![]() |
პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბიჭაშვილი მამუკა |
თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|სოციოლოგია |
წყარო:
ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა : ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 36გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ.: გვ. 32. - ISBN 99940-871-5-0 : [ფ.ა.] [MFN: 29982] UDC: 316 + 16 + 161.1 + 161.2 + 167.2 + 162 + 81'22 + 81'366.5](042.4) K 23.829/4 - საერთო ფონდი K 24.612/4 - საერთო ფონდი K 24.613/4 - საერთო ფონდი 16(042.4)/ბ-737 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი) F 7.559/4 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 © Center for Social Sciences, 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სოციალურ მეცნიერებათა სერია მომზადებულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური სტიპენდიის საფუძველზე ინტენსიური სემინარი სოციალური მეცნიერებების მაგისტრატურისათვის თბილისი 2006 სოციალურ მეცნიერებათა სერია მთავარი რედაქტორი: მარინე ჩიტაშვილი ენობრივი რედაქტორი: ლია კაჭარავა დაკაბადონება, ყდის დიზაინი: გიორგი ბაგრატიონი ქ. თბილისი, 0108, თ. ჭოველიძის ქ. №10 ელ. ფოსტა: contact@ucss.ge ინტერნეტ გვერდი: www.ucss.ge წიგნი მომზადებულია და გამოცემულია „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის” (Center for Social Sciences) მიერ, ფონდის OSI - Zug, ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის (HESP) ფინანსური ხელშეწყობით The book has been published by the Center for Social Sciences, sponsored by the OSI-Zug Foundation and the Higher Education Support Program (HESP) of the Open Society Institute-Budapest. |
![]() |
1 სემინარის გეგმა |
▲ზევით დაბრუნება |
სემინარის სახელწოდება: პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა.
სემინარის დახასიათება: სემინარის იდეა წამოიჭრა სტუდენტებთან წინა წლებში გაწეული სამუშაოს საფუძველზე. სტუდენტებს მიცემული ჰქონდათ ამა თუ იმ ავტორის საკითხავი მასალა, რომელიც ასახავდა ავტორის ცნობილ პოზიციას კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხზე. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს სტუდენტების უმრავლესობამ ვერ მოახერხა ტექსტებიდან იმ დასკვნების გამოტანა, რის საილუსტრაციოდაც იყო შეთავაზებული ტექსტი. ამ ვითარების გათვალისწინებით, განზრახულია სტუდენტებს შევთავაზოთ იმ ტექსტების ანალიზის პრაქტიკული სამუშაო, რომელთა შესახებაც ისინი ისმენენ ლექციებს პოლიტიკურ თეორიაში.
სემინარის თანმიმდევრობა და დრო:
ა) თეორიული ნაწილი და მისი თემატიკა (I კვირა) -
ზოგადი წარმოდგენა ლოგიკის ბუნებისა და ფუნქციებისშესახებ;
სემიოტიკის ელემენტები (მნიშვნელობა, საზრისი, კონტექსტი).
მსჯელობის სახეები. წინადადებების ფორმები. საზრისი და ჭეშმარიტება;
ინტენციონალობის თეორია. კლასიკური და არაკლასიკური ვარიანტები. ილოკუციური ძალა და მოსაუბრის (მწერლის განზრახვა).
ბ) სტუდენტთა ინდივიდუალური სამუშაო (II კვირა) -
სტუდენტებს შემდეგი კვირის განმავლობაში მიეცემათ წინასწარ მომზადებული შედარებით ფართე მოცულობის ტექსტები, რომლებშიაც გამოხატულია ავტორის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხის მიმართ. სტდენტმა უნდა ზუსტად შეარჩიოს ფრაგმენტი რომელშიაც ასახულია ეს დამოკიდებულება; სემინარზე სტუდენტი წარმოადგენს არა მხოლოდ საჭირო ფრაგმენტს, არამედ მოიყვანს საკუთარ არგუმენტაციას, თუ რატომ ფიქრობს, რომ ფრაგმენტში ასახულია ესა და ეს მოსაზრება. თითოეულ მათგანს გამოსვლაზე ოპონირებას გაუწევენ სემინარის დანაჩენი მონაწილეები.
გ) და ბოლოს, თუ გაწეული სამუშაო თავად სტუდენტების მიერ შეფასდება მათთვის სასარგებლოდ, მათ შევთავაზებთ ჯგუფურ სამუშაოს, რომლის დროსაც (III კვირა) -
შერჩეული ჯგუფის წევრები ერთობლივად მოამზადებენ კონკრეტული პოლიტიკური დოქტრინის გამომხატველ პასაჟს მათთვის ცნობილი ტექსტებიდან, რომელთა ოპონირებას გასწევს სტუდენტთა მეორე ჯგუფი, ასევე წინასწარმომზადებული პასაჟიდან.
![]() |
2 1. ზოგადი თვალსაზრისი ლოგიკის ბუნებისა და ფუნქციების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ლოგიკის მამამთავრად არისტოტელე ითვლება. ლოგიკის მეცნიერების მოკლე დახასიათებამდე, ალბათ, საინტერესო იქნებოდა იმ პირობებისა და ვითარების გახსენება, რომლებმაც განაპირობა ლოგიკის საჭიროება. ძალზე ზოგადი განსაზღვრებით, ლოგიკა არის მეცნიერება აზროვნების სწორი ფორმების შესახებ. თუმცა, ლოგიკის ჩამოყალიბება უკავშირდება არა აზროვნების ფუნქციების უფრო ღრმად შესწავლის საჭიროებას, არამედ მისგან ისეთ დაშორებულ მოვლენას, როგორიცაა პოლიტიკა. აქ კი, ორმა ,,კასტამ” ითამაშა მნიშვნელოვანი როლი - დემაგოგებმა და სოფისტებმა.
არისტოტელეს ახალგზრდობის წლები, პერიოდი ვიდრე ის პლატონის აკადემიაში სწავლობდა, დაემთხვა საბერძნეთის ერთ-ერთი კულტურული ცენტრის, ათენის დემოკრატიულ მმართველობას. დემოკრატიული ცხოვრების პირობებში, პოლიტიკური ცხოვრების მთავარ ადგილად იქცა არა წარჩინებულთა სასახლეები, არამედ აგორა, ანუ ათენის ის ნაწილი, სადაც ქალაქის ხმის უფლების მქონე მოქალაქეები იკრიბებოდნენ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. გადაწყვეტილებების მიღებას, ცხადია, წინ უძღოდა დებატები საჭირბოროტო პრობლემის ირგვლივ და სწორედ ასეთ დებატებში გამოვლინდა პირველად ლოგიკის საჭიროება. გამოჩნდნენ მოპოლიტიკოსო პირთა განსაკუთრებული ტიპები, დემაგოგები, ანუ დემოსის, ხალხის თავის ჭკუაზე მატარებელი ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად იმდენად ჭეშმარიტების დადგენით კი არ იყვნენ დაინტერესებული, რამდენადაც იმით, რომ სხვადასხვა ენობრივი ხერხებით დაყოლიებინათ თანამოქალაქეები. მიუხედავად იმისა, რომ დემაგოგებსა და სოფისტებს შორის არ არსებობდა პირდაპირი და აუცილებელი კავშირი, ფაქტია, რომ დემაგოგების უმეტესობას, უფრო თეორიულ პლანში სოფისტური მოძრაობის სხვადასხვა წარმომადგენლები შეადგენდნენ. სოფისტიკა, ეპისტემოლოგიურ პლანში, ხელს უწყობდა და აფუძნებდა დემაგოგიის მართლზომიერებას, რადგან ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტება რაღაც რელატიურია და დამოკიდებულია არა იმდენად ობიექტურ ვითარებებზე, რამდენადაც ყოველი ინდივიდუალური ადამიანის შეხედულებებზე. თუ, ვთქვათ, სოკრატე მოახერხებდა მსმენელთა დარწმუნებას ამა თუ იმ მოსაზრების ჭეშმარიტებაში, მაშინ ჭეშმარიტად უნდა ჩათვლილიყო ეს მოსაზრება. თუ სხვა დაგვიყოლიებდა იგივეს საპირისპირო მოსაზრების ჭეშმარიტებაში, მაშინ უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭებოდა.
არსებობს თავბრუდამხვევი ფრაზების და ჩახლართული წინადადებების უამრავი ნაირსახეობა. ჯერ პლატონი და შემდეგ არისტოტელე ცდილობდნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლას, რისთვისაც საჭირო იყო ამ გამონათქვამების ჯერ კლასიფიკაცია და შემდეგ მათი ბუნების ანალიზი. წარმოდგენა რომ გვქონდეს, თუ რა ტიპის წინადადებებზეა საუბარი, ნება მომეცით მოვიყვანო ასეთი მაგალითი: დავუშვათ ვინმე ამტკიცებს შემდეგი ხაიათის დებულებას - ,,მე ვამტკიცებ, რომ ჩემი მტკიცება ყალბია”. ვიკითხოთ ახლა, სინამდვილეში ყალბია თუ არა ეს მტკიცება?
იქმნება პარადოქსული სიტუაცია, რადგან ამ დებულების ჭეშმარიტების მტკიცება მის სიყალბეს მოასწავებს, ხოლო დაშვება, რომ ის ყალბია, მისი ჭეშმარიტების გარანტიას იძლევა. მე ახლა მოდიფიცირებული სახით მოვიყვანე ცნობილი ,,ცრუს ანტინომია”, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი. არსებობს ანტინომიების მთელი რიგი, რომელიც დღესაც აქტიურად განიხილება და შეისწავლება. ასე მაგალითად, მოყვანილი ანტინომიის ამოხსნა ჩვენს დროში სცადა ამერიკელმა ლოგიკოსმა ტარსკიმ, რომელიც ამტკიცებს, რომ ,,ცრუს ანტინომიის” სრულყოფილი ანალიზისათვის აუცილებელია გავმიჯნოთ მეტაენა და ენაობიექტი, ანუ ენა რომლითაც ვლაპარაკობთ და ენა რომელზედაც ვლაპარაკობთ.
არისტოტელემ, თავის დროზე დაწერა სპეციალური ნაშრომი ,,სოფისტურ ყალბ მტკიცებულებათა შესახებ”, სადაც შეეცადა მოეხდინა სხვადასხვა სახის პარადოქსების კლასიფიკაცია. თავის მხრივ, ლოგიკაც ჩაფიქრებული იყო როგორც მეცნიერება აზროვნების წმინდა ფორმების შესახებ, იმ ფორმების შესახებ, რომელთა დაცვა აგვაცილებდა შეცდომებს. ლოგიკა თავიდანვე ჩამოყალიბდა როგორც ფორმალური მეცნიერება, რომელიც ნეგატიურ გარანტიებს იძლევა. კერძოდ, ლოგიკა გარანტიას გვაძლევს, რომ მისი წესების დაუცველობა აუცილებლად შეცდომამდე მიგვიყვანს, ლოგიკა ვერ იძლევა მაგრამ იმის გარანტიას, რომ თუ მის წესებს დავიცავთ, აუცილებლად მივალთ ჭეშმარიტებამდე. მიზეზი ამგვარი ნეგატიური გარანტიებისა ისაა, რომ ლოგიკა ფორმალური მეცნიერებაა, ხოლო ჩვენი მსჯელობები კი ფორმის გარდა შინაარსობრივ მხარესაც შეიცავს, რომლებზედაც ლოგიკის კომპეტენცია ვეღარ ვრცელდება. ცხადია, შეიძლება სავსებით სწორი ფორმით ყალბი შინაარსები გადმოვცეთ, ვთქვათ, ვილაპარაკოთ ,,საფრანგეთის თანამედროვე მეფის” ან ,,მრგვალი კვადრატის“ შესახებ და რასაკვირველია შესაბამისი მსჯელობები ყალბი იქნება. ძალზე ზოგადად, ლოგიკას შეგვიძლია შევხედოთ როგორც გარკვეულ ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას გვაძლევს მისი კომპენეტციის ფარგლებში თავიდან ავიცილოთ შეცდომები. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, გადაჭარბებული იმედების დამყარება ლოგიკაზე, არ შეიძლება.
რას წარმოადგენს, ან იქნებ უკეთესია ვიკითხოთ, როგორც არსებობს ლოგიკის ობიექტები? არიან ისინი რაღაც ბუნებაში, კონკრეტულად ადამიანის აზროვნებაში არსებული რეგულარობები, თუ, გრამატიკის მსგავსად, ისინი მხოლოდ ფორმულური წესებია, რომლებიც უნდა დავიცვათ შეცდომების თავიდან ასაცილებლად? ამ და მსგავს კითხვებზე არ არსებობს მარტივი პასუხი. სხვადასხვა მიმართულება, სხვადასხვა სკოლა განსხვევებულად იძლეოდა ლოგიკის არსის გაგებას. თავად არისტოტელე ჩანს, იქეთ იხრებოდა რომ ლოგიკაც არსებულის შესახებ მოძღვრებად გამოეცხადებინა. ის ფიქრობდა, რომ წინააღმდეგობის კანონი უნდა დავიცვათ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ მუშაობს მის შესაბამისად, არამედ იმიტომაც რომ თავად სამაყაროა ამ პრინციპის მიხედვით დალაგებული. აქედან გამომდინარეობს, რომ ლოგიკის წესები დესკრიპციული წესებია და ჩვენ მხოლოდ აღმოვაჩენთ მას. მეორე, განსხვავებული მიდგომა ლოგიკის პრინციპებისა და ობიექტების მიმართ ჩამოყალიბებული აქვს XIX საუკუნის ცნობილ გერმანელ მკვლევარს, ედმუნდ ჰუსერლს.. ჰუსერლის მიხედვით, ლოგიკა არის არა არსებულის აღმწერი, არამედ ნორმეტიული მეცნიერება, რომელიც გვიყალიბებს სავალდებულო წესებს. ამ წესების დაცვაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა“ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარ ვიაზროვნებთ. მაგრამ ნიშნავს, მუდმივი რისკის ქვეშ ყოფნას, რომ დავუშვებთ შეცდომას.
ლოგიკას ხანგრძლივი ისტორია აქვს და მას შემდეგ, რაც ის ჩამოაყალიბა არისტოტელემ, იგი მნიშვნელოვნად აღარ შეცვლილა. მართალია ზოგიერთი ავტორი ლოგიკის სახელმძღვანელოს გამოცემისას საკუთრივ ლოგიკურ ნაკვეთებს უმატებდა ცალკეულ თავებს ფსიქოლოგიიდან ან პედაგოგიკიდან, მაგრამ ეს უფრო მასალის უკეთ ათვისებისათვის. რაც შეეხება ლოგიკის მეცნიერების შენობას ის მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე უცვლელი რჩებოდა. უფრო მეტიც, ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი, კანტი ,,წმინდა გონების კრიტიკაში” ლოგიკას ამ უცვლელი ხასიათის გამო, მეცნიერების იდეალად მიიჩნევდა და მოუწოდებდა სხვა მეცნიერების წარმომადგენლებს ლოგიკა გაეხადათ მეცნიერულობის პარადიგმად. ასეთი ვითარება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც მოხდა ლოგიკისა და მათემატიკის დაახლოება.
გაჩნდა ე.წ. მათემატიკური ლოგიკა ან ლოგისტიკა, რომელიც შემდგომ თავად დაიშალა მრავალ დისციპლინად. დღეს ლაპარაკობენ დროით ლოგიკაზე, მოდალურ ლოგიკაზე და ა.შ. ამ დისციპლინების უმრავლესობას ძალზე საინტერესო საკვლევი თემატიკა გააჩნია და დღეს დამოუკიდებელი ინტერესები ამოძრავებს. ჩვენ მათ მეტად აღარ შევეხებით, რადგან ჩვეულებრივი მსჯელობები და დისკუსიული განსჯა სავსებით ეტევა არისტოტელეს მიერ ჩამოყალიბებული სილოგისტიკის ფარგლებში.
თუ ძალზე ზოგადად ვიტყვით, ლოგიკა ამ თავისი პირვანდელი ფორმით შედგება სამი ნაწილისაგან. ერთი მათგანია ცნების თეორია, მეორე მსჯელობის თეორია, ხოლო მესამე კი დასკვნის თეორია. შევეხოთ ძალზე მოკლედ თითოეულ მათგანს.
![]() |
2.1 1. 1. ცნება |
▲ზევით დაბრუნება |
ცნება ლოგიკის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ცნება შემუშავდება განსაზღვრების საშუალებით. ქართულენოვან ლიტერატურაში“ ,,განსაზღვრების” სინონიმად შეიძლება შეგვხვდეს ლათინური ტერმინი - ,,დეფინიცია” - რამაც არ უნდა გამოიწვიოს დაბნეულობა. თუკი ვინმე მოითხოვდა ,,განსაზღვრების” განსაზღვრებას, მაშინ შეგვიძლია ამა თუ იმ ტერმინის შინაარსის დახასიათებას ვუწოდოთ განსაზღვრება. განსაზღვრების შედეგედ დადგენილი შინაარსი მეცნიერულ მსჯელობებში აღარ უნდა შეიცვალოს. არსებობს შემთხვევები, როდესაც რომელიმე ბუნებრივი ენის სიტყვას ვიყენებთ ამა თუ იმ თეორიაში ისე, რომ წინასწარ ვადგენთ მის შინაარსს. ეს შინაარსი შეიძლება ჩამოჰგავდეს სიტყვის გავრცელებულ მნიშვნელობას და შეიძლება მისგან მკვეთრად განსხვავებულიც კი იყოს. ასეთი ცვლილების შეტანა მეცნიერებაში მისაღებია და ის დამოკიდებულია კონვენციაზე, რომლის წყალობითაც დგინდება საკვლევი თეორიის ენა. მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ მას შემდეგ, რაც განსაზღვრებით კონვენციონალურად მივიღეთ ტერმინის შინაარსი და ცნება გარკვეული გვაქვს, თავად მსჯელობების პროცესში ეს მნიშვნელობა აღარ შეიძლება შეიცვალოს და ცნება მუდმივად შემოღებული მნიშვნელობით უნდა გამოვიყენოთ. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვითყვით, რომ საქმე გვაქვს არა ჩვეულებრივ სიტყვებთან, არამედ ტერმინებთან. ტერმინი წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც მეცნიერული, ანუ თეორიული ენისათვის სპეციალურად შემოტანილი სიტყვა, რომელიც ყოველთვის კონვენციონალურად მიღებული წესით უნდა გამოიყენებოდეს მოცემული თეორიის ფარგლებში.
,,ტერმინს“ ძირითადად ლოგიკურ-გრამატიკული ხასიათის ტექსტებში ვხვდებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, სემიოტიკური ინსტრუმენტარიების ანალიზისას შეგვეძლო გვერდი აგვევლო მისთვის, მაგრამ როგორც ,,ტერმინის“ შინაარსთან გაცნობა გვიჩვენებს, მისი არაერთი მაკონსტიტუირებელი მომენტი, განსხვავებულ კონტექსტებში, სემიოტიკური ობიექტების მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ამიტომ, ,,ტერმინთან“ გაცნობა (მისი მეტ-ნაკლებად დეტალური ექსპლიკაციის გარეშე) ჩვენი მიზნებისათვის სავსებით მიზანშეწონილია.
გერმანულენოვან ტექსტებში ამ სიტყვის გამოთქმად იყენებენ ,,Ausdruck“-ს. ტერმინების შესახებ ერთ-ერთი სერიოზული გამოკვლევა ეკუთვნის XVII საუკუნის გერმანელ სწავლულს, ლაიბნიცს. ის ვითარება, რომ ,,ტერმინს“ ლაიბნიცი უმეტესწილად ლოგიკური ხასიათის ტექსტებში მიმოიხილავს, მის შუა საუკუნეების ტრადიციასთან კავშირზე მეტყველებს, რომლისათვისაც განმსაზღვრელი იყო ,,ტერმინის“ ლოგიკური პატამეტრების ექსპლიკაცია. სქოლასტი ავტორების უმრავლესობა, გამოყოფდა ,,ტერმინის“ სამ ძირითად მნიშვნელობას: გაგებით, დაწერილ და გამოთქმულ ტერმინებს: (ა)ტერმინი როგორც გაგების საშუალება იყო ე.წ. ,,terminus mentis“, სადაც ტერმინი წარმოდგენილი იყო როგორც ადამიანის გონების საშუალება ანუ როგორც სუბიექტური ცნება. შესაბამისად, ამ ობიექტს ზოგჯერ აღნიშნავდნენ გამოთქმით ,,conceptus subjectivus“. მნიშვნელოვანია მითითება იმაზე, რომ ტერმინის ასეთი ინტერპრეტაცია მას არ განიხილავდა როგორც ხელოვნურ, ადამიანის მიერ შექმნილ ინსტრუმენტს. პირიქით, ტერმინი გაგებული იყო გონების ბუნებრივ ობიექტად, რომელიც ნების ჩაურევლად წარმოგვიდგენს იმას, რაც მასში იგულისხმება. ,,ტერმინის“ მეორე, (ბ) მნიშვნელობაპირველთან იყო დაკავშირებული. მხედველობაში გვაქვს ე.წ. ,,Vox“ ანუ ტერმინი როგორც ნათქვამი, ვერბალურად გამოხატული რამ. ,,ტერმინის“ ეს მნიშვნელობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო მეორადი, დამატებითი მნიშვნელობაა, რომელიც პირველთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული მისი გამოთქმის, თავის თავში გარემოცვის და გამოხატვის საშუალებით. და ბოლოს, „ტერმინის“ მესამე, (გ) მნიშვნელობით, ლაპარკია მის გრაფიკულ გამოხატვაზე და ჩაწერის ადეკვატურ სისტემაზე, რომელიც აგვაცილებდა შეცდომებს.
ტერმინის აღწერილი მნიშვნელობებიდან, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი პირველი მნიშვნელობაა. სქოლასტური ტრადიციით ტერმინი არა მხოლოდ სულის საკუთრება იყო, რაც მას გარკვეულ სტატუსს და ნიადაგს უქმნიდა, არამედ გამოხატავდა ჩვენი სულის ინტენციონალურ ხასიათს (ინტენციონალობის შესახებ შემდგომში უფრო მეტს მოგახსენებთ). ,,terminus subjectivus“ ყოველთვის მიმართულია რაღაც ობიექტზე და სულის აფექციას, ასე ვთქვათ, მის ინდივიდუალურ აქციდენციას გამოხატავს და წარმოადგენს.შუა საუკუნეების ავტორების უმრავლესობა თვლიდა, რომ ,,ტერმინუს სუბჯეცტივუს“ ჩვენს სულში ბუნებრივი წესით არის კონოტირებული. რასაც ის აღნიშნავს, ანუ უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ, თანააღნიშნავს სულში და სულთან ერთად, არის მისი შინაარსი, ,,treminus objectivus“ ანუ ,,terminus conceptus“, ე. ი. ცნება ან იდეა.
,,ტერმინის“ ქვეშ მე მესმის არა სახელები, არამედ აზრები ანუ ის რაც სახელით აღინიშნება, შეგვეძლო, აგრეთვე გვეთქვა: ცნება, იდეა“ - წერდა ლაიბნიცი.
ბევრ ტექსტში ლაიბნიცს სიტყვა ,,ტერმინი“ სწორედ ამ, ობიექტური მნიშვნელობით ესმის. მარიუს ნიზოლიუსის შრომის წინასიტყვაობაში ლაიბნიცი ,,ტერმინის“ სხვა მნიშვნელობასაც აღნიშნავს და მის ნაცვლად ზოგჯერ იყენებს ,,vocabulum“-ს ანუ როგორც სიტყვის აღმნიშვნელს (C497). იგივე აზრით იყენებს ის ,,Vox“-საც, ხოლო უფრო გვიანდელ, 1690 წლის ტექსტში ,,ტერმინის“ ტოლძალოვნად იყენებს ,,Character“-ს.
,,ტერმინი“ ზოგიერთ ტექსტში სინტაქსურ დატვირთვასაც იძენს იმისდა მიხედვით, თუ რა როლს ასრულებს ის წინადადებაში. ვთქვათ, კატეგორიულ წინადადებაში ის შეიძლება შეგვხვდეს როგორც სუბიექტი ან როგორც პრედიკატი. მთლიანობაში ლაიბნიცი გამოყოფს ტერმინის სხვადასხვა სახეს სრულიად სხვადასხვა ფუნქციონალური დატვირთვით.
არსებობს ინტეგრალური და პარტიკულარული ტერმინები, ინდივიდუალური და უნივერსალური, კონკრეტული და აბსტრაქტული, ინტუიციური, დისტრიბუციული და დაყოფადი ტერმინები. ტერმინების შესაბამისი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ლაიბნიცი მათი კვლევით ამზადებდა ნიადაგს წინადადებათა კონსტრუქციული ანალიზისათვის. შესაბამისად, გამოსახულებათა ამ მრავალფეროვნებასთან გასაცნობად განმსაზღვრელია დაინტერესება წინადადებით და მისი ადგილით ,,Lingua rationalis“-ში.
მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენი ინტერესის ძირითად საგანს, ცნებას. ცნება არის უსასრულობის ინტელექტუალური დაუფლების საშუალება. არსებობს აზრი, რომ ცნება პირველმა სოკრატემ შემოიტანა კვლევაში. ცნება არის რაღაც ისეთი რაც ყოველთვის ზოგადზეა ორიენტირებული. ამაში იოლად დავრწმუნდებით, თუ განვიხილავთ შემთხვევას, როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ, დავუშვათ, ადამიანზე. ადამიანის ცნებით მოიაზრება ზოგადად და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანი. არსებობს ადამიანის რამდენიმე დეფინიცია. მათ შორის ერთ-ერთი, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ, ეკუთვნის არისტოტელეს. ეს განსაზღვრება გვეუბნება, რომ ადამიანი არის პოლიტიკური არსება. მარგამ რომელ ადამიანზეა აქ საუბარი? რა სიმაღლისაა ეს ადამიანი? რა ფერის თმა ან თვალები აქვს? ცხადია ამ და მსგავს კითხვებზე ვერ გავცემთ, მხოლოდ ცნებითი ცოდნის საფუძველზე, პასუხს, რადგან კითხვები დაესმის კონკრეტულ მახასიათებლებს, კონკრეტულ ადამიანებს მაშინ, როდესაც ცნება ზოგადზეა ორიენტირებული. ცნება უსასრულობის დაუფლებას ცდილობს არა მხოლოდ სივრცეში, არამედ დროშიაც: რადგან ადამიანზე მსჯელობისას, მისი ცნება ეხება როგორც ყველა იმას, ვინც ოდესმე არსებულა, არამედ იმასაც, ვინც მომავალშიც იარსებებს. შესაძლებელია ისეთი ცნების არსებობაც, რომელსაც არც კი ვიცით შეესატყვისება თუ არა რაიმე სამყაროში. ასეთი ვითარება ვერაფერს აკლებს ცნების ვარგისიანობას და ის მაშინვე სამუშაო მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც კი მისი შესატყვისი ობიექტები აჩვენებენ თავს. სიკეთეზე მაშინაც შეგვეძლება მსჯელობა, ერთი კეთილი ადამიანი რომ არსად არ მოიპოვებოდეს. რომ არ გვქონდეს ცნება, როგორც უსასრულობის დაუფლების საშუალება, მაშინ იძულებული ვიქნებოდით ყოველ ცალკეულ საგანზე ცალ-ცალკე შეგვეგროვებინა ინფორმაცია და საჭირო არ არის განსაკუთრებული არგუმენტაცია იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენ უხერხულობასთან იქნებოდა ეს დაკავშირებული.
ამ მცირედი შესავლის შემდეგ, ცნება შეგვიძლია განვსაზღვროთ ასე: ,,ცნება არის აზრი საგანზე ან საგანთა ჯგუფზე, რომელშიაც ეს საგნები წარმოდგენილია არსებითი ნიშნების მიხედვით”. ამ განსაზღვრებაში ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ცნების შემუშავებისას ორიენტაცია ხდება საგანთა არსებით ნიშნებზე, რომელთა საშუალებითაც ეს საგნები გამოიყოფა სხვა საგნების უსასრულო სიმრავლიდან. არისტოტელეს ადამიანის დეფინიციაში არსებით ნიშნად გამოყენებულია პოლიტიკური ცხოვრების წესი. თუ სხვა, მაგალითად, ფრანკლინის, განსაზღვრებას ავიღებთ გამორჩეულად ადამიანურ ნიშნად ის ასახელებს იარაღის კეთების უნარს. არსებითი ნიშანი, როგორც ვხედავთ, სხვადასხვა ავტორთან განსხვავებულია, რითაც არაფერი შავდება. მთავარი მისი ფუნქცია ისაა, რომ მან ადამიანს იმგვარი უნიკალური ნიშანი მიაწეროს, რომელიც მას ყველა სხვებისაგან გამოარჩევდა. ამ კონკრეტული ნიშნის შერჩევა კი დამოკიდებულია ავტორის ზოგად ხედვაზე, გემოვნებაზე და მსოფლმხედველობაზე.
არ შეიძლება ითქვას, რომ ყველა ლოგიკოსი იზიარებს ცნების ნიშანთა დაყოფას არსებითად და არაარსებითად. „ოპოზიციაში” მდგომი ასეთი ავტორების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ XX საუკუნის ავსტრიელი მკვლევარი, ლუდვიგ ვიტგენშტაინი. ვიტგენშტაინისათვის ყველა ნიშანი, რომელიც კი მოიაზრება ცნების შინაარსში, ტოლძალოვანია და არ არსებობს მათ შორის რაიმე რანგირება. ამ ამოსავალ პოზიციას ის იყენებს ე.წ. ,,ოჯახური მსგავსების” თეორიის ასაგებად, რომელიც არ გაიმართებოდა ცნების ნიშანთა ტოლძალოვნების პოსტულატის გარეშე.
ყოველ ცნებას აქვს მოცულობა და შინაარსი. ცნების შინაარსში იგულისხმება ამ ცნების მახასიათებლების ერთობლიობა, ხოლო მოცულობაში კი, მისი შინაარსით განსაზღვრული საგნების რაოდენობა. რაც უფრო ფართოა ცნება მოცულობით, მით უფრო ღარიბია ის შინაარსით და, პირიქით, შინაარსით მდიდარი ცნება უფრო მეტად ისწრაფვის კონკრეტულობისაკენ და, მაშასადამე, ნაკლებია მისი მოცულობაც. ჰეგელი თავის ,,ლოგიკას” იწყებს ყველაზე უფრო განყენებული და აბსტრაქტული ცნებიდან, ისეთი ცნებიდან რომლის მოცულობაც ყოვლისმომცველი იქნებოდა. ასეთ ცნებად მან შეარჩია ყოფიერების ცნება, რომელიც მოიცავს ყოვლივე არსებულს. სამაგიეროდ ეს ცნება, შინაარსობრივი თვალსაზრისით, ყველაზე ღარიბია, რადგან საგანთა ამ უსასრულობას იგი მიაწერს ერთადერთ, არსებობის ნიშანს და საგანთა ამ სიმრავლეს სხვა მხრივ სრულ განურჩევლობაში ტოვებს.
წარმოშობის წყაროს გარდა, ცნებები შეიძლება დახასიათებულნი იყვნენ სრულიად სხვა თვალსაზრისით. მაგალითად, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ინდივიდუალურ და აბსტრაქტულ ცნებებზე, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება წარმოდგენილნი იყვნენ, ერთი მხრივ, როგორც სრული, ხოლო მეორე მხრივ, როგორც განყენებული ცნებები. ამ ორიდან განსაკუთრებით საინტერესოა ინდივიდუალური ცნება, რომელიც ინდივიდუალური სუბსტანციის მახასიათებელია და ამიტომ მასთან, როგორც სუბსტანციის აღმნიშვნელ, თუ უკეთესია ვთქვათ, გამომხატველ ცნებასთან მთელი რიგი პრობლემებია დაკავშირებული. ცხადია, ეს პრობლემები არა მხოლოდ ლოგიკურ-ენობრივი, არამედ და უპირველეს ყოვლისა, მეტაფიზიკური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი დახასიათებისას ვერ ავცილდებით ინდივიდუალურ სუბსტანციასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც წიგნის პირველი ნაწილის საგანი იყო, თუმცა, ამგვარი ანალიზი, ალბათ, ახლაც გარკვეულწილად მომგებიანი იქნება.
ამრიგად, ინდივიდის ცნება არის ინდივიდუალური სუბსტანციის სრული ცნება და მხოლოდ მას მიეყენება. სისრულეზე ხაზგასმა იმის მაუწყებელია ფორმულაში, რომ ინდივიდის ცნების მიმართ რაიმე ახალი პრედიკატების დამატება შეუძლებელია. ამ შინაარსობრივი თვალსაზრისით ინდივიდუალური ცნება ამავე დროს მაქსიმალური შემცველობის ცნებაცაა.
იმისათვის, რომ ესა თუ ის ნაწილობრივი ცნება შევიდეს ინდივიდუალური ცნების პრედიკატის შემადგენლობაში, მას წაეყენება ორი მოთხოვნა, (ა) რომ ის უნდა იყოს არაწინააღმდეგობრივი და (ბ) იყოს თანაშეთავსებადი უფრო მეტი მოცულობის ნაწილობრივ ცნებებთან. პრინციპი, რის მიხედვითაც ერთი ცნება (სულ ერთია ნაწილობრივია ის თუ არა) შეიძლება შევიდეს მეორე ცნების მოცულობაში, არის მსგავსების მიმართება, რაც ტექნიკური თვალსაზრისით უფრო ჩართულობად განისაზღვრება.
ინდივიდუალური ცნებების კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ ყოველიგამართული, ნორმალური ინდივიდუალური ცნება უსასრულო რაოდენობის პრედიკატებს შეიცავს. ამიტომ, ცნებების მოცულობაზე საუბრისას, შესაძლოა, უმჯობესია ვისაუბროთ არა ,,მეტი“ ან ,,ნაკლები“ მოცულობის ცნებებზე, არამედ მეტი ან ნაკლები ძალის ცნებებზე. ამგვარი საუბარი კი საჭირო გახდება მაშინ, როდესაც სუბსტანციების კონტექსტში, ცნებათა სრულყოფილების საკითხი დადგება. გავიხსენოთ, რომ ლაიბნიცის მეტაფიზიკით ის სუბსტანციაა უფრო სრულყოფილი, რომელიც შეთავსებადია უფრო მეტი მოცულობის აქციდენციასთან.
![]() |
2.2 1.2. მსჯელობა |
▲ზევით დაბრუნება |
ლოგიკის მეცნიერების მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია მსჯელობა. მსჯელობა, ცნებისაგან განსხვავებით, რომელც ყოველთვის ცალკეულ საგანს ან საგანთა ჯგუფს აღნიშნავს, მსჯელობის პირველი დამახასიათებლი ნიშანი დასრულებული აზრის გადმოცემაა. მსჯელობა არ ეხება ცალკეულ საგნებს, არამედ ამ საგანთა არსებობა არ არსებობას ხდომილებათა კონტექსტში. შესაბამისად, მსჯელობა, უპირველეს ყოვლისა, ასოცირებულია საგნობრივ ვითარებასთან. მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ მსჯელობის კიდევ ერთი სპეციფიკა - მსჯელობა საგნობრივი ვითარების მარტივ დესკრიპციას არ წარმოადგენს, არამედ ის ისეთი აღწერაა, რომელიც საგნობრივი ვითარების საკუთრივი აღწერის გარდა მასვე მიაწერს ამ საგნობრივი ვითარების არსებობაარარსებობის მტკიცებას. ამიტომ ჭეშმარიტება/სიყალბე მსჯელობის თვისებებია განსხვავებით ცნებებისაგან, რომელთაც არ გააჩნიათ ჭეშმარიტების ფასები. ამ შენიშვნების გათვალისწინებით, მსჯელობა შეგვიძლია განვსაზღვროთ ამგვარად: მსჯელობა არის აზრი საგნობრივი ვითარების შესახებ, რომელშიაც ამ საგნობრივ ვითარებაზე რაღაც მტკიცდება ან უარიყოფა.
არსებობს სხვადასხვა სახის მსჯელობები. მაგრამ როგორი კონკრეტული სახეც არ უნდა ჰქონდეს მსჯელობას, მისი სტრუქტურა იდენტურია ყველა შემთხვევისათვის. კერძოდ, ყოველი მსჯელობა შეიცავს სამ ძირითად ელემენტს: სუბიეტქს, პრედიკატს და მაკავშირებალ სიტყვას კოპულას. ამიტომ ,,S & P” მსჯელობის უზოგადესი ფორმულაა. მისი პირველი ელემეტი, ,,S” - ,,სუბიექტი” შეიძლება განისაზღვროს როგორც ის რაზედაც რაღაც გამოითქმება მსჯელობაში. მეორე ელემენტი, ,,პრედიკატი”, ,,P” შეიძლება განისაზღვროს ყველაფერ იმად, რაც კი შეიძლება მიეწეროს სუბიქტს. რაც შეეხება მაკავშირებლებს არსებობს სხვადასხვა სახის (ერთადგილიანი, ორადგილიანი...) მაკავშირებლები, რომელთა ერთ ნაწილს ენობრივ გამოხატულებას ვაძლევთ. ამ მხრივ განასხვავებენ, მაგალითად, კონიუნქციას, დისუნქციას, იმპლიკაციას და ა.შ. კონიუნქცია შეიძლება გამოიხატოს სიტყვით ,,და”. ითვლება, რომ კონიუნქციის საშუალებით აგებული წინადადება ჭეშმარიტია მაშინ, როდესაც მისი ორივე წევრი ჭეშმარიტია. დისუნქცია გამოიხატება სიტყვით ,,ან“ და ითვლება, რომ დისუნქციური დებულება ჭეშმარიტია მაშინ, ორდესაც ჭეშმარიტია მისი ერთი წევრი მაინც. და ბოლოს, იმპლიკაციით აგებული დებულება (,,თუ ... მაშინ...”) ჭეშმარიტია, თუ ჭეშმარტია არა პირველი, არამედ მეორე ტერმინი და ა.შ.
როგორც ითქვა, არსებობს სხვადასხვა სახის მსჯელობები. შეგვიძლია გავმიჯნოთ ზოგადდადებითი, ზოგადუარყოფითი, კერძოობითდადებითი და კერძოობითუარყოფითი მსჯელობები. ვთქვათ მსჯელობა ,,ყველა ადამიანი მოკვდავია” - წარმოადგენს ზოგადდადებითი მსჯელობის ნიმუშს, რადგან იგი დადებით მტკიცებას ახორციელებს ზოგად ტერმინზე - ადამიანზე. ზოგადუარყოფითი მსჯელობის ნიმუში იქნება შემდეგი სახის მტკიცებულება ,,არც ერთი ადამიანი არ არის მოკვდავი”. მართალია ეს მსჯელობა წინა მსჯელობის მსგავსად კვლავ ზოგად ტერმინს ეხება, მაგრამ ამჯერად მასზე უარყოფას ავრცელებს. კერძოობით დადებითი მსჯელობის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ასეთი მსჯელობა - ,,სოკრატე მოკვდავია”, ხოლო კერძოობითუარყოფითის ნიმუშად კი, ამგვარი - ,,სოკრატე უკვდავია”.
მსჯელობების ეს დახასიათება არ არის ერთადერთი. არსებობს სხვა სახის მსჯელობათა კლასიფიკაცია. ჩვენთვის მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მსჯელობების დაყოფა ანალიზურ და სინთეზურ მსჯელობებად. მსჯელობათა დაყოფაზე ანალიზუად და სინთეზურად დამოკიდებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მეცნიერებათა კლასიფიკაცია, განსხვავება აპრიორულსა და აპოსტერიორულს შორის, ემპირიული და წმინდა გონით შემეცნებას შორის დანაწილება და სხვ. გავმიჯნოთ ჯერ ერთმანეთისაგან ანალიზური და სინთეზური მსჯელობები.
ჩვენ ვიტყვით, რომ მსჯელობა არის სინთეზური, თუკი მსჯელობის პრედიკატი კი არ იგულისხმება მის სუბიექტში, არამედ გარედან მიეწერება მას. ინფორმაცია მსჯელობის პრედიკატის შესახებ სინთეზურ მსჯელობაში მოდის ემპირიული ცოდნის ბაზაზე. ავიღოთ სინთეზური მსჯელობის ნიმუშად ამგვარი დებულება:
,,ვარდი არის წითელი”
ამ მსჯელობის სინთეზური ხასიათი, განსაზღვრების მიხედვით, აშკარაა, რადგან როგორ დამაჯერებლადაც არ უნდა გავაანალიზოთ ვარდის ცნება, მასში სიწითლის ცნების ნიშანწყალსაც კი ვერ აღმოვაჩენთ. ინფორმაცია ვარდის სიწითლის შესახებ მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის მივიღეთ მხოლოდ და მხლოდ ერთი წყაროდან გამოცდილებიდან. ავიღოთ ახლა ანალიზური მსჯელობის შემთხვევა და დავრწმუნდებით, რომ ვითარება აქ მნიშვნელოვნად განსხვავებუილია. ანალიზურია შემდეგი სახის მსჯელობა:
,,სხეული არის განფენილი”
სინთეზური მსჯელობისაგან განსხვავებით, განფენილობა აქ სუბიექტის ცნებიდან, რაღაცის სხეულებრივი ყოფიდან გამოიყვანება. მართლაცდა, შეუძლებელია ვინმემ მოიაზროს სხეულის ცნება ისე, რომ ეს სხეული იმთავითვე არ იყოს განფენილი. არსებობს იდენტობის ნიშანი ,,სხეულებრივად ყოფნასა” და ,,განფენილად ყოფნას” შორის იმ დონემდე, რომ ყველგან, სადაც კი ლაპარაკია ,,სხეულზე”, შეგვიძლია ეს ტერმინი ჩავანაცვლოთ ,,განფენილად ყოფნით” ისე, რომ მთელი მსჯელობის მნიშვნელობა არ შეიცვალოს.
სინთეზური და ანალიზური მსჯელობების შემოთავაზებული განსაზღვრებიდან და მათი მოკლე დახასიათებიდან შეგვიძლია მოკლედ შევეხოთ მეცნიერების თანამდეროვე კლასიფიკაციას. ზოგადად ლაპარაკობენ განსხვავებაზე ანალიზურ და ემპირიულ მეცნიერებებს შორის. ემპირიული მეცნიერებები თავის ფუნდამენტურ მტკიცებებს სინთეზურ მსჯელობებზე ამყარებენ. რამდენადაც სინთეზურ მეცნიერებებში პრედიკატსა და სუბიექტს შორის კავშირი შემთხვევითია, ამ მეცნიერებების კანონებსაც შემთხვევითი ბუნება აქვთ. არავითარი აუცილებლობა არ განაპირობებს იმას, რომ ფიზიკის ან ბიოლოგიის ფუნდამენტური კანონები არ დაირღვეს. ამ მეცნიერებებს კანონებს აქვთ არა აუცილებლობითი სიმყარე, არამედ ალბათური.
რამდენადაც სიტყვა ჩამოვარდა მსჯელობათა საფუძველაზე მაცნიერებების კლასიფიკაციის შესახებ, ბარემ უკვე ემპირიული მეცნიერებების ფარგლებში გამოვყოფთ კიდევ ერთ დამოუკიდებელ ჯგუფს, რომელიც არც თავისი საგნით, არც მისი შესწავლის ობიექტით არ დაიყვანება სხვა ემპირიულ მეცნიერებებზე. ეს გახლავთ ე.წ. ჰუმანიტარული მეცნიერებები. ჰუმანიტარული მეცნიერებების გამოყოფა ცალკე ჯგუფად განპირობებული იყო ორი ძირითადი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, მათი შესწავლის ძირითადი ობიექტი, საგანი არის ადამიანი და მისი შემოქმედება. ადამიანი კი განსხვავდება სხვა ბუნების არსებათაგან, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ დაჯილდოებულია თავისუფალი ნებით. ამიტომ როგორც მისი ნამოქმდარის გაგება, ასევე მომავალ გადაწყვეტილებათა წანასწარ პროგნოზირება, ძალზე დიდ სირთულეებს აწყდება. ამ სირთულეების თაობაზე შეგვიძლია შევადაროთ ადამიანის მომავალი მოქმედების გათვლის შესაძლებლობა გატყორცნილი ფიზიკური ნივთის ფრენის ტრაექტორიის გათვლის შესაძლებლობას. ამ უკანასკნელის გამოსათვლელად მრავალი რამის გათვალისწინება გვმართებს. მაგალითად გატყორცნის ძალის, ნივთის წონის, ჰაერის წინააღმდეგობის, ქარის არსებობაარარსებობის, სხვა წინააღმდეგობების არსებობაარარსებობის და ა.შ. ამისგან, განსხვავებით ადამიანის სამოქმედო ,,გეგმის” გაგება შეუდარებლად უფრო რთულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაცილებით მეტი დეტალის გათვალისწინება გვიწევს, ვიდრე სხვა ბუნების არსებების გამოსათვლელად (სულ ერთია ისინი სულიერები არიან თუ უსულოები), არამედ, პირველ რიგში, ადამიანის თავისუფალი ნების, კიდევ ისეთი სულიერი თვისებების გამო, როგორიცაა ღირსების გრძნობა და ა.შ. რომელთა ძალითაც ადამიანმა შეიძლება სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღოს და შესაბამისად წარმართოს თავისი ქცევა. ჰუმანიტარული მეცნიერებების ცალკე ჯგუფად გამოყოფის ერთერთი მიზეზი მათი ობიექტის ასეთი სპეციფიკური ხასიათია.
მეორე მიზეზი უფრო მეთოდოლოგიურია და ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ადამიანის ირგვლივ კონცენტრირებული ცოდნისათვის მათემატიკური მეთოდები, ან მეთოდები რომლებიც ათვლასა და გაზომვააწონვას მიმართავენ არაადეკვატურია. შესაბამისად, გასული XIX საუკუნიდან ლაპარაკი დაიწყეს ჰერმენევტიკულ მეთოდოლოგიაზე, რომლის ფუძემდებლად (თუ შლაიერმახერის მანამდელ შრომებს არ გავითვალისწინებთ), დილთაი უნდა ჩაითვალოს. ჰერმენევტიკა სხვაგვარად გაგების მეთოდადაა აღიარებული და ის გულისხმობს გარკვეული ხიდის არსებობას წარსულ კულტურასა და თანამედროვე მკვლევარს შორის, პიროვნების ნააზრევსა და შემოქმედებას და მის მკვლევარს შორის. ჰერმენევტიკის საკვლევი ჰორიზონტი ძალზე ფართოა. არსებობს ჰერმენევტიკის ლინგვისტური ნაირსახეობები (ჰაიდეგერის და გადამერის ჰერმენევტიკების სახით), ან მის ანალიტიკური ვარიაციები ვიტგენშტაინის და კარლოტო აპელის ჰერმენევტიკული შტუდიების სახით. ჰერმენევტიკის ტექსტის გაგების მეცნიერებად ინტერპრეტაციას დიდი ხნის ისტორია აქვს და ებრაულ კაბალისტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, ის საკმაოდ ნათლად ჩნდება იმ ქრისტია ავტორებთან, ვინც ბიბლიის ინტერპრატაციით ან თარგმანით იყვნენ დაინტერესებულნი (ამიტომაც, ჰერმენევტიკის ერთერთ ადრეულ წარმომადგენლად ასახელებენ ლუთერს, რომელიც ბიბლიის გერმაულ ენაზე მთარგმნელია. ბოლოს, აღვნიშნავთ იმასაც, რომ არსებობს ფსიქოანალიზის ჰერმენევტიკული ინტერპრეტაცია, რაც არ უნდა იყოს მოულოდნელი, რადგან სიტყვა იყო ის ძირითადი იარაღი, რომლითაც ფროიდი თავისი მიზნების მიღწევას ცდილობდა.
ამისგან განსხვავებით, ანალიზური მსჯელობებს აუცილებელი ხასიათი აქვთ და შესაბამისად ასეთივე ბუნებისანი არიან ამ მეცნიერების კანონებიც, რომლებიც ანალიზურ მსჯელობებზე აგებენ საკუთარი მეცნიერების შენობას. ანალიზური მეცნიერებების რიგს მიეკუთვნებიან მათემატიკური და ლოგიკური დისციპლინები. როგორც ანალიზურ მეცნიერებებთან, ასევე შესაბამის მსჯელობებთან დაკავშირებით არსებობს ერთი პრობლემა, რომელიც ცნობილია კანტის დროიდან. კანტი ანალიზური და სინთეზური მსჯელობების დაყოფისას წერდა, რომ ანალიზური მსჯელობის აპოდიქტურობა (ანუ მისი საყოველთაო და აუცილებელი ხასიათი), მიღწეულია წმინდა გამომდინარეობის ხასიათით სუბიექტსა და პრედიკატს შორის, რაც ერთი მხრივ, მართალია აპოდიქტურობას უზრუნველყოფს, მაგრამ, მეორე მხრივ, სტატიკურ ცოდნას იძლევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანალიზურ მსჯელობებში ცოდნა არ იზრდება ობიექტურად. აქ ცოდნის ზრდაზე ლაპარაკი შეიძლება იყოს მხოლოდ ფსიქოლოგიური ხასიათის მიხედვით ინფორმირებულობაზე, ანუ თუკი ვინმემ არ იცოდა რომელიმე საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტება და მან ეს გაიგო მასალის ათვისების წყალობით, ეს სულაც არ ნიშნავს ცოდნის ობიექტურ ზრდას, არამედ მხოლოდ მოსწავლის წარმატებით განსწავლულობას. ის ფაქტი, რომ ორჯერ ორი არის ოთხი, კანტის და მისი მიმდევრების აზრით, არ წარმოადგენს ცოდნის ობიექტურ ზრდას. გამოსახულება 2 X 2=4, თუ მას მკაცრად ჩავწერთ, მხოლოდ ჩაწერის ორ ფორმას შორის იგივეობას აჩვენებს. ის მხოლოდ იგივეობის ნიშანს სვამს ორ გამოსახულებას, ,,2 X 2“-სა და ,,4”-ს შორის.
კანტის ეს ცნობილი მოსაზრება საკამათოდ გაიხადა XX საუკუნის ცნობილმა ფინელმა ლოგიკოსმა, ჰინტკამ, რომელიც მასში დასაეჭვებლად საკმაოდ მარტივ კითხვას სვამს თუ ანალიტიკური მსჯელობები მართლაც არ ზრდიან ცოდნას, მაშინ საიდან ვიღებთ მათემატიკის და ლოგიკის საკითხებზე ისეთ მდიდარ ცოდნას, რომელიც ბიბლიოთეკებს ავსებს? ჰინტიკა იმის ჩვენებას ცდილობდა, რომ გავრცელებული აზრის მიუხედავად, ანალიზური მსჯელობები მაინც ზრდიან ცოდნას.
ანალიზური მეცნიერებები სხვადასხვაგვარად შეიძლება იყვნენ დაფუძნებულნი. ძალზე ზოგადად, გასულ, XX საუკუნეში გამოიყო სამი ძირითადი მიმართულება, რომლებიც მათემატიკის და ლოგიკის დაფუძნება იდეს თავს. ეს მიმართულებებია ლოგიციზმი, ფორმალიზმი და ინტუიციონიზმი. ყველაზე ცნობილი ლოგიცისტები იყვნენ ფრეგე, რასელი და ვიტგენშტეინი. ლოგიციზმს ხშირად შუა საუკუნეების რეალიზმს ადარებენ, რადგან, თუ რეალისტები ცნებების რეალურ არსებობას უშვებდნენ, ლოგიცისტებისათვის, მაგალითად, რასელისათვის დამახასიათებელია მსგავსი ლოგიური ელემენტების, ტიპების არსებობის დაშვება. თავის ცნობილ ორტომიან გამოკვლევაში, სადაც უაითჰედთან ერთად რასელი იმის ჩვენებას შეეცადა, რომ მათემატიკა ლოგიკის კერძო შემთხვევაა (ამიტომაც ჰქვია ამ მიმდინარეობას ლოგიციზმი), ტიპების არსებობა დაშვებულია. ლოგიცისტებისაგან განსხვავებით, ფორმელისტები, ვთქვათ, იგივე ბერნაისი, ძველი ნომინალისტების მსგავსად, გამორიცხავდა განსაკუთრებული ლოგიკური და მეთემატიკური ობიექტების არსებობის დაშვების საჭიროებას. ფორმალისტები ამ დისციპლინებს შორის არსებულ სხვაობას ხსნიდნენ ჩაწერის სხვადასხვა სისტემების საფუძველზე. და ბოლოს, ინტუიციონისტები, მაგალითად, ცნობილი მათემატიკოსი მარკოვი რუსეთში, იცავდა კონცეპტუალისტების მსგავს პოზიციას, როდესაც ამბობდა, რომ მათემატიკური ობიექტების არსებობაარარსებობაზე აზრიანია ლაპარაკი მხოლოდ მატემატიკური ამოცანის არსებობის შემთხვევაშიო.
![]() |
2.3 1. 3. ანალიზის მეთოდი |
▲ზევით დაბრუნება |
მსჯელობების დაყოფა ანალიზურად და სინთეზურად ცნობილი იყო ახალ დროშიაც. ლაიბნიცი მის შესაბამისად ლაპარაკობდა ორგვარ ჭეშმარიტებებზე - ფაქტის ჭეშმარიტებებზე და გონების ჭეშმარიტებებზე, რომელთაგან პირველი ემპირიული დაკვირვებების, ხოლო მეორე ლოგიკის, მათემატიკის, მორალის და მეტაფიზიკის სფეროს წარმოადგენს. აქ უნდა დავაზუსტოთ ეთი ვითარება. საქმე ისაა, რომ ჩვენში და არა მარტო ჩვენში გავრცელებული თვალსაზრისი ლაიბნიცს დამსახურებად უთვლის ორგვარი ჭეშმარიტების, გონების და ფაქტის ჭეშმარიტების გამიჯვნას. ამგვარი რამ ლაიბნიცს განსაკუთრებით პოზიტივისტებმა მოუწონეს, რომლებიც თავად მიჯნავდნენ ანალიზურ ჭეშმარიტებას ფაქტის ჭეშმარიტებისაგან. ვერ ვიტყვით, რომ ასეთი დიფერენცის ლაიბნიცისათვის მიწერა სრულიად უსაფუძვლოა, მაგრამ ის კი უსათუოდ ხაზგასასმელია, რომ ის გარკვეულ დაზუსტებას საჭიროებს, თუკი, რა თქმა უნდა, საკუთრივ ლაიბნიცის თვალსაზრისი გვაინტერესებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მკაცრი აზრით, როგორც გონების, ასევე ფაქტის ჭეშმარიტება, ლაიბნიცის თეორიით, ორივე გონების საკუთრებაა და მათ შორის არ არის ისეთი მწვავე კონფლიქტი, როგორც ამის გამოხატვას გვავალდებულებს ემპირიზმის და რაციონალიზმის ალტერნატივების ფილოსოფიურისტორიული შტამპი. აღნიშნული ვითარების დაუზუსტებლობას შეიძლება მოჰყვეს უარესი გაუგებრობა ფაქტის ჭეშმარიტებებთან დაკავშირებით, რადგან როგორც წესი ფაქტის ჭეშმარიტებები უფრო გრძნობების საკუთრებად ითვლება, ვიდრე გონებისა და მისი წყარო გამოცდილებაში უნდა ვეძებოთ, რაც კვლავ, თუკი თავად ლაიბნიცზე ვილაპარაკებთ და არა კანტზე ან პოზიტივიზმზე, არასწორია. საქმე ის არის, რომ გამოცდილებას ლაიბნიცის ეპისტემოლოგიაში არ მიეწერება ცოდნის წყაროს ფუნქცია. ის შეიძლება უფრო ცოდნის დაზუსტების ან მისი ვერიფიკაციის საშუალებად იყოს მიჩნეული.
ანალიზური დებულებების ზემოთ აღწერილი ბუნება უფრო ფართოდ შეგვიძლია გავიგოთ, ვიდრე ამას მოითხოვს ლოგიკის მეცნიერება. არსებობს ერთერთი ყველაზე გავრცელებული თანამედროვე დასავლური ფილოსოფიური მიმართულება - ანალიტიკური ფილოსოფია. ანალიტიკური ფილოსოფია მიუთითებს იმაზე, რომ ანალიზის პროცესი, სულერთია ეს ანალიზი შეეხება ლოგიკურ ფიგურებს, თუ დაზვერვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მხოლოდ მას შემდეგ იწყება, რაც უკვე მოცემული გვაქვს გასაანალიზებელი მასალა. არც ერთ ანალიტიკოსს არსად არ ჰქონია ფაქტების მოპოვებასთან საქმე. მისი სამუშაო მხოლოდ მას შემდეგ იწყება, რაც უკვე მოცემულია ის, რის ანალიზსაც მოითხოვენ.
ანალიზის ასეთი ბუნება, ვფიქრობთ საკმაოდ გამჭვირვალე გახდა სინთეზური და ანალიზური მსჯელობების სტრუქტურის განხილვიდან გამომდინარე. ძალზე ზოგადად რომ ვთქვათ, ანალიზის პროცესი სხვა არაფერია, თუ არა რაიმე რთულის შემადგენელ ნაწილებად დაშლა და ამ ნაწილების (რომლებიც, ჩვეულებრივ მანამდე დაფარულნი იყვნენ) ნათლად ექსპლიკაცია. ანალიზის მეთოდი მეცნიერებაში ძველათაგანვე არსებობს და ამგვარი მდგრადი ბუნება მის არაჩვეულებრივად ნაყოფიერ ხასიათზე მიგვანიშნებს. რა თქმა უნდა, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ანალიზის მეთოდის სხვადასხვა სახეებს შორის. ყველაზე ძველი, მეტაფიზიკური ანალიზის უმარტივეს ვარიანტად უნდა მივიჩნიოთ ატომისტების მოძღვრება, რომელიც ჩვენს დარწმუნებას იმაში ცდილობდა, რომ სამყარო სულაც არაა ისეთი, როგორსაც ჩვენ მას აღვიქვამთ, არამედ წარმოადგენს შემადგენელი ელემენტების კომბინაციებს. ანალიზის საშუალებით ეს მკვლევრები ცდილობდნენ გასულიყვნენ საგნობრივი რეალობის ისეთ უმარტივეს შემადგენლებზე, როგორიცაა ატომები.
აქ, ალბათ, უნდა დავაკონკრეტოთ მოსაზრება, რომელიც მეტნაკლები სიცხადით იყო გამოთქმული ზემოთ. ანალიტიკური ფილოსოფიის ერთერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, უისდომი ერთმანეთისაგან მიჯნავდა სპეკულატურულ კითხვებს და კითხვებს, რომლებზედაც პასუხის გასაცემად ანალიზის მეთოდი საუკეთესოა. სპეკულატურია ისეთი კითხვები, როგორიცაა: ,,არსებობს თუ არა ღმერთი?” ,,სამყაროში სიკეთე სჭარბობს თუ ბოროტება?” ,,რა არის მატერიის უკანასკნელი შემადგენელი ელემენტები?” და ა.შ. სპეკულაციური კითხვები ძალზე მნიშვნელოვანია იმ აზრით, რომ მათზე პასუხი მოგვცემს ახალ ინფორმაციას ჩვენთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
მათგან განსხვავებით, კითხვები რომლებზედაც პასუხისათვისაც ჩვენ მივმართავთ ანალიზის მეთოდს, არ გვაწვდის ახალ ცოდნას ფაქტების შესახებ, არამედ გვაწვდის უფრო ნათელ ცოდნას იმ ფაქტებზე, რომლებიც ჩვენთვის უკვე ცნობილია. ამ დახასიათებიდან უისდომი ატარებდა მნიშვნელოვან განსხვავებას სპეკულაციური კვლევასა და ანალიტიკას შორის და მიუთითებდა, რომ პირველის მიზანი ჭეშმარიტებაა, ხოლო ანალიზისა კი სიცხადე. მივაქციოთ ყურადღება, რომ უისდომის შემოთავაზებული დახასიათება როგორღაც კონოტაციაში მოდის ჩვენს ზემო მტკიცებასთან სინთეზურანალიზური მსჯელობების დიხოტომიის კონტექსტში, როდესაც ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ანალიზური მსჯელობები ცოდნას არ ზრდის და არ გვაძლებს ახალ ცოდნას, არამედ მხოლოდ უფრო ნათლად გვაგებინებს იმას, რაც მანამდე უკვე იგულისხმებოდა ცნებაში.
ანალიზი, რომელსაც ჩვენ დავემყარებით შემდგომში, რა თქმა უნდა, არ არის მეტაფიზიკური და მხოლოდ ენობრივი ველით შემოისაზღვრება. ემყარებოდა რა პროპოზიციული აპარატის ფუნქციას, ბერტრან რასელი იყო ერთერთი პირველი, ვინც მეტაფიზიკური ანალიზიდან ენობრივ ანალიზზე გადავიდა. რითაც არ უნდა ყოფილიყო მოტივირებული ასეთი გადასვლა, ჩვენთვის სავსებით საკმარისია ენობრივი ანალიზის ერთი თავისებურაბა: ჩვენ შეგვიძლია ისე გავაანალიზოთ რაიმე კონცეპტი, რომ საერთოდ არ დავსვათ შემადგენელი ელემენტების არსებობაარარსებობის შესახებ და ეს საკითხი წარმოვადგინოთ არა თეორიული და ანალიზური საქმიანობის პრეროგატივად, არამედ ვეირფიკაციის პრობლემად, რომელიც ენის და ყოველგვარი ენობრივის გარეთ დგას. თუმცა, ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბროთ.
![]() |
2.4 1. 4. დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენ დაგვრჩა ლოგიკის ბოლო სფერო, ბოლო ნაწილი, დასკვნის თეორია. დასკვნის ის სახეობა, რომელიც შეიმუშავა არისტოტელემ კატეგორიული სილოგიზმის სახით ჩვენი მიზნებისათვის სავსებით საკმარისია და ამიტომ დასკვნის თეორიის დეტალებს დამოუკიდებლად აღარ შევეხებით. ზოგადად შევგიძლია დასკვნა განვსაზღვოთ ძლზე მარტივად ასე - ორი მსჯელობის საფუძველაზე მიღებულ ახალ მესამე მსჯელობას დასკვნა ეწოდება. იმ მსჯელობებს, საიდანაც გამოიყვანება ახალი მესამე მსჯელობა ეწოდება წანამძღვრები, ხოლო მესამე დასკვნით მსჯელობას კი დანასკვნი. ნიმუშად, ვთქვათ, შეგვიძლია ავიღოთ ასეთი დასკვნა:
,,ყველა ადამიანი მოკვდავია
სოკრატე ადამიანია
მაშასადამე, სოკრატე მოკვდავია”
ლოგიკური დასკვნის სახეებზე მსჯელობისას გვერდს ვერ აუვლით განსხვავებას ინდუქციურ და დედუქციურ დასკვნებს შორის. არისტოტელეს კატეგორიული სილოგიზმი და მთლიანად არისტოტელეს ლკოგიკა იცნობდა მხოლოდ დედუქციურ დასკვნას. დედუქციურია დასკვნა, რომლის დანასკვნი უფრო ზოგდი წანამძღვარიდან გამოიყვანება. დედუქციას, ამ აზრით, ზოგადიდან კერძოსაკენ მიმავალი გეზი აქვს. დედუქციური დასკვნები ახლოს დგას ანალიზის პროცესთან და ძირითადად ანალიტიკურ მეცნიერებებში ფუნქციონირებენ. მათგან განსხვავებით, ინდუქციური მეცნიერებებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ინდუქციური დასკვნები. ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან ინდუქციური დასკვნა მიმართულია კერძოდან ზოგადისაკენ და არსებითად მოპოვებული ცოდნის განზოგადებას ეწევა. განზოგადოება კი ძალზე მნიშვნელოვანია ემპირიული მეცნიერებისათვის, რომელიც გამოცდილებას ემყარება და და პირველადი შეხება ინდივიდუალურ საგნებთან აქვს. განმეორებადობა ანუ რეგულარობა ბუნებაში კანონის ასოციაციას იწვევს. ამიტომ მეცნიერებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ჯერ დააფიქსიროს და შემდეგ განაზოგადოს ბუნების რეგულარობები. მაგრამ ამ პროცესში ინდუქციური დასკვნებით მიღებულ ცოდნას შესაბამისი ნაკლი აქვს. საქმე ისაა, რომ სინგულარული მსჯელობებიდან ზოგადზე გადასვლა ხორციელდება ნახტომის საშუალებით. სწორედ ეს ნახტომი წარმოადგენს ინდუქციური დასკვნის სუსტ წერტილს. განვიხილოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ ვინმე შემოვიდა ამ აუდიტორიაში და დაიწყო გოგონების სახელების გამოკითხვა. გამოკითხვის შედეგებით ყველა მაგისტრანტი გოგონას სახელი აღმოჩნდა ნანა. ამ ტიპის გამოკითხვა ან ძიება აუცილებლად უნდა შეჩერდეს სადმე, თუკი საქმე გვაქვს არა ამ აუდიტორიაში მყოფთა შეზღუდული რაოდენობის ადამიანებთან, არამედ უსასრულო რაოდენობის საგნებთან, რომელთა სრული დაფარვისათვის მკვლევარს უბრალოდ დრო არ ეყოფა. იქედან, სადაც მკვლევარი შეჩერდება, თუკი მანამდე მან აღმოაჩინა, რომ ყველა გამოკითხულის სახელია ნანა, გააკეთებს დასკვნას, რომელიც ემყარება ნახტომს. ის გააკეთებს დასკვნას ინდუქციური განზოგადოებისა, რომ ამ ქვეყანაში (აუდიტორიაში) ყველა გოგონას სახელია ნანა. ნახტომი, რომელსაც ემყარება ინდუქციური დასკვნა, უპირველეს ყოვლისა ეხება დასკვნაში შემავალ ლოგიურ ოპერატორს ,,ყველა” - რომელიც დანასკვნს აბსოლუტურ ზოგადობას ანიჭებს. მისი პრობლემატურობა ისაა, მდგომარეობს, რომ საკმარისია ერთი საწინააღმდეგო ემპირიული ეკზემპლარი აღმოჩნდეს სადმე, რომ მთელი დასკვნა ყალბად გამოცხადდეს. ეს ვითარება ინდუქციის ერთერთი პრობლემაა.
ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ ლოგიკის მეცნიერება გვთავაზობს კანონებს, რომლებიც შეცდომის თავიდან აცილების მხოლოდ ფორმალურ გარანტიებს იძლევა. აქ მოვიყვანთ ლოგიკის ორიოდე კანონს, რომლებიც ამ თეზისს გაამართდებს. მინდა აქვე მოგახსენოთ, რომ ეს კანონები არისტოტელეს დროიდან მომდინარეობს და, რომ, ცხადია, ამ კანონებით არ ამოიწურება თანამედროვე ლოგიკის ანალიზურად მიღებული კანონების არსენალი. ლოგიკური კანონები ძალზე ბევრია, თუმცა ისინი, რომლებიც არისტოტელემ ჩამოაყალიბა, ჩვენი აზროვნებისათვის, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.
პირველად შეგვიძლია განვიხილოთ წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი. ეს კანონი შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შემდეგი სახით: ,,შეუძლებელია, რომ ერთი და იგივე რამ, ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე მიმართებით ერთდროულად იყოს და არ იყოს კიდევაც”. კანონის სრულყოფილად გაგებისათვის, შევხედოთ მის შემადგენელ ელემენტებს მეტი ყურადღებით. კანონი ლაპარაკობს ერთი და იგივე ნივთის ან მოვლენის შეუძლებლობაზე, ერთსა და იმავე დროს და ერთი და იგივე მიმართებით. ანუ შეუძლებელია მავანი ერთსა და იმავე დროს იყოს და არ იყოს კიდევაც სტუდენტი, თორემ სხვადასხვა დროს რა თქმა უნდა ამგვარი რამ სავსებით შესაძლებელია. მსგავსად ამისა, რალარაკია ერთი და იმავე მიმართებით რაღაცის შეუძლებლობაზე, თორემ სხვადასხვა მიმართებით ერთი და იგივე პიროვნება ერთსა და იმავე დროს შეიძლება ატარებდეს და შემდეგ არ ატარებდეს რაიმე თვისებას, ვთქვათ, თუ ერთი მიმართებით პირი არის სტუდენტი, სხვა მიმართებით არა სტუდენტი, არამედ დედა და ა.შ.
პრინციპში, ძალზე ზოგადად, კანონი ამტკიცებს და მოითხოვს წინააღმდეგობის არარსებობას. ზემოთ ითქვა, რომ არისტოტელესათვის ლოგიკის კანონები არა მხოლოდ აზროვნების პრინციპებია, არამედ ყოფიერების ფუნდამენტური განსაზღვრულობებიც. ამიტომ წინააღმდეგობის არარსებობის მოთხოვნა აქ შეეხება როგორც აზროვნებას, ასევე სინამდვილესაც. დავაკონკრეტოთ კანონი ორივე მიმართულებით: მაშინ, სინამდვილესთან მიმართებით ის გვეუბნება, რომ შეუძლებელია სამყაროში რაღაც ერთდროულად იყოს და არც იყოს კიდევაც. აზროვნების სეგმენტში კანონი გვეუბნება, რომ შეუძლებელია ერთდროულად ვამტკიცოთ რაღაც და მისი საპირისპიროც.
ავიღოთ ახლა არისტოტელეს კიდევ ერთი, ანუ გამორიცხული მესამის კანონი. ეს კანონი თთითქოს წინა კანონის გაგრძელებას და დაკონკრეტებას წარმოადგენს. გამორიცხული მესამის პრინციპი ამბობს: საგანი ან არის, ან არ არის. მესამე გამორიცხულია. იგივე კანონს ჭეშმარიტების კონტექსტში ასეთი ჟღერადობა ექნება: მსჯელობა არ ჭეშმარიტია ან ყალბი, მესამე გამორიცხულია. გამორიცხული მესამის კანონი მჭიდროდ უკავშირდება არისტოტელეს ჭეშმარიტების ორფასობის პრინციპს და ამ პრინციპთან ერთად ქმნის მთელ კონცეპტუალურ კარკასს ცოდნის ფუნქციონირებისათვის.
![]() |
3 2. სემიოტიკის ელემენტები |
▲ზევით დაბრუნება |
სემიოტიკა თავისი ზოგადი დეფინიციით არის ნიშანთა ზოგადი თეორია. ნიშნის გამოყენების პროცესი სემიოზისის პროცესად იწოდება. ნიშნების მიმართ ჩვენი ინტერესი გამოწვეულია ენისადმი ინტერესით. საქმე ისაა, რომ ენის სხვადასხვა განსაზღვრებათაგან ჩვენ ვამჯობინებთ განსაზღვრებას, რომელსაც იძლევა შვეიცარიელი ენათმეცნიერი, ფერდინანდ დე სოსიური. სოსიურის მიხედვით, ენა არის ნიშანთა სისტემა. აქედან, რამდენადაც ენა ნიშანთა სისტემაა, ხოლო ანალიზის პროცესი ჩვენნთვის სხვა არაფერია, თუ არა ენობრივ ნიშნებთან მანიპულირება, ბუნებრივია ჩვენი დაინტერესება იმ მეცნიერებით, რომელიც სწავლობს ნიშნებს და მათ ფუნქციონალურ მხარეს ზოგადად. ასეთი მეცნიერება კი, როგორც ითქვა, არის სემიოტიკა. მიუხედავად ამ იდენტური ელემენტებისა, ჩვენ მაინც არ მიგვაჩნია მართებულად ნიშანთა თეორიის სრული გაიგივება ენობრივი ნიშნების შემსწვლელ მეცნიერებასთან. საქმე ისაა, რომ ჩვენი წარმოდგენით, ენა გამორჩეულად ადამიანური ფენომენია და ამიტომ უმართებულოა მისი სრული გაიგივება ნიშანთა სისტემასთან. ამგვარი გაიგივების საფუძველზე ხშირად მსჯელობენ ხოლმე ,,ცხოველთა ენაზე”, ,,მანქანების ენაზე” და ა. შ. ეს და მსგავსი გამოთქმები უფრო მეტაფორები გვგონია და სწორედ ამიტომ მივიჩნევთ საჭიროდ ენის მიმართ უფრო ვიწრო კვალიფიკაციებს.
სემიოტიკის დამფუძნებლად ითვლება ამერიკელი მეცნიერი ჩარლზ უილიამ მორისი. მისი ნაშრომი, რომელშიაც ავტორი სემიოტიკის ზოგად საფუძვლებს აღწერს, არის ,,ნიშანთა თეორიის საფუძვლები” (,,Theory of Foundation of Signs”). ამ შრომაში სემიოზისის პროცესი მორისმა სამ ძირითად ნაწილად დაყო. ეს ნაწილებია სემანტიკა, სინტაქსი და პრაგმატიკა. შემდგომში ჩვენ შევინარჩუნებთ ამ დაყოფას და შევეცდებით სათითაოდ დავახასიათოთ სემიოტიკის შემადგენელი დისციპლინები. თუმცა, ჯერ სჯობია ორიოდე სიტყვით შევეხოთ სემიოტიკის ისტორიას.
მართლია სემიოტიკა სხვებთან შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა, მაგრამ სემიოტიკის ცალკეულ მხარეებზე სხვადასხვა პერიოდში მუშავდებოდა ძალზე საინტერესო მოსაზრებები. ეს თვალსაზრისები მართალია შემუშავებული იყო ან ენის თეორიის, შესაძლოა მისი მხოლოდ გრამატიკული მხარის შემადგენელ ნაწილად, ან ლოგიკისა, მაგრამ ისინი ყველა შემთხვევაში ყურადღებას იმსახურებენ ჩვენთვის საინტერესო კუთხით.
ანტიკურ პერიოდში, ნიშნების ფუნქციონირებით ერთერთი პირველები, თავიანთი ლოგიკური გამოკვლევების ფარგლებში სტოელები დაინტერესდნენ. სემიოტიკის სხვადასხვა საინტერესო მხარე საკმაოდ ინტენსიურად განიხილებოდა შუა საუკუნეებშიაც. ახალ დროში პრობლემას მნიშვნელოვანწილად მოჰფინა ნათელი ლაიბნიცმა, რომელსაც ჩვენ სხვებზე უკეთ ვიცნობთ და ნება მომეცით, წარმოვადგინო ერთი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მისი ნიშანთა თეორიიდან. უპირველეს ყოვლისა, გვინდა დავიწყოთ ტერმინ ნიშნის დახასიათებით.
![]() |
3.1 2. 1. ტერმინი ,,ნიშანი“ |
▲ზევით დაბრუნება |
გარდა თავისი ეპოქის ავტორებისა, რომელთა ტექსტებსაც ლაიბნიცი კარგად იცნობს, მისი ნიშნის თეორია დავალებულია სქოლასტური იდეებითაც. თომა აქვინელმა, ოკამმა და ალბერტ ზაქსელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ნიშნის თეორიის რიგი საკითხების დამუშავებაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი შეხედულებები ნიშნების ბუნებისა და ფუნქციების შესახებ უმთავრესად გადაბმული იყო ლოგიკური ან ლინგვისტური ხასიათის შრომებთან და არ ჰქონდათ წმინდა სემიოტიკური დანიშნულება, ამ ავტორებმა გამოიმუშავეს მეტნაკლებად მსგავსი შეხედულებები, რომელთაც ,,სემიოტიკური ჯღერადობა“ გააჩნიათ. სქოლასტიკის პერიოდის ტექსტებში გამოიკვეთა ნიშანთა ოთხწევროვანი სტრუქტურა, რომლის ელემენტებია (ა) თავად ნიშნები, ე.ი. ისეთი გრძნობადაღქმადი საშუალებები, რომლებიც სხვაზე მიგვითითებენ; (ბ) საგნები, რომლებზედაც მიგვითითებენ ნიშნები; (გ) გამაშუალებელი შინაარსი, რაშიაც ხორციელდება მითითება საგანზე და, ბოლოს (დ) ინფორმაცია, შინაარსი, რომელიც ნაწვდომია ნიშნის მიერ. ნიშნების ამგვარი საინტერესო იყო დომენიკანელი ბერის, ბანესიუსის 1600 წელს კიოლნში გამოცემული სახელმძღვანელო ,,Institutiones minores dialectiae“, რომელშიაც ლოგიკური წესების გარდა დაწვრილებით იყო მიმოხილული ნიშნების ბუნება, სახეები და ფუნქციები. უფრო გვიან კლოდ ლანსელოტმა, რომელიც კარგად შესახებ, მათი დეფინიციების უმრავლესობა უცვლელად გადაიტანა თავის ნაშრომში ,,Grammarie generale et raisonnee“ (1660).
თავად ლაიბნიცის მიერ შემოთავაზებული ნიშნის ზოგადი განმარტებაც ადვილად შეიძლება გვეპოვნა ზემოთ აღნიშნული ავტორებიდან რომელიმესთან:
,,ნიშანი ისეთი აღქმადი საშუალებაა, საიდანაც ვაკეთებთ დასკვნას არაღქმულის არსებობის შესახებ“.
ლაიბნიცის ამ განსაზღვრებაში ძირითადია არა აღქმადსა და არააღქმადს შორის ურთიერთობის ფაქტი, არამედ ის, რომ ყოველი ნიშანი მის გარეთ არსებულ იმ ობიექტზე მიგვითითებს, რომელიც თავისი ბუნებით განსხვავდება ნიშნისაგან. ნიშნის მეორე თავისებურება, როგორც განსაზღვრება გვიჩვენებს, არის მისი გრძნობადი ხასიათი. იმისათვის, რომ ნიშანმა შეძლოს მითითება რაიმე სხვაზე, ის გრძნობადად უნდა მოგვეცეს, გამოცდილების საგანი გახდეს. ამგვარი ნიშანი შეიძლება არსებობდეს როგორც ბუნებრივად, ასევე იყოს მიზანდასახულად შექმნილი ადამიანის მიერ. ნიშნების ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს, მის ემპირიულ მოცემულობაში გრაფიკულოპტიკური სახე აქვთ. ლაიბნიცი მათ ,,ქარაქტერებს“ უწოდებს. მათზე დაწვრილებით აქ არ შევჩერდებით, თუმცა დავსძენთ, რომ ზოგჯერ ,,ქარაქტერების“ ნაცვლად, იგივე მნიშვნელობით ლაპარაკობენ ხოლმე ,,სიტყვანიშნებზე“ ან ,,ცნებანიშნებზე“ და სხვ. მსგავსი ტერმინების ძირითად დანიშნულებას აზრების გამოხატვა წარმოადგენს.
ნიშნების ზემოთ აღწერილ ოთხწევროვან ფუნქციონალურ სტრუქტურას ლაიბნიცისათვის უფრო ზოგადი სურათის წარმომდგენის პრეტენზია აქვს, ვიდრე სავალდებულოსი. ნიშანთა მის სტრუქტურულ ელემენტებს არა აქვთ ნორმატიული ხასიათი. ანუ, თუკი არსებობს სამწევრა ან, გნებავთ, ორწევრა სემანტიკური მიმართებები აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის, ეს სულაც არ მეტყველებს ასეთ მიმართებებში ჩართული ნიშნების დეფექტურობაზე. მაგალითად, მათემეტიკურ ოპერაციებში გამოყენებული ნიშნები არ მიგვითითებენ საგნებზე ამ სიტყვის ჩვეულებრივი მნიშვნელობით. ,,გეომეტრიულ ქარაქტერისტიკებში“ (1679) ლაიბნიცი აღნიშნავდა, რომ კალკულაციებში მონაწილეობით ნიშნებს უწევთ ურთიერთობა საგნებთან, რომელთა ონტოლოგიური სტატუსი არის ,,entia rationis cum fundamento in re“.
ნიშნები მრავალი სახისაა. მათ შორის ლაიბნიცი ჩამოთვლის ასოებს, სიტყვებს, ქიმიურ ფორმულებს, ასტრონომიულ აღნიშვნებს და ჩინური დამწერლობის სიმბოლოებს, იეროგლიფებს, მუსიკალურ ნოტებს, არითმეტიკულ, ალგებრულ და სხვა სახის ნიშნებს, რომელთაც ჩვენი აზროვნება საგნების აღსანიშნავად იყენებს.
რამდენადაც გრაფიკულოპტიკური ნიშნების დიდ სიმრავლე არსებობს, ლაიბნიცი გულმოდგინედ სწავლობდა თითოეული მათგანის შესაძლებლობებს და ცდილობდა თავისი მიზნებისათვის შეერჩია საუკეთესო. ამით არის გამოწვეული ის ვითარება, რომ სხვადასხვა პერიოდში ერთი და იგივე პრობლემის ანალიზისას ლაიბნიცი სრულიად სხვადასხვაგვარ აღნიშვნებს იყენებს. ასე მაგალითად, ახალგაზრდობაში, ,,კომბინატორულ ხელოვნებაში“, ის იყენებდა ციფრებს, ლათინურ, ბერძნულ და ებრაულ ასოებს. უფრო გვიან პერიოდში, მან არაერთი სიახლე შეიტანა ჩაწერის სისტემაში, რაც კარგად ჩანს მისი წერილიდან ბოინებურგისადმი, რომელშიაც სილოგისტური ფიგურების გამოსახვა ნაცადია გეომეტრიული ფიგურებით. მსგავსი რამ გვხვდება 1686 და 1690 წლების პერიოდის კალკულაციებში. არსებობს პირუკუ მცდელობებიც, როდესაც გეომეტრიული ფიგურები გამოისახება ასოებისა და რელაციების საშუალებით. ასეთია, მაგალითად, მისი ,,ნალისის სიტუს“ (1679). ერთერთი მნიშვნელოვანი აზრი, რომელიც ამგვარი ,,ექსპერიმენტის“ უკან უნდა დავინახოთ, მდგომარეობს ლაიბნიცის განზრახვაში წარმოადგინოს მათემატიკური, უფრო ზუსტად, გეომეტრიული ობიექტები მათთვის უფრო ბუნებრივ, იდეალურ მდგომარეობასთან ახლო მდგომი სახით, ვიდრე ეს ხდება ჩვვეულებრივ ამ ობიექტების გრძნობადაღქმადი სახით გამოსახვისას. უფრო გვიანი პერიოდის ტექსტებში თანდათანობით იზრდება მათემატიკური ოპერაციების ძირითად ნიშნებად ასოების შერჩევის ტენდენცია.
კიდევ ერთი მოტივაცია, რაც ლაიბნიცის მიერ ნიშანთა გამუდმებული ძიებისა და გადასინჯვის წყარო იყო, განპირობებულია ნიშანსა და აღსანიშნს შორის კავშირის თვითნებური ხასიათით. ლაიბნიცი ცდილობდა მათი კავშირი უფრო მყარ ნიადაგზე დაემყარებინა.
,,ჩვენ რომ შეგვძლებოდა შესანიშნავი ბუნებრივი თავდაჭერილობა გამოგვეჩინა, არავითარი აბსტრაქტული აზრები არ გვექნებოდა, რომლებიც გრძნობადი მოვლენებისათვისაა საჭირო, მსგავსად იმისა, როგორც გვიწევს გამოვიყენოთ ისეთი ნიშნები, როგორიც ასოები და ბგერებია მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არავითარი აუცილებელი კავშირი რიგ თვითნებურ ნიშნებსა და ასეთივე აზრებს შორის“
მსგავსი მოსაზრებების საფუძველზე, ერთი პერიოდი, ლაიბნიცი პიქტოგრამებით დაინტერესდა და ფიქრობდა, რომ სურათებრივი მსგავსება, გამოსახვითი მიმართება აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის მოხსნიდა თვითნებურ შერჩევას. პიქტოგრამას ბუნდოვანი საგანი ნათელი უნდა გაეხადა მისი თანმხლები ცხადი გამოსახვის საშუალებით. ერთგან ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პიქტოგრამები, გამოსახვის გეომეტრიული ფიგურების მსგავსად, შეიცავენ მსგავსებას იმასთან, რასაც ისინი გამოსახავენ. ასეთ ნიშნებზე გადასვლა ლაიბნიცს სამომავლოდ ჰქონდა მიზნით, რომ ყველა სხვა შემთხვევითი და თვითნებური ნიშნები თანდათანობით ელიმინირებული ყოფილიყო მეცნიერებიდან. იგივე ზოგადი მოსაზრებები ედონიშნების ასეთი ერთერთი ძირითადი ფუნქცია ჩვენი აზრების რეპრეზენტაციაა, რადგან როგორც თავად ლაიბნიცი შენიშნავდა აზრი შესაბამისი ნიშნის გარეშე შეუძლებელია:
,,ყოველი ადამიანური აზრი ხორციელდება გარკვეული ნიშნების ანუ ქარაქტერების მეშვეობით. მიზეზი ამისა ის არის, რომ არა მხოლოდ თავად საგნები, არამედ მათი შეიძლება იყოს გონების მიერ ყოველთვის ცხადად აღქმული: ამიტომ შემოკლებისათვის მათ ნაცვლად ნიშნები გამოიყენება“
ლაიბნიცის მოყვანილი სიტყვები, თუკი მათ განვიხილავთ ნიშნის და აზრის მიმართების ფუნქციონალური კუთხით, რამდენიმე თვალსაზრისით არის საინტერესო. ნიშნის უპირველესი ფუნქცია, როგორც ვხედავთ შეკვეცაა. აზრების და წარმოდგენების ზუსტი დაფიქსირება ადამიანის გონებას ყოველთვის როდი შეუძლია. ამიტომ, ზოგჯერ, აზრის ნაკადი შეკვეცას საჭიროებს, რაც ნიშნებით ხორციელდება. წარმოდგენების და აზრების შეკვეცა თვითმიზანი კი არ არის, არამედ აუცილებელი სამუშაოა იმისათვის, რომ ნიშანმა განახორციელოს თავისი მეორე ძირითადი ფუნქცია, აზრების ფიქსირება. თავის მხრივ, როგორც შეკვეცა, ასევე აზრის ფიქსირება შეგვიძლია ნიშნების მნემონიკურ ფუნქციას მივაკუთვნოთ, რომელიც ორივეს აერთიანებს. და ბოლოს მესამე და შესაძლოა ყველაზე არსებითი ფუნქცია რომელსაც ახორციელებს ნიშანი, შემეცნებისეულია და ის მნიშვნელობის კონსტიტუციას გულისხმობს. მნიშვნელობა ლაიბნიცისათვის არც აზროვნებით და არც წარმოსახვის ძალით არ შეიძლება ამოიწუროს, რადგან ეს მესამე ფუნქცია დამოუკიდებლად კი არ არსებობს აზრებთან და წარმოსახვებთან მიმართებაში, არამედ მოიცავს ნიშნების ორ, ზემოთ აღწერილ ფუნქციას. ნიშნების ამ სამ ფუნქციონალურ ანუ პრაგმატულ ელემენტს შორის მკაცრი სუბორდინაცია არსებობს. მათი სხვაგვარი, ე.ი. არასწორი, არათანმიმდევრული რიგი უკვე გარანტიაა ცნებათა აღრევისა და დაბნეულობისა.
უფრო კონკრეტულად, რა როლს ასრულებს უფრო მნიშვნელობის კონსტრუქციაში? ნიშნის ამ ფუნქციას, რომელსაც ლაიბნიცი ზოგჯერ ,,exprimere“-ს და ზოგჯერაც ,,repraesentare“-ს უწოდებს, იგი ადარებს აზროვნების უნარს. ლაიბნიცი შენიშნავს, რომ ზოგჯერ სავსებით შესაძლებელია მეთოდურად, ნაბიჯნაბიჯ საგანთან მივიდეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არ ვფლობდეთ მის იდეას. უნდა არსებობდეს რაღაც, რაც არა მხოლოდ მიგვიყვანდა საგანთან, არამედ ამ საგნის გამოსახვის საშუალებასაც მოგვცემდა. აზროვნება, რომელიც ამ შემთხვევაში ცნების გამოხატვაზეა გადატანილი, თუმცა მისულია საგანთან, მაგრამ ამ უკანასკნელის გამოხატვა მხოლოდ ნიშნის საშუალებით შეუძლია. ავიღოთ ვითარება, როდესაც მეთოდურად გამოთვლილი და გამოხატულია წრფის კვეთა. იგივე შეიძლება ჰიპერბოლასათვისაც იყოს გამოსადეგი ისე, რომ მის იდეაზე საერთოდ არ ვსაუბრობდეთ. სწორედ ასეთ შემთხვევაში გვჭირდება ჩვენი აზროვნების საგნის სხვა მსგავსი საგნებიდან ცალკე გამოყოფა და დაფიქსირება სპეციალური აღნიშვნის საშუალებით, რასაც აზროვნება ნიშნების გამოყენებით ახორციელებს, როდესაც ის თავის ობიექტს წარმოიდგენს როგორც სწორედ ,,წრფის კვეთას“. რამდენადაც ამგვარი ნიშნით კონსტიტუირებული საგანი ხელმისაწვდომია ყველასათვის, ვისაც კი ამ ნიშნის გაგება შეუძლია, ამდენად შეგვიძლია ვისაუბროთ კომუნიკაციაზე ცოდნის ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით. ამრიგად, თუ შევაჯამებთ ნიშნების ფუნქციებს ცოდნასთან მიმართების თვალსაზრისით, გამოიყოფა სამი მთავარი ფუნქცია: მნემონური, აზრის მაკონსტრუირებელი და კომუნიკაციური ფუნქციები. როგორც ბურკხარდი სამართლიანად შენიშნავს, გამოთქმების მნემონურ და კომუნიკაციურ ფუნქციებზე ლაიბნიცამდე ჰობსმა წარმოადგინა გაშლილი დახასიათება ნაშრომში ,,სხეულების შესახებ“, ხოლო ლაიბნიცი კი, ჰობსის შრომებს ძალიან კარგად იცნობდა. ნიშნების მნემონური ფუნქციისათვის ჰობსს ჰქონდა სპეციალური ტერმინები, ,,notae“ ან ,,marques“, ხოლო კომუნიკაციურს აღნიშნავდა გამოთქმებით ,,signum“ ან ,,signae“.
კუტიურა ,,ლაიბნიცის ლოგიკაში“ (გვ. 81) და ბურკხარდტი გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ლაიბნიცი ერთმანეთისაგან განასხვავებდა აგრეთვე რეფერენციულ და ინფერენციულ ნიშნებს. რეფერენციული ნიშნების ძირითადი ფუნქცია ობიექტების სწორი აღნიშვნაა. ამის ნიმუშს წარმოადგენს ქიმიის და ასტრონომიის ნიშნები. მათგან განსხვავებით, არითმეტიკული და ალგებრული ნიშნები მხოლოდ ობიექტების აღნიშვნით კი არ შემოიფარგლებიან, არამედ ჩართულნი არიან გამომდინარეობის ოპერაციებშიც. შესაბამისად, მათ ლაიბნიცი ინფერენციულ ნიშნებს უწოდებდა.
ზოგიერთ ტექსტში ნიშნის დენოტაციური (ცხადია ეს ტერმინი ლაიბნიცს არ ჰქონდა) ფუნქციის აღწერისას, ლაიბნიცი განსაკუთრებით გამოყოფს ნიშნის მიმართებას არა იმდენად საგანთან, რამდენადაც ცნებასთან. შესაძლოა ეს გამოვლენა იყოს იმისა, რომ ზემოთ აღწერილი ოთხადგილიანი სემანტიკისაგან განსხვავებით, ლაიბნიცი სამადგილიან სემანტიკას ემყარება. ამ სემანტიკაში გზამკვლევის ფუნქცია შეიძლება იტვირთოს ნიშნის კიდევ ერთმა, ამჯერად რამდენადმე განსხვავებულმა განსაზღვრებამ, რომელიც ხშირად მოჰყავთ კომენტატორებს:
,,ნიშანი (signum) არის ის, რასაც ჩვენ ახლა აღვიქვამთ და რაც მის გარდა ჩვენი საკუთარი ან სხვისი გამოცდილების საფუძველზე მთლიანად სხვასთან დაკავშირებულად გაიაზრება“.
ამ სამადგილიანი სემანტიკის ძირითადი ინსტრუმენტარიებია: სახელი (ნიშანი) ცნება (იდეა) საგანი. თანაც წმინდა დენოტაციურ დონეზე, კრიტერიალურ ფუნქციას ასრულებს ნიშნის და ცნების შესაძლებლობა (არაწინააღმდეგობრიობა) შეუძლებლობა (წინააღმდეგობრიობა) და არა ჭეშმარიტებასიყალბე, რომელიც პირველად საქმეში შემოდის მსჯელობასთან დაკავშირებით.
ლაიბნიცი თვლიდა, რომ ბუნებრივი სამეტყველო ენის ნიშნები საგნებთან მიმართებით სრულიად თვითნებურად არის დაკავშირებული. შემდგომში, ეტიმილოგიური ანალიზის საშუალებით მან გამოიკვლია სიტყვების ონომატოპოეტური გავრცელების სპეციფიკა, ერთ ენაზე მეზობელი ენების ზეგავლენის მიზეზები და ძალა და მივიდა დასკვნამდე, რომ ბუნებრივი ენების აღნიშვნები და ობიექტები, რომელთაც სინი აფიქსირებენ, არც თვითნებურია და არც აუცილებელი, არამედ ყოველთვის მოტივირებული.
მარიუს ნიზოლიუსის შრომის წინასწარსიტყვაობა ერთადერთია, რომელშიაც ლაიბნიცმა მეტნაკლებად კონცენტრირებული სახით გადმოსცა თავისი შეხედულებები ბუნებრივი ენების შესახებ. სწორედ ამ წინასიტყვაობაში აქებს ის გერმანული ენის ფილოსოფიურ შესაძლებლობებს, რომელსაც ის ამ მიზნით თითქმის არ იყენებდა. იგივე წინასიტყვაობაში ლაიბნიცი ბუნებრივი ენის ძირითად ამოცანას არა იმდენად ჭეშმარიტება სიყალბის გამოხატვასა და ძიებაში იაზრებს, რამდენადაც უფრო ჰერმენევტიკულ განზომილებაში. ბუნებრივი ენა, უპირველეს ყოვლისა, გაგების ინსტრუმენტია. შესაბამისად, მას ჩვენი იდეების ნათელყოფა ევალება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასურველი სიცხადე მიღწეული იქნება, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ენის ჭეშმარიტებასა და ელეგანტურობაზე. სიცხადე, ჭეშმარიტება და ელეგანტურობა ენის ნორმალური გამოყენების ძირითადი კრიტერიუმებია.
ტრადიციულად, სქოლასტიკა ენობრივ კვლევებში სიტყვების ანალიზს ანიჭებდა უპირატესობას. ცალკეული სიტყვების შესწავლის გვერდით ნაკლებად ვიპოვნით კონტექსტუალურ ანალიზს. ,,წინასიტყვაობაში“ ლაიბნიციც ძირითადად ამგვარ პოზიციაზე დგას, თუმცა კონტექსტუალური სემანტიკის ფენომენი საერთოდ მისთვის უცხო მოვლენა არ ყოფილა. იმის გამო, რომ აღნიშნულ ტექსტში აშკარაა სიტყვების იზოლირებული შესწავლის ტენდენცია, კვლევის ძირითადი საშუალება, რომელსაც ლაიბნიცი მხარს უჭერს, არის ეტიმოლოგიური ძიება. აქ სინტაქსს სათანადო ყურადღება არ ექცევა.
ფილოსოფოსების ენის მოუწესრიგებლობას იგი მხოლოდ იმით ხსნის, რომ ცოტა მათგანი თუ იყო გამორჩეული რიტორი. ლაიბნიცის ლექსიკური ანალიზი ორი ძირითადი წყაროთი სარგებლობს. ეს არის სიტყვების პირველადი მნიშვნელობები და მათი გამოყენების წესი. თავის მხრივ, პირველადი მნიშნვნელობების კვლევა სიტყვების ფესვების კვლევაზე დაიყვანება, რაც შემდეგ, ანალოგიით, გვიხსნის სიტყვის გამოყენებას განსხვავებულ სიტუაციაში. ,,ანალოგია“, თავის მხრივ, გაგებულია, როგორც სიტყვის ფესვის მიმართება წარმოებულ სიტყვასთან.
ბუნებრივი ენის ნიშნებისაგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესწილად მოწესრიგებულია, ჩაწერის ზუსტმა სისტემამ, ფიქრობდა ლაიბნიცი, მათემატიკაში დიდად განაპირობა ამ მეცნიერების პროგრესი. ლაიბნიცს მათემატიკა მეცნიერების იდეალად ჰქონდა წარმოდგენილი. ამ მხრივ, იგი უფრო ეპოქის სულისკვეთებას იზიარებდა და ეს განწყობები, მისი შრომების გარდა, კარგად ჩანს სხვა ავტორების, დეკარტეს და სპინოზას ნაწერებში. მათემატიკური მეცნიერების წარმატებები ლაიბნიცსაც აცდუნებდა ,,მათემატიკურად ეაზროვნა“ მათემატიკის გარეთ. ამის განხორციელებას განსაკუთრებით შეეცადა ის ლოგიკის სფეროში. დასაბუთების ექსპლიციტური ფორმების მათემატიკაში არსებობა, მისი ღრმა რწმენით, ამგვარი ექსტრაპოლაციის საშუალებას იძლეოდა. ნიშანთა სრულყოფილი თეორია, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო მეცნიერებათა მათემატიზაციის (ლაიბნიცის გაგებით, რა თქმა უნდა) გზაზე.
ნიშნის შემოთავაზებულ დახასიათებას ლაიბნიცის მიერ, გვინდა დაზუსტებისა და განმარტების სახით დავამატოთ პრინციპული განსხვავება, რომელიც არსებობს ნიშანს და სიმბოლოს შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მომავალში საქმე გვექნება მხოლოდ ნიშნებთან და არა სიმბოლოებთან. ნიშანი, როგორ დეფინიციასაც არ უნდა აძლევდეს მას ესა თუ ის ავტორი, იმ ობიექტთან მიმართებაში, რომელსც ის აღნიშნავს, ყოველთვის არის რაღაც სხვა მაშინ, როდესაც სიმბოლოსა და იმას შორის, რისი სიმბოლოც ის არის არ არსებობს პრინციპული განსხვავება.
![]() |
3.2 2. 2. სემანტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
სემანტიკა არის სემიოტიკის პირველი და ისტორიულად ყველაზე ადრე დამუშავებული ნაწილი. სემანტიკა სწავლობს ნიშანთა შინაარსობრივ მხარეს. სემანტიკა არკვევს ენობრივი ნიშნების შინაარსობრივ მხარეს. მისი ძირითადი კატეგრიაა ,,მნიშვნელობა”. სემანტიკის ბუნების გასაცნობად საჭიროდ მიგვაჩნია ენობრივი ნიშანი წარმოვადგინოთ სემანტიკურ ჭრილში და მისი ანალიზის საშუალებით გამოვკვეთოთ უმნიშვნელოვანესი სემანტიკური ერთეულები. ენობრივი ნიშნების ზემოთ მოცემული ფართო დახასიათების შინაარსისაგან განყენებით აქ შევთანხმდეთ, რომ ენობრივი ნიშანი არის სემანტიკური ანალიზის ბაზისური ერთეული დ ის არ უნდა გავიგოთ არც სიტყვის და, მით უფრი არც ცალკეული ასოს ანალოგიით. ზოგიერთ შემთხვევაში ენობრივი ნიშანი შეიძლება დაემთხვეს ცალკეულ სიტყვას, ზოგიერთ შემთხვევაში კი მთელ ფრაზას. ყველა შემთხვევაში ენობრივი ნიშანი იმგვარი სემანტიკური ერთეულია, რომლის შემდგომი აზრიანი დანაწევრება აღარ შეიძლება. ამგვარად გაგებული ენობრივი ნიშნიდა შეიძლება გამოიყოს შემდეგი ელემენტები: აღმნიშვნელი, აღსანიშნი და მნიშვნელობა. გავაანალიზოთ თითოეული ელემენტი ცალ-ცალკე.
ენობრივი ნიშნის აღმნიშვნელი მხარე (,,denoting” - აქედან ქართულ სიტყვათხმარებაში შეიძლება შეგვხვდეს - ,,დენოტატი”) ნიშნის მატერიალურ მხარეს წარმოადგენს. ენობრივი ნიშნები აუცილებლად მატერიალური სახით უნდა იყვნენ გამოხატულნი, რომ შესაძლებელი გახდეს მათი საშუალებით კომუნიკაცია. სხვა გზა ადამიანებს უბრალოდ არ გააჩნიათ (თუ, რა თქმა უნდა, იოგების მსგავს ტელეკომუნიკაციას, როდესაც მათი მტკიცებით შესაძლებელი ხდება მანძილზე რჩეულ ადამიანთა შორის აზრების უშუალო გაზიარება). აღმნიშვნელი შეიძლება იყოს დაწერილი, გამოთქმული, წაკითხული ან მოსმენილი. ყველა შემთხვევაში ფიგურირებს ნიშნის მატერიალური გარსი. აღმნიშვნელი არის ის, რაც წარმოადგენს ენობრივ ნიშანს და ახორციელებს ამა თუ იმ ობიექტის აღნიშვნას.
ნიშნის მეორე სტრუქტურული ელემენტია აღსანიშნი (,,designing” - აქედან ქართულ სიტყვათხმარებაში შეიძლება შეგვხვდეს - ,,დესიგნატი”). აღსანიშნი სხვა არაფერია, თუ არა ის ობიექტი, რომელსაც აღმნიშვნელი აღნიშნავს. ასეთი ობიექტი შეიძლება იყოს როგორც სინამდვილის საგანი, ასევე ჩვენი აზროვნების განყენებული ობიექტი. ენას უნარი ქვს ორივე შემთხვევაში წრმატებით განახორციელოს დენოტაცია. მიმართება აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის არ არის სიმეტრიული. უმეტეს შემთხვევებში, აღმნიშვნელი და აღსანიშნი ერთიერთზე ემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ არის განსხვავებული შემთხვევებიც, როგორც, მაგალითად, ,,დილის ვარსკვლავის”, ,,საღამოს ვარსკვლავის” და ,,ვენერას” შემთხვევაში. სამივე აღმნიშვნელს აქ ერთადერთი აღსანიშნი ციური სხეული აქვს.
და ბოლოს, ნიშნის მესამე სტრუქტურული ელემენტი არის მნიშვნელობა, ანუ ის წესი, რომლითაც აღმინშვნელი აღნიშნავს აღსანიშნს. შეგვიძლია ავიღოთ მნიშვნელობის სხვა დეფინიციაც. მის მიხედვით, მნიშვნელობა იქნება აღსანიშნის შესატყვისი იდეალური ობიექტი, რომელიც აღმნიშვნელის შინაარსეულ მხარეს წარმოადგენს.
ახლა წარმოდგენილი ენობრივი ნიშნის სემანტიკური სტრუქტურა სამელემენტიან ან სამფენოვან სემანტიკას გულისხმობს. სემანტიკა ამის გარდა შეიძლება იყოს ორელემენტიანი და ოთხელემენტიანი. ორელემენტიანი ან ორფენოვანია, მაგალითად, ყველა ბიჰევიორისტული სემანტიკა. შევჩერდეთ ამ საკითხზე რამდენადმე უფრო დაწვრილებით.
ბიჰევიორისტული ლინგვისტიკის უდიდესი წარმომადგენელი იყო ლეონარდ ბლუმ ფილდი, რომელმაც ამერიკულ ლინგვისტიკაში არა მხოლოდ დაამკვიდრა ანტიმენტალისტური განწყობები, არამედ თეორიულად დააფუძნა ანტიმენტალიზმი. ბიჰევიორიზმი როგორც მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში არის უკიდურესი ემპირიზმის გამოხატულება, რომელიც მოითხოვს ფსიქოლოგიის მეცნიერებიდან გავაძევოთ ყველა ის ფენომენი და ცნება, რომელიც კი არ ექვემდებარება ემპირულ დესკრიპციას. ასეთი ცნება ბიჰევიორიზმისათვის უპირველეს ყოვლისა არის ,,ფსიხეს”, ანუ სულის ცნება. სული, როგორც ძველი მეტაფიზიკური კატეგორია არ ექვემდებარება ვერიფიკაციას. ის რაც გვეძლევა გამოცდილებაში, არის არა სული, არამედ ადამიანის ქცევა, რომელიც შეიძლება აღიწეროს და გაიზომოს. აქედან, ბიჰევიორისტები მოითხოვენ ფსიქოლოგიის ქცევათმეცნიერებით შეცვლას. რაღაც მსგავსი რამ განახორციელა ბლუმფილდმა ენათმეცნიერებაში. მისი აზრით აქამდელი ენათმეცნიერებისათვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ენის მატერიალური მხარის გარდა იდეალურ მხარეზე საუბარი, საუბარი ე.წ. მნიშვნელობებზე და საზრისებზე, რომლებიც გაგებული იყო აზრისმიერ ფენომენებად. ბლუმფილდის მცდელობა ენიდან განედევნა იდეალური არაემპირიული მოვლენები, რომელიც თავის თავად ჩვენთვის მიუღებელია, არ არის მოკლებული ლოგიკურ თანმიმდევრულობას და არ ჟღერს აბსურდულად. მას არსად არ უთქვამს, რომ ადამიანებს არა აქვთ აზრები და რომ ჩვენი სულიერი სამყარო სრულიად მოკლებულია ყოველგვარ იდეალურს. თავისი პოზიციის განსამტკიცებლად, იგი იყენებს ე.წ. ,,ოკამის სამართებელის” არგუმენტს, რომელიც ენის კონტექსტში ამგვარად ჟღერს: თუ მე შემიძლია ორი ძირითადი პოსტულატიდან სტიმულრეაქციიდან და ბგერების გამოთქმიდან ავაგო ენის თეორია, რატომ უნდა გავაკეთო კიდევ ერთი დაშვება იდეალური მენტალური ობიექტების ხარჯზე. ყოველივე აქედან გამომდინარე, ბლუმფილდისა და მისი მიმდევარი ანტიმენტალისტების სემანტიკა ყოველთვის ორფენოვანია და გულისხმობს მხოლოდ აღმნიშვნელს (ბგერების კომპლექსი) და აღსანიშნს. რაც შეეხება მნიშვნელობას, როგორც აზრისმიერ ობიექტს, ამგვარი რამ ანტიმენტალისტებთან არ არსებობს და აქ მნიშვნელობა აღსანიშნს ემთხვევა.
ახლა განვიხილოთ ოთხფენოვანი სემანტიკის ნიმუშად ჰუსერლის ლინგვისტური დოქტრინა. ჰუსერლს შენარჩუნებული აქვს ყველა ის ელემენტი, რომელიც ჩვენსამფენოვან სემანტიკაში აღვწერეთ ერთი ნიუანსის დმატებით: ის ერთმანეთისაგან ასხვავებს ფსიქიკურს და იდეალურს. სამეტყველო პროცესში ჩართულია ორივე მათგანი, მაგრამ სხვადასხვანაირად. თუ მე ვამტკიცებ, რომ ,,მაგიდა თეთრია”, მაშინ ჩემს მიერ ენის გამოყენებას თან ახლავს გარკვეული ფსიქიკუი პროცესი, რომელიც მეტყველების მომენტში ავსებს ჩემი ბგერების შინაარსეულ მხარეს. მაგრამ მეტყველება შეუძლებელი იქნებოდა, გვარწმუნებს ჰუსერლი, მის გარდა, რომ არ არსებობდეს იდეალური ,,მაგიდობის” და ,,სითეთრის” მნიშვნელობებიც. ეს მნიშვნელობები ფსიქიკური პროცესებისაგან თავიანთი ზედროული, იდეალური ხასიათით განსხვავდებიან. ისინი არ არსებობენ დროში, რადგან წმინდა შესაძლებლობებს წარმოადგენენ და წარმოადგენენ შესაძლებლობას იმისა, რომ მე გამოვიყენო გამოთქმები ,,მაგიდა” და ,,თეთრი”. სერლი ერთმანეთისაგან განასხვავებს მნიშვნელობას და მნიშვნელადობას. ენობრივი ნიშანი მეტყველების პროცესში მნიშვნელადობს თავისი ფსიქოლოგიური მოდუსით, მაგრამ ის მნიშვნელადობს იდეალური მნიშვნელობის ხარჯზე, რომელიც განსაზღვრავს არა მის არსებობას, არამედ შესაძლებლობას.
ამრიგად, არსებობს ორფენოვანი, სამფენოვანი და ოთხფენოვანი სემანტიკები. განსხვავებები მათ შორის გამოწვეულია სხვდასხვა ზოგადთეორიული, ზოგ შემთხვევაში, სულაც ზოგადფილოსოფიური მიზეზებით და მათით დაინტერესება უფრო შესაბამისი მოტივაციით უნდა განისაზღვროს და არა იმგვარი განზრახულობებით, როგორიც ჩვენ გვაქვს სემანტიკის და ზოგადად ენობრივი ანალიზის მიმართ.
განსხვავებული სემანტიკური თეორიების უფრო სრული დხაიათებისათვის, ნება მომეცით განვიხილო განსხვავებული მნიშვნელობის თეორიებიც. ამასთან, აქ საქმე შეეხება საკუთრივ მნიშვნელობის ბუნების გაგებას, დამოუკიდებლად იმისაგან, თუ როგორ არის გაშლილი ენობრივი ნიშანი სემანტიკურ ჭრილში. ამ მითითების კვალად, შეგვიძლია გამოვყოთ, მნიშვნელობის რამდენიმე ტიპი:
1. ადრეული ვიტგენშტეინის მნიშვნელობის თეორია. ეს თეორია ახლოს დგას ასახვის დოქტრინასთან, თუმცა ინარჩუნებს სპეციფიკასაც. მნიშვნელობა მისთვის გაიგივებულია აღმნიშვნელთან შესატყვისობაშI მყოფ საგანთან;
2. მნიშვნელობის ფუნქციონალისტური თეორია, რომელიც გისნ ვიტგენშტეინს ეკუთვნის. ეს თეორია მიიჩნევს, რომ გამოთქმის მნიშვნელობა არის ენობრივი ნიშნის გამოყენების ტიპი, სახე, რომელიც განისაზღვრება სხვადასხვა თამაშის წესებით. წესების რაოდენობა ამ თეორიაში განუსაზღვრელად მიიჩნევა;
3. გრაისის მნიშვნელობის თეორია. ეს თეორია მნიშვნელობას სუბიექტის ინტენციებთან და განზრახვებთან აიგივებს. მნიშვნელობა არის მოლაპარაკის განზრახვა შეგვატყობინოს ესა და ეს. სწორედ ის ფაქტი, რომ მეტყველებას თან ახლავს ასეთი განზრახვა მოლაპარაკისა, გამოარჩევს მას ხმაურისაგან, ან სხვა ისეთი ფიზიკური მოვლენისაგან, რომელიც შეიძლება თავისთავად სულაც არ იყოს მოკლებული მნიშვნელობას;
4. ოსტონის მნიშვნელობის თეორია, რომელიც ენობრივ მნიშვნელობას გაიგებსენობრივი მოქმედების კონტექსტში. ოსტინმა შეინარჩუნა გვიანი ვიტგენშტეინის თეორიისათვის განმსაზღვრელი წესების ფენომენი, თუმცა წესების რაოდენობას საზღვარი დაუდო და ჩამოაყალიბა სულ ხუთი წესი;
5. სერლის მნიშვნელობის თეორია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას კლასიკურ კონცეპტუალიზმთან და არის რაღაც საშუალო ვიტჰენშტეინ/ოსტინის თეორიებსა და გრაისის დოქტრინას შორის. სერლის თეორიაში არსებული მნიშვნელობის განმსაზღვრელი წესები დაიყვანება ორი ტპის, რეგულატორულ და კონსტიტუციურ წესებზე;
6. და ბოლოს, მნიშვნელობის ჰუსერლისეული დოქტრინა, რომელიც ცალსახად აფუძნებს მნიშვნელობების ობიექტურობას, მაგრამ ამას აკეთებს თავისებური პლატონიზმის ხარჯზე. ვისთვისაც მიუღებელია პლატონის იდეების თეორია, მისთვის მიუღებელი უნდა იყოს ჰუსერლის მნიშვნელობის თეორიაც.
მას შემდეგ, რაც გავატარეთ განსხვავება ძირითად სემანტიკურ ელემენტებს შორის, შეგვიძლია გადავიდეთ მათ ენობრივ ადეკვაციებზე. კონკრეტულად რა ენობრივი საშუალებები გვაქვს დენოტაციის განსახორციელებლად? რასელის დესკრიპციის თეორია მიგვითითებს ორ ძირითად ენობრივ საშუალებაზე. ეს არის საკუთარი სახელები და დესკრიპციული ფრაზები. მათ შორის განსხვავება გამომდინარეობს რასელის მიერ გატარებული განსხვავებიდან შემეცნების ორ სახეს - ნაცნობობით შემეცნებასა და აღწერით შემეცნებას - შორის. საკუთარი სახელი ფუნქციონირებს უშუალო შემეცნების შემთხვევაში. ,,დავითი”, ,,პარიზი”, ,,ჩინეთი” საკუთარი სახელებია და იმისათვის, რომ მათ თავიანთი ფუნქცია წარმატებით განახორციელონ საკმარისია ჩვენი უშუალო წარმოდგენა შესაბამის ობიექტებზე. მისგან განსხვავებით, დესკრიპციული ფრაზები აღწერითი ცოდნის ენობრივი სახეებია. იმისათვის, რომ დესკრიპციულმა ფრაზამ მიზანს მიაღწიოს, მან უნდა მიაწეროს მისთვის საინტერესო მოვლენას ან საგანს იმგვარი გამორჩეული თვისება, რომელიც საკმარისი იქნებოდა ამ საგნის ან მოვლენის უსასრულო სიმრავლიდან გამოსაყოფად. ზემოთ მოყვანილი ციური სხეულის აღმნიშვნელი ფრაზები ახლახანს აღწერილი ვითარების გამოხატულებას წარმოადგენენ. ,,ვენერა”, რა თქმა უნდა, საკუთარი სახელია, რომელიც შესაბამისი ვარსკვლავზე უშუალო წარმოდგენას საჭიროებს. იგივე ობიექტი აღინიშნება კიდევ ორი დესკრიპციული ფრაზით, რომელთაგან ერთი გვარწმუნებს, რომ ეს ერთადერთი ვარსკვლავია, რომელიც დილით შევიძლია დავინახოთ, ხოლო მეორე იგივე ვარსკვლავს საღამოს გამოჩენის მსგავს ნიშანს მიაწერს.
თემის ამოწურვამდე, მინდა გავიხსენო დისკუსია, რომელიც ფრეგესა და რასელის მიმდევრებს შორის არსებობდა დესკრიპციულ ფრაზებთან და საკუთარ სახელებთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ რასელისაგან განსხვავებით, ფრეგე უარყოფდა საკუთარი სახელების დამოუკიდებელ ხასიათს. ის მიიჩნევდა, რომ ყოველი საკუთარი სახელი ფარული დესკრიპციული ფრაზაა. მაგალითად, თუ ჩვენ გამოვიყენებთ, საკუთარ სახელს ,,არისტოტელეს”, გვარწმუნებდა ფრეგე, ამ ფრაზას დამოუკიდებელი მნიშვნელობა კი არ ჰქონდა, არამედ მხოლოდ საშუალება იყო იმისათვის, რომ ჩვენთვის მოეგონებინა რომელიმე დესკრიპციული ფრაზა, ვთქვათ ,,ლოგიკის შემქმნელი” ან ,,ალექსანდრე დიდის მასწავლებელი”, რომლებიც რეალურად იგულისხმებიან მოცემული საკუთარი სახელის ქვეშ. ფრეგეს ეს პოზიცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელობას მოკლებული როდია, მაგრამ ის წარმოადგენს უფრო ფართო თვალსაზრისის დაკონკრეტებას, რომლის ანალიზიც სცილდება ჩვენი ინტერესის მიზნებს.
![]() |
3.3 2. 3. სინტაქსი |
▲ზევით დაბრუნება |
სინტაქსური ხასიათის შტუდიები თავდაპირველად ახალ დროში უნივერსალური ენის კვლევის კონტექსტში განვითარდა. რაც შეეხება ანტიკური პერიოდის ენობრივ და ლოგიკურ შტუდიებს სინტაქსი ენობრივ სეგმენტებს შორის ყველაზე სუსტად წარმოდგენილი სფერო იყო. არსებობდა რამდენიმე მიზეზი იმისა, რამაც XVII საუკუნის მკვლევრების დაინტერესება გამოიწვია უნივერსალური ენით. პირველ მიზეზად ასახელებენ მეცნიერების, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებას, რასაც თან სდევდა ლათინური ენის ნაცვლედ ნაციონალური სამეცნიერონ ენების ინტენსიური გამოყენება კვლევებში. ამგვარმა ვითარებამ წამოჭრა ინტერნაციონალური კომუნიკაციის პრობლემა, რადგან დაცემის გზაზე დამდგარი ლათინური ვეღარ ასრულებდა იმ ენის ფუნქციას, რომელსაც გამოიყენებდა სამეცნიერო საზოგადოება როგორც ურთიერთკონტაქტებისათვის, ასევე შრომების ყველა ევროპელი ინტელეტქუალისათვის გასაგებ ენაზე გამოსაქვეყნებლად. მეორე მიზეზი ახალი დროის რაციონალიზმის ზეგავლენას უნდა მივაწეროთ. რამდენადაც ადამიანის გონება მიჩნეული იყო მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობებისათვის იგივეობრივ ინსტრუმენტად. აქედან დგებოდა მისი ადექვატური და, რაც მთავარია, სხვადასხვა ადამიანისათვის იდენტური გამოხატვის საშუალების, რაციონალური ენის რეკონსტრუქციის მოთხოვნა. და ბოლოს, მესამე მიზეზად, უფრო რელიგიურმორალური ხასიათის მოტივებს ასახელებენ. კერძოდ, როგორც ამის შესახებ წინა თავის ბოლო პარაგრაფში ვისაუბრეთ, უნდა აღმდგარიყო ე.წ. ადამის ენა, ენა რომელზედაც ადამი და ღმერთი საუბრობდნენ და რომელიც დავიწყებული იქნა ცოდვილი ადამიანის მორალური დეგრადაციის შედეგად.
აღნიშნულ სამ მიზეზს, თუმცა არა იზომორფულად, შეგვიძლია შევუსაბამოთ ამ ამოცანს გადაჭრის სამი მიმართულება, რომელიც თანდათან გამოიკვეთა ევროპელი სწავლულების საქმიანობაში:
(1) პირველი მიმართულება მიზნად ისახავდა ჩაწერის უნივერსალური სისტემის შემოღებას. იდეის მიხედვით, ქარაქტერებს (წარმოდგენილებს, თუნდაც როგორც ციფრობრივ აღნიშვნებს) უნდა გამოესახათ როგორც რეალური ობიექტები, ასევე ადამიანის აზრები ამ ობიექტების შესახებ. ამასთან, ქარაქტერებს უნდა შეედგინათ არა ახალი ენობრივი სისტემა, არამედ მხოლოდ მათი ჩაწერის ახალი სახე, რომელიც მისი უნივერსალიზმის წყალობით წაკითხვადი იქნებოდა ყველა ნაციონალურ ენაზე. ამგვარ პროექტს საფუძვლად ედო თვალსაზრისი, რომელიც ენობრივ სიმბოლოებს რეალური საგნების ანალოგიით განიხილავდა.
(2) სხვა პროექტი უკვე ახალი ენის კონსტიტუირებას ისახავდა მიზნად. ეს ენა უნდა გამხდარიყო რაღაც ესპერანტოს მსგავსი, მთელი თანმხლები ატრიბუტებით. ამ ენის შემუშავებისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული ევროპული ბუნებრივი ენების სტრუქტურა, რომელიც გარკვეული მოდელის როლს შესარულებდა ახალი ენის კონსტრუირების პროცესში.
(3) კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ფილოსოფოსების და ლინგვისტების გამორჩეული ყურადღების საგანი გახდა გამორჩეული ყურადღების საგანი გახდა, ლიტერატურაში ცნობილია ,,ფილოსოფიური ენის“ სახელწოდებით. ეს პროექტი თავის მრავალრიცხოვან ვარიაციებში გულისხმობდა რეალობის მეცნიერულ გააზრებას და დაფიქსირებას, ობიექტების კლასიფიკაციას და რეპრეზენტაციას იკონური სახის გამოთქმებში, რომლებიც, თავის მხრივ, რაოდენობრივად შესაბამისობაში მოვიდოდნენ ცნებების რაოდენობასთან. ამავე დროს, გამოთქმებს უნდა გამოეხატათ თვისებები და დაეფიქსირებინათ ცნებაობიექტების ადგილი ენის იერარქიაში.
აღწერილი ტიპის ენის ყველაზე უფრო სრულყოფილი მოდელები შეიმუშავეს ინგლისელმა სწავლულებმა, ჯორჯ დალგარნომ (1661) და ჯონ უილკინსმა (1668). მათი პროექტები შეიცავდა სინტაქსის თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო, ე.წ. ფილოსოფიური გრამატიკის აღწერასაც, რომელშიაც წინადადებების სტრუქტურა აზრის სტრუქტურასთან იყო იდენტიფიცირებული. უნდა ითქვას, რომ ფილოსოფიური გრამატიკის კვლევა მეცნიერთა ნაწილობრივ დამოუკიდებელი ინტერესის საგანი იყო და ის ავტომატურად არ გულისხმობდა მასთან ერთად უნივერსალური ენის კონსტრუირებას. ასეთი იყო, მაგალითად ანტონინ არნოს და კლოდ ლანსელოტის გამოკვლევები, რომლებიც მხოლოდ გრამატიკული პრობლემებით შემოიზღუდებოდნენ და არ ცდილობდნენ ზოგადად უნივერსალური ენის აგებას.
სინტაქსური სტრუქტურების შესწავლა შედარებით გვიან განვითარდა სემიოტიკაში, მაგრამ თავისი მნიშვნელობით მან მალე დაიმკვიდრა ადგილი და აღიარება. სტრუქტურების მნიშვნელობის ცხად გაცნობიერებას უკვე ცალსახად ვაფიქსირებთ ვიტგენშტაინის ,,ლოგიკურფილოსოფიურ ტრაქტატში”, სადაც სინტაქსურ წარმოდგენილი ერთეული, წინადადება იმგვარადაა გააზრებული, რომ მისი შემდგომი დანაწილება და დაშლა შეიძლებლადაა გამოცხადებული. ელემენტარული წინადადების ეს თვისება ანალიტიკურ ლიტერატურაში ხშიარდ ცნობილია ლოგიკური ატომიზმის სახელით. ლოგიკური ატომიზმი გულისხმობს ისეთი ენობრივი ატომების, ერთეულების არსებობას, რომლის შემდგომი ანალიზი შეუძლებელია და რომლებიც აღარ იშლებიან უფრო მარტივ დამოუკიდებელ ერთეულებად. ვიტგენშაინის ,,ტრაქტატში” ვკითხულობთ:
,,2.01. ატომარული ფაქტი არის ობიექტების შეერთება
2.011. საგნისათვის მნიშვნელოვანია ის, რომ იგი შეიძლება იყოს ატომარუილ ფაქტის შემადგენელი ნაწილი.
2.0122. საგანი დამოუკიდებელია, რამდენადაც მას შეუძლია არსებობა ყველა შესაძლო გარემოებებში, მაგრამ დამოუკიდებლობის ეს ფორმა არის მისი ატომარულ ფაქტთან კაბშირის, ატომარულ ფაქტზე დამოკიდებულების ფორმა. (შეუძლებელია სიტყვები არსებობდნენ ორი სახით დამოუკიდებლად და წინადადებებში).”
ვიტგენშტეინის ამ ახსნაგანმარტებებიდან ცხადი ხდება, რომ ატომარული ფაქტი, რომელიც ელემენტარული წინადადებაა, რა თქმა უნდა, შინაგანად დიფერენცირებულია და ჩვენს მიერ აქამდე განხილული ენობრივი ნიშნებისაგან შედგება. ერთადერთი, ამორჩეული, რასაც ვიტგენშტანი ამტკიცებს ის გახლავთ, რომ რომ ენობრივი ნიშნები ყოველთვის წინადადებებშია გაერთიანებული და მათ ვერ მოვიაზრებთ ამ წინადადებებისაგან დამოუკიდებელი წესით. თავის მხრივ კი ეს ელემენტარული წინადადებები არაანალიზებადია.
ამრიგად, სინტაქსის ძირითადი ენობრივი ერთეული არის წინადადება. სემანტიკისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ მნიშვნელობების ირგვლივ ტრიალებდა, სინტაქსურ დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ საზრისის შესახებ, რომელიც წინადადების შინაარსობრივი ეკვივალენტია. მხოლოდ წინადადებებს აქვთ საზრისი მაშინ, როდესაც სიტყვებს მნიშვნელობები გააჩნიათ. სინტაქსი შეიძლება განისაზღვროს იმ წესების შემსწავლელ დისციპლინად, რომელიც არკევს თუ რა სახის რელაციები არსებობს წინადადებაში ენობრივ ნიშნებს შორის.
რა შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინადადებას აქვს საზრისი? იმისათვის რომ წინადადებას საზრისი ჰქონდეს უნდა დაკმაყოფილებული იყოს ორი ძირითადი პირობა (ა) წინადადებაში შემავალი ყველა ენობრივი ნიშანი უნდა იყოს მნიშვნელობის მქონე და (ბ) ეს ენობრივი ნიშნები უნდა დაკავშრებული იყოს იმ წესების შესაბამისად, რომელსაც ადგენს მოცემული ენის სინტაქსი.
და ბოლოს, შევეხოთ საკითხს წინადადებების ჭეშმარიტების და საზრისიანობის მიმართების თაობაზე. არის თუ არა ენობრივი ანალიზი წინადადების საზრისიანობის გარანტია, ან შეუძლია თუ არა ანალიზის პრაქტიკას დაგვარწმუნოს წინადადების ჭეშმარიტებაში? რა მიმართებაა წინადადების საზრისიანობასა და მის ჭეშმარიტებას შორის?
იქედან რაც ფაქტის და გონების ჭეშმარიტებების ლაინბიცის დოქტრინაზე ითქვა, გასაგები ხდება, რომ ანალიზის პრაქტიკა მხოლოდ ანალიტიკური წინადადებების ჭეშმარიტებაში თუ დაგვარწმუნებს (სხვათა შორის მსგავსია ვიტგენშტეინის პოზიციაც). რაც შეეხება სინთეზურ ანუ ემპირიულ წინადადებებს, აქ მხოლოდ ანალიზი ჭეშმარიტების გარანტიას ვერ მოგვცემს, რადგან საკუთრივ მსჯელობის შინაარსი სცილდება წმინდა ცნებით დონეს და იმგვარი მომენტებით ივსება, რომლების გამოცლილებიდან მომდინარეობს. ამიტომ, ემპირიული წინადადების ჭეშმარიტება ემპირიული გზით უნდა დადგუნდეს, რა მიზნითაც ჩვეულებრივ ვერიფიკაცია გამოიყენება. ვერიფიკაციამდე ანალიზს შეუძლია დაგვარწმუნოს ემპირიული წინადადების ჭეშმარიტების პირობის რეალიზაციაში. ხოლო ემპირიული წინადადების ჭეშმარიტების პირობა კი მისი საზრისიანობაა. სწორედ ეს არის პასუხი კითხვაზე, რა მიმართებაა წინადადების საზრისიანობასა და ჭეშმარიტებას შორის. იმისათვის, რომ წინადადება ჭეშმარიტი იყოს, ჯერ მისი საზრისიანობაში უნდა დავრწმუნდეთ. წინადადების საზრისიანობა მისი ჭეშმარიტების პირობაა.
![]() |
3.4 2. 4. პრაგმატიკა |
▲ზევით დაბრუნება |
პრაგმატიკა როგორც სემიოტიკის ნაწილი კიდევ უფრო გვიან განვითარდა, ვიდრე სინტაქსი. მიუხედავად ცალკეულ ავტორთა მნიშვნელოვანი წვლილისა პრაგმატიკის სფეროში, სემიოტიკის ეს სფერო ყველაზე უფრო სისტემატიზირებული სახით დამუშავებული ჰქონდა ზემოთ ხსენებულ მორისს აღნიშნულ სტატიაში. ტერმინი ,,პრაგმატიკა” მორისმა შეომოიტანა პრაგმატიზმთან ახლო ასოციაციით, თუმცა პრაგმატიკასა და პრაგმატიზმს შორის არავითარი უშუალო კავშირი არ არსებობს.
პრაგმატიკა სწავლობს ენობრივი ნიშნების გამომყენებელთან დამოკიდებულებას. პრაგმატიკას აინტერესებს, თუ როგორ იყენებს ადამიანი ნიშნებს, რა ძალისხმევას ახმარს ის მას. პრაგმატიკული ელემენტის შემოტანამ სემიოტიკურ კვლევებში მნიშვნელოვნად შეცვალა წინადადების სზრისის გაგება. თუ აქამდე სემანტიკური და სინტაქსური სტრუქტურები თვითკმარად ითვლებოდა, პრაგმატიკული განზომილების კვლევებში შემოსვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ აუცილებელია პრაგმატიკული ფენომენის გათვალისწინებაც. ამგვარი ტრანსფორმაცია ნათლად აისახა ვიტგენშტაინის კვლევებში. თუ ,,ლოგიკურფილოსოფიურ ტრაქტატში” ის აიგივებდა აღსანიშნსა და მნიშვნელობას (და, მაშასადამე იდგა ორფენოვანი სემანტიკის პოზიციაზე), გვიანდელ ,,ფილოსოფიურ გამოკვლევებში” მნიშვნელობას განსაზღვრავდა, როგორც ენობრივი ნიშნის, უკვე გამოთქმის გამოყენების წესს. იგივე მიხედვით, ენობრივი ნიშნების გამოყენების წესების რაოდენობა ძალზე დიდია და შესაბამისად ამ თვალსაზრისისა, ვიტგენშტაინს არც უცდია ამ წესების კლასიფიკაცია. სამაგიეროდ ეს განახორციელა მისმა მიმდევარმა, ამერიკელმა ლინგვისტმა, სერლმა, რომელმაც მოახდინა წესების რედუცირება ორ მთავარ ნაირსახეობაზე. ეს წესებია რეგულატორული და კონსტიტუციური წესები. რა განსხვავებაა მათ შორის? რეგულატორული წესი ნიშანთა მოწესრიგება დალაგებას ცდილობს. ეს წესები შეგვიძლია შევადაროთ ქუჩაში მოძრაობის წესებს. არსებითია ის ფაქტი, რომ მოძრაობის წესების არ არსებობა ვერ მოსპობს თავად მოძრაობას. თუ წესები არ იარსებებს, იარსებებს მოძრაოობა, თუმცა მოუწესრიგებელი და ქაოტური, სახიფათო სახით. ამისაგან განსხვავებით კონსტიტუციური წესები არა მხოლოდ აწესრიგებს მოვლენას, არამედ ის ამ მოვლენის და მოვლენის საზრისის კონსტრუირებას ახდენს. კონსტიტუციური წესების ნიმუშად სერლი ასახელებს თამაშის წესებს. თამაში (აქ ლაპარაკია game-ზე და არა play-ზე), შეიძლება განისაზღვროს გარკვეული წესების შესაბამისად განხორციელებულ მოქმედებად. წესები თამაშში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. სწორედ, ამიტომ ცდილობდა გვიანი ვიტგენშტაინი ენობრივი აქტივობა აღეწერა თამაშის ტერმინებით.
ალბათ, არ გადავუხვევთ თემიდან, თუ აღვნიშნავთ, რომ ენის ამგვარი გაგებით ვიტგენშტაინმა მნიშვნელოვნად შეცვალა ენის ფუნქციების ტრადიციული გაგება. ჩვეულებრივ ითვლებოდა, რომ ენას გააჩნია სამი ძირითადი ფუნქცია: კომუნიკაციური, ექსპრესიული და დესიგნატიური. ენის საშუალებით ადამიანები ან ურთიერთობენ ერთმანეთთან, ან გამოხატავენ თავის თავს, ან აღნიშნავენ რაღაცას. მას შემდეგ, რაც ენობრივ აქტივობას პრაგმატიკული ინტერპრეტაცია მიეცა, ვიტგენშტაინმა გაზარდა ენის ფუნქციები. ,,ფილოსოფიურ გამოკვლევებში” ის წერდა: ,,ტერმინმა” ,,ენობრივმა თამაშმა” აქ უნდა გამოკვეთოს, რომ ენაზე ლაპარაკი საქმიანობის ან სიცოცხლის ფორმის ნაწილია. ამ და სხვა მაგალითებზე დაყრდნობით წარმოიდგინე ენობრივი თამაშების მრავალფეროვნება:
- ბრძანება და ბრძანების მიხედვით მოქმედება
- საგნის აღწერა მისი გარეგნული სახის ან ზომენის მიხედვითსაგნის დამზადება ნახაზის მიხედვით
- მოვლენის შეტყობინება
- მოვლენის შესახებ ვარაუდის გამოთქმა
- ჰიპოთეზის წამოყენება და შემოწმება
- ექსპერიმენტის შედეგების წარმოდგენა ცხრილების და დიაგრემების მეშვეობით
- მოთხრობის მოფიქრება და წაკითხვა
- თეატრში თამაში
- საფერხულო სიმღერების მღერა
- გამოცანების გამოცნობა
- ხუმრობა; ანეკდოტების მოყოლა
- ამოცანის ამოხსნა
- თარგმნა
- თხოვნა, მადლობის თქმა, დაწყევლა, მისალმება, ლოცვა.”
ცხადია, რომ ენობრივი აქტიობის ამგვარი წარმოდგენის შემდეგ, ძნელია ვილაპარაკოთ, რომ ენას სამი ძირითადი ფუნქცია გააჩნია. არანაკლებ ძნელი იქნება, თუ ვეცდებით ენის ფუნქციების მკაცრად რეგლამენტაციასაც. თავად ვიტგენშტაინი დარწმუნებული იყო, რომ ენის ფუნქციები უსასრულოდ შეგვიძლია აღვწეროთ.
თუ სემანტიკია ძირითადი ენობრივი ელემენტი არის ენიბრივი ნიშანი ან ტერმინი, ხოლო სინტაქსისა კი წინადადება, პრაგმატიკის ძირითადი სამუშაო ცნება არის გამოთქმა. გამოთქმის სპეციფიკა ისაა, რომ ის არის არა იმდენად წერილის, არამედ მეყტველების პრიმატით განსაზღვრული ერთეული.
პრაგმატიკის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა კონტექსტი. არსებობს კონტექსტის ორი ნაირსახეობა ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური. ერთიც და მეორეც საზრისის დეტერმინაციას ახორციელებს, ოღონდ სხვადასხვაგვარად. ექსტრალინგვისტური კონტექსტი ითვალისწინებს მოლაპარაკის სოციალურ სტატუსს, მის კმპეტენციას, ვითარებას რომელშიაც გამოიყენება ენა, კონკრეტული ვითარების განმსაზღვრელ სხვადასხვა პარამეტრებს და ა.შ.
რაც შეეხება ლინგისტურ კონტექსტს, ის ახორციელებს კონკრეტული გამოთქმის დეტერმინაციას ყველაფერი იმის საფუძველზე, რაც მანმადე ითქვა თენის შესახებ და გარდა ამისა, ყველაფერი იმითაც რის თქმასაც მოლაპარაკე აპირებს გამოთქმის შემდეგ თემის ირგვლივ.
პრაგმატიკული განზომილების კვლევის პროცესში სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება დაეთმო იმგვარი ფენომენის შესწავლას, როგორიცაა განზრახვა ანუ ინტენციონალობა. ეს უკანასკნელი ჩვენი შემდგომი გადმოცემის ძირითადი ობიექტია, ამიტომ მას დამოუკიდებელ თემას მივუძღვნით.
![]() |
4 3.მოლაპარაკის განზრახვა და მოლაპარაკის სიტყვების საზრისი მეტყველებაში. |
▲ზევით დაბრუნება |
ვიდრე მეტყეველების სტრუქტურას გადმოვცემდე, მინდა შემოვიტანო ერთი მნიშვნელოვანი ცნება, რომელიც გაგვიიოლებს შემდგომში მასალის გამოცემას. ეს ცნება გახლავთ პერფორმატიული გამოთქმის ცნება. ტერმინი პერფორმატივი, პირველად მეცნიერებაში შემოიტანა ინგლისელმა ფილოსოფოსმა ოსტინმა. პერფორმატიული გამოთქმა ანუ პერფორმატივი იმგვარი ენობრივი აქტიობის ფორმაა, რომელიც გამოთქმა/მოქმედებას წარმოადგენს. რა აზრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პერფორმატივები გამოთქმა მოქმედებებია? გარკვეული აზრით, ყოველგვარი ენობრივი აქტივობა ხომ მოქმედების, კონკრეტულად ენობრივი მოქმედების ნაირსახეობას წარმოადგენს? პერფორმატივები გამოთქმა/მოქმედებებია არა ასე ვათქვათ რაიმე მეტაფორული აზრით, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით. ამის გასაგებად ოსტინი გვთავაზობს ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ კონსტატივები და პერფორმატივები. კონსტატიური გამოთქმის მაგალითია ,,რომი მდებარეობს ტიბრზე”, ხოლო პერფორმატივისა კი ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოთქმული ,,ჩვენ ვცნობთ ამას და ამას დამნაშავედ”. განსხვავება ამ ორი ტიპის წინადადებებს შორის აშკარაა. კონსტატივები რაიმე ვითარების აღწერებს წარმოადგენენ, ხოლო პერფორმატივები კი კონკრეტული მოქმედების განხორციელებას. მართლაც, ამ უკანასკნელი გამოთქმის შემთხვევვაში პირი, რომელიც მანმადე მხოლოდ ეჭვმიტანილის სტატუსით სარგებლობდა, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით იქცა დამნაშავედ.
პერფორმატივებისა და კონსტატივების მოყვანილი განსხვავებიდან გამომდინარეობს მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი განსხვავება. ოსტინი საყვედურობს წინამორბედ ლოგიკოსებს ამ განსხვავებაზე ყურადღების გაუმახვილებლობას. კერძოდ, ოსტინის აზრით, მხოლოდ კონსტატივები ხასიათდებიან ჭეშმარიტებასიყალბის ნიშნებით მაშინ, როდესაც პერფორმატიული გამოთქმები შეიძლება დახასიათდეს წარმატებაწარუმატებლობით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, რომელიც პერფორმატივებს ახლავს, არის მათი ფარული და ღია ხასიათი. ავიღოთ წინადადება ,,დაკეტე კარები”. ეს პერფორმატიული გამოთქმა შეიძლება სწორედ ამ ფორმით შეგვხვდეს წინადადებაში, მაგრამ ის არასდროს არ არის ნეიტრალური. მოცემული სახით წარმოდგენილი პერფორმატივი ფარულია და ის რეალურად შეიძლება წარმოადგენდეს ან ბრძანებას, ან თხოვნას, ან მოთხოვნას, ან სულაც ვედრებას. თუ მოცემული წინადადების ნაცვლად მე ვიტყოდი ,,მე მოვითხოვ დახურო კარები” მაშინ საქმე გვექნება ექსპლიციტურ პერფორმატივთან. ოსტინმა მთელი რიგი პროცედურები შემოიღო იმისათვის, რომ მოსახერხებელი ყოფილიყო ფარული პერფორმატივის ექსპლიკაცია.
კიდევ ერთი ცნება, რომელიც სამეყტყველო მოქმედების გასაგებად გვჭირდება არის ,,რეფერენცია”. ტერმინი რეფერენცია მოდის ინგლისურენოვანი გამოთქმიდან ,,to referto”, რაც ,,შესაბამისობაში ყოფნას”, ,,შესტყვისობას”, ,,შეთანადებას” გულისხმობს. რეფერენცია გულისხმობს ენობრივი გამოსახულების შესატყვისობას შესაბამის ობიექტთან. ამ ტერმინის შემოტანა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს, რომ აღმნიშვნელის ცნება ვერ ფარავს ენობრივი საშუალებების ობიექტებთან შესაბამისობის ყველა შემთხვევას. კერძოდ, აღმნიშვნელი ფრაზის ძირითადი ფუნქცია მნიშვნელობის მატერიალური გამოსახვაა, ხოლო რეფერენცია არკვევს იმას, მოდის თუ არა ეს ფრაზა ან მნიშვნელობა შესაბამისობაში, გნებავთ ვუწოდოთ, შეხებაში იმ ობიექტთან რომელზედაც ის არის გამიზნული. ავიღოთ ასეთი გამოთქმა: ,,საფრანგეთის თანამედროვე მეფე მელოტია”. ეს წინადადება შეიძლება მრავალმხრივ გავაანალიზოთ. მაგრამ თუ მისი რეფერენტულობით დავინტერესდებით, უნდა განვაცხადოთ, რომ ის ,,ცარიელი გამოთქმაა” რადგან არ ხორციელდება რეფერენცია წინადადებასა და შესაბამის ობიექტს შორის. რეფერენციის მნიშვნელობა ენობრივი ანალიზისათვის, რა თქმა უნდა არ შემოიზღუდება მხოლოდ ამ და მსგავსი შემთხვევებით, მაგრამ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ წარმოდგენილ მაგალითზე და ტექსტზე მუშაობისას მუდმივად მხედველობაში ვიქონიოთ ფრაზების ,,სავსეობა/სიცარიელე”, რომლის დადგენაც რეფერენციის საშუალებითაა შესაძლებელი.
![]() |
4.1 3. 1. სამეტყველო მოქმედება და მისი ელემენტები |
▲ზევით დაბრუნება |
ამრიგად, მეტყველების, უფრო ზოგადად ენის ფუნქციები ძალზე დიდია. ამ ფუნქციებს შორის ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ კონსტატიურ და პერფორმატიულ გამოთქმებზე და დავაფიქსირეთ მათ შორის განსხვავება. კონსტატივების თაობაზე, რომლებიც ჭეშმარიტება/სიყალბის ნიშნებით ხასიათდებიან ჩვენ საკმარისი ინფორმაცია გვაქვს. უფრო საინტერესოა პერფორმატიული გამოთქმები, რომელთა პირველი მონახაზი წარმოდგენილი იყო ოსტინის შეხედულებათა გადმოცემით. ჯერ კიდევ თავად ოსტინმა სცადა პერფორმატული გამოთქმები სხვა ტერმინებში აღეწერა, რადგან პერფორმატივი და მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია ვერ იტევს ყველა საჭირო ნიუანსს. სამეტყველო მოქმედების სტრუქტურა წარმოდგენილი იქნება არა ოსტინის, არამედ სერლის თეორიის მიხედვით. საქმე ისაა, რომ ოსტინის სტრუქტურა უფრო სამუშაო ვარიანტი იყო, რომელიც მას წიგნად გამოსაცემად არ მოუმზადებია. ამ სტრუქტურას, რა თქმა უნდა, ახლდა რიგი გაუმართავი ელემენტები, რომლებიც შემდეგ სერლის ინტერპრატაციის საგანი გახდა. ოსტინის სამეტყველო მოქმედება გულისხმობდა შემდეგ ელემენტებს:
1. ლოკუციური აქტი - ეს არის მეტყველების აქტი;
2. ილოკუციური აქტი - მეტყველებით განხორციელებული მოქმედება (პერფორმატივის ანალოგია);
3. პერლოკუციური აქტი - მსმენელზე განხორციელებული ეფექტი;
სერლმა სამეტყველო აქტის სტრუქტურა წარმოადგინა შემდეგი სახეცვლილი ფორმით:
1. გამოთქმა/მოქმედება = სიტყვების (წინადადებების) გამოთქმა;
2. პროპოზიციული აქტი, მოქმედება = რეფერენცის და პრედიკაციის განხორციელება;
3. ილოკუციური აქტი = დადგენა, ბრძანება, შეკითხვა, შეპირება და ა.შ.
წარმოდეგნილ ელემენტებს შორის სერლი ხედავს შემდეგი სახის მიმართებას: მიუხედავად იმისა, რომ სამეტყველო მოქმედების ელემენტები წარმოდგენილ სტრუქტურაში დამოუკიდებლად არიან წარმოდგენილნი, რელური მეტყველებისას ისინი ერთად ხორციელდება. ერთდროულობა აქ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ილოკუციური აქტი, რომელიც ყველაზე უფრო რთულია განხორციელებისას იქვემდებარებს დანარჩენ აქტებს. თავის მხრივ, ეს ნიშნავს აქტებს შორის გარკვეული სუბორდინაციის არსებობას. თუმცა, ამით ხელი არ ეშლება აქტების ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოდგენას. ანუ სხვადასხვა ილოკუციურ აქტს შეიძლება ერთი და იგივე პროპოზიციული აქტი შეესაბამებოდეს და პირიქით, ერთი და იგივე ილოკუციური ძალით გამოითქვას ერთი და იგივე პროპოზიცია. სავსებით შესაძლებელია გამოთქმითი აქტის აბსტრაქციაში დამოუკიდებელი სახით წარმოდგენა, თუ დავუშვებთ, რომ მისი განხორციელებისას იმავე დროს არ ხორციელდება არც პრედიკაცია და არც რეფერენცია.
განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ილოკუცია და პრედიკაცია. ილოკუციური აქტის გრამატიკული ფორმა მთელი წინადადებაა, თუმდაც ის მხოლოდ ერთი სიტყვისაგან შედგებოდეს. პროპოზიციული აქტისათვის კი საჭიროა არა მთელი წინადადება, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი. კერძოდ, პრედიკაციისათვის გრამატიკული პრედიკატი, ხოლო რეფერენციისათვის საკუთარი სახელი, არსებითი სახელი ან მათი შემცვლელი საშუალებები. რამდენადაც პროპოზიციული აქტი ყოველთვის წინადადების რაღაც ნაწილით ხორციელდება, გსაგებია, რომ ის ვერ განხორციელდება ილოკუციური აქტისაგან დამოუკიდებლად. სხვაგვარად ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია გამოვთქვათ პროპოზიცია ისე, რომ არც კითხვა დავსვათ, არც ბრძანება ან სხვა მსგავსი რამ გამოვხატოთ. საგნებზე საუბარი შეიძლება მხოლოდ წინადადებებით და არა წინადადებების ნაწილებით. ამ ახსნიდან უფრო გასაგები ხდება, თუ რა აზრით იქვემდებარებს პროპოზიციას ილოკუცია.
მეტი სიცხადისათვის, სამეტყველო მოქმედების წარმოდგენილი სტრუქტურა შეგვიძლია შევადაროთ იმ სტრუქტურას, რომელიც შემოთავაზებული იყო ენობრივი ნიშნების დახასიათებისას სემანტიკურ ჭრილში. მიუხედავად ამ ორი რიგის ელემენტებს შორის იდენტობის არ არსებობისა, შეგვიძლია ვილაპარაკოთ გარკვეულ მსგავსებაზე (ა) აღმნიშვნელსა და სამეტყველო აქტში წინადადების გამოთქმა/მოქმედებას შორის. შემდეგ, (ბ) სიტყვის მნიშვნელობასა და სამეტყველო აქტის პროპოზიციას შორის. ამასთან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ პროპოზიცია გამოიხატება არა წინადადებით, არამედ მოლაპარაკის მიერ წინადადების გამოთქმისას. რაც შეეხება ილოკუციას, მას სემანტიკური ანალოგია არ მოეძებნება, რადგან იგი წარმოადგენს წმინდა პრაგმატიკულ ელემენტს. კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ განსხვავებას პროპოზიციას და ილოკუციას შორის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროპოზიცია წინადადების გამოთქმის შინაარსს შეადგენს, ხოლო ილოკუცია კი მისი მოცემულობის განმსაზღვრელი ძალა. ილოკუციური ძალის ინდიკატორი (რომელიც მსგავსია ექსპლიციტური პერფორმატივისა) გვიჩვენებს, თუ როგორ არის შემოთავაზებული პროპოზიცია, ანუ რა ძალა აქვს გამოთქმას, ან, ბოლოს, საკუთრივ რა სახის ენობრივი მოქმედება განახორციელა მოლაპარაკემ.
რა ენობრივი საშუალებები არსებობს იმისათვის, რომ წინადადების გამოთქმისას განხორციელდეს მითითება ილოკუციურ ძალაზე. ყოველ ენას თავისი სპეციფიური საშუალებები გააჩნია. ინგლისური ენისათვის. მაგალითად სერლი ასახელებს შემდეგს: სიტყვათა წყობას, მახვილს, გამომთქმელის ინტონაციას, პუნქტუაციას, ზმნების კილოს და ილოკუციურ ზმნებს. ყოველივე ამას უნდა დაემატოს კონტექსტი, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ ნათელი გახადოს გამოთქმის ილოკუციური ძალა.
თუ იმგვარად მოხდა, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ფარული პერფორმატივების შემთხვევაში, ანუ თუ გამოთქმის ილოკუციური ძალა დაფიქსირებული არ არის წინადადების ზედაპირულ სტრუქტურაში, ამან არ უნდა შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს წმინდა პროპოზიციებთან, წმინდა შინაარსებთან. მაგალითისათვის ავიღოთ ისეთი გამოთქმა, როგორიცაა ,,გპირდებით მოსვლას”. აქ ძნელია გაარჩიო, თუ რომელი ფრაზაა პროპოზიციის ინდიკატორი და რომელი ილოკუციური ძალისა. წინადადების სიღრმისეული სტრუქტურის ექსპლიკაციისას, მივიღებთ შემდეგი სახის გამოსახულებას - ,,მე გპირდებით, რომ მოვალ”. ახლა საშუალება გვაქვს დავაფიქსიროთ, ერთი მხრივ, ილოკუციური ძალის ინდიკატორი - ,,მე გპირდებით” - და მეორე მხრივ, კი პროპოზიციული შინაარსისა - ,,რომ მოვალ”. გატარებული განსხვავების ღირებულება გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ორგვარი სრულიად სხვადასხვაგვარი უარყოფის გამიჯვნის შესაძლებლობას იძლევა, რომლებიც ხშირად ერთმანეთშია არეული და წინადადების ზედაპირული სტრუქტურიდან არ ჩანს. ასე მაგალითად, წინადადებას ,,მე გპირდებით მოსვლას” შეიძლება ჰქონდეს ორგვარი უარყოფა: ,,მე არ გპირდებით მოსვლას” და ,,მე გპირდებით, რომ არ მოვალ”. აქ გასაგებია, რომ პირველი ილოკუციური უარყოფაა, ხოლო მეორე პროპოზიციული. განსხვავება ამ ორი სახის უარყოფებს შორის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგენ თუ უარყოფა პროპოზიციას ეხება, ეს უარყოფა არ გავრცელდება ილოკუციურ ძალაზე. უარყოფის შედეგი იგივე ძალის ახლი პროპოზიცია იქნება. მაგრამ თუ ჩვენ უარვყოფთ ილოკუციურ ძალასამით ხასიათი ეცვლება მთელ ილოკუციურ აქტს. გამოთქმა ,,მე არ გპირდებით” ახალი შეპირება კი არ არის, არამედ შეპირების უარყოფაა მაშინ, როდესაც გამოთქმა ,,ნუ გააკეთებთ” კვლავ ახალ მოთხოვნად რჩება.
![]() |
4.2 3. 2. სუბიექტური მნიშვნელობა |
▲ზევით დაბრუნება |
ის, რასაც ჩვენ გავეცანით სამეტყველო მოქმედების ელემენტების სახით, წინადადების ობიექტური განზომილებაა. მაგრამ როგორი ობიექტური ჟღერადიბაც არ უნდა ჰქონდეს წინადადებას, ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ იგი ყოველთვის მოსაუბრესთან, მი აზრებთან და განზრახვებთანაა დაკავშირებული. ვიდრე სამეტყველო მოქმედების ამ მხარეს გავეცნობოდეთ, გვინდა ჯერ განვიხილოთ ერთი ძალზე საინტერესო მკვლევრის, გრაისის თვალსაზრისი სუბიექტური მნიშვნელობის შესახებ.
გრაისი გვესაჭიროება სამეტყველო მოქმედების სუბიექტური მხარის გასაგებად. საქმე ისაა, რომ გრაისი ერთერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც თამამად შემოიტანა ანალიტიკურ ტრადიციაში ინტენციონალისტური ტერმინოლოგია და პროპოზიციების თავისთავადი შინაარსების გვერდით, ყურადღება გაამახვილა შინაარსის იმ მხარეზე, რომელიც მოლაპარაკემ ,,ჩადო” გამოთქმასა და ენობრივი მოქმედების განხორციელებაში. სწორედ ეს ვითარებაა დაფიქსირებული ტერმინით ,,ინტენციონალობა”.
,,ინტენციონალობა” ძველი სქოლასტური ტერმინია, რომელიც თავის დროზე გულისხმობდა ცნობიერების მიმართულობას საგანზე. ინტენციონალობის თეორია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან ააღორძინა გერმანელმა ფენომენოლოგმა ჰუსერლმა. ჩვენ აქ, ცხადია არ შევუდგებით სქოლასტების და ჰუსერლის თეორიების აღწერას. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ის რაც სქოლასტებს და ჰუსერლს საერთო ჰქონდათ გახლდათ მტკიცება ცნობიერების საგანზე მიმართულობის შესახებ. ცნობიერება, მათი აზრით, არასდროს არ არის ,,ცარიელი”, არამედ ყოველთვის არის ,,ცნობიერება ... შესახებ”. ენობრივი მოქმედების კონტექსტში ამ ტერმინმა შემოაღწია ანალიტიკურ ლიტერატურაში, თუმცა შემოაღწია არა ცნობიერების შინაარსების დასახასიათებლად, არამედ როგორც ცნობიერების, უფრო ფართოდ ადამიანის მიმართულობამ, განზრახვამ განახორციელოს ესა თუ ის ენობრივი მოქმედება. ამიტომ, სამეტყველო მოქმედების დახასიათების უმრავლეს შემთხვევებში გამზრახვა (,,to intend to do ...”) ,,ინტენციონალობით” აღინიშნება. მაგრამ, დავუბრუნდეთ გრაისის თეორიას.
სტატიაში ,,მნიშვნელობა” გრაისმა გამიჯნა ნატურალური და არანატურალური მნიშვნელობები. ნატურალური მნიშვნელობის გამომხატველი წინადადებაა: ,,ის ლაქები კანზე წითელას ნიშნავს”. არანატურალურისა - ,,მატარებლის საყვირი ნიშნავს, რომ მატარებელი მალე დაიძრება”. ნატურალურ და არანატურალურ მნიშვნელობებს შორის განსხვავების ფართო დახასიათება, გრაისს შეჯამებული აქვს ასეთი სახით: ნატურალური მნიშვნელობის გამოთქმა შეიძლება შეჯამებული ამგვარად; ,,A აღნიშნავს ასეთ და ასეთ მოქმედებას X-ით”, ხოლო არანატურალური კი ამგვარად: ,,A გულისხმობს რაღაცას X-ით” ან ,,A-ს ნაგულისხმები აქვს, რომ ...”
იმას, რასაც აქ გრაისი ნატურალურ მნიშვნელობას უწოდებს, თავისუფლად შეგვიძლია დავარქვათ სუბიექტური მნიშვნელობა, რადგან ამგვარი მნიშვნელობების მიღმა ყოველთვის იგულისხმება მოლაპარაკე სუბიექტი - გარკვეული ინტენციების მქონე არსება, რომელიც კონკრეტული ნიშნებით მიგვითითებს მის მიერ ნაგულისხმებ, განზრახულ საქმის ვითარებაზე. თუ ახლა ავიღებთ ე.წ. ნატურალურ მნიშვნელობას, იოლი დასანახია, რომ მის უკან არ დგას არავითარი განზრახვის მატარებელი სუბიექტი. ნიშანი აქ ბუნებრივად აღნიშნავს რაღაცას. გრაისი სავსებით სწორად უარს ამბობს მნიშვნელობის ბუნების მოვლენების მსგავსად კაუზალური ტერმინებით ანალიზზე. რადგანაც ასეთი ანალიზი ღიად დატოვებდა კითვას იმის შესახებ, თუ რას გულისხმობდა მოლაპარაკე ამა თუ იმ გამოთქმაში, რა იყო მისი გამოთქმის უკან მდგარი განზრახვა, გრაისი ამჯობინებს საკითხი აღწეროს უფრო მიზნობრიობის ტერმინოლოგიაში. არანატურალური მნიშვნელობის ფორმულირება, დეფინიცია გრაისთან საბოლოოდ ასეთ სახეს იღებს:
,,A არანატურალურად გულისხმობს რაღაცას X-ის საშუალებით”, ექვივალენტურია დებულებისა ,,A გამოთქვამს X-ს განზრახვით დააჯეროს მსმენელი ამ განზრახვის გამოცნობის საშუალებით”.
შემოთავაზებული დეფინიცია, გრაისის მიხედვით, ჭეშმარიტია როგორც ინფორმაციული დებულებების მიმართ, ასევე არაინფორმაციული, მაგალითად იმპერატიული წინადადებების მიმართაც. განსხვავება, რომელიც აქ არსებობს, პირველ შემთხვევაში გულისხმობს მსმენელის დაჯერების შინაარსის ანალიზს, ხოლო იმპერატივების შემთხვევაში კი კვლავ ანალიზს, ოღონდ არა დაჯერებისა, არამედ იმ ეფექტისა რომელსაც მოლაპარაკე იქონიებს მსმენელზე. არსებითი აქ ის არის, რომ როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში ანალიზის სამიზნე ობიექტი არის განზრახვა.
ამრიგად, გრაისის უდავო დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ კვლევის არეალში ინტენციონალური მნიშვნელობის შემოტანა და მისი დაახლოება მოლაპარაკის განზრახვასთან. ენის სპეციფიკა ისაა, რომ იგი სუბიექტურის და ობიექტურის სპეციფიკურ სიმბიოზს წარმოადგენს. სიტყვები, მთლიანად ენა, მხოლოდ ობიექტურ არსებობას რომ ფლობდეს, შეუძლებელი იქნებოდა მისი ადამიანის მიზნების შესაბამისად გამოყენება. როგორი ობიქტური ჟღერადობა და ფუნქციონირებაც არ უნდა ჰქონდეს ენას ის ყოველთვის დაკავშირებულია მოსაუბრე და მსმენელ სუბიექტთან და ყოველმა ნორმალურმა ენის თეორიამ უნდა გაითვალისწინოს ამგვარი ვითარება. ვნახოთ ახლა როგორ აისახება ეს ფენომენი ილოკუციური აქტებში.
![]() |
4.3 3.3. მეტყველების ინტენციონალური მხარე. განზრახვა და ილოკუცია |
▲ზევით დაბრუნება |
სამეტყველო მოქმედების თეორიაში საგანგებოდაა შესწავლილი იმ წესების სტრუქტურა, რომლებიც აუცილებელია მოლაპარაკის განზრახვის წარმატებით განხორციელებისათვის. თუ სანიმუშოდ ავიღებთ შეპირებას, მაშინ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ მისი განხორციელების წესებიდან საილუსტრაციოდ შევარჩიოთ შემდეგი:
1. შეპირება გამოითქმება მხოლოდ წინადადების ან უფრო ფართო დისკურსის კონტექსტში, მისი გამოთქმა (A) აქტს მიაწერს მოლაპარაკეს. ეს წესი არის პროპოზიციული შინაარსის წესი;
2. შეპირება განხორციელებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც როგორც მოლაპარაკისათვის, ასევე მსმენელისათვის ნათელია, რომ მოლაპარაკე განახორციელებს (A) აქტს საქმის ნორმალური მსვლელობისას. ეს არის ე.წ. შეპირების მოსამზადებელი წესი;
3. შეპირება გამოითქმება მხოლოდ მაშინ, თუკი მოლაპარაკეს განზრახული აქვს განახორციელოს (A) აქტი. ეს გულწრფელობის წესია;
4. და ბოლოს შეპირება ითვლება (A) აქტის ვალდებულების აღებად. ამ წესს ავტორი არსებით წესს უწოდებს.
ეს წესები განახორციელებენ მხოლოდ შეპირების მოქმედებას, თუმცა უკვე მათში მოცემულია ბევრი ისეთი ელემენტი, რომელიც საერთოა სხვა ილოკუციური მოქმედების განხორციელებისათვის. ასე მაგალითად, თუ სანიმუშოდ ავიღებთ გულწრფელობის წესს, მას ძალა ექნება მტკიცების ილოკუციური აქტისათვისაც. თუმცა მტკიცებისას შეიცვლება მისი შინაარსი. ასე მაგალითად, გულწრფელობის წესი მტკიცებასთან დაკავშირებით გვეტყვის, რომ მტკიცება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ მოლაპარაკეს სჯერა, რომ სწორედ ასე და ასეა საქმე.
ძალზე ზოგადად თუ განვსჯით, ეს და სხვა წესები წარმართავენ არა მხოლოდ ენობრივი მოქმედების განხორციელებას, არამედ, რამდენადაც ეს მოქმედება ჩადებულია ზოგადად მეტყველების აქტის სტრუქტურაში, სამეტყველო აქტსაც. ენის პრაგმატიკული განზომილების შესწავლამდე წინადადების გამოთქმა გაგებული იყო უპირველეს ყოვლისა გარკვეული შინაარსის გამოცემად. შემდეგ, ილოკუციური გამოთქმების ანალიზისას ნახეთ, რომ მეტყველება მხოლოდ შინაარსების გადმოცემა კი არ არის, არამედ გარკვეული მოქმედების განხორციელებაცაა. სამეტყველო მოქმედების სტრუქტურის შესწავლით ჩვენ ახლა საკმაოდ მომზადებულნი ვართ იმისათვის, რომ პირდაპირ დავსვათ კითხვა ენობრივი მოქმედების ბუნების რაობის თაობაზე, შეგვიძლია ვიკითხოთ: რა ემატება პროპოზიციულ შინაარსს ისეთი, რომ მას სამეტყველო მოქმედებად აქცევს? ზოგადი პასუხი ან, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ორიენტირი პასუხისათვის ჩვენ უკვე ვიცით განზრახვა, ილოკუციური ძალა. უფრო კონკრეტული პასუხისათვის შეგვიძლია მივმართოთ სერლის სტატიას ,,ილოკუციური აქტების კლასიფიკაცია”. აქ ავტორი ილოკუციურ ძალას რამდენიმე პარამეტრისაგან შემდგარ ფენომენად წარმოგვიდგენს. გავეცნოთ ამ პარამეტრებს:
(ა) ილოკუციური აქტის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ილოკუციური მიზანია. ყოველი სამეტყველო მოქმედება გარკვეული მზნის შესაბამისად ხორციელდება. მტკიცების მიზანია საგნის ან სგანთა ჯგუფის გარკვეული მდგომარეობის გადმოცემა. შეპირებისა კი ვალდებულების აღება. ეს არ ნიშნავს სიმეტრიულ მიმართებას მიზნებსა და აქტებს შორის. არსებობენ ილოკუციური მიზნები, რომლებსაც ერთი და იგივე მიზნები ამოძრავებთ. ასე მაგალითად, თხოვნისა და ბრძანების მიზანი ერთი და იგივეა - გავაკეთებინოთ ვინმეს რაღაც. თუ ორ ილოკუციურ აქტს ერთი და იგივე მიზნები ამოძრავებთ, მაშინ ისინი სხვა რამეებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან;
(ბ) მიზნის ფენომენი საკმაოდ ახლოს დგას განზრახვისაგან. განზრახვა კი ინტენციონალური ფენომენია და როგორც ასეთს გარკვეული მიმართულება აქვს. აქედან, ილოკუციური ძალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფენომენი სწორედ მიმართულობაა. ანალიტიკოსები ლაპარაკობენ შესატყვისობის მიმართულობაზე (direction of fit), რომელიც სულ ორი სახისაა: ან სამყარო უნდა შეესატყვისებოდეს ჩვენს გამოთქმებს, ან პირიქით, ჩვენი გამოთქმები უნდა ეგუებოდეს სამყაროს. ასე მაგალითად, მტკიცეცებს აქვთ ენის სამაყაროსადმი შესატყვისობის მიმართულობა, ხოლო თხოვნას კი პირიქით, სამყაროს ენის მოთხოვნებისადმი შესატყვისობისა;
(გ) შემდეგი მნიშვნელოვანი განზომილება ფსიქოლოგიური მოდუსია. მისი საშუალებით მოლაპარაკე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას აქტისადმი. ასე მაგალითად, მტკიცების, კონსტატაციის, ახსნის ან განცხადებისას, სუბიექტი გამოხატავს თავის რწმენას, რომ ასე და ასეა საქმის ვითარება. ზოგადად ილოკუციური აქტის განხორციელების ფსიქოლოგიური მოდუსი შეესატყვისება გულწრფელობის წესს;
(დ) ილოკუციური მიზანი სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი, მას შემოთავაზების სხვადასხვა ხარისხი აქვს. ეს უკანასკნელი განსაზღვრავს განსხვავებას რაიმეს გაკეთების თხოვნასა და მოთხოვნას შორის.
შეიძლება კიდევ 12 სხვა ელემენტის გამოყოფა, რომლებიც კინკრეტულ სახეს და გარკვეულობას სძენენ ილოკუციურ აქტებს. მათი სიმრავლიდან მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა ავტორებთან ენიჭება სამს: ილოკუციურ მიზანს (illocutionary purpose or point), შესატყვისობის მიმართულობას (direction of fit) და ფსიქოლოგიურ მოდუსს (psichological mode). თავის მხრივ, ილოკუციური მიზანი ამ სამიდანაც შიძლება გამოიყოს, როგორც ბაზისური კატეგორია, რომლის ირგვლივაც თავს იყრის დანარჩენი ყველა. ახლა შეგვიძლია უკვე აღვნიშნოთ, რომ ჩვენ პრაქტიკულად გავეცით პასუხი ზემოთ დასმულ კითხვას, თუ რა ემატება პროპოზიციულ შინაარსს მოლაპარაკე სუბიექტის მხრიდან ისეთ, რომელიც ამ შინაარსს გადააქცევს სამეტყველო მოქმედებად.
![]() |
5 რეზიუმე. სამეტყველო მოქმედება და ანალიზის პრაქტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ყოველივე იმას, რაც აქამდე იყო გადმოცემული და განსაკუთრებით კი, ეს შეეხება ჩვენი თემის მესამე ნაწილს, თავისი გაგრძელება აქვს. ერთი მათგანი თეორიულია და მას იოლად აღმოაჩენს დაინტერესებული მკითხველი ჰაბერმასის ,,კომუნიკაციური მოქმედების თეორიაში” (,,Theorie von kommunikatiwen Handeln”). მეორე კი, პრაქტიკული და ნება მომეცით მასზე ორიოდე სიტყვით შევჩერდე. სამეტყველო (ილოკუციური ძალის, ფსიქოლოგიური მოდუსის, შესატყვისობი მიმართულობის და სხვა ცნებები) დღეს ფართოდ გამოიყენება PR ტექნოლოგიებში, როგორც ანალიზის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტარიები. ეს საშუალებები არაჩვეულებრივად ნაყოფიერი გამოდგა ე.წ. ინტენტანალიზის პრაქტიკისათვის. თუ აქამდელი კონტენტანალიზი, რომლის ტექნოლოგია გაცილებით უფრო ადრე დამუშავდა, მხოლოდ მასალის შინაარსის ანალიზის საშუალებას იძლეოდა, ინტენტანალიზმა (ანუ ინტენციონალურმა ანალიზმა) მკვლევრებს საშუალება მისცა მეტნაკლები სიზუსტით წარმოედგინათ პოლიტიკური გამოსვლის მიზნები, ამ მიზნების გამოსახატავად გამოყენებული საშუალებების ადეკვატურობა და ის ინტენსივობა ანუ სათქმელის გადმოცემის თანმხლები ემოციური მუხტის ხარისხი, რომლითაც პოლიტიკოსი ცდილობს დამაჯერებელი გახადოს თავისი პოზიცია. ამგვარი ანალიზის პრაქტიკა დიდი ხანია აითვისა რუსულმა PR კამპანიებმა, რომელთაც ორიოდე წლის წინ მოწინავე ადგილი ეკავათ მსოფლიო მასშტაბით. სამწუხაროდ ჩემთვის უცნობია მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევები, ხარსრისხი და დონე საქართველოში, თუმცა, ცხადია ვერ გამოვრიცხავ მათ არსებობას. ინტენტანალიზის პრაქტიკა თავისთავად ძალზე საინტერესოა, მაგრამ მას სხვა ისეთი დანიშნულება აქვს, რომელიც სცილდება ჩვენს მიზნებს.
სამეტყველო მოქმედების თეორიის და ლოგიკა/სემიოტიკის ელემენტების გაცნობამ იმედია დაგვარწმუნა, რომ ჩვენ ახლა ვფლობთ მნიშვნელოვანი სახის ინსტრუმენტარიებს იმისათვის, რომ ვაწარმოოთ არა მხოლოდ ინტენტანალიზი, არამედ ჩვეულებრივი ტექსტუალური ანალიზისათვის. ჩევნს შემდგომ შეხვედრებს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამუშაო ხასიათი, სადაც ვეცდებოდით ცალცალკე სეგმენტებად გამოგვეყო სხვადასხვა პოლიტიკური ტექსტებიდან როორც წმინდა პროპოზიციული შინაარსები, აგრეთვე ილოკუციური ძალის ისეთი ელემენტები, როგორიცაა მოლაპარაკის განზრახვა, ფსიქოლოგიური მოდუსი და სიტყვის საგანთან შესატყვისობის მიმართულობის რეალობა. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ამგვარი ანალიზი გაცილებით მეტის მომცემია ტექსში გადმოცემული შინაარსის გასაცნობად, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. აქვე მსურს გავაკეთო ორი გამაფრთხილებელი განცხადება. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება წამოწყების სიახლეს ჩვენში. მე არ ვიცი სხვა შემთხვევა, როდესაც ამ ტიპის ანალიტიკური ინსტრუმენტარიები ანალოგიური მიზნებით გამოეყენებინოს ვინმეს საქართველოში (და თუ გულწრფელი ვიქნები არც სხვაგან სადმე). თუმცა, სიძნელე მხოლოდ პიონერობაში როდია, უფრო არსებითი სიძნელე ახლავს იმას, რომ სამეტყველო მოქმედების თეორიის ინსტრუმეტარიები ჩვეულებრივ გამიზნულია ზეპირი მეტყველებისათვის, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა ნაწერს (შესაძლოა ეს იყოს ერთერთი მიზეზი იმისა, რატომაც თავს იკავებენ ამ ტიპის ინსტრუმენტარიებით ნაწერის ანალიზისაგან) საჭიროა ძალზე დიდი სამწერლო ოსტატობა იმისათვის, რომ წერილმა შეიძინოს ზეპირი მეტყველებისათვის დამახასიათებელი დინამიკა და დაემსგავსოს მას. მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ნაწერს თავისი სპეციფიკა აქვს და ზეპირმეტყველებას თავისი. ამისდა მიუხედავად, ისეთ ანალიზი, როგორიც ჩვენ გვაქვს განზრახული, გამოუვალი სიძნელეების წინაშე არ უნდა დადგეს. მით უფრო რომ ზემოთ აღნიშნული PR ტექნოლოგიების რუსული სკოლა, მართალია სხვა მიზნებისათვის, მაგრამ მაინც მსგავს ინსტრუმენტარიებს იყენებს საგაზეთო და ზეპირი გამოსვლების ჩანაწერების ანალიზისათვის.
ლიტერატურა:
1. კოტე ბაქრაძე - ლოგიკა. იხ. კ.ბაქრაძე, რჩეული ფილოსოფიური თხზულებები ტ.II, გამომც. ,,მეცნიერება” თბილისი, 1981
2. მამუკა ბიჭაშვილი - სამეტყველო მოქმედების ანალიტიკური თეორია. გამომც. ,,გონი”, თბილისი 1994.
3. ლუდვიგ ვიტგენშტაინი - ფილოსოფიური გამოკვლევები. გამომც. ლოგოსპრესი”, თბილისი 2004.
4. Ludwig Wittgenstein - Philosophical Investigations. Oxford 1968.
5. John Searle - Speech Acts. An Essey in the Philosophy of Language. Cambridge, 1969
6. Ludwig Wittgenstein - Tratcactus Logicophilosophicus.
7. Лудвиг Витгенштеин - Логикофилософский трактат. Издю Иностр. литературы, Москва 1958.
8. Дж. Остин - Слово как действие. В кн. Новое в зарубежной лингвистике, выпуск Х111.
![]() |
6 Political Theory and Practice of Analysis |
▲ზევით დაბრუნება |
Summary
Mamuka Bichashvili
The idea of workshop comes from the former seminars, when students came into collision with their reading materials. Students did not understand not main idea of texts, not intention of authors. Come from such experience, we decide to give them some information about logic and semiotic and prepare them for clear analysis of political texts. Our seminar is divided into two, theoretical and practical parts. We meet once in a week during eight week. Three meeting deals with theory of linguistic analysis and the rest five meeting deals with the practical activity. Below we deliver summary content of theoretical part of our workshop.
First of all, we give some information about function and elements of logic. Aristotle considered as a founder of logic. He established new science, because of needs of discussion practice. The science of logic from the age of Aristotle did not developed during of centuries and was considered as a ideal of perfect science. Emmanuel Kant in his ,,Critic of Pure Reason” call all other sciences to look like logic. Fast development of logic began from XIX century, when George Bool combined classical logic with mathematics and linguistic. Although, contemporary mathematical logic is very successful science, in lectures we restrict ourselves to discuss only classical logic. We define logic as a formal science that produces rules of right thinking. Its formal character gives negative guarantee: in the case of not obeying its rules we'll make s mistake, but the logic never guarantees that the obedience of its rules automatic gives us the truth. The reason of such its character is the formality of logic mean while, the truth of our judgment is depend not only on its form, but on its content and the logic never deals with content of our thinking. Classical, Aristotlian logic, contains three main theories: theory of concept, theory of judgment and the theory of conclusion. We take up them separately.
The theory of concept is most important part of logic. The content of concept ascertained by definition. The definition of concept says, that the concept is such content of our thought, where a thing or the group of things are represented by its essential feature. For example, Aristotle defined a human being as a political animal. In this definition, quality of political considered so specific, that it is absolutely enough for single out a man from all other things of the world. Every concept has its own intention and extension. These qualifications of concept are depended on each other. If the intension, or content of concept is poor, its extension is wide and vice versa, full content always refers to a concrete object. In context of
the theory of concept we discuss three theories that deals with the problem of ontology of mental objects. these theories are Logicism, Formalism and Intuicionism.
Next part of logic is the theory of judgment. We define judgment as an idea about state of affair, where, at the same time, something is ascribe or deny to this state of affair. In contrast to concept, the judgment is always true or false. It represents complete sentence. The structure of judgment in all cases is same. It contains three main parts: the subject of judgment - it is to what something is ascribed; the predicate - what is ascribed to something and in the end, so call copula, a term that provides connection between the subject and predicate. There are different kinds of judgments. We concentrate attention to difference between analytic and synthetic judgments. Definitions: The judgment is analytic when the predicate is included into subject and derives from it with necessity and contrary, the judgment is synthetic when the predicate is not included in subject and prescribed to it from outside. It is clear, that because of such character, synthetic judgments are always accidental. From division of analytical and synthetic judgments we derive the classification of science. Those disciplines, where analytical judgments are dominant, such as in mathematics or logic, we call analytical sciences. Disciplines, where synthetic judgments are basic, we call empirical or synthetic sciences. Later, we separate in class of empirical sciences those disciplines that are concentrated on human being. These are so call humanitarian sciences. They have in use specific method - hermeneutic, the method, the first example of which was invented by German philosopher, Dilthey. Acquaintance with different kinds of judgments gives us a possibility to introduce a definition of ,,analysis”. Analysis as a practice implies a division of whole thing into separate constituents and study each of them independently.
Last part of the logic is the theory of conclusion. Definition of conclusion we gave is simple. The conclusion is the judgment that is derived from two previous judgments. In context of theory of conclusion we are discussing two kinds of conclusions, namely, deduction and induction. We point out, that Aristotle's own theory was based on deduction, but later, under needs of empirical sciences inductive theory of conclusion, saying it broadly, inductive logic was developed. The theme of second theoretical seminar is semiotics. Charles William Morris' well known article ,,The Foundation of Theory of Signs” is considered as starting point of scientific study of signs. Semiotics is understood as science about signs and semiosis as a theory about use of signs. Semiotics divides into three main parts - semantics, syntax and pragmatics. The problems of semantics were analyzed earlier, problems of syntax a bit later, but the pragmatics was elaborated only in first part of XX century, under influence of works of Ludwig Wittgenstein.
First we take the semantics. We take a sign and try to analyze it under semantic structures. In this regard, we separate denoting phrases, designate and meaning of a sign. Let's consider them one after another. We define a denoting phrase as a material or physical covering of each language sign. It always denotes something, something that is an object of our though. Denoting phrase always must be expressed physical, in a written or spelling form. It is a necessary form of communication. Designate from another hand, is to what refers denoting phrase. Sometimes it is a real object, sometimes our idea. The relationship between denotation and designated is not symmetric. We may have two or more denotative phrases and only one designated thing. For example, three phrases - ,,Morning star”, ,,Evening star” and“ ,,Venera” refers to one and same object. A meaning, in the end, may be defined as a mode of how denoting phrase refers to designate. The meaning belongs to words and definite phrases, but not to sentences. Sentences need beside of semantic qualities, also syntactic dimension. Different semantic conceptions have different structure.
Syntax can be defined as a science about word order. Syntax studies the rules that areregulating connection among different words and expressions. Only on the syntactic level we have a contact with the sense of sentences. There are two preconditions that determine the legitimacy of sentence's sense. The first precondition requires, that all signs included in sentence have to have their own meanings. The requirement of second precondition is the maintenance of syntactic rules. If we need our sentence to have a sense, we have to keep the rules of the given language word order.
Pragmatics defined as a science that studies the use of signs. Classical language theory points at three main functions of language, that are function of expression, function of designation and function of communication. After the works of Wittgenstein number of functions increased up to infinity. Wittgenstein wrote about multiplicity, what he calls ,,language games”. How many kinds of sentence are there? asked and answered he, that there are countless different kinds of use of what we call ,,symbols”, ,,words”, ,,sentences”:
- Giving order and obeying them
- Describing the appearance of an object, or giving its measurements
- Constructing an object from description (drawing)
- Reporting an event
- Speculating about an event
- Forming and testing a hypothesis
- Presenting the results of an experiment in tables and diagrams
- Making up a story and reading it and so on
All such kinds of activities Wittgenstein calls language -games and he believed that they reflect different functions of language. This multiplicity is not something fixed, given once for all; but new types of language, new languagegames. He thought, that commanding, questioning, recounting, chatting are as much a part of our natural history as walking, eating, drinking, playing. One of the fundamental concept of pragmatics is the concept of context. Only thanks to contextual determination we understand the sense of sentences. There are two kind of contextual determination - extralinguistic and inrtalinguistic. Extralinguistic context determines such kind of events in speech activity as social status of speaker, speaker's surroundings, listener's ability of understanding an etc. Intralinguistic context determines a sense of sentence buy its former content as well as buy a content of intended statements.
Survey of problems of pragmatics may be considered as a preparation for discussing more fundamental speech act theory, that was elaborated in the beginning by Austin and then developed by American philosopher, Searle.
Austin's structure of speech acts contains such elements as (a) act of locution; (b) act of illocution and (c) the act of perlocution.. The first of them, act of locution, means normal speech activity. It in itself is divided into phonetical, phatical and rethical elements. The second one means that nonlinguistic activity we are carrying out by use of words. Forexample, the plea of excuses, announcement of war, verdict of grand jury are forms of means an effect, that speaker makes on hearer.
Above mentioned elements of Austin's theory developed from his former ideas about specificity of so call performative utterances. In contrast to constative utterances, performatives have no descriptive functions. They are not descriptive sentences, but words of action. Use the performative utterances means not only speaking, but also acting in the definite way.
Austin's theory was developed by John Searle in his work ,,Speech Acts. An Essay in the Philosophy of Language”. Searle used the hypothesis of language as the rulegoverned intentional behavior to explain the possibility of linguistic characterizations. The form that this hypothesis will take is that speaking a language is performing speech acts, acts such making statements, giving commands, asking questions, making promises and so on. Searl's specific approach to speech acts means, that the production of a sentence token under certain conditions is a speech act and speech acts are basic or minimal units of linguistic communication. When man takes a nise or a mark on a piece of paper to be an instance of linguistic communication, as a message, one of the things man must assume is that the noise or mark was produced by a being or beings more or less like him and produced with certain kinds of intentions. If we regard the noise or mark as a natural phenomenon like the wind in the trees or a stain on the paper, we exclude it from he class of linguistic communication, even tough the noise or mark may be indistinguishable from spoken or written words.
Searle's approach is simply a study of, in Saussurisn terms, ,,parole”, rather than ,,langue”, but communication necessarily involves speech acts and it is an analytical truth about languagethat whatever can be meant can be said. A theory of language is part of a theory of action,simply because speaking is a rulegoverned form of behavior. The speech act or actsperformed in the utterance of a sentence are in general a function of the meaning of thesentence. The meaning of a sentence does not in all cases uniquely determine what speechact is performed in a given utterance of that sentence, for a speaker may mean more thanwhat he actually says, but it is always the principle possible for him to say exactly what hemeans.
Searle changed Austin's structure of speech acts and gave them following form: (a)locution act, or broadly speech act; (b) prepositionary act and third element, (c)illocutionaryact. Illocutionary act undoubtedly is most interesting phenomenon in linguistic theory ofSearle. In broader characterization illocutionary acts based on definitions of prepositionaland locutionary acts. Correlative with the notion of propositionary acts are certain kinds ofexpressions uttered in their performance: the characteristic grammatical form of theprepositional acts are parts of sentences: grammatical predicates for the act of predicationand proper names, pronouns for reference. Propositional acts can not occur alone; that is,one can not just refer and predicate without making an assertion or asking a question or ferforming some other illocutionary acts. The linguistic correlate of this point is thatsentences, not words are used to say things. This is also, what Frege meant when he said that only in the context of a sentence do words have reference. The same thing is asserting by Searle: one only refers as part of the performance of an illocutionary act and the grammatical clothing of an illocutionary act is the complete sentence. An utterance of a referring expression only counts as referring if one says something. Its analysis uncovered following elements of speaker's intention - the direction of fit, psychological mode, illocutionary purpose or point.. These elements, along with other less important units are enough to understand what sense of his intention puts the speaker into its words.
The theory of speech acts has its theoretical and practical development. On theoretical level it was reinterpreted by German sociologist Habermass as most important constituent of his his Theory of communicative action. On the practical level, elements of speech acts were included in analytical PR technologies of Russian PR companies. Our aim is to use all stated language instruments for analyzing political texts in such a way that separate the objective meaning of written words from the main intention that their author have to had..