![]() |
ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვა (მეთოდური სახელმძღვანელო) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჯავახიშვილი ჯანა, სარჯველაძე ნოდარ, ჩხაიძე მედეა, ხაფავა ქეთევან, პავერმანი ეკატერინე, შუშანია ნინო, საბელაშვილი სალომე |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
წყარო:
ჯავახიშვილი ჯანა ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვა : მეთოდ. სახელმძღვ. / [ავტ. კოლ.: ჯანა ჯავახიშვილი, ნოდარ სარჯველაძე, მედეა ჩხაიძე და სხვ.] ; ჯანა ჯავახიშვილისა და ნოდარ სარჯველაძის რედ. - თბ., 2007 : გამ-ბა "ნეკერი" - 128გვ. ; 25სმ. - - ბიბლიოგრ.: გვ. 124-126. - ISBN 978-99940-910-7-2 : [ფ.ა.] [MFN: 30871] UDC: 323.1 + 323.15 K 24.198/4 - საერთო ფონდი K 24.199/4 - საერთო ფონდი K 24.665/4 - საერთო ფონდი F 7.702/4 - ხელუხლებელი ფონდი 323.1/ე-811 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი) |
საავტორო უფლებები: © ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ჯანა ჯავახიშვილის და ნოდარ სარჯველაძის რედაქციით 2007 წელი, თბილისი ტექნიკური რედაქტორი: ნანა ფრუიძე დიზაინერი: გიორგი ბაგრატიონი დაიბეჭდა გამომცემლობაში „ნეკერი“, 2007 ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის საკონტაქტო ინფორმაცია: ვაჟა-ფშაველას 16,10-ე სართული, 0 160 თბილისი, საქართველო ტელ/ფაქსი: (995 32) 37 60 52 ელ-ფოსტა: info@fdhr.ge საინტერნეტო გვერდი: www.fdhr.ge ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი (არგფო) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია. იგი მოღვაწეობს 1995 წლიდან, განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი პროექტი შემდეგი მიმართულებებით: სოციალურად მოწყვლად პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, მშვიდობის შენება და დაპირისპირებულ მხარეთა შორის ნდობის აღდგენა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოსა და კავკასიაში. ფონდი ეწევა სწავლებით და კონსულტაციურ სამუშაოებს დაინტერესებულ ორგანიზაციათა და პირთათვის შემდეგ თემატიკაზე: ეროვნებათაშორის ურთიერთობათა მართვა, ორგანიზაციული განვითარება, ტრამვასთან გამკლავება, დასაქმება, წარმატების მიღწევა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევატა განვითარება. მოცემული მეთოდური სახელმძღვანელო საქართველოსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის ურთიერთთანამშრომლობის ნაყოფია. იგი შეიქმნა პროექტის - „ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო-ქართლის რეგიონებში“ განხორციელების შედეგად. |
![]() |
1 მადლიერება |
▲ზევით დაბრუნება |
პროექტის განმახორციელებელი გუნდი და მოცემული წიგნის საავტორო კოლექტივი გამოხატავს მადლიერების გრძნობას შემდეგ ინსტიტუტებსა და პიროვნებებს:
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისიის ოფისს, პავლო ბილიაკის, ტატა ხუნწარიას და ნინო ბოლქვაძის სახით, პროექტის განხორციელების პროცესში მუდმივი ორგანიზაციული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.
საქართველოში ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის ოფისის ინტეგრაციის პროგრამის ყოფილ თანამშრომლებს ბეატრის შულტერს, მაგდალენა ფრიჩოვას და გაბრიელა ბუტნერს პროექტის საწყის ფაზაში ადამიანის რესურსების განვითარების ფონდთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის;
ყირგიზ სპეციალისტებს მირა კარიბაევას და ზულფია კოჩორბაევას, ეთნისთაშორისი ურთიერთობების მართვაში უაღრესად საინტერესო განოცდილების გაზიარებისათვის;
სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონულ კოორდინატორებსა და პარტნიორებს: ცირა მესხიშვილს, ივანე ბალიაშვილს, არტურ ერემიანს, ვაღარშაკ შახბეკიანს, ნაირი ირიციანს, კობა ზედგინიძეს, ბიძინა მაისურაძეს, რაზმიკ კუმაშიანს, ირმა შველიძეს, მარტინ გაბრელიანს, გრიგოლ ჯვარიძეს, მაქსიმ მაჰტესიანს, რამინ ბუცხრიკიძეეს, თაქუი ვართანიანს, თემურ ძაძამიას, ლეილა სულეიმანოვას, ვლადიმერ ჭანტურიძეს, თემურ დევნოზაშვილს, ნათია მინდიაშვილს, ნონა ჩხოიანს, ქეთევანნ მერაბიშვილს, გულნარა შოშიტაიშვილს - პროექტის მსვლელობაში გაწეული პროფესიული საქმიანობისთვის;
სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 441 საჯარო მოხელეს, პორექტის მსვლელობაში აქტიური მონაწილეობისათვის;
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულს გიორგი ხაჩიძეს და რწმუნებულში აპარატს არმენ ამირხანიანისა და პაპუნა ხაჩიძის სახით:
ქვემო ქართლის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულს ზურაბ მელიქიშვილს და მის მოადგილეს ზაქრო დარჩიაშვილს;
ექსპერტებს გია ნოდიასა და ლია მელიქიშვილს პროექტის ფარგლებში შექნილი ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ეთიკური კოდექსის საექსპერტო შეფასებისათვის;
ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის თანამშრომლებს ეთერ ცინცაძეს, ნოდარ მამაინაიშვილს, მამუკა ერქომაიშვილს და სოფიო ვერულაშვილს მეტად საინტერესო პედაგოგიუი და კვლევით-ანალიტიკური სამუშაოსათვის;
ფსიქოლოგებს მარინა ბალიაშვილს, თინათინ ჩეიძეს, ელენე ჩომახიძეს, ეკატერინე ჯიოევასა და ნიკოლას ლოუს მოცემული წიგნის რუსულად და ინგლისურად თარგმნისათვის.
![]() |
2 წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
„წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიოში ყველა ხალხი მშვიდობიანად თანაცხოვრობს...“
ამ შემთხვევაში სამყაროს ისეთი უნიკალური რესურსი, როგორიცაა ეთნოსთა, კულტურათა, რელიგიათა განსხვავებულობა, მათი ურთიერთდამოკიდებულება და ამ ურთიერთდამოკიდებულების დინამიკა - სრულფასოვნად ამოქმედებული და რეალიზებული იქნება; იგი ვეღარ გახდება პოლიტიკური მანიპულაციებისა და შესაბამისად, შეიარაღებული კონფლიქტების მიზეზი, საბაბი თუ საგანი, რაც დღევანდელი გადასახედიდან, მსოფლიო ისტორიის პერსპექტივაში, ცხოვრების ნორმად თუ არა, ცხოვრებისეულ მოცემულობად იქცა.
რეალისტები რომ ვიყოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ამგვარი სიტუაციის მიღწევა დღეს საკმარისად უტოპირად გამოიყურება; სამაგიროდ, მისი წარმოდგენა ნამდვილად შეასძლებელი და რეალისტურია.
მაგრამ რა ფასეულობა აქვს მის წარმოდგენას? შესაბამისად, რა ხიბლი აქვს ჯონ ლენონის ცნობილ სიმღერას? ალბათ დასაწყისშივე იცანით და მიხვდით, რომ ჩვენ არ შეგვეშინდა წიგნის დაწყება მისი ამ „ჰიტად“ ქცეულ სიმღერაში გაჟღერებული წინადადებით; რამ განაპირობა, რომ იგი უკვე მეოთხედი საუკუნეა, აქტუალურია და არ „ცვდება“? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ისეთ განზომილებას შემოვიტანთ, როგორიცაა აუცილებლობა: ამა თუ იმ სასურველი მდგომარეობის წარმოდგენა აუცილებელია.
საქმე ისაა, თუ არ წარმოიდგინე, თუ რა გსურს რომ მიაღწიოთ, ვერ აირჩევ შენი მოძრაობის მიმართულებას, შენს სავალ გზას. ეს კი ყველაზე მთავარი ადამიანური არჩევანია, რომლის გარეშე ცხოვრებას საზრისი ეკარგება. აქ, შესაძლოა, გავიხსენოთ ანდაზა, რომლის თანახმად ადვილია მოზაიკის მილიონი ნაწილაკით ააგო ფიგურა, იმ შემთხვევაში, თუ იცის რას აგებ, ხოლო, თუ არ იცი, მაშინ, ერთი მხრივ, ცდისა და შეცდომების მეთოდის ტყვეობაში ექცევი; მეორე მხრივ - განწირული ხარ - რომ ადრე, თუ გვიან გზა აგვებნევა.
საქმე აგრთვე ისაა, რომ სხვადასხვა კულტურათა, ეთნოსთა და რელიგიათა მშვიდობიანი და ნაყოფიერი თანაცხოვრება იმგვარი იდეალისტური მიზანია, რომლის განხორციელების სწორედ იქ იწყება, სადაც მასზე მუშაობა, ანუ სასურველი შედეგის წარმოდგენა და მისი მიმართულებით სვლა იწყება.
ჩვენი წიგნი და უპირველეს ყოვლისა, პროექტი, რომლის განხორციელების საფუძველზეც ის დაიწერა, სწორედ ამ მშვიდობის გზაზე გადადგმულ რამდენიმე ნაბიჯს წარმოადგენს.
იარეთ ჩვენთან ერთად!
●●●
ყველაფერი კი აი ასე დაიწყო: 2004 წლის ოქტომბერი იყო. ქალბატონმა ბეატრის შულტერმა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის საქართველოს პროექტების კოორდინატორმა, დაგვინიშნა შეხვედრა. ბეატრისმა მკაფიოდ ჩამოგვიყალიბა ამოცანა: ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლეს კომისარს საქართველოში სურს განახორციელოს ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვის ეფექტურობის ამაღლებაზე მიმართული პროექტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. პროექტი მოაზრებული იყო, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 6 რაიონის (ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი და ასპინძა) საჯარო მოხელეთა ტრენინგი ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვაში, ამ სფეროში მათი კომპეტენციის ამაღლების მიზნით.
ქალბატონ შულტერთან საუბარში გაირკვა, რომ ყირგიზეთში ეუთოს ხაზით წარმატებით განხორციელდა ანალოგიური პროექტი - ტრენინგთა სერია, და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეუთოს ეგიდით, სამცხე-ჯავახეთში უკვე მოხდა ყირგიზი სპეციალისტების მიერ ტრენინგის საჭიროების შეფასება, რის საფუძველზეც უნდა დაგეგმილიყო მუშაობა.
ჩვენი საპასუხო შეთავაზება შემდეგი იყო: ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვის პროექტი სამცხე-ჯავახელ საჯარო მოხელეებთან არ შემოფარგლულიყო მხოლოდ ტრენინგით და პორექტის თემატური ფორმატი გაგვეფართოვებინა კიდევ ორი ამოცანით, რის შედეგადაც მომავალი სამუშაო დაეყრდნობოდა 3 ფუნდამენტური ამოცანით „ბოძს“: 1.ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ეფექტური მართვისა და ტოლერანტობის ტრენინგი; 2. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ეროვნებათაშორისი კლიმატის გაუმჯობესებაზე მიმართული ერთობლივი ქართულ-სომხური პროექტების იდეათა ბანკის შექმნა. 3. .ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ზნეობრივი პრინციპებისა და ეთიკური კოდექსის დოკუმენტის შემუშავება.
ჩვენს მიერ საკითხის ასეთი დაყენება ემსახურებოდა ინტეგრაციის ამოცანებს და ეფუძნებოდა შემდეგ მნიშვნელოვან საბაზო დებულებებს:
- ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ეფექტური მართვა გულისხმობს როგორც ცოდნასა და შესაბამის უნარ-ჩვევებს, ასევე პერსპექტიულ საპროექტო ქმედებებსა და ზნეობრივ ორიენტირებს;
- არ არის საკმარისი საკითხის სამართლებრივ-იურიდიული ასპექტების ცოდნა, საჭიროა განსაზღვრო და დაადგინო ამ ურთიერთობათა ზნეობრივ-ეთიკური პრინციპები და რეგულატორები; ამასთან ერთად, საჭიროა პოზიტიური ქმედების ნება და პერსპექტიულ წამოწყებათა ინიცირება ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სფეროში;
- ეროვნებათაშორისი ურთიერთობები არ არსებობს მზამზარეული ნიმუშების სახით, ისინი შემოქმედებითი ძალისხმევით უნდა ააშენონ ადამიანებმა; განსაკუთრებით კი მათ, ვის ხელშიცაა მართვის სადავეები ცენტრსა და რეგიონებში.
ქალბატონმა ბეატრისმა იმთავითვე აიტაცა ეს იდეები და ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის ოფისსა და ადამიანის რესურსების განვითარების ფონდს შორის იმთავითვე ჩამოყალიბდა შემოქმედებითი თანამშრომლობის ატმოსფერო, როგორც ჩამოყალიბების, ასევე განხორციელების დროს ეს შემოქმედებითი სულისკვეთება მუდიმვად თან ახლდა პროექტს.
2006 წლიდან პროექტის განხორციელება დაიწყო, აგრეთვე, ქვემო ქართლის რეგიონში, და მოიცვა ქ.რუსთავი, დმანისი, ბოლნისი, გარდაბანი, წალკა, თეთრი წყარო, მარნეული.
●●●
ჩვენი სახელმძღვანელოს მიზანია, გავარღვიოთ ის საინფორმაციო-მეთოდოლოგიური ვაკუუმი და უმოქმედობა, რაც ეთნოსთაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობის თვალსაზრისით არსებობს ჩვენს ქვეყანაში.
საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება აღიწეროს ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა: გახანგრძლივებული პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, გადატანილი შეიარაღებული კონფლიქტების წყება, „გაყინვის“ სტადიაში გადასული ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები; შედეგად, ქვეყნის დარღვეული მთლიანობა და საზოგადოების ფრაგმენტაცია. ამ ფონზე საგრძნობია გაუცხოება სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს შორის; არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ქვეყნის მოსახლეობა (როგორც სატიტულო ერი, ისე ეროვნული უმცირესობები) ეროვნებათაშორისი ურთიერთობების თემას ამჟამად საფრთხის შემცვლელად აღიქვამს და უფრო ეჭვის, უნდობლობისა და შიშის თვალით უყურებს. ის დუმილი და უმოქმედობა, რომელიც, სამწუხაროდ, პრევალირებს პროფესიული თემისა და შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ მიმართულებებით, კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ ვითარებას.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სახელმძღვანელო შეიტანს წვლილს არსებული ვაკუუმისა და უმოქმედობის დაძლევაში და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსთა წარმომადგენლებს შორის გაუცხოების გადალახვაში, სათანადო პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით.
ამდენად, ჩვენი სახელმძღვანელო განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისათვის, რომელსაც თავის ყოველდღიურ პრაქტიკაში ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საკითხებზე მუშაობა უხდება, ან აპირებს, რომ ეს გაიხადოს მოღვაწეობის პრიოროტეტად. ეს, რასაკვირველია, არ ზღუდავს წიგნის პოტენციურ მომხმარებელთა სპექტრს, სახელმძღვანელოს წაკითხვა და გაცნობა უდაოდ სასარგებლო იქნება იმ პირთათვის, რომელთაც ეროვნებათაშორის ურთიერთობათა თემატიკა ზოგადად აინტერესებს, ანდა საკუთარი კომპეტენციის გაღრმავება სურთ ამ მიმართულებით; მაგრამ, რაც შეეხება სახელმძღვანელოს პრაქტიკულ გამოყენებას, გვინდა დაბეჯითებით გავუსვათ ხაზი, რომ წიგნი განკუთვნილია შედარებით გამოცდილი ფასილიტატორებისათვის, და რომ მასში აღწერილი მიდგომა გაშინაგნებას, ხოლო პრაქტიკული სავარჯიშოების განხორციელება - გამოცდილებაზე დაფუძნებულ ფაქიზ მუშაობას მოითხოვს, რათა არ დაირღვეს ფსიქოლოგიური ეთიკის უპირველესი პრინციპი - „არ ავნო“.
●●●
ორიოდე სიტყვა სახელმძღვანელოს სტრუქტურაზე:
სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში დამახასიათებელია ავტორთა მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია და დასაბუთებულია ამ მეთოდოლოგიის სამი ძირითადი კომპონენტის მნიშვნელობა, მათი სინერგიული ურთიერთდამოკიდებულება და ლოგიკური ურთიერთგადაჯაჭვულობა.
სახელმძღვანელოს მეორე ნაწილში უკვე დეტალურად არის გაშლილი და აღწერილი მეთოდოლოგიის თითოეული კომპონენტი: ეთნოსთაშორისი ურთიერთობების მართვის უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული ტრენინგი; ეროვნებათაშორისი პრობლემების გადაჭრაზე მიმართული მოქმედება-კვლევითი1 სამუშაო შეხვედრები; დაბოლოს, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ეთიკური კოდექსის შექმნაზე მიმართული სამუშაო შეხვედრები.
სახელმძღვანელოს მესამე ნაწილში გადმოცემულია პროექტის თითოეული კომპონენტის შესაბამისი მოდული. მოდულების გადმოცემა ეყრდნობა ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის გუნდის მიერ პროექტის მსვლელობის პროცესში ამ მოდულების პრაქტიკული განხორციელების გამოცდილებას. თითოეული მოდული გადმოცემულია შემდეგი სქემით: თემატურად დალაგებული თეორიული მასალა; თითოეული თემის შესაბამისი სავარჯიშოები, მათი მსვლელობის დეტალური, საფეხურეობრივი აღწერით; ამა თუ იმ სავარჯიშოში მიღებული გამოცდილების შედეგად მონაწილეთა სავარაუდო დასკვნები; დაბოლოს, ავტორთა რჩევა-რეკომენდაციები ამა თუ იმ კონკრეტული სავარჯიშოს ჩატარებასთან დაკავშირებით.
ტრენინგის მოდულის „ხერხემლის“ (როგორც სავარჯიშოებს, ასევე თეორიული მასალის) შემუშავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყირგიზ კოლეგათა - მირა კარიბაევასა და ზულფია კოჩერბაევას - მიერ მოწოდებულმა მეთოდოლოგიურმა სახელმღვანელომ.2 თუმცა, ძირითადად, ჩვენ დავეფუძნეთ ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის გამოცდილებას. მოდულში შესულია არგფო-ს მიერ წლების მანძილზე პრაქტიკულად ხმარებადი, საყოველთაოდ ცნობილი, მაგრამ ამავე დროს საკუთარ „პრიზმაში გატარებული“ და საკუთარ სტილს მორგებული სავარჯიშოები (მაგალითად, „დაინტერესებული სუბიექტების ანალიზი“, „პრობლემათა ხე“ და სხვ.); ასევე, მოდულში შემოთავაზებულია ფონდის თანამშრომელთა საავტორო სავარჯიშოებიც, როგრიცაა „ინტეგრაციის განსაზღვრა“ და „ეთნიკური იდენტობა“, დრო და იდენტობის ურთიერთაღქმა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა მიერ“ და ა.შ.) დანართების სახით ტრენინგის მოდულის ბოლოს მოცემულია ეუთოს ექსპერტთა მიერ შექმნილი საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტები ეთნოსთაშორისი ურთიერთობების მართვის სფეროში, ე.წ. „ენერგაიზერების“ ნაკრები, ბორინგის ორაზროვანი ნახატი და მონაწილეთა მიერ ტრენინგის შეფასების ფორმა.
პრობლემათა გადაჭრაზე მიმართული სამუშაო შეხვედრის მოდული ჩამოყალიბებული და გადმოცემულია ჩილელი ეკონომისტის, მანფრედ მაქს-ნიფის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, თუმცა, აქაც ბევრია ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის „know-how“: კერძოდ, მაქს ნიფის მეთოდის კომბინაცია პროექტის ციკლის მართვის, პრობლემების გადაჭრისა და მოქმედება-კვლევის მიდგომის სხვა ტექნოლოგიებთან მას განუმეორებელ სპეციფიკას ძენს. დანართის სახით მოცემულია მოდულის მსვლელობაში სამცხე-ჯავახეთის საჯარო მოხელეთა მიერ შემუშავებული საპროექტო იდეათა ბანკი.
რაც შეეხება ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ეთიკური კოდექსის შექმნაზე მიმართული სამუშაო შეხვედრების მოდულს, იგი ინოვაციურია, შედგენილია ნოდარ სარჯველაძის მიერ. როგორც სამუშაო სქემა, აქ გამოყენებულია სისტემების თეორიის ერთ-ერთი ავტორის, გრეგორი ბეითსონის „ადამიანი-გარემოს“ სისტემის ლოგიკური დონეების ცნობილი მოდელი. მოდულის დანარტად მოცემულია პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის ქართველი და სომეხი საჯარო მოხელეების მიერ ადამიანის რესურსების ფონდის ფასილიტაციით შემუშავებული ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კოდექსი, როგორც ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ეთიკური კოდექსი, როგორც ეროვნებათაშორის ურთიერთობათა ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობის ერთ-ერთი ფასეული შედეგი.
სახელმძღვანელოს ბოლოს მოცემულია ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის ტრენინგის/სესიის წამყვანთა რეკომენდაციები ტრენინგისა და სამუშაო შეხვედრის ჩატარებაზე.
სახელმძღვანელოს დანართის სახით ახლავს ტერმინთა მოკლე განმარტებანი და გამოყენებული ლიტერატურის სია.
●●●
დასასრულ, გვინდა შევჩერდეთ მოცემული სახელმძღვანელოს „ენაზე“.
უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტერმინები „ეთნიკური უმცირესობა“, „ეროვნული უმცირესობა“, ან „ეროვნული უმცირესობა“ არ შეიცავს დისკრიმინაციის ელემენტებს. ჩვენ მათ ვიყენებთ, როგორ საერთაშორისოდ აღიარებულ სამუშაო ცნებებს, სახელმძღვანელოს შინაარსის მკაფიოდ გადმოსაცემად.
გვინდა თავიდანვე სიცხადე შევიტანოთ იმაში, რომ სიტყვათა შეხამებას - „ინტერეთნიკური ურთიერთობები“, „ეთნოსთაშორისიურთიერთობები“, ეროვნებათა შორის ურთიერთობები“ - ერთი და იგივე მნიშვნელობით ვიყენებთ.
გვინდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ სახელმძღვანელოს ძირითად ტექსტში ვერ შეხვდებით საქართველოს არასამთვრობო სექტორში დღეისათვის ისე ფართოდ ხმარებად სიტყვას, როგორიცაა „ტრენერი“, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ტრენინგის მოდულის აღწერას ეთმობა. ჩვენი აზრით, ეს ტერმინი ზედმეტად ასადავებს იმ ფაქიზ სამუშაოს, რასაც ეთნოსთაშორისი ურთიერთობების მართვა ან მართვის სწავლება წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უპირატესობა მივანიჭეთ სახელწოდებას „ტრენინგის წამყვანი“ ან „სესიის წამყვანი“, სადაც „სესიის“ ქვეშ ვგულისხმობთ როგორც ტრენინგს, ასევე ე.წ. „სამუშაო შეხვედრას“3; ხოლო რაც შეეხება „წამყვანს“ - ეს ასევე ზოგადი სახელწოდებაა იმ ფუნქციის აღსანიშნავად, რასაც ახორციელებს სპეციალისტი: ფასილიტაცია, მოდერაცია, თავმჯდომარეობა, და ა.შ. - საუაშოს დიზაინის, საჭიროებისა და კონტექსტის შესაბამისად.
დაბოლოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა წიგნი გამართული ქართულით გვეწერა და ბარბარიზმები შეძლებისდაგვარად თავიდან აგვეცილებინა, მაინც ვერ ავუარეთ გვერდი ინტერაქციული მუშაობის ისეთ „საკულტო“ ატრიბუტების ხსენებას, როგორიცაა „ფლიფჩარტი“, „მარკერი“ და თვით „ტრენინგი“.4
_________________
1 ინგლ. „Action-research workshop“
2 იხ. გამოყენებული ლიტერატურის სია
3 რომლის ინგლისურ ანალოგს ე.წ. „workshop“-ი წარმოადგენს
4 იხ. ტერმინთა განმარტებანი
![]() |
3 ნაწილი პირველი - მეთოდოლოგიის არსი |
▲ზევით დაბრუნება |
წიგნის პირველ ნაწილში გადმოცემულია ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვის თაობაზე ავტორთა ხედვა და ფილოსოფია; დახასიათებულია მეთოდოლოგიური მიდგომა, მისი ძირითადი კომპონენტები; ფასეულობები და საგზაო დაშვებები, რომელთაც ის ეყრდნობა; სამიზნე ჯგუფები, რომელთათვისაც ის განკუთვნილია. სახელმძღვანელოს ეს ნაწილი დაეხმარება მკითხველს, უკეთ გაიგოს ჩვენეული მიდგომა და, იმ შემთხვევაში, თი გაიზიარებს მას, გაითავისოს წიგნის მეორე ნაწილში დალაგებული სამუშაო ტექნოლოგიები.
![]() |
3.1 თავი I. მეთოდოლოგიის საზრისი, ანუ მეთოდოლოგიის „რატომ“ |
▲ზევით დაბრუნება |
I.1. მოკლე პრეისტორია
მოცემული სახელმძღვანელო შედგენილია საქართველოშო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის ოფისის ეგიდით მიმდინარე პროექტია - ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში“ - დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე.
პროექტი მიმართული იყო საქართველოს სომეხი და აზერბაიჯანელი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ, ეთნიკურად მრავალფეროვან სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ეთნოსთაშორისი კლიმატის გაჯანსაღებაზე. სახელმწიფო მოხელეთა ინტერეთნიკური კომპეტენციის ამაღლების გზით.
სპეციფიკურ მიზნობრივ რეგიონებზე ფოკუსირების მიუხედავად, პროექტის მეთოდოლოგიას და მიღებული გამოცდილებას აქვს პოტენციალი. დაინერგოს სხვა ქვეყნებსა და შესაბამისად, განსხვავებულ სოციალურ-პოლიტიკურ, გეოგრაფიულ ან ეთნიკურ კონტექსტში ანალოგიურ პრობლემებზე მუსაობისას. ამის საფუძველს იძლევა მეთოდოლოგიის ორიენტაცია არა ჩარევის შინაარსზე, არამედ მუშაობის ფორმებზე (იხ. ქვემოთ „მეთოდოლოგიის კომპონენტები“).
სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლში განხორციელებული მეთოდოლოგიის სხვა კონტექსტებში გამოყენების პოტენციალს ისიც განსაზღვრავს, რომ მის შემუშავებას წინ უძღოდა ყირგიზეთში, ასევე ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის ეგიდით, განხორციელებული ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვაზე მიმართული პროექტის შედეგად მირებული გამოცდილების გაზიარება. ყირგიზ კოლეგათა მეთოდოლოგიათა, ძირითადად, სწავლებით (კერძოდ, ტრენინგი) მიდგომას ეყრდნობოდა და მოიცავდა:
1. საჯარო მოხელეთა მიერ ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კონტექსტში საკუთარი ქცევითი პატერნების1 გაცნობიერებასა და კორექციაზე მიმართულმა სავარჯიშოებს;
2. საერთაშორისო ნორმატიულ-რეგულაციური დოკუმენტების გაცნობაზე მიმართულ სესიებს.
ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის მეთოდოლოგიური მიდგომა უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ტრენინგი; იგი სწავლებითი კომპონენტის პარალელურად, კიდევ ორ პრინციპულ კომპონენტს მოიცავს, როლებიც გულისხმობენ ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საკითხებზე მოქმედება - კვლევით მუშაობას, რაზეც ქვენმოთ გვექნება საუბარი.
I.2. სამიზნე ჯგუფები
საკითხისადმი მიდგომა გულისხმობს ინტენსიურ მუშაობას იმ ადამიანებთან, რომლებიც საკვანძო როლს ასრულებენ თემის, საზოგადოების, რეგიონებისა და ქვეყნის ცხოვრებაში, იღებენ რა, მონაწილეობას ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონების მართვაში და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღებაში. ესენი არიან, უპირველეს ყოლისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული საჯარო მოხელეები: ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის სტრუქტურების წარმომადგენლები, პოლიციელები, პედაგოგები, ჯანდაცვის სპეციალისტები, სასამართლო მოხელეები და ა.შ.; გარდა ამისა, მასობრივი საინფომაციო საშუალებების მუშაკები და თემის ლიდერები.
ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფები შეადგენენ, ფაქტობრივად, იმ პირველ რგოლს, რომელსაც თავისი ყოველდღიური მოვალეობებისს შესრულების პროცესში უხდება ეროვნებათაშორისი ურთოერთობის საკითხებთან დაკავშირებული რეგულარული თუ სპონტანურად აღმოცენებული პრობლემების მოგვარება და მართვა. ამდენად, ეს ის ხალხია, რომელთა კორექტულ და კონსტრუქციულ, მიუკერძოებელ მოღვაწეობას ძალუძს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონისა და ქვეყნის ეროვნებათაშორისი კლიმატის გაჯანსაღებაში.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ სახელმძრვანელოში გადმოცემული სამუშაო ტექნოლოგიები არ შემოიფარგლება მხოლოდ დასახლებულ მიზნობრივ კონტინგენტთან მუშაობის პოტენციალით. მათი გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი ეროვნებათაშორისი ურთიერთობის მართვა-გაუმჯობესებით დაინტერესებულ სხვა ნებისმიერ ჯგუფთან თუ პირთან.
I.3.მეთოდოლოგიის სპეციფიკა და ფილოსოფია
I.3.1.ხედვა
მეთოდოლოგიის ლოგიკა ემყარება ხედვას, რომლის მიხედვითაც ეროვნებათაშორისი ურთიერთობის მართვის კონსტრუქციული პრაქტიკა მოითხოვს:
ამ უმცირესობათა სფეროში, საკუთარ ეთნოსზე და სხვა გარემომცველ ეთნიკურ ჯგუფებზე, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საკითხებზე ცოდნის ამაღლებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას; საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას და გათვალისწინებას;
სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მიერ არსებული პრობლემების ერთობლივ ანალიზს, მათი დაძლევის გზების ერთობლივ მოძიება-დაგეგმვას და მათი განხორციელებისათვის ერთობლივ საქმიანობას;
ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სფეროში ზნეობრივი ნორმების (ეთიკური კოდექსის) ერთობლოვ შემუშავებას და ერთობლივ ზრუნვას მათ განხორციელებაზე;
სახელმძრვანელოში გამოყენებული მეთოდოლოგია, რომელსაც ჯგუფი იყენებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო მოხელეებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან მუშაობისას, ემყარება ამ ქვეთავში ჩამოყალიბებულ კომპონენტებს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხედვა ეფუძნება დაშვებას, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებსა და საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდაა დანერგილი.
ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები უნდა იყვნენ მათთვის მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში და გადაწყვეტილების მიღებაში. ამ გზით გამოტანილი გადაწყვეტილება და პრობლემის დაძლევის ნაპოვნი გზა ყველაზე რელევანტური და სამართლიანი იქნება, რადგან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გაცილებით ღრმად იცნობენ საკითხს და საკუთარ თავზე განიცდიან ეროვნებათაშორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
I.3.2.მეთოდოლოგიის კომპონენტები
გამომდინარე ზემოთ გადმოცემული ხედვიდან, მეთოდოლოგიური მიდგომა მოიცავს სამ, მნიშვნელობის თვალსაზრისით ურთიერთთანასწორ, და ამავე დროს, სინერგიულ2 მიმართებაში მყოფ კომპონენტს. ესენია:
ა. ეროვნებათაშორისი ურთიერთობათა ეფექტური მართვის გამოცდილებითი სწავლება (ტრენინგი)
მეთოდოლოგიის ეს კომპონენტი გულისხმობს მონაწილეთა (ჩენს შემთხვევაში,, საჯარო მოხელეთა) კომპეტენციის ამაღლებას ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სფეროში.ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კომპეტენცია, თავის მხრივ მოიცავს შესაბამის თეორიულ ცოდნას (ინტელექტუალური ასპექტი), მგრძნობელობას ინტერეთნიკური საკითხების მიმართ (ემოციური ასპექტი) და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს (ქცევიტი ასპექტი). შესაბამისად, მეთოდოლოგიის ტრენინგული კომპონენტი მიმართულია სამიზნე კონტინგენტში ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვის კომპეტენციის ამ სამი ასპექტის განვითარებისათვის აუციელებელი პირობების შექმნაზე.
ბ. ეროვნებათაშორისი პრობლემების გადაჭრაზე მიმართული სამუშაო შეხვედრა
მეთოდოლოგია, ეს კომპონენტი გულისხმობს ე.წ. „workshop” - ების - სამუშაო შეხვედრის ჩატარებას, რაც მიმართული იქნება შესაბამის რეგიონში, ამ რეგიონსა და ცენტრს შორის არსეულ ეროვნებათაშორის ურთიერთობებში აღმოცენებული პრობლემების გამოკვეთაზე, ანალიზსა და მათ მოსაგვარებლად შესაბამისი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე.
ამ კომპონენტის საჭიროება იმით აიხსნება, რომ რეგიონსა და ქვეყნის ეროვნებათაშორისი კლიმატია გასაჯანსაღებლად არ არის საკმარისი ამ სფეროში საჯარო მოხელეთა კომპეტენციის დონის ამაღლებაზე ზრუნვა. აუციელებელია, საჯარო მოხელეებისა და მოსახლეობის სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით მოზანდასახულად შევქმნათ კონტექსტები, სადაც ისინი, ერთმანეთთან თანამშრომლობის პროცესში ათვისებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებას შეძლებენ.
მრავალეთნიკურ სახელმწიფოში და მის რეგიონებში ეროვნებათაშორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ პრობლემათა მთელი რიგი არსებობს, რომელთა გადაწყვეტაც სხვადსხვა ეთნიკური ჯგუფის ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს. მნიშვნელოვანია ამ პრობლემების გადაწყვეტის დაგეგმვისა და განხორციელების ლეგიტიმური, ყველა ეთნოსისათვის მისაღები გზის შემუშავება. ლეგიტიმურობას განაპიროებებს მონაწილეობა. ამდენად, მეთოდოლოგიის ფრაგლებში პრობლემათა გადაჭრაზე მიმართული სამუშაო შეხვედრები სწორედ ინტერეთნიკური პრობლემების გადაწყვეტის დაგეგმვისა და განხორციელების ლეგიტიმური გზების მოძიებას ემსახურება.
გ. ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ეტიკური ერთობლივ შემუშავებაზე მიმართული სამუშაო შეხვედრა
მეთოდოლოგიის ეს კომპონენტი მიმართულია სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა მიერ ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ეთიკური კოდექსის ერთობლივ შემუშავებაზე.
რეგიონში ეროვნებათაშორის ურთიერთობათა გასაჯანსაღებლად არ არის საკმარისი შესაბამის საკითხებზე ცოდნისა და უნარ-ჩვევების ათვისებისა და ერთობლივი პრობლემების გადაწყვეტაზე თანამშრომლობისათვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა. პრინციპულად მნისვნელოვანია, სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები თვითიონ გახდნენ ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ეთიკური კანონის თანაავტორები.
ყველა ქვეყანაში ეთნიკურ ურთიერთობებს ამ ქვეყნის კანონმდებლობა და ქვეყნის მიერ ხელმოწერილი თუ რატიფიცირებული საერთაშორისო დოკუმენტები განსაზღვრავენ, რაც ეროვნებათაშორის ურთიერთობათა სათანადო საკანონმდებლო ნორმატიულ-რეგულაციურ ფონს ქმნის. თუ სხვადასხვა ეთნოსი თვითონ, თანაავტორობით შეიმუშავებენ ერთმანეთთან ურთიერთობის ეთიკურ ნორმებს და ასევე თვითონ, სახალხო ფორუმის3 საფუძველზე მოახდნენენ ამ დოკუმენტის მიღება-რატიფიკაციას - ეს ურთიერთობების გაჯანსაღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.
დოკუმენტის შექმნაზე ერთობლივი მუშაობა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს მის ლეგიტიმურობას იმ განსხვავებული საზოგადოებების თუ ეთნოსთა თვალში, რომელნიც მის შექმნაში ერთობლოვად მონაწილეობდნენ და რომელთა ურთიერთობის დარეგულირებისთვის არის კოდექსი მოწოდებული; მეორე მხრივ, მის შექმნაზე დახარჯული ერთობლივი ძალისხმევა და შემდგომი ხელმოწერა სწორედ ის ინვესტიციაა, რაც შექმნილი დოკუმენტის ცხოვრებაში გატარებისათვის აუციელებელ წინაპირობას წარმოადგენს; დაბოლოს, ჩვენი პროექტის ფარგკლებში უკვე შეიქმნა საქართველოსი მცხოვრები ქართველი და სომეხი ეროვნების მოქალაქეების ურთიერთობის ეთიკური კოდექსი. მას შემდეგ, რაც იგი სხვადასხვა ეთნიკურ კონტექსტში იქნება განხილული და ამის საფუძველზე დახვეწილი, შესაძლოა ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მარეგულირებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტად იქცეს.
ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კოდექსის საჯარო მიღება-ხელმოწერის აქცია
ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ეთიკური კოდექსის შექმნის საბოლოო საფეხურია მის შექმნაში მონაწილე საჯარო მოხელეთა, საზოგადოების ლიდერთა და მათ მიერ წარმოდგენილ თემთა მიერ კოდექსის საჯარო განხილვა და ხელმოწერა. ეს აქცია მნიშვნელოვანია შემდეგი მოსაზრებებიდან გამომდინარე:
ა. ხელმოწერის საჯარო აქცია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კოდექსში ჩამოყალიბებული პრინციპების ცხოვრებაში გატარების ეფექტური მექანიზმების განხილვა-მოაზრებაა, კიდევ ერთხელ აქცევს ეროვნბათაშორის ურთიერთობებს კონსტრუქციული საზოგადოებრივი მსჯელობისა და ერთობლივი ზრუნვის საგნად;
ბ. კოდექსის საჯარო ხელმოწერა მის ავტორების კეთილი ნების და მათ მიერ არჩეული, კოდექსში გადმოცემული კურსის ღიად გაცხადების კონტექსტს ქმნის. მეცნიერული კვლევის მონაცემების თანახმად, ქცევის კურსის საჯარო განცხადება ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის მიერ, ფაქტობრივად, ამ ქცევის კურსის საფუძვლად მდებარე განწყობის გაძლიერებას განაპირობებს, რაც მისი განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამდენად, თვით საჯარო ხელმოწერის აქტი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც კოდექსის ცხოვრებაში გატარების მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი;
გ.საჯარო აქცია კოდექსის შემოქმედებს და ავტორებს მათ მიერ გაწეული შრომისა და ჩადებული მორალური თუ ფიზიკური ინვესტიციის აღიარების კონტექსტს უქმნის, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია, გამომდინარე, თუნდაც მხოლოდ იქიდან, რომ აღიარება, ანუ, იყო აღიარებული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბაზო მოთხოვნილების - იდენტობის4 პრინციპული კომპონენტია.
I.4.მეთოდოლოგიის საბაზო დაშვებები
მეთოდოლოგია სამ პრინციპულ საბაზო დაშვებას ეფუძნება:
კულტურულ განსხვავებებსა და, შესაბამისად, მრავალფეროვნებას გააჩნია დიდი პოტენციალი, რომლის სრულფასოვანი გამოყენება საზოგადოების განვითარების ბიძგის მიმცემია;
კულტურათშორისი დიალოგის პროცესი პიროვნული ურთიერთგამდიდრებისა და ზრდისთვის აუციელებლ პირობებს უზრუნველყოფს;
სამოქალაქო მიდგომის ჩარჩოში შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
I.5.საბაზო ფასეულობები
მეთოდოლოგია ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს:
განსხვავებულთა ურთიერთმიმღებლობა და ურთიერთპატივისცემა
ადამიანის უფლებების დაცვა
სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა
ურთიერთმოსმენა და დიალოგი
ღიაობა
განვითარება
![]() |
3.2 თავი II. მეთოდოლოგიის აღწერა კომპონენტების მიხედვით: მედთოდოლოგიის „როგორ“ |
▲ზევით დაბრუნება |
II.1. ტრენინგი
ტრენინგი გამოცდილებითი სწავლების მნიშვნელოვანი ფორმაა. დღიესათვის იგი არასამთავრობო სექტორში პროექტების წარმოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აქტივობა გახდა. სამწუხაროდ, ამგვარი პოპულარობიდან და შესაბამისად, საყოველთაო მოხმარებიდან გამომდინარე, ტრენინგის ცნება ჩვენს სინმადვილეში ხშირად ვულგარიზებული და დისკრედიტირებულია. მას დაკარგული აქვს თავისი არსი და პრაქტიკაში ტრენინგის ფორმალური ნიშნების ნაკრებად არიოს ქცეული. კერძოდ, ხშირად სახეზეა ტრენინგის ე.წ. „საჯენტლმენო ნაკრები“: „ფლიფჩარტი“, „მარკერი“, „ენერგაიზერები“. მცირე ჯგუფებში ნამუშევართა პრეზენტაციები, მაგრამ ამ ფორმის მიღმა სიცარიელეა, ტრენინგის მთავარი სპეციფიკა გამორჩენილი და მდენად, დაკარგულია.
ტრენინგის სპეციფიკა კი იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილეთათვის შეიქმნას სათანადო პირობები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას:
ერთი მხრივ ახალ გამოცდილებაში გავლის გზით აღმოაჩინონ მათთვის ახალი კანონზომიერებები საკუთარი თავისა თუ სინმადვილის ამა თუ იმ მოვლენის, სფეროს შესახებ;
მეორე მხრივ, აითვისონ, გაივარჯიშონ და დახვეწონ ესა თუ ის ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა.
გამომდინარე აღწერილი სპეციფიკიდან, ტრენინგის „საშენ მასალას“ შემდეგი კომპონენტები წარმოადგენს:
ა) ინტერაქციული აქტივობები (სავარჯიშოები, როლური თამაში, დისკუსია და ა.შ.). რომელიც იმგვარადაა ორგანიზებული, რომ მონაწილეებმა გაიარონ ახალ გამოცდილებაში, რაც მათ თავისი ძველი ცოდნის გაცნობიერება-დაფასებისა და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
ბ) ე.წ. „უკუკავშირის სესიები“, რომელიც მონაწილეებს ზემოთ აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობის შედეგად შეძენილი გამოცდილების ურთიერთგზაიარების საშუალებას მისცემს, რაც, აგრეთვე მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის გასააზრებლად. ეს პროცესი ტრენინგის წამყვანთა ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური ხელმძრღვანელობით უნდა წარიმართოს. ორგანიზაციული ხელმძღვანელობა აქ გულისხმობს პროცესის ორგანიზებულად და სამართლიანად წარმართვას. მაგ.: გამოცდილების გაზიარების მსურველთა რიგითობის დაცვას და თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფას ფასილიტაციის5 შესაბამისი ხერხებით. მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის ქვეშ აქ იგულისხმება მონაწილეების მიერ გაზიარებული მოსაზრებების დაჯამება და დაკავშირება გარკვეულ მეთოდოლოგიურ სქემებთან, მიდგომებთან, თეორიულ ცოდნასთან დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა.
გ) ტრენინგის წამყვანთა მოკლე თეორიული პრეზენტაციები („მინი-ლექციები“), რაც მონაწილეებს მიღებული გამოცდილების გასააზრებლად შესაბამის ინტელექტუალურ „ფიჭას“ სძენს.
დ) ჯგუფში ენერგიის გადამახალისებელი სავარჯიშოები, ე.წ. „energiser”- ები, რომლებიც ტრენინგის წამყვანის პროცესში შესაძლოა სხვადასხვა მიზნით გამოვიყენოთ: მაგ.: ჯგუფში მუშაობის საწყის ეტაპზე არსებული უხერხულობის გადასალახად - “ყინულის გასალღობად“; დაღლილობისა და მოდუნების დასაძლევად - „ფეხის გასაშლელად“; „ჯგუფში არსებული აგრესიის განსამუხტად - „ორთქლის ამოსაშვებად“ და ა.შ.
ე) ტრენინგის „ორგანიზაციული სტანდარტები“, რაც, როგორც წესი, ტრენინგის დასაწყისში და ბოლოში გამოიყენება. დასაწყისისათვის ეს შემდეგი აქტივობებია:
მონაწილეთა და წამყვანთა ურთიერთგაცნობა. ეს აუციელებლია, ერთი მხრივ, ტრენინგის წამყვანთა და მონაწილეთა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად; მეორე მხრივ, ეს ეფექტურია „ყინულის გასალღობად“ ანუ, უცნობ სოციალურ გარემოში ყოფნის გამო არსებული სტრესის მოსახსნელად, და შესაბამისად, ზემოდხსენებული უხერხეულობის გადასალახად, ჯგუფის შესაკვრელად;
მუშაობის გეგმისა და განრიგის გაცნობა. ეს აუცილებელია ჯგუფში გაურკვევლობა-განუსაზღვრელობასთან დაკავშირებული სტრესის მოსახსნელად და სამუშაო ჩარჩოს განსასაზღვრად.
მუშაობის წესების ერთობლივი შემუშავება, რათა მონაწილეებმა აიღონ თავის თავზე თავისი წილი პასუხისმგებლობა პროცესის ორგანიზებულად წარმართვაზე და შესაბამისად, იგი შეთანხმებულად და ორგანიზებულად განხორციელდეს; აგრეთვე, რათა გათვალისწინებული იქნას მონაწილეთა საბაზო მოთხოვნილებები დს მათი შესაძლო ფრთხილი დამოკიდებულება ერთობლივი მუშაობის მიმართ (რაც მათ მიერ შეთავაზებულ წესებში „იკითხება“.) წესების შემუშავება, აგრეთვე, ხელს უწყობს მონაწილეთა შორის გულწრფელი, პოზიტიური ურთიერთობის დამყარებას, რაც მუშაობის ეფექტურობას ეხმარება;
მონაწილეთა მოლოდინების გარკვევა ეს აუცილებელია, რათა იქნას გათვალისწინებული მონაწილეთა ინტერესები და მოლოდინები, ხოლო არარეალისტური მოლოდინების არსებობის შემთხვევაში დროულად განიზაღვროს ტრენინგის ჩარჩოები.
ყველა ეს ზემოთ აღწერილი სტანდარტი შესაძლოა აბსოლუტურად განსხვავებული (მაგრამ აუცილებლად ინტერაქციული) ხერხებით, სავარჯიშოებითა და აქტივობებით განხორციელდეს. ეს დამოკიდებულია ტრენინგის წამყვანთა სტილზე, გამოცდილებაზე და შემოქმედებით უნარზე. იგივე შეიძლება ითქვას ტრენინგის ბოლოს გამოსაყენებელ ორგანიზციულ სტანდარტებზე: არ არის პრინციპული, თუ რა გზით განხორციელდება იგი, ყველა შემთხვევაში ეს უნდა იყოს მონაწილეთა და წამყვანთა მიერ განვლილი პროცესის ერთობლივი შეფასება და უკუკავშირი.
მნიშვნელოვანია, ტრენინგის დამთავრებიდან დროის გარკვეული პერიოდის მერე მოხდეს მასში მონაწილე მოსარგებლეთა გამოკითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენად გამოადგათ ტრენინგის მსვლელობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რა და როგორ შეიცვალა ამ თვალსაზრისით მათ ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობასა თუ სოციალურ ურთიერთობებში. თუ პროექტის გეგმა იძლევა ამის საშუალებას, ეს უნდა განხორციელდეს ასე ვთქვათ, „მიუკერძოებელი შემფასებლების“ მიერ, ანუ პროექტში გარედან მოწვეული ექსპერტების მიერ, სპეციფიკური ტექნოლოგიით.
●●●
პროექტის განხორციელებისას, პროცესის შესაბამისად, ჩვენ ვიყენებდით ტრენინგის ყველა ზემოთჩამოთვლილ კომპონენტს. რაც შეეხება იმ ინტერაქციულ ხერხებს, რომლებითაც უშუალოდ ხორციელდებოდა ტრენინგი, ესენი იყო: საერთო დისკუსია, დებატები აქტუალურ საკითხებზე, მუშაობა მცირე ჯგუფებში ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მარეგულირებელ საერთაშორისო დოკუმენტებზე. სოციალური სიტუაციების რეალური გათამაშება, თემატური „ენერგეიზერები“, „გონებრივი იერიში“, და ა.შ. ეს ხერხები უზრუნველყოფდა პროცესის მაღალ დინამიკას და მონაწილეების აქტიურ ჩართულობას.
დაბოლოს, რაც შეეხება ტრენინგის შინაარსს, ის გულისხმობდა შემდეგ თემებს: სამოქალაქო საზოგადოება და ეთნიკურობა, სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო და ეთნიკური მიდგომის გამოყენება პოლიტიკაში, ეთნიკური თუ სხვა სახის უმცირესობებისა და უმრავლესობების ურთიერთობების თავისებურებები, დისკრიმინაციული და სტერეოტიპული აზროვნება და მისი დაძლევა, ინტეგრაციის განსხვავება ასმილიაციისაგან, საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები ეთნიკური უმცირესობების შესახებ, თეორიები, რომლებიც მეცნიერული და პრაქტიკული აზროვნების განვითარების პროცესში შეიქმნა ეროვნულობის/ეთნიკურობის კვლევის სფეროში. თითოეული თემა სახელმძღვანელოში წარმოდგენილია შესაბამისი ინტერქციული სავარჯიშოების ნაკრებით.
II.2.პრობლემების გადაჭრაზე მიმართული სამუშაო შეხვედრა
როგორც წიგნის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, პრობლემების გადაჭრაზე მიმართული სამუშაო შეხვედრის კოცეფცია ეყრდნობა მოქმედება-კვლევის მიდგომას, რომლის არსიც შეიძლება შემდეგნაირად განისაზღვროს: ჯგუფურ მუშაობაში ჩართული პირები შედიან „მკვლევარ-ექპსერტის“ როლში. ანუ, ჩვენს შემთხვევაში, საკუთარი რეგიონისა და ეთნოსის მცოდნე ექსპერტებისა, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობით, კონკრეტული სამუშაოს განხორციელების (ანუ მოქმედების) პროცესში, ცდილობენ გამოიკვლიონ ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სფეროში არსებულ პრობლემათა სპექტრი, არსი და ერთობლივად, ექსპერტულად დაგეგმონ ამ პრობლემათა დაძლევის გზები.
ამდენად, მეთოდი გულისხმობს ადამიანთა დიდი არაერთვაროვანი ჯგუფის მუშაობას (50 და მეტი მონაწილე - სხვადასხვა სფეროს საჯარო მოხელეები, მაგალითად: ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიციის, განათლების, ჯანდაცვის, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომაგდნლები და ა.შ.); რაც უფრო მრავალფეროვანია ჯგუფი შემადგენლობის მიხედვით, მით უფრო მდიდარი პროდუქცია შეიძლება მივიღოთ ჩატარებული სამუშაოს შედეგად. სასურველია, რეგიონის პრობლემებზე მუშაობისას პროცესში ჩართულნი იყვნენ სახელმწიფო როგორც რეგიონული, ისე ცენტრალური მმართველობის სტრუქტურების წარმომადგენლები. მუსაობის პროცესში მონაწილეთა დიდი ჯგუფი უნდა დაიყოს მცირე, შემადგენლობის მიხედვით მრავალფეროვან, რამდენიმე ჯგუფად. მცირე ჯგუფთა ნამუშევარი უნდა წარდგეს პლენარულ სხდომებზე და იყოს ერთობლივი განხილვის საგანი. სასურველია, როგორც დიდ, ასევე მცირე ჯგუფებში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები თანაბრად განაწილდნენ.
მცირე ჯგუფებში მუშაობა შემდეგ ფაზებს უნდა მოიცავდეს: პრობლემათა გამოკვეთა (იდენტიფიკაცია), პრობლემათა ახალიზი, პრობლემათა გადაჭრის გზების მოძიება და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა, თითოეულ ფაზას განსახორციელებლად შესაბამისი ტექნოლოგია გააჩნია და სესიის წამყვანებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ (გამომდინარე ჯგუფის თავისებრურებიდან, მისი განვითარების სტადიიდან და არსებული სიტუაციიდან), თუ რა ტექნოლოგიით განახორციელონ ესა თუ ის ფაზა; ასევე, წამყვანებს შეუძლიათ რამდენიმე ტექნოლოგია ერთობლივად ამ კომბინაციაში გამოიყენონ.
მაგალითად, პრობლემათა გამოკვეთისათვის გამოიყენება „გონებრივი იერიშის“ ტექნოლოგია; პრობლემათა ანალიზისას ეფექტურია ე.წ. „პრობლემათა ხის“ ტექნიკის გამოყენება, რომელიც საშუალებას იძლევა ესა თუ ის პრობლემა განვიხილოთ მის საფუძვლად მდებარე პრობლემებისა და სიმპტომების ჭრილში (იხ. ნაწილი II, თავი, თემა VI, სავარჯიშო „პრობლემის ხე“); ანალიზისათვის, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის არსებობის სიბრტყეში მოქმედ ძალთა, ე.წ. „დაინტერესებულ“ (ჩართულ) სუბიექტთა“ ანალიზი; გარდა ამისა, პრობლემათა სრულფასოვანი ანალიზისათვის აუცილებელია მათ საფუძვლად მდებარე საბაზო მოთხოვნილებათა გააზრება, რის საშუალებებსაც იძლევა ჩილელი ეკონომისტის მანფრედ მაქს-ნიფის მიერ შემოთავაზებულო ე.წ. „მატრიცული მეთოდი“ (იხ.ქვემოთ), და სხვ.
ჩვენ ანალიზის ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი გამოვიყენეთ: პრობლემის ხისა და დაინტერესებული სუბიექტის ანალიზი ჯერ კიდევ მუშაობის სატრენინგო ფაზაში ჩავრთეთ, რადგანაც მივიჩნიეთ, რომ ეროვნებათაშორის ურთიერთობათა მართვის უნარ-ჩვევების ტრენინგი ბევრად ეფექტური იქნებოდა, თუ მონაწილეებს მათ საცხოვრებელ გარემოში არსებული ეროვნებათაშორისი პრობლემებისა და მათში ჩართული სუბიექტების გაცნობიერების დონის ამაღლებაში დავეხმარებოდიტ. ეს ლოგიკური ხაზი, ფაქტობრივად, გაგრძელდა პრობლემათა გადაჭრაზე მიმართულ სამუშაო შეხვედრაზეც, რადგან მონაწილეებმა უკვე გაცნობიერებულ პრობლემებზე განაგრძეს მუშაობა მანფრედ მაქს-ნიფის მატრიცის დახმარებით.
მაქს-ნიფის მატრიცა საშუალებას იძლევა ადამიანის თითოეული საბაზო მოთხოვნილების (რსებობა, უსაფრთხოება, იდენტობა, მონაწილეობა, შემოქმედება, ძალთა აღდგენა და ა.შ.) დაკმაყოფილების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობისა და სასურველი მდგომარეობის განსხვავების ანალიზის საფუძველზე მოძიებულ იქნას დაკმაყოფილების ეფექტური, რეალისტური გზები და მოაზრებულ იქნას მათი განხორციელების პირობები. რამდენადაც მეთოდის არსი აღწერილი გვაქვს სამუშაო შეხვედრის შესაბამის მოდულსა და დამატებაში, აქ ამაზე დაწვრილებით აღარ შევჩერდებით.
ამდენად, პრობლემების გადაჭრაზე მიმართული სამუშაო შეხვედრის ეტაპზე ძალიან ეფექტურია მანფრედ მაქს-ნიფის მატრიცის გამოყენება. თუმცა, ასქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნებათაშორისი ურთიერთობების პრობლემების ანალიზამდე ჯგუფისათვის შედარებით უფრო მარტივი სამუშაო ტექნოლოგიებით მუშაობის გამოცდილების მიღებისათვის სათანადო პირობების შექმნაა სასურველი.
მატრიცას, ანალიზის ფაზიდან, ლოგიკურად გადავყავართ პრობლემათა გადაჭრის გზების მოძიების ფაზაში, იგი გვაჩვენებს, თუ რა უნდა იყოს გაკეთებული იმისათვის, რომ ადამიანის თემისა თუ საზოგადოების ესა თუ ის საბზაო მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს. როდესაც ჯგუფები პლენარულ სხდომაზე წარადგენენ მაქს-ნიფის მატრიცის მიხედვით შექმნილ თავიანთ პროდუქციას, წამყვანთა ამოცანაა დააფიქსირონ საპროექტო იდეები, რამდენადაც ამ იდეების პლენარულ სხდომაე შეფასებისა და პრიორეტიზაციის საფუძველზე იქმნება სამუშაო შეხვედრების საბოლოო პროდუქტი: რეგიონში ან ქვეყანაში ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კლიმატის გაჯანსაღებაზე მიმართული განსახორციელებელი პროექტების ბანკი.
სამუშაო შეხვედრის შედეგად მიღებული პრიორეტიზებული საპროექტო იდეების ბანკიდან ჯგუფი ჯგუფი ირჩევს რამდენიმე განსახორციელებელი პროექტის იდეას, შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
მრავალეთნიკური განმახორციელებელი გუნდი;
ორიენტაცია ეროვნებათაშორისი კლიმატის გაჯანსარებზე;
რეალისტურობა და სისხარტე „SMART“ - ის პრინციპების შესატყვისობა. (იხ. ნაწილი II, თავი II: ეროვნებათაშორისი პრობლემების გადაჭრაზე მიმართული სამუშაო შეხვედრის მოდული).
პროექტის განხორციელებისათვის „სტრატეგიული ვინ -ის, ანუ, პოტენციური განმახორციელებელი პირების ან გუნდის არსებობა.
აი, ამ ადგილას სამუშაო შეხვედრის კომპეტენცია მთავრდება და იწყება, კონკრეტული პროექტის წერილობით გაფორმება, მისთვის სამუშაო გუნდის შერჩევა-მომზადება, მის განხორციელებაზე ზრუნვა, რაც უკვე შემდგომი ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს, და, ამდენად, მუშაობის გაგრძელების სტიმული და საფუძველია.
II.3. ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კოდექსის შექმნაზე მიმართული სამუსაო შეხვედრა და კოდექსის ხელმოწერის აქცია
ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კოდექსის შექმნაზე მიმართული სამუსაო შეხვედრის მეთოდოლოგია ეყრდნობა გრეგორი ბეითსონის „ადამიანი-გარემოს“ სისტემის ლოგიკური დონეების კონცეფციას და შესაბამის მეთოდოლოგიურ სქემას. ბეითსონის თანახმად, ადამიანი საკუთრივ, და მის გარშემო არსებული ფიზიკური სოციალური თუ გეო-პოლიტიკური სინამდვილე შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ერთიანი სისტემა, რომელსაც სხვადასხვა ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული დონეები გააჩნია. ამ დონეების ურთიერთიმართება ჩვენს შემთხვევაში შემდეგნაირად შეიძლება წარმოვადგინოთ.
იმის მიხედვით, თუ რა არის მუშაობის მიზანი, შესაძლოა განსხვავებული მასშტაბისა და ზოგადობის დონეები გამოვყოთ, მაგ.: ზემოთ მოყვანილი სქემისაგან განსხვავებით, შესაძლოა სქმეაში ჩავრთოთ „ოჯახი“, „თემი“, „საზოგადოება“, და ა.შ. ამდენად, ბეითსონის სქემა არ წარმოადგენს დოგმას. მიდგომის პლუსი სწორედ მისი მოქნილობაა.
ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კოდექსის შესამუშავებლად შეხვედრის მონაწილეები კვლავ იყოფიან მცირე (12-15 მონაწილე), ეთნიკური შემადგენლობით დაბალასნებულ და მონაწილეთა პოზიციების (თანამდებოების) მიხედვით მრავალფეროვან ჯგუფებად.
ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კოდექსზე მუშაობისას განხილვის საგანი უნდა იყოს სისტემის „ადამიანი-გარემო“ თითოეულ ზემოთ მოცემულ დონეზე ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სასურველი, კონსტრუქციული წესები და ნორმები. მსჯელობისათვის ეფექტური და დროში ეკონომიუი ტექნოლოგია აქაც „გონებრივი იერიშია“. გონებრივი იერიშის შედეგად მირებული მდიდარი პროდუქციის განხილვა მიმდინარეობს პლენარულ, გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც, ფაქტობრივად, მიღებული პროდუქციის „დაწრეტა“ და ჯერარსის პრინციპით დალაგება იწყება.ჯერარსი გულისხმობს, რომ მსჯელობა მიდის „რა უნდა იყოს“ პრინციპით ნაცვლად პრინციპისა „რა არის“, ანუ მონაწილეები ადგენენ ცხოვრების პრინციპებს „უნდას“ პოზიციიდან.
ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კოდექსის შედგენაზე მიმართული სამუშაო შეხვედრა, ფაქტობრივად, ამგვარი კოდექსის შექმნის საწყისი ნაბიჯია. აღწერილი გონებრივი იერიშისა და პლენარული სხდომის ფარგლებში მისი განხილვა-დაწრეტის შემდეგ, იწყება წამყვანთა გუნდის სკრუპულოზური მუშაობა მასალის ჯერარსის ფორმით ლაკონურად ჩამოყალიბებაზე. კოდექსის შექმნის შემდგომი საფეხური გულისხმობს სამუშაო შეხვედრაზე მიღებული და წამყვანთა გუნდის მიერ დამუშავებული დოკუმენტის ექსპერტიზას პროფესიონალი ექსპერტების მიერ. დამუშავებული დოკუმენტის ექსპერტიზას პროფესიონალი ექსპერტების მიერ. ხოლო დამაგვირგვინებელი ეტაპი უკვე გამზადებული კოდექსის საჯარო პრეზენტაცია-განხილვა, ავტორთა მიერ მისი ხელმოწერა და ბოლოს, გამოქვეყნებაა.
_________________________________
1. იხ. ტერმინთა განმარტებანი
2. იხ. ტერმინთა განმარტებანი
3. იხ. ტერმინთა განმარტებანი
4. იხ. ტერმინთა განმარტებანი
5. იხ. ტერმინთა განმარტებანი
![]() |
4 ნაწილი მეორე - მეთოდოლოგიის ცალკეული კომპონენტების შესაბამისი მოდულები, ანუ მეთოდოლოგიის „რა“ |
▲ზევით დაბრუნება |
წიგნის მეორე ნაწილში გადმოცემულია ეროვნებათშორის ურთიერთობათა მართვის ხარისხის გაუმჯობესების მეთოდოლოგიის სამი ძირითადი კომპონენტის შესაბამისი მოდული. თითოეული მოდული მოიცავს, ერთი მხრივ, მოკლე თეორიულ ინფორმაციას მოცემულ სფეროში ძირითად ცნებებზე, საკითხების დაყენებასა და მიდგომებზე; მეორე მხრივ, მოდულებში დაწვრილებით, საფეხურებრივად არის აღწერილი რეკომენდირებული სავარჯოების კრებული. აქვე საჭიროდ მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ იმას, რომ მოცემული მოდულების წაკითხვა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მკითხველმა მათი პრაქტიკულად გამოყენება შეძლოს. ამ მოდულების პრაქტიკაში განხორციელების დასაწყებად აუცილებელია მკითხველმა თვითონ გაიაროს შესაბამისი ტრენინგი, რომელიც მას მისცემს არა მარტო „ცოდნის ამ მოდულების შესახებ“, არამედ ამ მოდულებში გავლის უნიკალურ გამოცდილებას, რაც აუცილებელია მათი ათვისებისათვის.
![]() |
4.1 თავი I. ეროვნებათაშორის ურთიერთობათა მართვის კომპეტენციის ამაღლების ტრენინგის მოდული |
▲ზევით დაბრუნება |
მოცემულ თავში აღწერილი მოდულის მიზანია ტრენინგის მონაწილეთა მგრძნობელობის ამაღლება ეროვნებათაშორის ურთიერთობათა საკითხებზე; სხვადასხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტისა და ნორმატიული აქტის გაცნობა; ასევე, ეროვნების ფორმირებაზე იმ ძირითადი თეორიული და პრაქტიკული მიდგომების გაცნობა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებასა და პოლიტიკაში გამოიყენება და პოპულარულია; მგრძნობელობის ამაღლება სტერეოტიპული და დისკრიმინაციული აზროვნების მიმართ; ნეგატიური აზროვნების დაძლევის უნარ-ჩვევების განვითარება.
მოდული გადმოცემულია ცალკეული თემებისა და მათი შესაბამისი მეთოდებისა და სავარჯიშოების აღწერის სახით. ჩვენ შეგნებულად არ ვიძლევით ერთმნიშვნელოვან, ჩარჩოში ჩასმულ სქემას, რათა მკითხველსა და პოტენციურ მომხმარებელს, საქმისადმი შემოქმედებითად მიდგომის შემთხვევაში, საკუთარი პრიორიტეტებისა და საჭიროებების კვალობაზე, მოქნილად მოქმედების საშუალება მივცეთ.
თემების მიხედვით გადმოცემული თეორიული საკითხები შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც ტრენინგის მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა. თითოეულ შემოთავაზებულ სავარჯიშოს თან ახლავს მიზნის, ხანგრძლივობის, გამოსაყენებელი მასალის განსაზღვრა, რომელიც დანართშია მოცემული. ამასთან, მოწოდებულია პროცესის საფეხურებრივი აღწერა, ავტორთა რჩევები და მონაწილეთა შესაძლო დასკვნები.
სავარჯიშოების აღწერასთან ერთად, მოდული მოიცავს დანართს: ე.წ. „ენერგაიზერების“, ანუ გამახალისებელი სავარჯიშოების ნაკრებს, როგორც ჯგუფთან პრაქტიკული მუშაობისათვის ერთ-ერთ სასარგებლო სტანდარტულ „სამუშაო იარაღს“.
ტრენინგის შესავალი
შესავალი ნაწილი ტრენინგის ე.წ. „სტანდარტების“ ორ მნიშვნელოვან კომპონენტს შეიცავს: ა. ჯგუფში მონაწილეების ურთიერთგაცნობას, რაც მონაწილეებში განუსაზღვრელობასთან დაკავშირებული შესაძლო სტრესის მოხსნასა და სოციალური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ეხმარება; ბ. მოლოდინების გამოკვეთა, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც სესიის წამყვანს, ასევე მონაწილეებს მათი „შეკვეთის გაცნობიერებაში“, რაც აუცილებელი პირობაა ინტერაქციული მუშაობის წარმართვისათვის (იხ. ნაწილი პირველი, თავი II, ქვეთავი „ტრენინგი“).
თუ შესავალი ნაწილი, მონაწილეთა შესაძლო უხერხულობისა და სიმორცხვის გათვალისწინებით, სახალისო სტილით, ტაქტიანად წარიმართა - ეს ჯგუფის, როგორც ერთი მთლიანის ჩამოყალიბებასა და შეკვრაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რაც, თავის მხრივ, ნიადაგს შეამზადებს ერთობლივი მუშაობისათვის.
ურთიერთგაცნობის სავარჯიშოები
„სახელის ისტორია“
მიზანი: მონაწილეების ურთიერთგაცნობა, „ყინულის გალღობა“
ხანგრძლივობა: დამოკიდებულია ჯგუფის სიდიდეზე. თითოეულ მონაწილეს 1-2 წთ. ეთმობა.
მასალა: მკერდზე მისამაგრებელი ფურცელი (სახელის დასაწერად1), „მარკერები“.
მიმდინარეობა: მონაწილეებს სთავაზობთ, ფურცელზე დაწერონ თავიანთი სახელები, ხოლო შემდეგ წრიული მიმართულებით თანმიმდევრობით მოახდინონ თვითწარდგენა: ხმამაღლა წარმოთქვან საკუთარი სახელი და მასთან დაკავშირებული ისტორია (ვინ დაარქვა ეს სახელი ან რატომ, თუ იციან მისი მნიშვნელობა, როგორია მათი დამოკიდებულება (მოსწონთ/არ მოსწონთ) სახელის მიმართ და ა.შ.);
ავტორთა რჩევა: ამავე მიზნით შეიძლება მოვთხოვოთ მონაწილეებს თავიანთი გვარის ისტორიის მოყოლა. ეს განსაკუთრებით ეფექტურია ისეთ კულტურულ გარემოში, სადაც გვარი რაიმეს აღწერს ან მიანიშნებს. მხედველობაში იქონიეთ, რომ ზოგიერთი მონაწილე ძალიან „ერთობა“ საკუთარ თავზე თხრობით და დიდ დროს „იტაცებს“. ამიტომ ტავიდან დააწესეთ რეგლამენტი.
„ურთიერთწარდგენა“
მიზანი: მონაწილეთა ურთიერთგაცნობა, „ყინულის გალღობა“.
ხანგრძლივობა: დამოკიდებულია ჯგუფის სიდიდეზე. თითოეულ მონაწილეს 1-2 წთ. ეთმობა.
მასალა: არ არის საჭირო.
მიმდინარეობა: მონაწილეები წყვილდებიან ე.წ. „უცხოობის წესით“ (თუ გვერდიგვერდ ნაცნობები აღმოჩნდნენ, ისინი უცნობებთან დააწყვილეთ); მონაწილეებს ეძლევათ ინსტრუქცია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ თავიანთ მეწყვილეებზე, რათა გაცნობისა და საუბრის შემდეგ ისინი მთელ ჯგუფს წარუდგინონ. ერთმანეთის გასაცნობად წყვილებს ეძლევათ 6 წუთი (3 წთ. თითოეულს), ამის მერე წყვილის თითოეული წევრი წარადგენს მეორეს დამსწრე საზოგადოების წინაშე.
„სახელი და დადებითი თვისება“
მიზანი: მონაწილეების გაცნობა.
ხანგრძლივობა: 5-10 წთ.
მასალა: არ არის საჭირო.
მიმდინარეობა: მონაწილეებს სთხოვეთ, წრიული თანმიმდევრობით წარმოთქვან საკუთარი სახელი და სახელის პირველ ასოზე დაწყებული რაიმე ზედსართავი სახელი, ანუ მათი დადებითი თვისება, რომელიც ახასიათებთ, მაგ: მარი - მხიარული, კოტე - კეთილი და ა.შ.
ტრენინგის მიმართ მონაწილეთა მოლოდინების გაცნობიერების სავარჯიშოები
„მოლოდინის ხე“
მიზანი: გამოვლინდეს, თუ რა მოლოდინები აქვთ მონაწილეებს ტრენინგის მიმართ.
ხანგრძლივობა: 20 წთ.
მასალა: „ფლიფჩარტი“, პატარა მისაწებებელი ფერადი ფურცლები, „მარკერები“, წინასწარ გამზადებული ნახატი - ხე - დიდი ფორმატის ქაღალდზე (მაგალითად „ფლიფჩარტზე“);
მიმდინარეობა:
საფეხური I. დაფაზე ვაკრავთ “ფლიფჩარტს“, სადაც წინასწარ არის დახატული ფესვებიანი და ტოტებგაშლილი ხე; თითოეულ მონაწილეს ურიგდება მისაწებებელი ფურცელი და „მარკერი“.
საფეხური II. მონაწილეები 5 წუთის განმავლობაში ფურცელზე წერენ ან სიმბოლურად გამოხატავენ, თუ რას ელიან ტრენინგთან/ სემინართან დაკავშირებით.
საფეხური III. წამყვანი კითხულობს ფურცლებს, აჯამებს და შემდეგ აკრავს ხეზე ფესვების ადგილას. თუ რომელიმე მოლოდინი ძალიან ზოგადია, შეკრებილთ განუმარტავს, რომ რაც უფრო ზოგადია მოლოდინი, მით უფრო ნაკლებია მისი მიღწევის შესაძლებლობა და ცდილობს მის დაკონკრეტებას მონაწილეებთან ერთად. მაგ., ხშირად მონაწილეები მოლოდინს ამგვარად აყალიბებენ: „ცოდნის მიღება მოცემულ საკითხში“. საჭიროა დაკონკრეტდეს, თუ კონკრეტულად რა სახის ცოდნას გულისხმობს მონაწილე, გამომდინარე თავისი გამოცდილებიდან. თუ ესა თუ ის მოლოდინი არ შეეფერება ტრენინგისა თუ სემინარის მიზნებს, მნიშვნელოვანია, წამყვანმა იგი თავიდანვე გააქარწყლოს.
საფეხური IV. ტრენინგ-სემინარის ბოლო ჯგუფი უბრუნდება „ხეს“ იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად გამართლდა მათი მოლოდინები. გამართლებული მოლოდინების ამსახველი ფურცლები ჯგუფის წევრებს გადააქვთ ტოტებისა და ნაყოფის ადგილას. ასევე, ხდება გაუმართლებელი მოლოდინების განხილვა და ანალიზი, რაც შეიძლება შემდგომი მუშაობის დაგაგმვის სტიმულად იქცეს.
ავტორთა რჩევა: როგორც წესი, გამოცდილი წამყვანები ჯგუფის წინასწარი შესწავლის საფუძველზე გათვლიან მონაწილეთა მოლოდინს, რათა გაითვალისწინონ ტრენინგის შინაარსის აგებისას. ამავე დროს, უაღრესად მნიშვნელოვანია ღია იყოთ მონაწილეთა „მოულოდნელი მოლოდინების მიმართ“ და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოთ ტრენინგის მსვლელობაში, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ტრენინგის მიზნებს. მიეცით თავს მოქნილობისა და შემოქმედებითი მიდგომის საშუალება.
„მოლოდინი+წვლილი“
მიზანი: მონაწილეების მიერ ტრენინგ-სემინართან დაკავშირებული მოლოდინის გამოვლენა.
ხანგრძლივობა: 20 წთ.
მასალა: ორი „ფლიფჩარტი“ წარწერებით „ჩემი მოლოდინი“ და „ჩემი წვლილი“, ფერადი ბარათები, „მარკერები“.
მიმდინარეობა:
საფეხური I. თითოეულ მონაწილეს ეძლევა ორი ფერის ბარათი და “მარკერი“.
საფეხური II. წამყვანი მონაწილეებს სთხოვს, 5 წუთის განმავლობაში მოიფიქრონ და ჩამოწერონ ერთი ფერის ბარათებზე ის, თუ რას ელიან ამ ტრენინგის/სემინარისაგან, რა სურთ რომ თან წაიღონ (ცოდნა, ინფორმაცია, უნარ-ჩვევები, ემოციები და ა.შ.), ხოლო მეორე ფერის ბარათზე - რა წვლილი შეუძლიათ მათ, როგორც მონაწილეებს, შეიტანონ ჯგუფურ მუშაობაში. ეს დავალება შესაძლებელია ხატვითაც შესრულდეს.
საფეხური III. თითოეული მონაწილე საერთო „ფლიფჩარტზე“ აკრავს თავის ფურცლებს. წამყვანი აჯამებს შედეგებს, აკეთებს კომენტარებს, აკონკრეტებს განზოგადებებს.
ავტორთა რჩევა: ჯგუფის წევრების მიერ შემოტანილი შესაძლო წვლილის თავიდანვე დაზუსტებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ტრენინგი/სემინარი მონაწილეთა მიერ ცოდნის მიღების პასიურ პროცესად აღიქმება, მაშინ როცა ინტერაქციური მიდგომა გულისხმობს ურთიერთგანათლებასა და ურთიერთგამდიდრებას. შეუწყვეთ ხელი მონაწილეებს, თავიდანვე გაიაზრონ, რომ მათი აქტიური მონაწილეობა ტრენინგის ეფექტურობის პირობაა და ხელს უწყობს წამყვანსა და ჯგუფს შორის ურთიერთნდობის და თანამშრომლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
თემა I. სუბიექტური რეალობა
ყოველი ადამიანი თავისებურად უნიკალური და განუმეორებელია, გააჩნია ცხოვრების საკუთარი ისტორია და შესაბამისი გამოცდილება. გამომდინარე თავისი ბუნებიდან და გამოცდილებიდან, ადამიანი თავისებურად, უნიკალურად აღიქვამს გარე სამყაროს. შესაბამისად, ყოველ ადამიანს გააჩნია განუმეორებელი დამოკიდებულება სამყაროსა და საკუთარი თავისადმი, რასაც ფსიქოლოგიის ენაზე ხშირად „სამყაროს მოდელს“ უწოდებენ, ხოლო კონფლიქტოლოგიის კი - „სუბიექტურ რეალობას“.
სამყაროს მოდელი, ანუ სუბიექტური რეალობა სამყაროს ასახავს ჩვენი შიდაპიროვნული „ფილტრის პრიზმაძი და, შესაბამისად, განსხვავდება როგორც ობიექტური რეალობისაგან (იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი არსებობს...), ასევე ერთმანეთისაგან.
არსებობს მეტაფორა, რომელიც კარგად ხსნის ამგვარ ურთიერთდამოკიდებულებას: „რუკა არ არის ტერიტორია“. ადამიანის ტერიტორია“. ადამიანის ორიენტაცია უცნობ გარემოში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზუსტია მისი რუკა. ზუსტი რუკა იძლევა საშუალებას, დაინახო შესაძლებლობები, რაც აუცილებელი პირობაა მოქმედების მიმართულების, გზის ასარჩევად.
განსხვავებულის მიმართ ტოლერანტობის განვითარების
სავარჯიშო „სუბიექტური რეალობა“
მიზანი: მონაწილეების მიერ მისი გაცნობიერება, თუ რამდენად მრავალფეროვნად, განსხვხვებულად აღიქმება სამყარო სხვადასხვა ადამიანის მიერ, გამომდინარე პიროვნების ხასიათიდან და გამოცდილებიდან; იმის გაცნობიერება, რომ კონფლიქტურ დაპირისპირებაში გადასვლამდე ღირს დაფიქრდე, თუ როგორ აღიქვამს სიტუაციას და რას განიცდის მეორე მხარე, ანუ მხედველობაში მიიღო მისი სუბიექტური რეალობა, რაც ხშირ შემთხვევაში კონფლიქტისა და გაუგებრობის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.
ხანგრძლივობა: 15-20 წთ.
მასალა:
ბორინგის ორაზროვანი ნახატი (იხ. ქვემოთ)
მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა „სუბიექტური რეალობა“
მიმდინარეობა:
საფეხური I. ჯგუფს წარუდგენენ ბორინგის ორაზროვან ნახატს. მონაწილეები სიჩუმეში აკვირდებიან გამოსახულებას. გამოსახულების ექსპოზიცია, როგორც წესი, არ აღემატება 20-30 წამს.
საფეხური II. თითოეული მონაწილე ხმამაღლა გამოთქვამს თუ რა გამოსახულება დაინახა ნახატზე . წამყვანი აჯამებს გამოთქმულ ვერსიებს, რომლებიც, როგორც წესი, ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: მოხუცი და ახალგაზრდა ქალი (თუმცა, შსაძლებელია გამოთქმული იყოს ორიგინალური მოსაზრებანიც: მაგ., ფარი, მწყემსი ბიჭი, კოლბა და ა.შ.) წამყვანი თავად შემოხაზავს ორივე გამოსახულების ძირითად კონტურებს, რათა თითოეულმა მონაწილემ შეძლოს გამოსახულების დანახვა.
სფეხური III. მონაწილეები მსჯელობენ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ერთი და იმავე გამოსახულების განსხვავებული აღქმა, რა შეიძლება ამას ედოს საფუძვლად და ა.შ. დისკუსია თავისუფლად მიმდინარეობს.
ავტორთა რჩევა: თუ ჯგუფის ყველა წვრი თავიდანვე ერთნაირ ნახატს დაინახავს, შეეცადეთ თქვენ იკისროთ განსხვავებული პოზიცია, რათა თავიდან აიცილოთ ჯგუფში ერთგვაროვანი აზრის ჩამოყალიბება. წაახალისეთ განსხვავებული აზრების არსებობა, რათა გაცნობიერების პროცესი ფორმალური არ გახდეს.
კითხვები განხილვისათვის:
რა მოხდა ჯგვუფში? რა იყო ყურადსაღები ამ პროცესში?
რამ განაპირობა ის, რო მ გამოთქმული იყო სხვადასხვა ვერსია?
შეიძლება თუ არა ამ სავარჯიშოს განზოგადება ცხოვრებისეულ მაგალითებზე? მაგ., სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის აღქმების გასააზრებლად?
შეიძლება თუ არა არსებობდეს მხოლოდ ერთადერთი, ჭეშმარიტი ხედვა ამა თუ იმ მოვლენაზე?
რა ზოგადი დასკვნის გაკეთება შეიძლება ზემოთ აღნიშნული პროცესიდან?
საფეხური IV. წამყვანი სთხოვს მონაწილეებს, გაიხსენონ ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ერთი რომელიმე რეალური ფაქტი, რომელიც აღქმის სუბიექტურობის დემონსტრირებას მოახდენს
შენიშვნა: წამყვანი სავარჯიშოს მიმდინარეობისას მუდმივად საუბრობს განსხვავებული ხედვების ერთდროული თანაარსებობის შესაძლებლობაზე და განსხვავებული პოზიციების არსებობის თანაბარუფლებიანობაზე; სავარჯიშოს ბოლოს კი უყვება მონაწილეებს სუბიექტური რეალობის ცნების შესახებ. |
შესაძლო დასკვნები:
ყველა ადამიანი უნიკალურია, ამიტომ იმდენი ხედვა არსებობს, რამდენი ადამიანიცაა;
როგორც „ორაზროვანი სურათი“, ისე ცხოვრებისეული სიტუაციები, ხშირად იძლევიან არაცალსახა აღქმისა და ინტეპრეტაციის სტიმულს, საბაბს;
აღქმის სუბიექტურობა არ არის ნეგატიური მოვლენა, ის სამყაროს მრავალფეროვანს ხდის და ადამიანებს აძლევს განვითარების შესაძლებლობას;
ადამიანმა უნდა შეძლოს შეზღუდული, ცალმხრივი ხედვებისაგან თავის დაღწევა, საკუთარ თავში განავითაროს სხვისი თვალით მოვლენის დანახვის უნარი. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს კონფლიქტის ესკალაციის2 ალბათობას;
ეთნიკური ურთიერთობები მეტად ფაქიზი სფეროა. შეხედულებები ამ სფეროში წლებისა და საუკუნეების მანძილზე ყალიბდება იმ ხედვიდან და რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ეთნოსს უწევს არსებობა;
სუბიექტური რეალობა ახასიათებს როგორც ჯგუფებს, ისე პრინციპებს. თუმცა, ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული აზრის შეცვლა გაცილებით რთული, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია; ეთნოსთა თანაცხოვრებისათვის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
თემა II. ეთნიკურობა
ამ თემაში გადმოცემული მასალა გამოცდილ მკითხველს შესაძლოა მეტისმეტად გასადავებულად ეჩვენოს. რამდენიმე გვერდზე მართლაც შეუძლებელია ეთნიკურობის შესახე ინფორმაიის სრულფასოვანი გადმოცემა; ეს ხომ საკითხის განხილვას ისეთი უაღრესად დიდი და ტევადი თემების კონტექსტში მოითხოვს, როგორიცაა პრეინდუსტრიული საზოგადოება, მოდერნიზმი, ერის მშენებლობა და ნაციონალიზმი, პოსტმოდერნიზმი, პოსტინდუსტრიული საზოგადოების ფასეულობები და გლობალიზაცია, სახელმწიფო მოწყობის მოდელები და ა.შ. ჩვენს მიზანს არ წარმოადგენდა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების გაშლა/განხილვა. მასალის გადმოცემისას ჩვენთვის მნიშვნლოვანი იყო, უპირველეს ყოვლისა, სამი საკითხის ხაზგასმა:
ა. შეხედულება ეთნიკური იდენტობის იმთავითვე მოცემულობაზე, თანდაყოლილობაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი დროის ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებში - ეს მხოლოდ ერთ-ერთი თეორიაა, რომელსაც აქვს ღირსეული ალტერნატივები, რომელიც ეთნიკურ იდენტობას როგორც შეძენილ/ქმნად/განვითარებად მახასიათებელს განიხილავენ (იხ. ქვეთავი „ეთნიკურობის თეორიები“);
ბ. სამოქალაქო იდენტობის ჩარჩოს ძალუძს ეთნიკური იდენტობის საფუძველზე აღმოცენებული წინააღმდეგობების გადალახვა, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ უარყოფს და აღიარებს მას (იხ. ქვეთავი „სახელმწიფოს მოწყობის მოდელები ეთნიკური და სამოქალაქო პრინციპით“);
გ. დარგში არ არსებობს არც საკვანძო ცნებების ერთმნიშველოვანი განსაზღვრება და არც საყოველთაოდ აღიარებული თუ მიღებული ერთი თეორია. ეს აუცილებელს ხდის სხვადასხვა კუთხით დანახულ, გააზრებულ და განსაზღვრულ მასალას გავეცნოთ, რათა ტერმინოლოგიური თუ ცნებათა შეუსაბამობის გამო გაუგებრობა თავიდან ავიცილოთ, და ეთნიკურობისა და სახელმწიფო მოწყობის საკითხების მიმართ თვალსაწიერი გავიფართოვოთ. იმედი გვაქვს, რომ თემის ფარგლებში ქვემოთ მოყვანილი მასალა მკითხველს ინტერესს გაუღვივებს და იგი ამ მიმრთულებით სპეციალური ლიტერატურის გაცნობს განაგრძობს.
ძირითადი განსაზღვრებანი
ა. ეთნოსი, ეთნიკური ჯგუფი.
არსებობს ეთნოსის მრავალი განსაზღვრება. ჩვენ რამოდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ3.
- ეთნოსი არის განსაზღვრულ ტერიტორიაზე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობა, როელსაც გააჩნია საერთო, შედარებით სტაბილური ენობრივი, კულტურული, ფსიქოლოგიური თავისებურებები და სხვა ერთობებისაგან განსხვავებულობის განცდა, აღბეჭდილი მის თვითცნობიერებაში;
- ეთნოსები სივრცობრივად შემოსაზღვრული სპეციფიკური კულტურული ინფორმაციის „ნაგლეჯები“ არიან, ხოლო ინტერეთნიკური ურთიერთობა ასეთი ინფორმაციის გაცვლას წარმოადგენს:
- ეთნიკური ჯგუფი არის ადამიანთა პოპულცია, რომლის წევრები ერთმანეთთან აიგივებენ თავის საერთო წარმომავლობის ან წინაპრების საერთო კულტურის, ქცევების, ენის ან რელიგიის საფუძველზე.
რომ განვაზოგადოთ, ეთნიკური ჯგუფის საერთო იდენტობა დაფუძნებულია რასობრივ, ეროვნულ, ან რელიგიურ კუთვნილებაზე.
ბ. ერი, ნაცია
ანალოგიურად ეთნოსისა, ერის ერთი, საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრება არ არსებობს. ქვემოთ გთავაზობთ სხვადსხვა წყაროდან ამოკრეფილ განსაზღვრებათა რიგს. მათში ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა თითოეული შეიცვს ერთმანეთისგან განსხვავებულ ერთ ან რამდენიმე ელემენტს:
ნაცია/ერი არის დიდი გაერთიანება ან აგლომერაცია ადამიანებისა, რომლებიც იზიარებენ მათთვის საერთო და სხვებისაგან განსხვავებულ რასობრივ, ენობრივ, ისტორიულ ან კულტურულ მემკვიდრეობას. ეს ხელს უწყობს ადამიანებს, აღიქვან თავი მათთვის ღირებულ ბუნებრივ გაერთიანებას მიკუთვნებულად: „ჩვენ ერთ ბედქვეშ ვართ და ასე უნდა გაგრძელდეს სამუდამოდ“.
ერი ხალხის ერთობა, ვინც მოახდინა თვითგამორკვევა, აქვს საერთო ისტორია, ენა, კულტურა და ქვეყანა.
ერი არის ხალხის, კულტურისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე მდგრადი ორგანიზაცია.
ერი არის შედარებით დიდი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ორგანიზებას უწევს და მართავს ერთი დამომოუკიდებელი მთავრობა; აქვთ ტრიტორია, დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთო წეს-ჩვეულებები, წარმომავლობა და ისტორია.
ერი არის ერთობა ხალხისა საერთო წარმომავლობით, ისტორიით, ენით კულტურით და სხვა, მაგრამ არ არის აუცილებელი, მას ჰქონდეს სახელმწიფო ან ტერიტორიული საზღვრები.
ერი არის კულტურულად ჰომოგენური ადამიანების ჯგუფი, უფრო დიდი, ვიდრე ტომი ან თემი, რომელიც იზიარებს საერთო ენას ინსტიტუციებს, რელიგიას და ისტორიულ გამოცდილებას.
რომ განვაზოგადოთ, ნაცია/ერი, - ეს არის იმ დამიანთა ერთობლიობა, რომელთა საერთო იდენტობა ქმნის ფსიქოლოგიურ საზღვრებს და პოლიტიკურ ერთობას.
გ. ეროვნება
ეროვნების ცნება სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარად გაიგება. კავკასიურ, კოლექტივისტურ კულტურაში, ეთნოსისა და ეროვნების ცნებები ერთმანეთთან ალიან ახლოს დგას, თუმცა დასავლური კულტურა განასხვავებს ამ ცნებებს. დასავლურ (ევროპულ და ამერიკულ) მეცნიერებაში ეროვნება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ეთნოსი და უახლოვდება ერის გაგებას; ანუ, დასავ ლყური გაგებით, ეროვნება შეიძლება აღნიშნავდეს და მოიცავდეს პიროვნების მოქალაქეოპბას, ეთნიკურ წარმომა ვლობას, სახელმწიფოებრიობას, ენას და სხვა ფაქტორებს.
როგორც ვხედავთ, ეთნოსის/ეროვნებისა და ერის მეცნიერული განმარტებები თითქმის ემთხვევა ერთმანეთს. დიდი მსგავსების მიუხედავად, მათ განმასხვავებლად შეიძლება მივიჩნიოთ სახელმწიფოს ქონა, რაც დამახასიათებელია ერისათვის, ხოლო ეთნოსები და ეროვნებები შეიძლება გაბნეულნი იყვნენ სხვადასხვა ერ-სახელმწიფოებში. მაგ.,საფრანგეთში მცხოვრები სენეგალელი ეროვნების მოქალაქე მიეკუთვნება ფრანგ ერს.
ეთნიკურობის თეორიები
(თეორიები, რომლებიც განსაზღვრავენ ეროვნების ჩამოყალიბებისა და შეცვლის მექანიზმებს)
სოციალურ მეცნიერებებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საკითხს ეთნოსისა და ეთნიკური იდენტობის წარმოშობის შესახებ. ეთნოლოგიის ერთ-ერთი მიმდინარეობაა პრიმორდიალიზმი (ზოგი ავტორის მიხედვით - ესენციალიზმი). პრიმორდიალიზმის მიხედვით, ეთნკურობა თანდაყოლილი თვისებაა, რომელიც საფუძვლად უდევს ჯგუფის (ეთნიკურ/ეროვნულ) თვითაღქმას. ამ მიმართულების ზოგიერთი ორთოდოქსი მიმდევარი მიიჩნევს, რომ ეთნიკურობას ბიოლოგიური ფესვები აქვს, ხოლო ჯგუფური ეთნიკური იდენტობა გადაეცემა თაობიდან თაობას.
პრიმორდიალიზმის საპირისპირო მიმართულებას წარმოადგნს კონსტრუქტივიზმი. მაქს ვებერზე დაყრდნობით, კონსტრნუქტივიზმი ხაზს უსვამს საერთო წარმომავლობის შესახებ საზოგადოების წევრების რწმენის უპირატეს მნიშვნელობას ფაქტობრივ, ბიოლოგიურ მოცემულობასთან შედარებით. ამდენად, კონსტრუქტივიზმის თანახმად, ეთნიკური იდენტობა სოციალურად არის კონსტრუირებული, პოლიტიკური ელიტის მიერ ძალაუფლების მისაღწევად. შესაბამისად, იგი არის ცვალებადი, ადვილად მართვადი და ექვემდებარება ჯგუფური ცნობიერების მოვლენებს, ანუ, იგი არანაირად არ არის თანდაყოლილი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თეორია, რომელიც ენათავება კონსრუქტივიზმს, არის ინსტრუმენტალიზმი. ამ თეორიის თანახმად, ეთნიკურობა არის სიტუაციური, ცვალებადი და დამოკიდებული საზოგადოების სტრუქტურაზე. ამასთანავე, ეთნიკური იდნტობის ღირბულება მრავალი სხვადასხვა ფაქტორის ფონზე შიძლება იზრდებოდეს ან მცირდებოდეს. ერთ-ერთი ამგვარი ფაქტორი არის პოლიტიკოსთა უნარი, ეფექტურად მოახდინონ ადამიანთა ჯგუფის მობილიზება საერთო მიზნის მისაღწევად.
ზოგიერთი ავტორის მიხედვით, ეთნიკური იდენტობა ეყრდნობა კულტურული განსხვავებულობის სოციალურად საქციონირებულ, მაგრამ არა რეალურ შეხედულებებს. შესაბამისად, ეთნიკური იდენტობა გულისხმობს წარმომავლობის შესახებ ურთიერთგაზიარებულ შეხედულებებს (ფიქტიური ნათესაობა), კულტურა კი - ზიარ ხატებს (რეპრეზენტაციებს), ნორმებსა და ჩვეულებებს.
ამგვარად, კონსტრუქტივიზმის და ინსტრუმენტალიზმის მიხედვით, ეთნიკური ჯგუფები არ წარმოდგენენ სტატიკურად არსებულ ერთეულებს, რომელთაც ადამიანი ობიექტურად მიეკუთვნება ან არ მიეკუთვნება. მიკუთვნებულობა დამოკიდებულია გარემო ფაქტორებსა და შინაგან ღირებულებაზე, რომელსაც პიროვნება ანიჭებს ეთნიკურ კუთვნილებას.
სახლმწიფო მოწყობის მოდელები ეთნიკური და სამოქალაქო პრინციპით
დღეს მსოფლიოში დაახლოებით 200 ერი-სახელმწიფოა, თუმცა არსებობს 5000 ეთნოსი და ეროვნება.
ერი-სახელმწიფო არის სახელმწიფო, რომელშიც დომინირებს ერთი ეროვნული იდენტობა და რომელსაც გააჩნია სუვერენული მთავრობა. ერი-სახელმწიფოების მაგალითს წრმოადგენენ განვითარებული ქვეყნები, მაგ.: საფრანგეთი, გერმანია, აშშ (სადაც დომინანტი ერებია, შესაბამისად, ფრანგი, გერმანელი, ამერიკელი); ასევე კანადა და ბელგია, სადაც ერთდროულად ორი დომინანტი ერი არსებობს.
ერი-სახელმწიფოები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ არის გაგებული მათთან ერის ცნება და როგორ არის ჩამოყალიბებული ეროვნული იდენტობა. განასხვავებენ ერის გაგების გერმანულ და ფრანგულ მოდელს.
გერმანული მოდელის მიხედვით, ერის გაგება ეფუძნება შეხედულებას საერთო წარმომავლობის, ენის, კულტურისა და ისტორიის შესახებ, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი გაგება ეთნიკურობის გაგების პრიმორდიალური ვარიანტია (იხ. ზემოთ). ამ მიდგომის მიხედვით, ეთნიკური ჯგუფის იდენტობა ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოში. ეთნიკური ჯგუფი გამოირჩევა მისთვის თანდაყოლილი ურთიერთსოლიდარობის გრძნობით, ამიტომ მას ახასიათებს სხვა ჯგუფებისაგან გამიჯვნის ტენდენცია და დაყოფა კატეგორიებად „ჩვენ“ და „სხვები“. შესაბამისად ეთნიკური ჯგუფი იღებს „ჩვენს“ და შეუწყნარებელია „სხვების“ მიმართ. ეს მოდელი თანდაყოლილ კონფლიქტს გულისხმობს და ეთნიკური მიდგომის რადიკალური იდეოლოგიზმების საფრთხეს მოიცავს, როგორც მოხდა გასული საუკუნის შუა წლებში გერმანიაში.
ფრანგული მოდელი ეყრდნობა ერის გაგებას მოქალაქეობრივ ჩარჩოებში. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოში მცხოვრებ ყველა ადამიანს, განურჩვლად ეთნიკური წარმომავლობისა, აქვს თანაბარი შესაძლებლობები და იდენტობის დადგენაში გადამწყვეტია მათი მოქალაქეობა. გერმანული მოდელის საპირისპიროდ, ფრანგული მოდელი კონსტრუქტივისტულ (იხ. ზემოთ) თვალსაზრისს ეყრდნობა. ამგვარი სახელმწიფო თვლის, რომ ეთნიკური კუთვნილება სოციალურად ქმნიდა ამგვარი სახელმწიფო თვლის, რომ ეთნიკური კუთვნილება სოციალურად ქმნადია და აძლევს უფლებას პიროვნებას, სოციალურ-პოლიტიკური გარემოს შესაბამისად, აირჩიოს თავისი ეთნიკური კუთვნილება; აქედან გამომდინარე, ეთნიკურობა შეიძლება შეიცვალოს სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად, შესაბამისად პიროვნების სუბიექტური რწმენისა იმის თაობაზე, თუ რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება იგი. ფრანგული მოდელის თანახმად, პოლიტიკური ძალაუფლება და სოციალური დასწავლა4 ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც გავლენას ახდენს ეროვნების ან ეთნიკურობის ჩამოყალიბებასა და ცვლილებაზე. სახელმწიფო მოწყობის სფეროში ამ მიდგომამ ფართო გამოყენება პოვა II მსოფლიო ომისშემდგომ. კონსტრუქტივისტული მიდგომა, იმ შემთხვევაში, თუ იგი რადიკალური ფორმით გატარდა, მოიცავს ეთნიკური საზღვრების წაშლისა და ასიმილაციის რისკს.
მულტიკულტურალიზმის მოდელი გულისხმობს სახელმწიფოში ეთნიკური ჯგუფებისათვის განსაკუთრებული გარემოს შექმნას, რამაც უნდა უზრუნველყოს მათი თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება. ა ქ სახელმწიფო, გარდა იმისა, რომ სთავაზობს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნოსებს მოქალაქეობაზე დაფუძნებულ თანაბარ შესაძლებლობებს, ამავე დროს, ზრუნავს მათი ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებაზე. ასეთ მოდელს უწოდებენ, აგრეთვე, ეთნოკულტურული მრავალფეროვნების კონცეფციას. მულტიკულტურალიზმის შემთხვევაში ადამიანი მიმღებლობს იმ ჩარჩოებს, უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გააჩნია, როგორც მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეს. პარალელურად ამისა, მას ეძლევა საშუალება შეინარჩუნოს ეროვნული/ეთნიკური იდენტობაც, რომელიც არ გახდება დისკრიმინაციისა და ეთნოკონფლიქტის5 მიზეზი, პირიქით, იქნება აღიარებული და პატივცემული.
თუმცა, მულტიკულტურალიზმის მოდელიც მოიცავს თავის თავში გარკვეულ რისკს. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ გლობალიზაციის ეპოქისათვის დამახასიათებელი მიგრაციის მაღალი მასშტაბთან დაკავშირებული რიკები. ადამიანთა ნაკადებმა, რომლებიც ე.წ. „მესამე ქვეყნებიდან“ იძვრის, შესაძლოა მასპინძელ განვითარებულ ქვეყანაში კონფლიქტის საფრთხე შექმნას. ადგილობრივი კულტურა მყისიერად ვერ შეძლებს ვერც თვითტრანსფორმაციას, ვერც დიდი რაოდენობით ადამიანთა აზროვნების წესის შეცვლას. ამავე დროს, მასპინძელი სახელმწიფოს ეთნიკური უმრავლესობისათვის, შეზღუდული რესურსების (პრესტიჟული სამუშაო ადგილები, სოციალური პრივილეგიები და ა.შ.) გაზიარებას „უმცირესობისათვის“ შესაძლოა ახლდეს პრობლემები. ამიტომ, მულტიკულტურული მოდელის ცხოვრებაში დანერგვა-განხორციელება შესაძლოა მიმდინარეობდეს მხოლოდ მულტიკულტურული საზოგადოებრივი ცხოვრბის განვითარებასთან ერთად.
შესაბამისი სავარჯიშოები
სავარჯიშო ეთნიკური/ეროვნული და მოქალაქეობრივი იდენტობების გაცნობიერებაზე „რინგი“
მიზანი: მონაწილეების მიერ ეროვნების/ეთნიკური კუთვნილებისა და მოქალაქეობის შესახებ საკუთარი შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გაცნობიერება, მსჯელობის საფუძველზე მატი უკეთ გააზრება და საჭიროების შემთხვევაში, პოზიციის კონსტრუქციული შეცვლა; თეორიული ინფომაციის მიღება ეროვნების ფორმირების მიმართ მეცნიერულ და საზოგადოებასი გავრცელებულ მდგომარეობაზე; ეროვნული უმცირესობების უფლებების გაცნობიერება.
ხანგრძლივობა: 40წთ.
მასალა:
წინასწარ მომზადებული დებულებები:
1. „ეროვნება თანდაყოლილი მახასიათებელია და მისი შეცვლა შეუძლებელია“;
2. „თანამედროვე ადამიანზე მოქალაქეობა უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ვიდრე ეროვნება“;
3. „განსაკუთრებული უფლებების მინიჭება ეთნიკური უმცირესობებისათვის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომლის თანახმად ყველა მოქალაქე თანასწორია“.
ორი წარწერა - „სრულიად ვეთანხმები“ და „სრულიად არ ვეთანხმები“
მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა (ეთნიკურობის თეორიები“).
მიმდინარეობა:
საფეხური 1. წამყვანი ორ მოპირდაპირე კედელზე აკრავს ფურცლებს წარწერით: „სრულიად ვეთანხმები“ და „სრულიად არ ვეთანხმები“.
საფეხური II. წამყვანი რიგრიგობით უკითხავს მონაწილეებს წინასწარ გამზადებულ დებულებებს. ის მონაწილეები, რომლებიც ეთანხმებიან გამოთქმულ დებულებებს, დგებიან შესაბამის წარწერასთან (,,სრულიად ვეთანხმები“), ხოლო ისინი, ვინც არ ეთანხმებიან დებულებას, წარწერასთან ,,სრულიად არ ვეთანხმები.“ მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ არსებული სივრცე იმის მიხედვით, თუ რამდენად უკიდურესია მათი პოზიცია; მაგ., თუ ჯგუფის წევრს არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულება, მას შეუძლია დადგეს შუაში ან ამა თუ იმ „პოლუსთან“ შედარებით ახლოს.
საფეხური III. თითოეული დებულების წაკითხვისა და მონაწილეთა პოზიციების გამოკვეთის შემდეგ წამყვანი ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას, გამოთქვას საკუთარი აზრი და ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია - რატომ დაეთანხმა ან არ დაეთანხმა იგი ამა თუ იმ დებულებას. აქ წამყვანი ცდილობს, ყველა მონაწილეს მიზცეს აზრის გამოთქმის თანაბარი შესაძლებლობა, ასევე ცდილობს, მაქსიმალურად კონსტრუქციულად მართოს დისკუსია.
საფეხური IV. როდესაც ყველა მონაწილე გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას, წამყვანი აჯამებს შეხედულებებს და ჯგუფს შემდეგი დებულების განხილვას სთავაზობს.
კითხვები განხილვისათვის:
თქვენი აზრით, რა იქნება თითოეული ამ შეხედულების უკიდურესი განვითარება?
რომელი მოდელი ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში ამჟამად და რომელია ყველაზე მისაღები?
შეგიძლიათ დაასახელოთ მაგალითები თქვენი შეხედულების დასადასტურებლად?
სავეხური V. დასასრულ, წამყვანი აჯამებს მონაწილეთა მსჯელობასა და მსჯელობის საფუძველზე მათ მიერ გამოტანილ დასკვნებს.
შესაძლო დასკვნები:
ეროვნული თვითცნობიერების ჩამოყალიბება რთული პრიცესია, რომელშიც გადამწყვეტი როლი სოციალურ ინსტიტუტებს უჭირავთ. მათი მეშვეობით ყალიბდება პიროვნება და იძენს ეროვნულ თვითაღქმას;
ორივე - მოქალქეობა და ეროვნება - მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე ადამიანზე. ადამიანი თავისი ქვეყნის მოქალაქეა და ამავდროულად რჩება საკუთარი ეროვნების მატარებლად;
ეთნიკური უმცირესობებისათვის საჭიროა დროებით „განსაკუთრებული უფლებების“ მინიჭება, განსაკუთრებული (ე.წ. „პოზიტიური“) ზომების გატარება, რაც მათ ქვეყანას საშუალებას მისცემს, მომავალში უმტკივნეულოდ განახორციელოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანასწორობის ულება. ქვეყნის კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეთა თანასწორობას მიუხედავად მათი რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიურ, ლინგვისტური თუ სხვა კუთვნილებისა. თუმცა კონსტიტუციის აღსრულებას ეხმარება კანონები, რომლებშიც საჭიროა თანასწორობის, რელაური მიღწევისათვის მექანიზმების დაკონკრეტება;
დისკუსიის პროცესში იკვეთება, რომ ეროვნების შეცვლა-შენარჩუნებაზე ზემოქმედებას ახდენს შემდეგი ფაქტორები:
თვითგანცდა და თვითიდენტობა, ანუ პიროვნების მიერ საკუთრი თავის განცდა ამა თუ იმ ეთნიკურ ჯგუფს მიკუთვნებულად;
სოციუმის ზეწოლა, ანუ ის, თუ რამდენად მიიღებს ირგვლივ მყოფი „ძველი“ და „ახალი“ სოციუმი პიროვნების არჩევანს ეროვნების შეცვლის თაობაზე და განახორციელებს თუ არა მასზე ზეწოლას;
იძულება (პოლიტიკური ან სხვა სახის), როდესაც ქვეყნის პოლიტიკური კურსი პირდაპირ ან არაპირდაპირ აიძულებს მოქალაქეს, შიშის გამო ან რაიმე შეღავათის მიღების სურვილით, ეროვნების შეცვლას ან შენარჩუნებას;
ადამიანის აღქმა ბიოლოგიურად და გენეტიკურად დეტერმინებულ არსებად, რაც ამ აღქმის მატარებელს უბიძგებს ბიოლოგიური მახასიათებლების ერთობლიობა ჩათვალოს ეროვნების უცვლელობის არგუმენტად;
დროის ფაქტორი:შესაძლოა ადამიანმა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო თავის სიცოცხლეში ვერ შეძლოს ეროვნების სრულფასოვნად შეცვლა, თუმცა თაობების განმავლობაში ცვლილება განხორციელებადია.
მოქალაქეობა ეთნიკურობასთან შედარებით უფრო დინამიკური და ადვილად ცვალებადი ფაქტორია.
საფეხური VI. სავარჯიშოს ბოლოს წამყვანი აჯამებს შედეგებს და აცნობს ჯგუფის მონაწილეებს თანამედროვე თეორიებსა და შეხედულებებს ეროვნება-მოქალაქეობის შესახებ (იხ. თეორიული მასალა თემის დასაწყისში).
ავტორთა რჩევა: ეროვნებისა და ეთნიკურობის ცნებები კავკასიური კულტურებისათვის ერთმანეთთან ძალზე ახლოს მდგომი ცნებებია, მაშინ, როდესაც ზოგიერთ დასავლურ, ინდივიდუალისტურ კულტურაში „ეროვნება“ უფრო ფართო კონტექსტის მქონე ცნებაა, მოიცავს მოქალაქეობისა და სახელმწიფოებრიობის ელემენტებს და უახლოვდება ერის გაგებას. ამიტომ თუ წამყვანი და მონაწილეები თავიდანვე განსაზღვრავენ ამ ტერმინების მათეულ „სამუშაო“ გაგებას, ისინი თავიდან აიცილებენ აზრობრივ აღრევასა და გაუგებრობას.
სავარჯიშო ეროვნული უმცირესობებისა და უმრავლესობის ურთიერთმიმართებების გაცნობიერებაზე „საჩუქარი“
მიზანი: გააზრება იმისა, თუ რამდენად განსაზღვრავს ადამიანის ქცევას, მის დამოკიდებულებას სხვა ადამიანებისადმი მისი ამა თუ იმ სტატუსის მქონე ჯგუფისადმი კუთვნილება; გააზრება იმისა, თუ რამდენად განსაზღვრავს ჯგუფის სტატუსი ამ ჯგუფის წევრების ქცევასა და დამოკიდებულებას სხვა ჯგუფებისა თუ ადამიანების მიმართ.
ხანგრძლივობა: 30 წთ.
მასალა:
როლების (ჯგუფების) აღმნიშვნელი წარწერები;
ფურცლები, „მარკერები“;
ცხრილი ჩანაწერებისათვის (დიდი ფორმატის ქაღალდზე);
მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა
მიმდინარეობა:
საფეხური I. მონაწილეები იყოფიან 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა როლი და შესაბამისი წარწერა: „ეთნიკური უმრავლესობა,“ „ხელისუფლება“. „ეთნიკური უმცირესობა №1“ და „ეთნიკური უმცირესობა №2“ (თუ ჯგუფი დიდია). წამყვანი ჯგუფებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: „თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თითოეულ სხვა ჯგუფს გაუკეთოთ ნებისმიერი ორი საჩუქარი. ამისათვის გეძლევათ 10 წუთი“.
საფეხური II. ყველა ჯგუფი გადასცემს საჩუქარს დანარჩენ ჯგუფებს სიტყვიერად (შეიძლება აგრეთვე წერილობით, ნახატის ან სიმბოლოს სახით, ან კომბინირებულად). საჩუქრის მიმღებ ჯგუფს შეუძლია მიიღოს საჩუქარი ან უარი თქვას მასზე. ჩაწერეთ შედეგები წინასწარ შედგენილ ცხრილში.
საფეხური III. მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი გაცვლის საჩუქრებს, იწყება განვლილი პროცესის ერთობლივი განხილვა.
კითხვები განხილვისათვის:
რამდენად გაგიადვილდათ როლში შესვლა?
რატომ შეურჩიეთ ამა თუ იმ ჯგუფს ესა თუ ის საჩუქარი?
მოეწონათ თუ არა ჯგუფებს შეთავაზებული საჩუქრები? თუ მოეწონათ - რატომ?
თუ არ მოეწონათ და უარი თქვეს - რატომ?
რა მოლოდინი ჰქონდათ ჯგუფებს ერთმანეთის მიმართ? და ა. შ.
წამყვანი მონაწილეებს სთხოვს, შეაჯამონ მსჯელობა დასკვნების სახით.
შესაძლო დასკვნები:
სხვადასხვა სხტატუსისა და პოზიციის მქონე ჯგუფებს შორის ხშირად არ არსებობს საკმარისი კომინუკაცია, რაც მათ ხელს უშლის, დაინახონ ერთმანეთის რეალური საჭიროებები და მოთხოვნილებები. სავარჯიშოს ინსტრუქცია არ კრძალავს ჯგუფების წევრთა ერთმანეთთან მიმოსვლას ან გამოკითხვას, თუმცა მონაწილეები ამ შესაძლებლობას ნაკლებად აგნებენ და იყენებენ;
ჯგუფის სტატუსი და პოზიცია სახელმწიფოში განსაზღვრავს მის ქცევას და დამოკიდებულებას სხვა ჯგუფების მიმართ;
მას შემდეგ, რაც პიროვნება ამა თუ იმ ჯგუფის წევრი ხდება, იგი სტატუსის გავლენის ქვეშ ექცევა და მისი ქცევა განპირობებულია ახალი ჯგუფის დაწერილი თუ დაუწერელი ნორმებით;
სავარჯიშოს შესრულების დროს განვითარებული პროცესები ჩვენი საზოგადოების მოდელს ქმნის და შესაძლებლობას იძლევა, უკეთ გავაცნობიეროთ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის არსებული დამოკიდებულებები.
ავტორთა რჩევა:
სავარჯიშოს განხილვის პროცესში მონაწილეებს ხშირად უჭირთ როლებიდან გამოსვლა და აგრძელებენ ერთმანეთის კრიტიკას. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ წამყვანმა შეძლოს მისი დისოცირება6 ისე, რომ მათ შეძლონ პროცესს გარედამკვირვებლის თვალით შეხედონ. ამისთვის, დაუსვით ჯგუფის წევრებს კითხვები, რომლებიც მათ რეალობასთან დააბრუნებს, თანაც აუხსენით, რომ კითხვები მათი როლიდან გამოყვანას ისახავს მიზნად. მაგ.: რამდენი შვილი გყავთ? რა საგანი გაინტერესებთ ყველაზე მეტად სკოლაში ან უმაღლესში? და ა. შ. კითხვები ნეიტრალური უნდა იყოს და არ იჭრებოდეს ღრმა პიროვნულ სფეროში, რათა მონაწილემ უხერხულად არ იგრძნოს თავი;
აუხსენით მონაწილეებს „სტრუქტურული დისკრიმინაციისა“ და „რევერსული/პოზიტიური დისკრიმინაციის“ ცნებათა არსი (იხ. თავი II, თემა IV და ტერმინთა განმარტებანი);
ხშირად გვქონია შემთხვევა, როცა სავარჯიშოს განხილვისას აღმოჩენილა, რომ „ეთნიკური უმრავლესობის“ როლში მყოფ მონაწილეებს თავი დაჩაგრულად უგვრძნიათ და შექმნიათ შთაბეჭდილება, რომ „მთავრობამ“ „უმცირესობას“ მეტი ყურადღება მიაქცია, ასეთი მაგალითი შესაძლებლობას მოგცემთ დაუბრუნდეთ „განსაკუთრებული/პოზიტიური ზომების“ სტრატეგიის განხილვას და გაცნობიერებას.
თემა III. ეროვნებათაშორის ურთიერთობათა მარეგულირებელი საერთაშორისო დოკუმენტები
დღესდღეობით საერთაშორისო სამართალში არ არსებობს ტერმინის ,,ეროვნული უმცირესობა“7 ზუსტი განმარტება, თუმცა მეცნიერთა და სპეციალისტთა უმრავლესობა თანხმდება შემდეგ განსაზღვრებაზე: ეროვნული უმცირესობა არის მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის არადომინირებული ნაწილი, რომელიც უმრავლესობისაგან განსხვავდება თავისი ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური მახასიათებლებით და სურს შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადობა.
არადომინირებული პოზიცია გულისხმობს არა რაოდენობას, არამედ საზოგადოებრივ მდგომარეობას; როგორც წესი, ეთნიკურ უმცირესობებს არა აქვთ საშუალება დაიკავონ წამყვანი პოზიციები სახლემწიფოში. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თავად ეროვნულმა უმცირესობამ უნდა გადაწყვიტოს, გააჩნია თუ არა მას ეს სტატუსი.
მიუხედავად იმისა, თუ როგორი წყობაა სახელმწიფოში - დიქტატურა თუ დემოკრატია, ცხადია, უმრავლესობების წარმომადგენლებს აქვთ კანონიერი ინტერესები, რომელთა დაცვა აუცილებელია.
სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლები დაცულნი არიან მთელი რიგი საერთაშორისო კონვენციებით, რომელთაც გააჩნიათ იურიდიული ძალა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კონვენციებია:
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (გაეროს პირველი დოკუმენტი, 1948 წ.);
იუნესკოს კონვენცია განათლების დარგში დისკრიმინაციის წინააღმდეგ (1960 წ.);
გაეროს რასობრივი დიკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის საერთაშორისო კონვენცია (1965 წ.);
გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი (1966 წ.);
საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე (1966 წ.);
გაეროს კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (1979 წ.);
გაეროს კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ (1989 წ.);
ევროსაბჭოს ჩარჩოკონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ (1995 წ.);
მოცემული კონვენციების ხელმომწერ ქვეყნებს გააჩნიათ გარკვეული იურიდიული ვალდებულებანი. ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, გაერომ მიიღო დეკლარაცია იმ პირთა უფლებების შესახებ, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ, რელიგიურ თუ ლინგვისტურ უმცირესობებს.
გარდა იურიდიული ძალის მქონე საერთაშორისო შეთანხმებებისა, არსებობს ე.წ. პოლიტიკური დოკუმენტები, მათი თვალსაჩინო მაგალითია ევროპის უფსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) დოკუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ არ არიან სავალდებულო იურიდიული კუთხით, ისინი უკიდურესად ფასეულნი არიან, რამდენადაც მიღებულია ყოველი მონაწილე-ქვეყნის თანხმობის საფუძველზე და აქვთ პოლიტიკური რეკომენდაციების სახე.
ეუთოს მიერ მიღებულია მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმ პირთა უფებების შესახებ, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობებს. ერთ-ერთი ასეთია 1990 წლის კოპენჰაგენის ექსპერტთა თათბირის შედეგად შექმნილი დოკუმენტი. ეს არის პირველი დოკუმენტი, სადაც აღწერილია ეროვნული უმცირესობების მინიმალური უფლებების პაკეტი დემოკრატიულ სახელმწიფოში. იგი ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
ე.წ. „არადის კრიმინაცია“;
თანასწორობის წახალისება;
კულტურის, რელიგიის, ენისა და ტრადიციების შენარჩუნება;
შეკრებათა, აზრის, სიტყვის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება;
განათლების ხელმისაწვდომობა;
საზღვარგარეთ კონტაქტები და თანამშრომლობა;
საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა;
იძულებითი ასიმილაციის აკრძალვა და სხვა.
კოპენჰაგენის დოკუმენტი მთლიანად ვერ მოიცავს ყველა ასპექტს, რომელიც შეეხება ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას. ზოგიერთი ასპექტი, მაგალითად რელიგიის უფლების, თავისუფლად გადაადგილების და ა.შ. გაცილებით კარგად არის მოცემული სხვა დოკუმენტებში. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ეუთოს ისეთი დოკუმენტების გაცნობა, როგორიცაა: 1975 წლის დასკვნითი დოკუმენტი ჰელსინკის შეხვედრის შემდეგ: მადრიდის დოკუმენტი (1983 წ.); ვენის დოკუმენტი (1989 წ.) და ეროვნული უმცირესობების ექსპერტთა ჟენევის ანგარიში (1991 წ.) ამ უკანასკნელს გააჩნის ეუთოს ოფიციალური დოკუმენტის სტატუსი და შეიცავს გარკვეულ მექანიზმებსა და ინდიკატორებსეროვნული უმცირესობების უფლებათა რეალიზაციისათვის. თუმცა, იგი მხოლოდ აღწერილობითი დოკუმენტია და არ გულისხმობს ვალდებულებებს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. განსხვავებით პაქტებისა და კონვენციებისაგან, რეკომენდაციას არ გააჩნია აღმასრულებელი ძალა, იგი მხოლოდ აღწერილობითი (შიფრი) დოკუმენტია.
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩამოყალიბებული სხვა პოლიტიკური დოკუმენტებია:
გაეროს დეკლარაცია იმ პირთა უფლებების შესახებ, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და ანობრივ უმცირესობებს (1992 წ.);
ეუთოს ჰელსინკის დოკუმენტი (1975 წ. );
ეუთოს მადრიდის დოკუმენტი (1989წ.).
ეროვნული უმცირესობების უფლებების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია „ჩარჩო-კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“. მოცემული დოკუმენტი ევროსაბჭომ მიიღო 1995 წელს, ხელი მოაწერა 42-მა სახელმწიფომ, რატიფიცირება მოახდინა - 35-მა. ჩარჩო-კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2000 წელს, ხოლო რატიფიცირება მოახდინა 2005 წლის 13 ოქტომბერს. ამ დოკუმენტის თავისებურება ისაა, რომ ქვეყანა პირველ ეტაპზე ხელს აწერს მას, ანუ კისრულობს ვალდებულებას, რომ მოცემულ ჩარჩოს მოარგებს თავისი ქვეყნის პოლიტიკურ სტრატეგიასა და სპეციფიკას, შექმნის შესაბამის კანონს ეროვნული უმცირესობის უფლებების შესახებ და პარლამენტი მოახდენს დოკუმენტის რატიფიცირებას. ჩარჩო-კონვენციის თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ სრული და ეფექტური თანასწორობა ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის. ამავდროულად, მკაფიოდ არის მითითებული, რომ მასში აღწერილი პუნქტების განხორციელება არ უნდა ემუქრებოდეს ქვეყნის მთლიანობას.
სიტყვა ,,ჩარჩო“ ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფოებს ეძლევათ საშუალება, განმარტონ მოცემული კონვენციის დებულებები მათი ქვეყნისათვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით ეროვნულ კანონმდებლობასა და სათანადო სახელმწიფო პოლიტიკაზე დაყრდნობით, რაც არ ასუსტებს კონვენციის სამართლებრივ ვალდებულებებს. ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერ თითოეულ მხარეს ეძლევა საშუალება შეაფასოს, თუ მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა რომელ ჯგუფს ეხება ეს კონვენცია. გასათვალისწინებელია, რომ ჩარჩო-კონვენციას არ გააჩნია თვითაღსრულებადი ძალა. თავდაპირველად აუცილებელია ეროვნულ უმცირესობათა შესახებ კანონის მიღება.
სავარჯიშო ,,მუშაობა საერთაშორისო დოკუმენტზე“
მიზანი: ეროვნებათაშორისი ურთიერთობის საკითხებზე არსებული საკვანძო საერთაშორისო დოკუმენტების გაცნობა, ინტერეთნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება და გაცნობიერების დონის ამაღლება.
ხანგრძლივობა: 1.30 სთ.
მასალა: მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა, ანუ ეროვნებათაშორისი ურთიერთობის მარეგულირებელი საერთაშორისო დოკუმენტები:
ჩარჩო-კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ;
ეუთოს ექსპერტთა თათბირის ანგარიში ეროვნული უმცირესობების საკითხებზე, ჟენევა, 1991 წ. (იხ. სახელმძღვანელოს დანართი);
კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტი ადამიანური განზომილების შესახებ, ეუთო, 1990 წ. (იხ. სახელმძღვანელოს დანართი);
„ფლიფჩარტები“ მცირე ჯგუფებისათვის, „მარკერები“.
მიმდინარეობა
ავტორთა რჩევა: აუხსენით მონაწილეებს, თუ რატომ გადაწყვიტეთ საერთაშორისო დოკუმენტებზე ამ ფორმატში (ჯგუფში, სესიის წამყვანთა თანდასწრებით კითხვა და ერთობლივი განხილვა) მუშაობა. საქმე ისაა, რომ ხშირად ეროვნული უმცირესობების უფლებათა დამცველი საერთაშორისო დოკუმენტები ბევრ კითხვასა და ეჭვს ბადებს, როგორც ეთნიკურ უმცირესობაში, ისე უმრავლესობაში. ამ დოკუმენტების მართებულად გაგება დამატებით ინფორმაციასა და კონტექსტის ცოდნას მოითხოვს. ადამიანი, რომელიც არ არის ღრმად ჩახედული საკითხში, ასეთ ინფორმაციას არ ფლობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ მონაწილეები პროფესიონალების თანდასწრებით გაეცნონ დოკუმენტებს და დასვან კითხვები, რათა მათი ეჭვი არ გახდეს არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი. ყველაზე ხშირად ჩვენს პრაქტიკაში მონაწილეებს უჩნდებათ კითხვები უმცირესობებისათვის ავტონომიის მინიჭების, მათ მშობლიურ ენაზე სწავლების შესახებ. მნიშვნელოვანია ამ საკითხების განხილვა და საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად მათი განმარტება; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათში შესაძლოა შიშისა და თავდაცვის განცდები აღმოცენდეს და ინფორმირებული და შეგნებული მონაწილის ნაცვლად ტრენინგიდან წავიდეს ეჭვებით აღსავსე ადამიანი, რომელიც საერთაშორისო დოკუმენტებს თავისი უფლებების შემლახავად აღიქვამს.
საფეხური I. მონაწილეები იყოფიან რამდენიმე მცირე (ოთხ-ხუთ კაციან) ჯგუფად. მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა 3 ან მეტი მცირე ჯგუფის ჩამოყალიბება. დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით. შესაძლოა გამოვიყენოთ რიგის მიხედვით დათვლა ან მონაწილეთა დაჯგუფება ადგილმდებარეობის მიხედვით.
საფეხური II. თითოეულ მცირე ჯგუფს დასამუშავებლად ეძლევა ქვემოთ ჩამოთვლილი სამი საერთაშორისო დოკუმენტიდან ერთ-ერთი: ა) ჩარჩო-კონვენცია; ბ) ჟენევის დოკუმენტი; გ) კოპენჰაგენის დოკუმენტი. ყოველი მცირე ჯგუფი მუშაობს მხოლოდ ერთ დოკუმენტზე.
ავტორთა რჩევა: ჩარჩო ხელშეკრულების დიდი ფორმატიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი დაყოფა ორ ნაწილად. აქედან გამომდინარე, თუ მონაწილეთა რაოდენობა იძლევა შესაძლებლობას, შეგიძლიათ ჯგუფი დაყოთ ოთხ მცირე ქვეჯგუფად. ორი ჯგუფი იმუშავებს ჟენევისა და კოპენჰაგენის დოკუმენტებზე, დარჩენილი ორი კი გადაინაწილებს ჩარჩო-კონვენციას.
საფეხური III. მონაწილეებს ეძლევათ ინსტრუქცია: „გაეცანით თქვენ ხელთ არსებულ დოკუმენტს ჯერ ინდივიდუალურად (20წთ.), ხოლო შემდეგ, მითითებული საკითხების გათვალისწინებით, მცირე ჯგუფში. მცირე ჯგუფში მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა უნდა წარადგინოს მუშაობის შედეგები მთლიანი ჯგუფის წინაშე, ამიტომ წინდაწინ აირჩიეთ მომხსენებელი და იზრუნეთ მასალის შესაბამისი სახით გაფორმებაზე“.
ინსტრუქციით მითითებული საკითხების შესაძლო ნუსხა:
რა არის მოცემული დოკუმენტის არსი?
დოკუმენტში აღნიშნული პუნქტებიდან რომელი ხორციელდება ჩვენს/თქვენს ქვეყანაში?
რა სირთულეები შეიძლება ახლდეს ცამოთვლილი პუნქტების განხორციელებსა ჩვენს/თქვენს ქვეყანაში?
რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ აღნიშნული პუნქტების განხორციელების ხელშეწყობისათვის.
საფეხური IV. მცირე ჯგუფებში მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფიდან ერთი მონაწილე ახდენს ჯგუფური მუშაობის შედეგების წარდგენას პლენარულ სხდომაზე. (მომხსენებელს, სურვილის მიხედვით, შეუძლია „ფლიფჩარტის“ გამოყენება). პრეზენტაციების დასრულების შემდეგ ნებისმიე მონაწილეს შეუძლია დაუსვას შეკითხვა მომხსენებლებს და შესაბამის მცირე ჯგუფს, ან გააკეთოს კომენტარი. წამყვანი წარმართავს დისკუსიას (გამოთქმული მოსაზრებანი იწერება „ფლიფჩარტზე“).
საფეხური V. წამყვანი აჯამებს შესრულებულ სამუშაოსა და განხორციელებულ მსჯელობას.
ავტორთა რჩევა:
მუშაობისას ხშირად მიდით მცირე ჯგუფებთან, რათა მაქსიმალურად დაეხმაროთ პროცესის მსვლელობას;
თვით წამყვანი კარგად უნდა იცნობდეს მოცემულ საერთაშორისო დოკუმენტებს, მათი შექმნისა და მოქმედების კონტექსტს. მაგრამ თუ აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, როცა არა გაქვთ პასუხი მონაწილის კითხვაზე, უმჯობესია აღიაროთ, რომ ინფორმაცია არა გაქვთ, არგუმენტად მოვიშველიოთ იურისპრუდენციის სპეციფიკურობა და სირთულე და აღვუთქვათ, რომ შემდგომში მოიძიებთ ამ ინფორმაციას. თუ შესაძლებლობა მოგეცათ, გააკეთეთ ეს იმავე დღეს სესიის დასრულებისთანავე, რათა მეორე დღეს მიაწოდოთ საჭირო ინფორმაცია მონაწილეებს, ან ჩაინიშნეთ მათი მისამართები და მოგვიანებით, ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეთ მასალა;
თითოეულ მონაწილეს უნდა დაურიგდეს არსებული დოკუმენტაციის მთელი პაკეტი (სამივე დოკუმენტი), რათა მუშაობის დასრულების შემდეგ ჰქონდეს მათი უფრო დეტალურად გაცნობის და გააზრების საშუალება.
სავარჯიშოს განხორციელების ალტერნატიურლი ვარიანტი
შეგიძლიათ მოცემულ სავარჯიშოს წაუმძღვაროთ სავარჯიშო „რინგის“ ბოლო საკითხზე - „განსაკუთრებული უფლებების მინიჭება ეთნიკური უმცირესობებისათვის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც ყველა მოქალაქე თანასწორია“ - მსჯელობა. ამით საკითხის განხილვისას წარმოშობილ დისკუსიას ბუნებრივად გაზრდით საერთაშორისო დოკუმენტების განხილვაში, რომლებიც სწორედ ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების „განსაკუთრებულ უფლებებსა“ და პოზიტიური ზომების გატარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
შესაძლო დასკვნები:
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დოკუმენტებში საუბარია იმ უფლებებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, რადგან ისინი ითვალისწინებენ ადამიანის საბაზო მოთხოვნილებებს. საბაზო მოთხოვნილებების ირგვლივ ვაჭრობა დაუშვებელია, ისინი „არამოლაპარაკებად“ სფეროს მიეკუთვნებიან.
ეს დოკუმენტები მოწოდებულია არა ეთნიკური უმრავლესობის უფლებების შეზღუდვის, არამედ ეთნიკური უმცირესობის შესაძლებლობების გაზრდისათვის. საბოლოო ჯამში, ეს მიმართულია ქვეყნის მოქალაქეთა უფლებების თანაბარ განხორციელებასა და კონსტიტუციის აღსრულებაზე, რომლის მიხედვით ქვეყნის ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია მიუხედავად ეროვნებისა, ეთნიკური კუთვნილება, ენისა, რელიგიისა და სხვა;
ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობის, საერთაშორისო გადაწყვეტილებებში მონაწილეობისა და თავისი დემოკრატიული უფლებების განხორციელებისაკენ, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ამ დოკუმენტებში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს. ეს ხელს შუწყობს არა მხოლოდ ქვეყნის ჩართვას საერთაშორისო სივრცეში, არამედ დაეხმარება მას, უფრო გონივრულად გამოიყენოს საკუთარი ადამიანური რესურსები.
თემა IV. ეროვნებათაშორისი აღქმა: სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის გაცნობიერება და დაძლევა
ყოველ ჩვენგანს აქვს შექმნილი გარკვეული წარმოდგენა სამყაროზე, საგნებზე, მოვლენებზე, ადამიანებზე. წარმოდგენებს, რომლებსაც გააჩნია საკმარისი საფუძველი, არის დაუსაბუთებელი და/ან არაობიექტური, ეწოდება წინასწარგანწყობები. მიუხედავად მათი დაუსაბუთებულობისა, ჩვენ მაინც ვხელმძღვანელობთ ამ წარმოდგენებით, რათა სამყარო ჩვენთვის უფრო მარტივი, გასაგები გახდეს.
წინასწარგანწყობის საფუძველია ჩვენი აღზრდა, ოჯახი, საურთიერთო გარემო და ა.შ. წინასწარგანწყობები არ ეფუძნება ჩვენ მიერ აღქმულს და დანახულს. პირიქით მოვლენათა აღქმა ექცევა ჩვენივე წინასწარგანწყობის გავლენის ქვეშ. წინასწარგანწყობები წარმოადგენს სამყაროს მიმართ არა რაციონალურ, არამედ ემოციურ დამოკიდებულებას. ჩვენ მუდმივად თან გვდევს ჩვენი წინასწარგანწყობები. მათ საოცრად უწყინარი სახე აქვთ მანამ, სანამ არ იჩენენ თავს ადამიანთა შორის ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში ადამიანთა შესახებ უარყოფით წარმოდგენებს შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგები მოყვეს.
როდესაც ჩვენი წინასწარგანწყობა ზედმეტად განზოგადებულია ადამიანთა მთელ ჯგუფზე და გვექმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ ჯგუფის ყველა წევრს საერთო მახასიათებლები და თვისებები გააჩნია, მაშინ საქმე გვაქვს სტერეოტიპებთან.
ტერმინი სტერეოტიპი სტამბიდან წამოვიდა. ის მძიმე საბეჭდ ფორმას, გალვანურ კლიშეს აღნიშნავს, რომელიც ერთხელ ჩამოყალიბების შემდეგ ძნელად იცვლება. ასეთივე, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობა აქვს მას სოციალურ ფსიქოლოგიაშიც. ზოგიერთ შემთხვევაში ერთხელ შექმნილი წარმოდგენა ადამიანთა ჯგუფის/კატეგორიის შესახებ ვრცელდება მის ყველა წევრზე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა იგი კონკრეტულ პიროვნებას.
სტერეოტიპული აზროვნება არის სქემატური აზროვნების ერთ-ერთი გამოხატულება. სქემატური აზროვნება ნიშნავს, რომ ადამიანს აღზრდისა და განათლების პროცესში ეძლევა სხვად ასხვა სქემა, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს სხვა ადამიანის შესახებ წარმოდგენის შექმნის, მოქმედების, აზროვნების პროცესში. სქემატური და სტერეოტიპური აზროვნება ადამიანს საშუალებას აძლევს გადარჩეს გარემოში, სადაც მის ირგვლივ უამრავი ინფორმაცია, ემოცია, მოვლენას ტრიალებს. რადგან ადამიანს არა აქვს უნარი აღიქვას და გააანალიზოს ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ან მის პიროვნებაში ხდება, მას უხდება სამყაროს უყუროს სტერეოტიპულად, შექმნას სქემები, კატეგორიები, კლასები და ადამიანები დააჯგუფოს.
ჩვენი სტერეოტიპები ყალიბდება საკუთარი გამოცდილების, საზოგადოებაში, მასმედიაში მოარული აზრის განზოგადბის გზით. შესაბამისად, სტერეოტიპი შეიძლება სიმართლის მარცვალსაც შეიცავდეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იგი ემყარება უსაფუძვლოდ განზოგადებულ მცირე გამოცდილებას. პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც სტერეოტიპი აშკარად მცდარია ან რაიმე ზედმეტად განზოგადებული. მაგალითად, როდესაც ერთ ეთნიკურ ჯგუფს გააჩნია სტერეოტიპი მეორე ეთნიკური ჯგუფის მიმართ, საქმე გვაქვს შედარებით მდგრად წარმოდგენასთან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების მორალური, გონებრივი, ფიზიკური თვისებების შესახებ. ერთი მხრივ, ეს განზოგადებები გვეხმარება, უფრო მომზადებული შევხვდეთ ამა თუ იმ კულტურის წარმომადგენელს, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. უარყოფითმა სტერეოტიპებმა შესაძლოა თავი იჩინონ ქცევაში.
გამოიყოფა სტერეოტიპები სქესის, პროფესიის, საქმიანობის, ასაკის, რელიგიის, ეთნიკურობის კუთხით. ყოველ ამ სახეობას ახასიათებს მასთან ასოცირებული ადამიანების „სტერეოტიპირება“ და მათი თვისებების განზოგადება. მაგ., „მუსულმანი ტერორისტია“, „ქალები ცუდი მმართველები არიან“, „ბოშები ეშმაკები არიან“, „მოხუცები ვერ იღებენ სიახლეებს“ და სხვა. თუ ეს შეხედულებები ქცევაში გადაიზრდება, მაშინ ასაკოვანი ადამიანების, ქალების, მუსულმანების, ბოშების მიმართ დისკრიმინაცია განხორციელდება.
ეთნიკური სტერეოტიპები იყოფა ავტო და ჰეტეროსტერეოტიპებად. ავტოსტერეოტიპები არის განზოგადებული შეხედულებები საკუთარი ეთნიკური ჯგუფების შესახებ და, როგორც წესი, დადებითი ნიშნის მატარებელია. მაგ., „ქარველები ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხია“. ხოლო ჰეტეროსტერეოტიპები განზოგადებული წარმოდგენებია სხვა ჯგუფების ეთნიკური მახასიათებლების შესახებ; უფრო ხშირად, ისინი ნეგატიურ ხასიათს ატარებს, მაგ., „ინგლისელები ცივი ხალხია“. ჰეტეროტიპების ერთ-ერთი მახასიათებელია „სხვა ჯგუფის“ ჰომოგენურობის ილუზია. ეს ნიშნავს, რომ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები აღიქმებიან არა როგორც პიროვნულად განსხვავებული, არამედ როგორც ერთნაირი თვისებების მატარებელნი, ანუ ერთმანეთის ჰომოგენურნი, მაგ., „ყველა ჩინელს ერთნაირი სახე აქვს“. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ხშირად ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებენ ჩინელებსა და იაპონელებს, რაც მათთვის ძალზე მტკივნეული საკითხია. ასეთი მტკივნეულია საქართველოში აზერბაიჯანელებეისათვის ის, რომ მათ „თათრებს“ ეძახიან. ეს ყველა მუსულმანის ისტორიულად შემორჩენილი ეპითეტია საქართველოში, თუმცა თათრები და აზერბაიჯანელები ერთმანეთისაგან განსხვავებული ეთნოსები არიან.
სტერეოტიპებისა და წინასწარგანწყობის რადიკალური ფორმაა მტრის ხატი. მტრის ხატზე ჩამოყალიბების დინამიკისათვის დამახასიათებელია სარკისებრი ურთიერთაღქმა: მხარეები ერთმანეთს მიაწერენ ერთსა და იმავე უარყოფით თვისებებს. თუ ერთი მხარე აღიქმება ომის საფრთხედ, მეორე იწყებს შეიარაღებას; ამავე დროს, მეორე მხარეც პირველის მიერ აღიქმება, როგორც ომის საფრთხე და ისიც იწყებს შეიარაღებას და ამგვარად, იკვრება მანკიერი წრე. მტრის ხატს ახასიათებს სხვა ჯგუფის ჰომოგენურობის ილუზია, რასაც ისეთი მძაფრი ხასიათი აქვს, რომ გადაიზრდება დეჰუმანიზაციაში, ანუ, ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს აღარ აღიქვამენ ადამიანებად. მაგ., რუანდის (აფრიკა) კონფლიქტის დროს ჰუტუს ტომი ტუტსის ტომის წარმომადგენლებს ხოჭოებს („ტარაკნებს“) ეძახდა. ხოჭოს მოკვლა კი არ არის დანაშაული. ეს დაეხმარა ჰუტუს ტუტსის გენოციდის განხორციელებაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მტრის ხატის არსებობა ეთნიკური კონფლიქტის სერიოზული წინაპირობა და ამავე დროს შედეგიცაა.
როდესაც ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის/კატეგორიის მიმართ არსებული წინასწარგანწყობა ან სტერეოტიპი ვლინდება ქცევაში, საქმე გვაქვს დისკრიმინაციასთან. დისკრიმინაციული ქცევა შეიძლება გამოვლინდეს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე ჯგუფებს შორის. გალტუნგი8 საუბრობს სტრუქტურული ან სისტემური დისკრიმინაციის შესახებ, როდესაც საზოგადოების სტრუქტურა გულისხმობს ერთი ჯგუფის უფრო მაღალ სტატუსს და მდგომარეობას მეორე ჯგფთან მიმართებაში, რაც თავისთავადაა დისკრიმინაციის საფუძველი.
დისკრიმინაცია შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახის ქცევაში, დაწყებული უბრალო იგნორირებით, დამთავრებული აშკარა ჩაგვრით, მაგ., სამსახურში ან სხვა რაიმე საზოგადოებრივ დაწესებულებაში არმიღებით. დისკრიმინაციული ქცევის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს „ძლიერ“ ჯგუფთან მიკუთვნებულობის განცდამ. რაც უფრო ძლიერია ჯგუფი, მით უფრო დიდია ალბათობა მისი წევრების მხრიდან სხვა ჯგუფის დისკრიმინაციისა.
დისკრიმინაცია, ისევე როგორც წინასწარგანწყობა და სტერეოტიპი, შეიძლება იყოს ცნობიერიც და არაცნობიერიც. ცოტა ვინმე თუ აღიარებს საკუთარ დისკრიმინაციულ ქცევას, რომელიც მათი წინასწარგანწყობითა თუ სტერეოტიპებით არის გამოწვეული.
დისკრიმინაციას შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი გამოვლინების ფორმა, როცა იგი დაკანონებულია ქვეყნის სამართალში (მაგ.: რასობრივი დისკრიმინაცია აშშ-ში ან აპართეიდი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში); ან ირიბი, როცა რასობრივი, გენდერული, რელიგიური, ეთნიკური ფაქტორები არ არის აღიარებული საფუძვლად დისკრიმინაციისა, თუმცა სამსახურში მიღებისას თუ სხვა კონტექსტებში ითვალისწინებენ განმცხადებლის სქესს, კანის ფერს, წარმომავლობას.
სტერეოტიპების დაძლევა
მიუხედავად იმისა, რომ სტერეოტიპული აზროვნების არსებობას აქვს ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური გამართლება, იგი მაინც ნეგატიურ აზროვნებად ითვლება და მნიშვნელოვანია მისი დაძლევა. დაძლევის გზის გაცნობიერებაში დასახმარებლად გთავაზობთ ვ. ჰოუელის „ცნობიერება-ცოდნის“ სქემას, რომელიც ასახავს, თუ რა გზით უნდა გაიაროს ადამიანმა, რათა გახდეს სხვისი კულტურის აღმქმელი და მიმღები.
პირველ ეტაპზე ადამიანს ახასიათებს „გაუცნობიერებელი არცოდნა/არაკომპეტენტურობა“. მან არ იცის, თუ რატომ იკეთებს მუსულმანი ქალი ჩადრს და ვერც აცნობიერებს, რომ ეს ცოდნა მას რაიმეში გამოადგება. ეს მას მუსულმანური კულტურის სტერეოტიპების საშუალებას აძლევს. მას შემდეგ, რაც პიროვნება მოხვდება გარემოში, სადაც მისთვის ეს მოვლენა მნიშვნელობას შეიძენს, ყურადღების ან ინტერესის საგანი ხდება, გადადის „გაცნობიერებული არცოდნა/არაკომპეტენტურობის“ ფაზაში; ანუ, იგი გააცნობიერებს, რომ რაღაც არ იცის რელიგიის შესახებ. მესამე ეტაპზე იგი იწყებს ინფორმაციის შეგროვებას, ერკვევა მოცემულ სფეროში და გადადის „გაცნობიერებული ცოდნა/კომპეტენტურობის“ ფაზაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა გახლავთ მეოთხე - „გაუცნობიერებელი ცოდნის/ კომპეტენციის“ ფაზა, როცა პიროვნება იმდენად შეითავსებს ცოდნას, ჩვენს შემთხვევაში - სხვა ეთნოსის თუ კულტურის ელემენტებს, რომ მისთვის ადვილი გახდება საზოგადოდ კულტურული სიახლეების მიღება, რაც არა მარტო განწყობის, არამედ აგრეთვე ქცევის დონეზეც გამოვლინდება. ამ გზის გავლა მეტად მნიშვნელოვანია სტერეოტიპული აზროვნების დაძლევისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ გავაცნობიეროთ საკუთარი სტერეოტიპები და ქცევაში მათი გამოვლენის დონე.
იმისათვის, რომ მოვახერხოთ საკუთარი სტერეოტიპების გადაფასება, პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ მათი არსებობა და დავარქვათ კონკრეტული სახელი. მას შემდეგ, რაც მოხდება სტერეოტიპის სახელდება, უნდა აღვადგინოთ მისი შექმნის ისტორია, რაც გამოცდილებაზე, რა „მითებზე“ დაყრდნობით შეიქმნა იგი.
შემდეგი ნაბიჯი არის - სტერეოტიპის შეფასება, ანუ იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს ეს სტერეოტიპი ჩვენს აზრებსა და ქცევებზე, რა სარგებლობა ან ზიანი მოაქვს მას და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ სტერეოტიპის ნგრევას. მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება და დაარღვიოთ თქვენი სტეროტიპები.
უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ წინასწარგანწყობისა და სტერეოტიპის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი წამყვანი როლი ოჯახს უკავია. ბავშვის აღზრდისა და ფორმირების პროცესში მშობელი ხელმძღვანელობს საკუთარი დამოკიდებულებით (წინასწარგანწყობით, სტერეოტიპები) მოვლენებისა და ადამიანების მიმართ და ცდილობს იგივე შეხედულებები შვილს ჩაუნერგოს. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, თუ რა კრიტიკული როლი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს საკუთარ დამოკიდებულებებს ჩვენი შვილების და საზოგადოების ფორმირების პროცესში.
რამდენადაც სტერეოტიპის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი სოციალურ ინსტიტუტებს უჭირავს, საჭიროა, სტერეოტიპების რღვევაში სოციალური ფაქტორების როლის გათვალისწინება. სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის ხშირი ურთიერთობა არის ნეგატიური აზროვნების დაძლევის ერთ-ერთი პირობა. ამ დროს ხდება „სხვების ჰომოგენურობის ილუზიის“ რღვევა, ანუ გაცნობიერება იმისა, რომ სხვა ჯგუფებშიხ ისეთივე განსხვავებული/მრავალფეროვანი ადამიანები არიან, როგორც საკუთარ ეთნიკურ ჯგუფებში, და რომ ამ ადამიანებს გააჩნიათ პიროვნული უნიკალობა. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ჯგუფების წევრთა შორის თანამშრომლობას. საერთო მიზნის დასახვა, სამუშაოს გადანაწილება და ერთად შესრულება ხელს უწყობს ადამიანებს შორის პიროვნული კონტაქტების დამყარებას და ურთიერთგაცნობას.
შესაბამისი სავარჯიშოები
სავარჯიშო დისკრიმინაციის ფენომენის
გაცნობიერებაზე „წერტილები“
მიზანი: დისკრიმინაციის ფენომენთან დაკავშირებით გამოცდილების მიღება და გააზრება.
ხანგრძლივობა: 30 წთ.
მასალა:
სამი სხვადასხვა ფერის მცირე ზომის მისაწებებლი ფურცელი: 1-2 -წითელი, 3-4 - ყვითელი, დანარჩენი - მწვანე. შესაძლებელია, სხვადასხვა ფორმის ფურცლების გამოყენებაც.
მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა: „სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის გაცნობიერება და დაძლევა“
მიმდინარეობა:
საფეხური I. წამყვანი სთხოვს მონაწილეებს დადგნენ წრეში. იგი თითოეულ მონაწილეს სწრაფად ამაგრებს ზურგზე განსაზღვრული ფერის ბარათს ისე, რომ მათ არ იციან, თუ რა სახის ბარათი აქვთ მიმაგრებული. მონაწილეები არ უნდა ესაუბრონ ერთმანეთს და არ შეხედონ ზურგზე მიმაგრებულ ბარათებს.
საფეხური II. წამყვანი მონაწილეებს აძლევს დავალებას: „ერთმანეთთან საუბრის გარეშე განაწილდით ჯგუფებში ზურგზე მიმაგრებული ბარათების შესაბამისად“.
საფეხური III. მას შემდეგ, რაც მონაწილეები დაჯგუფდებიან, წამყვანი იწყებს თამაშის განხილვას. ამისათვის, რიგრიგობით მიმართავს თითოეულ წარმოქმნილ ჯგუფს, იწყებს ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფიდან.
ავტორთა რჩევა: ეს სავარჯიშო საკმაოდ მტკივნეული გამოცდილებაა მათთვის, ვინც უმცირესობაში მოხვდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სესიის წამყვანმა ფაქიზი ფასილიტაცია გაწიოს და ყველა მონაწილეს მისცეს გრძნობის გამოხატვისა და აზრის გამოთქმის საშუალება; სავარჯიშო ქმნის მნიშვნელოვანი დაკვირვებების გაკეთების პირობებს, ზოგჯერ პიროვნების ფაეულობათა ცვლილებასთან დაკავშირებულ საკმაოდ დიდ ძვრას იწვევს. ამიტომ, უკუკავშირის ეტაპი აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კითხვები განხილვისათვის:
რა მოხდა? როგორ მოხვდით თქვენს ჯგუფში?
როგორ გრძნობდით თავს, ვიდრე იპოვიდით საკუთარ ჯგუფს? რატომ?
როგორ გრძნობთ თავს ახლა? რატომ?
გსურთ თუ არა სხვა ჯგუფში გადასვლა? რატომ?
ასახავს თუ არა მოცემული თამაში რეალური ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს?
როგორ ხორციელდება დაყოფა უმრავლესობად და უმცირესობად?
საფეხური IV. წამყვანი სთხოვს მონაწილეებს, გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები სავარჯიშოდან.
შესაძლო დასკვნები:
ადამიანის მიკუთვნება ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ ხშირ შემთხვევაში ხორციელდება მისი ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად. საზოგადოება თავს ახვევს ინდივიდს სტატუსს, პოზიციას და ქცევის წესებს. მაგალითად, ეთნიკური ჯგუფის სტატუსისა და რიცხობრიობის შესაბამაისად;
ეთნიკური ჯგუფები არც თუ ყოველთვის ეთანხმებიან იმ სტატუსს, რომელიც მათ უჭირავთ საზოგადოებაში;
ეს უთანხმოება შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით;
იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა, რომელსაც უკავია უკეთესი მდგომარეობა და შესაბამისად,გააჩნია ძალაუფლება, არ იქნება ყურადღებიანი უმცირესობის მიმართ, იქნება ეთნო-კონფლიქტების საფრთხე.
სავარჯიშო სტერეოტიპების გაცნობიერებაზე
„სიტყვა წყვილები“
მიზანი: სტერეოტიპების როლის, მნიშვნელობის და მათი დაძლევის აუცილებლობის გაცნობიერება.
ხანგრძლივობა: 15 წთ.
მასალა:
ცალკეულ ბარათზე დაწრილ სიტყვათა ორი შეკვრა;
შეკვრა I: მაქსიმალისტი, პოტენციური მოღალატე, ეგოისტი, ჭკვიანი, პედანტი, მოსაწყენი, ცინიკური, მექრთამე, უცოდინარი, კონსერვატორი, ბავშვების კარგი აღმზრდელი, ზედმეტად ემოციური, შეშლილი, საუკეთესო ხელმძღვანელი, ცუდი მძღოლი, სმის მოყვარული, დაბნეული.
შეკვრა II: დანიელები, ახალგაზრდები, პოეტები, გერმანელები, ქალები...
(2 ბარათი), კაცები (2 ბარათი), მილიციელები, ბუღალტრები, მოხუცები, ფინელები, ქირურგები, ფსიქიატრები, ებრაელები.
შენიშვნა: თითოეულ შეკვრაში უნდა იყოს თითო-თითო ბარათი ჩაწერის გარეშე.
მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა: „სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის გაცნობიერება და დაძლევა“
მიმდინარეობა:
საფეხური I. წამყვანი აძლევს ჯგუფს ბარათებს ზედ დაწერილი სიტყვებით და ავალებს 5 წუთის მანძილზე დააწყვილონ ეს სიტყვები.
საფეხური II. როდესაც დავალება შესრულებულია, ერთ-ერთი მონაწილე კითხულობს ჯგუფის მიერ დალაგებულ სიტყვათა წყვილებს.
შენიშვნები:
უფრო ნათელი რომ გახდეს სტერეოტიპების მოქმედების პრინციპი, არსებით სახელებში შეგნებულად არსად შეტანილი არაფრისმთქმელი სიტყვა „დანირიელები“. როგორც წესი, რაკი მონაწილებმა ამ ჯგუფის შესახებ არაფერი იციან, ეთნიკურ ჯგუფად აღიქვამენ. ამას ტრენინგის წამყვანებიც უსვამენ ხაზს, რადგან ეუბნებიან, რომ „დანირიელები“ აფრიკული ომია. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ ჯგუფს ხშირად ნეგატიურ სტერეოტიპს აწერენ ხოლმე. მაგ.: „უცოდინარი დანირიელები“ და არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ რომ არ იცნობენ ამ ჯგუფს. საქმეც ისაა, რომ ასეთი ჯგუფი არ არსებობს ბუნებაში; სამაგიეროდ, იგი კარგი მაგალითია უცნობ ჯგუფზე სტერეოტიპული აზროვნების სადემონსტრაციოდ;
არსებით სახელებში შეტანილია სიტყვა „მილიციელები“. ისიც კარგად აჩვენებს სტერეოტიპის არსებობას და დროში გამძლეობას. მართალია, საქართველოში მილიციის ინსტიტუტი აღარ არსებობს და სხვა სტრუქტურებით შეიცვალა, მაგრამ საბჭოთაკავშირისეული ეს ტერმინი მაინც იხმარება. ეს არის სტერეოტიპის დროში მდგრადობის მაგალითი.
საფეხური III. წამყვანი ეხმარება მონაწილეებს იმის შემჩნევაში, რომ ეს წინადადებები სტერეოტიპულია და აწვდის მცირე ინფორმაციას სტერეოტიპების შესახებ (მინი-ლექცია)
საფეხური IV. ჯგუფს ეძლევა დავალება, დაანგრიოს სტერეოტიპები, დააწყვილოს სიტყვები ისე, რომ დებულებები, რაც შეიძლება, არასტერეოტიპული გამოვიდეს.
საფეხური V. რომლიმე ჯგუფის წევრი ისევ კითხულობს სიტყვათა წყვილებს. წამყვანი მას აქეზებს დ ხელმძღვანელობს სტერეოტიპების დაძლევის შესახებ მსჯელობას, შემდეგ კვლავ აწვდის ჯგუფს მცირე ინფორნმაციას.
შესაძლო დასკვნები:
სტერეოტიპები ხშირად ნეგატიური ბუნებისაა, თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ მათ არა აქვთ არსებობის უფლება. ისინი ხომ ადამიანს ინფორმაციით გადატვირთულ გარემოში ორიენტაციაში ეხმარება.
მოცემული სავარჯიშოს მეოთხე საფეხური ახალი სტერეოტიპების გაჩენის დინამიკას გვიჩვენებს, ამდენად სტერეოტიპის რღვევა არ ნიშნავს მის მექანიკურად შეცვლას საპირისპირო პოლუსით; ამგვარი რამ შესაძლოა სტერეოტიპის რღვევის/ცვლილების მხოლოდ შუალედური ფაზა იყოს.
ადამიანებისთვის დამახასიათებელია ერთმანეთი დააჯგუფონ კატეგორიებად. შემდეგ კი ერთი კატეგორიის ყველა წევრზე გაავრცელონ კონკრეტული მახასიათებლები. მაგ.: არსებობს ტენდენცია, რომ ყველა ებრაელზე გამოვიყენოთ ეთნიკური სტერეოტიპი: „ჭკვიანი ებრაელები“.
სავარჯიშო „ეთნიკური იდენტობა და იდენტობის ურთიერთაღქმა სხვადასვა ეროვნების წარმომადგენელთა მიერ“
მიზანი: ეთნიკური იდენტობის დროში ცვალებადობის გაცნობიერება, ეთნიკურ ჯგუფთა ურთიეთღიაობისა და შესატყვისი ურთიერთაღქმის უნარის განვითარება, ეთნიკური სტერეოტიპის დაძლევა.
ხანგრძლივობა: 1.30სთ.
მასალა: „ფლიფჩარტები“ და საწერი საშუალებები
მიმდინარეობა:
საფეხური I. ორი ეთნიკური ჯგუფის წარმომაგენლებს წამყვანი სთხოვს იმსჯელონ და შეადგინონ საკუთარი იდენტობის სურათი დროის ცვალებადობის კვალობაზე:
1. რანი ვართ;
2. რანი ვიყავით;
3. მსჯელობისას საკვანძო აზრები იწერება „ფლიფჩარტებზე“.
საფეხური II. თითოეული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ქმნიან ერთმანეთის (მეორე ეთნიკური ჯგუფის) იდენტობის სურათს იმავე პრინციპით: 1/რანი არიან; 2/რანი იყვნენ; 3/რანი იქნებიან. მსჯელობის მასალები აღინუსხება „ფლიფჩარტებზე“.
საფეხური III. მხარეები ერთმანეთს აცნობენ საკუთარი და მეორე ეთნიკური ჯგუფის იდენტობის აღქმის სურათებს.
საფეხური IV. ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ აზრებსა და ემოციებს იმის შესახებ, თუ რამდენად განსხვავდება ან ემთხვევა მათი თვითაღქმა და სხვათა მიერ მიცემული შეფასება; ისინი არკვევენ ურთიერთგაუგებრობის „ზონებს“, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აზუსტებენ ან შეასწორებენ საკუთარ წარმოდგნას თავისი და სხვისი ეთნიკური იერსახის შესახებ.
საფეხური V. ხდება იმის გაანალიზება, თუ რა შეიძლება შეიცვალოს მონაწილეთა ცხოვრებასა და წარმოდგენებში სავარჯიშოს შესრულების დროს აღმოცენებული მიგნებებისა და დასკვნების სფუძველზე.
შესაძლო დასკვნები:
ეთნიკური კონფლიქტის აღმოცენება დაკავშირებულია ეთნიკურ ურთიერთაღქმასთან;
ეთნოსების ცნობიერებაში არსებული აღქმები საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა და ძალიან სიცოცხლისუნარიანია. ისინი გადაეცემა თაობებს და ისეთ მძლავრ იარაღად გარდაიქმნება, როგორიცაა სტერეოტიპები, წინასწარგანწყობა, მტრის ხატი და სხვა;
ურთიერთაღქმა ხშირად გამომდინარეობს საკუთარ თავზე ჩამოყალიბებული შეხედულებებიდან. ადამიანებს ხშირად საკუთარი თვისებები გადააქვთ სხვებზე, რაც უნდა გაანალიზდეს, რათა რეალისტური შეხედულებების ჩამოყალიბებას არ შეუშალოს ხელი.
ავტორთა რჩევა:
სავარჯიშოს შესრულების დროს გროვდება საკმაოდ უხვი მასალა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას გაანალიზებულ იქნას ისეთი ფენომენები, როგორიცაა: ურთიერთპროექცია9, არასწორი შეხედულებები, სტერეოტიპები, მტრის ხატი.
ამ სავარჯიშოსათვის ჯგუფს წინასწარ შემზადება სჭირდება. შეხვედრის პირველივე დღეს შერეული ეთნიკური ჯგუფი არ იქნება მზად ისეთი ღრმა პიროვნული ღირებულების მქონე თემებზე სასაუბროდ, როგორიცაა ერთმანეთის აღქმა. ხშირად ეთნიკური სტერეოტიპები ტაბუირბული თემაა. მნიშვნელოვანია, ჯგუფის წევრები ერთმანეთს იცნობდნენ და ჯგუფში ნდობის ატმოსფერო შეიქმნას, რათა დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პროცესი არ გადაიზრდება სხვადასხვა ეთნოსების ურთიერთშეურაცხყოფაში. ამიტომ წამყვანის როლი ამ სავარჯიშოში ძალიან მნიშვნელოვანია.
წამყვანმა უნდა შეაფასოს მოსმენილი, წააქეზოს დადებითი აღქმა, დაეხმაროს მონაწილეებს, დაინახონ ერთმანეთის აღქმებში დამთხვევები, განაზოგადოს სავარჯიშოს შედეგები და მისცეს საშუალება მონაწილეებს, გამოხატონ აზრები, ემოციები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წამყვანმა მონაწილეობისა და გამოთქმის საშუალება თანაბრად მისცეს ყველა ეთნიკურ ჯგუფს.
თემა V. სამოქალაქო ინტეგრაცია
როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის პროგრამების განხორციელებისას ექსპლიციტურად არ ხდება ინტეგრაციის კონკრეტული განსაზღვრება (შესაბამისი ინდიკატორების მითითებით), და ამ განსაზღვრების საზოგდოებისათვის მიწოდება, მატულობს პროცესის მითოლოგიზებულად და საფრთხის შემცველად აღქმის ტენდენცია. ასეთ შემთხვევებში, გამომდინარე ეთნოსთაშორისი ურთიერთობების მითოლოგიზების მაღალი ტენდენციიდან (იხ. თემა II, „ეთნიკურობა და სახელმწიფო მოწყობის მოდელები“), ინტეგრაციის პროგრამები ეთნიკური იდენტობის დაკარგვის საფრთხედ აღიქმება, როგორც ეროვნული უმცირესობების მხრიდან (რომელნიც ინტეგრაციას ასიმილაციასთან აიგივებენ), ასევე უმრავლესობის მხრიდან (რომელიც ინტეგრაციის თანამდევად საკუთარი იდენტობის დრმატულ ცვლილებას მიიჩნევენ).
ამასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნებათაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით კომპეტენციის დონის ამაღლებაზე მუშაობისას ტრენინგის მონაწილეებისათვის შევქმნათ შესაბამისი პირობები, რათა მათ ჩვენი დახმარებით განსაზღვრონ ინტეგრაციის ცნება, მისი მიღწევის ინდიკატორები, და შესაბამისად, გააცნობიერონ მისი უსაფრთხოება ეროვნული იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
შესაბამისი სავარჯიშოები
სავარჯიშო „დებატები ინტეგრაციის საკითხებზე“
მიზანი: მონაწილეების მიერ ინტეგრაციის ცნების სხვადასხვა კუთხით განხილვა და გაანალიზება, ინტეგრაციისა და ასიმილაციას შორის განსხვავების გაცნობიერება; მონაწილეების მიერ საკუთარი შეხედულებების გადაფასებისათვის პირობების შექმნა; ინტეგრაციის ყველასათვის მისაღები ერთობლივი განსაზღვრების შემუშავება.
ხანგრძლივობა: 1 სთ.
მასალა: „ფლიფჩარტები“ და „მარკერები“, რამდენიც საჭიროა.
მიმდინარეობა:
საფეხური I. წამყვანი მონაწილეებს ყოფს ორ ჯგუფად და განსახილველად აძლევს ინტეგრციის ორ განსხვავებულ განმარტებას: პირველ ჯგუფს - „ინტეგრაცია იგივეა, რაც ასიმილაცია“; მეორე ჯგუფს - „ინტეგრცია თვითმყოფადობის განვითარებისა და შენარჩუნების პირობაა“.
საფეხური II. წამყვანი სთხოვს თითოეული ჯგუფის მონაწილეებს როლში შესვლას და ინტეგრაციის მოცემული განმარტების გათავისებას (თუნდაც, არ ეთანხმებოდს მას). ამის შემდეგ ჯგუფები აყალიბებენ შესაბამისი განმარტების მხარდამჭერ არგუმენტებს.
საფხური III. შემდეგ ეტაპზე იწყება დებატები ორ ჯგუფს შორის. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, ამომწურავად წარმოადგინონ თავიანთ ჯგუფებში შემუშავებული არგუმენტები.
მაგალითები ჩვენი გამოცდილებიდან:
პოზიციის „ინტეგრაცია იგივეა, რაც ასიმილაცია“ დასაცავი ერთ-ერთი არგუმენტი:
„ინტეგრაცია ერთგვარი ფანდია, რომელსაც შედეგად მივყავართ ეთნიკური უმცირესობების თვითმყოფადობის დაკარგვისაკენ, მათი იდენტობის, ტრადიციებისა და კულტურული თვითმყოფადობის გაქრობისაკენ“.
პოზიციის „ინტეგრაცია თვითმყოფადობის განვითარებისა და შენარჩუნების პირობაა“ დასაცავი ერთ-ერთი არგუმენტი:
„ინტეგრაცია საშუალებას ქმნის სახელმწიფოს ფარგლებში შენარჩუნდეს და განვითარდეს ეთნიკური იდენტობა, რომელიც იქნება პატივცემული და აღიარებული. ამასთანავე დაცული და თანაბარუფლებიანი სამოქალაქო პრინციპის გათვალისწინებით“.
საფეხური. IV. დბატების შემდეგ წამყვანი სთხოვს მხარეებს, იპოვონ საერთო, გადამკვეთი პუნქტები ინტეგრაციის მათეულ გაგებაში, ანუ დაუშვან გარკვეული კომპრომისი და ჩამოაყალიბონ საერთო ხედვა.
საფეხური V. წამყვანი ეხმარება მონაწილეებს ჩამოთვლილი არგუმენტების შეჯამებაში და ხელს უწყობ ჯგუფის წევრებს, ერთად ჩამოაყალიბონ ინტეგრაციის ისეთი განსაზღვრება, რომელიც მისაღები იქნება ყველა მონაწილისათვის.
საფეხური VI. ბოლო ეტაპზე მონაწილეებს ეძლევათ საშუალება ერთობლივად იმსჯელონ, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს მათ განსაზღვრებაში მოცემული ინტეგრაციის მოდელი; რა იქნება ამის ხელშემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები. გამოთქმული მოსაზრებები უნდა აღიბეჭდოს „ფლიფჩარტზე“, რათა ეს ყოველივე უფრო თვალსაჩინო იყოს მონაწილეთათვის და პლენარულ სხდომაზე მოხდეს მათი სრულფასოვანი წარდგენა.
მაგალითები ჩვენი გამოცდილებიდან:
ინტეგრაციის განსაზღვრება, რომელიც მიიღო ორმა სხვადასხვა შერეულმა ეთნიკურმა ჯგუფმა პროექტში „ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვა სამცხე-ჯავახეთში, საქართველო, 2005“:
„ინტეგრაცია არის კანონის უზენაესობის მოქმედება, ქვეყნის სახელმწიფო ენის აღიარება ყველა მოქალაქის მიერ; ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება ქვეყანაში; განათლებისა და მეცნიერების განვითარება; კულტურული გამდიდრება ერთმანეთისა, სოციალურ-ეკონომიკური დონის ამაღლება, რაც ემსახურება დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებას“.
„ინტეგრაციის პოლიტიკის ძირითადი არსი ისაა, რომ ინტეგრაცია უზრუნველყოფს თანაბარი უფლებების, შესაძლებლობებისა და რესურსების არსებობას ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, იმის მიუხედავად, თუ რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება იგი. ამასთანავე, ინტეგრაცია ნიშნავს ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებასა და განვითარებას“.
ავტორთა რჩევა: მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ დებატების წესები. მიეცით თითოეულ მონაწილეს რეგლამენტი, რომელსაც მკაცრად უნდა მისდიოს, რათა პროცესმა არ მიიღოს ქაოტური სახე ან არ გადაიზარდოს შეხედულებათა კონფლიქტში.
სავარჯიშო „სამოქალაქო ინტეგრაციის განსაზღვრა“
მოცემული სავარჯიშო „დებატები ინტეგრაციის საკითხებზე“-ს ალტერნატივაა.
მიზანი: მონაწილეებისათვის სათანადო პირობების შექმნა, რათა ისინი გაერკვნენ და ღრმად გაიაზრონ, თუ რას ნიშნავს ინტეგრაცია; გამიჯნონ სამოქალაქო ინტეგრაცია ეთნიკური ასიმილაციისაგან.
ხანგრძლივობა: ქვეჯგუფების მუშაობა - 40 წთ 1 სთ, წარდგენა და შემდგომი დისკუსია - 1 სთ.
მასალა: თითოეული ქვეჯგუფისათვის საჭირო რაოდენობის „ფლიფჩარტი“, „მარკერები“.
მიმდინარეობა:
საფეხური I. ჯგუფს ვყოფთ ქვეჯგუფებად (4-5 კაცი თითოეულ ქვეჯგუფში) და ვაძლევთ ინსტრუქციას: „წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დილას, ვთქვათ, 20 წლის შემდეგ, გამოგეღვიძათ და აღმოჩნდა, რომ ეთნიკური უმცირესობისა და უმრავლესობის ინტეგრაცია უკვე განხორციელდა, თანაც ყველაზე კონსტრუქციული სცენარით: ორივეს კულტურული და ეთნიკური იდენტობა არა მრატო შენარჩუნებულია, არამედ ვითარდება კიდეც: ყველას საჭიროებები და ინტერესები დაკმაყოფილებულია. თქვენი ამოცანაა, წარმოიდგინოთ და ფურცელზე გადაიტანოთ, თუ რა არის განხორციელებული წარმატბული ინტეგრაციის ინდიკატორები (თვალსაჩინო ნიშნები), ანუ რის საფუძველზე ადგენთ, რომ ინტეგრაცია თავისი საუკეთსო მნიშვნელობით უკვე განხორციელბულია?“
საფეხური II. ქვეჯგუფებს ვთხოვთ, ქაღალდზე გადაიტანონ თავიანთი ნააზრევი და წარმოადგინონ გაერთიანებულ ჯგუფში. მასალის მოსმენის შემდეგ გაერთიანებულ ჯგუფს ვთხოვთ, ჩამაყალიბონ ინტეგრაციის განსაზღვრება ჯგუფების ნამუშევრების საფუძველზე.
საფეხური III. განსაზღვრების ჩამოყალიბების შემდეგ იმართება დისკუსია, რომლის დროსაც სასურველია გავამახვილოთ ყურადღება შემდეგ საკითხზე: „ჩვენ რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ იმაში, რომ ინტეგრაცია კონსტრუქციული სცენარით წარიმართოს?“
მაგალითი ჩვენი გამოცდილებიდან:
ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის ოფისის ინტეგრაციის პოგრამის პარტნიორთა შეხვედრაზე მოცემული სავარჯიშოს განხორციელების შედეგად ჩამოყალიბებული ინტეგრაციის განსაზღვრება: „ეთნიკური უმცირესობით კომპაქტურად დასახლებული ცხოვრების უზრუნველყოფა საბაზო ადამიანური მოთხოვნილებების სამართლიანი დაკმაყოფილების (თანასწორუფლებიანობა, თანაბარი შესაძლებლობები, თანაბარი პასუხისმგებლობები) გზით, ქვეყანაში მოცემულ რეგიონს, ცენტრს, სხვა რეგიონებსა და სხვადასხვა თემს შორის ნდობის შენების ფონზე.“
თემა VI. ეთნოსთაშორისი პრობლემების ანალიზი
მოცემული თემის მიზანია, მონაწილეთა მიერ მათ რეგიონში, ქვეყანაში არსებული ეთნოსთაშორისი პრობლემების გამოკვეთა, გამოკვეთილ პრობლემათა ურთიერთმიმართების განსაზღვრა, მათში ჩართული სუბიექტების ანალიზი. იგი მოსამზადებელი ეტაპია პრობლემის გადაჭრისკენ მიმართული ერთობლივი მუშაობისათვის (იხ. თავი „ეროვნებათშორისი პრობლემების გადაჭრაზე მიმართული სამუშაო შეხვედრის მოდული“)
თემის ფარგლებში მოყვანილი სავარჯიშოები - „პრობლემათა ხე“ და „დაინტერესებული/ჩართული სუბიექტების ანალიზი“ ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებულია, თუმცა მათი გამოყენება შეიძლება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლადაც.
მოცემული სავარჯიშოების გამოყენების დიაპაზონი ძალიან ფართოა: როგორც მიზნობრივი თვალსაზრისით (პრობლემათა გადაჭრაზე მუშაობა, კონფლიქტის მოგვარება, ამა თუ იმ პროექტის დაგეგმვა და სხვ.), ასევე სამიზნე ჯგუფების თვალსაზრისით (მაგალითად, ინტერეთნიკურ საკითხებზე მუშაობისას - ამ სფეროს ექსპერტთა ჯგუფები, ეთნიკური ჯგუფები, სტუდენტები და სხვ.).
ქცევის სტრატეგიები პრობლემურ სიტუაციაში
ყოველი ადამიანი პრობლემურ/კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის რამდენიმე მოდელს იყენებს. პრობლემურ სიტუაციაში შეიძლება ვიხელმძღვანელოთ ორი განსხვავებული მოტივით: 1. ორიენტირებული ვიყოთ მიღწევაზე ან 2. ორიენტირებული ვიყოთ ურთიერთობებზე, მაგალითად, კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაზე პრობლემაზე ჩართულ მეორე მხარესთან. ამ ორი მოტივაციის ან ორიენტაციის სხვადასხვა კომბინაცია განაპირობებს პრობლემურ სიტუაციაში ჩვენი მოქმედების ხუთ განსხვავებულ სტრატეგიას. ეს სტრატეგიები შეიძლება გამოვსახოთ ორგანზომილებიანი კოორდინატთა სისტემით:
გრაფიკული გამოსახულება
ცხოვრებისეული სიტუაციები ჩვენგან ამ ხუთიდან ერთ-ერთი სტრატეგიით მოქმედებას მოითხოვს, რათა ეფექტურად განვმუხტოთ პრობლემური სიტუაციები. თავის მხრივ, ადამიანებს გვაქვს უნარი, ამა თუ იმ განსხვავებული სტრატეგიით ვიმოქმედოთ სიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ, უფრო ხშირად, მიუხედავად იმისა, მიზანშეწონილია ეს თუ არა, ადამიანი მისთვის ჩვეული სტრატეგიით მოქმედებს - და ეს უკავე მის პიროვნულ სტილს ასახავს. რასაკვირველია, არ არსებობს სტრატეგია, რომელიც ყველა კონფლიქტურ სიტუაციას ერთნაირად მოერგება.
განრიდება: ადამიანი თავს არიდებს კონფლიქტში ჩართვას, მთლიანად გაეცლება კონფლიქტის არსებით პრობლემას, სიტუაციას და, ფაქტობრივად, „გადის თამაშიდან“. ამგვარ სიტუაციას კონფლიქტოლოგიაში „წაგება-მოგებას“ უწოდებან (ვინც განერიდება სიტუაციას, ის აგებს, ვინც სარგებლობს მისი განრიდებით - იგებს).
შეგუება: ადამიანი კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით ეთანხმება სხვებს, ხშირად საკუთარი ინტერესების საზიანოდ. ამგვარ სიტუაციას კონფლიქტოლოგიაში აგრეთვე „წაგება-მოგებას“ უწოდებან (ვინც ეგუება - აგებს, ვისაც ეგუებიან - იგებს).
კონკურენცია: ადამიანები ეჯიბრებიან ერთმანეთს მიზნის მიღწევაში. კონკურენციის სიტუაციაში თითოეული მათგანის უპირველესი მიზანია კონფლიქტის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტა მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ამ შემთხვევაში ერთი მხარე არის მოგებული (100%25), ხოლო მეორე კი წაგებული (0%25) პოზიციაში. ამგვარ სიტუაციაშ კონფლიქტოლოგიაში „მოგება-წაგებას“ უწოდებენ (ის ვინც მიზანს აღწევს იგებს).
კომპრომისი: კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე თმობს რაიმეს ვითარების მოსაგვარებლად. ამ სიტუაციას კონფლიქტოლოგიაში „წაგება-წაგებას“-ს უწოდებენ, ანუ ორივე მხარე თმობს თავის ინტერესებს.
თანამშრომლობა: ადამიანები თანამშრომლობენ კონფლიქტური სიტუაციის გადწყვეტის მიზნით; ცდილობენ, რომ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ინტერესები სრულად იყოს გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული. ამ დროს ადამიანები შემოქმედებითად მუშაობენ კონფლიქტის მოგვარებაზე. როგორც წესი, ასეთ ვითარებაში ორივე მხარე არის მოგებული (100%25-100%25) და კონფლიქტოლოგიაში მოგვარების ამგვარ სიტუაციას/მოდელს „მოგება-მოგებას“ უწოდებენ.
ხშირად ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ „მოგება-წაგების“ („იმან თუ იხეირა, მე ვიზარალებ“) ან „წაგება-წაგების“ („თუ მე ვკარგავ რაღაცას, იმანაც წააგოს; როგორც მე ვწვალობ, ისე გაწვალდეს...“) სტრატეგიები არსებობს. ეს შეცდომაა. ცხოვრება აღსავსეა „მოგება-მოგების“ („მეც კარგად ვიყო და შენც/ისიც“) რეალურად განხორციელების შესაძლებლობებით. მთვარია, არ დაგვენანოს დრო და ენერგია იმისათვის, რომ ჩვენი ინტერესები ჩამოვაყალიბოთ, მეორე მხარის ინტერესებს ყურადღებით გავეცნოთ და ორივესათვის მომგებიანი გადაწყვეტილება ერთობლივად, თანამშრომლობით მოვიძიოთ.
შესაბამისი სავარჯიშოები:
სავარჯიშო არსებულ პრობლემათა და მათი ურთიერთმიმართების გაცნობიერებაზე „პრობლემათა ხე“
მიზანი: ეროვნებათშორის ურთიერთობასთან დაკავშირებულ პრობლემებში გარკვევა. იმის გაცნობიერება, თუ რომელი პრობლემა/ები ედება საფუძვლად სხვა პრობლემებს, თუ რა იერარქიული დამოკიდებულებაა პრობლემათა შორის, ჭეშმარიტი და ფსევდო პრობლემების ერთმანეთისაგან გამოყოფა, იმის გააზრება, თუ რა არის შესაცვლელი არსებულ ვითარებაში და რისი გაკეთება შეიძლება რეალურად.
მაგალითი ჩვენი გამოცდილებიდან:
პრობლემათა ხე, შედგენილი პროექტი „ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა ქვემო ქართლში, 2006“ ერთ-ერთი მუშა ჯგუფის მიერ.
ხანგრძლივობა: 1 სთ. 30 წუთი მუშაობა მცირე ჯგუფებში და 30 წუთი - ჯგუფების მიერ ნამუშევრების წარდგენა და დისკუსია.
მასალა: თითოეული ჯგუფს ერთი „ფლიფჩარტი“ და „მარკერი“, „პრობლემის ხე“ დიდი ფორმატის ფურცელზე სადემონსტრაციოდ.
მიმდინარეობა:
საფეხური 1. მონაწილეებს ვთხოვთ დაიყონ მცირე ჯგუფებად (არაუმეტეს 6 კაცისა) და იმსჯელონ იმაზე, თუ რა პრობლემები არსებობს მათ რეგიონში ან ქვეყანაში ეროვნებათშორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. მათ უნდა წარმოადგინონ ეს პრობლემები სქემატურად, ხის სახით. მათი თვალსაზრისით ცენტრალური პრობლემა ხის ღეროს სახით გამოსახონ, ხის ფესვებში - ცენტრალური პრობლემის წარმომშობი პრობლემები მოათავსონ, ხოლო ტოტებისა და ფოთლების ადგილას - „სიმპტომ-პრობლემები“, ანუ ის, თუ კონკრეტულად რაში/რა სახით ვლინდბა ცენტრალური პრობლემა.
სავარჯიშოს განხორციელების ალტერნატიული ვარიანტი
პრობლემის ხეზე მუშაობის დაწყებას შესაძლოა წინ უსწრებდეს „გონებრივი იეიშის“ მეთოდით ჯგუფის წევრების მიერ ეთნიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული იმ პრობლემების ჩამოყალიბება, რომლებსაც ისინი ხვდებიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოში, რეგიონში ან მთლიანად ქვეყანაში. ამის შემდეგ, თითოეული მცირე ჯგუფი საერთო ჩამონათვლიდან აირჩევს სამუშაო პრობლემას.
საფეხური II. მცირე ჯგუფები გაერთიანებულ ჯგუფებში წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, რის საფუძველზეც იმართება დისკუსია.
ავტორთა რჩევა:
● ეცადეთ, რომ მცირე ჯგუფებმა სამუშაოდ სხვადასხვა პრობლემა აირჩიონ. ეს მრავალფეროვნებას შეიტანს მუშაობაში და საკითხის სხვადასხვა მხრიდან შესწავლის საშუალებას შექმნის. თუმცა, თუ თქვენი მიზანი მონაწილეთა ხედვების შედარება და შეჯერებაა, შეგიძლიათ სხვადასხვა ჯგუფი ერთსა და იმავე პრობლემაზე ამუშაოთ;
შესაძლოა ჯგუფებში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც არასდროს არ გაუმახვილებიათ ყურადღება ეთნოსთა შორის არსებულ პრობლემებზე და ამიტომ არ იცნობენ საკითხს; თუ ჯგუფი ეთნიკურად შერეულია - ამგვარ ადამიანებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გაიგონ ინფორმაცია, ასე ვთქვათ, „პირველი ხელიდან“, მოუსმინონ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს და გაეცნონ სიტუაციის მათეულ ხედვას. ამიტომ, მიეცით მონაწილეებს საკმარისი დრო, რათა გაერკვნენ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ. ამისათვის, შეიძლება გამოიყენონ მცირე ჯგუფების ნამუშევართა პრეზენტაციის შემდგომი შეკითხვების დასმისა და დისკუსიის ფაზა.
მაგალითი ჩვენი გამოცდილებიდან:
ნახატზე მოცემული „პრობლემათა ხე“ შექმნილია პროექტის „ეთნოსთაშორისი ურთიერთობების მართვა ქვემო ქართლში, 2007“ ფარგლებში, პროექტის მონაწილე რეგიონის საჯარო მოხელეთა მუშა ჯგუფის მიერ.
სავარჯიშო „დაინტერესებული/ჩართული სუბიექტის ანალიზი“
მიზანი: ეთნოსთაშორის ურთიერთობათა შესწავლა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე მგრძნობელობის დონის ამაღლება; ეთნიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკუთარი, სხვა ეთნიკური ჯგუფებისა და სხვა ჩართული სუბიექტების პრობლემების გაგება/გააზრება; ეთნიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული, აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი ამა თუ იმ საკითხის მიმართ ჩართულ სუბიექტთა დამოკიდებულების გაგება.
ხანგრძლივობა: 1 სთ.: მცირე (4-6 კაციან) ჯგუფებთან მუშაობა - 30წთ, ნამუშევრის წარდგენა და დისკუსია - 30წთ (დამოკიდებულია მონაწილეთა და მცირე ჯგუფების რაოდენობაზე).
მასალა:
თითოეული მცირე ჯგუფისათვის „ფლიფჩარტი“ და „მარკერი“.
მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა „ქცევის სტრატეგიები პრობლემურ სიტუაციაში“
მიმდინარეობა:
საფეხური 1. პირველ რიგში ჯგუფმა უნდა შეარჩიოს საკითხი, პრობლემა, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს; ეს შეიძლება იყოს იგივე საკითხი, რაც „პრობლემის ხეზე“ მუშაობისას გამოიკვეთა.
ავტორთა რჩევები:
შესაძლოა დასაწყისში ჩატარდეს „გონებრივი იერიში“. ამ დროს მონაწილეები აქტიურად და კრიტიკის გარეშე გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. არსებული პრობლემების ამოსაცნობად მცირე ჯგუფებს შევთავაზოთ გონებრივი იერიშის შედაგად მიღებული ჩამონათვალიდან აირჩიონ მათთვის საინტერესო საკითხი. ჯგუფის მუშაობა უფრო შედაგიანი იქნება, თუ ყველა მცირე ჯგუფი სხვადასხვა პრობლემაზე იმუშაივებს. თუ ამ სავარჯიშოს „პრობლემათა ხის სავარჯიშო“ უსწრებს წინ, მაშინ განხივის საგანი სწორედ იქ გამოკვეთილი ცენტრალური პრობლემა შეიძლება გახდეს.
საფეხური II. ჯგუფი უნდა დაიყოს მცირე ქვეჯგუფებად (4-6 კაცი). ამის შემდეგ, თითოეული ქვეჯგუფს ვთხოვთ გამოკვეთონ პრობლემაში ჩართული სუბიექტები. უსათუოდ უნდა განვუმარტოთ, რომ „ჩართული/დაინტერესებული სუბიექტები არიან ის ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები, ორგანიზაციები, უწყებები ან მხარეები, ვინც ან ზემოქმედებს მცემულ პრობლემაზე, ან თავად იმყოფება მისი ზემოქმედების ქვეშ“.
საფეხური III. ჯგუფს დაფაზე ვუხაზავთ სქემას, რომლის მიხედვითაც მათ უნდა განახორციელონ ანალიზი.
სუბიექტები |
ინტერესები |
მოთხოვნილებები |
შიშები |
საბაზო დაშვებები |
სუბიექტი 1 |
|
|
|
|
სუბიექტი 2 |
|
|
|
|
სქემის მოწოდებისას მონაწილეებს ვუხსნით თითოეული პუნქტის მნიშვნელობას:
ინტერესები: ის რისი მიღწევაც აინტერესებს ან ხელს აძლევს მოცემულ სუბიექტს მოცემულ სიტუაციაში.
მოთხოვნილებები: ის, რაც მოცემული სუბიექტისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში, ანუ ის, რის გარეშეც ის ნორმალურად ვერ იარსებებს.
შიშები: ის, რისიც ეშინია მოცემულ სუბიექტს მოცემულ სიტუაციასთან დაკავშირებით.
საბაზო დაშვებები: ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებსაც მოცემული სუბიექტი აბსოლტურად უდავოდ მიიჩნევს მოცემულ სიუაციაში და რაზეც აფუძნებს თავის მოსაზრებას.
შენიშვნა: შესაძლოა, რომ სავარჯიშო სრულად არ შესრულდეს, მაგალითად, გამოტოვებული იყოს გრაფა „მთხოვნილებები“ (იხ. ქვემოთ მოყვანილი მაგალითი) |
საფეხური IV. ამის შემდეგ, ქვეჯგუფებს ვთავაზობთ გააანალიზონ გამოკვეთილი სუბიექტები სქემის მიხედვით.
მაგალითი ჩვენი გამოცდილებიდან:
პროექტის „ეროვნებათშორისი ურთიერთობის მართვა სამცხე-ჯავახეთში, საქართველო, 2006“ ფარგლებში სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტთა მიერ შედგენილი ჩართული სუბიექტების ცხრილი:
ჩართული სუბიექტები |
ინტერესები |
შიშები |
მთავრობა |
ქვეყნის სტაბილობა, დემოკრატიის განვითარება |
ავტონმიის მოთხოვნა, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა |
საელჩოები |
ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების დაცვა კონსტიტუციის ფარგლებში |
კონფლიქტების გაღვივება |
არასამთავრობო ორგანიზაციები |
პრობლემების მოგვარებისათის დაფინანსების მოძიება, საზოგადოების მხარდაჭერა, ზედამხედველობის განხორციელება, თანასწორუფლებიანი საზოგადოება |
მთავრობასთან დაპირისპირება, ეროვნული უმრავლესობის განაწყენება, კონფლიქტის ზონაში შესვლა |
ეროვნული უმცირესობა |
თავისუფლება, ტერიტორიული ავტონომია, საკუთარი მასმედია, მთავრობის ყურადღება და თანამშრომლობის წაახალისება |
შეიარაღებული კონფლიქტი, მთავრობისაგან ენისა და კულტურის დაკარგვაზე მიმართული სანქციების განხორციელება, საზოგადოებასთან შეუთავსებლობა განსხვავებულობის გამო |
ეროვნული უმრავლესობა |
ქვეყნის ერთიანობა, პოლიტიკური სტაბილურობა, თვითმყოფადობის შენარჩუნება |
არასტაბილობა, ინტერეთნიკური პრობლემები, მეზობელი სახელმწიფოების ინტერვენცია, სეპარატიზმი, დიქტატურა, ერის გადაშენება. |
მასმედია |
სიტყვისა და პრესის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, პოპულარობა, რეიტინგი, სენსაცია (ეთნიკური), ექსკლუზიურობა |
ცენზურა, სახელმწიფოსაგან ზეწოლა, მოსახლეობის გულგრილობა, რეიინგის დაცემა, დახურვის საშიშროება |
საფეხური V. მას შემდეგ, რაც ქვეჯგუფები დაამთავრებენ მუშაობას, ისინი ნამუშევარს წარადგენენ გაერთიანებულ ჯგუფებში. პრეზენტაციებს მოყვება საერთო დისკუსია პრობლემისა და მასში ჩართული სუბიექტების თაობაზე. დისკუსიის სტიმულირებისათვის სასურველია, წამყვანმა ისეთი შეკითხვები დასვას, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს ყურადღება გაამახვილონ არა მარტო პრობლემათა მიზეზებზე, არამედ მათ მოგვარებასა და „მოგება-მოგება“ ტიპის გადაწყვეტილებების ძიებაზე, ანუ ისეთი გადაწყვეტილებებისა, სადაც ყველა სუბექტის მოთხოვნილება და ინტერესები არის გათვალისწინებული.
შესაძლო კითხვები:
როგორ შეიძლება დავაკმაყოფილოთ ამა თუ იმ სუბიექტის ინტერესები, ისე რომ ეს წინააღმდეგობაში არ მოვიდეს სხვა ძირითადი სუბიექტების ინტერესების დაკმაყოფილებასთან?
როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამა თუ იმ სუბიექტის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ისე რომ ეს წინააღმდეგობაში არ მოვიდეს სხვა ძირითადი სუბიექტების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან?
როგორ შეიძლება დავძლიოთ დესტრუქციული დაშვებები, რომელნიც სტერეოტიპებსა თუ წინასწარგანწყობებს გამოხატავს?
სავარჯიშოს განხორციელების ალტერნატიული ვარიანტი 1.
თუ არ არის დაგეგმილი ჯგუფთან მოგვიანებით პრობლემის გდაჭრაზე მუშაობა, მაშინ შესაძლებელია ინტერესებისა და შიშების გრაფას მიუმატოთ კიდევ ერთი გრაფა: „რა უნდა გაკეთდეს, რათა ინტერესები დაკმაყოფილდეს და შიში მოიხსნას“. ამით მონაწილეები არა მხოლოდ გამოკვეთენ პრობლემას, არამედ მისი გადაჭრის გზების მოძიებასაც შეეცდებიან.
შესაძლო დასკვები:
ეთნოსათა შორის ურთიერთობებში ფსიქოლოგიური ფაქტორები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს;
სავარჯიშოში შეთავაზებული სქემის შევსებით წინ გვეშლება რუკა, რომელზეც თითოეულ სუბიექტს შეუძლია „წაიკითხოს“ გასათვალისწინებელი „გზავნილი“, რომელსაც სხვა ჩართული სუბიექტი უგზავნის. მაგ., მთავრობის წარმომადგენლებმა შეიძლება ადვილად დაიანხონ, რა ამოქმედებს ეთნიკურ უმცირესობას, როდესაც იგი რაიმე მოთხოვნას აყენებს. შესაბამისად დასკვნების საფუძველზე შეუძლიათ დაგეგმონ საჭირო პოზიტიური ქმედებები ამ ეთნიკურ უმცირესობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
სავარჯიშოს განხორციელების ალტერნატიული ვარიანტი 2.
თუ ჯგუფი შერეულია, შესაძლოა მცირე ჯგუფები დაკომპლექტეს ეთნიკური ნიშნით. ეს „ხერხი“ იძლევა საშუალებას სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები გაეცნონ, თუ როგორ ხედავს პრობლემაში ჩართულ სუბიექტებს სხვა ეთნიკური ჯგუფი, მოახდინონ შედარება და დისკუსიის საფუძველზე ურთიერთის ხედვების კორეგირება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასარგებლოა მონაწილეთათვის, წამყვანმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რისკი: მცირე ჯგუფებად დაყოფამ ეთნიკური ნიშნით შესაძლოა გააძლიეროს მათ შორის ისედაც არსებული გაუცხოება/კონფრონტაცია, ან ხელი შეუწყოს ურთიერთბრალდებების წაყენებას. ამის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ჯგუფის წევრები უკვე იცნობდნენ ერთმანეთს, ჰქონდეთ ტრენინგის დრო ერთად მუშაობის გამოცდილება და ურთიერთობის გარკვეული ხარისხი; მეორე მხრივ, ყველა ამ ფაქტორის არსებობის შემთხვევაშიც, საჭიროა მოცემული სავარჯიშოს, და განსაკუთრებით, მცირე ჯგუფების ნამუშევართა პრეზენტაციის ფაზის ფაქიზი ფასილიტცია.
თემა VII: ეროვნებათაშორისი პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა
პრობლემათა გადაჭრის სტრატეგიები
პრობლემათა მიმართ ადამიანების დამოკიდებულების თვალსაზრისით შეიძლება გამოიყოს სტრატეგიათა ოთხი კატეგორია:
1. პრობლემისაგან განრიდება;
2. პრობლემის მიზეზებისა და სიმპტომების ანალიზში „ჩაძირვა“;
3. პრობლემის სწრაფი, ზედაპირული, არასაფუძვლიანი გადაჭრის მცდელობა;
4.პრობლემის, როგორც გამოწვევის აღქმა და მის რეალურ გადაწყვეტაზე მუშაობა.
თითოეული სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებული ადამიანთა „ტიპის“ აღწერა:
პრობლემისაგან განრიდება. ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ პრობლემებს, გაიადვილონ ცხოვრება, არ შეამჩნიონ ან თვალი დახუჭონ და ზურგი შეაქციონ სირტულეებსა და დაბრკოლებებს, რომლებიც ცხოვრების გზაზე ეღობებათ. ეს „სირაქლემის პოზიცია“ არათუ ეხმარება ადამიანებს პრობლემათა დაძლევასა და ცხოვრების გაადვილებაში, არამედ პირიქით: ამ დროს გროვდება და იზრდება გადაუწყვეტელ პრობლემათა რაოდენობა, რაც არა მხოლოდ ართულებს ცხოვრებას, არამედ შეიძლება კატასტროფული შედეგებიც კი გამოიწვიოს.
პრობლემათა მიზეზებისა და სიმპტომების ანალიზში „ჩაძირვა“. ძალზე ხშირია ჩვენს საზოგადოებაში შემთხვევები, როცა ადამიანები ზედმეტად „ჩაიციკლებიან“ პრობლემათა მიზეზების „ქექვაში“, სიმპტომებზე ლაპარაკში, დამნაშავის ძიებასა და ბრალდებებში. ნაცვლად იმისა, რომ საღად გაიაზრონ პრობლემათა სიმპტომები და მიზეზები და ამის საფუძველზე გადავიდნენ გადაწყვეტილების მიღების ფაზაში, მოხაზონ პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული ვარიანტები და გააკეთონ კონსტრუქციული არჩევანი, ისინი „ეფლობიან“ მიზეზთა და ურთიერთდადანაშაულებათა „ჭაობში“. ამის შედეგად, ადამიანები მსხვერპლად ეწირებიან თავისივე შეთხზულ მიზეზთა კონსტრუქციებს, მითებსა და ილუზიებს. მიზეზების გადამეტებულ ანალიზს ისინი მიჰყავს ახალ მიზეზებამდე და ასე გრძელდება გაუთავებელი დებატები. გადაწყვეტილების მიღება კი ან უსასრულოდ იგვიანებს, ან საერთოდ ქრება ამ ადამიანთა ცხოვრებიდან.
გადაწყვეტილებათა ნაადრევი, ნაჩქარევი და ზედაპირული მიღება. პრობლემათა მიმართ დამოკიდებულების მესამე სტრატეგია ხასიათდება ზედაპირულობით. ესა თუ ის პირი ან ადამიანთა ჯგუფი თავს არიდებს პრობლემების სიმპტომებისა და მიზეზების ანალიზს და პირდაპირ „ეძგერება“ ნაუცბათევ და ზედაპირულ გადაწყვეტილებას. ხშირად ასეთი ნაჩქარევი და ზედაპირულო გადაწყვეტილებები ტრივიალური ხასიათისაა და არათუ არ წყეტენ პრობლემას, არამედ ახალს წარმოშობენ. ისინი უფრო ავტომატურ რეაქციებს ჰგავს, ვიდრე მოაზრებულ, შესაძლო ალტერნატივების შეფასების საფუძველზე გაკეთებულ არცევანს. აქ გაბატონებულია „ცდისა და შეცდომის“ მეთოდი და იღბლისა და გამართლების მოლოდინი. ცხადია, შემთხვევითი წარმატების შანსი არსებობს, მაგრამ შემთხვევა მაინც შემთხვევაა, ხოლო გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი გადაწყვეტილება, როცა „ფსონი“ კეთდება არა შემთხვევაზე, არამედ ალტერნატივათა რაციონალურ არჩევანზე. ამდენად, მარცხი და შეცდომა ამ სტრატეგიის მუდმივად თანმხლები მოვლენაა. ამ დროს შეიძლება შეგექმნას შთაბეჭდილება, რომ ადამიანები სპეციალურად ირებენ ნაჩქარევ და ზედაპირულ გადაწყვეტილებას, რათა იწვნიონ კიდევ ერთი მარცხი, შეცდომა და წარუმატებლობა.
პრობლემის გამოწვევად მიჩნევა და მისი რეალური გადაწყვეტა. ეს სტრატეგია პრობლემის რეალური და კონსტრუქციული გადაწყვეტის საწინდარია. ამ დროს ადამიანი პრობლემაში მარტო დამაბრკოლებელ, ხელისშემშლელ სირთულეებს კი არ ხედავს, არამედ პოზიტიური მომენტის სახით გამოყოფს სირთულეებს, როგორც თავისებურ გამოწვევას, რათა მათი დაძლევის მეოხებით თვისობრივად ახალი რამე დაიწყოს, ცხოვრებაში განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, სულიერად და მატერიალურად გამდიდრდეს, მიაღწიოს მაღალ სასურველ მიზანს და სხვ.
SCORE-ს მეთოდი
პრობლემის გადაცყვეტის მრავალი სტრატეგიიდან ჩვენ შევარჩიეთ ე.წ. SCORE-ს მეთოდი, რომელიც პრობლემის წარმატებული გადაწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზად გვევლინება. SCORE-ს მეთოდი 5 ნაბიჯისგან შედგება, რომელთაგან პირველია „S“, (Symptoms) ანუ სიმპტომების გამოვლენა; მეორე ნაბიჯია „C“ (Causes), ანუ მიზეზების დადგენა; მესამე ნაბიჯი გახლავთ „O” (Outcomes), ანუ გამოსავლის, სასურველი შედეგის ნათლად წარმოდგენა; მეოთხე ნაბიჯი არის „R“ (Resources), ანუ, - ადამიანური, სულიერი და მატერიალური რესურსების დადგენა; დაბოლოს, მეხუთე ნაბიჯია „E“ (Effects), ანუ ეფექტების, სხვანაირად რომ ვთქვათ - იმ ხანმოკლე თუ გრძელვადიანი ზეგავლენის გათვალისწინება, რასაც პრობლემის ესა თუ ის გადაწყვეტა მოახდენს პიროვნებაზე, ჯგუფზე, საზოგადოებაზე და/ან გარემოზე. პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობისას, მისი ეფექტური და მდგრადი გადაჭრისათვის, აუცილებელია თითოეული ამ საფეხურის თანმიმდევრულად გავლა.
SCORE-ს მეთოდი ამა თუ იმ ინტერეთნიკური პრობლემის გადაწყვეტის მნიშვნელოვან პოტენციალს შეიცავს. ამ პოტენციალის რეალიზაციისათვის საჭიროა, რომ სხვადასხვა ეთნოსთან წარმომადგენლები ერთობლივად ახორციელებდნენ ამ სტრატეგიას რომელიმე კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად. ტრენინგზე ამ მეთოდის გამოყენება მონაწილეებს საამისო პირობებს უქმნის და შესაბამის კონსტრუქციულ გამოცდილებას სძენს.
სიმპტომები (S). პრობლემა ვლინდება ამა თუ იმ სახით და შეიძლება მისი გამოვლენის ნიშნები დავახასიათოთ. თუ ხის მეტაფორას გავიხსენებთ (იხ. თემა VI „ეთნოსთაშორისი პრობლემების ანალიზი“) და პრობლემას ხის ღეროს სახით მოვიაზრებთ, მისი ნიშნები იქნება ცალკე ტოტები და ფოთლები ტოტებსა და რტოებზე. ისინი ბევრია და, შესაბამისად, ნებისმიერ პრობლემას, პირად ცხოვრებაში იქნება ის წამოჭრილი თუ ინტერეთნიკურ ურთიერთობებში, ბევრნაირი გამოვლინება აქვს. პრობლემის ნიშნების (სიმპტომების) გამოსავლენად ისმება კითხვები: რაში ვლინდება პრობლემა? რას ვხედავ, რა მესმის რას ვგრძნობ, როცა პრობლემასთან მაქვს საქმე? რა ჩანს, რა ისმის, რა იგრძნობა?
მიზეზები (C). პრობლემათა მიზეზების ამოსაცნობად უნდა დაისვას კითხვა: „რატომ?“ თვალსაჩინოებისათვის კარგი იქნება, თუ ინტერეთნიკური პრობლემების დახასიათებლად გამოვიყენებთ ხის მეტაფორას და ფესვების ადგილას მიუვითითებთ პრობლემის მიზეზებს; ღეროს ადგილას ჩასვამთ პრობლემის შინაარსს, ხოლო ტოტების, რტოებისა და ფოთლების ადგილას წარმოვიდგენთ დამახასიათებელ ნიშნებს (სიმპტომებს).
სასურველი შედეგები (O). პრობლემის გადაწყვეტის შესახებ ბევრი სახელმღვანელო და ტრენინგი შემოიფარგლება ზემოაღნიშნული ორი ნაბიჯის დახასიათებით. კერძოდ, ინტერეთნიკური ურთიერთობების, კონფლიქტების და სხვა პრობლემების დამახასიათებელი ნიშნების და მიზეზების დეტალური დახასიათებით. ეს სრულიადაც არ არის საკამრისი პრობლემათა გადასაწყვეტად. ეს სრულიადაც არ არის საკმარისი პრობლემათა გადასაწყვეტად. აუცილებელია პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა, ალტერნატიულ ვარიანტთა მოხაზვა და არჩევანის გაკეთება ამ მრავალვარიანტიან სიტუაციაში. მაშასადამე, ნათლად უნდა წარმოვიგინოთ, გავაჟღეროთ და ვიგრძნოთ ის მოგვარებული, „პრობლემაგადაწყვეტილი“ ვითარება, რისკენაც მივისწრაფვით, უფრო სწორად თუ ვიტყვით, წინასწარ უნდა დავხატოთ გადაწყვეტილია, სასურველი მიზანი მიღწეულია და ცხოვრება მიდის ახლებური სახით. მისაღწევი მდგომარეობის ასეთი მკაფიო წინასწარი წარმოდგენა იგივეა, რომ ხელთ გვქონდეს გზამკვლევი ან რუკა, რომელიც გვიჩვენებს თუ საით და როგორ ვიაროთ. მიზნის მკაფიო წარმოდგენა ჩანაფიქროს რეალობად გადაქცევის მექანიზმი დ გარანტია ხდება. ამ ფაზაში ჩვენს თავს უნდა დავისვათ შემდეგი კითხვები: როგორი იქნება სიტუაცია პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ? რას დავინახავ, მოვისმენ და ვიგრძნობ ისეთს, რომელიც დამიდასტურებს, რომ პრობლემა უკვე გადაწყდა? ერას მინდა მივეღწიო პრობლემის გადაწყვეტით და როგორ გავიგებ, რომ მიზანს მივაღწიე? ვინმეს ფილმი რომ გადაეღო მშინდელი ვითარების შესახებ, როგორ გამოჩნდებოდა ჩვენი ცხოვრება? რას გრძნობენ ადამიანები, როგორ გამოიყურებიან ისინი, რას ამბობენ და რა ისმის, რა ჩანს გარემოში? ამდაგვარი წარმოსახვითი ფილმის „კადრები“ დიდ ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე, რათა მათ პრობლემის გადაწყვეტის პროცესი მიიყვანონ სასურველ შედეგებამდე.
რესურსები (R) მას შემდეგ, რაც მოვიაზრებთ და დავაპროექტებთ სასურველ რეალობას, რომელიც მიიღწევა პრობლემის გადაწყვეტის შედეგად, საჭიროა დეტალურად განვსაზღვროთ ის საშუალებები და რესურსები, რითაც მიიღწევა მიზანი. საშუალებები და რესურსები შეიძლება იყოს მატერიალური, ინტელექტუალური, ადამიანური, ფინანსური, სხვადასხვა სახის მეთოდები, ხერხები და ტექნიკა. საჭიროა ყველა მათგანის თავმოყრა, გათვლა, მომზადება, დახარისხება და ა.შ. კითხვა, რომელიც პრობლემის გადაჭრის ამ ფაზაში დაისმება, შემდეგია: რა გზითა და რესურსებით, რა საშუალებებით მივაღწევ მიზანს?
ეფექტები (E) პრობლემის კონსტრუქციული გადაწყვეტის სტრატეგიის ბოლო ნაბიჯია ყველა იმ საბოლოო ან უახლოესი შედეგის წინასწარ მოაზრება და დაგეგმვა, რაც პრობლემის გადაწყვეტას მოჰყვება თან. სიტყვა „ეფექტი“ აქ ნიშნავს გავლენას, ცვლილებას, რაც პრობლემის გადაწყვეტას მოჰყვა საზოგადოებაში, ჯგუფში ან ცალკეულ პიროვნებაში. შედეგები უნდა იყოს „ეკოლოგიურად ვალიდური“. ეს კი იმას ნიშნავს რომ პრობლემის გადაწყვეტამ უნდა მოახდინოს პოზიტიური გავლენა ადამიანებზე, გარემოსა და საზოგადეობაზე. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ზიანის რისკი. პრობლემის გადაწყვეტა არა მხოლოდ უახლოესი ამოცანების გადაწყვეტას უნდა ემსახურებოდეს, არამედ გარკვეულად უნდა აისახოს შორეული მიზნების განხორციელებაზეც. ამ ეტაპზე შეიძლება დაისვას კითხვები: რა ზეგავლენას მოახდენს პრობლემის გადაწყვეტა გარემოზე, ადამიანებზე, საზოგადოებაზე, კონკრეტულ პირზე, ჩემზე? ხომ არ იქნება მიღებული შედეგი საზიანო? რა სარგებლობას მოიტანს იგი? რა შორს მიმავალი ეფექტი ექნება მიღებულ გადაწყვეტილებას, პრობლემის გადაჭრას? როგორ აისახება იგი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე? როგორ უზრუნველვყოთ მიღებული შედეგის სიცოცხლისუნარიანობა და მდგრადობა?
სავარჯიშო SCORE - პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება“
მიზანი: ეთნიკური პრობლემის გაანალიზება და მისი ერთობლივად გადაჭრის კონკრეტული გზების დასახვა.
ხანგრძლივობა: 1.30 სთ.
მასალა:
„ფლიფჩარტები“ თითოეული ჯგუფისთვის
მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა ეთნოსთაშორისი პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები“.
მიმდინარეობა:
საფეხური I. ეთნოსთაშორისი ურთიერთობების მართვის ტრენინგის მონაწილეებს ვთხოვთ პრობლემათა ჩამოთვლას, მათგან „პირველხარისხოვანთა“ გამოყოფას და ბოლოს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანის გამოკვეთას.
საფეხური II.მონაწილეები ჯერ განრიდების სტრატეგიას მიუსადაგებენ აღნიშნულ, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, ტარდება გონებრივი იერიში შემდეგ საკითხებზე:
რა სახის განრიდების სტრატეგია შეიძლება იქნეს გამოყენებული: პრობლემაზე „თვალის დახუჭვა“, პრობლემის ვერ შეემჩნევა, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემაზე მსჯელობისათვის თავის არიდება, პრობლემის მტკივნეულობის მიზეზებით მასზე მსჯელობის უსასრულოდ გადადება: კონფლიქტური პრობლემის დროს მხოლოდ მხარეთა დაშორებაზე ზრუნვა, საკითხის პრობლემურობის იგნორირება და „რაციონალიზაცია“ და სხვა;
თავის განრიდების შესაძლო მოტივაცია;
შესაძლო მოგებანი და წაგებანი განრიდების სტრატეგიატა გამოყენებისას;
შემაჯამებელი დისკუსია;
საფეხური III. ამის შემდეგ მონაწილეები იგივე პრობლემას მოიაზრებენ მიზეზების „ქექვისა“ და მასში „ჩაძირვის“ სტრატეგიის კუთხით. ისინი გაითამაშებენ იმ ადამიანების როლს, რომლებიც ამ სტრატეგიით მოქმედებენ და მუდმივად ეძებენ დამნაშავეს, დგებიან ბრალმდელის პოზიციაში, რეზონირებენ10 და ა.შ. ამის შემდეგ, მონაწილეები არკვევენ ამ სტრატეგიის მოტივაციას, მოგებასა და წაგებას. შეჯამებისასს, მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გრძნობებსა და აზრებს „ჩაძირვის“ სტრატეგიის შესახებ.
საფეხური IV.შემდგომი ეტაპი მონაწილეთა მიერ ზეტრელ გადაწყვეტილებათა მიღების და განხორციელების მოდელირებას ეხება. „გონებრივი იერიშის“ დროს ხდება ზერელ და ნაუცბათევი გადაწყვეტილებების ნუსხის შედგენა მოცემულ მნიშვნელოვან პრობლემასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაშიც ხდება ნაუცბათევი გადაწყვეტილების მიღების მოტივაციის, მოგებისა და წაგები ანალიზი, ტარდება შემაჯამებელი დისკუსია.
საფეხური V. წამყვანი ატარებს მინი-ლქციას პრობლემის ანალიზისა და გადაჭრის 4 სტრატეგიის შესახებ.
საფეური VI. დაბოლოს, მონაწილეები SCORE - მეთოდის გამოყენებით ახდენენ აღნიშნული მნიშვნელოვანი პრობლემის რეალურ დამუშავებას და ღირებული გადაწყვეტილების მიღებას.
საფეხური VII. წამყვანი და მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ ჩატარებული სამუშაოს შედეგებს.
შესაძლო დასკვნები:
მონაწილეები აცნობიერებენ, რომ გარდა ზერელე, განრიდების ან „რეზონირების“ სტრატეგიებისა, არსებობს პრობლემის კონსტრქუციულად გადაჭრის სტრატეგიაც.
მონაწილეები არ წყვეტენ მუშაობას პრობლემის ანალიზის ეტაპზე. ისინი თავად ეძებენ გამოსავალს, ამუ მათ შესაძლებლობა ეძლევათ, „აქ და ამჟამად“ დაძლიონ ზერელ, განრიდების ან „რეზონირების“ სტრატეგია და შეიმუშავონ რეალური გადაწყვეტილება.
„რეზონირების“ რეალური გადაწყვეტილებისდ ერთობლივი შემუშავება მონაწილეებს უნერგავს რწმენას, რომ პრობლემა გადაჭრადია და რომ თითოეულ მთგანს შეუძლია თავისი მონაწილეობით დადებითი წვლილი შეიტანოს ეთნოსთაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებაში.
ტრენინგის დასკვნითი ნაწილი
ტრენინგის დახურვას სამი მნიშვნელოვანი ამოცანა ახლავს თან:
პირველი, ეს არის განროციელებული სამუშაოს შეფასება და უკუკავშირის მიღება მონაწილეებისაგან: ანუ, საუბარი იმაზე, თ რა შეიძინეს მათ ტრენინგის შედეგად, გამართლდა თუ არა მათი მოლოდინები, რა განხორციელდა მათი აზრით ეფექტურად და რა შეიძლება შემდგომში კიდევ უფრო დაიხვეწოს და ა.შ. უკუკავშირი, ერთი მხირვ, მონაწილეებს აძლევს მიღებულუი გამოცდილების კიდევ ერთხელ გააზრების საშუალებას. მეორე მხრივ, უკუკავშირი უაღრესად მნიშვნელოვანი თვით ტრენინგის წამყვანთათვის, რამდენადაც ეს მათ გატარებული მუშაობის გააზრებისა და შემდგომი დახვეწის საშუალებას აძლევს.
განვლილი სამუშაოს შესაფასებლად, გარდა უკუკავშირის სიტყვიერი გაცვლისა, სასურველია მონაწილეებისათვის მოამზადოთ სპეციალური სტრუქტურირებული შეფასების კითხვარი, დაურიგოთ მათ და სთხოვოთ რომ ანონიმურად შეავსონ ( იხ. დანართი 2).
მეორე ამოცანა, რომელიც დამასრულებელ ეტაპზე უნდა შესრულდეს ეს არის მონაწილეთათვის და სესიის წამყვანისათვის ერთმანეთთან ნაყოფერი თანამშრომლობისათვის მადლიერების გრძნობის გამოხატვა.
დაბოლოს, მესამე ამოცანა - მონაწილეთა შესაძლო მომავალი თანამშრომლობისაკენ „ხიდის გადება“.
შესაბამისი სავარჯიშოები
სავარჯიშო უკუკავშირის მიღებაზე:
მიზანი: მონაწილეებისა და სესისებისწამყვანთა მიერ იმის გაცმობიერება, თუ რამდენად განხორციელდა ტრენინგის მიზანი და ამოცანები, თუ რამდენად გაამართლა ტრენინგმა მონაწილეთა მოლოდინები.
ხანგრძლივობა: 40 წთ.
მასალა: მონაწილეების მიერ ტრენინგის საწყის სესიაზე შესრუებული „ფლფჩარტი“ , სადაც მათი მოლოდინებია დაფიქსირებული.
მიმდინარეობა: სესიის წამყვანი ერთმანეთის მიყოლებით ასახელებს მონაწილეთა „ფლიფჩარტზე“ დაფიქსირებულ მოლოდინებს და ეკითხება ჯგუფს, თუ რამდენად გამართლდა ისინი; ეს ბუნებრივად გადაიზრდება ზოგადად ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განსჯაში მონაწილეებისა და სესიის წამყვანთა მიერ.
სავარჯიშოები უკუკავშირის მიღებაზე (ალტერნატიული ვარიანტი)
მიზანი: მონაწილეებისა და სესიების წამყვანთა მიერ ამის გაცნობიერება, თუ რამდენად განხორციელდა ტრენინგის მიზანი და ამოცანები, თუ რამდენად გაამართლა ტრენინგნმა მონაწილეთა მოლოდინები.
ხანგრძლივობა: 40 წთ.
მასალა: „ფლიფჩარტი“ და „მარკერი“
მიმდინარეობა: სესიის წამყვანები „ეპატიჟებიან“ მონაწილეებს რიგ-რიგობით გამოთქვან, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა მათთვის ტრენინგზე გატარებულმა დრომ - რა ისწავლეს, რას გამოიყენებენ ცხოვრებაში/პრაქტიკაში; ამასთან ერთად, რა მიაჩნიათ, რომ უნდა განხორციელებულიყო სხვანაირად, რათა წამყვანებმა ეს მომავალში გაითვალისწინონ; უკუკავშირის სესიის წამყვანი პარალელურა დაჯამებს გამოთქმულ მოსაზრებებს და გადააქვს ფლიფჩარტზე, რომელიც დაყოფილია ორ გრაფად: „რა შევიძინე“ და „რა გავითვალისწინოთ სამომავლოდ“.
სავარჯიშო ურთიერთმადლიერების გამოსახატავად:
მიზანი: მუშაობის დასასრულს დადებითი მუხტის შემოტანა ჯგუფში; ურთიერთისთვის მადლიერების გამოხატვა
ხანგრძლივობა: დამოუკიდებელია ჯგუფის სიდიდეზე (15 წთ.)
მასალა: არ არის საჭირო;
მიმდინარეობა: მონაწილეები სხდებიან წრიულად. ერთ-ერთი ჯგუფის წვერი მიუბრუნდება თავისაგან მარჯვნივ მჯდომს და უსურვებს მას რაიმეს, შე,დეგ მიმართავს მთელს ჯგუფს და ყველა მონაწილეს უსურვებს რაიმე კარგს. ამის შემდეგ, იგივეს აკეთებს შემდეგი (მარჯვენა) მონაწილე და ასე გრძელდება მანამ, სანამ მთელი ჯგუფით არ გამოთქვამს თავის კეთილ სურვილებს.
ავტორთა რჩევა:
სასურველია, რომ სავარჯიშო დაიწყოს თქვენგან ან თქვენით დასრულდეს, რათა მონაწილეებმა უფრო თავისუფლად იგრძნონ თავი.
მნიშვნელოვანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს დავურიგოთ მონაწილეთა და ტრენინგის წამყვანთა სია კონტაქტებით - რათა შეძენილი კონტაქტების შენარჩუნებასა და მომავალში შესაძლებელ თანამშრომლობას შევუწყოთ ხელი.
სასურველია რომ ტრენინგის დამთავრების შემდგომ წამყვანებმა დაწერონ ტრენინგის თხრობითი ანგარიში, და გაუგზავნონ მონაწილეებს, მონაწილეების მიერ შევსებული შეფასების კითხვარის შედეგების თანდართვით. თხრობითი ანგარიში მონაწილეებს კიდევ ერთხელ გააზრებისა და გაშიგანების საშუალებას მისცემს.
დანართი 1
ეუთოს საერთაშორისო დოკუმენტები
მასალა წამყვანისათვის/ დასარიგებელი მასალა
ადამიანური განზომილების ეუთოს კონცეფციის კოპენჰაგენის თათბირის დოკუმენტი
კოპენჰაგენი, 1990 წ. 29 ივნისი.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ) წევრი-ქვეყნების წარმომადგენლებმა ავსტრიიდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან. საბერძნეთიდან, დანიიდან, ირლანდიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, კვიპროსიდან, ლიხტენშტეინიდან, ლუქსემბურგიდან, მალტიდან მონაკოდან, ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიდან, რუმინეთიდან, სან-მარინოდან, ვატიკანიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდან, თურქეთიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, შვეიცარიიდან, შვედეთიდან და იუგოსლავიიდან ჩაატარეს თათბირი კოპენჰაგენში 1990 წლის 5-19 ივნისს ადამიანური განზომილების კონცეფციის ეუთთ დადგენილებების შესაბამისად, რომელსაც ითვალისწინებდა ეუთთ ვენის შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი.
I
(1) წევრი-ქვეყნები გამოხატავენ თავიანთ რწმენას, რომ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელშეწყობა არის მართვის ერთ-ერთი ძირეული მიზანი და ადასტურებენ, რომ უფლებებისა და თავისუფლებების აღიარება წარმოადგენს მშვიდობის, თავისუფლებებისა და სამართლიანობის საფუძველს.
IV
(30) წევრი ქვეყნები აღიარებენ, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები დამაკმაყოფილებლად უნდა გადაწყდეს დემოკრატიულ პოლიტიკურ ჩარჩოებში, რომელიც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის პირობებში ემყარება კანონის უზენაესობას. ეს ჩარჩოები უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მოქალაქეთა თანაბარი ულებებისა და პირობების, მათი კანონიერი ინტერესებისა და მოლოდინების თავისუფალი გამოხატვის, პოლიტიკური პლურალიზმის, სოციალური შემწყნარებლობისა და სამართლებრივი ნორმების შესრულების პატივისცემას, რაც ეფექტური ბარიერია სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზაზე.
ისინი ასევე აღიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, პროფკავშირების, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და რელიგიური ჯგუფების მნიშვნელობას შემწყნარებლობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და ეთნიკურ უმცირესობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცესში.
ისინი ადასტურებენ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების პატივისცემა წარმოადგენს წევრ-ქვეყნებში მშვიდობის, სამართლიანობის, სტაბილურობისა და დემოკრატიის არსებით ფაქტორს.
(31) პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ეთნიკურ უმცირესობას, აქვთ უფლება კანონის წინაშე სრული თანასწორობის პირობებში ბოლომდე ეფექტურად განახორციელონ საკუთარი ადამიანური უფლებები თუ ძირთადი თავისუფლებები და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
წევრი-ქვეყნები აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებენ სპეციალურ ზომებს, რათა უზრუნველყონ ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული პირების სრული თანასწორობა სხვა მოქალაქეებთან, ადამიანის უფლებებისა და ძირთადი თავისუფლებების განხორციელებისა და სარგებლობისათვის.
(32) პირის მიკუთვნებულობა ეთნიკური უმცირესობისადმი არის მისი პირადი არჩევანი და არანაირი არასასურველი შედეგი არ აღმოცენდება ასეთი არჩევანის განხორცილებისას.
ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებულ პირებს აქვთ უფლება, თავისუფლად გამოხატონ, შეინარჩუნონ და განავითარონ საკუთარი ეთნიკური, კულტურული, ენობრივი თუ რელიგიური თვითმყოფადობა და ხელი შეუწყონ საკუთარი კულტურის განვითარებას ყველა ასპექტში ისე, რომ არ შეიქმნას ასიმილაციის მცდელობა მათი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ კერძოდ, მათ აქვთ შემდეგი უფლებები:
(32.1) თავისუფლად გამოიყენონ საკუთარი ენა პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
(32.2) შექმნან და შეინარჩუნონ საკუთარი საგანმანათლებლო, კულტურული და რელიგიური ორგანიზაციები ან ასოციაციები, რომლებსაც შეუძლიათ მოიძიონ ნებაყოფლობითი ფინანსური ან სხვა დახმარება, ასევე სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე.
(32.3) ჰქონდეთ თავიანთი რელიგიური თვითმყოფადობა. კერძოდ, შეიძინონ, იქონიონ და გამოიყენონ რელიგიური ნივთები და აღასრულონ რელიგიური მოღვაწეობა მშობლიურ ენაზე და ასწავლონ რელიგია;
(32.4) დაუბრკოლებლად დაამყარონ კონტაქტები ერთმანეთთან ქვეყნის საზღვრებში და ასევე საზღვარგარეთ, სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან, რომელთაც გააჩნიათ საერთო ეთნიკური და ეროვნული წარმოება, კულტურული მემკვიდრეობა და რელიგიური სარწმუნოება;
(32.5) გაავრცელონ ინფორმაცია, ჰქონდეთ საშუალება მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიღებისა და გაცვლისა.
(32.6) შექმნან და გააძლიერონ ასოციაციები და ორგანიზაციები ქვეყნის ფარგლებში და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობაში.
პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობას, შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი უფლებები. გამოიყენონ ისინი ინდივიდუალურად და თავიანთი ჯგუფის წევრებთან ერთად. იმ პირებისათვის,რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, არ შეიძლება წარმოიშვას რაიმე არასასურველი შედეგი ნებისმიერი ასეთი უფლების განხორცილებებისა თუ განუხორციელებლობის გამო.
(33) წევრი-ქვეყნები დაიცავენ ეროვნული უმცირესობის ეთნიკურ, კულტურულ, ენისა და რელიგიურ თვითმყოფადობას თავიანთ ტერიტორიაზე და შექმნიან პირობებს თვითმყოფადობის ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით საჭირო კონსულტაციების ჩატარების შედეგად ისინი მიიღებენ აუცილებელ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს უმცირესობების ორგანიზაციებთან ან ასოციაციებთან კონტაქტის დამყარებას ყოველი სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცედურასთან დაკავშირებით.
მონაწილე ქვეყნის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ასეთი ზომა სხვა მოქალაქეების მიმართ თანასწორობასა და არადისკრიმინაციასთან იქნება გაიგივებული.
(34) წევრი-ქვეყნები ეცდებიან უზრუნველყონ პირობები, რათა პირებს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობას მიეკუთვნებიან, მიუხედავად შესაბამისი სახელმწიფოს ოფიციალური ენისა და ენების შესწავლის საჭიროებისა, ჰქონდათ შესაძლებლობა, შეისწავლონ თავიანთი მშორბლიური ენა ან ისწავლონ მშობლიურ ენაზე. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ ის სახელმწიფო ორგანოებში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
ისტორიისა და კულტურის სწავლებისას სასწავლებლებში ისინი ასევე გაითვალისწინებენ ეროვნული უმცირესობების კულტურასა და ისტორიას.
(35) წევრი-ქვეყნები პატივს სცემენ ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვენბული პირების უფლებებს, მიიღონ ეფექტური მონაწილეობა იმ საქმეებში, რომლებიც ეხება მათი თვითმყოფადობის დაცვასა და ხელშეწყობას.წევრი ქვეყნები მხედველობაში იღებენ ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული, ეთნიკური ენობრივი და რელიგიური თვითმყოფადობის დაცვასა და ხელშეწყობისათვის გაწეულ ძალისხმევას. იგულისხმება დაინტერესებული სახელმწიფოს პოლიტიკასთან შეთანხმებით ადგილობრივი ან ავტონომიური მართვის ორგანოების შექმნა, რომელიც ითვალისწინებს უმრავლესობათა ისტორიულ და ტერიტორიულ პირობებს.
(36) წევრი-ქვეყნები აღნიშნავენ მათ შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე. ასეთი თანამშრომლობა მიზნად ისახავს ურთიერთგაგებისა და ნდობის, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების, საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ხელშეწყობას.
ყოველი წევრი-ქვეყანა ხელს შეუწყობს ურთიერთპატივისცემის, გაგების, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს შორის, განურჩევლად რელიგიისა, ეთნიკური ან ეროვნული წარმოშობისა და წახალისების პრობლემის გადაწყვეტას კანონის უზენაესობის პრინციპებზე აგებული დიალოგის მეშვეობით.
ეუთოს სეპარატისტთა თათბირის ანგარიში
ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე
ჟენევა, 1991 წ.
წევრი-ქვეყნები შექმნიან ისეთ პირობებს, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის, მათ ეფქეტურ მონაწილეობას სახელმწიფო, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დისკრიმინაციის პრევენციას, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დასაქმების, განათლებითა და საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფის საკითხებში. ამ თვალსაზრისით ისინი უზრუნველყოფენ შესაძლებლობას, თუ უკვე არ არის ეს გაკეთებული, რათა მოხდეს ცალკეულ პირთა უფლებების დასაცავად ეფექტური საშუალებების გამოყენება, განურჩევლად იმისა, მიეკუთვნებიან თუ არა ეს პირები ეთნიკურ უმცირესობას.
წევრი-ქვეყნები დარწმუნებული არიან, რომ ეთნიკური უმცირესობების შექმნილი ფასეულობებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება საჭიროებს ამ ეთნიკური უმცირსობების წარმომადგენელთა მონაწილეობას აღნიშნულ პროცესში. ამ საკითხში მნიშვნელოვანია განსხვავებული კულტურის მიმართ პატივისცემა.
წევრი-ქვეყნები ადასტურებენ, რომ პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ეთნიკურ უმცირესობებს, ექნებათ ისეთივე მოქალაქეობრივი უფლებები და ვალდებულებები, როგორც დანარჩენ მოსახლეობას.
წევრი-ქვეყნები კვლავ ადასტურებენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ზომების მიღებას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა და სხვა მოქალაქეთა სრული თანაბრობა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზაციაში.
წევრი-ქვეყნები აღნიშნავენ ეთნიკური უმცირესობების კულტურული ენობრივი და რელიგიური თვითმყოფადობის დასაცავად შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობას. აღნიშნული ზომები მიღებული უნდა იყოს წევრი-ქვეყნების მოქალაქეთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით.
წევრი-ქვეყნები აღიარებენ ისეთი ზომების მნიშვნელობას, რომელნიც ითვალისწინებენ ეთნიკური უმცირესობების ისტორიულ და ტერიტორიულ ინტერესებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ზომები იქ, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები კი იწვევს განსაკუთრებულ მღელვარებას.
მარავალეროვნებისა და განსხვავებული კონსტიტუციური სისტემების გათვალისწინებით, რის გამოც არ არის აუცილებელი ერთი ზოგადი კანონის გამოყენება, წევრი-ქვეყნები ინტერესით აღნიშნავენ, რომ ზოგიერთმა მათგანმა დემოკრატიული გზით მიაღწია დადებით შედეგს ქვემოთჩამოთვლილი მექანიზმების საფუძველზე:
საკონსულტაციო და დირექტიული ორგანოები, რომელშიც ჩართულნი არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, კერძოდ კი ორგანოები, რომელნიც ფუნქციონირებენ განათლების, კულტურისა და რელიგიის სფეროებში;
ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არჩევით ორგანიზაციებსა და ასამბლეებში;
ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა ადგილობრივი და ავტონომიური მმართველობის ორგანოებში; ტერიტორიულ საფუძველზე მოწყობილი ავტონომიები. ეს გულისხმობს კონსულტაციურ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების არსებობას, რომელთა არჩევა ხდება თავისუფალი და რეგულარული არჩევნების საფუძველზე;
ეთნიკური უმცირესობების თვითმმართველობა თვითმყოფადობის საკითხებში, თუ ტერიტორიული ავტონომია არ არის უზრუნველყოფილი;
მართვის დეცენტრალიზებული და ადგილობრივი ფორმები;
ორმხრივი და მარავალმხრივი შეთანხმებები თუ სხვა ტიპის მოლაპარაკებები, რომლებიც ეხება ეროვნულ უმცირესობებს;
ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელთათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, ეთნიკური უმცირესობების კომპაქტური განსახლების სტრუქტურასა და მათ კულტურულ ტრადიციებზე ყურადღების გამახვილებით;
ეთნიკურ უმცირესობათა ენების შესწავლის დაფინანსება; უმცირესობათა ენების ჩართვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებული რაოდენობის პედაგოგიური დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში;
იმ შემთხვევაში, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე კონკრეტული საგნების შესწავლა ვერ ხორციელდება სასურველ დონეზე. კანონით უნდა იქნეს მიღებული იმ დიპლომების აღიარება, რომლებიც გაცემულია საზღვარგარეთ, არასახელმწიფო ენაზე სწავლის დამთავრებისთანავე;
სახელმწიფო კვლევითი დაწესებულებების შექმნა კანონმდებლობის განსახილველად და თანაბარი უფლებების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად;
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის ფინანსური და კონსულტაციური დახმარების გაწევა მათი უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობისათვის, რომელიც ეხება საკუთარი საგანმანათლებლო, კულტურული და რელიგიური დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და ასოციაციების შექმნასა და განვითარებას;
სახელმწიფო დახმარება დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სიძნელეების დასაძლევად (მაგალითად, მოქალაქეთა შორის ურთიერთობების მოგვარების სამსახური);
უმცირესობების ჯგუფებს, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებსა და ასევე მოსაზღვრე რაიონების მოსახლეობის დონეზე ურთიერთობის დამყარებაში ხელშეწყობა. ეს პროცესები ხელს შეუწყობს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებასა და დაძაბულობის თავიდან აცილებას;
მუდმივი კომისიების შექმნის ხელშეწყობა, რომელშიც ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები და რომლებიც იზრუნებენ მოსაზღვრე ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნოსებს შორის ურთიერთობის დარეგულირებაზე.
წევრი სახელმწიფოები თვლიან, რომ ამ და სხვა ხერხებს ცალკე ან ერთობლივად შეუძლიათ უმცირესობის მდგომარეობის გაუმჯობესება მათ ტერიტორიაზე.
V
წევრი-სახელმწიფოები პატივს სცემენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებას, რათა მათ ინდივიდუალურად ან სხვა მოქალაქეებთან ერთად შექმნან და მხარი დაუჭირონ ასოციაციებსა და ორგანიზაციებს თავიანთი ქვეყნების ფარგლებში და მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობაში.
წევრი-სახელმწიფოები ასევე ადასტურებენ ეროვნული უმცირესობების უფლებას, შექმნან და მხარი დაუჭირონ საკუთარ საგანმამათლებლო, კულტურულ, რელიგიურ დაწესებულებებს, ორგანიზაციებსა და ასოციაციებს და არ დააბრკოლონ ამ უფლებათა ხორცშესხმა.
ამასთან დაკავშირებით, ისინი აღიარებენ საციცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც თამაშობენ ცალკეული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური და სხვა ჯგუფები სხვადასხვა კულტურებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობის საქმეში და საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში ყველა დონეზე, მათ შორის საერთაშორისოზე.
ისინი თვლიან, რომ ასეთ ორგანიზაციების, ჯგუფებისა და ცალკეული მოქალაქეების უშუალო თვაყურის დევნება ძალზე სასარგებლო აღმოჩნდება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ ვალდებულების შესრულების წახალისებისათვის. ამიტომ ისინი მხარს დაუჭერენ ასეთი ორგანიზაციების, ჯგუფებისა და ცალკეული მოქალაქეების მუშაობას, არ დააბრკოლებენ მათ და მიესალმებიან მათ შეტანილ წვლილს ამ სფეროში.
დანართი 2
„ენერგაიზერები“ ანუ ჯგუფური ენერგიის
გადამახალისებელი სავარჯიშოები/თამაშები
სახელმძღვანელოს ამ ნაწილში მოცემულია რამდენიმე სავარჯიშო, რომელიც ხელს უწყობს ჯგუფში „ყინულის გალღობას,“ დაძაბულობისა და დაღლილობის მოხსნას, განტვირთვას, ზოგი მათგანი შეგიძლიათ თემატურად გამოიყენოთ რომელიმე საკითხის გასაღრმავებლად და ინტერაქციული ელემენტის შესატანად ჯგუფურ დინამიკაში. ასევე, ჩვენი რჩევაა, გამოიყენოთ „ენერჯაიზერები“ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ჯგუფის დინამიკა საგრძნობლად ეცემა ამა თუ იმ მიზეზის გამო. ,,ენერგაიზერის“ შემდეგ ჯგუფის გახალისებულ წევრებს გაუადვილდებათ მუშაობის გაგრძელება.
სავარჯიშო „ატომი და მოლეკულა“
მიზანი: მომაწილეობის გახალისება და ჯგუფში ენერგიის შეტანა; შესაძლებელია ამ სავარჯიშოს გამოყენება მაშინ, როდესაც გსურთ ჯგუფის დაყოფა მცირე ჯგუფებად.
ხანგრძლივობა: 5-10 წთ.
მასალა: არ არის საჭირო.
მიმდინარეობა:
მონაწილეებს სთხოვთ, ფეხზე ადგნენ და აძლევთ სავარჯიშოს ინსტრუქციას: ,,თქვენ ხართ ატომები და ჩემს ნიშანზე ოთახში იწყებთ მოძრაობას, სწრაფად და ქაოსურად ნებისმიერი მიმართულებით, ხოლო როდესაც ტაშის ხმას გაიგებთ, ჩერდებით და ციფრსაც ვიტყვი, იმდენი ადამიანი დაჯგუფდებით ერთად, როგორც მოლეკულა.“ წამყვანი აძლევს ნიშანს მონაწილლებს და ისინი იწყებენ ქაოსურად მოძრაობას. წამყვანს შეუძლია ნებისმიერ დროს გააჩეროს ისინი ტაშით და დაიძახოს სხვადასხვა ციფრები: 3, 7, 1, 25...
სავარჯიშო ,,წვიმა“
მიზანი: მონაწილეების გახალისება და ჯგუფში ენერგიის შეტანა.
ხანგრძლივობა: 5-10 წთ.
მასალა: არ არის საჭირო.
მიმდინარეობა:
საფეხური I. მონაწილეები სხდებიან წრიულად და თქვენ აძლევთ შემდეგ მითითებებს: ,,მე დავიწყებ ხელებით გარკვეული მოძრაობების კეთებას და ტალღისებურად ერთმანეთის მიყოლებით, ყველა მონაწილე გაიმეორებს მათ. ჩემი თხოვნაა, დაიცვათ რიგითობა. შემდეგ, როდესაც ეს მოძრაობა ჩემამდე მოაღწევს, მე შევცვლი მას სხვა მოძრაობით (მანამდე პირველი მოძრაობა არ წყდება). ყველა სათითაოდ, ასევე ტალღისებურად, თანმიმდევრულად შეცვლის ამ მოძრაობას. მოძრაობას იმეორებთ მანამ, სანამ ახალი მოძრაობის ტალღა არ მოვა თქვენამდე და ა. შ. რაც მთავარია, სავარჯიშო უნდა სრულდებოდეს სრულ სიჩუმეში.“
საფეხური II. ყველა ჩუმდება და თქვენ იწყებთ მოძრაობებს. თავიდან ხელის გულებს უსვამთ ერთმანეთს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ წვიმა დაიწყო ჩუმად. შემდეგ თითებს ატკაცუნებთ - წამოვიდა წვიმის დიდი წვეთები; შემდეგ მუხლებზე ირტყამთ ხელებს - წვიმა გაძლიერდა; შემდეგ ფეხებს აბაკუნებთ იატაკზე - კოკისპირულად წვიმს...
საფეხური III. იწყება ,,წვიმის გადაღების“ პროცესი და თქვენ აკეთებთ იგივე მოძრაობებს, ოღონდ პირუკუ: ჯერ მუხლებზე ირტყამთ ხელებს, შემდეგ თითებს ატკაცუნებთ, შემდეგ ხელისგულებს უსვამთ ერთმანეთს და ბოლოს ჩერდებით.
სავარჯიშო ,,საით ქრის ქარი“
მიზანი: მონაწილეების გახალისება და ჯგუფში ენერგიის შეტანა; მონაწილეების უმტკივნეულოდ განაწილება ჯგუფში.
ხანგრძლივობა: 10 წთ.
მასალა: სკამები (მონაწილეთა რაოდენობაზე ერთით ნაკლები)
მიმდინარეობა:
მონაწილეებს აძლევთ შემდეგ მითითებებს: ,,მე ახლა წარმოვთქვამ წინადადებას, რომელსაც დავიწყებ სიტყვებით ,,ქარი ქრის მათკენ, ვინც...“ და რაიმე ფრაზით დავასრულებ, ხოლო ის ადამიანები, ვისაც ჩემი ფრაზის მეორე ნაწილი ეხება, დგებიან ფეხზე და ცვლიან ადგილებს, რაც შეიძლება სწრაფად, მაგ., ,,ქარი ქრის მათკენ, ვინც დღეს დალია ყავა.“ ასეთი ადამიანები სწრაფად იცვლიან ადგილებს, როგორც ხედავთ, წრეში ერთი სკამით ნაკლებია, ანუ ვიღაც აუცილებლად დარჩება: ფეხზე და შემდეგ უკვე ის დაასრულებს ფრაზას.“
წინადადება შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, მაგ., ,,ქარი ქრის მათკენ. ვისაც აცვია შავი ფეხსაცმელი,“ ,,ვინც 300 წელს გადაცილებულია,“ ,,ვისაც სახლში ჰყავს რაიმე ცხოველი“ და ა. შ. მნიშვნელოვანია, რომ ფრაზა ეხებოდეს ჯგუფის რაც შეიძლება მეტ წევრს, რათა მეტმა ადამიანმა მიიღოს თამაშში მონაწილეობა.
შენიშვნა: გაითვალისწინეთ ჯგუფის მონაწილეთა ფიზიკური მდგომარეობა, რათა ძალიან არ გადაღალოთ ან უფუნქციოთ არ დატოვონ ისინი, ვისაც არ შეუძლიათ სრულფასოვნად გადაადგილება. |
სავარჯიშო ,,პი-პა-პო“
მიზანი: მონაწილეთა გახალისება და ჯგუფში ენერგიის შეტანა.
ხანგრძლივობა: 5-10 წთ.
მასალა: არ არის საჭირო.
მიმდინარეობა:
საფეხური I. მონაწილეებს სთხოვთ, დადგნენ წრეში და ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდონ. შემდეგ აძლევთ მითითებას: ,,ახლა მე წრეზე დავიწყებ ბგერა ,,პი“-ს გადაცემას, ანუ ჩემგან მარჯვნივ მდგომს ჩავხედე თვალებში, ნელა მოვუჭერ ხელს და ვეტყვი ,,პი.“ შემდეგ ის ასევე გადასახცემს ამ ბგერას მის გვერდით მდგომს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ბგერა მე არ დამიბრუნდება ჩემგან მარცხნივ მდგომისაგან.“
საფეხური II. მას შემდეგ, რაც მონაწილეები გადასცემენ ბგერა „პი“-ს წრეზე. თქვენ მათ ურთულებთ დავალებას: „ახლა მე ისევ, იგივე წესით გადავცემ ბგერა „პი“-ს ჩემგან მარჯვნივ მდგომს, მაგრამ სავარჯიშოს გავართულებ და ჩემგან მარცხნივ მდგომს ბგერა „პა“-ს გადავცემ. ორივე ბგერა უნდა წავიდეს წრეზე, ოღონდ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით და ისევ მე დამიბრუნდეს, შესაბამისად „პი“ - მარცხნიდან, ხოლო „პა“ - მარჯვნიდან.“
საფეხური III. ეს ამ სავარჯიშოს ყველაზე რთული დონეა და მისი გამოყენება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეებმა წარმატებით გაართვეს თავი პირველ ორ ეტაპს. მითითება ამჯერად ასე ჟღერს: „ახლა მე ისევ გადავცემ წრეზე ბგერა „პო“-ს ისევ მარჯვნივ, ბგერა „პა“-ს მარცხნივ და დავამატებ ბგერა „პო“-ს ისევ მარჯვნივ. თქვენ უნდა მოახერხოთ ისე მოატაროთ ეს ბგერები წრეზე, რომ არც ერთმა არ შეიცვალოს მიმართულება და სრული წრე შეკრას“.
ავტორთა რჩევა:
თუ ჯგუფმა კარგად გაიგო, რა უნდა გააკეთოს, შეგიძლიათ წამყვანის ფუნქცია სხვას მიანდოთ ან ცვალოთ წამყვანები.
ეს საკმაოდ რთული სავარჯიშოა, თუმცა მისი ხიბლი სწორედ ამაშია. მონაწილეები ძალიან ხალისობენ მისი შესრულებისას, რაც ტრენინგის ან სემინარის შინაარსიდან გამოთიშვას ნიშნავს და განმუხტვას იწვევს.
სავარჯიშო ,,მასაჟი წრეზე“
მიზანი: მონაწილეების გახალისება და ჯგუფში ენერგიის შეტანა.
ხანგრძლივობა: 5 წთ.
მასალა: არ არის საჭირო.
მიმდინარეობა: მონაწილეებს სთხოვთ, ადგნენ ფეხზე, შეკრან წრე და შებრუნდნენ ზურგით ერთმანეთისკენ. შემდეგ აფრთხილებთ, რომ უნდა გაიმეორონ თქვენი მოძრაობები წარმოთქმული ტექსტის ფონზე: ,,თავიდან იყო მზე“ - ხელებით აკეთებთ წრიულ მოძრაობას თქვენ წინ მყოფი ადამიანის ზურგზე: ,,მაგრამ მერე ამოვარდა ქარი“ - ხელებით აკეთებთ ჰორიზონტალურ მოძრაობებს მარჯვნიდან მარცხნივ. ,,შეიყარა ღრუბლები“ - თითებით და ხელის გულებით ავიწროვებთ კუნთებს ზურგზე: ,,წამოვიდა წვიმა“ - თითებით იწყებთ დაკაკუნებას ,,წამოვიდა სეტყვა“ - მუშტებს უბრაგუნებთ ზურგზე: ,,სეტყვამ გადაიღო, მაგრამ ისევ წვიმს“ - განაგრძობთ თითების კაკუნს. ,,შემდეგ ისევ ამოვარდა ქარი“ - ჰორიზონტალური მოძრაობები ხელებით; ,,გადაიყარა ღრუბლები და მზემ გამოანათა“ - მასაჟს ამთავრებთ ისევ წრიული მოძრაობებით.
ავტორთა რჩევა: ამ სავარჯიშოს გაკეთება უხერხულობას იწვევს ჯგუფში, რომლის წევრებიც კარგად არ იცნობენ ერთმანეთს ან დაძაბულები არიან. ასევე, უნდა გაითვალისწინონ კულტურული კონტექსტიც, რადგან ზოგიერთ კულტურაში შეხება (განსაკუთრებით სხვადასხვა სქესს შორის) უხერხულობას იწვევს.
დანართი 3
დანართი 4
ეთოვნებათაშორისი ურთიერთობებსი მართვა
ტრენინგ-კურსის შეფასება
შეფასება ანონიმურია
გთხოვთ ჩასვათ შესაბამისი აღნიშვნები უჯრედებში, კურსის თითოეული საკითხის შესაფასებლად
შეფასების სკოლა: 1=ძალიან ცუდი, 2=ცუდი, 3=არადამაკმაყოფილებელი, 4=დამაკმაყოფილებელი, 5=კარგი, 6=ძალიან კარგი
საერთო შეფასება |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
ორგანიზება |
|
|
|
|
|
|
ადმინისტრირება |
|
|
|
|
|
|
სამუშაო ოთახი |
|
|
|
|
|
|
მომსახურება |
|
|
|
|
|
|
ხანგრძლივობა |
|
|
|
|
|
|
კიდევ რისი თქმა მსურს ორგანიზაციის შესახებ;
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
შინაარსი |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
ეთკნიკურობა და სახელმწიფო მოწყობის მოდელები |
|
|
|
|
|
|
სტეროტიპებისა და დისკრიმინაციის გაცნობიერება და დაძლევა |
|
|
|
|
|
|
ეთნოსთაშორისი პრობლემის ანალიზი |
|
|
|
|
|
|
პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა |
|
|
|
|
|
|
საჭიროებათა კვლევა და პროექტის იდეების ბანკის შექმნა |
|
|
|
|
|
|
ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ეთიკური კოდექსის შექმნა |
|
|
|
|
|
|
კიდევ რისი თქმა მსურს ზოგადად კურსის შესახებ:
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
რომელი საკითხები იყო ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო და რატომ?
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
რა საკითხს დაამატებდით კურსის პროგრამას?
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
![]() |
4.2 თავი II. ეროვნებათაშორისი ურთიერთობების პრობლემების გადაჭრაზე მიმართული სამუშაო შეხვედრის მოდული |
▲ზევით დაბრუნება |
პრობლემის გადაჭრაზე მიმართული სამუშაო შეხვედრის მოდულის მიზანია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთათვის ინტერეთნიკური პრობლემების გადაწყვეტაზე ერთობლივი მუშაობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. ინტერეთნიკური პრობლემების ქვეშ იგულისხმება ეთნოსთაშორისი ურთიერთობის სფეროში არსებული პრობლემები, როგორც მათ საცხოვრებელ ადგილზე. ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამუშაო შეხვედრა ტრენინგის ეტაპზე დაწყებული მუშაობის ლოგიკური გაგრძელება. ტრენინგის პროცესში მონაწილეები „შეთამაშდნენ“. გამომიმუშავეს საერთო ხედავ, გაეცნენ საკითხს და ფსიქოლოგიურად შეემზადნენ პრობლემების ერთობლივად გადაჭრაზე მიმართული მუშაობისათვის. თუმცა, სახელმძღვანელოს ამ ნაწილში მოცემულ ტექნოლოგიებს დამოუკიდებელი ღირებულებაც გააჩნია - მათი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა მიზნით შეკრებილი ღირებულებაც გააჩნია - მათი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა მიზნით შეკრებილი ჯგუფების მუშაობის პროცესშიც.
მასალა, მსგავსად ტრენინგის თავისა, აქაც სხვადასხვა თემის მიხედვით მოკლე თეორიული ნაწილებისა და შესაბამისი სავარჯიშოების სახით არის დალაგებული.
თემა I. მკვლევარ-ექსპერტის როლი და მისი მორიგება
მკვლევარ-ექსპერტის როლის განსაზღვრა
ქვემოთ მოყვანილი მსჯელობა პრიმიტიულად მოგეჩვენებათ და ეს მართლაც ასეა - მას არა აქვს მეცნიერულობის პრეტენზია. ის ხელოვნურად ამარტივებს საქმის ვითარებას (ანაწევრებს რეალობას). სავარჯიშოში მოცემული როლების განსასაზღვრად. ხოლო თვით სავარჯიშო, რომლისთვისაც ეს როლები განისაზღვრება, ემსახურება ადამიანში სტერეოტიპების „შერყევასა“ და მისი „აზროვნებისა და ქცევის მოქნილობის გავარჯიშებას. მაშ ასე,
მკვლევარი არის ადამიანი, რომელიც მიზნად ისახავს შეისწავლოს რეალობის რაიმე მოცემულობა. იგი სვამს კითხვებს და ცდილობს მიიღოს რაც შეიძლება მეტი და ამომწურავი პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია, კითხვები სწორად იქნას დასმული, რათა მკვლევარმა შეძლოს, ერთის მხრივ, სწორი მიმართულებით წარმართოს კვლევა და, მეორე მხრივ, მიიღოს ადექვატური პასუხები.
ექსპერტი არის ადამიანი, რომელსაც დაგროვილი აქვს გარკვეულ სფეროში ცოდნა, გამოცდილება და იგი კომპეტენტურია პასუხი გასცეს მის საექსპერტო სფეროსთან დაკავშირებულ კითხვებს, ხოლო ექსპერტს - ვინც პასუხობს მათზე. ადამიანი, რომელიც თავის თავში აერთიანებს როგორც ექსპერტის რესურსს (ცოდნა და კომპეტენცია) ასევე მკლევარის უნარს სწორად დასვას შეკითხვები, არის მკვლევარ-ექსპერტი. „მკვლევარ-ექსპერტი“ ერთი მხრივ, კომპეტენტურია შესაბამის სფეროში, და ამავე დროს, ღიაა არსებული ცოდნის გადაფასების, განახლებისა და გაფართოვებისათვის, იგი მუდმივად ახლის ძიებაშია.
მკლევარისა და ექსპერტის როლები შეიძლება განვიხილოთ ანალოგიითაც. კერძოდ, ადამიანიდაბადებიდან მოზარდობის ჩათვლით, ძირითადად, სამყაროს შემეცნების, კვლევისა და კითხვების დასმის სტრატეგიას იყენებს. მოგვიანებით ეს სტრატეგია იცვლება: ადამიანს უგროვდება ცოდნა, ამოქმედდება მრავალი სქემა, სტერეოტიპი და იგი, ძირითადად, ამ გამოცდილების ბაზას ეყრდნობა ხშირად აზროვნების თუ მოქმედების სტერეოტიპულ სქემებზე დაყრდნობა აფერხებს ახალი შესაძლებლობებიოს დანახვას, მოვლენათა მრავალმხრივ განხილვას, რასაც მოყვება ისეთი ნეგატიური შედეგები, როგორიცაა:ქცევის, აზროვნების სიხისტე, კონფლიქტურობა და ა.შ.
სავარჯიშო „მკვლევარ-ექსპერტის როლში შესვლა“
მიზანი: მონაწილეებმა გაითავისონ მათთვის დაკისრებული მკვლევარ-ექსპერტის როლი.
ხანგრძლივობა: 30-40 წთ.
მასალა:
„ფლიფჩარტი“, „მარკერები“
მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა „მკვლევარ-ექსპერტის როლის განსაზღვრა“.
მიმდინარეობა:
საფეხური I. მკვლევარ-ექსპერტის როლის ახსნა.
აუხსენით მონაწილეებს, თუ რას ნიშნავს მკვლევარ-ექსპერტის როლი და ხაზი გაუსვით იმ ფაქტს, რომ ისინი მოცემულ მომენტში სწორედ ამ როლს ასრულებენ.
საფეხური II. მონაწილეები დაყავით ორ ჯგუფად. ეცადეთ, თითოეულ ჯგუფში უმრავლესობას ქმნიდნენ ერთი რაიონის ან ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. ამის შემდგომ სთხოვეთ მონაწილეებს, შეკრან ორი კონცენტრირებული (შიდა და გარე) წრე. შიდა წრეში მდგომი მონაწილეები დგებიან სახით გარე წრეში მდგომთა პირისპირ. თითოეულ მონაწილეს შიდა წრიდან უნდა ჰყავდეს მეწყვილე გარე წრეში.
საფეხური III. ამის შემდეგ მონაწილეებს როლებს ვაძლევთ. შიდა წრეში მდგომნი არიან „ექსპერტები“, ხოლო გარე წრეში მდგომნი - „მკვლევარები“. მკვლევარი უსვამს თავის მეწყვილე პირისპირ მდგომ ექსპერტს შეკითხვას, რომელიც ეხება ეროვნებათაშორის ურთიერთობებს რეგიონში. ექსპერტი პასუხობს კითხვაზე.
საფეხური IV. მას შემდეგ, რაც მკლევარები პასუხს მიიღებენ, შიდა წრეში მდგომი მონაწილეები (ექსპერტები) გადაინაცვლებენ თითო ნაბიჯით მარჯვნივ, რათა აღმოჩნდნენ ახალი მეწყვილის პირისპირ. ამ მომენტიდან როლები იცვლება და ის, ვინც იყო ექსპერტი, ხდება მკვლევარი და უსვამს შეკითხვას მას, ვინც იყო მკვლევარი და ამჯერად ექსპერტად იქცა. ეს უკანასკნელი პასუხობს შეკითხვებს. ასე გრძელდება მანამ, სანამ წრეში მდგომნი არ დაუბრუნდებიან საწყის წყვილებს. თუმცა თუ მონაწილეთა რაოდენობა დიდია, შეგიძლიათ დაასრულოთ რამდენიმე გადანაცვლების შემდგომ.
კითხვები განხილვისათვის:
როგორ გრძნობდით თავს მკვლევარისა და ექსპერტის როლებში?
რომელ ამპლუაში უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს?
რა საკითხები გამოიკვეთა სავარჯიშოს შესრულების დროს?
რამდენად ურთიერთშემავსებელია ეს როლები?
საფეხური V. შეეკითხეთ მონაწილეებს და პასუხების მიღების პარალელურად, ჩამოწერეთ „ფლიფჩარტზე“ საკითხთა ნუსხა. რომელიც განიხილეს „ექსპერტებმა“ და „მკვლევარებმა“ სავარჯიშოს მსვლელობისას. გაუკეთეთ მცირე კომენტარი გამოკვეთილ საკითხებს. ისინი, შესაძლოა, გამოვადგეთ მუშაობის შემდგომ ეტაპზე (იხ.ქვემოთ).
თემა II. საჭიროებათა კვლევა და პროექტთა იდეების ბანკის შექმნა (მანფრედ მაქს-ნიფის მოთხოვნილებათა თეორია)
მოცემული თეზისები ეფუძნება ჩილელი ეკონომისტის მანფრედ მაქს-ნიფის ნაშრომს „ადამიანის საბაზო მოთხოვნილებები და ადამიანური ფაქტორის განვითარება“, მომზადებული იყო ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო განგაშის“ და ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის ერთობლივი კონფერენციისათვის „ადამიანის საბაზო მოთხოვნილებები და ინსტიტუციური განვითარება საქართველოში“. თეზისები ყურადღებას ამახვილებს მაქს-ნიფის თეორიის ჰუმანისტურ პოტენცილზე.11
I. ზნეობრივი პოტენციალი. მაქს-ნიფის თეორიას ორი კატეგორიის მოთხოვნილებათა „შეჯვარება“ ქმნის. პირველ კატეგორიას წარმოადგენენ ე.წ. აქსიოლოგიური, ანუ ფასეულობებზე დაფუძნებული მოთხოვნილებები, როგორებიცაა: არსებობა/თვითგადარჩენა, იდენტობა, უსაფრთხოება, შემოქმედება, მონაწილეობა, გაგება/განათლება, ემოციურ ურთიერთობებში ჩართულობა, ძალთა აღდგენა/ჭვრეტა, თავისუფლება. ხოლო მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ე.წ. ეგზისტენციალური მოთხოვნილებები, როგორიცაა: ყოფნა, ფლობა, კეთება და ურთიერთქმედება. ეს უკანასკნელნი წარმოადგენდნენ აქსიოლოგიური მოთხოვნილებების გამოვლენისა და დაკმაყოფილების ფორმებს. ფასეულობებზე დაფუძნებული მოთხოვნილებების გამოყოფით, მაქს-ნიფმა, ფაქტობრივად, ადამიანური საწყისი, იმთავითვე მოცემული ბუნება, ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტური ფასეულობების კატეგორიებში გაიაზრა და დაახასიათა. რამაც მის თეორიას უდიდესი ჰუმანისტური პოტენციალი შესძინა.
II. ოპტიმიზმის პოტენციალი. მაქს-ნიფის მკვეთარდ განასხვავებს მოთხოვნილებებსა და მათი დაკმაყოფილების საშუალებებს (ეს მისი დიდი დამსახურებაა, რამდენადაც, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ასევე ყოფით მეტყველებაში,ისინი ხშირადაა აღრეული). მაქს-ნიფის თანახმად, ადამიანის საბაზო მოთხოვნილებები მცირერიცხოვანი, სასრული და უცვლელია ყველა კულტურასა და ისტორიულ პერიოდში. რაც შეეხება დაკმაყოფილების საშუალებებს, ისინი უაღრესად მრავალფეროვანია და იცვლება კულტურისა და ისტორიული დროის შესაბამისად. ისინი არ დაიყვანება ეკონომიკურ ფასეულობებამდე, მათ როლში შესაძლოა აღმოჩდნენ ორგანიზაციის სხვადასხვა ფორმები, პოლიტიკური სტრუქტურები, სუბიექტური მდგომარეობები, ღირებულებები და ნორმები, გეოგრაფიული ადგილი, ქცევისა თუ განწყობის ტიპი და სხვ. მაქს-ნიფის თეორიის „შიგთავსს“ სწორედ დაკმაყოფილების სხვადასხვა საშუალებათა მაგალითები შეადგენს.
მაქს-ნიფი განასხვავებს კონსტრუქციული, „პოზიტიური“ და დესტრუქციული, „ნეგატიური“ დაკმაყოფილების საშუალებებს. კონსტრუქციულია დაკმაყოფილების საშუალებები, თუ ისინი ჭეშმარიტად აკმაყოფილებენ მოთხოვნილებას/ებს; ნეგატიურია დაკმაყოფილების საშუალებები, რომელნიც ვერ/არ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნილებას/ებს რომელთა დასაკმაყოფილაბლადაც არიან მოწოდებულნი.
მოთხოვნილებისა და მისი დაკლმაყოფილებსი საშუალებების ამგვარი გამიჯვნის საფუძველზე მაქს-ნიფის ადამიანის საბაზო მოთხოვნილებებს, ასე ვთქვათ, „უდანაშაულობის პრეზუმმცია“ დაუბრუნა. ადამიანის მოთხოვნილებები, მისი შეხედულებით, იმთავითვე ჰუმანისტურია, რამდენადაც ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებზეა დაფუძნებული. რაც შეეხება დაკმაყოფილების საშუალებებს, ისინი შესაძლოა იყოს კონსტრუქციული ან დესტრუქციული. თუ ადამიანის საბაზო მოთხოვნილებების დაკამყოფილების კონსტრიქციული გზების ძიებაზე ვიმუშავებთ, სამყაროში ნაკლები ძალადობა იქნება - ეს კი იძლევა ჯანსაღი ოპტიმიზმის საფუძველს.
III.პრობლემის გადაჭრისა და განვითარების პოტენციალი. პრობლემურ სიტუაციაზე ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის/საზოგადოების ქცევას ყველაზე ხშირად შემდეგი ორი მოდელი გამოხატავს: 1. ორიენტაცია დამნაშავის ძიებაზე:2. ორიენტაცია პრობლემის გადაჭრაზე. პირველ შემთხვევაში მთავარი შეკითხვაა, “რატომ შეიქმნა პრობლემა, ვის/რის გამო, ვინ/რა არის დამნაშავე?“ როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში საქმე დამნაშავის დასჯით სრულდება და არამარტო ძველი პრობლემა რჩება გადაუჭრელი, არამედ მას ახალი პრობლემაც ემატება. ამგვარ სტრატეგიას ხშირად შევხვდებით დღეს ჩვენს საზოგადოებასა და მმართველ წრეებში. ზემოთქმულის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად თუნდაც ჩვენს ქვეყანაში 90-იან წლებში მიმდინარე პერმანენტული ენერგეტიკული კრიზისი და მისი დაძლევის, დამნაშავის გამოვლენაზე ორიენტირებული არაეფექტური სტრატეგია გამოდგება.
რაც შეეხება პრობლემის გადაჭრაზე მიმართულ სტრატეგიას, აქ შეკითხვა ასე ჟღერს: „როგორ შეიქმნა ეს პრობლემა? რა ფაქტორები ზემოქმედებს. როგორ შეიძლება მისი მოგვარება? და ა.შ. მაქს-ნიფის თეორია სწორედ ამ მიმართულებით აზროვნებისაკენ განგვაწყობს: მაქს-ნიფის თეორიის ერთ-ერთი ამოსავალი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ თუ ადამიანის ესა თუ ის საბაზო მოთხოვნილება ვერ/არ დაკმაყოფილდება, ეს იწვევს შემდგომ პათოლოგიას. მაგრამ ეს პათოლოგია დაძლევადია:კოლექტიური პათოლოგიის „განსაკურნად“ აუციელებელია სპეციალური მიდგომა, რომლიც დაფუძნებულია ინტერდისციპლინურ კვლევასა და ქმედებაზე.
ამდენად, მაქს-ნიფის მიხედვით, ადამიანის საბაზო მოთხოვნილება არის ის, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით (და არც უნდა შევცვალოთ). მაგრამ დაკმაყოფილების საშუალებები კი არის ის, რის შეცვლაშიც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ სოციალური, პროფესიული და ა.შ. აქტივობით. ამგვარად, აქაც მოთხოვნილებისა და მისი დამაკმაყოფილებლის გამიჯვნის საფუძველზე. მაქს-ნიფმა შემოგვთავაზა სამუშაო იარაღი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მუშაობა წარვმართოთ პრობლემის გადაწყვეტის, ანუ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების კონსტრუქციული საშუალებების მოძიების მიმართულებით, რომლებიც პროგრესისკენ წაგვიყვანს და არა აგრესიისკენ.
IV. მეთოდოლოგიური პოტენციალი. მაქს-ნიფის თეორიის მიხედვით ადამიანის არსებობა შეიძლება მოვიაზროთ გარკვეულ სამუშაო კატეგორიებში, რომლებიც საშუალებას იძლევა გავაანალიზოთ არსებული სიტუაცია, ამოვიცნოთ დესტრუქციული დაკმაყოფილების საშუალებები. ამ მხრივ, მანფრედ მაქს-ნიფის, ფაქტობრივად, მზა მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტს გვთავაზობს ზემოთ დასახელებული ინტერდისციპლინური კვლევისა და ქმედების განსახორციელებლად. ამჯერად ჩვენი მიზანი არ არის მისი მეთოდის დაწვრილებით დახასიათება, უბრალოდ მნიშვნელოვანია ყურდაღების გამახვილება ავტორის მიერ აღწერილ კონსტრუქციულ და დესტრუქციულ დაკმაყოფილების საშუალებათა ქვეკატეგორიებზე, როგორც ანალიზისათვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე.
კონსტრუქციული დაკმყოფილების საშუალებებში მაქს ნიფი გამოყოფს ორ ქვეკატეგორიას:
მხოლობითი და მრავლობითი12 დამაკმაყოფილებლები. მრავლობითი დაკმაყოფილების საშუალება ერთი რომელიმე მოთხოვნილების (რომლის დასაკმაყოფილებლადაც ის არის მოწოდებული) პარალელურად აკმაყოფილებს კიდევ ერთ ან რამდენიმე მოთხოვნილებასაც. მაგალითად, ძუძუთი კვება, ერთი მხრივ, ბავშვის არსებობის შენარჩუნებას ემსახურება, მეორე მხრივ კი უსაფრთხოების, ემოციურ კავშირებში ჩართულობის, იდენტობის და სხვა მოთხოვნილებებს პასუხობს. ანდა, სათემო დემოკრატიული ორგანიზაციები, რომელთა შექმნაც დღეს ასე წახალისებულია, მონაწილეობის მოთხოვნის პარალელურად, აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ჩართულობის, შემოქმედებისა და სხვა მოთხოვნილებებს.
მხოლობითი დაკმაყოფილების საშუალებები აღწერს ისეთ მოვლენას, ინსტიტუციას, ორგანიზავიას, რომელიც ერთი კონკრეტული მოთხოვნილეის დაკამყოფილებას ემსახურება, მაგალითად, ასეთია დაზღვევის სისტემები, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენაა მიმართული.
რაც შეეხება დესატრუქციული დაკამყოფილების საშუალებებს, მაქს-ნიფი აქ სამ კატეგორიას გამოყოფს. ესენია: მოძალადე, ფსევდო და ზეჭარბი დამაკმაყოფილებლები. ზეჭარბი დამაკმაყოფილებელი იმდენად იმდენად წარბად ცდილობს მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რომ, ფაქტობრივად ბლოკავს არა მარტო მას, არამედ მთელი რიგი სხვა მოთხოვნილებების დაკამყოფილებასაც. მაგალითისთვის გამოდგება ზემზრუნველობითი აღზრდა, რომელიც, ერთი მხრივ, თითქოსდა მიმართულია უსაფთხოების მოთხოვნილების დაკამყოფილებისაკენ, მაგრამ რეალურად ადამიანს უკარგავს სასიცოცხლო ბრძოლისუნარიანობას და აფერხებს არა მარტო უსაფრთხოების, არამედ თავისუფლების, იდენტობის, მონაწილეობისა და სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.
მოძალადე დამაკმაყოფილებლები ძალადობასთან დაკავშირებული კატეგორიებია. თავდაპირველად, მაგრამ სინამდვილეში არა მხოლოდ მას, არამედ რიგ სხვა მოთხოვნილებებსაც აფერხებს. მაგალითად ავიღოთ საომარი მოქმედებები. რაღაც მომენტში ისინი მიზნად ისახავენ პრობლ;ემოს მოგვარებას, ამა თუ იმ ჯგუფისათვის საუფრთხოების მოპოვებას, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც თავად მიმდინარეობის პროცესში, ასევე შემდგომი შედეგების თვალსაზრისით, მთელი რიგი მოთხოვნილებების (მათ შორის უსაფრთხოებისაც) აბსოლუტური დაუკმაყოფილებლობა და იმედგაცრუება მოსდევს. ანდა, განვიხილოთ, ეკონომიკური მიგრაცია, რომელიც პოპულარული თემა იყო ჩვენი პროექტის მსვლელობისას: ჯავახეთის რეგიონის წარმომადგენლები ხშირად საუბრობდნენ მაზე, როგორც არებობა/გადარჩენის მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებაზე. მაგრამ, მეორე მხრივ, ეკონომიკურ მიგრანტს აბსოლუტურად ენგრევა მონაწილეობის, იდენტურობის, ჩართულობის, თავისუფლების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ხარისხი სხვა ქვეყანაში.
ფსევდოდამაკმაყოფილებლები მოთხოვნილების დაკამყოფილების ილუზიას ქმნიან, თუმცა, ამ შემთხვევაში არ ხდება ჭეშმარიტი დაკმაყოფილება. მაგალითის სახით შეიძლება განვიხილოთ ბუნებრივი რესურსების „ექსპლუატაცია“, რომელიც ასე პოპულარული იყო ახლო წარსულში. საბჭოთა პერიოდში ასეთი ტერმინიც კი არსებობდა - „ადამიანის გამარჯვება ბუნებაზე“. ეს, თითქოსდა, თვითგადარჩენას ემსახურებოდა, მაგრამ ემსახურებოდა კი? ხშირ შემთხვევაში წინდაუხედავი ქმედება ჩვენ წინააღმდეგ ეკოლოგიურ კატასტროფად შემობრუნდა?! ასევე შეიძლება მოვიყვანოთ ეთნიკური სტერეოტიპების მაგალითი, რომლებიც, ერთი ,ხროვ, ვითომდა, ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის გაგებაში გვეხმარება, მაგრამ სინამდვილეში ჩვენს აღქმას უკარგავს ობიექტურობას და საკუთარი ილუზიების ტყვეებად გვამყოფებს.
ფსევდოდამაკმაყოფილებლები ფრიად გავრცელებული მოვლენაა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან მათზე მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ ზოგიერთი საჭირბოროტო საკითხის შეკითხვის სახით წამოჭრა: მაგალითად, რუსეთის სამხედრო ბაზა ახალქალაქში: იყო კი ეს უსაფრთხოების მოთხოვნილების ჭეშმარიტი დამაკმაყოფილებელი ჯავახეთის მაცხოვრებელთათვის? არის კი უსაფრთხო, როდესაც სამხედრო ბაზა შენს საცხოვრებელ არეალშია განთავსებული? ხომ არ არიოს ეს ფსევდოდამაკმაყოფილებელი? ხომ არ ბრკოლდება ამით რომელიმე სხვა მოთხოვნილებების დაკამყოფილება, ანუ, ხომ არ არის ეს მოძალადე დამაკმაყოფილებელი? ანდა, ვთქვათ ამერიკის სამხედრო დახმარება თუ მონაწილეობა. არის კი ეს ჭეშმარიტი დამაკმაყოფილებელი? და ა.შ.
რასაკვირველია, შეუძლებელია ყოველ საჭირბოროტო საკითხზე პასუხის გაცემა. ეს არც არის რეალური. მოცემული მაგალითები მხოლოდ იმ ფაქტის დემონსტრირებაა, რომ მაქს-ნიფის თეორია იძლევა სამუშაო იარაღს, რათა ამგვარ რთულ საკითხებზე პასუხები მოვიძიოთ და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ.
ადამიანის საბაზო მოთხოვნილებების დახასიათება13
მოცემული ქვეთავი დაწერილია კონფერენციაზე „ადამიანის საბაზო მოთხოვნილებლები და ინსტიტუციური განვითარება საქართველოში“ წარდგენილი თეზისების საფუძველზე.
მკითხველისთვის უფრო ნათელი რომ გახდეს, განვიხილოთ თითოეული მოთხოვნილება ცალ-ცალკე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის რესურსების გავითარების ფონდის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიაში მაქს-ნიფის მიერ შემოთავაზებულს ემატება კიდევ რამდენიმე მოთხოვნილება, რომლებიც ნოდარ სარჯველაძის მიერ არის გამოკვლეული.
1. არსებობა/გადარჩენის მოთხოვნილება: ცოცხალ არსებას თავიდანვე გააჩნია თვითგადარჩენისა და გამრავლების ინსტიქტი. ამიტომ, ეს მოთხოვნილება ყველაზე ძველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. არსებობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მრავალი ინსიტუტი და ორგანიზაცია არსებობს. მის დაკმაყოფილებას ემსახურება, ასევე, ზოგიერთი ტრადიცია და ადათ-წესი.უძველეს დროში გადარჩენის მოთხოვნილება უფრო პირდაპირი და „შიშველი“ სახით კმაყოფილდებოდა. მაგ.: ადამიანები ნადირობდნენ, ენრძოდნენ ერთმანეთსა და გარესამყაროს და ა.შ., მაგრამ დროთა განმავლობაში დამაკმაყოფილებლები განვითარდა და ჩვენს დროში არსებობის მოთხოვნილების დამაკმაყოფილებლად შიეძლება ჩავთვალოთ ეკონომიკური სისტემები და სტრუქტურები, ფულის არსებობა, ვაჭრობა, სამედიცინო სფერო თავისი ტექნოლოგიებით და მრავალი სხვა. მეორე მხრივ, ამ მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა ან ფსევდო-დაკმაყოფილება შეიძლება ზიანს აყენებდეს თვით საზოგადოებასა და ადამიანს. ამის მაგალითია ჩვენს ქვეყანაში მომრავლებული დანაშაული, რასაც შესაძლოა საფუძვლად ედოს „ოჯახის გამოკვების“ სურვილი ან არალეგალური ბიზნესის განვითარება, ტყის უნებრათვო ჭრა და სხვა სახის ეკოლოგიური ზიანის მიყენება, რამაც შეიძლება სავალალო შედეგამდე მიიყვანოს ბუნება. ამის კაფიო გამოხატულებაა, ასევე კორუფცია.
2.უსაფრთხოების მოთხოვნილება: ადამიანს უსაფრთხოების დაკმაყოფილება მრავალ სფეროში ესაჭიროება. ეს მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობაა. უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურებიან ძალოვანი თი სახელმწიფო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები და სხვა. თუმცა, როგორც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი, ჩვენს საზოგადოებას არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები, რასაც ადასტურებს ამ მოთხოვნილების დამაკმაყოფილებლების დესქტრუქციული ხასიათი, კრიმინალის ზრდა, კორიფცია საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო სტრუქურებში და ა.შ. უსაფრთხოების მოთხოვნილების დამაკმაყოფილებლად შეიძლება მივიჩნიოთ მშვიდობა, მაგრამ მშვიდობის მიღწევისთვის საზოგადოებები და ხშირად სახელმწიფოებიც კონფლიქტსა და ომს მიმართავენ. თუმცა, მოთხოვნილების დაკმაყოფილების ეს გზა მცდარი და დესტრუქციულია. იგი ზიანს აყენებს უსაფრთხოებას და დაცვის ნაცვლად ადამიანებს მსხვერპლად წირავს.
3. იდენტობის მოთხოვნილება. ადამიანის პიროვნული მთლიანობისათვის, მისი სიჯანსაღისა და ეფექტური თვითრეალიზაციისათვის უცილებელი პირობაა იდენტობის განცდა. როგორც წესი, ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს მრავალი ასპექტი: პიროვნული, პროფესიული, სოციალური, როლური, გენდერული, მოქალაქეობრივი, ეროვნულ-ეთნიკური და სხვა. თანამედროვე ადამიანი მრავალ სირთულეს აწყდება იდენტობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით კი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. მაგალითად შეიძლება განვიხილოთ საქართველოსი მცხოვრები დევნილების ან ეროვნული უმცირესობების მდგომარეობა. ჩვენს სემინარებზე რამდენჯერმე გაჟღერდა სამცხე-ჯავახელი სომეხი მონაწილეების ფრაზა: „სომხეთში ჩვენ ნამდვილ სომხებად არ გვთვლიან, საქართველოში კი - ქართველებად.“ ფაქტობრივად, ჯავახეთის სომეხი მოსახლეობა განიცდის იდენტობასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ეს განსაკუთრებით ყურადსაღები ხდება, როცა საქმე მოქალაქეობრივ იდენტობას ეხება. ამ შემთხვევაში ადვილი შესაძლებელია ფსევდო ან დესქტრუქციულ დამაკმაყოფილებელს გადავაწყდეთ. მაგ.: შოვინიზმს და ნაციონალიზმს.
4. მონაწილეობის მოთხოვნილება: შეიძლება ითქვას, რომ მონაწილეობის მოთხოვნილება თანამედროვე საქართველოში ძალიან მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი და მისი დამკმაყოფილებლებიც ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. მოსახლეობას მონაწილეობას იღებს არჩევნებში. მოსახლეობა პოლიტიზირებულია, რაც ზეჭარბ დაკმაყოფილებაზე მიუთითებს. ასევე აღსანიშნავია მიტინგები, შეხვედრები, აქციები და სხვა ღონისძიებები. 2003 წ. მომხდარი ვარდების რევოლუციაც მონაწილეობისა და არსებობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გამოვლენაა. მონაწილეობის დაკმაყოფილებას ემსაუხრება ე.წ. თოქ-შოუები ტელევიზიით, ინტერაქტივები და სხვა შესაძლებლობები, რომლითაც მოსახლეობას ეძლევა თავისი აზრის საჯაროდ გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. მაგრამ ზეჭარბი დამაკმაყოფილებლები თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს. მაგალითისთვის, შეიძლება განხილულ იქნეს ეროვნული უმცირესობების არასაკმარისი მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
5. შემეცნების/სამყაროს გაგების/განათლების მოთხოვნილება. ეს მოთხოვნილება უდევს, ალბათ, საფუძვლად კაცობრიობის განვითარებას. ქვის ხანიდან მოყოლებული, ადამიანი ესწრაფვის სამყაროს გაგებას. მოთხოვნილების დამაკმაყოფილებ;ების განვითარების კვალად თანამედროვე სამყაროში გაჩნდა უამრავი ინსტიტუცია, რომელიც შემეცნებისა და განათლების სფეროს ემსახურება: თვით განათლების სისტემა, უნივერსიტეტები, სკოლები, ინსტიტუტები, აკადემიები, მეცნიერება და სხვა. ჩვენს საუკუნეში, რომელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო და მონაპოვარი ინფორმაციაა, ეს მოთხოვნილება განსაკუთრებულ დაკმაყოფილებას საჭიროებს და თითქოს კმაყოფილდება კიდეც. ჩვენში განათლებისა და მეცნიერების უამრავი ინსტიტუცია არსებობს. მათი განსაკუთრებული სიმრავლე ქვეყანაში პოსტსაბჭოთა ეპოქის დასაწყისში შეინიშნებოდა, მაგრამ რეალობამ აჩვენა, რომ მომრავლებული ინსტიტუციები სულაც ვერ უზრუნველყოფდნენ შემეცნების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და არაეფექტურნი იყვნენ ისევე, როგორც ეს ახასიათებს ფსევდო-დამაკმაყოფილებლებს.
6. აფილაციის ანუ ემოციურ ურთიოერთობებში ჩართულობის მოთხოვნილება: საქართველოსთვის, როგორც ტრადიციული ქვეყნისათვის, ახლო ემოციური ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია. ნათესაობის, მიჯნურობის, მეგობრობის, მეზობლობის ინსტიტუტები ჩვენთან ისტორიულად არის ჩამოყალიბებული დ მყარია. მაგრამ, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის ხელის შემშლელი აღმოჩნდა ის კრიზისი, რომელშიაც ქვეყანა აღმოჩნდა პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ. ეკონომიკურმა სიდუხჭირემ მრავალი ოჯახი დაანაწევრა და დააშორა, საზღვარგარეთ მიგრაცია (განსაკუთრებით ახალი თაობის) დღემდე მიმდინარეობს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ აფილაციის მოთხოვნილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - ოჯახი - შესაძლოა დესტრუქციულ ან ფსევდო დამაკმაყოფილებლადაც იქცეს. ტრადიციული ქვეყნებისთვის გაყრა არასასურველ სოციალურ ფენომენად ითვლება,ამიტომ ხელოვნურად გამყარებული ოჯახის ინსტიტუტი ზოგჯერ ცალკეული ადამიანების იდენტობის, უსაფრთხოების, თანაბრობის, სამართლიანობის, მონაწილეობის მოთხოვნილებებს აზარალებს.
7. შემოქმედების მოთხოვნილება: მიუხედავად პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისისა, შემოქმედების მოთხოვნილება საქართველოში მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია და საზოგადოებაში მისი დაკმაყოფილების პოტენციალიც საკმაოდ მაღალია. თუმცა, ადამიანებს ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებასა და შემოქმედებითობას შორის. რაც შეეხება დამაკმაყოფილებლებს, თანამედროვე საქართველოში შემოქმედების მოთხოვნილებების მრავალი დამაკმაყოფილებელი ინსტიტუცია არსებობს, თუმცა ეკონომიკური მდგომარეობა მათაც მნიშვნელოვნად დაღს ასვამს.
8. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილება: თანამედროვე საქართველოში, სადაც გადარჩენისათვის ბრძოლა ასე მნიშვნელოვანია, თავისუფალი თვითრეალიზაციისა და და მოუკიდებელობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის ნაკლებად რჩება დროს და სივრცე. ამ მოთხოვნილების განხილვისას უნდა დაზუსტდეს, თუ რას ვგულისხმობთ თავისუფლებაშო და რას - დამოუკიდებლობაში. თავისუფალი ადამიანი თავის გადაწყვეტილებაში, ქმედებებში, ფიქრებში, გრძნობებში და ა.შ. არ მოიაზრებს სხვა ადამიანის არსებობას, ვინც სუბიექტის როლს შეასრულებდა მის ცხოველქმედებაში, თავისუფლების მოთხოვნილებას კარგად ხსნის თვუით ეს სიტყვა. ადამიანი, როემლიც „თავისი თავის უფალია“, არის დამოკიდებული სხვაზე. არც შეეხება დამოუკიდებელ ადამიანს, ამ ფენომენში მეორე ადამიანის ან სოციუმის არსებობა იგულისხმება, რომლისგანაც უნდა იყო დამოუკიდებელი. მოცემულ მოთხოვნილებაზე მუშაობისას მნიშვნელოვანია ამ განსხვავების გათვალისწინება.
9. რეკრეაციის/დასვენების/ჭვრეტის მოთხოვნილება: რეკრეაციის მოთხოვნილება ისეთივე ფუნდამენტურია, რიოგორც ყველა ზემოდხსენებული. დასვენება, ძალების აღდგენა, თამაში, გართობა, რელაქსაცია შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სოციალური ინსტიტუტების განვითარებას და შემოქმედებას გულისხმობს. საქართველოს დასვენებისა და გართობის თვალსაზრისით ინსტიტუციური განვითარების მაღალი პოტენციალი აქვს. ტურიზმი, ახალგაზრდული გართობის ინსტიტუტები (კლუბები, ბარები, კაფეები, კინო-თატრები და სხვა) ამ მოთხოვნილების დამაკმაყოფილებლებია. დასვენების ინსტიტუტები საქართველოში სულ უფრო მეტად მრავალფეროვანი და აქტიური ხდება, თუმცა მათ ჯერ კიდევ არ აქვთ სრულყოფილი სახე. რაც შეეხება რეგიონებს, დასვენების მოთხოვნილება აქ ნაკლებად კმაყოფილდება. რაც, ალბათ, ეკონომიკური პირობებით არის განსაზღვრული.
10. ტრანსცენდირების მოთხოვნილება: ეს მოთხოვნილება, ისე როგორც ორი შემდგომი, მაქს-ნიფის თეორიაში აღწერილი არ არის, თუმცა ისინი საფუძვლიანადაა შესწავლილი ნ. სარჯველაძის მიერ, და შესაბამისად, ავსებს ფუნდამენტურ მოთხოვნილებათა კლასიფიკაციას. ადამიანის საბაზო მოთხოვნილებაა, გასცდეს ხილული სამყაროს საზღვრებს, ეზიაროს ფუნდამენტურ რელიგიურ ჭეშმარიტებებს, სწამდეს და შეუერთდეს მარადიულობას, დაძლიოს სიცოცხლის სასრულობა. საქართველო, ძირითადად, მართლმადიდებელი ქვეყანაა, თუმცა, აქ მრავალი სხვა კონფესია თანაარსებობს. იმ შემთხვევაში, თუ სხვა რელიგიების წარმომადგენლების რწმენის მოთხოვნილება არ იქნება დაკმაყოფილებული, ქვეყანაში შეიქმნება რელიგიური კონფლიქტების საშიშროება. ტრანსცენდირების მოთხოვნილების დამაკმაყოფილებლებში შეიძლება განვიხილოთ არა მხოლოდ რელიგია, არამედ ოკულტიზმიც. ე.წ. მკითხაობა, მომავლის ჭვრეტა და ა.შ.
11. სამართლიანობისა და თანაბრობის მოთხოვნილება: თანამედროვე სამყაროში სამართლიანობა და თანაბრობა ძვირად ფასობს. ეს მოთხოვნილება კაცობრიობის ჩანასახშივე ჩამოყალიბდა და ვითარდება საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობის განვითარების კვალად. მის დაკმაყოფილებას ემსახურება კანონშემოქმედი სტრუქტურები და ინსტიტუტები, თუმცა, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება ჩვენს სინამდვილეში კრიზისს განიცდის. გარდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა, საქართველოში არსებობს ალტერნატიული სამართალიც, მაგ.: ე.წ. „ქურდული კანონები“, რომელიც დესტრუქციული დამაკმაყოფილებელია. ასევე, არსებობს საუკუნეების მანძილზე განმტკიცებული ადათ-წესები და ტრადიციები, რომლებიც ქმნიან ეთიკურობის, მორალურობისა და კანონიერების ველს საზოგადოებისათვის.
12. ლიდერობისა და ძალაუფლების მოთხოვნილება: მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ საზოგადოების მოდელი შექმნა და ადამიანთა პირველი ერთობა ჩამოყალიბდა, ძალაუფლებისა და ლიდერობის მოთხოვნილება იქცა ერთ-ერთ ფუნდამენტურ მოთხოვნილებად; თუმცა გავლენის სფეროს გაფართოება, იერარქიულობა, მართვა დამახასიათებელია არა მხოლოდ ადამიანისათვის, არამედ სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვისაც. თანამედროვე განვითარებულ სამყაროში კი ძალაუფლების მოთხოვნილების დაკმაყოფილება ერთ-ერთი წამყვანი ღირებულბა გახდა, რაც დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზეც მკაფიოდ აისახება. საქართველოშიც მკაფიოდაა წარმოდგენილი ლიდერობის და ძალაუფლების იდეა, თუმცა ხშირად ამ სიტყვებს უარყოფითი დატვირთვა ენიჭება. ეს, ალბათ, სწორედ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების დესტრუქციული გზების გაბატონებამ განაპირობა.
დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილ მოთხოვნილებებს შორის არ არსებობს იერარქიის პრინციპი. ყველა მოთხოვნილება ფუნდამენტურია და თავისი ადგილი აქვს, მას სხვა ვერ ჩაანაცვლებს. ეს 12 მოთხოვნილება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და თუ ისინი კონსტრუქციულად და სწორად კმაყოფილდება, ერთმანეთის დაკმაყოფილებასაც უწყობენ ხელს.
სავარჯიშო „საჭიროებათა კვლევა და
პროექტთა იდეების ბანკის შექმნა“
მიზანი: სამუშაო შეხვედრის მოცემული ნაწილის მიზანია, მონაწილეებმა განახორციელონ ეროვნებათაშორის ურთიერთობათა თვალსაზრისით რეგიონში არსებული საჭიროებების გამოვლენა, ანალიზი და კვლევა. მიღებული შედეგების მიხედვით მოხდება გენერირება საპროექტო იდეებისა, რომლებიც მიმართული იქნება ადგილობრივი თემის, რეგიონის და ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებათა დაკამყოფილებაზე. სავარჯიშო მიზნად ისახავს, აგრეთვე, მონაწილეთა სამოქალაქო აქტივობის სტიმულირებას და პრობლემათა გადაჭრის პრეცედენტის შექმნას.
ხანგრძლივობა: 2 საათი
მასალა:
მოთხოვნილებათა მატრიცის ასლი თითოეული მონაწილისათვის (იხ. ქვემოთ);
მოთხოვნილებათა მატრიცის გადიდებული ვერსია დიდი ფორმატით (შესაძლოა „ფლიფჩარტზე“);
კალმები, ბლოკნოტები, „ფლიფჩარტები“
მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა „ადამიანის საბაზო მოთხოვნილებების დახასიათება“.
საბაზო მოთხოვნილებებისა და მისი დამაკმაყოფილებლების მატრიცა
მოთხოვნილებები |
რას უნდა ვფლობდეთ/რა უნდა გვქონდეს |
რა უნდა გავაკეთოთ საამისოდ |
არსებობა, გადარჩენა |
|
|
უსაფრთხოება |
|
|
იდენტობა |
|
|
გაგება, შემეცნება, განათლება |
|
|
მონაწილეობის მიღება |
|
|
დამოუკიდებლობა და თავისუფლება |
|
|
ლიდერობა და ძალაუფლება |
|
|
შემოქმედებითობა |
|
|
სულიერება (ტრანსცენდირება) |
|
|
ემოციურ ურთიერთობებში ჩართულობა (აფილაცია) |
|
|
ძალების აღდგენა, დასვენება (რეკრეაცია) |
|
|
თანასწორობა, სამართლიანობა |
|
|
მიმდინარეობა:
საფეხური I. სესიის წამყვანი ძალიან მოკლედ ეხება მეთოდოლოგიის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, მისი გამოყენების შესაძლებლობებს. იგი წარადგენს მოთხოვნილებათა მატრიცას და ხსნის, თუ როგორ უნდა იმუშავონ ჯგუფის წევრებმა საჭიროებების კვლევასა და იდეების გენერირებაზე. წამყვანი, ასევე განუმარტავს მონაწილეებს, თუ რას გულისხმობს თითოეული მოთხოვნილება; ახსენებს მონაწილეებს, რომ იდეები, რომლებიც ჩამოყალიბდება მუშაობის პოროცესში, ისევე, როგორც საჭიროებები და პრობლემები, უნდა შეესაბამებოდეს სემინარის ძირითად თემას (ჩვენს შემთხვევაში - ეროვნებათაშორის ურთიერთობებს).
საფეხური II. მონაწილეები „გონებრივი იერიშის“ ან მცირე ჯგუფში მუშაობის შედეგად შეეცდებიან გამოავლინონ საკუთარ თემში, რეგიონში ან ქვეყანაში არსებული პრობლემები თითოეული მოთხოვნილების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. ეს მატრიცის პირველ სვეტზე მუშაობაა. მაგალითისათვის, შეგიძლიათ შემდეგი კითხვა დასვათ: „უსაფრთხოების მოთხოვნილებასთან დაკავშირებული რა კონკრეტული პრობლემები არსებობს თქვენს რეგიონში ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სფეროში?“
საფეხური III. იწყება მუშაობა მეორე გრაფაზე: „რა უნდა გვქონდეს რეგიონში, რას უნდა ვფლობდეთ. რათა დაკმაყოფილდეს მოცემული მოთხოვნილება?“. მსგავსი კითხვა უნდა დაისვას თითოეული მოთოხვნილების შესახებ და ამგვარად შეივსოს მატრიცის მეორე ვერტიკალური სვეტი. შედეგად, გამოიკვეთება პრობლემური სიტუაციის გადასაჭრელი როგორც ინსტიტუციური საჭიროებები, ასევე მატერიალური და ადამიანური რესურსები.
საფეხური IV. მონაწილეები გადადიან უკანსაკნელი გრაფის შევსებაზე: „რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რათა გვქონდეს ის, რაც საჭიროა საბაზო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რაც გამოიკვეთა მუშაობის მესამე საფეხურზე.“ მუშაობის პროცესში წამყვანმა უნდა სთხოვოს მონაწილეებს წარმოადგინონ განხორციელების თვალსაზრისით რეალისტური პროექტების იდეები, რომელთა სავარაუდო შემსრულებლები თვით მონაწილეებიც შეიძლება გახდნენ. მოცემული საფეხური ემსახურება მატრიცის ბოლო სვეტის შევსებას, შედეგად, მივიღებთ კონკრეტულ იდეებს იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად.
სავარჯიშოს განხორციელების ალტერნატიული ვარიანტი 1
წამყვანი ჯგუფს ყოფს მცირე ჯგუფებად (თითოეულში არანაკლებ 3 ადამიანისა) და ანაწილებს მოთხოვნილებებს, რომელთა რაოდენობაც უნდა განისაზღვროს ჯგუფების რაოდენობის კვალობაზე. თითოეულს მუშაობა მოუწევს 3-4 ან მეტ მოთხოვნილებაზე. სამუშაოს ბოლოს მცირე ჯგუფები შემუშავებულ პროექტთა იდეებს წარუდგენენ დიდ ჯგუფს.
სავარჯიშოს განხორციელების ალტერნატიული ვარიანტი 2
ჯგუფი თანმიმდევრულად ერთობლივად მუშაობს თითოეულ მოთხოვნილებაზე. წამყვანს პროცესი მიჰყავს „გონებრივი იერიშის“ პრინციპით. ბოლოს ჯამდება შედეგები და ირჩევა რეალისტური იდეები.
სავარჯიშოს განხორციელების ალტერნატიული ვარიანტი 3
მოთხოვნილებებზე მუშაობა შეიძლება მიმდინარეობდეს დიდ ჯგუფებშიც. მაგ.: თუ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს 3 ჯგუფად დაყოფილი 100 ადამიანი, სამუშაო მასალაც დაიყოფა სამად (სულ 12 მოთხოვნილებაა) და თითოეული ჯგუფი იმუშავესს 4 მოთხოვნილებაზე. დიდი ჯგუფების შიგნით შეიძლება ჩამოყალიბდეს მცირე ჯგუფები, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ გადაინაწილეებნ მოთხოვნილებებს. ასეთი მიდგომა გამართლებულია დროის ეკონომიით. საბოლოოდ, ყველა ჯგუფი ნამუშევარს წარადგენს გაერთიანებულ სხდომაზე.
საფეხური V. მას შემდეგ, რაც მონაწილეები შეაგროვებენ საპროექტო იდეებს, რომელთა მიზანია მათ საცხოვრებელ ადგილას ან მთლიანად ქვეყანაში ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სფეროში პოზიტიური ცვლილებების განხორციელება. იწყება წამყვანის სამუშაო. წამყვანი ხვეწს გონებრივი იერიშის ან ჯგუფური მუშაობის დროს გამოკვეთილ იდეებს, ისე, რომ მათ მიეცეს რეალური საპროექტო იდეის ფორმა, თანაც არ დაიკარგოს მასში ავტორთა მიერ ნაგულისხმევი აზრი. რეალისტური საპროექტო იდეებისაგან დგება ე.წ. იდეათა ბანკი“, რომელიც ეგზავნება ყველა მონაწილეს. „ბანკის“ წარდგენა შეიძლება იმ სტრუქტურებისა და ინსტიტუციების წინაშე, რომლებიც მოწოდებული არიან დააკმაყოფილონ აღნიშნული საბაზო მოთხოვნილებები. ამით ჯგუფის ნამუშევარი შეიძენს მნიშვნელობას არა მხოლოდ მონაწილეთათვის, არამედ სხვა დაინტერესებული სუბიქტებისათვის. პროექტის „ეროვნებათაშორისი ურთოერთობების მართვა სამცხე-ჯავახეთში, 2006“ ფარგლებში უკვე განხორციელდა რამდენიმე იდეა მონაწილეთა მიერ შექმნილი „საპროექტო იდეების ბანკიდან“ (იხ. დანართი „პროექტების იდეების ბანკი“.)
მაგალითი ჩვენი გამოცდილებიდან
მატრიცა შევსებულ იქნა პროექტის „ურთოერთობების მართვა სამცხე-ჯავახეთში, 2006“ - ის ფარგლებში ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ სემინარზე ქართველი და სომეხი საჯარო მოხელეების მონაწილეობით. მატრიცაში შესულია მხოლოდ თითო საპროექტო იდეის ვარიანტი, თუმცა მუშაობის პროცესში მათი რაოდენობა არ არის შეზღუდული. პირიქით, იდეების მაქსიმალური რაოდენობის წარმოდგენა წახალისდება.
მოთხოვნილებები |
რას უნდა |
რა უნდა |
არსებობა, გადარჩენა |
ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა |
მცირე ბიზნესის განვითარება რძის წარმოების სფეროში (ნედლი რძისა და |
უსაფრთხოება |
ადამიანის უფლებების გარანტირებული დაცვა |
მოსახლეობის ინფორმირება ადამიანის |
იდენტობა |
ტრადიციები, ისტორია, ენა |
საინფორმაციო-შემეცნებითი გადაცემები |
გაგება, შემეცნება, განათლება |
ტრენინგები, წიგნები, ბუკლეტები |
ტრენინგები და საინფორმაციო ბუკლეტები ტოლერანტობაზე მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის |
მონაწილეობის მიღება |
თვითმმართველობა, ინფორმაციულობა |
ადგილობრივი თვითმმართველობის შეხვედრები შერეულ ქართულ-სომხურ ჯგუფებთან |
დამოუკიდებლობა და თავისუფლება |
ადგილობრივი მმართველობის კანონმდებლობის დახვეწა. სამართლებრივი დაცულობის გარანტიები |
ტრენინგები |
ლიდერობა და ძალაუფლება |
თავისუფალი გზა ლიდერობისაკენ |
ტრენინგები ლიდერობაზე ქართველი და სომეხი ქალებისათვის |
შემოქმედებითობა |
კონკურსები, ფოტოები |
ისტორიული ძეგლების ფოტო-კონკურსი |
სულიერება (ტრანსცენდირება) |
დიალოგი |
მრგვალი მაგიდები სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთათვის |
ემოციურ ურთიერთობებში ჩართულობა (აფილაცია) |
შეხვედრის კლუბები წყვილებისთვის |
|
ძალების აღდგენა, დასვენება (რეკრეაცია) |
ტურიზმი |
ტურისტული ცენტრის საექსკურსიო ტრანზიტული მარშრუტების შექმნა |
თანასწორობა, სამართლიანობა |
კანონმდებლობა, ტოლერანტობა |
დისკრიმინაციის შემთხვევების გამოსავლენი ჯგუფების შექმნა |
სავარჯიშო „SMART” - ის პრინციპები
მიზანი: მონაწილეებმა გააცნობიერონ, თუ რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ პროექტის შედგენისას.
ხანგრძლივობა: 15 წუთი
მასალა: „ფლიფჩარტი“, „მარკერები“
მიმდინარეობა:
საფეხური 1. მონაწილეებს ვუხსნით „სმარტის“, როგორც პროექტის ეფექტურობის განმსაზღვრელ პრინციპებს:
S („specific“) - სპეციფიკური (უნდა ეხებოდეს კონკრეტულ სფეროს, და ჰქონდეს კონკრეტული ამოცანა);
M („measurable“”) - გზაომვადი/შეფასებადი (სესაძლებელი უნდა იყოს მიღწეული ეფექტის გაზომვა და შეფასება);
A („attainable/achievable“) - მიღწევადი (დასახული ქმედებებით უნდა მიიღწეოდეს ამოცანა, ეფექტი);
R („realistic“) - რეალისტური (რეალისტური უნდა იყოს დასახული მიზნის, ამოცანის გადაჭრა);
T („time-bounded“) დროში გაწერილი (პროექტის შესასრულებლად განისაზღვროს დრო; დახარჯული დრო უნდა შეესატყვისებიდეს ეფექტის მისაღწევ ვადებს).
სავარჯიშო „SWOT - ის პრინციპები“
მიზანი: ჯგუფმა გააცნობიეროს და განსაზღვროს თავისი სამომავლო საქმიანობის პესპექტივა.
ხანგრძლივობა: 40 წთ - 1სთ.
მასალა: „ფლიფჩარტი“, „მარკერები“
მიმდინარეობა:
საფეხური I. ავუხსნათ მონაწილეებს SWOT - ის პრინციპები
S („Strength“) - ძლიერი მხარეები ( მათი, როგორც გუნდის, ორგანიზაციის)
W - („weakness“)- სუსტი მხარეები ( მათი, როგორც გუნდის, ორგანიზაციის)
O - („opportunities“) - შესაძლებლობები (რომელიც არსებობს გარემოში).
საფეხურიII. პლენარულ სხდომაზე სთხოვეთ მონაწილეებს თითოეული პუნქტის მიხედვით ჩამოაყალიბონ თავიანთი, როგორც გუნდის ან ჯგუფის ძლიერი თუ სუსტი მხარეები; ასევე, დაასახელონ ის შესაძლებლობები და დაბრკოლებები, რომლებიც არსებობს გარემომცველ სინამდვილეში ეთნოსთაშორისი ურთიერთობების რეგულაციის საქმეში წვლილის შესატანად.
საფეხური III. გონებრივი იერიშის შედეგად მიღებული შეხედულებების საფუძველზე წარმართეთ დისკუსია თემაზე: „რა წვლილის შეტანა შეუძლია ჩვენს ჯგუფს ეთნოსთაშორისი ურთიერთობების რეგულირების სფეროში“.
დანართი
პროექტების იდეათა ბანკი
შეიქმნა 2005 წელს პროექტის „ეროვნებათაშორის ურთიერთობების მართვა სამცხე-ჯავახეთში“ ფარგლებში რეგიონის საჯარო მოხელეების მიერ.
1. ეკონომიკური პროექტები
სამცხე-ჯავახეთის პროდუქტების გამოფენის ორგანიზება EXPO-GEORGIA-ს საგამოფენო დარბაზში, თბილისში
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სამცხე-ჯავახური პროდუქციის რეალიზაციის მარკეტინგული კვლევა
მცირე ბიზნესის განვითარება რძის წარმოების სფეროში: ნედლი რძე, რძის ნაწარმი - ყველი და სხვა. ერთობლივი რაიონთაშორისი საწარმოები, ფერმერული ასოციაციები
მცირე ბიზნესის განვითარება მეფუტკრეობის სფეროში. მეფუტკრეთა რაიონთაშორისი ქსელები და ასოციაციები
მცირე ბიზნესის განვითარება მეფუტკრეობის სფეროში. რაიონთაშორისი ქსელები და ასოციაციები.
მცირე ბიზნესის განვითარება მიდერალური და სასმელი წყლის სფეროში
მცირე ბიზნესის განვითარება თევზჭერის სფეროში
სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკური რესურსების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა
რეგიონის ბიზნესმენთა ფორუმი
რეგიონის პროდუქტებისა და საქონლის მიმღები პუნქტების შექმნა
ფონდების მოძიების სწავლება
რაიონთაშორისი ეკონომიკური ურთიერთობების ცენტრის შექმნა
ინტერნეტ გვერდის შექმნა - სამცხე-ჯავახური „საქონლის ბირჟა“
II. პროექტები უსაფრთხოებაზე
ტრენინგი ეთნოსთაშორის ტოლერანტობაზე ოფიცრებისა და ახალდანიშნული ჩინოსნებისათვის
არმიაში ეთნოსთაშორისი ურთიერთობების მონიტორინგის/ზედამხედველობის ჯგუფი
სახელმწიფო და საზოგადო ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ეთნო-რელიგიური კონფლიქტების მოგვარებას
მოსახლეობის ინფორმირება ადამიანის უფლებებზე მას-მედიის მეშვეობით
სამოქალაქო საზოგადოების განმავითარებელი ტრენინგები
სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და კონფესიების წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მრგვალ მაგიდასთან
კონფლიქტურ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის შექმნა
ინტერეთნიკური ურთიერთობის მართვის ტრენინგები პოლიციის თანამშრომლებთან
III. იდენტობასთან დაკავშირებული პროექტები
ბავშვთა და მოზარდთა ერთობლივი შეხვედრები (ბანკები, საკვირაო სკოლები, ტრენინგები და სწავლების ალტერნატიული მეთოდები, გასართობი პროგრამები)
ერთობლივი რაიონთაშორისი ექსკურსიები რეგიონის ღირშესანიშნავ ადგილებში
ქართულ-სომხური სამზარეულოს კვირეული
სამეცნიერო-შემეცნებითი გადაცემები სხვადასხვა ეთნოსების ტრადიციებსა და თავისებურებების შესახებ ქართულ და სომხურ ენებზე
ქართულ-სომხური ურთიერთობების ცენტრის შექმნა
რეგიონის ნაკრები გუნდის შექმნის ხელშეწყობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში: მაგ., რაგბი, ფეხბურთი
ტრენინგები და სემინარები იდენტობის პრობლემებზე
ეთნოსთა ტრადიციებისა და კულტურის გაცნობის მიზნით ერთობლივი რაიონთაშორისი კულტურული ღონისძიებების ორგანიზება
სახელმწიფო მოხელეთა ინფორმირება შესაძლო კონკურსების, ვაკანსიების, ტენდერების შესახებ და მონიტორინგის ჯგუფის შექმნა სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნათა გასაკონტროლებლად
კულტურული ცენტრები ეთნიკური უმცირესობისათვის
IV. პროექტები რეგიონის მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხის ამაღლებაზე
მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფა არჩევნებში, რეფერენდუმებში, მიტინგებში და ა.შ. მონაწილეობის შესახებ
ორენოვანი ქართულ-სომხური გაზეთის შექმნაში მონაწილეობის მიღება
სახელმწიფო ენის შესწავლის გასაუმჯობესებელი მეთოდების დანერგვა
სახელმწიფო მართვის ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მხარდაჭერა
ერთობლივი ბაზრობების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
კონცერტებისა და ფესტივალების ორგანიზება რეგიონულ დონეზე
ახალგაზრდული ეკოლოგიური მოძრაობა
სწავლება თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის საკითხებზე
ეროვნული დღესასწაულების აღმნიშვნელი კალენდრების გამოშვება
ტრენინგები არჩევნებში ქალთა ჩართვისათვის
ქალთა ინტერ-ეთნიკური კლუბების შექმნა
ახალგაზრდული ინტერ-ეთნიკური კლუბების შექმნა
სასწავლო გაცვლითი პროგრამები რეგიონულ დონეზე
ადგილობრივი თვითმმართველობის შეხვედრები მოსახლეობის შერეულ ქართულ-სომხურ ჯგუფებთან
შერეული ეთნიკური ჯგუფებისათვის მრგვალი მაგიდის ორგანიზება სხვადასხვა რაიონში - ბორჯომში, ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ასპინძასა და ადიგენში მონაცვლეობით
V. პროექტები განათლების შესახებ
ტრენინგი ინტერ-ეთნიკურ ურთიერთობებში
სამცხე-ჯავახეთის რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში ინტერნეტ კლუბების შექმნა
წიგნი სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა ეთნოსების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობისა და უცხოელებისათვის
ტრენინგები და სასწავლო კურსები უფროსკლასელებისა და სტუდენტებისათვის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში
სასწავლო/საწვრთნელი ცენტრის შექმნა
საინფორმაციო ბუკლეტები ინტერ-ეთნიკურ ურთიერთობებზე
ტრენინგები და საინფორმაციო ბუკლეტები ტოლერანტობაზე მოზარდებისა და ახალგაზრდობისათვის
მასმედიის ქსელის გაფართოება რეგიონულ დონეზე
ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ შერეულ ქართულ/სომხურ ჯგუფებში
ახალგაზრდული შემეცნებითი კლუბები, საკვირაო სკოლები
სატელევიზიო შოუ14 რეგიონის წარმომადგენლების მონაწილეობით
შემეცნებითი ოლიმპიადები რეგიონულ დონეზე
დებატების კლუბი
VI. პროექტები ლიდერობაზე
ტრენინგები ლიდერობაზე ქართველი და სომეხი ქალებისათვის
მმართველთა სკოლის შექმნა
განათლება ადამიანური რესურსების მართვაში
ახალგაზრდა ლიდერების სკოლის შექმნა. რაიონთაშორისი მცირე მასშტაბის კონფერენციები და ერთობლივი სემინარები ახალგაზრდა ლიდერთათვის
VII. პროექტები სარეკრეაციო სამსახურების შექმნაზე
სპორტული მოედნების მოწყობა და რაიონთაშორისი შეჯიბრებები
ძველი საბავშვო დასასვენებელი ბანაკების აღდგენა
ტურისტული ცენტრის და საექსკურსიო ტრანზიტების მარშრუტების შექმნა
ძეგლების აღდგენა და ამ საქმიანობაში ტურისტების ჩართვა
ფესტივალი და შეჯიბრი სპორტის ნაციონალურ სახეობებში
ტურისტული ბაზებისა და ისტორიული ძეგლების კატალოგის შექმნა ინტერნეტ გვერდზე
ტურისტული ექსკურსიები და ტურისტული რუკების შექმნა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე უცხოელებისათვის
VIII. პროექტები შემოქმედებითობის განვითარებაზე
შერეული ქართულ-სომხური ფოლკლორული ანსამბლების შექმნის ხელშეწყობა
ისტორიული ძეგლების ფოტო-კონკურსი
ფოლკლორული ცეკვებისა და სიმღერების ვიქტორინების ორგანიზება
ხალხური შემოქმედების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა
სამცხე-ჯავახური კულტურის დღეები, ფესტივალები და ტელე-ხიდები
კონკურსები, ტალანტების გამოვლენა
სემოქმედებითი თვისებების განმავითარებელი ტრენინგები
IX. პროექტები სულიერი განვითარებისა და რელიგიის სფეროში
მრგვალი მაგიდები სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთათვის
X. პროექტები თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე
სამოქალაქო განათლების განვითარება
სემინარები ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების შესახებ უფროსკლასელთა და სტუდენტებისათვის
დისკრიმინაციის შემთხვევების გამოსავლენი ჯგუფების შექმნა
![]() |
4.3 თავი III. ეროვნებათშორისი ურთიერთობის ეთიკური კოდექსის შექმნაზე მიმართული სამუშაო შეხვედრის მოდული შესაბამისი სამუშაო შეხვედრის სქემა |
▲ზევით დაბრუნება |
მიზანი: ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ეთიკური კოდექსის შემუშავება.
ხანგრძლივობა: 3 საათი.
მასალა:
„ფლიფჩარტები“ და „მარკერები, მცირე ჯგუფებში სამუშაო A4 ფორმატის ფურცლები;
„ფლიფჩარტზე მოცემული გრეგორი ბეითსონის სქემა15:
როგორც მეთოდოლოგიის აღწერაში აღვნიშნეთ ეროვნებათშორისი ურთიერთობის კოდექსის შექმნისათვის გამიზნული სამუშაო ეყრდნობა გრეგორი ბეითსონის „ადამიანი-გარემოს“ სისტემის ლოგიკური დონეების მეთოდოლოგიურ სქემას, რომელიც ჩვენს შემთხვევაში შემდეგ ლოგიკურ დონეებს, საფეხურებს მოიცავს:
სქემა
მიმდინარეობა:
საფეხური I. მონაწილეთა დიდი ჯგუფი იყოფა მცირე, 12-15 კაციან ჯგუფებად. მაგ., თუ შეხვედრაში 60 ადამიანი მონაწილეობს, შესაბამისად, ისინი შესაძლოა დავყოთ 4 ან 5 მცირე ჯგუფად. მნიშვნელოვანია, ჯგუფები იყოს მრავალფეროვანი მონაწილეთა პროფესიულ-თანამდებობრივი თვალსაზრისით (მაგ., ერთ ჯგუფში იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის როგორც დანიშნული, ისე არჩეული წარმომადგენლები, ასევე პოლიციის, სკოლის, ჯანდაცვის სისტემის და სხვ. წარმომადგენლები).
საფეხური II. მუშაობის დასაწყისში წამყვანები წამოიწყებენ დისკუსიას თემაზე „რა განსხვავებაა სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს შორის“, რათა მონაწილეებმა გააცნობიერონ ეთიკური კოდექსის კონცეპტუალური ჩარჩო. მართული დისკუსიის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 15-20 წუთს.
საფეხური III. შემდგომ, ჯგუფისათვის ბეითსონის სქემის არსის, თითოეული ლოგიკური დონის სპეციფიკისა და მნიშვნელობის ახსნა ხდება. ამის საფუძველზე, თითოეულ დონეზე ეთიკური ნორმების შესამუშავებლად, შესაბამაისი კითხვების ფორმულირება ხდება. ეს პროცედურა არ უნდა გაგრძელდეს 20-25 წთ-ზე მეტ ხანს. ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე:
1. ნებისმიერი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი არსებობს გარკვეულ ფიზიკურ და ისტორიულ გარემოში. ამასთან დაკავშირებით, ამ ლოგიკურ დონეზე ეთიკური ნორმების ჩამოსაყალიბებლად შეიძლება დაისვას შემდეგი კითხვები:
რა უნდა გააკეთონ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებმა თავიანთი საერთო საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიის დაცვისა და განვითარებისათვის?
რა უნდა გააკეთონ მათ საკუთარი კულტურულ-ისტორიული გარემოს დაცვისა და განვითარებისათვის?
2. ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფების ან საზოგადოების არსებობის უნივერსალური ფორმა არის ესა თუ ის ქცევა. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი პასიურია, იგი გარკვეული მოდელის მიხედვით იქცევა. თუ ეთნოსთა დონეზე ვისაუბრებთ, მათთვის ტიპური ეთნიკურ ტრადიციებზე დაფუძნებული ქცევებია. ამდენად, ამ დონეზე შეკითხვები შესაძლოა ტრადიციებს ეხებოდეს:
როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ეთნოსებს ერთმანეთის ტრადიციების მიმართ?
რა უნდა გააკეთონ მათ, რომ ერთმანეთის ტრადიციების ცოდნას, რეალიზაციას, შენარჩუნებას, განვიტარებას და რესურსებად ქცევას შეუწყონ ხელი?
გარდა ამისა, „ქცევის დონეზე“ მიმართული შეკუთხვები შეიძლება ეხებოდეს ერთმანეთის მიმართ ქცევის სტრატეგიას. ამ შემთხვევაში შესაძლოა შემდეგი კითხვების დასმა:
როგორ უნდა ექცეოდნენ ეთნოსები ერთმანეთს, რომ რეგიონში გაუმჯობესდეს ინტერეთნიკური კლიმატი? ეს შეკითხვა შესაძლოა დაკონკრეტდეს სხვადასხვა კონტექსტში. მაგ.: როგორ უნდა ექცეოდნენ ერთმანეთს კონფლიქტურ სიტუაციებში? ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის? და ა.შ.
3. იმისათვის, რომ ამა თუ იმ გარემოში ესა თუ ის ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი, თემი ან საზოგადოება ასე თუ ისე მოიქცეს, მას უნდა ჰქონდეს სათანადო ქცევების უნარი, შესაძლოა ამას ქცევა ვუწოდოთ; ქცევას შესაძლოა დასჭირდეს, აგრეთვე, ესა თუ ის რესურსი. აქედან გამომდინარე, უნარ-ჩვევათა და რესურსების ლოგიკურ დონეზე შესაძლებელია დაისვას შემდეგი შეკითხვები:
რა უნდა გააკეთონ ეთნოსებმა ერთმანეთის რესურსების გამოვლენისა და განვითარებისათვის?
რა უნდა გააკეთონ მათ ერთმანეთისათვის საბაზო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობების და პირობების სესაქმნელად?
4. ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ესა თუ ის ქცევა, რომელიც კონკრეტულ გარემოში, კონკრეტული შესაძლებლობების, უნარებისა და რესურსების გამოყენებით ხორციელდება, ჩვეულებრივ ეფუძნება ამა თუ იმ ფასეულობას. ქცევას ზნეობრივ ასპექტს სწორედ ფასეულობები ანიჭებს. ამდენად, ამ ლოგიკური დონის შესაბამისად, შესაძლებელია დაისვას შემდეგი შეკითხვები:
რა ფასეულობებით უნდა ხემძღვანელობდნენ ეთნოსები ურთიერთობისას?
რომელია ის ფასეულობები, რომელიც მათ აახლოვებთ და ხაზს უსვამს მსგავსებას?
5. ქცევის, უნარ-ჩვევების, ფასეულობების მიღმა ადამიანის/ადამიანთა ჯგუფის იდენტობა (საკუთარი თავის იგივობის განცდა) დგას. იგი ადამიანის/ადამიანთა ჯგუფის, როგორც ლოგიკური სისტემის საკვანძო დონეს ქმნის: იდენტობა აძლევს გეზს ფასეულობებს, შესაძლებლობებს, რესურსებს და განხორციელებად ქცევას. ამ დონეზე შესაძლოა შემდეგი შეკითხვები დავსვათ:
რა უნდა გააკეთონ ეთნოსებმა ერთმანეთის იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის?
6. იდენტობა ადამიანის/ადამიანთა ჯგუფის, როგორც სისტემის, უმაღლესი ლოგიკური დონეა. ამდენად, მის მიღმა უკვე გარე სოციალური და გეო-პოლიტიკური სინამდვილის დონეები იწყება. ჩვენი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათში შესაძლოა გამოვყოთ რეგიონი და ამ დონეზე შემდეგი შეკითხვები დავსვათ:
რა უნდა გააკეთოს ქვეყნის რეგიონში მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნოსმა ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის,
ა. რათა იქ ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს?
ბ. რათა რეგიონმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ცხოვრებაში?
7. რეგიონის შემდგომ ლოგიკურ დონედ, ჩვენს შემთხვევაში, შესაძლოა ქვეყანა განვიხილოთ. აქ შემდეგი შეკითხვები შეიძლება დაისვას:
რა უნდა გააკეთონ ეთნოსებმა, რათა ქვეყნის გაძლიერება-განვითარებას შეუწყონ ხელი?
8. სასარგებლოა რეგიონის ინტერეთნიკური პრობლემები განვიხილოთ კაცობრიობასთან მიმართებაში, დასკვნითი ლოგიკური დონე ჩვენს შემთხვევაში, შესაძლოა, კაცობრიობა იყოს, შეკითხვები კი ასე ჟღერდეს:
რა უნდა გააკეთონ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებმა ეთნოსებმა, რომ კაცობრიობის ინტერეთნიკური პრობლემების გადაწყვეტაში თავიანთი წვლილი შეიტანონ?
ამავე დროს, რა უნდა გააკეთონ მათ, რომ გამოიყენონ კაცობრიობის მიერ დაგროვილი ინტერეთნიკური თანაცხოვრების პოზიტიური გამოცდილება?
საფეხური IV. ეროვნებათაშორისი ურთოერთობების კოდექსზე მცირე ჯგუფებში მუშაობისას განხილვის საგანი უნდა იყოს სისტემა „ადამიანი - გარემო“-ს თითოეულ ზემოთ აღწერილ დონეზე ეროვნებათშორისი ურთიერთობების სასურველი, კონსტრუქციული წესები და ნორმები. ამისათვის, თითოეული ჯგუფი თავის მხრივ იყოფა 4-5 კაციან მცირე ჯგუფებად. ისინი მსჯელობენ აღწერილი 8 დონიდან 2-3-ის შესახებ (ლოგიკური დონეები განაწილდება მონაწილეთა და მცირე ჯგუფების რაოდენობის მიხედვით). მსჯელობისათვის ეფექტური და დროში ეკონომიური ტექნოლოგია აქაც კვლავ „გონებრივი იერიშია“.
საფეხური V. გონებრივი იერიშის შედეგად მიღებული მასალის განხილვა უნდა მოხდეს პლენარულ სხდომაზე, სადაც ფაქტობრივად, მიღებული შედეგების „დაწრეტა“ და ჯერარსი პრინციპით დალაგება იწყება.
ამგვარად აღწერილი სამუშაო შეხვედრა, ფაქტობრივად, ეროვნებატშორისი ურთიერთობების ეთიკურ კოდექსზე მუშაობის საწყისი სტადიაა; კოდექსის დახვეწაზე მუშაობა გრძელდება ამ შეხვედრის შემდგომ, წამყვან-ფასილიტატორთა და შესაბამის ექსპერტთა მონაწილეობით. ამ მუშაობის დამასრულებელი ეტაპია კოდექსის შემქმნელთა და საზოგადოების მიერ კოდექსის საჯარო განხილვა და ხელმოწერა.
დანართი
ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ეთნიკური კოდექსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
კოდექსის მიზნები და ამოცანები
საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული პროცესებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვიტარება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ისეთი ფასეულობებისა და პრინციპების დანერგვა-განვითარებაზე, როგორიცაა: ეთნიკური მრავალფეროვნების დაფასება, ტოლერანტობა და თანასწორობა, მშვიდობისმოყვარეობა და კონფლიქტური სიტუაციების კონსტრუქციული გადაწყვეტის მოძიება.
ეთნიკური მრავაფეროვნების ხარისხით სამცხე-ჯავახეთის რეგიონი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი მაგალითი, რომელიც შედარებიტ მცირე მასშტაბით ასახავს მთლიანად საქართველოს ეთნიკურ მრავალფეროვნებას. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ჯავახეთის რაიონებში მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური სომხები წარმოადგენენ, მაშინ, როცა სამცხის - ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის და ასპინძის - რაიონებში მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია. ქართველებისა და სომხების გარდა, რეგიონში ცხოვრობენ, აგრეთვე, ბერძნები, ებრაელები, რუსები.
ეროვნებათშორისი ურთიერთობის ეთიკური კოდექსის შექმნის მიზანია ჩვენს სახელმწიფოში საზოგადოებრივი და, განსაკუთრებით, ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ჰუმანიზაცია და ტოლერანტობის დონის ამაღლება. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას, დემოკრატიული პროცესების განვითარებას, - ამ ფონზე ცხოვრების ხარისხის ამაღლებას და, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდრეობას. ამ უკანასკნელში იგულისხმება არა მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობა, არამედ პიროვნებებსა და ეთნოსებს შორის ურთიერთობის ატმოსფეროს გაჯანსაღება. ეს მომენტი ფრიად მნიშვნელოვანია გარდამავალ პერიოდში მყოფი სახელმწიფოსათვის, რომლისთვისაც სხვადასხვა სახის პრევენცია და გადაწყვეტა ყოველდღიური საჭიროებაა. ეროვნებათსორისი ურთიერთობის ეთიკასა და ზნეობას გააჩნია არა მხოლოდ ჰუმანისტური ასპექტები, არამედ პრაგმატურლი განზომილებაც. მაღალი მორალური სტანდარტებისა და ფასეულობების ატმოსფერო ხელს უწყობს საზოგადოების სოციალური კაპიტალის ამაღლებას, რასაც, თავის მხრივ, მივყავართ ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის დონის ამაღლებისაკენ.
რაც შეეხება კოდექსის კონკრეტულ ამოცანას, ეს არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ეროვნებათშორისი ურთიერთობის მართვის ეფექტურობის გაზრდა, რაც, თავის მხრივ, რეგიონში ეთნიკური მრავალფეროვნების პოტენციალის სრულფასოვანი ამოქმედების აუცილებელ პირობებს შექმნის.
ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ეფექტური მართვა ეფუძნება ადამიანის ქცევის ნორმატული რეგულირების შემდეგ წყაროებს: (1) სამართლებრივი ნორმები და კანონები, (2) სახელმწიფო და საერთაშორისო დოკუმენტები, რომელთაც აქვთ სავალდებულო ან სარეკომენდაციო ხასიათი, (3) ეროვნულ-კულტურული ტრადიციები და ადათ-წესები, (4) მორალურ-ეთიკური ნორმები, ინტერეთნიკური ურთიერთობების სამართლებრივი ნორმები, როგორც წესი, ქვეყნის კონსტრუქციასა და სხვა სახელმწიფოებრივ, სახელმწიფოთაშორის თუ საერთაშორისო დოკუმენტებშია ჩამოყალიბებული, ხოლო რაც შეეხება ეთიკურ კოდექსს, რომელიც სხვადასხვა ეთნოსებს შორის ურთიერთობების მორალურ-ეთიკურ ასპექტებზე გაამახვილებდა ყურადღებას, დღეისათვის არ არსებობს. წინამდებარე კოდექსის ავტორებმა საჭიროს ჩათვალეს, შეევსოთ ეს დანაკლისი; გადაწყვიტეს, საკუთარი ძალისხმევით შეემუშავებინათ კოდექსის შექმნის მეთოდოლოგია და ხორცი შეესხათ მისთვის. ამგვარად, მოცემული ეთიკური კოდექსი ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მორალურ-ეთიკური ასპექტებით შემოიფარგლება.
კოდექსის ავტორები
კოდექსის ავტორები არიან ,,ადამიანის განვითარების ფონდის“ 12 თანამშრომელი, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერით სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური ურთიერთობების მართვის პროექტს ახორციელებენ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 216 სახელმწიფო მოხელე - აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგებისა და სემინარების მონაწილეები. მოცემული კოლექტიური ნაშრომის ავტორები თვლიან, რომ ეთიკური კოდექსი - ეს არის ჯერარსრულ მსჯელობათა შეჯამების საფუძველზე შექმნილი სისტემა, რომელიც საბოლოოდ ვლინდება ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულების იდეალურ მაგალითებში. რა თქმა უნდა, იდეალების ხორცშესხმა რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ ჩვენ მაინც ამისაკენ უნდა მივისწრაფვოდეთ. რადგანაც ეთიკა ჯერარსის სფეროსთან არის დაკავშირებული, ანუ იმასთან, რაც „უნდა იყოს“, მოცემული კოდექსის ავტორებმა შეიმუშავეს მსჯელობათა სისტმათა, რომელიც მიმართულია განსხვავებულ ეთნოსებს შორის იდეალურ ურთიერთობაზე საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფარგლებში. რადგან სემინარების მონაწილეთა უმრავლესობას რეგიონში მცხოვრები ქართველები და სომხები წარმოადგენდნენ, ეთნიკური ურთიერთობის კოდექსი ფოკუსირებულია ქართულ-სომხურ ურთიერთობაზე სამცხეჯავახეთის რეგიონში.
კოდექსის მეთოდოლოგია
კოდექსის მეთოდოლოგიურ ღერძად იქცა ჯგუფური შემოქმედებითი დისკუსია, ანუ ქართველი და სომეხი სახელმწიფო მოხელეების მიერ გამოთქმული იდეებისას და ზნეობრივ-მორალურ საკითხებზე მსჯელობის ერთობლიობა, რომელიც ადამიანის სამყაროში ცხოვრების ლოგიკური დონეების კონცეფციის საფუძველზე იყო აგებული.
ადამიანის ცხოვრების ლოგიკური დონეების კონცეფციის თანახმად, ადამიანის მოქმედება და მოღვაწრეობა, მათ შორის ზნეობრივ-ნორმატიული მოქმედება, აისახება ლოგიკურ სისტრემაში, რომლის განსხვავებული დონეები და მათი თანმიმდევრობა შემდეგი კონტექსტებიდან მომდინარეობს:
გარემოს კონტექსტი (ეკოლოგიური, კულტურულ-ისტორიული, ყოფითი და სხვა.);
ქცევისა და წარმოდგენების კონტექსტი (ინდივიდუალური ქცევა, კოლექტიური ქცევა, საზოგადოებრივი აზრი, აზროვნებისა და ქცევის სტერეოტიპები, რიტუალები და ადათ-წესები და სხვა);
შესაძლებლობათა, უნარ-ჩვევების, რესურსების, ალტენატივების, არჩევანის დიაპაზონის და სხვა კონტექსტი;
იდენტობის კონტექსტი (პიროვნული, ჯგუფური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, სქესობრივი, პროფესიული, კულტურული ან სუბკულტურული და სხვა);
ოჯახის, თემის რეგიონის, ქალაქის, სოფლის, მიკროსოციალური გარემოს და სხვა კონტექსტი;
ქვეყნის ინსტიტუტების, ქვეყნისა და სახელმწიფოს კონტექსტი მთლიანობაში;
კაცობრიობის, ზოგადსაკაცობრიო გლობალური პროცესებისა და ფასეულობების კონტექსტი;
სამყაროსა და უნივერსუმის კონტექსტი.
სემინარის ქართველმა და სომეხმა მონაწილეებმა ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის სპეციალისტებთან ერთად შემოქმედებითად განიხილეს და თავი მოუყარეს იდეებს ზემოთ აღნიშნული ლოგიკური თანმიმდევრობის მიხედვით. შემუშავდა ეთიკური ნორმატივებისა და ორიენტირების სისტემა შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:
- რეგიონის ეკოლოგიური და კულტურულ-ისტორიული გარემო;
- ეთნოსთან ტრადიციები და წეს-ჩვეულებები;
- ერთობლივი ზრუნვა ეთნოსთა შესაძლებლობებისა და პოტენციალის განვითარებისათვის;
- ეთნოსთა იდენტობის მიღება და განსხვავების პატივისცემა;
- ეთნიკური ურთიერთობების პრინციპების განხილვა სამცხე-ჯავახეთისა და მთლიანად სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით;
- ეთნიკური ურთიერთობის პრინციპების განხილვა გლობალურ, ზოგადსაკაცობრიო კონტექსტში.
კოდექსის პრინციპები და დებულებები დალაგებულია სწორედ აღნიშნული თანმიმდევრობის შესაბამისად.
ვინაიდან ავტორები ეროვნებათშორისი ურთიერთობის პირველი კოდექსის შემქმნელები არიან, ისინი, ცხადია, აცნობიერებენ ამ მისიისა და მისი ცვხოვრებაში გატარების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ ავტორები დიდი ინტერესით მიიღებენ ყოველგვარ კრიტიკულ შენიშვნას, კომენტარსა და რეკომენდაციას, რომელიც გაუჩნდება მკითხველს. ისინი აცნობიერებენ ეთიკური კოდექსის უნივერსალურობას და იმედოვნებენ, რომ ამ ტიპის სამუშაო განხორციელდება ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ეს კი გამოიწვევს აუცილებელ ცვლილებას და დამატებებს ერთაშორისი ურთიერთობების სფეროში უფრო ფართო და განზოგადებული ნორმატიული პრინციპებისა და დებულებების სისტემის შესაქმნელად.
სწორედ ეთიკური კოდექსის უნივერსალურობა მოითხოვს, რომ მისი ძირითადი დებულებები შემუშავდეს დიალოგის საფუძველზე. დიალოგი თვითონ არის ცხოვრების უნივერსალური პრინციპების დადგენის, გაცნობიერებისა და გათავისების უნივერსალური წყარო. ამიტომაც, სამცხე-ჯავახური ქართულ-სომხური დიალოგი ერთაშორისი ურთიერთობის მოწესრიგების ძირითადი ეთიკური პრინციპების მძლავრი იმპულსია, რათა ეთნიკურად მრავალფეროვან საქართველოში განვითარდეს ეროვნებათშორისი დიალოგის საინტერესო და კონსტრუქციული პროცესი.
ეთნოსთაშორისი ურთიერთობის ეთიკური ნორმები - სისტემა „ადამიანი-სამყარო“ - ს ლოგიკური დონეების შესაბამისად
1. გარემო
1.1. საქართველოს ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა უნდა აღადგინონ და დაიცვან სამცხე-ჯავახეთისა და მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიული და ეკოლოგიური გარემო; ერთობლივად იზრუნონ ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება-განვითარებაზე, ისტორიულ და კულტურულ ძეგლთა დაცვასა და აღდგენაზე, ხოლო ამა თუ იმ დარღვევის შემთხვევაში, მოახდინონ სათანადო რეაგირება.
1.2. სამხე-ჯავახეთის საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრმა/ეთნიკურმა ჯგუფმა თავი უნდა იგრძნოს რაიონის ეკოლოგიური გარემოს თანაბარუფლებიან და სროლფასოვან მფლობელად.
1.3. საქართველოს ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა უნდა შეისწავლონ და შეაფასონ საკუთარი გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა და იზრუნონ როგორც საკუთარი, ასევე მათი გარემომცველი საზოგადოების ეკოლოგიური განათლების დონის ამაღლებაზე.
1.4. ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა უნდა მოინახულონ, შეისწავლონ, დაიცვან, დაასუფთაონ და პატივი სცენ ერთმანეთის ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს; პასუხისმგებლობა იკისრონ ერთმანეთის კოლტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვის პროპაგანდაზე და განიხილონ ისინი, როგორც მსოფლიოს საგანძური; მოეპყრონ ერთმანეთის და სხვათა მემკვიდრეობას ისე, როგორც სურთ, რომ სხვები მოეპყრონ მათ მემკვიდრეობას.
2. ტრადიციები
2.1. საქართველოს ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა პატივი უნდა სცენ და აღიარონ ერთმანეთის ტრადიციები;
2.2. საქართველოს ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა უნდა უზრუნველყონ ყოველი ეთნიკური ჯგუფისს მიერ საკუთარი ტრადიციების შენარჩუნების, წარმოჩენის და განვითარების შესაძლებლობა;
2.3. საქართველოს ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა უნდა იზრუნონ ეროვნებათშორისი ურთიერთობის მოგვარების გარკვეული სისტემის ჩამოყალიბებაზე და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ტრადიციების შეურაცხყოფის შემთხვევაში მოახდინონ შესამაბისი რეაგირება.
3. შესაძლებლობანი
3.1. საქართველოს ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა ერთობლივად უნდა იზრუნონ ერთმანეთის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. ერთმანეთისთვის თვითრეალიზაციისა და განვითარების შესაძლებობების (განათლება, მონაწილეობა, ობიექტური ინფორმაციის მიღება და ა.შ) შექმნაზე;
3.2. საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებს, ჩვენს შემთხვევაში სომხებს, ხელი უნდა შეეწყოთ, შეისწავლონ სახელმწიფო ენა, რათა მათ მიეცეთ დასაქმებისა და პროფესიული თვითრეალიზაციის, ქვეყნის ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა. თავის მხრივ, ქართველმა მოქალაქეებმა არ უნდა გაუწიონ დისკრიმინაცია სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებს საყოფაცხოვრებო თუ სახელმწიფო დონეზე თავიანთი შესაძლებლობის რეალიზებაში და წაახალისონ ისინი;
3.3. საქართველოს ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაში.
4. ფასეულობები
4.1. საქართველოს ქართველი და სომეხი მოქალაქეები ვალდებულნი არიან, პატივისცემით მოეპყრონ ერთმანეთისა და სხვა ეთნოსთა ენობრივ, რელიგიურ კულტურულ-ისტორიულ და სხვა ფასეულობებს. ისინი ერთობლივად უნდა ზრუნავდნენ ამ ფასეულობების გაფრთხილებასა და მათი მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ეთნოსთა შორის დიალოგის განვითარებაზე;
4.2. საქართველოს ქართველი და სომეხი მოქალაქეები უნდა ზრუნავდნენ არა მხოლოდ არსებული საერთო ფასეულობების გაცნობიერებასა და შენარჩუნებაზე, არამედ ახალი საერთო მოქალაქეობრივი ფასეულობების შექმნასა და მათ შემდგომ განვითარებაზე;
4.3. საქართველოს ქართველი და სომეხი მოქალაქეები უნდა უზრუნველყოფდნენ ერთმანეთის ეროვნულ-კულტურული ფასეულობების თაობიდან თაობაზე გადაცემას და მათ შენარჩუნება-განვითარებას.
5. იდენტობა
5.1. საქართველოს ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა უნდა უზრუნველყონ ერთმანეთის თვითმყოფადობის, ენის, რელიგიის, ფასეულობების დაცვა, დანერგონ ურთიერთმიმღებლობისა და განსხვავებათა პატივისცემის სულისკვეთება;
5.2. სამცხე-ჯავახეთის ქართველი და სომეხი მოქალაქეები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ეთნიკური იდენტობის თვალსაზრისით, მაგრამ მათ აერთიანებს საერთო მოქალაქეობრეივი იდენრობა, რაც მათ საფუძველს უქმნის ერთობლივად იკისრონ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სახელმწიფო ენის და სამოქალაქო ფასეულობების პატივისცემისა და ქვეყნის განვითარების ხელშეწყობაზე;
5.3. მიჯნავენ რა ერთმანეთისაგან ეთნიკურ ასიმილაციასა და ინტეგრაციას, საქართველოს სომეხმა და ქართველმა მოქალაქეებმა უნდა მოახდინონ რეაგირება ასიმილაციის მცდელობაზე და ხელი შეუწყონ სახელმწიფოში მშვიდობიან ინტეგრირებას; უნდა უზრუნველყონ არა მხოლოდ ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვა, არამედ მისი შემდგომი სრულყოფა და განვითარება.
6. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი უნდა გახდეს ეფექტური ეროვნებათშორისი თანაცხოვრების წარმატებული მაგალითი მთელი ქვეყნისათვის, კერძოდ:
6.1. სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა ერთობლივად უნდა იზრუნონ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე;
6.2. სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ქართველებმა და სომხებმა პატივი უნდა სცენ სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი შეუწყონ რეგიონში სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას და საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის განვითარების პროცესებში; ამასთანავე, უნდა აღიარონ და გაითვალისწინონ რეგიონში მცხოვრები ყველა ეთნიკრი უმცირესობის მოთხოვნილებები და უფლებები;
6.3. საქართველოს ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა ხელი უნდა შეუწყონ კავშირის განმტკიცებას სახელმწიფო სტრუქტურებსა და მოსახლეობას შორის, რათა მათ ერთობლივად იზრუნონ შესაძლო კონფლიქტების პრევენციაზე და ხელი
შეუწყონ რეგიონის სრულფასოვან ინტეგრირებასა და განვითარებას.
7. ქვეყანა
7.1. სამცხე-ჯავახეთის ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა უნდა აჩვენონ ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ჯგუფებს მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითი, ხელი შეუწყონ და სხვადასხვა ეთნოსთა შორის ურთიერთობისა და კავშირის განვითარებას;
7.2. საქართველოს ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა უნდა დაიცვან სახელმწიფოსა და მასში მცხოვრები ყველა ეთნოსის ინტერესები, უნდა უზრუნველყონ ქვეყნის ცხოვრებისა და მართვის ნებისმიერ დონეზე ყველა ეთნოსის სრულფასოვანი მონაწილეობა;
7.3. საქართველოს ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა ერთობლივად, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო დოკუმენტებზე დაყრდნობით უნდა იზრუნონ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ინტეგრაციის მაღალ ხარისხზე;
7.4. საქართველოს ქართველმა და სომეხმა მოქალაქეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია, შეიტანონ წვლილი სამართლებრივი სახელმწიფოს შენებაში, რომელიც მხოლოდ თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობაზე დაყრდნობით მიიღწევა.
8. კაცობრიობა
8.1. საქართველოს ქართველი და სომეხი მოქალაქეები უნდა იძლოდნენ მშვიდობიანი თანაარსებობის მაგალითს და ხელს უწყობდნენ სხვა ეთნიკურ ჯგუფებში ანალოგიური მისწრაფებების განვრცობას როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით;
8.2. საქართველოს ქართველი და სომეხი მოქალაქეები უნდა ზრუნავდნენ თავის უახლოეს გარემოცვაში, რეგიონში, ქვეყანაში, მსოფლიოში უსაფრთხოების დონის ამაღლებაზე;
8.3. საქართველოს ქართველი და სომეხი მოქალაქეები უნდა ითვალისწინებდნენ საკაცობრიო გამნოცდილებას ინტერეთნიკურ ურთიერთობებში;
8.4. საქართველოს ქართველი და სომეხი მოქალაქეები უნდა ხელმძღვანელობდნენ ზოგად-საკაცობრიო ფასეულობებით, როგორიცაა: დემოკრატია, მოქალაქეობა, ტოლერანტობა, ღირსება, ჰუმანიზმი და ადამიანთა უფლებები;
8.5. საქართველოს ქართველი და სომეხი მოქალაქეები უნდა ცდილობდნენ, რომ ეთნოსთაშორის სფეროში მიღწეულმა დადებითმა შედეგებმა პოზიტიური ზეგავლენა იქონიონ ზოგადსაკაცობრიო პროცესებზე.
________________________________
1. ინგლისურად ე.წ. „name bage“
2. იხ. ტერმინთა განმარტებანი
3. იხ. გამოყენებული ლიტერატურის სია
4. იხ. ტერმინთა განმარტებანი
5. ცნობილია, რომ ეთნიკურმა კონფლიქტებმა მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მსოფლიოში აღნუსხული შეიარაღებული კონფლიქტების 70%25-ს მიაღწია.
6. იხ. ტერმინთა განმარტებანი.
7. საერთაშორისო სამართლის გამოყენება როგორც ,,ეთნიკური,“ ასევე ,,ეროვნული უმცირესობა“. ეს ტერმინები თავისი შინაარსით იდენტურია.
8. იხ. გამოყენებული ლიტერატურის სია
9. იხ. ტერმინთა განმარტებანი
10. იხ. ტერმინთა განმარტებანი
11. იხ. გამოყენებული ლიტერატურის სია
12. თვით მაქს-ნიფი მრავლობითის ნაცვლად იყენებს ტერმინს „სინერგიული“ დაკმაყოფილების საშუალებები
13. იხ. გამოყენებული ლიტერატურის სია
14. ინგლ. Talk Show
15. იხ. გამოყენებული ლიტერატურის სია
![]() |
5 ავტორთა რეკომენდაციები ეროვნებათაშორის ურთიერთობათა მართვის ტრენინგისა და სამუშაო შეხვედრების ჩასატარებლად |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეთავში მოცემულია ავტორთა გუნდის მიერ ეროვნებათაშორის ურთიერთობათა მართვის სფეროში მუშაობისას დაგროვილი გამოცდილების განზოგადება რამდენიმე რეკომენდაციის სახით, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ გამოგადგებათ მეთოდოლოგიური ხედვის შემუშავებაში, ტრენინგისა და სემინარების დაგეგმვასა და ჩატარებაში: თუმცა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ არ არსებობს აუდიტორიასთან მუშაობის ,,მზა რეცეპტები“, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ფაქიზ სფეროს ეხება.
ეროვნებათაშორისი ურთიერთობის მართვის ტრენინგისა და სამუშაო სემინარების ჩატარებისას მნიშვნელოვანია წამყვანთა მოქნილი მიდგომა პროცესისადმი. იმპროვიზაციის უნარი და შემოქმედებითობა სესიების წამყვანის მნიშვნელოვანი სამუშაო იარაღია. შემოქმედებითობა და მოქნილობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაგეგმვის, არამედ თვით მუშაობის პროცესში. ეს გამოცდილებასთან ერთად ყალიბდება. გამოცდილების დასაგროვებლად კი საჭიროა წამყვანების მუშაობა როგორც საკითხზე ცოდნის გასაღრმავებლად, ასევე საკუთარ თავზე. უწყვეტი განათლება და პიროვნული ზრდა ის ცხოვრებისეული პოზიციაა, რომლითაც იგებს როგორც თავად პროფესიონალი, ასევე მისი შრომის მომხმარებელი.
ინტერაქციული სტილი არის სახლემძღვანელოს მეთოდოლოგიის ერთ-ერთი საყრდენი. მნიშვნელოვანია, სესიაბის წაყვანისას არ გამოვიყენოთ ცალსახად მხოლოდ ლექციური სტილი, მუშაობის პროცესში მაქსიმალურად ჩავრთოთ მონაწილეები. ამით ხელს შევუწყობთ მონაწილეების მიერ მასალის შეთვისებას, გადროვილი გამოცდილების გაცნობიერებას, პოზიტიური მხარის დანახვასა და შემდგომ დახვეწას.
მნიშვნელოვანია ტრენინგის/სამუშო შეხვედრის შინაარსის და მიზნების მორგება მონაწილეთა ინტერესებსა და მოთხოვნილებებზე. აქედან გამომდინარე, მეთოდოლოგიის კიდევ ერთი პრინციპია სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნილების, საჭიროებების, მოლოდინისა და ინტერესების გამოკვლევა და ტრენინგისა და სემინარიის შესაბამისად დაგეგმვა.
პროცესის ეფექტურობისათვის სასურველია ჯგუფს უძღვებოდეს ორი წამყვანი. ისინი ინაწილებენ პასუხისმგებლობას მუშაობის პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის; ამ შემთხვევაში პროცესი უფრო მრავალფეროვანი ხდება, ადვილდება მცირე ჯგუფებთან მუშაობა, ჯგუფის წევრების მოსაზრებების აღნუსხვა, მათი ჩართვა ინტერაქციულ პროცესში, ტექნიკური საკითხების მოგვარება, როგორიცაა „ფლიფჩარტის,“ პროექტორის და სხვა დამხმარე მასალების გამოყენება და ა. შ.
პროცესის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია წამყვანთა ,,შეთამაშებული“ მოქმედება. ამისათვის საჭიროა წამყვანთა წყვილის წინასწარი ერთობლივი მუშაობა: დაგეგმვა, მომზადება, რეპეტიცია არის ის ელემენტები, რომლებიც მათ დაეხმარა მუშაობის ეფექტურობის გაზრდაში.
მნიშვნელოვანია სუპერვიზიის მექანიზმის ჩამოყალიბება და ამოქმედება. სუპერვიზორი არის პიროვნება, რომელიც პროცესიის წამყვანებს ასწავლის, უწევს კონსულტაციას, უზიარებს გამოცდილებას, უსმენს მათ უკუკავშირებს და ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში პროცედურული ან მეთოდოლოგიური სიძნელეების წარმოქმნის შემთხვევაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ორი სუპერვიზორის არსებობა: მეთოდოლოგიურ სფეროში და ეთნიკურ საკითხებთნ დაკავშირებით.
პროცესის ეფექტურობას უზრუნველყოფს მყარი უკუკავშირის მექანიზმის არსებობა წამყვანებს, სუპერვიზორებს, პროცესის სხვა ორგანიზატორებს და, განსაკუთრებით, ბენეფიციარებს შორის. მათგან მიღებული კომენტარები და მათ უკუკავშირზე დაფუძნებული პროცესი ამაღლებს ეფექტურობას და იძლევა განვითრების შესაძლებლობას.
მეთოდოლოგიის კიდევ ერთი დასაყრდენი არის ჯგუფური მუშაობა. ჯგუფები შეიძლება იყოს განსხვავებული ფორმატის - სამუშაოს მიზნებიდან გამომდინარე: პლენარული სხდომები (50-100 მონაწილე), მცირე ჯგუფები (ოპტიმალური რაოდენობა 10-12 მონაწილე) და ქვეჯგუფები (4-5 მონაწილე). ქვეჯგუფებში მუშაობა განაპირობებს მეტ ჩართულობას, მეტ აქტიურობას და ნდობის ატმოსფეროს შექმნას მონაწილეებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აზრთა ურთიერთგაზიარებისათვის, პრობლემათა გაცნობიერებისათვის, მათი გადაწყვეტის გზების მოძიების პრაქტიკული უნარის გამომუშვებისა და პრობლემებზე საუბრისათვის.
მნიშვნელოვანია, მეთოდოლოგია და მეთოდები მოარგოთ იმ კულტურულ სფეროსა და გამოცდილებას, რომელშიც მუშაობა გვიწევთ. სენზიტიურობა1 კულტურულ განსხვავებულობათა მიმართ როგორც არაფორმალურ, ასევე ფორმალურ ურთიერთობებში არის მონაწილეებთან ეფექტური თანამშრომლობის წინაპირობა. წამყვანების მომზადების დროს მნიშვნელოვანია კურიკულუმში შევიდეს სამიზნე ეთნიკური ჯგუფის კულტურის ელემენტების შესწავლა. ამ მიზნით კი შესაძლებელია სხვადასხვა სფეროს ექსპერტთა მოწვევა და მათი დახმარებით შედარებით ობიექტური და სრული ინფორმაციის მიღება ეთნოსთა ისტორიისა და კულტურის შესახებ. ჩვენი გამოცდილება ეყრდნობა არა მარტო საერთაშორისო საკანონმდებლო სფეროს ექსპერტებთან, არამედ ისტორიკოსებთან, ეთნოლოგებთან, ფსიქოლოგებთან, სოციოლოგებთან მუდმივ კონსულტირებას.
ტრენინგისა და სამუშაო სემინარების პერიოდში მნიშვნელოვანია გამოვყავით დრო არაფორმალური ურთიერთობებისათვისაც. მონაწილეთათვის, რომლებიც იშვიათად ხვდებიან ან საერთოდ არ აქვთ ურთიერთობა სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ეს არის შანსი, რათა შეძლონ სტერეოტიპების დაძლევსკენ ნაბიჯის გადადგმა.
თუ ჯგუფი ეთნიკური და ენობრივი კუთხით შერეულია, მიზანშეწონილია თარჯიმანის მოწვევა, უზრუნველვყოთ ყველა მონაწილის თანაბრად ჩარევა პროცესში. საერთოდ, ყველასათვის გასაგები ენის პოვნა და სამუშაოს შესაბამისად დაგეგმვა ერთ-რთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. უმჯობესია, თუ თვით წამყვანები საუბრობენ ყველასათვის გასაგებ ენაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს თარჯიმანის მოწვევის საჭიროებას.
თუ სამიზნე ჯგუფში სახელმწიფო მოხელეები და თანამდებობის პირები შედიან, ჯგუფის მონაწილეთა შორის სამსახურებრივი სტსტუსის განსხვავების გამო შექმნილი პრობლემების გადაწყვეტაში ეფექტურია შემდეგი წესის შემოტანა: ყველა მონაწილეს „აქ და ამჟამად“ თანაბარი სტატუსი აქვს; უნდა მოხდეს დაბალსტატუსიანი მონაწილეების წახალიხსება მონაწილეობისათვის.
პროცესის წარმართვისათვის მნიშვნელოვანია მონაწილეთა ეთნიკური შემადგენლობის დაბალანსება ჯგუფებში. ასეთ შემთხვევაში ყველას ეძლევა საშუალება, ისწავლოს და გაითავისოს ეროვნებათაშორისი ურთიერთობების პრობლემატიკა არა ზეპირი მაგალითებით, არამედ პიროვნული ურთიერთობისა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე.
დაცული და კომფორტული გარემო დაგეხმარებათ ტრენინგის/ სამუშაო შეხვედრის წარმატებით ჩატარებაში. თუ სამიზნე ჯგუფი სახელმწიფო მოხელეებისაგან შედგება, ჩვენი რჩევაა მათი გაყვანა საცხოვრებელი თუ საქმიანი გარემოდან და მუშაობის ორგანიზება ე.წ. „ნეიტრალურ ტერიტორიაზე,“ თუმცა ეს გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც ასევე გასათვალისწინებელია.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია საკითხისადმი ფასილიტაციური მიდგომა, რაც გულისხმობს ,,ინსაითებზე“2 ორიენტირებულ არადირექტიულ პროცესს; ფასილიტაციის დროს წამყვანი აადვილებს პროცესის მიმდინარეობას: იგი სვამს ღია კითხვებს, მუშაობს ასოციაციებზე, წარსულ გამოცდილებაზე, მოჰყავს მაგალითები, სადაც შესაძლებელია მოიშველიებს იუმორს და ა. შ.
გისურვებთ წარმატებას!
______________________________
1. იხ. ტერმინთა განმარტებანი
2. იხ. ტერმინთა განმარტებანი
![]() |
6 გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
ალგომერაცია - ჩვენს შემთხვევაში: ადამიანთა დიდი პოპულაცია, რომელიც განსაზღვრულ ტერიტორიაზეა დასახელებული;
აფილაცია - ახლო კონტაქტი, კავშირი; მისი ქვეტექსტი ყოველთვის პოზიტიურია; აფილაცია ასოცირებულია თანამშრომლობასთან, კომპანიონობასთან, სიყვარულთან; ადამიანის ერთ-ერთი საბაზო მოთხოვნილებაა;
ასიმილაცია - საკუთარივით შეთვისება ან მიერთება. სოციოლოგიაში ეს ტერმინი გამოყენება მაშინ, როდესაც წარსულისა თუ იდენტობის თვალსაზრისით სრილიად შეუსაბამო ჯგუფები ან ინდივიდები იქცევიან ერთგვაროვან, ერთი იდენტობის მატარებელ ჯგუფად ამ შემთხვევაში პროცესი შესაძლოა იყოს ცალმხრივი, როდესაც ერთი შთანთქავს მეორეს ან ორმხრივი, როდესაც ორივე ერთიანდება ერთ მთლიანობაში და, აქედან გამომდინარე, ხდება ორიგინალური პირველადი იერსახეების წაშლა;
გ
განსაკუთრებული უფლება - პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო კანონმდებლობაში. კანონი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ჯგუფთან მიმართებაში. ის ასახავს პოზიტიურ ქმედებებს/ზომებს, ან რასობრივი თუ რელიგიური სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის აღმკვეთ კანონმდებლობას, რომელიც ეხება ეთნიკურ, რელიგიურ ან სქესობრივ უმცირესობებს. თავისი არსით იგი არ არის დისკრიმინაციული. პირიქით, მიზნად ისახავს უმცირესობათა უფლებების გაფართოებას დროებით, სანამ ქვეყანა შეძლებს ყველა მოქალაქის უზრუნველყოფას თანაბარი შესაძლებლობებით.
დ
დისკრიმინაცია - კლასისა თუ კატეგორიის მიხედვით ადამიანთა ჩაგვრა მათი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე; წინასწარგანწყობა, რომელიც ქცევაში გადაიზრდება, მაგ., რასობრივი დისკრიმინაცია, უმცირესობების დისკრიმინაცია და ა. შ.
დისოცირება - ზოგადად გამოიყენება იმ პროცესის (ან მისი შედეგის) აღსანიშნავად, როდესაც აქტივობის, მოსაზრებების, ფიქრებისა და ემოციების მთელი რიგი განცალკევდება, ჩამოშორდება პიროვნებას და პიროვნება მათგან დამოუკიდებლად იწყებს ფუნქციონირებას; გამოიყენება პიროვნების მიერ ემოციურად მნიშვნელოვანი გარემოდან ფსიქოლოგიური დისტანციის დაჭერის აღსანიშნავად, ,,სიტუაციის გვერდიდან ყურების“ გადატანითი მნიშვნელობით;
ე
ესკალაცია (კონფლიქტის) - გამწვავება;
ი
იდენტობა - პიროვნების შესწავლის მეცნიერებაში, პიროვნების არსებითი, განუყოფელი და ძირითადი მეობა; ინდივიდის შინაგანი, საკუთარი თავის შესახებ შემუშავებული სუბიექტური კონცეფცია; საკუთარი თავის იგივეობის განცდა; ტერმინი გამოიყენება მიკუთვნებულობის გამოსახატავად ნებისმიერი ტიპის ჯგუფის მიმართ (მაგ. რასობივი, ეთნიკური, სქესობრივგი, რელიგიური, პროფესიული და სხვა სახის იდენტობა);
ინსაითი - ინგლისური სიტყვაა (insight), ნიშნავს რაიმეს არსის გაცნობიერების, წვდომის აქტს;
ინსტიტუტი სოციალური - სოციოლოგიის ტერმინოლოგიით, სოციალური როლების ორგანიზებული სისტემა, რომელიც საზოგადოების მდგრად და მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს და ფოკუსირებულია ადამიანის საბაზო მოთხოვნილებებსა და ფუნქციებზე;
ინტეგრაცია - ძალიან ზოგადად, ეს არის ცალკეული ელემენტების გაერთიანებისა და კოორდინირების პროცესი; ინტეგრირება - ჰარმონიულ და კოორდინირებულ ერთიან მთლიანობად გადაქცევა, რაც განპირობებულია გადაწყობით, რეორგანიზაციითა და, შესაბამისად, ელემენტებისა და ნაწილების დამატებით ან ჩამოშორებით. ინტეგრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით, როდესაც „ელემენტებად“ მოიაზრებიან პიროვნებები/ადამიანები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი მახასიათებლებით (რასა, სქესი, რელიგია, ეთნოსი, სოციალური კლასი და ა.შ.);
ინტერაქციული პროცესი - კომუნიკაციის პროცესი, დაფუძნებული თანამონაწილეობაზე, რომლის დროსაც არ არსებობს „აქტიური გადამცემი“ და „პასიური მიმღები“; თითოეული მხარე/მონაწილე სრულფასოვნად არის ჩართული კომუნიკაციის პროცესში;
ინტერნალიზაცია - გაშინაგანება, გათავისება;
მ
მატრიცა - 1) მონაცემთა (სიმბოლოების ან ნომრების) ნებისმიერი სახის თანმიმდევრობა, ყალიბი, რომელიც მოცემულია ტაბულაში რიგებისა და სვეტების სახით; 2) ჩარჩო ან სტრუქტურა, რომელიც განაპირობებს ფორმას, მნიშვნელობას ან შინაარსს. გამოიყენება მეტაფორულადაც, გადატანითი მნიშვნელობით, განსაკუთრებით, შემეცნებით ან აღქმით შინაარსთან მიმართებაში, რაც ხელს უწყობს სიტუაციის განსაზღვრას ან ჩამოყალიბებას;
მარკერი - ინგლისური სიტყვაა (marker), ნიშნავს დაფაზე ან ქაღალდზე საწერ სპეციალურ კალამს, შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფერის;
ნ
ნეგატიური აზროვნება - მოუქნელი, არარესურსული აზროვნება, რომელიც მიმართულია არა გადაწყვეტილების მოძიებაზე, არამედ პრობლემის ხაზგასმაზე, (განსხვავებით პოზიტიური აზროვნებისაგან, რომელიც გულისხმობს რესურსების აღმოჩენისაკენ სწრაფვას პრობლემურ სიტუაციაშიც კი);
პ
პატერნი - ნიმუში, შაბლონი (მაგ. ქცევის);
პოლიტიკური ელიტა - პოლიტიკური ლიდერების მიერ შექმნილი გაერთიანებები, რომელთაც გააჩნიათ ელიტისადმი მიკუთვნებულობით გამოწვეული პრივილეგიები და სიამაყე, რომელიც მიმართულია ძალუფლების შენარჩუნებაზე.
პრევენცია - წინასწარი ღონისძიებები რაიმე არასასურველი მოვლენის თავიდან ასაცილებად (მაგ., კონფლიქტის პრევენცია);
პრეზუმფცია - (ლათ. praesumptio) 1) ვარაუდზე დამყარებული მოსაზრება, 2) (სამართლის სფეროში) რაიმე ფაქტის აღიარება სარწმუნოდ, სანამ არ დამტკიცდება მისი მცდარობა;
პროექცია - ფსიქოლოგიაში: საკუთარი გრძნობების, მოსაზრებებისა და განწყობების მიწერა სხვა პიროვნებისათვის;
რ
რეზონიორობა - უნაყოფო ტვინის ჭყლეტა;
რევერსული დისკრიმინაცია - გულისხმობს დისკრიმინაციულ პოლიტიკას ან აქტებს, რომელთა განხორციელების შედეგად იგებს არადომინირებული ჯგუფი დომინანტური ჯგუფის ხარჯზე; მაგ., აშშ-ში ტერმინი გამოიყენება მაშინ, როცა არაკვალიფიციური კანდიდატურა მიიღება სამსახურში იმის საფუძველზე, რომ არის უმცირესობის წარმომადგენელი;
რაციონალიზაცია - ფსიქოლოგიაში: გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი ლოგიკური დასაბუთების კონსტრუირების პცროცესი.
ს
საბაზო მოთხოვნილებები, საჭიროებანი - ეს არის ნებისმიერი მოთხოვნილება, რომლის დაკმაყოფილების გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს, ან ზოგადად არსებობას, ან სრულფასოვან ცხოვრებას, თავის თავის განხორციელებას;
სინერგიზმი, სინერგიული (ბერძ.synergia - თანამშრომლობა, ხელშეწყობა) -
ზოგადად ერთობლივი მუშაობა, შეთანხმებულობა, თანამშრომლობა; ურთიერთგამაძლიერებელი ზემოქმედება;
სენზიტიურობა - მგრძნობელობა, მგრძნობიარეობა;
სოციალური დასწავლა - სოციუმის, გარემომცველი წრის ფასეულობების, დამოკიდებულებების, ქცევის პატერნები შეთვისება პიროვნების მიერ;
სუპერვიზია - ფასილიტაციის პრაქტიკაში სუპევიზია ნიშნავს გამოცდილების კოლეგის მიერ მეორე კოლეგის ან კოლეგათა ჯგუფის პროფესიულ კონსულტირებასა და ანალიზს, როგორც მათ მიერ გამოყენებული პრაქტიკული მიდგომებისა და მეთოდების, ასევე სამიზნე ჯგუფთან დამოკიდებულების თვალსაზრისით; ეს ამ პროფესიონალთა თეორიული და პრაქტიკული კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება;
ტ
ტრენინგი, სწავლება, წვრთნა - ზოგადად, ნებისმიერი სპეციფიკური საგანმანათლებლო, სასწავლო პროგრამა ან პროცედურათა რიგი, რომელიც იმისათვის არის შედგენილი, რომ პიროვნებამ შეძლოს გარკვეული უნარ-ჩვევების შეძენა და საკითხის გაცნობიერება, კვალიფიციურად ჩაერთოს რაიმე სახის ახალ სამუშაოში; გამოცდილებითი სწავლება;
უ
უკუკავშირი - (ინგლ. feedback) ტერმინი შემოულია კიბერნეტიკის, საინჟინრო და ბიოლოგიური მეცნიერების სფეროდან. ჩვენს შემთხვევაში იგულისხმება ჯგუფის წევრებისა და წამყვანების მხრიდან ინფორმაციის გაცვლა ერთმანეთის წვლილის, წარმატების, წარუმატებლობის, ემოციების, გაცნობიერების პროცესის, ჯგუფის დინამიკის და სხვა საკითხების შესახებ, რომლებიც შეიძლება აქტუალური გახდეს ტრენინგის ან სემინარის დროს. ტრენინგის/სემინარის წამყვანისათვის მონაწილეებთა უკუკავშუირის გაცვლის მექანიზნმი არის პროფსიული ზრდის საწინდარი;
ფ
ფასილიტაცია - ნებისმიერი პროცესის არადირექტიულად, სამართლიანად, ჰუმანისტურ ფასეულობებზე დაფუძნებულად წარმართვის უზრუნველყოფა;
ფლიფჩარტი - (ინგლ.flipchart), ნიშნავს კედელზე გასაკრავ ან დაფაზე დსამაგრებელ ქაღალდს, ჯგუფური მუშაობისა ჩანაწერების გასაკეთებლად;
შ
შოვინიზმი - უკიდურესი და უმიზეზო მხარდაჭერა იმ ჯგუფისა, რომელსაც მიეკუთვნება პიროვნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მხარდაჭერა გამოხატავს სიძულვილს კონკურენტის მიმართ. ეს ტერმინი წარამოიქმნა ვინმე ნიკოლას შოვინის თავგანწირვიდან გამომდინარე: იგი ნაპოლეონ ბონოპარტეს ჯარისკაცი იყო და ჩვიდმეტი ჭრილობის მიუხედავად, ფანატიკურად უჭერდა მხრს თავის იმპერატორს და იბრძოდა საფრანგეთისათვის; ამდენად ტერმინი ასახავს უკიდურეს ნაციონალიზმს;
ჩ
ჩარევა - ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ნებისმიერი სახის პროცედურასა თუ მეთოდს, რომელიც გამოიყენება მიმდინარე პროცესის შეწყვეტის, მასში ჩარევისა და/ან მათი შეცვლის მიზნით;
წ
წინასწარგანწყობა - (ინგლისურად prejudice) 1) პირდაპირი მნიშვნელობით იგულისხმება „წინასწარგანსჯის“ აქტი; შეხედულების ჩამოყალიბება საკმარისი ინფორმაციის მოძიებამდე, წინარეკონცეფცია; მისი არსებობა შესაძლებელია ნებისმიერი საგნის, მოვლენის, პიროვნების, იდეისა და ა.შ. შესახებ. 2) ნეგატიური მოსაზრება გარკვეული პირების დაჯგუფების მიმართ, რაც დაფუძნებულია იმ ნეგატიურ მახაიათებლებზე, რომელიც ამ ჯგუფის მიერ მუდმივად გამოიხატება. 3) პიროვნებისადმი დამოკიდებულება, დაფუძნებული სტერეოტიპებზე იმ სოციალური ან რასობრივი ჯგუფის მიმართ, რომელსაც ის ეკუთვნის;
ჰ
ჰომოგენურობა - ზოგადი მსგავსება, იგივეობა; გამოიყენება განსხვავებულ შემთხვევებში ჯგუფის, საგნების, მონაცემების და ა.შ. დასახასიათებლად. ტერმინი აღნიშნავს იმას, რომ ნაგულისმევი საგნები არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არსებითად, ერთგვაროვნია.
![]() |
7 გამოყენებული ლიტერატურის სია |
▲ზევით დაბრუნება |
1. ბლუაშვილი უ., მესხიშვილი ც., სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემები სამცხე-ჯავახეთში, ინტელექტი, თბილისი, 2004
2. გალტუნგი ი., კონფლიქტის ტრანსფორმაცია მშვიდობიანი გზით (ტრანსცენდის მეთოდი), ICCN, თბილისი, 2001
3. სარჯველაძე ნ., ბებერაშვილიზ., ჯავახიშვილი ჯ., მახაშვილი ნ., სარჯველაძე ნ., ტრავმა და ფსიქოლოგიური დახმარება, აგრფო, თბილისი, 2000
4. სარჯველაძე ნ., „ადამიანთა ფუნდამენტური მოთხოვნილებები და სოციალური ინსტიტუტები დღევანდელ საქართველოში“, წიგნში: „ადამიანის საბაზო მოთხოვნილებები და ინსტიტუციური განვითარება საქართველოში“, თბილისი, 2003.
5. ჯავახიშვილი ჯ., „მანფრედ მაქს-ნიფის მოთხოვნილებათა თეორია და მისი ჰუმანისტური პოტენციალი“, წიგნში „ადამიანის საბაზო მოთხოვნილებები და ინსტიტუციური განვითარება საქართველოში“, თბილისი, 2003.
6. Owning the process: public participation in peacemaking; in Accord, issue editor:Barnes C., Concilation Resources, London, 1969]
7. Bart F. introduction/Bart E. Ethnic groups and boundaries, The social organization of Cultural differences. Bergen, London 1990
8. Barton J.W., Conflict : resolution and prevention, Mamillan, London, 1990
9. Barton J.W., Conflict: human needs theory, Mamillan, London, 1990
10. Broers L., Globalization, Migration and Diaspora Nationalizm Issues; Genocide and Ethnic Cleansing: Nations and Nationalism, Unpublished course of lectures, School of Oriental and African Studies, University of London, 2006
11. Gordon A., Neufeld Ch., Mapping Multiculturalism, Minneapolis, London 1996
12. Ethnic Identity, national identity and intergroup conflict: the significance of personal experiences; Social identity, inter group conflict and conflict reduction, Thomas Hylland Ericsen/ Oxford: Oxford University Press, 2001
13. Fisher R.J., The Social sychology of intergroup and institutional conflict resolution, NY: Springer Verlag, 1990
14. Javakhishvili J., Victinms of war: psychological problems of displaced people, in : prevention and control of aggression and the impact of its victims, ed: martinez M., Kluwer Academic/Plenum Publishers, 2001
15.Karabayeva M., Kochorbayeva Z., Moldosheva A., Manual: Guids on the training „managing inter-ethnic relationships,” High commissariat of OSCE on fairs of national minorities and academy of management under the president of Kyrgiz republic, Kyrgizstan, 2001
16. Leberach J.P., Beyonf Prescrition: new lences forconflict resolution, training across cultures, Waterloo, Canada, 1992
17. Max-Neef M., Eliadle A., Hopenhayn M., Human Scale Development, New York, The Apex Press, 1991
18. Mitchell C.R., Necessitous man andoconflict resolution: more basic question about basic human need in J.w. Barton (ed) Conflict: human need theory, NY: St Martins Press, 1990
19. Mitchell C. Banks M., Handbook of conflict resolution: the analytical problem solving approach, Redwood books, GB. 1996
20. Smooha S., Jarve P., (editors) The fate of Ethnic democracy in post-communist Europe, IGI Books, ECMI, OSI, Createch LTD, Hungary 2005
21. Vyryne, T., Going beyond similarity: The role of the facilitator in problem-solving workshop conflict resolution. In Kent Journal of Interrational relation, ol.9, no7, Winter, 1995
22. Watters M., Ethnic option. Hoosing identities in America, Berkley, Los Angeles. Oxford. 1990
23. Бейтсон Г., Экология разума Смысл Москва, 2000
24. Воронков В. Освальд И., Конструирование идентичности:этнические общины Санкт-петербурга, СПБ 1998
25.Гейслер Х., Граждане, Нация республика - Европа и мультикультурное общество, неопубликованный перевод по изданию:Geiller H. Burger, nation, republic - Europa and die multiculturelle gesellshaft/ie multiculturelle herausfordeung, Munchen, Beck, 1996
26. Головаха Е., Кроник А. Психологическое время личностиб Киев, Нукова Думка, 1984
27. Гриндер Дж., Бендлер Р., Структура Магии, Москва, КААС, 1997
28. Дилтс Р., Изменение убеждений с помощью НЛП, Москва, Класс, 1995
29. Джавахишвили Дж., Фричева М., «некоторые аспекты межэтнических отношений в Грузии», Тбилиси, 2005 ( в процессе публикации)
30. Конструирование этничности. Под ред. В.Воронкова и И. Освальда. Издательство „дмитрий Буланин“. 1998
31. Кроник А. Ахмеров А. Каузометрия: методжы самопознания, психодиагностики и психотерапии в психологии жизненного пути, Москва, Смысл, 2003.
32. Лебедева Н. Введение в этническую и кросс-культурную психологию, Ключ, 1999ж
33. Фишер С., Абди Д.И., Лудин Дж., Смит Р., Уилиамс С., Уилиамс С., Работа с конфликтом; навыки и стратегии практической работы с конфликтом, RTC, 2001
34. Разрешение конфликта:пособие по обучению методам анализа и разрешения конфлита, Москва, International Alert, 1999
35. Сарджвеладзе Н., Личность и её взаимодейтсвие с социальной средой, Мецниереба, Тбилиси, 1989
36. Сарджвеладзе Н.,Беберашвили З., Джавахишвили Дж. Б Махашвили Н. Сарджвеладзе Н., Травма и психологическая помощь, Москва, Смысл, Черо, 2006
37. Солдатова Г., у., Этническая идентичность, в: Психология межэтнической напряжённости, Москва, 1999.
საერთაშორისო დოკუმენტები
1. Гаагские реккомендации о правых национальных меньшинств на образование и пояснительная записка, Офис, Верховного Комиссара по Делам Национальных Меньшинств, Гаага, Октябрь, 1996
2. Ословские реккомендации о правых национальных меньшинств в области языка и пояснительная запискаю Оффис Верховного Комиссара по Делам Национальных Меньшинств, Гаага, февраль, 1999
3. Лундские рекомендации об эффективном участии национальных меньшинств в общественно-политической жизни с пояснительными примечаниями, Оффис Верховного Комиссара по Делам Национальных Меньшинств, Гаага, Сентябрь 1999
4. Рекомендации способствующие участию националбных меньшинств в избирательносм процессе, Бюро ОБСЕ по Демократическим институтам и правам человека, Варшава, Март, 2001
5. Рамочная конвенция о защите национальных меньшинств, Общеградланское Движение Многонациональная Грузия, Тбилиси, Декабрь, 2004.
![]() |
8 ავტორთა მოკლე ბიოგრაფიები |
▲ზევით დაბრუნება |
ჯანა ჯავახიშვილი
ფსიქოლოგი, ფასილიტატორი, მუშაობს შეიარაღებული ინციდენტების შედეგად ტრავმირებული ადამიანების )აფხაზეთიდან დევნილები, ჩეჩნეთიდან ლლოვილები, ბესლანის პედაგოგები და სხ) ფსიქოლოგიურ დახმარებაზე: 2002 წლიდან დღემდე - ეროვნაბეთაშორისი კონფლიქტების მოგვარებაზე; გაწეული აქვს ქართულ -აფხაზური, ქართულ-ოსური, სომხურ-აზერბაიჯანული, ტაჯიკურ-ყირგიზულ- უზბეკური სამშვიდობო შეხვედრების ფასილიტაცია; 1996 წლიდან კოლეგებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ადამიანის რესურსების განვითარების ფონდს, იმუშავა იქ როგორც გამგეობის წევრმა, პროექტების მეთოდოლოგიურმა სუპერვიზორმა. შემდეგომ - თანათავმჯდომარემ - 2007 წლამდე. არის 14 სამეცნიერო წიგნის თანაავტორი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე (გამოცემულისა შესაბამისად, საქართველოში, რუსეთში, ნორვეგიაში, ინგლისსა და ამერიკაში), 6 წიგნის სამეცნიერო რედაქტორი.
ნოდარ სარჯველაძე
ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,საქართველოს ფილოსოფიურო აკადემიის აკადემიკოსი, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე 1996-2007 წლებში, counseling-ის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, 7 წიგნისა და 40 სტატიის ავტორი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. ადამიანის რესურსების განვითარების ფონდში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა 25 პროექტი.
მედეა (დეა) ჩხაიძე
ფსიქოლოგი, მაგისტრი კონფლიქტის მოგვარების დარგში. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტი.
2005-2007 წ. ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. 2005 წლის იანვრიდან არის პროექტის „ეროვნებათაშორისი ურთიერთობის მართვა სამცხე-ჯავახეთში“ კოორდინატორი. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ინტერესის სფეროებია ეთნიკური ურთიერთობები, კულტურათაშორისი დიალოგი, კონფლიქტი და მისი მოგვარება, ეთნო-კუილტურული ასპექტის ჩართვა სასკოლო და უმაღლესი განათლებისა და ზრდასრულთა გადამზადების სფეროში.
ქეთევან ხაფავა
ფსიქოთერაპევტი, რეზიდენტი ექიმი-ფსიქოთერაპიის სპეციალობით. დაამთავრა თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატიკის ფაკულტეტი.
2001 წლიდან იგი აქტიურად არის ჩართული ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში, არის ფონდის გამგეობის წევრი. 2006 წლიდან პროექტის „ეროვნებათაშორისი ურთიერთობის მართვა ქვემო ქართლში“ დირექტორი. პარალელურად დაკავებულია კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობით. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ეთნიკურობა, სოციალური პერცეფციები და თანასწორობა/უთანასწორობის ასპექტები ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სფეროში.
ია წულაია
სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი, მართვის ფსიქოლოგიის განხრით. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
2001 წლიდან იგი მოღვაწეობს ადამიანის რესურსების განვიტარების ფონდის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე, მშვიდობის შენებასა და ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე. პარალელურად ია თანამშრომლობდა რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასევე, ეწეოდა კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია ეთნიკური იდენტურობა და ეთნიკური უმცირესობები. სპეციფიური ინტერესის რეგიონებია, პანკისის ხეობა, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო-ქართლი. ინტერესის სფეროებს წარმოადგენს ასევე, მართვისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის საკითხები.
ეკატერინე პავერმანი
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მაგისტრი, დაამთავრა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტთან არსებული სამედიცინო ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი.
2002 წლიდან მუშაობდა ბავშვებსა და მოზარდებთან და სოციალურად დაუცველ ოჯახებთან. 2004 წლიდან არის „ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის“ თანამშრომელი. მოღვაწეობს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, სამოქალაქო სექტორის განვითარების და მშვიდობის შენების სფეროებში. 2005 წლიდან ჩართულია ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვის პროექტებში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო-ქართლის რეგიონებში. ახორციელებს კვლევას ეთნიკური იდენტობის საკითხებზე.
ნინო შუშანია
მუსიკოსი, ფსიქოლოგი. 2005 წელს ჩაირიცხა თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის სამედიცინო, ზოგადი და გამოყენებითი ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტში, სადაც ამჟამად სწავლობს მესამე კურსზე.
2000 წლიდან მოღვაწეობს ადამიანის რესურსების განვიტარების ფონდში, ამჟამად კი ფონდის გამგეობის წევრი და ბავშვთა და მოზარდთა პროექტების კოორდინატორია. ინტერეთნიკური ურთიერთობების მართვის პროექტში ჩართულია 2005 წლიდან. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ხელოვნების თერაპია და ინტერკულტურული ურთიერთობების სფერო.
სალომე საბელაშვილი
ფსიქოლოგი, მაგისტრი რეკლამის ფსიქოლოგიის განხრით შრომისა და ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
2005 წლიდან მუშაობს ადამიანის რესურსები განვითარების ფონდში ტრენერად სხვადასხვა პროექტებში. მის ინტერესებში შედის ეთნოსთაშორისი ურთიერთობები, ინტერკულტურული სწავლება, ადამიანური რესურსების მართვა ორგანიზაციებში და სხვადასხვა უნარ-ჩვევებზე მიმართული ინტერაქტიული სწავლების მეთოდების დანერგვა.