![]() |
მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის, საკანონმდებლო ინიციატივებისა და საპარლამენტო განხილვების ანალიზი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|მართლმსაჯულება |
საავტორო უფლებები: © ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე ქვეყნები, რომლებიც გაერთიანდნენ ევროპულ ოჯახში და შეთანხმდნენ ადამიანის უფლებათა უპირატეს ხასიათზე, აღიარებენ, რომ უფლებათა გარანტირების ერთ-ერთ მთავარ იარაღს, კანონის შესაბამისად შექმნილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება წარმოადგენს. ამ მიმართულებით გატარებულმა ღონისძიებებმა ასახვა მრავალ საერთაშორისო დოკუმენტში ჰპოვა, სადაც ჩამოყალიბდა ის ძირითადი პრინციპები, რომელთა დაცვა სახელმწიფოთა მიერ უზრუნველყოფს ან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასამართლოთა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ფუნქციონირებას.
კომპეტენტურობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ის პრინციპებია, რომელიც „მოსამართლეთა სტატუტის შესახებ ევროპის ქარტიამ“1 დაადგინა სახელმწიფოთათვის და რომლის უზრუნველყოფაც სასიცოცხლოდ აუცილებელია სასამართლო სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისათვის.
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა მოქალაქეთა უფლებაა და არა მოსამართლეთა პრივილეგია. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეთა ინტერესებს, აკმაყოფილებდეს მათ სურვილს - იპოვონ ნამდვილი მართლმსაჯულება და ხორციელდებოდეს ხელისუფლების სხვა განშტოებებთან თანამშრომლობისა და ერთმანეთის უფლებამოსილებათა პატივისცემის სულისკვეთებით. 2
სასამართლოს დამოუკიდებლობა უპირველესად გულისხმობსდამოუკიდებლობას ხელისუფლების დანარჩენი ორი - საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს გავლენისაგან.ასეთი გავლენისაგან სასამართლო ხელისუფლება დაცული უნდაიყოს არა მარტო ინსტიტუციურად თუ სტრუქტურულად, არამედფინანსურადაც.
უფრო მეტიც, სასამართლო ხელისუფლების ძლიერება და დამოუკიდებლობა გაცილებით მაღლა უნდა იდგეს არა მარტო სახელმწიფო ხელისუფლების დანარჩენი ორი შტოს, არამედ ნებისმიერი სხვა ორგანოს ან ჯგუფის ინდივიდუალურ ინტერესებთან შედარებით.
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა გულისხმობს იმას, რომნებისმიერი გარე ზემოქმედებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელიმოსამართლე, კანონით დადგენილი წესით, განიხილავს მისიურისდიქციას დაქვემდებარებულ საქმეებს. ამასთანავე, იგიგულისხმობს, რომ დაუშვებელია სასამართლო გადაწყვეტილებათაშემოწმება ან გადასინჯვა, გარდა კანონით გათვალისწინებულისააპელაციო წესისა.3
რაც შეეხება „მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევროპის ქარტიის“ მიერ დადგენილი პრინციპის ორ დანარჩენ კომპონენტს კომპეტენტურობასა და მიუკერძოებლობას, მათი რეალიზების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გამომდინარეობს იქიდან, თუ რამდენად არის გარანტირებული სასამართლოს დამოუკიდებლობა. აღნიშნული სამი კომპონენტი იმდენად არის ურთიერთდაკავშირებული, რომ მხოლოდ მათი ერთობლივი განხორციელებით არის შესაძლებელი სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.
სახელმწიფოების მიერ სასამართლოთა დამოუკიდებლობის შესახებ შეთანხმებული ძირითადი პრინციპები უნდა აისახოს კონსტიტუციაში ან სხვა ნორმატიულ აქტებთან შედარებით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე კანონებში, რათა მიღწეულ იყოს ორი უმთავრესი მიზანი:
1. უზრუნველყოფილ იქნეს მათი საყოველთაოდ სავალდებულო ხასიათი;
2. თავიდან იქნეს აცილებული აღნიშნული პრინციპების უზრუნველმყოფი ნორმების მარტივი პროცედურით შეცვლა და, აგრეთვე, ისეთი აქტების გამოცემა, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება ხსენებულ პრინციპებს.
შეგნებული გვაქვს რა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამართლიანი მართლმსაჯულების კრიტიკული მნიშვნელობა, ასევე, სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებები, რამაც ბოლო დროს უკიდურესად აქტუალური ხასიათი შეიძინა, ჩვენი მცდელობა მიმართულია იმის ნათელსაყოფად, თუ რამდენად ადეკვატურად უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობა სასამართლოთა დამოუკიდებლობის რეალურ გარანტიებს.
__________________
1.ევროპის ქარტია მოსამართლეთა სტატუტის შესახებ, სტრასბურგი, 1998წლის 8-10 ივლისი. ქარტიის სრული ტექსტი იხილიეთ დანართში №1.
2. რეზოლუცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სასამართლო ხელისუფლების გაძლიერების შესახებ; ტალინი, პარნუ, ესტონეთი, 22-25 ოქტომბერი, 1996 წელი.
3. სასამართლო სისტემები გარდამავალ პერიოდში; ბუდაპეშტი, 1995 წლის 25-27 ოქტომბერი; ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებისა და მოსამართლეთა შეხვედრა.
![]() |
2 საქართველოს კონსტიტუცია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აცხადებს:
„სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ |
საქართველოს კონსტიტუციითვე არის დადგენილი მოსამართლის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის დაუშვებლობა და ის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც მსგავსი ღონისძიება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების დაცვით.
საქართველოს კონსტიტუციის მიერ დეკლარირებული ნორმები, აისახა სხვა საკანონმდებლო აქტებშიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ და „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში. ამასთანავე, დაწესდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემლობისა და სასამართლოს საქმიანობაში ჩარევისათვის.2 კანონმდებლობაში მსგავსი გარანტიების ჩადება მნიშვნელოვანია,მაგრამ სახელმწიფოს წინაშე აღნიშნული ნორმების სისრულეში მოყვანის გაცილებით რთული ამოცანა დგას, რასაც უზრუნველყოფს კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად ისეთი პროცედურული წესების დადგენა, რომლებიც ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხავენ სასამართლოთა დამოუკიდებლობის შემზღუდავი ქმედებების განხორციელებას.
___________________
1. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 82, პუნქტი 3. ამავე კონსტიტუციის 84-ე მუხლი ამბობს:
1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევამის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.
2. მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.
4. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.
5. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.“
2. სისხლის სამართლის კოდექსმა გაითვალისწინა სპეციალური თავი (XI) - დანაშაული სასამართლო ორგანოების წინააღმდეგ. იგი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას: სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, სასამართლოს საქმიანობაში უკანონო ჩარევა; საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით; სასამართლოს უპატივცემლობა, გამოიხატული სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით; საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან სამართალწარმოების სხვა მონაწილის... ან მისი ახლო ნათესავის უსაფრთხოების დაცვის საიდუმლოების გახმაურება (მუხლები 364-367).
![]() |
3 მოსამართლეთა შერჩევა |
▲ზევით დაბრუნება |
მართლმსაჯულების განხორციელებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თითოეული მოსამართლის პროფესიული უნარ- ჩვევები, ვინაიდან სასამართლოების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას პირველ რიგში განსაზღვრავენ თავად ის პირები, რომლებიც უშუალოდ დგანან მართლმსაჯულების სამსახურში.
მოსამართლედ შერჩეული პირები უნდა იყვნენ ღირსებისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომელთაც სამართლის დარგში მიღებული ექნებათ შესაბამისი კვალიფიკაცია. მოსამართლეთა შერჩევის მეთოდი უნდა იძლეოდეს მოსამართლეთა არასწორი მოტივით დანიშვნისაგან თავდაცვის საშუალებას.1 |
შერჩევის კრიტერიუმების დადგენისას, მთავარი მიზანი უნდა იყოს „სამოსამართლო ფუნქციების განხორციელება იმ ქალებისა და მამაკაცების მიერ, რომელთაც აქვთ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და ადამიანური თვისებები, აგრეთვე, სათანადო გამოცდილება იმისთვის, რათა ადამიანები იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი საქმეები განიხილება წინასწარ უარყოფითი დამოკიდებულების გარეშე, მათი უფლებებისა და ღირსების სათანადო პატივისცემით. შერჩევა უნდა განხორციელდეს კანდიდატების დემოკრატიული ღირებულებების, სინდისის, აზრისა და სიტყვის თავისუფლების სრული პატივისცემით. კომპეტენტურობა უნდაშეფასდეს შერჩეული კანდიდატების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში მომზადების შესაძლებლობის მხედველობაში მიღებით“.2
საქართველოს კონსტიტუცია მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევისას ადგენს ასაკობრივ და განათლების ცენზს. კონსტიტუციის 86-ე მუხლის თანახმად: „მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება.“ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულმა კანონმა დამატებით ასევე გაითვალისწინა სახელმწიფო ენის ცოდნა და საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. თუმცა შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული `მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დებულების“ მე-8 მუხლი დამატებით განსაზღვრავს, რომ: „იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს განიხილავს ამ კანდიდატების დაუსწრებლად. აუცილებლობის შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კანდიდატი შეიძლება მოწვეულ იქნეს გასაუბრებაზე.“
ჩვენი აზრით, საქართველოს პრეზიდენტის ხსენებულ დებულებაში მსგავსი ნორმის არსებობა გაუმართლებელია, რადგანაც იმ კანდიდატებმა, რომლებიც შესარჩევ კონკურსში მონაწილეობენ, კომპეტენტურობა და შესარჩევ კრიტერიუმებთან თავიანთი შესაბამისობა უკვე დაადასტურეს ტესტირებისა და გამოცდის ეტაპზე. „აუცილებლობის შემთხვევაში“ გასაუბრების დაწესება კი ნიშნავს ისეთი დამატებითი ეტაპის გავლას, რომელიც ორგანული კანონით არ არის გათვალისწინებული. კიდევ უფრო საგულისხმოა, რომ ასეთი ეტაპის გავლის საჭიროება იუსტიციის საბჭოს შეფასებაზეა დამოკიდებული და არავითარ ობიექტურ კრიტერიუმს არ ეფუძნება. დებულება არც იმას განსაზღვრავს, თუ როდის და რა გარემოებების არსებობისას შეიძლება დადგეს გასაუბრების ჩატარების აუცილებლობა. არც ის არის გარკვეული, თუ რის დასადგენად არის დაწესებული გასაუბრება, რა კრიტერიუმებით ხდება გასაუბრებაზე კანდიდატების შეფასება ან შეიძლება თუ არა გასაუბრების გაუვლელობა გახდეს კანდიდატურის უარყოფის საფუძველი. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით და იმ ეჭვის გასაქარწყლებლად, რომ გასაუბრებები მოსამართლეთა პოლიტიკური „კეთილსაიმედოობის“ შესაფასებლადაა დაწესებული, სასურველი იქნებოდა მსგავსი ნორმის დებულებიდან ამოღება.
მოსამართლეთა შერჩევისას გამოყენებული სტანდარტების გაუმჭვირვალობის კიდევ ერთი მახასიათებელი ჩადებულია საერთოსასამართლოების შესახებ კანონის 47-ე მუხლის მე-7 პუნქტში: „თუ საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნა მისთვის იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურა, ახალი კონკურსის შემდეგ იგივე კანდიდატურა არ შეიძლება წარდგენილ იქნეს ექვსი თვის განმავლობაში შესაბამისი ან უფრო მაღალი რგოლის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად“. იგივეს იმეორებს „მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დებულება“.
აღნიშნული ნორმა უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტს, უარყოს კანდიდატი, რომელმაც დააკმაყოფილა კანონმდებლობით დადგენილი ყველა ობიექტური კრიტერიუმი. ამასთან, პრეზიდენტს კანონით არ ეკისრება იმის ვალდებულება, სულ მცირე, დაასაბუთოს მაინც თავისი გადაწყვეტილების მიზეზები და მიზანშეწონილობა.
არ არის განსაზღვრული კონკრეტული გარემოებები, რომელთა არსებობაც იწვევს პრეზიდენტის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ნორმის შესაბამისად, პრეზიდენტი უფლებამოსილია, მხოლოდ საკუთარ შეხედულებაზე დაყრდნობით უარყოს ნებისმიერი კანდიდატი, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი უცნობი რჩება როგორც კანდიდატის, ისე იუსტიციის საბჭოსა და საზოგადოებისთვის.
პრობლემატურია საქართველოს პრეზიდენტისათვის „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-20 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებაც. აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტში ნათქვამია - „საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამართლის გამოჩენილი სპეციალისტის კანდიდატურა. ამ გამოცდისაგან თავისუფლდება აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი“. მართალია, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატისათვის წარდგენილია „სამართლის გამოჩენილ სპეციალისტად“ ყოფნის მოთხოვნა, მაგრამ ამგვარი შეფასების ექსკლუზიური უფლებით საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს და „გამოჩენილობის“ არავითარი ობიექტური კრიტერიუმები დადგენილი არ არის, რაც არ გამორიცხავს კანდიდატურებისადმი სუბიექტურ მიდგომას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის დაკისრებული მაღალი ფუნქციის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია, თითოეული კანდიდატი კომპეტენტურობისა და მაღალი პროფესიონალიზმის მაგალითს იძლეოდეს. ამის უზრუნველსაყოფად კი, პირველ რიგში, აუცილებელია, მათი შერჩევისას გამოირიცხოს სუბიექტური მიდგომის ნებისმიერი შესაძლებლობა. ეს კიდევ უფრო მეტად ეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, რომელსაც, კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლებელია არც მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ჰქონდეს ჩაბარებული და არც „სამართლის გამოჩენილ სპეციალისტს“ წარმოადგენდეს.
2003 წლის 20 იანვრამდე „მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დებულება“ შეიცავდა შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლს: „იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება არ შეიძლება გაპროტესტდეს. კონკურსის მონაწილეს, რომელმაც ვერ გაიმარჯვა კონკურსში, უფლება არა აქვს მოითხოვოს უარის მოტივაცია“ (პუნქტი 7).
2003 წლის 20 იანვარს განხორციელებული ცვლილებით, დებულებაში ასეთი არადემოკრატიული შინაარსის ნორმის გაუქმება ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ გასაჩივრების უფლების გამოყენება წარმოუდგენელია ასეთი გასაჩივრებისათვის გათვალისწინებული სპეციალური პროცედურების დაწესების გარეშე. მოცემული დებულებით კი, ასეთი წესები გათვალისწინებული არ არის.
____________________
1. სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპები; პრინციპი 10.
2. კომპეტენტურობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა მოსამართლეებისა და პროკურორების კანდიდატურების მოძიებისა და მომზადების დროს, ვარშავა, 1998 წლის 17-18 დეკემბერი.
![]() |
4 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო - პრეზიდენტის სათათბირო ორგანო |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კანონმდებლობის შეუსაბამობა საერთაშორისო ნორმებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსამართლეთა შერჩევისათვის პასუხისმგებელ ორგანოს.
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 30-ე მუხლისთანახმად: „სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, მოსამართლეთა თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შერჩევის, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით, იქმნება საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“.
მსგავსი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საერთაშორისო დოკუმენტები ითვალისწინებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ორგანოს არსებობას:
„ყველა იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება მოსამართლეთა შერჩევას, კანდიდატურების მოძიებას, დანიშვნას, სამსახურებრივ წინსვლას ან სამსახურებრივი ვადის შეწყვეტას, სტატუტი ითვალისწინებს აღმასრულებელი დასაკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ორგანოს მონაწილეობას, რომლის შემადგენლობის, სულ ცოტა, ნახევარი შედგება მოსამართლეებისაგან, რომლებიც არჩეული არიან კოლეგების მიერვე სასამართლო ხელისუფლების ყველაზე ფართო წარმომადგენლობის უზრუნველმყოფი მეთოდების საფუძველზე.“1 |
გადაწყვეტილება შერჩეული კანდიდატის მოსამართლედ დანიშვნისა და მისი ამა თუ იმ სასამართლოში გამწესების შესახებ მიიღება აღნიშნული დამოუკიდებელი ორგანოს მიერ ან მისი წარდგინებით, რეკომენდაციით, თანხმობით ან მისი მოსაზრების გათვალისწინებით.2
იმის დასასაბუთებლად, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, ისიც კმარა, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა. ასეთი სტატუსით იგი ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ნაწილს წარმოადგენს და, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ იუსტიციის საბჭოს მოწვევის ექსკლუზიური უფლება, კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის.3
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა რაოდენობითაც ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. იუსტიციის საბჭოს ცხრა წევრთაგან გარანტირებულად მხოლოდ სამი შეიძლება იყოს მოსამართლე და ისინიც თანამდებობრივად შედიან საბჭოს შემადგენლობაში. შესაბამისად, ირღვევა მეორე პირობაც, რომ დამოუკიდებელ ორგანოში წარმოდგენილი მოსამართლეები თავად მოსამართლეთა მიერ იყვნენ არჩეულნი. მოსამართლეთა როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმითაც კნინდება, რომ იუსტიციის საბჭოში შემავალი მოსამართლის გამწესება იუსტიციის საბჭოს მდივნად იმთავითვე გამორიცხულია და ეს უკანასკნელი, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 65-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტის მიერ ინიშნება იმ პირთაგან, რომლებიც იუსტიციის საბჭოში წარდგენილნი არიან პრეზიდენტის ან პარლამენტის მიერ.
პრეზიდენტის სათათბირო ორგანოსთვის მოსამართლეთა ქმედების კანონიერების შეფასების უფლებამოსილების მინიჭება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ერთი მხრივ, იუსტიციის საბჭოს მიერ მსგავსი საკითხების გადაწყვეტის ობიექტურობის ხარისხზე, ხოლო, მეორე მხრივ, ხელყოფს ხელისუფლებათა დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს. |
თუმცა, სხვაგვარი წარმოდგენა აქვთ ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს. კითხვაზე, იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირე რამდენად შეესაბამება ევროპის ქარტიის მოთხოვნებს, ისინი მიუგებენ:
„შიდა სასამართლო სისტემით ამ საკითხის დარეგულირება იქნება კორუფციის უპირველესი და უპირობო გარანტია, რაც იქნება სრულიად დაუძლეველი. პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რატომ არიან იუსტიციის საბჭოში პარლამენტის წევრები და პრეზიდენტის წარმომადგენლები, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი უნდობლობის გამოცხადება საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტისათვის. ჩვენ იქ ვართ გარანტი იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება თავის წვენში არ იხარშებოდეს და არ იყოს, აქედან გამომდინარე, უკონტროლო ხელისუფლება, რისი საშიშროებაც არსებობს.“4 |
როგორც ჩანს, სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ იმ კანონპროექტთა ავტორები, რომელთა მიზანი იყო იუსტიციის საბჭოს საქმიანობის „სრულყოფა“.
2004 წლის გაზაფხულზე მოხდა იუსტიციის საბჭოს რეფორმირება და მისი შემადგენლობა ცხრა წევრით განისაზღვრა. თუმცა, ცვლილებათა ყველა პროექტი, რომელიც ინიცირებული იყო იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უცვლელად ტოვებდა იუსტიციის საბჭოს კომპეტენციებს, აგრეთვე საბჭოს, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, სტატუსს.
თუმცა, 2005 წლის 3 ოქტომბრის ინიციატივამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გაითვალისწინა იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში. მხედველობაში მისაღებია ორი ძირითადი დებულება:
I - იზრდება მოსამართლეთა რაოდენობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში;
II -პროექტის თანახმად, იუსტიციის საბჭოში თანამდებობრივად შედის საქართველოს გენერალური პროკურორი.
მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში დადებითი ტენდენციაა და ეს უდაოდ გაზრდის მოსამართლეთა როლს. მაგრამ საინტერესო იქნებოდა პროექტის ავტორთა მიერ თუნდაც ერთი არგუმენტის მითითება, რომელიც გაამართლებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად საქართველოს გენერალური პროკურორის შეყვანას.
უკანასკნელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებამდე, როდესაც პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენდა, გენერალური პროკურორის შესვლა იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში გარკვეულწილად შესაძლებელია გამართლებული ნაბიჯიც ყოფილიყო. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიზანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაა, სრულიად გაუგებარი და გაუგონარია გენერალური პროკურორის იუსტიციის საბჭოში შეყვანა ex officio წევრად.
__________________
1. ევროპის ქარტია მოსამართლეთა სტატუტის შესახებ, პუნქტი 1.3, აგრეთვე, 3.1.
2. იგივე სულისკვეთების მატარებელია წევრი სახელმწიფოების მიმართ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია NR (94)12, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტურობისა და როლის შესახებ - მოსამართლეთა შერჩევისა და მათი კარიერის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო დამოუკიდებელი უნდა იყოს მთავრობისა და მმართველობის ორგანოებისაგან. მისი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად კანონი უნდა ადგენდეს, რომ მაგალითად, მის წევრებს ირჩვს სასამართლო ხელისუფლება და ეს ორგანო თავად იღებს საკუთარ პროცედურულ წესებს.
3. ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 60, პუნქტი 8.
4. ნ.გვარამია, 2004 წლის 29 სექტემბრის პარლამენტის პლენარული სხდომა. სტენოგრაფიული ჩანაწერი.
![]() |
5 იუსტიციის საბჭოს მონაწილეობა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტაში |
▲ზევით დაბრუნება |
მოსამართლეთა საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიმართ ამგვარი დამოკიდებულება განაპირობებს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მარეგულირებელ ნორმებში ისეთი ხარვეზების არსებობას, რომლებიც არსებითად ახდენენ უარყოფით გავლენას მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე.
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლი განსაზღვრავს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრისთვის უფლებამოსილ სუბიექტებს. აღნიშნული მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ დევნას აღძრავს `საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (ან მისი მოვალეობის შემსრულებელი) - საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ“. ხოლო მეორე პუნქტში ნათქვამია: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ დევნას აღძრავს საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით.“ აღნიშნული ნორმით არ არის მკვეთრად გამიჯნული იმ პირობების ან გარემოებების ჩამონათვალი, თუ რა შემთხვევაში იწყებს დისციპლინურ სამართალწარმოებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და რა შემთხვევაში - იუსტიციის საბჭო. შესაბამისად, ნათელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე ერთსა და იმავე ფუნქციებს ახორციელებენ და ამ საკითხში ერთმანეთის ალტერნატიულ ორგანოებს წარმოადგენენ.
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლი ითვალისწინებს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და დისციპლინური გადაცდომის სახეებს. ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთ სახედ მითითებულია „საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევა.“
შენიშვნაში, რომელიც განმარტავს კანონის არსებითი დარღვევის ცნებას, ნათქვამია - „კანონის უხეშ დარღვევად ჩაითვლება კანონმდებლობის არსებითი დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა (ან შეეძლო მიეყენებინა) პროცესის მონაწილის ან მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.“ ევროპის ქარტია მოსამართლეთა სტატუტის შესახებ, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ მოსამართლეთათვის ასეთი სახის პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება მხოლოდ სტატუტით პირდაპირ გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის (პუნქტი 5.1). ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს მოსამართლისთვის კანონით დაკისრებული რაიმე პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობას. „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ ვალდებულებას, გარდა კანონის შესრულების ზოგადი ვალდებულებისა, განსხვავებით ამავე მუხლის დანარჩენი ქვეპუნქტებისაგან. აღნიშნული პუნქტის ფორმულირება, ცოტა არ იყოს, საფრთხის შემცველია, ვინაიდან იძლევა უსაზღვრო ინტერპრეტაციისა და მოსამართლეთა მიმართ ნებისმიერი საფუძვლით აღძრული დევნის გამართლების შესაძლებლობას.
ამავე შენიშვნაში ვკითხულობთ - „კანონის არაერთგზის დარღვევად ჩაითვლება კანონმდებლობის 3-ჯერ ან მეტჯერ დარღვევა.მოსამართლის მიერ კანონის უხეშ ან/და არაერთგზის დარღვევად არ ჩაითვლება კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა.“
ტერმინი „კანონის არასწორი განმარტება,“ განსაკუთრებით აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით, სადაოა. თავისთავად,შენიშვნა ძალზე ორიგინალურ განმარტებას გვთავაზობს, ვინაიდან იგი თავის თავში გულისხმობს შესაძლებლობას, დადგინდეს, რომ, მაგალითად, „კანონის არასწორი განმარტებისას“ მოსამართლე არ ხელმძღვანელობდა შინაგანი რწმენით?! თუმცა, როგორ უნდა მოხდეს ეს უკანასკნელი, ნამდვილად გაუგებარია.
შესაბამისად, აბსოლუტურად უნდა გამოირიცხოს კანონმდებლობაში ისეთი ტერმინების არსებობა, როგორიც არის, მაგალითად, „კანონის არასწორი განმარტება“ ან სხვა მისი მსგავსი, ან რომელიც ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ რომელიმე ორგანოს მიენიჭოს უფლებამოსილება - დაადგინოს, რამდენად სწორად განმარტა სასამართლომ კანონი.
ასეთი უფლებამოსილების რომელიმე არასასამართლო ორგანოს ხელში არსებობა დაუშვებელია და ხელყოფს სასამართლო გადაწყვეტილებათა გადასინჯვის დაუშვებლობის, შესაბამისად კი, სასამართლოს საქმეებში ჩაურევლობის კონსტიტუციურ პრინციპს.
ისიც დასაფიქრებელია, რომ ამ პუნქტის საფუძველზე დისციპლინური დევნის აღძვრის ექსკლუზიური უფლებამოსილებით სარგებლობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (კანონის მე-6 მუხლი), ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რაც,ბუნებრივია, კიდევ უფრო ამძიმებს სასამართლოს დამოუკიდებლობის მდგომარეობას საქართველოში.
მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის, აგრეთვე, „საქართველოს საერთოსასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისადა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-15 (1) მუხლი - „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური დევნის აღძვრის, სადისციპლინო კომისიის შექმნის, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იმ პირობით, რომ საკითხის განხილვაში საქართველოს პრეზიდენტი, როგორც წესი, არ მონაწილეობს და სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი“. ფორმულირება - „როგორც წესი, არ მონაწილეობს“ - გულისხმობს, რომ, არ არის გამორიცხული შესაძლებლობა, მსგავსი საკითხების განხილვაში პრეზიდენტმაც მიიღოს მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებელი არ გააკეთებდა ჩანაწერს - „როგორც წესი“ -და ამით აბსოლუტურად გამორიცხავდა პრეზიდენტის დასწრების შესაძლებლობას. კანონში მსგავსი ნორმის არსებობით აბსოლუტურად ნიველირებულია მოსამართლეთა დისციპლინური საკითხების ობიექტური განხილვის შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანია ის ფარგლები, რომელიც დადგენილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მოსამართლის ქმედების კანონიერების განსახილველად: მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის საბჭო ქმნის სადისციპლინო კომისიას ორი წევრის შემადგენლობით. ასეთ წევრებს კი წარმოადგენენ: საქართველოს იუსტიციის საბჭოს ერთი წევრი, რომელიც თავმჯდომარეობს კომისიას და საბჭოს აპარატის მოხელე.1 კანონის მე-12 მუხლი აცხადებს: - „სადისციპლინო კომისიას, შესაბამის უფლებამოსილებათა განხორციელებისას, ეკრძალება მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმება იმ შემთხვევის გარდა, როცა დისციპლინური დევნა აღძრულია მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევის საფუძვლით“ (პ.4). ვინაიდან კანონის უხეში დარღვევის საფუძველზე დისციპლინური დევნის აღძვრის უფლებამოსილება მხოლოდ იუსტიციის საბჭოს გააჩნია, შესაბამისად, მე-12 მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო აქტის კანონიერების საკითხის შემოწმების უფლებაც მხოლოდ იუსტიციის საბჭოს, უფრო ზუსტად კი, ამავე საბჭოს მიერ მისივე წევრთაგან შექმნილ სადისციპლინო კომისიას ენიჭება.
საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ „არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე“. ხოლო მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფ საერთაშორისო ნორმებში ვკითხულობთ - „სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ უნდა დაექვემდებაროს გადასინჯვას.“2 იუსტიციის საბჭო არ წარმოადგენსსასამართლო ინსტანციას, რომელიც უფლებამოსილია, გადასინჯოს სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ამიტომ პრეზიდენტის სათათბირო ორგანოსთვის სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერების განხილვის უფლებამოსილების მინიჭება ეწინაღმდეგება არა მარტო აღნიშნულ შიდასახელმწიფოებრივ თუ საერთაშორისო ნორმებს, არამედ, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს მთლიანად ფორმალობად აქცევს.
დისციპლინური დევნის განმხორციელებელი ორგანოს განხილვის საგანი არ შეიძლება იყოს მოსამართლის გადაწყვეტილების კანონიერების სამართლებრივი მხარე, არ შეიძლება სააპელაციო და საკასაციო საფუძვლები დისციპლინური დევნის საფუძვლებს კვეთდეს. რადგანაც სასამართლო სისტემისა და მისი დამოუკიდებლობის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონმდებლობით სასამართლოებისთვის მიკუთვნებულ საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის უფლებამოსილება მხოლოდ მოსამართლეს გააჩნია და მისი გადაწყვეტილების კანონიერება შეიძლება გადამოწმდეს მხოლოდ სასამართლოს ზემდგომი ინსტანციების მიერ. |
ეს საკითხი უკავშირდება სხვა პრობლემასაც - დისციპლინური დევნის განმხორციელებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის განხილვა („უხეშად“ დაარღვია თუ არა მოსამართლემ მატერიალური ან საპროცესო კანონი საქმის განხილვისას), ფაქტობრივად, წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიას, რაც დაუშვებელია. ეს არის სასამართლოსთვის მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტაში - მართლმსაჯულების განხორციელებაში -არასასამართლო ორგანოს ჩარევა.3
მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის შემთხვევაში, სადისციპლინო კომისიას ევალება აღძრული სადისციპლინო საქმის საფუძვლიანობის სრულყოფილი გამოკვლევა. ამავე კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, ასეთი კვლევისათვის კომისიას ეძლევა ერთთვიანი ვადა. თუმცა, შემდეგ მე-16 მუხლის შესაბამისად, ამგვარი დასკვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ეკისრება ვალდებულება, დაასაბუთოს მიზეზი, თუ რის გამო არ ითვალისწინებს სადისციპლინო კომისიის მოსაზრებებს.გარდა ამისა, უაპელაციოდ შეუძლია, უარყოს ამავე კომისიის ერთთვიანი მუშაობის შედეგი და ერთ დღეში, ყოველგვარი დამატებითი განხილვის გარეშე, მიიღოს საპირისპირო გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში, სადისციპლინო კომისიის უფლებამოსილება ფორმალურ ხასიათს ატარებს და მის მიერ საკითხის გამოკვლევა ყოველგვარ აზრს კარგავს.
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 75-ე მუხლის მესამე პუნქტით, „სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება - დაუყოვნებლივ.“ ამავე კანონის 77-ე მუხლის თანახმად, „მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების სახდელის დაკისრების შემთხვევაში, სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო საბჭო კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად;
ბ) ყველა სხვა მოსამართლეს - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად.“
75-ე და 77-ე მუხლები გულისხმობს, რომ სადისციპლინო საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებები გასაჩივრების ვადისგასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს და არ დაექვემდებაროს რაიმე გადასინჯვას. ამის საწინააღმდეგოდ, ამავე კანონის 79-ე მუხლი მიუთითებს - „სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს გადაწყვეტილების მიღებიდან ათ დღეში.“
იუსტიციის საბჭოს აღნიშნული უფლებამოსილება ცოტათი ბუნდოვანია, ვინაიდან, თუ სადისციპლინო საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას, რას იხილავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო? ან რა ტიპის გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მას ასეთი განხილვის შედეგად?
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონით დადგენილია ერთი და იმავე ბრალდებით მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის რამდენჯერმე დაკისრების დაუშვებლობა. კანონის 86-ე მუხლში ნათქვამია - „სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს მიერ მოსამართლის ბრალეულად ცნობის ან გამართლების შემდეგ დაუშვებელია იმავე საფუძვლით მის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა, იმავე ბრალდებით მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, იმავე ქმედების გამო მისი ბრალეულად ცნობა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრება, გარდა ამ კანონის მე-18 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“4 ვფიქრობთ, აღნიშნული ნორმა შესაძლებლობას აძლევს უფლებამოსილ ორგანოებს, მოსამართლეთა მიმართ განუსაზღვრელი რაოდენობით აღძრან უკვე შეწყვეტილი დისციპლინური დევნა. მით უმეტეს, რომ მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა და იძლევა სრულიად გაურკვეველი საფუძვლებით დევნის შეწყვეტის შესაძლებლობას.
_________________
1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისცი პლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
2. სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი პრინცი პები, გაეროს დანაშაულის საწინააღმდეგო და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობის შესახებ მეშვიდე კონგრესი, მილანი, 1985 წლის 26 აგვისტო-6 სექტემბერი.
3. კონცეფცია სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების შესახებ, რომელი შექმნილია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განვითარების სტრატეგიის შემმუშავებელი ჯგუფის მიერ (EU JUST THEMIS Rule of Low Mission. Concept of the Rol Strategy in Georgia).
5. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი იღებს, თუ: .... გ) დისციპლინური საქმის გამოკვლევა ამა თუ იმ მიზეზით შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, სადისციპლინო კომისია იღებს დასაბუთებულ დასკვნას, რომლის საფუძველზეც წყდება დისციპლინური დევნა (საქართველოს კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ, მუხლი 18).
![]() |
6 სასამართლოთა სტრუქტურული ცვლილებები. |
▲ზევით დაბრუნება |
მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამდებობაზე მათი გამწესების სტაბილურობის ხარისხი.1 არჩეულ თუ დანიშნულ მოსამართლეებს უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეს თანამდებობაზე ყოფნის ვადა საპენსიო ასაკამდე ან მათი მოსამართლედ ყოფნის ვადის ამოწურვამდე, თუ ასეთი არსებობს.2
საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება ხდება არანაკლებ 10 წლის ვადით. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კანონით.“ ხოლო 84-ე მუხლის მეორე პუნქტით, „მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.“
ჩვენ მიერ მოყვანილი როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საკონსტიტუციო ნორმები ცალსახად მიუთითებს იმის აუცილებლობას, რომ:
თანამდებობაზე გამწესებული მოსამართლე სარგებლობდეს სრული თანამდებობრივი სტაბილურობით. ამისათვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, პირი მოსამართლედ გამწესდეს კონკრეტული ვადით, რომლის შეცვლა არ იქნება დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების შეხედულებაზე. თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების მოლოდინი პირდაპირპროპორციულად აისახება მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხსა და, შესაბამისად, მის მიერ განხილული საქმეების ბედზე. |
ჩვენი ქვეყანაში მომხდარი რევოლუციური ცვლილებების გათვალისწინებით, როდესაც ჯერ კიდევ არ არის მიღწეული პოლიტიკური გარემოს სტაბილურობა, მოსამართლეთა ვადამდე გათავისუფლების გამონაკლისი შემთხვევების დადგენისას, კანონმდებელმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ვინაიდან, ადვილი შესაძლებელია, მსგავსი პროცედურების გაიოლებამ სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების პრინციპის სრული დისკრედიტაცია და მოსამართლეთა კოლექტიური გათავისუფლება გამოიწვიოს.
ერთ-ერთ ასეთ ნორმას წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 54-ე მუხლი, რომელმაც განსაზღვრა მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები.3 ამავე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს „სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაცია, აგრეთვე, მოსამართლის თანამდებობის შემცირება.“ მოცემული ნორმა აღნიშნული ფორმულირებით კანონში 1999 წლის 5 მარტს შევიდა. სასამართლო რეფორმის არგუმენტით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ძალზედ მახინჯი ფორმა მიიღო და, რეალურად, სისტემისათვის „არასასურველი“ და „არასაიმედო“ მოსამართლეებისაგან თავის დაღწევის ლეგიტიმური საფუძველი გახდა.
კანონში არ არის განმარტებული, რა შინაარსის მატარებელია ტერმინები „სასამართლო წყობილების შეცვლა“ და „სასამართლოს ლიკვიდაცია“. საჭიროა ამ საფუძვლების დაზუსტება კანონის მიერვე, რადგანაც ხელისუფლების სხვა შტოებს ყოველთვის შეუძლიათ შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და სასამართლო სისტემის სტრუქტურის, მოწყობისა და განსჯადობის წესების შეცვლა. დაზღვეული უნდა ვიყოთ იმისაგან, რომ, უმნიშვნელო ცვლილებების შემთხვევაშიც კი, არ დავდგეთ მოსამართლეთა ვადამდე გათავისუფლების საშიშროების წინაშე.4
სასამართლო ხელისუფლებაში აქტიური ცვლილებებისა და საბჭოური ანაქრონიზმებისაგან გათავისუფლების პირველმა მცდელობებმა სტარტი 1999 წლის გაზაფხულზე აიღო და რეფორმების პირველი ტალღით გამოიხატა. სასამართლო ხელისუფლება დღესაც რომ საფუძვლიან ცვლილებებსა და რეფორმებს საჭიროებს, ეჭვს არ იწვევს. თუმცა, ის ფაქტი, რომ 1999 წლიდან დღემდე სასამართლო მუდმივი გარდაქმნისა და ცვლილების განცდით ფუნქციონირებს, ნამდვილად არ მოქმედებს მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სასარგებლოდ.
იმ დადებით მხარეებს შორის, რაც სასამართლო რეფორმას ახლდა თან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2005 წელს განხორციელებული ცვლილებები, რომლებმაც გააუქმეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა იმისაკენ, რომ მკვეთრად ყოფილიყო გამიჯნული საქმეთა პირველი ინსტანციით განხილვის პროცედურა, აპელაცია და კასაცია. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებად ჩამოყალიბდნენ ყოფილი საოლქო სასამართლოები და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები. უზენაეს სასამართლოს ჩამოერთვა საქმეთა პირველი ინსტანციით განხილვის უფლებამოსილება და იგი ჩამოყალიბდა, როგორც უმაღლესი საკასაციო ინსტანცია.
2004 წლის 12 ოქტომბერს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესულმა ცვლილებებმა გაითვალისწინა მთელი რიგი დებულებები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლეთა სპეციალიზაცია. განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე სასამართლოებში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, გათვალისწინებულ იქნა მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაციის შესაძლებლობა. აღნიშნული ცვლილებების ლოგიკური გაგრძელება იყო საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებულება, რომლის ძალითაც შეიქმნა თბილისის გაერთიანებული საქალაქო სასამართლო სპეციალიზებული კოლეგიებით. იმავ დროულად მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა სასამართლოებშიმაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტის შემოღებაც.5 თუმცა, რაიონული სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების გამსხვილებისაკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა ნათლად აჩვენა, რომ სასამართლო ხელისუფლების აღნიშნული რეფორმა ნაჩქარევი და მოუმზადებელი იყო და რეფორმამ პრაქტიკული პრობლემები წარმოაჩინა.
პრობლემების ყველაზე ნათელი მაგალითია საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებდა რაიონული სასამართლოების გაერთიანებას (მათი რაოდენობა 75-დან 25-მდე უნდა შემცირებულიყო). ბრძანებულების ძალით რაიონებში მოქმედი სასამართლოების ნაცვლად იგეგმებოდა გაერთიანებული რაიონული სასამართლოების შექმნა.
2004 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულების ამოქმედებით, სასამართლო ხელისუფლება აღმოჩნდებოდა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე: რაიონული სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების გაერთიანების შედეგად ბევრი რაიონი მოსამართლის გარეშე დარჩა ამ რაიონებში მაგისტრატი ან მომრიგებელი მოსამართლეების გამწესებამდე. შედეგად კი, ამ რაიონის მოსახლეობა, ფაქტობრივად, მართლმსაჯულების გარეშე დარჩა.
მსგავსი პრობლემების არსებობას რეფორმის იდეოლოგებიც აღიარებდნენ.
„ხელმისაწვდომობის პრობლემები იზღუდება, მაგრამ... ორ სიკეთეს შორის - ხელმისაწვდომსა და კვალიფიციურ სასამართლოს შორის - ავარჩიეთ კვალიფიციური სასამართლო.“6 |
სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, სასიცოცხლოდ აუცილებელია როგორც სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ისე სასამართლო სისტემაში კვალიფიციური მოსამართლეების არსებობა. ამ ორ სიკეთეს შორის ერთ-ერთის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი გულისხმობს სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულ ან ნაწილობრივ უგულებელყოფას. როგორც ჩანს, სწორედ აღნიშნული ფაქტის გაცნობიერებამ გამოიწვია 2004 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადება მის განუხორციელებლად.7 2004 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებულებამ, წინამორბედისაგან განსხვავებით, სასამართლოების რეორგანიზაცია გაითვალისწინა მხოლოდ სამომრიგებლო სასამართლოების ამოქმედების შემდეგ.
ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც სასამართლო სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს მოჰყვა, ის არის, რომ მან მოსამართლეთა ვადაზე ადრე გათავისუფლება გამოიწვია, რაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის (მუხლი 541) მიხედვით, სამართლებრივად გაფორმდა როგორც რეზერვში ჩარიცხვა.8 ფორმალური გაგებით, მოსამართლეთა ვადამდე გათავისუფლება მათი რეზერვში ჩარიცხვის გზით, აბსოლუტურ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მეორე პუნქტით, „მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“ სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაცია, აგრეთვე, მოსამართლის თანამდებობის შემცირება კი, სწორედ „კანონით გათვალისწინებულ შემთხვევას“ წარმოადგენს, თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუციისა და კანონებისადმი ფორმალურ მიდგომას ავირჩევთ. მოსამართლეთა ვადაზე ადრე გათავისუფლება, რომელიც მრავალჯერადად ხორციელდება და ხშირად ერთპიროვნული გადაწყვეტილებების ხასიათს ატარებს, შედეგად მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სრულ გაუფასურებას გამოიწვევს. ამიტომ მნიშვნელოვანია, თავად კანონში ჩაიდოს ყველა ის მკაცრი გარანტია, რომელიც დაიცავს მოსამართლის თანამდებობას ხელისუფლების დანარჩენი ორი შტოს წარმომადგენელთა გაუმართლებელი ჩარევისაგან. 9
მიუხედავად იმისა, რომ რეზერვში ჩარიცხული პირებისათვის კანონმდებლობამ გაითვალისწინა შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების შესაძლებლობა, როგორც წესი, ამგვარი პრაქტიკა არ განვითარდა და მოსამართლეთა თანამდებობებს იკავებენ კონკურსის შედეგად შერჩეული ახალი კადრები. ერთადერთი, რაც ასეთი მოსამართლეების სასამართლო ხელისუფლებასთან ბმას ადასტურებს, არის ის, რომ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მათ უნარჩუნდებათ თანამდებობრივი სარგო.
რეზერვში მოსამართლეთა ჩარიცხვის რეალურ მოტივებსა და მიზანს გარკვეულწილად ნათელს ჰფენს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა საჯარო განცხადებები. მოსამართლეთა რეზერვის შექმნა „ჯერ ერთი, გამოიწვია იმან, რომ ამდენი შტატი არ არის საჭირო, ეს ერთი, მერე მეორე, სისტემის გაჯანსაღებას სჭირდებოდა ასე და ნუ დამაკონკრეტებინებთ, როგორ და რატომ.“10
ასეთ ვითარებაში, საფუძვლიანია დეპუტატთა ერთი ნაწილის მიერ გამოთქმული შეშფოთება - „მოსამართლის გამწესება ხდება 10 წლის ვადით. ...არ შეიძლება მოსამართლედ აღიარებული პირის, ასე ვთქვათ, გადაწევა... გარდა ამისა, შემცირების შიშით, უბრალოდ, ტერორის ატმოსფერომ დაისადგურა დღევანდელ სასამართლოებში. ადამიანი, მოსამართლე, რომელმაც არ იცის, როგორ გაირკვევა მისი მომავალი ბედი, მოყვება თუ არა შემცირებაში, გაცილებით უფრო ადვილად მართვადი ხდება და გაცილებით უფრო ექვემდებარება ზემდგომი ინსტანციების შანტაჟს.... დღეს გაისმის ზარები სასამართლოდან ზემდგომ ინსტანციებში მარტივი შეკითხვით -რა გადაწყვეტილება გამოვიტანო საქმეზე? ეს სისტემა იქნება გამოყენებული ბოროტად და თანამდებობაზე დარჩებიან ისედაც მართვადი და ხელისუფლების უშუალო გავლენის ქვეშ მყოფი მოსამართლეები, ხოლო ის მოსამართლეები, რომლებიც ცდილობენ, იყვნენ მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები, შეეწირებიან ამ რეფორმას.“11
2004 წლის ნოემბრის პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა
2004 წლის ნოემბერში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დღის წესრიგში დგება სამოსამართლო კორპუსის განახლების საკითხი უზენაეს სასამართლოში.
უზენაესი სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები თავისუფლდებიან და უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლად ეთვლებათ უფლებამოსილების ვადის გასვლა. უდავოა, რომ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმას, რაც გამოიხატებოდა პირველი ინსტანციით სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის ფუნქციის ჩამოშორებაში და ა.შ. თან უნდა გაჰყოლოდა არასასურველი ადამიანების სრული შემადგენლობაც, ხოლო ვინაიდან მათი გათავისუფლებისთვის არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა, იგი გამოიგონეს და უფლებამოსილების ვადის გასვლა დაარქვეს მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მოსამართლის უფლებამოსილების ვადა არ იყო ამოწურული. ეს ანტიკონსტიტუციური კანონპროექტი ლოგიკურად დაუსაბუთებელი და ამორალურიც კი იყო, რადგან ამ გზით გათავისუფლებულ მოსამართლეებს სანაცვლოდ სოციალურ გარანტიებს ჰპირდებოდა.
____________________
1. მოსამართლე პერმანენტულად წყვეტს საქმიანობას გადადგომით, ფიზიკური შეუსაბამობის დამადასტურებელი სამედიცინო საბუთის საფუძველზე, ასაკობრივი ზღვარის მიღწევით, კანონით დადგენილი ვადის ამოწურვით ან მოსამართლის მიერ სტატუტით პირდაპირ გათვალისწინებული რომელიმე მოვალეობის შეუსრულებლობისთვის, პროცედურის შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლებით. (ევროპის ქარტია მოსამართლეთა სტატუტის შესახებ).
2. სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი პრინცი პები, გაეროს დანაშაულის საწინააღმდეგო და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობის შესახებ მეშვიდე კონგრესი, მილანი 1985 წლის 26 აგვისტო-6 სექტემბერი, პრინციპი 12.
3. საქართველოს ორგანული კანონი `საერთო სასამართლოებისშესახებ“, მუხლი54(1). მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა;
გ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;
დ) მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;
ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ზ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
თ) 65 წლის ასაკის მიღწევა (საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, საერთო სასამართლოს მოსამართლეს გაუგრძელოს უფლებამოსილება ამ კანონით განსაზღვრული სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე);
ი) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად“.
კ) მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობა;
ლ) საპატიო მიზეზის გარეშე დადგენილ ვადაში ამ კანონის 69-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სასწავლო კურსის გაუვლელობა;
მ) ამ კანონით განსაზღვრული მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ნ) გარდაცვალება;
ო) სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს ლიკვიდაცია, აგრეთვე, მოსამართლის თანამდებობის შემცირება.
4. კონცეფცია სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების შესახებ, რომელიც შექმნილია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განვითარების სტრატეგიის შემმუშავებელი ჯგუფის მიერ (EU JUST THEMIS Rule of Low Mission. Concept of the Rol Strategy in Georgia).
5. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-14 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც ახორციელებს თავის უფლებამოსილებას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა და სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო.“
6. ნ.გვარამია, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი, 29.09.04.
7. 2004 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე წლის 10 ოქტომბრის ბრძანებულებით.
8. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, მუხლი 541:
9. სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე, მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში, მოსამართლეს, წინასწარი წერილობითი თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
10 ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით, მოსამართლის მიერ სასამართლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან მისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების შეუძლებლობის შემთხვევევაში, აღნიშნული მოსამართლე, სასამართლოს ლიკვიდაციიდან ან მოსამართლის თანამდებობის შემცირებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და წინასწარი წერილობითი თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ირიცხება რეზერვში მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
11. მოსამართლე, რომელიც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით და არ ამორიცხულა რეზერვიდან, მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იღებს თანამდებობრივ სარგოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით. მას წინასწარი წერილობითი თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.
12. სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპები (გაეროს დანაშაულის საწინააღმდეგო და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობის შესახებ მეშვიდე კონგრესი, მილანი, 1985 წლის 26 აგვისტო - 6 სექტებმბერი) - „სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ და დაცული ქვეყნის კონსტიტუციით და კანონით.“ ევროპის ქარტია მოსამართლეთა სტატუტის შესახებ - „სტატუტი გამორიცხავს ყველა დებულებასა და პროცედურას, რამაც შეიძლება ეჭვი შეიტანომოსამართლის კომპეტენტურობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სანდოობაში.“
13. ნ.გვარამია, საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 16 სექტემბრის პლენარული სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერები.
14. 2004 წლის 29 სექტემბერი, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერები.
![]() |
7 სოციალური გარანტიები |
▲ზევით დაბრუნება |
2005 წლის ივნისის ცვლილებები
სოციალური გარანტიების თემა ხელისუფლების სტრატეგიის ყველაზე ეფექტური ნაწილი აღმოჩნდა, რადგან ის თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2005 წლის ზაფხულში გაიხსენეს. ამ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ორი თავისებურება ახლდა: 1. არსად ჩანდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი კრიტიკა, რაც იმ უბრალო მიზეზით იყო განპირობებული, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალე იყო კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები. 2. კანონპროექტმა უკვე ირიბად - ყბადაღებული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მეშვეობით გაითვალისწინა არასასურველი მოსამართლეების უფლებამოსილების შეწყვეტა 2005 წლის 31 დეკემბრამდე. ყველა იმ მოსამართლეს, რომელიც უკვე 2004 წლის ნოემბრიდან იყო აღიარებული პერსონა ნონ გრატა-დ, დამატებით მიეცა შანსი თუ გაფრთხილება, პირადი სურვილით წასულიყვნენ პირადი სურვილით კი იმიტომ, რომ ეს ერთადერთი კანონიერი საფუძველი აღმოჩნდა, რომლის უზრუნველყოფაც სახელმწიფოს შეეძლო.
სოციალური გარანტიების საკითხი ხელსაყრელი თემა აღმოჩნდა სპეკულაციისათვის. „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 36-ე მუხლში ჩაიდო დებულება, რომ მოსამართლეები, რომლებიც 2005 წლის 31 დეკემბრამდე საკუთარი სურვილით დატოვებდნენ თანამდებობას, უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ სამისდღეშიო პენსიით ხელფასის სრული ოდენობით. ცვლილებათა პირველ პროექტში, რომელიც ინიცირებული იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2004 წლის შემოდგომაზე, ასეთ მოსამართლეებს მოეთხოვებოდათ უზენაესი სასამართლოს წევრობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი. თუმცა, მოგვიანებით ეს ფორმალური დაბრკოლება მოიხსნა და კანონით ასეთი პენსიის მიღების უფლება მიენიჭა უზენაესი სასამართლოს ნებისმიერ მოსამართლეს.
სოციალური გარანტიები
მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს მათ სოციალურ გარანტიებს. მთავარი პრობლემა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით იჩენს თავს, ის არის რომ უზენაესი სასამართლოსა და უფრო დაბალი ინსტანციების სასამართლოების მოსამართლეთა სოციალური გარანტიები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება.
უზენაესი სასამართლოების შრომის ანაზღაურების საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოების წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომელიც 1996 წელსაა მიღებული. ხოლო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოებისა და სოციალური დაცვის გარანტიებს აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანებულება. „საქართველოს კანონმდებლობაში უნდა გაჩნდეს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს მოსამართლეთა სტატუსის ერთიანობის შესახებ -საქართველოს ყველა მოსამართლეს გააჩნია ერთიანი სტატუსი და ისინი განსხვავდებიან მხოლოდ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებითა და კომპეტენციით - ინსტანციურობისა და განსჯადობის შესაბამისად. ყველა მოსამართლის სოციალური მდგომარეობა გარანტირებულია ერთიანი კანონით მოსამართლეთა ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ.“1
ამ ხარვეზის შევსების მცდელობა იყო 2002 წელს მიღებული საქართველოს კანონი „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“. კანონის მნიშვნელოვან დადებით მხარეს წარმოადგენდა ის, რომ მეხუთე მუხლით დადგინდა პრეზიდენტის ბრძანებულებითისეთი საკითხის დარეგულირების დაუშვებლობა, როგორიცაა მოსამართლის თანამდებობრივი სარგო. კანონმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიები. თუმცა, კანონის ამოქმედება, რომელიც 2003 წელს იყო გათვალისწინებული, ვარდების რევოლუციიდან სულ მცირე ხანში (მაშინ, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარე ახორციელებდა) 2005 წლამდე, ხოლო შემდეგ 2006 წლის პირველ იანვრამდე გადაიდო.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების სურათი ასეთია:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - 700 ლარი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 665 ლარი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე - 630 ლარი
უზენაესი სასამართლოს წევრი - 595 ლარი
„უზენაესი სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 29-ე მუხლისთანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს მიეცემა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატი მისი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის არანაკლებ 90 პროცენტის ოდენობით. „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 30-ე მუხლი ითვალისწინებს აგრეთვე დანამატებს საკვალიფიკაციო კლასებისა და წელთა ნამსახურობისათვის. დანამატების გათვალისწინებით, რეალურად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასი საშუალოდ არის:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - 1330 ლარი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 1254,5 ლარი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე - 1187 ლარი
უზენაესი სასამართლოს წევრი - 1130,5 ლარი 2
ქვემდგომი ინსტანციების თანამდებობრივი სარგოები არ ითვალისწინებს ისეთ დანამატებს, როგორც ეს უზენაეს სასამართლოშია. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს შესაძლებელია დაუწესდეთ დანამატი თანამდებობრივ სარგოზე არა უმეტეს თანამდებობრივი სარგოს ერთმაგი ოდენობისა. ბრძანებულებიდან არ ირკვევა, რის საფუძველზე იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მსგავს გადაწყვეტილებას.
ამავე ბრძანებულებით გათვალისწინებულია პროცენტული დანამატი წელთა ნამსახურობისათვის სპეციალობით მუშაობის სტაჟის შესაბამისად. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია მოსამართლისათვის ითვალისწინებს სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილებას, ამიტომ მოსამართლეთა მინიმალური ხელფასები ასეთია:
ავტონომიის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე - 803 ლარი
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე - 781 ლარი
ავტონომიის უმაღლესი სასამართლოს თავ-რის მოადგილე - 753,5 ლარი
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე - 742,5 ლარი
ავტონომიის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის (პალატის) თავმჯდომარე - 726 ლარი
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის/პალატის თავ-რე - 715 ლარი
ავტონომიის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე - 698,5 ლარი
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - 687,5 ლარი
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე - 687,5 ლარი
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე - 660 ლარი3
სასამართლოების ადეკვატური ფუნქციონირებისათვის განმსაზღვრელ გავლენას ახდენს სასამართლოთა მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა. ამ მხრივ, სიტუაცია ნამდვილად სავალალოა და რევოლუციის შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა. სასამართლო პროცესები ხშირად მოსამართლეთა პირად კაბინეტებში იმართება, რომელთა ფართობი იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ უშუალოდ პროცესის მხარეთა დასწრების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ასეთ ვითარებაში კი, იზღუდება პროცესის საჯაროობის ფუძემდებლური პრინციპი. სახელმწიფოს მხრიდან სიტუაციის გამოსწორებისათვის მიმართული ღონისძიებები აშკარად არათანაზომიერია, რასაც მოწმობს ის მწირი დაფინანსებაც, რომელიც სახელმწიფოს მიერ იქნა გამოყოფილი ამ საკითხის დასარეგულირებლად.4
__________________
1.კონცეფცია სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების შესახებ, რომელიც შექმნილია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განვითარების სტრატეგიის შემმუშავებელი ჯგუფის მიერ (EU JUST THEMIS Rule of Low Mission. Concept of the Rol Strategy in Georgia).
2. საქართველოს კანონი „უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“ (შესულია ცვლილებები 1999 წლის 28 მაისის კანონით).
3. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ.“
4.იხილეთ დანართი 2.
![]() |
8 მოსამართლეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში |
▲ზევით დაბრუნება |
ისეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომლებიც შეეხება მოსამართლეთა სტატუსს, სამართლიანი მართლმსაჯულების გარანტიებს, უნდა აღმოიფხვრას მოსამართლეთა აზრის იგნორირების სამწუხარო პრაქტიკა. მოსამართლეების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაცილებით უკეთ მოჰფენდა ნათელს არსებულ პრობლემებს და გააადვილებდა მსგავსი პრობლემების გადაჭრის გზების დასახვას. სასურველია, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, სულ მცირე, ითვალისწინებდეს მოსამართლეებთან კონსულტაციებს, მათი აზრის მოსმენასა და გაზიარებას.
ევროპის ქარტია მოსამართლეთა სტატუსის შესახებ, კერძოდ, მისი 1.7 პუნქტი ამბობს: „პროფესიული ორგანიზაციები, რომლებიც შექმნილია მოსამართლეების მიერ და რომლებშიც მოსამართლეებს თავისუფლად შეუძლიათ გაწევრიანება, მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს სატატუტით მათთვის მინიჭებული უფლებების დაცვას, კერძოდ, იმ სტრუქტურებსა და ორგანოებთან მიმართებით, რომლებიც მონაწილეობენ მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში.“ ხოლო ამავე დოკუმენტის 1.8 პუნქტის თანახმად, `მოსამართლეების დაკავშირება ხორციელდება მათი წარმომადგენლებისა და პროფესიული ასოციაციების მეშვეობით გადაწყვეტილებების მიღებისას იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც შეეხება სასამართლოების მართვასა და მათი საშუალებების განსაზღვრას, აგრეთვე, ამ საშუალებების მიკუთვნებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. იმავე წესით ხორციელდება მათ მიერ თავიანთი სტატუტის შეცვლის, შრომის ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები.“
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოსამართლეთა კონფერენცია არ წარმოადგენს მოსამართლეთა დამოუკიდებელ პროფესიულ გაერთიანებას კლასიკური გაგებით. მისი შექმნა არ არის დამოკიდებული მოსამართლეთა კეთილ ნებაზე, არამედ კანონითაა გათვალისწინებული. თუმცა, ინტერესს არ არის მოკლებული კონფერენციისათვის ამავე კანონით მინიჭებული ზოგიერთი უფლება თუ დაკისრებული ვალდებულება.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. ხოლო მეორე პუნქტში ნათქვამია: `საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იცავს და განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის ამაღლებას.“
მსგავსი მოთხოვნა კანონმდებელმა უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიმართაც გაითვალისწინა. „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, პლენუმი ვალდებულია, დაიცვას და განამტკიცოს ხელისუფლების ერთ-ერთი და თანასწორუფლებიანი განშტოების, სასამართლოს, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა. ამავე კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს პლენუმის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს საქართველოს გენერალური პროკურორიც. ვფიქრობთ, გენერალური პროკურორის თუნდაც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა პლენუმის მუშაობაშიმნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს იმისათვის, რომ მოსამართლეებმა თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილებები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ის ფაქტი, რომ სასამართლოების მიმართ ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცების საქმეში მოსამართლეებს განმსაზღვრელი როლის შესრულება შეუძლიათ, ეჭვს არ იწვევს. მაგრამ ამისათვის მოსამართლეებს, გარდა კანონში ჩადებული ვალდებულებისა, უნდა გააჩნდეთ რეალური ქმედითი ბერკეტები ასეთი ვალდებულების სისრულეში მოსაყვანად. ამ მიმართულებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსამართლეთა როლი უმნიშვნელოა და მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებები ფრიად ფორმალურად გვეჩვენება.
გასათვალისწინებელია, რომ ხშირ შემთხვევაში, სამართლიანი პრეტენზიების ადრესატი - რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო - ყველაზე ნაკლებად სწორედ „სასამართლო ხელისუფლებაა“, რადგანაც დღეისათვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლო ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბერკეტი „თვით რეფორმირებისათვის“, ვინაიდან სასამართლო ხელისუფლების მართვის ორგანოში - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში (რომელიც პასუხისმგებელია მოსამართლეობის კანდიდატების ტესტირებაზე, შერჩევაზე და დანიშვნაზე, მოსამართლეთა სამსახურებრივ წინსვლაზე, დისციპლინური დევნის აღძვრასა და მის შემდგომ განვითარებაზე, სასამართლოთა ფინანსურ უზრუნველყოფაზე და სხვა) - არასათანადოდ მონაწილეობს სასამართლო ხელისუფლება, რადგანაც აღნიშნული ორგანოს ცხრა წევრიდან ექვსი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელია და მხოლოდ სამია მოსამართლე, თანაც, ისინი არიან არა მოსამართლეთა მიერ არჩეული, არამედ თანამდებობრივად ითვლებიან საბჭოს წევრებად. შედეგად, იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა მიერაც უმთავრესად აღიქმება მოსამართლეთა ზემდგომ დასჯის ორგანოდ.
აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იუსტიციის საბჭოს „exs officio“ წევრი მოსამართლეები, ხშირად რეალურად ვერ ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას ამ ორგანოში სხვადასხვა მიზეზთა გამო -იმავდროულად არიან მოქმედი მოსამართლეები, უკავიათ ადმინისტრაციული თანამდებობები შესაბამისი ფუნქციებით და ვალდებულებებით და სხვა.1
უკანასკნელ პერიოდში, როდესაც მოსამართლეთა გათავისუფლების ფაქტებმა განსაკუთრებით სკანდალური მასშტაბები შეიძინა, მოსამართლეთა პრობლემების წარმოჩენისა და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების საპასუხისმგებლო ფუნქცია მოსამართლეთა პროფესიულმა გაერთიანებამ - მოსამართლეთა ასოციაციამ იტვირთა. მართალია, ყოველ მცდელობას, დაეცვათ უფლებადარღვეული კოლეგის ინტერესები, ოფიციალური პირები სრული გულგრილობით პასუხობდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ამ აქტიურობამ გამოიღო, არის ის, რომ მოსამართლეთა პრობლემები არ დარჩა მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილის თვალსაწიერში. დღეს ამ თემაზე მწვავე დისკუსიები იმართება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, არამედ აღნიშნული პრობლემით დაინტერესდა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციაც.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2415 რეზოლუცია აღნიშნავს, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არ არის საკმარისად დამოუკიდებელი, ხოლო ორგანიზაცია „Amnesty International“ თავის ანგარიშში პირდაპირ საუბრობს სასამართლოს საქმიანობაში პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ჩინოვნიკების ჩარევაზე.
ჩვენი კვლევის შედეგებმა ნათლად წარმოაჩინა ის დაბრკოლებები, რომლებიც აფერხებენ სასამართლოთა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ფუნქციონირებას:
არასაკმარისი კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები მოსამართლეთა დამოუკიდებლობისათვის;
მოსამართლეთა შერჩევის ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც საშუალებას იძლევა, კანდიდატები შეირჩეს სუბიექტური და პოლიტიკური კეთილსაიმედოობის ნიშნით;
მოსამართლეთა შესახებ გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო -საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო - განიცდის აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენას, რის გამოც იგი აღიქმება მოსამართლეთა დამსჯელ სტრუქტურად;
დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები იძლევა მოსამართლეთა დევნის საშუალებას მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.
მოსამართლეთა სუსტი სოციალური გარანტიები;
სასამართლო რეფორმის ნაჩქარევი ხასიათი და ხელისუფლების მცდელობა, შეიქმნას სასამართლო სისტემის კონტროლის მექანიზმები.
___________________
1. კონცეფცია სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების შესახებ, რომელიც შექმნილია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განვითარების სტრატეგიის შემმუშავებელი ჯგუფის მიერ (EU JUST THEMIS Rule of Low Mission. Concept of the Rol Strategy in Georgia)
![]() |
9 როგორ აშუქებდნენ ქართული გაზეთები მართლმსაჯულების რეფორმას |
▲ზევით დაბრუნება |
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მეტად პოპულარული გახდა სასამართლო ხელისუფლების კრიტიკა. პრესისთვის თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია იმისათვის, რომ დარწმუნდე ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენად დიდი ყურადღება ეთმობოდა დებატებს სასამართლო სისტემის ირგვლივ. დებატები კი სასამართლო ხელისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მუდმივი ცვლილებების ფონზე მიმდინარეობდა. ახალი ხელისუფლების სამართლებრივი ნოვაციები ექსპერტებისა და იურისტების მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა და დღემდე გრძელდება საზოგადოების პროტესტი მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ თუ მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
შესაბამისად, 2004-2005 წლებში გაზეთები „24 საათი“, „რეზონანსი“და „ახალი ვერსია“ აქტიურად ეხმაურებოდნენ სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებს.
„24 საათი“, „რეზონანსი“, „ახალი ვერსია“-ში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიათა სტატისტიკა:
საკონსტიტუციო ცვლილებები
(2004 წლის თებერვალი)
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პირველი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას შეეხო, 2004 წლის 6 თებერვალს განხორციელდა. აღნიშნული ცვლილების არადემოკარატიულობისა და ტოტალიტარიზმის ნიშნების შესახებ მაშინ ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა სასამართლო ხელისუფლების თაობაზე დისკუსია თითქმის არ გამართულა.
2004 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი ვერსიის“ თქმით, ექსპერტები არადემოკრატიულ ნაბიჯად აფასებენ სააკაშვილისეულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა კონსტიტუციით დაიკანონა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში სასამართლოზე პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტებს კიდევ უფრო აძლიერებს. ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილი წერდა: „ჩვენი პრეზიდენტი ამერიკაში სწავლობდა და მშვენივრად იცის, რა არის დემოკრატია და რა როლს თამაშობს ამაში მიუკერძოებელი მოსამართლე. იქ მოსამართლე არჩევითია და პრეზიდენტი მის მოღვაწეობაში არანაირად არ ერევა“.
აღნიშნული ცვლილების უარყოფით მხარეებზე თითქმის ერთი წლის შემდეგ 2005 წლის 25 იანვარს გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „Human Rights Watch“ - ის შეფასებას საქართველოში ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით. სტატიაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებები, მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს, რადგან აძლიერებს პრეზიდენტის გავლენას მართლმსაჯულებაზე, რომელიც არც მანამდე ყოფილა მაინცდამაინც დამოუკიდებელი.
![]() |
10 ნაფიცი მსაჯულები |
▲ზევით დაბრუნება |
„დამნაშავეა! უდანაშაულოა!“ -ასეთი სათაურით ეხმიანება 2004 წლის 3 აგვისტოს გაზეთი „ახალი ვერსია“ მორიგ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ნაფიც მსჯულთა ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს.
გაზეთი ინტერესდება იმით, თუ როგორ გაამართლებს საქართველოს სინამდვილეში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და შესაბამისად მოგვითხრობს არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზეც - ოპტიმისტები ვარაუდობენ, რომ მსაჯულებისაგან შემდგარი სასამართლო ობიექტური გადაწყვეტილების გარანტი იქნება და სასამართლო სისტემას კორუფციისგანაც „იხსნის“, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ საქართველოში, სადაც ყველა ყველას ნაცნობ-მეგობარია, ქვეყანაში, სადაც საზოგადოების მართლშეგნება თითქმის ნულის ტოლია, მსაჯულების სასამართლოში არსებობა უაზრობაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათი შენახვა უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული. გაზეთი იუწყება, რომ უზენაესი სასამართლოს ისტორიულ დარბაზში 12 მსაჯულის მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი უკვე შედგა და საკმაოდ წარმატებულადაც. ამასთანავე, გაზეთში საკმაოდ ვრცლად არის განხილული კანონპროექტი, რის თაობაზეც გარკვეულ პროგნოზებს აკეთებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო გვენეტაძე და „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლევან რამიშვილი ნინო გვენეტაძის თქმით, როგორ იმუშავებს ეს კანონი, დრო აჩვენებს. ლევან რამიშვილის აზრით კი, გაცილებით დაცულები ვიქნებით, თუ 12 კაცი გადაწყვეტს ვინმეს ბედს და არა ერთი მოსამართლე, რომელზეც გაცილებით მეტად შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის თემას ეხება 2004 წლის 7 აგვისტოს გაზეთი „24 საათიც“. გაზეთის ცნობით, იუსტიციის სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა უკვე დაასრულა კანონპროექტზე მუშაობა და პროექტის სამუშაო ვარიანტი რეკომენდაციებისთვის სხვადასხვა უწყებას დაუგზავნა. გაზეთის ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი ინსტანცია, სადაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ამოქმედდება, თბილისის საოლქო სასამართლოა და შესაბამისად სწორედ საოლქო სასამართლოს თავჯდომარესთან, გიორგი გოგიაშვილთან გვთავაზობს ინტერვიუს. „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება ხელისუფლების მიერ საზოგადოების სერიოზული გამოწვევაა.... ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედებით სახელმწიფო გამოხატავს პოლიტიკურ ნებას. გამოძიებამ დანაშაული გამოიძია და რამდენად წარმატებულად და კანონიერად, ეს უკვე საზოგადოების წარმომადგენლებმა უნდა შეაფასონ,“ -აცხადებს გოგიაშვილი. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ არსებობს მექანიზმები, რომლებიც პროექტშია ჩადებული და რომ ეს დაიცავს ამ ინსტიტუტს ზემოქმედებისაგან, თუმცა არ მიუთითებს, თუ რა მექანიზმებია ეს.
ამავე თემაზეა მსჯელობა „24 საათის“ 2004 წლის 13 აგვისტოს ნომერშიც. გიორგი გოგიაშვილი აქაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დადებით მხარეებს ეხება. „საზოგადოება, ფაქტობრივად, სასამართლო ხელისუფლების კონტროლს განახორციელებს“ - აცხადებს იგი.
საკმაოდ დეტალურადაა განხილული ნაფიც მსჯულთა უფლებამოსილებები 2004 წლის 30 აგვისტოს „რეზონანშიც“. გაზეთი აქვეყნებს პარლამენტარების ზვიად ძიძიგურისა და ელენე თევდორაძის მოსაზრებებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით. ბატონი ძიძიგური მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას და აცხადებს, რომ 12 კაცის მოქრთამვა უფრო ძნელი იქნება, ვიდრე ერთი ან ორი კაცისა. თევდორაძეს კი მიაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედების შემთხვევაში უფრო კარგად იქნება დაცული ადამიანის უფლებები.
უზენაესი სასამართლოს მსაჯულების უფლებამოსილების გახანგრძლივებაზე წერს 2004 წლის 8 დეკემბრის „რეზონანსი.“ გაზეთის ცნობით, უზენაესი სასამართლოს მსაჯულებს უფლებამოსილება 2004 წლის 31 დეკემბერს უნდა შეწყვეტოდათ, თუმცა პრეზიდენტმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შესთავაზა, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას, სრულყოფას, მისი ფორმირების ახალი წესების დანერგვასა და მსაჯულების სისტემის შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი მსაჯულებისთვის უფლებამოსილების ვადის 2005 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელებას მოითხოვს, რადგან, მისი თქმით, მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ფორმირება 31 დეკემბრამდე ვერ ესწრება.
ამრიგად, საზოგადოება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას დადებითად აფასებს, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას კი - უარყოფითად.
ნოვაციები შემდგომი საკონსტიტუციო რეფორმისათვის
კონსტიტუციაში შესული ცვლილებებისგან განსხვავებით, პრესა აქტიურად ეხმაურებოდა ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ თუ დაგეგმილ სხვა ნაბიჯებსაც. ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდა, მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა და, შესაბამისად, პრესაც აქტიურად აშუქებდა ამ საკითხს.
ცვლილებების პროექტის შესაბამისად:
- იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირების წესი;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 10 წლით, მაშინ როცა კონსტიტუციაში არსებობდა შესაძლებლობა, მოსამართლე დანიშნულიყო „არანაკლებ 10 წლით“;
- გათვალისწინებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ერთი და იმავე პირის ორჯერ არჩევის შესაძლებლობა;
- საკონსტიტუციო სასამართლოს, პრაქტიკულად, უფლება ერთმევამთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნოს არჩევნების და რეფერენდუმის შედეგები;
- იზღუდება იმ აქტების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციურობის საკითხის დასმაც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე;
- საკონსტიტუციო სასამართლოს ენიჭება ყველა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებათა კონსტიტუციურობის შემოწმების შესაძლებლობა;
- საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა იმუნიტეტის მოხსნის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი;
- რეორგანიზაციის საფუძველზე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შეუწყდებათ უფლებამოსილება1.
2005 წლის 17 იანვრის „რეზონანსი” აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციოცვლილებათა პროექტი საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი ხდება. ექსპერტებისა და საპარლამენტო ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვიაცვლილებამ, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების წესს ეხება. კერძოდ, კონსტიტუციური ცვლილებების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციოსასამართლოს ცხრავე წევრს პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი. ექსპერტ ვახტანგ ხმალაძის აზრით, ცვლილებების ახალი პროექტი კიდევ უფრო მეტად ახდენს პრეზიდენტის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციას. „კონსერვატორი“ კახა კუკავა კი მიიჩნევს, რომ თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დანიშნავს, ვთაქვათ, თავის თანაშემწეს და ის დამნიშნავის წინაშე იქნება პასუხისმგებელი, აბსურდია, მას პრეზიდენტის გადაწყვეტილების კონტროლი დაევალოს.
კატეგორიულად მიუღებელია აღნიშნული ცვლილება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვისაც. მათი აზრით ეს ქვეყანაში კანონის უზენაესობისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნება:
„თუ ხელისუფლებას გაუგებარი საფუძვლით ექნება საშუალება,მთელი მოსამართლეთა კორპუსი სახლში გაუშვას, არანაირ გარანტიებს, მაგალითად იმუნიტეტს, აზრი აღარ ექნება“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
რაც შეეხება უმრავლესობის აზრს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, უმრავლესობის წარმომადგენელს, დავით ზურაბიშვილს არამართებულად მიაჩნია კონსტიტუციის ხშირი ცვლა, ხოლო ცვლილებების შინაარსის მხრივ პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხებს ყველა შემთხვევაში პერსონალები წყვეტენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური საკითხია. „აქამდეც ფორმალური კონსულტაცია პრეზიდენტთან ხდებოდა. მოვიტყუებით, თუ ვიტყვით, რომ ეს პრეზიდენტის უმრავლესობა კი იყო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს მაინც პარლამენტი ამტკიცებდა. ახლა რაც არსებობს, იმის რეალურად დამკვიდრება ხდება“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია იმანაც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისთანავე, რეორგანიზაციის მოტივით, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრებს (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა) ვადამდე უნდა შეწყვეტოდათ უფლებამოსილება. ოპოზიციის მტკიცებით, მართლმსაჯულების სისტემაში ვერანაირ დამოუკიდებლობაზე ვერ იქნება ლაპარაკი, თუ მთავრობას შეუძლია მოსამართლეების მოხსნა მაშინ, როცა მოესურვება.
მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება 2005 წლის 18 თებერვლის „24 საათიც“, რომელიც აქვეყნებს იურისტ ბადრი კოჭლამაზიშვილის მოსაზრებებს აღნიშნულთან დაკავშირებით. ავტორი არ ეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირების ახალ მოდელს და მიიჩნევს, რომ, მაშინ როცა პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა ერთი პოლიტიკური კურსის განმხორციელებელია, მათ მიერ დაკომპლექტებული საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურად დაქვემდებარების შანსი კიდევ უფრო დიდი იქნება. ცხადია, ამ ფონზე პოლიტიკურად ნეიტრალური პირის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განწესებას არ უნდა ველოდოთ.
პოლიტიკური ნიშნით კანდიდატების შერჩევა საერთოდ მიუღებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი სასამართლო დამოუკიდებელი ვერასოდეს იქნება
24 საათი, 2005 წლის 18 თებერვალი |
ექპერტებისათვის კატეგორიულად მიუღებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასაკობრივი ცენზის დაწევა და ერთი და იგივე პირის მოსამართლედ ორჯერ არჩევა, ვინაიდან მოსამართლის ზედიზედ ორჯერ არჩევის შესაძლებლობა გაზრდის მათი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების ხარისხს.
კოჭლამაზაშვილი კიდევ ერთ მოსალოდნელ ცვლილებას აკრიტიკებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს და მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება ანტიდემოკრატიულია: „მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადა 10 წელია, რომელიც 2006 წლის 1 თებერვალს იწურება. მანამდე მხოლოდ ერთი წელია დარჩენილი და მოქმედი კონსტიტუციური გარანტიის უგულებელყოფა და დაუცველობა თუნდაც ამის გამო არ ღირს“, -აცხადებს იურისტი.
2005 წლის 18 იანვრის „რეზონანსი“ აღნიშნულ ცვლილებას კრიტიკულად აფასებს და ცდილობს გაარკვიოს, რა სამართლებრივი საფუძველი აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დატოვებას მაშინ, როცა რეორგანიზაცია არის ყველა სხვა მოსამართლის ვადამდე გათავისუფლების საფუძველი.
რაც არ უნდა უკმაყოფილოები ვიყოთ სასამართლო ხელისუფლებით, დაუშვებელია მოსამართლეების კოლექტიური დათხოვნა ანუ სასამართლო ხელისუფლების გარეკვა, რადგან ამით ათჯერ უფრო დავასუსტებთ ქართულ სახელმწიფოს, ვიდრე ეს დღემდე მოახერხა ამ სასამართლოებში მოკალათებულმა ყველა უპრინციპო მოსამართლემ ერთად.
24 საათი, 2005 წლის 18 იანვარი |
საინტერესოა, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჯონი ხეცურიანის აზრით, პრეზიდენტის ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაა. მისთვის პრინციპულად მიუღებელია კანონპროექტის ის დებულება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შეეხება და აშკარად ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო ნორმებს. „საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და მისთვის სავალდებულოა ევროპული ქარტიებისა და ევროპის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციების შესრულება. მაშინ, როცა ქვეყანა სერიოზულ ძალისხმევას მიმართავს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა უკან გადადგმული ნაბიჯია“, -აცხადებს ხეცურიანი. გაზეთი კი წერს, რომ საქართველოს 2004 წელსუკვე განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების გამო ევროსაბჭოში აკრიტიკებენ.
თუმცა, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის კრიტიკა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საგანგაშოდ არ მიაჩნია და აცხადებს, რომ ასეთ შენიშვნებს ევროპის საბჭო ყველა ქვეყნის მისამართით გამოთქვამს. „ჩვენ გვაძლევენ რეკომენდაციას. ეს კარგია, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ჩვენი ხალხი გადაწყვეტს იმას, თუ როგორ უნდა იმართოს ქვეყანა“, -აცხადებს სააკაშვილი (2004 წლის 18 იანვრი, გაზეთი „24 საათი“).
მოსალოდნელ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს დამოუკიდებელი ექსპერტი ზაქარია ქუცნაშვილიც. მისი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილება ვერ შეასრულებს დადებით როლს ქვეყნის მართვის სისტემაში, რაც ასევე უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებების დაცვაზე. ქუცნაშვილის შეშფოთებას იწვევს არა მარტო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების პრეზიდენტის წარდგინებით დანიშვნა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების 2 წლის ვადით არჩევაც, აგრეთვე ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი აღარ იქნება საარჩევნო დავების თემა. საბოლოოდ კი, აბსოლუტური ძალაუფლებით აღიჭურვება ხელისუფლების პირველი შტო, ხოლო დანარჩენი ორი დასუსტებული და დამოკიდებული გახდება.
მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმიანება 2005 წლის 21 იანვრის „24 საათიც“, რომელიც აქვეყნებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პოზიციას. ახალგაზრდა იურისტები აკრიტიკებენ ცვლილებას, რომელიც საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ფორმირების წესს ეხება და აცხადებენ, რომ წარმოდგენილ ცვლილებებს არ მოჰყოლია არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია, რომლითაც ამგვარი ცვლილებების აუცილებლობა იქნებოდა დასაბუთებული. იურისტებისთვის ასევე მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა იმუნიტეტის მოხსნის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი, რაც თავისთავად გაზრდის საკანონმდებლო ორგანოს გავლენას საკონსტიტუციო სასამართლოზე.
რაც შეეხება მოსამართლეთა ვადამდე გათავისუფლებას რეორგანიზაციის საბაბით, ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეს ეწინააღმდეგება მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ პრინციპებს. კიდევ ერთი საფუძველი, რის გამოც დაუშვებელია ამგვარი ცვლილების განხორციელება, ევროპის საბჭოს რეკომენდაციებია, რადგან მასში ერთმნიშვნელოვნადაა მოთხოვნილი, რომ სასამართლო რეფორმა საქართველომ ევროსაბჭოს სტანდარტების მკაცრი დაცვით და უცხოელ ექსპერტებთან ახლო თანამშრომლობით უნდა განახორციელოს2.
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობს `თავისუფლების ინსტიტუტი“ 2005 წლის 5 თებერვლის გაზეთ „24 საათში“. მათი აზრით, ყველა მოსამართლის კანდიდატურა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეთა ჩათვლით, იუსტიციის საბჭომ უნდა შეარჩიოს და წარუდგინოს პრეზიდენტს, რომელიც დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტს. „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლების აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანი მუშაობისთვის მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნება. რაც შეეხება იმპიჩმენტს, მათთვის მისაღებია, რომ მოსამართლეთა იმპიჩმენტი პარლამენტმა განიხილოს, თუმცა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეების საიმპიჩმენტო პროცედურა უფრო რთული უნდა იყოს, ვიდრე პრეზიდენტისა.
2005 წლის 18 თებერვლის „24 საათი“ კი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის უარყოფით დასკვნას აქვეყნებს. კომისიის ტონი შესამჩნევად მკაცრია. სასამართლოთა რეორგანიზაციის საფუძველზე მოსამართლეთა გათავისუფლებას კომისიის ექსპერტები საშიშ პრეცედენტად აფასებენ. მათთვის ასევე მიუღებელია საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების, საერთო სასამართლოების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების წესი და საკონსტიტუციო სასამართლოსათვის არჩევნების კონსტიტუციურობის დამტკიცების უფლების ჩამორთმევა. კომისიის აზრით, ასეთ გადაწყვეტილებას შესაბამისი მოტივაცია და განმარტება სჭირდება. ევროპელი ავტორებისთვის მიუღებელია მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზის 27 წლამდე დაწევაც. ამასთან, ევროპელი ექსპერტები არ გვირჩევენ მოსამართლეთა იმპიჩმენტის წესის შემოღებას, რადგან, მათი აზრით, პარლამენტისთვის აღნიშნული უფლების მინიჭება სამუდამოდ დაასამარებს მესამე ხელისუფლების დამოუკიდებლობას.
2005 წლის 28 იანვრის „რეზონანსის“ ცნობით, ვენეციის კომისიამ დაიწუნა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შეეხება. კომისიის უარყოფით დასკვნაზეა საუბარი ამავე გაზეთის 29 იანვრის ნომერშიც. გაზეთის თქმით, უცხოელი ექსპერტებისთვის გაუგებარია, რატომ ცვლის პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესს
„პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტს არ უნდა მოარგოს, რადგან კონსტიტუციური კანონი მხოლოდ ერთი ადამიანისთვის არ იწერება და იგი ერთჯერადი კანონი არ არის“. ვენეციის კომისია |
2005 წლის 31 იანვრის „რეზონანსის“ ცნობით კი, პრეზიდენტს უკან დაუბრუნდება ცვლილებათა პაკეტი, რადგან საკონსტიტუციო კომისიის წევრები არ ეთანხმებიან ცვლილებას, რომელიც მოსამართლეთა ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითვალისწინებს.
„საკონსტიტუციო კომისია მოსამართლეების ქუჩაში გაყრას ეწინააღმდეგება“, -ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას 2005 წლის 3 თებერვლის გაზეთი „რეზონანსი“, რომელიც აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო კომისიამ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაიწუნა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საჭიროა სხვა მექანიზმები მოინახოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების რეორგანიზაციასა და კომპეტენციის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
„მოსამართლეების ქუჩაში გაყრას“ ეწინააღმდეგება ასევე უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი 2005 წლის 22 თებერვლის გაზეთ „რეზონანსში“, თუმცა იზიარებს ცვლილებას უზენაესი სასამართლოს მხოლოდ საკასაციო ინსტანციად ჩამოყალიბების შესახებ. ასევეე, მისთვის მისაღებია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მხოლოდ პრეზიდენტის წარდგინებით დანიშვნა.
რა ბედი ეწევა საკონსტიტუციო სასამართლოს?
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პარალელურად 2005 წლის იანვარში საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოს ქუთაისში გადატანის შესახებაც აქტიურად საუბრობდა. 2005 წლის 27 იანვრის გაზეთ „24 საათის“ ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. საქართველოს პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეთანხმდნენ სასამართლოს ქუთაისში გადატანაზე. პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
ამავე გაზეთის 28 იანვრის ნომერში არასამთავრობო ორგანიზაცია «თავისუფლების ინსტიტუტი“ აპროტესტებს აღნიშნულ ცვლილებას და მიიჩნევს, რომ ამით კიდევ უფრო დასუსტდება კონსტიტუციური კონტროლის მექანიზმი და საფრთხე შეექმნება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. „თავისუფლების ინსტიტუტს“ აშფოთებს ის ფონი, რომელიც ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილების მისაღებად გამოიყენა -კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეების დათხოვნას ითვალისწინებდა.
საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს ქუთაისში გადატანის შესახებ ჰგავს არჩევანს არჩევანის გარეშე, ანუ მოსამართლეებს თანამდებობის შენარჩუნების სანაცვლოდ ქუთაისში გადასვლას სთავაზობენ თავისუფლების ინსტიტუტი |
თითქმის ერთი თვის შემდეგ კი, 2005 წლის 17 თებერვალს გაზეთი „24 საათი“ იუწყება, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს ქუთაისში გადატანას და მას ამ საკითხში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ჯონი ხეცურიანიც ეთანხმება. „მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა უმეტესი ნაწილი თბილისელები არიან. გარდა ამისა, თბილისიდან ქუთაისში ჩასვლა მოუწევთ მოპასუხეებსაც, რომლებიც, ძირითადად, პარლამენტისა და მთავრობის წევრები არიან. ეს კი უდიდეს ხარჯებთან იქნება დაკავშირებული“, -აღნიშნავს ხეცურიანი.
2005 წლის 7 მარტის „24 საათში“ დეპუტატების უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს ქუთაისში გადატანას, ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ამ პროექტის ნაჩქარევად განხორციელება დაუშვებელია. პარლამენტარ ნიკა გვარამიას განცხადებით, არ არის განსაზღვრული ამ საქმისათვის საჭირო ხარჯები. შედეგად კი მივიღებთ იმას, რომ საქართველოში საკონსტიტუციო კონტროლი შეჩერდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ქუთაისში გადატანას არც „რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს სწორად. ძირითად მიზეზად იგი გადაადგილების პრობლემას ასახელებს.
ელენე თევდორაძისთვის კი გაურკვეველია ის მოტივაცია, რისთვისაც გადააქვთ საკონსტიტუციო სასამართლო ქუთაისში. მისი აზრით, ეს სიახლე არ შეცვლის ქუთაისის ინფრასტრუქტურას, რაზეც არისყურადღება გამახვილებული კანონპროექტში. თუმცა დანარჩენი დეპუტატებისგან განსხვავებით, იგი მორჩილებად ამბობს: „თუ ეს არის საქართველოს პრეზიდენტის, ქვეყნის უმაღლესი პირების გადაწყვეტილება, მე მაინცდამაინც წინააღმდეგი არ გამოვალო“.
_________________
1. იხილეთ კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების და დამატებების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა, 2004 წლის 17 დეკემბერი
2. იხილეთ „ჩვენი მოსაზრებები მართლმსაჯულების რეფორმაზე“ (დასკვნა კანონპროექტების პაკეტზე. 2004 წ. ნოემბერი); „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ვებგვერდი-www.gyla.ge;
![]() |
11 მოსამართლეთა გათავისუფლება და „უსამართლო მოსამართლეების“ სიები. არის თუ არა სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი? |
▲ზევით დაბრუნება |
ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსამართლეთა მასობრივი დათხოვნის თუ დაკავების ფონზე ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, განსხვავდება თუ არა დღევანდელი სასამართლო წინა ხელისუფლების სასამართლოებისაგან და არის თუ არა დღეს სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ცნობილი მოვლენების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ლადოჭანტურიამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, საზოგადოება ხელისუფლების მხრიდან ჭანტურიას მიმართ ზემოქმედებაზე ალაპარაკდა.
რატომ გახდა ლადო ჭანტურია იძულებული გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან? ამ კითხვას სვამს 2004 წლის 12 ივნისის გაზეთი „რეზონანსი“ და სავარაუდო პასუხსაც თვითონ იძლევა: `საუბარი იყო გარკვეულ ზეწოლაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას პრეზიდენტად გახდომის შემდეგ ჭანტურიასთან ზოგადსაკაცობრიო საკითხების გარდა სხვა თემებზე საუბარი არ ჰქონია“. თვითონ ჭანტურია კი ასე ხსნის თავის გადადგომას: „ვთვლი, რომ ამ თანანდებობაზე ჩემი თავი ამოვწურე... დავიღალე, ამდენი კრიტიკაც მომბეზრდა“.
„რეზონანსი“ მოსამართლეების მიმართ ზემოქმედებასთან დაკავშირებით პარლამენტარ ელენე თევდორაძის კომენტარსაც აქვეყნებს, რომელიც არ უარყოფს, რომ სასამართლოებში რეკავდა და შუამდგომლობებსაც აგზავნიდა: „ბოლო ორი წლის განმავლობაში უამრავი ინფორმაცია არსებობდა, რომ სასამართლოებში კორუფცია იყო, ასევე სატელეფონო ზეწოლა. „შეიძლება, მთლად სწორი არ ვიყავი, მაგრამ მეც ვახდენდი დარეკვებს ცალკეულ საქმეებთან დაკავშირებით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ყველაზე ნაკლები პრეტენზიები არსებობს,“ - განაცხადა თევდორაძემ.
სასამართლო ხელისუფლების მიმართ ზემოქმედების თემას ეხება 2004 წლის 11 მარტის „ახალი ვერსიაც“. „რა დგას სონღულაშვილის გადაწყვეტილების მიღმა?“-ამ სკანდალური სათაურით აქვეყნებს გაზეთი სტატიას და ცდილობს გაარკვიოს მოსამართლის „შვებულებაში“ გასვლის მიზეზი. გაზეთი წერს: „კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა სონღულაშვილის „შვებულებაში“ გასვლის მიღმა დამოუკიდებელი იურისტები და ექსპერტები პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ... ექსპერტები აცხადებენ, რომ იმ მოსამართლისთვისაც კი, რომელიც უსიტყვოდ ასრულებდა ყველა დროის ხელისუფლების დირექტივებს და ამ აწყობილ სისტემას კარგად ერგებოდა, დღევანდელი ხელისუფლების თამაშის წესები აუტანელი აღმოჩნდა. თუმცა მათივე თქმით, არის კიდევ რაღაც, რაც დღეს საზოგადოებამ არ იცის“. „ახალი ვერსიის“ ცნობით, მამუკა სონღულაშვილი ისეთი გახმაურებელი სასამართლო პროცესების ავტორია, როგორიცაა ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის მირცხულავას, რკინიგზის ყოფილი შეფის აკაკი ჩხაიძის, ექპრეზიდენტის სიძის გია ჯოხთაბერიძისა და სხვათა პროცესები. საბოლოოდ, ექსპერტების აზრით, ამ ყველაფრის უკან დიდი პოლიტიკური თამაშებია.
მართმსაჯულების დამოუკიდებლობის მტკივნეულ თემას გაზეთ „რეზონანსის“ 2004 წლის 4 აგვისტოს ნომერიც ეხმიანება. გაზეთი აქვეყნებს ცნობილი ექსპერტების, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. „რეზონანსის” ცნობით, დღევანდელი სასამართლო წინა ხელისუფლების სასამართლოსაგან განსხვავდება იმით, რომ მთლიანად პოლიტიზირებულია.
სასამართლო ხელისუფლება სერიოზულად განიცდის პოლიტიკურ გავლენას. მოსამართლეებს ეშიანით დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. სასამართლოზე უარყოფითად მოქმედებს ის მკაცრი მესიჯები, რომელსაც უმაღლესი ხელისუფლება გასცემს, ამიტომაც მოსამართლეები დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას თითქმის ვეღარ ბედავენ. |
ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, თუნდაც ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მმართველი პარტიის ლიდერი დაინიშნა, უკვე მეტყველებს რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო ხელისუფლება. იურისტ დავით უსუფაშვილის შეფასებით კი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ძალინ დაბალია.
მოსამართლეები იქცნენ ნოტარიუსებად, რომლებიც პროკურორის მიერ უკვე გადაწყვეტილ საკითხს უბრალოდ აფორმებენ სათანადო ქაღალდზე და ბეჭედს ურტყამენ.
დავით უსუფაშვილი, გაზეთი „რეზონანსი“, 2004 წელი 4 აგვისტო |
პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის თქმით, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს. ის არის აღმასრულებელი ხელისუფლების უბადრუკი დანამატი. „ბევრი მოსამართლე მექრთამეა, ეშინიათ, ამის გამო არ დაიჭირონ და პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ,“ -აცხადებს დავითაშვილი.
მოსამართლეების წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო სექტორისწარმომადგენლებიც. „მოსამართლეთა 80 პროცენტი კორუმპირებულია,95 პროცენტი ხელისუფლების მხრიდან მანიპულირებადი“, - აცხადებს „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლევან რამიშვილი 2004 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „რეზონანსში“.
„უსამართლო მოსამართლეები“
2004 წლის 11 დეკემბრის „რეზონანსში“ ლაპარაკია არასამთავრობო ორგანიზაციების „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ „უსამართლო მოსამართლეების“ სიებზე. გაზეთის ცნობით, 2004 წლის მონაცემებით, ადამიანის უფლებათა დამრღვევ მოსამართლეთა „შავ სიაში“ მოხვდნენ დიდუბე- ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კვარაცხელია და თბილისის საოლქო სასამართლოს ორი მოსამართლე კარლო ბზიაშვილი და მამუკა გიორგაძე. „ეს მოსამართლეები კანონის უხეშ დარღვევაზე არ რეაგირებენ, რისი მიზეზიც მათი კორუმპირებულობა და ხელისუფლების მხრიდან ზემოქმედებაა“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია. ადვოკატებმა იმ მოსამართლეთა გვარებიც დაასახელეს, რომლებიც მათი განცხადებით, პროკურატურის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ. მათ შორის არიან თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები ვაჟა ქასალაშვილი, მთვარისა კევლიშვილი და მაია ივანიძე. „რეზონანსის“ ცნობით, მოსამართლეების „შავი სიის“ საკუთარი ვერსია „თავისუფლების ინსტიტუტმაც“ გააცხადა. სიაში ის 23 მოსამართლე მოხვდა, რომლებმაც, მათი აზრით, სიტყვისა და მედიის თავისუფლების შემლახავი გადაწყვეტილება გამოიტანეს.
არასამთავროების მიერ გამოქვეყნებულ „უსამართლო მოსამართლეთა“ სიებზე წერს 2004 წლის 11 დეკემბრის „24 საათიც“. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი პალიკო კუბლაშვილი ამ ფაქტს 2004 წლის 17 ოქტომბრის „რეზონანსში“ ეხმაურება. გაზეთის თქმით, თავად მოსამართლეებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. სამაგიეროდ, იუსტიციის საბჭოს მდივანი არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებას არაეთიკურს უწოდებს და კონკრეტული ფაქტების წარდგენას ითხოვს. მისი შეფასებით, ასეთი მოქმედებით მხოლოდ სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია ხდება. „არანაირი შავი სიების გამოქვეყნება არ შეიძლება“, -აცხადებს პალიკო კუბლაშვილი. თავის მხრივ, არასამთავროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სიები სწორედ კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აზრით, იმის განცხადება, რომ ამ ფაქტების გამოქვეყნება არ შეიძლება, არასწორია.
მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილ პრობლემებს ადვოკატებიც ეხმიანებიან, რომლებიც შეშფოთებული არიან სასამართლოების მუშაობით. „პროკურატურა პრაქტიკულად ისევ სასამართლოს ზემდგომი ორგანო ხდება.... არ შეიძლება სასამართლო პოლიტიზირებული იყოს“, -აღნიშნავს „ახალ ვერსიასთან“ საუბარში „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ადვოკატი დიმიტრი გაბუნია (2005 წლის 28 იანვრის ნომერი).
როდესაც სასამართლო სისტემა წნეხშია, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ დარღვეულია არა მხოლოდ რიგითი ადამიანების, არამედ მათი ადვოკატების უფლებები. მოსამართლეებზე აღარც ადვოკატის განსწავლულობა ჭრის და აღარც მისი მრავალწლიანი გამოცდილება.
გაზეთი „ახალი ვერსია“, 2005 წელი 28 იანვარი |
„უცხოელი ექსპერტები ქართველ მოსამართლეებს დამოუკიდებლობას ასწავლიან“, -ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას 2005 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ახალი ვერსია“ და ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხებთან დაკავშირებით სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 3-დღიანი კონფერენცია გაიხსნა.
2005 წლის 2 თებერვლის „ახალი ვერსია“ კი მოსამართლეთა „შავ სიაზე“ მიუთითებს და აღნიშნავს, რომ გორიდან იუსიტიციის საბჭოში მოსამართლეთა წინააღმდეგ საჩივრები თითქმის ყოველდღე იგზავნება. გაზეთის თქმით, გორის მოსამართლეების ბონდო ვათიაშვილის, გოჩა გოჩიტაშვილის და ქართლოს სულაბერიძის წინააღმდეგ საჩივრებს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ, როგორიცაა, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და სახალხო დამცველის ოფისი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი“ მასმედიასთან მიმართებით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა და სასამართლო სისტემას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. 2005 წლის 19 აპრილის გაზეთ „24 საათის“ ცნობით, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ინიციატივით სამოსამართლო სწავლების ცენტრში მოსამართლეებისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ სემინარი მოეწყო. „ქართული სასამართლო დღეს იმდენად იქნება დამოუკიდებელი, რამდენადაც თავად სასამართლოს მიერ იქნება დაცული გამოხატვის თავისუფლება“, - განაცხადა ლევან რამიშვილმა.
„სასამართლო სისტემა მხოლოდ პროკურორის დაკვეთის შემსრულებელ უწყებად იქცა“, აცხადებენ „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლები 2005 წლის 31 მაისის გაზეთ „24 საათში” და სასამართლოებს კანონის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი მონაცემებით, სასამართლოების მიერ პატიმრობის შეფარდების შესახებ პროკურატურიდან მიღებული მონაცემების 95 პროცენტი დაკმაყოფილებულია, რაც არასამთავრობოთა აზრით, წარმოუდგენელი მაჩვენებელია. „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრები სასამართლოების თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
2005 წლის 27 იანვრის გაზეთი „რეზონანსი“ კი მოსამართლის დაჭრის ფაქტზე წერს და ავრცელებს ცნობას, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოში რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ზურაბ რუხაძე მისმა კოლეგამ, მოსამართლე გაიოზ სინჯიკაშვილმა დაჭრა, ხოლო შემდეგ მიიმალა. ეს თემაა განხილული „რეზონანსის“ 2005 წლის 31 იანვრის ნომერშიც.
მოსამართლეების გათავისუფლება
მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლებას 2005 წლის 20 აპრილის „ახალი ვერსია“ ეხმაურება. „კუბლაშვილმა კორუმპირებული მოსამართლე დასაჯა -ეს ჯერ დასაწყისია, - ამბობენ უზენაეს სასამართლოში“ - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი სტატიას და ავრცელებს ცნობას, რომ ყაზბეგის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გუგუნაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ამასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მკაცრ განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, კორუმპირებული და კანონის დამრღვევი მოსამართლეების მიმართ მკაცრი ზომები იქნება მიღებული.კუბლაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ 2004 წლიდან დღემდე 16 მოსამართლე გათავისუფლდა თანამდებობიდან.
კიდევ ერთი მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე წერს 2005 წლის 6 ივნისის „რეზონანსი“ და აღნიშნავს, რომ გორის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ალექსი მარიამიძე აბსურდული ბრალდეების გამო გათავისუფლებას აპროტესტებს. მოსამართლე მარიამიძე მიიჩნევს, რომ სადისციპლინო საბჭოს მიერ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება უკანონოა და არ ეძლევა შესაძლებლობა თავისი საქმე არსებითად განიხილოს და გადაწყვიტოს სასამართლომ. სწორედ ამიტომ მოითხოვს იგი არაკონსტიტუციური ნორმების გაუქმებას.
„მე ვფიქრობ, ეს იყო მიზანმიმართული დევნა ჩემს წინააღმდეგ, რომელიც გასული ზაფხულიდან დაიწყო“. მოსამართლე ალექსი მარიამიძე |
გაზეთის ცნობით, ალექსი მარიამიძე სხვა მოსამართლეებთან შედარებით შეუვალი დამოუკიდებლობით გამოირჩეოდა. სწორედ ეს დამოუკიდებლობა აღმოჩნდა მიუღებელი ხელისუფლებისათვის. მარიამიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმიანება 2005 წლის 6 ივნისის „24 საათიც“. გაზეთი წერს: „საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით მოსამართლე ითხოვს `საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის რამდენიმე მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობას. როგორც მისი ადვოკატები განმარტავენ, ეს მუხლები მოსამართლეს ართმევენ უფლებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი სრულად და ობიექტურად გადაწყვიტოს სასამართლომ.“
გორის რაიონული სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის ქართლოს სულაბერიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წერს 2005 წლის 6 აგვისტოს „24 საათი“. გაზეთის თქმით, „იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სულაბერიძის გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობენ, ვინაიდან მოსამართელთა სადისციპლინო საქმის წარმოება კონფიდენციალურია.“
სულაბერიძის თანმდებობიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება 2005 წლის 2 სექტემბრის „რეზონანსიც.“ გაზეთი სულაბერიძეს „ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე” მოსამართლედ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მას უამრავი სკანდალური საქმე უკავშირდება. „სულაბერიძეწლების მანძილზე გორში ხელისუფლების აქტიურ მხარდამჭერად ითვლება. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ იგი წარმოშობით ტყვიავიდანაა, ანუ საიდანაც გუბერნატორი მიხეილ ქარელია. მრავალ საქმესთან დაკავშირებით, სულაბერიძეს ხელისუფლების მოთხოვნების უსიტყვო შემსრულებლად და მათ სასამართლო წესით დამკანონებლად მიიჩნევენ.ამასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არაერთი საჩივარი იყო შესული. თუმცა, ამ დრომდე მისი გათავისუფლების საკითხი რეალურად არ დამდგარა“, წერს „რეზონანსი“.
„კიდევ ერთი მოსამართლე დააკავეს“, - ასე ეხმიანება თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის ნანა თოლორაიას დაკავების ფაქტს 2005 წლის 9 აგვისტოს „24 საათი.” მიზეზად გაზეთი 5 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს, როდესაც მოსამართლემ განაჩენი პროკურორის დაუსწრებლად გამოიტანა.
2005 წლის 30 აგვისტოს „რეზონანსში“ ლაპარაკია 5 მოსამართლის გათავისუფლების შესახებ. გაზეთის თქმით, თეთრიწყაროს რაიონის მოსამართლე დავით გულბანი, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ შონია, გორის რაიონული სასამართლოს წევრი ფრიდონ სულაბერიძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლისსამართლის კოლეგიის მოსამართლე ნონა თოლორაია თანამდებობრივ უფლებამოსილებას ჩამოშორდნენ. თოლორაიას მიმართ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მას თანამდებობის გადამეტებაში ადანაშაულებენ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე მარი ჭყონია კი თანამდებობიდან საკუთარი განცხადებით წავიდა.
მოსამართლის დაკავებაზე წერს 2005 წლის 9 ნოემბრის „24 საათი“. გაზეთის თქმით, სამტრედიაში სამართალდამცველებმა 3000 დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ ხაჟალია დააკავეს.
2005 წლის 10 ნოემბრის „24 საათიში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი“ მოსამართლეების უკანონო მოქმედებებზე მიუთითებს და მათი პასუხისმგებლობის საკითხს იუსტიციის საბჭოს წინაშე სვამს. კერძოდ, „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეების - კეკენაძის, სიხარულიძისა და ბასილაიას წინააღმდეგ გამოდიან. „მოსამართლეების გადაწყვეტილებები ბევრს დააფიქრებს იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად ტარდება რეფორმა სასამართლოში.
„დღეს სასამართლო პროკურატურის პირდაპირი დანამატია და მოსამართლეებს არა აქვთ არანაირი ნება-სურვილი, პროკურორების წინააღმდეგ წავიდნენ, ეს მანკიერება მოსამართლეებში ღრმად არის გამჯდარი“.
აკაკი მინაშვილი, „თავისუფლების ინსტიტუტი“ |
![]() |
12 საზოგადოებრივი აზრის კვლევა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
ყველა ამ დისკუსიის, გათავისუფლების, საჩივრისა და სკანდალის პარალელურად საქართველოში მოქმედი ამერიკის იურისტთა ასოციაცია სასამართლო სისტემის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ამ საკითხს ეხმიანება 2005 წლის 18 სექტემბრის „რეზონანსი“. გაზეთის ცნობით, კვლევა საქართველოს მასშტაბით 1200 რესპოდენტზე ჩატარდა და 2004 წლის 5 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე მიმდინარეობდა. ჩატარებული კვლევა ძალზე დიდი და ყოვლისმომცველია, თუმცა ზოგადი შეფასება არ შეცვლილა - საქართველოს მოსახლეობა სკეპტიკურად არის განწყობილი სასამართლო სისტემის მიმართ და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმირებული არ არის1. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი ამ ეტაპზე სასამართლო სისტემას კორუმპირებულად მიიჩნევს და არ ენდობა. გაზეთი აღნიშნავს, რომ გამოკითხვის შედეგების კომენტირება ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ ისურვეს. მათი განცხადებით, სასამართლო სისტემაში რეფორმა წარმატებით ხორციელდება.
ზეწოლა სასამართლო სისტემაზე
ბოლო პერიოდში მოსამართლეების მიერ საკუთარი განცხადებებით თანამდებობის დატოვება იმდენად გახშირდა, რომ სახელისუფლებო უმრავლესობასაც კი უწევს აღიაროს სასამართლო სისტემაში შექმნილი პრობლემები. 2005 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ უარყოფს, რომ მოსამართლეებზე მართლაც ხორციელდება ზეწოლა, თუმცა დასძენს, რომ მისთვის არ არის ფასეული მოსამართლე, რომლიც ვერ უძლებს ზეწოლას.
„მიმაჩნია, რომ მოსამართლეზე, რომელსაც საკუთარი თავის იმედი აქვს, კიდეც რომ დააპიროს ხელისუფლებამ ზეწოლის განხორციელება, ამას ვერ მოახერხებს... თუ ადამიანს ეუბნებიან, დაწერე განცხადება და წადი, და ის ვერ იცავს საკუთარ სიმართლეს, ის ვერასოდეს დაიცავს ობიექტურ პოზიციას და ვერ გაუმკლავდება მსგავს ზეწოლას რომელიმე სახელმწიფო ჩინოვნიკის მხრიდან“.
ნინო ბურჯანაძე |
ბურჯანაძე მოუწოდებს ყველა მოსამართლეს, რომ მათზე ზეწოლის შემთხვევაში, ღიად განაცხადონ და ის პირადად დაიცავს მათ უფლებებს. მოარულ ხმებზე დაყრდნობით კი განცხადებებს ვერ გააკეთებს.
უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენლის აღიარებას კი საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. 2005 წლის 17 ოქტომბრის გაზეთი „რეზონანსი“ წერს, რომ „კონსერვატორი“ კობა დავითაშვილი პარლამენტარ გიგა ბოკერიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს, რადგან ბოკერიამ საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა მოსამართლეებზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლა დაადასტურა. სტენოგრამული ჩანაწერის მიხედვით.
„ჩვენ პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ვართ და მე ამას ვადასტურებ. ლეგიტიმური ორგანო იუსტიციის საბჭო ახორცილებს იმ კურსს, რასაც კორუმპირებული, უნებისყოფო და უპრინციპო მოსამართელეებისაგან კანონის დაცვით სასამართლოს გაწმენდა ჰქვია“.
გიგა ბოკერია, პარლამენტის სხდომა |
ბოკერიას განცხადებით, სასამართლოს წმენდა დაიწყო და ამ წმენდაში თავად მოსამართლეებიც მიიღებენ მონაწილეობას:
„ჩვენ არ გვჭირდება მოსამართლეები, რომელთაც ცალკეპროკურორის ეშინიათ, ცალკე კი კანონიერი ქურდების.სინამდვილეში კი მათთვის მთავარი პირადი გამორჩენაა. ასეთი მოსამართლეები ჩუმ-ჩუმად ჩურჩულებენ, თითქოს ხელისუფლება მათზე ზეწოლას ახდენს. იარსებებენ მოსამართლეები, რომლებიც თავად მიიღებენ სასამართლო ხელისუფლების წმენდაში მონაწილეობას. მხოლოდ გარედან წმენდა ვერ განხორციელდება“.
გიგა ბოკერია, პარლამენტის სხდომა |
„რეზონანსის“ ცნობით, გარდა ზეწოლისა, პარლამენტარები იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ცალკეულ მოსამართლეებს ჩინოვნიკები საკუთარ კაბინეტებში იბარებენ და ფიზიკურადაც კი უსწორდებიან. ასეთ განცხადებებს მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებენ.
მოსამართლეების ზეწოლაზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ მიუთითებს 2005 წლის 11 ნოემბრის „რეზონანსში“.გაზეთის თქმით, ასოციაციაში მოსამართლეთა ერთგვარი „კანონიერი შანტაჟის“ ფორმად იმ მტკიცებულებასაც მიიჩნევენ, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს, რომელიც წასვლის შესახებ განცხადებას წლის ბოლომდე დაწერს, პენსია უნარჩუნდება. `საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონით განისაზღვრა, რომ მოსამართლეს, ვინც პირადი სურვილით 31 დეკემბრამდე განცხადების საფუძველზე მოითხოვს უფლებამოსილების შეწყვეტას, უნიშნავენ პენსიას, რომელიც მოქმედი მოსამართლის ხელფასის ეკვივალენტურია (ხელფასი ახლა იზრდება კიდეც). ეს არის უბრალოდ სამარცხვინო შანტაჟი. მათ ეუბნებიან - ახლა სასწრაფოდ თუ წახვალთ, პენსია შეგინარჩუნდებათ, თუ არა და სხვა მუხლით გაგათავისუფლებთო. ხოლო თუ მოსამართლეს დისციპლინური გადაცდომის ან კორუფციული სამართალდარღვევის გამო გაათავისუფლებენ, მას მოსამართლეობაზე პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეს“, -აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თამარ გურჩიანი.
პარლამენტის წევრი ნაზი არონია კი ამ აზრს არანაირად არ იზიარებს. „თუ მოსამართლეს თანამდებობიდან წასვლა არ უნდა, არც პენსიისთვის არ წავა. ეს უბრალოდ შეთავაზებაა. ვისთვისაც მისაღები იქნება - წავა, ვისთვისაც არა - არა... თუ ეს მოსამართლეები ისეთები არიან, ვინც იცის, რომ თანამდებობრივად ან პიროვნულად ამ თანამდებობისთვის შესაფერისები არ არიან და ხელისუფლების დღევანდელ მოთხოვნებში არ ჯდებიან, მაშინ უნდა თვითონვე მიხვდნენ და წასასვლელად ჭკუა უნდა ეყოთ... ასე, რომ აქ რაიმე უკანონობას ნამდვილად ვერ ვხედავ“, აცხადებს არონია.
___________________
1. იხილეთ „სასამართლო სისტემის შესახებ საზოგადოებრივი აზრის საბაზისო კვლევა“ - ამერიკის იურისტთა ასოციაციის ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივა (ABA/CEEL) - საქართველო, თბილისი, 2005
![]() |
13 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პროტესტი |
▲ზევით დაბრუნება |
ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ღიად საუბარი მოსამართლეებმაც დაიწყეს. 2005 წლის 23 ნოემბრის „24 საათი“ წერს, რომ ზეწოლის ქვეშ მყოფი მოსამართლის მხრიდან საჯარო განცხადების გაკეთების პირველი პრეცედენტი უკვე შედგა - უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ -დავით სულაქველიძემ, ნინო გვენეტაძემ და მერაბ ტურავამ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ ზეწოლაში დაადანაშაულეს, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსამართლეებმა ამის შესახებ ღიად განაცხადეს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასწრაფოდ დისციპლინური დევნა დაიწყო მათ წინააღმდეგ.
მერაბ ტურავას თქმით, ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ მოსამართლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქართველი და ამერიკელი იურისტების მიერ ორგანიზებულ ფორუმში, სადაც სიტყვით გამომსვლელებმა მძაფრად გააკრიტიკეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებები. სწორედ ამის შემდეგ აღიძრა მათ წინააღმდეგ დისციპლინური დევნა.
მოსამართლე ნინო გვენეტაძემ კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლო სისტემის მონოპოლიზაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კუბლაშვილს ა აინტერესებს მოსამართლეთა აზრი. „დიდი ხანია ვითხოვთ მოსამართლეთა ფორუმის ჩატარებას, მაგრამ ამ მოთხოვნას კუბლაშვილი ყურადღებას არ აქცევს“, -აცხადებს გვენეტაძე.
მოსამართლეთა განცხადებით, ზემოქმედება ხორციელდება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც არაპროგნოზირებადი და უმართავები არიან. გაზეთის ცნობით, მოსამართლეების განცხადებებს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ანი დოლიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის მხრიდან მოსამართლეებზე ორი ფორმით ხდება ზეგავლენა: პირდაპირი ზარებით, რათა მათ პენსიაზე გასვლის მოტივით იძულებით დატოვინ თანამდებობა და იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის მხრიდან დისციპლინური დევნის აღძვრით.
„24 საათის“ ცნობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნინო გვენეტაძის, მერაბ ტურავას, დავით სულაქველიძის და თამაზ ილიაშვილის ინტერესებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „ახალგაზრდაიურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე ლია მუხაშავრია და ადვოკატი ეკა ბესელია დაიცავენ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განცხადებას უპრეცედენტო მოვლენად აფასებს 2005 წლის 28 ნოემბრის „24 საათიც“ და აქვეყნებს ინტერვიუს მერაბ ტურავასთან. ტურავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ადანაშაულებს ზეწოლაში და ღიად მიუთითებს იმ მიზეზებს, რის გამოც დაიწყო მის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა.
„უკანასკნელი თვეების მანძილზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჰქონდა საკასაციო პალატის მოსამართლეების მიმართ ზეწოლა. არც ერთი დავალება ჩემი, სულაქველიძის და გვენეტაძის შემადგენლობით არ შესრულებულა, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ბევრი გადაწყვეტილებები მივიღეთ იმის საწინააღმდეგოდ, რაც მას სურდა, დაიწყო ჩვენი დევნა“
მერაბ ტურავა |
მისი თქმით, არსებობს როგორც იუსტიციის საბჭოს მდივნის, ისე კუბლაშვილის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების ფაქტები და თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გააგრძელებს მოწოდებებს, მოსამართლეები დაასახელებენ კონკრეტულ ფაქტებს.
„რეზონანსი“ ასევე ავრცელებს ცნობას, რომ მოსამართლე თამაზ ილიაშვილმა პარლამენტს წერილით მიმართა იმის შესახებ, რომ მასზე პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს. იგი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას აიძულებენ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ტერორით ემუქრებიან. ილიაშვილი პარლამენტის მხრიდან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. მსგავსი შინაარსის წერილები პარლამენტის თავმჯდომარემ სხვა მოსამართლეებისგანაც მიიღო, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ეს წერილები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ამისათვის პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებას. ამ განცხადებამ ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია. პარლამენტარმა ზვიად ძიძიგურმა ბურჯანაძე კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. ოპოზიციის სხვაწა რმომადგენლები კი განმარტავენ, რომ პოლიტიკური ტრიუმვირატი - ბეჟაშვილი, გვარამია და ბოკერია მოსამართლეებს აიძულებენ, საკუთარი ნებით დაწერონ განცხადებები გადადგომის შესახებ, რის სანაცვლოდაც მაღალ პენსიებს სთავაზობენ, ხოლო იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გარიგებაზე უარს ამბობენ, დისციპლინური დევნა ხორციელდება. „ცინიზმია იმაზე საუბარი, რომ ქვეყანაში სასამართლოს რეფორმა მიმდინარეობს.მოსამართლეებზე ასეთი ზეწოლა და ტერორი არასდროს ყოფილა. რეფორმატორი სააკაშვილი დამოუკიდებელი მოსამართლის ინსტიტუტს ჩანასახშივე კლავს. დღეს მათი დამოუკიდებლობის ხარისხი ნულის დონეზეა დაყვანილი. ურემი უკვე გადაბრუნდა, მოსამართლეებს უნდა მოვუსმინოთ“, -აცხადებს ივლიანე ხაინდრავა.
ამრიგად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა ერთმნიშვნელოვანია - სასამართლო ხელისუფლება არასოდეს ყოფილა ისეთი პოლიტიზებული და მორჩილი, როგორიც დღეს არის. განსაკუთრებული გამოხმაურება კი მოსამართლეთა დაკავებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტებს მოჰყვა
მოსამართლეებზე ზეწოლა
რამდენად ხშირად განიცდის |
მოსახლეობის აზრით, |
რეგიონალური ჭრილი |
მოსამართლეზე ზეწოლის |
მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის სიხშირე/საშ. მაჩვენებლები
|
თბილისი |
აღმ. |
დას. |
სულ |
სანდოობა |
|
საშუალო |
საშუალო |
საშუალო |
საშუალო |
|
პრეზიდენტის |
2.41 |
2.33 |
2.26 |
2.32 |
.> 0.05 |
პარლამენტი |
2.52 |
2.46 |
2.37 |
2.44 |
> 0.05 |
პროკურატურა |
2.75 |
2.92 |
2.65 |
2.77 |
> 0.05 |
ადვოკატურა |
2.34 |
2.59 |
2.44 |
2.46 |
> 0.05 |
სასამართლო |
2.59 |
2.89 |
2.61 |
2.70 |
> 0.05 |
მოსარჩლე |
2.54 |
2.74 |
2.64 |
2.65 |
> 0.05 |
პოლიცია |
2.35 |
2.64 |
2.20 |
2.40 |
> 0.05 |
იუსტიციის |
2.51 |
2.56 |
2.34 |
2.46 |
> 0.05 |
ომბუცმენი |
2.06 |
2.35 |
2.24 |
2.23 |
> 0.05 |
მასმედია |
2.00 |
2.42 |
2.12 |
2.19 |
> 0.05 |
წყარო: საზოგადოებრივი აზრის კვლევა სასამართლო სისტემის შესახებ (ABA/CEELI) (კვლევა ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 1200 რესპოდენტზე და მიმდინარეობდა 2004 წლის 5 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე)
![]() |
14 ბიუჯეტი და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
რას ნიშნავს სახელმწიფოსათვის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ამ პირობის შესანარჩუნებლად თუ რა დატვირთვა ენიჭება მის ფინანსურ უზრუნველყოფას, ამ თემას განიხილავს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე მერაბ ახობაძე 2004 წლის 1 ივნისის გაზეთ „24 საათში“ და ბიუჯეტში სასამართლოებისთვის გამოყოფილი თანხების გაზრდას მოითხოვს. იგი აღშფოთებას გამოთქვამს ფინანსთა სამინისტროს მოქმედებასთან დაკავშირებით, რომელმაც იგნორირება გაუკეთა ბიუჯეტის შესახებ კანონს და საერთო სასამართლოების ხარჯების ოდენობა განსაზღვრა არა იმ თანხით, რაც ბიუჯეტით იყო განსაზღვრული, არამედ იმით, რისი გამოყოფაც შეძლო სახელმწიფომ. აღსანიშნავია ისიც, რომ ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტში თანხების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამართლეთა კონფერენციისაგან თანხმობა არ მიუღია. ამრიგად, პარლამენტის მიერ დამტკიცებული საერთო სასამართლოების ბიუჯეტით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოები პრიორიტეტულად აღარ მიაჩნია.
რამდენი მილიონია საჭირო ქართულ სასამართლო სისტემაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და რა ულტიმატუმებს უყენებენ მოსამართლეები მთავრობას ამაზე 2004 წლის 1 დეკემბრის „რეზონანსი“ წერს. „ანბიუჯეტი 2,5 მილიონით გაიზრდება, ან მოსამართლეები თანამდებობებს დატოვებენ“, - ასეთ განცხადებას აკეთებენ საქართველოს მოსამართლეების სახელით მოსამართლეთა ასოციაციის პრეზიდენტი მზია თოდუა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სახელით ნიკაგვარამია და იუსტიციის საბჭოს სახელით -პალიკო კუბლაშვილი.მოსამართლეები მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებასაც ითხოვენ, რის შემდეგაც მოსამრთლეთა ხელფასები 20-25%25-ით გაიზრდება. მთავრობამ ამ კანონის ამოქმედება 2006 წლის იანვრისთვის გადაავადა. მანამდე კი მოსამართლეები 2005 წლის ბიუჯეტში 2,5 მლნ-ის გამოყოფას ითხოვენ. „ეს ის თანხაა, რითაც რეალურად უნდა მოხდეს სახელფასო მინიმუმის 115 ლარამდე გაზრდა. ამასთან მოსამართლის ხელფასს მომავალი ერთი წლის განმავლობაში 100 ლარი მაინც უნდა დაემატოს. სხვა შემთხვევაში სასამართლო რეფორმა ვერ განხორცილდება,“ - ასეთია ულტიმატუმი.
აღნიშნულ პრობლემას 2004 წლის 3 დეკემბრის „24 საათიც“ ეხმიანება და წერს, რომ მიმდინარე წელიც ქართველმა მოსამართლეებმა ხელფასის გაზრდის მოლოდინში გაატარეს, მაგრამ მოსამართლეებისათვის ჯამაგირის მომატება არავის გახსენებია. „იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეებს ხელფასები არ გაეზრდებათ, არ არის გამორიცხული, რომ სისტემა პროფესიონალმა კადრებმა დატოვონ. პროფესიონალი კადრების გარეშე დარჩენილი მართლმსჯულება კი ქვეყნის ნგრევამდე მიგვიყვანს“, - აცხადებს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე.
რა დატვირთვა აქვს სასამართლოების ფინანსურ უზრუნველყოფას და რა არის მოსამართლეთა პოლიტიზების მიზეზი, შეამცირებს თუ არა კორუფციის დონეს სასამართლო სისტემაში ხელფასების გაზრდა და რა არის საჭირო სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის - ამ კითხვებზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და თბილისი საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი გოგიაშვილი. 2005 წლის 19 აპრილის გაზეთ „24 საათში“ კუბლაშვილი სასამარლოებისთვისბიუჯეტით გამოყოფილი თანხის 100%25-ით გაზრდას მოითხოვს და მიიჩნევს, რომ ეს უზრუნველყოფს მოსამართლეების თავისუფლად, ზემოქმედების გარეშე მუშაობას. გოგიაშვილის აზრით კი, სასამართლოს დამოუკიდებლობას მხოლოდ კონკრეტული მოსამართლის სურვილი არ განსაზღვრავს, ამისათვის ხელისუფლების პოლიტიკური ნებაცაა საჭირო. „პრობლემაა სასამართლოს საქმიანობაში ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენელთა ჩარევა. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას აკნინებს,“ -აცხადებს საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე 2004 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „24 საათში.“ მოსამართლეთა პოლიტიზების ხარისხის გაზრდის მიზეზად მოსამართლეთა დაუცველობას მიიჩნევს როგორც სამოსამრთლეო ვადის, ისე ფინანსების უკმარისობის გამო.
„მოსამართლე ადამიანია და ყველა მათგანს ვერ მოსთხოვ გმირობას. ....ძნელია დღეში ხუთჯერ მიიღო პრინციპული გადაწყვეტლება დღეში ხუთჯერ დარტყმის ობიექტი აღმოჩნდე“ გიორგი გოგიაშვილი 2005 წლის 3 ოქტომბერი გაზეთი „24 საათი“ |
2005 წლის 6 იანვრის „24 საათი“ კი ეხმაურება მორიგ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც 2004 წლის 21 დეკემბერს „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შევიდა. გაზეთის ცნობით, 2005 წლისნოემბრიდან მოსამართლეები შრომის ანაზღაურებასთან ერთად ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ, რომლის ოდენობაც სახელმწიფო ბიუჯეტით განისაზღვრება.
2005 წლის 25 თებერვლის გაზეთ „რეზონანსში“ ლაპარაკია კანონის მიღების აუცილებლობაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოში ხელფასები რანგების მიხედვით გაიცემა. გაზეთის ცნობით, შესაძლოა, პრეზიდენტზე მაღალი ხელფასი უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს ჰქონდეთ, თუმცა აქვე დასძენს, რომ ასეთი ნორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაიდება კანონში, თუ ამ გადაწყვეტილებას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ვინმე არ გაუწევს წინააღმდეგობას. ჯერჯერობით კი, როგორც ცნობილია, სასამართლოს „გაპირველების“ იდეას პარლამეტში როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები არ ეწინააღმდეგებიან. უფრო მეტიც, მიაჩნიათ, რომ მოსამართლეებისთვის მაღალი სოციალური გარანტიების შექმნა აუცილებელია.
2006 წლის იანვრიდან მოსამართლეების ხელფასის გაზრდაზე მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძეც. 2005 წლის 5 მაისის გაზეთ „24 საათთან“ საუბრისას ცერცვაძემ განაცხადა, რომ 2006 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასი 2500 ლარი იქნება. აქედან გამომდინარე განისაზღვრება ქვემდგომი სასამართლოების ხელფასებიც. ხელფასები 500-800 ლარამდე გაეზრდებათ სასამართლოს აპარატის თანამშრომლებსაც.
ამ თემას ეხმიანება 2005 წლის 21 სექტემბერს „რეზონანსი“. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის თქმით, გამოკითხულთა56%25 თვლის რომ მოსამართლეების ამჟამინდელი ხელფასი, არარის საკმარისი კორუმფციის დონის შესამცირებლად, ქვეყნის უმთავრესი მიზანი კი არაკორუმპირებული სისტემის ჩამოყალიბებაა.
საზოგადოების აზრით, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა მისფინანსურ უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული. ამიტომხელფასების გაზრდა სასამართლო სისტემაში ნამდვილად შეამცირებს კორუფციის დონეს. |
რამდენს უნდა შეადგენდეს მოსამართლის თვიური ხელფასი?
|
თბილისი |
აღმ. |
დას. |
სულ |
650 ლარზე |
28.8%25 |
52.2%25 |
42.3%25 |
42.2%25 |
650-1130 ლარი |
28.7%25 |
25.7%25 |
38.3%25 |
31.4%25 |
1130 ლარზე |
35.1%25 |
13.9%25 |
18.4%25 |
21.3%25 |
არ ვიცი/მიჭირს |
7.3%25 |
8.2%25 |
.9%25 |
5.2%25 |
სულ |
100.0%25 |
100.0%25 |
100.0%25 |
100.0%25 |
წყარო: საზოგადოებრივი აზრის კვლევა სასამართლო სისტემის შესახებ (ABA/CEELI) (კვლევა ჩატარდა 2004 წლის 5 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე)
![]() |
15 მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული და მოსალოდნელი საკანონმდებლო სიახლეები |
▲ზევით დაბრუნება |
სასამართლოების გაერთიანება
2005 წლის იანვრიდან აქტუალური გახდა სასამართლოების გაერთიანების თემა. თუმცა ამის თაობაზე ჯერ კიდევ 2004 წლის 15 სექტემბრის „რეზონანსი“ წერდა. გაზეთის ცნობით, რეგიონებში სასამართლოთა გამსხვილების პროცესი 2004 წლის 20 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს პროცესი მოგვიანებით, დედაქალაქში დაიწყო.
სასამართლოთა რეორგანიზაციას განიხილავს 2005 წლის 29 იანვრის გაზეთი „24 საათი“. რაიონული სასამართლოების ბაზაზე შეიქმნებასაქალაქო სასამართლოები, რაიონულ სასამართლოებს კი მაგისტრატთა სასამართლოები ჩაანაცვლებს. მაგისტრატის, ანუ მომრიგებელი მოსამართლის ინსტიტუტის დადებით მხარეებზე თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი გოგიაშვილი მიუთითებს და თვლის, რომ ამ ინსტიტუტის ამოქმედება ხელს შეუწყობს სასამართლო პროცესის სწრაფ და ეფექტიანად წარმართვას. ხოლო 2005 წლის 7 მარტის „რეზონანსში“ ლაპარაკია რაიონული სასამართლოების მოსალოდნელ გამსხვილებაზე და გამოქვეყნებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის მოსაზრებები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
სასამართლოების გამსხვილება ხელს შეუწყობს სასამართლო პროცესების გამარტივებას. კოტე კუბლაშვილი |
მოქალაქეებს დიდი ხნის განმავლობაში არ მოუწევთ სასამართლოებში სიარული და პროცესები არ იქნება დროში გაწელილი. „ნაკლებად მნიშვნელოვანი კატეგორიის საქმეებზე მოქალაქეს 30-50 კმ-ის გავლა არ უნდა სჭირდებოდეს და იგი ადგილზე უნდა გადაწყვიტოს მომრიგებელმა მოსამართლემ ანუ მაგისტრმა“, -აღნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
კოტე კუბლაშვილი სასამართლოთა გაერთიანების შესახებ 2005 წლის 19 აპრილის „24 საათშიც“ აღნიშნავს, რომ 5 მაისიდან თბილისში ერთიანი საქალაქო სასამართლო ამოქმედდება. ამავე ცნობას ავრცელებს 2005წლის 4 მაისის გაზეთი „რეზონანსი“, რომელიც წერს, რომ პრეზიდენტის 12 აპრილის ბრძანებულება თბილისის რაიონული სასამართლოების ლიკვიდაციის შესახებ 5 მაისიდან შევა ძალაში.
2005 წლის 2 აპრილის „24 საათი“ სხვა საკანონმდებლო ინიციატივაზეც ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირების შემდეგ, უზენაესი სასამართლო პირველი ინსტანციით საქმეებს აღარ განიხილავს და მხოლოდ საკასაციო ფუნქციები დარჩება. პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვის ფუნქცია აღარც საოლქო სასამართლოებს ექნებათ და მათ მხოლოდ სააპელაციო ინსტანციის სტატუსი შეუნარჩუნდებათ.
შესაბამისად, რეფორმის კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო. თბილისში საქალაქო სასამართლოს სამი - სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიები ამოქმედდა. სასამართლოთა რეორგანიზაციამ მრავალი პრობლემა წარმოშვა. „რეფორმატორული პარალიჩი“ - ამ სათაურით ეხმიანება სასამართლოების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ ორკვირიან სამართლებრივ ვაკუუმს 2005 წლის 20 მაისის „რეზონანსი“. გაზეთის თქმით, საქალაქო სასამართოებში ქაოსური ვითარებაა, შეფერხებულია სასარჩელო განცხადებების მიღება, მასალები დასაარქივებელია. რეფორმის ეს ეტაპი დისკომფორტს უქმნის იურიდიულ პირებსაც, რომლებიც ბანკიდან სესხის აღებას ცდილობენ, რადგან სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი შეფერხებით გაიცემა, „ასევე ფერხდება ანგარიშის გახსნა და გახსნილი ანგარიშის გააქტიურება“, -აცხადებენ საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენლები. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კი 2005 წლის 10 ივნისის „ახალ ვერსიაში“ აცხადებს, რომ მალე ყველაფერი რიტმში ჩადგება და საბოლოოდ საზოგადოება კმაყოფილი იქნება.
სასამართლოების გამსხვილებასთან დაკავშირებით კომენტარს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე 2005 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „რეზონანსში“ აკეთებს და აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ ამ გაერთიანებას. „ორი რაიონული მოსამართლის მაგივრად ერთი მომრიგებელი მოსამართლე გვეყოლება... ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მოსამართლეთა კორპუსის გამოცვლის ფორმალურ საშუალებას იძლევა. რეალურად, რეორგანიზაციის ნაცვლად, გამოცხადდება ლიკვიდაცია, ყველა მოსამართლეს რეზერვში ჩარიცხავენ და საკუთარი სურვილის და არჩევანის მიხედვით დანიშნავენ ახლებს“, -აცხადებს დოლიძე.
2005 წლის 3 ნოემბრის „რეზონანსი“ თბილისის საოლქო სასამართლოსლიკვიდაციის შესახებ წერს, რომ მოსამართლეთა ერთმა ნაწილმა სასამართლო უკვე დატოვა, ხოლო ნაწილი რეზერვშია გადაყვანილი.
2005 წლის 25 ნოემბრის „24 საათის“ ცნობით, იურისტები უარყოფითად აფასებენ „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივარს 3 მოსამართლის მაგივრად ერთი მოსამართლე განიხილავს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის პაატა კიკვიძის განცხადებით, აპელაციის ფუნქციის აზრი იკარგება. თუ პირველ ინსტანციაში საქმეს იხილავს ერთი მოსამართლე, შემდგომ მისი გადაწყვეტილება გასაჩივრდება და ისევ ერთი მოსამართლე განიხილავს, გასაჩივრება მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება. „დღეს ჩვენ სააპელაციო სასამართლო გვევლინება საბოლოო ინსტანციად და იზრდება მისი პასუხისმგებლობაც, რადგან მისი გადაწყვეტილება საბოლოოა. ამიტომ 3 მოსამართლის მიერ საქმის განხილვა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. მოსამართლეთა შემცირების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო აზრს კარგავს და ვერ გაამართლებს, საბოლოო ინსტანციის როლს ვერ შეასრულებს. სჯობს, სასამართლო ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდეს და კვალიფიციურ გადაწყვეტილებას ღებულობდეს, ვიდრე ერთი მოსამართლე იხილავდეს საქმეს. არანაირი გამართლება ამას არა აქვს და მას უარესი შედეგი მოჰყვება“, -აცხადებს კიკვიძე.
აღნიშნულ ცვლილებას უარყოფითად აფასებს იურისტი ვახტანგ ხმალაძეც და აღნიშნავს, რომ როდესაც საქმეზე 3 ადამიანი მსჯელობს, შეცდომის დაშვებისგან თავის დაცვის უფრო მეტი საშუალებაა. „სამმოსამართლიანი სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელს ურთულებს იმას, რომ სამივე მოსამართლეზე მოახდინოს გავლენა.ბოლოს და ბოლოს, შეიძლება იმ სამში ერთი მაინც აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც არ გაჩუმდება და უკანონო მოთხოვნას არ დაჰყვება“, - აცხადებს ხმალაძე.
ცვლილებები დისციპლინარულ კანონმდებლობაში
კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება მოსამართლეთა დისციპლინური დევნის თაობაზე, რომელსაც პრესაში გამოხმაურება მოჰყვა, პარლამენტმა 2004 წლის საგაზაფხულო სესიის მიწურულს მიიღო, რითაც სადავო ტერმინის განმარტება სცადა და მოსამართლეებზე დისციპლინური დევნის უფლებამოსილება უზენაესი სასამართლოს „წიაღიდან“ იუსტიციის საბჭოში გადაანაცვლა. 2004 წლის 23 ივლისის გაზეთ „24 საათის“ თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები ფიქრობენ, რომ ეს ცვლილებები კანონმდებლობას მოქნილს გახდის და მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებს დაუსჯელს არ დატოვებს. მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შეზღუდვა ხდება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დადებითად აფასებს ახალ ცვლილებას, რომელიც „კანონის უხეში დარღვევის“ ცნების განმარტებას იძლევა, რადგან მისი თქმით, ძალიან დიდი პრობლემა იყო მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა „კანონის უხეში დარღვევისთვის“ ტერმინის ერთგვაროვანი განმარტების არარსებობის გამო. გვენეტაძე იმასაც აღნიშნავს, რომ დევნა არ შეიძლება იყოს დისციპლინური, რადგან ეს ეწინააღმდეგება მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპებს და შესაბამისად უნდა მოხდეს მკვეთრი გამიჯვნა ეთიკურ ნორმის დარღვევასა და ადმინისტრაციულ კანონდარღვევას შორის.
„კანონის უხეშ დარღვევად“ უნდა ჩათვლილიყო ისეთი შემთხვევა, როდესაც დამტკიცებულია ბრალი. “თუ ვერ ვამტკიცებთ მოსამართლის ბრალეულობას, მისთვის კანონის უხეში დარღვევის შეფარდება სრულიად შეუფერებელია“. დავით უსუფაშვილი |
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირება
კიდევ ერთი მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პრესაში გამოჩნდა, იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას შეეხება. როგორ უნდა გახდეს იუსიტიციის საბჭო უფრო ეფექტიანი, ამ საკითხზე თავიანთ მოსაზრებებს „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლები 2005 წლის 5 თებერვლის „24 საათში“ გამოთქვამენ. მათი აზრით, იუსიტიციის საბჭოს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაში იუსტიციის საბჭო მონაწილეობას არ იღებს. მის წევრებს პრეზიდენტი ამტკიცებს, რის გამოც უზენაესი სასამართლო პოლიტიზებული ორგანოა. „თავისუფლების ინსტიტუტის“ განცხადებით, ყველა მოსამართლის კანდიდატურა უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეთა ჩათვლით, იუსტიციის საბჭომ უნდა შეაირჩიოს.
2005 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „რეზონანსის“ ცნობით კი, სამომავალოდ იუსტიციის საბჭოში 9 წევრის ნაცვლად 16 წევრი შევა. გარდა ამისა, კანონპროექტით გავალისწინებულია საბჭოში გენერალური პროკურორის შეყვანაც.
იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლა პარლამენტარების დაპირისპირების მიზეზიც გახდა. 2005 წლის 5 ნომბრის „24 საათი“ წერს -რამდენად დამოუკიდებელი იქნება იუსტიციის საბჭო მაშინ, როცა მის შემადგენლობაში პროკურორებიც შევლენ - ამ კითხვაზე პასუხი დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა საბჭოს მდივნისგან ვერ მიიღო და ამის შემდეგ მან სასამართლო რეფორმას პოლიტიკური შეფასებები მისცა, რამაც პარლამენტარ ნიკა გვარამიას გაღიზიანება გამოიწვია.
საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებება ლაპარაკი 2005 წლის 18 სექტემბრის „რეზონანსში“, რომელიც აღნიშნავს, რომ ამიერიდანმოსამართლეს უფლება ექნება 24-დღიანი პატიმრობა შეუფარდოს პირს, რომელიც სასამართლო პროცესის დროს უპატივცემულოდ მოიქცევა ან მოსამართლეს შეურაცხყოფას მიაყენებს.
„საქართველოს კანონმდებლობა ევროპული სტანდარტებისშესაბამისად იცვლება“, - ასე აფასებს 2005 წლის 15 ოქტომბრის გაზეთი „რეზონანსი“ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც აღარ იარსებებს სადისციპლინო საბჭო როგორც დამატებითი გასაჩივრების ორგანო. მის ნაცვლად კი შეიქმნება სადისციპლინო კოლეგია, რომელიც საბჭოს წევრებით დაკომპლექტდება, აგრეთვე ჩამოყალიბდება მანდატურის სამსახური, რომელიც პოლიციის ფუნქციით აღიჭურვება და სასამართლო დარბაზში წესრიგს დაიცავს.
სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება
2005 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტის მორიგიინიციატივები იყო წარდგენილი პარლამენტრში და, შესაბამისად, მედიის გამოხმაურებამაც არ დააყოვნა.
2005 წლის 8 ნოემბრის „რეზონანსში“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამსმოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ზღუდავს სასამართლო პროცესის საჯაროობას.
„თუ მოსამართლემ სპეციალურად ნება არ დაგვრთო და სასამართლომ თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიიღო, პროცესის ჩაწერა, ფოტო და ვიდეოგადაღება საერთოდ იკრძალება. ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად იზღუდება საზოგადოების მონაწილეობა მართლმსაჯულებაში“
ანა დოლიძე |
ამავე თემაზე 2004 წელს ABA-CEELI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშიც ყო საუბარი.
წყარო: საზოგადოებრივი აზრის კვლევა სასამართლო სისტემის შესახებ (ამერიკის იურისტთა ასოციაციის ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივა (ABA-CEELI) (კვლევა ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 1200 რესპოდენტზე და მიმდინარეობდა 2004წლის 5 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე)
აქვთ თუ არა სასამართლო პროცესზე |
მოსახლეობის ნახევარზე მეტი |
რეგიონალური ჭრილი |
ამ კანონის შესახებ ყველაზე მეტად |
სქესის ჭრილი |
რაც შეეხება სქესის ჭრილს, |
ბოლო 5 წლის მანძილზე, პირადად |
ბოლო 5 წლის მანძილზე, |
სქესის ჭრილი |
იმ ინდივიდებს შორის, ვინც |
ასაკობრივი ჭრილი |
სასამართლო პროცესზე დასწრების |
რეფორმიდან დღემდე - რა გაკეთდა 6 წლის განმავლობაში?
საინტერესოა, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს 1999 წელს საქართველოში ხმაურით დაწყებული სასამართლო რეფორმა და შეიცვალა თუ არა საზოგადოების განწყობა მომხდარ თუ მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
სასამართლო რეფორმის წარმატებაზე დღეს ნაკლებად საუბრობენ, თუმცა დაახლოებით ერთი წლის წინ საზოგადოება მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებდა სისტემაში მიმდინარე პროცესებს. 2004 წლის ოქტომბერში საქართველოში ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია „EUJUST-THEMIS“ ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანი ხელისუფლებისათვის სამართლებრივი რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის სასამართლოს რეფორმირებაში დახმარების გაწევა იყო1. 2005წლის 21 მაისის გაზეთი „რეზონანსი“ იუწყებოდა, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ უცხოელი ექსპერტები მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმას დადებითად აფასებდნენ და მას ყველაზე წარმატებულად მიიჩნევდნენ განხორციელებულ რეფორმებს შორის. 2004 წლის 2 აპრილის „24 საათის“ ცნობით, მსოფლიო ბანკის შეფასება დადებითია: „საერთო სასამართლოების დეპარტამენტი გამოყოფილ თანხას მიზნობრივად, უფრო მეტიც, ეკონომიურად ხარჯავს“. ამიტომ იგი კიდევ სამი წლით აგრძელებს დაფინანსებას. თუმცა ერთი წლის შემდეგ განწყობა რადიკალურად იცვლება და ახალი ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს უცხოელი ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები მკაცრადაკრიტიკებენ. 2005 წლის 21 ივნისის „24 საათი“ გვთავაზობს იმავე მსოფლიო ბანკის მოსაზრებებს, რომ სასამართლო სისტემა სუსტია და მნიშვნელოვან სრულყოფას საჭიროებს. საქართველოს დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისათვის, რომ გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა, უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება და მოსამართლეთა ანგარიშვალდებულება.
კავშირ „საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის“ განცხადებით, სასამართლო რეფორმა საქართველოში წარუმატებლად ჩატარდა და 17 მილიონი ოლარი უმიზნოდ დაიხარჯა. „ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას მ მოსამართლეებზე, რომელთაც არ მიიჩნევს სანდოდ და აიძულებსნაკუთარი ნებით დატოვონ თანამდებობები“, - აცხადებს ბირკაია 2005 წლის 15 აპრილის გაზეთ „რეზონანსში“.
რეფორმის მიზანი, მომზადებულიყო დამოუკიდებელი მოსამართლეები,
გაზეთი „რეზონანსი”, 2005 წელი 15 აპრილი |
_______________________
1. იხილეთ დანართი: „რეკომენდაციები საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის იმპლემენტაციისათვის“ - ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია საქართველოში (EUJUST-THEMIS); თბილისი, 2005 წლის 13 ივლისი
![]() |
16 კორუფცია სასამართლო სისტემაში (კვლევის შედეგები) |
▲ზევით დაბრუნება |
სასამართლო სისტემის შეფასება კორუმპირებულობის თვალსაზრისით
მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს 2004 წლის განმავლობაში საზოგადოება მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებდა. 2005 წელს კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა - დღეს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა ერთმნიშვნელოვანია - თუ კვლავ ამ გზით გაგრძელდა მოვლენები და ხელისუფლება არ გაიზიარებს ქართველი თუ უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებს, მოსაზრებებსა და კრიტიკას, სასამართლო რეფორმის წარმატებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნება და ქვეყანა სრული კრახის წინაშე აღმოჩნდება.
|
თბილისი |
დასავლეთ |
აღმოსავლეთ |
სულ |
დღეს სასამართლო |
7.0%25 |
9.3%25 |
4.4%25 |
6.8%25 |
დღეს სასამართლო |
49.9%25 |
37.9%25 |
42.8%25 |
42.9%25 |
დღეს სასამართლო |
36.3%25 |
41.9%25 |
47.1%25 |
42.6%25 |
დღეს სასამართლო |
2.8%25 |
5.0%25 |
3.2%25 |
3.7%25 |
არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა |
4.0%25 |
6.0%25 |
2.5%25 |
4.1%25 |
სულ |
100.0%25 |
100.0%25 |
100.0%25 |
100.0%25 |
1998 წლიდან დღემდე როგორ შეიცვალა კორუფციის დონე სასამართლო სისტემაში? |
მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, |
რეგიონალურ ჭრილი |
იმ ადამიანების პროცენტი, რომლებსაც |
სქესის ჭრილი |
რაც შეეხება სქესის ჭრილში არსებულ |
1998 წლიდან დღემდე როგორ |
მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, |
რეგიონალური ჭრილი |
სასამართლო სისტემის სამივე |
სქესის ჭრილი |
კვლევის თანახმად, ისევე როგორც |
2004-2005 წლებში გაზეთებში („24 საათი“, „რეზონანსი“, „ახალი ვერსია“) გამოქვეყნებულ სტატიათა რაოდენობა შემდეგ თემებზე:
თემა |
რაოდენობა |
სასამართლო სისტემასთან |
7 სტატია |
საკონსტიტუციო ცვლილებათა |
14 სტატია |
მოსამართლეთა გათავისუფლება და |
29 სტატია |
ბიუჯეტი და მართლმსაჯულების |
6 სტატია |
მართლმსაჯულების სისტემაში |
24 სტატია |
რეფორმატორობიდან დღემდე - რა |
5 სტატია |