობრ, ახალი ხელისუფლების პოლიტიკური მრწამსი: სახალხო პროტესტის ტალღაზე მოსული ხელისუფლება, რომელსაც ხალხისაგან აქვს დაკვეთა, ქვეყანაში ძირეული რეფორმები ჩაატაროს და ყველაფრის დაჩქარებული მოდერნიზაცია მოახდინოს, რომელიც ხალხის ნებას ასრულებს და ხალხის სახელით ლაპარაკობს, ბუნებრივად იღებს თავის თავზე ქართული სახელმწიფოს დემოკრატიზაციასთან, ევროპულ და ზოგადსაკაცობრიო სტანდარტებთან დაახლოების ფუნქციას, ანუ - საკუთარ თავზე იღებს სამოქალაქო საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ფუნქციას. სამოქალაქო საზოგადოების იგივე ლიდერები, რომელნიც რევოლუციამდე არასამთავრობო სექტორში საქმიანობდნენ, რევოლუციის შემდეგ იმავე საქმიანობას უკვე სახელმწიფო მოხელეების სტატუსით აგრძელებენ. მათი ხედვით, სამოქალაქო საზოგადოებამ (ანუ კონკრეტულად, ამა და ამ პირებმა) ხელისუფლება ხელში იმისათვის აიღო, რომ განახორციელოს ის, რისთვისაც იყო მოწოდებული - დემოკრატიული რეფორმები - მაგრამ უკვე სახელმწიფო ძალაუფლების ატრიბუტებითა და რესურსებით აღჭურვილმა.
ყველაფერი წესრიგშია ასეთი ლოგიკით წარმოებულ მსჯელობაში? რამდენად ეთანხმება იგი სამოქალაქო საზოგადოების საყოველთაოდ მიღებულ გაგებას? შესაძლებელი კია, ამგვარი „მემკვიდრეობითობის ხაზი” იმის გარანტიად იქცეს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების პოსტრევოლუციური განვითარება დემოკრატიის გზით და არა ბიუროკრატიზაციის და ავტორიტარიზაციის გაგრძელება? საკმარისია, დასავლურ ქრესტომათიებში ჩავიხედოთ, რომ ამ კითხვაზე ცალსახად უარყოფითი პასუხი მივიღოთ. მაღალჩინოსანი, თუნდაც ის სტაჟიანი არასამთავრობო უფლებადამცველი ყოფილიყო წარსულში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ვერანაირად ვერ იქნება. რევოლუციის შემდგომ საზოგადოებამ უნდა შეავსოს და გაააქტიუროს სამოქალაქო სექტორი, როგორც ხელისუფლებაზე ხალხის დემოკრატიული კონტროლის მექანიზმი, რათა ხელისუფლებამ არ გადაუხვიოს რევოლუციის დროს გამოცხადებულ გეზს. ფრენსის ფუკუიამას ცნობილი გამონათქვამი რომ გამოვიყენოთ, დემოკრატია მხოლოდ იქ მკვიდრდება, სადაც საზოგადოებაში ამის სტაბილურად ძლიერი მოთხოვნა, და სადაც თავად საზოგადოებას ძალუძს დარაზმვა ამ მიზნის მისაღწევად.
_________________________
1. მათი მიმოხილვა იხ. II თავში.
2. http://www.myarh.ru/news/index.php?id=21797@r=all&date=2005-05-13
3. „...ის მანძილი, რაზეც სახელმწიფო ინსტიტუციათა თუ სხვადასხვა ორგანიზაციათა წევრები ჩვეულ ამბად იღებენ, რომ ძალაუფლება არათანაბრად გადანაწილდება ქვეყანაში” (Hofstede, G. 1991, p. 28).
4. Diamond L., Thinking about hybrid regimes. Journal of Democracy, April, 2002, pp 21-35.
5. იხ. ადამიანის ქმედებათა გაუთვალისწინებელი შედეგები: რობერტ კ. მერტონის სტრუქტურულ-ფუნქციურ თეორიათა ამონარიდი, Diligio, 2000.
6. იხ.. Hoult, Th., Dictionary of Modern Sociology. Littlefuield Adams, 1969.
7. შეხვედრას ესწრებოდნენ გუგული მაღრაძე, ზურაბ დავითაშვილი და გიორგი ხუციშვილი.
8. 2004 წლის იანვარი, „რუსთავი 2”-ის საღამოს „კურიერი”.
![]() |
4 თავი 1. კვლევის საგანი, მეთოდოლოგია და ჰიპოთეზები |
▲ზევით დაბრუნება |
მოცემული პროექტის ერთ-ერთი ძირითადი დებულება ისაა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ გარკვეული, თანაც არცთუ უმნიშვნელო როლი ითამაშა 2003 წლის ნოემბერს საქართველოში მომხდარ „ვარდების რევოლუციაში” - ეს კი, თავის მხრივ, სამ წინსწრებით ვარაუდს გულისხმობს:
ა) საქართველოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება;
ბ) 2003 წელს საქართველოში რევოლუცია მოხდა;
გ) ამ ორს შორის გარკვეული ურთიერთკავშირია.
ესაა სოციალური რეალობის „პირველი რიგის” ვარაუდები და თუ ეს ყველაფერი ასეა, ახლა „მეორე რიგზეც” უნდა გადავიდეთ - რომ ქართველმა ხალხმა ეს ურთიერთკავშირი გაიაზრა, და შესაბამისად, იგი ქართულ მედია სივრცეშიც აისახა. ასე რომ, ახლა მეოთხე წინადაშვებაც ჩნდება:
დ) ეს ურთიერთკავშირი აისახება მოქალაქეთა წარმომადგენლობით (მნიშვნელობა არა აქვს, აქტიური იყო ეს წარმომადგენლობა თუ პასიური), მედია საშუალებებით (ბეჭდვითი თუ ტელემედია) და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობით.
ამ ვარაუდებზე დაყრდნობით, ჩვენ რამდენიმე ჰიპოთეზას შემოგთავაზებთ, ოღონდ სულაც არ გვსურს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ძიების გზას გავყვეთ; ჩვენ ის უფრო გვაინტერესებს, როგორ წარმოაჩენს კვლევა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახეს? რას გვმატებს იგი რევოლუციების ფენომენში გასარკვევად? სხვანაირად რომ ვთქვათ, ურთიერთკავშირი „სამოქალაქო საზოგადოება - ვარდების რევოლუცია” უფრო ფართო, სპეციალურ ლიტერატურაში კარგად გაშუქებულ (კაროტერსი1, პატნემი2, დაიმონდი3, ჰანთინგტონი4) კონტექსტშია ჩასმული: „სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია”.
ეს ურთიერთკავშირი მრავალმხრივ იქნა გაშუქებული და იმ ცნებებით განისაზღვრებოდა, სხვადასხვა ტიპის სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას რომ აღნიშნავდა - იქნებოდა ეს ელექტორალური დემოკრატიები (ხალხის უფლება, ხელისუფლება მოისროლოს), ე.წ. ჰიბრიდული დემოკრატიები თუ სრულად ჩამოყალიბებული დემოკრატიები (იხ. დაიმონდი და კაროტერსი). თავდაპირველად დემოკრატიები უშუალოდ ეკონომიკურ განვითარებასთან ასოცირდებოდა, ოღონდ ეს ბოლო ხანია, დემოკრატიისადმი მიდრეკილება ღარიბ ქვეყნებშიც შეინიშნება (კაროტერსი). მთავარი საკითხი აქ ისაა, რომ დემოკრატია, როგორც ჩანს, მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ანდა ბოლომდე ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოების (არასამთავრობო სექტორისა და თავისუფალი მედიის) პირობებს “ერგება”.
დიაგრამა: სავარაუდო კონცეპტუალური კავშირები

ზემორე დიაგრამა იმ სავარაუდო ურთიერთკავშირზე მიათითებს, რაც სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორსა და “ვარდების რევოლუციას” შორის მოიაზრება. სავარაუდოდ, 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და 2003 წლის “ვარდების რევოლუციას” შორის პერიოდში ხალხის ნება და სურვილი აშკარად ჩამოყალიბდა ორი მიმართულებით:
შეეცვალათ ხელისუფლება;
ყველაფერი ეს მშვიდობიანად მომხდარიყო.
გამარტივების მიზნით (ჩვენს მიზანს საკითხის ფილოსოფიური ასპექტის კვლევა არ წარმოადგენდა) ეს ორი დებულება საერთო ცნებით გავაერთიანეთ - „სახალხო მზაობა”; აქვე ჩნდება კითხვა: საიდან გაჩნდა ეს მზაობა? რაიმე წილი თუ უდევს მასში არასამთავრობო სექტორს? თუ ეს ყველაფერი, უბრალოდ, დუხჭირმა ეკონომიურმა მდგომარეობამ, აღებ-მიცემობის საყოველთაო გავრცელებამ და ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფამ გამოიწვია? ან, იქნებ, ოპოზიციამ მიაღწია ქარიზმის ისეთ დონეს, რომ საერთო უკმაყოფილება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენა? თუმცა ჯერჯერობით შეკითხვა მეტი გვაქვს, ვიდრე პასუხი, მაინც შევეცდებით, დავამტკიცოთ, რომ ჩვენი კვლევა-ძიება სამოქალაქო საზოგადოებისა და „ვარდების რევოლუციის” ურთიერთკავშირის დასადგენად, უცილობლად არასამთავრობო სექტორსა და ზოგადად საზოგადოებაში გაჩენილ მზაობას შორის სავარაუდო კავშირამდეც მიგვიყვანს.
მეთოდი და ხერხები: ურთიერთშეჯერება
ობიექტური სურათის მისაღებად ურთიერთშედარების მეთოდი და სამი ძირითადი ხერხი გამოვიყენეთ: 1) ე.წ. „საექსპერტო ინტერვიუ”, რომელიც ჩამოერთვა „ვარდების რევოლუციის” უშუალო მონაწილეებს (სხვადასხვა ბანაკიდან), ექსპერტებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებს, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდნენ; 2) მედიისა და სხვა ბეჭდვითი დოკუმენტების კონტენტ-ანალიზი; 3) სოციოლოგიური გამოკითხვა (1000 რესპონდენტი მთელი საქართველოდან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა).
ჩვენ თავად არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ, შესაბამისად, ქართული საზოგადოების ნაწილი და, გარკვეულწილად, ეს კვლევა მომხდარის ჩვენეულ თვალთახედვასაც გამოხატავს. ამიტომაც დავურთეთ წიგნს ბოლოში „ერთი საზრისი”. ასევე, მეტი სიცხადისა და დამაჯერებლობისათვის, ტრიანგულაციის, ანუ - ამ შემთხვევაში - ურთიერთშეჯერების მეთოდს მივმართეთ, როცა რესპონდენტთა პასუხებს სხვადასხვა დოკუმენტურ მასალას, ანალიტიკოსთა თუ ექსპერტთა მოსაზრებებს ვუდარებდით. ყველაზე საინტერესო კი, სავარაუდოდ, ურთიერთსაწინაღმდეგო შედეგების ანალიზი იქნება, რაც საკვლევი საკითხების ძირეულ პრობლემებთან დაგვაახლოებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოვლენას მისი აღსრულების შემდეგ განვიხილავთ, ასე რომ, აქ „აზრის გამოტანის” როგორც ფსიქოლოგიურ, ისე კულტურულ ფენომენთან გვაქვს საქმე: ჩვენ იმ ხალხის მეხსიერებას ვეყრდნობით, რომელთაც, შესაძლოა, საკუთარი, უკვე არსებული კლიშეებიც ჩაკირვოდათ ამა თუ იმ მოვლენის აღქმაში. ჩვენს გამოკვლევას თავისებური „არეკვლითი” ხასიათი აქვს და იმის ფუფუნება არ გაგვაჩნია, ისტორიის გადასახედიდან განვიხილოთ მომხდარი.
ცნებები და სავარაუდო ურთიერთკავშირები
სამოქალაქო საზოგადოებასა და რევოლუციებზე სხვადასხვაგვარი შეხედულებები არსებობს - სტრუქტურული, ისტორიული, ფუნქციონალური თუ ახსნა-განმარტებითი თვალსაზრისით. ამჯერად სამოქალაქო საზოგადოებასა და „ვარდების რევოლუციასთან” დაკავშირებით შემდეგი მიდგომით ვიხელმძღვანელებთ: პირველი არასამთავრობო სექტორსა და მედიამდე დაიყვანება, ანუ იმ საზოგადოებრივ ჯგუფებამდე, ინსტიტუციებამდე თუ ე.წ. „მოძრაობებამდე”, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ „ვარდების რევოლუციის” მოვლენაში - როგორც მის საწყის, ისე ფინალურ ეტაპზეც.
რაც შეეხება თავად „ვარდების რევოლუციას”, იგი ნოემბერშივე ორ პერიოდად იყოფა: სრული ქაოსი პირველი ორი კვირის მანძილზე და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით ზეწოლა მის მეორე ნახევარში (თუმცა ჟვანიაცა და ბურჯანაძეც ირწმუნებოდნენ - ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო ყველაფერიო). ასე რომ, სამოქალაქო საზოგადოებასა და „ვარდების რევოლუციას” შორის ურთიერთკავშირი არასამთავროთა აქტივობისა და ამ აქტივობის მედიაში გაშუქების საფუძველზეა გაანალიზებული.
ჰიპოთეზად ქცეული ვარაუდი
ა) საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ნამდვილად არსებობს
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩასახვასა და ევოლუციას რამდენიმე გამოკვლევა მიეძღვნა, რომელთა ავტორები არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევრები. გ. ნოდია, რომელმაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა, აღნიშნავს, რომ „1992 წლიდან, ანუ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ევროპისა და ამერიკის დემოკრატიული ქვეყნები დაინტერესდნენ საქართველოში (...) სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობით. თავის მხრივ, ქართული საზოგადოების აქტიურ ნაწილს საშუალება მიეცა, თავისი საქმიანობისათვის ახალი რესურსები მოეძიებინა(...). არასამთავრობო ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ფორმად იქცნენ”5 (თავის ნაშრომში ავტორი არ ეხება თავისუფალ მედიას; მისგან განსხვავებით, კომპანიენი6 მედიას თბილისის მოვლენების თანამონაწილედ თვლის).
ამრიგად, საქართველოში (ისევე, როგორც ბევრ სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყანაში) სამოქალაქო საზოგადოების თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ იგი შეიქმნა არა მთლად სპონტანურად, როგორც ტრადიციული დემოკრატიების ქვეყნებში, არამედ გარედან ხელშეწყობით და დაფინანსებით. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო სექტორი ქვეყანაში ლიბერალური ღირებულებების ძირითად „პრომოუტერად” იქცა და მალე მოიპოვა ანგარიშგასაწევი ადგილი და გავლენა ქართულ სოციალურ რეალობაში; მისი ძირითადი იარაღი გახდა „...კომპეტენცია, თვითორგანიზაციისა და არტიკულაციის უპირატესი უნარი” (გ. ნოდია, იხ. იქვე, გვ. 12).
კიდევ უფრო დიდი გავლენა ქართულ საზოგადოებაში თანდათანობით მოიპოვა თავისუფალმა მედიამ, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, არ იყო და არც არის ძირითადად დამოკიდებული დასავლელ დონორებზე (თუმცა, რა თქმა უნდა, დასავლური გრანტები მედია კომპანიებისთვისაც არ ყოფილა უცხო ხილი). მედიის გავლენაზე, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტივობაზე საქართველოში, მეტყველებს 2001 წლის შემოდგომის მოვლენები, როდესაც ხელისუფლების მხრიდან ტელეარხ „რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ რეპრესიული ღონისძიებების დაწყებას მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც ხელისუფლებამ უკან დაიხია, ხოლო გენერალურმა პროკურორმა, აგრეთვე შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს. შემდგომ ტექსტში ყველა ამ საკითხზე უფრო ვრცელი საუბარი იქნება. ამ შემთხვევაში კი ზემოთქმული საკმარისად მიგვაჩნია იმისათვის, რომ კვლევის პირველი ვარაუდი დასაბუთებულად ჩაითვალოს.
ის, რომ სამოქალაქო სექტორი საქართველოში გავლენიანი სოციალური ინსტიტუტია, ცხადად ჩანს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბოლო წლების მანძილზე პრაქტიკულად ყველა საინფორმაციო გადაცემაში, ანალიტიკურ პუბლიკაციაში მოიხსენიება ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია და სექტორი საერთოდ.7 სტრუქტურული თვალსაზრისით, სხვადასხვა პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა მთელი ქვეყნის ტერიტორია მოიცვა (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების გარდა); არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ორგანოს სამეთვალყურეო საბჭოში (სადაც ასეთი არსებობს); ბევრი ორგანიზაცია მონაწილეობს მნიშვნელოვან სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში. ფუნქციური ასპექტით, არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, როგორც აღინიშნა, საქართველოში ლიბერალურ-დემოკრატიული იდეოლოგიის ძირითადი პრომოუტერია; ეს ხორციელდება საგანმანათლებლო პროექტებით (ტრენინგ-პროგრამები, სემინარები, გამოსვლები მედიაში, პუბლიკაციები და ა.შ.), საკანონმდებლო ინიციატივებით, დამოუკიდებელი ექსპერტიზებით, აპელაციებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სამოქალაქო სექტორის გავლენის ემპირიულ დასაბუთებად შეიძლება მოვიყვანოთ 2003 წლის გაზაფხულზე 1000 რესპონდენტთან ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები8:
კითხვარში რესპონდენტებს ვთავაზობდით, პასუხი გაეცათ შემდეგ კითხვაზე: როგორ შეაფასებდით ქვემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურების საქმიანობას? პასუხები ასე განაწილდა:
ტაბულა 1: ინსტიტუციების შეფასება საქართველოში
|
სტრუქტურა |
დადე- |
უფრო |
უფრო |
უარყოფი- |
მიჭირს |
1 |
საქართვე- |
1.2 |
4.7 |
22.7 |
71.5 |
0 |
2 |
საქართვე- |
1.1 |
4.2 |
19.3 |
75.4 |
0 |
3 |
არასა- |
5.9 |
25.0 |
28.1 |
38.6 |
2.4 |
4 |
მართლმა- |
38.6 |
38.2 |
12.7 |
9.0 |
1.5 |
5 |
მასმედია |
25.6 |
41.3 |
18.3 |
14.5 |
0.3 |
6 |
პოლიცია |
2.3 |
5.7 |
16.7 |
75.2 |
0.1 |
7 |
პროკუ- |
3.0 |
5.5 |
17.1 |
73.8 |
0.7 |
8 |
სასამართლო |
3.1 |
8.0 |
20.3 |
67.6 |
0.7 |
როგორც ვხედავთ, სამოქალაქო სექტორის ორ ძირითად ერთეულს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილი აქვთ მოსახლეობის შეფასებით. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ჩვენ უკვე დასაბუთებულად ვთვლით ჩვენს თავდაპირველ ვარაუდს - საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ნამდვილად არსებობს.
ბ) 2003 წელს საქართველოში რევოლუცია მოხდა
ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა ცნება „რევოლუციის” 2003 წ. ნოემბრის მოვლენებთან ყველაზე მეტად მისადაგებული შემდეგი განსაზღვრება შეარჩია - სოციალურ-პოლიტიკური მოვლენა, რომელიც შემდეგი ატრიბუტებით ხასიათდება:
- პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებისაკენ მიმართული ძალისხმევა, რომელიც კანონისა და წესრიგის შესახებ ალტერნატიული შეხედულებ(ებ)იდან მომდინარეობს;
- მასების ფორმალური და არაფორმალური მობილიზაციის მნიშვნელოვანი ხარისხი;
- ცვლილების გამოწვევის მცდელობა ისეთი არაინსტიტუციონალური ქმედებების საშუალებით, როგორიცაა მასობრივი დემონსტრაციები, საპროტესტო აქციები, გაფიცვები ან ძალადობაც კი.9
გ) ურთიერთკავშირი არსებობს როგორც: 1. სამოქალაქო საზოგადოებასა და „ვარდების რევოლუციას”, ისე 2. სამოქალაქო საზოგადოებასა და საზოგადოებრივ მზაობას შორის - თუნდაც გარდამავალი პერიოდის კონტექსტში
ის, რომ სამოქალაქო სექტორმა შესამჩნევი როლი ითამაშა უშუალოდ რევოლუციურ მოვლენებში, შემდეგნაირად მჟღავნდება: ოპოზიციური ტელეარხები, განსაკუთრებით „რუსთავი 2”, უდავოდ უნდა ჩაითვალოს რევოლუციის უშუალო აქტორად, ვინაიდან მათი საშუალებით პირდაპირ ეთერში ხდებოდა არა მარტო მოვლენების ასახვა, არამედ კონკრეტული აქციების კოორდინირებაც. რევოლუციის მთელი პერიოდის მანძილზე პრაქტიკულად ყველა რეიტინგულ თოქ-შოუსა თუ საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანი ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რევოლუციის შემდეგ სამოქალაქო სექტორის არცთუ ცოტა წარმომადგენელი სახელისუფლებო სტრუქტურებში შევიდა. ამგვარი მიზეზ-შედეგობრივი ორგვაროვნება - როცა ერთდროულად მწარმოებელიც ხარ და ნაწარმიც - გარკვეულ საფიქრალს აღძრავს. იმისდა მიუხედავად, ვინ როგორ აღიქვამს და რა ფუნქციების მატარებლად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და მომხდარი რევოლუციის ურთიერთკავშირი პარადოქსულად მოჩანს: ბოლოს და ბოლოს, თუკი სამოქალაქო სექტორი მყარ ტრადიციებსა და კანონის უზენაესობას ეფუძნება, თავად რევოლუციის მოთხოვნა საიდანღა გაჩნდა? ასე რომ, კვლევის მიმართვა სუსტი კანონიერების მქონე, გარდამავალ ხანაში მყოფი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე სულაც არ გვესახება უმნიშვნელოდ.10
რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებასა და საზოგადოების მზაობას:
1993-2003 წლებში, თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის გავლენით, საქართველოს საზოგადოებრივ ცნობიერებაში გაჩნდა სამოქალაქო შეგნების ელემენტები, რამაც შესაძლებელი გახადა „ვარდების რევოლუციად” წოდებული ფართომასშტაბიანი, არაძალადობრივი, ხელისუფლების მიერ სამოქალაქო უფლებების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული ეროვნული აქცია, რომელიც სტაგნაციის მდგომარეობაში მყოფი რეჟიმის შეცვლით დასრულდა.
დ) საზოგადოების აქტივობა მედიაში, ექსპერტთა თუ რიგით მოქალაქეთა მოსაზრებებში აისახება
კვლევის დაგეგმვის ეტაპზე კვლევით ჯგუფი ერთსაც ვარაუდობდა: სამოქალაქო საზოგადოების როლი „ვარდების რევოლუციაში” ადეკვატურად იქნებოდა ასახული რევოლუციური მოვლენების პერიოდის მედიაში და, აგრეთვე, ამ მოვლენების უშუალო მონაწილე პირებისაგან აღებულ ინტერვიუებში.
მაგრამ შეგროვილი მასალის პირველადი ანალიზისას გაირკვა, რომ ეს ვარაუდი მხოლოდ ნაწილობრივ მართლდებოდა. რა თქმა უნდა, მედიაც და „რევოლუციური” არასამთავრობო ორგანიზაციებიც ხშირად ფიგურირებდნენ როგორც კონტენტ-ანალიზის მასალებში, ისე ინტერვიუებში, მაგრამ ძირითადად მონაწილეობდნენ ზოგადად, კონკრეტული წვლილისა და აქტივობების დაზუსტების გარეშე (ამ მასალას უფრო ფართოდ მომდევნო თავებში გავაშუქებთ), ძირითადი აქცენტი მთავარ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებზე კეთდებოდა. აქ ახლა აღარ შევჩერდებით იმაზე, თუ რატომ მოხდა ასე (ამაზე შესაბამის თავში გვექნება საუბარი). მივუთითებთ მხოლოდ, რომ აქ, ჩვენი აზრით, ქართული კოლექტიური აზრისათვის დამახასიათებელმა პერსონალიზაციის ტენდენციამ ითამაშა თავისი როლი.11 ამით იმის თქმა გვსურს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ცხოვრება უფრო პიროვნულ ფაქტორებთანაა გადაჯაჭვული და იმდენად არ ეყრდნობა წარმატებულ სისტემებსა თუ კარგად აწყობილ ინსტიტუციებს, როგორც ეს, ვთქვათ, დასავლეთში ხდება.
ბოლოს, იგივე ურთიერთკავშირებთან მიმართებით უნდა ითქვას, რომ გამოკითხვებისა და კონტენტ-ანალიზის შედეგებმა გვაიძულა, ნაწილობრივ მაინც, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის „ვარდების რევოლუციასთან” პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული აქტივობების კვლევაზეც გაგვემახვილებინა ყურადღება, რომელთა შორისაა:
არჩევნების გაყალბების ფაქტების გამომზეურება;
საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება;
ხელისუფლების კრიტიკისა და დელეგიტიმიზაციისაკენ მიმართული აქციები;
კონკრეტული საპროტესტო აქციების ორგანიზება;
საპროტესტო აქციების ორგანიზებული და მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველყოფა;
მედიის მხრიდან მასების მობილიზების სტიმულატორის როლის მორგება.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ რევოლუციის წინა პერიოდში განხორციელებულმა ქვემოთ ჩამოთვლილმა აქტივობებმა კი ხელი შეუწყო საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, რამაც განაპირობა მასების მობილიზება რევოლუციის პერიოდში და რევოლუციის არაძალადობრივი განხორციელება, იგულისხმება:
დემოკრატიული ცნობიერების მქონე აქტივისტთა ქსელის (კრიტიკული მასის) შექმნა;
დემოკრატიული ფასეულობების/ადამიანის უფლებების შეფასების კრიტერიუმებისა და მათი შესაბამისი „ენით“ გავრცელება საზოგადოების ფართო ფენებში;
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონმდებლობის შემზადება, რომლებიც რევოლუციის პროცესში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა (ერთი მხრივ, ადმინისტრაციული კოდექსის და საარჩევნო კანონმდებლობის მიღება, მეორე მხრივ, დამოუკიდებელი მასმედიის გაძლიერება);
მონიტორინგი, ნორმატიული სტანდარტების დამკვიდრება.
წინასწარი ვარაუდების, კვლევის საგნისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრის შემდგომ, მომდევნო თავში ჩვენ ჯერ ზოგადად რევოლუციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმოხილვას შემოგთავაზებთ, ხოლო მესამე-მეოთხე თავებს საქართველოში არასამთავრობო სექტორის განვითარების ანალიზს დავუთმობთ.
________________
1. Carothers Th., Critical Mission: Essays on Democracy Promotion, Washington, DC: Carnegie Endowment for International Peace, 2004.
2. Putnem R., Making Democracy Work: Civic Tradition in Modern Italy, Princeton, N.J.: Princeton University Press, 1993.
3. Diamond, L., Developing Democracy: Toward Consolidation, Baltimore: John Hopkins University Press, 1999.
4. Huntington, S., The Third Wave: Democratization in the Late Twentieth Century, Norman: University of Oklahoma Press, 1991.
5. Nodia G., Civil Society Development in Georgia: Achievements and Challenges, Policy Papers. Tbilisi: CIPDD, 2005, p 15.
6. Companjen, F.J., Between Tradition and Modernity. Amsterdam: Vrije Universiteit, 2004, p 28.
7. იხ. გ. ნოდია, Ibid.
8. გ. ნიჟარაძე, ე. ჯგერენაია, ი. კაჭკაჭიშვილი, რ. მშვიდობაძე, გ. ხუციშვილი. საქართველოს ქალაქური მოსახლეობა რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, 2004.E
9. Goldstone, J. A., “Towards a Fourth Generation of Revolutionary Theory”, in: Annual Review of Political Science 4, 2001, pp 139-87.
10. Companjen, F.J., Between Tradition and Modernity. Rethinking the role of NGO leaders in Georgia's transition to democracy. Amsterdam: Vrije Universiteit, 2004, p 28.
11. კულტურათშორისი კომუნიკაციების თაობაზე იხ. Gudykunst and Kim 2003, Hofstede 2001, Kluchohn and Strodbeck 1960.
![]() |
5 თავი 2. რევოლუცია და სამოქალაქო საზოგადოება: თეორიული ჩარჩო |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც რევოლუციების, ისე სამოქალაქო საზოგადოების რა თეორიები ესადაგება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და რას მატებს მათი ანალიზი უკვე არსებულებს? რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ რევოლუციისა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთკავშირის დადგენით? კანონი რომ კანონობდეს, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება მეტად იყოს გამტკიცებული, იქნებ, აღარც რევოლუცია გამხდარიყო საჭირო - სამართლიანი არჩევნებიც საკმარისი იქნებოდა არსებული ხელისუფლების შესაცვლელად! სამწუხაროდ, კანონი უძლური აღმოჩნდა და არჩევნებიც გაყალბდა.
ამ თავში ჩვენ მიზანი არ იყო რევოლუციის შესახებ არსებული ყველა თეორიული კონცეფციის მიმოხილვა - ამგვარი კონცეფცია უამრავია; არც სისრულის პრეტენზია გვაქვს - ჩვენ უფრო ის გვაინტერესებს, რამდენად ეთანხმება სამოქალაქო საზოგადოებისა და რევოლუციების თეორიული გააზრება საქართველოში მომხდარ ძვრებს? ნუთუ სამოქალაქო საზოგადოების როლი ჯეროვნადაა ასახული და თუ ასეა, რა როლია ეს? განსაკუთრებით ის შემთხვევები გვინდა აღვნიშნოთ, როცა ესა თუ ის მოვლენა ეთანხმება ან პირიქით - ეწინააღმდეგება არსებულ შეხედულებებს.
რევოლუციის თეორიებისა და კონცეფციების მიმოხილვა
რევოლუციის, როგორც ანალიზის ობიექტის შესწავლა XVIII-XIXსს. მიჯნაზე დაიწყო.1 ტერმინი „რევოლუცია” - მისი თანამედროვე გაგებით - სწორედ ამ პერიოდში წარმოიშვა და გარდაუვალ მოვლენად განიხილებოდა. დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ არაკონტროლირებადი ძალადობრივი გარდაქმნების მნიშვნელობაც შეიძინა. რევოლუციის ამგვარი გაგება ინგლისისა და ამერიკის რევოლუციების შემდეგ დამკვიდრდა ისეთი ისტორიკოსებისა და პოლიტიკური მოაზროვნეების ნაშრომებში, როგორებიც არიან ჟ. დე სტალი, ფ. გიზო, ა. დე ტოკვილი. ეს ავტორები დეტალურად აანალიზებდნენ და ადარებდნენ ერთმანეთს ცალკეულ რევოლუციურ მოვლენებს, რათა საერთო თუ განმასხვავბელი ნიშნები ეპოვათ. მათი დამოკიდებულება რევოლუციის ფენომენისადმი არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, რევოლუცია არაფერს ცვლიდა, მას მხოლოდ ბოლომდე მიჰყავდა ის ტენდენციები, რომლებსაც რევოლუციამდელი რეჟიმი სახავდა.2 რევოლუციის მიზანს კი უფრო ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნაში ხედავდნენ.3 სხვაგვარად ფიქრობდნენ ავტორები, რომლებსაც რევოლუცია ობიექტურ მოვლენად მიაჩნდათ და მასში სახელმწიფოს ევოლუციური განვითარების ლოგიკას ჭვრეტდნენ. მათი აზრით, რევოლუცია იყო პროგრესული მოვლენა, რომელსაც დრომოჭმულის დამხობა და ახლის, პროგრესულის დამკვიდრება მოჰყვებოდა ხოლმე. ასე მაგალითად, მარქსი რევოლუციას „ისტორიის ლოკომოტივს“ უწოდებდა, რომელიც პოზიტიურ გარდაქმნებს აჩქარებს.4 მარქსისტულ თეორიაში რევოლუციას განსაკუთრებული ადგილი უკავია, იგი წინასწარ განსაზღვრულია საზოგადოების განვითარების მიმდინარეობით და გარდაუვალი ხდება. რევოლუცია განხილულია, როგორც ერთგვარი ხსნა, ძველი რეჟიმისგან გათავისუფლება და იმ კონსტიტუციური წყობის ზეობა, რომელიც მის შემდეგ მყარდება.
XX ს. დასაწყისში არა მარტო დიდი რევოლუციების, არამედ დაუსრულებელი რევოლუციური პროცესების ანალიზიც მეტად აქტუალური გახდა. მრავალი მკვლევარი შეუდგა ამ საკითხების შესწავლას, რათა შესაძლებელი გამხდარიყო პოლიტიკური პროცესების პროგნოზირება.მეცნიერები ცდილობდნენ, წარსულში მომხდარ რევოლუციურ პროცესებზე დაყრდნობით გამოეთვალათ მომავალი განვითარების მიმართულებები. ამგვარად, რევოლუციების ანალიზმა თეორიული ცოდნის სფეროდან პოლიტიკური პრაქტიკის სფეროში გადაინაცვლა, ანუ მან გამოყენებითი ხასიათი მიიღო.
XXს. 60-იანი წლებიდან ექსპერტების ყურადღება გადაერთო განვითარებად ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე. პოლიტიკური ძვრები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქვეყნებში, მეცნიერთა ანალიზის ობიექტი გახდა. დაიწყო მასობრივი არეულობის წყაროებისა და მიზეზების ძიება; იყო ცდები, მოეძებნათ რევოლუციური პროცესების ფსიქოლოგიური, ცივილიზაციური, კულტურული თუ საერთაშორისო ურთიერთობებიდან გამომდინარე ახსნა. რევოლუცია მრავალმხრივი ანალიზის საგანი გახდა - მას იკვლევენ პოლიტოლოგები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ეკონომისტები. ამ დროისათვის დაგროვდა მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული მასალა, რამაც ამ ფენომენის უფრო დეტალური შესწავლა გახადა შესაძლებელი. მოგვიანებით მოხდა რევოლუციის შესახებ თეორიების გარკვეულ კატეგორიებად სისტემატიზაცია (იხ. ქვემოთ).
რ. გური იყენებს „შედარებითი გაჭირვების” ცნებას და უპირისპირებს მას აბსოლუტურს. არა აქვს დიდი მნიშვნელობა, რეალურად რა ხდება საზოგადოებაში - მთავარი ისაა, თუ როგორ შეეფარდება მიმდინარე მოვლენები საზოგადოების მოლოდინს.5 რევოლუციისათვის ხელსაყრელი პირობები ჩნდება მაშინ, როცა მოლოდინების ფორმირების ხანგრძლივი პერიოდი მკვეთრი გაუარესებით იცვლება და მოლოდინები ცრუვდება.
ზოგიერთი თეორიის მიხედვით, რევოლუცია ჩამორჩენილი, განუვითარებელი საზოგადოებების ფენომენია და წარსულის აგრარულ-ბიუროკრატიული მონარქიებისა და თანამედროვე „მესამე სამყაროს” ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. ჰანთინგტონის მიხედვით, რევოლუცია შეიძლება მოდერნიზაციის პროცესებმაც გამოიწვიოს. იგი თვლის, რომ პოლიტიკურ მოდერნიზაციას პოლიტიკური ცნობიერება ახალ სოციალურ ჯგუფებში შეაქვს და მათ მობილიზაციას ახდენს. რევოლუციის ფუნქცია განიხილება, როგორც ახალი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნა და მათში ამ ჯგუფების ჩართვა.6
ს.ჰანთინგტონს „დასავლური” და „აღმოსავლური” რევოლუციის ცნებები შემოაქვს. „დასავლური” იწყება სახელმწიფოს კრიზისით და შემდგომ - ზომიერთა და რადიკალთა მეშვეობით - პოსტრევოლუციურ დიქტატურას ამკვიდრებს; „აღმოსავლური” მოდელისთვის კი დამახასიათებელია ორმმართველობის პერიოდი, რომელიც „ძველი რეჟიმის” დამარცხებითა და რევოლუციური ძალების გამარჯვებით გვირგვინდება. „ორმმართველობაში” კი მმართველი ელიტის გამიჯვნა არსებული რეჟიმისგან, მისი გადასვლა ოპოზიციაში და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა იგულისხმება.7
80-იან წლებში მეცნიერებმა არა მარტო რევოლუციური მოვლენების, არამედ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტური სიტუაციებისადმი ფუნქციური მიდგომის გამოყენება დაიწყეს. ურთიერთობებისა და პოტენციური კონფლიქტების შესწავლა განვითარების პროცესების გაგების ქვაკუთხედი ხდება. ესაა ურთიერთობები და შესაძლო კონფლიქტები მთავრობას და ელიტას შორის, ელიტების შიგნით, ელიტათა შორის, ელიტებსა და სხვა ჯგუფებს შორის. მაგალითად, ჩარლზ თილი რევოლუციას განსაზღვრავს, როგორც მრავალმმართველობის სიტუაციას, როდესაც განსხვავებული დაჯგუფებები მძაფრ პოლიტიკურ კონფლიქტში იმყოფებიან და შეუძლიათ რესურსების მობილიზება თავიანთ სასარგებლოდ. თუკი ელიტას არ შესწევს ძალა, არსებული რესურსების გამოყენებით დააკმაყოფილოს საზოგადოებრივი ინტერესები, მაშინ გაძლიერებული კონტრელიტა იწყებს მის განკარგულებაში არსებული ყველა რესურსის (ფული, ძალაუფლება, იარაღი, ინფორმაცია) მობილიზებას.8
რევოლუციის შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფოს ანალიზს ეთმობა, რომლის დაშლა და კრიზისი რევოლუციური პროცესის დაწყებას მოასწავებს, ხოლო მისი აღდგენა და განმტკიცება - მის დასასრულს. ახლა მკვლევრები სულ უფრო ხშირად მიმართავენ სტრუქტურულ მიდგომას: ასე მაგალითად, თ. სკოჩფოლი საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის რევოლუციების შესწავლის საფუძველზე აკეთებს დასკვნას, რომ მათი მიზეზები არა სოციალურ სფეროში, არამედ სახელმწიფოებრივი მართვის სტრუქტურაში, სახელმწიფოს, ელიტებისა და საზოგადოების ურთიერთობებშია საძიებელი. მისი აზრით, სწორედ ეს ურთიერთობების გამწვავება, გარე მუქარების ზრდა, ასევე სახელწიფოს უუნარობა, პასუხი გასცეს გარე წნეხს, ქმნის რევოლუციის წინაპირობებს.9
სტრუქტურული მიდგომით სარგებლობს ჯეკ გოლდსტონიც. ინგლისისა და საფრანგეთის რევოლუციების განხილვა მას საშუალებას აძლევს, ივარაუდოს, რომ რევოლუციურ მოვლენებს ადგილი აქვთ სახელმწიფო მმართველობის დასუსტების პერიოდებში. გოლდსტონის მიხედვით, ტრადიციული შემოსავლის წყაროების ამოწურვა და ხარჯების ზრდა სახელმწიფოს ფინანსურ სიძნელეებს უქმნის. საზოგადოებაში მწვავდება წინააღმდეგობების მთელი კომპლექსი, რასაც საბოლოოდ ღრმა სახელმწიფოებრივ კრიზისამდე, რიგ შემთხვევაში კი რევოლუციამდეც მივყავართ.10 ფაქტობრივად, ყოველი რევოლუცია სახელმწიფოსა და მისი მხარდამჭერი ელიტის კრიზისით იწყებოდა; ამას სდევდა როგორც რევოლუციის მხარდამჭერი, ისე კონტრრევოლუციური გამოსვლები „ქვემოდან”; ამ მოვლენების შედეგად კი ჩნდებოდა ახალი პოლიტიკური ელიტა, რომელიც სახელმწიფოს რეკონსტრუქციის ამოცანას ასრულებდა.12
უკანასკნელ დროს სულ უფრო ხშირად გამოიყენება ინსტიტუციური მიდგომა, რაც გულისხმობს განვითარების პროცესებზე სახელმწიფო ინსტიტუტების ზეგავლენის მექანიზმების განხილვას, აგრეთვე იმ ფაქტორების ანალიზს, რომლებიც თვით ამ ინსტიტუტების ცვლილებებზე ახდენს გავლენას. აქ ძირითადი ყურადღება ეთმობა თანმიმდევრულ ევოლუციურ განვითარებას, ხოლო რევოლუციური პროცესები განიხილება, როგორც გარეშე ფაქტორი, რომელიც მხოლოდ გარკვეული ზომით ახდენს გავლენას საკუთრივ ინსტიტუტების განვითარებაზე.13 ლიბერალური ტრადიცია უპირატესობას ანიჭებს მდგრად, დაბალანსებულ სისტემებს, რევოლუცია კი განიხილება, როგორც წონასწორობის დარღვევა, რომლის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია. ე.წ. რევიზიონისტები (ბ.რასელი, ფ.ფურიე) ეჭვქვეშ აყენებენ დებულებას, რომლის მიხედვითაც რევოლუცია პროგრესულია და კანონზომიერი. ეს ავტორები სრულიად უარყოფენ მარქსისტულ თეორიას რევოლუციაში კლასობრივი ბრძოლის როლის შესახებ და საფრანგეთის რევოლუციის მაგალითზე ასკვნიან, რომ შეტაკებებს არა სოციალური, არამედ პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა.
ე.წ. დემოკრატიული განვითარების თეორია სხვაგვარ მიდგომას მიმართავს: დემოკრატიული გარდასვლის მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში რევოლუციური მოვლენები სავსებით ადეკვატურია და განიხილება, როგორც გარდაუვალი მოვლენა ქვეყნის ევოლუციური განვითარების პროცესში. მაგრამ ჩნდება კითხვა: რა კავშირი შეიძლება იყოს დემოკრატიასა და რევოლუციას შორის? რევოლუცია თავისთავად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, მაგრამ დემოკრატიულ მოთხოვნებს შეიცავს. შეიმჩნევა რევოლუციისა და დემოკრატიული გარდასვლის ძალზე ძლიერი ურთიერთკავშირი, მაგრამ ეს ცნებები მაინც განსხვავდება.
დემოკრატიული გარდასვლა გულისხმობს არადემოკრატიული სისტემიდან დემოკრატიულზე თანდათანობით გადასვლას (ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებში); ეს პროცესი ვითარდება ყველა პარტიის აქტიური მონაწილეობის ფონზე. ამასთან, ძირეული პრინციპების თაობაზე თანხმობა არსებობს; მხედველობაში მიიღება ძველი ხელისუფლების ინტერესებიც.14 ამის საპირისპიროდ, რევოლუცია ხასიათდება პოლიტიკური რეჟიმის სწრაფი შეცვლით, რასაც ბრძოლა ახლავს თან. ფაქტობრივად, რევოლუციაში იმარჯვებს ერთი მხარე თუ პარტია, მეორე - კი მარცხდება. გარდა ამისა, რევოლუცია ასოცირდება ძალადობასთან, დემოკრატიულ გარდასვლაში კი მშვიდობიანი პროცესი იგულისხმება. მაგრამ როდესაც რევოლუციას, რომელიც მიმართულია ხრწნადი ბიუროკრატიული აპარატის შესაცვლელად, სისტემური ქაოსისა და კატასტროფული კორუფციის შესაჩერებლად, თან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების აქტიური ჩარევა და საერთაშორისო უკმაყოფილება ახლავს (შიდაპოლიტიკური ინსტიტუტების ქმედუნარიანობის, დემოკრატიული გარდაქმნების გარანტიების, გამჭვირვალობის მოთხოვნები), მაშინ იგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური გარდასახვა და არა როგორც პოლიტიკური ამბოხი14 (ამის მაგალითებია რევოლუციური პროცესები ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში).
რევოლუციური პროცესების ანალიზისას ყურადსაღებია კულტუროლოგიური მიდგომა, რომელიც განიხილავს, თუ რა როლს თამაშობს კულტურა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზოგი ავტორის მტკიცებით, კულტურა რევოლუციის შედეგისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან იგი უზრუნველყოფს რევოლუციური კოალიციის ერთიანობას რევოლუციის დროს და პოსტრევოლუციურ პერიოდში.15 კულტურის ისეთი შემადგენელი ელემენტები, როგორიცაა ლეგენდები, ისტორიული მოგონებანი ომების შესახებ, საერთო გამოცდილება და, ალბათ, რევოლუციური მანიფესტები და ფორმალურად განსიტყვებული იდეოლოგიები, უდავოდ, გავლენას ახდენენ პოლიტიკური პროცესების ფორმასა და დინამიკაზე. მეტიც, „ისტორიული გამოცდილება” წარმოშობს „სუბიექტურობას” და აღვივებს “ემოციებს”, რაც აისახება ხალხის ქცევაში.16
რევოლუციის თეორიების კატეგორიები
არსებობს რევოლუციის განსხვავებული თეორიები. მათი კლასიფიკაციის ცდა მოგვცეს როდერიკ აიამ და ჯეკ გოლდსტონმა17.
აია რევოლუციის თეორიებს ოთხ კატეგორიად ყოფს: ფსიქოლოგიურ, ფუნქციურ, სტრუქტურულ და პოლიტიკურ თეორიებად18.
ფსიქოლოგიური თეორიები რევოლუციურ მოძრაობებს ფრუსტრაციით (იმედგაცრუებით) ხსნის, რომელიც ხალხის სახელმწიფოს მიმართ მოლოდინებსა და რეალურ მდგომარეობას შორის განსვლის შედეგია. დებულების თანახმად, ფრუსტრირებული ხალხი აგრესიას წარმართავს ფრუსტრაციის აღქმული წყაროსაკენ. რევოლუციურ მოძრაობაში ფრუსტრაციის მრავალგვარი სოციალური მიზეზი შეიძლება გადაიზარდოს: მაგალითად, თუ სტაბილურ სოციალურ გაუმჯობესებას მოჰყვა მოულოდნელი კრიზისი, ამან შეიძლება აღძრას მოლოდინები, რომლებიც ვერ მართლდება. ანდა, სწრაფმა სოციალურმა ცვლილებამ, შესაძლოა, განსაზღვროს ხალხის მოლოდინების ზრდა და შესაძლებლობის შეზღუდვა. ბევრი ამგვარი თეორია უშვებს აგრეთვე დამატებით პირობებს, როგორიცაა, მაგალითად, აჯანყებულთა ძალა და ხელისუფლების სისუსტე19.
ფუნქციური თეორიები რევოლუციური მოძრაობების ასახსნელად მიმართავს დისფუნქციისა და წონასწორობის დარღვევის ცნებებს. ამ მიდგომის თანახმად, მისაწვდომი ინსტიტუციური საშუალებები თუ პროცედურები ვეღარ ასრულებს სოციალურად მიწერილ მოთხოვნებს (შედეგის მიღწევას, მიზნებს, ღირებულებებს), რაც წარმოშობს განსვლას იდეოლოგიასა და რეალობას შორის. რევოლუციური მოძრაობა წარმოიქმნება, თუ ხელისუფლება სუსტია და კარგავს კონტროლს შეიარაღებულ ძალებზე, ანდა რევოლუციონერებს სჯერათ წარმატებისა და ცდილობენ, „იხსნან” ხალხი.
სტრუქტურული თეორიები ხელისუფლების სტრუქტურული შეზღუდვების ცნებით ოპერირებს. ასეთი შეზღუდვებია ხელისუფლების სისუსტე, სახელმწიფოში არსებული არაფორმალური ორგანიზაციები, სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციები, გეოპოლიტიკური ფაქტორები.20 ამ პირობებში არსებული პოლიტიკური ძალა, როგორც წესი, შეეკვრება ხოლმე სამხედრო ძალას, რომელსაც თავისი ინტერესი ამოძრავებს. ყოველივე ეს ქმნის რევოლუციურ სიტუაციას, რომელშიც ახალი წესრიგის მატარებლებს სახელმწიფოსა და საზოგადოების გარდაქმნის შესაძლებლობა ეძლევათ. ამრიგად, სტრუქტურული თეორიები ხსნის არა მარტო რევოლუციურ სიტუაციებს, არამედ მათ შედეგებსაც.
პოლიტიკური თეორიები ეფუძნება კოლექტიურ ქმედებებსა და რეაქციებს, რომლებიც გაგებულია, როგორც ინტერესების დაკმაყოფილებისაკენ მიმართული რაციონალური ძალისხმევა. ამგვარი ქმედებები დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ორგანიზებულობა, შეიარაღება, საფრთხეები, შესაძლებლობები. იდეოლოგია მხოლოდ ინტერესთა შენიღბვას ემსახურება და სწორედ ინტერესები თამაშობენ მოტივის როლს. პოლიტიკური თეორიები ამ გზით ხსნიან, თუ გარკვეული სოციალური ჯგუფი თავის მოთხოვნებს აყენებს, რატომ უჭერენ მას მხარს სხვები და რატომ ვერ უმკლავდება სიტუაციას ხელისუფლება.21
ჯ. გოლდსტონი სხვანაირ კლასიფიკაციას გვთავაზობს. იგი რევოლუციის თეორიებს შექმნის დროის მიხედვით განიხილავს და მათ „თაობების” მიხედვით ალაგებს .22
გოლდსტონის მიხედვით, რევოლუციის თეორიების პირველი თაობა 1900-სა და 1940 წლებს შორის ჩნდება. ამ თეორიებში კარგადაა დამუშავებული რევოლუციებისათვის დამახასიათებელი მოვლენათა მოდელები, მაგრამ, ავტორის აზრით, მათ ფართო თეორიული პერსპექტივა აკლიათ. ამ თეორიების ავტორები ძირითადად ისტორიკოსები და სოციოლოგები არიან, მათი ინტერესის საგანი დასავლური სამყაროს უმნიშვნელოვანესი რევოლუციებია: ინგლისის (1640), ამერიკის (1776), საფრანგეთის (1789) და რუსეთის (1917)23. ამ თაობას ეკუთვნიან ისეთი მკვლევრები, როგორებიც არიან ლებონი, ელვუდი, სოროკინი, ედვარდსი, ლედერერი, პიტი, ბრინტონი.
თეორეტიკოსთა მეორე თაობა (1940-1975) ფსიქოლოგიურ, სოციოლოგიურ და პოლიტოლოგიურ თეორიებს ეყრდნობა, რომელთაგან აღსანიშნავია კოგნიტივიზმი და ფრუსტრაცია-აგრესიის თეორია, სტრუქტურულ-ფუნქციური თეორია და ინტერესთა ჯგუფების კონკურენციის პლურალისტური თეორია. წამყვანი მკვლევრები არიან დეივისი, გური, ჯონსონი, სმელზერი, ჰანთინგტონი და თილი. ამ მკვლევრებმა კარგი საფუძველი შექმნეს თეორიული ანალიზისათვის, თუმცა ისეთმა მკვლევრებმა, როგორებიც არიან ექსტაინი, ობერშალი, მიულერი, სალერტი და სკოჩპოლი, კარგად წარმოაჩინეს მეორე თაობის სისუსტეები.
მესამე თაობა 1975 წელს გამოჩნდა. მეორე და მესამე თაობებს შორის ორი ძირითადი განსხვავება ისაა, რომ მესამე თაობისათვის ისტორიულად გაცილებით უფრო დასაბუთებული ანალიზი და რევოლუციების შესაძლო შედეგების უფრო ფართო გაშუქებაა დამახასიათებელი. ამ კვლევების ინტერესში შედის არა მარტო იმის დადგენა, თუ რატომ ხდება რევოლუციები, არამედ იმისიც, თუ რატომ მოჰყვება მათ ესა თუ ის შედეგი. მესამე თაობის მკვლევართა რიცხვს მიეკუთვნებიან პეიჯი, ტრიმბერგერი, სკოკპოლი და აიზენშტადტი. რევოლუციების პირველად მიზეზად ისინი რეჟიმების სტრუქტურულ მოწყვლადობას ასახელებდნენ.
გოლდსტონმა მოუწოდა მკვლევრებს რევოლუციის თეორიების მეოთხე თაობის შექმნისაკენ, რომელიც მიზნად რევოლუციის მიზეზების სრულად ასახვას კი არ უნდა ისახავდეს, არამედ კონცენტრირება უნდა მოახდინოს რეჟიმების სტაბილიზაციის ფაქტორებზე, ვინაიდან რევოლუციის საფრთხე ისევ და ისევ ჩნდება. მეოთხე თაობამ უნდა დაიწყოს იქიდან, სადაც მესამე გაჩერდა; მან უნდა წარმოაჩინოს ფაქტორები, რომლებიც გზას უხსნის რევოლუციის ლიდერებსა და იდეოლოგიას და ისეთ სტრუქტურულ ფაქტორებთან ერთად მოქმედებს, როგორიცაა ელიტებს შორის კონფლიქტები და საერთაშორისო ზეწოლა24. ეს მიდგომა გვაახლოებს ტრანსფორმაციის თეორიებთან, რომლებიც ასევე განიხილავს სახელმწიფოს მდგრადობის საკითხებს ცვალებადი საერთაშორისო სიტუაციის პირობებში.
ტაბულა 2:რევოლუციების თეორიათა ჩარჩო
ფაზა |
თეორიული მიდგომა |
ძირითადი მოდელები |
ავტორები |
|
დასავლური |
|
|
პირველი |
დესკრიფციული |
ბრბოს ფსიქოლოგია; „ძირეულ ინსტინქტურ
მოთხოვნილებათა |
ლე ბონი, |
მეორე |
ფსიქოლოგია
სოციოლოგია
პოლიტიკური
კულტუროლოგიური |
„მდგრადი-vs-
სხვადასხვა
ურთიერთობა
„სახელმწიფოს რღვევა”;
იდეოლოგია, |
დეივისი, გური,
გოლდსტოუნი,
ფორანი, |
მესამე
1975- |
უფრო ერთიანი |
საერთაშორისო |
მური, ვულფი, |
|
|
|
|
|
პოსტსაბჭოთა |
|
|
რევო- |
|
ცენტრალური
დემოკრატულ |
ჰანთინგტონი,
რემიზოვი, |
კარლ მარქსი (1818-1883)
კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა შეიმუშავეს რევოლუციის მნიშვნელოვანი გაგება, რომელიც გამოქვეყნდა 1848 წელს, „კომუნისტური პარტიის მანიფესტში”. მათი მტკიცებით, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ევროპაში წარმოების რამდენიმე წყობა შეიცვალა და თითოეული წინაზე უფრო პროგრესული იყო. ამგვარად, საზოგადოება განვითარდა ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმამდე. მარქსმა და ენგელსმა იწინასწარმეტყველეს კაპიტალიზმის შეცვლა სოციალიზმით. მათი მიდგომით, ყოველ ფორმაციაში დომინირებს გარკვეული სოციალური კლასი. იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს შემდგომი ფორმაციის დამყარება, დომინირებული კლასის ბატონობა უნდა მოისპოს რევოლუცით. ამგვარი რევოლუციური გარდასახვები კი მშვიდობიანი გზით ვერ განხორციელდება.
მაგალითის სახით მათ განიხილეს საფრანგეთის რევოლუცია და უჩვენეს, რომ პრივილეგირებული ფეოდალური არისტოკრატიის დამხობამ გზა გაუხსნა კაპიტალიზმს, მაგრამ სარგებელი ამის შედეგად ნახა მხოლოდ ბურჟუაზიამ, ხოლო მუშათა კლასი, რომელიც გაძლიერდა ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში, ჩაგრული დარჩა. ინდუსტრიალიზაციის მიღწევების საყოველთაო გავრცელებისათვის ახალი რევოლუციაა აუცილებელი, რომელსაც ექნება სოციალისტური ხასიათი და მისი ლიდერი იქნება მუშათა კლასი25.
ალეკსის დე ტოკვილი (1805-1859)
ალეკსის დე ტოკვილმაც შეისწავლა საფრანგეთის რევოლუცია და აჩვენა, როგორ იშვა რევოლუციური ქაოსიდან გაცილებით უფრო ცენტრალიზებული სახელმწიფო26. მან აღწერა „ომი” ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც დაამარცხა რევოლუციურმა ძალამ. გამარჯვებულებმა სცადეს, მოესპოთ კლასობრივი შეზღუდვები და უთანასწორობა, მაგრამ ამ ანარქისტული ზედაპირის ქვეშ ცენტრალიზაციის ტენდენცია იდო. ახალი წესრიგის მატარებლებმა ძველი არისტოკრატია შეცვალეს სახელმწიფო მოსამსახურეებით, რომელთაც მკაცრად აკონტროლებდა ცენტრალური ხელისუფლება.
მაქს ვებერი (1864-1920)
მაქს ვებერი ბიუროკრატიასა და მის ეფექტიანობაზე ამახვილებს ყურადღებას. იგი ამტკიცებს, რომ ბიუროკრატია გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ადმინისტრირების წინა ფორმები, როგორიცაა ადგილობრივი ადმინისტრაცია და მიწათმფლობელები. ამის გამო სახელმწიფო ხაზინის მდგომარეობაც უმჯობესდება. აქედან გამომდინარე, რევოლუციის შემდეგ უმჯობესია, თუ სახელმწიფოს ადმინისტრირება ეფექტურ ბიუროკრატიას გადაეცემა. ამ ჭრილში ვებერმა იწინასწარმეტყველა რევოლუციების შედეგები და მოგვცა ფრანგული, ჩრდილოამერიკული, ინგლისური, რუსული და ჩინური ბიუროკრატიების ანალიზი27.
სემუელ პ. ჰანთინგტონი
სემუელ ჰანთინგტონი რევოლუციას განსაზღვრავს, როგორც სწრაფ, ფუნდამენტურ, ძალადობრივ, შინაგანი ძალებით განსაზღვრულ ცვლილებას, რომელიც ეხება საზოგადოებაში გაბატონებულ ღირებულებებსა და მითებს, პოლიტიკურ ინსტიტუტებს, სოციალურ სტრუქტურას, მმართველობას, ხელისუფლების ქმედებებსა და პოლიტიკას. რევოლუციები ამით განსხვავდება აჯანყებების, ამბოხების, შეთქმულებების, ბუნტებისა და დამოუკიდებლობისათვის ომებისაგან28. ჰანთინგტონის თანახმად, რევოლუციები ხდება მხოლოდ მოდერნიზაციის პროცესების შედეგად. პოლიტიკური მოდერნიზაცია პოლიტიკური ცნობიერების ექსპორტირებას ახდენს ახალ სოციალურ ჯგუფებში და ამ გზით მათ მობილიზებას უწევს. რევოლუციის ფუნქციაა ახალი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნა, რომლებიც მოიცავენ ამ ახალ ჯგუფებსაც. ამ მოსაზრების თანახმად, რევოლუცია შეიძლება შეფასდეს მისი სისწრაფითა და მასში მონაწილეთა ფართო პოლიტიკური სპექტრი, აგრეთვე, რევოლუციის შედეგად შექმნილი ინსტიტუტების სიძლიერისა და სტაბილობის მიხედვით. ავტორის მიხედვით, ყველა აღწერილ ნიშანს ატარებს რევოლუციები, რომლებიც საფრანგეთში, რუსეთში, ჩინეთში, მექსიკაში, თურქეთში, ვიეტნამსა და ირანში განხორციელდა29
ჩარლზ თილი
ჩარლზ თილის მიხედვით, რევოლუციის სამი აუცილებელი და ერთი ხელშემწყობი პირობა არსებობს: 1. პოლიტიკურ არენაზე ჩნდებიან პრეტენდენტები ძალაუფლებაზე (ან მათი კოალიცია), რომლებიც მოითხოვენ მთავრობის კონტროლის არსებულისაგან რადიკალურად განსხვავებულ ფორმებს; 2. ეს მოთხოვნები საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტის მხარდაჭერით სარგებლობს; 3. ხელისუფლებას არა აქვს უნარი (ან ნება), რომ მოწინააღმდეგე კოალიცია დათრგუნოს ან უარი ათქმევინოს მოთხოვნებზე. გამოსავალი „არსებული ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პრეტენდენტებს შორის კოალიციების შექმნაა”.30
ჯეფრი მ. პეიჯი
ჯეფრი პეიჯმა აჩვენა, თუ როგორ მოქმედებს აგრარული სტრუქტურა რევოლუციასა და მის შედეგებზე. მან გააანალიზა კონფლიქტები, რომლებიც განვითარდა პერუს, ანგოლისა და ვიეტნამის სასოფლო რეგიონებში და დაასკვნა, რომ მიწათმფლობელებსა და გლეხებს შორის არსებული ურთიერთობანი რევოლუციებისათვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. იქ, სადაც მიწათმფლობელების შემოსავალი მიწის საკუთრებაზეა დამოკიდებული, ხოლო გლეხები მოჯამაგირეები არიან, მოსალოდნელია მასობრივი გლეხური რევოლუცია. თუ მიწა როგორც ლატიფუნდისტების, ისე გლეხების მფლობელობაშია, უფრო მეტი შანსი არსებობს სპონტანური გლეხური ამბოხებისა („ჟაკერია”). ხოლო იქ, სადაც მიწათმფლობელები ინტენსიურ კაპიტალისტურ მეწარმეობას მისდევენ (მაგ., მოდერნიზებულ პლანტატორობას), კლასთაშორისი კონფლიქტები შედარებით ადვილად გვარდება სამუშაო ძალის დენადობისა და რეფორმების ხარჯზე.
პეიჯის ძირითადი იდეა შემდეგია: იქ, სადაც ლატიფუნდისტების შემოსავალი მოდის მიწის მფლობელობიდან, სახელმწიფო ინსტიტუტები მათ დასაცავადაა მოწყობილი. თუ ამგვარ სისტემას უპირისპირდებიან კარგად ორგანიზებული მოჯამაგირე გლეხები, დიდი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ გლეხური მოძრაობის სათავეში ნაციონალისტური ან კომუნისტური ყაიდის პარტია მოექცეს, რომელიც შეეცდება, დაამხოს მმართველი კლასი და მისი დამცველი ინსტიტუტები.31
ს.ნ. აიზენშტადტი
აიზენშტადტი სტრუქტურულ და კულტურულ მიდგომებს უხამებს ერთმანეთს. მისი აზრით, რევოლუციური სიტუაციის შესაქმნელად რამდენიმე წინაპირობაა საჭირო: როცა გარკვეულ კულტურულ ორიენტაციას ედება სახელმწიფოსა და ელიტების განსაზღვრული სტრუქტურები, ამ დროს გარე ეკონომიკურმა თუ სამხედრო ზეწოლამ შეიძლება რევოლუციური სიტუაცია შექმნას. სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებით ავტორი აღნიშნავს, რომ საზოგადოების პოლიტიკურ თუ სიმბოლურ ცენტრსა და პერიფერიას შორის დიდი განსხვავება უნდა იყოს - დახურული და ელიტით მართული ცენტრი ცდილობს, გავლენა იქონიოს პერიფერიაზე. შემდგომში დომინანტური ელიტა იხლიჩება, გამოყოფილი ნაწილი კი საკმარის რესურსებს ფლობს საიმისოდ, რომ ავტონომიურად იგრძნოს თავი. ამ პირობებში გარედან გაზრდილი ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლა ხდება ტრადიციული რეჟიმების დაცემის ძირითადი მიზეზი. გარე ზეწოლა მოწინააღმდეგე ელიტებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ მასების მხარდაჭერა, დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას და ახალი რეჟიმის დამყარებას შეეცადონ.
თუ გამარჯვებულ ელიტას რევოლუციის წინ ჰქონდა კავშირები სხვა ელიტებთან და პერიფერიულ ჯგუფებთან, ახალი რეჟიმი წინასთან შედარებით უფრო ღიაა და ნაკლებად ძალმომრეობითი, ხოლო თუ ამგვარი კავშირები არ არსებობს, ახალი რეჟიმისათვის დამახასიათებელია ძალადობა და ძალაუფლების მონოპოლიზაცია, როგორც ეს ბოლშევიკური და ჩინეთის კომუნისტური რევოლუციების შედეგად მოხდა.
მარკ ნ. კატცი
მარკ კატცმა ყურადღება გაამახვილა რევოლუციებზე საერთაშორისო გავლენის ფაქტორზე და რამდენიმე „რევოლუციური ტალღა” გამოყო. „ატლანტიკური რევოლუციების ტალღის” (აშშ, 1776, ჰოლანდია, 1787, საფრანგეთი, 1789) მამოძრავებელი ძალა იყო ანტიმონარქისტული განწყობები, 1848 წლის ევროპული რევოლუციების მამოძრავებელი - ლიბერალიზმი, 1950-70 წლების ანტიკოლონიური რევოლუციებისა - ნაციონალიზმი. კატცი გამოყოფს კიდევ შემდეგ ტალღებს: 1945-1979 წწ. კომუნისტური რევოლუციები (აღმოსავლეთ ევროპა, ჩინეთი, კუბა, ვიეტნამი და სხვა განვითარებადი ქვეყნები); არაბული ნაციონალისტური რევოლუციები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში (1952-1969); ისლამური რევოლუციები ირანში, სუდანსა და ავღანეთში; ანტიკომუნისტური რევოლუციები საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში, „ფერადი რევოლუციები” სერბიაში, საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში. კატცი გამოყოფს აგრეთვე pro და contra ტალღებს: „წინააღმდეგი” ტალღები ატარებს ანტიმონარქისტულ, ანტიკოლონიურ, ანტიკაპიტალისტურ, ანტიდასავლურ ან ანტიდიქტატორულ ხასიათს; pro-ტალღები - ესაა გარკვეული ახალი წესრიგის დამყარების სერიოზული ცდები (მაგ., დემოკრატიის, მარქსიზმ-ლენინიზმის, არაბული ნაციონალიზმის ან ისლამური ფუნდამენტალიზმისა). შესაძლოა, რომ ცალკეული რევოლუცია იყოს ერთდროულად „თვის” და „წინააღმდეგ”, მაგალითად, ანტიმონარქისტული და პროდემოკრატიული.32
ვიდრე უშუალოდ „ვარდების რევოლუციაზე” გადავიდოდეთ, ვნახოთ, როგორ განიხილება საფრანგეთის რევოლუცია (როგორც ყველაზე კარგად შესწავლილი) და რევოლუციები აღმოსავლეთ ევროპაში (როგორც დემოკრატიული გარდასახვის შიდა პროცესი) - იქნება, რაიმე მსგავსებაც ვპოვოთ „ვარდების რევოლუციის” მოვლენებთან.
განვიხილოთ დასახელებული ავტორების დამოკიდებულება საფრანგეთის რევოლუციის მიმართ:
1789 წლის საფრანგეთის დიდი რევოლუცია, კატცის თვალსაზრისით, ატლანტიკური რევოლუციების წარმატებული შემთხვევაა. კატცის ტერმინოლოგიით, იგი იყო რევოლუცია მონარქიზმის წინააღმდეგ და დემოკრატიის დასამყარებლად.
ვებერის მიხედვით, საფრანგეთის რევოლუციას უნდა შეექმნა უფრო ბიუროკრატიული სახელმწიფო, ვინაიდან ეს იყო უფრო ეფექტიანი სისტემა წინასთან შედარებით, სადაც ბატონობდნენ მიწათმფლობელები და პრივილეგირებული არისტოკრატია. უფრო ეფექტიანი ადმინისტრირების სისტემა აუცილებელი იყო საერთაშორისო ეკონომიკური ზეწოლის საპასუხოდ.
ჰანთინგტონიც აღიარებს მოდერნიზაციისა და ზეწოლის ფაქტორებს, ამავე დროს, საფრანგეთის რევოლუციას განიხილავს, როგორც ერთგვარ შანსს: მოდერნიზაციამ ჩაგრულ ხალხს მეტი უფლებების მოთხოვნის პერსპექტივა მისცა. მოხდა ამ ხალხის მობილიზება და საბოლოოდ შეიქმნა საპარლამენტო სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხალხს პოლიტიკურ სისტემაში მონაწილეობის საშუალება მიეცა.
ჩარლზ თილის მიხედვით, რევოლუციის წინ გამოჩნდნენ პრეტენდენტები, რომლებმაც მმართველობის მხრივ ალტერნატიული მოთხოვნები წამოაყენეს. თილის აზრით, ესენი იყვნენ საფრანგეთის განათლებული კლასების წარმომადგენლები, რომლებიც დემოკრატიას და არისტოკრატიის გაუქმებას ითხოვდნენ. საფრანგეთის ძალადობრივი რევოლუციის წარმატება გვიჩვენებს, რომ ამ მოთხოვნებს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერდა მხარს. ამავე დროს, სახელმწიფოს არ აღმოაჩნდა უნარი, რომ სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაეხშო რევოლუცია. თილის მიხედვით, რევოლუციის წარმატებაც სწორედ ამ პირობებმა განსაზღვრა.
აიზენშტადტიც საერთაშორისო ზეწოლას განიხილავს, როგორც რევოლუციის აუცილებელ პირობას, ვინაიდან იგი ელიტებს უბიძგებს, აღდგნენ მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ. უზარმაზარმა უთასწორობამ არისტოკრატიულ ელიტასა და პერიფერიას შორის ამბოხებულ ელიტას პერიფერიის მობილიზების შესაძლებლობა მისცა. რევოლუციის შემდგომი განვითარება (ეკლესიის, როგორც მიწათმფლობელის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი, პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების მოთხოვნები) აგრეთვე შეესაბამება აიზენშტადტის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ასეთ პირობებში აჯანყებაა მოსალოდნელი. რევოლუციის შედეგად, აიზენშტადტის სქემის შესაბამისად, კიდევ უფრო ცენტრალიზებული და ძალადობრივი რეჟიმი ჩამოყალიბდა, ვინაიდან მას არ ჰქონდა კავშირები არისტოკრატიასთან.
ფორანის მიხედვით, საბჭოთა ბლოკის რღვევა 40-წლიანი რეპრესიებისა და დიქტატის დასასრული იყო. საინტერესო კი მის მოსაზრებაში ისაა, რომ პოლიტიკური კულტურისათვის სულაც არაა აუცილებელი პირობა წიგნიერ გამოცდილებაზე დაყრდნობილი დისკურსი - ამისათვის გარეგანი ზეწოლაც საკმარისია ხოლმე. სოციალისტურ ქვეყნებში ხელისუფლებები მხოლოდ მოსკოვის იმედად იყვნენ და როგორც კი ეს „ზურგი” გაქრა, სოციალისტურ იდეოლოგიასაც აღარ ჰქონდა გასავალი. ამის მაგივრად, ახლა აქეთ მოუწიათ, პასუხი ეგოთ საკუთარ ქმედებებზე - საკუთარი ხალხის მიმართ. კატციც საბჭოთა ბლოკის კოლაფსს „უბრალო” ანტიკომუნისტურ გადატრიალებად მიიჩნევს.33
„ვარდების რევოლუცია” თეორიული თვალსაზრისით
მკვლევრებს შორის არ არის ერთიანობა იმის თაობაზე, იყო თუ არა „ვარდების რევოლუცია” მართლაც რევოლუცია. მიუთითებენ, რომ მას აკლდა რევოლუციის ისეთი კლასიკური ნიშნები, როგორიცაა ცვლილებები ეკონომიკურ სისტემაში, სოციალურ სტრუქტურებსა და კულტურულ ღირებულებებში, არ იყო არც ძალადობა. ეს მახასიათებლები მართლაც არ სდევდა ქართულ რევოლუციას, მაგრამ, ამასთანავე, იყო მასობრივი საპროტესტო აქციები, ცხოვრების ძველი წესის მიმართ საზოგადოების მიერ გამოხატული მიუღებლობა, აგრეთვე, ხელისუფლების უუნარობა - ძველებურად ემართა ქვეყანა. ასევე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, „ვარდების რევოლუცია” ლეგიტიმურ ხასიათს ატარებდა. ეს რევოლუციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანია, რის გარეშეც მისი ავთენტურობა ეჭვქვეშ დგება. რევოლუცია არღვევს საზოგადოების კონსტიტუციურ და დემოკრატიულ საფუძვლებს და ფართო სოციალური ჯგუფების სახელით პოულობს გამართლებას; სწორედ ფართო სოციალური ჯგუფების აქტიური მონაწილეობა ანიჭებს რევოლუციას ლეგიტიმურობას34.
საქართველოში რევოლუციამ, მასების წარმატებულ მობილიზაციაზე დაყრდნობით და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წინამძღოლობით (რომლებიც მმართველ ელიტას გამოეყვნენ), თან მოიტანა პოსტსაბჭოთა სისტემის დემონტაჟი და მიზნად დაისახა ეროვნულ-დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული სისტემის შექმნა.
როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა, როგორც თვით პოლიტიკური ელიტის ხასიათის, ისე მმართველობის თვალსაზრისით, შესაძლებელი მხოლოდ ძველი რეჟიმის კონტრელიტით შეცვლის გზით ხდება35. სწორედ ამგვარად მოხდა პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა საქართველოსა და უკრაინაში.
ქართულ რევოლუციაში ჩანს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ზეწოლა ფართო მასის მხრიდან, რომლის მიზანი იყო რეფორმების გატარება, სუვერენიტეტის უზრუნველყოფა და პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა36. „ვარდების რევოლუცია” გახდა პროტესტი დემოკრატიის იმიტაციის წინააღმდეგ. ამის მიზეზები იყო: ცხოვრების დაბალი დონე, ხელისუფლების არაადეკვატური რეაგირება არსებულ რეალობაზე, საკუთრების დაუფარავი გადანაწილება და სახელმწიფო მოხელეების ინტერესთა ლობირება, აშკარა კორუფციის ცხოვრების წესად გადაქცევა, არაპოპულარული ხელისუფლება, რომელსაც თავის შენარჩუნება მხოლოდ არჩევნების გაყალბებით შეეძლო - ყოველივე ამან ქვეყანა მიიყვანა მოვლენების ცნობილი გზით განვითარებასთან, ვინაიდან შექმნილი მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი არ ჩანდა. „ვარდების რევოლუციის” წინაშე იდგა ამოცანა კორუფციული, ფსევდოდემოკრატიული იდეოლოგიის შეცვლისა ეროვნულ-ლიბერალურით, დემოკრატიული ღირებულებების ფაქტობრივი (და არა ფორმალური) დამკვიდრება და განმტკიცება. რევოლუციის მთავარი არგუმენტი გახდა განახლების აუცილებლობა; ხოლო შიდაპოლიტიკურ სფეროში განახლების გარანტიად განიხილებოდა წესრიგის დამყარება, კორუფციასთან ბრძოლა და ხელისუფლებაში პროფესიონალი და პატიოსანი პოლიტიკოსების მოსვლა.
სამოქალაქო ინსტიტუტების აქტივობასთან ერთად ტოტალური განუკითხაობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის იდეოლოგია გახდა მასების მობილიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
რევოლუციური პროცესის ხასიათისა და მიმდინარეობის განმსაზღვრელი არსებითი ფაქტორი ხდება სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები, ისევე, როგორც მთლიანად სახელმწიფოს სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია ან ჩააქროს არეულობა, ან, პირიქით, სიტუაციის გამძაფრებას შეუწყოს ხელი. შეიარაღებული ძალების ხელისუფლების კონტროლიდან გასვლა, როგორც წესი, აუცილებელია რევოლუციის გამარჯვებისათვის, თუმცა ეს არაა საკმარისი პირობა37. მაგრამ თანამედროვე რევოლუციებში ძალის გამოყენება ხშირად აღარ არის აუცილებელი ატრიბუტი. გასული საუკუნის 80-90-იანი წლების რევოლუციური პროცესები მასობრივი ძალადობის გამოყენების გარეშე განვითარდა. ქართული რევოლუცია ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე „ხავერდოვანი” აღმოჩნდა. სწორედ ამაშია მისი უნიკალურობა.
„ვარდების რევოლუციისადმი” მიძღვნილი ლიტერატურის ანალიზი საშუალებას გვაძლევს, გამოვყოთ ორი ძირითადი მიდგომა მისი მიზეზებისა და განხორციელების წყაროების თვალსაზრისით. ექსპერტთა უმრავლესობა აღნიშნავს რევოლუციის კანონზომიერ ხასიათს, რომელიც განისაზღვრებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობით,38 მაშინ, როდესაც სხვები მასში გარე აქტორების ინტერესებს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დემოკრატიული პრინციპების დაცვის მოთხოვნის გავლენას ხედავენ. ეჭვგარეშეა, რომ უდიდესი როლი ითამაშა ოპოზიციის მიერ მასების მობილიზებამ და ძალოვანი სტრუქტურების არსებითი ნაწილის მხარდაჭერამ. თუმცა საინტერესოა თეორეტიკოს გრამშის აზრი, რომელიც არ აკნინებს მასების როლს, მაგრამ ხელისუფლების შეცვლისათვის ბრძოლაში ძირითად როლს მიაკუთვნებს შიდა და გარე ძალების კავშირებს, რომლებიც ერთიანდებიან ხელისუფლების დამხობის კონკრეტული მიზნით. ამგვარი კავშირები სიტუაციურად დგება და დინამიკურ ხასიათს ატარებს.
„ვარდების რევოლუციაში”, შიდა ძალების დარაზმულობასთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რევოლუციური ძალების მხარდაჭერამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მისმა მორალურმა და მატერიალურმა დახმარებამ. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს ნაციონალურ - დემოკრატიული ინსტიტუტის, საქრთველოს სოროსის ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წვლილი39.
საინტერესოა გერმანელი მკვლევრის, მ. კატცის მოსაზრება ერთი ქვეყნის რევოლუციური გამოცდილების სხვა ქვეყნებსა და რეგიონებში გავრცელების შესახებ: „არის ერთი ცენტრალური რევოლუცია, სხვა რევოლუციები კი მას მოჰყვება. ჩვეულებრივ, ეს ხდება რეგიონული თუ გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვან სახელმწიფოში, სადაც ვითარდება ცენტრალური რევოლუცია, რომელიც შემდგომ გარეთ ვრცელდება”40. ზოგი ავტორი „ვარდების რევოლუციაში” ხედავს სერბიის 2000 წლის რევოლუციის ანალოგს, კერძოდ, ისინი მიუთითებენ, რომ ქართულმა ოპოზიციურმა ძალებმა სერბიის რევოლუციის ტაქტიკა გადაიღეს.41 მაგრამ ბელგრადის მოვლენებისაგან განსხვავებით, სადაც მაინც იყო ძალადობის გამოვლინებები, ჯარის გადაადგილება, ხანძრები, თბილისში ყველაფერი გაცილებით მშვიდობიანად მოხდა.
ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში 2003 წლის ნოემბერში განხორციელებული „ვარდების რევოლუცია” გახდა მეტად საინტერესო რევოლუციური პრეცედენტი, რომელიც კიდევ გახდება მომავალში დეტალური განხილვისა და შესწავლის საგანი. რევოლუციური პროცესების ისტორიაში „ვარდების რევოლუცია” შევა, როგორც მოვლენა, რომელიც „...მიზნად ისახავდა სტაგნაციის შეწყვეტას და კორუფციაზე აგებული რეჟიმის დამხობას, დემოკრატიაზე დაფუძნებული ახალი წესრიგის დამყარებას. „ვარდების რევოლუცია” შეიძლება შევაფასოთ, როგორც კონსტიტუციის დასაცავად მიმართული ამბოხი, მიღწეული დემოკრატიული პრინციპების დასაცავი ძალისხმევა; სიყალბის, კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ეს რევოლუცია უნდა მივაკუთვნოთ თანამედროვე დემოკრატიული რევოლუციების „ტალღას” - და ჩავთვალოთ იგი დემოკრატიაზე გადასვლის ძალზე მნიშვნელოვან ექსპერიმენტად. მართალია, ამ ექსპერიმენტის წარმატებულობას ჯერ კიდევ სჭირდება დამტკიცება.”42
სამოქალაქო საზოგადოების კონცეფციების მიმოხილვა
სამოქალაქო საზოგადოება ორ ძირითად ურთიერთდაკავშირებულ განზომილებაში არსებობს: სოციალურსა და ინსტიტუციურში. სოციალურის შემადგენელი, კოლექტიური და ინდივიდუალური ისტორიული გამოცდილება, განსაზღვრავს პიროვნების პოლიტიკურ ქცევას, მსოფლმხედველობასა და პიროვნებათაშორისი ურთიერთობების მრავალ ასპექტს. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციური განზომილება შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც პოლიტიკური და აპოლიტიკური თვითმოქმედი ორგანიზაციების ერთობლიობა, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტების ინტერესებს გამოხატავენ და მათ მიღწევას ცდილობენ სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად.43
სამოქალაქო საზოგადოების სათავეები შორეული წარსულიდან მოდის, ანტიკური და შუა საუკუნეების მოაზროვნეთა პოლიტიკური იდეებიდან. თუმცა ანტიკურ სამყაროში სამოქალაქო საზოგადოება მისი თანამედროვე გაგებით ვერ იარსებებდა. სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენდა „ინდივიდთა ავტონომიას, ინსტიტუტების ურთიერთობათა ერთობლიობას, რომლებიც ფუნქციობდნენ პოლიტიკურ ძალაუფლებასთან კავშირის საფუძველზე.”44 იმხანად სამოქალაქო საზოგადოება არ მოიაზრებოდა სახელმწიფო ხელისუფლებისადმი დაპირისპირებულ სოციალურ წარმონაქმნად. ეს არ იყო სახელმწიფოს ანტითეზა. ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ანტიკურ პერიოდში ცნებები: „სამოქალაქო საზოგადოება”, „პოლიტიკური თანამეგობრობა”, „სახელმწიფო” სინონიმებს წარმოადგენდა და ურთიერთშემცვლელ ტერმინებად გვევლინებოდა. მაგალითად, ბერძნული პოლისისთვის დამახასიათებელი იყო სამოქალაქო კოლექტივის შერწყმა სახელმწიფოსთან. პოლისის საერთო ინტერესები შერწყმული იყო ცალკეული პიროვნებების კერძო საკუთრებასთან და იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა მათი შეჯახება, პრიორიტეტი პოლისის ინტერესებს ენიჭებოდა.45 სამოქალაქო საზოგადოებაზე, მისი თანამედროვე გაგებით, ლაპარაკი შესაძლებელი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა გვევლინებოდა მოქალაქე, როგორც საზოგადოების დამოუკიდებელი წევრი, რომელიც ამას თვითონ აცნობიერებდა; მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა გარკვეული უფლებები და თავისუფლებები და, იმავდროულად, ყოველ თავის ქმედებაზე საზოგადოების წინაშე აგებდა პასუხს.
შუა საუკუნეებიდან ახალ დროში გადასვლა აღინიშნა სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის განსხვავების გაცნობიერებით. ჯ. ლოკის, შ. მონტესკიეს, ჟ. ჟ. რუსოს შრომებში იწყება სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური კატეგორიის, განხილვა. არსებითად, სახელმწიფოს განკარგვაში უფლებამოსილების მხოლოდ ის მოცულობა რჩება, რომელიც ერთმანეთთან გონიერი არჩევანის საფუძველზე ურთიერთობაში მყოფ მოქალაქეებს შორის დადებული საზოგადოებრივი ხელშეკრულებითაა სანქცირებული. თუმცა ხსენებულ ავტორებს სამოქალაქო საზოგადოების ცნება სხვადასხვანაირად ესმით, ყოველი მათგანი აღიარებს სამოქალაქო საზოგადოების პრიმატს სახელმწიფოსთან მიმართებაში.
სამოქალაქო საზოგადოების შექმნის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც აღმოცენდა პირადი ცხოვრების „პრივატიზების” მოთხოვნილება, როცა გავრცელდა წარმოდგენა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება უნდა კონსტრუირებულ იქნას და უნდა იფუნქციოს ხელშეკრულების შესაბამისად, ანუ ნებაყოფლობით და პარიტეტულ საწყისებზე დამყარებული ასოციაციური კავშირების საფუძველზე. გერმანელი სოციოლოგის, ფ. ტენისის (1855-1936) მტკიცებით, თანამედროვე სოციუმის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, კონცეპტუალიზაცია და ლეგიტიმაცია მყარადაა დაკავშირებული ამ საწყისების შემეცნებასა და აღიარებასთან.
გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი (1770-1831) პირველი იყო, ვინც ტერმინი „სამოქალაქო საზოგადოება” იხმარა მისი თანამედროვე გაგებით. ჰეგელის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოება სპეციფიკური, კერძო ინტერესების რეალიზაციის სფეროა; იგი ჩნდება ოჯახსა და სახელმწიფოს „შორის”. ჰეგელი კორპორატივისტულ სტრუქტურებს აერთიანებს გარკვეულ ორგანიზებულ ერთიანობაში, რომელსაც „სამოქალაქო საზოგადოებას” უწოდებს. ეს საზოგადოება, რომელიც ეფუძნება კერძო საკუთრებას, სოციალურ დიფერენციაციასა და ინტერესთა მრავალგვარობას, ინდივიდებისა და ჯგუფების ურთიერთქმედებას, ხდება ცალკეულ პირებსა და სახელმწიფოს უნივერსალურ პირობებს შორის შუამავლობის სფერო. იგი შინაგანად წინააღმდეგობრივია, შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესებისა და საჭიროებების გამოსავლენად და დასაკმაყოფილებლად ერთგვარი გარანტია საჭირო46. ასეთი გარანტი ხდება სახელმწიფო, რომელიც საყოველთაო ინტერესს გამოხატავს. ჰეგელი აღნიშნავს, რომ კორპორაციის საბოლოო მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სახელმწიფოზე ზედდებაში მდგომარეობს.47 სამოქალაქო საზოგადოება არსებობს არა სახელმწიფოს შიგნით, არამედ მასთან ერთად, მაგრამ ამავე დროს იგი დამოკიდებულია სახელმწიფოზე და გარკვეულწილად შთაინთქმება მის მიერ. ამგვარი თვალსაზრისი ხასიათდება სახელმწიფოს პრიმატის აღიარებით; აქცენტი კეთდება საზოგადოებრივი საკითხების სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტაზე.
ჰეგელის მსგავსად, ლიბერალური სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი თეორეტიკოსი48 სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურათა მრავალგვარობაში ხედავს შუამავლობისა და სახელმწიფოზე ზემოქმედების შესაძლებლობას. თანამედროვე თეორეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეადგენს არა კორპორაციული სტრუქტურები, არამედ სოციალური მოძრაობები, რომლებიც ფორმირდება პროფესიული საქმიანობის ნიშნით. თუ ჰეგელი ლაპარაკობს სამოქალაქო საზოგადოების სახელმწიფოზე ზედდებაზე, ლიბერალური თეორეტიკოსები ხაზს უსვამენ ავტონომიისა და საზოგადოებრივი მოძრაობების შენარჩუნების საჭიროებას, თუნდაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გზით. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები იქმნება გარკვეული მიზნების მისაღწევად და ამ მიზნების მიღწევის შემთხვევაში - ქრება. ლიბერალური ტრადიცია ყურადღების ცენტრში აყენებს სამოქალაქო საზოგადოების თვითრეგულირების ფუნქციას, როგორც სახელმწიფოს შემოტევებისაგან დაცვის საშუალებას. უკვე ადრეულ ნაშრომებში განხილვის მთავარი თემა ხდება დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის, რაც ეხება აგრეთვე ისეთ ცნებებს, როგორებიცაა დამოუკიდებლობა, ძალაუფლება და ძალთა ბალანსი.
როგორც წესი, სამოქალაქო საზოგადოება იქმნება სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად, ხშირად კი სახელმწიფოს საპირწონედ, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას და განვითარებას მნიშვნელოვანწილად თვით სახელმწიფო განსაზღვრავს. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება რთული პროცესია, რომელზეც გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორი, როგორიცაა სახელმწიფოსა და არსებული პოლიტიკური ძალაუფლების ხასიათი. თანამედროვე მსოფლიოში, შიდა ფაქტორების გარდა, განუზომელია გარეშე ფაქტორების გავლენა, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზემოქმედებს სამოქალაქო საზოგადოებაზე. განსაკუთრებული როლი ენიჭება გარეშე აქტორებისაგან მოსულ ფინანსურ მხარდაჭერას, განსაკუთრებით, როდესაც საზოგადოებას არ გააჩნია საკმარისი რესურსები სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის.
თვით სამოქალაქო საზოგადოება ძალზე შეზღუდულია მატერიალური თვალსაზრისით და ძირითადად მხოლოდ ადამიანურ რესურსს ფლობს. ეფექტიანი ფუნქციობისათვის კი ადამიანურთან ერთად მატერიალური რესურსიცაა აუცილებელი. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები, საკმარისი რესურსების უქონლობის პირობებში, ვერ იმოქმედებენ დამოუკიდებლად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და, საბოლოო ჯამში, შთაინთქმებიან სახელმწიფოს ან ბაზრის მიერ.
თუ ჰეგელს გავყვებით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების კორპორაციული სტრუქტურები იყო სახელმწიფოს იდეოლოგიური სტრუქტურების ნაწილი, ”სახელმწიფოს კერძო ხმა”, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფოს იდეოლოგიას, განსაკუთრებით - კრიზისების პერიოდებში.49 სამოქალაქო საზოგადოება მხოლოდ მაშინ შეძლებს დაქვემდებარებული როლისაგან გათავისუფლებას და დამოუკიდებელი მდგომარეობის მოპოვებას, როდესაც ხელისუფლების საყოველთაო კრიზისი შეასუსტებს სახელმწიფოს ბატონობას. მაშინ იგი იქცევა დამოუკიდებელ იდეოლოგიურ ძალად, რომელიც, ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ნდობით სარგებლობს. სწორედ სახელმწიფო ძალაუფლების დასუსტებას მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოებების ჩამოყალიბების დაწყება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
მარქსისტული კონცეფციის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოება პირველადია სახელმწიფოსთან მიმართებით; ურთიერთდამოკიდებულებები სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ვლინდება, როგორც ურთიერთობები ინდივიდუალურ თავისუფლებასა და საჯარო ძალაუფლებას შორის. განსხვავება სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ყველაზე ნათლად პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩანს. სახელმწიფო შემოდის საზოგადოების სტრუქტურასა და ცხოვრებაში, როგორც მისი პოლიტიკური ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, სამოქალაქო საზოგადოებას კი იგი არ ეხება.50
იტალიელი თეორეტიკოსი გრამში (1891-1937) სამოქალაქო საზოგადოებას განიხილავს სამგვარ ისტორიულ კონტექსტში: როცა იგი ისპობა სახელმწიფოს მიერ (ნაცისტური გერმანია), როცა სახელმწიფო მის „გარეგნულ ფორმას” წარმოადგენს (ფაშისტური რეჟიმი იტალიაში) და როდესაც არსებობს დაბალანსებული ურთიერთობა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის (განვითარებული დასავლური დემოკრატიები). გრამში დარწმუნებულია, რომ მომავალში სამოქალაქო საზოგადოება შთანთქავს სახელმწიფოს და მასების მმართველობაში გადაიზრდება. გრამშის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო - პოლიტიკის ორი დონეა. სამოქალაქო საზოგადოების არსს ყველაზე სრულად გამოხატავენ პოლიტიკური პარტიები და სხვა გაერთიანებები, რომლებიც კავშირებს ქმნიან და იბრძვიან უპირატესობის, ჰეგემონიის მოსაპოვებლად.
სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე რადიკალური კონცეფცია ეკუთვნის ამერიკული ბურჟუაზიული რევოლუციის ერთ-ერთ წამყვან იდეოლოგს, თ. პეინს (1737-1809). მასთან სახელმწიფოსთან დაპირისპირებული სამოქალაქო საზოგადოების თემა ცენტრალური ხდება. გარდამავალ პერიოდებში სამოქალაქო საზოგადოება არსებული რეჟიმისადმი ოპოზიციის ფორმას იღებს (ავტორიტარული რეჟიმის პირობებში) ანდა მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფოსა და მოქალაქეებთან და უზრუნველყოფს მათ ეფექტიან ურთიერთქმედებას.51
ედამ ფერგიუსონიდან ანტონიო გრამშიმდე და ერნსტ გელნერამდე (1925-1995) განმანათლებლობის პოლიტიკური ფილოსოფია თვლის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ატარებს როგორც პოლიტიკურ, ისე კომერციულ ხასიათს და იგი დემოკრატიული და კარგად ორგანიზებული უნდა იყოს. სამოქალაქო საზოგადოება შეადგენს პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ელემენტს და იგი გარკვეულ როლს თამაშობს პოლიტიკური ცვლილებების დროს. ამის მაგალითია ლათინური ამერიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სადაც სამოქალაქო საზოგადოებამ ხელი შეუწყო პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას და აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესებში. ამრიგად, ამ ქვესტრუქტურას, შესაბამისი ვითარების პირობებში, უნარი შესწევს, განსაზღვროს პოლიტიკური მიზნები და მათი მიღწევის გზები, თანაც ისე, რომ არ მონაწილეობდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და მათ რეალიზაციაში, თუმცა არც ესაა გამორიცხული52.
არსებობს სხვა მიდგომაც, რომლის მიხედვით სამოქალაქო საზოგადოების ფუნქცია მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ინტერესთა გამოხატვაა, მაგრამ არა ამ ინტერესთა დაცვის უზრუნველყოფა. საზოგადოებრივი ინტერესების რეალიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მიერ, მათი სტრუქტურიდან გამომდინარე, შეუძლებლადაა მიჩნეული. ინტერესთა დაცვა - ეს პოლიტიკური პარტიების საქმეა, რომლებიც, ამ მიდგომის თანახმად, არ შედიან სამოქალაქო საზოგადოებაში53.
განსხვავებული აზრები არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ბუნებისა და მისი ჩამოყალიბების პირობების შესახებ. ცენტრალური საკითხი აქ ისევ სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობებია, ვინაიდან ცხადია, რომ სამოქალაქო საზოგადოება არსებობს და ფუნქციობს სახელმწიფოსთან წინააღმდეგობრივ ერთიანობაში. დემოკრატიის პირობებში იგი მჭიდროდ ეხება და ურთიერთქმედებს სახელმწიფოსთან, ხოლო ავტორიტარული თუ ტოტალიტარული რეჟიმის დროს - აქტიურ ან პასიურ ოპოზიციაშია. სახელმწიფოს შეუძლია, შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ვერ დაანგრევს მას. თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებასაც შეუძლია, მნიშვნელოვნად შეზღუდოს სახელმწიფოს ფუნქციები, მაგრამ თანამედროვე ეტაპზე ვერ შეცვლის მას.
თანამედროვე სამყაროში სამოქალაქო საზოგადოება ხდება სახელმწიფოს პარტნიორი საზოგადოებრივი კონსენსუსის უზრუნველყოფის საქმეში. სამოქალაქო საზოგადოების ნორმალური ფუნქციობისათვის საჭიროა, ერთი მხრივ, მისი დარაზმვა და ორგანიზება საერთო ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად, მეორე მხრივ, მჭიდრო თანამშრომლობა და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ფუნქციობისათვის აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებისათვის უზრუნველყოს ინსტიტუციური და სამართლებრივი პირობები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, გაერთიანდნენ და დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით სახელმწიფოსთან ერთად იმოქმედონ, რათა მოახდინონ როგორც ჯგუფური, ისე საერთო-საზოგადოებრივი ინტერესების რეალიზაცია. თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, გავლენა იქონიოს სახელმწიფოზე, წააქეზოს ხალხი, რომ მათ გააფართოონ თავიანთი გაერთიანებები, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის უფრო აქტიურ, მონაწილეობრივ და პასუხისმგებელ დემოკრატიას.54. ეფექტიანი სამოქალაქო საზოგადოების დამახასიათებელი ნიშნებია ძლიერი ორგანიზაციული პოტენციალი, ავტონომია სახელმწიფოსაგან, სამოქალაქო ღირებულებების პრიმატი კერძო ინტერესებთან შედარებით55.
თავისი ბუნებით სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება არც არის პოლიტიკური სუბიექტი, მაგრამ იგი იძულებულია, პოლიტიკაში ჩაებას იმ ზომით, რა ზომითაც ამას ობიექტური რეალობა აიძულებს. სამოქალაქო სამართლის თეორია ხაზს უსვამს, რომ სოციალური მოძრაობების ლიბერალური ძალები გავლენის მოპოვებას სწორედ პოლიტიკური ძალაუფლების სფეროს გარეთ უნდა ცდილობდნენ. 80-იანი წლებიდან მოყოლებული, სამოქალაქო საზოგადოების წიაღში ჩაისახა პოლიტიკური გაერთიანებები, ორგანიზაციები და მოძრაობები. დემოკრატიული გარდასახვის პირობებში სამოქალაქო ინსტიტუტები პოლიტიკურ შეფერილობას იძენს; სამოქალაქო საზოგადოებას ენიჭება გავლენიანი შიდასახელმწიფოებრივი ოპოზიციური ძალის ფუნქცია.
წინა საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო საზოგადოების შესწავლა დემოკრატიული გარდაქმნების კონტექსტში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მეცნიერები და პრაქტიკოსები მსჯელობდნენ პოლიტიკურ პროცესებზე სამოქალაქო საზოგადოების გავლენის შესახებ ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიულ ტრანზიციას განიცდიდნენ. სამოქალაქო საზოგადოება გაფურჩქვნას აღწევს მხოლოდ დემოკრატიის პირობებში, ეს უკანასკნელი კი ყალიბდება, ვითარდება და შენარჩუნდება მხოლოდ მყარი სამოქალაქო საზოგადოების საფუძველზე. რაც უფრო განვითარებულია სამოქალაქო საზოგადოება, მით მეტია პირობა სახელმწიფოს დემოკრატიული ფორმების დამყარებისა და, პირიქით, რაც ნაკლებადაა იგი განვითარებული, მით უფრო შესაძლებელია ავტორიტარული და ტოტალიტარული სახელმწიფო რეჟიმის დამყარება.
დემოკრატიის კლასიკური თეორიის წარმომადგენელთა აზრით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ფუნქციობა დემოკრატიზაციის პროცესის ქვაკუთხედია. სამოქალაქო კულტურის კონცეფციის თანახმად, იმისათვის, რომ რეჟიმი დემოკრატიული გახდეს და დემოკრატიული პრინციპები დაიცვას, აუცილებელია პოლიტიკური კულტურის არსებობა, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალიზმს, ზომიერებასა და საზოგადოებრივ სფეროში მონაწილეობის გარკვეულ სურვილს. ჯერ კიდევ არისტოტელე აღნიშნავდა, რომ ხალხის გონებრივმა განწყობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საზოგადოების სტაბილურობაზე ან მის შეცვლაზე;
ა. ტოკვილი ხაზს უსვამდა პოლიტიკური ღირებულებებისა და განწყობების მნიშვნელობას საზოგადოების სტაბილობასა თუ ცვლილებისათვის; მ. ვებერიც პოლიტიკური სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და ფუნქციობის საქმეში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამგვარ ღირებულებებს, ოღონდ განსაკუთრებულად აღნიშნავდა რელიგიის როლსაც.
XX საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელმა პოლიტოლოგებმა - გ. ოლმონდმა და ს. ვერბამ პოლიტიკური კულტურის კონცეფცია წამოაყენეს. პოლიტიკური კულტურების ტიპების გამოკვლევის საფუძველზე მათ განსაზღვრეს, რომ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას სამოქალაქო პოლიტიკური კულტურა შეესაბამება .56 კულტურის ეს ტიპი გულისხმობს, ჯერ ერთი, პოლიტიკური კულტურის „პატრიარქალური”, „ქვეშევრდომული” და „აქტივისტური” ფრაგმენტების ნაზავს, მეორეც, „აქტივისტებიც” კი ატარებენ „პატრიარქალურ” და „ქვეშევრდომულ” თვისებებს. ავტორების მიხედვით, „პატრიარქალური” დ „ქვეშევრდომული” ორიენტაციები აწონასწორებს ინდივიდის აქტიურობას და პოლიტიკურ ჩაბმულობას, რაც დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მდგრადობასა და სტაბილობას უზრუნველყოფს 57 ამრიგად, მოქალაქეები ერთდროულად უნდა ეცადონ, გავლენა მოახდინონ ხელისუფლებაზე და ლოიალობა შეინარჩუნონ, იყვნენ პოტენციურად აქტიურნი, მაგრამ არ გამოავლინონ აქტიურობა მუდმივად.
სამოქალაქო პოლიტიკური კულტურის ძირითადი ნიშნებია: კონსენსუსი პოლიტიკური ინსტიტუტების ლეგიტიმურობის თაობაზე, განსხვავებული ღირებულებებისა და ინტერესების შემწყნარებლობა, კომპეტენტურობა. ეს ყოველივე იდეალური სამოქალაქო კულტურის მახასიათებლებია, რომელიც, ბევრი პოლიტოლოგის აზრით, დემოკრატიული რეჟიმის მყარ საფუძველს წარმოადგენს. სამოქალაქო კულტურა - ესაა პლურალიზმის კულტურა, რომელიც ეფუძნება კონსენსუსის კულტურას და მრავალგვარობას, კულტურა, რომელიც იქმნება დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე და, ამავე დროს, ამკვიდრებს და ამყარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, იღებს სიახლეებს წონასწორობის შენარჩუნებით58.
ლიბერალური ავტორების მრავალ ნაშრომში აღნიშნულია, რომ დემოკრატიის სტაბილობა და მდგრადობა პირდაპირაა დამოკიდებული ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე და არგუმენტებიც მოჰყავთ: ერთი, სამოქალაქო ორგანიზაციები უნერგავენ თავიანთ წევრებს თანამშრომლობის ჩვევებს და „საჯარო სულისკვეთებას”, აგრეთვე, პრაქტიკულ ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის;59 მეორე, სამოქალაქო ინსტიტუტებს შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა.60 სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე, თავის მხრივ, განისაზღვრება შემდეგი პარამეტრებით:
1. ორგანიზაციებში ჩაბმულობის დონე; 2. სამოქალაქო საზოგადოების რწმენა; 3. წინა და ახლანდელი რეჟიმების სახეობები.61 ამგვარად, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობამ შეიძლება იმოქმედოს ხელისუფლებაზე და არ დაუშვას პოტენციურად უსამართლო კანონების მიღება თუ პოლიტიკის გატარება; თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საზოგადოების გავლენა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე ერთობ წინააღმდეგობრივი რჩება განვითარებულ დემოკრატიებშიც კი.
ამავე დროს, ოლმონდმა და ვერბამ უჩვენეს, რომ პიროვნებათა შორის არსებული ნდობა წარმოადგენს ასოციაციების ფორმირების აუცილებელ პირობას, რაც ნებისმიერი დემოკრატიული სისტემისთვის მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ეფექტური პოლიტიკური მონაწილეობის უზრუნველყოფა და თამაშის დემოკრატიული წესების ჩამოყალიბება.62 მაგალითად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ოპოზიცია ფასდებოდეს, როგორც ლოიალური, ანუ ჩაითვალოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ოპოზიცია არ დაიწყებს მოწინააღმდეგეების დევნას და მას აქვს უნარი, მართოს ქვეყანა კანონიერების ფარგლებში.
არსებობს სხვა თვალსაზრისიც, რომლის თანახმად, დემოკრატიისა და დემოკრატიული სტაბილობისათვის ძლიერი და მგრძნობიარე სამოქალაქო საზოგადოება არაა აუცილებელი. მეტიც, აღინიშნება, რომ ძლიერმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეიძლება დემოკრატიის რღვევაც კი გამოიწვიოს; ამ მიდგომით დემოკრატია პოსტკომუნისტურ ევროპაში შეიძლება მოქალაქეების ნებაყოფლობით ორგანიზაციებში მონაწილეობის გარეშეც დამკვიდრდეს. ამ კონცეფციის მიხედვით, სუსტი სამოქალაქო საზოგადოება არ ნიშნავს, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ეს უბრალოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის ხარისხობრივად სხვანაირი დამოკიდებულება არსებობს. მიუხედავად სხვადასხვა თვალსაზრისისა, ერთი დებულება ეჭვს არ იწვევს: სამოქალაქო საზოგადოება, სულ ერთია, სუსტი თუ ძლიერი, ხელს უწყობს „სამოქალაქო ჩვევების” ჩამოყალიბებას, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული სისტემის დამკვიდრებისა და კონსოლიდაციისათვის.
ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არადასავლური ცივილიზაციების ქვეყნებში დემოკრატიული მოდელების „ტრანსპლანტაცია” ხშირად მარცხით მთავრდება - ან ავტორიტარიზმისაკენ დაბრუნებით, ან რეჟიმის თანდათანობითი „ჰიბრიდიზაციით”. სწორედ ამიტომ დემოკრატიისაკენ გადასვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა სამოქალაქო პოლიტიკური კულტურის ფორმირება. რა თქმა უნდა, დასავლური ქვეყნების პოლიტიკური კულტურის პირდაპირი კოპირება შეუძლებელია. ყოველ ქვეყანაში სამოქალაქო პოლიტიკური კულტურა ივსება სპეციფიკური ეროვნული ნიშნებით, რომელშიც აისახება სახელმწიფოს ისტორიული და პოლიტიკური გამოცდილება.
თუკი ჩავთვლით, რომ რევოლუციური განვითარება სულაც არაა სამოქალაქო საზოგადოების მიზანი, ე.ი. რაღაც ისტორიული, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარებანი განაპირობებს მოვლენათა ამგვარ განვითარებას, სწორედ ასე მოხდა საქართველოშიც. ასე რომ, ვინძლო ჰაუარდისეული ხედვა ყველაზე უკეთ ერგებოდეს „ვარდების რევოლუციის” შემთხვევას, სადაც არასამთავრობო სექტორსა და თავისუფალ მედიას - როგორც სამოქალაქო საზოგადოების საყრდენს - განსაკუთრებული როლი ერგო მასების მობილიზაციისა და ორგანიზაციის მხრივ, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში. სწორედ ესაა, რის დამტკიცებასაც შევეცდებით მომდევნო თავებში.
კავშირი რევოლუციებსა და სამოქალაქო საზოგადოებებზე არსებულ შეხედულებათა შორის
ჩვენ მიმოვიხილეთ რევოლუციის და სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი თეორია; ახლა შევეცდებით ვაჩვენოთ, რა ურთიერთკავშირებია მათ შორის და რა როლი აქვს, თეორიული შეხედულებებით, სამოქალაქო საზოგადოებას რევოლუციურ პროცესებში. ისმის კითხვა: როგორ შეიძლება შევაუღლოთ სამოქალაქო საზოგადოების ცნება ისტორიიდან ცნობილ რევოლუციურ პროცესებთან? აქვს კი აზრი, რომ XX საუკუნის
70-იან წლებში შემუშავებული სამოქალაქო საზოგადოების განსაზღვრებით გავაანალიზოთ, მაგალითად, საფრანგეთის დიდი რევოლუცია? ჩვენ შევეცდებით, ეს გავაკეთოთ, რადგან მოცემული ისტორიული ფენომენი ერგება სამოქალაქო საზოგადოების ჩვენებურ განსაზღვრებას, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო საზოგადოება შუალედური ინსტიტუციური სივრცეა კერძოსა (პიროვნულს) და საჯაროს (ანუ ოფიციალური პოლიტიკური ინსტიტუტებისა და აქტიორების ობიექტს) შორის.
ჰანთინგტონის მიხედვით, მოდერნიზაცია განსაზღვრავს სოციალური ჯგუფების ახალ პოლიტიკურ ცნობიერებას, რაც შემდეგ განაპირობებს მათ მობილიზაციას მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ. ამგვარი ჯგუფი შეიძლება იყოს თვით სამოქალაქო საზოგადოება. პოლიტიკურ პროცესში ჩაბმის მოთხოვნა შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებისაგან მომდინარეობდეს. სხვა შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებამ, რომელიც შუამავლის როლს თამაშობს მმართველ რეჟიმსა და არამმართველ ჯგუფს შორის, შეიძლება შეაჩეროს პოლიტიკური კონფლიქტი და არ მიიყვანოს საქმე რევოლუციამდე.
თილის თეორიაში (იხ. ზემოთ) ზუსტად ”ჯდება” სამოქალაქო საზოგადოების ცნება. პრეტენდენტები ან პრეტენდენტთა ჯგუფები, რომლებიც უპირისპირდებიან ხელისუფლებას, შეიძლება სწორედ სამოქალაქო საზოგადოების წიაღიდან გამოვიდნენ. სახალხო მხარდაჭერა, რომელსაც თილი ძალზე მნიშვნელოვნად თვლის, სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობითაც შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ სერბიული „ოტპორი” ან ქართული „კმარა” - სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, რომლებმაც რეჟიმის საწინააღმდეგო კამპანია გააჩაღეს და მოახდინეს ხალხის მობილიზაცია.
რასელი განიხილავს შეიარაღებული ძალების ფაქტორს და ასკვნის, რომ რევოლუციურმა მოძრაობამ უნდა მოიპოვოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა, ანდა ეს უკანასკნელები არაქმედუნარიანნი უნდა იყვნენ. ამის მისაღწევად თავისი როლი შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებამ ითამაშოს. მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიძლება დაამკვიდროს სოციალური ტაბუ, მათ შორის შეიარაღებულ ძალებში: „შეიარაღებული ძალების გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დაუშვებელია”.
პეიჯის ერთ-ერთი თეზისის მიხედვით, სოციალური კონფლიქტი გარკვეულ პირობებში შეიძლება შენელდეს სამუშაო ძალის დენადობის ან რეფორმების ხარჯზე. ადვილი დასაშვებია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამაც შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს, თუ მას კონფლიქტის გადაწყვეტის უნარი შესწევს.
ფორანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ქსელების კავშირს პოლიტიკურ კულტურასთან და აჩვენებს მათ გავლენას რევოლუციის პირობების შექმნაზე. სხვადასხვა რევოლუციების ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ უშუალოდ რევოლუციების განხორციელებამდე ბევრი მწერალი თუ გამომცემელი, საზოგადოების სხვადასხვა წევრი და ინსტიტუტი, მათ ხელში არსებული ინსტრუმენტების მეშვეობით (წიგნები, პამფლეტები და ა.შ.) პროპაგანდას უწევდნენ და ავითარებდნენ რევოლუციურ იდეებს63. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები ავრცელებდნენ და საზოგადოებაში ნერგავდნენ დემოკრატიულ იდეებს, აყალიბებდნენ „სამოქალაქო ცნობიერებასა და ჩვევებს”. ამ გზით ეს ადამიანები ზემოქმედებდნენ პოლიტიკურ დისკურსზე და პოლიტიკურ კულტურაზე.64 მათ საფუძველი ჩაუყარეს იდეოლოგიებს, რომლებიც შემდგომში რევოლუციებს ამოძრავებდნენ. ხშირად ისინი მოღვაწეობდნენ საზღვარგარეთ, რათა ხელისუფლების დევნისაგან დაეზღვიათ თავი.
სამოქალაქო საზოგადოების ცნება ესადაგება აიზენშტადტის თეორიასაც. საერთაშორისო ეკონომიკურ და სამხედრო ზეწოლას, რაზეც იგი ლაპარაკობს, შეიძლება საერთაშორისო იდეოლოგიური ზეწოლა დაემატოს. მაგალითად, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიძლება შექმნან დისკურსი, რომელშიც სახელმწიფოს ქმედებები ფასდება, როგორც „ცუდი” ან „კარგი”. თუ ამგვარი იდეოლოგიური ზეწოლა სოციალურ რეალობად გადაიქცა როგორც მოსახლეობის, ისე ხელისუფლებისათვის, ამან შესაძლოა შეზღუდოს სახელმწიფოს ”ცუდი” ნაბიჯები. აიზენშტადტი ლაპარაკობს აგრეთვე სახელმწიფო სტრუქტურების კულტურულ კომპონენტზე, რომელიც რევოლუციას ხელს უნდა უწყობდეს. სამოქალაქო საზოგადოებას ამ კომპონენტზეც შეიძლება ჰქონდეს გავლენა.
სამოქალაქო საზოგადოების ადგილი მოიძებნება აგრეთვე კატცის „რევოლუციების ტალღებში”. თუ სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება საერთაშორისო მასშტაბით, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს რევოლუციური იდეოლოგიის გავრცელებას. სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება საკომუნიკაციო არხი გახდეს.65
სამოქალაქო საზოგადოების როლი და ფუნქცია შეიძლება განსხვავდებოდეს. იგი შეიძლება მმართველი რეჟიმის მეტოქედ მოგვევლინოს, მისი სტრუქტურებით შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ინფორმაცია ანდა მან შეიძლება შექმნას დისკურსი, რომლიდანაც ამოიზრდება ახალი ცნობიერება ან იდეოლოგია. სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციასა და მის კულტურაზეა დამოკიდებული, იგი შობს, დააჩქარებს თუ შეაჩერებს რევოლუციას. პირველ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებამ შეიძლება თავის წიაღში აღზარდოს რევოლუციონერები, მეორეში იგი სწრაფად ავრცელებს რევოლუციურ იდეებს საერთაშორისო ქსელების მეშვეობით და ამით რევოლუციებს ხელს უწყობს; მესამეში იგი შეიძლება მოგვევლინოს, როგორც შუამავალი დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ამით განმუხტოს რევოლუციური სიტუაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას შეუწყოს ხელი.
დასკვნა
ამ მიმოხილვიდან ის დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ „ვარდების რევოლუცია” სწორედაც რომ რევოლუცია იყო. მართალია, მას არავითარი რადიკალური ცვლილებები არ მოჰყოლია არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სისტემაში, არც ფასეულობათა გადაფასება მომხდარა, მაგრამ მარტო მასებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების თანამონაწილეობამ იგი სრულიად ლეგიტიმური გახადა. მისი ფესვები სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ შრეებში კი არაა საძიებელი, სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებისადმი საზოგადოების უკმაყოფილებაში. სწორედ ნდობადაკარგული პოლიტიკური მმართველობის შეცვლასა და კანონის უზენაესობის აღდგენას ისახავდა მიზნად „ვარდების რევოლუცია”. ამაში კი არასამთავრობო ორგანიზაციები და ფართო საზოგადოება უჭერდა მხარს.
სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც შუამავლად და მომრიგებლად უნდა გვევლინებოდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების დაცვის მხრივ, ზოგ (ისევე, როგორც ჩვენს) შემთხვევაში, პოლიტიკაში აღმოჩნდა „ჩათრეული”.
ეს კი დემოკრატიის მოთხოვნებმა განაპირობა, იმ მუქარამ, რაც დემოკრატიული განვითარების გზაზე გამოჩნდა. არასამთავრობო სექტორსა და თავისუფალ მედიას - როგორც სამოქალაქო საზოგადოების საყრდენს - განსაკუთრებული როლი ერგო მასების მობილიზაციისა და ორგანიზაციის მხრივ, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში; გარკვეულწილად, ამანაც განაპირობა რევოლუციის მშვიდობიანი ფორმა საქართველოში.
ამ გაგებით, ჩვენ საუკეთესოდ გოლდსტონის მიერ მოწოდებული „ჩარჩო” გვესახება: მისი დებულებით, რევოლუცია - ესაა რეჟიმის დასამხობად მიმართული ქმედება, რაც, თავის მხრივ, სამართლიანობისა და კანონის თაობაზე განსხვავებული ხედვიდან მომდინარეობს; მოითხოვს მასების როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ მობილიზაციას; არაინსტიტუციონალური საშუალებებით - მასობრივი გამოსვლებით, საპროტესტო მსვლელობებით, გაფიცვებით ან თუნდაც ძალის გამოყენებით მოითხოვს და ცდილობს კიდეც, გამოიწვიოს ცვლილებები ქვეყანაში.66 ეს განმარტება სამოქალაქო საზოგადოებას არასამთავრობო სექტორითა და მასმედიის აქტივობის სახით წარმოაჩენს, რომლებიც ცდილობდნენ კიდეც მედიატორის როლის შესრულებას მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის.
ქვედა თავებში სწორედ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციის, გაზეთისა თუ ტელეარხის როლზე შევჩერდებით.
________________
1 http://en.wikipedia.org/wiki/Revolution
2 Alexis de Tocqueville, The Old Regime and the Revolution. New York: Anchor Press - Doubleday, (1955 [1856]).
3 Tocqueville, A., The French Revolution and the Growth of the State, in: Revolutions - Theoretical, Comparative, and Historical Studies, Goldstone, J., (Ed.), New York: Harcourt, Brace, Jovanovich, 1986, pp30-31.
4 Manifesto of the Communist Party (1848).
5 Gurr, R., Why Men Rebel, Princeton, NJ: Princeton University Press, 1970.
6 Huntington, S., 1968, Revolutions and Political Order, in: Revolutions - Theoretical, Comparative and Historical Studies, Goldstone, J. (Ed.), New York: Harcourt, Brace, Jovanovich 1986, pp 39-47.
7 Ibid.
8 Tilly, C., Does Modernization breed Revolution? in: Comparative Politics, vol. 5, No.3, 1973, pp 425-447.
9 Skocpol, T.,/Trimberger, E., Revolutions and the World-Historical Development of Capitalism, in: Berkeley Journal of Sociology, 1978, vol. 22, pp 101-113, reprinted in: Revolutions - Theoretical, Comparative and Historical Studies, Goldstone, J. (Ed.), 1986, pp 59-
10 Goldstone, Jack A. (Ed.) 1986, Revolutions - Theoretical, Comparative and Historical Studies; Goldstone, Jack 1980, Theories of Revolutions - The Third Generation, in: World Politics, Vol. 32, No. 3 (Apr., 1980), pp 425-453.
11 Ibid. p 58.
12 იხ. North, D., Institutions, Institutional Change and Economic Performance, Cambridge University Press, 1990.
13 O'Donnel G., and Schmitter Ph., Transitions from Autoritarian Rule: Tentative Conclusions about Uncertain Democracies, Baltimore, The John Hopkins University Press, 1986.
14 Huntington S., The Third Wave: Democratization in the Late Twentieth Century. Norman and London, University of Oklahome Press, 1991.
15 Foran J., Discourses and Social Forces - The Role of Culture and Cultural Studies in Understanding Revolutions, in: Theorizing Revolutions, Foran, J., (Ed.), London: Routledge 1997, pp 203-268.
16 Thompson, E., The Making of the English Working Class, London: Victor Gollanez (1963); Foran J., Discourses and Social Forces - The Role of Culture and Cultural Studies in Understanding Revolutions, in: Theorizing Revolutions, Foran, J., (Ed.), 1997, p 219.
17 Goldstone, J., Towards a Fourth Generation of Revolutionary Theory, in: Annual Review of Political Science, 2001, 4:139-187.
18 Aya R., Theories of Revolutions, in: International Encyclopedia of the Socia&Behavioral Sciences, Smelser, N., / Baltes, P., (Ed.), 2001, Volume 20, pp 13314-13317.
19 Ibid., p.13316.
20. Katz, M., Revolutions and Revolutionary Waves, New York: St.Martin's Press, 1997.
21. Aya 2001, Theories of Revolutions, in: International Encyclopedia of the Social&Behavioral Sciences, Smelser, Neil J. / Baltes, Paul B. (Ed.), 2001, Volume 20, 13316.
22. Goldstone, Jack A. 1980, Theories of Revolutions - The Third Generation, in: World Politics, Vol. 32, No. 3 (Apr., 1980), pp 425-453; Goldstone, Jack A. (Ed.) 1986, Revolutions - Theoretical, Comparative and Historical Studies; Goldstone, Jack A. 2001, Towards a Fourth Generation of Revolutionary Theory, in: Annual Review of Political Science, 2001, 4:139-187.
23. Ibid., pp 425.
24. Goldstone, Jack A. 2001, Towards a Fourth Generation of Revolutionary Theory, in: Annual Review of Political Science, 2001, 139.
25 Goldstone, Jack A. (Ed.) 1986, Revolutions ? Theoretical, Comparative and Historical Studies, pp. 20-21.
26 Tocqueville, Alexis de 1848, The French Revolution and the Growth of the State, in: Revolutions _ Theoretical, Comparative, and Historical Studies, Goldstone, Jack A. (Ed.), 1986, pp 30-31.
27 Weber, M., 1946, Bureaucracy and Revolution, in: Revolutions ??Theoretical, Comparative and Historical Studies, Goldstone, J., (Ed.), 1986, pp 31-37.
28 Huntington, S., The Tthird Wave: Democratization in the Late Twentieth Century. Norman: Oklahoma University Press, 1991.
29 Huntington, S., Political Order in Changing Societies, 1968.
30 Tilly, Charles 1973, Does Modernization breed Revolution? in: Comparative Politics, vol. 5, No.3, pp 425-447.?
31 Paige, Jeffrey M. 1975, Agrarian Revolution: Social Movements and Export Agriculture in the Underdeveloped World, New York: Free Press, pp 437-438.
32 Katz, M., Revolutions and Revolutionary Waves, 1997, pp 11-24.
33 Ibid.
34 Karumidze Z., Wertsch J., The Rose Revolution in the Republic of Georgia 2003, Nova Science Publishers, Inc., NY, 2005; В. Никонов, «Оранжевая революция» в контексте жанра. В сб.: Оранжевая революция, под ред. М.Б. Погребинского. Москва, «Европа», 2005, с. 111.
35 Wheatley J., Georgia From National Awakening to Rose Revolution, Aldershot: Ashgate, 2005.
36 Mihailisko K., Belarus: “Retreat to Authoritarianism”, in Karen Dawisha and Bruce Parrot., Democratic Changes and Authoritarian Reactions in Russia, Ukraine, Belarus and Moldova, Cambridge, 1997, pp 223 - 281 p. 240.
37 Blair, J., Review: Rebellion, Revolution and Armed Force: A comparative study of fifteen Countries with Special Emphasis on Cuba and South Africa, Russell, D.E.H. in: Social Forces, 1977, vol. 55, №3, pp 829-830.
38 Wheatley J., Georgia From National Awakening to Rose Revolution, Ashgate, 2005; See: Broers L., Rose Revolution: Civil Society and Democratic Sustainability in Georgia, Open Society - Georgia Foundation, 2005; Karumidze Z., Wertsch J., (eds), The Rose Revolution in the Republic of Georgia 2003, Nova Science Publishers, Inc., NY., 2005.
39 Wheatley J., Georgia From National Awakening to Rose Revolution, Aldershot: Ashgate, 2005.
40 Katz, M., Ibid., pp 11-24.
41 Wheatley J., Ibid.
42 Nodia G., The Rose Revolution in the Republic of Georgia 2003, in Karumidze Z., Wertsch J. (eds.) The Rose Revolution in the Republic of Georgia, Nova Science Publishers, NY, 2005.
43 Политология, под ред. М. А. Василика, Гардарики, Москва, 1999, с 140-151.
44 Максименко В. Идеологема civil society и гражданская культура, Pro et Contra, 1999. Т. 4 № 1 с 114.
45 Аристотель, Сочинения. М., 1984, Т. 4 «Никомахова этика»,2 с 55.
46 Civil Society, Concept and History of by H. Islamoglu, Islamoglu, H. 2001, Concept and History of Civil Society, in: International Encyclopedia of the Social&Behavioral Sciences, Smelser, Neil J. / Baltes, Paul B. (Ed.), 2001, Volume 3 p 1894.
47 Гегель Г., Философия права. М.: Мысль, 1990.
48 Cohen J.L.&A. Arato, Civil Society and Political Theory. Cambridge, Mass.: MIT Press, 1992.
49 Gramsci A., Prison Notebooks, International Publishers, NY, 1971.
50 Маркс К., Энгельс Ф, Соч. Т. 21, с 310.
51 See: Paine, Th., “The Crisis”, http://www.ushistory.org/paine/crisis/singlehtml.htm
52 Offe C. Modernity and the State: East, West. Cambridge: Polity Press, 1996.
53 ბროერსი ჩ., „ვარდების რევოლუცია”: სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიის სამყაროს სათუოობა საქართველოში. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო”, 2005.
54 Howard M.M., The Weakness of Civil Society in Post-Communist Europe, Cambridge University Press, 2003; also see: Howard M., The Weakness of Postcommunist Society, Journal of Democracy, vol.13, no.1 (2002), 157-169.
55 Howard M., The Weakness of Civil Society in Post-Communist Europe, Cambridge University Press, 2003.
56 Алмонд Г., Верба С. Гражданская культура и стабильность демократии. Полис. 1992 №4
57 Almond G. Verba S. The Civic Culture: Political Attitudes and Democracy in Five Nations, Princeton, 1963. p 8
58 Almond Verba, The Civic Culture: Political Attitudes and Democracy in Five Nations, Princeton, 1963. p 8
59 Robert Putnam, Bowling Alone: The Collapse and Revival of American Community. New York: Simon and Schuster, 2000.
60 Skocpol, T., 1985, Cultural Idioms and Political Ideologies in the Revolutionary Reconstruction of State Power: A rejoinder to Sewell, in: Journal of Modern History, vol. 57, no. 1, pp.86-96.
61 see Richard Rose, “Rethinking Civil Society: Post Communism and the Problem of Trust”, in: Journal of Democracy, Vol. 5, No.3 (1994). pp. 19-22.
62 Almond G. Verba S. The Civic Culture: Political Attitudes and Democracy in Five Nations, Princeton, 1963.
63??Foran 1997a, Discourses and Social Forces - The Role of Culture and Cultural Studies in Understanding Revolutions, in: Theorizing Revolutions, Foran, John (Ed.), 1997.
64 Ibid.
65 Katz, Mark N., Revolutions and Revolutionary Waves, NY: St. Martin's press, 1997.
![]() |
6 თავი 3. არასამთავრობო სექტორი საქართველოში რევოლუციამდე და რევოლუციის პერიოდში |
▲ზევით დაბრუნება |
განვიხილოთ ამ თვალსაზრისით ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ინსტიტუტი - სამოქალაქო სექტორი, განსაკუთრებით კი - არასამთავრობო ორგანიზაციები. 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში განვითარებას იწყებს სამოქალაქო საზოგადოება. იგი პოსტსაბჭოთა გარდაქმნებისა და დემოკრატიული გარდასახვების კონტექსტში ისახება. ამასთან, დემოკრატიული გარდაქმნები საქართველოში დემოკრატიული ტრადიციების დეფიციტის პირობებში მიმდინარეობდა.1 ფაქტობრივად, სამოქალაქო საზოგადოება, ამ ცნების თანამედროვე გაგებით, თავის არსებობას ნულიდან იწყებდა. სამოქალაქო ინსტიტუტების მშენებლობა ხდებოდა როგორც „ქვევიდან ზევით”, ისე „ზევიდან ქვევით” და ეს პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ სიბრტყეებში. ხსენებულ პროცესს ჰქონდა დამახასიათებელი ნიშანი - გარეშე მხარეების ძლიერი გავლენა: დასავლეთი, როგორც ფინანსურად, ისე ორგანიზაციულად, აქტიურად უწყობდა ხელს დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას, რომელთა შორის სამოქალაქო საზოგადოების შექმნას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა. ამგვარ პირობებში სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფებმა ახალი რესურსების ათვისება დაიწყეს, რაც ძირითადად გამოიხატა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფუძნებაში, რომელთა მანიფესტური ფუნქცია იყო ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერა და გავრცელება, რაც გულისხმობდა ადამიანის უფლებათა დაცვას, არსებული კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას, სამოქალაქო განათლების შემოტანას და ა.შ.
პირველი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში 1992-93 წლებში დაფუძნდა. სექტორის განვითარებაში ძირითადი როლი ითამაშეს ფონდებმა „ღია საზოგადოება - საქართველო”, „ევრაზია” და „ჰორიზონტი” (დეტალურად იხ. გ. ნოდია და ფ.ჟ. კომპანიენი).2
ცხადია, რომ ეს პროცესი, როგორც ამას მკვლევრები მიუთითებენ3, მიმდინარეობდა სხვანაირად, ვიდრე თავის დროზე დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ანუ, ძირითადად,…არა „ქვემოდან”, არამედ „ზემოდან”.
გარდამავალ პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შემდეგ ეტაპებს გამოყოფენ: „თავდაცვა”, „ჩამოყალიბება”, „მობილიზაცია” და „ინსტიტუციონალიზაცია”.4 ჩვენი აზრით, საქართველოში ეს თანმიმდევრობა დარღვეულია: სამოქალაქო საზოგადოება დაიწყო „ინსტიტუციონალიზაციით”, რასაც მოჰყვა „თავდაცვა” და შემდგომ „მობილიზაცია”, ამასთან, ყველა ეს სტადია ერთმანეთში გადადიოდა „ჩამოყალიბების” პროცესის ფონზე.
ინსტიტუციონალიზაციის ფაზა
ფაქტია, რომ ბერლინის კედლის დაცემის შემდგომ დასავლეთის დონორი ორგანიზაციების ინტერესი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ განუზომლად გაიზარდა. ჩვენთვის უცნობია, არსებობდა თუ არა რაიმე კოორდინაცია სახელმწიფო თუ არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში აქტივობათა სტრატეგიის თაობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ არასამთავრობო სექტორის განვითარება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, დასავლელი დონორებისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა. ეკონომიკური ტერმინოლოგიით, გაჩნდა მიწოდება, რასაც მოჰყვა მოთხოვნილება. 1993 წლის შემდეგ რამდენიმე წელიწადში არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვმა რამდენიმე ათასს მიაღწია5, თუმცა მათი უმრავლესობა მხოლოდ რეგისტრაციას დასჯერდა და რაიმე აქტივობა არ განუხორციელებია. ამის მიზეზი სხვადასხვა იყო: ზოგი ორგანიზაცია ვერ აკმაყოფილებდა დონორების მოთხოვნებს, ზოგს ფონდების მოძიების გამოცდილება არ ჰქონდა, ზოგიც შეიქმნა „ყოველი შემთხვევისათვის”, შეიძლება ითქვას, სხვების მაგალითით.
მათ გვერდით აღმოცენდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი, სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციები, სადაც თავი მოიყარა უფრო კვალიფიცირებულმა კონტინგენტმა, ძირითადად მეცნიერებმა, ტექნიკოსებმა და შემოქმედებითმა მუშაკებმა. ამგვარი ორგანიზაციებისათვის მოპოვებული გრანტები საარსებო წყაროს წარმოადგენდა; ისინი მეტ-ნაკლები რეგულარობით იღებდნენ გრანტებს, მეტ-ნაკლებად პირნათლად ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს, რითაც უზრუნველყოფდნენ შედარებით ეკონომიკურ სტაბილურობას. ამასთან, სავარაუდოა, რომ ამგვარი არასამთავრობო ორგანიზაციები მაინც ახდენდნენ და ახდენენ გარკვეულ გავლენას ქართულ საზოგადოებაზე ტრენინგების, პუბლიკაციების, ახალი ენის დამკვიდრების მეშვეობით (რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ამ კატეგორიის ორგანიზაციები შემდგომში პროგრესს განიცდიდნენ, შესაძლოა, დისონანსის რედუქციის ეფექტის6 გავლენით და სამოქალაქო სექტორის ავანგარდში ექცეოდნენ). სწორედ ამგვარ ორგანიზაციებს შეერქვათ სახელი „გრანტიჭამიები”;7ჩვენი აზრით, ეს სიტყვა გაჩნდა მეცნიერებათა აკადემიისა და უნივერსიტეტების იმ მუშაკებში, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, მოკრძალებული სახელმწიფო დაფინანსებით დაკმაყოფილებულიყვნენ.
სამოქალაქო საზოგადოების ბირთვს საქართველოში შეადგენდა და შეადგენს არცთუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ ენერგიული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იზიარებენ დემოკრატიულ პრინციპებს, კარგად აცნობიერებენ არასამთავრობო სექტორის მთავარ სოციალურ ფუნქციას - მედიატორის როლს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, ხელისუფლების კონტროლს და შესაძლებლობების ფარგლებში ახორციელებენ ამ ფუნქციას. სწორედ ამ ორგანიზაციების წევრები წარმოადგენენ ყველაზე ხშირად არასამთავრობო სექტორს მედიაში, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები და სწორედ ეს ორგანიზაციები სახელდება ყველაზე ხშირად სოციოლოგიურ გამოკვლევებში.8
გ.ნოდია არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების 8 კრიტერიუმს გამოყოფს (იხ. ტაბულა 3):
საქმიანობა და გამოცდილება (განხორციელებული პროექტების რაოდენობა, საქმიანობის არეალი, საქმიანობის მრავალფეროვნება);
გარე ურთიერთობები (თანამშრომლობა სექტორის შიგნით, ხელისუფლებასთან, მედიასთან);
სტრუქტურა (ერთეულების დიფერენცირება, ფუნქციების გამიჯვნა);
პროცედურები (საქმიანობის დაგეგმვა და შეფასება, დოკუმენტირება);
მისია და სტრატეგია;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
ფინანსები (ბიუჯეტის მოცულობა, უწყვეტობა, დივერსიფიკაცია);
ადამიანური რესურსები (შტატის რაოდენობა, კვალიფიკაცია).
ამ კრიტერიუმების მიხედვით საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ოთხ დონეს მოიცავს. პირველი, ყველაზე განვითარებული ორგანიზაციების რიცხვი, ავტორის შეფასებით, 40-50-ია.9
არასამთავრობო ორგანიზაციების სპექტრი საქართველოში ამით არ ამოიწურება, ხსენების ღირსია აგრეთვე ე.წ. „გონგოები” (Government-organized non-governmental organizations), ანუ „მთავრობის (ხელისუფლების) მიერ ორგანიზებული არასამთავრობო ორგანიზაციები”. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ამგვარი ორგანიზაციები ყალიბდება ხელისუფლების დაკვეთითა და მხარდაჭერით. მათი მიზანია, საზოგადოებას შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ არასამთავრობო სექტორი, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ატრიბუტი, მხარს ხელისუფლებას უჭერს (ცხადია, ამ ტიპის ორგანიზაციებში მანიფესტურ და ლატენტურ ფუნქციებს შორის განსვლა დიდია). როგორც წესი, „გონგოები” ყალიბდება არჩევნების წინ ან კრიზისულ პერიოდებში. მაგალითად, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაიმართა პომპეზური „არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი” 96 ორგანიზაციის მონაწილეობით, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ე. შევარდნაძეს და მის პარტიას, „მოქალაქეთა კავშირს”; შეკრება ფართოდ გაშუქდა ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიაში; არჩევნების შემდეგ კი ფორუმის პრაქტიკულად ყველა მონაწილე ორგანიზაცია გაქრა „მხედველობის არიდან”. „ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ, რომელიც მკვეთრად დაუპირისპირდა ახალ რეჟიმს, სასწრაფოდ შექმნა არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი გუნდი.
ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი დამახასიათებელი ნიშანი. დონორების მოთხოვნითა თუ რაიმე სხვა ფაქტორების გავლენით (აქ ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა), არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ პრინციპად იქცა გამიჯვნა რაიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალისაგან. ეს არ ნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით სისტემატურად იმართება კონფერენციები და სემინარები პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, საქართველოს განვითარების გზებზე, რომლებშიც ხშირად მონაწილეობენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, იწერება კანონპროექტები, ანალიტიკური ანგარიშები, კეთდება დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რეკომენდაციები; არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაბმულნი იყვნენ ბევრ სამთავრობო პროექტში; პოლიტიკური პარტიები შეადგენდნენ ცალკეული საგანმანათლებლო პროექტების მიზნობრივ ჯგუფებს (მაგალითად, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრმა 2001-2002 წლებში ჩაუტარა ტრენინგების სერია ძირითადი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მათ შორის, სახელისუფლებო პარტიისას); არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ ორჯერ დაასახელა „წლის პოლიტიკოსი” (შესაბამისად, მ. სააკაშვილი და ზ. ჟვანია). მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების „უპარტიობა” ნორმა იყო, ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც აშკარად თუ ფარულად დაკავშირებულნი იყვნენ ამა თუ იმ პარტიასთან, „თამაშის წესის” დამრღვევებად ითვლებოდნენ და ავტორიტეტით არ სარგებლობდნენ.
ტაბულა 3: არასამთავრობო სექტორის ინსტიტუციური განვითარება
კრიტერიუმი |
დონე 1 |
დონე 2 |
დონე 3 |
დონე 4 |
აქტივობები და |
ფართო |
საშუალოდ 3 |
პატარ-პატარა |
არავითა |
გარე კავშირები |
ინფორმაციის |
ურთიერთობა |
სპორადული |
არა- |
აწყობილი |
საბჭო იღებს |
გადაწყვეტი- |
საბჭო, |
არა- |
პროცე- |
მოკლე და |
შორეული |
შორსგამიზ- |
არავი- |
მიზანი და |
მიზანი |
მიზანი |
იგეგმება |
არავი- |
მატერიალურ- |
კარგი |
დამაკმა- |
არავითარი |
არავი- |
ფინანსები |
დაახლ. 100000- |
მცირე |
ჩავარდნები 1 |
არავი- |
ადამიანური |
7-35 მუდმივი |
3-7 მუდმივი |
ფინანსებზეა |
არავი- |
თავდაცვის ფაზა (მაგალითად საარჩევნო უფლებების დაცვა): ორიენტაციის შეცვლა 2001 წლის შემდეგ
მდგომარეობის შეცვლა 2001 წლიდან დაიწყო, როდესაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა. ამ დროისათვის ცხადი გახდა, რომ ხელისუფლების არსებულმა სტრუქტურამ გახრწნა იწყო. დემოკრატიულმა პრინციპებმა ეროზია განიცადა, კორუფციამ სახელმწიფო სტრუქტურების ყველა რგოლი დაიმორჩილა, რასაც მოჰყვა სახელმწიფო ინსტიტუტების ატროფია, სახელმწიფო აპარატის დემორალიზაცია; საქართველოს ხელმძღვანელობამ პრაქტიკულად მთლიანად დაკარგა მასების მხარდაჭერა. გ. თევზაძის თქმით, ადგილი ჰქონდა „ძალაუფლების სიმულაციას.”10 ამგვარ პოლიტიკურ სიტუაციაში დემოკრატიული ორიენტაციის არასამთავრობო ორგანიზაციებში, ისევე, როგორც მთლიანად საზოგადოებაში, გაჩნდა აზრი, რომ შევარდნაძის გუნდი ყველანაირად შეეცდება, დარჩეს ხელისუფლების სათავეში, ხოლო თვით შევარდნაძეს პრეზიდენტის პოსტზე რომელიმე ოდიოზური ფიგურა შეცვლის მისივე გუნდიდან. ამ თემაზე მოეწყო საჯარო დისკუსიების სერია, სადაც გაიჟღერა არასამთავრობო ორგანიზაციების „გაპოლიტიკურების” იდეამ, რათა აღკვეთილიყო არსებული ხელისუფლების კომპრომეტირებული კურსი და ქვეყანა დასდგომოდა ჭეშმარიტი დემოკრატიის გზას.
ამასთან, პოლიტიკური ბრძოლის მეთოდების შესახებ აზრი გაიყო: ოპონენტები (თუმცაღა, ერთმანეთის მიმართ სავსებით კორექტულნი) გახდნენ საქართველოს არასამთავრობო სექტორის სათავეებთან მყოფი პირები, სამოქალაქო საზოგადოების თეორეტიკოსები გია ნოდია (მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი) და ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტმა”.
გ.ნოდია მხარს უჭერდა პოლიტიკური ბრძოლის მხოლოდ კონსტიტუციურ მეთოდებს, ლ.ბერძენიშვილი კი არ გამორიცხავდა პროტესტის არაკონსტიტუციურ, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიან მეთოდებს, არსებითად კი - „ხავერდოვან” რევოლუციას.
ლ. ბერძენიშვილი: (პარლამენტის წევრი, რესპუბლიკური პარტია)
„...(გამოიკვეთა) რევოლუციური ხაზი, რომელსაც ძირითადად არასამთავრობო სექტორის ახალგაზრდული ფრთა ატარებდა. სხვათა შორის, მეც დაახლოებით მათსავით ვფიქრობდი, რადგან ვერ ვხედავდი შევარდნაძის „პატიოსანი” გზით წასვლის ვერანაირ საშუალებას. მაგრამ რევოლუციური ხაზი არ გულისხმობდა იმას, რაც მოხდა, არ გულისხმობდა პარლამენტში შეჭრას და ა.შ. ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა არასდროს. ყოველთვის იგულისხმებოდა, რომ მიწოლაა საჭირო, ანუ საარჩევნო ხმების დაცვა. მეორე მხარე კი ამბობდა, რომ რევოლუცია არ უნდა მოხდეს, ის ყველანაირად თავიდან უნდა ავიცილოთ”.
ამ განცხადებამ დამატებითი შეკითხვა გაგვიჩინა - რას გულისხმობდა იგი არაკონსტიტუციურობასა და რევოლუციურობაში? ბოლოს და ბოლოს, საარჩევნო ხმების დაცვა ხომ აბსოლუტურად კონსტიტუციურია.
ლ. ბერძენიშვილი: „რევოლუციურობა იმაში მდგომარეობდა, რომ, თუკი, ვთქვათ, ვერ დავიცავით ხმები, მაშინ გამოვდივართ ქუჩაში... ნებისმიერ ქვეყანაში, შეიძლება, ვენესუელის გარდა, ნახევარი მოსახლეობის აზრი თუ არის გამოთქმული ხანგრძლივად ცენტრალურ ადგილას, გასაგებია, რომ ხელისუფლება ეცემა.
შეცვალა პოლიტიკა აგრეთვე დემოკრატიული ორიენტაციის არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთმა ძირითადმა დონორმა, ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ”. აქ მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა: ბ-ნი კახა ლომაია ჯერ სათავეში ჩაუდგა ფონდთან არსებულ კოალიციას „დემოკრატიული ინიციატივა”, სადაც შვიდი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა, ხოლო 2002 წლის ბოლოს ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ფონდის ინიციატივით შეიქმნა და დაფინანსდა ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა „ათი ნაბიჯის” სახელით ცნობილი დოკუმენტი”.
ამ ინიციატივებისა და ფონდის პოლიტიკის შეცვლის თაობაზე განსხვავებული აზრი არსებობს. მეტი მომხრე ჰყავს იმ პოზიციას, რომლის თანახმადაც კ. ლომაია იყო უბრალო გამტარებელი ჯორჯ სოროსის ნებისა; მაგრამ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც. მაგალითად, ჩვენი რესპონდენტი, ქ-ნი ირინე ცინცაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის” ყოფილი დირექტორი (და არა მარტო იგი) თვლის, რომ ფონდის პოლიტიკის შეცვლა მოხდა პირადად კახა ლომაიას ინიციატივით, რომელმაც დაარწმუნა ჯორჯ სოროსი ახალი სტრატეგიის მიზანშეწონილობაში.
ლევან ბერძენიშვილის აზრით, საერთო ატმოსფეროს შეცვლაში გარკვეული როლი ითამაშა ამერიკულმა ფონდმა NED (National Endowment for Democracy), რომელმაც რამდენიმე „პოლიტიკური” პროექტი დააფინანსა (პოლიტიკური სკოლა, პოლიტიკური კლუბი).
ამრიგად, დემოკრატიული ორიენტაციის წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებში გავრცელდა აზრი, რომ სამოქალაქო სექტორმა უნდა გამოიყენოს თავისი პოტენციალი, რათა არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ პროდასავლურად ორიენტირებული რეფორმისტული ძალები. ფსონი გაკეთდა ორ პოლიტიკურ გაერთიანებაზე: „ნაციონალურ მოძრაობაზე” მ.სააკაშვილის ხელმძღვანელობით და „ახალ დემოკრატებზე”, რომლის ლიდერი იყო ზ. ჟვანია და რომელსაც მოგვიანებით ნ. ბურჯანაძე შეუერთდა. ხსენებული პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „ახალგაზრდა რეფორმატორებს”, 2001 წელს ხმაურით გამოვიდნენ მმართველი პარტიიდან („მოქალაქეთა კავშირი”) და მკვეთრად დაუპირისპირდნენ მას. მათ მიერ ხელისუფლების კრიტიკის საერთო სულისკვეთება, ისევე, როგორც პლატფორმა, სწორედაც დემოკრატიულ, პროდასავლურ, რეფორმისტულ პრინციპებს ეფუძნებოდა, ასე რომ, ალიანსი წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დამოუკიდებელ მედიასთან სავსებით ბუნებრივად შეიქმნა.
დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში მყოფ ბევრ ქვეყანაში ხშირად ელიტები წყვეტენ, სჭირდებათ თუ არა მათ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და რა სახის. შეიძლება ითქვას, რომ „ახალგაზრდა რეფორმატორებისა” და სამოქალაქო სექტორის ალიანსი წარმატებული გამოდგა. ჯერ კიდევ შევარდნაძის გუნდში, ანუ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, „ახალგაზრდა რეფომატორებმა” დაიწყეს ძალაუფლების საკუთარი სქემის აგება: მათ სჭირდებოდათ ლიბერალურ-დემოკრატიული საყრდენი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და მედიის სახით, რასაც შემდგომ დაემატა ბიზნესსექტორის მოზიდვა. ქართულმა საზოგადოებამ თავისი ძალა აჩვენა 2002 წლის შემოდგომაზე, როდესაც გაიმართა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის კონტროლქვეშ აყვანის მცდელობის საპასუხოდ, რასაც მოჰყვა ძალოვანი მინისტრების გადაყენება და ზ.ჟვანიას და მ.სააკაშვილის გამოსვლა მმართველი პარტიიდან. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო „ვარდების რევოლუციის” „რეპეტიცია”, რომელშიც იგივე მთავარი აქტორები მონაწილეობდნენ: „ახალგაზრდა რეფორმატორები“, ოპოზიციური მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. 2002 წლის მოვლენებმა აჩვენა, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში თანდათან გასცდა თავის ტრადიციულ სივრცეს.11
მობილიზაციის ფაზა: არჩევნების მონიტორინგი
სემინარებისა და საკონსულტაციო შეხვედრების მთელი სერიის შედეგად დაისახა არასამთავრობო სექტორის ძირითადი მიმართულებები წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების ყველა კომპონენტის მონიტორინგის მომზადება და ახალგაზრდობის, პირველ რიგში სტუდენტების, გააქტიურება დემოკრატიზაციისათვის ბრძოლაში - ე.წ. „ათი ნაბიჯის” პროგრამა.
არჩევნების შედეგების შესაძლო ფალსიფიცირება თავიდანვე ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ იყო მიჩნეული. პრაქტიკულად, არავის სჯეროდა, რომ ხელისუფლება სამართლიანად ჩაატარებდა არჩევნებს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარებულ გამოკითხვაში ჩაიდო პუნქტი: „არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისას ვის მონაცემებს უფრო ენდობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ეგზიტპოლის შემსრულებელი კოალიციის თუ „სამართლიანი არჩევნების” კომიტეტისას?” შედეგები ასეთი იყო: შესაბამისად, 4%25, 40%25, 40%25.
არჩევნების მონიტორინგისათვის ორი მეთოდოლოგია მომზადდა: ეგზიტპოლი და ხმების პარალელური დათვლა.
ეგზიტპოლი. კავკასიური კვლევების რესურს-ცენტრის დირექტორის, ეგზიტპოლის პროექტის კურატორის, ლევან თარხნიშვილის სიტყვებით, 2003 წლის ზაფხულში შემდგარ საორგანიზაციო შეხვედრებზე, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ორიენტაცია იმაზე აიღეს, რომ როგორც შემსრულებლების, ისე დონორების სპექტრი შეძლებისდაგვარად ფართო ყოფილიყო; გარდა ამისა, მოეწვიათ დამოუკიდებელი უცხოელი ექსპერტი. საბოლოო ჯამში, პროექტის შესრულება თავზე აიღო კოალიციამ, სადაც შედიოდნენ ორგანიზაციები: კავკასიური კვლევების რესურს-ცენტრი, IPM (Institute for Polling and Marketing), BCG (Business Consulting Group). პროექტი დააფინანსეს „ევრაზიის” ფონდმა, ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ”, შვეიცარიის განვითარების ფონდმა, ბრიტანულმა საბჭომ (British Council) და ტელეკომპანია „რუსთავი 2”-მა. ექსპერტად მოწვეული იქნა ბ-ნი სკოტ ელბერი (Strategic Research Group).
ეგზიტპოლის შედეგები დაახლოებით იგივე იყო, რაც პარალელური დათვლისა (იხ. ქვემოთ), ანუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებისგან, შემდეგ კი საბოლოოსაგან საგრძნობლად განსხვავებული. მართალია, პარალელური დათვლის შედეგებთან შედარებით ეგზიტპოლის მონაცემები ნაკლებად სანდო იყო პასუხზე უარის მაღალი მაჩვენებლის (დაახლ. 20%25) გამო (საგულისხმოა, რომ პასუხზე უარი ყველაზე ხშირად გვხვდებოდა აჭარაში და ქვემო ქართლში, სადაც „რეგიონული” ავტორიტარიზმი და, შესაბამისად, ამომრჩეველზე ზეწოლა ყველაზე ძლიერი იყო). მიუხედავად ამისა, ეგზიტპოლის მონაცემების გამოქვეყნებამ დიდი რეზონანსი პოვა. შედეგები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის უახლეს მონაცემებთან ერთად, მუდმივად გადიოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში მოძრავი სტრიქონის სახით, რამაც, შესაძლოა, პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებაზე მეტი ეფექტიც კი იქონია.
ხმების პარალელური დათვლა. „ვარდების რევოლუციის” დაწყების თარიღად უნდა ჩაითვალოს 2003 წლის 4 ნოემბერი, როდესაც გამოქვეყნდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) „წინასწარი განცხადება 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ”, რის შემდეგაც დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ და საარჩევნო ადმინისტრაციებმა ვერ შეძლეს საპარლამენტო არჩევნების სწორი ადმინისტრირება. ძირითად დარღვევებად მითითებულია ამომრჩეველთა არაზუსტი სიები, დამკვირვებლებზე ზეწოლა, ბიულეტენებითა და საოქმო მონაცემებით მანიპულაციები და სხვა პროცედურული დარღვევები. ყოველივე ეს კვალიფიცირებულია, როგორც კანონის განზრახ დარღვევა და დანაშაული.
მაგრამ ძირითადი, რის გამოც „სამართლიანი არჩევნების” განცხადება შევარდნაძის ხელისუფლების მთავარ მამხილებელ დოკუმენტად იქცა, ხმების პარალელური დათვლის შედეგები იყო. საქართველოში პირველად “სამართლიანმა არჩევნებმა” ჩაატარა არჩევნების შედეგებისა და ამომრჩეველთა აქტივობის პარალელური დათვლა; იგი შესრულდა ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ შემუშავებული და მრავალ ქვეყანაში აპრობირებული ექსპერტული მეთოდიკის საფუძველზე, რომლის ცდომილება, კონკრეტულად 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლისას, ექსპერტთა შეფასებით, 1-2%25-ს არ აღემატებოდა. სწორედ განცხადებაში მოტანილი ციფრები და მათი მნიშვნელოვანი განსხვავება ოფიციალურად გამოქვეყნებულ ჯერ წინასწარ, შემდეგ კი საბოლოო შედეგებისაგან, იქცა ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ იარაღად და ხალხის უკმაყოფილების დეტონატორად.
მოგვყავს საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური მონაცემები და „სამართლიანი არჩევნების” მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები (მხოლოდ იმ პარტიებისა და ბლოკებისათვის, რომლებმაც 7%25-იანი ბარიერი გადალახეს):
ტაბულა 4: პარალელური დათვლის შედეგები
|
ოფიციალური |
პარალელური |
„სააკაშვილი - |
18.08 |
26.26 |
სამთავრობო ბლოკი |
21.32 |
18.92 |
„ლეიბორისტური |
12.04 |
17.36 |
„ბურჯანაძე- |
8.79 |
10.15 |
„დემოკრატიული |
18.84 |
8.13 |
„ახალი |
7.35 |
7.99 |
(მონაცემები მოყვანილია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური საიტის მიხედვით: www.archive.cec.gov.ge/2003/ )
შედარებისათვის მოგვყავს 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური და „სამართლიანი არჩევნების” მიერ შესრულებული პარალელური დათვლის შედეგები:
ტაბულა 5: 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები
|
ოფიციალური |
პარალელური |
„ნაციონალური |
67.32 |
67.78 |
ბლოკი „მემარჯვენე |
7.51 |
7.75 |
„დემოკრატიული |
6.03 |
6.60 |
„საქართველოს |
5.97 |
6.14 |
თ.ჟვანია (რედ.). 2004 წლის 28 მარტის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიში. თბილისი, ISFED, 2004, გვ. 50-51.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED).
ორგანიზაცია დაარსდა 1995 წელს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშესაწყობად. თავდაპირველად ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და პრიორიტეტი იყო არჩევნების მიუკერძოებელი მონიტორინგი, რასაც პარალელურად ახლდა საკანონმდებლო რეკომენდაციები, საარჩევნო უფლებების დაცვა და სხვ. შემდგომში აქტივობის სფერო გაფართოვდა (ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობის მონიტორინგი, მოქალაქეთა გააქტიურება, მათი ინტერესების დაცვა), თუმცა არჩევნების მონიტორინგი ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად დარჩა. ორგანიზაციამ განახორციელა 1995 წლიდან საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების ფართომასშტაბიანი მონიტორინგი. წლების მანძილზე ორგანიზაცია აწვდიდა საქართველოს საზოგადოებას, მედიას და შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებს მინიტორინგის შედეგად მიღებულ დასკვნებს, რომლებშიც დაფიქსირებულია მრავალრიცხოვანი დარღვევები და არჩევნების ადმინისტრირების ხარისხობრივი შეფასება. მაგრამ მხოლოდ 2003 წლის არჩევნებისათვის აღმოაჩნდა ორგანიზაციას ხელთ აპრობირებული მეთოდიკა, რომლის დამუშავებითა და გამოყენებითაც შესაძლებელი გახდა არჩევნების შედეგების როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი შეფასება და გაყალბების მასშტაბის შესახებ არგუმენტირებული განცხადების გაკეთება.
ორგანიზაციას ჰყავს მოხალისეთა ქსელი, რომელიც ფარავს მთელ საქართველოს და დაახლოებით 3000 პირს ითვლის. მოხალისეებს უტარდებათ კვალიფიცირებული ტრენინგი, ისინი ჩართულნი არიან დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობ სხვადასხვა საქმიანობაში. ორგანიზაციის ძირითადი დამფინანსებლები არიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), ამერიკული სამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UNDP), სხვადასხვა საელჩოები თუ ფონდები და ა.შ.
„სამართლიანი არჩევნების” საქმიანობიდან ასევე აღსანიშნავია მონაწილეობა საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავებაში და პარლამენტში წარდგენილი რეკომენდაციები სხვადასხვა საკითხებზე. სწორედ „სამართლიანი არჩევნების” ლობირებით საარჩევნო კოდექსში გაფართოვდა დამოუკიდებელი დამკვირვებლების უფლებები, რამაც შესაძლებელი გახადა ნეიტრალური დაკვირვება და სრულფასოვანი პარალელური დათვლის ჩატარება.
რევოლუციის წინა პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი და ორგანიზაციის მიერ წარმართული კამპანია საპასპორტო განყოფილებებში არსებული კორუფციის წინააღმდეგ. პირადობის მოწმობის მისაღებად მოქალაქეებს უხდებოდათ 15-20 ლარის გადახდა (ოფიციალურად დაწესებული 2.5 ლარის ნაცვლად). ორგანიზაციამ განახორციელა აღნიშნული პროცედურის ფართომასშტაბიანი მონიტორინგი, რის შედეგადაც მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
როგორც ინტერვიუში აღნიშნა „სამართლიანი არჩევნების” ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ჟვანიამ, ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს თავის საქმიანობას როგორც საარჩევნო საკითხების, ისე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდისა და მოქალაქეთა გააქტიურების მიმართულებით. თ. ჟვანიას თქმით, ორგანიზაციის ძალისხმევით ქვეყანაში შეიქმნა მდგრადი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო სისტემა, რომელიც ძალზე გაართულებს არჩევნების გაყალბებას და სიყალბის დაფარვას, ვინც არ უნდა მოისურვოს ამის გაკეთება.
„ათი ნაბიჯი”
„ათი ნაბიჯის” იდეა წარმოიშვა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” ინიაციტივით გამართულ არასამთავრობო ორგანიზაციათა შეხვედრაზე (2003 წლის ზაფხული). გამოითქვა მოსაზრება, რომ არასამთავრობო სექტორს ჩამოეყალიბებინა და გამოექვეყნებინა საქართველოს წინაშე მდგარი სასიცოცხლო პრობლემების ნუსხა, რომლებსაც იმდროინდელმა ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა; ამასთან, დაისვა საკითხი, რომ სექტორს თანამშრომლობა და თანადგომა შეეთავაზებინა იმ პოლიტიკური ძალებისათვის, რომლებიც გაიზიარებდნენ ამ პრობლემებს, როგორც გზამკვლევ პრინციპებს.
აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და ურთიერთშეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდა ათი პუნქტი, რომლებმაც ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების ფართო სპექტრი მოიცვა. დოკუმენტი, რომელსაც დაერქვა „კმარა! ანუ ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ“, გამოქვეყნდა პრესაში. მოგვყავს დოკუმენტის ტექსტი.
კმარა! ანუ ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ12
დღეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია თავისუფლებისაკენ მიმავალ გზას და ავტორიტარული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვთავაზობთ თანამშრომლობას იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც გაიზიარებს ქვემოთ ჩამოთვლილ ათ პრინციპს და ქართული სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად 2 ნოემბერს არჩეულ პარლამენტში იბრძოლებს მათი განხორციელებისათვის.
სახელმწიფო მართვის საბჭოური სისტემის რეფორმა და მისი დაწყებისათვის საბჭოთა უშიშროების სამსახურების თანამშრომელთა და კომუნისტური პარტიის ნომენკლატურის (ცკ-ს წევრი, განყოფილების გამგე, რაიკომისა და ქალაქკომის მდივანი, პარტკომი) წარმომადგენელთათვის მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების შეზღუდვა.
სახელმწიფო თანამდებობის პირთათვის დაუსაბუთებელი ქონებისა და შემოსავლების ჩამორთმევის შესახებ კანონის მიღება.
კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიების გაძლიერება; ბიზნესგარემოს გაუმჯობესება; თავისუფალი მეწარმეობის შემზღუდავი კანონების გაუქმება; მეწარმეთა დაცვა სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოების უკანონო ზეწოლისაგან; ლიბერალური საგადასახადო კოდექსის მიღება; ფისკალური პოლიტიკისა და კანონმდებლობის სტაბილურობა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
თბილისისა და ფოთის მერების არჩევითობა; ევროპული თვითმმართველობის ქარტიის რატიფიკაცია; ადგილობრივი თვითმმართველობისათვის ქონების გადაცემა და ფინანსური ავტონომიურობის მინიჭება; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღება.
2007 წლამდე საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა; ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განხორციელება; შეიარაღებულ ძალებში გაწვევის სისტემის გაუქმება და პროფესიული არმიის ჩამოყალიბება.
ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს შემოღება; სამართალდამცავი ორგანოების დეცენტრალიზაცია; ადგილობრივი პოლიციის უფროსებისა და პროკურორების არჩევითობა; ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ადამიანის უფლებების დაცვის, შეჯიბრობითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპზე დაფუძნება.
საპენსიო და სახელფასო დავალიანებების 2006 წლამდე სრული დაფარვა; სახელმწიფო სექტორში მინიმალური ხელფასის სამომხმარებლო კალათასთან გათანაბრება; ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების პრიორიტეტული მიმართვა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისაკენ; ქველმოქმედების ხელშემწყობი საგადასახადო კანონმდებლობის მიღება.
საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ფინანსური და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობის მინიჭება, სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევითობა; განათლების დაფინანსების სტიპენდიური სისტემის შემოღება; განათლების ხარჯების გაზრდა, სულ მცირე, ორჯერ; უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების ერთიანი სახელმწიფო სტანდარტიზებული გამოცდების საფუძველზე მიღება.
სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ კანონის მიღება; სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს გარდაქმნა საზოგადოებრივ მაუწყებლობად.
დოკუმენტს ხელს აწერს წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფი, მათ შორის:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
სამოქალაქო განვითარების ცენტრი „ალტერნატივა”
ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო”
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
საქართველოს გაეროს ასოციაცია
თავისუფლების ინსტიტუტი
სამართლებრივი განვითარების აკადემია
პროექტი „სამართლებრივი კულტურა”
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ნატოს ასოციაცია
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
მალე ორი პოლიტიკური გაერთიანება, „ახალი დემოკრატები” (ლიდერი ზურაბ ჟვანია) და „ნაციონალური მოძრაობა” (ლიდერი მიხეილ სააკაშვილი) შეუერთდა ხელმომწერებს და მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ იზიარებენ დოკუმენტს, როგორც გზამკვლევს.
„ათი ნაბიჯის” გამოქვეყნებას საკმაოდ ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა. ხელმომწერი ორგანიზაციებისა და, ბუნებრივია, პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერები სისტემატურად გამოდიოდნენ პრესაში და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ტელევიზიით, განმარტავდნენ „ათი ნაბიჯის” თითოეული პუნქტის სასიცოცხლო მნიშვნელობას და აჩვენებდნენ (ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლებთან პოლემიკაში) შევარდნაძის რეჟიმის უუნარობას, თავი გაერთმია ქვეყნის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი პრობლემებისათვის.
„კმარა”
2003 წლის დასაწყისიდან თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში, პირდაპირ ტროტუარებსა და მანქანების სავალ ნაწილზე გაჩნდა კალიგრაფიული წარწერა: „კმარა!”. წარწერა რეგულარულად ახლდებოდა და მრავლდებოდა, ამასთან, აქციის ორგანიზატორები გარკვეულ ხანს თავს არ ამხელდნენ. საზოგადოებაში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო იმის თაობაზე, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, თუმცა მალე ყველაფერი გაირკვა: ტელეკომპანია „რუსთავი 2”-მა მაყურებელს წარუდგინა ახალგაზრდული ორგანიზაცია „კმარა”, რომლის ლიდერებმაც განაცხადეს, რომ იბრძვიან საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებილად, კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ და საზოგადოებას მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს.
„კმარას” აქციები გაგრძელდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა. გაჩნდა პლაკატები, პროკლამაციები, მოეწყო რამდენიმე კონკრეტული კორუმპირებული მოხელის წინააღმდეგ მიმართული მიტინგი. ორგანიზაციის მოღვაწეობა ფართოდ შუქდებოდა ოპოზიციურ მედიაში. მოგვყავს მხოლოდ ორი გაზეთის პუბლიკაციები:
გუშინ „,კმარა” ძალიან ”,დაკავებული” იყო („24 საათი”, 13.06.03)
„კმარა” შინაგან საქმეთა მინისტრს პროკურატურაში უჩივის („24 საათი”), 15.06.03)
„კმარას” აქტივისტებს უშიშროება უთვალთვალებს („24 საათი”, 26.06.03)
ხელისუფლება ცემა-ტყეპაზე გადადის („24 საათი”, 07.08.03)
“კმარას” ქვები დაუშინეს („24 საათი”, 24.10.03)
„კმარა” ვაკეში მასშტაბურ აქციას მართავს („24 საათი”, 01.11.03)
„კმარამ” თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო („ახალი თაობა”, 05.11.03)
„კმარას” რეკლამები იკრძალება („ახალი თაობა”, 11.11.03)
„კმარას” აქტივისტებს ჯარში იწვევენ(„ახალი თაობა”, 12.11.03)
„კმარამ” სოროსის ფონდისგან 2 მლნ დოლარი აიღო („ახალი თაობა”, 14.11.03)
ზუგდიდელი სამართალდამცველები „კმარას” პროკლამაციებს ეცნობიან („24 საათი”, 17.11.03)
„კმარასაგან” მირთმეული ყვავილები („24 საათი”, 18.11.03)
„კმარელებმა” პოლიციელებს ყვავილები მიართვეს(„ახალი თაობა”, 19.11.03)
ხელისუფლებამ სცადა კონტრზომების მიღება. მედიაში გავიდა „კომპრომატის” შემცველი სიუჟეტები (სადაც, ძირითადად, „კმარას” უცხო ქვეყნებისაგან დაფინანსების მიღებაში ადანაშაულებდნენ), „კმარას” აქციები რამდენჯერმე დაარბია პოლიციამ. მაგრამ მიზანი ვერ იქნა მიღწეული. „კმარას” ხმაურიანი კამპანია და აქციები გაცილებით მეტ ყურადღებას იპყრობდა, ვიდრე ხელისუფლების გაუაზრებელი ქმედებები.
განსაკუთრებით გააქტიურდა „კმარა” 4 ნოემბრის არჩევნების შემდეგ. ორგანიზაციის სახელით გავრცელებული პროკლამაციები, პლაკატები ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდა თვალს, ”კმარას” ლიდერები მუდმივად ჩანდნენ „რუსთავი 2”-ის, ხოლო მოგვიანებით სხვა არხების რეპორტაჟებში. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ჩვენს სოციოლოგიურ გამოკითხვაში „კმარა” ყველაზე ხშირად სახელდებოდა, როგორც ორგანიზაცია, რომელმაც ”გარკვეული წილი შეიტანა „ვარდების რევოლუციაში”.
ალექსანდრე ლომაია (2003 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, შემდგომ - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ამჟამად - უშიშროების საბჭოს მდივანი):
„კმარა”, რა თქმა უნდა, იყო პროექტი. ერთხელ ჟურნალისტმა მკითხა, რა არის „კმარა”? მე ვუთხარი, რომ ფერმენტია, რომელსაც რძეში ურევენ, რომ მაწონი მიიღონ. ეს იყო არაპოლიტიკური მოძრაობა და ასეც დარჩა. ეს იყო მოძრაობა, რომელმაც პროტესტის რაღაც ახალი სტანდარტები დააწესა, ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის თეატრალიზებული გამოსვლები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მათ თქვეს „კმარა!”, იმიტომ კმარა, რომ ამ რეჟიმით და კორუფციით ქვეყანას არა აქვს მომავალი. ის, რასაც ზომიერი ორგანიზაციები ამბობდნენ პოლიტოლოგიური და მეცნიერული ენით, „კმარამ” თქვა გასაგები და მისაღები ენით”.
„კმარას” სხვა ლიდერებიც ეთანხმებიან მას და ამტკიცებენ, რომ ამ ორგანიზაციამ ნამდვილი კატალიზატორის როლი შეასრულა.
ლაშა ჩხარტიშვილი („კმარას” ერთ-ერთი ლიდერი): „საზოგადოებრივ აზრს წარმოადგენდა არასამთავრობო ორგანიზაციები და, რა თქმა უნდა, ორგანიზაცია „კმარა”, რომელიც თამაშობდა კატალიზატორის ფუნქციას; ანუ მას უნდა დაეჩქარებინა პროცესები იმით, რომ კიდევ ერთხელ ნათლად ეჩვენებინა საზოგადოებისათვის, რას წარმოადგენს რეალურად ხელისუფლება და არ მიეცა საშუალება შევარდნაძის მმართველობისათვის, რომ კიდევ ერთხელ დიდი ტყუილებითა და მცირე საქმით მოედუნებინა საზოგადოების ყურადღება, მან ეს როლი მეტ-ნაკლებად კარგად შეასრულა”.
თეა თუთბერიძე („კმარას” ერთ-ერთი ლიდერი): ჩვენ გავდიოდით კონსულტაციებს, ვხვდებოდით სხვადასხვა ადამიანებს და ვსწავლობდით მათგან იმას, რაც ჩვენ არ ვიცოდით, მაგალითად, „კმარას” მოძრაობამ ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ „ოტპორის” წევრებისგან. თუმცა მე ვთვლი, რომ გაცილებით უფრო ეფექტური იყო „კმარა”. მთავარი პრინციპი, რაც ჩვენ მათგან გადმოვიღეთ, იყო ის, რომ ყველა აქცია თუ ქმედება უნდა ყოფილიყო განსხვავებული ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის გამოსვლებისგან და აქციებისგან. ხშირად ჩვენი ხუთკაციანი აქციაც კი უფრო ეფექტიანი იყო, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ ჩატარებული ხალხმრავალი მიტინგი”.
„კმარა” შეიქმნა სერბული ახალგაზრდული ორგანიზაცია „ოტპორის” მოდელით. მის ჩამოყალიბებასა და ფუნქციობას ხელი შეუწყო ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: „თავისუფლების ინსტიტუტმა” და „ალპემ”, თუმცა „კმარასთან” აქტიურად თანამშრომლობდნენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც. „თავისუფლების ინსტიტუტმა” მოაწყო ტრენინგი ახალგაზრდა აქტივისტებისათვის.
„თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში სამოქალაქო უფლებათა ახალგაზრდული ქსელის 80 წევრმა გაიარა მომზადება საერთაშორისო ფონდ NED-ის (National Endowment for Democracy) ფინანსური მხარდაჭერით, თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ბაკურიანში ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში სამოქალაქო უფლებათა ახალგაზრდული ქსელის 80 წევრმა გაიარა მომზადება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შერჩეულმა ახალგაზრდებმა ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კურორტზე ერთად დაისვენეს და ბანაკის ხელმძღვანელთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ბანაკის მიზანი აქტივისტებს შორის მყარი კონტაქტების დამყარება და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცოდნის გაღრმავება იყო.
პროგრამა, რომელსაც 5 მწვრთნელი ხელმძღვანელობდა, ყოველდღიურ ვარჯიშებს, სემინარებსა და პრაქტიკულ დავალებებს მოიცავდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ადამიანის უფლებების ისტორია და არსი; არაძალადობრივი კამპანიების ისტორია და მეთოდოლოგია; საზოგადოებრივი კამპანიების სტრატეგიული დაგეგმვა; სხვადასხვა კამპანიებისთვის აქტივისტების მოზიდვა; საზოგადოებასთან ურთიერთობების სტრატეგია და მნიშვნელობა; მედიაკამპანიების წარმართვა; პროექტის მომზადება და დაფინანსების მოძიება.13
„ალპე” დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ეწევა პროფესიულ საკომუნიკაციო საქმიანობას; მისი მიზანი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა. სოციალური რეკლამა, მედიაკამპანიები და რეგულარული საგამომცემლო საქმიანობა, სასწავლო პროგრამები და ტრენინგები ორგანიზაციის კომუნიკაციური სტრატეგიის ძირითადი ინსტრუმენტებია. „ალპემ” 2003 წლის შემოდგომაზე განახორციელა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” ეგიდით მიმდინარე დემოკრატიული არჩევნების მხარდამჭერი პროგრამა - „გადავიდეთ საქმეზე”14. “კმარა” ამ პროგრამის აქტიური მონაწილე იყო.
საზოგადოებაში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო „კმარას” დაფინანსების შესახებ. ვრცელდებოდა აზრი, რომ ჯორჯ სოროსმა პირადად გამოუყო ორგანიზაციას რამდენიმე მილიონი დოლარი „რევოლუციის მოსაწყობად” (ჩვენ მიერ გამოკითხულმა რამდენიმე ექსპერტმაც გააჟღერა ეს აზრი). ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” იმდროინდელი ხელმძღვანელობის პოზიცია ამ საკითხზე ასეთია:
ალექსანდრე ლომაია: „რაც შეეხება დაფინანსებას, რამდენიმე ათასი პლაკატი დაიბეჭდა და რამდენიმე დროშას აფრიალებდნენ. „კმარა” სხვადასხვა პროექტში მონაწილეობდა და ამ პროექტებიდან იღებდა დაფინანსებას. არავითარი სისტემური დაფინანსება არ იყო, ან რა სისტემური დაფინანსება უნდოდა იმას, რომ რამდენიმე პლაკატი და დროშა დამზადებულიყო. ან რა ძვირადღირებული აქციები მათ ჩაატარეს - ორი სერბი ბიჭი ჩამოვიდა ორჯერ, ყოფილი „ოტპორის” აქტივისტები”.
მიხეილ ჩაჩხუნაშვილი („ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე 2004 წლამდე): „არჩევნების წელს ფონდს გამოყოფილი ჰქონდა ბიუჯეტიდან თანხები არჩევნების მხარდასაჭერად, ეს შეადგენდა ნახევარ მილიონზე ნაკლებს, ისიც ბოლომდე არ დახარჯულა. ეს თანხები იყო გამოყოფილი ეგზიტპოლებზე, ხალხის მიყვანაზე არჩევნებზე და ა.შ. ფონდის პროექტის ფარგლებში გარკვეული ღონისძიებები მხარდაჭერილი იყო, მაგრამ ეს არ იყო უშუალოდ „კმარა”. „კმარას” პირდაპირი მხარდაჭერა არასოდეს არ ჰქონია (...), არ შემოუტანია განაცხადი. ფონდის ფული უშუალოდ „კმარასთან” ვერ მივიდოდა. ერთადერთი, რაც შეიძლება მისულიყო - რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომელიც მიიღებდა ფულს ფონდიდან, გრანტს. ამ ორგანიზაციას შეიძლება იმპლემენტაციის პროცესში გამოეყენებინა „კმარა”.
მაინც, „კმარას” დაფინანსება ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ ქართულ საზოგადოებაში ეჭვს არ იწვევს. მეტიც, ლევან ბერძენიშვილის (პარლამენტის წევრი, რესპუბლიკური პარტია) აზრით, ეს იყო ცხადი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში მოქმედი ფონდები პოლიტიკისაკენ „მობრუნდნენ”:
„სოროსის ფონდი უკვე აშკარა კონფრონტაციაზე წავიდა, როცა მან დაიწყო ისეთი ტიპის ორგანიზაციების დაფინანსება, როგორიცაა „კმარა”. ფონდების მხრიდან გაჩნდა იმის ტენდენცია, რომ ორგანიზაციებისთვის პოლიტიკაში ჩართვის ნება დაერთოთ. ჩემმა ორგანიზაციამაც (სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი) კი მიიღო რამდენიმე გრანტი პოლიტიკური კლუბებისთვის. ადრე წარმოუდგენელი იყო ასეთი ტიპის დაფინანსების მიღება. საქმეში უკვე სერიოზული, დიდფულიანი ფონდებიც ერეოდნენ”.
ჩვენი შეფასებით, „კმარას” როლი „ვარდების რევოლუციაში” საკმაოდ მნიშვნელოვანია. პროტესტის უჩვეულო ფორმების გამოყენებით, აქტივობების მასშტაბითა და სიხშირით ორგანიზაციამ დიდად შეუწყო ხელი საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გაღვივებას და დაარწმუნა იგი შევარდნაძის ხელისუფლების უუნარობაში; საზოგადოებრივ აზრში მოხდა ხელისუფლების „დელეგიტიმიზაცია”, რასაც „კმარას” აქტივობებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
„თავისუფლების ინსტიტუტი”
„თავისუფლების ინსტიტუტი” 1996 წლის 26 აგვისტოს დაფუძნდა. მისი ჩამოყალიბების იდეა დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიის, „რუსთავი-2”-ის ირგვლივ გახმაურებულ მოვლენებს უკავშირდება. 1996 წლის 17 ივლისს, კავშირგაბმულობის სამინისტრომ ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეუწყვიტა. ხელისუფლების ეს ქმედება შეფასდა, როგორც სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევა და მთავრობის მხრიდან დამოუკიდებელი მედიის უფლებების ხელყოფა. იმ დროისათვის საქართველოში უფლებადაცვითი ტიპის სულ რამდენიმე ორგანიზაცია არსებობდა და არასამთავრობო სექტორი მხოლოდ ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო. სწორედ ამ დროს გაჩნდა იდეა, შექმნილიყო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, პირველ რიგში, სიტყვის თავისუფლების დაცვა იქნებოდა. დროთა განმავლობაში „თავისუფლების ინსტიტუტის” საქმიანობის არეალი გაფართოვდა და წმინდა უფლებადაცვითი აქტივობების გარდა სხვა სფეროებიც მოიცვა. თუმცა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა კვლავ ინსტიტუტის პრიორიტეტად რჩება.15
„თავისუფლების ინსტიტუტი” საზოგადოებისათვის ფართოდ ცნობილი გახდა 1999 წლიდან, როდესაც ორგანიზაციამ ხმა აიმაღლა და მთელი რიგი აქციები გამართა რელიგიური უმცირესობების (პირველ რიგში, იეჰოვას მოწმეების, რომლებიც განსაკუთრებულ დისკრიმინაციას განიცდიდნენ) დასაცავად ფუნდამენტალისტური მართლმადიდებლური ჯგუფებისაგან, რომლებიც სისტემატურად დევნიდნენ ე.წ. „სექტებს”, ხშირად ძალადობის გამოყენებით. ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გახდნენ „თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლებიც. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ფართო მასებში ორგანიზაციისადმი დამოკიდებულება ნეგატიური იყო, რადგან მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა ხსენებული რელიგიური ჯგუფებისადმი უარყოფითი გახლდათ. საზოგადოების დემოკრატიულად განწყობილ ნაწილში და არასამთავრობო სექტორში, ბუნებრივია, „თავისუფლების ინსტიტუტის” აქციები მხარდაჭერით სარგებლობდა.
იმავე პერიოდიდან ინსტიტუტის წარმომადგენლები: გ. ბოკერია, დ. ზურაბიშვილი, გ.თარგამაძე, ლ.რამიშვილი, ს.სუბარი ხშირად ჩნდებიან ტელეეკრანსა და პრესაში ხელისუფლების მწვავე კრიტიკით, ძირითადად, კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის თემებზე.
2001 წლიდან „თავისუფლების ინსტიტუტი” სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად ახორციელებდა ანტიკორუფციულ კამპანიას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის კორუმპირებული ფაკულტეტები და პროფესორ-მასწავლებლები საჯაროდ დასახელდნენ; სტუდენტური მოძრაობის წევრებმა გამოიძიეს უნივერსიტეტიდან თანხების არამიზნობრივი გატანისა და ხარჯვის ფაქტები, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისას ფინანსური დარღვევები. „თავისუფლების ინსტიტუტის” კამპანიის ფარგლებში გამოვლინდა უნივერსიტეტის პირველი პირების მონაწილეობა კორუფციულ გარიგებებსა და საქმიანობაში. მათ მიერ მოპოვებული მასალები ანტიკორუფციულ საბჭოს და პროკურატურას გადაეცა.16
„თავისუფლების ინსტიტუტმა” ახალგაზრდული მოძრაობის 800-მდე აქტივისტი მოამზადა.17
წინასაარჩევნო პერიოდში „თავისუფლების ინსტიტუტის” აქტივობა კიდევ უფრო გაიზარდა. ორგანიზაცია მტკიცედ უჭერდა მხარს ოპოზიციას, სახელდობრ, მ.სააკაშვილს და ზ.ჟვანიას, დამაჯერებლად ამხელდა ხელისუფლებას კორუფციასა და ქვეყნის მართვის უუნარობაში. ფაქტობრივად, წინასაარჩევნო პერიოდში და განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის” დროს „თავისუფლების ინსტიტუტი”, რამდენიმე სხვა აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, წარმოადგენდა დემოკრატიული ორიენტაციის მქონე არასამთავრობო სექტორის განსახიერებას. „თავისუფლების ინსტიტუტის” როლი „ვარდების რევოლუციის” მომზადებასა და განხორციელებაში უდავოა, რაც აისახა კიდეც სოციოლოგიურ გამოკითხვაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქმიანობა დაიწყო, როგორც პროფესიონალ იურისტთა გაერთიანებამ, რომელმაც მიზნად დაისახა იურისტის პროფესიის გარშემო არსებული უარყოფითი სტერეოტიპის შეცვლა და საკუთარი პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობისა და საქმიანობის მაგალითზე იურიდიული პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდაჭერა.
საია დაფუძნდა 1994 წლის სექტემბერში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია (კავშირი). საია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას. დღესდღეობით საია 600-მდე წევრს აერთიანებს.
წლების განმავლობაში საია შემდეგი მთავარი მიმართულებებით ახორციელებდა საქმიანობას:
უფასო იურიდიული დახმარების სისტემის განვითარება;
იურიდიული სწავლება და სამოქალაქო განათლება;
საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა;
უფლებადარღვეულ მოქალაქეთა სასამართლო წარმომადგენლობა და სტრატეგიული სამართალწარმოება;
იურისტთა პროფესიული დაოსტატება;
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა.18
სხვადასხვა სოციოლოგიურ გამოკითხვაში საია წლიდან წლამდე გვევლინებოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობადი არასამთავრობო ორგანიზაცია. წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომი მოვლენების დროს საიას წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი მისი იმდროინდელი თავმჯდომარე, თ. ხიდაშელი, ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი „სახე“ იყო.
* * *
თავს ვამთავრებთ საქართველოს არასამთავრობო სექტორის ცხადი და დაფარული ფუნქციების შეფასებით, რაზეც ინტერვიუში გვესაუბრა სოციოლოგი ზაზა ფირალიშვილმა:
„ჩვენი აზრით, ჩვენს სინამდვილეში არასამთავრობო სექტორს სამი მთავარი ფუნქცია აქვს. მან ხელი შეუწყო და დღესაც ხელს უწყობს თანამედროვე სამყაროს ადეკვატური სოციალური ლინგვისტიკის ჩამოყალიბებას. ამ თვალსაზრისით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენს სოციალურ ლინგვისტიკაში რაციონალიზმის ელემენტი შეჰქონდათ მაშინაც კი, როდესაც მთელი საზოგადოება ნაციონალ-უტოპიური და ნაციონალ-ფეტიშისტური ტერმინებით მეტყველებდა”.
მეორე, ასევე ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ინტელექტუალური პოტენციალისა და ინტელექტუალური კაპიტალის აკუმულირებაა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობით არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ითვისებდნენ ლიბერალურ და დემოკრატიულ პარადიგმას და თავად იქცეოდნენ ამ პარადიგმის გავრცელების ეპიცენტრად. ბევრწილად სწორედ არასამთავრობო სექტორის დამსახურებაა ის გარემოება, რომ ახალი თაობა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სულისკვეთებით გაიზარდა.
დასკვნა
ზემოხსენებულიდან გამოდინარე, რა შეიძლება დავასკვნათ სამოქალაქო საზოგადოების როლისა და ფუნქციის თაობაზე საქართველოში? უნდა დავეთანხმოთ ზაზა ფირალიშვილს, რომ:
1) სამოქალაქო საზოგადოებამ ხელი შეუწყო და დღესაც ხელს უწყობს თანამედროვე სამყაროს ადეკვატური სოციალური ლინგვისტიკის ჩამოყალიბებას და რომ ამ თვალსაზრისით არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენს სოციალურ ლინგვისტიკაში რაციონალიზმის ელემენტი შეჰქონდათ მაშინაც კი, როდესაც მთელი საზოგადოება ნაციონალ-უტოპიური და ნაციონალ-ფეტიშისტური ტერმინებით მეტყველებდა... ეს ინსტიტუციონალიზაციის ფაზის მეტად მნიშვნელოვან ნაწილად გვესახება - არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბება, ტრენინგ-სემინარების ჩატარება, პროექტების დაწერის გამოცდილების შეძენა, გრანტების მოძიების ჩვევის გამომუშავება... ასევე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და „სამართლიანი არჩევნების საზოგადოებამ” - თავიანთი მრავალრიცხოვანი წევრებითა და მოხალისეებით - მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იურიდიული და დემოკრატიული მეტყველების შემოტანაში.
მაგრამ არსებობს კიდევ რამდენიმე მომენტი, რაც უცილობლად ჩანს ჩვენს მიმოხილვაში:
2) დიდი ინტელექტუალური პოტენციალისა და კაპიტალის მოზიდვა: არასამთავროებმა ლიბერალური და დემოკრატიული იდეები გაითავისეს და მათ მთავარ გამტარებადაც იქცნენ. ის, რომ ახლანდელი თაობა ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავისუფლების იდეებითაა გამსჭვალული, გარკვეულწილად, სწორედ არასამთავრობო სექტორის დამსახურებაა. განსაკუთრებით, „თავისუფლების ინსტიტუტი” გამოირჩეოდა სიტყვის თავისუფლებისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მოთხოვნებით.
3) „ათი ნაბიჯი”, „კმარა!” და „ალპე” თავიანთი აქტივობით ფაქტობრივად, შევარდნაძის მთავრობის დელიგიტიმიზაციას ახდენდნენ. როგორც ვნახეთ, განსაკუთრებით „კმარა” თამაშობდა კატალიზატორის როლს ხალხის მობილიზების მზადყოფნის განხრით. მათი ზრდა და, ზოგადად, არასამთავრობო სექტორის გაძლიერება დიდად წაადგა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას საქართველოში.
2003 წლის ნოემბრისათვის აქ რაღაც ოთხხელისუფლებიანობისმაგვარი სიტუაცია ჩამოყალიბდა: ცენტრალური ხელისუფლება თბილისში, დე ფაქტო მმართველობა აფხაზეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთში” და ასლან აბაშიძის ფეოდალური რეჟიმი აჭარაში. ამ ოთხეულის სამამდე დაყვანაც კი შეიძლება „ვარდების რევოლუციის” აქტივში ჩაიწეროს, თუმცა აბაშიძის „ჩამოგდების” საქმეში სამოქალაქო საზოგადოების როლი, გარკვეულწილად, მაინც განსხვავებული იყო.
________________
1 Rondeli A., Georgia: Foreign Policy and National Security Priorities, Discussion Papers, UNDP, Tbilisi, 1999.
2 გ. ნოდია, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები. თბილისი, CIPDD, 2005. Francoise J. Companjen. Between Tradition and Modernity. Rethinking the role of NGO leaders in Georgia's transition to democracy. Vrije Universiteit Amsterdam, 2004.
3 Companjen F.J; Ibid.
4 Weigle M.A., Butterfield J. Civil Society in Reforming Communist Regimes: The Logic of Emergence, in: Comparative Politics. 1992. Vol. 25. No 1.
5 გ.ნოდიას მონაცემებით, რეგისტრირებული ორგანიზაციების რიცხვი შეიძლება 8000-ს აღწევდეს; დღეისათვის რეგისტრირებულია დაახლოებით 5000; აქედან მოქმედი იყო ან არის 10-15%25 (იქვე, გვ 21).
6 Festinger, L. A Theory of Cognitive Dissonance. Stanford University Press, 1957.
7 Companjen, F.J., Between Tradition and Moderniti... Amsterdam, 2004.
8 გ.ნოდია. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები. თბილისი, CIPDD, 2005, g 43.
9 იქვე.
10 Tevzadze G., Georgia: Return of the Power, Tbilisi, 2003.
11 O'Donnel G., Schmitter P. C. Transitions from Authoritarian Rule: Tentative Conclusions About Uncertain Transitions. Baltimore: John Hopkins UP, 1986, p. 48.
12civil.ge/eng/article_ngo
13 www.liberty.ge
14 www.alpe.ge
16 იქვე
17 იქვე
18 www.gyla.ge
![]() |
7 თავი 4. აჭარის მოვლენები |
▲ზევით დაბრუნება |
საბჭოთა პერიოდში საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში სამი ავტონომია შედიოდა: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტული მოძრაობები აღმოცენდა, რაც შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაიზარდა, რეგიონები დე ფაქტო გავიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციიდან და ამჟამად არაღიარებული ქვეყნების მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც დღესაც საქართველოს ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკის ცენტრალურ პრობლემას წარმოადგენს.
რაც შეეხება აჭარას, მისი ისტორიაც 1991-2003 წლებში სეპარატიზმის ნიშნით წარიმართა, თუმცა გაცილებით შერბილებულ ფორმებში, ვინაიდან ეთნიკური ფაქტორი აქ არ მოქმედებდა: აჭარის ავტონომია საბჭოთა დროს დაარსდა არა ეთნიკური, არამედ რელიგიური ნიშნით - აქაური მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ქართველი მუსლიმები შეადგენდნენ, რომელთა ქართული იდენტობა საკმაოდ ძლიერი იყო. მიუხედავად ამისა, აჭარის ლიდერმა, ასლან აბაშიძემ, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას „ხელდასხმით”, კურსი აიღო ფეოდალური ტიპის სეპარატიზმისაკენ. იგი სიტყვიერად გამუდმებით ხაზს უსვამდა საქართველოს ერთიანობის იდეას, მაგრამ რეალურად მოახერხა ცენტრალური ხელისუფლების გავლენის შეზღუდვა და შექმნა ავტორიტარულ-კლანური რეჟიმი, რომელიც ეკონომიკურად ბათუმის პორტისა და სარფის საბაჟოს კონტროლს ეფუძნებოდა, ხოლო პოლიტიკურად - ბათუმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზას.
ედუარდ შევარდნაძე საკმაოდ ადვილად შეეგუა საქმის ამგვარ ვითარებას. თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობა პერიოდულად იძაბებოდა, ხდებოდა ხმამაღალი განცხადებების გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ სტატუს-კვო არ ირღვეოდა; თბილისი თვალს ხუჭავდა აჭარაში არჩევნების შედეგების უხეშ ფალსიფიკაციაზე, რომლის შედეგადაც ა. აბაშიძის პარტიას, „აღორძინებას”, მუდმივი წარმომადგენლობა ჰქონდა საქართველოს პარლამენტში (საგულისხმოა, რომ თვით ა.აბაშიძე, რომელიც 2004 წლამდე იყო ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი, არათუ არ დასწრებია არც ერთ სხდომას, საერთოდ არ ჩამოსულა თბილისში), ხოლო აბაშიძე პრაქტიკულად 100%25-იანი შედეგით კვლავ ხდებოდა აჭარის ხელმძღვანელი. აბაშიძემ დააპატიმრა რამდენიმე თავისი მოწინააღმდეგე, ბევრი იძულებული გახდა, აჭარა დაეტოვებინა, ხოლო დარჩენილებს ხშირად „ახსენებდნენ”, რომ მათ ოჯახის წევრები ჰყავთ (დაშინების ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენებოდა, რაც რამდენიმე ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა, მათ შორის, მათ მიმართაც).
ოპოზიციური აზრის ყოველგვარი გამოვლინება მკაცრად იდევნებოდა; ჯერ კიდევ 1993 წელს აბაშიძემ ძალზე ენერგიულად უპასუხა ოპოზიციური გაზეთის პირველი ნომრის გამოსვლას: გაზეთის გამოშვება მაშინვე დაიბლოკა, მაგრამ, გარდა ამისა, დაიხურა პრესის გავრცელების მთელი ქსელი, რის შედეგადაც აჭარის მოსახლეობისათვის ცენტრალური პრესის შეძენაც პრობლემური გახდა. დანარჩენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო იყო რამდენიმე ცენტრალური ტელეარხი, მაგრამ აქაც იყო პრობლემები: რეგიონში შექმნილი დაშინების ატმოსფეროს გამო თბილისური არხების ყურება ლამის კონსპირაციულად ხდებოდა (ჩვენც და ბევრი ჩვენი მეგობარი, რომლებიც შვებულებას აჭარაში ატარებდნენ, ხშირად მოვსწრებივართ, რომ სახლის პატრონი, მეზობლის გამოჩენისას, დაუყოვნებლივ რთავდა ტელემიმღებს სხვა არხზე ან ხმას დაბლა უწევდა).
2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ანუ “ვარდების რევოლუციის” დაწყებისთანავე, ოპოზიცია აჭარაშიც იწყებს გააქტიურებას. ე. შევარდნაძის გადადგომის (23 ნოემბერი) და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემდეგ ა. აბაშიძე მკვეთრად დაუპირისპირდა გამარჯვებულ ოპოზიციას, განაცხადა, რომ აჭარა არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და არ ცნო 2004 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნების შედეგები. ამას მოჰყვა აბაშიძის საწინააღმდეგოდ მიმართული საპროტესტო აქციები, ძირითადად ბათუმში; დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩვენი აჭარა”. აბაშიძის მხარდამჭერები იკრიბებოდნენ მდ. ჩოლოქთან, სადაც გადის აჭარის ადმინისტრაციული საზღვარი. დაპირისპირება დღითიდღე მატულობდა, ოპოზიციონერი მომიტინგეების წინააღმდეგ არაერთხელ იქნა გამოყენებული ძალა; კონფლიქტმა პიკს მიაღწია 3 მაისს, როცა აბაშიძის ბრძანებით ააფეთქეს აჭარის სასაზღვრო ხიდები; გამარჯვებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, ამის საპასუხოდ, მცირე ჯგუფის თანხლებით, ფეხით გადავიდა ჩოლოქზე, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით შეხვდა. 6 მაისს, როდესაც ცხადი გახდა, რომ სამხედრო ბაზაზე განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, ა.აბაშიძემ დატოვა აჭარა და გადაფრინდა მოსკოვში, ხოლო მისი რეჟიმი დაეცა, რამაც მნიშვნელოვნად გაამყარა მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის პოზიციები.
ასლან აბაშიძის რეჟიმის პირობებში, ბუნებრივია, რეგიონში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო სამოქალაქო სექტორის აქტიური განვითარება. თუმცა რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია მაინც დაფუძნდა და საკმაოდ აქტიურადაც მოქმედებდა.
ლევან გოგაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი”, გამგეობის თავმჯდომარე:
„ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნებულია და მოქმედებს 1998 წლიდან. მასში ძირითადად ახალგაზრდა მეცნიერები და სპეციალისტები იყვნენ და არიან გაერთიანებულნი.
დაფუძნების მომენტში ჩვენ არავითარი სიძნელე არ გვქონია. კი გვითხრეს, ასლანს (აბაშიძეს) უნდა უთხრათ და თუ ის ნებას დაგრთავთ, მერე უნდა შექმნათო. ჩვენი პოზიცია იყო, რომ, თუ კანონი გვაძლევს საშუალებას, არასამთავრობო ორგანიზაცია დავაფუძნოთ, ჩვენ ნებართვა ამისთვის არც ასლანისგან და არც არავისგან არ გვჭირდება. წავედით ჩვეულებრივად სასამართლოში, მივიტანეთ დოკუმენტები, დავაფუძნეთ ეს ორგანიზაცია. რაღაც წინააღმდეგობას ველოდით, მაგრამ არ ყოფილა. თავიდან ვიყავით პატარა, ყველასთვის უცნობი ორგანიზაცია, მაგრამ ჩვენი პროგრამების და საქმიანობის წყალობით შევძელით, რომ გარკვეული ავტორიტეტი მოგვეპოვებინა, საქმიანობის არეალი გაგვეფართოვებინა. საკმაოდ მასშტაბური და კარგი პროგრამები გვქონდა: საგანმანათლებლო პროგრამები - ინტერნეტთან და კომპიუტერიზაციასთან დაკავშირებული. ეს იყო ერთი მიმართულება ჩვენი საქმიანობისა, ხოლო მეორე მიმართულება იყო თვითონ არასამთავრობო, ანუ სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობა.
ჩვენ გამოვდიოდით ჩვენი დებულებიდან: სამოქალაქო საზოგადოება იმდენად ჩამოყალიბებული და აქტიური უნდა იყოს, რომ შეეძლოს თავისი ხელისუფლების თვითონ არჩევა. ამიტომ, როცა რევოლუციური მოძრაობა დაიწყო, ჩვენ არ შევერთებივართ არც ერთ პოლიტიკურ მოძრაობას. მიუხედავად იმისა, რომ „ჩვენი აჭარა” საზოგადოებრივი მოძრაობა იყო, ჩვენ მაინც არ შევერთებივართ მას, რადგან იქ ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა იყო გაერთიანებული. ჩვენ გვინდოდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და არასამთავრობო მოძრაობა საერთოდ აპოლიტიკური ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ცალკე არასამთავრობო ორგანიზაციათა მოძრაობა. ამ მოძრაობას ერქვა „ნათელი მომავლისათვის”. ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებდით პროექტებს აჭარის რაიონებში. განსაკუთრებით მინდა გამოვყო თემთა მობილიზაციის პროგრამა, რომელიც CARE International-თან თანამშრომლობით გავაკეთეთ; აჭარაში ჩამოყალიბებული იყო უკვე ორმოცდაათი სათემო კავშირი. ეს იყო ჩვენი ორი ორგანიზაციის ნამუშევარი - შავი ზღვის ეკოაკადემიისა და „ინტელექტისა”. ჩვენ კიდევ გვქონდა პროგრამები ამ ორმოცდაათ სათემო კავშირთან. ეს იყო ამომრჩეველთა განათლების პროგრამები: ტრენინგები, პროცედურული სწავლებები, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ ატარებდნენ ჩვენი ორგანიზაციები. ჩვენ შევთავაზეთ ამ სათემო კავშირებს, გაერთიანებულიყვნენ ამ მოძრაობაში და უმეტესი მათგანი მართლაც გაერთიანდა.
გაერთიანებას „ნათელი მომავლისათვის” საზოგადოებისთვის უნდა აეხსნა, რა ხდება დღეს რეალურად აჭარაში და რა პროცესები მიმდინარეობს. ეს არ იყო პირდაპირი მოწოდება რევოლუციისაკენ, მაგრამ ირიბად, რა თქმა უნდა, ასეთ მოწოდებას ეს საქმიანობა შეიცავდა. ეს იყო ახსნა-განმარტებითი საუბრები თემებში, რადგან იმ პერიოდში ასლან აბაშიძის ავტორიტეტი მაინც დიდი იყო. ეს იყო რწმენა ერთი ადამიანის მიმართ, რწმენა მისი უძლეველობის, ყოვლისშემძლეობისა. ჩვენს მუშაობას ორი მიმართულება ჰქონდა: ერთი იყო არსებული ხელისუფლების მხილება, თუ რა არის რეალურად ეს ხელისუფლება და რისკენ მიჰყავს მას ჩვენი ქვეყანა; მეორე, რატომ არის კარგი, რომ ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს და ა.შ. ჩვენ დავიწყეთ ხელმოწერების კამპანიაც. ოცდაორ ათასამდე ხელმოწერა შევაგროვეთ იმის მოთხოვნით, რომ აჭარის უზენაესი საბჭო დაშლილიყო და ხელმეორე არჩევნები ჩატარებულიყო. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ეს ხელმოწერები აღარ გახდა საჭირო, ინიციატივა „ჩვენმა აჭარამ” აიღო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხელმოწერები გროვდებოდა.”
ვფიქრობთ, რომ ზემომოყვანილი ინტერვიუ გარკვეულ წარმოდგენას იძლევა სამოქალაქო სექტორის აქტივობების ევოლუციის შესახებ. მოგვყავს კიდევ რამდენიმე აჭარელი რესპონდენტის ინტერვიუს ფრაგმენტები, რომელიც ავსებს უკვე ციტირებულს და ხატავს სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას 2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის 6 მაისამდე.
რუსლან ბარამიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი:
„იმ მოვლენების დროს მე ვიყავი კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი და ვმუშაობდი სამეწარმეო სექტორში. აჭარაში პროცესები დაიწყო თბილისში მოვლენების დაწყებისთანავე. როცა ხალხმა მიტინგებზე დაიწყო შეკრება, აჭარას ეს დაეტყო. გარკვეული აქტივიზაცია აქ უკვე შესამჩნევი იყო სადღაც დეკემბრისათვის, როცა აბაშიძემ განაცხადა, რომ რეგიონი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებსო. ამან სიტუაცია გარკვეულწილად დაძაბა და უკვე ცხადი გახდა, თუ ვინ იყო ოპოზიცია და ვინ იყო აბაშიძისკენ. აქტიურად ხდებოდა ხალხის გაყვანა სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიტინგებზე, ამ ხალხის თბილისში ჩაყვანა. მიტინგებში მონაწილეობა დავალებების დონეზე იყო. ეს ხდებოდა თბილისში დაწყებული მიტინგებიდან მოყოლებული. რევოლუცია რომ მოხდა, შემდეგ უკვე მდინარე ჩოლოქზე იწყებს ხალხი თავის მოყრას საკმაოდ ორგანიზებულად.
იმ მომენტში იყო გარკვეული წინააღმდეგობა, ანუ ხალხისთვის, ფაქტობრივად, გაურკვეველი იყო, რატომ ხდება ეს ყველაფერი. აჭარაში იმ პერიოდში აბაშიძის ავტორიტეტი დიდი იყო და საკმაოდ ბევრი უჭერდა მხარს. აბაშიძე დასაწყისიც იყო და დასასრულიც, ყველაფერი მას უკავშირდებოდა. ვინც მასთან ახლოს იყო და მასთან თანამშრომლობდა, სწორედ ისინი იდგნენ ჩოლოქზე. ისინი არ აცხადებდნენ, ჩვენ აბაშიძესთან ვდგავართო, თუმცა ამას ყველა კარგად ხვდებოდა.
შეკითხვა: როგორ გგონიათ, ისინი, ვინც აბაშიძეს უჭერდა მხარს, ვის იცავდნენ? აბაშიძეს? თავის ოჯახს? აჭარას?
დავით ჯეჯიაძე - „ჩვენი აჭარის” აქტივისტი:
„უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამაგის დაბრუნებასთან გვაქვს საქმე. ამაგი გასცა აბაშიძემ და ამაგს უბრუნებდა ის ხალხი, ვინც მის გვერდით იდგა. აჭარაში ამას დიდი ყურადღება ექცევა. ზოგიერთი ახლაც კი ამბობს, რომ „კაცურად” მოვიქეცითო, ბოლო წუთამდე არ მიატოვეს აბაშიძე, აიყვანეს თვითმფრინავში და მერე წავიდნენ.”
რუსლან ბარამიძე:
„აი სწორედ ამ პერიოდში აქტიურდება ოპოზიცია, პირველ რიგში, პარტიები: „რესპუბლიკური პარტია”, რომელიც წლების განმავლობაში კონფრონტაციაში იყო აბაშიძესთან და „ჩვენი აჭარა”, რომელიც აქტიურად მუშაობდა და რომლის ოფისიც რამდენჯერმე დაარბიეს. გარდა ამისა, აქტიურდება არასამთავრობო სექტორიც, რომელიც ძირითადად საზოგადოებრივი გაერთიანებების სახით გვევლინება. მაგალითად, „აფსაროსი” არ იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი გაერთიანება იყო, რომელშიც ახალგაზრდები მუშაობდნენ. „აფსაროსმა”, სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით, საინფორმაციო მისია საკმაოდ კარგად იტვირთა. ტელევიზიებთან თანამშრომლობით ოპოზიციურ აზრებს ხშირად გამოთქვამდა. ამას გარდა, იყვნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც, ერთი მხრივ, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობისთვის, მეორე მხრივ, რექტორის - ნური ვერძაძის პოსტიდან გათავისუფლებისთვის და, მესამეც, რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. სასწავლო დაწესებულებებში სწავლა შეწყდა, საერთოდ თითქოს ყველაფერი გაჩერდა და ყველა რაღაც ცუდის მოლოდინში იყო.
გარდა ამისა, იყო ასევე პატარ-პატარა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტული ადამიანის ირგვლივ იყო თავმოყრილი. თბილისისგან განსხვავებით, აქ შედარებით უფრო სუსტი არასამთავრობოები იყო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც” და ”სამართლიანი არჩევნებიც” იყო აჭარაში წარმოდგენილი, თუმცა ეს ორგანიზაციები გაცილებით უფრო სუსტი იყო აქ, ვიდრე თბილისში.
ამ პერიოდში გაჩნდა ასევე ე.წ. „ალტერნატიული არასამთავრობოები”, რომლებიც აცხადებდნენ, ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაციაო და დღეში რამდენჯერმე ინტერვიუს აძლევდნენ აჭარის ტელევიზიას. გასაგებია, რომ აბაშიძის დაკვეთით.
ოპოზიციური გაზეთი ერთი იყო, „ბათუმელები”, რომელზედაც მუდმივი ზეწოლა იყო. ამ გაზეთში ძირითადად ქალები მუშაობდნენ იმ მოსაზრებით, რომ, რადგან ქალები იყვნენ, არ დაარბევდნენ. ამ ხერხმა რაღაცნაირად გაამართლა, თუმცა მაინც რამდენჯერმე დაარბიეს.
გარდა ამისა, იყო კიდევ ისლამური ფაქტორის გათამაშების მცდელობა. მუფტი (ქამაშიძე) აშკარად უჭერდა აბაშიძეს მხარს და ზოგიერთი გამონათქვამით ადგილობრივ მორწმუნეებსაც კი აღიზიანებდა. 6 მაისს დილით მუსლიმების გარკვეულმა ჯგუფმა ოფიციალურად დააფიქსირა თავისი პოზიცია, მოვიდა მიტინგზე მუსლიმურ ტანსაცმელში და განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს აბაშიძეს და სეპარატიზმს. მიტინგზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოვაცია მათმა შემოერთებამ გამოიწვია. ეს გასაგებიც იყო, რადგან აჭარაში მუსლიმების როლი, ადგილი და მნიშვნელობა ყველას კარგად ესმოდა. ამის შედეგად მუფტი გადააყენეს და აგვისტოში უკვე ახალი მუფტი დაინიშნა, რომელიც დღესაც არის. თბილისისგან განსხვავებით, აჭარაში რელიგიურმა ფაქტორმა გარკვეული როლი ითამაშა. ძნელია იმის თქმა, ეს როლი რამდენად ძლიერი იყო, მაგრამ მაინც ჩანდა. ეს ფაქტორი იმიტომაც დავასახელე, რომ აჭარაში მაინც ისლამის ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო და ეტყობოდა, როცა ამის გათამაშებას აპირებდნენ. რაც შეეხება მართლმადიდებელ ეკლესიას აჭარაში, თბილისის მსგავსად, მე არ მახსოვს, რომ მათ რამე პოზიცია დაეფიქსირებინოთ.
4 მაისს საღამოს უკვე სიტუაციას შეეტყო, რომ ოპოზიცია იმარჯვებს. მეგობრებთან ერთად გასვლას ვაპირებდი, ერთი-ორი წუთით შევყოვნდი და რომ გავედით, ჩვენ წინ გარბოდა უკვე რაზმი, რომელმაც უნივერსიტეტის წინ მიტინგი დაარბია. გაირბინეს, უცებ დაარბიეს, ჩასხდნენ ავტობუსებში და წავიდნენ. მეორე დღეს უკვე ასეთი რამ არ მომხდარა. 5-ში უკვე ხალხი გამოვიდა და 6-ში საღამოს მოხდა რევოლუცია. 6-ში ძალიან ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, მათ შორის იმათ, ვინც მანამდე მერყეობდა. ძალიან ჩქარა ხდებოდა სიტუაციის გარკვევა. ადამიანების ისეთი ჯგუფები გადმოდიოდნენ ჩვენს მხარეს, რომლებსაც ბევრი რამის დაკარგვის შიში ჰქონდათ. ამას პოლიციის შეტრიალებაც მოყვა. პოლიცია ხალხის პირისპირ იდგა და რაღაც მომენტში დაიწყეს ზურგით შეტრიალება, ანუ აჩვენეს, ხალხის მხარეს ვართ და მას ვიცავთო. კინემატოგრაფიულ სცენას ჰგავდა...”
კახაბერ გუჩმანიძე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „აფსაროსის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი:
„ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ჩვენი და სხვა მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბება გამოიწვია პროტესტმა, რომელიც ასლან აბაშიძის წინააღმდეგ იყო მიმართული, ვინაიდან მან გამოაცხადა, რომ აჭარა არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. რეგისტრაცია იმ დროს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რადგან ამას მხოლოდ სასამართლო ახორციელებდა. იძულებულები ვიყავით, იატაკქვეშეთში გვემუშავა.”
ტიტე აროშიძე, „აფსაროსის” დამფუძნებელი და ლიდერი:
„იმ დროისთვის მოქმედებდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები: „იურისტთა ასოციაცია”, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია”, ადამიანის უფლებათა დაცვის გარკვეული ცენტრები, რომელთაც არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენდნენ, მაგრამ მათი დევიზი ყოველთვის იყო აპოლიტიკურობა. ჩვენ ორგანიზაციაში მოსვლამდე შეხება გვქონდა „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან”. ყოველთვის ვიყავით იმ პოზიციაზე, რომ პოლიტიკაში არანაირი ჩარევა არ ყოფილიყო, ასევე იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც”. (...) ჩვენ თავიდანვე აქტიურად ჩავებით საპროტესტო აქციებში. ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო პროკლამაციები. ჩვენი მეგობრები დაგვეხმარნენ დიდი რაოდენობით მათ დაბეჭდვაში, შემდეგ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან მოხდა მათი გავრცელება. ეს იყო ხალხისათვის განკუთვნილი მოწოდება, მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, რათა ასლან აბაშიძის რეჟიმი დამხობილიყო.”
კახაბერ გუჩმანიძე:
„მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული გაერთიანებული ოპოზიცია „ჩვენი აჭარა” და „დემოკრატიული აჭარა”, როდესაც დავფუძნდით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მივეცით ბიძგი დანარჩენი ოპოზიციური გაერთიანებების წარმოქმნას.”
ტიტე აროშიძე:
„გეტყვით, როგორ დაიწყო ეს პროცესი. თბილისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარა არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ჩვენი ბათუმელი მეგობრები - სტუდენტები, რომლებიც თბილისში სწავლობდნენ, გამოვიდნენ „რუსთავი 2-ზე” და განაცხადეს, რომ ეწინააღმდეგებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამას მოჰყვა რეპრესიები, იყო მუქარა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ მათ მშობლებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ მაინც მოახერხეს ინფორმაციის გაჟღერება. შემდგომში, თბილისში დაბრუნებისთანავე მოხდა ჩვენი კოორდინირება, შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი ორგანიზაცია. (...) ყველაფერი ჩვენი ხარჯებით კეთდებოდა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც „ჩვენმა აჭარამ” გამოყო 200-200 ლარი რაიონული ორგანიზაციებისათვის. ხანდახან კომუნიკაციის შესაძლებლობაც კი არ გვქონდა, არ იყო საშუალება, რომ მობილურებში თანხა ჩაგვეტვირთა.”
ინგა ხოდეიშვილი, სტუდენტური მოძრაობის აქტივისტი:
„ჩვენი აჭარა” ჯერ კიდევ დაფუძნებული არ იყო, როდესაც ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებდით, ბათუმში პრეზიდენტის არჩევნები რომ ჩატარებულიყო. ეს იყო ჩვენი მოქალაქეების სურვილი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისა. მე ვფიქრობ, სერიოზული როლი ითამაშა სტუდენტურმა კავშირმა. ყველაზე მთავარი და ძირითადი მასა მაინც სტუდენტობა იყო. აგრეთვე შემიძლია აღვნიშნო არასამთავრობო ორგანიზაცია „აფსაროსი”, „ქალთა საზოგადოება მშვიდობისა და დემოკრატიისათვის”. იმ ორგანიზაციის წევრიც ვიყავი. მაგრამ მაინც ძირითად როლს სტუდენტები თამაშობდნენ. (...) ყველას გვქონდა „რუსთავი 2”-ს და „იმედის” ტელეფონის ნომრები, მოულოდნელი ვითარების შემთხვევაში რომ დავკავშირებოდით.”
დავით ჯეჯიაძე:
„ეს იყო ადრენალინი. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ რაღაც ფუნქცია გვქონდა. (...) არ დამავიწყდება ის ეიფორია, რევოლუციის საღამოს და დილით გამთენიისას რომ იყო...“
მოყვანილი მასალის საფუძველზე შეიძლება შემდეგი დასკვნების გამოტანა:
1991-2003 წლებში აჭარაში დამყარებული იზოლაციონისტურ-ავტოკრატიული რეჟიმის გამო სამოქალაქო სექტორის განვითარება გაძნელებული იყო.
თავისუფალი მედია განადგურდა 1993 წელს; მხოლოდ 2003 წლის ბოლოს, თბილისში რევოლუციური მოვლენების დაწყების შემდეგ, დაიწყო გამოსვლა ოპოზიციურმა გაზეთმა „ბათუმელები”.
ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით, არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ დაახლოებით მესამე დონეზე (იხ. სქემა - გ. ნოდიას მიხედვით).
მოკლედ რომ ვთქვათ, 2003 წლამდე არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები იზიარებდნენ „აპოლიტიკურობის დოქტრინას”, რომელსაც იცავდნენ საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები 2001 წლამდე.
![]() |
8 თავი 5. ექსპერტები „ვარდების რევოლუციის” საკვანძო მომენტების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ამ თავში მოცემულია საექსპერტო გამოკითხვის შედეგები. ეს ნაწილი 2 ქვეთავად იყოფა:
ექსპერტების მონაცემები „ვარდების რევოლუციის” ირგვლივ დასმულ ზოგად შეკითხვებზე. ამ ქვეთავში მოყვანილი მასალების დიდი ნაწილი უშუალოდ არ ეხება სამოქალაქო საზოგადოების როლს „ვარდების რევოლუციაში”; მიუხედავად ამისა, კვლევითმა ჯგუფმა მიზანშეწონილად ჩათვალა ამ მასალების მოყვანა და ანალიზი, ვინაიდან მასში ბევრი საგულისხმო მოსაზრებაა გამოთქმული „ვარდების რევოლუციის”, როგორც სოციალური მოვლენის, მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.
ექსპერტების მონაცემები მხოლოდ იმ შეკითხვებზე, რომლებიც ეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების როლს „ვარდების რევოლუციაში”.
სიტყვა „საექსპერტო” ჩვენს შემთხვევაში გარკვეულად პირობითია. რესპონდენტები არიან არა რაიმე დარგის სპეციალისტები, არამედ პირები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ განვითარებულ პროცესებში, ხშირად ჩნდებოდნენ მედიასა თუ საჯარო ასპარეზზე (სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკოსები, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტოლოგები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები).
„ექსპერტთა” შერჩევა მოხდა შემდეგნაირად: კვლევითი ჯგუფის წევრებმა ცალ-ცალკე შეადგინეს სიები, რომლებიც შემდეგ შეჯერდა. გარდა ამისა, ყოველ რესპონდენტს ინტერვიუს ბოლოს სთხოვენ, დაასახელოს ის პირები, რომლებიც, მისი აზრით, ფლობენ კვლევისათვის საინტერესო ინფორმაციას. სულ ინტერვიუ ჩამოერთვა 51 რესპონდენტს.
გამოკითხული რესპონდენტები პირობითად შეიძლება 5 ჯგუფად დაიყოს:
„შევარდნაძის გუნდი”. აქ შედიან რესპონდენტები, რომლებიც „მოქალაქეთა კავშირის” (პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერიც იყო ე. შევარდნაძე) ცნობად ფიგურებს წარმოადგენდნენ, გარკვეული სახელმწიფო პოსტები ეკავათ, იყვნენ „მოქალაქეთა კავშირის” ეგიდით შექმნილი საარჩევნო კოალიციის წევრები, პლუს, რა თქმა უნდა, თვით ე. შევარდნაძე.
„ვარდების ჯგუფი” - „ვარდების რევოლუციის” აქტიური მონაწილეები, ამჟამად, ძირითადად, სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ახალი ხელისუფლების კურსის ერთგულნი დღემდე რჩებიან. ამავე ჯგუფში შეგვყავს შევარდნაძის დროს სახელმწიფო პოსტებზე მყოფი პირები, რომლებიც ოპოზიციას მიემხრნენ და ახალ ხელისუფლებაში პოსტები შეინარჩუნეს.
„ახალი ოპოზიცია” - ამჟამინდელი პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ „ვარდების რევოლუციაში”, მაგრამ შემდგომში მ.სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციაში გადავიდნენ.
„ორმაგი ოპოზიცია” - პოლიტიკოსები, რომლებიც ოპოზიციაში ედგნენ ე.შევარდნაძის ხელისუფლებას, მაგრამ „ვარდების რევოლუციისათვის” მხარი არ დაუჭერიათ და დღესაც ოპოზიციაში იმყოფებიან.
„დამოუკიდებლები” - ექსპერტები და ჟურნალისტები, რომლებიც ღიად არ მიმხრობიან რაიმე პოლიტიკურ ძალას.
ინტერვიუების ანალიზი გვიჩვენებს, რომ რესპონდენტის შეფასებითი მსჯელობები პირდაპირ კავშირშია მის პოლიტიკურ შეხედულებებთან, ანუ სოციალური ფსიქოლოგიის ტერმინოლოგიით, პარტიზაციასთან (partizanship)1. მოპოვებული მასალა სოციალურ-ფსიქოლოგიური კანონზომიერებების კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს და, ამდენად, ჩვენი აზრით, მეცნიერული ღირებულება აქვს.
იმისათვის, რომ გავერკვეთ მოვლენათა განსხვავებული ინტერპრეტაციის საფუძვლებში, განვიხილოთ ექსპერტთა ოთხი გამოყოფილი ჯგუფის ურთიერთდამოკიდებულება (ჯგუფს „დამოუკიდებლები” არ განვიხილავთ, რადგან აქ რაიმე გამოკვეთილი ტენდენცია არ გამოვლენილა).
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „ახალგაზრდა რეფორმატორებად” წოდებული მ. სააკაშვილი და ზ. ჟვანია 2001 წლამდე ე. შევარდნაძის გუნდის აქტიური წევრები იყვნენ, აკომპლექტებდნენ აღმასრულებელი სტრუქტურის ეკონომიკურ ბლოკს და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდნენ სახელისუფლებო პარტიის, „მოქალაქეთა კავშირის” სახეს. 2001 წლის სამთავრობო კრიზისის პერიოდში (მის დეტალებს აქ არ განვიხილავთ), როცა რეფორმატორები და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებზე, ჟვანია და სააკაშვილი ტოვებენ „მოქალაქეთა კავშირს”, გადადიან ოპოზიციაში და შევარდნაძის რეჟიმის აქტიურ კრიტიკას იწყებენ, რითაც გარკვეულად ჩრდილში აქცევენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს (პირველ რიგში, „ახალ მემარჯვენეებს” და „ლეიბორისტებს”, ანუ იმათ, ვისი წარმომადგენლებიც ჩვენს ანალიზში ფიგურირებენ როგორც “ორმაგი ოპოზიცია”).
„ორმაგი ოპოზიციის” თვალში მომხდარი მოვლენები აღიქმება, როგორც „მოქალაქეთა კავშირის” შიდაპარტიული გახლეჩა, ხოლო „ახალგაზრდა რეფორმატორები” (ჩვენს ანალიზში - „ვარდების ჯგუფი”) წარმოადგენენ შევარდნაძის ტაქტიკურ და არა პრინციპულ მოწინააღმდეგეებს, მეტიც, მის პოლიტიკურ მემკვიდრეებს (ეს პოზიცია არაერთხელ გაჟღერებულა მედიაში, ისევე, როგორც ჩვენს ინტერვიუებში), რომლებმაც (ეს უკვე ჩვენი დაშვებაა), „უსამართლოდ” ჩამოართვეს მათ (იგულისხმება „ორმაგი ოპოზიცია”) „მთავარი” ოპოზიციონერების სტატუსი, გამოიყენეს რა ამ უკანასკნელთა მიერ აქცენტირებული თემები - კორუფცია, კლანურობა, საკადრო პოლიტიკა და ა.შ.
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ “ვარდების ჯგუფის” მიერ შევარდნაძის ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის გამოყენებული ხსენებული თემები მართლაც უფრო ადრე იყო წამოწეული ლეიბორისტებისა და „ახალი მემარჯვენეების” (ანუ „ორმაგი ოპოზიციის”) მრავალრიცხოვან გამოსვლებში. მაგრამ „ვარდების ჯგუფის” კრიტიკამ გაცილებით მეტი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში, რაც, სავარაუდოდ, გარდა იმისა, რომ კამპანია გაცილებით ენერგიულად იყო წარმართული, უნდა მივაწეროთ სოციალურ ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილ ეფექტს - კრიტიკა გაცილებით მეტი ნდობით სარგებლობს, თუ „კრიტიკოსი” თვითონ ასოცირდება კრიტიკის ობიექტთან (მაგალითად, პოლიციელი ამხელს პოლიციის დეპარტამენტს).2
„შევარდნაძის გუნდისათვის” „ვარდების ჯგუფი” წარმოადგენდა „რენეგატებს”, რომლებმაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობების გამოყენებით მოახერხეს შევარდნაძის ტრადიციულად მხარდამჭერ დასავლელ პარტნიორებთან (პირველ რიგში, აშშ-სთან) დაკავშირება და თავის მხარეზე „გადმობირება”.
ჩვენს ანალიზში „ახალ ოპოზიციად” წოდებულმა ჯგუფმა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არასამთავრობო სექტორიდანაა მოსული პოლიტიკაში, 2001 წლიდან მოყოლებული, სწორედ მ. სააკაშვილი და ზ. ჟვანია აირჩია მოკავშირეებად, როგორც დემოკრატიული ორიენტაციის პოლიტიკოსები. „ახალმა ოპოზიციამ” აქტიური მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, მისი უმრავლესობა 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებით შევიდა ახალ პარლამენტში მ. სააკაშვილისა და ბურჯანაძე-ჟვანიას პოლიტიკური გაერთიანებების ეგიდით, მაგრამ მათ რამდენიმე თვეში თანდათან შექმნეს ოპოზიციური ფრაქცია, დაადანაშაულეს რა ე. შევარდნაძე და მისი გუნდი ავტორიტარიზმსა და ადამიანის უფლებათა ხელყოფაში.
რაც შეეხება „ვარდების ჯგუფს”, იგი გამარჯვებულის პოზიციაშია: ესაა წამყვანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო დრომოჭმული რეჟიმის მხილება, ხალხის მობილიზება, წარმატებით, სისხლისღვრის გარეშე, მოახდინა რევოლუცია და ახლაც სარგებლობს ყველაზე მაღალი რეიტინგით საქართველოში.
ტაბყულა 6: ჯგუფების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ უშუალოდ რევოლუციამდე (პირველი ნიშანი) და რევოლუციის შემდეგ (მეორე ნიშანი).
|
„ვარდების |
„შევარ- |
„ორმაგი |
„ახალი |
„დამოუკი- |
„ვარდების |
X |
- - |
- - |
+ - |
0 |
„შევარ- |
- - |
X |
- - |
- - |
0 |
„ორმაგი |
- - |
- - |
X |
- - |
0 |
„ახალი |
+ - |
- - |
- - |
X |
0 |
„დამოუკი- |
0 |
0 |
0 |
0 |
X |
შემდგომ ცხრილში მოყვანილია გამოყოფილი ჯგუფების სტატუსი რევოლუციამდე და მის შემდეგ (+ აღნიშნავს მმართველ სტატუსს, - აღნიშნავს ოპოზიციას არსებული ხელისუფლების მიმართ).
ტაბულა 7: ჯგუფების სტატუსი მანამდე და მერე
|
რევოლუციამდე |
რევოლუციის შემდეგ |
„ვარდების ჯგუფი” |
- |
+ |
„შევარდნაძის გუნდი” |
+ |
- |
„ორმაგი ოპოზიცია” |
- |
- |
„ახალი ოპოზიცია” |
- |
- |
„დამოუკიდებლები” |
0 |
0 |
როგორც ვხედავთ, პოლიტიკურმა პოზიციებმა, ურთიერთდამოკიდებულებამ რევოლუციამდე და მის შემდეგ, აგრეთვე პოლიტიკურმა სტატუსმა რევოლუციამდე და მის შემდეგ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს ამა თუ იმ ჯგუფის წარმომადგენელთა მიერ „ვარდების რევოლუციის” საკვანძო მომენტების შეფასება.
რევოლუციის წინა პერიოდი
ეს საკითხი აღმოჩნდა პრაქტიკულად ერთადერთი, რომლის შეფასებაშიც ყველა ჯგუფის წარმომადგენელთა აზრი ძირითადად დაემთხვა ერთმანეთს, მიუხედავად თითოეული მათგანის მაშინდელი თუ ახლანდელი სამსახურებრივი მდგომარეობისა და საზოგადოებრივი სტატუსისა. რესპონდენტები ერთხმად მიუთითებდნენ, რომ ქვეყანაში რევოლუციის წინა პერიოდში სრული სტაგნაცია იყო; დაგროვდა სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, არ იყო ძვრები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით; ტოტალური კორუფცია მძვინვარებდა ხელისუფლების ყველა დონეზე; ხელისუფლება მთლიანად პარალიზებული იყო, არაფერი არ ვითარდებოდა, არსებული პრობლემების არათუ გადაჭრა, არამედ გადაჭრის მცდელობაც არ ყოფილა; მოსახლეობამ იმედი დაკარგა, პოზიტიურ ცვლილებებს ხელისუფლების მხრიდან აღარავინ ელოდა; ხალხს მობეზრდა შევარდნაძე; ხელისუფლებამ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნდობა დაკარგა. ასეთ მდგომარეობაში გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების გაყალბების მოლოდინი არსებობდა. ამას ხელს უწყობდა არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის ზოგიერთი აქტიური ჯგუფების პროპაგანდა არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების შესახებ.
თუმცა მცირე, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მრავლისმეტყველი სხვაობა მაინც იკვეთება: „შევარდნაძის გუნდის” წარმომადგენლები უფრო ხშირად აკეთებენ აქცენტს „ადამიანურ ფაქტორზე“ (შევარდნაძის ასაკზე, მისი გუნდის ცალკეული წევრების „ორმაგ თამაშზე” და ა.შ.), ანუ შედარებით მეორეხარისხოვან დეტალებზე, მაშინ, როდესაც დანარჩენი ჯგუფების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ მაშინდელი ისტებლიშმენტის სისტემურ კრიზისს.
რევოლუციის ორგანიზაცია
აქ ექსპერტთა შეფასებები და მოსაზრებები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. გამოიკვეთა სამი პოზიცია:
1: რევოლუცია არ იყო ორგანიზებული. ამ პოზიციის მიმდევართა მიხედვით, პროცესები სპონტანურად ვითარდებოდა, მხოლოდ წინა დღით იგეგმებოდა მომდევნო დღის აქტივობები. პოზიციას იცავენ პრაქტიკულად მხოლოდ „ვარდების ჯგუფის” და „ახალი ოპოზიციის” წარმომადგენლები.
2. რევოლუცია ორგანიზებული იყო მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიების ლიდერები იყვნენ, ანუ სააკაშვილი, ბურჯანაძე, ჟვანია.
3. რევოლუცია ორგანიზებული იყო და პროცესები გარკვეულწილად ქვეყნის გარედან იმართებოდა. ამ აზრს განსაკუთრებით „ახალი ოპოზიცია” და „შევარდნაძის გუნდი” იზიარებს. იმასაც ამბობდნენ, თავად სოროსმა მოუწოდა, შევარდნაძის მმართველობა შესაცვლელიაო.
ედუარდ შევარდნაძე: როგორც მეუბნებიან, ცუდი როლი ითამაშა მაილსმა. ფაქტი არ მაქვს ხელთ და ამიტომ ამაზე ლაპარაკი არ მსურს. ისე, ვიცი, რომ ყველა ელჩი გავიდა დარბაზიდან3 და მხოლოდ იგი დარჩა და იღებდა სურათებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ ადამიანს ბრალი დასდო.
მართვა ხდებოდა შიდა პოლიტიკური ძალებით, მხოლოდ საზღვარგარეთის გარკვეული ძალების მხარდაჭერით.
დაფინანსების საკითხი
„ვარდების რევოლუციის” დაფინანსების საკითხმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აქაც სამი ძირითადი პოზიცია გამოიკვეთა, ამასთან, არა მარტო დაფინანსების წყაროების, არამედ რაოდენობის ასპექტშიც.
1. მიზნობრივი დაფინანსება არ იყო. იყო მცირე დახმარებები და შემოწირულობები, მაგ. მომიტინგეებისათვის წყალი და საჭმელი, აგრეთვე რამდენიმე მცირე გრანტი (სოროსის ფონდის მიერ ორგანიზაცია „კმარას” დაფინანსება).
2. დაფინანსება იყო მხოლოდ ადგილობრივი წყაროებიდან.
3. დაფინანსება იყო მიზნობრივი, მისი დიდი ნაწილი ქვეყნის გარედან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ხორციელდებოდა.
პირველ პოზიციას ემხრობიან, ძირითადად, „ვარდების ჯგუფის” წარმომადგენლები.
მეორე პოზიციას (მხოლოდ ადგილობრივი წყაროების შემოწირულობები), რომელიც, პრინციპში, დიდად არ განსხვავდება პირველისაგან, მას აგრეთვე ძირითადად „ვარდების ჯგუფის” წარმომადგენლები უჭერენ მხარს.
სხვა ჯგუფების წარმომადგენლები ძირითადად იზიარებენ მესამე პოზიციას (დაფინანსების დიდი ნაწილი ქვეყნის გარედან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ხორციელდებოდა).
რევოლუციის შემდგომი პერსპექტივები
აზრი ამ საკითხშიც გაიყო. გამოიკვეთა ორი პოზიცია (მკითხველს შევახსენებთ, რომ ინტერვიუები აღებულია 2005-2006 წელს):
1. რევოლუცია მნიშვნელოვანი იყო ცვლილებების დასაწყებად და დემოკრატიული განვითარებისთვის.
2. რევოლუციამ არ გაამართლა საზოგადოების მოლოდინი. იგი ძირითადად ერთმა ჯგუფმა გამოიყენა ხელისუფლებაში მოსვლისთვის.
პირველ პოზიციას იზიარებენ, ძირითადად, „ვარდების ჯგუფის” წარმომადგენლები. მათ პასუხებს ლაიტმოტივად გასდევს: რევოლუცია იყო ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენა, მის შემდეგ ქვეყანას გაეხსნა ფართო პერსპექტივები როგორც შიგნით, ისე მსოფლიოს მასშტაბით.
მეორე პოზიცია: რევოლუციამ არ გაამართლა საზოგადოების მოლოდინი. იგი ძირითადად ერთმა ჯგუფმა გამოიყენა ხელისუფლებაში მოსასვლელად.
ეს ჯგუფები რევოლუციის შემდგომ პერსპექტივებს გაცილებით კრიტიკულად აფასებენ. „ახალი ოპოზიციის” წარმომადგენლები თვით რევოლუციას დადებითად აფასებენ (გავიხსენოთ, რომ რევოლუციის პერიოდში ისინი „ვარდების ჯგუფში” იყვნენ), მაგრამ თვლიან, რომ „ვარდების ჯგუფმა”, განსაკუთრებით კი მ. სააკაშვილმა, მთელი ძალაუფლება მიისაკუთრა და არასწორი კურსით მიჰყავს ქვეყანა. „შევარდნაძის გუნდის” წარმომადგენელთათვის რევოლუციის შედეგად, საუკეთესო შემთხვევაში, არაფერი შეცვლილა, წინსვლა არაა, ახალმოსულმა ხელისუფლებამ შევარდნაძის მიღწევები მიისაკუთრა და პრეზიდენტს განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა.
„ორმაგი ოპოზიციის” წარმომადგენლებიც უარყოფითად აფასებენ რევოლუციას, ამასთან, ახალი ხელისუფლების კრიტიკისას, ისინი აქცენტს აკეთებენ ადამიანურ ფაქტორებზე (არაკომპეტენტურობა, გაუწონასწორებლობა, კრიტიკის მიუღებლობა და ა.შ.).
ჩვენი ცნობიერება დემოკრატიულად განწყობილი მაშინ იქნება, როცა პრეზიდენტს 50+1%25-ით ავირჩევთ, ის პრეზიდენტი გაუფრთხილდება ამ არჩევანს და პარლამენტშიც ერთი ძალა კი არ იქნება, არამედ რამდენიმე პოლიტიკური ძალა. სხვა შემთხვევაში ყველაზე კარგი პოლიტიკური ძალაც კი მცონარდება, ხდება ძალაუფლების ტყვე და ერთპარტიული მმართველობა მყარდება („ახალი მემარჯვენები”).
ტაბულა 8: პოლიტიკური ჯგუფების პოზიციები (ტენდენციების სახით) „ვარდების რევოლუციის” საკვანძო მომენტების მიმართ
|
წინასწარ- |
რევოლუციის |
დაფი- |
არასამთავ- |
რევო-
შემდგო- |
„ვარდების |
სისტემის |
სპონტანური; |
მცირე; |
არცთუ ისე |
დადები- |
„შევარ- |
ადა- |
დიდი ხნის |
დიდი; |
გამოკვე- |
უარე- |
„ორმაგი |
სისტემის |
თავშე- |
თავშეკა- |
საკმაოდ |
უარ- |
„ახალი |
სისტემის |
სპონტანური; |
მცირე; |
ძალიან |
უარყო- |
„დამოუ- |
სისტემის |
გამოკვეთილი |
გამო- |
გამო- |
თავშეკა- |
როგორც მოსალოდნელია, რევოლუციის ორ ძირითად მხარეს - „შევარდნაძის გუნდს” და „ვარდების ჯგუფს” (ჩავთვალოთ ისინი „ნულოვანჯამიანი თამაშის” მონაწილეებად, ანუ თამაშისა, რომლის ერთი მონაწილის მოგება ნიშნავს მეორე მხარის წაგებას) - სწორედ მათ აქვთ ყველაზე პოლარული შეფასებები რევოლუციაში გამარჯვება-დამარცხების საკითხების მიმართ. „შევარდნაძის გუნდისათვის” რევოლუცია მზადდებოდა კარგა ხნის წინ, მასში დიდი ფინანსური რესურსები ჩაიდო, მოვლენებს ძირითადად მართავდნენ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნ(ებ)ის მაღალრანგიანი ფიგურები, ხოლო უშუალოდ „ვარდების ჯგუფი” უბრალო შემსრულებელთა როლს თამაშობდა; თვით რევოლუციას კი საქართველოსათვის სიკეთე არ მოუტანია.
საინტერესოა აგრეთვე რევოლუციის ერთ-ერთი იღბლიანი დამახასიათებელი ნიშნის, სისხლისღვრის გარეშე ჩავლის განსხვავებული ხედვა. „შევარდნაძის გუნდი” ამის მიზეზად მხოლოდ თავის კეთილ ნებას ასახელებს; თვით ე. შევარდნაძე თავისი გადადგომის მთავარ მიზეზად სისხლისღვრის თავიდან აცილების სურვილს მიიჩნევს. იმავე მომენტის „ვარდების ჯგუფის” მიერ შეფასების შესახებ იხ. ქვემოთ.
ფსიქოლოგიური კონტექსტი ცხადია: თვითგამართლება და თვითშეფასების შენარჩუნება მოწინააღმდეგის დაკნინებით და აქცენტის გადატანით „მესამე მხარეზე”.
„ვარდების ჯგუფის” შემთხვევაში პირიქით, ყველანაირად უარიყოფა რაიმე წინმსწრები მომზადება და დიდი დაფინანსება საზღვარგარეთიდან. ხაზი ესმება სპონტანურობას, ლაიტმოტივად ჟღერს აზრი, რომ რევოლუცია არავის უნდოდა, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლებამ თვით განსაზღვრა მოვლენათა განვითარება - ჯერ არჩევნების გაყალბებით, შემდეგ მისი შედეგების გაუქმებაზე უარით, ბოლოს, ასლან აბაშიძესთან ალიანსით (რაც, კერძოდ, გამოიხატა აჭარიდან თბილისში რამდენიმეათასიანი „დესანტის” გადმოსხმით და შევარდნაძის „დამცველი” მიტინგის ორგანიზებით; ამ გარემოებამ, როგორც „ვარდების ჯგუფისა” და „ახალი ოპოზიციის” არა ერთი წარმომადგენელი აღნიშნავს, განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია ოპოზიციის მხარდამჭერ მომიტინგეებში). „ვარდების ჯგუფის” ვერსიით, ყველა ამ მოვლენამ განსაზღვრა ოპოზიციის საპასუხო ნაბიჯები - ხალხზე აპელირება, საპროტესტო აქციები და, საბოლოოდ, შევარდნაძის გადაყენება. ყოველივე ეს განახორციელა ენერგიულმა, არცთუ მრავალრიცხოვანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოთმინებაამოწურული ხალხის მასებზე დაყრდნობით და განახორციელა მინიმალური რესურსებით, რის შედეგადაც მოიგო რიგგარეშე არჩევნები, დღეს სარგებლობს მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერით და ქვეყანა მიჰყავს პროგრესული რეფორმების გზით.
რატომ არ დაიღვარა სისხლი? ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ძალზე მაღალი იყო ქუჩაში გამოსული ხალხის შეგნება და ორგანიზებულობა, მეორე მხრივ, შევარდნაძის რეჟიმისა აღარავის სჯეროდა, პოლიციის სიმპათიები ხალხის მხარეზე იყო და შევარდნაძეს რომ სდომოდა კიდეც, ძალას ვერ გამოიყენებდა.
ამრიგად, „პარტიზაცია” და რევოლუციის შედეგები განსაზღვრავს ორი ძირითადი აქტორის მიერ მოვლენათა ინტერპრეტაციას - ხდება საკუთარი პლუსების წინ წამოწევა და მინუსების მიჩქმალვა, რაც სრულად ეთანხმება სოციალური ფსიქოლოგიის კანონზომიერებებს. თუმცა გარკვეული განსხვავება „ინტერპრეტაციის სტრატეგიაში” მაინც შეინიშნება, რაც რევოლუციის რეალური შედეგებით უნდა იყოს გამოწვეული: „ვარდების ჯგუფი” აქცენტს აკეთებს საკუთარ ძლიერ მხარეებზე, მაგრამ არ ცდილობს შევარდნაძის გუნდის ძალის გადაფასებას, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი მოწინააღმდეგეს მიაწერს უცხოეთიდან მოსული დიდძალი ფინანსური, ინტელექტუალური და ორგანიზაციული რესურსებით გაძლიერებას.
კიდევ ორი გამოყოფილი ჯგუფის შეფასებები იმავე კანონზომიერებას ემორჩილება. „ახალი ოპოზიცია,” პრინციპში, ეთანხმება „ვარდების ჯგუფს” რევოლუციური მოვლენების ინტერპრეტაციაში (სპონტანურობა, მცირე ფინანსური რესურსები), მაგრამ აღიარებს უცხოეთის გარკვეულ მონაწილეობას ორგანიზებასა და დაფინანსებაში, გარდა ამისა, მეტ როლს ანიჭებს სამოქალაქო სექტორს. „ორმაგი ოპოზიცია” კი, რომელიც დაპირისპირებულია ორივე ძირითად აქტორთან, ორივე მისამართით, თუ შეიძლება ითქვას, „დაბალანსებულ ნეგატივს” გამოთქვამს.
დგება საკითხი: შეიძლება თუ არა მოვლენათა უშუალო მონაწილეებისაგან მიღებული მონაცემების საფუძველზე ვიმსჯელოთ საქმის რეალურ ვითარებაზე? როგორც ვნახეთ, ჩვენს შემთხვევაში ეს ძნელია - შეფასებები მკვეთრად განსხვავებულია. შესაძლოა, უფრო გამართლებული ყოფილიყო, „დამოუკიდებელთა” მონაცემებს დავყრდნობოდით. მაგრამ აქაც არ არის ერთიანობა და „ფარული პარტიზაცია” თავის გავლენას ახდენს. მეორე გამოსავალია, დავუშვათ, რომ რეალობა პოლარულ ინტერპრეტაციათა შუაში ძევს. ჩვენ სწორედ ამ პოზიციაზე ვართ, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ ამ დაშვებას დასაბუთება აკლია. ასეა თუ ისე, მოცემული თავის შესაჯამებლად მოგვყავს უცნობი ენაკვიმატი ინგლისელის გამონათქვამი: ”როცა სასამართლოში უსმენ ერთი და იმავე საგზაო შემთხვევის მოწმეებს, ნდობას კარგავ ისტორიკოსების მიმართ”.4
ექსპერტთა აზრი მასმედიისა და დანარჩენი სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ „ვარდების რევოლუციაში”
ზოგადად, რევოლუციები ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება ისე მწვავდება, რომ პოლიტიკური ელიტის ფარგლებს სცილდება და საზოგადოების ფართო ფენებს მოიცავს. მომენტის სიმწვავე, როგორც წესი, იწვევს ხოლმე სისხლისღვრას, რის გამოც ისტორია „პროგრესულ” რევოლუციებსაც უარყოფითად აფასებს. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს უსისხლო, ანუ „ხავერდოვანი” რევოლუციები. ისტორიაში მათი რიცხვი ძალზე მცირეა და ამის გამო მცირეა ცოდნაც იმ შინაგანი მექანიზმებისა, რომელიც განაპირობებს საზოგადოების ნახტომისებრ და თანაც მშვიდობიან გადასვლას ერთი პოლიტიკური რეალობიდან მეორეში. რევოლუციების ამ რიგში დგას „ვარდების რევოლუციაც”. თუმცა, მომავალი გვიჩვენებს, მართლაც ძირეულად შეიცვალა რაიმე და თუ ასეა, საით: დემოკრატიისა თუ ავტოკრატიისაკენ?
სამოქალაქო სექტორში ძირითადად მასმედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ვაკეთებდით აქცენტს, რადგან სწორედ მათზე ამახვილებენ ყურადღებას თვით რესპონდენტები.
სხვა კითხვებთან ერთად ექსპერტების წინაშე დაისვა კითხვები: იყო თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე? რა როლი შეასრულა არასამთავრობო სექტორმა რევოლუციის წარმატებით განხორციელებაში? ძირითადად რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ აქტიურად მიმდინარე პროცესებში? რა იყო მასმედიის როლი განვითარებულ პროცესებში და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში?
რადგან თვით ექსპერტების თავისუფალ მსჯელობაში ყოველმხრივ, ანუ სისტემურად განიხილებოდა სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების ყველა ასპექტი, მისაღებად მივიჩნიეთ დაშვება, რომ ექსპერტების დებულებათა ერთობლიობა წარმოადგენს „ვარდების რევოლუციის” პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სისტემურ ანალიზს. ამ დაშვებიდან გამომდინარე, ლოგიკურია ექსპერტების დებულებების დაჯგუფება სისტემური ანალიზის სქემით, ანუ იმ სავალდებულო ასპექტების მიხედვით, რასაც გულისხმობს სისტემური ანალიზი.
სისტემური ანალიზისთვის საწყისი ეტაპია იმის გარკვევა, თუ რა სისტემასთან გვაქვს საქმე, ანუ რა არის ანალიზის ობიექტი. ექსპერტების მსჯელობის ობიექტად (სისტემად) ჩაითვლება აქტორი „სამოქალაქო საზოგადოება”, ანალიზისთვის აღებულ პერიოდად - „ვარდების რევოლუციის” მომზადების, საკუთრივ რევოლუციის და პოსტრევოლუციური პროცესები.
შეიძლება ვთქვათ, რომ ექსპერტების დებულებებში ხდება სამოქალაქო საზოგადოების სისტემის სხვადასხვა ასპექტის ანალიზი. კერძოდ:
სისტემის სტრუქტურული ანალიზი, სადაც განიხილება სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურა, მისი ცალკეული აქტორები და კავშირები მათ შორის. ასევე, ხდება აქტორების მიკროსისტემების ანალიზიც. აქტორები არიან „მედია”5 და „არასამთავრობო ორგანიზაციები”.6 ხშირად მიკროსტრუქტურულ ანალიზში ფიგურირებენ ცალკეული პირებიც. სტრუქტურულ ანალიზს ნაწილობრივ განეკუთვნება იმ მაკროსისტემის ანალიზიც, რომლის ნაწილიც არის თვით სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მაკროსისტემის კომპონენტია ამ სახელმწიფოს მოსახლეობის, ხელისუფლებისა და სხვა სუბიექტების გვერდით. მაკროსტრუქტურული კავშირები უმეტესად ფუნქციონალურ ანალიზში ფიგურირებს.
სისტემის ფუნქციონალურ ანალიზში განიხილება სისტემის ფუნქცია, ანუ ადგილი, როლი მაკროსისტემაში. ეს გულისხმობს, ერთი მხრივ, საქართველოს სხვა აქტორების მიმართ სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულების (მოტივაციის და მოქმედების) ანალიზს; მეორე მხრივ - სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მაკროსისტემის სხვა აქტორების დამოკიდებულების ანალიზს.
ამავე დროს დებულებების ერთ ნაწილში ხდება სამოქალაქო საზოგადოების სისტემის ევოლუციური ანალიზი, რაც გულისხმობს მისი ისტორიისა და განვითარების განხილვას.
აღნიშნული სისტემური კატეგორიებით მოხდა კლასიფიკაცია დებულებებისა, რომლებიც, თავის მხრივ, ორად დავაჯგუფეთ. ეს ორი ჯგუფი გამოიყო მათში მოხსენიებული აქტორების ზოგადობის მიხედვით.7
პირველ ეტაპზე სისტემურ ტერმინებში გაანალიზდა მხოლოდ ის დებულებები, რომლებშიც აქტორი მოხსენიებული იყო ისეთი ზოგადი ტერმინებით, როგორებიცაა: „სამოქალაქო საზოგადოება”, „სამოქალაქო სექტორი”, „არასამთავრობო ორგანიზაცია”, „მასმედია/მედია” და ა.შ.
მეორე ეტაპზე სისტემურ ტერმინებში გაანალიზდა ის დებულებები, სადაც ტექსტში აქტორებად ფიგურირებდნენ კონკრეტული სუბიექტები: „რუსთავი 2”, “კიწმარიშვილი” „სახელმწიფო ტელევიზია”, „მე-9 არხი”, „თავისუფლების ინსტიტუტი”, „ალპე”, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და ა.შ.
მესამე ეტაპზე შეჯამდა წინა ორ ეტაპზე გამოყოფილი დებულებები საერთო სისტემურ კატეგორიებში.
მთლიანად ექსპერტების მასალის ანალიზი მიმდინარეობდა შემდეგი სქემით:

როგორც სისტემური კატეგორიები, აქტორების ზოგადი და კონკრეტული კატეგორიები იმისთვის გამოიყო, რომ მათში გადანაწილებულიყო ექსპერტების დებულებები (ასეთი აღმოჩნდა 128 დებულება).
ექსპერტთა დებულებების ანალიზის შედეგები
ზოგადი სამოქალაქო სუბიექტები
ანალიზის ამ ეტაზე განვიხილოთ მხოლოდ ის დებულებები, სადაც ფიგურირებს ზოგადი კატეგორიები, რომლებიც აღნიშნავს მთლიან სისტემას, ანუ „სამოქალაქო საზოგადოებას” და მის კომპონენტებს (არასამთავრობო ორგანიზაციებს, მასმედიას).
სტრუქტურული ანალიზი
სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ჩამონათვალი, რომელიც ექსპერტებმა პასუხად გასცეს კითხვას, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში? მოთავსებულია ცხრილში №1 (იხ. დამატება II). ცხრილში მკაფიოდ ჩანს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა აქტორს თანაბარი წონა არ ჰქონდა რევოლუციურ პროცესებში. დასახელებული 20 აქტორიდან 7 აქტორი დასახელდა ერთხელ, 5 - ორჯერ, ანუ 12 აქტორის დასახელების სიხშირე 2-ს არ ასცილებია. ექსპერტული რეიტინგების ზედა სამეული ასე გამოიყურება: 35 ექსპერტიდან 32-მა დაასახელა „თავისუფლების ინსტიტუტი”, 24-მა - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, 14-მა - „კმარა”. აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი არასამთავრობო დასახელდა ამ პირდაპირ კითხვაზე, ვიდრე სხვა (სისტემურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ) კითხვებზე.
ქვემოთ მოყვანილ სხვა დებულებებში ვაფასებდით ორ პარამეტრს - დებულებაში გამოვლენილ ატიტუდს (სოციალურ განწყობას) აღწერილი შინაარსისადმი და ამ შინაარსის მიმართებას სამოქალაქო საზოგადოების (ან მისი კომპონენტების) სოციალურ როლთან, ფუნქციასთან.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სამოქალაქო საზოგადოებას განეკუთვნება „ჯგუფები, რომლებსაც სამოქალაქო ცნობიერება აქვთ, იცავენ მოქალაქეების ინტერესებს სახელმწიფოს წინაშე და ერთგვარი მედიატორის როლს ასრულებენ მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის”.
ორივე პარამეტრს მიეწერებოდა ქულები (მათი მიწერის წესის თაობაზე იხ. დანართი II). შემდეგ ამ ქულების გასაშუალოებით ვმსჯელობდით ზოგად ტენდენციებზე.
ფუნქციონალური ანალიზი
როგორც დანართში მოცემული მასალიდან (ცხრ. №2 და 6) ჩანს, „სამოქალაქო საზოგადოების” და სხვა განზოგადებული სუბიექტების მოქმედების მოტივაციაც ნაკლებად იმსახურებს ექსპერტების ყურადღებას. ჩვენ მხოლოდ სამი დებულება მივაკუთვნეთ ამ კატეგორიას. რაოდენობის სიმცირის გამო მისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება არ შეიძლება, მაგრამ ტენდენცია მაინც საყურადღებოა.
ორი ნეიტრალური ექსპერტი (იხ. დამატება 2-ში „ექსპერტების კოდი”) კრიტიკულად აფასებს სამოქალაქო საზოგადოების მოტივაციას (ტაბულა №2) - თვლიან, რომ ისინი გრანტზე იყვნენ ორიენტირებულნი და მათი პოლიტიკური პოზიცია ნიღაბია. ერთი რევოლუციის მიმართ ლოიალური (იხ. დამატება 2-ში „ექსპერტების კოდი”) ექსპერტი თვლის, რომ ეს სექტორი „იყო სუფთა, ალალი და გულახდილი”. დებულებებში გამოვლენილი ატიტუდის საშუალო სიდიდე უარყოფითია: - 0.3.
ცხრილ №6-ში „სამოქალაქო საზოგადოების” და სხვა განზოგადებული სუბიექტების მოტივაციის შესაბამისობას მის სოციალურ ფუნქციასთან ერთ შემთხვევაში მიენიჭა ქულა 2, რადგან დებულების ავტორს მიაჩნია, რომ არასამთავრობოების პოზიცია ნიღაბია (ანუ არასამთავრობოებს სხვა მიზანი აქვთ, ვიდრე ამას გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების სოციალური როლი). სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციის შესაბამისობა მის მოტივაციასთან შეფასებულია 1.3.
მოტანილი მასალიდან აშკარაა, რომ ექსპერტები ყველაზე აქტიურად მსჯელობდნენ სამოქალაქო სექტორის მოქმედებებსა და ურთიერთობებზე (61 დებულება, იხ. ცხრ. №3). დებულებათა ძირითად ნაწილში მოვლენის ნეიტრალური აღწერაა. მხოლოდ 4 დებულებაში ვლინდება უარყოფითი დამოკიდებულება და 12 დებულებაში - დადებითი დამოკიდებულება რევოლუციური პროცესების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ უარყოფითი დამოკიდებულება გამოსჭვივის იმ ექსპერტების მსჯელობაში, რომლებსაც ამჟამად კრიტიკული ან ნეიტრალური პოზიცია უკავიათ. ხოლო დადებითი დამოკიდებულება შეიმჩნევა იმათ მსჯელობაში, ვინც ლოიალური იყო რევოლუციის მიმართ რევოლუციის დროს. დებულებებში ასახული დამოკიდებულების (ატიტუდის) საშუალო ქულაა +0.13. ატიტუდის გასაშუალოებული სიდიდე პოზიტიურია, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ყველაზე მეტი მასალა ამ თემაზე მოწოდებულია იმ ექსპერტების მიერ, რომლებიც ლოიალურად იყვნენ განწყობილნი შევარდნაძის მიმართ.
სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების მისივე ფუნქციასთან შესაბამისობის ქულების საშუალო 1.19-ის ტოლია, ანუ მეტია 1-ზე (იხ. ცხრ. №7). ეს ნიშნავს, რომ დებულებების შინაარსის მიხედვით სამოქალაქო საზოგადოება თავის ფუნქციასაც ასრულებდა და, ამასთან, უფრო მეტს აკეთებდა, ვიდრე მისგან ითხოვდა მისი სოციალური როლი. ამგვარი შინაარსის შემცველ დებულებებს მიეწერებოდა ქულა 2. ასეთი ქულა მიეკუთვნა 60-დან 19 დებულებას (მაგალითად, 2-ქულიანთა რიცხვს განეკუთვნება დებულებები, სადაც აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოება იდეოლოგიურ საფუძვლებს უქმნიდა და მომავალ რეფორმებს უგეგმავდა რევოლუციურ ჯგუფს; წარმართავდა, გეგმავდა, ორგანიზაციას უკეთებდა და აფინანსებდა პოლიტიკურ პროცესებს; მოლაპარაკებებს აწარმოებდა უცხოეთის წარმომადგენლებთან და ა.შ. ამ შინაარსის გამომხატველ დებულებებში აღწერილი მოქმედებები შედის პოლიტიკური ორგანიზაციის ფუნქციაში და მათი შესრულებით სამოქალაქო სექტორი თავის ფუნქციებს აფართოებს.
მხოლოდ სამ დებულებაში ითქვა, რომ სამოქალაქო სექტორი არაეფექტური იყო - ან არავითარი როლი არ შეუსრულებია რევოლუციურ პროცესებში (2 დებულება), ან დაანგრია საქართველო. ამ დებულებების ავტორები ადრეც და ახლაც კრიტიკულად ან ნეიტრალურად განწყობილი ექსპერტები არიან. კიდევ სამ დებულებაში ითქვა, რომ სამოქალაქო სექტორს მხოლოდ ნაწილობრივი გავლენა ჰქონდა. სამივე დებულების ავტორი რევოლუციის დროს ლოიალური იყო რევოლუციური ჯგუფის მიმართ, ორი მათგანი ამჟამად კრიტიკულადაა განწყობილი. დანარჩენ დებულებებში ხაზი აქვს გასმული, რომ სამოქალაქო საზოგადოება ეფექტურად ასრულებდა თავის ფუნქციას. ყველა ამ ტიპის დებულებას მიეკუთვნა ქულა 1 (ქვემოთ მოცემულია ექსპერტების გამონათქვამების ნუსხა, სადაც ყველა დებულება სრულად არის მოტანილი). მიუხედავად ამ დებულებათა სიჭარბისა, ფუნქციის შესრულების საშუალო სიდიდე გასცდა 1-ს, რაც სავარაუდოს ხდის, რომ რევოლუციური ჯგუფის მიმართ ლოიალურად განწყობილი ექსპერტებისთვის (რომლებიც დებულებების უფრო ჭარბ რაოდენობას იძლევიან) მეტ-ნაკლებად მისაღებია სამოქალაქო საზოგადოების მიერ ფუნქციის გაფართოება.
შედარებით ნაკლებია იმ დებულებათა რიცხვი, სადაც ასახულია სხვა სუბიექტთა ურთიერთობა სამოქალაქო სექტორთან (ცხრ.№4). შვიდი დებულებიდან ერთში ჩანს ექსპერტის დადებითი ატიტუდი (მისი ავტორი ლოიალური იყო და არის რევოლუციური ჯგუფის მიმართ), ორ დებულებაში ჩანს უარყოფითი დამოკიდებულება (მათი ავტორები კრიტიკულები იყვნენ და არიან რევოლუციური ჯგუფის მიმართ). დანარჩენ დებულებებში პოზიცია პირდაპირ არ ჩანს. მთლიანობაში, ამ 7 დებულებაში გამოვლენილი ატიტუდების საშუალოა -0.14. როგორც ექსპერტების კოდებიდან ჩანს, შვიდი დებულებიდან 4-ის ავტორი ლოიალურად არის განწყობილი რევოლუციური ჯგუფის მიმართ, მაგრამ გასაშუალოებულ შედეგებში მაინც უარყოფითი ატიტუდი გამოვლინდა.
შვიდიდან ოთხ დებულებაში აღწერილ ურთიერთობას მიეკუთვნა ქულა 2 ფუნქციასთან მათი მიმართების თვალსაზრისით (ცხრ.№8). სამოქალაქო სექტორისადმი სხვა აქტორებს ხშირად აქვთ იმგვარი დამოკიდებულება, რომელიც უფრო შეესაბამება პოლიტიკურ ან კომერციულ სუბიექტთან ურთიერთობას, ვიდრე არასამთავრობო ან მედია სუბიექტთან - „მასზე დიდი ფული დაიხარჯა; მასთან პოლიტიკურ მხარეებს ჰქონდათ მოლაპარაკებები, იგი იარაღად გამოიყენეს და ახლა მასზე ზეწოლას ახდენენ (ე.ი. თავისუფალი არ არის)”. ამ დებულებათა ავტორებიდან ორი იყო და არის კრიტიკული რევოლუციური ჯგუფის მიმართ, ერთი - ნეიტრალურია, ერთი - ლოიალური.
დანარჩენი დებულებები (რომლებსაც მიენიჭა ქულა 1 და რომლის ყველა ავტორი ლოიალურად იყო განწყობილი რევოლუციური ჯგუფის მიმართ), ასახავენ სხვადასხვა აქტორების იმ დამოკიდებულებას სამოქალაქო საზოგადოებისადმი, რაც შეესაბამება სამოქალაქო სექტორის როლს. ზოგადად, სამოქალაქო სექტორთან სხვების ურთიერთობების შეფასების საშუალო სიდიდე არის ერთზე მეტი, კერძოდ - 1.14.
ევოლუციური ანალიზი
ექსპერტები ძალზე მცირე ყურადღებას უთმობენ სამოქალაქო სექტორის ისტორიას და განვითარებას, სულ ორი დებულებაა ამ თემაზე და ორივე უარყოფით პოზიციას გამოხატავს (ცხრ.№5). კრიტიკულად განწყობილ ექსპერტს მიაჩნია, რომ რევოლუციის დროინდელი არასამთავრობოები დღეს სამთავრობოები გახდნენ, რაც ისევ უჩვენებს, რომ მათი ინტერესები სცილდება შესაბამის სტანდარტებს (ამის გამო მიეკუთვნა ამ პოზიციას ქულა 2). ხოლო ლოიალურად განწყობილ ექსპერტს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება არც არსებობს საქართველოში, რაც გულისხმობს, რომ, მისი აზრით, სამოქალაქო საზოგადოების არსებული ფორმები თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ამ დებულებას მიენიჭა ქულა 1 (ცხრ.№9).
საბოლოოდ, სამოქალაქო საზოგადოების თაობაზე ექსპერტების მოსაზრებები შეიძლება დებულებათა გარკვეული ნუსხის სახით წარმოვადგინოთ.
ზოგადი სამოქალაქო სუბიექტების („სამოქალაქო საზოგადოება” და მისი კომპონენტები) მოტივაციაზე რევოლუციის პერიოდში:
(პირობითი ნიშნების კოდები)
L - რევოლუციური ჯგუფების მიმართ ლოიალურად განწყობილი ექსპერტები
C - რევოლუციური ჯგუფების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ექსპერტები
N - რევოლუციური ჯგუფების მიმართ ნეიტრალურად განწყობილი ექსპერტები
გადავწყვიტეთ, რომ ავტორის კოდმა „A“ აღნიშნოს მისი პოლიტიური ორიენტაციის დინამიკა. ამისათვის კოდში ზემოხსენებული სიმბოლოების სამადგილიანი კომბინაცია გამოიყენება, სადაც I პოზიცია აღნიშნავს ავტორის დამოკიდებულებას რევოლუციური ჯგუფის მიმართ რევოლუციის წინა პერიოდში; II პოზიცია - რევოლუციის დროს; III პოზიცია - რევოლუციის შემდეგ პერიოდში. კოდები განთავსებულია ცხრილების მე-2 სვეტში.
ექსპერტის მიერ დებულებაში გამოხატული ატიტუდი აღვნიშნეთ შემდეგი ციფრებით: [-1] - უარყოფითი დამოკიდებულება; [0] - ნეიტრალური დამოკიდებულება; [1] - დადებითი დამოკიდებულება. დებულებაში გამოხატული ატიტუდის აღმნიშვნელი ციფრები მოცემულია ცხრილების მე-3 სვეტში.
ციფრებით შევაფასეთ ის, თუ რა მიმართებაა დებულების შინაარსსა და სამოქალაქო საზოგადოების „F“ სოციალურ ფუნქციას შორის. ციფრი [-1] გამოიყენება მაშინ, როცა დებულება მიუთითებს, რომ აქტორი ცუდად ასრულებდა თავის ფუნქციას; [0] - აქტორი ვერ ასრულებდა ფუნქციას; [0.5] - დებულებაში გადმოცემული შინაარსის მიხედვით აქტორი ნაწილობრივ ასრულებდა ფუნქციას; [1] - დებულებაში აღინიშნება, რომ აქტორი კარგად ასრულებდა თავის ფუნქციას; [2] - დებულების აქტორი (მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია) ასრულებს სხვა აქტორის (მაგალითად, პარტიული ორგანიზაციის) ფუნქციას. სოციალურ ფუნქციასთან დებულების შინაარსის მიმართების შეფასებები მოცემულია ცხრილების მე-4 სვეტში.
(კოდირების ეს სისტემა მოქმედებს ქვემოთ მოტანილ ყველა ცხრილში; უფრო დეტალურად იხ. დამატება II)
სამოქალაქო საზოგადოება რევოლუციის |
E=LLC |
A=1 |
F=1 |
ყველაზე აქტიური არასამთავრობოების |
E=NNN |
A=-1 |
F=2 |
არასამთავრობოები გრანტზე არიან |
E=NNN |
A=-1 |
F=1 |
ზოგადი სამოქალაქო სუბიექტების („სამოქალაქო საზოგადოება” და მისი კომპონენტები) მოქმედებაზე და ურთიერთობაზე საზოგადოების სხვა აქტორებთან:
არასამთავრობოებმა დაანგრიეს |
E=CCC |
A= -1 |
F= -1 |
მედია [და „რუსთავი 2”] ზოგადად |
E=CCC |
A= -1 |
F= 1 |
ბევრი ჟურნალისტი ვ. მაღლაფერიძესთან |
E=CCC |
A=0 |
F= 2 |
ჩემთვის [შევარდნაძისთვის] საგანგაშო |
E=CCC |
A=0 |
F= 1 |
მედია პიარს უკეთებდა სააკაშვილს. |
E=CCC |
A=0 |
F= 2 |
მიდიოდა მედიის მოლაპარაკებები როგორც |
E=CCC |
A=0 |
F= 2 |
არასამთავრობოების გავლენა განსაკუთრებით |
E=CCN |
A=0 |
F= 1 |
მედიამ დიდი როლი შეასრულა |
E=CCN |
A=0 |
F= 1 |
არასამთავრობოები ეწეოდნენ სამოქალაქო |
E=CCN |
A=1 |
F= 1 |
არასამთავრობო სექტორმა ჩამოაყალიბა და |
E=CLC |
A=0 |
F= 1 |
არასამთავრობოებს დიდი არაფერი როლი |
E=CLC |
A=0 |
F= 0.5 |
სამოქალაქო სექტორმა მოიზიდა სახსრები |
E=CLC |
A=0 |
F= 2 |
ტელევიზიებში სულ არასამთავრობოთა |
E=CLC |
A=0 |
F= 1 |
მედიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა |
E=CLC |
A=1 |
F= 1 |
სამოქალაქო საზოგადოებამ |
E=CLC |
A=1 |
F= 1 |
სამოქალაქო სექტორი ახერხებდა |
E=CLL |
A=0 |
F= 1 |
მედია იყო ორგანიზებული ინსტრუმენტი |
E=CNN |
A=0 |
F= 2 |
მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიქმნა |
E=CNN |
A=0 |
F= 2 |
მედიამ მოახდინა მოსახლეობის ზომბირება. |
E=LLC |
A= -1 |
F= 1 |
არასამთავრობოები იყვნენ სრულფასოვანი |
E=LLC |
A=0 |
F= 2 |
არასამთავრობოები იყვნენ ყველაფრის |
E=LLC |
A=0 |
F= 2 |
არასამთავრობოები ქმნიდნენ იდეოლოგიურ |
E=LLC |
A=0 |
F= 1 |
არასამთავრობოების ლიდერები მართავდნენ |
E=LLC |
A=0 |
F= 2 |
არასამთავრობოების წევრები ტელევიზიებში |
E=LLC |
A=0 |
F= 2 |
არასამთავრობოებმა მოახდინეს გავლენა |
E=LLC |
A=0 |
F= 1 |
არასამთავრობოებს ჰქონდათ |
E=LLC |
A=0 |
F= 0.5 |
არასამთავროები უფრო მთავარნი იყვნენ, |
E=LLC |
A=0 |
F= 2 |
მედიამ ბევრი რამ გააკეთა |
E=LLC |
A=0 |
F= 1 |
საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები |
E=LLC |
A=0 |
F= 1 |
არასამთავრობო ორგანიზაციები და „კმარა” |
E=LLC |
A=1 |
F= 1 |
არასამთავრობოებმა ჩამოაყალიბეს |
E=LLC |
A=1 |
F= 1 |
არასამთავრობოებმა გადამწყვეტი როლი |
E=LLC |
A=1 |
F= 1 |
მედია იმას ამბობდა, რაც ხალხს უნდოდა. |
E=LLC |
A=1 |
F= 1 |
მედიის საშუალებით მოხდა ხალხის |
E=LLC |
A=1 |
F= 1 |
მედიის საშუალებით არასამთავრობოები |
E=LLC |
A=1 |
F= 1 |
სამოქალაქო საზოგადოებამ რევოლუციის |
E=LLL |
A=0 |
F= 1 |
არასამთავრობო გავლენას ახდენდა |
E=LLL |
A=0 |
F= 2 |
არასამთავრობო სექტორმა დიდი როლი |
E=LLL |
A=0 |
F= 1 |
არასამთავრობო სექტორმა სერიოზული |
E=LLL |
A=0 |
F= 1 |
არასამთავრობო სექტორმა ხელი შეუწყო |
E=LLL |
A=0 |
F= 2 |
არასამთავრობოები ბოლომდე იდგნენ |
E=LLL |
A=0 |
F= 2 |
არასამთავრობოების ერთმა ნაწილმა |
E=LLL |
A=0 |
F= 2 |
არასამთავრობოებმა ჩამოაყალიბეს |
E=LLL |
A=0 |
F= 1 |
არასამთავრობოებმა ჩამოაყალიბეს |
E=LLL |
A=0 |
F= 1 |
არასამთავრობოებმა წვლილი შეიტანეს |
E=LLL |
A=0 |
F= 1 |
არასამთავრობოებს ჰქონდათ ნაწილობრივი |
E=LLL |
A=0 |
F= 0.5 |
არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაცია |
E=LLL |
A=0 |
F= 1 |
მედია განსაზღვრავდა ყველაფერს. |
E=LLL |
A=0 |
F= 1 |
მედიამ ჩამოაყალიბა მოსახლეობის განწყობა. |
E=LLL |
A=0 |
F= 1 |
მედიამ დიდი როლი ითამაშა, გადამწყვეტიც. |
E=LLL |
A=0 |
F= 1 |
ორგანიზაციული მხარე მთლიანად |
E=LLL |
A=0 |
F= 2 |
არასამთავრობოების მთავარი დამსახურება |
E=LLL |
A=1 |
F= 2 |
მედია იძლეოდა ობიექტურ ინფორმაციას. |
E=LLL |
A=1 |
F= 1 |
მედიამ შეუწყო ხელი იმას, რომ არ იყო პანიკა |
E=LLL |
A=1 |
F= 1 |
„რუსთავი 2”-ის გარდა სხვა არხები ომით |
E=NLL |
A=0 |
F= 1 |
არასამთავრობოები ახდენდნენ მოსახლეობის |
E=NNN |
A= -1 |
= 1 |
არასამთავრობოებს რაიმე როლი არ |
E=NNN |
A=0 |
F= -1 |
მედიამ დიდი როლი შეასრულა. ის |
E=NNN |
A=0 |
F= 2 |
მედიამ (განსაკუთრებით ტელევიზიამ) |
E=NNN |
A=0 |
F= 1 |
ოპოზიციასა და მედიას შორის იმართებოდა |
E=NNN |
A=0 |
F= 2 |
სამოქალაქო საზოგადოებას არავითარი როლი |
E=NNN |
A=0 |
F= -1 |
განზოგადებულ სუბიექტებთან („სამოქალაქო საზოგადოებასა“ და მის კომპონენტებთან) საზოგადოების სხვა აქტორების ურთიერთობის შესახებ:
არასამთავრობოებმა შემოიტანეს |
E=LLL |
A= 1 |
F= 1 |
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები |
E=LLC |
A= 0 |
F= 1 |
არსებობდა სამოქალაქო სექტორი თავისი |
E=LLL |
A= 0 |
F= 1 |
მათზე ძალიან დიდი ფული დაიხარჯა. |
E=NNN |
A= 0 |
F= 2 |
მედიასთან ოპოზიციას ჰქონდა |
E=LLL |
A= 0 |
F= 2 |
არასამთავრობოები პოლიტიკოსებმა იარაღად გამოიყენეს |
E=CCC |
A= -1 |
F= 2 |
მედია ჩემს [შევარდნაძის] დროს |
E=CCC |
A= -1 |
F= -1 |
ზოგადი სამოქალაქო სუბიექტების ევოლუცია:
არასამთავრობოები სამთავრობოები გახდნენ. |
E=CCC |
A= -1 |
F= 2 |
ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოება |
E=LLL |
A= -1 |
F= -1 |
კონკრეტული სამოქალაქო სუბიექტების ანალიზი
დებულებათა დიდი ნაწილი ეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთ კონკრეტულ წარმომადგენელს (ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების ან მედიის კონკრეტულ წარმომადგენლებს). ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრი, ექსპერტების აზრით, ერთნაირად არ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში (ან ექსპერტებისათვის არასამთავრობო იგივდება კონკრეტულ პირებთან, რომლებსაც ისინი იცნობენ. უმეტესად ისინი არასამთავროებო ორგანიზაციების დირექტორატის წევრები არიან); თუმცა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ექსპერტები რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ხშირად მიაწერენ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას. აქ გამოვყავით დებულებები, სადაც ლაპარაკია სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტულ სუბიექტზე და კლების მიხედვით დავაჯგუფეთ სამ კატეგორიად: „რუსთავი 2”, „სახელმწიფო ტელევიზია” და „სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორები”.
„რუსთავი 2”
ცხრილებში №2-სა და №4-ში არის მონაცემები „რუსთავი 2”-ის მოტივაციის შესახებ (აქაც ნაკლებია ექსპერტების ინტერესი. სულ 5 დებულებაა). რევოლუციური ჯგუფის მიმართ ლოიალურად განწყობილი ექსპერტების ორ დებულებაში მკაფიოდ ვლინდება დადებითი დამოკიდებულება „რუსთავი 2”-ის მოტივების მიმართ. სამ დებულებაში ატიტუდი არ ჩანს. კრიტიკულად განწყობილი ერთი ექსპერტის დებულება მეტ-ნაკლებად კრიტიკულია. დებულებებში ასახული ატიტუდის საშუალო სიდიდეა +0.17 (ცხრ.№2).
ექვსი დებულებიდან მხოლოდ ორია, სადაც, ლოიალურად განწყობილი ექსპერტების, აღწერით ამ ტელეარხის მოტივაცია შეესაბამება თავისუფალი მედიის სოციალურ როლს - აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2”-მა გულწრფელად იმუშავა, ძალიან კარგად და ყოველგვარი დავალების გარეშე (ცხრ.№6). დანარჩენ დებულებებში დასახელებული მოტივები სცილდება ხსენებული როლის ფარგლებს. აღნიშნავენ, რომ „რუსთავი 2”-მა იცოდა, რომ ცუდად წაუვიდოდა საქმე, თუ არ მოხდებოდა რევოლუცია და ამიტომ იყო რადიკალური; რომ კიწმარიშვილს უნდოდა ხელისუფლებაში მოსვლა და ა.შ. ამ ტიპის დებულებებს მიეკუთვნა 2 ქულა. მათ ავტორებს შორის არიან რევოლუციური ჯგუფის მიმართ როგორც კრიტიკულად, ისე ლოიალურად განწყობილი ექსპერტები. „რუსთავი 2”-ის მოტივაციის მის ფუნქციასთან შესაბამისობის საშუალო ქულაა 1.67, ანუ უფრო მეტი, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისა (1.3). ეს ნიშნავს, რომ, ექსპერტების აზრით, სამოქალაქო საზოგადოების სისტემაში პოლიტიკური მოტივაციით ყველაზე უფრო „რუსთავი 2” მოქმედებდა.
ცხრილებში №3 და №7-ში არის მონაცემები თემაზე - „რუსთავი 2”-ისა და მასთან დაკავშირებული პირების მოქმედება. დებულებათა რაოდენობა კონკრეტული აქტორებიდან ყველაზე მეტია - 28. ამათგან, 23 დებულებაში ნეიტრალური დამოკიდებულება იკითხება, ერთი ლოიალურად განწყობილი ექსპერტის დებულებაში - დადებითი ატიტუდი „რუსთავი 2”-ის მოქმედებების მიმართ, ოთხში - უარყოფითი ატიტუდი (ამ უკანასკნელთა ავტორებს ერთი საერთო აქვთ - ამჟამად ყველა კრიტიკულად არის განწყობილი რევოლუციური ჯგუფის მიმართ). „რუსთავი 2”-ის მოქმედებების მიმართ დებულებებში გამოვლენილი ატიტუდის საშუალო სიდიდეა -0.1 (ცხრ.№3). ეს მონაცემი საინტერესოა იმ ფონზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ატიტუდი დადებითი სიდიდე იყო, ანუ 0.13 (ორივე შემთხვევაში დებულებების რაოდენობა არ არის მცირე). ცხადი ხდება, რომ ექსპერტები, თუნდაც გაუცნობიერებლად (28 დებულებიდან 20-ის ავტორი ლოიალურად არის განწყობილი რევოლუციური ჯგუფის მიმართ), უფრო კრიტიკულად მსჯელობდნენ „რუსთავი 2”-ზე, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებაზე.
28-დან 17 დებულებაში აღწერილი საქმიანობა მეტ-ნაკლებად მედიის ფუნქციის ფარგლებშია, რამდენადაც ექსპერტები თვლიან, რომ „რუსთავი 2” იყო სამოქალაქო ჟურნალისტიკის ნიმუში; მან განაპირობა წარმატება, იგი მუშაობდა დღე-ღამეში 22 საათს; მან მოახდინა მასების მობილიზება და რევოლუციური მუხტის შენარჩუნება და ა.შ. 11 დებულებაში აღწერილია მოქმედებები, რომლებიც სცილდება თავისუფალი მედიის ფუნქციონირების სტანდარტებს. კერძოდ, დებულებებში ნათქვამია, რომ რევოლუციურ პროცესებში „თავისუფლების ინსტიტუტი“ და „რუსთავი 2” იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები, „რუსთავი 2” იყო რევოლუციის ორგანო, რევოლუციის საჯარო შტაბი, რომ მან მოაწყო და ის ხელმძღვანელობდა რევოლუციას და ა.შ. ამ ტიპის მოქმედებებს მიეწერა 2 ქულა. ორქულიანი დებულებების ავტორებს შორის მხოლოდ სამია ისეთი, ვინც იყო და არის ლოიალურად განწყობილი რევოლუციური ჯგუფის მიმართ. დანარჩენ რესპონდენტებს ის აქვთ საერთო, რომ ადრინდელი პოზიციის განსხვავებების მიუხედავად, ამჟამად ყველა კრიტიკულადაა განწყობილი რევოლუციური ჯგუფის მიმართ.
ცხრილებში №4 და №8 მოტანილია მონაცემები თემაზე „სხვა აქტორების ურთიერთობა „რუსთავი 2”-თან”. სულ ხუთი დებულებაა. არც ერთ დებულებაში არ ჩანს ავტორის დამოკიდებულება (ცხრ. №4). რაც შეეხება სხვების დამოკიდებულებას „რუსთავი 2”-თან, ყველა მათგანი სცილდება თავისუფალ მედიასთან ურთიერთობის ფარგლებს და იმსახურებს 2 ქულას (მაგალითად, ნათქვამია, რომ მიდიოდა მოლაპარაკებები, მათ შორის ხელისუფლებისაც, „რუსთავი 2”-თან; რომ ოპოზიციამ ამ ტელევიზიაში ბევრი ფული დააბანდა, ხელისუფლებამ დიდი თანხები შესთავაზა და სხვ.). 5-დან 3 დებულების ავტორი იყო და არის ლოიალური რევოლუციური ჯგუფის მიმართ. ფუნქციასთან შესაბამისობის საშუალო შეფასება აქ ყველაზე მაღალია - 2 (ცხრ.№8).
საბოლოოდ, ექსპერტების მოსაზრებათა ჩამონათვალი “რუსთავი 2”-ის შესახებ ასე გამოიყურება:
მის მოტივაციაზე:
„რუსთავი 2” გულწრფელად |
E=LLL |
A= 1 |
F= 1 |
„რუსთავი 2”-მა იმუშავა |
E=LLL |
A=1 |
F= 1 |
„რუსთავი 2” თავიდანვე |
E=LLL |
A=0 |
F= 2 |
„რუსთავი 2”, უბრალოდ, |
E=CCC |
A=0 |
F= 2 |
„რუსთავი 2”-ს ყოველთვის ცუდი |
E=LLL |
A=0 |
F= 2 |
კიწმარიშვილს უნდოდა |
E=CCC |
A= -1 |
F= 2 |
„რუსთავი 2”-ის და მასთან დაკავშირებული პირების მოქმედების შესახებ
„რუსთავი 2” იყო სამოქალაქო |
E=LLL |
A= 1 |
F= 1 |
„რუსთავი 2”-ის გარეშე |
E=LLL |
A= 0 |
F= 1 |
„რუსთავი 2”-მა მნიშვნელოვნად |
E=LLL |
A= 0 |
F= 1 |
„რუსთავი 2” იყო რევოლუციის |
E=LLL |
A= 0 |
F= 0 |
„რუსთავი 2” იყო რევოლუციის |
E=LLL |
A= 0 |
F= 2 |
„რუსთავი 2”-ის მეშვეობით |
E=LLL |
A= 0 |
F= 1 |
„რუსთავი 2“-ის გარდა სხვა მედია |
E=LLL |
A= 0 |
F= 2 |
„რუსთავი 2“ ძალიან |
E=LLL |
A= 0 |
F= 1 |
„რუსთავი 2” იყო |
E=LLL |
A= 0 |
F= 0 |
„რუსთავი 2”-მა გაუწია |
E=LLL |
A= 0 |
F= 1 |
„რუსთავი 2” ხშირად კარნახობდა |
E=LLL |
A= 0 |
F= 2 |
„რუსთავი 2” ძალიან დიდ |
E=LLL |
A= 0 |
F= 1 |
ყველაზე დიდი როლი |
E=LLL |
A= 0 |
F= 1 |
ე. ხოფერია მოუწოდებდა |
E=LLC |
A= 0 |
F= 2 |
„რუსთავი 2”-მა მოახდინა |
E=LLC |
A= 0 |
F= 0 |
„რუსთავი 2” ჩადგა |
E=LLC |
A= 0 |
F= 2 |
„რუსთავი 2” იყო ერთი |
E=LLC |
A= 0 |
F= 0 |
„რუსთავი 2” იყო რევოლუციის |
E=LLC |
A= 0 |
F= 0 |
„რუსთავი 2” ცალმხრივად |
E=LLC |
A= -1 |
F= 1 |
ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ |
E=LLC |
A= -1 |
F= 2 |
„რუსთავი 2”-მა მოაწყო რევოლუცია. |
E=CLC |
A= 0 |
F= 2 |
„რუსთავი 2” რომ არ ყოფილიყო, |
E=CLC |
A= 0 |
F= 1 |
„რუსთავი 2” იყო რევოლუციის |
E=CLC |
A= 0 |
F= 0 |
„რუსთავი 2” იყო რევოლუციის |
E=CLC |
A= 0 |
F= 2 |
„რუსთავი 2” (კიწმარიშვილი) |
E=CLC |
A= -1 |
F= 2 |
„თავისუფლების ინსტიტუტი“ და |
E=CCC |
A= 0 |
F= 2 |
„რუსთავი 2” პარტიული |
E=CCC |
A= 0 |
F= 2 |
ისე აჩვენა „რუსთავი 2”-მა |
E=CCC |
A= -1 |
F= 1 |
საზოგადოების სხვა წევრების ურთიერთობაზე „რუსთავი 2”-თან
„რუსთავი 2”-თან მოლაპარაკებები |
E=LLL |
A= 0 |
F= 2 |
ოპოზიციამ „რუსთავი 2”-ში |
E=CLC |
A= 0 |
F= 2 |
„რუსთავი 2”-ს გარანტიები ჰქონდა |
E=LLL |
A= 0 |
F= 2 |
ხელისუფლება ოფიციალურად |
E=CCC |
A= 0 |
F= 2 |
ხელისუფლება „რუსთავი 2”-ს |
E=LLL |
A= 0 |
F= 2 |
სტრუქტურული და ევოლუციური ანალიზი არ არის მოტანილი, რადგან ამ კატეგორიების შესაბამისი დებულება ექსპერტების მასალაში არ იყო.
სახელმწიფო ტელევიზია
ცხრილებში №3 და №7 მოტანილია მონაცემები სახელმწიფო ტელევიზიის და მასთან დაკავშირებული პირების მოქმედებაზე. ექსპერტების დამოკიდებულების ამსახველია უკვე ის, რომ დებულებების რაოდენობა მხოლოდ ხუთია. ამათგან სამი ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავს, რომლებიც რევოლუციის მიმართ ლოიალურად განწყობილ ექსპერტებს ეკუთვნის (ცხრ. №3). მთლიანობაში, დებულებებში გამოვლენილი ატიტუდის საშუალო სიდიდე უარყოფითია, კერძოდ -0.6 (მთელ მასალაში ყველაზე დიდი უარყოფითი დამოკიდებულება).
თუ იქიდან ამოვალთ, რომ სახელისუფლებო მედიის ფუნქცია ხელისუფლების პოლიტიკის გატარებაა, მაშინ ექსპერტების დებულებებიდან გამოდის, რომ ეს ტელევიზია თავის ფუნქციას პრაქტიკულად ვერ ასრულებდა (ცხრ.№7). მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეესაბამება აღწერილი სიტუაცია სახელმწიფო მედიის ფუნქციას - „პირველი არხი დავალებებს ასრულებდა”, „ხალხის რაოდენობას ამცირებდა რეპორტაჟებში”. დანარჩენი დებულებები მხოლოდ ფუნქციის შეუსრულებლობას უსვამს ხაზს -„არხიც კი ოპოზიციაზე მუშაობდა”, „მის მუშაობას აზრი არ ჰქონდა” და ა.შ. ფუნქციასთან შესაბამისობა შეფასებულია, როგორც -0.6 (ეს ერთადერთი უარყოფითი მნიშვნელობის საშუალო სიდიდეა ფუნქციასთან დაკავშირებულ მასალაში, იხ. ცხრ. №7).
ცხრილებში №4 და №8 მოტანილია მონაცემები სულ ორ დებულებაზე, სადაც აღწერილია სხვების ურთიერთობა სახელმწიფო ტელევიზიასთან. ორივეს ავტორი კრიტიკულად არის განწყობილი რევოლუციური ჯგუფის მიმართ. ორივე დებულებაში აღწერილი მოქმედება არ შეესაბამება მედიასთან ურთიერთობის სტანდარტებს - „მედიაზე გავლენა ჰქონდა ხელისუფლებას და ოპოზიციას”, „ჟვანიამ დაასუსტა სახელმწიფო ტელევიზია” (ცხრ.№8).
მთლიანობაში, სახელმწიფო ტელევიზიასთან დაკავშირებული დებულებების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება:
სახელმწიფო ტელევიზიის და მასთან დაკავშირებული პირების მოქმედება:
„პირველი არხიც” კი ოპოზიციაზე მუშაობდა. |
E=LLL |
A= 0 |
F= -1 |
მედია პოპულარიზაციას უწევდა სააკაშვილს. |
E=CCC |
A= 0 |
F= -1 |
კ. ყანდიაშვილი აძინებდა მოსახლეობას. |
E=LLC |
A= -1 |
F= -1 |
„პირველი არხი” დავალებებს ასრულებდა, მაგ., |
E=LLL |
A= -1 |
F= 1 |
„პირველი არხის” მუშაობას აზრი არ ჰქონდა. |
E=LLL |
A= -1 |
F= -1 |
სხვა აქტორების ურთიერთობა სახელმწიფო ტელევიზიასთან
მედიაზე გავლენა ჰქონდა როგორც |
CCC |
0 |
2 |
ჟვანიამ დაასუსტა სახელმწიფო ტელევიზია. |
CNN |
0 |
2 |
სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრები
ცხრილებში №2 და №6 ერთი დებულებით არის აღწერილი „კმარას” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოტივი - უნდა ეჩვენებინათ საზოგადოებისათვის, თუ რას წარმოადგენდა ხელისუფლება, უნდა დაეჩქარებინათ პროცესები. ექსპერტი დადებითად არის განწყობილი (ცხრ. №2), ოღონდ „პროცესების დაჩქარების” მოტივი უფრო პოლიტიკური ორგანიზაციის მოტივაციას შეესაბამება, ვიდრე არასამთავრობოს ორგანიზაციისას და ამიტომ მიეწერა ქულა 2 (ცხრ.№6).
ცხრილებში №3 და №7 მოტანილია მონაცემები სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტული წევრების მოქმედებაზე. ხუთიდან ორ დებულებაში ატიტუდი არ იკითხება, დანარჩენ დებულებებში დამოკიდებულება პოზიტიურია (ცხრ.№3). ატიტუდის აღმნიშვნელი ქულების საშუალოა +0.6.
კრიტიკულად განწყობილი ორი ექსპერტის დებულებებში აღწერილია მოქმედებები, რომლებიც პოლიტიკურ ორგანიზაციას უფრო შეესაბამება, ვიდრე არასამთავრობოს - რევოლუციის გეგმის შედგენა, ოპოზიციის ფინანსური დახმარება და ა.შ. ამ დებულებებს მიენიჭა ორი ქულა სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების მის ფუნქციასთან შესაბამისობაში. დანარჩენ სამ დებულებაში მოხსენიებული აქტორები კარგად ასრულებდნენ თავიანთ ფუნქციას და მიენიჭათ ქულა 1. მთლიანობაში, ფუნქციასთან შესაბამისობის საშუალო ქულაა 1.4 (ცხრ. №7).
ცხრილებში №4 და №8 მოტანილია ერთი დებულება, სადაც აღწერილია საზოგადოების სხვა აქტორების ურთიერთობა კონკრეტულ სამოქალაქო სუბიექტებთან. კრიტიკულად განწყობილი ავტორის პოზიცია უარყოფითია (ცხრ.№4), ხოლო მის მიერ აღწერილი დამოკიდებულება არასამთავრობო სექტორისადმი არ შეესაბამება მათ ფუნქციას - ექსპერტი თვლის, რომ მათ კვებავდნენ რევოლუციის მოსაწყობად. დებულება ფასდება
2 ქულით (ცხრ. №8).
ცხრილებში №5 და №9 მოტანილია დებულება სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტული წევრის განვითარებაზე - ახალგაზრდა იურისტებს არ გაუმართლათ, ვერ გახდნენ სამთავრობოებიო. მასში ასახულია ავტორის უარყოფითი დამოკიდებულება ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ (ცხრ.№5).
მთლიანობაში სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტულ წევრებზე („რუსთავი 2”-ის და სახელმწიფო ტელევიზიის გარდა) ექსპერტების მიერ გამოთქმულ დებულებათა ჩამონათვალი შემდეგნაირია:
მათი მოტივის შესახებ:
სამოქალაქო საზოგადოებას და „კმარას” უნდა |
E=LLC |
A= 1 |
F= 2 |
კონკრეტული სამოქალაქო სუბიექტების („რუსთავი 2”-ის და სახელმწიფო ტელევიზიის გარდა) მოქმედებაზე:
გეგმა „თავისუფლების ინსტიტუტისა” იყო. |
E=CCC |
A= 0 |
F= 2 |
„თავისუფლების ინსტიტუტმა”, |
E=CLC |
A= 0 |
F= 2 |
„მწვანე ტალღა” იყო რევოლუციური არა |
E=LLL |
A= 1 |
F= 1 |
არასამთავრობო სექტორმა ჩამოაყალიბა |
E=CNN |
A= 1 |
F= 1 |
„მე-9 არხი” ობიექტური იყო. |
E=CLC |
A= 1 |
F= 1 |
საზოგადოების სხვა წევრების ურთიერთობაზე სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტულ სუბიექტთან („რუსთავი 2”-ის და სახელმწიფო ტელევიზიის გარდა)
უმეტესობა არასამთავრობოებისა |
E= |
A= -1 |
F= 2 |
სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტული წევრის (“რუსთავი 2”-ის და სახელმწიფო ტელევიზიის გარდა) ევოლუცია
„ახალგაზრდა იურისტებს” არ გაუმართლა |
E=CCC |
A= -1 |
F=1 |
სამოქალაქო საზოგადოების და მისი კონკრეტული აქტორების გაერთიანებული მონაცემები:
№2-9 ცხრილებში მოცემულია სამოქალაქო საზოგადოების (ზოგადად) და მისი კონკრეტული აქტორების გაერთიანებული მონაცემები სისტემური პარამეტრების მიხედვით. უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ დებულებებში გამოვლენილი ატიტუდები.
ცხრილში №2 კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ექსპერტებს ნაკლებად აინტერესებდათ აქტორების მოტივაცია. სულ გამოითქვა 10 დებულება. სხვებთან შედარებით, ისევ „რუსთავი 2”-ის მოტივაციაა მათთვის საინტერესო. ექსპერტების ამგვარი დამოკიდებულება სავარაუდოს ხდის, რომ მათ სამოქალაქო საზოგადოების მოქმედებათა ახსნაზე ნაკლებად ჰქონდათ ორიენტაცია და უფრო აღწერაზე იყვნენ ორიენტირებულნი. სამოქალაქო საზოგადოების მოტივაციაზე მსჯელობის დროს გამოვლენილი ატიტუდი დადებითია: +0.11.
სამოქალაქო საზოგადოების მოქმედებაზე მსჯელობის დროს (ცხრ. №3). ვლინდება უარყოფითი ატიტუდი „რუსთავი 2”-ისა და სახელმწიფო ტელევიზიის მიმართ. მთლიანობაში მაინც დადებითმა ატიტუდმა იმძლავრა, მაგრამ უმნიშვნელოდ. სხვა აქტორების დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ასევე ნაკლებად აინტერესებთ ექსპერტებს (ალბათ, ისევ იმის გამო, რომ ორიენტაცია არ ჰქონდათ ახსნაზე). ამავე დროს, ატიტუდის საშუალო სიდიდე უარყოფითია -0.13. სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე მსჯელობისას (ცხრ. №5) ექსპერტების ინტერესი კიდევ უფრო მცირეა (სულ 3 დებულება) და უარყოფითი ატიტუდის შემცველი (-1.0). ამ მონაცემების დეტალურ განხილვას არა აქვს აზრი მასალის სიმცირის გამო.
რევოლუციის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების მიერ შესრულებული ფუნქციის თაობაზე ექსპერტების დებულებები შემდეგ სურათს იძლევა: ცხრ. №6-ში ნაჩვენებია, რომ საშუალოდ 1.6 ქულით ფასდება სამოქალაქო საზოგადოების მოტივაციის მიმართება მის ფუნქციასთან. ერთი დებულებით გაჩენილ 2-ქულიან შეფასებას თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, დავინახავთ, რომ ყველაზე დიდი წონა ამ მხრივ „რუსთავი 2”-სა აქვს. მისი საშუალო მონაცემი ყველაზე მეტად სცილდება 1-იანს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ყველაზე უფრო პოლიტიზებული ამ ტელევიზიის მოტივაცია იყო.
რაც შეეხება მოქმედების მიმართებას ფუნქციასთან (ცხრ.№3), აქ სამოქალაქო საზოგადოება ზოგადად და „რუსთავი 2” ერთნაირი ხარისხით აჭარბებდნენ თავიანთ ფუნქციას. საშუალო მონაცემზე გავლენა იქონია უარყოფითმა შეფასებამ სახელმწიფო ტელევიზიისა თავის ფუნქციასთან. საშუალო სიდიდეა +1.55.
თითქმის ანალოგიური სიდიდის ქულა მიეკუთვნება სხვა აქტორების დამოკიდებულებას სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც გვაფიქრებინებს, რომ საკუთარი ფუნქციის ფარგლებიდან გასვლისკენ სამოქალაქო საზოგადოებას უბიძგებდნენ სხვა (უმეტესწილად, პოლიტიკური) აქტორები. 2-ქულიანი მონაცემები ამ ცხრილში ჭარბადაა, მაგრამ მათი მცირე რაოდენობა სანდო ანალიზის შესაძლებლობას არ იძლევა (ცხრ. №8).
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ექსპერტების ყველაზე ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს. მსჯელობაში მხოლოდ სამი დებულებაა ამ თემაზე (ცხრ. №9). ფუნქციასთან მიმართების საშუალო ქულაა 0.
მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა აქტორის მიმართ ექსპერტების დამოკიდებულება განსხვავებულია (რევოლუციის მიმართ სხვადასხვა პოზიციებზე მდგომი). სავარაუდოა, რომ ზოგადი პოზიტიური ატიტუდი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ეფუძნება დამოკიდებულებას არასამთავრობოებისადმი და არა მედიისადმი (ექსპერტები საკმაოდ კრიტიკულები არიან ტელევიზიების მიმართ, ბეჭდვით პრესას კი არც ახსენებენ). ასევე უარყოფითი დამოკიდებულება გამოსჭვივის იმ ურთიერთობის მიმართ, რასაც პოლიტიკოსები ამყარებდნენ სამოქალაქო საზოგადოებასთან.
საინტერესოა სამოქალაქო სექტორის მიმართება თავის ფუნქციასთან. ექსპერტების დებულებებით თუ ვიმსჯელებთ, თითქმის ყველა განხილულ ასპექტში (მოტივაცია, მოქმედება, სხვებთან ურთიერთობა) ხდება სამოქალაქო საზოგადოების გასვლა (ან გაყვანა სხვების მიერ) საკუთარი ფუნქციის ფარგლებიდან. საკუთარი ფუნქციიდან სოციალური ჯგუფების ამგვარი გასვლა ახასიათებს ყველა რევოლუციას. საკუთარ ფუნქციებს განსაკუთრებით ის ჯგუფები აჭარბებენ, რომლებიც ჩართული არიან რევოლუციაში და მის სოციალურ საყრდენს წარმოადგენენ. როგორც თ. პეინი2 მიუთითებს, გარდამავალ პერიოდებში სამოქალაქო საზოგადოება ოპოზიციაში უდგება არსებულ რეჟიმს და თავისი მოქმედების არეალს აფართოებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ექსპერტების მასალის ანალიზმა დაადასტურა დასაწყისში წამოყენებული ჰიპოთეზა იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება (არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია), ექსპერტების აზრით, „ვარდების რევოლუციის” განხორციელების ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენდა (მიუხედავად იმისა, თუ როგორია ექსპერტების დამოკიდებულება ამ როლის მიმართ - დადებითი თუ უარყოფითი). სწორედ მათ მიერ ფორმირებული სოციალური კონსტრუქტები ქმნიდა რევოლუციურ სულისკვეთებას. თუმცა, მარტო კონსტრუქტების ჩამოყალიბება არ აღმოჩნდა სამოქალაქო საზოგადოების ერთადერთი წვლილი რევოლუციაში: ამას ადასტურებს როგორც ექსპერტების მთელი მასალის დამუშავება, ისე მათი ცალკეული გამონათქვამები.
დებულებების დაჯგუფება ექსპერტების პოლიტიკური პოზიციის მიხედვით
ჩატარებული ანალიზის დროს ხშირად აღინიშნებოდა, რომ ერთი ტიპის დებულებებს იძლევიან ერთნაირი პოლიტიკური ორიენტაციის ექსპერტები. ექსპერტების პოლიტიკური ორიენტაციის მათ მსჯელობაზე გავლენის გასარკვევად დებულებები დავაჯგუფეთ ექსპერტების პოზიციების მიხედვით. მივიღეთ შემდეგი სურათი:
დამატებაში მოტანილია ცხრილები, რომლებშიც დებულებები კოდების მიხედვითაა დაჯგუფებული (№10-20). მონაცემების სიხშირეები და საშუალო სიდიდეები გაერთიანებულია ცხრილში №18. როგორც ვხედავთ, გასაშუალოებული ატიტუდი უარყოფითია იმ ავტორების დებულებებში, რომლებიც იყვნენ და არიან ნეიტრალურები (NNN) ან იყვნენ და არიან კრიტიკულები (CCC) რევოლუციური ჯგუფის მიმართ. ამავე ჯგუფებში დადებითი ატიტუდი არც ერთ დებულებაში არ დადასტურდა. სხვა ყველა ექსპერტის დებულებებში დადებითი ატიტუდი ვლინდება სიხშირეების დონეზე, ასევე საშუალო სიდიდეც მეტია უარყოფითის საშუალოზე. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ექსპერტის მსჯელობაზე მისი დამოკიდებულება რევოლუციური ჯგუფის მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, როცა ეს დამოკიდებულება უცვლელია სიტუაციის ცვლილების მიუხედავად (რევოლუციამდე, რევოლუციის დროს, რევოლუციის შემდეგ). ასეთი დებულებების რიცხვია 9+21=30, რაც მთელი მასალის 23.4%25-ია. ანალოგიურად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ პოლიტიკური ორიენტაცია გავლენას ახდენს მათზე, ვინც ლოიალურად იყო და არის განწყობილი რევოლუციური ჯგუფის მიმართ (LLL). დებულებების ეს ჯგუფი დებულებების მთელი რაოდენობის 36.7%25-ს წარმოადგენს (ანუ უფრო მეტს, ვიდრე წინა ორი კატეგორია). ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ წინა ორისაგან განსხვავებით, ამ ჯგუფის დებულებებში არის თავისი პოლიტიკური ორიენტაციის საწინააღმდეგო (ანუ უარყოფითი ატიტუდის გამომხატველი) დებულებები. -1 ქულის სიხშირეთა სვეტში ჩანს, რომ ლოიალური პოლიტიკური ორიენტაციის ექსპერტები უარყოფითი ატიტუდის შემცველ დებულებებს იძლეოდნენ 6.38%25 შემთხვევაში. ექსპერტების ამგვარი შეფასებების გამო ატიტუდების მთლიანი საშუალო სიდიდე პრაქტიკულად ნეიტრალურია.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ექსპერტის დამოკიდებულება რევოლუციური ჯგუფის მიმართ გავლენას ახდენს მის მსჯელობაზე, თუ ორიენტაცია სტატიკური ხასიათისაა. მაგრამ ჩვენს გამოკვლევაში საბოლოო შედეგებზე ექსპერტთა ორიენტაციამ არ იმოქმედა. ამის მიზეზი ის იყო, რომ, ჯერ ერთი, ლოიალურად განწყობილთათვის უცხო არ იყო კრიტიკულობა და მეორეც, განსხვავებული ორიენტაციის ექსპერტების შერჩევა თანაბარი იყო და სხვადასხვა პოზიციებმა ერთმანეთის ნეიტრალიზაცია მოახდინა, რაც ატიტუდის საშუალო მნიშვნელობაში აისახა.
ამ დასკვნის ფონზე საინტერესოა, როგორ აფასებენ ექსპერტები სამოქალაქო საზოგადოების მიმართებას მის ფუნქციასთან. როგორც შესაბამისი ცხრილიდან (№29) ჩანს, ექსპერტების მთლიანი ჯგუფის მიერ სამოქალაქო საზოგადოების შესაბამისობა საკუთარ ფუნქციასთან საშუალოდ 1.26 ქულით ფასდება, ანუ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო საზოგადოება შესწავლილ პერიოდში თავის ფუნქციებს აფართოებდა. რა თქმა უნდა, ექსპერტების პოზიცია გავლენას ახდენს მათ მსჯელობაზე ფუნქციასთან შესაბამისობის შესახებ. თუ ორიენტაციას ავიღებთ იმ შემთხვევებზე, სადაც დებულებების რაოდენობა ძალზე მცირე არ არის, ცხრილიდან ჩანს, რომ 2-ქულიან შეფასებას ყველაზე ხშირად ისინი იძლეოდნენ, ვინც ადრეც და ახლაც ნეიტრალურია (NNN) ან კრიტიკული (CLC, CCC). ამავე დროს, უარყოფითი შეფასება -1, რომ სამოქალაქო საზოგადოება ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას, ყველაზე ხშირია სტაბილურად ნეიტრალურ (NNN) და კრიტიკულ (CCC) ექსპერტებთან. აღსანიშნავია, რომ პირველთან ამ პასუხის პროცენტული სიხშირე გაცილებით მეტია, ვიდრე მეორეში.
შედეგების მიხედვით, ნეიტრალურად და კრიტიკულად განწყობილი ექსპერტები უფრო მეტად უსვამდნენ ხაზს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ გააფართოვა თავისი ფუნქციები, ხოლო ლოიალურად განწყობილი ექსპერტები ცდილობდნენ, ეჩვენებინათ, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავისი ფუნქციის ფარგლებში მოქმედებდა. ეს ტენდენციები მიუთითებს, რომ ყველა ექსპერტისთვის, მისი პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, ნაკლებად მისაღები იყო სამოქალაქო საზოგადოების გასვლა თავისი ფუნქციის ფარგლებიდან. მიუხედავად ამისა, გაერთიანებულ შედეგში მაინც დაფიქსირდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება უფრო მეტად „ეხმარებოდა” რევოლუციას, ვიდრე ამას მისი სოციალური ფუნქცია ითხოვდა. ეს შედეგი სავარაუდოს ხდის, რომ ექსპერტების შეფასება ობიექტურ მდგომარეობას მეტ-ნაკლებად ასახავს და სამოქალაქო საზოგადოება მართლაც წარმოადგენდა „ვარდების რევოლუციის” დასაყრდენ და აქტიურ სოციალურ ფენას.
ექსპერტთა დებულებების ზოგადი ანალიზიდან გამომდინარე დასკვნა;
ექსპერტთა უმრავლესობა, პოლიტიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოების როლს მნიშვნელოვნად მიიჩნევს; განსაკუთრებით - ტელევიზიისა და „რუსთავი 2”-ის სახით. მათი აზრით, ეს უკანასკნელი სულაც აქტიურად მონაწილეობდა უშუალოდ რევოლუციაში.
არასამთავროების როლი ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და განსაკუთრებით გამოყოფენ „თავისუფლების ინსტიტუტსა” და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”.
ექსპერტთა პასუხებზე დაღს ამჩნევს მათი პოლიტიკური შეხედულება-სიმპათიები.
ნეიტრალური და კრიტიკულად განწყობილი რესპოდენტების აზრით, სამოქალაქო საზოგადოებამ თავის ფუნქციებს გადააჭარბა; დადებითად განწყობილნი კი საპირისპიროს ამტკიცებენ.
სამოქალაქო საზოგადოების ორი ძირითადი კომპონენტიდან (სამოქალაქო საზოგადოება და მასმედია) განსაკუთრებული როლი მასმედიას ენიჭებოდა. როგორც ვნახეთ, მრავალი ექსპერტი აღნიშნავს, რომ მასმედია რევოლუციის ძირითადი იარაღი გახდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მასმედიას განკარგავდა ხელისუფლებაც. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ აღმოჩნდა უფრო შედეგიანი ოპოზიციური კონსტრუქტების მომწოდებელი მედია, ვიდრე სახელისუფლებო კონსტრუქტების მომწოდებელი? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩატარდა მედიის კონთენთ-ანალიზი (იხ. VI თავი).
________________
1 Ross, L., Nisbett, R. The person and the situation: Perspectives of social psychology. N.-Y., McGraw-Hill, 1999, Ch. 3.
2 Offe C., Modernity and State:East,West. Cambridge: Polity Press, 1996.
![]() |
9 თავი 6. მასმედია „ვარდების რევოლუციამდე” და რევოლუციის დროს |
▲ზევით დაბრუნება |
ბეჭდვითი მედიის ანალიზი
მედიასტრატეგიების შესწავლა შესაძლებელია როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდვითი პრესის მასალაზე. ყველა ქვეყანაში ბეჭდვით მედიას დამოუკიდებლობის მეტი ხარისხი აქვს, ვიდრე ელექტრონულს. საქართველოში ბეჭდვითმა მედიამ დამოუკიდებლობა ელექტრონულზე ადრეც კი მოიპოვა. ამდენად, სავარაუდოა, რომ ბეჭდვით მედიაში უფრო მკაფიოდ გამოჩნდებოდა მედიასტრატეგიის ხასიათი. საყურადღებოა ისიც, რომ ბეჭდვითი მასალა უფრო კარგად ემორჩილება რაოდენობრივ აღწერას, ვიდრე ელექტრონული. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ელექტრონული მედიის სტრატეგიაზე ექსპერტული გამოკვლევის საფუძველზე გვემსჯელა, ხოლო ბეჭდვითი მედია ანალიზის რაოდენობრივი მეთოდით შეგვესწავლა.
დადგინდა ანალიზის კრიტერიუმები, შეირჩა მასალა ანალიზისთვის. გასაანალიზებლად ავიღეთ სამი გაზეთი:
„24 საათი”, როგორც რევოლუციისდროინდელი ოპოზიციის ინტერესების გამომხატველი დამოუკიდებელი გაზეთი, რომელსაც საერთო რედაქცია ჰქონდა ოპოზიციურ სატელევიზიო არხთან, „რუსთავი 2”-თან (საინფორმაციო გამოშვებებშიც კი „რუსთავი 2” ღიად იყენებდა „24 საათის” რედაქციაში მოწყობილ სტუდიას). ამდენად, სავარაუდოა, რომ „24 საათში” აისახებოდა ის ზოგადი სტრატეგია, რომლითაც ხელმძღვანელობდა „რუსთავი 2”-ც.
„საქართველოს რესპუბლიკა”, როგორც გაზეთი, რომელიც იმ დროს ხელისუფლების პოზიციას გამოხატავდა (დღეს იგი დამოუკიდებელი ორგანოა) და იმავე სახელისუფლებო სტრუქტურებიდან იმართებოდა, საიდანაც სახელმწიფო ტელევიზია. ამდენად, სავარაუდოა, „საქართველოს რესპუბლიკის” ანალიზით შეიძლება გაირკვეს ხელისუფლების ზოგადი საინფორმაციო პოლიტიკის თავისებურებები.
„კვირის პალიტრა”, როგორც იმ დროისათვის ყველაზე რეიტინგული დამოუკიდებელი დაიჯესტური გაზეთი მკვეთრი პოლიტიკური ორიენტაციის გარეშე. ამდენად, „კვირის პალიტრა” გვაჩვენებს საკუთრივ მედიის სტრატეგიას მასზე პოლიტიკური გავლენის გარეშე.
კონტენტ-ანალიზისათვის შეირჩა შემდეგი ტექსტური მახასიათებლები:
სტატიის აქტორი, ანუ სუბიექტი (პიროვნება ან სოციალური ინსტიტუტი), რომელსაც ეხება სტატია;
სტატიაში მოცემული თემა, რომელსაც ეხება აქტორი ან რომელიც ეხება აქტორს (კრიტიკა ან მოწონება);
ხერხი/ჟანრი (ჩვეულებრივი თხრობა, გროტესკი, იუმორი), რომელიც გამოყენებული აქვს აქტორს თემის გადმოსაცემად;
ასევე, ფიქსირდებოდა დამოკიდებულება (პოზიტიური - ნეგატიური) თითოეული აქტორის მიმართ.
ყოველი ტექსტური მახასიათებელი დაყოფილი იყო კონკრეტულ თემატურ ერთეულებად. მაგალითისთვის: კონკრეტულ ადრესატს (მაგ., აღმასრულებელ ხელისუფლებას) ბრალს სდებენ (მაგ., კორუფციაში) და ეს გაკეთებულია რომელიღაც ხერხით (მაგ., ღია ტექსტის, შედარების ან სარკაზმის საშუალებით). კონტენტ-ანალიზის საძიებელ ერთეულად შეირჩა წინადადება ან ფრაზა.
გაანალიზდა გაზეთის ყველა სტატია, რომელიც ეხებოდა არჩევნებს, კორუფციას, დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ადამიანის უფლებებს (ეს ის თემებია, რომლებზეც საუბრობდნენ მიტინგებზე რევოლუციის დღეებში). ამასთანავე, ფიქსირდებოდა გაზეთის გამოსვლის თარიღი, სტატიის ავტორი, სტატიის მოცულობა, გაზეთის ფორმატი და სტატიის ადგილი. მედიის საანალიზო პერიოდი იყო 2003 წლის სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი (პერიოდი, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებდა და მოიცავდა „ვარდების რევოლუციას”).
პროექტის ძირითად ინტერესს წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ვიკვლიეთ „ვარდების რევოლუციის” სხვა აქტორების (პიროვნებებისა და ორგანიზაციების) მახასიათებლებიც, რომ გვქონოდა საშუალება, ჯერ ერთი, გვენახა მედიაპროცესების მთლიან სისტემაში სამოქალაქო საზოგადოების ადგილი, სხვა აქტორებთან მისი მსგავსება და განსხვავება (სხვა ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ „სამოქალაქო საზოგადოების” კონტენტ-ანალიზით, შეიძლებოდა მცდარი დასკვნები გაკეთებულიყო პოლიტიკურ პროცესებში ამ აქტორის როლსა და მედია-რეპრეზენტაციის თაობაზე) და მეორეც, აქტორებისა და თემების სიხშირეებში დაგვენახა ის საინფორმაციო სტრატეგია, რომელსაც იყენებდა მედია და მთელი სამოქალაქო საზოგადოება რევოლუციის პერიოდში.
ძირითადი შედეგები
ანალიზის ძირითადი პარამეტრია პრესიდან შერჩეულ მასალაში აქტორებისა და თემების გამოჩენის სიხშირე. დამატება ¹2-ში მოცემულია მასალის დამუშავების პრინციპები, სიხშირეთა პროცენტული სიდიდეები. საყურადღებოა, რომ ყველა პროცენტი მიღებული გვაქვს აბსოლუტური რიცხვების შეფარდებით ერთ რიცხვთან - მთლიან მასალაში წინადადებების რაოდენობასთან, ანუ პროცენტი მიუთითებს კონკრეტული სიხშირის წილზე სამივე გაზეთიდან აღებულ მთლიან მასალაში.
„24 საათი”
ანალიზი დავიწყოთ ოპოზიციური ორიენტაციის გაზეთ „24 საათით”. ჯერ განვიხილოთ გაზეთ „24 საათში” აქტორების სიხშირეთა ჯამური სიდიდეები და მერე ცალკეული სიხშირეები (ცხრ. №1). საერთო ჯამში კარგად ჩანს, რომ:
აქტორების სიხშირეები მატულობს „ვარდების რევოლუციის” მოახლოებისას, კერძოდ, ნოემბრის თვეში (ცხრილში№7 ვხედავთ, რომ „24 საათის” სანოემბრო ცვლილების ინდექსების, ანუ საშუალოდან გაზრდისკენ გადახრების ჯამი ყველაზე დიდია - 9.82). ეს მიუთითებს გაზეთის პოლიტიკურ აქტიურობასა და მოვლენებთან შესაბამისობაზე.
ზოგადად, აქტორების უარყოფითი შეფასების სიხშირე მატულობს ნოემბრის მოახლოებასთან ერთად. სანოემბრო ცვლილებების ინდექსი უარყოფით შეფასებაში 8.776-ია, ანუ მთლიანი ინდექსის უმეტესი ნაწილი. ე.ი. „24 საათი” ზრდის ყველა აქტორის მოხსენიების სიხშირეს რევოლუციის მოახლოებისას, მაგრამ ეს მოხსენიება უმეტესწილად ნეგატიურია.
აქტორის დადებითი შეფასების სიხშირეებიც მატულობს ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, მაგრამ ეს სიხშირეები გაცილებით მცირეა და ზრდის ტემპი გაცილებით ნაკლები - ნოემბერში მომხდარი ცვლილებების ინდექსია 1.04 (ცხრ.№7).
სავარაუდოა, რომ ნოემბრის თვეში მატულობს იმ აქტორების სიხშირე, რომლებიც, გაზეთის თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვანი იყო ნოემბრის პროცესებისთვის. უმნიშვნელო აქტორების სიხშირე ან არ იმატებს, ან იკლებს. სანოემბრო ცვლილების კრიტერიუმით (ცხრ.№7) თუ ვიმსჯელებთ, უნდა დავასკვნათ, რომ:
გაზეთ „24 საათში” რევოლუციისთვის უმნიშვნელონი იყვნენ ისეთი აქტორები, როგორებიცაა: „სახელისუფლებო ბლოკი”, „ბურჯანაძე”, „ჟვანია” და „ზოგადად ოპოზიცია”.
გაზეთ „24 საათში” რევოლუციისთვის მნიშვნელოვანნი იყვნენ „შევარდნაძე”, „ხელისუფლება”, „აბაშიძე”, „რადიკალური ოპოზიცია”, „კმარა”, „დევდარიანი”, „არასამთავრობო ორგანიზაციები”, „სააკაშვილი”, „რუსთავი 2” და „მასმედია” (აქტორები ამ რიგში სანოემბრო ცვლილების ინდექსის კლების მიხედვითაა ჩამოთვლილი).
გაზეთის სიხშირეთა საერთო ჯამში (ცხრ.№1) უარყოფითი შეფასება (53.1%25) დადებით შეფასებაზე (4.69%25) 11.3-ჯერ მეტია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჩვენს მონაცემებში პროცენტული მაჩვენებელი მიუთითებს ამ მაჩვენებლის წილზე მთელ გამოკვლეულ მასალაში. ე.ი. მხოლოდ გაზეთ „24 საათის” ნეგატიურ შეფასებებს სამი გაზეთის დამუშავებული მასალის ნახევარზე მეტი უკავია. ზოგადად, უარყოფითი შეფასება დადებითზე ყველაზე მეტია ოქტომბერში (26.3-ჯერ), ანუ არჩევნებამდე. ეს შედეგი აჩენს ვარაუდს, რომ რევოლუციური განწყობილების შექმნაში არჩევნების გაყალბება არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი, ეს განწყობილება მანამდეც იქმნებოდა.
სახელისუფლებო აქტორების უარყოფითი შეფასება საგრძნობლად მეტია დადებითზე (ხელისუფლების - 368.6-ჯერ, აბაშიძის - 25.5-ჯერ, სახელისუფლებო ბლოკის - 18.6-ჯერ, შევარდნაძის - 14.4-ჯერ, დევდარიანის - 2.27-ჯერ). საყურადღებოა, რომ ოპოზიციის უარყოფითი შეფასებაც მეტია დადებითზე (ზოგადად ოპოზიციის - 8.1-ჯერ, ჟვანიასი - 3.2-ჯერ, სააკაშვილის - 1.35-ჯერ).
ამ ნეგატივიზმიდან გამონაკლისს წარმოადგენს „ბურჯანაძე” (დადებითი შეფასება 1.98-ჯერ მეტია უარყოფითზე) და „რადიკალური ოპოზიცია” (დადებითი მეტია უარყოფითზე 2.4-ჯერ).
უარყოფითი შეფასებების ასეთი პრიმატი დადებითზე იმას ნიშნავს, რომ გაზეთ „24 საათის” საინფორმაციო სტრატეგია იყო ზოგადი ნეგატივიზმის კლიმატის შექმნა, ანუ საპროტესტო ელექტორატის ჩამოყალიბება. უკეთესი პოლიტიკური ალტერნატივების შეთავაზება საინფორმაციო სტრატეგიაში არ შედიოდა. ნეგაცია მხოლოდ არჩევნების გაყალბების შედეგად არ აღმოცენებულა, იგი უფრო ადრე დაიწყო და არჩევნების წინ გაიზარდა (იგივე შედეგია მიღებული ელექტრონული მედიის ანალიზისას).
რადგან რევოლუციურ განწყობაში ხელისუფლების მიმართ ნეგაცია იყო გადამწყვეტი ფაქტორი, ვნახოთ, რა კავშირში იყო იგი პროტესტის დეკლარირებულ მიზეზთან. რევოლუციური პროტესტის დეკლარირებული მიზეზი იყო არჩევნების გაყალბება. ეს რომ რეალურად ასე ყოფილიყო, ნოემბერში ყველაზე მეტად უნდა გაზრდილიყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნ. დევდარიანის მოხსენიების სიხშირე. მართლაც, ნოემბერში მისი უარყოფითი შეფასება მატულობს, მაგრამ დევდარიანის უარყოფითი შეფასების სიხშირე ამავე პერიოდში „ხელისუფლების” უარყოფითი შეფასების მხოლოდ 5%25-ია. სანოემბრო ცვლილების ინდექსი დევდარიანთან უარყოფით შეფასებაში მხოლოდ 0.19-ია, დადებითში -0.11, ხოლო, მაგალითად, შევარდნაძის უარყოფით შეფასებაში სანოემბრო ცვლილების ინდექსი 4.3-ია. ამ შედარებითაც ცხადი ხდება, რომ ნოემბრის მოვლენებში საარჩევნო დარღვევებმა მხოლოდ “ჩამრთველი მექანიზმის” როლი ითამაშა და პროცესების რეალური მიზეზი არ იყო. ამის პარალელურად აღსანიშნავია, რომ სექტემბერში დევდარიანის დადებითი შეფასება თითქმის ორჯერ სჭარბობს უარყოფითს. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ:
გაზეთ „24 საათის” საინფორმაციო შეტევა მხოლოდ არჩევნების ფაქტორით არ იყო განპირობებული; ამ შეტევის სამიზნე იყო არა იმდენად საარჩევნო ადმინისტრაცია, რამდენადაც ქვეყნის ხელისუფლება, განსაკუთრებით - შევარდნაძე.
„საქართველოს რესპუბლიკა”
ახლა განვიხილოთ სახელისუფლებო გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა”. აქტორების სიხშირეები აქაც მატულობს „ვარდების რევოლუციის” მოახლოებისას, კერძოდ - ნოემბრის თვეში.
უარყოფითი შეფასებით აქტორების სანოემბრო ცვლილების ინდექსების ჯამი არის 2.79 (ცხრ.№7). დადებითი შეფასებით აქტორების სანოემბრო ცვლილების ინდექსი აქ მინუსითაა, ანუ საშუალოზე დაბალია (-2.68). როგორც ვხედავთ, სიხშირეთა სანოემბრო დინამიკა უფრო „მდორეა”, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერ „24 საათში” (შეგახსენებთ, იქ სანოემბრო ცვლილების ინდექსია 8.78), ოღონდ უფრო მკვეთრი, ვიდრე ნეიტრალურ „კვირის პალიტრაში” (სადაც ინდექსის სიდიდეა 0.707). საყურადღებოა, რომ გაზეთში, რომლის ძირითადი ფუნქცია იყო ხელისუფლების მხარდაჭერა, დადებითი შეფასებები ნოემბრის თვეში საშუალოზე დაბალია, რაც გულისხმობს, რომ ეს გამოცემა თავისი პოლიტიკური ფუნქციის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.
სანოემბრო ცვლილების ინდექსით ვასკვნით, რომ „საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიმდინარე პროცესებში უმნიშვნელო აქტორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია, აბაშიძე, დევდარიანი, ხელისუფლება, ბურჯანაძე, ჟვანია და ოპოზიცია ზოგადად (მათი ინდექსები მცირეა, ხშირად კი - ნეგატიური). ხოლო რევოლუციისთვის მნიშვნელოვანნი იყვნენ რადიკალური ოპოზიცია, შევარდნაძე, „რუსთავი 2”, სააკაშვილი და „კმარა” - მათი ინდექსები ნოემბერში მეტ-ნაკლებად მეტია საშუალოზე (შედარებისთვის საყურადღებოა, რომ ოპოზიციური „24 საათისთვის” თითქმის ყველა აქტორის სიხშირე მატულობს ნოემბრის თვეში).
ეს უკანასკნელი ფაქტი მიუთითებს, რომ სახელისუფლებო მედია ფაქტორების უფრო ნაკლებ რაოდენობას უწევდა ანგარიშს და უფრო ვიწრო ფრონტით უტევდა მეტოქეს, ვიდრე ოპოზიციური მედია. ამის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ „სოციალური დისკურსი”, უფრო ადრე შექმნილი ოპოზიციური მედიის მიერ, სახელისუფლებო მედიის ჟურნალისტებზეც მოქმედებდა და მათ პასიურს ხდიდა ხელისუფლების დაცვაში. ამას ისინი მხოლოდ ხელისუფლებისგან მიღებული დავალების ფარგლებში ახორციელებდნენ, რითაც შეიძლება აიხსნა მათი „საინფორმაციო ფრონტის” შევიწროება სახელისუფლებო მედიაში.
„საქართველოს რესპუბლიკაში” აქტორების სიხშირეთა საერთო ჯამში უარყოფითი შეფასება მხოლოდ 1.4-ჯერ ხშირია დადებითზე („24 საათში” 8-ჯერ მეტი იყო). თუ განხილული გაზეთის სიხშირეებს „24 საათისას” შევადარებით, ვნახავთ, რომ 2.8-ჯერ ნაკლებია ნეგატიური და 2,7-ჯერ მეტია პოზიტიური შეფასებები, ვიდრე „24 საათში”.
სახელისუფლებო აქტორების შეფასებაში დისბალანსი ხშირადაა დადებითის სასარგებლოდ: შევარდნაძე დადებითად ფასდება 14.15-ჯერ უფრო მეტად, ვიდრე უარყოფითად. ისევ შესახსენებელია, რომ ბალანსი დადებითი შეფასების სასარგებლოდ მცირდება რევოლუციის მოახლოებასთან ერთად მაშინ, როცა უფრო უნდა გაძლიერებულიყო გაზეთის ორიენტაციიდან გამომდინარე. სახელისუფლებო აქტორებიდან მხოლოდ „დევდარიანს” და „სახელისუფლებო ბლოკს” აქვს მცირე დადებითი ბალანსი, სამაგიეროდ, „ხელისუფლების” შეფასებაში უარყოფითი შეფასების შედარებით მეტი სიხშირეა.
ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ გაზეთის საინფორმაციო სტრატეგია მხოლოდ შევარდნაძის დაცვა იყო და არა ხელისუფლებისა მთლიანად (მაშინ, როდესაც ოპოზიციური „24 საათი” მთელ სახელისუფლებო ფრონტს უტევდა).
„საქართველოს რესპუბლიკა” კრიტიკული იყო ყველა ოპოზიციური აქტორის მიმართ „ზოგადად ოპოზიციის” გარდა, სადაც დადებითი შეფასება 1.7-ჯერ სჭარბობს უარყოფითს. ეს ელემენტი მიუთითებს, რომ სახელისუფლებო მედია ხანდახან ოპოზიციის სასარგებლოდ მოქმედებდა (გავიხსენოთ, რომ ეს ექსპერტებმაც აღნიშნეს). გამორიცხული არ არის, რომ ჟურნალისტებზე ამ შემთხვევაში მოქმედებს სტერეოტიპი (სოციალური კონსტრუქტი), რომ ოპოზიცია ზოგადად საჭიროა და კარგია სახელმწიფოსთვის, მაშინ, როცა ოპოზიციური პრესა იმავეთი არ ხელმძღვანელობდა. შედეგების ეს სურათიც სავარაუდოს ხდის, რომ სახელმწიფო გაზეთის პოლიტიკა შექმნილი იყო ხელისუფლების დავალებით და არა ჟურნალისტების რეალური პოზიციით, რაც განაპირობებდა საინფორმაციო სტრატეგიის არათანამიმდევრულობას.
ამავე დროს, „საქართველოს რესპუბლიკის” საინფორმაციო სტრატეგია მდგომარეობდა უფრო მეტად შევარდნაძის პოზიტიური მხარეების ჩვენებაში და არა მთელი ხელისუფლების დაცვაში; ანალოგიურად, იგი ცალკეულ ოპოზიციონერებს აკრიტიკებდა და არა ოპოზიციას მთლიანად.
ხსენებული ტენდენცია ჩანს დინამიკაშიც - ნოემბრის თვეში ოპოზიციაზე ზოგადად არ საუბრობენ, ხოლო რადიკალური ოპოზიცია საერთოდ არ არის ნახსენები სექტემბერსა და ოქტომბერში, მაშინ, როდესაც პიკს აღწევს ხელისუფლების კრიტიკა ოპოზიციური პრესის მხრიდან. ჩვენთვის უფრო სარწმუნო ახსნა ამ ტენდენციისა არის ისევ ის, რომ რეალურად გაზეთი ხელისუფლებაზე არ მუშაობდა. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს გაზეთის პასიურობა ხელისუფლების დაცვაში და ამ გაზეთის მიერ აქტორი „ხელისუფლების” უარყოფითი შეფასება (სწორედ მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება უნდა უზრუნველეყო სახელისუფლებო გაზეთს).
ეს ფაქტები კარგად ავლენს იმას, რომ სახელისუფლებო მედიამ შეიძლება ფუნქცია დაკარგოს, თუ ჟურნალისტების მოქალაქეობრივი პოზიცია არ ემთხვევა ხელისუფლებისას.
აგრესიულობის სიმცირე, სანოემბროდ აქტორების დიდი ნაწილის სიხშირის უცვლელობა, არჩეული პოზიციის ნაწილობრივი დაცვა განასხვავებს „საქართველოს რესპუბლიკას” ოპოზიციური „24 საათისგან”.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელისუფლებო გაზეთი, ოპოზიციურისგან განსხვავებით, ჯეროვნად ვერ აფასებს სამოქალაქო სექტორის როლს პროცესებში, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების სიხშირე არ მატულობს ნოემბრისთვის. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ისინი, თუნდაც ხელისუფლების დასაცავად, არ უთმობენ თავიანთი გაზეთის ფურცლებს მაღალრეიტინგულ მოთამაშეებს, ისეთებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ სახელმწიფო მედია ან ჯეროვნად ვერ აფასებს, არ იცის მისი პოპულარობის შესახებ, ან იცის და განზრახ უკეთებს იგნორირებას.
„კვირის პალიტრა”
ახლა განვიხილოთ აქტორების სიხშირეები პოლიტიკურად ნეიტრალურ გაზეთ „კვირის პალიტრაში” (ცხრ.№3).
აქტორების ჯამური სიხშირეები აქ თითქმის არ მატულობს „ვარდების რევოლუციის” მოახლოებისას, კერძოდ, ნოემბრის თვეში. აქ ოქტომბრის და ნოემბრის სიხშირეები ერთნაირია და სექტემბრისაზე მეტი.
უარყოფითი შეფასებაში აქტორების სანოემბრო ცვლილების ინდექსი არის 0.7 (ცხრ. №7), ანუ ნოემბრისთვის უარყოფითი შეფასების დინამიკა აქ უფრო ნაკლებია, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე გაზეთებში. აქტორების დადებით შეფასებაში ნოემბერში მომხდარი ცვლილების ხარისხია 0.14. ცვლილების ხარისხი აქ გაცილებით დაბალია, ვიდრე ოპოზიციურ „24 საათში”, მაგრამ დადებითი შეფასების სიხშირე სანოემბროდ მაინც მატულობს მაშინ, როდესაც „საქართველოს რესპუბლიკაში” მისი სიხშირე ნოემბერში მკვეთრად ეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციური „24 საათი” და ნეიტრალური „კვირის პალიტრაც” კი კრიტიკულ მომენტში უფრო ბალანსირებულად ასახავდა დადებით და უარყოფით მომენტებს, ვიდრე სახელისუფლებო „საქართველოს რესპუბლიკა”. ეს მიუთითებს, რომ სახელმწიფო მედია არა მარტო პოზიციით განსხვავდებოდა დანარჩენი მედიისგან, არამედ პროფესიონალიზმითაც. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ აქტორთა სიხშირე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზემოთ განხილულ გაზეთებში („24 საათთან” შედარებით ნეგატიური დამოკიდებულება 6.07-ჯერ ნაკლებია, პოზიტიური - 3.5-ჯერ; „საქართველოს რესპუბლიკასთან” შედარებით ნეგატიური 2.1-ჯერ ნაკლებია, პოზიტიური - 9.9-ჯერ).
თუ ვვარაუდობთ, რომ ნოემბრის თვეში მატულობს იმ აქტორების სიხშირე, რომლებიც ნოემბრის პროცესებისთვის უფრო მნიშვნელოვანად მიიჩნევა, ხოლო უმნიშვნელო აქტორების სიხშირე არ იმატებს, „კვირის პალიტრისთვის” „მნიშვნელოვანთა” და „უმნიშვნელოთა” შორის განსხვავება თითქმის არ არის, შეიძლება ითქვას, რომ ყველა უმნიშვნელოა. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დადებითი შეფასება აქაც მატულობს ნოემბრის მოახლოებასთან ერთად.
უარყოფითი შეფასება აქაც სჭარბობს დადებითს, ოღონდ ნაკლებად, ვიდრე „24 საათში”. გამონაკლისს აქაც წარმოადგენს „ბურჯანაძე”, რომლის დადებითი შეფასება 2.5-ჯერ მეტია უარყოფითზე.
გაზეთის საინფორმაციო სტრატეგია იყო პოლიტიკური პროცესების შედარებით პასიური განხილვა, თუმცა ეს განხილვა იმავე ტენდენციების მატარებელი იყო, რისაც ოპოზიციური „24 საათის” სტრატეგია.
ამ მონაცემებში კარგად ჩანს, რომ ყველა გაზეთში რევოლუციის მოახლოებისას ძირითადად ხელისუფლების მიმართ ნეგატივიზმი იზრდებოდა და არა რევოლუციის ლიდერთა პოზიტიური შეფასება (მცირე ხარისხით გამონაკლისს წარმოადგენს სააკაშვილი).
დასკვნა
ოპოზიციური გაზეთი „24 საათი” ყველაზე აქტიური იყო - მისთვის მნიშვნელოვანი იყო თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი, რევოლუციის მოახლოებისას მატულობდა მათი მოხსენიების სიხშირე, ამასთან, ძირითადად, უარყოფით კონტექსტში.
უარყოფითი შეფასებები იმდენად სჭარბობდა დადებითს, რომ შეიძლება ვივარაუდოთ: გაზეთ „24 საათის” საინფორმაციო სტრატეგია იყო ზოგადი ნეგატივიზმის კლიმატის შექმნა, ანუ საპროტესტო ელექტორატის ჩამოყალიბება. უკეთესი პოლიტიკური ალტერნატივების შეთავაზება საინფორმაციო სტრატეგიაში არ შედიოდა. ნეგაცია მხოლოდ არჩევნების გაყალბების შედეგად არ აღმოცენებულა. იგი უფრო ადრე დაიწყო და გაიზარდა არჩევნების წინ (იგივე შედეგია მიღებული ელექტრონული მედიის ანალიზისას).
სახელისუფლებო მედია უფრო პასიური იყო, ფაქტორების უფრო ნაკლებ რაოდენობას უწევდა ანგარიშს და უფრო ვიწრო ფრონტით უტევდა მეტოქეს, ვიდრე ოპოზიციური მედია.
„საქართველოს რესპუბლიკის” საინფორმაციო სტრატეგია მდგომარეობდა უფრო მეტად შევარდნაძის პოზიტიური მხარეების ჩვენებაში და არა - მთელი ხელისუფლების დაცვაში; ანალოგიურად, იგი ცალკეულ ოპოზიციონერებს აკრიტიკებდა და არა ოპოზიციას მთლიანად.
ნაკლები აგრესიულობა, სანოემბროდ აქტორების დიდი ნაწილის სიხშირის უცვლელობა, არჩეული პოზიციის ნაწილობრივი დაცვა განასხვავებს „საქართველოს რესპუბლიკას” ოპოზიციური „24 საათისგან”.
გაზეთ „კვირის პალიტრის” საინფორმაციო სტრატეგია იყო პოლიტიკური პროცესების შედარებით პასიური განხილვა, თუმცა ეს განხილვა იმავე ტენდენციების მატარებელი იყო, რისაც ოპოზიციური „24 საათის” სტრატეგია.
ახლა ვნახოთ სამივე გაზეთის გაერთიანებული შედეგები. რაც შეეხება საინფორმაციო სტრატეგიების საერთო თავისებურებებს, ის აქტორების მთელი სისტემის სიხშირეთა განხილვამ უნდა გვიჩვენოს. განვიხილოთ ეს სისტემა, მისი აქტორების პოზიტიური და ნეგატიური შეფასება სხვადასხვა ორიენტაციის გაზეთში. თუ მონაცემებს კლებადობის მიხედვით დავალაგებთ, მივიღებთ აქტორების რეიტინგებს (ცხრ.№5).
უპირველეს ყოვლისა, გავარკვიოთ, რა ადგილი ეკავათ სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა აქტორებს მთლიან მედიასივრცეში. აქტორების ხსენების სიხშირეების ჯამი ყველა გაზეთში ერთიანად მოცემულია ცხრილში №4, მათი რეიტინგები - ცხრილში №5, აქტორთა სხვადასხვა კატეგორიის (სახელისუფლებო აქტორები, ოპოზიციური აქტორები, სამოქალაქო სექტორის აქტორები) რეიტინგი - ცხრილში №6.
ეს მონაცემები ცხადს ხდის, რომ მედია ქვეყანაში მნიშვნელოვანი სოციალური თუ პოლიტიკური ძვრების დროს მათ ინიციატორად, მამოძრავებლად და, აქედან გამომდინარე, ყურადღების ღირსად უფრო პოლიტიკურ სუბიექტებს მოიაზრებდა. შესაბამისად, არაპოლიტიკური სუბიექტი, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებაც, ნაკლებ ადგილს დაიკავებდა პოლიტიკური პროცესების ასახვაში. ამ ტენდენციის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ იმ პერიოდში პოლიტიკურ აქტორებს ესაჭიროებოდათ „მედიარეიტინგი”, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს. კერძოდ, მიმდინარე პროცესებზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა პოზიციების გავლენის დანახვა ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, უჭირთ. ვცადოთ ამ ვარაუდის შემოწმება.
მონაცემები მიუთითებს იმაზეც, რომ სამოქალაქო საზოგადოების როლი დიფერენცირებულად უნდა განვიხილოთ სხვადასხვა აქტორისა და სხვადასხვა გაზეთის მიხედვით. ყველა გაზეთის ჯამურ შედეგებსა და რეიტინგებში ვხედავთ, რომ:
გაზეთებში ყველაზე იშვიათად მოიხსენიება აქტორი „მასმედია”, ყველაზე ხშირად - აქტორი „რუსთავი 2” (ცხრ.№6). თუმცა „რუსთავი 2” ამავე დროს ყველაზე ხშირად ფასდება უარყოფითად.
სამოქალაქო სექტორის ერთადერთი აქტორი, რომელიც ჯამში უფრო ხშირად ფასდება დადებითად, ვიდრე უარყოფითად, არის „არასამთავრობო ორგანიზაცია”.
თუ ცალკეულ გაზეთებს დავაკვირდებით (ცხრ.№4), ადვილი შესამჩნევია, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები” არსად უარყოფითად არ მოიხსენიება, „24 საათის” გარდა. იქაც დადებითი სჭარბობს უარყოფითად მოხსენიების სიხშირეს.
„კმარა” და „რუსთავი 2” ყველგან მხოლოდ უარყოფითად მოიხსენიება, „24 საათის” გარდა, იქაც „კმარას” უარყოფითად მოხსენიების სიხშირე სჭარბობს დადებითს. ხოლო „რუსთავი 2” ამ გაზეთში უმეტესად დადებითად ფასდება.
ზემოთქმული და ბევრი ანალოგიური მონაცემი როგორც გაზეთებში, ისე ექსპერტთა ინტერვიუებში, სავარაუდოს ხდის, რომ სამოქალაქო სექტორის ზოგიერთი აქტორი („კმარა”, „რუსთავი 2”) იმდენად პოლიტიზებული იყო, რომ ისინი ისევე (ანუ ნეგატიურად) ფასდებოდა, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციები (ბეჭდვითი მედიის მიერ) და არა როგორც სამოქალაქო საზოგადოების ისეთი აქტორი, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაცია. ამის გამო უნდა მივიჩნიოთ, რომ სამოქალაქო სექტორიდან ყველაზე აპოლიტიკურად აღიქმებოდა აქტორი „არასამთავრობო ორგანიზაციები”. სავარაუდოა, რომ ამიტომ ჭარბობს მასთან დადებითი შეფასება და ამიტომ აქვს მას დაბალი სიხშირე (როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნეგატივიზმზე აგებული სტრატეგიის გამო ქართულ მედიაში დადებითად შეფასებული აქტორები დიდი სიხშირით ვერ იქნებოდნენ).
სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ინტერესი მატულობს ნოემბერში. საინტერესოა, რომ ამ დროს მისი სუბიექტების გაერთიანებულ სიხშირეში პოზიტიური შეფასება ოპოზიციურ „24 საათში” (+0.58%25) ზუსტად იმდენივეა, რამდენიც ამავე გაზეთის ფურცლებზე რევოლუციის ლიდერების (სააკაშვილი, ბურჯანაძე, ჟვანია) პოზიტიურად შეფასების სიხშირეთა ჯამი (+0.58%25). ამ შედარებაში ჩანს, რომ ოპოზიციური გაზეთისთვის სამოქალაქო საზოგადოების პოზიტიური წვლილი რევოლუციაში უტოლდება რევოლუციის პოლიტიკური ავტორების პოზიტიურ წვლილს. სავარაუდოა, რომ მედია ნდობის მოსაპოვებლად წინა პლანზე არასამთავრობო ორგანიზაციებს უშვებდა.
საყურადღებოა, რომ სამოქალაქო სექტორის სუბიექტთა სიხშირის ჯამი „24 საათსა” და „საქართველოს რესპუბლიკაში” (1.73%25 და 2.58%25) მეტია, ვიდრე „კვირის პალიტრაში” (0.3%25) (ცხრ.№4). ეს მიუთითებს, რომ პოლიტიკურად აქტიური გაზეთები პოლიტიკურად ნეიტრალურ გაზეთზე გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობდნენ სამოქალაქო სექტორს, ანუ სამოქალაქო სექტორი საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვანი აქტორი იყო, რასაც აფასებდა კიდეც რევოლუციურ „სამზარეულოში” გათვითცნობიერებული პოლიტიზებული პრესა, განსხვავებით „კვირის პალიტრისგან”. ამდენად, მოპოვებული მასლა არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ ჟურნალისტებმა არ იცოდნენ სამოქალაქო საზოგადოების „ფასი”. უფრო მოსალოდნელია, რომ ჟურნალისტები სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვან აქტორად მიიჩნევდნენ, მაგრამ რადგანაც პიარი უფრო მეტად პოლიტიკოსებს სჭირდებოდათ და რადგანაც მეტი აქცენტი იყო ნეგატივიზმზე, სამოქალაქო საზოგადოება უფრო ნაკლებად მოიხსენიება გაზეთების ფურცლებზე, ვიდრე პოლიტიკოსები.
როგორც ჩანს ცხრილიდან №6, სამოქალაქო სექტორის აქტორების ჯამური სიხშირე ნაკლებია პოლიტიკურ აქტორებთან შედარებით, ანუ გაზეთები უფრო ხშირად მოიხსენიებდნენ პოლიტიკურ სპექტრს, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებას.
ყველაზე დიდი სიხშირე აქვს სახელისუფლებო აქტორებს, განსაკუთრებით აქტორს „ხელისუფლება” - იგი მთელი გამოკვლეული მასალის ერთ მესამედზე მეტს შეადგენს (32.3%25) (ქვემოთ).
ამ შედეგიდან, უპირველეს ყოვლისა, ის გამომდინარეობს, რომ:
ოპოზიციური მედია გაცილებით უფრო აქტიურად აშუქებდა პოლიტიკურ აქტორებს, ვიდრე სახელისუფლებო მედია, ყველაზე პასიური ნეიტრალური მედია იყო.
განხილული გაზეთების მედიასტრატეგია იყო აქცენტის გადატანა კრიტიკაზე (ნეგატიური შეფასების წილი მთელ მასალაში არის 80.5%25. ყველაზე დიდი დისბალანსი ნეგატივიზმისკენ ჰქონდა ოპოზიციურ პრესას).
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური გაზეთისთვის სამოქალაქო სექტორის ზოგიერთი სუბიექტის („კმარა”, არასამთავრობო ორგანიზაციები) მოხსენიება უფრო მნიშვნელოვანია რევოლუციის გაშუქებისას, ვიდრე ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერისა (სააკაშვილი).
საერთოდ, საყურადღებოა, რომ ოპოზიციური „24 საათისთვის,” რევოლუციური პროცესის თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო ხელისუფლების აქტორები, ვიდრე ოპოზიციისა, ისიც ნეგატიურად მოხსენიებული. ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ბეჭდვითი მედიაპოლიტიკა მთლიანად ნეგაციაზე იყო აგებული. იგივე დასტურდება ელექტრონული მედიის შემთხვევაში.
სამივე გაზეთში მოხსენიების ყველაზე მაღალი სიხშირე აქვს აქტორს „ხელისუფლება” და „შევარდნაძე”, რაც განპირობებულია მათი ნეგატიური მოხსენიების დიდი სიხშირით. ყველაზე დაბალი სიხშირე აქვს „არასამთავრობო ორგანიზაციებს”, ოღონდ ყველა სხვა აქტორისგან („დევდარიანის” გარდა) განსხვავდება იმით, რომ დადებითი შეფასება მნიშვნელოვნად სჭარბობს უარყოფითს.
აქტორების კატეგორიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (ცხრ.№6), ვნახავთ, რომ სახელისუფლებო აქტორების მოხსენიებას აქტორების მოხსენიების მთელი სიმრავლის 72%25 უკავია, ამათგან 59.2%25 ნეგატიური შეფასების შემცველია.
ოპოზიციური აქტორების სიხშირის წილია 23.4%25, ამათგან 17.5%25 ნეგატიურია.
სამოქალაქო სექტორის მოხსენიების სიხშირე მხოლოდ 4.69%25-ია.
საყურადღებო დასკვნის საფუძველს იძლევა ნოემბრის ცვლილებების ინდექსის ანალიზი (ცხრ.№7 და 8). როგორც ვხედავთ:
სანოემბროდ ყველაზე დიდ ცვლილებას განიცდის ისეთი სუბიექტების მოხსენიების სიხშირე, როგორებიცაა: „შევარდნაძე”, „ხელისუფლება”, „რადიკალური ოპოზიცია”, „ოპოზიცია ზოგადად” და ა.შ.
„არასამთავრობო ორგანიზაციებისა” და „მასმედიის” ინდექსი აქ საგრძნობლად დაბალია, ვიდრე „რუსთავი 2”-ის და “კმარასი”.
მიუხედავად სანოემბრო ცვლილებების სიმცირისა, რევოლუციისთვის „ა/ს ორგანიზაციები” მეტად აქტუალური აღმოჩნდა, ვიდრე ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, როგორებიცაა „მამალაძე” და „სარიშვილი”. ამ მონაცემების მიხედვით, რევოლუციისთვის „რუსთავი 2” უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე „სააკაშვილი”, „კმარა” - უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე „ბურჯანაძე”.
ორი ინდექსის გაერთიანებით მიღებულ საერთო რეიტინგში (ცხრ.№9) პირველ სამეულში არიან „შევარდნაძე”, „ხელისუფლება” და „რადიკალური ოპოზიცია”, ბოლო სამეულში - „მასმედია”, „არასამთავრობო ორგანიზაციები” და „სარიშვილი”.
საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ იმ გაზეთში, რომელიც მხარს უჭერდა და უფრო ახლოს იყო რევოლუციურ პროცესებთან, სამოქალაქო საზოგადოების სიხშირეს ჯეროვანი ადგილი ეკავა, კერძოდ:
გაზეთებს შორის ყველაზე ხშირად სამოქალაქო საზოგადოება ფიგურირებდა გაზეთ „24 საათში”, რომელიც ყველაზე დიდი პოლიტიკური აქტიურობით ხასიათდებოდა.
ფორმა, რომელსაც იყენებს სამოქალაქო საზოგადოება ან რომელსაც იყენებენ მასზე ლაპარაკისას, ჩვეულებრივი თხრობაა.
უარყოფითი დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ოდნავ მეტია დადებითზე. სურათი ნოემბრიდან იცვლება;
გაზეთებში მოცემული მასალის მიხედვით რევოლუციური ცვლილებების აუცილებლობის დამტკიცება ხდებოდა არსებულის სრული ნეგაციის ხარჯზე (გაჭირდა იმის პოვნა, თუ რა პოზიტივი იქნებოდა ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში). ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა თავისი პოზიტიური ხედვა. უბრალოდ, რევოლუციური სიტუაციის მოსამზადებლად ნეგაცია უფრო ეფექტური აღმოჩნდა (რაც არ არის გასაკვირი).
სამოქალაქო საზოგადოებაში მედია ძირითადად არასამთავრობო სექტორს მოიაზრებს და იშვიათად ჩნდება „ინტერესთა ჯგუფები”, მაგ. „დარბაზი”, რომელიც ინტელიგენციის ფართო ფენისაგან შედგებოდა ან „მასწავლებელთა პროფკავშირი”, რომელმაც საკმაოდ აქტიურად იმუშავა მოსახლეობის მობილიზაციაზე.
ამ მონაცემებიდან კარგად ჩანს სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის მედიის სტრატეგიის განსხვავება იმდროინდელი აქტორების მიმართ: აქტიური და საარჩევნოდ კიდევ უფრო გააქტიურებული ტოტალური ნეგაცია ოპოზიციურ მედიაში; მისი პასიური და საარჩევნოდ კიდევ უფრო გაპასიურებული მეტოქის შერჩევითი ნეგაცია და ხელისუფლების შერჩევითი ქება სახელისუფლებო მედიაში. საინტერესოა, იგივე სტრატეგია ჩანს თუ რამე ახალს დაგვანახვებს განხილულ გაზეთებში იმ თემების ანალიზი, რომლებზეც მუშაობდა მასმედია.
თემების ანალიზი
გაკეთდა ხუთი თემის კონტენტ-ანალიზი: „პროფესიონალიზმი”, „წარსული”, „კეთილსინდისიერება” (აქ შედიოდა კორუფციაც), „პიროვნება” და „დემოკრატიულობა” (აქ განიხილებოდა არჩევნების თემაც).
გაზეთ „24 საათში” თემა „პროფესიონალიზმის” სიხშირეები მოცემულია ცხრილში №9. როგორც ამ უკანასკნელიდან ჩანს:
ამ გაზეთში ნეგატიურ კონტექსტში „პროფესიონალიზმის” მოხსენიებას უკავია სამივე გაზეთის საერთო სიხშირის 23%25, პოზიტიურ მოხსენიებას - მხოლოდ 1%25.
„24 საათში” ნეგატიურად ყველაზე ხშირად ფასდება ხელისუფლების პროფესიონალიზმი (14.8%25), შემდეგ - სახელისუფლებო ბლოკის (3.4%25) და შევარდნაძის (2.6%25). ყველაზე ხშირად დადებითად ფასდება შევარდნაძის პროფესიონალიზმი (0.22%25). ეს შედეგი გვახსენებს რეიტინგების კვლევაში დადგენილ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანი პიროვნება ხშირად მოიხსენიება როგორც დადებით („ვის აირჩევთ?“), ისე უარყოფით რეიტინგებში („ვის არ აირჩევთ?“). საყურადღებოა, რომ უარყოფითად ფასდება მასმედიისა (0.18%25) და არასამთავრობო ორგანიზაციების პროფესიონალიზმი (0.09%25).
ამავე გაზეთში თემა „პიროვნება”:
მისი ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება იკავებს მთელი მასალის 12.1%25-ს, პოზიტიურად მოხსენიება - 1.5%25-ს. ნეგატივიზმი ყველაზე ხშირია შევარდნაძესთან (5.7%25), ხელისუფლებასთან (3.3%25) და აბაშიძესთან (1.1%25) დაკავშირებით. პოზიტიურად „პიროვნების” თემა ფიგურირებს ყველაზე ხშირად შევარდნაძესთან (0.34%25), ბურჯანაძესთან (0.31%25), დევდარიანთან (0.22%25) და არასამთავრობო ორგანიზაციებთან (0.22%25) დაკავშირებით. სამოქალაქო სექტორი ამ პარამეტრის მიხედვით ნეგატიურად თითქმის არ მოიხსენიება.
„24 საათში” თემა „კეთილსინდისიერება”:
მის ნეგატიურ მოხსენიებას უკავია მთელი მასალის 10.5%25, პოზიტიურ მოხსენიებას - 1.08%25. ყველაზე ხშირად ამ პარამეტრით აკრიტიკებენ ხელისუფლებას (4.8%25) და შევარდნაძეს (3.8%25), ყველაზე ხშირად დადებითად აფასებენ რადიკალურ ოპოზიციას (0.47%25), შევარდნაძეს (0.16%25) და „რუსთავი 2”-ს (0.16%25). სამოქალაქო სექტორიდან კეთილსინდისიერებას ყველაზე ხშირად უწუნებენ მასმედიას (0.25%25), ყველაზე იშვიათად - არასამთავრობო ორგანიზაციებს (0.02%25).
ამავე გაზეთში „წარსული”:
ნეგატიურად მოიხსენიება მთელი მასალის 5.4%25-ში, დადებითად - 0.74%25-ში. ნეგატივიზმი ყველაზე ხშირად უკავშირდება შევარდნაძეს (2.27%25) და ხელისუფლებას (2.2%25), დადებითი შეფასებით ეს თემა ყველაზე ხშირად უკავშირდება შევარდნაძეს (0.36%25) და რადიკალურ ოპოზიციას (0.29%25). ამ თემასთან კავშირში სამოქალაქო სექტორიდან მხოლოდ “კმარა” მოიხსენიება და ისიც ნეგატიურად (0.22%25).
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თემა „დემოკრატიულობა” - რევოლუცია ხომ მისი სახელით მოხდა:
ოპოზიციურ „24 საათში” თემა „დემოკრატიულობის” უარყოფით შეფასებას მთელი მასალის მხოლოდ 1.7%25 უჭირავს, დადებით შეფასებას - 0.38%25. დემოკრატიის მხრივ ნეგატიურ შეფასებას ყველაზე ხშირად იმსახურებს ხელისუფლება (0.43%25), აბაშიძე (0.4%25), შევარდნაძე (0.29%25) და „კმარა” (0.22%25). დადებით შეფასებას ყველაზე ხშირად იმსახურებს სააკაშვილი (0.13%25), შევარდნაძე (0.11%25) და ბურჯანაძე (0.09%25).
„საქართველოს რესპუბლიკაში” თემას „პროფესიონალიზმი”:
მთელი სიხშირის 17.2%25 უკავია, აქედან 10.2%25 უარყოფითი შეფასების კონტექსტშია. ყველაზე ხშირად ნეგატიურად მოიხსენიება „ზოგადად ოპოზიციის” (4.0%25), „ხელისუფლების” (1.7%25), „ბურჯანაძის” (1.3%25) და „ჟვანიას” (1.0%25) პროფესიონალიზმი. დადებითად მოიხსენიება „შევარდნაძის” (4.3%25), „ხელისუფლების” (1.2%25) და „სახელისუფლებო ბლოკის” (0.65%25) პროფესიონალიზმი. სამოქალაქო სექტორიდან არასამთავრობო ორგანიზაციების პროფესიონალიზმი ფასდება დადებითად (0.18%25), დანარჩენ თემებში უარყოფითი შეფასება პრევალირებს.
თემა „პიროვნება” იმავე გაზეთში:
იკავებს მთელი მასალის 5.5%25-ს, საიდანაც 3.7%25 ნეგატიურია. ყველაზე ხშირად უარყოფითი შეფასება ამ თემაზე აქვს „სააკაშვილს” (1.1%25), „ჟვანიას” (0.9%25) და „ბურჯანაძეს” (0.27%25). „პიროვნების” დადებითი შეფასება ყველაზე ხშირია „შევარდნაძესთან” (1.5%25) და „დევდარიანთან” (0.13%25). არც ერთი დადებითი შეფასება არა აქვს სამოქალაქო სექტორის სუბიექტებს, უარყოფითი შეფასება არა აქვს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
იმავე გაზეთში თემა „კეთილსინდისიერების” სიხშირე:
იკავებს მთელი მასალის 5.12%25-ს, აქედან 5.1%25 ნეგატიური შეფასებაა. ყველაზე ხშირად უარყოფითად ფასდება რადიკალური ოპოზიციისა (1.3%25) და ბურჯანაძის (1.0%25) „კეთილსინდისიერება”. სამოქალაქო სექტორის ყველა სუბიექტი უარყოფითად ფასდება ამ პარამეტრით, გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა.
თემა „წარსულს” კიდევ უფრო მცირე ადგილი უკავია იმავე გაზეთში:
მთელი მასალის 4.3%25, აქედან ნეგატიურია 2.7%25. ყველაზე ხშირად ნეგატიურად ფასდება რადიკალური ოპოზიციის წარსული (1.0%25). ყველაზე დადებითად ფასდება შევარდნაძის წარსული (1.5%25). არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, სამოქალაქო სექტორის ყველა სუბიექტის წარსული მხოლოდ უარყოფითად არის მოხსენიებული.
იმავე გაზეთში „დემოკრატიულობას” უკავია:
მთელი მასალის მხოლოდ 0.07%25, ისიც მხოლოდ დადებითი შეფასებით და მხოლოდ შევარდნაძესთან დაკავშირებით.
გაზეთ „კვირის პალიტრაში” თემა „პროფესიონალიზმს” უკავია:
სამივე გაზეთის მასალის 3.9%25, საიდანაც 3.6%25 უარყოფითი შეფასების მქონეა. აქედან ყველაზე ხშირად უარყოფითად ფასდება ხელისუფლებისა (1.7%25) და შევარდნაძის (0.69%25) პროფესიონალიზმი. მცირე, მაგრამ სხვებზე ხშირი დადებითი შეფასება აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების პროფესიონალიზმს.
ამავე გაზეთში „პიროვნების” თემა:
იკავებს მხოლოდ 1.7%25-ს, საიდანაც 1.5%25 ნეგატიურია. აქ ყველაზე ხშირად უარყოფითად (0.43%25) და დადებითად (0.13%25) ფასდება შევარდნაძე. სამოქალაქო სექტორი საერთოდ არაა ნახსენები.
თემა „კეთილსინდისიერება” იკავებს:
მთელი მასალის 2.8%25-ს, საიდანაც 2.4%25 ნეგატიურია. ყველაზე ხშირად აქ უარყოფითად ფასდება შევარდნაძე (0.81%25), ხელისუფლება (0.81%25) და ჟვანია (0.25%25); ყველაზე ხშირად დადებითად ფასდება სააკაშვილი (0.11%25). სამოქალაქო სექტორი საერთოდ არაა ნახსენები.
იმავე გაზეთში თემა „წარსულის” სიხშირე შეადგენს:
მთელი მასალის 0.99%25-ს და 0.95%25 უარყოფითი შეფასების კონტექსტშია. ამათგან 0.27%25 სიხშირით გვხვდება „ხელისუფლება”, 0.22%25-ით - „რადიკალური ოპოზიცია”, 0.20%25-ით - „შევარდნაძე”. დადებითი შეფასება ამ კონტექსტში 0.04%25-ით აქვს ბურჯანაძეს. სამოქალაქო სექტორიდან მცირე სიხშირით უარყოფითი შეფასებები აქვთ „კმარას” (0.04%25) და „რუსთავი 2”-ს (0.11%25). სხვა სუბიექტები ნახსენებიც კი არ არის.
ამავე გაზეთში „დემოკრატიულობის” თემა გვხვდება:
მთელი მასალის 0.69%25-ში, ამათგან ნეგატიურია 0.58%25, ეხება შევარდნაძეს (0.45%25) და ხელისუფლებას (0.13%25), პოზიტიური - შევარდნაძეს (0.11%25). სამოქალაქო სექტორი „დემოკრატიულობასთან” დაკავშირებით ნახსენები საერთოდ არ არის.
თუ გაზეთებს ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ:
„პროფესიონალიზმზე” ყველაზე ხშირად მსჯელობს და თან კრიტიკულად „24 საათი” (ცხრ.№24), ყველაზე ნაკლებად - „კვირის პალიტრა”, ყველაზე მეტი პოზიტიური მსჯელობა აქვს „საქართველოს რესპუბლიკას”.
გაზეთებში ანალოგიურად ნაწილდება თემა „პიროვნება”, თუმცა ამ თემის სიხშირე უფრო ნაკლებია, ვიდრე „პროფესიონალიზმის” (ცხრ.№25).
თემა „კეთილსინდისიერება” როგორც უარყოფითი, ისე დადებითი შეფასებით ყველაზე ხშირად მოიხსენიება „24 საათში”. დადებითი შეფასებით ყველაზე ნაკლები სიხშირეა “საქართველოს რესპუბლიკაში”.
თემა „წარსულის” სიხშირე დაბალია, მაგრამ ნეგატიური შეფასება იმეორებს იმავე თანამიმდევრობას. დადებითი შეფასება ყველაზე ხშირი აქვს „საქართველოს რესპუბლიკას”.
ყველა გაზეთში ყველაზე მცირე სიხშირე აქვს თემა „დემოკრატიულობას” (ცხრ. №28), ყველაზე მეტი - „24 საათში”, ყველაზე ნაკლები - „საქართველოს რესპუბლიკაში”, ისიც მხოლოდ პოზიტიური შეფასებით და შევარდნაძესთან კავშირში.
მთელ მასალაში ყველაზე ხშირად პროფესიონალიზმი ფიგურირებს უარყოფითი შეფასებით (ცხრ.№29), შემდეგ - პიროვნება და კეთილსინდისიერება. ეს სავარაუდოს ხდის, რომ სწორედ მართვის უუნარობა და კორუფცია ხელისუფლებაში იყო რევოლუციის რეალური მოტივი. ამას ადასტურებს თემათა რეიტინგი (ცხრ.№30), მაგრამ მცირე განსხვავებას იძლევა თემათა აქტუალობის ინდექსი (ცხრ.№31, 32). საინტერესოა, რომ დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, „პროფესიონალიზმის” ინდექსის მნიშვნელობა კლებულობს ნოემბრისთვის, ხოლო მატულობს წარსულის კრიტიკული შეფასება, რომლის სიდიდეც ყველაზე მეტია (განსაკუთრებით, „24 საათში”). ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციური პროპაგანდა პროფესიონალიზმის კრიტიკიდან წარსულის კრიტიკაზე გადავიდა რევოლუციური განწყობილებების ზრდასთან ერთად.
საბოლოოდ, გაზეთებში თემების ანალიზიდან შეიძლება დავასკვნათ:
რევოლუციის ძირითადი მოტივი იყო ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი;
დემოკრატიის თემა ნაკლებად აქტუალური იყო;
დემოკრატიას არ უკავშირებენ სამოქალაქო სექტორს.
ეს სურათი სავარაუდოს ხდის, რომ რევოლუციის მანიფესტირებული და ფარული მოტივები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. როგორც ვნახეთ, დემოკრატია, რომლის სახელითაც მოხდა რევოლუცია, მედიას ნაკლებად აინტერესებს. იმავე ტიპის მოვლენაა აქტორებში დევდარიანის მცირე სიხშირით მოხსენიება მაშინ, როცა რევოლუციის მანიფესტირებული მოტივი არჩევნების გაყალბება იყო. ფარულ მოტივად შეიძლება მივიჩნიოთ გაღიზიანება ხელისუფლების არაპროფესიონალიზმითა და წარსულით. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ შევარდნაძე ხშირად ფიგურირებს სხვადასხვა თემაში როგორც უარყოფითი, ისე დადებითი კონტექსტით, რაც მიუთითებს, რომ მისდამი დამოკიდებულება ამბივალენტურია. ე.ი. შევარდნაძე ცალსახად ნეგატიური ფიგურა არ არის ოპოზიციურ პრესაშიც კი და მხოლოდ მის მიმართ ატიტუდით მედიის ნეგატივიზმი ვერ აიხსნება.
მთლიანობაში პრესის ანალიზმა აჩვენა, რომ:
გაზეთები უფრო ხშირად მოიხსენიებდნენ პოლიტიკურ სპექტრს, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებას.
ყველაზე დიდი სიხშირე აქვს სახელისუფლებო აქტორებს, განსაკუთრებით აქტორს „ხელისუფლება” - იგი მთელი გამოკვლეული მასალის ერთ მესამედზე მეტს შეადგენს.
ოპოზიციური მედია გაცილებით აქტიურად აშუქებდა პოლიტიკურ აქტორებს, ვიდრე სახელისუფლებო მედია, ხოლო ყველაზე პასიური ნეიტრალური მედია იყო. პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორები ყველაზე ხშირად იყო ოპოზიციურ გაზეთ „24 საათში” - აქტორების მთელი სიხშირეების ნახევარზე მეტი; სახელისუფლებო „საქართველოს რესპუბლიკაში” აქტორების მოხსენიების სიხშირე დაახლოებით „24 საათის” ნახევარია და ამ უკანასკნელის ნახევარი - ნეიტრალურ „კვირის პალიტრაში”.
გაზეთების მედიასტრატეგია იყო აქცენტის გადატანა კრიტიკაზე (ნეგატიური შეფასების წილი მთელ მასალაში 80.5%25-ია). ყველაზე დიდი დისბალანსი ნეგატივიზმისკენ ჰქონდა ოპოზიციურ პრესას.
ოპოზიციური გაზეთისთვის სამოქალაქო სექტორის ზოგიერთი სუბიექტის („კმარა”, არასამთავრობო ორგანიზაციები) მოხსენიება უფრო მნიშვნელოვანია რევოლუციის გაშუქებისას, ვიდრე ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერისა (სააკაშვილი).
ოპოზიციური „24 საათისთვის” რევოლუციური პროცესისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო ხელისუფლების აქტორები, ვიდრე ოპოზიციის.
მხოლოდ გაზეთ „24 საათის” ნეგატიურ შეფასებებს სამი გაზეთის დამუშავებული მასალის ნახევარზე მეტი უკავია.
რევოლუციური განწყობილების შექმნაში არჩევნების გაყალბება არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი, ეს განწყობილება იქამდე იქმნებოდა.
სახელისუფლებო აქტორების უარყოფითი შეფასება საგრძნობლად მეტია დადებითზე. ოპოზიციის უარყოფითი შეფასებაც მეტია დადებითზე, თუმცა ნაკლებად.
ზოგადი ნეგატივიზმიდან გამონაკლისს წარმოადგენს „ბურჯანაძე” (დადებითი შეფასება 1.98-ჯერ მეტია უარყოფითზე) და „რადიკალური ოპოზიცია” (დადებითი 2.4-ჯერ მეტია უარყოფითზე).
გაზეთ „24 საათის” საინფორმაციო სტრატეგია იყო ზოგადი ნეგატივიზმის კლიმატის შექმნა, ანუ საპროტესტო ელექტორატის ჩამოყალიბება. უკეთესი პოლიტიკური ალტერნატივების შეთავაზება საინფორმაციო სტრატეგიაში არ შედიოდა.
ნეგაცია „24 საათში” მხოლოდ არჩევნების გაყალბების შედეგად არ აღმოცენებულა. იგი უფრო ადრე დაიწყო და გაიზარდა არჩევნების წინ.
მხოლოდ არჩევნების ფაქტორით არ იყო განპირობებული გაზეთ „24 საათის” საინფორმაციო შეტევა. ამ შეტევის სამიზნე იყო არა იმდენად საარჩევნო ადმინისტრაცია, რამდენადაც ქვეყნის ხელისუფლება, განსაკუთრებით შევარდნაძე.
სამოქალაქო სექტორიდან გაზეთებში ყველაზე იშვიათად მოიხსენიება აქტორი „მასმედია”, ყველაზე ხშირად - აქტორი „რუსთავი 2”. თუმცა „რუსთავი 2” ამავე დროს ყველაზე ხშირად ფასდება უარყოფითად.
სამოქალაქო სექტორის ერთადერთი აქტორი, რომელიც ჯამში უფრო ხშირად ფასდება დადებითად, ვიდრე უარყოფითად, არის „არასამთავრობო ორგანიზაციები”.
„არასამთავრობო ორგანიზაციები” ყველგან მხოლოდ დადებითად მოიხსენიება, „24 საათის” გარდა. იქაც დადებითი სჭარბობს უარყოფითად მოხსენიების სიხშირეს.
„კმარა” და „რუსთავი 2” ყველგან მხოლოდ უარყოფითად მოიხსენიება, „24 გაზეთის” გარდა, იქაც „კმარას” უარყოფითად მოხსენიების სიხშირე სჭარბობს დადებითს. „რუსთავი 2” ამ გაზეთში უმეტესად დადებითად ფასდება.
ოპოზიციური გაზეთისთვის სამოქალაქო საზოგადოების პოზიტიური წვლილი რევოლუციაში უტოლდება რევოლუციის პოლიტიკური ავტორების პოზიტიურ წვლილს.
სამოქალაქო სექტორი საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვანი აქტორი იყო, რასაც აფასებდა კიდეც რევოლუციურ „სამზარეულოში” გათვითცნობიერებული პოლიტიზებული პრესა, განსხვავებით „კვირის პალიტრისგან”.
უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ჟურნალისტები სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვან აქტორად მიიჩნევდნენ, მაგრამ რადგანაც პიარი უფრო მეტად პოლიტიკოსებს სჭირდებოდათ და რადგანაც მეტი აქცენტი იყო ნეგატივიზმზე, სამოქალაქო საზოგადოება ნაკლები სიხშირით მოიხსენიება გაზეთების ფურცლებზე, ვიდრე პოლიტიკოსები.
„24 საათი” ყველა აქტორის მოხსენიების სიხშირეს ზრდის რევოლუციის მოახლოებისას, მაგრამ ეს მოხსენიება უმეტესწილად ნეგატიურია.
გაზეთ „24 საათში” რევოლუციისთვის უმნიშვნელონი იყვნენ ისეთი აქტორები, როგორებიცაა: „სახელისუფლებო ბლოკი”, „ბურჯანაძე”, „ჟვანია” და „ზოგადად ოპოზიცია”. გაზეთ „24 საათში” რევოლუციისთვის მნიშვნელოვანნი იყვნენ „შევარდნაძე”, „ხელისუფლება”, „აბაშიძე”, „რადიკალური ოპოზიცია”, „კმარა”, „დევდარიანი”, „არასამთავრობო ორგანიზაციები”, „სააკაშვილი”, „რუსთავი 2” და „მასმედია” (აქტიორები ჩამოთვლის ამ რიგში დაცულია სანოემბრო ცვლილების ინდექსის კლების მიხედვით).
საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ იმ გაზეთში, რომელიც მხარს უჭერდა და უფრო ახლოს იყო რევოლუციურ პროცესებთან, სიხშირეთა მთელ სისტემაში სამოქალაქო საზოგადოებას ჯეროვანი ადგილი ეკავა, კერძოდ:
გაზეთებს შორის ყველაზე ხშირად სამოქალაქო საზოგადოება ფიგურირებდა გაზეთ „24 საათში”, რომელიც ყველაზე დიდი პოლიტიკური აქტიურობით ხასიათდებოდა.
ფორმა, რომელსაც იყენებს სამოქალაქო საზოგადოება ან რომელსაც იყენებენ მასზე ლაპარაკისას, არის ჩვეულებრივი თხრობა.
ნეგატიური დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ოდნავ მეტია პოზიტიურზე. სურათი იცვლება ნოემბრიდან.
გაზეთებში მოცემული მასალის მიხედვით რევოლუციური ცვლილებების აუცილებლობის დამტკიცება ხდებოდა არსებულის სრული ნეგაციის ხარჯზე (გაჭირდა იმის პოვნა, თუ რა პოზიტივი იქნებოდა ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში). ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა თავისი პოზიტიური ხედვა. უბრალოდ, რევოლუციური სიტუაციის მოსამზადებლად ნეგაცია უფრო ეფექტური აღმოჩნდა (რაც არ არის გასაკვირი).
სამოქალაქო საზოგადოებაში მედია ძირითადად არასამთავრობო სექტორს მოიაზრებს და იშვიათად ჩნდება „ინტერესთა ჯგუფები”, მაგ. „დარბაზი”, რომელიც ინტელიგენციის ფართო ფენისაგან შედგებოდა ან „მასწავლებელთა პროფკავშირი”, რომელმაც საკმაოდ აქტიურად იმუშავა მოსახლეობის მობილიზაციაზე.
გაზეთები ჯეროვან ყურადღებას არ უთმობენ სამოქალაქო სექტორს, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ჩანს ზოგადი ნეგატიური კლიმატის შექმნა, რისთვისაც პოზიტიური იმიჯის მქონე სამოქალაქო სექტორზე აქცენტი დაუშვებელი ხდება.
![]() |
10 თავი 7. საზოგადოებრივი აზრი „ვარდების რევოლუციისა” და სამოქალაქო სექტორის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა). სულ გამოიკითხა 1000 რესპონდენტი, 512 ქალი და 488 მამაკაცი.
მეთოდოლოგია. რესპონდენტთა შერჩევა განხორციელდა როგორც კვოტური, ისე შემთხვევითი შერჩევის პრინციპების დაცით. კერძოდ, შერჩევითი ერთობლიობის მოცულობის გათვალისწინებით და შერჩევის რეპრეზენტატულობის უზრუნველსაყოფად, გენერალურ ერთობლიობაში მოცემული პროპორციების შესაბამისად წინასწარ განისაზღვრა რესპონდენტთა კვოტები რეგიონის ზომის, სქესისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. რაც შეეხება ოჯახებში რესპონდენტთა ამორჩევის წესს, აღნიშნული კვოტების ფარგლებში, შემთხვევითობის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, გამოყენებულ იქნა უახლოესი დაბადების დღის პრინციპი. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრთა შორის ამ პრინციპით შერჩეული პიროვნება კვოტას არ შეესაბამებოდა, ინტერვიუერი გადადიოდა შემდეგ ოჯახზე და ასე მოძრაობდა იქამდე, ვიდრე სასურველ რესპონდენტს არ იპოვიდა. ოჯახებს შორის ინტერვალი (ბიჯი) განსხვავებულად განისაზღვრება თბილისისათვის (ყოველი მე-9 ოჯახი), დანარჩენი ურბანული ცენტრებისათვის (ყოველი მე-7 ოჯახი) და სოფლებისათვის (ყოველი მე-5 ოჯახი). იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით შეუძლებელი იყო ოჯახთან და რესპონდენტთან კავშირის დამყარება, ინტერვიუერს ეკრძალებოდა უახლოეს ოჯახთან დაკავშირება და გადაადგილდებოდა ბიჯის დაცვით. ეს უზრუნველყოფდა რესპონდენტების გაფანტულობას და საკვლევი ურბანული ცენტრების მაქსიმალურად მოცვას. დამატებით რესპონდენტებს მიეწოდათ შერჩევის გეოგრაფიული წერტილები და გადაადგილების სივრცითი არეალი (ქუჩებისა და უბნების მიხედვით), რამაც გამორიცხა ერთსა და იმავე წერტილში განმეორებითი ვიზიტების შესაძლებლობა. კვოტა მიზანდასახულად დაირღვა აჭარის შემთხვევაში (სხვა რეგიონების ხარჯზე, პროპორციულად), სადაც გამოიკითხა 100 რესპონდენტი, რომელთაც მიეცათ რამდენიმე დამატებითი შეკითხვა რეგიონში 2004 წლის მაისის მოვლენებთან დაკავშირებით.
შედეგები და მათი ანალიზი
საექსპერტო გამოკითხვაში გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი, რომლებმაც, რესპონდენტთა შეფასებით, გავლენა იქონია 2003 წლის ნოემბრის მოვლენებზე საქართველოში. სოციოლოგიურ გამოკითხვაში ეს ფაქტორები ასე შეფასდა:
ფაქტორი |
გადამწყვეტი |
მნიშვნე- |
უმნიშ- |
მნიშვნე- |
ახალი პოლიტიკური |
35,7 |
39,7 |
16,3 |
8,3 |
ძველი |
51,5 |
32 |
11 |
5,3 |
კორუფცია |
41,1 |
37 |
15 |
6,8 |
ხელისუფლების |
30,1 |
39 |
23 |
8,6 |
საზოგადოების |
27,8 |
33 |
22 |
17,2 |
ეკონომიკური |
50,6 |
35 |
9,4 |
5,4 |
უცხოეთის |
55,4 |
30 |
8,8 |
6 |
ქვედა დიაგრამაზე მოცემულია ფაქტორების რეიტინგი (პასუხები: „გადამწყვეტი მნიშვნელობა” და „მნიშვნელოვანი” გაერთიანებულია).

დიაგრამიდან ჩანს, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა რევოლუციაში უცხოეთის ქვეყნების ჩარევას აქვს მინიჭებული (85.4%25), ხოლო მნიშვნელობით მეორეა ხელისუფლების უუნარობა (83.5%25). სხვა სიტყვებით, უცხო ქვეყნებს აქტიური როლი (ქმედება) მიეწერებათ, ხოლო ხელისუფლებას - პასიურობა. ვფიქრობთ, რომ აქ გამოვლინდა ქართული კულტურისათვის დამახასიათებელი ტენდენცია - უპირატესად ექსტერნალური კონტროლის ლოკუსი1, ანუ მოვლენების მიზეზების ახსნისას გარე ფაქტორების ძიება2 (საზღვარგარეთის ჩარევა); სხვანაირად, ქართულ კოლექტიურ წარმოდგენაში ე.წ. თვითეფექტიანობის (self-efficacy)3 (საკუთარი კომპეტენტურობისა და ეფექტიანობის გრძნობა) დონე საკმაოდ დაბალია.
როგორც ვხედავთ, ყველა დასახელებულმა ფაქტორმა საკმარისად მაღალი შეფასება მიიღო. ამასთან, ყველაზე ძლიერი ფაქტორის როლი მიეწერა უცხოური სახელმწიფოების ჩარევას/ნებას, ხოლო ყველაზე ნაკლები - ქართულ საზოგადოებაში თვითშეგნების ამაღლებას.
სხვადასხვა აქტორის როლი რევოლუციაში შეფასდა შემდეგნაირად:
აქტორები |
გადამწყვე- |
მნიშვნე- |
უმნიშ- |
მნიშვნე- |
1.პოლიტიკური |
41,8 |
38,9 |
13,8 |
5,5 |
2. არასამთავრობო |
21,8 |
41,6 |
27,5 |
9 |
3. მასმედია |
50,8 |
37 |
9,3 |
2,9 |
4. ეკლესია |
11,9 |
19,2 |
27,3 |
41,5 |
5. პროფესიული |
5,3 |
10,1 |
23,7 |
60,9 |
6. საერთაშორისო ფონდები და |
39,2 |
37,4 |
15 |
8,4 |
7. საზღვარგარეთის დიდი |
52,3 |
34 |
8,9 |
4,8 |
დიაგრამაზე მოცემულია აქტორების რეიტინგი (პასუხები: „გადამწყვეტი მნიშვნელობა” და „მნიშვნელოვანი” გაერთიანებულია).

ამრიგად, მედიამ, სახელდობრ ტელევიზიამ, ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. როგორც ჩანს, რევოლუცია პირდაპირ ეთერში ნამდვილად ახალი და ეფექტური ხილი აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. ისევ მაღალია უცხოეთის ქვეყნების შეფასება, რაც საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციების საკმაოდ მაღალ შეფასებასთან ერთად ისევ მიუთითებს ექსტერნალურ ლოკუს-კონტროლზე. მესამე ადგილზეა პოლიტიკური ძალები.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება საკმაოდ მაღალია, რესპონდენტთა 63%25-მა მათი როლი შეაფასა, როგორც „გადამწყვეტი” ან „მნიშვნელოვანი”. შეკითხვაზე: არასამთავრობო ორგანიზაციების რა აქტივობები იყო „ვარდების რევოლუციის” პერიოდში, რამაც იმოქმედა პირადად თქვენზე? (დაგამახსოვრდათ, აზრი შეგაცვლევინათ, ქმედებისაკენ გიბიძგათ), პასუხები ასე განაწილდა:
არასამთავრობო ორგანიზაციების |
25,8%25 |
არჩევნების გაყალბების |
34,4%25 |
საპროტესტო აქციები |
45,3%25 |
ამრიგად, შეიძლება დასაბუთებულად ჩაითვალოს ორი წინასწარი ჰიპოთეზა: არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანგარიშგასაწევი როლი ითამაშეს არჩევნების გაყალბების მხილებაში და აგრეთვე გარკვეულად იმოქმედეს საზოგადოებრივ აზრზე.
იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც, რესპონდენტთა აზრით, გარკვეული წვლილი შეიტანეს “ვარდების რევოლუციაში”, ყველაზე ხშირად დასახელდა (სულ დასახელდა 200-მდე ორგანიზაცია):
„კმარა” |
17,59 |
„თავისუფლების ინსტიტუტი” |
12,18 |
სოროსის ფონდი |
7,71 |
გ. ბოკერია |
7,44 |
თ.ხიდაშელი („ახალგაზრდა |
2,17 |
თ. თუთბერიძე (“კმარა”) |
2,17 |
შედეგები გაკვირვებას არ იწვევს: „კმარას” აქტივობები ფორმით ახალი იყო ქართული სინამდვილისათვის (წარწერები ქვაფენილზე, სიტყვათა თამაშის გამოყენება, მაგ. შევარდნაძე და მისთ.) და, ამდენად, დასამახსოვრებელი. დანარჩენი, ყველაზე ხშირად დასახელებული ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები აგრეთვე ძალზე აქტიურები იყვნენ რევოლუციის პერიოდში და, პრაქტიკულად, ყოველდღე მიმართავდნენ საზოგადოებას მედიის საშუალებით. გამონაკლისი იყო სოროსის ფონდი (ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო”), რომლის წარმომადგენლები შედარებით იშვიათად გამოთქვამენ თავიანთ აზრს, მაგრამ საზოგადოებრივ აზრში ფონდი მჭიდროდ იყო ასოცირებული ოპოზიციასთან; დღემდე ბევრი თვლის, რომ ჯ.სოროსი იყო „ვარდების რევოლუციის” მთავარი დამფინანსებელი.
შედეგი ასაბუთებს ჰიპოთეზას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აქტივობების როლის შესახებ ხელისუფლების კრიტიკისა და „დელეგიტიმიზაციის” სფეროში.
შეკითხვამ: დაასახელეთ ის ჟურნალ-გაზეთები, რომელთაც გარკვეული გავლენა იქონიეს პირადად თქვენზე რევოლუციის წინა პერიოდში და რევოლუციის დროს, ასეთი შედეგი მოგვცა:
გაზეთი/ჟურნალი |
ძალიან |
მნიშვნე- |
უმნიშ- |
„კვირის პალიტრა” |
16,2 |
53,4 |
30,4 |
„სარკე” |
5,1 |
45,8 |
49,2 |
„ასავალ-დასავალი” |
20,4 |
59,3 |
20,4 |
„ალია” |
8,3 |
60,4 |
31,3 |
„24 საათი” |
11,1 |
72,2 |
16,7 |
ამრიგად, ბეჭდვითი მედიის გამოცემები ძირითადად შეფასდა, როგორც „მნიშვნელოვანი გავლენის მქონე”. გაცილებით უფრო დიდი გავლენა მიეწერა ტელევიზიას, განსაკუთრებით კი მკვეთრად ოპოზიციურ „რუსთავი 2”-ს.
ტელეარხები |
ძალიან |
მნიშვნე- |
უმნიშ- |
„იმედი” |
31,1 |
54,4 |
14,2 |
„რუსთავი 2” |
60,7 |
37,2 |
2,1 |
„I არხი” |
4,7 |
29,2 |
66,0 |
როგორც ვხედავთ, „იმედმა”, რომელსაც უფრო თავშეკავებული პოზიცია ეჭირა, ნაკლები შეფასება მიიღო. ამასთან, საინტერესოა, რომ გამოკითხვის პერიოდისათვის „იმედმა” რეიტინგით გაუსწრო „რუსთავი 2”-ს4. ხელისუფლების მიერ კონტროლირებული I არხის შეფასება დაბალია.
იმ გადაცემებიდან, რომლებმაც „რევოლუციის პერიოდში პირადად თქვენზე გავლენა იქონიეს” ყველაზე ხშირად სახელდებოდა ორი საინფორმაციო პროგრამა:
„კურიერი” („რუსთავი 2”) |
52,30%25 |
„ქრონიკა”( „იმედი”) |
52,30%25 |
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი კონკრეტული პიროვნებებიდან (არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, პროფესიული გაერთიანებების, ინტერესთა ჯგუფების), რომელთა „აზრსაც თქვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „ვარდების რევოლუციის” პერიოდში“, ყველაზე ხშირად დასახელდა:
ე.ხოფერია (ტელეჟურნალისტი, |
19,9 |
ი.გრიგოლია (ტელეჟურნალისტი, |
18,7 |
ზ.ჭიაბერაშვილი (ISFED) |
13,3 |
ნ.ლეჟავა (ტელეჟურნალისტი, |
10,0 |
თ.ხიდაშელი („ახალგაზრდა |
7,5 |
გ.ბოკერია („თავისუფლების |
6,2 |
მოცემული შედეგი, ისევე როგორც შემდეგი, აგრეთვე ასაბუთებს ჰიპოთეზას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გავლენის შესახებ საზოგადოებრივ აზრზე.
შეკითხვა: თქვენს ქალაქში/რაიონში/დაბაში/დასახლებაში რევოლუციის წინა პერიოდში და რევოლუციის დროს იყვნენ თუ არა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ჩართული მიმდინარე პროცესში?
დიახ |
38,8 |
არა |
36,5 |
არ ვიცი/მიჭირს პასუხი |
24,7 |
თუ გამოკითხვის ამ ბლოკს შევაჯამებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ სამოქალაქო სექტორის აქტივობამ „ვარდების რევოლუციის” პერიოდში საზოგადოებრივ აზრში საკმაოდ ღრმა კვალი დატოვა. პირველ რიგში, ეს ეხება ელექტრონულ მედიას, განსაკუთრებით კი ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ს. გამოკითხვაში მედიას ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორის როლი მიეწერა. საკმაოდ მაღლა შეფასდა აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების როლი. რევოლუციის პერიოდში ყველაზე მეტი გავლენის მქონე პირებად, ოპოზიციის ლიდერების შემდეგ (მ.სააკაშვილი, ზ.ჟვანია, ნ.ბურჯანაძე), დასახელდნენ ტელეჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საზოგადოებრივი აზრი სამოქალაქო სექტორის შესახებ
ნდობა სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ
|
სრუ- |
ვე- |
არც ვენ- |
არ |
სრუ- |
მიჭირს |
საქართველოს |
13,7 |
32,2 |
29,9 |
11,8 |
12,4 |
0,9 |
საქართველოს |
2,8 |
13,1 |
29,6 |
29,3 |
25,1 |
0,3 |
საქართველოს |
3,8 |
18,3 |
31,4 |
26,7 |
19,7 |
0,4 |
სასამართლო |
1,9 |
12 |
22,1 |
26,6 |
37,4 |
0,9 |
დამოუკიდებელი |
9,2 |
40,4 |
33,9 |
9,4 |
7,1 |
0,2 |
ეკლესია |
63,3 |
23,7 |
6,7 |
3,4 |
2,8 |
1,9 |
არასამთავრობო |
3,3 |
24,3 |
37,5 |
19,7 |
15,2 |
3,1 |
პროფესიული |
2,4 |
13 |
20,7 |
23,3 |
40,6 |
5,9 |
დიაგრამაზე მოცემულია შეჯამებული პასუხები:
ნდობა ინსტიტუციებისადმი (პასუხები „სრულიად ვენდობი” და „ვენდობი” გაერთიანებულია):

როგორც ვხედავთ, ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს ეკლესია, ის კონკურენციის გარეშეა. მაგრამ დამოუკიდებელი მედიის მეორე ადგილი, ვფიქრობთ, მრავლისმეტყველია. მაღალია, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის რეიტინგი. არასამთავრობო ორგანიზაციების რეიტინგი ნაკლებია, მაგრამ მაინც შეიძლება თქმა, რომ მათ დამკვიდრებული აქვთ თავისი ადგილი საზოგადოებაში.
მოგვყავს 2002 წლის გამოკითხვის შედეგები5, რომელიც რამდენადმე განსხვავებული მეთოდიკით იყო ჩატარებული, მაგრამ შედარების საშუალებას მაინც იძლევა.
№ |
სტრუქტურები |
დადებითად |
უარყოფითად |
მიჭირს |
1. |
საქართველოს |
9.6 |
89.1 |
1.4 |
2. |
მასმედია |
69.3 |
28.1 |
2.6 |
3. |
არასამთავრობო |
45.9 |
41.3 |
12.8 |
4. |
საქართველოს |
9.0 |
89.8 |
1.3 |
5. |
კერძო ბიზნესი |
54.8 |
37.3 |
7.8 |
6. |
საერთაშორისო |
44.8 |
32.6 |
22.7 |
7. |
საქართველოს |
85.4 |
9.6 |
5.1 |
როგორც ვხედავთ, „ნდობის პროფილი” დაახლოებით ერთნაირია (გრაფა „საქართველოს პრეზიდენტი” 2002 წლის გამოკითხვაში არ ფიგურირებდა).
პუნქტმა: დაასახელეთ თქვენთვის ნაცნობი ორგანიზაციები, რომლებიც სამოქალაქო სექტორს წარმოადგენენ, ასეთი შედეგები მოგვცა (სულ დასახელდა 200-მდე ორგანიზაცია):
მინიმუმ ერთ არასამთავრობო |
32%25 |
რამდენიმე არასამთავრობო |
55.6%25 |
დონორ ორგანიზაციებს |
11.3%25 |
სხვა (პოლიტიკური, მედია, |
33.1%25 |
ყველაზე ხშირად დასახელებული ორგანიზაციები (აბსოლუტურ რიცხვებში):
„ახალგაზრდა იურისტთა |
165 |
„თავისუფლების ინსტიტუტი” |
143 |
„კმარა” |
32 |
„ყოფილი პოლიტპატიმრები |
25 |
ადამიანის უფლებათა დამცველი |
14 |
(აქვე აღვნიშნავთ, რომ მოცემული კვლევის შემსრულებელი ორგანიზაცია, ICCN, 2-ჯერ დასახელდა).
შედეგები გვაძლევს საფუძველს, დავასკვნათ, რომ ქართული საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებს, თუმცა სექტორის გავლენის შეფასება ქვეყნის ცხოვრებაზე ზოგადად არცთუ მაღალია (რაც, სავარაუდოდ, ობიექტურ რეალობას გამოხატავს):
დიდი გავლენა აქვს |
20,8 |
აქვს გავლენა, მაგრამ მცირე |
52,1 |
არავითარი გავლენა არ აქვს |
18,6 |
არ ვიცი |
8,5 |
შედარებისათვის მოგვყავს 2002 წლის გამოკვლევის შედეგები:6
ძალზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს |
5.8%25 |
მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან გავლენას |
24.9%25 |
მცირე გავლენას ახდენს |
42.2%25 |
საერთოდ არ ახდენს გავლენას |
18.0%25 |
მიჭირს პასუხის გაცემა |
9.1%25 |
ამავე დროს, გამოკითხულთა უმრავლესობა მნიშვნელოვნად თვლის სამოქალაქო სექტორის განვითარებას. ქვემოთ მოცემულია პასუხების განაწილება შეკითხვაზე: რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის განვითარება და მისი აქტიური პოზიცია ქვეყნის განვითარებისათვის?
ძალიან მნიშვნელოვანია |
31,0 |
მნიშვნელოვანია |
45,0 |
უმნიშვნელოა |
10,7 |
მნიშვნელობის არმქონეა |
5,7 |
არ ვიცი |
7,4 |
ამრიგად, სამოქალაქო სექტორის განვითარება და მისი აქტიური პოზიცია მნიშვნელოვნად მიაჩნია გამოკითხულთა 76%25-ს. თუმცა დემოკრატიის განვითარებისათვის გამოკითხულთა 52%25-ს უფრო მნიშვნელოვნად ხელისუფლების ძალისხმევა მიაჩნია; დემოკრატიის განვითარებისათვის სამოქალაქო სექტორის გააქტიურებას უფრო მნიშვნელოვნად თვლის 48%25.
ამასთან, სამოქალაქო სექტორი არ წარმოადგენს მიმზიდველ ადგილს სამუშაოდ. უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს საბიუჯეტო ორგანიზაციებს (ვფიქრობთ, აქ საბჭოთა დროის სტერეოტიპი მუშაობს - საბიუჯეტო ორგანიზაცია აღიქმება, როგორც სტაბილური ხელფასის წყარო):
შეკითხვა: თუ ანაზღაურება თანაბარი იქნებოდა, სად ისურვებდით მუშაობის დაწყებას?
საბიუჯეტო ორგანიზაციაში |
27,3 |
კერძო სექტორში |
25,3 |
სახელისუფლებო სტრუქტურაში |
11,3 |
სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციაში |
6 |
პოლიტიკურ პარტიაში |
2,1 |
ნებისმიერ ორგანიზაციაში |
27,9 |
სამოქალაქო სექტორის შესახებ ინფორმაციას 85,4%25 იღებს ტელევიზიიდან, 30%25 - პრესიდან. გამოკითხულთა 1,9%25-მა მიუთითა, რომ მუშაობს სამოქალაქო სექტორში.
არასამთავრობო ორგანიზაციები
შეკითხვათა შემდეგი ბლოკი ეხებოდა უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ღია შეკითხვაზე, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს იცნობთ? - ყველაზე ხშირად დასახელდა (აბსოლუტურ რიცხვებში):
„ახალგაზრდა იურისტთა |
200 |
„თავისუფლების ინსტიტუტი” |
187 |
„თანასწორობის ინსტიტუტი”7 |
64 |
სოროსის ფონდი |
53 |
„კმარა” |
51 |
„ყოფილი პოლიტპატიმრები |
28 |
როგორც ვხედავთ, ეს ძირითადად იგივე ორგანიზაციებია, რომლებიც დასახელდა იმავე შეკითხვაზე სამოქალაქო სექტორის მიმართ.
2002 წლის გამოკითხვაში ჩართული იყო წყვილი დებულებები, რომელთაგან რესპონდენტებს ერთი უნდა ამოერჩიათ. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვემეორებინა რამდენიმე ასეთი წყვილი. მოგვყავს ორივე შედეგი:
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს |
71,7 |
არასამთავრობო ორგანიზაციები |
28,3 |
ამრიგად, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა პრინციპში არასამთავრობო ორგანიზაციების „მხარესაა”.
არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ადამიანებს |
51,1 |
არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანებს ცარიელ |
48,8 |
შეკითხვა ეხებოდა მოსახლეობის დამოკიდებულებას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თავისი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციის შესრულებისადმი. პასუხები, პრაქტიკულად, შუაზე გაიყო. მიუხედავად ამისა, ალბათ, შეიძლება იმის თქმა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობა ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უწყობენ |
56,4 |
არასამთავრობო ორგანიზაციები არ ზრუნავენ ეროვნულ |
43,6 |
როგორც ვხედავთ, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიიჩნევს ახალი ღირებულებების „პრომოუტერებად” და, რაც საყურადღებოა, ამას დადებითად აღიქვამს.
წინა სამი ცხრილი, ჩვენი აზრით, შეიძლება იმის დასტურად ჩავთვალოთ, რომ საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვანწილად ეთანხმება გამოთქმულ ჰიპოთეზას: არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უწყობენ დემოკრატიული ღირებულებებისა და შესაბამისი ”ენის” გავრცელებას საზოგადოებაში.
შემდეგი კითხვა მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, თუ როგორია მოსახლეობის აზრი არასამთავრობო ორგანიზაციების მანიფესტური და ლატენტური ფუნქციების შესახებ.
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები |
45,9 |
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ |
54,1 |
ამ ცხრილში, ფაქტობრივად, ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაცია საზოგადოებაში. რესპონდენტთა 54,9%25-თვის ეს რეპუტაცია უარყოფითია, 45.9%25-თვის - დადებითი. ვფიქრობთ, რომ 46%25 ცუდი მაჩვენებელი არ არის; რესპონდენტების თითქმის ნახევარს მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ საქმეს ასრულებენ.
თუ თქვენი უფლებები დაირღვა, ვის მიმართავდით დახმარებისთვის? (შეაფასეთ თითოეული)
|
აუცილებლად |
უფრო |
უფრო |
არ |
1. სახალხო დამცველს |
29,6 |
32,2 |
12,4 |
25,8 |
2. სასამართლოს |
16,4 |
29 |
15,7 |
38,9 |
3. პარლამენტის ადამიანის |
13,9 |
24,3 |
19,3 |
42,5 |
4. ადამიანის უფლებების |
16,7 |
30,1 |
19,2 |
34,1 |
5. მასმედიას |
18,4 |
29,2 |
18,7 |
33,7 |
6. ოპოზიციურ პარტიებს |
5,6 |
13,8 |
18,6 |
62,1 |
7. კრიმინალური სამყაროს |
5,7 |
7,8 |
11 |
75,5 |
8. ნაცნობ-მეგობრებს |
66,4 |
24,7 |
3,3 |
5,5 |
9. სახელისუფლებო პარტიას |
12,2 |
19.3 |
17,1 |
47,4 |
შედეგი მეტად საგულისხმოა. ნაცნობ-მეგობრებთან ჰიპოთეზური აპელაციის ძალზე მაღალი პროცენტი ადასტურებს, რომ ქართული კულტურა მიეკუთვნება მცირე ჯგუფებზე ორიენტირებულ კოლექტივისტურ კულტურათა რიცხვს8.
რეიტინგის მიხედვით შემდგომი სამი ინსტიტუციის თუ ინსტანციის (სახალხო დამცველი, მასმედია, არასამთავრობო ორგანიზაციები) ერთ-ერთ მანიფესტურ ფუნქციას წარმოადგენს ხელისუფლების კონტროლი, რაც, ჩვენი აზრით, ასახავს მათ მიმართ ნდობას სახელმწიფო ორგანოებისადმი (მათ შორის, სასამართლოსადმი) დაბალი ნდობის ფონზე.
შეკითხვამ - გითანამშრომლიათ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებთან? - ასეთი შედეგები მოგვცა:
მიმუშავია |
5,2%25 |
მიმუშავია მოხალისედ |
2,5%25 |
მიმიღია მონაწილეობა |
5,0%25 |
მიმიმართავს კონსულტაციისათვის |
2,5%25 |
მისარგებლია ქველმოქმედებით |
2,0%25 |
მიმიღია მიზნობრივი მატერიალური |
1,9%25 |
არ მქონია ურთიერთობა |
86,1%25 |
როგორც ვხედავთ, გამოკითხულთა 13,9%25-ს, ასე თუ ისე, ჰქონია ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქედან 7,7%25-ს უმუშავია ამა თუ იმ ორგანიზაციაში, 7,5%25-ს მიუღია ახალი ცოდნა ან კონსულტაცია, ხოლო 3,9%25-ს - მატერიალური დახმარება (გასაგებია, რომ ცხრილის ზედა ექვსი გრაფა ფარავს ერთმანეთს, ამიტომ ჯამი 100%25-ზე მეტია). ჩვენი აზრით, 8%25-იანი „დაფარვა” (ვიღებთ მინიმუმს, გადაფარვის გათვალისწინებით) არასამთავრობო სექტორის გავლენიანობის რეალურ ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს (ანალოგიური მაჩვენებელი 2002 წელს 5,8%25-ს შეადგენდა9). საინტერესოა არასამთავრობო ორგანიზაციებში მოხალისედ თანამშრომლობის დინამიკა წლების მიხედვით:

დიაგრამა ცხადად აჩვენებს არასამთავრობო სექტორის გააქტიურებას 2003 წელს, რაც, ჩვენი აზრით, პირდაპირ კავშირშია 2003 წლის არჩევნებთან და „ვარდების რევოლუციასთან” (ასეთივე სურათია ტრენინგებში/სემინარებში მონაწილეობის დიაგრამაზე). შედარებისათვის მოგვყავს ქველმოქმედებითი დახმარების მიღების დინამიკა წლების მიხედვით:

ძირითადი შედეგების შეჯამება და დასკვნები
მედიის, როგორც აქტორის, როლი „ვარდების რევოლუციაში” შეფასებულია ყველაზე მაღლა.
არასამთავრობო სექტორი (არასამთავრობო ორგანიზაციები) მოსახლეობის უმრავლესობის მიერ დადებითად ფასდება.
მედია და არასამთავრობო სექტორი მეტი ნდობით სარგებლობს მოსახლეობაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ვიდრე სასამართლო.
მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფორმირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობის გავლენა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უმრავლესობის მიერ შეფასებულია, როგორც: „აქვთ გავლენა, მაგრამ მცირე”.
არასამთავრობო ორგანიზაციების როლი „ვარდები რევოლუციაში” შეფასებულია საკმაოდ მაღლა.
სამოქალაქო ცნობიერება, „თვითეფექტიანობა” მოსახლეობაში არცთუ მაღალია; „უცხოური სახელმწიფოების ნება” დასახელდა, როგორც „ვარდების რევოლუციის” ძირითადი ფაქტორი.
ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის წარმოდგენაში სამოქალაქო სექტორმა „ვარდების რევოლუციაში” ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, განსაკუთრებით მედიამ; თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების როლიც საკმაოდ მნიშვნელოვნადაა ჩათვლილი. შედეგები შეეფარდება საექსპერტო გამოკითხვისა და
კონტენტ-ა
ნალიზის მონაცემებს. გარდა ამისა, შედეგები გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ სამოქალაქო სექტორის არსებობა აღიარებულია საზოგადოების მიერ და მისი მისია, ისევე, როგორც აქტივობები, ძირითადად დადებითადაა შეფასებული.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არასამთავრობო სექტორის რეიტინგი დიდად იქნება დამოკიდებული მის შემდგომ აქტიურობაზე. აქ ერთდროულად ორი მომენტია გასათვალისწინებელი: ერთი მხრივ, მისი რეპუტაცია (კომპეტენტურობა, პატიოსნება) და, მეორე მხრივ, თვალსაჩინო, რეალური შედეგები დასახული მიზნების მიღწევაში. ორივე მომენტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორმა გავლენა იქონიოს მოსახლეობაზე დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების საქმეში.
________________
1 Rotter, J.B. (1966). Generalized expectancies for internal versus external control of reinforcement. Psychological monographs, 80, whole issue.
2. Goodwin, R., Allen, P., Nizharadze, G., Emelyanova, T., Dedkova, N., Saenko, Yu., Bugrova, I. (2002) Fatalism, Social Support and Mental Health in Four Former Soviet Cultures. Personality and Social Psychology Bulletin. Vol.28, No.9, 1166-1171.
3. Bandura, A. (1993). Perceived self-efficacy in cognitive development and functioning. Educational psychologist, 28, 117-148.
4. www.iccn.ge
5. ი.კაჭკაჭიშვილი, ლ.მეზვრიშვილი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მოსახლეობის, პროფესორ-მასწავლებელთა და მეწარმეების დამოკიდებულების სოციოლოგიური შესწავლა (2002 წლის ნოემბერში ჩატარებული რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების ანალიზი). სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. თბილისი, 2003, გვ. 9.
6. ი.კაჭკაჭიშვილი, ლ.მეზვრიშვილი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მოსახლეობის, პროფესორ-მასწავლებელთა და მეწარმეების დამოკიდებულების სოციოლოგიური შესწავლა (2002 წლის ნოემბერში ჩატარებული რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების ანალიზი). სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. თბილისი, 2003, გვ. 24.
7. არსებული ხელისუფლებისადმი ოპოზიციური ორგანიზაცია, ჩამოყალიბდა „ვარდების რევოლუციის” შემდეგ.
8 გ.ნიჟარაძე. ქართული კულტურა: ძირითადი მახასიათებლები. რ.საყვარელიძე, გ.გოშაძე (რედ.). „ჩუბინი”: მოძრაობა „უკეთესი მომავლისათვის”. თბილისი, 2002, 24-37.
9. გ. ნოდია. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები. თბილისი, CIPDD, 2005, გვ. 46.
![]() |
11 თავი 8. ელექტრონული მედიის ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
მედიის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილის, როლი ტრანსფორმირებად საზოგადოებაში ძნელია, გადაჭარბებით შეფასდეს. მასშტაბური ისტორიული ცვლილებების დროს საქმე, სხვა ყველაფერთან ერთად, იდენტობათა ტრადიციული სისტემის ნგრევასთან და ახალ იდენტობათა ფორმირების პროცესთან გვაქვს. ყველაფერი ეს, პირველ რიგში, სწორედ მედიაზე აისახება და, შეიძლება ითქვას, პროცესებიც მედიის მეშვეობით გაიაზრება. ერთი მხრივ, სწორედ მედიაზე აისახება ახალი პარადიგმების დამკვიდრების დინამიკა, მეორე მხრივ, მედია, როგორც სოციალური სისტემის ნაწილი, თავად ახდენს გავლენას პარადიგმათა რაობასა და მათი „ამუშავების” კონკრეტულ პროცესებზე ადაპტაციური, მიზნობრივი, ინტეგრაციული და მარეგულირებელი ფუნქციების შესრულებით.
ელექტრონულ მედიაზე ყურადღების გადატანა თუნდაც იმიტომ არის აუცილებელი და გამართლებული, რომ ამგვარ ეპოქებში იოლი გავრცელების მიზეზით მათი წილი საინფორმაციო სივრცის კონსტრუირებაში განუზომლად დიდია და ზოგ შემთხვევაში იგი ტოტალურად ფლობს და განაგებს ამ სივრცეს.
ჩვენი უახლოესი ისტორიის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი ისტორიული სიტუაცია ახალ მედიალურ საკომუნიკაციო სტრუქტურას გულისხმობს, რომლის ფუნქციონალური კავშირიც სოციალური სისტემის დანარჩენ ნაწილებთან ხშირად გაურკვეველია. ძნელი ხდება იმის განსაზღვრა, თუ რას წარმოადგენს მედია: პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ინსტრუმენტს თუ იგი დამოუკიდებელი ისტორიული სუბიექტის როლში გვევლინება. გასული წლების განმავლობაში ჩვენ თვალს ვადევნებდით მედიის ჩამოყალიბებას. მას უნდა გაეხმოვანებინა საზოგადოება იმით, რომ უნდა გადაემუშავებინა და გარკვეულობა მიენიჭებინა ყოველივე იმისათვის, რაც საზოგადოებაში ხდებოდა, ამით სიცხადე შეეტანა მიმდინარე პროცესებში და ისე შეეთავაზებინა რიგითი სოციალური აგენტისათვის. იგი მხოლოდ ამსახველი კი არ იყო, არამედ, მკაცრი აზრით, ინტერპრეტატორსაც წარმოადგენდა, ხოლო ზოგ შემთხვევაში თავად იყო გარკვეული პროცესების პროვოცირების წყარო.
ტრანსფორმირებად საზოგადოებაში მედია ბუნებრივად ვერ თავსდება მხოლოდ საკომუნიკაციო სივრცის შემქმნელის ფუნქციაში და „მეოთხე ხელისუფლებაა” თუნდაც იმ აზრით, რომ იგი გარდაუვლად კრეაციულია - მნიშვნელობა არა აქვს, ამ ტერმინს დადებითი კონოტაციით გამოვიყენებთ თუ უარყოფითით. საკომუნიკაციო სივრცე იმთავითვე გულისხმობს პარადიგმულ გარკვეულობას და, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, იმ თამაშის წესებს, რომელშიც შეიძლება მოძრაობდნენ და ცხოველმყოფელნი იყვნენ ხელისუფლების განსხვავებული განშტოებანი თუ ცალკეული პოლიტიკოსები.
მაშასადამე, გარდამავალი ეტაპი მედიას, განსაკუთრებით მის მასობრივ სახეს - ელექტრონულს - არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს აძლევს იმისა, რომ საკომუნიკაციო სივრცის შემქმნელის ფუნქციასთან ერთად კრეაციული ფუნქციები შეიძინოს და შეასრულოს. როგორც ჩვენმა უახლოესმა წარსულმაც დაგვარწმუნა, პოლიტიკური პერსონაჟებიც კი ნიშანთა და სიმბოლოთა სახით ჩართოს იმ „საკომუნიკაციო ექსტაზში” (ჟ.ბოდრიარი), რომელიც ამგვარ ეპოქებში განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება. სწორედ ეს საზოგადოებრივი საინფორმაციო ექსტაზია, რომელიც ელექტრონულ მედიას სამოქალაქო საზოგადოების ფარგლებს გარეთ გაჰყავს და რეალურ, თანაც უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ სუბიექტად აქცევს.
ადეკვატური საკომუნიკაციო სივრცის კონსტრუირება და მისი ფუნქციონალური განსაზღვრა თანამედროვე სამოქალაქო აღმშენებლობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. გარკვეული აზრით, საზოგადოებრივი აღმშენებლობის ხარისხზე შეიძლება ვილაპარაკოთ იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენს მედია ამ საზოგადოებაში: ხელისუფლების ან ოპოზიციის რუპორია, პოლიტიკური სუბიექტია ავტონომიურობისა და გავლენის მაღალი ხარისხით თუ ის საკომუნიკაციო სივრცეა, რომელშიც საზოგადოების კონსენსუსი უნდა მიიღწეოდეს.
ტრანსფორმირებად საზოგადოებაში, სადაც მკვეთრი ცვლილებების მიზეზით ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ახალი ინსტიტუციებისა თუ ტენდენციების მიმართ ნდობა და მათი ფუნქციონირების ტრადიციები და ისინი უმალ კონკრეტულ პერსონებთან თუ პროცესებთან იდენტიფიცირდება, ელექტრონული მედიის როლი განსაკუთრებით დიდია. ამიტომაც ყველაზე ნათლად სწორედ ამგვარ ეპოქაში ჩანს მედიის დადებითი თუ უარყოფითი კრეაციული უნარი. მას შეუძლია შექმნას პოლიტიკური აქტორები, ძველი აქტორები აქციოს ერთგვარ სოციალურ კარიკატურებად თუ უარყოფით საზოგადოებრივ სიმბოლოებად, მეტიც, რა ბრალდებაც ხშირად გაისმის ქართული მედიის წინააღმდეგ, იგი ზოგჯერ მიზანდასახულადაც ქმნის კრიტიკულ სიტუაციებს მოსახლეობის საინფორმაციო „დაბომბვითა” და საზოგადოებრივ ემოციათა მართვის ტექნოლოგიების გამოყენებით.
არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ახასიათებს გარდამავალი ხანის საზოგადოებას და მას ერთგვარად უკვე შევეხეთ, როდესაც კომუნიკაციათა ექსტაზი ვახსენეთ: ეს არის სწრაფად ცვალებადი სიტუაციითა და რთული სოციალური მდგომარეობით გამოწვეული ინფორმაციული შიმშილის განცდა, რაც რიგით ადამიანს ტოტალურად დამოკიდებულს ხდის ელექტრონული მედიის ფუნქციონირებაზე. ამ დროს საზოგადოების პოლიტიკური კულტურა და ისტორიული ჩვევები ჯერ არ არის იმ მოთხოვნების ადეკვატური, რომელთაც მას კონკრეტული ისტორიული სიტუაცია უყენებს. პირველი „ვერ ეწევა” მეორეს. ამ დროს ძლიერია ცთუნება, მოხდეს ელექტრონული მედიის, როგორც საზოგადოებრივ განწყობილებათა მართვის ინსტრუმენტის, როლის ჰიპერბოლიზება, რაც ამ არაადეკვატურობასა და დისტანციას კიდევ უფრო აღრმავებს. საზოგადოება მთლიანად დამოკიდებული ხდება არა მხოლოდ მედიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, არამედ, პირველ რიგში, ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციაზეც. უტრირების გარკვეული ხარისხით თუ ვიტყვით, რიგითი ადამიანი ელექტრონული მედიის მხრიდან მისი ემოციების ოსტატური მანიპულაციებით საკუთარი „ხმის” მედიის ხმასთან იდენტიფიცირებას ახდენს. ამ აზრით, მედია რიგითი ადამიანის ნაცვლად იწყებს მეტყველებას და ანაცვლებს კიდეც მას. სხვაგვარად, ელექტრონული მედია თავის ლექსიკაში „ითრევს” რიგით სოციალურ აგენტს და „სათქმელითაც” ამარაგებს მას.
ელექტრონული მედიის ამგვარი ფუნქციონალური ადგილი უკანა პლანზე გადასწევს პოლიტიკური პარტიების წმინდა პოლიტიკურ არსენალს მათი პროგრამებისა თუ კულუარული სტრატეგიების სახით და წინა პლანზე გამოაქვს მათი მედიაპორტრეტის პრობლემა. ეს არ არის მხოლოდ ქართული ან მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემა. სხვადასხვა შეფასებებით, თანამედროვე ელექტორატის მიერ განხორციელებულ არჩევანს უკვე იმდენად მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საინფორმაციო ნაკადი, რომ ამან პოლიტიკის იდეოლოგიური და კონცეპტუალური მხარეც იმიჯ- და პიარ-ტექნოლოგიების ტყვეობაში მოაქცია. თუ ეს პროცესი შედარებით ლატენტურია ჩამოყალიბებული საინფორმაციო ტრადიციების ქვეყნებში, ახალი დემოკრატიის ქვეყნებში მედიასაშუალებებზე, განსაკუთრებით კი ელექტრონულ მედიაზე, კონტროლის პრობლემა ერთ-ერთ და ხშირად უმთავრეს პოლიტიკურ პრობლემად იქცევა.1
სტატისტიკური მონაცემები
ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მონაცემს თუ შევაჯერებთ, 1999-2003 წლებში ბეჭდვითი მედიის მიმართ საინფორმაციო-კონცეპტუალური დამოკიდებულება ჰქონდა სულ მოსახლეობის 2%25-6%25-ს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ელექტრონულ მედიაზე, განსაკუთრებით ტელევიზიაზე, იყო ორიენტირებული. ტელევიზიის წილი საინფორმაციო სივრცის, და შესაბამისად კომუნიკაციათა სისტემის, ფორმირებაში ძალზე დიდი იყო და სხვადასხვა შეფასებებით 56%25-სა და 61%25-ს შორის მერყეობდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში, რომელიც კორუფციის პრობლემებს ეძღვნებოდა, რესპონდენტები გამოიკითხნენ მასმედიის სხვადასხვა საშუალებების მიმართ ნდობის შესახებაც. მიღებული იქნა შემდეგი სურათი:

როგორც მონაცემებიდან ჩანს, რესპონდენტები ძირითადად უყურებდნენ საქართველოს ტელევიზიის „I არხს”, ამჟამინდელ საზოგადოებრივ მაუწყებელს და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2”-ის გადაცემებს. მართალია, რესპონდენტთა დაახლოებით 30%25 იცნობდა სხვა სატელევიზიო არხებს თუ ჟურნალ-გაზეთებს, მაგრამ ამ უკანასკნელთა ხვედრითი წილი მედიასივრცის კონსტრუირებაში მაინც მცირე იყო. ასევე მცირე იყო რადიოსადგურებისა და ინტერნეტგამოცემების როლიც. სხვადასხვა მონაცემებით, რადიოსადგურების როლი უფრო ფონური იყო და უმთავრესად ზოგადი ემოციური განწყობილებებისა და დამოკიდებულებების ფორმირებას უწყობდა ხელს. მართალია, რესპონდენტები იშვიათად აღნიშნავდნენ „რადიო 101”-ის როლს თავიანთი პოლიტიკური განწყობილებების ჩამოყალიბებაში, მაგრამ თითქმის ყველა ექსპერტი, ვისაც გავესაუბრეთ, ადასტურებდა იმ ემოციური გზავნილების დიდ მნიშვნელობას, რომელთაც ეს რადიოსადგური ავრცელებდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ მასალა, რომელშიც სტატისტიკურად იქნებოდა დადასტურებული ეს გავლენა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ექსპერტების აზრი უთუოდ ანგარიშგასაწევია.
წინარევოლუციური სიტუაციის აღსაწერად, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია შემდეგი მონაცემიც. იმ სიტუაციაში, როდესაც კორუფცია მოსახლეობის პოლიტიკურად აქტიური ნაწილისათვის ძირითადი პოლიტიკური კატეგორია იყო, მნიშვნელოვანია ცოდნა იმისა, თუ კორუმპირებულობის რა ხარისხი მიეწერება სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. ვფიქრობთ, იმავე გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ამის საკმაოდ ნათელ სურათს გვიქმნის:
№ |
|
კორუმპირებულები |
არაკორუმპირებულები |
||
|
|
სიხშირე |
პროცენტი |
სიხშირე |
პროცენტი |
Q. 29.1 |
სახელმწიფო |
421 |
86.4 |
35 |
7.2 |
Q. 29.2 |
მრეწველები |
242 |
49.7 |
161 |
33.1 |
Q. 29.3 |
ვაჭრები |
256 |
52.6 |
142 |
29.2 |
Q. 29.4 |
პოლიტიკოსე- |
384 |
78.9 |
47 |
9.7 |
Q. 29.5 |
ინტელიგენცია |
133 |
27.3 |
271 |
55.6 |
Q. 29.6 |
ფერმერები |
105 |
21.6 |
297 |
61.0 |
Q. 29.7 |
პოლიციელები |
397 |
81.5 |
37 |
7.6 |
Q. 29.8 |
ექიმები |
311 |
63.9 |
85 |
17.5 |
Q .29.9 |
მასწავლებლები |
133 |
27.3 |
276 |
56.7 |
Q. 29.10 |
მებაჟეები |
397 |
81.5 |
29 |
6.0 |
Q. 29.11 |
საგადასახადო |
388 |
79.9 |
25 |
5.1 |
Q. 29.12 |
ჟურნალისტები |
116 |
23.8 |
285 |
58.5 |
Q. 29.13 |
არ ვიცი |
21 |
|
|
4.3 |
როგორც ვხედავთ, საზოგადოებრივი აზრის თანახმად, ჟურნალისტები ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული პროფესიის წარმომადგენლები არიან. მათზე არაკორუმპირებულებად მხოლოდ ფერმერები მოიაზრებოდნენ საშუალო სტატისტიკური მოქალაქის მიერ.
აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი გარემოება. 2002 წელს „საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოების” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის მონაცემების თანახმად, კორუფციაში ბრალდებას მძიმე ბრალდებად აღიქვამდა გამოკითხულთა 69,9%25, მაგრამ ამ ტერმინის მნიშვნელობა გამოკითხულთა მხოლოდ 7.5%25-მა იცოდა. ეს ჩვენი საზოგადოებრივი სინამდვილისათვის საკმაოდ ნიშანდობლივი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს პოსტსაბჭოთა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ემოციური და სიმბოლური ელემენტის სიჭარბეს. უკვე ეს გარემოებაც ირიბად ადასტურებს ექსპერტების ვარაუდს, რომ „რადიო 101”-ის იუმორისტული გადაცემებით შექმნილი ემოციური ფონი არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პირდაპირი პოლიტიკური პროპაგანდა.
2004 წელს „გელაპის” ინსტიტუტის შეკვეთით ქართულმა სოციოლოგიურმა სამსახურმა „IPM”-მა მთელი საქართველოს მასშტაბით 1500 რესპონდენტი გამოკითხა და სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების შემდეგი რეიტინგული სურათი მიიღო:
მედია - 84%25
ეკლესია - 82%25
პრეზიდენტის ოფისი - 73%25
მთავრობა - 57%25
პარლამენტი - 54%25
არმია - 45%25
ეროვნული ბანკი - 32%25
პოლიტიკური პარტიები - 32%25
განათლების სისტემა - 27%25
პროფკავშირი - 11%252
ანალოგიური გამოკვლევები ჩაატარეს სხვა ორგანიზაციებმაც და ეს მონაცემი მეტ-ნაკლები სიზუსტით დადასტურდა.
როდესაც ექსპერტებს დავუსვით კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად ადეკვატურად იყო გამოკვლევა ჩატარებული, რამდენიმე მათგანმა გამოთქვა ვარაუდი: არ არის გამორიცხული, რომ 2004 წლის პოლიტიკური ეიფორიის სიტუაციაში ეს მონაცემი უპირატესად გამოხატავს არა ნდობის, არამედ ემოციური მიჯაჭვულობის ხარისხს. აქ, მართლაც, ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ამ გამოკითხვაში რეიტინგით მეორე ადგილზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა. ამასთან, მართლმადიდებელ ეკლესიას მეორე ადგილზე ჩვენთვის ცნობილ არც ერთ გამოკვლევაში არ გადაუნაცვლია, იგი რევოლუციის შემდგომ პერიოდშიც კი ლიდერობდა და რამდენიმე პუნქტით უსწრებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ვფიქრობთ, ეს გარემოება გარკვეულად მიგვითითებს, რომ საქმე სწორედ პოსტრევოლუციურ სიტუაციაში არსებულ ემოციურ მიჯაჭვულობას შეეხება.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციამდელი ელექტრონული მედია თითქმის მთლიანად იყო ინტეგრირებული პოლიტიკაში და ხშირად ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ერთგვარ პიარდანამატად მოიაზრებდა თავს, რამდენადაც მთლიანად ამ უკანასკნელის ფინანსურ ინიექციებზე იყო დამოკიდებული. თუ სახელმწიფო სატელევიზიო არხს შევარდნაძის ხელისუფლება საშუალოდ 12-15 მილიონ ლარიანი ბიუჯეტით უზრუნველყოფდა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, თვალს ხუჭავდა იმაზეც, თუ რაში იხარჯებოდა ეს სახსრები, სხვა სატელევიზიო არხების შემთხვევაში დაფინანსების წყაროები უცნობი იყო და მითქმა-მოთქმის საგანს წარმოადგენდა.
ჩვენ მიერ გამოკითხულ ექსპერტთაგან მხოლოდ ერთმა არ დაადასტურა ფაქტი, რომ რევოლუციისწინა ქართულ მედიაში კორუფციის საკმაოდ მაღალი ხარისხი იყო და ამის შესახებ ყველაზე კარგად ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წრეში იცოდნენ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იქმნებოდა არჩევნების წინა თვეების განმავლობაში. საინფორმაციო სივრცის ფლობის მიზნით პოლიტიკური ძალები ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის გაკონტროლებას ცდილობდნენ ან პირდაპირი მოსყიდვით, ან ირიბი გზებით - სხვადასხვა გრანტების, ძვირადღირებული სარეკლამო შეკვეთებისა და სხვათა უზრუნველყოფით.
საქმე პარადოქსამდეც მიდიოდა. ახლა ძნელია გახსენება ყველა იმ მედიასაშუალებისა, რომლებიც უშუალოდ არჩევნების წინ ჩნდებოდა იმდენად არა პოლიტიკური პროპაგანდის მიზნებისათვის, რამდენადაც იმისათვის, რომ ყოველი პოლიტიკური ძალის ორბიტაში მყოფი გარკვეული ჯგუფისათვის პარტიული სახსრების გარეცხვის საშუალება მიეცა. ზუსტად ასევე ჩნდებოდა ახალ-ახალი სოციოლოგიური სამსახურებიც, რომელთა მიზანიც პარტიულ სალაროებში შეტანილი სახსრების გაფლანგვის დაფარვა იყო. ამგვარი ფენომენი შედარებით ნაკლებად ჩნდებოდა ელექტრონულ მედიაში, რადგან ეს უკანასკნელი საკმაოდ დიდ ინვესტიციებს მოითხოვდა, მაგრამ თითქმის ჩვეულებრივი ამბავი იყო ბეჭდვით მედიაში. დღეს, ალბათ, უკვე ძნელია ყველა იმ ფანტომური გაზეთის დასახელება, რომელთა უმრავლესობაც სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოდიოდა და ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას შთაბეჭდილებას უქმნიდა, რომ საინფორმაციო ომის ასპარეზზე ყველაფერი წესრიგში იყო.
ამ პერიოდში ელექტრონული მედიასაშუალებები პოტენციურ კლიენტებს უფრო მეტად თოქ-შოუებსა თუ სატელევიზიო სიუჟეტებს სთავაზობდნენ. ექსპერტების მოწმობით, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ელექტრონული მედიასაშუალება ერთდროულად ორ ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკურ ძალას სთავაზობდა თავის სამსახურს. 1999 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ცნობილი გახდა იმ სკანდალის ამბავი, რომელიც გამოიწვია ერთი ძალზე გავლენიანი ტელევიზიის მცდელობამ, ერთდროულად სახელისუფლებო ბლოკზეც ემუშავა და მის ძირითად კონკურენტზეც - „აღორძინების კავშირზე”.
ცხადია, ამგვარ ნეგატიურ ტენდენციებს მნიშვნელოვნად განაპირობებდა და დღემდე განაპირობებს ქართული მედიაბაზრის სიმწირე. ქართული ბეჭდვითი გამოცემების ტირაჟები ძალზე მცირეა საიმისოდ, რომ მათ დამოუკიდებლად ირჩინონ თავი, ხოლო ელექტრონული მედიის გავრცელების არეალი საკმაოდ მცირეა საიმისოდ, რომ მაღალი სარეკლამო შემოსავლები ჰქონდეს.
„რუსთავი 2”
„რუსთავი 2”-ის ზრდა 90-იანი წლების დასასრულს უკავშირდება. შეიძლება დავასახელოთ რამდენიმე ფაქტი, რომელმაც ამ სამაუწყებლო კომპანიის წარმატება უზრუნველყო. პირველი იყო მისთვის სიხშირის ჩამორთმევის მცდელობა 1994 წელს, რამაც ახალგაზრდა და მზარდი ტელევიზია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმაც, რომლებიც მხარში ამოუდგნენ „რუსთავი 2”-ს და, ნებით თუ უნებლიეთ, მისი მაღალი ცნობადობაც უზრუნველყვეს.
მეორე ფაქტი იყო 1996 წელს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით რუსული ტელევიზიების განდევნა ქართული სარეკლამო ბაზრიდან. ცვლილებათა ინიციატორი იყო ზურაბ ჟვანია და თუ გავითვალისწინებთ, როგორ თავისთავად გადაინაცვლა სარეკლამო ბაზრის დიდმა სეგმენტმა „რუსთავი 2”-ის ხელში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ მომენტისათვის სამაუწყებლო კომპანიასა და ე.წ. „მმართველი პარტიის ახალგაზრდა რეფორმატორებს” შორის ალიანსი უკვე შემდგარი ფაქტი იყო. მესამე და, ალბათ, გადამწყვეტი ფაქტი გახლდათ უშიშროების წარმომადგენელთა შესვლა „რუსთავი 2”-ის ოფისში 2001 წელს, რასაც თბილისში გამოსვლები და, საბოლოოდ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებები მოჰყვა. ამ გამოსვლებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ „რუსთავი 2” უკვე რიგითი მოქალაქეების ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილის ხმას განასახიერებდა და კონცეპტუალურადაც უზრუნველყოფდა მას. ამ დროისათვის მან საბოლოოდ შეიქმნა იმიჯი ტელევიზიისა, რომელიც განუხრელად იცავდა მოსახლეობის უფლებებს და კორუმპირებულ ხელისუფლებას უპირისპირდებოდა.
საინტერესო დეტალია, რომ არც ამ ამბისა და არც მის შემდეგ სერიოზულად არ დასმულა საკითხი, რამდენად სამართლიანი იყო ეჭვები რამდენიმე მილიონი ლარის გადასახადის დამალვის შესახებ, რომელთა საფუძველზეც უშიშროება დაინტერესდა „რუსთავი 2”-ით. მაშინაც და შემდეგაც გაბატონებული აღმოჩნდა თვალსაზრისი, რომ ხელისუფლება ფინანსური გზებით ცდილობდა ოპოზიციური ტელევიზიის ჩაკვლას. შეუმჩნეველი დარჩა „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ეროსი კიწმარიშვილის მიერ რევოლუციის შემდეგ საკითხის დასმა სამაუწყებლო კომპანიის გაკოტრების შესახებ, რაც მას საგადასახადო დავალიანებისაგან ათავისუფლებდა.
ამ ყველაფრის შედეგად ელექტრონული მედიის განვითარების თვალსაზრისით მივიღეთ სურათი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა 2003 წლის მოვლენების განვითარებაზე: ჩამოყალიბდა ორი მსხვილი ტელევიზია: „პირველი არხი” და „რუსთავი 2”, რომლებიც, ერთი შეხედვით, მკვეთრად საპირისპირო მიზნებს ემსახურებოდნენ. მესამე ტელევიზია, „იმედი”, ამ მკვეთრი დაპირისპირებისა და საზოგადოებრივი ვნებების გაღვივების სიტუაციაში უპირატესად თავისი ტექნიკური სიმდიდრითა და პროფესიონალიზმით ახერხებდა მაყურებლის შენარჩუნებას. მისი შედარებით გაწონასწორებული პოზიცია დიდწილად გაუგებარი რჩებოდა მაყურებლისათვის, რომელსაც „რუსთავი 2” მკაფიო, იოლად აღქმად და გასააზრებელ ინფორმაციასა და კონცეპტუალურ სურათს სთავაზობდა. ამ ტელევიზიის მიერ შემუშავებული გზავნილები, რომლებიც საინფორმაციო გამოშვებების ანონსებში ხმიანდებოდა, მეორე დღეს თითქმის უცვლელი სახით გადადიოდა გაზეთებში. მეტიც, „რუსთავი 2” ქმნიდა მოვლენათა იმ ღირებულებით იერარქიასაც, რომელსაც შემდეგ არა მხოლოდ ბეჭდვითი საშუალებები, არამედ სხვა ელექტრონული მედიაც იმეორებდა.
„რუსთავი 2”-ის მესვეურები ფლობდნენ არა მხოლოდ ტექნიკურ აღჭურვილობას, არამედ, განსხვავებით არანაკლები აღჭურვილობის მქონე „პირველი არხისაგან”, საინფორმაციო ომის სტრატეგიის ცოდნასაც. აგრესიული ტონით, ნიშანთა სისტემის პროფესიული გამოყენებით, ჟურნალისტიკისათვის აუცილებელი ავანტიურიზმით მათ თანდათან მიაღწიეს საზოგადოებრივი აზრის უკონკურენტო კრეატორის მდგომარეობას. ამ არხის ჟურნალისტთა გავლენა იმდენად დიდი იყო წინარევოლუციური სიტუაციის შესაქმნელად, რომ ქართულ პრესაში 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს რამდენჯერმე „სატელევიზიო-ვირტუალური რევოლუციაც“ ეწოდა. ამ ტელევიზიის სულისჩამდგმელი ეროსი კიწმარიშვილი კი პოლიტიკურ წრეებში ცნობილი რევოლუციური სამეულის - ბურჯანაძის, სააკაშვილისა და ჟვანიას გვერდით განიხილებოდა და რეალურად მას არანაკლებ უწევდნენ ანგარიშს, ვიდრე ამ სამეულის რომელიმე წევრს.
რევოლუციის შემდეგ ამ ტელევიზიის წამყვანები ღია ეთერში საკუთარ თავს უკვე დაუფარავად უწოდებდნენ „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედებს, რის გამოც რამდენჯერმე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ უცხოელ რესპონდენტებთან, რადგან ეს უკანასკნელები ამა თუ იმ ფორმით მიანიშნებდნენ, რომ ტელევიზია არ შეიძლებოდა რევოლუციის შემოქმედი ყოფილიყო.
მართლაც, მათ აღმოაჩნდათ იმის უნარიცა და ტექნიკური საშუალებებიც, რომ გამოეძერწათ არა მხოლოდ პერსონები, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გარკვეულად სიტუაციებიც და რიგითი მაყურებლისათვის ეკარნახათ, თუ რა უნდა ყოფილიყო მისი ყურადღების ცენტრში და რა - არა.
ამასთან, ისიც აშკარა იყო, რომ „რუსთავი 2“ წინარევოლუციურ სიტუაციაში უკვე თავად იქცა ერთ-ერთ პოლიტიკურ აქტორად და რევოლუციის ტრუბადურად. აქ გავიხსენებთ ორ ფაქტს, რომლებიც უშუალოდ 2003 წლის ნოემბრის არჩევნების დღეს მოხდა და რომლებიც, ვფიქრობთ, კარგად გვიჩვენებს, თუ როგორ იაზრებდნენ ამ ტელევიზიის მესვეურები თავიანთ ფუნქციას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. პირველი ფაქტია 3 ნოემბრის 9 და 12 საათის „კურიერში“ ჩვენება ახალგაზრდა კაცისა, რომელიც ობიექტივისაკენ ზურგით იდგა და ამტკიცებდა, რომ მან მარკირების წაშლის ხერხს მიაგნო. ეს სიუჟეტი რამდენჯერმე გაიმეორეს და მისი გაშვება იოლად შეიძლება გავიაზროთ, როგორც მოსახლეობაში არჩევნების მიმართ უნდობლობის გაღვივების მცდელობა. მეორე ფაქტი - 3 ნოემბრის ნაშუადღევს რამდენჯერმე გადმოიცა სიუჟეტი, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მოუწოდებდა, ქუჩაში გამოსულიყვნენ და თავიანთი ხმები დაეცვათ, რადგან ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებდა. ვფიქრობთ, ეს ფაქტიც არაპირდაპირ, ოღონდაც საკმაოდ ეფექტურ პოლიტიკურ პროპაგანდად შეიძლება გავიგოთ, თუმცა კი საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნების დღეს ყოველგვარი პროპაგანდა იკრძალება. თუ ამას დავუმატებთ უამრავ ე.წ. „დაუმთავრებელ თემას“, როდესაც ტელევიზია რომელიმე სახელმწიფო მოხელეს ან ზოგჯერ უბრალოდ განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანს ბრალს სდებდა კორუფციაში ან უბრალოდ არაკორექტულად იყენებდა მის სახელს, ვფიქრობთ, სიტუაცია გასაგები უნდა იყოს. ამიტომაც წამოიჭრა რევოლუციისწინა პერიოდში აზრი პრესომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობის შესახებ. სწორედ ამ ინსტიტუტს უნდა დაეცვა ის ადამიანები, რომლებიც საინფორმაციო ომის მსხვერპლნი გახდნენ.
ზოგადი თვალსაზრისით კი სწორედ „რუსთავი 2”-ის, როგორც წამყვანი მედიასაშუალების, წყალობით დაიწყო დამკვიდრება ქართულ მედიასივრცეში ორმა მანკიერებამ: დაუბოლოებელმა თემებმა, როდესაც ამა თუ იმ სენსაციურ ინფორმაციას ან ბრალდებას გაგრძელება აღარ მოჰყვება და მედიასაშუალებები სარგებლობენ იმით, რომ საქართველოში სუსტია სასამართლოს მეშვეობით მედიასაშუალებებისაგან თავის დაცვის ტრადიცია და ფარულმა გადაღებებმა, როდესაც ბევრი სიუჟეტი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მათი მასალის მოპოვებისას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ირღვეოდა (სიტყვამ მოიტანა და ასეთი ქცევისაგან არც ბეჭდვითი მედია იკავებდა თავს. გაზეთები „ალია”, „ჯორჯიან ტაიმსი“ და სხვები ხშირად ძალზე დაუნდობლად იყენებდნენ ამგვარ ტექნოლოგიებს სკანდალური თემების ასაგორებლად).
მედიასაშუალებათა საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის პრობლემა, ვფიქრობთ, ნაცნობია ისეთი განვითარებული მედიაკულტურის ქვეყნებისათვისაც, როგორებიცაა აშშ, კანადა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები. ამასთან, თუკი ხანგრძლივმა ისტორიულმა გამოცდილებამ ამ ქვეყნებში შექმნა ტრადიციული მექანიზმები და, შეიძლება ითქვას, მორალიც, რომელიც ეწინააღმდეგება მედიასაშუალებების პოლიტიკურ აქტორებად ქცევას და ამას უფრო ლატენტური ხასიათი აქვს, საქართველოსა და ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამგვარი ტრადიციული ნორმების მკვეთრი დეფიციტია. მეტიც, რამდენადაც თავისუფალი მედია იმთავითვე ნიშნავს მედიას კონტროლის გარეშე, თავად ლაპარაკიც კი მედიასაშუალებების საზოგადოებრივ კონტროლზე მკვეთრად უარყოფით რეაქციას იწვევდა და ინფანტილურად გამორიცხავდა მედიის კორპორაციულ ეთოსსაცა და პასუხისმგებლობასაც. ოპონენტები მიუთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ საზოგადოებრივი კონტროლის იდეას აუცილებლად შეაფარებდა თავს ამა თუ იმ ტიპის პოლიტიკური კონტროლი.
ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის ხელისუფლების ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე გაჩნდა პრესომბუდსმენის იდეა, ვისაც მედია ადამიანის უფლებათა, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისა და სხვა თვალსაზრისით უნდა შეეფასებინა, რაც უკვე მაშინ, გაცხოველებული პოლიტიკური ბრძოლის ფონზე, სრულიად გარდუვალი ჩანდა, ამ იდეამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა შედარებით ნეიტრალურ და პოლიტიკურად არაანგაჟირებულ ჟურნალისტებს შორისაც კი. დომინანტური აღმოჩნდა აზრი, რომ ნებისმიერი ტიპის კონტროლზე ლაპარაკი პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში, რომლის წევრებსაც ჯერაც არ ჰქონდათ თავისუფალ გარემოში ცხოვრების ჩვევები, აუცილებლად უარყოფით შედეგებს გამოიწვევდა: ომბუდსმენი იქცეოდა პოლიტიკური ბატალიების დამატებით ინსტრუმენტად და ეს იდეა იმთავითვე მკვდრადშობილი აღმოჩნდებოდა. ამგვარი ინსტიტუტის არსებობა ხელს არ აძლევდა არც იმ ჟურნალისტებს, ვინც პოლიტიკურ წრეებთან თავისი კავშირებით და ალიანსით იყვნენ ცნობილი. პრესომბუდსმენის არსებობა მათ ფსიქოლოგიურად მაინც შეუშლიდა ხელს თავიანთ ბიზნესში, რაც ამა თუ იმ პოლიტიკური კლანის თუ პერსონაჟის ე.წ. „პიარუზრუნველყოფაში” მდგომარეობდა.
ექსპერტები იხსენებენ, რომ ამგვარი ინსტიტუცია ყველასათვის შეუმჩნევლად რევოლუციამდე მაინც შეიქმნა და მას ჟვანიასთან და სააკაშვილთან დაახლოებული პირი ხელმძღვანელობდა. თუ ზურაბ ჟვანიას პოლიტიკურ მეთოდებს გავიხსენებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ინსტიტუციის ამგვარი ჩუმი არსებობა უფრო საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის იყო განკუთვნილი. მის ორბიტაში მყოფი ამა თუ იმ მედიასაშუალების წინააღმდეგ სერიოზული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში პრესომბუდსმენი შეავსებდა იმ ნიშას, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე სხვა, უკონტროლო ან საწინააღმდეგო ძალას შეევსო.
ასე იყო თუ ისე, ამ იდეისათვის მაშინდელი სიტუაცია არ აღმოჩნდა მზად.
შევარდნაძის მედიაპოლიტიკა
ელექტრონული და ზოგადად მედიასივრცის ამ სახით ჩამოყალიბებას იმ გარემოებამაც შეუწყო ხელი, რომ შევარდნაძე ძალზე ცუდად იცნობდა საინფორმაციო ომის თანამედროვე სტრატეგიებს და მისთვის უცხო იყო იმიჯის კატეგორია, თითქმის მთლიანად რომ განსაზღვრავს პოლიტიკოსის სახეს. თავისი ხელისუფლების დასასრულამდე მას საბჭოთა ადამიანის დამოკიდებულება ჰქონდა მედიისადმი. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს გულწრფელად სჯეროდა, რომ ერთი სტატია ან ერთი სატელევიზიო გადაცემა მთელ პოლიტიკურ პანორამას შეცვლიდა. მით უმეტეს, თუკი იგი სამთავრობო მედიის არხებით ვრცელდებოდა, რადგან სჯეროდა, რომ 90-იანი წლების მეორე ნახევრისა და XXI საუკუნის დასაწყისის საზოგადოების რიგით წევრს ისეთივე დამჯერი და ინფანტილურად მიმნდობი დამოკიდებულება ჰქონდა სახელისუფლებო მედიის მიმართ, როგორიც საბჭოთა მოქალაქეს. საინფორმაციო იმიჯტექნოლოგიების ამგვარი უგულებელყოფა საბოლოოდ სავალალოდ აისახა მისი და მისი გარემოცვის საზოგადოებრივ ავტორიტეტზე. ოპოზიცია მეთოდურად და თანმიმდევრულად იგდებდა ხელთ მედიასაშუალებებს და შევარდნაძისგან და მისი გარემოცვისაგან უარყოფით სოციალურ სახეებს ქმნიდა. ოპოზიციური მასმედიით შეწუხებული შევარდნაძე სულ უფრო და უფრო არაადეკვატური ხდებოდა საინფორმაციო სიტუაციის მიმართ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბევრი ამ მდგომარეობით სარგებლობდა და ათასგვარი იოლი გამოსავლის შეთავაზებით შეცდომაში შეჰყავდათ იგი.
ამის ძალზე თვალსაჩინო მაგალითია ზემოთ ნახსენები ფანტომური პრესის ერთი ნიმუშის, „სახალხო გაზეთის” ისტორია. ამ გაზეთის არსებობა არათუ რიგითმა მკითხველმა, არამედ ჟურნალისტებმაც კი თითქმის არ იცოდნენ. ეს იყო სამთავრობო გაზეთი, რომლის ტირაჟიც არ აღემატებოდა რამდენიმე ასეულს, შეიძლება, რამდენიმე ათეულსაც კი. მას მთავრობის სხდომებზე არიგებდნენ და მთავრობის წევრებიც სიამოვნებით იღებდნენ მას. გაზეთის დანიშნულება იყო, შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგში იყო, ხოლო ოპოზიციის სატელევიზიო აქტივობას ჯეროვან პასუხს სახელისუფლებო მედია სცემდა.
ეს გაზეთი გაზეთ „რესპუბლიკასთან” და სამთავრობო სატელევიზიო არხთან ერთად ქმნიდა იმ ჰერმეტულ საინფორმაციო სივრცეს, რომელშიც ვერ აღწევდა საზოგადოების რეალურ განწყობილებათა სურათი და საზოგადოებრივი პროცესები. საქმე მხოლოდ ეს არ იყო. ეს მედიასაშუალებები იქცა საშუალებად ხელისუფლების წევრებისა თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისათვის, რათა, ერთი მხრივ, შევარდნაძეს მოხვედროდნენ თვალში, ხოლო, მეორე მხრივ, მასთან მიმავალი ინფორმაცია ეკონტროლებინათ. ამიტომაც ეს მედიასაშუალებები ჰერმეტული იყო არა მხოლოდ ინფორმაციული პარადიგმების, არამედ მათი თვალსაზრისითაც, ვინც ამ ინფორმაციას ქმნიდა და განაგებდა. იგი იქსოვებოდა, როგორც ვთქვით, სახელმწიფო ელექტრონული მედიის, რამდენიმე სახელმწიფო ბეჭდვითი საშუალებისა და აგრეთვე იმ საინფორმაციო არხების საშუალებით, რომლებიც პრეზიდენტამდე აღწევდა. ამ უკანასკნელში იგულისხმება მრავალრიცხოვანი სამსახურები, რომლებიც პრეზიდენტისათვის საინფორმაციო დაიჯესტებსა და ანალიტიკურ მასალას ქმნიდნენ, სახელმწიფო კანცელარიის პრესსამსახური, რომელიც განაგებდა იმას, თუ რას და რა ხარისხით უნდა მიეღწია პრეზიდენტამდე და სხვანი. ნებისმიერი მცდელობა, ეს ჰერმეტული საინფორმაციო სივრცე გარღვეულიყო, შევარდნაძის გარემოცვის მიერ მყისიერად აღიკვეთებოდა, ხოლო პირები, ვინც ამას შეეცდებოდნენ, ხელისუფლებიდან იდევნებოდნენ. შევარდნაძის გარემოცვამ იოლად აუღო ალღო მის საინფორმაციო გემოვნებას და სწრაფად ისწავლა მისი გამოყენება საკუთარი ინტერესებისათვის. რაც შეეხება ოპოზიციურ პრესას, ყველა ნიშანი იყო იმისა, რომ შევარდნაძემ იწამა მათი „არაობიექტურობისა”. ეს გაგრძელდა მისი ხელისუფლების ბოლო თვეებამდე, იქამდე, ვიდრე რევოლუციამდე ორიოდე თვით ადრე მთავრობის სხდომაზე თავადვე არ მოუწია სახელისუფლებო საინფორმაციო სტრატეგიის უმწეობის აღიარება.
ამდენად, საინფორმაციო ომს ჰქონდა არა მხოლოდ აშკარა და მანიფესტირებული, არამედ არამანიფესტირებული და ფარული სახეც. ამიტომაც ძალზე ხშირად იქმნებოდა შთაბეჭდილება - და ეს შევარდნაძის ხელისუფლების ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიმჩნეოდა - რომ შევარდნაძე ვერ ფლობდა სრულ ინფორმაციას საზოგადოებრივი პროცესების შესახებ, ხოლო როდესაც მან გაიაზრა, თუ რა ხდებოდა, უკვე გვიან იყო და მდგომარეობის გამოსწორება აღარ შეიძლებოდა, მით უმეტეს, შევარდნაძე ამ დროისათვის არც საამისო ბერკეტებს ფლობდა საინფორმაციო საშუალებების სახით (ამ უკანასკნელთა შორის საბოლოოდ ჩამოყალიბდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის არაპრესტიჟულობის შესახებ შეხედულება) და არც ერთი მიზნის მისაღწევად შეკრულ თანამოაზრეთა გუნდს. მისი გარემოცვა მეტწილად იმ ადამიანებით აღმოჩნდა დაკომპლექტებული, ვისაც ძნელად თუ უწოდებდი ქვეყნისათვის თავდადებულს.
ხელისუფლების ეროზია იგრძნობოდა ხელისუფლების თითქმის ყველა რგოლში. სახელმწიფო კანცელარიის კედლებშიც კი ბევრი არ ერიდებოდა იმის ხმამაღლა განცხადებას, რომ არ აპირებდნენ, თავიანთი კარიერა შევარდნაძისათვის შეეწირათ. ამიტომაც წარმოუდგენელი იყო ლაპარაკი ერთიან საინფორმაციო სტრატეგიაზე. ძირითადად არსებობდნენ ცალკეულ ლიდერთა ირგვლივ დაჯგუფებული ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, კონტროლი დაეწესებინათ სახელმწიფო ან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე, პირველ რიგში, პირველ არხზე. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობაც სარგებლობდა სიტუაციით და საკმაოდ მომგებიანადაც.
ცხადია, ამგვარი თავის თავში ჩაკეტილი საინფორმაციო სივრცის არსებობაში პირველ რიგში ოპოზიციის ლიდერები იყვნენ დაინტერესებულები, რადგან იგი დიდწილად განსაზღვრავდა შევარდნაძის გამოსვლებისა და გადაწყვეტილებათა არაადეკვატურობას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, თუკი ოპოზიცია აშკარად თუ ფარულად უჭერდა მხარს ამგვარი სიტუაციის ჩამოყალიბებას.
ჩვენ არ შევეხებით შევარდნაძის ხელისუფლების კრახის ობიექტურ მიზეზებს. ექსპერტთა მნიშვნელოვანმა ნაწილმაც დაგვიდასტურა აზრი, რომ მის მმართველობას დასავლეთის მრავალი ლიდერი აღიქვამდა, როგორც გარდამავალ ეტაპს, რომელსაც დემოკრატიული სტრუქტურების შექმნისათვის ელემენტარული წინაპირობები უნდა უზრუნველეყო, უნდა ამოქმედებულიყო საბაზისო სახელმწიფოებრივი ინსტიტუციები: პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, სამართალდამცავი სისტემა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, სწორედ შევარდნაძის ხელისუფლებას უნდა უზრუნველეყო დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორისა და მასმედიის ჩამოყალიბება. მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ თავად შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში ამ წანამძღვართა სრულფასოვან სამოქალაქო აღმშენებლობის პროცესში ჩართვა შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც იმ მიზეზით, რომ ამ პოლიტიკური აქტორის სოციალურ ბაზას უმთავრესად ყოფილი საბჭოთა, სამეურნეო და პარტიული ნომენკლატურა წარმოადგენდა, რომელიც შორს იდგა დემოკრატიული ინტერესებისაგან და ახალ სიტუაციას უმთავრესად განიხილავდა, როგორც ძალაუფლების შენარჩუნებისა და ახალი კორუფციული კავშირების გაბმის საშუალებას.
ჩვენ მიერ 2002 წელს შესრულებული საექსპერტო გამოკითხვისას გამოკითხული პირები შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფილი ნომენკლატურის ხვედრით წილს სხვადასხვა დროს 30%25-დან 60%25-მდე აფასებდნენ. სიტუაცია განსაკუთრებით დაამძიმა ახალი თაობის პოლიტიკოსთა დიდი ნაწილის გადასვლამ ოპოზიციაში. შევარდნაძის საკადრო პოლიტიკა სულ უფრო და უფრო იხრებოდა მისთვის ჩვეული ყაიდის ადამიანებისაკენ და შედეგად ძველი სახეების არაბუნებრივი და წამგებიანი სიმრავლე მივიღეთ. ეს კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ უნდობლობას.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, ანუ იგივე სახელმწიფო ტელევიზია, მთლიანად თავსდებოდა შევარდნაძის მედიაპოლიტიკის ფარგლებში, თუმცა მის მიმართ შევარდნაძე ხშირად ამჟღავნებდა უკმაყოფილებას. ამ არხის მესვეურები „რუსთავი 2”-ის მიერ საინფორმაციო სივრცის დიდი სეგმენტის დაკავების შემდეგ დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი განაგრძობდნენ სახელმწიფო ტელევიზიის ფუნქციის შესრულებას, რაც ხელისუფლების მიერ აღიქმებოდა, როგორც მთავრობის ბრალდებებისაგან დაცვისა და სახელმწიფოებრივი წარმატებების დემონსტრირების ფუნქცია, ტელევიზია თანდათან დაკარგავდა რეიტინგს და ოდიოზური მედიაწარმონაქმნის როლში აღმოჩნდებოდა ნახსენები რამდენიმე შემთხვევის მსგავსად. საპროტესტო განწყობილებების ასახვის შემთხვევაში კი ან მესვეურები დაკარგავდნენ თანამდებობებს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ხელისუფლება დაკარგავდა ამ ტელევიზიის მიმართ ინტერესს და, შესაძლოა, შანსი გასჩენოდათ იმათ, ვინც პირველი არხის ჩანაცვლებით საინფორმაციო პანორამის გამოსწორებას ჰპირდებოდა ხელისუფლებას.
ინტერესთა ამგვარი დისონანსი კი უკვე თავისთავად განსაზღვრავდა პირველი არხის რეიტინგის დაცემას. მართალია, იყო მცდელობები, რომ „რუსთავი 2”-ის სატელევიზიო დებატები და თოქ-შოუები პირველი არხის ალტერნატიული გადაცემებით ჩაენაცვლებინათ, მაგრამ მათი რეიტინგი თითქმის ყოველთვის ჩამორჩებოდა „რუსთავი 2”-ის გადაცემებისას, ხოლო მოწვეულ პირთა სიები მთლიანად არხის მესვეურთა მიერ მტკიცდებოდა მათი პოლიტიკური ინტერესებისა და სახელმწიფო კანცელარიაში არსებული კონიუნქტურის შესაბამისად, რაც, თავისთავად, გადაცემათა ხარისხზეც აისახებოდა. გარდა ამისა, არხის მესვეურები სარგებლობდნენ იმითაც, თუ როგორ ცდილობდნენ შევარდნაძის გარემოცვის წარმომადგენლები თავიანთი საზოგადოებრივი იმიჯის გამოსწორებას და მასმედიაში ახალი სახეების გამოჩენის აღკვეთას. ყოველივე ამის საუკეთესო სატელევიზიო გამოხატულება იყო კოკა ყანდიაშვილის ღამის გადაცემები. ამ უკანასკნელმა ვერ გაუძლო „რუსთავი 2”-ის მიერ შეთავაზებულ მაღალ ტონალობას და ჯერ საზოგადოებრივი ვნებების დამშვიდების ინსტრუმენტად იქცა (თითქმის ყოველ საღამოს სტუდიაში იწვევდნენ თვალსაჩინო პოლიტიკოსებს თავიანთი ოჯახების წევრებთან ერთად და საყველპურო საუბრებით ცდილობდნენ ერთგვარი იდილიური სურათის შექმნას), შემდეგ კი ამგვარი ინსტრუმენტის ერთგვარ კარიკატურად. თუკი პირველ ეტაპზე მის მიმართ რაღაც ინტერესი ჯერ კიდევ იყო, საზოგადოებრივი ვნებების გაღვივებასთან ერთად ეს გადაცემაც თანდათან არაკონტექსტუალური ხდებოდა.
სახელმწიფო არხს ჰქონდა ერთი საკმაოდ ხანმოკლე მცდელობა იმისა, რომ ინიციატივა ჩამოერთმია „რუსთავი 2”-ის გახმაურებული გადაცემისათვის „60 წუთი”, რომელმაც ძალზე დიდი გავლენა მოახდინა კორუფციის თემის პედალირებაში. ეს იყო გადაცემა „კედელი”, რომელიც უმეტესად საერთო მძიმე კორუფციული სურათის აღწერით შემოიფარგლებოდა და არაფერს ამბობდა კონკრეტულ დამნაშავეთა შესახებ. ამგვარი ხასიათის გადაცემა კი იმთავითვე მარცხისათვის იყო განწირული. თუმცა, ცხადია, პირველი არხის მესვეურებმა ამ გადაცემით შევარდნაძის წინაშე გარკვეული აქტიურობის დაფიქსირება შეძლეს.
ზოგადად კი უნდა ითქვას, რომ პირველი არხი მოკლებული აღმოჩნდა უნარს, წინააღმდეგობა გაეწია ქართული საინფორმაციო სივრცის გაჯერებისათვის საპროტესტო განწყობილებებით. ამას, ცხადია, ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა არსებული სოციალური და პოლიტიკური ვითარების სახით და სუბიექტურიც. პოლიტიკური კონიუნქტურის დაცვისა და პირადი მოგების მოპოვების ის სურვილი, რომელიც ამ არხის მესვეურებს ამოძრავებდა, შევარდნაძის მედიაპოლიტიკის სისუსტესთან ერთად სწორედ ამ სუბიექტურ ფაქტორებს წარმოადგენდა.
მედიასივრცის კოდირება
ამჯერად შევეხებით გზავნილების იმ სისტემას, რომელსაც იყენებდა „რუსთავი 2” თავის სოციალურ ინჟინერიაში და რომელიც ოპოზიციის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის ქვაკუთხედად იქცა. საკითხი, არსებითად, ეხება კოდირების იმ სისტემას, რომელსაც მაყურებელს სთავაზობდნენ, როგორც იმ შტრიხებს, რომლებიც რიგითი მაყურებლის გონებაში იმავე ტელევიზიის დახმარებით ერთიან კონცეფციად და ახლო მომავლის პროექტად უნდა ქცეულიყო.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, შევეხებით კოდების იმ სისტემას, რომლებითაც სიტუაცია ქვეყანაში ჯერ აღიწერებოდა, როგორც წინარევოლუციური, შემდეგ - რევოლუციური, ბოლოს კი - პოსტრევოლუციური - ამ ბოლო შემთხვევაში „რუსთავი 2”-მა საკუთარი თავის კოდირებაც მოახდინა, როგორც „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიისა”.
უკვე 90-იანი წლების ბოლოდან იგრძნობოდა, რომ „რუსთავი 2“, რამდენიმე სხვა გაზეთთან და რადიოსადგურთან ერთად, რევოლუციური საკომუნიკაციო სივრცის კონსტრუირებას იწყებდა. ამ წყაროებიდან გამუდმებით ვრცელდებოდა შიშის, უიმედობისა და მდგომარეობის უკიდურესი სიმძიმის განწყობილება. ერთმა ექსპერტმა პირად საუბარში გაიხსენა, თუ რა რეგულარულად, თითქმის თვეში ერთხელ ვრცელდებოდა ინფორმაცია ძაღლის მიერ ადამიანის დაგლეჯისა და, აქედან გამომდინარე, ცოფის ეპიდემიის გავრცელების საშიშროების შესახებ. ექსპერტი დარწმუნებული იყო, რომ ამ ინფორმაციას სრულიად კონკრეტული მიზანი ჰქონდა და სხვა ანალოგიურ ინფორმაციებთან ერთად მოსახლეობაში პანიკისა და შიშის განწყობილებებისა და დანაშაულებრივი პასიურობის გამო ხელისუფლების მიმართ აგრესიის გაღვიძებას ისახავდა მიზნად.
ასევე პერიოდულად და შესამჩნევი რეგულარობით ვრცელდებოდა პანიკური ინფორმაცია ჩინური გრიპისა თუ შიდსის გავრცელების საშიშროების შესახებ. ალბათ, არანაკლებ საყურადღებოა მედიის სხვადასხვა საშუალებების მიერ ასტროლოგიური პროგნოზების რეგულარული გავრცელება, რომლებშიც სიტუაციის უკიდურესი გამწვავება და ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ისტებლიშმენტის მოსვლა იყო ნაწინასწარმეტყველევი.
ამავე მიზნით იყენებდნენ ბანალურ კრიმინალურ ისტორიებსაც და უბრალო მითქმა-მოთქმასაც ამა თუ იმ მოხელის სავარაუდო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ტელევიზიის მთელი წინარევოლუციური აქტიურობა შემდეგი ემოციური და კონცეპტუალური კოდების სისტემის სახეს იღებს3:
„საქართველო - არშემდგარი სახელმწიფო”. ედუარდ შევარდნაძე თავის უმთავრეს დამსახურებად 90-იანი წლების პირველი ნახევრის ქაოსის შემდეგ სახელმწიფოებრივი ინსტიტუციებისა და ასოციაციების დამკვიდრებას მიიჩნევდა. 1998 წელს კორუფციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 67.5%25 იზიარებდა აზრს, რომ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის მიმართულებით ამა თუ იმ ხარისხის მიღწევები არსებობდა. 2000-იანი წლების დასაწყისში საბოლოოდ დამკვიდრებული ოპოზიციური მესიჯი „საქართველო - არშემდგარი სახელმწიფო” სწორედ შევარდნაძის ამ უმთავრესი დამსახურების წინააღმდეგ იყო მიმართული. შევარდნაძეს ხელიდან უნდა გამოსცლოდა სწორედ ის, რაც მას მრავალი რიგითი მოქალაქისათვის მისაღებ ფიგურად აქცევდა.
ამავე მესიჯის ემოციურ უზრუნველყოფას ემსახურებოდა რევოლუციის წინა წელიწადნახევრის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მუდმივი გამოჩენა სახელმწიფოებრივი ატრიბუტების ფონზე. მას უნდა განესახიერებინა ქართული სახელმწიფოებრიობის ხსნის გზა და მისი მომავალი. პესიმიზმი და მარცხი, რომელიც „რუსთავი 2“-ის მხრიდან მუდმივად უკავშირდებოდა შევარდნაძის სახელს, სააკაშვილის შემთხვევაში ოპტიმიზმითა და ბრძოლის სურვილით იცვლებოდა.
ამ თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება რუსეთის ნაკრებზე 2003 წელს. „რუსთავი 2“-ის რეპორტაჟებში გამარჯვებით ბედნიერ გულშემატკივრებს შორის მუდმივად ჩანდა მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც, აღსანიშნი ფაქტია, ამავე ტელევიზიის მეშვეობით თბილისის მოსახლეობას მოუწოდებდა, თამაშის შემდეგ გამოსულიყო ქუჩაში და ამით ხელისუფლებისათვის თავისი ძალა ეჩვენებინა.
„საქართველოში გაბატონებული დიქტატურა და ტოტალიტარიზმი”. აქ ძირითადი ემოციური და აზრობრივი ფონი იქმნებოდა იმის დემონსტრირებით, რომ ხელისუფლება უკვე არჩევნების წინ იყენებდა დანაშაულებრივად იმ ადმინისტრაციულ რესურსებს, რომელთა გამოყენების უფლებაც არ ჰქონდა. ამასთან, ქართული მოსახლეობის მგრძნობელობა ამ მესიჯის მიმართ არ იყო მაღალი და იგი უპირატესად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის პოლიტიკური წრეებისათვის იყო განკუთვნილი. განსაკუთრებულ როლს მათი გავრცელების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებდნენ.
ძალზე საინტერესო როლი შეასრულა ამ კოდის ჩამოყალიბებაში რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ რამდენიმე გახმაურებული ძალადობრივი აქციის განმახორციელებელმა, ფუნდამენტალისტმა სასულიერო პირმა ბასილ მკალავიშვილმა და მისმა წრემ. მათ მიმართ ხელისუფლების პასიურობამ იმ წლებში ძალზე მნიშვნელოვნად განსაზღვრა ის, რომ შევარდნაძის სახით შექმნილიყო პორტრეტი პოლიტიკოსისა, რომელიც ფარულად თანაუგრძნობდა ავტორიტარულ და ფუნდამენტალისტურ იდეოლოგიებს. ეს კი, თავის მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანი დანამატი იყო დიქტატურისა და ტოტალიტარიზმის მესიჯში. მმართველობის არასამართლებრივი მეთოდები, კორუფცია და რელიგიურ უმცირესობათა დევნა იქცა იმ სამ შტრიხად, რომლითაც უცხოელ ექსპერტებს უნდა შეეფასებინათ ქვეყანაში არსებული ვითარება.
„უმწეო ხელისუფლება”. გამუდმებით ხდებოდა დემონსტრირება იმისა, თუ როგორი უმწეო იყო ხელისუფლება მოსახლეობისათვის მწვავე პრობლემების გადაჭრის საქმეში. ამ მესიჯის გაშლა ხდებოდა კორუმპირებულთა მიერ მოსახლეობის თავხედური ძარცვის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსაზღვრე რეგიონებსა და თავად ამ რეგიონებში ქართველთა მუდმივი დამცირებული მდგომარეობის თემებით, საინფორმაციო გადაცემებში კრიმინალური ფაქტების წინა პლანზე წამოწევით და ა.შ. ამ მიმართულებით ჟურნალისტების აქტიურობა ზოგჯერ ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს სცილდებოდა და მათ სამართალდამცავთა უმწეობასა და უუნარობაზე თითქმის ამა თუ იმ კრიმინალური ფაქტის გახმაურებისთანავე გამოჰქონდათ დასკვნები.
„მობეზრებული და ოდიოზური ხელისუფლება”. ამ მესიჯის გაშლა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა ჯერ „რადიო 105”-ის, შემდეგ „რადიო 101”-ისა და „რუსთავი 2”-ზე სერიალების - „დარდუბალასა” თუ „ჩვენი ეზოს” მეშვეობით. ყველა ამ იუმორისტულ ანიმაციურ სერიალში შევარდნაძე ნაჩვენები იყო, როგორც გონებასუსტი მოხუცი, რომელსაც ყველაზე უბრალო პრობლემების გადაჭრაც არ შეეძლო და მთლიანად თავის თაღლით, უზნეო და უკულტურო გარემოცვაზე იყო დამოკიდებული.
ამასთან, ეკრანს მაქსიმალურად ხშირად უთმობდნენ ხელისუფლების ნაკლები პოლემისტური უნარის მქონე წარმომადგენლებს, არაინტელიგენტურ პიროვნებებს, იმათ, რომელთა მიმართაც უარყოფითი განწყობილებები წინასწარ მზადდებოდა ან რომლებიც ობიექტურად იძლეოდნენ საფუძველს, რომ მათ მიმართ უარყოფითი განწყობილებები ყოფილიყო. რევოლუციის წინა ხანებში “რუსთავი 2”-ის გადაცემებში აღარ იწვევდნენ ან იმთავითვე არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდნენ ყველას, ვისაც კი შევარდნაძის სასარგებლო ან გაწონასწორებული პოზიცია ჰქონდა.
არსებობს ერთი საინტერესო დეტალი. შევარდნაძის ხელისუფლების ბოლო სახელმწიფო მინისტრი, რომელიც, ამასთანავე, სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი იყო, რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე გაეცნო საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევებს, რომლებშიც თვალნათლივ ჩანდა, თუ რამდენად დაბალი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობდნენ ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად ჩანდნენ ტელევიზიით. კვლევის ერთ-ერთი უმთავრესი დასკვნა ის იყო, რომ ამ ადამიანებისაგან შეუძლებელი იყო მომავალი რევოლუციის ლიდერთა ალტერნატივის შექმნა და რომ აუცილებელი იყო მათი ჩანაცვლება ახალი და მოსახლეობისათვის უფრო სანდო სახეებით. ამ ისტორიის ერთადერთი შედეგი ის იყო, რომ სულ მალე გაჩნდა ალტერნატიული გამოკვლევები, რომლებშიც დიამეტრულად საწინააღმდეგო სურათი იყო დახატული და, ცხადია, უფრო ადეკვატური იყო სახელმწიფო კანცელარიაში არსებული ძალთა განაწილებისა.
„პოლიციური რეჟიმი. დანაშაულებრივი ხელისუფლება“. წინარევოლუციურ პერიოდში განსაკურებით გახშირდა ლაპარაკი ქვეყანაში პოლიციური რეჟიმის შესახებ. „რუსთავი 2“ თავის საინფორმაციო გადაცემებში აქცენტს პოლიციის თვითნებობაზე აკეთებდა და მას ბრალს სდებდა უმწეობაში, გამოესწორებინა კრიმინოგენული სიტუაცია. ყველაფერი ეს, სხვა დანარჩენთან ერთად, პოლიციისა და სამართალდამცავთა პარალიზებასაც ისახავდა მიზნად.
განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო მესიჯი „დანაშაულებრივი ხელისუფლება”. ამ მესიჯზე საზოგადოებრივი მოძრაობის აგორება სცადეს ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ. მართალია, მაშინ მოძრაობას არ ჰქონდა მასობრივი სახე, მაგრამ ამ მოვლენებმა მაინც მნიშვნელოვანი ემოციური კვალი დატოვა რიგით ადამიანებზე.
ამის პარალელურად მომავალი მოვლენებისათვის საზოგადოებრივი აზრი მზადდებოდა იმითაც, რომ ოპოზიციურ პრესაში იბეჭდებოდა ხავერდოვანი რევოლუციის განვითარების სცენარები („24 საათი”, 18 აპრილი) და, როგორც ვთქვით, მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიაზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ასტროლოგთა და მკითხავთა პროგნოზები.
საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად მკითხავები, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პირველად 1998 წელს გამოიყენეს, როდესაც 15000-იანი ტირაჟით გამოიცა ერთი ნაკლებად ცნობილი ქართველი მკითხავის წიგნი, რომელშიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “მოქალაქეთა კავშირის” გარდაუვალი გამარჯვება და ზურაბ ჟვანიას საპრეზიდენტო მომავალი იყო ნაწინასწარმეტყველევი.
ჩვენ მიერ ინტერვიუირებულ ექსპერტთა აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს, რომ ხმების გაყალბება არჩევნებში ქართული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური კულტურის პირობებში იქცა იმ საპროტესტო ემოციური მუხტის სინონიმად, რომელიც მრავალი ობიექტური და (უპირველეს ყოვლისა, ელექტრონული მედიის აქტივობით გამოწვეული) სუბიექტური მიზეზით იქმნებოდა.
დღეს უკვე ნათლად ჩანს სიმპტომები, რომ ელექტრონული მედია კარგავს იმ ძალაუფლებას, რომელიც მას „ვარდების რევოლუციამდე“ ჰქონდა. როგორც ქართული პოლიტიკური წრეები, ისე ზოგადად ქართული საზოგადოება დღეს უკეთ არიან მზად საიმისოდ, რომ მედიის ზეაქტივობა გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციონ.
ეს არის ჩვენ მიერ ბოლო წლებში შეძენილი ისტორიული პრაქტიკის ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტი და თუ ეს პროცესი გაღრმავდა, ქართული მედია შეძლებს, საბოლოოდ განსაზღვროს თავისი ფუნქციონალური ადგილი სამოქალაქო საზოგადოების სხვა სუბიექტებს შორის. ვფიქრობთ, აშკარაა, რომ „ვარდების რევოლუციამდე“ რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულმა ელექტრონულმა მედიამ გაიარა თავისი განვითარების საკმაოდ რთული და ხშირად თავისი პირვანდელი მოწოდების არაადეკვატური აქტივობების პერიოდი და დღეს იგი უკვე ახალ ფუნქციონალობაში ცდილობს საკუთარი თავის მოძებნას.
______________
1. მადლობა გვინდა გადავუხადოთ კორუფციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ნიკო ონიანს მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაციის მოწოდებისათვის, ბატონ ბექა ჭედიას, რომლის საკანდიდატო დისერტაციაც „მასმედიის როლი ტრანსფორმირებად პოლიტიკურ სისტემაში” დაგვეხმარა ბევრი ფაქტის დაზუსტებასა და წინარევოლუციური სურათის დეტალების გახსენებაში, აგრეთვე ექსპერტებს, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს: ვალერიან გორგილაძეს, ლელა იაკობიშვილს, ლაურა კუტუბიძეს, ემზარ ჯგერენაიას, დემურ გიორხელიძეს, რამაზ საყვარელიძეს, ია ანთაძეს, თამარ ჩიქოვანს, ნატო ონიანსა და თამარ ცაგარეიშვილს.
2. IRI, USAID, BALTIC Surveys. The Gallup Organization, IPM. GEORGIAM NATIONAL VOTERS STUDY. FEBRUARY, 2004. ვსარგებლობთ იმ მასალით, რომელსაც გვაწვდის ბატონი ბექა ჭედია თავის სადისერტაციო ნაშრომში „მასმედიის როლი ტრანსფორმირებად პოლიტიკურ სისტემაში”.
3. ვსარგებლობთ იმ საექსპერტო გამოკითხვის მასალებით, რომელიც კავკასიის საზოგადოებრივ სტრატეგიათა ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ 2002 წლის ბოლოს.
![]() |
12 თავი 9. „თეთრი ლაქები” |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული ეკლესია და კათოლიკოს-პატრიარქი
2003 წლის სოციოლოგიური გამოკითხვებით, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობდა1 ისევე, როგორც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II - საჯარო ფიგურებს შორის.2 მაგრამ რევოლუციური პროცესების დროს ეკლესიაცა და მისი იერარქებიც ჩრდილში მოექცნენ. როდესაც თბილისში ქუჩის აქციები დაიწყო, პატრიარქმა ტელევიზიით მიმართა საზოგადოებას და მოუწოდა მხარეებს, არ გამოეყებინათ ძალა. ეს იყო და ეს, სხვა რაიმე ფორმით ეკლესიას მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღია, ყოველ შემთხვევაში, ღიად.
მდგომარეობა დღითი დღე იძაბებოდა, მთავარი აქტორები გამოკვეთილი იყო და ამ ფონზე ეკლესიის პასიურობა არ გამხდარა რაიმე მსჯელობისა თუ ინტერპრეტაციის საგანი არც მედიაში და არც საზოგადოებაში. მაგრამ რევოლუციის კულმინაციის დღეს, 23 ნოემბერს, მოხდა, უფრო სწორად კი, არ მოხდა ერთი რამ, რაც დღესაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ტრადიციისამებრ, ყოველი ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება კათოლიკოს-პატრიარქი, აღავლენს ლოცვას და აკურთხებს საკანონმდებლო ორგანოს. სწორედ ეს ტრადიცია დაირღვა 23 ნოემბერს - პატრიარქი პარლამენტში არ მივიდა. ექსპერტთა ინტერვიუებში რამდენჯერმე გაისმა აზრი, რომ პატრიარქის პარლამენტში ყოფნის შემთხვევაში მოვლენები შეიძლება სხვანაირად წარმართულიყო, ოპოზიციას, სავარაუდოდ, მოერიდებოდა დარბაზში შეჭრა. რა თქმა უნდა, აზრი არა აქვს კამათს იმაზე, თუ რა შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ პატრიარქის პარლამენტში მიუსვლელობის მოტივები დღემდე გაურკვეველია და სხვადასხვანაირად აიხსნება. ექსპერტთა ინტერვიუებში მომხდარის რამდენიმე ვერსია გამოიკვეთა.
1. ეკლესიამ პრინციპულად დაიკავა ნეიტრალური პოზიცია, რაც მას ტრადიციულად ახასიათებს პოლიტიკასთან მიმართებაში.
„ქართული ეკლესიის როლი პრინციპში ნეიტრალური იყო. ეს იმაშიც გამოჩნდა, რომ პატრიარქი არ მივიდა იმ სესიის გახსნაზე... მან დაინახა დაძაბულობა და არ გამოვიდა ხელისუფლების მხარდამჭერად; უბრალოდ, დაიჭირა ნეიტრალური პოზიცია და მოვლენების გარეთ დადგა. ეს საერთოდ ქართული ეკლესიის ტრადიციაა, როდესაც რაღაც კონფლიქტური სიტუაციები იქმნება... გვახსოვს გამსახურდიას დროს და შემდგომშიც, ყოველთვის ნეიტრალიტეტი უჭირავს, ერიდება ასეთ მოვლენებში ჩარევას და რომელიმე მხარეს დადგომას. ასეთი ტრადიციაა ჩვენს ქვეყანაში საერთოდ” (დ. ზურაბიშვილი, პარლამენტის წევრი, რევოლუციის პერიოდში „თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი).
2. პარლამენტში არმისვლა იყო ოპოზიციის მხარდაჭერის დემონსტრირება.
„...ეკლესიამ უფრო ოპოზიციის მხარე დაიჭირა, ვიდრე ხელისუფლებისა და ამის გამოვლინება იყო, რომ ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობა არ მივიდა პარლამენტის სხდომაზე...” (ვახტანგ ხმალაძე, პარლამენტის წევრი).
3. პატრიარქი არ მივიდა სხდომაზე პირადი წყენის გამო.
ასეთი ვერსია გამოთქვა ე. შევარდნაძის გუნდის წევრმა ვ. ლორთქიფანიძემ, რომელიც „ვარდების რევოლუციის” უმნიშვნელოვანეს ფაქტორად თვლის შევარდნაძის უუნარობასა და არაადეკვატურ ქცევას: „პატრიარქი არის ძალიან ბრძენი და გონიერი, თუ მე მაქვს მისი შეფასების უფლება. ის ურეკავდა შევარდნაძეს და მან არ უპასუხა, შემდეგ დამირეკა მე და დაახლოებით ერთი საათი მელაპარაკა, სურდა, შეეხვედრებინა შევარდნაძე და ოპოზიცია. შემდეგ მე დავურეკე შევარდნაძეს. მე მიპასუხა. ვუთხარი, რომ პატრიარქს შეხვედრა სურდა, მან კატეგორიული უარი მითხრა. ამას შეიძლება ადეკვატური მოქმედება რომ დავარქვათ?! პატრიარქს ეს ძალიან ეწყინა და ამიტომ იყო, რომ მეორე დღეს პარლამენტის სხდომაზე არ მივიდა...“
ბოლოს, მოგვყავს ედუარდ შევარდნაძის კომენტარი:
„მე არასდროს პატრიარქს არ ვურეკავდი, ის თავისით მოდიოდა ხოლმე. იმ დღეს არ მოსულა, მაგრამ ყველა სესიაზე არ დადიოდა, იგი დადიოდა მხოლოდ მნიშვნელოვან სესიებზე. მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით, რომ პატრიარქი ჩემს საწინააღმდეგოს არაფერს გააკეთებდა. მე მას ჩემი ხუთი თითივით ვიცნობ. ჩვენ ვმეგობრობდით.”
არ არის გამორიცხული, რომ ე. შევარდნაძე ბოლო მომენტამდე ელოდა ილია II-ის დარბაზში გამოჩენას და სწორედ ამიტომ ძალზე გაწელა შესავალი სიტყვა ჯერ კიდევ არალეგიტიმიზებული პარლამენტის წინაშე, რაც ტრადიციული პროცედურის დარღვევა იყო. როგორც ცნობილია, შევარდნაძემ სიტყვა ვერ დაამთავრა - დარბაზში ოპოზიცია შეიჭრა.
თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრიც არსებობს: „შევარდნაძე, მე მგონი, თვლიდა, რომ, თუ მათ ოდნავ მაინც ესმით ტექნოლოგიისა, დარბაზში უნდა შემოვარდნენო. ჩემი აზრით, ის მათ სწორედ იქ ელოდებოდა” (ლ. ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრი, რესპუბლიკური პარტია, ინტერვიუ).
მაინც, რატომ არ მივიდა კათოლიკოს-პატრიარქი პარლამენტის სხდომაზე?
იგორ ივანოვის ვიზიტი
23 ნოემბერს, რევოლუციის დღეს, ადრე დილით თბილისში ყველასათვის მოულოდნელად ჩამოფრინდა რუსეთის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იგორ ივანოვი (საინტერესო დეტალი: ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრის სიტყვებით, როდესაც ზ. ჟვანიას შეატყობინეს, ივანოვი ჩამოვიდაო, მან იკითხა: „რომელი ივანოვი?!” საქმე ის არის, რომ რუსეთის მთავრობაში იმ დროს იგორ ივანოვის გარდა იყო კიდევ „ქორის” რეპუტაციის მქონე თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი).
ი. ივანოვი შეხვდა როგორც ოპოზიციის ლიდერებს, ისე ე. შევარდნაძეს და ბათუმში ასლან აბაშიძესთან შესახვედრად გაფრინდა. თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ მან სწორედ იქ გაიგო. არ ვიცით, შედგა თუ არა შეხვედრა ა. აბაშიძესთან, ცნობილია მხოლოდ, რომ ივანოვი იმავე დღეს დაბრუნდა მოსკოვში.
ძნელი მისახვედრი არაა, რომ ი. ივანოვი გარკვეული მისიით იყო ჩამოსული, მაგრამ რა იყო ეს მისია, დღემდე მთლად ცხადი არაა. ჩვენ მიერ გამოკითხულმა ექსპერტების დიდმა უმრავლესობამ პასუხი ვერ გაგვცა, ხოლო ე. შევარდნაძემ კითხვას თავი აარიდა. მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი ვერსია გამოთქვა ე. შევარდნაძის გუნდის წევრმა ვ. ლორთქიფანიძემ:
„მე შემიძლია გითხრათ, რა საუბარი იყო ჩემსა და ივანოვს შორის. მან მითხრა, რომ ღამე მოფრინავს და მთხოვა, რომ ამ ღამესვე შევახვედრო შევარდნაძეს. პირველი, ვისაც ის საქართველოში შეხვდა, მე ვიყავი. თითქმის დილის ექვს საათამდე გრძელდებოდა ჩვენი შეხვედრა. მან მითხრა, რომ მისი წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება იყო სპონტანური, იგი ვახშმობდა პრეზიდენტ პუტინთან ერთად, მეუღლეებიც იყვნენ. პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, მოდი, იქნებ შენ გაფრინდეო. ისიც დაჯდა თვითმფრინავზე და მეუღლესთან ერთად ჩამოფრინდა. ასე მითხრა ყოველ შემთხვევაში. ის ჯერ წავიდა კრწანისში (ე. შევარდნაძის რეზიდენცია - რედ.) და მერე რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობასთან. შეიძლება, ეს შეთანხმებული იყო, რადგან სამივე (ოპოზიციის ლიდერები - მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე - რედ.) იქ დახვდა. ივანოვი შეხვდა შევარდნაძეს და წავიდა, როგორც შუამავალი, ოპოზიციასთან.”
ვ. ლორთქიფანიძის სიტყვებით (დაახლოებით იგივე ვერსია გაიმეორა შევარდნაძის კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ), ივანოვმა ოპოზიციას ე. შევარდნაძესთან შეთანხმებული ასეთი წინადადება შესთავაზა: მიტინგი იშლება, არჩევნების შედეგები ძალაში რჩება, მაგრამ რამდენიმე თვეში ინიშნება ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ოპოზიციამ კონტრწინადადება წამოაყენა: მიტინგი იშლება, არჩევნების შედეგები უქმდება, შევარდნაძე რჩება თავის პოსტზე ვადამდელ არჩევნებამდე. ამის შემდეგ შედგა მ. სააკაშვილისა და ზ. ჟვანიას შეხვედრა ე. შევარდნაძესთან (ივანოვის გარეშე) და ისინი თითქოს შეთანხმდნენ. ივანოვმა თავისი მისია შესრულებულად ჩათვალა და ბათუმში გაფრინდა. თბილისში კი, როგორც ცნობილია, მოვლენები გაუთვალისწინებელი სცენარით წარიმართა.
ამ ვერსიაში ერთი გაუგებარი მომენტია: რატომ წავიდა ივანოვი ბათუმში? ცხადი იყო, რომ, თუ შეთანხმება მიღწეული იყო, აბაშიძე მასზე გავლენას ვერ მოახდენდა.
2006 წლის 23 ნოემბერს „ვარდების რევოლუციის” წლისთავისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში „ნოემბრის სამი კვირა” (ტელეკომპანია „რუსთავი 2”) მოვლენათა უშუალო მონაწილეებმა (ვ. რჩეულიშვილმა, შევარდნაძის კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პ. მამრაძემ, პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელმა) არსებითი დეტალი გაამჟღავნეს: ივანოვის გეგმით, ვადამდელ არჩევნებამდე პერიოდში ასლან აბაშიძე უნდა დანიშნულიყო პრემიერ-მინისტრად. ეს, ბუნებრივია, მას სერიოზულ შანსს აძლევდა, ებრძოლა საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად. პრორუსულად განწყობილი აბაშიძე კი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე იდეალურ ვარიანტს წარმოადგენდა რუსეთისათვის.
საფიქრებელია, რომ აბაშიძის პრემიერ-მინისტრობა ივანოვმა მხოლოდ შევარდნაძესთან შეათანხმა. ოპოზიციის ლიდერებმა ამის შესახებ მოგვიანებით გაიგეს და სწორედ ამან განსაზღვრა მოვლენების შემდგომი განვითარება. ასეთ შემთხვევაში სრულიად გასაგები ხდება ივანოვის ვიზიტი ბათუმში.
არ ვართ სრულიად დარწმუნებული, რომ საქმის ვითარება ზუსტად ისე იყო, როგორც აღვწერეთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: იგორ ივანოვის მისია, რაც არ უნდა ყოფილიყო იგი, მარცხით დასრულდა.
________________
1. იხ. მაგ.. Г. Нижарадзе, Э. Джгеренаиа, Я. Качкачишвили, Р. Мшвидобадзе, Г. Хуцишвили. Городское население Грузии о вопросах, связанных с религией. В. Н. Лежава (ред.). Роль православия в государствах и обществаx Грузии и России. Тбилиси, Фонд им. Г. Белля, 2004, 104-121.
2. იქვე
![]() |
13 შემაჯამებელი დასკვნები |
▲ზევით დაბრუნება |
„ვარდების რევოლუცია” და სამოქალაქო საზოგადოება
დემოკრატიული გარდაქმნების თეორიათა თანახმად, რევოლუცია საქართველოში იმ სოციალურ მოვლენათა რიგს განეკუთვნება, რასაც პირობითად „სამოქალაქო საზოგადოების ჯანყს” უწოდებენ ხოლმე; წარმატება კი მისი სამი შემადგენლის მაღალმა აქტივობამ განაპირობა: 1. პოლიტიკური ოპოზიცია (რომელიც ჩვენი კვლევის მთავარ სამიზნეს არ წარმოადგენდა) სათავეში ედგა პროცესს; 2. მასმედიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ხელისუფლების დელიგიტიმიზაციისა და ხალხის მობილიზების საქმეში; 3. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვნენ მასობრივი პროტესტის გამომხატველ აქციებში, წვრთნიდნენ და ამზადებდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს.
ზოგადი შედეგები
კვლევა სამი მეთოდით მიმდინარეობდა: საექსპერტო გამოკითხვა, სოციოლოგიური მიმოხილვა და კონტენტ-ანალიზი. მცირე განსხვავებებს თუ არ ჩავთვლით, შედეგები იდენტური იყო. ცხადი გახდა, რომ ჩვენში სამოქალაქო საზოგადოებად, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიიჩნევდნენ. მონაცემების მიხედვით, საზოგადოების უმეტესი ნაწილი არასამთავრობო სექტორს დადებითად აფასებს. მასმედია კი ცალკე საკითხია - იგი არასამთავროებისაგან დამოუკიდებლად განიხილება, თუმცა ნდობის დონე აქ კიდევ უფრო მაღალია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას თუ ჩამორჩება. რევოლუციის კონტექსტში იგი ერთ-ერთ მთავარ აქტორად მიიჩნევა (მისდამი დამოკიდებულების მიუხედავად), განსაკუთრებით - „რუსთავი-2”. მასმედიასთან და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან შედარებით, არასამთავროების როლი რევოლუციაში ნაკლებმნიშვნელოვნად, თუმცა მაინც წონიანად მიაჩნიათ.
თავად ის ფაქტი, რომ რევოლუციური ლოზუნგების აქცენტები, ძირითადად, ხელისუფლების უუნარობასა და კორუმპირულობაზე კეთდებოდა და არა ეკონომიკურ მოთხოვნებზე - სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ საზოგადოებრივი თვითშეგნება (რაც მხოლოდ ძირეულ ადამიანურ მოთხოვნებზე არ დაიყვანება) უკვე არსებობდა საქართველოში. ჩვენს რესპონდენტთაგან ბევრი მიათითებდა არასამთავროების როლზე ამ საკითხში.
პირველი და მეორადი რიგის ჰიპოთეზები
გავიხსენოთ, რა იყო კვლევის ძირითადი ჰიპოთეზა:
1993-2003 წლებში, თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის გავლენით, საქართველოს საზოგადოებრივ ცნობიერებაში გაჩნდა სამოქალაქო შეგნების ელემენტები, რამაც შესაძლებელი გახადა „ვარდების რევოლუციად” წოდებული ფართომასშტაბიანი, არაძალადობრივი, ხელისუფლების მიერ სამოქალაქო უფლებების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული ეროვნული აქცია, რომელიც სტაგნაციის მდგომარეობაში მყოფი რეჟიმის შეცვლით დასრულდა.
სხვა ჰიპოთეზები: არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა „ვარდების რევოლუციის” პერიოდში განხორციელებულ შემდეგ კონკრეტულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა:
არჩევნების გაყალბების დემონსტრირება;
საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება;
ხელისუფლების კრიტიკისა და დელეგიტიმიზაციისაკენ მიმართული აქციები;
კონკრეტული საპროტესტო აქციების ორგანიზება;
საპროტესტო აქციების ორგანიზებული და მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველყოფა;
მასმედიასთან თანამშრომლობით, საპროტესტო ქმედებების ორგანიზაცია და მასების მობილიზაციის სტიმულირება.
შედეგები გვიჩვენებს, რომ წინასწარი ვარაუდები თუ სამუშაო ჰიპოთეზები სავსებით გამართლდა.
საექსპერტო გამოკითხვის შედეგები
რესპონდენტთა პასუხები ბევრად განაპირობა პარტიულმა კუთვნილებამ თუ პოლიტიკურმა სიმპათიებმა. მოვლენათა აღქმა, პოლიტიკურ ფიგურათა დახასიათება, რევოლუციის მიზეზებისა და სამომავლო პერსპექტივების შეფასება - სრულ თანხვედრაშია სოციო-ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებთან („პარტიზაცია”, კონტრასტ-ასიმილაციის ეფექტი, დისონანსის რედუქცია).
ექსპერტების დიდი უმრავლესობა სამოქალაქო სექტორის წვლილს „ვარდების რევოლუციაში“, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, აფასებს, როგორც მნიშვნელოვანს, განსაკუთრებით ტელევიზიას, კერძოდ კი „რუსთავი 2“-ს. ეს უკანასკნელი, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, რევოლუციის სრულუფლებიანი აქტორი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ასევე მნიშვნელოვნადაა ჩათვლილი; განსაკუთრებით ხშირად ინტერვიუებში ფიგურირებდა „თავისუფლების ინსტიტუტი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. არაერთხელ გამოითქვა აზრი, რომ სხვა ორგანიზაციებმაც ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი, თუმცა მათი მოღვაწეობა ნაკლებად ჩანდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, ნეიტრალურად და კრიტიკულად განწყობილი ექსპერტები უფრო მეტად უსვამდნენ ხაზს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ გააფართოვა თავისი ფუნქციები, ხოლო ლოიალურად განწყობილი ექსპერტები ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავისი ფუნქციის ფარგლებში მოქმედებდა.
პრესის კონტენტ-ანალიზის ძირითადი შედეგები:
ბეჭდვითი მედიის საინფორმაციო სტრატეგია ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიმართ უარყოფითი განწყობისა და შესაფერისი ელექტორატის ფორმირებაზე იყო გათვლილი, რაც ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგენელთა დისკრედიტაციით მიიღწეოდა.
დელიგიტიმიზაციის მთავარი სამიზნე ე. შევარდნაძე იყო, შემდეგ - მისი გუნდი და ამ გუნდის წევრები. მაგალითად, პრესას ნაკლებად აინტერესებდა ხელისუფლების საარჩევნო ბლოკი, აღმასრულებელთა მოქმედება და ა.შ. განსაკუთრებით, ეს კარგად გამოჩნდა რევოლუციის მთავარ ლოზუნგში: „საქართველო შევარდნაძის გარეშე”.
ბეჭდვითი მედიისათვის უარყოფითი დამოკიდებულების გამოსახატავად ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა ხელისუფლების „არაპროფესიონალიზმისა” და „კორუმპირებულობის” თეზისი.
რევოლუციის გაცხადებული მიზეზი - „გაყალბებული არჩევნები” - მოვლენების კატალიზატორად იქნა გამოყენებული.
სახელისუფლებო მედია ბევრად უფრო უუნარო იყო. მთავარი მიზეზი აქ ისაა, რომ შევარდნაძის გადადგომა დომინანტურ „სოციალურ კონსტრუქტად” იქცა და თვით სახელისუფლებო მედიაც კი მის გავლენას განიცდიდა.
ბეჭდვითი მედიის თვალსაზრისით, სამოქალაქო საზოგადოება, ძირითადად, არასამთავრობოებისაგან შედგებოდა.
მცირე გამონაკლისის გარდა, პრესა დადებითად აფასებდა სამოქალაქო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებს. ბეჭდვითი მედიის სტრატეგიაში მათ თავისებური როლი ჰქონდათ მიკუთვნებული - ნეიტრალური, არაპოლიტიზებული, არაკორუმპირებული აქტორების მიერ ხალხზე გარკვეული ზეგავლენის მოსახდენად. მთავარი როლი კი ოპოზიციურ პარტიებს უნდა ეთამაშათ.
მოვლენების განვითარებასთან ერთად, პრესა სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა სამოქალაქო საზოგადოებას.
ოპოზიციური პრესის საწინააღმდეგოდ, სახელისუფლებო გაზეთები ნაკლებად ეხმაურებოდნენ სამოქალაქო სექტორს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მისი პოტენციალი ჯეროვნად არ ჰქონდათ გათვითცნობიერებული.
სოციოლოგიური მიმოხილვის ძირითადი შედეგები:
მედიის, როგორც აქტორის, როლი „ვარდების რევოლუციაში” შეფასებულია ყველაზე მაღლა.
არასამთავრობო სექტორი (არასამთავრობო ორგანიზაციები) მოსახლეობის უმრავლესობის მიერ დადებითად ფასდება.
მედია და არასამთავრობო სექტორი უფრო მეტი ნდობით სარგებლობს მოსახლეობაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ვიდრე სასამართლო.
მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფორმირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გავლენა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უმრავლესობის მიერ შეფასებულია, როგორც: „აქვთ გავლენა, მაგრამ მცირე“. თუმცა, მათი გავლენა უშუალოდ „ვარდების რევოლუციაში“ ჯეროვნადაა შეფასებული.
სამოქალაქო ცნობიერება, „თვითეფექტიანობა” მოსახლეობაში არცთუ მაღალია; „უცხოური სახელმწიფოების ნება“ დასახელდა, როგორც „ვარდების რევოლუციის” ძირითადი ფაქტორი.
ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის წარმოდგენაში სამოქალაქო სექტორმა ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, განსაკუთრებით მედიამ; თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების როლიც საკმაოდ მნიშვნელოვნადაა ჩათვლილი. შედეგები შეეფარდება საექსპერტო გამოკითხვისა და კონტენტ-ანალიზის მონაცემებს. გარდა ამისა, შედეგები გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ სამოქალაქო სექტორის არსებობა აღიარებულია საზოგადოების მიერ და მისი მისია, ისევე, როგორც აქტივობები, ძირითადად დადებითადაა შეფასებული.
სამოქალაქო საზოგადოების როლი აჭარის მოვლენებში (2004 წ. გაზაფხული)
1991-2003 წლებში აჭარაში დამყარებული იზოლაციონისტურ-ავტოკრატული რეჟიმის გამო სამოქალაქო სექტორის განვითარება გაძნელებული იყო.
თავისუფალი მედია განადგურდა 1993 წელს. მხოლოდ 2003 წლის ბოლოს, თბილისში რევოლუციური მოვლენების დაწყების შემდეგ, დაიწყო გამოსვლა ოპოზიციურმა გაზეთმა „ბათუმელები“.
ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით, არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები დაახლოებით მესამე დონეზე იყვნენ (გ. ნოდიას მიხედვით).
2003 წლამდე არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები იზიარებდნენ „არაპოლიტიკურობის დოქტრინას”, რომელსაც საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები 2001 წლამდე იცავდნენ. 2003 წ. ნოემბრიდან, სამოქალაქო საზოგადოების აქტივობამ იმატა და პიკს 2004 წ. მაისში მიაღწია.
შედარებითი ანალიზი (ტრიანგულაცია)
ქვემოთ მიმოვიხილავთ და შევაჯამებთ იმ მსგავსებებსა და განსხვავებებს, რამაც კვლევის სამი მეთოდის - საექსპერტო ინტერვიუების, სოციოლოგიური მიმოხილვისა და მედიაანალიზის გამოყენების შედეგად იჩინა თავი.
სამივე მეთოდის მიხედვით, „ვარდების რევოლუციის” მთავარი მოქმედი პირები (ქვეყნის შიგნით) ოპოზიციური პარტიები იყვნენ მათი ლიდერების - მ. სააკაშვილის, ზ.ჟვანიასა და ნ.ბურჯანაძის სახით.
ყველა გამოკითხული, პოლიტიკური თვალთახედვის მიუხედავად, რევოლუციაში მასმედიისა და, განსაკუთრებით, „რუსთავი 2“-ის როლს ძალზე მაღლა აყენებს. იგივე შედეგებია სოციოლოგიური გამოკითხვისა და კონტენტ-ანალიზის მიხედვით.
ამ სამი მეთოდით მიღებული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში არასამთავრობო სექტორთანაა გაიგივებული.
იმავე მეთოდების გამოყენებით დგინდება, რომ არასამთავრობოების როლი რევოლუციაში მნიშვნელოვანი, თუმცა არა გადამწყვეტი ფაქტორი იყო.
ცხადი ხდება, რომ სამოქალაქო დისკურსი საქართველოში არსებობს და საზოგადოების უმეტესი ნაწილი ცნობს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას.
არასამთავრობოებს გარკვეული გავლენა აქვთ საზოგადოებაზე, თუმცა ეს გავლენა ბევრად მცირეა, ვიდრე ეკლესიის, მასმედიის, წამყვანი პოლიტიკური პარტიებისა თუ მათი ლიდერების. მთლიანობაში, არასამთავრობო სექტორის მიმართ დამოკიდებულება უფრო დადებითია, ვიდრე უარყოფითი.
სოციოლოგიურ მიმოხილვაში რევოლუციის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის ყველაზე ხშირად „უცხო ძალთა გავლენა“ იხსენიებოდა (თუმცა, არც ზოგიერთ სხვაზე განსაკუთრებული წინსწრებით). ამას განსაკუთრებით რევოლუციის მიმართ უარყოფითად განწყობილი რესპონდენტები უსვამდნენ ხაზს. სხვები ამ დებულებას არ ეთანხმებიან.
ჩვენი კვლევის ერთგვარი ქვემიზანი პოსტსაბჭოთა სივრცეში სამოქალაქო საზოგადოების ხასიათის გამოკვეთა იყო. ამ საკითხის თაობაზე ცალკე ვიმსჯელებთ ქვეთავში „ერთი საზრისი“.
ერთი საზრისი
წინამდებარე გამოკვლევის სპეციფიკა, უპირველეს ყოვლისა, იმაში იჩენს თავს, თუ როგორია დამოკიდებულება შესწავლის ობიექტსა და მის შემსწავლელ სუბიექტს შორის (ანუ, შესაბამისად - რას და ვინ); ერთი შეხედვით, ეს ნაწილისა და მთელის ურთიერთდამოკიდებულებას წააგავს: სამოქალაქო საზოგადოებას ის ჯგუფი განიხილავს, რომელიც თავადაა ამ საზოგადოების ნაწილი. ცხადია, ამ შემთხვევაში მას გარკვეული უპირატესობა გააჩნია სხვებთან შედარებით, რადგან იმგვარი ინფორმაცია თუ ცოდნა გააჩნია, რაზეც სხვას ხელი არ მიუწვდება. მეორე მხრივ, განა ეს საკმარისია, რომ ცდომილებისაგან ვიყოთ დაცული, მიკერძოებულნი არ აღმოვჩნდეთ ან დასკვნები არ გამოგვივიდეს მცდარი? და თუკი ამგვარი რამ მაინც მოხდა, რამდენად იმოქმედა ამან თავად კვლევაზე? რა საზომით შეიძლება ყველაფერი ეს განისაზღვროს? და საერთოდ, ხელახლა რომ შევდგომოდით საქმეს, რას შევცვლიდით ჩვენს მიდგომებში? კანტის ტრადიციულ, ეპისტემოლოგიურ დილემას რომ თავი დავანებოთ, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერებაში ეს, თავისთავად, მეტად მტკივნეული საკითხია. გამიჭირდება მტკიცება, თითქოს წიგნის ამ პატარა მონაკვეთში ყველაფერ ამაზე გაგცემთ პასუხს; ამიტომაც მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს მხოლოდა მხოლოდ ერთი საზრისია - არა დასკვნები და არა, მით უმეტეს, წინამდებარე ნაშრომის შეფასება.
როგორ გინდა შეისწავლო მოვლენა, რომლის მონაწილეც თავად ხარ? ადამიანურ შეცდომათა ბორკილები და ობიექტური შესწავლის სრული თავისუფლება - ერთი უძველეს საჯილდაო ქვათაგანია ფილოსოფიაში.1 ამას გარდა, კიდევ არსებობს ობიექტურად დასაზღვრული შესაძლებლობები და სავსებით გარკვეული წინააღმდეგობები; მაგალითისთვის, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის გარიჟრაჟზე, ვერნერ ჰაიზენბერგის სახელგავარდნილმა „გაურკვევლობის პრინციპმა” სწორედ ამგვარი დილემა ასახა - ნაწილაკების შესწავლა იმავე ტიპის ნაწილაკების დახმარებით, რომლებიც ერთმანეთში ურთიერთქმედებენ და ზუსტ აზომვას არ ექვემდებარებიან.2 ეს აუღებელ წინაღობად მოჩანდა და, იქნებ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებაც საერთოდ ჩიხში შესულიყო, ნილს ბორს თავისი „დამატებითობის პრინციპი” რომ არ შეემუშავებინა: შესასწავლი ობიექტის სრული სურათის მიღება შესაძლებელია, თუკი ერთი შეხედვით შეუთავსებელ სურათებს ერთურთის შემავსებლად განვიხილავთ; ამგვარი მეთოდოლოგიური მიდგომა კი სავსებით მისასადაგებელია როგორც სოციალური ფენომენების, ისე კონფლიქტური სიტუაციების საორჭოფო ბუნებისთვისაც. კონფლიქტში ჩართული მხარეების პოზიციები, ერთი შეხედვით, იქნებ ურთიერთშეუთავსებელიც კი ჩანდეს, მაგრამ გამოცდილი შუამავალი ჯერ კარგად გაერკვევა ვითარებაში და, ვინძლო, დილემის გადაწყვეტას თავად კონფლიქტის მეტაობიექტად განხილვის შედეგად მიაგნოს.3 ალტერნატიული სიმართლეები კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს ერთმანეთს. სწორედ ამის გააზრება გვასწავლის, დამთმენნი და შემწყნარებელნი ვიყოთ. ასევე, იმგვარი რთული ფენომენის შესწავლამ, როგორიც “ვარდების რევოლუციაა” საქართველოში, შესაძლოა სწორედ ამგვარ ალტერნატიულ სიმართლეებამდე მიგვიყვანოს. საინტერესო იქნებოდა ჩვენი შედეგების შედარება მკვლევართა სხვა რომელიმე ჯგუფის მონაცემებთან ჩვენ მხოლოდ მივესალმებოდით ამგვარ მცდელობას.
კარგად გვესმის, რომ შეუძლებელია ზემოდან, „ღვთის თვალით” დაჰყურებდე ადამიანთა პრობლემებს, თუმცა მეთოდოლოგიური თვალსაზრისით სავსებით გამართლებულია, „ფრინველის თვალით” დააკვირდე იმას, თუ ჩვენმა ეპისტემოლოგიურმა, განზე მდგომის პოზიციამ, ჩვენი რწმენისა და შესასწავლ მოვლენებში ჩართულობის ხარისხის გათვალისწინებით, რამდენად შეიძლება ზეგავლენა იქონიოს შესწავლის პროცესსა და მის შედეგებზე. ოღონდ ეგაა - ეს უცილობელი კნინი სავსებით შეგვიძლია გადავფაროთ მონაცემთა კეთილსინდისიერი დამუშავებითა და შედეგების გაუყალბებელი აღნუსხვით.
ასე ვთქვათ, ex parte interna da ex parte externa-ს კომბინაცია ბევრ შემთხვევაში აუცილებელიც კია სანდო შედეგების მისაღწევად.4 თუ შევეცდებით, სრულად დავცილდეთ საკვლევ ობიექტს და მხოლოდ „შორით მჭვრეტელის“ პოზიციას დავეყრდნობით, მხოლოდ და მხოლოდ არასრულ/არაადეკვატურ სურათს მივიღებთ, რადგან ამგვარი ხედვა მხოლოდ იმ დეტალებსა და ასპექტებს მოიცავს, რაც თვალნათელია და იოლად აღსაქმელი; ხოლო მანძილის სიშორე უკვე თავად განაპირობებს პერსპექტივის დამახინჯებას. მეორე შემთხვევაში, თუკი ჩვენ - გულუბრყვილო სოლიპსიზმის შიშით შეპყრობილნი - საკვლევი ობიექტის, ასე ვთქვათ, „შიგნიდან“ მოხილვას შევეცდებით, ვაითუ ახლა შეცდომაში შეგვიყვანოს მისმა მცდელობამ, სულ სხვანაირად გამოიყურებოდეს გარეგანი დამკვირვებლისათვის. „შიგნით მყოფი” მუდამ მიკერძოებული ხდება, ხოლო გარეგანი დამკვირვებელი - ყოველთვის ვერ ინარჩუნებს ობიექტურ ხედვას - საუკეთესო შემთხვევაშიც კი მხოლოდ გულგრილია.5 ეს ყველაფერი კი განა სუბიექტურობის მიზეზითაა გამოწვეული - უფრო მოცემული კვლევის ფორმატის ობიექტური შედეგია, რადგან მოვლენათა აღწერა-შეფასება სწორედ „შიგნიდან” გვიწევდა, თუმცა წინამდებარე ნაშრომისათვის შემუშავებულმა მეთოდოლოგიამ საშუალება მოგვცა, ორივე ამ ხედვის ნაერთი გამოგვეყენებინა - „ვარდების რევოლუციის”, არასამთავრობო სექტორისა და არასახელისუფლებო მედიის ქმედებათა საჩვენებლად.
ნაშრომის მთავარ მიღწევად მაინც იმის ჩვენება მესახება, თუ რამდენად ძლიერი აღმოჩნდა ჩვენი მედია - სხვა აქტორებთან ერთად - ხელისუფლების დელეგიტიმიზაციისთვის მიეღწია და ამით გზა გაეხსნა რევოლუციური პროცესისათვის საქართველოში. მაგრამ, აქედანვე გამომდინარე, ახლა ჩნდება კითხვა: იქნება თუ არა რევოლუციური ცვლილებები საკმარისად მდგრადი, ხოლო თავად რევოლუცია - გამართლებული, თუკი შემდგომში სამოქალაქო საზოგადოება დასუსტდება, ბიუროკრატიული ნომენკლატურა კვლავ წამოყოფს თავს, ხელისუფლება ძალთა გადანაწილება-დაბალანსებას არ მიმართავს, თავისუფალი მედია დაკნინდება, მოქალაქეთა უსაფრთხოება არ იქნა დაცული, ხოლო ძალოვანი სტრუქტურები ე.წ. „შერჩევით კანონიერებას” მოირგებენ? ხალხმა საკუთარი მზაობისა და თვითშეგნების კარგი მაგალითი აჩვენა 2003 წლის ნოემბერში, ოღონდ მომდევნო წლებში ეს გამოცდილება კონკრეტული ინსტიტუციების ჩამოყალიბებასა საზოგადოების მხრიდან ქვეყნის რესურსების კონტროლსა თუ ბიუროკრატიის მხრივ ანგარიშვალდებულებაში არ გადაზრდილა.
მთლიანობაში ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი წინასწარი ვარაუდები სწორი გამოდგა და სწორადაც იქნა ჩამოყალიბებული, ხოლო დასკვნები - მეტ-ნაკლებად მათი შესაბამისი. მოულოდნელობები მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა რესპონდენტების პასუხები იმ შეკითხვებს შევუდარეთ, რითაც გვსურდა დაგვედგინა, თუ რომელ გუნდს გააჩნდა საკუთარი ხედვა და, იმავდროულად, მასზე საზოგადოების რეაქციის წარმოსახვაც შეეძლო. როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა ჯგუფებს სრულიად განსხვავებული წარმოდგენა/შეფასებები ჰქონდათ ერთსა და იმავე მოვლენებსა თუ პროცესებზე. თუნდაც 2003 წლის ამბებზე უცხო ძალების შესაძლო გავლენის საკითხი ავიღოთ: ე.წ. „ვარდების ჯგუფის” აქტივისტები ამგვარ გავლენას თუ უშუალო მითითებებს კატეგორიულად უარყოფენ; ახალი ოპოზიცია (იხ. ტექსტში) თავშეკავებულ გამონათქვამებს სჯერდებოდა ამ საკითხის მიმართ, მაშინ, როცა ყველა სხვა ჯგუფი მათ დიდ როლსა და გავლენაზე ლაპარაკობდა (ძირითადად, სახელდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატები); მეტიც, ისინი თვლიან, რომ მთელი რევოლუცია გარე ძალების მიერ იყო დაგეგმილ-დაფინასებული.
წიგნის სხვადასხვა ნაწილში განვიხილავთ, თუ რა განასხვავებს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და დასავლური ცივილიზაციის ქვეყნებში არსებულთაგან. მონაცემები იმაზე მიათითებს, რომ ჩვენში იგი, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიაზაციებთან ასოცირდება. ხანდახან რესპონდენტისთვის იმის შეხსენებაც კი ხდებოდა საჭირო, რომ მასმედია და ეკლესიაც მისი ნაწილია. ზოგი საერთოდ ვერავითარ კავშირს ვერ ნახულობდა სამოქალაქო საზოგადოების ცნებასა და პროფკავშირებს შორის, ვინაიდან ეს უკანასკნელი ძალზე ინერტული გახლდათ. ასევე, თავად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გზა საქართველოში საკმაოდ განსხვავდებოდა იმისაგან, რაც სპეციალურ ლიტერატურაშია აღწერილი (იხ. თავი 3). ეს უკვე იმ საკმაო განსხვავებაზე მიათითებს, რაც ჩვენსა და დასავლეთში სამოქალაქო საზოგადოების თავად ცნების გააზრებაში ძევს და ეს საკითხი უფრო გამოწვლილვითაა შესასწავლი.
ჩვენი კვლევის ფორმატი, სამწუხაროდ, საშუალებას არ იძლეოდა, შედარებითი ანალიზი ჩაგვეტარებინა საქართველოსა და ვთქვათ, უკრაინის „ნარინჯისფერი” რევოლუციის. ესეც სამომავლო საქმეა. და მთავარი: მომავალ კვლევათაგან უმნიშვნელოვანესად გვესახება სახელმწიფო ხელისუფლების „ხალხის ხელისუფლებიდან” ავტორიტარულ ძალად გარდასახვის სპეციფიკა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამ პროცესის წინააღდგომის პერსპექტივები.
_________________
1. Cf. Russell, B., Our Knowledge of the External World as a Field for Scientific Method in Philosophy. Chicago and London: Open Court Publishing, 1914.
2. ამის თაობაზე უფრო დაწვრილებით იხ: <en.wikipedia.org>
3. Cf. Khutsishvili, G., Towards an Inclusive Interpretation of Conflict. In: Understanding Conflict. Tbilisi: ICCN, 1998, pp. 11-28.
4 იხ: ხუციშვილი, გ., უსასრულოს პრობლემა თანამედროვე მეცნიერების ჭრილში, თბილისი: აკადემიის გამოცემა, 1981, pp. 80-81
5. იხ.. მაგ: John Paul Lederach. From War to Peace. Conciliation Quarterly. Winter 1991, Vol. 10, №1, pp. 12-15.
![]() |
14 დანართები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
14.1 დანართი 1. |
▲ზევით დაბრუნება |
„ვარდების რევოლუცია”. მოვლენათა ქრონიკა
2003
14 აპრილი. ოპოზიციურმა ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „კმარამ” მოაწყო მანიფესტაცია პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. აქციაში დაახლოებით ორასმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრანტებმა დაგმეს ახლადშექმნილი, პროპრეზიდენტული საარჩევნო ალიანსი და დაწვეს ბლოკის ლიდერების - პრეზიდენტ შევარდნაძისა და სახელმწიფო მინისტრის, ავთანდილ ჯორბენაძის სურათები. ეს იყო „კმარას” პირველი გამოსვლა. სტუდენტებმა აქციას „გამაფრთხილებელი” უწოდეს და განაცხადეს, რომ საპროტესტო გამოსვლებს მომავალშიც განაგრძობენ.
30 ივნისი. დასავლეთის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებული ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო-სა და USAID-ის წარმომადგენლები, დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ პარლამენტის სპიკერს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. შეხვედრა მიეძღვნა 2 ნოემბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს. დასავლელმა დიპლომატებმა ქართველ პოლიტიკოსებს შესთავაზეს არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველსაყოფად გამიზნული რეკომენდაციების სია. მიმართვაში ნათქვამია, რომ არჩევნების სამართლიანობის პრინციპის დარღვევის შემთხვევაში საქართველო დაკარგავს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას და ეკონომიკურ დახმარებას.
5 ივლისი. აშშ-ს პრეზიდენტის დავალებით ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს ბეიკერმა გადასცა ოპოზიციასა და პრეზიდენტ შევარდნაძეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული პრინციპები 2 ნოემბრის არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველსაყოფად. ვიზიტი მიზნად ისახავდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო კოდექსის თაობაზე არსებული განხეთქილების გადალახვას.
8 ივლისი. ოპოზიციის ლიდერები შეხვდნენ პრეზიდენტ შევარდნაძეს. მხარეები შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე აშშ-ს მიერ შეთავაზებული პრინციპების შესაბამისად, რომლებიც ჯეიმს ბეიკერმა გააჟღერა.
31 ივლისი. პარლამენტმა უარყო კანონპროექტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარტიული პრინციპით დაკომპლექტების შესახებ (თითო წარმომადგენელი თითოეული ოპოზიციური პარტიიდან, როგორც ამას ითვალისწინებდა აშშ-ს მიერ შეთავაზებული პრინციპები). „აღორძინებამ” და „მრეწველებმა”, პროპრეზიდენტული ფრაქციების მხარდაჭერით, მიიღეს, შესაბამისად, სამი და ორი ადგილი. გადაწყვეტილებამ ძირითადი ოპოზიციური პარტიების პროტესტი გამოიწვია.
6 აგვისტო. პოლიციამ ძალა გამოიყენა ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობა „კმარას” აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ ენერგეტიკის სამინისტროს წინ. „კმარას” სულ ცოტა, ორი წევრი დაშავდა. მშვიდობიან დემონსტრაციას, რომელიც გაიმართა საქართველოში რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული მონოპოლიის შემოღწევის წინააღმდეგ, ენერგეტიკის სამინისტროს შენობის მახლობლად დახვდა პოლიციის კორდონი, რომელმაც არ მიუშვა დემონსტრანტები სამინისტრომდე.
14 აგვისტო. პარლამენტმა მიიღო საარჩევნო კოდექსის შესწორებები, სახელდობრ, 2 ნოემბერს დანიშნული არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა ზომები, მათ შორის, ამომრჩევლის მარკირების პროცედურა.
16 აგვისტო. ოპოზიციურმა პარტიამ „გაერთიანებული დემოკრატები”, რომლის ლიდერი იყო ზურაბ ჟვანია და პარლამენტის სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ შექმნეს საარჩევნო ალიანსი „ბურჯანაძე-დემოკრატები”.
1 სექტემბერი. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა საქართველოს სახალხო დამცველი, ნანა დევდარიანი. ნ. დევდარიანმა დადო პირობა, რომ არ იხელმძღვანელებდა პარტიული ინტერესებით.
ნ. დევდარიანი იყო ერთ-ერთი იმ სამი კანდიდატიდან, რომლებიც პრეზიდენტს წარუდგინეს ეუთომ და ევროსაბჭომ. ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დანარჩენი ორი კანდიდატი იყო პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე და იურისტი დავით უსუფაშვილი.
24 სექტემბერი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, თომას ადამსი შეხვდა პრეზიდენტ ე. შევარდნაძეს. მოლაპარაკების შემდეგ მან განაცხადა, რომ აშშ შეუმცირებს საქართველოს ფინანსურ დახმარებას ეკონომიკური პროექტებისა და რეფორმების გატარების სფეროში არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო.
26 სექტემბერი. ბოლნისში რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა და ადგილობრივ ძალოვანებს შორის შეტაკების შედეგად.
2 ოქტომბერი. 2 ნოემბრის არჩევნებისათვის რეგისტრაცია გაიარა 21-მა სუბიექტმა (ცხრა ბლოკი და 12 პარტია).
4 ოქტომბერი. გამოქვეყნდა ამომრჩეველთა წინასწარი სიები.
5 ოქტომბერი. წინასაარჩევნო სიტუაციის გასაცნობად თბილისში ჩამოვიდა აშშ-ს სენატორი ჯონ მაკკეინი. მან განაცხადა, რომ 2 ნოემბრის არჩევნებს საქართველოსათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
7 ოქტომბერი. საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-ის წლიურ ანგარიშში (გამოქვეყნდა 7 ოქტომბერს) საქართველო დასახელებულია ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა შორის (127-ე ადგილზე 133-დან).
15 ოქტომბერი. ოპოზიციურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (ლიდერი - მ. სააკაშვილი) გააფრთხილა ხელისუფლება, რომ 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მიმართავს მასობრივ საპროტესტო აქციებს. ფართო დისკუსიაა გაშლილი ამომრჩეველთა სიების გარშემო: ათასობით ამომრჩეველი არ აღმოჩნდა სიებში.
23 ოქტომბერი. აჭარის ხელისუფლებამ აღკვეთა „ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო მანიფესტაცია; მოხდა შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის; პოლიციის მიერ ნაცემია „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი.
24 ოქტომბერი. აჭარაში პოლიცია სასტიკად გაუსწორდა ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს, ბათუმში მაჟორიტარულ კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით ბერძენიშვილს. მედიამ ინციდენტი ფართოდ გააშუქა.
28 ოქტომბერი. ჯულიან იეითსმა, არჩევნებზე დაკვირვების მისიის (ეუთო) ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ 2 ნოემბრის არჩევნების მონიტორინგს 450-მდე დამკვირვებელი აწარმოებს.
2 ნოემბერი. საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ერთდროულად ჩატარდა რეფერენდუმი პარლამენტის შემადგენლობის შემცირების თაობაზე 235-დან 150-მდე.
3 ნოემბერი. როგორც უცხოელმა, ისე ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს საარჩევნო პროცედურის მასობრივი დარღვევები. ეუთოს დამკვირვებლებმა განაცხადეს კანონდარღვევების შესახებ სხვადასხვა რეგიონში, სახელდობრ ქუთაისში, რუსთავში, აჭარასა და ქვემო ქართლში.
ეუთოსა და ევროპარლამენტის დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ძალზე ბევრ ამომრჩეველს არ მიეცა თავისი ნების გამოხატვის საშუალება საარჩევნო უბნების მუშაობის ცუდი ორგანიზების, ადგილობრივი საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების არაკვალიფიციურობისა და საარჩევნო სიებში უამრავი უზუსტობის გამო.
ხმათა პარალელური დათვლის შედეგებმა (შეასრულა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”) და ეგზიტპოლებმა (შეასრულა ამერიკულმა ფირმამ) ცხადყო, რომ ოპოზიციურმა ბლოკმა „ნაციონალურმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოიგო საპარლამენტო არჩევნები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით კი ხმათა უმრავლესობა მოიპოვა შევარდნაძის ბლოკმა “ახალი საქართველოსათვის”.
4 ნოემბერი. ოპოზიციური ბლოკების („ნაციონალური მოძრაობა”, „ბურჯანაძე-დემოკრატები”, „ერთობა”) ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს, რათა დაესახათ გაერთიანებული მოქმედების გეგმა ხელისუფლების მიერ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გაყალბების საპასუხოდ.
ოპოზიციამ მოაწყო მასობრივი საპროტესტო აქცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. შევარდნაძეს გაეგზავნა ულტიმატუმი. მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერიის წინ შეგროვილ დემონსტრანტებს განუცხადა: „პრეზიდენტმა ან უნდა აღიაროს ოპოზიციის გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში, ან გადადგეს”.
პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაგმო მანიფესტაცია და განაცხადა, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა დაუშვებელია.
5 ნოემბერი. აშშ-ს საელჩომ საქართველოში გამოთქვა წუხილი იმის შესახებ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია აჭიანურებს ხმათა დათვლის სრული და ზუსტი შედეგების გამოქვეყნებას.
7. ნოემბერი. პარლამენტის სპიკერმა და ოპოზიციური ბლოკის „ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ბოიკოტს უცხადებს არჩევნების შედეგებს: „ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს. არჩევნები ჩატარდა მასობრივი დარღვევებით, ხელისუფლებამ მთლიანად გააყალბა შედეგები; ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ იმ ხალხთან პარლამენტში, ვისაც ამაში ბრალი მიუძღვის. ჩვენ არ ვიქნებით იმ პარლამენტში, რომელიც არაა არჩეული ქართველი ხალხის მიერ”, - თქვა ნინო ბურჯანაძემ.
შეიარაღებული პირების ჯგუფმა ცეცხლი გახსნა ზუგდიდის ცენტრში, სადაც მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებდა. ოპოზიციის სამი მხარდამჭერი დაიჭრა. სააკაშვილმა ინციდენტში ადგილობრივი პოლიცია დაადანაშაულა.
სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ სოროსის ფონდი აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს და საქართველოს შინაგან საქმეებში ერევა.
8 ნოემბერი. ოპოზიციამ განაახლა ქუჩის საპროტესტო აქცია. პარლამენტის წინ შეკრებილი 20 ათასამდე დემონსტრანტი ხელისუფლებისაგან ითხოვდა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების აღიარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტ შევარდნაძეს გადადგომა მოსთხოვეს.
9 ნოემბერი. შედგა სატელეფონო საუბარი ე. შევარდნაძესა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის. საუბრის თემა იყო არჩევნების შემდგომი სიტუაცია საქართველოში.
პრეზიდენტი შევარდნაძე შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს - მიხეილ სააკაშვილს, ნინო ბურჯანაძესა და ზურაბ ჟვანიას, რათა მონახულიყო გამოსავალი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან. შეთანხმება არ შედგა.
10 ნოემბერი. პრეზიდენტი შევარდნაძე გაფრინდა ბათუმში, სადაც შეხვდა აჭარის ლიდერს, ასლან აბაშიძეს და მისგან მიიღო მხარდაჭერის პირობა შექმნილ კრიზისში.
11-13 ნოემბერი. ასლან აბაშიძის ვოიაჟი სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში.
14 ნოემბერი. გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქცია თბილისში, რომელსაც უძღვებიან ოპოზიციის ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია. ათიათასობით ადამიანმა შეკრა ხელები და ცოცხალი წრე შემოარტყა პრეზიდენტის კანცელარიის შენობას ედუარდ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით. მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ, თუკი შევარდნაძე არ გააკეთებდა განცხადებას გადაგომის შესახებ.
15 ნოემბერი. კვლავ შედგა, უკვე მესამედ, სატელეფონო საუბარი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს, ე. შევარდნაძესა და ვ. პუტინს შორის საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაციის შესახებ.
17 ნოემბერი. ორშაბათის რადიოგამოსვლაში პრეზიდენტმა შევარდნაძემ რამდენჯერმე გაიმეორა: „არ გადავდგები!”.
11 საათზე ათასობით თბილისელმა გააჩერა თავისი ავტომანქანა და შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დაწყების ნიშნად ჩართო ხმოვანი სიგნალი.
18 ნოემბერი. თბილისს ეწვია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ლინ პასკო, რომელიც შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს და აგრეთვე სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს.
პარლამენტის წინ ოპოზიცია შეცვალა შევარდნაძის მხარდამჭერმა მიტინგმა. სანამ ოპოზიცია ამზადებდა მშვიდობიან მარშს რეგიონებიდან დედაქალაქისაკენ, პრეზიდენტ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის მხარდამჭერებმა აქცია მოაწყვეს. აბაშიძის მოწოდებით რამდენიმე ათასი მომიტინგე ჩამოვიდა აჭარიდან თბილისში.
19 ნოემბერი. პრეზიდენტ შევარდნაძის მოულოდნელმა კრიტიკამ სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი ტელევიზიის პირველი არხის მისამართით პირველი არხის დირექტორისა და ჟურნალისტების გაღიზიანება გამოიწვია. საქტელერადიოს ხელმძღვანელი, ზაზა შენგელია, გადადგა თანამდებობიდან და განაცხადა, რომ ხელისუფლება სულ უფრო მზარდ ზეწოლას ახდენს ტელევიზიაზე.
20 ნოემბერი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა 2 ნოემბრის არჩევნების საბოლოო შედეგები. ხმების უმრავლესობა მოაგროვა შევარდნაძის ბლოკმა „ახალი საქართველოსათვის”, მას მოჰყვა ასლან აბაშიძის პარტია „აღორძინების კავშირი”. „ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ მესამე იყო (პარალელური დათვლისა და ეგზიტპოლების შედეგებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” პირველი ადგილი დაიკავა). აშშ-მ შედეგები გაყალბებულად მიიჩნია: “შედეგები არ ასახავს ზედმიწევნით ქართველი ხალხის ნებას”.
21 ნოემბერი. თბილისში შემოვიდა ავტომანქანების რამდენიმეკილომეტრიანი კოლონა სიგნალებითა და ანტიშევარდნაძისტული ლოზუნგებით.
22 ნოემბერი. ახალი პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბა. პრეზიდენტ შევარდნაძის შესავალი სიტყვის დროს დარბაზში ვარდებით ხელში მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები შეიჭრნენ.
შევარდნაძე დაცვას სასწრაფოდ გაჰყავს დარბაზიდან. პარლამენტის შენობის გარეთ შევარდნაძე მიმართავს იქ შეკრებილ თავის მხარდამჭერებს, ჰპირდება, რომ არ გადადგება და ტოვებს იქაურობას. მალე იშლება შევარდნაძის მხარდამჭერთა მიტინგიც. პარლამენტისა და პრეზიდენტის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას იკავებს ოპოზიციის ათიათასობით მხარდამჭერი.
23 ნოემბერი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვ. პუტინმა, ედუარდ შევარდნაძესა და ოპოზიციას შორის შუამდგომლობის მისიით თბილისში მოავლინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი.
ასლან აბაშიძემ აჭარაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ოპოზიციის ლიდერები, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია კრწანისის რეზიდენციაში შეხვდნენ ედუარდ შევარდნაძეს. მოლაპარაკების შემდეგ შევარდნაძემ გააკეთა განცხადება გადაგომის შესახებ. თბილისის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი ზეიმობს „ხავერდოვანი” რევოლუციის გამარჯვებას. პრეზიდენტის უფლებამოსილება დროებით გადაეცა პარლამენტის სპიკერს, ნინო ბურჯანაძეს.
24 ნოემბერი. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა, ნინო ბურჯანაძესთან სატელეფონო საუბრისას მხარდაჭერა აღუთქვა მას და მის კოლეგებს.
25 ნოემბერი. მოქმედი (1999 წელს არჩეული) პარლამენტი ნიშნავს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს 2004 წლის 4 იანვარს.
26 ნოემბერი. რევოლუციის ყველა ლიდერი პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატად ასახელებს მიხეილ სააკაშვილს.
27 ნოემბერი. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჟვანია, ინიშნება სახელმწიფო მინისტრად. პარლამენტი აგრეთვე ამტკიცებს პოსტზე ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს.
28 ნოემბერი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი აკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ.
30 ნოემბერი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პარლამენტი ამტკიცებს ზურაბ ჭიაბერაშვილს. ზ. ჭიაბერაშვილი ამ დღემდე იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) დირექტორი; ორგანიზაციამ 2 ნოემბრის არჩევნებისას ხმების პარალელური დათვლა ჩაატარა. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა თედო ჯაფარიძე.
1 დეკემბერი. ეუთომ საქართველოს 5 მილიონი ევრო აღუთქვა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებისათვის.
„ტრადიციონალისტთა პარტიის” ლიდერმა აკაკი ასათიანმა განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვინაიდან არ ეთანხმება მის პლატფორმას. ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციებში ასათიანი არ მონაწილეობდა.
2 დეკემბერი. ეუთოს მინისტრთა საბჭოსადმი მიმართვაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა აღნიშნა: „საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; ელემენტებმა, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვას, ვერ უნდა პოვონ მხარდაჭერა”.
3 დეკემბერი. თბილისში ჩამოვიდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ლინ პასკო აშშ-ს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა დელეგაციასთან ერთად. შედგა შეხვედრები საქართველოს დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაციამ წარმოადგინა წინადადებები საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების, აგრეთვე მომავალი არჩევნების მხარდასაჭერად.
6 დეკემბერი. პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა დაგმო აჭარის ლიდერის, ასლან აბაშიძის განცხადება, რომელშიც იგი არჩევნების ბოიკოტით დაიმუქრა.
შედგა სატელეფონო საუბარი ვ. პუტინსა და ნ. ბურჯანაძეს შორის.
7 დეკემბერი. აჭარაში პატიმრობიდან გაათავისუფლეს არჩევნებზე დამკვირვებელი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი, გიორგი მშვენიერაძე. იგი აჭარის პოლიციამ ქობულეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში დააპატიმრა. იგი არჩევნების პროცედურის განზრახ ხელის შეშლაში დაადანაშაულეს. ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ვერსიით, მშვენიერაძე მაშინ დააკავეს, როდესაც მან პროტესტი გამოთქვა ბიულეტენებით უკანონო მანიპულაციების ფაქტის გამო.
10 დეკემბერი. უშედეგოდ დასრულდა ექვსსაათიანი მოლაპარაკება ნინო ბურჯანაძესა და ასლან აბაშიძეს შორის. აბაშიძე კვლავ აპირებს, ბოიკოტი გამოუცხადოს 4 იანვრის არჩევნებს და არ გახსნას საარჩევნო უბნები აჭარაში.
16 დეკემბერი. „ტრადიციონალისტებმა” და „ეროვნულ-დემოკრატიულმა” პარტიამ გამოაცხადეს მემარჯვენე ბლოკში გაერთიანების შესახებ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, როგორც არსებული ხელისუფლების კონკურენტი.
18 დეკემბერი. ასლან აბაშიძე სტრასბურგს გაემგზავრა, რათა მოლაპარაკება აწარმოოს ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ვალტერ შვიმერთან.
20 დეკემბერი. სახელმწიფო მინისტრ ზურაბ ჟვანიას ჰქონდა 4-საათიანი შეხვედრა ასლან აბაშიძესთან ბათუმში. რაიმე პროგრესი აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე ვერ იქნა მიღწეული.
23 დეკემბერი. აშშ-ს ელჩი საქართველოში, რიჩარდ მაილსი, ბათუმს ეწვია, რათა დაარწმუნოს ასლან აბაშიძე, უარი თქვას არჩევნების ბოიკოტზე. ეს მაილსის უკვე მესამე ვიზიტი იყო ბათუმში.
25 დეკემბერი. მოსკოვში ნინო ბურჯანაძეს ორსაათიანი შეხვედრა ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან. ბურჯანაძემ ვიზიტის შედეგები შეაფასა, როგორც ”გარღვევა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში”. მიუხედავად ამისა, ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ჯერ კიდევ შორსაა ნორმალიზაციისაგან.
1,7 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გაიარა რეგისტრაცია 4 იანვრის არჩევნებისათვის სიების შესადგენად.
26 დეკემბერი. დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩვენი აჭარა”, რომელიც მიზნად ისახავს აჭარაში დემოკრატიის მხარდაჭერას. აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა მოძრაობის ლიდერები, თავი შეიკავონ აჭარაში ორგანიზაციის ფილიალები დაარსებისა და რეგიონში საპროტესტო აქციების გამართვისაგან.
28 დეკემბერი. ასლან აბაშიძემ აჭარის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ 4 იანვარს აჭარაში საარჩევნო უბნები გაიხსნება.
30 დეკემბერი. სახელმწიფო მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ ასლან აბაშიძემ გაიმეორა, რომ საარჩევნო უბნები აჭარაში გაიხსნება, მაგრამ, დასძინა აბაშიძემ, მისი პარტია, „აღორძინების კავშირი”, მაინც ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს.
2004
4 იანვარი. საქართველოში ჩატარდა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. მონაწილეობდა ხუთი კანდიდატი: მიხეილ სააკაშვილი, თემურ შაშიაშვილი, ზაზა სიხარულიძე, როინ ლიპარტელიანი და ქართლოს ღარიბაშვილი. „ვარდების რევოლუციის” ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, 96%25-ით შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. არჩევნების მონიტორინგს აწარმოებდა 450 დამკვირვებელი ეუთოდან, აგრეთვე ადგილობრივი დამკვირვებლები და დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენლები.
7 იანვარი. აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ კვლავ აღადგინა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ნოემბერში გამოცხადდა და გაუქმდა 3 ნოემბერს, არჩევნების წინა დღეს. საგანგებო მდგომარეობის აღდგენას მოჰყვა აჭარის ძალოვანი სტრუქტურების მიერ „კმარას” დარბევა.
18 იანვარი. ბათუმის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს თემურ ინაიშვილი, აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
19 იანვარი. რამდენიმე ათეული დემონსტრანტი დაშავდა პოლიციასთან შეტაკებისას აჭარის სოფელ გონიოში. დემონსტრანტები მოითხოვდნენ აბაშიძის გადადგომას.
20 იანვარი. ასლან აბაშიძის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც ამართლებს აბაშიძის პოლიტიკას, ხოლო მის მოწინააღმდეგეებს „ექსტრემისტულ ძალებს” უწოდებს.
21 იანვარი. ასლან აბაშიძე კვლავ გაემგზავრა სტრასბურგს ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ვალტერ შვიმერთან შესახვედრად.
23 იანვარი. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ბურჯანაძე ჩავიდა ბათუმში ასლან აბაშიძესთან შესახვედრად.
24 იანვარი. პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ სააკაშვილმა ფიცი დადო ბიბლიაზე და მიიღო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა.
25 იანვარი. მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა ბათუმში და ასლან აბაშიძესთან ერთად დაესწრო სამხედრო პარადს.
ამავე დღეს იმართება მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია. ცერემონიას პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის უცხოელი სტუმრები და ოფიციალური დელეგაციები. სააკაშვილი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია ევროპაში.
28 იანვარი. საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებში, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეიმუშავა, სხვა პუნქტებთან ერთად გამოთქმულია წუხილი, რომ 28 მარტს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოში აღარ იარსებოს საპარლამენტო ოპოზიციამ, რაც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიას.
3 თებერვალი. „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გადის პარტიის რიგებიდან. „დაუშვებელია კონსტიტუციის შეცვლა ზურაბ ჟვანიასათვის (სახელმწიფო მინისტრი), რომელსაც სურს, რომ გახდეს პრემიერ-მინისტრი. არ შეიძლება კონსტიტუციის მისადაგება კონკრეტული პირისათვის. ეს უნდა ითქვას, რათა გადავარჩინოთ საპარლამენტო სისტემა ქვეყანაში”, - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
7 თებერვალი. ასლან აბაშიძე მოსკოვში გაფრინდა.
10 თებერვალი. ოპოზიციონერ დეპუტატთა ჯგუფმა შექმნა სპეციალური კომისია ტელეკომპანია „რუსთავი 2”-სა და „მზეზე” ხელისუფლების შესაძლო ზეწოლის გამოსაკვლევად. ამ ორმა არხმა ერთდროულად შეწყვიტა პოპულარული პოლიტიკური თოქ-შოუების ტრანსლაცია, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ეს ხელისუფლების გავლენით გაკეთდა.
17 თებერვალი. პარლამენტმა 165 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა პრემიერ-მინისტრად ზურაბ ჟვანია, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტი (15 მინისტრი და ოთხი სახელმწიფო მინისტრი).
18-21 თებერვალი. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ვალტერ შვიმერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. თბილისიდან შვიმერი მიდის ბათუმში, სადაც ხვდება ასლან აბაშიძეს.
20 თებერვალი. ოპოზიციურმა მოძრაობამ ბათუმში საპროტესტო აქცია მოაწყო, რომლის შემდეგაც მოძრაობის ოფისი დაარბიეს. ბათუმის სხვადასხვა რაიონში მოხდა შეტაკებები ასლან აბაშიძის მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა შორის. ყოველივე ეს მოხდა ვალტერ შვიმერის ბათუმში ყოფნის დროს.
25 თებერვალი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მატიას ეორსიმ გამოთქვა წუხილი საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე პოლიტიკური დისბალანსის გამო. მან გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება აღმოფხვრის ამ დისბალანსს.
3 მარტი. ასლან აბაშიძე მოსკოვს გაემგზავრა.
5 მარტი. აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში, პოლიციამ სასტიკად სცემა „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასლან აბაშიძეს მოსთხოვა აჭარის უშიშროების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება. აბაშიძემ ამაზე უარი თქვა.
12 მარტი. ასლან აბაშიძე კვლავ მოსკოვშია.
14 მარტი. შეიარაღებულმა ჯგუფებმა ჩაკეტეს აჭარის ადმინისტრაციული საზღვარი და არ მისცეს აჭარაში შესვლის შესაძლებლობა პრეზიდენტ სააკაშვილსა და მთავრობის წევრებს.
სატელევიზიო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა აჭარის ხელმძღვანელობის ქმედებები შეაფასა, როგორც „საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მცდელობა”.
საქართველოში ჩამოვიდა ეუთოს თავმჯდომარე, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლომონ პასი.
საქართველოს ხელისუფლების აჭარის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების მოსაგვარებლად შეიქმნა ანტიკრიზისული ცენტრი, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა ზურაბ ჟვანია.
15 მარტი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შემოაქვს „ნაწილობრივი” ეკონომიკური სანქციები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინააღმდეგ, „რათა შეიზღუდოს აჭარის რეჟიმის რესურსები”.
16 მარტი. ბათუმში ჩადის მოსკოვის მერი, აბაშიძესთან ახლო ურთიერთობების მქონე იური ლუჟკოვი.
18 მარტი. თბილისსა და ბათუმს შორის დაძაბულობა ნელდება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი და აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე შეხვდნენ ერთმანეთს და მივიდნენ შეთანხმებამდე, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური სანქციები აჭარის წინააღმდეგ უქმდება; გასამხედროებული ჯგუფები აჭარაში უნდა განიარაღდნენ, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ, საბაჟოსა და პორტზე წესდება ერთობლივი კონტროლი, აჭარაში იქმნება პირობები თავისუფალი საარჩევნო კამპანიებისათვის, ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
22 მარტი. პრეზიდენტის წარმომადგენელს აჭარაში არ ეძლევა საშუალება, აწარმოოს საბაჟოსა და პორტის მონიტორინგი.
24 მარტი. პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით უქმდება აჭარის ადმინისტრაციის მაღალი ეშელონის წარმომადგენლების, მათ შორის, ასლან აბაშიძის, ბათუმის მერის, გიორგი აბაშიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯემალ გოგიტიძის დიპლომატიური პასპორტები.
26 მარტი. აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი ჩადის ბათუმში და ხვდება ასლან აბაშიძეს.
27 მარტი. საქართველოს უშიშროების მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ კანონდამცავმა ორგანოებმა დააკავეს ორი პირი, რომლებიც თანამზრახველებთან ერთად აპირებდნენ იარაღის გატაცებას ერთ-ერთი სამხედრო ბაზიდან დასავლეთ საქართველოში, რათა არეულობა გამოეწვიათ არჩევნების დღეს.
28 მარტი. საქართველოში ჩატარდა ნაწილობრივი ხელახალი საპარლამენტო არჩევნები (150 მანდატი 235-დან), მათ შორის აჭარაში. მონაწილეობა მიიღო 11-მა პარტიამ და 5-მა ბლოკმა. დიდი უპირატესობით გაიმარჯვა „ნაციონალურმა მოძრაობამ”. უცხოელი დამკვირვებლების დასკვნით, არჩევნების ჩატარებაში პროგრესი აღინიშნა.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ბათუმში შეხვდა ასლან აბაშიძეს.
6 აპრილი. თბილისში ყუმბარის აფეთქების შედეგად დაიჭრა საქართველოში დისლოცირებული რუსეთის ჯარების სარდალი ალექსანდრე სტუდენიკინი.
8 აპრილი. სტრასბურგში არსებულმა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით აჭარაში 12 წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი თენგიზ ასანიძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეს იყო სტრასბურგის სასამართლოს პირველი საქმე, რომელიც საქართველოს ეხებოდა. ასანიძე 9 აპრილს გაათავისუფლეს.
13 აპრილი. ბათუმში ზურაბ ჟვანია კვლავ ხვდება ასლან აბაშიძეს. აბაშიძე უარს ამბობს თავისი რაზმების განიარაღებაზე.
14 აპრილი. აჭარაში მოხდა თავდასხმა „რუსთავი 2”-ის ორ გადამღებ ჯგუფზე. ქართულმა ტელეარხებმა აჩვენეს ჩოლოქთან ტელეოპერატორის ჯგუფური ცემის კადრები. მეორე თავდასხმა მოხდა ქობულეთში.
15 აპრილი. თბილისისა და ბათუმის ხელისუფლებებს შორის შუამავლის მისიით ბათუმში ჩავიდა ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი ფინანსური მაგნატი, ბადრი პატარკაციშვილი.
16 აპრილი. აშშ-ს ელჩი, რიჩარდ მაილსი ბათუმში ხვდება ასლან აბაშიძეს.
საქართველოს სპორტისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობა წინააღმდეგია ჭადრაკში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მაის-ივნისში ბათუმში ჩატარებისა.
19 აპრილი. გენერალ-მაიორმა რომან დუმბაძემ, რომელიც გათავისუფლდა ბათუმში განლაგებული 25-ე ბრიგადის სარდლის პოსტიდან, ოფიციალურად განაცხადა, რომ არ დაემორჩილება თავდაცვის მინისტრის ბრძანებებს. „25-ე ბრიგადა ემორჩილება მხოლოდ ასლან აბაშიძეს”, - დაამატა დუმბაძემ.
21 აპრილი. აჭარაში დისლოცირებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 300-კაციანი რაზმის მეთაურმა, მურად ცინცაძემ დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ცენტრალურ ხელისუფლებას და ერთგულება აღუთქვა ასლან აბაშიძეს.
22 აპრილი. შედგა ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, რომელიც გახსნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მან საპარლამენტო უმრავლესობას „ერთობისაკენ” მოუწოდა. ნინო ბურჯანაძე ხელახლა არჩეულია პარლამენტის სპიკერად.
24 აპრილი. აჭარის პარლამენტის ზედა პალატამ ასლან აბაშიძეს დაუმტკიცა საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის შემოღების უფლებამოსილება.
27 აპრილი. აბაშიძის ელიტური სპეცდანიშნულების რაზმის 46 ჯარისკაცი ცენტრალური ხელისუფლების მხარეს გადმოვიდა.
30 აპრილი. აჭარის უშიშროების ძალებმა დაარბიეს 300-კაციანი მიტინგი ბათუმში. ათეულობით ადამიანი დაშავდა.
1 მაისი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძესთან ცალ-ცალკე შეხვედრის შემდეგ ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა განაცხადა, რომ ბათუმში დანიშნული ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება რუსეთში, ყალმუხეთის დედაქალაქ ელისტაში.
აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აჭარის ეკოლოგიური პოლიციის უფროსმა, ანზორ დუმბაძემ დატოვა ბათუმი და ლოიალობა გამოხატა ცენტრალური ხელისუფლებისადმი.
2 მაისი. აბაშიძის ბრძანებით ააფეთქეს ორი ხიდი, რომლებიც აჭარას დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს. აბაშიძემ ეს ნაბიჯი ახსნა, როგორც აჭარაში ცენტრალური ხელისუფლების ჯარების შემოჭრის თავიდან აცილების ცდა.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ვალტერ შვიმერმა შეშფოთება გამოთქვა აჭარაში განვითარებული მოვლენების გამო. „შოკისმომგვრელია იმის გაგონება, რომ საქართველოში ხიდებს აფეთქებენ, რადგან ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაკარგეს დიალოგის უნარი”, - განაცხადა შვიმერმა. ამ განცხადებამ თბილისის პროტესტი გამოიწვია, ვინაიდან ჩაითვალა, რომ შვიმერი ესკალაციისათვის პასუხისმგებლობას ერთნაირად აკისრებს თბილისსა და ბათუმს.
3 მაისი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ასლან აბაშიძე და იგი „სამხედრო კრიზისის პროვოცირების მცდელობაში დაადანაშაულა”.
4 მაისი. ბათუმში ოპოზიციის დემონსტრაციას თავს დაესხნენ უშიშროების რაზმები. ათეულობით დემონსტრანტი დაშავდა. ინციდენტს მოჰყვა ფართო მანიფესტაციები აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით.
5 მაისი. შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, რომელიც აჭარის მოვლენებს ეხებოდა. აჭარაში გრძელდება ფართომასშტაბიანი საპროტესტო მანიფესტაციები.
აჭარაში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრ ჯემალ გოგიტიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აჭარის ხელისუფლების ოფიციალურ პირებს, „რომლებიც დარჩებიან საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში”, ეძლევათ უსაფრთხოების გარანტია.
ბათუმში ჩადის რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი და ხვდება ასლან აბაშიძეს.
6 მაისი. „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია”, - ადრე დილით გამოაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მიულოცა „მეორე უსისხლო რევოლუცია”. „ესაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასაწყისი”, - დასძინა პრეზიდენტმა.
სააკაშვილი აჭარას გაემგზავრა მაშინვე, რაც ასლან აბაშიძე, იგორ ივანოვთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, მოსკოვში გაფრინდა.
![]() |
14.2 დანართი 2. |
▲ზევით დაბრუნება |
საექსპერტო მონაცემები
ცხრილებში გამოყენებული კატეგორიები
მონაცემები ანონიმურია, არ შეიძლება იმის აღნიშვნა, რომელი დებულება რომელ ექსპერტს ეკუთვნის. ამავე დროს, გვაძლევს ინფორმაციას, რა პოლიტიკური ორიენტაციის იყო და არის დებულების ავტორი. ამ ინფორმაციის გათვალისწინებისთვის მოვახდინეთ კოდირება ექსპერტის დამოკიდებულებისა რევოლუციური ჯგუფის მიმართ (ანუ სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძის ჯგუფის მიმართ, რომელიც ადრე ოპოზიციაში იყო, შემდეგ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში და გამოკვლევის ჩატარების მომენტისთვის ხელისუფლების სათავეებთანაა). პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით ცხრილებში ექსპერტის კოდირებისას გამოიყენება სიმბოლოები: LL - ლოიალურია რევოლუციური ჯგუფის მიმართ; C - კრიტიკულადაა განწყობილი რევოლუციური ჯგუფის მიმართ; N - ნეიტრალურადაა განწყობილი რევოლუციური ჯგუფის მიმართ.
გადავწყვიტეთ, რომ ავტორის კოდმა აღნიშნოს მისი პოლიტიკური ორიენტაციის დინამიკა. ამისათვის კოდში ზემოხსენებული სიმბოლოების სამადგილიანი კომბინაცია გამოიყენება, სადაც I პოზიცია აღნიშნავს ავტორის დამოკიდებულებას რევოლუციური ჯგუფის მიმართ რევოლუციის წინა პერიოდში; II პოზიცია - რევოლუციის დროს; III პოზიცია - რევოლუციის შემდეგ პერიოდში. კოდი მიეკუთვნებოდა ავტორს იმის მიხედვით, რაც საზოგადოდ ცნობილია მისი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ.
კოდები განთავსებულია ცხრილების მე-3 სვეტში.
დებულებაში გამოხატული დამოკიდებულება
ექსპერტის მიერ ნათქვამ დებულებაში შეიძლება აისახებოდეს გარკვეული დამოკიდებულება, ატიტუდი დებულებაში აღწერილი აქტორის ან მოვლენის მიმართ. დებულებაში გამოხატული ატიტუდი (რომელსაც ჩვენი შეხედულების მიხედვით ვაფასებდით) აღვნიშნეთ შემდეგი ციფრებით: [-1] - უარყოფითი დამოკიდებულება; [0] - ნეიტრალური დამოკიდებულება; [1] - დადებითი დამოკიდებულება. პირობითად ვუშვებთ, რომ ამ ციფრებს შორის თანაბარი ინტერვალია და ვაწარმოებთ შეჯამებისა და გასაშუალოების მათემატიკურ ოპერაციებს.
დებულებაში გამოხატული ატიტუდის აღმნიშვნელი ციფრები მოცემულია ცხრილების მე-4 სვეტში.
დებულების შინაარსის მიმართება სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციასთან
სამოქალაქო საზოგადოების სოციალური როლი გულისხმობს განსაზღვრულ მოტივებს, მოქმედებებს და ურთიერთობებს, კერძოდ - საზოგადოებრივი ინტერესებით და სამოქალაქო ღირებულებებით განპირობებულ ინტელექტუალურ, საინფორმაციო თუ სხვა სახის საქმიანობას, რომელიც არ ისახავს ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მიზნებს. ექსპერტების დებულებებში გადმოცემული შინაარსი უმეტესწილად ეხება რევოლუციის პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების მოტივს, მოქმედებას ან ურთიერთობას მაკროსისტემაში (საზოგადოებაში). ციფრებით შევაფასეთ ის, თუ რა მიმართებაა დებულების შინაარსსა და სამოქალაქო საზოგადოების სოციალურ ფუნქციას შორის. ციფრი [-1] გამოიყენება მაშინ, როცა დებულება მიუთითებს, რომ აქტორი ცუდად ასრულებდა თავის ფუნქციას; [0] - როცა აქტორი ვერ ასრულებდა ფუნქციას; [0.5] - როცა დებულებაში გადმოცემული შინაარსის მიხედვით აქტორი ნაწილობრივ ასრულებდა ფუნქციას; [1] - როცა დებულებაში აღინიშნება, რომ ავტორი კარგად ასრულებდა თავის ფუნქციას; [2] - როცა დებულების აქტორი (მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია) ითავსებს სხვა აქტორის (მაგალითად, პარტიული ორგანიზაციის) ფუნქციას. ამ ციფრებსაც ისე ვექცეოდით, როგორც რიცხვებს და მათზე მარტივ სტატისტიკურ ოპერაციებს ვაწარმოებდით.
სოციალურ ფუნქციასთან დებულების შინაარსის მიმართების შეფასებები მოცემულია ცხრილების მე-5 სვეტში.
ზოგადი სამოქალაქო სუბიექტები
1. სტრუქტურული ანალიზი
ცხრილი №1. სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტული სუბიექტები (აქტორები)
|
აქტორი |
დასახელების |
%25 |
„თავისუფლების ინსტიტუტი” |
32 |
26.0 |
|
„ახალგაზრდა იურისტთა |
24 |
19.5 |
|
„კმარა” |
14 |
11.4 |
|
„სამართლიანი არჩევნები” |
10 |
8.1 |
|
„ალპე” |
8 |
6.5 |
|
სოროსის ფონდი |
8 |
6.5 |
|
„რუსთავი 2” |
7 |
5.7 |
|
სამოქალაქო |
3 |
2.4 |
|
მედია |
2 |
1.6 |
|
არასამთავრობოები |
2 |
1.6 |
|
„კავკასიის ინსტიტუტი” |
2 |
1.6 |
|
„ევრაზია” |
2 |
1.6 |
|
„ახალგაზრდა ეკონომისტები” |
2 |
1.6 |
|
„60 წუთი” |
1 |
0.8 |
|
„გორბი” |
1 |
0.8 |
|
პრესა |
1 |
0.8 |
|
„დემოკრატ მესხთა კავშირი” |
1 |
0.8 |
|
სათემო ორგანიზაციები |
1 |
0.8 |
|
რევკომი |
1 |
0.8 |
|
„კავკასიური სახლი” |
1 |
0.8 |
|
სიხშირეთა ჯამი |
123 |
99.7 |
სამოქალაქო საზოგადოების ზოგადი და კონკრეტული სუბიექტების გაერთიანებული მონაცემები
ცხრ. №№2-8-ში სიმბოლოებს შემდეგი მნიშვნელობები აქვს:
NN - დებულებების რაოდენობა;
AA - ატიტუდის ქულის ალტერნატივები;
FF - ფუნქციასთან შესაბამისობის ქულის ალტერნატივები;
NNN, CCC - ექსპერტების პოზიციის კოდები;
SA - ატიტუდის ქულების ჯამი;
SF - ფუნქციასთან შესაბამისობის ქულების ჯამი;
SN - დებულებების რაოდენობის ჯამი;
MA - ატიტუდის ქულების საშუალო;
MF - ფუნქციასთან შესაბამისობის ქულების საშუალო;
თვით ცხრილში მოცემულია ქულების სიხშირეები.
ცხრილი № 2. ატიტუდი მოტივაციის მიმართ

ცხრილი №3. ატიტუდი მოქმედებებისა და ურთიერთობების მიმართ

ცხრილი №4. სამოქალაქო სუბიექტებთან სხვა აქტორების ურთიერთობის მიმართ ატიტუდი

ცხრილი №5. ატიტუდი განვითარების მიმართ

ცხრილი №6. სამოქალაქო სუბიექტების მოტივაციის მიმართება მის ფუნქციასთან

ცხრილი №7. სამოქალაქო სუბიექტების მოქმედების მიმართება მის ფუნქციასთან

ცხრილი №8. საზოგადოების სხვა აქტორების სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართება მის ფუნქციასთან

ცხრილი №9. განვითარების მიმართება ს/ს ფუნქციასთან

დებულებების დაჯგუფება ექსპერტების პოზიციის მიხედვით
ცხრილი №10. იმ ექსპერტების დებულებები, რომლებიც რევოლუციური ჯგუფის მიმართ ნეიტრალურად იყვნენ და არიან განწყობილნი (კოდი: NNN)
№ |
დებულება |
ექსპ. |
ატიტ. |
ფუნქ. |
1 |
ყველაზე აქტიური არასამთავრობოების |
NNN |
-1 |
2 |
2 |
არასამთავრობოები გრანტზე არიან |
NNN |
-1 |
1 |
3 |
არასამთავრობოები ახდენდნენ |
NNN |
-1 |
1 |
4 |
არასამთავრობოებს რაიმე როლი არ |
NNN |
0 |
-1 |
5 |
მედიამ დიდი როლი შეასრულა. ის |
NNN |
0 |
2 |
6 |
მედიამ (განსაკუთრებით ტელევიზიამ) |
NNN |
0 |
1 |
7 |
ოპოზიციასა და მედიას შორის წარმოებდა |
NNN |
0 |
2 |
8 |
სამოქალაქო საზოგადოებას არავითარი |
NNN |
0 |
-1 |
9 |
მათზე ძალიან დიდი ფული დაიხარჯა. |
NNN |
0 |
2 |
10 |
ჯამი |
|
-3 |
9 |
11 |
საშუალო |
|
-0.3 |
1 |
ცხრილი №11. დებულება იმ ექსპერტისა, რომელიც რევოლუციური ჯგუფის მიმართ ნეიტრალურად იყო განწყობილი რევოლუციამდე და ლოიალურად - რევოლუციისა და რევოლუციის შემდგომ პერიოდში (კოდი: NLL)
№ |
დებულება |
ექსპ |
ატიტ |
ფუნქ |
1 |
„რუსთავი 2”-ის გარდა სხვა არხები ომით |
NLL |
0 |
1 |
ცხრილი №12. დებულებები იმ ექსპერტებისა, რომლებიც ლოიალურად იყვნენ და არიან განწყობილნი რევოლუციური ჯგუფის მიმართ (კოდი: LLL)
№ |
დებულება |
ექსპ. |
ატიტ. |
ფუნქ. |
1 |
ტელევიზიები ორად გაიყო. |
LLL |
0 |
1 |
2 |
არასამთავრობო სექტორი გავლენას |
LLL |
0 |
2 |
3 |
არასამთავრობო სექტორმა დიდი როლი |
LLL |
0 |
1 |
4 |
არასამთავრობო სექტორმა სერიოზული |
LLL |
0 |
1 |
5 |
არასამთავრობო სექტორმა ხელი შეუწყო |
LLL |
0 |
2 |
6 |
არასამთავრობოები ბოლომდე იდგნენ |
LLL |
0 |
2 |
7 |
არასამთავრობოების ერთმა ნაწილმა |
LLL |
0 |
2 |
8 |
არასამთავრობოებმა ჩამოაყალიბეს |
LLL |
0 |
1 |
9 |
არასამთავრობოებმა შექმნეს სამოქალაქო |
LLL |
0 |
1 |
10 |
არასამთავრობოებმა წვლილი შეიტანეს |
LLL |
0 |
1 |
11 |
არასამთავრობოებს ნაწილობრივი |
LLL |
0 |
0.5 |
12 |
არჩევნების გაყალბების შესახებ |
LLL |
0 |
1 |
13 |
მედია განსაზღვრავდა ყველაფერს. |
LLL |
0 |
1 |
14 |
მედიამ ჩამოაყალიბა მოსახლეობის |
LLL |
0 |
1 |
15 |
მედიამ დიდი როლი ითამაშა, |
LLL |
0 |
1 |
16 |
ორგანიზაციული მხარე მთლიანად |
LLL |
0 |
2 |
17 |
არასამთავრობოების მთავარი |
LLL |
1 |
2 |
18 |
მედია ობიექტურ ინფორმაციას იძლეოდა. |
LLL |
1 |
1 |
19 |
მედიამ შეუწყო ხელი იმას, რომ არ იყო |
LLL |
1 |
1 |
20 |
არასამთავრობოებმა შემოიტანეს |
LLL |
1 |
1 |
21 |
არსებობდა სამოქალაქო სექტორი თავისი |
LLL |
0 |
1 |
22 |
მედიასთან ოპოზიციას ჰქონდა |
LLL |
0 |
2 |
23 |
ჩამოყალიბებული სამოქალაქო |
LLL |
-1 |
-1 |
24 |
„რუსთავი 2” გულწრფელად მუშაობდა. |
LLL |
1 |
1 |
25 |
„რუსთავი 2” მა იმუშავა ძალიან კარგად |
LLL |
1 |
1 |
26 |
„რუსთავი 2” თავიდანვე ოპოზიციური |
LLL |
0 |
2 |
27 |
„რუსთავი 2”-ს ყოველთვის ცუდი |
LLL |
0 |
2 |
28 |
„რუსთავი 2” იყო სამოქალაქო |
LLL |
1 |
1 |
29 |
„რუსთავი 2”-ის გარეშე რევოლუცია არ |
LLL |
0 |
1 |
30 |
„რუსთავი 2”-მა მნიშვნელოვნად |
LLL |
0 |
1 |
31 |
„რუსთავი 2” რევოლუციის ცალკე |
LLL |
0 |
1 |
32 |
„რუსთავი 2” იყო რევოლუციის ორგანო, |
LLL |
0 |
2 |
33 |
„რუსთავი 2”-ის მეშვეობით იგებდა ყველა |
LLL |
0 |
1 |
34 |
„რუსთავი 2”-ის გარდა სხვა მედია |
LLL |
0 |
2 |
35 |
„რუსთავი 2”... ძალიან რადიკალური იყო. |
LLL |
0 |
1 |
36 |
„რუსთავი 2” ერთ-ერთი მამოძრავებელი |
LLL |
0 |
1 |
37 |
„რუსთავი 2”-მა მოახდინა ხალხის |
LLL |
0 |
1 |
38 |
„რუსთავი 2” ხშირად კარნახობდა |
LLL |
0 |
2 |
39 |
„რუსთავი 2” ძალიან დიდ გავლენას |
LLL |
0 |
1 |
40 |
ყველაზე დიდი როლი „რუსთავი 2”-მა |
LLL |
0 |
1 |
41 |
„პირველი არხიც” კი ოპოზიციაზე |
LLL |
0 |
-1 |
42 |
„პირველი არხი” დავალებებს ასრულებდა, |
LLL |
-1 |
1 |
43 |
„პირველი არხის” მუშაობას აზრი არ |
LLL |
-1 |
-1 |
44 |
„მწვანე ტალღა” რევოლუციონერი იყო არა |
LLL |
1 |
1 |
45 |
მიდიოდა მოლაპარაკებები „რუსთავი 2”- |
LLL |
0 |
2 |
46 |
„რუსთავი 2”-ს გარანტიები ჰქონდა |
LLL |
0 |
2 |
47 |
სამოქალაქო საზოგადოებამ რევოლუციის |
LLL |
0 |
1 |
48 |
ხელისუფლება „რუსთავი 2”-ს ძალიან |
LLL |
0 |
2 |
|
ჯამი |
|
5 |
55.5 |
|
საშუალო |
|
0.11 |
1.18 |
ცხრილი №13. დებულებები იმ ექსპერტებისა, რომლებიც ლოიალურად იყვნენ განწყობილი რევოლუციური ჯგუფის მიმართ რევოლუციამდე და რევოლუციის დროს, ხოლო კრიტიკულად - რევოლუციის შემდგომ პერიოდში (კოდი: LLC).
№ |
დებულება |
ექსპ. |
ატიტ. |
ფუნქ. |
1 |
სამოქალაქო საზოგადოება რევოლუციის |
LLC |
1 |
1 |
2 |
მედიამ მოახდინა მოსახლეობის |
LLC |
-1 |
1 |
3 |
არასამთავრობოები იყვნენ |
LLC |
0 |
2 |
4 |
არასამთავრობოები იყვნენ ყველაფრის |
LLC |
0 |
2 |
5 |
არასამთავრობოები ქმნიდნენ |
LLC |
0 |
1 |
6 |
არასამთავრობოების ლიდერები |
LLC |
0 |
2 |
7 |
არასამთავრობოების წევრები |
LLC |
0 |
2 |
8 |
არასამთავრობოებმა მოახდინეს გავლენა |
LLC |
0 |
1 |
9 |
არასამთავრობოებს ჰქონდათ |
LLC |
0 |
0.5 |
10 |
არასამთავრობოები უფრო მთავარნი |
LLC |
0 |
2 |
11 |
მედიამ ბევრი რამ გააკეთა |
LLC |
0 |
1 |
12 |
საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები |
LLC |
0 |
1 |
13 |
არასამთავრობო ორგანიზაციები და |
LLC |
1 |
1 |
14 |
არასამთავრობოებმა ჩამოაყალიბეს |
LLC |
1 |
1 |
15 |
არასამთავრობოებმა გადამწყვეტი როლი |
LLC |
1 |
1 |
16 |
მედია იმას ამბობდა, რაც ხალხს |
LLC |
1 |
1 |
17 |
მედიის საშუალებით მოხდა ხალხის |
LLC |
1 |
1 |
18 |
მედიის საშუალებით არასამთავრობოები |
LLC |
1 |
1 |
19 |
არასამთავრობო სექტორის |
LLC |
0 |
1 |
20 |
სამოქალაქო საზოგადოებასა და „კმარას” |
LLC |
1 |
2 |
21 |
ე. ხოფერია მოქმედებისაკენ |
LLC |
0 |
2 |
22 |
„რუსთავი 2”-მა მოახდინა მასების |
LLC |
0 |
1 |
23 |
„რუსთავი 2” ჩადგა ოპოზიციის |
LLC |
0 |
2 |
24 |
„რუსთავი 2” ერთი პოლიტიკური პარტიის წონის მოთამაშე იყო. |
LLC |
0 |
1 |
25 |
„რუსთავი 2” რევოლუციის აქტიური |
LLC |
0 |
1 |
26 |
„რუსთავი” ცალმხრივად მუშაობდა. |
LLC |
-1 |
1 |
27 |
ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ „რუსთავი |
LLC |
-1 |
2 |
28 |
კ. ყანდიაშვილი აძინებდა მოსახლეობას |
LLC |
-1 |
-1 |
|
ჯამი |
|
4 |
34.5 |
|
საშუალო |
|
0.14 |
1.23 |
ცხრილი №14. დებულებები იმ ექსპერტებისა, რომლებიც კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი მაშინდელი რევოლუციური ჯგუფის მიმართ რევოლუციამდე, ხოლო ნეიტრალურად - რევოლუციის დროს და რევოლუციის შემდეგ (კოდი:CNN)
№ |
დებულება |
ექსპ. |
პოზ. |
ფუნქ. |
1 |
მედია იყო ორგანიზებული |
CNN |
0 |
2 |
2 |
მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიქმნა |
CNN |
0 |
2 |
3 |
არასამთავრობო სექტორმა ჩამოაყალიბა |
CNN |
1 |
1 |
4 |
ჟვანიამ დაასუსტა სახელმწიფო |
CNN |
0 |
2 |
|
ჯამი |
|
1 |
7 |
|
საშუალო |
|
0.25 |
1.75 |
ცხრილი №15. დებულება იმ ექსპერტისა, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი რევოლუციური ჯგუფის მიმართ რევოლუციამდე, ხოლო ლოიალურად - რევოლუციის დროს და რევოლუციის შემდგომ პერიოდში (კოდი:CLL)
№ |
დებულება |
ექსპ. |
ატიტ. |
ფუნქ. |
1 |
სამოქალაქო სექტორი ახერხებდა |
CLL |
0 |
1 |
ცხრილი №16. დებულებები იმ ექსპერტებისა, რომლებიც კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი მაშინდელი რევოლუციური ჯგუფის მიმართ რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ, ხოლო ლოიალურად - რევოლუციის დროს (კოდი:CLC)
№ |
დებულება |
ექსპ. |
ატიტ. |
ფუნქ. |
1 |
არასამთავრობო სექტორმა ჩამოაყალიბა |
CLC |
0 |
1 |
2 |
არასამთავრობოებს დიდი არაფერი |
CLC |
0 |
0.5 |
3 |
სამოქალაქო სექტორმა მოიზიდა |
CLC |
0 |
2 |
4 |
ტელევიზორებში სულ |
CLC |
0 |
1 |
5 |
მედიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა |
CLC |
1 |
1 |
6 |
სამოქალაქო საზოგადოებამ |
CLC |
1 |
1 |
7 |
„რუსთავი 2”-მა მოაწყო რევოლუცია. |
CLC |
0 |
2 |
8 |
„რუსთავი 2” რომ არ ყოფილიყო, |
CLC |
0 |
1 |
9 |
„რუსთავი 2” რევოლუციის ერთ-ერთი |
CLC |
0 |
1 |
10 |
„რუსთავი 2” რევოლუციის |
CLC |
0 |
2 |
11 |
„რუსთავი 2” (კიწმარიშვილი) ორივე |
CLC |
-1 |
2 |
12 |
„თავისუფლების ინსტიტუტმა”, |
CLC |
0 |
2 |
13 |
„მე-9 არხი” ობიექტური იყო. |
CLC |
1 |
1 |
14 |
ოპოზიციამ „რუსთავი 2”-ში ბევრი |
CLC |
0 |
2 |
|
ჯამი |
|
2 |
19.5 |
|
საშუალო |
|
0.14 |
1.39 |
ცხრილი №17. დებულებები იმ ექსპერტებისა, რომლებიც კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი მაშინდელი რევოლუციური ჯგუფის მიმართ რევოლუციამდე და რევოლუციის დროს, ხოლო ნეიტრალურად - რევოლუციის შემდეგ (კოდი:CCN)
№ |
დებულება |
ექსპ |
ატიტ |
ფუნქ |
1 |
არასამთავრობოების გავლენა |
CCN |
0 |
1 |
2 |
მედიამ დიდი როლი შეასრულა |
CCN |
0 |
1 |
3 |
არასამთავრობოები ეწეოდნენ |
CCN |
1 |
1 |
|
ჯამი |
|
1 |
3 |
|
საშუალო |
|
0.3 |
1 |
ცხრილი №18 დებულებები იმ ექსპერტებისა, რომლებიც კრიტიკულად იყვნენ და არიან განწყობილნი მაშინდელი რევოლუციური ჯგუფის მიმართ (კოდი:CCC)
№ |
დებულება |
ექსპ. |
ატიტ. |
ფუნქ. |
1 |
არასამთავრობოები ერთიანი ცენტრიდან |
CCC |
0 |
1 |
2 |
არასამთავრობოებმა დაანგრიეს |
CCC |
-1 |
-1 |
3 |
მედია [და „რუსთავი 2”] ზოგადად |
CCC |
-1 |
1 |
4 |
ბევრი ჟურნალისტი ვ. |
CCC |
0 |
2 |
5 |
ჩემთვის [შევარდნაძისთვის] საგანგაშო |
CCC |
0 |
1 |
6 |
მედია პიარს უკეთებდა სააკაშვილს. |
CCC |
0 |
2 |
7 |
წარმოებდა მედიის მოლაპარაკებები, |
CCC |
0 |
2 |
8 |
არასამთავრობოები პოლიტიკოსებმა |
CCC |
-1 |
2 |
9 |
მედია ჩემ [შევარდნაძის] დროს |
CCC |
-1 |
2 |
10 |
არასამთავრობოები გახდნენ |
CCC |
-1 |
2 |
11 |
„რუსთავი 2”, უბრალოდ, |
CCC |
0 |
2 |
12 |
კიწმარიშვილს უნდოდა |
CCC |
-1 |
2 |
13 |
„თავისუფლების ინსტიტუტი” და |
CCC |
0 |
2 |
14 |
„რუსთავი 2” პარტიული ტელევიზია |
CCC |
0 |
2 |
15 |
„რუსთავი 2”-მა ისე აჩვენა 5000-კაციანი |
CCC |
-1 |
1 |
16 |
სახელისუფლებო მედია |
CCC |
0 |
-1 |
17 |
გეგმა „თავისუფლების ინსტიტუტისა” |
CCC |
0 |
2 |
18 |
ხელისუფლება ოფიციალურად „I |
CCC |
0 |
2 |
19 |
სახელისუფლებო მედიაზე გავლენა |
CCC |
0 |
2 |
20 |
უმეტესობა არასამთავრობოებისა |
CCC |
-1 |
2 |
21 |
„ახალგაზრდა იურისტებს” არ |
CCC |
-1 |
1 |
|
ჯამი |
|
-9 |
31 |
|
საშუალო |
|
-0.43 |
1.48 |
ცხრილი № 19. დამოკიდებულების საშუალო შეფასებები და პასუხების სიხშირეები სხვადასხვა კოდის მქონე დებულებებში (ცხრილში გაკეთებული აღნიშვნებია: C - კოდი; N - დებულებების რაოდენობა; A - ატიტუდის საშუალო; AN - ატიტუდების ჯამი ამ ჯგუფში)
|
C |
N |
A |
AN |
-1%25 |
0%25 |
+1%25 |
+1-1 |
|
NNN |
9 |
-0.3 |
-2.7 |
33.3 |
66.6 |
0 |
-33.3 |
|
NLL |
1 |
0 |
0 |
0 |
100 |
0 |
0 |
|
LLL |
47 |
+0.11 |
5.17 |
6.38 |
76.63 |
17.0 |
10.62 |
|
LLC |
28 |
+0.14 |
3.92 |
14.3 |
57.1 |
28.6 |
14.3 |
|
CNN |
4 |
+0.25 |
1 |
0 |
75 |
25 |
25 |
|
CLL |
1 |
0 |
0 |
0 |
0 |
100 |
100 |
|
CLC |
14 |
+0.14 |
1.96 |
17.1 |
71.4 |
21.4 |
4.3 |
|
CCN |
3 |
+0.3 |
0.9 |
0 |
66.6 |
33.3 |
33.3 |
|
CCC |
21 |
-0.43 |
-9.03 |
42.8 |
57.1 |
0 |
-42.8 |
|
S |
128 |
|
4.18 |
113.9 |
570.4 |
225.3 |
|
|
M |
|
|
0.03 |
|
|
|
|
ცხრილი №20. ფუნქციასთან მიმართების საშუალო შეფასებები და პასუხების სიხშირეები სხვადასხვა კოდის მქონე დებულებებში
|
C |
N |
F |
FN |
-1 |
0 |
+0.5 |
+1 |
2 |
||||
|
NNN |
9 |
1.0 |
9 |
22.2 |
0 |
0 |
333 |
44.4 |
||||
|
NLL |
1 |
1.0 |
1 |
0 |
0 |
0 |
100 |
0 |
||||
|
LLL |
47 |
1.18 |
55.46 |
6.4 |
0 |
2.1 |
83.0 |
29.8 |
||||
|
LL C |
28 |
1.23 |
34.4 |
3.6 |
0 |
3.6 |
60.7 |
32.1 |
||||
|
CNN |
4 |
1.75 |
7 |
0 |
0 |
0 |
25.0 |
75.0 |
||||
|
CLL |
1 |
1.0 |
1 |
0 |
0 |
0 |
100 |
0 |
||||
|
CLC |
14 |
1.39 |
19.46 |
0 |
0 |
7.1 |
50.0 |
43.0 |
||||
|
CCN |
3 |
1.0 |
3 |
0 |
0 |
0 |
100 |
0 |
||||
|
CCC |
21 |
1.48 |
31.08 |
9.5 |
0 |
0 |
23.8 |
66.7 |
||||
|
S |
128 |
11.03 |
161.4 |
|
|
|
|
|
||||
|
M |
|
|
1.26 |
|
|
|
|
|
||||
![]() |
14.3 დანართი 3. |
▲ზევით დაბრუნება |
პრესის მონაცემთა დამუშავების თავისებურებები
ცხრილებში მონაცემები ორი სახითაა მოცემული - აბსოლუტურ (F) და პროცენტულ (P) სიდიდეებში. აბსოლუტური სიდიდეები მოცემულია იმ ცხრილებში, რომელთა დამატებითი ნუმერაციაა 1, ხოლო პროცენტული სიდიდეები მოცემულია იმ ცხრილებში, რომელთა დამატებითი ნუმერაციაა 2.
ჩვეულებრივ, ცხრილში მოყვანილი მონაცემის პროცენტის გამოთვლისას მნიშვნელში არის ხოლმე ამ ცხრილში მოცემული რიცხვების ჯამი, ანუ პროცენტი მიუთითებს ცალკეული მონაცემის ადგილზე ცხრილში მოცემული რიცხვების ერთობლიობაზე.
რა თქმა უნდა, ამგვარი მონაცემი საინტერესოა, მაგრამ ჩვენთან საბოლოოდ მაინც დადგება ის საკითხი, თუ რა ადგილი უკავია კონკრეტული ერთეულის (აქტორი, თემა) კონკრეტული გაზეთის კონკრეტულ თვეში დადგენილ სიხშირეს მონაცემთა მთლიან სიმრავლეში - ყველა ერთეულის ყველა გაზეთის ყველა თვეში მიღებულ სიხშირეებში, ანუ გამოკვლეულ მედიასივრცეში (MS). ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, პროცენტი გამოვითვალოთ ასის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველი არის კონკრეტული ერთეულის სიხშირე, ხოლო მნიშვნელი - შესწავლილი მედიასივრცის ერთეულთა სიხშირეების ჯამი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ცხრილებში სიხშირის პროცენტული სიდიდე მიუთითებს შესწავლილ მედიასივრცეში მის წილზე. მედიასივრცეში დაფიქსირებული სიხშირეების ჯამი აქტორების შემთხვევაში შეადგენს 4500-ს, თემების შემთხვევაში - 4457-ს (განსხვავება განპირობებულია იმით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აქტორი მოიხსენიება თემის კონტექსტის გარეშე). ეს სიდიდე გამოითვლება ფორმულით:
Pi[Wk]= 100*Fi[Wk]/ sumMS (Fn[Wm])
სადაც Pi[Wk] არის ჭკ კატეგორიის ცნების პროცენტული სიხშირე; Fi[Wk] არის ამავე ცნების სიხშირის აბსოლუტური სიდიდე; sumMS (Fn[Wm]) არის მედიასივრცის (ყველა ცნების ყველა კონტექსტში) სიხშირეების ჯამი. ანალიზისთვის პროცენტული მონაცემები უფრო ხელსაყრელია, ხოლო აბსოლუტური სიდიდეები იმისთვისაა მოყვანილი, რომ პროცენტების წარმომავლობა იყოს ცხადი.
აქტორის თუ თემის სიხშირე თავისთავად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტორი ან თემა მედიისთვის. ამავე დროს, აღებულია სამი თვის მასალა. ამ სამი თვიდან ბოლო თვეში, ნოემბერში, მოხდა „ვარდების რევოლუცია”. სავარაუდოა, რომ იმ აქტორებისა და თემების სიხშირეები, რომლებიც მედიამ მნიშვნელოვნად მიიჩნია რევოლუციისთვის, შეიცვლებოდა ნოემბრისთვის. ამ ვარაუდზე დაფუძნებით შემოვიტანეთ ინდექსი Vn, რომელიც ზომავს სიხშირეში ნოემბრისთვის მომხდარ ცვლილებებს, მათ ვარიაციას. ამისთვის აღებული იქნა საშუალოდან გადახრის პრინციპი (რომელიც საერთოდ გამოიყენება ვარიაციის ინდექსებში). ნოემბერში არსებულ სიხშირეს აკლდება სამ თვეში მიღებულ სიხშირეთა საშუალო, ანუ:
Vn [Wk]=Pn [Wk] - sum (Pm [Wk])/3.
სადაც Vn [Wk] არის ნოემბრისთვის მომხდარი ცვლილებების ინდექსი; Pn [Wk] არის Wk სიტყვის (აქტორის, თემის) სიხშირე ნოემბერში; sum (Pm [Wk])/3 არის სამი თვის განმავლობაში იმავე სიტყვის პროცენტული სიხშირეების საშუალო, ანუ მათი ჯამი გაყოფილი სამზე. ამ ინდექსს დადებითი მნიშვნელობა ექნება, თუ ნოემბერში სიხშირე მატულობს, უარყოფითი - თუ კლებულობს. თვით ინდექსის სიდიდე დამოკიდებული იქნება პროცენტის სიდიდეზე. ამ ინდექსის მნიშვნელობები მოთავსებულია შესაბამის ცხრილებში.
![]() |
14.4 დანართი 4. |
▲ზევით დაბრუნება |
ცხრილები
ცხრილი № 1. აქტორების სიხშირე (P) თვეების მიხედვით „24 საათში”
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
შევარდნაძე |
2.4 |
0.15 |
3.1 |
0.20 |
9.2 |
0.67 |
14.7 |
1.02 |
სააკაშვილი |
0.13 |
0 |
0.07 |
0.02 |
0.22 |
0.29 |
0.42 |
0.31 |
ბურჯანაძე |
0.02 |
0.49 |
0.27 |
0.15 |
0.15 |
0.22 |
0.44 |
0.87 |
ჟვანია |
0.07 |
0 |
0.20 |
0.02 |
0.02 |
0.07 |
0.29 |
0.09 |
დევდარიანი |
0.33 |
0.38 |
0.09 |
0 |
0.49 |
0.02 |
0.91 |
0.40 |
აბაშიძე |
0 |
0.04 |
0.47 |
0 |
1.84 |
0.04 |
2.3 |
0.09 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0.73 |
0.02 |
0.35 |
0 |
1.1 |
0.02 |
მამალაძე |
0.38 |
0.07 |
0.20 |
0 |
0.09 |
0 |
0.67 |
0.07 |
ხელისუფლება |
5.5 |
0.07 |
8.3 |
0 |
12.0 |
0 |
25.8 |
0.07 |
ოპოზიცია |
0.35 |
0 |
0.38 |
0.09 |
0 |
0 |
0.73 |
0.09 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
0.40 |
0.95 |
0.40 |
0.95 |
სახელისუფლებო |
1.1 |
0.07 |
2.1 |
0.11 |
0.84 |
0.04 |
4.1 |
0.22 |
არასამთავრობო |
0.09 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0.29 |
0.11 |
0.29 |
„კმარა” |
0 |
0 |
0 |
0 |
0.49 |
0.07 |
0.49 |
0.07 |
მასმედია |
0.04 |
0 |
0.13 |
0 |
0.27 |
0.02 |
0.44 |
0.02 |
„რუსთავი 2” |
0 |
0 |
0 |
0 |
0.11 |
0.20 |
0.11 |
0.20 |
ჯამი |
10.41 |
1.27 |
16.04 |
0.61 |
26.5 |
2.88 |
53.01 |
4.78 |
ცხრილი №2. აქტორების სიხშირე (P) თვეების მიხედვით „საქართველოს რესპუბლიკა”-ში
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
|
შევარდნაძე |
0.07 |
2.5 |
0.22 |
3.2 |
0.24 |
1.9 |
0.53 |
7.5 |
სააკაშვილი |
1.0 |
0.02 |
0.71 |
0 |
1.3 |
0.02 |
3.0 |
0.04 |
ბურჯანაძე |
1.2 |
0 |
0.87 |
0.11 |
0.47 |
0 |
2.6 |
0.11 |
ჟვანია |
1.02 |
0 |
1.2 |
0.04 |
0.67 |
0.02 |
2.9 |
0.07 |
დევდარიანი |
0 |
0.42 |
0 |
0 |
0.15 |
0.04 |
0.15 |
0.47 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0.11 |
0.04 |
0.11 |
0.04 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
მამალაძე |
0 |
0 |
0 |
0.09 |
0 |
0 |
0 |
0.09 |
ხელისუფლება |
0.62 |
0.51 |
1.3 |
0.67 |
0.20 |
0.04 |
2.1 |
1.2 |
ოპოზიცია |
1.5 |
0.02 |
0.04 |
2.5 |
0 |
0 |
1.5 |
2.5 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
3.27 |
0.07 |
3.27 |
0.07 |
სახელისუფლებო |
0.02 |
0.35 |
0.04 |
0.20 |
0.07 |
0.20 |
0.13 |
0.75 |
არასამთავრობო |
0 |
0.11 |
0 |
0.07 |
0 |
0 |
0 |
0.18 |
„კმარა” |
0.04 |
0 |
0.09 |
0 |
0.44 |
0 |
0.58 |
0 |
მასმედია |
0.09 |
0 |
0.31 |
0 |
0.15 |
0.07 |
0.55 |
0.07 |
„რუსთავი 2” |
0 |
0 |
0.24 |
0 |
1.0 |
0 |
1.2 |
0 |
ჯამი |
5.56 |
3.93 |
5.02 |
6.92 |
8.1 |
2.4 |
18.62 |
13.11 |
ცხრილი №3. აქტორების სიხშირე (P) თვეების მიხედვით „კვირის პალიტრა”-ში
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
შევარდნაძე |
0.55 |
0.11 |
1.2 |
0 |
0.80 |
0.24 |
2.5 |
0.35 |
სააკაშვილი |
0 |
0 |
0 |
0.09 |
0.22 |
0.07 |
0.22 |
0.15 |
ბურჯანაძე |
0.04 |
0 |
0.27 |
0.09 |
0.02 |
0.04 |
0.33 |
0.13 |
ჟვანია |
0.15 |
0 |
0.20 |
0.35 |
0.15 |
0.07 |
0.51 |
0.42 |
დევდარიანი |
0 |
0 |
0.02 |
0.02 |
0.13 |
0.02 |
0.15 |
0.04 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0.15 |
0 |
0.15 |
0 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0.11 |
0 |
0.02 |
0 |
0.13 |
0 |
მამალაძე |
0.24 |
0 |
0.11 |
0 |
0 |
0 |
0.35 |
0 |
ხელისუფლება |
0.38 |
0 |
1.4 |
0 |
1.3 |
0.04 |
3.0 |
0.04 |
ოპოზიცია |
0.04 |
0 |
0.11 |
0.09 |
0 |
0 |
0.15 |
0.09 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
0.60 |
0 |
0.60 |
0 |
სახელისუფლებო |
0.13 |
0 |
0.29 |
0 |
0.04 |
0 |
0.47 |
0 |
არასამთავრობო |
0 |
0 |
0 |
0.09 |
0 |
0.02 |
0 |
0.11 |
„კმარა” |
0 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
0 |
მასმედია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„რუსთავი 2” |
0 |
0 |
0 |
0 |
0.15 |
0 |
0.15 |
0 |
ჯამი |
1.53 |
0.11 |
3.71 |
0.73 |
3.71 |
0.5 |
8.75 |
1.33 |
ცხრილი №4. აქტორების სიხშირე (P) ყველა გაზეთში
|
„24 |
„საქართველოს |
„კვირის |
დიფ. ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
შევარდნაძე |
14.7 |
1.02 |
0.53 |
7.5 |
2.5 |
0.35 |
17.8 |
8.9 |
სააკაშვილი |
0.42 |
0.31 |
3.02 |
0.04 |
0.22 |
0.15 |
3.7 |
0.51 |
ბურჯანაძე |
0.44 |
0.87 |
2.6 |
0.11 |
0.33 |
0.13 |
3.3 |
1.1 |
ჟვანია |
0.29 |
0.09 |
2.9 |
0.07 |
0.51 |
0.42 |
3.7 |
0.58 |
დევდარიანი |
0.91 |
0.40 |
0.15 |
0.47 |
0.15 |
0.04 |
0.91 |
1.2 |
აბაშიძე |
2.3 |
0.09 |
0.11 |
0.04 |
0.15 |
0 |
2.6 |
0.13 |
სარიშვილი |
1.1 |
0.02 |
0 |
0.02 |
0.13 |
0 |
1.2 |
0.04 |
მამალაძე |
0.67 |
0.07 |
0 |
0.09 |
0.35 |
0 |
1.02 |
0.15 |
ხელისუფლება |
25.8 |
0.07 |
2.1 |
1.2 |
3.0 |
0.04 |
31.0 |
1.3 |
ოპოზიცია |
0.82 |
0 |
1.5 |
2.5 |
0.15 |
0.09 |
2.5 |
2.6 |
რადიკალური |
0.40 |
0.95 |
3.3 |
0.07 |
0.6 |
0 |
4.3 |
1.02 |
სახელისუფლებო |
4.1 |
0.22 |
0.13 |
0.75 |
0.47 |
0 |
4.7 |
0.98 |
არასამთავრობო |
0.11 |
0.29 |
0 |
0.18 |
0 |
0.11 |
0.11 |
0.58 |
„კმარა” |
0.49 |
0.07 |
0.58 |
0 |
0.04 |
0 |
1.1 |
0.07 |
მასმედია |
0.44 |
0.02 |
0.55 |
0.07 |
0 |
0 |
1.1 |
0.02 |
„რუსთავი 2” |
0.11 |
0.20 |
1.2 |
0 |
0.15 |
0 |
1.5 |
0.20 |
ჯამი |
53.1 |
4.69 |
18.67 |
13.11 |
8.75 |
1.33 |
80.54 |
19.38 |
ცხრილი №5. აქტორების მოხსენიების საერთო რეიტინგი
|
აქტორები |
- |
+ |
ჯამი |
I |
ხელისუფლება |
31.0 |
1.3 |
32.3 |
II |
შევარდნაძე |
17.8 |
8.9 |
26.7 |
III |
სახელისუფლებო ბლოკი |
4.7 |
0.98 |
5.7 |
IV |
რადიკალური ოპოზიცია |
4.3 |
1.02 |
5.3 |
V |
ოპოზიცია ზოგადად |
2.5 |
2.6 |
5.1 |
VI |
ბურჯანაძე |
3.3 |
1.1 |
4.5 |
VII |
ჟვანია |
3.7 |
0.58 |
4.3 |
VIII |
სააკაშვილი |
3.7 |
0.51 |
4.2 |
IX |
აბაშიძე |
2.6 |
0.13 |
2.7 |
X |
დევდარიანი |
0.91 |
1.2 |
2.1 |
XI |
“რუსთავი 2” |
1.5 |
0.20 |
1.7 |
XII |
სარიშვილი |
1.2 |
0.04 |
1.3 |
XIII |
მამალაძე |
1.02 |
0.15 |
1.2 |
XIV |
“კმარა” |
1.1 |
0.07 |
1.2 |
XV |
მასმედია |
1.1 |
0.02 |
1.1 |
XVI |
არასამთავრობო ორგანიზაციები |
0.11 |
0.58 |
0.69 |
ცხრილი № 6. აქტორთა კატეგორიების რეიტინგი
სახელისუფლებო აქტორები |
|||
|
- |
+ |
ჯამი |
ხელისუფლება |
31.0 |
1.3 |
32.3 |
შევარდნაძე |
17.8 |
8.9 |
26.7 |
სახელისუფლებო ბლოკი |
4.7 |
0.98 |
5.7 |
აბაშიძე |
2.6 |
0.1 |
2.7 |
დევდარიანი |
0.9 |
1.2 |
2.1 |
სარიშვილი |
1.2 |
0.04 |
1.3 |
მამალაძე |
1.0 |
0.1 |
1.2 |
ჯამი |
59.23 |
12.7 |
72.0 |
აქტორის საშუალო |
8.46 |
1.81 |
10.29 |
ოპოზიციური აქტორები |
|||
რადიკალური ოპოზიცია |
4.3 |
1.02 |
5.3 |
ოპოზიცია ზოგადად |
2.5 |
2.6 |
5.1 |
ბურჯანაძე |
3.3 |
1.1 |
4.5 |
ჟვანია |
3.7 |
0.58 |
4.3 |
სააკაშვილი |
3.7 |
0.51 |
4.2 |
ჯამი |
17.5 |
5.81 |
23.4 |
აქტორის საშუალო |
3.5 |
1.16 |
4.68 |
სამოქალაქო სექტორის აქტორები |
|||
„რუსთავი 2” |
1.5 |
0.20 |
1.7 |
„კმარა” |
1.1 |
0.07 |
1.2 |
მასმედია |
1.1 |
0.02 |
1.1 |
არასამთავრობო ორგანიზაციები |
0.11 |
0.58 |
0.69 |
ჯამი |
3.81 |
0.87 |
4.69 |
აქტორის საშუალო |
0.95 |
0.22 |
1.17 |
ცხრილი № 7. ნოემბრის ცვლილებები (Vn) აქტორების სიხშირეებში


ცხრილი №8. აქტორების რეიტინგი ნოემბრის ცვლილებების (Vნ) მიხედვით
|
აბს. ჯამი |
|
I |
შევარდნაძე |
6.20 |
II |
ხელისუფლება |
4.56 |
III |
რადიკალური ოპოზიცია |
3.38 |
IV |
ოპოზიცია ზოგადად |
1.93 |
V |
აბაშიძე |
1.28 |
VI |
ჟვანია |
1.16 |
VII |
„რუსთავი 2” |
0.90 |
VIII |
სააკაშვილი |
0.75 |
IX |
სახელისუფლებო ბლოკი |
0.70 |
X |
„კმარა” |
0.64 |
XI |
ბურჯანაძე |
0.60 |
XII |
დევდარიანი |
0.42 |
XIII |
არასამთავრობო ორგანიზაციები |
0.31 |
XIV |
მამალაძე |
0.30 |
XV |
მასმედია |
0.22 |
XVI |
სარიშვილი |
0.06 |
ცხრილი №9. თემა „პროფესიონალიზმი” გაზეთ „24 საათში” (P)
„პროფესიონალიზმი” |
||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
შევარდნაძე |
1.2 |
0.18 |
1.1 |
0.04 |
0.25 |
0 |
2.6 |
0.22 |
სააკაშვილი |
0.07 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0.07 |
0.04 |
ბურჯანაძე |
0.02 |
0.11 |
0.16 |
0.04 |
0.02 |
0 |
0.20 |
0.16 |
ჟვანია |
0 |
0 |
0.11 |
0.02 |
0.02 |
0 |
0.13 |
0.02 |
დევდარიანი |
0.13 |
0.18 |
0.07 |
0 |
0.02 |
0 |
0.22 |
0.18 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0.07 |
0 |
0.02 |
0 |
0.09 |
0 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0.20 |
0.02 |
0 |
0 |
0.20 |
0.02 |
მამალაძე |
0.09 |
0.02 |
0.16 |
0 |
0 |
0 |
0.25 |
0.02 |
ხელისუფლება |
4.7 |
0.7 |
7.3 |
0 |
2.8 |
0 |
14.8 |
0.07 |
ოპოზიცია |
0.36 |
0 |
0.38 |
0.09 |
0 |
0 |
0.72 |
0.09 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0.02 |
სახელისუფლებო |
1.1 |
0.07 |
2.1 |
0.11 |
0.29 |
0 |
3.4 |
0.18 |
არასამთავრობო |
0.09 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.09 |
0 |
„კმარა” |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
მასმედია |
0.04 |
0 |
0.13 |
0 |
0 |
0 |
0.18 |
0 |
„რუსთავი 2” |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ჯამი |
7.7 |
0.69 |
11.6 |
0.49 |
3.4 |
0.07 |
23.0 |
1.0 |
ცხრილი №10. თემა „პიროვნება” გაზეთ „24 საათში” (P)
„პიროვნება” |
||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
შევარდნაძე |
1.1 |
0.11 |
1.8 |
0.13 |
2.8 |
0.09 |
5.7 |
0.34 |
სააკაშვილი |
0.07 |
0 |
0.07 |
0.02 |
0.09 |
0.04 |
0.22 |
0.07 |
ბურჯანაძე |
0 |
0.38 |
0.11 |
0.11 |
0.04 |
0.04 |
0.16 |
0.31 |
ჟვანია |
0.07 |
0 |
0.02 |
0 |
0 |
0 |
0.09 |
0 |
დევდარიანი |
0.07 |
0.18 |
0.02 |
0 |
0 |
0.02 |
0.09 |
0.22 |
აბაშიძე |
0 |
0.04 |
0.31 |
0 |
0.78 |
0.02 |
1.1 |
0.07 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0.54 |
0 |
0.11 |
0 |
0.65 |
0 |
მამალაძე |
0.29 |
0.04 |
0.04 |
0 |
0.04 |
0 |
0.38 |
0.04 |
ხელისუფლება |
0 |
0 |
0 |
0 |
3.3 |
0 |
3.3 |
0 |
ოპოზიცია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0.16 |
0.02 |
0.16 |
სახელისუფლებო |
0 |
0 |
0 |
0 |
0.29 |
0.02 |
0.29 |
0.02 |
არასამთავრობო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.22 |
0 |
0.22 |
„კმარა” |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
მასმედია |
0 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0.02 |
0 |
„რუსთავი 2” |
0 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0.04 |
0.02 |
0.04 |
ჯამი |
1.6 |
0.78 |
4.0 |
0.27 |
7.6 |
0.72 |
12.1 |
1.5 |
ცხრილი №11. თემა „კეთილსინდისიერება” გაზეთ “24 საათში” (P)
„კეთილსინდისიერება” |
||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
შევარდნაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
3.8 |
0.16 |
3.8 |
0.16 |
სააკაშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0.11 |
0.02 |
0.11 |
0.02 |
ბურჯანაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0.07 |
0.02 |
0.07 |
ჟვანია |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0 |
0.07 |
0.04 |
0.07 |
დევდარიანი |
0.07 |
0 |
0 |
0 |
0.15 |
0 |
0.22 |
0 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0.45 |
0.02 |
0.45 |
0.02 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
0 |
მამალაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ხელისუფლება |
0.43 |
0 |
0.94 |
0 |
3.5 |
0 |
4.8 |
0 |
ოპოზიცია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
რადიკალური ოპოზიცია |
0 |
0 |
0 |
0 |
0.38 |
0.47 |
0.38 |
0.47 |
სახელისუფლებო ბლოკი |
0.04 |
0 |
0.04 |
0 |
0.13 |
0 |
0.22 |
0 |
არასამთავრობო ორგანიზაციები |
0 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0.07 |
0.02 |
0.07 |
“კმარა” |
0 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0.02 |
0.04 |
0.02 |
მასმედია |
0 |
0 |
0 |
0 |
0.25 |
0.02 |
0.25 |
0.02 |
“რუსთავი 2” |
0 |
0 |
0 |
0 |
0.09 |
0.16 |
0.09 |
0.16 |
ჯამი |
0.54 |
0 |
1.02 |
0 |
9.01 |
1.08 |
10.51 |
1.08 |
ცხრილი №12. თემა „წარსული“ გაზეთ „24 საათში” (P)
„წარსული” |
|||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
შევარდნაძე |
0 |
0.02 |
0.07 |
0.02 |
2.27 |
0.31 |
2.27 |
0.36 |
2.69 |
სააკაშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0.04 |
0.02 |
0.04 |
0.07 |
ბურჯანაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0.02 |
0.02 |
0.02 |
0.04 |
ჟვანია |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0.02 |
დევდარიანი |
0.07 |
0.02 |
0 |
0 |
0.18 |
0 |
0.25 |
0.02 |
0.27 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0.29 |
0 |
0.29 |
0 |
0.29 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
მამალაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
ხელისუფლება |
0 |
0 |
0 |
0 |
2.2 |
0 |
2.2 |
0 |
2.2 |
ოპოზიცია ზოგადად |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.29 |
0 |
0.29 |
0.29 |
სახელისუფლებო ბლოკი |
0 |
0 |
0 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
არასამთავრობო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„კმარა” |
0 |
0 |
0 |
0 |
0.22 |
0 |
0.22 |
0 |
0.22 |
მასმედია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„რუსთავი 2” |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ჯამი |
0.07 |
0.04 |
0.09 |
0.02 |
5.35 |
0.67 |
5.44 |
0.74 |
6.2 |
ცხრილი №13. თემა „დემოკრატიულობა” გაზეთ „24 საათში” (P)
„დემოკრატიულობა” |
|||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
შევარდნაძე |
0 |
0 |
0.09 |
0 |
0.20 |
0.11 |
0.29 |
0.11 |
0.40 |
სააკაშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.13 |
0 |
0.13 |
0.13 |
ბურჯანაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0.09 |
0.04 |
0.09 |
0.13 |
ჟვანია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
დევდარიანი |
0 |
0 |
0 |
0 |
0.13 |
0 |
0.13 |
0 |
0.13 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0.09 |
0 |
0.31 |
0 |
0.40 |
0 |
0.40 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0.13 |
0 |
0.13 |
0 |
0 |
მამალაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ხელისუფლება |
0.04 |
0 |
0.13 |
0 |
0.25 |
0 |
0.43 |
0 |
0.43 |
ოპოზიცია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0.02 |
0 |
სახელისუფლებო |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0.07 |
0.02 |
0.09 |
0.02 |
0.11 |
არასამთავრობო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„კმარა” |
0 |
0 |
0 |
0 |
0.22 |
0 |
0.22 |
0 |
0.22 |
მასმედია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„რუსთავი 2” |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ჯამი |
0.04 |
0 |
0.34 |
0 |
1.4 |
0.38 |
1.7 |
0.38 |
2.1 |
ცხრილი №14. თემა „პროფესიონალიზმი” გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” (P)
„პროფესიონალიზმი” |
|||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. |
ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
შევარდნაძე |
0.02 |
2.1 |
0.16 |
1.8 |
0 |
0.43 |
0.18 |
4.3 |
4.5 |
სააკაშვილი |
0.49 |
0.02 |
0.47 |
0 |
0 |
0 |
0.96 |
0.02 |
0.99 |
ბურჯანაძე |
0.67 |
0 |
0.56 |
0.09 |
0.04 |
0 |
1.3 |
0.09 |
1.4 |
ჟვანია |
0.56 |
0 |
0.49 |
0.04 |
0 |
0 |
1.0 |
0.04 |
1.0 |
დევდარიანი |
0 |
0.29 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0.31 |
0.31 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0.02 |
მამალაძე |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0.04 |
ხელისუფლება |
0.58 |
0.52 |
1.2 |
0.67 |
0 |
0.04 |
1.7 |
1.2 |
2.9 |
ოპოზიცია |
1.5 |
0.02 |
2.5 |
0.04 |
0 |
0 |
4.0 |
0.07 |
4.1 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
0.22 |
0.04 |
0.22 |
0.04 |
0.27 |
სახელისუფლებო |
0.02 |
0.36 |
0.04 |
0.20 |
0 |
0.09 |
0.07 |
0.65 |
0.72 |
არასამთავრობო |
0 |
0.11 |
0 |
0.07 |
0 |
0 |
0 |
0.18 |
0.18 |
„კმარა” |
0.04 |
0 |
0.09 |
0 |
0 |
0 |
0.13 |
0 |
0.13 |
მასმედია |
0.09 |
0 |
0.22 |
0 |
0 |
0.07 |
0.31 |
0.07 |
0.38 |
„რუსთავი 2“ |
0 |
0 |
0.20 |
0 |
0.04 |
0 |
0.25 |
0 |
0.25 |
ჯამი |
4.0 |
3.4 |
5.9 |
3.0 |
0.31 |
0.69 |
10.2 |
7.0 |
17.2 |
ცხრილი №15. თემა „პიროვნება“ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ (P)
„პიროვნება“ |
|||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
შევარდნაძე |
0 |
0.36 |
0.02 |
0.85 |
0.04 |
0.29 |
0.07 |
1.5 |
1.6 |
სააკაშვილი |
0.27 |
0 |
0.16 |
0 |
0.65 |
0 |
1.1 |
0 |
1.1 |
ბურჯანაძე |
0.07 |
0 |
0.07 |
0.02 |
0.13 |
0 |
0.27 |
0.02 |
0.29 |
ჟვანია |
0.22 |
0 |
0.13 |
0 |
0.54 |
0 |
0.90 |
0 |
0.90 |
დევდარიანი |
0 |
0.13 |
0 |
0 |
0.13 |
0 |
0.13 |
0.13 |
0.27 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0.09 |
0.04 |
0.09 |
0.04 |
0.13 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
მამალაძე |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0.04 |
ხელისუფლება |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ოპოზიცია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
0.74 |
0 |
0.74 |
0 |
0.74 |
სახელისუფლებო |
0 |
0 |
0 |
0 |
0.07 |
0.04 |
0.07 |
0.04 |
0.11 |
არასამთავრობო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„კმარა” |
0 |
0 |
0 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
მასმედია |
0 |
0 |
0 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
რუსთავი 2. |
0 |
0 |
0 |
0 |
0.18 |
0 |
0.18 |
0 |
0.18 |
ჯამი |
0.56 |
0.49 |
0.8 |
0.92 |
2.7 |
0.38 |
3.7 |
1.8 |
5.5 |
ცხრილი №16. თემა „კეთილსინდისიერება“ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ (P)
„კეთილსინდისიერება“ |
|||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. |
ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
შევარდნაძე |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0.02 |
0.25 |
0.31 |
0 |
0.31 |
სააკაშვილი |
0.22 |
0 |
0.09 |
0 |
0.36 |
0 |
0.67 |
0 |
0.67 |
ბურჯანაძე |
0.52 |
0 |
0.25 |
0 |
0.27 |
0 |
1.0 |
0 |
1 |
ჟვანია |
0.20 |
0 |
0.49 |
0 |
0.02 |
0 |
0.72 |
0 |
0.72 |
დევდარიანი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0.02 |
0.02 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
მამალაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ხელისუფლება |
0.04 |
0 |
0.16 |
0 |
0 |
0 |
0.20 |
0 |
0.20 |
ოპოზიცია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
1.3 |
0 |
1.3 |
0 |
1.3 |
სახელისუფლებო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
არასამთავრობო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„კმარა” |
0 |
0 |
0 |
0 |
0.29 |
0 |
0.29 |
0 |
0.29 |
მასმედია |
0 |
0 |
0.09 |
0 |
0.04 |
0 |
0.13 |
0 |
0.13 |
„რუსთავი 2” |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0.36 |
0 |
0.40 |
0 |
0.40 |
ჯამი |
0.99 |
0 |
1.2 |
0 |
2.7 |
0.27 |
5.1 |
0.02 |
5.1 |
ცხრილი №17. თემა „წარსული” გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” (P)
„წარსული“ |
|||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
შევარდნაძე |
0.04 |
0.07 |
0 |
0.58 |
0.18 |
0.85 |
0.22 |
1.5 |
1.7 |
სააკაშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0.34 |
0.02 |
0.34 |
0.02 |
0.36 |
ბურჯანაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0.02 |
0 |
0.02 |
ჟვანია |
0.04 |
0 |
0.09 |
0 |
0.11 |
0.02 |
0.25 |
0.02 |
0.27 |
დევდარიანი |
0 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0.02 |
0 |
0.02 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0.02 |
0 |
0.02 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
მამალაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ხელისუფლება |
0 |
0 |
0 |
0 |
0.20 |
0 |
0.20 |
0 |
0.20 |
ოპოზიცია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
1 |
0.02 |
1.0 |
0.02 |
1.02 |
სახელისუფლებო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
0.07 |
არასამთავრობო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„კმარა“ |
0 |
0 |
0 |
0 |
0.09 |
0 |
0.09 |
0 |
0.09 |
მასმედია |
0 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
„რუსთავი 2“ |
0 |
0 |
0 |
0 |
0.43 |
0 |
0.43 |
0 |
0.43 |
ჯამი |
0.09 |
0.07 |
0.09 |
0.58 |
2.5 |
0.99 |
2.7 |
1.6 |
4.3 |
ცხრილი №18. თემა „დემოკრატიულობა“ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ (P)
„დემოკრატიულობა“ |
|||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
შევარდნაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
0.07 |
სააკაშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ბურჯანაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ჟვანია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
დევდარიანი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
მამალაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ხელისუფლება |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ოპოზიცია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
სახელისუფლებო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
არასამთავრობო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„კმარა“ |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
მასმედია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„რუსთავი 2“ |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ჯამი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
0.07 |
ცხრილი №19 თემა „პროფესიონალიზმი“ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ (P)
„პროფესიონალიზმი” |
|||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
შევარდნაძე |
0.09 |
0.04 |
0.58 |
0 |
0.02 |
0 |
0.69 |
0.04 |
0.74 |
სააკაშვილი |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0.02 |
0 |
0.02 |
0.04 |
0.07 |
ბურჯანაძე |
0 |
0 |
0.09 |
0 |
0 |
0 |
0.09 |
0 |
0.09 |
ჟვანია |
0.07 |
0 |
0.04 |
0.04 |
0 |
0 |
0.11 |
0.04 |
0.16 |
დევდარიანი |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0.02 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0.16 |
0 |
0.16 |
0 |
0.16 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0.09 |
0 |
0.02 |
0 |
0.11 |
0 |
0.11 |
მამალაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ხელისუფლება |
0.7 |
0 |
1.1 |
0 |
0.31 |
0.04 |
1.7 |
0.04 |
1.7 |
ოპოზიცია |
0.04 |
0 |
0.11 |
0 |
0 |
0 |
0.16 |
0 |
0.16 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
0.16 |
0 |
0.16 |
0 |
0.16 |
სახელისუფლებო |
0.13 |
0 |
0.25 |
0 |
0 |
0 |
0.38 |
0 |
0.38 |
არასამთავრობო |
0 |
0 |
0 |
0.09 |
0 |
0 |
0 |
0.09 |
0.09 |
„კმარა” |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
მასმედია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„რუსთავი 2” |
0 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
ჯამი |
0.61 |
0.04 |
2.3 |
0.18 |
0.74 |
0.04 |
3.6 |
0.27 |
3.9 |
ცხრილი №20. თემა „პიროვნება” გაზეთ “კვირის პალიტრაში” (P)
„პიროვნება” |
|||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. |
ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
შევარდნაძე |
0.38 |
0.02 |
0.04 |
0 |
0 |
0.11 |
0.43 |
0.13 |
0.56 |
სააკაშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
ბურჯანაძე |
0.04 |
0 |
0.09 |
0.04 |
0.02 |
0 |
0.16 |
0.04 |
0.20 |
ჟვანია |
0.02 |
0 |
0.09 |
0 |
0.09 |
0.07 |
0.20 |
0.07 |
0.27 |
დევდარიანი |
0 |
0 |
0 |
0 |
0.09 |
0.02 |
0.09 |
0.02 |
0.11 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0.02 |
მამალაძე |
0.25 |
0 |
0.04 |
0 |
0 |
0 |
0.29 |
0 |
0.29 |
ხელისუფლება |
0 |
0 |
0 |
0 |
0.16 |
0 |
0.16 |
0 |
0.16 |
ოპოზიცია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
სახელისუფლებო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
არასამთავრობო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„კმარა“ |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
მასმედია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„რუსთავი 2” |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ჯამი |
0.69 |
0.02 |
0.29 |
0.04 |
0.47 |
0.20 |
1.5 |
0.27 |
1.7 |
ცხრილი №21. თემა „კეთილსინდისიერება” გაზეთ „კვირის პალიტრაში” (P)
„კეთილსინდისიერება” |
|||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. |
ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
შევარდნაძე |
0.09 |
0.04 |
0.58 |
0 |
0.13 |
0.02 |
0.81 |
0.07 |
0.87 |
სააკაშვილი |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0.09 |
0.07 |
0.09 |
0.11 |
0.19 |
ბურჯანაძე |
0 |
0 |
0.09 |
0.04 |
0 |
0 |
0.09 |
0.04 |
0.13 |
ჟვანია |
0.07 |
0 |
0.11 |
0.04 |
0.07 |
0 |
0.25 |
0.04 |
0.29 |
დევდარიანი |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0.04 |
0 |
0.04 |
0.02 |
0.07 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
მამალაძე |
0 |
0 |
0.07 |
0 |
0 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
ხელისუფლება |
0.11 |
0 |
0.29 |
0 |
0.40 |
0 |
0.81 |
0 |
0.81 |
ოპოზიცია |
0 |
0 |
0 |
0.09 |
0 |
0 |
0 |
0.09 |
0.09 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
0.16 |
0 |
0.16 |
0 |
0.16 |
სახელისუფლებო |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
არასამთავრობო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.02 |
0 |
0.02 |
0.02 |
„კმარა” |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
მასმედია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„რუსთავი 2” |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ჯამი |
0.27 |
0.04 |
1.2 |
0.25 |
0.90 |
0.11 |
2.4 |
0.40 |
2.8 |
ცხრილი №22. თემა „წარსული“ გაზეთ „კვირის პალიტრაში” (P)
„წარსული” |
|||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. |
ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
შევარდნაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0.20 |
0 |
0.20 |
0 |
0.20 |
სააკაშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
ბურჯანაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
0.04 |
ჟვანია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
დევდარიანი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
მამალაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ხელისუფლება |
0 |
0 |
0 |
0 |
0.27 |
0 |
0.27 |
0 |
0.27 |
ოპოზიცია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
0.22 |
0 |
0.22 |
0 |
0.22 |
სახელისუფლებო |
0 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
არასამთავრობო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„კმარა“ |
0 |
0 |
0 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
0 |
0.04 |
მასმედია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„რუსთავი 2” |
0 |
0 |
0 |
0 |
0.11 |
0 |
0.11 |
0 |
0.11 |
ჯამი |
0 |
0 |
0 |
0 |
0.95 |
0.04 |
0.95 |
0.04 |
0.99 |
ცხრილი №23. თემა „დემოკრატიულობა“ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ (P)
„დემოკრატიულობა” |
|||||||||
|
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
ჯამი |
||||
|
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
შევარდნაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0.45 |
0.11 |
0.45 |
0.11 |
0.56 |
სააკაშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ბურჯანაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ჟვანია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
დევდარიანი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
აბაშიძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
სარიშვილი |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
მამალაძე |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ხელისუფლება |
0 |
0 |
0 |
0 |
0.13 |
0 |
0.13 |
0 |
0.13 |
ოპოზიცია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
რადიკალური |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
სახელისუფლებო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
არასამთავრობო |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„კმარა” |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
მასმედია |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
„რუსთავი 2” |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
ჯამი |
0 |
0 |
0 |
0 |
0.58 |
0.11 |
0.58 |
0.11 |
0.69 |
ცხრილი №24. თემა „პროფესიონალიზმი“ გაზეთებში (P)
„პროფესიონალიზმი” |
|||||||||
გაზეთები |
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. |
ჯამი |
||||
შეფასება |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
F2 |
„24 საათი” |
7.7 |
0.69 |
11.6 |
0.49 |
3.4 |
0.07 |
23.0 |
1 |
-4.27 |
„საქართველოს |
4.0 |
3.4 |
5.9 |
3.0 |
0.31 |
0.69 |
10.2 |
7.0 |
-3.09 |
„კვირის |
0.61 |
0.04 |
2.3 |
0.18 |
0.74 |
0.04 |
3.6 |
0.27 |
-0.46 |
დიფ. ჯამი |
12.3 |
4.1 |
19.8 |
3.7 |
4.5 |
0.81 |
36.8 |
8.3 |
-7.82 |
ჯამი |
16.4 |
23.5 |
5.3 |
45.1 |
|
||||
ცხრილი №25. თემა „პიროვნება” გაზეთებში (P)
პიროვნება” |
|||||||||
გაზეთები |
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. |
F2 |
||||
შეფასება |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
„24 საათი” |
1.6 |
0.78 |
3.0 |
0.27 |
7.6 |
0.72 |
12.1 |
1.5 |
3.57 |
„საქართველოს |
0.56 |
0.49 |
0.38 |
0.92 |
2.7 |
0.38 |
3.7 |
1.8 |
1.47 |
„კვირის |
0.69 |
0.02 |
0.29 |
0.04 |
0.47 |
0.20 |
1.5 |
0.27 |
-0.03 |
დიფ. ჯამი |
2.8 |
1.3 |
3.6 |
1.2 |
10.7 |
1.3 |
17.2 |
3.6 |
5.01 |
ჯამი |
4.1 |
4.86 |
9.8 |
20.8 |
|
||||
ცხრილი №26. თემა „კეთილსინდისიერება“ გაზეთებში (P)
„კეთილსინდისიერება” |
|||||||||
გაზეთები |
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
F2 |
||||
შეფასება |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
„24 საათი” |
0.54 |
0 |
1.02 |
0 |
9.01 |
1.08 |
10.7 |
1.1 |
5.53 |
„საქართველოს |
0.99 |
0 |
1.2 |
0 |
2.7 |
0.27 |
5.1 |
0.27 |
1.0 |
„კვირის |
0.27 |
0.04 |
1.2 |
0.25 |
0.90 |
0.11 |
2.4 |
0.40 |
0.1 |
დიფ. ჯამი |
1.8 |
0.04 |
3.4 |
0.25 |
12.6 |
1.5 |
18.1 |
1.5 |
6.63 |
ჯამი |
1.8 |
3.6 |
14.1 |
19.6 |
|
||||
ცხრილი №27. თემა „წარსული“ გაზეთებში (P)
„წარსული“ |
||||||||
გაზეთები |
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
||||
შეფასება |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
„24 საათი“ |
0.07 |
0.04 |
0.09 |
0.02 |
5.3 |
0.67 |
5.5 |
0.74 |
„საქართველოს |
0.09 |
0.07 |
0.09 |
0.58 |
2.5 |
0.99 |
2.7 |
1.6 |
„კვირის |
|
|
|
|
0.96 |
0.04 |
0.96 |
0.04 |
დიფ. ჯამი |
0.16 |
0.11 |
0.18 |
0.60 |
8.8 |
1.7 |
9.1 |
2.4 |
ცხრილი №28. თემა №დემოკრატიულობა“ გაზეთებში (P)
„დემოკრატიულობა“ |
||||||||
გაზეთები |
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
||||
შეფასება |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
„24 საათი” |
0.04 |
0 |
0.34 |
0 |
1.4 |
0.38 |
1.75 |
0.38 |
„საქართველოს |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0.07 |
0 |
0.07 |
„კვირის |
0 |
0 |
0 |
0 |
0.58 |
0.11 |
0.58 |
0.11 |
ჯამი |
0.04 |
0 |
0.34 |
0 |
1.95 |
0.56 |
2.33 |
0.56 |
ცხრილი №29. თემათა სიხშირეები გაზეთებში (P)
თემები |
სექტ. |
ოქტ. |
ნოემბ. |
დიფ. ჯამი |
||||
შეფასება |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
პროფესიონა- |
12.3 |
4.1 |
19.8 |
3.7 |
4.5 |
0.8 |
36.8 |
8.35 |
პიროვნება |
2.8 |
1.3 |
3.6 |
1.2 |
10.7 |
1.3 |
17.2 |
3.6 |
კეთილსინდი- |
1.8 |
0.04 |
3.4 |
0.25 |
12.6 |
1.5 |
18.1 |
1.5 |
წარსული |
0.16 |
0.11 |
0.18 |
0.6 |
8.8 |
1.7 |
9.1 |
2.4 |
დემოკრატი- |
0.04 |
0 |
0.34 |
0 |
1.9 |
0.56 |
2.3 |
0.56 |
დიფ. ჯამი |
17.1 |
5.59 |
27.4 |
5.77 |
38.7 |
5.83 |
83.5 |
16.45 |
ჯამი |
22.68 |
33.14 |
44.49 |
100 |
||||
ცხრილი „30. თემათა რეიტინგი სიხშირის მიხედვით
თემები |
დიფ. ჯამი |
ჯამი |
|
შეფასება |
- |
+ |
|
პროფესიონალიზმი |
36.8 |
8.35 |
45.15 |
პიროვნება |
17.2 |
3.6 |
20.8 |
კეთილსინდისიერება |
18.1 |
1.5 |
19.6 |
წარსული |
9.1 |
2.4 |
11.5 |
დემოკრატიულობა |
2.3 |
0.56 |
2.86 |
ცხრილი №31. თემათა აქტუალობა რევოლუციისთვის (P)
თემები |
„24 საათი” |
„საქართველოს რესპუბლიკა” |
„კვირის პალიტრა” |
დიფ. ჯამი |
|||||
შეფასება |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
- |
+ |
|
პროფესი- |
-4.27 |
-0.26 |
-3.1 |
-1.6 |
-0.46 |
-0.05 |
-7.82 |
-1.95 |
|
პიროვნება |
3.57 |
0.22 |
1.47 |
-0.22 |
-0.03 |
0.11 |
5.01 |
0.11 |
|
კეთილსინ- |
5.53 |
0.71 |
1.0 |
-0.07 |
0.1 |
-0.02 |
6.63 |
0.62 |
|
წარსული |
10.37 |
0.42 |
1.6 |
0.46 |
0.64 |
0.03 |
12.61 |
0.91 |
|
დემოკრატი- |
0.82 |
0.25 |
0 |
0.05 |
0.39 |
0.07 |
1.21 |
0.37 |
|
დიფ. ჯამი |
16.02 |
1.34 |
0.97 |
-1.38 |
0.64 |
0.14 |
17.64 |
0.06 |
|
ცხრილი №32. რევოლუციისთვის თემათა აქტუალობის რეიტინგი (P-ს ჯამის მიხედვით)
თემები |
დიფ. ჯამი |
ჯამი |
|
შეფასება |
- |
+ |
|
წარსული |
12.61 |
0.91 |
13.52 |
პროფესიონალიზმი |
-7.82 |
-1.95 |
9.77 |
კეთილსინდისიერება |
6.63 |
0.62 |
7.26 |
პიროვნება |
5.01 |
0.11 |
5.12 |
დემოკრატიულობა |
1.21 |
0.37 |
1.58 |
დიფ. ჯამი |
17.64 |
0.06 |
37.25 |
![]() |
14.5 დანართი 5. |
▲ზევით დაბრუნება |
(საექსპერტო კითხვარი)
I.
1. რამ გამოიწვია რევოლუცია? (მიზეზები: სუბიექტური და ობიექტური).
1.1. იყო თუ არა „ვარდების რევოლუცია” ორგანიზებული?
1.2. თუ რევოლუცია ორგანიზებული იყო, ვის მიერ?
1.3. მისი ორგანიზება საპარლამენტო არჩევნებამდე მოხდა თუ არჩევნების შემდეგ?
1.4. როგორ ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება სამოქმედო გეგმების შესახებ და ვინ ახორციელებდა მის აღსრულებას?
II.
2.1. რევოლუციის მართვა მიმდინარეობდა საზღვარგარეთიდან თუ მისი კოორდინაცია ხდებოდა ოპოზიციური ძალების მიერ?
2.2. რომელი პოლიტიკური ძალები მართავდნენ რევოლუციის პერიოდში პროცესებს?
2.3 რა პოზიციები და განწყობები არსებობდა რევოლუციის მიმდინარეობის პერიოდში ოპოზიციურ ძალებში და მის ლიდერებში?
2.4 ლიდერებს შორის არსებობდა თუ არა აზრთა სხვადასხვაობა სამოქმედო გეგმების შესახებ?
2.5 ვის ეკუთვნოდა გადამწყვეტი სიტყვა გადაწყვეტილების მიღებაში და რომელ ეტაპებზე?
2.6 რომელ საკვანძო მომენტებს გამოყოფდით „ვარდების რევოლუციის” პროცესებში?
III
3.1 ოპოზიციის მიერ მიმდინარეობდა თუ არა მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან და პრეზიდენტთან?
3.2 იყო თუ არა ხელისუფლება მზად მოვლენების რევოლუციური გზით განვითარებასთან დაკავშირებით?
3.3 არსებობდა თუ არა ხელისუფლებაში ინფორმაცია, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა არჩევნების გაყალბებას და რა პროცესები შეიძლებოდა განვითარებულიყო?
3.4 ოპოზიციის ქმედებების გასანეიტრალებლად მიმდინარეობდა თუ არა მუშაობა ხელისუფლების მიერ?
3.5 რა პოზიციები და დამოკიდებულებები გააჩნდათ მმართველ ბლოკში გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალებს და მათ ლიდერებს მოვლენების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით?
3.6 ახორციელებდნენ თუ არა ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები ფარულ მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან?
3.7 მიმდინარეობდა თუ არა ხელისუფლების მიერ კონსულტაციები დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო წრეებთან?
IV
4.1 რა დამოკიდებულება გააჩნდათ საქართველოს სხვა პოლიტიკურ ძალებს მიმდინარე ანტისახელისუფლებო კამპანიისას?
4.2 იყვნენ თუ არა სხვა პოლიტიკური ძალები ჩართული მიმდინარე პროცესებში და რა დოზით?
4.3 ვის უჭერდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მხარს და რას ითხოვდნენ მხარდაჭერის სანაცვლოდ?
4.4 რატომ არ ჰქონია ადგილი ძალადობას?
V
5.1 რა წყაროებით და რა რაოდენობით ხორციელდებოდა ოპოზიციის დაფინანსება რევოლუციამდე და რევოლუციის პერიოდში?
5.2 დაახლოებით რა ფინანსური სახსრები შემოვიდა უცხოეთიდან რევოლუციის განსახორციელებლად?
5.3 რომელი ბიზნესმენი იყო ხელისუფლების ან ოპოზიციის მხარეზე და მათი როლი განვითარებულ პროცესებში?
VI
6.1 რა პოზიცია გააჩნდათ საზღვარგარეთის ქვეყნებს საქართველოში განვითარებულ პროცესებზე?
6.2 მიმდინარეობდა თუ არა კონსულტაციები აშშ-სა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის?
6.3 რა საკითხებზე მიმდინარებდა საუბარი ი. ივანოვის ჩამოსვლისას ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან?
VII
7.1 რა სახის განწყობები არსებობდა მოსახლეობაში არჩევნებამდე და რევოლუციის პერიოდში?
7.2 ბოლო ათი წლის განმავლობაში შეიცვალა თუ არა საზოგადოებრივი ცნობიერება? თუ კი, რამ გამოიწვია?
7.3 თუ კი - იყო თუ არა არასამთავრობოების გავლენა ამაზე?
VIII
8.1 მიმდინარეობდა თუ არა კონსულტაციები ოპოზიციას, ხელისუფლებასა და მასმედიას შორის?
8.2 მასმედიის როლი განვითარებულ პროცესებში და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში?
8.3 რა როლი ითამაშა ქართულმა ეკლესიამ „ვარდების რევოლუციაში”?
IX
9.2 რა როლი შეასრულა არასამთავრობო სექტორმა რევოლუციის წარმატებით განხორციელებაში?
9.3 ძირითადად, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცები იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში?
X
10.1 როგორ ჩამოყალიბდა „ვარდების რევოლუციის” იდეოლოგია და ვის მიერ?
XI
11.1 რა სახის პერსპექტივები არსებობს საქართველოსათვის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ?
11.2 „ვარდების რევოლუციის“ ფაქტორი რამდენად მოქმედებს საქართველოს იმიჯზე და მის სურვილზე, გაერთიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში?
![]() |
14.6 დანართი 6. |
▲ზევით დაბრუნება |
(სოციოლოგია)
კითხვარი
სამოქალაქო სექტორი
გთხოვთ, დაასახელოთ თქვენთვის ნაცნობი ორგანიზაციები, რომლებიც სამოქალაქო სექტორს წარმოადგენენ (არასამთავრობო ორგანიზაციები, თავისუფალი მედია, პროფესიონალური გაერთიანებები, ინტერესთა ჯგუფები)
------------------------
------------------------
------------------------
საიდან ღებულობთ ინფორმაციას სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებისა და წარმომადგენლების საქმიანობის შესახებ? (შესაძლებელია რამდენიმე პასუხი)
ვმუშაობ სამოქალაქო სექტორში |
1 |
ტელევიზიიდან |
2 |
ჟურნალ-გაზეთებიდან |
3 |
ნათესავებისაგან/მეგობრებისაგან |
4 |
არ ვღებულობ ინფორმაციას |
5 |
სხვა |
6 |
რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის განვითარება და მისი აქტიური პოზიცია ქვეყნის განვითარებისათვის?
ძალიან მნიშვნელოვანია |
1 |
მნიშვნელოვანია |
2 |
უმნიშვნელოა (მცირედ |
3 |
მნიშვნელობის არმქონეა |
4 |
არ ვიცი |
5 |
ქვს თუ არა გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სამოქალაქო სექტორს?
დიდი გავლენა აქვს |
1 |
აქვს გავლენა, მაგრამ მცირე |
2 |
არავითარი გავლენა არ აქვს |
3 |
არ ვიცი |
4 |
ენდობით თუ არა?

რას უნდა დაეყრდნოს უფრო მეტად საქართველოში დემოკრატიის განვითარება? (მხოლოდ ერთი პასუხი)
ხელისუფლების ძალისხმევას |
1 |
სამოქალაქო სექტორის |
2 |
თუ ანაზღაურება თანაბარი იქნებოდა, სად ისურვებდით მუშაობის დაწყებას? (მხოლოდ ერთი პასუხი)
საბიუჯეტო ორგანიზაციაში |
1 |
კერძო სექტორში |
2 |
სახელისუფლებო სტრუქტურაში |
3 |
სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციაში |
4 |
პოლიტიკურ პარტიაში |
5 |
ნებისმიერ ორგანიზაციაში |
6 |
არასამთავრობო ორგანიზაციები
ხართ თუ არა ინფორმირებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე?
მაქვს საკმარისი ინფორმაცია |
1 |
მაქვს მწირი ინფორმაცია |
2 |
არავითარი ინფორმაცია არ |
3 |
გთხოვთ, დაასახელოთ თქვენთვის ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები:
1.--------------------------------------------------
2.--------------------------------------------------
3.--------------------------------------------------
4.--------------------------------------------------
5.--------------------------------------------------
6.--------------------------------------------------
7.--------------------------------------------------
8.--------------------------------------------------
რომელ დებულებას ეთანხმებით?
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს |
1 |
არასამთავრობო ორგანიზაციები |
2 |
გითანამშრომლიათ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რა სახით?
მიმუშავია |
1 |
მიმუშავია მოხალისედ |
2 |
მიმიღია მონაწილეობა |
3 |
მიმიმართავს კონსულტაციისათვის |
4 |
მისარგებლია ქველმოქმედებით |
5 |
მიმიღია მიზნობრივი მატერიალური |
6 |
არ მქონია ურთიერთობა |
7 |
თუ კი, მაშინ მიუთითეთ, რომელ ორგანიზაციასთან, რა სახით და რა პერიოდში გქონდათ ურთიერთობა:
ურთიერთობის ფორმა |
ორგანიზაცია |
როდის |
1. მიმუშავია |
|
|
2. მიმუშავია |
|
|
3. მონაწილეობა |
|
|
4. მიმიღია |
|
|
5. მისარგებლია |
|
|
6. მიმიღია მიზნობრივი |
|
|
რომელ დებულებებს ეთანხმებით?
13.1 |
არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ადამიანებს
არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანებს ცარიელ |
1 2 |
13.2 |
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უწყობენ
არასამთავრობო ორგანიზაციები არ ზრუნავენ ეროვნულ |
1 2 |
13.3 |
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ |
1 2 |
თუ თქვენი უფლებები დაირღვა, ვის მიმართავდით დახმარებისთვის? (შეაფასეთ თითოეული)

დამოუკიდებელი მედია
ჩამოთვალეთ ბეჭდვითი მედიის (გაზეთები, ჟურნალები) საშუალებები, რომელთაც იცნობთ და შეაფასეთ, რამდენად ენდობით მათ.
|
გაზეთის/ჟურნალის |
ვენდობი |
არც |
არ |
1 |
|
1 |
2 |
3 |
2 |
|
1 |
2 |
3 |
3 |
|
1 |
2 |
3 |
4 |
|
1 |
2 |
3 |
ჩამოთვალეთ ქართული ტელეარხები, რომელთაც ხშირად უყურებთ და შეაფასეთ, რამდენად ენდობით მათ.
|
ტელეარხის |
ვენდობი |
არც ვენდობი |
არ |
1 |
|
1 |
2 |
3 |
2 |
|
1 |
2 |
3 |
3 |
|
1 |
2 |
3 |
4 |
|
1 |
2 |
3 |
შემოხაზეთ, რომელ დებულებებს ეთანხმებით.
17.1 |
მედია უნდა იყოს დამოუკიდებელი და
მედიის თავისუფლების ხარისხი სახელმწიფო |
1 2 |
17.2 |
დამოუკიდებელი მედია აუცილებელი პირობაა
დამოუკიდებელი მედია ქაოსისა და |
1 2 |
„ვარდების რევოლუცია”
რა ფაქტორებმა იქონია გავლენა „ვარდების რევოლუციის” განხორციელებაზე? შეაფასეთ თითოეული მათგანის მნიშვნელობა.
|
გადამწყვეტი |
მნიშვნელ- |
უმნიშ- |
მნიშვნელობის |
1. ახალი |
1 |
2 |
3 |
4 |
2. ძველი |
1 |
2 |
3 |
4 |
3. კორუფციამ |
1 |
2 |
3 |
4 |
4. ხელისუფლების |
1 |
2 |
3 |
4 |
5. საზოგადოების |
1 |
2 |
3 |
4 |
6. ეკონომიკურმა |
1 |
2 |
3 |
4 |
7. უცხოეთის |
1 |
2 |
3 |
4 |
8. სხვამ |
|
|
|
|
შეაფასეთ, რა როლი ითამაშეს ქვემოთ ჩამოთვლილმა ინსტიტუტებმა „ვარდების რევოლუციის” განხორციელებაში? (შეაფასეთ თითოეული მათგანი)
|
გადამწყვე- |
მნიშ- |
უმნიშვნელო |
მნიშვნე- |
1. პოლიტიკური |
1 |
2 |
3 |
4 |
2. არასამთავრობო |
1 |
2 |
3 |
4 |
3. მასმედია |
1 |
2 |
3 |
4 |
4. ეკლესია |
1 |
2 |
3 |
4 |
5. პროფესიული |
1 |
2 |
3 |
4 |
6. საერთაშორისო |
1 |
2 |
3 |
4 |
7. საზღვარგარეთის |
1 |
2 |
3 |
4 |
8. სხვა (მიუთითეთ) |
1 |
2 |
3 |
4 |
არასამთავრობო ორგანიზაციების რა აქტივობები იყო „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში, რამაც იმოქმედა პირადად თქვენზე (დაგამახსოვრდათ, აზრი შეგაცვლევინათ, ქმედებისაკენ გიბიძგათ)?
არასამთავრობო ორგანიზაციების |
1 |
არჩევნების გაყალბების ფაქტის |
2 |
საპროტესტო აქციები |
3 |
სხვა (მიუთითეთ) |
|
დაასახელეთ სამოქალაქო სექტორის ის ორგანიზაციები ან საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთაც გარკვეული წვლილი შეიტანეს „ვარდების რევოლუციაში“; რამდენად ენდობოდით და ენდობით მათ ამჟამად („მიჭირს პასუხის გაცემა“/არ წაუკითხოთ)?

დაასახელეთ ის ჟურნალ-გაზეთები, რომელთაც გარკვეული გავლენა იქონიეს პირადად თქვენზე რევოლუციის წინა პერიოდში და რევოლუციის დროს.
გაზეთი/ |
ძალიან |
მნიშვნელოვანი |
უმნიშვნელო |
1. |
1 |
2 |
3 |
2. |
1 |
2 |
3 |
3. |
1 |
2 |
3 |
4. |
1 |
2 |
3 |
5. |
1 |
2 |
3 |
დაასახელეთ ტელეგადაცემები და ტელეარხი, რომელთაც გარკვეული გავლენა იქონიეს პირადად თქვენზე რევოლუციის წინა პერიოდში და რევოლუციის დროს.
ტელეარხი |
გადაცემა |
ძალიან |
მნიშვნელოვანი |
უმნიშვნელო |
|
1. |
1 |
2 |
3 |
|
2. |
1 |
2 |
3 |
|
3. |
1 |
2 |
3 |
|
4. |
1 |
2 |
3 |
|
5. |
1 |
2 |
3 |
დაასახელეთ სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები (არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, პროფესიული გაერთიანებების, ინტერესთა ჯგუფების), რომელთა აზრსაც თქვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „ვარდების რევოლუციის” პერიოდში.
პიროვნება |
წარმომადგენლობა |
ძალიან მნიშვნე- |
მნიშვნე- |
უმნიშ- |
|
|
1 |
2 |
3 |
|
|
1 |
2 |
3 |
|
|
1 |
2 |
3 |
|
|
1 |
2 |
3 |
|
|
1 |
2 |
3 |
თქვენს ქალაქში/რაიონში/დაბაში/დასახლებაში/რევოლუციის წინა პერიოდში და რევოლუციის დროს იყვნენ თუ არა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ჩართული მიმდინარე პროცესში?
დიახ |
1 |
არა |
2 |
არ |
999 |
თუ კი, გთხოვთ დაასახელოთ, რომელი ორგანიზაციები/პიროვნებები იყვნენ ჩართული მიმდინარე პროცესებში და რა სახის აქტივობებს ახორციელებდა თითოეული მათგანი?
ორგანიზაციები/ |
საპროტესტო |
შეკრებების |
სხვა |
|
1 |
2 |
|
|
1 |
2 |
|
|
1 |
2 |
|
|
1 |
2 |
|
|
1 |
2 |
|
|
1 |
2 |
|
|
1 |
2 |
|
დემოგრაფიული მონაცემები
გამოკითხვის ადგილი
აჭარა |
1 |
გურია |
2 |
იმერეთი |
3 |
კახეთი |
4 |
მცხეთა-მთიანეთი |
5 |
ქვემო ქართლი |
6 |
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი |
7 |
სამცხე-ჯავახეთი |
8 |
სამეგრელო და ზემო სვანეთი |
9 |
შიდა ქართლი |
10 |
თბილისი |
11 |
დასახლებული პუნქტის დასახელება (ჩაწერეთ) -----------
დასახლების ტიპი
ქალაქის ტიპის |
1 |
სოფლის ტიპის |
2 |
რესპონდენტის სქესი
ქალი |
1 |
კაცი |
2 |
რესპონდენტის ასაკი
18-დან 24 წლამდე |
1 |
25-დან 35 წლამდე |
2 |
36-დან 44 წლამდე |
3 |
45-დან 54 წლამდე |
4 |
55-დან 64 წლამდე |
5 |
65 წლის და მეტი |
6 |
რესპონდენტის ეროვნება
ქართველი |
1 |
არაქართველი |
2 |
რესპონდენტის განათლება
უმაღლესი |
1 |
არაუმაღლესი |
2 |
სტუდენტი |
3 |
რესპონდენტის ეკონომიკური სტატუსი 2004 წლამდე და ამჟამად
|
2004 |
ამჟამად |
დაქირავებით დასაქმებული |
1 |
1 |
მეწარმე/მეურნე დამქირავებელი |
2 |
2 |
არასასოფლო სფეროში |
3 |
3 |
სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებული |
4 |
4 |
ოჯახურ საწარმოში/მამულში |
5 |
5 |
უმუშევარი |
6 |
6 |
დიასახლისი |
11 |
11 |
სტუდენტი |
12 |
12 |
პენსიონერი/ინვალიდი |
13 |
13 |
სხვა (მიუთითეთ) |
|
|
რა სფეროში იყო დასაქმებული რესპონდენტი 2004 წლამდე?
№ |
საქმიანობის სფერო |
საკუთარი |
სახელმწიფო |
კერძო |
1 |
მრეწველობა, |
1 |
2 |
3 |
2 |
მომსახურების |
1 |
2 |
3 |
3 |
ვაჭრობა |
1 |
2 |
3 |
4 |
ტრანსპორტი |
1 |
2 |
3 |
5 |
სკოლა/უმაღლესი |
1 |
2 |
3 |
6 |
ჯანდაცვის |
1 |
2 |
3 |
7 |
პოლიცია/ჯარი/სასა- |
1 |
2 |
3 |
8 |
მერია/გამგეობა/საკრებულო |
1 |
2 |
3 |
9 |
საოჯახო მეურნეობა |
1 |
2 |
3 |
10 |
მეცნიერება, |
00000000000 |
||
11 |
სახელისუფლებო |
0000000000000 |
||
11 |
არასამთავრობო |
0000000000000 |
||
რა სფეროშია დასაქმებული რესპონდენტი ამჟამად?
№ |
საქმიანობის სფერო |
საკუთარი ბიზნესი |
სახელმწიფო სექტორი |
კერძო სექტორი |
1 |
მრეწველობა, |
1 |
2 |
3 |
2 |
მომსახურების |
1 |
2 |
3 |
3 |
ვაჭრობა |
1 |
2 |
3 |
4 |
ტრანსპორტი |
1 |
2 |
3 |
5 |
სკოლა/უმაღლესი |
1 |
2 |
3 |
6 |
ჯანდაცვის |
1 |
2 |
3 |
7 |
პოლიცია/ჯარი/ |
1 |
2 |
3 |
8 |
მერია/გამგეობა/ |
1 |
2 |
3 |
9 |
საოჯახო |
1 |
2 |
3 |
10 |
მეცნიერება, |
0000000000000 |
||
11 |
სახელისუფლებო |
1100000000000000000 |
||
12 |
არასამთავრობო |
120000000000000000000000 |
||
ოჯახის შემოსავალი
საშუალოზე ბევრად დაბალი |
1 |
საშუალოზე მცირედით დაბალი |
2 |
საშუალო |
3 |
საშუალოზე მცირედით მეტი |
4 |
საშუალოზე ბევრად მეტი |
5 |
ინტერვიუერის გვარი, სახელი
-------------------------------------------------------------------
ინტერვიუერის ნომერი -----------------
ინტერვიუს ჩატარების თარიღი -----------------
კითხვარი შეამოწმა (ხელმძღვანელის სახელი და გვარი) -------------






