![]() |
საბა 2 |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: ლეონიძე გიორგი |
| თემატური კატალოგი ლიტერატურა|მხატვრული ლიტერატურა |
| წყარო: ISBN 99928-0-814-4 |
| საავტორო უფლებები: © მერაბ ღაღანიძე |
| თარიღი: 2004 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: Giorgi Leonidze Sulkhan-Saba Orbeliani Tbilisi 2004 სულხანსაბა ორბელიანი ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრის გამოცემა თბილისი 2004 გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიული ნარკვევი „სულხან-საბა ორბელიანი“ პირველად 1928 წელს გამოქვეყნდა.სწორედ ეს თავდაპირველი ავტორისეული ვერსია უდევსსაფუძვლადწინამდებარე გამოცემას. მონოგრაფია ცალკეწიგნად იბეჭდება პირველად. წიგნი გამოსაცემად გაამზადა მერაბ ღაღანიძემ მხატვარი ვაჟა ორბელაძე წიგნის ყდის გაფორმებისათვის გამოყენებულიასაბას ავტოგრაფული ხელნაწერი (A-303) © ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი, 2004 |
![]() |
1 სულხან-საბა ორბელიანი |
▲ზევით დაბრუნება |
სულხან-საბა ორბელისძე
სიბრძნით აღხდა ორბების ზე.
უცნობი პოეტი
საბა-სულხან ორბელიანმა ქილილა და დამანა
გალექსა. თუცა რუსთველის ნათქვამი
არ არის, მაგრამ ნაკლებადაც სათქმელი
არ არის...…
მამუკა ბარათაშვილი
საქონელი ინდოეთისა,
ჭკუა ფრანგისტანისა,
სიმშვენიერესა ქართველოსი,
სიუხვე ოსმალისა.
XVIIIს. უცნობი პოეტი
უცხო პიიტიკოსი და ქებული,
ძველთა მოშაირეთა შესადარი...
მცირე უწყება
![]() |
2 თავი I ორბელიშვილების გვარი.საორბელო.დაბადება და აღზრდა |
▲ზევით დაბრუნება |
ორბელიშვილების (ორბელიანად XVIIIს. გადაკეთდა) დიდი ისტორიული გვარი, რომელსაც სულხან-საბა ეკუთვნის, ცნობილია სამხედრო და ლიტერატურული მოღვაწეობით.
მას ეკუთვნოდნენ დიდი სახელმწიფო მოღვაწეები, სარდლები, დიპლომატები, ფილოსოფოსები, მეცნიერები, მწერლები, მთარგმნელები, კალიგრაფები, პოეტები...
ორბელიანების გვარი წარმომდგარია ბარათაშვილებისაგან, სახელდობრ, მისი გენეზისი ეკუთვნის ორბელ ბარათაშვილს (XVIს. პირველი ნახევარი).
ყაფლანიშვილები კი საგვარეულო შტოა ორბელიშვილებისა. მისი წინაპარია „დიდი“ ყაფლან ორბელიშვილი - XVIIს. სახელმწიფო მოღვაწე.
XVII-XVIIIს. გვარის ჰეგემონია ჩაიგდო ხელში ყაფლანიშვილების შტომ, რომელიც ფეოდალურს იერარქიაში „უწარჩინებულესი“ და „დიდებული“ თავადის ტიტულს ატარებდა. ეს გვარი ქართული ოლიგარხიის უძლიერესი წარმომადგენელი იყო1.
თუ რა ძლიერი და მდიდარი გვარი იყო ყაფლანიშვილებისა, იქიდანაც ჩანს, რომ მათი მამულის წლიური შემოსავალი 400-500 თუმანს უდრიდა, მაშინ, როცა, დაახლოვებით, ამავე ხანებში, ქართლის წლიური სახელმწიფო შემოსავალი სულ ხუთი ათას თუმანს შეადგენდა, ე.ი. ყაფლანიშვილთა შემოსავალი ქართლის სამეფოს ბიუჯეტის თითქმის მეათედს შეიცავდა.
რაც შეეხება ყმათა მფლობელობას, ორბელიშვილები იყვნენ უძლიერესი მფლობელები „მოწინავე დროშისა“. მათ სომხითში მეფეზედ მეტი ყმები ჰყავდათ, Xს. მეორე ნახ. საორბელო 3 ათასს კომლს აზნაურსა და გლეხს შეიცავდა. XVIIIს. დასაწყისში, ½საუკ. გამოვლილ აოხრებათა გამო, ამ საგვარეულოს ჰყავდა საკუთრივ მხოლოდ 513 კომლი გლეხი, გარდა აზნაურთა გლეხებისა.
ერთი საუკუნის შემდეგ რჩება დაახლოვებით იგივე რიცხვი: 1721წ. საყაფლანიშვილო შეიცავს 575 კომლს საკუთრივ გლეხებს, 310 აზნაურთა კუთვნილ გლეხებს და 85 კომლს აზნაურებს; სულ - 970 კომლს, ბოგანოთა (პროლეტარი) და აყრილთა გარდა.
რამდენიმე წლის განმავლობაში საყაფლანიშვილოში აღნიშნულია 93 კომლი აზნაური, 1118 კომლი გლეხი - თავადებისა2.
ორბელიშვილები სამხედრო კასტას ეკუთვნოდნენ. ერთგულობაში, რომელსაც ისინი იჩენდნენ სიუზერენისადმი, ტერიტორიალურს ჯილდოს იღებდნენ, რითაც უფრო აფართოვებდნენ თავის მფლობელობას. ამასთან გამუდმებით იძენდნენ ყმებსა და მამულებს.
მაგრამ ორბელიშვილების სიძლიერის გამამტკიცებელი ფაქტორი იყო უმთავრესად მათი ოჯახი - მსხვილი გაუყრელი ერთეული3. საგულისხმოა, რომ შემდეგშიც ეს ოჯახი მონოლიტური დარჩენილა. 1744წ. თეიმურაზ II ორბელიშვილის სიგელში ამბობს: „რადგან ამათი ოჯახი ძველი და მოუშლელი იყო, გაყრა აღარც ჩვენ ვამჯობინეთ“-ო4. ორბელიშვილებს ჰქონდათ დიდი ფეოდალის ყველა ატრიბუტები: ვასალები - თავადები და აზნაურები, სასახლეები, ციხეები, მონასტრები, აკლდამები, დროშა დასხვა ინვესტიტურული ნიშნები5...
საორბელო, ძველი სომხითის ნაწილი - ავანგარდი ქართლისა, ანუ „მეწინავე დროშა“, მდ. მაშავერის და ხრამის ბასეინებს შეიცავდა (ორბელიშვილების გავლენა ლორესა და ტაშირის პროვინციებზედაც გადადიოდა).
- ეს არის ისტორიული და ენერგიული პროვინცია, მდიდარი რკინის, სპილენძის, ვერცხლის, ლაჟვარდის მადნებით, სამკურნალოწყლებით, ტყიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი, ვენახოვანი, ხილიანი.
მისი მიწა ნაყოფიერია ყოველი თესლისა და მარცვალისათვის (მოდიოდა ბამბა, მოჰყავდათ აბრეშუმი); სავსე „წალკოტითა და მტილითა“, სადაც ყვავის „ყვავილი სუმბული, ფერით სპეტაკი, სურნელი, როგორც ამბარი და უმეტეს ფშოსანი“; წყლები თევზით სავსე, „ხოლო კლდეთა ქვაბებში ფუტკარი მრავალი, რომლისაგან გარდმოედინდებიან თაფლნი“... (ვახუშტი).
საორბელოს სოფელმა, დღეს ღარიბმა და მივიწყებულმა ტანძიამ სამუდამოდ დაავალა ქართული მწერლობა...6
აქ დაიბადა სულხან ორბელიანი 1658წ. 4 ნოემბერს (ახალი სტილით)7. აქ გაიღვიძა მისმა გენიამ ტანძიის ჭანდრების ქვეშ, „ყვავილოვან და წყაროიან“ მდელოებში ბავშმა, მომავალმა ლექსიკოგრაფმა, გაიგო პირველად ის სახელები, რომელიც შემდეგ მის კაპიტალურს ლექსიკონში შევიდა (20.000 სახელწოდება; 30.000 სიტყვა).
აქ უამბობდნენ მას ჯადოსნურ ქართულ არაკებს, აქ გაიცნო დეტალები გლეხური ცხოვრებისა და ხალხის სიბრძნე - ფუძე მისი შემოქმედებისა. აქ, ამ ბუნებამ, ამ ხალხმა დაასაჩუქრა მომავალი მწერალი, მეცნიერი, მოიგავე სულხან-საბა ორბელიანი ჭკუით, ირონიით, ბუნების და ადამიანის სიყვარულით...
ტანძიის შემდეგ სულხანს უცხოვრია დმანისში, რომელიც ყოფილა მისი მაიორატი.
„ასე რომე დმანისს სასახლე, ნარიყალა და ნაციხვარი კურთხეულს პაპა თქვენს ორბელს ძმებისაგან წილში რგებოდა და სახლიც აეშენებინა. მასუკან ბიძა თქვენი სულხან იქ მდგარიყო“, ეუბნება ქაიხოსრო სულხანის ძმისწულებს8.
ბერად შედგომის წინ სულხანს თავისი წილი საბატონო - დმანისის ხეობა - თავის ძმებისთვის უჩუქებია.
- „მონოზანად შედგომამდე თავის ძმებს დაუტოვა ერთი დიდი პროვინცია, რომელიც მისი საკუთრება იყო“, - ამბობს საბას თანამგზავრი რომში, მისიონერი რიშარი9.
***
როგორც ვთქვით ზემოდ, ყაფლანიშვილების გვარი დაიწყო ყაფლანმა, სულხანის პაპამ. ეს იყო ენერგიული ნატურა... პორტრეტი ზვიადი „დიდებულის“...
როსტომ მეფის (1634-1658) კარზედ მას ეჭირა პოსტი პირველი ხელისუფალის: სახლთუხუცესისა და მდივანბეგის. ამავე დროს ყაფლანი ითვლებოდა გვარის უფროსად, ორბელიშვილთა დიდ საბატონოს გამგებლად10.
ყაფლანის ყრმობაში ჩრდილო ბარათაშვილები დაესხნენ ქვემო ბარათაანთ (ორბელიშვილებს) სოფ. ტანძიაში და ძირეულად ამოწყვიტეს. მთელი გვარიდან შემთხვევით გადარჩა ყაფლან, რომელიც აღმზრდელის დახმარებით სპარსეთში გადაიხვეწა11. აქ ის დაუახლოვდა ბატონიშვილს ხოსრო მირზას, მომავალ ქართლის მეფე როსტომს და აქედან იწყობა მისი სახელმწიფოებრივი კარიერა.
ყაფლანის და მისი ოჯახის ერთგულობას ასე ახასიათებს როსტომ:
„ჩვენთა ერთგულთა და წესისამებრ მრავალფერად თავდადებით ნამსახურთა, ჩვენთან აღზრდილ შეზრდილთა და ჩვენის მორჭმა-განდიდებისათვის დიდად მომჭირნესა და ძალის მიმცემთა“...12. და მართლაც, ყაფლანი მარჯვენა ხელია როსტომის მეფობისა. სხვათა შორის, 1647წ. ის იბრძვის სიუზერენის ჯარში თეიმურაზ I-ის წინააღმდეგ, მაღაროს ბრძოლაში.
„ყაფლანს ჰკრეს ზუჩის საცხვირეს,
ხმა გამოვიდა ჩახამდე“,
- ამბობს არჩილი13.
ყაფლანის გავლენა, როგორც ქართლის დედოფლის როდამის მამისა, უფრო გაიზარდა შაჰნავაზის (ვახტანგ V-ის) მეფობაში (1658-1675). 1664წ. ყაფლან თან ახლავს სიძეს და ებრძვის კახეთის ტახტის მემკვიდრეს ერეკლე ბატონიშვილს (ერეკლე I - ნაზარალიხანი)14.
- პირველი ფეოდალი საქართველოში, სპარსეთის ტახტის ბრწყინვალე მოხელე, სიმამრი მეფისა - აი, ვინ იყო პაპა სულხანისა.
არა ნაკლები გავლენა ჰქონია ქართლის სამეფოში ყაფლანის მესამე ვაჟს და სულხანის მამას - ვახტანგს (იგივე ორბელ).
- ქართლის მდივანბეგი, ცოლის ძმა შაჰნავაზისა, თითონ სიძე უძლიერესი ფეოდალის და კახეთის ტახტის პრეტენდენტის, ზაალ არაგვის ერისთავისა, - დიდ პოლიტიკურს როლს თამაშობდა XVIIს. მეორე ნახევარში.15 ვახტანგ ორბელიშვილი ცნობილი ყოფილა როგორც მონაწილე ქართული მწერლობისა.
მას ჰყოლია რვა ვაჟი დასამი ასული16. მისი პირმშოა - ცნობილი ლექსიკოგრაფი, პოეტი, ავტორი „სიბრძნე სიცრუისა“ -სულხან-საბა ორბელიანი...17.
დედა სულხან ორბელიანისა - თამარი, როგორც არაგვის ერისთავთა სახლის წარმომადგენელი - ასევე ფეოდალურ არისტოკრატიას ეკუთნოდა...
მისი მამა - ზაალ ერისთავი XVIIს. აჯანყებული ფიგურაა... როსტომის შემდეგ, 1658-59 წლებში ის ახდენდა აჯანყებას კახეთის ტახტის დასაჭერად. ჯერ კიდევ 1638წელს მან დააწყო შეთქმულობა სპარსეთის წინააღმდეგ (თეიმურაზ I-ის გასამეფებლად).
ხოლო 1659წ.,როცა სპარსელებისგან დაპყრობილს კახეთს განაგებდა სელიმ-ხანი, ზაალმა მეორედ ააფრიალა აჯანყების დროშა, შეჰყარა თუშ-ფშავ-ხევსურნი, მოიშველა ქსნის ერისთავი შალვა, მისი ძმა ელიზბარ და ბიძინა ჩოლოყაშვილი, დაეცა სპარსელებს ბახტრიონს, ალავერდს და ერთ ღამეს სრულიად ამოსწყვიტა18.
არა ნაკლებ ცნობილია ისტორიაში მისი მრისხანე ძმა - ზურაბ და მამა ნუგზარ, რომლისსახელიც შეკავშირებულია „სისხლისწვიმებთან“19.
ამნაირად ,სულხანის ოჯახი წარმოდგენილია როგორც უპირველესი ფეოდალური ოჯახი XVIIს. ქართლის სამეფოში. მისი პოლიტიკური გავლენა თანდათან ძლიერდება ნათესაური კავშირით სამეფო დინასტიასთან და ოლიგარხიასთან (მუხრანბატონები, არაგვის ერისთავები, ციციშვილები, სამცხის ათაბაგი)...20.
პოლიტიკურ წონასთან ერთად ეს ოჯახი დიდ კულტურულ კერასაც წარმოადგენდა.
მან მოგვცა „განახლების“ ეპოქის მთელი რიგი მწერლებისა, პოეტებისა და კალიგრაფებისა:
ასე: მამუკა ბარათაშვილი (სულხანის ბიძის თამაზის შვილი, - პოეტი და ქართული ლექსის ბუალო: „ჭაშნიკის“ ავტორი), პაპუნა ორბელიანი - ისტორიკოსი და პოეტი (თამაზის ვაჟის - მზეჭაბუკის შვილი), ვახტანგ ორბელიანი - ცნობილი პოეტი და მეცნიერი (სულხანის ძმის - ვახუშტის ძე), სულხანის ძმები: დემეტრე ორბელიანი - პოეტი (უმცროსი ძმა), ნიკოლოზ ტფილელი - სასულიერო პოეტი და კალიგრაფი; ზოსიმე - კალიგრაფი დასხ...21
გადაჭარბებული არ იქნება ვთქვათ, რომ „ვერცხლის ხანის“ მთავარს შემოქმედებითს ძალას ეს ოჯახი წარმოადგენდა.
გინდაც მარტო სულხანის წარმოშობით რა დიდი მისია შეასრულა მან ქართული მწერლობის წინაშე...
***
სულხანის ყრმობა და სიჭაბუკის პირველი წლები შაჰნავაზის ბრწყინვალე ეპოქას ეფარდება...
ეს ის ხანაა, როცა, შაჰაბაზის ეპოპეის შემდეგ, ჯერ როსტომის და მერე შაჰნავაზის დროს საქართველოში პოლიტიკური მშვიდობიანობა დამყარდა.
ორივე მეფის (1634-1675) საგარეო პოლიტიკამ და მათგან მომხდარ ურჩი ვასალების ლიკვიდაციამ, გრძელი სისხლიანი ომებისა და იმიგრაციის შემდეგ, წარმოშვა პატარა ანტრაქტი ორგანიზაციული მუშაობისა.
ეს ეპოქა მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართული მწერლობისათვის. ლიტერატურის ტრადიციული მეცენატობა სეფევიდების დინასტიისა როსტომმა და შაჰნავაზმა საქართველოს სასახლეშიც შემოიღეს, მით უმეტეს იგინი ამ დინასტიასთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ. ამიტომ საქართველოს სამეფო კარი, ამავე დროს, ლიტერატურულ ცენტრადაც ითვლებოდა.
ჩვენთვის აღსანიშნავია ორი ფაქტორი: ერთი, რომ როსტომმა და შაჰნავაზმა ფართოდ გაუღეს კარი სპარსულ გავლენას და მეორე - ევროპასთან ინტენსიური კავშირიც ამ ეპოქას ეკუთვნის.
ეს ორი მომენტი უნდა გავიხსენოთ სულხანის ახალგაზრდობის წლების შესწავლისათვის.
გადავიდეთ სულხანის სამოსწავლო წლებზე...
ეჭვი არაა, შაჰნავაზის მეფობაში ახალგაზდა ფეოდალს ბრწყინვალე პირობები უნდა ჰქონოდა აღზრდისათვის, მაგრამ, როგორც ირკვევა, წინა საუკუნეებში განადგურებულ საქართველოს ასეთ მოკლე ხანში მაინც ვერ მოუხერხებია კულტურულად შესაფერ დონეზე ასვლა და აღზრდის პირობებიც საერთოდ არა ისეთი სახარბიელო ყოფილა, როგორც ერთის შეხედვით ჩვენა გვგონია...
ჯერ კიდევ არჩილი აღნიშნავს, რომ მის მედროვე თაობას აკლდა შესაფერი აღზრდა, არისტოკრატიული კულტურა. მრავალი ახალგაზრდა ჩიოდა თავის უწვრთნელობას.
„ბევრი კაცი იმიზეზებს,
არა მყავდა მომვლელიო,
ზნეობა რამ დამესწავლა,
ხარისხ-ხარისხს ამვლელიო...“ 22
არჩილმა შენიშნა ეს ნაკლი და მან, როგორც საშუალო საუკუნეების ელეგანტობის არბიტრმა, დასწერა კეთილშობილობის კოდექსი - „საქართველოს ზნეობანი“, რომელშიც ახალგაზრდობას აძლევს საერთო დირექტივას ფიზიკური, მორალური და გონებრივი ზნეობისას. ამით არჩილს უნდოდა აღედგინა ტრადიცია ძველი ქართველი რაინდისა, რომლის ფიზიონომია საკმაოდ შეიბღალა აზიური უცხო გავლენებით.
როგორ იყო მაინც დაყენებული სწავლისა და აღზრდის საქმე XVIII საუკუნეში?
საკითხი ჯერ სრულიად შეუსწავლელია,მაგრამ, ფრაგმენტალური მასალების მიხედვით, ზოგადი მსჯელობა მაინც შესაძლებელია23.
დიდ არისტოკრატიულს ოჯახში, როგორიც იყო ორბელიანებისა, ბავშს ჰყავდა მიჩენილი მასწავლებლები ანუ „ოსტატები“ ცალკე საგნისა, დარგისა და ზნეობისა. მათ გარდა ბავშს სწვრთნიდენ „კაცნი რიტორნი“.
ბიზანტიური ქრისტიანული სკოლის გავლენით, ქართულ სკოლებში სავალდებულო იყო შემდეგი საგნები: კითხვა, დამწერლობა (პალეოგრაფია), საეკლესიო გალობა, სასულიერო წიგნების კითხვა კანანახით, ქადაგების წერა (ჰომილეტიკა), ლექსის წერა (პიიტიკა), ისტორია, გრამატიკა, გეოგრაფია, მათემატიკა, უცხო ენები, მათ შორის: ბერძნული, სომხური, სპარსული, ფილოსოფია და ასტროლოგია...
ბავშისათვის სავალდებულო იყო როგორც საერო, სამოქალაქო, ისე საღვთო ანუ სასულიერო მეცნიერება... („საღმრთო და საკაცობო“).
გონებრივ აღზრდასთან ერთად, არა ნაკლები მნიშვნელობა ფიზიკურ აღზრდასაც ეძლეოდა. ცნობილია, რომ ფიზიკურს ვარჯიშობას ბავში ხუთი წლის ჰასაკში იწყებდა.
„ცოტა იყო, ხუთის წლისა,
ასწავლიდენ გმირთა ზნესა...“
- ვკითხულობთ ისტ. პოემა „შაჰნავაზიანში“ ვახტანგ მუხრან-ბატონის (მომავალი მეფე შაჰნავაზ ვახტანგ V) შესახებ.
ამ ხნიდან ბავში მუდმივ ფიზიკურს ვარჯიშობაში იყო (ჯირითი, მინდორობა, ასპარეზი, ბურთაობა, ნადირობა და შემდეგ ომი).
ვიცით აგრეთვე, რომ მეფე და დიდი ფეოდალები შვილებს ყრმობაშივე მიუჩენდნენ ხოლმე ცალკე სამთავროს ანუ თემს, სადაც აღმზრდელებითა, რაინდებით და რიტორებით გარშემოხვეული ყრმა იწვრთნებოდა, სწავლობდა ყოველგვარს „ზნეს“ და სამთავროს გამგებლობას.
როგორც ზემოდ გავსინჯეთ, სულხანსაც მიუღია მაიორატი - დმანისის ხეობა.
თუ რა უნდა სცოდნოდა და ესწავლა XVIIს. ახალგაზრდა ფეოდალს, ამაზედ კონკრეტულს ცნობებს გვაძლევს არჩილის კოდექსი, მით უმეტეს საინტერესოა, რომ მისი შედგენა სწორედ სულხანის სიჭაბუკის წლებს ეფარდება.
ამ „ზნეთა სწავლაში“ მოცემულია ადამიანის პიროვნება, რაც მეტად საინტერესოა „განახლების“ პიროვნების იდეალის შესასწავლად. მასში არჩილი გვისახავს კარისკაცის პროფესიას, საქციელს და იმ გონებრივსა თუ ფიზიკურს იდეალებს, რომლითაც გამსჭვალული უნდა ყოფილიყო XVIIს. ფეოდალი, კარისკაცი24.
ეს კოდექსი ჩვენთვის, სულხანის აღზრდისათვის, ძვირფასი მასალაა. ამიტომ მოგვყავს აქ ჩამოთვლილი საჭირო „ზნეობანი“:
პირველი აუცილებელი პროფესია სამხედრო ხელოვნება: მშვილდოსნობა, თოფოსნობა, სარდლობა, რაზმის გაწყობა, ცხენის, იარაღის ცნობა და გაკეთება, მუშაითობა, ბურთაობა (აშფა-შაგი, ყაბახი), ნადირობა, მინდორობა, ჯირითობა, მეჯინიბობა, ბაზიერობა, ტან-ფეხის გაწყობა და სხვადასხვა ფიზიკური მუშაობანი.
გმირთა ზნეთათვის სავალდებულო წესები: მესაკრავეობა, მომღერლობა, მოტირლობა, მარაქის გარიგება, ზმა, სუფრობა, ჭადრაკობა, ნარდი, ცეკვა (ზაპი, ცეკო, სამაია), ჭიდაობა, ჩალიჩი, ხარდიორდა, მესტროლაბობა, მცურაობა, მეთევზობა, ხუმრობა, მგზავრობის წესები, ჭაშნიკის ცოდნა, მზარეულობა, ჩუქობა, თავდაბლობა, რაინდულად თავის დაჭერა.
საკარისკაცო ზნეობანი: მეფესთან, ბატონთან და ტოლებთან შესაფერი ზრდილობა და თავის დაჭერა, საიდუმლოს შენახვა, მოწყალეობა, ჩუქება, სასახლეში ადრე მისვლა და მეფის სიამოვნება, სიბრძნე კარისკაცისა, ელჩობა და სხ.
გონებრივი ზნეობანი: მწიგნობრობა, მწერლობა (მხედრული, ხუცური, მგრგლოვანი, ყვავისფრჩხილოვანი, ასომთავრული), ლექსმთარგმნელობა, მელექსეობა, მოშაირობა, მუნასიბი ლექსი, მესტროლაბობა (ასტროლოგია), ანგარიში და სხ.
ვინ იყვნენ სულხანის „წურთნელები“ და მასწავლელები, რომელთაც ასწავლეს მას მეცნიერება, ლიტერატურა, „სამეფო წესი, ჭაბუკთა ზნენი“, „ქცევანი“ და „ლაშქართა მეცნიერებანი“25?
სამწუხაროდ, საამისო ცნობები ჯერ არ მოგვეპოება. ვიცით მხოლოდ ის, რომ სულხანს გარშემო უნდა ჰხვეოდა განათლებული ადამიანები ქართული და სპარსული კულტურის. ვიცით კიდევ, რომ მის აღზრდაზე ძლიერი გავლენა ჰქონდათ მის მამიდაშვილებს - გიორგი XI-სა და არჩილს. მათთან სიახლოვეს,სამეფო კარზედ სულხანს შესანიშნავი ფიზიკური და გონებრივი აღზრდა უნდა მიეღო.
როგორც მომავალი კარისკაცი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე, სულხან ორბელიანი აქ ეცნობოდა პრაქტიკულს საზოგადო საქმიანობას და სახელმწიფო მმართველობის პრობლემებს.
შაჰნავაზის კარზედვე, გიორგისა და პოეტის არჩილის გავლენით, უნდა დაწყებულიყო სულხანის პირველი პოეტური ცდები და შესვლა ლიტერატურულს სამყაროში26.
აქ მის ხელში უნდა ყოფილიყო მდიდარი სამეფო ბიბლიოთეკა იშვიათი ქართულ-სპარსული ფოლიანტებით. სასახლეშივე უნდა ესწავლა სამხედრო და სარაინდო ზნე.
ეტყობა, ყრმა სულხანს დიდი ფილოლოგიური ნიჭი და ერუდიცია გამოუჩენია, რომ გიორგი XI-ს ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდისათვის მიუნდვია დიდი პასუხსაგებელი საქმე - შედგენა ლექსიკონისა. ამ პიროვნებას ისეთი დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული სულხანის ბედში, რომ ზედმეტი არ იქნება, ოდნავ შევჩერდეთ მის გარშემო.
„ქილილა და დამანას“ „ანდერძში“ საბა გვამცნობს, რომ ის გიორგისაგან „შვილურად გაზრდილი და სწავლებული იყო“. მისი თანამედროვე და მოწაფე ვახტანგ VI-ც საბას „მეფის გიორგის გაზრდილს“ უწოდებს27.
ცნობილია, რომ გიორგი XI დიდი მეცენატის როლს თამაშობდა მის დროულს ქართულს ლიტერატურაში. მისი ბრძანებით და შეკვეთით დაწერილია რამდენიმე პოემა და მანვე მისცა სულხან-საბას იდეა ლექსიკონის შედგენისა:
„გიორგი მეფემ მიბრძანა ამისი ხელყოფა“, - ამბობს საბა.
ამავე მეფის ბრძანებით არის გადაწერილი 1680 წლის მდიდრად შემკული „ვეფხის ტყაოსნის“ ცნობილი ვარიანტი. როგორც გადამწერი გადმოგვცემს, მეფემ ამ საქმეზე „წარაგო მრავალი წარსაგებელი“. - „მრავალნი მეფენი გარდაცვალებულან და არავის შეუმკვია წიგნი ესე ვეფხის ტყაოსანი მსგავსად პატრონისა ჩვენისა“ 28.
მოიგავე სულხანის აღმზრდელი გიორგი მეფეც არ ყოფილა მოკლებული ჭკვამახვილობას. როცა ყაენმა გიორგი სპარსეთში მიიწვია და ნადიმი გაუმართა, „მეფის ხუმრობასა და სიტყვის მარჯობას არა გაეწყობოდა რა“, - ამბობს იქ დამსწრე ისტორიკოსი სეხნია ჩხეიძე.
მაგრამ გიორგი XI უმთავრესად იყო ცნობილი თავის საუკუნეში როგორც შესანიშნავი მხედარი. სიცოცხლის ბოლოწლებში ის გახდა სპარსეთის ჯარების მთავარსარდალი („ერანის სპასალარი“) და მისი ლეგენდარული სახელიწინა აზიის შორეულს კუთხეებშიც ცნობილი იყო.
- „იყო ახოვანი, ძლიერი ძალითა და ტანითა, შვენიერ ჰაეროვანი, მოისარ-მოასპარეზე უებრო“ 29, - ამბობს ვახუშტი. უცხოელების მოწმობით, გიორგი იყო „მეტად სახელგანთქმული, ბრძენი და ყოველნაირი ნიჭით შემკული“30. ისტორიკოსი სეხნია ჩხეიძე ამკობს მის გმირობას31, ხოლო კარის პოეტი ბეგთაბეგ მას უწოდებს „ჯომარდობის მაგალითს, მამაცობის დასაბამს, მკლავმაგარს, ხელფეხმოშაითს“. მისი ტურნირში გასვლა ასეა აწერილი:
- „აჰა გასინჯეთ, მჭვრეტელნო,
ვით სცოდნავ ბურთისრეული,
გავიდის, მკადრო ხელფიცხად
მისგან ჩოგანი ქნეული,
ერთხელ აიგდის, ამოჰკრის
უცდურად ოთხ-ხუთეული,
ძრიელ კვრით ბურთი გახეთქის,
ან ქნის ჩოგანი მტვრეული“32.
მეფე-მეცენატი, ლიტერატორი და მხედარი, ასეთი იყო აღმზრდელი სულხანისა...33.
შესამჩნევი მონაწილეობა უნდა მიეღოს სულხანის აღზრდაში მის მეორე მამიდაშვილს - პოეტს არჩილსაც. არჩილი ცნობილია, როგორც დამწყები და თვალსაჩინო წარმომადგენელი „განახლების“ ეპოქისა და როგორც ნიჭიერი პოეტი. მან ხელი შეუწყო ქართულ საერო პოეზიის აღორძინებას, რომელიც ბიზანტიურის დასაერთოდ კლერიკალური მიმართულების გავლენაში იმყოფებოდა. ამ შემთხვევაში მისი როლი მეტად მნიშვნელოვანია. მისი სასახლე სავსე იყო პოეტებით, მეცნიერებით და რიტორებით34.
შესანიშნავია არჩილი როგორც მხედარი და რაინდიც. მემატიანეს დახასიათებით იყო: „სიმხნითა და ყოვლითა სამხედრო ზნითა სრული, რომლისა ისარი 12 მუჭი სიგრძითა, შემმართებელი, ძლიერი, ლაღი და ამაყი, მონადირე და მოასპარეზე წარჩინებული“35.
თვით არჩილიც ამბობს:
„ვიყავ მხედარი, კარგ სახედვარი“.
როგორც ზემოთა ვთქვით, არჩილმა დასწერა ზნეობათა კოდექსი და როგორც გადმოგვცემს თითონ, არა ერთი და ორი რაინდი აუზრდია...36
დაუვიწყარია ამ ორი პიროვნების მონაწილეობა სულხანის აღზრდაში.
როგორც ვნახეთ, ორივე მნიშვნელოვანი ფიგურაა იმ საუკუნისა: მეფეები, ლიტერატორები და ბრწყინვალე რაინდები. მათი ინდივიდუალური გავლენით სულხანს უნდა მიეღო შესანიშნავი აღზრდა: გონებრივი და ფიზიკური. უკანასკნელი ხომ სავალდებულო იყო იმ ეპოქაში ქართველი ფეოდალისთვის.
მათთან ერთად უნდა დავასახელოთ მათი მესამე ძმა მეფე ლევანიც - სულხანის ინტიმური მეგობარი, ცნობილი მხედარი, ირანის მსაჯული, ფილოსოფოსი და მწერალი37.
როგორც სულხანი იხსენიებს, ლექსიკონის ინიციატორი მეფე გიორგი ყოფილა, მაგრამ ეჭვი არაა, ამ გრანდიოზულს მუშაობაში არჩილი და ლევანიც ხელს უწყობდენ.
გასაგებია, როცა ლექსიკონის ერთს ვარიანტში, გიორგისთან ერთად, დიდი შრომის შთამგონებლებად სულხანი მის ძმებსაც იხსენიებს:
„არჩილ მეფისა, გიორგი მეფისა და ლევან მეფისა - სამთა ძმათა მეფეთა დედის ძმის შვილი იყო სულხანი. მათ მეფეთ უბრძანეს ამისი აღწერა“38.
უთუოდ აღსანიშნავია მამის გავლენაც სულხანის აღზრდაზედ. ეტყობა, რომ ვახტანგ ორბელიშვილი მწერლობის ტრადიციების მატარებელი ყოფილა და მისთვის უცხო არ უნდა ყოფილიყოს ლიტერატურული ვარჯიშობანი.
როგორც ზემოდ ვთქვით, იმ ხანებში ასომთავრული მგრგლოვანი დამწერლობა მის გარდა აღარავის სცოდნია, როგორც მისივე შვილი, კალიგრაფი ნიკოლოზ ტფილელი ამბობს:
„მთავარნი ესე ასოთანი ძველადვე ქართველთ ეწესა და არღარავინ იყო სწავლულ ამისა, თვინიერ უხუცესისა ძმისა ჩემისა სულხან-საბა ორბელის ძისაგან კიდე. მასცა მამისაგან ჩემისა ესწავლა და მან მე მასწავა“-ო39.
ცხადია, ვახტანგი იქნებოდა პირველი, ვინც ყრმა სულხანში აღძრა ლიტერატურული ინტერესები.
მაგრამ მტკიცე და საბოლოო განათლება სულხანს მაინც შაჰნავაზის მდიდარსა და კულტურულს სასახლეში უნდა მიეღო, იმ კარზედ, რომელიც, ევროპიელი შარდენის გადმოცემით, მრავალრიცხოვანი და ბრწყინვალე ყოფილა. სულხანის ახალგაზდობის ცხოვრებამაც ხომ სასახლის ფონზე გაიარა.
აქ იყრიდენ თავს მაშინდელი პოეტები, მეცნიერები, „კაცნი რიტორნი“, რომელთაც გააჩაღეს ინტენსიური ლიტერატურული შემოქმედება და გაამდიდრეს ეპოქა „განახლებისა“40.
შევიდეთ თითონ შაჰნავაზის სასახლეში, სადაც სულხანის სიყრმემ და სიჭაბუკემ გაიარა.
ეს არის უპირველესად პროტოტიპი სპარსეთის სამეფო კარის, სტილით, ეტიკეტით, რიტუალით - გამდიდრებული სპარსეთის ოქროთი.
ევროპიელმა მოგზაურმა შარდენმა ნახა სასახლე 1673წ. და აღტაცებაში მოვიდა.
- „მეფის სასახლე ერთი უმშვენიერესი შენობაა ტფილისში, - ამბობს შარდენი. -სასახლეში არის დარბაზები, რომელნიც მდინარესა და ბაღებს გადასცქერიან. ბაღები ძალიან დიდრონებია. იქვე არის საფრინვლოები,სადაც სხვადასხვანაირ ფრინველებს ინახავენ; იქვე აშენებულია აგრეთვე მწევარ-მეძებრების სადგომი და ისეთი მშვენიერი საქორე, რომ უკეთესი აღარ შეიძლება. სასახლესთან საასპარეზო მოედანია (იპპოდრომი), სადაც ათასს ცხენოსნამდის ეტევა...“
შემდეგში, შაჰნავაზის მიერ სასახლის ქორწილში დაპატიჟებული შარდენი ვრცლად აღწერს გარეგან მოწყობილებას:
„...ქორწილის ზეიმი გამართული იყო სასახლის ტერასაზედ, რომელიც გარშემორტყმული იყო ორი ფუტის სიმაღლე მოაჯირით. ტერასა დაფარული იყო დიდი ჩარდახით, რომელიც დამყარებული იყო ხუთ სვეტზე სიმაღლით თითო ოცდა ორი ფუტი. ჩარდახის ჭერი ოქროქსოვილით, ფარჩით, ოქსინოთი, ხავერდით და ჭრელი ტილოთი იყო გადაკრული; ისე საკვირველად და მშვენივრად იყო შეწყობილი, რომ მაშხალების და ლამპრების შუქზედ ყვავილებითა და ნახატებით შემკობილი გეგონებოდათ. დარბაზის შუა დიდი აუზი იდგა წყლით სავსე. იატაკი დაფენილი იყო შვენიერი ხალიჩებით. მთელი ჩარდახი განათებული იყო ორმოცი დიდი მაშხალით, ამათში ოთხი, რომელიც მეფის მახლობლად იდგა, ოქროსი იყო, სხვები ვერცხლისა. მაშხალები ორმოც გირვანქიანი იყო. მაშხალის ტოტებზედ იდგაწმიდა ქონით სავსე ჭრაქები პატრუქებით შიგ. ამგვარი მაშხალა დიდ სინათლეს იძლევა.
სტუმრები ტახტზედ ისხდნენ. მეფე თავში იჯდა უფრო მაღალს ტახტზედ, რომელსაც ბალდახინი ჰქონდა წამოხურული გუმბათივით. მისი ვაჟი და ძმები მარჯვნივ ისხდენ, მარცხნივ - ეპისკოპოსები, ახლად ჯვარდაწერილიც იმათში იჯდა. ქორწილში იყო ასიოდე კაცი. მესაკრავენი ძირს ისხდენ. როცა დავსხედით, ცოტა ხნის შემდეგ კათალიკოზმა შემოიყვანა სიძე, რომელსაც მიულოცეს მისმა მშობლებმა და საჩუქარი მიართვეს, ესევე მოიქცენ სტუმრებიც. მიულოცეს და პირისანახავად გადააყარეს ოქრო-ვერცხლი, მიართვეს ოქროული და ვერცხლეული, თასები, დოქები, ფიალები.
ვახშამი ასე დაიწყო:
ყველა სტუმრების წინ სეფისსამ მხარეს გაშალეს სუფრები მაგიდის სიგრძისა. მერე მოიტანეს პური, სამნაირი რიგისა - ქაღალდივით თხელი, თითის სისქისა და დაშაქრული. ხორცი მოიტანეს ვერცხლის დიდროვანი ლანგრებით, ვერცხლისავე ხუფები ეხურა. თითეული ლანგარი იწონიდა 50-60 მარკს (½გირ). ლანგრებს შემომტანები სეფის კარებში აწყობდენ, სხვა მოსამსახურეები მიართმევდნენ სუფრაჩს (მესუფრე), რომელიც საჭმელს ანაწილებდა სტუმრების ღირსების მიხედვით თეფშებზედ და უბრძანებდათ, სტუმრებს მიართვითო. ჯერ მეფეს მიართმევდნენ ხოლმე და მერე სხვებს - უმცროს-უმფროსობის კვალობაზედ. სამი თავი საჭმელი შემოიტანეს. თითო თავი სამოცამდე ლანგრით მოდიოდა. პირველი თავი საჭმელი იყო სხვადასხვა ნაირი ფლავი - ყვითელი შაქარით, დარიჩინითა და ზაფრანით შეზავებული, წითლის ბროწეულის წვენით, ბრინჯი ხორცთან ერთად მოხარშული. მეორე თავად შემოიტანეს კუპატები, ყაურმა მშვენიერი მჟავე გარაოდ დასხვა ამ გვარი საჭმელები. მესამე თავი იყო შემწვარი.სამღვდელოთათვის მიჰქონდათ აგრეთვე თევზი, კვერცხი და მწვანილი. ჩვენ სახსნილოც და სამარხოც მოგვდიოდა.
საკვირველი წესიერებითა და სიჩუმით მოჰქონდათ საჭმელები. ყველა უთქმელად აკეთებდა თავის საქმეს. ჩვენსამი ევროპიელი უფრო ვხმაურობდით, ვიდრე ის ასორმოცდაათი კაცი, რომელიც დარბაზში იყო. საკვირველი იყო აგრეთვე სუფრის იარაღი და ავეჯეულობა. სუფრაზედ იყო 120-მდე ღვინის სასმური ჭურჭელი: ბადიები, თასები, ფიალები, ყანწები, კულები, 12 აზარფეშა და სხ.
აზარფეშები თითქმის ყველა ვერცხლისა იყო. თასები, ბადიები, კულები ზოგი სადა ოქროსი იყო, ზოგი დასევადებული ოქროსი, ძვირფასი თვლებით მოჭედილი, ზოგი ვერცხლისა. ყანწები ძვირფასის თვლებით იყო მოოჭვილი, დაილია ბევრი ღვინო თასებით და ყანწებით.
ჩემს ყოფნაში ძალიან ბევრისვეს და შეხურდენ. როგორც გავიგე მერმე, გათენებამდინ ესვათ ესე. როცა დაიწყობოდა სადღეგრძელო, საკრავები დაუკრავდენ და იმღერებდენ ხოლმე; ძლიერ მოსწონდათ, აღტაცებაში მოდიოდენ. მეფემ ძლიერ მოიმხიარულა...“
სულხან ორბელიშვილს, როგორც დიდ ფეოდალს, მეფეთა ნათესავს, ოჯახის პირმშოს, ბრწყინვალე ენციკლოპედიური განათლება უნდა მიეღო.
ლექსიკონის შესავალიდან ჩანს, რომ მას ზედმიწევნით უნდა სცოდნოდა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება.
„რომელიცა წერილთა შინა ვნახე, გამოვიღე, ღრმათა საღმთო წერილთა და ღვთისმეტყველებათა შინა, რომელნიმე ფილოსოფოსთა წიგნებთაგან და ღვთისმეტყველებათა, კავშირთა პროკლეს პლატონურითა დიოდოხოსთა, არისტოტელისა და პორფირიოსის კატეგორიათაგან გამოვიღე, ნემესიოს და იოანე დამასკელის, პლატონურის სიტყვის საქცევები აღვწერე“41.
- „რომელიც ვიცოდი დავწერე და რომელიცა ძნელი სიტყვანი არ ვიცოდი, ღრმა წიგნებთა შინა ვიძიე...“ - ამბობს სულხანი.
ამავე დროს კი ცნობილია, რომ მისი მთავარი მუშაობა ლექსიკონზედ სწორეთ სიყრმისა და სიჭაბუკის წლებშის წარმოებდა:
„მე, სულხან ორბელიანსა, ჭაბუკობისა ჟამსა და სიყრმესა ფრიადი შრომაჲ დამიძს ამა წიგნსა ზედა“42.
რადგან შემდეგში სახელმწიფო საქმეებმა და პოლიტიკურმა მდგომარეობამ აღარ მისცა სახსარი მუშაობისა -
„რამეთუ ერისაგანი იყო და წარჩინებული და სოფლისა საქმეთაგან უცალო იყო“, - როგორც თითონვე გვამცნობს43.
აღსანიშნავია, რომ ლექსიკონის პირველი რედაქცია სულხანმა 27წლის ჰასაკში დაასრულა44.
ამიტომ სიყრმე და სიჭაბუკე დიდ შრომაში გაუტარებია. ჩვენ ვიცით, რომ მისი ლექსიკონი „ფრიადისა ჭირითა აღიწერა“.
- „გულისხმა და თვალი და ხელნი მისნივე მოწამე არიან რუდუნებისა მის“45.
- „ფრიად მოსურნე იქმნა ქართულის ლექსიკონის შეწყობისა და სრულყოფაცა დიდად იღვაწა და დიდი შრომა თავს იდვა“.
- „რამეთუ თვითეულნი ლექსნი საღთოთა და საეროთა წიგნთაგან ნუსხით ამოუღია და აქა დაუსხამს და დაუდვია. დიდის გულმოდგინებით დამაშვრალა“, - ამბობენ მისი თანამედროვენი.
- „ახლად შევკრიბე, შევაწყევ,
- ჩემი ვიშრომე სულხანი“,
- ამბობს თვით სულხანიც46. აქედან ჩანს, რომ მთელი თავისი სიცოცხლე სულხანს, როგორც ენერგიულ ადამიანს, სწავლაში და შრომაში მოუხმარებია...
„სიყრმიდან იყო მუდამად
სიბრძნე-სწავლისა მსახველი“.
„სამოცდა ექვსწელს იკითხა“ (ე.ი. მთელი თავისი სიცოცხლე იკითხა),- ამბობს ვახტანგ VI47.
ძმა - დემეტრე ორბელიანი უწოდებს „ფრიად მაშვრალს მუშაკს“48, ხოლო მეორე თანამედროვე მწერალი ეძახის „მრავალ გამომკვლეველს, სიბრძნეფრიადს და მსწავლულს“49.
ასე, სულხანის თანამედროვეებიც დიდი წარმოდგენისა ყოფილან მის აღზრდაზე. ჩვენ მეტსაც ვიტყვით: იმ დროის ქართული საზოგადოება მასში ჰხედავდა „ბრძენსა და ფილოსოფოსს“. ჩვენი აზრი გამომდინარეობს ისევე საბას თანამედროვე პოეტების აპოლოგიიდან:
„სულხან-საბა ორბელისძე
სიბრძნით აღხდა ორბების ზე“,
- ამბობს პოეტი50.
უცნობი პოეტი მიმართავს ასე:
„სიბრძნის წყარო ხარ მდინარე,
უფასოდ ასვამ ყოველთა.
მცირე რამ ცვარი გვაპკურე,
ჩვენ სიტკბოებით მთხოველთა...“51
პოეტი დემეტრე ორბელიანი ასე დასტირის ძმის სიკვდილს:
„ვაჲ მმართებს, რადგან დავკარგე
ვინ მიმარტებდა იგავსა,
მიმდემ გვსწავლიდა კეთილად
და გვაშორებდა იგ ავსა...
მის ბრძნის ნაღვაწი იხილეთ,
ოფაზობს, ბიწსა იგავსა,
ბედმა მიმუხთლა, არ მომხვდა
მისის სიბრძნისა იგავსა.
სიბრძნის ტრფიალთა დამზირონ,
რასა სწერს სულხან-საბანი;
მოსურნეთ გემასპინძლებათ,
გიშლიათ სნატი, საბანი,
მისთა შრომილთა ტრფიალნი,
მისი სიბრძნისა ქონანი,
კმა ეყო ვისცა ეპოვა
მის სიბრძნის ქრთილთა წონანი“...52
აქედან ირკვევა, რომ თანამედროვე საქართველოს მიჩნეული ჰყოლია როგორც „ბრძენი“ და „მცირე უწყების“ ავტორიც ხომ გვემოწმება, „იყო ფილოსოფიასა შინა გამოცდილი“-ო53.
იცოდა თუ არა უცხო ენები ლექსიკოგრაფმა?
ლექსიკონის შესავალში ის ამბობს: „მე ქართულისაგან კიდე,სხვა ენა არა ვიცოდი“-ო. მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლექსიკონის შედგენისას სულხანი უცხო ენებითაც სარგებლობდა.
- „რომელიც ვიცოდი დავწერე,- ამბობს იგი, - და რომელიცა ძნელი სიტყვანი არა ვიცოდი, სხვათა ენათა შევამოწმე და გამოწვლილვით, რომელიცა ვპოვე ადვილად თანა მივაწერე.
„რაოდენ ძალმედვა ელლინთა, ლათინთა, სომხურთა, რუსთა და არაბთა წიგნებისგან და მით გამოვიღე“.
„მე უწინარეს ლათინური და ელინური ლექსიკონი ვერა ვნახე, თვარა უკეთესის რიგით აღვწერდი. მასუკან ვნახე, და ზოგი რამ იმით გავმართე“-ო54.
ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს სულხანს თავისუფლად შეეძლო ესარგებლნა ამ ენებით, მაგრამ უნდა ვიფიქროთ,რომ ლათინური ლექსიკონი მისთვის უმთავრესად ტეხნიკური ნიმუშები იყო, ხოლო „უცხო წიგნებიდან გამოღება“ ხდებოდა სხვისი, მცოდნე სპეციალისტების დახმარებით და შემოწმებით, როგორც თითონვე დასძენს:
„ამა ენათა რომელნიცა სწორედ თქვეს, გინა რომელმან დამაჯერა, იგი დავწერე, რომელნი არა ემოწმნენ, არცა მე დავწერე“-ო55.
ლექსიკონის ერთი ვარიანტის მინაწერში სულხანი ამბობს, რომ ბერძნულს სიტყვათა განმარტებაში მას ეხმარებოდა ვინმე ბერძენი მღვდელმონაზონი, რომელიც „ცოდნას ჩემობდა, რომელიმე მისის სიტყვით დავწერე, შემდგომად ვსცან: არა იცოდა რა, საზომსა მისწვდეთ გასინჯეთ, ასრე მომიხდა“56.
ყოველ შემთხვევაში, შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ სულხანს არავითარი წარმოდგენა არა ჰქონდა ამ ენების შესახებ. წარმოუდგენელია ლექსიკონის შემდგენელს მცირედი ცნობა მაინც არ ჰქონებოდა. ცხადია სულხანი უცხო ენებს ნაწილობრივ მაინც იცნობდა და თითონვე თუ გადმოგვცემს ოფიციალურად მათს უცოდნელობას, იმას ნიშნავს,მათი ზედმიწევნით მცოდნე არა ყოფილა57.
მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ სულხანმა რამოდენიმედ „ბერძნულიწიგნი“ იცოდა: „ამაწიგნთა შინა რაოდენთა ადგილათ ბერძნულად სიტყვა სწერია, რომელი წიგნით შევიტყვე, სწორეთ დავწერე“-ო58.
რას შეეხება სპარსულის („თათრულის“) ცოდნას, შეუძლებელია, რომ XVII საუკუნის ქართველ ფეოდალს არა ცოდნოდეს. გავიხსენოთ გინდაც მისი მუშაობა „ქილილა და დამანაზე“, რომელიც, სპარსულიდან ნათარგმანევი, ვახტანგის ბრძანებით „გაჩალხა“59.
ამასთან ტოსკანის მისიონერების არქივის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მან თათრული მართლაც იცოდა60.
სულხან-საბაც გვიდასტურებს იმ წერილში, რომელიც (1714წ. პარიზში ყოფნის დროს) საფრანგეთის მინისტრს პონშანტრენს მისწერა: „რადგან ამან (სულხან-საბას თანამგზავრი რიშარი) ყიზილბაშურ-თათრული კარგად იცის, ამისსიტყვას უკეთ შეიტყობ და ჩემსა ეს შეიტყობს“61.
სადავოა მხოლოდ ერთი: იცოდა თუ არა სულხანმა ზედმიწვენით სპარსული ლიტერატურაც.
კერძოდ, სომხური ენის ცოდნას გვაფიქრებინებს სხვა მასალებთან ერთად (იხ. ქვემოდ) ის ფაქტიც, რომ თავდაპირველად ლექსიკონი სულხანმა სომხური ლექსიკონის - ბარგირქის - მიბაძვით შეადგინა62.
ლათინური ენის შესახებ უნდა ითქვას, რომ მისი სუბუქი ცოდნა შეეძლო მიეღო კათოლიკე მისიონერებისაგან, რომელნიც იმ დროს მეტად დაახლოვებულები იყვნენ შაჰნავაზის კარზედ, სადაც სულხანი იზრდებოდა.
ამ საკითხისათვის საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 1687წ. იოსებ ლივორნელს სულხანმა შეუსწორა ლათინურიდან თარგმანი „საქრისტიანო მოძღვრებისა“63...
![]() |
3 თავი II სულხან ორბელიშვილი -სახელმწიფო მოღვაწე. სულხანი - მეამბოხე ერეკლე-ნაზარალიხანის წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
კარისკაცის „ზნე მიღებული“, დიდი პოლიტიკური ტალანტით აღჭურვილი სულხანი, გვარის ტრადიციების მიხედვით, ადრევე ჩაბმულა სახელმწიფო საქმეებში64.
როგორც მდივანბეგის უფროს ვაჟს, სულხანს მემკვიდრეობით მამის პოსტი უნდა მიეღო, მაგრამ თუ გავიხსენებთ ერთს არაკში გაკრულ ირონიას (მელას და გველის დიალოგი: „ლომთ ნადირთ ხელმწიფისგან დასმული მდივანბეგი ვარო“, ამბობს მელა), ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ ახალგაზრდა სულხანი შორს ყოფილა მდივანბეგის კარიერისგან. სიყვარულმა ხალხისა, რომლისთვისაც მაშინ მართლმსაჯულება არ არსებობდა, აიძულა სულხანი ეს შხამიანი არაკი ეძღვნა სამართლის ინსტიტუტისათვის, რომელსაც მისივე ოჯახი ედგა სათავეში.
ისტორიას არ შეუნახავს მისი ოფიციალური მდგომარეობა სამეფო კარზედ. ხომ არ იყო სულხან-საბა კანცლერი ან ვაზირი, რომელიც მიმართულებას აძლევდა მეფის პოლიტიკას? საფიქრებელია, რომ ეს პოსტი მას ეჭირა ვახტანგ VI-ის დროს.
ყოველ შემთხვევაში, როგორც ქვემოდ დავინახავთ, სულხან ორბელიანი დიდ სახელმწიფოებრივს როლს თამაშობდა გიორგი XI-ის და განსაკუთრებით ვახტანგ VI-ის კარზედ.
- „ბიძა და მამა ჩვენზედ დიდად ნამსახური და მრავალ გარჯილი იყო“, - ამბობს სულხანზედ მეფე ქაიხოსრო65.
ლევან მეფეც ასევე იხსენიებს სულხანის „ნამსახურობას“66, ხოლო ვახტანგ VI ასე ლაპარაკობს მის ერთგულობაზე:
„ჩვენ რომ რუსეთს წამოვედით, საბამ მოხუცებულმა, სამოცდა შვიდისა წლისამან, ჩვეულებისამებრ ჩვენი მამა-ბიძათ სიყვარული და ჩვენი ერთგულობა არა უდებ ყო და თან გვიახლა“67.
კერძოდ, გიორგი XI-ს სულხანის „მრავალფერად ნამსახურობა“ შესაფერად დაუფასებია და საჯილდოოდ მამული და რამდენიმე სოფელი უბოძებია68.
„დიდათ მსახურა მეფეთა“, - ამბობს „მცირე უწყების“ ავტორი69. მოვიგონოთ სულხან-საბას წასვლა სპარსეთში 1711 წელს მეფე ქაიხოსროს გაწვევით, 1713წ. კიდევ ევროპაში ლიუდოვიკე XIV-სთან დიპლომატიური მისიით, მისი გრანდიოზული პოლიტიკური მუშაობა და ყველა ამ ფაქტების შემდეგ თვალწინ წარმოგვიდგება პირველი სახელმწიფოებრივი კაცი თავის ეპოქისა...
სულხანი რომ დატვირთული ყოფილა სახელმწიფო სამსახურით, ამ ფაქტს თითონვე გადმოგვცემს:
„რამეთუ ერისაგანი იყო დაწარჩინებული და სოფლისა საქმეთაგან უცალო იყო...“70.
- „მთელ საქართველოს მამად მიაჩნია“, - სწერს (1712) მისიონერი რიშარი საფრანგეთის მინისტრს პონშანტრენს71.
- „როგორც ჩანს, სულხან-საბას საქართველოში გავლენა აქვს ხალხსა და მეფის სასახლეზე“, - ამბობს 1714წ. პარიზში დაწერილი მოხსენების ავტორი“.
დომინიკე დელლა როკა (1715) კონსტანტინოპოლიდან სთხოვს პარიზში, რომ მალე დააბოლოონ საბასთვის შეპირებული საქმე საქართველოს დახმარებისა, რადგან „ძმები და საქართველოს მოწინავე პირნი, დიდისაჭიროების გამო, საჩქაროდ იბარებენ, რათა საჭირო რჩევა-დარიგება მისცესო“73.
ამ ცნობიდანაც ნათელია, თუ სახელმწიფო მოღვაწე სულხანს რა დიდი გავლენა ჰქონია საქართველოში.
***
სულხანმა ადრევე განიცადა მწარე დღეები დევნისა...
შაჰნავაზის ტახტის მემკვიდრეებმა გიორგი XI-მ და არჩილმა ვერ შესძლეს ურჩი ფეოდალების დაურვება, რომელთაც ყაენის კარი უალერსებდათ. სამეფოში გამეფდა ანარქია. ზოგიერთი ქართლის დიდებული აშკარად დაადგა სპარსეთის ორიენტაციას. მუხრანბატონი ერეკლე, არაგვის ერისთავი იასონ, სომხითის მელიქი ქამარ-ბეგ, იასე და ელიზბარ მაჩაბლები - ეს წარჩინებული ვასალები დღითი დღე აძლიერებდენ შეთქმულობას მეფის წინააღმდეგ...
მხოლოდ რამდენიმე: თეიმურაზ მუხრანბატონი, ქაიხოსრო ციციშვილი, ქსნის ერისთავი დასულხან ორბელიანის ოჯახი შერჩნენ გიორგი XI-ს. ურთიერთობა მეფისა და დიდებულთა დღითი დღე მწვავდებოდა... მეფემ ამ შემთხვევაში სიმტკიცე გამოიჩინა და მეამბოხეთა მოულოდნელი ლიკვიდაცია მოახდინა. მაგრამ სამეფოს დაწყნარება კიდევ შორს იყო...
ამ დროს ყაენმა გიორგი მეფეს, როგორც თავისს ვასალს, მოსთხოვა მძევლად ძმა - ბატონიშვილი ლევან და მემკვიდრე ბაგრატ. მეფე განდგა. მან კახეთის დახმარებით გადაწყვიტა ოფიციალური ბრძოლა სპარსეთისწინააღმდეგ. თამაზ ორბელიანის ღალატით ეს გეგმა ჩაიშალა. მეამბოხე ელემენტებმა უფრო ინტენსიურად დაიწყეს მოქმედება. მათ ახლა არაგვის ერისთავები - სპარსეთის აგენტები - ხელმძღვანელობდნენ. გიორგიმ დააპირა განდგომილთა დალაშქვრა. შევიდა საერისთაოში. მოსწვა ბაზალეთი და დუშეთი, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწია და უკანვე დაბრუნდა74...
ყაენი აქამდისაც ფიქრობდა გიორგის ტახტიდან გადაყენებას, ეხლა მისი ერთგული ერისთავების წახდენამ მისცა საბაბი ამ განზრახვის განხორციელებისა. სპარსეთის კარზედ მყოფი ბატონიშვილი ერეკლე, თოთხმეტის წლის ყოყმანის შემდეგ, გამაჰმადიანდა და ქართლ-კახეთის ტახტზე ავიდა ნაზარალიხანის სახელწოდებით.
ერეკლე, როგორც დადგინებული, მტკიცედ იცავდა სპარსეთის პოლიტიკას. უნებო, ლირწი, „უშვერთა მოუბარი“, უზრუნველი, ის განაგებდა სამეფოს ვეზირი ყიასას (ტომით თათარი) ხელით.
- „იმის უნებურად მეფე წყალსაც ვერ დალევდის“, - ამბობს ვახუშტი.
მის დროს ქართლ-კახეთში გაძლიერდასპარსული ხელისუფლება. ტფილისის გარნიზონი უსამართლოდ ჟლეტდა ხალხსა და ტყვეებით ვაჭრობდა.
ერეკლემ „აღაზვავნა მცველნი ციხისანი ყიზილბაშნი, რამეთუ ჰკვლიდენ დაწარუსხმიდენ კაცთა ცოლ-შვილთა,სხვათა ჰყიდდნენ“75...
- „იპარვიდიან სილაღითა, მცველნი ციხის თათარნი ტფილისისა, გორისა და სურამისა ტყვეთა და ჰყიდდიან. და შეერიათ ქართველთაცა ყიდვა ტყვეთა და იცვალებოდაცა ზნენი ქართლისანი და იქცეოდნენ უმეტეს ყიზილბაშთა ზნე წესითა და ყოვლითა უწესოებითა“, - ამბობს ვახუშტი76.
თუ რამდენად იყო მაზარალებელი ერეკლეს მეფობა მოსახლეობისათვის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ტფილისის 70-80 ათასიანი მოსახლეობა მისი მეფობის უკანასკნელწელს (1703) 20 ათასსსულს აღარ აღემატებოდა...
თავადების ლიგამ ახლა ნაზარალიხანის წინააღმდეგ მოახდინა შეთქმულობა, მოიწვია ახალციხიდან ენგიჩარების მიერ დატყვევებული გიორგი და ქართლში გაამეფა (1691წ.).
მთელი ოთხი წლის განმავლობაში გიორგი ებრძოდა ერეკლე-ნაზარალიხანს პარტიზანული ომებით, მაგრამ შინაგამცემლობით ვერაფერს გახდა. ხოლო როდესაც ერეკლეს სპარსეთიდან მაშველი ჯარები მოუვიდა, იმერეთს გადავიდა (1695წ.).
ერეკლე ისევ დაემკვიდრა ქართლ-კახეთის ტახტზე...
ეჭვი არაა, გიორგი მეფის ბრძოლის პერიპეტიებში სულხანს შესამჩნევი მონაწილეობა უნდა მიეღო. მართლაც, ის გამოდის აქტიურ მეამბოხედ ერეკლე-ნაზარალიხანის წინააღმდეგ, განსაკუთრებით გიორგი მეფის დაბრუნებისას ქართლის ტახტზე (1691-1695).
ახალციხიდან ჩამოსულ მეფეს,სხვა ერთგულებთან ერთად, სულხანი და მისი ძმებიც მიეგებნენ ჯარებით კოჯორში.
- „შეიტყეს ბარათიანთა, შემოეყარნენ მეფე გიორგის, შეიქნა სიხარული თავისის გამზრდელის პატრონისა ნახვისათვის“77...
გიორგიმ კიდევ იმეფა სამი წელიწადი. ეს დრო იყო განუწყვეტელი ომების. ორივე მხარე ენერგიულად იბრძოდა.სულხანიც მეფეს ახლავს. ის არასტოვებს „გამზრდელს და პატრონს“, აძლევს დახმარებას ჯარით, რჩევით, ვაზირობით.
მაგრამ შინაგამცემლობის მიზეზით და ზოგიერთი თავადების პასიური მოქმედებით, გიორგი იძულებული გახდა სპარსეთიდან ერეკლეს მაშველ ჯარებს გასცლოდა („არა ინებეს მთავართა“) და კრკონიდან დედა წულითა და სახლეულით იმერეთს გადასულიყო.
როგორც მოსალოდნელი იყო, ერთი საინტერესო დოკუმენტის ცნობით, სულხანი თავის ძმებით გიორგი XI-ს „შერჩენია და გადაჰყოლია“78.
ჯერ კიდევ პირველ გამეფებაზედ (1688) ერეკლემ შესამჩნევად დასაჯა გიორგის ერთგულები.
„ამცირებდა ერთგულთა მეფისა გიორგისათა და განადიდებდა კახთა და ვინამეთ ქართველთაცა. უმეტეს დაამდაბლა სპასპეტი თამაზ [ბიძა სულხანისა], კვალად ამილახორი გივი, და დავით ერისთავი, აშოთან მუხრანბატონი“79.
- „კვალად დაამდაბლნა ერთგულნი გიორგი მეფისანი, - ამბობს ვახუშტი, - და ზოგთა მიუხვნა მამულნი და აღამაღლნა კახნი უმეტეს პირველისა და მისცნა მამულნი მათნი“.
მაშასადამე, აჯანყებული ფეოდალები ერეკლეს მამულების კონფისკაციით დაუსჯია. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ სასჯელს არც მეამბოხე სულხანი გადარჩენია - ნათესავი გიორგისა, მისი მთავრობის ხელისუფალი და აქტიური მოღვაწე.
ჯერ კიდევ, როცა გიორგი კლდეკარზე იდგა ბრძოლის მოლოდინში, ერეკლემ და სპარსეთის წარმომადგენელმა ქალბალიხან, „შევლესსომხითი და დმანისის ხევი“. ცხადია ერეკლემ იმისთვის შეიარა ეკზეკუციით სულხანის მამული, რომ აქედან მას სერიოზული საფრთხე ელოდა.
მეამბოხენი დაიქსაქსნენ...
ზოგი გიორგი XI-ს გადაჰყვა იმერეთს, ზოგი გადაიხვეწა რაჭას, დვალეთს, სამცხეს...
სულხანიც ემიგრანტებში მოსჩანს.
როგორც ირკვევა, ნაზარალიხანს სასტიკი ღონისძიება უხმარია მის წინააღმდეგ: არ დაუზოგავს სასიკვდილოდ, აუკლია და ქონებისა და მამულების კონფისკაცია მოუხდენია...
სულხანს თავი შეუფარებია თავის სიმამრის ათაბაგის ოჯახისათვის ახალციხეში, რომელიც მაშინ ოსმალთა მფლობელობაში შედიოდა... დაუდგრომელი სულხანი არც ახალციხეში დამცხრალა. სამცხის ათაბაგთან მას უწარმოებია დიპლომატიური მოლაპარაკება გიორგი XI-ის სასარგებლოდ და სამხედრო ძალები უთხოვია ახალი შეტევისათვის ნაზარალიხანის წინააღმდეგ.
საბოლოოდ ათაბაგთან მტკიცე კავშირი შეუკრავს და თავისი მეფისათვის გაუერთგულებია80.
...მაგრამ ნაზარალიხანს უპატიებია სასჯელი და სულხანი ახალციხიდამ დაბრუნებულა... როგორ მოხდა სულხანის დაბრუნება, რა პირობებში შეუნდო ნაზარალიხანმა დანაშაული სახელმწიფო დამნაშავეს, რომელიც ასე სასტიკათ აიკლო?
ამ საკითხის გამოსარკვევათ ისევ გიორგი მეფის თავგადასავალს უნდა დაუბრუნდეთ:
იმერეთში გადახვეწილ მეფეს თანდათან გამოეცალნენ მომხრეები: პაპუნა მუხრანბატონი, თამაზ ყაფლანიშვილი ვაჟით მამუკათი [პოეტი მამუკა ბარათაშვილი] და არაგვის ერისთავი გიორგი ნაზარალიხანს წარუდგნენ მონანიებით. ამნისტიის ნაცვლათ ერეკლემ ყველა ესენი პატიმრებად წარგზავნა ქირმანს (სპარსეთში).
- „შემდგომად ამათთა მისვლისა მივიდნენ ყოველნი ქართველნი ერეკლე მეფისა თანა“, - ამბობს ვახუშტი81.
ამნაირად, გადახვეწილ მეფეს შესამჩნევი რეალური ძალა გამოეცალა ხელიდან. მაგრამ მან იმედი მაინც არ გადიწყვიტა და დიპლომატიის გზას დაადგა. ამ შემთხვევაში დამხმარეთ აღმოუჩნდა ერევნის ხანი. ურჩია მეფეს წასულიყო სპარსეთის კარზე იმ იმედით, რომ ყაენი ქართლს უკანვე დაუბრუნებდა. შესაფერი გარანტიების შემდეგ, გიორგი დათანხმდა.
გაიგო რა ყაენმა გიორგის შემოძლევა, „განიხარა სახარულითა დიდითა, მაგრამ არ ჯერ იყო (ე.ი. არ იჯერებდა), რადგან ისესახელოვანი კაცი იყო. დიდად უნდოდა ნახვა მისი, გაუგზავნა მემანდარი დაწყალობის რაყამი: „თუმცა მნახო, ჩემგან აუარებელი წყალობა მოგანიჭო...“, - ამბობს სეხნია ჩხეიძე82.
მეფე მართლაც გაემგზავრა სპარსეთისკენ. მას თან გადმოყვნენ იმერეთიდან შერჩენილი თავადები. ერეკლემ მიიღო ყაენისგან ბრძანება, რათა დანაშაული ყველასთვის ეპატიებინა, და თავ-თავისი მამული დაებრუნებინა.
- „დააყენეს ცოლ-შვილნი და თვითონაც მეფეს გიორგის გაჰყვნენ, გარდმოიარეს თრიალეთი და მივიდნენ ერევანს, აცნობეს ყაენს: იამა სიამოვნითა დიდითა და მოაგება წინ თუმანი ხუთასი, ხალათი და ოქროთ შეკაზმული ცხენი“ 83...
ეს ამბავი მოხდა 1696წელს.
როგორც ჩანს, სულხანი არა რეულა იმ ამალაში, რომელიც გიორგის ახლდა ყაენთან წასასვლელად. ის ამ დროს ახალციხეში ყოფილა. ეხლა მისთვისაც გახსნილი იყო თავისუფლების კარები და რადგანაც ყაენის ამნისტია მასაც ეხებოდა, ნაზარალიხანს ახალციხეში პატიება შეუთვლია და ჩამოუყვანია.
რამდენი ხანი დაჰყო სულხანმა ემიგრაციაში?
- ნახევარს ან ერთს წელიწადზე მეტი არ უნდა დარჩენილიყო ათაბაგის ოჯახში.
ამას გვაფიქრებინებს ორი დოკუმენტი: 1696წ. 26 მაის სსულხანი ყიდულობს ყმებს შანშე აფხაზისაგან84, 1697წ. 11 ნოემბერს კი ხელს აწერს და ბეჭედს ასვამს სომხითში გივი თუმანიშვილის სიგელს85.
მაშასადამე, 1695წ. გაქცეული სულხანი 1696წ. მაისისათვის უკვე დაბრუნებულა თავის მამულში...
ერთს საინტერესო დოკუმენტში, რომელიც დღემდის ცნობილი არ ყოფილა, თვით ნაზარალიხანი გვიამბობს სულხანის შეთქმულობის ამბავს სიგელში, რომელსაც აძლევს (1700წ.) საბას დედას თამარს:
„...ესე წყალობის წიგნი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ ორბელიშვილის მდივანბეგის ვახტანგის ცოლყოფილს, ზაალ ერისთავის ქალს ბატონს თამარს, ესრეთ, რომე ამოწყვეტილი სააკაძის მკვიდრი მამული ჯალდამი და ღორის-თავი როსტომ მეფეს ბარათაშვილ თამაზიშვილებისათვის ებოძა და გიორგი მეფის ბრძანებით შენის ნამზითვის სამკაულით გეყიდათ.
მერმე გიორგი მეფე რო ჩამოვიდა, შენი შვილები იმას შერჩნენ და გარდაყვნენ. ჩვენ გაუწყერით და ეს მამული გაუეცით, მერმე გავსინჯეთ და ნასყიდი მამული არ წაირთმეოდა.
მერმე თქვენი შვილები სულხან და მისნი ძმანი შემოვირიგეთ. შეუნდევით და შენი ნასყიდი სოფლები ჯალდამი სრულებით და ღორისთავი სრულებით წყალობა გიყავით მისის სამართლიანის სამზღვრით. ზურაბისშვილს რევაზს ამ მამულებისა ჩვენგან ნაბოძები სიგელი ჰქონდა და ის ამ სიგლით გაგვიცუდებია. მტკიცე არს. დაიწერა ბრძანება ესე ქორ. ტპა“ 86 - 1700წ.
1704წელს, ლევან მეფე, საბასადმი მიცემულს წყალობის სიგელში, ასე გადმოგვცემს ამ ეპიზოდს:
„მაშინ ოდეს ზაალ ერისთავის ქალს ბატონს დედათ თქვენთ თავის მზითვის სამკაულით ჯალდამი და ღორისთავი ეყიდა, მერმე ჩვენის ერთგულებისათვინ და ნამსახურობისათვინ ერეკლე მეფეს დაუნაშავებლად ასრე წაეხდინე, არც ამ ქვეყანას დაეყენებინე,და ნასყიდიც წაერთმია.
თავად დაუნაშავებლად წართმა და მერმე ნასყიდისა აროდეს ყოფილიყო, თვითონ მასუკან იმასვე თქვენი დაუნაშავებლობა შეეტყო, რომე ჩვენის სამსახურობის მეტი იმაზედ დანაშაული არა გქონდა რა, და ახალციხიდამ ისრევ მოეყვანეთ და დედის თქვენის ნასყიდი ისრევ ებოძა“87...
შენახულა თვით აქტიცსულხანის პატიებისა ნაზრალიხანის მიერ. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ირაკლის სულხანი მიჩნეული ჰყოლია დიდ მოწინააღმდეგეთ. როგორც საინტერესო მასალა საბას ბიოგრაფიისათვის, მოგვყავს დოკუმენტი მთლიანად:
„დედიდავ ბატონო თამარ! თქვენის პატიოსნის თავის სიკეთის მდომი მეფე ნაზარალიხან ვიკადრებ, ჩვენო დიდო და დაუვიწყარო და ნიადაგ კეთილად და თქვენსა საკადრად მოსაგონარ-სახსენებელო, ყოველთა ბანოანთა დედათა შორის სიკეთით აღსავსევ და ყოვლის პატიოსნობით მოუკლებარო, ჩვენგან მშობლის ალაგს საგულვებელო დედიდავ, ბატონო თამარ!
მრავალი თქვენის მღ˜თის მოყვარულისა და ჩვენგან დაუვიწყრად სახსოვარისა კაის თავის მოკითხვა მოგვიხსენებია! მერმე თქვენის მაზლისშვილის სულხანის შემორიგების საქმეზედწიგნი მოგეწერათ და ოთარი გეახლებინათ. გულს რომ არავისგან გვკლებოდეს დაწყენა არავისგან მოგვეგონებოდეს, ეგზომ არ იქნების, მაგრამ თქვენი შუამავლობა და პატივის დადება, რომელზედაც ყოფილა, კვლავც გაგვითავებია, არა თუ ახლა თქვენ ასრე მოჭირვებით მისი შუამავლობა გებძანათ, რომე ჩვენგან ამისი პატივი დაგედებოდათ.
რადგან თქვენ შუამავლობა გექნათ და მოგეწერათ, ჩვენც ასრე პატივი დაგვიდებია და მაგისი დანაშაული შეგვინდვია, რომე როგორც ბედნიერის ყეენის შეცოდებაში არ გავერევი და თქვენ ბევრს ურიგოსა და უპატიურობას არ გაკადრებ, ისრე ჩემი შვილიც რომ დაეკლას, მაშინც მესულხანს აღარც რას ვუსაყვედურებ, და ყოველი მაგისი დანაშაული კიდეც მიპატივებია.
ნურას გზით ჩვენგან მაგისი ურიგოს ეჭვი ნუ აქვს, ღ˜თი მოგვიცემია ამის თავდებად, რომე ჩვენგნივ და ჩვენის საქმით არა უმარცხდეს რა, - მეფე ნაზარალიხან“ (ბეჭედი)88.
![]() |
4 თავი III საბა - განდეგილი. დავით გარეჯის ნათლისმცემელში. „ქადაგებანი და მოძღვრებანი“. საბა - კათოლიკე |
▲ზევით დაბრუნება |
1698 წლიდან ჩვენ გადავდივართ სულხან ორბელიანის ცხოვრების მეორე ნახევარში.
ამიერიდან კარისკაცი, ფეოდალი და ვნებიანი მოარაკე სულხან ორბელიანი ხდება ასკეტი - „ცოდვილი მონაზონი საბა“89, ისე, როგორც მისი კონგენიალი წინაპრები რუსთაველი, თეიმურაზ პირველი...
რა ტანჯვამ, რა ჭრილობამ მიიყვანა დიდი ორბელიშვილი დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ბჭეებთან 1698წ. 18 მარტს, იმ ახალი გაზაფხულის დღეს, როცა გარეჯის უდაბნოც კი სიცოცხლით ხარობდა?
რა მოულოდნელია ეს ტრაღიკული აქტი. მონაზონის ჩოხაში იმოსება „განახლების“ ადამიანი, რომლის გენიალური შემოქმედება „სიბრძნესიცრუისა“ სავსეა ეროტიული ელემენტებით, შხამიანი ირონიით ქრისტიანული ფანატიზმისა და საეკლესიო ცხოვრების შესახებ.
მოვიგონოთ ერთი ფრივოლი არაკი, რომლითაც სულხან ორბელიანმა წინასწარვე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა თავის ხორციელ კასტრაციის აქტს:
- „ჩემნი დღენი ცოდვაში დავაღამე, ახლა ჭკუა მოვიხმარე, ეს სოფელი გაუშვი, ბერად შევდეგ, იერუსალიმს მინდა წავიდეო“90.
ეს სიტყვები, რომელიც სულხანმა სიჭაბუკეში მელას ათქმევინა, რა მჭევრმეტყველია ამ მომენტისათვის...
ოფიციალური განმარტება სულხანის ბერად შედგომისა ჩვენს ლიტერატურაში კიდეც არსებობს. საკითხს ხსნიან უბრალოთ: სულხანის დაქვრივებით.
„როცა მოკვდა ცოლი თამარი, ასული ათაბაგ ხალიფაშისა, შესდგა და აღიკვეცა საბას სახელით“, - ამბობს პროფ. ალ. ხახანაშვილი91, ამასვე იმეორებს პროფ. კ. კეკელიძე92.
ეს შემთხვევითი დასაბუთება ჩვენ უნდა უარვყოთ.
აი, რატომ:
სულხან ორბელიანი აღიკვეცა 1698წელს, ხოლო 1709წ. 15 აგვისტოს კისაბა პაპის კლემენტე XI-ისადმი წარგზავნილს ეპისტოლეში თავის ცოცხალს მეუღლეს იხსენიებს: „ვევედრები წმიდათა ფერხთა მთხვეველი მეუღლითურთ ჩემით“93.
მაშასადამე, მონაზონს საბას, თერთმეტი წლის შემდეგაც ცოლი ცოცხალი ჰყოლია.
თუმცა ფაქტი დაქვრივებისა არსებითად მართალია, მაგრამ იგი მომხდარა გაცილებით ადრე - 1683 წელს.
ფლორენციის არქივის ერთი ცნობით ვიცოდით, რომ სულხან-საბას „ჰყავდა ორი მეუღლე“94.
ვიცოდით აგრეთვე, რომ საბას ცხოვრების ერთ-ერთი თანამგზავრი ყოფილა „ათაბაგის ქალი თამარ“95.
მაგრამ რამდენათ მართალი იყო ფლორენციის ცნობა ან თამარი რომელი ცოლი იყო, ეს დაგვიმტკიცდასულ ახლა, როცა ორბელიანების საგვარეულო ნეკროპოლის - პიტარეთის წარწერები იქმნა წაკითხული, სადაც სულხანის პირველი მეუღლის ვინაობაც აღმოჩნდა:
„ბაგრატიონთ ასული და დიდის ორბელის სძალი,სულხანის მეუღლე, ბატონი დარეჯან, ამას დავემკვიდრე. ქ˜კნი ტოა“ - 1683წ., - გვამცნობს მისი ეპიტაფია96.
საკითხავია, ბაგრატიონების რომელს შტოს ეკუთვნოდა დარეჯან? -საფიქრებელია, რომ ის არის მუხრანბატონების სახლისწარმომადგენელი, სახელდობრ ძმისწული შაჰნავაზისა...
მოგზაური შარდენი სწორედ სულხანის ქორწილს ხომ არ აგვიწერს 1673წ. შაჰნავაზის სასახლეში: „დამპატიჟა მეფემ თავის ძმისწულის (დარეჯანის?) ქორწილში“ და სხვა... ამ დროს სულხანი მე-15წ. იქნებოდა. საქორწინოთ კი ეს ჰასაკი მაშინ ნორმალურად ითვლებოდა...
ამნაირად, სულხანის პირველი მეუღლე დარეჯან ბაგრატიონის ასული ყოფილა. გარდაცვლილა 1683წ., როცა 25 წლის სულხანი „სიბრძნე სიცრუის“ წიგნს ადგენდა97.
ხოლო მეორე ცოლი, ათაბაგის ასული თამარ ცოცხალი ყოფილა 1709 წელსაც და დაახლოვებით 1712 წელს გარდაცვლილა98.
ამ ოფიციალური დოკუმენტის შემდეგ, ცნობა სულხან ორბელიანის დაქვრივებისა 1698 წელს და იმავე მიზეზით მონასტერში შესვლა, გამოგონილ ამბად უნდა ჩაითვალოს.
ეჭვი არაა, ამ შეცდომის პირველშემქმნელს, თუ არა ობივატელურად, ფიზიოლოგიური ახსნით, სხვანაირად ვერც წარმოედგინა სულხანის თვითნებითი გაწირვა.
რა გულუბრყვილობაა!
სულხანი ხომ უბედური რომანის გმირი არ იყო, რომ ასკეტური დამორჩილებით შეესუმბუქებინა ხორციელი ტანჯვა!
სამწუხაროდ, ამ ეჭვაუღებელმა ცნობამ თავისი მოქალაქეობა კიდეც მოიპოვა...
მაშ რით აიხსნება სულხანის კატასტროფა? გამოწვეულია მისი სულიერი გარდაქმნა მართლაც რელიგიური განცდებით თუ ტრაღიკული წინააღმდეგობით?
ახალგაზრდობის სკეპსის შემდეგ მოულოდნელმა გარემოებამ დაადებინა ქურუმული აღთქმა და ბრმად დაემორჩილა რელიგიის ჰიპნოზს?
გადავხედოთ ჯერ ეპოქის დამოკიდებულებას რელიგიასთან, გავითვალისწინოთ მომენტები, როცა ქართველი დიდებულები პოლიტიკურ ასპარეზს სცვლიდნენ რელიგიურზე.
რით აიხსნებოდა ფეოდალურ საზოგადოებაში საშინელი ეპიდემია „შემონაზონებისა“, როცა საუკეთესო მხედრები, იმის მაგივრად რომ ბრძოლის ველზე გასულიყვნენ, უხვად ავსებდნენ მონასტრებს?
ეს დაუსრულებელი ლტოლვა უდაბნოებისა და მონასტრებისაკენ, რასაკვირველია, უმთავრესად რელიგიური მოტივებით აიხსნებოდა. მაგრამ გასათვალისწინებელია სხვა შემავალი მიზეზებიც:
რელიგიური და პოლიტიკური ინტერესებით, მეფის ანუ ფეოდალის ოჯახის ერთიწევრი (ხშირად უმცროსი წარმომადგენელი) ბავშობიდანვე მზადდებოდა საეკლესიო კარიერისათვის. 5-6წლიდან უკვე ხდებოდა ბავშის „შეწირვა“, ხოლო მონასტერში შესვლა კი დაახლოებით 14-16წლის ჰასაკში.
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სულხანს - ოჯახის პირმშოს - ეს ბედი თავიდანვე ჰქონდა აცდენილი99.
ქართულმა ისტორიამ არა ერთი მაგალითი იცის, როცა თვითონ მეფე ანუსხვა დიდებულები სიბერისას, ქრისტიანული ვნებით ესწრაფებოდენ მონასტრებს. სამხედრო დიდებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის შემდეგ, ისინი მწვავედ გრძნობდნენ „სოფლის ამაოებას“ და როგორც გავლილი სიცოცხლის მოსანანიებლად, ისე მომავალი ქრისტიანული ცხოვრების უზრუნველსაყოფად, მთელი არსებით, რელიგიურს ცხოვრებას ეძლეოდნენ.
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბერად შედგომისას სულხანი 39½წლის ვაჟკაცი იყო და ამ კატეგორიის ხალხს არ ეკუთვნოდა...
მესამე:
ვიცით აგრეთვე, როცა ბოროტი მკვლელი მამისა, ძმისა, ნათესავების - იმ ქვეყნიური „სასჯელის“ შიშით პორფირსა და ბისონს მონაზონის შავს კაბაზედ იცვლიდა, მაგრამ სულხანი ამ კომედიების პერსონაჟი არ ყოფილა.
მეოთხე:
ზოგი არა სრულიათ კლერიკალურად განწყობილი, მონასტერში შედიოდა ანგარებით, რათა საეკლესიო იერარქიაში ის დიდი კარიერა მოეპოვა, რაც მას სამოქალაქო ცხოვრების ასპარეზზე ვერ შეეძლო.
მაგრამ სულხანს, სახელმწიფოს პირველ ადამიანს, ამნაირი კარიერა არ სჭირდებოდა.
თუ მოვიგონებთ სულხანის პოლიტიკურს დრამას ერეკლე-ნაზარალიხანის მეფობაში, შეგვიძლიან კიდევ ვიკითხოთ:
- შემორიგებისას, ნაზარალიხანმა თავისი მეფობის სიმშვიდისათვის, ხომ არ აიძულა მეამბოხე სულხანი და არ ჩაამწყვდია იზოლიაციის მიზნით ცენტრიდან მოშორებულს უდაბნოში?
ასეთი პუნქტები სახელმწიფო დამნაშავისათვის ხომ ციხის როლს ასრულებდა?
მსგავსი მაგალითები, მართლაც, ხშირად ჰქონია პრაქტიკაში ბაგრატიონების დინასტიას.
მისი დამაჯერებელი კონკრეტული ცნობა მაინც არ მოგვეპოვება.
მაგრამსულხან ორბელიანის დროს იყო კიდევ მომენტები, როცა გზა „სასახლიდან მონასტრამდე“ არ იყო შორი...
ასეთი „მცირე მანძილი“ გამოწვეულია იმ ეპოქის მძიმე პოლიტიკური და ეკონომიური პირობებით.
რა საშინელია მართლაც ეს ხანა!..
საქართველოს პოლიტიკური ხერხემალი უკვე გადატეხილია... ძველი ქართული სახელმწიფო, დღეს დაყოფილისახანოებად დასაბეგლარბეგოებად,სანჯაყებად დასაფაშალიყოებად,სპარსეთისა და ოსმალეთის პოლიტიკურს ზონაშია მოქცეული...
ხალხს განაგებენ უზურპატორები, ტირანები, კონდოტიერები... მეფეები და მთავრები ქმნიან დაუსრულებელი ინტრიგების, განხეთქილების და შეთქმულობათა ქსელს...
ფეოდალთა მძარცველური ინსტინქტები, ეგოისტური ანგარიში, მოსყიდულ პრეტენდენტებისაგან გამოწვეული ანარქია, პარტიზანული ომები, მძიმე გადასახადები დამპყრობლებისა და საკუთარი დესპოტების, ტყვეებით ვაჭრობა, - ყოველივე ეს ჰქმნის აუტანელს პირობებს დაბალი ხალხისათვის.
მოსახლეობა აწყვეტილი. ქალაქები და სოფლები აყრილი. ტრადიციული მორალი შერყეული. უცხოელთა უზნეობა, გარყვნილება... ასეთი უნუგეშო მდგომარეობა, ძალაუნებურად ჰქმნიდა რელიგიურს ატმოსფერას, ხელს უწყობდა ქრისტიანულ მისტიციზმს, რაც ასეთი განწირულების დროს ყოველთვის მბრძანებლობდა...
ამ ატმოსფერაში ცხოვრობდა სულხან ორბელიანი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა ეგრძნო სამშობლოს ჭრილობები, უზურპატორებისაგან დევნა, კარისკაცთა ცბიერება, ვერაგობა, ხალხის ზნეობრივი გადაგვარება. ეს ტრაღიკული ეპიზოდი ქართული ისტორიისა ხომ ღრმად არის შეზრდილი სულხან-საბას ბიოგრაფიასთან...
ისტორიულმა გარემოებამსულხან ორბელიანს უფრო სასტიკი უიმედობის ბეჭედი დაასვა, ვიდრე სხვა მის თანამედროვეთ, რომელნიც ბოლოს მაინც პოულობდნენ გამოსავალს დეზერტირობით და ვოლონტიორობით ყაენის კარზე და ბრწყინვალე პორტაში.
ცხადია, ასეთ მძლავრსა და მონოლიტურს პიროვნებას ვერ შემუსრავდა ერთი ჭრილობა, ოჯახური ტრაგედია, მაგრამ თავისმა და ხალხის ყოველდღიურმა დევნამ, დაუმსახურებელმა დამცირებამ, ნაზარალიხანის ტირანიამ, ღირსების შეურაცყოფამ მოსტეხა და გმირულსულში გზა გაუხსნა ქრისტიანულ პესიმისტურ მსოფლმხედველობას.
და თუ სულხანმა სიჭაბუკეში ირონიით უპასუხა რელიგიას, დღეს გახდა ეკლესიის ერთგული აპოლოგეტი...
სულხან ორბელიანი გადაჰყვა საუკუნის გრძნობას და გახდა „ისტორიული მსხვერპლი“...
* * *
თავისი ასკეტური ცხოვრებისათვის სულხანმა აირჩია მკაცრი დავით გარეჯის ნათლისმცემელის უდაბნო - ეს ქართული თებაიდა - უწყლო ტრამალი100, მოხრეკილი კლდეები, ასპიტი, ყინვიანი, გაუსაძლისი სიცხით,სადაც შეგხვდებათ მხოლოთ ჯეირანი,და „გველთა სიმრავლე“. დაყუდებული ბერები - მემხოლოენი ცხოვრობდენ კლდის ნაპრალებში.
- „ზაფხულის სიცხემა და ზამთრის სიცივემა, დღე ღამეთა სიგრძე-სიმოკლემა და ჟამებმა,სოფლისა ამისსაცთურმა მრავალისარჯელი გაგვაწევინა“, - ჩივისსაბას უდაბნოსწინაძღვარი ონისიფორე მაჭუტაძე.
ბუნებისსიმკაცრესთან ერთად გარეჯის უდაბნო ყველაზედსაშიშარი ადგილი იყო გარეშე მტერთაგან. იმ ხანებში ლეკთა ურდოები საშინლათ იკლებდენ კახეთს.
- „ყოველდღე მახვილს ქვეშ ვართ“101, - ამბობს თანამედროვე.
ამიტომ ცხოვრება ისეთ განმარტოებულ ალაგას, როგორიც იყო დავით გარეჯა, მაშინ დიდ გაბედულებას წარმოადგენდა.
- „ძნიად შესაბედავი იყო ადგილი ეგე მტერთაგან“, - აკი ამბობს იგივე ონისიფორე102.
არ უნდა დავივიწყოთ აგრეთვე, რომ სულხანის შესვლის დროს, ნათლისცემლის მონასტერი გარეჯა ნგრევისა დაწარტყვენის სურათს წარმოადგენდა.
მას მერე, რაც შაჰაბაზმა (1616წ.) უდაბნოში ხმალი მოატარა, „აღარაფერი შენობა აღარ ყოფილიყო რასაყდრის მეტი და ისიც მოშლილი და დაქცეული“. 1690-იანწლებში, „როცა კახეთში მშვიდობა და შენობა ჩავარდნილიყო“, დაიწყო სარესტავრაციო „მუშაკობა მცირედ მცირედი“. ინტენსიური მშენებლობა კი მხოლოდ სულხანის შემდეგ წლებში განვითარდა.
„დიდი შრომა და გულმოდგინება დაედვათ, რაც ძალ ედვათ გაეახლათ მონასტერი და შენობა ჩაეგდოთ“, - ამბობს საბას კრებულის მოღვაწეობის შესახებ კახთა მეფე დავით 1710წელს103.
აღსანიშნავია, რომ საბამ აირჩია სწორედ უდაბნოური მონასტერი, რომლის წესდება ეგვიპტის და სირიის უდაბნოებიდან იყო გადმოტანილი. ამიტომ მისი რეჟიმი გაცილებით მკაცრი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი მონასტრებისა.
- „რამეთუ კეთილსა ცხოვრებასა აღასრულებდით ღამის თევითა, დაუცხრომელად ფსალმუნებითა გალობითა და შესხმითა სულიერითა.
არა რა იყო ნუგეშის საცემელი თქვენი ხორციელისა საზრდელისათვის მოსარეწელად“, - ეუბნებასაბას კრებულს მისი ეკლესიარხი არსენ ნინოწმინდელი104.
* * *
სულხანი მეუდაბნოე. განდეგილი.
შაჰნავაზის დიდებულ სასახლეში და ორბელიანთა პალატებში აღზრდილი კარისკაცი, დღეს ვიწროსა და ბნელს მღვიმეში ითმენს ყინვის სისასტიკეს და ზაფხულის მხურვალებას; ასრულებს სამონასტრო კანონებს, დისციპლინას, რიტუალს105...
შევუდგეთსაბას რელიგიურს ექსტაზს და დავინახავთ, რომ გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში ის პოლიტიკურს მღელვარებას არ დამალვია, და შემთხვევითი არა ყოფილა მისი მონტანისტური ღაღადება:
- „...აჰა, განვლო დღემან და ღამემან. აჰა,წარხდა მსგეფსი ერთი, თვე დაწელიწადი, - ამბობს საბა. - აჰა, მოიწია სიკვდილი, აჰა, შეგედვათ სნეულება ღვიძლთა ანუ ტვინთა, ანუ თირკმელთა და მობერა მომაკვდინებელმან ქარმან და იავარ იქმნა შენნისულითა მოსყიდული ნაანგარევნი სამოსლები და უნჯნი.
„ქრისტემან დადვასული თვისი და მოგიყიდათ სულითა თვისითა და მამისა თანა მიყვანება შენი ნებავს ძღვნად: შენ დასდევსული ქრისტესგან მოსყიდული სასყიდელად სამოსელთა და ვეცხლთა განქარებადთა და იგი დაუტევეთ ძღვნად ეშმაკთა.
„ნუ საყვარელნო, შეიწყალენით სულნი თქვენნი. მოწყალე ექმენით ჭაბუკობასა თქვენსა, რამე თუ სიკვდილი მოახლოებულ არს. ჯოჯოხეთი პირაშკმულ არს. ტარტაროზი განუძღომელ არს.
„ნუ მოისწრაფით ფართითა გზათა ზედა, რამეთუ მუნ მოგიყვანებთ, არამედ მოიქეცით და იწყეთ სინანული, ეძიეთ გზაჲ სწორად სავალი და ბჭე იწროჲ, რომელ არს სინანული, რომელი მიგიყვანებს სასუფეველსა ცათასა, სადა არნ წმინდანი ღვთისანი და ცოდვილნი მონანულნი და მოქცეულნი ცოდვათა მათგან, რომელ სუფევენ უკუნისამდე...“
ამ ასკეტური სინანულის შემდეგ, ჩვენთვის აღარ არის საკვირველი, როცა „სიბრძნე სიცრუის“ ავტორი, როგორც საეკლესიო ორატორი, გვიტოვებს ორმოცდა ექვს ქადაგებას.
წაიკითხეთ მიწის სიხარულით სავსე მისი არაკები, სადაც ცხოვრების ამდენი სიტკბოებაა, შემდეგ ეს ბნელი სქოლასტიური შემოქმედება ქრისტიანული პესიმიზმისა...
რა კონტრასტია, რა საოცარი გარდატეხა მომხდარა, რა გაორებაა!
„ქადაგებანი და მოძღვრებანი“ სადღესასწაულო რიგისაა, ასკეტურ-მისტიკური შინაარსის. - იგი შესანიშნავს ნიმუშს წარმოადგენს ქართული ჰომილეტიკური მწერლობისა, რომელიც ხელმეორედ აყვავდა XVIII საუკუნეში (ბესარიონ ორბელიშვილი, ნიკოლოზ რუსთველი, იობ ფიტარელი).
საბას ეკლესიური ორატორული შემოქმედება შეუსწავლელია და სრულიად უცნობი. ამასთანავე დიდმნიშვნელოვან მასალას შეიცავს იგი საბას ბიოგრაფიისათვის.
ზედმეტად არ მიგვიჩნია გავაცნოთ მკითხველს ამ თხზულების სათაურები:
სწავლანი მოძღვრებანი - შეიცავს ორმოცდა ექვს ქადაგებას დაცულია უნიცუმ ხელნაწერად.სიძვ. მუზ. №479. გადაწერილია ხუცურადსაბას ძმის ზოსიმეს მიერ მოსკოვში 1729წელს.
I სწავლა ეკლესიისათვის, თუ რაჲ არს შეკრება მუნ.
II ეკლესიასა შინა დუმილისათვის.
III „ - “
IV სწავლა აღსარებისათვის.
V სწავლაწმიდისა ზიარებისათვის.
VI ბზობისწინა კვირიაკესა, მამათმთავართა და მოთმინებისათვის.
VII შობისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დასიმდაბლისათვის.
VIII საუკუნისა ზედა შობისა.
IX ჯოჯოხეთისასატანჯველისათვის.
X მეორედ მოსვლისათვის.
XI აღდგომისათვის მკვდართასა.
XII სიკვდილის დღისათვის.
XIII უდროდ და უსარგებლოსინანულისათვის.
XIV სიყვარულისათვის.
XV გლახაკთ შეწყალებისათვის.
XVI უცხოთ მოყვარებისათვის და ვნებისათვის უფლისა.
XVII სტუმართ მოყვარეობისათვის ელიობასა.
XVIII ვეცხლის მოყვარებისათვის.
XIX უთმინოებისათვის.
XX ურჩებისათვის მარხვისა.
XXI შეგინებულთათვის.
XXII სნეულთა მიხედვისათვის.
XXIII სიმშვიდისათვის.
XXIV ქრისტეს ვნებისათვის და გლოვისათვისსულისა.
XXV ვნებისათვის და ადამის თანანადების გადახდისათვის.
XXVI ბზობას ამსოფლის დიდებისსიცუდისათვის.
XXVII ვნებისათვის უფლისა.
XXVIII იოსების გამოსყიდვისათვის.
XXIX ფეხთასაბანად მიპყრობისათვის და ამპარტავნებისათვის.
XXX დიდის ხუთშაბათისათვის.
XXXI ცოდვათა ზედა დაუდგრომლობისათვის.
XXXII ძვირის არა ხსენებისათვის.
XXXIII სასუფევლის დიდებისათვის.
XXXIV ყოვლადწმიდისა ჩვენისა მფარველობისათვის.
XXXV ღვთის ნიჭისა და ჩვენის უმადლობისათვის.
XXVI გიორგობის დღისა და ქართველების თათრობისათვის.
XXXVII ნათლისმცემლის შობისათვის.
XXXVIII წმ. მოციქულთა დღესასწაულისათვის.
XXXIX ფერისცვალებისათვის.
XL მიძინებისათვის ღთისმშობლისა.
XLI ნათლისმცემლის თავის მოკვეთისათვის დასიმთვრალისათვის.
XLII ნათლისმცემლის თავის პოვნისათვის.
XLIII უდაბნოს მყოფთა მისვლისათვის და მათთა ნუგეშინის მცემელთათვის ქადაგებაჲ.
XLIV მწყემსისათვის დასამწყოსა დამწყსისათვის.
XLV სიმთვრალისათვის.
XLVI ზვაობისაგან დაბნელებისა დასასწაულისა დაცემისა.
უდაბნოში განმარტოებამ ვერ წაშალა საბას პოლიტიკური პიროვნება. გარეჯის მღვიმეებშიც არ დამცხრალა მისი პოლიტიკური ვნება და მოღვაწეობა სახელმწიფოების მშვიდობიანობისათვის. შემდეგ ხომ ხანგრძლივადაც სტოვებს უდაბნოს და მიემგზავრება დიპლომატიური მისიით ჯერ სპარსეთში, შემდეგ რომსა და პარიზში.
ამიტომ გასაგებია, როცა, ულტრაკლერიკალურ მიმართულებასთან ერთად, საბას ქადაგებანი შეიცავენ ნაციონალ-პოლიტიკურ ტენდენციებსაც.
საილიუსტრაციოდ განვიხილოთ საბას ერთი რელიგიურ-პოლიტიკური ქადაგება ქართველების „თათრობისათვის“, სადაც ასე ცოცხლად მოჩანს მისი ინდივიდუალური, შეურიგებელი ბუნება და სადაც მოცემულია მისი პოლიტიკური და რელიგიური ფიქრები. ამ ქადაგებაში საბა გვევლინება როგორც მორალისტი და ტრიბუნი...
ცნობილია, რომ პოლიტიკური კარიერისათვის და უფლებების შესანარჩუნებლად ქართველი ფეოდალები არავითარ საშუალებას არა ზოგავდნენ. ერთი საშუალებათაგანი გამაჰმადიანების ეპიდემია იყო, რაც ეროვნებისათვის მაშინ ყველაფერს ნიშნავდა. რჯულის გამოცვლისათვის, გარდა დიდი ჯამაგირისა და მამულებისა, სპარსეთის კარი მათ აჯილდოებდა დიდ უფლებებითაც, რაც უმთავრესად ხალხის შესავიწროვებლად იყო მიმართული.
ამიერიდან რენეგატებს გახსნილი ჰქონდათ გზა ყოველგვარი მტარვალობისა. უმთავრესად მათი თარეშის ნაყოფია ქართული მოსახლეობის შემცირება XVII-XVIII საუკუნეებში, ქართველი ტყვეებით ვაჭრობა სტამბოლისა და ალჟირის ბაზრებზე და განადგურებული სოფლები, რომელთა კვალს დღესაც შეხვდებით მრავალგან106...
ვის შეეძლო, თუ არა ეპოქის დიდ ავტორიტეტს, ბრძოლა მათი ტირანიის წინააღმდეგ.
და აი, ვხედავთ: რელიგიური იარაღით, ენერგიული, მკაცრი სიტყვებით, საბა, როგორც მისივე უდაბნოს წმინდანი, სასტიკად ამხელს ახალ ეროდეებს.
ამ ქადაგებაში, რომლის ნაწილიც სანიმუშოთ მომყავს, გადმოცემულია სურათი XVIIს. ქართული ფეოდალური საზოგადოების დემორალიზაციისა: ეგოიზმი, სიხარბე, ცბიერება, უპრინციპობა:
„თქვენ წარხვალთ მცირედისა ნიჭისათვის, გინა მეზობელთა შურისათვის და ნებსით თვისით დაუტევებთ სჯულსა ქრისტესსა: ამისთვის გაყვედრებს მოსე გალობათა შინა და იტყვის: განსუქნა, განსხუა, განვრცნა და დაუტევა ღმერთი შემოქმედი თვისი.
„ვის დაუტეობთ და სადა წარხვალთ?
- ქრისტე თქვენთვის ზეცით გარდამოხდა და ჯვარს ეცვა და ჯოჯოხეთად შთახდა და მუნით აღმოგვიტაცნა, რა ზეცად აგიყვანნეს და შენ ევლტი ქრისტესსა, რათა სისხლითა მისითა მოსყიდულისული შენი ნებითა შენითა შთააგდო ჯოჯოხეთად...
„რასა ეტყვი მიზეზსა, ოდეს ქრისტე მოვიდეს განსჯად ცხოველთა და მკვდართა? რომლისა ჭირისა და იწროებისათვის უარყავით?
„უკეთუ იტყვით: გლახაკად ვიყავ ანუ სიმდიდრისა დავრდომილ, თვით მეუფე შენი და დამბადებელი ოქროსა და ვეცხლისა შენთვის ესრეთ დაგლახაკნა, ვეცხლისა ზედა განიყიდა, ნუგეშინსა გცემს: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა.
„იტყვი, მეზობელთა ყვედრება ვერ მოვითმინე და მტერნი მებრძოდენ: მან ჰურიათ ყვედრებაჲ და წარმართთა ბრძოლა შენთვის თავს იდვა და შენ სიტკბოთი გასწავებს: ნეტარ იყავნთ თქვენ, რისათვის გდევნიდენ და გყვედრიდენ და თქვან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქვენდა სიცრუით ჩემთვის.
„უკეთუ მიზეზსა იტყვი: სახლეულნი ჩემი სამკვიდროთაგან უმკვიდრო იქმნებოდა, ამისათვის გამცნებს: ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
„უკეთუ იტყვი: ფრიადი მოვითმინენ და ვერღარა თავს ვადვ: მითხარ მე, სხვა რათა მოითმინენ ესეთი, რომელ ჯოჯოხეთისა სატანჯველთა მსგავსი იყოს ანუ სასუფეველთა სიხარულისა დამვიწყებისთქუან: იტყვით, ორგულნო,წარვიდე და არა უარს ვყო ქრისტეს სახელი ყ˜დ, არა გაქვს ჭირი, არცა ტანჯვა ლხინსა და განცხრომათა შინა, უარ ჰყოფთ ქრისტესა და მერმე იტყვით: გულითა არ მიყოფიეს უარი, ოდენ ბაგითა ვთქუ, შევინანი.
„რაჲსა შეინანებ, უკეთუ ტანჯვა ვერ მოითმინენ და უარყავ და ჰყოფ სინანულსა, ესეცა ძნიად სათქმელ არს და უკეთუ არცა ტანჯვაჲ იყოს არცა შეკრვა, არცა გინება, არცა შიმშილი და რაღასთვის ინანი და ვითარი სინანული ეგე, ანუ გმობაჲ ეგე.
„ქრისტე ბრძანებს: რომელმან უარ მყოს წინაშე კაცთა, მეცა უარ ვყო წინაშე მამისა ზეცათასა, მაშინ რაიმესიტყვის მაგებელი გაქვს, ოი, ორგულო!
„იხილე რაჲ შენ მდიდრისა ვისიმე სამოსელი ბრწყინვალე, სტავრა ანუ ოქროქსოვილი, შურისაგან მისისა აღივსი და იწყი პირველად ანგარებაჲ - ანუ პარვაჲ ანუ ტაცებაჲ და დართი ცოდვაჲ ცოდვათა და უსჯულოებაჲ უსჯულოებათა და ნიჭისა რასათვის და მსოფლიოსა აგინე ქრისტეს სარწმუნოებაჲ და უგულებელს ჰყავ სასუფევლისა დიდებაჲ წარუვალი.
„ვაჲ, უგნურებასა თქვენსა, არა იცით, რამეთუ გვარი კაცისა უადვილეს არის შესამუსვრელად ვიდრეღა ჭიქა ღვინისა. და სიკვდილი უმახლობელს არს ვიდრეღა თვალთა და წამწამება და სოფლისა ამის დიდებაჲ უადვილესად განბნევადი არს ვიდრეღა ქარისა სისასტიკისაგან ბზე.
„მრავალნი მინახავნ მე მგმობარნი ქრისტესნი, ოდეს მოვიდიან ეკლესიად, იწყიან ლოცვად და ვედრებად და რეცა ქრისტიან ყოფად, ოდეს იხილონ უსჯულონი და წესსავე მათსავე ზედა მიიქციან.
„ამისათვის იტყვის მაცხოვარი: რომელი შეექცა ნათხევარსა თვისსა და ღორმან ინწობასანგორელსა თვისა.
„ერთი ვინმე უარს მყოფთანი მელიზღებოდა და მე ვარქუ: განმეშორე, შვილო ჯოჯოხეთისაომეთქი! ხოლო მან მომიგო და მრქვა: არა,ნუ იყოფინ. მე შვილი ვარსასუფევლისაო. მე ვკითხე ვითარ. მან მომიგო: ოდეს ქრისტე მოვალს მეორედ მოსლვის, უკეთუ იგი არის ძე ღვთისაჲ და მაცხოვარისოფლისა, ვაჩვენებ შუბლთა ჩემთა აღბეჭდილთა მით მირონისა მისისათა და უკეთუ მოჰმედი უდიდებულეს არს, ვაჩვენებსერსა მის საწინადაცვეთილებისასა და ანუ ერთი აღმიყვანს ზეცად ანუ მეორე და იცინოდა ფრიად...
„ვაი, უგუნურებაჲ ესეთი, კაცნო ცოდვითა აღსავსენო და უსჯულოებითა გარდამატებულნო!
„თქვენ უკეთუ მონათაგანი ვისმე წარგივიდეს და მიუვიდეს მტერთა თქვენთაგანსა, იხილე რაჲსა გულითა იქმნები მას ზედა, ანუ რაოდენნი მეხვაიშნენი აღადგინონ ვიდრე ხილვამდე პირისა შენისა და ვითარ სირცხვილეულ იყოს შენთანა: აწ შენ რაჲღა გიხმს მონისა შენისა, რომელმან თვით დამბადებელი შენი განარისხე და რომელმან შენთვის ჯვართა სიკვდილი დაითმინა, იგი უარ ჰყავ და შენ აწცა ორგულებ და არა ინანი, არა იცემ მკერდთა ორითვე მჯიღითა, არა განბან სარეცელთა შენთა ცრემლითა, არა ოხრავ და სულთქმავ დღე და ღამე...“107
საერთოდ,საბას ქადაგებანი და მოძღვრებანი, რომელიც ცალკე მკვლევარს მოელის, შესანიშნავი ძეგლია XVIIIსაუკუნის ქართულისაეკლესიო ორატორული ლიტერატურისა.
აქ ზედმეტად გამომჟღავნებულია საბას სტოიციზმი, ხოლო სქოლასტიკის მძიმე აპარატი მოწმობს მის დიდს ერუდიციას ღვთისმეტყველებაში...
საბას ეკლესიური შემოქმედება ცნობილია კიდევ შემდეგი თხზულებებით:
1. კონკორდანსი - კაპიტალური ნაშრომი: ბიბლიის პარალელური ადგილების კრებული - „სიმფონია“. - „პირდაპირ განსაცვიფრებელია, - ამბობს პროფ. კ. კეკელიძე, - კონკორდანსი ბიბლიისა; ადამიანი გაოცებას ეძლევა, როდესაც დაუფიქრდება, თუ როგორ შესძლო და მოახერხა საბამ იმ დროს შექმნა ისეთი შრომის, რომელიც კი არ ჩამოუვარდება ევროპიულ ენებზე დაწერილ კონკორდანსებს“108.
2. „სამოთხის კარი“.
3. „აღვიარება, რომელ არის ღმერთი ანსჯული“.
4. „საქრისტიანო მოძღვრება“, კათეხიზმო.
5. „წამებანი წინასწარმეტყველთაგანი“.
„ყველა უკანასკნელი ნაშრომი ლათინურიდან არიან გადმოთარგმნილ და მიზნად აქვთ შეათვისებინონ მკითხველს ელემენტარული მორალური დებულებანი კათოლიკობისა“109.
მაგრამ ვიდრე გადავიდოდეთ საბას კათოლიკობაზე, ჯერ პატარა ექსკურსი კათოლიციზმისთვის საქართველოში:
მსოფლიო ეკლესიის განაყოფის შემდეგ (XIს.) საქართველო სხვაზედ ადრე ანახლებს კავშირს რომის კათოლიკურ ეკლესიასთან.
XIIIს. პირველ ნახევარში რუსუდან დედოფალი პაპს ჰონორი III-ს ჰპირდება 40.000 ცხენოსანს ჯვაროსნებისათვის მისაშველებლად, მაგრამ სულ მალე იგივე დედოფალი ევედრება წმ. პეტრეს ტახტს დახმარებას მოულოდნელად შემოსეულ თათართა წინააღმდეგ.
ამ დღიდან ვიდრე რუსეთთან შეერთებამდის არ შეწყვეტილა ინტენსიური კავშირი რომსა და ტფილისს შორის. რომის მისიონი ენერგიულათ იბრძვის პაპის უზენაესი უფლების დასამყარებლად საქართველოში, ხოლო საქართველო თავის მხრივ კათოლიციზმში ეძებს არა მისი დოღმატების ჭეშმარიტებას, არამედ ღონიერსა ან კულტურულს მფარველს.
ჯერ კიდევ XIII საუკუნეში საქართველოში არსდება კათოლიკეთა ეპარქია, რომიდან იგზავნება პაპის ლეგატები,სხვა დასხვა ორდენების მისიონერთა ლეგიონები (დომინიკანელები, ფრანჩისკანელები, თეათინელები, კაფუცინები), რომელნიც მართავენ სკოლებს110, ჰბეჭდავენ წიგნებს (პირველი ქართული წიგნი იბეჭდება რომში 1625წ.), ხსნიან საავადმყოფოებს. ამნაირად იგინი თავისი კულტურით და პრაქტიკული საქმიანობით აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენენ მოსახლეობისათვის. მისიონერები აგრეთვე ამტკიცებენ კულტურულს კავშირს ევროპასთან და ხდებიან პიონერები ევროპეიზაციისა.
მისიონერთა დღიურებით, მოხსენებებით, აღწერებით (პიეტრა დელა ვალა, ვერიჩელი, სილო, პეტრე ავიტაბილე, კლემენტე გალანო დასხ.) ძველი ევროპა ეცნობა საქართველოს. კათოლიკობა და ევროპიელობა საქართველოში თანდათან სინონიმი ხდება111.
მისიონის მუშაობა განსაკუთრებით XVIIIს. პირველ ნახევარში ხდება ინტენსიური. მას ხელს უწყობს საქართველოს მძიმე მდგომარეობა. ამ დროს ძველი პოლიტიკური ტრადიციით კვლავ დგება მესიანისტური იდეა ევროპისაგან დახმარებისა.
რომის ორიენტაცია მტკიცეთ იკიდებს ფეხს ქართულს პოლიტიკურს წრეებში, და საკითხიც ქართული ეკლესიის შეერთებისა უკვე კონკრეტულათ არის დამდგარი. ამით ქართულს მთავრობას სურს მიიმხროს პაპი, ხოლო მისი საშუალებით კი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები. ეს საკითხი რადიკალურათ დგას გიორგი XI-ის და შემდეგ ვახტანგ VI-ის დროს. ვახტანგის მთავრობის მოღვაწეა სულხან-საბა ორბელიანი. მისი პოლიტიკური იდეა არის ქართული ეკლესიის შეერთება რომთან, რითაც შესაძლებელი გახდებოდა საქართველოს განთავისუფლება სპარსეთისა და ოსმალეთის მუდმივი ოკუპაციისაგან. ამიტომ საკითხისაბას კათოლიკობისა უმთავრესად პოლიტიკური მოტივებით უნდა აიხსნებოდეს და არა ვიწრო რელიგიური განცდებით.
ჩვენ ვიცით, რომ გიორგი XI-ს გაცხოველებული მოლაპარაკება ჰქონდა გამართული პაპთან112 და რომ გზის სიძნელის მიზეზები არა, შესაძლოა, სულხან-საბას 1713 წელზე ადრევე ენახა ვატიკანი და ვერსალი113...
მაგრამ ქართული სამღვდელოება სასტიკ წინააღმდეგობას უწევს უნიას, პაპის თეოკრატიულ იდეალების განხორციელებას და ტერორს უცხადებს თვით მეფეს, უნიატებს,პროზელიტებს და ყოველივე კათოლიკურ ტენდენციებს. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდგან საქართველოსთვის სამუდამოდ იცვლება პოლიტიკური ორიენტაცია და კათოლიკური მოძრაობაც საქართველოში შესამჩნევად ნელდება...114 [ანტონ I-ის ისტორია]
ცხადია, სამღვდელოება არც სქიზმატიკოს საბას დაზოგავდა. მით უმეტეს, რომ საბას, როგორც დიდ სახელმწიფო ავტორიტეტს, შეეძლო უნიის მოხდენა.
ამიტომ გასაგებია ორტოდოქსიის მკაცრი სიძულვილი საბასადმი. მისმა ტერორმა საბას სახელი გახადა „საბა სრობელი“115, ხოლო ქართულ მატიანესათვის დიდი ისტორიული პიროვნება - ანონიმათ აქცია.
კონფესიონალურ წრეების ანტაგონიზმს საბასადმი, მშვენივრათ გამოხატავს ანტონ კათალიკოზის სიტყვები:
„საბას არ ვაქებ, ამად ვითარმედ ესე
ეკლესიასა წმიდასა მტერ განუდგა,
წინააღმდგომ, მებრძოლ ექმნა ჭეშმარიტებას,
სამოთხის კარნი, გარნა ჯოჯოხეთის ბჭე,
აღწერა სულთა წარწყმედად, თვითცა წარწყმდა“...116
აქედან ჩანს, რომსაბა არა მარტო განუდგა აღმოსავლეთის ეკლესიას, მისი სასტიკი მტერი და მებრძოლიც გახდა („წინააღმდგომ, მებრძოლ ექმნა ჭეშმარიტებას“).
ანტონის სიტყვების სინამდვილეს ადასტურებს ზემოთ და სახელებული ოთხი წიგნი, რომელიც საბას ზოგი შეუდგენია, ზოგი უთარგმნია კათოლიციზმის დოღმატების სააგიტაციოთ მართლმადიდებელი ეკლესიისა საწინააღმდეგოთ.საბა პრინციპიალური კათოლიკეა. რომში მას მოპოებული აქვს შეურყეველი რეპუტაცია „ძლიერ მტკიცის“ და „მეტად ერთგული კათოლიკის“ 117.
„დიდი სასოება აქვს კათოლიკე სარწმუნოებისა“, - სწერენ პარიზში118. პაპი კლემენტე XI აღნიშნავს, რომ საბამ „მრავალნაირი დაწარჩინებული ნიშნები უჩვენა მხურვალებისა“119.
როდის მიიღო საბამ კათოლიკობა?
ჩვენ გვაქვს ორი დათარიღება ამ აქტისა. 1687წ. პატრი ჯუსტინო ლივორნელი ტფილისიდან აცნობებს რომს: „გაკათოლიკდა ბატონი სულხან, შვილი დიდი მინისტრისა, ბიძაშვილი მეფისა, რომელიც არის უკეთილშობილესი ქართველი ყაფლანიშვილი; თუ კეთილ ინებებს თქვენი უმაღლესობა, ნახავს, რასათნო საქმე ჰქმნა ამან; თვით შეასწორა „საქრისტიანო მოძღვრება“, რომელიც მე ვთარგმნე; ამან მიიღო კათოლიკობა 1687 წელს“120.
მეორე ცნობის თანახმად კი, კათოლიკობაზედ გადასულა 1692წელს121. ამ თარიღს დაახლოვებით ადასტურებს ტოსკანას მისიონერთა არქივის ერთი დოკუმენტიც122.
ჩვენის აზრით,საბამ აღიარა რომის ეკლესიის ორიენტაცია 1692 წელს, ეს ცნობა მით უფრო სანდოა, რომ იგი, როგორც სჩანს, საბას მიერ უნდა იყოს გადაცემული123.
მაგრამ, როგორც ირკვევა, ევროპაში წასვლამდე საბა ყოფილა ნომინალური კათოლიკე. იგი ფარულად აღიარებდა კათოლიციზმს ისე, როგორც მეფენი და ზოგი ფეოდალები...
ხოლოსან-ბაზილის მონასტერში საბას მიერ კათოლიკეთა აღსარების თქმა ჩვენ უნდა მივიღოთ, როგორც კანონიზაცია კათოლიციზმში გადასვლისა124.
ამ მოსაზრებას ვასაბუთებთ შემდეგი ფაქტებით:
ევროპაში წასვლამდე ჩვენ არ მოგვეპოება არავითარი მასალები კათოლიკესაბას მოღვაწეობისა და მისი აქტიური ურთიერთობის შესახებ რომთან, გარდა ერთი ეპისტოლესი, რომლითაც 1709წ. 15 აგვისტოს მიჰმართა კლემენტე XI-ს125. ბასილის ორდენის წევრადაც საბა მხოლოდ 1713 წლიდან იხსენიება.
მეორე: მის მიერ შედგენილი კათოლიკური ლიტერატურა განსაკუთრებით ევროპიდან მობრუნების შემდეგ წლებს ეკუთვნის...
კათოლიკე საბა წმ. ბასილის ორდენს ეკუთვნოდა.
პაპი კლემენტე XI, რომის პროპაგანდა, კარდინალები და თვით ვახტანგ VI-ც საბას უწოდებენ „ბასილიანს“, „ბასილის ორდენის მონოზანს“ 126.
„ბასილიანათ“ აღიარებს საბაც თავის თავს127.
საგულისხმოა, რომ, ევროპაში ყოფნის დროს,საბამ კათოლიკეთა აღსარება წარმოსთქვა სანბაზილის მონასტერში.
მაგრამ საბა ორდენის უბრალო წევრი არ არის. რომის ეკლესიის იერარქიაში მას აქვს მინიჭებული ხარისხი აბატის, „ბასილიანთ უფროსის“128.
რომის ეკლესიის ისტორიაში საბა შევა როგორც დიდი მისიონერი და მოციქული კათოლიციზმისა, რისთვისაც ამდენი მოწამებრივი ღვაწლი გასწია.
როგორც რიშარის სიტყვებიდანაც ჩანს, თვით 1713 წლამდე საბას დიდი მოღვაწეობა ჰქონია გაწეული მისიონის წინაშე129.
რომში ჩასული საბა, პაპს კლემენტე XI-ს და ლიუდოვიკე XIV-ს ჰპირდება საქართველოს გარდა, კათოლიკობაზედ მოაქციოს აფხაზეთი, ჩერქეზეთი და სხვა წვრილი ერები კავკასიისა:
„მე ვუჩვენებ იმპერატორს, -სწერს იგი პაპს, - თუ რაოდენად ადვილია კათოლიკედ მოქცევა მთელის ოცდა ოთხის პროვინციისა, რომლებიც სავსე არიან ერით და ეგრეთვე ბევრს მეზობელ სამთავროებსაც, რომლებიც წარმართობას მისცემიან.
„აი, მხოლოდ ამ ერის ცხონების გამოა, რომ მე ვიკისრე ეს დიდი მოგზაურობა, მოველ და ვემხობი ეკლესიის პირმშო შვილის ფერხთა წინაშე“130.
ხოლო რომში სწერენ:
„დიდი სასოება აქვს კათოლიკე სარწმუნოებისა და უნდა მიაღებინოს ეს სარწმუნოება თავისი ქვეყნის მთელს ერს, რომელიც რომისაგან გაყრილია. თვითონ 22 წელიწადია, რაც კათოლიკობა მიიღო და შემდგომ გახდა მონაზონი, რათა უფრო თავისუფლად იღვაწოს შეერთებისათვის, ამიტომაც იმ სიშორიდამ მოვიდა საფრანგეთს, რომ მოიპოვოს მისიონერები.სამეგრელოს პატრიარქი, რომელიც იმავე დროს პატრიარქია აფხაზებისა, იმერლებისა, გურულებისა, იმავე აზრით მას მიემხრო“.
ევროპიდან წამოსვლისას, თან გამოყოლილს კაფუცინ მისიონერებს პაპი ავედრებს:
„თანახმად შენის ნატვრისა და თხოვნისა, გადავწყვიტეთ გამოვგზავნოთ ამ მოკლე ხანში მოციქულებრივი მისიონერები მაგ მხარეს (საქართველოში). თუმცა დიდად დარწმუნებულები ვართ შენს მხურვალებაზე, რომლისაც მრავალნაირი და წარჩინებული ნიშნები გვიჩვენე ამ ბრწყინვალე ქალაქში ყოფნის დროს და მზათ ხარ შეეწიო, მაინც კი კვალად და კვალად დიდის თხოვნით დაგავედრებთ მათ, რათა შენის გულკეთილობის ნაყოფი უჩვენო და შენი ძლიერი მფარველობა არ მოაკლო...“132
მხურვალე კათოლიკე საბაც უპასუხებდა:
„ჩემი საქმე და ჩემის ქვეყნისა გამიშვია და უწინ უნდა მოციქულების (მისიონერების) საქმე ვინაღვლო, მერმე ჩემ თემს წავიდე“-ო133.
საქართველოში დაბრუნებისას, საბა ენერგიულ აგიტაციას განაგრძობდა კათოლიციზმისათვის. პროპაგანდის ერთი მოხსენების მიხედვით, „საბამ კათოლიკობაზე მოაქცია ყველა თავისი სახლობა და თავისი უკეთილშობილესი და უმრავლესი გვარეულობა“134.
მაგრამ არც ქართველ სამღვდელოებას გამოუჩენია პასსიობა და ლათინოფილ საბასთვის საშინელი დევნა აუტეხია. მისიონერი დელლა როკა სწერს პროპაგანდას, რომ საბას „ბევრი შეურაცყოფა და შეწუხება მიაყენეს კათოლიკე სარწმუნოების მტკიცედ ასრულების გამო“135. ვატიკანის საბუთებიდანაც ჩანს, რომ ევროპიდგან დაბრუნებულს საბაზედ „ქართველობა ძალიან განრისხებულა“136.
საბა თვითონვე გადმოგვცემს სამღვდელოების მიერ ატეხილ სისასტიკეს:
„ქართველნი ეპისკოპოსნი და სამღვდელონი ჩემს წასვლისათვის გამიმტერდნენ და ასე შეკრეს ყოველი ჩემი ნათესავი და მოყვარე და მეფე და დარბაისელნი, ვერავინ შემომეწია ვალის მიცემას.
მერმე სამღდელოთ შფოთი აღძრეს ჩემზე. კრება და ბოროტის ქნა მოინდომეს, მაგრამ მეფე [იასე] ვერ აიყოლიეს137.სამი თვე კიდევ იბატონა და მერმე მეფე ბაქარ დაჯდა მეფედ. ვისთვისაც ესეოდენი ჭირი მენახა და ვისაც მეფობას ვსცდილობდი, 15 წლისა იყო. მცხეთას მოატყუეს. ჩემი სიყვარული და სამსახური სრულ დაავიწყეს. კრება მიყვეს და წმიდის პაპის გინება მომიდვეს.
მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავი და მრავალი ავი მომინდომეს, მაგრამ ღმერთმან ყოვლისაგან დაგვისხნა. მეფემაც პატივი მოგვაპყრა და მათი ვერაგობაც გაცუდდა. ვახტანგ მეფეს სმენოდა, დიდად სწყენოდა და ყველანი დაეტუქსა“138...
ამ ფაქტების შემდეგსაეჭვო ხდება პლ. იოსელიანის, პროფ. ალ. ცაგარელის და პროფ. კორნ. კეკელიძის ცნობა, თითქოს, სიკვდილის წინ, რუსეთში, საბას უარეყოს კათოლიკობა და მართლმადიდებლობის წიაღში დაბრუნებულიყოს139.
რაზეა დამყარებული მათი ცნობა, არ ვიცით.
![]() |
5 თავი IV საბა - ვახტანგ VI-ის აღმზრდელი. საბა - დიპლომატი. მოგზაურობა ევროპაში |
▲ზევით დაბრუნება |
„ქილილა და დამანას“ შესავალიდან ვიცით, რომ საბა „ვახტანგ მეფის ბიძად და გამზრდელად წოდებული და დიდად საყვარელი იყო“140.
მისიონერი ჯუსტინო ლივორნელი რომში გაგზავნილს მოხსენებაში სწერს, რომ საბამ „აღზარდა ვახტანგი და მისი სახლობა და ისე უყვართ, როგორც საკუთარი მამა“141. ამ საბუთიდან ისიც ირკვევა, რომსაბას აგრეთვე აღუზრდია ჩერქეზთ ბატონის ასული დედოფალი რუსუდანიც - ცნობილი მეცენატი XVIII საუკუნის ქართულ ლიტერატურისა142.
როგორც ჩანს, მეფესა და დედოფალს სულხან-საბა მართლაც მამობრივი სიყვარულით ჰყვარებიათ. საბასადმი ვახტანგის წერილებში არ არის უჩვეულო ასეთი მიმართვები: „დიდათ საყვარელო, ჩემო ბატონო ბიძავ“, ან „დავშთები მარად, როგორც აქამდე ვიყავი, ჩემი ყოვლად საყვარელი, ბატონის ბიძის უმდაბლესი დისწული აქამდე ვიყავი, ჩემი ყოვლადსაყვარელი, ბატონის ბიძის უმდაბლესი დისწული (ანუ ძმისწული)“ დასხვ.143
მოვიგონოთ გულის აღმძვრელი სურათი ქ. გორიდან საბას ევროპაში გამგზავრებისა. მისიონერი რიშარი აგვიწერს, თუ განშორების ამბავმა რა მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა დედოფალზე და საერთოდ სამეფო კარზედ:
„შეიტყეს თუ არა საბას მხლებლებმა მისი განზრახვა, მაშინვე აცნობეს დედოფალს, რომელმაც სისწრაფით ოცდაათზე მეტი შიკრიკი გამოუგზავნა და აგრედვე ის ბატონები მამულებისა, სადაც უნდა გაგვევლო. დედოფლისა, ახალგაზრდა ბაქარისა (ვახტანგის მემკვიდრის) და ზოგიერთი აფიცრების წერილებმა გული მეტად აუჩვილა ამ თავადს. იგინი უცხადებდენ, რომ დედოფალმა რა შეიტყო თქვენის წასვლის ამბავი, მეტის ტირილით სიკვდილის პირად არისო. თავადმა ყველა ანუგეშა, მალე დავბრუნდებიო და განვაგრძეთ ჩვენი მგზავრობა“144.
მეტად საინტერესო პიროვნებაა საბას მოწაფე: მეფე, პოეტი, მეცნიერი. იგი ნამდვილი მარკ ავრელიუსია ქართულ სინამდვილეში...
მატიანე მას უწოდებს „ბრძენსა“ და „ცოდნის მოყვარეს“.
თვით ვახტანგი ამბობს:
„არ ვიყავ სრულად უცოდნი, ვიცოდი ენა მძიმები.
მეკითხა წიგნი საღვთო დასაერო - ამას წინები“145.
დავით გურამიშვილი ადარებს იოანე დამასკელს146, ხოლო თანამედროვე ევროპიელი რეჯინალდო ასე ახასიათებს ვახტანგს: „ეს ბატონი მთავარი საკმაოდ მაღალ ნიჭიერია და სწავლის მოყვარე. უკანასკნელ დროებში ძალიან დაგვიახლოვდა იმის გამო, რომ უფროსი პატრი ასტრონომიის გაკვეთილებს აძლევს, ისიც კარგად ითვისებს და ძალიან კმაყოფილიცაა“147.
ვახტანგ მეექვსე, თუმცა შესაფერ პოლიტიკურ ტაქტსა და შორმჭვრეტელობას მოკლებული, მთავარი ორგანიზატორია ეროვნული აღორძინებისა, რომელსაც „ვერცხლის ხანა“ ეწოდება.
ამ მხრივ მეფე-მეცენატის ისტორიული როლი მეტათ დიდია...
ვახტანგის სახელმწიფო მოღვაწეობიდან ცნობილია: ვრცელი საკოდიფიკაციო შრომა „ვახტანგის კანონები“, რისთვისაც მან მიიღო სახელი სჯულმდებელისა; ქართულ მატიანეების შემოკრეფა და შევსება, რაც საფუძვლათ დაედო ქართულ ისტორიოგრაფიას148; სახელმწიფო შემოსავალის და სამეფო კარის გარიგება: „დასტურლამალი“; „ქილილა და დამანას“ თარგმანი სპარსულიდამ და ტფილისში სტამბის გამართვა, სადაც 1709წელს პირველათ დაიბეჭდა „ვეფხის ტყაოსანი“ თავისი კომენტარიებით.
მის მეფობას ეკუთვნის აგრეთვე მნიშვნელოვანი სამეურნეო მიღწევები. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რომ თავისი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით იგი ანხორციელებს ჰუმანიური აღმზრდელის აღთქმებს: ვახტანგის პოლიტიკური და კულტურული რეფორმების მამოძრავებელი და შთამგონებელი არის მისი აღმზრდელი სულან-საბა ორბელიანი, რომლის ნაყოფიერ გავლენას განიცდის მეფის თითეული ინიციატივა.
განსაკუთრებით ვახტანგის მეფობის პირველ პერიოდში (1703-1712წ.) შეურყეველი უნდა ყოფილიყო საბას სახელმწიფოებრივი ავტორიტეტი; საბა განაგებდა დინასტიის პრაქტიკულ პოლიტიკას; ანალოგიურათ იგი იმდენათვე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, როგორც XVII საუკუნის საფრანგეთისათვის რიშელჲე და მაზარინი...
ვახტანგთან ერთად, ვიდრე უკანასკნელი ქართლის გამგებლობას მიიღებდა, სულხანს უნდა განეცადა ის საშინელი ტერორიც, რომელსაც ნაზარალი-ხანი და ფეოდალების სპარსული პარტია მიჰმართავდა ვახტანგ ბატონიშვილის წინააღმდეგ. საბას უნდა გაეზიარებინა ნაწილობრივ ვახტანგის დაუდგრომელი ცხოვრება საქართველოს მიყრუებულს კუთხეებში [ბორჯომის ხეობა, სამცხეში - ლოგათხევი, ახალდაბა, ხარაგეული და სხვ.]149.
მაგრამ ტახტისათვის მომწიფებულ მემკვიდრის ბედმაც ამოანათა და ეს დღეებიც უნდა შეცვლილიყო...
სპარსეთში ჩასულმა გიორგი მეფემ, ყაენის რისხვის მაგიერ, მიიღო ერანის სპასალარობა. ზედიზედ სასტიკად დაამარცხა აჯანყებული ავღანები, ბულუჯნი და მით იხსნა დასუსტებული იმპერია სირცხვილისაგან. სეფევიდების უკანასკნელმა წარმომადგენელმა სულთან-ჰუსეინმა თუმცა გიორგის ტახტი დაუბრუნა, მაგრამ სპარსეთის გართულებულ საქმეების გამო ქართლში აღარ გამოუშვა და მადლობა ყანდაარის ბეგლარბეგობის, აილათის და გირიშკის პროვინციების მინიჭებით გადაუხადა...
ავღანისტანის აჯანყების ჩაქრობაში თავი ისახელა გიორგის ძმამ, ლევან ბატონიშვილმაც (ვახტანგის მამამ). ყაენმა იგი ერანის მსაჯულ-თუხუცესათ დანიშნა, მის უფროს ვაჟს კი, გმირს ქაიხოსროს, ისპაჰანის ტარუღობა უბოძა. გიორგიმ და ლევანმა ისარგებლეს ყაენის ფავორით და შესთხოვეს ვახტანგის ქართლში დაბრუნება. ყაენმა დაუყონებლივ აუსრულა სათხოვარი და მოსწერა ნაზარალიხანს. უკანასკნელმა სურვილის უნებურათ პატივით დააბრუნა ვახტანგი მალე, რომელმაც 1703 წელს ქართლის გამგებლობაც მიიღო.
ამ დღიდან ისევ ახლდება საბას სახელმწიფოსამსახური. ნაზარალიხანის ტირანიით, ფეოდალების ინტრიგებითა და სპარსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განადგურებული საქართველო ახალი მთავრობისაგან მოითხოვდა დაუშრეტელს ენერგიას ეკონომიურ და კულტურულ რესტავრაციისათვის.
მაგრამ ჭაბუკი გამოუცდელი მეფე, თუმცა შესაფერათ გაწვრთნილი სახელმწიფო საქმეებისათვის, ვერ შესძლებდა ეროვნული აღორძინების შეკავშირებას თავის სახელთან, რომ მის აღმზრდელს, გამოცდილ პოლიტიკოსს და პირველ სახელმწიფოებრივ ადამიანს, არ დაეთმო დავით გარეჯის ბნელი თაღები და არ გამოსულიყო ოფიციოზურ სცენაზე - რეგენტის როლში...
ჩვენ ვიცით ძლიერება ამ ხანმოკლე მეფობისა, რომელსაც მართავდა საბას ერთგული და გამოცდილი ხელი150.
სამეურნეო გადახალისებანი. ლიტერატურული, ისტორიული, გეოგრაფიული და იურიდიული ნაშთები გვიმტკიცებენ ამ აღორძინების გრანდიოზულობას...
მაგრამ ხანგრძლივი არ გამოდგა ვახტანგის მეფობა. ქაიხოსრო I-ის, ქართლის ნომინალური მეფის (რომლის მოადგილეთ ვახტანგი ითვლებოდა 1709-1711) სიკვდილის შემდეგ ყანდაარში, ვახტანგმა თავისი ერთგულობის დასადასტურებლათ სჲუზერენისადმი, აუდიენცია მოსთხოვა ყაენს და საბას თანხლებით წარუდგა 1712 წელს.
ყაენმა თუმცა პატივით მიიღო, მაგრამ ქართულ ოპოზიციურ ელემენტების და სჯულის წინამძღვარ ომართა შეჩენით, ვახტანგს ისლამზედ გადასვლა მოსთხოვა („თათრობა შემოკვეთა“), რაზედაც გადაწყვეტილი უარი მიიღო. მაშინ ყაენმა ქართლი მისცა გამაჰმადიანებულს იასეს (ვახტანგის ძმას), ხოლო ვახტანგი „გაათახსირა“ და პატიმრათ წარგზავნა ქირმანს,სადაც უგვირგვინო მეფესანსკრიტულ ეპოსის „ქილილა და დამანას“ თარგმანს შეუდგა.
ამიერიდან განახლებული ქართლი ისევ სამოქალაქო ბრძოლების თეატრი ხდებოდა, ხოლო შორეულს ქირმანში მყოფი ვახტანგი, რომლის „ჭირი ქვას დაადნობდა, ჰქონებოდა“, გამზრდელის გულის საგმირათ მოსთქვამდა:
„ღამესა ვარ უნათლოსა, მივემგზავსე მე მასწოსა;
ალსა ვზივარ ცეცხლისასა,სანამ გაქრეს, უნდა მწოსა“...
„ჩემნო გულის მემტკივარნო, იწუხეთ და ჩემთვის ახეთ!“151
მაგრამ მეფის „გულის მემტკივარი“-ს პოლიტიკური თვალი ვახტანგის დახსნისათვის მიმართული იყო ვერსალისა და კათოლიკურ იტალიისკენ.
საბას დიპლომატიური მოღვაწეობა, რომელსაც უმთავრესად სიცოცხლის უკანასკნელი წლები შესწირა, მხოლოთ ევროპაში შესრულებული მისიით არის ცნობილი. მაგრამ როგორც ირკვევა, სადესპანო დავალებანი მას სხვა დროსაც ჰქონია მინდობილი.
მაგალითად, სპარსეთის კარზედ:
„მცირე უწყების“ ავტორის გადმოცემით, „საბა ფრიად დაშურა მეფეთა მსახურებისათვის ისპაანს, ყეენთან წასვლით“152.
თუ აქ ვახტანგის 1712წ. ექსპედიციაში მონაწილეობა არ არის ნაგულისხმევი, რაც საეჭვოა ჩემი მოსაზრებით, მაშინ „მცირე უწყების“ მიერ დასახელებული ფაქტი, ვახტანგის მეფობის პირველ პერიოდს, სახელდობრ, 1703-1711 წლებს უნდა მივაკუთვნოთ.
ჩვენ ვიცით აგრეთვე მეორე ეპიზოდი სულხანის დიპლომატიური მოღვაწეობისა, როცა სულხან-საბამ, ქაიხოსრო მეფის დავალებით, 1711წ. რომელიღაც დიდი სახელმწიფო საქმე შეასრულა:
„1711წ დეკემბრის 10-ს წავიდა [საბა] ხვარასანს, მეფე ქაიხოსროს ეხმო და ფებერვლის 11-ს გამოისტუმრა მრავლის ნიჭითა“153.
ყოველ შემთხვევაში, ევროპაში წასვლამდე საბას დიპლომატიური კარიერა პოპულიარული ყოფილა.
მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტი ამ მოღვაწეობისა მაინც არის საბას დიპლომატიური მისია ლიუდოვიკე XIV-ის და პაპის კლემენტე XI-ის კარზედ...
როგორც ზემოთ ვამბობდით, საქართველოს ურთიერთობა დასავლეთ ევროპასთან ჯერ კიდევ ჯვაროსნობის იდეის გარშემო აღორძინდა. მთავარი მომენტები ამ კულტურულ პროცესისა ხასიათდებოდა არა მარტო საეკლესიო, არამედ დიდი პრატიკული ინტერესებითაც. ეს კავშირი თუმცა სპორადიული იყო, მაინც დასავლეთ ევროპის ცხოვრების ფორმები, კულტურულ-პოლიტიკური აზრები თანდათან იჭრებოდა ჩვენში...
ჯერ კიდევ საშუალო საუკუნეებში, გენუელ კომერსანტების გარდა, მასიურად ჩამოსული ევროპის სავაჭრო აგენტები, ტეხნიკოსები, ოსტატები, მისიონერები იყვნენ პირველი კოლონიზატორები ევროპეიზაციისა საქართველოში. მათ შემოჰქონდათ ტეხნიკა, კაპიტალი, კულტურა...154
არა ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდათ ამსაქმეში ქართველ დიპლომატებს და დელეგაციებს, რომელნიც იგზავნებოდნენ: რომში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰუნგრეთში და სხ.
ბიზანტიის დამხობის შემდეგ, კულტურულ ცენტრებს დაშორებული საქართველო, მიუხედავათ სპარსეთ-ოსმალეთისგან საშინელი იზოლიაციისა და დეპრესიისა,მაინც ამტკიცებდა ამ კავშირს, რომელიც ტფილისის მმართველ წრეებისათვის თანდათან მესსიანისტურ სახეს იღებდა.
განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ კავშირს XVIII საუკუნეში. მაგრამ გეოგრაფიული სიშორე და ამავე დროს ევროპის სახელმწიფოებისათვის წინააზიისა და კერძოდ საქართველოში ამ დროს რეალურ ინტერესების უქონლობა შეუძლებლად ხდიდა ჯერჯერობით უშუალო კავშირის გაბმას ტფილისიდან დასავლეთის ევროპის ცენტრებთან და ამიტომაც ქართველ მოწინავე პირთა მიდრეკილება ევროპის კულტურისაკენ ვერ პოულობდა ამ დროს შესაფერ პირობებს თავის განსავითარებლად და ვერც შესაფერ გამოძახილს პოულობდა ადგილობრივ საქართველოში155.
საუკუნეთა სიგრძეზე, საქართველო მაინც არ ჰკარგავდა ეფემერულ იმედებს:
- „გვგონია და კიდევაც ვხედავთ, რომ ამიერიდან დასავლეთის მზე უკვე იწყობს დედამიწის მთელი დანარჩენი ნაწილის მოფენას თავისი დამაბრმავებელი ბრწყინვალებით,“ - ასე სწერდა მეფე კონსტანტინე, ბიზანტიის დამხობის შემდეგ, იზაბელა კასტილიელს.
- ხოლო სულხან-საბამ ვერსალში ასე მიჰმართა ლიუდოვიკე XIV-ს: „დიდებულო მეფეო, თქვენი ხელმწიფება შეიქმნა მეფეთა შემწე და სარწმუნოების მფარველი თვით იმ დაშორებულ ადგილებშიც, როგორიც არის ჩვენი ქვეყანა“156.
სწორედ ეს მესსიანისტური „მეფეთა შემწეობა“ დასავლეთის კეისრისა აიმედებდა XVIII საუკუნის პირველი ნახევრისსახელმწიფო მოღვაწეებს: საბას და ვახტანგს157.
საბას სიტყვებიდანვე სჩანს, რომ სპარსეთში ვახტანგი დამოუკიდებლად მოელაპარაკა ფრანგ მისიონერს რიშარს ევროპის დახმარების ცდის შესახებ: „ჩემთან უფალი მუსუ რიშარი ღვდელი არის, რომ ქართლიდამ ამან მომიყვანა. რა ვახტანგ ეს შეისწავლა, დიაღ გაეწყო. ამისათვის ეთქუა თავის პასუხები“...
საბას ევროპაში გამგზავრების განზრახვას ხელი შეუწყო სწორედ ამ მისიონერმა, რომელიც სპარსეთიდამ ჩამოვიდა და ეხლა ევროპაში მიემგზავრებოდა.
რიშარი ასე გადმოგვცემს საბას საიდუმლო წასვლას საქართველოდან158:
„ერევნიდგან წაველ საქართველოში; - ამბობს იგივე რიშარი, - რა გავიარე გორში, იქ დამხვდა სულხან-საბა, ბიძა საქართველოს მეფისა. [საბამ] ისპაანიდგან მიიღო თავის წერილის პასუხი, რომელიც ხელმწიფემ კეთილ ინება და გამოუგზავნა“159.
„რაც მისმა საფრანგეთის მიმართ სიყვარულმა ჩააგონა, ყოველი პატივი მცა. შემდგომ ბევრის აფიცრებით და მოსამსახურეებით შავ ზღვამდე გამომყვა სამეგრელოს გზით.
ამ დროს ამან გამომიცხადა, რომ დიდი ხანია ხელმწიფის [ლიუდოვიკე XIV-ის] ნახვა მინდა და უკეთესი შემთხვევა არ მექმნებაო და ამიტომ მთხოვა, თუ ჩემი სიყვარული გაქვს და ან რაც ამაგი მისიონებს მივაგე, თუ დამიფასო, თან წამიყვანეო.
სამეგრელოში ბატონი საბა დაესწრო ყველა ჩვენს საუბარს და შეაგულიანა სამეგრელოს პატრიარქი, რომ მისთვის გაეყოლებინა თავისი შემწე დავით მონაზონი, რათა შემდგომ წამოჰყოლოდა იმ მისიონერებს, რომლებსაც მე გამოვგზავნიდი. მისივე რჩევით ერთი კარგი ადვილი გზა ვპოეთ ჩვენ ვაჭარ ფრანგებისათვის, რომლებიც ისურვებენ კონსტანტინეპოლიდან შავის ზღვით საქართველოს და სპარსეთს წასვლას“ 160...
კონსტანტინეპოლში საბას შეეგება საფრანგეთის ელჩი დეზალური და მცირე ხნის შემდეგ მარსელით პარიზში გაისტუმრა. მარსელშიც ქალაქის თავმა არნუმ საბა „ისეთი პატივით მიიღო, როგორც მოითხოვდა ამისი ჩამომავლობა და ღირსება“. მარსელში საბას ჩასვლა (1714წ. 23 იანვარს) რიშარმა დაუყონებლივ აცნობა საფრანგეთის მინისტრს ტურსის, ხოლო თვითონ საბამ - რომს161.
მარტის 20-ს საბა ჩავიდა პარიზში და ლიუდოვიკე XIV-ის მინისტრს პონშანტრენს აუდიენცია მოსთხოვა:
„ქ. ბატონო ბრძენო და მეცნიერო: ღმერთმან დიდი მეფე დაიცვას, და შენ დღენი კეთილნი მოგცეს; მე, სულხან-საბა ორბელიანი, ამ წიგნს გწერ და ამას გაცნობებ, რომ თქვენის მაღალის მეფის ბრძანებითა,წყალობითა და ნიჭითა, აქ დიდ ქალაქს ფარიზს მივედით და მეექვსე ვახტანგ ქართველთ მეფის პასუხები დიდებულთანაც და თქვენთანაც მოვიტანე; როდესაც გინდათ, თქვენთან მოვალ და მადლსაც გადავიხდი. რომ ორნი პატიოსანი თქვენი მოსამსახურე მოგეგებინათ და ალერსები და მოკითხვა შემოგეთვალათ და წამოგიძღვნენ და დაგვასადგურეს“ 162.
1714წ. აპრილს, საბა წარუდგა ვერსალში „მეფე-მზეს“ - ლიუდოვიკე XIV-ს ვრცელი მოხსენებით საქართველოს მძიმე მდგომარეობის შესახებ და სთხოვა ვახტანგის განთავისუფლება სპარსეთის ტყვეობიდან, რისთვისაც საჭირო იყო 300.000 ეკჲუს გაღება სპარსეთის გავლენიან პირთა დასასაჩუქრებლათ. სანაცვლოთ, საქართველოს ელჩი ჰპირდებოდა ფრანგ კომერსანტებისთვის სავაჭრო გზას საქართველოზე და როგორც მთელი საქართველოს, ისე ამიერკავკასიის წვრილი ტომების (24 პროვინცია) შეერთებას კათოლიკე ეკლესიასთან.
საბამ მეორეთ მიიღო აუდიენცია და იმპერატორს ხოტბა მოახსენა: „რა დიდი ბედნიერებაა აწ ჩვენთვის განვაცხადოთ, რომ ღირსი გავხდით დავსწრებოდით და გვეხილა ყოველივე ის, რაცსხვებს შორიდან აკვირვებს და აოცებს, ვინაიდან ჩვენის თვალით ვიხილეთ თქვენს უავგუსტოეს ხელმწიფებაში არა მარტო სოლომონის სიბრძნე და დიდება, არამედ დავითის სარწმუნოება და სასოებაც“163.
მაგრამ ვერსალის მზე ჩაქანებულიყო...
მოხუცი კეისარი უკვე ხელს აწერდა უტრეხტისა და რაშტატის ზავს. მისი ხანგრძლივი მეფობით განადგურებული საფრანგეთი აგონიას განიცდიდა. ძველი, დაშლილი მანქანა ინერციითღა მოძრაობდა. ესპანიის საბატონოსათვის ატეხილი უშედეგო ომები, უვარგისი საგარეო პოლიტიკა, ფავორიტებით და კურტიზანკებით სავსე ვერსალის ზღაპრული ხარჯები, სახელმწიფო კოლოსალური ვალები (3½ მილიარდი), ინგლისის გაბატონებისსაფრთხე ზღვაზედ, - ყოველივე ეს შეუძლებლათ ხდიდა საქართველოსათვის რეალური დახმარების აღმოჩენას და ზრუნვას კათოლიციზმის პერსპექტივებისათვის შორეულს ივერიაში, ან სავაჭრო კაპიტალისთვის გზების საშოვრად კონსტანტინეპოლიდან შავი ზღვით საქართველოსა და სპარსეთში.
ხოლო თვით ლიუდოვიკე XIV, ტურინის, მალჲპლაკის, რამილჲის და გოხშტეტის დამარცხებათა ჭრილობებით და ოჯახური ტრაგედიებით, - უკვე უძლური იყო საქართველოს ჭრილობების მოსარჩენად.
იმპერატორმა ორჯერვე ღირსეულად მიიღოსაბა, დაათვალიერებინა ვერსალი, პარიზი და ვახტანგის გამოსახსნელათ ფულადი სუბსიდია და მორალური დახმარება შეჰპირდა.
გახარებული საბაც ივნისის პირველ რიცხვებში მეფის კატარღით რომს გაემგზავრა. საფრანგეთის მთავრობამ ვატიკანს აცნობა,რომსაბა განსაკუთრებული ყურადღებით მიეღოთ.
საქართველოს დესპანი მართლაც დიდებით მიიღეს: პაპმა, კარდინალებმა, გრანდუკამ და რომის ფეოდალებმა.
საერთოდ, საბას ჩასვლას რომის სასულიერო წრეებმა დიდი მნიშვნელობა მისცეს, ხოლო თვით პაპმა ღირსებით მიიღო და ყოველგვარი შველა აღუთქვა ვახტანგის დაბრუნებისათვის164.
დაწვრილებითი ცნობები საბას „საუკუნო ქალაქში“ ყოფნისა არ დარჩენილა. სამაგიეროთ, საბას ყოველივე დეტალურად აუწერია „მოგზაურობაში“. რომში ყოფნის დროს მას საოცარი გულმოდგინებით დაუთვალიერებია: სასახლეები, ტაძრები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სკოლები, ბაღები და სხ.
როგორც სჩანს, პაპსაც ორჯერ მიუღია საბა. ერთ-ერთს აუდიენციას ასე გადმოგვცემს:
„31 მკათათვეს, წმ. პაპს ებძანა. ვიახელით. ფეხს ვაკოცეთ. მოგვიკითხა. არ შემიძლიანო. მრავალი კაისიტყვა მიბძანა. თავისის ხელით მიბოძა ძელი ჭეშმარიტი, აკატის კრიალოსანი ოქროთი გაკეთებული და ზედ ოქროს ხატი ცოდვათა შესანდობლად. მიხარიან რომში დიდი ხმა დაგივარდაო, კარგად იქცევიო და ჭკვიანადაო. მრავალი მიალერსა. შემდეგ პაპმა თავისის ხელით აზიარა. რომში მუდამ თავის ეტლს უგზავნიდა“165.
გამოსათხოვარს აუდიენციაზე პაპმა აწვია სადილათ, რომელზედაც თვით პაპი უმასპინძლდება 12 მათხოვარს და გზის ხარჯათ ასსამოცი სკუთი უბოძა.
18 აგვისტოს, „ქათმის ყიულობისა“, საბამ დასტოვა პაპის რეზიდენცია და 1 სექტემბერს ჩავიდა დანტეს და ბოკაჩიოს სამშობლო ფლორენციაში, სადაც განსაკუთრებული ცერემონიით შეეგებნენ. ფლორენციიდან გაემართა მალტაში. აქ მეფურად შეეგება დიდი მაგისტროსი, მმართველი. მალტაში საბა დაყოვნდა 5 დეკემბრამდე, საიდანაც ისევ ხელმწიფის საგანგებო ნავით განაგრძობდა მგზავრობას166.
საბას იტალიაში ყოფნის შესახებ, ადგილობრივ არქივებში დაცულია შემდეგი ცნობები:
„ხუთშაბათ დილით, 13 სექტემბერს, 1714წ. წინაღამით, რომიდან ფლორენციაში მოვიდა ბასილიანი მონაზონი სულხან-საბა ორბელი, საქართველოს ერთი თავადთაგანი. დააყენეს იგი წმ. სამების მონასტერში, სადაც გრანდუკა დიდის პატივით მოეპყრო.
ამ ქართველი თავადის თხოვნით ახადეს ფარდა 18 სექტემბერს, - ხარების ღვთისმშობლის ხატს, რასაც დიდი ხალხი დაესწრო; 20 სექტემბერს, ხუთშაბათს დილით, ხსენებული საბა ორბელი თავისი მისიონერებით აზიაში დასაბრუნებლად წავიდა მეტად კმაყოფილი გრანდუკასა და ფლორენციის ქალაქისაგან“167.
ქ. ტოსკანას მისიონერთა არქივში დაცულია შემდეგი ცნობა:
„1714წ. ივლისის 10-ს, ზღვით მოვიდა რომს საქართველოს მეფის ბიძა, რომელიც პაპმა, კარდინალებმა და თავადებმა დიდის პატივით მიიღეს; კარდინალებმა და თავადებმა მას ძლიერ ბევრი საჩუქრები მიართვეს; ეგრეთვე პაპისაგან მიიღო ერთი დიდი ოქროს მედალი, სხვადასხვა საჩუქრები და მასთანვე საკმაო ფულიც საქართველოში დაბრუნების გზის ხარჯად.
„28 აგვისტოს მიწვეულ იქმნა უცხოელთათვის გამართულ ნადიმზედ,საცა თვით პაპი ემსახურებოდა, რის გამო ამ მთავარმა მეტად კეთილი მაგალითი მიიღო.
„11 სექტემბერს მოვიდა ფლორენციაში. ჩამოხდა წმ. ლუიჯი სასტუმროში, მაგრამ გრანდუკას ბრძანებით, ორი ეტლით წაიყვანეს წმ. სამების სასახლეში, სადაც მშვენივრად მოწყობილია ყველაფერი ამისთანა სტუმრებისათვის. მოენედ მოჰყვა პატრი სილიბისტრე, რომელმაც ქართული კარგად იცის.
„აქ გრანდუკა მიჰყვა პაპის მაგალითსა და რაოდენადაც შეეძლო, კარგად მოეპყრო და დიდი პატივისცა, რადგან არა მარტო თავის ეტლს აძლევდა ქალაქში სასიარულოდ და შესანიშნავს სუფრას უშლიდა, არამედ ძლიერ მშვენიერი საჩუქრებიც უთავაზა. კაპუცინმა პატრებმაც მიჰბაძეს და გამოუცხადეს თავიანთი სიყვარული და პატივი. რადგან რომის პროვინციალს თავი გაუცნობინებია, ამიტომ მონთუგის მონასტრის უფროსმა 17 სექტემბერს მონასტერში სადილად მიიწვია მისის მხლებლებით, ვინც კი იყო. მოიყვანეს ექვსცხენიანი ეტლით. დილით აღსარება სთქვა დაწირვაზედ ეზიარა დიდის სასოებით; ამ დროს დიდი კეთილი მაგალითი მისცა იქ დამსწრეთ, რამდენათაც შესაძლებელი იყო, კაი სუფრა გაუწყვეს; რისაც დიდი კმაყოფილი დარჩა.
„საღამოზე გრანდუკამ ექვს ცხენიანი ეტლი გამოგზავნა დაწააყვანინა თავის სადგომში. მეორე დღეს აქ მოვიდა პატრი ანჯელო, რომელიც მას იცნობდა საქართველოში. მაშინვე ერთსხვა მისიონერთან ერთად მივიდა მის სანახავად; რაც ძლიერ გაეხარდა საბას. რადგან ამ პატრმაც ქართული იცოდა. ეს ორივ თავისთან დაიჭირა სადილად და ძლიერ შინაურულად შეექცნენ.
„20 სექტემბერს, თავისის მხლებლებით ფლორენციიდან წავიდა მათის ხელმწიფობის საგანგებო ნავით. პატრი ანჯელო ლივორნამდე გაჰყვა. ხოლო მეორე მისიონერი კი თან წაიყვანა სიცილიამდე“168.
საბამ შემდეგი წერილი გამოუგზავნა გზიდან ლიუდოვიკე XIV-ის მინისტრს პონშანტრენს: „დიდათ ბრძენო და პატიოსანო, უფროსო ფრანციის მეფისაო. მუსუ პონშანტრან: ქ. ვიცი, რომ დავაკელი. თქვენ რომ მიბრძანეთ: „სადაც მიხვიდე, შენი ამბავი მომწერეო“. რომიდან მოგწერე, რომელიცწმ. პაპმა ჩვენზედ წყალობა ქნა; რომელიც დიდმა მეფემ მისწერა ჩვენის გულისათვის, კიდევ ნამეტანი წყალობა გვიყო.
„რომიდან წამოსვლის უკან წმ. პაპის ხარჯით ის ქვეყნები გამოვიარეთ და ფლორენციაში მოვედით: რა კრანდუკამ ჩვენი პატივი დიდის მეფისაგან და წმ. რომის პაპისაგან შეიტყო, მაშინვე კარგად დაგვაყენა, კაი პატივითა, კარგა დაგვხვდა. იქ ყოფაშიაც და გზაზე მამულშიაც სრულებით მისი ხარჯი იყო. კაის ხელის შეწყობით მოგვეპყრა.
„ალიკორნას169 თქვენი კუნძულო170 მუსუ დემალია დაგვხვდა. იმან მოინდომა რომ სახლში დამდგარვიყავით, მისთვის ვერ დავდექით: კუნძულო მალმალ მოვიდის. გვიალერსის: და აჯამის171 ქუეყნის ამბები ჩამოვარდა. ასე იცოდა სპარსეთის საქმე, იქ გაზდილი მეგონა. დიაღ მიამა მისი ასეთი ცოდნა. იმ ქუეყანას კაი გასაგზავნია. პირველად ის კუნძულო და იმ ქვეყნის საკადრისი. მე მაგას არ მოგახსენებ, რომ თქუენს დიდს ჭკუას დავეცილო რამესა. მაგრამ ამა, რაც მოხსენება მართებს. მოგახსენებ, რომ ფრანცისები დიდად საყვარელნი არიან.
„ალიკორნიდან წამოსული პალერმოს მივედით: იქ თქვენი კუნძულო მრავალს გაისაჯა.სხვა არავინ გვინახამს. იქიდამ მისიონას172 მივედით: აქაური კუნძულო თუ არ დაგვხდომოდა, არ ვიცით,სად უნდა დამდგარვიყავით: იმან თითონ წამიყვანა წმ. ბასილის ჩუენის მონასტერში. დამაყენა. ყოველ დღეს თავის ეტლს გამოგვიგზავნიდეს: ყოველ დღე მოვიდეს, გვიალერსის: ეს ბატონები ყველა, თქუენის გულისათვის, კარგა გვეპყრობოდნენ. ამისათვის გწერ, რომ იმათ წყალობა უყოთ.
და შემდეგ:
„გეხვეწები, რომ მოციქულები მალე გამოგზავნოთ, რომ კონსტანტინეპოლს მივიყვანო, ამ ზამთარ იქ მოვასვენო: ვიცი ჩუენის საქმისათვის დიდად მომჭირნე ბრძანდებით და ამას მოველი, უფრო თავს გამოიდვოთ, რომ ჩემი მეფე და ჩუენი ქუეყანა შენი მოვალე შეიქმნენ: და მე ნიადაგ შენი მლოცველი ვიყო. დაიწერა ოკდომბერს: 26: (1714). სულხან-საბა ორბელიანი“173.
1715წ. 19 იანვარს, მალტიდან მიტილინით და ბიტილიმით საბა მშვიდობით ჩავიდა კონსტანტინეპოლში, სადაც მას საფრანგეთის ელჩმა საგანგებო ხომალდი მიაგება. აქ დაჰხვდა საზარი ამბები იასეს ტირანიისა ქართლში და ვახტანგის წერილი სპარსეთიდან. მეფე ატყობინებდა მდგომარეობის გაუარესებას და სთხოვდა ევროპაში საქმის დაჩქარებას; მაგრამ საბა ვერავითარ კონკრეტულს პასუხს ვერ იღებდა ვერსალიდამ და რამდენჯერმე კიდევ შეახვეწა საქართველო პონშანტრენს:
- „თქვენ ხომ მრავალს გაისაჯენით, მაგრამ ამას გეხვეწები, კიდევ უფრო გაისაჯოთ. რაც დიდმა მეფემ თავის უტყუარი პირით წყალობა მიბძანა, იმისი მომლოდინე ვარ.
ჩემს ძმებს ხვეწნა მოუწერია ჩემი მისვლისა, ჩემი ქვეყანა აშლილა, ყველას უნდა, მალე მივიდე. მაგრამ თუ მეფის წყალობა ან ეგ მოციქულები არ მოვლენ, მე ვერწავალ. ჩემი საქმე და ჩემი ქვეყნისა ყველა თქვენს საფარველს შემომიგდია და შენ იცი“174...
ასე ევედრებოდა საბა რომსაც, მაგრამ იმედები არა ცხადდებოდა. ხოლო 1715წ. 1 იანვარს, ლიუდოვიკე XIV-ის სიკვდილმა ეს იმედებიც დაასრულა: იმპერატორის 54 წლის განუსაზღვრელ მონარქიით გატეხილ საფრანგეთს, რომელმაც საოცარი სისწრაფით დაკრძალა ვერსალის ცხებული, აღარ ეცალა პანქრისტიანიზმის იდეებისთვის.
ამნაირათ,საქართველო ერთხელ კიდევ უნდა დარწმუნებულიყო თავის მარტოობაში, ხოლო ქართველი დიპლომატი კი თავის პოლიტიკურს ილიუზიებში.
ხანგრძლივი პილიგრიმობის შემდეგ, სულხან-საბა ბრუნდება საქართველოში, როგორც ბრუნდებოდნენ მუდამ ქართველი დიპლომატები. ისინი ევროპაშივე ჰკარგავდენ ენტუზიაზმს. მათ არ მოუძღოდათ სამშობლოსაკენ კარლოს დიდის ხმალი - სარკინოზების გასადევნათ. მუზარადიან ჯვაროსნებს ჩვეულებრივათ სცვლიდენ ფეხშიშველი კაპუცინები და ფრანცისკანელები პაპის ბულლით, სადაც უხვათ ეწერა სიტყვები ნუგეშისა და ბოდიშებისა:
„შეიძლება ღმერთმა განგებ მოავლინა თქვენზედ ასეთი განსაცდელი, რადგან ოქრო არ შეიქმნება, თუ ცეცხლში არ გაიწმინდება,სუფთა პური არ დადგება, თუ ხორბალი ლეწვით არ გაშორდა ჩალას. გამოცდილნი და განწმენდილნი, მართალნი მიიღებენ საუკეთესო სასყიდელს და მოიპოვებენ საუკუნო ცხოვრებას“ 175.
ასეთი ეპისტოლეებით ასაზრდოებდნენ პეტრეს გასაღების მპყრობელები ფიზიკურათ განადგურებულ საქართველოს.
1716წ. 13 მაისს მოხუცი დიპლომატი ასეთივე ბულლით და რამდენიმე კაპუცინით კონსტანტინეპოლიდან მოემართება საქართველოსაკენ.
მაგრამ ბედი არ აკმარებს პოლიტიკურ იმედების გაფანტვას: სტამბოლ-ტფილისის მარშრუტით მას ელის დიდი ფიზიკური განსაცდელი,სამშობლოში კი რისხვა იასე მეფისა და ორტოდოქსიის მიერ გამართული აუტო-და-ფე.
ეს საშინელი გზა საბამ „მოგზაურობაში“ აგვიწერა. მომყავს ნაწილი: რა დაბრკოლებანი გადაიტანა საბამ თავისი ხალხის სიყვარულით176.
„...ჩვიდმეტი თვე კონსტანტინეპოლის დავყავ და მაისის ცამეტს წამოვედით.
ფრანცისის დესპანმა საგძალი ხარჯი გაგვირიგა და ერთი ჭანეთის ათინელი რეიზი იშოვეს: ოთხასი მარჩილი მისცა. ესენი ქობულეთს, გურიას გაიყვანეო. და გურიელს მიაბარეო. და ამათი წიგნი მოგვიტანეო მშვიდობით მისვლისა და ეს პირობა გამოართვა, რომ ოცის თავის მეხომალდის მეტი არავინ ჩასვას ჩვენს ხომალდშია.
წამოგვიყვანა რა, კონსტანტინეპოლის სრუტეს გამოვედით177, შავი ზღვის შემოსავალზე მოიყვანა თათრები ენგიჩარ აღა და სულ ჩვენი ხომალდი ასე თათრით აავსო. მე ზეით ვერც კამარად, ვერც ადგილი ვიშოვე დაბლა, ხომალდის ფსკერში. ჩემს პაქსიმადზე ვიჯდი და ვიწვი. მაშინვე შევიტყევ სიმუხთლე, მაგრამ რა მექნა; დაბრუნების ღონე აღარ იყო და ტკბილის სიტყვით გვატყუებდა. კარგი ქარები დაგვიდგა. მეათეს დღეს ათინას მის სახლებთან მივედით, მითხრა: შინ გავალო. ორიოდ დღეს მოვისვენებო, ამ თათრებს ხომალდიდამ ამოუშვებ თავთავეთის წავლენო და შენ მშვიდობით ქობულეთს მიგიყვანო.
რომ არ დამეჯერებინა, რა მექნა. გავედით. თათარნი ამოიყვანა,სრულ გაუშვა, უკან ტრაპიზონის ფაშას შეატყობინა, წინ გონიის სანჯახსა, რომ ამისთანა დიდი კაცი მოვაო, მრავალი საქონელი მოაქვსო და ფრანგები მოჰყავსო. ელჩები არიანო. ესენი დაიჭირეთო.
მე თან სამი პატრი კაფუჩინი ტფილისის ქალაქისათვის და ერთი პატრი იეზუიტი შირვანისათვის მომდევდნენ და ერთი ზანდუკი ისპანიის პალიოზისა, ფრანცისის დესპანმა გამომატანა, ისპაანს გასაგზანი და ბურსელი ვაჭარი, ხოჯა აივაზა ჩალაბი ერქვა178, შვილთან თან მამდევდა განჯას აბრეშუმის სასყიდლად.
ოთხი დღე იქ დაგვაყენა. მასუკან გვითხრა: მე გურიას ხომალდს ვეღარ წამოვიღებო. აფხაზი აშლილაო, მეშინიანო და თუ გინდათ პატარას ნავით წადითო, გინდა გურიას, გინდა ახალციხეზედაო.
რაღა მექნა. ერთს ნავში ხოჯა აივაზა და მისი ამხანაგები ჩასხდენ, ერთში ჩვენ და პატრები, წამოვედით ზღვის პირპირ ცოტა ხანი ვლეთ. აგვიღელდა ზღვა და ორივე ნავი ერთმანერთს მოსხლიტა. იმათი ნავი ხოფას გააგდო და ჩვენი ნავი - იმას ქვევით. იქ მეტყვე თათრები იყნენ, იმერეთიდამ ტყვეები მოჰყავდათ კონსტანტინეპოლეს დასასყიდლად, თუ ისინი იქ არ დაგვსწრებოდნენ, სრულ წავხდებოდით. მოგვეშველნენ. გავედით. ოთხი დღე იქ ვიდეგით,სრულ დღე და ღამე ძლიერი ღელვა იყო.
მოვიდნენ ჭანები. დაგვიჭირეს. მრავალი გვსარჯეს. ოცი მარჩილი წაგვართვეს. ზანდუკები დაგვიმსხვრიეს. ტყუილად მებაჟეობა იჩემეს და მრავალი გვაჭირვეს. მე ჩემი ზრუნვა არა რა მაქვნდა, მაგრამსამთა მათ იტალიელთა მამათათვის ვიყავ დაღონებული, რამეთუ უცხონი იყვნეს და ენა არ იცოდეს და ხვანთქრისაგან ბრძანებული იყო არაწამოსვლა შავთა მათ ზღვათა იტალიელთა და დასავლეთის კაცთა.
ოთხი დღე და ღამე მუნ ვიყავით, მეხუთე დღეს წამოვედით, ნავებით მოვედით ხოფას. იქ გონიის სანჯახი დაგვხვდა, ნავები წინ მოგვაგება, დაგვიჭირეს, წაგვიყვანეს, მიგვასხეს ერთს სახლში. აღარც აივაზა გვაჩვენეს. დაგვიჭირეს ჩვენ და პატრები და ერთს ადგილს დაგვაყენეს. მაშინ ახალციხის ფაშის დისწული იქ მოსულ იყო, ალიბეგ. ჩვენი მცნობი იყო. რა შეეტყო ჩემი სახელი, კაცები გამოეგზავნა. ჩვენი თავი და პატრები, ჩვენი საქონელი ყველა წაართვა და თავის სადგომს მიგვიყვანა დიდის პატივით.
იმ ღამეს აივაზა ჩალაბ მოვიდა, მითხრა: ეს ალიბეგ ხვალ კონსტანტინეპოლეს მოვაო. ხომალდი მზა ჰქონდა. რა ესწავა, უკან დაგვედევნებიან და უარესს იქმნონენო. ახლა ამან მოგვარჩინა, ცოტა რამ მივართვათო, მიზეზი არა დავიდვათ რაო, მამეწონა და ოთხმოცი მარჩილი იმ გონიის ბეგს მივეცით და დილაზე ალიბეგ ცხენები გვიქირავა. ერთი ფაშის კაცი თან გამოგვატანა და გამოგვისტუმრა. აივაზა იქვე დარჩა. ჩვენ არტანუჯისკენ წამოვედით. ის დღე ვიარეთ. საღამო ბინდზედ ჩხალას მოვედით. იქ დავდექით. იმ გონიის ბეგს რომ ალიბეგწასული ენახა, ევლო ის ღამე. მეორეს დღეს დილაზე უკან მოგვეწია. მე მითხრა: შენ შენი ფრანგები გადაარჩინეო. ეს ფრანგები მე მომეცო. ხვანთქრის ყადაღა არისო.
მე შორს დაუჭირე. როგორ გავცემდი. დაგვიჭირეს ყველაყანი. ბარგი და კარავი, მოფენილობა სრულ აიკლეს. ჩვენ ენგიჩრებს მიგვცეს. ქვეითები გონიისკენ გაგვგზავნეს.
მე მაცხელებდა. აგვატარეს ერთი უცხო პირ აღმართი, სულს იქით გზა აღარ მქონდა. ბერი კაცი დასნეული და მაცხელებდა. სამოცი ფლური უბეში მედვა, ისიც წამართვეს. ამაში აივაზა ჩალაბი მოსულ იყო. ეშუღლა: ვისა კლავ. ვინ გგონია, რას გიზმენ, არ იცი. მოვიდა ჩემთან. მაღალს წვერზე, მთის თხემზე დაგვაყენეს: ოთხასი მარჩილი უქადა ჩვენის გაშვებისათვის. თვითონ ჩამობრუნდა ვეცხლის მოსატანად. იქ იმათ მძევლად პატრი ითხოვეს. ისინი და ჩემი მოსამსახურენი გამოვგზავნე, მე მზევლად დავდეგ და ჩემთან დავით კანდელაკის შვილიც დაიჭირეს: წამოვიდა აივაზა. სანამ ამ მთას ჩამოივლიდა და თეთრს ამოიტანდა, დაბინდდა. წაგვიკრეს ხელები, თეთრი მოგვატყუეო და ამ ღამეში გონიისკენ გაგვზავნეს.
წვიმა და ნისლი. ღამე და ავი დაღმართი ეშმაკისაგან თუ გაივლებოდა. რას ჭირით ჩავიარეთ, ენით არ ითქმის. შუა ღამისას ერთის კაცის სახლში მივედით. დამაშვრალთ წაგვეძინა. იმ ღამეს თურმე აივაზა მოსულ იყო. ვეცხლი მოეტანა. ორი პალნიანი ცხენი გამოეგზავნათ. დაგვაღვიძეს. შეგვსხეს, წამოგვიყვანეს.
ერთი ენგიჩარი მოგვეწია. უბელო ცხენს იჯდა. წვიმაში საწვიმარი წამართო, თვითონ ქვეშ დაიდვა. მესიცივემ და წვიმამ უარესი მიყო. მოგვიყვანეს აივაზა ჩალაბთან. სანამდის ჩვენ მთიდამ ჩამოვიდოდით, ორი პატრისხვა თათრებს დაეჭირა. წაეყვანა. ჩამოველ, შევიტყევ. თავს ზარი დამცა. ჩვენ გამოგვისტუმრა აივაზა ჩალაბმა და თვითონ წავიდა. სამოცი მარჩილი იმ პატრებისათვის მისცა და მოასხა ისინიც.
ვიარეთ ნიგალის ხევში. ხან აქ გარდაგვიდგნენ წინა და გვსარჯეს, ხან იქ. თეთრი სრულ აივაზა ჩალაბის იხარჯებოდა. არტანუჯს მოვედით. ისაყ-ფაშის ცოლი კარგად მოგვეპყრა. კარგა დაგვაყენა. სავახშმო ებოძა. ერთი თავისი აღა იმან გამოგვატანა. არტანს რომ მოვედით, მაშინ ახალციხეს ასლან ფაშა იჯდა. ისაყ ფაშის ბიძაშვილი. არტანის წინ გარდაგვიდგა. ექვსი მარჩილი იმან წაგვართვა. სხვა რამდენი რამ წაგვიხდა. ძაღლებიც არ გამოგვატანეს.
მოვაწიეთ ჩვენს ქვეყანას, მოვედით აბოცს. მაშინ ქართლში მეფედ იასე იჯდა, გიორგი მეფის ძმისწული. ჩემი ძმისწული ცოლად შეერთო, არ ერგებოდა179. ნათესაობაც შეეშალა და ვერც ჩემზე იყო კაი გულითა. მე ვალი მრავალი მემართა ბურსელის ვაჭრებისა, რომ რაც გზაზე წამართვეს მათგან ავიღე და იმერეთს მათ აღარ გამიშვეს. ჩემს ძმებსაც კაცი გამოეგზავნა: ქართლში ჩასვლა დაეშალათ, მაგრამ ღონე აღარ იყო. ჩამოველ. მეფემაც კაი პატივი მცა, მაგრამ ასრესრვა გახშირებულ იყო, მრავალისული ამოეწყვიტა და ტფილისიც აყრას, დახიზვნას აპირებდა. ჩემი მოვალეები განჯას აბრეშუმისათვის მიეშურებოდნენ. ივლისის თვე იყო“180.
![]() |
6 თავი V საბას განდევნა სამეფო კარიდან |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენ დავინახეთ სულხან-საბა ორბელიანის ერთგული და კეთილშობილური სამსახური ვახტანგისათვის. საბა მართლაც კეთილი ჰენიაა მისი მეფობის: თვალსაჩინო წარმომადგენელი ეროვნული და დინასტიური პოლიტიკის და ფაქტიური ხელმძღვანელი ხანმოკლე სახელმწიფოებრივი, კულტურული და ეკონომიური აღორძინებისა XVIII საუკუნის პირველს მეოთხედში.
მაგრამ ფეოდალური ოპოზიციისა და ვახტანგის სუსტი ხასიათის წყალობით, საბასაც დაუდგა კატასტროფიული მომენტი, როცა მას უნდა გაემეორებინა სააკაძის მწარე სიტყვები:
„ზოგთ ბაგრატიონთ ასე სჭირთ, არ ახსოვთ სამსახურია,
რაგინდ რომ ბევრი აამო, ბოლოს არ გიგდონ ყურია,
მაბეზღარს სიტყვებს უსმენენ, ვის, ვისთვის რომ აქვს
შურია“181.
საქართველოს სამეფო სასახლის ზნეობისათვის მეტად დამახასიათებელია ის ნამდვილი ბიზანტიური კარის წარმოშობის ინტრიგები, რომლის განვითარებას ასე ხელს უწყობდნენ უნებო ბაგრატიონები.
დამახასიათებელია, რომ მათი ერთგული კარისკაცები სახელმწიფოებრივ კარიერას სიკვდილით, თვალების დათხრით და უპატიო განდევნით ათავებდნენ. სასახლის კამარილიამ იმსხვერპლა სააკაძე, კანცლერი ლეონიძე და მასვე უნდა შეეწირა უდიდესი სახელმწიფო კაცი სულხან-საბა ორბელიანიც. ეს ტრაღიკული ეპიზოდი საბას ცხოვრებისა, დღემდის სრულიად უცნობია და ზედმეტი არ უნდა იყოს, თუ ცოტა ვრცლად შევეხეთ182.
ვახტანგის კარზედ სრულიად მოულოდნელად ხდება უცნაური ამბავი: მეფე და საბა შორდებიან: „ამ სოფლის სიმუხთლემ ერთმანერთს მოაშორა და ჩხუბიანმა კაცებმა მათ შუა დიდი განხეთქილება ჩამოაგდო“. მეფის რისხვა დიდი ყოფილა. იგი მის ძმებზედ, ერთგულ ორბელიშვილთა სახლზედაც გავრცელებულა, მაგრამ საბას სიტყვით არც მას, არც ძმებს, მეფის წინაშე არავითარი დანაშაული არ მიუძღოდათ: „მეფე მას და მის ძმათაზედ უბრალო მწყრომელი შეიქნეს“-ო.
გამოუსავალი ინტრიგების შემქმნელები საბას მახლობლები, შინაურებივე ყოფილან: „მისგან გამოზრდილნი კაცნი“, „მისგანვე განკურნებულნი“, რომელთათვისაც ზრუნვითა და შუამდგომლობით, საბა „თავს აწყინებდა მეფესა, ესოდეს მრავალგზის, მეფეცა განარისხის“.
მაგრამ მათ დაივიწყეს საბას ამაგი და „აღშურდნენ“, „შურით ცოფიან იქმნეს“, მოიმხრეს ვინმე გარეშე კაცი, „ჯადეგი ვინმე“, რომელმაც მოაწყოსაბას განდევნასამეფო კარიდამ. რადგან ვახტანგი ხშირად განუკითხავი იყო და ფიცხი, „მრისხანე“, ხოლო „გონება მძლავრთა უძნელესად აღელდებიან ავთა ენათაგან“, - მტრებმა საწადელს მიაღწიეს და საბაც „განიოტეს“, უბრალო მსხვერპლათ შეიწირეს.
მეფეს დაავიწყდა ბრძენი აღმზრდელის სიტყვები:
„ხელმწიფეთა წინამდგომი კაცი სანთელია, თავსა თვისსა დასწვავს და სხვათ განანათლებს; მეფის საყვარელსა კაცსა სხვანი სძულობენ და ხრიკითა მასცა შეაძულებენ.
„მეფეო, პატრონსა თუცა მონა უყვარს, ადრე არ უნდა შეიბეზღოს. მეფისა კართა მდგომნი კაცნი მრავალს ოცნებას იქმონენ და ხრიკს სცდილობენ, რათა შეაძაგონ იგი“183.
ეს ტრაღიკული ეპიზოდი საბას მოთხრობილი აქვს „ქილილასა და დამანის“ შესავალში, იგავ-არაკების სახით ერთის მხრით წარმოდგენილია ვახტანგი [მზე, ზღვა, მეფე], მეორე მხრით - საბა [ვარდი, დელფინი, მეძებარი]. იგავებში ოსტატურად არის გადმოცემული მეფისა და კარისკაცის თავგადასავალი:
1. ვარდი და მზე
„იყო წალკოტსა შინა ვარდი ერთი მრავალთა ყვავილთა, და შეიყვარა ვარდი იგი მზემან, და თვის სასხივთა ზედა-ზედ მიაყენებდა, და ცის ცვარითა ნიადაგ რწყვიდა, აფერიანებდა და ასუნნელებდა, და წყალნი მისნი მრავალთა სნეულთა ჰკურნებდა.
მისგანვე განკურნებულნი კაცნი აღუშურდენ ვარდსა მას და აღაკვამლეს ჰაერი ძნელად და შერთეს ღრუბელთა, და განჰფინეს ნისლი შავი ცათა შინა, რაღა ვერღარა იხილოს მზემან მან ვარდი იგი. და მოაკლდა ნათელი მზისა, და დაჭკნდეს ყვავილნი ვარდისანი, და განქარდეს სუნნელებანი მისნი.
შროშანს და ველსა ნიადაგ მზე მიჰფენს მისთა შუქებსა,
შროშანს სუნითა აყნოსებს, ველს მიწის პოხად უქებსა.
მეფე ხამს ჩხრეკდეს საქმეთა თვისსა და სხვის საჩუქებსა.
და ორგულს შენდობა ეყოფა, ერთგულთ უნჯს მიუქუხებსა.
რადგან მზე თავის შარავანდედს სწორად მიაყენებს ყოველსავე, ნიშატსა, ძალსა და საქმესა ყველაკასა სხვადსხვის მისცემს. კაცმან ესეწიგნი ბოლომდე გაჩხრეკით უნდა წაიკითხოს, რამდენი რიგი კაცია და რამდენი რიგი საქმე უნდა ესევ ასწავლის“.
2. დელფინი და ზღვა
„იყო ოკეანესა შინა თევზი ერთი დელფინი, და უყვარდა ზღვასა მას დელფინი იგი, და ზრდიდა ყოვლითა საზრდელითა, და ესეთი ყმობა ჰქონდა ზღვასა მასთანა, მისის ვედრებით მეთევზურთა თევზითა ბადეთა აღუვსებდის, მენავეთა წინაუძღოდის და ნავთსაყუდელად მიუძღვის, და ყოველთა კეთილთა უზემდის.
ამტერდენ მისგან გამოზრდილნი კაცნი და სხვანიცა, და ჰპოვეს ჯადეგი ვინმე და აღმოუწოდეს ქარსა ჩრდილოსასა. აღაქოთეს ზღვა იგი ღელვითა, და ღადომან გაიტაცა დელფინი ხმელად და დარჩა მუნ.
მტერმან ლოდი მომახვედრა, მოყვარემან ვარდის კონა:
ეგრე მტერმა ვერ მატკინა, მოყვარემან შემაღონა.
ზღვა რა დაწყნარდა, მოიკითხა თავისი დელფინი. ყველა შეიტყო, მაგრამ დელფინს რაღას არგებდა.
გონება კაცისა, და მეტადრე მძლავრთა, ზღვისაგან უძნელესად აღელდებიან ავთა ენათაგან, მაგრამ კაცი თავისუფლად შექმნა ღმერთმან, რაც უნდა, თვითა მის, მეტს არასა იქმს, და ასეთი უნდა ქმნას, თვითონვე თავი არ შეიწყინოს.
ერთგული იღწვის მეფისგან შენდობას ორგულისასა,
ორგული ცდილობს მისთანვე გაძებას ერთგულისასა.
ცნობა ხამს ამა საქმისა, მომღებელია რისასა...
თუ არა ენა მხცოვანსა და ბრძენსაც ადრე მოატყუებს, თუ არ გაშინჯა, თუ არ გამოუცდელსა - რა დასაბრალებია“.
3. მეფე და მეძებარი
„იყო მეფე ერთი და ჰყვა მეძებარი ერთი კვალთა მეკვლე. დიდად საყვარელი, რომელ სწამსა არ განიშორებდა. ჰყეფდა კარ-მიდამოთა მისთა და დარაჯობდა ღამე ყოველ; ნადირთა კვალთა უკვლევდის და გემოანთა ნადირთა ანადირებდა. ზრდიდა მეფე ტაბლისაგან მისისა და ანებიერებდა კეთილად,და ძაღლი იგი მეფის ტაბლისაგან წაიღებდა საჭმელთა დასხვათა ძაღლთა ზრდიდა მითა, და თავს აწყინებდა მეფესა სხვათა მათ ძაღლთათვის ესოდენ მრავალგზის, მეფეცა განარისხის.
ვინცა განვკურნე, დამკოდა,წყლულზედ დამადვა ხონდრონი,
ბოროტნი ბოროტს ეძებენ, ბოროტად მონახონ დრონი!
აღბორგდენ ძაღლნი სხვანი ნაკეთვარსა მათსა ზედა! ყოველნივე შურითა ცოფიან იქმნეს, მეფისა იგი საყვარელი ძაღლი განიოტეს, და მერმე მეფეცა იგი დაღეღეს184, და თვითონცა მოისრნეს. მეფესა მისისა მეძებრის სახელიცა დაავიწყდა. გამოხდა ხანი და ერთი უცხო ნადირი გამოჩნდა,საწადელი მეფისა, და აღარსად იყო მეკვლე ესეთი, რათა ნადირი იგი მოენადირა და მისისა გემოთაგან გამაძღარ იყო.
მაშინ მოაგონდა მეძებარი თვისი მეფესა, ნადირისა მის შესაპყრობლად უნდოდა, და უშტვენდა მეფე ძაღლსა მას. მოვიდა ძაღლი იგი ყინვისაგან ფრჩხილ დაცვეთილი, შიმშილით თვალდაკლებული, და ხმელის ღრღნით კბილ შემუსვრილი და სიბერითა დღე მოკლებული.
თქვა ძაღლმან ლექსი:
მეფისთვის მოვკვდი, ვერა ცნა, არც ვინ აუწყა შორითა,
ჩემნი ერთგულნი სარჯელნი ბოროტად უთხრეს ჭორითა!
რითღა უნდა შესძლებოდა ძაღლსა მას შეპყრობა მის ნადირისა? მანამდე უნდა მოსამსახურე მეპატრონემ არ მოიძულოს, თვარა რა მოკვდება, ტირილი აღარ გააცოცხლებს, არცა წყენა წასულ საქმესღა მოაბრუნებს.
მეფეს თუ ყმანი არ ახლავს, რითასცნან მისი მეფობა?..“
იხ. ქილილა და დამანა, გვ. 9-11.
პროფ. კორნ. კეკელიძის აზრით, ხსენებულისამი არაკი: ვარდის, დელფინის და მეფის მეძებრისა, საბას არ უნდა ეკუთვნოდეს შემდეგი მოსაზრებებით: „საბაზე და ვახტანგზე აქ მეორე პირითაა ლაპარაკი, ვიღაცსხვა გადმოგვცემს მათ შესახებ ცნობებს. თან, აქ ნათქვამია, რომ ვახტანგმა ზედმიწევნით სპარსული არ იცოდა“ და ამიტომ თავისი შრომა საბასთვის გამოუგზავნია შესასწორებლადაო, თითქოს საბამ მეტად იცოდა ის. ამას საბა არ იტყოდა თავის თავზე, ვინაიდან, ჩვენ ზევითაც აღვნიშნეთ, ის პირდაპირ უარყოფსსპარსულის ანსხვა რომელიმე ენის ცოდნას. მაშასადამე, საფიქრებელია, ეს ადგილი შემდეგი დროის ინტერპოლაციაა ვახტანგის დასაბას შრომაში“. იხ. კ. კეკელიძე, ქართ. ლიტ. ისტორია, II, 310.
ამ არგუმენტაციის საწინააღმდეგოთ უნდა ითქვას, რომ:
ა) თუ საბაზე და ვახტანგზე ლაპარაკი მეორე პირითაა, ეს მიტომ, რომ აქსაქმე გვაქვს იგავთან, იგავის წერის მანერასთან.
ბ) საკვირველი არ უნდა იყოს, რომ შაჰნავაზის ბრწყინვალე სასახლეში აღზრდილმა სულხან-საბამ, შედარებით უკეთესად იცოდა სპარსული, ვიდრე მისმა მოწაფე ვახტანგმა. მართალია, სპარსული გავლენა საქართველოს სამეფო კარზედ მერეც არ იყო მოკლებული ძლიერებას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სპარსული ცხოვრების ნორმები, სპარსული ენა და ტრადიციები თვით მმართველობაშიც კი,სწორედ შაჰნავაზისა და მისი წინამორბედის როსტომის დროს პირველად მყარდება საქართველოში და ამ დროისათვის მისი გავლენა გრანდიოზულია. თანაც უნდა დავძინოთ რომ შაჰნავაზის სასახლე, სადაც საბა უნდა აღზრდილიყო, გაცილებით კულტურული იყო და საბასაც, პირობების მიხედვით, შესაფერი სპარსული განათლება უნდა მიეღო.
ეს არ ითქმის ვახტანგის აღზრდის შესახებ. მისმა ახალგაზრდობამ მუდმივ მღელვარებასა და ექსორიაში განვლო სასახლიდან მოშორებით, საქართველოს სხვა დასხვა კუთხეებში საერთო მდგომარეობის მიხედვით, ვახტანგის აღზრდის პირობები გაცილებით მდარე უნდა ყოფილიყო. [თვით ვახტანგიც რომ ამბობს: „სიყრმითგან ჩემი. მწირობა, კაცთაგან მოუგონარი: რა სიგლახაკე, შიმშილი, სიშიშვლე დასაღონარი“. იხ. წერ. კითხ. №4500.] ამიტომ გასაგებია, რომ ვახტანგმა თავისუფლად არ იცოდა სპარსული. მისი თარგმანები [აიათი და სხ.] სხვისი დახმარებითაა გადმოქართულებული. „ქილილა და დამანა“-ც ხომ ჯერ სპარსმა და მერე სომეხმა უთარგმნა.
მართალია, საბა ამბობს, რომ მან ქართულისაგან კიდევ სხვა ენა არ იცოდა, მაგრამ ამ აღიარებას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ საბა სპარსულ-თურქულად ლაპარაკობდა. მ. თამარაშვილი, გვ. 318, 328. - და თუ ამ ცოდნას უარყოფს ლექსიკონის შესავალში, ეს იმას ჰნიშნავს, რომ მეტად ზედმიწევნით, ისე როგორც ლექსიკონის შემდგენელს მოეთხოვებოდა, მან სპარსული არ იცოდა. გარდა ამისა, ამ უარყოფაში უნდა ვხედავდეთ ერთგვარ მოკრძალებასაც, რაც დამახასიათებელია საბას პიროვნებისთვის.
ამიტომ ვასკვნით, თუმცა არცსაბა ყოფილა სპარსული ენის სპეციალისტი, მაგრამ მის ცოდნას ვახტანგთან შედარებით უპირატესობა მაინც უნდა ჰქონოდა...
გ) ესეც რომ არ იყოს, დასამტკიცებლად, რომ არაკები საბას ეკუთვნის, - თავიდათავია თვითსტილი - იგისაბასსტილია.
ამ მოსაზრებების შემდეგ, სრულიათ ბუნებრივი უნდა იყოს, რომ „ქილილა და დამანას“ თარგმანი „გასაჩალხავად“, ვახტანგმა გამოუგზავნა საბას - ტრადიციით, - როგორც მასწავლებელს, მეტრს, ეჭვი არაა, ასეთ პრეცენდენტებს წინადაც ჰქონია ადგილი და საბასაც საერთოდ, შესამჩნევი მონაწილეობა უნდა ჰქონოდეს მიღებული ვახტანგის ლიტერატურულს მემკვიდრეობაში.
ამის მიხედვით, ხსენებული არაკები უსათუოდ უნდა ეკუთვნოდეს საბას და არა ვინმე ინტერპოლატორს.
ვახტანგის მეფობის რომელს პერიოდს ეკუთვნის საბას განდევნა?
მეფისა და სულხან-საბას კონფლიკტის ამბავი დაცულია „ქილილა და დამანა“-ში, ხოლო მისი თარგმანი სარედაქციოდ, ანუ „გასაჩალხავად“, ვახტანგმა გამოუგზავნა საბას სპარსეთიდამ დახლოვებით 1717 წელს185.
როგორც იგავ-არაკების შინაარსიდან ჩანს, ამ ხანებისთვის, მეფე კარგა ხნის შემომწყრალი ყოფილა. თარგმანის გამოგზავნით კი, შერიგების აქტი მომხდარა.
მეფე სწერდა:
„აწ მოიგონე შენ ჩემი პირველი სიყვარულია,
ეს საქმე კარგად მისაქმე, თვალთ ნუ მოგივა რულია“.
საბასაც დავიწყებისთვის მიუცია მეფის უსამართლობა და თუმცა მონაზონისათვის „ქილილა და დამანა“-ზე მუშაობა დიდს უხერხულობას წარმოადგენდა, მაინც მეფისადმი ჩვეულს ერთგულებას დაუძლევია და მინდობილი საქმეც შეუსრულებია.
ამნაირად, საბას განდევნის უკანასკნელ პერიოდათ 1716-1717 წლები უნდა ვიგულისხმოთ.
რომ ამაზე უწინარეს მეფისა და მისი აღმზრდელის განწყობილება მართლაც ანორმალური ყოფილა, ამას გვიმტკიცებს 1716წ. საბას საჯარო გასამართლების აქტი ვახტანგის მემკვიდრის ბაქარისა და სამღვდელოების მიერ.
ამას მიუმატეთ საყოველთაო ბოიკოტის [„შეკვრა“] გამოცხადება, ორტოდოქსიის სასტიკი გამოლაშქრება რამდენიმეჯერ და ცხადად დაინახავთ, რომ 1716 წლისთვის -საბას პოლიტიკური ავტორიტეტი დაცემულია, ის აღარ უნდა იდგეს თავის სახელმწიფოებრივ სიმაღლეზე და,საერთოდ, მის ცხოვრებაში რაღაც დიდი ცვლილება მომხდარა. სხვანაირად, რითი შეიძლება აიხსნას ასე გათავხედება ხალხის დასამღვდელოებისა? ასე აბუჩად აგდება ძლიერი, საყვარელი კარისკაცის და დიდი ორბელიანისა?
მეტად უცნაურად გვეჩვენება აგრეთვე ის მოულოდნელი სიმკაცრე, რომელიც საბას წინაშე „მოტყუებულმა“ ბაქარმა გამოიჩინა. თუ საბას, ევროპაში გამგზავრების დროს, იგი ცრემლით აცილებდა, ეხლა სიხარულითა და მადლობით მიგებების მაგივრად, მისი ოჯახისათვის საყვარელსა დაწამებულ ადამიანს სექტანტური ფანატიზმით აუტო-და-ფეს უმართავს.
და ეს მაშინ, როცა საბას პოლიტიკური ოცნება განხორციელებულია, ვახტანგის მეფობის რესტავრაციის დროს; როცა, ტრადიციით, საბასაც მეფის მახლობლად სახელმწიფო საქმეებში გაბმულს უნდა ვხედავდეთ. მაგრამ ხდება პირიქით: საბას სდევნიან, როგორც მოღალატეს, სამღვდელოება, ხალხი, მმართველი წრეები და თვით ბაქარი, რომლის გულისათვის „ესეოდენი ჭირი ენახა“ და ვის „მეფობასაც სცდილობდა“.
რამ გამოიწვია ასეთი მოულოდნელი რეპრესიები საბას წინააღმდეგ?
მართალია, ეს რისხვა უმთავრესად საბას კათოლიციზმის კანონიზაციით იყო გამოწვეული, მაგრამ ვინ დაუსჯიათ ასე მწარედ კათოლიციზმის დოღმატებისთვის?
აქ უფრო რთულ მოვლენებთან უნდა გვქონდეს საქმე.
ცხადია, ასე განწირვა საბასი შეიძლებოდა მხოლოთ იმ ხანებში, როცა მისი სახელმწიფოებრივი რეპუტაცია საკმაოდ შერყეული იყო, როცა ბრბომაც იცოდა, რომ საბას მოჭრილი ჰქონდა გზა მფარველი მეფის კარისა.
ამიტომ გასაგებია, რომ ვახტანგის გულის მობრუნების შემდეგ, როცა მეფემ საბას „პატივი მოაპყრა“, - ბრბოც დასცხრა და „მისი ვერაგობაც გაცუდდა“.
ახლა საკითხავია: კონკრეტულად რომელ წელს მომხდარ ასაბას განდევნა, მაგრამ ჯერ უნდა გამოვარკვიოთ შეთქმულობის პერსონალური მონაწილენი და ნიადაგი თვით შეთქმულობისა.
როგორც საბას ავტობიოგრაფიულ იგავ-არაკებიდან სჩანს, ინტრიგანები გავლენიანი სახელმწიფო ადამიანები ყოფილან. სწორედ თავისი დიდი ავტორიტეტით შეეძლოთ საბას იზოლიაციის მოხდენა. ვიცით აგრეთვე, რომ საბას დიდი ამაგი ჰქონია გაწეული მათზე, თითქმის მისივე აღზრდილები ყოფილან. ნიშანდობლივი დეტალი კიდევ ის არის, რომ საბას დამხობის შემდეგ, შეთქმულები ვახტანგსაც გასწირავენ, მაგრამ ბოლოს თითონაც დაიღუპებიან.
ავხადოთ ფარდა მათს ვინაობას.
ვინც იცნობს ვახტანგის ეპოქას, ის შეთქმულთა როლში უეჭველად იცნობს იმ ძლიერ ფეოდალურ ოპოზიციას, რომელმაც იმსხვერპლა ვახტანგის მეფობა და რომლის ლიდერებიც იყვნენ თვით ვახტანგის ძმები: ბატონიშვილი, შემდეგ მეფე - იასე, ბატონიშვილი სვიმონ და კათალიკოზი დომენტი - ჩვენის აზრით - აქტიური მონაწილენი საბას წინააღმდეგ შეთქმულობისა. ოპოზიციის ცენტრალური ფიგურაა აგრეთვე ქსნის ერისთავი, სახლთუხუცესი დათუნა და მისივე ძმა გიორგი186. ოპოზიციის შემადგენლობისა უნდა ყოფილიყოს ის ფეოდალური ორგანიზაციაც, რომელიც დაბრუნების შემდეგ, ვახტანგმა სასტიკად გაანადგურა სახელმწიფო ღალატისათვის187.
მაგრამ შევუდგეთ მთავარი ორგანიზატორების დახასიათებას ისტორიული ფაქტების დახმარებით. ოპოზიციური ბანაკიდან ჩვენ უნდა გამოვყოთ უფრო ენერგიული და აქტიური მებრძოლი ელემენტები:
იასე: [ალიყულიხან, შემდეგ მუსტაფა]
ფსიქოპატალოგიური ტიპი: მკაცრი, შურის მაძიებელი, „ხორცთმოყვარე“, ეროტომანი: „მშვებელი და განმცხრომელი უწესოებითა ყრმათა თანა და უგვანთა მღერათა“. უზურპატორი ტახტისა. ვერაგი მტერი ვახტანგის. მეფობის მცდელობისათვის ჯერ შიიტი, მერე სუნნიტი. მან აუჯანყა ვახტანგს სპარსთა გარნიზონი ტფილისში და შეასმინა ყაენთან ყურანის დაწვასა და, საერთოდ, მაჰმადიანთა შევიწროვებაში. ტახტის მისაღებად იასე შეჰპირდა ყაენს ვახტანგის ცოლშვილის და 500 წარჩინებული ქართველი ოჯახის სპარსეთში გადასახლებას. ხოლო გამეფებისთანავე მოითხოვა ვახტანგის დაუყოვნებლივი გადასახლება ქირმანში პატიმრად. იასე მეფობდა 1714-1716წ. მაგრამ დაპირებული რადგან ვერ შეასრულა, ყაენმა დაამხო და ტყვედ მისცა ვახტანგს, რომელსაც სამი წლით ჰყვანდა დაპატიმრებული188.
სვიმონ. თუმცა სპარსეთში წასვლისას ვახტანგმა თავის მოადგილედ სვიმონი დატოვა, მაგრამ უკანასკნელმა უმადურობა გამოიჩინა და მეფობა განიზრახა. გამგებლად [ჯანიშინად] ყოფნის დროს, მან შემოიმტკიცა ქსნის ერისთავები და დააარსა ძლიერი პარტია ფეოდალებისა ვახტანგის დასამხობათ.
როცა ყაენმა ვახტანგის ბრალდებათა გამოსარკვევად გამოგზავნა გამომძიებელი ხოლოფა მაშინ, „იდუმალ ამცნეს ხოლოფას, უკეთუ იცეს ჟამი, დაიპყრას ქართლი და სვიმონ მუნწარავლინოს. შეეზრახნეს სვიმონ და მთავარნი ქართლისანი ვახტანგის ბოროტსა ზედა და ყაენს შეუთვალეს: „არა გვნებავს ვახტანგ, არამედ მოგვივლინე იესე“.
სვიმონ განაგებდა ქართლს იასეს ჩამოსვლამდე „მოხვეჭითა“, მაგრამ მას საშინელი უბედურება დაატყდა - ჟამის ეპიდემიამ, „ცოლ-შვილნი და მსახურნი ერთიან ამოუწყვიტა“189.
დომენტი კათალიკოზი:
საინტერესოა, რომ ვახტანგს მეფობაში თვით კათალიკოზი დომენტიც შეეცილა. სულხან-საბას და პოლონელი მისიონერის კრუზინსკის სიტყვით, იგი წარუდგა ყაენს (1707), მოსთხოვა ქართლის ტახტი და შეჰპირდა გამაჰმადიანებას, ცოლის შერთვასთან ერთად. მაგრამ მამამ, ლევანმა, წადილი მკაცრის ცემით ამოჰკვეთა190. შემდეგში, როცა სვიმონმა ვახტანგის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო, დომენტიც მას მიემხრო და სვიმონთან ერთად ვახტანგს მაჰმადიანი იასე არჩია191.
აი, რას ლაპარაკობს თვით ვახტანგი დომენტისა და სამღვდელოების ღალატის შესახებ:
„ერთა ღმერთი არ ირწმუნეს, ბერთა რჯული შეურაცყვეს,
არას მტერსა არ უქნია ჩემსაქმეზე, რაც იმათ ყვეს,
მაღლა ღმერთსა მახვეწებდა, ჩემთა მკვლელთა ბერნი დაყვნეს,
ჩემს ცოლ-შვილთა ტყვედ ეძებენ, საქონელი იავარყვეს.
„თუცა ვიყავ ამათს რჯულზედ, მაშ ესენი რას მტერობდენ,
თუ ქრისტესთვის თავი დავსდევ,მაშ ისინი რას მაქრობდენ,
უცხო არის ჩემი საქმე, საარაკო, თუ ფიქრობდეს.
მილთონთა ვსჩან მეფედ მათად, თვისტომსა - სწადს, რომ მაქრობდენ“192.
შემდეგ დომენტი „ზაკვით“ შეიპყრასვიმონმა და გამოუგზავნა ბაქარს თვალების დასათხრელად, მაგრამ რუსუდან დედოფალმა გადაარჩინა.
ასეთია მოკლედ სამივე შეთქმულის დასახიათება და მტრული დამოკიდებულება ვახტანგისადმი.
საინტერესო ცნობებს მათს შესახებ ვპოულობთ თვით ვახტანგის ლიტერატურულს შემოქმედებაშიც. ვახტანგის ლირიკული ლექსების უმრავლესობა დაუსრულებელ იერემიადას წარმოადგენს თავისი მახლობლების ვერაგობისა და მეფობის უკუღმართობის შესახებ.
მაგალითად, ერთს ლექსში, ვახტანგი თავის თავს ადარებს ძმებისგან ეგვიპტეში გაყიდულს იოსებს193. „ქილილა და დამანას“ შესავალში ვახტანგი პირდაპირ ამბობს: „მომიძულეს მე უსამართლოდ, და შემდგომად ამისა, თვისთაცა ჩემთა, ნაცვლად კეთილისა, მომაგეს ბოროტი და აღმიდგენ შურად, და ამის მიზეზისათვის ტყვე მყვეს, და შემდგომად ამისა ქირმანს წარმომგზავნეს“-ო194.
შემდეგ ლექსში ვახტანგი უფრო ვრცლად ლაპარაკობს „თვისთა“ და „მოყვარეთა“ ვერაგობის შესახებ:
„შეკრბენ ჩემზედა თვისები, მოყვასთაც მომიძულესა,
ვინც მხევალთაგან იშობდნენ, მანც ჩემზე კბილი ილესა,
გამომიმეტეს საკვდავად, რაც მქონდა გამიწილესა.
ვის ვიმედობდი, მათ უფრო გამკიცხეს, გაცამკილესა.
ორბს ვინმესტყორცა ისარი, ეცა ქვე იქმნა მდებარე,
განჰკვირდა ჰაერთსიმაღლე, რა მომწვდა გულსა მგებარე,
გასინჯა, იცნა მისივ ფრთა ისარსა ზედა მწებარე,
თქვა: ჩემთაგანვე მომედვა ცეცხლი უშრეტი მგზნებარე.
მათ უგბილთ და უმეცართა,რათ მომიდვეს ცეცხლის ალი?
რა ვაწყინე ასე ძნელი, რა მიადგათ ვისგან ძალი?
ყველა ფიცით მპირდებოდნენ,არვინ მყვანდა შემომწყრალი.
ეს არ ვიცი, რა შევცოდე, შემქნეს ასე შეუწყალი.
არ ისმინეს მოციქულთა, თორმეტი ხმობს, განა ერთი.
ვისცა ძმა სძულს, სიყვარული ღვთისასწამდეს მათგან რათი,
მოყვარეც ვართ, რჯულით ძმანი, ერთხელ ვიყავ მეფეც მათი, -
არცა ერთსა არ მიხედეს, გამიკეთეს უცხო ხლათი.
ყმაზე წამიხდა წყალობა სხვაზედა სამსახურები,
ძმათა და თვისთა მოყვარობა, რა ჩემგან მოსასურები.
განმაძეს ასე უბრალოდ,თვალთ ცრემლთა მომაწურები“195.
ახლა გავსინჯოთ შეთქმულთა ბლოკის დამოკიდებულება საბასადმი. ცხადია, ბრძოლა ვახტანგთან უპირველესად საბასთან ბრძოლას ჰნიშნავდა და ბრძოლის მეთოდებიც ანალოგიური უნდა ყოფილიყოს.
ჩვენ გვახსოვს, რომ ევროპიდან მობრუნებულს საბას იასე მრისხანედ დაჰხვდა. - „ვერ იყო კაის გულითა“,- როგორც გვიამბობს სულხან-საბა. ძმებმა ქართლში ჩამოსვლა დაუშალეს და საბამ გზიდანვე იმერეთში გახიზვნა გადასწყვიტა, მაგრამ ბურსელი ვაჭრების ვალის იძულებით, ისევ ქართლისკენ გამოემართა... ცხადია, შეურიგებელს ლეგიტიმისტს იასე მეფე სხვანაირად ვერ შეხვდებოდა და საბასაც ალბათ ჰქონდა მიზეზი გადამალვისა.
რაც შეეხება დომენტის, იერარქიული ხარისხის მიხედვით, მას დიდი როლი უნდა ეთამაშნა კათოლიკე საბას საწინააღმდეგო ბრძოლაში. იგი უნდა იყოს მთავარი ორგანიზატორი და შთამგონებელი იმ ინკვიზიციისა, რომელიც საბას გაუმართა სამღვდელოებამ ევროპიდან დაბრუნების შემდეგ:
„ქართველნი ეპისკოპოსნი და სამღვდელონი ჩემს წასვლისათვის გამიმტერდნენ და ასე შეკრეს ყოველი ჩემი ნათესავი და მოყვარე და მეფე და დარბაისელნი. ვერავინ შემომეწია ვალის მიცემასა“.
ვინ უნდა იყოს ამსაერთო ბოიკოტის („შეკვრა“) და მწვავე დევნულების მომწყობი, თუ არა მეთაური ივერიის ეკლესიისა?
გარეშე მისი სანქციისა ხომ ვერ შემართავდნენ ბრძოლას ასეთი გავლენიანი პიროვნების წინააღმდეგ „სამღვდელონი და ეპისკოპოსნი“?
ეჭვი არაა, ამ ბრძოლას, რელიგიური ინტერესების გარდა, პოლიტიკური მოტივებიც ახასიათებდა. კათალიკოზი უნთებს ინკვიზიციას არა მარტო „შეცდომილ ცხოვარს“, იგი სჯის იმავე დროს ვახტანგის ფავორიტს და საშიშარ პოლიტიკურ პიროვნებას სვიმონ-იასე-დომენტის ბლოკისთვის.
შესაძლოა ეს ბრძოლა სვიმონის და იასეს ძალდატანებითაც იყოს მომხდარი, მაგრამ ერთი უეჭველია, მას ეკლესიის მეთაურის ხელი აწარმოებდა...
სვიმონ ბატონიშვილის განწყობილების შესახებ, მართალია, კონკრეტული ცნობები არა გვაქვს, მაგრამ მისი ენერგიული მონაწილეობასაბას დევნაში ადვილი წარმოსადგენია.
რა ნიადაგზე უნდა მომხდარიყო შეთქმულობა საბას წინააღმდეგ? ავტობიოგრაფიულს არაკებში საბა გადმოგვცემს, რომ მტრებს შეშურდათ საბას მდგომარეობა მეფის კარზედ - „აღუშურდნენ“, „შურით ცოფიან იქმნეს“. ცხადია, ბატონიშვილები და ოლიგარხიის წარმომადგენლები ვერ აპატიებდნენ საბას სამეფოს ფაქტიურ მმართველობას და მით ვახტანგის მეფობის განმტკიცებას. ცხადია, საბას ფხიზელი თვალი ურჩი და მზაკვარი ფეოდალების მრავალი ვერაგი გეგმების განხორციელებას აბრკოლებდა, ხოლო სვიმონსა და იასეს შეთქმულობის განვითარებას პირდაპირ ხელს უშლიდა.
ამიტომ მათ გადასწყვიტეს მეფის ფხიზელი დარაჯის მოშორება და „ავი ენით“ დაასმინესსაბა გულუბრყვილო მეფესთან. „ჩემნი ერთგულნი სარჯელნი ბოროტად უთხრეს ჭორითა“196, - ამბობს საბა, და რადგან „ენა მხცოვანსა და ბრძენსაც მოატყუებს, თუ არა გამოუცდელსა“, - საბა განუსჯელად, საქმის გაუსინჯავად იქნა დათხოვნილი.
ეჭვი არაა, პროვოკატორების დასმენა სერიოზული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შინაარსისა იქნებოდა. შესაძლებელია, საბას ბრალდებოდა ვითომც ფარული განზრახვა შეთქმულობისა გავლენიანი ძმების დახმარებით, ანუ ამის გვარი რამ და მითაც აიხსნებოდეს ვახტანგის საშინელი მრისხანება საბაზედ და მის ძმებზედ.
ახლა გასარკვევი დაგვრჩა უკანასკნელი საკითხი: თუ სახელდობრ, რომელ წელს უნდა მომხდარიყო საბას განდევნა? ჩვენის აზრით, ეს ფაქტი უნდა იყოს შეკავშირებული ვახტანგის წასვლასთან ისპაჰანში, 1712 წელს.
ჩვენ ვიცით, რომ ამაზედ ადრე, 1710წ. 10 დეკემბერს, საბა ხოროსანში გაიხმო ქაიხოსრომ და 1711წ. 20 თებერვალს, დაჯილდოებული „მრავლის ნიჭითა“, უკანვე გამოისტუმრა ქართლში, სადაც მაისის 11-ს ჩამოვიდა.
მაშასადამე, საბას პოლიტიკური მდგომარეობა ამ დროისათვის მტკიცე ყოფილა და ლაპარაკი განდევნაზე შეუძლებელია. ვიტყვით მეტსაც, საბას იზოლიაცია შეუძლებელია თვით ქაიხოსროს სიკვდილამდის 1711წ. დეკემბრის 24-ამდის [როცა ეს ამბავი ქართლში შეიტყეს] - რადგან ქაიხოსროს სანქციის გარეშე ვახტანგს არ შეეძლო ასეთი დიდი პიროვნების და მახლობელი ადამიანის დასჯა.
გაწყრომის ამბავი შესაძლოა ყოფილიყო მომხდარი ქაიხოსროს სიკვდილისა და ვახტანგის მეფედ დამტკიცების შუა, გარდამავალ ხანაში, 1711წ. დეკემბრის 24-დან 1712წ. თებერვლის 28-მდე, როდესაც ვახტანგმა ყაენს გაუგზავნა „არზა შეძლევისა“.
გვაფიქრებინებს შემდეგი:
როცა ქაიხოსროს სიკვდილის შემდეგ, ყაენმა ქართლი ვახტანგს დაუმტკიცა, თუმცა წესად იყო ასეთ შემთხვევაში, ყაენთან წარდგომა, მაგრამ ვახტანგმა, რომელსაც საამისო ბრძანება ყაენის კარიდამ არ მოსვლია, რატომღაც თითონ მოსთხოვა სჲუზერენს აუდიენცია და შეუთვალა: „რადგან შენს სამსახურზედ ამოვწყდი, გიახლო და მოვიცავიკლა თავი ჩემი შენთვისა“-ო. მაგრამ როცა ყაენმა თავისი მოხელე [მესტუმრე] გამოუგზავნა წასაყვანად, ვახტანგს წასვლა გაუძნელდა.
რამ აიძულა ვახტანგი პირველადვე ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად? რად დასჭირდა ასეთი გადაჭარბებული ერთგულება სჲუზერენისადმი; და ეს მაშინ, როცა ყაენის სამსახურში სულ ორი წლის განმავლობაში მთელი მისი სახლი ამოსწყდა [გიორგი XI, მამა ლევანი, ძმა ქაიხოსრო, ალექსანდრე, ლუარსაბ]. ყაენთან წასვლით ვახტანგს ხომ ორი დიდი განსაცდელი მოელოდა: ა) გამაჰმადიანება და ბ) ავღანთა წინააღმდეგ გაგზავნა, რადგან ავღანებისგან კრიტიკულს მდგომარეობაში ჩავარდნილს სპარსეთს ვახტანგი, როგორც ქართველი სარდალი, ძვირად უღირდა.
სხვაა, როდესაც ასეთი წერილი მხოლოდ დიპლომატიისთვის იქნებოდა გამოყენებული, მაგრამ ვახტანგმა ხომ იცოდა, რომ დაპირების რეალიზაციას მაშინვე მოსთხოვდნენ?
მისივე შვილის, - ვახუშტის სიტყვები რამოდენიმედ შუქს ჰფენენ საქმის ვითარებას: „განუზრახეს განმზრახთა წარსვლა წინაშე ყეენისა. ესე ირწმუნა და მიუწერა ყეენსა წინაშე ყოფნა მისსა“. მაშასადამე, ისპაჰანში საბედისწერო გამგზავრების გეგმა, ინიციატივა, მის მრჩევლებს, ვეზირებს მოუხვევიათ თავზედ. ვახუშტის სიტყვებში ფარული უკმაყოფილებაც მოსჩანს ამ რჩევისადმი და, თითქოს, კიდეც განგვიმარტავდეს: ვახტანგის გამგზავრება უმთავრესად სხვისი ბრალი იყოო.
ყოვლად შეუძლებელია, ასეთი უგუნური, ქართლის სახელმწიფო ინტერესებისთვის დამღუპველი რჩევა მომხდარიყო ერთგული და გამოცდილი სულხანის ხელში. ასეთ განზრახვაზედ ახალგაზრდა მეფის გადაბირება შეეძლო მხოლოდ მტერს, მზაკვარს მოვაზირეს და აქ გაძლიერებული ეჭვით ვკითხულობთ: ამ მოქმედებაში ხომ არ ურევია ოპოზიციონერების, ვახტანგისა და საბას მტრების ხელი? მათ მოხდენილი ხომ არა აქვთ უკვე საბას იზოლიაცია, ჩამოშორება და ახლა მეფისგან წათამამებულნი, ნდობა მოპოებულნი, მისივე დამხობის მთლიან გეგმას ხომ არ ანხორციელებენ?
ისპაჰანში წასვლის საკითხის გადაწყვეტის დროს, სახელმწიფო საბჭოში, - ხომ არ დაიწყო განხეთქილება მეფისა და უკვე დასმენილ სულხანის შორის?
ჩვენი ეჭვებისთვის საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: - რით უნდა აიხსნებოდეს ის მოვლენა, რომ ვახტანგთან ერთად, 23 აპრილს გამგზავრებული საბა, დაახლოვებით სამი თვის ყოფნის შემდეგ, ანაზდეულად სტოვებს ისპაჰანს და უკანვე ბრუნდება ქართლში, მაშინ, როდესაც სხვა მხლებლები მეფესთან რჩებიან 1714 წლის 10 მარტამდის, ე.ი. ვახტანგის ქირმანში გადასახლებამდის.
შორეულს ისპაჰანში ხომ არ მოხდა ხანგრძლივი განშორება მეგობრებისა?
რომ საბას იზოლიაცია მართლაც ხანმოკლე არა ყოფილა, ამას გვახვედრებს მეფის მეძებარის [რომელშიც ნაგულისხმევია საბა] გაგდების არაკი: „მეფესა მის მეძებრი სასახელიცა დაავიწყდა“-ო197. აქ, ცხადია, განდევნის ხანგრძლივობაა ნაგულისხმევი. დელფინის არაკშიც ხომ ნიშანდობლივ არის თქმული: „ზღვა რა დაწყნარდა, მოიკითხა თავისი დელფინი. ყველამ შეიტყო, მაგრამ დელფინს რაღას არგებდა“-ო. აქ ლაპარაკი უნდა იყოს ვახტანგისთვის მეფობის დაბრუნების შესახებ, რომელიც მოხდა 1716წ.
კიდევ ერთი დეტალი: სახელდობრ დელფინის არაკის სენტენცია: „თუ არა ენა მხცოვანსა და ბრძენსაც ადრე მოატყუებს, თუ არ გაშინჯა, თუ არ გამოუცდელსა, რა დასაბრალებია“. აქედან ჩანს, რომსაბას განდევნის დროს, მეფე ახალგაზრდა, „გამოუცდელია“. და მართლაც, ჩვენ ხომ ვიცით, რომ 1711-1712 წლებში, ვახტანგი შედარებით ახალგაზრდა, 36-37წლისა იყო.
გარდა ამ საბუთებისა, რომელნიც ამტკიცებენ საბას სასახლიდან 1712-1717 წლებში განდევნას, არსებობს ერთი დოკუმენტიც, რომლიდანაც ჩანს, რომ იზოლიაციის შემდეგ, ევროპაში წასვლამდე, საბა ისევ ნათლისმცემლის მონასტერში დაბრუნებულა. ასე, საბა იხსენიება ნათლისმცემლის 1713 წლის საბუთებში და ერთგან, ხუტალაშვილის სიგელზედ ხელსაც აწერს198.
* * *
ჩვენ განვიხილეთ შეთქმულთა დამოკიდებულება ვახტანგისა დასაბასადმი ცალ-ცალკე და ვრწმუნდებით, რომ არაკების პერსონაჟების და საბა-ვახტანგის რეალური მტრების მოქმედება იდენტიურია.
1. არაკებში გამოყვანილი მტრები საბას მიერ არიან აღზრდილები, საბა მათი მზრუნველია, შუამდგომელი.
-სვიმონ-იასე-დომენტის აღზრდაშიც საბას უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა როგორც მათს შინაურს ადამიანს, ნათესავს და მათივე ძმის ვახტანგის აღმზრდელს. უეჭველია საბა მათ ეხმარებოდა მეფის წინაშე, შუამდგომლობდა ურჩების პატიებისათვის და იფარავდა ინტრიგებზე განრისხებულ ვახტანგისაგან (მაგალითად, დომენტის 1708წ.).
2. არაკში „მაბეზღარები“ სცდილობენ თავისი კეთილისმყოფელის მოსპობას და მიზანის მიღწევის შემდეგ ადვილად დაჯერებულ მეფესაც ჰღუპავენ.
- ვახტანგის დამხობის განხორციელებისათვის, უნდა ვიფიქროთ, მტრებმა ჯერ მეფის ერთგული და საშიში კარისკაცის („კვალთა მეკვლე დარაჯობდა ღამე ყოველ“) ჩამოშორება გადასწყვიტეს. მხოლოდ ამ გეგმის პირველი ნაწილის შესრულების შემდეგ, ეკვეთნენ მეფეს. შეასმინეს ყაენთან, წაართვეს ტახტი და ქირმანში გადაასახლებინეს.
3. არაკში ბოლოს მტრებიც იღუპებიან.
- რეალობაშიც ასეა: მოულოდნელად ვახტანგის ბედი იმარჯვებს. ყაენი ქართლს დაუბრუნებს, იასეს ვახტანგი აპატიმრებს, დომენტის და სვიმონის შორის ურთიერთობის გამწვავება თვალთა დათხრამდის მიდის. სვიმონის ცოლშვილი განადგურებულია შავი ჭირის მიერ. სხვა მეამბოხენი სასტიკად ისჯებიან სიკვდილით, განდევნით, დასახიჩრებით. ქსნის ერისთავების ოჯახი გაიბნევა და სხ. განდევნის წლების დათარიღებისათვის, ჩვენი საერთო დასკვნის გამოტანის დროს, შესაძლებელია შემდეგი საწინააღმდეგო საკითხი წამოიჭრას; თუ კი 1712-1717 წლებში საბა მართლაც განდევნილი იყო სასახლიდან, მაშ როგორღა მომხდარა მისი 1713წ. ევროპაში ელჩად გაგზავნა?
მაგრამ მარტო ეს ფაქტი ვერ დაარღვევს ჩვენს დებულებას, რადგან ევროპაში საბა გამგზავრებულა თითონ მეფისგან სრულიად დამოუკიდებლად. მოვიგონოთ, რა სიტყვებით მიჰმართა საბას პაპმა კლემენტე XI-მ რომიდან წამოსვლისას: „ასე მალე არ გაგიშვებდიო, მაგრამ ვახტანგ მეფის დაუკითხავად წამოსული ხარო, რომ დამეჭირე, იმას გულთ დააკლდებოდა, წადი, მისი საქმე მოიჭირვეო“. ამ სიტყვებს საბა თითონვე გადმოგვცემს „მოგზაურობაში“.
როგორც ირკვევა, საბას ევროპაში წასვლამდე ვახტანგსა და ლიუდოვიკე XIV-ს მიწერ-მოწერა ჰქონიათ. ლიუდოვიკეს უკანასკნელ წერილის პასუხის წაღება სპარსეთში მყოფ ვახტანგს ევროპიელი მისიონერის რიშარისთვის მიუნდვია: „ჩემთან უფ. რიშარი ღვდელი არის, რომ ქართლიდამ ამან მომიყვანა. რა ვახტანგ ეს შეისწავლა, ამისათვის ეთქუა თავის პასუხები“-ო, - სწერს საბა პონშანტრენს. კაპუცინი მურმოროს წერილიც გვიდასტურებს, რომ სპარსეთში მყოფ ვახტანგს აზრადა ჰქონია გაეგზავნა ერთი საიმედო პირი, რომელსაც უშიშრად ყველა მისი სურვილი საფრანგეთის მთავრობისათვის უნდა შეეტყობინებინა. ვახტანგს უნდოდა ელჩად რომელიმე მისიონერი გაეგზავნა და ბოლოს მისი არჩევანი რიშარზედ დამდგარა, რომელიც შემდეგ საბას შეუცვლია199.
ამნაირად საბა, თავისი სურვილით გაჰყოლია რიშარს ევროპაში. თვით რიშარი გვიამბობს, რომ, როდესაც იგი უკვე ვახტანგის დავალებებით აღჭურვილი სპარსეთიდან ევროპისკენ გაემგზავრა, გზად, გორში, მას დახვდა სულხან-საბა, რომელმაც მოულოდნელად გამოუცხადა: დიდი ხანია იმპერატორ ლიუდოვიკეს ნახვა მინდა და უკეთესი შემთხვევა არც მექნება და წამიყვანეო. აქედან სჩანს, რომ საბას გამგზავრების ინიციატივა ვახტანგს არ ეკუთვნის და საბამ თავისი სურვილით იკისრა ელჩობა, რასაც ვახტანგი დიდი სიხარულით უნდა შეხვედროდა.
ევროპაში გამგზავრებით ჩვენ კიდევ ზედმეტად ვრწმუნდებით ლეგიტიმისტ საბას კეთილშობილებაში. მეფემ დაუმსახურებლად დასაჯა, საბა კი თავისი ნებით მიდის შორეულს უცხოეთში ტყვე ვახტანგისთვის დახმარების საშოვნელად და ჩვენ ხომ ვიცნობთ ამ - წამებით სავსე მოგზაურობას?
დასასრულ უნდა ვიკითხოთ საბას უსამართლოდ დასჯის სინანულს ხომ არ უნდა გვიხატავდეს ვახტანგის შემდეგი სიტყვები:
„რას ვაბრალებ საწუთროსა, ვამბობ: მიყო ამან - ესო.
რაც მე შევსვი შესასმელი, ესე ხელსა ვისცა ესო.
ვარდი მედგა ბაღსა ჩემსა, ართუსამე ნარი ესო.
მე აღმოვფხვარ, სხვას ვის ეძლო, მისთვის რამე ძირსა ესო“;
... „რა მწვე მიჯობდა სიბრძნითა, თავისხვა რიგად მეცადა“200.
შუქს ჰფენს ამ ისტორიას აგრეთვე ამ გამოცემაში* დართული სურათის შინაარსიც. დაჩოქილ საბას უჭირავს წიგნი, რომელზედაც შემდეგი წარწერაა: „როგორც იყო მათში ამბავი“. აქ მხატვარს ნაგულისხმევი აქვს საბას და ვახტანგის განხეთქილება. სურათში გამოსახულია შერიგების მომენტი: საბა მიართმევს მეფეს მის მიერ შეკვეთილ „ქილილა და დამანას“ თარგმანს.
ესწარწერაც ჩვენი მტკიცების სასარგებლოდ ლაპარაკობს.
____________________
* [იგულისხმება 1928წლის გამოცემას დართულისურათი.]
![]() |
7 თავი VI ბოლო წლები. რუსეთში გადასახლება.სიკვდილი |
▲ზევით დაბრუნება |
სპარსეთიდან 1719წ. დაბრუნებულს ვახტანგს ბედმა დიდი ხნით აღარ არგუნა მეფობა.
ტყუილად კი არა სჩიოდა მისი მემკვიდრე ბაქარი:
„ვერა ვნახე რა მაგისი ღრმად საქმე მინაწდომარე,
რაზედაც მიდგა, არ დარჩა ის საქმე წაუხდომარე“.
ვახტანგის უბედობის უმთავრესი მიზეზი იყო ის პრიმიტიული, ქრისტიანული პოლიტიკა, რომელსაც იგი აწარმოებდა ისეთ დიდმნიშვნელოვან მომენტშიც კი - როგორიც იყო -სამი დიდი სახელმწიფოს: სპარსეთის, ოსმალეთის და რუსეთის ინტერესების შეხვედრა ამიერკავკასიის ტერიტორიაზედ.
იმპერიალისტურ რუსეთის რეალისტური პოლიტიკა ამ დროს შავ ზღვაზე გამაგრებას და კასპიის სანაპიროთა ხელში ჩაგდებას მოითხოვდა. ამის მიზეზით იგი უსათუოდ უნდა ჩარეულიყო სპარსეთისა და ამიერკავკასიის შინაურ საქმეებშიც. რუსეთის პოლიტიკურ კომბინაციებში საქართველო დიდს როლს თამაშობდა. ამიტომ პეტერბურგის კარისათვის საჭირო გახდა ყოველნაირი ხერხებითა და ფრთხილი დიპლომატიით ქართლის მეფის ვახტანგის მომხრობაც.
ვახტანგის ვასალური დამოკიდებულება სპარსეთსა და ოსმალეთთან ამ დროისათვის თითქმის უზრუნველყოფილი იყო. მაგრამ მისწრაფება რუსეთისადმი, როგორც ქრისტიანულსა და კულტურულ ქვეყნისადმი, სიმპატიები, რომლისადმიც იზრდებოდა XIVსაუკუნიდან, იმდენად ძლიერი იყო აღმოსავლეთის მაჰმადიანებისაგან შევიწროვებულ ქართველ მმართველ წრეებისთვის, რომ პეტრეს ემისარებს სრულიადაც არ გაძნელებიათ ვახტანგის გადაბირება201.
განაგრძობდა თუ არა საბა - მეფესთან შერიგების შემდეგ -სახელმწიფო მუშაობას და კერძოდ, - იღებდა თუ არა მონაწილეობას ისეთ დიდ პოლიტიკურ საკითხის გადაჭრაში, როგორიც იყო საკითხი რუსეთის ორიენტაციის მიღებისა? ჩვენის აზრით, ფაქტი, რომ საბა შემდეგ რუსეთში გაჰყვა ვახტანგს, ამტკიცებს, რომ იგი ისევ ახლოს იდგა სახელმწიფო საქმეებთან. რაც შეეხება პეტრე I-ის წინადადებას, ჩვენ გვგონია, რომ საბა, როგორც კათოლიკე და ევროპის ორიენტაციის მოღვაწე, წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო პეტრე დიდის პოლიტიკისა, რომელსაც სარწმუნოებრივი მოტივებით, სრულიად გულუბრყვილოდ და უკრიტიკოდ მიუდგა ვახტანგი და მით გახდა უნებური დამხმარე იარაღი რუსეთის პოლიტიკისა აღმოსავლეთში.
ჩვენ გვაქვს დარჩენილი 1722 წლის საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სხდომის ანგარიში, სადაც ირჩეოდა პეტრე დიდის გეგმა ერთსულოვან მოქმედებისა დასამხედრო ოპერაციებში ჩაბმისა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ. იგი ეკუთვნის დავით გურამიშვილს.
ჩვენ გავაცნობთ მკითხველს ამ ანგარიშის ნაწილს, რადგან იგი საბას პოლიტიკური ბიოგრაფიის ერთს საგულისხმო ეპიზოდს უნდა წარმოადგენდეს. ოპოზიციონერთა შორის უნდა ვხედავდეთ მათ ერთ-ერთს ხელმძღვანელს სულხან-საბას, რომელსაც ასეთ უდიდეს სახელმწიფო საქმის გადაწყვეტაში შეუძლებელია მონაწილეობა არ მიეღოს202.
„შეკრბენ ქართველთ ბატონ-ყმანი, ერთად თავი მოიყარეს,
დასხდენ რიგით, ივეზირეს, წინ წიგნები დაიყარეს.
ვინც ხედავდა ბოლოს საქმეს, იმათ არად განიხარეს,
თქვეს: თუ უფრო წავხდებითო, მაგრამ ზოგთ კი განიკმარეს“.
საბჭო გაყოფილია ორ პარტიად. ოპოზიცია რუსეთის ორიენტაციის მომხრეთა წინააღმდეგ ილაშქრებს:
„არც ჩვენ ვსწუნობთ, კარგი არის, თუ ეგ საქმე მალ მოხდების.
მაგრამ მტერნი შეგვიტყობენ,ყველა ჩვენზედ წამოდგების,
ვინემ რუსნი გვიშველიან, მანამ ჩვენი გარდაგვხვდების“.
მეფეს გადაწყვეტილი აქვს პეტრეს დესანტის შეხვედრა განჯაში დიდი ლაშქრით, ოპოზიცია წინააღმდეგია. ბოლოს, რაკი მეფე აღარ იშლის, ურჩევენ, რომ მხოლოდ თითონწავიდეს მცირე ამალით:
„ფარვით იარე გზაზედა, არ მეფეთ მოსაკმაზითა,
მტერთა არ გიგრძონ საწადი აშკარად ანუ აზრითა“.
მაგრამ მეფემ ეს რჩევაც იწყინა და -
„ვინც არ ემოწმის მაზედა, ერთგულად არ უყუროდა“.
... „მეფემ აღარა ბძანა რა, ინება თვისი წადილი;
გულში დაესკვნა საქნელად, იგი პირველი ქადილი.
გათავდა, რჩევა გარდასწყდა. მან მოითხოვა სადილი,
ბოლოს მხედველთა საცრემლეთ გაშალეს ხელის
მანდილი:
ტიროდნენ, ამას იტყოდენ: ახლა არს ჩვენი დავსება!
ვერ მოგვიხდების კარგათა ამდენი წყვეტა, ტმასნება.
მესამე კიდევ მოიბა, ორი საბელი თავს ება,
სამი ვეშაპი ერთ ლომსა აწ ვითარ მოეთავსება!
მეფეს სძრახევდენ, იტყოდენ ეგე ვითარსა გმობასა:
სამს დიდს ხელმწიფეს პირს აძლევს,სამგან იკეთებს
ყმობასა!
ყეენის სპასალარია, თავს ირჭვამს მის რაყმობასა!
რუსთ ხელმწიფესთან მამაობს, ხვანთქართან ჩემობს
ძმობასა!
ჩვენ ჭკვაში ესე საქმენი არ არის მოსაწონარი:
რასამთავ ცემა შეექნათ, ჩვენზედ მათ შექნან ონარი,
გარს მოგვეჭიროს მუხრუჭი, არსით ჩნდეს მოსაფონარი,
ვიქნებით შვილთა ჩვენთაგან გინებით მოსაგონარი!
ბევრნი ბევრს რასმე იტყოდენ, მაგრამ ვინ მოუსმინებდა?
მეფე იყო და ბრძანებდა, იქმოდა, რასაც ინებდა!“203
ასრულდა:
„მოტყუვდენ ხუროთ მოძღვარნი, იხმარეს ავნი ხურონი,
ძველთაგან მკვიდრად ნაშენნი,საქართლო-საკახურონი,
მოშალეს, ვეღარ იშენესსარვანისაკვეხურონი.
ყმა და მამული მტერს მისცეს, თვით დარჩნენ უმსახურონი.“204
ვახტანგი ამაოდ ელოდა 30.000 კაცით პეტრეს განჯაში. ექსპედიცია ჩაიშალა. პეტრე აშტრახანში გაბრუნდა, რადგან მისი გეგმა ნაადრევი გამოდგა, ხოლო ვახტანგი ორს მოსისხლე მტერს - სპარსეთსა და ოსმალეთს - მისცა პირში. მოუხედავად ვახტანგის ღალატისა, ყაენი და ხონთქარიც კვლავ მოუწოდებდნენ თავისაკენ, მაგრამ ვახტანგს თავი მთლად გაწირული არ ეგონა. მას ჯერ კიდევ აიმედებდა პეტრეს მიერ შეპირებული ლაშქრობის მოწყობა მომავალ 1723წლისთვის.
- „არამედ განუტევა ყოველნი და აღირჩია რუსთა მეფე, რამეთუ ჰგონებდა განთავისუფლებასა ეკლესიათასა და ძალსა ქრისტეანობისასა“205.
მაშინ განრისხებულმა ყაენმა ქართლი მისცა კახეთის მეფე მაჰმადყულიხანს [კონსტანტინე]. თუმცა 1723წ. იანვარში, ვახტანგმა იგი განდევნა კიდეც ტფილისის კედლებიდან, მაგრამ იმავე წლის მაისში, მაჰმადყულიხან დაქირავებული ლეკთა ჯარით შემოადგა ტფილისს და აიღო. მტერმა ქალაქი დასწვა და მოსახლეობა გასწყვიტა. ვახტანგი მცირე ხნით გაჩერდა ქართლში და 1724წ. ივლისში, ათას ოთხას თავადაზნაურთა და სამღვდელოთა თანხლებით გადასახლდა ახალი შეწევნის მისაღებად რუსეთში, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა.
1723წ. ივლისში ტფილისი აიღეს ოსმალებმა, ხოლო პორტასთან 1724წ. დადებულ ტრაქტატში ვახტანგის „მოკავშირე“ პეტრემ სრულიად გულდამშვიდებით იცნო საქართველოს დაპყრობა ოსმალთა მიერ.
ლეგიტიმისტი საბაც ვახტანგს თან გადაჰყვა რუსეთში, მაგრამ ეს იყო უკანასკნელი დღეები მისი სიცოცხლისა. ტფილისის აღების შემდეგ საბას დიდხანს აღარ უცოცხლია. უცხოეთში ბედს მიჰყავდა სამუდამო დაძინებისათვის206.
ჯერ კიდევ 1714 წელს, რომში ყოფნის დროს,საბა უჩიოდა ფიზიკურ სისუსტეს: „თავად ბერი კაცი ვიყავ და სნეული“207. ევროპიდან მობრუნებისას, გონიის გზაზედაც ისევ იმეორებს: „ბერი კაცი ვიყავ დასნეული და მაცხელებდა“208, ხოლო ამაზე წინათ, 1713წ. მარსელში მის თანამგზავრ რიშარსაც აღონებდა საბას „ხანში შესულობა“ და შიში „მგზავრობისაგან ავად გახდომისა“209.
ეჭვი არაა, მისი ფიზიკური სიმაგრე, მხნე აგებულება მოსტეხა ცხოვრების და პოლიტიკურ მდგომარეობის საშინელმა პირობებმა: ინტრიგებმა, უდაბნოში ცხოვრებამ, სიღარიბემ210, ოთხივე მეფის წყრომამ [ერეკლე-ნაზარალიხანი, იასე, ბაქარ, ვახტანგ] და ბოლოს - მეტად ძნელმა მოგზაურობამ ევროპაში211 და შემდეგ -სიკვდილის წინ - რუსეთში.
განსაკუთრებით მძიმე უნდა ყოფილიყო საბასთვის უკანასკნელი, ტფილის-პეტერბურგის მარშრუტი. რათ ღირდა 67 წლის მოხუცისათვის გინდაც ის მომენტი მოგზაურობისა, როცა მასთან მყოფი ლტოლვილი ქართველობა, „შეუდგა მთასა მაღალსა კავკასისასა მსგავს ჯოჯოხეთისა, სადაცა იყო მრავალი გამომდინარე თოვლთა და ყინულთაგან. ესრედ ძნიად განსავლელ იყო ქვესკნელსა მას შინა უფსკრულსა ყინულისასა, ორბი, გინდა არწივი, მასცა ვერღა ეძლო მუნით ამოსვლა, არცაღა თუ ესეოდენთა ურიცხვთა დედაწულთა,“ - როგორც გვიამბობს ამ ექსპედიციის მონაწილე212.
აშტრახანში, როგორც სეხნია ჩხეიძე და ისტორიული პოემა „ვახტანგიანი“ გადმოგვცემენ, ვახტანგმა დატოვა დედოფალთან ერთად ამალის ნაწილი და თვით დაახლოვებული მხლებლებითა და კარისკაცებით გაემართა პეტერბურგისაკენ - პეტრე დიდთან წარსადგომათ. როგორც ჩანს, საბაც ამ მცირე რიცხოვან ამალაში ერია. იგი ახლდა ვახტანგს პეტერბურგშიც, სადაც ვახტანგი, უკვე გარდაცვლილ პეტრეს ნაცვლად, ეკატერინე I-მა მიიღო „მეფებრ დიდებით“ და შემდეგ დაბინავებულა მოსკოვში, სადაც გარდაცვლილა.
შენახულა ძვირფასი ცნობა:
„საბა მიიცვალა ქრისტეს აქეთ ჩრკე [1725], იანვარსა კვ [26], მწუხრს, დიდს მოსკოვს, სესენწკას, ბატონის არჩილის სასახლეში და იმავე საყდარს დაემარხა ბრძანებითა და მრავლის ხარჯითა და თანაწაყოლითა და დიდის პატივითა ბატონიშვილის დარეჯანისათა“213.
მაშასადამე, საბა გარდაცვლილა მოსკოვს, სოფელ ვსეხსვიატსკში [სესენწკა]214, რომელიც პეტრე დიდმა საუფლისწულოდ არჩილ მეფეს მიუბოძა. უკანასკნელი დღეები სულხან-საბას გაუტარებია არჩილის სასახლეში და კარის ეკლესიაში დიდი ცერემონიით დაუმარხავს არჩილის ასულს, ბატონიშვილს დარეჯანს.
მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ ამ საყურადღებო ცნობაში, რომლის ჩაწერაც უსათოდ საბას მახლობელს უნდა ეკუთვნოდეს, შემცდარია საბას გარდაცვალების თარიღი. ამ ცნობის თანახმად, მ. ჯანაშვილმა გარდაცვალების თარიღად,საბოლოოთ 1725 წელი დაადგინა215, მაგრამ იგი აშკარა შეცდომაა. აი რატომ:
ჩვენ ვიცით, რომ 1725 წლის თებერვალში, ვახტანგი და მასთან მყოფი საბაც ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ ცარიცინში216, სადაც მათ გაიგეს 1725წ. 28 იანვარს მომხდარი პეტრეს გარდაცვალების ამბავი. მათი ჩასვლა მოსკოვში კი მოხდა მხოლოთ მარტში, მაშასადამე, ჩვენ აქსაქმე გვაქვს ანაქრონიზმთან, რადგან 1725წ. იანვარში საბა მოსკოვში ვერ იქნებოდა. ამნაირად, საბას გარდაცვალების თარიღად საბოლოოდ 1726წ. 26 იანვარი უნდა დაკანონდეს217.
* * *
ასე დასრულდა სულხან-საბა ორბელიანის დაუდგრომელი ცხოვრება.
წამებული სიცოცხლე მან შესწირა ანარქიასთან ბრძოლას, სამშობლოს მშვიდობიანობისა და ერთიანობისათვის. მან გადიტანა საშინელი დევნა თანამედროვე საზოგადოებისა თავისი პოლიტიკური და ლიტერატურული აზრებისთვის და, როგორც დანტემ, გამოსცადა „სიმწარე სხვისა პურისა“.
საქართველოს საქმეებისთვის მივლინებულს, ბედმა აჩვენა ისპაჰანი და რომი, პარიზი, სტამბოლი და პეტერბურგი - მაშინდელი მსოფლიოს პოლიტიკური ცენტრები და მოსკოვის თოვლიან მიწაში იპოვა უკანასკნელი ბინა - თავისი აღმზრდელის და მეგობარის - არჩილის გვერდით, რომელთანაც იყო შეკავშირებული ყრმობისა დასიჭაბუკის დღეებით...
„სადაურისად მოვკვდები, ეტლი ჩემისად წასულა!“
P.S. მოსკოვში მყოფ ძმებს, გრ. და ლ. ჯაფარიძეებს, რომელთაც ჯერ კიდევ 1912წ. ინახულესს. ვსესვიატსკოე, ვთხოვე კვლავ დაეთვალიერებინათ -საბას საფლავის აღმოჩენის მიზნით.
პოეტმა გრ. ჯაფარმა მომწერა:
„...ვიქირავეთ მოსკოვური მარხილი და გავემგზავრეთ საბასსაფლავის საძებრათ ვსესვიატსკოვში. წარმოიდგინე, ჩვენმა მოხუცმა მეეტლემაც იცის (იქაურია), რომ იქ ოდესმე ქართველებს უცხოვრიათ. - „ეს სოფელი წინეთ ქართველი პრინცისა ყოფილა,“ - ამბობს და პირდაპირ ძველი ეკლესიისაკენ მივყევართ,სადაც საბას ძვირფასი საფლავი გვეგულება...
ეკლესია საკმაოდ ვრცელია. ქვისაა. თეთრად შეფეთქილი. გალავანი არტყია. საფლავის ქვები უამარი. გვერდით პატარა დაღმართია, ეხლა გაყინულია. თავქვეზე სოფლის ბავშვები მარხილით სრიალებენ.
ეკლესიის დარაჯმაც იცნო ქართველი მოგზაურები: „დიახ, ეს ეკლესია ქართველი ცარევიჩების აშენებულია“, გვეუბნება მოხუცი, „უფრო პატარა იყო, მაგრამ ოცი წლისწინეთ ეკვტერი მოუშენეს. ეკლესიაში ნახავთ უცხო წარწერებს - ეგებ ქართულიცაა. მართლაც, შიგნით, ეკლესიის კედლებზე ორივე მხარეს შევნიშნეთ ყვითელი დაფები, დაახლოვებით 60ხ30 სანტიმეტრი. ქართული სამეფო გერბით, წარწერებით (-ბაგრატიონები, ციციშვილები და სხ. მაგ. პოეტი დიმიტრი ბაგრატიონი 1746-1826; დრამატურგი და დიპლომატი გიორგი ავალიშვილი, გარდ. 1850წ.).
ერთი გარემოება: კედლებზე ჩამოკიდულია ვეებერთელა ხატები ჩარჩოებში (2½სიმაღ. ½ მეტ.). შესაძლოა, რომელიმე ეს ხატი ჰფარავდეს საბა ორბელიანის ეპიტაფიას...
არავითარი ღონისძიება არა გვქონდა ხანგრძლივათ და მოურიდებლათ დაგვეთვალიერებინა იქაურობა. ეკლესიის მთვრალი მსახური ეჭვის თვალით მოგვჩერებოდა. რით უნდა დაგვეჯერებინა ეს მორწმუნე ადამიანი, რომ ჩვენ ეკლესიის უბრალო მზვერავები არ ვიყავით.
თითონსოფელში კი, რასაკვირველია, არაფერი ნაშთები არ დარჩენილა არც ბაქარის ტიპოგრაფიისა, არც არჩილის სასახლისა... ერთხელ კი - ვსესვიატსკოე კოლტურული ახალშენი იყო ქართული ემიგრაციისა: აქსწერდა უკანასკნელ ლექსებს არჩილი, აქ შეხვდა სიკვდილს სულხან-საბა, აქ იკრიფებოდენ: მამუკა ბარათაშვილი, ვახუშტი, დავით გურამიშვილი“...
![]() |
8 შენიშვნები |
▲ზევით დაბრუნება |
1 „უწარჩინებულესნი და შემძლებელნი ესენი იყვნენ და გაუყრელი სახლი აქვნდათ, - ამბობს ვახუშტი, - პირველი მუხრანის ბატონი, არაგვის ერისთავი, ქსნის ერისთავი, ამილახორი და ყაფლანიშვილი“. ვახუშტი, გეოგრ., გვ. 23.
ორბელიშვილების გენეტიურ კავშირს ბარათაშვილებთან მრავალი ისტორიული დოკუმენტი გვიმოწმებს: „მე ნათესავით ბარათაშვილი, ტომობით ორბელიშვილი ბესარიონ“. სიძვ. მუზ. №105. „დედოფალი როდამ ყოფილი, ბარათაშვილის ორბელისშვილის ეკატერინე“, ქრონიკები, II, გვ. 497. საბას ბიძები: პაპუნა და ასლან - ბარათაშვილობით იხსენიებიან. სიძვ. მუზ.№517. საბას ბიძაშვილი პოეტი მამუკა ბარათაშვილი ორბელიანის გვარსსულ არ ატარებს.საბას პაპა ყაფლან (იხ.საქ.სიძვ., II, გვ. 133) და მამა ვახტანგიც ბარათაშვილ-ორბელიშვილად იხსენიებიან.საქ.სიძვ., II, გვ. 123, 133, 137, 142 დასხ. ქრონიკები, II, გვ. 427. „ყაფლანიშვილი იტყვის გვარობასა (ქაჩიბაძისა, ბარათაშვილისა), გინა ორბელიანობისა“, გვემოწმება ვახუშტიც იხ. გეოგ., გვ. 23, ისტ., გვ. 19. 1783წ. ქართული ჰერალდიკა ყაფლანიშვილების წინაპარად შეცდომით ასახელებს XVს. ყაფლან ორბელიანს, რომელიც თურმე თემურლანგს ებრძოდა. იხ. „ივერია“, 1884,№IV.
- თვითონ ბარათაშვილები წარმოსდგნენ ქაჩიბაძე ქავთარის შვილის ბარათასაგან (XVIს.): ვინ ძირად ბარათ, ქავთარის მოძე ქაჩიბაძისა. იხ. მამუკა ბარათაშვილი (XVIIIს. პოეტი), წ.კ.№ 303; გიორგი ლეონიძე - ჭაშნიკი. ცნობილია, რომ XVს. მეორე ნახ. ბარათაშვილების დიდი გვარი გაიყოსამ შტოდ: ბარათაშვილების, აბაშიშვილების ,ორბელიშვილებისა...… - „ბარათაშვილობა მოვიხსენით,- ამბობს ალ. ორბელიანი,
- ბარათა ბარათაშვილის (1624) მტარვალობის გამო, რომელმაც ტანძიაში ორბელიშვილები ამოწყვიტა“-ო. იხ. Е. Такайшвили. Еще один из источн. ц. Вахушта. გვ. 127, 128.
ორბელიშვილთა გენეალოგიისთვის: იხ. ვახუშტი. საქ. ისტ. გეოგრ., გვ. 23; Е. Такайшвили. Еще один из источников царевича Вахушта;საქ.სიძველენი ტ. I, II; ივერია, 1884, IV; „ქრონიკები“, II, თ. ჟორდანიას რედ.; ს. კაკაბაძე - ბარათაანთ გაყრის წიგნი 1536 წლისა (იხ. „საისტ. მოამბე“წ. I, გვ. 173); მისივე - „კვლევა-ძიებანი“; გიორგი ლეონიძე - მამუკა ბარათაშვილის პოეტიკა, „ჭაშნიკი“, გვ. IV დასხ.
2.ს. კაკაბაძე -საქ. ისტ. გვ. 120.
3. იხ.საქ.სიძვ. II, გვ. 185-187; 251; 264; 327.
4. იხ. „საისტ. მოამბე“, I, გვ. 256.
5. ს. კაკაბაძე -საქ. ისტ., გვ. 120; მისივე - კვლევა-ძიებანი, გვ. 41-42; მისივე - ბარათაანთ გაყრისწიგნი 1536წ. („საისტ. მ.“, I, გვ. 173); ე. თაყაიშვილი -სტატისტიკური ცნობები საქართ. შესახებ XVIIIს.; ს. ანთაძე - ყმების მფლობელ. ხასიათი საქართ., პეტერბ. სტუდ. კრებული ი. ჯავახიშვილის რედ., გვ. 29-99.
6. ცნობილია,რომ ორბელიშვილთა რეზიდენციად XVIIს. სოფ. ტანძია ითვლებოდა. აქ ცხოვრობდენ სულხანის წინაპრები, მისი მამა ვახტანგიც.
ვიცით, რომ 1683წ. ვახტანგმა აქ სასახლეში კარის ეკლესია ააშენა. ტანძიის სასახლეს კი თავის „სამკვიდროს“ უწოდებს. ქრონ. II, გვ. 497.
ძველ საორბელიშვილოში (სომხითში) ცნობილია სამი სოფელი ტანძიის სახელწოდებით:
1. მდ. ხრამზე (ქცია),
2. მდ. მაშავერის ბასეინის ზემო ნაწილში და
3.საორბელოს საზღვარზე, ლოქის მთებთან.
აქედან სულხანის სამშობლო სოფელია სწორედ ეს მეორე - მაშავერის ხეობაში. მისი აღწერილობა ხომ არ გადმოგვცა სულხანმა „ვირისა და ვეფხის“ არაკში: „დიდი წყალი ჩადიოდა, წყალთა პირსა ხენი შვენიერნი იდგნეს, დიდნი კლდენი მოსცემოდნენ, კორდნი მწვანენი ყვავილოვანი“... გვ. 70. საერთოდ, საორბელოს ხეობების და მთების - კეჩუტის, ბოლოლის, ლუკუნის - პეიზაჟების ხილვა ჩანს „სიბრძნე სიცრუის“ წიგნში.
ვახუშტის დროს ტანძიაში ყოფილა „ქვიტკირის შენებულებანი მრავალნი“. ვახუშტი, გვ. 50.
7. პროფ. ცაგარელი სულხანის დაბადებას 1655-1658წ. აკუთვნებს, იხ. Кн. Мудрости и Лжи, ст. IV. თ. ჟორდანია და ალ. ხახანაშვილი - 1659წ. იხ. ქრონ. II, გვ. 475; სიტყ. ისტ., გვ. 542; მ. ჯანაშვილი და ნ. მთვარელიშვილი - 1658წ. საქ. ისტ., გვ 403; „სიბრძ.სიც.“, I, პროფ. კეკელიძე ჯერ აკუთვნებდა 1659 და შემდეგ 1658წელს. ქართ. ლიტ. ისტ. I; გვ. 371; II, გვ. 301.
დაბადების დათარიღებისათვის საინტერესოა საბას თანამედროვეთა ცნობები:
ერთი ცნობით, რომელიც დაცულია ტოსკანის მისიონერთა არქივში, თითქოს სულხანი დაბადებულა 1654წ. (1714 -საბა 60 წლისაა). იხ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, გვ. 328.
ვახტანგ VI-ის ცნობით, საბა დაბადებულა 1658 („66 წლის იკითხა“. საბა გარდ. 1725წ. 26 იანვ. - 66 - 1658).
1726წ. კარგარეთლებისადმი მიცემულ სიგელში ვახტანგი ამბობს: „ჩვენ რომ რუსეთს წამოვედით, საბამ მოხუცებულმა, სამოცდა შვიდისა წლისამან, ჩვეულებისამებრ, ჩვენი მამაბიძათ სიყვარული არა უდებ ყო და თან გვიახლა...“ საქ.სიძვ. II, გვ. 332. ვახტანგი რუსეთში გადასახლდა 1724წ. და თუ ამ წელს საბა 67წ. იყო, მაშინ დაბადების თარიღად 1657წ. უნდა ჩავთვალოთ, მაგრამ აქ ვახტანგი ალბათ საბას სიკვდილის წელიწადს (1725) იღებს ანგარიშში (1725 - 67 - 1658).
მაგრამ საბას დაბადების დათარიღებისათვის ყველაზე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს ის ცნობა, რომელიც ლექსიკონის ვარიანტებზე მინაწერების სახით არის დაცული: „დაბადებულა სულხან-საბა ორბელიანი ქართულს ქორონიკონს ტმვ (1658) ოკტონბერს კდ (24), რაც ლათინურად ოთხი ნოემბერი იქნებოდა. დღესა კვირიაკესა. ჟამსა შუაღამისასა“. იხ. სიძვ. მუზ.№75, 873.საისტ.საეთნ.№13, 95, 1658 დასხ.
ამ მინაწერში ისეთი დეტალებია გადმოცემული,რომ იგი ან თითონ სულხან-საბას გადმოცემულია, ან მისივე დაახლოვებული პირის (ძმის) მიერ უნდა იყოს ჩაწერილი... სხვათა შორის, ლექსიკონის ერთს ვარიანტში, რომელიც დღეს ს. იორდანიშვილს ეკუთვნის, სულხანის ძმა ზოსიმე-ზაალყოფილი სწერს: „დაიბადა სულხან ქ˜კს ტმვ, ღვინობისთვეს კდ, დღესა კვირიაკესა“. შეიძლება ზემორე ცნობაც ზოსიმეს ეკუთვნის...
ყველა ამ საბუთების შემდეგ,სულხან-საბა ორბელიანის დაბადების თარიღად უნდა მივიღოთ 1658 წელი. ამის მიხედვით მას უცოცხლია 66წელი, 3 თვე და 2 დღე.
8.საქ.სიძვ. II, გვ. 356.
დმანისი, უძველესი ქართული ქალაქი, VIIIს. არაბებმა აიღეს. „ჰავით არს მშვენი, - ამბობს ვახუშტი, - არამედ ზამთარს ცივი, ზაფხულს ცხელი, უვენახო, უხილო, შენობა მრავალი, აწ შემუსვრილი“. ვახუშტი, გვ. 59. დმანისს ჩრდილოეთით უდის მდ. მაშავერი,სამხრეთით - ფინეზაური.
გასული საუკ. 50-იან წლებში დმანისი წილად ერგო პოეტს ვახტანგ ორბელიანს. დმანისის ნანგრევებმა მას მწარეთ ათქმევინა:
„გაჰქრი, დმანისო, და დაინთქე უფსკრულთა შინა, ჩემ სატანჯავათ რომ არ მიდგე მე თვალთაწინა!“. 9 მ. თამარაშვ., გვ. 312.
10.სახლთუხუცესის გავლენა შესამჩნევად სწორედ ამხნიდან იზრდება .სახლთუხუცესი იყო მეფის მამულების შემოსავალ-გასავლის გამგე.
მდივანბეგი - მსაჯულთუხუცესი, სახელმწიფოში სამართლის უმაღლეს ფუნქციებით აღჭურვილი პირი. კერძოდ, ყაფლანის და მისი შვილის ვახტანგის სამოხელე უფლებაში შედიოდა შემდეგი ტერიტორია: ქართლი: ტფილისი, საბარათიანო, სომხითი და ბორჩალო. ქრონიკები II, გვ. 491;საქ.სიძვ. II, გვ. 131.
ორივე თანამდებობისათვის ყაფლანი პირდაპირ ყაენის კარიდან იღებდა ჯამაგირს; ჰქონდა ინვესტიტურული ნიშნები...
11. ეს სისხლიანი ქრონიკა ფეოდალური ეპოქისა ჩაწერილი აქვს ალ. ორბელიანს. იხ. Е. Такайшвили, Еще один из источн. ц. Вахушта, стр. 126-127.
12. ბარათაანთ გაყრი სწიგნი,ს. კაკაბაძე.საისტ. მ. I, გვ. 174...
13. „არჩილიანი“, მაჩიტაძის გამოც.
14. „შაჰნავაზიანი“.
თუ რამდენად ძალიერი ფეოდალი ყოფილა ყაფლან, იქიდანაც ჩანს, რომ მას 61 ახალისოფელი აუშენებია,როგორც გვამცნობს მისი ეპიტაფია. გარდაიცვალა 1671 წელს. იხ. გ. ჩიტაია. პიტარეთისა და გუდარეხის საფლავის ქვები. საქ. მუზ. მოამბე. III, გვ. 119;საისტ.საეთნ.№221.
პიტარეთი - ორბელიანების საგვარეულო ტაძარი პირველ ხარისხიან ძეგლად ითვლება საქართველოში და ცნობილია ევროპაშიც (იხ. ბარტოლომეი და სხ.).
15. „საქართველოს მოსამართლე, ქართლისა და კახეთისა ხელმწიფეთა და მეფეთა (გიორგი XI, არჩილ, ლევან) დედის ძმაჲ“ - როგორც თითონვე იწოდება. ქრონ. II, გვ. 497.
16. Ibid.
- უკანასკნელად ვახტანგი იხსენიება 1706წ. სექტ. 23-ს. იხ.საქ.სიძვ. II, გვ. 205. მისი გარდაცვალება უნდა მიეკუთნოს 1706წ. მიწურულს ან 1707წ. პირველ თვეებს. საფიქრებელია, რომ. მასწაართვა მდივანბეგობა ნაზარალიხანმა (1688-1703). მართლაც, მის მეფობაში მდივანბეგად ჩანს არაგვის ერისთავის ძმა ბარძიმი. ვახტანგი ამ წლებში სცენაზე არა ჩანს.საქ.სიძვ., გვ. 429, 430. ერთს დოკუმენტში კი „საქართველოში უფროსად დადგინებულად“ ვახტანგის ძმა ასლან (ნაზარალიხანის დედიდის ქმარი) არის ნახსენები. Ibid. 436. ნაზარალიხ. მეფობის უკანასკნელ წლებში კი - 1702, 1703წ. მდივანბეგად იხსენიება ვახტანგის მეორე ვაჟი - ერასტი. Ib. გვ. 198;წ. კითხ.№1648. ირაკლის გადაგდების შემდეგ კი - 1704, 1706წ. ვახტანგი ისევ მდივანბეგად ჩანს (თუ თარიღის შეცდომა არ არის). Ib. გვ. 198, 205,წ. კ.№1648. ეტყობა, ნაზარალიხანს შესამჩნევად დაუმდაბლებია ვახტანგ ორბელიანის ოჯახი... (იხ. ქვემოდ).
17. მ. ჯანაშვილს (საქ. ისტ., გვ. 304), ნ. მთვარელიშვილს („სიბრძ.სიც.“, I),ს. გორგაძეს (ჩვენი ძველი და ახ. მწერ., 1925) სულხანის მამად შეცდომით მიუჩნევიათ ყაფლან (ყაფლანიშვილი - საგვარეულო შტო) და არა ვახტანგი.
18 ეს ისტორიული ეპიზოდი გამოიყენეს ვაჟა-ფშაველამ („ბახტრიონი“) და აკაკიწერეთელმა („ბაში აჩუკი“).
19. არაგვის ერისთავების სახლი ცნობილი იყო ყოველთვის, როგორც შტაბი პერმანენტული შეთქმულობების და აჯანყებათა. დამახასიათებელია სამივე ძმების (ზურაბ -1629, დათუნა - 1634, ზაალ - 1660) ტრაღიკული სიკვდილი. ზაალ ერისთაობდა 1634-1660წ.
- XVIIს. არაგვის ერისთავების გაძლიერებას ხელს უწყობდა დიდი მოურავი გიორგი სააკაძე, რომელსაც ზაალის და ჰყავდა ცოლად...
- თამარ ცოცხლად იხსენიება 1700 წელსაც. იხ.წ. კითხ.№1648.
20.საქ.სიძვ. II, გვ. 511; ქრონ. II, გვ. 519.
21. იხ. ჩემი შტუდია: გამორჩენილი პოეტები „განახლების“ ეპოქისა (დემეტრე ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, ბეგთაბეგ, სულხან და ყარან შანშიან მარტიროზაშვილ-ბეგთაბეგიშვილები). იბეჭდება ცალკე.
22. „საქართველოს ზნეობანი“, 2; იხილ.წერა კითხ.№426 და 16.
- მაშინდელი ევროპიელი მოგზაურები შარდენი და არქანჯელო ლამბერტი აღნიშნავენ აღზრდის დეფექტებს საქართველოში და გაკვირვებაში მოდიან, რომ „ქართველები მხოლოდ ბუნებით ითვისებენ იმ აღზრდას, რასაც ევროპაში ბავშვი მასწავლებლებისა და სკოლების წყალობით იღებსო...“
23. მეფენი და დიდებულნი აღმოსავლეთის ძველი ტრადიციით თავის შვილებს სხვის ოჯახებში ზრდიდენ (ამ ჩვეულებამ ქართულს ფეოდალურს ოჯახებში XIXს. მოაღწია. იხ. აკაკი წერეთლის „თავგადასავალი“).
ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლანის აღზრდის შესახებ მატიანე ამბობს: „მიეცა ვახტანგ აღსაზრდელად საურმაგ სპასპეტსა, რამეთუ წესი იყო, რათა შვილნი მეფეთანი წარჩინებულთა სახლთა აღიზარდნენ“. ხოლო მისი დაი მირანდუხტ „მისცეს აღზრდად სპასპეტსა კასპისასა“. ქ. ცხ. გვ. 153, 156; ibid. გვ. 147.
ვაჟის აღმზრდელი იწოდებოდა „მამამძუძედ“, ქალის - „დედისმძუძედ“ -სიტყვიდან ძუძუ. იბიდ. გვ. 80, 155, 196, 205 (ერთი ძუძუთი აღზრდილ ძმობილებს ერქვათ ძუძუსმტე - სმისა და საჭმლის მოზიარე. საბა). XIIს. მეფის მამამძუძეს მაგივრად შემოდის ტერმინი ათაბაგი - იბიდ. გვ. 484. ამავე დროს იხმარება „მასწავლელი“, იბ. გვ. 425 X, „გამზდელი“ - ვეფხ. ტყ., 119, აბულ. XIVს. გვხვდება „აღმზრდელი“ იბ. გვ. 623. XVIIIს. „ლალა“ აღმზრდელი. საქ. სიძვ. გვ. II, 367.
მეფის მაგალითის მიხედვით დიდებულნი და თავადნიც შვილებს თავის აზნაურებს გააბარებდნენ ხოლმე. უკანასკნელნი კი - შეძლებულ გლეხებს. აღსაზრდელი ყრმა დიდის ცერემონიალით მიჰყავდათ მამამძუძის სახლში, აქ იგი უნათესავდებოდა როგორც ამსახლს,ისე მამამძუძის მთელს გვარს.
როგორც ქვემოდ დავინახავთ, სულხანსაც წილად ხვდა „მამამძუძის“ ანუ აღმზრდელის როლი, როცა ზრდიდა მომავალ მეფეს ვახტანგ VI-ს (იხ. ქვემოდ).
24. „საქართველოში იტყვიან:სამას სამოცდა ხუთს ზნეობას“, - ამბობს არჩილ.
25. კოდექსის სათაური: „საქართველოს ზნეობანი, რომელი ჯერ არს ესე ვითარად წურთილობა კაცთა, რომელთა ჰნებავს, რათა სრულ იყოს საწუთოსა ამას ზნეკეთილობათა მიერ.
ესე ყურად იხვე და გულად მიიღენ, რომელი ესე აღუწერია მეფესა არჩილსა და ლექსად წარმოუთქვამს, რათა ყოველნი ერის კაცნი ესრედ იქცეოდნენ“.
იხ.წერა-კითხ. ხელნაწ.№ 1511, „ივერია“, 1885,№XII.
26. ამ დროს უნდა ეკუთნოდეს სულხანის ცნობილი „ანბანთ ქება“,წ.-კითხ.№426, და თეიმურაზის პოემაში „წამება ქეთევან დედოფლისა“ ჩართულისამი ტაეპი.წ.-კ. 1511, 342, 403.
27.საქ.სიძვ. II, გვ. 357.
28.წერ.-კითხ. ხელნ. 335; ე. თაყაიშ. Оп. стр. 57;.საისტ-საეთნ. ხელნაწ.№1505.
1707 წელს, შორეულს ყანდაარში მყოფი, სამხედრო კარავიდან გიორგი მეფეს წერს სულხან-საბას თავის შთაბეჭდილებას ლექსიკონის შესახებ:
„ასრევ გავეწყევ, რომე თათრულსწიგნზედ მივდგარვარ და კიდეც ვისწავლე. ლამის ის გამაშობინოს ამისმა კითხვამა, ბევრი შენდობა მითქვამს და კიდეც გეტყვი შენდობასა. დიაღ კარგიწიგნია და კარგადაც გავეწყევ. ახლა ამ წიგნში ზოგი რამ ქართული სიტყვა არის, ვერ შემიტყვია, თუ ამას გარკვევით კაის ხელად დამიწერინებ და გამომიგზავნი, კარგი იქნება. ეს ნუსხა არის, შენთვის კიდევ გექნება, იმაზედ გარდმომიწერინე. დიაღ დაგიმადლებ...“ იხ.საქ. სიძვ. II. გვ. 219.
- ხომ არ ეკუთვნის გიორგის „თხრობანისულთა და ხორცთანი“? იხ. წერა-კითხ. ხელნაწერ.№1508.
29. ვახუშტი, გვ. 56.
30. მ. თამარაშ., გვ. 265.
31.სეხ. ჩხეიძე ჩუბ. გვ. 310.
32.წერა-კითხ. ხელნაწ.№335;საისტ.საეთ.№ 45.
33. დამახასიათებელია მეფის და სულხანის მეგობრობისათვის შემდეგნაირი მომართვები გიორგისა მიწერ-მოწერაში სულხანთან: „ჩემო სანახავად სანატრელო ძმაო, ბატონო სულხან“, „ჩემო ძმავ საბავ, ვახუშტის დამკარგავ ნუ მომიძულებ“. იხ.საქ.სიძვ. II, გვ. 222, 224.
გიორგი XI - მეფე ქართლისა. მისი ცხოვრება სავსეა დრამატიზმით. რამდენჯერმე დაკარგა ტახტი, როგორც სპარსეთის შეურიგებელმა მოწინააღმდეგემ. მეფობდა ქართლში დროგამოშვებით 1675წლიდან. 1709წ. მოკლეს ღალატით ყანდაარში.
34. ვახუშტი.
35. რუსეთში ყოფნის დროს, ფიზიკურს ვარჯიშობას მოკლებული, ის ჩივის: „ვეღარ ვბურთობ, ვერ ვნადირობ...“
მოსკოვში დასახლებული იგონებს: „აწ ისინი (მეგობრები) უჩემობით არას სწუხან, ისრევ ზმიან, ვინ ასპარეზს ასპარეზობს, მერმესმენ და მღერენ, ზმიან. მე აღარვინ მომიგონებს...“
საისტ.საეთნ. 2116,წერა-კითხ.№1511.
- იაკობ შემოქმედელი ასე ამკობს არჩილს:
„მხნე, ახოვან, ქველ-დიდებულ,
ისარ ლესულ ძლიერისა.
ხმელ სამყაროს ეთერთ ბურჯის
ბრძენთ სფაადის შარვანდისა.
იროიკო ღრამატიკოს,
რიტორ, ვარსკულავთმრიცხველისა“.წერ. კ. ხელნაწ.№1508.
36. „სხვანი რამდენნისაყოლნი და ყრმანი ჩემნი შეზდილნი, ზოგნია ჩემნი გამზრდელნი და სხვანი ჩემნი დაზდილნი“.
...„ბევრი ვსწვართენ ამას სიტყვით, მაგრამ არვინ არ დამლოცა“.
...„ყმათ აღზრდიდა“ - ამბობს მისი კარის პოეტიც (იხ.წ. კ.№426).
არჩილი (დ. 1647წ.), უფროსი ვაჟი შაჰნავაზისა, 14 წლისა გამეფდა იმერეთში. 1663-1675წ. განაგებდა კახეთს შაჰნაზარხანის სახელწოდებით. შემდეგ ისევ იმერეთში მეფობდა (1678-1699) დრო გამოშვებით. იმერეთში სულ იმეფა ექვსი წელი. გარდ. 1712წ. მოსკოვის ახლოს. მისი პოეტური შემოქმედება: „არჩილიანი“, „გაბაასება კაცისა და სოფლისა“, „საქართველოს ზნეობანი“ დასხ.
არჩილის ბრძანებით არის დაწერილი: იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანი“, ფეშანგი ბერტყაძის „ფირმალიანი“ (ჩემის აზრით, მას აქვს მონაწილეობა ისტორიული პოემის „შაჰნავაზიანის“ შეკვეთაში). მისი გაზდილი ყოფილა, სხვათა შორის, პოეტი იაკობ შემოქმედელი, როგორც უკანასკნელი ამბობს: „სიბრძნე მომწონს მისგან ზრდილსა არჩილ ცნობა-უფსკრულისა“...
37. ცნობილი მეისტორიე სეხნია ჩხეიძე, როგორც თვითვე გადმოგვცემს: „ლევანის გაზრდილი იყო“. იხ. სეხ. ჩხეიძე. ჩუბ. გამ. გვ. 312.
38. წერა-კითხ. ხელნაწ.№2498.
აღსანიშნავია, კერძოდ, სულხანის გავლენა ოჯახში თავის ძმებზედ. ჩვენ ვიცით, რომ იგი დიდს მონაწილეობას იღებდა თავის ძმების აღზრდაში და ლიტერატურულს გავლენას ახდენდა მათზე.
„ვაჲ მმართებს, რადგან დავკარგე,
ვინ მიმარტებდა იგავსა
მიმდემ გვსწავლიდა კეთილად
და გვაშორებდა იგ ავსა“...
ასე დასტირის საბას სიკვდილს მისივე ძმა პოეტი დემეტრე ორბელიანი.
ჩვენ ვიცით აგრეთვე, რომ მეორე ძმას - ცნობილ სასულიერო პოეტს, კალიგრაფს ნიკოლოზ ტფილელს სულხანმა ასომთავრული მგრგლოვანი დამწერლობა ასწავლა. იხ.წ. კითხ.№303.
მესამე ძმა ზაალყოფილი - ზოსიმე - კალიგრაფი დიდი კრძალვით იხსენებს საბას: „ამ ზემოხსენებული უფლისა საბას ძმა, არღირსი ძმობისა, არამედ მონა მისი ზოსიმე“, - ამბობს ერთს მინაწერში.
მან გადაწერა საბას ლექსიკონი რამდენიმე ეკზემპლიარად. ჯერჯერობით ჩვენ ვიცით ოთხი: იხ.საისტ.საეთნ. ხელნაწ.№13, 95, 1035, ერთიცს. იორდანიშვილის კუთვნილება და საბას „სწავლანი მოძღვრებანი“,სიძვ. მუზ.№479.
-საბას ხელმძღვანელობით უნდა გაწვრთნილიყოს პოეტი ვახტანგ ორბელიანი (ძმისწული).
39.წერა-კითხ. ხელნაწ.№303. გვ. 275.
40. მიუხედავად იმისა, რომ არისტოკრატია და სასახლეც სპარსული კულტურის დიდ გავლენას განიცდიდა, მაინც დამოუკიდებლად დაცული ყოფილა „ქართული ზნე“ სასახლისა და რაინდობისა. მაგ., როცა სპარსეთში აღზდილი კახთა მეფე იმამყულიხან გამეფდა კახეთში, მან, როგორც უმეცარმა „ზნეთა და სამხედროთა საქართველოსათა“, „იწყო ზნეთა ქართლისათა სწავლა, რამეთუ მოღობა ასპარეზი და მას შინა ასპარეზობდა უხილაობისათვის კაცთა“, ვახუშტი, გვ. 131-132.
41. ლექსიკონი, გვ. XXV.
42. ibidem.
43. ლექსიკონი, გვ. VIII.
44. 1685წ., როგორც გადმოგვცემს საბა ლექსიკონის შესავალში.
45.წერ. კითხ.№2498, 82;საისტ.საეთ.№410.
46. ლექსიკონი, გვ. VII.
47. ლექსიკონი, გვ. IX.
48 იბიდ. გვ. XV.
49.წერა-კით.№82.
50.საისტ .საეთნ.№№ 202, 1238, 1736.
51.წერ. კითხ.№82.
52. ლექსიკონი, XIV, XI;საისტ.საეთნ.№1429.
53. „მც. უწყ.“, გვ. 29.
54. ლექსიკონი, გვ. XXV, XXVI; „სომეხთა და ფრანგის ლექსისკონათა შემოწმებითა განასრულა“, ამბობს XVIIIს. ერთი მინაწერი ლექსიკონის ვარიანტისა. იხ. წერა-კითხ.№82.
55. ლექსიკონი, გვ. XXV.
56. ibid, გვ. XV.
57. მაგ, ჩვენ ვიცით, რომ ვახტანგ VI-მ იცოდა სპარსული ენა, მაგრამ სულხანი მაინც არ სთვლის ვახტანგს სპარსულის მცოდნედ: ვახტანგის მუშაობის შესახებ „ქილილა და დამანაზე“ ამბობს: „თვითონ (ვახტანგ VI-მ) ზედმიწევნით სპარსული არ იცოდა“-ო; „სხვას ენის წიგნი სხვას ენაზედ თუ არ კარგის მცოდინარსაგან, გამოთარგმნა ძნელი“-ო. „ქილილა და დამანა“, გვ. 8.
58. ლექსიკ., გვ. XV.
59. თამარაშვილი,გვ. 328. სულხანს უნდა სცოდნოდეს თურქული ენა, რომელიც XVIIს. დასასრულსა და XVIIIს. პირვ. ნახ. მეტად გავრცელებული იყო ფეოდალურს წრეებში,და საქართველოში ინტერნაციონალური ენის როლს ასრულებდა...
60. ibidem, გვ. 317.
61.სპარსული ენა განსაკუთრებით პოპულიარული იყო XVI-XVIIს-ში როგორც ფეოდალურს არისტოკრატიაში, ისე ლიტერატურაშიც. მოვიგონოთ თეიმურაზ I-ისსიტყვები:
„სპარსთა ენათა სიტკბომან
მისურვა მუსიკობანი,
მძიმეა ენა ქართველთა,
ვერ ძალმიც მისებრ თხრობანი,
მათ შეწმასნილთა სიტყვათა
მინდა მარტივად მბობანი“. -
იხ.წერა-კითხ. ხელნაწ.№403, გვ. 55.
ვახტანგ VI-ც გრძნობს სპარსულს,როგორც უმაღლესად პოეტურს ენას. მაგ.
„ეს ქილილა და დამანა
ბრძენთაგან გამოთქმულები,
სპარსთა ენითა სიტკბოთი
დაშაქრულ-დაამბრულები“.
„სპარსთ ენაში მეტად კარგად და ტკბილად უთქვამთ, მაგრამ სპარსული ქართულს ენაში ლექსად არ ითარგმნება, ამბავად მოვა..“ იხ. „ქილილა და დამანა“, გვ. 13.
62. ლექსიკონი.
63. მ. თამარაშვ., გვ. 263.
64.სულხანი დაჯილდოვებული ყოფილა კარისკაცის ზნეობრივი და ფიზიკური ღირსებებით: რომ გამოჩნდეს ახალგაზრდობის პორტრეტი, ვიხილავდით ელეგანტური შეხედულობის მხედარს, ახოვანი მხრებით, განიერი თვალებით და მაღალი შუბლით, რომელზედაც ისახება სიბრძნე კარისკაცისა. - ეს იქნება ჭაბუკი ფეოდალის სურათი „განახლების“ ეპოქისა...
ჯერ კიდევ მოხუცი, ის ჩანდა მიმზიდველად, როგორც აღწერენ ქ. ტოსკანაში: „60წლისაა, მაღალი ტანისა, მხნე და ძლიერის აგებულობისა, მშვენიერისახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზედ მეტი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება“. იხ. მ. თამარაშვ., გვ. 328.
65.საქ.სიძვ. II, გვ. 226.
66. ibid. გვ. 201.
67. ibid. გვ. 210.
68. ibid. გვ. 210.
69. „მც. უწყ.“, გვ. 29.
70. ლექს., გვ. VIII; სულხანის ბეჭედზე გამოსახულია მტრედი წარწერით „ქ.შ˜ე ორბელისშვილი სულხან“.საქ.სიძვ. II, გვ. 119.
71. მ. თამარაშვილი, გვ. 313.
72. ibid. გვ. 323.
73. ibid. გვ. 331.
74. ამ ბრძოლაში მეფეს მოუკლეს პოეტი იოსებ ტფილელი („დიდმოურავიანის“ ავტორი).
75. ვახუშტი, გვ. 61. ჩუბ.
76. იბიდ . გვ. 67.
77.სეხნია ჩხეიძე, გვ. 311. ჩუბ.
78.წ. კითხ.№1648.
- „მეფეს გარდაყვა ერთ-პირად ერისთავი გიორგი, ამილახორი გივი, ძმა ამილახორისა, ქათალ. ნიკოლაოზ, ყორჩიბაში მუხრანის ბატონიშვილი დათუნა, ზურაბისშვილი ზურაბ,სხვანი თავადნი და აზნაურნი მრავალნი“... იხ. ვახუშტი, გვ. 312 ჩუბ.საინტერესოა, რომ აქაც, როგორც ყველგან, მატიანესულხანს არ იხსენიებს.
79. ვახუშტი, გვ. 61.
80. ათაბაგი შემდეგ საფიცარს აძლევს სულხანს: „... ესე მტკიცე საფიცრისა წიგნი მოგეცით ჩვენ ათაბაგმა ბატონმა ხალიფაშამ თქვენს ჩვენსა სიძესა ორბელიშვილსა ბატონსა სულხანს, ბიძასა თქვენსა ბატონსა თამაზ სარდალსა და თქვენსა ძმებსა, ასე და ამა პირსა ზედან, რომ ბატონის მეფის ბრძანებით ჩვენთან მობრძანდით და ჩვენ და ბატონი მეფე საფიცრითა და მოყვრობით მოგვარიგეთ და თქვენც საფიცარი მოგვეცით და ჩვენ ეს საფიცარი მოგვიცია, რომ ვიყვნეთ თქვენთვის კაი და კაისა მნდომი... რომელიც მეზობლობაში გაგვეწყობოდეს და ხელი გაგვიწვდებოდეს ხელი მოგიმართოთ. ავი არვის ვაქნევინოთ, არ დაგზარდეთ“... იხ. ქრონიკ. II, გვ. 159.
81. ვახუშტი, გვ. 66.
82.სეხ. ჩხეიძ, გვ. 312.
83. იბიდემ. გვ. 313.
84.საქ.სიძვ. II, გვ. 168.
85. ibid . გვ. 119.
86. იხ.წერა-კითხ. ხელნაწ.№1648.
87.საქართვ.სიძვ. II, გვ. 201.
88.საქართ.სიძვ. II, გვ. 190-191; ქრონიკები II, გვ. 509. ნაზარალიხანი ქართლში მეორედ გამეფდა 1695წ.,სულხანი კი ბერად შედგა 1698წ. 18 მარტს. რადგან აქსაბა ერისკაცის სახელით არის მოხსენებული, ამიტომ დოკუმენტი 1695-1698წ., უფრო კი 1696-97წ. უნდა ეკუთვნოდეს (და არა 1689წ. ახლოს. თ. ჟორდანია. ქრ. II, გვ. 509).
ვისა სწერს ნაზარალიხანი ამ წერილს, ვინ არის სულხანის შუამდგომელი მეფესთან თამარ? თ. ჟორდანიას ჰგონია, რომ ის არის თამარ ორბელიანი (თუმცა არ იცის, რომ იგისაბას დედაა), რომლისთვისაც სულხანი შვილია და არა მაზლის წული. ამავე დროს, ზაალ ერისთავის ქალი ნაზარალიხანის დედიდა ვერ იქნებოდა,რადგან დედა მეფისა დიასამიძის ქალი იყო.
აქ მოხსენებული თამარ არის საბას ბიძის ასლანის მეუღლე - „მეფის ერეკლეს (ნაზარალიხანის) დედის და, დიასამიძის ასული ბატონი თამარ“ - როგორც იხსენიება 1700წ. ერთს მინაწერში. იხ.სიძვ. მუზ.№850, გვ. 190. მაშასადამე, სულხანის შუამდგომელი მეფესთან მისი ბიძის ცოლი თამარი ყოფილა .
ოთარის შესახებ ჟორდანია ჰკითხულობს: ხომ არ არის იგი არაგვის ერისთავი ლოპინა. ეს არ არის მართალი. ოთარი არის სულხანის ბიძაშვილი, ამავე თამარის და ასლანის ვაჟი. „ბაზიერთუხუცესი პატრონი ოთარ“. იხ.საქ.სიძვ. II, 1696წლ. ქვეშ.
თუ გავითვალისწინებთ ნაზარალიხანის და სულხანის დამოკიდებულებას, სრულიად შეუსაბამო ხდება თ. ჟორდანიას შეკითხვა: „შეიძლება ბერად შედგომა ამ დიდად ნამსახურის კაცისა იწყინა მეფემ“-ო [ნაზარალიხანმა]. ibid. გვ. 509.
89. საბა - „არა თავისუფლება, გინა მოხუცებული, გინა მოქცევა წარტყვევნილთა, გინა გარე მოვლა“ (საბას ლექს.).
90. „მოძღვარი მელა“, იხ. „სიბრძ.სიცრ.“, გვ. 25.
91. პროფ. ალ. ხახანაშვილი,სიტყვიერების ისტორია,გვ. 542.
92. პროფ. კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, გვ 302.
93. მ. თამარაშვილი, გვ. 311.
94. ibid. გვ. 328.
95.საქ.სიძვ. II, გვ. 331.
96. გ. ჩიტაია, პიტარეთისა და გუდარეხის საფლავის ქვები, იხ.საქ. მუზ. მოამბე, III, გვ. 123.
97. ცოლის სიკვდილის გავლენით ხომ არ არის დაწერილი არაკი: „ცოცხლათ დამარხული კაცის თავგადასავალი და უსახოდ დიდი ადამიანები“ იხ. გვ. 123-128, „სიბრძ.სიცრ.“?
98. ფლორენციის არქივის ცნობით,საბას უკანასკნელი მეუღლე კათოლიკედ გარდაცვლილა.სულხანის აღკვეცის შემდეგ ხომ არ შედგა თამარ მონასტერში?
99. საფიქრებელია, რომ ვახტანგ ორბელიშვილის ოჯახში საეკლესიო მოღვაწეობისათვის ემზადებოდა მეხუთე ვაჟი ზაალ, შემდეგში ბერი ზოსიმე.
100. ნაწვიმარს ჭაში აყენებენ.
101. ქართლ-კახეთის მონასტ. ისტ.საბუთები, თ. ჟორდანიას მიერ შეკრებული, გვ. 67.
102. სიძვ. მუზ.№35.
-სწორედ საბას შესვლამდე, რამდენიმე წლისწინად, მონასტერი აიკლეს ლეკებმა. „ლეკნი დეგვესხნეს თავსა და მონასტრის კრებულნიც დახოცეს და მონასტრის სახმარნი ჭურჭელნი და საეკლესიო იარაღი ყველა წარტყუენეს, იავარყვეს და მოაოხრეს“, - ამბობს წინამძღვარი. იხ. ქართლ-კახ. მონასტ. ისტ.საბ., გვ. 69.
103. უნდა ვიფიქროთ, რომსაბა არის ერთ-ერთი რესტავრატორი ნათლისმცემლის მონასტრისა.
შეუძლებელია, სულხანს - მდიდარს ფეოდალს, ისიც უშვილოს - ძველი ტრადიციის მიხედვით ქონების დიდ ნაწილი არ შეეწირნა მონასტრისათვის.
საბას დროს მონასტრის მშენებლობამ გრანდიოზული ხასიათი მიიღო. ამ დროს აშენდა: „საყდარი, პალატები,სხვანი კვეთილნი კლდის სახლები, გალავანნი და კოშკები დასაყდრის კანკელი ბევრის ხარჯგაწევით მურასად დახატული“. - შეძენილ იქნა მრავალი სამონასტრო მოწყობილობა და იარაღი. იხ. ქ. კ. მონასტ. ისტ.საბ., გვ. 52. ცხადია, უღარიბესი მონასტერი, თუ არა დიდებულთა ფართო შეწირულობით, სხვანაირად ვერ შემართავდა ამდენს ნაშენობას.
აღსანიშნავია, რომ საბა მონაწილეობას იღებს აგრეთვე სამონასტრო პრაქტიკულ საქმიანობაშიც.
სხვათა შორის,საბა ურევია მონაზონთა დელეგაციაში, რომელიც წარუდგა კახეთის მეფე დავით იმამყული ხანს 1710წელს, „საზრდოსა და მამულის“ სათხოვნელად სოფ. პატარძეულში. ibid. გვ. 72. ხოლო ვახტანგ VI 1708 წელს, თვით საბას აძლევს მონასტრისათვის წყალობის სიგელს:
„გიბოძეთ [ნათლისმცემლის] უდაბნოს მყოფს ორბელიშვილს მონაზონს საბასა მას ჟამსა, ოდეს ქალაქს გლეხების მოძებას დაგვიაჯენით; ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გიბოძეთ...“ (ჩამოთვლილია ყმები). ibid. გვ. 23-24.საბას დროს მონასტერი იმდენათ აშენდა, რომ მის წინამძღვარს სრული უფლება ჰქონდა მემკვიდრეებისათვის ეთქვა: „გასვენებული, გარიგებული და რიგიანი საქმე მოგებარათ“. იბ. გვ. 67.
104. რა ბედის ირონიაა, საბას აიძულებენ ილოცოს ნაზარალიხანის სადღეგრძელოდ! გარდა განკუთვნილი დღეებისა, „მარადღე მოხსენება თქვენი არ დავაკლოთ“-ო, - ეფიცება მეფეს მონასტერი, იხ. ქართლ-კახ. მონასტ.საბუთები, გვ. 20.
105. ibidem, გვ. 29.
-სხვათა შორის, სწორედ საბას მონასტერში ყოფნის დროს, 1702 წელს სასულიერო მთავრობამ გამოსცა დეკრეტი, რომლითაც მონასტერში შესულს აღარ შეეძლო სხვაგან გადასვლა, არა თუ ბერობის აღთქმის გატეხა. „... ასე რომე, რომელიც ბერი დავით გარეჯას თუ ნათლისმცემელს თუ დოდოს თუ ბერთუბანს მივიდეს მეტანიად და დასადგომად და აღთქმა ყოს მუნ მონასტერსა შინა სამყოფად და მერმე კვალად უკუნ იქცეს და დაუტეოს თვისი მეტანია, მონასტერი დასხვად მონასტრად მივიდეს ჩვენად უშენდობოდ და ერის გამოურჩევლად, დაუპატიჟებლად თავის ნებით დაწადილით და გულისწყრომით, ამპარტავნობით და უთმინობით გამოვარდეს ანსიტყვით ვისითმე მოღორდეს დაწავიდეს, - წყეული იყოს და შეჩვენებული მღვთისა და ყოველთ მისთა წმიდათაგან შვიდის კრებისაგან და ოთხის პატრიაქისაგან სვეტის ცხოველისაგან დაწმინდის გიორგისა, წმიდის ნინოსა და ამ წმინდის მამა დავითისა და დოდოსაგან, რომელიც შევიდეს მეტანია ქნას დასადგომად მამასა და კრებულის პირი და აღთქმა დაუდვას და აღარ აღასრულოს ეს თავისი აღნათქვამი, წყეული იყოს და შეჩვენებული“. იხ.სიძვ. მუზ.№340.
106. 1713წ. საბას კონსტანტინეპოლში ყოფნის დროს მისი თანამგზავრი მისიონერი რიშარი აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ელჩის დეზალურის მიერ ფრანგი ტყვეების მიღებამ საბა მეტად გაახარა. - „მათმა დახსნამ ძლიერ გააოცა საბა, უფრო იმიტომ, რომ ზემო ქართლში, საუბედუროდ, ჩვეულებად აქვთ ერთმანეთი თათრებს მიჰყიდონ ხოლმე“. იხ. მ. თამარაშვილი, გვ. 313. ტყვეებით ვაჭრობა იმდენათ იყო გავრცელებული, რომ სრულიათ ნორმალურ მოვლენად ითვლებოდა ფეოდალისთვის, ერთს ოქროს ხანჯლის ფასში სამი ოჯახის გაყიდვა, რასაც ადგილი ჰქონდა 1689წ. იხ. ქრონიკ. II, გვ. 509.
107. სიძვ. მუზ.№479.
108. პროფ. კ. კეკელიძე. ქართ. ლიტ. ისტორია I, გვ. 372.
109. ibid, გვ. 372.
110. აღსანიშნავია, რომ კათოლიკე მისიონერები სწორედ სულხანის ახალგაზდობის წლებში სარგებლობდნენ დიდი პოპულიარობით სასახლეში, ფეოდალურს ოჯახებში და ქვემო ფენებშიც. პოპულიარობის უმთავრესი მიზეზი იყო მათი განთქმული მედიცინური დახმარება და ის სკოლები, რომ ხსნიდენ ტფილისში, გორსა, ქუთაისში და სხ. სკოლებში, სხვათა შორის, ასწავლიდენ ქართულს, იტალიურს და ლათინურს. მ. თამარაშ. გვ. 237. ტფილისში სწავლა დამთავრებულთ მისიონი გზავნიდა ევროპის ცენტრებში კლერიკალურ მეცნიერების შესწავლად, მაგრამ, როგორცა ჩანს, ქართველი ახალგაზრდობა მაინც ახერხებდა ევროპაში საერო მეცნიერების შესწავლას. სხვა მაგალითებთან ერთად, ჩვენ ვიცით, რომ 1687წ. ერთი ახალგაზრდა ქართველი ქ. ნეაპოლში სწავლობდა სამოქალაქო მეცნიერებას. ibid. გვ. 254.
თუ რამდენათ მოწყურებული იყო მეცნიერებისათვის ქართველი ახალგაზრდობა, ამას გვიმტკიცებს მაგალითი იმ ჭაბუკისა, რომელმაც თავისი ძვირფასი ცხენი გაყიდა და მით ევროპაში გაემგზავრა სწავლის შესაძენად. იბიდ გვ. 343; მისიონერები, საერთოდ, დიდიწარმოდგენისა იყვნენ ქართველ ახალგაზრდობაზე. ისინი ხშირად აღიარებენ, რომ „ქართული ახალგაზდობა თავისი მიდრეკილებით და ნიჭით, კარგი სხვა ხასიათით ბევრათა სჯობია აღმოსავლეთის სხვა ტომის ახალგაზდობას“. ibid.
111. მეტად დამახასიათებელია დიალოგი „კალმასობიდან“:
იოანე: თუ ვინმე რიგიანად იტყვის რასმე ფრანგს ეძახიან ჩვენში, და რა ჩვეულება არს ესე?
ზურაბამ: ამისთვის, რადგან საფრანგეთში მეცნიერება ბევრია, და მეცნიერნიც მოდიან იქიდამ პატრნი თუსხვანი, მის გამო ვისაც მცოდნიერს ნახავენ, ფრანგს ეძახიან. იხ. იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“, გვ. 341.
ლათინიზაციას ხელს უწყობდენ მისიონერები, რომელნიც მასწავლებლობდნენ არისტოკრატიულს ოჯახებშიც. მაგ. მათ აღზარდეს ელენე ათაბაგის ასული, თამარაშვილი, გვ. 162-163. გიორგი XI-ის მემკვიდრეს ბაგრატ ბატონიშვილს იტალიურს ენას ასწავლიდენ. იბიდ, გვ. 22; ვახტანგ VI (1709წ.) მათგან ასტრონომიის გაკვეთილებს იღებდა. იბიდ. გვ. 339; მათვე აღზარდეს პოეტი ვახტანგ ორბელიანი (XVIIIს.), ბატონიშვილი ვახუშტი, რომელმაც „სულ აღასრულა ყოველი, სწავლა ლათინთა ფრანგული“. იხ. დაუბეჭდავი ისტორიული პოემა „ვახტანგიანი“. წერ.-კითხ.№101 და ჩემგან შეწირული ეკზემპ. საისტ. საეთ. საზ.-ბისთვის.№1751.
ეს ტრადიცია XIXსაუკ. გაგრძელდა. აკაკი წერეთელი გადმოგვცემს, რომ 20-იან წლებში, „გურიელის სასახლეში თითქმის შინაკაცებად ითვლებოდნენ ფრანგის პატრები და დიდი გავლენაცა ჰქონდათ ოჯახებზე. ამ ევროპიულად განათლებულმა და გონებაგანვითარებულმა მეცნიერებმა დედაჩემზედაც დიდი გავლენა იქონიეს: მათი მეოხებით შესწავლილი ჰქონდა, სხვათა შორის, ექიმობა და მეურნეობა“. იხ. აკაკის „ჩემი თავგადასავალი“, გვ. 31.
აღსანიშნავია მისიონერთა ლიტერატურული გავლენაც: ვახტანგ VI-ის ლექსში „ქება ყველისა“ ამბობს: „ეს ლექსი ლათინურიდამ ერთმა ფრანგმა მითხრა ყველის ქებად და ასე ვთქვი“. იხ. წერ.-კითხ.№ 4500; ერთგან არჩილ მეფეც ამბობს:
„ბრძენთ ლათინთგან გავიგონე
ესე მათგან ბრძნულად თქმული,
კაცი, მიწა და სხეული
კვამლი არის აღგზნებული“.
იხ. წერ.-კითხ.№2116, გვ. 105.
საგულისხმოა ისიც, რომ მისიონერები თავის მხრივ დიდათ იყვნენ დაინტერესებულები ქართული საერო ლიტერატურით და ზოგიერთ მათგანს ბიბლიოთეკაც კი ჰქონდა თანამედროვე ქართული მწერლობისა. იხ. თამარაშვილი, გვ. 682-683. მისიონერთა შორის იყვნენ მხატვრები, ხუროთმოძღვრები და სხ.
112. მ. თამარაშვილი, გვ. 259, 261, 263, 265, 267, 268, 837-844.
113. გიორგი XI სწერს ინოკენტი XI-ს: „გვინდოდა რომ ჩვენი კაცი გვეახლებინა, მაგრამ დიაღ შორი გზა იყო და გზაც აშლილი იყო“. იბიდ. გვ. 837. ამიტომ გზავნის ელჩად მხოლოდ კათოლიკე მისიონერს. წერილში მეფე ევედრება: „გულნი და თვალნი შენდა მიმართ მოგვიპყრიან და შენს დიდსა იმედსა და ბრძანებასა უყურებთ... მოგვიძიენ, მოგვიტაცენ პირისგან მგელთა, ნუ გაგვწირავ და გამოგვიხსენ“. იბიდ. გვ. 843. ასე ევედრებოდა საქართველო რომს ხუთი საუკუნის განმავლობაში...
114. აღსანიშნავია, რომ თვით გაკათოლიკებულს მეფეებს ეშინოდათ ხალხისა და სამღვდელოებისა და უფრო ფარულად აღიარებდნენ კათოლიკობას. ასე იქცეოდენ მაგ. გიორგი XI, ქაიხოსრო I, ვახტანგ VI დასხ. უკანასკნელი 1722წ. ასე სწერს პაპს ინოკენტი XII-ს: „მე გპირდები, ვცხოვრობდე თქვენის მორჩილების ქვეშ წმ. კათოლიკე სარწმუნოების აღმასრულებელი, როგორც ჩემნიწინაპარნი. სამწუხაროდ, აქაური უბედურობა და ხალხის ღალატი ნებას არ მაძლევს ცხადად აღვიარო კათოლიკობა“. იხ. მ. თამარაშვილი, გვ. 340; ასევე სწერს ავსტრიის იმპერატორს. იბიდ. 341; - ვახტანგის კათოლიკობისათვის: იხ. იბიდ. გვ. 315, 321, 323, 327, 339, 341,
353.
საინტერესოა, რომ კათოლიციზმის აგიტაცია და „პეტრეს ბადით თევზების ჭერა“ საქართველოში არც ისე ნაყოფიერი და უხვი იყო, როგორც მას გვიხატავს მ. თამარაშვილის ტენდენციური წიგნი... მისიონერები, როგორც უმაღლეს წრეების, ისე ხალხის მასის მიერ ხშირად დევნასაც განიცდიდნენ. დამახასიათებელია გულგატეხილი პატრის ბერნარდეს ჩივილი: „ქართველები, თუმცა კი ძლიერ გონიერი, კაცთმოყვარენი არიან, ხოლოსულიერ საქმეებში კი უსწავლელნი და კათოლიკე სარწმუნოებაზედ მრუდეთ ჩაგონებულნი და არც უყვართ მოსმენა სწავლა-დარიგებისა; არამედ მოზიდული არიან ბეჟანიანისა, ბარამიანისა, როსტომიანისა და მათი მსგავს წიგნების კითხვაზედ“. ისტორია კათოლიკობისა, გვ. 183. და ეს მაშინ, როცა იმავე ბერნარდე სსიტყვებით, „ქართველი ხალხი აღმოსავლეთში სხვაზედ უფრო განათლებულია და განვითარებული“. ibid. გვ. 683.
115. დამახასიათებელია ერთი კალამბური საბაზედ:
„ვიყავ ერად,
მჯობდენ ვერად.
ვიქმენ ბერად,
მივსგავსე რად?“ იხ.სიძვ. მუზ.№303.
116. „წყობილ სიტყვაობა“, გვ. 287, § 805; ბერი იონა ხელაშვილიც საბას უწოდებს „გალათინებულსა, გარდატეხილსა“. იხ.საისტ. საეთ.№1429; „მცირე უწყების“ ავტორი კი ამბობს, რომ საბამ დასწერა „სამოთხის კარი“, სადაც „მიეკერძა ლათინთა და რეცა კათოლიკედ აღიარებდენო“. გვ. 29.
117. მომყავს კათოლიკური „აღსარება“ საბას მიერ შედგენილ „სამოთხის კარიდან“:
„...კვალად აღვიარებ რომის პაპის ნაკურთხს ხატს და მის ნიშატსა და კრიელესონთა, შენდობისა ძალი აქვს და სარგებელი გუექმნების. კვალად ვუწყი რამეთუ წმიდა ეკლესია რომანელთა დედა ჩუენი არს და მოძღვარი ყოველთა ეკლესიათა. ამას ჭეშმარიტითა აღთქმითა აღვიარებ, რამეთუ პაპა რომისა მართლად იესო ქრისტეს მაგიერი არს და მისი მორჩილი ვარ.
კვალად დამტკიცებით და ვირწმუნებ წმ. კრებათა განკანონებულსა და შემდგომად თრიდენტის კრების განწესებულთა და მათს წინააღმდეგ სიტყუასა და რომის პაპის შეჩუენებულსა მეცა შევაჩუენებ და განვიოტებ.
აღვიარებ, რამეთუ წმ. რომანელთა ეკლესიისა სარწმუნოება მართალი და ჭეშმარიტი არს და ვისაცა არა სწამს, არა ცხონდება.
ესე მართალი სარწმუნოება არს და მართალის შეურყევლად მნებავს დამარხვა და გულთა შინა ჩემთა მადლობითა და წყალობითა ღვთისა ჩემისათა და მარადის მნებავს სწავლად მათგან, რომელნიცა სჯულის მეცნიერ არიან“. იხ. სიძვ. მუზ.№303.
118. მ. თამარაშვილი, გვ. 342, 318.
119. Ibid. გვ. 323.
120. Ibid. გვ. 332; ლიუდოვიკე XIV-ისადმი მიმართულს ეპისტოლეში პაპი უწოდებს საბას „ღვთიური სასოებით აგზნებულს“. Ibid. გვ. 320.
121. Ibid. გვ. 263.
122. Ibid. გვ. 323.
123. შესაძლოა,1687 წელს, სულხანმა გამოსთქვა მხოლოდ სიმპატია კათოლიციზმისადმი, მისიონერმა კი ეს ამბავი გადაჭარბებულად აცნობა რომს. ასეთ ხერხს ხშირად მიჰმართავდნენ ხოლმე ტფილისელი მისიონერები თავის მოღვაწეობის გასამართლებლად საქართველოში.
124. Jounal Asiatique. 1832 avril.
125. პროფ. ალ. ცაგარელის სიტყვით, საბამ კათოლიკობა მიიღო ევროპაში ყოფნის დროს. იხ. О граммат. лит. Груз. яз. стр. 100.
126. მომყავს ეპისტოლე, რომლითაც საბამ 1709წელს, 15 აგვისტოს მიჰმართა პაპს კლემენტე XI-ს.
„წმიდა პაპასა რომისასა, მეათერთმეტე კლემენტოსს.
„ქ. ზეცისა სასუფევლისა კლიტეთ მპყრობელსა და ქუეყანასა ზედ აწმიდათა შესაკრებელთა თავსა, თავისა მის მოციქულისა პეტრეს მოსაყდრესა, იესოს ქრისტეს სისხლით მოსყიდულთა ცხოვართა მართალსა მწყემსსა, წმიდათა უაღრესსა ცრემლითა და შევრდომით აღუარებ ყოველთა ცოდვათა და ვევედრები წმიდათა ფერხთა მთხვეველი მეუღლითურთ ჩემით, მინდობილი მადლისა მაგათისანი,რათა ცოდუათა ჩვენთასიმრავლეთა აღხოცად ევედროს ღ˜თსა დაწმიდა კურთხევა მათი მოგვფინოს, და ლოცვა ყოს ჩუენ უღირსთათვის, რათასიმტკიცით ვეგნეთ მართალსა სარწმუნოებასა ზედა შეურყეველად.სიტყვით და საქმით უწყით, რამეთუ შენ გაქუს ხელმწიფება მიტევებად ცოდუათა, რომელი მოგცა განხსნა და შეკრვა იესო ქრისტემან.
„თქვენის მადლის მფარველობითა უხილავ მტერსა ზედა მომეხმარე, თუ არა ხილულს მტერს ჩემზედ არა შეუძლია რა:
„ოღონდ ეს ვინცავინ აქ მართლმადიდებელნი არიან ამათზედ თქუენი დაცვა და საქმითაც მოხმარება იყოს. ხილულის მტრებისგან დიდს ჭირში არიან.
„ყოველთ ცოდვილთ უცოდვილესი ორბელისშვილი სულხან ყოფილი, მონაზონი საბა, მიწა ფერხთა თქუენთა“.
მ. თამარაშვილი, გვ. 312. წერილზედ საბას ბეჭედია. ibidem. გვ. 318, 320, 326, 327, 328, 332, 343.
127. Ibid. გვ. 315; სიცილიაში მოგზაურობის დროს საბას წერ სსაფრანგეთის მინისტრს: „მესინაში თქვენმა კუნძულმა წამიყვანა დაწმიდის ბასილის ჩვენის მონასტერში დამაყენა“-ო. Ibid. გვ. 330;საბას თანამხლებელი ქართველი მონაზონიც „ბასილიანი“ ყოფილა. Ibid. გვ. 329. აღსანიშნავია, რომ XVII საუკ. პირვ. ნახ. ცნობილი ქართველი დიპლომატი ერბახიც ბასილის ორდენს ეკუთვნოდა. Ibid. გვ. 92, 96.
128. რომელი მონასტრის აბატი იყო საბა?
ვახტანგ VI საბას უწოდებს (1713წ.): „საქართველოს წმ. იოანე ნათლისმცემელის მონასტრის უფროსს წმ. ბაზილის მონაზნებისას“. თამარაშვილი, გვ. 317.
მ. თამარაშვილი ამ დოკუმენტის გამო ამბობს: „ეს საბუთი საკმაოდ გვიმტკიცებს, იმ დროს ხსენებული მონასტრის მონაზონებიც კათოლიკენი უნდა ყოფილიყვნენ, რადგან წარმოუდგენელია, ერთ და იმავე ალაგს უფროსი კათოლიკე იყოს და მისნი ქვეშევრდომნი კი არაო“. Ibid. გვ. 324. ჩვენთვის მეტად საინტერესოა ვახტანგის ცნობ ასაბას აბატობის შესახებ და თამარაშვილის მოსაზრებაც.
აღსანიშნავია, რომ მათი დამადასტურებელი ცნობები ქართულს წყაროებში არ არსებობს. თამარაშვილი, რასაკვირველია, მართალია, რომ წინამძღვარი თუ კათოლიკეა, მონაზნებიც უნდა კათოლიკენი იყვნენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეტათ მდიდარი მასალა ნათლისმცემლის მონასტრის ცხოვრებისა სწორედ ამ წლებისათვის (იხ. თ. ჟორდანიას მიერ შეკრებილი ქართლ-კახეთის მონასტრების ისტორ. საბუთები), საიდანაც სრულიათ არა ჩანს, რომ მონასტერი ლათინთა წესისა ყოფილიყოს, ან იქ საბა კათოლიკეთა აბატად ითვლებოდეს.
ჩვენ ვიცით, რომ დავითგარეჯა მუდამ იყო ცენტრი მართლმადიდებელ მონაზონთა და მის ტერიტორიაზედ კათოლიკეთა სავანის არსებობა, რომლის წინამძღვარიც საბა უნდა ყოფილიყოს, ბუნებრივათ ეჭვებს იწვევს.
საინტერესოა, რომ სწორედ ნათლისმცემლის კრებულის მონაზონი ბესარიონ ორბელიშვილის წერს შესანიშნავ საპოლემიკო თხზულებას ლათინთა ეკლესიის წინააღმდეგ („გრდემლი“), სადაც იგი სასტიკათ ილაშქრებს სწორედ ამ ახალი „ფილოსოფოსების“, ე.ი. კათოლიკეთა და კერძოდ პროზელიტების წინააღმდეგ, „რომელთა ჰნებავს ახალი რაჲმე სჯულისდება და ახალი სარწმუნოება“. ბესარიონი და საბა კი ერთსა და იმავე მონასტერში, ერთსა და იმავე დროს მოღვაწეობდნენ. იხ. ქართლ-კახ. მონასტ. ისტ. საბუთები, გვ. 21, 37, 39, 70, 71 და სხ.
საგულისხმოა ისიც, რომ საბა არსადა სჩანს საბუთებში მონასტრის წინამძღვარის თანამდებობაზედ, რომელიც უჭირავს ვინმე ხარიტონს. Iბიდემ, 19, 20, 22, 37, 39, 70, 71-72; - 1704, 1705, 1707, 1710, 1713 და 1714 წლების ქვეშე.
ამ ფაქტების შემდეგ თითქმის საეჭვო ხდება საბას აბატობა ნათლისმცემლის მონასტერში. შესაძლოა ნათლისმცემლის მონაზონთა ერთ ჯგუფში იყო განხრა კათოლიციზმისაკენ და მათ წინამძღვრობდა საბა. ამ ფაქტების შემდეგ ჩვენ ეჭვს გამოვსთქვამთ, ხომ არ იყო საბა ნომინალური აბატი.
129. ისტორია კათ., გვ. 313.
130. ისტ. კათ.
131. Ibid.
საბას ერთს წერილზე საპასუხოდ რომის კარდინალი სწერს:
„ვსცანი თქვენი მისწრაფება გასავრცელებლად კათოლიკე სარწმუნოებისა, რომელიც უკვე მიგიღიათ და გინდათ გაავრცელოთ იგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის გარეშე პროვინციებშიაც. ყოველივე ეს ვაუწყე ბატონ კარდინალებს, რომლებიც დიდად გავედრებენ და მზად არიან ყველა შემწეობა აღმოგიჩინონ თქვენის კეთილის სურვილის შესასრულებლად. ამიტომ აქ მოგელიან, რათა თქვენის პირით მოისმინონ ყველაფერი და იხმარონ ყოველნაირი შესაფერი და საჭირო საშუალება ამ წმიდა აზრის განსახორციელებლად“. Ibid. გვ. 318.
132. Ibid. 332; ასევე სთხოვს საბას რომის პროპაგანდაც: „აწ მისიონერებს დავავედრებ თქვენს მფარველობას, რათა თქვენის შემწეობით შეიძლონ მოტანა იმ უდიდესი ნაყოფისა, რომელსაც მოველით მათი შრომისაგან“. Ibid. გვ. 333;საბას თან წამოჰყვნენ მისიონერები. Ibid. გვ. 334; „ევროპაში მოგზაურობა“ საისტ. საეთ.№759, გვ. 93; „ცისკარი“, 1852,№№ 1-4.
133. მ. თამარაშვ.. გვ. 331.
134. ისტ. კათ. გვ. 368; - საქართველოს ერთს აღწერაში, რომელიც 1773 წელს პროპაგანდას წარედგინა, ნათქვამია, რომ საბამ „გააკათოლიკა თავისი მეტად მრავალრიცხოვანი ოჯახი, რომლის წევრებიც თავიანთ მხრივ სხვებში ავრცელებდნენ კათოლიკობას“. Ibid. გვ. 334;
- ამ ფაქტისათვის, სხვათა შორის, დამახასიათებელია კათოლიკური სახელი ბენედიკტე, რასაც საბას ერთ-ერთი ძმისწული ატარებდა. იხ. საქ. სიძვ. II, გვ. 357. ორბ. კათოლ. იხ. ისტ. კათ., გვ. 263, 334, 349, 350, 351 და სხვა.
135. Ibid. გვ. 335.
136. Ibid.
137. მეფე იასე: 1714-1716წწ.
138. საბას „მოგზაურობა ევროპაში“.
139. „წყობილ სიტყვაობა, გვ. 287. А. Цагарели. О грамматич. литературе Грузинскаго языка, СПჲ., 1873 г., стр. 100. თუმცა დასძენს, რომ დამაკმაყოფილებელი ცნობები ამის შესახებ არ არსებობსო. იხ. Книга Мудрости и Лжи, СПჲ., 1879 г., стр. V. პროფ. კორნ. კეკელიძე, ქართული ლიტერატ. ისტორია, I, გვ. 372; II, გვ. 302.
140. ქილილა და დამანა. გვ. 8.
141. მ. თამარაშვ. გვ. 312.
თავდაპირველად საბა ხომ არ ზრდიდა ბატონიშვილს ბაგრატს, გიორგი XI-ის მემკვიდრეს. რადგან ბაგრატი ყრმობაში მოკვდა (ტყვეთ სპარსეთში), მისი დაწინდული ჩერქეზთ ბატონის ასული რუსუდანი მეფემ მისცა თავის ძმისწულს ვახტანგს. ვახუშტი, გვ. 66-67.
142. რუსუდანის „საქებრათ“ დაწერილია მამუკა ბარათაშვილის „ჯიმშედიანი“: იხ. წერა-კითხ.№ 390.
143 მ. თამარაშ. გვ. 316, 217.
144. Ibid. გვ. 313.
ვახტანგ VI (1675-1737) განაგებდა ქართლს 1704-1712; 1719-1723 წლებში.
1722 წელს ვახტანგი საბოლოოთ დაადგა რუსეთის ორიენტაციას და შეუკავშირდა იმპერატორ პეტრე I-სსპარსეთის წინააღმდეგ, რისთვისაც დაკარგა ტახტი და გარდიხვეწა რუსეთში (1724), სცხოვრობდა პეტერბურგს, მოსკოვს. გარდაიცვალა აშტრახანში.
როგორც პოეტი, ვახტანგი ყურადღებას იქცევს ლირიკული თხზულებებით, რომელნიც დღემდის დაუბეჭდავია. იხ. წერ.-კითხ.№171 და 4500. „ქილილა და დამანას“ გარდა, მას ეკუთვნის თარგმანები სპარსულ ეპოსიდან: „ამირ-ნასარიანი“ და ასტროლოგიური კომპილიაციები იქიდანვე: აიათი, სტროლაბი, ხიჯითალა მასალა.
მანვე გალექსა „მოკლე სიტყვის გება სოგრატისა“.
მისი კარი, - როგორც ტფილისში, ისე მოსკოვში, - სავსე იყო პოეტებით (დავით გურამიშვილი, მამუკა ბარათაშვილი დასხ.). ლიტერატურული და სამეცნიერო მოღვაწეობით ცნობილია მისი შვილებიც - ვახუშტი და ბაქარ - ლიტერატორი და ქართული სტამბის გამმართველი რუსეთში.
145. „ქილილა და დამანა“, გვ. 12.
146. დავითიანი. პ. უმიკაშვ. გამ. გვ. 98.
147. თამარაშ. გვ. 321.
148. სულხანი უნდა ყოფილიყო წევრი „ქართლის ცხოვრების“ კომისიისა, რომელიც დაარსდა ვახტანგ VI-ის ინიციატივით [„ხოლო ვახტანგმან შეკრიბნა მეცნიერნი კაცნი და მოიხვნა, საცა რამ „ქართლის ცხოვრება“ პოვნა, და კვალად გუჯარნი მცხეთისანი, გელათისანი და მრავალთა ეკლესიათა და დიდებულთა და შეამოწმეს, და რომელი გარყვნილ იყო განმართეს, და სხვაც წერილნი მოიხვნეს, რომელიმე სომეხთა და სპარსთა ცხოვრებისაგან გამოიხვნეს და ესრეთ აღაწერინეს“.]
149. ვახუშტი, II, გვ. 61, 62, 63, 64, 67, 69.
ვახტანგთან ერთად სულხანი უნდა ყოფილიყო მონაწილე ახალდაბის ბრძოლის, როცა ნაზრალიხანის ბრძანებით თავს დაესხათ ქაიხოსრო ლოპინა ციციშვილი. Ibid. გვ. 63; და ვახტანგის პარტიზანული შეტაკებისა სპარსელებთან. Ibid. გვ. 63-65, უკანასკნელი მომენტი გამოიყენა ილია ჭავჭავაძემ მოთხრობაში: „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“.
150. იხ. „ქილილა და დამანა“, გვ. 9-11.
151. ქილილა და დამანა, გვ. 12.
152. „მც. უწყება“, გვ. 29.
153. იხ. ლექსიკ., გვ. VIII.
154. ევროპიელ ოსტატებიდან: მესაათები, ოქრომჭედლები, ხუროთმოძღვრები, მხატვრები; აგრეთვე ექიმები დასამხედრო ინსტრუქტორები. ტფილისის გარდა, მათ შეხვდებით საქართველოს სხვადასხვა პროვინციებში, მაგ. გურიაში,სამეგრელოში. იხ. არქანჯელო ლამბერტი, მ. თამარაშვილი.
ევროპის ცენტრებში ქართველობას შეადგენდნენ: დიპლომატები, ქართველი აბატები, გაკათოლიკებული ყრმები (უმეტესად გლეხობა და ღარიბი აზნაურობა) და ქართველი ვოლონტიორები, რომელნიც ტრაპიზონის ინგლისელი ისტორიკ. Finlau-ს სიტყვით, იყვნენ „უმამაცესი მხედრები მთელს აზიაში“. იგინი ჯვაროსნობის დღეებიდან მსახურობდნენ ევროპის სხვადასხვა ჯარებში. (მიშოს სიტყვით, ისინი შვეციის რაზმებშიც ითვლებოდნენ)... XVIIIს. ქართველები მსახურობდნენ აგრეთვე იტალიის ლაშქარში და საფრანგეთის გვარდიაში... (მაგ. ცნობილი ერთგული არაპი ბონაპარტესი - რუსტემ იყო ტფილისის სანახებიდან).
- ევროპას ქართველები უწოდებნდნენ „ფრანგეთს“, ხოლო ევროპიელებს - „ფრანგებს“. დღემდის დარჩენილა ხალხური ლექსები:
„ხომალდში ჩავჯექ, ზღვას გაველ,
ფრანგის ქვეყნები ვნახეო“
ან: „ხმალმა სთქვა ფრანგეთს ნაჭედმა,
ფრანგეთში ფრანგმა გამფერა“.
155.ს. კაკაბაძე,საქართ. ისტ.
156. მ. თამარაშ. გვ. 325.
157. მეტად დამახასიათებელია ეგრეთვე მაშინდელ ქართულ პოლიტიკური წრეებისათვის ვახტანგის წერილი საბასადმი: „ვნუგეშობ თქვენს მშვიდობით მისვლას საფრანგეთსა, სადაც, იმედი მაქვს, ნახოთ ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი და ყველაზე გულუხვი მეფე, ევროპის საუკეთესო აღყვავებული მთავრობა, ეგრეთვე ნახოთ რაც უფრო განსაკუთრებით ყურადსაღები აქვს მაგათ მეფესა და მის სამთავროს ღირსს ერსა.
ყველა მისი თვისება ღირს ჰყოფს ამ ერს, რომ მთელმა ქვეყანამ ნახოს იგი. ხოლო მარტო მე ვარ აქამდე მოკლებული ნახვისა, მაგრამ ნუგეშად ის მაქვს,რომ ცოცხალი ვარ და ვიდრე ვიცოცხლებ ეს იმედიც მექნება“. იხ. თამარაშ., გვ. 317.
158. საბას ევროპაში წასვლა, როგორც მიმართული სპარსეთის ინტერესების წინააღმდეგ, კონფიდენციალური ყოფილა.
- „ქორონიკონს ჩღიგ (1713წ.), აგვისტოს იА (18) საფრანგეთს გაიპარა“, ვკითხულობთ ლექსიკონის მინაწერშიც.ლექსიკ., გვ. VIII.
კონსტანტინეპოლში შეგვიანებულისაბა, პასუხის მოლოდინში, ასე შესჩივის პონშანტრენს: „ჩემი ყოფნა გრძლად არ ვარგა მისთვის, რომ ვინ იცის, თუ ჩემი რამ ითქუა დასაჯაროდ გამოვიდა, მრავალი საქმე წახდება“. ისტ. კათ. გვ. 331.
159. Ibid. გვ. 314.
160. მ. თამარაშვილი, გვ. 312-313.
161. ისტ. კათ. გვ. 314-315; საბამ მისწერა პროპაგანდას, რათა პაპისთვის ეთხოვა შუამდგომლობა ლიუდოვიკე XIV-სთან: რომ „ჩუენს ქვეყანას მართალი სარწმუნოება გამრავლდეს; - იმისი უკეთესი ღონე ეს არის, რომ ფრანცისის დიდი მეფე ჩვენის მეფის მოხმარებას ეცადოს. ეს ვიცი, თუ უფროსად წმ. მამა ჩვენი თავის შვილს, ფრანცისის მეფეს, ტკბილად ასწავლის და ფრანცისის მეფე მოინდომებს, ჩვენს მეფეს ეშველება. თუ ამ წყალობას გვიზამთ, ჩვენთვის დიდი საქმე იქნება. რომ მე მოვალე ვარ ქართველთათვის“. Ibid, გვ. 315; პაპმა ორჯერ მიჰმართა იმპერატორს, რათა მას „გაბედული დასწრაფი დახმარება“ აღმოეჩინა ვახტანგისთვის.
162. Ibid. გვ. 318.
163. ხოტბა ფრანგულიდან თარგმნილი მთლად მოჰყავს თამარაშვილს. იხ. გვ. 325.
164. რომის მიდამოებშივე პაპმა შესახვედრათ ორი ეტლი შეაგება და თან თავისი ძმისწული კარდინალი დაახვედრა. საბა დააყენეს ლაზარეს მონასტერში დიდი პატივით. „რაც ფრანცისის მეფის რიგი და ულუფა და წყალობა გვქონდა, ნამეტნავი გაგვირიგესო“, ამბობს საბა. კონკლავი, სახელმწიფო დასასულიერო იერარქიის უმაღლესი წარმომადგენლები საბას ყოველდღე დარბაზობას უხდიდნენ. („შემგვამჭირვეს, მრავალნი მოვიდოდნენ და გვიალერსებდენ“). იხ. „მოგზ.“, საისტ.საეთ.№759.
165. Ibid. „მც. უწყება“ გადმოგვცემს, რომ პაპმა საბას „დაბანა ფერხიცა“, გვ. 29; ლექსიკონის შესავალში ვკითხულობთ „ფრანციის მეფე, რომის პაპი, კრანდუკა უცხოდ კარგად დახვდნენ, ყოველი კაცი გაჰკვირდა. რაც იმ ქვეყანაში კარგი, უცხო და ძვირად სანახავი იყო, ყველა აჩვენეს“. ლექსიკ.,
გვ. VIII.
166. მალტაში საბას შეხვდნენ ტყვე ქართველები: „ქართველნიც ვნახე, ზოგი აფხაზი, ზოგი იმერელი, გურული, მეგრელი, რომ თათრისათვის წაერთმიათ, განა ენა ისევ კარგად იცოდენ. აფხაზმა რატომ იცოდა, ის გამიკვირდა, ქართული“. იხ. „მოგზ.“. ქართველი ტყვეები შეჰხვდა საბას აგრეთვე ქ. ლოკარნოში, მესინაში დასხ. იბიდ.
167. ისტ. კათ., გვ. 328.
168. Ibid. გვ. 329.
169. ალიკორნა - ლოკარნო.
170. კუნძულო - კონსული.
171. აჯამი -სპარსეთი.
172. მისიონა - მესინა.
173. თამარაშ., გვ. 329-330.
174. Ibid. გვ. 331.
175. ისტ. კათ., გვ. 14; ამნაირივე ნუგეშს სწერდა კლემენტე XI ვახტანგს: „უფლისა მიერ მამობრივის სიყვარულით შეგაგულიანებთ, რათა ყოველი შეწუხება დასატანჯველი, რომელიც ხშირად შეგემთხვევათ ამ ცრემლის ხევში, მოთმინებითა და მხნედ იტვირთოთ და ამნაირად მაგ შეწუხებისაგან გამოიღებს ნაყოფს“. Ibid. გვ. 326. დახმარების მაგიერ პაპი პირიქითსთხოვს ვახტანგს, დააჩქაროს ქართული ეკლესიის შეერთების საქმე რომთან.
დამახასიათებელია ლათინოფილის მ. თამარაშვილის ოპტიმისტური სიტყვები რომის სიკეთის შესახებ:
„რომი მუდამ მზად იყო საქართველოსთვის შემწეობა აღმოეჩინა; ამიტომ რაც შეეძლო არაფერს ზოგავდა. ევროპაში საბა ორბელიანის მისვლით პაპს ერთხელ კიდევ მიეცა შემთხვევა საქართველოსათვის სიკეთე ეყო. მაგალითი არ ვიცით, რომ პაპი აღმოსავლეთის სხვა რომელსამე ქვეყანას ასე ხალისით შესწეოდეს, როგორც საქართველოს შეეწია“. Ibid. გვ. 319. თუმცა ბოლოს არც თამარაშვილი მალავს, რომ ასეთი „შემწეობის“ შემდეგ, საბა „დაღონებული“ წამოვიდა ევროპიდან. Ibid. გვ. 334.
176. საბას „მოგზაურობა ევროპაში“ პირველი ცდაა ჩვენში მოგზაურობითი ჟანრის მწერლობისა და ევროპის აღწერისა (დაწერილია დღიურის სახით). „მოგზაურობა“ კიდევ ზედმეტათ ამჟღავნებს საბას დიპლომატიურს ტალანტს. ევროპაში ყოფნის დროს იგი იჩენს გასაოცარ დაკვირვებითს ნიჭს და ანალიტიკურს ჭკუას. დამახასიათებელია, უცხოეთში ნანახ ადგილებს საბა სამშობლოს კუთხეებს ადარებს (მაგ. ლოკარნოს ტყიანი და მთიანი მიდამოები სამეგრელოს აგონებს, ეტნის სანახები - ნახიდურის დაღმართებს, იტალიურს ღვინოს ატენურს ადარებს და სხ.).
როგორც ჩანს, „მოგზაურობა“ ვახტანგ VI-ის შეკვეთითა და დავალებით უნდა იყოს დაწერილი. იგი შესანიშნავი ძეგლია და შემდგომი ნიმუშები (XVIIIს.) მოგზაურობის ლიტერატურისა, როგორც მაგ. ტიმოთე გაბაშვილის, იონა გედევანიშვილის, გიორგი ავალიშვილისა და სხ. თხზულებანი მის დიდს გავლენას განიცდიან.
„მოგზაურობის“ ტექსტი დაცულია მხოლოთ ორი დეფექტიანი ხელნაწერის სახით. იხ. საისტ. საეთ.№93, 759.სამწუხაროთ, ორივე ვარიანტი თხზულების მხოლოთ მეორე ნაწილს შეიცავენ, პირველი ნახევარი კი დღემდის აღმოუჩენელია.
ამ სახითვეა იგი დაბეჭდილი „ცისკარში“ დიდი შეცდომებით. იხ. „ცისკარი“ №№ 1-4 1852წ. აქ ტექსტი იწყობა ქ. გენუიდან 1714წ. 24 ივნისით; ეს მაშინ, როცა თხზულება უნდა ვიფიქროთ, იწყობოდა პირდაპირ საქართველოს ან ოსმალეთის აღწერილობიდან, რადგან იტალიის და საბერძნეთის აღწერის დროს, საბა ხან წინა აწერილობას იხსენიებს (მაგ. რომის ბაღების შესახებ ამბობს: „როგორც ფარიზისა დავწერე, ესეც იმისთანა იყო“ დასხ.), ხან ავსებს ნაწილობრივ. ამ სტრიქონების ავტორი „მოგზაურობის“ ტექსტს თავისი კომენტარიებით უკვე ამზადებს გამოსაცემათ.
177. კონსტანტინოპოლში ყოფნის დროს საბას დაუმუშავებია უკანასკნელი ვარიანტი ლექსიკონისა, როგორც ერთი მისი მინაწერი გადმოგვცემს:
„იქ [კონსტანტინეპოლეს] იწყო წერა ლექსიკონი ესე აგვისტოს ათსა და ქორონიკონს ჩღივ [1716] იანვრის ოცს გაასრულა...“ იხ.საისტ.საეთ.№ 1658;
-საბას იქვე შეუდგენია „საქრისტიანო მოძღვრება“, როგორც იუწყება სიძვ. მუზ. ხელნაწ.№303:
„ეს მესულხან ორბელიანმა კონსტანტინეპოლეს გამოვთარგმნე და დავწერე ელენელთ წიგნიდამ მამა ილარიონის მიერ ფრანციის კაპუჩინისაგან და აღვწერე კონსტანტინეპოლეს ვიყავ“.
178. ნეგოციანტი ეივაზ ჩალაბი იხ.საქართვ.სიძვ., II, გვ. 263; 1678წლის ქვეშ.
179.საბას ძმის ერასტის - 14წლის ასული მარიამ, ქაიხოსრო ამირეჯიბის ნაცოლარი. ვახუშტი, II, გვ. 79.
180. საისტ.საეთ. ხელნაწ.№ 759, გვ. 93.
181. იოსებ ტფილელი. დიდმოურავიანი. ჭელიძ. გამ. გვ. 52.
182. ურჩი ფეოდალების ინტრიგანულმა მოქმედებამ XVII-XVIIIს. თავის აპოგეის მიაღწია. ამ სივრცეზედ არ გამოჩნდა არც ერთი ძლიერი და მტკიცე ხასიათის მეფე, რომელსაც გიორგი ბრწყინვალის მსგავსად შესძლებოდა მათი ლიკვიდაციის მოხდენა.
თვითონ ვახტანგიც ნაღვლიანად შენიშნავს თავის მეფობის ტრაგიზმს: „მეფენი ბევრჯელ ჟამთა და დროთა ცვალებით ასრე დამდაბლებულან, რომ ოდენსახელიღა რქმევიათ. როგორც ყმათ სდომნიათ, ისე უსამართლებიათ და ურიგებიათ. ამისი მომსწრენი მეც ვარ და სხვანიცა მრავალი“. იხ. ვახტანგის სამართალი. §2.
გასაგებია არჩილ მეფის ჩივილიც:
„მეფედ ვიწოდე, ვერ გავიწოდე ფეხი ჩემისად გუნებისადა“.
ჩვენ ვიცით მრავალი მპყრობელი, რომელსაც ფეოდალების ურჩობის მიზეზით, „მეფობა კნინღა ეპყრა“.საუკუნეთა სივრცეზედ ბაგრატიონები ამაოდ ებრძოდნენ ფეოდალებს. მათ ისე დაასრულეს ისტორია, რომ ხელისუფლების ცენტრალიზაცია
ვერ მოახდინეს...
183. „სიბრძნე სიცრუისა“. გვ. 21.
184. უნდა იყოს „დაღერღვეს“, რაც საბას განმარტებით ჰნიშნავს „მხეცთაგან დაკბენას“.
185. ვახტანგი სპარსეთში იმყოფებოდა 1712-1719წ. საბა კი 1713წ. 18 აგვისტოს ევროპაში გაემგზავრა ,საიდანაც მხოლოდ 1716წ. ივლისში მობრუნდა. ცხადია, ვახტანგი თარგმანის დასრულებას საბას წასვლამდე (1713) ვერ მოასწრობდა. ამიტომ, საბას „ქილილას და დამანა“-ს თარგმანის მიღება მხოლოდ 1716-1719 წლებში შეეძლო. მაგრამ რაკი ვახტანგი 1717წ. გამოესარჩლა დევნილ საბას, „ქილილა და დამანას“ გამოგზავნაც ამ წელს უნდა ეკუთნოდეს.
186. კერძოდ, ერისთავების შეთქმულობამ იჩინა თავი ვახტანგის მიერ ოსეთის დაპყრობის შემდეგ, 1711წ. შიშისათვის, რომ ვახტანგს მათი მოსაზღვრე მამულიც არ დაეპყრო. ამისთვის ერისთავები ნათესაურად შეუკავშირდნენ სვიმონ ბატონიშვილს და მასთან ერთად „იწყეს ქვეგამხედველობად ვახტანგისა“. ვახუშტი, გვ. 78.
187. ესენი არიან: ორბელიშვილი ლუარსაბ, მუხრანბატონი ერეკლე, დიასამიძე პაპუნა, ციციშვილი ბაგრატ, მელიქი სომხითისა, ფალავანდიშვილი ფეშანგ, ხერხეულიძე ჯამასპ, რევაზიშვილი [ორბელიშვილი] პაპუნა, ვეშაპიძე პლატონ და „სხვანი“, რომელნიც „ექსორია ჰყვეს“. ვახტანგმა დასაჯა იგინი დახვრეტით, დაღრჩობით, თვალების დათხრით, მონასტერში შეყენებით [ჩემგან აღმოჩენილი ცნობით, - ლუარსაბ ორბელიშვილი] და ოსეთში თხებზე გასყიდვით. ვახუშტი,გვ. 79, 81; რაც შეეხება დათუნა ერისთავს, ვახტანგმა წაართვა სახლთუხუცესობა. დათუნა მალე მოკვდა და მისი შვილები კახეთს გადიხვეწნენ. ibid. გვ. 80.
188. დ. გურამიშვილი. ჭიჭ. გამ., გვ. 44; სეხნია ჩხეიძე ასე გადმოგვცემს იასეს დამხობას: „გაათახსირეს მეფე იასე კახეთსა, აუწერეს საქონელი, მოიყვანეს ქალაქსა ტფილისისასა, დააყენეს შიგნით ერთსახლში მეფე იასე და დედოფალი ელენე და ამსახურეს ერთი მხევალი“. გვ. 327.სამიწლის შემდეგ ვახტანგმა გაანთავისუფლა იასე პატიმრობიდან, დაუბრუნა მთელი ქონება, მისცა მუხრანის ბატონობა და მდივანბეგობა. ibid. გვ. 329.
მაგრამ დაუდგრომელი იასე არც შემდეგში დასცხრა. მისი პროვოკაციით ჩაიშალა ქართლ-კახეთის კოალიცია, რამაც გამოიწვია 1723წ. ტფილისის აღება და ვახტანგის სამუდამოდ რუსეთში გადახვეწა.სპარსელების დამარცხების შემდეგ, 1724წ. იასე გახდა ოსმალთა ვასალი და ქართლის გამგებლად ითვლებოდა სიკვდილამდე [1727წ.]. „ვახტანგიანში“ იასე დახასიათებულია, როგორც „საუნჯე ყოვლის კეთილის“(sic!). იასე მამაა - ფილოსოფოსის და პოეტის კათალიკოზ ანტონ I-ის.
189. Ibid. გვ. 78; ცნობილია კიდევსვიმონის ორგულება ტფილისის აღების დროს. როდესაც ლეკებმა და კახელებმა ტფილისს მოულოდნელად ალყა შემოარტყეს, სვიმონმა არ მიიღო თავდაცვისათვის რაიმე ღონისძიება: არ აჰყარა ხიდი, არც გაამაგრა საფარი, რითაც გაუადვილა მტერს ქალაქში შემოსვლა.
190. დ. ბაქრაძე ვახტანგ VI, გვ. 33-34; ამ ფაქტის უარყოფას ხომ არ შეიცავს დომენტის სიტყვები „კათალიკოზ-ბაქარიანიდან“:
„მე მომიგონეს ტყუილი, კაცის ყურსსმოდეს აროდეს“ - გვ. 49, იმავე პოემაში დომენტი ეხება ძმებთან დამოკიდებულებას: „გადამეკიდა ქვეყანა, მე შემიძულეს ძმათაო“.
191. Ibid. გვ. 43.
192. წერ.-კითხ. №4500. „ეჰა, უცხო, რამეთუ ქრისტესათვის აიძულებულსა ვახტანგისათვის ნება-მოწმობა სცეს კათალიკოზმან, ეპისკოპოსთა და სამღვდელოთა მათ,“ - ამბობს აღშფოთებული ვახუშტი. გვ. 78.
193. წერ.-კითხ.№ 171.
194. ქილილა და დამანა, გვ. 11.
ხოლო როდესაც ტყვეობიდან ისპაჰანში მოიყვანეს და მეფობაც დაუბრუნეს, გამარჯვებული ვახტანგი ნიშნს უგებს დამარცხებულ შეთქმულებს:
„არ იცოდით, არ გმართებდათ ჩემი ასე გარდაგდება?
სამთავსა და კვერსა შუა ჭიქა როგორ გამაგრდება?
ტალსა კვესსა რა ჩამოჰკრავ აბედს ცეცხლი მოედება.
ცეცხლსა მძაფრსა ნავთ დაასხამ, მითხარ, როგორ დანელდება?
„თვითვე ნანობენ უგბილნი, თუცა ბევრს ჭირსა მახესა,
ლომი დაბმული აეხსნას, კაცსა გააბამს მახესა,
რაღასღა ვეძებსახვეწრად კლდესა, ტყესა და მახესა,
რაც ერგოთ ჩემის ამსაქმით, აწღა თვითონაც ნახესა“.
„ქილილა და დამანა“. გვ. 586.
ცხადია, ეს სიტყვები უმთავრესად ეხება მის ძმებს: სვიმონს, იასეს, დომენტის.
ვახტანგის შინაური მტრების დაღუპვის შესახებ ასევე ლაპარაკობს დავით გურამიშვილიც:
„რაც თესეს, ბოლოს მოიმკეს თავიანთ ნამუშაკისა“.
„დავითიანი“. გვ. 25.
195. წერ.-კითხ.№1729; საყურადღებოა, რომ კრუზინსკიც, ვახტანგის დამხობას (1712) შინაურს მტრებს მიაწერს, როდესაც ამბობს: „ვახტანგია სახლის წევრთ შესმენით გაისტუმრეს ქირმანს“-ო. იხ. ბაქრაძე. ვახტანგ VI, გვ. 33.
196. იხ. წერა-კითხ.№ 4500.
197. ან: „გამოხდა ხანი... მაშინ მოაგონდა მეძებარი თვისი მეფესა, უშტვენდა მეფე ძაღლსა მას. მოვიდა ძაღლი იგი ყინვისაგან ფრჩხილ დაცვეთილი, და შიმშილით თვალ დაკლებული; და ხმელის ღრღნით კბილ შემუსვრილი და სიბერითა დღე მოკლებული“. როგორ გამოჭრილია ეს სიტყვები ევროპაში მოგზაურობით ნაწამებს მოხუცს საბაზე!
198. თ. ჟორდანია. ქართლ-კახეთის მონასტ. ისტ. საბ., გვ. 70-71.
199. „რადგან მაღალსა და დიდებულს ფრანცისის მეფეს ჩვენი მეფისათვის წიგნი მოეწერა, მე მისის პასუხის მოსატანად საფრანგეთს წამოველ“-ო, უამბობს საბა ევროპაში. თამარაშვილი. გვ. 315; ასევე სწერს პონშანტრენს: „გაცნობებ, რომ თქვენის მაღალის მეფის ბრძანებით, წყალობით და ნიჭითა, აქ დიდს ქალაქს პარიზს მოვედით და მეოთხე (sic) ვახტანგ ქართველთა მეფის პასუხები და დიდებულთანაც და თქვენთანაც მოვიტანე“. იბიდ. გვ. 317. რიშარიც ესევესწერს მარსელიდან ლიუდოვიკეს მინისტრს ტურსის: „ამას [საბას] მოაქვს პასუხი იმწერილებისა, რომელიც კეთილ ინება და მისწერა ხელმწიფემ [ლიუდოვიკე XIV] და თქვენმა დიდებულებამ“. Ibid. გვ. 314. ამ ცნობების დამატებით თამარაშვილი სწერს: „ისე სჩანს, საბასაც ვახტანგთან ერთად მიუღია ლიუდოვიკე XIV-ის წერილი. ეს წერილი გვიჩვენებს, რომ საბა მთელი საქართველოსაგან პატივცემული და საყვარელი ყოფილა“-ო. Ibid. გვ. 314.
საგულისხმოა,რომ რიშარის გორში ყოფნისას, საბას თავისი წერილის პასუხი მიუღია ვახტანგისაგან. Ib. გვ. 313. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა შინაარსისა იყო ეს წერილი და ეხებოდა თუ არა საბას ევროპაში გამგზავრების საკითხს. მაგრამ საინტერესოა, რომ სწორედ ამ წერილის მიღების შემდეგ გამოუცხადა საბამ თავისი სურვილი ევროპაში წასვლისა, - რიშარს. აღსანიშნავია, რომ ვახტანგს და საბას მიწერ-მოწერაც ჰქონიათ. Ibid. გვ. 316, 331.
200.წერ.-კითხ.№4500.
201. აშტრახნიდან გაბრუნების შემდეგ პეტრემ მოსალაპარაკებლად გამოუგზავნა ვახტანგს ელჩი - ი. ტოლსტოი - პაპის მამა ლევ ტოლსტოისა.
202. როგორც გურამიშვილის სიტყვებიდან ჩანს, ოპოზიციონერებს მეთაურობდა ტახტის მემკვიდრე ბაქარი, რომელიც არ თანაუგრძნობდა მამას - რუსეთის ორიენტაციის მიღებაში:
„წახდენის დროს მამა-შვილთაც არა ჰქონდათ ერთი პირი.
არჩევდიან, არ მოსწონდათ ერთმანეთის ნავაზირი.
ორთავ შუვა მტერს ეშმაკსა ჩამოეგდო რაღაც შური
მისგანწახდა, დაგვიანდა, საქმე კარგი, დანაშური.
ერთმანეთის ნავაზირი მათ მოსწონდათ ამად არა -
მამა რუსეთს იზიდევდა, შვილი ყეენისა კარა“.
იხ. დავითიანი, ჭიჭ. გამ. გვ. 37.
203. დავითიანი, ჭიჭ. გამ. გვ. 24-37.
204. Ibid.
205. ვახუშტი, გვ. 82.
206. „კვალად მხცოვანებისა ჟამსა მეფეს ვახტანგს წარყვა ხაზარეთს და პეტრებრუხის ქალაქს“, ამბობს ერთი ბიბლიოგრაფიული მინაწერი. იხ. საისტ. საეთ. მუზ.№ 1658.
- ვახტანგი ამბობს: „მერმე ურუმთ ჯარი ჩამოვიდა ქართლში და ჩვენ აღარ დაგვინდეს და საქართველოში ვეღარსად დავდექით. წამოვედით რუსეთის ხელმწიფესთანა და თან გვიახლა სულხან ყოფილი, საბა“. საქ. სიძვ. II, გვ. 357.
საბას ყოფნას ვახტანგის ამალაში გადმოგვცემენ სხვა დოკუმენტებიც. იხ. Brosset, Bullet. hist.-philol. ტ. III. პ. 367; პოემა „ვახტანგიანით“, ვახტანგს თან გადაჰყვა რუსეთში შვიდი წარმომადგენელი ორბელიშვილთა სახლისა: „შვიდი ძმა და სახლისკაცნი ორბელიანთ თესლი-გვარი: სამღთონი და საერონი, ჭკვიანნი და მწვესახმარი“. ესენი არია ნსაბა, ტფილელი ნიკოლოზ, სახლთხუცესი დიმიტრი, ზაალ ყოფილი ზოსიმე, საბას ორი ძმისწული ბენედიკტე და ერთიც საბას ძმისწულის ვაჟი, საქ. სიძვ. II, გვ. 357-358, „თვინიერ ყრმებისა და დედათასა“. Ibid. გვ. 322;სიძვ. მუზ. 849.
ვახტანგის ერთი სიგელიდან სჩანს,რომ რუსეთში მგზავრობის დროს, საბას, „დიდათ მსახურეს“ დიმიტრი და ტიტე კარგარეთლებმა. მადლიერი მეფე მოსკოვში წყალობის სიგელს ანიჭებს: „თქვენ ამაზედ ნამსახური დიდათ დაგიმადლეთ და ეს წყალობა გიყავით: იმისგან ნაბოძები სოფელი შოშილეთი ასე გაგითარხნეთ, არაფერი საჩვენო გამოსაღები არა ეთხოებოდეს რა, არა საბალახე, არა კოდის პური, არა ნახირისა და პირის თავი, არ ასაური, თვინიერ ლაშქრისა და ნადირობისაგან კიდე, ყოველს საბაობას დღეს სულხანყოფილის საბასთვინ თვითოს ჟამს აწირვინებდეთ“.საქ.სიძვ. II. გვ. 322.
207. „მოგზაურობა“.
208. ibid.
209. თამარაშ. გვ. 314.
210. მოვიგონოთ რა ნივთიერ გაჭირებაში ჩავარდა საბა ევროპიდან მობრუნების შემდეგ. საბა გვიამბობს, რომ სამღვდელოებისგან ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ, ვერავინ შეეწია ვალის მიცემას. - „გამიჭირდა. ტფილისს ერთი დავრდომილი ნათლიდედა მყვანდა, კათოლიკე მართლმადიდებელი. მან დაიწყო სიარული. მას ავს დროს თავისის მოყვრების და მეცნიერთაგან რაც ვალი მემართა, სრულ მოაგროვა და მოვალეები გაისტუმრა“. იხ. „მოგზ.“
211. ზემოთ ჩვენ ვნახეთ, რა დაბრკოლებანი გამოიარა საბამ ევროპიდან დაბრუნებისას, მაგრამ ევროპაში წასვლის დროსაც, გზაზედ, არაერთი განსაცდელი გამოუვლია, რასაც ამოწმებს ვახტანგის სიტყვები, მასთან მიწერილი: „დიდათ შევწუხდი, როცა შევიტყე, რომ გზაში მეტად შეწუხებულხართ“. ibid. გვ. 316.
212. თხრობა გაბრიელ გელოვანისა,სიძვ. მუზ.№1007; М. Джанашвили, Опис. рук. церк. муз., кн. III, стр. 263.
213.სიძვ. მუზ.№75; წერ-კითხ.№1578.
214. „სოფლის ვალი ჩვენთან გარდაიხადა და სულხან-საბა ჩვენთან აღესრულა მოსკოვს,“ - ამბობს ვახტანგი. იხ. საქართ.სიძვ. II, გვ. 332, 357, 358.
- ეკლესია, სადაც საბა ჰმარხია, 1712 წელს, ააგო არჩილის საფლავზე დარეჯან ბატონიშვილმა, როგორც ჰმოწმობს საკურთხეველის წარწერა. იხ. კეკელიძე, II, გვ. 403.
- პროფ. ალ. ხახანაშვილი საბას გადასახლების შესახებ ამბობს შემდეგს: „მეფე იესემ საბას დაუწყო დევნა გაკათოლიკების გამო. ამიტომ [სიც!] 1724წ. წავიდა რუსეთს და არჩილ მეფესთან [სიც!] იცხოვრა სოფ. ვსესვიატსკში“. იხ. ისტორია სიტყ., გვ. 543. ცხადია, საბა ვერ წავიდოდა 1724წ. არჩილთან, რომელიც 1712წელს გარდაიცვალა.
215. М. Джанашвили, Опис. Церк. муз. III, стр. 122; კ. კეკელიძე, I, გვ. 372; II, გვ. 302. ეს შეცდომა ჩვენც გავიმეორეთ ჩვენი შრომის პირველ ფურცლებზედ. ამ თარიღს ასევე შეცდომით გადმოგვცემს საისტ. საეთ. საზ-ბის ხელნაწერიც №1658: „მიიცვალა [საბა] იანვარს. ქ˜კს უიგ [1725]“.
216. ვახუშტი, გვ. 88, სეხნია ჩხეიძე, გვ. 333.
217. სანდო უნდა იყოს პროფ. ა. ცაგარელის ცნობა, როდესაც ამბობს: „საბა ცოცხალი ჩანს 1725წ. 10 დეკემბერს“-ო. იხ. Книга Мудр. и Лжи, стр. IV. სწორეა აგრეთვე ხახანაშვილის ცნობა, როდესაც იგი საბას სიკვდილს 1726წ. ათარიღებს. იხ.სიტყ. ისტ. გვ. 543.
-საბა რომ მართლაც გარდაცვლილი ყოფილიყო 1725 წელს, მას „შენდობით“ მოიხსენიებდა მისივე ძმა - კალიგრაფი ზოსიმე 1725წ. 28 აპრილს გადაწერილ ლექსიკონში, რომელშიც დაცულია საინტერესო მინაწერი:
„ამ ზემოხსენებულის უფლისა საბას ძმა, არღირსი ძმობისა, არამედ მონა მისი ზოსიმე, შევრდომით გევედრები ყოელთა, რომელნი მიემთხვივნეთ ამა ჩემსა მცირედ ნაშრომსა სიტყვის კონა ლექსიკონსა წიგნსა. გინების ღირსი შენდობით მომიხსენოთ და ღირსი ჩემი გინება არა მომიბოძოთ. გასრულდა ლექსიკონი ესე ქრისტეს აქათ ჩღკე [1725], აპრილის კჱ? [28], მოსკოვს ქალაქში“.
- „ქ˜კს უიგ [1724] ამწიგნისწერა ქვიშხეთს, ქართლს დავიწყეთ და ძვილ მოსკოვს გავათავე, თეთრ რუსეთს. თუ არ გავირჯებოდით, ნუ შეგვინდობთ. ეს ღვთით სამისიტყვის კონა დამიწერია, რომელ არს ლექსიკონი“. იხ. საისტ. საეთ. №13. მინაწერიდან ჩანს, რომ ტფილისის აღების შემდეგ
- რუსეთში წასვლამდე, ზოსიმეს უცხოვრია ქვიშხეთში. მასთან ერთად ქვიშხეთს ხომ არ ცხოვრობდა საქართველოში ყოფნის უკანასკნელ დღეებში საბაც? ქვიშხეთი მაშინ ეკუთვნოდა ვახუშტი აბაშიძეს, რომელსაც საბას ნათესავი - ვახტანგის ასული - ანუკა ჰყვანდა ცოლად. იხ. ვახუშტი, გვ. 77.
![]() |
9 ბოლოთქმა |
▲ზევით დაბრუნება |
მკითხველს ხელთ უპყრია გიორგი ლეონიძის (1899-1966) ბიოგრაფიული ნარკვევი - „სულხან-საბა ორბელიანი“, რომელიც 1928 წლიდან მოყოლებული არაერთგზის დაიბეჭდა და რომელიც უეჭველი - და საუკეთესო - დასტურია, რომ გიორგი ლეონიძე არა მარტო შესანიშნავი პოეტი, პროზაიკოსი და ესეისტი იყო, არამედ - ქართულ სიძველეთა საუკეთესო მცოდნეცა და საუკეთესო მკვლევარიც.
გიორგი ლეონიძის ნარკვევში წარმოჩენილია სულხან-საბა ორბელიანის პიროვნული და საზოგადოებრივი პორტრეტი, ამასთანავე, მის გვერდით ნაჩვენებია XVII საუკუნის მეორე ნახევრისა და XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის გარემო და ადამიანები, ის ქართველები თუ უცხოელები, ვისაც საბასთან მოუწია ურთიერთობა.
პოეტი და მკვლევარი ქრონოლოგიურად მიჰყვება საბას ცხოვრების ტეხილებსა და მობრუნებებს, მის დაუდგრომელ ყოფას, მის დაუცხრომელ დღეებსა და საქმეებს, მის გზებსა და ფათერაკებს, მის გაწბილებებს, იმედებს, მოლოდინს. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ საბას, - როგორც დესპანს, სტუმარს, ლტოლვილს, - მოუწია გადაესერა ირანის მთა-გორებიცა და რუსეთის ტრამალებიც, მისი არჩევანი ერთადერთი და შეუცვლელი იყო: რელიგიურად, კულტურულად, პოლიტიკურად მისი მზერა, მისი გრძნობა და გონება მიმართული იყო ევროპისაკენ, დასავლური საქრისტიანოსაკენ. როგორც ჩანს, უმიზეზო არც ისაა,რომ დასავლეთ ქრისტიანული სამყაროს სულიერ დედაქალაქში - რომში მომლოცველობის პირველი ქართული აღწერა სწორედ სულხან-საბა ორბელიანს ეკუთვნის1.
შესაძლოა, საბას ბიოგრაფიის ზოგიერთი საკითხი ლეონიძისეული ნარკვევის გამოქვეყნების შემდეგ, - უკანასკნელი სამი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, - დაზუსტდა ან შეივსო; შესაძლოა, მკითხველს გაუჭირდეს დაეთანხმოს ნარკვევის ავტორს, როცა იგი (XX საუკუნის 20-იანწლებში!) სულხან ორბელიშვილ ორბელიანის ბერად აღკვეცას „ტრაღიკულ აქტს“2 და „კატასტროფას“3, „რელიგიის ჰიპნოზისადმი ბრმა მორჩილებას“4 უწოდებს; შესაძლოა, დღეს ცალმხრივობად ჩანდეს, როცა მკვლევარი საბას მიერ კათოლიკური აღმსარებლობის მიღებას ძირითადად პოლიტიკური მოტივებით ხსნის („საკითხი საბას კათოლიკობისა უმთავრესად პოლიტიკური მოტივებით უნდა აიხსნებოდეს და არა ვიწრო რელიგიური განცდებით“5, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საბა პრინციპიალური კათოლიკეა“6)7, მაგრამ შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს, თუ რამდენად გაწონასწორებულადაა აგებული ავტორისეული თხრობა, თუ რამდენადსხარტად და დამაჯერებლად, თავდაჭერილი გრძნობითა და მეტყველი საფუძვლიანობითაა დაწერილი წიგნი. აშკარაა მკვლევრის მიზანსწრაფვა, სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიის ყოველი ფაქტი და მოვლენა საბუთით - ციტატით - გამყარდეს და განმტკიცდეს, ხოლო მსჯელობამ სანდოობა მასალისა და გარემოს ანალიზის საფუძველზე შეიძინოს, - ამიტომაც უეჭველი ჩანს თუნდაც იმ მიზეზების პოვნა და ახსნა, რამაც ევროპიდან ქართლში დაბრუნებული საბას დევნა-შევიწროება განაპირობა, თუნდაც იმის დადასტურება, რომ საბა სიცოცხლის ბოლომდე რომის კათოლიკე ეკლესიის ერთგული დარჩა.
გიორგი ლეონიძის ნარკვევი ფარული ემოციითაა დაწერილი, მაგრამ მასში უთუოდ ჭვივისსევდა იმის გამო, თუ რაოდენი შელახვა და შეურაცხყოფა შეხვდა თანამემამულეთაგან საბას, - მლოცველს და მოღვაწეს, ვისაც არაფრით და არასოდეს უღალატია სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის.
საბას უბის წიგნაკში, რომელშიც მის მიერ დაწერილი, თარგმნილი თუ გადაწერილი სასულიერო ხასიათის თხზულებებია თავმოყრილი, ამგვარი ლოცვაა მოთავსებული:
„უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, სარწმუნოება აღაორძინე, მართლმადიდებლობა განამრავლენ, წმიდა ეკლესია აღამაღლე, ყოველი საეკლესიო წესი დაამტკიცე, რომის პაპის საწადელი აღასრულე, ქრისტეანი მეფენი მშვიდობით დაიცვენ, მწვალებელნი მოაქციენ, მტერნი ეკლესიისანი აღმოფხვრენ და ჩუენ სიყვარულსა შენსა ზედა განგვაძლიერენ და მოგვიტევენ ცოდვანნი ჩვენნი ხუთთა მათ წყლულებათა შენთათს, რათა მოუკლებლად ვადიდებდეთ ყოვლად წმიდასა სახელსა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“8
***
გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიული ნარკვევი „სულხან-საბა ორბელიანი“ ავტორის სიცოცხლეში ექვსჯერ გამოქვეყნდა, თუმცა ცალკე არასოდეს დაბეჭდილა (ამგვარად, წინამდებარე გამოცემა ამ ნარკვევის პირველი გამოცემაა ცალკე წიგნად) და ის სამი ათეული წლის მანძილზე ქვემორე ჩამოთვლილ წიგნებში ქვეყნდებოდა: 1.სულხან-საბა ორბელიანი,სიბრძნე სიცრუისა, გიორგი ლეონიძის რედაქციით, ტფ.: შრომა, 1928, გვ. III-CLXIII.
2. სულხან-საბა ორბელიანი, სიბრძნე სიცრუისა, გიორგი ლეონიძის წინასიტყვაობით და სოლომონ იორდანიშვილის რედაქციით, თბ.:სახელგამი, 1938, გვ. I-LXXIV.
3. გიორგი ლეონიძე, ძიებანი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, XVII-XVIIIს. ტ. I, თბ.:საბჭოთა მწერალი, 1949, გვ. 63-112.
4. სულხან-საბა ორბელიანი, სიბრძნე სიცრუისა, გიორგი ლეონიძის წინასიტყვაობით და სოლომონ იორდანიშვილის რედაქციით, თბ.: საბჭოთა მწერალი, 1957, გვ. V-XLVIII.
5. გიორგი ლეონიძე, გამოკვლევები და წერილები, თბ.: საბჭოთა მწერალი, 1958, გვ. 128-179.
6.სულხან-საბა ორბელიანი, თხზულებანი ოთხ ტომად, ტომი I, გამოსაცემად მოამზადეს სოლომონ ყუბანეიშვილმა და რევაზ ბარამიძემ, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1959, გვ. 369-431.
წინამდებარე გამოცემას საფუძვლად უდევს გიორგი ლეონიძის ნარკვევის 1928 წლის ვერსია, რომელიც შემდგომ გამოცემებში მნიშვნელოვნად შემოკლდა, ნაწილობრივ შეივსო და ნაწილობრივ შეიცვალა (რაც ხშირად განპირობებული იყო გამკაცრებული იდეოლოგიური ცენზურის მოთხოვნებითაც). უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი მომდევნო გამოცემა განსხვავდება წინამორბედისაგან, თუმცა ძნელია ითქვას, რომ ავტორის სიცოცხლეში უკანასკნელად დაბეჭდილი გამოცემა წინანდელებთან შედარებით უფრო გამართული და უმჯობესი იყოს. ისიც სათქმელია, რომ ნარკვევის პირველი გამოცემა ტექსტის ყველაზე ვრცელ ვარიანტს წარმოადგენს. ამიტომაც ვარჩიეთ ხელახლა გამოგვეცა სწორედ ეს, თავდაპირველი ავტორისეული ვერსია. ტექსტში უმთავრესად შენარჩუნდა ამ ვერსიის სტილური, ორთოგრაფიული და ბიბლიოგრაფიული თავისებურებანი, ოღონდ შენიშვნები, მათი დიდი მოცულობის გამო, გადატანილია ნარკვევის დასასრულ; ამავე შენიშვნებში - მითითებათა შეძლებისდაგვარი ერთგვაროვნების მისაღწევად - შეტანილია მცირეოდენი ცვლილებები. ავტორისეული ტექსტი მხოლოდ იმ ადგილას ჩასწორდა, სადაც აშკარა იყო ორთოგრაფიული ან პუნქტუაციური შეცდომა, ზოგიერთგან კი გაიშალა შემოკლებული სიტყვები.
მერაბ ღაღანიძე
_______________________
1. სულხან-საბა ორბელიანი, მოგზაურობა ევროპაში, სოლომონ იორდანიშვილის რედაქციით, წინასიტყვაობით, შენიშვნებით და ლექსიკონით, ტფ.: ფედერაცია, 1940; სულხან საბა ორბელიანი, თხზულებანი ოთხ ტომად, ტომი I, თბ.:საბჭოთა საქართველო, გვ. 151-245.
2. ზემორე, გვ. 45
3. ზემორე, გვ. 48
4. ზემორე, გვ. 48
5. ზემორე, გვ. 65
6. ზემორე, გვ. 66
7. საგანგებოდ, საბას რელიგიური აღმსარებლობის შესახებ იხ.: ივანე ლოლაშვილი, საბა ორბელიანის რელიგიური მსოფლმხედველობა და „სამოთხის კარი“, - წიგნში: ივანე ლოლაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მოღვაწეობიდან (1698-1713წწ.), თბ.:საქ. მეცნ. აკად. გამომც., 1959, გვ. 104-132; ლილი ქუთათელაძე, ს.-ს. ორბელიანის კონფესიური შეხედულებანი მისი ლექსიკონის მიხედვით, მრავალთავი: ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, III, თბ.: მეცნიერება, 1973, გვ. 104-118.
8. A-303, გვ. 69; ლოცვის ტექსტი არასრულად გამოქვეყნებულია: ივანე ლოლაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 115.
9. A-303, გვ. 69; ლოცვის ტექსტი არასრულად გამოქვეყნებულია: ივანე ლოლაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 115.
![]() |
10 პირთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აბაშიძე, ვახუშტი 161
აბულაძე, იუსტინე 136
ავალიშვილი, გიორგი 130, 155
ავიტაბილე, პეტრე 64
ავრელიუსი, მარკ 73
აივაზა ჩალაბი იხ. ეივაზ ჩალაბი
ალექსანდრე II 114
ალიბეგ 92, 93
ამილახორი, გივი 39, 141
ამირეჯიბი, ქაიხოსრო 155
ანთაძე,ს. 132
ანტონ I 65, 66, 157
ანუკა, ორბელიანის ასული 161
ანჯელო 86, 87
არისტოტელე 26
არნუ 81
არსენ ნინოწმიდელი 53
არჩილ II 11, 15, 17-19, 21, 22, 35, 127, 129, 130, 134, 136-138, 145, 156, 160
ასლან ფაშა 94
აფხაზი, შანშე 41
ბ
ბაგრატ ბატონიშვილი 36, 145, 151
ბაგრატიონი, დიმიტრი 130
ბარათაშვილი იხ. ორბელიშვილი
ბარათაშვილი, ასლან 131, 134, 142
ბარათაშვილი, ბარათა 131
ბარათაშვილი, მამუკა 6, 13, 40, 130-132, 151
ბარათაშვილი, ოთარ 43, 142
ბარათაშვილი, ორბელ 7
ბარათაშვილი, პაპუნა 131
ბარათაშვილი (ყაფლანიშვილი), თამაზ 13, 38, 40
ბარამიძე, რევაზ 166
ბარტოლომეი 134
ბასილი,წმ. 67, 68, 88, 148
ბაქარ ბატონიშვილი 70, 73, 104, 105, 107, 109, 121, 126, 130, 151, 159
ბაქრაძე, დიმიტრი 157, 158
ბეგთაბეგიშვილი იხ. მარტიროზაშვილ-ბეგთაბეგიშვილი
ბერნარდე ნეაპოლელი 146
ბერტყაძე, ფეშანგი 138
ბოკაჩიო, ჯოვანი 85
ბონაპარტე, ნაპოლეონ 152
ბუალო 13
გ
გაბაშვილი, ტიმოთე 155
გალანო, კლემენტე 64
გედევანიშვილი, იონა 155
გელოვანი, გაბრიელ 160
გიორგი XI 18-20, 22, 34, 35-42, 65, 75, 94, 114, 134, 136, 137, 145, 146, 151
გიორგი ბრწყინვალე 155
გიორგი,წმ. 144
გორგაძე,სერგი 135
გურამიშვილი, დავით 73, 123, 130, 151, 156, 158, 159
დ
დავით (გარეჯელი),წმ. 144
დავით (იმამყულიხანი) 53, 139, 143
დავით მონაზონი 81
დავით წინასწარმეტყველი 83
დანტე ალიგიერი 85, 128
დარეჯან, ბაგრატიონის ასული 47
დარეჯან ბატონიშვილი 127, 128, 160
დეზალური 81, 144
დელა ვალა, პიეტრო 64
დელლა როკა, დომინიკე 35, 70
დემალია 87
დიასამიძე, პაპუნა 156
დოდო (გარეჯელი),წმ. 144
დომენტი კათალიკოზი 106, 108, 109, 111, 117, 157, 158
ე
ეივაზ (აივაზა) ჩალაბი 91-94, 155
ეკატერინე I 127
ელენე, ათაბაგის ასული 145
ელენე, დედოფალი ქართლისა 157
ერბახი (ირბახი), ნიკიფორე 148
ერეკლე (ირაკლი) I (ნაზარალიხანი) 12, 33, 36-44, 46, 50, 51, 75, 76, 126, 134, 135, 141-143, 151
ერისთავი, გიორგი 141
ერისთავი, დავით 39
ერისთავი, დათუნა 156
ერისთავი არაგვისა, ბარძიმ 134
ერისთავი არაგვისა, გიორგი 40
ერისთავი არაგვისა, დათუნა 135
ერისთავი არაგვისა, ზაალ 12, 42, 43, 135, 141
ერისთავი არაგვისა, ზურაბ 13, 135
ერისთავი არაგვისა, იასონ 35
ერისთავი არაგვისა, ლოპინა 142
ერისთავი არაგვისა, ნუგზარ 13
ერისთავი ქსნისა, გიორგი 106
ერისთავი ქსნისა, დათუნა 106
ერისთავი ქსნისა, ელიზბარ 13
ერისთავი ქსნისა, შალვა 13
ვ
ვაჟა-ფშაველა 135
ვახტანგ V (შაჰნავაზი) 11, 12, 14-16, 19, 23, 24, 32, 35, 47, 53, 102, 137
ვახტანგ VI 19, 28, 31, 33, 34, 65, 68, 71-78, 80, 82-84, 88, 96-98, 101-122, 125-128, 133, 136, 139, 140, 143, 145, 146, 148-149, 151-160
ვახტანგ გორგასლანი 135
ვახუშტი ბატონიშვილი 9, 20, 37, 39, 40, 114, 130-134, 137, 141, 145, 151, 153, 155-159, 161
ვერიჩელი 64
ვეშაპიძე, პლატონ 156
ზ
ზურაბიშვილი, ზურაბ 141
ზურაბიშვილი, რევაზ 42
თ
თამაზ სარდალი 141
თამარ, ათაბაგის ასული 46, 47, 142
თამარ, არაგვის ერისთავის ასული 12, 42, 43, 135, 141
თამარ, დიასამიძის ასული 141, 142
თამარაშვილი, მიქელ 103, 133, 134, 137, 139, 140, 142, 144-154, 158, 160
თაყაიშვილი, ექვთიმე 131, 132, 134, 136
თეიმურაზ I 11, 12, 45, 136, 139
თეიმურაზ II 9
თემურლენგი 131
თუმანიშვილი, გივი 42
ი
იაკობ შემოქმედელი 137, 138
იასე (იესე) მეფე (ალიყულიხან) 70, 88, 90, 94, 106-108, 110-112, 117, 126, 150, 157, 158, 160
იესო ქრისტე 54, 56, 59-61, 109, 147, 148, 157, 165
იზაბელა კასტილიელი 80
იმამყულიხანი იხ. დავით (იმამყულიხანი)
ინოკენტი XI 146
ინოკენტი XII 146
იოანე ბატონიშვილი 145
იოანე დამასკელი 27, 73
იოანე ნათლისმცემელი 57, 148
იობ ფიტარელი 55
იორდანიშვილი, სოლომონ 133, 138, 163, 166
იოსებ 56, 109
იოსებ ტფილელი 138, 140, 155
იოსელიანი, პლატონ 71
ირბახი, ნიკიფორე იხ. ერბახი (ირბახი), ნიკიფორე
ისაყ-ფაშა 94
კ
კაკაბაძე,სარგის 131, 132, 134, 152
კანდელაკი, დავით 93
კარგარეთელი, დიმიტრი 160
კარგარეთელი, ტიტე 160
კარლოს დიდი 89
კეკელიძე, კორნელი 46, 62, 71, 101, 102, 132, 142, 144, 150, 160
კლემენტე XI 46, 66-68, 78, 118, 148, 154
კონსტანტინე III 80
კონსტანტინე (მაჰმადყულიხან) 125
კრუზინსკი 108, 158
ლ
ლაზარე,წმ. 153
ლამბერტი, არქანჯელო 135, 152
ლევან მეფე 22, 34, 36, 42, 75, 76, 108, 114, 134, 138
ლეონიძე, გიორგი 131, 132, 162-166
ლეონიძე,სოლომონ 97
ლიუდოვიკე XIV 34, 68, 78, 80-82, 86, 87, 89, 118, 119, 147, 153, 158
ლოლაშვილი, ივანე 164, 165
ლუარსაბ მეფე 114
ლუიჯი,წმ. 86
მ
მაზარინი 75
მარიამ, ერასტი ორბელიშვილის ასული 155
მარტიროზაშვილ-ბეგთაბეგიშვილი, ბეგთაბეგ 20, 135
მარტიროზაშვილ-ბეგთაბეგიშვილი, სულხან 135
მარტიროზაშვილ-ბეგთაბეგიშვილი, ყარან 135
მაჩაბელი, იასე 35
მაჩაბელი, ელიზბარ 35
მაჩიტაძე 134
მაჭუტაძე, ონისიფორე 52
მაჰმადყულიხანი (კონსტანტინე) იხ. კონსტანტინე (მაჰმადყულიხან)
მთვარელიშვილი, ნიკოლოზ 132, 135
მირანდუხტ 135
მიშო 152
მოსე 59
მოჰმედ 61
მურმორო 118
მუხრანბატონი, აშოთან 39
მუხრანბატონი, დათუნა 141
მუხრანბატონი, დარეჯან იხ. ბაგრატიონი, დარეჯან
მუხრანბატონი, ერეკლე 35, 156
მუხრანბატონი, თეიმურაზ 35
მუხრანბატონი, პაპუნა 40
ნ
ნაზარალიხანი იხ. ერეკლე (ირაკლი) I
ნემესიოს ემესელი 27
ნიკოლაოზ კათალიკოზი 141
ნიკოლოზ რუსთველი 55
ნიკოლოზ ტფილელი იხ. ორბელიანი (ორბელიშვილი),
ნიკოლოზ
ნინო,წმ. 144
ო
ორბელიანი, ალექსანდრე 131, 134
ორბელიანი, ვახტანგ, ალექსანდრეს ძე 133
ორბელიანი, ვახტანგ, ვახუშტის ძე 13, 135, 138, 145, 161
ორბელიანი, თამაზ 36
ორბელიანი, პაპუნა 13
ორბელიანი, ყაფლან (XVს.) 131
ორბელიანი (ორბელიშვილი), ბენედიკტე 150, 159
ორბელიანი (ორბელიშვილი), დემეტრე (დიმიტრი) 13, 28, 29, 135, 138, 159
ორბელიანი (ორბელიშვილი), ერასტი 134, 155
ორბელიანი (ორბელიშვილი), ვახუშტი 13, 137
ორბელიანი (ორბელიშვილი), ზოსიმე, ზაალყოფილი 13, 55, 133, 138, 142, 159, 161
ორბელიანი (ორბელიშვილი), მზეჭაბუკ 13
ორბელიანი (ორბელიშვილი), ნიკოლოზ (ტფილელი) 13, 22, 138, 159
ორბელიანი (ორბელიშვილი), სულხან-საბა პასსიმ
ორბელიშვილი, ლუარსაბ 156
ორბელიშვილი (ბარათაშვილი), ბესარიონ 55, 131, 149
ორბელიშვილი (ბარათაშვილი), ეკატერინე იხ. როდამ დედოფალი
ორბელიშვილი (ბარათაშვილი), ვახტანგ (ორბელ) 10, 12, 22, 23, 42, 131, 132, 134, 135, 142
ორბელიშვილი (ბარათაშვილი), ყაფლან 7, 10-12, 131, 134, 135
პ
პეტრე,წმ. 63, 90, 148
პეტრე I 122, 123, 125-128, 151, 159
პლატონი 26, 27
პონშანტრენი 31, 35, 82, 86, 87, 89, 118, 153, 158
პორფირიოსი 26
პროკლე დიადოხოსი 26
ჟ
ჟორდანია, თედო 131, 132, 141, 142, 149, 158
რ
რევაზიშვილი (ორბელიშვილი), პაპუნა 156
რეჯინალდო 73
რიშარი 10, 31, 35, 68, 73, 80, 81, 118, 119, 126, 144, 158, 159
რიშელიე 75
როდამ დედოფალი (ორბელიშვილ-ბარათაშვილი ეკატერინე) 11, 131
როსტომ მეფე (ხოსრო მირზა) 11, 12, 14, 42, 102
რუსთველი, ნიკოლოზ იხ. ნიკოლოზ რუსთველი
რუსთველი (რუსთაველი), შოთა 6, 45
რუსტემ 152
რუსუდან დედოფალი (XIIIს.) 63
რუსუდან დედოფალი (XVIIIს.) 72, 109, 151
ს
სააკაძე, გიორგი 42, 96, 97, 135
საურმაგ სპასპეტი 135
სელიმ-ხანი 12
სვიმონ ბატონიშვილი 106-109, 111, 112, 117, 156-158
სილიბისტრე 86
სილო 64
სოლომონ ბრძენი 83
სულთან-ჰუსეინი 75
ტ
ტოლსტოი, ი. 159
ტოლსტოი, ლევ 159
ტურსი 81, 158
ტფილელი, ნიკოლოზ იხ. ორბელიანი (ორბელიშვილი), ნიკოლოზ (ტფილელი)
უ
უმიკაშვილი, პეტრე 151
ფ
ფალავანდიშვილი, ფეშანგ 156
ქ
ქაიხოსრო I 10, 34, 75, 76, 78, 113, 114, 146
ქალბალიხან 39
ქამარ-ბეგ 35
ქაჩიბაძე, ბარათა, ქავთარის ძე 131
ქეთევან დედოფალი 136
ქრისტე, იესო იხ. იესო ქრისტე
ქუთათელაძე, ლილი 164
ყ
ყიასა ვეზირი 36
ყუბანეიშვილი,სოლომონ 166
შ
შანშიანი იხ. მარტიროზაშვილ-ბეგთაბეგიშვილი
შარდენი, ჟან 23, 47, 135
შაჰაბაზი 14, 53
შაჰნავაზი იხ. ვახტანგ V
ჩ
ჩიტაია, გიორგი 134, 142
ჩოლოყაშვილი, ბიძინა 13
ჩუბინაშვილი, დავით 137, 138, 140
ჩხეიძე, სეხნია 20, 41, 127, 137, 138, 141, 156, 161
ც
ცაგარელი, ალექსანდრე 71, 132, 148, 150, 161
ციციშვილი, ბაგრატ 156
ციციშვილი, ქაიხოსრო (ლოპინა) 35, 151
წ
წერეთელი, აკაკი 135, 145
ჭ
ჭავჭავაძე, ილია 152
ჭელიძე 155
ჭიჭინაძე, ზაქარია 156, 159
ხ
ხალიფაშა ათაბაგი 39-41, 46, 141
ხარიტონი 149
ხახანაშვილი, ალექსანდრე 46, 132, 142, 160, 161
ხელაშვილი, იონა 147
ხერხეულიძე, ჯამასპ 156
ხოლოფა 108
ხუტალაშვილი 116
ჯ
ჯავახიშვილი, ივანე 132
ჯანაშვილი, მოსე 128, 132, 135, 160
ჯაფარიძე, გრ. (ჯაფარი, გრ.) 129
ჯაფარიძე, ლ. 129
ჯუსტინო (იოსებ) ლივორნელი 32, 66, 72
ჰ
ჰონორი III 63
![]() |
11 ადგილთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აბოცი 94
ავღანისტანი 75
აზია 85, 152
ათინა 90, 91
აილათი 75
ალავერდი 13
ალიკორნა იხ. ლოკარნო
ამიერკავკასია 82, 121
არტანი 94
არტანუჯი 93, 94
ატენი 154
აფხაზეთი 68, 91
აშტრახანი 125, 127, 151, 159
ახალდაბა 75, 151
ახალციხე 37-41, 43, 92, 94
აჯამი იხ.სპარსეთი
ბ
ბაზალეთი 36
ბახტრიონი 13
ბიზანტია 79, 80
ბიტილიმი 88
ბორჩალო 134
ბორჯომი 75
ბურსა 91, 95, 110
გ
განჯა 91, 95, 123, 125
გელათი 151
გენუა 79, 155
გერმანია 79
გირიშკი 75
გონია 91-94, 126
გორი 37, 72, 80, 119, 144, 158
გოხშტეტი 83
გუდარეხი 134, 142
გურია 90-92, 152
დ
დავითგარეჯა 45, 52-54, 57, 76, 143, 149
დვალეთი 39
დმანისი 10, 11, 17, 39, 133
დუშეთი 36
ე
ეგვიპტე 53
ევროპა 14, 34, 64, 67-70, 72, 77-80, 88, 89, 105, 110, 111, 116, 118, 119, 126, 134, 135, 144, 145, 150, 152-154, 156, 158-160, 163
ერანი 20, 75
ერევანი 40, 41, 80
ესპანია (ისპანია) 83, 91
ეტნა 154
ვ
ვატიკანი 65, 70, 83
ვერსალი 65, 77, 80, 82, 83, 89
ვსესვიატსკოე (ვსესვიატსკოვი, ვსეხსვიატსკი,სესენწკა) 127, 129, 130, 160
თ
თბილისი ის. ტფილისი
თებაიდა 52
თრიალეთი 41
ი
იერუსალიმი 46
ივერია 83, 111
ინგლისი 83
ინდოეთი 6
იმერეთი 37-41, 92, 95, 110, 138
ირანი 22, 162
ისპაანი (ისპაჰანი) 75, 78, 81, 91, 113-115, 128, 157
იტალია 77, 85, 152, 154, 155
კ
კავკასია 68
კახეთი 12, 36, 52, 53, 125, 138, 139, 143, 156, 157
კლდეკარი 39
კონსტანტინოპოლი (კონსტანტინეპოლე) 35, 81, 83, 88, 90-93, 144, 153, 155
კოჯორი 38
კრკონი 38
ლ
ლივორნო 87
ლოგათხევი 75
ლოკარნო (ალიკორნა) 87, 88, 154
ლორე 9
მ
მალთა (მალტა) 85, 88, 154
მალჲპლაკი 83
მარსელი 81, 126, 158
მაღარო 10
მესინა 88, 148, 154
მისიონა იხ. მესინა
მიტილინი 88
მოსკოვი 55, 127-129, 137, 138, 151, 160, 161
მცხეთა 70, 151
ნ
ნახიდური 154
ნეაპოლი 144
ო
ოსეთი 156
ოსმალეთი (ოსმალი) 6, 50, 65, 79, 121-123, 125, 155
პ
პალერმო 88
პარიზი (ფარიზი) 31, 35, 58, 66, 81-83, 128, 155, 158
პატარძეული 143
პეტერბურგი (პეტრებრუხი) 121, 126-128, 151, 159
პიტარეთი 47, 134, 142
რ
რამილჲია 83
რაშტატი 83
რაჭა 39
რომი 10, 58, 63-69, 72, 79, 81, 83-87, 89, 118, 126, 128, 146, 147, 150, 153, 154, 155, 163, 164, 165
რუსეთი 34, 63, 71, 121-126, 133, 137, 151, 157, 159-161, 162
კ
კოჯორი 38
კრკონი 38
ლ
ლივორნო 87
ლოგათხევი 75
ლოკარნო (ალიკორნა) 87, 88, 154
ლორე 9
მ
მალთა (მალტა) 85, 88, 154
მალჲპლაკი 83
მარსელი 81, 126, 158
მაღარო 10
მესინა 88, 148, 154
მისიონა იხ. მესინა
მიტილინი 88
მოსკოვი 55, 127-129, 137, 138, 151, 160, 161
მცხეთა 70, 151
ნ
ნახიდური 154
ნეაპოლი 144
ო
ოსეთი 156
ოსმალეთი (ოსმალი) 6, 50, 65, 79, 121-123, 125, 155
პ
პალერმო 88
პარიზი (ფარიზი) 31, 35, 58, 66, 81-83, 128, 155, 158
პატარძეული 143
პეტერბურგი (პეტრებრუხი) 121, 126-128, 151, 159
პიტარეთი 47, 134, 142
რ
რამილჲია 83
რაშტატი 83
რაჭა 39
რომი 10, 58, 63-69, 72, 79, 81, 83-87, 89, 118, 126, 128, 146, 147, 150,153, 154, 155, 163, 164, 165
რუსეთი 34, 63, 71, 121-126, 133, 137, 151, 157, 159-161, 162
ს
საბარათიანო 134
საბერძნეთი 155
სამეგრელო 69, 81, 152, 154
სამცხე 39, 75
საორბელო 7, 9, 132
საფრანგეთი (ფრანგისტანი, ფრანცისი) 6, 31, 35, 69, 79, 81, 83, 86-91, 118, 144, 145, 148, 152, 153, 155, 158, 159
ს
სესენწკა იხ. ვსესვიატსკი
სირია 53
სიცილია 87, 148
სომხითი 8, 9, 39, 42, 132, 134, 156
სპარსეთი 11, 12, 20, 23, 34-41, 50, 58, 65, 75, 76, 78-83, 87, 88,
სტამბოლი 58, 90, 128
სურამი 37
ტ
ტანძია 9, 11, 131, 132
ტოსკანა 31, 66, 85, 132, 140
ტრაპიზონი 91, 152
ტურინი 83
ტფილისი 23, 37, 63, 66, 74, 79, 90, 91, 95, 107, 125, 126, 134, 144, 151, 152, 157, 160, 161
უ
უტრეხტი 83
ფ
ფლორენცია 46, 47, 85-87, 142
ფრანცისი იხ.საფრანგეთი
ქ
ქართლი 8, 9, 11-13, 35, 37, 38, 40, 75-77, 80, 88, 94, 95, 108, 110, 111,113, 115, 117, 118, 122, 125, 134, 137, 139, 141, 144, 151, 157-159, 161
ქართლ-კახეთი 36, 37, 142, 143, 149, 157, 158
ქვიშხეთი 161
ქირმანი 40, 77, 107, 109, 115, 117, 158
ქობულეთი 90, 91
ქუთაისი 144
ღ
ღორისთავი 42, 43
ყ
ყანდაარი 75, 77, 137
შ
შვეცია 152
შირვანი 91
შოშილეთი 160
ჩ
ჩერქეზეთი 68
ჩხალა 93
ც
ცარიცინი 128
ჭ
ჭანეთი 90
ხ
ხაზარეთი 159
ხარაგეული 75
ხვარასანი (ხორასანი) 78, 113
ხოფა 92
ჯ
ჯალდამი 42, 43
ჰ
ჰუნგრეთი 79
![]() |
12 * * * |
▲ზევით დაბრუნება |







