![]() |
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების ახალი ეტაპი. პრობლემები და პერსპექტივები“, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (1999; თბილისი) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი |
თარიღი: 1999 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტი თბილისი 1999 წინამდებარე კრებულში შესულია 1999 წლის აპრილში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ეკონომიკურ სამეცნიერო – პრაქტიკულ კონფერენციაზე მეცნიერ – ეკონომისტების, პრაქტიკოსების, ასპირანტებისა და სტუდენტების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები |
![]() |
1 ქვეყნის ეკონომიკის მართვის სრულყოფისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
თინათინ თოთიბაძე
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის
III კურსის სტუდენტი
საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმა ქვეყანაში ეკონომიკური დისბალანსის ლიკვიდაციისკენაა მიმართული. უკანასკნელ წლებში საქართველომ მიაღწია არსებით წარმატებებს მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმების გატარებაში.
1998 წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შედარებითი შემცირება გამოწვეული იყო მსოფლიო ფინანსური კრიზისით, რაც ძირითადად რუსეთის ფინანსურ - ეკონომიკური კრიზისის უშუალო ზეგავლენის შედეგის ნაყოფია. მაგრამ, საქართველოში მიმდინარე სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მსოფლიო კრიზისს საშუალება არ მისცა ქვეყნის ეკონომიკაზე დამანგრეველი ზემოქმედება მოეხდინა.
ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება (მთლიანად შიდა პროდუქტის 2%-მდე) არის უმთავრესი პირობა, რაც დამოკიდებულია ძირითადად საგადასახადო კოდექსის მკაცრ შესრულებაზე. სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათების გაუქმებაზე, საგადასახადო და საბაჟო უწყებებში რეფორმების გატარებაზე. ასევე მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მკაცრი კონტროლი, რაც მოითხოვს დიდ ძალისხმევას პრიორიტეტული მუხლების გამოყოფის და ბიუჯეტის მართვის გაძლიერების მხრივ.
ფულად - საკრედიტო პოლიტიკის სწორი წარმართვისათვის უმთავრესი პირობაა ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნება და გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფა. თუ გავითვალისწინებთ სავალუტო რეზერვების დაბალ დონეს ამ ეტაპზე საჭიროა გაცვლითი კურსის მცურავ რეჟიმზე გადასვლა. აუცილებელია ასევე შეიზღუდოს ლიკვიდირების მხარდასაჭერად ბანკთაშორისი დაკრედიტება, კომერციული ბანკების მინიმალური საწესდებო კაპიტალის შევსების კონტროლი, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა სახაზინო ვალდებულებების მეორადი ბაზრის განვითარებისთვის.
ჯანსაღი საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისათვის საყურადღებოა უზრუნველყოფილ იქნეს მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებზე ანგარიშსწორებისა და ტრანსფერების თავისუფლება საბანკო სისტემაში. თუ გავითავლისწინებთ საქართველოს მძიმე საგარეო ვალს და შეზღუდულ შესაძლებლობებს მის მომსახურებაში ქვეყანამ თავი უნდა აარიდოს ისეთ ახალ საგარეო ვალდებულებების აღებას, რომელთა დაფარვის ვადა 5 წელზე ნაკლებია.
ეკონომიკური რეფორმის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციებისმოზიდვა, ყოველივე ამას კი ხელს შეუწყობს პრივატიზაცია, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ყველაზე ეფექტური მექანიზმი, მთავრობის მიერ გატარებული ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც იცავენ უცხოურ ინვესტიციებს.
სტრუქტურული რეფორმების მხრივ ძირითადი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ეკონომიკაში მთავრობის როლის შემცირებაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღონისძიებების ისეთი ფართო სპექტრის გატარება, როგორიცაა; მიწის რეფორმა, მცირე და საშუალო ზომის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება, ენერგეტიკის სექტორის რეორგანიზაცია და საბანკო სექტორის რეფორმა.
ეკონომიკური რეფორმის მსვლელობისას სტრატეგია მიმართული უნდა იყოს მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევის კონსოლიდაციაზე, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, სტრუქტურული რეფორმების გატარების ტემპის დაჩქარებაზე, კეთილგონივრული ფულად - საკრედიტო პოლიტიკის გატარებასა და ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე სოციალური დაცვის განმტკიცების გზით. ეკონომიკური რეფორმის წარმატების საწინდარი იქნება ბიუჯეტის საერთო დეფიციტის შემდგომი შემცირება, საგადასახადო შემოსავლების გაუმჯობესებისა და სახელმწიფო ხარჯების სწორი პოლიტიკის გატარების გათვალისწინებით.
![]() |
2 მცირე და საშუალო ბიზნესის როლი და მნიშვნელობა შემოსავლების გადიდებასა და დასაქმების პრობლემების მოგვარებაში |
▲ზევით დაბრუნება |
დავით ძაძამია
თსუ-ს მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის
ფაკულტეტის პირველი კურსის მაგისტრანტი
საქართველოში საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელობისა და თავისუფალი მეწარმეობის განვთარებისათვის გადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად შექმნილი ურთულესი ეკონომიკური და ფინანსური პრობლემებისა და წინააღმდეგობების ფონზე სერიოზული მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენებისათვის შემოსავლების გარკვეული დონის მიღწევა, რაც უზრუნველყოფას საზოგადოებაში სოციალური პრობლემებით გამოწვეული უარყოფითი მუხტის შესუსტებას და ძლიერი საშუალო ფენის ფორმირებას.
ამ მხრივ გასატარებელ ღონისძიებებს ბოლომდე უნდა გასდევდეს დასაქმებისა და შემოსავლების დონეების გადიდებით და არა შემოსავლის დონეებში არსებული უთანაბრობის გაწონასწორება ან ტრანსფერების მექანიკური ზრდით მათი შემოსავლების ამაღლების მცდელობა.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში დასაქმების პრობლემების მოგვარებაში უდიდესი როლი ენიჭება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რადგანაც მან შეიძლება დაასაქმოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და გაზარდოს მათი შემოსავლები. ეს დასტურდება იმითაც, რომ განვითარებულ სახელმწიფოებში ამ სფეროში დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 60-65% შეადგენს.
აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ორი მიმართულებით ზემოქმედებს სახელმწიფო ბიუჯეტზე. ისევე როგორც შემოსავლების ასევე ხარჯების ნაწილში. შემოსავლების მხრივ იმდენად - რამდენადაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქმნის ახალ საგადასახადო ბაზას, რაც ბიუჯეტში აისახება დამატებითი შემოსავლების სახით. ხარჯვით ნაწილში იმდენად - რამდენადაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ზრდის ამ სფეროში დასაქმებულთა შემოსავლებს, რაც ამცირებს ბიუჯეტიდან შესაბამის სოციალურ ტრანსფერების გამოყოფის შესაძლებლობას.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგი ღონისძიებების გატარებას:
მაკროეკონომიკური ღონისძიებები:
მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის და უპირველეს ყოვლისა ფინანსური სტაბილიზაციის უზრუნველყოფა, რამაც უნდა შექმნას შესაბამისი საინვესტიციო გარემო.
საინვესტიციო პოლიტიკის სტიმულირება სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
სახელმწიფომ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს მცირე და საშუალო ბიზნესის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ფორმირებაში.
მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისას აქცენტი უნდა გაკეთდეს პირველ ეტაპზე შიდა ბაზრის გაჯერებაზე ორიენტირებულ მეწარმეობაზე. ამავე დროს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მატერიალური წარმოების სფეროს, რაც შეამცირებს ანალოგიური იმპორტის მოცულობას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის საგადასახადო ბალანსის მდგომარეობას.
უმთავრესი აქცენტი უნდა მიენიჭოს იმ ფაქტორს, რომ სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკა წინაააღმდეგობაში არ მოვიდეს ანტიინფლაციურ პოლიტიკასთან.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო ინვესტიციები მიმართული უნდა იყოს იმ დარგებისაკენ, რომელთაც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე კერძო სექტორი არ დააფინანსებდა. თანაც ამ მხრივ მიმართული სახელმწიფო ინვესტიციები არ უნდა ითვალისწინებდეს დარგის სრულ რებილიტაციას, არამედ სტიმულირებას. აქ საუბარი არ არის იმ დარგებზე, რომლებიც სახელმწიფოს ეროვნული უშიშროების მდგომარეობას განსაზღვრავენ.
რაც შეეხება კონკრეტულ მიკრო ღონისძიებებს, აქ გამოვყოფ მხოლოდ რამდენიმე მომენტს:
მცირე და საშუალო ბიზნესის ინტენსიური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი როლი უნდა მიენიჭოს საბანკო სისტემის მხრიდან საკრედიტო პროცენტის ოპტიმალურ რეგულირებას.
ბიზნესის ორგანიზაციის ფორმებს შორის პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სისტემის განვითარებას.
მეურნეობის სრული დატვირთვისათვის ფინანსური სახსრების მობილიზებისას ქვეყნის მასშტაბით აპრობირებულ უნდა იქნეს საკრედიტო კავშირების სისტემა.
ამ ღონისძიებების განხორციელება გამოიწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რასაც შედეგად მოყვება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლების გადიდება.
ამასთან, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ საერთაშორისო ეკონომიკური ინვესტიციის გაღრმავების კვალობაზე მძაფრი კონკურენციის პირობებში ადგილობრივი მეწარმეობის აღორძინება შეუძლებელი გახდება წარმოების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე, რც უმთავრესი ყურადღების საგანი უნდა გახდეს. ხელისუფლების პოლიტიკა უფრო პრაგმატული იქნება, თუ ის მეწარმეობის სტიმულირებისათვის სწორედ ამ მიმართულებით იქნება კონცენტრირებული.
![]() |
3 ეკონომიკური ტრანსფორმაცია საქართველოში და საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციები |
▲ზევით დაბრუნება |
ალექსანდრე მარგიშვილი
თსუ მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის
ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
საქართველოს საზოგადოების ტრანსფორმაციის მეტად რთულ პერიოდში უმნიშვნელოვანესი როლი შეიძინა ჩვენი ქვეყნის მრავალმხრივმა ურთიერთობებმა მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან და მათ რეგიონალურ და საერთაშაროსო გაერთიანებებთან. მაშინ როდესაც საქართველოში ყალიბდება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დასავლური მოდელი არა მხოლოდ თვალსაჩინო და მისაბაძი მაგალითის როლს, არამედ აგრეთვე რეალური მხარდამჭერის როლს უნდა ასრულებდეს. თანამედროვე მსოფლიოს სამ უძლიერეს ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრის - ა.შ.შ.-ის, ევროპის კავშირის და იაპონიის ინტერესებში უდავოდ შედის დანარჩენ პლანეტაზე უკვე აპრობირებული საბაზრო ეკონომიკის ,,ენის” დამკვიდრება, რაც აღნიშნული სამეულიდან თითოეულის ზეგავლენის შესაძლებლობებს გაზრდის. სხვა სიტყვებით, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ტიტანებს ხელს აძლევთ სტაბილური მეზობლები, რომელთა პროგნოზირება და შესაბამისად კოორდინაციაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული საკითხი წარმოადგენს განვითარებული ქვეყნების დანარჩენ მსოფლიოსთან დამოკიდებულების პოლიტიკურ ქვაკუთხედს, ამიტომ აღნიშნული ქვეყნები და მათგან შემდგარი საერთაშორისო ეკონომიკური და საფინანსო ორგანიზაციები გონიერების ფარგლებში არ იშურებენ რესურსებს დასახული მიზნების მისაღწევად. საქართველოსთან მიმართებაში ზემოთქმული ნიშნავს შემდეგს: საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ჩვენ ქვეყანას, ისევე როგორც დანარჩენ ყოფილ 14 სოციალისტურ რესპუბლიკას მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერით, რომლის აღმოჩენისთვისაც მზად იყვნენ განვითარებული სახელმწიფოები და მათი გაერთიანებები, როგორიცაა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო და ევროპული ბანკები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირის მიერ სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ტექნიკური დახმარების პროგრამა Tacis, მრავალი სპეციალიზებული დაწესებულება.
სამწუხაროდ საქართველომ არა თუ სრულად ვერ აითვისა, არამედ სრული დისკრედიტაცია გაუწია საკუთარ პრესტიჟს და დაიმკვიდრა თანამედროვე საერთაშორისო წრეებში არასაიმედო პარტნიორისა და კორუფციული სახელმწიფოს რეპუტაცია. იქ სადაც საუბარი შეიძლებოდა საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბის გაერთიანებებს შორის არათანაბრად, მაგრამ მაინც ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობაზე - ჩვენი ქვეყანა მათხოვრის როლში გამოდის. გარკვეული შედეგები, რომელიც მიღწეულ იქნა ეკონომიკური რეფორმების მეორე ეტაპზე - პრაქტიკულად გაუფასურდა მას მერე, რაც ქვეყანამ ვერ შეძლო ბანალური მოთხოვნების დაკმაყოფილება - საკუთარ ქვეყანაში გადასახადების მინიმუმის აკრეფა და შესაბამისი გარემოს შექმნა უცხოელი პოტენციური ინვესტორებისათვის. მიუხედავად ქვეყნის ხელისუფლებაში, მათ შორის ეკონომიკური მმართველობის დარგში არსებული სერიოზული პოზიტიური ძალების მცდელობისა, ვითარება გამოჯანსაღებულია სანამ ჩვენს ავადმყოფობაზე ზრუნავენ ერთეულები და არა მთლიანად საზოგადოება.
![]() |
4 საინვესტიციო შეღავათები თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი ტალიაშვილი
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის ,,წარმოების
ეკონომიკისა და მართვის” სპეციალობის
III კურსის სტუდენტი
ყველა თავისუფალი ეკონომიკური ზონა ინვესტიციებზე აწესებს გარკვეულ პრეფერენციებს, რათა მოიზიდოს უცხოური კაპიტალდაბანდებების მაქსიმალური რაოდენობა. შეღავათები თავისი შინაარსის მიხედვით მრავალნაირია, მაგრამ შეიძლება გამოვყოთ ხუთი ძირიტადი ტიპი: შეღავათები გადასახადებზე; შეღავათები დანახარჯებზე; შეღავათები ხელფასზე; საფინანსო შეღავათები; შეღავათები ეკონომიკურ პოლიტიკაში.
1. შეღავათები გადასახადების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. ზოგან შეიძლება შემცირებული იყო ესა თუ ის გადასახადი, ზოგან საერთოდ არ იყოს ან პირიქით, არსებობდეს გარკვეული შეზღუდვები. ეს შეიძლება ეხებოდეს ორმაგ დაბეგვრას, საშემოსავლო გადასახადს და სხვა.
2. შეღავათები დანახარჯებზე ძირითადად ეხება გადასახადებს მიწაზე, შენობა-ნაგებობებზე, ჰიდრო და ელექტრორესურსებზე და ა.შ.
გადასახადი მიწაზე, რომელსაც იხდის უცხოელი ინვესტორი, განისაზღვრება იმით, თუ როგორია მისი ხარისხი, რელიეფი, გეოგრაფიული მდგომარეობა. მიწა შეღავათიანი არენდით გაიცემა სხვადასხვა ვადით (10, 15, 30, 60 წლით), ასევე მასზე გადასახადები შეიძლება გაიზარდოს თანდათან ყოველდღიურად ან ყოველწლიურად.
ზოგიერთ ქვეყანაში გათვალისწინებულია კრედიტები იმ კომპანიებზე, რომლებიც დამოუკიდებლად აშენებენ შენობა-ნაგებობებს. აგრეთვე შეიძლება უცხოელ ინვესტორებს დავუწესოთ ნაკლები გადასახადი იმ შენობა-ნაგებობზე, რომლებიც აშენებულია თვით თავისუფალი ეკონომიკური ზონის ადმინისტრაციის მიერ.
ზოგიერთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში დაწესებულია გარკვეული ზღვარი ჰიდრო-ელექტრორესურსების მოხმარებაზე ნორმის ზემოთ ხასიათდება სპეციფიკურობით სხვადასხვა ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მიხედვით. მაგ. სავაჭრო ზონაში ჰიდრო-ელექტრორესურსების მოხმარების ზრდასთან ერთად იზრდება გადასახადების ნორმა, ხოლო სამრეწველო ზონაში კი პირიქით - მცირდება. ასევე შეიძლება განსხვავებული ფასი ჰქონდეს სხვადასხვა ძაბვის ელექტროენერგიას.
3. შეღავათები ხელფასზე საერთოდ მუშახელის ღირებულება განვითარებულ ქვეყნებში უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებადში.
უცხოელი ინვესტორებისათვის მიმზიდველია არა მარტო მუშახელის სიიაფე, არამედ მათი მაღალი ცოდნის დონე. მაღალკვალიფიცირებული კადრების შექმნისათვის აუცილებელია მუშახელის მომზადება-გადამზადება, მაგრამ თუ ვინ უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური, ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მთელი ეს თანხა შეიძლება გადაიხადოს სახელმწიფომ, ასევე სახელმწიფომ მეწარმეს მისცეს გარკვეული კომპენსაცია ყოველი გადამზადებული მუშახელისათვის ან თუ სწავლება ხდება საზღვარგარეთ, გადაიხადოს მხოლოდ მგზავრობის საფასური.
4. საფინანსო შეღავათები. ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს შეღავათებს ფინანსებში, თუნდაც იგი უმნიშვნელო იყოს. ამიტომ სახელმწიფოები ცდილობენ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში გარკვეულწილად შეამცირონ კონტროლი უცხოურ ვალუტაზე, შექმნან ფულადი ბაზრები, გასცენ შეღავათიანი კრედიტები და სხვა.
5. შეღავათები ეკონომიკურ პოლიტიკაში. თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში არსებულ ფორმებს შეიძლება მიეცეთ დამატებითი შეღავათები ზონიდან ქვეყნის შიგნით საქონლის შეტანაზე, უცხოელ ინვესტორს მიეცეს უფლება ქონდეს პაის საკმაოდ დიდი ოდენობა, გაიცეს დაჩქარებული ამორტიზაციის ნებართვა და ა.შ.
პრეფერენციების შემოღებისას უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო თავისუფალი ეკონომიკური ზონის თავისებურებები, არამედ განვსაზღვროთ იმ შეღავათებით გამოწვეული შემოსავლების შემცირების ოდენობაც.
შეღავათები აუცილებელია, მაგრამ მათ არ უნდა გამოიწვიონ ზონის (ქვეყნის) შე მოსავლების მინიმიზაცია. ზონის ადმინისტრაცია ყოველთვის ინტერესთა ბალანსის მიღწევას უნდა ეცადოს, რათა მაღალი იყოს როგორც ინვესტორთა დაინტერესება, ასევე ზო ნის შემოსავლებიც.
![]() |
5 საქართველოს ელექტროენერგეტკის სექტორის პრივატიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ია თოხაძე
ეკონომიკურ-ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო
ინსტიტუტის საერთაშორისო ბიზნესის
ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი
1. ენერგეტიკის სფერო მსოფლიოში ინვესტორების დიდ დაინტერესებას იწვევს, თუმცა საქართველოში მათი ცხოველი ინტერესი არ აღინიშნება. ამ გარემოების მიზეზად უნდა დასახელდეს მოთხოვნილებათა ის ნუსხა, რომელიც ისეთ აუცილებელ პირობებს მოიცავს, როგორიცაა: რესტრუქტურიზაცია, კორპორაციების შექმნა, კომერციალიზაცია, პრივატიზება და საკანონმდებლო გარანტიები.
რეფორმის ძირითადი კომპონენტია დარგის რეკონსტრუქტურიზაცია, ე.ი. რეგულირების ფუნქციისა და კომერციული საქმიანობის გამიჯვნა. ამას უნდა მოყვეს კორპორატიზაცია დამოუკიდებელი ეკონომიკურ-სამართლებრივი სუბიექტების შექმნის გზით, დარგის ძირითად ნაწილში პრივატიზაციის და აქციონირების, ე.ი. სახელმწიფო მონოპოლიის ლიკვიდაციის ფონზე.
2. სათბობ-ენერგეტიკის დარგის პრივატიზაცია 1992 წელს დაიწყო და საქენერგოს დეპარტამენტს დაქვემდებარებული 30 მცირე ჰესიდან, სხვადასხვა ფორმით პრივატიზებულ იქნა 19. ,,ელექტრო-ენერგეტიკული სექტორის პრივატიზების გეგმა”-ს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის უნდა შეემატა 200 მილიონამდე აშშ დოლარი. რაც მოხმარდებოდა ინვესტიციებს ელექტროენერგეტიკის მოდერნიზაციასა და განვითარებაში.
ქვეყნის ელექტროენერგიის ფუნქციონირების შედეგები, მისი ტექნიკური რეაბილიტაცია და განვითარების პერსპექტივები, უშუალოდაა დაკავშირებული სექტორში რეფორმის წარმატებით განხორციელებაზე. თვით პირველი უცხოელი ინვესტორების მიერ გამოყოფილი კრედიტებიც რეფორმების საწყისი ეტაპით დაინტერესების შედეგია.
3. სექტორში შექმნილი კრიზისი მის ფინანსურ მდგომარეობაში უნდა ვეძიოთ. დღეს ელექტროენერგიის საშუალო ტარიფები მხოლოდ 80-იანი წლების დონეზეა (მოსახლეობისათვის 30%-ით ნაკლებია), როდესაც მაშინდელი ენერგეტიკული საწვავის ფასები, დღევანდელთან შედარებით 5-ჯერ და უფრო მეტად იაფი იყო. ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას მოითხოვს, აგრეთვე ,,თელასის” პრივატიზაციის აქტიური მონაწილე ,,მერილ ლინჩი”.
თუმცა საქართველოს ეკონომიკას, მისი დევანდელი პოტენციალით მაინც არ შეუძლია მთლიანად გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. დღეისთვის მთლიანად ქვეყანაში გადახდის რეალური დონე დაახლოებით მხოლოდ 30-35%-ს აღწევს.
4. საქართველოს ენერგოსისტემის ტექნიკური პარამეტრები და მისი გეოგრაფიული გან ლაგება ფრიად ხელსაყრელს ხდის საგარეო გადახდისუნარიან ბაზარზე. პირველ რიგში, თურქეთის და აზერბაიჯანის ენერგობაზრებზე გადაორიენტირებას. საკითხის ამგვარი დაყენება მისაღებია საზღვარგარეთელი ინვესტორებისათვის და მიზანშეწონილია ექსპორტი წარმოებდეს თბლისის სრესის სიმძლავრეთა სრული გამოყენების ხარჯზე. თურქეთში ელექტროენერგიის საკმაოდ მაღალი ტარიფია და ამ ქვეყანაში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის ტრადიცია არსებობს.
5. კერძო საკუთრება საბაზრო ეკონომიკის ფორმირების, მუშაობის ეფექტურობის ამაღლების წინაპირობაა. დღეისათვის ქვეყანაში პრივატიზაციის პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. დღის წესრიგში დადგა უცხოური ინვესტიციებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის საკითხი. სახელმწიფოს ხელში დარჩენილი ქონების მართვის ეფექტურობის ამაღლება. ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოზიდვის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება.
დღეს ,,თელასის” აქციათა 75%-ის პრივატიზაციით ქვეყნის ბიუჯეტმა უკვე მიიღო 40,3 მლნ ლარამდე. 1999 წელს უნდა მოხდეს ელექტროენერგიის გენერაციის სისტემის ობიექტების აქციათა საკონტროლო პაკეტების პრივატიზებაც.
მიუხედავად ელექტროენერგეტიკის საქმეში უკვე გადადგმული ნაბიჯებისა, ჯერ-ჯერობით სახელმწიფო ენერგეტიკაში კვლავ მონოპოლისტად რჩება. კერძო საკუთრებაში მხოლოდ ,,თელასი”-ის აქციათა საკონტროლო პაკეტია. იმისათვის, რომ ენერგეტიკული დარგი ფეხზე დადგეს, მოისპოს ენერგოკრიზისი და მომხმარებელთა უფლებებიც მაქსიმალურად დაცული იყოს აუცილებელია პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, პრივატიზაციის პროცესი საქართველოში ნელ-ნელა წინ მიდის, გადაგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
![]() |
6 ეკონომიკური რეფორმების პრობლემები აგროსამრეწველო კომპლექსში |
▲ზევით დაბრუნება |
ეთერ ხარაიაშვილი
თსუ ეკონოკმოკის ფაკულტეტის დოცენტი
აგროსამრეწველო კომპლექსში სასაქონლო წარმოების განვითარების, საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლისა და რეფორმაციისათვის ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს ბაზრის შექმნა შესაბამისი ინსტიტუციებით, კატეგორიებით და რეგულირების მექანიზმებით. მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ საბაზრო ურთიერთობათა დანერგვის პროცესი მიზანშეწონილია სოფლის მეურნეობიდან დაიწყოს. ამ პროცესის საფუძველი კი უნდა იყოს რადიკალური ეკონომიკური რეფორმები, რომლებმაც, აგროსამრეწველო კომპლექსის თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით ფუნქციონირების საგანგებო და ისტორიული ამოცანები უნდა გადაწყვიტონ.
ეკონომიკური რეფორმებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიწის რეფორმა. დღეს კერძო საკუთრებაშია სასოფლო - სამეურნეო სავარგულებიდან ყველაზე მეტად პრივატიზირებულია მრავალწლიანი ნარგავები - 67%, ყველაზე ნაკლებად - საძოვრები - 5,1%. ეს ძირითადად იმით აიხსნება, რომ საძოვრების უმეტესი ნაწილი მაღალმთიან ზონაშია მოქცეული, მეცხოველეობის დარგებიც განუვითარებელია და მაშასადამე, მოთხოვნა საძოვრებზე დაბალია, ამასთან 600 ათასი ჰექტარი საძოვარი ეროზირებულია და მათი გამოყენება დამატებით ხარჯებს მოითხოვს. სასოფლო - სამეურნეო სავარგულების 18,5% იჯარითაა გაცემული. მიუხედავად აღნიშნულისა, შესაბამისი ეკონომიკური ზრდა ჯერ კიდევ არაა მიღწეული.
მიწების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას და აგრობიზნესის განვითარებას ძალზე ზღუდავს ის, რომ არ არსებობს მიწის ეფექტური ბაზარი. მიზანშეწონილია გაგრძელდეს მიწების შემდგომი განაწილების პროგრამების დამუშავება. პროგრამაში განსაზღვრული უნდა იყოს კერძო საკუთრებაში მიწების გადაცემის მეთოდი და უფლებები. პირველ მხარეში ვგულისხმობთ საკონკურენციო ფასების მეშვეობით მიწების გაყიდვას ან მათი გრძელვადიანი იჯარით გაცემას. რაც შეეხება უფლებებს, სხვა თანაბარ პირობებში, მიწის შესყიდვის პრივილეგიური უფლება უნდა მიეცეს ფერმერულ მეურნეობაში დასაქმებულ მოსახლეობას. სხვა მხრივ შეზღუდვები საბაზრო მეთოდებისათვის მიუღებელი იქნება.
პროდუქციის კონკურენტუნარიანი ბაზრების შესაქმნელად დიდი როლის შესრულება შეუძლია აგროსამრეწველო კომპლექსის საწარმოთა პრივატიზაციას. აღნიშნულის მისაღწევად პრიორიტეტულ მიმართებად უნდა გამოიყოს: კვების მრეწველობის დარგში, სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაცია, ფერმერებისათვის, ხელშემწყობი პირობების შექმნა მათ საკუთრებაში არსებული კერძო საწარმიებისა და გადამამუშავებელი კოოპერატივების შექმნისათვის, გადამამუშავებელი მრეწველობის დარგებში, ერთობლივი საწარმოებისა და უცხოური ფირმებისათვის თანაბარი პირობების შექმნა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა და საკონკურენციო პირობებზე კონტროლი, საბაზო ინფრასტრუქტურების გაუმჯობესება.
პრივატიზაციამ და დემონოპოლიზაციამ აგროსამრეწველო კომპლექსში მოითხოვა, სახელმწიფო აგროსერვისის ცენტრების კერძო სტრუქტურებად გარდაქმნა. მხედველობაში გვაქვს წარმოების საშუალებების მომარაგებისა და პროდუქციის მარკეტინგის ორგანიზაციის ფორმირება და ფუნქციონირება. ამ სისტემის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ფერმერულ მეურნეობაში წარმოების საშუალების მოზიდვას და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის განაწილების არხების ამოქმედებას. ამ გზით ჩამოყალიბდება წარმოების საშუალებების და პროდუქციის კონკურენტუნარიანი ბაზრები. სასაქონლო ბირჟების, კერძო სატრანსპორტო კომპანიების, სერვისკოოპერატივებისა და სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის გამსაღებელი კოოპერატივების მექანიზმები.
რეფორმების რეალიზაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აგროსამრეწველო კომპლექსის დაფინანსებას, ახალი სისტემის შექმნას. ეკონომიკური მექანიზმის ასამოქმედებლად სასიცოცხლოდ აუცილებელია კრედიტები, ხოლო ბაზარზე ორიენტირებული საბანკო სისტემა, კრედიტების გაცემის ოპტიმალური გზა იქნება. წარმოების ფინანსური უზრუნველყოფისათვის გადამწყვეტია კრედიტების მიზანშეწონილი გამოყენება და კრედიტის ახალი წყაროების მოძებნა. კრედიტზე მოთხოვნა და მიზანშეწონილობა უნდა განისაზრვროს საწარმოთა მიმართულების, გაძღოლის სისტემების, შემოსავლებსა და გასავლებს შორის თანაფარდობით.
![]() |
7 საქართველოს ბიუჯეტის ფორმირების რაციონალური სისტემის შერჩევის გზები |
▲ზევით დაბრუნება |
ვაჟა პეტრიაშვილი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
პ. გუგუშვილის სახელობის ეკონიომიკის
ინსტიტუტის ასპირანტი
საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ ქვეყანამ დაიწყო საკუთარი სახელმწიფოებრიობის შენება. ამ ეტაპზე სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ეფექტურად ფუნქციონირებადი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ სწრაფ განვითარებას. ამასთან ერთად სახელმწიფოს გააჩნია თავისი ეკონომიკური ფუნქციები, რომელთა ზედმიწევნით შესრულებაზეც არის პასუხისმგებელი. ხელისუფლების ხელში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი თავისი ფუნქციების შესასრულებლად, რომელიც მოქმედებს ქვეყნის განვითარების ყველა ასპექტზე, არის ბიუჯეტი. მისი მეშვეობით სახელმწფომ უნდა გაატაროს ის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას ყველაზე ეფექტური საშუალებით. აქედან გამომდინარე ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა, მაგრამ შემოსავლების ქრონიკული დეფიციტის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, მისი მიზნობრიობსა და ეფექტურობის ზრდაზე, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას ამძიმებს საშინაო, თუ საგარეო ვალის ტვირთი. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სიმწირე საგრძნობლად უშლის ხელს სახელმწიფოს ეკონომიკური და არა მარტო ეკონომიკური ფუნქციების აღსრულებაში. განსაკუთრებით სავალალო ხდება სიტუაცია, როდესაც ის მცირე რესურსები არასწორად ნაწილდება და ხდება კორუფციის წყარო, რომელიც ძირს უთხრის ახალ სახელმწიფოებრიობას.
ქვეყანაში აუცილებელია ჩამოყალიბდეს რაციონალურად მომუშავე საბიუჯეტო სისტემის მოდელი, რომელიც მიზნად ისახავს მიზნობრიობისა და შედეგიანობის ზრდას.
ამ ეტაპზე უმთავრესი და უპირველესი არის გავიაზროთ თუ რა არის ბიუჯეტი, რისთვის დგება და რა მიზანს ისახავს. ბიუჯეტი არის სახელმწიფო რესურსების განაწილების გეგმა. ბიუჯეტს აქვს ეკონომიკური, პოლიტიკური, იურიდიული და მმართველობითი ფუნქცია.
თავისი დატვირთვიდან გამომდინარე ბიუჯეტი უპირატესად არის ფინანსური ნაკადების მოძრაობის გეგმა, რომელიც გავლენას ახდენს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე (საგადამხდელო ბალანსი, სრული დასაქმება, ეკონომიკური ზრდა, ფასების სტაბილურობა) და თავად ხდება მათი გავლენის ქვეშ. გარდა ამისა ბიუჯეტის ეკონომიკურ ფუნქციებში მოიაზრება შემოსავლების განაწილებისა და გადანაწილების ფუნქცია.
ბიუჯეტი უნდა იქცეს სახელმწიფოს იდეოლოგიის გამომხატველ და პრაქტიკაში განმახორციელებელ დოკუმენტად. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება განვიხილოთ იგი როგორც ცხრილების ნაკრები, რომელიც სახელმწიფოს სახსრების ხარჯვის უფლებას იძლევა და არ გვეუბნება თუ რა მიზანს ემსახურება და რა შედეგს ველით ამ სახსრების ხარჯვისაგან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როდესაც ლაპარაკია გამჭვირვალობაზე, ეს რა თქმა უნდა აღიქმებოდეს როგორც მხოლოდ ფინანსური სახსრების მოძრაობის გამჭვირვალობა, აქ მიზნების და მისი მიღწევის საშუალებების გამჭვირვალობაც უნდა იქნეს ნაგულისხმევი. გადასახადის გადამხდელმა უნდა ნახოს, თუ სად მიდის და რა მიზანს ემსახურება მის მიერ გადახდილი გადასახადი. აქედან გამომდინარე ბიუჯეტი არ არის მხოლოდ ფინანსური გეგმა, ის არის პოლიტიკური დოკუმენტი. ე.ი. პოლიტიკურად ბიუჯეტი ასახავს გარკვეული სახის კონსენსუსს სახელმწიფო პრიორიტეტებთან მიმართებაში.
იურიდიული დატვირთვით ბიუჯეტი წარმოადგენს კანონს, რომელიც იძლევა სახელმწიფო მიზნებისათვის სახელმწიფო ფონდების ხარჯვის უფლებასა და აწესებს ამ ხახრჯების საზღვარს.
ბიუჯეტის მმართველობითი ფუნქცია ხორციელდება იმ ღონისძიების დამტკიცებით, რომელთა დაფინანსებაც ხდება ბიუჯეტიდან.
საბიუჯეტო პროცესს ოთხი საფეხური აქვს: 1. დაგეგმვა; 2. განხილვა, მიღება და აღსრულება. 3. კონტროლი; 4. შეფასება. ამ პროცესების სწორად, მიზანმიმართულად და ეფექტურად განხორციელებაზეა დამოკიდებული ქვეყნის შემდგომი სწრაფი განვითარება და ხელისუფლების მიზნების დროული შესრულება.
სწორედ ბიუჯეტის ამ ფუნქციებზე და საბიუჯეტო პროცესის საფეხურებზე დაყრდნობითა და მაქსიმალური შესრულების გათვალისწინებით უნდა აიგოს საქართველოს საბიუჯეტო სისტემა.
ქვეყანაში საბიუჯეტო სისტემის მდგომარეობის შეფასება შესაძლებალია მხოლოდ იმ პროცესების აღქმითა და და შეფასებით, რომელიც გაიარა ქვეყანამ იმ დღიდან, როცა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ პირველად მიიღო ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე შესაძლებელი გახდება დავინახოთ ის მდგომარეობა თუ სადა ვართ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ საბიუჯეტო სისტემა და პროცესი უფრო ეფექტურად ფუნქციონირებდეს.
მსოფლიოში დღევანდელ ეტაპზე რამდენიმე სახის საბიუჯეტო სისტემა არსებობს: 1. მუხლობრივი ბიუჯეტი; 2. ბიუჯეტი ფორმულების მიხედვით; 3. პროგრამული ბიუჯეტი; 4. საშემსრულებლო ბიუჯეტი.
მუხლობრივი ბიუჯეტი აქცენტს აკეთებს ჩასადებ რესურსებზე ორგანიზაციული ერთეულების მიხედვით და ხარჯების ობიექტების (ეკონომიკური კლასიფიკაცია) მიხედვით, ამ ერთეულების ფარგლებში. მუხლობრივი ბიუჯეტი არ გვიჩვენებს კავშირს ბიუჯეტსა (დამტკიცებული ფონდები) და მისაღწევ მიზნებს (შესრულებელი კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება) შორის. მუხლობრივი ბიუჯეტის აქცენტი ხარჯების კონტროლზე მოდის და მისი თვალსაზრისი ის არის, რომ სწორი ხარჯები (რომელიც ბიუჯეტითაა დამტკიცებული) სწორ შედეგს უდრის. ბიუჯეტის აღსრულების დროს ხარჯების მკაცრმა კონტროლმა შეიძლება გამოიწვიოს მმაერთველობით ფუნქციებში შეჭრა. საქართველოში დღეს სწორედ მუხლობრივი ბიუჯეტი დგება.
ბიუჯეტი ფორმულის მიხედვით საბიუჯეტო განაცხადის მომზადებისა და დაწესებულებებს შორის რესურსების განაწილების საფუძვლად იყენებს საშუალო შრომით დატვირთვის მონაცემებს (ნორმატივებს). ბიუჯეტი ფორმულის მიხედვით, პირველ რიგში ემსახურება რესურსებისათვის ზედმეტი კონკურენციის აღმოფხვრის პოლიტიკურ ფუნქციას. მუხლობრივი ბიუჯეტის მსგავსად ბიუჯეტი ფორმულის მიხედვით არ გვიჩვენებს კავშირს რესურსებსა და სასურველ შედეგს შორის. ფაქტიურად აღნიშნული ბიუჯეტის გამოყენებამ ხშირად შეიძლება გამოიწვიოს საბიუჯეტო რესურსების მცდარი და არაეფექტური გამოყენება. ხშირად ფორმულის მიხედვით დგება მხოლოდ საბიუჯეტო ნაწილი.
პროგრამული ბიუჯეტის დროს რესურსების განაწილება ხდება კონკრეტული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. ეფუძნება რა ეკონომიკისა და სისტემების ანალიზს, ეს სისტემა ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ზრდის სამ ან მეტ წლამდე, რაც საშუალებას აძლევს გადაწყვეტილების მიმღებს დაინახოს რესურსებთან დაკავშირებით მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამომავლო ეფექტი. პროგრამული დაგეგმვის საბიუჯეტო სისტემა იმაზეა ფოკუსირებული, რომ დახმარება გაუწიოს პოლიტიკის განსაზღვრისას იმით, რომ ითვალისწინებს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს და იძლევა მონაცემებს სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მიღწევის ალტერნატიული გზების შედეგებზე, დანახარჯებზე და უპირატესობებზე. ეს არის მაკროეკონომიკული მიდგომა, რაც მიზნების ალტერნატიულ ვარიანტებსა და მიღწეულ შედეგებში არჩევანის გაკეთების საშუალებას იძლევა. ამ სისტემის უპირატესობა მდგომარეობს დაგეგმვაში.
საშემსრულებლო ბიუჯეტი კონცენტრირებულია ჩასადები რესურსებისა და შედეგების დანახარჯების ურთიერთკავშირზე, შესრულების მაჩვენებლებზე, ერთეულის დანახარჯებზე და ბიუჯეტის შესახებ სხვა არაფისკალურ, მაგრამ რაოდენობრივ მოსაზრებებზე. შესრულების ბიუჯეტი ითვალისწინებს რა არის გასაკეთებელი (შრომითი დატვირთვა), რა არის გაკეთებული (დანახარჯი შედეგზე) და როგორ არის ეს გაკეთებული (ეფექტურობა). იმის გამო, რომ არსებობს კავშირი დაფინანსებასა და შედეგებს შორის, გამოყენებული სხვადასხვა მონაცემებიდან შესაძლოა გამოყვანილ იქნას მისაღები ან მისაღწევი შესრულების სტანდარტები. მას შემდეგ რაც დადგინდება საბაზისო ინფორმაცია შეიძლება შესრულების სტანდარტების გამოყენება მომავალი საჭიროების შესაფასებლად, ან ბიუჯეტის სეკვესტრის შემთხვევაში სტანდარტებმა შეიძლება მოგვცენ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს შეკვეთები გასაწევ მომსახურებაზე. პრობლემა აქ მდგომარეობს იმაში, რომ განისაზღვროს რომელი ღონისძიებაა არსებითი შესრულების მაჩვენებლისათვის და რა არის შესაბამისი სტანდარტი. შესრულების საბიუჯეტო სისტემა ორიენტირებულია მართვაზე, რადგან მისი ძირითადი დანიშნულებაა დაეხმაროს ხელმძღვანელ პირებს შეაფასონ მათი ოპერატიული ერთეულების ეფექტურობა.
მსოფლიო სახელმწიფოების უმრავლესობამ გააგრძელა საბიუჯეტო სისტემის ევოლუცია და გასცდა ერთ სისტემაზე ორიენტირებული სახის ბიუჯეტს. ქვეყნები განსხვავდებიან მათ მიერ არჩეული მიდგომით, რადგან ისინი განსხვავდებიან იმით, თუ რომელ ფუნქციაზე აკეთებენ აქცენტს: კონტროლზე, დაგეგმვაზე თუ მენეჯმენტზე. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ გაიზარდა ინტერესი ეკონომიკური ანალიზისა და უკეთესი საინფორმაციო სისტემების შექმნისაკენ, რომელიც იძლევა პოლიტიკის უკეთესი და უფრო ობიექტური ანალიზის საშუალებას, ხდება დაგეგმვასა და მენეჯმენტზე ორიენტირებული საბიუჯეტო სისტემების შერწყმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს კონტროლის სისტემის უგულვებელყოფას.
![]() |
8 სტუდენტ - ახალგაზრდობის სტაჟირებისა და შრომითი მოწყობის პრობლემები საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
მაია სურგულაძე
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტთან არსებული
,,სტუდენტთა მომსახურებისა და წარმოებასთან
კავშირის” ოფისის მენეჯერი
საქართვლოში უკანასკნელი წლების მანძილზე განხორციელებულმა გარდაქმნებმა ახალი მოთხოვნები წარმოქმნა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ეს, უპირველეს ყოვლისა, შეეხება განათლების სისტემას, რომლის წინაშე ამჟამად შემდეგი მთავარი ამოცანა დგას: მოამზადოს ახალგაზრდობა საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოღვაწეოდ, რისთვისაც აუცილებელია შეიმუშაოს განათლების შესაბამისი სისტემა და უზრუნველყოს სტუდენტთა მაღალი დონის სტაჟირება და შემდგომში მათი შრომითი მოწყობა. აქ იგულისხმება საკარიერო მომსახურება ანუ ,,დღევანდელი” სტუდენტისა და ,,ხვალინდელი” პროფესიონალი სპეციალისტის დაკავშირება, თავის მომავალ სამუშაოსთან ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში.
საბჭოური ეკონომიკური სისტემა ცენტრალიზებულად, სავალდებულო წესით უზრუნველყოფდა კურსდამთავრებულებს სამუშაო ადგილებით. დღევანდელ პერიოდში ეს სისტემა აღარ ფუნქციონირებს. საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე ქვეყნის სახელმწიფო საკუთრების უდიდესი ნაწილი პრივატიზებული და კერძო მფლობელობაშია, მაგრამ სამწუხაროდ თითქმის 80% არ მუშაობს. ამის გამო უმაღლესი სასწავლებლების მიერ ვეღარ ხდება კურსდამთავრებულთა სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა.
სტუდენტ - ახალგაზრდობის ამ მეტად აქტუალური პრობლემის გადასაჭრელად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე დაარსდა ,,სტუდენტთა მომსახურებისა და წარმოებასთან კავშირის” ოფისი, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: 1. სტუდენტთა პრაქტიკის, სტაჟირებისა და შრომითი მოწყობის ისეთი მექანიზმის ფორმირება, რომელიც გამომდინარეობს საბაზრო ეკონომიკის კანონზომიერებებიდან და პასუხობს მის მოთხოვნებს და 2. დავაინტერესოთ სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო სექტორი.
![]() |
9 საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის განვითარების ზოგიერთი ასპექტი |
▲ზევით დაბრუნება |
ია ნაფეტვარიძე
ეკონომიკის ფაკულტეტის ,,წარმოების ეკონომიკისა
და მართვის” სპეციალობის III კურსის სტუდენტი
საქართველოს სატრანსპორტო სისტემა, განსაკუთრებით კი საჰაერო ტრანსპორტი, ის ერთ-ერთი ქვაკუთხედია ქვეყნის ეკონომიკური და ამავე დროს, პოლიტიკური ინტერესებისა, რომელმაც დიდი როლი უნდა შეასრულოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი შემდგომი წინსვლისა და მისი აყვავების საქმეში. ტრანსპორტის განვითარებას ხელი შეუწყო საქართველოს გეოგრაფიულმა მდგომარეობამაც, რამდენადაც იგი იმყოფება ევროპასა და აზიას შორის.
იმისათვის, რომ განვიხილოთ საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის განვითარების ზოგიერთი მიმართულებანი, საჭიროა სატრანსპორტო სისტემის მდგომარეობის ანალიზი. დღეისათვის საქართველოში მოქმედი აეროპორტებია: თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და სენაკის, აგრეთვე სოხუმის, რომელიც სამწუხაროდ არ იმყოფება საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ და ფოთისა და თელავის, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ მოიპოვება.
თბილისის აეროპორტი, რომლის სტატუსის შეცვლა არ მომხდარა, იყო და დღეისთვისაც რჩება ძირითად და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტად საქართველოში. 1990 წელს აეროპორტს ჰქონდა სარეკორდო მაჩვენებლები: მოემსახურა 3,3 მლნ-მდე მგზავრს, ხოლო ტვირთბრუნვამ კი შეადგინა დაახლოებით 17 000 ტონა. ძირითადად ეს იყო შიდა გადაზიდვები. შემდგომ წლებში საქართველოში მომხდარი ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო გადაზიდვების მოცულობები შემცირდა. 1998 წლის მონაცემებით მგზავრთა გადაყვანა შემცირდა 11,7%-ით ხოლო ტვირთბრუნვა კი - 12,9%-ით.
რაც შეეხება ქუთაისის, ბათუმისა და სენაკის აეროპორტებს მათზე მოდის შედარებით მცირე მოცულობა საჰაერო გადაზიდვებისა. მათმა ჯამურმა წილმა საქართველოს აეროპორტების მიერ განხორციელებულ აეროგადაზიდვებში 1997 წელს შეადგინა 22%, დანარჩენი ნაწილი მოდიოდა თბილისის აეროპოტრზე. აღნიშნულ აერიპორტებში სრულდება ძალზედ შეზღუდული მოცულობის საერთაშორისო გადაზიდვები დსთ-ს ქვეყნებში. თუმცა, საერთაშორისო ექსპერტების აზრით 50 კმ რადიუსის ფარგლებში განლაგებული სამი აეროპორტის არსებობა, რომლებიც ვერ პასუხობენ საეთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებს, და არ არიან სრულად დატვირთულნი, მიზანშეწონილი არ არის.
დღეისათვის ჩვენთან ძირითადად მოქმედებს საქართველოს 9, დსთ - ს ქვეყნების 11 და 5 საერთაშორისო ავიაკომპანია.
1998 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით საქართველოს ავიაკომპანიები მოემსახურა 102 257 მგზავრს, ხოლო ტვირთბრუნვამ შეადგიანა 873 ტონა. აქედან ყველაზე დიდი ხვედრითი წონით გამოირჩეოდა ,,საქართველოს ავიახაზები” - შესაბამისად 43,5% და 38,5%. სარეთო სურათი კი ასეთია: ,,ეარ ჯორჯია” - 10,8% და 20,8%; ,,გაკო” - 9,3% და 7%; ,,ბათუმი” - 2,5% და1,3%; ,,ავიაექსპრესკრუიზი” - 6,9% და 3,4%; ,,აირზენა” - 3,6% და 7,7; ,,აბავია” - 4,3% და 1,6%; ,,სოხუმის ავიახაზები” - 11% და 17,5%; ,,მიმინო” - 8,1% და 2,1%
დსთ - სა და საზღვარგარეთის ავიაკომპანიები, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოში, 1998 წლის სამი თვის მონაცემებით მომსახურება გაუწიეს 67 143 მგზავრს, ტვირთბრუნვამ კი შეადგინა 1994 ტონა. პროცენტული თანაფარდობა მათ შორის ასეთია: რუსეთის ავიაკომპანიები - 70,5% და 53, 7%; უკრაინის ავიაკომპანია - 5,6% და 19,1%; ბრიტანეთის ავიახაზები” - 6,2%Q და 9,4% - 0,9% და 3,3%; ,,თურქეთის სვისერი” - 14,5% და 9,4%; ,,კასპიის ავიახაზები” - 1,2% და 2,8%; ,,ავსტრიის ავიახაზები” - 1,1% და 2,3%
არსებული სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, შეიძლება დავასკვნათ:
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მრავალ ქვეყანასთან დადო ორმხრივი ხელშეკრულება, სახელმწიფოთა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა აქვს საერთაშორისო შეტყობინებანი საქართველოსათან
საქართველოს ყველა ავიაკომპანიის ექსპლუატაციაში არსებული საჰაერო ხომალდები საბჭოთა წარმოებისაა და მოძველებული, რომლებიც თანამედროვე ტექნიკას ვერ უწევენ კონკურენციას, ამასთანავე, ავიაკომპანიის პერსონალს, რომლებიც მართვისა და გასაღების საკითხებით არიან დაკავებულნი, არ გააჩნიათ მომზადების სათანადო დონე და გამოცდილება, არც სახელმწიფოს შესწევს ძალა ფინანსური დახმარების გასაწევად.
მგზავრობისას მომსახურების დონე ხშირად არადამაკმაყოფილებელია.
საქართველოს საავიაციო ტრანსპორტის დეპარტამენტი ზოგჯერ დილემის წინაშე დგას - გაზარდოს თუ არა უცხოური ავიაკომპანიების მომსახურების სიხშირე იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს მოთხოვნის არსებობითაა განპირობებული, რათა, საქართველოს ავიაკომპანიები დაცულნი იყვნენ უცხოური ავიაკომპანიების კონკურენციისაგან.
მართალია, ეროვნულ ავიაკომპანიებს ესაჭიროებათ ბაზარზე უცხოური ავიაკომპანიებისაგან დაცვა, მაგრამ აქ მომსახურების მაღალი ხარისხი იზიდავს ტურისტებსა და ინვესტორებს. ასეთი მგზავრები ეკონომიკურად ეფექტიანია ქვეყნისათვის. ისინი ხელს უწყობენ ვაჭრობისა და კომერციის განვითარებას. ჩვენს ქვეყანაში გაწეული ხარჯები (ცხოვრებაზე, კვებაზე, ტრასპორტირებასა თუ სხვაზე) წარმოადგენენ სავალუტო შენატანებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყაროს. ამასთან, საერთაშორისო ავიაკომპანიები გვევლინებიან საქართველოში ტურიზმის პოპულიზატორებად და გავლენას ახდენენ საჰაერო გადაზიდვების ბაზრის განვითარებაზე. და სხვა.
![]() |
10 სავალუტო დილინგი - მითი თუ ქართული რელობა |
▲ზევით დაბრუნება |
დავით რუსია
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის პირველი კურსის მაგისტრანტი
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში განვითარებული სავალუტო კრიზისი და აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებანი, მიმართულნი ქართული სავალუტო ბაზრის დასაცავად, სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში აქცევს სავალუტო ოპერაციათა ტექნიკისა და სავალუტო ბაზრის მექანიზმის თანამედროვე პრობლემატურ საკითხებს.
დილინგი, როგორც ურთულეს ეკონომიკურ პროცესთა ერთობლიობა, მიზნად ისახავს რთული და მერყევი კონიუნქტურული სიტუაციის დროს ფირმების, ბანკების. და მოსახლეობის კუთვნილი თანხების შენარჩუნებას, მათ დაცვას ინფლაციისა და კურსების ხშირი ცვალებადობისაგან.
სავალუტო დილინგი, როგორც დილინგის ერთ - ერთი სახე მსოფლიო საზოგადოების ცენტრში 70 - იან წლებში მოექცა. დღეისათვის საქართველოში შექმნილი სიტუაცია მსგავსია იმისა, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შეიქმნა ბრეტონ - ვუდსის სავალუტო სისტემის გაუქმებისა და თავისუფალ მცურავ კურსებზე გადასვლის შემდეგ.
ბანკების მიერ განხორციელებული ოპერაციები შეიძლება დაიყოს საკონვერსიო და სადეპოზიტო - საკრედიტო ოპერაციებად. საკონვერსიო ოპერაციებს არ ახასიათებთ დროში ხანგრძლივობა. მაშინ როდესაც სადეპოზიტო ოპერაციები განიმარტებიან, როგორც თავისუფალი ფულადი სახსრების განთავსების მოკლევადიან ოპერაციათა ერთობლიობა, განხორციელებული სხვადასვა ვადით და პირობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ბანკის მოკლევადიან ლიკვიდობას და მიმართულნი არიან მოგების მისაღებად.
ვადიან გარიგებებს, რომლებიც გამოიყენება ძირითადად ორი მიზნისთვის: შეჯერებასა და სპეკულაციისათვის საქართველოში ჯერ - ჯერობით არ ექცევა სათანადო ყურადღება. სპეც ოპერაციებზე კონცეტრირებული ოპერაციები სავალუტო ბაზრის ნორმალური განვითარების საშუალებას ნამდვილად ვერ უზრუნველყოფენ. არადა სპეკულაციურ გარიგებათა მოცულობა მსოფლიოში განუხრელად იზრდება.
სავალუტო ბაზარზე გარიგებათა უმრავლესობა ძირითადად ხორციელდება მსხვილი ტრანსნაციონალური ბანკების მეშვეობით, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება DEUTCHE BANK, BARKLAUS BANK, UNION BANKOF SWITZERL AND, CHASE BANK და ა.შ.
ნებისმიერმა დაინტერესებულმა კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშავოს სადილინგო სფეროში ოპერაციათა წარმოების პოლიტიკა, განსაზრვროს ღია სავალუტო პოზიციის ზღვრული ლიმიტები და ზარალის შემთხვევაში ამ უკანასკნელის დასაშვები მაქსიმალური ოდენობა.
სავალუტო ოპერაციებზე დასპეციალიზებულ ქართულ ბანკებს საშუალება ექნებათ გამოვიდნენ სავალუტო ბროკერთა როლში. ამ ამპლუაში ისინი დიდი სავალუტო რეზერვების არქონის გამო მართალია აქტიურად ვერ იმოქმედებენ სავალუტო კურსის სიდიდეზე, მაგრამ აპრობირებული პოზიციის დაცვით შეძლებენ მყიდველისა და გამყიდველის ერთმანეთთან თანხვედრას, რისთვისაც მიიღებენ სოლოდურ მოგებას საკომისიოს სახით.
სავალუტო აუქციონებით მართული ქართული სავალუტო ბაზარი აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ადვილად მართვად მექანიზმს წარმოადგენს. სავალუტო ბაზრისადმი მიდგომაში სერიოზული გარდატეხების აუცილებლობა სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიასა და რუსეთში განვითარებულმა კრიზისებმაც უჩვენეს. აუცილებელი ხდება აუქციონის ტიპის ურთიერთობათა, ბანკთაშორისი ვაჭრობით შეცვლა.
სავალუტო კურსის ფორმირების ტენდენციაზე თავის გავლენას ,,შავ ბაზრად” წოდებული ფულადი ბაზარიც ახდენს. ამ სფეროს ერთგვარი დამოუკიდებლობა საკმაოდ მოჩვენებითია და საფინანსო - საკრედიტო ინსტიტუტების მძლავრ გავლენას განიცდის.
სავალუტო ბაზრის მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი ცხადყოფს ხელისუფლების აშკარა ჩარევას მიმდინარე პროცესებში, რაც თავის მხრივ ზღუდავს კომერციულ ბანკების ინტერესს და სურვილს სადილინგო ოპერაციათა განვითარებაზე. ყოველივე ეს კი არა მარტო ამცირებს შიდა მომგებიან ოპერაციათა მოცულობას, არამედ უსპობს ბანკებს გაფართოებისათვის აუცილებელ თავისუფალი სახსრების გაფართოების შანსს.
ამ პროცესებში ორიენტაციის სისწორის შენარჩუნების მიზნით აუცილებელია საბანკო ან საფინასო ჯგუფი ფლობდეს ამომწურავ ინფორმაციას იმ ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომლის ვალუტაზეცაა ორიენტირებული მოცემული ჯგუფი. აქედან გამომდინარე ნათელი ხდება ანალიზისა და პროგნოზირების ძლიერი ჯგუფების ჩამოყალიბების აუციელბლობა. და ბოლოს, ამ პროცესებში მონაწილეობისას მთავრია შენარჩუნებულ იქნას ვიწრო სპეციალიზაცია და ბანკის სპეციალისტები არ გაერთონ წმინდა სასაქონლო ოპერაციებით, რამეთუ ასეთი მოქმედება თანდათან გამოიწვევს ბანკის ჩამოშორებას სავალუტო ბაზრიდან.
![]() |
11 ტრანსნაციონალური კორპორაციები |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი მურადაშვილი
მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის
ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა შეფასებით ტრანსნაციონალური კორპორაციები წარმოადგენენ მსოფლიო ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას XX საუკუნეში. გაეროში შემუშავებულ იქნა სპეციალური კოდექსი, რომლის მიხედვით ტრანსნაციონალური კორპორაციის სტატუსი ენიჭება ფირმას, თუ მას:
I. გააჩნია შვილობილი კომპანიები 6 ან მეტ ქვეყანაში; ამ კომპანიების იურიდიული ფირმისა და მოღვაწეობის სფეროს მიუხედავად.
II. შექმნილი აქვს გადაწყვეტილების მიღების ისეთი სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა ერთი ან რამოდენიმე ცენტრიდან განხორციელდეს ერთობლივი პოლიტიკა.
III. აქვს 100 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალბრუნვა.
IV. უნარი შესწევს შვილობილი კომპანიების ერთმანეთთან მაქსიმალური დაკავშირებისა, იმ აუცილებელი პირობის გათვალისწინებით, რომ შვილობილი კომპანია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდეს დანარჩენ ფირმებზე.
ტრანსნაციონალური კორპორაციები ფაქტობრივად არიან ეროვნული მონოპოლიები მსხვილი უცხოური აქტივებით. მათი სამრეწველო, საწარმოო და სავაჭრო - სარეალიზაციო მოღვაწეობა, ერთი სახელმწიფოს ფარგლებს სცილდება. ტრანსნაციონალური კორპორაციის ნებისმიერი ცალკე აღებული შვილობილი კომპანია აუცილებელია როგორც ცენტრისთვის, ასევე მთლიანად წარმოების ორგანიზაციისათვის. ამავე დროს ეს კომპანია დამოუკიდებლად ვერ ქმნის რეალიზაციისთვის მზა პროდუქციას; სხვა შვილობილ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე წარმოადგენს მხოლოდ უმნიშველო რგოლს.
ტრანსნაციონალურ კორპორაციათა ძირითადი ნაწილი კონცენტრირებულია აშშ-ში, იაპონიასა და ევროპაში. დღევანდელ საქართველოს ეკონომიკას ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან მინიმალური შეხება აქვს. ტრანსნაციონალური კორპორაციების ნაწარმი შემოდის ჩვენი ქვეყნის ბაზარზე, მაგრამ პირდაპირი კონტაქტები, როგორიცაა ადგილზე შვილობილი კომპანიების, ფილიალების შექმნა ან ეროვნული ფირმების შესყიდვა თითქმის არ არსებობს. ეს დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის არახელსაყრელ ეკონომიკურ პირობებთან, რაც პირველ რიგში წარმოების კრიზისით გამოიხატება. წარმოების მასშტაბების კატასტროფულმა შემცირებამ დიდი უმუშევრობა გამოიწვია. აღნიშნულ მოვლენებს ჯაჭვური რეაქციით მოჰყვა სამუშაო ძალის ღირებულების მკვეთრი დაცემა. XX საუკუნის ბოლოს ევროპაში ერთ - ერთი ყველაზე იაფი მუშახელი სწორედ საქართველოშია. ეს ტრანსნაციონალურ კორპორაციათა მიმზიდველი ფაქტორია, მაგრამ არასაკმარისი ფაქტორი. ტრანსნაციონალურ კორპორაციებს პირველ რიგში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა სჭირდებათ, რომელიც ადგილზე უზრუნველყოფს კაპიტალის, ბიზნესის უსაფრთხოებას. ჩვენი თანამშრომლობა ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან დღეისათვის შემოიფარგლება მათ მიერ სარეალიზაციო ცენტრების: სუპერმარკეტების, ბენზინგასამართი სადგურების და სხვათა გახსნით. საქართველოს ტერიტორიაზე თავისი პროდუქციის წარმოების და შვილობილი კომპანიების აქ განლაგების პერსპექტივა ნამდვილად არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში პირდაპირი ინვესტირება და კაპიტალდაბანდებები, ჯერ - ჯერობით, არაპოპულარულია. ჩვენი ქვეყნის ეკონომისტებზე, ბიზნესმენებზე და პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფი ტემპით განვითარდება ტრანსნაციონალურ კორპორაციათა ექსპანსია საქართველოში. ეს პროცესი მომგებიანი იქნება როგორც მოსახლეობისათვის, ასევე მთავრობისათვის (სახელმწიფოსათვის). ხალხი დასაქმდება, წარმოიქმნება ათეულობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც მეტად მნიშვნელოვანი საქმეა. ამვე დროს, თუ პროდუქცია ჩვენს ტერიტორაზე შეიქმნება, ჩვენთვის იგი გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე არის ამჟამად, რადგან არ დაემატება ტრანსპორტირების და საბაჟო გადასახადები. შესაბამისად ნაწარმს ნაკლები დანახარჯებით შექმნის და მომხმარებლამდე მიტანის გაადვილების ხარჯზე გაიზრდება ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი.
უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან თანამშრომლობისას ნებისმიერ ქვეყანას და მათ შორის საქართველოს მართებს ზომიერი სიფრთხილის გამოჩენა. ეკონომიკასთან მჭიდრო დაკავშირებით ტრანსნაციონალური კორპორაციები ახერხებენ უცხო ქვეყნების პოლიტიკაზეც გარკვეული გავლენის მოპოვებას, რაც რა თქმა უნდა დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოსათვის. არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ახასიათებთ რამდენიმე უარყოფითი ნიშან - თვისებაც: - უცხო ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის არც თუ იშვიათად გვერდის ავლა. ასე, ტრანსფერტული ფასების ჩამოყალიბების პოლიტიკის მანიპულაციით, ტრანსნაციონალური კომპანიების შვილობილი კომპანიები, ერთი ქვეყნიდან მეორეში დიდი ოდენობის თანხების გადაგზავნით ახერხებენ გადასახადებისათვის თავის არიდებას, მათ დაფარვას. - მონოპოლიური ფასების დიქტატისკენ სწრაფვა.
XXI საუკუნის დასაწყისში, ექსპერტთა აზრით, ტრანსნაციონალური კორპორაციები შეიჭრებიან იმ სფეროებში, რომლებიც ტრადიციულად სახელმწიფო ინტერესების სფეროებად ითვლებოდა. ამასთან, ლაპარაკი არ არის ეკონომიკის სრულ ინტეგრაციაზე ტრანსნაციონალურ კორპორაციათა ხელმძღვანელობით, არამედ ტრანსნაციონალურ კორპორაციათა მოქმედებებს მივყავართ ინტეგრაციისკენ მხოლოდ იმ ჩარჩოებში, რომელიც ხელსაყრელია მაქსიმალური მოგების მისაღებად.
![]() |
12 ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ფისკალური ურთიერთობები |
▲ზევით დაბრუნება |
გ. თაბუაშვილი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის
ინსტიტუტის ასპირანტი
ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ფისკალური ურთიერთობების საკითხი, ანუ შემოსავლებზე და შესაბამისად საბიუჯეტო ხარჯებზე პასუხისმგებლობის განაწილების საკითხი მეტად აქტუალურია. ბოლო დროს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეინიშნება ფისკალური დეცენტრალიზაციის ტენდენციები. ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, ასევე მითუმეტეს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც იმყოფებიან გარდამავალი ეკონომიკის პორობებში და ახორციელებენ ფისკალურ რეფორმას.
საერთოდ ცნობილია, რომ მთავრობათაშორისი ფისკალური ურთიერთობების გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ, როგორც არაეკონომიკური (პოლიტიკური, სოციალური და კულტურული), ასევე ეკონომიკური ფაქტორებიც. ამიტომ სრულყოფილი ეკონომიკური ანალიზის შეზღუდულობა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული.
ძირითადი საკითხები, რაც შეიძლება წამოიჭრას მთავრობათაშორისო ფისკალური ურთიერთობების განსაზღვრისას არის შემდეგი;
ხარჯების განაწილება;
შემოსავლების განაწილება;
მთავრობათაშორისი ტრანსფერები;
საგადასახადო ადმინისტრირება;
ბიუჯეტის შედგენისა და ფინანსების მართვა მრავალდონიანი მთავრობის არსებობის პირობებში;
კონტროლი ადგიობრივი თუ რეგიონალური მთავრობის სესხებზე.
ხარჯების პასუხისმგებლობის დეცენტრალიზაცია პირველ რიგში უნდა განხორციელდეს განაწილების ეფექტურობის მიღწევის მიზნით. რათა უფრო დავაახლოვოთ შესაბამისობა ხარჯების პრიორიტეტებსა და მოსახლეობის უპირატესობებს შორის, რომლებსაც ეხებათ ეს ხარჯები. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ეს მიღწეული თეორიული ეფექტურობა პრაქტიკაში შეიძლება ნულამდე იქნას დაყვანილი ადგილობრივი ადმინისტრირების სისუსტის გამო, რაც ძირითადად გამოწვეულია თანამედროვე და გამჭვირვალე საზოგადოებრივი ხარჯების მართვის სისტემის უქონლობით.
ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ხარჯებზე პასუხისმგებლობის დეცენტრალიზაციას თან უნდა სდევდეს, ადგილობრივი მთავრობისათვის შემოსავლების მნიშვნელოვანი საკუთარი წყაროების განაწილებაც. საჭიროა წავახალისოთ ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური პირების ფისკალური პასუხისმგებლობა და მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე. ადგილობრივი ხელისუფლებისათვის გადასაცემი გადასახადები, ეს ის გადასახადებია რომლებიც ხასიათდებიან შემდეგი თვისებებით: შედარებით დაბალი მობილურობა, ფაქტიურად დაბეგვრის თანაბარი ბაზის განაწილება მთელს ტერიტორიაზე, შედარებითი სტაბილურობა ციკლების დროს. ზოგადად, სასურველია საგადასახადო ბაზის განსაზღვრის ჰარმონიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და არაგადამეტებული განსხვავებები განაკვეთებს შორის, რათა თავი ავარიდოთ დაბეგვრით გამოწვეულ დამახინჯებებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი ხარისხის დეცენტრალიზაცია შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში მოვიდეს გადანაწილებით მიზნებთან. ეს დამახასიათებელია განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ხასიათდებიან რეგიონალურ შემოსავლებში დიდი უთანაბრობით. ასეთ შემთხვევებში საჭიროა გამათანაბრებელი ვერტიკალური ტრანსფერები ცენტრიდან ან ჰორიზონტალური გადანაწილების მექანიზმი, რათა დაცული იქნეს ადექვატური ეკონომიკური და სოციალური პირობები ქვეყანაში.
დეცენტრალიზაციამ შესაძლოა უფრო გაართულოს ცენტრალური მთავრობის მიერ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევა საბიუჯეტო პოლიტიკის მეშვეობით, ამიტომ, სხვა თანაბარ პირობებში, დეცენტრალიზაცია უნდა განვითარდეს უფრო ნელი ტემპებით იმ ქვეყნებში, სადაც ადგილი აქვს მწვავე ფისკალურ თუ მაკროეკონომიკურ არამდგრადობას. ამ ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მწვავე საბიუჯეტო დაძაბულობა გადატანილი იქნას ადგილობრივ მთავრობებზე მთავრობათაშორისი ფისკალური ურთიერთობების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი იურისდიქციებისათვის ხარჯებზე პასუხისმგებლობასა და საკუთარ შემოსავლებს (დამატებული ნათლად განსაზღვრული ტრანსფერები ცენტრიდან) შორის შესაბამის მოსალოდნელ მაჩვენებლებზე გათვლილ ბალანსს.
იმ ქვეყნებში, რომლებიც არ განიცდიან სერიოზულ მაკროეკონომიკურ ან ფისკალურ დისბალანსს, უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი დეცენტრალიზაცია შემოსავლებისა და ხარჯებისა ცენტრალური მთავრობისთვის იწვევს საჭიროებას, რათა ადგილობრივი მთავრობები უფო აქტიურად იყვნენ ჩართული მაკროეკონომიკურ მართვაში და გადაუნაწილდეთ პასუხისმგებლობა ეროვნული ეკონომიკის მიზნების მიღწევაში. ასეთ შემთხვევებში ადგილობრივ მთავრობებს ეძლევათ უფლება აიღონ სესხი, ოღონდ ნათლად განსაზღვრული ლიმიტით, რომელიც დაკავშირებულია პერსპექტივაში სესხის მომსახურების შესაძლებლობებთან.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ შემოსავლებისა და ხარჯების დეცენტრალიზაცია ესაა გზა ეკონომიკის მდგრადი განვითარებისაკენ და სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობის ამაღლებისაკენ.
![]() |
13 სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტი |
▲ზევით დაბრუნება |
თენგიზ შერგელაშვილი
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის
სპეციალობის I კურსის სტუდენტი
საბჭოთა ეკონომიკური სისტემის რღვევამ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ეკონომიკური და სოციალური პრობლემების თავმოყრა გამოიწვია, რამაც რადიკალური სოციალურ - ეკონომიკური რეფორმების აუცილებლობა განაპირობა. საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგად გამოიკვეთა ეკონომიკის სტაბილიზაციის ისეთი მნიშვნელოვანი ტენდენციები, როგორიცაა ჰიპერინფლაციის დაძლევა და ფინანსური სტაბილიზაცია, ეკონომიკური სტაგნაციის შეჩერება და ეკონომიკური ზრდის დადებითი მაჩვენებლების მიღწევა, ეკონომიკის სტრუქტურული ლიბერალიზაცია ფასწარმოქმნის სფეროში, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, მისი შემდგომი ლიბერალიზაცია.
1998 წელი საქართველოს ეკონომიკისათვის რთული აღმოჩნდა. უმწვავეს საბიუჯეტო კრიზისს დაემთხვა სავალუტო სისტემის კრიზისი და საერთო ეკონომიკური განვითარება დაბრკოლების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამ პირობებში დღის წესრიგში დგება სახელმწიფოს მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ხელახალი გააზრება.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური რეფორმების პირობებში სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას განმსაზღვრელი როლი ენიჭება. ეს განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: არსებული მენტალიტეტიდან გამომდინარე ეკონომიკური პროცესები საზოგადოების მიერ უმთავრესად სახელმწიფოსთან ასოცირდება, სრულყოფილად არ არის გააზრებული კერძო სექტორის როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში. სამოქალაქო საზოგადოების არარსებობის და დემოკრატიის დაბალი დონის პირობებში საზოგადოება საკუთარ კეთილდღეობასა და უბედურებას სახელმწიფოს უკავშირებს; არ არის ჩამოყალიბებული მესაკუთრეთა ფენა, საწარმოო სიმძლავრეების მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო ფლობს. ამ პირობებში სახელმწიფომ უნდა გამოხატოს პოლიტიკური ნება, რითაც საქმიანობას წარმართავს ეკონომიკური ლიბერალიზაციისაკენ და თავის ფუნქციას ეკონომიკურ სისტემაში თითქმის დიამეტრულად შეცვლის. სახელმწიფომ უნდა დაკარგოს ეკონომიკურ პროცესებში დომინირებული როლი და იგი თავად გახდეს ეკონომიკური თავისუფლების უპირველესი დამცველი. მეორეს მხრივ, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ის ფუნქციები, რომლის გარეშეც თავისუფალი საბაზრო სისტემა ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას.
სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გამომდინარეობდეს სახელმწიფოს პრიორიტეტული ფასეულობებიდან და მის განხორციელებას უნდა ემსახურებოდეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება.
საკანონმდებლო ხელისუფლების როლი ამ შემთხვევაში პოლიტიკის ძირითადი კონცეპტუალური მიმართულებების შექმნა უნდა წარმოადგენდეს. ხელისუფლების აღნიშნული განშტოების ჩამოყალიბების პრინციპებიდან გამომდინარე ადვილი შესაძლებელია პოლიტიკის წარმართვა კონიუქტურული და ცალკეული ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს განსაკუთრებით ვლინდება სოციალური პრობლემების სიჭარბისას, როდესაც მოკლევადიან შედეგებზე გათვლილი ნაბიჯები შედარებით ხელსაყრელია პოლიტიკური თვალსაზრისით. აქ წარმოიშობა წინააღმდეგობა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს შორის. ამ პირობებში ადვილი დასაშვებია მდგომარეობა, როდესაც ეკონომიკა მოქცეულია პოლიტიკის ,,კლანჭებქვეშ”. მეორეს მხრივ, პოლიტიკაც შეუძლებელია წარმოვიდგინოთ გრძელვადიანი, თანმიმდევრული ნაბიჯების სახით. პრაქტიკაში ძალიან ხშირად გვხვდება ისეთი სიტუაცია, როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ახალი მარეგულირებელი მექანიზმების შემოღებას ითვალისწინებს. თავისთავად რეგულირების აუცილებლობა ყოველთვის არგუმენტირებულია ,,რაციონალური” (თუნდაც პოპულისტური) მოსაზრებით. მაგრამ თითოეული მარეგულირებელი მექანიზმის შემოღებისას განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მომენტები: რამდენად შეასრულებს არსებული ღონისძიება ან რეგულირების ფორმა თავის ძირეულ მიზანს იმ პირობებში, როდესაც თითქმის არ არსებობს სახელმწიფო აღმასრულებელ ორგანოთა საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმი; რამდენად შეესაბამება რეგულირების მექანიზმი საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრინციპს (მაგ: კონკურენტული გარემოს შენარჩუნება); რამდენად მიზანშეწონილია იგი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. მასთან ხაზგასასმელია, რომ სწორედ რეგულირების ეს ბერკეტები გვევლინება ისეთი მანკიერი მოვლენის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, როგორიცაა კორუფცია.
საკანონმდებლო ორგანოს ახლადფეხადგმული ეკონომიკური სისტემის პირობებში არა აქვს იმ ფუფუნების უფლება, რომ პოლიტიკა მხოლოდ მოკლევადიან შედეგებზე გათვალოს.
რაც შეეხება, საკანონმდებლო ორგანოს აღმასრულებელი სტრუქტურის ცალკეულ ელემენტებს, მათი მიზანი, როლი და ფუნქცია მკაფიოდ უნდა იქნეს განსაზღვრული, სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი მიზნების შესაბამისად საქმიანობის შეფასება, გრძელვადიანი და მოკლევადიანი შედეგების განსაზღვრა. არც ერთი აღმასრულებელი სტრუქტურა არ უნდა არსებობდეს მკვეთრად გამოხატული მიზნის გარეშე. ამასთან მიზანი არ უნდა იყოს აბსტრაქტული (მაგ: დარგში პოლიტიკის გატარება). თითოეულ სამინისტროს თუ უწყებას უნდა გააჩნდეს თავის საქმიანობის ფილოსოფია, რომელიც უნდა შეიცავდეს მიზნიდან გამომდინარე ამოცანების განსაზღვრას, საქმიანობის ყველაზე ეფექტურ ფორმებს და შედეგების მონიტორინგის მექანიზმს. ეს განსაკუთრებით ეხება დარგობრივ სამინისტროებს. ამა თუ იმ დარგში პოლიტიკის გატარება არ შეიძლება იყოს აბსტრაქტული. პოლიტიკა უნდა გულისხმობდეს კონკრეტულ მიზნებს. ამ მხრივ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მდგომარეობას, სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული პრინციპით შედგენა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება ბიუჯეტის, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტის ფუნქცია, შეიქმნება რესურსების ხარჯვის რაციონალიზაციისა და ოპტიმიზაციის საშუალება.
სახელისუფლებო სტრუქტურის ჩამოყალიბება უშუალოდაა დაკავშირებული ერთის მხრივ ქვეყანაში საფინანსო პოლიტიკის პრინციპებზე და მეორეს მხრივ, იმ ადმინისტრირების მექანიზმზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს კოორდინირებულ იქნას აღნიშნულ სტრუქტურათა საქმიანობა. ამასთან მათ საქმიანობაში რამდენიმე წინააღმდეგობის გამოყოფა შეიძლება.
სახელმწიფო აღმასრულებელი ორგანოები საბჭოთა წიაღში არიან ჩამოყალიბებული. ურთიერთობების, საქმიანობის ფორმებსა და პროცესში და საერთო სახელმწიფოს მართვის ფილოსოფიაში აღნიშნული გარემოება უმძაფრეს მანკიერებებს განაპირობებს.
სახელმწიფო ძნელად ეგუება ეკონომიკაში რეგულაციური ფუნქციის მასშტაბების შემცირებას, რაც თავისთავად ვლინდება ჩინოვნიკური ინტერესების დომინირებაში და კორუფციის წინაპირობების სიუხვეში.
საბჭოთა ,,მფლანგველური” ეკონომიკიდან ეფექტიანობაზე ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში ვლინდება წინააღმდეგობა სადღეისო და სამომავლო ინტერესებს შორის.
ამრიგად, როდესაც ვსაუბრობთ კრიზისულ სიტუაციაზე ეკონომიკისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში უნდა გავაანალიზოთ, თუ სახელმწიფოს პოლიტიკა ამ სფეროებში რამდენად გვიცავს ასეთი კრიზისებიდან. მოკლევადიან ეფექტებზე გათვლილი პოლიტიკა ვერ მოგვცემს კრიზისული სიტუაციებისაგან თავდაცვის გარანტიას.
![]() |
14 სამრეწველო ფირმის მართვა მწარმოებლობის კრიტერიუმებით |
▲ზევით დაბრუნება |
ვასო კაციაშვილი
სამრეწველო ფირმის მართვა მწარმოებლურობის კრიტერიუმებით - ეს იგივეა, როგორიც ეფექტური მმართველობა ნებისმიერ კონტექსტში. სტაბილური მწარმოებლურობის უზრუნველყოფა ეხება მართვის სისტემის ყველა ფუნქციასა და დამაკავშირებელ პროცესებს - კომუნიკაციები, გადაწყვეტილების მიღება და მმართველობის უზრუნველყოფა. ყველაზე დიდი მნიშვნელობა წარმოების ხელმძღვანელობისათვის ენიჭება შეგნებასა და მჭიდრო ურთიერთკავშირს, ყველა ამ პროცესებთან და კონკრეტილ სიტუაციაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას.
დაგეგმვა და მწარმოებლურობა, როგორც ერთ - ერთი უმთავრესი წინაპირობა იაპონური სამრეწველო ფირმებისა, მდგომარეობს იმაში, რომ დაჟინებით შეუძლებელია მიაღწიო შრომის მწარმოებლურობას სპონტანურად, იმპულსური რეაქციით, ნებისმიერ წამოჭრილ პრობლემაზე. ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს მწარმოებლურობა დაგეგმარების პროცესის საშუალებით. კონკრეტული მიზნების გარეშე შეუძლებელია განსაზღვრო ის, გვევლინება თუ არა მიღწეული მწარმოებლურობა დიდად თუ მცირედ. მიზნები ემსახურება დასმული საკითხების ორიენტირებას იმაზედ, რომ რომელი სამუშაო აამაღლებს საეთო მწარმოებლურობას და რომელი უშლის ხელს ზრდას. ეს ეხმარება ორგანიზაციის ხელმძღვანელობას კოორდინირება გაუწიოს მათ ძალისხმევას, რაც თავისთავად მჟღავნდება ერთ-ერთ აუცილებელ და უზრუნველმყოფ ფაქტორად წარმოების ორგანიზაციაში. სწორედ ამ საკითხზე წერენ რიგზი და ფელიქსი:
,,მწარმოებლურობა არის ზომების მიღება იმისათვის, თუ როგორ გაანაწილო კონკრეტული რესურსები თავის დროზე განსაზღვრული რაოდენობითა და ხარისხით, გამოხატული მიზნების მისაღწევად”.
დავალება და მიზანი მწამოებლურობაზე ორიენტირებული: მრავალი ამერიკული საწარმოებისაგან განსხვავებით ნებისმიერი ქვეყნის საწარმოებში ხშირად განსაზღვრავენ თავიანთ ამოცანებს შემოსავლების ტერმინით. ორგანიზაციის ამოცანები ყოველთვის უნდა ტრიალებდეს მომხმარებლის ირგვლივ. სავსებით ცხადია, რომ ორგანიზაციას არ შეუძლია იყოს მწარმოებელი, თუ მან არ განსაზღვრა, თუ რა შიძლება შესთავაზოს მომხმარებელს იქიდან, რასაც ის აწარმოებს. ეს ნიშნავს იმას, რომ სტრატეგიულ დაგეგმვაში ყოველთვის უნდა ჩაერთოს ბაზრის სისტემატიური ანალიზი, ორგანიზაციის კონკურენტი და ურთიერთმოკავშრე ძალები.
პერსპექტიული დაგეგმვა მწარმოებლურობის კრიტერიუმებით: ამერიკული ბიზნესის ფორმულირებისას მწარმოებლურობის სფეროში მიზანი თითქმის ყოველთვის დასმულია დროის ხანმოკლე პერიოდში. კონკრეტულმა ღონისძიებამ შედეგი ერთი კვარტლის ან ერთი წლის განმავლობაში უნდა გამოიღოს.
პერსპექტიულ დაგეგმვას გააჩნია სასიცოცხლოდ აუცილებელი მნიშვნელობა მწარმოებლურობის განუსაზღვრელი ზრდისათვის, რამდენადაც მისთვის ტიპიურია დროებითი დაცემა სხვადასხვა მიზეზებით, რაც დაკავშირებული არ არის რეალიზებული პროგრამის ამაღლების ეფექტურობაში. იაპონიაში კი პირიქით, ყოველთვის აყენებენ პერსპექტიულ მიზნებს. ისინი ხშირად აკეთებენ კაპიტალდაბანდებებს საცდელ - სამეცნიერო სამუშაოებში და პროგრამებში - შრომის მწარმოებლურობის ამაღლებაში, რომელთა შედეგები შეიძლება გამოვლინდეს ხუთი - ათი წლის შემდეგ.
მსხვილი ორგანიზაციები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სტაბილური მწარმოებლურობა დროდადრო ცვლიან თავიანთი პროდუქციის ასორტიმენტს, რათა დროულად უზრუნველყონ ძალისხმევის კონცეტრაცია იმ სფეროში, რომლებიც მეტ მოგებას აძლევს.
![]() |
15 მარკეტინგის თანამედროვე კონცეფცია, საქართველოში მისი განვითარების რეალური მდგომარეობა და სრულყოფის აუცილებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
შოთა გვენეტაძე
კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
ვაჭრობის ეკონომიკისა და მარკეტინგის
მეოთხე კურსის სტუდენტი
მსოფლიოში აპრობირებულ ეკონომიკურ ფორმაციაზე გარდამავალ პერიოდში, ჩვენ ქვეყანაში, წარმოიშვა საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ეკონომიკური მიმართულებები. დღეს-დღეობით გააზრებულია მისი აუცილებლობა, ამიტომ დღის წესრიგში დგას მათი ფუნქციებისა და პრიორიტეტების კვლევა, გაანალიზება და ამის შენდეგ მათი პრაქტიკაში დანერგვა.
მარკეტინგის თანამედროვე კონცეფცია მომხმაებლის მოთხოვნაზე ორიენტირებული ეკონომიკაა, ვგულისხმობთ, რომ ეკონომიკური მიმართულებაა, რომლის ძირითადი საქმიანობა მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძვლიანი შესწავლის გათვალისწინებით ხორციელდება, ამიტომ:
- იწარმოება ის, რაც აუცილებლად გაიყიდება;
- საქონლის ასორტიმენტი ფართოა, საწარმოო პროცესი დრეკადი;
- საქონლის \\მომსახურების\\ საბოლოო ფასის დადგენისას გაითვალისწინება ის დანახარჯები, რომელსაც მომხმარებელი გაწევს ნაყიდი საქონლის ექსპლოატაციის დროს;
- საქონლის კონკურენტუნარიანობა განისაზღვრება მომხმარებლის უნარით, უპირატესობა მიანიჭოს ამა თუ იმ საქონელს \\მომსახურებას\\;
- მეცნიერული გამოკვლევები პირველ რიგში შეისწავლის ბაზრის მდგომარეობას, აანალიზებს მომხმარებელთა და კონკურენტთა ქცევას;
- სასაქონლო კონკურენციის შექმნისას პირველ პლანზე გამოდის არა მისი ტექნოლოგიური თავისებურებანი, არამედ მისი დიზაინი.
მარკეტინგის კონცეფცია, როგორც თანამედროვე ბიზნესის ფილოსოფია და საქმის ნდობის ეთიკა, თანამედროვე ეტაპზე ორიენტირებულია მომხმარებელზე, თუმცა მიუხედავად საერთო მიზნისა, მაინც ჩამოყალიბდა მარკეტინგის კონცეფციის ორი ძირითადი მიმართულება: მარკეტინგის ამერიკული და იაპონური მოდელი. მათ შორის ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მარკეტინგის იაპონური მოდელი ორიენტირებულია ბაზარზე და უშუალოდ ითვალისწინებს მომხმარებელთა გრძნობებს, მოთხოვნილებებს და ცდილობს დააკმაყოფილოს ისინი ისევე, როგორც იგი ისურვებდა საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, ხოლო მარკეტინგის კონცეფციის ამერიკული მოდელი ახდენს მომხმარებელზე მანიპულირებას საკუთარი მიზნების მიღწევის მიზნით. ამერიკულ მარკეტინგში პოტენციურ კლიენტთა დარწმუნება და გადმობირება - მთავარი ამოცანაა.
საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მარკეტინგის ქართული კონცეფციის ჩამოყალიბება, ამ ორი მიმართულების საფუძველზე უნდა მოხდეს, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ჩვენი ქვეყნის და მთლიანად საზოგადოების სპეციფიკა.
ჩვენ, შეგვიძლია აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ სუფთა ბიზნესსა და ქვეყნის ეკონომიკას შორის დამაკავშირებელი არის თავისუფალი ანუ კონკურენციული გარემო, რომლის განხორციელებადობა გამოიხატება მარკეტინგის განვითარებაში, ბოლო თავის მხრივ მარკეტინგის განვითარება ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებას. ე.ი. როგორი განვითარების ეტაპიც გვაქვს მარკეტინგულ საქმიანობაში, ისეთივე მდგომარეობა აისახება ქვეყნის ეკონომიკაშიც..
მარკეტინგი ყოველი ჩვენთაგანის ყოვედღიური ცხოვრების მახასიათებელი მოვლენაა. ეს არის პროცესი, რომლის მსვლელობისას მუშავდება და ხალხს მიეწოდება საქონელი და მომსახურება მათი ცხოვრების განსაზღვრული დონის უზრუნველყოფისათვის.
რეალურად ჩვენ დავინახეთ, რომ მარკეტინგული შეხედულებების ფორმირება მიმდინარეობს იმ ბაზარზე, სადაც არის კონკურენცია, ანუ თავისუფალი ბაზარი, რაც უკვე საბაზრო ეკონომიკის არსებობის წინა პირობაა.
საკონკურენციო ბრძოლა დამახასიათებელია საქონელწარმოებისა და მისი განვითარებისათვის, სადაც იგი გამოყოფს უძლიერესს. შექმნილ ბაზარზე კონკურენციის მთავარი შედეგი მომხმარებლისათვის არის არა იმდენად პირდაპირი ფასეული ეფექტები, რამდენადაც საქონლის უფრო ფართო არჩევანის შესაძლებლობა, შეღავათები ვაჭრობაში.
საკონკურენციო ბრძოლის პირობებში, საწარმოების ურთიერთობაში ჩამოყალიბდა რიგი კანონზომიერებანი, რომელიც ასახულია ქცევის სამ წესში:
1. დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ ჩვენმა მეტოქემ იცის, თუ რას მიაღწევს ჩვენთან შეთანხმების გზით და რა იქნება თუ ეს შათანხმება არ შედგება;
2. თავი უნდა ავარიდოთ ისეთ ქმედებებს, რომლებიც გააღიზიანებენ ჩვენს კონკურენტებს.. წინასწარ უნდა ვიცოდეთ, როგორ რეაგირებენ ისინი ამ ქმედებებზე;
3. დავარწმუნოთ კონკურენტი, რომ ჩვენი ემოციები და ქმედებები შეესატყვისება ჩვენს მდგომარეობას, სიტუაციას და ნაკარნახევია მდგომარეობის ანალიზის საფუძვლით.
იმდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის ფაქტორი, რომ იგი განსაზღვრავს მთლიანობაში მარკეტინგის განვითარების პერსპექტივას და გვაძლევს გამჭვირვალე კონკურენციულ სურათს, რაც უკვე იძლევა მთლიანად ეკონომიკის განვითარების პერსპექტივას.
![]() |
16 საკუთარი თუ სხვისი ბიზნესი? |
▲ზევით დაბრუნება |
დავით წიკლაური
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
III კურსის სტუდენტი
თითქმის ყველას უფიქრია ხელი მოჰკიდოს რაიმე საქმეს, რასაც შეიძლება საკუთარი საქმე ვუწოდოთ. ძალიან ბევრი რისკავს და ახორციელებს თავის ჩანაფიქრს და ხშირად აქვს ამის სერიოზული მიზეზი. ქვემოთ მოცემულია სხვის და საკუთარ ბიზნესში საქმიანობის დადებითი და უარყოფითი მხარეები:
სხვის ბიზნესში მუშაობის დადებითი მხარეები
სხვის ბიზნესში საქმიანობას აქვს მთელი რიგი დადებითი მხარეები, რას გამოც ხალხი მას ირჩევს:
უმეტეს შემთხვევაში, როგორც დაქირავებული, ისინი მუშაობან რეგულარულად - დღეში მხოლოდ 8 საათის განმავლობაში. მათი საღამოები და გამოსასვლელი დღეები თავისუფალია მეგობრებთან და ახლობლებთან დროის გასატარებლად;
აქვთ ანაზღაურებადი არდადეგები, შესაძლებელია, რიგი სამედიცინო შეღავათებიც;
აქვთ გარანტია, რეგულარული შემოსავლის სახით, რათა აანაზღაურონ ქირა, გადასახადები, დანახარჯები ტანისამოსზე, საკვებსა და სხვა საქმიანობაზე;
შესაძლებელია ელოდე ანაზღაურების ზრდას დროის გასვლის პარალელურად;
შესაძლებელია დაჯილდოვდეს სპეციალური ჯილდოებით და კომპანიის მოგების ნაწილით;
იმის შანსები, რომ მათი მცდელობა დანახული და ანაზღაურებული იქნას, საკმაოდ დიდია;
მაგრამ აქ არის რიგი უარყოფითი მხარეებიც:
შესაძლებელია კომპანიამ დახუროს, ან შეამციროს მათი განყოფილება, ეს კი არის რისკი იმისა, რომ ისინი დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში, ანუ სამსახურის გარეშე;
ისინი არიან სხვების (უფროსების) სურვილებისა და კაპრიზების განმხორციელებლები;
რაც არ უნდა იყოს მათი სამუშაო ადგილი ბოლომდე არ არის დაცული, ისინი რისკავენ მის დაკარგვას, მრავალი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო (უფროსი უპირატესობას ანიჭებს თავის მეგობრებს და ახლობლებს, მოძიებულ იქნას უკეთესი კადრები, ან ახალი ტექნოლოგიური ხაზი);
ისინი რაც არ უნდა გაიზარდნენ და გაფართოვდნენ, მაინც ექნებათ ჭერი, ანუ ანაზღაურების მაქსიმალური დონე;
რატომ ხდება ზოგიერთი ადამიანი მეწარმე?
აქ ნაჩვენებია რიგი მიზეზებისა, პრიორიტეტების მიხედვით, თუ რატომ იწყებს საზოგადოების ნაწილი საკუთარ საქმეს, ანუ რატომ ხდებიან ისინი მეწარმეები:
რათა იყოს საკუთარი საქმის ბატონ-პატრონი, დამოუკიდებელი, არ იღებდეს შეკვეთებს სხვებისგან და ეყრდნობოდეს თავის საკუთარ ნიჭს;
შანსი, რათა აკეთებდეს იმას, რაც მას სიამოვნებს და არა იმას, რომ ქონდეს ფიქსირებული ანაზღაურება, შემოსავლის სახით;
შანსი იმისა, რომ მიიღოს უფრო მეტი შემოსავალი და გამდიდრდეს, ვიდრე სხვის ბიზნესში ყვოფნის დროს;
იმ შესაძლებლობების შემჩნევა, რაც სხვებმა შესაძლებელია უკუაგდეს, ან რასაც გაუკეთეს იგნორირება;
საკუთარი ბიზნესის დაწყებას აქვს რიგი ლოგიკური, ხოლო რიგი ემოციური მიზეზები, ხშირად კი ორივე ერთად.
მაგრამ აქ არის რიგი უარყოფითი მხარეებიც;
მათ უნდა დაივიწყონ რვა საათიანი სამუშაო დღე, ისევე როგორც მშვიდი საღამოები და დასვენების დღეები - სულ ცოტა ბიზნესის საქმიანობის საწყის ეტაპზე (შესაძლოა წლების მანძილზე) მაინც;
მათ შესაძლოა დაკარგონ თავიანთი კაპიტალდაბანდება და სხვათა ფინანსური დანაზოგიც კი;
შესაძლოა მათ არ ქონდეთ რეგულარული შემოსავალი - ან რაიმე შემოსავალი, თავიდან მაინც. ასევე შეიძლება დასჭირდეთ წლები, რათა მიაღწიონ შემოსავლის იმ დონეს, რაც მათ საქმიანობას სიამოვნების ელფერს მიანიჭებდა;
ისინი ატარებენ უზარმაზარ პასუხისმგებლობას. მათ უწევთ ყველა გადაწყვეტილების მიღება;
რაც არ უნდა იყოს მაინც ვერ გაურბიან სიტუაციას ,,ბოსისგან თავისუფალი”, მათი კლიენტები და მომწოდებლები ხდებიან მათი ახალი უფროსები (ბოსები);
მოსწონთ თუ არა ეს, მათი ბიზნესი წაიღებს მთელ მათ დროს და დანაზოგს და აღარ დარჩებათ დრო საკუთარი ოჯახისა და მეგობრებისათვის;
შესაძლებელია არსებობს რიგი სხვა მიზეზებიც, როგორც ერთი, ასევე მეორე სახის საქმიანობის დადებითი ან უარყოფითი მხარეების სახით. მაგრამ თანამედროვე ცხოვრება აჩვენებს, რომ შრომის უნარიანთა უმრავლესობა ცხოვრების ბოლომდე რჩება სხვის ბიზნესში და მხოლოდ მცირე ნაწილი საზოგადოებისა იწყებს საკუთარ საქმეს, საკუთარ ბიზნესს, რაც არ უნდა იყოს დამოუკიდებელი საქმიანობა, ანუ მეწარმეობა რჩეულთა ხვედრია: ის მხოლოდ გაბედული, მცოდნე და რისკის მოყვარული ხალხის ცხოვრების ნაწილია.
![]() |
17 მომხმარებლის ქცევა ახალ საქონელთან მიმართებაში |
▲ზევით დაბრუნება |
ანა ჩიბუხაშვილი, ნათია ბექურაიძე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის კომერციისა დამარკეტინგის
ფაკულტეტის სტუდენტები
1. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასა და მისი შემდგომი განვითარების შესახებ მსჯელობისას განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ბაზარი. ბაზართან დაკავშირებული საკითხების განხილვისას იმთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ურთიერთობანი, რომელიც მყარდება საქონლის მწარმოებელსა და მომხმარებლებს შორის თავისუფალი საბაზრო ფასების მიხედვით.
2. სასაქონლო სტრატეგია ეს არის, საქონლის ასორტიმენტის განსაზღვრა და სასაქონლო ნომენკლატურის ოპტიმიზაციის მიმართულების გარჩევა. ეს კი მიზანშეწონილია ბაზარზე წარმატებით მუშაობისათვის და მისი ეფექტურობის გარანტიისათვის.
3. მარკენტიგული საქმიანობის განხორციელებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქონელს. საქონელი ეს არის რთული და მრავალ მნიშვნელოვანი კატეგორია, რომელიც მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება ან მოთხოვნა და ბაზარზე შემოტანილია შეძენის, გამოყენებისა და მოხმარების მიზნით.
4. ბაზარზე, ფირმის მუშაობის წარმატებით განხორციელებისათვის, აუცილებელია სასაქონლო სტრატეგიის დეტალური განხილვა და შესწავლა. საქონელზე სტრატეგიული გადაწყვეტილება წარმოადგენს საწარმოო ორგანიზაციის მთლიანი მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილს, ეს კი განპირობებულია იმით, რომ საქონელი ბაზარზე წარმოადგენს ქმედების ეფექტურ საშუალებას და მოგების მიღების წყაროს.
ტერმინს ,,ახალი საქონელი” მარკეტინგულ საქმიანობაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს. სიტყვა ,,ახალი” ყოველთვის უნდა განხილულ იქნას რაიმე ობიექტის მიმართ, სისტემაში: ,,მოთხოვნილება - მომხმარებელი - საქონელი - ბაზარი.”
5. კონკურენცია გულისხმობს კონკურენტების ბრძოლას საქონლის წარმოებისა და გასაღების სფეროებში გამარჯვებასა და ხელსაყრელი პირობების მოპოვებისათვის. ახალი, მყიდველის მიერ აღიარებული საქონელი, მეწარმისათვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოადგენს ბაზარზე ფირმებთან კონკურენტული უპირატესობის საშუალებას.
6. ბაზრის პირობებში ფასწარმოქმნა წარმოადგენს რთულ პროცესს, რადგან იგი განიცდის მრავალი ფაქტორის ზემოქმედებას. ახალი საქონლისაგან განსხვავებით ამ საქონლისა და მომსახურების ფასის დადგენა, რომელიც ტრადიციულად არსებობს ბაზარზე არ შეიძლება ხორციელდებოდეს პროდუქციის ტექნიკური პარამეტრების მუდმივი სრულყოფისა და ხარისხის გაუმჯობესების გარეშე.
7. საწარმოს სასაქონლო სტრატეგიაზე არსებით გავლენას ახდენს საქონლის სასიცოცხლო ციკლი. საქონლის სასიცოცხლო ციკლის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სასაქონლო სტრატეგიის ეფექტურ განხორციელებას და მარკეტინგული საქმიანობის ორგანიზებულად წარმართვას.
8. საქონლის გასაღების არხების გამოვლენა, მარკეტინგული საქმიანობისა და კერძო პირების მიერ საქონლის მოძრაობა, რომელიც გულისხმობს საქონლის დაყვანას წარმოებიდან მომხმარებლამდე. მარკეტინგულ საქმიანობაში გასაღების არხები ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს.
![]() |
18 მაკროეკონომიკური პოლიტიკა, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკური ქცევის ძირითადი ორიენტირი |
▲ზევით დაბრუნება |
ნოდარ ხადური
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
პ.გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის
ინსტიტუტის ასპირანტი
ეკონომიკური პოლიტიკის არსებობა ობიექტური აუცილებლობითაა განპირობებული და სახელმწიფოს მიერ საკუთარი ფუნქცების განხორციელებასთანაა დაკავშირებული ანუ იგი არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს სახელმწიფო, რომელიც მონაწილეობს ეკონომიკის მართვაში.
მაკროეკონომიკური (ზოგადად ეკონომიკური) პოლიტიკა არის სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური მიზნების განხორციელების სტრატეგიული და ტაქტიკური გზების ერთობლიობა. სწორედ მაკროეკონომიკური პოლიტიკა განსაზღვრავს სახელმწიფოს ეკონომიკური ქცევის თავისებურებებს და მასზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.
ზოგადად მაკროეკონომიკა (მაკროეკონომიკური თეორია) სწავლობს პოლიტიკაში ეკონომიკურ ქცევებს, რომლებიც ზემოქმედებენ მოხმარებისა და ინვესტიციების მოცულობაზე, სავალუტო კურსსა და სავაჭრო ბალანსზე, აგრეთვე ფაქტორებს, რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრონ ფასებისა და ხელფასების ცვლილება, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, ნაღდი ფულის მასის მოცულობა, სახელმწიფო ბიუჯეტი, პროცენტის განკვეთის ცვლილება, სახელმწიფო ვალი.
ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება საკმაოდ რთული პროცესია. მისი პირველი ნაბიჯი ეკონომიკური მიზნების ზუსტი განსაზღვრაა. შემდგომ საჭიროა განისაზღვროს მიზნების განხორციელების ალტერნატიული პროგრამები და მათი შესაძლო შედეგები, აგრეთვე წარსულში ანალოგიური პროგრამების განხორციელების ეფექტიანობა, როგორც ერთ რომელიმე ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყნებში, მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით.
უმთავრეს ეკონომიკურ მიზნებად უნდა მივიჩნიოთ:
ეკონომიკური ზრდა;
სრული დასაქმება;
ეკონომიკური ეფექტიანობა;
ფასების სტაბილური დონე;
ეკონომიკური თავისუფლება;
შემოსავლების სამართლიანი განაწილება;
ეკონომიკური უზრუნველყოფა;
სავაჭრო ბალანსი.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური მიზნები შესაძლოა ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს. ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების მთავარი სიძნელე სწორედ ამ წინააღმდეგობების დაძლევაა.
მაკროეკონომიკური თეორიის პოლიტიკაში გამოყენებას არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ მიმრთულებით მუშაობდნენ: ჯონ მეინარდ კწეინსი, მილტონ ფრიდმანი, ფრანკო მოდილიანი, რობერტ სოლოუ, ჯეიმს ტობინი, რობერტ ბარო, მარტინ ფელდსტაინი, რობერტ ლუკასი, რობერტ ჰოლი, თომას სახრჯენტი, ჯონ ტეილორი, რუდიჯერ დორნბუში, სტენ ლი ფიშერი და სხვა მაცნიერ-ეკონომისტები. მთავარი კითხვა, რომელსაც ისინი აყენებენ, მდგომარეობს შემდეგში: შეუძლია თუ არა მთავრობას ეკონომიკური პროცესების მიმდინარეობის გაუმჯობესება და უნდა ჩაერიოს თუ არა იგი საერთოდ ეკონომიკაში?
მაკროეკონომიკური თეორიების განვითარება მჭიდროდ უკავშირდება ეკონომიკურ პრობლემებს. კეინსიანური ეკონომიკური თეორია XX საუკუნის 30-იან წლებში დიდი დეპრესიის დროს წარმოიშვა და ინფლაციის დაძლევას ემსახურებოდა. მიწოდების ეკონომიკური თეორია გადასახადების შემცირების ხარჯზე 80-იანი წლების დასაწყისში არსებული პრობლემების გადაწყვეტას გულისხმობდა. დღეისათვის რობერტ ლუკასის მიმდევრები სახელმწიფოს (მთავრობის) ეფექტურობას საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს. მიუხედავად ამისა 80-იანი წლებიდან მაკროეკონომისტთა ყურადღების ცენტრში ეკონომიკური ზრდის პრობლემები აღმოჩნდა. უმთავრესი პრობლემა აქ მდგომარეობს შემდგომში: რა ფაქტორები განაპირობებენ ცხოვრების დონის ზრდას და ეკონომიკური პროგრესის დაჩქარებაში რა როლს თამაშობს ეკონომიკური პოლიტიკა.
რ. დორნბუშს და ს. ფიშერს მიაჩნიათ, რომ მაკროეკონომიკური მეცნიერების შესწავლის სამი ძირითადი პრობლემა ესაა:
1. უმუშევრობის მაღალი და მდგრადი დონე დიდი პერიოდის მანძილზე;
2. ინფლაცია;
3. გამოშვების მოცულობის ზრდის ტემპები.
როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა ამ პრობლემებისა მაკროეკონომიკა სხვა საკითხებსაც სწავლობს, თუმცა ძირითადი მაინც ზემოთ დასახელებული სამი პრობლემაა.
ამ პრობლემების გადაწყვეტისადმი მიდგომის განსხვავებული მიმდინარეობები ყალიბდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ძირითადად მაინც ეკონომიკური სკოლაა. პირველის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ბაზარი თვითრეგულირებადი სისტემაა და მასში სახელმწიფოს ჩარევას ზიანის მეტი არაფერი მოაქვს, ხოლო მეორე თვლის რომ მთავრობას ბაზრის ფუნქციონირების სერიოზული გაუმჯობესება შეუძლია. 60-იან წლებში ასეთ განსხვავებულ ჯგუფებად ჩამოყალიბდნენ მონეტარისტები და კეინსიანელები.
თეორიაში ნებისმიერი ახალი თაობა სწორედ ამ ორი ძირითადი მიმართულების გარშემო ყალიბდება და ახალი არგუმენტებით მდიდრდება.
70-იან წლებში ჩამოყალიბდა ახალი ნეოკლასიკური სკოლა, რომელიც სამყაროს განიხილავს, როგორც ინდივიდების ერთობლიობას, რომლებიც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იქცევიან რაციონალურად და სწრაფად ეგუებიან ცვალებად პირობებს. მათი აზრით მთავრობა ეკონომიკაში ჩარევით მხოლოდ აფუჭებს საქმეს. ტრადიციულ ეკონომიკურ თეორიაში გაბატონებულია აზრი იმის თაობაზე, რომ ეკონომიკაში შეგუების პროცესები ძალიან ნელა მიმდინარეობს, ნელა იცვლება ფასები, ინფორმაცია არის არასრულყოფილი და არის სოციალური ჩვევები, რომლებიც ბაზრის წონასწორობას ხელს უშლიან.
ახალი ნეოკლასიკური სკოლა კი მიიჩნევს, რომ:
ეკონომიკური აგენტები იღებენ მაქსიმალურ მოგებას. მომხმარებლები და ფირმები იღებენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას და ამისთვის სრულად იყენებენ არსებულ ინფორმაციას;
მიღებული გადაწყვეტილებები რაციონალურია, ე.ი. ისინი ეყრდნობიან რაციონალურ მოლოდინს, რომელიც მომავლის სტატისტიკურად საუკეთესო წინასწარმეტყველებაა, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს მთელი არსებული ინფორმაციის გამოყენებით. მიმართულებას ზოგჯერ რაციონალური მოლოდინის სკოლასაც უწოდებენ. ამ მიმდინარეობის საბოლოო შედეგად მიაჩნიათ ის, რომ ბოლოს და ბოლოს ადამიანები გებულობენ სახელმწიფო პოლიტიკის არსს. ანუ შეუძლებელია დიდი ხნის განმავლობაში მოახლეობის დიდი ნაწილის მოტყუება;
ბაზრები გაწონასწორებადია.
აქედან გამომდინარე იძულებითი უმუშევრობა არ უნდა არსებობდეს, რამეთუ შრომაზე ფასი გაწონასწორდება. წონასწორობის არსი ბაზარზე არის მიწოდება.
მეორე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სკოლა 80-იან წლებში გაჩნდა ნეოკეინსიანური სკოლის სახით. მათი აზრით ბაზარი არ შეიძლება ყოველთვის იყოს თვითრეგულირებადი და წონასწორობადი, ვინაიდან ინდივიდები ხელმძღვანელობენ საკუთარი ინტერესებით. ინფორმაციისა და ფასების ცვლილების ხარჯებს შეუძლია გამოშვების მოცულობისა და დასაქმების მაკროეკონომიკური რყევები გამოიწვიოს.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ ორი სკოლის წარმომადგენლების აზრს ითვალისწინებს მსოფლიოს საფინანსო ორგანიზაციები (IMF; WB), როცა ისინი ახორციელებენ თავის ფუნქციებს მსოფლიოს ამა - თუ იმ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც).
![]() |
19 ინვესტიციური პოლიტიკის მაკროეკონომიკური რეგულირება |
▲ზევით დაბრუნება |
მიხეილ გიორგაძე
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის პირველი კურსის ასპირანტი
საქართველოს დღევანდელ ეკონომიკას ახასიათებს სხვადასხვაგვარ მაკროეკონომიკურ ზემოქმედებაზე ერთობ სუსტი რეაგირება. იბადება კითხვა, ეკონომიკური მაკროსტრუქტურის სპეციფიკასთან მმართველობითი ზემოქმედების რამდენად დაბალი მგრძნობიარობაა ჩამოყალიბებული თუ ახლანდელ ვითარებაში თვით სახელმწიფოს ქმედებაა არა ადეკვატური. წარმოების სტაგნაციის პირობებში ამგვარი საკითხის ანალიზი საშუალებას იძლევა გავარკვიოთ ქვეყნის ეკონომიკის ადაპტირების ხარისხი, ე. ი. მისი ზრდის უნარი შესაძლო ინვესტიციური და კვაზიინვესტიციური ნაკადების ხარჯზე.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში საინვესტიციო ბაზრის ფორმირებას ძირითადად განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები: საბიუჯეტო პოლიტიკა, ფულად - საკრედიტო პოლიტიკა, საგადასახადო - საბაჟო პოლიტიკა, საწარმოებისა და მოსახლეობის დანაზოგის დონე, სადაზღვევო და საპენსიო ფონდების შესაძლებლობანი, სალიზინგო მომსახურების განვითარება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოლიტიკა ( საგარეო - ეკონომიკური ურთიერთობების პოლიტიკა).
თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციურ სიტუაციას და ინვესტიციებზე მოთხოვნილებას განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები:
ფიზიკურად და მორალურად გაცვეთილი ძირითადი ფონდების ხვედრითი წონა სხვადასვა დარგებში შეადგენს 70 - 90%, ხოლო ძირითადი ფონდების განახლების პროცენტი დაახლოებით 5 - 8 - ჯერ ჩამორჩება ამორტიზაციის ნორმას;
ქვეყანაში ბევრია დაუმთავრებელი მშენებლობა, რომელთა დამთავრებას გაცილებით მეტი სახსრები დასჭირდება, ვიდრე ეს პროექტით იყო გათვალისწინებული;
მნიშვნელოვან სახსრებს საჭიროებს სათბობ - ენერგეტიკული კომპლექსი, საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალების მშენებლობა, ეკოლოგია, დიდ დაბანდებას საჭიროებს აგრეთვე ინფრასტრუქტურის ობიექტების (კავშირგაბმულობა, სასტუმროები და სხვა) მშენებლობა.
საინვესტიციო ბაზრის ფორმირებაში ერთ - ერთი საკვანძო როლი უნდა ითამაშოს სახელმწიფო ბიუჯეტმა, მან უნდა უზრუნველყოს სტრუქტურულ გარდაქმნებთან დაკავშირებული პრობლემის დაძლევა. ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტის მოსალოდნელი დეფიციტი არაა საკმარისი, არგუმენტი იმისათვის, რომ ინვესტოციურ დაფინანსებაში ბიუჯეტს მიენიჭოს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა. საბიუჯეტო ინვესტიციები მობილური ინსტრუმენტია ეკონომიკის განვითარების ოპტიმალური დაბალანსებული პროპორციების მისაღწევად. უცხოეთის გამოცდილება, გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო საბიუჯეტო ინვესტიციების დაბანდება, უპირველეს ყოვლისა, ხორციელდება ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების, სახელმწიფო რეზერვების შექმნის, ინფრასტრუქტურის სისტემის, გეოლოგიური ძიების, ფუნდამენტური მეცნიერების, სოციალურ სფეროსა და ზოგიერთ სხვა სექტორში.
საბიუჯეტო ინვესტირებას უნდა დაექვემდებაროს ეკონომიკური სექტორის ის პრიორიტეტული დარგები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, აგრეთვე, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს სელექციური და მიზნობრივი ინვესტირება იმ სფეროებში, სადაც კაპიტალური დაბანდებები მოკლე დროში არ გამოისყიდება, მაგრამ ისინი პერსპექტივაში იძლევიან დიდ სოციალურ ეკონომიკურ ეფექტს (ჯანდაცვა, განათლება, სიციალური უზრუნველყოფა, კადრების მომზადება, საბინაო მშენებლობა და ა.შ. )
ინვესტიციების ფინანსური წყაროების ერთ - ერთი შემადგენელი ნაწილია უცხოური ინვესტიციები. სამწუხაროდ, დღემდე საქართველოს მიერ აღებული უცხოური კრედიტები ინვესტიციური სფეროს გვერდის ავლით დაიხარჯა, იგი ძირითადად წარიმართა ქვეყნის შიდა მოთხოვნის იმპორტით დაფარვისათვის, რამაც სამამულო პროდუქციის დაბალი კონკურენტუნარიანობის გამო მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა სამეწარმეო და ინვესტიციური აქტივობა საქართველოში.
ქვეყნისათვის საჭირო უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ინვესტიციების მსოფლიო ბაზრის მდგომარობა, ამჟამად იგი უფრო მიმწოდებლის ბაზარია.
საქართველოში ინვესტიციური საქმიანობის მიზანმიმართული განვითარება ქვეყნის საბიუჯეტო კრიზისიდან გამიყვანის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი გზაა. ამიტომ, საჭიროა არსებული ინვესტიციური და შესაბამისი მაკროეკონომიკური პოლიტიკის სრულყოფა, რომელმაც ახლო მომავალში უნდა უზრუნველყოს წარმოების აღორძინება და ქვეყნის შემდგომი აღმავლობა.
![]() |
20 განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზაციის პრობლემები სამშენებლო ინდუსტრიის საწარმოებში |
▲ზევით დაბრუნება |
რომან პირველაშვილი
თსუ მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის
ფაკულტეტის პირველი კურსის მაგისტრანტი
ჩვენი ქვეყანა საბაზრო ეკონომიკის ფორმირების გზას ადგას. საბაზრო ურთიერთობა, ფორმირება შესაძლებელია მხოლოდ საკუთრების სხვადასხვა ფორმის პირობებში რომელშიც წამყვანი ადგილი დაეთმობა კერძო და კოლექტიურ, ე.ი. საზოგადოებრივ გაერთიანებათა საკუთრებას, აგრეთვე, მათ სხვადასვა კომბინაციებს, ხოლო სახელმწიფო საკუთრება იქნება საკუთრების მნიშვნელოვანი, მაგრამ გაცილებით ნაკლები ნაწილი, ამით არსებითად შეიცვლება სახელმწიფოს ეკონომიკური როლი.
რადგან სრულფასოვანი საბაზრო სუბიექტების სიმრავლე ფაქტიურად განსაზღვრავს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, ჩვენი რესპუბლიკის მთავრობამ სრულიად სამართლიანად საბაზრო ეკონომიკისაკენ სვლა დაიწყო, სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ კანონის მიღებით. ეს იყო პირველი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ჩვენს რესპუბლიკაში უშვებდა მრავალწყობიან ეკონომიკას და რომელიც მოგვცემდა სრულყოფილი ბაზრისათვის საჭირო მეურნე სუბიექტების სიმრავლეს. 1992 წლის 11 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ, დაამტკიცა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამის მიხედვით, როგორც მშენებლობაში, ისე სხვა დარგებში აუქციონზე გაყიდვას დაექვემდებარება მცირე საწარმოები. დიდი საწარმოები, როგორც წესი, პრივატიზაციას დაექვემდებარება მათი სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის გზით. საწარმოთა დანარჩენ კატეგორიას, მხედველობაშია საშუალო სიდიდის საწარმოები, უფლება მიეცა აერჩია პრივატიზაციის ნებისმიერი ფორმა. ამასთანავე, ამ პროგრამის მიხედვით პრივატიზაცია უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად: მცირე პრივატიზაცია 1992\\1993 წლის I ნახევარში და დიდი ანუ სრულმასშტაბიანი პრივატიზაცია 1993\\1996 წლები. მაგრამ ამ პერიოდისათვის არა თუ სრულმასშტაბიანი პრივატიზაცია, მცირე პრივატიზაციაც დაუსრულებელი იყო. ამ პერიოდისათვის აქციონერების პროცესს ხელს უშლიდა საწარმოთა და ორგანიზაციათა ფინანსური მდგომარეობა. მათ ერთ ნაწილს არ ჰქონდა შესაძლებლობა შეეძინა აქციათა პაკეტის 51%. ამ პრობლემის გადასაჭრელად, სახელმწიფო განკარგულებაში დარჩენილი აქციების საკონტროლო პაკეტის ეფექტიანი მართვის მიზნით საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 17 იანვარის №12 ბრძანებულებით ,,სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიების შესახებ”, დაკანონდა 6 ჰოლდინგის არსებობა. მაგრამ აღნიშნულმა ჰოლდინგურმა კომპანიებმა ვერ შეძლეს ფუნქციონირება და მოცემული 6 ჰოლდინგური კომპანიიდან დღეისათვის მხოლოდ ერთი შემორჩა და ეს ჰოლდინგიც 8 სააქციო საზოგადოებიდან მხოლოდ 6 სააქციო საზოგადოებას აერთიანებს. საკუთრივ კაპიტალურ მშენებლობაში 1998 წლისათვის კონკურსის წესით პრივატიზებულია 127 საწარმო, აუქციონის წესით 88, პირდაპირი მიყიდვის წესით 19, იჯარა გამოსყიდვის უფლებით 19, ლიკვიდირებულია 28, სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა 212, აქედან გამომდინარე, კაპიტალურ მშენებლობაში ამ პერიოდისათვის პრივატიზებულია 493 ობიექტი. პრივატიზების პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმა და მათ შორის პრივატიზირებაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული ე.წ ,,შოკური თერაპიის” მოდელით დაიწყო, ეს მოდელი დაედო საფუძვლად საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების პროგრამას თავის დროზეც და შემდგომაც. საქართველოში საბაზო ეკონომიკაზე გადასვლის ,,შოკური თერაპიის” მეთოდის გამიყენებამ შეაფერხა ეკონომიკის რეფორმირება, მაგრამ ეს უკვე განვლილი ეტაპია, არჩევანი გაკეთდა და ამდენად ეტაპობრივ რეფორმირებაზე საუბარი სულ ცოტა დაგვიანებული მაინც არის, დაგვიანებული ის მაინც არ არის, რომ თუნდაც ამ ეტაპზე, როცა აშკარა გახდა ასეთი მიდგომის მცდარობა, რატომ არ ხდება ჩვენი ავტორიტეტულ ეკონომისტთა, სოციოლოგთა, ფსიქოლოგთა და მეცნიერთა კორპუსის მასშტაბური ჩართვა ამ ღონისძიების გატარებაში. ყოველივე ამის შედეგია ის, რომ მასიურ პრივატიზებაში მოხვდა არა პირველადი სამშენებლო ორგანიზაციები, არამედ სამშენებლო ტრესტები და გაერთიანებები. პირველადი სამშენებლო ორგანოზაციების უფლება, რომ გამოსულიყვნენ ტრესტიდან თუ გაერთიანებიდან და მოეხდინა პრივატიზირება იმდენ ძნელად გადასალახ წინააღმდეგობებს აწყდებოდა, რომ საქართველოში1993 წლის 1 იანვრისთვის ფუნქციონირებადი325 პირველადი სამშენებლო ორგანიზაციიდან 5 - მა თუ 6 - მა ძლივს შეძლო ამ ბრძოლის მოგება, დანარჩენები დაემორჩილნენ ბედს. რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ მასიურად განსახელწიფოვდა მართვის საშუალო რგოლები, ტრესტები და გაერთიანებები მათში შემავალი სამშენებლო სამმართველოები კი, არა თუ კერძო მდგომარეობაში გადავიდნენ, არამედ გაითქვიფნენ ამ რგოლებში და ის პირველადი სტატუსიც კი დაკარგეს, რაც მათ გეგმიური მეურნეობის პერიოდში ჰქონდათ. ჩემი აზრით, ამ პერიოდისათვის მეტნაკლებად შექმნილია მდიდრების ფენა, რომლებსაც შეუძლია სამშენებლო ორგანიზაციების ყიდვა, მით ყფრო, რომ ყოველივე ამის შემდეგ დგება დრო, გაიყოდოს არა სამშენებლო ტრესტები, რომელი პროცესიც დღემდე მიმდინარეობს, არამედ სამშენებლო - სამონტაჟო სამმართველოები, სამშენებლო კოლონები, სარემონტო - სამშენებლო ორგანიზაციები. ამ ტიპის ორგანიზაციებს, როგორც წესი, დიდი ღირებულების ძირითადი ფონდები არ გააჩნია. თავის ბალანსზე მათ აქვთ მხოლოდ ადმინისტრაციული შენობა და რამოდენიმე ცალი სამშენებლო მანქანა - მექანიზმი, ისიც მთლიანად თუ არა სანახევროდ უკვე ამორტიზებული და ცხადია, მათი ფასიც დიდი არ იქნება.
განმსაზღვრავია განსახელმწიფოების და პრივატიზებას შორის ოპტიმალური პროპორციაც, პრივატიზებისა და განსახელმწიფოების როლი საბაზრო და ურთიერთობების ფორმირების საქმეში ერთნაირი არ არის, ამიტომ პრიორიტეტი უნდა მიეცეს მათ შორის იმას, რომელსაც იგი ეკუთვნის. განსახელმწიფოებრიობა უფრო ფართო მცნებაა, ვიდრე პრივატიზება, ამიტომ ჩვენთან ჯერ საჭიროა სახელმწიფო საკუთრების პრივატიზება და შემდეგ დამატებით მისი განსახელმწიფოება, რადგანაც სახელმწიფო ქონების კერძო მესაკუთრეთა ხელში გადასვლა მეტად მასშტაბური უნდა იყოს და თვით ეს პროცესიც უნდა დომინირებდეს, ჯერ-ჯერობით კი ეს პირიქითაა.
ყოველივე აქედან გამომდინარე, სამშენებლო პროდუქცუიის ბაზარზე მეურნე სუბიექტების გამრავლებისათვის საჭიროა მოხდეს არა ტრესტებისა და გაერთიანებების როგორც ეს ეხლა ხდება არამედ მათში შემავალი პირველადი სამშენებლო ორგანიზაციების პრივატიზება. იმის მიუხედავად, რომ რესპუბლიკაში დაიწყო და მიმდინარეობს ფართო მასშტაბიანი პრივატიზება, ამასთან ხელი არ უნდა შეუშალოს სამშენებლო საწარმოთა და ორგანიზაციათა აუქციონზე გაყიდვას და ამ გზით მათ წმინდა კერძო საკუთრებაში გადასვლას. მართალია ჩვენს მოსახლეობაშიც არის მდიდრების ფენა, მაგრამ მათი სიმცირის გამო ინვესტორები მაინც უცხოეთის ბაზარზე უნდა ვეძიოთ. უცხოელ ინვესტორებზე სამშენრებლო ორგანიზაციის გაყიდვით ეროვნულ მეურნეობას არავითარი დაბრკოლება არ ელოდება, პირიქით, ისინი შემოიტანენ ახალ ტექნოლოგიებს, მშენებლობის მართვის და ორგანიზაციის ახალ მეთოდებს. აგრეთვე, უცხოელ ინვესტორებთან დადებულ კონტრაქტში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს ჩვენი მშენებელი კადრების დასაქმებაც.
![]() |
21 კონიუქნქტურის სტატისტიკის როლი ეკონომიკური რეფორმის განხორციელებაში |
▲ზევით დაბრუნება |
ზამირა შონია
სტატისტიკის კათედრის ლაბორანტი,
ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
საქართველო, მიუხედავად ყველა ობიექტური და სუბიექტური წინააღმდეგობებისა, გაბედულად დაადგა ცხოვრების ყველა სფეროში რეფორმის კურსს. ამ საქმეში დიდია საბაზრო კონიუნქტურის სტატისტიკის როლი.
მეურნეობრიობის საბაზრო მოდელზე გადასვლისას საჭიროა თავიდანვე შეიქმნას კონიუნქტურის სტატისტიკა, რომელიც მოიპოვებს, დაადგენს ეკონომიკური რყევადობის შესახებ ინფორმაციას სამეურნეო იერარქიის სხვადასხვა დონეზე და ამით უზრუნველყფს ტაქტიკური და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებას შესაბამისი მმართველი ორგანოების მიერ.
ბაზრის კონიუნქტურა (ტერმინი ,,კონიუნქტურა” წარმოსდგა ლათინურიდან და ნიშნავს შეკვრას, შეერთებას, დაკავშირებას) - ესაა დროის გარკვეულ პერიოდში კონკრეტულ ადგილზე ჩამოყალიბებული საქონლის რეალიზაციის სოციალურ - ეკონომიკური, სავაჭრო - ორგანიზაციული და სხვა სახის პირობები. ის მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათგან ძირითადია - მომხმარებელთა ფულადი შემოსავლები, სასაქონლო რესურსების, მათ შორის, სასაქონლო მარაგების მოცულობა და სტრუქტურა.
კონკრეტული ბაზრის კონიუნქტურის დახასიათებისას ყურადრება ექცევა მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსირების ხარისხს.
სტატისტიკური შესწავლისას ბაზრის კონიუნქტურად გვევლინება კონკრეტული ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც შექმნილია ბაზარზე მოცემული მომენტისათვის ან დროის შეზღუდულ მონაკვეთში.
საბაზრო სიტუაცია ყალიბდება სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით. ასეთებია:
- ბაზრის გაწონასწორების დონე ანუ მოთხოვნა - მიწოდების თანაფარდობა;
- ბაზრის განვითარების ტენდენციები;
- ბაზრის ძირითადი პარამეტერების მდგრადობისა და მერყეობის დონე;
- საბაზრო ოპერაციათა მასშტაბები და საქმიანი აქტიურობის დონე;
- კომერციული რისკის დონე;
- ბაზრის მდგრადობა ეკონომიკურ ან სეზონულ ციკლში.
ნებისმიერი ფირმის, განსაკუთრებით კი კომერციული ფირმის, ხელმძღვანელობის მუდმივი დაკვირვების საგანია საბაზრო კონიუნქტურა, მისი შეფასება და ანალიზი აუცილებელია კომერციული საქმიანობის ეფექტური გაძღოლისათვის. ამის გაკეთება ასევე აუცილებელია სამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რადგან ამის გარეშე შეუძლებელი იქნება ბაზრის რეგულირება, სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება, რაც სოციალურ - ეკონომიკური და ფისკალური ხასიათის შესაბამისი კანონების შემუშავების მიღებით უნდა მოხდეს.
![]() |
22 ეროვნული ეკონომიკის გამოცოცხლება - საქართველოს მომავალი |
▲ზევით დაბრუნება |
თ. შოშიტაშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი
საქართველოში საგადასახადო - საბიუჯეტო და ფულად - საკრედიტო სისტემებში მიმდინარე ნეგატიურმა პროცესებმა და რიგმა საგარეო - ეკონომიკურმა ფაქტორებმა უარყოფითი გავლენა მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკაზე.
სატრანსპორტო დერეფანი ვერ იმუშავებს, თუ ქვეყანაში მაღალ დონეზე არ განვითარდა ტელესაკომუნიკაციო სისტემა, გამართულ რეჟიმზე მომუშავე ენერგეტიკა, სასტუმროების, კვების ობიექტების და სხვა მომსახურების სფეროების ქსელი. ამისათვის კი საჭიროა ეკონომიკის ყველა სხვა დარგის განვითარება, რაც აუცილებელია მოცემული დარგების მაღალეფექტიანი მუშაობისათვის. ეს დარგები უპირველესად არის მრეწველობა (სატრანსპორტო დერეფნის ინდუსტრიული ხასიათის გამო) და სოფლის მეურნეობა (სურსათით უზრუნველყოფის თვალსაზრისით). აგრეთვე მშენებლობაც, რომლის სამოქმედო არეალიც სატრანსპორტო დერეფნის სრულყოფის პროცესთან ერთად ყოველდღიურად იზრდება.
საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის წარუმატებლობის ფაქტორად მიგვაჩნია:
1. კაპიტალის პირვანდელი დაგროვებისაკენ სწრაფვა სოციალურად ჯანსაღი კაპიტალდაბანდებათა ნაცვლად;
2. შოკური თერაპიით დანერგილი სოციალური განუკითხაობა;
3. უცხოეთიდან საქართველოში მოდინებადი კაპიტალის დაკვალიანება არა უკუგებისათვის, არამედ დახარჯვისათვის უკუგების გარეშე.
სახელმწიფო აუცილებლად უნდ აეხმარებოდეს იმ მეწარმეებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დარგებში მონაწილეობენ, რაც გამოიხატება, კერძოდ:
1. მათი მარკეტინგული სტრატეგიისადმი ხელშეწყობით;
2. საყოველთაო რესტრუქტურიზაციაში დახმარებით;
3. ფინანსური უკუგებიანი საკრედიტო დახმარებით.
მოუხედავად ზემოთქმულისა, ჩვენს ეკონომიკაში აქა - იქ შეიმჩნევა კერძო სექტორის ფუნქციონირების წარმატებები; მაკროეკონომიკის რეგულირების დროებითი ფაქტორები და გადარჩენილთა საქართველოსაკენ სვლა, ნაცვლად საქართველოს გადარჩენისა.
უნდა ავღნიშნოთ, რომ აუცილებელია კერძო და სახელმწიფო სექტორთა მონაცვლეობა წარმატების მოთხოვნათა შესაბამისად სიტუაციის მიხედვით, სხვანაირად საკითხის დასმა შეცდომა იქნებოდა.
![]() |
23 კომერციული ბანკები და მათი როლი საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ ბეროშვილი
აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის საქართველოს
ეკონომიკურ - ჰუმანიტარული ინსტიტუტი ფინანსებისა და კრედიტის
სპეციალობის III კურსის სტუდენტი.
საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თანამედროვე ეტაპზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკრედიტო სისტემის ფუნქციონირებას, კერძოდ, კომერციული ბანკების საქმიანობას. თანამედროვე ფორმით კომერციული ბანკების სისტემის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში დაიწყო 1988 წლიდან.
საქართველოს კომერციული ბანკები ფუნქციონირებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე და ახორციელებენ საბანკო ოპერაციებს, რომლებიც იყოფა პასიურ და აქტიურ ოპერაციებად. ბანკების რესურსების ფორმირებასთან დაკავშირებული ოპერაციები მიეკუთვნება პასიურს. კომერციული ბანკების რესურსები ფორმირდება საკუთარი, მოზიდული და ემიტირებული სახსრების ხარჯზე. საკუთარ სახსრებს განეკუთვნება აქციონერული, სარეზერვო კაპიტალი და გაუნაწილებელი მოგება. მოზიდული სახსრები შეადგენენ კომერციული ბანკების რესურსების ძირითად ნაწილს. ესაა დეპოზიტები, აგრეთვე, კონტროკორენტული და საკორესპონდენტო ანგარიშები. არსებობს აგრეთვე, ბანკების ემიტირებული სახსრები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკმარისად ხანგრძლივი პერიოდით. ასეთ სახსრებს განეკუთვნება ობლიგაციური სესხები, საბანკო ვექსილები და სხვა.
საბანკო რესურსების განთავსებასთან დაკავშირებული ოპერაციები განეკუთვნება ბანკების აქტიურ ოპერაციებს. ბანკების მიერ გაცემული სესხები იყოფა ვადიან და ონკოლურ კრედიტებად. უზრუნველყოფაზე დამოკიდებულებით განასხვავებენ: ვექსილურ, საქონლის უზრუნვლყოფით, საფონდო და საბლანკო ოპერაციებს.
დრეისათვის საქართველოში კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა ნაკლებად უწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას. ეს განპირობებულია იმით, რომ ძირითადად გაიცემა მოკლევადიანი კრედიტები სავაჭრო - საშუამავლო ოპერაციებისათვის. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბანკების კრედიტების საერთო მოცულობაში ძალიან მცირე ხვედრითი წილი უკავია გრძელვადიან სესხებს ინვესტიციებზე, საწარმოთა დაკრედიტებაზე. სამწუხაროდ, ბანკები სუსტად უჭერენ მხარს მცირე ბიზნესს.
საქართველოს კომერციული ბანკებისათვის ოპერაციების შედარებით ახალ სახეობას წარმოადგენს სალიზინგო ოპერაციები. აღსანიშნავია, რომ სალიზინგო ოპერაციებმა ფართო განვითარება ჰპოვა განვითარებულ ქვეყნებში, რომელთა გამოცდილება მეტად სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისათვის. ამასთან, მათ საქართველოში აქვთ შეზღუდული ხასიათი, რაც განპირობებულია ინფლაციით, ბანკებისათვის მსხვილი საკრედიტო რესურსების არარსებობით, სალიზინგო ოპერაციების სამართლებრივი ბაზის არასაკმარისი დამუშავებით.
![]() |
24 უმაღლესი კვალიფიკაციის კადრთა დასაქმების პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
დარეჯან მაკასარაშვილი
ეკონომიკური და სოციალური პრობლემების
სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი
ეკ. მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო
ხარისხის მაძიებელი
საქართველოსათვის საუკუნის უკანასკნელი ასწლეული განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. ერთი მხრივ, სამეცნიერო - ტექნიკური განვითარების უსწრაფესმა ზრდამ, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ ახალ - ახალი ამოცანები დააყენა რესპუბლიკის განათლების სისტემის წინაშე. უმაღლესი განათლების მიმართ დადგა უდიდესი მნიშვნელობის ეროვნული საკითხი - საქართველოს ეკონომიკის დარგთათვის უმაღლესი განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური, მეცნიერების მოთხოვნათა შესაბამისად, მშობლიურ ენაზე მომზადებული ახალგაზრდა კადრების მიწოდება.
გასულ სასწავლო წელს რესპუბლიკის სტატისტიკის ორგანოების მიერ აღრიცხულია 23 სახელმწიფო და 159 არასახელმწიფო საერო უმაღლესი სასწავლებელი. აღნიშნულ პერიოდში უმაღლესი განათლებით მომზადდა 21479 სპეციალისტი, მათგან 12674 სპეციალისტი ანუ 58,9% სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებიდან, ხოლო 8795 ანუ 41, 1% - არასახელმწიფო საერო სასწავლებლებიდან.
დღის წესრიგში დგას სპეციალისტთა დასაქმების პრობლემა, რაც თანამედროვე ეტაპზე მეტად აქტუალურია. საქართველოს ეკონომიკას შეუძლებელია ჰქონდეს ისეთი სტრუქტურა, რომ მან შეძლოს ასეთი რაოდენობით უმაღლესი განათლების მქონე ,,სპეციალისტის” გამოყენება. თქმა იმისა, რომ საბაზრო ეკონომიკა კონკურენციის მექანიზმის საშუალებით თავად დაარეგულირებს სიტუაციას ამ პრობლემასთან დაკავშირებით, გაუმართლებლად მიგვაჩნია. დღევანდელი ,,სპეციალისტების” მხოლოდ მცირე ნაწილი თუ გაუძლებს კონკურენციას და საბაზრო ეკონომიკის პირობებში შეძლებს მუშაობას თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად. უმრავლესობა იძულებული იქნება იმუშაოს უფრო დაბალი კვალიფიკაციით ან საერთოდ უმუშევარი გახდება. გამოდის, რომ ის ფულადი, მატერიალური, შრომითი და დროითი რესურსები, რაც უმაღლეს განათლებაზე დაიხარჯა, ფუჭი აღმოჩნდა. სხვა ქვეყნებისათვის ეს იქნებ პრობლემას არ წარმოადგენდეს, მაგრამ საქართველოსათვის სულ სხვაა. ჩვენ ის ერი ვართ, რომელმაც თვითგადარჩენისა და თვითდამკვიდრებისათვის უნდა იბრძოლოს. ჩვენ დასაკარგავი რესურსები არც ნივთობრივი და არც ადამიანური არ გაგვაჩნია, ამიტომ გაუმართლებლად ვთვლით საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებების ხელაღებით გადმოღებას და მხოლოდ საბაზრო მექნიზმზე დაყრდნობას. ამასთან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონკურსში ,,ცოდნა”, როგორც უმაღლესი განათლების ,,პროდუქტი” გამოდის არა უშუალოდ, არამედ მისი მფლობელი პიროვნების სახით, რომელიც კონკურენციაში დამარცხების შემთხვევაში სოციალურ დაცვას საჭიროებს. არასახელმწიფო საერო სასწავლებლებთან დაკავშირებით წარმოიშვა კიდევ ერთი პრობლემა, ის იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი სასწავლებლის კურსდამთავრებულებს ხშირად უარს ეუბნებიან შესაბამის სამსახურში მიღებაზე.
განათლების საერთოდ და მათ შორის უმაღლესი განათლების პრობლემა არ შეიძლება ცალმხრივად განვიხილოთ, რადგან აქ მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური საკითხები. იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ უმაღლესი განათლების ეკონომიკური ეფექტიანობა და ამავე დროს გავუფრთხილდეთ საზოგადოების სოციალურ ინტერესებს, საჭიროა:
1. სახელმწიფომ თავის ხელში აიღოს და მკაცრად გააკონტროლოს როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო საერო სასწავლებლები. შემუშავდეს სპეციალობათა ნუსხა, რომლის შესაბამისადაც მოხდება კადრების მომზადება. ამოქმედდეს სახელმწიფო ატესტაციისა და ლიცენზირების სისტემა, რომელიც ყველა სასწავლებლის კურსდამთავრებულს მისცემს სამუშაოს დაწყების თანაბარ შესაძლებლობებს.
2. შემდგომი სირთულეების თავიდან აცილების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ ამ საფეხურის კურსდამთავრებულს მისცეს გარკვეული პროფესიული ორიენტაცია, რათა ახალგაზრდამ სწორად განჭვრიტოს თავისი ნიჭი და უნარი, რომ ტყუილუბრალოდ არ იქნეს დახარჯული მეტად საჭირო რესურსები. ამით მოიგებს პიროვნებაც და საბოლოო ჯამში საზოგადოებაც.
3. ჩამოყალიბდეს უმაღლესი განათლების ეროვნული მოდელი. ეს ჩვენთვის, როგორც მცირერიცხოვანი ერისთვის მეტად აუცილებელია. საზღვარგარეთული გამოცდილების დანერგვა ჩვენში მხოლოდ ღრმა განსჯისა და ეროვნული თვალთახედვის პრიზმაში გატარების შემდეგ უნდა განხორციელდეს.
4. უმაღლესი კვალიფიკაციის კადრების მომზადება და სპეციალობათა ნუსხის დადგენა უნდა მოხდეს დარგებისა და რეგიონების მიხედვით. ეს ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დონის ზრდას და შეამცირებს მათ გადინებას რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.
5. ადრე შეძენილი ცოდნის გაახლება, დროთა განმავლობაში შეძენილი ცოდნა განიცდის ,,მორალურ” ცვეთას. ის ხდება ,,ძველი”. მითუმეტეს დღევანდელი ინფორმაციული ბუმისა და ტექნიკური გადატრიალების პირობებში. განახლების პროცესი საჭიროებს შედარებით ნაკლებ ფინანსურ და დროით დანახარჯებს. საჭიროა მაღალკვალიფიციური კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მექანიზმის რეგულარული ამოქმედება.
![]() |
25 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა თანამედროვე ეტაზე |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი ძიგუა
ეკონომიკური და სოციალური პრობლემების
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის
სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი
საბაზრო ეკონომიკა მაღალ შრომისმოყვარეობაზეა ორიენტირებული, ამიტომ წარმოება უსათუოდ სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის გზით უნდა განვითარდეს. ტექნოლოგია კი მხოლოდ მეცნიერებაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული და როგორც ერთს, ისე მეორეს სასიცოცხლო ბაზას უქმნის. განათლების სისტემის უმნიშვნელოვანეს რგოლს სასკოლო განათლება წარმოადგენს. ინვესტირება სასკოლო განათლებაში უნდა წარიმართოს არა მარტო იქითკენ, რომ ადამიანებმა მიიღონ ფაქტობრივი ცოდნის მარაგი, არამედ მათ მიიღონ სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ტექნიკის გამოყენებისათვის საჭირო ჩვევები.
სტსტისტიკა გვამცნობს: 1997\\98 სასწავლო წლის დასაწყისისათვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა 3223 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, აქედან 116 არასახელმწიფო. 1990-91 სასწავლო წელთან შედარებით სკოლების რიცხვი შემცირდა დაახლოებით 463 ერთეულით, მაგრამ ეს არ მომხდარა მხოლოდ მცირეკომპლექსიანი სკოლებისა და კლასების გაუქმებით (რასაც ითვალისწინებდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმა), რომელთა შენახვა სახელმწიფო რესურსების უკიდურესი შეზღუდულობის პირობებში გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, არც კლასებში ზღვრული დატვირთვის გაზრდას შეუძლია სრულად ახსნას ეს მაჩვენებელი, მნიშვნელოვან წილად სკოლების რიცხვის შემცირება განაპირობა როგორც პოლიტიკურმა (დავკარგეთ აფხაზეთი), ასევე დემოგრაფიულმა (მიგრაციები) ფაქტორმა. აღნიშნულ პერიოდში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა რიცხოვნობა 156 ათასით შემცირდა 1990-91 სასწავლო წელთან შედარებით.
ზოგადსაგანმანეთლებლო სკოლებში რეფორმის მიმდინარეობის ერთ-ერთი გამოვლინებაა მეათე კლასში ფასაიანი სწავლების შემოღება, რამაც განაპირობა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-10 კლასში მოსწავლეთა რაოდენობის დაახლოებით 12%-ით შემცირება. ფასიან სწავლებაზე გადასვლის ღონისძიების თანამდევი ერთ-ერთი მტკივნეული სოციალური პრობლემაა იმ ცხრაკლასდამთავრებულთა დასაქმების საკითხი, რომლებიც სწავლას ვერ ან არ გააგრძელებენ მე-10 კლასში, მათი უფდიდესი ნაწილი შრომის ბაზარზე გამოვა. შეძლებს კი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მათ დასაქმებას დღევანდელ პირობებში, როცა კვალიფიციური მუშახელით ასე ჭარბადაა გაჯერებული ბაზარი?!
მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა განათლების სისტემის რეფორმის განსახორციელებლად. ხდება საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებათა გაზიარება, ჩამოყალიბდა საკმაოდ არაორდინალური საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი, სადაც ინერგება ინოვაციური პროგრამები (აღსანიშნავია ვალდორფის სკოლა, 123-ე ლიცეუმი და სხვა). მართალია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ელიტის ფორმირებაში ლომის წილი ,,კერძო სკოლებზე” მოდის (აშშ-ს პრეზიდენტები ფრანკლინ რუზველტი, ჯონ კენედი, ჯორჯ ბუში და მრ. სხვა პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწე, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების პირველი ოთხასეულის ყოველი მერვე კერძო სკოლის კურსდამთავრებულები არიან), მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთ სკოლებში წლის განმავლობაში ერთ მოსწავლეზე საერთო ხარჯები 12,8 ათას დოლარს შეადგენდა. 1989 წელს, მაშინ, როცა სახელმწიფო სექტორში ეს ხარჯები 3386 დოლარს არ ეღემატებოდა. სსრკ-ში კი იგივე მიზნით 257 მანეთი იხარჯებოდა.
განათლების კანონს აუცილებლად ეროვნულობის კუთხით უნდა მივუდგეთ და სხვა ქვეყნის მოდელის შემოტანისას სწორედ ეს გავითვალისწინოთ. ჯერჯერობით ვერც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი და ვერც ქართული ელიტის წარმომადგენლები შესძლებენ აღნიშნული ფინანსური მხარის უზრუნველყოფას, ამასთან განათლების სისტემა თუ იგი არ შეესაბამება ეროვნულ ტრადიციებსა და თავისებურებებს, ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამის თვალსაჩინო მაგალითია XVIII-XIX საუკუნეების რუსეთის განათლების ისტორია ( პრუსიული განათლების სისტემის უნიფიცირებამ რუსეთის იმპერიაში გამოიწვია ელიტისა და ხალხის მასების გათიშვა). ნურც საბჭოთა სკოლის უგულვებელყოფას მოვახდენთ, ვეცადოთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი დადებითი მხარეები, რაც უცხოურთან სინთეზში ხელს შეგვიწყობს ქართული სკოლის ეროვნული მოდელის ჩამოყალიბებაში.
მიუხედავად ზემოთქმულისა, სრულებით არ გამოვრიცხავთ, პირიქით, მხარს ვუჭერთ ეროვნული ორიენტაციის კერძო სკოლების არსებობას საქართველოში, რადგან ისინი ღირსეულ კონკურენციას შექმნიან, გაიზრდება განათლების პოტენციალი - ეროვნული შემოსავლის ზრდის უცვლელი პირობა. ვეცადოთ გავზარდოთ განათლებაზე დანახარჯები, თუნდაც სხვა ხარჯების შემცირების საფუძველზე, რადგან საქართველოს მომავლისათვის ეს ყველაზე მომგებიანი ინვესტიციები იქნება.
![]() |
26 ქ. თბილისის სამგზავრო საავტომობილო ტრანსპორტის პრობლემები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში |
▲ზევით დაბრუნება |
გია მექვაბიძე
აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის საქართველოს
ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის ასპირანტი
საქართველოში საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური სისტემის საფუძველი უნდა გახდეს კერძო საკუთრება, რომელიც უზრუნველყოფს მეურნეობის ყველაზე უფრო ეფექტიან წარმართვას და შეადგენს ადამიანის თავისუფლებათა ეკონომიკურ ფუნდამენტს. აქვე გათვალისწინებას საჭიროებს ის გარემოება, რომ საქართველოში საბაზრო ურთიერთობის ფორმირება და საკუთრების განსახელმწიფოებრიობა გადაწყვეტილი პირობაა ცივილიზებულ სამყაროსთან ეკონომიკური კავშირების დამყარებასა და განვითარებისათვის.
თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს ქალაქებში ამჟამად თავმოყრილია რესპუბლიკის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მაშინ ნათელი გახდება ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც სამგზავრო ტრანსპორტს გააჩნია ქალაქის მოსახლეობის მომსახურებისათვის. ტრანსპორტის, კერძოდ კი სამგზავრო - საავტომობილო ტრანსპორტის, გამართულ მუშაობაზე ბევრად არის დამოკიდებული მოქალაქეთა დროის დაზოგვა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, განსაკუთრებით ისეთ დიდ საქალაქო ცენტრში, როგორიცაა თბილისი.
სამგზავრო - საავტომობილო ტრანსპორტის მუშაობა გარკვეული სპეციფიურობით ხასიათდება. სამგზავრო ავტოტრანსპორტზე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მოსახლეობის გადაყვანის თავისებურება: კომფორტი, მგზავრობის პირობები, დაბალი საგადასახადო ტარიფები და სხვა. სამგზავრო ავტოტრანსპორტის ეფექტიანობის შეფასება არ შეიძლება გაიზომოს მხოლოდ გამომუშავების, რენტაბელურობისა და მოგების მაჩვენებლებით, ვინაიდან დასახელებული მაჩვენებლები წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებაში არიან მოსახლეობის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან. სამგზავრო - საავტომობილო ტრანსპორტის ეფექტიანობის მაჩვენებლების კრიტერიუმად ზემოთქმულ მაჩვენებლებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მომსახურების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება არა მარტო საავტომობილო ტრანსპორტის საწარმოების უწყებრივი ინტერესები, არამედ ქვეყნის მრავალმხრივი მეურნეობის ინტერესებიც.
შესაბამისად, რიგი თავისებურებებით ხასიათდება მსუბუქი ტაქსომოტორების მუშაობა. მიუხედავად მსუბუქი ტაქსომოტორების ავტოსატრანსპორტო საწარმოთა დეცენტალიზაციისა და პრაქტიკულად კერძო პირთა მფლობელობაში მყოფ ტაქსომოტორების რაოდენობის მძაფრი მატებისა, არსებობს პრობლემები, რომლებიც დღევანდელობის მოთხოვნებიდან გამომდინარე აქტუალური და გადასაწყვეტია. აუცილებელია გავითვალისწინოთ ზოგიერთი ეკონომისტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოგების ზრდა და დანახარჯების მინიმიზაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ეფექტიანობის აბსოლუტურ კრიტერიუმად. მოქალაქეთა ინტერესებისა და მსუბუქი ტაქსომოტორების ეფექტიანად გამოყენების საქმეში გარკვეული დისონანსი შეაქვს ე.წ. ,,ჩაჯდომის გადასახდელს” 50 თეთრს, რომელიც არანაირი აუცილებლობით არ არის გამოწვეული. მითუმეტეს დღეს, როდესაც მრიცხველებით მხოლოდ რამდენიმე კერძო ფირმის ტაქსომოტორებია აღჭურვილი და მათ მძაფრ კონკურენციას უწევენ კერძო პირთა ტაქსომოტორები, რომლებიც მგზავრობის საფასურს მგზავრებს წინასწარი შეთანხმების მიხედვით ართმევენ. ,,ჩაჯდომის გადასახდელის” გაუქმება ხელს შეუწყობდა ფასიანი გარბენის ზრდას, ხოლო მოქალაქეებს გარკვეული რაოდენობის თანხა დაუგროვდებოდა.
დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მგზავრთ გადაყვანის ტარიფების სისტემის სრულყოფის საკითხებს ყველა სახის საქალაქო ავტოტრანსპორტზე. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში, დაგეგმვებისა და ეკონომიკური სტიმულირების ახლებურად მუშაობის პირობებში საავტომობილო ტრანსპორტის ეფექტიანობის კრიტერიუმების დასადგენად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ფულადი შემოსავლების მაჩვენებლებმა ერთ მომუშავე ავტომანქანაზე, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთგადაყვანის ტარიფებს მთელი რიგი ნაკლოვანებები გააჩნია. ამ მაჩვენებლის გონივრული გამოყენებით შეიძლება თვით სატარიფო სისტემის შემდგომი სრულყოფა და გაუმჯობესება თბილისის საავტომობილო ტრანსპორტზე.
აქედან გამომდინარე, სამგზავრო - საავტომობილო ტრანსპორტზე საფინანსო მაჩვენებლების შეფასების საკითხს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მივუდგეთ და გავითვალისწინოთ ყველა ის თავისებურება, რაც მათ მუშაობას ახასიათებს. როგორც ჩანს, აქ ,,საერთო მიდგომა” არ გამოდგება, ვინაიდან ქალაქის გეოგრაფიული მდგომარეობა მეტად თავისებურია, მგზავრთა გადაყვანის საშუალო მანძილიც მკვეთრად განსხვავდება საქართველოს ქალაქებისაგან. გარდა ამისა, თბილისის საწარმოების საფინანსო - ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მკვეთრად მოქმედებს მეტროპოლიტენი, კერძო პირების მფლობელობაში არსებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა, გზების გამტარუნარიანობა და სხვა. ამიტომ, მოგების, რენტაბელობისა და შემოსავლის დაგეგმვისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დასახელებული ფაქტორი.
![]() |
27 საქართველოს მოსახლეობის დაბერებული კონტინგენტის შიგაასაკობრივი სტრუქტურა |
▲ზევით დაბრუნება |
მზია შელია
დემოგრაფიისა სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტი
ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი
1970-იანი წლების ბოლოდან საქართველოს მოსახლეობა დემოგრაფიულად დაბერებულია. აღნიშნული პერიოდისათვის 59 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაზე უკვე 12,5%-ია.
მთელი საუკუნის განმავლობაში (1897-1997წწ) საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა 3-ჯერ, ხოლო 59 წელს გადაცილებულთა რიცხოვნობა 7-ჯერ. მოსახლეობის მედიანურმა ასაკმა მოიმატა 14 წლით (1897 წ. - 20 წ. 1997 წ. - 34 წ.).
XX საუკუნეში მოსახლეობის დაბერებულ კონტინგენტში შეიმჩნეოდა ხანდაზმულთა (60-74 წ.) და მოხუცთა (75-89 წ.) წილის ზრდა. ეს განპირობებული იყო მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემულ პერიოდში მთელ მოსახლეობაში უხუცესთა (90 წ. და მეტი) წილს მკვეთრი ცვლილება არ განუცდია (1897 წ. -ო,3%. 1997 წ. - 0,38%), რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ასაკობრივი აღრიცხვის მოწესრიგებასთან.
დღეგრძელობის დონის ანალიზმა ცალკეული მხაეების მიხედვით (1959-1989 წწ. მოსახლეობის აღწერები) გვიჩვენა შემდეგი: დღეგრძელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით (როგორც 80 წ. და მეტი, ისე 90 წ. და მეტი მოსახლეობის მიხედვით) გამოირჩეოდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და ქვემო ქართლის მხარეები. მთელ მოსახლეობაში უხუცესთა წილი ყველაზე მეტია რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთსა და გურიაში (0,5%, 03%).
დღეგრძელობის დონე საქართველოში მცხოვრებ ცალკეულ ეთნიკურ ჯგუფებში განსხვავებულია. კერძოდ, 1926-1989 წწ. მოსახლეობის აღწერების მასალების საფუძველზე ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ დღეგრძელობის ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევიან აფხაზები, აზერბაიჯანელები და ოსები. ბოლო ათწლეულების მანძილზე (1970-1989 წწ) დღეგრძელობის მაღალ დონეს სტაბილურად ინარჩუნებენ აზერბაიჯანელები, ოსები და ქურთები. ეს თავისებურება მრავალ ფაქტორზეა დამო კიდებული, შეუსწავლელია და მომავალში დემოგრაფთა და გენონტოლოგთა ერთობლივ კვლევას მოითხოვს.
![]() |
28 მცირე და საშუალო საწარმოთა კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზარზე |
▲ზევით დაბრუნება |
მერაბ მჭედლიძე
თსუ ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი
მცირე და საშუალო საწარმოები გაცილებით ნაკლებად არიან მზად საერთაშორისო ბაზარებზე გასასვლელად, ვიდრე მსხვილი ფირმები. მათ უჭირთ საერთაშორისო ბაზარზე დამოუკიდებლად გასვლა და უცხოური კომპანიებიდან საწარმოო დაკვეთების მიღება, მიუხედავად იმისა, მოწინავე ტექნოლოგიას იყენებენ თუ ტრადიციულ მეთოდებს.
მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომლებიც განლაგებულია საქართველოს ნაკლებად განვითარებულ პრიორიტეტულ რეგიონებში, ემსახურებიან ადგილობრივ ბაზრებს. უფრო განვითარებულ რეგიონებში, მცირე და საშუალო წარმოება აქვთ, უფრო მეტია საშუალება მოიპოვონ საბაზრო ინფორმაცია. გარდა ამისა, მათაც სჭირდებათ მნიშვნელოვანი დახმარება ისეთი ინფორმაციის მიღებაში, რომელიც დაკავშირებულია ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან, ახალ საბაზრო ტენდენციებთან, პროდუქციის მოდიფიკაციასა და ახალ პროდუქციასთან, ცვლილებებთან მომხმარებლის გემოვნებასა და მოთხოვნებში და ა.შ..
მარკეტინგული დახმარება არ მოიცავს მხოლოდ იმას, რომ ხელი შეეწყოს არსებულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა მათ შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა იმ ბაზარზე, სადაც ისინი უკვე მოღვაწეობენ. მარკეტინგული დახმარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მიაწოდოს ინფორმაცია იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა ჯერ კიდევ დაგეგმვის პროცესშია.
საქართველოში არ არსებობს სპეციალური სააგენტო, რომელიც მოწოდებულია, რათა გააუმჯობესოს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა მარკეტინგული შესაძლებლობები. ამრიგად, კერძო საკონსულტაციო სააგენტოებს უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება ეკისრებათ. მცირე და საშუალო საწარმოებმა უნდა გადალახონ ექსპორტის შემაფერხებელი მრავალი სირთულეები, რომელთა შორისაა:
- კომერციული სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია ძლიერი კონკურენციის არსებობასთან საერთაშორისო ვაჭრობაში და მისი გავლენა ფასებზე;
- არასაკმარისი ცოდნა უცხოური ბაზრების შესახებ;
- სირთულეები საზღვარგარეთიდან მიღებული პრეტენზიების გამო;
- ვალუტის გასაცვლელი კურსის ცვალებადობა;
- სირთულეები განსხვავებული ტექნიკური სტანდარტებისა და მარეგულირებელი დებულებების გამო.
ექსპორტის სტიმულირებისათვის სისტემატიზირებული ინფორმაციის მოპოვება მსხვილი კომპანიებისთვისაც კი რთულ ამოცანას წარმოადგენს. ევროკავშრმა ამ მიზნით შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს სტიმულირება გაუკეთოს ევროკავშირის მასშტაბით სავაჭრო ურთიერთობებს მცირე და საშუალო საწარმოთა შორის. იაპონიასა და კორეას გააჩნიათ ექსპორტის სტიმულირების საკუთარი მძლავრი ორგანიზაციები - ,,ჯეტრო” და ,,კოტრა”.
ექსპორტის სტიმულირების კიდევ ერთ ახალ ფორმას წარმოადგენს, როდესაც მსხვილი კომპანიები საკუთარ პროდუქციასთან დამატებით, აწარმოებენ მომცრო კომპანიების პროდუქციის ექსპორტს. ბევრ ქვეყანაში ექსპორტის შემდგომი მხარდაჭერა ხორციელდება ექსპორტის გარანტიების მექანიზმებით, ანუ ისეთი ორგანიზაციებით, როგორებიცაა Eximdank-ი აშშ-ში, ECGD დიდ ბრიტანეთში და Hermes-ი გერმანიაში.
საქართველოში, ევროკავშირის ,,ტასის” პროგრამის თანახმად მოქმედი ,,ბიზნეს კომუნიკაციის ცენტრს” (BCC) -ს გარდა, არ არსებობს სხვა სპეციალური დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მცირე და საშუალო საწარმოთა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას საქართველოში. დღემდე ექსპორტის სტიმულირებისაკენ მიმართულ ერთადერთ ქმედებას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ 1996 წლის დეკემბერში მიღებული კანონი ,,საბაჟო გადასახადის შესახებ”, რომლის თანახმადაც საექსპორტო საქონელი თავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან. სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მცირე და საშუალო საწარმოთა ექსპორტს ძირითადად ხელს უწყობენ:
- ფინანსური მოტივაციები;
- ექსპორტის სტიმულირების ეროვნული სააგანტოები;
- სავაჭრო კომპანიები;
- კავშირშორისი კოოპერირების ორგანიზაციები;
- ექსპორტ-იმპორტის საგარანტიო სისტემები.
![]() |
29 ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები და მათი საშემოსავლო ბაზის განმტკიცების გზები |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ მიროტაძე
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიულ საწყისებზე განვითარება რთული, მრავალწახნაგოვანი პროცესია, რომელთა შორის ერთ-ერთი აქტუალურია ეკონომიკის ცენტრალიზებული მართვის რეგიონალურ მართვასთან შეთანაწყობის პრობლემები. დემოკრატიული ურთიერთობების სრულყოფის პროცესში ქვეყნის საფინანსო სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ადგილობრივი ფინანსები.
ადგილობრივი ანუ ტერიტორიული ერთეულების ფინანსები ეკონომიკურ ურთიერთობათა ისეთი სისტემაა, რომლის მეშვეობითაც მმართველობისა და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები აწარმოებენ ეროვნული შემოსავლის განაწილება-გადანაწილებას და იყენებენ მას თავიანთი ფუნქციების შესარულებლად, ტერიტორიის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით.
საქართველოს ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო სისტემა მოიცავს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებს, ქალაქებისა და რაიონების ბიუჯეტებს. ამ ბიუჯეტების მეშვეობით ხორციელდება აღნიშნული ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა სახის პროგრამების, ადგილობრივი და რეგიონალური მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსება მმარველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ.
ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები დამოუკიდებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისაგან. საქართველოს ზემდგომ ორგანოებს არა აქვთ უფლება ჩაერიონ ტერიტორიული ერთეულების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებაში. მათ გააჩნიათ საკუთარი შემოსავლები და სახსრების ხარჯვის მიმართულებასაც დამოუკიდებლად განსაზღვრავენ.
ტერიტორიული ერთეულების საშემოსავლო ბაზა განვიხილოთ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის მაგალითზე.
ჩუღურეთის რაიონის 1998 წლის ბიუჯეტის თანახმად ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე 1998 წლის მისაღები სახელმწიფო შემოსავლების მოცულობა დაიგეგმა 27400,0 ათასი ლარის ოდენობით, აქედან 99% საგადასახადო შემოსავლების სახით და 1% არასაგადასახადო შემოსავლების სახით. მთლიანი შემოსავლებიდან რაიონის განკარგულებაში დარჩა 12,4%.
ჩუღურეთის რაიონის 1998 წლის ბიუჯეტში დარჩა მოგების გადასახადის 3% და საშემოსავლო გადასახადის 11,9%, ხოლო გარემოზე ზემოქმედების გადასახადი, მემკვიდრეობისა და ჩუქების გადასახადი, გადასახადი უძრავი ქონების გადაცემისათვის, ადგილობრივი გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა არასაგადასახადო შემოსავლები მთლიანად 100%-ით ჩაირიცხება ჩუღურეთის რაიონის ბიუჯეტში.
ტერიტორიული ერთეულების საშემოსავლო ბაზა საჭიროებს სრულყოფას. მის მარეგულირებელ წყაროდ მხოლოდ მოგების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის არსებობა არ არის საკმარისი. საჭიროა დღგ-საც დაეკისროს მარეგულირებელი ფუნქცია. ამასთან, ბიუჯეტებს შორის შემოსავლების განაწილებას საფუძვლად უნდა დაედოს ტერიტორიული ერთეულების მონაწილეობის ხარისხი ამა თუ იმ გადასახდის ფორმირების საქმეში, რათა სტიმული მიეცეს ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ინიციატივას. აგრეთვე, სრულყოფილ უნდა იქნეს საგადასახადო სამსახურის მუშაობაც. მან უნდა გააძლიეროს კონტროლი შემოსავლების დამალული რეზერვების გამოსავლენად და ამოსაღებად. მან უნდა უზრუნველყოს საბიუჯეტო გადასახადების სრული ამოღება და ამის საფუძველზე ბიუჯეტის საშემოსავლო ბაზის განმტკიცება.
![]() |
30 ეკონომიკური რეფორმა და ფსიქოლოგიური ფაქტორის მნიშვნელობა მის განხორციელებაში |
▲ზევით დაბრუნება |
ხათუნა ყიფიანი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის მაძიებელი
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და მისი ნორმალური ფუნქციონირება, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ რეფორმას გულისხმობს, რომლის განხორციელებაშიც ფსიქოლოგიურ ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
უნდა აღინიშნოს, რომ საბაზრო ეკონომიკა თვითეულ ადამიანს თავისუფლებას ანიჭებს თავის საქმიანობაში. თავისუფალი მეწარმეობა კი საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თავისუფალი მეწარმეობა გულისხმობს ყველასათვის სამეურნეო მოღვაწეობის უფლების მინიჭებას თავის ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. თავისუფლების მინიჭებით თანდათანობით იცვლება საზოგადოებრივი ცნობიერება და ფსიქოლოგია საზოგადოებრივი ცნობიერება წინა პერიოდის შეხედულებებისაგან, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ეკონომიკური რეფორმისათვის, არამედ მთლიანად საზოგადოებრივ - პოლიტიკური ცხოვრების რეფორმისათვის.
ეკონომიკური რეფორმა აუცილებლად მოითხოვს შესაბამისი კადრების, განსაკუთრებით კი მენეჯერთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. კარგი მენეჯერობა აუცილებლად გულისხმობს პიროვნების არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ განათლებასაც. მენეჯერი კარგად უნდა ერკვეოდეს ადამიანთა ურთიერთობებში, მათ ხასიათში, რათა შეძლოს დადებითი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა კოლექტივში და რაც მთავარია, ავტორიტეტების მოპოვება თანამშრომელა შორის.
თანამშრომელთა შორის ნორმალურ ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც კოლექტივის თითოეული წევრის საქმიანობაში, ასევე მთელი კოლექტივის მუშაობის საერთო მიღწევებში. სოციალური ჯგუფის პიროვნებაზე გავლენის ნათელი სურათი კონფორმულობის ფენომენში არის წარმოდგენილი. კონფორმულობის ფენომენი კი იმდენად ძლიერია, რომ მას შეუძლია ადამიანის გრძნობად შინაარსზე ზემოქმედება და აღქმითი ილუზიების აღძვრა - ასეთი დასკვნა გამოაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით შ. ნადირაშვილს.
გ. მაღრაძის გამოკვლევების საფუძველზე კი დადგენილია, რომ ინდივიდი სოციალური ჯგუფისადმი კონფორმულ გავლენას მაშინ განიცდის, როდესაც მას ჯგუფის მიმართ დადებითი განწყობა აქვს. ჯგუფის მოთხოვნილება ინდივიდზე ზემოქმედების უნარს სწორედ ამის გამო იძენს და პირიქით, როდესაც ინდივიდს უარყოფითი განწყობა აქვს ჯგუფის მიმართ, ჯგუფის ინტერესებისა და საქმიანობის მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება ექნება.
ამრიგად, ეკონომიკური რეფორმების ეფექტიან განხორციელებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიურ ფაქტორს, რამეთუ მისი გავლენის გარეშე რეალურად მაღალი შედეგების მიღწევა შეუძლებელია.
![]() |
31 ეკონომიკური ზრდის ფაქტორები თანამედროვე ეკონომიკური რეფორმების პირობებში |
▲ზევით დაბრუნება |
ნანა რინკიასვილი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი
ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევა, კერძოდ, კონკურენტუნარიანი, საექსპორტოდ ორიენტირებული დარგების განვითარების საფუძველზე ქვეყნის საერთაშორისო სამეურნეო კავშირებში ჩართვა, შეუძლებელია ფიზიკურად და მორალურად თითქმის მთლიანად გაცვეთილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით. ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის, წარმოების ახალ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დონეზე განახლებისათვის საჭიროა კოლოსალური ფინანსური რესურსების გამონახვა, მათი მობილიზაცია და ეფექტური გამოყენება.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე სამამულო დამზოგველთა (სახელმწიფო, ბიზნესი, მოსახლეობა) საინვესტიციო პოტენციალი ჯერ კიდევ ძალზე დაბალია, განუვითარებელია ის სტრუქტურები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ დანაზოგების აკუმულირება და ინვესტიციებში ტრანსფორმაცია. ეს ერთი მხრივ, კარნახობს საბაზრო სტრუქტურების ყოველმხრივი და დაჩქარებული განვითარების აუცილებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ამტკიცებს აზრს, რომ უახლოეს მომავალში ეკონომიკაში ინვესტიციების ძირითადი მასა განხორციელდება უცხოური რესურსების გამოყენებით.
თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს სტრუქტურული გარდაქმნისათვის საჭირო საინვესტიციო რესურსების გამონახვა. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია: ინვესტიციებისათვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება; კაპიტალის დაბანდების მიმართულებათა და პრიორიტეტის განსაზღვრა; კაპიტალის მობილიზაციის ღონისძიებათა შემუშავება.
ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის პოლიტიკის ფორმირებას საფუძვლად უნდა დაედოს ეკონომიკის ყველა დარგში ჩატარებული ღრმა მარკეტინგული გამოკვლევები. ეკონომიკის განვითარების საფუძველი უნდა გახდეს არა ერთი-ორი დარგი, არამედ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი წარმოებების კომპლექსი. ამასთან გარდაქმნა უნდა ჩატარდეს ამჟამად არსებული წარმოებების მაქსიმალური გამოყენებით, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ახალი მშენებლობის, შრომითი რესურსების კვალიფიკაციის გამოცვლის და სხვა ზედმეტი ხარჯები.
ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი. სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ ტექნიკურ ტექნოლოგიურ სიახლეებზე ორიენტირებულ საწარმოო-ორგანიზაციებს და ფირმებს. საბიუჯეტო სუბსიდიები საკონკურსო წესით უნდა განაწილდეს და მიეცეს იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც შესწევთ უნარი მოახდინონ პროგრესული საწარმოო სტრუქტურული ცვლილებები. სახელმწიფომ სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ საკონსტრუქტორო სამუშაოები გაბედულად უნდა დაუკვეთოს კერძო სექტორში და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის გასააქტიურებლად.
დღეისათვიბს ყველა ის ღონისძიება, რომელიც წარმოების რეალური ზრდისკენაა მიმართული, იმავდროულად დასაქმების დონის ზრდის ღონიძიებაცაა. წარმოების რეალური მოცულობისა და დასაქმების დონის ასამარლებლად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო შესყიდვებისა და დაკვეთბის სისტემის სრულყოფას. ეკონომიკური რეფორმების მოცემულ ეტაპზე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინვესტიციების, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარებასა და მაღალი კვალიფიკაციის შრომითი რესურსების ორგანული შეერთების პრობლემას. ამიტომ არის, რომ ქვეყნები, რომლებიც დაადგნენ ეკონომიკური აღმავლობის გზას, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ამ სამი ფაქტორის ორგანულ ზრდას.
![]() |
32 საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბების პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
ნანა მანიჟაშვილი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი
უკანასკნელ წლებში საქართველოს ეკონომიკა მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეკონომიკური კრიზისი, რამაც თითქმის მთლიანი ეკონომიკური რგოლები მოიცვა, საგანგებო კვლევის საგანი გახდა. ამ პრობლემის კვლევის შედეგად უნდა შემუშავდეს მეცნიერულად დასაბუთებული პრობლემა და ღონისძიებათა ის სისტემა, რაც დღევანდელი საქართველოს ეკონომიკურ პირობებს გამოადგება და რაც ქვეყნის ხელახალ აღორძინებას გამოიწვევს. დღეს საქართველოსთვის ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის ერთ-ერთ გზად მიჩნეულია ეკონომიკის საბაზრო მოდელზე გადასვლა, რაც ჩვენი აზრით, უნდა განხორციელდეს თანდათანობით, ევოლუციური გზით. ის უნდა დაეფუძნოს ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის ფორმირებას.
როგორც ცნობილია, საბაზრო ეკონომიკის ელემენტები მსოფლიოს ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში ჯერ კიდეც შუა საუკუნეებში ჩაისახა. ეს იყო საკმაოდ რთული და ძნელი გზა, რომლის მეშვეობითაც უნდა დამყარებულიყო კავშირი წარმოებას, განაწილებას და მოხმარებას შორის. საბაზრო ეკონომიკას ფორმირებისა და სრულყოფისათვის სხვადასხვა დრო დასჭირდა, რადგან ასეთი მექანიზმის ფორმირების ეკონომიკური პირობები ცალკეულ ქვეყანაში სხვადასხვა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ეკონომიკას გააჩნია ზოგადი კანონზომიერებები, რომელთაც ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში გამოვლენის თავისი კონკრეტული ფორმები აქვთ რასაკვირველია, საჭიროა საბაზრო ეკონომიკის ყველა გამოცდილი მეთოდის შესწავლა-გაანალიზება, მაგრამ საქართველოსთვის უნდა შეიქმნას მისი კონკრეტული პირობების შესაბამისი მოდელი (მით უმეტეს, რომ დღეს საქართველო ეკონომიკური კრიზისის პირას იმყოფება). ამ მხრივ, ჩვენთან საინტერესოა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ისე დასავლეთ ევროპის ქვეყნების და აგრეთვე, სხვა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, მაგრამ არ იქნება გამართლებული, თუ რომელიმე კონკრეტული მექანიზმით შევეცდებით ჩვენს ქვეყანაში საბაზრო მოდელის დამკვიდრებას. საქართველოში საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება-განვითარება ითვალისწინებდეს ეროვნული ბაზრის განვითარებისათვის აუცილებელ ფაქტორებს (ქვეყნის ტერიტორიულ მდებარეობას, მის ბუნებრივ კლიმატურ პირობებს, მოსახლეობის ადათ-წესებს და სხვა). საჭიროა გატარდეს ჩვენი ეკონომიკისათვის შესაფერისი რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯანსაღი საბაზრო მექანიზმის ფუნქციონირებას და საბოლოო ჯამში ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას, რამეთუ საბაზრო მექანიზმი უნდა გახდეს არა მიზანი, არამედ საშუალება მიზნის მისაღწევად.
საბაზრო ეკონომიკა კერძო ინიციატივასა და კერძო საკუთრებას ეყრდნობა. კერძო ინიციატივაზე დამყარებულ მეურნეობაში კი შრომის ნაყოფიერების სრულყოფილება ისტორიამ უკვე დაამტკიცა. განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საბაზრო ურთიერთობა ყველა პირობას ქმნის ერთის მხრივ, საკუთრებისა და მეურნეობის ფორმების მრავალგვარობის დამკვიდრებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობს ადამიანთა უნარისა და ინიციატივის სრულად წარმოჩენა-განვითარებას. საბაზრო მექანიზმი უნდა გახდეს საზოგადოების კეთილდღეობის საფუძველი. საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ზურგი უნდა განუმტკიცოს ეკონომიკის აღმავლობამ სოციალურად ჯანსაღ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გზით.
![]() |
33 სახელმწიფოს როლი საბაზრო ეკონომიკის ფორმირებაში |
▲ზევით დაბრუნება |
ლია კვარაცხელია
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის
ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობს საკითხი სახელმწიფოს ფუნქციების შესახებ. იმ გარდაქმნების ფონზე, რომლებმაც მოიცვა პოსტსაბჭოური სივრცე, სულ უფრო სადაო და კვლევის საგანი ხდება სახელმწიფოს გავლენის სფეროები. ეკონომიკის ლიბერალიზაციის დროს სულ უფრო იცვლება და ახალ დატვირთვას ღებულობს სახელმწიფოს როლი თანამედროვე სამეურნეო ცხოვრებაში. გარდამავალ პერიოდში აუცილებელია ახლებურად გავიაზროთ მისი როლი ეკონომიკაში, რაც პირდაპირი ჩარევის შეზღუდვას გულისხმობს. ე. ი. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო თამაშობს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან როლს, ვიდრე მბრძანებლურ - ადმინისტრაციულ სისტემაში. სახელმწიფოს როლი მრავალ ღონისძიებებში გამოიხატება, მას შეუძლია შექმნას თანაბარი პირობები ყველა ინდივიდისათვის, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საწინდარია. სახელმწიფო ვალდებულია განახორციელოს საზოგადოებისათვის აუცილებელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმიანობა, რისთვისაც ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს. აქედან შეიძლება გამოვყოთ: 1. კანონშემოქმედებითი, 2. მეწარმეობრივი და 3. საერთაშორისო.
სახელმწიფოს საკანონმდებლო ფუნქცია გულისმობს ისეთი კანონების შემუშავებას და ამოქმედებას, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების ნორმალურ არსებობას და განვითარებას.
სამეწარმეო საქმიანობის მასტიმულირებელი კანონმდებლობა არის ნამდვილი რეგულატორი საბაზრო მექანიზმისა, რადგან საკანონმდებლო ბაზა სახელმწიფოს ხელშია, სწორედ მას შეუძლია ,,თამაშის წესების” დადგენა. საკანონმდებლო რეგულირება ნორმალურ საბაზრო მეურნეობაში ხორციელდება:
1. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით;
2. კანონმდებლობით საკუთრების შესახებ;
3. საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით;
4. კანონმდებლობით მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ;
5. კანონით გარემოს დაცვის შესახებ;
6. კანონმდებლობით სამეწარმეო საქმიანობის შესახებ და სხვა.
სახელმწიფოს სამეწარმეო ფუნქცია მოიცავს ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა ფორმებს, რასაც საფუძვლად უდევს სახელმწიფო საკუთრება. სახელმწიფო საკუთრებაში შესაძლებელია დარჩეს ეკონომიკის საერთო - ეროვნული მნიშვნელობის დარგები. თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს განსხვავებული მასშტაბების სახელმწიფო სექტორი. სახელმწიფო ფლობს კაპიტალს, მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში. მნიშვნელოვანია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი. მაგალითად, საფრანგეთსა და იტალიაში დასაქმებულთა 11% სწორედ სახელმწიფო სექტორზე მოდის. გერმანიაში, ჰოლანდიასა და ბელგიაში ეს მაჩვენებელი 8 - 9% -ს უდრის. ამ ქვეყნებში სახელმწიფო სექტორის განვითარება მეტწილად სტრატეგიული დანიშნულების დარგებში ხდება.
რაც შეეხება სახელმწიფო ფუნქციებს საერთაშორისო საქმიანობაში, ის ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ძირითადად სავაჭრო და ინვესტიციურ პოლიტიკაში გამოიხატება. თანამედროვე ეტაპზე საექსპორტო დარგების წახალისება და განვითარება, საშინაო ბაზრის ზომიერი დაცვა, ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს.
სერიოზულ მხარდაჭერას საჭიროებს სახელმწიფოსაგან უცხოური ინვესტიციები. ამ სახსრების მოზიდვა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით. ეს პროცესი ჩვენი ეკონომიკისათვის ძალზედ მომგებიანია. ჯერ ერთი, კაპიტალის ნაკლებობისა და მოძველებული ტექნოლოგიის პირობებში ეს ინვესტიციები დაეხმარება ქვეყანას სამრეწველო ბაზის მოდერნიზაციაში, გაიზრდება ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი, დაინერგება შრომითი გამოცდილებები. ეს პროცესები მოითხოვს უცხოელ ინვესტორთა მოგების კონცენტრაციას და უცხოური კაპიტალის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თუმცა სახელმწიფომ არ უნდა მიანიჭოს გადაჭარბებული მნიშვნელობა უხოურ ინვესტიციებს, რადგან მთავარი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა არის ეროვნული ეკონომიკის აღორძინება. ამრიგად, უცხოურ ინვესტიციებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი უნდა მიენიჭოს ადგილობრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებას.
![]() |
34 სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა და მისი ძირითადი წინააღმდეგობა |
▲ზევით დაბრუნება |
ანზორ კურატაშვილი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის
ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი
საბაზრო ურთიერთობების სრულყოფა და მიზანდასახული გამოყენება საზოგადოების ეფექტიანი სოციალურ - ეკონომიკური ფუნქციონირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
ამასთან ერთად, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ერთის მხრივ, საბაზრო ურთიერთობების ეფექტიანი გამოყენებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მათი თავისუფალი ფუნქციონირება, ხოლო მეორე მხრივ, საბაზრო ურთიერთობების თვითდინებაზე მიშვება ფაქტობრივად გამორიცხავს საბაზრო ეკონომიკის სოციალურ ორიენტაციას.
ამრიგად, საბაზრო ეკონომიკის ეფექტური ფუნქციონირებისა და მისი სოციალური ორიენტაციისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობებისა და სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის ოპტიმალური შეხამება, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში, საბაზრო ეკონომიკის სოციალური ორიენტაციის პრაქტიკული რეალიზაცია შეუძლებელი აღმოჩნდება.
ზემოაღნიშნული წინააღმდეგობა საბაზრო ეკონომიკის თავისუფალი ფუნქციონირების აუცილებლობასა და ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობას შორის, პირდაპირ კავშირშია სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის შინაგან წინააღმდეგობასთან და ძირითადად გამომდინარეობს ამ წინააღმდეგობიდან.
კერძოდ, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის შინაგან - ძირითად წინააღმდეგობას წარმოადგენს წინააღმდეგობა საბაზრო ეკონომიკის ეკონომიკურ მიზანს, რაც გამოიხატება მოგებაში - მოგების მიღებისაკენ სწრაფვაში და საბაზრო ეკონომიკის სოციალურ ორიენტაციას შორის, რაც გულისხმობს ხალხის ინტერესების გათვალისწინებას - ხალხის ინტერესების რეალიზაციისაკენ ორიენტაციას, რომლის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ სათანადო სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის პირობებში.
![]() |
35 საბანკო სისტემა საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების პირობებში |
▲ზევით დაბრუნება |
კვაბზირიძე თეა
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის
ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი
1991 წლის 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონები ,,ფულად - საკრედიტო რეგულირების შესახებ”, ,,საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ” და ,,ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ”, რომლებითაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ორსაფეხურიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის ზედა საფეხური უკავია საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც ქვეყანაში ფულად - საკრედიტო და სავალუტო რეგულირების უმთავრეს ორგანოს, ბოლო ქვედა საფეხურზე კი დგანან კომერციული ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები.
ზემოაღნიშნულმა სამმა კანონმა უეჭველად შეასრულა თავისი პოზიტიური როლი საქართველოში საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა შესაფერისი საბანკო სისტემის ჩამოყალიბებისათვის, თუმცა დროთა განმავლობაში კანონები მოძველდნენ და გაჩნდა საჭიროება მათი შემდგომი სრულყოფისა.
1995 წლის 23 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ,,საქართველოს ეროვნული ბანკის კანონი”, რომელმაც კიდევ უფრო მკაფიოდ განსაზღვრა ეროვნული ბანკის ამოცანები და ფუნქციები. 1995 წლის 24 აგვისტოს მოხდა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - ქვეყანამ მიიღო ახალი კონსტიტუცია. კონსტიტუციის 95 - ე და 96 - ე მუხლებში საკონსტიტუციო კანონმდებლობის დონეზე დაფიქსირდა ის უმნიშვნელოვანესი როლი და ფუნქციები, რომელთაც ახორციელებს ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში საქართველოს კონსტიტუციის 95 - ე მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს ფულად - საკრედიტო სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი შეიმუშავებს და ახორციელებს ფულად - საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას. დღეს, როცა მიმდინარეობს საბაზრო ეკონომიკის სრულყოფა და იხვეწება მისი ძირეული პრინციპები, ეკონომიკური რეფორმა მიმდინარეობს თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის, განიხილება საბანკო საქმიანობა და მისი რეგულირება. აღნიშნული საკითხი წლების განმავლობაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საბანკო საქმიანობა წარმოადგენს სასიცოცხლო და აუცილებელ ძალას ეკონომიკური კეთილდღეობისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელ პირობას ტიპიურ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლისათვის წარმოადგენს ორსაფეხურიანი საბანკო სისტემის სწორი და მიზანდასახული გამიჯვნა, ერთის მხრივ ცენტრალური ბანკისა და მეორეს მხრივ, ცალკეული საბანკო სტრუქტურების ფუნქციებისა.
![]() |
36 ეკონომიკური რეფორმის მიმდინარეობა |
▲ზევით დაბრუნება |
ვასილ ქალდანი
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები მიმდინარეობს ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყანასა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. დრომ ცხადად დაგვანახა, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება და შესაბამისი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების აგება გაცილებით იოლი ყოფილა, ვიდრე სრულყოფილი ეკონომიკური სისტემის საფუძვლებისა. გარდამავალი პერიოდის საქართველოსათვის უამრავი მწვავე პრობლემაა გადასაჭრელი. მათ შორის, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენთვის დღემდე უცნობი ისეთი მოვლენები, როგორიცაა უმუშევრობა, ინფლაცია და ა.შ. და აქედან გამომდინარე, მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემა. ქვეყნის მეურნეობის მდგომარეობის მკვეთრი დაცემა მრეწველობის თითქმის ყველა დარგის სრულმა პარალიზებამ გამოიწვია. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ეკონომიკური რეფორმის შედეგები უკეთესია, ზოგან სამრეწველო პროდუქციის წარმოების ტემპი იზრდება კიდეც. საქართველოში კი სამრეწველო პროდუქციის წარმოების შემცირებამ ხელფასების შემცირება და უმუშევრობის ზრდა გამოიწვია. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ შეძლო დამღუპველი სამოქალაქო ომის თავიდან აცილება. ამიტომ, დღემდე გაძნელებულია მოშლილი ეკონომიკის ფეხზე დაყენება.
ეროვნული ეკონომიკის განვითარებისათვის, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპების ასამაღლებლად აუცილებელია მრეწველობის განვითარება. მრეწველობას ქმედითი ღონისძიებების გატარების შემთხვევაში უნარი შესწევს ფეხზე წამოდგეს. საქართველოში დიდ იმედებს ამყარებდნენ პრივატიზაციაზე. სამრეწველო ობიექტების პრივატიზაციის დაწყების უმთავრესი მიზანი იყო მათი ამოქმედება. სამწუხაროდ, საპრივატიზაციო სამრეწველო ობიექტების დიდი ნაწილი აღმოჩნდა არა ნამდვილი მეწარმეების ხელში, მათი ამოქმედება ამიტომ გაძნელებულია.
ეროვნული მრეწველობის აღორძინებაში დიდი როლი შეუძლია შეასრულოს მცირე ბიზნესმა. უდიდეს საწარმოებთან შედარებით მას ადვილად შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება, იგი ნაკლებ კაპიტალს საჭიროებს წარმოების წამოწყებისათვის, ადვილად ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებს. მცირე ბიზნესის განვითარებისათვის საჭიროა შეიქმნას აუცილებელი საკანონმდებლო, საფინანსო, საგადასახადო და ა.შ. პირობები.
მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლას ხელს უშლის იაფი იმპორტული საქონელი, რომლითაც სავსეა საქართველოს ბაზარი. აუცილებელია ადგილობრივი მეურნეობისათვის ყველანაირი ხელშეწყობა, წახალისება, რათა შესაძლებელი გახდეს თუნდაც ზოგიერთ იმპორტულ პროდუქციასთან კონკურენცია. ექსპორტის წახალისებისათვის საჭიროა სხვადასვა ღონისძიებების გატარება. მაგ. ამჟამად ექსპორტი უკვე გათავისუფლდა გადასახადებისაგან.
აუცილებელია, აგრეთვე, ინვესტიციების მოზიდვა და მათი ეფექტური გამოყენება. ამისათვის აუცილებელია გარკვეული პოლიტიკური სტაბილიზაცია, დახვეწილი საკანონმდებლო ბაზა, განვითარებული ინფრასტრუქტურა, ბევრი ბიუროკრატიული პროცედურის გაუქმება და სხვა. კრიზისიდან გამოყვანის მცდელობა ჩვენს ქვეყანას დიდი ოდენობის საგარეო ვალის აღების აუცილებლობის წინაშე აყენებს. საჭიროა ავწონ - დავწონოთ ამ სესხების გამოყენების მიმართულებები, გამოვიყენოთ ისინი მხოლოდ და მხოლოდ წარმოების ძირითადი საშუალებების შესაძენად.
გარდამავალი ქვეყნები დიდად დააზარალა მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების პერიოდში ინფლაციამ. ესაა დიდი სოციალურ - ეკონომიკური დარტყმა მთელი ქვეყნისათვის. ამიტომ საჭიროა ინფლაციური პროცესების დარეგულირება, გადამჭრელი ზომების მიღება მის დასაყვანად მინიმალურ დონეზე. სერიოზულ გარდაქმნას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა.
ფინანსური სტაბილიზაციის მისაღწევად საჭირო ხდება ფულის მასის გაზრდა. ზომიერი ოდენობის ემისია აუცილებელია ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად. მიმდინარე წლის დასაწყისში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხი დადებითად გადაწყვიტა. ევროსაბჭოს იურიდიულმა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ჩათვალა, რომ საქართველოში მიმდნარე ეკონომიკური რეფორმა არის გარანტი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდება კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული წყობა. კონსტისტციის უზენაესობა, საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა, ადგილობრივი არჩევნები, არასამთავრობო ორაგნიზაციების მუშაობა, სიკვდილით დასჯის გაუქმება, მიმდინარე სასამართლო რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარების გზაზე. ევროსაბჭოში გაწევრიანება დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ქვეყანას, ვალდებულსაც კი ხდის აუცილებლად ღირსეულად გამოვიდეს შექმნილი მძიმე კრიზისიდან.
![]() |
37 ბიზნესის გარემო და უცხოური ინვესტიციები საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
ზვიად გეგიძე
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის
III კურსის სტუდენტი
დღევანდელ პირობებში საქართველოს ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობიდან განმოსაყვანად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინვესტიციებს. განსაკუთრებით კი უცხოურ ინვესტიციებს. განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობასა და ხარისხზე დიდად იქნება დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის ხვალინდელი დღე. თუკი დარგობრივ ჭრილში განვიხილავთ განხორციელებულ უცხოურ ინვესტიციებს, პირველ ადგილზეა მრეწველობა, სადაც მთელი ინვესტიციების დაახლოებით 32%-ია განხორციელებული, მეორე ადგილზეა კავშირგაბმულობა, ხოლო მესამე ადგილზე კვების მრეწველობა.
როგორც უცხოურ ინვესტორთაგან გახდა ცნობილი, ისინი საქართველოში ყველაზე პერსპექტიულ დარგებად ტურიზმს, ტრანსპორტს, კვების მრეწველობას და კომუნიკაციებს ასახელებენ., თუმცა ტურისტულ ბიზნესში ინვესტიციები ნაკლებად ხორციელდება, ასევე ნაკლებია ინვესტიციები ტრანსპორტის სფეროშიც. ამიტომ ეს დარგები სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას საჭიროებენ. რაც შეეხება კვების მრეწველობას, ამ დარგის უპირატესობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამ დარგში ყველაზე მეტი პროექტი იქნა განხორციელებული. ასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციები იქნა განხორციელებული კავშირგაბმულობაშიც.
საქართველო ინვესტიციების განხორციელების მხრივ, მაღალრისკიან ქვეყანათა რისკს მიეკუთვნება, თუმცა როგორც ინვესტორთაგან გახდა ცნობილი, მათი დიდი ნაწილისათვის რისკის ფაქტორი არცთუ ისე მნიშვნელოვანი იყო. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან უფრო აქტიური მოქმედება, საქმიანი კონტაქტები საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებთან, რათა ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი უცხოური ინვესტიციების დაზღვევის საქმეში და საბოლოო ჯამში რისკის დონე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
საქართველო გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება, სადაც მიმდინარეობს სისტემური ტრანსფორმაცია და სტრუქტურული ცვლილებები, ამიტომაც საქართველოს ბიზნესისა და საინვესტიციო გარემო ხასიათდება როგორც უპირატესობებით, ისე მთელი რიგი ხარვეზებით, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს უქმნის უცხოურ ინვესტორებს და ადგილობრივ ბიზნესმენებსაც. ყოველივე ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ღონისძიებების გატარება, რათა თავიდან ავიცილოთ უარყოფითი შედეგები.
![]() |
38 საქართველოს საზღვაო სისტემის განვითარების ზოგიერთი ასპექტი |
▲ზევით დაბრუნება |
ნათია ცუცქირიძე
ეკონომიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
დღეს ნაოსნობა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. განსაკუთრებით, აზია - ევროპის დერეფნის ამოქმედება რეალური ფაქტია, ნავსადგურების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.
საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ, 1992 წლიდან დაიწყო მუშაობა ფლოტის განაწილებაზე. საქართველოში ბაზირებული ფლოტის ღირებულების თანხა სრულად იყო გამომუშავებული და გემები საქართველოს ეკუთვნოდა. მიღებული წილიდან 1992-1993 წლებში 17 გემს უმთავრდებოდა საკლასო დოკუმენტაციის ვადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათი ექსპლოატაცია შეკეთების გარეშე აღარ შეიძლებოდა. ეს კი სერიოზულ თანხას -35 მლნ დოლარს საჭიროებდა. ამასთან მოქმედი გემების ექსპლოატაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან საკავშირო სამინისტრომ გაყინა გემების საპორტო მომსახურებისათვის გამოყოფილი სანაოსნოს კუთვნილი 22 მლნ დოლარი. ფლოტის გადანაწილების შემდეგ 17-მა სანაოსნომ დაიწყო ბრძოლა ისედაც გადატვირთულ მსოფლიო ბაზარზე დასამკვიდრებლად. რაც კიდევ უფრო ართულებდა აღნიშნული დარგის მდგომარეობას. მაგრამ 1994 წლიდან შეიმჩნეოდა გარკვეული ძვრები სანაოსნოს განვითარებაში.
1996 წელს აღებული კრედიტით საქართველომ შეიძინა სამი 30 ათასტონიანი და ერთი 37 ათასტონიანი მშრალტვირთმზიდი. დღეს საქართველოს სანაოსნოს საკუთრებაში არსებული გემების ძირითადი ნაწილი ტანკერები და პროდუქტმზიდებია, მათ შორის კი უმეტესი ნაწილი თხევადი პროდუქტების გადასაზიდადაა განკუთვნილი. გარდა სატვირთო- საზღვაო ხომალდებისა, საზღვაო ფლოტის განვითარების სახელმწიფო პროგრამით (რომელიც 1994 წლის მაისში იქნა მიღებული) შეძენილია სამგზავრო-სატვირთო - საზღვაო ბორანი. სანაოსნოს გამიზნული აქვს დაამკვიდროს ხაზები ბათუმი-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მიმართულებით. მაგრამ საცდელ ორ რეისზე ბორნების დატვირთვა 10%-ითაც ვერ მოხერხდა.
1998 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო კონვენციით დაიწყო სანაოსნოების სერთიფიკაცია. ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო საკვალიფიკაციო კომპანია ,,ბიურო ვერიტასთან” ერთად საქართველომ დაამუშავა ყველა ტექნიკური დასაბუთება, დოკუმენტაცია, მომზადდა გემები, სპეციალისტები და საქართველოს სანაოსნო კომპანიამ 18 ივლისს მიიღო სერთიფიკატი, რაც უფლებას გვანიჭებს ნებისმიერი ქვეყნის გემებს გავუწიოთ ტექნიკური და კომერციული მენეჯმენტი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც აღნიშნული სერთიფიკატი მიიღო.
მიუხედავად აღნიშნული ძვრებისა, საქართველოს ნავსადგურები ბევრად ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებს თავისი პროდუქტიულბით. 1998 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოს ნავსადგურში სულ გადამუშავებულია 5174 060 ტონა ტვირთი. აქედან, ფოტის ნავსადგურში - 1977 552 ტონა (38%), ბათუმის ნავსადგურში 3196 400 ტონა (62%). ორივე ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების საერთო მოცულობიდან 2348 619 ტონა (45%) იმპორტირებული ტვირთებია, ხოლო 2825 443 (55%) ექსპორტირებული. აქედან ფოთის ნავსადგურში შესაბამისი მაჩვენებლებია 1526 419 (77%) და 451 243 (23%) ტონა, ხოლო ბათუმის პორტში 822 200 (26%) და 2374 200 (74%) ტონა ტვირთი. ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების 79% ანუ 407 5112 ტონა სატრანზიტო ტვირთებია.
ტვირთების სახეობათა მიხედვით 60% გადაიზიდება ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 7% - კონტეინერები. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ნავსადგურის ტვირთბრუნვის 80%-ს ნავთობი და ნავთობპროდუქტები წარმოადგენს. ნავსადგურში მოსული საერთო ტვირთბრუნვის მოცულობები გადანაწილებულია შემდეგ სახელმწიფოებზე: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სხვა. ამიერკავკასიის ქვეყნებზე მოდის ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების საერთო მოცულობის 65%, დანარჩენი 34% კი ცენტრალური აზიისა და სხვა ქვეყნებზე.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფოთის ნავსადგურს მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო. იგი კავკასია-ცენტრალური აზიისათვის ტვირთის გადამცემი უმოკლესი გზაა და შესაბამისად, იაფიც. ფოთის უმთავრესი უპირატესობა TRACECA-ს დერეფანში შედარებით მოკლე მანძილია. მაგრამ დღეს მისი მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა და სრულიად შესაძლებელია დაკარგოს ეს უპირატესობა. ფოთის ნავსადგური 25%-ით ჩამოუვარდება შავი ზღვის სხვა პორტებს, რომლებიც მისი უშუალო კონკურენტები არიან. ეს ყოველივე ძირითადად აღჭურვილობის მოძველებით არის გამოწვეული. ფოთის ნავსადგურის მოდერნიზაციასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას 12 მლნ-მდე აშშ დოლარის ინვესტიცია და დამატებითი გრძელვადიანი ინვესტიციები ესაჭიროება, რა თქმა უნდა, არც ნავსადგურს და არც სახელმწიფოს არ შესწევს უნარი მოახდინოს გარკვეული მოცულობის ინვესტიცია და მიმდინარე ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ კერძო ინვესტიციების მოზიდვაა.
საზღვაო ფლოტი არ წარმოადგენს სახელმწიფოსათვის დიდი მოგების წყაროს. იგი უფრო ხელშემწყობი რგოლია ეკონომიკის საერთო განვითარებისათვის. როდესაც ქვეყანას განვითარებული ფლოტი ჰყავს, ადვილია ინვესტიციების მოზიდვა და მსხვილი კაპიტალდაბანდებების წარმატებით რეალიზება.
![]() |
39 საერთაშორისო ანგარიშგება |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ ჯავახიშვილი
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება მოითხოვს დაიხვეწოს ქვეყნებს შორის უნაღდო ანაგარიშსწორების ფორმები. სახელმწიფოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მყარდება მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. ამ ურთიერთობათა საბოლოო აქტია საერთაშორისო ანგარიშსწორება, რომელიც არის ფულად მოთხოვნილებებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული გადახდების მოწესრიგება. ამ ანგარიშსწორების დროს საგადასახადო ბრუნვის საშუალებად ითვლება ფული ნაღდ და უნაღდო ფორმებში. თანამედროვე პირობებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს უნაღდო ანგარიშსწორებას, რომელიც უშუალოდ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების მეშვეობით ხორცილდება.
საერთაშორისო ანგარიშსწორებაში გარიგებათა სავალუტო-საგადასახადო ურთიერთობები და პირობები ითვალისწინებს შემდეგი ელემენტების გამოყენაბას: გადახდის პირობები, ფასების დასადგენად გამოყენებული ვალუტა, საგადასახადო ვალუტა, ანგარიშსწორების ფორმები და გადახდის საშუალებები. საერთაშორისო ანგარიშსწორებაში ერთ-ერთი მთავარია გადახდის პირობები, რომელშიც ანსხვავებენ: ნაღდ გადასახდელებს, ანგარიშსწორებას სესხების გაცემით და ნაღდ გადახდებს კრედიტის არჩევის უფლებით.
ფასების დასადგენად გამოყენებული ვალუტის შერჩევა დამოკიდებულია კრედიტის მოცულობაზე, საპროცენტო განაკვეთსა და გარიგების სავალუტო ეფექტიანობაზე. საგადასახადო ვალუტა არის ის ვალუტა, რომლითაც უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ანგარიშსწორება.
საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობაში გამოიყენება გადასხდელების შემდეგი სახეები: 1. საავანსო გადასახდელები, რომლებიც ჩვეულებრივად გზავნილებათა საშუალებით წარმოებს; 2. გადასახდელები საქონლის მოწოდებისას, ან მის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ხორციელდება უპირატესად აკრედიტივისა და ინკასოს საშუალებით; 3. გადასახდელები საქონლის შემოსვლისა, რომელიც გზავნილების საშუალებით წარმოებს; 4. გადასახდელები გადახდის ვადის დადგომისას, როდესაც მოთხოვნას უზრუნველყოფა არ გააჩნია.
საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემა მოიცავს შემდეგ ძირითად ფორმებს: ინკასო, აკრედიტივი, ღია ანგარიშით, საბანკო გზავნილებით, ჩეკებით, საგადასახადო მოთხოვნებით და საგადასახადო დავალებით. საერთაშორისო ანგარიშსწორების მიხედვით გამოიყოფა შემდეგი ტიპის ბარათები: ორმხრივი (გამოიყენება როგორც საგადასახადო საშუალება, მხოლოდ ორ მხარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე) და მრავალმხრივი (მის მფლობელს საშუალება აქვს განახორციელოს სხვადასხვა საბანკო ოპერაციები ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც ამ პლასტიკურ ბარათს ცნობენ, როგორც გადახდის საშუალებას. ასეთ მრავალმხრივ სისტემებს აყალიბებენ საბანკო ბარათების ტრანსნაციონალური ასოციაციები: VISA, EUROCARD\\MASTERCARD AMERIKANEXPRESS და სხვა).
საქართველოში ბანკები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ პლასტიკური ბარათების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ,,საქართველოს ბანკი” ახორციელებს კლიენტურისათვის საერთაშორისო ბარათების: VISA, EUROCARD\\MASTERCARD AMERIKANEXPESS მომსახურებას, ასევე ,,ჯორჯიან ქარდის” - ემისიას და მომსახურებას და MOST BANK-ის ბარათების ALLIANCE DEBIT ALLIANCE ELECTRON-ის ემიტირებას. ,,აბსოლუტბანკი”, ,,ინტელექტბანკი”, ,,თი-ბი-სი ბანკი”, ,,თბილკომბანკი”, ,,თბილკრედიტბანკი” ახორციელებენ UFC-ის სისტემის ბარათების ემიტირებასა და მომსახურებას საქარტველოს ტერიტორიაზე. UFC ქსელში შემავალი სხვადასხვა ობიექტები, მათ შორის ბანკები, ემსახურებიან UFC, VISA, EURO\\MASTERCARD ბარათების მფლობელებს.
![]() |
40 სახელმწიფო პოლიტიკისა და რეგულირების სისტემის ზემოქმედება საბანკო სექტორზე საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი გოგოძე
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
ბანკები ზუსტად ასახავენ იმ ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელშიც ისინი ფუნქციონირებენ. ასევე იყო საქართველოშიც. 90-იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკაში არსებული ქაოსი ნათლად აისახა საქართველოს საბანკო სისტემაზე. 1999 წელს 500 აშშ დოლარით შესაძლებელი იყო ბანკის გახსნა, რამაც თავისთავად გამოიწვია კომერციული ბანკების მასობრივი შექმნა და მათი ასევე მასობრივი გაკოტრება.
უკანასკნელ პერიოდში ბევრი გაკეთდა საქართველოს დამოუკიდებელი საბანკო სისტემის შესაქმმნელად: მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა საბანკო საკანონმდებლო ბაზა; გადაიკეტა მიმოქცევაში ფულის უკონტროლოდ გამოშვების არხები; ყალიბდება საფინანსო ბაზარი (ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა, საფონდო ბირჟა); კომერციული ბანკების საქმიანობა რეგულირდება ეროვნული ბანკის ნორმატივებით. დღეს საქართველოში ჩამოყალიბდა ორსაფეხურიანი საბანკო სისტემა, რომლის პირველ საფეხურს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო მეორე საფეხურის კომერციული ბანკები.
საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს ბანკთა-ბანკს, რომლის ფუნქციებს წარმოადგენს განახორციელოს საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, იყოს საქართველოს ბანკირი, მრჩეველი და ფისკალური აგენტი, მომსახურება და ზედამხედველობა გაუწიოს კომერციულ ბანკებს. კომერციული ბანკები კი მომსახურეობას უწევენ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს საბანკო სისტემა რეგულირდება შემდეგი კანონმდებლობითი აქტებით: ,,საქართველოს კანონი ეროვნული ბანკის შესახებ”; ,,საქართველოს კანონი კომერციული ბანკების შესახებ”; ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი”; საქართველოს საგადასახადო კოდექსი”. აგრეთვე კანონქვემდებარე აქტებით. ”საქართველოს კანონში კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”. საყურადღებოა აღნიშნული კანონის მე-20 მუხლი (საბანკო საქმიანობა) რომელშიც მოცემულია ბანკებისათვის ნებადართული საქმიანობის ამომწურავი ჩამონათვალი. ჩვენის აზრით, აღნიშნული ჩამონათვალი არასასურველია და იგი უნდა მოიცავდეს საქმიანობის სხვა სახეობებსაც. ჩვენ ვთვლით, რომ ამ მუხლს უნდა დაემატოს ლიზინგის უფლება.
კომერციული ბანკების რეგულირებისათვის სებ-მა შეიმუშავა ,,კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის ღონისძიებათა სისტემა”, რომელიც დამტკიცებულია №44 ბრძანებით. აგრეთვე, შემუშავებულია პროექტი ,,კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების წესების” შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებებით: 1. არაოფიციალური საზედამხედველო ღონისძიებები: ა) გაძლიერებული ზედამხედველობის რეჟიმი; ბ) ვალდებულების აღება (სარეკლამაციო წერილი); გ) მოთხოვნა სამეთვალყურეო საბჭოსადმი; დ) ურთიერთგაგების მემორანდუმი. 2. ოფიციალური საზედამხედველო ღონისძიებები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) წერილობით ინსტრუქცია - ბანკმა შეწყვიტოს და შემდგომში არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა, აგრეთვე, მიიღოს ზომები მის აღმოსაფხვრელად; გ. მოთხოვნა ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დროებით გადაყენების ან დათხოვნის შესახებ; დ) დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნა; ე) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა.
გარდა ამისა, საბანკო საქმიანობის უკეთესი რეგულირებისათვის შემოღებულია კომერციული ბანკების დიფერენციაცია CAMEL-ის სისტემის მიხედვით. აგრეთვე, საბანკო კაპიტალის შემდეგ კატეგორიებად დაყოფა: 1. დამაკმაყოფილებელი; 2. ადეკვატური; 3. ნაკლებად ადეკვატური; 4. არაადეკვატური; 5. კრიტიკული.
1998 წლის 9 ივლისს გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №61 ბრძანება ,,საქართველოს მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგის შესახებ, რომლითაც დადგენილია შემდეგი განრიგი.
1. 1998 წლის 31 დეკემბერი - არანაკლებ 1.0 მლნ. ლარი:
2. 1999 წლის 30 ივნისი - არანაკლებ 2.0 მლნ. ლარი;
3. 1999 წლის 31 დეკემბერი - არანაკლებ 3.0 მლნ. ლარი;
4. 2000 წლის 30 ივნისი - არანაკლებ 4.0 მლნ ლარი;
5. 2000 წლის 31 დეკემბერი - არანაკლებ 5.0 მლნ. ლარი.
რამაც დააჩქარა საბანკო სისტემის მეორე ეტაპზე გადასვლა, როგორიც არის საბანკო კაპიტალის გამსხვილების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ბანკების შთანთქმა-შერწყმის ხარჯზე, რაც განსაკუთრებულ რეგულირებას მოითხოვს. ამიტომ უპრიანი იქნებოდა იმ საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც დაარეგულირებდა ამ პროცესს.
საქართველოს კანონმდებლობით კომერციული ბანკების მარეგულირებელი ერთადერთი ორგანო არის საქართველოს ეროვნული ბანკი. კონკურენტულად მისი ,,საბანკო ზედამხედველობის სამმართველო” და ლიცენზიების განყოფილება. საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობას ახდენს პასივებისა და აქტივების შესწავლით, გაანალიზებით, მათთვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მიცემით, ასევე ნორმატივების დაწესებით, ბანკების სერთიფიკაციის მექანიზმის შემოღებით და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ღონისძიებები, ატარებენ სარევიზიო ხასიათს და საქართველოს ეროვნული ბანკს არა აქვს შესაძლებლობა აქტიური ზედამხედველობა მოახდინოს ბანკებზე, განსაკუთრებით მათი მხარდაჭერის ასპექტში. ამიტომ კარგი იქნებოდა ახალი მარეგულირებელი სისტემის შექმნა (მაგალითად, როგორიც არის დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია აშშ-ში), რომელიც იმუშავებს ბანკების მხარდაჭერის ასპექტში, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის დახვეწას.
![]() |
41 დაკრედიტება კომერციულ ბანკებში |
▲ზევით დაბრუნება |
ნანა ქიტიაშვილი
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
განვითარებული საბანკო სისტემის გარეშე ქვეყანაში ვერ იარსებებს საბაზრო ეკონომიკა. მან უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკური რეფორმების განვითარებას. კომერციული ბანკები არიან სამეურნეო ცხოვრების ის სტრუქტურები, რომელთაც შეუძლიათ დააკრედიტონ ეკონომიკის ესა თუ ის სფერო, მოახდინონ გრძელვადიანი ინვესტირება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მათ განვითარებას. თანამედროვე ეტაპზე დაკრედიტების შემდეგი მეთოდებია:
1. სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ნაშთის მიხედვით დაკრედიტება;
2, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ბრუნვის მიხედვით დაკრედიტება.
გარდა ამისა, გამოიყენება გამსხვილებული ობიექტების დაკრედიტება სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ბრუნვისა და ნაშთის მიხედვით.
კრედიტები შეიძლება გაიცეს მარტივი სასესხო ანგარიშით და კონტოკორენტით. როგორც წესი, კომერციული ბანკები ერიდებიან გრძელვადიანი სესხის გაცემას, ვინაიდან ამ დროს დიდია ბანკის რისკი. გრძელვადიანი კრედიტის ორგანიზაცია გულისხმობს კრედიტორების სუბიქტებისა და ობიექტების გამოყოფას, სესხის გაცემას და დაფარვის წესს. აუცილებელია განხორციელდეს ბანკის კონტროლი გრძელვადიანი კონტროლის, გრძელვადიანი კრედიტის მიზნობრივ გამოყენებასა და სესხების თავისდროულ დაბრუნებაზე. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს გრძელვადიანი კრედიტის მოცულობა და სარგებლის განაკვეთი. მსოფლიო საბანკო პრაქტიკაში გრძელვადიანი კრედიტის მოცულობა განისაზღვრება საწარმოს მიერ თვითდაფინანსების შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომლის მაჩვენებლად გამოდის ,,CASH FLOW”. დაკრედიტების შემდგომი განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მეთოდის შემოღებას საქართველოს კომერციულ ბანკებშიც. ,,CASH FLOW” საკმაოდ კარგად ასახავს საწარმოს სამეურნეო - საფინანსო საქმიანობას.
რაც შეეხება გაერთიანებულ ქართულ ბანკს, იგი ერთ - ერთი მოწინავე ბანკია. მისი უმაღლესი ორგანო კრედიტებთან მიმართებაში არის საკრედიტო კომიტეტი, რომლის ძირითადი მიზნებია გადასინჯოს და ზედამხედველობა გაუწიოს საკრედიტო პოლიტიკას, გააკონტროლოს კრედიტების გაცემის პროცესი და სხვა. იგი ამტკიცებს ბანკის საკრედიტო საქმიანობასთან დაკავშირებულ შემდეგ ქმედებებს: სესხის გაცემას, სესხის ვადის გაგრძელებას, გარანტიის გაცემასა და ნებისმიერი სხვა სახის საკრედიტო საქმიანობას. ზოგიერთი ინდუსტრიის დაკრედიტება აკრძალულია. ამასთან ერთ ჯგუფზე საკრედიტო დაბანდებამ საერთაშორისო აღრიცხვის სტანდარტებით არ უნდა გადააჭარბოს სააქციო კაპიტალის 10% - ს. ბანკი საკუთარი რესურსებით გასცემს მოკლევადიან სესხებს მაქსიმუმ 12 თვემდე ვადით. სესხების ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს ორჯერ და მეტდ პირველად პერიოდს.
ბანკში შექმნილია იურიდიული დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის საქმიანობის შესაბამისობას სათანადო კანონებსა და აქტებთან. ყველა კრედიტების საქმე დგება მათ მიერ დამტკიცებული დოკუმენტების საფუძველზე. მსესხებლის მიერ სესხის, გარანტიის და სხვა ვალდებულების მისაღებად გაკეთებულ განცხადებას და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს განიხილავს და შესაბამის დასკვნებს დაკრედიტების მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს სუდდ-ი.
ბანკში დიდი ყურადღება ექცევა კრედიტების მონიტორინგს და დაფარვის კონტროლის მაღალ დონეზე შესრულებას საკრედიტო სამსახურის თანამშრომლების მიერ, რომელზეც პასუხისმგებელია საკრედიტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
თანამედროვე ეტაპზე დაკრედიტების სისტემა ემყარება ბანკის საკუთარ რესურსებს. გასაცემი კრედიტების მოცულობა მთლიანად დამოკიდებულია მოზიდულ სახსრებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს დეპოზიტებისაგან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის განაკვეთი, უნდა აღდგეს ნდობა საბანკო სისტემის მიმართ.
საკრედიტო პორტფელის ჩამოყალიბებისას ბანკის საკრედიტო პოლიტიკის უპირველეს ამოცანად მიჩნეულია საკრედიტო რისკის მართვა, მისი მინიმიზაცია, რაც მიიღწევა კრედიტებისა და მოზიდული სახსრების დივერსიფიკაციით. თანამედროვე პირობებში, აუცილებელია ბანკებმა შეისწავლონ მსესხებლის კრედიტუნარიანობა და ამის საფუძველზე გასცენ კრედიტი. კომერციული ბანკების მიერ უნდა შეირჩეს დაკრედიტების იდეთი ოპტიმალური ფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საბანკო სესხის დაბრუნე.ბას. ამასთან ერთად, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ბანკებში მენეჯმენტის სრულყოფას, კადრების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას. სწორედ ბანკის საკრედიტო თანამშრომლები განაპირობებენ სესხებისა და საკრედიტო საქმიანობის ხარისხს. აუცილებელია დაინერგოს თანამედროვე საბანკო ტექნიკა და ტექნოლოგია. განვითარდეს მომსახურების ახალი სახეები. კომერციული ბანკები უნდა ჩაერთვნენ ყველა სახის ეკონომიკურ და საფინანსო პროექტებში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას, საქართველოს საბანკო სისტემის სრულყოფას.
![]() |
42 ინოვაციური მენეჯმენტი აშშ - სა და იაპონიის ფირმებში |
▲ზევით დაბრუნება |
მაია ჯანგველაძე
თსუ კომერცია მარკეტინგის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
1. ინოვაციურ მენეჯმენტში მთავარი ყურადღება ექცევა ინოვაციით სტრატეგიისა და ღონისძიებების შემუშავებას, რომლებიც მიმართულია მათ რეალიზაციაზე. ხდება პროდუქციის ახალი სახეების დამუშავება და გამოშვება, ვინაიდან სწორედ ეს განსაზღვრავს ყველა დანარჩენი მიმართულების განვითარებას.
2. აშშ -სა და იაპონიის ბევრ უმსხვილეს კომპანიაში შექმნილია ინფორმაციის გაცვლის და ინდივიდუალურ მომხმარებელთა მომსახურების სპეციალიზებული ქვედანაყოფები. მაგალითად, ასეთია ამერიკული ტრანსნაციონალური კორპორაციები: ,,IBN”, ,,General Electric”, General Motors”, ,,Procret end Gembel”; იაპონური - ,,Macusita”, ,,SONY”, ,,Toiota”, რომლებმაც შექმნეს მომხმარებლებთან კარგად ორგანიზებული სისტემა ინფორმაციის არხის სახით. ინოვაციური პროცესის საბოლოო მიზანია ახალი პროდუქციის კომერციული ათვისება და მისი რენტაბელური მასობრივი, სერიული წარმოება.
3. ინოვაციური პროცესების მართვის უფრო მოქნილი და კომპლექსური სისტემის, ახალი სამურნეო მექანიზმის შექმნა, რომელიც ორიენტირებულია პერსპექტიული პროდუქციის შექმნაზე, მართვის ფუნქციებისა და ორგანიზებული ფორმების, აგრეთვე, ხელმძღვანელობის სტილის გარდაქმნაზე სტიმულს აძლევს სიახლეთა დამუშავებასა და დანერგვას და უზრუნველყოფს ინოვაციური პროცესების გამჭოლ მართვას იდეის წარმოშობიდან მის რეალიზაციამდე
4. იაპონური ფირმები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ახალი საქონლის შემოქმედებითად დამუშავებას, თავისი კომპანიის ტექნოლოგიის საფუძველზე. ისინი ფართოდ იყენებენ კომპლექსურ მიდგომას ინოვაციური საქმიანობისადმი. ახალი პროდუქციის დამუშავების სამსახური იაპონურ ფირმებში ჩვეულებრივად მოიცავენ კომპანიის საქმიანობის ყველა სფეროს.
5. მართვის სტრუქტურის ორგანიზაცია ,,ჯენერალ მოტორსი'' აკეთებდა ორიენტაციას, როგორც ახალი მოდელების დამუშავების ორგანიზაციის ახალ ფირმებზე, ისე გამჭოლი მართვის ახალი სისტემის შექმნაზე, რომელიც ითვალისწინებდა ქვედანაყოფებს შორის ჰორიზონტალური ურთიერთკავშირის განვითარებას, გასაღების ქსელის გარდაქმნას, ახალი პრინციპების შემოღებას ხელფასის სისტემაში და პერსონალის სტიმულირებას.
![]() |
43 ფულის ევოლუცია |
▲ზევით დაბრუნება |
დავით ანთაძე
მაკროეკონომიკისა და მენეჯმენტის
ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი
ფულის ფენომენის კვლევა ეკონომიკური მეცნიერების უძველეს პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ევოლუცია ხანგრძლივ ისტორიულ პერიოდს მოიცავს. სწორედ ფულთან არის დაკავშირებული მრავალი ეკონომიკური პრობლემა. ინგლისელი ეკონომისტი ვ.კარლეილი ფულის შესახებ წერს: ,,ფული ის ღერძია, რომლის ირგვლივაც ტრიალებს ეკონომიკა”
ფული ყველა სხვა საქონლისაგან განსხვავებით ასრულებს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ როლს. რაში გამოიხატება ეს? თუკი ნებისმიერი სხვა საქონელი კვლავწარმოების სფეროს დროებითი სტუმარია, რომელსაც იგი მოხმარების შედეგად ადრე თუ გვიან ტოვებს, ფული აღნიშნული სფეროს მუდმივი თანამგზავრია, რომელიც მოწოდებულია მუდმივად მიმოიქცეოდეს.
ფული საქონლის შინაგანი წინააღმდეგობის გადაჭრის საშუალებაა. ეს წინააღმდეგობა არსებობს სახმარ ღირებულებასა და ღირებულებას შორის. იგი ვლინდება გაცვლის პროცესში და გადაიჭრება ფულის მეშვეობით. სწორედ ფულის საშუალებით შეუძლია საქონელმწარმოებელს საკუთარი საქონელი გაცვლოს სხვა საქონელზე.
ამრიგად, ფული მონოპოლიურად ასრულებს საყოველთაო ექვივალენტის როლს, ამასთან მას აქვს რიგი ფუნქციებისა, რომელთა შესრულება ჩვეულებრივ საქონელს არ შეუძლია. ფული წარმოშობის მომენტიდან ასრულებს ორ ზირითად ფუნქციას - ღირებულების საზომისა და მიმოქცევის საშუალების ფუნქციებს. ისტორიული განვითარების პროცესში ფულმა შეიძინა ახალი ფუნქციები: იგი ასრულებს დაგროვების საშუალებას, გადახდის საშუალებისა და მსოფლიო ფულის ფუნქციებს.
საქაონლის ღირებულების ფულით გამოხატვისათვის არ იყო აუცილებელი ადამიანს თან ჰქონოდა ნაღდი ფული. როცა საქონელმფლობელი ფასს ადებდა საქონელს, იგი გონებით ანუ იდეალურად გამოხატავდა საქონლის ღირებულებას ოქროთი. ეს შესაძლებელი იყო იმის გამო, რომ რეალურ სინამდვილეში არსებობდა თანაფარდობა ოქროს ღირებულებასა და მოცემული საქონლის ღირებულებას შორის. ღირებულების საზომის ფუნქციის შესრულებით ოქრო, როგორც ფულადი საქონელი განსაზღვრავდა ყველა სხვა საქონლის ფასს. ეს უკანასკნელი კი დამოკიდებული იყო ორ გარემოებაზე: 1. საქონლის ღირებულების ცვალებადობაზე; 2. ოქროს ღირებულების ცვალებადობაზე.
ოქრომ ისევე, როგორც ვერცხლმა შეწყვიტა ფულადი ლითონის ეკონომიკური როლის შესრულება. ოქროს სტანდარტის სრულ ლიკვიდაციას თან ახლავს მეორე, მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი - მისი საყოველთაო შეცვლა ქაღალდის ფულის სტანდარტით. ამჟამად ქაღალდის ფული წარმოადგენს ოქროს ნიშანს, შემოღებულია სახელმწიფო ხელისუფლების მიერ, რომელიც მას ანიჭებს იძულებით კურსს. ფული საზოგადოებას თავიდან აცილებს ბარტერული გაცვლის ბევრ უხერხულობას. გამყიდველი თავის საქონელს ყიდის, რათა აიღოს ფული. მიღებული ფულით იგი უკავშირდება სხვა საქონლის გამყიდველს საჭირო საქონლის შესაძენად. საქონლის გაცვლის ეს პროცესი გამოვსახოთ ასე: საქონელი - ფული - საქონელი (ს-ფ-ს). აქ ყოველი საქონელი გადის ორ მეტამორფოზას: ს-ფ და ფ-ს, ე. ი. გაყიდვა და ყიდვა. თავისი შინაარსით ეს ორმხრივი და მთლიანი პროცესი გულისხმობს საკუთარი პროდუქტის გასხვისებით სხვისი შრომის პროდუქტის შეძენას.
თანამედროვე საბაზრო მეურნეობის აღმოცენებიდან დღემდე საერთაშორისო სავალუტო ურთიერთობებში და თვით ფულის ფუნქციებში, დიდი ცვლილებები მოხდა. ეს განსაკუთრებით ჩანს ადრე არსებულ ოქროს სტანდარტსა და თანამედროვე სავალუტო სისტემას შორის შედარებისას.
პირველ მსოფლიო ომამდე მოქმედი ოქროს სტანდარტი ეყრდნობა მიმოქცევაში მყოფი ფულის მასის ავტომატურ რეგულირებას განძის ფუნქციის მქონე ფულის საფუძველზე. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ამ მიზნით ოქროს გამოყენება განვითარებულ ქვეყნებში სხვადასხვა მიზნით თანდათან იზღუდებოდა და 30 - იანი წლებიდან სრულიად გაქრა. ამრიგად, ოქრომ საერთაშორისო სავაჭრო ფუნქცია დაკარგა, მაგრამ შეინარჩუნა საერთაშორისო სავალუტო ფუნქცია.
ამჟამად აშშ -ს დოლარი ყველაზე მნიშვნელოვანი სარეზერვო ვალუტაა მსოფლიოში. ამერიკული დოლარი გამოყენებულია საერთაშორისო სტატისტიკაში და საკმაოდ ბევრი ქვეყანა საკუთარი სავალუტო კურსის შეფასებისათვის ამერიკულ დოლარს იყენებს.
დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ ფული უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური სისტემის პასიური კომპონენტი, ვიდრე ეკონომიკური მუშაობის უბრალო ხელშემწყობი ინსტრუმენტი. სწორედ წარმართული ფულადი სისტემა სასიცოცხლო ძალას ანიჭებს შემოსავლებისა და ხარჯების წრებრუნვას, რომელიც ასახავს მთელს ეკონომიკას.
![]() |
44 საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის წყაროები და მათი სრულყოფის გზები |
▲ზევით დაბრუნება |
ალექსანდრე მთიულიშვილი
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
საქართველოს საბიუჯეტო სისტემა მოიცავს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტს, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებსა და საქართველოს სახელმწიფო სპეციალურ ფონდებს.
საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლები 1998 წლისათვის განსაზღვრული იყო 584,8 მლნ. ლარის ოდენობით, აქედან ძირითადი ნაწილი მოდიოდა გადასახადებზე - 478,8 მლნ. ლარი, მათ შორის საბაჟო გადასახადების ოდენობა შეადგენდა - 58, 9 მლნ. ლარს. მიუხედავად იმისა, რომ 1998 წლის ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა სავსებით რეალური იყო, ფაქტიური მონაცემებით საგადასახადო და საბაჟო შემოსავლების სახით ბიუჯეტმა მიიღო მხოლოდ 350 მლნ. ლარი. ეს მაჩვენებელი 1997 წლის შესაბამის მაჩვენებელზეც ნაკლებია.
1998 წლის მაისის თვიდან დაიწყო საგადასახადო შემოსავლების განსაკუთრებული კლება. წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო დეფიციტმა 201 მლნ. ლარი შეადგინა. ფინანსთა სამინისტრო იძულებული გახდა საქართველოს ეროვნული ბანკიდან აეღო სესხი 128, 8 მლნ. ლარის ოდენობით, მაშინ როცა ბიუჯეტით ეროვნული ბანკის სესხი მხოლოდ 52 მლნ. ლარით იყო განსაზღვრული. ბიუჯეტის შეუსრულებლობამ გამოიწვია საფინანსო კრიზისი, ქვეყანაში შეიქმნა მყარი ვალუტის დეფიციტი, შედარებით გაიზარდა მიმოქცევაში არსებული ლარის მოცულობა, რამაც გამოიწვია ლარის დევალვაცია და ინფლაცია.
1998 წელს საბიუჯეტო შემოსავლების ამოღება მთავრობის ერთ-ერთ მთავრ პრობლემას წარმოადგენდა. საგადასახადო დეპარტამენტის მიერ მობილიზებულმა მთლიანმა შემოსავლებმა სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში 1998 წლისათვის შეადგინა 327 მლნ. ლარი, ნაცვლად დაგეგმილი 372 მლნ. ლარისა. ე. ი. მხოლოდ 88%. ამავე წელს საბაჟო სამსახურში მთლიანად მობილიზებულია 209 მლნ. ლარი, საგეგმო დავალების 263 მლნ. ლარის ნაცვლად, ანუ 69, 4%.
1998 წელს, დაგეგმილთან შედარებით, უცხოური წყაროების მნიშვნელოვანმა კლებამ განაპირობა საბიუჯეტო შემოსავლების კატასტროფული ჩავარდნა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ქვეყნის საბიუჯეტო - საფინასო კრიზისი, რომელიც გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში.
საბიუჯეტო კრიზისზე, შიდა ფაქტორებთან ერთად, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა რუსეთში არსებულმა საფინანსო - ეკონომიკურმა კრიზისმა. დიდი რაოდენობით შეუფერხებლად გაედინებოდა ქვეყნის გარეთ მყარი ვალუტა, ხოლო საშინაო ბაზარზე ვაჭრობა მიმდინარეობდა რუსეთიდან შემოტანილი აღურიცხავი პროდუქტით.
საქართველოს 1998 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შეუსრულებლობა ძირითადად განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: სახელმწიფო აპარატის ჩინოვნიკების კორუმპირებულობამ, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის არადამაკმაყოფილებელმა მუშაობამ, კონტრაბანდული გზით დიდი ოდენობის საქონლის იმპორტმა, დაბეგვრას დაქვემდებარებული იურიდიული და ფიზიკური პირების აღრიცხვიანობის მოუწესრიგებლობამ, გალში მომხდარმა მოვლენებმა, სოფლის მეურნეობაში გვალვით გამოწვეულმა ზარალმა, ელექტროენერგეტიკული სექტორის კრიზისულმა მდგომარეობამ, არახელსაყრელმა სამეწარმეო გარემომ, ფინანსთა სამინისტროს არადამაკმაყოფილებელმა მუშაობამ და მათ უპასუხისმგებლო განცხადებებმა,
ე. წ. საგადასახადო ამინისტიის შესახებ და სხვა.
1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობამ და საბიუჯეტო კრიზისმა გაართულა 1999 წლის რეალური ბიუჯეტის შედგენა და დამტკიცება. ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით საშემოსავლო ნაწილი 1999 წლისათვის განისაზღვრა 856,6 მლნ. ლარით, გასავალი - 1225,6 მლნ. ლარი. დეფიციტის განსაზღვრული ოდენობა შეადგენს 399,4 მლნ. ლარს, ბიუჯეტი გათვლილია კურსით: 1 აშს დოლარი - 2 ლარი. ამასთან, ლარის კურსის მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში 6 თვის შემდეგ მოხდება საბიუჯეტო მაჩვენებლების დაზუსტება.
საბიუჯეტო - სავალუტო კრიზისის ღონისძიებები ძირითადად ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს: ჯერ ერთი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბიუჯეტის შემოსავლების მაქსიმალური მობილიზაცია და მეორე, აუცილებელია საბიუჯეტო ხარჯების რაციონალიზაციის მიღწევა. საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის უზრუნველსაყოფად საჭიროა: საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, მათი სრულყოფა, საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესება, შესაბამისი სამსახურების სათანადო დონეზე ტექნიკური უზრუნველყოფა და მათი საქმიანობის რადიკალურად გარდაქმნა; ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების საიმედოდ დაცვა და კონტრაბანდის აღკვეთა; ურჩ გადამხდელთა წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და მათი აღსრულების უზრუნველყოფა; მაკონტროლებელი ორგანოების მუშაკთა საგადასახადო და საბაჟო ინსპექტორების სტიმულირების სისტემის შექმნა, მათი ფუნქციების მკაცრად განსაზღვრა და რეგლამენტაცია; კორუფციასთან აქტიური ბრძოლა; ქვეყანაში დაბეგვრას დაქვემდებარებული იურიდიული და ფიზიკური პირების აღრიცხვიანობის მოწესრიგება; მატერიალური წარმოების დარგებში ეკონომიკური რეფორმების სწორი პროგრამების შემუშავება და გატარება; ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესება.
ყველა ზემოთ აღნიშნული ღონისძიებათა განხორციელება იქნება გარანტი საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისა, ქვეყნის საბიუჯეტო კრიზისიდან გამოსვლისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა.
![]() |
45 ჯანდაცვის ეკონომიკა საბაზრო ურთიერთობების პირობებში |
▲ზევით დაბრუნება |
მალხაზ კერესელიძე
სუ სამკურნალო - დიაგნოსტიკური ცენტრის
გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე
ნინო ჩიხლაძე
თსუ ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი,
სამკურნალო - დიაგნოსტიკური ცეენტრის
ეკონომიკური სამსახურის უფროსი
1. ჯანდაცვის ეკონომიკა, როგორც მეცნიერული დისციპლინა XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. 1962 წელს ჟენევაში ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მორიგი კონვენციის ძირითად თემას წარმოადგენდა ,,პროფილაქტიკა მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ორგანიზაციის ეკონომიკური მნიშვნელობა”.
2. საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში რეფორმის ჩატარების აუცილებლობამ გამოიწვია დარგში ახალი სამეურნეო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებდა საბიუჯეტო დაფინანსების შერწყმას მოსახლეობის ფასიანი მომსახურების განვითარებასთან. 1991 წლიდან მკვეთრად იკლო კაპიტალდაბანდებებმა, მოძველდა ჯანმრთელობის დაცვის მატერიალურ - ტექნიკური ბაზა. აუცილებელი გახდა ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება და სწორედ ამ პერიოდიდან დასაბამი მიეცა ჯანდაცვის სისტემაში საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრებას.
ახალი ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამეურნეო მექანიზმების ჩამოყალიბებამ ჯანდაცვის ეკონომიკის წინაშე მთელი რიგი პრობლემები წამოჭრა.
3. ჯანდაცვის ეკონომიკა შეისწავლის:
ა) სამკურნალო - პროფილაქტიკური პროცესის ყველა სტადიით სამეურნეო - მეთოდებსა და პირობებს. იგი განსაზღვრავს პოტენციური პაციენტების სტრუქტურას, პროფესიონალური საქმიანობის ორგანიზაციულ - ეკონომიკურ ფორმას;
ბ) მედიცინაში სამეურნეო საქმიანობის ფაქტორებს, მატერიალურ - ტექნიკურ ბაზას, არსებული რესურსების სტრუქტურას, კადრების შემადგენლობას, შრომის შესაძლო სტიმულებსა და მოტივაციებს.
გ) სახალხო მეურნეობის მოცემული დარგის ინვესტიციების სახეებსა და შესაძლებლობებს. ინვესტიციების წყაროების შესაბამისად მსოფლიოში გავრცელებულია ჯანდაცვის დაფინანსების სამი სისტემა - კერძო, საბიუჯეტო და სადაზღვევო.
დ) ეკონომიკურ ოპტიმიზაციას ანუ არსებული რესურსების რაციონალური გამოყენების გზებს, არსებული რესურსებისა და მეცნიერულ - ტექნიკური პროგრესის მიღწევების შესაბამისობის ხერხს, პრობლემათა ამავე ბლოკში განიხილება რესურსების გამოყენების ეფექტურობის საკითხი: სამეცნიერო, ეკონომიკური და სოციალურ ასპექტში.
ე) დარგის ეკონომიკურ ნორმატიულ ბაზას; აყალიბებს სამედიცინო - პროფილაქტიკური მუშაობის, როგორც ჯანდაცვის სამეურნეო საქმიანობის შედეგების რაოდენობრივი მაჩვენებლის სისტემას.
ვ) ჯანდაცვის დარგის სამეურნეო მექანიზმის ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ - სამართლებრივი მართვის, სამედიცინო მენეჯმენტის საკითხებს.
ზ) ეკონომიკური წარმატების მიღწევის გზებს, სამედიცინო მარკეტინგის რეკლმას, მომხმარებლის ფსიქოლოგიას.
4. ამგვარად, ჯანდაცვის ეკონომიკურ პრობლემათა ანალიზის პროცესში აუცილებელია გავითვალისწინოთ ორი მხარე: პირველი - პროფესიონალური, როგორც სამედიცინო საქმიანობის შინაარსობრივი ასპექტი და მეორე - ეკონომიკური, რომელიც განსაზღვრავს მოცემული საქმიანობის სამეურნეო ფორმას.
ჯანდაცვის ეკონომიკა წარმოადგენს მედიცინის დარგში სამეურნეო საქმიანობის ფორმირების, მეთოდებისა და შედეგების, მისი ორგანიზაციის, მართვის და განვითარების ეკონომიკური ცოდნის კომპლექსს. ჯანდაცვის ეკონომიკურ პრობლემათა გადაჭრა დარგის კრიზისიდან გამოსვლას განაპირობებს.
![]() |
46 თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნისა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი ლალიაშვილი
ეკონომიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
თავისუფალი ეკონომიკური ზონების (თეზ) შექმნამ და წარმატებულმა ფუნქციონირებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საქართველოს მძიმე საფინანსო და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანის საქმეში.
კიოტოს კონვენციის (1973წ) დოკუმენტების თანახმად თეზ - ის ქვეშ იგულისხმება ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც საქონელი განიხილება, როგორც ნაციონალური საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფი და ამიტომ არ ექვემდებარება საერთო საბაჟო კონტროლს და გადასახადებით დაბეგვრას. ასეთი ზონების შექმნით მიიღწევა შემდეგი დადებითი შედეგები:
- მთლიანად ქვეყანაში და მის ცალკეულ რეგიონებში გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა;
- შეღავათიანი რეჟიმი მოიზიდავს უცხოურ და ადგილობრივ ინვესტიციებს;
- შეიქმნება დამატებით სამუშაო ადგილები;
- შესაძლებელი გახდება წარმოებაში თანამედროვე, მაღალეფექტური საშუალებების დანერგვა, მეცნიერების უახლეს მიღწევათა პრაქტიკაში გამოყენება;
- ადგილობრივი რესურსების, ნედლეულის მასალების ეფექტური გამოყენება;
- გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო სიმძლავრეები, მაღალხარისხოვანი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებით;
- განვითარდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა;
- გაიზრდება ქვეყნის სავალუტო და სხვა სახის შემოსავლები, გაუმჯობესდება საგადამხდელო ბალანსი;
- თეზ - ში უცხოური ფაქტორის არსებობა აამაღლებს ქართველ მეწარმეთა სამეწარმო კულტურას;
- ხელი შეეწყობა უფრო მკაცრი ეკოლოგიური მოთხოვნების შესრულებას.
- საქართველოში თეზ-ების შექმნის ხელშემწყობი პირობებიდან აღსანიშნავია: ა) ხელსაყრელი, სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა; ბ) დიდი რაოდენობით დაუსაქმებელი, მაღალკვალიფიციური და იაფი მუშახელი; გ) მნიშვნელოვანი სმეცნიერო პოტენციალი; დ) წარმოების პროცესში შეიძლება ჩაერთოს ადგილობრივი ნედლეული და მასალები; ე) საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა ტელეკომუნიკაციების თანამედროვე ქსელი; ვ) არსებობის გარკვეული თეორიული გამოცდილება.
ხელშემშლელი პირობებიდან შეიძლება გამოვყოთ: ა) არასტაბილური ეკონომიკური ვითარება; ბ) ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა; გ) სათანადო ნორმატიული ბაზის არარსებობა; დ) სახელმწიფოს მიერ ქმედითი ღონისძიებების გაუტარებლობა.
იმისათვის, რომ თეზ - ების შექმნამ დადებითი ეკონომიკური შედეგები მოგვიტანოს, აუცილებელია გავითვალისწინოთ მსოფლიო გამოცდელება, მაგრამ უნდა შევქმნათ თეზ- ის ისეთი მოდელი, რომელიც საქართველოს თავისებურებებს შეეხამება. სწორედ უნდა შეირჩეს თეზ-ების გეოგრაფიული მდებარეობა, ეს არჩევანი განპირობებული უნდა იყოს არა რეგიონში (ქალაქში) შექმნილი სირთულეებით, არამედ იქ არსებული ფარდობითი უპირატესობებით. უნდა შეიქმნას კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული სამართლებრივი ნორმატიული ბაზა, რომელიც დაარეგულირებს სამეურნეო სუბიექტთა საქმიანობას ზონის ფარგლებში.უნდა შემოღებული იქნას გააზრებული, მიზანმიმართული შეღავათთა სისტემა. საჭიროა სახელმწიფოს აქტიური ფინანსური დახმარებაც (პირდაპირი და არაპირდაპირი სუბსიდიები).
საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შეიძლება შეიქმნას თეზების სხვადასხვა ორგანიზაციული ფორმები. საპორტო ქალაქებში (ბათუმში და ფოთში) მიზანშეწონილია თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნა, სადაც მოხდება სატრანზიტო ტვირთების ჩატვირთვა - გადმოტვირთვა, მათი შენახვა საბაჟო საწყობებში მომავალი რეექსპორტისათვის. აგრეთვე, შესაძლებელია თეზის-ის კომპლექსში ნავთობგადამამუშავებელი და სხვა საწარმოების შეყვანა (კომპლექსური თეზ.) კომპლექსური ზონების შექმნა შესაძლებელია საქართველოს დიდ ქალაქებში (თბილისი, რუსთავი). თბილისში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და უმაღლესი სასწავლებლების კონცენტრაცია წარმოადგენს ტექნოლოგიური პარკის შექმნის წინაპირობას. ცალკეულ რეგიონებში შეიძლება შეიქმნას ტურისტულ-რეკრეაციული ზონები.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ძირითადი ნორმატიული ბაზა თეზ-ების შექმნისათვის უკვე არსებობს, თუმცა მას დახვეწა და შევსება ესაჭიროება.
![]() |
47 ფულადი-საკრედიტო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში (საქართველოს მაგალითზე) |
▲ზევით დაბრუნება |
ნინო კერესელიძე
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
1. ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არის მიმოქცევაში მყოფი ფულის მასაზე სახელმწიფოს ზემოქმედებს პოლიტიკა, რომელიც წარმოების მოცულობის, დასაქმებისა და ფასების დონის სტაბილიზაციის მიზნით ახორციელებს ფულის მიწოდების რეგულირებას.
2. საქართველოში, ეკონომიკური რეფორმების საწყის ეტაპზე, გატარებულმა მეცნიერულად დასაბუთებულმა თუ დაუსაბუთებელმა, ზედმეტად ლიბერალურმა ფულად-საკრედიტო და საბანკო პოლიტიკამ უაღრესად ნეგატიური როლი შეასრულა . ურესურსოდ, ,, ჰაერიდან” აღებული საკრედიტო სახსრები სათანადო ეკონომიკური დასაბუთების გარეშე ნაწილდებოდა უფრო მეტად საშემოსავლო-კომერციულ სუბიექტებზე, რის გამოც მასიური სახე მიიღო ფულით ვაჭრობამ და მიმოქცევის სფეროში აღმოჩნდა დიდძალი დაუსაქონლებელი ფულადი მასა აღნიშნულმა გარემოებამ გააღრმავა ინფლაციური პროცესები, ხელი შეუწყო საბრუნავი სახსრების გაუფასურებას, ეკონომიკის დაცემის დაჩქარებას და ქვეყანაში გადაუხდელობის პრობლემის დამკვიდრებას. საბოლოო ჯამში კი არასწორმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ შექმნა საფუძველი ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებისა და მაკროეკონომიკური დესტაბილიზაციისათვის.
3. 1994 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში დაიწყო საბაზრო ეკონომიკის მონეტარული მოდელის რეალიზაცია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას. შეიძლება თამამად ითქვას, რომ არნიშნული მიდგომით საფუძველი ჩაეყარა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის და ეკონომიკური აღორძინების პროცესს. პირველი დიდი წარმატება, რომელიც მიღწეულ იქნა ამ სფეროში, ეს იყო ინფლაციის ზრდის შეჩერება, რისი წარმოდგენაც კი ძნელი იყო რამოდენიმე წლის წინ.
საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი საბანკო სისტემის ფორმირების საწყისი ეტაპი აღინიშნა ორიარუსიან საბანკო სისტმაზე გადასვლით. იგი განხორციელდა ისტორიულად ძლიერ მჭიდრო ვადებში და ამოტომაც ვერ მოასწრო შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება. ამასთან ძველი ბანკების რეორგანიზაცია და ახალი ბანკების ჩამოყალიბება დაემთხვა მაღალ ინფლაციურ პროცესს, რამაც ბუნებრივია, თავისი უარყოფითი დაღი დაასვა ქვეყნის მთელი საბანკო სფეროს ფუნქციონირებას. შიდა ფაქტორებთან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თავიდავე ზედმეტად მრავალრიცხოვანი წვრილი ბანკების შექმნა, რომელთა მიერ გატარებული მაღალრისკიანი უპასუხისმგებლო საკრედიტო პოლიტიკის გამო ქვეყანაში დაირღვა ფინანსური წონასწორობა. ანალიზი გვიჩვენებს, რომ მიუხედავად მთელი რიგი ბანკების მძიმე ფინანსური მდგომარეობისა, ამჟამად საბანკო სისტემის სისტემური კრიზისის საფრთხე უკვე აღარ არსებობს. ამის მტკიცების საფუძველს იძლევა, აგრეთვე, მიზნობრივი და გამართული პოლიტიკა, რომელსაც ამ ბოლო დროს ახორციელებს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკების მიმართ.
როგორც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, უკანასკნელ პერიოდში ფულადსაკრედიტო სფერომ ძირეული პოზიტიური ცვლილებები განიცადა და მიღწეულია გარკვეული წარმატებები. მაგრამ საქართველოს ბანკო სისტემის სრული გაჯანსაღების პროცესი ჯერ კიდევ წინაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მთელი საბანკო სისტემის შემდგომი სრულყოფა, ეკონომიკის საკრედიტო და საანგარიშსწორებო მომსახურების განვითარება-გაფართოება, კომერციული ბანკების საქმიანობის სრულყოფა რეგულირების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, საბანკო სისტემის გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდურობის ამაღლება, ეკონომიკური ნორმატივების მკაცრი დაცვა საბანკო სისტემაში. მინიმალური საწესდებო კაპიტალის შემდგომი გაზრდა და ამ გზით არაკონკურენტუნარიანი ბანკების დახურვა. კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება, აგრეთვე, კომპიუტერული ქსელების ათვისება და გამოყენება იმ დონეზე, რომ ყოველ ბანკს ჰქონდეს ინტერნეტში განთავსებული ,,ფურცლები”.
![]() |
48 საქონლის საერთაშორისო გადაზიდვები |
▲ზევით დაბრუნება |
ბეჟან მანგოშვილი
თსუ მიკროეკონომიკისა და მანეჯმენტის
ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
მსოფლიო ბაზარზე საქონლის გატანა მოითხოვს მისი ტრანსპორტირების ორგანიზაციას. საქონლის ტრანსპორტირება საქონელმიმოქცევის პროცესის ორგანული ნაწილია. საერთაშორისო გადაზიდვების მიზანია ერთი ქვეყნიდან მეორეში საქონლის ტრანსპორტირება და მიმოქცევაში მისი ყოფნისა და ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა.
ტექნიკის პროგრესის გამო უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად დაჩქარდა ტრანსპორტირების პროცესი და შემცირდა მისი ღირებულება. ეს ძირითადად ეხება საზღვაო ტრანსპორტს. მისი მწარმოებლურობა გაიზარდა გემების გიგანტური ზომებისა და დატვირთვა-გადმოტვირტვის ახალი ტექნოლოგიების (კონტეინერების) გაოყენების გამო.
როგორც ვიცით, საქონლის საერთაშორისო გადაზიდვაში გამოიყენება ყველა სახის ტრანსპორტი: წყლის (საზღვაო და სამდინარო), რკინიგზის, საავტომობილო, საჰაერო და მილსადენი სისტემები. ეს უკანასკნელი გამოიყენება გაზითა და ნავთობით ვაჭრობაში. უკანასკნელ პერიოდში საჰაერო ტრანსპორტის ფართო გამოყენენების ტენდენცია აისახება საჰაერო გადაზიდვების ღირებულების შემცირებით. საზღვაო ტრანსპორტი შეუცვლელი ტრანსპორტია, მასზე საერთაშორისო ვაჭრობის 60%-ზე მეტი მოდის. ტრანსპორტის სხვა სახეები ძირითადად გამოიყენება შიდაკონტინეტურ ვაჭრობაში.
სატრანსპორტო ოპერაცია ითვლება საერთაშორისოდ, თუ ტვირთების მოძრაობა ხორციელდება გამყიდველი ან მყიდველი ქვეყნისათვის უცხო ტერიტორიაზე. იმის გამო, რომ საერთაშორისო ვაჭრობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებსა და კონტინენტებს, გართულებულია ტვირთმფლობელთა მიერ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში საკუთარი წარმომადგენლობის ორგანიზაცია. ამიტომ ასეთ ვითარებაში მიზანშეწონილია შუამავლების გამოყენება, რომელთაც სხვადასხვა სახელი აქვთ, კერძოდ: საფრთხილო აგენტები, ექსპედიტორები, ბროკერები და ა.შ.
სატრანსპორტო საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ყიდვა-გა ყიდვის კონტრაქტში. მაგრამ ამ ხელშეკრულებით ჩვეულებრივ განისაზღვრება მხარეთა მოვალეობანი საქონელმცოდნეობის სხვადასხვა ეტაპზე, აგრეთვე, მყიდველსა და გამყიდველს შორის სატრანსპორტო და სხვა თანამედროვე ხარჯების განაწილების წესი, რისკის გადაცემის პირობები და პასუხისმგებლობა გადაზიდვის დროს შემთხვევითი განადგურების ან დაზიანების შემთხვევაში.
საერთაორისო ვაჭრობაში ტრანსპორტის ფაქტორის გათვალისწინების მიზნით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ შემუშავებულია საქონლის მიწოდების საბაზისო პირობები, რომელთა ახსნა-განმარტების უკანასკნელი რედაქცია მოცემულია კრებულში ,,INCOTERMS -1990”. ამ საერთაშორისო წესებით ხელმძღვანელობს ყველა ქვეყნის კომერსანტი ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულების დადების დროს. საბაზრო პირობებში ,,INCOTRMS -1990” წარმოდგენილია სქემატურ ცხრილში, რის შედეგადაც გაადვილებულია მათი აღქმა. ისინი განლაგებულია ჯგუფების მიხედვით. პირველ რიგში, მოცემულია ის პირობები, რომლებიც ითვალისწინებენ გამყიდველის მინიმალურ დანახარჯებსა და ვალდებულებებს, ბოლოს კი - გამყიდველის მაქსიმალურ დანახარჯებსა და ვალდებულებებს.
საზღვაო ტრანსპორტს საქონლის საერთაშორისო გადაზიდვაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ტვირთმფლობელები ფრახტის ხაზით გემთმფლობელებს ყოველწლიურად უხდიან დაახდლოებით 105-110 მლრდ. აშშ დოლარს, რაც მსოფლიო ექსპორტის ღირებულების დაახლოებით 7%-ს შეადგენს. საზღვაო ტრანსპორტით ძირითადად წარმოებს მასობრივი ჩამოსასხმელი და დასაყრელი ტვირთების გადაზიდვა, რკინის მადანი, ქვანახშირი, მარცვლეული. სხვა ტვირთებიდან კი - ტარიანი ცალობითი ტვირთები. ამ ჯგუფში შედის მზა სამრეწველო პროდუქცია, ნახევარფაბრიკატები და სურსათი.
საქონლის ტრანსპორტირების ყველაზე ეკონომიკური ხერხია კონტეინერული და პაკეტური გადაზიდვები. შერეულ გადაზიდვებში: ხმელეთი, ზღვა და ხმელეთი. ისინი განსაკუთრებულად მოხერხებულია. კონტეინერებთან ერთად ფართოდ გამოიყენება პაკეტური გადაზიდვების სხვა ფორმები. მაგ: ქვედები LASH ტიპის ბარჟები (კარპაჭები).
ავიაგადაზიდვის დიდმა სიჩქარემ მნიშვნელოვნად შეამცირა სატრანსპორტო დოკუმენტების საჭიროება, ამიტომ პრაქტიკაში ასეთი ზედნადები არაბუნებრივი სახით აღინიშნება. ტვირთის დაღუპვასა და დაკარგვაზე პასუხისმგებელია ავიაგადამზიდავი, ასევე დაზიანებაზე და დაგვიანებით მიწოდებაზე. რაც შეეხება რკინიგზასა და საავტომობილო ტრანსპორტს, ისინი გამოიყენება სახმელეთო გადაზიდვებში.
საქონლის მოძრაობის სამ სტადიას აქვს ადგილი გამყიდველის მიერ ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტის შესრულების პროცესში: 1. საქონლის მიწოდება; 2. საქონელზე საკუთრების უფლების გაცემა და 3. რისკის გადაცემა. ეს სტადიები არ ემთხვევა საერთაშორისო სავაჭრო გარიგებაში, ამიტომ ისინი აუცილებლად მკაცრად უნდა იყოს გამოკვეთილი.
საქონლის მიწოდებაში იგულისხმება ერთი პირის მიერ მეორისათვის მისი ფლობის უფლების ნებაყოფილობითი გადაცემა. საქონელი ითვლება მყვიდველისათვის მიწოდებულად, როდესაც იგი ან მისი აგენტი ხდება ამ საქონლის მფლობელი ან მათ შეუძლიათ მასზე კონტროლის განხორციელება. კომერციული დოკუმენტების სისწორეზეა დამოკიდებული საქონლის დროული მიწოდება ან ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტის შესრულბის სიზუსტე. ანგარიშ-ფაქტურა კომერციულ დოკუმენტებში მთავარია, ამიტომ იგი უნდა იყოს ზუსტი და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას.
![]() |
49 ანტი-დემპინგური გადასახადების გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით |
▲ზევით დაბრუნება |
მიხეილ პატაშური
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური
ურთიერთობების სამინისტრო მსოფლიო სავაჭრო
ორგანიზაციასთან (WTO) ურთიერთობათა
სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი
საქრთველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩართვამ საგარეო ვაჭრობაში, წარმოშვა მრავალი საჭირბოროტო საკითხი. საქართველოს ეკონომიკის ღრმა დაქვეითების არსებობის პირობებში განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის ხელშეწყობა. ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობის ინტერესებში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ადგილობრივ მეწარმეთა დაცვას იაფი იმპორტული საქონლის გადაჭარბებული ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან.
მრავალ ქვეყანაში ანტი-დემპინგური გადასახადები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის საქმეში. ანტი-დემპინგური გადასახადების გამოყენებით შესაძლებელია განხორციელდეს ადგილობრივ მეწარმეთა დაცვა საქონლის დემპინგური იმპორტით მიყენებული ზარალისაგან. ანტი-დემპინგურ გადასახადებს შეუძლიათ მნიშვნელოვან წილად აღმოფხვრან იმპორტული საქონლის მიერ დაბალი ფასით მიღწეული კონკურენტული უპირატესობანი და უზრუნველყონ დემპინგური საქონლით გამოწვეული ზარალის კომპენსირება.
წარსულში ბევრი განვითარებული ქვეყნის მიერ ანტი-დემპინგური გადასახადები საკმაოდ მასშტაბურად გამოიყენებოდა ადგილობრივ მეწარმეთა ინტერესების დაცვისათვის. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ბევრი ქვეყნის დაინტერესება შეექმნათ ერთიანი წესები ანტი-დემპინგური გამოძიების, ფაქტების დამუშავებისა და გადასახადების დაწესების სფეროში. 1994 წელს ურუგვაის რაუნდზე მსოფლიო სავაჟრო ორგანიზაციის ჩამოყალიბებების გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად ქვეყნები შეთანხმდნენ ანტი-დემპინგური გადასახადების დაწესებისა და გამოყენების ახალი წესების შესახებ. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ამ სფეროში გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესი. იმ შემთხვევაში, თუ წევრ ქვეყანას მიაჩნია, რომ მისი ქვეყნიდან ექსპორტირებული საქონლის წინააღმდეგ არასამართლაიანად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ანტი-დემპინგური გადასახადების დაწესების შესახებ, მას შეუძლია სარჩელი შეიოტანოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავების გადაწყვეტის ორგანოში.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კანონმდებლობის მიხედვით დემპინგად ითვლება როდესაც:
1. საქონელი იმპორტიორ ქვეყანაში იყიდება უფრო დაბალ ფასში, ვიდრე ჩვეულებრივი ვაჭრობის დროს;
2 საქონელი იყიდება წარმოების ხარჯზე დაბალ ფასში. ამ შემთხვევაში ფასში გათვალისწინებული უდა იყოს: საქონლის ერთეულის წარმოების თვითღირებულებას დამატებული ძირითადი, ადმინისტრაციული და გაყიდვის ხარჯები;
3. საქონელი იყიდება ისეთ დაბალ ფასში, რომელიც ზიანს აყენებს ეროვნულ წაარმოებას ან ქმნის დაზარალების საფრთხეს ეროვნული მწარმოებლისათვის.
დემპინგურ ფასში იმპორტირებული საქონლის მიერ მიყენებული ზარალის განსაზღვრისათვის აუცილებელია განისაზღვროს: ა) დემპინგური იმპორტის მოცულობა და მისი გავლენა მსგავსი საქონლის ფასზე იმპორტიორი ქვეყნის ბაზაზე და ბ) დემპინგური იმპორტის გავლენა მსგავსი საქონლის საშინაო მწარმოებლებზე.
ანტი-დემპინგური კანონმდებლობის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მწრმოებელთა ცნების განსაზრვრა. ადგილობრივ მწარმოებლებში ითვლება მსგავსი საქონლის მწარმოებელთა ერთობლიობა იმპორტიორ ქვეყანაში, რომელთაც გააჩნია ამ საქონლის წარმოების დიდი წილი. დემპინგის შესახებ გამოძიების დაწყება შესაძლებელია ადგილობრივი მწარმოებლების მიერ დემპინგის ფაქტის შესახებ წერილობითი განცხადების შემდეგ. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლოა გამოძიება დაიწყოს ოფიციალური პირების ინიციატივით, თუ მათ ექნებათ საკმაო დამამტკიცებელი საბუთები დემპინგის არსებობის, მიყენებული ზარალისა ან მომავალში შესაძლო ზარალის შესახებ.
ანტი-დემპინგური გამოძიების შეწყვეტა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიების ოფიციალური პირები დაადგენენ, რომ დემპინგის ზღვარი იმყოფება მინიმალურ ზღვარს ქვემოთ. WTO-ს კანონმდებლობის მიხედვით მინიმალურ ზღვრად ითვლება და შესაძლოა დემპინგად არ იქნას მიჩნეული თუ: ა) ვაჭრობის ერთიდაიგივე დონეზე ფასების შედარებისას იმპორტულ ფასსა და საშინაო ბაზარზე არსებულ ფასს შორის განსხვავება 2%-ზე ნაკლებია; ბ) თუ არსებული დემპინგური საქონლის მწარმოებელი ქვეყნის წილი იმპორტში 3%-ზე ნაკლებია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დემპინგურ ფასად საქონლის რამოდენიმე ისეთი მიმწოდებელი, როდესაც თითოეულის წილი 3%-ზე ნაკლებია, მაშინ იმპორტში მათი საერთო წილი არ უნდა აღემატებოდეს 9%-ს.
ყველა დამტკიცებული საბუთის განხილვის შემდეგ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება ანტი-დემპინგური გადასახადების დაწესების შესახებ. ამასთან, დაწესებული ანტი-დემპინგური გადასახადის ზომა არ უნდა აღემატებოდეს არსებული დემპინგის ზღვარს. ანტი-დემპინგური გადასახადების გადახდა ხდება გადასახადის დაწესების შემდეგ ქვეყანაში იმპორტირებული საქონლისათვის. საბოლოოდ ანტი-დემპინგური გადასახადები უნდა დასრულდეს მისი შემოღებიდან ხუთი წლის ვადაში. ბუნებრივია, ანტი-დემპინგური გადასახადების შესახებ კანონმდებლლობის შემუშავება საქართველოში მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და დაიცავს ადგილობრივ მეწამეთა ინტერესებს.
![]() |
50 საბანკო რეფორმა, პრობლემები, თეორია და სინამდვილე |
▲ზევით დაბრუნება |
ციური ოქრუაშვილი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან
არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების
სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის
უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი
საქართველოს საბანკო სისტემა, შეიძლება ითქვას, როგორც გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე ცდებისა და შეცდომების მეთოდებით ვითარდება. ეს არც არის გასაკვირი. ჩვენს ბანკებს ხომ ცივილიზებული საბანკო კონკურენციის პირობებში მუშაობის საკმარისი სტაჟი არ აქვს. ეს პირობა ძალზე მკაცრია და თუ ქართულმა ბანკებმა დასავლეთის სტანდარტებით მუშაობა არ აითვისეს, მათი შემდგომი წინსვლა - განვითარება პრობლემატური გახდება. საბანკო სისტემის განვითარება საქართველოში მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია ბანკის საქმიანობაში აქტივების მართვის მოდელების დანერგვაზე.
აქტივების მართვაში სახსრების საერთო ფონდის მეთოდის გამოყენება ბანკს აძლევს აქტიური ოპერაციების კატეგორიების ამორჩევის შესაძლებლობას. ამავე დროს, აღნიშნული მეთოდი არ წყვეტს ,,ლიკვიდობა - მომგებიანობის” პრობლემას. აქტივების განაწილების მოდელით ხდება სახსრების წყაროების განსაზღვრა აუცილებელი რეზერვების ნორმების შესაბამისად. ქართულმა ბანკებმა თავის საქმიანობაში უნდა დანერგონ მარკეტინგი.
განვითარებული ქვეყნების ბანკების ორგანიზაციულ სტრუქტურაში მარკეტინგის სამსახურს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. მსხვილ ბანკს აუცილებლად ჰყავს ვიცე - პრეზიდენტი მარკეტინგის დარგში, აქვს მარკეტინგის სამსახურის სამმართველო ან განყოფილება, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს ბანკების შესახებ. ჩვენთან ბევრ ბანკს, არათუ ასეთი ვიცე - პრეზიდენტი, ხშირად მარკეტოლოგიც კი არა ჰყავს.არადა, თანამედროვე პირობებში ბანკისათვის შესაფერისი მომხმარებლის შესარჩევად აუცილებელია თითოეული მათგანის სპეციფიკის, მისი სუსტი და ძლერი მხარეების ზუსტად შესწავლა.
საბაზრო კონკურენციის პირობებში, როდესაც ბაზარი დატვირთულია საქონლით და მომსახურებით, ბანკი არ ცდილობს დააკმაყოფილოს ყველა პოტენციური კლიენტის მოთხოვნილება. იგი ირჩევს იმ ბაზარს, სადაც მას შედარებით მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობა აქვს. ბანკებმა უნდა დაიბრუნონ საზოგადოების ნდობა, რაც თავის მხრივ, შექმნის საზოგადოებაში არსებული დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების საბანკო ქსელში მოხვედრის პირობებს. დღეისათვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს საბანკო სისტემა, მაგრამ საჭიროა მისი განვითარება. იმისათვის, რომ საქართველოში წარმატებით განხორციელდეს საბანკო რეფორმა, პარალელურად უნდა ჩატარდეს რეფორმა ბანკის მენეჯერების მომზადების საქმეში.
საქართველოში მრავალი ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებელი ამზადებს საბანკო საქმის სპეციალისტებს. ჩვენი აზრით, ბანკის მენეჯერების სწავლება - მომზადება ხდება არა სათანადო დონეზე, სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ რეფორმა. მაღალკვალიფიციური საბანკო საქმის მენეჯერების მომზადება ხელს შეუწყობს საბანკო რეფორმის წარმატებით განხორციელებას. საბანკო საქმის სასწავლო კურსი იმდენად რთული და შრომატევადი საგანია, რომ მისი შესწავლა ორსემესტრიანი პროგრამით, როგორც უმრავლეს უმაღლეს სასწავებლებში ხდება, შეუძლებელია. მეტი დრო უნდა დაეთმოს სპეციალური საბანკო საქმის სწავლებას.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საბანკო საქმის მენეჯერის მომზადება შემდეგი მეთოდით განხორციელდეს:
I კურსი
I სემესტრი - ,,ფულის მიმოქცევა და კრედიტი”
II სემესტრი - ,,ფინანსები'
II კურსი
I სემესტრი - ,,საბანკო საქმის შესავალი”
II სემესტრი - სპეციალური საგანი ,,კომერციული ბანკები”
III კურსი
I-II სემესტრი - ა) ,,საბანკო საქმის ორგანიზაცია და მართვა”
ბ) საკურსო ნაშრომის დამუშავება და დაცვა საბანკო საქმის სპეციალობაში
გ) ზაფხულის არდადეგებზე საკურსო პრაქტიკა ბანკში
IV კურსი
I სემესტრი
ა) საკურსო პრაქტიკის ანგარიშის დაცვა
ბ) სპეციალური საგანი: ,,საბანკო მარკეტინგი”
გ) სპეციალური საგანი: ,,საბანკო აუდიტი”
II სემესტრი
ა) წინასადიპლომო პროფესიული პრაქტიკა ბანკში
ბ) სადიპლომო ნაშრომის შესრულება და დაცვა.
უნდა დამუშავდეს შესაბამისი სასწავლო პროგრამები ყველა ზემოთჩამოთვლილ საგანში, ითარგმნოს და გამოიცეს უახლესი პროგრესული სახელმძღვანელოები. პერიოდულად უნდა მოეწყოს ინსტიტუტთაშორისი სამეცნიერო კონფერენციები, რომელიც ხელს შეუწყობს საბანკო კადრების მომზადების დარგში მიღწევების ურთიერთგაცვლას და დანერგვას.
ამ ორსემესტრიანი სასწავლო პროგრამების ნაცვლად, რომელიც დღეისათვის გამოიყენება უმრავლეს უმაღლეს სასწავლებლებში, ჩვენს მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყოფს საბანკო კადრების პროფესიული დონის ამაღლებას. ვინაიდან, საბანკო საქმე დინამიკური ბიზნესია, სისტემატურად უნდა განხორციელდეს ბანკის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. მოწინავე საბანკო ინსტიტუტებში უნდა შეიქმნას კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი კურსები.
![]() |
51 დაზღვევა, სამედიცინო დაზღვევის განვითარების პერსპექტივები |
▲ზევით დაბრუნება |
თეა ჯანაშია
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან
არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების
სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის მაძიებელი
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში წარმოებს ჩვენი რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის გარდაქმნა. გარკვეული რეფორმები ტარდება აგრეთვე სახელმწიფო სადაზღვევო სისტემაშიც, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის სადაზღვევო საქმიანობის სოციალური მხარის გაფართოებაზე. დღეს საქართველოში მიმდინარეობს სადაზღვევო ბაზრის ფორმირება, მისი ფუნქციონირება მყარ საკანონმდებლო საფუძველზე სადაზღვევო მომსახურების სფეროს გაფართოებისა და მისი ხარისხის ამაღლებისათვის, სათანადო პირობების შექმნა იმისათვის, რომ სადაზღვევო საქმიანობაში სწორად ჩატარდეს რეფორმები, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ პრობლემები, რომლებიც დგას დღეს ჩვენი სადაზღვევო სისტემის წინაშე.
წარსულში, როდესაც საბჭოთა ხალხი ცხოვრობდა თავისი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური არსებით საერთო - სახალხო საკუთრების ფორმისწარმოებითი ურთიერთობების საზოგადოებაში, დარჩა სადაზღვევო კულტურის გარეშე. რაკი სახელმწიფო თავისთავზე იღებდა ყველაფერზე პასუხისმგებლობას, დაზღვევას ადამიანთა ცხოვრებაში უმნიშვნელო ადგილი ეკავა. ამჟამად, როცა დაიშალა და დაინგრა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის მქონე სახელმწიფო და მისი ნანგრევების ბაზაზე შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომლებიც ეკონომიკის მშენებლობის სულ სხვა ურთიერთობებს ახორციელებენ, მწვავედ იჩინა თავი ყველა იმ პროცესმა, რომელიც იგნორირებული, ან სუსტად განვითარებული იყო სსრ კავშირის სახალხო მეურნეობაში. ერთ - ერთი ასეთი მწვავე პრობლემა არის დაზღვევის საქმის ორგანიზაცია, რთული სადაზღვევო ეკონომიკის განვითარების აუცილებლობა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია საბაზრო ურთიერთობის განვითარება.
როგორც ვიცით, დაზღვევა ეკონომიკური დაცვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, იგი მიზანმიმართული ზრუნვაა ადამიანთა სოციალურ დაცვაზე, ეკონომიკურ უზრუნველყოფაზე. თანამედროვე პირობებში და შემდგომ პერსპექტივაშიც საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირება წარმოუდგენელია დაზღვევის გარეშე. დაზღვევა არის ეკონომიკის ის სფერო, რომელიც დღევანდელ კატაკლიზმებით სავსე ცხოვრებაში დაგვიცავს მრავალი მოულედნელობისაგან.
ამჟამად, საქართველოში მიმდინარეობს სამედიცინო დაზღვევის განვითარება. სამედიცინო დახმარების მაღალი ღირებულების გამო კონკრეტულ მომხმარებელს, ბუნებრივია, არ შეუძლია ხარჯების უშუალოდ ანაზღაურება, ამიტომაც აუცილებელია ქვეყანაში ფართოდ გავრცელდეს სამედიცინო დაზღვევის პროგრესული ფორმები. სამედიცინო დაზღვევა ეს არის ეკონომიკური, ფულადი, გამანაწილებელი ურთიერთობების მხარე, რომელიც დაკავშირებულია სადაზღვევო ფონდის ფორმირებასა და გამოყენებასთან, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. სამედიცინო დაზღვევის მიზანია, რომ უზრუნველყოს მოქალაქეები დაზღვევის შემთხვევის წარმოშობის დროს სამედიცინო დახმარების მიღებით დაგროვილი სადაზღვევო რეზერვებიდან და დააფინანსოს დაავადების პროფილაქტიკა.
ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევა ჯანდაცვის ორგანიზაციის თვისობრივად ახალი ეტაპია. ეკონომიკური კრიზისის პირობებში სწორედ სამედიცინო დაზღვევის სისტემა უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას მოსახლეობისათვის. ამაზე მეტყველებს მრავალი ქვეყნის გამოცდილება, მ.შ. ყოფილი სოციალისტური ქვეყნების (უნგრეთში, ჩინეთი, სლოვაკია) სამედიცინო დაზღვევა იძლევა დამატებითი საფინანსო შესაძლებლობებს და ჯანდაცვის მთელი სისტემის ეფექტიანობის ამაღლების საშუალებას.
თანამედროვე პირობებში, რომ არ დავაკნინოთ ჩვენი, საბჭოთა კავშირის დროს არსებული სამედიცინო დაზღვევა, საჭიროა შევინარჩუნოთ ყველა ის დადებითი თვისებები, რომლებიც ადრე არსებობდა ამ სფეროში, მაგრამ ყველაზე მთავარია ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველა ტერიტორიაზე უნდა გადავწყვიტოთ გარკვეული ამოცანები ამ დარგში. ბევრი ცივილიზებული სახელმწიფოს პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ფედერალურ დონეზე ძირითადად უნდა დარჩეს ნორმატიულ - საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რესპუბლიკური მნიშვნელობის მიზნობრივი, კომპლექსური პროგრამების ფორმირება და ა.შ. ამავე დროს ჯანდაცვის ძირითადი მოთხოვნილება ფინანსებზე რეალიზებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული ტერიტორიების დონეზე. სწორედ აქ არის საჭირო ძირითადი მმართველობითი ფუნქციების კონცენტრაცია და ადგილზე უნდა იქნეს შექმნილი ყველა საშუალება მოსახლეობის სამედიცინო გარანტირებული დაზღვევისათვის.
სამედიცინო დაზღვევის რეფორმის ძირითადი პრინციპი უნდა გახდეს ტერიტორიული მოდელის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება თვითუზრუნველყოფის პრინციპზე ყველა სახის დაზღვევაში. სამედიცინო დაზღვევის რეფორმის მნიშვნელოვანი პრინციპი უნდა გახდეს ინფორმაციის თავისუფლება მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის მდგომარეობის, ეკონომიკური დანაკარგების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანთა არსებობის გარემოს უარყოფით გავლენასთან.
სამედიცინო დაზღვევის რეფორმის კიდევ ერთი პრინციპი - სამედიცინო დაზღვევის მოცულობა, დადგენილი სახელმწიფო გარანტიების ჩარჩოებში, უნდა განაპირობოს საჭირო მოცულობის ფინანსირებამ. რეფორმის მნიშვნელოვანი პრინციპი არის გარკვეულ შემთხვევაში მოქალაქეთა მონაწილეობა ხარჯების დაფარვის პროცესში, რომელიც მათ ესაჭიროებათ სამედიცინო დაზღვევის დროს. ამ პრინციპების რეალიზაციის გარეშე შეუძლებელია სამედიცინო დაზღვევის სრულფასოვანი ინტეგრირება საზოგადოებრივ- ეკონომიკური ურთიერთობების ახალ სისტემაში.
![]() |
52 რაციონალური დაბეგვრის პრინციპების გამოყენება საგადასახადო სისტემის რეფორმის პროცესში |
▲ზევით დაბრუნება |
ნანა მიჩილაშვილი
ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის აკად. პ. გუგუშვილის
სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი
მეცნიერ - თანამშრომელი
ირინა დადვანი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. პ. გუგუშვილის სახ
ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ - თანამშრომელი
საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა დღეს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა. ბიუჯეტის ფორმირების წყაროს საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს. ბიუჯეტური დაფინანსებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადის გადახდის პრობლემა ქვეყანაში ფაქტიურად არ რსებობს. პრობლემებს ქმნის კერძო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ სანდო ინფორმაციის მოპოვება და მათი დაბეგვრის მექანიზმი. დაბეგვრის დღევანდელი სისტემა უბიძგებს როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე მეწარმეებს, დამალონ მიღებული შემოსავლები. ამგვარი მდგომარეობა არა მარტო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას იწვევს, არამედ ნეგატიურ გავლენას ახდენს აგრეთვე მეწარმეობის განვითრებაზე, ამუხრუჭებს მას. ამის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი კი შემოსავლების განაწილების და საგადასახადო მექანიზმის მოუქნელობაში უნდა ვეძიოთ.
მეცნიერულად დაუსაბუთებელი, ერთიან მეთოდოლოგიურ საფუძველს მოკლებული დაბეგვრის სისტემა, ბუნებრივია, ვერც ეკონომიკის მასტიმულირებელ ფუნქციას შეასრულებს და აქედან გამომდინარე, ვერც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებას უზრუნველყოფს. აღნიშნული პრობლემები დასავლეთის განვითარებულ ქვეყანაში დიდი ხანია რაც მეცნიერულ - თეირიული კვლევის საგანს წარმოადგენს. ეკონომიკურ პოლიტიკას აქ შემოსავლების განაწილებისა და დაბეგვრის სფეროში განსხვავებული თეორიებისა და კონცეფციების ფართო არჩევანი აქვს. მეთოდოლოგიურ საფუძველს ჩვენში საგადასახადო განაკვეთით მექანიკური მანიპულირება და სხვადასხვა სახის ძალისმიერი ღონისძიებები ცვლის, რასაც, და როგორც ამას პრაქტიკაც ადასტურებს, სათანადო შედეგები პრაქტიკულად არ მოაქვს.
საგადასახადო შემოსავლების სიდიდეს ორი მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს: ეკონომიკის მდგომარეობის საერთო დონე და მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა. ეს უკანასკნელი თავისი შინაარსით და ეფექტურობის თვალსაზრისით რეგულირების მეტად მოქნილ ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს.
კონიუნქტურული რყევები და ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში განსაკუთრებით, საგადასახადო ტარიფების ცვლილებები გავლენას ახდენენ საგადასახადო შემოსავლებზე. თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია მიმდინარეობს კვლევა იმ საკითხის გასარკვევად, თუ რა მოთხოვნები უნდა წავუყენოთ თანამედროვე ,,კარგ”, ,,რაციონალურ” საგადასახადო სისტემას. ჯერ კიდევ 200 წლის წინ არსებული ,,კარგი” საგადასახადო სისტემის პრინციპები ასახავდნენ რაციონალური გადასახადების თეორიის ძირითად მოთხოვნებს.
დაბეგვრის სიდიდე ისე უნდა იქნეს გაანგარიშებული და დადგენილი, რომ ყველამ თავისი სამართლიანი წილი გადაიხადოს; გადასახადები ისე უნდა იყოს განსაზღვრული და დადგენილი, რომ ნაკლები იყოს მათი მხრივ არასასურველი ზეგავლენა არსებულ ბაზარზე მიღებულ სამეურნეო გადაწყვეტილებებზე. ასეთი არასასურველი გადაწყვეტილებები, როგორც წესი იწვევს ჭარბ დაბეგვრას, რაც მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი; იმ შემთხვევაში, როცა საგადასახადო პოლიტიკას სხვა მიზნებისათვის, მაგ. ინვესტიციების სტიმულების შესაქმნელად გამოიყენებენ, სისტემის სამართლიანობა ამ დროს რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იქნეს დარღვეული; საგადასახადო სისტემა სტაბილიზაციისა და ეკონომიკური ზრდის მიზნებზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკის გატარების საშუალებას უნდა იძლეოდეს; საგადასახადო სისტემამ უნდა შექმნას ეფექტიანი და არა თვითნებური მართვის შესაძლებლობა და იგი გასაგები უნდა იყოს გადამხდელისათვის; მართვის და გადასახადების აკრების ხარჯები იმდენად მცირე უნდა იყოს, რომ იგი დანარჩენ სხვა მიზნებს შეესაბამებოდეს.
დასმული მიზნების განსხვავებულობიდან გამომდინარე, ეს მიზნები ყოველთვის როდი შეესაბამებიან ერთმანეთს ხშირად ადგილი შეიძლება ჰქონდეს, აგრეთვე, მიზნებს სორის კონფლიქტებსაც, საიდანაც აუცილებლად უნდა იქნეს ნაპოვნი კომპრომისი. ,,რაციონალური” საგადასახადო სისტემის ძირითადი ნიშნების ერთ - ერთი ალტერნატიული ვარიანტი შეიძლება შემდეგნაირად წარმოვადგინოთ: 1. დაბეგვრის შემსუბუქება: დაბეგვრის სიმძიმე, რაც შეიძლება ნაკლებად საგრძნობი უნდა იყოს გადასახადის მატარებლისათვის და ნაკლებ გავლენას უნდა ახდენდეს მისი ეკონომიკური ქცევის წესზე; 2 კონიუნქტურულ - პოლიტიკური ეფექტი: საგადასახადო სისტემამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვას; 3. განაწილების პოლიტიკური ეფექტი: დაბეგვრის მექანიზმი ორიენტირებული უნდა იყოს შემოსავლებისა და ქონების სამართლიან განაწილებაზე. 4. ნეიტრალობის პრინციპი: დაბეგვრა გავლენას არ უნდა ახდენდეს პროდუქციისა და მოთხოვნის სტრუქტურაზე; 5. კერძო სექტორისათვის საგანგებო ყურადღების დათმობა; ინდივიდუალური შემოსავლებისა და ქონებრივი ურთიერთობების მწარმოებლურობის მიხედვით დაბეგვრა აუცილებლად შეზღუდული უნდა რჩებოდეს; 6. ჩაკეტილობა: თავიდან უნდა იქნეს აცილებული გარემოებები, ცარიელი ადგილები, წინააღმდეგობები საგადასახადო სისტემის შიგნით. ამ პრინციპების განსახორციელებლად საჭიროა შემუშავდეს რაციონალური საგადასახადო მექანიზმის შესაბამისი გადასახადების სისტემა, რომელთა ურთიერთზეგავლენის და მოსალოდნელი საბოლოო ეფექტის ანალიზი სათანადო გათვლებს და გაანგარიშებებს დაემყარება.
![]() |
53 საფინანსო სისტემის რეფორმა და სახაზინო სისტემის როლი მის განხორციელებაში |
▲ზევით დაბრუნება |
დავით სეფერთელაძე
საქართვალოს ფინანსთა სამინისტროს წამყვანი სპეციალისტი
თანამედროვე სახელმწიფოს ეკონომიკური სტრუქტურის უმნიშვნელოვანესი რგოლია საფინანსო სისტემა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ფინანსურ ურთიერთობათა სხვადასხვა სფეროების ერთობლიობას წარმოადგენს. ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში ფინანსური სისტემის რეფორმა გადამწყვეტ როლს თამაშობს. სწორედ იგი ქმნის ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საფუძველს და ამკვიდრებს მისთვის შესაბამის ეკონომიკურ გარემოს.
საბჭოური ცხოვრების სამოცდაათიანი წლის მანძილზე საქართველოში ტარდებოდა იმგვარი ფნანსური პოლიტიკა, რომელიც კოლონიური ქვეყნის მიმართ იმპერიული პოზიციის გამოხატულებას წარმოადგენდა. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში ფინანსური პოლიტიკის უმთავრეს მიზნად იქცევა ეროვნული სამეურნეო ცხოვრების სტაბილიზაცია, ფინანსებისა და ფულის მიმოქცევის არსებული დისპროპორციულობის ლიკვიდაცია. დღეისათვის განსაკუთრებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა. ხაზი უნდა გაესვას აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ფინანსური პოლიტიკა არ შეიძლება გავაიგივოთ მხოლოდ საბიუჯეტო პოლიტიკასთან. იგი ბევრად უფრო რთული და მრავლისმომცველია. სახელმწიფოს ფინანსური პოლტიკა შეიძლება წარმვიდგინოთ, როგორც ორი ურთიერთდაკავშირებული მიმართულების -ფისკალური პოლიტიკისა და საბიუჯეტო პოლიტიკის ერთობლიობა.
საქართველოში არსებული საფინანსო სისტემა რადიკალურ ცვლილებებს განიცდის. აღსანიშნავია ისიც, რომ რეფორმის მიმდინარეობა გარკვეული შეფერხებებით ხასიათდება. ეს გარემოება, გარკეულწილად, თავად საფინანსო სტრუქტურის სირთულესთან არის დაკავშირებული. ეს სტრუქტურა არ არის ერთხელ და სამუდამოდ მოცემული მყარი რამ. იგი მუდმივ ცვალებადობას განიცდის და მის მოქნილობასა და დინამიურობაზე ბევრადაა დამოკიდებული მთელი ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირება. ბიუჯეტის დეფიციტმა ბილიზაციის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები შექმნა, ხაზინას უნდა დაეკისროს დებილიზაციის თვალსაზრისით რეფორმის გატარება. ეს უკანასკნელი მოიაზრება, როგორც სტრუქტურული გარდაქმნების, ტექნიკური დახმარების მიღების, ახალი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შექმნის ერთობლიობა. სწორედ აღნიშნულთანაა დაკავშირებული ისეთი ახალი სტრუქტურის შექმნა, როგორიცაა სახაზინო სისტემა. დღეს ამ მექანიზმის ქმედითობას და პროგრესულობას ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სახაზინო სისტემის არსებობას განსაზღვრავს ფინანსური მართვის სამთავრობო ოპერაციების ოპტიმიზაციის აუცილებლობა.
ხაზინის როლი ბიუჯეტის შესრულებაში ორგვარია: პასიური და აქტიური. პირველ შემთხვევაში ხაზინა გამოუყოფს რესურსებს საბიუჯეტო დაწესებულებებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედით. მეორე შემთხვევაში ხაზინა უნდა ადგენდეს ლიმიტებს ხარჯების გადახდაზე და ცალკეული ხარჯების გაწევაზე წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. ანალოგიურად ხაზინა შეიძლება იყოფდეს პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკთან ერთად სახელმწიფო ვალის მართვაში. ჩემი აზრით, ქვეყანაში, სადაც ფინანსური და ეკონომკური სტაბილიზაციის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემბი არსებობს, ხაზინას უნდა დაეკისროს ბევრად მეტი ვალდებულებები სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეოში.
სახაზინო სამსახური, უწინარესად, უნდა ფლობდეს თავისდროულ და ზუსტ ინფორმაციას სახელმწიფო შემოსავლების და გასავლების შესახებ ყველა ანგარიშის მიხედვით და აკონტროლებდეს შესაბამის ოპერაციებს. სახაზინო სისტემის ფარგლებში ისეთი ფუნქციების კონსოლიდაცია, როგორიცაა საგადასახადო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება მაკრეკონომიკურ ჩარჩოებში, ბიუჯეტის მომზადება, საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვების შეფასება და დამუშავება, საიუჯეტო შესრულების, აგრეთვე, არასაბიუჯეტო ფონდების კონტროლი, ვალების მართვა, შიდა დახმარებების მართვა-განაწილება და ა.შ. ხაზინას აქცევს ფინანსური მართვის ცენტრალურ სამთავრობო ორგანოდ, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური ნაკადების მოძრაობის ოპერატიულ და დინამიურ მართვას. ფინანსური მართვის სახაზინო სისტემა, როგორც ამას მრავალი ქვეყნის გამოცდილებაც ცხადყოფს, შესაძლებლობას იძლევა მოხდეს საფინანსო პოლიტიკაში გატარებული ცვლილებების ოპერატიულლი და დინამიური განხორციელება პრაქტიკაში. თავისი შინაარსით ხაზინა წარმოადგენს ფინანსური მართვის ერთგვარ უნივერსალურ მექანიზმს. მის შიგნით საფინანსო სისტემის მნიშვნელოვანი ბერკეტების კონსოლიდაცია, ბუნებრივია, მოითხოვს ამ სისტემის განსაკუთრებულ ორგანიზაციას, ნათლად განსაზღვრული სტრუქტურის ფორმირებას ურთიერთკავშირების ასევე მკაცრად დადგენილი სისტემით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახაზინო სისტემა ვერ შეასრულებს მის მთავარ ფუნქციას. ბუნებრივია, ამგვარი სისტემის შექმნა მოითხოვს სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რაც დღის წესრიგში აყენებს საქართველოს კანონში ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” ცვლილებების შეტანის, სხვა ნორმატიული დოკუმენტების მიღების აუცილებლობას.
![]() |
54 ტურიზმის ბაზარი საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
ალავერდაშვილი შალვა
ხიზანიშვილი თინათინი
თსუ კომერცია-მარკეტინგის ფაკულტეტის სტუდენტები
ტურიზმი არის ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფილობითი, დროებითი გადაადგილება თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დასათვალიერებლად, ნათესავების მონახულების, კონფერენციებში მონაწილეობის მიღების და სხვა მიზნით. პირი, რომელიც იმყოფება მუდმივი საცხოვრებელი გარემოს ფარგლებს გარეთ ერთი დღე-ღამით მაინც და მისი მიზნები არ არის დაკავშირებული შრომის ანაზღაურებასთან, ითვლება ტურისტად.
ტურიზმს, რომელიც დღეს ასე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ურომლისოდაც სახელმწიფოს წინსვლა შეუძლებელია, დიდი ისტორია აქვს. ძველად ქვეყნები ურთიერთობას ვაჭრობითა და პოლიტიკური მოლაპარაკებების საშუალებით ამყარებდნენ. ვაჭრობის განვითარება ერთ-ერთი წინა პირობაა ტურიზმის განვითარებისა. აბრეშუმის დიდი გზა, რომელიც აღმოსავლეთიდან - დასავლეთამდე უამრავ ქარავანს ატარებდა, საშუალებას აძლევდა ვაჭრებს ყურადღება მიექციათ თვალწარმტაცი ხედებისა და მრვალი გრილი თავშესაფრისათვის, რომელთაც საქართველოს ბუნება სთავაზობდა მათ.
XX საუკუნეში ტურიზმი მრავალფეროვან საქმიანობად იქცა. იგი დიდ როლს ასრულებს ეკონომიკურ ურთიერთობათა განმტკიცებაში. თავის მხრივ, ეკონომიკურმა კავშირებმა ხელი შეუწყო მსოფლიოში ერთიანი ტურისტული ბაზის შექმნას. საქართველოს ტურიზმის ბაზარი იმდენად არის გაჯერებული ურთიერთშენაცვლებადი ელემენტებით, რომ რეკრეაციული რესურსების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. უფრო მეტიც, თუ აღნიშნულ რესურსებს შევადარებთ საქართველოს მცირე ფართობთან, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს უმდიდრეს და უნიკალურ ქვეყნად შეიძლება ჩაითვალოს.
საქართველოში ყველაფერია: მრაველფეროვანი ლანდშაფტი და კონტრასტებით მდიდარი ბუნება, მარადიული თოვლითა და მყინვარებით დაფარული კავკასიონი, შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკული ზონა, წყალუხვი მდინარეები და ჩანჩქერები, კასტრული მღვიმეები, სამკურნალო მინერალური წყლები და კურორტები, ისტორიისა და კულტურის ძეგლები. ყველაფერი ეს კი განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის ტურიზმის განვითარებისათვის. მიუხედავად ამხელა პოტენციალისა, საქართველოში ტურიზმის ბაზრის განვითარების მრავალი შემაფერხებელი ფაქტორი არსებობს: მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმცირე, სატრანსპორტო მაგისტრალების მოუწესრიგებლობა, კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობა და სხვა.
![]() |
55 დაბალანსების მნიშვნელობა |
▲ზევით დაბრუნება |
ზურაბ ქემაშვილი
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ექვემდებარება თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებს, სადაც გადამწყვეტი როლი ენიჭება მეწარმეობის განვითარებას (მცირე და საშუალო ბიზნესი) და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრიორიტეტების გამოყოფას. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური მოვლენების განვითარებისას მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს სავაჭრო ურთიერთობები (ექსპორტი, იმპორტი) და ყოველივე ამის ჩარჩოებში ჩასასმელად და სახელმწიფოს მიერ გადასახადების ამოღების სწორი პროექტირებისათვის აუცილებელი და სასურველია ჩვენს ქვეყანაში შემუშავბული იყოს გამართული სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ეროვნული (სამამულო) ეკონომიკის განვითარებას და სრულყოფას (თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას).
საქართველოში მოქმედი საგადასახადო კოდექსი და მასთან დაკავშირებული თანამდევი ნორმატიული აქტები ვერ უზრუნველყოფენ სახელმწიფოში გადასახადების სრულ ამოღებას, რაც გამოიხატება ქვეყნის ბიუჯეტის დაბალანსების დისპროპორციაში. ამის ნათელი გამოხატულებაა გასული წლის ბიუჯეტის შემოსავლებსა და გასავლებს შორის ბალანსის დარღვევა, რამაც გამოიწვია ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება, გაჩნდა სტანდარტის ნიშნები. ყოველივე ამას ფაქტიურად თან დაერთო ქვეყანაში წარმოების ძალიან დაბალი დონე, არაკონკურენციული მდგომარეობა, გარკვეული დარგების ლობირება, რამაც კრახამდე მიიყვანა სოციალური სფეროს დაფინანსება (პენსიების და ხელფასების გაუცემლობა). ამასთან სავაჭრო ურთიერთობების ცალმხრივად განვითარებამ, იმპორტის მიერ ბაზრების დაპყრობამ და ექსპორტის ფაქტიურმა არარსებობამ გამოიწვია სავაჭრო ბალანსის მკვეთრი დარღვევა.
საქართველოში უკვე ჩამოყალიბებულია და დღსაც შენარჩუნებულია ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო. აქედან გამომდინარე, მიღებული უნდა იქნას სათანადო ზომები, მოცემულ ეკონომიკურ დარგებში და ეკონომიკურ ერთეულებში დაბალანსების აუცილებლობისათვის.
![]() |
56 საგადასახადო პროექტების პრიორიტეტები საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
დავით არჩვაძე
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი
საქართველოში არსებული საგადასახადო გარემოს ძირეული ტრანსფორმაციის აუცილებლობაზე საკმაოდ ინტენსიურად საუბრობენ როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ასევე ქართველი მეცნიერ-ეკონომისტები. ამის უპირველესი მიზეზია ქვეყანაში გადასახადებით გადანაწილებული მ.შ.პ.-ის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, რომელიც 10%-ს არ აღემატება. ამ უზარმაზარი საგარეო დავალიანების ფონზე, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია, აღნიშნული მდგომარეობის გაგრძელება ქვეყნის ეკონომიკას ჩიხში შეყვანით ემუქრება. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ძირითადი მიზანია ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც მნიშვნელოვანწილად გაზრდის საგადასახადო შემოსავლების დონეს.
აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს საქართველოში მიმდინარე საგადასახადო პოლიტიკის აქტუალურ საკითხთა მეცნიერული რაკურსით წარმოჩენის მცდელობას, რომელიც დაეფუძნება ეროვნული ეკონომიკის მოდელს მისი კონიუნქტურული ცვლილებების გათვალისწინებთ. საგადასახადო სისტემის ფუნდამენტალურ პრინციპებსა და სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაკეთებულია ანალიზი ორ ისეთ მნიშვნელოვან გადასახადზე, როგორებიცაა დღგ და საშემოსვლო გადასახადი.
მაკროეკონომიკური ანალიზის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებით, როგორებიცაა მოთხოვნის და მიწოდების ელასტიურობა, გადასახადის გავლენის ხარისხი მოსახლეობის სხვადასხვა დეციმალურ ფგუფებზე. ფაქტობრივად, საოჯახო მეურნეობების სამომხმარებლო ხარჯების სტრუქტურის და პირველადი მოხმარების საქონელზე არაელასტიური მოთხოვნის ცოდნა, თავისთავად ითხოვს დღგ-ს განაკვეთის დიფერენციაციის აუცილებლობას საქონელთა სხვადასხვა ტიპების მიმართ. გადასახადის შემცირებული განაკვეთის გამოყენება სახელმწიფოს მისცემს ორმაგ ეფექტს:
1. ,,ჩრდილოვანი ეკონომიკის” მნიშვნელოვანი სექტორის ლეგალიზაცია და აქედან გამომდინარე, საგადასახადო შემოსულობათა ზრდა;
2. მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ჯგუფების შემოსავლების დონის გადიდება.
საგადასახადო პროექტების მეორე, უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა საშემოსავლო გადასახადების განაკვეთების იმ ოპტიმალური საზღვრების დადგენა, როდესაც ამოქმედებას იწყებს ,,ლაფეტის ეფექტი”. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოდგენილია კვლევის მათემატიკური აპარატის გამოყენების მეთოდით, რომელიც ადგენს ფუნქციონალურ კავშირს შრომის მიწოდების ელასტიურობასა და განაკვეთის ზღვრულ სიდიდეებს შორის. აღნიშნულ დამოკიდებულებაში ჭეშმარიტების რაციონალური მარცვლის არსებობა არგუმენტირებულია სხვადასხვა ქვეყნებში ამ კუთხით ჩატარებული გამოკვლევების ანალიზის საფუძველზე.
ზემოთ მოყვანილი მოსაზრებები, გარდა იმისა, რომ გამოიწვევს შემოსავალთა მოცულობის, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული აღრიცხვიანობის მეტად პრობლემური საკითხის მოგვარებას, რაც თავისთავად გამოიწვევს ეკონომიკური პროცესების მართვის ორგანიზაციის გაუმჯობესებას და ფისკალური პოლიტიკის ხანგრძლივი შიდა ლაგის შემცირებას.
ბოლოს, ერთგვარი დასკვნა- რეკომენდაციების სახით მოცემულია საგადასახადო სისტემის სრულყოფისაკენ მიმართული ღონისძიებათა გეგმა, რომლის კომპლექსური გატარებით მთავრობა შეძლებს საგადასახადო ბაზის გადიდებასა და მეწარმეებისათვის სასურველი ეკონომიკური გარემოს ფორმირებას.
![]() |
57 მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის თავისებურებანი თანამედროვე ეტაპზე |
▲ზევით დაბრუნება |
ნანული ხიზანიშვილი
თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ეკონომიკური თეორიის მასწავლებელი
მბრძანებლური ეკონომიკის რღვევა და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება მოითხოვს სათანადო ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, რამეთუ სოციალიზმის თეორია თავისთავად მიმზიდველია, მაგრამ ფაქტია, რომ სსრ კავშირსა და სხვა ქვეყნებში ჩამოყალიბებულმა ,,სოციალიზმმა” სახელი გაუტეხა ამ იდეას. საბოლოოდ, ყოფილ სოციალისტურ ბანაკში შემავალ ქვეყნებში ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებდა მბრძანებლურ-ადმინისტრაციულად მართვადი ეკონომიკა, რომელიც სოციალიზმისა და კომუნიზმის უტოპიური თეორიის დამახინჯებულად განხორციელების შედეგი იყო. ის განსხვავდებოდა ყველა უწინდელი სოციალურ-ეკონომიკური სისტემისაგან უწინარეს ყოვლისა იმით, რომ ემყარებოდა წარმოების საშუალებებზე არა კერძო, არამედ ე.წ. საზოგადოებრივ საკუთრებას.
მთელი საბჭოთა იმპერიის ვრცელ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ იერარქიულ დონეზე ერთიანი ეკონომიკური ცენტრის ფუნქციონირებამ, გამოიწვია მითვისების პროცესის დეფორმაციაც. დაკანონდა საწარმოთა მოგება-ზარალის თვითნებურად გადანაწილების სამეურნეო პრაქტიკის ყველაზე მახინჯი ფორმები. ამით არსებითად ძირი გამოეთხარა სახელმწიფოებრივი წარმოების მამოძრავებლის - ეკონომიკური ინტერესები მოქმედებას, რის შედეგადაც მივიღეთ დეფორმირებული ეკონომიკა.
დღეისათვის უნდა ვიმსჯელოთ ორი ტიპის ეკონომიკურ სისტემაზე. პირველს ახასიათებს საკუთრების მრავალფორმიანობა, სადაც განმსაზღვრელი როლი კერძო საკუთრებას ენიჭება, მეორე ჯგუფს უნდა მივაკუთვნოთ ყოფილ სიციალისტურ სისტემაში შემავალი მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკის ქვეყნები, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობენ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას. საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება, შეიძლება ითქვას, სათავეს იღებს სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა აღმოცენების დროიდან.
საბაზრო ეკონომიკამ ცხადყო თავისი მაღალი ეფექტიანობა ისეთი ამოცანების გადაწყვეტაში, როგორიცაა: წარმოებასა და მოხმარებას შორის ოპტიმალური კავშირის უზრუნველყოფა; დამოუკიდებელი მწარმოებლების სამეურნეო საქმიანობის საზოგადობრივი შეფასება; ფასების თავისუფალი ფუნქციონირება; კონკურენციის მექანიზმის ეფექტიანი გამოყენება.
საბაზრო ეკონომიკა არის კერძო საკუთრებაზე, თავისუფალ მეწარმეობასა და სრულყოფილ კონკურენციაზე დამყარებული ეკონომიკის ორგანიზაციის ისეთი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მოგების მიღებას და სტიქიურად თვითრეგულირდება საქონლურ-ფულად ურთიერთობათა ეკონომიკური კანონების მოთხოვნის შესაბამისად. საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები სწორედ ასეთი ტიპის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას უნდა ითვალისწინებდეს.
![]() |
58 მცირე ბიზნესი საბაზრო ეკონომიკის პირობებში |
▲ზევით დაბრუნება |
ზაალ ჩოხელი
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
ბაზარზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების დანიშნულებაა პირად და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის დამღუპველი წინააღმდეგობების მოხსნა. ეს პიროვნებასა და საზოგადოებას შორის არსებული წინააღმდეგობა ათწლეულების განმავლობაში ამუხრუჭებდა ჩვენს განვითარებას. ამჟამად იქმნება რეაბილიტაციის შესაძლებლობა როგორც ,,შესაქმის, კომერსანტის, ბიზნესმენის” პროფესიების, ასევე ამ პროფესიის ადამიანებისა, რომლებსაც სურთ იცხოვრონ ინიციტივის, შრომის ხარჯზე.
ადამიანები, რომლებიც განწირულნი არიან ,,იცრუონ” საბაზრო სტიქიაში, ჯერ კიდევ ,,ნაპირზე” უნდა ისწავლონ ბაზარზე ქცევის ოსტატობა. მაგრამ წიგნებით პრაქტიკულს ვერაფერს შეიძენ, რა თქმა უნდა, პრაქტიკამ უკვე იწყო განვითარება. იგი ვითარდება საკმაო პროფესიული საფუძვლის გარეშე, ეს დასტურდება მასობრივი კონფუზიით, რომლებსაც განიცდიან ახლადგამომცხვარი მესაქმეები და ბიზნესმენები. და რაც ჩვენ ძალიან ძვირი გვიჯდება.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მოითხოვს დიდ პროფესიონალიზმს და გამოცდილებას. ეს გამოცდილება და პროფესიონალიზმი გააჩნია ამერიკას, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელი და მისაბაძია ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა საქართველო. პირველ რიგში საჭიროა განვითარდეს მეწარმეობა და ჩამოყალიბდეს საწარმოები, რამეთუ ჩვენ არ შეგვიძლია ვაწარმოოთ, ჩვენ არ შეგვიძლია ვფლობდეთ.
მეტი წილი ამერიკელების დამოკიდებულება მეწარმეობისადმი, როგორც წესი, თავისუფალია შურისა და მტრობისაგან. საზოგადოებასა და სახლმწიფოს კარგად ესმის, რომ რამდენიმე ათეული მილიონი ფხიანი ადამიანი - ეს არის თავისებური ,,ოქროს ფონდი” და ამიტომ აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მეწარმეობის სული ხალხში არასოდეს არ ჩაკვდეს. სამეწარმეო საქმიანობის წყალობით იქმნება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სიმდიდრის ძირითადი ნაწილი.
არსებობს ცივილიზებული მეწარმეობის ბევრი ეთიკური კრიტერიუმი, მაგრამ საქმიან ურიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უკავია გულწრფელობას და პატიოსნებას. მათ გარეშე ფირმებს, ბანკებს და ცალკეულ ადამიანებს შორის ურთიერთობებში თანამედროვე ცივილიზებული მეწარმეობა, რომლის საფუძველია კრედიტი, იქნებოდა უბრალოდ შეუძლებელი. მეწარმეობას გააჩნია თავისი კომერციული საიდუმლოება, საფინანსო-საკრედიტო საიდუმლოება.
ცნობილია, ბიზნეს-ორგანიზაციის სამი ფორმა: ერთპიროვნული ფლობა, ამხანაგობა, კორპორაცია. ასეთი სახის ფირმებს გააჩნიათ დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ერთპიროვნული ფლობა - ბიზნესის ყველაზე მარტივი ფორმაა. აღნიშნული ფორმა განსაკუთრებით გავრცელებულია საცალო ვაჭრობაში, საკონსულტაციო ბიზნესში, საზოგადოებრივი კვების სფეროში. ასეთი ბიზნესის ფორმის ნაკლებობა გვაქვს საქართველოში. ხელი უნდა შეეწყოს ძირითადად მცირე ბიზნესის განვითარებას, რომელსაც გააჩნია ათი ღირსება. მცირე ბიზ ნესის განვითარებით შემცირდება უმუშევრობა და ბიუჯეტში გაიზრდება შემოსავალი (გადასახადების სახით). ერთ-ერთი ამერიკელი მკვლევარის ხატოვანი გამოთქმის მიხედვით, ამერიკის ეკონომიკის ხერხემალი არის მსხვილი კორპორაციები, ხოლო მისი კუნთები - მცირე კორპორაციები, რომლებსაც მოყავს მოძრაობაში დიდი ბიზნესი.
მსხვილ და წვრილ ფირმებს შორის კორპორაციაში, განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს ფრანჩაიზული ხელშეკრულებითი ურთიერთობის სისტემა (ფრანგ. ,,ფრანშიზა” - შეღავათი, პრივილეგია) - საქართველოში მოგვევლინა მაკდონალდსის სახით.
![]() |
59 საბაზრო ეკონომიკის ინფრასტრუქტურა |
▲ზევით დაბრუნება |
ე. ურუმაშვილი
ეკონომიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
საბაზრო ეკონომიკას მისი შესაბამისი ინფრასტრუქტურა გააჩნია. საბაზრო ეკონომიკის ინფრასტრუქტურა არის ის მექანიზმი, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს მთელი საბაზრო სისტემა. მასში შედის ცალკეული ბაზრების ფარგლებში მოქმედი სპეციალიზებული ორგანიზაციები, საქონლისა და მომსახურების ბირჟები, საბითუმო და საცალო სისტემები, კომერციულ საფუძველზე მოქმედი ფირმები, რომლებიც კონკურენციის მონაწილეებს აწვდიან საბაზრო ინფორმაციას, მარკეტინგულ მომსახურებას, მრავალრიცხოვანი შუამავალი კომპანიები, სერვისის სამსახურები და სხვა რგოლები. მათ უკავიათ მწარმოებლიდან მომხმარებლამდე გადაჭიმული უდიდესი ეკონომიკური სივრცე.
მწარმოებლურ - ადმინისტრაციულ ეკონომიკაში საქონლის ბაზრების ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად დაიშალა, ის შეცვალა მატერიალური რესურსების ცენტრალიზებულმა ნატურალურმა განაწილებამ, რომელიც ამ სისტემის ერთ-ერთი საყრდენი იყო. საბაზრო ეკონომიკის ასეთმა დამახინჯებამ ქვეყნის ეკონომიკა კრახამდე მიიყვანა. განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის პირობებში, ბაზრები საკმაოდ ეფექტიანად რეაგირებენ საქონლის დროებით უკმარისობაზე და რაც მთავარია, არ აძლევენ მას ფესვების გადგმის, დეფიციტად გადაქცევის შესაძლებლობას; მიზეზი უბრალოა, საქონლის ბაზრების ინფრასტრუქტურას აქვს უნარი მიიღოს მოთხოვნისაგან გამომდინარე სიგნალები და ადექვატური რეაგირება მოახდინოს მასზე. რაც შეეხება საფონდო ბირჟას, იგი წარმოადგენს ფასიანი ქარალდების ბაზრის ინფრასტრუქტურის წამყვან ელემენტს; მას ლავირების ფართო დიაპაზონი გააჩნია, საბოლოო ანგარიშით ეს იმით აიხსნება, რომ საბაზრო ეკონომიკაში წარმოებას ძირითადად სააქციო საზოგადოებები ახორციელებენ, რომელთა არსებობა საფონდო ბირჟის გარეშე წარმოუდგენელია. უდიდესი როლი აკისრია ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაში კომერციული ბანკების არსებობას, მათ სრულყოფილ განვითარებას ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. ძირითად ბანკს კი წარმოადგენს ეროვნული (ცენტრალური) ბანკი, რომლის გამართული მოქმედება ქვეყანაში ფულის მიმოქცევისა და ფულად - საკრედიტო პოლიტიკის ჩამოყალიბების ერთ - ერთი ძირითადი საშუალებაა. განვითარებული ქვეყნის ერთ - ერთი ძირითადი საფინანსო რგოლია საგადასახადო სისტემა. ის საფუძვლად უდევს ქვეყნის ბიუჯეტს. დახვეწილი საგადასახადო სისტემა ქვეყანაში არსებული მეწარმეობის განვითარების უდიდესი გარანტიაა. ამრიგად, განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაზე და ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.
![]() |
60 საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესების შესაძლებლობები |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი ნანობაშვილი
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
საგარეო ვაჭრობის განვითარება და საქონელბრუნვის ზრდა საქართველოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციის ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სავალუტო შემოსავლების ზრდა, ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას და შესაბამისად მოსახლეობის დასაქმების ზრდას, მოახდინოს აუცილებელ იმპორტზე შიდა ბაზრის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირება და ეკონომიკის სტრუქტურული სრულყოფა, დააჩქაროს მსოფლიოს ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრირების პროცესი.
დღეს საქართველოს გააჩნია უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდო - 474, 4მლნ. აშშ დოლარამდე (1998 წლის 8 თვის მონაცემებით).ყოფითი სავაჭრო ბალანსის ზრდა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების დამახასიათებელი ნიშანია. მაგრამ იმპორტისა და სავაჭრო დეფიციტის ზრდაც ეკონომიკის რეალიზაციის ამ ეტაპზე მოსალოდნელი იყო. ამის საფუძვლად შემდეგი გარემოებები შეიძლება მივიჩნიოთ:
- დონორი ქვეყნების და საერთაშორისო საკრედიტო დაწესებულებების ფინასური დახმარება (გრანტები და შეღავათიანი კრედიტები). მართალია საქართველოსთვის გაწეული დახმარება 1995 წლიდან მცირდება, მაგრამ ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა წმინდა უცხოური ინვესტიციების მოცულობა (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდამ პროცენტულად 55,9 შეადგინა 1997 წელს), რამაც განაპირობა იმპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნება;
- მზარდი ადგილობრივი შემოსავლები და აქედან გამომდინარე, შიდა მოთხოვნილებების სწრაფი ზრდა;
- სამამულო წარმოების ზრდის შედარებით დაბალი ტემპები (1997 წელს ინდიკატური გეგმით გათვალისწინებული იყო 3, 5 მლრდ. ლარის სამრეწველო პროდუქციის წარმოება, რომლის ნაცვლად საქართველოში წარმოებულ იქნა 801, 3 მლნ. ლარის პროდუქცია);
- ქართული საექსპორტო პროდუქციის დაბალი კონკურენტუნარიანობა, რაც მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთეულ პროდუქციაზე მუშახელის სიჭარბით და ძირითადი ფონდების მაღალი ღირებულებით არის განპირობებული.
საქართველოს ეკონომიკის მთელი რიგი დარგები, რომელთა მუშაობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საექსპორტო და იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოება, ჯერ კიდევ არასტაბილურად მუშაობს. ბევრ ისეთ სექტორში, სადაც ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი საწარმოო პოტენციალი, პროდუქციის იმპორტი სჭარბობს შიდა პროდუქციას. ეს იმ დროს, როდესაც შიდა ბაზრის გაჯერება ადგილობრივი საქონლით და იმპორტით შემცირება უშუალოდ არის დამოკიდებული იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების მოცულობასა და ხარისხზე.
1997 წელს 1996 წელთან შედარებით, საქართველოში საგრძნობლად იმატა კვების პროდუქციის წარმოებამ, რამაც განაპირობა აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მოცულობის შემცირება ამ სასაქონლო ჯგუფის ზოგიერთ პოზიციებში.
1995 წლიდან სწრაფი ტემპებით წარიმართა ექსპორტის ლიბერალიზაციის პროცესი:
- გაუქმდა კვოტირების სისტემა;
- ექსპოტის აკრძალვას ამჟამად ექვემდებარება მხოლოდ 2 სასაქონლო ჯგუფი;
- საქართველოში არ არსებობს საექსპორტო საბაჟო გადასახადი;
- ლიცენზირებადი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი დაყვანილია 5 პოზიციამდე;
- 1997 წლიდან გაუქმდა საგარეო - სავაჭრო კონტრაქტების სავალდებულო რეგისტრაცია.
ფაქტიურად შექმნილია ექპორტის მასტიმულირებელი საგადასახადო სისტემა:
- ექსპორტირებული პროდუქცია განთავისუფლებულია დღგ - სა და აქციზისაგან;
- საექსპორტო პროდუქციისათვის განკუთვნილი ნედლეული განთავისუფლებულია საიმპორტო საბაჟო გადასახადისაგან;
- 14 სასაქონლო ჯგუფი (მათ შორის მოწყობილობა - დანადგარები) ექვემდებარება შეღავათიან 5% - იან საბაჟო გადასახადს და განთავისუფლებულია დღგ - საგან.
საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პარტნიორ ქვეყნებთან ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმის დამყარებას ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე.
1997-1998 წლებში საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორების რიცხვმა 90 -ს გადააჭარბა, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას საგარეო ვაჭრობის სფეროში ხელშეკრულებები დადებული აქვს 22 ქვეყანასთან.
როგორც აღნიშნულია ,,საქართველოს სოციალურ - ეკონომიკური განვითარების 1996 - 2000 წლების ინდიკატურ გეგმაში”, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მხრიდან საქართველოსათვის სავაჭრო პრეფერენციების მინიჭებას და ამ შეღავათების ეფექტურად გამოყენების საკითხებს.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს ისარგებლოს ,,ვაჭრობაში უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის” პირობებით, რომელსაც მსოფლიოს 131 წევრი - ქვეყანა დააწესებს საქართველოსთვის. საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მსოფლიოს მიერ განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის დაშვებული საადაპტაციო პერიოდები საკუთარი კონკურენტუნარიანი წარმოების განვითარებისათვის.
საქართველოს ექსპორტში აუცილებელია მომსახურების წილის გაზრდა (1997 წლის საგადამხდელო ბალანსის მონაცემებით 168, 0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა) ამის ერთ-ერთ ხელისშემშლელად გვეჩვენება სარკინიგზო გადაზიდვების მაღალი ტარიფები, რაც რიგ შემთხვევაში აიძულებენ გადამხდელებს გვერდი აუარონ TRASECA- ს დერეფანს და გადაზიდვები აწარმოონ ალტერნატიული მიმართულებით.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორცილებულმა ღონისძიებებმა, თავის მხრივ, გამოიწვია მოკრძალებული, და მაინც დადებითი ტენდენციები:
- საქონელბრუნვის ზრდა;
- საგარეო ვაჭრობის გეოგრაფიის გაფართოება;
- იმპორტის სტრუქტურაში მანქანა - მოწყობილობების და ტექნოლოგიების წილის ზრდა;
- იმპორტის შემცირება იმ სასაქონლო პოზიციებში, რომელთა ადგილობრივი წარმოება ზრდის ტენდენციით და კონკურენტუნარიანი საქონლის გამოშვებით ხასიათდება;
- დსთ ბაზრის პარალელურად სხვა ქვეყნების ბაზრებზე ქართული პროდუქციის ექსპორტის მატება.
ქართველი ექსპორტიორებისა და უცხოელი ექსპერტების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი უნდა გახდეს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლება, საგარეო ბაზრებზე ქართული პროდუქციის წარმატებული გასვლა, მომსახურების განვითარება და მისი ექსპორტის ხელშეწყობა და ამის შედეგად ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება.
![]() |
61 ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურა და მისი განვითარების დონე საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
ლევან ბიწაძე
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის
მეოთხე კურსის სტუდენტი
ფასიანი ქაღალდი არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საკუთრებრივ უფლებას ან სასესხო დამოკიდებულებას დოკუმენტის გამომშვებ პირსა და მის მფლობელს შორის.
ფასიანი ქაღალდების განვითარებული ბაზრის ინფრასტრუქტურის ქვეშ ზოგადად იგულისხმება ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინვესტორებსა და ემიტენტებს მომსახურებით, რათა მათ სათანადოდ განათავსონ ფინანსები და სახსრები. ეს ორგანიზაციები აყალიბებენ ეფექტურ და საიმედო ურთიერთობებს ინვესტორებსა და ემიტენტებს შორის, ანუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ელემენტები აკავშირებენ წყაროს - ინვესტორს და სახსრების მომხმარებლებს - საწარმოებს.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურის ელემენტებია:
საფონდო ბირჟა;
დეპოზიტარიუმი;
მეურვე (კასტროდიუმი);
ანტერაიტერები;
საინვესტიციო კონსულტაციები;
რეიტინგული კომპანიები;
ტრანსფერ აგენტები;
საინვესტიციო ფონდები;
საბროკერო და სადილერო კომპანიები;
ფასიანი ქაღალდების საკლირინგო ორგანიზაციები.
აქციათა რეგისტრაცია არის საშუალება, რომლითაც აქციონერთა უფლებები გარანტირებული და გარკვეულია. ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი ფასიანი ქაღალდების ბაზრის მეტად მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. რეგისტრატორი წარმოადგენს ემიტენტს აგენტ - იურიდიულ პირს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროფესიონალურ მონაწილეს, რომელიც აწარმოებს და ინახავს ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რეესტრებს.
დეპოზიტარიუმი ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროფესიონალური მონაწილეა დეპოზიტარიუმის ფუნქციაა ფასიანი ქაღალდების, მათზე უფლებების შენახვის და გადასვლის უზრუნველყოფა.
საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრი დღეისათვის მხოლოდ ჩანასახის სახით არსებობს, ამიტომ მის არსებობაში ეჭვიც შეიძლება შეგვეპაროს, თუმცა გასაკვირი არაფერია, რადგან ეკონომიკური რეფორმებისადმი ფორმალური მიდგომის პირობებში საქართველოში განუვითარებელია ეკონომიკური საქმიანობისათვის ესოდენ საჭირო და რთული სფერო, როგორიცაა ფასიანი ქაღალდების ინდუსტრია.
1997 წლიდან საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს აშშ - ს განვითარების სააგენტოს ,,USAID” ეგიდით კაპიტალის ბაზრის ფორმირება. ეს პროექტი ითვალისწინებს პირველ რიგში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურის შექმნას. დღეისათვის საქართველოში არსებობს ამ სფეროს განვითარებისათვის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც თავის მხრივ იქნება მარეგულირებელი დოკუმენტი ინფრასტრუქტურის ელემენტებისათვის. 1998 წელს გადაიდგა რეალური ნაბიჯი კერძოდ - ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექციამ ,,პრაის უოთერ ჰაუზთან” ერთად დამოუკიდებელი ,,პილოტი” რეგისტრატორების გამოსავლენად ჩაატრა ტენდერი. გამოვლინდა ორი გამარჯვებული შპს ,,რეგისტრი”და შპს ,,კომპანია ცენტრი”, რომლებიც უზრუნველყოფილნი იყვნენ ყველა აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით - ფასიანი ქაღალდების რეესტრების საწარმოებლად. პროექტის ფარგლებში აღნიშნული რეგისტრატორების თანამშრომლებმა მოისმინეს კურსები და სხვადასხვა რჩევები. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არსებობენ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები, მით უმეტეს, რომ არსებობს, მისი მარეგულირებელი, როგორც კანონი, ასევე დებულება.
![]() |
62 საქართველოს მაკროეკონომიკური განვითარების ზოგიერთი საკითხი |
▲ზევით დაბრუნება |
გ. ქეშელაშვილი
ეკონომიკის მეცნერებათა კანდიდატი
ეკონომიკის სამინისტროს მთ. სპეციალისტი
1. საქართველოს ეკონომიკა, რომ სწორად განვითარდეს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უნდა დაეყრდნოს და ეკონომიკური რეფორმების სისტემით განხორციელდეს. ბიზნესი უნდა განსაზღვროს იმ პრიორიტეტულმა დარგებმა, რომლებიც ტრადიციულად გამორჩეულ როლს ასრულებენ შრომის საერთაშორისო დანაწილებაში. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული წინადადებები უნდა გავიგოთ რეგიონალური და დარგობრივი პოზიციებიდან, ტერიტორიული ორგანიზაციისა და მართვის სფეროდან, სოციალური და სამართლებრივი უზრუნველყოფის პოზიციებიდან, საგარეო - ეკონომიკური ურთიერთობებისა და ინვესტიციების პოლიტიკიდან. მათი რჩევებიდან უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც ჩვენთვის მისაღებია. სწორედ აქ უნდა გამოვლინდეს ჩვენი მეცნიერების პროფესიონალიზმი.
2. საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები მთლიანობაში მაკროეკონომიკურ პარამეტრებში აისახება, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სურათს წარმოადგენს. 1995 წლიდან ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პროცესი დაიწყო. მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურმა მოცულობამ 1996 - 1998 წლებსი 5,3 - 6,8 მლრდ. ლარი შეადგინა. ამასთან მთლიანი შიდა პროდუქტის უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობაზე, ვაჭრობასა და ტრანსპორტზე მოდის. ზრდის ტენდენციით ხასიათდება კაპიტალური მშენებლობის ხვედრითი წილიც. მთლიან შიდა პროდუქტში არ შეინიშნება მრეწველობის წილის ზრდის ტენდენცია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დარგის აღმავლობა ძირითადად ხდებოდა ექსტენსიური ფაქტორის - დანახარჯების ზრდის ხარჯზე და დაჩქარებას მოითხოვს მრეწველობის რესტრუქტურიზაციის პროცესი.
გაიზარდა სავაჭრო ბალანსის დეფიციტი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1998 წელს 854,6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 190,9 მლნ. აშშ დოლარით აღემეტება. სავაჭრო დეფიციტის სიდიდის ზრდა განაპირობა იმპორტის მოცულობის 11 პროცენტით ზრდამ და ექსპორტის მოცულობის 19 პროცენტით შემცირებამ. სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ზრდამ გააუარესა საქართველოს საფინანსო მდგომარეობა, გაზარდა საგარეო ვალების მოცულობა.
ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებებმა ადექვატური ასახვა ჰპოვა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. უმუშევრობის დონემ 1996-1998 წლებში 13,1-12,1 პროცენტი შეადგინა. ამასთან დასაქმების დიდი ნაწილი (70 პროცენტზე მეტი) თვითდასაქმებულებზე მოდის. საქართველოს ეკონომიკისა და მისი ცალკეული დარგების განვითარების მაჩვენებლების მიხედვით დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდას უნდა ჰქონდეს ადგილი მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში, ხოლო შედარებით დაბალი ტემპებით გაიზრდება იგი სოფლის მეურნეობაში.
3. აგრარულ პოლიტიკაში გტარებულმა არასწორმა ფასების პოლიტიკამ, საგადასახადო მექანიზმმა და რეგიონალური მართვის სისტემამ კალაპოტიდან ამოაგდო სოფლის მეურნეობის ისეთი დიდი ტრადიციების მქონე დარგი, როგორიცაა მევენახეობა და მებაღეობა.
4. მოსახლეობის მასობრივი გაღატაკება, ეკონომიკური აქტივობის დაქვეითება და საკუთრი წარმოების ფაქტობრივად მოშლა. საზრო სტრუქტურების, ახალი ურთიერთობების დანერგვითა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითრების კურსის აღებით კი არ არის გამოწვეული, არამედ მრავალ სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორთან ერთად, ამ სტრუქტურათა დაუნერგაობით. ეროვნული მეურნეობის ჩამოყალიბების საწყისი ეტაპის სიძნელეებითა და საკუთარი ეკონომიკის განვითარების გზების ძიებისას საზღვარგარეთული ,,რეცეპტებისადმი” უპირატესობის მინიჭებით.
5. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ სოფლის მეურნეობაში, როგორც სტრატეგიული დანიშნულების დარგში, დიდი ყურადღება მიექცეს საწარმოთა ინტეგრაციას, ერთობლივი საწარმოების შექმნას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს სრულყოფილად იქნეს გამოყენებული დარგის პოტენციული შესაძლებლობანი. ამაღლდეს პროდუქციის ხარისხი და კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე, რაც საბოლოო ანგარიშით დამატებითი სავალუტო შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი წყარო გახდება.
![]() |
63 განვითარებადი ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
დავით პიპინაშვილი
ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი
საგარეო ვაჭრობას სუსტად განვითარებული ქვეყნებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მათთვის უცხოური ვალუტის დაგროვების წყაროებს წარმოადგენს: ექსპორტი, საზღვარგარეთის ქვეყნების დახმარება, კომერციული სესხები და კერძო კაპიტალდაბანდებები. აქედან, უცხოური ვალუტის მთავარი წყარო მაინც ექსპოტრია, საიდანაც შემოსავლები საშუალოდ 75% - შეადგენს.
ნებისმიერი ქვეყნის საგარეო ეკონომიკური კავშირები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა სამთავრობო ზომები ხორციელდება ვაჭრობასთან, უცხოურ კაპიტალდაბანდებებთან და ვალუტის ღირებულებასთან მიმართებაში. საბოლოო ჯამში, ხსენებულ მოქმედებათა ძირითადი მიზანი მდგომარეობს შესაბამისი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც მეტ - ნაკლებად გააწონასწორებდა ბიზნესმენის, დაქირავებული მუშახელისა და მომხმარებელთა ინტერესებს.
არსებობს საგარეო სავაჭრო პოლიტიკის ორი სისტემა: თავისუფალი ვაჭრობა და პროტექციონიზმი. ხელმძღვანელობენ რა პროტექციონიზმის პრინციპით, ქვეყნების მთავრობები ხანდახან იყრნებენ სხვადასხვა სავაჭრო ბარიერებს, რომლებიც მიმართულია ეროვნული წარმოების დასაცავად უცხოური კონკურენციისაგან. ამგვარი ზომების ძირითადი სახეებია: საბაჟო ტარიფები, კვოტები, სუბსიდიები, პროდუქციის შემზღუდველი სტანდარტიზაცია და სხვა.
პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას შეიძლება მოყვეს შემდეგი უარყოფითი შედეგები:
1. პროტექციონიზმისაგან ყველაზე მეტად ზარალდებიან მომხმარებლები, ვინაიდან ძვირდება როგორც იმპორტული, ისე სამამულო წარმოების საქონელი;
2. მაღალი საბაჟო ტარიფები ამცირებენ ცხოვრების დონეს მოვაჭრე ქვეყნებში;
3. სამუშაო ადგილების შენარჩუნებას იმ დარგებში, რომელთა დასაცავადაცაა მიმართული სავაჭრო ბარიერები, მათ თან სდევს სამუშაო ადგილების შემცირების პროცესი ეკონომიკის სხვა სფეროებში;
4. განვითარებადი ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ის მეწარმეები, რომლებსაც პროტექციონიზმის შედეგად უკვე აღარ ეშინიათ უცხოური კონკურენციის, ხშირ შემთხვევაში კარგავენ წარმოების დანახარჯების შემცირებისა და ხარისხის გაუმჯობესების ყოველგვარ სტიმულებს.
5. მაღალი სავაჭრო ბარიერების შემოღება იმპორტულ საქონელზე აუცილებლად გამოიწვევს ადეკვატურ საპასუხო ზომებს ინ ქვეყნების მხრიდან, რომელთა ინტერესებიც შეილახება ამ ღონისძიებებით.
პროტექციონისტული პოლიტიკა ეწინააღმდეგება GATT - ის და მის ბაზაზე შექმნილი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს.
ამგვარად, პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკა დიდ სირთულეებს შეუქმნის საქართველოს, ვინაიდან დიდია ინტეგრაციის დონე მთელს მსოფლიოში. ამიტომ, იმპორტზე გადასახადების აწევის ნაცვლად, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ექსპოტრის განვითარებისათვის ხელის შეწყობა. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ იმთავითვე კურსი უნდა აიღოს ექსპორტის ხელშემწყობ პოლიტიკაზე.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა მხოლოდ მაშინაა სტრატეგიულად ხელსაყრელი როდესაც პარტნიორ ქვეყნებთან ურეთიერთმომგებიანი და საქმიანი ურთიერთობები გვაკავშირებს.
უდიდესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. ეს უკანასკნელი კი წარმატებით განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კვლავ გაატარებს ისეთ საგარეო - სავაჭრო პოლიტიკას, რომელიც შორს იდგება პროტექციონიზმისაგან და მეტ - ნაკლებად თანხვედრაში იქნება მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან და, საერთოდ, საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში მიმდინარე გლობალურ პროცესებთან.
![]() |
64 თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრირების ასპექტები |
▲ზევით დაბრუნება |
ნინო პაპაჩაშვილი
საერთაშორისო ეკონომიკის და ეკონომიკურ
მოძღვრებათა ისტორიის კათედრის მასწავლებელი
თანამედროვე მსოფლიო მეურნეობის ფუნქციონირებისათვის დამახასიათებელ თავისებურებად იქცა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების (სეუ) ინტენსიური განვითარება. სეუ მოიცავს ეკონომიკურ ურთიერთობათა მთელ კომპლექსს ცალკეულ ქვეყნებს შორის, რეგიონალურ გაერთიანებებს შორის, ასევე მსოფლიო მეურნეობის სისტემაში ცალკეულ საწარმოებს (ტრანსეროვნული, მრავალეროვნული კორპორაციების მეშვეობით).
დღეისათვის არავინ შაეუდგება იმის მტკიცებას, რომ რომელიმე ქვეყანა შეძლებს ნორმალურ განვითარებას საგარეო ეკონომიკური კავშირების გარეშე. ქვეყნების უმრავლესობა რესურსების შეზღუდულ რაოდენობას ფლობს. ადამიანთა ზრდადი მოთხოვნილების სრული დაკმაყოფილების პრობლემის გადაჭრა პრაქტიკულად შეუძლებელია სეუ-ს გარეშე. ამასთან, საქონლისა და მომსახურების დიდი ნაწილი ვერ შეიქმნება საერთაშორისო მასშტაბით სახსრების, რესურსების, ძალისხმევის გაერთიენების გარეშე, რადგანაც საჭიროა დანახარჯების კოლოსალური მოცულობები, აუცილებელია რესურსების მრავალფეროვნება.
უდავოა, რომ მცირე ქვეყანა, რომელსაც შეზღუდული ბუნებრივი, ადამიანური და ფინანსური რესურსები აქვს, მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ვერ დააკმაყოფილებს მოსახლეობის თანამედროვე მოთხოვნის აუცილებელ ნაწილსაც კი. თუმცა არსებობს ,,საკუთარ ძალებზე დაყრდნობის” იდეა და პრაქტიკული მცდელობა, რომელიც საკამათო საკითხია. მცირე ქვეყნებისათვის საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზემოქმედება ხშირად განმსაზღვრელ როლს თამაშობს.
საქართველოსთვის მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ჩართვა სასიცოცხლოდ აუცილებელი და გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, ობიექტურად აუცილებელია. 1991 წლიდან (1991 წლის 9 აპრილს ხელმოწერილ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი) საქართველოს ეკონომიკა ახალი პრობლემების წინაშე დადგა. ერთი მხრივ, ქვეყანას ორიენტაცია უნდა აეღო ღია ტიპის, საგარეო ბაზარზე მიმარტულ ეკონომიკაზე და ამასთან, აწ მოშლილი, სოციალისტური ბლოკის შიგნით არსებული ავტარქიული მემკვიდრეობისაგან უნდა გათავისუფლებულიყო.
ღია ეკონომიკა მსოფლიო მეურნეობაში ქვეყნის ერთიანი ეკონომიკური კომპლექსის ინტეგრირებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ რთული და მრავალმხრხივი პროცესია. ნებისმიერი, ყველაზე დიდი და მდიდარი ქვეყნისათვისაც კი, საგარეო ვაჭრობა ის მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც ძირითადად განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებას.
ეკონომიკის გახსნილობის რაოდენობრივ ინდიკატორს, რომელიც ამავე დროს საგარეო ეკონომიკური ფაქტორის როლის შეფასების საშუალებას იძლევა, მიეკუთვნება ექსპორტისა და იმპორტის ხვედრითი წილი, მთლიანად შიდა პროდუქტში. მათი კომბინაცია იძლევა წარმოდგენას ცალკეული ეროვნული ეკონომიკის მსოფლიო ბაზართან კავშირის მასშტაბზე.
1994-1997 წლებში საქართველოს როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი გაიზარდა აბსოლუტური მაჩვენებლების მიხედვით, თუმცა იმპორტს წინმსწრები, არასასურველი ტენდენცია ჰქონდა. შესაბამის წლებში საიმპორტო კვოტა (იმპორტის შეფარდება მშპ-სთან) შემცირდა 29,04%-დან 20,32%-მდე, საექსპორტო კვოტა (ექსპორტის შეფარდება მშპ-თან) კი 14,11%-დან 7,36%-მდე. იმპორტის ზრდის არასასურველ ტენდენციას თან ერთვის ის ფაქტობრივი სინამდვილე, რომ ექსპორტის სტრუქტურაში ჭარბობს ნედლეული და ბუნებრივი რესურსები. დეფიციტური საგარეო სავაჭრო ბალანსის დარეგულირებისათვის აუცილებელია საექსპორტო პრიორიტეტების მოძიება და ექსპორტის სტიმულირება.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის გეოგრაფიული სტრუქტურა ფართოვდება. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს ქვეყანას 1998 წლის მონაცემებით 100-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს დამყარებული. საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით 1998 წელს პარტნიორთა I ათეული ასე განლაგდა: რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, შვეიცარია, იტალია, ბულგარეთი. მათი წილი მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 74,6%-ს შეადგენს. გასულ წელს (1998წ) 1997 წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ს ქვეყნების წილი 40,4%-დან 38,1% -მდე შემცირდა.
მსოფლიო მეურნეობაში მწირი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ქვეყნის ინტეგრირება მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება მისი ჩართვით კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობის პროცესში, უწინარეს ყოვლისა კი - უცხოური ინვესტიციების მოზიდვით. საქართველოში 100 ათას დოლარზე მეტი კაპიტალდაბანდება განხორციელებული აქვს დაახლოებით 400-მდე ქვეყანას. უმსხვილესბი ინვესტორი ქვეყნები არიან ისრაელი (16 მლნ), ირლანდია (15 მლნ), აშშ (10 მლნ), სამხრეთი კორეა (9 მლნ), რუსეთი (6,8 მლნ), ბერმუდი (4,1 მლნ), თურქეთი (8,9 მლნ). მათზე მოდის საქართველოში დაბანდებული უცხოური კაპიტალის 71,7%.
უცხოური ინვესტიციებისათვის პრიორიტეტულია მრეწველობის დარგი. სწორედ აქ მიემართება ინვესტიციების უმეტესი ნაწილი, რაც გვაძლევს იმედს ვიფიქროთ, რომ ჩვენი ქვეყნის მრეწველობა არ არის უპერსპექტივო. გასულ წელს გამოყენებულ ინვესტიციებში მაღალი ხვედრითი წილი ჰქონდათ აშშ-ის (28,5%), დიდი ბრიტანეთის (13,3%), მსოფლიო ბანკის (13,0%), ევრობანკის (7,0%), რუსეთის (6,9%), აზერბაიჯანის (6,9%), ნორვეგიის (5,9%), გერმანიის (4,9%), თურქეთის (4,7%), საფრანგეთის (3,8) ინვესტორებს. კაპიტალდაბანდებების ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა სახმელეთო ტრანსპორტისა და მილსადენებით ტრანსპორტირებაზე (69,3%), აგრეთვე, ელექტროენერგიით, გაზით და სათბობით მომარაგებაზე (24,4%).
უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ხელსაყრელი გარემოს შექმნა კვლავაც აქტიური საკითხია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისათვის. ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა გადაისინჯოს თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის შესაძლებლობა და პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში.
გაეროს ეგიდით გამოცემული საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ექსპორტის წილი მსოფლიო ექსპორტში 1995 წელს შეადგენდა მიახლოებით 0,003 პროცენტს, იმპორტის წილი კი - მიახლოებით 0,005 პროცენტს მსოფლიო იმპორტში. მაშასადამე, მსოფლიო მეურნეობასთან მიმართებაში საქართველო ის მცირე ქვეყანაა, რომელიც ვერ იმოქმედებს მსოფლიო ფასების დონეზე როგორც იმპორტიორი, ანდა როგორც ექსპორტიორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რმ საქართველოს არ შეუძლია გახდეს მსოფლიო ეკონომიკური სივრცის ფუნქციონირებადი ნაწილი. ერთი მხრივ, ტრასეკას (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის) პროექტის სრულმასშტაბიანი ამოქმედება, მეორე მხრიოვ, კი უცხოელთა ინტერესები ,,ახალ ბაზარზე” დასამკვიდრებლად ხელს შეუწყობს პერსპექტივაში საქართველოს ეფექტიან ჩართვას საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში და ამ ურთიერთობებიდან ეკონომიკური სარგებლის მიღებას.
![]() |
65 ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება |
▲ზევით დაბრუნება |
ქეთევან მდინარაძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიისა
და მარკეტინგის საფუძვლების კათედრის ლაბორანტი დემოგრაფიისა და
სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ასპირანტი
ლამარა მდივანი
ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიისა და მარკეტინგის საფუძვლების კათედრის ლაბორანტი დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ასპირანტი
1.ეკონომიკა წარმოადგენს იმ საფუძველს, რომლის საშუალებითაც ხდება პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნება, სოციალური საკითხების გადაჭრა, აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება. სახელმწიფო წყვეტს ეკონომიკურ პრობლემებს ნებისმიერ ქვეყანაში, რაც ობიექტური აუცილებლობითაა განპირობებული. წმინდა სახით საბაზრო ეკონომიკა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. აშშ -ში სადაც ოფიციალურად აღიარებულია ეკონომიკის სფეროში სახელმწიფოს ჩაურევლობა, პრაქტიკულად მოქმედებენ ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზღუდავენ ბაზრის თავისუფლებას (მთავრობა, პროფკავშირები, მსხვილი კორპორაციები). აშშ - ის ერთობლივი ეროვნული პროდუქტის 1/3, ხოლო ევროპის ქვეყნებსა და იაპონიაში ნახევარი, სახელმწიფო სტრუქტურებით რეგულირდება. ეკონომიკის სახელმწიფო სექტორმა ფართო გავრცელება ჰპოვა ,,დიდი შვიდეულის” ქვეყნების ეკონომიკაში. სახელმწიფო სექტორშია მოქცეული საწარმოო ინფრასტრუქტურა (რკინიგზა, საავიაციო ტრანსპოტრი, კავშირგაბმულობა, საზღვაო პორტები, ენერგეტიკა). სახელმწიფო გადამწყვეტ როლს უმთავრესად იმ დარგებსა და სფეროებში ასრულებს, რომლებიც საზოგადოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
2.ერთობლივი ეროვნული პროდუქტის შემცირება, მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრი გაუარესება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ გარეშე პირობებს (ომი ოკუპაცია და სხვა), წარმოადგენს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგს. თითქმის ყველა ქვეყნის გამოცდილება ამტკიცებს, რომ რაც უფრო მწვავეა სახელმწიფოში ეკონომიკური სიტუაცია, მით მეტია ადმინისტრაციული მეთოდების როლი და გამოყენების აუცილებლობა და პირიქით, რაც უფრო სტაბილურია მდგომარეობა, მით მაღალია საბაზრო მეთოდების როლი. დღეს საქმე გვაქვს შერეულ ეკონომიკასთან, სადაც სახელმწიფოს გააჩნია, სამთავრობო დადგენილებების მეშვეობით, ეკონომიკაზე ზემოქმედების მძლავრი ბერკეტები.
3. ეკონომიკის სფეროში სახელმწიფოს ფუნქციები საკმაოდ მრავალფეროვანია, აქედან საგადასახადო პოლიტიკა ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების მთავარ ბერკეტად არის მიჩნეული. არასწორი საგადასახადო პოლიტიკა წარმოებას აყენებს ეკონიმიკური სიძნელეების წინაშე, წარმოშობს ნეგატიურ მოვლენებს ძირითადად საწარმოო რგოლში. წარმოება იძულებული ხდება საკუთარი ხარჯების დასაფარავად თავისი საქონლის ნაწილის რეალიზაცია მოახდინოს ჩრდილოვანი ეკონომიკის საშუალებით. სახელმწიფო თავის მხრივ იძულებული ხდება გაზარდოს მაკონტროლებელი შტატები, რაც საბოლოო ანგარიშში უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. მაღალი გადასახადები ხელს უწყობს საცალო ფასების ზრდას, აუარესებს მშრომელთა მდგომარეობას. განვითარების მოცემულ ეტაპზე, ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების არსებული მდგომარეობიდან და სახელმწიფო ინვესტიციებიდან გამომდინარე, გადასახადის ოდენობა ინდივიდუალურად განისაზღვრება.
როგორი უნდა იყოს საგადასახადო განაკვეთები - ამაზე პასუხი უნდა გასცეს მეცნიერებამ - ეკონომიკურმა თეორიამ. საგადასახადო სისტემა არავის არ უნდა ეგონოს მხოლოდ ბიუჯეტის შევსების საშუალება. თეორიული, მეცნიერული არგუმენტების გარეშე იგი შეიძლება ეკონომიკის მუხრუჭად იქცეს და გამოიწვიოს ქვეყანაში ფინანსური პოლიტიკის მოშლა. ამ პრობლემის გადაჭრას პროფესიონალიზმი და ეროვნული სულისკვეთება სჭირდება.
4. საქართველო, როგორც დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფო აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიო სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის საჭიროა: საბაზრო ეკონომიკური პრინციპების რეალურად დამკვიდრების დაჩქარება, მეწარმოების განვითარებისათვის ახალი სტიმულების შექმნა, თავისუფალი საბაზრო ფასების სტაბილიზაცია, მოსახლეობის ღარიბი ფენებისათვის (რაც 70-80%-ს შეადგენს) ქმედითი დახმარების აღმოჩენა, დასაქმების უზრუნველყოფა, სოციალური დაცვის მექანიზმის ამუშვება. ყოველივე ამის საფუძველი უნდა იყოს მძლავრი ეროვნული ეკონომიკა.
ცნობილია, რომ იაპონიაში სახელმწიფო და კერძო ბიზნესი პარტნიორები არიან. აქ სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა ეროვნული ეკონომიკის წინსვლა. იქ ხომ სახელმწოფო და კერძო სექტორი ორივე წარმატებით ემსახურება ქვეყნის გამდიდრების საქმეს.
5. პროტექციონისტული პოლიტიკა - მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნებისათვის უცხო არ ყოფილა. მისი სამშობლო ინგლისია, გარკვეულ პერიოდში მას წარმატებით იყენებდნენ აშშ, გერმანია. იაპონელები დღესაც აქტიურად იყენებენ პროტექციონიზმს. თუმცა მას ნაკლოვანებებიც აქვს - იწვევს პროდუქციის ფასების ზრდას, ადგილობრივ კომპანიებს ძვირი უჯდებათ საზღვარგარეთ განლაგებული საკუთარი ფილიალებიდან მარაგნაწილების შემოტანა და სხვა. მიუხედავად ამისა დღევანდელ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკისათვის ალბათ პროტექციონიზმი სასიკეთო უნდა იყოს. იგი ადგილობრივ წარმოებას მეტ გასაქანს მისცემს. მაგალითად, ჩვენი ბაზრები წალეკა თურქულმა კარტოფილმა, მაშინ, როცა ადიგენის, ახალციხის, და თიანეთის კარტოფილი სიძვირის გამო არ იყიდება, ასეთი სიტუაციაა მთელ რიგ დარგებში. ამით ადგილობრივი წარმოება თანდათან ჩაკვდა და ჩვენ ბაზრებს სხვები დაეპატრონებიან. ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ეროვნული საზღვრები ჩაიკეტოს. ამას და მსგავს უამრავ შემთხვევებს, მხოლოდ სახელმწიფო დონეზე სჭირდება ყურადღება.
6.სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა გულისხმობს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებას, რაც მოითხოვს სახელმწიფოსაგან მნიშვნელოვან კაპიტალურ დაბანდებებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ქვეყანაში, რადგან მცოდნე, კვალიფიციური, კადრების გარეშე არც ერთ ქვეყანაში ეკონომიკა არ აღორძინებულა.
![]() |
66 საბანკო გარანტიები |
▲ზევით დაბრუნება |
დავით ბარბაქაძე
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის მე-4 კურსის სცტუდენტი
საერთაშორისო და შიდა ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტებისათვის გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს გარიგებაში მონაწილე კონტრაგენტის საიმედობის შეფასება. ამგვარი რისკი, მართალია უფრო სუსტად, მომსახურების სფეროშიც არსებობს. მყიდველი ყოველთვის ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი სახსრების არასარფიანად გამოყენების რისკი, ამისათვის ის მომსახურებისა თუ საქონლის გამყიდველისაგან გარკვეულ უზრუნველყოფას მოითხოვს.
სწორედ ამგვარი ურთიერთობების ერთ-ერთი მარეგულირებელი ინსტრუმენტია საბანკო გარანტიები, ანუ ბანკის უსიტყვო ვალდებულება, გადაუხადოს ბენეფიციარს მის მიერ წერილობით მოთხოვნილი თანხა, მესამე მხარის მიერ, შეთანხმებათა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ის არაა დამოკიდებული არც ძირითად ვალზე და არც კონტრაგენტს შორის გაფორმებულ ხელშეკროლებაზე, მისი ამოქმედება ხორციელდება მასში მითითებული პირობების შესრულებისას. როგორც წესი, საბანკო გარანტიების სამართლებრივი ბაზა, იმ ქვეყნის კანონია, სადაც იმყოფება ბანკი. საქართველოში მოღვაწე ბანკებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესები, აქამდე საბანკო გარანტიების მიერ გაცემას არეგულირებდა საქართველოს ეროვნული ბანკის ,,საბანკო დაწესებულებების მიერ სესხად დაკავშირებული გარანტიების გაცემისა და რეგისტრაციის შესახებ 25.05.94 წლის დროებითი დებულება” და შემდგომი მისი დამატებები და ცვლილებები. ეს უკანასკნელი აწესებდა გარანტიების თანხების ლიმიტებსა და გარანტიის ფორმებს, 1997 წლის 19 აგვისტოს №51 ბრძანების თანახმად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააუქმა ყველა წინამორბედი ინსტრუქცია, ამგვარად დღეს საქართველოს კომერციული ბანკები საქართველოს სამოქალაქო კოდექსით სარგებლობენ. ჩვენს მიერ განიხილება სააქციო საზოგადოება ,,გაერთიანებული ქართული ბანკის” მიერ საბანკო გარანტიებიდან დაკავშირებული ოპერაციები.
საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში საბაკო გარანტიების უმნიშვნელოვანესი სახეებია:
სატენდერო გარანტია (Bid Bond), შესრულების გარანტია (Performance Bond), საავანსო გარანტია (Advance Payment Guarantee), საგადასახადო გარანტია (Paymant Guarantee), სარეზერვო აკრედიტივი (Standby Letter of Credit), თითოეული მათგანი განკუთვნილია მთლიანი სავაჭრო პროცესის, ანუ პროდუქციის დამზადებისა და ტენდერის გამოცხადებიდან მის რეალიზაციასა და ანგარიშსწორებამდე არსებულ ეტაპებზე წარმოშობილი რისკების მინიმუმამდე დაყვანისათვის. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი:
თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: საქართველოს მთავრობასა და ევროგაერთიანებას შორის 1997 წლის 24 მარტს დაიდო ხელშეკრულება, რომლის პირობების თანახმად ევროგაერთიანება აფინანსებდა თბილისი-აზერბაიჯანის საავტომობილო გზაზე მდ. ხრამზე ხიდის მშენებლობას, რომელიც ითვალისწინებდა დაწყებული ახალი ხიდის მშენებლობის დამთავრებას, ძველი ,,წითელი ხიდის” შეკეთებას და სასაზღვრო პუნქტის მოწყობას. სამუშაოების დასრულების ხანგრძლივობა - ერთი წელი.
კონცენრმა ,,საქავტოგზამ” ხიდის მშენებლობაზე გამოაცხადა ტენდერი, სადაც გაიმარჯვა სააქციო საზოგადოება ,,ხიდმშენმა”.
ერთი შეხედვით შეთანხმება განხორციელებულია, მაგრამ სინამდვილეში ზემოხსენებული პროექტის განხორციელებისათვის გასავლელია რამდენიმე ეტაპი. ევროგაერთიანებამ მოითხოვა თითოეული ამ ეტაპის სათანადო უზრუნველყოფა, შედეგად სს ,,გაერთიანებულ ქართულ ბანკს” დაევალა სატენდერო, შესრულების და საავანსო გარანტიების გაცემა.
სატენდერო გარანტია: სს ,,გაერთიანებული ქართული ბანკი” გასცემს ამგვარ გარანტიას სს ,,ხიდმშენზე”, რითაც ბანკი უზრუნველყოფს ფულადი თანხის გადახდას ევროგაერთიანების სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე იმ შემთხვევაში თუ:
1. სს ,,ხიდმშენი” მოხსნის თავის შემოთავაზებას ტენდერის ვადის გასვლამდე;
2. სს ,,ხიდმშენი” შეკვეთის შესრულებაზე უარს განაცხადებს;
3. სს ,,გაერთიანებული ქართული ბანკი” ხსენებულ სატენდერო გარანტიას არ შეცვლის შესრულების გარანტად.
გარანტიის საფასური შემოთავაზების თანხის 1-5%-ია. მოქმედების ვადაა ხელშეკრულების ხელმოწერის ან შესრულების გარანტიის წარდგენის მომენტამდე.
შესრულების გარანტია: სს ,,გაერთიანებული ქართული ბანკი” ვალდებულია გაიღოს ფულადი თანხა ევროგაერთიანების სასარგებლოდ, იმ შემთხვევაში თუ სს ,,ხიდმშენის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ იქნება შესრულებული სათანადო დონეზე. მისი თანხა შეადგენს კონტრაქტის 10%-ს, მისი მოქმედების ვადა ვრცელდება ხელშეკრულების შესრულების დღემდე, ანუ ერთი წელი.
საავანსო გარანტია: სს ,,ხიდმშენმა” ევროგაერთიანებისაგან მოითხოვა ავანსად გარკვეული თანხების ჩარიცხვა, რათა ,,ხიდმშენს” აენაზღაურებინა გაწეული საწარმოო ხარჯების ნაწილი. ამისთვის ევროგაერთიანებამ მოითხოვა საავანსო გარანტია. შესრულების გარანტიისაგან განსხვავებით, საავანსო გარანტია რეგრესული ხასიათის მატერებელია, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროპორციულად მისი თანხა კლებულობს. როგორც წესი, გაცემული გარანტია ამოქმედდება საავანსო თანხის ჩამორიცხვის შემდეგ, ხოლო ვადა ხელშეკრულების ვადით განისაზღვრება.
გარდა ამისა, გარანტიების მნიშვნელოვანი ფორმებია საგადასახადო გარანტია და სარეზერვო აკრედიტივი, ეს უკანასკნელი უპირატესად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენება, ვინაიდან იქ კანონმდებლობით აკრძალულია ევროპული ტიპის საბანკო გარანტიების გაცემა.
შს ,,გაერთიანებულ ქართულ ბანკს” შემუშავებული აქვს გარანტიის ფორმა (იხ. დანართი), რომლის პირობები განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, თუმცა ამ ფორმამ მხარეების შეთანხმების საფუძველზე შეიძლება ცვლილებები განიცადოს. გარანტიის გაცემისას პრინიცალი ბანკში უზრუნველყოფის სახით დებს მის კუთვნილ ლიკვიდურ აქტივებს: დეპოზიტები, ფასიანი ქაღალდები, მაღალი ლიკვიდობის მქონე საქონელი. სს ,,გაერთიანებული ქართული ბანკის” მიერ გაცემული გარანტიების წილი საკრედიტო დაბანდებაში ძალზე უმნიშვნელოა (საკრედიტო პორტფელის, დაახლოებით 1/100).
თანამედროვე ეტაპზე საქართველოს საბანკო სისტემა ჯერჯერობით ვერ განაცხადებს პრეტენზიას ევროპისა და ამერიკის ბანკების დონისადმი, თუმცა ამ სფეროში დამაიმედებელი ძვრებია. კომერციული ბანკების საქმიანობის ის სახე, როგორიცაა საბანკო გარანტიების გაცემა შემდგომ სრულყოფას მოითხოვს, რაც გვარწმუნებს ბანკის საქმიანობის ამ სფეროს დახვეწის აუცილებლობას.
![]() |
67 რეკლამა და სარეკლამო პოლიტიკა საერთაშორისო ვაჭრობაში |
▲ზევით დაბრუნება |
ნათია ძაძამია
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
საერთაშორისო ვაჭრობაში ფირმამ საქონლის ბაზარზე გატანის მომენტშივე უნდა იზრუნოს მის რეპუტაციაზე. ფირმასა და მის მიერ წარმოებულ საქონელზე მომხმარებლის კარგი აზრის ჩამოყალიბება მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა, რომლის გადაწყვეტის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა სათანადო რეკლამის ორგანიზაცია.
რეკლამა ლათინური წარმოშობის სიტყვაა, რაც ნიშნავს ,,გავყვირი”. ფართო გაგებით კი რეკლამად ითვლება ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებით და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური, იურიდიული პირის იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
რეკლამის წარმოშობა ისტორიულმა აუცილებლობამ გამოიწვია და მისი განვითარება პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. რეკლამის, როგორც საზოგადოებრივი საქმიანობის დამოუკიდებელი ფორმის ისტორია იწყება მისი გამოყოფით ვაჭრობის სფეროდან XIX საუკუნის მეორე ნახევარში, პირველი სარეკლამო სააგენტოს გაჩენის მომენტიდან.
რეკლამა - ეს არის საქმიანი საწარმოს ეფექტური მართვის ერთ-ერთი საშუალება. პრაქტიკული და საქმიანი თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, რეკლამის მრავალრიცხოვან ფუნქციას შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საქონლის გასაღების მოცულობის ზრდა და ახალ, თუ არსებულ საქონელზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის გავრცელება.
მარკეტინგული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული გეგმა სავაჭრო საწარმოს აძლევს საშუალებას თავიდან აიცილოს რეკლამაზე სახსრების ფუჭად ხარჯვა. სწორედ ამის მისაღწევად რეკლამის დაგეგმვისას გამოიყენება ისეთი ძირითადი თეორიები და პრინციპები, როგორიცაა იმიჯბილდინგი, ბრენლიგი, უნიკალური სავაჭრო წინადადება და პოზიშენინგი.
სარეკლამო ღონისძიებათა გეგმა მოიცავს სხვადასხვა სახის სამუშაოთა რთულ კომპლექსს, რომელიც თავისი შინაარსის მიხედვით შეიძლება დაიყოს რამდენიმე შემადგენელ ნაწილად, რომელიც შეიძლება შემდეგი თანმიმდევრობით იქნეს წარმოდგენილი:
1. მიზნის დადგენა; 2. ბიუჯეტის განსაზღვრა; 3. სარეკლამო იდეისა და თემის დამუშავება; 4. სარეკლამო საშუალებებისა და დროის შერჩევა; 5. სარეკლამო ღონისძიებათა შედეგების შეფასება.
თანამედროვე რეკლამა წარმოგვიდგება მრავალრიცხოვანი სახითა და საშუალებებით. მათი კლასიფიკაცია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანია მათი დაჯგუფება შემდეგი ძირითადი ნიშნების მიხედვით:
1. დანიშნულების მიხედვით;
2. გამოყოფილი ტექნიკური საშუალებების ხასიათის მიხედვით.
მომხმარებელი საქონელში ეძებს ყოველთვის რაღაც ახალს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ გარემოების მხედველობაში მიღება და ისეთი სარეკლამო ორგანიზება, რომელიც აშკარა უპირატესობას მიანიჭებს ფირმის საქონელს სხვა კონკრეტულ საქონელთან შედარებით. ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებულია რეკლამის ისეთი საშუალებები, როგორიცაა: პრესა, რადიორეკლამა, ტელერეკლამა, კინორეკლამა, გარეგანი რეკლამა, საპრესტიჟო რეკლამა, პროსპექტები, კატალოგები, განცხადებები და სხვა.
![]() |
68 მსოფლიო ბაზარზე საქონელმოძრაობის ორგანიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ნანა ელიზბარაშვილი
კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. I კურსის სტუდენტი
საქონელმოძრაობა საქონელმიმოქცევის სფეროს საქმიანობის მნიშვნელოვანი მახასიათებელი მაჩვენებელია. იგი გულისხმობს სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის გადაადგილებას მწარმოებლიდან მომხმარებლამდე განაწილების არხების მეშვეობით. საქონელმოძრაობის რაციონალიზაცია მოიცავს იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც ემსახურება საქონელმოძრაობის პროცესების განხორციელებას, რაც შეიძლება სწრაფად, იაფად და ყველაზე უფრო ხელსაყრელი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით.
საქონელმიმოქცევა შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი და არაპირდაპირი გზების მეშვეობით. პირდაპირი გულისხმობს საქონლის მიწოდებას უშუალოდ მწარმოებლიდან მომხმარებლისადმი ყოველგვარი დამატებითი სუბიექტების გარეშე. არაპირდაპირი გულისხმობს სხვადასხვა შუამავლის, დისტრიბუტორის, აგენტის, დილერის, საექსპორტო და სავაჭრო სახლების გამოყენებას.
განაწილების არხების შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს საქონელმოძრაობის რაციონალურად წარმართვისათვის. არსებობს ძირითადი მოსაზრებანი, რომელთა გათვალისწინებით მწარმოებელ ფირმას შეუძლია ამოირჩიოს გასაღების არხების მისთვის საუკეთესო ოპტიმალური ვარიანტი.
პირდაპირი გაყიდვის მოდელის ,,ქარხანა - საბოლოო მომხმარებელი”-ს გამოყენება საუკეთესო შედეგს იძლევა, თუ:
- საქონელი მოითხოვს რთულ გაყიდვის შემდგომ მომსახურებას.
- საქონელი არ ექვემდებარება საწყობში დამატებით გადამუშავებას.
- მომხმარებელი კონცენტრირებულია 1-2 რეგიონში.
- საქონელი იწარმოება მყიდველის სპეციფიკაციების მიხედვით.
- მწარმოებლის დანახარჯებსა და საბაზრო ფასებს შორის სხვაობა იმდენად მაღალია, რომ ანაზღაურებს პირდაპირი გაყიდვის ხარჯებს.
- არ ხდება ფასების სწრაფი ცვლილება, ამიტომ არ არის აუცილებელი დიდი რაოდენობით ექსპერტთა გამოყენება.
- მონტაჟი აუცილებელია მოხდეს პროდუცენტის მეშვეობით.
არაპირდაპირი საშუამავლო რგოლების გამოყენებით გაყიდვა, ოპტიმალურია შემდეგი ფაქტორების არსებობისას, თუ:
- მწარმოებელს არ შეუძლია თვითონ გამოიკვლიოს ბაზარი.
- საქონელი არ საჭიროებს დიდი მოცულობის ტექნიკურ მომსახურებას და საწყობში სპეციალურ დამუშავებას.
მწარმოებელს არ გააჩნია სახსრები გასაღების საკუთარი ქვეგანყოფილებების ორგანიზაციისათვის.
![]() |
69 მარკეტინგი და სამრეწველო პროდუქტის კონკურენტუნარიანობა |
▲ზევით დაბრუნება |
თინათინ დოლოძე
კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. მეოთხე კურსის სტუდენტი
1. პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. თანამედროვე ბიზნესის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ცნობილია, რომ კონკურენტუნარიანობა და ხარისხი - შესაძლებლობათა მთელი კომპლექსის კონცეტრირებული გამოხატვაა.
2. მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება საბაზრო პირობებში. მწარმოებლის წარმატებას ბაზარზე განსზღვრავს პროდუქციის ხარისხი, ამიტომაც აუცილებელია ხარისხის როლის გაძლიერება საბაზრო ურთიერთობათა პირობებში. დღეს საქართველოში, როგორც შიდა ასევე გარე ბაზარზე მომხმარებლისათვის ბრძოლა მოითხოვს ჭეშმარიტად კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოებას. საბაზრო ეკონომიკის პირობებში წარმოება იძულებულია გამოუშვას პროდუქცია, რომელზეც არის მოთხოვნა. საქართველოში ჩნდება აუცილებლობა პროდუქციის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობის პრობლემისადმი ახალი მიდგომების ძიებისა. ამ პრობლემის გადაჭრა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე, რაც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხარისხის მართვის პროგრამაში. აგრეთვე, აღსანიშნავია მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხი. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივი ინტერესები პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის სფეროში უნდა ეთანხმებოდეს სხვა ქვეყნების ინტერესებსა და მსოფლიოს საზოგადოებას ერთიანობაში. ასევე მნიშვნელოვანია სტანდარტიზაციისა და სერთიფიკაციის როლი ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების სისტემაში.
ამჟამად აუცილებელია სტანდარტიზაციის ახალი სისტემის შექმნა საქართველოში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების ადეკვატურად წარიმართება. პროდუქციის ხარისხის მართვის ეფექტურობა დამოკიდებულია გამოკვლევათა უტყუარობაზე. სერთიფიკაცია წაყენებული მოთხოვნებისადმი პროდუქციის შესაბამისობის გარანტია, იგი ატარებს აუცილებელ ხასიათს. სერტიფიკაციის სტატუსი დამოკიდებულია სტანდარტების სტატუსზე. ჩვენს ქვეყანაში არსებობდა ხარისხის შეფასებისა და კონტროლის მეთოდები პროდუქციის სერთიფიკაციამდეც, მხოლოდ ეს მეთოდები ატარებდა დირექტიულ ხასიათს. ჯერჯერობით მასშტაბები არ არის ფართო.
4. მნიშვნელოვანია პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შეფასებისადმი მეთოდური მიდგომები. კონკურენტუნარიანობის შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას დიფერენციული, კომპლექსური და შერეული მეთოდები და მათ საფუძველზე დგინდება, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია პროდუქცია მოცემულ ბაზარზე.
![]() |
70 საექსპორტო საქონელი პოლიტიკა საერთაშორისო |
▲ზევით დაბრუნება |
წულაია ანა
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
პირველი კურსის მაგისტრანტი
1. სასაქონლო პოლიტიკის ცნება.
საქონელი მარკეტინგის კომპლექსის მთავარი ელემენტია. თუ საქონელს არ შეუძლია დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნილებები, მაშინ არავითარ დამატებით დანახარჯებს არ ძალუძს ასეთი საქონლის პოზიციის განმტკიცება ბაზარზე. სრულყოფილად შეიძლება ჩაითვალოს ის საქონელი, რომელიც შეიცავს ხარისხის ყველა დამახასიათებელ მაჩვენებლებს.
ყოველი საქონელი ცოცხლობს განსაზღვრული დროის განმავლობაში. საქონლის სასიცოცხლო ციკლი მოიცავს ხუთ პერიოდს: დანერგვა, ზრდა, მომწიფება, გაჯერება და დაცემა. სასიცოცხლო ციკლის ერთი პერიოდიდან მეორეზე გადასვლა ხდება არა ნახტომისებურად, არამედ თანდათანობით. ამასთან საქონლის ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება განსხვავებული იყოს დროის ხანგრძლივობა და ერთი პერიოდიდან მეორეზე გადასვლის სიჩქარე. როგორც კი გაჩნდება გაყიდვის ან მოგების დაცემა-შემცირების ნიშნები, ფირმა ცდილობს წარმოქმნილი ჩავარდნა დაფაროს ექსპორტის ხარჯზე. ამ შემთხვევაში ფირმა ეძებს ისეთ ბაზარს, რომელიც შთანთქავს მის საქონელს.
2. როგორი საქონელი აწარმოოს ფირმამ, დიფერენცირებული თუ სტანდარტიზებული?
არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია საქონელზე, ხოლო სწორი არჩევანი კი შემდგომში ფირმის მომავალსაც განსაზღვრავს.
3.ფირმის მოღვაწეობის საწყის სტადიაზე ყურადღება უნდა მიექცეს სისტემატური და გონივრული სასაქონლო პოლიტიკის გატარებას. ამისთვის კი საჭიროა განისაზღვროს ფირმის მიზნები; ბაზარი და მისი მოთხოვნები; ფირმის რესურსები, საქონლის ხასიათი.
4. გლობალური სასაქონლო პოლიტიკა შეიძლება განხორციელდეს: ა) ახალი საქონლის შექმნით; ბ) მოძველებული ან უხეირო საქონლის უარყოფით; გ) არსებული საქონლის მოდიფიკაციით (დიფერენციაცით), რომლის მიზანია: ა) ახალი საქონლის მახასიათებლების გაუმჯობესება, ბ) ახალი ბაზრებისათვის საქონლის შეთანწყობა.
5. ცნობილია საექსპორტო სასაქონლო პოლიტიკის სამი სახე: კონცენტრირებული, ჰორიზონტალური და კონგლომერული. საექსპორტო სასაქონლო პოლიტიკის ნებისმიერ ეტაპზე აუცილებელია სტრატეგიული მიდგომა. ეს ნიშნავს, რომ მიღებული ღონისძიებები უნდა იყოს საფუძვლიანი ტაქტიკური თვალსაზრისით და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საწარმოს მარკეტინგის საბოლოო მიზნებს.
6. საწარმოს საექსპორტო შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შეფასება მოიცავს საკითხების ფართო წრეს. პირველ რიგში, საჭიროა იმ ბაზრის შესახებ ინფორმაცია, სადაც უკვე რეალიზებულია საქონელი, ან მოსალოდნელია შემდგომში მისი რეალიზება, აგრეთვე მნიშვნელოვანია მყიდველთა მოთხოვნილებების დადგენა და მონაცემების შეგროვება კონკურენტი საქონლის შესახებ.
![]() |
71 სახელმწიფოსა და ბაზრის პრობლემა საქართველოში, საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ თამარაშვილი
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
I კურსის მაგისტრანტი
1. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ნებისმიერ სფეროს ესაჭიროება მართვა. საქართველოში, გეგმიანი ეკონომიკის პერიოდში სახელმწიფო მართვას ახორციელებდა სამთავრობო სტრუქტურების მეშვეობით. საბაზრო ურთიერთობების დროს აღნიშნული ფუნქცია იცვლება რეგულირების ფუნქციით, რომელიც არსებითად განსხვავდება მართვის ფუნქციისაგან.
2. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოს როლის დაკნინება, ან გაუქმება კი არა, არამედ მისი სრულყოფაა საჭირო, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ახლებურ როლს - არა უშუალო მონაწილეობისა და უხეშ ჩარევას ეკონომიკურ სუბიექტთა საქმიანობაში, არამედ ისეთი მექანიზმის ჩამოყალიბებასა და მოქმედებაში მოყვანას, რომელიც გზას დაუხშობს საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის და მთელი საზოგადოებისათვის საზიანო ყოველგვარ მოვლენებს, პროცესებს, პირველ რიგში, საკუთრებისა და შემოსავლების არაობიექტურ უმართებულო წარმოქმნას.
3. სახელმწიფო დადებით გავლენას უნდა ახდენდეს საქმიან ურთიერთობებზე. ისე, როგორც საპატენტო სფეროს რეგულირება ასტიმულირებს არასაფასო კონკურენციას. ბევრ ბაზარზე შეზღუდვათა შემოღება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, რამეთუ თავისუფალ ბაზარს ეს არ ძალუძს; შეცდომაში შემყვანი ფასწარმოქმნის მეთოდების გამოყენების აკრძალვა, რაც ხელს უწყობს საფასო კონკურენციის შემცირებას; რეკლამისა და გასაღების სტიმულირება, რაც მიზნად ისახავს თაღლითობისა და დეზინფორმაციის აღმოფხვრას.
4. ხშირად, კომპანიები, რომლებიც საქონლის რეგულირებას ახდენენ, ისეთივე ახლომხედველნი არიან სახელმწიფოს როლის მიმართ საბაზრო ურთიერთობაში, როგორც ცვალებადი სამომხმარებლო მოთხოვნებისა და წარმოებაში ტექნოლოგიურ ინოვაციებთან მიმართებაში მტრული დამოკიდებულება რეგულირების მიმართ, რომელიც განზოგადებული სახით სახელმწიფო პოლიტიკის ყოველგვარი გამოვლინებისადმი წინააღმდეგობაში ვლინდება არასწორი, არაკეთილგონივრულია და შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
![]() |
72 სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ირაკლი ხმალაძე
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის
სპეციალობის I კურსის სტუდენტი
1999 წლის დამდეგს მნიშვნელოვანი სირთულეები შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. ეროვნული ვალუტის მკვეთრმა დევალვაციამ და სახელმწიფო ფისკალური პოლიტიკის არათანმიმდევრულობამ (არამიზნობრიობამ) კიდევ უფრო დაძაბა მიმდინარე წლის გამწვავებული წინასაარჩევნო პოლიტიკური სიტუაცია.
ფისკალური პოლიტიკა წარმოადგენს გლობალური მაკროეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს და ცხადია, მხოლოდ საფინანსო სისტემაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაში არ უნდა ვეძიოთ მიზეზი ეკონომიკური პოლიტიკის წარუმატებლობისა.
ქვეყნას დამოუკიდებელი ეკონომიკრი სისტემის ჩამოყალიბება უხდება მეტად მკაცრ საზოგადოებრივ პირობებში. გლობალური ცოსიალურ-ეკონომიკური პროცესები უშუალო ასახვას ჰპოვებენ საქართველოზე და ცხადია, ხელისუფლების მხრიდან რთულდება ოპტიმალური გადაწყვეტყილებების მიღების პროცესი.
ეკონომიკური რეფორმების პირველი ეტაპი შეიძლება დაუსრულებლად მივიჩნიოთ. სისტემატურმა ტრანსფორმაციამ დადებით შედეგებთან ერთად ბევრი უარყოფითიც მოიტანა, რასაც ობიექტურთან ერთად სუბიექტური ფაქტორებიც განაპირობებს.
სახელმწიფო დაკვეთის მექანიზმის გაუქმებასთან ერთად განხორციელდა ვაჭრობის ლიბერალიზცია, რამაც ეკონომიკური დაცემის პროცესის გამწვავებასთან ერთად სამამულო პროდუქციის იმპორტულით შენაცვლებაც გამოიწვია. 1992 წლიდან მოყოლებული საგადამხდელო ბალანსის უარყოფითი სალდოს ზრდამ მკვეთრად ჩამოყალიბებული ტენდენციის სახე მიიღო, რაც უარყოფითად მოქმედებს წარმოების განვითარებაზე (ბიუჯეტის შემოსავლების უმთავრესი წყარო), ასევე იწვევს საგარეო ვალდებულებების დაგროვებას და ფინანსური რესურსების სწრაფ და უკონტროლო გადინებას.
სოციალური სფეროს რეორიენტაციის პროცესში მკვეთრად გაუარესდა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მდგომარეობა (როგორც მატერიალურ, ასევე ზოგადგნოსეოლოგიურ ასპექტში). სახელმწიფო იძულებულია მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით ბიუჯეტში გაითვალისწინოს მნიშვნელოვანი თანხები. აღსანიშნავია, რომ დაცული და გადაუდებელი მუხლების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში თანდათანობით მატლობს, რაც უარყოფითი ტენდენციის მაჩვენებელია.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის წინაშე წარმოშობილმა მოვლენებმა მინიმუმამდე დაიყვანა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა.
მიმდინარე წელს ცხადია, რომ სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესის გაღრმავება მოითხოვს კარდინალურ ძვრებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ასპექტში.
სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანი მიმდინარე წლებში უნდა ყოფილიყო ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის ოპტიმიზაცია და მისი ახალ საზოგადოებრივ ურთიერთობებთან შეხამება; ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი რეალიზაციის მექანიზმის შემუშავება; საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი ინსტიტუტების ჩამოყალიბებისათვის აქტიური ხელშეწყობა და მხარდაჭერა; საწყის ეტაპზე (4-5 წელი) რეგულირების ადმინისტრაციული მეთოდების მინიმალურად გამოყენება.
ფისკალური პოლიტიკის ეკონომიკური ამოცანების რეალიზაციის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
გაძლიერებული პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ხელისუფლებამ წინა პლანზე წამოწია მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და იგი მოკლევადიან პერიოდში ფისკალური პოლიტიკის მთავარ მიზნად დაისახა. სოციალური დაცვის ღონისძიებების ამაღლება ადრე თუ გვიან განწირული იყო კრახისათვის, რადგან მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უნდა ჰპოვებდეს შემხვედრი ფინანსური ნაკადების საშუალებით, და ეს ისედაც მწირი საგადასახადო და არასაგადასახადო ბაზის არსებობის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია.
ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმა განხორციელდა სამეურნეო ცხოვრების პირველად რგოლში, სამწუხაროდ იგი ინსტიტუციონალურ სისტემას პრაქტიკულად არ შეხბია.
მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის დამყარების შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტი ნელ-ნელა უნდა განთავისუფლებულიყო ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემისათვის დამახასიათებელი ელემენტებისაგან და ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო პროგრამული დაფინანსების სისტემის დამკვიდრება.
სახელმწიფო ბიუჯეტმა ბოლომდე შეინარჩუნა ადმინისტრაციულ-კომანდური სისტემისათვის დამახასიათებელი თვისებები და ეკონომიკური პოლიტიკის მძლავრი იარაღის მაგივრად ,,სამოქალაქო შერიგების საყოველთაო დეკლარაციად” გადაიქცა.
![]() |
73 მარკეტინგი და საფასო კონკურენცია |
▲ზევით დაბრუნება |
ილია თამარაშვილი
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის მარკეტინგის
ფაკულტეტი. II კურსის სტუდენტი
1. საბაზრო ურთიერთობების პირობებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მარკეტინგი. როგორც ფირმის საწარმოო-გასაღებითი საქმიანობის მართვის სისტემა, რომელიც მიზანმიმართულია სამომხმარებლო მოთხოვნის ეფექტური დაკმაყოფილებისაკენ. მარკეტინგი პროდუცენტთა ორიენტირებას ახდენს მომხმარებელთა მოთხოვნაზე, რათა აქციოს ისინი საკუთარ მყიდველებად და ამით უზრუნველყოს თავისი ფირმის ხანგრძლივი, წარმატებული არსებობა.
2. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ წარმატება ბიზნესში ძირითადად დამოკიდებულია მარკეტინგული საქმიანობის ხარისხზე და ამიტომ მარკეტინგს თვლიან წარმატების გარანტად, რომლის შესწავლაც აუცილებელია მათთვის, ვინც ფუნქციონირებს რთულ, სწრაფად ცვალებად ბაზრის პირობებში.
3. საფასო პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს მარკეტინგის გასაღებითი ფუნქციის ქვეფუნქციას.
4. ისტორიულად კონკურენცია განვითარდა საფასო მეთოდების უპირატესი გამოყენებით არასაფასო მეთოდებთან შედარებით. იგი დამახასიათებელი იყო თავისუფალი კონკურენციის პერიოდისათვის.
5. საფასო კონკურენცია ძირითადად გამოიყენება ოლიგოპოლიებისა და ფირმა-აუტსაიდერებს შორის მეტოქეობისას, რაც ძირითადად ღია ან ფარული ფორმით ვლინდება.
6. ისეთი ქვეყნების ფირმა მონოპოლისტების მიერ, როგორიცაა იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ფართოდ გამოიყენება ღია საფასო კონკურენციის შემდეგი მეთოდები: ფასების დროებითი შემცირება, შიდა კარტელური შეთანხმება საიმპორტო ფასებზე, ახალ საქონელზე ფასის მკვეთრი შემცირება და ასევე გამოგონებების საპატენტო დაცვა საერთაშორისო დონეზე. მაგალითად: ავტომობილების, ფარმაცევტული, ელექტრონული და ქიმიური მრეწველობის პროდუქციაზე. აგრეთვე, ფარული საფასო კონკურენცია, რომელიც ძირითადად ხორციელდება ფასდაკლებებისა და მომსახურების უკეთესი პირობების საშუალებით.
7. თანამედროვე კონკურენციის პირობებში არასაფასო მეთოდები აშკარად სჭარბობს საფასო მეთოდებს. ამასთან ხარისხის ფაქტორის განხილვა საქონლის ფასისაგან აბსტრაგირებით, ნაკლებად შეუძლია შესაბამისად, ფასისა და საფასო პოლიტიკის როლი მარკეტინგის სისტემაში საკმაოდ მნიშვნელოვანია.
![]() |
74 საქონლის როლი და მნიშვნელობა მსოფლიო ბაზარზე |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ ფუტკარაძე
კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი.
III კურის სტუდენტი
1. სამამულო მრეწველობის განვითარებას, განსაკუთრებით არასასურსათო საქონლის წარმოების გაფართოებას, ხარისხის გაუმჯობესებას, ასორტიმენტის ამაღლებას მსოფლიო ბაზრის მოთხოვნათა დონეზე უდიდესი როლი და მნიშვნელობა აქვს.
2. ფაქტები მეტყველებენ, რომ მსოფლიო ბაზარზე სამამულო საქონლის ფორმირება არადამაკმაყოფილებელია, შეზღუდულია ასორტიმენტი და მთელ რიგ შემთხვევებში, შემცირების ტენდენციებითაც კი ხასიათდება. ასე მაგალითად, 1997 წელს 1996 წელთან შედარებით შემცირდა ექსპორტის მოცულობა ისეთი სახის სამრეწველო საქონელზე, როგორიცაა: ნავთობი, სპილენძის კონცენტრატი, ჩაი, მზა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქსოვილები და სხვა (იხ. ბიულეტენი №14, 1998 წ. გვ. 19). რაც შეეხება საექსპორტო საქონლის ასორტიმენტს, იგი ძირითადად 16 სახის პროდუქციით განისაზღვრება, მათ შორის: ნავთობი, ჩაი, ფოლადის პროდუქცია, სპილენძის კონცენტრატი, ელექტროენერგია, სასუქები, ფეროშენადნობები, მინერალური წყლები, ხორბლის ფქვილი, ღვინო, ელექტროძრავები სულ 230,1 მლნ. დოლარის.
3. მსოფლიო ბაზარზე უარყოფითი მარკეტინგული ტენდენციები იმის შედეგია, რომ უკანასკნელ ათწლეულში სამამულო წარმოებამ დაკარგა ძველი პოზიციები. მოიშალა რუსეთთან კავშირები, მნიშვნელოვნად შემცირდა წარმოებული საქონლის მოცულობა, ხარისხი და ასორტიმეტი. განსაკუთრებით მსოფლიო ბაზრისათვის შესაფერისი კონკურენტუნარიანი საქონელი, მსოფლიო ბაზარმა ახალი პრობლემების წინაშე დააყენა სამამულო წარმოება, რასაც ჯეროვანი შესწავლა, შეფასება და გათვალისწინება სჭირდება.
![]() |
75 საბაზრო ეკონომიკა და კონკურენცია |
▲ზევით დაბრუნება |
თინათინ სპანდერაშვილი
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
პირველი კურსის მაგისტრანტი
1. ტერმინი ,,კონკურენცია” ლათინური წარმოშობისაა და ფართო გაგებით ნიშნავს ეკონომიკური აგენტების მატოქეობას, რაც ხელს უწყობს მომხმარებლისათვის საჭირო საქონლის წარმოებას. იგი წარმოადგენს ძირითად მარეგულირებელ მექანიზმს.
2. კონკურენცია წარმოიშობა მაშინ, როდესაც ბაზარზე ერთდროულად გამოდის რამოდენიმე ფირმა, ერთნაირი ან ურთიერთშენაცვლებადი საქონლით. ასეთ შემთხვევაში მომხმარებლის მიერ ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება ფასის, ხარისხის, შეფუთვის, სერვისის და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.
3. კონკურენცია აიძულებს მეწარმეს, სამეურნეო საქმიანობა ააწყოს ისე, რომ უზრუნელყოფილი იყოს მუშაობის მაღალი ხარისხი და კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოება. საქონლის კონკურენტუნარიანობა გულისხმობს ბაზარზე ამა თუ იმ საქონლის უპირატესობას. ანალოგიური დანიშნულების საქონელს შორის მაღალი კონკურენტუნარიანობა გააჩნია იმას, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლეს სასარგებლო ეფექტს მომხმარებლის საერთო დანახარჯებთან მიმართებაში.
4. კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ პროდუქციის ხარისხის გაზრდა, აუცილებელია დიდი უპირატესობა მიენიჭოს ახალი საქონლის შემუშავების და ათვისების საკითხს, ბაზარზე ლიდერის პოზიციის მოპოვებას. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს მოთხოვნილებათა უკეთესად დაკმაყოფილებას, წარმოების მოქნილ გარდაქმნას, საბოლოოდ კი საქონლის წარმატებით რეალიზაციას.
5. კონკურენციის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ის, რომ კონკურენციის ეს ასპექტი უზრუნველყოფს ბაზრის მოქნილობას, რაც აუცილებელია დროთა განმავლობაში ეკონომიკის ეფექტიანობის წარმოებამ შეძლოს სათანადო ადაპტირება მომხმარებელთა გემოვნებაზე, ტექნოლოგიის ცვლილებაზე და აშშ.
6. საბაზრო სისტემის პირობებში გამოიყოფა კონკურენციული ბრძოლის ორი ძირითადი ფორმა: შიდა დარგობრივი და დარგთაშორისი. შიდა დარგობრივი ბრძოლის პირობებში მეწარმეები თითქოს არასოდეს აწარმოებენ ერთნაირ პროდუქციას. ისინი ყოველთვის ცდილობენ რაიმე სიახლე შეიტანონ თავის ნაწარმში - ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესება იქნება ეს თუ გარეგანი გაფორმება. დარგთაშორისი კონკურენციის დროს მეწარმეები ივიწყებენ შიდადარგობრივ ბრძოლას და ერთიანი ძალებით ცდილობენ მეტი რეკლამა გაუწიონ თავისი დარგის პროდუქციას.
7. XX საუკუნის ნახევარში გამოიკვეთა კონკურენციის ოთხი ძირითადი კლასიკური მეთოდი: წმინდა (სრულყოფილი), მონოპოლიური, ოლიგოპოლია, წმინდა მონოპოლია.
![]() |
76 ნაციონალური სტანდარტიზაციის სახელმწიფო სისტემის როლი საერთაშორისო ვაჭრობაში |
▲ზევით დაბრუნება |
მარინა მახარობლიძე
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
I კურსის მაგისტრანტი
განვითარების თანამრდროვე ეტაპზე შეუძლებელია მრავალი ეკონომიკური პრობლემის იზოლირებულად გადაწყვეტა, სწორედ ამიტომ მთელს მსოფლიოში ვლინდება დიდი ინტერესი საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობისა და გამოცდილებისადმი, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ მსოფლიოში გამოშვებული პროდუქციის უნიფიკაციის საქმეში; აწესებენ პროდუქციის წარმოების, მოხმარების, გამოცდის ზოგად წესებს; ადგენენ ხარისხის მოთხოვნების რეგლამენტირებას.
ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპზე საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება სამეცნიერო - ტექნიკური და ეკონომიკური კავშირების მრავალმხრივი განვითარება და გაფართოება. საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აერთიანებენ, ამუშავებენ ნორმატიულ - ტექნიკურ მოთხოვნებს პროდუქციისადმი და მათი გამოცდის მეთოდებს, შეიძლება დავყოთ სამ კატეგორიად:
1) სტანდარტიზაციის და ხარისხით უზრუნველყოფის სპეციალიზირებული ორგანიზაციები, რომლებიც აერთიანებენ ქვეყნებს ყველა კონტინენტიდან და ამუშავებენ საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტებს;
2) სტანდარტიზაციის და ხარისხის უზრუნველყოფის ორგანიზაციები განსაზრვრული რეგიონის სახელმწიფოებისათვის, რომლებიც საერთაშორისო დოკუმენტების ბაზაზე ქმნიან სტანდარტებს, ითვალისწინებენ მოცემული გეოგრაფიული ზონის სპეციფიკას;
3) საერთაშორისო და რეგიონალური სამეცნიერო - ტექნიკური, პროფეასიონალური, სოციალური და სხვადასხვა დაწესებულებანი, რომლებიც თავისი სამუშაოს პარალელურად თანამშრომლობენ სტანდარტიზაციის სპეციალიზირებულ საერთაშორისო და რაგიონალურ ორგანიზაციებთან და ქმნიან ნორმატიულ დოკუმენტებს შესაბამის სფეროებში.
![]() |
77 მევენახეობა - მეღვინეობის ინტეგრირების საფუძვლები |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ ლაზარიაშვილი
თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის მაძიებელი
მევენახეობა - მეღვინეობა საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული ქვეკომპლექსია. ამ ქვეკომპლექსის აღორძინება საშინაო ბაზრის დაცვისა და საექსპორტო ბაზრების გამოვლენის საფუძველზე უნდა მოხდეს.
1997 წელს წარმოებულ იქნა 309,1 ათასი ტონა ყურძენი. ვენახების ფართობმა ამ წელს 90 ათასი ჰექტარი შეადგინა, რომელთაგან 88% მოსახლეობის წილად მოდის. საერთო ფართობიდან 55,0 ათასი ჰა მოდის კახეთის რეგიონზე, 12,0 ათასი ჰა ქართლის და 23,0 ათასი ჰა დასავლეთ საქართველოს რეგიონებზე. საწარმოო პოტენციალის გამოყენების შემთხვევაში საქართველოში შესაძლებელია 400 ათასი ტონა ყურძნის წარმოება. აღნიშნული ნედლეულის გადამუშავებისათვის არსებობს შესაბამისი საწარმოო სიმძლავრეები. 1997 წელს ჩამოსხმულია და რეალიზებული 2,5 მილიონი დეკალიტრი ღვინო, 85 ათასი დეკალიტრი არაყი და ლიქიორ - არყის ნაწარმი, 1,4 მილიონი ბოთლი შამპანური.
საქართველოში მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია შამპანიურისა და არყის წარმოება, მაგრამ ადგილობრივი პროდუქციის წარმოება შეფერხებულია სამომხმარებლო ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქციის გამო.
მევენახეობა - მეღვინეობის ქვეკომპლექსში აუცილებელ ღონისძიებებს წარმოადგენს: საკრედიტო ხაზის ამოქმედება, ადგილობრივი წარმოების ნატურალური რესურსების მაქიმალურად გამოყენება, სამეურნეო გარიგებების სამართლებრივი მოწესრიგება ყურძნის შესყიდვაზე და პროდუქციის რეალიზებაზე, გარემო პირობების შექმნა ინვესტიციების მოზიდვაზე, მარკეტინგული სამსახურის პრიორიტეტულად განვითარება.
დღევანდელ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავშირი გადამამუშავებელ საწარმოებსა და მათ სანედლეულო ზონაში გადაადგილებულ ნედლეულის მწარმოებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის. ყველაზე დამაფიქრებელი ის არის, რომ აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს იმ დარგებში, რომელთაც საექსპორტო პროდუქციის წარმოების დიდი რეზერვი გააჩნია.ამით შესაძლებელი იქნება სამრეწველო საწარმოს შრომითი კოლექტივებისა და ნედლეულის მწარმოებლების ინტერესების გაერთიანება ეკონომიკურ საფუძველზე, რაც გამოიხატება საწარმოსათვის ნედლეულის გარანტირებულ მიწოდებაში, პროდუქციის გადამუშავების პერიოდში სეზონური მუშაობით უზრუნველყოფასა და სხვა. შესაძლებელია ღვინის სამრეწველო საწარმოებისა და ნედლეულის მწარმოებლების სხვადასხვა ფორმით ინტეგრირდება, რომელთა შორის უპირატესობა უნდა მიენიჭოს სააქციო საზოგადოების შექმნას. ინტეგრირების პერსპექტიული ფორმაა გადამამუშავებელ საწარმოსა და ნედლეულის მწარმოებლებს შორის დადებული ურთიერთხელსაყრელი საკონტაქტო ხელშეკრულება, რომელიც ზუსტდება ყოველწლიურად, შეცვლილი პირობების გათვალისწინებით და ხელშეკრულების დამდებ პირებს შორის შეთანხმების საფუძველზე. მევენახეობაში ინტეგრირების თავისებურ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ აგრეთვე, სოფლის მეურნეობის ამ პროდუქტის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაკებისა და ყურძნის მწარმოებლების მიერ კოოპერეციული საწარმოს შექმნა.
მევენახეობა - მეღვინეობის ქვეკომპლექსის განვითარებაში განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლიათ ერთობლივი საწარმოების შექმნას. უცხოელ პარტნიორებს შეუძლიათ დახმარება გაგვიწიონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში. დღეს საქართველში ფუნქციონირებს ორი ერთობლივი საწარმო: 1. ამერიკელთა პარტნიორობით შექმნილი საწარმო საგარეჯოში; 2. ერთობლივი საწარმო ,,რიკარდ გრუკი” ფრანგების პარტნიორობით და დანიური ფილიალებით.
ალკოჰოლური სასმელების დარგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარკეტინგული სამსახურის განვითარება. ეს უზრუნველყოფს ბაზრის ტევადობათა გაზრდას სამამულო ალკოჰოლიანი სასმელებისათვის.
![]() |
78 ნორმატიულ - ტექნიკური დოკუმენტაციის ბაზის შექმნის პრინციპი, ნაციონალური სტანდარტების სახელმწიფო სისტემაში |
▲ზევით დაბრუნება |
ნატო კეკენაძე
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
პირველი კურსის მაგისტრანტი
თანამედროვე სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის უწყვეტი განვითარების პირობებში დიდი როლი ენიჭება სტანდარტიზაციის შემდგომ განვითებას, როგორც ეკონომიკური და საწარმოო პროცესების მართვის ერთ-ერთ საშუალებას.
საბაზრო სისტემაზე ორიენტაციის პირობებში გამოჩნდა სტანდარტიზაციის გამოყენების ახალი სფეროები, როგორიცაა მომსახურების, საბანკო საქმიანობა და სხვა. საქართველოს კანონმა ,,სტანდარტიზაციის შესახებ”, რომელიც მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, 1996 წელს საფუძველი ჩაუყარა ეროვნული სტანდარტების შემუშავების ორგანიზაციას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროდუქციის ხარისხი. კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ამაღლება.
ამჟამად საქართველოს ეკონომიკაში ძირითადად გამიოყენება სახელმწიფოთაშორისი სტანდარტები, ყოფილი საბჭოთა კავშირის გოსტები, რომლის დაახლოებით 70% არ პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს. ამ სტანდარტების შემდგომი გამოყენების მიზნშეწონილობის განსაზღვრისათვის, მათი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის შეიქმნა, როგორც ეს საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული, სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტები.
1993-99 წლებში სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტების მონაწილეობით შემუშავებული იქნა 22 საქართველოს სახელმწიფო სტანდარტი. (22 სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი,) რომელიც ეხებოდა საქართველოში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებას. სახელმწიფოს, მომხმარებლისა და ეროვნული მრეწველობის ინტერესების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, 1996 წელს პირველად შემუშავდა საქართველოს 1997 წლის სტანდარტიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა 40 სახელმწიფო სტანდარტების შემუშავებას 200 000ლ. ფინანსირებით. გამოიყო მხოლოდ 50 000ლ. 10 სახელმწიფო სტანდარტის შემუშავებისათვის. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ამ საკითხის მოუგვარებლობის გამო დიდი ჩამორჩენა აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი. რისთვისაც ერთ - ერთი მთავარი მოთხოვნა ვაჭრობაში ტექნიკური დაბრკოლებების აღმოფხვრა და ამ მიზნით საქართველოს ეროვნული სტანდარტების შემუშავება, საჭირო საერთაშორისო სტანდარტების პირდაპირი გამოყენების გზით, ან მის საფუძველზე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პროდუქციის ამაღლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის დავალებების, სამინისტროებისა და უწყებების მიერ დაყენებული საკითხების მოგვრების სახელმწიფოს, მომხმარებლისა და ეროვნული მეწარმეების ინტერესების დაცვისათვის, სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტების მონაწილეობით შემუშავდება 1999-2000 წწ. საქართველოს სტანდარტიზაციის პროგრამა, სადაც გათვალისწინებულია 103 სახელმწიფო სტანდარტი, 912 300ლ. დაფინანსებით.
საქართველოს სახელმწიფო სტანდარტის შემუშავება, მისი ჰარმონიზაცია საერთაშორისო მოთხოვნებთან, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროდუქციის ხარისხის და შესაბამისად უსაფრთხოების საკითხებს.
![]() |
79 საგარეო ვაჭრობის მარკეტინგული ორგანიზაციის აქტუალური საკითხები თანამედროვე საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ ქმოსტელი
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
I კურსის სტუდენტი
1. ფაქტები მეტყველებენ, რომ საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო ერთვება მსოფლიო მეურნეობაში. ასე მაგალითად, 1995 წელს საზღვარგარეთ ექსპორტირებული იყო 1513, ხოლო იმპორტირებული 191,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. 1996 წელს ექსპორტმა 198,8, ხოლო იმპორტმა - 686, 8 მილიონი დოლარი შეადგინა. 1997 წელს იყო შესაბამისად ექსპორტი 239,8, ხოლო იმპორტი 943,5 მილიონი აშშ დოლარი, რაც ორჯერ აღემატება 1995 წლის დონეს. 1998 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1242, 6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლების შესაბამის მაჩვენებელზე 5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 194,0, ხოლო იმპორტი 1048,6 მილიონი დოლარი.
2. ეკონომიკაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, საქართველო მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საგარეო ბაზარზე. უპირველესად მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზე. არასახარბიელოა ექსპორტის სასაქონლო სტრუქტურა, რომელშიც ჭარბობს ნედლეული და ბუნებრივი რესურსები. რაც შეეხება მომხმარებელთა მოთხოვნებს, იგი ძირითადად იმპორტის გზით კმაყოფილდება.
3. საგარეო საქონელბრუნვის მარკეტინგულ ორგანიზაციას საქართველოსათვის, ძირითადად, ტერიტორიული სიახლოვე განსაზღვრავს. საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი. ამავე დროს, სულ უფრო იზრდება იმპორტი დასავლეთ ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ინგლისიდან.
4. დამაფიქრებელია, რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საქართველოს აქვს 100-ი სავაჭრო პარტნიორიდან 85 ქვეყანასთან, მათ შორის, დსთ - ს 9 სახელმწიფოსთან.
ამრიგად, ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორი არის მწარმოებელი დარგების განუვითარებლობა და საგარეო ბაზარზე ადგილობრივი ნაწარმის კონკურენტუნარიანობა. რუსეთის საფინანსო კრიზისი და ვაჭრობის მარკეტინგული ორგანიზაციის დაბალი დონე.
![]() |
80 ახალი საქონელი საბაზრო სტრატეგიაში |
▲ზევით დაბრუნება |
დ. ხოხობაშვილი
თსუ კომერციის და მარკეტინგის ფაკულტეტი
პირველი კურსის მაგისტრანტი
სამეცნიერო - ტექნიკურმა პროგრესმა განაპირობა მსოფლიო ბაზრის გაჯერება საქონლით. ახლა უკვე გამძაფრებულ კონკურენტულ ბრძოლაში გაიმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებიც ბაზარს რაიმე სიახლეს შესთავაზებენ სრულყოფილად და დროულად. სამომხმარებლო საქონლისათვის სასიცოცხლო ციკლი დაახლოებით 10 წელია. სასიცოცხლო ციკლის ეტაპების მიხედვით საასორტიმენტო, სავაჭრო, საფასო პოლიტიკა განსხვავებული უნდა იყოს და შემდგომი ეტაპისათვის წინასწარ იგეგმებოდეს.
ახალი საქონლის შექმნამდე საჭიროა მომხმარებელთა კლასებად დაყოფა, შესწავლა. უნდა დამუშავდეს მარკეტინგული პროგრამა, გაირკვეს მიზნები და ამოცანები, ჩატარდეს ბაზრის ტესტირება, მარკეტირება, ინტერვიუირება, დამუშავების სტატისტიკურად მონაცემები და მათ საფუძველზე მოხდეს სიახლის შეტანა ბაზარზე, ან არსებულის მოდიფიცირება.
წარმოებიდან ექსპლოატაციამდე ახალი საქონლის სტადიები არის შემდეგი: დაპროექტება, ტექნიკური პროექტის შემუშავება, საცდელი ნიმუშის შექმნა, წარმოება, ექპლოატაცია. თითოეული სტადია, თავის მხრივ იყოფა სხვადასხვა ოპერაციებად შემდგარ მუხლებად. ბაზარზე გამოსული საქონელი უნდა პასუხობდეს საერთაშორისო ლიცენზირებას, სტანდარტების მოთხოვნებს. ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხს და სამომხმარებლო თვისებებს.
ახალი საქონლის დანერგვა დროის ფაქტორთან პირდაპირ დამოკიდებულებაშია. ზოგჯერ სერიოზული წარუმატებლობის მიზეზია საქონლის ვადაზე ადრე დანერგვა; ამას იწვევს მარკეტინგული საქმიანობის გაუმართობა.
ახალი საქონლის წარმოებისას მწარმოებლები უპირატესობას ანიჭებენ მომგებიან საქონელს, იმ საქონელს, რომლებზეც მოთხოვნა დიდი იქნება. მოგება განსაზღვრავს საქონლის წარმოების, დარგის გაფართოვება-შემცირებას.
,,ინოვაცია” - ახლის დანერგვას ნიშნავს, ფართო გაგებით ის არის პროცესი, რომელიც მოიცავს პერიოდს იდეის გაჩენიდან, ფუნდამენტური კვლევისა და დამუშავების განხორციელებიდან საცდელი ნიმუშის მიღებასა და წარმოებაში დანერგვამდე. აშშ - ში ბაზარზე გამოტანილი საქონლის 10% ახლდება ყოველ 10 წელიწადში. ინოვაციური პროცესი მეტად ძვირი პროცესია და უდიდეს თანხებს მოითხოვს.
სიახლის შემოტანის და ყოფა - ცხოვრებაში მის განმტკიცებას ხელს უწყობს ,,ვენჩურული ბიზნესი”. იგი აღმოცენდება დიდ კორპორაციებში თუ ფირმებში და მათმიერვე ფინანსირდება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მთავრობა და მისი კანონები ახალი საქონლის საბაზრო სტრატეგიაში დანერგვისათვის უდიდეს მნიშვნელობას ასრულებს.
![]() |
81 მარკეტინგული გარემო და მისი როლი ფირმის კომერციული საქმიანობის მართვაში |
▲ზევით დაბრუნება |
რატი აბულაძე
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
მესამე კურსის სტუდენტი
საბაზრო ურთიერთობებზე ქვეყნის გადასვლამ გამოიწვია დიდი ინტეტრესი ისეთი ეკონომიკური დისციპლინების მიმართ, რომელთაც წამყვანი როლი ენიჭებათ საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის, მარკეტინგს ერთ-ერთ საყურადღებო ადგილი განეკუთვნება;
საბაზრო ურთიერთობათა პირობებში ნებისმიერი ფირმის კომერციული საქმიანობა და მისი წარმატებები დამოკიდებულია იმ გარემომცველ ძალებზე, რომლებიც იმყოფებიან ფირმასთან გარკვეულ ურთიერთობაში;
მარკეტინგის გარშემო წარმოგვიდგება იმ ძალების და სუბიექტების სახით, რომლებიც გავლენას ახდენენ ფირმის საქმიანობაზე და განაპირობებენ მის ურთიერთობას მომხმარებლებთან;
მარკეტინგის გარშემო წარმოგვიდგება იმ ძალებისა და სუბიექტების სახით, რომლებიც გავლენას ახდენენ ფირმის საქმიანობაზე და განაპირიბებენ მის ურთიერთობას მომხმარებლებთან;
მარკეტინგის გარემო წარმოგვიდგება მაკრო და მიკრო გარემოს ერთობლიობის სახით, მიკრო გარემოს შეადგენენ ის ძალები, რომლებიც უშუალოდ ზემოქმედებენ ფირმაზე. მიკრო გარემო მოიცავს: მიმწოდებელს, შუამავლებს, კონკურენტებს, მომხმარებლებს და საკონტაქტო აუდიტორიას;
მარკეტინგის მაკრო გარემოს შეადგენენ ობიექტურად არსებული ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ ფირმის მიკროგარემოზე და გარკვეულად განსაზღვრავენ მარკეტინგის მართვის პროცესს. მას მიეკუთვნებიან: ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ბუნებრივ-კლიმატური და სოციალური ფაქტორი.
საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ფირმის საქმიანობაზე, ბუნებრივია, დიდ გავლენას ახდენენ მარკეტინგის მაკრო და მიკრო გარემო, თავისი სპეციფიკური ფაქტორებით. ფირმა არა მარტო პასიურად უნდა ელოდოს მარკეტინგულ გარემოში მიმდინარე ცვლილებებს და პროცესებს, რათა შეძლოს მათი გამოყენება თავისი ინტერესების შესაბამისად.
ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრება, ცალკეულ პიროვნებათა პრივილეგირებული როლის უგულვებელყოფა და კანონის წინაშე ყველა სამეურნეო ერთეულის თანასწორობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არა მარტო ცალკეული ფირმის საქმიანობის აღმავლობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების აღორძინებასა და განვითარებას.
![]() |
82 მარკეტინგის საზოგადოებრივი კრიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ნიკოლოზ ქართველიშვილი
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
პირველი კურსის მაგისტრანტი
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მეორე ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მარკეტინგის როგორც, ბაზრის ფილოსოფიის საზოგადოებრივი მნიშვნელობა. საბაზრო ყრთიერთობების პირობებში ფირმისათვის მარკეტინგის მთავარი მიზანი სწორედ მომხმარებელთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაა მაქსიმალური მოგების მისაღებად. საზოგადოებრივი კრიტიკა ამტკიცებს, რომ მარკეტინგი აყენებს ზიანს: ინდივიდუალურ მომხმარებელს, მთლიანად საზოგადოებას, სხვადასხვა კომერციულ დაწესებულებებს.
ჩვეულებრივ მარკეტინგის მიერ მომხმარებელთათვის ზიანის მიყენებაში გულისხმობენ შემდეგ ფაქტორებს: მაღალი ფასები, შეცდომაში შეყვანის ხერხების გამოყენება, საქონლის თავზე მოხვევისა და შეტყუების მეთოდები, უვარგისი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე საქონლის რეალიზაცია, საქონლის დაძველების დაგეგმილი პრაქტიკის გამოყენება, მომხმარებელთა მომსახურების დაბალი დონე.
თითოეული ეს მანკიერება საკმაოდ ხშირად თავს იჩენს ახლადფორმირებად ქართულ საბაზრო მეურნეობაში. ფალსიფიკაცია, ჯანმრთელობისათვის მავნე საქონლი, მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანა, ეს პრობლემები ჩვენთვის კარგად ნაცნობი და მტკივნეულია. ვიმყოფებით რა ველური ბაზრის პირობებში საქართველოს შიდა ბაზარი ხშირად დაუცველია მდარე ხარისხის იმპორტული საქონლის მასობრივად შემოტანისაგან.
მარკეტინგი მხოლოდ ხერხია მიზნის მიღწევისა, ის ,,თამაშის ფორმაა”. ,,თამაშის წესების” ე.ი. სათანადო საკანონმდებლო ბაზრის სწორი ფორმირება და დახვეწა, არის ამ მანკიერებებთან ბრძოლის საუკეთესო გზა.
ცივილიზებული საზოგადოება დიდი ხანია გადააწყდა ბიზნესის უარყოფითი მხარეების გამოვლინებას, რამაც იგი აიძულა ეძებნა პრობლემების ლოგიკური გადაჭრის გზები და საშუალებები. ერთ-ერთ ასეთ ქმედით საშუალებად საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში მიჩნეულია ე.წ. კონსიმერული ჯგუფების შექმნა და გარემოს დაცვის საყოველთაო მოძრაობის ორგანიზება.
მარკეტინგის განვითარების საწყის ეტაპზე ამგვარ მოძრაობებს თან ახლდა მძაფრი წინააღმდეგობა მეწარმეთა და ბიზნესმენთა მხრიდან, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ობიექტურად რწმუნდებიან მომხმარებელთა ჯგუფებისა და საზოგადოების მოთხოვნათა სამართლიანობაში. ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიღწევა შესაძლებელი გახდა მარკეტინგის უფრო სრულყოფილი კონცეფციების სისტემის დამუშავებით, რაც მის სოციალურ-ეთნიკურ კონცეფციასთან ერთად გულისხმობს მარკეტინგის ნოვატორული ხასიათის წინა პლანზე წამოწევას და მისი მორალური პრინციპების განმტკიცებას.
ფირმების მიერ მორალურ-ეთნიკურ პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობის წარმართვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კონკრეტულ მომხმარებლებთან და საზოგადოებასთან კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებასა და მათი საქმიანობის სოციალურ - ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას.
ჩვენს ქვეყანაში მარკეტინგის გამოყენების მნიშვნელობასა და საჭიროებას საკმაოდ დიდი ყურადღება აქვს დათმობილი და ეს ძირითადად მისი ნეგატიური მხარეების გაშუქების გარეშე ხდება. საჭირო ხდება საზოგადოებისა და შესაბამისი ორგანოების ყურადღების გამახვილება ამ თვალსაზრისით. ამ მიმართულებით არის გარკვეული ძვრები, მიღებულ იქნა ისეთი უმნიშვნელოვანესი ნორმატიული აქტები მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, როგორიცაა: ,,საქართველოს კანონი სტანდარტიზაციის შესახებ”; ,,საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერთიფიკაციის შესახებ”; ,,საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ”; ,,საქართველოს კანონი მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ”; ,,საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”. მოკლე პერიოდში მოხერხდა 100-მდე სხვადასხვა უცხოური ქვეყნიდან შემოტანილი საქონლის შემოწმება და მათი შტრიხ - კოდების გატარება საქსტანდარტში, ორგანიზაციაში, რომელსაც ვაჭრობის პროდუქციის ხარისხის დაცვა ევალება. ჩატარდა მრავალი შემოწმება და გამოვლინდა (ძალზე ხშირადაც) მძიმე დარღვევები. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი ძვრებისა, პრობლემა კვლავაც ბევრია მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში და მომავალში საჭირო იქნება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და, რაც მთავარია, მთლიანად საზოგადოების კეთილი ნება, რათა მარკეტინგი, კომერციის ეს მძლავრი იარაღი, საზოგადოებისათვის საზიანოდ არ იქნეს გამოყენებული.
![]() |
83 ახალი საქონლის სტრატეგიული დაგეგმვა |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი იმნაძე
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
პირველი კურსის მაგისტრანტი
1. მსოფლიოს თანამედროვე ინტეგრაციულ და ექსპანსიურ ბაზარზე მოქმედი ორგანიზაციები და საწარმოები სულ უფრო მეტად აღიქვამენ ახალი საქონლის ან მომსახურების წარმოების და მათთან დაკავშირებული მოგების მნიშვნელობას, აქედან გამომდინარე, ახალი საქონლის შემუშავება წარმოადგენს მსოფლიოს მრავალი კომპანიის ყურადღების ეპიცენტრს, რადგან მათი წარმატების ხარისხი თანამედროვე ბაზარზე და მომავალი განვითარების უზრუნველყოფა, უშუალოდაა დაკავშირებული ახალი საქონლის დაგეგმვის სწორ სტრატეგიაზე. ახალი საქონელი, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნილებებს, სურვილებს და ხაზს უსვამს მათ ინდივიდუალურობას და იმიჯს, კომპანიისათვის წარმატების გასაღებია, რადგან მომხმარებელთა მოთხოვნის დაფარული მხარეების გამოვლენა და მათი მაქსიმალურად დაკმაყოფილება მარკეტინგული სტრატეგიის ერთ - ერთი პრიორიტეტია. ახალი საქონლის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ავღნიშნავთ, რომ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მოგების 50% - ს განსაზღვრავს ახალი საქონლის წარმატებული სტრატეგია ბაზარზე, ხოლო ერთი ჩავარდნა აღნიშნულ სფეროში კოპანიისათვის აუნაზღაურებელი ზარალის მიყენების ან სრულიად გაკოტრების ტოლფასია.
ახალი საქონლის ან მომსახურების შექმნა მოიცავს რვა ეტაპს: იდეის ფორმირება, ჩანაფიქრის კონსტრუირება და მისი გამოცდა, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, წარმოებისა და გასაღების შესაძლებლობის ანალიზი, პროდუქციის შექმნა, მისი გამოცდა საბაზრო პირობებში და ბოლოს აღნიშნული საქონლის კომერციული წარმოება. თითოეული ეტაპის მიზანია გამოავლინოს ახალ იდეაზე მუშაობის გაგრძელების მიზანშეწონილობის ხარისხი. აღნიშნული ძალისხმევით მსოფლიოს მრავალი ფირმა ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს სუსტი იდეის რეალიზაციის შესაძლებლობა და გამოავლინოს ძლიერი.
2. თანამედროვე ეტაპზე ტექნოლოგიური და ინფორმაციული სისტემების მკვეთრმა განვითარებამ გამოიწვია მომხმარებელთა მოთხოვნის მოცულობისა და სოციალური ბუნების დინამიური ხასიათი. დღესდღეობით მომხმარებლისათვის ,,წარმოუდგენლის” და ,,განსაცვიფრებელის” შექმნა კომპანიისათვის ტოტალური წარმატების ტოლფასია. ახალი საქონლის სასიცოცხლო ციკლი სულ უფრო მცირდება მაკრო დონეზე, ამიტომ ბაზარზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წარმატების მისაღწევად აუცილებელია რაციონალური ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა, რომლის წარმომადგენლები მეცნიერული გამოკვლევების საფუძველზე შეიმუშავებენ ახალ საქონელთან დაკავშირებულ სტრატეგიას, რომლის გნხორციელების ყოველ სტადიაზე უნდა ხდებოდეს გამუდმებული მუშაობა და ახლის ძიება, ხოლო ამ კუთხით ყურადღების ოდნავ შესუსტება ბაზარზე პოზიციების სერიოზულ დათმობას ნიშნავს. ამიტომ აუცილებელია გაანალიზებულ იქნეს მარკეტინგული სტრატეგიის ცვლილებების ხასიათი საქონლის სასიცოცხლო ციკლის დინამიკიდან (ფაზების ცვლილებიდან) გამომდინარე.
ახალი საქონლის დაგეგმვისას კომპანია ეწევა დიდ რისკს, რომლის გამოკვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ბაზარზე ჩაშვებული ახალი საქონლისა და მომსახურების 40% კრახს განიცდის. ამიტომ მსოფლიო პრაქტიკაში ფეხი მოიკიდა ალტერნატიულმა სტრატეგიულმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც ამცირებენ კომპანიის რისკს ამ მიმართულებებით და შესაძლებლობას აძლევენ მათ შეინარჩუნონ პოზიციები ბაზარზე. აღნიშნული სტრატეგიული მიმართულებების შერჩევისას აუცილებელია განისაზღვროს ფაქტორთა სპექტრი, რომელიც გავლენას ახდენს ბაზარზე საქონლის წარმატებაზე და განვიხილოთ ამ ფაქტორების ზემოქმედების ხარისხი საბოლოო შედეგზე.
4. დღესდღეობით, როდესაც საქართველოს ეროვნული წარმოება ფეხს იდგამს და ცდილობს ჩაერიოს მსოფლიოს ეკონომიკურ ინტეგრაციაში, აუცილებელია საზღვარგარეთული ფირმების გამოცდილებაზე დაყრდნობით, მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურის გათვალისწინებით, ახალი, ქართული საქონლის წარმოებისა და გასაღების სწორი დაგეგმვა და შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება. საკონფერენციო თემაში ჩვენ შევეცდებით განვიხილოთ ქართული წარმოების ახალი პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების ალტერნატიული შესაძლებლობები.
![]() |
84 საქონელმიმოქცევის პრობლემები ჩვენში |
▲ზევით დაბრუნება |
დავით ალიმბარაშვილი
კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
პირველი კურსის მაგისტრანტი
გარკვეული გამოცოცხლების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაშია. უმძიმესი ვითარებაა შექმნილი საქონელმიმოქცევის პროცესში. ამ მხრივ თბილისში ყველაზე მძაფრადაა წარმოჩენილი ვაჭრობის სფეროს პრობლემები, იმდენად რამდენადაც სწორედ დედაქალაქშია კონცენტრირებული ამ დარგის ბირთვი. არსებული პრობლემები არა მხოლოდ წმინდა ეკონომიკურია ისინი უზარმაზარ სოციალურ დატვირთვას ატარებენ. ეკონომიკა სოციალურად უნდა იყოს ორიენტირებული, რადგან ნებისმიერი სამეურნეო საქმიანობა, თავისთავად საზოგადოებისათვის სასარგებლო უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება სტრატეგიული ეკონომიკური ინტერესების უკუგდებაც, სოციალური პრობლემების დროებითი ნეიტრალიზაციისათვის, საჭიროა გლობალური მიდგომა ამ კუთხით.
მაშ ასე, მოქმედების სფერო ქალაქი თბილისი, დარგი ვაჭრობა, რა პრობლემებს ვხედავთ, ჩამოვთვალოთ ისინი შინაარსობრივი მსგავსებით კლასიფიცირებული სახით:
ა) მოუწესრიგებელი ე.წ. გარე ვაჭრობის პრობლემა;
ბ) უხარისხო, ფალსიფიცირებული საქონლით ვაჭრობა;
გ) წვრილმოვაჭრეთა აღურიცხაობა, მაშასადამე მათგან გადასახადების ამოღების პრობლემა;
დ) მსხვილ სავაჭრო საწარმოთაგან უმრავლესობის კრიზისული მდგომარეობა.
ცხადია, ეს არასრული ნუსხაა ჩვენ მხოლოდ ყველაზე თვალსაჩინო, გადაუდებელ საკითხებს ვუსვამთ ხაზს.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი თავისი მასშტაბების გათვალისწინებით მთელ რიგ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, და ისინი ხშირად კატასტროფულ ხასიათს იძენენ. იყო თითოეული პრობლემის გადაჭრის მრავალი მცდელობა, ინიციატივა ხშირად მოდიოდა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ისე კერძო სტრუქტურებისაგანაც.
ქ. თბილისის მერიამ, ქალაქის პოლიციასთან ერთად ბოლო ორო წლის განმავლობაში მრავალგზის სცადა აღმოეფხვრა უნებართვო გარე ვაჭრობა, ამ მცდელობაში იგი ყოველთვის აწყდებოდა ერთსა და იმავე პრობლემას. გარე მოვაჭრენი სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენა, გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა ადმინისტრაციულ ზეწოლას.
უხარისხო, ფალსიფიცირებული საქონლით ვაჭრობა ფაქტიურად მიბმულია წვრილმოვაჭრეთა აღურიცხაობის, მათი სამეურნეო საქმიანობის გაკონტროლების პრობლემასთან. მსხვილ სავაჭრო საწარმოებში შედარებით ადვილია არსებული საქონლის ნომენკლატურის გადამოწმება. წვრილმოვაჭრეთა ასეთი შემოწმება კი მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული სფეროს მუშაკთათვის ხელის მოთბობის საშუალებად რჩება.
თუ დავაკვირდებით უნებართვო გარე ვაჭრობა ერთგვარ მშობლად გვევლინება დანარჩენი ორი პრობლემისა.
მსხვილ სავაჭრო საწარმოთა კრიზისი, რაშია მისი არსი? ყოველდღიურად გვესმის კომერსანტთა მოთხოვნა შევუმციროთ გადასახადები უპირველეს ყოვლისა კი დღგ. რატომ ითხოვენ ისინი ამას? დღგ მათთვის ის დანახარჯია, რომელიც მათ მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილ პროდუქციას არაკონკურენტუნარიანს ხდის თავისი ფასით. ხოლო ბაზრობაზე მოვაჭრეთა მიერ გამოტანილ იგივე საქონელს უფრო იაფს.
ლოგიკური ჯაჭვი მიგვითითებს, რომ პრობლემა ბაზრობების და გარე ვაჭრობის მაღალრენტაბელურობა ყოფილა, მსხვილ სავაჭრო საწარმოებთან შედარებით, ვიცით ბაზრობებზე საქონელი ბევრ ბრუნს აკეთებს, სანამ მომხმარებლამდე მივა, სავაჭრო მოგება რამდენიმე წვრილ მოვაჭრეზე ნაწილდება ამ ბრუნვაში, მაგრამ თითოეული მათგანი მაინც კმაყოფილია.
მაშასადამე, პრობლემის გადაჭრის გზა მასშივე ყოფილა. შევცვალოთ ვითარება, ანუ იმისათვის, რომ აღმოვფხვრათ არა ცივილური და მრავალი თანამდევი პრობლემის გამჩენი ბაზრობები და უკანონო გარე ვაჭრობა, საჭიროა იგი უფრო ნაკლებ რენტაბელური იყოს ვიდრე სავაჭრო საწარმოები.
თითქოს ელემენტარული, რა თქმა უნდა, ეს არის ახალი ველოსიპედი, ამ კუთხით პრობლემას ხედავენ, მაგრამ აი, მისი გადაჭრა, ე.ი. ცხოვრებაში გატარება ისეთი რეფორმების, რომლებიც ყველა მოვაჭრეს თანაბარ პირობებში ჩააყენებს და სავაჭრო კაპიტალის გამსხვილების მაღალმომგებიანობას მოიტანს ძალზე მტკივნეულ, სოციალურ საკითხად რჩება.
გადასახადების ქრონიკული არგადახდა მთლიანად ქვეყნის პრობლემაა. წვრილმოვაჭრეთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება მის ნაწილს წარმოადგენს. თუმცა საკანონმდებლო თვალსაზრისით პრეზუმფციული გადასახადის არარსებობა, რომელიც შემოიღეს, როგორც ჩანს, მხოლოდ თანხათა ამოღების გასაუმჯობესებლად იმთავითვე დისკრიმინაციულად გვევლინებოდა.
შეჯამების სახით ვიტყვით, ვაჭრობა თბილისში, მისი არაცივილიზებული ხასიათი, თანდათან არა მარტო სამარცხვინო, ხშირად კატასტროფულ შედეგებსაც გვაძლევს. ამ დარგის რეფორმა აუცილებელია. იგი რა თქმა უნდა, მტრკივნეული იქნება სამწუხაროდ, ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველი ფენებისათვის, მაგრამ ალბათ დადგა დრო, უარი ვთქვათ ისეთ დათმობებზე, რომელთა ანაზღაურებაც ეკონომიკურად არ ხელეწიფება. კანონი იყოს თანაბარი ყველასათვის ყველგან და ყოველთვის. ეს პრინციპი უნდა გაატაროს მთელმა საზოგადოებამ, უადგილო ტოლერანტობა დათვური სამსახურია და მეტი არაფერი, რომელიც ბუმერანგივით უბრუნდება საზოგადოებას. შევქმნათ ერთიანი მაკონტროლებელი და არა კონრტოლის კონტროლი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გაითავისოს, რომ გადასახადების გადახდა მისი უპირველესი მოქალაქეობრივი მოვალეობაა.
![]() |
85 ახალი საქონელი საბაზრო სტრატეგიაში |
▲ზევით დაბრუნება |
ნუგზარ გაბელია
თსუ მატერიალური რესურსების მართვისა და
საბაჟო საქმიანობისსპეციალობის
მე - 3 კურსის სტუდენტი
ახალი საქონელი და ასორტიმენტის განახლება წარმოადგენს ფირმის მიერ ბაზარზე წარმატების მოპოვების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. მარკეტინგის პოზიციიდან ბაზარზე ახალ საქონლად შეიძლება ჩაითვალოს ორიგინალური ან მოდიფიცირებული ნაწარმი, რომლის მიხედვითაც არ არსებობს დამუშავების, რეალიზაციისა და მოხმარების საზოგადოებრივად აღიარებული ჩვევები და გამოცდილება.
- ახალი საქონლის შექმნა წარმოადგენს საკმაოდ მრავალსაფეხურიან პროცესს, რომელიც მოიცავს ისეთ ძირითად ეტაპებს, როგორიცაა: იდეის ფორმირება და შერჩევა, ახალი საქონლის შესახებ ჩანაფიქრის ოპტიმალური ვარიანტის შემუშავება და შემოწმება, სავარაუდო საქონლის მარკეტინგის სტრატეგიის დამუშავება, და მისი გამოცდა საბაზრო პირობებში.
- ბაზარზე საქონლის ფართომასშტაბური დანერგვა რთული და შრომატევადი პროცესია, რომელიც მოითხოვს წარმოებისა და კომერციის სფეროში დასაქმებულ მუშაკთა უდიდეს ძალისხმევას, დიდი რაოდენობის ხარჯებს, განვითარებულ მატერიალურ - ტექნიკურ ბაზას და მიზნობრივ ბაზარზე რაციონალურად განლაგებულ სავაჭრო ქსელს, საქონლის გასაღების მასტიმულირებელ ბერკეტებს.
- ბაზარზე საქონლის გამოცდის ოპერატიულად წარმართვის მიზნით საჭიროა ფირმის მიერ წინასწარ განისაზღვროს საცდელი მარკეტინგის შინაარსი, ჩატარების დრო და ადგილი მათზე მოქმედი ფაქტორების გათვალისწინებით. სეზონური საქონლის საცდელი მარკეტინგის შესწავლისას განსაკუთრებული ყურადრება ექცევა გამოცდის დროს სწორად შერჩევას.
- მარკეტინგის მომსახურების ადგილი და როლი ახალი საქონლის შექმნასა და რეალიზაციაში ითვალისწინებს ბაზრის კომპლექსურ შესწავლას, საქონლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და ამის საფუძველზე მომხმარებელთა სერვისების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას.
![]() |
86 სასაქონლო ბირჟების ორგანიზაციისა და საქმიანობის თავისებურებანი საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
გვანცა ბრეგვაძე
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
მესამე კურსის სტუდენტი
90 - იანი წლებიდან მოყოლებული საქართველომ უამრავი პრობლემა გადალახა, რომელიც უშუალოდ მოქმედებდა მის ეკონომიკაზე. ნაწილი პრობლემებისა მოგვარდა, უმრავლესობა კი დღევანდელ პირობებში არსებობს და მეტად მწვავედაც დგას. ქვეყანა განიცდის საგადასახადო შემოსავლების ნაკლებობას, რაც იწვევს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესებას. არ არის მოწესრიგებული საბაზრო ფასის დადგენის მექანიზმი, ამის გამო შეუძლებელი ხდება მომხმარებლის მიერ დროის დაზოგვა მისთვის საჭირო საქონელზე ფასის დადგენისა. მოუწესრიგებელი ბაზრობის პირობებში ვერ ხდება რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, რაც განაპირობებს ბიუჯეტში სავალდებულო შენატანების შემცირებას. სტაბილური ბაზრის ჩამოყალიბება მხოლოდ ბირჟის ფუნქციონირების საშუალებითაა შესაძლებელი.
თანამედროვე ბირჟაზე წინასწარ განსაზღვრული წესით, ადგილზე და ვადაში არსებულ, თუ არარსებულ საქონელზე წარმოების საბირჟო გარიგებების დადება. ქაოსური ბაზრისაგან განსხვავებით ბირჟა ორგანიზებული ბაზარია, იქ სადაც ხდება ყოველი წარმოებული გარიგების რეგისტრირება, რაც აადვილებს ურთიერთობას სახელმწიფო ბიუჯეტთან.
საქონლის ბირჟის დამახასიათებელი და განმსაზღვრელი ნიშნებია:
- საბირჟო ვაჭრობის ჩატარება განსაზღვრულ ადგილზე;
- საბირჟო ვაჭრობის ჩატარება განსაზღვრულ დროს:
- საბირჟო ვაჭრობის ჩატარება ვაჭრობის წესების შესაბამისად;
- საბირჟო ვაჭრობის ჩატარება სტანდარტული და ურთიერთსანაცვლო საქონლით;
- საბირჟო ვაჭრობის ჩატარება მონაწილეთა განსაზღვრულ წრეში. ვაჭრობის ობიექტს ბირჟაზე წარმოადგენს სპეციფიკური საქონელი, რომელსაც ახასიათებს სტანდარტიზაციებისა და ურთიერთშეცვლის მაღალი ხარისხი. ასეთ საბირჟო საქონელს წარმოადგენს რეალური საქონელი და კონტაქტები. საბირჟო საქონლის არჩევაზე დიდად არის დამოკიდებული სასაქონლო ბირჟის განვითარების პერსპექტივები.
ბირჟაზე იდება გარიგება მყიდველსა და გამყიდველს შორის, შემდგომი გაურკვევლობის თავიდან აცილებისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მთელი რიგი ფაქტორები, რათა ხელშეკრულებას ჰქონდეს იურიდიული ძალა.
ყველა გარიგება ბირჟაზე იდება გარკვეული, ისტორიულად ჩამოყალიბებული წესებით. ამასთან ყველა ბირჟას აქვს ვაჭრობის ჩატარების საკუთარი წესები, ის მოიცავს რამდენიმე აუცილებელ ნაწილს, რომლის შინაარსი შესაძლოა შემდეგნაირად დახასიათდეს: საერთო დებულებები; ვაჭრობის მონაწილენი; ვაჭრობის ჩატარების ადგილი და დრო; საბირჟო საქონელი; საბირჟო გარიგებების სახეები; საბირჟო ვაჭრობის ჩატარების წესი; გარიგების რეგისტრაციისა და გაფორმების წესი; გარიგების შესრულების წესი; გარიგების გაუქმება და მისი ბათილად ცნობა.
საქართველოში სასაქონლო ბირჟების შექმნა უკავშირდება მე-20 საუკუნის პირველ ნახევარს, მაგრამ ბირჟის დაფუძნებას საქმე თითქმის არ გასცილებია. საბირჟო საქმიანობის მე-2 ეტაპის დროს, გამოცოცხლება საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იან წლებზე მოდის და თავის მხრივ, ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ეტაპი შეიძლება დახასიათდეს, როგორც ნამდვილი ,,საბირჟო ბუმი” რომელიც უკავშირდება კერძო მეწარმეომის გაჩენას. მეორე ეტაპი დაკავშირებულია საქართველოში ვაუჩერული პრივატიზაციის დასაწყისთან.
1991 წლის ბოლოს საქართველოში 20-ზე მეტი რაოდენობის ბირჟა იყო რეგისტრირებული, მათ დამფუძნებელს სურვილი ჰქონდათ დაპატრონებოდნენ რეგიონალურ ბაზრებს ან მათ სასაქონლო სეგმენტებს.
აღნიშნული ფაქტორი განპირობებული იყო ბირჟის შესახებ კანონის უქონლობით. ამის გამო, ბირჟების უმრავლესობა იქმნებოდა, როგორც კომერციული ორგანიზაცია, მხოლოდ 1993 წელს ,,კავკასიის ბირჟამ” შეძლო გარდაქმნილიყო არა მომგებიან ორგანიზაციად.
მეორე ეტაპზე საბირჟო საქმიანობის განვითარებას უკავშირდება ხელისუფლების მიერ ეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებების მიღება. აგრეთვე, სახელმწიფოს მხრიდან გაიზარდა დაინტერესება ბირჟებისადმი.
გასული წლის ბოლოს მიიღეს კანონი ბირჟების შესახებ, რაც უკვე ამ საკითხის რეგულირების წინაპირობაა.
![]() |
87 მიმოქცევის ხარჯები და მათზე მოქმედი ფაქტორები თანამედროვე პირობებში |
▲ზევით დაბრუნება |
ეკატერინე მეტრეველი
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
მესამე კურსის სტუდენტი
წარმოებისა და მოხმარებას შორის არსებობს განსაზღვრული კავშირი და ურთიერთამოკიდებულება. დამზადებული პროდუქცია, ანუ შექმნილი ღირებულება თავის საბოლოო აღიარებას პოულობს მოხმარების პროცესში, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალური, ისე საზოგადო. მაგრამ მოხმარება შეიძლება მიღწეული იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შექმნილი საქონელი მიმოქცევის სფეროს გავლით დაყვანილი იქნება მოხმარების ადგილამდე. აღნიშნულიდან გამიმდინარე, პროდუქციის მიმოქცევისათვის საჭიროა გარკვეული ოდენობის დანახარჯები, რომელთაც მომოქცევის სფეროში ეწოდება მომოქცევის ხარჯები, ანუ ის მატერიალური და ფინანსური დანახარჯები, რომელიც აუცულებელია საწარმოს ტექნიკური დანიშნულების პროდუქციის დაყვანისათვის წარმოების ადგილიდან მოხმარების ადგილამდე;
იმისდა მიუხედავად ქმნის თუ არა საზოგადოებრივი შრომა ღირებულებას, იგი იყოფა მწარმოებლურ და არამწარმოებლურ შრომად, შესაბამისად, მიმოქცევის სფეროში გაწეული დანახარჯები შეიძლება იყოს ორი სახის: მიმოქცევის წმინდა ხარჯები საჭიროა შექმნილი ღირებულების ფორმის ცვლისათვის. მიმოქცევის დამატებითი ხარჯები განისაზღვრებიან მწარმოებლური შრომით და ისინი დაკავშირებული არიან წარმოების პროცესის გაგრძელებასთან მიმოქცევის სფეროში და ზრდიან საქონლის ღირებულებას;
- მიმოქცევის ხარჯების აღრიცხვა და ეკონომიკური ანალიზი. აუცილებელია მათი შემცირება, რაც შექმნის პირობებს შემცირებული იქნას დათმობა - დანარიცხების პროცენტული სიდიდე და საბოლოო ჯამში, პროდუქციის ფასები;
- მიმოქცევის ხარჯების შემცირება იძლევა საშუალებას დაზოგილი მატერიალური, ფულადი და შრომითი რესურსები წარვმართოთ წარმოების შემდგომი განვითარებისათვის, აგრეთვე, უზრუნველყოთ დაგროვების წყაროების გაფართოება;
- დღეისათვის საქართველოში მატერიალური რესურსების მიმოქცევის პროცესი მეტად მოუწსრიგებელია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის, როგორც მოხმარების საგნების, ისე წარმოების საშუალებების მომხმარებლამდე დაყვანის ხარჯებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ხარჯები პროდუქციის დამზადებულზე გაწეული ხარჯებს რამოდენიმეჯერ აღემატება.
- იმისათვის, რომ ქვეყანა დაადგეს ჭეშმარიტი საბაზრო ეკონომიკის განვითარების გზას, საჭიროა აქცენტი გაკეთდეს საკუთარი წარმოების განვითარებაზე. წარმოების აღორძინება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. პროდუქცია გაიაფდება, შესაბამისად ამაღლდება მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანობა და მატერიალური კეთილდღეობის დონე.
![]() |
88 საცალო სავაჭრო ქსელი და მისი მარკეტინგული გადაწყვეტილებანი |
▲ზევით დაბრუნება |
მიხეილ სკანაძე
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
მესამე კურსის სტუდენტი
საქონელმიმოქცევის დაჩქარებასა და მომხმარებელთა სავაჭრო მომსახურებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს საცალო ვაჭრობა. იგი წარმოადგენს საქონელმოძრაობის დამამთავრებელ სტატიას, რომლის დროსაც საქონელი ტოვებს მომოქცევის სფეროს და გადადის მოხმარების სფეროში, რითაც წარმოების სფეროში შექმნილი ღირებულებები იძენს საზოგადოებრივ აღიარებას.
საცალო ვაჭრობისათვის შეუთავსებელია ისეთი ცნებები, როგორიცაა ,,რგოლიანობა” და ,,რგოლიანობის კოეფიციენტი”, რადგან საცალო ვაჭრობის ქსელიდან რეალიზებული საქონლის აბსოლუტური უმეტესობა საბოლოო მოხმარებისათვის არის განკუთვნილი. საცალო ვაჭრობის საქმიანობის ძირითადი განმაზოგადებელი მაჩვენებელია საცალო საქონელბრუნვის მოცულობა, რომელსაც მიეკუთვნება მოსახლეობაზე საქონლის გაყიდვა, როგორც საცალო ქსელიდან, ისე მასობრივი კვების ობიექტებიდან, სხვადასხვა სახის სამრეწველო საწარმოებიდან, კოოპერატივებიდან და სხვა.
საცალო სავაჭრო ქსელი წარმოადგენს იმ სავაჭრო ობიექტების ერთობლიობას, რომელიც ახორციელებს საქონლის უშუალო მიყიდვას მოსახლეობაზე. თითოეულ სავაჭრო ობიექტს გააჩნია მეტ-ნაკლებად გამოხატული სპეციფიკური ნიშნები, რაც განაპირობებს მათი კლასიფიკაციის ობიექტურ აუცილებლობას. კლასიფიკაციის დროს მხედველობაშია მისაღები შეფასების ისეთი კრიტერიუმები და განმსაზღვრელი მაჩვენებლები, როგორიცაა:
- სავაჭრო ობიექტების სახეობა და ფუნქციონალური თავისებურება;
- სასაქონლო სპეციალიზაცია;
- მომხმარებელთა მომსახურების ფორმა;
- ფასების დონე;
- საკუთრების ფორმა.
ობიექტების სახეობისა და ფუნქციონალური თავისებურებების მიხედვით არჩევენ საჭირო ქსელის სამ სახეს: სტაციონარულ, მოძრავსა და საამანათოს. მათ შორის ძირითადია სტაციონარული ქსელი, რომელშიც თავის მხრივ, წამყვანი ადგილი განეკუთვნება მაღაზიებს.
სასაქონლო ნიშნის მიხედვით სავაჭრო ქსელის სპაციალიზაცია ხორციელდება ორი მიმართულებით: პირველი გულისხმობს სავაჭრო ქსელის დაყოფას სასაქონლო - ჯგუფური ნიშნის, ხოლო მეორე - სამომხმარებლო კომპლექსების მიხედვით.
მომხმარებელთა მომსახურების მეთოდების მიხედვით სავაჭრო ქსელი შეიძლება დაიყოს სხვადასხვა ჯგუფად. მომსახურების მეთოდებიდან აღსანიშნავია საქონელგაყიდვა თვითმომსახურებით, ნიმუშებისა და კატალოგების მიხედვით.
საცალო ვაჭრობისა და მისი ქსელის კლასიფიკაციის გამსაზღვრელ ფაქტორთა შორის, გარკვეული ადილი უკავია საცალო ფასებს. ამ ნიშნის მიხედვით სავაჭრო საწარმოები იყოფა სამ ჯგუფად - მაღალი, საშუალო და შემცირებული ფასების საქონლის მაღაზიებად.
მარკეტინგის კომპლექსში საცალო სავაჭრო ქსელის როლის უკეთ შესწავლის მიზნით საჭიროა მოხდეს მისი კლასიფიკაცია საკუთრების ფორმების მიხედვით. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდამდე ყოფილ საბჭოთა კავშირისა და კერძოდ, ჩვენი რესპუბლიკის ვაჭრობის საცალო ქსელი იყოფოდა მხოლოდ ორ სახელმწიფო და კოოპერაციულ საკუთრებად. უკანასკნელ წლებში საკუთრების ზემოთ აღნიშნული ფორმების სამოქმედო ასპარეზის შემცირებასთან ერთად სულ უფრო იზრდება კერძო საწარმოების, სააქციო საზოგადოებებისა და საკუთრების სხვა ფორმების როლი და მნიშვნელობა.
საცალო სავაჭრო ქსელის კლასიფიკაციის აუცილებლობა განპირობებულია იმ როლითა და მნიშვნელობით, რომელსაც ასრულებენ ცალკეული ჯგუფის საწარმოები მარკეტინგულ გადაწყვეტილებათა მიღებაში. ეს უკანასკნელი თავის მხრივ, წარმოადგენს მრავალმხრივ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელთაგან აღსანიშნავია ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა: მიზნობრივი ბაზრის შერჩევა, საქონლის ასორტიმენტის, მისი რეალიზაციის ფორმებისა და სარეალიზაციო ფასების განსაზღვრა.
![]() |
89 ფირმის პროდუქციის ბაზარზე შეღწევისა და დანერგვის სტრატეგია |
▲ზევით დაბრუნება |
თეიმურაზ თიკარაძე
თსუ კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი
მესამე კურსის სტუდენტი
მარკეტინგი არის ზოგად მეთოდოლოგიური მეცნიერული დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული წარმოების და რეალიზაციის მართვის ერთიანი სისტემისათვის დამახასიათებელ მოთხოვნებს და პროცესებს მუდმივ მოძრაობასა და ურთიერთკავშირში.
მარკეტინგის მართვა შეიძლება განვიხილოთ როგორც ფირმის მიზანმიმართული, კოორდინირებული მოქმედება თავისი საქონლის მყიდველთან ხელსაყრელი გაცვლის დამყარებისათვის. რა ღონისძიებებია საჭირო, რათა მივაღწიოთ ფირმის პროდუქციის დაჩქარებას, ფირმის საქონლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაჩქარებას, მისი სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას, ხარჯების შემცირებისა და მოგების გადიდებას? ამისატვის ყველა ფირმას უნდა გააჩნდეს მარკეტინგის მართვის გამოკვეთილი, ერთიანი კონცეფცია. მარკეტინგის მართვის კონცეფცია წარმოადგენს იმ შეხედულებათა ერთობლიობას, რომელიც ასაბუთებს მარკეტინგის სფეროში კონკრეტული საქმიანობის მიზანშეწონილობას.
ახალი საქონელი - სამომხმარებლო ბაზრის სიახლეა. იგი კონკურენტული ბრძოლის ერთ - ერთი იარაღია. ახალი საქონლის შექმნამდე საჭიროა მომხმარებელთა კლასებად დაყოფა, შესწავლა, უნდა დამუშავდეს მარკეტინგული პროგრამა, გამოირკვეს მიზნები და ამოცანები.
ფირმის მიერ ახალი საქონლის ბაზარზე გატანისას უდიდესი მნიშვნელობა მის ხარისხს ენიჭება. უხარისხო საქონელს მომხმარებელი არ ეყოლება და წარუმატებელი იქნება. დიდი მნიშვნელობა სამომხმარებლო თვისებებსაც გააჩნია. ახალი საქონლის შეძენაში დიდ როლს ასრულებს ბაზარი და სამომხმარებლო მოთხოვნა. ბაზარი მწარმოებელს აწვდის ინფორმაციას მოთხოვნის შესახებ.
![]() |
90 ჩრდილოვანი ეკონომიკის არსი |
▲ზევით დაბრუნება |
ზურაბ ზაქარიაძე
თსუ მიკროეკონიმიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
მეოთხე კურსის სტუდენტი
საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ სხვადასხვა პრობლემა წარმოაჩინა, რომელთაგან ფრიად მნიშვნელოვანია ეგრეთწოდებული ეკონომიკის არალეგალური ნაწილი - ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელიც კორუფციის წარმოშობის ძირითადი მიზეზია.
ტერმინი ,,ჩრდილოვანი ეკონომიკა” დღემდე მიეკუთვნება იმ ცნებათა რიცხვს, რომლის ზუსტი განსახღვრა არ არსებობს.
სხვადასხვა ეკონომიკურ ლიტერატურაში არსებობს ჩრდილოვანი ეკონომიკის ორი ძირითადი მიდგომა: პირველი - ,,ჩრდილოვან ეკონომიკას” განიხილავს როგორც პირდაპირი სტატისტიკური აღრიცხვისგან, ან დაბეგვრისგან დამალულ საქმიანობას, ხოლო მეორე ,,ჩრდილოვან ეკონომიკას” აიგივებს დანაშაულებრივ ბიზნესთან.
ჩემი აზრით, დანაშაულებრივი ბიზნესი (ნარკობიზნესი, პროსტიტუცია, სათამაშო ბიზნესი) არ შეიძლება იყოს ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილი, მას არ შეიძლება ჰქონდეს ჩრდილი, რადგან ის მთლიანად ,,ბნელია” ანუ ჩრდილოვანი. ალბათ ამ საქმიანობას ,,კრიმინალი” უფრო შეეფერება.
ამრიგად ჩრდილოვანი ეკონომიკა ეს არის ერთობლივი ეროვნული პროდუქციის ნაწილი, რომელიც აღურიცხვიანობის, თუ მისის სიდიდის შემცირების გამო, არ არის ასახული ოფიციალურ სტატისტიკაში.
პრაქტიკამ როგორც გვიჩვენა არ არსებობს ქვეყანა სადაც ჩრდილოვანი ეკონომიკა არ ფუნქციონირებდეს, განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია. მაგ: გერმანია - 2-7%, ინგლისი - 8-10%, აშშ 10-20%. განვითარებად ქვეყნებში ეს მონაცემები გაცილებით მაღალია: ინდოეთი 45%, რუსეთი 50%.
რა მდგომარეობაა საქართველოში?
ოფიციალური შეფასებებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები საქართველოში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 45% - მდე შეადგენს. თუმცა სხვადასხვა უწყება, ეყრდნობა რა საკუთარ ექსპერტულ შეფასებებს და საკითხისადმი საკუთარ სპეციფიკურ მიდგომებს, ურთიერთგანსხვავებულ პროცენტს ასახელებს. მაგ: სამართალდამცავი ორგანოების შეფასებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 55-60%-ს აღწევს.
არსებობს ჩრდილოვანი შემოსავლების მინიმუმამდე დაყვანისა და სახელმწიფო სამსახურში მათი ჩაყენების მრავალი ტრადიციული გზა. მთავარია მოიძებნოს ჩვენი ქვეყნის ოპტიმალურად მისადაგებული მექანიზმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის და მისახლეობისათვის ნაკლებად მტკივნეული იქნება.
რაც შეეხება საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის კონკრეტულ გზებს, საჭიროა განვიხილოთ შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს გარანტიად უნდა იქცეს ქვეყანაში აღრიცხვა-ანგარიშების სრულყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, სტატისტიკური აღრიცხვის საქმეში ცალკეული ნაკლოვანებების აღმოფხვრა, სამეწარმეო სუბიექტების სახელმწიფო მმართველობით ორგანოებში დადგენილი წესებით აუცილებელი რეგისტრაციის უზრუნველყოფა, რეგისტრირებულ სამეურნეო ერთეულებზე სტატისტიკური დაკვირვების მეთოდის სრულყოფა და სტატისტიკურ მონაცემთა უტყუარობის დაცვა, ფარული წარმოების აღრიცხვა, რაც უპირველეს ყოვლისა მიიღწევა საბაზისო სტატისტიკის გაუმჯობესებით.
ლეგალური ბიზნესის მაქსიმალურ სტიმურირებასთან ერთად ოპტიმიზაციას მოითხოვს საფინანსო კონტროლის მექანიზმი, რათა მუდმივი გაუმართლებრივი შემოწმებები ზედმეტ ტვირთად აღარ აწვებოდნენ მეწარმეს და არ აფერხებდნენ მისი საქმიანიბის ნორმალურ რიტმს.
მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს საგადასახადო და საბაჟო სამსახურების სრულყოფას. კერძოდ უპირველესი ამოცანა, რომელიც უნდა დავსახოთ რეფორმის მიმდინარე ეტაპზე, არის საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფა.
ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღნდეგ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მეთოდებით, ნაკლებად ეფექტიანია. გაცილებით უკეთეს შედეგს მოიტანს საგადასახადო ტვირთის რეალური შემსუბუქება და არაოფიციალური გადასახადების მეწარმეთა დაცვა.
ქმედითი ღონისძიებებია გასატარებელი არა მხოლოდ რეგისტრირებულ გადამხდელთა მიმართ, არამედ ახალი გადამხდელების გამოვლენის მიმართულებითაც.
საფინანსო კონტროლის ხარისხობრივი გაუმჯობესების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება საბაჟო სისტემის ეფექტიანობის ამაღლება, კერძოდ საბაჟო ორგანოების გვერდის ავლით არსებული ექსპორტ-იმპორტის (კონტრაბანდის მოსპობა), საქართველოს ტეროტორიაზე ტრანზიტად გამავალი ქვირთების მოძრაობის შემოწმება ე.წ. ფიქტიური ტრანზიტისგან შიდა ბაზრის დაცვის მიზნით.
ეკონომიკის ფარული სექტორის მასშტაბთა შეზღუდვის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ბრუნვაში მყოფი ნაღდი ფულის მასის არსებითი შემცირება და მისი საბანკო არხებში მოზიდვა, რადგან დღესდღეისობით ფარული ეკონომიკის სფეროში წარმოებულ გარიგებებს ნაღდი ფული ემსახურება, მნიშვნელოვანი ფულადი რესურსები მიემართება საბანკო არხების გვერდის ავლით, ხოლო ანგარიშსწორების ნაღდი ფორმა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.