მეათე კაცი (რომანი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბათიაშვილი გურამ
თემატური კატალოგი ლიტერატურა|მხატვრული ლიტერატურა
წყარო: ბათიაშვილი, გურამ
    მეათე კაცი : : (რომანი) / [რედ.: ლ. შარვაშიძე ; მხატვ.: შ. ბოსტანაშვილი] - თბ. : მერანი, 2001 : შ.პ.ს. "მერანი-3"-ის სტ. - 236გვ. ; 16სმ. - ISBN 99928-16-03-1 : [3ლ.][MFN: 15524]
 
UDC:  821.353.1-31
K 58.436/2 - საერთო ფონდი
K 58.437/2 - საერთო ფონდი
K 58.438/2 - საერთო ფონდი
F 16.570/2 - ხელუხლებელი ფონდი
P 205/2001 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © ბათიაშვილი გურამ
თარიღი: 2001
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თბილისი .მერანი. ISBN 99928-16-03-1 ©გურამ ბათიაშვილი, 2001 რედაქტორი ლ. შარვაშიძე მხატვარი შ. ბოსტანაშვილი შ.პ.ს..მერანი-3.-ის სტამბა, თბილისი, რუსთაველის პრ. №42 ტელ.: 92 29 92; 93 53 96 ელ. ფოსტა: merani3@geo.net.ge 2001



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


გურამ ბათიაშვილის რომანი.მეათე კაცი. კონცეპტუალური ხასიათისაა.მეათე კაცში. ასახულია ქართველი ებრაელობის ორი სხვადასხვა თაობის ცხოვრება იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ზნეობრივი ურთიერთობების ფონზე, რომელიც მეოცე საუკუნის დამდეგს და დასასრულს განვითარდა საქართველოში. რომანი ამკვიდრებს მეათე კაცის მცნებას: ებრაული წესის მიხედვით, საზოგადოებრივი ლოცვის აღსავლენად ათი ებრაელი მაინც უნდა შეიკრიბოს. ვიდრე არ არის მეათე კაცი, ცხრა მომლოდინეა, ამიტომ ყოველი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს მეათე კაცის მცნებით. თავის თავს მიიჩნევდეს მეათე კაცად. ისწრაფოდეს ადამიანებისაკენ.

ვუძღვნი დედის,
მარიამ აჯიაშვილის ხსოვნას

ურჯულოების მრჩეველო მბრძანებელო, ჩვენდამი
სიძულვილში იმაზე მეტად ნუ შეგვიბრალებ,
ვიდრე ჩვენ გვებრალება ჩვენი თავი.
მაკაბელთა. მეოთხე 19,13.

2 დათო

▲ზევით დაბრუნება


უკვე პატარა ბიჭიც კი გრძნობდა, რომ ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ პატარა ბიჭი რა სათქმელია. ვერც დათო ხვდებოდა, თუ როგორი გახდა ცხოვრება. დათო დიდხანს ცდილობდა სახელი მოეძებნა დროისათვის, რომელშიც ცხოვრობდა, თუ ამას მოვახერხებ, იქნებ, ჩემი ადგილიც ვიპოვო ამ დროშიო, ფიქრობდა, მაგრამ... ხანი რომ გამოხდა, აღარც ლამობდა სახელი მოეძებნა თავისი დროისათვის. ცხოვრების შეფასებამ აზრი დაკარგა. და იყო კი ასე აუცილებელი, სახელი დაერქმია დროისა და ყოფისათვის, მაშინ, როცა სხვა, უფრო მძიმე რამ, აღარავის ვჭირდებიო, აღმოაჩინა?!

აშკარა იყო: საქართველოში ნგრევის ჟამი დადგა და არქიტექტორი კაცი ვის რაში უნდა დასჭირვებოდა! ამიტომ შეუჩნდა ფიქრი, ფუნქცია აღარა მაქვსო. ეს ფიქრი დედის კალთას ჩაბღაუჭებული ბალღივით დასდევდა თან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცოლის ღალატი შეიტყო, ნგრევის ჟამზე, თუ ფუნქციადაკარგულობაზე ფიქრმა მეტად დარია ხელი, მეტად დათრგუნა. ცოლის ღალატის შეტყობის შემდეგ ამდენ ხალხში მარტოობის გრძნობა ისე მოერია, ღვინო რომ ერევა ადამიანს. ერთხელ, აფორიაქებულ ქუჩაში მიმავალმა, ისეთი რამ ჰკითხა თავს, მოგვიანებით მიღებულმა პასუხმა ლამის საბოლოოდ აურია თავგზა: როდის კარგავს ცოლი ცოცხალი ქმრის ფიზიკური შეგრძნების უნარს?

ამ კითხვაზე პასუხი უცებ ვერ იპოვა. დადიოდა ხალხით სავსე, ახმაურებულ ქუჩებში, ვიღაცას თავაზიანად ესალმებოდა, ვიღაცას ინერციით უკრავდა თავს, ვიღაცას უღიმოდა, ნაცნობებსაც უჩერდებოდა, ებაასებოდა, მაგრამ თავში მაინც ეს პასუხგაუცემელი კითხვა უტრიალებდა: როდის კარგავს ცოლი ცოცხალი ქმრის ფიზიკური შეგრძნების უნარს? ეს კითხვა ისე ჯიუტად დასტრიალებდა თავს, თითქოს კითხვა კი არა, ის დავალება იყო, რომლის შესრულებაზეც მთელი მისი მომავალი ეკიდა. ამიტომ დღესვე, დაუყოვნებლივ, უსათუოდ უნდა გაეცა პასუხი. დრო მიიზლაზნებოდა, პასუხი ვერა და ვერ მონახა! რა ვიცი, ერთი მაგისიც!... ერთხელ ესეც კი წამოიძახა თავმობეზრებულმა /ცხადია, უხმოდ, გულში/, წამოიძახა და ეგონა, ამით ჩამოიშორებდა აბეზარ კითხვას, მაგრამ ვერაფერს გახდა. კითხვა აუზის ფსკერზე დარჩენილ სილასავით ლექად ქცეულიყო მის გონებაში: ვიდრე პასუხს არ იპოვიდა, ვერ მოისვენებდა. პასუხი კი, მოგვიანებით, ისე მოულოდნელად დაიწერა მისი გონების დაფაზე, გაოცდა. ეს ასე მოხდა: ქუჩაში ზაზა შემოეყარა, სახეზე აღშფოთება გამოხატოდა:

თუ შეგიძლია, ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი! /ამასაც პასუხი უნდა! გაივლო გულში/. შეხედე ამ ქუჩას, შეხედე, რა ამბავია, როგორ მიდი-მოდის ხალხი. იჭაჭებიან სიცილ-კისკისით, გულ-მუცელს იყინავენ ნაყინით, ყბებს იქცევენ რეზინის ღეჭვით, ხედავ, ხომ? დათოს პასუხი არ გაუცია, თავი კი დაუკრა, ვხედავ, როგორ არ ვხედავო, ჰოდა, თუ ხედავ, მითხარი: რით ვგავართ ჩვენ იმ ქვეყანას, სადაც ომი გაჩაღებულა. შეიძლება ამ ხალხის შემხედვარე კაცმა იფიქროს, რომ აქედან სულ რაღაც ორ კილომეტრზე ქვეყანა ინგრევა, იწვის სახლები, იღვრება სისხლი, უპატრონოდ დატოვებული მიცვალებულები ყროლდებიან?

დათომ აქ დაკარგა ზაზას სიტყვების აღქმის უნარი. თავს უკრავდა, უღიმოდა კიდეც, მაგრამ ვერ ხედავდა. აღარც სიტყვები ესმოდა მისი, რადგან პასუხი კითხვაზე, რომელიც ქალაქზე ჩამოწოლილი ნისლივით ჩასდგომოდა თავში, მოულოდნელად დაიწერა მისი გონების დაფაზე: ცოლი ცოცხალი ქმრის ფიზიკური არსებობის შეგრძნებას მაშინ კარგავს, როცა ნება-ნება იხდის ტანთ, პაწია ტრუსს მორცხვი ღიმილით დამალავს სკამზე გადაკიდებული კაბის ქვეშ. უხერხულია, არავინ დაინახოსო და ისე შეცურდება იმ კაცის ლოგინში, როგორც დილაადრიან ზღვაში შეცურდება ზღვისპირს საბანაოდ მისული კაცი. ჟრჟოლვის აღმძვრელი სიამოვნების მოლოდინში. მოგვიანებით, ორიოდ საათის შემდეგ კი, ლოგინიდან აფორიაქებული წამოხტება. ქმარმა სახლში არ მიმასწროსო ან ბავშვი ინგლისურიდან მყავს წამოსაყვანიო. წამოხტება, მაგრამ მაინც ნება-ნება იცვამს ტანთ. იმ პაწია ტრუსს კმაყოფილი ირგებს ვნებადამრალ და მხურვალე სხეულზე, აზღუდსაც ორ-სამჯერ გაისწორებს, სარკის წინ კარგა ხანს იტრიალებს ბედნიერი, შინაგანად სავსე და მსუბუქად გავა სიყვარულის სათამაშო, ვნების მორევად ქცეული ბინიდან. დათომ თავისივე გონების დაფაზე ეს პასუხი რომ წაიკითხა, ზაზა თითქოს სივრცეს შეერწყა. აღარც კი ახსოვს, როდის, როგორ დაშორდა. მუხლებში ძალა ეკარგებოდა, სხეული ლამის ერთ სიფრიფანა ქსოვილად ექცა. ქსოვილად, რომელსაც ქარი კი არა, ნიავიც წაიღებდა. და აგერ-აგერ დაეფხრიწებოდა. სულ პატარა კაცად, თოჯინად იგრძნო თავი. კომერციულ აფთიაქთან ვიღაცას სკამი დაედგა, თითქოს მისთვის, დათოსთვის. გამოეტანათ, სადაცაა ლალის ღალატით გულმოკლული, მუხლებში ძალა გამოლეული დათო გამოივლის და უნდა დაისვენოსო. სკამამდე მილასლასდა, ჩამოჯდა.

მოულოდნელად მიღებულმა პასუხმა ისე დააძაბუნა, თითქოს დღეს გაიგო ცოლის ღალატი, თითქოს ეს-ესაა, ამ ხუთიოდე წუთის წინ დაურეკა ლალიმ: დათუნი, ნუღარ მელოდები, მე ვიცი, ახლა ნერვიულობ, ტელევიზორთან ზიხარ და ნერვიულობ, ლალის რატომ დააგვიანდა, ბავშვს ხომ არაფერი მოუვიდაო. ყველაფერი კარგად არის, ბესუკა მე წამოვიყვანე. მე იმ კაცს მივყვები, ვინც მიყვარს. შენ ხომ იცი დათუნი, სიყვარული რა არის! ნუ გაბრაზდები, რა! მიყვარს და მივყვები! გაყრის თაობაზე ამ დღეებში დაგირეკავ. ხო არ გეწყინება? ტუ-ტუ-ტუ-ტუ! თითქოს მხოლოდ მისი ცოლი დაწოლილა სხვა კაცთან, თითქოს მხოლოდ ლალი იყო ერთადერთი ქალი, ერთადერთი ცოლი ამქვეყნად, სხვა კაცისათვის რომ გადაეპარჭყოს ფეხები. დღეს რატომ უნდა იყოს ახალი ამბავი, რომელიც ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გაიგო და ცხოვრების ამ ორომტრიალში მისი და ლალის ნათესავ-მეგობრებისთვისაც კი მოძველებული ინფორმაცია იყო?!

ახლა, ამ წუთში გული განა ლალის ღალატზე ფიქრმა ატკინა, პასუხმა, რომელიც მის მიერვე დასმულ შეკითხვას მოჰყვა. უფრო ზუსტად კი, იმის გაფიქრებამ თუ რამდენჯერ მოხვევია, უკოცნია, დაწოლილა კიდეც ლალის გვერდით მას შემდეგ, რაც ქალი იმ ფირმისაგან მობრუნებულა. ყალბი, ცრუსიყვარულის მორევიდან მობრუნებული ლალი ხომ ჯერაც მისი ცოლი იყო. ამ ფიქრმა გულისრევის შეგრძნება გაუძლიერა, თავბრუ დაახვია და, არ გადმოვვარდეო, სკამის დაფას ორივე ხელით ჩაეჭიდა.

თვალი დახუჭა და გაირინდა.

არც კი იცის, რამდენ ხანს იყო ასე. გულისრევის შეგრძნებამ გადაუარა. ეგ არის, რომ ქუჩაში გამვლელ-გამომვლელთ არა ქალებად და კაცებად, ახალგაზრდებად და ხანდაზმულებად, დაბალ და მაღალ, მსუქან და გამხდარ ადამიანებად, ერთ უზარმაზარ, შავ მასად აღიქვამდა. შავი მასა მოძრაობდა ქუჩაში, შავი მასა ტრიალებდა მის თვალწინ. მოგვიანებით, თანდათან, ნელ-ნელა გამოიკვეთა ადამიანების ფიგურები. ეს ქუჩა მართლა არ ჰგავდა მეომარი ქვეყნის დედაქალაქის ქუჩას. ადამიანებს სახეზე არ აღბეჭდვოდათ შეშფოთება, ჭმუნვა. არ ეტყობოდათ, რომ მათი შვილები, ძმები, მამები, ქმრები ომში იყვნენ ჩაბმულნი, იბრძოდნენ და იქნებ, ამ წუთში ქვეყნიერებასაც კი ემშვიდობებოდნენ. არა, ესენი ხალისიანად მოდიოდნენ, იცინოდნენ, ნაყინს მიირთმევდნენ, ერთმანეთს უზრუნველად გადასძახოდნენ.. მე არ მახსოვს, ეს სკამი შენთვის გამომეტანოს აქ! ჩაესმა ვიღაცის მიერ თითქმის ზიზღით ნათქვამი სიტყვები. თავი ასწია. ერთი აწოწილი, წირპლიანი კაცი წამოსდგომოდა თავს. ადგილიდან წამოიჭრა, იმ კაცს ბოდიშის ნიშნად გაუღიმა, თავი დაუკრა და ის-ის იყო, უნდა მოტრიალებულიყო, იქაურობას უნდა გასცლოდა, ბეჭებზე ქალის ხელი იგრძნო..

როგორა ხარ, დათუნი?

და სხეულში უმალ სიმხურვალემ დაუარა, სიმხურვალე თავში ავარდა, შეუცნობ, გლუვ მასად იქცა და უცნაურად მირბოდა ძარღვებში, თითქოს თავის დაღწევას, სადღაც გაქცევას ლამობდა.

როგორა ხარ, დათუნი?

როგორა ხარ, დათუნი?

ეჩვენებოდა, რომ თავში რკინა რკინას ეხეთქებოდა.

დათუნი, როგორა ხარ-მეთქი!

რამდენი სითბო იყო ლალის ამ შეკითხვაში, ალერსიც. ალერსი ბეჭებზე ხელის მოსმაშიც იგრძნობოდა.

ამან თუ მოატრიალა დათო.

ლალი! როგორ გამოცვლილა. რა ლამაზია!

ცხადია, ამ წუთში მას არ შეეძლო ეფიქრა იმაზე, თუ რაოდენ ბედნიერს ჰყოფს ქალს უზრუნველი ცხოვრება. მან არც იცოდა: ლალის დღეს ყველაფერი ჰქონდა და შემზარავ, შორეულ წარსულად მიაჩნდა ის დრო, როცა დათოსთან ცხოვრობდა. მაშინ იგი ხელფასიდან ხელფასამდე, დაკვეთიდან დაკვეთამდე ოცნებაში ატარებდა დროს, ოცნებობდა, ოცნებობდა, მაგრამ დრო გადიოდა და შეუჭირვებელი ცხოვრება მაინც მიუწვდომელ ოცნებად რჩებოდა.

დღეს კი...

დათო მონუსხულივით შესცქეროდა ლალის. ხმა ვერ ამოეღო. არ იცოდა, რა პასუხი გაეცა ამ მომხიბლავი, თავის მშვენიერებაში დარწმუნებული ქალისათვის. არც ის დაუნახავს, თუ ვინ იდგა ლალის გვერდით. ეს მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, როცა იმ კაცმა, ფირმამ. ღიმილით თქვა:

გამარჯობა, დათო! თქვა და ხელი გაუწოდა. თავში რკინის ცემაც შეწყდა, სიმხურვალეც სადღაც გაქრა..ფირმას. გამოწვდილ ხელს დახედა და /ხელსაც კი მიწვდის ჩამოსართმევად!... ჯერ სახეში ჩაჰკრა მუშტი, მერე მუხლი ლაჯებში ამოარტყა..ფირმა. წელში მოიხარა, მერე ასფალტზე ჩაიჩოქა.

დათო აღარ განძრეულა. ძალიან მშვიდად, ვგონებ, პირზე ღიმმორეულიც კი შესცქეროდა, როგორ იგრიხებოდა დაჩოქილი ფირმა.. მერე ფერწასულ ლალის მიუბრუნდა, ზიზღით მიაცქერდა და... არა, არაფერი უთქვამს, უხმოდ წავიდა. აუჩქარებელი, ნელი ნაბიჯებით დაუყვა დაღმართს.

საღამოვდებოდა.

პალტოს საყელო აიწია და მტკვრის სანაპიროს გაუყვა. მღვრიე მდინარის ზედაპირზე ნეკერჩხლის ფოთლები ტივტივებდა, წყალში ხის ტოტი ამოშვერილიყო და ზედ წამოდებული შავი ქსოვილი წყალზე ფარფატებდა.

კარგა ხანს უყურა მოლივლივე ფოთლებს, ჯოხს გამოდებულ ქსოვილს.

მდინარე ერთი წამითაც არ ყოვნდებოდა, მიედინებოდა და მიედინებოდა.

ალბათ, ასევე მიედინებოდა იგი ვახტანგ გორგასალის დროს, თამარ მეფის დროს, ალბათ, ასევე ხტოდნენ ტალღები გიორგი სააკაძის დროს, ალბათ, ნიკოლოზ ბარათაშვილიც ასეთ ტალღებს დასჩერებოდა. მტკვრის მარადიულმა მდინარებამ, ამ სახელების, ამ ადამიანების გახსენებამ დათოს საკუთარი უმწეობა აგრძნობინა. ათი-თხუთმეტი წუთის წინ მომხდარი ამბავი გაახსენდა, თვალწინ დაუდგა ასფალტზე ჩაჩოქილი.ფირმა. და სახეზე ალმური მოედო.

ორიოდ ნაბიჯი გადადგა. თითქოს, თუ ამ ადგილს გაეცლებოდა, რაიმე შეიცვლებოდა. არა, ცხადია, არაფერი შეცვლილა!

გზა განაგრძო, სიონის ეკლესიასთან მარჯვნივ შეუხვია. ხმელი, სიყვითლემორეული ფოთლები კვლავ ხრა შუნებდა მის ფეხქვეშ. ქარმა წამოუბერა და ხმელი ფოთლები პალტოზე შემოეფინა.

ადრე ხშირად დადიოდა თბილისის ძველ უბანში. ქალაქის ამ ნაწილის რესტავრაციაზე მეგობარი არქიტექტორი მუშაობდა. ერთად დაეხეტებოდნენ ვიწრო და ძაღლის კუდივით მოკლე შუკებში.

სიონის ეკლესიას გასცდა, პაწია, ვიწრო ქუჩაზე გავიდა და, თითქოს გაზაფხულის პირმშვენიერი მზე ამოვიდა ეს სახლი. ქორწინების სასახლე ხომ სწორედ დათოს პროექტით აიგო. ამ მოულოდნელმა შეხვედრამ სიხარულით აავსო. თითქოს ტყეში გზააბნეული, დაკარგული შვილი იპოვაო. სამჯერ ირგვლივ შემოუარა სახლს, ისე ეცნობოდა, ისე ათვალიერებდა, თითქოს პირველად ხედავდა. როგორ იფიქრებდა, თუ მისი პროექტით აშენებული ქორწინების სახლის ნახვა ასე გაახარებდა. აი, რა ბედნიერი ყოფილა თურმე! მთავარი არ სცოდნია, არ სცოდნია, რაოდენ სავსე დღეები ჰქონდა. ის დრო, როცა ასეთ პროექტებს ქმნიდა, ისე შორეულად, იმდენად მიუწ ვდომლად ეჩვენა, რომ კვლავ სევდა დაეუფლა..

ახლა? დღეს? ახლა რას ვაკეთებ? დღეს რისთვისღა ვარსებობ? მაშინ ქვეყანას ვჭიროდი, დღეს?

რა მოხდა? რა ხანია, აქეთ არ მინახავხარ!. ვიღაც ამ მხარზე დაჰკრა ხელი, ბეით ქნესეთში მოდიხარ?

მიიხედა. სოსო იყო. არაფერი უპასუხა, გაუღიმა და მიხვდა, რომ სინაგოგასთან მოსულიყო. რა ნელა მოდიხარ, დაგვიანდა, სადაცაა ლოცვა დაიწყება!. და სოსომ ნაბიჯს აუჩქარა.

ახლავე, მოვდივარ, კი.... დაბნეულად დააწია სიტყვა დათომ.

სინაგოგა, ანუ ბეით ქნესეთი, როგორც ებრაელები ეძახიან. სახლი შეკრებისა.

რა ხანია აქ არ ყოფილა!

რატომ? ჰკითხა უხილავმა ხმამ. გული იმანაც დასწყვიტა, კითხვას პასუხი რომ ვერ გასცა.

ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით უახლოვდებოდა ბეით ქნესეთს. კიბეს რომ აუყვა, გარემო ისევ გააყრუა აფეთქების ხმამ. პირველ აფეთქებას მეორე მოჰყვა, მეორეს კი ავტომატის ჯერი. დათოს სმენას ქალების წივილი მისწვდა. შეჩერდა. იქით შეტრიალდა, საიდანაც აფეთქების ხმა მოდიოდა. ერთხანს აყურადებდა, მერე მობრუნდა და ბეით ქნესეთში შევიდა.

იქ შესვლისთანავე მიხვდა, რომ სხვა სამყაროში შედგა ფეხი. სულ რაღაც ორიოდ წუთის წინ შემოვიდა ბეით ქნესეთში და ეჩვენება, რომ წუთები კი არა, საუკუნე აშორებს იქ, გარეთ, ქალაქში ნანახსა და გაგონილს. ადამიანებს სახეზე სიმშვიდე აღბეჭდვოდათ, ესენი, თითქოს ჩვენი, ადამიანის მტანჯავი დროის შვილები არ იყვნენ და აქ, ამ შენობაში, ადრეული საუკუნეებიდან შემთხვევით მოხვედრილიყვნენ. დათო ერთმანეთს ვერაფრით უკავშირებდა იმას, რაც ქალაქში ხდებოდა, და რასაც აქ, სალოცავში ხედავდა. აქ წლებს არაფერი შეეცვალა. კვლავ მშვიდად, უხმაუროდ ინავლებოდა სანთლები, კედელზე ძველებურად ეკიდა ვიღაცის ალერსიანი ხელით გადმოწერილი ლოცვანთა სტრიქონები, ციტატები ბიბლიიდან, ცენტრალურ ადგილას კი. მოსეს ათი მცნება. ხახამი ისე ლოცულობდა, როგორც ბავშვობაში მოუსმენია, მლოცველნიც კვლავ ადრინდელივით შეჰღაღადებდნენ ღმერთს. ინტონაციაშიც არაფერი შეცვლილა. რაოდენ ნაცნობი იყო ყველაფერი: ნაცნობი და შორეულად ქცეული!

ესენი ისევ იმ ჭკუაზე არიან!. გაიფიქრა და უმალ მიხვდა. ახლა მასში დღევანდელობის ათეიზმით დაავადებული შვილი ლაპარაკობდა, თორემ როდის იყო, ებრაელების რწმენა დროს მორჩილებდა. დათომ იცოდა: ებრაელებს რწმენას წლები კი არა, საუკუნეები ვერ უცვლიან. ისინი ამ ათი-თხუთმეტი წლის წინ იმავე რწმენით ცხოვრობდნენ, რომლითაც ათი-თხუთმეტი საუკუნის წინ და, თუ რამ იცვლება მათში, ეს ხდება მხოლოდ გარეგნულად, დროისა და გარემოს შესაბამისად, არსი კი უცვლელია. დაბეჯითებით, მუყაითად მიჰყვებიან წინაპართა გზას, ემსახურებიან სამყაროს შემოქმედს. დათომ კარგად იცოდა ყველაფერი ეს, მაგრამ დღეს მაინც სულ სხვა სურათს მოელოდა. მის მშობლიურ ქალაქში ისე შეიცვალა ყოფა, ისე შეიცვალნენ ადამიანები, ძნელად წარმოედგინა, რომ ამავე ქალაქში, თუნდაც ბეით ქნესეთში, ყველაფერი ისევე იქნებოდა, როგორც ადრე. აქ, დრო, თითქოს შეჩერებულიყო. დროს ჯიუტად არ მოუცვლია ფეხი ადგილიდან, თითქოს კედელზე ჩამოკიდებული ბიბლიის ციტატები, ლოცვანთა ტექსტები დღეს, მეოცე საუკუნის დასასრულს კი არ გადმოეწერა ვიღაცის მზრუნველ ხელს, უხსოვარი დროიდან ეკიდა აქ.

მლოცველებს გადახედა. ეს ადამიანები, ღვთისადმი ლოცვას რომ აღავლენდნენ, სწორედ ღვთის მცნებათა აღსრულებით იყვნენ ბედნიერნი..ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი მარადიულობას მსახურებენ, ამდენად, მარადიულობის შვილები არიან, გაივლო გულში, აი, ის გაუპარსავი, წელში მოხრილი კაცი, ისიც. ლაბადაჩახსნილი რომ დგას, ისეთივე ებრაელია, როგორიც ისინი, სინაის მთის ძირას რომ იდგნენ და მოსეს ხელით ღვთისეულ მცნებებს ღებულობდნენ..

დათომ გონება დაძაბა, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა, თუ სად წაუკითხავს: ღვთისეული ათი მცნება მხოლოდ იმ ებრაელებს კი არ მიუღიათ, რომლებიც სინაის მთის ძირში შეიკრიბნენ, არამედ იმათაც, ვინც მანამდე გაჩნდა ცისქვეშეთში და იმათაც ისევე ეკუთვნით, ვინც საუკუნეების შემდეგ მოევლინება ქვეყნიერებასო.

გამოდის, რომ ჩვენი დროით კი არ უნდა ვიცხოვროთ, ყოველ დროში ერთი და იგივე საქმე უნდა ვაკეთოთ ღმერთს უნდა ვემსახუროთ, ამ აზრმა ლამის გააოგნა. კი, მაგრამ ეს როგორ... მე.... ისე მიმოიხედა, თითქოს მშველელს, შემწეს, გამამხნევებელს ეძებდა. ირგვლივ მდგომი ადამიანები კი ლოცვით იყვნენ გართულნი. დათოს არსებობა არავის აინტერესებდა.

ამბიონზე მდგარი მლოცველი ხახამის მყიფე ხმა ყურს ჭრიდა. ეს კაცი. ხახამი. სულაც არ ჰგავდა სასულიერო პირს. ქუჩაში რომ შეგხვედროდათ, ათასი გამვლელისაგან ვერ გამოარჩევდით. ვერც იერით მიამსგავსებდით ღვთისმსახურს, ვერც ჩაცმულობით. აი, ყასაბს კი წააგავდა. ბაზარში უნახავს მსგავსი ყასბები. მისი მყიფე ხმა დარბაზს უსიამოდ ედებოდა. დათოს ხახამ აბრამი მოაგონდა სწორედ ის ასწავლიდა ებრაულს, იმ წლებში სწორედ ის იდგა ამბიონზე. ის ლოცულობდა.

აი, ვინ იყო ნამდვილი მგალობელი! გაიფიქრა დათომ, ნეტავ, სად არის? მიმოიხედა, ხახამ აბრამს ვერავინ მიამსგავსა, რამდენი წელია, არ მინახავს. იქნებ, ისრაელს გადავიდა?

დათომ მზერა კედელზე ჩამოკიდებულ ლოცვანთა ტექსტზე გადაიტანა. მერე ათი მცნება აუჩქარებლად ჩაიკითხა. ახლაღა აღმოაჩინა, რომ ეს მცნებანი ერთობ ლაკონიური იყო. თითო-ოროლა სიტყვისაგან შედგებოდა..

არა კაც ჰკლა!. ებრაულად წაიკითხა და პირზე მწარე ღიმილმა გადაუარა. დღეს მის ქალაქში რა უაზრო იყო ეს აკრძალვა.

ახლა რომ კაცი პროსპექტზე გავიდეს და ორივე მხარის მებრძოლებს ჰკითხოს, კაენზე რას იტყვი, როგორი ადამიანი იყოო, დაუბღვერენ: ეს რა საკითხავია, კაენმა ხომ ძმა მოკლაო. თავად რომ ერთმანეთს ხოცავენ... ცალი ხელით პირჯვარს იწერენ, ცალი ხელი კი ავტომატზე უდევთ. არიქა, წამით არ დამიგვიანდეს გასროლა და იმ დემოკრატის ან პრეზიდენტის მომხრის მოკვლაო, ამ ფიქრმა დათოს გუნება გაუფუჭა, მაგრამ გუნების ასეთი გაფუჭება არაფერი იყო იმ გრძნობასთან შედარებით, მერე რომ დაეუფლა:

თუ ებრაელისათვის ღვთისმსახურებაა მთავარი და ღმერთმა ამისთვის ამოგვირჩია, მე... მე რომ... მე რას ვაკეთებ? რისთვის ვარსებობ? და, საერთოდ, რისთვის ჩნდება ადამიანი ქვეყნად?

ახლა, ამ წუთში დათომ არ იცოდა, რომ ეს ფიქრი, რომელიც ასე მოულოდნელად ეწვია, სხვათა შორის, მოსული სტუმარი არ იყო. ამდენი არც დასცალდა, რადგან ვიღაცამ მხარზე გადახვია ხელი და სიხარულით უთხრა:

ღმერთმა ბედნიერი ქნას ლოცვაზე შენი გამოჩენა!

დათო მობრუნდა.

ის კაცი ღიმილით მისჩერებოდა. ვერ მიცანი, ხომ?

ხახამ აბრამ!. სახე გაუცისკროვნდა დათოს და მოხუცს ხელი მოხვია.. როგორა ხართ, რას შვრებით?!

გამჩენის ნება-სურვილით კიდევ მიდგას სული, მაგრამ.... მოხუცმა შუბლი შეიკრა, დათოს ჯიქურ შეხედა..ასე როგორ იქნება! ლოცვაზე აღარ დადიხარ, ჩვენ გამჩენმა იმიტომ კი არ ამოგვირჩია, რომ ყველაზე ლამაზები ვიყავით, უნდა ვემსახუროთ, ყოველდღე უნდა ვემსახუროთ. რა ვქნა, ხახამ აბრამ.. ხომ იცი...

ვიცი, ვიცი, ბევრი კარგი რამ მსმენია შენზე. შეყოვნდა, თვალებში სიხარულის შუქი ჩაუდგა.. წამოდი, ერთი, შენ ჩემთან... ისეთი რამ გაჩვენო.... სიტყვა აღარ დაამთავრა, გასასვლელისაკენ გაემართა.

აბრამი ბეით ქნესეთის ეზოში გავიდა, მარჯვნივ მოუხვია და ხის განიერი კარი შეაღო. ოთახი ნახატებით იყო მოფენილი. ცენტრში ერთი დიდი ნახატი ეკიდა: ებრაელთა განდევნა ესპანეთიდან.. დათოს არაერთხელ ენახა ეს ტილო, მაგრამ დღემდე ვერ გაეცნობიერებინა. არ უყვარდა, თუ არ მოსწონდა? ახლა, როგორც კი დაინახა, მიხვდა. აღიზიანებდა. აღიზიანებდა იმის გამო, რომ დამცირებულ, პატივაყრილ ებრაელებს ხედავდა.. აბა, თუ იცი, ეს კაცი ვინ არის? აბრამმა მომცრო ნახატზე მიუთითა.

კედელზე უბრალო ჩარჩოში ჩასმული ტილო ეკიდა. დათოს ნახატიდან ძლიერი ნებისყოფის კაცი შემოსცქეროდა. ამ კაცის მზერაში ბრძოლის ჟინი და შეუპოვრობა იკითხებოდა. შავ წვერში აქა-იქ ჭაღარა ერია. ეს კიდევ უფრო ძლიერი ადამიანის იერს აძლევდა..

შენ უნდა იცნო ეს კაცი. მართალია, არასოდეს გინახავს, მაგრამ უნდა იცნო.

დათო ისევ ნახატს მიუტრიალდა და თითქმის თავისთვის, ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

რაბი აბესალომი? აბრამმა რომ არაფერი მიუგო, პაუზის შემდეგ დასძინა, მე კი სულ სხვაგვარი წარმომედგინა.

აბრამი. ერთ დროს რაბი აბესალომის მოწაფე. იმდენს უამბობდა ხოლმე თავის მასწავლებელზე, დათოს ეგონა, ქუჩაში რომ შემხვდეს, ვიცნობო.

ასეთი იყო თუ.... აბრამს მიუბრუნდა დათო.

როგორ გითხრა. ჰგავს კიდეც, მაგრამ... აქ ძალიან ინტელიგენტი კაცია, სინამდვილეში მებრძოლი იყო... ოთახში აფეთქების ხმამ შემოაღწია. კედლებზე ჩამოკიდებული ნახატები შეირხა, ის დიდი, მძიმე ჩარჩოში ჩასმული.ებრაელთა განდევნა ესპანეთიდან. გვერდით ნახატს მიეხალა.

ხახამ აბრამ, მითხარი. რატომ, რისთვის არ უყვარდათ ეს კაცი?

შენ ეს საიდან იცი?! მე ეს შენთვის არ მითქვამს!.

წამოიძახა შეშფოთებულმა აბრამმა, მაგრამ დათომ იგრძნო, რომ მის ხმას ძალა აკლდა.

3 აბესალომი

▲ზევით დაბრუნება


დარწმუნებული იყო. მტკიცედ სჯეროდა: ადამიანმა ყოველი უსიამოვნების თუ უბედურების მიზეზი თავის თავში უნდა ეძიოს, ამიტომ რაც უნდა მომხდარიყო, რა ხიფათიც უნდა გარდახდენოდა თავს, რაოდენ მზაკვრულადაც უნდა მოქცეოდნენ ადამიანები, მიზეზს საკუთარ თავში ეძებდა.

ერთ კვირაზე მეტია, სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. სამი დღე ფიქრის თავი არ ჰქონდა. გახევებული, საკუთარ სხეულსაც ვერ გრძნობდა. მეოთხე დღეს მიხვდა, ღმერთმა ფიქრის უნარი განმიახლაო. მას შემდეგ საკუთარ თავში დაეძებს იმის მიზეზს, რაც მოხდა.

გამორჩეული, სხვა დილათაგან განსხვავებული არც ეს დილა ყოფილა. დერეფანში ვედრო გაბრახუნდა, (დერეფანში ატეხილი ჩოჩქოლით ხვდებოდა, რომ გათენდა, თორემ სიკვდილმისჯილთა საკანში ვერაფრით გაიგებდი, დღე იყო თუ ღამე) და ძილღვიძილიდან გამოერკვა. ნარზე წამოჯდა და საკანს აუჩქარებლად მოავლო თვალი. კითხვა, რომელიც ამ დღეებში თავს დასტრიალებდა, კვლავ პასუხს მოითხოვდა.

რატომ, რისთვის უნდა დავესაჯე მე ღმერთს ასე?! კაცი რომ ამ შეკითხვას თავს დაუსვამს, წარსულსაც გადაავლებს თვალს, ცდილობს, თავისი ცხოვრებით გასცეს პასუხი შეკითხვას. აბესალომიც ასე ირჯებოდა. ცდილობდა, წარსულისათვის გადაევლო თვალი, მაგრამ წარ სულის სურათები იმდენად ფრაგმენტული და აბურდული იყო, საკუთარ თავს ვერა და ვერ ხედავდა იქ.

რას იტყვით, ბატონო აბესალომ, როგორ გითქვამთ გული?

დიმიტრი უკვე ფეხზე იდგა, აი, წუხანდელი ღამეც ჩვენს სიცოცხლეს მიემატა. დადგა ახალი დღე. ნეტავი, რომელია დღეს? რვა? ცხრა? იქნება ათი? გაგვიყვანენ დღეს?

აბესალომმა ამოიოხრა. ეს იყო მისი პასუხი.

სასამართლომ ხომ დახვრეტა გადაუწყვიტა, დიმიტრიც ყოველ დილას ჯალათებს დასცინოდა, ბუასილი თუ აწუხებთ, ექიმებთან დარბიან, მოირჩენენ და თითო ტყვიას არ დაგვამადლიან, ბოლშევიკური სინდისი არ მისცემთ ამის უფლებასო, მაგრამ აბესალომს მტკიცედ სჯეროდა, რომ არ დახვრეტდნენ. სიცოცხლისა სწამდა. განსჯის უნარი რომ დაუბრუნდა, იქვე უთხრა თავს: დახვრეტა მომისაჯეს, მაგრამ არ დამხვრეტენ, ცოცხალი დავრჩები...

შეუძლებელია, დამხვრიტონ, მაგრამ რატომ, რისთვის მოვედი ამ დღემდეო. ამიტომ იმაზე სულაც აღარ ფიქრობდა, დამხვრეტენ თუ არაო, ეწადა, იმას ჩამხვდარიყო, თუ რამ მოახვედრა სიკვდილმისჯილთა საკანში. თუმცა, ვერ იქნა და ფიქრი ბოლომდე ვერ მიიყვანა.

აბა, ერთი შევხედოთ, ვინ არის ამ საკანში, ვინ ელოდება დახვრეტას, რომელია ამათგან რაშაყი?1 ირაკლი. ერთ დროს ბრგე, ახოვანი, დღეს კი წელში მოხრილი, ჭაღარა კომპოზიტორი, სამი კვირაა ამ საკანშია. ჯერ ის მოიყვანეს, მერე დიმიტრი, სულ ბოლოს. აბესალომი. ეს უსიტყვო, უხმო კაცი ისე ხვრინავს, ქვეყნის დამაქცევარი ეგონება ადამიანს, მაგრამ ხვრინვისთვის დახვრეტას ვინ მიუსჯიდა! აბესალომი კარგა ხანია ირაკლის იცნობს და ისიც იცის, ხალხის რა მტერიც არის. გუშინწინ კი გოგია ნადზირატელმა. ისეთი პანღური ამოარტყა კომპოზიტორს, აბესალომს ლამის ცრემლი მოერია.

ირაკლის ხმა არ ამოუღია. თავჩაქინდრული დაჯდა ნარზე. აჰა, აბა, ადამიანი საცოდავი არ არისო?! თუ კაცი ძლიერია, გამჩენით არი, თუ არადა... ამ კაცის სიმღერებს საქართველო მღერის. გოგია ნადზირატელი. კი პანღურს ურტყამს.

მეორე სიკვდილმისჯილი ბატონი დიმიტრი ასლანი შვილია. ძველი რომის ისტორიის საუკეთესო მცოდნე, პროფესორი. რომის ისტორიაში შეეშალა რაიმე და ამი სთვის დააპატიმრეს? ეს ორი კაცი. მესამეც. მე. ჩვენ, სამივე ქვეყნიერებას უნდა გავეცალოთ, რომ სახელმწიფოს საქმე წინ წავიდეს. რატომ?

რა დავაშავე იმით, რომ ებრაელობას ჩავძახოდი, შენს ენაზე უნდა ისწავლო, შენი სამშობლოს ისტორია, გეოგრაფია, თორა უნდა იცოდე-მეთქი, მინდოდა, ხალხს თავისი თავი ეცნო. ვასწავლიდი, ხომ არაფერს ვართმ ევდი! ეს არ მოსწონდა მთავრობას? ვერ მოვზომე? უნდა მცოდნოდა ვისთან მქონდა საქმე? გაირინდა. თავისსავე შეკითხვას ვერარა პასუხი ვერ გასცა, ჰო, იქნებ, ასეც იყო, მაგრამ... არა... არა... სწავლაში მეტისმეტი არსებობს? შეიძლება, ადამიანს უთხრა სწავლა არ იქნებაო? დაჩაჩანაკდა ჩვენი ხალხი... მხოლოდ ლუკმაპურზე ფიქრობს, სხვა აღარაფერი უნდა. არც კი იცის, ლუკმაპურის, გაძღ ომის გარდა, კიდევ თუ არის რამე ამქვეყნად... უსწავლე ლობის გამო ზერელედ კითხულობენ თორას, გამჩენის სამსახურიც ზერელეა... აღარც კი იციან, რას კითხულობენ, რისთვის. მე კი ჩავძახოდი: ისწავლე, ისწავლე, შენი თავი შეიცანი-მეთქი. რატომ უშლიდა ეს ხელს ბოლშევიკურ ხელისუფლებას... რა დავაშავე ასეთი, მეტისმეტი მომივიდა? მთავრობას არ გავუწიე ანგარიში? კარგა ხანს უტრიალებდა ამ ფიქრს. პასუხი ვერა და ვერ იპოვა. ამიტომ გადაწყვიტა, პასუხის ძებნა ცოტა ხნით გადაედო. თითქოს დოქი გზისპირა მოლზე დადგა, ამოვივლი და მერე გავაყოლებო ხელს. ფიქრს ვერ მოერია და მიტოვება განიზრახა, მაგრამ ფიქრი რითა ჰგავს მოლზე დადგმულ დოქს? ცოტა ხანში კვლავ დაუკითხავად შემოუღო სულის კარი ფიქრმა. ხელების ცეცე ბით განაგრძო გზა.

არა... არა... მე აქ არაფერ შუაში ვარ, არც ის, ებრაელი რომ ვარ... ასეთი აზრი იმას მოუვა თავში, ვინც არაფერი იცის. მე კი არ მსჯის გამჩენი, ამ დღეში იმიტომ კი არ ჩამაგდო ღმერთმა, რომ მე დავისაჯო, იმათ, იმათ აკეთებინებს ისეთ საქმეს, რომ... ხალხის ასეთ დღეში ჩამგდებს დასჯის ღმერთი. ცოდვილნი ციხეში კი არ არიან, ციხის გარეთ. ცოდვილთ ცოდვის გზით ატარებს ღმერთი.

აბესალომი ამ აზრმა გაახალისა კიდეც. ისე მხნედ იგრძნო თავი, ტანსაცმელი შეისწორა, თითქოს ჭაბუკი იყო და პაემანზე აგვიანდებოდა. ხელი გადაიბანა და ცისკრის ლოცვას შეუდგა. მადლობელი ვარ შენ წინაშე, მეფევ უკვდავო და არსებულო, რამეთუ დააბრუნე ჩემს სხეულში ჩემი სული, ხმადაბლა, თითქმის ბუტბუტით ლოცულობდა.. კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო, სამყაროს მეუფევ, პყრობილთა განმათავისუფლებელო. ის-ის იყო, მომდევნო სტროფი უნდა დაეწყო, შედგა, შეყოვნდა: იმ დღიდან, რაც ცამეტი წლის გახდა, ყოველ ცისმარე დღე ამ ლოცვანს კითხულობს და ეს სტროფი ასე არასოდეს მოხვედრია გულს. ამიტომ ხელახლა, მეტი სიდინჯითა და დაკვირვებით, თითქოს ყოველ სიტყვას მისხალ-მისხალ წონისო, წარმოთქვა:

კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო, სამყაროს მეუფევ, პყრობილთა განმათავისუფლებელო! ეს სტროფი რომ გაიცნობიერა, ლოცვა მეტი ხალისით განაგრძო. ერთხელ კიდევ ირწმუნა, რომ მისი ბედი მოსამართლეთა და პროკურორთა ხელთ კი არ იყო, კვლავ ღვთის მხედველობის არეში რჩებოდა, ღმერთი არ მიატოვებსო მლოცველ კაცს.

აბესალომს ძალუძდა, არაფერი უშლიდა ხელს, მინდობოდა ღმერთს. პყრობილთა განმათავისუფლებელს და ეს ხვედრს უმსუბუქებდა.

გამხნევებულმა გადახედა დიმიტრის, გაუღიმა და ლოცვა განაგრძო. დიმიტრიმ კი ამოიოხრა და თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა:

ილოცეთ, ბატონო აბესალომ, ილოცეთ! უბედურება ის არის, როცა კაცი ღვთის სახელს არ ახსენებს, თორემ... აბესალომი არ გაეპასუხა, მშვიდად განაგრძობდა ლოცვას, მაგრამ შესაძლოა კი, მშვიდი იყოს სიკვდილმი სჯილი კაცის ლოცვა? ფიქრს ვერ ერევა, ფიქრი სიმშვიდეზე უფრო ღონიერია, ფიქრი ჯაბნის სიმშვიდეს და ხმელ ფოთლებში მიმალული ნაპერწკალივით აალდება, მერე მოღონიერდება, ცეცხლად იქცევა. ახლაც ასე მოხდა. ფიქრმა ლოცვა შეაწყვეტინა. ფიქრი იმ ქვას დაე მსგავსა, მეყსეულად ფეხს რომ წამოჰკრავენ ხოლმე.. და მაინც... რაშაყნი მაგდებენ ასეთ დღეში თუ არა... ყველაფერი ხომ გამჩენის ხელთ არის... ესე იგი, რა გამო დის აქედან?

შეჩერდა, ლოცვა ვეღარ განაგრძო. უაზროდ ჩასჩერებოდა გადაშლილ ლოცვანს. ილაჯწართმეულმა კარგა ხნის შემდეგ მოიკრიბა ძალა.

დაე, იყოს ნება შენი, უფალო, ჩვენო ღმერთო და ჩვენი მამების ღმერთო, რომ გვიხსნა დღეს და მარად კადნიერთა და კადნიერებისგან, ბოროტი კაცის, ავზნე ქალის, ბოროტი წადილის, ავგული მეზობლის, ბედითი ხიფათის, ავთვალის, ენაბოროტის, ცრუმორწმუნეობის, ხალხთა სიძულვილის, ცილისწამების, უცნაური სიკვდილის, ბოროტეული სნეულების, ცუდი შემთხვევის, მძიმე მსჯავრის, მძიმე მოქიშპისგან.... ლოცვა კვლავ შეწყვიტა. სიტყვამ შეაწყვეტინა ლოცვა.

მძიმე მსჯავრი უკვე მაქვს. ახლა ის არის საკითხა ვი, რატომ, რისთვის მარგუნა ღმერთმა წილად ასეთი განსაცდელი. განა ღვთისმსახურება დამკლებია, ან ჩემი ხალხის სიკეთისათვის არ მიბრძოლია, ან...

ერის სამსახურზე არც უფიქრია. მოგვიანებით დრომ მოსთხოვა ეს მსხვერპლი. ისე დაუძახა, როგორც შვილს ეძახის ძალაგამოცლილი, დავაგლახებული მშობელი დედა. მაშინ თავადაც ვერ გაეცნობიერებინა, რას აკეთებდა, საით მიაბიჯებდა.. მერე, რამდენიმე წელი რომ გამ ოხდა, მიხვდა: სხვები თავიანთ ოჯახებს დასტრი ალებდნენ თავს, თავად კი იმათ ღირსებაზე ზრუნავდა. მაგრამ უკვე გვიან იყო. ვეღარაფერს შეცვლიდა. არც უცდია. იმ ხნისანი კი, როდესაც სასწავლებლად გაემგზავრა, ერის სამსახურზე არ ფიქრობენ. არც იცოდა, ერს რომ შველა სჭიროდა. ან როგორღა ეცოდინებოდა. ერი კვნესოდა, სიღარიბის, უწიგნურობის მარწუხებში ოხრავდა, მაგრამ მიწაზე მშველელს არ ეძებდა. ღმერთმა ასეთი ყოფა გადაგვიწყვიტა, ასეთია ჩვენი სვე და მიწიერი რას გააწყობსო.

მაშინ, იმ წლებში, საქართველოს ერთი პატარა დაბიდან რუსეთს სასწავლებლად რომ მიეშურებოდა, ცხადია, არც ის იცოდა, თუ რისთვის ჩნდება ადამიანი ქვეყნად. სამაგიეროდ, ის იცოდა, რატომ, რისთვის მიდიოდა ასეთ შორეულ მხარეს. ღვთისმსახურება უნდა შეესწავლა. ჯერ კიდევ ბავშვი ეთქმოდა, მაგრამ ეს სულაც არ უშლი და ხელს თავის თავში ღვთისმსახური დაენახა. ეს იმიტომ, რომ თხემით ტერფამდე ებრაელი იყო. ღვთის მსახურად არაერთხელ წარმოედგინა თავი და ისე მოს წონდა ის, რასაც წარმოსახვაში ხედავდა, ამ მიზანზე ვერც უცნობი, შორეული გზა ათქმევინებდა უარს და ვერც მშობლებთან, ნათესავებთან განშორება. მოწოდებაზე ფიქრი სულიერ შვებას, სიხარულსაც კი ჰგვრიდა, იმ წუთებში ასე ეჩვენებოდა, სულში ღვთის შუქი ჩამიდ გაო და უბედნიერეს კაცად იგულვებდა თავს. ვერც თვი თონ და ვერც, ცხადია, სხვა ვერ ეტყოდა, რატომ იყო ასე. იქნებ იმიტომ, რომ იოსები. მოალერსე მამა, ამ სული სკვეთებით ზრდიდა? ან იქნებ თანახმა2 ჩააგონა? იქნებ ეს მოწოდება მის სულში სწორედ მაშინ გაჩნდა, როცა კავკასიონის მისადგომებთან გაფენილ სოფელში, თბილი მზის ქვეშ, ან საღამოობით. მოლაპლაპე კვარის შუქზე თანახის ცალკეულ თავებს კითხულობდა? ძველ გამოცემებს ისე ათვალიერებდა, როგორც მწყურვალი ეწაფება წყალს. ადრეულ ასაკში ნება-ნება ათვალიერებდა, მერე კითხულობდა, მოგვიანებით, რვა-ათი წლისა, სწავლობდა. ამ წიგნების დორესეულ ილუსტრაციებში ღვთიური სხივით გაბრწყინებულ ადამიანებს ხედავდა. ადა მიანებსა და პეიზაჟებს. არც მისი მშობლიური კუთხის. მთის ფერდობზე შეფენილი სოფლის პეიზაჟი იყო უს ახური, მისი შემხედვარე ირწმუნებდი, ყველაფერში, რაც ცისქვეშეთშია, ღვთის ხელი ურევია, ყველაფერს ღვთის თვალი დასტრიალებსო, მაგრამ იქ, იმ წიგნებში სულ სხვა იყო. იმ წიგნებში ნანახი ადამიანები და პეიზაჟები წარუშლელად აღიბეჭდა ყმაწვილის გონებაში. მანამ, სანამ მაქაბელების ცხოვრებას გაეცნობოდა, ეს სურათები უსხივოსნებდა სულს. მოგვიანებით მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩა მაქაბელების გმირული ბრძოლა ასიმილატორთა წინააღმდეგ. მაქაბელების ცხოვრებამ, ბრძოლამ ასწავლა: ძლიერი მხოლოდ ის არის, ვისაც ღვთისმსა ხურება გაუხდია ცხოვრების მიზნად, ღვთისმსახურება კი მოძალადისაგან დაცვასაც დაისაჭიროებს ხოლმე. რამდენჯერ ყოფილა ასეთი სურათის შემყურე: თეთრწვერა მათათიაჰუ კი არ უყრიდა გულში ხანჯალს მტერს, თვითონ მიეჭრებოდა ღვთისმგმობელსა და ებრაელთა რჯულის აბუჩად ამგდებს. მათათიაჰუს ადგილზე ათასგზის წარმოუდგენია თავი და ყოველთვის დაუზოგავად გმირავდა რწმენაგანძარცულთ. ზოგჯერ კი იეჰუდა მაქაბელად გარდაისახებოდა, იუდეის კლდოვან მთებში მასავით დასდევდა ბერძენთა და სირიელთა რაზმებს, მოულოდნელად ესხმოდა თავს, სპობდა, დაუნდობლად ანადგურებდა ებრაელთა რჯულზე გამწყრალ მოძალადე ბერძნებსა და ელინიზაციის მოტრფიალე ებრაელებსაც. მერე რა, რომ ისინი ბევრნი არ იყვნენ. სამშობლოსა და რჯულის დამცველი ბევრი როდის ყოფილა! მომხდურია რიცხვმრავალი. ან იმ წვერცანცარა შაჰ-აბასის ჯარი იყო ცოტა? ბერძნებისა არ იყოს, მათი შუბები მზეს აბნელებდა, არა იუდეის. საქართველოს მზეს. რამდენჯერ და სდევნებია შაჰ-აბასის ჯარს, რამდენჯერ ჩაუცია ხანჯალი ჩალმიანი თათრისათვის!

ფეხშიშველა ბერძენიცა და ჩალმიანი თათარიც ნამდვილად იყვნენ ლახვრის ჩაცემის ღირსნი. ბერძნებმა ის არ იკმარეს, რომ იუდეა დაიპყრეს და მათი ჯარისკაცები უმოწყალოდ ჯიჯგნიდნენ ღვთის მიერ ებრაელთა თვის ნაბოძებ მიწას, მოსეს მცნებების წაბილწვაც მოინდომეს. წინადაცვეთაზეც უნდა თქვათ უარი, შაბათზეც და ახალი მთვარის კურთხევაზეცო. არადა, სამივე ღვთის მიერ ბოძებული მცნება გახლდათ: წინადაცვეთა. ებრაელობის ღმერთთან კავშირის მარადიული ნიშანი. შაბათი კი....გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმინდაჰყო იგი. ექვს დღეს იმუშავე და აკეთე მთელი შენი საქმენი. და მეშვიდე დღე უფლის, შენი ღვთის შაბათია.. და ამ ფეხშიშველა ბერძნებს ეწადათ, ებრაელებს უარი ეთქვათ ღვთის ნების აღსრულებაზე.

ახალი მთვარის კურთხევაზეც თქვით უარიო. ეს ხომ იმას ნიშნავდა, ებრაული კალენდარი, დროის ებრაული აღრიცხვა. კვირების, თვეების თანამიმდევრობა თვალსა და ხელს შუა შემოსცლოდათ. ცხოვრების ებრაული წესი გაქრებოდა. ეს თავიანთ კუნთებზე მომზირალი ბერძნები ერის სულიერებისაგან დაცარიელებასაც ლამობდნენ. ამიტომაც დასდევდა მათ აბესა ლომი იუდეის კლდე-ღრეში.

შეიძლება გამჩენის ბოძებული ადამიანმა წაგართვას? იტყოდა ხოლმე მამა, როცა მაქაბელებზე უამბობდა აბესალომს. არა, არ შეიძლება. კიდევ რა უნდა ითქვას ბერძნებზე? თავს გავიდნენ და უნდა დასჯილიყვნენ. იეჰუდა მაქაბელისა და მისი რაზმის ხელით ღმერთი სჯიდა იმათ, ვინც ამქვეყნიური სიამოვნება მთავარ საქმედ მიიჩნია.

გამგზავრების წინა ღამე მთვარიანი იყო. მამა-შვილი აივანზე იჯდა. მთვარე ისეთი სხივით მოსავდა მათ აივანს, მიდამოს ისე აბრწყინებდა, სხვა რომ არაფერი დანი შნულება ჰქონოდა, მაინც დალოცავდით მის არსებობას.. უკვე მეთხუთმეტე წელში გადადექი. დაგიგვიანდა კიდეც საკუთარი ცხოვრების დაწყება. მანამ, სანამ ცამეტი წელი შეგისრულდებოდა, შენს ყოველ საქციელზე მე ვაგებდი პასუხს. აწი თვითონა ხარ საკუთარი თავის პატრონი, მამა აუჩქარებლად ლაპარაკობდა, მე ორ რამეს გეტყვი და თუ დაიმახსოვრებ, მადლობელი ვიქნები. ეს სამყარო და თორა გამჩენმა ჩვენთვის, ადამიანებისთვის შექმნა. სულის ყველაზე დიდი სალბუნია ღვთის სამსახური. არც ქონება, არც ამ ქვეყნიური დიდება. ღვთის სამსახური! ეს ერთი. მეორე: გამჩენს სხვა ერებიც ადიდებენ. შენ კი არასოდეს დაგავიწყდეს, რომ ისრაელი ხარ. ვინ არის ისრაელი? ღვთისგან რჩეული ერი. მაგრამ რას ნიშნავს ეს რჩეულობა? ყველაზე უკეთესნი ვართ? არა, იმით გამო გვარჩია, რომ მოგვცა თორა და დაგვავალა, ვადიდოთ მისი სახელი. სხვათაგან გამორჩეული კი არა, სხვებზე მეტად ვართ მოხვედრილი გამჩენის თვალში. ხედავს ჩვენს ნამოქმედარს. ეს კი...

მამა გაჩუმდა, ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა. აბესალომმა ვერ გაიგო, როგორ აფასებდა მამა იმას, რომ ღმერთი ებრაელთა ნამოქმედარს თვალს ადევნებდა. ეს მძიმე ტვირთი იყო? იოსები ტვირთის სიმძიმემ გააჩუმა? ერთი რამ კი სამუდამოდ დაიწერე, შვილო, გულის ფიცარზე. ხმადაბლა, კვლავ აუჩქარებლად ალაპარაკდა იოსები, ისრაელები ლოცვას ვერ დაიწყებენ, თუ ათი კაცი არ შეიკრიბა. ცხრა კაცი მეათეს ელოდება. ყოველთვის იგუ ლისხმე, რომ მეათე კაცი სწორედ შენა ხარ და ცხრა კაცი გელოდება, ესე იგი, ყოველთვის სჭირდები ხალხს და იჩქარე მასთან მისვლა. იოსები შეჩერდა. კარგა ხანს უხმოდ იჯდა. შეგეკითხებიან, ალბათ, ვინა ხართ ეს ქართველი ებრაელები, რა ხალხი ხართო. ბევრს ნურაფერს იტყვი. არ არის საჭირო. ის თქვი მხოლოდ, რომ 25 საუკუნის წინ მოვედით აქ ებრაელები. ხვალ-ზეგ მეოცე საუკუნე დაიწყება და ისევ ებრაელები ვართ. ეს არის და ეს! მეტი ლაპარაკი არ არის საჭირო. მიმხვედრი ისედაც მიხვდება.

მომდევნო დილას გაემგზავრა კიდეც. გამთენიის ხანს დატოვა სოფელი. ერთ მოგზაურ რაბის გააყოლეს. თავის დროზე, ამასაც იმავე ქალაქის რელიგიური სასწავლებელი იეშიბა დაუმთავრებია, რომელშიც აბესალომს უნდა ეს წავლა. ეს რაბინი თურმე ერთხანს რუსეთის ქალაქებში ეწეოდა სასულიერო მოღვაწეობას და მრევლიც კმაყოფილი ჰყოლია, მაგრამ ოთხი-ხუთი წლის მერე სულ სხვა მიზანი გასჩენია. რუსეთის იმპერიაში მცხოვრებ ებრაელთა ყოფა-ცხოვრება უნდა შევისწავლოო. აგერ უკვე მეექვსე წელია, კავკასიის ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში გადადიოდა, ებრაელთა შორის ცხოვრობდა, ნანახს დაწვრილებით აღწერდა. ეს ყველაფერი მომავალ თაობებს გამოადგებაო. საქართველოში თითქმის ორი წელი იცხოვრა. აქედან, აბესალომის სოფლიდან, ვლადიკავკაზის გავლით, კვლავ რუსეთს მიემგზავრებოდა, იმ ქალაქში აპირებდა შესვლას, სადაც აბესალომს უნდა ესწავლა. ვიდრე უკრაინაში წავალ, ჩემს რაბის უნდა შევხვდე, ყველაფერი უნდა ვუამბო, ორიოდ თვეს მასთან გავატარებ და ისევ გზას დავადგებიო, ამბობდა. გზის ამაზე უკეთეს მასწავლებელსა და პატრონს ვის იპოვიდნენ! ის რაბინიც გახარებული იყო. ჩემს იეშიბაში ასეთი გონიერი ბიჭი მიმყავს სასწავლებლად, ქართველ ებრაელთაგან რუსეთის იეშიბაში ჯერ არავის უსწავლია, აბესალომის კვალს სხვებიც უნდა გამოჰყვნენო.

ორი თვე გზაზე იყვნენ. ორი თვე მიდიოდნენ რუსეთის იმ ქალაქისაკენ. რამდენი რამ ნახა აბესალომმა ამ ორი თვის განმავლობაში, რამდენნაირ ადამიანს გაეცნო. გაოცებას ვერ ფარავდა, რა სხვადასხვანაირი ვყოფილვართო. ადრე ყოველი ებრაელი ისეთი ეგონა, როგორსაც თავის დაბაში ხვდებოდა. ესენი კი...

იეშიბაში ისეთ დროს ჩავიდნენ, როშ ჰაშანა3 კარს იყო მომდგარი. არა მხოლოდ იეშიბა, მთელი ქალაქი ებრაული ახალი წლისათვის. სულიერი განწმენდის, ცოდვათა მონანიებისათვის ემზადებოდა. დგებოდა ებრაული წელთაღრიცხვის 5657-ე წელიწადი.

იეშიბას მალე მიეჩვია. დღედაღამ თორა ეჭირა ხელში. ჯერ წინასწარმეტყველთა წიგნები იზიდავდა, მერე მსაჯულთა წიგნებს ჩაუჯდა.

რა ბედნიერი იყო, როგორი სავსე ცხოვრება ჰქონია!

ისიც კი არ უგრძვნია, უცხო ქალაქში, უცხო ადამიანებს შორის რომ იმყოფებოდა, რადგან ადამიანები კი არა, წიგნები გამხდარიყო მთავარი.

ქალაქის ებრაელთა ცხოვრებას მოგვიანებით გაეცნო. ნახა, როგორ უჭირდა ხალხს. ერთ ოთახში შვიდ-რვა, ზოგჯერ ათ კაცსაც ეძინა. რას არ აკეთებდნენ ებრაელები, რომ შიშველი, მშიერი შვილები შეემოსათ, მათთვის ლუკმა ეშოვათ. მთელ ქალაქში ერთი ისეთი ოჯახი არ იყო, ლაღი ცხოვრება ჰქონოდა. წელებზე ფეხს იდგამდნენ საბრალონი, შაბათს კი... შაბათს, მართალია, დაკერებულ-დაკემსილი, მაგრამ მაინც სუფთა ტანსაცმლით მიდიოდნენ სალოცავში.

ახალი მთვარე თორმეტჯერ გამოჩნდა ღრუბლებს შორის. ვერც კი გაიგო, სწავლა ლოცვაში როგორ გაილია დრო.

შემოდგომის ერთ დღეს კი...

შემოდგომის ერთ დღეს სულ რაღაც რამდენიმე საათში მიხვდა იმას, რასაც, ის ამბავი რომ არ მომხდარიყო, შესაძლოა, ათი წელიწადიც ვერ ჩახვედროდა. ამ დღეს დარწმუნდა: ზოგიერთ ხალხში, ზოგ ქვეყანაში ებრაელობა მამაცობაა.

შაბათი დღე იდგა. სალოცავი ხალხით გავსებულიყო. სახეგაბრწყინებული ადამიანები ღმერთს ადიდებდნენ და ამით იყვნენ ბედნიერნი. რაბი ისაია მამა აბრაამის ცხოვრების იმ მონაკვეთს კითხულობდა, შვილის. ისააკის სიცოცხლე ღვთის ნებით, საკუთარი ხელით რომ უნდა მოესწრაფებინა. მორიას მთაზე მამა-შვილის მისვლას უცრემლოდ ვერც ერთი რაბინი ვერ კითხულობს. რაბი ისაია დღეს ლამის მოთქვამდა. მლოცველნი იმდენად გაეტაცნა აბრაამისა და ისააკის მოსალოდნელ ტრაგედიას, სინაგოგის გარშემო ატეხილი ხმაური ვერც გაიგონეს. მათ სმენას გვიან ჩასწვდა ქალების კივილი. რაბიმ თორის კითხვა შეწყვიტა, თვალებში შიშჩამდგარმა მიმოიხედა, რა ხდებაო. სალოცავში სწორედ ამ დროს შემოვარდა ვიღაც და იყვირა:

თავს უშველეთ, დარბევა დაიწყო!

რაბი მყისვე ჩამოვიდა ამბიონიდან. ტალითს4 გზადაგზა იხსნიდა, რომელიღაც სკამზე დააგდო. თორებით გამოტენილ დიდ კარადას მიადგა. ამოდენა კარადა ერთობ იოლად ასწია, ლამის ხელში აიტაცა. შეტრიალდა და თავის მოწაფეებს მიაძახა:

აბა, ჩემო მაქაბელებო!

ყმაწვილებმა რაბისთან მიირბინეს. რაბიმ ყოველ მათგანს კარადის უკან გადამალული მოზრდილი კეტები მიაწოდა. ბზისა იყო ეს კეტები, ბოლოში კომბალივით მომრგვალებული თავი ჰქონდა.

გადით და დაცხეთ იმათ, ვისაც ჩვენი სისხლი სწყურია!.ეუბნებოდა რაბი ყველას, ვისაც კეტს აძლევდა. კეტები რომ ჩამოარიგა, თავის აღსაზრდელებს წამოეწია და ამაყი, ჩქარი ნაბიჯებით გაუძღვა წინ. ქარი თეთრ წვერს უფრიალებდა და შავ, საშაბათო კოსტიუმზე ბამბასავით ჰფენდა.

იქ, ბეით ქნესეთის წინა მოედანზე, ხელჩართული ბრძოლა გაჩაღებულიყო. დამარბეველთაგან ზოგს ქვა ეჭირა ხელში, ზოგს. კეტი. ორ-სამ კაცს ნაჯახიც მოემარჯვებინა. ებრაელნი ამაოდ ლამობდნენ დამარბეველთა გუნდების შეკავებას. ისინი სალოცავისაკენ მოიწევდნენ და ამ საბრალო, სალოცავიდან გამოცვენილ ხალხს, ისე დაუნდობლად ურტყამდნენ, რომ კვნესა, კივილი თანდათან მატულობდა. ებრაელთ მხოლოდ მას შემდეგ მოეცათ ძალა, რაბი და მისი თალმიდები5 რომ დაინახეს. რაბიმ ისე მხნედ შესძახა:

სისხლი ვადინოთ ჩვენი სისხლის მოსურნეთ!., რომ უიმედოს იმედს ჩაუსახავდა გულში, თავად კი დამარბეველთა რიგებში შეიჭრა, იმ კომბალსაც ისე დაუნდობლად იქნევდა, ვაი იმას, ვისაც მოხვდებოდა. აბესალომი გაოცებული შესცქეროდა რაბის. ახლა იგი სულაც არ ჰგავდა ადამიანს, რომელსაც დღეცა და ღამეც თორა ეჭირა ხელში. არ ჰგავდა კაცს, რომელიც ყოველ წუთს ღვთის მიერ ებრაელობისთვის ბოძებული მცნებების შესრულებაზე ზრუნავდა. ახლა იგი ბრძოლაში ჩაბმული მეომარი იყო.

ძალის მოიმედე ხალხი, თუ სხვა საშუალება ვერ ნახე, ძალით უნდა დათრგუნო!. გაახსენდა აბესალომს მაქაბელების აჯანყებაზე საუბრისას რაბის ნათქვამი, ბერძნები და მათი მიმდევარი ებრაელი ელინისტები ებრაულ სულიერ ცხოვრებას ებრძოდნენ, ამიტომ არ მოსწონდათ თორა, ადამიანი ფიზიკურ ძალას, ტანვარჯიშს, სხეულის წვრთნას უნდა მისდევდეს, ღმერთს კი არა, საკუთარ თავს უნდა ემსახუროსო, ჩაგვძახოდნენ. ამიტომ ამხედრდა ხალხი. ძალით დაანგრია ის, რაც ძალით ინერგებოდა.

აბესალომმა ახლა მეტად ირწმუნა რაბის ნათქვამი, მაგრამ თვითონ რომ ასე უქმად იდგა? სალოცავიდან გამოსულსა და იმ სურათის დამნახავს, მუხლებიც რომ აუკანკალდა? შიშმა დააძაბუნა, მაგრამ დაძაბუნება რა მოსატანია უმწეობის იმ გრძნობასთან შედარებით, მაქაბელების გახსენების შემდეგ რომ დაეუფლა. ყველაფერი ეს ერთობ სწრა ფად მოხდა. წამების განმავლობაში და ეს წამები საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სიძაბუნეს სულ დაერია ხელი. უკვე დაძაბუნებულს, მუხლაკანკალებულს ლამის თვალზე ცრემლიც კი მოადგა. უმწეობის ცრემლი. ვერ იქნა და ვე რაფრით აღმართა ეს კომბალივით კეტი, ვერავის მოუქნია. რა იქნებოდა, თუნდაც ერთი დამარბეველი დაეგდო მიწაზე, თუნდაც ერთი მუშტი აერიდებინა საბრალო მოძმეებისათ ვის. ამ ყოფაში იყო, მოშეს. ბესარაბიელის, მასავით თალმიდის, ერთ ოთახში რომ ეძინათ და საუზმე-სადილისას ერთ სუფრას რომ უსხდნენ. განწირული ხმა მოესმა:

ავშალომ, ავშალომ!

მოშეს ორი დამარბეველი ურტყამდა. ერთი წელში სწვდა, მიწას დაანარცხა, ზედ შედგა და თავისი მურდალი ფეხებით ისე უტკეპნიდა მკერდ-მუცელს, როგორც ყურძნის წურვისას იცოდნენ აბესალომის დაბაში. ეს იყო და ეს!

ამ სურათის დანახვამ გაამაქაბელა აბესალომი. დამარბ ევლებისკენ გაქანდა, მოშეს მცემლები მოცელა. ორივემ მიწაზე მოადინა ზღართანი. ერთს, უცებ რომ წამოიჭრა ფეხზე, ისე ძლიერ ჩასცხო თავში კეტი, დარტყმის ხმა ყურში სწვდა. სულაც ცარიელი თუ ჰქონდა, ალბათ, თავი საბრალოს.. სიძულვილი და სიბრაზე მონათა თვისებაა, ერთსაც მოერიდე და მეორესაც, შვილო, კეთილ სამსახურს არც ერთი არ გაგიწევს, ეუბნებოდა ხოლმე მამა და ახსოვდა კიდეც აბესალომს ეს სიტყვები, მაგრამ მაინც ვერ დაიოკა თავი. მით უმეტეს, რომ ძლიერ უნდოდა თავის სულიერ მოძღვარს. რაბის გვერდში ამოსდგომოდა. მოშესაც აღარ მოხედა. რაკი მისი მცემელები დარეტიანებულნი ეყარნენ მიწაზე, აწი თავად მიხედავსო თავს და რაბისკენ უტია. სწორედ იქით მიიკვლევდა გზას. ორსა თუ სამ დამარბეველს კიდევ დასცხო კეტი და მოძღვარს მიუახლოვდა. აბესალომს რაბიმდე ვინ მიუშვებდა! მგლები მის გარშემო კბილების ღრჭიალით კრავდნენ წრეს. სწორედ მათ გადასწვდა, მათ დასცხო კეტი, მაგრამ ბევრი ვერაფერი მოასწრო, ორიოდ მგელს თუ ჩაულეწა კბილები. ეს იყო და ეს. თავში ისე ძლიერ ჩასცხეს, რაც მიწაზე დაცემის შემდეგ ურტყეს, არც გაუგია. გონს რომ მოვიდა, მიხვდა, თავის ოთახში არ იწვა. ვიღაც დედაბერი სანთელს ანთებდა და. „შავუა ტოვ. შავუა ტოვ.6“. ბუტბუტებდა, მერე აბესალომს მოუბრუნდა, შუბლზე სველი ტილო გადაუსვა და კვლავ ბუტბუტით თქვა:

არ შეიძლება, არ იქნება, ღმერთმა არ დასაჯოს ესენი... ისეთ უბედურებას მოუვლენს ამ ხალხსა და მეფეს, სულ ჩვენი სახელის ხსენებაში იქნებიან. ისრაელის მტერს სად გაუხარნია, რომ აქ გაიხაროს? მობრუნდი, კავკასიელო? აღარ წახვედი იმქვეყნად? არც გაგიშვებდი. იმქვეყნად ისინი წავიდნენ, ჩვენ ჯერ აქ უნდა ვიყოთ და ღმერთს უნდა ვემსახუროთ, დედაბერს უცებ სახე დაემანჭა, თვალზე ცრემლი მოადგა. იცი, ვინ გადასახლდა სამოთხეში, იცი ვინ მოგვიკლეს? მენახიკ ეფიმიჩი, ხომ იცნობდი მენახიკს? აბესალომმა თავი გაიქნია, ტკივილი იგრძნო. ესე იგი, კისერშიც ვარ და ჭრილი, გაიფიქრა.

აბა, მენახიკს არ იცნობდი? არ ცხრებოდა დედაბერი. მერძევე იყო, ქაშერი7. ყველი, რძე, მაწონი სულ მაგას დაჰქონდა, რა ბიჭი იყო, რა ცეკვა იცოდა, დაბერდა, მაგრამ მაინც ყოჩობდა!

აბესალომმა თვალები დახუჭა.

ვინ არის ეს დედაბერი, სად მინახავს? ფიქრობდა, მაგრამ ვერაფრით იგონებდა.

დიდი ხნის ამბავს გიყვები: ესთერი პაწია მყავდა და ავად გამიხდა. მენახიკისაგან რძე ვიყიდე. ბავშვს სჭიროდა, თორემ რომელი როტშილდი მე ვარ, რძე ვსვა. დუღილისას რძე აიჭრა, ცეცხლი წამეკიდა, მენახიკს ვეცი და ვეკითხები: ხარ თუ არა შენ ისრაელი? ის კი უხმოდ მიღიმის და უბეში ჩამჩერებია, სულ ასე იცოდა, სულ ჩემს უბეზე ჰქონდა თვალი. მოსწონდა ალბათ, მე კი გაცეცხლებული ვუყვირი: გამაგებინე, ხარ თუ არა შენ ებრაელი, ის წაჭრილი გაქვს თუ არა? მენახიკი მოიღუშა, თითქოს დანაღვლიანდა და, იცი, რას მეუბნება? არა, საიდან გეცოდინება მენახიკმა რა მითხრა, შენ ამას ვერც მოიფიქრებ:

აბა, რა გიპასუხო, ჩემო რიბკა, როგორ გითხრა, მაქვს თუ არა წაჭრილი ის, რაც ყოველ ებრაელს უნდა ჰქონდეს წაჭრილი. იმდენი ხანია, ქალის ხელში არ დამინახავს, აღარც კი მახსოვს, არის წაჭრილი თუ არა, ერთად ხომ არ გვენახა?

რა ენა ჰქონდა, რა ცეკვა იცოდა, რა სიმღერა!

დღეს კი ნაჯახით გაუპეს თავი. აბესალომს კვლავ დაებინდა გონება.

***

ბარე ათი დღე იწვა. ამ ხნის განმავლობაში, რა არ უამბო დედაბერმა. ლამის მთელი თავისი ცხოვრება დაუდო ხელისგულზე: ვინ უყვარდა და ვისზე გაათხოვეს. როგორ გამოეპარა ქმარს და მაინც იმისგან გაიჩინა ბავშვი, ვინც უყვარდა, მერე იმან, ვისგანაც ესთერი ჰყავდა, როგორ და რისთვის შეირთო თერძი იეხიელის ქალიშვილი. ერთი დაფეხვილი გოგო. ისე დადიოდა, გეგონებოდა, სიარულს ახლა სწავლობსო, მაგრამ იეხიელს საკერავი მანქანა ედგა..

მე უბედურს თავის მოკვლა მინდოდა, გადამარჩინეს და კარგიც ქნეს. გრიშამ უჩემოდ მაინც ვერ გაძლო, ხუთ თვეში ისევ მე ჩამეხუტა.

მეათე დღეს დედაბერმა ჰკითხა:

ახლა საით აპირებ წასვლას?

იეშიბაში, სხვაგან სად უნდა წავიდეო, მიუგო აბესალომმა.

დედაბერმა ზურგი აქცია და ყრუდ მიუგო: იეშიბა აღარ არსებობს. სულ დაიწვა.

***

იეშიბა აღარ იყო. მხოლოდ ნანგრევებიღა შემორჩენილიყო. რაბიც, როგორც ჩანს, კარგა ხნით მიეჯაჭვა საწოლს. ამ ქალაქში ებრაული ცხოვრების აღორძინებას დიდი დრო დასჭირდებოდა, ხოლო იქ, სადაც ებრაული ცხოვრება შეუძლებელია, ებრაელები არ ჩერდებიან. ბევრი ამერიკისაკენ მიმავალ შორეულ გზას დაადგა, ზოგსაც ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო, რადგან ოკეანის გაღმა გასვლის ძალა არ ჰქონდა. აბესალომი შინ, საქართველოში აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ერთ დღეს რაბიმ ხუთი მოწაფე იხმო სარეცელთან. დიდძალი სისხლის დაკარგვის გამო, საბრალოს სულ გამოლეოდა ძალა. თვალების გახელაც კი უჭი რდა, უღონოდ ლაპარაკობდა..

მაგათი მიზანიც ეგ იყო, რომ ჩვენ თორის სწავლაზე უარი გვეთქვა... რა ვქნათ... ყველანი ოჯახებს მიუბრუნდებიან, თქვენ კი.... რაბიმ შეისვენა, სული მოითქვა. თქვენ, ხუთივენი ძალიან ნიჭიერები ხართ... მე ამ ცოდვას ვერ ვიზამ... აი, აგერ თქვენი სამგზავრო ფული, აქვე წერილი ჩემს მეგობართან, ვარშავაში. რაბის, როგორც ჩანს, კვლავ აუჩქარდა გულისცემა, კვლავ შეისვენა. თქვენ, ხუთივენი ვარშავაში უნდა წახვიდეთ, იქ ისწავლით.

_____________________

1.რაშაყი. ცოდვილი, ბოროტმოქმედი

2. ებრაელები ბიბლიას, ძველ აღთქმას, თანახს უწოდებენ.

3. როშ ჰაშანა. ებრაული ახალი წელი, სექტემბრის დამლევს, ოქტომბრის დამდეგს დგება

4.ტალითი. ლოცვის დროს მოსასხამი, თეთრი ქსოვილი, ლურჯი ზოლებით.

5.თალმიდები. მოსწავლეები

6.შავუა ტოვ!. შაბათ საღამოს ახალი კვირა იწყება. ამიტომ ებრაელები ასე მიმართავენ ერთმანეთს: შავუა ტოვ!. კარგი, ბედნიერი კვირა!

7.ქაშერი. სუფთა, წმინდა

4 დათო

▲ზევით დაბრუნება


კომერციულ აფთიაქთან ლალისა და ფირმასთან. შეხვედრის შემდეგ სიმშვიდე იგრძნო. ლალიზე ფიქრი სულს აღარ უშფოთებდა. თითქოს ხელის ორიოდე მოქნევამ და წიხლის ამორტყმამ ყველა იარა დააშუშა: ლალი ის წარსულია, რომელსაც არასოდეს მივუბრუნდებიო, ფიქრობდა. ამგვარი სიმშვიდე რამდენიმე დღე გაგრძელდა. ფიქრებში ლალი არსად ჩანდა, ლალი თითქოს აღარსად იყო, ახლა სულ სხვა რამ აწუხებდა, სულ სხვა ფიქრი გაუძლიერდა. ის, რომელიც ქალაქის ძველ უბანში სიარულისას ნანახმა ქორწინების სახლმა აღუძრა. რატომ, რისთვის ვარსებობ ქვეყნად, რას ვაკეთებ, რა დანიშნულება მაქვს ამ ცისქვეშეთშიო, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ამგვარი ფიქრის მიზეზიც ლალი იყო. ლალი და საქართველოში დაწყებული ნგრევა. იმასაც ხვდებოდა: სწორედ ის სჭირდა, რაც ხშირად უსაქმოდ დარჩენილ ადამიანებს დამართნიათ. მით უმეტეს, თუ მეგობრის, მეუღლის ღალატი წაუჭერთ ყელში, მაგრამ ამის გაცნობიერება არაფერს აძლევდა. მისთვის ვერაფერი ნუგეში იყო ის, რომ სხვებსაც მოსვლიათ ასეთი რამ. ქუჩებში დადიოდა და ფიქრობდა: რატომ, რისთ ვის ვარ, ნუთუ ქვეყნად ისღა დამრჩა გასაკეთებელი, რომ.ფირმას. დამპალ ყვერებში წიხლები ვურტყა და ლალის გამო ვიტანჯო? ნუთუ, ეს არის ჩემი არსებობის გამართლება?

ეს.ფირმა. ერთ დროს მისი ამხანაგი იყო. ზურიკო, ზურა. ამ ათი წლის წინ წავიდა ისრაელში, იქიდან ვენაში გადასახლებულა, მერე თბილისში გამოჩნდა და ერთობლივი საწარმო შექმნა, ისე დადიოდა, თითქოს მთელი საქართველოს ბედი მასზე ეკიდა. გერმანიიდან.მერსედესი. ჩამოაყვანინა და ამის გამო ფირმას. ეძახდნენ. უცხოეთის საელჩოების მოწყობილ დღესასწაულებზე უცილობლად გამოჩნდებოდა, მინისტრებსა თუ დეპარტამენტების ხელმძღვანელებს ხმადაბლა, საქმიანი ტონით, პაუზებით ელაპარაკებოდა იმაზე, თუ რა იხსნიდა დღევანდელ საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან. ისინიც ისეთი ყურადღებით უსმენდნენ, ისეთი მადლიერებით შესცქეროდნენ, თითქოს საქართველო დღეს გაჩნდა ქვეყანაზე, დღეს დაიწყო არსებობა და, თუ.ფირმას. რჩევა-დარიგებას არ გაიზიარებდნენ, არარა ეშველებოდა. ახალმოვლენილ ჩინოსანთა უვიცობამ თუ უხერხემლობამ, ეგ ჩვენი.ფირმა. გვერდაუვლელ კაცად აქცია.

სახელოსნოს სადარბაზოსთან ნატოს მოჰკრა თვალი. შედგა. მოიღუშა /თუმცა, მწარე ფიქრებში ჩაძირულს, რაღა მოღუშვა აკლდა/ იანვრის ცივ, ნაღვლისმომრევ მზეს მიაჩერდა.

ვერ დამინახა. იქნებ, წავიდე? ცოტა ხანს გავივლი, ნაომარ პროსპექტს კიდევ ერთხელ გადავხედავ და ესეც წავა, დაღამებამდე ხომ არ იქნება აქ, გაიფიქრა, მაგრამ ნატოს თეძოებს, სავსე მკერდს რომ შეავლო თვალი, სიამოვნებისაგან გააჟრჟოლა, უკან დაბრუნება გადაიფიქრა და გამართული, მხნე ნაბიჯებით გაემართა ქალისკენ. ისე მიდიოდა, თითქოს არანაირი დარდი არ დასტრიალებდა თავს. ნატო მაღალი იყო, ისეთი უმეტყველო თვალები, სახის ისეთი მკვრივი ნაკვთები ჰქონდა, მამაკაცს სურვილს არ აღუძრავდა, მაგრამ ასეთი შეცდომა მხოლოდ იმ მამაკაცს მოუვიდოდა, რომელიც ერთხელაც არ წოლილა მასთან. ნატო ორჯერ თუ სამჯერ ეწვია დათოს სახელოსნოში, ამიტომ კარგად იცნობდა, მაგრამ ამ ბოლო დროს არა მხოლოდ ნატოზე, საერთოდ, ქალებზე ფიქრის თავიც არ ჰქონდა. რა ხანია, ქალი არც გახსენებია. ნატო საყვედურით შეეგება: არ გახსოვარ, ერთხელაც არ დამირეკე, იქნებ, ამ ომში რა მომივიდაო. შენ რა უნდა მოგსვლოდა. შენთან ვის რა ხელი ჰქონდაო, გაეღიმა დათოს და ლიფტისკენ გაუძღვა ქალს. დათო წინ მიდიოდა, ნატო კი შეუსვენებლად ლაპარაკობდა, ბოლო სართულზე ლიფტიდან გადმოვიდნენ და სახელოსნოსკენ გაემართნენ /სახელოსნო ჭერქვეშ იყო/, ნატო კი ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა: „ომის დღეებში, ჩვენს ქუჩაზე სამი სახლი დაიწვა, ამავე დღეებში ათამდე ლექსი დავწერე, ახლავე წაგიკითხავ“..

დათო კიბეს მიუყვებოდა და ფიქრობდა, ხომ არ შევცდი, რომ მოვბრუნდი, იქნებ, მართლა წასვლა სჯობდაო. ამ ფიქრით შეაღო სახელოსნოს კარი. აქ დაგუბებული სითბო სახეში ეცა.

თუ ფანჯარა არ გამოვაღეთ, დავიხუთებით, თქვა ნატომ და თავად მივიდა ფანჯარასთან, თავადვე გამოაღო. ნატოს თავი შინაურულად ეჭირა. ახლაც ფანჯარა გამოაღო თუ არა, სამზარეულო კუთხისაკენ გაეშურა და ყავადანი შეაერთა, მყისვე ყავის ჭურჭლის რეცხვას მიჰყო ხელი, თან ომის ამბებს ყვებოდა..

ორჯერ ნაღდ სიკვდილს გადავრჩი, ორჯერ კიდევ. დამიჭირეს: მთავრობის სახლის სიახლოვეს რა გინდა, ალბათ, ტერორისტი ხარო. ერთმა ჯარისკაცმა მიცნო. თქვენ ხომ პოეტი ხართო. აზრზე ხარ? ტელევიზორში ვუნახივარ. ამაზე უფრო გაგიჟდნენ, პოეტები სანდონი არ არიან, ჩვენ გვებრძვიანო. მე კი ვუთხარი, თქვენც იდიოტები ხართ და ისინიც-მეთქი.

პოეტი!. გაიფიქრა დათომ.. როგორ გაიოლდა ყველაფერი!. უკვე ლოგინში შეწოლილიყო. ნატოს ელოდა.

ეს ქალი ან ლოგინში უნდა გყავდეს ოთხში მოქცეული, ან პირაკრული. გაიფიქრა და ნატოს გასძახა, მოდი ჩემთან! ნატო, ცხადია, ტანის რხევით, მოალერსე მზერით მიუახლოვდა.

რა გინდა?

თუ არ ავდექი და გავხადე, შუაღამემდე არ გაიხდის, გაიფიქრა დათომ და საწოლიდან წამოიწია. ნატოს კაბის გულისპირი გაუხსნა.

რა გინდა, ბიჭო, რატომ ცელქობ? ჩასჩურჩულა ნატომ და დათოს ყურის ბიბილო ტუჩებში მოიქცია. გაიხადე რა!. ჩურჩულითვე მიუგო დათომ და კაბის კალთა წამოუწია.

მოიცა, მე თვითონ, ნატომ კაბა გაიხადა, აზღუდიც ერთობ მოხერხებულად მოიხსნა და ორივე საწოლის თავზე გადადო.

მართლა რა ლამაზი სხეული აქვს!.. გაიფიქრა დათომ და ქალი თავისკენ მიიზიდა. ნატო ლოგინში შეცურდა, დათოს ხელი მოხვია, მიეკრა და თქვა:

არ არის ეს სირცხვილი?

რა არის სირცხვილი?

ებრაელი ქალი ასე რომ იხდის და სხვასთან რომ წვება, არ არის სირცხვილი?

გადაეხარხარა, თავი ქალის მკერდში ჩამალა, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგად ვერ დაფარა სურვილი.

რატომ იცინი?

ახლა?

რა ახლა!

ადრე არც გვახსოვდა ჩვენი ებრაელობა, ახლა გავხდით მაგარი ებრაელები, ისრაელი ასე ძლიერი ქვეყანა რომ აღმოჩნდა?!

მამაჩემი ყოველთვის მაგარი ებრაელი იყო!. თქვა ნატომ.

მამაჩემიც. ჩვენ?

ნუ იცი უცნაური ლაპარაკი!. ნატო დათოს მიეკრა. დათო ვერ გრძნობდა, სექსუალური აქტი ნატოს რაიმე სიამოვნებას თუ ანიჭებდა. ისევ ისეთი უმეტყველო მზერა, როგორც ქუჩაში, ავტობუსში, უმოძრაო სხეული, მაშ, რატომ, რისთვის? ფიქრობდა.

ლექსების კითხვის ჯერიც დადგა!

აი, ამ წუთებს კი უნდა გავუძლო, გაიფიქრა დათომ. მაგრამ რამდენიმე წუთში ვერც გრძნობდა ქალს. ლექსებში იმოდენა სევდა იყო, ნატოს ისე ძლიერ განეცადა ომი, დათოს გული დაუმძიმდა. კიდევ ერთხელ მოეძალა ფიქრი, რომელსაც ასე გაურბოდა. რისთვის ვარსებობ, რისთვის დავიარები დედამიწაზეო. ალბათ, ამის გამო, ნატოსთან მეტი სიახლოვე იგრძნო, თმაზე ხელი გადაუსვა. ნატომ ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო, გემრიელად გააბოლა და ლექსების კითხვა განაგრძო. ეს ლექსები მას ძალიან ბევრს ეუბნებოდა: თვითონაც ხომ იმ ყოფის, იმ დროის შვილი იყო, რომელიც ამ ქალში ამდენ ტკივილს ბადებდა.

რა ბედნიერი ხარ, ნატო!

ბედნიერი? ნატომ საფერფლიდან სიგარეტი აიღო, კიდევ ერთხელ გააბოლა და თითქმის თავისთვის თქვა: „შეიძლება ბედნიერი იყოს ის, ვინც ამას განიცდის? დათო ლოგინში წამოჯდა, სიგარეტს დასწვდა: ხომ დაწერე, ხომ ამოთქვი ის, რაც გაწუხებდა!“ სიგარეტს მოუკიდა, გააბოლა.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ შეგიძლია თქვა ის, რაც გაწუხებს. ესე იგი, ისიც იცი, რატომ ხარ ამქვეყნად, რისთვის არსებობ. ეს ფიქრში თქვა დათომ, ხმა კი არ ამოუღია..

მერე მაგით რა შეიცვალა? მხოლოდ ის, რომ მე მეტი სიცარიელე ვიგრძენი, ჩაილაპარაკა ნატომ, სიგარეტი საფერფლეს დააჭყლიტა და თავი ბალიშზე დადო. ერთ ხანს გარინდებული იყო. ხმას არ იღებდა. ჭერს მისჩერ ებოდა..

იმათ უდაბნოს თაობა დაარქვეს, მაგრამ ის მაინც იცოდნენ, უდაბნოდან საით მიდიოდნენ. ჩვენ? კარგა ხნის დუმილის შემდეგ, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო, თქვა ქალმა.

მთავარი ის კი არ არის, რომ უდაბნოში იყვნენ, იცოდნენ, იცოდნენ, სად მიდიოდნენ.. სამშობლოში ბრუნდებოდნენ. სამშობლოში დაბრუნებამ კი რა მსხვერპლიც არ უნდა მოითხოვოს, ალალია. ჩვენ? ჩვენთვის ყველაფერი პირუკუა. ჩვენ არ ვიცით, სად მივდივართ. დათო გაჩუმდა და ცოტა ხნის შემდეგ განაგრძო: იქნებ, საერთოდ არსად არ მივდივართ? იქნებ, არც არსებობს ჩვენი ქანაანი?! უდაბნოში ვართ, მაგრამ იქნებ, არსაითაც არ მივდივართ? ნატო გადაბრუნდა. ბალიშში ჩაემხო.

ოთახში გამეფებულ სიჩუმეს დროდადრო სროლის ხმა ჰკვეთდა.

პროსპექტზე ომი დამთავრდა, მაგრამ როდის ყოფილა ომი ერთ დღეს, გამოცხადებულ საათზე დამთ ავრებულიყოს. დროდადრო სროლა კვლავ ისმოდა. დათომ იგრძნო: ნატო ტიროდა. იმასაც მიხვდა, თუ რატომ უნდა სდენოდა ახლა ცრემლები ქალს. ამიტომაც ერთხანს იყუჩა, ადროვა. მერე დაიხარა, ბეჭებშუა აკოცა. ერთხელ, მეორედ, მერე გადმოაბრუნა /ქალი მის ყოველ სურვილს არა მხოლოდ ნებდებოდა, დათომ პირველად იგრძნო, რომ ნატოს ყველაფერი ეს ნეტარებას ჰგვრიდა/ სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია და ვნებით აკოცა. ნატომ ყელზე ძლიერად მოხვია ხელები და თავადაც ვნებით დაუწყო კოცნა.

დათოს ყოველთვის აღელვებდა ნატოს სხეული. აღელვებდა და სიამოვნებასაც ანიჭებდა, მაგრამ ისეთი მღელვარე წუთები, როგორიც ახლა დაუდგა, არასოდეს, არც ერთ ქალთან არ ჰქონია. დასცქეროდა ნატოს სევდა-ნაღველით გაცისკროვნებულ სახეს და გრძნობდა: ახლა, ამ წუთებში ნატოც ბედნიერი იყო.

ეს ორი ადამიანი, ნატო და დათო, ვნებამ კი არა, ტკივი ლისა და სიამის ერთნაირმა შეგრძნებამ და გაუცნობიერე ბელმა მომავალმა აქცია ერთ სულ და ერთ ხორცად. ნატოს ტანსაცმელი ჩაეცვა, სარკესთან იდგა, დრო დადრო თმას ისწორებდა. იქვე ყავა ედგა და იმასაც დროდადრო სვამდა.

შენ არ მკითხე, რისთვის ვტიროდი.

დღეს საქართველოში არ ეკითხებიან, რატომ ტირიო.

არა, შენ არ იცი...

დათო ლოგინში გადმობრუნდა.

კიდევ მოხდა რაიმე?

ნატომ ჭიქა აიღო, ყავა მოსვა და თქვა:

ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა.

ბოლო? რატომ? დათო ლოგინზე წამოჯდა.

ჩვენ წასვლა გადავწყვიტეთ, მივდივართ, შენ კი ისრაელში არასოდეს ჩამოხვალ.

მიდიხართ? სად? სად მიდიხართ, ნატო!. დათო მიხვდა, სად შეიძლებოდა წასულიყო ნატოს ოჯახი და ხმაში ბზარი შეეპარა.

ვერ ხვდები? ნერვულად თქვა ნატომ, ყავის ჭიქა ლამბაქზე ლამის დაახეთქა და ოთახიდან გავიდა. დათო დიდხანს, ძალიან დიდხანს იჯდა ლოგინში. მერე ბალიშზე უღონოდ მიდო თავი და გაიფიქრა:

ქანაანი კვლავაც ქანაანია, ჩვენ?

5 ბეით ქნესეთი

▲ზევით დაბრუნება


დიმიტრიმ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს გამთენიის ხანს სიკვდილმისჯილის საკნიდან გაყვანა.

ცხადია, ეს აბესალომმაც იცის. მაგრამ გამთენიიდან მოყოლებული აჰა, აქამომდე, უკვე საღამო ხანი უნდა იყოს, მოუთმენლად ელიან ირაკლის მობრუნებას. იქნებ, დასახვრეტად კი არა, დაკითხვაზე გაიყვანესო. ორივემ იცოდა, რომ სასაცილო იმედი იყო, სიკვდილმისჯილის დაკითხვაზე გაყვანა, მაგრამ მაინც ჯიუტად ელოდნენ ირაკლის.

გარეთ, ალბათ, უკვე ღამე იყო, დიმიტრიმ რომ თქვა:

შეხედე, აბესალომ ბატონო, დააკვირდი, ხომ ჰგავს ეს საკანი კუბოს!

აბესალომმა საკანი კუბოს ვერაფრით ვერ მიამსგავსა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. მთავარი ის იყო, თუ რატომ, რისთვის თქვა დიმიტრიმ ეს სიტყვები. აბეს ალომი ყველაფერს მიხვდა. დიმიტრიმ დაკარგა ირაკლის მობრუნების იმედი. აბესალომმა ამოიოხრა და ხისგან გამოჩორკნილ საწოლებს, საკნის კედლებს, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი. გაოცდა. მეჩვენებაო, გაიფიქრა. საკანი სარკოფაგის მოყვანილობისა იყო. კი, კი, სარკოფაგს ჰგავდა ეს საკანი.

ამათ ჰგონიათ, სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე ამ საკანში მოხვედრის მერე უნდა იფიქროს ადამიანმა, თქვა დიმიტრიმ და ნარიდან წამოდგა, მუხლი გამართა, გაიარ-გამოიარა.. არა, არა ვარ მართალი. ესენი იმქვეყნიურ ცხოვრებაზე საერთოდ არ ფიქრობენ, თორემ ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. ასე არ არის, ბატონო აბ ესალომ?

აბესალომმა პასუხი არ გასცა, ფიქრებში ჩაძირულიყო.

მე რომ ხშირად მიფიქრია იმაზე, როგორ ვიცოცხლო სიკვდილის შემდგომ და სწორედ ამ ფიქრით გამიზომია ჩემი წუთისოფელი, რატომ მოვხვდი აქ? რატომ, რისთვის, ღმერთო, მაღალო, დაილოცოს შენი სამართალი, რატომ, რისთვის უნდა მოგეყვანე ჩეკაში?

ვერ იქნა და აზრი ვერ მოიგდო ხელთ აბესალომმა, ვერ ჩასწვდა მიზეზს ღვთის ასეთი მსჯავრისა. ხომ გადაწყვიტა, დინჯად, აუჩქარებლად გადავავლებ თვალს მთელ ჩემს სიცოცხლესო, ცხოვრების სურათები, დღეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, აუჩქარებლად იხსენებდა ადამიანებს, ყოველ ეპიზოდს /ღვთის შეწევნით, ჩინებული მეხსიერება ჰქონდა/: რა მოხდა, როგორ მოხდა, ყველაფერს აღადგენ და, მაგრამ ვერა, ვერაფერი აღმოაჩინა ისეთი, რის გამოც შეიძლებოდა ღმერთს ასე დაესაჯა.

ბეით ქნესეთი? ბეით ქნესეთის გამო? ჰო, მაგრამ... სამი წელიწადი იყო ვარშავაში, სამი წელიწადი სწავლობდა იქ, მაგრამ რომ გეკითხათ, როგორი ქალაქია ვარშავაო, ვერ გიპასუხებდათ. არც გრძნობდა და არც განიცდიდა მას. იგი იეშიბაში იყო. რელიგიურ სასწავლებელში და მხოლოდ ის იზიდავდა, აინტერესებდა, რასაც სწავლობდა.

სამი წელი რომ გაილია, კვლავ ბევრი რამ აკლია ჩემს ცოდნას, ასე მეჩვენება, კვლავაც ნაპირზე ვდგავარ, კვლავაც ვერ შევედი ზღვაშიო და ითხოვა, კიდევ ერთი წელი მაინც დავრჩები თქვენთანო.

ცხადია, დღეს ბევრი რამ იცოდა. სულაც არ ჰგავდა იმ ყმაწვილს, დაბიდან რომ წამოვიდა, მაგრამ... მაინც უკმაყოფილო იყო და ეს უკმაყოფილება დღითიდღე უძლიერდებოდა, რადგან დღითიდღე რწმუნდებოდა, რამდენი რამ არ იცოდა.

ამიტომ მის ოთახში ლამპა გვიან ქრებოდა, თვალე ბში, გამოხედვაში კი მატულობდა შუქი. ცოდნას რომ მოაქვს თან. ოც წელს სულ ახლახან გადასცილდა, მაგ რამ ორმოც წელს მიღწეული კაცის დინჯი მოძრაობა ჰქონდა, მზერაში კი გონიერება დაუნჯებულიყო. ერთ დღეს იეშიბის ხელმძღვანელთა კრებაზე უხმეს. მაგიდას სამნი უსხდნენ. სამი დიდი რაბი. დიდ, სქელ ტანიან თორებსა და მის კომენტარებს შორის სამივენი ძლივს მოჩანდნენ. შუათანამ, რაბი ყიმანუელმა თქვა: „ავშალომ, შენ კარგი თალმიდი ხარ, რომ წახვალ, გული დაგვწყდება, მაგრამ თემს უნდა მიხედო. ვფიქრობ, აღარ გინდა იმის გახსენება, თუ ვინ არის რაბი თემისათვის. ხიდი ადამიანსა და სულიერებას, ადამიანსა და ადამიანებს შორის. ის ცოდნა, რასაც ჩვენ თემთან გაგატანთ, შენი სიმდიდრეა. გვსურს ისეთი რამეც გაგატანოთ, რაც თემის სიმდიდრედ იქცევა. ერთი კვირა იფიქრე, რა სჭირდება თქვენს თემს“.

აბესალომს დაფიქრება არ სჭიროდა. ისედაც კარგად იცოდა, თემს რა შემატებდა სიხარულს. მრავალგზის უოცნებია ამაზე. ვიდრე იქ, დაბაში იყო, ამას ვერ გრძნობ და. დაბაში ყოფნისას როგორ ეცოდინებოდა, თუ ქვეყნად ასეთი ბეით ქნესეთებიც არსებობდა, ვარშავაში რომ ნახა. ყველა ბეით ქნესეთი ისეთივე ეგონა, როგორიც მის დაბაში მოეხერხებინათ. რიყის, მუცლიანი ქვით ნაგები, გრძელი უღიმღამო შენობა. ამიტომ რაბი ყიმანუელს მიუგო: „ახლავე მოგახსენებთ, რაბი“.

რაბი ყიმანუელი ყურადღებით მიაჩერდა.

ჩვენი ჯამაათი ბედნიერად ჩათვლის თავს, თუ ასეთ, აი, ამნაირ ბეით ქნესეთში ადიდებს ღმერთს. რაბი ყურადღებით უსმენდა, მაგრამ მაინც ვერაფერი გაიგო, ჯერ რაბი იცხაკს გადახედა, მერე რაბი ელიაუს. დარწმუნდა, რომ ვერც იმათ აუღეს ალღო აბესალო მის ნათქვამს.

ავშალომ, იქნებ გაიმეორო?

ჩვენს დაბაში უკადრის შენობაში ვადიდებთ გამჩენს. ღმერთი რომ შეგვეწეოდეს და აი, ასეთ ბეით ქნესეთს ავაშენებდეთ. როგორიც თქვენ გაქვთ, ვარშავაში...

მერედა, რატომ არ აშენებთ, თქვენი ჯამაათი რატომ არ აშენებს?

ჩვენს ჯამაათს რისი საშუალებაც ჰქონდა, ის ააშენა. ჩვენ არა გვყავს მდიდარი ხალხი.

ახლა კი მიხვდნენ რაბები, თუ რა ეწადა ამ ახალგაზრდას.

თუ თქვენი ხალხი ასეთი ღარიბია, დაბაც. პატარა, ასეთი ბეით ქნესეთი რად უნდა? ღიმილით თქვა რაბი იცხაკმა.

აბესალომმა თავი დახარა. ოთახში უხერხული დუმილი ჩამოვარდა. რაბი ყიმანუელმა საყვედურით გადახედა რაბი იცხაკს, მერე აბესალომს მოუბრუნდა და უთხრა, კარგი, მოვიფიქრებთო.

საქართველოში დაბრუნებამდე ხუთი თვე იყო დარჩენილი. ეს დრო თითქმის შეუმჩნევლად მიილია. აბესალომს ისევ უხმეს იეშიბის ხელმძღვანელებთან, ისევ რაბი ყიმანუელმა დაიწყო:

ნაფესახევს გზას დაადგები. შენ ახლა უნდა მოგვცე პირობა, რომ შვიდი წელი დაბას არ მიატოვებ. რაც უნდა მოხდეს, შენი ჯამაათის გვერდით იქნები, რადგან შენ უნდა იყო ხიდი ჯამაათისა სულიერებასთან, ადამიანსა და ადამიანებს შორის მშვიდობის დამამკვიდრებელი.

მე გაძლევთ მაგ პირობას, მყისვე შეეპასუხა აბესალომი.

რაბი ყიმანუელმა თავი კმაყოფილებით დაუქნია და მაგიდიდან ქაღალდების დასტა აიღო.

ეს არის ამ ბეით ქნესეთის პროექტი. ამის მიხედვით ავაშენეთ ჩვენ, გაძლევთ, ააშენეთ ჩვენნაირი ბეით ქნესეთი, აბესალომმა პროექტი ჩამოართვა.. აი, აქ, ამ ყუთში კი ფულია, ოქრო-ვერცხლი. ვარშავის ებრაელობამ თქვენთვის შეაგროვა. აქვეა იმ მიცვალებულების სია, რომელთა პატრონებმაც ეს ფული მოგვცეს. წელიწადში ერთხელ, ყოველი მათგანის სულის ხსენების დღეს, უნდა მოიხსენიოთ მათი სახელები. ჯამაათმა შეაგროვა საჭირო თანხის სამი მეოთხედი. ერთი მეოთხედი არ შეგიგროვეთ, რადგან ყოველმა თემმა თავადაც უნდა იზრუნოს საკუთ არ სულზე.

აბესალომი დაბას დაუბრუნდა. ბეით ქნესეთის მშენებლობა დიდი სიხარულით დაიწყეს, საძირკველი ჩაყარეს, კედლები ამოიყვანეს, იატაკი დააგეს და... ვარშაველთა მოცემული ფული გამოილია.

ამ დაბის ებრაელობას კი ფული არ ჰქონდა. თავს იმით ირჩენდნენ, რასაც მიწაში ჩაღვრილი ოფლი მისცემდათ. რასაც დათესდნენ, მოიმკიდნენ, იმით იყვნენ კმაყოფილნი, ამ ბარაქიან მიწაზე კი მოსავალი მუდამ კარგი მოსდიოდათ. ეს კია. ჭირნახულს ვერსად ჰყიდდნენ, ქალაქი ერთობ შორს იყო. ამიტომ არ ჰქონდათ ფული, უფულოდ კი არც ერთი კირითხურო, თუ დურგალი არ გაეკარა მშენებლობას. ჭირნახული მათაც დიდძალი ჰქონდათ. ამიტომ დაბის ებრაელები, მეტ წილად კი ახალგაზრდები, თავად იქცნენ ბეით ქნესეთის მშენებლებად, ვისაც ეხერხებოდა, რასაკვირველია. უფულობას შრომით ანაზღაურებდნენ. ეს დასაწყისში იყო. მერე ენთუზიაზმმა რომ გაუარათ, ეს სასიხარულო ამბავი რომ მოძველდა, ხან ნათანი აქაქანდა ვითომ რა არის, გერშონი რატომ არ მოდის მშენებლობაზე, მე რითი მჯობიაო, ხან ნამთალიას ასტკივდა კუჭი, ხანაც იოსებს გამოუჩნდა გადაუდებელი საქმეები და... ლამის შეჩერდა მშენებლობა. უნდილად ირჯებოდნენ, შენება შარშან, ფესახისათვის უნდა მოემთავრებინათ, მაგრამ აგერ წელიწადი მოტრიალდა, ისევ ფესახი მოდიოდა და ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. განსაკუთრებით სადურგლო საქმეს არ დაადგა საშველი. დურგლებს კი მოიყვანდნენ და ბოლომდეც გავიდოდნენ, მაგრამ მთავ არი ეს არ იყო. ხის მასალა ძლიერ გაძვირდა. თუ აქამდე საფანჯრე კაკალს სამი მანეთი ჰყოფნიდა, დღეს ვერც ხუთად იშოვიდი. თბილისის ებრაელობის მიერ შეგროვილი ათასი ოქროს მანეთი უკვე გამოლევაზე იყო. ქუთაისელები თუ რამეს მოაწვდიდნენ, თორემ... თორემ სულ გაჩერდებოდა ბეით ქნესეთის მშენებლობა. დაბაში ნისლი ჩამოწოლილიყო. სქელ ნისლში ბეით ქნესეთის მაღალი კედლები მკრთალად მოჩანდა. კირითხურონიც ლანდებივით გაკრთებოდნენ ხოლმე. შეძახილებით თუ პოულობდნენ ერთმანეთს, შეძახილებით თუ გაიგებდნენ ვინ სად იყო, თორემ ამ სქელ ნისლში არაფერი ჩანდა. ბეით

ქნესეთის სახურავზე ასულმა აბესალომმა ქვემოთ, გზაზე მოძრავი საგანი შენიშნა. საგანი იყო თუ? ვერა, ვერაფერი გაარჩია. ბეით ქნესეთისაკენ რაღაც კი მოიწევ და, მაგრამ რა? ცხენები? ადამიანები? ურმები? რჯულის ორი დაფის გამოსაყვანად ქვა გასულ კვირაში ამოიტანეს. ჭაღარა და გრძელცხვირა ბერძენი თომა ქვაზე უკვე კვეთდა მოსეს ათ მცნებას.. სასაცილო კი არის, ფიქრობდა აბესალომი.. ამ მცნებებს სწორედ ბერძენნი ებრძოდნენ გააფთრებით, დღეს კი ბერძენ კაცს საგულდაგულოდ გამოჰყავს მეხუთე მცნება და ისიც ებრაულ ენაზე. აგერ ლამის ერთი კვირაა მეხუთე მცნებას დასტრიალებს თავს..

აბესალომი ყინულის ლოლუებიან ხარაჩოზე ფრთხილად დაეშვა. უნდა აჩქარდეს, წასვლის დროა. თხილიანის ებრაელობამ ორჯერ გამოუგზავნა კაცი: შენი სახელი დღითი დღე იზრდება, შენს მსმენელ ებრაელობას რწმენა კიდევ უფრო უმტკიცდება, ისიც კი მობრუნდა ღმერთისაკენ, ვისაც ლოცვა არ სწამდა. იქნებ, ერთი შაბათი მაინც გვესტუმრო, ჩვენს დაბაში ილოცო, ხალხს დაელაპარაკო და გაამხნევო.

ორჯერვე დაჰპირდა, მაგრამ პირობა ვერ შეასრულა ვერ იქნა და ვერ წავიდა თხილიანში. ვერ მოახერხა. დღეს უნდა წავიდეს. ჯამაათს უკვე გამოუცხადა. ამ შაბათს თხილიანში ვილოცებ, იქაურ ჯამაათსაც უნდა ყურადღება და პატივისცემაო. ვერ არის სამგზავრო ამინდი, ძლიერ ცივა, ყინავს კიდეც, მაგრამ დღეს თუ ვერ წავა, მომავალ კვირაში უფრო გაუჭირდება. არა, არა! გაუჭირდება კი არა, ვერ წავა. მომავალ კვირაში, აგერ სულ რაღაც ხუთ დღეში, ფესახია1. ეგვიპტის ტყვეობიდან ებრაელთა განთავისუფლების დღესასწაული იწყება. ამ დღეებში თავის ჯამაათს ვერ მიატოვებს. ეზოში ფრთხილად დაეშვა და ჭიშკრისაკენ გაეშურა. ცხენი ჭიშკართან ჰყავდა მიბმული. ჭიშკართან რომ მივიდა, კარგად დაინახა: ბეით ქნესეთისაკენ მომავალ აღმართზე ურმებში შებმული კამეჩები მოიზ ლაზნებოდნენ. მოყინულ ორღობეში ამოსვლა ძლიერ უჭირდათ, ამიტომ მოღოღავდნენ ასე.

„ნეტავ ვინ არიან?“ გაიფიქრა აბესალომმა და ელია უს დაუძახა. ელიაუმაც გაიკვირვა. ვინ უნდა იყოს ამ ყინვაში, რა უნდა მოჰქონდეთო. მალე ადამიანებიც გამოჩნდნენ.. „მიხრა-მოხრაზე ვატყობ, ისრაელიშვილები არ უნდა იყვნენ“, თქვა აბესალომმა.

არა, ესენი არც ჩვენი დაბის ქართველები არ არიან, შეესიტყვა ელიაუ, ცოტა ხნის შემდეგ დასძინა, მეზობელი სოფლის ჯაფარიძეები უნდა იყვნენ. სტუმრები ბეით ქნესეთის ჭიშკართან შედგნენ. ანგიამ აბესალომს ხელი სხვათა შორის ჩამოართვა და ეზოში შევიდა. იქვე შედგა. ბეით ქნესეთს ახედა, მოწონების ნიშნად თავი დაიქნია.

აბესალომი ანგიას პირველად ხედავდა, ვერც იმას ხვდებოდა, რისთვის უნდა ყოფილიყო მოსული. აბესალომი დაბის ქართველობას იცნობდა და არაფერ ცუდს გული არ უთქვამდა, მაგრამ მაინც დაძაბული ადევნებდა თვალს სტუმრის ყოველ მოძრაობას. მეურმეებისკენაც გააპარებდა ხოლმე მზერას. ეს ელიაუც რომ აღარ მოდის, რას ელაპარაკება ამ მეურმეებს!. იცი, რას გეტყვი შენ?! ჩემი მხარეა ეს, ჩემი ქვეყანა და უჩემოდ აქ არაფერი არ უნდა გაკეთდეს, თქვა ანგიამ და კვლავ ბეით ქნესეთს ახედა.

აბესალომს ელდა ეცა. რაღაცის თქმა ეწადა. სიტყვა ყელში გაეჩხირა.

ანგია კვლავ ბეით ქნესეთს შესცქეროდა, რაღაცას ბუტბუტებდა, მერე აბესალომს მიუბრუნდა:

ეგერ, ურმებით წაბლის მასალა მოვზიდეთ, ხუთი ოსტატიც მომიყვანია. ეგენი ყველაფერს გააკეთებენ. ეს იქნება ჩვენი საჩუქარი, ჩვენს კუთხეში რომ რამე კეთდება, ჩვენც გვეხება.

აბესალომი სახტად დარჩა, ხმა ვეღარ ამოიღო, არც იცოდა, რა ეთქვა ამ ღვთისნიერი კაცისთვის.. მონუსხ ულივით შესცქეროდა ანგიას. მერე მივიდა, მოეხვია და ბეჭზე ემთხვია.

შენი მარჯვენა და გული დალოცოს გამჩენმა!

ამინ!. ეშმაკურად გაიღიმა ანგიამ და მეურმეებს გასძახა, რას უყურებთ, რას დაყუდებულხართ მანდ, არ შეგცივდათ მაინც? შემოდით ეზოში!

ბეით ქნესეთის ეზოში ურმები შემოჭრიალდა.

________________________

1.ფესახი. პასექი. ეგვიპტის მონობიდან ებრაელთა განთავისუფლების დღესასწაული

6 სისხლის შარი

▲ზევით დაბრუნება


ცხენი აუჩქარებლად მიიკვლევდა გზას. აქ ვერც აჩქარ დებოდა. ბილიკი ხშირ ტყეში გადიოდა. აბესალომი ისე ღელავდა, არ შემომაღამდესო, სიცივესაც ვერ გრძნობდა. შაბათის დადგომამდე უნდა ჩასულიყო თხილიანში, იქაური რაბის ოჯახში მოემზადებოდა. საშაბათო სამოსი აგერ, ცხენზე გადაკიდებულ ჩანთაში აქვს მოქცეული. მღელვარებისათვის რომ თავი დაეღწია, იმაზე ფიქრს მიეცა, თუ რაზე ესაუბრა ხვალ, შაბათს ჯამაათთან, რა საკითხს შეხებოდა? ღვთის მიერ სამყაროს შექმნაზე ელაპარაკა? კარგია, მაგრამ ახლა სამყაროს შექმნა რა შუაშია? ახლა ხომ სამყაროს გაჩენის დღესასწაული. როშ ჰაშანა არ ახლოვდება? იქნებ, ის სჯობდეს, ადამიანების ღვთისადმი ერთგულებაზე ილაპარაკოს? დღეს ეს არის მთავარი. საამისოდ აბრაამის მსხვერპლზე საუ ბარი იქნება შესაფერისი, იმის გახსენება, როგორ ასრუ ლებს ჩვენი პატრიარქი. მამა აბრაამი ღვთის ნებას. როგორ მიჰყავს საკუთარი შვილი. იცხაკი. სამს ხვერპლოზე, მაგრამ არიან კი ამ დაბაში ღვთისგან განმდგარნი? ამაზე თხილიანის რაბის უნდა გაესაუბროს. კი, ეს არ არის ცუდი, მაგრამ... ხვალ-ზეგ ფესახია, ახლა, ალბათ, ყველაზე სწორი ფესახზე საუბარი იქნება, საუბარი იმაზე, თუ როგორ ამოირჩია ღმერთმა ებრაელობა, როგორ ზრუნავს მასზე, როგორ ათავისუფლებს ეგვიპტელთა მონობიდან, მიუძღვება უდაბნოში, სამარადისოდ აძლევს ქანაანის მიწას. აბა, სხვაგვარად როგორ შეიძლება!. ცხადია, ახლა ფესახზე უნდა ისაუბროს. არა, მაინც რა მწარე სიცივეა! როდის იყო, ყინვა ფესახამდე აღწევდა! ფესახში ბალახი ბიბინებდა. ზოგჯერ ტყემალი ყვავილსაც კი ისხამდა. წელს არ იქნა და არ დაცხრა ყინვა. ძვალში ატანს და ეგაა... საუბარი, ალბათ, მაინც იმით უნდა დაიწყოს, როგორ გაიმეტეს ძმებმა იოსები. მოშე რაბინუს1 სიკვდილით დაამთავრებს. მაინც რა საშინელი სასჯელი ხვდა წილად. არ აპატია გამჩენმა ხალხის მიმა რთ გამოჩენილი სიმკაცრე, არ შეადგმევინა ფეხი ქანააანში. ზედ მის ზღურბლთან აღასრულა. ცხენმა დაიფრუტუნა და შეჩერდა.

არა და არ გათავდა ეს ტყე! რა ხანია ტყეში შემოვიდა, გასვლით კი ვერ გააღწია, ვერ გალია გზა.. აჩუ, აჩუ!. შესძახა აბესალომმა და ცას ახედა. აგვიანდებოდა, ნამდვილად აგვიანდებოდა. ცხენი კვლავ უძრავად იდგა..

აჩუ-მეთქი, ცხენო!. აბესალომმა გავაზე დაუტყაპუნა ხელი.

ცხენმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შედგა.

ნეტავ, რა მოუვიდა? გაიფიქრა აბესალომმა და მიმოიხედა, იქაურობა ყურადღებით მოათვალიერა, ხის ტოტებზე შემორჩენილი თოვლი, ყინულის ლოლუები ცხენს რატომ დააფრთხობდა? საეჭვო ვერაფერი დაინა ხა აბესალომმა, მაგრამ..

ღმერთო, კურთხეულო, ამას აქ რა უნდა?

აბესალომი ცხენიდან ჩამოხტა, ბავშვთან მიირბინა. წელში გადამტვრეულ ხეზე ბავშვს ეძინა.

ბიჭო, ბიჭო!. ხელით შეეხო, შეანჯღრია თუ არა, ბავშვი ხიდან გადავარდა.. აუჰ, იკურთხოს, ღმერთო, სახელი შენი. ეს რა ხდება?!

ბავშვს ჯუბა ბეჯითად შეუკრავს, ადამიანის ფერი კი არ ადევს. ეს რა დღეში ჩავარდა აბესალომი! შაბათის შემობრძანების წინ ასეთი ხიფათი? სადაცაა შაბათიც შემობრძანდება..წმინდა ჰყავ დღე იგი. შაბათი.. ავალებს ღმერთი, რა ქნას აბესალომმა? ამ ბავშვს საამქვეყნო ფერი არ ადევს. აღვირს ხელი უშვა და ბავშვი აიტაცა, მკერდში ჩაიკრა, არა, ეს ბავშვი ამ ქვეყნისა აღარ არის, მაგრამ... ცხენით ზოზინი ხელს არ მომცემს, უნდა ვირბინო.. და გაიქცა აბესალომი. არა, მას ეგონა გავრბივარო, სინამდვილეში მიძუნძულებდა. აბა, ამ უსიერ ტყეში სირბილს როგორ შეძლებდა! დროდადრო ნაბიჯს ვერ ზომავდა, სველ მიწაზე მიმოყრილ ფოთლებზე ფეხი უსხლტებოდა, ხეს ეხლებოდა, ორჯერ წაიქცა კიდეც. წაიქცა, მაგრამ ბავშვს ხელი არ უშვა. ისე ძლიერ ჩაეკრა გულში, ისე მტკიცედ მოეხვია ხელები, რომ ბავშვი ხელიდან არც დაუვარდებოდა..

ღმერთო, მაღალო, გამჩენო, შენ მოხედე ამ საცოდავს. ვაი, ამის დედას! სად გამოუშვა ბავშვი ასეთ ყინვაში. ბავშვს კი არა, ლამის მე ამომხდეს სული! ათიოდე წლისა იქნება საბრალო, ღმერთო, შენ მოხედე ამ საცოდავს.

ცხენი უკან მოსდევს. მოსდევს და ჭიხვინებს. ეს კიდევ უფრო აღიზიანებს აბესალომს. არა, არა, კი არ აღიზიანებს, აქეზებს, უკვე ვეღარც არჩევს რა აღიზიანებს და რა აქეზებს. ის აღიზიანებს, რომ სველ მიწაზე მიმოყრილ ფოთლებზე ფეხი უსხლტება და ხეს ეხეთქება. რომ გაოფლიანდა, ეს არაფერი, სხეული რომ უხურს, ამასაც არაფრად დაგიდევს. ხელი ტკივა. ფეხი რომ დაუსხლტა, მკლავი ხეს მიარტყა. ტკივა. ყინვაც როგორ უჭერს! ხელში ძალა დააკლდა. ვეღარც გრძნობს ძალას. გაეყინა? ათი წელი! ათი წლისა გაეცალა ეს საბრალო წუთისოფელს? რატომ, რისთვის... ვისმა ცოდვამ უწია ბავშვს? დედის, მამის? სოფლის? ვინ იცის, რა ხალხი ცხოვრობს ამის სოფელში და ვისი ცოდვის სანაცვლოა ეს უბედური! ვაი, ამის პატრონებს!

სადაცაა, შაბათი შემობრძანდება. ამ ბავშვს სიცოცხლის ნიშან-წყალი არ შერჩენია. არ იქნება, არ შეიძლება შაბათს მიცვალებულთან სიახლოვე, თანაც ასე ხელში ატატებული, გულში ჩაკრული? არ იქნება! შვილი რომ მოგიკვდეს, შაბათი დააფასე და არ იგლოვოო, აქ კი...

მიდის, მიძუნძულებს აბესალომი. ფეხებში ათასი რამ ებლანდება, ათასი ჩირგვი და ოხრობა, მაინც მიდის, მიძუნძულებს.

ტყეში ბინდი რომ შემოიპარა, შორს ნათელი სივრცე დალანდა. საშველი დაადგა? ტყე მთავრდება? იქ, იმ სივ რცეში ადამიანები ყვირიან.მიხოო, მიხოო!. ალბათ, ამას თუ დაეძებენ. მიხო თუ ჰქვია. არა, ახლა გაჩერება არ იქნება, უნდა ირბინოს, უნდა გავიდეს ტყიდან, იქნებ, კიდევ არ არის გვიან! როგორ ტკივა ხელი! ძალაც რომ გამოელია?! არ დაუვარდეს ეს საბრალო! რამენაირად მხარზე უნდა გადაიკიდოს.

ასწია, ე, მიხო, ე, ბიჭო, შენც მომეშველე! ჰე, ჰე... აჰა! გადაიკიდა.

მიხოო, მიხოო!. ესმის ადამიანების მღელვარე, შეშფოთებული ხმები.

რა შორიდან იძახით, მამაცხონებულებო, შემოდით ტყეში, შემოდით, იქნებ, ჩამომართვათ ეს ბავშვი, იქნებ, თქვენ უკეთ ირბინოთ, იქნებ, თქვენ უფრო.

არა, არ ილევა ეს ტყე... კი, გამეჩხერდა, ხეებს აღარ ეხლება, თავისუფლად გარბის ხეებს შორის, მაგრამ ძალა? კიდევ, კიდევ აბესალომ, იქნებ. ცოტაც აუჩქარო ფეხს... განა ისინი არ დაიქანცნენ, მიცრაიმიდან2 რომ გამორბოდნენ?! იმათ სული უმწარდათ, ფარაონის ლაშქარი ალესილი მახვილებით მოსდევდა, შენ რა... იჩქარე, უბრალოდ იჩქარე, აბესალომ!..

განა მეც სიკვდილი არ მომდევს? სიკვდილი მხარზე მაქვს შეკიდებული, სიკვ...

აჰა, მინდორიც! ხალხიც იქა დგას, ერთ ადგილას შეკრებილან და ვიშვიშებენ. კიდევ შეძლო, მოახერხა: ნაბიჯი ააჩქარა, ლამის საგულედან ამოვარდეს გული. ის კი მიდის, მიდის... კიდევ, კიდევ, აბესალომ, ცოტაც და... რა იცი, იქნებ, სიკვდილი კი არა, სიცოცხლე გაგიდვია მხარზე, მინავლებული სიცოცხლე!

ეჰეი, ხალხნო!. დაიძახა.

ადამიანები მისკენ გამოიქცნენ აჰა, მოვიდნენ კიდეც, ბავშვს შესწვდნენ /ე, კაცო, ცოტა დაიხარე, დეიწიე დაბლა!/ მხრიდან ჩამოხსნეს. აბესალომმა შვება იგრძნო, შვე ბა არა იმის გამო, რომ ტვირთი ჩამოხსნეს, აბა, რა სიმძიმე უნდა ჰქონოდა იმ საბრალოს. არა, ცხადია, არა!. მიცვალებული აღარ ეჭირა ხელში, მიცვალებული არ ჰყავდა გულში ჩაკრული. მიწაზე დაეშვა, მიწაზე დაჯდა, რომ გული საგულეში ჩამდგარიყო. ბავშვი იქით გააქანეს, სადაც ხალხი იყო შეკრებილი. იქ კი ისეთი წივილ-კივილი ატყდა, აბესალომს კიდევ ერთხელ შეუგუბდა სული,

ყელშიც რაღაც გაეჩხირა. თავი დახარა, არ ეწადა იმ ხმების მოსმენა, არც ბიჭის მშობლების დანახვა უნდოდა. ღმერთო, შენ უშველე, ღმერთო!. სული მოითქვა, ხელი დაიზილა და წამოდგა.

ბინდიც ჩამოწვა. თხილიანის რაბისთან პირის დაბანას და ტანსაცმლის გამოცვლას ვეღარ მოასწრებს. ცხენს და აბამს, ჩანთას დატოვებს და ბეით ქნესეთში წავა. იქნებ, ყარბითს3 მაინც მიასწროს. გვიანდება, ძალიან გვიანდება!

ტანსაცმელი კიდევ ერთხელ დაიფერთხა, მკლავი დაიზილა და, ის-ის იყო ცხენზე უნდა შემჯდარიყო, ორი კაცი დაადგა თავს. სწორედ ის ორი კაცი, ვინც ბავშვი ჩამოართვა და მშობლებისაკენ გააქანა.

ვინ ხარ შენ! კითხვა ხანჯალივით აძგერა ერთ-ერთმა, წვერი მოკლედ შეეკრიჭა.

მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ბატონო, დავიწვი მაგის საცოდაობით.

ურია ხარ, ხომ? იმ კაცის ხმაში დაუფარავი მუქარა იგრძნობოდა.

აბესალომი შეკრთა. ასეთი ტონით, არც ამ სიტყვით მისთვის არასოდეს მოუმართავთ.

ისრაელი ვარ, კი..

შენ მგონი, რაღაც ის უნდა იყო... სხვანაირი ურია ჩანხარ.

მე რაბი ვარ.

რაბი?!. კაცს თვალები გაუფართოვდა. მაგათი მღვდელი ხარ? პასუხს არ დაელოდა, ხალხს გასძახა.

აქეთ, აქეთ, ხალხნო, აქეთ, ქრისტიანებო!

ჩქარა, აქეთ, მალე!. იყვირა მეორემ.

რამდენიმე კაცი ისე გამოიქცა, გეგონებოდათ, ცხენის რემა გადმორბისო მინდორზე.

აბესალომი გახევებული იდგა.

ვინ გეუბნებოდათ, ხალხნო, ურიების ნაქნარი იქნება ეს ამბავიო! მე გითხარით. ისიც გითხარით, ჩვენი აღდგომის წინ ამათი აღდგომაა, ესენი ამ აღდგომაში რაღაცას აცხობენ, მაცას თუ რაღაც ოხრობას, თუ იმაში ქრისტიანი ბავშვის სისხლი არ ჩაურიეს, არაფერი გამოვა, არც ჩაეთვლებათ.. ურიებს, ურიებს მოუკლავთ ჩვენი მიხო!

ეს მაგათი მღვდელია, მთავარი ურია!

ახლა იქ მიარბენინებდა მიხოს, სალოცავში, რომ სისხლი ამოეღო.

ელი, ელი, ლამა ყაზავთანი!4. გაუელვა აბესალომს.

კაცებმა აბესალომი წრეში მოიქციეს.

მკვდარი ბავშვის დედა გულსაკლავად მოთქვამდა. ღმერთო, გამჩენო ჩემო, რისთვის მომივლინე ეს განსაცდელი?!. კვლავ გაიფიქრა აბესალომმა.

ელდა იმდენად მოულოდნელი იყო, ხმა ვერ ამოიღო.

არა, ენა არ ემორჩილება! ვერ იქნა და ვერაფრით მოიბრუნა ენა! თითქოს ძალაც ელევა, მთელი სხეული ეცლება. ღონეგამოლეული ცხენს მიეყრდნო.. ახლავე აქ მოყარეთ სოფლის ურიები, მაგათი ხახამიც აქ მოიყვანეთ!. გასცა განკარგულება წვერშეკრეჭილმა.

ჩვენს მიწაზეც არ გვაყენებენ! შეხეთ, როგორ გვწოვენ სისხლს ურჯულონი!

ჯერ ეგ ბავშვი ექიმთან გაარბენინეთ, საბრალონო, თქვენი სოფლის მწყემსი კი აქ მოიყვანეთ!. უღიმღამოდ, უღონოდ თქვა აბესალომმა.

ის ბავშვი ექიმთან უკვე გაარბენინეს, მაგრამ როდის იყო კაცის მოკლულს კაცი აცოცხლებდა? მერე ხალხს მიუბრუნდა ის კაცი, იცით, ესენი ქრისტიან ბავშვებს რას უშვრებიან? ნემსებს ჩხვლეტენ, სისხლს უღებენ, აი, ის სისხლი უნდა შეურიონ მაცას.

თქვენი სოფლის მწყემსთან მალაპარაკეთ-მეთქი!. ახლა კი იყვირა აბესალომმა.

მღვდელიც აქ არის, ის აგიგებს წესს!

დაკარგული თხის საძებნელად ვერ უნდა გავუშვათ შვილები? ხანჯალგაშიშვლებული კაცი წრეში შემოვარდა და აბესალომისაკენ გამოქანდა.

ელი, ელი ლამა ყაზავთანი!

მისკენ გამოქანებული კაცის არეულ ნაბიჯებს დააკვირდა და მიხვდა: ის კაცი აბესალომს ვერაფერს დააკლებდა. მართლაც, ნაბდიანი რომ მიუახლოვდა, აბესალომი შეტრიალდა, ჯერ ხანჯალი აიცდინა, მერე მაჯაში წაავლო იმ კაცს ხელი, გადაუგრიხა და ხანჯალი ხელიდან გამოგლიჯა.

რას შობი, ძაღლიშვილო!. იყვირა ვიღაცამ და რამდენიმე კაცი აბესალომისკენ გამოექანა.

აბესალომმა ნაბდიანს ხანჯალი ყელზე მიადო:

არ მომეკაროთ!

მომხვდურნი შედგნენ. აბესალომს ირგვლივ უვლიდნენ.

მე უბრალო ვარ, ეგ ბავშვი მე არ მომიკლავს, თუ ვინმე მომეკარება.... ვერა, ვერ თქვა, ამ კაცს მოვკლავო, გაჩუმდა. ხალხს გადახედა. ადამიანები შედგნენ, კუშტად შესცქეროდნენ. აბესალომმა კი აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, იმ კაცის ხელი სანამ უნდა სჭეროდა ხელში. სწორედ ამ დროს გაიხსნა ხალხის წრე და მღვდელი. საშუალო სიმაღლის, სქელ-სქელი, ხანდაზმული კაცი.

აჩქარებული ნაბიჯით მიუახლოვდა აბესალომს..

გაუშვი ხელი ღვთის შვილს!. თქვა მღვდელმა.

აბესალომმა ნაბდიან კაცს ხელი გაუშვა.

წადი!. უთხრა მღვდელმა იმ კაცს. ნაბდიანმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.. რისთვის მიხმობდი? - აბესალომს მოუბრუნდა მღვდელი.

აბესალომმა მღვდელი დაკვირვებით შეათვალიერა და თქვა:

იმისთვის, რომ შენს სამწყსოზე გესაუბრო.

ჩემი სამწყსო მხოლოდ ეს არ არის, ჩემი სამწყსო დიდია.

შენ ყველას სული გაბარია. იმათიც, ვინც იმისთვის ჭამს, რომ ილოცოს, და იმათიც, ვინც იმად ცოცხლობს, რომ ჭამოს, აბესალომის მღელვარება ხმაშიც იგრძნობოდა, მღვდელს ეს არ გამოჰპარვია.

იუდეველო, შენ ვინ მოგცა უფლება, ჩემს სამწყსოზე ისაუბრო!

ადამიანის სული ყველას საფიქრალია! მე აქ იმის გამო ვარ, რომ შენი სამწყსო ჭეშმარიტების გზაზე არ დგას. სიავე უმძიმებს სულს.

ჭეშმარიტება ის არის, რომ იუდეველთ ჩვენი უფალი ჯვარს აცვეს, მშვიდად, აუღელვებლად თქვა მღვდელმა. მის სიმშვიდესა და აუღელვებლობას მრისხანების იერი დაჰკრავდა. ამიტომ ხალხი ერთბაშად ახმაურდა.

ეგეც ჯვარს ვაცვათ!

ხმას როგორ იღებს!

ჩავქოლოთ!

ის კაცი, წვერი რომ მოკლედ შეეკრიჭა, დაიხარა. ქვას თუ ეძებდა, ხელში რაც მოჰყვა, ის ესროლა აბესალომს. ტალახი შუბლში მოხვდა. თოვლში არეული, ტალახად ქცეული მიწა ლაფი მკერდზე ჩამოეწუწა. ხელი ასწია, რომ შუბლი მოეწმინ და. მეორედ სამგზის უფრო ძლიერად ნასროლი ტალახი მკლავზე მოხვდა. სწორედ იმ მკლავზე, ბავშვის ტარებისას ხეს რომ მიახალა. აღარ ჩამოიწმინდა ტალახი.

ბრიყვნო!. იყვირა მღვდელმა.

აბესალომმა ხალხს თვალი მოავლო, მერე იმ კაცს მიაჩერდა, ტალახი რომ ესროლა. ის იყო, შეკითხვა ხანჯალივით მან აძგერა. აღგზნებული შესცქეროდა აბესალომს, იგრძნო რაბიმ: ის კაცი არ დაინდობდა, მზად იყო, ახლავე მოეღო ბოლო მისი სიცოცხლისათვის.

შენ ვერ უარყოფ, რომ ღმერთს იუდეველთ მოუსწრაფეს სიცოცხლე, მღვდელი მკაფიოდ წარმოთქვამდა სიტყვებს.

აბესალომმა თავი ასწია, მღვდელს მზერა გაუსწორა და ასევე მკაფიოდ, ხმამაღლაც კი თქვა.

ამათ იქნებ არც იცოდნენ, უცხოთა და ურჯულოთა კანონებმა როგორ შეიწირეს კიდევ ერთი იუდეველის სიცოცხლე, მაგრამ შენ... შენ ხომ უბირი არა ხარ, შენ ხომ იცი, რომ ყოველ დილა-საღამოს ისე წარმოთქვამდა შემაყ, ისრაელ!. როგორც ჭეშმარიტი იუდეველი და პირველ მცნებად მიიჩნევდა. და თუ ამას ხალხს არ ეუბნები, ხალხში შენ აბუდებ აი, იმ კაცის მზერას, ტალახსაც შენ მესვრი და არა ეს ხალხი... ამაზე კი.... ღმერთი პასუხს მოგთხოვსო, უნდოდა ეთქვა აბესალომს, მაგრამ არ თქვა, თავი შეიკავა, ან შეიძლება კი აბესალომი დარწმუნებული იყოს, თუ ვის რისთვის მოსთხოვს ღმერთი პასუხს? არა, არა თქვა ღმერთი პასუხს მოგთხოვსო, ის კი გულიდან ამოიძახა: ნუთუ, შენ, სულიერ წინამძღვარს, გჯერა, რომ მე იმ ბავშვს სისხლს ავუღებდი, რათა მაცაში გამერია? მღვდელი დაჟინებით შესცქეროდა აბესალომს.

უთხარი, მამაო!

მიაგე თავისი, მამაო!

ნუთუ, მართლა გჯერა, რომ ჩვენ იუდეველნი, ბავშვის სისხლით ვაპოხიერებთ მაცას?

მღვდელი უხმოდ იდგა, თითქოს ფიქრს შთაენთქა. აბესალომმა იგრძნო, რაოდენ დაძაბული ელოდა ხალხი მღვდლის პასუხს. ხვდებოდა, ამ პასუხზე მისი ყოფნა არყოფნა იყო დამოკიდებული.

არც თქვენს წიგნსა და მოციქულებად მიჩნეულთ ენდობით? ისინიც ხომ ისეთივე ებრაელნი იყვნენ, როგორიც მე, ისევე მიირთმევდნენ მაცას, როგორც მე, სისხლგარეულს?

მღვდელი კვლავ დუმდა.

მოულოდნელად ხალხი ახმაურდა. წრე გაიპო და შიგ ქალი შემოვარდა. ქალი ისე უცებ მივარდა აბესალომს, ისე უცებ მოეხვია, რომ თვალიც ვერავინ მოატანა.. ძმა ხარ ჩემი. მამაც ხარ ჩემი, შვილი სიკვდილს გადამირჩინე, ღმერთმა, ღმერთმა მოგცეს ძალა და მხნეობა, ქალი აბესალომს ეხვეოდა, კოცნიდა, მერე ხალხს მოუბრუნდა, შესძახა. მიხომ მოიხედა, ხალხნო, გაყინულმა ბავშვმა მოიხედა, ამ კაცს დროზე რომ არ მოერბენინებინა, მიხო აღარ მეყოლებოდა. წრეში ნაბდიანი კაცი შემოვიდა. დარცხვენილი მოაბი ჯებდა. აბესალომის წინ შეჩერდა:

უნდა გამიგო, ძმაო, მიხო ჩვენი ერთადერთაა, თქვა და მოეხვია.

მაგრამ აბესალომს უკვე აღარც რამ ესმოდა, აღარც ხვევნა-კოცნას გრძნობდა. ისეთი მოთენთილობა იგრძნო, ისე დაუმძიმდა სხეული, ქუთუთოებიც კი, რომ თავს ვერ სძლია. ნაბდიან კაცს თითებსშუა მოქცეული ფოთოლივით გამოეცალა. ნელ-ნელა ჩაიკეცა, ცხენის ფეხებისათვის რომ არ ჩაევლო, ხელი მიწაზე მოადენდა ზღართანს. მღვდელი მიუახლოვდა, იღლიაში სწვდა და ხმამაღლა თქვა:

ადექი, შვილო, გაცივდები!..

***

აბესალომმა ნარზე გვერდი იცვალა.

იმ დღიდან ბარე ორმოცი წელი გავიდა, მაგრამ აბეს ალომს ყველაფერი მკაფიოდ ახსოვს. განსაკუთრებით ღვთის სასწაული დაამახსოვრდა. ბავშვის გადარჩენა. მას შემდეგ მეტი მადლიერებით აღივსო ღვთისადმი და განსაცდელში არშეპუება, დაუმორჩილებლობა ჩვევად გაიხადა.

დერეფანში რაღაც გაბრახუნდა. ბრახუნს გოგია.ნადზირატელის. შეძახილი მოჰყვა:

აქეთ, აქეთ, შე შობელძაღლო!

ამ დროს, გამთენიის ჟამს, დასახვრეტი ადამიანები მიჰყავთ ხოლმე. აბესალომი ფეხზე წამოიჭრა. დიმიტრი უკვე გასასვლელთან იდგა. ყური ლითონის ცივი კარისთვის მიედო.

კიდევ მიჰყავთ, თქვა. ყოველ დილას?

თუ მიხვდი, რამდენი წაიყვანეს? ჩურჩულით იკითხა აბესალომმა.

დასახვრეტად სამ კაცზე ნაკლები არასოდეს გაჰყავდათ. ეს კარგად იცოდა დიმიტრიმ, ამიტომ თავი გაიქნია აბესალომს არაფერი უპასუხა. თავისი ნარისაკენ უღონო ნაბიჯებით წავიდა.

რამდენი გაიყვანეს? უკვე ნერვიულად იკითხა აბესალომმა.

დიმიტრიმ არც ამჯერად გასცა პასუხი. ხელი ასწია და ორი თითი გაშალა. მოგვიანებით კი ყრუდ იკითხა:

შემოვლენ?

რა იცი, იქნებ სამიც გაიყვანეს? თქვა აბესალომ მა. ამას თავს ჩააგონებდა, რადგან მტკიცედ სჯეროდა, სწამდა, რომ არ დახვრეტდნენ, იმდენად სჯეროდა, გადავრჩებიო, საკუთარ გამონაგონსაც კი რეალობად აღიქვამდა. მიუხედავად ამისა, გამთენიის ხანს პატიმრები დასახვრეტად რომ გაჰყავდათ, მაინც უსუსური, უღონო ხდებოდა. ახლაც ასე მოხდა: თითქოს მთელი სხეული სულს დაეკიდა. უღონოდ გაწვა ნარზე. ორი ელდანაცემი, ხანმორეული, ღონეგამოცლილი ადამიანი მწარე ფიქრს მისცემოდა. ორივემ იცოდა, რომ ახლა მშველელი ფიქრი კი არა, ლაპარაკი იყო, ლაპარაკი, ლაპარაკი, მაგრამ ორივემ ისიც იცოდა, რომ ლა პარაკსაც ღონე სჭიროდა. საუბრის ღონე კი არც ერთს აღარ ჰქონდა, მაგრამ აბესალომს შვება იმან მოჰგვარა, რომ ბერძნებთან არშემპუებელ მაქაბელებზე ფიქრი კვლავ ნანატრი სტუმარივით მოადგა. ნარზე გაწოლილი აბესალომი საკნის შავ ჭერს მისჩერებოდა და კიდევ ერ თხელ, უკვე მერამდენედ რწმუნდებოდა, რაოდენ ბედნიერი იყო მათათიაჰუ. იცოდა, ვის ებრძოდა, რის თვის ებრძოდა: იუდეველთ მტრობდნენ ბერძნები, მათი რწმენის მოსპობა ეწადათ, სხვა რაღა დარჩენოდა მათ ათიაჰუს. უნდა დაპირისპირებოდა მტერს. თვითონ? თვითონ კი იყო კომუნისტების მტერი? სძულდა ბოლშევიკები? გული ბევრ რამეზე ტკიოდა, ბევრი რამ არ მოსწონდა მათი, მაგრამ მტრობა, სიძულვილი გულში არ ჩაუდვია.

კი, მაგრამ, ეგენი რითი სჯობიან ბერძნებს, ამათაც ისევე არ შეგილანძღეს რჯული, როგორც ბერძნებმა? მშვიდად, ყოველი სიტყვის დამარცვლით ჩაჰკითხა ვიღაცამ. კითხვა იმდენად ცხადად ჩაესმა აბესალომს, რომ თავი წამოსწია, მიმოიხედა. საკანში სხვა არავინ იყო, გარინდებული დიმიტრი კვლავ ნარზე იჯდა.

ბოლშევიკებმა იმით მოგხიბლეს, რომ შენს შვილს დროის გმირად აცხადებდნენ, აქებდნენ და ადიდებდნენ, სხვა ებრაელებს სანიმუშო ადამიანად უსახავდნენ.. ეს ხომ აბესალომის ხმა იყო. კი, კი, თავად აბესალომის ხმა იყო. მაგრამ აბესალომი ხომ არაფერს ამბობდა, აბეს ალომი ხომ ნარზე უხმოდ იწვა?!

გარეთ, დერეფანში კვლავ გახმაურდა რაღაც.

დიმიტრის თავიც არ აუწევია. კვლავ უხმოდ იჯდა. აბესალომს აჩქარებული გულისცემა დაუცხრა, მიმოიხედა. ცხადია, საკანში დიმიტრის გარდა, არავინ იყო. ახლაღა მიხვდა: გოგია.ნადზირატელი., როცა ვინმე დასახვრეტად მიჰყავდა, საგანგებოდ წაარტყამდა ფეხს რაიმეს. ეს იმისთვის, რომ საკნებში ნარებზე ჩამომჯდარი სიკვდილმისჯილნი კიდევ უფრო მიეახლოებინა სიკვდილთან.

გოგია.ნადზირატელმა. კვლავ შეიგინა.

აბესალომს კი ჩაესმა:

იმით მოგხიბლეს, რომ შენს შვილს დროის გმირად აცხადებდნენ, აქებდნენ და ადიდებდნენ, სხვა ებრაელებს იმას უსახავდნენ სანიმუშო ებრაელად, ვინც ხახამებს ამასხარავებდა..

აბესალომს წამოდგომა და რაღაცის თქმა ეწადა. იმ ხმისთვის უნდა შეეძახნა რაღაც. ვერ წამოდგა, თავი ვერ ასწია. სივრცეში იოხანან ბენ ზაქაის ჰკიდა თვალი. იოხანან ბენ ზაქაი სავარძელში იჯდა და აბესალომს გადმოსცქეროდა. უხმოდ, დაჟინებით გადმოსცქეროდა აბესალომს. მერე თორა გადაშალა და კითხვა განაგრძო.

იოხანან ბენ ზაქაი, დიდი იოხანან ბენ ზაქაი!

ჩურჩულით თქვა აბესალომმა.

შენ ამბობდი ამ სიტყვებს, იოხანან ბენ ზაქაი?!.

გულისცემა აუჩქარდა აბესალომს და ნარზე უღონოდ მისდო თავი.

_______________________

1.მოშე რაბინუ. ბიბლიური მოსე

2. მიცრაიმიდან. ეგვიპტიდან

3.ყარბითი. საღამოს ლოცვა.

4.ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?! (ფსალმუნნი დავითისა)

7 იოხანანი

▲ზევით დაბრუნება


დღეს იერუსალიმში ატეხილ ხმაურში აღარავის ახს ოვს იოხანან ბენ ზაქაი. დღეს ხომ აქ სხვათა ყიჟინა ისმის, მაგრამ მაინც სჯერა, რომ ხალხი დაიმახსოვრებს მის სახელს, თუმცა, ამის ცოდნა ისე აღელვებს, როგორც აქლემს იმ ქვიშის ბედი, რომელზეც დააბიჯებს. იოხანან ბენ ზაქაის სულ სხვა რამ აშფოთებს:

ბევრი იღვაწა მოძღვარმა, რწმენის, ღვთის მიერ მოსესათვის ნაკარნახევ მცნებათა მრავალ საიდუმლოს ჩასწვდა, ბევრი რამ მისცა ებრაელობას, მაგრამ მისი ცოდნა დღეს არარა სამსახურს არ უწევს ხალხს. იუდეა უფსკრულის პირას დგას.

მოძღვარი. იოხანან ბენ ზაქაი. თითქმის ხედავს, როგორ მოიქცევიან ხვალ რომაელნი, რა დღეს დააწევენ იერუსალიმსა და მის ურჩ მოქალაქეთ. იცის მოძღვარმა: ებრაელები მოძალადეს ღონით ვერ დასჯაბნიან, ძალა დობას მხოლოდ გონიერება სძლევს. ზელოტები კი მახვილს იქნევენ, მახვილით ცდილობენ რომაელთა დაჯაბნას, იმ ხალხის ძლევას, ვინაც ამოდენა იმპერია მახვილით შექმნა.

სად არის თავიდათავი? თავიდათავი ერის და რწმენის შენარჩუნებაა. იცის იოხანანმა: ერი ბრბოდ იქცევა, თუ რწმენა დაკარგა. თუ ებრაელი რწმენას შეინახავს, სამშობლოს დაკარგვაც კი არ ნიშნავს მის ძლევას. რწმენაა მთავარი და არა მიწა. მიწა, სამშობლო არსად გაიქცევა, შენია. სამშობლოსაც რწმენა ქმნის. რწმენა სამშობლოსაც დაგაბრუნებინებს. ამიტომ ეძებს ხსნის გზას. დღეც ეძებს და ღამეც, ძილშიც და მოსიარულეც.

იპოვა კიდეც, რა ხანია იპოვა, მაგრამ...

ახლა სხვა ფიქრი არ ასვენებს: შეძლებს კი? იმის ასრულებას, რაც იოხანანს მიზნად დაუსახავს, სამი რამ სჭირდება: ღვთის შეწევნა, სიბრძნე და ჭაბუკის ძალა. ამის გარდა, ათი წლის სიცოცხლე მაინც უნდა გედოს წინ და შეიძლება ოთხმოც წელს გადაცილებულ ადამიანს კიდევ ათი წლის იმედი ჰქონდეს? იოხანან ბენ ზაქაისაც არ ძალუძს, ამდენი რამ შეავე დროს ღმერთს!

არა, არა, უნდა შეძლოს, უსათუოდ უნდა შეძლოს, თორემ სულ რაღაც ორმოცდაათ წელიწადში ყველაფერი დამთავრდება. აღარ იქნება იუდეველთა სარწმუნოება. და თუ ასე მოხდა, აღარ იქნება ებრაელობა!

იქნებ ტყუილად ეწამება ასე, იქნებ ღმერთი, ვინაც თორა მოგვცა, თავად არ დაუშვებს იმას, რომ გაქრეს სარწმუნოება, მოისპოს მის მიერ ამორჩეული ერი?! შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ... რამდენს იტევს ეს ერთი სიტყვა. მაგრამ... მაგრამ... მაგრამ...

ზელოტებმა მთელი იუდეა აიყოლიეს. ყველას, ლამის დიდებულსაც და უპოვარსაც, რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლა აკერია პირს. მშვიდობაზე არავინ ფიქრობს. დავიხოცოთ და რომაელნი იერუსალიმში არ შემოვუშვათო, გაიძახიან.

იმას კი არავინ ამბობს, მოვილაპარაკოთ და ვიცოცხლოთო, ისინიც ღვთის შვილები არიან, იმათაც იცოცხლონ და ჩვენც ვიცოცხლოთო. რა წააგეს, რა დაჰკარგეს იუდეველებმა, ალექსანდრე მაკედონელს იერუსალი მის კარი რომ გაუღეს? მეტიც, ქალაქგარეთ, შორს, მთაზე მიეგებნენ, მობრძანდითო. ჩვენ, იუდეველებს, ერთი ღმერთი გვყავს, ერთი და მარადიული მეფე. ძალუძს კი მოკვდავს მისი შეცვლა? ეგონოთ თავი ჩვენს მეფეებად, ჩვენი ქვეყანა. თავიანთ სამფლობელოდ, ოღონდ კი ჩვენი სისხლი არ დაიღვაროს, ოღონდ კი ღვთის სამსახურის უფლება არ წაგვართვან, კვლავ თორა გვეჭიროს ხელში, კვლავ თავისას მივაგებდეთო ღმერთს. მეგობრულად შევხვდით იმ მაკედონელ ყმაწვილს. თან წაიღო გამჩენის მიერ ჩვენთვის ბოძებული ქვეყანა? აჰა, ის უკვე რა ხანია მიწამ შეჭამა, ჩვენ კი აქა ვართ, ქანაანი კვლავ ჩვენია, იუდეველნი კვლავ იქ დააბიჯებენ. ზელოტები კი... არა და არ ცხრება ზელოტთა ყიჟინა. რომში რომ იუდეველთა აჯანყების ამბავი გაიგეს, სიცილით ჩაბჟირდნენ თურმე: იუდეველთ თვითმკვლელობა განუზრახავთო. მოგვიანებით, რომაელნი იერუსალიმიდან ფართხაფურთხით რომ გამოჰყარეს და ცესტიუსის არმია ბეთ ხორონთან ლამის სულ ამოჟლიტეს, ვიღაცას მაშინღა მოჰგონებია მაქაბელთა ბრძოლა ალექს ანდრე მაკედონელის უგუნურ მემკვიდრეებთან. მერე ნერონს ბრძანება გაუცია. სამი ლეგიონი გაგზავნეთ და მეტად აღარ გამაგონოთ, იუდეაში გასაჭირი გვადგასო. გაგზავნეს სამი ლეგიონი. იერუსალიმამდე ვერც ერთმა ვერ ააღწია.

იუდეველნი ვიწრო ხეობაში უხვდებოდნენ მტერს, ხეებზე და ხეთა შორის ისე დახტოდნენ თურმე, ციყვებიც ვერ აჯობებდნენო. სამი რჩეული ლეგიონი განახევრებული ჩამოყარეს კეისარიისკენ: ე მანდ, ხომალდებზე დასხედით, და სახლებისკენ გაუდექითო გზას.

აგერ, ლამის წელიწადზე მეტი იყო იერუსალიმელები თავისუფალ ცხოვრებას ეწეოდნენ, ქალაქი თავისი ებრაული კანონებით ცხოვრობდა. კვლავ ბრწყინავდა ტაძარი, მოქმედება იწყო ბეით დინმა, ადამიანებს არა რომაული კანონებით, ებრაული წესით ასამართლე ბდნენ, დღესასწაულებში ან შაბათობით, თეთრად მორთული გოგონები ისე ლაღად ცეკვავდნენ, ყმაწვილებს ისე უჩქროლებდნენ სისხლს, რომ წელს სამჯერ მეტი ქორწილი გადაიხადეს, ვიდრე შარშან, როცა თაკარა მზეზე მოელვარე მუზარადიანი რომაელები გაფხორილი ინდაურებივით დააბიჯებდნენ ტაძრის სიახლოვესა თუ დავით წინასწარმეტყველის საფლავთან. თავისუფლებამოპოვებული, გამარჯვებით მთვრალი ხალხი სიხარულს მიეცა და თავადაც ვერ იგრძნო, როგორ მოინაცვლა ფეხი სიხარულიდან თავაშვებულობისაკენ. აღარაფერს დაგიდევდნენ, აღარც ის აინტერესებდათ, რაც მათ ირგვლივ ხდებოდა. ამიტომ არც გალილეიდან მოსული ამბებისთვის მიუქცევიათ განსაკუთრებული ყურადღება: იქ თურმე მეთევზე სავლე კიდევ უფრო აქეზებდა ხალხს: ეგ რომაელები რომ არა, რომ არა მაგათი კანონები, იქნებ, ჩვენი მოძღვარი დღესაც ჩვენს შორის ყოფილიყო და ეგრე ნაადრევად არ ამაღლებულიყოო ზეცას. თან მასწავლებლის მოძღვრებას ქადაგებდა და მის მიმდევ არ იუდეველთა, მერე რომ იუდეო-ქრისტიანები დაარ ქვეს, რიცხვს დღითი დღე ზრდიდა.

ამ ამბისათვის ყურადღება არავის მიუქცევია. ან რა იყო დასაფეთებელი: იუდეველნი კიდევ ერთ ახალ მიმდინარეობას ქმნიდნენ და ვინ უწყოდა, შეიქმნებოდა კი ეს ახალი მიმდინარეობა? და თუ შეიქმნებოდა, იცოცხლებდა? კიდეც შექმნილიყო, რა? იუდაიზმში აზრთა განსხვავებულობა, გნებავთ, ახალი მიმდინარეობის შექმნა, რა ასეთი უცხო ხილი იყო? განა ისეთი რა უნდა მოხდეს, ის სავლეც ხომ ისეთივე ებრაელია, როგორიც მე, და თავის ხალხს ვნებას რატომ, რისთვის მიაყენებსო, გაივლებდა გულში, ვინც ამ ამბავს ყურს მოჰკრავდა. უფრო კი იმის გამო არ ეწინააღმდეგებოდნენ, რომ იცოდნენ: რომაელნი სჯიდნენ სავლეს მეგობრებსა და მიმდევრებს, რომაელთ არ უყვარდათ ისინი. რახან რომაელთ არ უყვართ, ესე იგი, კარგია და ჩვენც რისთვის უნდა შევუშალოთ ხელი, ჩვენი რწმენა ხომ ადამიანს არჩევნის უფლებას აძლევსო.

ერთ დილას კი იერუსალიმს შემაზრზენი ამბავი მოედო: წუხელ დავითის ქალაქს რომაელთა სამოცათა სიანი ლაშქარი მოადგა, იმ ლაშქარს მრავალ ბრძოლაში ნაცადი სარდალი ვესპასიანე უდგასო სათავეში. რომაელებს ქალაქის მისადგომებთან მდგარი იუდეველთა რაზმები ისე გაუნადგურებიათ, ამ საბრალო, მცირერიცხოვან ზელოტთაგან ათი კაციც არ დარჩენილა ცოცხალი.

მერე... დაიწყო იერუსალიმის დიდი ალყა.

დრო გადიოდა, ვესპასიანე კი არ ჩქარობდა ქალაქზე შეტევას. სარდალი იერუსალიმელთა ნებისყოფას და სიბრძნეს ცდიდა. იერუსალიმის მოქალაქეებს ნებისყო ფა, მართლაც, დიდი აღმოაჩნდათ, მაგრამ, თუ ნებისყოფას სიბრძნე არ უდგას სათავეში და სიჯიუტის დასტურია, ვერარა სიკეთეს ვერ მოიტანს. იოხანანს სწორედ ის უშფოთებდა სულს, ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებს რომ ვერ ხედავდა. იერუსალიმში აზრის სიყრუის ხანა დადგა. ვინც კი ხმა ამოიღო და თქვა, იქნებ, მოველაპარაკოთ ვესპასიანეს, იქნებ, უარი გვეთქვა აჯანყების გაგრძელებაზე, ამით ადამიანებს სიცოცხლეს შევუნარჩ უნებთ და ქალაქსაც არას ვავნებთო, ზელოტებმა მოღალატედ შერაცხეს: რომაელთა ადათს, კულტურას ეთაყვანება და ამიტომ ჩაგვძახისო ღალატს. იოხანანი კარგად გრძნობდა, თუ რა მოჰყვებოდა უაზრო ბრძოლას. ეს ურჩობა კი არა, წინდაუხედაობა იყო. იოახანანმა უწყო და: რომაელებთან ბრძოლას დიდძალი იუდეველი შეეწირებოდა, დაინგრეოდა იერუსალიმი, ცოცხლად დარჩენილ იუდეველთ კი წამებით დაავიწყებდნენ რჯულს, ღვთისმსახურებას.. მაგრამ თუ ვესპასიანეს მაკედონელივით ჩვენის ნებით შემოვუშვებთ იერუსალიმში, არც ხალხი დაიხოცება, არც ქალაქი დაინგრევა, ჩვენს რწმენასაც მტრულად არ მოეკიდებიან რომაელნი, ფიქრობდა იოხანანი. ერთხელ თქვა კიდეც, მაგრამ... ზელოტების შეძახილებში იერუსალიმში აღარაფერი ისმოდა.

ამას წინათ თურმე იოსებს, ძეს მათათიაჰუსას, გალილეაში რომ მეთაურობდა მტრის წინააღმდეგ ბრძოლას, უთქვამს: თუ დაგვამარცხეს, სრულიად უუფლებონი ვიქნებით: თუ მოველაპარაკებით, ხმის ამოღების უფლება მაინც გვექნება. იქნებ, იმის შიშიც გაჰყვეთ, კვლავ არ აგვიჯანყდნენ ებრაელნიო. ხალხს რომ ერთი სტვენა და ყიჟინა აუტეხნია, იოსები, ძე მათათიაჰუსი, გაცხარებულა და ერთი ზელოტისათვის შეუძახნია: შენი სისხლის დაღვრაც მწყინს და არ მინდა, მაგრამ იმას რა ვუყო, ეგ შენი გახურებული თავი, ათასი ებრაელი ყმაწვილის თავს შორის რომ ჩაიკარგება?! ამიტომ ვამჯობინებ ვესპასიანეს მშვიდობიანად მივეგებოთო. ამ სიტყვებმა ლამის გააცოფეს მებრძოლები. იოსები, ძე მათათიაჰუსი, მხოლოდ ღვთის ნებით გადაურჩა განრისხებულ ხალხს, თორემ ნაკუწ-ნაკუწ აჭრას უპირებდნენო.

იმ ღამეს იოსები, ძე მათათიაჰუსი, თვალსა და ხელს შუა გაქრა. ეს რომ ზელოტებმა გაიგეს, გაშმაგდნენ. იერუსალიმის ჭიშკრებთან დაცვა გააძლიერეს, გარეთ აღარავის უშვებდნენ.

იოხანანს სწორედ ის აფრთხობდა, რაც ზელოტებს სიხარულს ჰგვრიდა. ლამის მთელმა ქალაქმა იარაღი აიღო ხელში. დილა-საღამოს მოედნებზე იკრიბებოდნენ და გაჰყვიროდნენ, მტერს შევაკვდეთ და იერუსალიმი არ დავთმოთო, ქალაქიდან არავინ გავიდეს, ყველა აქ უნდა დავხვდეთ მტერსაო.

ამათ სიკვდილი ჰგონიათ გმირობა, გმირობა კი მტრის მოყვრად ქცევა და გონივრული სიცოცხლეა. მერე კიდევ უფრო ჩამობნელდა იერუსალიმში. ზელოტთა მეთაურები ერთმანეთს წაეკიდნენ. დილა საღამოს ერთიმეორეს ათრევდნენ. ცოტა ხანში ზელოტთა რაზმებს შორის დაუნდობელი ბრძოლები გაიმართა. კვირა ისე არ გავიდოდა, ზელოტები ერთმანეთს არ დარეოდნენ. ამან ბევრს გამარჯვების იმედი გადაუწურა და ქალაქიდან გარბოდნენ. უხმაუროდ, ფარულად ტოვებდნენ იერუსალიმს ისინი, ვინც ზელოტების გეზს სწორად არ მიიჩნევდა. იუდეის ბნელ, მრუმე ღამის საფარველში რაღაცნაირად ახერხებდნენ იერუსა ლიმიდან გასვლას. იუდეის ველს მანამ გადაირბენდნენ, სანამ ზეცას სილურჯე შეეპარებოდა და უკვე სამშვიდობოს იყვნენ.

იერუსალიმში უცნაური ამბავიც გავრცელდა: იოსები, ძე მათათიაჰუსი, ვესპასიანეს ბანაკშია, რომაელი სარდლის ისეთი მეგობარი გახდა, რომ იმან, ვესპასიანემ, თავისი გვარი. ფლავიუსი უბოძაო. ამ ცნობამ ლამის გააცოფა ზელოტები. ქალაქიდან მიცვალებულის გაყვანაც კი აკრძალეს. სასაფლაო კი იერუსალიმის კედლის მიღმა იყო. არაო, ისინი, ვინც მიცვალებულს საფლავამდე მიაცილებენ, უკან აღარ ბრუნდებიანო. ყველასათვის ჩაიკეტა ქალაქის ჭიშკარი. იმ დღიდან არა მხოლოდ მტერთაგან, შინაურთაგანაც იცავდნენ ქალაქის ჭიშკრებს. ამით დიდ ცოდვას ჩადიოდნენ ზელოტები. მიცვალებულს ქალაქის გალავნიდან მოისვრიდნენ /მიცვალებული კი ძლიერ მომრავლდა იერუსალიმში. ზელოტთა ყოველი შეტაკების შემდეგ ოცი-ოცდაათი მოკლული მაინც რჩებოდა ქუჩებში/ და მერე იქ თაკარა მზის ქვეშ ეყარნენ.

იოხანან ბენ ზაქაი საბოლოოდ დარწმუნდა: დასასრული უკვე დაიწყო. ახლა სიბრძნე ის იყო, დასასრულში დასაწყისი მოენახა. თუმცა, ალბათ, კარგა ხნის მონახულიც ჰქონდა. მონაფიქრის განხორციელების გზა ვერ ეპოვა და ეს აყოვნებდა.

ვესპასიანე არ ჩქარობდა.

რაც უფრო ხმამაღლა გაჰკიოდნენ იერუსალიმის მოედნებზე, რომის სარდალი მით უფრო რწმუნდებოდა თავის გამარჯვებაში. ზელოტთა შორის გამართულმა ბრძოლებმა ხომ დიდი სიხარული მოჰგვარა. ვესპასიანე ნასადილევს ბექობზე გადმოდგებოდა და პირზე ღიმილმომდგარი მისჩერებოდა იერუსალიმს.

***

იოხანანი ტუჩმოკუმული, სახემოღრუბლული შესცქეროდა მოედანზე შეკრებილ ხალხს.

ფიქრობდა.

საღამო ხანი მოახლოვდა. ჩამავალმა მზემ ოქროსფრად გააბრწყინა მზის, თაფლისა და ოქროს ქალაქი. იოხანანი ზეცას მიაჩერდა.. როგორ შეიძლება სიკეთემ დაისადგუროს ქალაქში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ, გაივლო გულში, მაგრამ ზეცა იმდენად ნათელი და მეტყველი იყო, ჩამავალი მზე ისეთი ცხოველი ფერით მოსავდა ქალაქს, რომ იოხანანს გულში იმედი ჩაესახა..

არ იქნება, შეუძლებელია, ღმერთმა არ მომასწროს იმას, რაც ასე მწადია.

მოწაფე და მიმდევარი მრავალი ჰყავდა იოხანან ბენ ზაქაის. ბოლო დღეები სულ იმაზე ფიქრობდა, რომელი მათგანისთვის გაენდო თავისი გადაწყვეტილება, რომელი გაეხადა თანამოაზრედ. ორზე შეაჩერა არჩევანი. რაბი ელიყეზერსა და რაბი იეჰოშუაყზე, მაგრამ... მაგრამ... რამდენიმე დღე ამაზე ფიქრობდა.

არა, ისევ იეჰუდა სჯობს. დისწულია, ზელოტთა ერთ-ერთი რაზმის მეთაური, მებრძოლი. როცა ქვეყანაში აზრი ჩლუნგდება, მეცნიერთ არ უსმენენ, ამ დროს პირველნი იარაღასხმული ადამიანები არიან.

რაბი ელიყეზერი და რაბი იეჰოშუაყი მეცნიერნი იყვნენ. იეჰუდა კი მებრძოლი. იარაღასხმული კაცი. მორჩა, გათავდა! მსახური იეჰუდასთან გაგზავნა. თუ იეჰუდას ვერ დაარწმუნებს თავისი არჩევნის სისწორეში, რომის სარდალთან რას გახდება!

შაბუყოთის1 დღესასწაულის წინ მთელ იერუსალიმს მოედო დიდი მოძღვრის, ბრძენი იოხანან ბენ ზაქაის მძიმე ავადმყოფობის ამბავი. იოხანანის სახლთან თანდათან მატულობდა დამწუხრებულ ადამიანთა რიცხვი. მოძღვრის ჯანმრთელობას კითხულობდნენ, სასიკეთოს რომ ვერაფერს გებულობდნენ, გულმოკლულნი იზიარებდნენ ერთმანეთის მწუხარებას ასეთი დიდი ადამიანის მოსალოდნელი აღსრულების გამო, მერე კი მოედანზე შეკრებილთ უერთდებოდნენ და რომაელებს კვლავ მუშტებს უღერებდნენ. ასე გაგრძელდა სამი დღე. მეოთხე დღეს, შაბუყოთის მომდევნო დილას, იერუსალიმს გამოუცხად ეს, იოხანან ბენ ზაქაის სული ზეცას აბრძანდაო. იოხანანის სახლთან დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. იოხანან ბენ ზაქაის აწ უკვე დამთავრებული ცხოვრების გზას სიამაყით იგონებდნენ. ნაშუადღევს იერუსალიმი კვლავ ოქროსფერ სხივებში რომ აკიაფდა, ზეწარში გახვეული, ოთხ ფიცარზე დასვენებული მოძღვრის გვამი სახლიდან გამოიტანეს და სასაფლაოსკენ გაუდგნენ გზას. სასაფლაო კი როგორც უკვე მოგახსენეთ, ქალაქის კედლის მიღმა იყო. პროცესია ქალაქის ერთ-ერთ, შხემის ჭიშკართან შეაჩერეს: თქვენ აქ, მიწაზე დაასვენეთ, გალავანს იქით ჩვენ გადავისვრითო, ბრძანეს ქალაქის დამცველებმა. ამ სიტყვებს ხალხის მღელვარება მოჰყვა. ერთხმად და ძლიერ აყვირდნენ იერუსალიმის მოქალაქენი: რას კადრულობთ, ისრაელნო, ეს ხომ ჩვენი დიდი მოძღვრის იოხანან ბენ ზაქაის ცხედარია, ღმერთმა გაანათლოსო მისი სული! გუშაგნი მოქალაქეთა შეძახილებს არად დაგიდ ევდნენ, არც მიცვალებულის ვინაობას. ისინი გუშაგნი იყვნენ და მეტი არაფერი. ამიტომ წარბიც არ შეუხრიათ, მაგრამ ერთ-ერთმა გუშაგმა ხალხში მდგარი, კუშტად მომზირალი იეჰუდა იცნო. თვალი ხომ არ მატყუებს, ნუთუ, ეს ზელოტთა ერთ-ერთი რაზმის მეთაური, სახელოვანი იეჰუდა არისო.. მივიდა და ჰკითხა კიდეც. ნუთუ, ის ხარ, ვისი ბრძოლების ამბავიც მთელ იერუსალიმს პირზე აკერიაო. იეჰუდამ კვლავ არაფერი თქვა: თანხმობის ნიშნად კუშტად მომზირალმა დააქნია თავი. გუშაგებმა მიცვალებულს ზეწარიც კი არ გადახადეს, იმის შესამოწმებლად თუ რა, ან ვინ იყო ზეწრის ქვეშ, გვერდზე გადგნენ, ითათბირეს და ორიოდ წუთში თავიანთი გადაწყვეტილება გამოაცხადეს: რახან ამ ნეშტს ასეთი სახელოვანი მებრძოლი მოჰყვება, ქალაქის ჭიშკარს გავაღებთ, მიცვალებულს სასაფლაომდე გავატარებთ, ოღონდ ნეშტი მხოლოდ ერთმა კაცმა. იეჰუდამ უნდა გაიტანოსო. რა ხან ჩვენს მოძღვარს ასეთი ბედი ხვდა წილად, სხვა რა გზა გვაქვსო, დაიჩივლეს ღირსეული ნეშტის გამცილებლებმა, იქვე ილოცეს, მოძღვრის სულს სასუფეველში დამკვიდრება უსურვეს და დამწუხრებულნი შებრუნდნენ ქალაქში.

გუშაგებმა შხემის მძიმე კარი ხრჭიალით გამოაღეს და მიცვალებული გაატარეს. იეჰუდას კი უთხრეს, უკან რომ მობრუნდები, სამჯერ დაიძახე.მომაქვს მშვიდობა. და კარს ისევ გაგიღებთო.

იოხანანის სხეული იეჰუდას ვერ მოქანცავდა, მაგრამ მაინც ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით მიდიოდა ზეთისხილის მთისკენ. მთელი დღე დუმდა იეჰუდა. მთელი დღის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ უთქვამს. არ მოსწონდა იოხანან ბენ ზაქაის გადაწყვეტილება, კიდევ უფრო ის არ მოსწონდა, რასაც თავად აკეთებდა, მაგრამ რა ექნა, სახელოვან ბიძას ვერაფერი შეჰკადრა.

იეჰუდა ზეთისხილის მთას რომ მიადგა, შეჩერდა. უკან, იერუსალიმისაკენ მოიხედა. არავინ ჩანდა. თვალს არავინ ადევნებდა მის მოძრაობას. კვლავ აუჩქარებლად განაგრძო გზა. ზეთისხილის მთას მძიმე ნაბიჯით აუყვა. აკი გითხარით, არ მოსწონდა ის, რასაც აკეთებდა და, ალბათ, ამიტომაც მიდიოდა მძიმედ, ხვნეშით, თორემ იოხანანი როგორ დაამძიმებდა მის ნაბიჯს. სასაფლაო სწორედ ჰარ ჰაზეთიმზე. ზეთის ხილის მთაზე იყო. სას აფლაოს რომ გასცდა, ასიოდ ნაბიჯიც არ ექნებოდა გავლილი, რომაელებმა ისრები დაუშინეს. მიხვდნენ. ან რა ასეთი მისახვედრი იყო. ის კაცი მიცვალებულის დასასაფლავებლად არ იყო გამოსული ქალაქიდან, სულ სხვა რამ ედო გულში. იეჰუდამ მოძღვარი მიწაზე დაუშვა და ზეწარი შემოხსნა. იოხანან ბენ ზაქაია ცქვიტად წამოხტა და აჩქარებული ნაბიჯებით ხევს მიაშურა. ხევში ჩახტნენ და გაირინდნენ. ცოტა ხნის შემდეგ იეჰუდა წამოდგა, რომაელთა ისრის ხელში აღება და დათვალიერე ბა ეწადა მებრძოლ კაცს, მაგრამ ბიძა მკლავში სწვდა, ქვემოთ დაქაჩა, ნუ ადგებიო. იეჰუდა უხმოდ დაყაბულდა. იოხანანს რომ ორიოდ წამიც დაეგვიანებინა, მიცვალებული ეყოლებოდა დასამარხავი. რომაელებმა კვლავ დაუშინეს ისრები. სილაში ჩარჭობილი ისრები ერთხანს ღვინომორეული კაცებივით ქანაობდნენ. რომაელთა ნაბიჯების ხმა შორიდანვე მოისმა. იოხანან ბენ ზაქაიმ თვალები გაახილა, ნაბიჯებს მიაყურადა და კვლავ ფიქრს მიეცა. რომაელნი ხევში მარდად ჩამოხტნენ. შვიდკაციანი რაზმი იოხანანისა და იეჰუდასკენ გამოემართა. არც აჩქარებულან და არც ნაბიჯი შეუნელებიათ. მწყობრი ნაბიჯით მოვიდნენ, გარს შემოერტყნენ და მიწაზე მსხდომთ მახვილები მოუღერეს. მერე ერთმა ლეგიონერმა. მუზარადში სახეც არ უჩანდა. რაღაც ამ ოიძახა და შვიდივემ მახვილები წამახული პირით ბეჭებშუა დაადო იოხანანსა და იეჰუდას. ესენი კი არც შერხეულან. ხმაგაკმედილნი ისხდნენ სილურჯეშეპარულ, ყავისფერ, მზისგან ღონეგამოცლილ მიწაზე და ისე დაჟინებით ჩასცქეროდნენ, თითქოს მიწამ უნდა უკარნახოსო სათქმელი. იეჰუდამ თავი ასწია, შეეცადა რომაელთაგან მეთაურად მიჩნეული გამოერჩია /როგორ ეზიზღებოდა ყოველი მათგანი, რა სიამოვნებით აკუწავდა შვიდივეს!/ და მას მიმართა:

თქვენ წინაშეა ჩვენი დიდი მოძღვარი, განმანათლებელი იოხანან ბენ ზაქაი, დავითისა და სოლომონის ქალაქი იმისთვის დატოვა, რომ სარდალ ვესპასიანესთან შეხვედრა სწადია, თავს იკავებდა, რომ არ ეყვირა ამ მუზარადებში ჩამალული მოძალადეებისათვის. ამიტომ ეს სიტყვები ჩქარა, სხაპასხუპით თქვა, შეტრიალდა და ისე წავიდა იერუსალიმისაკენ, ბიძასაც არ დამშვი დობებია.

რაც ვესპასიანე აქ დგას. იერუსალიმის ჭიშკრებთან. თხუთმეტჯერ ამოვიდა ახალი მთვარე და ამ ხნის განმავლობაში ასეთი სასიამოვნო ცნობა არ მიუღია. იოხანან ბენ ზაქაის მასთან შეხვედრა სურს. ვინ არის იოხანან ბენ ზაქაი? იცოდა, ვინც იყო, მაგრამ მაინც ჰკითხა იოსებს, ძეს მათათიაჰუსას, მის მიერვე ფლავიუსად წოდებულს.

ერთი იმათგანი, ვის სახელსაც იუდეველები დაიმახსოვრებენ.

მაინც რისთვის უნდა მოდიოდეს იოხანან ბენ ზაქაია რომის სარდალთან, რა მიზანი აქვს? ჩვენი შეჩვენება სურს? ან იქნებ, იერუსალიმი გვნებდება და პირობებს წამომიყენებს? დაფიქრების შემდეგ ეს აზრიც უარყო ვესპასიანემ.. ისეთი ჯიუტი ერი,როგორიც იუდეველნი აღმოჩნდნენ, არ ნებდება. ეგ ალყა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. მაშ, რაღა დარჩა? ჩვენი შეჩვენება სურს?! მთელი იერუსალიმი დაინახავს, როგორ გავაკრავ ჯვარზე... იქნებ, რაიმე სათხოვარი აქვს? სათხოვარი... სათხოვარი.... ვესპასიანე ჩაფიქრდა. იოხანან ბენ ზაქაიმ ვესპასიანეს რა უნდა სთხოვოს? იქნებ, რომელიმე დიდებულის სიცოცხლეს ავედრებს? ვესპასიანე შეეცადა, გაეხსენებინა, ამ ბოლო დღეებში რომელი იუდეველი დაატყვევეს მისმა გუშაგებმა. არა, არც ერთი დიდგვაროვანი ტყვე არ მოუყვანიათ. ვერ იქნა და ვერ მიხვდა სარდალი, რისთვის უნდა მოდიოდეს მასთან იოხანან ბენ ზაქაი.

გუნება გაუფუჭდა ვესპასიანეს. ახლაღა იაზრა: თუ იუდეველი რომაელთა შესაჩვენებლად მოდის, ვესპასიანე სხვებივით ვერ დასჯის. ეს მაინც იოხანან ბენ ზაქაია. მისი დასჯა რომის იმპერიის სხვა ქვეყნებში მცხოვრებ იუდეველთა უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს ერთი. მეორე: ამნაირი ადამიანის ჯვარზე გაკვრას, ურჩთა და შეთქმულთა ჯვარზე გაკვრაში ესოდენ გაჩვეული რომიც არ მოუწონებს. იმპერატორ ნერონისას რას გაიგებ: სწორედ ჯვარზე გაკვრა მიაჩნია რომაელთა სანაქებო საქმედ, მაგრამ, შესაძლოა, ვესპასიანე სწორედ იმის გამო დატუქსოს, რასაც თავად ასე გატაცებით ემხრობა.

ლეგიონერი უხმოდ ჩადგა კარვის კარში. ეს იმას ნიშნავს, იუდეველი უკვე ახლოს არის. შეეგებოს თუ აქ მიიღოს? შევეგებები, თუ შესაჩვენებლად მოდის, იქიდანვე გავუყენებ თავის გზას., გაიფიქრა გუნებაწამხდარმა ვესპასიანემ და წამოდგა. კარვიდან გავიდა თუ არა, დაინახა, რა ენერგიულად მოაბიჯებდა იოხანან ბენ ზაქაი, ქარი წვერს უფრიალებდა. რომის სარდალმა იუდეველი ულაყს შეადარა: ულაყივით ძლიერად მოაბიჯებს, წვერიც ფაფარს მიუგავსო.

სილასაც ისევე მიმოფანტავს, როგორც გრძელფეხება ულაყი, გაიფიქრა სარდალმა და მზერით ყურადღებით გაზომა იოხანან ბენ ზაქაი. უნდოდა, მიახლოებით მაინც წარმოედგინა, რა სიმაღლის ძელი იქნებოდა საჭირო ამ კაცის ჯვარზე გასაკვრელად. იოხანანი შედგა. ფიქრიანი მზერა ვესპასიანეს მიაპყრო, თითქოს ახლავე, სიტყვის უთქმელად ეწადა იმის გაგება, თუ რა პასუხი შეიძლებოდა მიეღო სარდლისაგან. და თქვა იოხანან ბენ ზაქაიმ:

შენ აქ მოხვედი იმისათვის, რომ იუდეა და იუდეველები ხელახლა დაიმორჩილო. მე კი იმისთვის, რომ იუდეველთა სული გთხოვო. შენ ამ ხალხის დაცემა გინდა, მე კი. სულიერი ცხოვრების შენარჩუნება. სხვა დასხვა გზით მიმავალნი ვართ, მაგრამ ენა იმისთვის გვ აქვს, ვისაუბროთ, გონება კი იმისთვის, რომ ნათქვამი ავწონ-დავწონოთ.

ამ სიტყვების მიხედვით ძნელია იმის გაგება თუ რისთვის მოვიდა იოხანან ბენ ზაქაი, მაგრამ, რახან გადარჩენაზე ლაპარაკობს, ეს იმას ნიშნავს, დამარცხებას შერიგებია. არც შეჩვენებისათვის უნდა იყოს მოსული, გაიფიქრა ვესპასიანემ. ხმამაღლა კი თქვა:

მე მზად ვარ, ვუსმინო იოხანან ბენ ზაქაის, მშრალად, ყრუდ თქვა და ამით უნებურად გაამხილა, რომ ღელავდა.

სარდლის მღელვარება იოხანანს არ გამოპარვია. და კვლავ თქვა იოხანან ბენ ზაქაიმ:

დღეს იუდეას საღი აზრი არ ესმის. რაც უფრო ფიცხობს ხალხი, მით უფრო მწარედ მარცხდება იგი. თქვენ მალე მიხვალთ დავითის ქალაქში. დამორჩილებული ხალხი ჭრილობებს რომ მოიშუშებს, ისე იწყებს არსებობას, თითქოს გუშინდელი ცხოვრება არ ჰქონია. ჩვენთვის კი წარსული და მომავალი ერთიანია: იერუსალიმიდან იმიტომ გამოვიპარე, რომ გთხოვო, მჭირდება შენი ნებართვა და ხელშეწყობა, იოხანანი შეყოვნდა, მცირე ხნის დუმილით აწ სათქმელს გაუსვა ხაზი, არა მხოლოდ ნებართვას, ხელშეწყობასაც გთხოვ....

კვლავ გაჩუმდა იოხანანი, ვესპასიანეს დააკვირდა. რომის სარდალი ყურადღებით უსმენდა. მის მზერაში ნდობა და პატივისცემა იკითხებოდა. ამიტომ მტკიცედ განაგრძო იოხანან ბენ ზაქაიმ: „როცა მშვიდობა დამყარდება, მინდა, ჩვენს ერს ვესაუბრებოდე ღმერთზე, ვახსენებდე წარსულს ებრაელი ხალხისა, ვსწავლობდეთ წინასწარმეტყველთა წიგნებს. ამით გადავარჩენ ერის სულს“.

რომის სარდალი კი აღარც უსმენდა იოხანანს.

ნებართვას მთხოვს, ნებართვას და დახმარებას. ეს კი იმას ნიშნავს, კვლავ რომი მიაჩნია იუდეის პატრონად და გამგებლად. ომის შემდგომ მშვიდობაზე ფიქრობს. რაოდენ სასაცილონიც უნდა იყვნენ ეს იუდეველნი თავიანთი წინასწარმეტყველებითა და ღმერთით, ამ კაცს ხელი არ უნდა ვკრათ..

კარავში შემობრძანდით!. უთხრა ვესპასიანემ და მოხუცს წინ გაუძღვა.

ვესპასიანე ჩინებულ გუნებაზე დადგა. იოხანან ბენ ზაქაი ჭაბუკი იოსებ ფლავიუსი არ არის. მისი აქ ყოფნა აჯანყებულ ზელოტებს ფრთებს შეაჭრის. ამ მოხუცის მოსვლა დიდი საჩუქარია ვესპასიანესათვის. დაეხმარება, ცხადია, დაეხმარება! ამით რომის იმპერიაში მცხ ოვრებ ებრაელთა გულს მოიგებს. მთელ იმპერიას იმასაც დაანახებს, რაოდენ ლმობიერია რომი სხვათა ღმერთების მიმართ. რომი ყოველთვის მზად არის შერიგებისათ ვის, ოღონდ კი სიმშვიდე იყოს, ოღონდ კი დამარცხებული უაზრო ყიჟინით გარემოს არ აყრუებდეს. რატომ უნდა ფიცხობდნენ, რისთვის უნდა ყაყანებდნენ. ემსახურონ თავიანთ ღმერთს..

მაგრამ ჯერ იერუსალიმის მოქალაქეები უნდა გავახაროთ. უნდა ვაცნობოთ, რომ იოხანან ბენ ზაქაი ცოცხალია და რომის სარდალთან ტკბილად საუბრობს, თქვა ვესპასიანემ.

და გაიფიქრა იოხანან ბენ ზაქაიმ:

რა დიდი ჯარიც არ უნდა ჰყავდეთ, რაოდენ ძლიერნიც არ უნდა იყვნენ, მაინც სუსტნი არიან. ამწუთიერი გამარჯვება უხარებთ გულს, ხმამაღლა კი თქვა: „ეგ თქვენი ნებაა“.

ვესპასიანემ გუშაგს ნიშანი მისცა და ისიც მყის გავიდა კარვიდან. ვესპასიანე იოხანან ბენ ზაქაის მიუბრუნდა: მაინც როგორ გინდათ ეგ საქმე ქმნათ?

და თქვა იოხანან ბენ ზაქაიმ:

ქალაქ იამნიაში, თქვენ რომ იავნეს უწოდებთ, რელიგიური აკადემია უნდა დავაარსოთ. იუდეველნი იქ უნდა სწავლობდნენ თავიანთ ენას, რელიგიას, ღვთის მცნებებს, წინასწარმეტყველთა წიგნებს.

რომისადმი მორჩილებას თუ ჩააგონებენ მაგ სასწავლებლის მსმენელებს?

არა, სარდალო, ჩვენ არც სიძულვილს ვასწავლით ადამიანებს, არც. მორჩილებას. ჩვენ ღვთის მცნებებს ვასწავლით და ვსწავლობთ, ადამიანის სულს ღვთის მცნებათა ასრულება ჰგვრის სიმშვიდეს, ბედნიერებასაც კი.

სწორია, რა სულელური რამ ვკითხე, გაიფიქრა სარდალმა. რა უცნაური მზერა აქვს ამ კაცს. ასე მგონია, ჩემს სულში იმზირება.. ხმამაღლა კი თქვა:

კარგი, მე გაძლევთ ნებართვას, მაგ სასწავლებლის იავნეში შექმნისა. ხელსაც შეგიწყობთ. შეეცადეთ მეტი და მეტი იუდეველი მიიზიდოთ იქ.

და გაიფიქრა იოხანან ბენ ზაქაიმ: ამ გადამთიელმა რა დღეც უნდა გვაწიოს, ვეღარაფერდაგვაკლებს. მე რწმენასა და ენას, ებრაულ სულიერებას გადავარჩენ, დანარჩენს კი დრო და მარჯვენა აღადგენს.

მადლობელი ვარ, უფალო ჩემო, რომ ისმინე ჩემი ვედრება.. იდგა წელი სამოცდამერვე ახალი წელთაღრიცხვისა. კიდევ ორი წელი იცავდა თავს იერუსალიმი. ორი წლის შემდეგ სარდალმა ტიტუსმა, ძემ ვესპასიანესი, იერუსალიმი დაამხო, დაცალეწა მეორე ტაძარი. იუდეველთა სულიერების სათავე.

ზელოტთა წინააღმდეგობა იმდენად ძლიერი იყო, რომ განრისხებულმა ტიტუსმა გადახნა დანგრეული იერუსალიმი. სულ ცოტა ხნის წინ აყვავებულ ქალაქში მელიები დარბოდნენ. ამასობაში იოხანან ბენ ზაქაის რელიგიური აკადემია იავნეში ებრაელთა სულიერი ცხოვრების ცენტრად იქცა. მან გაუღო კარი იერუსალიმითგან ოტებულ სწავლასა და სწავლებას მოწყურებულ ადამიანებს. იერუსალიმის დაქცევით აღარ დაიქცა ერი. იოხანან ბენ ზაქაის რელიგიურმა აკადემიამ შეცვალა ტაძარი იერუსალიმისა. იუდეველთა სულიერი ცხოვრება გადარჩა.

ახლა კი იგი საკანში მოსულიყო. საკნის სივრცეში სავარძელში ჩამჯდარს ხელში გაშლილი თორა ეჭირა და უხმოდ კითხულობდა. იოხანან ბენ ზაქაის სახეს ღვთიური სხივი აბრწყინებდა, იოხანან ბენ ზაქაიმ აბესალომს კუშტად გადმოხედა და თქვა:

ეძებე, ეძებე, ეძებე!. და კითხვა განაგრძო.

რა? სად ვეძებო, იოხანან ბენ ზაქაი? აბესალომი ფეხზე წამოდგა.

იოხანან ბენ ზაქაიმ თორა დაკეცა. აბესალომს გადმოხედა.

ერთხანს უხმოდ უცქირა, მერეღა თქვა:

ეძებე ის, რისი უფლებაც ადამიანს არა აქვს.

დიმიტრი აბესალომს მიუახლოვდა.

ხომ კარგად ბრძანდებით, აბესალომ ბატონო. აბესალომმა პასუხი არ გასცა. იგი სივრცეს შესცქეროდა. საკნის შემოზღუდულ, პაწია სივრცეს. აბესალომ ბატონო, ხომ კარგად ბრძანდებით? აბესალომმა ახლაღა მოხედა დიმიტრის:

ჰა, რა მითხარი?

რა მოგდით, ბატონო აბესალომ.

არა, არა, არაფერი, აბესალომი უღონოდ დაეშვა ნარზე.

__________________________

1.შაბუყოთი. სინაის მთასთან მოსეს ხელით ღვთის მცნებათა მიღების დღესასწაული.

8 დრო

▲ზევით დაბრუნება


და ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი დედამიწაზე და გული
დაუდარდიანდა.

დაბადება. I:I

გუშინ აბრამს ჰკითხა:

იქნებ ამიხსნა, ბატონო აბრამ, იქნებ, გამაგებინო. რისთვის ჩნდება ადამიანი, რისთვის არსებობს ქვეყნად? კიდეც არ ვიყო, წუთისოფელს რა დააკლდება, ჩემი არყოფნით რა შეიცვლება?

აბრამი საკმაო ხანს ყურადღებით შესცქეროდა დათოს. შესცქეროდა და ფიქრობდა. მერე თქვა:

ხვალ ბიჭებს მუზეუმში კრება აქვთ, მოდი იქ, მოვუსმინოთ, მერე ვისაუბროთ.

რისთვისაა ეს კრება, რას აპირებენო, იკითხა დათომ არა იმისთვის, რომ წაუსვლელობის მიზეზი ჰქონოდა, მისვლა უნდოდა და მიზეზს ეძებდა. ებრაელების გამაერთიანებელი კავშირის შექმნა სწადიათ, კარგა ხანია იკრიბებიან, მივიდეთ, გავუგონოთ, იქნებ, სასიკეთო რამე გამოვიდესო. დათოს გაეღიმა.

ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სკოლის მეგობრები ისრაელსა, თუ სხვა ქვეყნებში მიმოეფანტნენ, ებრაელობასთან თითქმის აღარ ჰქონდა ურთიერთობა. დროდადრო ქუჩაში თუ წააწყდებოდა შორიახლო ნაცნობ ებრაელს, უბრალო, საყველპურო საუბარს თუ გაუბამდა, თორემ ადრინდელი ურთიერთობა დროს თან გაჰყვა.

ამანაც მოიყვანა კრებაზე. ეწადა სცოდნოდა, თუ რით ცხოვრობდა დღეს თბილისის ებრაელობა. დარბაზში რამდენიმე ნაცნობ სახეს მოკრა თვალი. სიმონი ლაპარაკობდა. ადრე სიმონს. ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარს. ხშირად ხვდებოდა. ერთობ მოკრძალებული კაცი იყო. იმდენად მოკრძალებული, რომ ქუჩაშიც კი არავის გაუსწრებდა. ჯერ სხვას, თუნდაც ბავშვი ყოფილიყო, გაატარებდა, თავად მერე გაივლიდა. საუბრისას პირზე ღიმილი ეკერა, აუგს არავის ეტყოდა, არც არავის დაძრახავდა. გაზეთში ან ჟურნალში თუ რაიმეს დაბეჭდავდა, მუდამ თან დაჰქონდა, ლამის ყოველ შემხვედრ ნაცნობს აჩვენებდა, აი, ნახეთ, როგორი სტატია დავბეჭდეო, თუმცა, იმას არაფრად დაგიდევდათ, იმ კაცს აინტერესებდა თუ არა ძველი ქართული ლიტერატურა. სტატიები, მართლაც, რიგიანი იყო, თუმცა, ამ საკითხებზე არანაკლებ საინტერესონი წაეკითხათ დათოსაც და სხვებსაც. სიმონი კი ისე წარმოაჩენდა საქმეს, თითქოს მხოლოდ ეგ იყო ძველი მწერლობის შემსწავლელი, მხოლოდ თვითონ წერდა ძველ ქართულ ლიტერატურაზე. ერთხელ, მას შემდეგ, რაც საბჭოეთის მმართველებმა ამ უზარმაზარ ქვეყანაზე გადაჭერილი არტახები აუშვეს, თბილისში სტუმრად ჩამოვიდა ათიოდე წლის წინ უცხოეთში შერჩენილი დისიდენტი პუბლიცისტი. მას შემდეგ, რაც უცხოეთში ტურისტად გამგზავრებულს შინ, სამშობლოში დაბრუნება დაავიწყდა, ბატონი დემეტრე ბრიუსელს დას ახლებულიყო, ახლა კი ძლიერ ეწადა სამშობლოდან გაქცევა რაიმეთი გაემართლებინა და საქართველოში კარგი სახელი დაეგდო. გამოაცხადა. იქ, ბრიუსელში ევროპული მასშტაბის პრემია დავაწესე ქართული ლიტერატურის განვითარებას რომ წაადგებაო და გაიკითხ-გამოიკითხა, ვის შეიძლება ეს პრემია მიენიჭოსო. რამდენი კანდიდატურაც შესთავაზეს, ყველაზე უარი თქვა: ეგ ხომ მართლა ცნობილი მკვლევარია, ვიცი, მშვენიერი ნაშრომები აქვსო. მე ისეთ კაცს დავეძებ, რომელსაც არავინ იცნობსო. უჩინარ კაცს რისთვის ეძებდა, არ უთქვამს. იქ, ბრიუსელში, ფულის მომცემი პატრონებისათვის უნდა ეთქვა, საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაჩაგრულ მეცნიერებს დავუჭირე მხარი, საბჭოები ხომ ყოველ ჭეშმარიტ მეცნიერს სდევნიდნენო. ბატონმა დემეტრემ თბილისში ვერა და ვერ იპოვა პრემიის ამგვარად შესაფერი მეცნიერი. სიმონი ყურადღებით ადევნებდა თვალს დემეტრეს წვალებას /ინფორმაციის მიღების ოსტატი იყო/. ერთ დღეს ყოფილი დისიდენტის თანაკლასელს. ბატონ ვახტანგს, ვის ოჯახშიც ბატონი დემეტრე ჩამომხდარიყო, უთხრა: საქართველოში ჩემზე უფრო უხმო და უჩინარი ვინ არის, შრომებსაც ვგონებ, არა უშავთ რა, მაგრამ ყველაფერ ამას ვინ ეტყვის ბატონ დემეტრეს? ვეტყვი, რატომაც არ ვეტყვიო, ქართული გულღიაობით მიუგო ვახტანგმა და სტუმარს ურჩია: რახან მაგ პრემიის შესაფერი, სხვა ვერავინ ნახე, იქნებ, აგერ ამას მისცე, ერთი უთქმელი კაცია, თანაც რიგიანად წერსო. ვიცი, წამიკით ხავს, მაგრამ საპრემიო შიგ არაფერი ყრიაო, მიუგო საგონებელში ჩავარდნილმა ბატონმა დემეტრემ. დილას ყავას რომ სვამდნენ, ისევ დაუბრუნდა წინა საღამოს დაწყებულ საუბარს. მაგ, კატასავით ფრთხილად მოსიარულე სიმონის კანდიდატურა რატომ შემომთავაზეო.. მთხოვა და მეც უარი ვერ ვუთხარი. ერთი უხმაურო, ჩუმი ებრაელი კაცია, ძალიან....

ებრაელიო?!. ამის გამგონე ყოფილი დისიდენტი სიხარულით ლამის ცას ეწია, აქამდე ამას რატომ მიმალავდითო, საყვედურით უთხრა მასპინძელს. ბატონი დემეტრე ერთ კვირაში ბრიუსელს გაბრუნდა და ორ კვირაში თბილისს ფაქსით აცნობა უცხოეთის ლიტერატურული პრემია ამასა და ამას მიენიჭაო. იცოდა: თუ პრემიის მინიჭების ცნობას აქ გამოაქვეყნებდა, რეზონანსი არც ისე დიდი იქნებოდა, თუ ცნობა უცხოეთი დან, ევროპიდან მოვიდოდა, უცხოურზე დაფეთებულ ჩვენს თანამემამულეებს სიამაყის სასაცილო ბანგი მოედებოდათ: აი, როგორ გვადევნებს თვალს ევროპა, როგორ ზრუნავს ჩვენზეო. ორიოდ დღეში, პრესაში, მართლაც, დაიბეჭდა ცნობები, რომლებსაც ასეთი სათაურები ამშვენებდა: ფაქსი ევროპიდან, საერთაშორისო აღიარება, ქართული მწერლობის გამარჯვება ევროპაში.. როგორც თავად დაინახეთ, ბატონ დემეტრეს სიმონის კანდიდატურის შეთავაზების შემდეგ სხვა სახელი არც უძებნია. მეტიც. შვებით ამოისუნთქა და აი, რატომ: ბრიუსელში იმ კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, რომელიც დემეტრეს ფინანსურ დახმარებას უწევდა, ბეილისონი გახლდათ. ამ ბეილისონს არა და არ მოსწონდა საბჭოეთიდან უცხოეთში გადახვეწილი დისიდენტები. დისიდენტებს საბჭოეთის დანგრევა სწადიათ. საბჭოეთი კი არ უნდა დაინგრეს, უნდა დაიხვეწოსო. დისიდენტების მეტი წილი სამართლიანობისათვის კი არ ებრძვის საბჭოთა ხელისუფლებას, კარიერისტული ამბიციები ვერ დაიკმაყოფილეს, უცხოეთშიც იმისთვის გაიქცნენ, რომ ჰგონიათ აქ სახელსა და დიდებას იოლად მოიპოვებენო. ამ ბეილისონს განსაკ უთრებით ბატონი დემეტრე არ მოსდიოდა თვალში: საქართველოს კარგად ვიცნობ, დიდი კულტურის ქვეყ ანაა, ადამიანები ერთობ რბილნი, მოყვარულნი არიან და ძალიან ბრაზიანი კაცი უნდა იყო, იქიდან რომ გამოიქცეო.

ალბათ, ამის გამო იყო: როცა დემეტრეს საქმიანობის დაფინანსების საკითხს განიხილავდნენ, ეგ კაცი მუდამ თავს იკავებდა. ბატონ დემეტრეს კი ბეილისონი ებრაელად მიაჩნდა, რადგან 70-იან წლებში თურმე აქტიურად ეხმარებოდა ებრაელთა მოძრაობას:

გამოუშვი ჩემი ხალხი..

სიმონის ებრაელობა რომ შეიტყო, ბატონმა დემეტრემ შვება იგრძნო: ახლა კი მოვტეხ რქებს მაგ ბეილისონსაო, მაგრამ კაცს რომ ბედი ერთხელ შეაქცევს ზურგს, მერე იშვიათად აჩვენებს ღიმილმორეულ სახეს: ეგ ბეილისონი თურმე ებრაელი კი არა, ერთობ ძლიერი კათოლიკე, და როგორც ყოველი ჭეშმარიტი ღვთისმოსავი კაცი, ებრაელობის მოყვარული ყოფილა, სინანულის გრძნობაც სდევდა თურმე. ებრაელთა გაფანტულობა ჩვენი, ევროპიელების, ანტისემიტიზმიც კა თოლიციზმის ბრალიაო და ყოველმხრივ უჭერდა მხარს ებრაელობის ბრძოლას ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციისათვის. მტკიცედ სწამდა: ყოველმა კაცმა იქ უნდა იცხოვროს, სადაც სწადია, ებრაელობამ კი. ისრაელშიო. ამიტომ საქართველოში მცხოვრები ებრაელი კაცის. სიმონის ამ პრემიით დაჯილდოებამ მასზე ვერარა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ვერც ბატონი დემეტრეს მიმართ დამოკიდებულება შეუცვალა. გააღიზიანა კიდეც: თუ ეგ სიმონი ჭეშმარიტი ებრაელია, რატომ ისრაელს არ წავიდა, იქ რა უნდაო, უთქვამს. ბეილისონის რეაქცია სავსებით გასაგები გახლდათ: 70-იან წლებში, როცა საბჭოთა ხელისუფლება ებრაელობის რეპატრიაციას აბრკოლებდა, მან იმდენი ენერგია და ფული შეალია მოძრაობას..გამოუშვი ჩემი ხალხი., დღეს ყოფილ საბჭოეთში დარჩენილი ყოველი ებრაელი აღიზიანებდა.

ასე რომ, ამ პრემიის დაწესებამ ბატონ დემეტრეს ბელგიაში, თავის პატრონებთან ურთიერთობისას ვერა რა სიხარული ვერ მიანიჭა. საქართველოში კი სხვაგვარად იყო. ქველმოქმედისა და ეროვნული მოღვაწის სახელი დაუგდო. მას სხვა არც არაფერი ეწადა. ამის შემდეგ აღარც პრემია გაუცია და არც არავის გახსენებია ეს პრემია. სიმონს კი კარგად ახსოვდა. ავტობიოგრაფიისა თუ სხვა დოკუმენტების შევსებისას წერდა, ან თავისი კანდიდატურის აქა თუ იქ წამოყენებისას აცხადებდა, უცხოეთის პრესტიჟული ლიტერატურული პრემიების ლაურეატი გახლავართო. ნაცნობ-მეგობრებში კი ამბობდა:

აი, ხომ ხედავთ, როგორი პროვინციელები ვართ, ჩვენში ყველაფერი ბიძაშვილ-მამიდაშვილობით როგორ არი: ჩემი სახელი უცხოეთში იციან, ჩემს შრომებს პატივს სცემენ, უცხოელები მანიჭებენ პრესტიჟულ პრემიებს, საქართველოში კი ერთი უბრალო პრემიაც არ გაიმეტესო.. თუ ვინმე ჰკითხავდა, რა პრემია მოგანიჭესო, ბრაზობდა: მთელ ევროპაში ძალიან პრესტიჟული ლიტერატურული პრემია როგორ არ იციო. ბატონ დემეტრესა და მის საქმიანობას, ცხადია, არც ახსენებდა, რადგან ყველა მიხვდებოდა, ეს დემეტრეს ჟესტი იყო და არა ევროპის პრესტიჟული პრემია. ამას გარდა, ბატონი დემეტრეს სახელმა უკვე ის ხიბლი დაჰკარგა. აღარც უცხოეთში მცხოვრები ქართველი იყო და აღარც დისიდენტი. დემეტრე საქართველოში დაბრუნდა, მთავრობაში კარგი თანამდებობა მიიღო.უცხოეთის უზარ მაზარი გამოცდილებითა და საინტერესო იდეებით დაგვიბრუნდა, პატარა საქმეს ხომ არ ვაკადრებთ!., მაგრამ მალე დარწმუნდნენ, რომ ბატონ დემეტრეს მხოლოდ ლაპარაკი სცოდნია, საქმის კეთება კი...

ამიტომ ორიოდ წელიწადში უცხოური გაზეთებითა და წიგნებით ხელში რუსთაველის პროსპექტზე უსაქმოდ დადიოდა. მალე გარდაიცვალა კიდეც და თანაკლასელებმა კუკიის სასაფლაოზე მიუჩინეს სამუდამო ბინა. სიმონი გასვენებაზე ვერ წავიდა. ერთი კვირის შემდეგ ტელევიზიაში ექვსწუთიანი გამოსვლა მაქვს, პრემიის მიღების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით და უნდა მოვემზადოო.

როგორც გითხარით, ამ პრემიის მიღება სიმონს არ დავიწყნია. ერთ დროს ეს უხმო და მოკრძალებული კაცი სწორედ ისე იქცეოდა, რისთვისაც ეს პრემია სჭიროდა თურმე, ანუ რის გამოც ესოდენ მოკრძალებული და უხმო გახლდათ: თუ ვინმე აწ მის აზრს არ გაიზიარებდა, ბრაზობდა. თუ ადრე ნაბიჯსაც კი შეუმჩნევლად ადგამდა /აკი ამბობდა დემეტრე, კატასავით უხმოდ დადისო/ ახლა მძიმედ დააბიჯებდა, აუჩქარებლად, მრავალმნიშვნელოვნად, დროდადრო ირონიული ღიმილის მოშველიებით ლაპარაკობდა თავის უპირატესობაში ურყევად დარწმუნებული კაცი. თუმცა, გამოქვეყნებული სტატიების /ამას უკვე მოგონებები, ამა თუ იმ საკითხზე მისი კომენტარები დაემატა/ ჩანთით ტარება და ნაცნობთათვის ჩვენება არ მოიშალა. ახლა ის გაზეთიც დაჰქონდა, რომელშიც მისი პრემიით დაჯილდოება იყო გამოცხადებული. მართალია, გაზეთი გაიცრიცა, სიყვითლეც შეეპარა, მაგრამ ამას არაფრად დაგიდევდა. დათოს გაუჭირდა სიმონთან ურთიერთობა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სიმონმა ხელისუფლებაშიც დაიდო ბინა. როცა მარტონი რჩებოდნენ, სიმონი ადრინდელი, მეგობრული ტონით ელაპარაკებოდა. საკმარისი იყო მესამე ადამიანიც შემოერთებოდათ, სიმონი თავის უპირატესობას უსვამდა ხაზს. სამთავრობო, სახელისუფლებო ინტონაციით ელაპარაკებოდა. მასთან ურთიერთობისას დათო უკვე ადრინდელ ხალვათობას ვერ გრძნობდა. ამიტომ განერიდა.

სიმონი ახლაც სახელისუფლებო ინტონაციით. ხმადაბლა, ხაზგასმულად ლაპარაკობდა მისი ნათქვამის გასაგონად სმენა უნდა დაგეძაბა.

ხო იცი, ტელევიზიაში გამოდის ხოლმე, მთავრობაშიც მიღებული კაცია. გადაუჩურჩულა აბრამმა დათოს. დათომ თავი დაუქნია. ამ ბოლო ხანს სიმონი, მართლაც ხშირად გამოდიოდა ტელევიზიით. ხან ხანუქის დღესასწაულს მიულოცავდა ებრაელობას, ხან როშ ჰაშანას, ხანაც ისრაელში მოგზაურობისას მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებდა მაყურებელს.

ბატონებო, მე ყურადღებით მოვუსმინე ბატონ ზურაბს. მიამბეს თქვენი წინა სხდომების თაობაზე და ვხედავ, როგორ ცდილობენ, დღევანდელი საქართველოს ებრაელობას თავს მოახვიონ რაღაც სტრუქტურები. ამიტომ დღეს განსაკუთრებული ყურადღებით ვისმენდი: თუ გაინტერესებთ, მე შემიძლია ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. სიმონი შეჩერდა, დარბაზს გადახედა.. ცხადია, გვაინტერესებს, ყველას ძალიან გვაინტერესებს, თქვა ვიღაცამ.

მაშინ გულახდილად და პრინციპულად გეტყვით: ბატონ ზურაბის დღევანდელი გამოსვლა იყო სრული პოპულიზმი. ებრაელთა არავითარი ორგანიზაცია ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენი ხალხი ოცდაექვსი საუკუნეა ცხოვრობს ამ მიწაზე და არარა ორგანიზაცია არ შეუქმნია.

დამოუკიდებელი, განთავისუფლებული საქართველოს ხელისუფლება ჩვენ ძალიან კარგად, ძალიან კარგად გვიყურებს. თუ ჩვენს ებრაელობას რაიმე გასაჭირი დაატყდა თავს, ყოველ ებრაელს შეუძლია მომმართოს მე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ, აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას თქვენს ყოველ თხოვნას. თქვენ, ცხადია, იცით, რომ დღეს მე წარმოვადგენ ებრაელობას საქართველოს ხელისუფლებაში, მე მაქვს დავალებული საქართველოს ებრაელობის კურატორობა. მე პირნათლად ვასრულებდი და კვლავაც შევასრულებ ამ მისიას. რას ნიშნავს ებრაელობის კურატორობა? ხმადაბლა, ხაზგასმული სიმშვიდით იკითხა მიშამ.

ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვარ შუამავალი თქვენსა და ხელისუფლებას შორის.

კი მაგრამ, ვინ ითხოვა შუამავალი, ჩვენ რა შუამავალი გვჭირდება. ჯერ მარცხნივ, მერე მარჯვნივ გაიხედა მიშამ.

აი, მაგას კი თქვენ არავინ გეკითხებათ, მღელვარედ შესძახა სიმონმა და მყისვე მიხვდა, რომ აჩქარდა. საქართველოს მთავარ ებრაელად მიიჩნევდა თავს, მაგრამ სახელი კი სხვა ეწადა. დიდი ინტელექტის, მეცნიერული ღირსებების გამო დაწინაურებული მოღვაწის სახელი უნდოდა და არა მოძალადე ფუნქციონერისა. ის შეძახილი კი მოძალადისა გახლდათ. ამიტომ უცებ გაიღიმა და მიშას მეგობრულად, გულთბილად მიმართა, მაცალეთ, ბატონო მიშა, ერთხელ მაინც ხომ უნდა იხუმროს კაცმა.

დათო გააოცა სიმონის მყისიერმა გარდასახვამ, როგორი მოქნილი გამხდარაო, გაიფიქრა.. ჯერ ის გავარკვიოთ, გვჭირდება თუ არა ჩვენ ხელისუფლებასთან შუამავალი, არ ცხრებოდა მიშა.. რას ჰგავს ეს ბოლოს და ბოლოს!. მაგიდას ხელი დაჰკრა წვეროსანმა. ამ კაცს თეთრი, სპორტული.ბოტასები. ეცვა, თავზე სატინის პაწია ქუდი ეხურა. ისეთი, როგორსაც მორწმუნე ებრაელები ატარებენ ისრაელსა თუ სხვა ქვეყნებში. ამით თავის რელიგიურობასაც უსვ ამდა ხაზს. დათომ მოსვლისთანავე შეამჩნია. უხმოდ, უსიტყვოდ მეტყველებდა, არც ერთ რეპლიკას რეაგირ ების გარეშე არ ტოვებდა, სკამზე ცქმუტავდა, თვალებს ავადმყოფურად აბრიალებდა, თქვენ გინდა представителю правительства აზრის გამოთქმა შეუშალოტ და ამიტ ხელი შეუშალოტ ებრაელობას. Получается что мы, евреи - ненавидим демократию! მტავრობას ობსტრუქციას ვუწყობთ? ეს გინდათ, Еврей?! ხელისუპლების გადაკიდება გინდათ? იმ ხელისუპლებისა, დემოკრატიისათვის ამდენი სისხლი რომ დაღვარა? Море крови!!

დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. დათომ კრებაზე მოსულთ გადახედა. ზოგიერთის თვალებში შიში ჩამდგარიყო. ვიღაცამ ჩაილაპარაკა:

ეს რა დემაგოგიაა!... ქალის ხმა იყო. დათომ ვერ დაინახა, ვინ თქვა სიტყვები, რაზედაც წვეროსანმა ხმამაღლა, გამომწვევად გადაიხარხარა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია.

ბატონებო! ადგილიდან წამოდგა მაღალ-მაღალი, ჭაღარაგარეული მელოტი კაცი, მე არა ვგონებ, საქართველოს ებრაელობა დღესაც ისევე უნდა უფრთხოდ ეს ხელისუფლებაზე საუბარს, როგორც ოცი წლის წინათ. თუ ჩვენ ხელისუფლების ესა თუ ის გადაწყვეტილება არ მოგვეწონება, უნდა ვთქვათ.

ხალხო, ხალხო, ამას ამბობს, მე.... წამოხტა წვეროსანი. მტავრობასთან ბრძოლას მოგიწოდებს.

მაგრამ დღეს ეს არ არის მთავარი, წვეროსანს ყურადღება არ მიაქცია მოსაუბრემ.. ჩვენ დღეს ხელისუფლებასთან არაფერი გვაქვს საკამათო. თუ ვინმე თავს თვითონ დაი ნიშნავს ხელისუფლებასა და ჩვენ შორის შუამავლად, ეს ხელისუფლებას ნაკლებად ეხება. ასეთ საკითხებს ჩვენ უნდა მოვუაროთ. ახლა კი მინდა, მოგცეთ ორიოდ განმარტება. როცა ჩვენ ვსვამთ საქართველოს ებრაელთა კავშირის შექმნის საკითხს, გვაქვს შემდეგი მიზანი: საქართველოს ებრაელობას ჰყავს ბევრი ღირსეული შვილი, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ საზოგადოებრივი ინტერესებით ცხოვრება. ეს ერთი. მეორე: დღევანდელი მსოფლიოს ებრაელობა, მას შემდეგ, რაც დაინგრა უზარმაზარი იმპერია, სულ სხვაგვარად ცხოვრობს. ჩვენ აღმოვჩნდით ახალი რეალობის წინაშე. ამ რეალობის შესაბამისად ჩვენ უნდა შევქმნათ ორგანიზაცია, რომლითაც წარვდგებით ჩვენი ხელისუფლების, საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციების წინაშე...

იმისთვის, რომ Завтра нам сказали вы - евреи все международные агенты! ისევ იყვირა წვეროსანმა და დარბაზს მიუბრუნდა.послушайте. посмотрите куда он нас тащит! რა ვიცი, ხვალ იცვლება პოლიტიკური კლიმატ, რა ვიცის, ხვალ ვინ მოდის სატავეში! ხახაში ჩავვარდეთ?

სიმონი მაგიდასთან მივიდა, წვეროსანს მხარზე ალერსით დაადო ხელი და უთხრა:

უკაცრავად, ბატონო იაშა, ორიოდ სიტყვას მეც მოგახსენებთ, სიმონი დარბაზს მოუბრუნდა, ბატონო ზურაბ, თუ შეიძლება უპასუხეთ ჩემს რამდენიმე შეკითხვას: რატომ, რისთვის გინდათ თქვენ ებრაული ორგანიზაციის შექმნა მაშინ, როცა საქართველო ორად არის გაყოფილი და ეს ორი ნაწილი ასე დაუპირისპირდა ერთმანეთს? საქართველოში ბრძოლა დამთავრდა, თორემ ომი კვლავაც გრძელდება. არავინ იცის, როდის დაიწყება სროლა. რატომ, რისთვის გინდათ თქვენ ებრაული ორგანიზაცია შექმნათ მაშინ, როცა ასე დაიძაბა სიტუაცია რუსეთში იმის გამო, რომ ნატო. ჩრდილოეთის ატლანტიკური ბლოკი. აღმოსავლეთისაკენ მოიწევს, ვის და რისთვის გჭირდებათ ებრაელთა კავშირი მაშინ, როცა ჩეჩნეთში ასეთი მდგომარეობაა. ომი დაიწყო. თქვენ იცით, ასეთ პირობებში რას ნიშნავს ებრაული ორგანიზაციის შექმნა? შეიძლება ებრაელობა ისეთ ცეცხლში ჩაჰყარო.... სიმონი ზურაბს მიუბრუნდა, დაანებეთ თავი ასეთ პოპულიზმს, ზურაბ ბატონო, ჩემი თხოვნაა დაანებოთ თავი საქართველოს ებრაელობას!

შეიძლება? ერთი პირთეთრი კაცი წამოდგა ადგილიდან, პასუხს არც დაელოდა, მაგიდასთან მივიდა და თქვა:

დღეს სიმონმა ძნელად მოსათმენი რამ გვითხრა: თუ რამე დაგჭირდეთ, მე მომმართეთო, მთავრობასა და თქვენ შორის მე ვდგავარო. ამიტომ მინდა ერთი რამ ვკითხო მას. მკითხეთ, გისმენთ, თავაზიანობის ნატამალიც აღარ იყო სიმონის ინტონაციაში, სახეზე იქედნური ღიმილი გადაეფინა, ამ ჭიაყელას კიდევ რა უნდა, ამას რაღა სწადიაო, თუ გაიფიქრა, ალბათ.

რა ხანია საქართველოს ებრაელობას ძალიან უჭირს. გვძარცვავენ, გვაყაჩაღებენ, რამდენი ებრაელი გაიტაცეს, აწამეს ფულის გამოძალვის მიზნით, რამდენი მოკლეს, ისიც იცით, რა მოხდა ქუთაისში. მინდა გკითხოთ აი, მაგ მთავრობაში, როგორც ებრაელობის კურატორმა, რა გაუკეთეთ ებრაელობას. თუ შეაწუხეთ ვინმე... მაგას მაშინაც არ ამოუღია ხმა, როცა მთავრობაში ქართველებმა ატეხეს ერთი ამბავი. ჩვენი ძმები, ებრაელები მძიმე დღეში არიანო, ეგ მაშინაც უხმოდ იჯდა! ისევ იმ ქალის ხმა იყო, დათომ დაინახა, შუბლზე ჩამოშლილ თმას ისწორებდა. ეგ თქვენთვის არ გაინძრ ევა, ეგ თავის საქმეებს აკეთებს.

Вот это и есть настоящая демагогия! იყვირა წვეროსანმა და დასაკლავად ხელ-ფეხშეკრული ხარივით დააბრიალა თვალები. ვის კადრებთ. საკარტველოს მტა ვრობაში დაფასებულ კაცს? საერტაშორისო პრემიების ლაურეატი? ნუტუ არ იციან, ერთადერთია ეს კაცი, ასახელებს საკარტველოს ებრაელობას! დარბაზში დუმილი ჩამოვარდა. წვეროსანმა მაგიდასთან სკამი მოიტანა, დაჯდა და ერთობ მშვიდი, საქმიანი ტონით განაგრძო. Вы все хорошо знаете, что я был диссидентом, и то знаете, как я боролся с коммунитсами, с правительством, как она преследовала меня!

რატო იტყუები, იაშა! შენ ხომ ფარცოვშჩიკი იყავი!

მე? მე იყავი ფარცოვშჩიკ? კვლავ დააბრიალა თვალები წვეროსანმა, კედელს მივარდა, თავს ურტყამდა და გაიძახოდა. მე კომუნისტებს ებრძოდა, ახლა კი აქ მებრძვის კომუნისტები. მე მაქვს დოკუმენტი, რომ ეგ ზურაბი ანტისიონისტ! Вы все коммунисты, негодяи и антисемиты!

არა ვგონებ, ბევრი რამ ჰქონდეს თავში, მაგრამ რაცა აქვს, იმასაც დაკარგავს, იქნებ, უშველოთ რაიმე? გადაულაპარაკა დათომ აბრამს.

აბრამი კი იმ ძვალმსხვილ ქალს შესცქეროდა, მერე თავისთვის ჩაილაპარაკა:

გლახადაა ჩვენი საქმე. ქალები ამბობენ სიმართლეს, კაცები ჩუმად არიან...

სიმონმა ხელი ასწია, დარბაზს დაწყნარება თხოვა.

წვეროსანი უმალ გაჩუმდა.

აქამდე არ მინდოდა მეთქვა, იძულებული ვარ ვიკითხო. ვის წინააღმდეგ იქმნება ეს კავშირი? ქართველი ხალხის წინააღმდეგ? ქართველ ხალხს უპირისპირდებით? დარბაზში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.

ეს რა დემაგოგიაა!

ადამიანები დაზაფრული შესცქეროდნენ სიმონს. ვიღაცამ უძალოდ, უღონოდ თქვა:

კი მაგრამ, ეს რა შუაშია?

სწორედ რომ ასეა და მე ვალდებული ვარ, აღვკვეთო ასეთი მცდელობა! ხაზგასმულად, მთავრობის წარმომადგენლის ტონით თქვა სიმონმა.

ამ დროს ძვალმსხვილი ქალი ხმაურით წამოდგა. გასასვლელისაკენ გაემართა. კართან რომ მივიდა, მობრუნდა, სიმონს ეკვეთა.

ესენი რომ კაცები იყვნენ, გასალახი ხარ, მაგრამ აქ ყველა თავის თამაშს თამაშობს, ამიტომ საერთო საქმე არ გამოვა, ამით იგებ შენ. გასალახი კაცი! ქუსლების ბაკუნით კარს მიაშურა, გამოაღო და გასვლისას გაიჯახუნა. დარბაზში შეკრებილნი მონუსხულებივით ისხდნენ. ყველა გრძნობდა, ხვდებოდა: სიმონი დაემუქრა მათ, მაგრამ არავინ მოისურვა, იმ ძვალმსხვილი ქალის საქციელისთვის მიებაძა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე ძალიან ცუდადაა. გაიფიქრა დათომ, თუმცა, არც მას გასჩენია სურვილი, წამომდგარიყო, რაიმე ეღონა.

შეიძლება?! ხმადაბლა იკითხა აბრამმა, მაგრამ გამეფებულ სიჩუმეში მისი ხმა მკაფიოდ გაისმა.

გისმენთ, რა გნებავთ? სიმონი ცივად მოუბრუნდა, აბრამს. მან იცოდა, რომ აბრამისნაირ ადამიანებს იგი არ უყვარდათ.

ორ სიტყვას ვიტყვი, თუ შეიძლება...

სიმონი შეყოყმანდა, ვერ გადაეწყვიტა, მიეცა თუ არა სიტყვა აბრამისათვის.

კი მაგრამ, თქვენ მაინც სასულიერო პირი ბრძანდებით და...

თქვას, მიეცით სიტყვა! წამოიძახა ვიღაცამ.

აბრამი მაგიდასთან მივიდა.

აი, რას გეტყვით მე, პატივცემულნო! მტერი ბევრი ჰყავდა ისრაელთა ქვეყანას და გვიმტრეს კიდეც, მაგრამ ერთმანეთის სიძულვილმაც დაგვაკარგვინა სამშობლო, ერთმანეთის უსიყვარულობამ. გაუფრთხილდით და დააფასეთ ერთმანეთი. ეს ერთი. ახლა მეორე, ვიფიქროთ იმაზე, რასაც ბატონი სიმონი ამბობს, ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ. მე მგონი, დღეს ასეა საჭირო. კარგად ბრძანდებოდეთ! აჩქარებული ნაბიჯით გაემართა კარისკენ. გაბადრული სიმონი უკან მიჰყვა. მე ყოველთვის ძალიან გაფასებდით თქვენ, ბატონო აბრამ! რა ბრძნულად ბრძანეთ! აბრამმა არაფერი უპასუხა. კარი მიიხურა და ჩქარი ნაბიჯით დაეშვა კიბეზე. დათო ეზოში წამოეწია აბრამს.

გამაგებინეთ, ბატონო აბრამ, რა ხდება!

სახლში, სახლში ვილაპარაკოთ! მიუგო აბრამმა და უკანმოუხედავად, აჩქარებით განაგრძო გზა, უცებ ქვას წამოჰკრა ფეხი. ლამის წაიქცა. მოგიკვდეს პატრონი! ჩაბნელებულ ქუჩაში გამოვიდნენ, გზა ფრთხილად განაგრძეს. დათომ პალტოს საყელო აიწია, ვერ გათბა.

საიდანღაც რევოლვერის გასროლის ხმა მოვარდა. გასროლას რამდენიმე წამში ავტომატის ჯერი მოჰყვა აბრამი შედგა. დათოს ხელი წაავლო, კედელს აეკვრნენ და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ სადარბაზოსკენ. ზურგსუკან რომ კედელი ვეღარ იგრძნეს, მიხვდნენ, სადარბაზოსთან იყვნენ.

შევიდეთ! თქვა აბრამმა. სადარბაზოს შეეფარნენ. სროლა შეწყდა და ახლა ქალის კივილის ხმა მიეხალა კედლებს. ავტომატის ჯერი ისევ განახლდა. ქალის ხმა აღარ გაუგიათ. მალე ავტომატის სროლაც შეწყდა და ქუჩაში საშინელი სისწრაფით ჩაიარა ავტომანქანამ. ძრავის ხმა იქაურობას აყრუებდა. მერე სიჩუმე ჩამოვარდა. სიჩუმე რომ მომაბეზრებელი გახდა, აბრამმა თქვა:

მივენდოთ გამჩენს! და სადარბაზოდან გავიდა.

მიმოიხედა. როგორა აქვს ირმიაჰუს?

რა უთვისტომოდ ზის ქალაქი,
ოდესღაც ასე ხალხმრავალი,
ახლა ქვრივ-ოხრად გადაქცეული,
ხალხში ასე სახელგანთქმული,
ქალაქთა ქალაქი ხარკს იხდის ახლა.

აბრამი ხმადაბლა, თითქმის ბუტბუტით წარმოთქვამდა. იერემიას გოდების. ტაეპს. შესაძლოა, გამვლელს მოსჩვენებოდა ლოცულობსო, მაგრამ სად იყო გამვლელი!

აბრამმა დათოს მკლავში წაავლო ხელი და თქვა:

ჰა, არ იყო თბილისი ქალაქთა ქალაქი? ახლა კი:

ღამღამობით ჩუმად მოთქვამს გულამომჯდარი, ცრემლს დაუფარავს მისი ლოყები. ნუგეშისმცემი აღარა ჰყავს მოყვარეთ შორის, მეგობრებმაც კი უღალატეს, მტრად გადაექცნენ.

აბრამის სახლი შორს არ იყო, მაგრამ სიბნელეში გზის გაკვლევა ისე უჭირდათ, თითქმის ნახევარი საათი იარეს. კიბის სამიოდ საფეხური აიარეს და გრძელ დერეფანში შევიდნენ, აქედან კი ვიწრო ოთახში, თუმცა, არც ისე ვიწრო იყო. სამი კედლის გასწვრივ ჩამწკრივებული წიგნის კარადები ავიწროებდა. დათო კარგად იცნობდა ამ ოთახს. აბრამი ბავშვობაში სწორედ აქ, ამ ოთახში ასწავლიდ ებრაულ წერა-კითხვას. დედა გარეთ, ეზოში ელოდა ხოლმე. ლეღვის ხის ძირში იჯდა და კითხულობდა, მეტწილად. დეტექტივებს. აბრამმა სანთელი აანთო, ჭიქაში ჩადგა და პალტოს გაუხდელად ჩაეშვა სავარძელში. ნურც შენ გაიხდი, შეგცივდებაო, უთხრა დათოს. მერე ჩაილაპარაკა: ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრათ, სახლში მშვიდობით რომ მოვედით. დათომ ოთახს მოავლო თვალი: სანთლის შუქზე იერუსალიმში, ვილნოსა თუ ბუდაპეშტში გამოცემული ებრაული სასულიერო წიგნები ფოთლებშემოძარცულ მუხებს ჰგავდნენ. დათოს კიდევ უფრო შეცივდა. პალტოს ზედა ღილიც შეიკრა.

ესე იგი, ნაწყენი დამირჩი. ამ საღამოს უსამართლოდ მოვიქეცი? იკითხა აბრამმა.

კი, ბატონო აბრამ... უკაცრავად ვარ, მაგრამ... ასე მომეჩვენა, სამართლიანად არ მოიქეცით. სიმონსა და იმ მყვირალა კაცს დაუჭირეთ მხარი.

რასაც შენ ამბობ, ეგ მორალის ერთი მხარეა და ჩვენ არ მივიჩნევთ მთავარ...

კი მაგრამ, დათოს ხმაში დაბნეულობა შეეტყო, სიმართლე ყველასთვის ერთი არ არის? სიმართლეს ყველა ერთნაირად არ უნდა მივდევდეთ?

აბრამმა გაიღიმა. მცირე ხნის დუმილის შემდეგ კი თქვა:

სიმართლე... მთავარი სიმართლის პატივისცემა არ არის... მთავარია ის, თუ რა მოაქვს სიმართლეს... გარბის ადამიანი, შურისმაძიებელს ან ყაჩაღს ემალება, შენ დაინახე, სად და როგორ დაიმალა ის კაცი. მოდის მდევარი და გეკითხება: აქეთ რომ კაცი მორბოდა, სად დაიმალაო. უთხარი სიმართლე! რას მოიტანს ეგ სიმართლე? აბრამი გაჩუმდა.

სანთლის მოლაპლაპე ალს შეაჩერდა. მერე თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა. არა, სიმართლე არ არის ჭეშმარიტება! დათო კარგა ხანს უხმოდ იჯდა. ფიქრობდა.

გამოდის, რომ სიმართლეს რაღაც ცვლის.

არა, სიმართლეს ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში სიმართლე მთავარ ადგილს ვერ დაიჭერს. არ იქნება სწორი.

აბა? ხმადაბლა იკითხა დათომ.

ის, რაც საჭიროა. ის, რაც ამ წუთში, ან ამ საქმეში ადამიანს სიკეთეს მოუტანს.

სიკეთე და სიმართლე... ვერ გავიგე, აბრამ ბატონო, რაღაც...

თორის სწავლისთვის რომ თავი არ დაგენებებინა, ყველაფერს გაიგებდი. დავიწყოთ იმით, რაც მაგ ზურაბს სწადია. კარგი გზა აურჩევია, მომწონს მაგისი აზრი, მაგრამ ვინ არის ზურაბი? ერთი პატიოსანი კაცი. თუ დღეს პატიოსან კაცს გვერდში არ დაუდექი, შეჭამენ, ძვლებიანად შეახრამუნებენ. ერთ ხანს იყუჩა აბრამმა, მერე განაგრძო, თუმცა, რატომ დღეს. ყოველთვის ასე არ იყო?

ისე, როგორც დღეს თქვენ დაეხმარეთ? დათოს ირონიის დამალვა არც უცდია, აბრამმა ისევ გაიღიმა და თქვა:

კი, ამ საღამოს მე ზურაბს ძალიან დავეხმარე, მაგრამ ამას ვერც შენ მიხვდები და ვერც ზურაბი. სხვანაირად ხართ გაზრდილები, თქვენ შიშველი სიმართლე გინდათ...

დაეხმარეთ? როგორ!

ახლა მოდი, ვნახოთ, ვინ არის სიმონი? მთავრობაში გასული კაცი. იქ კი პატივს იმას სცემენ, ვისაც ყოველდღე თავის წრეში ხედავენ. იქ ყველა თავისას მღერის. ასეა სი მონიც. თავს ისე აჩვენებს, თითქოს საქართველოს ებრაელებში ეგ ერთი კაცია გამოსარჩევი, ისეთი, ჭკუა რომ ეკითხება, მეტი არავინ. თუ ეგ ორგანიზაცია შეიქმნება, სიმონს ბევრი აუვლის გვერდს. ყველა არჩევს ორგანიზაციასთან ჰქონდეს საქმე და არა ერთ კაცთან. ორგანიზაცია მართლა მოინდომებს საქმის გაკეთებას, ჯამაათის ტკივილს იმიტომაც გაიზიარებს, რომ თავისი არსებობა გაამართლოს. სიმონმა იცის ეს ყველაფერი, ამიტომ თავს მოიკლავს და ამ საქმეს არ იზამს.

თქვენც ამიტომ ამოუდექით გვერდში?! აბრამი ერთხანს უხმოდ იჯდა. დათოს ფიქრის საშუალებას აძლევდა. მერე თქვა:

ახლა ის ვნახოთ, რა მოხდებოდა სიმართლეს თუ ვიტყოდი. ეგ სიმონი და წვერებიანი კიდევ უფრო გახელდებოდნენ და ზურაბს შეუტევდნენ. ამით ჩვენი საცოდავი, შეშინებული ხალხი ზურაბს სულ შემოეცლებოდა. სიმონი იმ წვერებიანივით ერთგულთ კიდევ ამოიყენებდა გვერდში და... ძვლებიანად შეჭამდნენ ზურაბს. მიხვდი, რისი თქმა მინდა? დათომ არაფერი უთხრა, აბრამმა განაგრძო, სიმონი უფრო სერიოზულად იბრძოლებდა ამ საქმის ჩასაშლელად.

ზურაბის დასაკლავი დანა მაინც შენ გალესე. აბრამმა თავი გაიქნია. მცირე ხნის შემდეგ თქვა:

ყველაფერი მსხვერპლს მოითხოვს. ხომ გახსოვს მამა აბრაამის და იცხაკის ამბავი? დათომ არაფერი უპასუხა.. აბა, ახლა მისმინე: ჩემი მხარდაჭერა სიმონს გაამხნევებს. გამხნევებული მონა კი მოწინააღმდეგეს ვნებას აყენებს. ცოტა დაიტანჯება კიდეც ზურაბი და ეს იქნება სანაცვლო მსხვერპლი. კრავი იცხაკის მაგიერ. სწორედ აქედან დაიწყება ზურაბის გამარჯვება. სიმონი და წვერებიანი მთავრობით აშინებენ საბრალო ებრაელობას, ხალხს კი არასოდეს არ უყვარდა ის, ვინც მთავრობას იშველიებდა. ამიტომ, როცა ზურაბი სანაცვლო მსხვერპლს გაიღებს, სიმონს კი გამარჯვებული ეგონება თავი, მაშინ დამარცხდება. ხალხი ზურგს აქცევს სიმონს, შეიძულებს კიდეც. ხალხს კრავი უყვარს. ხალხის უთქმელი, გამოუცხადებელი განაჩენი ყველა სასამართლოს განაჩენზე ღონიერია, დროსაც არ ემორჩილება.

კი, მაგრამ.... დათოს სიბრაზე მოერია, ესე იგი, სიმონი გაწირე? რატომ, ისიც ხომ...

სიმონს ამათ უფროსად მიაჩნია თავი. ღმერთს კი დიდგულა ხალხი არ უყვარს, მშვიდად თქვა აბრამმა.

კი, მაგრამ... შენ, რატომ, რაბი აბრამ, შენ...

მე დღეს ის გავაკეთე, რაც საჭირო იყო, საბოლოო პასუხს გამჩენი იტყვის. ისე კი.... აბრამი გაჩუმდა, სანთლის მოლაპლაპე ალს თვალი გაუსწორა, მერე მოჭუტა და ხმადაბლა, ფიქრიანად თქვა, ისე კი... ეგ სიმონი... აბრამმა წინადადება აღარ დაამთავრა.

რატომ, როგორ გაიმეტე ადამიანი ამისთვის! შესძახა დათომ.

აბრამი უხმოდ იჯდა. დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა. მერე დათოს მოეჩვენა, რომ აბრამი უმწეოდ გრძნობდა თავს და უხერხულობა იგრძნო.

უკაცრავად ვარ, რაბი აბრამ... მაპატიეთ! დათო წამოდგა. მას ახლა ჯდომა არ შეეძლო. უნდა წავიდეო, გაიფიქრა, ის იყო დამშვიდობებას აპირებდა, აბრამის ხმა მოესმა. აბრამი აუჩქარებლად, ფიქრიანად ლაპარაკობდა.

ეგვიპტელთა მონობიდან თავდახსნილ ებრაელობას სამი-ოთხი დღე უნდა ევლო უდაბნოში, ვიდრე ქანაანს, ღვთის მიერ ებრაელობისათვის ბოძებულ მიწას ერეც ისრაელს მიადგებოდა, მაგრამ ის კი იცი შენ, რამდენ ხანს ატარა მოშე რაბინუმ ისრაელობა უდაბნოში, აბრამს აშკარად ეტყობოდა, რომ არ სიამოვნებდა ის, რასაც ამბობდა. სიტყვებს მძიმედ წარმოთქვამდა, რატომ, რისთვის არ მოინდომა ერეც ისრაე ლში მონების მიყვანა? დაიმახსოვრე: გათავისუფლებული მონა ძალიან საშიშია. უფრთხილდი, გათავისუფლებულ მონას. რასაც აქამდე თავის თავში თრგუნავდა, დღეს მღვრიე მდინარედ მოდის მის სულში, მისი სული ნიაღვარია. ყველაფრის წამლეკავი ნიაღვარი. გუშინ გამდიდრებულ, ყელამდე ოქროებში გუშინ ჩამჯდარ ბოგანოსთან ძმობას, დღეს ლუკმაპურის მძებნელი, მაგრამ გუშინდელი დალხინებული, ღირსეული ოჯახის შვილი გერჩიოს. სიმონი გათავისუფლებული მონაცაა და გამდიდრებული ბოგანოც. მაგნაირ ხალხს ერთი ფიქრი დასტრიალებს თავს. როგორ სძლიოს სხვას, როგორ ამაღლდეს. ამიტომ.... აბრამი გაჩუმდა. ერთხანს უხმოდ იჯდა. იატაკს ჩასცქეროდა, მე ღმერთმა მაპატიოს ასეთი ფიქრი, მაგრამ ეგ კაცი უნდა დაისაჯოს. ამით იქნებ, ისწავლოს ჭკუა. მონობიდან გათავისუფლებულ კაცს ხშირად უნდა გაახსენო, რომ მონის ნაშიერია. ამით, თუ ჭკუა აქვს, ბევრ საძაგლობას მოერევა. თვითონ მოერევა თავის თავში ამხედრებულ ყოყოჩობას და... და იქნებ, უფრო გამოადგეს ხალხს, ქვეყანას. ბრამი მძიმედ წამოდგა, სანთელი აიღო და ოთახი დან გავიდა. სიბნელეში დარჩენილმა დათომ მეტი სიცივე იგრძნო, პალტოს საყელო შეისწორა და ფიქრს მიჰყვა. აბრამის სიტყვების შემდეგ ფიქრები ჭიანჭველებივით ირეოდნენ თავში.

აბრამი კვლავ შემოფრატუნდა ოთახში. ცალ ხელში სანთელი ეჭირა, მეორე ხელით კი ლანგრით ორი ჭიქა ჩაი მოჰქონდა.

იმ სოციალიზმის დროს ხო გვქონია კაი ცხოვრება, ჩემო დავით, ჰა?! ხო უყურებ, შუქი არა გვაქვს, გაზი არა გვაქვს. დავუბრუნდით ისევ ჭრაქის დროს. დათოს ჩაი მიაწოდა, კვლავ გაცრეცილ, შალითაგადაკრულ სავარძელში ჩაეშვა.. ეეჰ, დავბერდი, დავბერდი, ჩემო დავით... მიაყოლებ რაიმეს? პური მაქვს და ახალციხური ძეხვი.

არა, არ მინდა.

დათო უხმოდ სვამდა ჩაის, კვლავ ფიქრები დასტრიალებდა თავს. აბრამი კი ხმაურით ხვრეპდა. სანთლის მოლაპლაპე ალი კედელზე დათოსა და აბრამის ჩრდილებს აქანავებდა.

ფიქრი აბრამმა გააწყვეტინა:

ახლა იმაზე ვთქვათ ორი სიტყვა, შენ რომ გუშინ მეკითხებოდი, აბრამმა ჩაის ჭიქა სკამზე დადგა.. ადამიანმა სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა ჰკითხოს თავს, თუ რისთვის გაჩნდა ქვეყნად, რა უნდა აკეთოს. ამიტომ ნუ გაგიკვირდება, ნუ ხარ ასე დაბნეული.

შარშან, შარშანწინ ვიცოდი...

არა, არც მაშინ იცოდი, შვილო, მაშინ ჩვევა გამოქმედებდა. გაუაზრებლად იყავი ჩართული დროის მდინარებაში, თორემ მიზანი არც მაშინ იყო შენთვის ცნობილი. ამიტომაც არ იცი, დღეს რა უნდა აკეთო, მოდი, ჯერ ის ვიკითხოთ, რისთვის გააჩინა ღმერთმა ადამიანი? ჰა, მიპასუხებ? დათო უხმოდ იჯდა, აბრამმა ერთხანს იყუჩა, მერე ჩაი მოსვა და განაგრძო, შექმნა ღმერთმა სამყარო. ზეცა, დედამიწა, ცხოველები, ზღვები, ხომ? გადახედა მერე ყველაფერ ამას და შექმნა ადამიანი. ვითომ რატომ, რისთვის დასჭირდა ადამიანი? მე ასე გეტყვი: ღმერთმა ადამიანი იმისთვის შექმნა, რომ ეს სამყარო უკეთესი გახადოს. თავისი ნახელავის გასაუმჯობესებლად თავისივე სახიერების არსება შექმნა. შენ, მე, ის... ყველანი ვართ ღმერთის თანაშემწეები. ყოველი ადამიანი, ვინც გამჩენის გზით ივლის. იმისთვის ვართ ქვეყნიერებაზე, რომ სამყარო უკეთესი გავხადოთ. ესე იგი, გამჩენს სამყაროს შექმნა არ დაუსრულებია. ჩვენ, ადამიანებს დაგვაკისრა ეს საქმე. ახლა უყურე შენ: გამჩენმა ჩვენ, ისრაელის შვილებს დაგვავალა ახალდაბადებული ვაჟის მონათვლა. ამისთვის დაბადების მერვე დღეს ვაჟს ჭუჭუზე წავაჭრით იმას, რისი წაჭრაც გამჩენს საჭიროდ მიაჩნია. რატომ? თუ გამჩენი ასე თვლის, რატომ ჭუჭუწაჭრილს არ აჩენს ბავშვს? ჩვენ რატომ გვავალებს? ორი აზრია ამაში ჩადებული: პირველი. გამჩენი გვეუბნება მონათვლა არისო ნიშანი ჩემსა და ებრაელობას შორის კავშირისაო. მეორე. ღმერთი ამითაც გვავალებს მის მიერ შექმნილი სამყაროს სრულყოფას. ახლა ის ვიკითხოთ. რა კავშირი აქვს ყველაფერ ამას შენთან? შენ არქიტექტორი კაცი ხარ. შენ უნდა აშენო. ამით ასრულებ ღვთის მცნებას. სრულყოფ მის გაჩენილ ქვეყნიერებას, მაგრამ გაქვს დღევანდელ საქართველოში საამისო საშუალება?

არა, ყრუდ თქვა დათომ.

აბრამმა ჭიქა ისევ აიღო, ჩაი არ მოუსვამს, ჭიქა ხელში ეჭირა და დათოს ჯიუტად შეცქეროდა.

ამიტომ რა უნდა ქნა? უნდა წახვიდე დღევანდელი საქართველოდან, უნდა ეძებო ის კუთხე, ის ქვეყანა, სადაც გექნება ღვთის მცნების შესრულების საშუალება. რას ნიშნავს ეს? შეძლებ ქვეყნიერების სრულყოფას! რომელია ასეთი ქვეყანა? ჩვენთვის. ამერიკა და ისრაელი! იქ მიდის დღეს საქართველოს ებრაელობა! აბრამმა ჩაი დალია, იყუჩა, მაგრამ ამერიკაში წასვლა მე არ მიმაჩნია სწორად. თუ ჩვენ საქართველოდან სადმე წავალთ, ისრაელში უნდა წავიდეთ. თუ ადამიანს სამშობლოდან სამშობლოში წასვლის საშუალება აქვს, უცხოეთში რა უნდა?

აბრამი გაჩუმდა. დათომ კარგა ხნის შემდეგ თქვა:

ჰო, ბატონო აბრამ, მაგრამ... მაგრამ...

თქვი, ნუ გერიდება.

მე საქართველოდან ვერსად ვერ წავალ, არ შემიძლია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის მცნებას ვერ შეასრულებ. ეს კი ცოდვაა.

დათო უხმოდ იჯდა. აბრამის ნათქვამმა გუნება გაუფუჭა. უმწეოდ იგრძნო თავი. ეს სახეზეც დაეტყო:

არ ვიცი... ვითომ... ასე რომ არ არის სულ...

გამაგებინე, დავით, რას ამბობ! ღიმილით შეუძახა აბრამმა.

ვართ ჩვენ მაგ მცნებების შემსრულებელი?

ვინ. ჩვენ? ცოტა ხნის შემდეგ იკითხა აბრამმა.

ჩვენ, ადამიანები, ერები.

ასე რომ არ იყოს, ჩემო დავით, ადამიანი ისევ ლეღვის ფოთლით ივლიდა. ქვეყანაზე ჯერ არ გაჩენილა ერი, ღმერთის ეს მცნება არ შეესრულებინოს ან დღეს არ ასრულებდეს, ყოველი ერი აუმჯობესებს მზისქვეშეთს, მაგრამ.... აბრამი შეჩერდა, სანთლის მოლაპლაპე ალს მიაჩერდა, კარგა ხანს დუმდა.

მაგრამ? იკითხა დათომ.

რით განვსხვავდებით ჩვენ, ებრაელები სხვა ერებისაგან? აბა, დააკვირდი. ერთ დროს, სამი, ხუთი თუ ოცი საუკუნის წინ ყოველ ერს დაუნგრევია თავისი თუ სხვისი შექმნილი, ის, რაც მოუპოვებია. ჩვენ კი... დარში თუ ავდარში, დღისით თუ ღამით, თავჩაქინდრულნი ვშრომობთ, რომ ცოტათი, იქნებ, სულ ცოტათი მაინც უკეთესი გავხადოთ ქვეყნიერება.

სისხლი ჩვენც გვიღვრია!

სხვისი არა, ისევ ჩვენი! არც სხვათა აშენებული ქვეყანა დაგვინგრევია, არც. ჩვენი.

დათო კარგა ხანს იჯდა თავჩაქინდრული. ფიქრმა გაიტაცა. ფიქრში აბრამის ხმა ჩაესმა.

ეს ყველაფერი მძიმე ტვირთია, ჩემო დავით, ძალიან მძიმე! მტერს არ უხარია ჩვენი ეღირსება, ათას ფათერაკს გვიმზადებს. ებრაელობა კი... მაინც თავჩაქინდრული, დღე და ღამე თავჩახრილი...

არა, ბატონო აბრამ, მე არ შემიძლია სხვა ქვეყანაში წასვლა... მე სხვაგან ვერ ვიცხოვრებ...

მესმის... ებრაელობა არ არის ადვილი. ბევრი ვერ ახერხებს ღვთის მცნებების შესრულებას და გაურბის... საკუთარ თავს გაურბის... მოახერხებს კი საკუთარ თავსაც გაექცეს და ადამიანადაც დარჩეს? სანთელი თითქმის ჩანავლულიყო, ფანჯარას ზამთრის დილის უძლური სინათლე მოსდგომოდა.

9 დასაბამიდან დღემდე

▲ზევით დაბრუნება


წყვდიადის ველზეც რომ ვიარო,
ბოროტისა არ მეშინია,
რამეთუ შენ ხარ ჩემთან,
მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
ფსალმუნნი დავითისა, 23.

ეს ამბავი ამ სამი საათის წინ მოხდა:

გოგია.ნადზირატელმა. რომ კარის საკლიტურში გასაღები გაუყარა, დიმიტრი ფრთხილად წამოდგა, ჯერ კარისაკენ გაიხედა, მერე აბესალომს მიაჩერდა.

მოვიდნენ? იკითხა ხმადაბლა, ჩურჩულით. გავყავართ?

ორივეს. აბესალომსაც და დიმიტრისაც. თვალებში სასოწარკვეთა ჩასდგომოდა.

გოგიამ საკლიტურში ლამის მაჯის სიმსხო გასაღები გადაატრიალა, მაგრამ კარი არ გააღო. შეყოვნდა. დიმიტრი და აბესალომი კი სუნთქვაშეკრულნი ელოდნენ კარის გაღებას. ვის გვარს დაიძახებს გოგია. დიმიტრისას თუ აბესალომისას?

ჩემი გვარი რომ დაიძახოს, რა ვქნა? როგორ მოვიქცე?

გაუელვა დიმიტრის. რა უნდა ვქნა, რა შემიძლია? მაგრამ, სანამ პასუხს იპოვიდა, საკნის მძიმე კარიც გაიღო. გოგიამ არც დიმიტრის გვარი დაიძახა, არც აბესალომისა. საკანში სერგო შემოაგდო. ხელი ჰკრა და შემოაგდო. დიმიტრი ნარზე მიწვა. აბესალომიც. ვერც ერთმა ვერ პოვა იმის ძალა, ახალმოსულ კაცს მისალმებოდნენ მაინც.

როგორც უკვე ითქვა, ეს ამბავი სამიოდე საათის წინ მოხდა. ახლა კი საკანში ერთი სიცილ-ხარხარი იდგა. დიმიტრი ისე იცინოდა, მუცელი ბურთივით უხტოდა. აბესალომს კი ცრემლიც მოადგა თვალზე. სიცილისგან მოადგა ცრემლი.

მაშ, პროკლამაციასავით ამიტომ შემოგაგდეს ამ საკანში?

შენ გაგახაროს ღმერთმა, სერგოჯან, ეს რამდენი გვაცინე, კაცო! აბესალომი ცრემლებს იწმენდდა. სერგოს კი ვერაფერი გაეგო. დამფრთხალი კურდღელივით აფახულებდა თვალებს, ის აკვირვებდა ამ ორ დროულ კაცს ასე უაზროდ რა აცინებსო.

კაცო, ვერ გაიგეთ, რა გითხარით? არც ის ტროცკი და არც. რაიკომის მდივანი არასოდეს მინახავს, თვალიც კი არ მომიკრავს-მეთქი, კაცო!

ამ სიტყვებზე დიმიტრის და აბესალომს ისევ სიცილი აუტყდათ, სიცილმა ორივეს კვლავ დაუღრიჯა სახეები.

მაშ, თვალით არ გინახავს? ძლივს ამოთქვა დიმიტრიმ. ვითომ რომ გენახა, ეგრე იზამდი? მოკლავდი?

მე ეგ რისთვის უნდა მომეკლა, კაცო, სად პეჩატნი ცეხის უფროსი სერგო ოქრუაშვილი და სად. რაიკომის მდივანი! რა საქმე მაქვს იმასთან, რა ხელი მქონდა! ეგ ვირიშვილი კიდევ მიმტკიცებს, ტროცკისტული დივერსიული ჯგუფი შექმენი და რაიკომის მდივნის განადგურება გინდოდაო, გაგიგიათ?

კომუნისტი იყავი? იკითხა დიმიტრიმ.

ვიყავი? რას ჰქვია, ვიყავი. ვარ და ვიქნები!

რომელ გაზეთს ბეჭდავდი?

კომუნისტი, კაცო, კომუნისტი! ჩემზე დიდი კომუნისტი ვინ არი!

მოადგილე ვინა გყავდა? ცრემლი კვლავ მოიწმინდა აბესალომმა.

ოო, ერთი სინდისგარეცხილი კაცი.

აწყენინე?

სამსახურიდან დავითხოვე. იმდენი საღებავი დაადო მანქანას, ორასი ცალი.კომუნისტი. ნეგრივით შავი დაიბადა.

ჰოდა, მომილოცავს, ახლა ის არის საამქროს უფროსი, შენ კიდევ, შენ, თუ გინდა, ჩვენს უფროსად აგირჩევთ... ჰა, აბესალომ, ავირჩიოთ საკნის უფროსად?! მოდი, პარტკომის მდივნად ავირჩიოთ, პარტკომის მდივნად! მაგრამ ჩვენ რომ ბოლშევიკები არა ვართ! აბესალომს სევდა მოეძალა. ყველას ეპოვა მიზეზი თავისი ამ ყოფაში ჩავარდნისა, თავად კი ვერა და ვერ მიეგნო...

და სევდამორეული აბესალომი კვლავ ფიქრს გაჰყვა.

***

აბა, რა ხანმორეული ის იყო, რა ასეთი ასაკი მოსძალებოდა, იმაზე ეფიქრა, თუ რას მიაღწია ცხოვრებაში, მაგრამ დროდადრო მაინც გაივლებდა ხოლმე გულში, რაოდენ მადლობელი ვარ ღმერთის, რამდენი რამ შემაძლებინა, ეს კი იმას ნიშნავს, გამომარჩია, ჩემს ყოველ ნაბიჯს შესცქერის და წარმართავსო.

ცხადია, აბესალომი ჯერ ვერ ხვდებოდა, თუ რად ექცეოდა ასეთი ფიქრი, ხვალ როგორ დაანახებდა საკუთარ თავს, მის ადგილს ჯამაათში.

მაგრამ ამაზე სხვა დროს, მით უმეტეს, რომ ჯერჯერობით, მის სულში ღვთისადმი მადლიერება უფრო მეტი იყო, ვიდრე ჯამაათში საკუთარი ადგილის გამორჩევა და შეფასებაა.

ჯერ ოცდაათი წლისაც არ იყო და უკვე სამჯერ დარწმუნდა, ღმერთი კეთილი თვალით მიმზერსო. ღმერთი საშუალებას აძლევდა, ვალი მოეხადა ღვთისა და ჯამაათის წინაშე.

ასეთი ჯილდოსთვის დიდად მადლიერი უნდა იყო ღვთისა. აბესალომის პირველი ბედნიერება ბეით ქნესეთის მშენებლობის გასრულება იყო.

მეორედ მაშინ იგრძნო თავი ბედნიერ კაცად, როცა პირველი პირმშო გაუჩნდა. თუმცა, აი, ამ დღეებშიც ბედნიერი კაცი იყო. ოთხშაბათს გაასრულა ძველი აღთქმის კითხვა. ყოველ ცისმარე დღეს დავითის ფსალმუნი და ძველი აღთქმა ეჭირა ხელში.

ფსალმუნიდან თითო თავს კითხულობდა, სწორედ იმ თავს, რომელიც ახალი მთვარობიდან მოყოლებული დღევანდელ დღეს მიესადაგებოდა. ძველი აღთქმიდანაც თითო თავს კითხულობდა. და აი, ოთხშაბათს მეთექვსმეტედ გაასრულა ამ საუნჯის კითხვა.

ახალ ბეით ქნესეთში პირველი ლოცვა პარასკევ საღამოს ჩაატარეს. მთელი დაბის ებრაელობა მოვიდა. ისინიც კი, ვისაც სალოცავი არაფრად მიაჩნდა. თუმცა, დაბაში ასეთი ადამიანი ცოტა იყო. სახეგაცისკროვნებულნი ისხდნენ ყავისფრად შეღებილ გრძელ სკამებზე. თვალის ერთი შევლებაც კი საკმარისი იყო, დარწმუნებულიყავით: ნეტარებას განიცდიდნენ. მეორე დღეს. შაბათს, დილის ლოცვის გასრულების შემდეგ, ბეით ქნესეთის დიდ ეზოში სუფრა გაიშალა. მაგიდები ჯერ კიდევ წინა დღეს ჩაედგათ, სკამებიც გუშინვე, პარასკევს მოეტანათ. დღეს, შაბათს, ვის რა მოჰქონდა სუფრის დასამშვენებლად, ვის. რა. ცხადია, დაბის ყველა ებრაელი სწორედ იმ უბანში ცხოვრობდა, რომელშიც ბეით ქნესეთი აშენდა. აი, ამ ქუჩა-შუკებში კერძებს ქვაბებით მოარბენინებდნენ.

თითო-ოროლა ჭიქა ღვინო რომ დალიეს, მოდით, მართლა ვიქეიფოთო, დაიძახა ყეზრამ. უნდა ვიქეიფოთ. მაშ, როგორაო, მიუგეს აქეთ-იქიდან. მაგრამ იცოდნენ, მეზობლების გარეშე ნამდვილი ლხინი არ იქნებოდა, ამიტომ წამოიშალნენ. ყველამ თავის მეგობარ ქართველს შესძახა: სახლში რა გინდა, გამოდი, ჩვენს ქეიფს შემოუერთდიო. იმათაც არ დააყოვნეს, თუ თქვენ მანდ ხელი არ გეშლებათ და თქვენს ღმერთთანაც მართალი იქნებით, რატომ არ მოვალთო. ან რატომ არ უნდა გადმოსულიყვნენ. ზამთრის პირი იდგა, მოსავალი აღებული ჰქონდათ. რამდენიმე ხანში ყველა. ქართველიც და ებრაელიც. ხელიხელგადახვეული ილხენდა. ზოგი მღეროდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგიც სადღეგრძელოთი იმშვენებდა ენა-პირს. შალომიამ რომ მესამედ შესვა ახალაგებული ბეით ქნესეთის საუკუნოვანი არსებობის სადღეგრძელო, მისმა ქართველმა მეზობელმა მამუკამ დაიფიცა, ჩვენი სამების ეკლესიის სადღეგრძელო ერთხელაც არ შემისვამსო და ფეხზე წამოდგა, ეგ ეკლესია დიდხანს არ მოგვიშალოს ღმერთმა, სული მაგით გვიდგას, ჩემი შვილები სწორედ მანდ, სამების ეკლესიაში მოინათლენო. შეზარხოშებულნი დიდად მოწადინებულნი ცეკვავდნენ, ისე მოწადინებულნი, გეგონებოდათ, ცეკვის ავ-კარგზეა დამოკიდებული მთელი მათი ცხოვრება. რომ რაიმე შეეშალოთ, ცხოვრებაც ცუდად წაუვათო. ბეით ქნესეთი კი ამაყად გადმოსცქეროდა არა მარტო დაბას, მთელ კუთხეს. მასში იმდენი სიამაყე იკითხებო და, თითქოს გასრულების პირველი დღიდანვე გრძნობდა საქართველოს ამ კუთხის დამამშვენებელი რომ იყო. აბესალომი შესცქეროდა ბეით ქნესეთს და ღმერთს ალბათ, მეასედ უხდიდა მადლობას იმის გამო, რომ ასე გამოარჩია, ამდენი შეაძლებინა. დაბის ებრაულ მოსახ ლეობას კი ღირსების გრძნობა აუმაღლა. ერთხელ, საღამო ხანს, შინ რომ მობრუნდნენ, მამამ. იოსებმა უთხრა:

მამის ვალია, შვილი ცხოვრების გზაზე დააყენოს.

გასწავლე, თემის წინამძღოლადაც გამოდექი. ღმერთმა იმის ღირსიც გაგხადა, რომ შენი კუთხის ისრაელობას ასეთი ბეით ქნესეთი შესძინე, მაგრამ მაინც მოვალე ვარ შენი და გამჩენის წინაშე. ქალი უნდა შეგრთო, შვილო, უნდა დაგაქორწინო.

იყოს ნება შენი, მამაჩემოო, მიუგო მამას. სხვა ვერაფერი შეჰკადრა. არადა, უნდოდა ეთქვა, ამა და ამ გოგოს შევირთავდი, მისკენ გული მიმიწევსო. რჯულის კანონიც აძლევდა ამის უფლებას. რჯულის კანონი იმასაც ეუბნება, შენი გულის სასურველისათვის შეიძლება მამასაც დაეუბროო.

მაგრამ მამას ვერაფერი შეჰბედა, გარდა ორიოდ სიტყვისა: იყოს ნება შენი, მამაჩემო.. იცოდა, იოსები ისეთს არაფერს მოიმოქმედებდა, რაც გულს ატკენდა. ასეც მოხდა. რამდენიმე დღეში ვახშამს რომ მორჩნენ, იოსებმა ღმერთს მადლობა შესწირა, ლოცვანი მაგიდაზე დადო და შვილს მიუბრუნდა:

კი იცნობ შენ ოჯახებს, გასათხოვარი გოგოებიც იცი, ალბათ. ისეთი ვინ გეგულება, კაცმა რომ... იოსებმა წინადადება არ დაამთავრა, ისედაც გასაგები იყო, რისი თქმაც ეწადა. აბესალომს ბევრი არ უფიქრია, მყისვე მიუგო მამას:

მენახემის გოგოს ვისურვებდი, მგონი, ესთერი უნდა ერქვას.

ეს იყო და ეს! ერთ კვირაში მამამ უთხრა, შაბათ საღამოს მენახემის ოჯახში უნდა მივიდეთ, ქალი გვყავს დასანიშნიო.

მივიდნენ და ნიშნობაც გადაიხადეს.

აბესალომმა ესთერს იმავე კვირაში დააწყებინა ებრაული წერა-კითხვის სწავლა. ესთერმა სწავლის ისეთი უნარი გამოავლინა, თავად აბესალომსაც უკვირდა. მაშინ თქვა: ისრაელისშვილი ებრაულ ენას კი არ სწავლობს, იხსენებს, ებრაული ენა ყოველი ჩვენგანის სულში თვლემსო. ესთერი არა მხოლოდ ჯან-ღონით იყო სავსე, გონიერებითაც გამოირჩეოდა. ჩვიდმეტი წლისა იმდენად ტანსრული, დინჯი, აუჩქარებელი გახლდათ, მეტსაც მისცემდით. ქორწინებიდან ცხრა თვის თავზე კი აბესალომს ისეთი პირბადრი ბიჭი გაუჩინა, ერთი წლისა გეგონებოდათ. ვარსკვლავებს ეთამაშებაო, თქვა იოსებმა და ვიდრე მოსანათლად კალთაში ჩაისვამდა, შვილს გაანდო: შენი ბიჭი იოსებ ჰაცადიკის1 სილამაზისა და გონიერების გაზარდოს ღმერთმა. ამ კვირაში თანახში იოსებ ჰაცადიკის თავს ვკითხულობთ, ჩვენც იოსები დავარქვათ. სწორედ იმ კვირაში დაიბადა, რომელშიც მე. დაარქვეს კიდეც.

აბესალომმა ნათლობაზე მოწვეულნი რომ გაისტუმრა და არტახებგადაჭერილ იოსებს აკვანში ჩახედა, კიდევ ერთხელ იგრძნო თავი ბედნიერ კაცად. ღმერთს კიდევ ერთხელ შესწირა მადლობა და იმ ღამეს ტკბილად იძინა. მერე მეორე შვილიც გაუჩნდა. რიბკა, მესამეც. დანიელი, მაგრამ, ცხადია, ისეთი სიხარული არ გან უცდია, როგორიც იოსების დაბადებამ არგუნა წილად. ამ დღეებში ძველი აღთქმის კითხვის ახალი ციკლის დამთავრებით იგრძნო დიდი ბედნიერება. ვინძლო, ღმერთმა სამოცდაათჯერ მარგუნოს თანახის წაკითხვაო.

დროდადრო ასეთი ბედნიერება აფრთხობდა კიდეც. მღელვარებაც ეუფლებოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაბაში გაშლილი დროშებითა და რუსული მარშით მოვიდა საბჭოთა ხელისუფლება, მართალია, ამ ფაქტს აბესალომის ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეუცვლია, ჩვეულებრივ განაგრძობდა ღვთის სამსახურს, ებრაელნი კვლავ ადრინდებურად მოდიოდნენ ბეით ქნესეთში, დღეში სამჯერ აღავლენდნენ ღვთის მადიდებელ ლოცვას, მაგრამ...

ამ ბოლო დროს ქუჩებში წითელყელსახვევიანი ბავშვები დარბოდნენ და გაიძახოდნენ ძირს რელიგია! არ გვინდა მღვდელი და ეკლესია! მოგვაშორეთ ბნელეთის მოციქულები! ერთხელ სამების ეკლესიის თავზე წითელი ფერის ქსოვილი დაინახა: რელიგია გონების ოპიუმია. ეწერა ზედ. მერე და მერე იმ ბავშვებს შორის, ქუჩებში რომ დარბოდნენ, ებრაელი ბიჭუნები და გოგონებიც გაერივნენ, დროშებს დააფრიალებდნენ, რაღაც ახლებურ სიმღერებს მღეროდნენ და გაიძახოდნენ.. ძირს ეკლესია, ძირს მღვდელი, ძირს რელიგია! ისხაკია ბრექამ თავის ბიჭს იმდენი ურტყა, ლოყები დაუწითლა: რას დარბიხარ ქუჩა-ქუჩა, რა გინდა ამ ეკლესიისაგან, ეკლესიის გაუქმება რა შენი საქმეაო. ბიჭი კი ცხარე ცრემლებით ტიროდა: მე რა ვქნა, მასწავლებელმა წაგვიყვანა, რასაც ის გვეუბნებოდა, იმას ვიძახდითო. ისხაკიას მთელი დაბა იცნობდა, არავის შეეპუებოდა: ბიჭს ხელი წაავლო და მასწავლებელს მიადგა: ჩემს ბიჭს ეკლესიასთან რა ხელი აქვს, ქუჩა-ქუჩა ნუ დაარბენინებთო, მაგრამ მასწავლებელმა ისხაკიას ისეთი პასუხი გასცა, კაცი კიდევ უფრო გაცოფდა: მაგ ამბავს მე ნუ მეკითხები, თუ ასეთი მაგარი ბიჭი ხარ, ნესტორ თალაკვაძესთან მიდიო. აბა, ისხაკია რისი ისხაკია ბრექა. იქნებოდა, თუ მარგარიტა მასწავლებელს თავს ლაჩრად მოაჩვენებდა. წამოდი და შენ თვალწინ გავცემ საკადრის პასუხს მაგ ნესტორსაო. მივიდა კიდეც ნესტორ თალაკვაძესთან და შესძახა: ჩემი შვილი რატომ გაგყავთ ქუჩაში, ეკლესიასთან ჩვენ რა ხელი გვაქვსო.. ნესტორმა, დაბრძანდი, ამხანაგოო, უთხრა..მე აქ დასაჯდომად არ მოვსულვარ, თუ ჩემი შვილი კიდევ ერთხელ გაგიყვანიათ მაგ დემონსტრაციაზე, მერე მე ვიციო.. ისე უთხრა ისხაკია.ბრექამ., როგორც მას, ბრექას. უნდა ეთქვა. ამიტომ შეარქვეს ეს მეტსახელი. მთელმა დაბამ იცოდა, რომ ნესტორი დაფეხვილი მარგარიტა მასწავლებელი არ იყო. ამაში ისხაკიაც დარწმუნდა: ნესტორმა ორ ოყროყს უხმო: ეს კაცი აქედან გაიყვანეთ და, მანამ ურტყით, სანამ კარგად არ დაიღლებითო.

ეს ამბავი სიმონმა რომ გაიგო, უთქვამს, აწი იქნება გვეშველოს. იქნება ბრექი მოიშალოს ისხაკიამო.. ამ ორიოდე კვირის წინ, ერთი ცუდი ამბავი გაიგო აბესალომმა და ამან კიდევ უფრო ააფორიაქა. სამების ეკლესიის მღვდელი სოსიკო გავაშელი ბოლშევიკებს თავის კომიტეტში დაუბარებიათ და შინ გაკრეჭილი გამოუშვიათ. სამი დღის მერე კი ჯარისკაცები ეკლესიას მიადგნენ, ლამის მთელი დღე დიდ ზარს ეჯაჯგურებოდნენ, უნდა ჩამოვაგდოთ, ახალი ცხოვრების მშენებელ სოციალისტურ საზოგადოებას ეკლესია არაფრად სჭირდებაო.

იმ დღიდან აბესალომს პატრონის ერთგული ძაღლივით აედევნა ფიქრი: ბოლშევიკები ერთ დროს ხომ ქრისტიანები იყვნენ, ეგენი თავიანთსას არ ინდობენ, ჩვენ რა სიკეთეს გვწევენ?

დიდხანს ლოდინი არც დასჭირვებია. ორიოდ კვირაში ყმაწვილი კაცი ეწვია, კომიტეტში გეძახიანო. კი ბატონო, დილას გეახლებითო, მიუგო აბესალომმა. არა, ახლავე უნდა წამოხვიდე, საჩქარო საქმე აქვთო. რაღას გააწყობდა: გაჰყვა იმ ყმაწვილს. იმანაც, სამაზრო თუ რაღაც საოხრო კომიტეტში რომ მიიყვანა, დერეფანში უთხრა: აქ დაიცადეთ, დაგიძახებთო. რომელიღაც ოთახში შევიდა და შუაღამემდე იმ ოთახის კარი არ გაღებულა. დერეფანში სკამიც არ იდგა, რომ ჩამომჯდარიყო და ისე დალოდებოდა იმათგან გამოძახებას, ვისაც ამ ქვეყნის პატრონად, აბესალომის ბედის გამგებლად მიაჩნდა თავი. ნაშუაღამევს გაიღო ის კარი და აბესალომი ოთახში შეიყვანეს. მაგიდასთან ერთი მაღალი კაცი იჯდა.

ღონიერ სხეულზე ბლუზა შემოტკეცოდა, სახე-პირი უღაჟღაჟებდა, ვიწრო წელზე ქამარი შემოეჭირა, ულვაშები ისე კოხტად აეწკიპა, ცხადი იყო, ზრუნვას არ აკლებდა. უხდებოდა კიდეც. ამ კაცის დანახვაზე აბესალომს მათათიაჰუ გაახსენდა. უფრო სწორად, ის კაცი, იმ სკამზე მჯდომი ულვაშიანი იმ ბერძენთა შთამომავლად დაესახა, რომლებიც თორის სწავლას უშლიდნენ დაპყრობილი იუდეის მოსახლეობას. თუ ეს კაცი ბერძენი დამპყრობელი იყო, თავად მათათიაჰუდ უნდა წარმოედგინა თავი, ისე როგორც ბავშვობის წლებში, მაგრამ ამდენი აღარ დასცალდა. იმ ბეჭებგანიერმა, ბლუზაზე ქამარშემოვლებულმა და ულვაშაპრეხილმა კაცმა აბესალომს ახედა და იკითხა:

მაშ, ეს არის ხახამი, რომელიც მშრომელ ებრაელობას გონებას უბნელებს და მყრალ მორევში მიათრევს?

დიახ, ეს გახლავთ, ამხანაგო ნესტორ, დაუდასტურა იმ ყმაწვილმა, რომელმაც აბესალომი მოიყვანა. ნესტორმა მაგიდაზე მიმოფანტულ ქაღალდებს შორის ერთი ფურცელი ამოარჩია და აბესალომს მიმართა:

ამხანაგო ხახამო, თქვენ ალბათ, არ იცით, რომ რელიგია გონების ოპიუმია. ბოლშევიკურ სახელმწიფოს რელიგიასთან არაფერი აქვს საერთო, მაგრამ ჩვენ გულგრილი ვერ ვიქნებით მშრომელთა ნების მიმართ. ებრაელთა შორის აღმოჩნდნენ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები და მოითხოვენ თქვენი სალოცავის ლიკვიდაციას.

ეს ელდა იმდენად მოულოდნელი იყო, აბესალომმა ენა ვერ მოიბრუნა, ვერაფერი თქვა. ნესტორს ჯიუტად მისჩერებოდა. ნესტორმა ფურცელი წინ დაუდო. აბესალომმა ბატიფეხურად ნაწერ განცხადებას გადაავლო თვალი. განცხადება მშრომელ ებრაელთა სახელით გახლდათ დაწერილი. ჩვენ სოციალიზმის მშენებელი ადამიანები ვართ და სინაგოგა ფეხებში გვებლანდება, ჩვენს შვილებს კი გზიდან აცდენს, გვიშველეთ, მოგვაშორეთ თავიდანო. კიდევ ეწერა რაღაც, ამდენს ვერ გასწვდა არეული გონება.

წაიკითხე, ხომ? აბა, ახლა იმას დააკვირდი, ვინ აწერს ხელს. დაიმახსოვრე ყოველი მათგანის გვარი და დამიდასტურე, იცნობ თუ არა ამ ხალხს.

აბესალომმა ხელისმომწერთა გვარები ჩაიკითხა. ბეით ქნესეთის ახლო მცხოვრები ებრაელები იყვნენ. ცხადია, ყველას იცნობდა. დავით და იაკობ ცხვირაშვილები, ისხაკ, დანიელ ჯანაშვილები, მიხაკო, აბრაშკა, ბორია ელიშაყაშვილები, მაყვალა, ეთერ, გერშონ მოძღვრიშვილები, ფაშიკო, შალომ და ისინკა წიწუაშვილები. დავითი, აბრამი, ნუცო, მარგო...

გააფრთხილეთ მთელი დაბის ებრაელობა: ხვალ, ზუსტად 17 საათზე ყველამ სინაგოგასთან მოიყაროს თავი. სინაგოგას რომ ავაფეთქებთ, მაგათ ნანგრევებისგან უნდა გაასუფთავონ არემარე. მანამდე კი გამოიტანეთ რაც ხარახურა გაქვთ შიგ. ამით დამთავრდება ეს საკითხი. ასე!

არა! თქვა აბესალომმა. მერე კიდევ უფრო ხმამაღლა და მტკიცედ გაიმეორა. არა! ნესტორმა მაგიდას დაჰკრა მუშტი.

ნესტორი ისევ ლაპარაკობდა, აბესალომს კი უკვე აღარაფერი ესმოდა. ამ კაცმა იმდენად თავზარდამცემი რამ თქვა, აღარაფერი ესმოდა. თვალებსაც აბრიალებდა ნესტორი, ზოგჯერ იღიმებოდა კიდეც, მაგრამ აბესალომს ვერაფერი გაეგო. ეწადა კი?! მხოლოდ ერთი რამ სწვდებოდა მის სმენას, მხოლოდ ერთი ფრაზა..სინაგოგას რომ ავაფეთქებთ, სინაგოგას რომ ავაფეთქებთ., სინაგოგას რომ ავაფეთქებთ..

აბესალომს არც ის ახსოვს, იმ კაცმა ლაპარაკი როდის დაამთავრა, არც ის, გარეთ, ქუჩაში როგორ გამოვიდა. თავი რომ იცნო, ტყისპირას კუნძზე იჯდა. გაკვირვებით მიმოიხედა. სადა ვარ, აქ რამ მომიყვანაო. ცას უკვე მტრედისფერი დასდებოდა, გზა კარგად მოჩანდა. წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას. ესთერი აივანზე იდგა. ორიოდ სიტყვა შეაგება ქმარს: ხომ მშვიდობაა?! და პასუხი რომ ვერ მიიღო, მიხვდა, მათ თავს სასიკეთო არაფერი ტრიალებდა. ამიტომ გარინდებული, დაძაბული ელოდა, თუ რას იტყოდა ქმარი, როდის აუწყებდა, რა უბედურება დაატყდა მათ ოჯახს. საუზმეს ამზადებდა. პაწიას ძუძუს აწოვებდა თუ ჭურჭელს რეცხდა, სუნთქვაშეკრული ელოდა, როდის ამოიღებდა ხმას აბესალომი. აბესალომი კი იჯდა და ფიქრობდა. უფრო სწორად, უნდოდა ეფიქრა, უნდოდა, ძლიერ ეწადა, გონივრული აზრისთვის მიეგნო, მაგრამ...

დაბის თავზე მზის სხივი რომ აელვარდა, ბეით ქნესეთში წავიდა. დილის ლოცვა უნდა ჩაეტარებინა. ესთერმა შეშფოთებული მზერა გააყოლა, ნეტავ, რა ხიფათია ჩვენს თავს, რა გველისო.

პირველად მაშინ ამოიღო ხმა, დილის ლოცვას რომ შეუდგა. ასე უღიმღამოდ, ასე უსახურად აბესალომს არასოდეს ულოცია. ხმა ქიფურშიც3 უთრთოდა ხოლმე, ღონეც აკლდებოდა ქიფურში, დღეს კი იმდენად დაბნეული იყო, ლოცვანს აბურდულად კითხულობდა, სიტყვებიც ეშლებოდა, არც მისი ხმა აღწევდა ჯამაათის ყურამდე.

როგორც იქნა, ჩაათავა ლოცვა, ჩაიკითხა ყალენუ ლეშაბეახ.. ჯამაათის წევრები ისე მშვიდად ლოცულობდნენ, ისე ჩვეულებრივ დაემშვიდობნენ ერთმანეთს, ისე გაიკრიფნენ ბეით ქნესეთიდან, როგორც ყოველდღე. მშვიდად, აუჩქარებლად. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, რაც უნდა მომხდარიყო.

ეთქვა? მართლა გამოეცხადებინა საღამოს ბეით ქნესეთის ნანგრევების გასაწმენდად უნდა მოხვიდეთო? არა, არა, არა, თავად ააგო ეს ბეით ქნესეთი და თავადვე უნდა მოერიოს მოვარდნილ ჭირს. მაგრამ როგორ? რა გზა აირჩიოს, რა ღონეს მიმართოს?

ბეით ქნესეთის ერთ კუთხეში მწვანე ხავერდგადაფარებულ მაგიდას მიუჯდა და ფსალმუნი იკითხა. ფსალმუნის ორიოდ მუხლი რომ ჩაიკითხა, კარგა ხანს უხმოდ

იჯდა. ერთ წერტილს მისჩერებოდა. ყველაზე საშინელი, ყველაზე ძნელად ასატანი ის იყო, რომ ვერ ფიქრობდა, თავში არა აზრი არ ბჟუტავდა. ისევ ძველი აღთქმა აიღო ხელთ. ანგარიშმიუცემლად ფურცლავდა. ისიც ვერ მოეგონებინა, დღეს რომელი თავი უნდა წაეკითხა, გვერდზე გადადო, ლურჯყდიან, ოქროსფერი ასოებით მოკაზმულ წიგნს რომ ჰკიდა თვალი, მისკენ გაშვერილი ხელი ლამის გაუშეშდა. უხმოდ შესცქეროდა წიგნს. ხელიც ვერ გაენძრია, ხელიც ვერ მოეკიდა წიგნისათვის. არა, არა, ახლა ხელი კი არ იყო მთავარი, იდეა, აზრი, რომელიც გონებაში გაკრთა. იმ აზრს ფეხდაფეხ მიჰყვა ფიქრი, სდია და აი, მაცადა. უზარმაზარი, გალავანშემოვლებული ციხესიმაგრე..მაცადა. და შიგ ჩაკეტილი, სიკვდილისთვის თავგამეტებული ებრაელნი..მაცადა. მშვიდად და ამაყად გადმოსცქერის მკვდარ ზღვას. მკვდარი ზღვის მდორე, მარილით სქლად გაჯერებულ ზედაპირზე აირეკლება.მაცადას. კონტურები. მკვდარი ზღვის ზედაპირი არ იძვრის, არ ირხევა და მასში.მაცადა. აირეკლება ისე, როგორც უნდა იდგეს მტრის რისხვადქცეული ციხე. მუხლგამართული, მკლავებგაშლილი, შემართული. არც.მაცადაში. გამომწყვდეული იუდეველნი ღელავენ. მშვიდად, აუჩქარებლად დააბიჯებენ მზით დამწვარ მიწაზე. დროდადრო ბიბლიური ლოტის მარილად ქცეულ ცოლს გადმოხედავენ. ამით კიდევ ერთხელ შთააგონებენ თავს: ყოველ ადამიანს თავისი მისია აქვს ამ ცისქვეშეთში და ეს მისია შთამომავლობის, თანამემამულეთა ბედის განმსაზღვრელი უფროა, ვიდრე იმ ერთი კაცისა: ზოგნი მარილის ქანდაკად უნდა იქცნენ, ზოგნი ვეშაპის მუცელში უნდა მოხვდნენ, ზოგიც ციხეში უნდა ჩაიკეტოს და...

ციხეში, ციხესიმაგრე მაცადაში, ჩაკეტილი იუდეველნი მტერს სტუმარივით ელიან, ბჭობენ როგორ შეხვდნენ, როგორ გაუმკლავდნენ. დღეს, რომაელთა ლეგიონების მომლოდინე იუდეველთა მღელვარებაც ხმაურიანია და ბჭობაც. ყველა თავისი აზრის დამკვიდრებას ცდილობს, ყოველი თავის აზრს მიიჩნევს ჭეშმარიტად, მაგრამ მახვილი რომ მცირეა, რომაელნი კი ლეგიონები?

ოთხი დღეა ბჭობენ, ხმაური, ყვირილი მკვდარი ზღვის სანაპიროზე დაბანაკებულ რომაელთაც კი სჭრით ყურს: ხვალ-ზეგ რომაელნი შემოგვიტევენ, როგორ ვებრძოლოთ, ეგრე მცირეოდენი დავრჩითო.

დავნებდეთო, ამბობდნენ ერთნი, ერთეულები.

ვიბრძოლოთო, ამბობდნენ მეორენი.

დავმარცხდებითო, ამბობდნენ მესამენი. სწორედ ეგ არის გზა. შეუპოვარი ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა.

და ჰა, მიიღეს კიდეც გადაწყვეტილება. ცოცხალნი არ დანებდნენ რომაელებს თუ რომაელნი დაჯაბნიან, თუ რომაელნი ციხეში შემოაღწევენ, ერთმანეთი დახოცონ, ერთმანეთს თავად მოუღონ ბოლო, ის ერთი ბოლო კაცი, ცოცხლად დარჩენილი ერთი კაცი, კი... იმ კაცის ბედია გაურკვეველი, რადგან თავის მოკვდინებას კრძალავს ღმერთი... ის ერთი კაცი მტერს უნდა შეაკვდეს.

რამენაირად მოახერხებს.

აბესალომის ბეით ქნესეთიც მშვიდად და ამაყად გადმოსცქერის ხეობას.

აბესალომი წამოდგა და აჩქარებული ნაბიჯებით გაეშურა შინისაკენ. სახლში მხნედ შევიდა, ესთერს ლამის ღიმილით ესროლა, იქნება მასაუზმოო, თავად მაგიდას მიუჯდა, სამზარეულოში გასულ ესთერს კი გასძახა: ესთერის წიგნი ხომ გახსოვს? რატომ უნდა დამვიწყნოდაო, სამზარეულოდანვე მიუგო ესთერმა. მას უკვე გუნება გამოუკეთდა: რახან აბესალომმა საუზმე მოითხოვა, გამოელაპარაკა კიდეც, არც ისე ცუდი ამბავი უნდა იყოს ჩვენს თავსაო.

თუ ასე კარგად გახსოვს, ისიც გეხსომება, რა ელოდა ესთერს, მეფე ახაშვეროშის ნების გარეშე ეზოში რომ გამოვიდა. თუ ახაშვეროში არ მიიწვევდა, რა ელოდებოდა?

მაგას რა მიხვედრა უნდა, შე კაცო, შიგ არა წერია სიკვდილიო?!

სიკვდილი!

ეს სიტყვა გრიგალივით დატრიალდა აბესალომის ირგვლივ.

სიკვდილი! ეს სიტყვა ელდად ეცა გულს და გაახევა.

სიკვდილი! ამ სიტყვამ კვლავ წაართვა ფიქრის უნარი.

მაგას რატომ მეკითხები? კვლავ სამზარეულოდან მოესმა აბესალომს ესთერის ხმა.

პასუხი ვერ გასცა. არ იცოდა, რა ეპასუხა.

ესთერმა მაგიდაზე კერძი, მარილი, პური დაუდგა და თქვა:

რატომ მკითხე ეს ამბავი, აბესალომ? ესთერი ღიმილით ელოდა პასუხს, მაგრამ აბესალომს პასუხი არ ჰქონდა. ესთერი კვლავ სამზარეულოში გავიდა. აბესალომს კი ერთი სიტყვა დატრიალებდა თავს:

სიკვდილი!

სიკვდილი!

სიკვდილი!

მაგრამ ღმერთს არ ეწადა ესთერის სიკვდილი და ახაშვეროშმა კი არ დასაჯა, მიიხმო და დააფასა, თქვა ესთერმა და სამზარეულოდან ქმარს გამოხედა.. რატო არ ჭამ, აბესალომ?

სიკვდილი, სიკვდილი, სიკვდილი! აბესალომის ირგვლივ ბუმბულივით მიმოფანტული ეს სიტყვა უცებ ერთ ადგილას მიეყინა.

რასაკვირველია, რასაკვირველია, რად უნდა ლაპარაკი! ერთია ის, რა უნდა ნესტორს და მეორე, როგორია გამჩენის ნება. შენ შენი საქმე უნდა აკეთო. მთავარი არის ის, რაც გევალება, დანარჩენს ღმერთი განაგებს. აბესალომმა პური აიღო, გატეხა, მარილს დაადო და აკურთხა.

მაინც უგემურად ილუკმებოდა.

ერთი ეს მითხარი, ესთერ, რომელი უფრო ახლობელია შენი. თამარი, რახელი თუ მირიამი?

ესთერი დაფიქრდა.

სამივე ერთნაირად ახლობელია. რატომ მეკითხები?

აბესალომმა პირში ლუკმა ჩაიდო, დაღეჭა და თქვა:

როგორ ერთნაირი. სამივეს ერთნაირად ენდობი?

ამაღამ რომ გაქცევას აპირებდე, რომელს გაუმხელ და რომელს დაუმალავ?

ესთერი კვლავ დაფიქრდა:

არც ერთს არ დავუმალავდი, აბესალომ, სამივეს ვეტყოდი და სამივე სამარესავით უტყვია. შენ მაინც არ მითხარი, რატომ მეკითხები ამას.

აბესალომმა ლაღადაც კი იგრძნო თავი. ლუკმა გადაყლაპა და თქვა:

ჯერ ეს მითხარი, ამათგან ყველაზე მეტად რომელს ენდობი? რომ დაგჭირდეს, რომელს შეაფარებ თავს?

ესთერმა მცირე ხნის დუმილის შემდეგ თქვა:

მე ვერც ერთს ვერ დავუმალავ... არა, ვერც ერთს ვერ დავუმალავ.

დაჯექი, ესთერ, სალაპარაკო მაქვს, უთხრა აბესალომმა და თეფში გვერდზე გადადო. ესთერი სკამზე ჩამოჯდა.

კარგა ხანს საუბრობდნენ ცოლი და ქმარი, კარგა ხანს ბჭობდნენ აბესალომი და ესთერი.

თუმცა, ბევრი სიტყვა არ თქმულა. ორიოდ წინადადებას იტყოდნენ და დუმდნენ. ფიქრობდნენ.

შუადღის პირი იყო, ესთერი სახლიდან გავიდა და მეზობლებს გასძახა:

რახელ, რახელ! რახელი რომ გამოეპასუხა, უთხრა, გადმოდი ჩემთან, ჩქარა!

ასევე უხმო თამარსა და მირიამს.

ათიოდ წუთში ოთხი ახალგაზრდა ქალი იმავე მაგიდას მისჯდომოდა, ცოტა ხნის წინ აბესალომი და ესთერი რომ ბჭობდნენ. ხმადაბლა საუბრობდნენ. ოციოცდაერთი წლისანი იყვნენ, ჯანსაღნი და თავ-თავიანთი ოჯახური ყოფით ბედნიერნი. ასეთი საუბარი პირველად ჰქონდათ ალბათ, ამიტომაც ლაპარაკობდნენ ჩურჩულით, ამიტომაც დაჰკარგვოდათ ფერი, მაგრამ თვითონ ამას ვერ ამჩნევდნენ.

მათ დღეს სხვა საზრუნავი გასჩენოდათ.

სულ რაღაც ორიოდე საათის შემდეგ, დღეს რომ ასაკი მოეძალა და მზეც გადაიხარა, ქალაქის მცხოვრებნი უცნაური სანახაობის მოწმენი გახდნენ: ესთერი, მირიამი, რახელი და თამარი სასტუმროდ მორთულიყვნენ. ოთხივეს ხელში ბოღჩები ეჭირათ, მარჯვენათი კი თავთავიანთი ძუძუმწოვარა ბავშვები აეტაცებინათ და ცენტრალური ქუჩისკენ მიაბიჯებდნენ. სწორედ იქ, ცენტრალურ, ლენინის სახელობის ქუჩაზე, დემონსტრაციულად მიმავალ /არც თითო-ოროლა ავტოს დაგიდევდნენ, არც ფაეტონებს და არც. ურმებს/ ქალებს ისხაკია ბრექა. გადაუდგა წინ:

რა ამბავია, გოგოებო, ჯარში ხო არ მიდიხართ, ასე რომ ჩამწკრივებულხართ?

ქალებმა პასუხი რომ არ გასცეს, ისხაკია რომ არაფრად ჩააგდეს, ნაბიჯიც რომ არ შეანელეს, ისხაკიამ შალიკო მექუდეს მიაძახა: გარეთ გამოდი. რაღაცა ამბავიაო და ქალებს აედევნა. შალიკო კაჭიას ახალშეკერილ ქუდს აზომებდა /დიდი მაქვსო, ჭირვეულობდა კაჭია/ ის ქუდი კაჭიას თავზე შეატოვა და დუქნიდან გამოვარდა, კაჭიას კი მიაძახა: ხომ ხედავ, ფარსაგი ამბავია ჩვენს თავს, ქალები ჯარში მიდიანო, შალიკოც ქალებს აედევნა. ცხადია, აღარც კაჭია გაჩერდა დუქანში, მანაც ქალებისკენ აიღო გეზი, მაგრამ ვიდრე ქალებს წამოეწეოდა, თავის დუქანთან შეჩერდა, იქ, რომ გამყიდველი ბიჭი ედგა. ისაკო ლამაზო, გამოდიო, უთხრა. უნდა დავკეტო, რაღაცა ამბავი ხდება, როდის იყო ჩვენი ქალები სალდათებივით შუა ქუჩაში მიაბიჯებდნენო. ისხაკიას, შალიკოს და კაჭიას ისაკო ლამაზოც. მიჰყვა. ქალებმა რომ ცენტრალური, ლენინის ქუჩა გაიარეს და ბეით ქნესეთისაკენ გაემართნენ, უკვე კარგა ძალი ხალხი მისდევდათ.

ესთერმა ბეით ქნესეთის დიდი, მძიმე კარი შეაღო, მირიამი, რახელი და თამარი თავ-თავიანთი ბალღებით შიგ შეუშვა, თავად კარებში ჩადგა და ბეით ქნესეთის ეზოში შეკრებილ ხალხს მიმართა:

გლახა ამბავია ჩვენს თავს, ჯამაათო პატიოსანო!

რამდენიმე ისრაელისშვილს ამ ბეით ქნესეთის დანგრევა-გადაშენება უთხოვია მთავრობისათვის. იმათ, ვინც ყოველ დილა-საღამოს გამჩენის სადიდებლად აქ მოდის, არაფერს ეკითხებიან. ერთ საათში მთავრობამ ეს ბეით ქნესეთი უნდა ააფეთქოს. ბეით ქნესეთის დასაცავად შიგ შევდივართ ქალები ჩვენ-ჩვენი შვილებით. ჩვენ გვჭირდება ეს ბეით ქნესეთი. ან ამ ნანგრევებში ჩავიხოცებით, ან ერთად გადავრჩებით ჩვენც და ჩვენი თორაც. ეს სიტყვები თქვა და ესთერი მყისვე ბეით ქნესეთში შევიდა. ეზოში შეკრებილმა ადამიანებმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ კარი მძიმედ დაიხურა. ჯაჭვების ხრჭიალი მოესმათ.

ბეით ქნესეთის კარი შიგნიდან ჩარაზეს.

ეზოში სიჩუმე ჩამოვარდა. ადამიანები გაოგნებულნი იდგნენ. ვერც ის გაეცნობიერებინათ, რა ხდებოდა. ბეით ქნესეთს ვინ ან რატომ აფეთქებდა და ვერც ის. ეს ქალები თავს რას სწირავდნენ. მათ გუნდს ერთი კაცი გამოეყო. დათია ისე სულმოუთქმელად გარბოდა, რამდენიმე კაცმა უაზროდ გააყოლა მზერა.

ეს რა გამოდის, ხალხნო, გამაგებინეთ, რა ხდება, რას ჰქვია ბეით ქნესეთს გვინგრევენ! ხმამაღლა იკითხა ისხაკიამ.

შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. მამაკაცები კვლავ გარინდებულნი შესცქეროდნენ მძიმე კარს, რომლის მიღმაც ქალები გაუჩინარდნენ. თითქოს მისგან ელოდნენ პასუხს. აბა, იმ კარს რა პასუხი უნდა გაეცა, რა უნდა ეთქვა ლითონის უტყვ კარს?!

როგორც კი ესთერმა კარი ჩარაზა, ისეთი მოქანცულობა იგრძნო, იატაკზე დაეშვა. კარს ზურგით მიეყრდნო და თვალები დახუჭა. არც მისი მეგობრები იყვნენ უკეთეს დღეში. ვიდრე ლენინის ქუჩაზე პირველი მაისისა თუ შვიდი ნოემბრის პარადზე გამოსული ბოლშევიკებივით მოაბიჯებდნენ, კიდევ არა უჭირდათ. კი, სული კბილით ეჭირათ, მაგრამ თავს მაინც ყოჩაღად გრძნობდნენ. ბეით ქნესეთამდე ისე მოაღწიეს, ნაბიჯი არ შეშლიათ. ბეით ქნესეთის კარი მძიმედ რომ მიიხურა. პირველ წუთებში გასაკეთებელი საქმე რომ მოილიეს, მაშინღა მიხვდნენ, რაოდენ დაძაბული ყოფილან თურმე. შიშიც ახლა იგრძნეს. ბეით ქნესეთის კედლებში მოქცეულებმა. ის-ის იყო, რახელს უნდა ეკითხა, რომ არ დაგვინდონ ბოლშევიკებმა, მაინც რომ ააფეთქონ ბეით ქნესეთი, რა ვქნათო, რომელიღაც ბავშვი ატირდა, /არადა, უკვე მესამედ დასვა ეს შეკითხვა./ პასუხი კი ერთი იყო: აქედან ფეხი არ უნდა მოვიცვალოთ.. ოთხივე ქალმა იმ სკამისაკენ გაიხედა, რომელზეც საფენებში გახვეული ბავშვები დაეწვინათ. ბავშვის ხმა ბეით ქნესეთის განიერ კედლებს კენჭებივით ეცა.

ჩემია, თქვა მირიამმა და ბავშვისკენ გაემართა, მაგრამ ვიდრე თავის პაწიას აიყვანდა ხელში, დანარჩენებიც ატირდნენ. ერთმანეთს ტირილით ამხნევებენო, თითქოს ერთმანეთს ეხმიანებიანო, ყველა ერთხმად ტიროდა. დედებმა შვილები აიყვანეს, მკერდი მოიღეღეს, ბავშვებს პირში ძუძუ ჩაუდეს და კვლავ სიჩუმე გამეფდა დარბაზში. ამ სიჩუმეს ერთ-ერთი პაწიას პირის წკლაპუნი არღვევდა. როგორც ჩანს, მას ძლიერ მოსწონდა დედის რძე და სიამოვნებით აწკლაპუნებდა პირს.

აჰ! წამოიძახა რახელმა. მის ბიჭუნას უკვე კბილები ამოსდიოდა და დროდადრო დედის ძუძუს ისე მოუჭერდა, რომ რახელი ტკივილს ვერ ითმენდა.. ბავშვი კი არა, ყაჩაღი ხარ, ყაჩაღი!

ეს იყო და ეს! მეტი არაფერი უთქვამთ!

ბავშვებმა რომ ძუძუთი გული იჯერეს და თვალები მილულეს, დედებმა კვლავ სალოცავის სკამებზე დააწვინეს და ერთხანს უხმოდ დასცქეროდნენ შვილებს. რახელი კედელში დატანებულ დიდ კარადას მიადგა. აქ, ამ კარადაში ასვენია თორის დიდი გრაგნილები. ღმერთო ისრაელისაო, გამჩენო ამ ქვეყნიერებისა, ამ ცისა და მიწისა, შემქმნელო და განმსახავო, გადმოგვხედე დღეს. დაგვიცავი, ჩურჩულით ამბობდა რახელი და მან იგრძნო, გვერდით როგორ დაუდგნენ ესთერი, მირიამი, თამარი.. შეგვიბრალე და გვიშველე, უფალო, ღმერთო ჩვენო, შენდამია მოპყრობილი მზერა ჩვენი. რამეთუ შენ ხარ ღმერთი მეუფე შემწყალებელი და შემბრალებელი. ჩვენი ბურჯი ხარ შენ, ჩვენი სიცოცხლის ბურჯი და ფარი ჩვენი შველისა, მირიამს ცრემლი ჩასდგომოდა თვალში. ცხადია, ისიც გადარჩენას შესთხოვდა ღმერთს, მაგრამ არა იმდენად თავისას. პაწიას, ნათელასი.

ყოველმა მათგანმა. ესთერმა, მირიამმა, რახელმა, თამარმა. კარგად იცოდა, რომ ებრაელები იყვნენ, ებრაულ ოჯახებში დაიბადნენ, ებრაულად აღიზარდნენ, მაგრამ მათი ქმედებანი ჩვევა უფრო იყო, ვიდრე გააზრებული შეცნობა იმისა, თუ რაოდენი მძიმე ტვირთია ებრაელობა. დღეს, აი, ამ წუთებში, ამ დარბაზში გამეფებულ დუმილში იგრძნეს, თუ რას ნიშნავს იყო ებრაელი და ვერ გეტყვით, რომ სიამაყე ან შიში დაეუფლათ.

არა, მათ სინამდვილეს გაუსწორეს თვალი.

____________________

1.იოსებ ჰაცადიკი. ბიბლიური იოსებ მშვენიერი

2.ქიფური. განკითხვის დღე.

10 ნონიკო

▲ზევით დაბრუნება


ერთი მწიგნობართაგანი, რომელსაც ესმოდა მათი კამათი და იცოდა
რა, რომ კარგად უპასუხა მათ, მიუახლოვდა და ჰკითხა მას:

რომელია მცნება პირველი ყველასაგან? იესომ უპასუხა მას: პირველი არს: ისმინე,
ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენი, უფალი ერთი არს.

ახალი აღთქმა, მარკოზი 2,29

სამების ეკლესიის მღვდელი ნონიკო გავაშელი ერთ დროს ბედის ნებიერად მიაჩნდათ. დიდებული მრევლი ჰყავდა. ღვთისმოსავი და უპოვართა გამკითხავი. მღვდელსაც ისეთ პატივს მიაგებდნენ, ბარე ორ მრევლს შეშურდებოდა.

ნონიკო მორჩილი ტანის, პირთეთრი კაცი იყო. მისი სიმშვიდისმომგვრელი მზერა ადამიანებში სათნოებას, სიკეთეს აღძრავდა. სამოცდაათი წელი უკან მოიტოვა, მაგრამ წვერში ერთი ღერი თეთრი თმა არ გამორეოდა. მოკლედ იკრეჭდა, არ უყვარდა, მღვდლებს გრძელ წვერს ქარი რომ უფრიალებდა. მრევლის სამსახურში ორმოცდაათი წელი ისე გალია, მისი სახელი აუგად არავის უხსენებია. მის ირგვლივ მუდამ მასავით სათნო, კეთილშობილი ადამიანები ტრიალებდნენ. მშვიდად, აუმღვრევლად მიედინებოდა მისი ცხოვრება. დღემუდამ ფსალმუნი და სახარება ეჭირა ხელში, წინასწარმეტყველთა წიგნების კითხვა კი განსაკუთრებულ სიამოვნებას ჰგვრიდა. დროდადრო ძველსა და ახალ აღთქმას ერთმანეთს აჯერებდა.

ასე ღამდებოდა და ასე თენდებოდა.

ნონიკოს მშვიდი ცხოვრება არც მაშინ აშლილა, ბოლშევიკები გაშლილი დროშებით და რუსული მარშით რომ შემოვიდნენ ამ კუთხეში. მთავარია, ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, ღმერთს ღმერთისა მიაგონ და ეშმაკს არ დაეწინდონო, ამბობდა.

მოგვიანებით შეფიქრიანდა. მაშინ, როცა ეკლესიაში მომსვლელთა რიცხვი შემცირდა, ქუჩებში კი წითელყელსახვევიანმა ბავშვებმა იწყეს სირბილი და ღმერთს სცოდავდნენ, არ გვინდა ეკლესია, არ გვინდა მღვდელიო. დაფიქრდა ნონიკო, რა ხდება, ვინ იდებს ასეთ ცოდვას, ბავშვებს უღვთობას ვინ ჩააგონებსო, მაგრამ ვიდრე გონს მოვიდოდა, ვიდრე მიხვდებოდა, თუ რაგვარი დრო დადგა, მოსახდენიც მოხდა. ერთ წვიმიან დღეს, სწორედ აღდგომის წინ გამოუცხადეს, არც ეკლესია სჭირდება სოციალიზმის მშენებელ ქვეყანას, არც მღვდელიო.

თქვენი სულები ისე აოხრებულან, სწორედ ახლა გჭირდებათ ღვთის შველა, მიუგო ნონიკომ, მაგრამ ისეთ ძაღლთაპირ კაცს ელაპარაკებოდა. ნესტორს. მღელვარე ზღვა უფრო გაგიგონებდა, ვიდრე ნესტორი. ამის დასტური ისიც იყო, რომ ნონიკოს წვერი შეაკრიჭეს, ანაფორა გახადეს და ასე გამოუშვეს შინ. უცებ დაბერდა ნონიკო მღვდელი. რამდენიმე დღეში მოერია ჭაღარა, წვერიც მოუშვა, ლამის მკერდამდე სწვდებოდა. ახლაღა მიხვდა, რომ ცხოვრება შეცვლილიყო. მისი სამწყსო ის აღარ იყო, რაც შვიდი-ათი წლის წინ. ლოცვას უმატა, დღისით თუ ღამით მრევლის მშვიდობას ავედრებდა ღმერთს. ერთ დილას კი მნათე დათიამ ისეთი ამბავი მოურბენინა, ლამის ცულს წაავლო ხელი. ეკლესიას ჯარისკაცები მიესივნენ, ჯერ დიდი ზარის ჩამოგდებას აპირებენ, მერე კი ეკლესიის აფეთქებას და ნანგრევებად ქცევასო. ხალხიც მორეკეს, რომ იქაურობა ნანგრევებისაგან გაასუფთაონო.

მნათეყოფილმა რომ ეს ამბავი ამცნო, ლეღვის ძირში, ახალუხის ამარა ჭილოფზე მჯდარი ნონიკო დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნს კითხულობდა. უკანაც არ მოუხედავს, ისე გავარდა ეკლესიისაკენ და ნესტორს, დღეს მთელი რაიონი ამხანაგ ნესტორს რომ ეძახდა, ეძგერა: რას შვრებით, თქვე ოხრებო, ასე როგორ გაგიწყრათ ღმერთიო, შესძახა, ეძგერა და წააქცია კიდეც. მეტი ვერაფერი უყო. ამხელა კაცი ტალახში მოგორიალე რომ დაინახა, შეცბა. სხვას ვერც ვერაფერს იზამდა ნონიკო. მღვდელი, ღვთისმსახური მოწოდებით იყო, სულსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი ღმერთისა და ადამიანის პატივისცემა. რაოდენ უწმინდური, ღვთისმგმობელიც უნდა ყოფილიყო, ადამიანს ხელს ვერ შემოჰკრავდა, მაგრამ ნესტორის ტალახში გორიალი რა ბედენა იყო. იქ, სამრეკლოზე ზარს ხსნიდნენ. სწორედ იქ უნდა ასულიყო, ის უღვთო ჯარისკაცები უნდა მოეცილებინა იქაურობისაგან, ავარდა კიდეც მაღლა, მაგრამ ზედ სამრეკლოსთან გადაუღობეს გზა. ისე გაბაწრეს ნონიკო მღვდელი, როგორც ბაზრის ვიგინდარა ჯიბგირი.

ხმასაც რო არ იღებდნენ ეს ოხრები!

ამასობაში ამხანაგი ნესტორიც მოვარდა, ნონიკოს ქეჩოში სწვდა, სამრეკლოს მოაჯირთან მიიყვანა და ეკლესიის წინ შეკრებილ ხალხს გადმოსძახა:

აი, ამხანაგებო, თვითონ დაინახეთ განწირული კლასი როგორ იბრძვის თავისი ბნელეთის მოციქულების ხელით. სამღვდელოებას სურს თავისი დამპალი კბილები ჩაავლოს ჩვენს საზოგადოებას. რევოლუციამ, ხალხმა რა ხანია გაიმარჯვა, მაგრამ ესენი პოზიციას არ იცვლიან.

რა ეკუთვნის მღვდელს?

ხალხს ხმა არ ამოუღია. სახლებიდან ვინც გამოვიდა, უხმოდ შესცქეროდა ჯიბგირივით ხელებგაკრულ მღვდელს. ნონიკოს ამანაც მოუკლა გული. ნესტორს ღმერთი გასცემდა პასუხს, ღმერთი მიუზღავდა სამაგიეროს. ხალხი? მისი გუშინდელი მრევლი? ეწადა კი ნონიკო მღვდელს დუმილისათვის, უმოქმედობისათვის ღმერთს დაესაჯა ისინი? ამისთვის ემეტებოდა?

სამრეკლოდან დიდი ზარი საღამომდე ვერ მოხსნეს. რამდენი ეჯაჯგურნენ, ვერაფერი დააკლეს. მზის ჩასვლისას თუჯის უზარმაზარი ზარი ბათქით რომ დაახეთქეს მიწას, სახლებში შემალულნიც კი გამოცვენილან, არიქა, მიწისძვრაა, თავს ვუშველოთო. ამაზე უთქვამს მნათეყოფილს, თქვენ მიწისძვრა აწი ნახეთ, ვითომ ვერ გაიგეთ, ეკლესიას რომ გვინგრევდნენო. ასე ამოჰყო თავი სამების ეკლესიის მღვდელმა ნონიკომ ციხეში.

ერთ საათში ეკლესიაც ააფეთქეს. ნონიკოს აფეთქების ხმა საკანში რომ გაუგონია, მუხლებზე დაცემულა და ცრემლმორეულს ღმერთისთვის საყვედური უკადრებია:

მთელი სიცოცხლე შენს სახელს ვადიდებდი, ვცდილობდი ქრისტიანული წესით მეცხოვრა, ასეთი რა შეგცოდე, ჩემდა უნებლიეთ, ასეთი რა ცოდვა ჩავიდინე, რომ ამ დღეს მომასწარი, უფალო!

სამების ეკლესია კი მუხლებში მოკვეთილი ბერიკაცივით ჩაიკეცა. ათიოდ წუთში ეს გუმბათოვანი, საუკუნოვანი შენობა ნანგრევებად იქცა.

მნათეყოფილი დათია სამი დღე და ღამე ელოდა ამხანაგი ნესტორის მოწყალებას. ბერიკაცს ციხიდან გაათავისუფლებსო. იმედი რომ გადაეწურა, მეოთხე დღეს ვიქტორ ხერხეულიძის სანახავად თბილისს გაემგზავრა. ვიქტორი ნონიკო მღვდლის აღზრდილი გახლდათ. სასულიერო სემინარიაში უნდა ესწავლა, მაგრამ ფილოსოფიამ გაიტაცა, გერმანიაში გაემგზავრა, იქ უმაღლესი განათლება მიიღო, სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაშიც იქვე ჩაება და ბოლშევიკური იდეოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელი გახდა. ყმაწვილკაცობისას ნონიკოს მიერ შთაგონებული ზნეობრიობა კი მთელი ცხოვრება თან გაჰყვა. მისთვის რევოლუციური მოძრაობა სახარების მცნებათა განხორციელება იყო და არა ხელისუფლებისათვის ბრძოლა. გლახაკთა, უპოვართა, ჩაგრულთა ქომაგმა სულმა ჩააყენა რევოლუციონერთა რიგებში. დარწმუნებული იყო, დაბეჯითებით სჯეროდა, ისინი. ჩაგრულნი, მალე პოვებენ შვებას, ხოლო ცოდვით აღვსილნი. მდიდარნი, მჩაგვრელნი გონს მოეგებიან და სიკეთის სამსახურში ჩადგებიანო.

ამიტომ ვიქტორი ზომიერებითა და არაბოლშევიკური სათნოებით გამოირჩეოდა.

მნათეყოფილმა, ერთი კვირის თავზე, ვიქტორის ნახვა მოახერხა და დახმარება სთხოვა. ვიქტორმა რაიონში ისეთი დეპეშა გაგზავნა, რომ ნონიკო მღვდელმა იმ საღამოს ოჯახში ივახშმა.

ნონიკო მღვდელი საპყრობილედან კი გამოუშვეს, მაგრამ შვება მაინც ვერ იგრძნო. ღვთისმსახურება მისი სულიერი მოწოდება იყო. ამის უფლებას კი არ აძლევდნენ. იმ ქალაქში, იმ ადამიანებს შორის, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ხალხი ყურს უგდებდა, დღეს მარტოკაცად გრძნობდა თავს. ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ სხვა ქვეყანაში, სხვა ხალხში მოხვდა. ის საქართველო, სადაც ცხოვრობდა, ის ხალხი, რომელთა შორისაც იღვწოდა, სადღაც შთანთქმულიყო, ან ნოეს კიდობნის მაგვარი ხომალდით სულ სხვა სამყაროში გადასულიყო. აქ, საქართველოში, კი ყოველი ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვის სანაცვლოდ, ეგ ერთი კაცი. ნონიკო დარჩენილიყო. ამიტომ უხმოდ იტანდა ამ სასჯელს.

მაგრამ ვაი, რომ ასე არ იყო! ფიქრებიდან რომ გამოერკვეოდა, თავის ირგვლივ ნაცნობ სახეებს ხედავდა, სახეები ადრინდელი იყო, გუნება და ცხოვრების გზა კი გადასხვაფერებული, შეცვლილი. ერთადერთ შვებას ისევ წმინდა წიგნების კითხვაღა ჰგვრიდა. იმ დღესაც, მნათეყოფილი დათია რომ მოვარდა, ფსალმუნს კითხულობდა.

მამაო, უცნაური ამბავი ხდება!

ნონიკომ მნათეყოფილს დაღლილი, ილაჯგაწყვეტილი კაცის მზერა მიაპყრო.

მნათეყოფილმა დათიამ დაწვრილებით უამბო, როგორ გამოვიდნენ.ურიათა ქალები. ძუძუმწოვარა ბავშვებითა და ბოღჩებით რაიონის ცენტრალურ ქუჩაზე, როგორ გაემართნენ ურიათა სინაგოგისაკენ. და როდესაც დათიამ ისიც უამბო ნონიკოს, ქალები თავთავიანთი ძუძუმწოვარა შვილებით როგორ ჩაიკეტნენ სინაგოგაში, ჩვენც ამ შენობასთან ერთად აგვაფეთქონო, ნონიკო ფეხზე წამოიჭრა.

რას მეუბნები, დათია, მაგას რას ამბობ!

ახლა დათიამ ესთერის ნათქვამი სიტყვა-სიტყვით ჩაუკაკლა. თუმცა, ნონიკო აღარც უსმენდა. გაოგნებული დაეშვა ჭილოფზე. ვგონებ, მღელვარებისგან მუხლებში სისუსტეც იგრძნო და, არ ჩავიკეცოო, იძულებული გახდა, კვლავ დამჯდარიყო.

ნონიკო კარგა ხანს გარინდებული იჯდა. ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში. ჯერ უმწეობა იგრძნო. მნათეყოფილის ნათქვამმა კიდევ ერთხელ გაახსენა, რა დღეში ჩავარდნილიყო, მაგრამ უმწეობის გრძნობამ მალე გაუარა. ცოტა ხანში გულში იმედი ჩაესახა და ძალაც მოეცა. მეც უნდა შევყარო ქალები, თავ-თავიანთი ბავშვებით, მეც იქ უნდა მივიყვანოო, გაიფიქრა, მაგრამ ეს აზრი უმალ უარყო, ვაითუ...

წამოხვალ ჩემთან? მოულოდნელად ჰკითხა მნათეყოფილ დათიას.

სადა, მამაო?! კითხვას დაუხანებლად კითხვითვე უპასუხა დათიამ და იქვე დასძინა. წამოვალ, როგორ არ წამოვალ, სადაც გენებოს! მაგრამ ნონიკოს გონებას შეკითხვა. სადა, მამაო? უფრო მისწვდა. ის უფრო ცხადად ჩაესმა, ვიდრე დანარჩენი სიტყვები.

იქ, იმ ქალებთან, მიუგო მღვდელმა ისე, რომ ფიქრი არ გაუწყვეტია. ფიქრობდა იმაზე, თუ რატომ, რისთვის უნდა მისულიყო იქ, იმ ქალებთან, რა უნდა გაეკეთებინა.

იმ ქალებთან? ურიების სინაგოგაში?! ლამის შეძრწუნდა დათია, იქ რა გვინდა, მამაო?

ახლა კი გაუწყდა ფიქრი ნონიკო მღვდელს, ახლა კი დაკარგა ფიქრის გორგალი. სადღაც თვალსა და ხელს შუა გაუქრა.

მერე აუჩქარებლად მოუბრუნდა დათიას, მშვიდად, აუღელვებლად უთხრა:

ჩვენში, საქართველოში პირველი ეკლესიები სწორედ მაგათ სინაგოგებში გაიმართა, დათია.

რაო?! მნათეყოფილს გაოცებისაგან თვალებიც კი გაუფართოვდა.ქრისტეს რწმენაც მაგათ მოგვიტანეს, ებრაელებმა, ყველაფერი მაგათგან იწყება, მნათევ, და იქნებ, ხსნაც მაგათგან დაიწყოს? უცებ წამოდგა ნონიკო, დღეს ჩვენ ერთნი ვართ. იუდეველნიც და ქრისტიანნიც. ისე, როგორც ლამის ათას ცხრაასი წლის წინათ.

რა ხანია ნონიკო მღვდელს ასე მხნედ არ უგრძვნია თავი. რა ხანია მისი არსებობა, სიცოცხლე ასე აუცილებელი, ასე საჭირო არ ყოფილა! ამიტომ გამართული ნაბიჯებით შევიდა სახლში. ანაფორა ჩაიცვა და სულ სხვა, ძლიერი, თავის თავში დარწმუნებული კაცის ნაბიჯებით გამოვიდა.

ბედნიერი იყო. იგი დღეს ქვეყანას სჭიროდა.

***

რომელიღაც პაწიამ კვლავ ტირილი მორთო, ქალებმა მიაყურადეს.

ე, გოგო, შენია! უთხრა რახელმა მირიამს. მირიამმა ბავშვი ხელში აიყვანა, პირში ძუძუ ჩაუდო. ბავშვი გაჩუმდა.

ესთერი წიგნის კარადასთან იდგა. ამ კარადაში თორები იყო ჩალაგებული. ესთერმა ერთ-ერთი აიღო, გადაფურცლა.

კარი რომ შემოგლიჯონ? იკითხა რახელმა.

რა? თამარის ხმაში შიში იგრძნობოდა.

ბოლშევიკებს ჩვენი ფიქრი არ მოეწონებოდათ. ამ ამბავს რომ გაიგებს, რას იზამს მთავრობა? კარი რომ შემოგლიჯონ? რახელის ხმაშიც შიში კრთოდა.

იცით, აქ რა წერია? იკითხა ესთერმა.

მოიცა, გოგო, ნუ ჩაიფსი! რახელს მიუბრუნდა თამარი, მერე ესთერს ჰკითხა, რაო, რა წერია?

ციხის დამცველებმა გადაწყვიტეს, რომაელებს არც ერთი ებრაელი არ დავნებდეთო. მერე მტერი რომ მაინც შემოესიათ, ბრძოლით რომ მოიქანცნენ და დარწმუნდნენ, ციხეს ვერ გადაარჩენდნენ, ერთ დარბაზში ჩაიკეტნენ და ერთმანეთი აკუწეს. მტრის მორჩილებას ეს არჩიეს.

დაკეცე ეგ წიგნი! ლამის იყვირა თამარმა.

კარი მართლა რომ შემოამტვრიონ? ისევ შიშით იკითხა რახელმა.

შეიძლება ასეც მოიქცნენ, ამიტომ ეს კარადა კარს მივადგათ, თქვა მირიამმა.

ამ კარადას ადგილიდან რა დაძრავს?

დავცალოთ, კარადა კარს მივადგათ და თორები მერე შევალაგოთ შიგ, ესთერმა პასუხს არც დაუცადა, კარადიდან თორების გამოლაგება დაიწყო. ყოველ თორას სათუთად იღებდა ხელში, სკამზე დებდა.. მოდით, გოგოებო, თქვენც, დროზე ვქნათ, თორემ სადაცაა მთავრობაც მოვა!

ბეით ქნესეთის ეზოში ხალხის ხმაური ძლიერდებოდა. მათი შეძახილი აქაც შემოდიოდა.

მძიმე კარადა, როგორც იქნა, მიადგეს და შიგ წიგნების ჩალაგებაც რომ დაიწყეს, კარზე ვიღაცამ დააბრახუნა. ქალებს წიგნები ხელში შერჩათ. გაირინდნენ.

მოვიდნენ?! შიშნარევი ხმით იკითხა თამარმა.

კარზე ისევ დააბრახუნეს.

მოვიდნენ, მერე რა! მხნედ თქვა ესთერმა. თუმცა, პირველსავე დაბრახუნებაზე გული ისე აუფრიალდა, ხელი მკერდზე დაიდო, თითქოს ასე უფრო ჩქარა დამშვიდდებოდა.

აბა, გოგოებო, ახლა გვინდა გამაგრება! თქვა მირიამმა.. ვუყვიროთ, მაგრად ვუყვიროთ! კარს მიღმა, მობრახუნეს კი მიაძახა: ჩვენ აქა ვართ, კარში არ გამოვალთ, ჩვენს სალოცავს ვიცავთ. ებრაელობა სალოცავის გარეშე ებრაელობა არ არის!

არ გამოვალთ, არ გამოვალთ! თამარის ნერვიულმა შეძახილმა მირიამის ხმაც გადაფარა.

დაგვანებეთ თავი, დაგვანებეთ ჩვენი სალოცავი! ეს ესთერი იყო.

დაგლოცოთ ღმერთმა, ღმერთმა გაკურთხოთ, ქალებო! მე ნონიკო ვარ, მღვდელი ნონიკო. გამიღეთ კარი, მე და მნათე დათია თქვენთან ერთად უნდა ვიყოთ, ერთად დავიცვათ თქვენი სალოცავი. ქალებმა ერთმანეთს გადახედეს.

რაო?

ვინა ვარო?

სს... მოიცათ!

რა მოგივიდათ. ნონიკო მღვდელი ვარო!

ქალებმაც კი იგრძნეს, რაოდენი სიჩუმე ჩამოვარდა ბეით ქნესეთის ეზოში. მთელი ეზო გაირინდა.

გააღეთ კარი, ქალებო, შემოგვიშვით, ჩვენც თქვენთანა ვართ, თქვა ნონიკო მღვდელმა.

ქალები ერთმანეთს შესცქეროდნენ.

მღვდელს ჩვენთან რა უნდა, გოგოებო! იკითხა რახელმა.

რაღაცას ეშმაკობენ!

ბეით ქნესეთის ღონიერ კედლებს ხალხის შეძახილი ეძგერა.

შემოგვიშვით, ყველა შემოგვიშვით! დაბნეული ქალები ერთმანეთს შესცქეროდნენ.

შემოვუშვათ, ყველა შემოვუშვათ, ერთად ვიქნებით, სიხარულით წამოიძახა თამარმა.

ხედავ?! ყველა ჩვენთანაა, შენ კი შიშით ჩაიფსი, მიუბრუნდა თამარს რახელი.

ბეით ქნესეთის ეზოში სწორედ ამ დროს გაისმა ამხანაგ ნესტორის მჭექარე ხმა:

დაიშალეთ, ახლავე დატოვეთ ეზო, სწრაფად!

მოვიდნენ, სიკვდილის ანგელოსები მოვიდნენ!

წამოიძახა თამარმა და სკამზე დაეშვა.

ეზოში სიჩუმე ჩამოვარდა. დროდადრო ბრძანება მოისმოდა:

ჩქარა, ჩქარა!

აბა, უცებ!

ნუ აყოვნებთ, სწრაფად!

კვლავ სიჩუმემ დაისადგურა. ბრძანებებიც აღარ ისმოდა.

რა ხდება? იკითხა ესთერმა.

რა ამბავია? ჩაილაპარაკა მირიამმა.

ახლავე აგვაფეთქებენ? თამარს ხმა კვლავ უთრთოდა. ესთერი სწორედ მას მიუბრუნდა.

ყოველ წუთს ელოდე შველას გამჩენისაგან, ყოველ წუთს!

ჰაერი კვლავ ნესტორის ბრძანებამ გაჰკვეთა:

გამოუთხარეთ ძირი ბნელეთის მოციქულთა საყდარს, ჩაალაგეთ შიგ ასაფეთქებელი მასალა, სწრაფად!

ვაიმე, შვილო! ადგილიდან წამოხტა და შვილი ხელში აიტაცა თამარმა.

ესთერმა იგრძნო, როგორ დაასხდა შუბლზე ოფლის წვეთები.

მირიამს თითქოს ერთბაშად გამოეცალა ძალა. განძრევის ღონეც კი არა ჰქონდა.

რახელს უნდოდა ეყვირა, ჩქარა გავეცალოთ აქაურობასო, მაგრამ ენა ფიცრის ნაჭერივით გახევებოდა.

მოიცათ, გოგოებო, ნუ გეშინიათ, გამჩენი არ გაგვწირავს, ესთერი კედლის გასწვრივ ჩადგმულ გრძელ სკამზე, ვენურ სკამს დგამდა და ბუტბუტებდა, არ იქნება, არ გაგვწირავს ის კურთხეული. სკამზე მყის შეხტა, ბეით ქნესეთის განიერ კედელში დატანებული სარკმელი გამოაღო და ეზოში გაიხედა. ეზოში აღარავინ იყო. ეზოში დუმილი გამეფებულიყო. მხოლოდ ალვის ხეების ფოთლების ჩურჩულიღა ისმოდა, ეზო მწვანედ ბიბინებდა. ადამიანები კი... ადამიანები აღარსად ჩანდნენ. ესთერმა მიმოიხედა, ხალხს ეძებდა. ხალხს რკინიგზასთან ჰკიდა თვალი. იქ, ბექობზე ასულიყვნენ. ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ. კიდევ ერთხელ გადაიხედა ეზოში, არა, აქ აღარავინ იყო. ერთი ჯარისკაციღა შენიშნა: ხელში ყუთი ეჭირა, იმ ყუთიდან მავთული გამოდიოდა.

გამოუშვი, გამოუშვი, ნუ იჭერ, მიაძახეს ამ ჯარისკაცს იმ მხრიდან, რომელსაც ესთერი ვერ ხედავდა.

გამოვუშვი, უპასუხა ჯარისკაცმა.

გაქაჩე!

კარგია! გაისმა ცოტა ხნის შემდეგ. ესთერმა ახლაღა შენიშნა მეორე ჯარისკაცი.

ვინ არი ეზოში? რახელი ეკითხება ესთერს.

აღარავინ, აღარავინ აღარ არი!

ის-ის იყო ესთერი ჩამოსვლას აპირებდა, კვლავ გაისმა ნესტორის მჭექარე ხმა:

სოციალისტური სამშობლოს მოღალატე ქალებო, ხუთ წუთში აფეთქდება ეგ თქვენი სინაგოგა. გეძლევათ სამი წუთი. ვისაც სიცოცხლე სურს, სამ წუთში გამოვიდეს!

ესთერი ნესტორს ვერ ხედავდა. ვერც მირიამს ხედავდა ესთერი. ზურგს უკნიდან მოესმა მისი ხმა.

ესთერ, ესთერ!

და კივილი აღმოხდა ესთერს, შიშდარეული, განწირული, სასოწარკვეთილი ადამიანის კივილი.

მკვლელებო, არ შეგრჩებათ, მკვლელებო! თქვენ ვერ მოგვკლავთ ჩვენ, ჩვენი ღმერთი დაგვიფარავს ჩვენ, მკვლელებო! გვიშველეთ, ხალხნო, გვიშველეთ ადამიანებო, გვხოცავენ, გვაფეთქებენ, გვიშველეთ!

შიშით, მღელვარებით აცახცახებული ესთერი თვალდახუჭული გაჰკიოდა. ეს სიტყვები რომ გადმოისროლა, ეს სიტყვები რომ ათქმევინა მღელვარებამ, ცრემლებიც წამოსცვივდა, სარკმლის რაფაზე თავი ხელებში ჩარგო და გოგოების გასაგონად თქვა:

გადით, გოგოებო, მოჰკიდეთ ხელი თქვენს შვილებს და გადით. ესენი ჩვენი დამნდობი არ არიან, ღმერთს არ უნდა ჩვენი შველა, სიტყვებს ნაწილ-ნაწილ წარმოთქვამდა, ქვითინი უშლიდა, ქვითინი ახშობდა სიტყვებს და ამ იძულებით პაუზებს შორის შემოესმა გუგუნი, შეძახილებიც კი. თავი რომ ასწია, სივრცეს რომ გახედა, ვერაფერი დაინახა, ცრემლს მზერა დაენისლა. მერეღა გაარჩია ესთერმა, იმ ხალხის წინ ნონიკო მღვდელი რომ მორბოდა. გრძელი ანაფორა ფეხებში ებლანდებოდა, მაგრამ მაინც მორბოდა და გზა და გზა, სირბილისას ანაფორის ღილებს იხსნიდა.

გამჩენო, ღმერთო, მშველელო ჩვენო! გოგოებო, ხალხი! იყვირა სახეგაბრწყინებულმა ესთერმა. ნონიკო მღვდელმა ანაფორა, როგორც იქნა, გაიხსნა, გაიხადა, მიწაზე დააგდო. ამასობაში ხალხი წამოეწია, ახლა ხალხის შუაგულში მორბოდა ნონიკო და რაღაცას ყვიროდა. ესთერს ხმა არ ესმოდა მისი.

მიშველე, რახელ! მირიამის ხმა იყო, ზურგს უკნიდან მოესმა ესთერს.

ესთერმა მოიხედა. გულშეწუხებული თამარი იატაკზე ეგდო. მირიამი მის მოსულიერებას ცდილობდა.

რომელიღაც ბავშვი ატირდა. მას დანარჩენებიც აჰყვნენ.

ხალხი, ხალხი, გოგოებო! ქრისტიანებიც, ისრაელებიც, აქეთ, ჩვენკენ მორბიან! თამარ!

რახელი თამარს ლოყაზე ხელს უპარტყუნებდა, მერე სასოწარკვეთილი აყვირდა.

თამუნი, თამუნი, თამარ!

ესთერი სკამიდან მარდად ჩამოხტა, თამარს მივარდა. ბავშვისთვის მოტანილი წყალი სახეში შეასხა.

თამუნი, თამუნი!

შეჩერდით! სდექ, კონტრრევოლუციავ! შესძახა ნესტორმა ბეით ქსენეთისაკენ მორბენალ ხალხს, ჯარისკაცებო, სწრაფად! ხალხი, ცხადია, ნესტორის შეძახილს ყურადღებას არ აქცევდა, კვლავ აქეთ მორბოდა. ჯარისკაცებო, მოიგერიეთ კონტრრევოლუცია! შესძახა ნესტორმა, ნაგანი ბუდიდან ამოიღო და ჰაერში გაისროლა. სდექ! მაგრამ ვიდრე ეზოში მიმოფანტული ჯარისკაცები ერთად მოგროვდებოდნენ, ხალხი შემოცვივდა. ჭიშკრისაკენ არც გაქცეულან, ჭიშკარი არც უძებნიათ, ღობეზე გადმოდიოდნენ, მალე მოშალეს, წააქციეს კიდეც ღობე და ეზოში შემოცვივდნენ. ნონიკო მღვდელმა შენიშნა, ჯარისკაცმა როგორ დააგდო მავთულის ყუთი და ხეზე მიყუდებული თოფისაკენ გაიქცა, სწორედ იქით გავარდა, ჯარისკაცს მიასწრო, თოფს ფეხი მიადგა.

არ გაბედო, არ გაბედო, ცოდვისშვილო!

ის ჯარისკაცი მღვდელს ამას არ აპატიებდა. ნესტორის მოდგმისა იყო და წააქცევდა კიდეც, მაგრამ ნონიკოს მყისვე მნათეყოფილი დათია ამოუდგა გვერდით. მანაც თოფს მიაბჯინა ფეხი და შესძახა:

არ ქნა, არ ქნა ეს საქმე!

ნონიკომ თოფი აიღო, ლულაში ხელი წაავლო, ღონივრად მოიქნია, ხეს მიახეთქა და შესძახა:

დღეს აქ თოფი არ გავარდება, დღეს აქ ტყვია არ გავარდება! კიდევ მიახალა თოფი ხეს. თოფი დაიმსხვრა, ნონიკოს ცარიელი ლულაღა შერჩა ხელთ. ლულა მოისროლა და ხალხს შესძახა, ამ სინაგოგას წრიულად შემოვერტყათ, ხალხნო, წრიულად! ბეით ქნესეთის კედელთან მივიდა, ზედ აეკრო, მარცხენა ხელი მნათეყოფილს ჩაჰკიდა, მარჯვენა იოშუაყს, წრიულად შემოერტყით, ხალხნო, სინაგოგას, წრიულად! ადამიანებმა ერთიმეორეს ჩაჰკიდეთ ხელი, ერთიმეორეს გაუმაგრეთ ზურგი!

და იყო ასე:

კუჭიამ მაქსიმეს ჩაავლო ხელი, მაქსიმემ მინადორას, მინადორამ. იოსკას, იოსკამ. ზურაბ ოშხერელს, ზურაბ ოშხერელმა შალიკოს, შალიკომ გენოს, გენომ ნათელას, ნათელამ ისაკო ლამაზოს, ისაკო ლამაზომ.. მარგალიტას, მარგალიტამ აბრაშკას, აბრაშკამ. იპოლიტეს, იპოლიტემ სარას, სარამ ისხაკია ბრექას, ისხაკია.ბრექამ ვიღაცას, იმ ვიღაცამ კიდევ ვიღაცას, ვიღაცას, ვიღაცას. იმ ვიღაცამ იოშუაყს ჩაავლო ხელი და ის ვიღაცაც ამ სოფლის, ამ ხალხის შვილი იყო, ამიტომ სულაც არ იყო ვიღაც.

და ისევ მოვიდა წრე ნონიკოსთან.

ახლაც აგვაფეთქებ? აბა, ახლა აგვაფეთქე, ნესტორა! ისხაკია.ბრექას. ხმა იყო. ნონიკომ ანიშნა, ახლა დუმილი და მტკიცედ დგომა სჯობია ლაპარაკსო და ისხაკიაც გაჩუმდა, გაირინდა. სწორედ ამ დროს გაჰკვეთა არე ქალების ხმამ.

შემაყ, ისრაელ, ადონაი ელოჰენუ ადონაი ეხად! ბეით ქნესეთის წრიულ კედელში განიერი სარკმლები დაეყოლიებინათ. ოთხი ქალის ცრემლნარევი ხმა სიმღერასავით მოედო ბეით ქნესეთის ეზოს:

შემაყ, ისრაელ, ადონაი ელოჰენუ ადონაი ეხად!

ისმინე ისრაელ, ღმერთი ჩვენი არის ღმერთი ერთადერთი ახლა უფრო ხმამაღლა, მტკიცედ, ერთხმად წარმოთქვეს სარკმლებთან მომდგარმა ქალებმა და მთელი ეზო გაირინდა, ყველანი სმენად იქცნენ. ქრისტიანნიც და იუდეველნიც. ცაში აფრენილ ტოროლასავით ჟღერდა ესთერის ხმა, როცა მესამედ დაიწყო:

შემაყ...

ბეით ქნესეთის კედელს აკრული იუდეველნი ტოროლას ხმას აჰყვნენ:

შემაყ ისრაელ, ადონაი ელოჰენუ ადონაი, ეხად! შეუძლებელია ეს ხმა ზეცას არ შესწვდომოდა, ყველას სჯეროდა, ზეცამ შეისმინა ჩვენი ვედრებაო. ალბათ, ამიტომ იდგა ასე გაოგნებული ამხანაგი ნესტორი. არ იცოდა, რა ექნა, როგორ მოქცეულიყო ამ უცხო და უცნაური სიტყვებისა თუ ლოცვის გამგონე. იგი მაშინ მოვიდა გონს, როცა მოესმა ნონიკო მღვდლის ბოხი ხმით, დინჯად, აუჩქარებლად წარმოთქმული: მამაო ჩვენო, მამაო ჩვენო! და გაჩუმდა ნონიკო მღვდელი, შეისვენა თუ თავის მრევლს მისცა ნიშანი. ნონიკო მღვდლის ყოფილი მრევლის წევრებმა ესოდენ ნაცნობი, ესოდენ ახლობელი ხმა და სიტყვები რომ მოისმინეს, მყის შეუერთდნენ ნონიკოს. ამიტომ ნონიკომ ხელახლა რომ დაიწყო, მარტო დაწყება არ გამოუვიდა. ვერც გამოუვიდოდა, ახლა ყველა ერთად შესთხოვდა ზეცას: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა: მოგვეც მშვიდობა ჩვენ!

ვედრება იყო, ადამიანები უფალს ევედრებოდნენ, მაგრამ ვედრებამაც კი გრიგალივით გადაუარა მიდამოს და სადღაც შორს, ჭაღარა მთის კალთებს მიასკდა. ნონიკო მღვდელმა ახლა უფრო მკაფიოდ, წამღერებით დაიწყო თავის მრევლთან ერთად:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, მოგვეც მშვიდობა ჩვენ!

ნონიკო მღვდელი ბედნიერი იყო. რა ხანია მისი და მისი სამწყსოს წევრთა ბაგენი ასე არ გახსნილა ღვთის სავედრებლად.

ბედნიერი იყო იმითაც, რომ სჯეროდა. ზეცა შეისმენდა მისი და სამწყსოს წევრთა ხმას.

ნესტორი კი გაცოფებული იყო. მის ათეისტურ სმენას შეურაცხმყოფელი ღრიალის მოსმენა დიდხანს არ შეეძლო. იგი კიდევ ერთხელ დარწმუნდა სოციალიზმის მტრები რაოდენი ბასრი იარაღით იბრძოდნენ. ამიტომ ნაგანი კვლავ ამოიღო, გაისროლა და დაიძახა: ივანე, ჩემთან!

წითელსამხრეებიანი ივანე მყისვე მასთან გაჩნდა.

ახლავე აქ მომიყვანე ის ოცი ურია, განცხადებაზე რომ ხელი მოაწერინეს, სწრაფად!

არის! შესძახა ივანემ და გაბრუნდა.

მოიცა! შტაბს აცნობე, სასწრაფოდ გამოგზავნოს რაზმი.

არის! ივანე მხედრული ნაბიჯებით გაშორდა ნესტორს.

11 დანიელი

▲ზევით დაბრუნება


განცხადებაზე ერთ-ერთი ხელისმომწერი. დანიელი ვერსად იპოვეს. მთელი დაბა გაჩხრიკეს, მაგრამ დანიელის კვალს ვერავინ მიაგნო. სხვანი. განცხადებაზე ცხრამეტი ხელისმომწერი, ბეით ქნესეთი დაგვინგრიეთ, არ გვჭირდება, ჩვენს შვილებს გონებას უბნელებს, მათი სოციალისტური სულისკვეთებით აღზრდაში ხელს გვიშლისო, აგერ, წინ უზის აბესალომს. ბეით ქნესეთის შამაშს, იაყაკობს ჯერ კიდევ მანამ მოანახვინა ყველა, სანამ ქალები დაბის ცენტრალური ქუჩისაკენ დაიძვრებოდნენ. მოანახვინა და იაყაკობის სახლში მოაყვანინა.

ახლა აბესალომს ყველა წინ უზის. დღეს ამათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამიტომ ლაპარაკობს აბესალომი მშვიდად, აუჩქარებლად. ბოდიშს გიხდით, ისრაელიშვილებო, რომ საქმეს მოგწყვიტეთ და აქ მოგიწვიეთ, მაგრამ როცა საჯამაათო საკითხი წყდება, ყველას გვევალება გავისარჯოთ, იმაზე მეტი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რაბი აბესალომმა მშვიდი მზერა მოავლო შეკრებილთ და მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო, ჩვენ ადამიანებად გავჩნდით ქვეყანაზე. ჩვენნაირი მაშინაც ბევრი იყო და დღეს კიდევ უფრო მეტია, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი დიდი წინაპრები: აბრაამი, იცხაკი, იაყაკობი. სარა, ლეა, რახელი, რიბკა ღმერთმა სცნო, ჩვენ, ებრაელებს მოგვცა გამჩენმა თავისი კანონი. ათი მცნება. აბესალომი შედგა, სული მოითქვა, თვალებში სიცივე ჩაუდგა და მტკიცედ, შეუვალი ტონით განაგრძო: ჩვენ მივიღეთ ეს კანონი. თავი ვცანით გამჩენის ვალდებულ ხალხად. ამიტომ მინდა დღეს თქვენ შემოგთავაზოთ კურთხევა და წყევლა. კურთხევა. თუ ყურად იღებთ თქვენი უფალი ღმერთის მცნებებს, მცნებებს, რომელთა შესრულებასაც ღმერთი ყოველ ებრაელს ავალებს. წყევლას კი იმას ვარგუნებ, ვინც ყურად არ იღებს უფალი ღმერთის მცნებებს. გადაუხვევს გამჩენის გზას, გაჰყვება ეშმაკს. ჩვენი ბეით ქნესეთის მოსპობა, დანგრევა ღვთის მცნებების უარყოფაა. წყევლა სწორედ მათი, მათი შვილების, შვილიშვილების წილხვედრია, ვინც ღვთის სახლის დანგრევას მოითხოვს, აირჩიეთ, ჯამაათო!

აბესალომის ხმა დამაჯერებლად ჟღერდა.

შეკრებილთ თვალებში ჩასცქეროდა და მათ მიმართ სიბრალულით ივსებოდა.

მიაღწევს კი მიზანს? ათქმევინებს ყოველ მათგანს უარს იმაზე, რაც შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდეთ? ის. მეოცე? ყველამ, ყველამ უნდა თქვას უარი თავის ხელმოწერაზე, კიდეც ნაძალადევი ყოფილიყო ის ხელმოწერა, ყველამ უნდა თქვას უარი. მაგრამ სად არის ის მეოცე?

* * *

ჰოო, ჰოო!. შესძახა დანიელმა ხარებს, საით მიდიხართ, თქვე შობელძაღლებო!

დანიელმა ურემს გადახედა. ზედ დალაგებული შეშა მზერით კიდევ ერთხელ გაზომა და კმაყოფილი დარჩა. მართალია, ის, რაც ამ ორ დღეში მოჭრა, არ ეყოფა, მაგრამ ეგ არაფერი! მომავალ კვირაში კიდევ ინათხოვრებს ურემს, ისევ დაჭრის გამხმარ შეშას და შეუძლია ხანუქიდან ფესახამდე მშვიდად იგულვოს თავი. ღუმელი კარგი აქვს, შეშასაც იმარაგებს, პატარა მიხაკო, მასზე ორიოდე წლით უფროსი თინიკო მთელი ზამთარი სითბოში ეყოლება. შარშან გაუჭირდათ, შარშან ფურიმის დღესასწაულამდე ძლივს ეყოთ შეშა. შარშან კიდევ ჰო, ერთი ჰყავდათ. თინიკო, ახლა ორი ჰყავთ. სწორედ ნაფესახევს, გაზაფხულის პირზე გაჩნდა მიხაკო. წელს, ამ ზამთარში ყველაფერი კარგად იქნება. დააგებს იატაკზე დათვის ტყავს, დააგორებს ზედ პაწია მიხაკოს და იკისკისებენ, ერთად იკისკისებენ მამა-შვილი. ის ყაჩაღიც ხომ მათთან იქნება. თინიკო! გოგო და ასეთი ყაჩაღი?! არა, დანიელს ასეთი ყაჩაღი გოგო არ უნახავს! წელს თამარაც მშვიდად ეყოლება. შარშან ძალიან ნერვიულობდა. ბავშვი არ გამიცივდესო. შარშან მეტისმეტი იყო. ნახანუქევს რომ მოუჭირეს ყინვებმა, ფურიმამდე ძაღლი არ გაიგდებოდა კარში. არა, არა, შარშან მეტისმეტი იყო.

წელს ყურძენიც ბლომად დაწურა დანიელმა. ღვინო მეტი დაუდგება, ვიდრე შარშან. ყურძენიც რა კარგი მოუვიდა. ძალიან თხელი კანი ჰქონდა. მაჭარი ერთხელ ხომ გადაიღო, ერთხელ ხომ მოაშორა მთხლე, ხვალ-ზეგ კიდევ გადაიღებს და ორ-სამ კვირაში ნამდვილი ღვინო იქნება. ამასობაში მოთოვს კიდეც. მიუჯდება იმ დათვისხელა ღუმელს, მოისვამს გვერდში კაჭიას და მოშეს. ოჰ, ერთი მაგათ ღვინის სმა იცოდნენ, ორ ჭიქაზე ჭიკჭიკს არ იწყებდნენ და მეტი არაფერი უნდა დანიელს! სიმღერა კი კაი იციან.

საით მიდიხართ, თქვე შობელძაღლებო, საით! აქეთ, აქეთ! ხარებმა ფიქრი შეაწყვეტინეს დანიელს. ხო, სიმღერა მართლა კაი იციან. განსაკუთრებით მოშეს ხმა ატკბობს მსმენელს. რა პატარაა და რა ძლიერი ხმა აქვს. საიდან ამოსდის ასეთი ხმა! უჰ, კარგია, კარგი! ჩაჯდებიან ბუხართან, ნელ-ნელა აუჩქარებლად შეუყვებიან სმას, მერე ბინდი რომ ჩამოწვება, ნასვამს ტკბილი ძილიც მოუნდება, მაგრამ... ჩააძინე ბავშვები და გინდა აქედან მიუწექი თამარას და გინდაც იქიდან...

დანიელს სიამოვნებისგან ლამის გააჟრჟოლა.

სწორედ ამ დროს წაავლო მხარში ხელი ივანემ ბიჭო, შენ რა გვარი ხარ?

რა იყო, ივანე, ცნობა ხო არ დაკარგე?! გაეღიმა დანიელს და მხარი აიქნია. რა გვარი ხარ-მეთქი, გეკითხები მე შენ! ივანემ შეაჯანჯღარა კიდეც დანიელი.

ჭიქა ხელში რო გიჭირავს, სახელიც კარგად იცი ჩემი და გვარიც. ახლა რა მოგივიდა? გაბრაზდა დანიელი.

გვარი!

ჯანაშვილებში შენნაირი ბიჭი მეორე არ არისო, იმ კვირაში არ მეუბნებოდი? დაგავიწყდა?

ივანემ ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო. გაშალა. ჩახედა.

რომელი?

რა რომელი?!

რომელი ჯანაშვილი ხარ-მეთქი. აქ ორი ჯანაშვილი მიწერია.

დანიელი, დანიელს ხმაშიც შეეტყო გაღიზიანება.

დანიელ იოსების ძე, ხომ?

ხო.

აბა, გამიძეხი წინ!

ივანე, არ მეტყვი, რა მოხდა?იარე-მეთქი! თქვენი სალოცავისაკენ, ჩქარა! ივანემ დანიელს ნაგანი ბეჭებშუა მიადო. ივანემ ხელიც რომ ჰკრა და წინ გაიგდო, მაშინღა დარწმუნდა დანიელი, მის თავს კარგი ამბავი არ ტრიალებდა. დაზაფრული მიდიოდა. ვერაფრით ვერ ჩასწვდა. რა უნდა მომხდარიყო. ორჯერ მოუტრიალდა ივანეს, ბიჭო, არ მეტყვი, რა მოხდა? მაგრამ ივანემ ერთხელაც არ გასცა პასუხი, ნაგანი კიდევ უფრო მიაჭირა ბეჭებზე და წინ წაიგდო. ნაბიჯები ერეოდა დანიელს. ერთხელ ფეხი ფეხზეც კი მოუხვდა. ოფლი მთელ სხეულს მოედო, უკვე ფიქრსაც ვეღარ ახერხებდა. ბეით ქნესეთის ეზოში რომ შევიდა, ნესტორმა ხელი სტაცა, აქ მოდი, შე სამშობლოს მოღალატის ოჯახის თავოო, და უბრძანა:

ახლავე გამოიყვანე შენი ცოლი სინაგოგიდან, თორემ ხომ იცი საბჭოთა ხელისუფლება მოღალატეებს როგორ ექცევა!

ვერაფრით ვერ მიხვდა, თამარს ბეით ქნესეთში რა უნდოდა, ან ნესტორი რატომ, რისთვის იყო აქ და თამარის ბეით ქნესეთიდან გამოყვანას რატომ ცდილობდა.

ნესტორმაც შეატყო, დანიელმა რომ ვერაფერი გაიგო და უყვირა:

ხომ მოაწერე შენ ხელი განცხადებას?! დანიელს სახეზე გაოცება გამოეხატა. ამან კიდევ უფრო გააღიზიანა ნესტორი.

მოაწერე თუ არა ხელი განცხადებას, არ გვინდა სინაგოგა, დაგვინგრიეთო.

კი, ჩამოიარა ვიღაცამ და მოვაწერე ხელი.

მერე?! იყვირა ნესტორმა.. მაინც გინდათ სინაგოგა? მაინც მისთვის იკლავთ თავს?

არა, რად მინდა სინაგოგა, მარა...

დანიელი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებოდა ებრაელები ყამა ჰაარეცს. მდაბიოს, უწიგნურს რომ ეძახიან. ასეთ ადამიანებს არც ღვთის რიდი და სიყვარული აქვთ, არც ხალხის ნდობა და პატივისცემაო, ამბობენ ისინი, იმისთვის არსებობენ, რომ ჭამონ და იმისთვის ჭამენ, რომ იარსებონო. დანიელი არ იტყუებოდა, მას მართლა არ სჭიროდა ბეით ქნესეთი, არც მამამისს უყვარდა იქ სიარული და არც მას. იშვიათად მიდიოდა. ამ რამდენიმე წლის წინ, ბეით ქნესეთის ეზოში რომ ქეიფი გაიმართა, ეს რა კარგი სინაგოგა

ავაგეთო. მაშინ კარგად იქეიფა და დათვრა კიდეც. დათვრა! ყამა ჰაარეცი იყო და სხვას რას იზამდა!

თუ სინაგოგა არ გინდა, აი, ნაგანი და ტყვიით დაცხრილე ის დაფა! უთხრა ნესტორმა და დანიელს ნაგანი გაუწოდა.

ვერ გაიგო დანიელმა, რას უნდა ესროლოს, რა დაფა უნდა დაცხრილოს. ისევ გაოგნებული უყურებდა ნესტორს.

არ გესმის? გამომართვი და ესროლე, აი, იმ დაფას, ხალხს რომ ატყუებთ, ღმერთმა მისცა მოსესაო და რაღაც ოხრობა რომ წერია ზედ! ნესტორმა სწორედ იმ ორ, ქვის მომცრო დაფაზე მიათითა, რომელზეც ბერძენ ხელოსანს სამი თვე გამოჰყავდა ათი მცნება. დაფა ბეით ქნესეთის თაღოვან შესასვლელს გვირგვინად ადგა. დანიელის გონება ახლაღა ჩასწვდა, რას მოითხოვდნენ მისგან.

ხომ მოაწერე ხელი განცხადებას, არ გვინდა სინაგოგაო, ხომ მოაწერე, ესროლე!

ნესტორმა შეამოწმა, ტყვია არის თუ არა ნაგანშიო, დარწმუნდა ტყვიის კოლოფი სავსე იყო და ნაგანი დანიელს მიაჩეჩა.

ესროლე, თუ ჩვენ არ გაგვამასხარავე და ტყუილად არ მოაწერე ხელი განცხადებას, ესროლე!

წალდი, ნაჯახი, ჰო, კი, ბატონო, რაც დანიელს შეშა უჩეხნია, რა მოთვლის. ამ ორი საათის წინ ხეებს არ ჩეხავდა? ცელიც სჭერია ხელში, რამდენჯერაც გინდა, მაგრამ თოფი და ნაგანი? თოფი, ნაგანი რა დანიელის საქმეა! ან როგორ უნდა დაიჭიროს? რა იცის დანიელმა ამის ხელში დაჭერა, საიდან? ან ეს კაცი, ეს უფროსი რატომ აჩეჩებს ასე?

არ გესმის, შტერო? ხელი მოჰკიდე, ხელი მოჰკიდემეთქი, ვის ვუთხარი მე! ყვიროდა ნესტორი.

არა, არა, დანიელმა სროლა არ იცის. ეჰ, როგორ გაოფლიანდა. თავბრუც კი ეხვევა დანიელს.

შენ ესროლე, ბატონო, შენ ესროლე, ჩემ მაგიერ!

რაო? მე ვესროლო, რომ მერე ატეხოთ წივილკივილი კომუნისტებმა სინაგოგას ტყვია დაუშინესო?

არა! აბა, მოკიდე ამას ხელი, მოკიდე-მეთქი! ნესტორმა ნაგანი ხელში ჩაუდო დანიელს. ჰე, ესროლე!

უცნაური რამ მოხდა ამ წუთში. თითქოს გონება გაუნათდაო, თითქოს დაბინდულ თვალს ლიბრი ჩამოეცალაო, ახლა ამ წუთში დანიელი ცხადად ხედავდა ქვაში ამოკვეთილ მცნებებს. მართალია, ყამა ჰაარეცი იყო, მაგრამ მაინც ჩახვდა, თუ რას სთხოვდა, რას ავალებდა ღმერთი.

არა კაც ჰკლა!

არა იქურდო!

არა იმრუშო!

არა...

არა...

ან ახლავე ესროლე, ან ციხეში გაჰყევი ივანეს ყალბი ხელმოწერისათვის, სახელმწიფოს მოტყუებისათვის, მთვარობის შეცდომაში შეყვანისათვის. თამარს, ესთერს, მირიამს, რახელს ყველაფერი ესმოდათ.

დანიელის ხმა რომ გაიგონეს, წიგნის კარადის გადაჩოჩებას ცდილობდნენ. თამარმა უმალ ანება თავი წიგნის კარადას, აწი კარი ისედაც გაიღებაო და სარკმელთან აცოცდა, უნდოდა ქმარი დაენახა.

ნახეთ, გოგოებო, რას უზამს მაგ ნესტორს ჩემი ქმარი, ნახეთ, როგორ გააბითურებს! მოსძახოდა გოგოებს, რომლებიც კვლავ კარადას აჩოჩებდნენ..

მოდით, აქეთ, აქეთ მოდით!

მაგრამ როცა დანიელმა ნესტორის ნაგანი ხელში დაიჭირა, თამარს ფერი ეცვალა, უნდოდა შეეძახნა, ვერ მოახერხა, ხმა ვეღარ ამოიღო. ყბა აუცახცახდა. თამარმა ისიც კარგად დაინახა, დანიელმა როგორ შემართა ნაგანი.

არ ესროლო, უბედურო, არ გაბედო! გაისმა ნონიკო მღვდლის ღრიალი.

თამარი ფართხაფურთხით ჩამოვიდა ძირს, სკამი გადმოუვარდა კიდეც, კარისაკენ გაქანდა.

დანიელმა ახლაღა დაინახა ბეით ქნესეთის ირგვლივ ხელიხელგადაჭდობილი ხალხის წრე. ყველა აქ იყო. ნონიკო მღვდელს იოშუაყისათვის ჩაეჭიდა ხელი, აქ იყო იოხაბედი, აგერ შალიკო. მამუკა გოცირიძისთვის ჩაუვლია ხელი, ნათო ხუბელაშვილი, ლეონტი მეწისქვილე, ქართველი, ქართველი, ქართველი, ტიკჭორაც. აქ არ არის? რა უნდა ამ ხალხს აქ, რატო არიან... ებრაელი, ებრაელი, ებრაელი, ქართველი... რა ხდება... მკლავებგაშლილ ნინო მასწავლებელს კაბა მუხლებს ზემოთ ასწევია... რა ამბავია... რა ხდება?!

ესროლე მეთქი, ესროლე, ხომ მოაწერე ხელი არ გვინდა სინაგოგაო!

დანიელმა სასხლეტი მოსწია.

სწორედ ამ დროს გაიღო ბეით ქნესეთის კარი. იქიდან თამარი გამოვარდა. ბეით ქნესეთის ეზოში გასროლილ ტყვიას, ალბათ, ზარბაზნის ხმა ჰქონდა.

თამარი?! თამარს აქ რა უნდა?!

რას შვრები, დანიელ, რას შვრები! შესძახა თამარმა.

რა ქნას დანიელმა, დანიელს რა შეუძლია. ტყვიები თავისთავად გამორბიან ნაგანიდან. ტყვია დაუზარლად მისდევს ტყვიას.

თამარი ჩაიკეცა. თამარი მიწას დაემხო.

ცოდვის შვილო, ცოდვის შვილებო, რას სჩადით, რას!

მღვდლის მოთქმა მუშტივით მოვხდა თავში დანიელს.

თამარი რატომ გდია მიწაზე, თამარს სისხლი რატომ სდის? დანიელს ვერაფერი გაუგია. რა ხდება! დგას გაოგნებული, ირგვლივ ხალხი მიმორბის, რა ღაცას ყვირიან, აგერ ბეით ქნესეთიდან ესთერი, მირიამი, რახელი გამოცვივდნენ, კივილი მორთეს და როდესაც ხალხი ორად გაიყო და შუაში თმაწვერაჩეჩილი ნონიკო მღვდელი გამოჩნდა, ყამა ჰაარეცის გონება ყველაფერს ჩასწვდა. მუხლებზე დაეცა და აღრიალდა.

დანიელს არც თავი მოუკლავს, არც. ნესტორი. მუხლებზე დაცემული ქვითინებდა. იგი ყამა ჰაარეცი იყო და სხვას ვერაფერს შეძლებდა:

ნონიკო მღვდელს კი თამარი მკლავებზე გადაეწვინა. ნესტორისაკენ მოიწევდა და ბუტბუტებდა:

ცოდვის შვილო, ცოდვით გაჩენილო და ცოდვის დამტრიალებელო!

ნესტორი უკან-უკან იხევდა, მერე შეტრიალდა და ქუჩისაკენ გაიქცა. მირბოდა ნესტორი, და იმაზე ფიქრობდა, რა დაეწერა დედაქალაქში გასაგზავნ მოხსენებით ბარათში, როგორ, რით აეხსნა ის, რომ დავალება ვერ შეასრულა.

12 სათავისაკენ მიბრუნება

▲ზევით დაბრუნება


დაზაფრულ დაბას ბინდი რომ მოედო, ზეცა ვარსკვლავებმა რომ გააჩახჩახეს და დანიელის სახლში კივილიც რომ მინელდა, აბესალომმა ესთერი იქ, დანიელის სახლში დატოვა და თავად სახლისაკენ გამოეშურა. უღონოდ, უილაჯოდ მოდიოდა. ეზოს ჭიშკარი რომ შეაღო, კომშის ხესთან კაცი დალანდა. ის კაცი აბესალომისაკენ გამოემართა. აბესალომს გულმა რეჩხი უყო. შედგა. ნესტორი, ან მისი გამოგზავნილი კაცი თუ არისო, გაიფიქრა. თამარის სიკვდილით ისე იყო ძალაგამოცლილი, უკან გაბრუნებაზე, მიმალვაზე არც უფიქრია.

ის კაცი, ფრთხილად ადგამდა ნაბიჯებს. მიუახლოვდა. აბესალომმა ნონიკო მღვდელი იცნო. ნონიკო მღვდელს კვლავ ანაფორა ეცვა, მკერდზე დიდი ჯვარი ეკიდა. ჯვარი მთვარის შუქზე ელავდა.

მაპატიეთ, ბატონო, თითქმის ჩურჩულით თქვა ნონიკომ, იმისთვის მოვედი, რომ თაყვანი გცეთ და მოგილოცოთ, უღვთოთა ხელიდან სინაგოგის დახსნა. აბესალომმა ერთხანს იყუჩა. მერე კი თქვა:

ჰო, მაგრამ... სისხლი...

სამძიმარიც მინდა გითხრათ. ეგ ქალი იუდეველთა ისტორიის ღირსია.

დუმილი ჩამოვარდა. ნონიკოს მკერდზე ჩამოკიდებული დიდი ჯვარი მთვარის შუქზე ელავდა. აბესალომს არ ესიამოვნა, თვალი აარიდა. დუმილი ნონიკომ დაარღვია:

მაგრამ თქვენ აქ არ უნდა დარჩეთ. თუ აქ დარჩებით, სიკეთეს არ გწევენ.

მეც ასე ვფიქრობ.

დაუხანებლად, მალე უნდა გაეცალოთ აქაურობას.

გმადლობთ.

ეზოში კვლავ დუმილი ჩამოვარდა.

ღამე მშვიდობისა! უთხრა ნონიკო მღვდელმა.

ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ!

ნონიკო მღვდელი ჭიშკრისაკენ გაემართა. აბესალომი კი უხმოდ იდგა.

უკაცრავად ვარ, ხმა დააწია აბესალომმა და ნონიკოს მიუახლოვდა.

დიახ, მობრუნდა ნონიკო მღვდელი. აბესალომი ერთხანს დუმდა, მერეღა თქვა:

გახსოვთ, ალბათ, სოდომის დანგრევის წინ რომ ითქვა... თუ მაგ ქალაქში ათი მართალი კაცი მაინც იქნებაო...

ჩვენს ქალაქში რამდენი ღვთისმოშიში აღმოჩნდა? იკითხა აბესალომმა.

სოდომზე მეტი, მაგრამ... სისხლი მაინც სისხლია... და თქვა აბესალომმა:

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია, ამ ქალაქს ღვთის თვალი დასტრიალებს. და თქვა ნონიკო მღვდელმა:

ორივემ მადლობა უნდა ვუთხრათ ღმერთს. ჩვენ ბევრი ღვთისმოშიში გვყოლია.

მომილოცავს, მცირე პაუზის შემდეგ თქვა აბესალომმა, ამიტომაც მიჭირს ამ დაბის დატოვება.

კიდევ კარგა ხანს იდგა ეს ორი წვეროსანი კაცი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, მთვარით განათებულ ეზოში, ხმადაბლა, თითქმის, ჩურჩულით საუბრობდნენ და ისევე უხმაუროდ დაემშვიდობნენ ერთმანეთს, როგორც შეხვდნენ.

* * *

ის ღამე რომ გაილია, მზეც რომ ამოვიდა და ქვეყნიერება კვლავ ისევე გააბრწყინა, როგორც ათასი წლის წინ, ამხანაგი ნესტორი ისევე მიადგა აბესალომის სახლს, როგორც რომაელი კერპთაყვანისმცემელნი მიადგებოდნენ ხოლმე იუდეველთა სახლებს. მათ სამ-სამი ცენტურიონი ედგათ გვერდით. ნესტორს. სახალხო მილიციელები.

მაგრამ ნესტორს აბესალომის სახლი ცარიელი დახვდა.

შიგ აღარავინ იყო. აბესალომი, ესთერი, მათი შვილები უკვე მატარებელში ისხდნენ და თბილისისკენ მიეშურებოდნენ.

ესთერს თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.

აბესალომს კვლავ დანიელის ღრიალი ჩაესმოდა ყურში.

ორივეს ერთი დარდი და სანაღვლო ჰქონდა:

მიტოვებული დაბა და მისი ებრაელობა მათი მზერა მთასავით აღმართულ ბეით ქნესეთს არ სცილდებოდა. რკინიგზა მთებში ისე მიიკლაკნებოდა, ბეით ქნესეთს ირგვლივ უვლიდა. სისხლით გახევებული, სახტად დარჩენილი ბეით ქნესეთი დიდხანს შემოსცქეროდა მოჩაქჩაქე მატარებელში მსხდომ აბესალომს და ესთერს. აბესალომმა ვერ გაუძლო ბეით ქნესეთის მზერას. თავი მანამ არ აუწევია, ვიდრე მატარებელმა არ გაივაკა. ირგვლივ მწვანე, მოხასხასე ველი გადაშლილიყო, მაგრამ აბესალომი ველს ვერ ხედავდა მაინც ბეით ქნესეთი ედგა თვალწინ.

13 სიშავე ნათელისა

▲ზევით დაბრუნება


დათო აუჩქარებელი ნაბიჯებით მოუყვებოდა ქუჩას. მთვარე ამოსულიყო, ცივი ქარი ჩამდგარიყო. მაინც ციოდა. ყინვამ ლოყები, ყურები აუწითლა. პალტო შეიკრა, ქუდი ისედაც ეხურა. ხელები ჯიბეებში ჩაიყო და შეეცადა ფიქრს გასცლოდა, ფიქრისაგან დაეღწია თავი. ვერა და ვერ ახერხებდა. ის წავიდა, წაჰყვა იმ.ფირმას. ისრაელში. დათოს აღიზიანებდა კიდეც ეს ფიქრი. ის წავიდა, მე კი მაინც მასზე უნდა ვიფიქრო? კარგია რომ წავიდა, ძალიან კარგი. იცის, რომ აქ არ არის, თბილისში არ დააბიჯებს. ეს ამშვიდებს კიდეც. ამშვიდებს? მაშ, რატომ ფიქრობს ლალიზე, რატომ არ ივიწყებს? სამუდამოდ!

დავივიწყებ თუ არა, ამას აღარა აქვს მნიშვნელობა. შესაძლოა, ადამიანი არ არსებობდეს, მაგრამ გახსოვდეს. აღარც ლალი არსებობს, მაგრამ მახსოვს. ახსოვდა, ხსოვნაზე უარს ვერ ამბობდა. ლალიზე უარის თქმა კი არც ისე რთულ საქმედ ესახებოდა. აი, ბავშვი, ბესუკა! ბესუკა ხომ კითხულობს, მამიკო სად არისო, ნეტავ, რას ეუბნება? წასულიყოთავად სადაც ეწადა, იქ წასულიყო! ბავშვი დედ-მამასთან მაინც დაეტოვებინა. ნახავდა ხოლმე. წამოიყვანდა. რა კარგი იქნებოდა, ბავშვი რომ აქ დაეტოვებინა. არა, გაიპარა. დათოს არც გააგებინა, ბავშვი მიმყავსო. ყოველთვის ქარაფშუტა იყო, ბავშვობაშიც, სტუდენტობის წლებშიც. ახლა კი ვერაგობა ჩაიდინა. ნამდვილი ვერაგობა. სხვა რა უნდა უწოდოს ლალის საქციელს? წავიდა, საგრიალოდ წავიდა... ალბათ, ყოველ საღამ ოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გრიალებს.

იქ, ისრაელში მოსმენილი სიმღერა ჩაესმა: ჩვენთვის კვირა არ არსებობს, ყოველი დღე შაბათია, ყოველი დღე შაბათიააა! გაეღიმა.

რა კარგი ტიპები არიან!

შეჩერდა. მოსახვევთან ადამიანები მგლოვიარეებივით უხმოდ იდგნენ. გაოცდა: ასე გვიან ღამე ამდენ ხალხს აქ რა უნდაო, მაგრამ მყისვე მიხვდა, გაახსენდა, თუ რამ შეჰყარა ეს ხალხი. პურს ელოდებიან. თბილისელები საღამო ხანს იჭერენ რიგს, მთელ ღამეს იქ ატარებენ, რომ დილით პური აიღონ. ისიც გაახსენდა: ორი დღეა უპუროდ რომ ჭამს საჭმელს და გაიფიქრა, მაინც არ მეძინება, ჩავდგები რიგში, პურს ავიღებო. საყელოამოწეულ კაცს მიუახლოვდა, რიგში ბოლო ვინ არისო, ჰკითხა. იმან კი მიუგო აი, იმ ქალთან უნდა ჩაეწერო, სიას ის ქალი ადგენსო. სათვალიან ქალს ხელში ფანქარი და რვეული ეჭირა, თავი შალით წაეკრა, ფანქარს ნერვიულად ათამაშებდა. ხმაც უცნაური ჰქონდა. რა გვარი ხარ? ჰკითხა ქალმა. დათომ მიუგო. სათვალიანმა დათოს გვარი რვეულში ჩაწერა.

ორასთერთმეტი!

ორასთერთმეტი?! გაოცდა დათო.

ყოველ საათში პერეკლიჩკას. ვატარებთ, ვინც არ არის, იმის გვარს ვშლით.

პური მომიწევს?

ქალი ჩაფიქრდა და თქვა:

თუ ხალხი მართლა შემცირდა, თუ ის შემცირებული ხალხი დილას არ მოვიდა და ჩხუბი არ ატეხა, სიიდან რატომ ამომიღეთო, შეიძლება მართლა მოგიწიოს.

დიდი მადლობა, ქალბატონო, ძალიან დამაიმედეთ!

გეწყინა? გაიღიმა ქალმა.. შენ რა, არ გაგიგია, პურის რიგში რომ ჩხუბობენ?

კი, კი როგორ არა!

იქნებ, არც ის გაგიგია, სამშაბათს პურის რიგში ბიჭი რომ მოკლეს? იცი რა გააკეთა? ხალხი მთელი ღამე რიგში იდგა, პურს ელოდა, გამთენიის ხანს მოიტანეს, ეს ყმაწვილი მოვარდა, გვარდიელი ვარ და ვერ მოვიცდიო, ურიგოდ აიღო. მერე იცი რამდენი? ექვსი პური, ექვსი! მაშინ უწია ღვთის რისხვამ. ქალი გაჩუმდა, დათოს ყურადღებით დააცქერდა. დათოს ცარიელმა მზერამ რომ არაფერი უთხრა, ნირწამხდარმა განაგრძო, იქნებ, არც ის გაგიგია, ოცდასამი წლის გოგო მეექვსე სართულიდან რომ გადმოხტა? არ გაგიგია?

დათო ისე გაეცალა ქალს, არაფერი მიუგო, უპასუხოდ დატოვა. გუნებაწამხდარი დაუყვა დაღმართს. ქსოვილების მაღაზიასთან, ასფალტზე, ცეცხლი დაენთოთ. პარკში შეგროვილი ხის ტოტები საბრალობლად ბჟუტავდა. ცეცხლის ირგვლივ შეკრებილი მდუმარე ადამიანები გამხმარ ხეებს ჰგავდნენ. უკან დაბრუნდა, ეწადა აქაურობას გასცლოდა. სათვალიანმა ქალმა რომ დაინახა, მოაძახა:

მალე პერეკლიჩკა გვექნება, შორს არ წახვიდე! დილამდე ერთი ორი კაცი მოკვდება კიდეც და რიგი შემცირდება.

შენი დედა ვატირე! გაივლო გულში დათომ. კიდევ უფრო ჩქარა გაეცალა იმ ქალს.

მოსახვევთან ნაბიჯი შეანელა და კვლავ აუჩქარებლად გაუყვა ქუჩას.

იქნებ უკეთესია, ბავშვი რომ აქ არ არის, პური ხომ უნდოდა... იქ პური არ მოაკლდება.

ისევ ის სიმღერა ჩაესმა: ჩვენთვის კვირა არ არსებობს, ყოველი დღე შაბათია, ყოველი დღე შაბათიააა....

ამ ორიოდე წლის წინ არქიტექტორთა კონგრესზე იერუსალიმში ჩასული მონუსხული დააბიჯებდა წმინდა ქალაქში. აოცებდა, თუ როგორ აეშენებინათ იგი. სამი დღის შემდეგ კონგრესს აღარ გაჰკარებია. დილაადრიან გადიოდა სასტუმროდან და ქუჩა-ქუჩა დაეხეტებოდა. საათობით იდგა ზოგიერთი შენობის წინ, ცნობისმოყვარეობას მაინც ვერ იკმაყოფილებდა.

კონგრესი რომ დამთავრდა, იერუსალიმთან განშორება დაენანა, მაშინღა დაურეკა ზურას, დღეს ფირმას. რომ ეძახიან, ამის შემდეგ დათოს არც იერუსალიმის არქიტექტურა დაუთვალიერებია, არც. თელავივისა და არც. ნაზარეთის. უმეტესწილად რესტორნებს ეცნობოდა. გამუდმებით ჩაესმოდა ებრაული თუ ქართული სიმღერები. მუდამ ქეიფის გუნებაზე მყოფი ზურა ფირმა და მისი მეგობრები ქართულ მელოდიაზე აგებულ სიმღერას იმეორებდნენ ხშირად: ჩვენთვის კვირა არ არსებობს, ყოველი დღე შაბათია, ყოველი დღე შაბათიააა.

მათი სიმღერა ხმელთაშუა ზღვის ზარმაც ტალღებს უერთდებოდა.

ამ მოგონებამ გაახალისა კიდეც და წაიღიღინა: ორშაბათიც შაბათია, სამშაბათიც შაბათია, ოთხშაბათიც შაბათიაა.... ესე იგი, ყოველდღე შაბათი. დასვენება და ქეიფი გვაქვსო. მოგონებას, იქ ნანახ სურათებს უღიმოდა დათო, თუმცა, როცა ამ სურათებში ფირმა გამოჩნდებოდა, სახე ეღრუბლებოდა.

ჩაფიძე, დოღონაძე, როდონაია! სათვალიანი ქალის მყიფე ხმამ ქალაქზე გადაფარებული დუმილის ქსოვილი შეარხია.

პერეკლიჩკა დაიწყო, გაიფიქრა დათომ. ნაბიჯს აუჩქარა, სახლისაკენ გაეშურა.

გამცემლიძე! გამცემლიძე არ არის?! მოესმა ისევ ქალის ხმა.

უკვე სადარბაზოსთან იყო. უნდა შესულიყო სადარბაზოში, მაგრამ ის ყმაწვილი მოულოდნელად გაჩნდა მის წინ. იდგა ის ბიჭი და უხმოდ შესცქეროდა.

რა გინდა?

ყმაწვილმა პასუხი არ გასცა. დათომ წასვლა დააპირა. იმ ბიჭმა მხარი გაჰკრა.

არ გაინძრე!

რა გინდა?! ბიჭმა კვლავ არ გასცა პასუხი, უხმოდ შესცქეროდა სახეში. დათომ ხელი შემართა. ქუჩა მანქანის ძრავის ღრიალმა გააყრუა. ბიჭს ღიმილი მოერია. აღრიალებული მანქანა ნაგაზივით მოისწრაფოდა მისკენ... კბილების ღრჭიალით... დაამუხრუჭეს.

დაჯექი! უბრძანა ბიჭმა.

წადი შე!

მანქანიდან ორი ბიჭი ფართხაფურთხით გადმოვიდა. დაარტყეს. დათო გამხმარი ფოთოლივით დაეშვა ასფალტზე. სამივემ მყის წაავლო ხელი, მანქანაში შეჩურთეს. მანქანა კვლავ ღრიალით გაიჭრა ქუჩაში. ქანთარია, უთურგაული! უთურგაული არ არის?! სათვალიანი ქალის ხმა კენჭებივით ეხლებოდა შენობებს, მაგრამ დათოს უკვე არ ესმოდა.

***

გონს რომ მოვიდა, ვერაფერი დაინახა. თვალები აეხვიათ. მიხვდა, რაც ხდებოდა მის თავს და ავყვირდებიო, გაიფიქრა. თავი შეიკავა:

„რა აზრი აქვს?!“

მანქანის ძრავა ღრიალებდა. მოსახვევებიც ხშირი იყო.

ძრავა ისე ღრიალებს აღმართში, ესე იგი წყნეთისაკენ მივდივართ, გაიფიქრა დათომ, მაგრამ ეს აზრი მყისვე უარყო.

იქნებ, სამხედრო გზაზე?! ნეტავ, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ? სამხედრო გზისკენ გამოსვლას დიდი დრო უნდა, უგონოდ დიდხანს ვერ ვიქნებოდი. ესე იგი, წყნეთისაკენ მივდივართ ან კოჯრისაკენ.

კოჯრისა და წყნეთისაკენ მიმავალი გზა კარგად იცოდა. თუ მართლა იქით მიდიოდნენ, თვალაკრულიც კი გამოიცნობდა. გონება დაძაბა. ძრავის მუშაობასა და მოსახვევების რაოდენობას აქცევდა ყურადღებას. მოსახვევი მარჯვნივ, მერე. მარცხნივ. მანქანა სწორ გზაზე გაიჭრა. მერე ისევ მარჯვნივ, დიდი აღმართი... არა, ეს კოჯრისაკენ მიმავალი გზა არ არის. არც. წყნეთისაკენ. ვერ გამოიცნო, საით მიდიოდა მანქანა.

***

მე ფული არა მაქვს!

ბუშლატიანმა, შავწვერამ მხარზე გადაკიდებული ავტომატი გაისწორა და გაიცინა:

ებრაელი და უფულო? ჩვენ წესიერად გექცევით, ბრატ, შენ კი გვატყუებ, ეგრე გამოვა?

ბიჭებო, შეგეშალათ, მე არქიტექტორი ვარ, ფული საიდან უნდა მქონდეს?!

აბა, შენა ყოფილხარ, ფული იმენნო თქვენა გაქვთ, ბრატ, ისრაელში ხომ იყავი ამას წინათ? იქ დიდი მაყუთი ხომ მოხიე?

ჩვენთვის კვირა არ არსებობს. ყოველი დღე შაბათია, ყოველი დღე შაბათია!...

ტყუილია!

უფულო ებრაელი არ არსებობს!

ეგეც ტყუილია!

რა ამბავში ხარ, შენი! ბუშლატიანის თვალებში ზიზღი და მრისხანება ჩადგა. მუშტი ყბაში მოხვდა დათოს, მუშტს წიხლი მოჰყვა.

მეორე დღეა თოვს. დათოს აივანზე გასვლის უფლება მისცეს. ოღონდ დღისით არა. დაბნელების შემდეგ. თუმცა, დღისით რომ გავიდეს, რა შეიცვლება? ვინ დაინახავს? ახლომახლო სახლი არ დგას, არც გზა ჩანს. თეთრი სამყარო. სითეთრე, მხოლოდ სითეთრე. ფეხსალაგში გასვლის უფლებაც დაბნელების შემდეგ მისცეს.

ფანჯრიდან შესცქერის როგორ ათოვს ბაღჩას, ფეხსალაგს. თოვლის ფაფუკი ფანტელები უაზროდ, უდარდელად დაბორიალებენ ჰაერში და წარმოდგენაც არა აქვთ, არც აინტერესებთ შეიტყონ, რა უცნაური ტყვეა დათო.

დათო მწარე ღიმილით შესცქერის ფანტელების უაზრო ფარფატს.

დღეს გიგის ამარა დატოვეს. მხოლოდ გიგი მიუჩინეს დარაჯად. გიგი უხმოდ ზის. ავტომატი მუხლებზე დაუდევს და პრიმას. აბოლებს. საღამოვდება. სადაცაა დაბნელდება კიდეც. ესე იგი, გიგი ფეხსალაგში გაიყვანს.

კარტი არ გინდა? იკითხა გიგიმ.

დათომ უარის ნიშნად, თავი გააქნია.

გიგიმ თქვა:

დიდი მაყუთი მინდა, ფირმაში უნდა გავიდე. არ შემიძლია აქ ცხოვრება, ხომ ხედავ, რა ამბავია, როგორ აირია ქვეყანა! ეს არის ცხოვრება?!

დათოს გაეღიმა. ცოტა ხნის შემდეგ იკითხა:

ფირმაში რას გააკეთებ?

ვიგრიალებ..

აქ ვინ გიშლის გრიალს?

ფირმაში სხვაა. ეს ქვეყანა აღარ არი.

იქ, საზღვარგარეთ კარგია, მაგრამ...

რა მაგრამ? იკითხა გიგიმ.

დათომ პასუხი არ გასცა, უხმოდ იჯდა. მერეღა თქვა, მოგვიანებით იქ კარგია, მაგრამ შენს ქვეყანაზე უკეთესი არსად არი.

გიგიმ გულიანად გაიცინა:

ძალიან ახურებ, აი! ვინ ჭამს მაგას! დათო გაჩუმდა. გაუბრაზდა კიდეც თავს. უკვე მეხუთე დღეა აქ არის, მეხუთე დღეა ჩასძახიან, ორმოცდაათი ათასი დოლარი უნდა მოიტანოო.

დაგაუთოებთ და მოგატანინებთ ფულს. დაუთოებული კაცი კი.... გაიძახის ბუშლატიანი.

***

ძველი იაფოს არაბულ რესტორანში ადამიანები იცინიან, ხარხარებენ, ხმამაღლა ლაპარაკობენ, ხან ებრაულად შესძახებენ ერთმანეთს, ხანაც. ინგლისურად. არაბული არ ისმის. სამი არაბი ყმაწვილი უხმოდ ზის. წვერგაუპარსავთ, სახედაღრეჯილთ სცენისაკენ ერთხელაც კი არ გაუხედავთ. არ აღელვებთ, არ აინტერესებთ ის, რაც სცენაზე ხდება. დათოს მეგობრები: ზურიკო, შოთა, ბადრი დროდადრო მაინც შეავლებენ თვალს სცენას, ღიღინებენ. დათოს სულს, სხეულს კი მთლიანად დაუფლებია მოცეკვავე არაბი ქალი. შავგვრემანი და ტანმაღალი, თეძოგანიერი და მოელვარე, მრავლისაღმქმელი მზერის არაბი ქალი გატაცებით როკავს. მისი სხეულის ყოველი ნაკვთი ვნებას მოუცავს. სხვა გზა აღარ დარჩენია ქალს. მხოლოდ როკვას ძალუძს ვნების გამოდევნა სხეულიდან, სხეული როკვით თუ იგრძნობს შვებას, ამიტომ როკავს...

როკავს გახელებით, მაგრამ ვნებას არ ეთმობა სხეული. არ ტოვებს ამ სიცოცხლის მთრთოლვარე სიამოვნებას. თეძოებსა და მუცელს დაუფლებია ვნება. თეძოები და მუცელი მეტისმეტად გაუხელებია ვნებას. ვნების ტყვედქცეული, შვებისმძებნელი თეძოები და მუცელი რესტორანში შემოსულ ყოველ მამაკაცს თავისკენ უხმობს, მაგრამ იმ კაცებს ქალის როკვა არ აღელვებთ. ისინი იცინიან, ხარხარებენ, ერთმანეთს ანეკდოტებს უყვებიან. დათოა ერთადერთი ადამიანი, ვისი სუნთქვაც ქალის როკვას დამორჩილებია.

არაბი ქალი გრძნობს ამას და დათოს თავისკენ უხმობს: დათოს უხმობენ, დათოსთვის როკავენ ქალის თეძოები და მუცელი. ამის შემხედვარე დათოს სუნთქვა ეკვრის, წარმოსახვაში ეალერსება არაბი ქალის თეძოებს:

იყუჩე, იყუჩე, ჩემო საალერსოვ, რაოდენ ნაზია და მგრძნობიარე არაბი ქალის კანი. ქალი მინებდა დათოს ალერსს, მუსიკაც თითქოს გაინაბა, სუნთქვასავით ისმის, იყუჩე, იყუჩე, ჩემო საალერსოვ..

ჩვენთვის კვირა არ არსებობს, ყოველი დღე შაბათია, ყოველი დღე შაბათიააა, იწყებს ზურიკო. არაბი ქალი კვლავ უხმობს დათოს. მისი თეძოები უხმობენ: მოდი, მოდი, მოდი, მე შენთან მინდა, მოდი.. დათო კვლავ ვისკის სვამს. ჭიქაში ჩაყრილი ყინული ტუჩებზე ეხლება.

არ წავიდეთ? კითხულობს ზურიკო და ოფლს იწმენდს.

რა გეჩქარება, ჯერ პირველი საათია! ამბობს ბადრი.

შეხედე იმ ტიპებს. რა შავები არიან!

არაბები?

ჰო, არაბები.

მერე შენ რა, შეეშვი!

თავი რომ აიფეთქონ და ამხელა რესტორანი ჰაერში ავარდეს?! ამბობს ზურიკო.

გავიყვანოთ და ვჟეჟოთ! თვალებში ნაპერწკლები აენთო ბადრის.

ავარდეს, არა!

ასე უხმოდ რატომ სხედან, არც სვამენ, ქალებისაკენ არც გაუხედავთ.

ალაჰი ერთსაც უკრძალავს და მეორესაც.

აბა, აქ რა უნდათ, ასაფეთქებლად შემოვიდნენ?

მოდი, იქნებ, მართლა ჩვენ დავასწროთ? ზურიკო წამოსადგომად ემზადება.

დაჯე, რა, დაჯე!

დათო კვლავ არაბი ქალის თეძოებს მისჩერებია. ეალერსება, დათოს მზერა კიდევ უფრო აღაგზნებს არაბ ქალს და მეტის გახელებით როკავს.

***

ფიქრში თვლემა მოერია. მერე ჩაეძინა კიდეც. სიზმარში ლალის ხედავს. ლალი ზღვიდან ამოდის, დათოს უახლოვდება. მკერდს მიუშვერს. ლალის მკერდზე წყლის წვეთები ბრწყინავენ.

შეგცივდა? ეკითხება დათო.

ლალი კი მკერდს პირთან უტარებს. დათოს კოცნა უნდა, ლალი კისკისებს. დათო ვეღარ ხედავს ლალის. თმა პირ-სახეზე ჩამოშლია. ლალის კისკისს ვიღაცის ხარხარი უერთდება.

გინდა? გინდა, ჩემი ბიჭი?! ჩააფურთხე ფირმას. ხმაა.

დამანებეთ თავი! ყვირის დათო.

იცის, იცის, რომ სიზმარს ხედავს. იცის, რომ ყველაფერი ეს სიზმარია. გაქცევა უნდა, ვერ გარბის. ყვირილი უნდა, ვერ ყვირის - დამანებეთ თავი! იყვირა, მაგრამ ეს ყვირილი არ იყო. თავად მიხვდა. ჩიფჩიფებს. არა, არა, უნდა გავიღვიძო, რამენაირად უნდა გავიღვიძო. ლალის მკვრივი მკერდი კვლავ აგერ არის. ვეღარაფერს ხედავს, გარდა მკერდისა.

გინდა? გინდა, ჩემო ბიჭი? ჩააფურთხე.

უნდა გავიღვიძო, უნდა გავიღვიძო!

გაეღვიძა, როგორც იქნა, გაეღვიძა.

გული ძლიერ უცემს. თავშიც თითქოს რაღაც ურახუნებს. გაირინდა. თვალები მილულა. გულის ცემა მინელდა. თავშიც ისე აღარ ურახუნებს.

თვალი გაახილა. ოთახში ბნელა. გიგის სძინავს. კვლავ აჩქარდა გულის ცემა, თითქოს კვლავ კეტს ურტყამენ თავში..

გიგის ჩასძინებია, ავტომატი კი აგერ, მაგიდაზე დევს. დათო ლოგინზე წამოჯდა. მიაყურადა. როგორ უძგერს გული! არა, დანარჩენები არ მოსულან. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულა. ხელის ერთი გაწვდენაა საკმარისი.

ხელის ერთი გაწვდენა და ავტომატი ჩემია.

გაიფიქრა. გულის ცემაც მინელდა. დათომ მიმოიხედა. გიგის ტკბილად სძინავს. ავტომატის გასროლაც არ არის საჭირო. საკმარისია მოიქნიო, თავში ჩაარტყა და...

მორჩა! ეს ოყროყი აღარ იქნება, ბოლო მოეღება ამ საბრალოს. ხელი გაიშვირა, ავტომატი აიღო. ლულა გიგის მკერდს მიუშვირა... ისევ აუჩქარდა გულის ცემა... არა, არა, ასე არ ივარგებს. თავში ჩაარტყამს. ავტომატის ლულას წაავლო ხელი. ერთი მოქნევა და...

ჩვენთვის კვირა არ არსებობს, ყოველი დღე შაბათია, ყოველი დღე შაბათია! ორშაბათიც შაბათია, სამშაბათიც შაბათია....

დაგაუთოებთ და მაინც მოგატანინებთ ფულს. დაუთოებული კაცი კაცი არ არის. ო, რა საზიზღრად იღმიჯება ბუშლატიანი.

მოქნევა, ერთი მოქნევა და...

არა კაც ჰკლა!

არა კაც ჰკლა!

არა კაც ჰკლა!

სინაგოგის კედელი დაუდგა თვალწინ.

გიგი! გიგი! ყვირის დათო.

გიგი მყისვე წამოხტა. ავტომატისკენ გაიშვირა ხელი.

ავტომატი ადგილზე არ არის. ელდა ეცა.

არ მესროლო, არ მესროლო!. იყვირა გიგიმ.

ნუ დაიძინებ, ნუ დაიძინებ, თორემ გავიპარები!.

დათომ ავტომატი მაგიდაზე დააგდო.

14 ვის ძალუძს ქარის შეჩერება?

▲ზევით დაბრუნება


კართან დევს ცოდვა...
დაბადება..

თბილისის რაბინებს ახალი რაბინი არ სჭიროდათ.

აბესალომს თბილისში ჩამოსვლის პირველსავე დღეებში უთხრეს:

აბა, აქ რა უნდა აკეთო, ის სჯობია, ისევ შენს ჯამაათს დაუბრუნდე, უპატრონოდ ნუ დატოვებ. ეს ერთი.

მეორეც. შენ აშქენაზურად ისწავლე, აშქენაზურად ლოცვა ჩვენს ხალხს არ სჩვევია. ჩვენ ჩვენი წესი, მინაგი გვაქვს. ჩვენ ხო აშქენაზები არა ვართ! უღონო იყო. რა ექნა, უკმაყოფილებას გულში იკლავდა და ფიქრობდა, ჩემს დროს უნდა დაველოდო, სხვა რა გზა მაქვსო. ჩვეულებისამებრ დადიოდა ბეით ქნესეთში, ლოცულობდა, ქალაქს ეცნობოდა. უფროსი ბიჭი. იოსები. უკვე წამოიზარდა, ყმაწვილი კაცი ჯამაათის სრულუფლებიანი წევრი გახდა. თითქმის ნახევარ დღეს მასთან ატარებდა, თორას ასწავლიდა, წინასწარმეტყველთა წიგნებზე ესაუბრებოდა, ებრაელობისათვის მეათე კაცის ფუნქციას ჩააგონებდა, ყოველთვის ეცადე, იჩქარე, მეათე კაცი იყოო. ხშირად უფიქრია: ხომ არ სჯობდა დაბაში დავრჩენილიყავი, დამიჭერდნენ? იქნებ, არც დავეჭირე? ეს ფიქრი განსაკუთრებით მას შემდეგ გაუძლიერდა, როცა ერთმა რაბიმ. დავითმა. საუბრისას უსაყვედურა:

ჯამაათი ასე უპატრონოდ როგორ დაყარე, ცხოვრება ხომ უნდა იმ ხალხს!

უჭირდა, ძლიერ უჭირდა აბესალომს. უსაქმოდ იყო, თითქოს მიზანიც აღარ ჰქონდა და, ალბათ, ამის გამოც ვერ იგრძნო როგორ შეიცვალა: ოჯახში ხშირად ლაპარაკობდა თბილისის რაბებზე. ხახამ დავითმა არაფერი იცის, ლოცვაც არ უვარგა, კი არ ლოცულობს, ლუღლუღებსო, ხახამ იოსებზეც არაერთხელ უთქვამს, ეგ ჯამაათს კი არა, საკუთარ ჯიბეს ემსახურება, თუ ფულს არ ელოდება, ისრაელისშვილს შეკითხვაზე პასუხსაც არ აძლევსო. თბილისის ჯამაათის წევრები რაბი იოსებს არ უმადლოდნენ. უქონელსა და უპოვარს არც ესაუბრებოდა: არა მცალია, სხვა დროს მნახეო, შესძახებდა. ამიტომ.სხვა დროს მნახე. შეარქვეს. რაბი იონათანიც გაუმათრახებია აბესალომს: ეგ რანაირი ხახამია, სუფრაზე ნახევარ საათს მაინც ლაპარაკობსო.

ერთი სიტყვით, ყოველ რაბის ისეთი ნაკლი აღმოუჩინა, ისე დასცინოდა, ადამიანს სალოცავში მისვლის ხალისს დაუკარგავდა.

ერთ დღეს ესთერმა უთხრა, ჩვენი პირმშო, იოსები ასე რატომ დასცინის ხახმებსა და ლოცვასაო. იმიტომ, რომ სკოლაში, კომსომოლაში სულ მაგას აგონებენო, მიუგო აბესალომმა. ესთერმა კი ეჭვით გაიქნია თავი და თქვა:

არა ვგონებ, სულ კომსომოლას ამბავი იყოს ეს.

არ ეკუთვნით აუგად ხსენება? არ იქნა და არ გაძღნენ! ბრაზით თქვა აბესალომმა.

აბესალომ! ხმადაბლა, მაგრამ საყვედურით წამოიძახა ესთერმა.

ეს იყო და ეს! ამ თემაზე მეტად აღარ უსაუბრიათ. არც ეცალა ამ საკითხზე სასაუბროდ. თავისი მდგომარეობა, თბილისის რაბების უყურადღებობა, ცხადია, აწუხებდა, მაგრამ სხვა, ათგზის უფრო მნიშვნელოვანი საწუხარი ჰქონდა: ებრაელთა ყოფა.

ძლიერ უჭირდა საქართველოს ებრაელობას. უჭირდა მატერიალურად და სულიერად. მიწურებშიც კი ცხოვრობდნენ, ცხელი კერძი ენატრებოდათ. ექვსი-შვიდი წლისანი სარჩოს ძიებას იწყებდნენ. დილიდან საღამომდე ქუჩა-შუკებში დარბოდნენ, იმას ჰყიდდნენ, რაც ხელთ მოხვდებოდათ. ამიტომ აღარც ღმერთს ეკუთვნოდნენ და აღარც საკუთარ თავს. მხოლოდ ერთი ფიქრი სდევდათ თან: როგორ გამოეკვებათ ოჯახი, აბესალომმა იცოდა, რომ უწიგნურობის დედა სიღარიბეა. ღარიბი და უწიგნური კი ყამა ჰაარეცია. სულიერება იკარგებოდა წიგნის ხალხში. დილა-საღამოს ლოცვანს თუ შეისწა ვლიდნენ, სრულფასოვან ებრაელად მიაჩნდათ თავი და წარმოდგენაც არ ჰქონდათ იმაზე, რომ ებრაელობა იმ სულიერი მემკვიდრეობის დაუფლებასაც ნიშნავდა, რაც მათს წინაპრებს შეექმნათ.

აბესალომი ხშირად ფიქრობდა:

ხალხის სულიერ სიღარიბეს რაფერ უნდა შეურიგდეს კაცი, მაგრამ იმას რაღა ვუყოთ, სულიერი სიღარიბის გამო სხვებს, ყველას სხვანაირად რომ ვენახვებითო? ჩვენს მეზობლებს, ნაცნობებს, ყველას ჰგონია ებრაელ ობა მხოლოდ აღებ-მიცემობის ხალხია და მეტი არაფერი შეუქმნია ქვეყნად. იმას კი ვერავინ ხედავს, აღებ-მიცემობა ებრაელობის თავშესაფარი როა, თავის გატანის, გაძლების, გადარჩენის საშუალება. რამდენ ხანს შეუძლია ეს ბრძოლა? რამდენს გაუძლებს? თუ გინდა ჩვენს ხალხში ებრაელობა ჩაკლა, მხოლოდ აღებ-მიცემობას უნდა მიაჯაჭვო, მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრით უნდა აცოცხლო. იქნება გადარჩეს კიდეც, მაგ რამ ისინი ხომ ებრაელები აღარ იქნებიან? აწეწილ-დაწეწილი ცხოვრება მეტის საშუალებას არც აძლევდა ებრაელობას. ლოცვანი კი დაეზეპირებინათ, მაგრამ ბევრმა ისიც კი არ იცოდა, თუ რა ეწერა ლოცვა ნში, რას კითხულობდნენ. ტექსტი ისე გადიოდა მათში. მამიდან შვილში, როგორც რძე ბიდონიდან ბიდონში. ახლა ისეთი დრო დადგა, ლოცვანთა დაზუთხვის საშუალებაც არ ჰქონდათ. თითო-ოროლაღა თუ ახერხებდა ამას. დილიდან საღამომდე, მტვერში, ტალახში ამოგანგლულნი ქუჩებში დარბოდნენ. არა მხოლოდ თორას, ვერარას სწავლობდნენ. თბილისისა თუ ქუთაისის, ახალციხისა თუ საჩხერის ქუჩები, მოედნები სავსე იყო ებრაელი ბავშვებით, რას არ აკეთებდნენ, რა ღონეს არ მიმართავდნენ, ოღონდ კი ოჯახში ლუკმაპური შეეტანათ.

სწორედ ეს უკლავდა გულს აბესალომს.

ეს იმას ნიშნავს, რომ არ იციან, რა არის ნამდვილი ბედნიერება. თუ ამათ ახლავე არ ეშველათ, ხვალ უფრო უბედურნი იქნებიან. სულით ღარიბნი, უცოდინარნი. თუ ახლა არ ისწავლეს, ხვალ მათი ებრაელობაც საეჭვო გახდება, შვილები ხომ სულაც აღარ ეყოლებათ ებრაელნი. თავისი გულისტკივილი ხახმებს გაუზიარა, მაგრამ ყური არავინ გაიბარტყუნა. ხახამ დავითმა ჩაილაპარაკა:

ისრაელიშვილის პატრონი გამჩენი ღმერთია!

კი, მაგრამ, რატომ უნდა გაიზარდნონ ასე უცოდინარნი, უვიცნი, რისთვის?

ყველამ პირში წყალი ჩაიგუბა. რა ექნათ? თავად დაიწყო ზრუნვა. ვისთან არ მივიდა, ვის არ სთხოვა, ეხვეწა, ემუდარა, დაემუქრა კიდეც მოსკოვში, კრემლში, ამხანაგ სტალინთან გიჩივლებთ, თუ ებრაულ სკოლებს არ აღგვიდგენთ, ებრაელი ბავშვების განათლებაზე ზრუნვის საშუალებას არ მოგვცემთო. ამაო იყო აბესალომის მეცადინეობა უსმენდნენ, თავსაც უქნევდნენ, რაიმეს მოვიფიქრებთ, საბჭოთა ხელისუფლება ეროვნულ უმცირესობას ზრუნვას არ აკლებსო, მაგრამ...

ქართველ ჩინოვნიკებზე, რასაკვირველია, ბრაზობ და, რასაკვირველია, მათი უკმაყოფილო იყო, მაგრამ თავისი თანამოძმენი, ებრაელები, სწორედ ისინი, ვისაც შვილების ხვალინდელ დღეზე უნდა ეფიქრათ, სულს უშფოთებდნენ: თავს უქნევდნენ, მართალი ხარო, ამბობდნენ, რაღაც უნდა მოვიფიქროთო, ხელს კი არავინ ანძრევდა. თუ რომელიმე მათგანს შეუტევდა, ხელებს გაშლიდნენ და ეუბნებოდნენ: რა ვქნათ, ხომ ხედავ, რა დრო დადგა, ამგვარი მოთხოვნა, ვაითუ, ებრაულ ნაციონალიზმში ჩამოგვართვან, ხიფათს არ გა დავეყაროთო, პასუხობდნენ. და თუ აბესალომი აღშფოთებული შესძახებდა, ასე დავთმოთ ჩვენი რჯული, ეროვნება?! მხრებს იჩეჩდნენ და გაცლას ლამობდნენ. აბესალომი გრძნობდა, რომ თანამოძმენი ერიდებოდნენ. მასთან საუბარს გაურბოდნენ.

ვერ იქნა და ვერ მოახერხა. ერთი ებრაელიც ვერ ამოიყენა გვერდით, რომ მარტოკაცს არ ებრძოლა, ბოლშ ევიკ ჩინოვნიკებს ერთი კაცი. აბესალომი კი არ ხლებოდა, ორი-სამი ებრაელი მაინც. ამ ორ-სამ კაცს ებრაელთა დელეგაცია, დეპუტაცია დაერქმეოდა, აბესალომი კი... აბესალომი მარტოკაცი იყო...

ერთ დროს შიმყონის იმედი ჰქონდა. შიმყონს აბრეშუმის ჭიის გამოყვანის ახალი მეთოდი შეუქმნია თურმე. ეს მეთოდი მთელ საქართველოში სტახანოვურად ინერგებოდა. შიმყონიც სტახანოველად გამოაცხადეს, კვირაში ორჯერ მაინც წერდნენ გაზეთებში..

შ.ჯანაშვილის სტახანოვური მეთოდის. ღირსებაზე. ამის მერე შიმყონმა სახელი იუხერხულა და ლევანი დაირქვა. გალევანებულ შიმყონს მთავრობაში იცნობდნენ და დიდ პატივს სცემდნენ. ერთ დღეს აბესალომი შეხვდა, ესაუბრა. იქნებ, რაიმე სიკეთეს ვწიოთ ჩვენი ხალხი, ხელობა შევასწავლოთ, სახელმწიფო სამსახურში ჩავაყენოთ. განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე გვმართებს ზრუნვა, ბავშვები უწიგნოდ, თორის უცოდინრად იზრდებიანო. გალევანებულმა შიმყონმა აბესალომს უთუო მხარდაჭერა აღუთქვა. ისიც დასძინა: თქვენ, ალბათ, გეცოდინებათ, როგორ პატივს მცემს პარტია და ხელისუფლება, მე ხომ აბრეშუმის ჭიის გამოყვანის ახალი მეთოდი დავნერგე. მე პარტია არაფერზე მეტყვის უარსო.

აბესალომი დაიმედებული დაემშვიდობა შიმყონ-ლევანს. ბედნიერი იყო იმით, რომ იპოვა კაცი, რომელიც საზოგადო საქმისთვის გაირჯებოდა. რაოდენ გახარებულიც იყო იმ საღამოს, ათასგზის მეტი გულისტკენა იგრძნო მოგვიანებით. რამდენჯერ აცნობა შიმყონ-ლევანს ხვალ ამხანაგ კანდელაკთან უნდა მივიდეთ, ან ზეგ ამხანაგი სეფისკვერაძე გველოდებაო, შიმყონი ვერა და ვერ მოიყვანა. გვიან მიხვდა აბესალომი: ეს კაცი საქვეყნო საქმისთვის არავისთან მივიდოდა, არავის დაივალებდა. დღეები აუჩქარებლად მიიზლაზნებოდა, ებრაელობის ხვალინდელ დღეს კი სასიკეთო პირი არ უჩანდა. აბესალომი თანამოძმეებზე ბრაზობდა, განსჯიდა. და რაც მეტი დრო გადიოდა, გაღიზიანება უფრო და უფრო უძლიერდებოდა. ერთ დღეს ესთერმა უთხრა: აბესალომ, მართალი ხარ, ხალხისთვის მეცადინობ, მაგრამ....

წინადადება არ დაასრულა ესთერმა. აბესალომი მიხვდა და ვერც მიხვდა, რას გულისხმობდა ესთერი, ბოლომდე ვერ გაარკვია ცოლი საყვედურობდა თუ აფრთხილებდა.

რისი თქმა ეწადა ესთერს?

ხალხისთვის მეცადინობ, მაგრამ მაგ მეცადინობამ ზიანს არ გწიოს?

ხალხისთვის მეცადინობ, მაგრამ ხალხზე გაბრაზების უფლებას თავს ნუ მისცემ?

ხალხისთვის მეცადინობ, მაგრამ სჭირდება ჩვენს ხალხს შენი ასეთი გამეცადინება?

სჭირდება, ცხადია, სჭირდება, მაგრამ უბედურება ის არის, რომ თავად არ იცის რა სჭირდება და რა. არა! ფიქრობდა აბესალომი, ვაითუ, ესთერის უთქმელ სიტყვებში სწორედ ის იგულისხმება, რაზე ფიქრიც ასე თრგუნავს აბესალომს? ხალხისთვის მეცადინობ, მაგრამ ხომ გახსოვს ერთ დროს შენმა მეცადინეობამ ადამიანის სიცოცხლე რომ შეიწირა? თუ ასეა, თუ ესთერის მიერ წარმოთქმული სიტყვები ამას გულისხმობდა? იმ დღიდან კარგა დრო გავიდა. ამ ხნის განმავლობაში აბესალომისთვის არავის უთქვამს ამგვარი რამ, მინიშნებითაც კი არავის მიუნიშნებია, მაგრამ თამარის სიცოცხლის ასეთი დასასრული აწუხებდა, თრგუნავდა. ზოგჯერ აედევნებოდა ფიქრი:

იქნებ, ის სჯობდა გავჩუმებულიყავი, დაენგრიათ ის ბეით ქნესეთი, რამდენი ასეთი ბეით ქნესეთი დაუნგრევიათ ებრაელობისათვის, თამარი დღეს ცოცხალი იქნებოდა.. ზოგჯერ კი ამ აბეზარ ფიქრს სულ სხვა ფიქრი უკუაგდებდა: ეგრე რომ გარჯილიყვნენ, ეგრე რომ მინებებოდნენ მოძალადეთ, ჩვენი ხალხი დღემდე ვერ მოვიდოდა. ცოტანი იმიტომ ვართ, რომ მტერს ჯიუტად არ ვეპუებოდით, არა, დაღვრილი სისხლის ყოველი წვეთი გვმატებს ძალას, სიცოცხლის უნარს, გვარწმუნებს, რომ ჩვენ ადონაის გზით მივდივართ. სამაგიეროდ, დღეს ჩვენი დაბის ჯამაათი თავის ბეით ქნესეთში ადიდებს გამჩენს..

ჩვენი ხალხის არსებობა ადონაის ხელთ არის, ღმერთი მფარველობს მას, ამიტომ შენ იყუჩე, არავის სჭირდება ეგ ფაფხური! შესძახებდა ფიქრში ვიღაც.

და არ დავიცვათ ღვთის სახლი, არ ვიმეცადინოთ ჩვენი რჯულის შენარჩუნებისათვის, ხალხს არ მივცეთ ცოდნა? ვაითუ, ჩვენი გულგრილობის, არხეინობის გამო ღმერთმა საერთოდ გვაქციოს ზურგი. ისრაელის ისტორიის მეფეთა, მსაჯულთა ეპოქებში ღმერთი ხომ მონაწილეობდა ჩვენს ისტორიაში, მერეც რამდენჯერ დაუდასტურებია ჩვენ გვერდით ყოფნა. იმიტომ, რომ მის მცნებებს ვასრულებდით. დღეს?

ასეთი ფიქრები აბესალომს ხშირად დასტრიალებდა თავს და რა დასკვნაც უნდა გამოეტანა, იმ დღეს მაინც გუნებაწამხდარი იყო.

აბესალომი ვერ მოისვენებდა, ვიდრე ერი ხვალინდელ დღეზე არ იზრუნებდა. დღეს კი, დროის მდინარებას გაბანგული ბალღივით მინებებოდა, არარა საზოგადო საქმის კეთება არ ეწადა. მხოლოდ ლუკმაპურის შოვნა იყო მისი საზრუნავი. ერთ მთვარიან საღამოს აივანზე ისხდნენ. მთვარე ისე ანათებდა გარემოს, აბესალომი მის შუქზე კითხულობდა თანახის იმ ნაწილს, რომელშიც ებრაელები მოსეს აუმხედრდნენ, რატომ, რისთვის გამოგვიყვანე ეგვიპტიდან, იქ ქოთანში ლუკმაპური მაინც გვქონდა, აქ უდაბნოში შიმშილით ვიხოცებით, ეს აღთქმული ქვეყანაც არ ჩანსო.

ესთერმა თქვა:

კომუნისტები ამბობენ, მშრომელ ხალხზე ვზრუნავთო. ჩვენზე მეტი მშრომელი ვინ არი? ყველაზე დიდ კომუნისტთან. მთავრობის მეთაურ ჩაფიძესთან უნდა მიხვიდე. მიდი, გაუზიარე შენი გულისტკივილი. თუ ასე გაგრძელდა, ათ-ოც წელიწადში ებრაელები აღარ ვიქნებით-თქო. არ შეიძლება არ გაგიგონოს. ებრაელობის გადაშენება მაგათ რისთვის უნდა აძლევდეთ ხელს, ტროცკი ხოა მაგათი უფროსი.

აბესალომმა ნარიყალას ციხეს ახედა. ნარიყალა ლამის მის აივანს წამოსდგომოდა თავს. მთვარის შუქით გაბრწყინებული ციხე ისე ძლიერი. შეკრულ მუშტს ჰგავდა. ჩანდა, უიმედოს იმედს ჩაუსახავდა, ღონეს შემატებდა. ესთერის ნათქვამი გონივრულ რჩევად მიიჩნია. მყისვე წამოდგა, ცოლს უთხრა, მალე მოვბრუნდებიო და სახლიდან გავიდა. შიმყონ-ლევანი ათიოდ წუთის სავალზე ცხოვრობდა, ქუჩა-შუკები ცქვიტად გაიარა და ქოროღლის ჩიხში მივიდა. შიმყონს მტკიცედ, გადაწყვეტილად უთხრა, ხვალ დილას ორივენი მთავრობის მეთაურთან უნდა მივიდეთ, დახურული სკოლების აღდგენა უნდა ვთხოვოთ, არ იქნება ჩვენი თხოვნა ყურად არ იღოს და ამით ებრაელობის საქმემ წინ არ წაიწიოსო.

რომელ საათზე მივიდეთ?

ცხრაზე იქ ვიყოთ, ჩვენი გასაჭირი ავუხსნათ.

კი, ბატონო, მხოლოდ ცხრაზე არ მცალია, მაგ დროს მთავრობის მეთაურის მოადგილესთან უნდა ვიყო, ათ საათზე შენი მონა-მორჩილი ვარ.

თუ მოადგილესთან უნდა იყო, იქნებ ჯერ მაგასთან...

არა, არა! მაგ საკითხს მთავრობის მეთაურის მეტი ვერავინ გადაწყვეტს. თქვენ მიბრძანდით, მდივანი გააფრთხილეთ, ათისთვის მეც გეახლებით.

შიმყონმა ცოლს ჩაის სუფრა გააშლევინა, აბესალომს კარგა ხანს ესაუბრა, თუ როგორ პატივს სცემს ხელისუფლება, რაოდენ უყვართ პარტიის ხელმძღვანელებს. აბესალომი დაიმედებული წამოვიდა შიმყონის სახლიდან.

მეორე დილას, ლოცვის შემდეგ, აბესალომი სასტუმროდ გამოეწყო და მთავრობის მეთაურთან წავიდა. ჯერ კიდევ ის დრო იდგა, როცა მთავრობის წევრებს, მეთაურსაც, კაბინეტების კარი ღია ჰქონდათ და ყოველ მომსვლელს ღიმილით ეგებებოდნენ.

შიმყონი ათ საათზე არ მოვიდა.

თერთმეტზეც რომ არ გამოჩნდა და მდივანმაც მეორედ იხმო აბესალომი, მთავრობის მეთაური თავისუფალია და შებრძანდითო, მარტოკამ შეაღო კაბინეტის კარი. ამხანაგი ჩაფიძე აბესალომს ფეხზე წამოუდგა. სახეგაბრწყინებულმა სთხოვა: მობრძანდით, დაბრძანდით, ებრაელები ჩვენი მეგობრები არიან და დიდ პატივსაც ვცემთო. მერე ისევ მაგიდას მიუჯდა და ჰკითხა, რისთვის შეწუხებულხართო.

და თქვა აბესალომმა:

ჩვენ, ებრაელები ღმერთმა იმისთვის ამოგვირჩია, რომ...

როგორ, თქვენ არ იცით, რომ ღმერთი არ არსებობს? ღიმილით შეაწყვეტინა მთავრობის მეთაურმა. აბესალომი ჩაფიქრდა. იმაზე ფიქრობდა, თუ რა უნდა მიეგო ამ მყრალი აზრისათვის.. არა, ამგვარი რამ არ გამიგია! არა, ეს არ იქნება საკადრისი პასუხი. ცდებით, ბატონო მეთაურო, ღმერთი არსებობს! არც ეს. ამიტომ მშვიდად თქვა:

მე ვილოცებ იმისთვის, რომ ღმერთმა გაპატიოთ ეს სიტყვები.

მთავრობის მეთაურს სახე მოეღრუბლა. აბესალომს თვალი თვალში გაუყარა და თქვა:

ნუ შეწუხდებით. ჩვენ ღმერთს არაფერს ვთხოვთ, ჩვენ თვითონ შევქმნით ახალ ცხოვრებას. ეს ერთი. მეორე: მშრომელი ებრაელობა თქვენსავით არ ფიქრობს.

მშრომელ ებრაელობას მიაჩნია, რომ...

ყოველი ადამიანი მშრომელია, ბატონო მეთაურო. ებრაელი კი არა, ყოველი ადამიანი მშრომელია. მთავრობის მეთაურს გაეცინა და აბესალომს დაწვრილებით აუხსნა არამშრომელი, მამაძაღლი ადამიანები როგორ ყვლეფდნენ მშრომელ ხალხს, როგორ უნდა იბრძოლოს ბოლშევიკურმა პარტიამ მათი, იმ მამაძაღლი ადამიანების დასათრგუნავად. აბესალომი უხმოდ იჯდა. ფიქრობდა, ეთქვა თუ არა ის, რისთვისაც მოვიდა, ჰქონდა თუ არა რაიმე აზრი იმის გამხელას, რაც ასე აწუხებდა, რასაც ხელისუფლებისაგან მოითხოვდა. სწორედ ამ დროს ჰკითხა მთავრობის მეთაურმა:

მერე? გისმენთ. რა სწადიათ ებრაელებს? თქმა არჩია აბესალომმა, ღმერთმა იმისთვის გამოგვ არჩია, რომ მისი მცნებებით გავაბრწყინოთ ქვეყნიერება. სწორედ ეს არის სამყაროს სრულქმნის გზა. მცნებათა ასრულება კი მცნებათა მსწავლელს შეუძლია. ჩვენი ახალგაზრდები ვერ სწავლობენ, თუ რამ ებრაული სკოლები იყო, დაგვიხურეს. ამით დაგვიგმანეს მცნებათა შესწავლის. სამყაროს სრულქმნის გზა. თქვენ, ბოლშევიკები აცხადებთ, რომ ყოველ ერს აძლევთ თვითგამორკვევის საშუალებას. ჩვენი თვითგამორკვევა და ავტონომია ის იქნება, კვლავ მოგვცეთ ღვთის მცნებათა შესწავლის, ღვთისმსახურების უფლება, გაგვიხსნათ ებრაული სკოლები, სასწავლებლები, სინაგოგები... ბეწვაბურძგნილ კატასავით თვალებმოწკურულმა მთავრობის მეთაურმა აბესალომს სიტყვა პირიდან გამოსტაცა.

ესე იგი, თქვენ არ მოგწონთ სკოლები, რომლებიც ჩვენ გავხსენით, რომლებშიც. შეჩერდა, აბესალომს დაჟინებით მიაცქერდა და ხაზგასმით თქვა. რომლებშიც ახალგაზრდობა კომუნისტურ იდეალებს ეწაფება? გულში კი გაივლო..ეს ის ჩიტი არ ჩანს, ასე იოლად რომ დაფრთხება. ამას სხვა რამ უნდა მოვუხერხო.. აბესალომს სახეზე თბილი ღიმილი მოედო:

თქვენ ვერ გამიგეთ, ბატონო მეთაურო. მე ებრაული სკოლების აღდგენას გთხოვთ. ამ სკოლებში ებრაული ენა, ისტორია, ლიტერატურა უნდა ვასწავლოთ. ჩვენი შვილები ებრაელებად უნდა აღვზარდოთ. თუ ეს დღეს არ გავაკეთეთ...

კონტრაა, ნამდვილი კონტრა, სად იყო, აქამდე როგორ მოვიდა! გაიფიქრა მეთაურმა, და ხმადაბლა, მშვიდად თქვა:

არა, ამხანაგო, ნუ გეწყინებათ და მაგის უფლებას ვერ მოგცემთ, გაიღიმა კიდეც. მე არც გირჩევთ, რად გინდათ! ებრაელებად კი არ უნდა გაზარდოთ თქვენი შვილები, საბჭოელებად, საბჭოთა მოქალაქეებად, რა დროს ებრაელობაა, რა დროს ქართველობაა! თქვენ ნიჭიერი ხალხი ხართ და მიხვდებით, რომ მსოფლიოს პროლეტარიატი ერთიანობისკენ მიდის. მე ძალიან მიყვარხართ თქვენ, ებრაელები, მაგრამ ხომ უნდა გამიგოთ. ამის უფლება რომ მოგცეთ, როგორ ჩავხედო თვალებში ამხანაგ ტროცკის, ამხანაგ ზინოვიევს. ისინი ურყევი ინტერნაციონალისტები არიან.

აბესალომი უხმოდ იჯდა. სულაც არ გაუჭირდა იმის მიხვედრა, რომ მეთაური ატყუებდა. სიბრაზე დაიოკა, პირზე ღიმილიც კი მოიდო და უფრო ხმადაბლა, განდობილი კაცის ინტონაციით უთხრა:

რა გონიერი კაცი ბრძანდებით. მე მესმის თქვენი, მაგრამ... მაგრამ ღირდა კი რევოლუცია იმად, რომ აღარ იყოს ქართველობა, აღარ იყოს ებრაელობა, მე სასულიერო პირი ვარ და ამდენი არ მესმის, მაგრამ... ჰა, რას იტყვით, რად გვინდა რევოლუცია, თუ ქართველი არ იქნება, ან ებრაელი, ან სომეხი... ხომ არ ვცდები? რასაკვირველია, შინაურულად გეკითხებით, ერთი კუთხიდან ვართ და...

ეს რა მამაძაღლი ვინმე ყოფილა! გაიფიქრა თავმჯდომარემ. აბესალომს კი უთხრა, იქნება, ეს შეკითხვა ტროცკისთვის დაგესვათ, ან ზინოვიევისთვის? ისინი ძალიან ძლიერი თეორეტიკოსები არიან და უკეთ გიპასუხებენ. აბესალომი ფეხზე წამოდგა:

კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო მეთაურო. არასოდეს დამავიწყდება თქვენთან შეხვედრა.

მეც.... უთხრა მთავრობის მეთაურმა და აბესალომს ხელი გაუწოდა.

აბესალომმა ხელი ჩამოართვა და ის იყო გარეთ უნდა გასულიყო, რომ:

ერთი წუთით! კართან დაეწია აბესალომს ჩაფიძის ხმა. აბესალომი მიბრუნდა.. თუ შეიძლება, ცოტა ხანს მოსაცდელში დამელოდეთ.

კი, ბატონო, თქვა აბესალომმა და მოსაცდელში გავიდა.

* * *

თმადატკეპნილი, ჭაღარაშერეული, ენერგიული მდივანი ქალი, ჩაფიძის ოთახიდან გამოვიდა, აბესალომს თავს დაადგა და დაჟინებით დააცქერდა. დუმილი რომ გაუგრძელდა, აბესალომმა ჰკითხა:

მოხდა რამე?

მდივან ქალს არც ამჯერად უთქვამს რაიმე. კიტელზე ხელი ჩამოისვა, თმა შეისწორა:

აქეთ მობრძანდით, მომყევით.

ხაკისფერკიტელიანმა, თმადატკეპნილმა მდივანმა ქალმა აბესალომი პატარა ოთახში შეიყვანა..აქ დაბრძანდით. უთხრა და კარი გაიხურა. აბესალომს ისიც კი მოეჩვენა, რომ ქალმა კარი ჩაკეტა. არ წამომდგარა, არ შეუმოწმებია. უფანჯრო ოთახში მიმოიხედა. პატარა მაგიდა და სავარძელი კუთხეში მიედგათ. ლენინისა და სტალინის პორტრეტები სწორედ მაგიდისა და სავარძლის თავზე ეკიდა.

რას უნდა ნიშნავდეს ეს, რატომ დამტოვა? დიდი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ ამათგან სიკეთე არ იქნება. აბა, რა უნდა? ფიქრობდა აბესალომი. გული კარგს არაფერს უთქვამდა, მაგრამ.... არა, ამათგან ყოველთვის ცუდს უნდა ელოდე, ამიტომ, არ უნდა მოვსულიყავი. ხომ ვიცოდი, რომ ესენი არარა სიკეთეს არ გაიმეტებენ, მაგრამ საქმე? ჩვენი მომავალი? სხვა რა გზა გვაქვს?

დავითის ფსალმუნთა წიგნი მუდამ ჯიბეში ედო. ამოიღო, კითხვას შეუდგა. კარგა ხანს კითხულობდა. მდივანმა ქალმა კარი რომ შემოაღო, რული მორეოდა:

მობრძანდით!

აბესალომმა ღმერთს შეწევნა სთხოვა და ქალს გაჰყვა. თავმჯდომარის მისაღებში გული სიხარულით აუფრიალდა. შიმყონი აქ იჯდა.

მოხვედი? დაგაგვიანდა? ჰკითხა.

შიმყონი ერთობ დაბნეული ჩანდა. აბესალომს უაზროდ მისჩერებოდა.

მობრძანდით, რას ელოდებით! საყვედურნარევი კილოთი შესძახა ქალმა და მთავრობის მეთაურის კაბინეტის კარი შეაღო.

ჩაფიძე კვლავ ფეხზე წამოდგა. შიმყონს ხელი ჩამოართვა.

როგორ ხართ, ამხანაგო ლევან?

შიმყონმა პირმოთნე ღიმილით თქვა:

დიდად გამდლობთ, ამხანაგო მთავრობის მეთაურო. პარტიის ზრუნვითა და შემწეობით ყველაფერი რიგზეა. ვეწევით აქტიურ მუშაობას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ აბრეშუმის ჭიის წარმოება, ხოლო რაც შეეხება საკითხს, რომელიც თქვენ ამას წინათ დასვით აქტივის კრებაზე...

ახლა აბრეშუმის ჭიას დავანებოთ თავი. მე უფრო სერიოზულ საკითხთან დაკავშირებით მოგიწვიეთ. აი, მოვიდა აქ ამხანაგი სასულიერო პირი. ჩაფიძე აბესალომს მიუბრუნდა. აბესალომმა მშვიდად დაუკრა თავი, და ებრაული სკოლების გახსნა მოითხოვა. ხომ იცნობთ ამხანაგ სასულიერო პირს?

არა, არა! წამოიძახა შიმყონმა.. თუმცა კი, შორიახლო, ძალიან შორიახლო, რომელიც არ შეიძლება საბჭოთა მოქალაქეების სერიოზულ ნაცნობობად ჩაითვალოს.

აბესალომმა თავი ასწია. შიმყონს ყურადღებით მიაცქერდა.

ამხანაგო ლევან, იცნობთ, თუ არ იცნობთ ამ კაცს?

ჩაფიძის ხმაში საყვედური იგრძნობოდა.

არა, რასაკვირველია, არა! თქვა შიმყონმა და ოფლი ხელისგულით მოიწმინდა სახიდან.

იკურთხოს გამჩენო სახელი შენი! გულში გაივლო აბესალომმა.

კარგი, ამას არა აქვს მნიშვნელობა. რას იტყვით, როგორია მშრომელ ებრაელთა პოზიცია ებრაულ სკოლასთან დაკავშირებით? ჩვენ სწორედ მშრომელთა მოთხოვნილებებს ვაქცევთ მთავარ ყურადღებას.

მშრომელი ებრაელობა ერთხმად უჭერს მხარს ბოლშევიკურ ხელისუფლებას, წამოიძახა შიმყონმა.

ებრაულ სკოლას?

სკოლა ძალიან კარგია, ამხანაგო მეთაურო, ახალგაზრდობა უნდა დაეუფლოს კომუნისტური იდეალების საფუძვლებს. ჩვენ უნდა აღვზარდოთ ახალი მრწამსის...

ამხანაგო ლევან, ლაპარაკია ებრაულ სკოლაზე, სადაც შეისწავლიან ებრაულ ენას, ლიტერატურას, ისტორიას, ხაზგასმით, აუჩქარებლად თქვა მეთაურმა და აბესალომს მიუბრუნდა, ხომ ასეა?

აბესალომმა თავი დაუკრა.

რას იტყვით, როგორია მშრომელი ებრაელობის პოზიცია?

ჰოო... ეს... აბა, რა გითხრათ... სკოლა.... შიმყონმა ოფლი კვლავ ხელისგულით მოიწმინდა.

ამხანაგო ლევან, პოზიცია გასაგებად გამოკვეთეთ! კვლავ ხაზგასმით მრავალმნიშვნელოვნად თქვა ჩაფიძემ.

აბა, რა ვიცი, ვერაფერს გეტყვით... მე აბრეშუმის ჭია, კი ბატონო, აბრეშუმის ჭია ვიცი... მაგრამ... აბრეშუმის ჭია სხვებსაც გამოჰყავთ, ხვალ შეიძლება ისინი გახდნენ სტახანოველები.

რას ამბობთ, როგორ გეკადრებათ! ფეხზე წამოიჭრა შიმყონი.. დღეს მთავარია ახალგაზრდობის კომუნისტური იდეალებით აღზრდა... ჩვენ ხომ ახალ, კომუნისტურ საზოგადოებას ვაშენებთ... ვიღას ჭირდება ებრაული წიგნების სიბრძნე... ჩვენ გვაქვს კომუნისტური მორალი, შიმყონმა სახეზე ჩამოდენილი ოფლი კვლავ ხელისგულით მოიწმინდა და სული მოითქვა.

ესე იგი... ვერ გავიგე. გინდათ, თუ არ გინდათ თქვენ ეს ებრაული სკოლა, მშვიდად იკითხა ჩაფიძემ, როცა ყველაფერი კარგად გაიგო.

შიმყონმა უმალ აუღო ალღო ჩაფიძის მშვიდ ინტონაციას. დაჯდა და თქვა:

არა, რასაკვირველია, არა, ამხანაგო თავმჯდომარევ. მე რომ მჯეროდეს ებრაული განათლება კომუნიზმის მშენებლობაში გამოგვადგება, მხარს დავუჭერდი, მაგრამ... მაგრამ არის ერთი გარემოება. მშრომელ ებრაელობას არაფრად სჭირდება ამგვარი სკოლები. მთავრობის მეთაური აბესალომს მიუბრუნდა. ყურადღებით მიაჩერდა.

გისმენთ, მშვიდად თქვა აბესალომმა.

არა, მე გისმენთ თქვენ. რას იტყვით ამასთან და კავშირებით? აბესალომი უხმოდ იჯდა. მის მზერაში ირონია იკვეთებოდა.. თქვენ არ მიგაჩნიათ, რომ ებრაელობამ უნდა იამაყოს ისეთი შვილებით, როგორც ურყევი კომუნისტი ამხანაგი ლევან ჯანაშვილია? აბესალომმა გაიღიმა და თქვა:

თუ კომუნისტობაზე მიდგება საქმე, მაგაზე უკეთესიც მოიძებნება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ჩვენ უარესიც გვყოლია.

ჩაფიძემ თავი დახარა, თითქოს მაგიდის ქვეშ რაღაცას დაეძებდა. ამით აბესალომის სიტყვებს წაუყრუა, თითქოს არც არაფერი თქმულა.

თქვენ ალბათ, დარწმუნდით, რომ არავითარი ებრაული სკოლა საჭირო არ არის.

კიდევ უფრო ძლიერ დავრწმუნდი, რომ აუცილებელია, აუცილებელი...

წაბრძანდით შინ, ბატონო ჩემო, ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა ჩაფიძემ.. თუ თქვენ ასე გინდათ, ილოცეთ, წარმავალი კლასი სხვაგვარად ვერ მოიქცევა. ამათ თავი დაანებეთ, თქვენ ესენი არაფრად გამოგადგებათ.

აბესალომი წამოდგა, კარისაკენ გაემართა, გამოაღო და მოტრიალდა:

როცა ადამიანმა ღვთის სახე დაკარგა, ღმერთმა აღარ ინება ადამიანთა არსებობის გაგრძელება და უნდა გახსოვდეთ, რა წარღვნაც მოუვლინა ქვეყნიერებას. ელოდეთ წარღვნას, ბატონო თავმჯდომარევ! შეტრიალდა და გავიდა.

კიბე უილაჯოდ, ღონეწართმეულმა ჩაათავა. ბოლო საფეხურიც რომ ჩაიარა და ტრამვაის გაჩერებისაკენ გაემართა, შიმყონი წამოეწია, გზა მოუჭრა:

რას იტყვი, აბესალომ ბატონო, ხომ სწორად მოვიქეცი, სიმართლე რომ არ ვუთხარი? შიმყონი იღმიჭებოდა. სახეზე პირმოთნე ღიმილი დასთამაშებდა.

აბესალომი გააოგნა შიმყონის ყეყეჩურმა ღიმილმა და სიტყვებმა.

მე მაგას ჩემს აზრს გავაგებინებდი? დასძინა შიმყონმა.

აბესალომმა ნელა, აუჩქარებლად ასწია ხელი. შიმყონის ყური ორ თითში მოიქცია და მოჰქაჩა. შიმყონმა შეჰყვირა. აბესალომმა ხელი ჩაუშვა და აჩქარებული ნაბიჯით გაეცალა. ტრამვაიში რომ ავიდა, ფანჯრის მიღმა შიმყონი დაინახა. ტროტუარზე თავჩაქინდრული იჯდა, მოზრდილი ჩანთა ფეხებს შუა ჩაედგა. აბესალომს გულის ცემა აუჩქარდა. თითებზე, რომლებშიც ორიოდე წუთის წინ შიმყონის ყური მოეგდო, სიმხურვალე იგრძნო. სხეულშიც... სავარძელი, რომელშიც იოხანან ბენ ზაქაი იჯდა, ოქროსფერი ხავერდით იყო მოფენილი. საკნის სივრცეში მდგარი სავარძელი იერუსალიმურ სქელ ნისლში გა ხვეულიყო. აბესალომი პირაღმა იწვა. თავი ბალიშში ჩაერგო. ცხადად ხედავდა საკნის სივრცეში სავარძელში მჯდარ იოხანან ბენ ზაქაის. ნისლი მდუმარედ ირხეოდა, დროდადრო იფანტებოდა და აბესალომი უფრო ცხადად ხედავდა სავარძელში მჯდარ იოხანან ბენ ზაქაის. უზარმაზარი, ოქროსფრად მოვარაყებული თორა გადაეშალა და აუჩქარებლად კითხულობდა. აბესალომს ფეხზე წამოდგომა ეწადა არ შეეძლო ნარზე მწოლს ეცქირა დიდი მოძღვრისათვის. ერთი კითხვა ეკერა პირზე, ერთი კითხვა უტრიალებ და თავში:

მითხარი, მოძღვარო, ის მაინც მითხარი. ღვთის მსჯავრია ეს ყველაფერი თუ კაცისა, ღვთისა თუ კაცისა? ადგომა ეწადა, მაგრამ ვერ დგებოდა, ისევე, როგორც თქმა ეწადა და ვერ ამბობდა. იოხანან ბენ ზაქაიმ, თითქ ოს მიხვდაო აბესალომის გულისთქმას, თორა დახურა, აბესალომს გადმოხედა, დააკვირდა და თქვა:

ეძებე და იპოვი!

იოხანან ბენ ზაქაიმ კვლავ თორა გადაშალა. კითხვა განაგრძო.

მალე იგი სქელ, იერუსალიმურ ნისლში გაეხვია.

15 ჩვენ ტყეში ვართ

▲ზევით დაბრუნება


ბაღს ფანჯრიდან გასცქეროდა. საღამოვდებოდა. უაზროდ მობორიალე თოვლის ფანტელები ზანტად ეცემოდა მდუმარე ხეებს.

მეზობელი ოთახიდან გოგონების კისკისი ისმოდა. დროდადრო ბიჭები სიმღერას წამოიწყებდნენ. უნდილად მღეროდნენ. დაწყებას ახერხებდნენ, დამთავრებას. ვერა. მათი ხმა მიმქრალი მუგუზალივით ინავლებოდა. უკვე ორ საათზე მეტი იყო სუფრას უსხდნენ და ხმაში, შეძახილებში სიმთვრალეც ეტყობოდათ. კინკლაობაც წამოიწყეს. დათოს თეფშების მსხვრევის ხმა, გინება მოესმა. მერე ქალებმა შეჰკივლეს. ხმაური მალე მიწყდა.ვიღაც მგზნებარედ ალაპარაკდა.

ალბათ, სადღეგრძელოს ამბობს, გაიფიქრა დათომ.. ახლა წასვლას აზრი არა აქვს, ადრეა ჯერ, მაგრამ სად არის თბილისი, სად ვარ მე, საით უნდა ვიარო? გზაზე გასვლაც არ შეიძლება, თუ დამედევნენ, მიპოვიან... ტყე-ტყე სიარული? მე ტყე არ ვიცი, ტყეს ცოდნა უნდა... მთავარია, ქვემოთ დავ ეშვა... სადაც უნდა ვიყო, ქვემოთ უნდა დავეშვა... ალბათ, მალე ამ გოგოებთან დაწვებიან... მერე დაიძინებენ... ამათი და ძინებიდან გათენებამდე ჩემი დროა... რვა, ცხრა, იქნებ, ათი საათიც... ამ ხნის განმავლობაში თავს უნდა ვუშველო... ეს საკმარისი დროა, თუ ვინმემ არ მომძებნა, უნდა მოვასწრო სამშ ვიდობოს გასვლა... მაგრამ სად არის ეს სამშვიდობო? ქვემოთ... სულ ქვემოთ უნდა ვიარო... იქნებ, პირიქით, ის სჯობდეს, ზემოთ ავიდე? იქ ვინმეს დავუკაკუნო, შველა ვთხოვო? მაგრამ არის კი ზემოთ რაიმე სოფელი? თუ არის, ხუთი-ექვ სი მოსახლე იქნება სულ, ყოველ ოჯახს დაივლიან, არა, არ ივარგებს. ამათ ეს კუთხე კარგად იციან, მე. არა, არ ივარგებს... ისევ ქვემოთ... ქვემოთ უნდა ვიარო და ტყე-ტყე... თუმცა, თუ დაიძინეს, გზით სიარული სჯობია, უფრო ჩქარა ვივლი... ესენი ცხრა-ათ საათამდე ვერ გაიღვიძებენ.

კარი გაიღო.

შემოდი ჩვენთან! თქვა ბუშლატიანმა.

დათო ოთახში შევიდა.

დაჯექი! ბუშლატიანმა დათოს ჭიქა დაუდგა, დალიე, ოღონდ მერე ქალი არ მოგვთხოვო. გოგონებმა გადაიკისკისეს. ჩალისფერთმიანმა დათო შეათვალიერა, გაიღიმა და თქვა:

ეტო ინტერესნო! პირველსავე ფრაზაზე შეეტყო რუსული არ იცოდა.

სოფლელია, ნამდვილი სოფლელი, ესე იგი, ესენიც ახლომახლო სოფლელები არიან, გაიფიქრა დათომ და ღვინით სავსე ჭიქა დაცალა.. ამაღამ ეს საჭიროა, ამაღამ ღვინო გამომადგება.

ერთი გოგო მაინც ზედმეტი გვყავს, ღიმილით თქვა გიგიმ.. რომელი უნდა დაიჩაგროს უკაცობით?!

ჰო, ბუშლატიანმა გოგოებს თვალი მოავლო.. ჰო, ერთი ზედმეტია. ჩვენ ოთხნი ვართ. დათოს მოუბრუნდა:

რომელს ინებებ?

დათომ პასუხი არ გასცა.

ჰა? რომელი გინდა? დარდი ნუ გაქვს, ამაში ფულს არ მოგთხოვთ, ეგ ერთი გოგო ფეშქაში იქნება, იმ ორმოცდაათ ათასში შედის.

გოგოებმა ისევ გადაიკისკისეს.

მე გითხარით, ფული არა მაქვს.

ბუშლატიანმა მაგიდას ხელი დაჰკრა და დაიღრიალა:

მაინც შენსას ახურებ?

დათოს ბუშლატიანისკენ არც გაუხედავს, ჭიქა ღვინით შეავსო, დალია, ხაჭაპური პირში ჩაიდო და თქვა:

მე მაგ ყვირილით ფული გამიჩნდება? ბუშლატიანმა ფრაზა არ დაამთავრებინა, ხელი ძლიერ მოუქნია, რომ სახეში მოერტყა. დათომ თავი გადასწია, ბუშლატიანის დარტყმა აიცდინა. ჩალისფერთმიანმა შეჰკივლა:

ნუგო!

მე მაგით ფული გამიჩნდება? ირონიული ღიმილით გაიმეორა დათომ.

ჩალისფერთმიანი დათოს მიუახლოვდა. მუხლი მუხლზე მიადო და ალერსიანი ხმით უთხრა:

იშოვე, რა ფული, თავს ხო არ მოაკვლევინებ? ქალმა დათოს თმაზე გადაუსვა ხელი.. მერე ბუშლატიანს მიუბრუნდა, ნუგო, აცალე, რა, დილამდე აცალე, მოიფიქროს.

დილამდე არა! ერთი საათი, ერთი საათი მომიცია, ერთ საათში ისე დაგაუთოო, კაცად აღარ ვარგოდე, ახლა იქ გადი და კარგად მოიფიქრე, ვის გამოართვა ფული!

ხო რა, მოიფიქრე რა, ბიჭები ცოდვა არ არიან?

ამათაც ხომ უნდათ ცხოვრება!

გადი! ბუშლატიანმა დათოს მხარზე გაჰკრა ხელი.

მიდი და იფიქრე, როგორ გადარჩე.

დათო წამოდგა. მან უკვე იცოდა, რომ დაყოვნება არ იქნებოდა. ჭიქა ღვინით შეავსო, ჩვენ შეხვედრას გაუმარჯოსო, უთხრა ჩალისფერთმიანს და დალია.

***

გზა დაღმა მიდიოდ. თოვდა. არ ციოდა. დათო ჩქარობდა და გაოფლიანდა კიდეც.

ცოტა ხნის შემდეგ იგრძნო, რომ ოფლი პერანგსაც მოედო.

ცხადი იყო, გზაზე მანქანას გაევლო, მანქანებსაც, ეს სიარულს უადვილებდა.

რამდენი ხანია გამოვედი? ორმოცი წუთი, ჯერ არ მომძებნიან, შესაძლოა, ერთი საათის მერეც არ მომძებნონ. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ნახევარ საათს კიდევ შემიძლია გზაზე ვიარო. სადა ვარ? რომ ვიცოდე, სადა ვარ, უფრო გამიადვილდებოდა. მოყინულ მიწაზე ფეხი დაუცდა, ლამის წაიქცა, თავი შეიკავა, წელში გაიმართა, ცას ახედა, თუმცა, სად იყო ცა. ამ წკვარამ სიბნელეში არაფერი ჩანდა. თოვასაც იმით გრძნობდა, რომ ფანტელები სახეზე ეცემოდა.

თუ დაიძინეს, დილამდე შემიძლია თავისუფლად ვიარო. თუ არა? მალე უნდა მომძებნონ. იქნებ, ნახევარ საათშიც. თუ ერთ საათშიც არ მომძებნეს, ეს იმას ნიშნავს, დაწვნენ... დაიძინეს... არა... უჩემოდ არ დაიძინებენ. ის ნუგო არ დაიძინებს... ნუგო, ესე იგი ნუგზარი ჰქვია... ნუგზარი... ნუგო... გოგოებთან იმ საქმეს რომ მოითავებენ, უსათუოდ დამიწყებენ ძებნას, თუნდაც იმიტომ, რომ გოგოებთან ხელახლა მისვლამდე დრო მოკლან. რაიმეთი ხომ უნდა გაერთონ... დამედევნებიან. ერთ საათში შეიძლება წამომეწიონ კიდეც... თუ მიპოვეს, მორჩა... ცალ-ცალკე... მაგრამ იმათ ხომ იარაღი აქვთ... თუნდაც კეტი უნდა დავიჭირო ხელში...

ტყის პირს გადავიდა, ხეთა შორის გაიარა, ისევ დაუცდა ფეხი ყინულზე, ხეს მიეხალა, ტოტებზე ზანტად გაწოლილი თოვლი მხრებზე ჩამოაცვივდა. მიდამო მოათვალიერა, ისეთი ვერაფერი დაინახა, ხელში დაეჭირა. ყველაფერი თოვლქვეშ მოქცეულიყო, თოვლს დაეფარა ყველაფერი, რომელიღაც ხეს ტოტი ჩამოატეხა და ისევ გზას მიაშურა. იცოდა, ახლა უნდა მოეგო დრო, ახლა უნდა ევლო ჩქარა. ტყე-ტყე გზას კი მოჭრიდა, მაგრამ ტყე-ტყე სიარულით შესაძლოა, ორმოში ჩავარდნილიყო. ან... არა, ტყე-ტყე სიარული საშიში იყო.

გზაზე გავიდა, ისევ მხნედ განაგრძო სიარული, იმდენად მხნედ, დაუბრკოლებლად, რამდენადაც ამის საშუალებას გზა აძლევდა.

მალე თოვა შეწყდა, მთვარეს ღრუბლები შემოეცალა და სითეთრეში გარინდული ტყე, გზა გამოჩნდა. დათომ კარგად დაინახა, თუ როგორ მიიკლაკნებოდა გზა ქვევით. ხელმარჯვნივ დიდი ეზო იყო, ეზოში ქოხი იდგა, მეორე ქოხიც შენიშნა, რამდენიმე დათოვლილი, თოვლში ჩაფლული მდუმარე ქოხი და დათო მიხვდა, სადაც იმყოფებოდა:

ეს ხომ რესტორანია! არაერთგზის ყოფილა ამ რესტორანში. ახლა გზა ერთხანს არსაით არ გაუხვევს, პირდაპირ მიდის, მერე კი მარცხნივ მოუხვევს, თუმცა... თუმცა, აქ შეიძლება კიდეც გზის მოჭრა, აი, მარცხნივ ტყეში შესვლა და ქვევით დაღმართში გადის გზა... აქ არარა ხევი არ უნდა იყოს...

დათო გზიდან გადავიდა, ფერდობზე მოფენილ მეჩხერ ტყეში იოლად გაიკვლია გზა. მარცხენა ფეხი თხრილში კი ჩაუვარდა, მაგრამ თავი იოლად დააღწია. ამოვიდა, თოვლი დაიფერთხა და გზა განაგრძო. ათიოდ წუთში ისევ გზაზე გავიდა. კმაყოფილი იყო, ნახევარი საათის გზა მაინც მოჭრა. აქ თოვლი არც ისე დიდი იყო. მანქანის მოტორის ხმა მოესმა. მანქანა ფრთხილად ეშვებოდა დაღმართში. მოიხედა. მანქანის ფარები მიდამოს ანათებდა. ორიოდ წამი და შუქი მასაც მოსწვდებოდა. ტყისკენ გაქანდა. ვიდრე ტყეში შეაღწევდა, შუქის არეში მოხვდა.

დამინახეს. გაიფიქრა და ავტომატის ჯერიც გაისმა. თოვლში ჩაწვა, მანქანის ძრავა აღრიალდა. მანქანა საშინელი სისწრაფით მოდიოდა მისკენ. დათო ტყისკენ გახოხდა.

მომწვდება და მომკლავს, მომკლავს, შიში, ფიქრი ლოცვად ისე გადაექცა, თავადაც ვერ გაეცნობიერებინა.. ღმერთო, მომეშველე, ღმერთო, დამიხსენ განსაცდელისაგან, დამიხსენ ფათერაკისაგან...

მანქანის ძრავა დაჭრილი მხეცივით ღრიალებდა, უახლოვდებოდა. სულ რაღაც რამდენიმე მეტრიც და... დათო მიხოხავს, მიხოხავს, იცის, რომ ბუშლატიანი სადაცაა თავს წაადგება. წაადგება და თავსაც გაუჩეჩქავს, მაგრამ...

გარემო ძლიერი დაჯახების ხმამ გააყრუა. ძრავის ღრიალიც შეწყდა. დათო შეჩერდა, მიბრუნდა, დაღმართში მოცურებული და ხეს დაჯახებული მანქანა ორთქლმავალივით ბოლავდა. ხიდან თოვლი კვლავ ცვიოდა. ხის ტოტებზე მოკალათებული თოვლი თითქოს ღრმა ძილი დაუფრთხესო, ზანტად ეფინებოდა მანქანას.

არ ისვრის. ეს რას ნიშნავს? არც ყვირის... არა, იქნებ, ცოცხალია. უგონოდ არი? ფიქრობდა და ვერ გადაეწყვიტა მანქანასთან მისვლა. უნდოდა, მაგრამ ფრთხილობდა: ვაითუ! მაინც გახოხდა მანქანისაკენ. ორიოდე მეტრზე გახოხდა, შეჩერდა. მიაყურადა.

არა, კარგად რომ იყოს, რაღაცას იზამდა, წამოდგა. ხუთიოდე ნაბიჯიც კი არ გადაედგა მანქანისაკენ, რომ ზემოდან კვლავ ძრავის ხმა მოესმა. მეორე მანქანა ფრთხილად ჩამოდიოდა დაღმართში.

დათომ გზა გადაჭრა და კვლავ ტყეს მისცა თავი.

ხეებს შორის გარბოდა, იცოდა, წუთებიღა ჰქონდა დარჩენილი. ისინი დაედევნებოდნენ.

თუმცა...

იმათ, იმ მანქანაში რა იციან, ბუშლატიანმა რომ დამინახა?

შეჩერდა, სული მოითქვა.

მანქანა გაჩერდა, ბიჭები ხმაურით, გინებით გადმოცვივდნენ მანქანიდან, ბუშლატიანის მანქანას მიადგნენ. მალე ბუშლატიანი მანქანიდან გადმოიყვანეს.

ფეხი, ფეხი, თქვენი დედა! ყვიროდა ბუშლატიანი.

გადარჩა, ეგენი, თუ მიპოვეს, არ დამინდობენ. დათო კვლავ დაღმართს დაუყვა, ტყე-ტყე მიდიოდა. ბნელოდა. ამიტომ უჭირდა სიარული, მაგრამ მაინც მიდიოდა.

გამოდი, გამოდი შენი დედა! მოესმა ბუშლატიანის ხმა.

ბუშლატიანის შეძახილს ავტომატის ჯერი მოჰყვა. არა, ცხადია, დათო არ გაჩერებულა, კვლავ ქვევით ეშვებოდა, დროდადრო ჩერდებოდა, ტყეს აყურადებდა. მანქანა დაიძრა. მანქანის ძრავის ხმამ გარემო გააყრუა. მიწას განერთხო..არ შეიძლება, არ შეიძლება, რომ მიპოვონ, ტყეში შემოვლენ? არა, მანქანა ქვევით დაეშვა, ალბათ, საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ყველა წაჰყვა?

ფრთხილად, ფრთხილად, დათო, ეშმაკი ფეხდაფეხ მოგდევს.

16 ღვთისა თუ ადამის ძისა?

▲ზევით დაბრუნება


აბესალომს სასჯელი ისე აღარ აწუხებდა /სად გაექცეოდა, გარდაუვალი იყო/, როგორც იმის გარკვევის აუცილებლობა, თუ ვისგან მოდიოდა იგი. ღვთისგან თუ კაცისგან. ღვთის მსჯავრს უსიტყვოდ მიიღებდა, მზად იყო უხმოდ აეტანა ტანჯვა.

მაგრამ თუ მსჯავრი ადამიანისაა და არა ღვთისა?

რა შეიცვლებოდა იმით, თუ მსჯავრი ადამის ძისაა და არა ღვთისა? რას შეცვლი, რა შეუძლია აბესალომს? არაფერი, ცხადია, არაფერი! ეგ არის, რომ თუ მსჯავრი ღვთისაგან მოდიოდა, დამშვიდდებოდა, სულის ფორიაქს მოეღებოდა ბოლო, ეცოდინებოდა: ეს ის მსჯავრია, რომლის შეცვლა ადამიანს არ ძალუძს, მას ყველა უდრტვინველად მორჩილებს.

კი, ამის ცოდნა სიმშვიდეს მოჰგვრიდა აბესალომს. ხოლო თუ მსჯავრი ადამის მოდგმისა იყო, ღვთის იმედით ისულდგმულებდა. ღვთის იმედი. ეს დიდი სიკ ეთე. მოლოდინით აღავსებდა.

გადაწყვეტილება ისე უბრალოდ მიიღო, თავადაც გაუკვირდა: აქამდე როგორ არ მოვიფიქრეო. ორი დღე ვიმარხულებ, ვილოცებ, ღმერთს შევევედრები, მომცეს ძალა და გონი ამგვარი ყოფის მიზეზის ამოცნობისა, გადაწყვიტა.

დილას, ლოცვა რომ დაიწყო, გაოცებულმა სერგომ შესძახა:

რას შობი, ამხანაგო შენ, რა არის ეს. ლოცულობ? აბესალომს ლოცვა არ შეუწყვეტია. სერგო გაოცებული, შეურაცხყოფილიც კი შესცქეროდა აბესალომს.

ლოცვის შემდეგ პირში ლუკმა რომ არ ჩაიდო, ნარზე უხმოდ რომ დაწვა, სერგოს შეებრალა აბესალომი და გვერდით მიუჯდა.

რა არი ახლა, იმას აკონტროლებს ღმერთი, აბესალომ ჭამს თუ არაო? შეჭამე რამე! აბესალომს გაეღიმა.

მითხარი ერთი, მითხარი თუ კაცი ხარ, მართლა არის ღმერთი?

აბესალომმა სერგოს ისევ გაუღიმა და თქვა:

კაი ერთი, თუ კაცი ხარ!

ებრაელები ცდილობენ სხვა რწმენის მატარებელ ადამიანებთან არ იკამათონ რწმენაზე, რელიგიაზე. ისინი არ ცნობენ მისიონერობას. ამიტომ კამათს უაზროდ მიიჩნევენ. მე მწამს და ჩემი რწმენით ვარ ბედნიერი.. აბესალომს არ ეწადა სერგოს კითხვაზე პასუხის გაცემა.

მითხარი, ამხანაგო აბესალომ, რა არი, შენი ღმერთი ციხეშიც რო არ გავიწყდება, რითი სჯობია ჩემს ღმერთს! არ მოეშვა სერგო.

ჯერ ის გვითხარი, რომელია შენი ღმერთი. ქრისტე თუ ულვაშიანი? იკითხა დიმიტრიმ.

მაცალე თუ კაცი ხარ, აქ სერიოზული იდეოლოგიური კამათი იწყება, წარბები შეკრა სერგომ.

უთხარი, აბესალომ, უთხარი, რით განსხვავდება შენი ღმერთი ჩვენი ღმერთისაგან, გაიცინა დიმიტრიმ.

ტყუილად გგონია, ჩემო დიმიტრი, რომ ამდენი ღმერთი არსებობს. ღმერთი ერთია!

რაფერ, კაცო, მე ქრისტიანად დავიბადე, შენ. ურ..

შენ ებრაელი ხარ, შესძახა სერგომ, მე ჩემი ღმერთი მყავს, ქრისტიანი, შენ. შენი ებრაელი!

შენ რომ ღმერთი გყოლოდა, ჩემო სერგო, ლენინს და სტალინს არ გააღმერთებდი, ღიმილი მოერია დიმიტრის.

რავა, ეს თუ ებრაელია, მე ქრისტიანი არა ვარ?! ამას თუ ჰყავს ღმერთი, მე არა მყავს? თავი დაჩაგრულ კაცად იგრძნო სერგომ.

ხარ, ქრისტიანად დაიბადე, მაგრამ დღეს კომუნისტი ხარ!

კი, მაგი მართალია, მარა... მაგის გამო ქრისტიანი არა ვარ?! ვინ არის, მაგალითად, ამხანაგი ტროცკი. ებრაელი თუ კომუნისტი?

თქვენი ამხანაგი ტროცკი კომუნისტია და მშვიდობაში მოგახმაროთ ღმერთმა! ხმადაბლა, მშვიდად თქვა აბესალომმა.

თუ მასეა, რატომ მიჭერენ მე ტროცკობიზა! გაბრაზებით შესძახა სერგომ.. ტროცკისტი ხარ და რაიკომის მდივნის მოკვლა გინდოდაო, რატომ მეუბნებიან?! დიმიტრიმ გაიცინა. ღიმილით თქვა:

ეგ თქვენ, კომუნისტებმა უნდა ჰკითხოთ ერთმანეთს.

კაი ახლა, სერგო, დაწყნარდი, რა აზრი აქვს?!

ჰა, მითხარი, რითი სჯობია შენი ღმერთი ჩემსას, რატო არ მეუბნები!

თქვი, აბესალომ, თუ ღმერთი გწამს, ის მაინც უთხარი ამ კაცს რატომ, რისთვის უარყავით ჩვენი ღმერთი, რატომ არ მიიღეთ.

აბესალომმა დიმიტრის შეხედა, არა, არ ეწადა ამ თემაზე საუბარი. ამიტომ შემრიგებლური ღიმილი შეაგება დიმიტრის.

ხო, თქვი, აბესალომ!

მაინც თქვა, მაინც მიუგო აბესალომმა.. შინაურებში, ერთი ბედის, ყოფის თანაზიარ ადამიანებს შორის იყო და, ალბათ, ამიტომ თქვა:

მე სინაის მთის ძირში, ჯერ კიდევ როდის შევფიცე ერთგულება ჩემს ღმერთს, პირობა მივეცი არ ვიწამო სხვა, გარდა ერთი ღმერთისა.

სერგომ დიმიტრის ბრაზიანი მზერა ესროლა:

რა გინდა ამ კაცთან, რას ერჩი! პირობა ჰქონია მიცემული. ყოჩაღ, ძმაო, სიტყვა არ გაუტეხია!

დიმიტრიმ სერგოს ხელი აუქნია, გაჩუმდიო და კვლავ აბესალომს მიუბრუნდა:

ამიტომ არ სცანით ღმერთად?

აბესალომმა ერთხანს იყუჩა. მერე თქვა:

ხო დამაფიცე ღმერთი, უპასუხეო, ახლა მე გაფიცებ:

ამ საკითხზე ნუღარ ვისაუბრებთ.

კი ბატონო, თუ ასე გსურს... არც მე დაგატან ძალას, ოღონდ... ოღონდ ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი, მხოლოდ ერთ კითხვაზე.

მიბრძანე, უხალისოდ მიუგო აბესალომმა.

იმის მოძღვრებას რას უწუნებ? რა იქადაგა ისეთი, ზურგი რომ აქციე?

აბა, მე რომელი მომწონებელი ვარ, ან. დამწუნებელი.

ხომ ხარ ებრაელი, აბესალომ, თანაც სასულიერო პირი.

კი, ხო...

მერე? ხომ გაქვს შენი აზრი?

აბა, რა გითხრათ. რამდენიმეჯერ გავეცანი მაგ მოძღვრებას, სხვადასხვა ასაკში და... არაებრაული მე მასში ვერაფერი ვნახე... თხემით ტერფამდე... ვერც საქციელში, ვერც ნათქვამში... ერთ რამეს კი... ერთი საკითხს ვერ მოვუწონებდი...

რა იყო ასეთი! ყველაფრის უცებ გაგება ეწადა სერგოს.

აბესალომი კარგა ხანს დუმდა. არა, არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი.

გისმენთ, აბესალომ ბატონო! შეეხმიანა დიმიტრი.

იმას არ მოვუწონებდი, რომ... ღვთის მიერ მოსეს ხელით გადმოცემული ყველა მცნება გაიზიარა, იცავდა ყველა მცნებას, როგორც ჭეშმარიტი ებრაელი... თქვენც გადმოგცათ...

აი, შაბათის მცნება კი არ მიიღო... შაბათი კი, ბატონო დიმიტრი, იცით, რა არის? შაბათი ის არის, რაც ამ აფორიაქებულ, დაფიქრებისთვის მოუცლელ სამყაროს სჭირდება. სიმშვიდე, სულის სიმშვიდე, სხვა რა გითხრათ.

მერედა, მაგის გამო გაუბრაზდით? ამიტომ არ მიიღეთ? რა მოხდა, რა არი ამისთანა ერთი ვიხოდნოი დღე! ასე როგორ შეიძლება! გაბრაზდა სერგო.

დიმიტრის კვლავ ღიმილი მოერია:

ჩემო სერგო, შენ ისე უბრაზდები აბესალომს, თითქოს უფალი, აგერ შენს მეზობელ სახლში დაიბადა და ებრაელი კი არა, შენი გვარისა იყოს.

რაი?! შეძრწუნდა სერგო.

არ იცოდი?!

რა უნდა მცოდნოდა, ამხანაგო დიმიტრი, რაში მაინტერესებდა მე, ვინაა მაგ თქვენი უფალი.

ტროცკი ვინაა ხომ იცი?!

ვიცი.

ლენინი?

ვიცი, აბა რა! დაბეჯითებით თქვა სერგომ.

სტალინი? მარქსი? ენგელსი?

ვიცი. ეგენი პროლეტარიატის შვილები არიან!

ბიჭო, რა მრავალშვილიანი ყოფილა ეგ შენი პროლეტარიატი!

და უფლის ცოდნას საჭიროდ არ ცნობდი, ხომ?

დიმიტრიმ ნარზე ვერ მოისვენა, წამოჯდა.

პროლეტარიატის ნათელ საქმეს რაში სჭიროდა მაგის ცოდნა? იკითხა სერგომ.

აბა, რა გიკვირს, კი უნდა იჯდე აქ!

და თქვა აბესალომმა:

გითხარით უკვე: ვერაფერი არაებრაული მე მასში ვერ შევამჩნიე-მეთქი, მაგრამ აი, მისმა მოწაფეებმა კი.... აბესალომი გაჩუმდა, იატაკს დასცქეროდა, სერგომ კვლავ ვერ მოითმინა ხანგრძლივი დუმილი და შესძახა:

რა, რა ქნეს მისმა მოწაფეებმა ასეთი!

გაგვყვეს, ებრაელსა და ებრაელობას შორის სისხლის ზღვარი გაავლეს და ამით დაგვაცალკევეს, სხვადასხვა კუნძულზე დაგვაყენეს, ამან დაღვარა სისხლი, რამდენი სისხლი... სისხლის ზღვა... მტრობა, უნდობლობა...

დიმიტრი უხმოდ, თანაგრძნობით შესცქეროდა აბესალომს. სერგო კი ადგილიდან წამოხტა და ხელი ბრაზით აიქნია:

მართალია ეს კაცი! მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებს მოწაფეებმა გადაუხვიეს და იმიტომ ვართ აქ! მოწაფეები ყოველთვის აყალბებენ იდეოლოგიას, თავის თავზე ირგებენ ყველაფერს, ბელადებს კი ეფარებიან! დიმიტრი ყურადღებით დააცქერდა სერგოს და ჩაილაპარაკა:

რა ბედნიერი ხარ, სერგო, რომ იცოდე, რა ბედნიერი ხარ!

არა თუ?! მე ყველაფერი ვიცი!

მეც მაგას არ გეუბნები?! ღიმილი მოერია დიმიტრის.

ბედნიერი იმით ხარ, რაც შენი თავი გგონია, ფიქრობდა აბესალომი.

ნარზე დაწვა. თავქვეშ ბალიში გაისწორა. თვალები მოხუჭა და ოჯახს მიუბრუნდა.

* * *

წვერში ჭაღარა გაერია აბესალომს, მაგრამ კვლავაც მხნედ გრძნობდა თავს. შვილები მუყაითად სწავლობდნენ. უფროსი ვაჟის. იოსების ნიჭიერება განსაკუთრებით ახარებდა. მომდევნონიც გონიერნი და წინდახედულნი იყვნენ. თბილისის ხახმების უყურადღე ბობა, ცხადია, სწყინდა. ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. გულისტკივილი თუნდაც იმ თითო-ოროლა ფრაზაშიც ჩანდა, ოჯახში რომ ამბობდა: აბა, ეგენი ხახმები არიან?! აბა, ვინ იტყვის, რომ ეგენი ჯამაათის წინამძღოლები არიან. ჯამაათს სხვანაირი გაძღოლა უნდა.. ესთერს ის არ სიამოვნებდა, რომ ამ ფრაზებს ბავშვები ისმენდნენ, განსაკუთრებით, იოსები. იოსები უკვე მოზრდილი, ყმაწვილი კაცი იყო, წვერულვაშიც აშლოდა და მამის სიტყვებს განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდა.

თბილისის ხახმები კი აბესალომს ისეთსავე ყურადღებას აქეცვდნენ, როგორც თემის სხვა წევრებს. ეგ იყო, რომ ზოგჯერ სთხოვდნენ: ამ საღამოს ბეით ქნესეთში არ ვიქნები, მოდი, ჯამაათს ლოცვისას შენ გაუძეხი, ჩემს მაგიერ შენ ილოცე! თუ აბესალომი იტყოდა ამ და ამ საკითხზე თქვენთან საუბარი მსურსო, ისეთ მიზეზს მოიდებდნენ, საუბარი არ შედგებოდა, არაერთხელ უთქვამთ: მოუსვენარი კაცია, პირველობა სწადია, ამიტომ ყველაფრის ერთად გაკეთება უნდა, ამ სოფელს კი მოიცადე, მომთმენის დედა არ ტირისო, ჰქვია. მოვა დრო და გამჩენი ყველა სატკივარს დააშუშებს..

ამ ტკივილს სხვა სიხარული უქარწყლებდა აბესალომს. იოსები სასახელო კაცი იზრდებოდა. მის მიერ თარგმნილი.ქოჰელეთი. რომ წაიკითხა, გული სიხარულით აევსო. მწერლები, მსახიობები, მეცნიერები იოსების თარგმანს გატაცებით კითხულობდნენ.

თვითონ გაზარდონ ასეთი შვილები, თვითონ მისცენ ასეთი ცოდნა შვილებს და მერე გადმომხედონ ზემოდან, თბილისის ხახმებს კენწლავდა აბესალომი. ბრაზიც ერეოდა მათზე. მთელი თბილისი იოსების თარგმანზე ლაპარაკობდა, ბეით ქნესეთში კი ერთი თბილი სიტყვაც არავის უთქვამს. თითქოს არც არაფერი მომხდარაო.

ცხადია, შვილის ნიჭიერება ძლიერ ახარებდა, მაგრამ არანაკლები სიხარულის მომგვრელი სულ სხვა რამ იყო.

მთელმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაიგო, რა განძის მფლობელნი ვართ ისრაელის შვილები, რა სიმდიდრეა ჩვენს წიგნებში.

აბესალომის სიხარულს ერთი კომუნისტი კრიტიკოსის სტატიამაც კი ვერაფერი დააკლო. ის კრიტიკოსი. მაღალ მაღალი, შავთვალწარბა, ქოჩორა კაცი. მთელ საქართველოში გახლდათ ცნობილი. შეეძლო დიდხანს ელაპარაკა და არაფერი ეთქვა. სულ სოციალურ რეალიზმზე, საბჭოთა იდეალებისადმი ერთგულებაზე ლაპარაკობდა. ამის გამო მთავრობის წევრებიც კი ერიდებოდნენ: ჩვენზე ძლიერი კომუნისტია, მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლებში ისეა მომზადებული, ჩვენ მაგასთან სად მივალთო.. ამიტომ ამხანაგ იპოლიტე სეფისკვერაძის აზრი, სიტყვა, უმაღლესი მსაჯულის სიტყვასა და აზრს უტოლდებოდა. აი, ამ კაცმა, ამხანაგმა იპოლიტე სეფისკვერაძემ, გაზეთ კომუნისტში. გამოაქვეყნა სტატია წარსულთან ლაციცი., რომელშიც წერდა: მშრომელ ებრაელთა წიაღიდან გამოსულმა ახალგაზრდა კაცმა დიდებულად თარგმნა ბიბლიური ეპოქის მეფე-პოეტის ნაწარმოები ეკლესიასტე.. კლასიკური ქართული პოეზიის მონაპოვარი და გამოცდილებაც გაითვალისწინა, მაგრამ მე მინდა ვიკითხო: რისთვის სჭირდება სოციალისზმის მშენებელ ქართველ საბჭოთა ხალხს იუდეის მეფეთა ამაოების იდეოლოგია, ესე იგი, წარმავალი კლასის იდეოლოგია. ჩვენ ცხოვრების ამაოებას კი არა, აღმშენებლობას უნდა ვესწრაფოდეთ, მეფეთა კვნესას კი არა, მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკ ოსთა შრომებს უნდა ვკითხულობდეთ, მათ მიერ გაჩი რაღდნებულ გზაზე ნამდვილი ბოლშევიკური რწმენით უნდა დავდიოდეთ..

იმავე საღამოს, ბეით ქნესეთში რომ მიდიოდა, პურის მოედანზე, აბესალომს ერთი საქვეყნოდ ცნობილი ქართველი მწიგნობარი. მიხეილ არსენიშვილი. შემოხვდა.

თქვენ ხომ აბესალომი ბრძანდებით?

დიახ, ბატონო.

იოსების მამა!

კი, ბატონო!

მე მიხეილ არსენიშვილი გახლავართ, მიხეილმა მიმოიხედა და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით, თქვა, ყოჩაღ, აბესალომ ბატონო, კარგი შვილი გაგიზრდიათ ქვეყნისთვის. რა ნიჭიერია! ამათ მხოლოდ კოლხოზზე დაწერილი ლექსები უნდათ, ამით კლავენ პოეზიას. დიდი მადლობა, დიდი მადლობა! აბესალომს ხელი ჩამოართვა და გზა განაგრძო, მერე მობრუნდა, კიდევ ერთხელ მიმოიხედა და ისევ აჩურჩულდა, ფრთხილად უნდა იყოთ. ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია. აბესალომი სეფისკვერაძის სტატიამ და მიხეილ არსენიშვილის სიტყვებმა ჩააფიქრა:

ესეიგი, რა გამოდის ახლა ეს... მთავრობას ებრძვის ჩემი შვილი? მთავრობის საწინააღმდეგო საქმეს აკეთებს? არ არი ეს კარგი ამბავი. ეს იმას ნიშნავს, რომ ტოლები დასჯაბნიან, ნიჭიერია, მაგრამ სხვები გაუსწრებენ. ეს ერთი, მეორე, აქვს კი ისრაელისშვილს უფლება მთავრობას აუმხედრდეს? ერთ საღამოს, ჩაის სმისას, იოსებს სხვათა შორის უთხრა:

ჰო, შვილო, კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ... ახალი ქვეყანა შენდება, ახალი დრო, ამ დროზეც ხო უნდა იფიქრო?

იოსები გაოცებული მიაჩერდა მამას. ჩაი მოსვა.

პურის დიდი ლუკმა პირში ჩაიდო და თქვა:

იეჰუდა ჰალევი დაგავიწყდა?

ეგ რა შუაშია?

ეგ არ ამბობს, დროის მონა ათასჯერ მონა არისო? მგონი, დიდი პოეტი იყო.

აბესალომი კარგად მიხვდა, რას გულისხმობდა იოსები.

კი, მართალი ხარ, მაგრამ თალმუდში ისიც გვიწერია, ის გერჩიოს შაბათი სამუშაო დღედ აქციო, ვიდრე სხვაზე იყო დამოკიდებულიო. ვინც დროს აუქცევს გვერდს, იმას დრო არ დაინდობს. ისეთი დრო დადგა, ხელისუფლებას ანგარიში უნდა გაუწიო.

იოსების დიდ, ცისფერ თვალებში გაოცება იკითხებოდა. უხმოდ განაგრძო ჩაის სმა. ორიოდ კვირის შემდეგ კი, ისევ ჩაის სმისას, თითქოს სხვათა შორის, ჩაილაპარაკა, კომკავშირში შემოდიო, მეუბნებიან.

აბესალომმა არაფერი უპასუხა.

რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

არა აქვს მნიშვნელობა, შეხვალ თუ არა. მაინც გაგაკომკავშირლებენ. ხომ უყურებ, საით მიდის ცხოვრება...

ამის შემდეგ იოსები ხშირად ლაპარაკობდა კომკავშირზე, პარტიაზე, სხდომებზე ხშირად იწვევდნენ. ლამის ყოველ სხდომაზე, ყრილობასა თუ კონფერენციაზე სიტყვას წარმოთქვამდა, ახალგაზრდობას პარტიასთან ერთიანობას, სოციალისტური იდეების ერთგულებას მოუწოდებდა. გაფაციცებული იყო. სულ მუშაობდა, წერდა, კითხულობდა. ერთ წელიწადში პოემა დაწერა..

მოდის გაზაფხული..

უმალ ჟურნალში დაიბეჭდა. მწერალთა კავშირში განხილვა მოეწყო. აი, იქ უნდა გენახათ მწერალთა აღფრთოვანება, მაგრამ ესენი სულ სხვა მწერლები იყვნენ. ახალნი, ახალგაზრდები. ისინი არა, ქოჰელეთს. რომ აქებდნენ. ისინი არსად ჩანდნენ. აბესალომი ამათ არ იცნობდა, არც სახელი გაეგო ამათი. ხმამაღლა და დაჯერებულად ლაპარაკობდნენ. აბესალომი კი უხმოდ დადიოდა, იხტიბარგატეხილი. რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ამბობ და, ვერც დაეკონკრეტებინა, რისი თქმა ეწადა, რა აწუხებდა ასე. იპოლიტე სეფისკვერაძის აღტაცების გამომხატველმა სტატიამ დაუკონკრეტა სათქმელი:

საბჭოთა სინამდვილე ახალ-ახალ ტალანტებს შობს. საბჭოთა სინამდვილემ არნახული შესაძლებლობები მისცა ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს. ამ ცოტა ხნის წინ ჩვენ გავაკრიტიკეთ ახალგაზრდა მწერლის იოსებიშვილის პოზიცია. თანამედროვეობისადმი უგულისყურო დამოკიდებულება. მან ყურად იყო ბოლშევიკური კრიტიკა, გაითვალისწინა ჯანსაღი კომუნისტური კრიტიკა და შექმნა ფართო ეპიკური ტილო საბჭოთა ებრაელობის ყოფაზე, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ბურჟუაზიულ სამყაროში, სიონისტურ-რეაქციული იდეოლოგიის გავლენის სფეროში მოხვედრილი ებრაელობის ყოფისაგან. დააკვირდით, რაოდენ ოსტატურად ამათრახებს იგი ებრაული კლერიკალური წრეების წარმომადგენლებს. ხახამებსა და მელამედებს, ცრუმორწმუნეთა ხროვას, რომლებმაც ზურგი აქციეს საბჭოთა სინამდვილეს და ჩვენი, პროგრესული ცხოვრების დამამუხრუჭებელ ელემენტებად გვევლინებიან..

გამოხდა ხანი და პოემა.მოდის გაზაფხულის. გამოსვლასთან დაკავშირებით, იოსები ორდენით დააჯილდო ეს. მთავრობის ბრძანებულება პრესაში რომ გამოქვეყნდა, იმ საღამოს ბეით ქნესეთში მისულ აბესალომს რაბი დავითი ფეხზე წამოუდგა, მიეგება და უთხრა:

რაბი ავშალომ, მე იმედი მაქვს, ჩვენზე არაფერი წყენა არ გიდევს გულში. ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ ჯამაათს. უნდა გქონდეს შენ შენი ადგილი ჯამაათში, ხვალ დილიდან შენც ჩვენნაირი რაბი იქნები, ხელი გაუწოდა.

აბესალომმა ხელი ჩამოართვა და უთხრა:

ხვალ საღამოს ვახშამს ვმართავთ ორდენის მიღებასთან დაკავშირებით, უნდა გვეწვიოთ.

რაბი დავითმა ხაზგასმული მორჩილებით დაუკრა თავი.

მომდევნო დღეს, ხუთშაბათ საღამოს, აბესალომის ოჯახში სანაქებო ვახშამი გაიმართა. სტუმარი ბევრი მოვიდა, აბესალომი თითქმის არავის იცნობდა. ესენი ახლებური ქართველები იყვნენ. იოსები ყველას გულითადად ესალმებოდა. გვერდით კი ერთობ მომხიბლავი ახალ გაზრდა ქალი ედგა. ესთერს სულ იმ ქალისაკენ ეჭირა თვალი. როცა სუფრის თამადამ, ამხანაგმა იპოლიტე სეფისკვერაძემ საბჭოთა რეალობის ოსტატურად ამსახველ ახალგაზრდა მწერალს მთავრობის მაღალი ჯილდო. მიულოცა და იგი ცხოვრების მომავალ თანამგზავრთან, იდეურად ერთობ გამოწრთობილ, მოსკოვიდან ახალჩამოსულ ამხანაგ როზალია მიხაილოვნა გოლდბერგთან. ერთად ადღეგრძელა, ესთერს მღელვარებით აევსო გული. აი, მაშინ წამოდგა რაბი დავითი და მომხიბლავი ღიმილით იკითხა, თუ შეიძლება კლერიკალური წრეების წარმომადგენლებმაც შესვან ახალგაზრდა საბჭოთა მწერლის სადღეგრძელოო. სუფრის წევრებმა სიცილით უპასუხეს: რასაკვირველია, შეიძლებაო. რაბი დავითმა ახალგაზრდა წყვილს მხნეობა, წარმატება უსურვა და კვლავ დამატყვევებელი ღიმილით ისაუბრა რაბი აკივაზე, ადამიანზე, რომელსაც რომაელმა დამპყრობლებმა ტყავი გააძრეს, იუდაიზმს რატომ მსახურებ, ხალხს რისთვის რყვნიო. აი, ასეთი იყვნენ ჩვენი რაბები, ამით ჩააგონებდნენ ებრაელობას რჯულის ერთგულებას, რამაც შეინახა ჩვენი ხალხიო.

რაბი დავითს ამხანაგი იპოლიტეც კი ყურადღებით უსმენდა. ბოლოს დასძინა:

აი, ეს არის იდეისადმი ერთგულება, ყოველ იდეას თავდადებული ადამიანები უქმნიან სახელს. ამით დაა დასტურა, რომ რაბი დავითის სიტყვა ვერ გაიგო. იოსებმა ჯილდოსა და სადღეგრძელოსათვის პარტიას, ხელისუფლებას, მისი.ხაზის გამტარებელს. ამხანაგ იპოლიტეს მადლობა რომ გადაუხადა და ხელისუფ ლებას ურყევი ერთგულება აღუთქვა, ჭიქა როზალია მიხაილოვნამ აიღო ხელში. ისე მკაფიოდ, მტკიცედ, თავის თავში ძლიერ დარწმუნებული ადამიანის ინტონაციით ლაპარაკობდა პარტიისა და მთავრობის ეროვნულ პოლიტიკაზე, ეროვნულ უმცირესობათა ნათელ მომავალზე, ხელისუფლებას ისეთი ურყევი ერთგულება აღუთქვა, ამხანაგი იპოლიტე სეფისკვერაძე ფეხზე წამოიჭრა და ტაში დაუკრა, ესთერს კი უმწეობის გრძნობა დაეუფლა. უმწეობის გრძნობა გაუცნობიერებელმა შიშმა მაშინ შეცვალა, როცა როზალია მიხაილოვნამ მარჯვენა მტკიცედ შემართა, სუფრის წევრთაგან ყურადღება მოითხოვა და თქვა:

მე არავის მივცემ უფლებას ჩემი მეუღლე წარმავალი კლასის იდეოლოგიას დაუბრუნოს, მკითხველს ბურჟუაზიულ-სიონისტურ ლიდერებს უსახავდეს სამაგალითოდ. ჩვენი მიბაძვის ღირსი მარქსიზმ-ლენინიზმის ბელადები არიან. რაბი დავითს გაეღიმა, ესთერს გული აუფრიალდა, აბესალომს გადახედა. აბესალომს ნიკაპი მარჯვენაზე ჩამოედო, როზალია მიხაილოვნას ყურადღებით შესცქეროდა, უხმოდ წამოდგა, ახალგაზრდა ქალს გაუღიმა და თქვა:

ბედნიერი იყოს შენი ფეხი ჩემს ოჯახში, შვილო! მოგეტანოს მშვიდობა, სიხარული, ჯანმრთელობა. ადამიანი მუდამ ეძებდა გმირს. უჭირდა და გმირი ის ეგონა, ვინც მტერს განგმირავდა. იყო რაბი ნათანი, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, რაბი ნათანმა ბრძანა:

გმირი ის არის, ვინც მტერს მოყვრად მოიქცევსო. გაუმარჯოს მტრის მოყვრად მოქცევას!

ბევრმა ვერ გაიგო, რას გულისხმობდა აბესალომი. რაბი დავითი სიბრალულით, თანაგრძნობით შესცქეროდა აბესალომს, რაბი იოსებმა თავისთვის ჩაილაპარაკა.

მშვიდობა, ღმერთო, მშვიდობა დაასადგურე ამ ჭერქვეშ!

იოსებისა და როზალია მიხაილოვნას ქორწილი მალე გადაიხადეს. იოსებმა ბინა დაიქირავა და მამისეული სახლი დატოვა. ერთობ ნაყოფიერად მუშაობდა. როზალია მიხაილოვნა ყოველნაირად ხელს უწყობდა, დრო არ დაკარგოსო. იოსები ლამის საწერ მაგიდას მიეჯაჭვა. აბესალომთან და ესთერთანაც კი იშვიათად მიდიოდნენ. ამიტომ როშ ჰაშანის, ებრაული ახალი წლის ღამეს მშობლები თავად ეწვივნენ. კარი რომ შეაღეს, აბესალომმა მხნედ შესძახა:

მომილოცავს ახალი წელი, მრავალს დაგასწროთ ღმერთმა, გამარჯვებით, სიხარულით!

როზალია მიხაილოვნამ თითი ტუჩებზე მიიდო:

ძალიან გთხოვთ, ნუ ხმაურობთ, იოსიფ აბესალომოვიჩი მუშაობს, ხელი არ შეუშალოთ!

ესთერი და აბესალომი ფეხაკრეფით მიუახლოვდნენ სკამებს და ზედ ჩიტებივით ჩამოსხდნენ. სულ კარისაკენ ჰქონდათ მზერა. აი, ახლა გამოვა იოსები, როშ ჰაშანას მოგვილოცავსო, ესთერს კი ძლიერ ეწადა რძლისთვის ეკითხნა, ფეხმძიმობის საქმე როგორ არის, ბავშვს როდის უნდა ველოდოთო, მაგრამ ვერ შეჰბედა, ვერ ჰკითხა:

თუ იცის, რომ მოვედით? ერთი საათის შემდეგ იკითხა აბესალომმა.

აჰ, არა, არა! იოსიფ აბესალომოვიჩის გაცდენა არ შეიძლება. პოემას ამთავრებს რევოლუციაზე, მოსკოვიდან ხშირად ურეკავენ.

უხმოდ ისხდნენ ესთერი და აბესალომი. ხელები მუხლებზე დაეწყოთ, ხან კედლის საათს შესცქეროდნენ, ხანაც. იმ კარს, რომლის მიღმაც იოსები პოემას ამთავრებდა. ლენინის დიდ პორტრეტს, კედელზე რომ ჩამოეკიდათ, თვალს არიდებდნენ. მერე აბესალომმა თქვა, წავიდეთო და წამოდგა. როზალია მიხაილოვნამ კარამდე მიაცილა ორივე. იქ, კართან თქვა:

საბჭოთა ხელისუფლებამ თანამედროვე, კეთილმოწყობილი ბინა მოგვცა, ხვალ გადავდივართ..

ხვალ როგორ იქნება, დღესასწაულია, ორი დღის მერე! უთხრა აბესალომმა..

მომილოცავს, შვილო, გიბედნიეროთ ღმერთმა, თვალები გაუბრწყინდა ესთერს. როზალია მიხაილოვნამ წარბები შეჰკრა:

ჩვენ ასეთი რამ არ გვაინტერესებს, ხვალ გადავალთ, ავეჯს დავალაგებთ და მისამართს შეგატყობინებთ.

არა, შვილო, როგორ შეიძლება, ხვალ როშ ჰაშანაა! გამჩენმა ხვალინდელ დღეს შექმნა პირველი ადამიანი.

ჩვენ ცრუმორწმუნენი არა ვართ! თქვა როზალია მიხაილოვნამ და კარი მოხურა.

ესთერი და აბესალომი ჩაჩანაკი სახედრებივით დაუყვნენ სახლისაკენ მიმავალ გზას. თავდახრილნი, გაწბილებულნი მილასლასებდნენ. აბესალომს ესთერისა რცხვენოდა, ქუჩისა რცხვენოდა, სახლებისაც, ქვეყნად არსებობისა რცხვენოდა. ესთერი კი იმას შიშობდა, აბესალომს არაფერი მოუვიდესო, მალულად შეავლებდა თვალს, ეწადა ეკითხა, თავს როგორ გრძნობო, მაგრამ ვერ ჰკითხა, ხმა ვერ ამოიღო. ვერც მის მზერას ჰკიდა თვალი. აბესალომი თავდახრილი მოდიოდა.

სახლში რომ მოვიდნენ, ხის მორყეული კიბის სამი-ოთხი საფეხური რომ აიარეს, აბესალომმა თქვა:

აბეშაიმ მთხოვა როშ ჰაშანის სუფრა დამილოცეო. არც ისე გვიანია ჯერ, ადი სახლში, მეც მალე მოვბრუნდები.

თქვა და გაბრუნდა. ესთერის პასუხს არც დაელოდა. არ აინტერესებდა ესთერი რას იტყოდა. იოსების სახლისაკენ გაემართა. ენერგიული, ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა, ლამის გარბოდა. აღმართზე ჩქარი სიარული უჭირდა, მაგრამ თავს არ ეპუებოდა.

რატომ მობრუნდით? რა მოხდა? იკითხა გაოცებულმა როზალია მიხაილოვნამ. აბესალომმა პასუხი არ გასცა, იმ ოთახისაკენ გაემართა, სადაც ქოჰელეთის. ესოდენ ჩინებულად მთარგმნელი, პირველი, სიხარულის მიმნიჭებელი შვილი ეგულებოდა. კარი ჯიქურ შეაღო.

მამა?! ფეხზე წამოდგა იოსები.

ჩვენ ებრაელები ვართ, შვილო, ებრაელები! შესძახა და ტახტზე დაეშვა.

რა მოხდა, მამა! იკითხა იოსებმა.

რა ხდება აქ! როზალია ფეხდაფეხ მოყვა მამამთილს, რა ხმაურია!

აბესალომმა სული მოითქვა, წამოდგა. როზალია მიხაილოვნას თვალი გაუსწორა და აუჩქარებლად თქვა:

იოსებ, შვილო, მე, მამაშენი, რაბი აბესალომი, ხვალ, როშ ჰაშანის დღესასწაულისას არ მოგცემ ახალსახლობის უფლებას. შენ იყავი და უნდა დარჩე ებრაელად, კარისაკენ გაემართა, გამოაღო, მობრუნდა: როცა მტერი გაცხადებულია, ბრძოლა იოლია, ხვალ დილიდან ამ კართან დავდგები.

ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას შინისაკენ. მსუბუქად მიდიოდა. ჩინებული ნიავი ქროდა. ესიამოვნა. ამ ქუჩაზე მეტწილად ებრაელები ცხოვრობდნენ. ღია ფანჯრებში ხმაური ისმოდა. ადამიანები ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავდნენ.

ნეტავი, ვინ ცხოვრობს აქ?

არ იცოდა, მაინც კარისაკენ გაეშურა, შეაღო და თქვა:

მრავალ ახალ წელს დაგასწროთ ღმერთმა!

ადამიანები ფეხზე წამოიჭრნენ. სუფრაზე სიჩუმე ჩამოვარდა. მოგვიანებით, ხმადაბლა, უხალისოდ თქვა ვიღაცამ:

მობრძანდი, რაბი!

მალე ყველა გაზეთმა აუწყა საქართველოს, რომ იოსებ ი...შვილმა რევოლუციური სულისკვეთების ამსახველი ახალი პოემა გაასრულა. გაზეთები პოემის ცალკეულ თავებს ბეჭდავდნენ, რადიოში კი ყოველ კვირას კითხულობდნენ პოემის ამა თუ იმ თავს. ამიტომ, საქართველოს დაბა-ქალაქებში ხშირად ისმოდა ებრაული კილოკავით წარმოთქმული ფრაზები. ამ ფრაზების ამოცანა ებრაელ რაბინთა, სასულიერო პირთა გაბიაბრუება იყო და აღწევდა კიდეც მიზანს. მსმენელი გულიანად იცინოდა.

იუმორის, დაცინვის დიდი გრძნობა აღმოაჩნდა იოსებს, ძეს აბესალომისას!

აი, შვილი! რაფერ იყარა ჯავრი რაბებზე მამის არადჩაგდების გამო, უთქვამს ისაკ კაცობაშვილს.

არ ამოვიდა მაგათ ოხტში? ეს შათულიას უთქვამს, ბინიკოს კი პოემა რომ წაუკითხავს, ცოლისთვის გადაულაპარაკნია:

ღმერთმა მშვიდობა ქნას ჩვენს ჯამაათში... რა ვიცი, რა ვიცი... რა არის ეს!

აბესალომს კი უკვე რიდით ხვდებოდნენ, განსაკუთრებით, ებრაელთაგან გრძნობდა მორიდებას. ზოგჯერ შიშსაც კი. ბეით ქნესეთში თავად რაბი დავითმა წამოაყენა წინადადება რაბი აბესალომი ჩვენს ხელმძღვანელად. მთავარ რაბინად ავირჩიოთო. უარი არავის უთქვამს. აირჩიეს კიდეც.

ამ დღიდან მოყოლებული აბესალომი ცდილობდა ჯამაათთან ყოფილიყო, ყველგან წესრიგს ამყარებდა, ჯამაათის გასაჭირი თავის გასაჭირად მიაჩნდა. რემონტი წამოიწყო, ორიოდ თვეში სალოცავი ისე გაამშვენიერა, შემსვლელის გულს ეამებოდა, მაგრამ ჯამაათს აბესალომისგან მაინც შორს ეჭირა თავი. ეგ მთავრობის რაბია, ჩვენთან მთავრობიდან მოვიდაო. ალბათ, ამავე მიზეზის გამო აბესალომისა შიში უფრო ჰქონდათ, ვიდრე პატივისცემა.

ფურიმის წინა საღამოს უცნაური რამ მოხდა: აბესალომს ერთი მოწაფე ჰყავდა. აბრამი ერქვა ამ ზრდილ და გონიერ ყმაწვილს. აბესალომი აბრამს ხახმად ამზადებდა. დიდი იმედიც ჰქონდა მისი. ისეთი ხახამი დადგება, ჯამაათს რომ გამოადგებაო. ფურიმის წინა საღამოს აბრამმა, მისმა საყვარელმა მოწაფე აბრიკომ, აბესალომს სთხოვა, თუ შეიძლება ორიოდ წუთი მომისმინოო. ბეით ქნესეთში ხდებოდა ეს ამბავი. აბესალომი დაღლილი იყო. სკამზე ჩამოჯდა და გისმენო, უთხრა

თქვენ ჩემი მასწავლებელი ხართ, თქვა აბრამმა. აბესალომმა გაიღიმა. არაფერი თქვა, რადგან იგრძნო აბრამი ნერვიულობდა. ხელი არ შეუშალა. აბრამი კარგა ხანს დუმდა. აბესალომი შეეშველა:

თქვი, შვილო, გისმენ.

რაბი, აბესალომ, ხო არ სჯობია უბრალო, ჩვეულებრივი მასწავლებელი და რაბი იყო, ვიდრე მთავარი... აბრამს ლაპარაკი უჭირდა, სიტყვებს პაუზებით წარმოთქვამდა.

აბესალომი ყველაფერს მიხვდა და გახევდა.

გაოგნებული მიაჩერდა აბრამს. დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა.

ეს იმიტომ, რომ მინდა დიდ მასწავლებლად დარჩეთ და არა უფროსად, თქვა აბრამმა და წავიდა. ნელა მიდიოდა, მხრებჩამოყრილი, ნირწამხდარი. იოსები? იოსებს იშვიათად ახსენებდა ჯამაათი.

აბა, სად ჩვენ და სად. ეგაო. იოსები უკვე სხვად, უცხოდ იქცა. თავად გაიხადა თავი ამნაირ ადამიანად. მისი გამოჩენისას ბევრს შიშით ელეოდა გული: ვაითუ, რაიმე ისეთი წამოგვცდეს, შავ დღეს გვწიონ, ეგ კაცი მთავრობას უდგას გვერდში, ვინც ჭკუით არ იქნება, ვინც ენას კბილს არ დააჭერს, ვაი, მისი ბრალიო. თუ იოსებს სადმე გადაეყრებოდნენ /რუსთაველის პროსპექტზე უყვარდა სიარული/, რიდით უკრავდნენ თავს, თვალებში შესციცინებდნენ. მის ნაწარმოებებზე კი სიტყვას არ სძრავდნენ. დუმდნენ და ამ დუმილით მორჩილებას გამოხატავდნენ.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ამ დუმილსაც მოეღო ბოლო.

ეს ამბავი ქუთაისში მოხდა, სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა ექიმი მეირ რიჟინაშვილი. კაცი მორჭმული, ხალხისგან ფრიად დაფასებული. მეირს სამედიცინო განათლება ამ ორმოცი წლის წინ გერმანიაში მიუღია, ქუთაისში ჩამოსული, ისე ემსახურებოდა ყველას. სახელოვანსა თუ უჩინოს, არამქონესა თუ ქონებაში ყელამდე ჩამჯდარს, რომ ქუთაისელთა სათაყვანებელი ადამიანი გამხდარა. ამ თვისებათა გარდა, ლიტერატურის დიდი სიყვარული და დაფასება ჰქონია. იოსების თარგმანი რომ წაუკითხავს, დიდად გაუხარია:

ყოჩაღ, აი, ასეთი ადამიანები გვიმრავლოს ღმერთმა, უთქვამს. მოგვიანებით, იოსებმა პოემები რომ გამოაქვეყნა, ყველა მეირის აზრს ელოდა.. გულსატკენია, ქართველ ებრაელთა შორის კიდევ არ დაბადებულა ნამდვილი მწერალი, ასეთი იყო მეირ რიჟინაშვილის დასკვნა.

გამოხდა ხანი, იოსების ორდენით დაჯილდოების ამბავი, ცხადია, ქუთაისშიც შეიტყვეს. ქუთაისშიც მოდიოდა ის გაზეთები, იოსების პოემის ცალკეულ თავებს რომ ბეჭდავდნენ. მალე ალისფერ გარეკანში ჩასმული წიგნიც გამოვიდა. ერთი სიტყვით, ქუთაისში ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ პოემაზე არაფერს ამბობდნენ. ვიდრე მეირ რიჟინაშვილი არ წაიკითხავდა და მოსაზრებას არ გამოთქვამდა, არავის ეწადა ხმის ამოღება. შეუჩნდნენ მეირს: ებრაელთა ცხოვრებაზე ამოდენა პოემა გამოვიდა, უნდა წაიკითხო, უნდა თქვა როგორ არის საქმეო. მეირს უკითხავს, ვინ დაწერა ეგ პოემაო.

იოსებმა, აბესალომის ძემაო.

მეირს თვალებში ნაღველი ჩასდგომია და უთქვამს:

სამოცდაათ წელს მივაღწიე უკვე, ბევრი კარგი წიგნი წავიკითხე, მაგრამ რომ გამახსენდება რამდენი დიდებული ნაწარმოები მრჩება წაუკითხავი, გული სევდით მევსება.

გინდა თუ არა, უნდა წაიკითხო, შენი აზრი უნდა გვი თხრა ამ ებრაულ პოემაზეო, შეუჩნდნენ მეირს ქუთაისლები, რაზეც ვალიკო ხვედელიანი ძალიან გაბრაზებულა: დაანებეთ თავი მაგ კაცს, შარს არ გადაჰკიდოთ, რატომ გინდათ ახალგაზრდა პროლეტარი მწერალი ალანძღვინოთო.

ქუთაისლებმა მაინც თავისი გაიტანეს, მეირმა ერთ დღეს თქვა, კარგი, წავიკითხავ მაგ წიგნსაო. ოთხშაბათს მთელმა ქუთაისმა იცოდა, დღეს, ნასადილევს მეირ რიჟინაშვილი ებრაულ პოემას წაიკითხავსო.

საღამო ხანს, ლოცვის დაწყების წინ ბეით ქნესეთში დიდძალი ხალხი მივიდა. ისინიც კი, ვინც იშვიათად დადიოდა სალოცავად და ისინიც, ვისაც პოემა არასოდეს წაუკითხავს. არც კი იცოდნენ რა არის პოემა, მეირს ელოდნენ, ყველას აინტერესებდა მისი აზრი, მაგრამ ქუთაისლები გულდაწყვეტილნი დაიშალნენ, მეირი არ მოვიდა.

მომდევნო დილას, რასაკვირველია, ყველამ თავის საქმეს მიჰყო ხელი, ზოგი საით წავიდა და ზოგიც. საით, მაგრამ ამბობდნენ, ბეით ქნესეთში დილის ლოცვაზე ხუთგზის მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ყოველ ცისმარე დღეს მოდისო. ყველამ იცოდა: სამსახურში, საავადმყოფოში მიმავალი მეირი ბეით ქნესეთთან აივლიდა. ეს ხალხიც გარეთ იდგა, მოედანზე, აქაოდა, ეს-ესაა ბეით ქნესეთიდან გამოვედით და მუსაიფს შევყევითო.

ცხრის ნახევარზე მეირიც გამოჩნდა. ხალხს მიესალმა, იმათაც მოიკითხეს, ორიოდ ანეკდოტიც უთხრეს და გაჩუმდნენ, ახლა შენი ჯერია, წიგნზე რას იტყვიო, აგრძნობინეს მეირს. მეირმა რომ არაფერი თქვა, წასვლაც რომ დააპირა /აბა, კარგად ბრძანდებოდეთ, ხალხნოო/, ვიღაცამ შესძახა:

ასე რავა იქნება, მეირ ბატონო, გვითხარი რამე... მეირმა შეკრებილთ საყვედურით გადახედა /ყველა უმალ მიხვდა ამ საყვედურის მიზეზს: ეს რა წამაკითხეთო/ და თქვა:

გაოცებასა ვარ, მე ამნაირი არაფერი წამიკითხავს,

ეს იყო და ეს. ნელი ნაბიჯით განაგრძო გზა.

მეირის მეუღლეს. მაროს კი ასეთი რამ უამბნია მეზობლებისათვის:

ორმოცი წელიწადია ცოლ-ქმარი ვართ, ჩემი მეირი, დიდხანს მიმყოფოს გამჩენმა, ამნაირი მე არ მინახავს, წიგნს რომ კითხულობდა, უცებ წამოხტა ტახტიდან, ეზოში ჩავიდა, მიდი-მოდიოდა და იძახდა, ეს რა წამაკითხეს ამ ღდინძაღლებმაო. ასეთი რა მოხდა, ამნაირი რა წერია შიგ-მეთქი, რომ ვკითხე, შენ მაინც დამანებე თავი, შემეშვი...

ყველა კომუნისტზე დიდი კომუნისტი ჩვენ რატო უნდა ვიყოთ, ამ წიგნის დამწერი ჩემს დახვრეტას ისე მოაწერს ხელს, არც დაფიქრდებაო..

ეს ამბავი, ცხადია, ჯამაათმაც გაიგო.

აბესალომის ყურამდე კი არაფერი მისულა. ამ ბედნიერების მიზეზი ის გახლდათ, რომ აბესალომი უკვე საპყრობილეში იჯდა. ეს ამბავი გამთენიის ხანს მოხდა:

თბილისში ხვავრიელად თოვდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ძლიერაც ციოდა. აბესალომის სახლის კარს სამი კაცი მოადგა. დააკაკუნეს. კარი ესთერმა გააღო. აბესალომს უთხრეს, ზოგიერთი საკითხი გვაქვს გასარკვევი, ჩვენთან უნდა წამობრძანდეთო.

აბესალომმა სამხრეებიანს მზერა გაუსწორა და თქვა:

საკითხის გარკვევა აქაც შეიძლება, თუ დასაჭერად მოხვედით, პირდაპირ მითხარით.

თბილად ჩაიცვით!

ვიდრე აბესალომი იცვამდა, იმ კაცების ფარაჯებიდან ჩამოწუწულმა წყალმა იატაკზე გუბე დააყენა. კაცი იფიქრებდა, სამივემ ერთდროულად ჩაისველაო, მაგრამ იმათ ჩასველებისა არაფერი ეტყობდათ. ესთერისა და აბესალ ომის მოძრაობას დაძაბული, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს. მერე აბესალომი შუაში ჩაიყენეს და წავიდნენ.. ჩვენს მოსვლას ელოდა. ეს კაცი ისე მშვიდად იქც ევა, ჩვენს მოსვლას ნაღდად ელოდა, ფიქრობდა წინ მიმავალი სამხრეებიანი.

ესთერი დიდხანს იდგა წყლის გუბეში. გახევებულს, ცრემლი გაშრობოდა. ვერაფერი მოეფიქრებინა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა, რა მოემოქმედა.

იოსები, ჩემი იოსები! გაუელვა უცებ. მართლაცდა, სხვა ვინ უშველიდა აბესალომს, თუ არა ორდენოსანი შვილი, უკვე სახელგანთქმული, მთავრობის მიერ ესოდენ დაფასებული. პირველი ნაბიჯი უღონოდ გადადგა. კიბეზე რომ ჩადიოდა, რომელიღაც შვილმა ჯუბა მოახურა..ეს ჯუბა რატომ არ გავატანე, იქ ხომ სიცივე და სინესტეა.. ქუჩაში გავიდა. ტელეფონი მეზობელ ჩიხში, კედელზე იყო მიმაგრებული. ქარი უბერავდა.

ფანტელები ხედვას უბორკავდა. თოვლზე ფეხი უსრიალებდა, ჯიხურს რომ მიადგა, ყურმილი ხელში რომაიღო, ზედ მოდებული ყინვა ვერც კი იგრძნო. შვილის ტელეფონის ნომერი ვერ გაიხსენა, ამის გამოც თუ დაეუფლა უმწეობის გრძნობა.

ცრემლი უმწეობამ მოჰგვარა. იდგა, თავზე ათოვდა, ხელში ყინვამოდებული ყურმილი ეჭირა და ნომერი ვერ გაეხსენებინა. სიჩუმედაუფლებული თეთრი გარემო ვერაფრით ეწეოდა, არც არაფერს ეუბნებოდა. თვალები დახუჭა, ცრემლი ვერ შეიკავა. ტელეფონის ნომერი მაინც აკ რიფა. მექანიკურად. არა, არ გახსენებია, თითებმა თავისთავად იპოვეს ციფრები. იქ, იოსების ბინაში, ზარი რომ დაირეკა, ესთერმა ცრემლებს მიღმა ლოგინში როზალია მიხაილოვნა და იოსები დაინახა. მათ ბინაში თბილოდა.. ალო! ყურმილი, ცხადია, როზალიამ აიღო.

შვილო, შვილო, მამა წაიყვანეს, სამი კაცი მოვიდა და მამა წაიყვანეს. გვიშველეთ რამე!

ესთერის ხმა თოვლის ფანტელებში ჩაიკარგა.

შვილო, გვიშველეთ რამე!

როზალია მიხაილოვნამ მოგვიანებით მშვიდად თქვა:

ნუ ინერვიულებთ, უცნაური არაფერია. საბჭოთა მართლმსაჯულება შეუმცდარი და ჰუმანურია. იგი არ შელახავს საბჭოთა მოქალაქის ღირსებას, უდანაშაულო ადამიანს არაფერს ავნებს.

ცხადია, ესთერს როზალიას ნათქვამი ესმოდა, მაგრამ არ უნდოდა გაეგონა. მას ახლა სიტყვები კი არა, შველა სჭიროდა.

იოსები, იოსები მალაპარაკე, შვილო, იოსები უშველის მამას.

არა, არა, არა! მყისვე ხმადაბლა, ჩურჩულით შესძახა როზალიამ..

იოსები არაფერ შუაშია. არ შეიძლება იოსების გარევა ბურჟუაზიის საქმეებში.

წყვეტილი ზუმერი ყურს ისე ეცემოდა, როგორც გაშანთული ლურსმნები.

რა აუტანელი სისწრაფით ეცემიან ესთერის ყურებს ეს გავარვარებული ლურსმნები.

აჰ, არა, არა! სული ვერ მოითქვა ესთერმა. ამოსუნთქვა სწადია და ვერ ახერხებს, ყელში რაღაც გაეხიდა. დიდია, ძალიან დიდი, ბურთივით იბერება, იზრდება! რა არის ეს. სითხე თუ სითხით სავსე სივრცე. ასე რატომ აწვება ყელში. არა, არა...

ღმერთო, არ იქნება, აბესალომი...

ბავშვები...

ბავშვებს ხომ უნდათ მიხედვა... გავარვარებულმა ლურსმნებმა ქვევით ჩაინაცვლეს, გულს ხიშტებიანი ჯარისკაცებივით შემოეჯარნენ, ცელქი, ონავარი ბიჭებივით ხტიან... გულს ისე ერჭობიან, თითქოს გული კი არა, ცომი იყოს.

ბავშვები? არა, ისინი ბავშვები აღარ არიან, წამოიზარდნენ, მაგრამ აბესალომიც რომ არ არის... აბეს...

ესთერი ჩაიკეცა, არა, გონწართმეული არ დაცემულა, ჩაიკეცა, ხელიც კი შეაშველა თავს, მოყინულ მიწაზე არ დავეცეო, ჩაიკეცა, მერე დაწვა.

ნელა, ნელა... ფრთხილად... აჰა! როგორც კი გაწვა, შვება იგრძნო, თავისუფლად ამოისუნთქა... უკანასკნელად.

ნელა, ნელა, შვილო, ფრთხილად! დედამ დაადებინა თავი მსუბუქ, ქათქათა ბალიშზე. დედა. სიფორა შეეგება, სახენათელი, პირგაბადრული.

მამაც აქვე იყო. მოღიმარი, ისიც პირბადრი მიეგება შვილს. მსუბუქად ჩაავლო ხელი და ჰაერში, სადღაც შორს, ერთად ავიდნენ მაღლა.

თუმცა, რა უნდა ტკენოდა ესთერს. სხეულს ვერ გრძნობდა, სხეული იქ, სადღაც, რომელიღაც ჩიხში ტელეფონის ჯიხურთან დარჩა, ზედ ათოვს. ესთერი კი აგერ აქ არის, დედასა და მამას შუა, უზარმაზარ, უკიდეგანო სივრცეში...

საკნის სივრცეში ჯერ ხავერდგადაფარებული სავარძელი გამოჩნდა, მერე იოხანან ბენ ზაქაი. მოძღვარს კვლავ თორა გაეშალა. კითხულობდა. თითქოს აბესალომის დაჟინებული მზერა იგრძნოო, თორას თვალი მოსწყვიტა, აბესალომს დააცქერდა. დიდხანს, ძალიან დიდხანს და ყურადღებით დასცქეროდა მოძღვარი აბესალომს. იერუსალიმის სქელი ნისლი გარს ევლებოდა და ხან ფარავდა, ხანაც. გაეცლებოდა.

აბესალომს მოეჩვენა, რომ იოხანან ბენ ზაქაიმ მხრები აიწურა. თავიც დაუკრა აბესალომს.

მოძღვარი კვლავ იერუსალიმის სქელ ნისლში გაეხვია.

17 საით?

▲ზევით დაბრუნება


მანქანა დაღმართში, ტყისპირას გაჩერდა. მანქანიდან ვიღაც გადმოვიდა, ფარანი აანთო და ტყეში ფრთხილად შემოვიდა.

ესე იგი, ნუგო საავადმყოფოში არ წაუყვანიათ, ტყის გაჩხრეკას აპირებენ, გაიფიქრა დათომ და მიწას გაეკრა, რა დიდი ტყე ეს არის, სად დავემალები! ფანრის შუქი მიწაზე დაბორიალობს. ხეთა ძირებს ანათებს.

მიწაზე მეძებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ...

ფანარი დათოს ზურგს უკანაც აანთეს.

ორივე მხრიდან მოდიან. უკან ორი ფანარი ანთია, წინ. ერთი. ესე იგი, ნუგო დაღმართში მდგარ მანქანაში ზის. ამათ თუ მიპოვეს.... დათომ იგრძნო როგორ მოედო მთელ სხეულზე ოფლი. ქვევით, მიწაზე მეძებენ, იქნებ, ხეზე ავძვრე? ხეზე... ხეზე... მაგრამ... იქ თუ დამინახეს... მორჩა, მიწაზე შეიძლება რაღაც მოვახერხო, იქ...

წინა მხრიდან მომავალი ფანრიანი დათოს უახლოვდება. ფანრის შუქი ტენისის ბურთივით ხტის, მყის იცვლის ადგილს.

საით წავიდე? არა, ვერსაით ვერ წავალ, უკვე საშიშია, ყურადღებას მივიქცევ. სჯობია, ისევ აქ ვიყო. ფანრიანი უახლოვდება. ფანრის შუქი კი ხელმარცხნივ, სულ სხვა მხარეს, ანათებს.

აქეთ რომ წამოვიდეს?

გიგი, გიგი, რას შვრები? ყვირის დათოს ზურგს უკან მდგომი.

აქა ვარ, ოდნავ დაყოვნებით უპასუხა გიგიმ.

გიგი ყოფილა, გიგი მიახლოვდება. მესვრის?

გიგი სწორედ აქეთ წამოვიდა, დათოსკენ.

შუქი! მთავარი ფანრის შუქია. მთავარია, ფანრის შუქში არ მოვხვდე!

აჰა, მოვიდა კიდეც გიგი! რამდენი ნაბიჯი იქნება?

ხუთი? შვიდი? ხუთი, ხუთი ნაბიჯი! აი, ხეებს მიანათა, თავად კი დათოსკენ გადმოდგა ნაბიჯი. დათოს კარგად ესმის როგორ ხრაშუნობს თოვლი მისი ჩექმის ქვეშ. ერთი... ერთი ნაბიჯი... ოოოორი... ოორი ნაბიჯი...

გავიქცე? არა, არა, ახლა გაქცევა ნაღდი დაღუპვაა.... სუნთქვაშეკრული წევს... სუნთქვა არ შეიძლება, ახლა სუნთქვა სასიკვდილოა. აჰა, მეს... მესამე ნაბიჯიც... გადმოდგა... მოვიდა, მოახლოვდა...

გიგიმ ფარნის შუქი ისევ მიმოატარა. იქითა მხარეს ათვალიერებს.

მესვრის? თუ პირდაპირ წამოვიდა, შესაძლოა, თავზეც დამადგას ფეხი.

და დათომ ინანა. აგერ, ხელმარჯვნივ, სულ რაღაც ორიოდ ნაბიჯზე დიდი ლოდი აგდია.

იმ ლოდს მაინც ამოვფარებოდი... თუმცა, არა! გიგი ლოდისკენ გაემართა, მოათვალიერა. ისევ დათოსკენ მიბრუნდა, წამოვიდა... ზედ დათოს თავთან შეჩერდა. აი, მისი მოკლეყელიანი ჩექმაც. დათო ლამის ჩექმას ყნოსავს...

არა, ახლა განძრევა არ იქნება... იქნებ, მხედავს კიდეც? შეუძლებელია არ მხედავდეს... მხედავს, მაგრამ არ მამჩნევს, ასე უნდა, ახლა წავა, გაივლის. ფანრის შუქი დაიძრა. აქეთ მოდის, დათოსკენ... კიდევ ცოტაც და... შუქი სწორედ მას დაეცა, დათოს!

ოხ შენი, ხომ გიპოვე! შესძახა გიგიმ და მარჯვენა ფეხი სახეში ამოარტყა, ფანარი მარჯვენა ხელიდან მარცხენაში გადაიტანა, მაგრამ ვიდრე ავტომატს მარჯვენა ხელში მოიქცევდა, ვიდრე ავტომატს შემართავდა, დათომ ორივე ფეხში სტაცა ხელი. მაღლა აზიდა, გიგი ამოტრიალდა, მიწ აზე მოადინა ზღართანი. დათო გიგის მკერდზე დაახტა, ხელებში სწვდა, იგინებოდა, სისხლს აფურთხებდა, ბრაზი ახრჩობდა, გიგის ხელების შეკვრას ლამობდა, გიგიმ კი ერთი ამოიკვნესა და შეეკვრევინა, არ გაუძალიანდა. ავტომატი გვერდზე ეგდო, ხელმარცხნივ, ფანარი აქეთ, თოვლში ჩავარდნილიყო, ფანრის სხივში თოვლი ბზინვარებდა.. გამიშვი, რა, გამიშვი, ვითომ არ გინახივარ, წადი, წადი, იარე, მეძებე! დათო ამაოდ ცდილობდა გიგის ხელების შეკვრას.. რით უნდა შეეკრა, მაგრამ გიგი ხმას არ იღებდა, არც უძალიანდებოდა და დათოს სიჩუმემ დაუხშო სმენა. ტყეში გამეფებულმა ცივმა სიჩუმემ... ეს მაშინ მოხდა, როცა ფანრის შუქის არეში ჯერ ლოდზე, მერე თოვლზე გადაღვრილ სითხეს ჰკიდა თვალი. შავი, მოწითალო სითხე, ან იქნებ, წითელი, მოშავო სისხლი. ამდენი ვერ გაარჩია.

გიგის ლოდზე დაურტყამს თავი.

და დათომ იგრძნო სხეულზე კვლავ როგორ მოედო ოფლი, გახევებული დასცქეროდა გიგის და ვერ მოეფიქრებინა, რა გაეკეთებინა, როგორ მოქცეულიყო. მაინც ფანარს დაავლო ხელი, ჩააქრო და გაიქცა. რამდენიმე ნაბიჯი სირბილით გაიარა. მერეღა მოაფიქრდა, რომ ახლა სირბილი არ იქნებოდა, ახლა სირბილი გამცემი იყო. კვლავ მიწას განერთხო, ხოხვით გავიდა ქუჩის პირამდე, მანქანას უკნიდან შემოუარა. ქუჩა გადაირბინა. მთვარე აღარსად ჩანდა. კვლავ თოვდა, მცირე ქარიც ქროდა, თოვლის ფანტელები გახურებულ შუბლს უგრილებდა.

არასოდეს, თოვლი არასოდეს ყოფილა ესოდენ სასიამოვნო.

18 მასწავლებელი

▲ზევით დაბრუნება


აბრამი ლოგინიდან წამოდგა თუ არა, სიცივე ავი, ბოროტი მეზობელივით ეძგერა. ფანჯარაში გადაიხედა. კვლავ თოვდა. ასეთ ამინდში ბეით ქნესეთში წასვლა საშიშია. შესაძლოა, ყინულზე ფეხი ისე მოგიცურდეს, შინ სხვებმა მიგიყვანონ. არა, ასეთი დიდთოვლობისას, დილაადრიან. ეს-ესაა ირიჟრაჟა, გარეთ გასვლა არ იქნება, მაგრამ...

მე შეიძლება უპუროდ გავძლო, იმის სულს კი ვერაფერს მოვაკლებ.

აბრამი, ცხადია, დილა-საღამოს ლოცვას არ აკლდებოდა, მაგრამ ასეთ ამინდში სინაგოგაში წასვლას უთუოდ მოერიდებოდა ბერიკაცი, რომ არა ერთი გარემოება. 19 ადარი1 მისი მასწავლებლის. აბესალომის გარდაცვალების დღეა. მიცვალებულს კი ყოველ წლისთავზე, თითქმის მთელი კვირის განმავლობაში სულის მოსახსენიებელ ლოცვას. კადიშს. აღუვლენენ შვილები, ეს ლოცვა წაადგებაო მიცვალებულის სულს.

აბესალომის შვილთაგან მხოლოდ ერთი. იოსებიღაა ცოცხალი, მაგრამ რა ხანია სინაგოგას არ გაჰკარებია! წვერი მოუშვია. გრძელ, ლამის მკერდამდე ჩაშვებულ წვერში საჭმლის ნამცეცები ეყრება და ყროლის სუნი ასდის. ხალხში თითქმის არ გამოდის. დროდადრო თავისი მაღალჭერიანი ახლა უკვე მტვერდარეული, მილეწილ მოლეწილი სახლის სიახლოვეს თუ დაინახავენ. ჯოხის ბაკუნით ჩაივლის ხოლმე. თან რაღაცას ბუტბუტებს. ზოგი ამბობს, იგინებაო, ზოგი. იწყევლებაო. შვილი არ ჰყავს. ვიდრე ახალგაზრდა იყო, ვიდრე ძალა მოსდევდა, თავის წიგნებს ალერსით გადაუსვამდა ხელს და იტყოდა: აი, ჩემი შვილები! მეუღლე. როზალია მიხაილოვნა კი დასძენდა: ვითომ რით არიან ცუდი შვილები?! ეს ადრე იყო, 50-60 წლის წინ. ახლა კი როზალია გაიძახის: ქართველებმა კომუნიზმს უღალატეს და ღმერთი სჯითო. ქმარს კი ჩასძახის: ჩვენ ისევ დავბრუნდებით, შეუძლებელია კომუნიზმმა არ გაიმარჯვოს, პოემები ისევ დაგვჭირდება, დღეც უნდა შრომობდე და ღამეცაო. ერთ დროს ეკლესიასტეს. დიდებული მთარგმნელი კი სულით და გულით აგინებს ცოლს. ქართულად ერთხელაც არ შეუკურთხებია, ვაითუ, ვერ გაიგოსო, სულ რუსულად აგინებს. მეზობლები ამბობენ, არც როზალია მიხაილოვნა რჩება ვალში, ქმარს ისე გულიანად უკურთხებს, უბნის ბიჭები ხარხარებენ და იმახსოვრებენო. აბრამმა იცის რაგვარი ცხოვრება აქვს იოსებს, ისიც იცის, რომ იგი მამის სულის შემწე არ არის. ამიტომ მასწავლებლის იმქვეყნიურ ყოფაზე ზრუნვა თავად იდო თავს. აბრამმა ფანჯარაში კიდევ ერთხელ გადაიხედა. კვლავ ხვავრიელად თოვს.

რაც უნდა მომივიდეს, უნდა წავიდე! თქვა და ჩაცმას შეუდგა.

აბესალომის გახსენება სინანულს ჰგვრიდა აბრამს:

როცა აგონდებოდა, ფურიმის წინა საღამოს როგორ მივიდა მთავარ რაბინად ქცეულ აღმზრდელთან და მომისმინეო, სთხოვა, სიწითლე ერეოდა.

რამ მათქმევინა, ისა სჯობია უბრალო, ჩვეულებრივი მასწავლებელი იყო, ვიდრე მთავარი რაბინი მეთქი!

ამის მოგონებაზე შუბლზე ოფლის წვეთები ასხდებოდა. ეწადა, საკუთარ თავს გაქცეოდა, მაგრამ აბრამი როგორ მოახერხებდა იმას, რაც ვერავის მოუხერხებია?!

რა მექნა... ვხედავდი, როგორ ვერ ხდებოდა მეათე კაცი, თუმცა, მეც მეათე კაცის სულისკვეთებით მზრდიდა, თავს იმართლებდა.

მას შემდეგ ლამის ორმოცდაათი წელი გავიდა. სადაც უნდა ყოფილიყო აბრამი, როგორც უნდა ყოფილიყო, აბესალომის გარდაცვალების წლისთავის დღეებში დილა-საღამოს სინაგოგაში მიდიოდა და მასწავლებლის სულის მოსახსენიებელ ლოცვას აღავლენდა. პალტოს რომ დასწვდა, ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. აბრამი გაოცდა:

ამ დილაადრიან ვინ უნდა სტუმრებო და?! გაირინდა. დრო ისეთი იდგა, როცა ადამიანი სტუმარზე მეტად ყაჩაღს ელოდა.

ისევ დააკაკუნეს, უფრო ძლიერად.

ძია აბრამ, ძია აბრამ! ჩურჩულით ამბობდა ვიღაც.

იცნო. დათოს ხმა იყო.

კარი სწრაფად გააღო.

რა ამბავია, ხო მშვიდობით ხარ! შესძახა და დათოს შეავლო თუ არა თვალი, მიხვდა რაოდენ უადგილო იყო ეს შეკითხვა. მოდი, შემოდი, შვილო, აქეთ! სავარძელთან მიიყვანა დათო, შიგ ჩასვა. მაგრამ სანამ შენ იტყოდე რამეს, გეტყვი: ყველაფერი კარგად არი: ცოცხალი ხარ, სული გიდგას, სიარულიც შეგიძლია და მეტყველებაც. დანარჩენს, ღვთის შეწევნით, ყველაფერს მოევლება. როგორც იქნა, მოვიდა, როგორც იქნა, მოაღწია აბრამის სახლამდე. ახლა აბრამი მის წინ, ნაცნობ, გაცრეცილ სავარძელში თავდახრილი ზის. კარგა ხანია ფიქრს გაუტაცნია. დათოს კი მწარე ფიქრი დასტრიალებს თავს. რა იღონოს, როგორ იცხოვროს, რა გზა აირჩიოს, საით წავიდეს. აბრამის რჩევას მისდიოს. დატოვოს საქართველო? ასე იქნება, მუდამ, ასე იქნება! თქვა აბრამმა.

დათომ ვერაფერი გაიგო. აბრამს მიაჩერდა. ეკითხებოდა, რა მითხარიო.

სწორად არ ცხოვრობთ, შვილო და ამიტომ სულ ასე იქნება! არსებობს ორი გზა ცხოვრებისა. გზა ღვთისა და გზა.... აბრამმა ფრაზა აღარ დაამთავრა, ხელი ჩაიქნია.

ვიცი მე ეგ გზა, ათასჯერ გითქვამს, მაგრამ...

რატომ, რისთვის არის ჩვენში მეათე კაცი ღირსეული? განა მხოლოდ იმიტომ, რომ მის მომლოდინე ცხრა მლოცველს მდგომარეობას უმსუბუქებს. ბოლოს და ბოლოს, ეს მეათეც გამოჩნდება, შემოეხეტება ვიღაც სალოცავში და ლოცვაც დაიწყება. ეგ არ არის მთავარი. მთავარია, მეათე კაცის ფიქრით ცხოვრება. როცა კაცი მეათეს მომლოდინე ცხრა კაცზე ფიქრობს, იგი ფიქრობს ხალხზე, ქვეყანაზე, ესე იგი, ღვთის გზით დადის. თქვენ კი არც ლოცვა გინდათ, არც ხალხსა და ქვეყანაზე ფიქრი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობთ, საკუთარი თავი გაიხადეთ ღმერთად. ამიტომ ხართ მარტონი და სულცარიელნი, დღევანდელი გახარებთ, ხვალე არა გაქვთ, აბრამმა ბოლო ფრაზა თითქმის ბრაზით წარმოთქვა და გაჩუმდა.

ოთახში კვლავ სიჩუმე გამეფდა. დათო ამ დუმილმა შეაწუხა, სხეულში სიმხურვალე იგრძნო.

დღევანდელი გახარებთ, ხვალე არა გაქვთ!

რა საშინელი დუმილია! დათოს ყურში უწივის ეს დუმილი. ვერ გაუძლო, წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა. სივრცე ეწადა, სივრცე ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა. არ იყო სივრცე, ირგვლივ ნისლი ჩამოწოლილიყო. უძრავი, სქელი ნისლი. მოეჩვენა, რომ თავადაც ნისლში იყო გახვეული.

ლეღვის ხის ძირში მამალი დაინახა. საიდანღაც გადმოხტა. ფრთები გაშალა, გაიფხორა და იყივლა. თითქოს ამ ყივილს ელოდაო, მეორე მამალიც გაეხმიანა. ჯერ ერთი დაიყივლებდა, მერე. მეორე. სამყაროს ამცნობდნენ, რომ ისევ განცალკევდა დღე და ღამე, ისევ მოვიდა დღეო.

მამლებს ძაღლი შეეხმიანა.

უკვე დღე იდგა, მქრქალი დღე... თოვდა.

მამლები... ძაღლი... ისევე ყივიან, ისევე ყეფენ, როგორც ადრე, ისევ ისე თოვს, როგორც ძალიან დიდი ხნის წინ, ადრე, სულ ადრე! ისევე მოვიდა დღე, ისევ წავიდა ღამე... მაშ, რა არის ახალი?

დათო მიხვდა, რაც იყო ახალი და გააჟრჟოლა. ლამის კანკალმა აიტანა.

ურწმუნოება, უსიყვარულობა გტანჯავთ თქვენ და ამიტომ სულ ასეთი ცხოვრება გექნებათ. დაულაგებელი, აწეწილ-დაწეწილი! აბა, სცადეთ და იცხოვრეთ რწმენით! მალე, სულ მალე იგრძნობთ, რა მთლიანია ადამიანი და ქვეყნიერება.... აბრამს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, გადაიფიქრა, ხელი ჩაიქნია.

კი, მაგრამ, რა, ეგ მეათე კაცები არ ასცდენიან ღვთის გზას? იკითხა, მაგრამ ახლაღა შეამჩნია, აბრამი ლოცვად დამდგარიყო, ცისკრის ლოცვა დაეწყო. აბრამს, ცხადია, ლოცვა არ შეუწყვეტია, კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო: ვერ გავიგე, რას მეკითხებიო.

ეგ მეათე კაცები არ ასცდენიან-მეთქი ღვთის გზას? აბრამი ყურადღებით დააცქერდა დათოს, გაიღიმა, ჯერ თავი დაუქნია, მერე მხრები აიწურა.

დათომ მის ჟესტში კარგად ამოიკითხა:

კი, ეგრეც ხდება, ადამიანები ვართ, შვილო, ჩვენ! აბრამმა ლოცვა განაგრძო.

დათომ კარგად იცოდა, სად ალაგებდა აბრამი ლოცვანთა წიგნებს. მივიდა, აიღო, გადაშალა და დილის ლოცვანის პირველი მუხლი წაიკითხა:

კურთხეული ხარ, უფალო, ღმერთო ჩვენო, სამყაროს მეუფევ, რამეთუ განსახე ადამიანი.

ღმერთო, სუფთაა სული, რომელიც შთამბერე მე, შენ წარმოქმენ, შენ განსახე, შენ შთაბერე იგი ჩემში. შენ იცავ მას. ჩემგანვე მიიღებ მომავალში... სანამ სული ჩემშია, მე ვარ მადლიერი შენი, უფალო ღმერთო, ჩემი მამების ღმერთო... ქმნილებათა მბრძანებელი ხარ, სულთა უფალო, არსებათა გამგებელო, უკვდავო და მარად არსებულო.... დათომ ფანჯარას მიაპყრო მზერა:

კვლავ თოვდა.
კვლავ ყიოდა მამალი.
კვლავ ყეფდა ძაღლი.

1995-1997 .
თბილისი-ქობულეთი-იერუსალიმი

_________________________

1.ადარი. ებრაული კალენდრის ერთ-ერთი თვე. ემთხვევა იანვარ-თებერვალს.