სიცოცხლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
საავტორო უფლებები: © "კონსტიტუციის 42-ე მუხლი"
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ინტერაითსი 33 Islington High Street, London N1 9LH, UK Tel: + 44-20-72783230/Fax: + 44-20-72784334 www.interights.org ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პროგრამა cee@interights.org ვესელინა ვანდოვა, იურიდიული კონსულტანტი ბეტ ფერნანდესი, პროგრამის ასისტენტი



1 ტრენინგის მასალები 2003 წლის 4 ივნისის რედაქციით

▲ზევით დაბრუნება


ასახავს ევროსასამართლოს სამართალს 2003 წლის 4 ივნისის მდგომარეობით.

წინამდებარე მასალა განკუთვნილია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოთა კავშირში ინტერრაითსის ტრენინგის პროექტებისთვის. მიმოხილვა შიდა სამართლის ექსპერტებისთვის საცნობარო მასალის ფუნქციას შეასრულებს და ამ უკანასკნელთ ევროპის ადამიანის უფლებათა სამართლის მოთხოვნებთან შიდა კანონმდებლობის, სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესაბამისობის დადგენაში დაეხმარება.

წინამდებარე მიმოხილვა დაწერილია სიან ლუის ანტონის მიერ, ინტერაითსის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და მთლიანად ევროპის პროგრამის ექსპერტებთან თანამშრომლობით და რედაქტირებულია ბორისლავ პეტრანოვის მიერ. მასალა ეფუძნება დევიდ მილნერისა და სერგეი ბელიაევის გამოკვლევას აღნიშნულ თემაზე.

2 1. შესავალი

▲ზევით დაბრუნება


მე-2 მუხლით დაცულია სიცოცხლის უფლება

1. კანონი იცავს თითოეული ადამიანის სიცოცხლის უფლებას. არ შეიძლება სიცოცხლის ხელყოფა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხდება სასამართლოს განაჩენის აღსრულება იმ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული.

2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის დარღვევად იმ შემთხვევაში, როდესაც ძალის გამოყენება უკიდურეს საჭიროებას წარმოადგენს, კერძოდ:

ა. კანონით გაუთვალისწინებელი ძალის გამოყენებისას პიროვნების დაცვისთვის;

ბ. კანონიერი დაპატიმრების მცდელობის განხორციელების ან კანონონიერად დაკავებული პირის გაქცევის აღკვეთისას;

გ. ამბოხების ან აჯანყების კანონიერი გზით აღკვეთისას.

1.1. სიცოცხლის უფლება ადამიანის უფლებათა დაცვის ნებისმიერი სისტემის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. მე-3 მუხლთან ერთად (წამების, დამამცირებელი/არაადამიანური მოპყრობისა ან დასჯის აკრძალვა) ეს მუხლი განასახიერებს ევროპის საბჭოს1 წევრი ქვეყნების დემოკრატიულ საზოგადოებათა ძირითად ღირებულებებს. მისი მნიშვნელობა თავად კონვენციის ტექსტშია ხაზგასმული, იმ ფაქტის აღნიშვნით, რომ ამ მუხლით გარანტირებული უფლება ერთ-ერთია იმ ოთხ უფლებათაგან, რომლებიც არ შეიძლება, შეჩერებულ იქნას ომის ან საგანგებო მდგომარეობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სიცოცხლის ხელყოფა მოსდევს კანონიერ საომარ ქმედებებს (კონვენციის მე-15 მუხლი)2.

კონვენციის მე-2 მუხლის მიზანია, დაიცვას პიროვნება სიცოცხლის უკანონო ხელყოფისაგან. სიცოცხლის უფლება აქვს განურჩევლად3 ყველა ადამიანს. მე-2 მუხლის I პუნქტი მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას - ჩაერიოს საქმეში, სახელმწიფოს ვალდებულებას - არ ჩაერიოს საქმეში და პროცესუალურ ვალდებულებებს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, თავი შეიკავოს ვინმეს სიცოცხლის უკანონო ხელყოფისაგან. სახელმწიფოს ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოების მიერ ამა თუ იმ ღონისძიებების გატარებას საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მყოფ პიროვნებათა დასაცავად. პროცესუალური ვალდებულება, რომელსაც, შეიძლება, სახელმწიფოს ვალდებულებაც ვუწოდოთ, წარმოადგენს ოფიციალური გამოძიების წარმოების ვალდებულებას იმ შემთხვევებში, როცა ადამიანის სიკვდილი სახელმწიფოს თუ კერძო პირის მიერ ძალის გამოყენების შედეგია.

ამ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად შესაბამისი ქვეყნების მთავრობებმა მოძალადის წინააღმდეგ სათანადო ზომებს უნდა მიმართონ. სიცოცხლის უფლება შეუთავსებელია დაუსჯელობასთან, რომელსაც შეიძლება, უკანონო სიცოცოხლის ხელყოფის შემთხვევებში ჰქონდეს ადგილი. სიცოცხლის უფლების დასაცავად შესაბამისი ქვეყნების მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ არა მხოლოდ საჩივრების განხილვის და გამოძიების სათანადოდ ჩატარება, არამედ სისხლის სამართლის სისტემის გამართული ფუნქციონირებაც.

სიცოცხლის უფლება არ შეიძლება, მოიცავდეს სიკვდილის უფლებას4.

მიუხედავად მე-2 მუხლში მოცემული უფლების მნიშვნელობისა, კონვენცია არაფერს ამბობს იმაზე, თუ როდის იწყება, ან სრულდება სიცოცხლე.5 არსებობს მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები ჩანასახის უფლებებთან დაკავშირებით, ისევე როგორც კომაში მყოფ იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთაც სიცოცხლეს სპეციალური აპარატურის საშუალებით უნარჩუნებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად მოცემული უფლების მნიშვნელობისა, პირველი საქმე, რომელიც მე-2 მუხლის დარღვევას ეხებოდა, სასამართლომ მხოლოდ 1995 წელს განიხილა. შესაბამისად, აქ სასამართლოს არცთუ ხანგრძლივი პრაქტიკა აქვს და სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი მოითხოვს სასამართლოს მიერ ხელახალ გადასინჯვას, რაც ამ უკანასკნელს სამართალშემოქმედებისთვის გარკვეულ ასპარეზს უშლის. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ წინა კომისიას სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე მოუხდა გადაწყვეტილებების მიღება.

1.2. სიცოცხლის უფლების გამოყენების არეალი

ბოლო რვა წლის განმავლობაში სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე ვალდებულებებთან დაკავშირებული პრეცედენტული სამართალი შესამჩნევი ტემპით განვითარდა. ამ ხნის განმავლობაში სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევასთან დაკავშირებული 50-ზე მეტი საქმე განიხილა. ამ საჩივრებიდან ბევრი შემდეგ არგუმენტებს მოიცავდა:

●სიკვდილის უფლებას;

●გარემოს დაცვის უფლებას მიყენებული ზიანისგან;

●გარკვეული სამედიცინო დახმარების მიღების უფლებას;

●დაუბადებელი ბავშვის უფლებას;

●სხვათაგან დაცულობის უფლებას;

●დაკავების/პატიმრობის დროს გარდაცვალების შემთხვევებს;

●გაუჩინარებებს.

გარდაცვლილის მეუღლეს, შვილებს და სხვა ახლო ნათესავებს უფლება აქვთ, საჩივრით მიმართონ ევროსასამართლოს კონვენციის ამა თუ იმ მუხლის დარღვევის გამო. ნათესავმა უნდა დაადასტუროს, რომ გარდაცვალებამ მასზე მოახდინა უშუალო გავლენა. ის არ უნდა წარმოადგენდეს მსხვერპლის უფლებების დამცველს.6 სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევად არა მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები მიიჩნია, არამედ მოკვლის მუქარა და მკვლელობის მცდელობებიც.

სასამართლოსთვის განსახილველად წარდგენილი მე-2 მუხლის დარღვევის შემთხვევების უმეტესობა პოლიციის და შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მიერ არის ჩადენილი. აქ სამი ძირითადი მოსაზრება წამოიჭრა. პირველი ტიპის საქმეები ეხება იმას, არის თუ არა სახელმწიფო პასუხისმგებელი მე-2 მუხლის ამა თუ იმ დარღვევაზე. ეს საქმეები მოითხოვს იმ ფაქტების და მტკიცებულებების გადამოწმებას, რაც ეჭვმიუტანლად მოჰფენს ნათელს იმას, შეიძლება თუ არა, რომ მკვლელობის გამო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროს. მეორე ტიპის საქმეებში მნიშვნელოვანია, პოლიციისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მიერ ძალის გამოყენება წარმოადგენდა, თუ არა უკიდურეს საჭიროებას იმ ვითარებაში. აქ საჭიროა, არა მხოლოდ იმისი ანალიზი, თუ რა ძალამ გამოიწვია სიკვდილი, არამედ იმისაც, თუ როგორ დაიგეგმა ოპერაცია, რომელმაც ძალის გამოყენების საჭიროება წარმოშვა. მესამე ტიპის საქმეებში სახელმწიფოს აღნიშნული პირის საქმის გამოუძიებლობაში ედება ბრალი. ბევრ საჩივარში სამივე ეს ასპექტი ერთად ფიგურირებს. სასამართლოს უფლება აქვს, ამ შემთხვევებიდან ნებისმიერში იპოვოს მე-2 მუხლის იმდენი დარღვევა, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევს.

1.3 სიცოცხლის უფლება და დასაშვები გამონაკლისები

იმდენად, რამდენადაც ადამიანის უფლებათა შეთანხმებების მიზანი ადამიანების დაცვაა, მე-2 მუხლი იმგვარად უნდა იქნას გაგებული და გამოყენებული, რომ მასში მოცემული გარანტიები პრაქტიკული და ეფექტური იყოს. შესაბამისად, მე-2 მუხლში მოცემული ოთხი გამონაკლისის, ისევე როგორც კონვენციის ყველა სხვა უფლების შეზღუდვის გაგება მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული. გამონაკლისების რეგლამენტირებული ინტერპრეტაციის შედეგს სიცოცხლის უფლების უფრო მკაცრი დაცვა უნდა წარმოადგენდეს.

პირველი გამონაკლისი მუხლის პირველ პუნქტშია მოცემული. ის ითვალისწინებს ვითარებას იმ ქვეყნებში, სადაც სიკვდილით დასჯა შენარჩუნებულია. ამ გამონაკლისს მხოლოდ ისტორიული ღირებულება თუ შემორჩა, რადგან ევროპის საბჭოს თითქმის ყველა წევრმა სახელმწიფომ უკვე მოახდინა კონვენციის მე-6 ოქმის რატიფიცირება, რომლის მიხედვითაც, მშვიდობიანობის დროს სიკვდილით დასჯა გაუქმდა. 2003 წლის 4 ივნისისთვის, 45 სახელმწიფოდან მხოლოდ 4-მა არ მოახდინა ამ ოქმის რატიფიკაცია (თურქეთი, სომხეთი, სერბეთ-მონტენეგრო და რუსეთი). კონვენციის მე-6 ოქმის რატიფიცირება ევროპის საბჭოს წევრობის ახალი კანდიდატებისთვის სავალდებულო პირობაა. კონვენციის მე-6 ოქმის I მუხლის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მშვიდობიანობის დროს სიკვდილით დასჯა უკვე აღარ ითვლება სიცოცხლის უფლებიდან დასაშვებ გამონაკლისად. ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უერთდება მე-6 ოქმს, ამჟამინდელი თუ მომავალი კანონები კვლავ ითვალისწინებენ/გაითვალისწინებენ სიკვდილით დასჯას ომიანობის ან ომის გარდაუვალი საფრთხის დროს (მე-6 ოქმის მე-2 მუხლი). იმ ოთხმა სახელმწიფომ კი, რომელთაც მე-6 ოქმს ხელი მოაწერეს, მაგრამ არ მოუხდენიათ მისი რატიფიცირება, ოჯალანის საქმის (,,ოჯალანი თურქეთის წინააღმდეგ“, 20037) დასრულების შემდეგ, შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ სიკვდილით დასჯის უფლება დაკარგეს.

ასეც რომ არ იყოს, კონვენციის ახალი მე-13 ოქმი, რომლითაც სიკვდილით დასჯა მთლიანად უქმდება, სადაცაა ძალაში შევა. მისი ხელმოწერა და რატიფიცირება 2002 წლის 3 მაისს დაიწყეს და 2003 წლის 4 ივნისისთვის უკვე თოთხმეტ სახელმწიფოს ჰქონდა რატიფიცირებული, ხოლო ოცდაშვიდს - ხელმოწერილი, მაგრამ არა რატიფიცირებული. ეს ოქმი ძალაში 2003 წლის ივლისში შევა. მას შემდეგ, რაც ძალაში შევა, წევრი სახელმწიფოები ვეღარ გამოიყენებენ სიკვდილით დასჯის უფლებას თვით საომარ ვითარებაშიც კი.

დანარჩენი გამონაკლისები მე-2(2)(ა)-(გ) მუხლშია მოცემული. სიცოცხლის უფლებიდან სხვა რომელიმე გამონაკლისი დაუშვებელია. ასე მაგალითად, მე-2 მუხლის დარღვევად ჩაითვლება წევრი-სახელმწიფოს კანონით ან პრაქტიკაში სროლის ნების დართვა ტერორისტებად ან სეპარატისტებად მიჩნეული რომელიმე ჯგუფის წევრების დასახოცად. სიცოცხლის უფლების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული გამონაკლისები დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ძალის გამოყენება მოცემულ შემთხვევაში უკიდურეს საჭიროებას წარმოადგენს.

________________________

1 „ჩაკიჩი თურქეთის წინააღმდეგ“ - (1999).

2 „მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინაღმდეგ“ - (1999).

3 იხ. ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი.

4 „პრეტი გაერთაინებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2002), იხ. თავი 2.4.3. და 7.2.4.3;

5 „H ნორვეგიის წინააღმდეგ“, იხ თავი 2.4.1. და 7.2.4.1.

6 „იასა თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998).

7 დაწვრილებით იხ.4.1. სიკვდილით დასჯა

3 2. სახელმწიფოს ვალდებულება ჩაერიოს საქმეში

▲ზევით დაბრუნება


2.1. სიცოცხლის უფლების სამართლებრივი უზრუნველყოფა

მე-2 მუხლიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულება, ჩაერიოს საქმეში, ეხმაურება კონვენციის I მუხლში ჩამოთვლილ ვალდებულებებს, ანუ კონვენციით ყველასთვის გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს და მე-13 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ანუ სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლებასთან მიმართებაში ადგილობრივი სამართალწარმოების ეფექტურობას უზრუნველყოფას. ეს გულისხმობს იმ კანონების არსებობას, რომლებიც ინდივიდის სიცოცხლის უფლებას განუხრელად იცავენ.

2.1.1. სისხლის სამართლის ეფექტური კანონმდებლობა და პროცესი

სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს სისხლის სამართლის ეფექტური კანონმდებლობის აუცილებლობას, რაც ინდივიდის მიმართ ძალადობის აღკვეთის ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს. ამ უფლების განხორციელების ვალდებულება სისხლის სამართლის კანონმდებლობის მოთხოვნების აღსრულების ეფექტური მექანიზმის არსებობასაც მოითხოვს, რამაც შესაძლებელი უნდა გახადოს კანონის დარღვევის პრევენცია, დარღვევის მასშტაბის შეზღუდვა და კანონში შესაბამისი სასჯელის გათვალისწინება1. ამის განსახორციელებლად კი შესაბამისად უზრუნველყოფილი სამართალდამცავები და სასამართლოები და დამნაშავეთა ეფექტური დევნა და გასამართლებაა საჭირო. ადგილობრივი კანონმდებლობა ასევე უნდა ითვალისწინებდეს მე-2(ა)-(გ) მუხლით დასაშვები ძალის კანონიერ გამოყენებას. ეს მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას უნდა იყოს დასაშვები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისთვის, რათა სიკვდილის გამომწვევი ძალის გამოყენება კანონიერად ჩაითვალოს, იგი არა მხოლოდ 2(ა)-(გ) მუხლით დასაშვები რომელიმე მიზნის განხორციელებისთვის უნდა იყოს მიმართული, არამედ იმის შესაფასებლადაც, თუ რამდენად წარმოადგენდა ძალის გამოყენება მოცემულ ვითარებაში უკიდურეს საჭიროებას. თუმცა, ის კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო ორგანოების მიერ ძალის გამოყენებას არეგულირებს, ამ უკანასკნელთ არ უნდა აძლევდეს უფლებას, თავად გადაწყვიტონ, თუ რა ვითარებაში2 იქნებოდა სიკვდილის გამომწვევი ძალის გამოყენება უკიდურესი საჭიროება, რაც განსაზღვრავს პასუხისმგებლობისგან მათ გათავისუფლება - არგათავისუფლებას3.

საქმეში აკოჩი თურქეთის წინააღმდეგ - (2000), სასამართლომ განიხილა, თუ რამდენად საკმარისი იყო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ქმედებანი მომჩივანის ქმრის დასაცავად. მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში (სადაც ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა ქურთისტანის მუშათა პარტიასა4 და უშიშროების ძალებს შორის) უშიშროების ძალების მაღალი კონცენტრაცია იყო: ისინი საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას ისახავდნენ მიზნად. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ უშიშროების ძალები შეირაღებული თავდასხმების საფრთხის წინაშე იდგნენ. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ მომენტისთვის მოქმედებდა კანონები, რომლითაც იკრძალებოდა მკვლელობა, ხოლო ადგილზე პოლიცია და ჟანდარმერია იმყოფებოდა, რომელთაც ჰქონდათ გამოძიების წარმოების უფლებამოსილება სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი დანაყოფის, პროკურატურის, ზედამხედველობის ქვეშ. მოქმედებდნენ სასამართლოები, რომლებიც იმ უკანონობის განსასჯელად, რაშიც სავარაუდოდ უშიშროების თანამშრომლები მონაწილეობდნენ, სისხლის სამართლით გათვალისწინებულ შესაბამის ნორმებს იყენებდნენ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის სისტემაში არაერთი ხარვეზი იყო გაპარული:

  • პროკურორების უფლებამოსილება არ ვრცელდება სახელმწიფო ორგანოების მიერ გარკვეულ ვითარებაში ჩადენილ დანაშაულზე;

  • პროკურორების უფლებამოსილება გადაეცა ადმინისტრაციულ საბჭოებს, რომელთაც უნდა გადაწყვიტონ, განახორციელონ, თუ არა სამართლებრივი დევნა;

  • ადმინისტრაციული საბჭოები გუბერნატორის დაქვემდებარებაში მყოფ სამოქალაქო მოსამსახურეთაგან შედგება. ეს უკანასკნელი კი თავად არის პასუხისმგებელი უშიშროების ძალებზე, რომელთა ქცევის საკითხიც წარმოადგენს დავის საგანს.

  • გამოძიებას, რომელიც ადმინისტრაციულმა საბჭოებმა წამოიწყეს, ჟანდარმერიის ის ნაწილები აწარმოებდნენ, რომლებიც იერარქიულად კონფლიქტის მონაწილე ქვედანაყოფებთან იყვნენ დაკავშირებული.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ფაქტები, ისევე, როგორც არაერთი სხვა ფაქტი, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში სისხლის სამართლის სისტემის ეფექტურობას ეჭვის ქვეშ აყენებს. ამან ხელი შეუწყო უშიშროების ძალების უპასუხისმგებლობის გაღრმავებას საკუთარ ქმედებათა გამო. ამგვარი ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობასთან. ეს ხარვეზები გახდა მიზეზი იმისა, რომ მომჩივანის მეუღლე არ აღმოჩნდა დაცული ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვდა.

კანონში გარკვევით არის განმარტებული, თუ რას ნიშნავს სიცოცხლის კანონიერი ხელყოფა და რას - უკანონო ხელყოფა?

როგორია სიცოცხლის უკანონო ხელყოფის გამო ბრალდებულთა დაპატიმრების და ბრალის წაყენების პროცესუალური მექანიზმი და რამდენად ეფექტურია ის?

სიცოცხლის უკანონო ხელყოფის გამო ბრალდებულთა საქმეების განმხილველი სასამართლოები შეიძლება, ჩაითვალოს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოებად?

უზრუნველყოფს, თუ არა კანონმდებლობა ყველას თანაბარ პასუხისმგებლობას სიცოცხლის უკანონო ხელყოფის გამო და მოქმედებს, თუ არა ეს კანონები რეალურად?

2.1.2. როგორ უნდა დადგინდეს სიცოცხლის უკანონო ხელყოფის გამო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და მტკიცების ტვირთი

მე-2 მუხლის მიზანი სიცოცხლის კანონგარეშე ხელყოფისაგან პიროვნების დაცვაა. იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფოს ერთი ან მეტი ორგანო არის ვინმეს სიცოცხლის ხელყოფაზე პასუხისმგებელი, თავად სახელმწიფო ჩაითვლება მე-2 მუხლის დამრღვევად. სიძნელეს ხშირად სწორედ ამისი დამტკიცება წარმოადგენს. სასამართლოს ხშირად მიუჩნევია სახელმწიფო მე-2 მუხლის დამრღვევად არა იმიტომ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს ჰქონდათ მკვლელობა ჩადენილი, არამედ იმიტომ, რომ ვერ უზრუნველყვეს პიროვნების სათანადო დაცვა მკვლელობამდე, ან ვერ მოახერხეს მსხვერპლის სიკვდილის5 გარემოებათა სათანადო გამოძიების ჩატარება.

სასამართლოს არაერთხელ განუცხადებია, რომ ინდივიდის მკვლელობაში სახელმწიფოს ბრალეულობის საკითხი შეიძლება, დადგეს მაშინ, თუ ეს (ბრალეულობა) „ეჭვს არ იწვევს6. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ:

ბრალეულობის მტკიცებულების სანდოობას ძლიერი, მკაფიო და თანმიმდევრული დასკვნები ან ეჭვმიუტანელი ალბათობა7 უნდა განსაზღვრავდეს. თუმცა, ამ დასკვნების თუ ეჭვმიუტანელი ალბათობის მტკიცებულებითი ღირებულება უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით თუ რამდენად სერიოზულია ბრალდება, რომელიც ამ გარემოებებს ეყრდნობა.

  • საქმეში აიასა თურქეთის წინააღმდეგ - (1998), მომჩივანის ბიძას, რომელიც გაზეთების ჯიხურში მუშაობდა (სამხრეთ-აღმ. თურქეთი), მოკვლით დაემუქრნენ. ერთხელ ესროლეს კიდეც ცეცხლასასროლი იარაღიდან და მძიმედ დაჭრეს, ხოლო მომდევნო მცდელობისას - მოკლეს. ეს თავდასხმები პრო-ქურთული

გაზეთების გამავრცელებლების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის დროს მოხდა. კომისიამ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომლითაც ეჭვმიუტანლად დამტკიცდებოდა, რომ დანაშაულში უშიშროების ან პოლიციის ძალები იყვნენ გარეული. სასამართლოს წარუდგინეს ახალი მასალა, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარ მკვლელობათა გარკვეული სერიის, პრემიერ-მინისტრის დავალებით გაკეთებულ ანალიზს წარმოადგენდა. ეს არ ყოფილა არც სასამართლო მოკვლევა და არც სხვა ოფიციალური მოკვლევის ანგარიში, რომელიც გააანალიზებდა მომჩივანის ბიძის სიკვდილის გარემოებებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა თითქოს იცოდნენ რეგიონში მიმდინარე მასობრივი მკვლელობების შესახებ და რომ უშიშროების ძალების მიერ არაერთი მკვლელობაა ჩადენილი. სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია, ანაგარიში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ის არ შეიცავს მასალას, რომლითაც შეიძლება მკვლელობის ჩამდენთა ვინაობის საკმარისი სიზუსტით დადგენა.

საქმეში ეკინსი თურქეთის წინააღმდეგ - (2000), მსხვერპლს წარმოადგენდა ქურთული წარმოშობის ადვოკატი, რომელიც წარსულში ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდამჭერი იყო. ერთ ღამეს ის სამსახურიდან აღარ დაბრუნდა და მოგვიანებით მისი ტყვიებით დაცხრილული გვამი გზის პირას იპოვეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ იყო მასალა, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ მსხვერპლს, რომლის პრაქტიკაც ძირითადად კომპენსაციის საქმეებს მოიცავდა, ვინმე ან რაიმე ემუქრებოდა. მისი სიკვდილის მოწმეები არ არსებობენ და სასამართლო-სამედიცინომ ექსპერტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მსხვერპლს ერთი და იმავე იარაღიდან ესროლეს, მაგრამ ტყვიები არაფრით ჰგავს იმ ტყვიებს, რომლებიც უფრო ადრე ლაბორატორიაში გასინჯეს. თუმცა, სასამართლოს მიერ აღინიშნა, რომ ხელისუფლებამ ჩაატარა გამოძიება. იქვე შეშფოთებით ითქვა, რომ გამოძიებამ ნათელი არ მოჰფინა შესაძლო კავშირს მსხვერპლისა და ერთი თვით ადრე იმავე ვითარებაში მისი კლიენტის მკვლელობას შორის. გამოქვეყნდა ოფიციალური დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ადვოკატის მკვლელობაში სახელმწიფო ორგანოების ხელი ურევია. სასამართლომ დაადგინა, რომ, თუმცა, თავდაპირველი მტკიცებულებებით დასაშვებია მკვლელობა სახელმწიფო ორგანოების მიერ იყოს ჩადენილი, საქმეში არ არის ეჭვმიუტანელი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც მკვლელობა სახელმწიფოს უნდა მიეწეროს. აღნიშნული მკვლელობა ძირითადად ვარაუდების და განსჯის საგანი აღმოჩნდა.

გააანალიზა რა, თუ რამდენად იქნა დაცული მტკიცების ტვირთის მიღებული ნორმა, სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ დროს როცა ხდება მტკიცებულებათა მოპოვება, გასათვალსწინებელია მხარეთა ქცევა8.

ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ - (1999), საქმეში არსებობს ცოლის, როგორც თვითმხილველის, ჩვენება იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე სახელმწიფო ორგანოებმა მოკლეს. თუმცა, იგი არ ყოფილა მკვლელობის მოწმე, მაგრამ მალე მივიდა იმ ადგილზე, საიდანაც სროლის ხმა გაიგონა. ქალი ამტკიცებს, რომ ადგილზე ნახა უშიშროების 8 თანამშრომელი, რომელთაც სთხოვა, დამნაშავეებს დადევნებოდნენ, თუმცა, კანონის წარმომადგენლებმა არაფერი იღონეს მათ დასაკავებლად. კომისიამ განაცხადა, რომ მოწმის ეს ჩვენება არ იყო საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ მკვლელობა უშიშროების ამ 8 თანამშრომლის მიერ ან მათი ჩუმი თანხმობით მოხდა: ამგვარი დასკვნა მხოლოდ ვარაუდის ნაყოფი იქნებოდა. თავის მხრივ, სასამართლომ, აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ვერ მოახერხა ამ ბრალდების უარყოფა და არ ითანამშრომლა სასამართლოსთან იმდენად, რამდენადაც ვერ წარმოადგინა მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, საქმეში არსებული მტკიცებულებები, თუ ამ უკანასკნელთ შესატყვისი სტანდარტით შევაფასებთ, მკვლელობაში სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობაზე არ უთითებს.

იმ შემთხვევებში, სადაც მოვლენათა განვითარებას მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ორგანოები აკონტროლებენ, როგორიცაა, მაგალითად, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში დაკავებულთა დაშავების ან სიკვდილის შემთხვევები, ჩნდება სავსებით დასაბუთებელი ეჭვი, რომ მომხდარზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი. დამაჯერებელი და ზოგადად დამაკმაყოფილებელი მტკიცების ტვირთი სწორედ სახელმწიფო ორგანოებს აწევს9.

ორჰანი თურქეთის წინააღმდეგ - (2002), მოპასუხე ქვეყნის მთავრობამ ვერ წარმოადგინა დამაკმაყოფილებელი ახსნა. სასამართლომ აღნიშნა, რომ:

ეს არა მხოლოდ მომჩივანის მტკიცებებთან დაკავშირებით წარმოშობს კითხვებს, არამედ წარმოაჩენს იმასაც, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ძირითადად ვერ მოახერხა კონვენციის 38 (1) მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. იგივე შეიძლება, ითქვას მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის წარდგენის დაგვიანებაზე, რაც ფაქტების დადგენის ხელისშემშლელი პირობა იქნებოდა ნებისმიერ საქმეში10.

დაკავებულნი თუ თავისუფლებააღკვეთილნი დაუცველნი არიან და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მათი დაცვის ვალდებულება აკისრიათ11. იმ შემთხვევებში, როდესაც პირი დაკავებისას ჯანმრთელი იყო, ხოლო დაკავების პერიოდში გარდაიცვალა, სახელმწიფო ორგანოების ვალდებულებაა, წარმოადგინონ იმ გარემოებათა დამაკმაყოფილებელი განმარტება, რომელთაც გამოიწვიეს პიროვნების სიკვდილი. ამგვარი განმარტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში სიკვდილის გამო პასუხისმგებლობა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს დაეკისრებათ12. დაკავების პერიოდში პიროვნების სიკვდილი სერიოზული ეჭვის საფუძველს იძლევა.

სალმანი თურქეთის წინააღმდეგ - (2000), მსხვერპლი სავსებით ჯანმრთელ მდგომარეობაში დააკავეს: მას არ აღენიშნებოდა არანაირი დაზიანება ან ავადმყოფობა. იგი მოგვიანებით გარდაიცვალა. მის სხეულზე აღმოჩენილ დაზიანებათა გამო არავის წარმოუდგენია განმარტება. სასამართლომ დაადგინა, რომ იმ სიტუაციაში, სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლი და აღმოჩნდა პასუხისმგებელი მსხვერპლის სიკვდილზე.

ანგელოვა ბულგარეთის წინააღმდეგ - (2002), მსხვერპლი პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ. მას პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი გაეკიდა და დააკავა. ამ მიზეზის გამო სასამართლომ დაადგინა, რომ დამაკმაყოფილებელი განმარტების წარმოდგენის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება. სახელმწიფო ორგანოები დაეყრდნენ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო სამედიცინო დასკვნას: პირველი დასკვნა ეხებოდა მსხვერპლის სხეულის დათვალიერების შედეგებს და დაზიანების მომენტად დაახლოებით მისი დაკავების მომენტს მიიჩნევდა, ხოლო მეორე დასკვნა მსხვერპლის სხეულის ფოტოებს ეფუძნებოდა. მხედველობაში სხვა ფაქტორებიც იქნა მიღებული, კერძოდ ის, რომ პოლიციამ მსხვერპლთან ექიმი დროულად არ შეუშვა, იცრუა, რომ მსხვერპლი დაუდგენელი ვინაობის პირი იყო, მაშინ, როდესაც მისი ვინაობა პოლიციისთვის კარგად იყო ცნობილი. სასამართლომ მსხვერპლის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებული მთავრობის განმარტება არადამაკმაყოფილებლად სცნო. შესაბამისად, სასამართლომ მე-2 მუხლი დარღვეულად მიიჩნია.

აკტასი თურქეთის წინააღმდეგ - (2003), მსხვერპლი 1990 წლის 18 ნოემბერს დააკავეს და დაკავების პერიოდში, 1990 წლის 25 ნოემბერს, გარდაიცვალა. დაკავებისას ის ჯანმრთელი იყო. დაკავებიდან მეორე დღეს ძმა ეწვია და ნახა, რომ ნორმალურად გამოიყურებოდა. სიკვდილის შემდგომმა ექსპერტიზამ მის სხეულზე მრავლობითი სიხლჩაქცევები და ფერშეცვლილი მონაკვეთები აღმოაჩინა. სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლჩაქცევათაგან ზოგიერთი ნებისმიერი ადამიანის თვალისათვის ადვილი შესამჩნევი იყო. ამდენად, ეს დაზიანებები მსხვერპლს არ შეიძლება, დაკავებამდე მიეღო, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებდა. სასამართლომ გაიზიარა სამედიცინო ექსპერტების დასკვნა (რაც წინა კომისიამაც მოისმინა) იმის შესახებ, რომ მსხვერპლს დაზიანება მოგუდვით, სავარაუდოდ ჩამოხრჩობით, მოხრჩობით, ან მკერდზე ძლიერი დაწოლით მიაყენეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ უცნობია დაზარალებულის გარდაცვალების ზუსტი დრო; რომ არ არსებობს საავადმყოფოს რაიმე ჩანაწერი გარდაცვალებასთან დაკავშირებით; რომ მთავრობამ ვერ მიუთითა ექიმზე, რომელმაც დააფიქსირა მისი სიკვდილი. ამ ფაქტებზე დაყრდნობით სასამართლომ დაადგინა, რომ საავადმყოფოში მიყვანისას მსხვერპლი უკვე გარდაცვლილი იყო. შესაბამისად, სასამართლომ ეჭვმიუტანლად სცნო, რომ მსხვერპლი სწორედ იმ ფიზიკური ძალადობისგან გარდაიცვალა, რომელიც მის მიმართ მისი დაკავების პერიოდში გამოიყენეს ჟანდარმერიაში. ამდენად, დარღვეულია კონვენციის მე-2 მუხლი.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო არასაპატიო მიზეზით ვერ ახერხებს სასამართლოსთვის ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი მასალების წარმოდგენას13. ეს პრინციპი ვრცელდება მე-2 მუხლის დარღვევის გამო ქვეყნის შიგნით წარმოებულ სასამართლო განხილვაზეც.

იმ შემთხვევებში, სადაც არსებობს მტკიცებულება, რომ პირი დააკავეს და შემდეგ ის გაუჩინარდა, სასამართლო ყოველთვის მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოს მიერ დაკავებულის ბედ-იღბალზე ინფორმაციის მოუწოდებლობა დაკავებულის ფიზიკური გაუჩინარების ფონზე, შეიძლება, აღმოჩნდეს კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის საფუძველი, მაგრამ იქვე დასძენდა, რომ ეს ამა თუ იმ კონკრეტულ გარემოებაზეა დამოკიდებული14. აუცილებელია, საქმეში იყოს კონკრეტულ გარემოებებზე დაფუძნებული ირიბი მტკიცებულებები. პირი დაკავების პერიოდში გარდაცვლილად მიიჩნევა წარმოდგენილი მტკიცებულებების დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობის გათვალისწინებით. იმის მიუხედავად, რომ პიროვნების დაკავების მომენტიდან გასული დრო არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, მაინც ერთ-ერთ გასათვალისწინებელ რელევანტურ ფაქტორად მიიჩნევა. რაც უფრო მეტი დრო გადის ინფორმაციის გარეშე დაკავებულის შესახებ, მით უფრო მეტია მისი გარდაცვალების ალბათობა. სანამ დადგინდება, რომ პიროვნება გარდაცვლილად შეიძლება იქნას მიჩნეული, დროის მსვლელობა გავლენას ახდენს საქმის სხვა ირიბი მტკიცებულებების ინტერპრეტაციაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, თუ რა ფონზე მოხდა სადავო შემთხვევა, მაგალითად ტერიტორია სადაც მოხდა დაკავება, წამება. იმისთვის, რათა პირი გარდაცვლილად იქნას მიჩნეული, აუცილებელია რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებს.

კურტი თურქეთის წინააღმდეგ - (1998), სასამართლომ მსხვერპლთან მიმართებაში კონვენციის მე-2 მუხლი დარღვეულად არ მიიჩნია. მსხვერპლი ბოლოს, ანუ განაჩენის გამოტანამდე ოთხ წელიწად-ნახევრით ადრე, დედამ საკუთარ სოფელში, სახლის გარეთ, ჯარისკაცებით გარშემორტყმული ნახა. მის შემდგომ ადგილსამყოფელსა თუ ბედზე არაფერია ცნობილი. სასამართლომ აღნიშნა საკუთარი ვალდებულების შესახებ ეჭვმიუტანლად გაერკვია მომჩივანის შვილი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელში დაკავებისას მოკლეს თუ _ მოგვიანებით რომელიმე ეტაპზე. სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მოცემული საქმე მთლიანად მომჩივანის შვილის (მსხვერპლის) თავდაპირველი დაკავების გარემოებებიდან გამომდინარე ვარაუდებზე იყო აგებული და გამაგრებული ქვეყანაში თითქოსდა ოფიციალური ჩაურევლობით ნებადართული გაუჩინარებების, არაადამიანური მოპყრობის და დაკავებულების გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯის ზოგადი ანალიზით. უფრო დამაჯერებელი მინიშნებების არარსებობის ფონზე სასამართლომ მიიჩნია,რომ წარმოდგენილი არგუმენტები მომჩივანის შვილის დაკავების პერიოდში გარდაცვლილად მიჩნევისთვის არასაკმარისია.

ორჰანი თურქეთის წინააღმდეგ - (2002), ორივე გარდაცვლილი პირი ბოლო განხილვამდე 8 წლით ადრე ნახეს. ისინი დაკავებისას გაურკვეველ ადგილას წაუყვანიათ იმ დაწესებულების თანამშრომლებს, რომელთა ქმედებაზეც პასუხს სახელმწიფო აგებს. სხვადასხვა მოსაზრებების გამო სასამართლომ ეს საქმე განასხვავა საქმისგან „კურტი თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998). ამ უკანასკნელისგან განსხვავებით არსებობდა მასალა, რომ ორჰანებს სახელმწიფო ორგანოები ეძებდნენ. დაკავების დროს(1994წ.), სამხრ.-აღმ. თურქეთში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა: „არამც და არამც არ შეიძლება იმისი გამორიცხვა, რომ ამ პიროვნებების აუღიარებელი დაკავება მათი სიცოცხლისთვის საშიში იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ კურტი ბოლოს საკუთარ სოფელში ნახეს ჯარისკაცებით გარშემორტყმული, ორჰანები ბოლოს ნახეს მაშინ, როდესაც ისინი დაუდგენელ ადგილას მიყავდათ იმ დაწესებულების თანამშრომლებს, რომელთა ქმედებაზეც პასუხს სახელმწიფო აგებს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იმ დროს სამხრ.-აღმ. თურქეთში სერიოზული პრობლემები არსებობდა მოქალაქეთა დაცვასთან დაკავშირებით, რამაც წარმოშვა უშიშროების თანამშრომელთა მხრიდან საკუთარი ქმედებების გამო უპასუხისმგებლობა, ან უბრალოდ ხელი შეუწყო მათი უპასუხისმგებლობის გაღრმავებას. პასუხისმგებლობის ამ დეფიციტმა განსაკუთრებით ამ საქმეში იჩინა თავი. ფაქტობრივი მასალებით ირკვევა, რომ ჟანდარმერიამ ცოტა რამ თუ იცოდა სამხედროების ოპერაციაში მონაწილეობაზე, რადგან ჟანდარმერია სამხედროებს კონტროლს ვერ უწევს. სასამართლომ დაადგინა, რომ ორჰანების სიკვდილი უშიშროების ძალების მიერ დაუფიქსირებელ დაკავებას მოჰყვა. მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლი და შესაბამისად ორჰანების სიკვდილისთვის ის არის პასუხისმგებელი.

ჩაქიჩი თურქეთის წინააღმდეგ - (1999), მომჩივანთა განცხადებით მსხვერპლი დაკავების შემდეგ გაუჩინარდა. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ მსხვერპლი არავის დაუკავებია და რომ ის სამხრ.-აღმ. თურქეთში ტერორისტებსა და უშიშროების ძალებს შორის შეტაკებისას დაიღუპა. სახელმწიფოს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ გარდაცვლილის პირადობის მოწმობა ერთ-ერთ მოკლულ ტერორისტს უპოვეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელს ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ წარმოუდგენია. კომისიასთვის არ მოუწოდებიათ ინფორმაცია გვამის ამოცნობის თუ დასაკრძალად გადაცემის შესახებ. ფაქტების ადგილზე მოძიების შემდეგ კომისიამ, გაარკვია, რომ არსებობს მოწმეთა სარწმუნო და დამაჯერებელი ჩვენება, რომ გარდაცვლილი ნამდვილად დააკავეს. მოცემული პერიოდის დაკავებების ამსახველი დოკუმენტაცია საეჭვოა და არ წარმოადგენს ზუსტ და სრულ ჩანაწერს იმ პირებისა, ვინც იმ პერიოდში უნდა ყოფილიყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებით გარდაცვლილი 16-17 დღის მანძილზე ჰყავდათ დაკავებული. იმავე მოწმემ მიუთითა, რომ ის ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ტანსაცმელზე აღენიშნებოდა მიმხმარი სისხლი და ამბობდა, რომ მის მიმართ ძალადობა გამოიყენეს. სასამართლომ დაადგინა, რომ გარდაცვლილი დაუფიქსირებელი დაკავებისა და არადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს წარმომადგენლის განცხადება, რომ ერთ-ერთ მოკლულ ტერორისტს მსხვერპლის პირადობის მოწმობა უპოვეს, შეიძლება, ძალზედ სერიოზული დასკვნების გაკეთების საფუძველს იძლეოდეს. სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობს ირიბ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მასალა, რომლითაც ეჭვის გარეშე დასტურდება, რომ უშიშროების ძალების მიერ მსხვერპლის მკვლელობა მის დაკავებას მოჰყვა. იმდენად, რამდენადაც ეს პირი გარდაცვლილად მისი დაუფიქსირებელი დაკავების მომენტიდან უნდა ჩაითვალოს, პასუხისმგებლობა მისი სიკვდილის გამო მე-2 მუხლის მოთხოვნების დარღვევის ფონზე სახელმწიფოს უნდა დაეკისროს.

ტასი თურქეთის წინააღმდეგ - (2000), არსებობს მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ მსხვერპლი დააკავეს და ჰოსპიტალში წაიყვანეს ცეცხლსასროლი იარაღიდან მისთვის მუხლში მიყენებული ჭრილობის გამო. შემდეგ იგი სხვა ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც აღნიშნულია, თუ მოყვანის დღე, მაგრამ არა - საათი. ჰოსპიტლის ჩანაწერში არაფერია ნათქვამი მკურნალობის შესახებ, რაც მსხვერპლს ჩაუტარდა. თუმცა, მისმა ექიმმა კომისიას მისცა ჩვენება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მკურნალობას ჩაუტარებდა გარდაცვლილს. მან აღნიშნა, რომ სტაციონარულ პაციენტად არ მიიღებდა, მაგრამ მის მდგომარეობას ერთი კვირის ან ათი დღის შემდეგ შეამოწმებდა. არ არსებობს არანაირი მასალა, რომლითაც დადასტურდება მსხვერპლისთვის რაიმე თერაპიული მკურნალობის ჩატარების ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაკავებისამსახველ დოკუმენტაციაში არ ჩანს შემდგომი ჩანაწერები. ის ოფიცრები, რომელთაც, მოპასუხე სახელმწიფოს განცხადებით, დაკითხეს მსხვერპლი, ამბობენ, რომ დაკითხვა აწარმოეს მაშინ, როდესაც იგი ჰოსპიტალსა თუ იზოლატორში იმყოფებოდა და საწოლიდან ვერ დგებოდა. პროკურორმა მსხვერპლს დაკავების ორი თხუთმეტდღიანი პერიოდი განუსაზღვრა. დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ მომჩივანს უთხრეს, რომ მისი ვაჟი (მსხვერპლი) უშიშროების ძალებს გაექცა, როდესაც ისინი მთაში რაღაც ოპერაციას ატარებდნენ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ახსნა-განმარტება მოკლებული იყო რეალური საფუძველს, რადგან არ იყო დადასტურებული შესაბამისი უეჭველი მონაცემებით. დოკუმენტური მტკიცებულებების არარსებობამ და მოპასუხე სახელმწიფოს უუნარობამ, წარმოედგინა დამაკმაყოფილებელი ახსნა იმისა, თუ რა შეემთხვა მსხვერპლს, სასამართლოს გამოატანინა საკმაოდ ცალსახა დასკვნა დაკავებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ სამხრ.-აღმ. თურქეთში იმ დროს არსებული სიტუაციის ფონზე პიროვნების დაუფიქსირებელი დაკავება, სავარაუდოდ, სიცოცხლისთვის საშიში უნდა ყოფილიყო. სასამართლომ განაცხადა, რომ ეს პირი გარდაცვლილად უნდა ჩაითვალოს და რომ პასუხისმგებლობა მისი სიკვდილისა და შესაბამისად, მე-2 მუხლის დარღვევის გამო, სახელმწიფოს უნდა დაეკისროს.

კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ - (2001), არ არსებობს ინფორმაცია დაახლოებით 1500 კვიპროსელ ბერძენზე, რომლებიც ბოლოს თურქული ძალების მიერ მათი დაკავებისას ცოცხლები ნახეს. მათი კვალი კუნძულზე კონფლიქტის შეწყვეტიდან ოცი წლის შემდეგაც არ ჩანს. სასამართლომ განაცხადა, რომ ისინი გაუჩინარდნენ ისეთ სიტუაციაში, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები გაუჩინარდნენ მაშინ, როდესაც საომარი ოპერაციების ფონზე უმრავი სამხედრო თუ სამოქალაქო პირის მკვლელობა ხდებოდა, ასევე, მიუხედავად ჩრდ. კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტის 1996 წლის განცხადებისა, რომ თურქულმა არმიამ კვიპროსელი ბერძენი პატიმრები თურქული არმიის ხელმძღვანელობით მოქმედ კვიპროსელ თურქ მებრძოლებს გადასცა და შემდეგში ისინი დახოცეს, სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ გაუჩინარებული პირები მოპასუხე სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა დახოცეს. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს უუნარობის გამო უნდა ჩაეტარებინა გამოძიება, რომელიც გაარკვევდა გაუჩინარებულ პირთა ადგილსამყოფელსა და ბედს და დაადგენდა, რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის გამუდმებულ დარღვევას.

რამდენად არის უზრუნველყოფილი შიდა კანონმდებლობით მტკიცების ტვირთის ნორმის (არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად ადეკვატურია ეს უკანასკნელი) შესაბამისობა კონვენციით მოთხოვნილ სტანდარტთან, კერძოდ, ის, რაც რაიმეს უეჭველ დადასტურებას ეხება.

ითვალისწინებს თუ არა შიდა კანონმდებლობა იმას, რომ მტკიცების ტვირთის ნორმა შეიძლება უგულებელყოფილ იქნას საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმიმდევრული დასკვნების ან გაუბათილებელი ვარაუდების ფონზე?

ითვალისწინებს თუ არა შიდა კანონმდებლობა, რომ იქ, სადაც განვითარებული მოვლენების შესახებ მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებმა იცოდნენ, მტკიცების ტვირთი მომჩივანიდან სახელმწიფოზე ინაცვლებს, ე.ი. მსხვერპლის სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დამაკმაყოფილებელი ახსნა სახელმწიფომ უნდა წარმოადგინოს?

ითვალისწინებს თუ არა შიდა კანონმდებლობა უარყოფითი დასკვნების გაკეთებას ხელისუფლების უუნარობასთან დაკავშირებით რომელსაც არ ძალუძს, უზრუნველყოს შესაბამისი მასალების სასამართლოში წარადგენა?

იძლევა თუ არა შიდა კანონმდებლობა გაუჩინარებულად მიჩნეულ პირებთან მიმართებაში კონკრეტულ გარემოებებზე დაფუძნებული იმ ირიბი სამხილების (მტკიცებულებების) გამოყენების უფლებას, საიდანაც, შეიძლება, დაკავების დროს პირის სიკვდილის შესახებ გაკეთდეს დასკვნა?

რა პროცედურებია გათვალისწინებული იმისათვის, რომ პოლიციის, უშიშროების ძალებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ დაკავებულ პირებზე არ მოხდეს ფიზიკური ზეწოლა?

რა სახის ტრენინგები უნდა ჩაუტარდეთ პოლიციას და უშიშროების ძალებს, რათა მათ მიერ არ მოხდეს დაკავებულთა უფლებების დარღვევა?

2.2. სიცოცხლის უკანონო ხელყოფისათვის სასჯელის დაკისრების ვალდებულება

იმისთვის, რათა ხელი შეუშალოს, როგორც სახელმწიფო ორგანოების, ისე კერძო პირების მიერ ვინმეს სიცოცხლის უკანონო ხელყოფას დაუსჯელად, სახელმწიფომ, სიცოცხლის ხელყოფის ყოველი ფაქტის შემთხვევაში, შესაბამისი სასჯელი უნდა გამოიყენოს. ის პრეცედენტული სამართალი, რაც სიცოცხლის უკანონო ხელყოფის გამო გამოძიების ჩატარების ვალდებულებას ეხება, მეტყველებს იმაზე, რომ არ არის საკმარისი, სიცოცხლის უკანონო ხელყოფას მხოლოდ კანონები უშლიდეს ხელს. აუცილებელია, კანონში გარკვევით იყოს ჩამოყალიბებული იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომელთაც ასეთ დანაშაულში ედებათ ბრალი15. ევროპის საბჭოს წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში მშვიდობიანობისას ჩადენილი მკვლელობისათვის პასუხისმგებლობა მხოლოდ სიკვდილით დასჯას არ უნდა ითვალისწინებდეს16.

2.3. იმ პირთა დაცვა, რომელთა სიცოცხლეც საფრთხეშია

2.3.1. პირები, რომლებიც ხელისუფლებას დაცვას სთხოვენ

სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2 მუხლით სახელმწიფოს, შეიძლება, მოეთხოვოს საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირთა დასაცავად გარკვეული ღონისძიებების ჩატარება. გარკვეულ პირებთან დაკავშირებით სახელმწიფოს, შეიძლება, დამატებითი ღონისძიების ჩატარება მოეთხოვოს. მაგალითად, სასამართლომ დაადგინა, რომ:

იმ შემთხვევებში, როცა ვითარება საშუალებას იძლევა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას შეადგენს, გადადგან პრევენციული ნაბიჯები საფრთხის ქვეშ მყოფი ინდივიდის დასაცავად სხვა ინდივიდის დანაშაულებრივი ქმედებებისგან17.

თუმცა, სასამართლომ აქვე განაცხადა, რომ სახელმწიფო ორგანოებისთვის დაკისრებული ამგვარი ვალდებულება არ უნდა იყოს შეუსაბამო ამ ორგანოების შესაძლებლობებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ არის ვალდებული იზრუნოს ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის საფრთხის განეიტრალებისთვის, ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ისეთ ორგანოებს, როგორიცაა პოლიცია მოეთხოვებათ უფლებამოსილება საპროცესო ნორმების და იმგვარი შეზღუდვების გათვალისწინებით განახორციელონ, რაც კანონით ზღუდავს მათ ძალაუფლებას. მაგალითად, გამოიძიონ დანაშაული და დამნაშავეები მართლმსაჯულებას წარუდგინონ.

სახელმწიფოს ვალდებულება - მიიღოს პრევენციული ზომები, რათა დაიცვას ინდივიდი/ინდივიდები ჩნდება მაშინ, როცა მისი ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა იციან, ან უნდა სცოდნოდათ, რომ ამა თუ იმ ინდივიდის/ინდივიდების სიცოცხლეს, მესამე მხარის დანაშაულებრივი ქმედების გამო, რეალური და უშუალო საფრთხე ემუქრება. კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში დგება, როდესაც ხელისუფლების ორგანოები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვერ შეძლებენ ამგვარი რისკის განეიტრალებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანმა მხოლოდ ის უნდა ნათელყოს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა არ გააკეთეს ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინათ, რათა გაენეიტრალებინათ ინდივიდის/ინდივიდების სიცოცხლისთვის საშიში რეალური და უშუალო საფრთხე, რომლის შესახებაც მათ იცოდნენ, ან უნდა სცოდნოდათ18.

ოსმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (1998), მომჩივანებმა, საკუთარი მასწავლებლის მიერ მოკლული ბავშვის მშობლებმა, განაცხადეს, რომ პოლიციამ არ გადადგა ადექვატური ნაბიჯი მათი შვილის დასაცავად იმ რეალური საფრთხისგან, რომელიც მასწავლებლისგან მომდინარეობდა და არ იყო დაფარული. როცა ფაქტები განიხილეს, იმ მოვლენათა შესწავლისას, რამაც მათი შვილის სიკვდილი გამოიწვია, მომჩივანებმა ვერ მიუთითეს ვერც ერთ მომენტზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ პოლიციამ იცოდა, ან უნდა სცოდნოდა იმ რეალურ და უშუალო საფრთხეზე, რაც ბავშვის სიცოცხლეს ემუქრებოდა. მშობლებმა, თქვეს, რომ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს შეეძლოთ მკვლელი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესაბამისი კანონისმიხედვით დაეკავებინათ. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ აღნიშნული მოტივით შესაბამისი სასამართლო მკვლელს ფსიქიატრულ საავადმყოფოში, სავარაუდოდ, ვერ გაამწესებდა.

კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ“, 2000, მომჩივანის ძმამ, გაზეთ „ოზგურ გუნდემის“(ეს გაზეთი არაერთი თავდასხმის ობიექტი გამხდარა) ჟურნალისტმა მხარის გუბერნატორს გაუგზავნა პრეს-რელიზი, რომლითაც ატყობინებდა, რომ გაზეთის გამავრცელებლებს სიკვდილით დაემუქრნენ. მან მოითხოვა, რომ მიეღოთ ზომები მათი ოფისების, თანამშრომლებისა (მისი ჩათვლით) და გაზეთის გამავრცელებლების დასაცავად. გუბერნატორმა ამ თხოვნის საპასუხოდ ჟურნალისტს უჩივლა. ჟურნალისტი დააკავეს, შემდეგ გაუშვეს, მოგვიანებით კი, სამსახურიდან სახლში მიმავალი, ცეცხლსასროლო იარაღით მოკლეს. სასამართლომ დაადგინა, რომ მსხვერპლის, თურქეთის სამხრ-აღმ.-ში გამომავალი გაზეთის “ოზგურ გუნდემი“ ჟურნალისტს თავდასხმის საფრთხე ემუქრებოდა, რაც მისი სიცოცხლისთვის განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენდა. ხელისუფლებამ იცოდა ამ რისკის შესახებ, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მან გუბერნატორს დაცვის თხოვნით მიმართა. ხელისუფლებამ იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, რომ რისკი იმ პირებისა თუ პირთა ჯგუფებისგან მომდინარეობდა, რომლებიც უშიშროების ძალების აშკარა თუ ჩუმი თანხმობით მოქმედებდნენ. არ არსებობს იმისი დამადასტურებელი მონაცემები, რომ ხელისუფლებამ, მსხვერპლის თხოვნის საპასუხოდ, მის დასაცავად, ასეთი შემთხვევისათვის დადგენილ ზომებს მიმართა, ან გამოიძია გაზეთ „ოზგურ გუნდემის“ თანამშრომლების სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხე პრევენციის ამა თუ იმ ღონისძიების ჩასატარებლად. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ არ მიმართა შესაბამის ზომებს მსხვერპლის სიცოცხლისთვის საშიში რეალური და უშუალო საფრთხის თავიდან ასაცილებლად და ამით დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლი.

აკკოჩი თურქეთის წინააღმდეგ (2000), საქმე ეხება ქურთული წარმოშობის ცოლ-ქმარს. მათ ტელეფონით არაერთხელ დაემუქრნენ, ბოლოს კი სამსახურში მიმავალი მომჩივანის ქმარი მოკლეს. მომჩივანმა და მისმა ქმარმა პროკურატურას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ამ უკანასკნელს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. იმდენად, რამდენადაც არავითარი ღონისძიებისთვის არ მიუმართავთ მსხვერპლის დასაცავად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას.

2.3.2.პატიმრები, რომელთა სიცოცხლეც, შეიძლება, თვითმკვლელობით ან მკვლელობით დასრულდეს

პიროვნების სიცოცხლის დაცვის სახელმწიფოს ვალდებულება ვრცელდება დაკავებულ პირებზეც. სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ვალდებულება იმ პირების დაცვის გამო, რომელთაც შეიძლება სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულონ. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს სხვა პატიმრების ქმდებებისგან მომდინარე ცალკეული პატიმრების სიცოცხლისათვის საშიში ქმედების აღკვეთა.

თვითმკვლელობის რისკთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ციხის ადმინისტრაციამ საკუთარი მოვალეობის შესრულებისას არ უნდა დაარღვიოს მსჯავრდებულთა უფლებები თუ თავისუფლებები. არსებობს ზოგადი ღონისძიებები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია თვითდაშავების საფრთხის შემცირება პიროვნების თავისუფლების შელახვის გარეშე. საჭიროა, თუ არა უფრო მკაცრი ზომები ამა თუ იმ პატიმრის მიმართ და ასევე, რამდენად გამართლებულია ამგვარი ზომების გამოყენება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე19. სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხის დასმისათვის აუცილებელია, დადასტურდეს, რომ ციხის ადმინისტრაციამ იცოდა, ან უნდა სცოდნოდა პატიმრის მიერ თვითმკვლელობის ჩადენის უშუალო საფრთხის შესახებ. იმ შემთხვევებში, როცა პატიმრის ქცევა იცვლება გარკვეული დროის მანძილზე, არ შეიძლება, ითქვას, რომ საფრთხე უშუალო და რეალურია. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ქცევა საშიშ ხასიათს იღებს, ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, საეჭვო პატიმარს ყურადღებით ადევნოს თვალი20.

სხვა პატიმართა ქცევით გამოწვეული საფრთხის გამო სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი დგება მაშინ, როცა ადმინისტრაციამ იცოდა, ან უნდა სცოდნოდა ამა თუ იმ პატიმრის სიცოცხლისთვის სხვა პატიმრის ან პატიმრებისაგან მომდინარე უშუალო და რეალური საფრთხის შესახებ21.

პაულ და ოდრი ედვარდსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (2002),

მსხვერპლი სულიერად იყო დაავადებული. ციხის ადმინისტრაციამ მის საკანში მოათავსა მავანი RL, რომელიც სულიერად იყო დაავადებული და ახასიათებდა მოძალადეორბივი მიდრეკილებები. სასამართლომ დაადგინა, რომ ციხის ადმინისტრაციას არ მიეწოდა სამედიცინო შინაარსის ინფორმაცია RL-ის ავადმყოფობის შესახებ, ხოლო ამ უკანასკნელის ციხეშე გადაყვანისას არ მოხდა პატიმრის ჯანმრთელობის შესაბამისი შემოწმება. ამ მიზეზების გამო ჩაითვალა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მსხვერპლის სიცოცხლე.

ბავშვთა სახლებში სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები გათანაბრებულნი არიან დაკავებულ/დაპატიმრებულ პირებთან. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან. შესაბამისად, ცხადია, რომ სახელმწიფოს მსგავსი პასუხისმგებლობა აქვს მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ყველა ბავშვის მიმართ.

2.3.3.ეკოლოგიური საფრთხისგან ადამიანების დაცვა

სასამართლომ განაცხადა, რომ მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც თავად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არიან დაკავებული იმგვარი ქმედებებით, რაც შეიძლება, ინდივიდის სიცოცხლეს დაემუქროს22.

  • „LCB გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (1998), მომჩივანი ლეიკემიით იყო დაავადებული და ამტკიცებდა, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზი იყო მამამისის მოხვედრა ბირთვული გამოცდის არეალში. ეს უკანასკნელი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ნაწილში მსახურობდა, რომელიც იმ კუნძულზე იდგა, სადაც გამოცდა წარმოებდა. მომჩივანი ამბობდა, რომ ხელისუფლებას მისი მშობლები უნდა გაეფრთხილებინა ბირთვული რადიაციით გამოწვეული საფრთხის შესახებ, რაც შესაძლებელს გახდიდა, მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ, შესაბამისი გამოკვლევა ჩატარებულიყო და ადრეული დიაგნოზი დაესვათ. სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი როლი მდგომარეობდა იმის გარკვევაში, გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეეძლო, რათა მომჩივანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დამდგარიყო, რითაც არაპირდაპირ მიანიშნა, რომ ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შეადგენდა. სასამართლომ დაადგინა, რომ რადგან მომჩივანის მამის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება დასხივების მასშტაბის შესახებ, შეუძლებელია იმისი განსაზღვრა, თუ რამდენად საშიში იყო რადიაცია, რომელიც მან მიიღო. სასამართლომ დაასკვნა, რომ ვერ დადგინდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მამის დასხივებასა და მოგვიანებით ჩასახული ბავშვის ლეიკემიით დაავადებას შორის და რომ ხელისუფლება არ არის ვალდებული, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით რაიმე ზომები მიიღოს.

ითვალისწინებს თუ არა კანონი ხელისუფლების ვალდებულებას, გარკვეულ შემთხვევებში დაიცვას გარკვეულ პირთა სიცოცხლე? რა შემთხვევებში მოქმედებს ეს ვალდებულება?

ითვალისწინებს თუ არა კანონი იმას, რომ ეს ვალდებულება იმისდა მიხედვით წარმოიშობა, თუ რა ინფორმაცია აქვთ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, ან რა ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ პოტენციური დანაშაულით გამოწვეულ უშუალო და რეალურ საფრთხეზე, ან პატიმრობისას, ამა თუ იმ პირის მიერ თვითმკვლელობის ჩადენის ასევე უშუალო და რეალურ საფრთხეზე?

ზღუდავს თუ არა დამკავებელთ კანონი იმგვარად, რომ მინიმუმამდე შემცირდეს სიცოცხლის რისკი? თუ ზღუდავს - როგორ?

ითვალისწინებს თუ არა კანონი სახელმწიფოს პასუხიმგებლობას ამ უკანასკნელის შესაბამისი ორგანოების მიერ ჩადენილი იმ ქმედებებისათვის, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს გარკვეულ პირთა სიცოცხლეს? თუ ითვალისწინებს, რა გზებით?

2.4. სახელმწიფოს სხვა ვალდებულებები

2.4.1. დაუბადებელი ბავშვის უფლებები

საკითხი იმის შესახებ, კონვენციის მე-2 მუხლით უზრუნველყოფილი სიცოცხლის უფლება ვრცელდება თუ არა დაუბადებელ ბავშვზე, აბორტთან დაკავშირებულ შემთხვევებთან მიმართებაში წამოიჭრა. ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში აბორტის საკითხზე ვერ თანხმდებიან და შესაბამისად წინა კომისიამ ამ საკითხზე მკვეთრი განცხადებების გაკეთებას თავი აარიდა (ამ საკითხს სასამართლომდე ჯერ არ მიუღწევია). მაშინ, როდესაც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს საშუალება ეძლევათ, განსაზღვრულ შემთხვევებში აბორტების ჩატარების მარეგულირებელი კანონების შემუშავებისას საკუთარ თავს გარკვეული თავისუფლება მისცენ, კომისიამ აღნიშნა, რომ გარკვეულ გარემოებებში, შეიძლება, მე-2 მუხლი დაუბადებელ ბავშვებზეც ვრცელდებოდეს23. კომისიამ საქმის „H ნორვეგიის წინააღმდეგ“ - (1992), გამო აღნიშნა, რომ:

მის მოვალეობას არ შეადგენს იმისი გარკვევა, შეიძლება, თუ არა ნაყოფს კონვენციის მე-2 მუხლი იცავდეს... მაგრამ, არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ გარემოებებში, შესაძლოა, ეს ასეც იყოს, მიუხედავად წევრ სახელმწიფოებში არსებული აზრთა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობისა - შეიძლება, თუ არა, ან რამდენად შეიძლება, კონვენციის მე-2 მუხლი დაუბადებელ ბავშვს იცავდეს24.

ამასთან, გაურკვეველია, თუ რა გარემოებები უნდა განაპირობებდეს ამას. კომისიამ გაიხსენა ნორვეგიის შიდა კანონმდებლობის სხვადასხვა მოთხოვნა, კერძოდ: ფეხმძიმობის მეთორმეტე კვირის შემდეგ, ფეხმძიმობის მე-18 კვირამდე, აბორტისთვის საჭიროა ორი ექიმის ნებართვა; ამ პერიოდის შემდეგ ფეხმძიმობის შეწყვეტა არ შეიძლება თუ არ არსებობს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიზეზები ამგვარი ნაბიჯის გადადგმისთვის; აბორტი დაუშვებელია იმ ეტაპზე, როდესაც შეიძლება ნაყოფი ცოცხალი დაიბადოს. კომისიის დასკვნით, მოპასუხე სახელმწიფოს არ გადაუჭარბებია საუთარი უფლებამოსილებისთვის და მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ამ დელიკატურ საკითხთან მიმართებაში ამგვარი უფლებამოსილება ნამდვილად ჰქონდა.

როგორ არეგულირებს კანონი აბორტის ჩატარებას და დროის რა შეზღუდვებს აწესებს ამასთან დაკავშირებით? რამდენად ნათელი და ზუსტია კანონის ფორმულირებები?

აღიარებულია თუ არა ნაყოფის უფლებები მოცემული კანონით?

2.4.2. სამედიცინო დახმარების მიღების უფლება

ამტკიცებენ, რომ კონვენციის მე-2 მუხლი სახელმწიფოსგან მოითხოვს საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას. თუმცა, სასამართლოს ამ ტიპის საქმეები არ განუხილავს, წინა კომისიამ გამოიტანა რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლითაც ცხადდება, რომ მე-2 მუხლთან დაკავშირებით დავისთვის სერიოზული აგრუმენტები არსებობს.

„ასოციაცია X გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (1978), განმცხადებელი ჩიოდა, რომ სახელმწიფო სამედიცინო სამსახურების მიერ წარმოებული აცრების პრაქტიკა, რამაც რამდენიმე პატარა ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა. კომისიამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ფაქტების გამო, არ შეიძლება, მე-2 მუხლი დარღვეულად ჩაითვალოს და განაცხადა, რომ მე-2 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, თავი შეიკავოს არა მხოლოდ სიცოცხლის განზრახ ხელყოფისგან, არამედ გადადგას შესაბამისი ნაბიჯი სიცოცხლის დასაცავად. ამგვარად, კომისიამ არაპირდაპირ აღიარა, რომ სახელმწიფოს აქვს მე-2 მუხლით გარანტირებული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის გარკვეული პასუხისმგებლობა.

სასამართლომ სამედიცინო დახმარების საკითხი მძიმედ დაავადებული პირების მიერ შემოტანილი სარჩელების ფონზე განიხილა, ისინი ცდილობდნენ, თავი აერიდებინათ იმ ქვეყანაში გადაყვანისთვის, სადაც სავარაუდოდ სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებდნენ. სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს მე-3 მუხლის შემთხვევაა და არა მე-2 მუხლისა.25

დაკავებული პირის მიმართ ვალდებულება ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც თანამესაკნე შიმშილობას აცხადებს. თუმცა, ასეთი შემთხვევები მე-3 და არა მე-2 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით განიხილება (არადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა)26. საერთოდ, სამედიცინო დახმარების გაუწევლობის საკითხი კომისიამ და სასამართლომ მე-3 მუხლის დარღვევის ფარგლებში განიხილა. შეიარაღებული ძალების ოფიცრებმა („ილჰანი თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000)) 36 საათით დააყოვნეს იმ პირის საავადმყოფოში გადაყვანა, რომელიც სერიოზულად იქნა დაშავებული მათ მიერვე. სასამართლომ დაადგინა, რომ მე-3 მუხლის დარღვევით მსხვერპლისთვის მიყენებული დაზიანების სიმძიმე და სამედიცინო დახმარების დაყოვნება წამებას წარმოადგენდა.

თუმცა, ერთ-ერთ უკანასკნელ საქმეში სასამართლომ სხვა პოზიცია დაიკავა.

ანგელოვა ბულგარეთის წინააღმდეგ (2002), სასამართლომ განიხილა პოლიციის ოფიცრების მიერ დაკავებული პირისთვის სამედიცინო დახმარების დაყოვნების საკითხი. როდესაც მიხვდნენ, რომ მსხვერპლის მდგომარეობა უარესდებოდა, სასწრაფო დახმარების გამოძახების ნაცვლად ისინი თავიანთ კოლეგებს დაუკავშირდნენ, რომელთაც ყმაწვილი დააპატიმრეს. პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იმ მომენტში პატრულირებდნენ, ვითარების გადასამოწმებლად პოლიციის განყოფილებაში დაბრუნდნენ. შემდეგ პოლიციის თანამშრომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში წავიდა და სასწრაფო დახმარება მოიყვანა, ნაცვლად იმისა, რომ სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა. შესაბამისად დახმარება ორი საათის დაგვიანებით აღმოუჩინეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ დაყოვნებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საბედისწერო შედეგში.

სასამართლოს აზრით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პოლიციას არ უცდია მსხვერპლისადმი მოპყრობის სასამართლოსეული აღწერის დაზუსტება ან გაპროტესტება, ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის დარღვევას. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამიერიდან სასამართლო ყველა შემთხვევაში, სადაც დაკავებულისთვის სამედიცინო დახმარების დაყოვნებას მისი სიკვდილი მოჰყვა, განიხილავს არა მე-3, არამედ მე-2 მუხლის დარღვევად.

2.4.3. სიკვდილის უფლება

საქმეში პრეტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (2002), მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სიცოცხლის უფლება მოიცავს სიკვდილის უფლებასაც, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. გარდაცვლილი სასიკვდილოდ იყო დაავადებული მამოძრავებელი ნეირონის დამბლის დეგენერატული დაავადებით, რომელმაც იგი კისრიდან დაადამბლავა. ის პირები, რომლებიც ამ უკურნებელი სენით არიან დაავადებული, იხრჩობიან, როცა მათი ფილტვები წვეტს მუშაობას. როცა მას არჩევანის გაკეთება ჯერ კიდევ შეეძლო, გარდაცვლილის სურვილი იყო თვითმკვლელობაში ქმარი დახმარებოდა. ამისი გაკეთება კი მეუღლეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის რისკის აცილების გარეშე არ შეეძლო. სასამართლომ აღნიშნა, რომ მე-2 მუხლთან დაკავშირებულ ყველა შემთხვევაში, რისი განხილვაც მას მანამადე მოუხდა, აქცენტი სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის დაცვის ვალდებულებაზე კეთდებოდა. მომჩივანმა წამოაყენა მოსაზრება, რომ რადგანაც უფლება პირისა, არ ეკუთვნოდეს არც ერთ დაჯგუფებასა თუ გაერთიანებას (მე-11 მუხლი) სასამართლომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური კუთვნილების უფლების ნაწილად მიიჩნია, ისევე უნდა განეხილა კონვენციის მე-2 მუხლიც. სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია, სიტყვა „თავისუფლება“ ფრაზაში „კუთვნილების თავისუფლება“ - გულისხმობს მისი გამოყენების არჩევანის თავისუფლებას, მე-2 მუხლი განსხვავებულადაა ფორმულირებული:

ეს მუხლი არ ეხება ცხოვრების დონეს, ან იმას, თუ როგორ მოეპყრობა პირი საკუთარ სიცოცხლეს.27

შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მე-2 მუხლი, შეიძლება, მხოლოდ მისი მნიშვნელობის დამახინჯებით იქნას განხილული დიამეტრულად განსხვავებული უფლების, კერძოდ, სიკვდილის უფლების, მომცველ მუხლად.

კრძალავს თუ არა შიდა კანონმდებლობა თვითმკვლელობის ხელშეწყობას?

____________________________

1 ოსმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1998

2 იხ. თავი 4.2.2. ძალის გამოყენება რომელიც უკიდურეს საჭიროებას წარმოადგენს.

3 „მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინაღმდეგ” - (1995).

4 ქურთისტანის მუშათა პარტია, სეპარატისტული ჟგუფი, რომელიც თურქეთის ქურთულ უმცირესობას წარმოადგენს, ტერორისტული აქტებით იყო დაკავებული.

5 იხ. თავი 2.3. საფრთხის ქვეშ მყოფი ინდივიდების დაცვა და 3 პროცესუალური მოთხოვნები

6 „ორჰანი თურქეთის წინააღმდეგ“ - (2002);

7 იხ. „ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ“ - (1999), პარაგრაფი 97(იხ. თავი 7.2.1.1.).

8 იხ. „ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (1978), პუნქტი 161

9 იხ.“სალმანი თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000); „ჩაქიჩი თურქეთის წინააღმდეგ“ - (1999); და „ტიმურტასი თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000).

10 პუნქტი 266[იხ. თავი 7.2.1.1.]

11 იხ. „სალმანი თურქეთის წინააღმდეგ~ - (2000)

12 „ანგელოვა ბულგარეთის წინააღმდეგ~ -(2002)

13 „ორჰანი თურქეთის წინააღმდეგ” - (2002);

14 „ტასი თურქეთის წინააღმდეგ” - (2000).

15 იხ. „შანაგანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001) და 3.1.1. გამოძიების ბუნება და მიზანი.

16იხ. I მუხლის მე-6 ოქმი.

17 „ოსმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (1998), პუნქტი 115[იხ. თავი 7.2.1.]

18 „ოსმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1998)

19 „ქინენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001);

20 „ქინენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001);

21 „პაულ და ოდრი ედვარდსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2002).

22 „LCB გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (1998).

23 „H ნორვეგიის წინააღმდეგ“, 1992.

24 პუნქტი 1.

25 იხ. „D გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (1997) და ინტერაითსის ტრენინგის მასალები წამების და არადამიანური მოპყრობის აკრძალვის შესახებ;

26 „X გერმანიის წინააღმდეგ“.

27 „პრეტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2002), პუნქტი 39.

4 3. საპროცესო მოთხოვნები

▲ზევით დაბრუნება


3.1. გამოძიების ჩატარების ვალდებულება

3.1.1. გამოძიების ბუნება და მიზანი

მე-2 მუხლი, თუ მას I მუხლთან ერთად განვიხილავთ (ამა თუ იმ იურისდიქციის ქვეშ მყოფ მოქალაქეთათვის კონვენციით გარანტირებული გარკვეული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა), გულისხმობს სახელმწიფოს მოვალეობას, ჩაატაროს სიცოცხლის უკანონო ხელყოფის თითოეული ფაქტის გამოძიება. საქმეში „მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (1995), სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს უფლება მიეცათ, მიემართათ სასიკვდილო დარტყმის გამოყენებისათვის, სამხედროების ინფორმაციის მიხედვით ტერორისტებად მიჩნეული პირების წინააღმდეგ, რომლების, თითქოსდა, ბომბის აფეთქებას აპირებდნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ თვითნებური მკვლელობის ჩადენის აკრძალვა იმ მექანიზმის გარეშე, რომლითაც სასიკვდილო დარტყმის გამოყენების კანონიერება უნდა დადგინდეს, არაეფექტურია. გამოძიების ჩატარების ვალდებულება1 ეხება იმ პირებსაც, რომლებიც ძალოვანების მიერ დაკავების მომენტიდან გაუჩინარდნენ. ეს ვალდებულება წარმოიშობა მაშინ, როდესაც არის დასაბუთებადი ეჭვი, რომ პირი, რომელიც ბოლოს ნახეს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ დაკავების პერიოდში, მოგვიანებით სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში გაუჩინარდა.2

საქმეში მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (1995), ჩატარდა მოკვლევა ტერორისტად მიჩნეული სამი პირის მკვლელობისა. 79 მოწმე დაიკითხა, როგორც ჩვეულებრივ, ისე ჯვარედინად, რის შემდეგაც შეადგინეს მკვლელობის თანმხლებ მოვლენათა დაწვრილებითი აღწერა. მომჩივანების ადვოკატებმა შეძლეს ძირითადი მოწმეების დაკითხვა, მათ შორის, იმ სამხედროებისა და პოლიციელებისა, რომელთაც ანტი-ტერორისტული ოპერაციის განხორციელებასა და დაგეგმვაში მიიღეს მონაწილეობა. ადვოკატებმა განხილვისას შესაბამისი დოკუმენტები წარმოადგინეს. ამდენად, ამ თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ - (2001), 20 წლის წინ, დაახლოებით, 1500 ადამიანი გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც ისინი თურქულმა და თურქულ-კვიპროსულმა ძალებმა დააკავეს. სასამართლომ დაადგინა, რომ დაკავება მოხდა მაშინ, როცა სამხედრო ოპერაციებს თან ახლდა მასობრივი მკვლელობები და დაპატიმრებები. ამდენად, გაუჩინარებულ პირთა დაპატიმრებები სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში მოხდა. თურქულ ხელისუფლებას არ გამოუძიებია მომჩივანთა ნათესავების განცხადება, რომლის მიხედვითაც მსხვერპლთა გაუჩინარება მოხდა მაშინ, როდესაც მათ უსაფრთხოებას რეალური საფრთხე ემუქრებდა. ეს კი მე-2 მუხლის დარღვევის ტოლფასია.

სახელმწიფომ მე-2 მუხლი, შეიძლება, დაარღვიოს მაშინ, როდესაც საქმე ეხება მის ვალდებულებას, ჩაატაროს გამოიძიება თვით იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მომჩივანი ვერ ახერხებს, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომ ესა თუ ის პირი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლებმა შეგნებულად მოკლეს3. სათანადო გამოძიების ჩაუტარებლობა, შეიძლება, საკმარისი საფუძველი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ მე-2 მუხლი დარღვეულად მივიჩნიოთ.

გამოძიების მიზანია, უზრუნველყოს სიცოცხლის დაცვასთან დაკავშირებული ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ეფექტური მოქმედება, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც სიცოცხლის ხელყოფაში სახელმწიფოს წარმომადგენელი ორგანო თუ პირი მონაწილეობს, უზრუნველყოს მათი პასუხისგება იმ მკვლელობებზე.3 საჭიროა, ჩატარდეს გამოძიება, რომელიც იქნება ,,გამოწვლილვითი, ობიექტური და გულისყურით წარმართული“.4

ამასთან, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მოცემულ ვითარებაში ძალის გამოყენება გამართლებული და გამოააშკარავოს დამნაშავეები. ეს არის არა შედეგის მიღების, არამედ შესაბამისი ზომებისთვის მიმართვის ვალდებულება5. გამოძიების ეფექტურობის საზომი დამოკიდებულია ამა თუ იმ შემთხვევაზე. რამდენად ეფექტურია გამოძიება, უნდა განისაზღვროს ყველა შესაბამისი ფაქტისა და იმ ვითარების შესწავლის მიხედვით, რომელშიც ის ტარდება.6

საქმეში კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ - (2000), მომჩივანის ძმის მკვლელობის გამოძიება მხოლოდ ერთ თვეს გაგრძელდა. ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს და გაასამართლეს მკვლელობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა უშუალო მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილს მკვლელობასთან რაიმე კავშირი ჰქონდა. მოგვიანებით გაამართლეს, მაგრამ გამოძიება აღარ ჩაუტარებიათ. არავის ჩაუტარებია მოკვლევა მსხვერპლის „ოზგურ გუნდემში“ (გაზეთი) მუშაობასა და მკვლელობას შორის კავშირისა. შესაძლოა იმის გამო, რომ არსებობდა უშიშროების თანამშრომელთა გასაიდუმლოებული შეთანხმება მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძიების შეზღუდული მასშტაბისა და დროის გამო დარღვეულ იქნა მე-2 მუხლით უზრუნველყოფილი გამოძიების ჩატარების ვალდებულება.

შანაგანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (2001), სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება არ ჩატარდა გამჭვირვალედ და ეფექტურად. დაადგინა, რომ ეს ეწინააღმდეგება ადგილობრივი სასამართლოების მიზანს, ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით ხელი შეუწყონ ეჭვების და მითქმა-მოთქმის აღმოფხვრას. გამოძიების სუსტ მხარედ უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ მოკვლევისას გამოირიცხა ყველა მოსაზრება და გარემოება, რომელიც, შეიძლება, აღმოჩენილიყო სისხლის სამართლის მოცემულ გახსნად დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. სასამართლომ განაცხადა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ პასუხისგების უზრუნველყოფა შეუცვლელი საშუალებაა საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად, აგრეთვე იმისათვის, რომ სიკვდილის გამომწვევი ძალის გამოყენების გამო შემოტანილ საჩივრებზე სათანადო რეაგირება მოხდეს. ამგვარ პროცედურათა არარსებობა კიდევ უფრო ამწვავებს სამართალდამცავთა ბოროტი განზრახვებით გამოწვეულ შიშს. სხვა არგუმენტებთან ერთად ამ შიშის საფუძვლიანობას ადასტურებს მოსაკლავად გამიზნული სროლის შემთხვევასთან დაკავშირებული მონაცემებიც. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ არ შესრულდა მე-2 მუხლის მოთხოვნების დაცვის პროცედურული ვალდებულება და ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის დარღვევას ამ თვალსაზრისით.

საქმეში კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ - (2001), სასამართლომ გაეროს დაკარგულ პირთა მოძიების კომისია არ მიიჩნია გამოძიების მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების ეფექტურ ინსტრუმენტად. კომისიის უფლებამოსილება შემოსაზღვრულია იმისი დადგენით, დაკარგულ პირთა სიაში არსებული პირები ცოცხლები არიან, თუ გარდაცვლილი. ამ ორგანოს არ გააჩნია უფლებამოსილება, ჩაატაროს მოკვლევა სიკვდილის მიზეზებთან ან ვინმეს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, კომისიის უფლებამოსილება მხოლოდ კვიპროსის კუნძულით შემოიფარგლება. მას არ გააჩნია უფლებამოსილება იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც თურქეთის შეიარაღებულ ძალებს გადაეცნენ და შემდგომ თურქეთში გაუჩინარდნენ.

საქმეში ეკინსი თურქეთის წინააღმდეგ - (2002), სახელმწიფო ხელისუფლებამ ჩაატარა გამოძიება, რაც მოიცავდა რამდენიმე პირის დაკითხვას, რომელთაც მსხვერპლთან ნაცნობობა აკავშირებდათ და ასევე იმ პირებისა, რომელთაც გარდაცვლილი გზის ნაპირზე აღმოაჩინეს. მონაცემებმა დაბადა ეჭვი, რომ გარდაცვლილისა და მისი ყოფილი კლიენტის, ბ-ნ ჩანთურქის, მკვლელობებს შორის კავშირი არსებობდა. ბ-ნ ჩანთურქი ერთი თვით ადრე მოკლეს იმავე ვითარებაში, როგორშიც მსხვერპლი. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ ორ მკვლელობას შორის კავშირის გამოუძიებლობა არის ქვეყნის ხელისუფლების აშკარა შეცდომა. სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად ოფიციალური ანგარიშებისა, რამაც დაადასტურა კავშირი ორ მკვლელობას შორის, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა გამოძიების ჩატარება. არ ჩატარებულა გამოძიება მსხვერპლისა და ბ-ნი ჩანთურქის მკვლელობებს შორის კავშირისა, ან იმისა, თუ რამდენად შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს წარმომადგენლებს ბ-ნი ჩანთურქის მკვლელობაში. გამოძიება ძირითადად მისი ოჯახის წევრებით, მეგობრებით, სამსახურებრივი კავშირებით თუ მოღვაწეობით დაინტერესდა. სასამართლოს აზრით, გამოძიება არც ადეკვატური ყოფილა და არც ეფექტური.

არ არის აუცილებელი, გამოძიება ერთიან პროცესად ჩატარდეს. საქმეში შანაგანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (2001), ფაქტების მოძიება, სისხლის სამართლის გამოძიება და მსჯავრის დადება სხვადასხვა ორგანომ მოახდინა. მე-2 მუხლის დარღვევის დასასაბუთებლად მხოლოდ ეს ფაქტი არ იყო საკმარისი. მთავარია, რომ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დაცვის აუცილებელი პირობები ეფექტურად და მისაწვდომად იქნა უზრუნველყოფილი.

აუცილებელია, არსებობდეს ზომები ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობის წინააღმდეგ7.

რა წესებით რეგულირდება სიცოცხლის კანონგარეშე ხელყოფის გამოძიების დაწყება?

ეხება თუ არა გამოძიების ვალდებულება იმ პირებს, რომლებიც სახელმწიფო ორგანოების მიერ დაკავების შემდეგ გაუჩინარდნენ?

რა მექანიზმები არსებობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამგვარი გამოძიებები ეფექტურად, გამოწვლილვით და ობიექტურად ჩატარდეს და დამნაშავეთა დასჯით დასრულდეს?

რა მექანიზმები არსებობს გამოძიების პროცესში ჩართული სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად?

რა ზომებს მიმართავენ მაშინ, როდესაც გამოძიება არაეფექტურად წარიმართება?

3.1.2. გამოძიების ჩატარების ვალდებულება სიცოცხლის უკანონო ხელყოფის შესახებ ინფორმაციის მიღებისას

გამოძიების ჩატარების ვალდებულება ეხება სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ყველა ფაქტს და არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ ჩადენილი მკვლელობებით. გამოძიება არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, მიმართეს, თუ არა საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი განცხადებით. სასამართლომ განაცხადა, რომ მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას აცნობეს ვიმეს სიცოცხლის ხელყოფის შესახებ, უკვე წარმოშობს გამოძიების ჩატარების ვალდებულებას8. იგივე ეხება მკვლელობის მცდელობას და დაკავებისას მომხდარი გაუჩინარების ყველა შემთხვევას9.

საქმეში სალმანი თურქეთის წინააღმდეგ - (2000), სასამართლომ დაადგინა, რომ მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას აცნობეს დაკავებისას ვინმეს სიცოცხლის ხელყოფის შესახებ, უკვე წარმოშობს მკვლელობის გარემოებათა ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებას.

იქ, სადაც სიცოცხლის უკანონო ხელყოფაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კვალი ჩანს, გამოძიებამ ამ ორგანოთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გაარკვიოს. სასამართლოს აზრით, ეს აუცილებელია, საზოგადოების ნდობის შენარჩუნებისა და ძალის გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის თაობაზე წარმოშობილ კანონიერ პრეტენზიებზე რეაგირებისთვის10.

საქმეში იასა თურქეთის წინააღმდეგ - (1998), ეხება გაზეთების ჯიხურის მეპატრონის მკვლელობას, რომელიც „უზგურ გუნდემს“ ყიდდა. ამასთან დაკავშირებით, როგორც ჟურნალისტმა, ისე გაზეთის მეპატრონემ რამდენიმე განცხადებითა და პროტესტით მიმართეს შესაბამისი სამინისტროს ხელმძღვანელს. ამ გაზეთთან დაკავშირებულ პირებზე არაერთი თავდასხმა მოეწყო. სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების მოვალეობას შეადგენდა, გამოძიებისას ყურადღება მიექციათ სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობის ფაქტისთვის. ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მომჩივანმა ოფიციალურად დაასახელა თუ არა უშიშროების ძალები თავდამსხმელთა შორის.

როგორ უზრუნველყოფს კანონი სიცოცხლის კანონგარეშე ხელყოფის შემთხვევების გამოძიებას, მათ შორის, იმ ფაქტებისა, სადაც სახელმწიფო ორგანოებია გარეული?

3.1.3. სავარაუდოდ ძალადობის გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის ფაქტის გამოძიების ჩატარების ვალდებულება

გამოძიების ჩატარების ვალდებულება არ შემოიფარგლება იმ შემთხვევებით, სადაც ძალის გამოყენება სიკვდილით დასრულდა. სასამართლომ დაადგინა, რომ იმგვარი ძალის გამოყენებისას, რაც მკვლელობის მცდელობის ტოლფასია, სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულებას შეადგენს, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება11. მკვლელობის მცდელობის მსხვერპლს უფლება აქვს, მისი შემთხვევა ისევე გამოიძიონ, როგორც იმ პირებისა, რომლებზე თავდასხმასაც სიკვდილი მოჰყვა.

საქმეში „იასა თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998), სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა დაიცვეს მომჩივანის სიცოცხლე, მათ ვერ დაიცვეს მე-2 მუხლის მოთხოვნა, ჩაეტარებინათ ეფექტური გამოძიება იმ თავდასხმისა, რომლის დროსაც მსხვერპლს რვაჯერ ესროლეს.

როგორ უზრუნველყოფს კანონი სავარაუდოდ ძალის გამოყენების გამო გამოწვეული სიკვდილის ეფექტური გამოძიების ჩატარებას, მაგალითად, მკვლელობის მცდელობების, სროლისას უდანაშაულო გამვლელების მძიმედ დაშავების შემთხვევებში?

3.1.4. გამოძიების ჩატარების ვალდებულება და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

გამოძიება იმ შემთხვევებშიც უნდა ჩატარდეს, როდესაც მოცემული მკვლელობა მოძალადე სეპარატისტების, ტერორისტების და ა.შ. წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე მოხდა. სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ამ ვალდებულებისგან არც ამგვარ ვითარებაში არ თავისუფლდება. ასე რომ არ ყოფილიყო, ეს უფრო გაამწვავებდა დაუსჯელობის და დაუცველობის კლიმატს მოცემულ რეგიონში, რითაც ერთგვარი მანკიერი წრე შეიკვრებოდა12.

საქმეში ერგი თურქეთის წინააღმდეგ - (1998), სამხრ-აღმ. თურქეთში უშიშროების ძალების მიერ მოწყობილი ალყის გამო სასამართლომ დაადგინა, რომ:

არც მწვავე შეიარაღებული შეტაკებების და არც კონფლიქტით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი დონე არ აბათილებს მე-2 მუხლით უზრუნველყოფილ ვალდებულებას - ჩატარდეს ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება სიკვდილის იმ შემთხვევებისა, რაც შეიარაღებულ ძალების მონაწილეობით წარმოებული შეტაკებების შედეგად დადგა. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებისა, სადაც ბევრია სხვადასხვა თვალსაზრისით გაურკვეველი გარემოება.13

უზრუნველყოფს თუ არა კანონი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტების გამოძიების ეფექტურად ჩატარებას იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ფაქტები ტერორიზმთან, მეამბოხეებთან და მისთ. ბრძოლის ფონზე გავრცელებული მასობრივი მკვლელობების დროს ხდება? თუ უზრუნველყოფს, რითი განსხვავდება ამგვარ შემთხვევებში გამოძიების ნორმები ჩვეულებრივ დანაშაულებათა გამოძიების ნორმებისგან? საერთოდ, განსხვავდება თუ არა?

3.1.5. გამოძიების დროულად ჩატარების ვალდებულება

გამოძიება უნდა ჩატარდეს სწრაფად და დროულად. ძალის გამოყენებით სიკვდილის შემთხვევის გამოძიება ხელისუფლების მიერ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში კანონის უზენაესობის რწმენის შენარჩუნებისა და უკანონობისთვის ხელის დაფარების, თუ ატანის აღმოფხვრისათვის14. იმ შემთხვევებში, როდესაც სასამართლო პროცესის გადადება ხდება, შესაძლებელია, დროული გამოძიების ჩატარების მოთხოვნა ვერ იქნას დაცული. სასამართლოს აზრით, თუ პროცესის გადადება გარდაცვლილის ოჯახის მიმართ პროცესუალური სამართლიანობის დაცვის მოსაზრებებით არის ნაკარნახევი, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლია - სისტემას სტრუქტურული თვალსაზრისით უზრუნველყოს პროცესის სწრაფად და ხელმისაწვდომად წარმართვა გარდაცვლილის ოჯახისათვის.15

საქმეში მაკშეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (2002), ჩვენებები მკვლელობიდან ორ კვირაში იქნა შეგროვილი. მკვლელობა 1996 წლის ივლისში მოხდა, მაგრამ პოლიციას16 შესაბამისი მასალები სახელმწიფო ბრალდების უფროსისთვის 1997 წლის ივნისამდე არ გადაუგზავნია17. შემდგომ ადგილი ჰქონდა გაურკვეველ მოკვლევას და 1998 წლის 2 მარტს, ინციდენტიდან თითქმის ცხრამეტნახევარი თვის შემდეგ, პოლიციამ სახელმწიფო ბრალდების უფროსს თავისი საბოლოო ანგარიში გადაუგზავნა. თუმცა აუცილებელი იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მასალების მოპოვება. საქმიდან გამომდინარე მათი შეგროვება რაიმე სიძნელეს არ წარმოადგენდა და ამიტომაც ძნელია, აიხსნას უმოქმედობის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, განსაკუთრებით, 1996 წლის 6 დეკემბრის შემდგომ. სასამართლომ გაკვირვებით აღნიშნა, რომ სამხედრო მანქანის მძღოლს, რომელმაც გარდაცვლილი გაიტანა, მეორე ჩვენება პირველი ჩვენებიდან ხუთნახევარი თვის შემდეგ ჩამოართვეს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების პერიოდი არარაციონალურად იქნა გამოყენებული.

საქმეში კელი და სხვეები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (2001), მოკვლევის დაწყებამდე 8 წელი გავიდა. ამასთან, საქმეში მრავლად იყო გადადების შემთხვევა, რომელთაგან ზოგიერთი თავად მომჩივანმა მოითხოვა. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანის მიერ მოთხოვნილი გადადებები ხელისუფლებას არ ათავისუფლებს მოკვლევის დროულად ჩატარების მოვალეობისგან. აღნიშნული საქმის მოკვლევა არც დროულად და არც ოპერატიულად არ წარმართულა, რითაც დაირღვა მე-2 მუხლის მოთხოვნები.

საქმეში ჯორდან(ჰიუ) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (2001), ადგილი ჰქონდა მოკვლევის ოცდახუთი თვით გადადებას, დაახლოებით თორმეტთვიანი პერიოდის ჩათვლით, როდესაც პოლიციამ, გადაწყვიტა რა, არ აღეძრა სისხლის სამართლის საქმე, ვერ მოახერხა საქმის მასალების კორონერისთვის გადაცემა. ამ ფაქტს ახსნა ვერ მოუძებნეს. განაჩენის გამოტანის მომენტისთვის მოკვლევის პროცესი უკვე რვა წლის მანძილზე განმავლობაში ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. სასამართლომ დაასკნა, რომ მოკვლევა სათანადოდ ოპერატიულად და დროულად არ ჩატარდა.

საქმეში პოლ და ოდრი ედვარდსები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (2001), თანამესაკნის მიერ ჩადენილი მკვლელობის საქმის გამო მოკვლევის გადაწყვეტილება მსხვერპლის სიკვდილიდან რვა თვის შემდეგ იქნა მიღებული, თავად მოკვლევა კი 10 თვის შემდეგ დაიწყო. საქმის გამო მოსმენები 10 თვის მანძილზე ტარდებოდა და ანგარიში მოკვლევის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ იქნა წარდგენილი (გარდაცვალებიდან სამწელიწადნახევარში). სასამართლომ დაადგინა, რომ მოკვლევის მომზადებას, რომელიც კომპლექსური იყო და 150-ზე მეტი მოწმის დაკითხვასა თუ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურის მონაწილეობით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებას მოითხოვდა, დიდი დრო სჭირდებოდა. მოკვლევისას ეწვივნენ საქმესთან დაკავშირებულ ადგილებს და დაკითხეს მკვლელი, რომელიც ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო მოთავსებული. სასამართლომ დაადგინა, რომ სავსებით შესაძლებელი იყო, მოწმეებისათვის, წინასწარი მოკვლევის შედეგად გამორკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მიეცათ (თუ ეს უკანასკნელნი სახელმწიფო ორგანოების, თუ ცალკეული პირების საქმესთან დაკავშირებულ ქმედებას ეხებოდა). შესაძლოა, შეკითხვას ბადებდეს დრო, რომელიც მოკვლევის დაწყებას დაჭირდა, მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემული ვითარების გათვალისწინებით ეს მისაღები იყო. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით მე-2 მუხლის მოთხოვნები არ დარღვეულა.

რა მექანიზმები არსებობს გამოძიების დროულად და ოპერატიულად ჩატარების უზრუნველსაყოფად? რას არ ითვალისწინებს ეს მექანიზმები პრაქტიკაში?

3.1.6. მონაცემების მოძიების ვალდებულება

ხელისუფლებამ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა სცადოს სიცოცხლის უკანონო ხელყოფასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება. სასამართლომ უარი თქვა იმ ჩამონათვალის გაცემაზე, სადაც ჩამოყალიბებული იქნებოდა, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხელისუფლებამ, რათა უზრუნველყოს სიცოცხლის კანონგარეშე ხელყოფასთან დაკავშირებული გარემოებების სათანადო ანალიზი. ხელისუფლებამ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა გადადგას ყველა ნაბიჯი, რათა მოიპოვოს ამგვარ ფაქტებთან დაკავშირებული მონაცემები, მათ შორის:

  • შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ანალიზის მონაცემები. მაგალითად, ბალისტიკური დასკვნა თუ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ჰქონდა ადგილი18;

  • ინტერვიუ პოლიციის იმ თანამშრომლებთან, ვინც მსხვერპლი დააკავა და დაპატიმრების მომენტში მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვები 19;

  • ყველა მოწმის ჩვენება, მათ შორის შეიარაღებული ძალების და პოლიციის იმ წარმომადგენლებისა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მოცემულ ოპერაციაში20;

  • იმ ტყვიების ამოღება, რამაც მსხვერპლი მოკლა21;

  • შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმების22 მიერ აუტოპსიის ჩატარების მონაცემები, რაც მოიცავს დაშავების სრულ და ზუსტ აღწერას და ობიექტურ კლინიკურ სურათს, მათ შორის სიკვდილის მიზეზს23 და დროის იმ მონაკვეთს, როცა მსხვერპლმა სასიკვდილო დაშავებები მიიღო24;

  • მოწმეების მდგომარეობა მსხვერპლის სიკვდილის მომენტისთვის;

  • დანაშაულის ადგილის დიაგრამები და სხვ;

  • აღწერა იმისა თუ სად და როდის იპოვეს მკვლელობის შესაძლო იარაღი თუ ნებისმიერი დაცლილი მჭიდი25;

  • დანაშაულის შესაძლო ადგილზე ნაპოვნი იარაღის ფოტოები26;

  • ტყვიების და ნამსხვრევების მეტალურგიული ანალიზი დამამზადებლის, მომწოდებლის და გამოყენებული იარაღის დადგენის მიზნით27;

  • ეჭვმიტანილის თითების დაქტილოსკოპიური ანალიზი და თავად იარაღის დაქტილოსკოპიური ანალიზი28. მოთხოვნა, რომ თუ საქმეში სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელია გარეული, მან პასუხი აგოს იარაღის და საბრძოლო მასალის გამოყენებაზე.29

საქმეში ჩაკიჩი თურქეთის წინააღმდეგ - (1999), მსხვერპლის ძმა პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა. მსხვერპლის ოჯახმა ეს საქმე ხელისუფლების ყურამდე მიიტანა. მათ ხელისუფლებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არსებობდნენ მისი დაკავების თვითმხილველები, თუმცა, არავის უცდია მონაცემების მოპოვება, თუ არ ჩავთვლით იმ ჩანაწერებს, რაც სარეგიტსრაციო წიგნში იქნა შეტანილი. მონაცემების მოპოვებაზე იზრუნეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა კომისიამ მომჩივანის სარჩელის შესახებ თურქეთის მთავრობას შეატყობინა. შესაბამისად, მე-2 მუხლი დარღვეულად ჩაითვალა.

საქმეში ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ - (1999), დანაშაულის ადგილის ძალზედ ზედაპირული დათვალიერება ჩატარდა მკვლელობიდან ერთ საათში. ამასთან, წარუმატებლად ეცადნენ მოეძებნათ ორი შესაძლო თვითმხილველი. იმავე დღეს ორი ექიმის მიერ ჩატარდა გარდაცვლილის არაადექვატური დათვალიერება. ასევე ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. ერთი თვის შემდეგ, ამ მონაცემების საფუძველზე, 30 პროკურორმა საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა და განაცხადა, რომ არ ჰქონდა მისი გამოძიების უფლებამოსილება. სხვა საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ და კომისიის მიერ მთავრობისთვის მოხსენებიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, მომჩივანისთვის ჩვენების ჩამორთმევას. სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძიება არაადექვატურად ჩატარდა, რაც გამოიხატა მისი განხორციელების არასაკმარისი ოპერატიულობით.

საქმეში ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ - (2000), მსხვერპლი პოლიციის მიერ დაკავებიდან 12 საათში გარდაიცვალა. სასამართლოს განაცხადი წარუდგინა მისმა საყვარელმა. მსხვერპლის სისხლისაგან დაცლა, მისთვის მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია. მთავრობა ამტკიცებდა, რომ, შესაძლოა, მსხვერპლს ჭრილობები დაკავებამდე აღენიშნებოდა. სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა სრულიად მისაწვდომი საშუალებები იმის გასარკვევად, თუ როდის აღენიშნა მსხვერპლს ჭრილობები, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება, როგორი იყო მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვინ იყვნენ ამ მძიმე დანაშაულის (მისი მკვლელობის) ჩამდენნი. გამომძიებელს ამგვარი ინფორმაცია არ შეუგროვებია, ხოლო პროკურორს არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ეს გამოესწორებინა. ამასთან, გამოძიება მრავალი თვის მანძილზე უმოქმედოდ იყო და ამ დროის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა სიმართლის გასარკვევად. მოპასუხე მთავრობას არ წარმოუდგენია ახსნა, თუ რატომ ვერ შეაგროვეს შესაბამისმა ორგანოებმა მკვლელობასთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაცია. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მთავრობამ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნა მკვლელობის ეფექტურად გამოძიების ვალდებულების შესახებ.

რა მექანიზმებია კანონში ჩადებული და რა მექანიზმები არსებობს პრაქტიკაში იმისთვის, რომ გამომძიებლებმა, შესაბამისი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში, შეძლონ სიცოცხლის კანონგარეშე ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებული მონაცემების მოპოვება?

3.1.7. ისეთი ოპერაციის დაგეგმვის და წარმართვის გამოძიების ვალდებულება, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა (იხ. ქვემოთ, თავი 4 ძალის გამოყენება და გამონაკლისები მე-2(2) მუხლის მიხედვით).

3.1.8. გამოძიებაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის ხელშეწყობის ვალდებულება

გამოძიება, თუ მისი შედეგები ღია უნდა იყოს საზოგადოების მხრიდან კრიტიკისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას ანგარიშვალდებულება როგორც პრაქტიკულად, ისე თეორიულად.31 საზოგადოებრივი მონიტორინგის ინტენსიურობა ამა თუ იმ შემთხვევაზეა დამოკიდებული. თუმცა, აუცილებელია, მსხვერპლის უახლოესი ნათესავი/ები ყველა საქმეში იყვნენ ჩართული, რათა დაცულ იქნას ამ უკანასკნელთა კანონიერი ინტერესები. უმეტეს შემთხვევაში ამ უფლების ეფექტური განხორციელება მოითხოვს უახლოესი ნათესავისთვის გამოძიების გარკვეული ეტაპებისა და დოკუმენტების მისაწვდომობის უზრუნველყოფას. რაც შეეხება საზოგადოებრივ მონიტორინგს პოლიციის გამოძიებაზე, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციის ანგარიშების გამოქვეყნებამ, შესაძლოა, კერძო პირთა ან გამოძიების ინტერესები დააზარალოს. შესაბამისად, საჯაროობა აქ არ უნდა მივიჩნიოთ მე-2 მუხლის ავტომატურ მოთხოვნად. საზოგადოების წარმომადგენლებს თუ მსხვერპლის ნათესავებს საქმის მასალების გაცნობის უფლება გამოძიების სხვა, ამ მიზნისთვის დასაშვებ ეტაპებზე უნდა მიეცეთ.32

საქმეში ოგური თურქეთის წინააღმდეგ - (1999), ადმინისტრაციული მოკვლევის დროს, მსხვერპლის ახლო ნათესავებს არ ჰქონდათ საშუალება, გაცნობოდნენ საქმის მასალებს, ან მოკვლევის პროცესის რომელიმე ეტაპს. უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, რომელმაც მოიწონა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები, დაადგინა, რომ ამ შემთხვევაში მკვლელების მიგნება შეუძლებელი იყო. გადაწყვეტილება საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე იქნა მიღებული და პროცესის ამ ეტაპზე მსხვერპლის ნათესავებს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ. ამით დაირღვა მე-2 მუხლი.

გული თურქეთის წინააღმდეგ - (2000), სისხლის სამართლის ამ საქმეში სამი ოფიცრის წინააღმდეგ თავად ოფიცრები იყვნენ ერთადერთი თვითმხილველნი. ორმა ექსპერტმა დაასკვნა, რომ ოფიცრების მიერ მოწოდებული მოვლენების აღწერა სწორი იყო. მომჩივანსა და მის ოჯახს არ შეატყობინეს, რომ ოფიცრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა და შესაბამისად, ამ უკანასკნელთ არ მიეცათ საშუალება, სასამართლოსთვის მოვლენების საკუთარი, არსებითად განსხვავებული აღწერა შეეთავაზებინათ, რაც მე-2 მუხლის დარღვევაა.

საქმეში კელი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (2001), მოკვლევაზე გამოცხადებამდე მსხვერპლთა არც ერთ ოჯახს არ მისცეს საშუალება, გაცნობოდნენ მოწმეთა ჩვენებებს. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ გარემოებამ ოჯახებს ხელი შეუშალა, მომზადებულიყვნენ და სრულფასოვანი მონაწილეობა მიეღოთ დაკითხვაში. ეს აშკარად განსხვავდებოდა შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის მდგომარეობისაგან, რომელთაც ჰქონდათ სასამართლოში საკუთარი წარმომადგენლობის უზრუნველყოფისა და ამ შემთხვევის თაობაზე საკუთარი ჩანაწერებიდან, თუ თანამშრომლებისგან ინფორმაციის მიღების საშუალება. სასამართლომ დაადგინა, რომ ოჯახის უფლება, რომლის წევრის სიკვდილსაც იძიებდნენ - მონაწილეობა მიიღოს გამოძიებაში, გულისხმობს მათი ინტერესების დაცვისათვის აუცილებელი მექანიზმების ამუშავებას, რაც, შესაძლოა, უშუალოდ ეწინააღმდეგებოდეს პოლიციისა თუ უშიშროების შესაბამისი ძალების ინტერესებს.

რა კანონები ან მექანიზმები არეგულირებენ საზოგადოებრივ კონტროლს სიცოცხლის უკანონო ხელყოფის შემთხვევების გამოძიებაზე?

რა გზებით უზრუნველყოფენ ეს კანონები თუ შესაბამისი მექანიზმები უახლოესი ნათესავის ეფექტურ მონაწილეობას და საჭიროების შემთხვევაში მის წარმომადგენლობას სასამართლოში? რა შეზღუდვები ახლავს სინამდვილეში ამგვარ კანონთა თუ მექანიზმთა მოქმედებას?

რა წესებით რეგულირდება უახლოესი ნათესავების მიერ შესაბამისი დოკუმენტების გაცნობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გამოძიებაში მათი ეფექტური მონაწილეობა?

3.1.9. გამოძიების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის ვალდებულება

სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საქმის გამოძიება იმგვარად უნდა წარიმართოს, რომ მისი ყველა ასპექტი იქნას გათვალისწინებული. იმ შემთხვევებში, როდესაც სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საქმეში სახელმწიფოს წარმოადგენლების მონაწილეობის კვალი იკვეთება, გამოძიება ვალდებულია, ეს ვარაუდი გამოწვლილვით გადაამოწმოს. არასაკმარისია ეჭვმიტანილების, მაგალითად, პოლიციის დაკითხვა მოვლენების მათეული ინტერპრეტაციის შესატყობად. ყველა მოწმე, მიუხედავად იმისა, ეწინააღმდეგება, თუ ეთანხმება შემთხვევის ოფიციალურ აღწერას, აუცილებელია, დაიკითხოს ჭეშმარიტების დასადგენად.

საქმეში ერგი თურქეთის წინააღმდეგ - (1998), მსხვერპლი სამხრ.-აღმ. თურქეთში უშიშროების ძალების მიერ მოწყობილი ერთ-ერთი სოფლის ალყის დროს მოკლეს. ალყის მიზანი თითქოს ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრების დაპატიმრება იყო. პროკურორმა გამოძიებისას ძირითადი აქცენტი ჟანდარმერიის ანგარიშის იმ დასკვნაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც მსხვერპლი ცეცხლასროლი იარაღით თავად ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებმა მოკლეს. ანგარიში ჟანდარმერიის იმ ხელმძღვანელის მიერ არის შედგენილი, რომელიც თავად არ ესწრებოდა ოპერაციას და აცხადებდა, რომ არ იცოდა ოპერაციაში მონაწილე პირების ვინაობა. პროკურორმა მიიჩნია, რომ მსხვერპლი საკუთარ ნათესავებს უნდა გაეფრთხილებინათ უშიშროების ძალების შესაძლო უკანონო ქმედების შესახებ, რაც მათ (ნათესავებს) არ გაუკეთებიათ. პროკურორმა დაასკვნა, რომ მხვერპლი ტერორისტმა მოკლა და მსხვერპლის ოჯახის წევრების, თანასოფლელებისა და სამხედრო პირების დაკითხვის გარეშე განაცხადა, რომ გამოძიების გაგრძელების უფლებამოსილება არ ჰქონდა. პასუხისმგებელი გამოძიებაზე აღმოჩნდა ეროვნული უშიშროების სასამართლოს პროკურორი. ამ ინსტანციაში საქმე რამდენიმე წელი იდო. არ მომხდარა არანაირი შეფასება იმისა, თუ რამდენად მართლზომიერად ჩაატარეს უშიშროების ძალებმა ოპერაცია. ამ შემთხვევაში კონვენციის მე-2 მუხლი, შეიძლება, დარღვეულად ჩაითვალოს.

კაია თურქეთის წინააღმდეგ - (1998), პროკურორმა მიიჩნია, რომ გარდაცვლილი იყო ტერორისტი, რომელიც უშიშროების ძალებთან შეტაკებისას დაიღუპა. ოპერაციაში მონაწილე არც ერთი ჯარისკაცისთვისარ ჩამოურთმევიათ ჩვენება. საქმეში არ ჩანს, რომ პროკურორი აპირებდა ჯარისკაცების ინტერპრეტაციის გადამოწმებას, კერძოდ, ინტერპრეტაციის იმ ნაწილისა, რომლის მიხედვითაც უშიშროების ძალებსა და ტერორისტებად მიჩნეულ პირებს შორის ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა. არავის უცდია, გაერკვია, ეყარა თუ არა ახლო-მახლო ცარიელი მასრები, რაც ორმხრივი სროლის შემდეგ უნდა დარჩენილიყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის დარღვევას.

სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევის ეფექტური გამოძიება, როგორც წესი, მოითხოვს, რომ გამოძიებაზე პასუხიმგებელ პირებს არაფერი ჰქონდეთ საერთო მათთან, ვისაც მკვლელობის ჩადენასთან აქვს რაიმე კავშირი33. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ გამოძიებაზე პასუხიმგებელ პირებს არ უნდა ჰქონდეთ იერარქიული თუ სამსახურებრივი კავშირი მკვლელობასთან დაკავშირებულ ადამიანებთან, არამედ იმასაც, რომ ყველა სხვა თვლსაზრისითაც დამოუკიდებელი უნდა იყვნენ.

გულეკი თურქეთის წინააღმდეგ - (1998), ქურთების მიერ სამხრ.-აღმ. თურქეთში მოწყობილი დემონსტრაციისას დაღუპული პირის სიკვდილის გარემოებათა გამოძიება ორ ოფიცერს დაევალა, რომლებიც თანამდებობრივად მაღლა იდგნენ ჟანდარმერიის იმ წარმომადგენლებზე, რომელთა ქმედების გამოძიებაც ამ საქმის ნაწილს შეადგენდა. ეჭვი არ შეუტანიათ ჟანდარმერიის წარმომადგენლების მიერ შემოთავაზებულ ვერსიაში. ოფიცრებს არ დაუკითხავთ მთავარი მოწმეები, მათ შორის, ერთი თვითმხილველი, რომელიც გარდაცვლილის გვერდით იდგა, როდესაც ამ უკანასკნელს ტყვიის ნამსხვრევი მოხვდა. ამასთან, გამოძიება მომჩივანის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. მას მოგვიანებით ეცნობა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. სასამართლომ დაასკვნა, რომ გამოძიება არ ყოფილა არც გამოწვლილვითი და არც დამოუკიდებელი, რითაც დაირღვა მე-2 მუხლის მოთხოვნები.

საქმეში მაკშეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (2002), ჯარისკაცი, რომლის საქმესაც იძიებდნენ, RUC-ის დავალებით მოქმედებდა. გამოძიება კი თავად RUC-მა ჩაატარა. სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან გამოძიება ამ შემთხვევასთან დაკავშირებული (თუმცა, არაპირდაპირ) პოლიციელების მიერ ჩატარდა, გამოძიების დამოუკიდებლობა ეჭვის საფუძველს იძლეოდა.

საქმეში ჯორდანი (ჰიუ) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (2001), RUC-ის ოფიცრების მიერ ჩადენილ მკვლელობას თავად RUC-ის ოფიცრები იძიებდნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძიების კონტროლი პოლიციაზე მონიტორინგის განხორციელების დამოუკიდებელი სამსახურის მიერ საქმეს ვერ შველის. საქმეს ვერ შველის ვერც ის ფაქტი, რომ პოლიციაზე მონიტორინგის განხორციელების დამოუკიდებელ სამსახურს უფლება ჰქონდა, RUC-ის უფროსისთვის მოეთხოვა, გამოძიების ანგარიში პროკურატურისთვის გადაეგზავნა, რათა ამ უკანასკნელს მიეღო გადაწყვეტილება ბრალის წაყენების ან დისციპლინარული სასჯელის შესახებ. ის ფაქტი, რომ გამოძიება ეჭვმიტანილ პოლიციელებთან დაკავშირებული პირების მიერ ჩატარდა, საკმარის გარანტიად არ უნდა ჩაითვალოს.

როგორ არის კანონით უზრუნველყოფილი ყველა იმ ორგანოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, რომელიც სიცოცხლის უკანონო ხელყოფის გამოძიებითაა დაკავებული? პრაქტიკაში სად ჩანს კანონის ხარვეზები?

როგორ უზრუნველყოფს კანონი თუ შესაბამისი მექანიზმები გამომძიებელთა თანამდებობრივ და პრაქტიკულ დამოუკიდებლობას? პრაქტიკაში სად ჩანს შესაბამისი კანონების თუ მექანიზმების ხარვეზები?

3.1.10. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის დასაბუთების ვალდებულება

სასამართლოს გადაჭრით არ განუცხადებია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს სიცოცხლის უკანონო ხელყოფის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის დასაბუთების ვალდებულება ყველა შემთხვევაში აწევთ. თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევებში, სადაც ეჭვის ქვეშ დგება გამოძიების დამოუკიდებლობა, ან სხვა მნიშვნელოვანი ასპექტი, აუცილებელია საქმის არაღძვრის მიზეზები დასაბუთებულ იქნას. ამასთან, შესაძლებელია კანონის იმგვარი ინტერპრეტაციაც, რომლის მიხედვითაც არაღძვრის დასაბუთება სავალდებულო იქნება, განსაკუთრებით გახმაურებულ შემთხვევებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის აღძვრაზე უარის დასაბუთება იმ შემთხვევებში მაინც არის აუცილებელი, როდესაც ამას მსხვერპლის ოჯახი მოითხოვს. „მაკშეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - 2002, საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ განაცხადა, რომ:

არ არის დარწმუნებული, რომ კონვენციის მე-2 მუხლი პროკურატურის ხელმძღვანელისგან ავტომატურად მოითხოვს საქმის არაღძვრაზე უარის დასაბუთებას. მე-2 მუხლის მიხედვით ამგვარი დასაბუთების წარდგენა მაშინ შეიძლება იყოს სავალდებულო, როდესაც ამას მსხვერპლის ოჯახი მოითხოვს, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა.34

სასამართლომ, ამასთან ერთად განაცხადა, რომ:

სიკვდილის გამომწვევი ძალის შესაბამისი დასაბუთების გარეშე გამოყენება საზოგადოებაში სამართლიანობის რწმენის განმტკიცებას ხელს ვერ უწყობს. ამასთან, უარის დაუსაბუთებლობა მსხვერპლის ოჯახს მისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაციაზე ეუბნება უარს და ამით ხელს უშლის გადაწყვეტილების რაიმე სახით გასაჩივრებას.35

ჯორდან(ჰიუ), გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 2001, მომჩივანისთვის არ შეუტყობინებიათ თუ რატომ არ შეადგენდა პოლიციის მიერ მისი ვაJის მკვლელობა სისხლის სამართლის დანაშაულს, ან რატომ არ იყო პოლიციის შესაბამისი თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის საკმარისი საფუძველი. იმ მომენტისთვის არ არსებობდა მსგავსი შემთხვევების გასაჩივრების პრეცედენტები, რაც შესაძლებელს გახდიდა პროკურორისთვის ჩრდ. ირლანდიაში არსებული მსგავსი საქმეების გამო დასაბუთება მოეთხოვათ. სასამართლომ აღნიშნა რა, რომ თუმცა თავად გამოძიების დამოუკიდებლობა ეჭვს ბადებდა და არ იყო უზრუნველყოფილი მისი საზოგადოებრივი მონიტორინგი, დაადგინა, რომ ამგვარ შემთხვევებში მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ ფაქტს, რომ გამომძიებლის გადაწყვეტილება საქმის აღძვრა-არაღძვრის შესახებ დამოუკიდებელი ქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს. სიკვდილის გამომწვევი ძალის შესაბამისი დასაბუთების გარეშე გამოყენება საზოგადოებაში სამართლიანობის რწმენის განმტკიცებას ხელს ვერ უწყობს. ამასთან, უარის დაუსაბუთებლობა მსხვერპლის ოჯახს მისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაციაზე ეუბნება უარს და ამით ხელს უშლის გადაწყვეტილების რაიმე სახით გასაჩივრებას. სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველი გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული, რაც დაინტერესებულ საზოგადოებას დაარწმუნებდა, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონის უზენაესობა დაცულ იქნა. დადგინდა, რომ, თუ დაინტერესებული საზოგადოება არსებულისგან განსხვავებულ ინფორმაციას ვერ მიიღებს, ამგვარი დაუსაბუთებლობა ეწინააღმდეგება მე-2 მუხლის მოთხოვნებს. თუმცა ეს განსხვავებული ინფორმაცია არავისთვის უცნობებიათ.

მაკშეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 2002, პროკურატურის ხელმძღვანელმა (DPP), მიუხედავად იმისა, რომ კანონით სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დასაბუთება არ ევალებოდა, დაასაბუთა საკუთარი გადაწყვეტილება. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ეს დასაბუთება არასაკმარისი იყო და ეს უკანასკნელი გაასაჩივრა. გასაჩივრების პროცესი დროებით შეჩერდა სანამ მომჩივანი პროკურატურის ხელმძღვანელს ოფიციალურად არ მოსთხოვდა გადაწყვეტილების დასაბუთებას, ხოლო ეს უკანასკნელი უპასუხებდა. სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2 მუხლი ავტომატურად არ გულისხმობს საქმის არაღძვრაზე უარის დასაბუთების ვალდებულებას. მე-2 მუხლის მიხედვით ამგვარი დასაბუთების წარდგენა მაშინ შეიძლება იყოს სავალდებულო, როდესაც ამას მსხვერპლის ოჯახი მოითხოვს, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. მომჩივანს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, რაც მას უნდა გაეკეთებინა. შესაბამისად, მე-2 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

რა საფუძველზე შეიძლება იქნას გამოტანილი საქმის არაღძვრის გადაწყვეტილება?

მოითხოვს თუ არა კანონი ხელისუფლებისგან საქმის არაღძვრის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაასაბუთოს?

კანონი საქმის არაღძვრის გადაწყვეტილების დასაბუთებას ყველა შემთხვევაში ითხოვს თუ მხოლოდ მაშინ როცა ამას მოითხოვენ?

შეუძლიათ თუ არა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს საქმის არაღძვრის გადაწყვეტილების მიზეზები შეიტყონ?

____________________________

1 „ტასი თურქეთის წინააღმდეგ“;

2 „კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ“.

3 „ასა თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998);

4 „კელი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001);

5 „ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ“ - (2000);

6 „შანაგანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001);

7 იხ. „ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ“ - (2000), პუნქტი 80.

8 ინტერაითსის ტრენინგის მასალები ევროპის კონვენციის მიხედვით ეფექტური ზომების გამოყენების შესახებ.

9 „იასა თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998);

10 „იასა თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998);

11 იხ. „შანაგანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001), „ჯორდან(ჰიუ) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001), „მაკკერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001), „კელი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001).

12 „იასა თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998);

13„იასა თურქეთის წინააღმდეგ“, პუნქტი 104.

14 „ერგი თურქეთის წინააღმდეგ“, - (1998), პუნქტი 85;

15 „ჟორდან(ჰიუ) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001);

16 „კელი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001);

17 პოლიციას ჩრდ. ირლანდიაში ორმაგი როლი აქვს: იგი არამხოლოდ სამართალდაცვითი საქმიანობითაა დაკავებული, როგორც პოლიცის სხვა ნაწილები დანარჩენ გაერთიანებულ სამეფოში, არამედ სახელმწიფოსაც იცავს შიგა თუ გარე შეიარაღებული დივერსიისგან;

18 სახელმწიფო ბრალდების უფროსის პასუხისმგებლობას პოლიციის მიერ ინგლისსა და უელსში დაწყებული საქმეების დამოუკიდებელი გარჩევა და შესაბამისი დევნის დაწყება შეადგენს.

19 „ჯორდან(ჰიუ) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001);

20 „ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ“ - (2000);

21„შანაგანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001);

22 „ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ“ - (1999);

23 „ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ“ - (1999);

24 „მაკკერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001);

25„ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ“ - (2000);

26 „ულეკი თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998);

27 „გული თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000);

28 „გული თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000);

29„ გული თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000).

30 „გული თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000).

31 „მაკკერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001);

32 „მაკშეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2002).

33 „მაკშეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2002);

34„მაკშეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - 2002, პუნქტი 117.

35 იხ. „ჯორდან(ჰიუ) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 2001, პუნქტი 123.

5 4. ძალის გამოყენება და გამონაკლისები მე-2(2) მუხლის მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


სიკვდილის გამომწვევი ძალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სასიკვდილო განაჩენის აღსრულების დროს და მე-2(1) და მე-2(2) მუხლით დასაშვებ სხვა სამ გამონაკლის შემთხვევაში.

4.1. სიკვდილით დასჯა

მე-2(1) მუხლი სიკვდილით დასჯას უშვებს მაშინ, როდესაც კანონის მიხედვით დასაშვებ შემთხვევაში სასამართლო პირს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს. მე-2 მუხლის ამ გამონაკლისმა, მას შემდეგ, რაც მე-6 პროტოკოლი (რომლითაც გაუქმდა სიკვდილით დასჯა) თითქმის ერთხმად იქნა გაუქმებული, თავისი მნიშვნელობა დაკარგა. ევროსაბჭოს ორმოცდახუთი წევრიდან მხოლოდ ოთხმა არ მოახდინა პროტოკოლის რატიფიკაცია1, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ ოთხ სახელმწიფოში, შეიძლება, მიმართონ სასჯელის ამ ფორმას, თუმცა, სასამართლომ ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მშვიდობიანობის დროს ევროსაბჭოს წევრ რომელიმე ქვეყანაში სიკვდილით დასჯა მიუღებელია.

საქმეში ,,ოჯალანი თურქეთის წინააღმდეგ“ (2003), მომჩივანს სიკვდილი მიუსაჯეს ტერორიზმში ბრალდების გამო. ის ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერი იყო. მოგვიანებით ბრალდებულს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს და თურქეთის მთავრობამ სიკვდილით დასჯა გააუქმა. მომჩივანი აცხადებს, რომ სასიკვდილო განაჩენი არღვევს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა, დამამცირებელი/არადამიანური მოპყრობა ან სასჯელი). სასამართლომ საკითხი მე-3 მუხლის დარღვევის გამო განიხილა, თუმცა, გადაწყვეტილებაში მოცემული დასკვნები ორივე მუხლს შეეხება. სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენცია დღევანდელობის კონტექსტში უნდა იქნას გაგებული და რომ ადამიანის უფლებების თუ ძირითადი თავისუფლებების მდგომარეობის შეფასების სულ უფრო მზარდი სტანდარტები დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებების დარღვევების შეფასებისას მეტ სიმტკიცეს მოითხოვს. იმის შეფასებისას, თუ რამდენად დამამცირებელი ან არაადამიანურია ესა თუ ის სასჯელი, სასამართლოს მოუხდა, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სისხლის სამართლის სფეროში ამ თვალსაზრისით არსებული ვითარება, თუ იქ მიღებული სტანდარტები. აღინიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლომ საქმეზე, ,,სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (1989), გადაწყვეტილება გამოიტანა, სიკვდილით დასჯის სამართლებრივმა მხარემ მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სიკვდილით დასჯა ევროსაბჭოს წევრმა ყველა ქვეყანამ გააუქმა, გარდა რუსეთისა, სადაც სასჯელის ამ ზომის გამოყენებაზე მორატორიუმია დაწესებული. აღინიშნა, რომ მე-6 პროტოკოლს 44 წევრმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, ხოლო 41 მოახდინა მისი რატიფიცირება. ამასთან, ითქვა, რომ ევროპის საბჭო ახალ წევრ ქვეყნებს გაერთიანებაში მიღების პირობად სიკვდილით დასჯის გაუქმებას უყენებს. შესაბამისად, სასამართლომ ევროპის საბჭოს ტერიტორია სიკვდილით დასჯისგან თავისუფალ ზონად გამოაცხადა. ამ ვითარების გათვალისწინებით სასამართლომ სიკვდილით დასჯა მშვიდობიანობის დროს სასჯელის მიუღებელ და ამასთან, არადამიანურ ფორმად გამოაცხადა, რაც მე-2 მუხლის მიხედვით უკვე დაუშვებლად უნდა ჩაითვალოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ვითარება უკვე, შეიძლება, მივიჩნიოთ წევრი სახელმწიფოების შეთანხმებად, შეცვალონ მე-2(1) მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც მშვიდობიანობის დროს სიკვდილით დასჯის ნებას იძლეოდა.

ამ შემთხვევის და მე-6 პროტოკოლის I მუხლის ეფექტურობა მდგომარეობს მშვიდობიანობის დროს სიკვდილით დასჯის გაუქმებაში. თუმცა, სიკვდილით დასჯის გაუქმება ომის და ომის გარდაუვალი საფრთხის დროს ჩადენილ დანაშაულზე არ ვრცელდება. ამგვარ ვითარებაში მე-6 პროტოკოლის მე-2 მუხლი არაორაზროვნად იძლევა სიკვდილით დასჯის გამოყენების უფლებას. ამ მუხლში გამოყენებული ფორმულირება უფრო ვიწროა, ვიდრე კონვენციის მე-15 მუხლის ფორმულირება, რომელიც ომის ან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიში საგანგებო მდგომარეობის დროს ამ ზომის ნაწილობრივი გაუქმების უფლებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მუხლს უფრო მკაცრი მოქმედება აქვს. შესაბამისად, სიკვდილით დასჯის უფლების გამოყენება საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც თავისი მასშტაბით ომს უახლოვდება, შეუძლებელია.

თუ სიკვდილით დასჯა ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით ნებადართულია, განსასჯელს სიკვდილი მხოლოდ მაშინ უნდა მიესაჯოს, როდესაც მან შესაბამისი კანონით გათვალისწინებული სიკვდილით დასჯადი დანაშაული ჩაიდინა. ფრაზა ,,კანონით გათვალისწინებული“ იმგვარადვე უნდა იქნას გაგებული, როგორც კონვენციის სხვა მუხლებში გამოყენებული ეს ან სხვა მსგავსი ფრაზები (იხ. მაგ.: მუხლი 5). ფრაზა ,,კანონით გათვალისწინებული“ ნიშნავს, რომ კანონის მოქმედება პროგნოზირებადი უნდა იყოს, ე.ი. ზუსტად და გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული. შესაბამისად, საიდუმლო მემორანდუმი, რომელიც მოცემული სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს დაურიგდათ, ვერ აკმაყოფილებს პროგნოზირებადობის ამ მოთხოვნას.2

მე-2 მუხლი, თუ მას კონვენციის I მუხლის ფონზე განვიხილავთ, თანაბრად უზრუნველყოფს ყველას უფლების დაცვას, მათ შორის, უკანონო და დაურეგისტრირებელი იმიგრანტებისა, თავშესაფრის მაძიებლებისა, ლტოლვილებისა, იმიგრაციის მცდელობისას დაკავებულთა, დეპორტაციისთვის და დეპორტაციამდე დაპატიმრებულთა.

ქვეყანამ, რომელშიც დეპორტაცია ხდება, შეიძლება, დასვას მე-2 მუხლის დაცვის საკითხი, თუ მოცემულ ინდივიდს დაბრუნებისას სიკვდილის საფრთხე ემუქრება. შეიძლება, ვამტკიცოთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დეპორტაცია იმ ქვეყანაში, სადაც მათ სიკვდილის საფრთხე ემუქრებათ, შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს მე-2 მუხლის მოთხოვნებს. მე-2 მუხლი იცავს ნებიმიერ პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ან სხვა პირები დევნიან. რაკი საკითხი ეხება მომავალ შესაძლებლობას და არა წარსულ ფაქტს, მტკიცებულებად გამოდგება ფორმულირება რეალური რისკი“ ან საკმარისი საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ...“

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ3, მე-13 პროტოკოლის თანახმად, სიკვდილით დასჯა წევრ-სახელმწიფოებში საერთოდ უქმდება მას შემდეგ, როცა 2003 წლის ივლისში ძალაში შევა.

თუ ადგილობრივი კანონის მიხედვით დასაშვებია ომის დროს სიკვდილით დასჯა, შეზღუდულია, თუ არა სასჯელის ამ ზომის გამოყენების არეალი მხოლოდ ომის ან ომის გარდაუვალი საფრთხის დროს გამოყენებით?

თუ დასაშვებია, არის თუ არა ამ კანონის ფორმულირება ზუსტი და მისაწვდომი?

არსებობს, თუ არა შესაბამისი მექანიზმები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის დეპორტაცია არ მოხდეს იმ ქვეყანაში, სადაც მას სიკვდილით დასჯა ან სიკვდილი ემუქრება?

4.2. სხვა გამონაკლისები

გამონაკლისები დეტალურადაა მოცემული მე-2(2) მუხლში:

ა.უკანონო ძალადობისგან ინდივიდის დაცვა;

ბ.კანონიერი დაპატიმრების განსახორციელებლად ან კანონიერად დაკავებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;

გ. აჯანყების კანონიერად ჩასახშობად.

მე-2(2) მუხლი მოიცავს როგორც თავდაცვის, ისე სხვების დაცვის შემთხვევებს. მე-2(2) მუხლში გამოყენებულია ისეთი ფრაზები, როგორიცაა: ,,კანონიერი დაპატიმრება“ და ,,კანონიერად დაკავებული.“ ეს ფრაზები კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად უნდა იქნას გაგებული. ეს მუხლი ინდივიდის თავისუფლებას და უსაფრთხოებას შეეხება. დასაშვებია მხოლოდ კანონიერი“ დაპატიმრების განსახორციელებლად (ან კანონიერად“ დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად) განხორციელებული მკვლელობა. თვით ამ შემთხვევებშიც, დაპატიმრების განხორციელებისა თუ გაქცევის აღსაკვეთად გამოყენებული საშუალებები უკიდურეს აუცილებლობას უნდა წარმოადგენდეს და არ უნდა იყოს შეუსაბამო (იხ. ქვემოთ). დაპატიმრება, რომელიც არ შეესაბამება მე-5 მუხლის მოთხოვნებს, ამ ქმედების განსახორციელებლად გამოყენებულ ძალას ავტომატურად აქცევს უკანონოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე გვაქვს დასაშვებ გამონაკლისთან (როგორიცაა, მაგალითად, თავდაცვა).

სასამართლომ დაადგინა, რომ მე-2(2) მუხლში მოცემული გამონაკლისები ვრცელდება განზრახ მკვლელობის და არა მხოლოდ განზრახ მკვლელობის შემთხვევებზე. ამდენად, მე-2(2) მუხლი მხოლოდ იმშემთხვევებს არ შეეხება, როცა დასაშვებია ვინმეს განზრახ მოკვლა, არამედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც დასაშვებია ძალის გამოყენება, რომელიც, შეიძლება, არაწინასწარგანზრახვით, სიკვდილით დასრულდეს.4 სასამართლომდე მისულ საქმეთა უმეტესობაში ფიგურირებდა ძალის გამოყენება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. სასამართლოს აზრით:

ანტი-ტერორისტული ოპერაციები ხელისუფლებამ იმგვარად უნდა დაგეგმოს, რომ სიკვდილის გამომწვევი ძალის გამოყენების აუცილებლობა მინიმუმამდე დაიყვანოს.5

გასაგებადაა კანონში ჩამოყალიბებული გამონაკლისები სიცოცხლის უფლებიდან? კანონში მხოლოდ ის გამონაკლისებია მოცემული, რაც მე-2(2) მუხლშია ჩამოყალიბებული?

4.2.1. სავარაუდო სიკვდილის გამომწვევი ძალის გამოყენება

შესაძლოა, მე-2(2) მუხლი გამონაკლის შემთხვევებში სავარაუდო სიკვდილის გამომწვევი იმ ძალის გამოყენებასაც შეეხებოდეს, რომელიც სიკვდილით არ სრულდება.6 იმ ძალის ტიპი და მასშტაბი, რომელიც გამოიყენეს, ისევე, როგორც ძალის გამოყენების განზრახვა და მიზანი შესაძლებელია, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოდგეს იმის შესაფასებლად, თუ რამდენად შეესაბამება მე-2 მუხლის მიზანს და ამოცანას სახელმწიფო ორგანოების ქმედებები, რომელთა შედეგადაც ამა თუ იმ პირმა თითქმის სასიკვდილო დაზიანებები მიიღო. შემთხვევათა უმრავლესობაში, როდესაც ინდივიდს პოლიცია ან ჯარისკაცები ეპყრობიან ცუდად, საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო განიხილება (წამების, დამამცირებელი/არადამიანური მოპყრობის ან სასჯელის აკრძალვა)7.

ეხება თუ არა კანონში მოცემული გამონაკლისები სავარაუდო სიკვდილის გამომწვევი ძალის გამოყენებას?

რა ვითარებაში იძლევა კანონი საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად სავარაუდო სიკვდილის გამომწვევი ძალის გამოყენების უფლებას?

არის თუ არა ნათლად ჩამოყალიბებული იმ პირთა როლი და ქმედება, რომელთაც აჯანყების, უწესრიგობის, ტერორიზმის საფრთხისა და სხვა მსგავს შემთხვევებში - სადაც ძალის გამოყენება აუცილებელი ხდება, კანონის და წესრიგის დაცვა ევალება?

4.2.2. უკიდურესი აუცილებლობით განპირობებულ გარემოში ძალის გამოყენება

- ქვეპუნქტებში ჩამოყალიბებული მიზნების მიღწევისთვის საჭიროა, რომ ძალის გამოყენება უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მოითხოვს ამ უკიდურესი აუცილებლობის უფრო მკაცრ გამოცდას, ვიდრე გვაძლევს ფორმულირება: „დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭირო“. ეს ფორმულირება 8-11 მუხლების მე-2 პუნქტის გამო განსახილველ საქმეებს შეეხება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული ძალის მასშტაბი არ აჭარბებდეს მოცემული მიზნის მიღწევისთვის საჭირო ძალას. 8 სასამართლომ არაერთგზის განაცხადა, რომ ვინაიდან მე-2 მუხლით ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა გარანტირებული, სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებს ის ყოველთვის მომეტებული გულისყურით განიხილავს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, სადაც შეგნებულად იყენებენ სიკვდილის გამომწვევ ძალას.

საქმეში ,,მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (1995),

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება ამ შემთხვევაში დიდი დილემის წინაშე დადგა. ერთის მხრივ, მათ სთხოვდნენ, დაეცვათ ადამიანების სიცოცხლე გიბრალტარზე, საკუთარი სამხედრო პერსონალის ჩათვლით და თან ძალა ეხმარათ იმათ წინააღმდეგ, ვინც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა. შესაბამისად, ერთ-ერთი გარემოება რისთვისაც სასამართლოს ანგარიშის გაწევა მოუხდა, იყო ის, თუ რამდენად შეესაბამებოდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში ჯარისკაცების მიერ გამოყენებული ძალა არსებულ საფრთხეს. სასამართლომ განიხილა დაზვერვის მიერ ჯარისკაცებისთვის მიწოდებული მონაცემები და ის ფაქტიც, თუ მიღებული ინფორმაციის ფონზე, რამდენად გულწრფელად სჯეროდათ ჯარისკაცებს ეჭვმიტანილებისთვის სროლის აუცილებლობისა, რათა ხელი შეეშალათ მათთვის ბომბის აფეთქებაში, რასაც, შეიძლება, დიდი მსხვერპლი მოჰყოლოდა. სასამართლომ დაასკვნა, რომ ჯარისკაცები მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს უდანაშაულო ადამიანების დასაცავად უკიდურეს აუცილებლობად მიიჩნევდნენ. შესაბამისად, მე-2 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

,,გულეკი თურქეთის წინააღმდეგ - (1998), მომჩივანის შვილი სამხრ.-აღმ. თურქეთის ერთ-ერთ სოფელში მოკლეს დემონსტრაციაზე. უშიშროების ძალებმა ცეცხლი ჯავშანტრანსპორტერიდან გახსნეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო. სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ გამაფრთხილებელი გასროლები მხოლოდ ჰაერში მოახდინეს და რომ მსხვერპლი თავად ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებმა მოკლეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მსხვერპლი ჯავშანტრანსპორტერის ლულიდან დაღმა მიმავალი ტრაექტორიის ტყვიებით იყო მოკლული. სასამართლოს აზრით, შეიძლება, ძალის გამოყენება ამ შემთხვევაში გამართლებული ყოფილიყო, რადგან აუცილებელი იყო მიზნისა და საშუალების შესაბამისობაში მოყვანა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ჟანდარმერიამ მეტისმეტად ძლიერი იარაღი გამოიყენა და რომ ისინი არ ყოფილან ხელკეტებით, ცრემლმდენი გაზით, ფარებით და წყლის ჭავლის აპარატით შეიარაღებული. ამასთან, სახელმწიფოს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცება, რომ დემონსტრანტები შეიარაღებული იყვნენ. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ ძალის გამოყენება არ წარმოადგენდა უკიდურეს აუცილებლობას.

,,ანდრონიკუ და კონსტანტინუ კვიპროსის წინააღმდეგ - (1997), პოლიცია მთელი დღის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებას კაცთან, რომელსაც საკუთარი საყვარლისთვის ორლულიანი თოფი ჰქონდა მიდებული და მისი მოკვლით იმუქრებოდა. ქალი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო და ყვიროდა; კაცი იმუქრებოდა, რომ თუ პოლიცია ბინაში შეიჭრებოდა, ქალს მოკლავდა. დასახმარებლად საგანგებო ძალები გამოიძახეს და ცოტა ხანში შეტევა დაიწყო. ამ დროისთვის კაცმა ქალი ფარად აიფარა. მონაცემები ცხადყოფს, რომ მან პოლიციის ოფიცერს ესროლა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. პოლიციელებმა 29 ტყვია ისროლეს და მოკლეს როგორც ქალი, ისე კაცი. სასამართლომ დაასკვნა, რომ პოლიციის თანამშრომლებს უფლება ჰქონდათ, ცეცხლი გაეხსნათ, რათა ეხსნათ ქალისა და საკუთარი სიცოცხლე, თუკი გულწრფელად ფიქრობდნენ, რომ მათი ეს ქმედება აუცილებელი იყო. ძალის გამოყენების მასშტაბი არ აჭარბებდა უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებს.

,,გული თურქეთის წინააღმდეგ - (2000), ყველაფერი იმითი დაიწყო, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მომჩივანს ბინის კარზე მიუკაკუნეს, იქ მისი ორი ვაJი და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ. პოლიცია აცხადებს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს ბინაში ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლები იმალებოდნენ. სანამ მომჩივანის ვაJი, მეჰემეტ გული, კარს აღებდა, პოლიციის სამმა თანამშრომელმა მას 50-ზე მეტი ტყვია ესროლა. ის ჭრილობებისგან მოგვიანებით გარდაიცვალა. ბინაში ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლები არ უპოვიათ. სასამართლომ გაუმართლებელად მიიჩნია ამდენი ტყვიის სროლა კართან, რადგან პოლიციის თანამშრომლები არ იყვნენ დარწმუნებული, რომ მათ სიცოცხლეს ბინაში მყოფთაგან რაიმე საფრთხე ემუქრებოდა. ამასთან, ცეცხლის გახსნა საცხოვრებელ კვარტალში, სადაც უდანაშაულო სამოქალაქო პირები ცხოვრობენ, მათ შორის ქალები და ბავშვები, უკიდურესად არაადექვატურ ღონიძიებად უნდა ჩაითვალოს.

,,ოგური თურქეთის წინააღმდეგ - (1999), უშიშროების ძალებმა ოპერაცია საბურღი სამუშაოებით დაკავებული კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე განახორციელეს. მომჩივანის შვილი, რომელიც მაღაროში ღამის მცველად მუშაობდა, დილის 6:30-ზე მოკლეს, როცა გამოცვლის დრო უწევდა. მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ იგი გამაფრთხილებელი გასროლით მოკლეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში უნდა მოხდეს, ვერტიკალურ მდგომარეობაში გასწორებული იარაღით, რათა ობიექტი არ დაზიანდეს. ძნელი წარმოსადგენია, რომ გამაფრთხილებელი ხასიათის გასროლა მსხვერპლს კისერში მოხვედროდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ მსხვერპლი თუნდაც გამაფრთხილებელი გასროლით მოკვდა, გასროლა იმდენად არაპროფესიონალურად გააკეთეს, რომ ეს ქმედება უხეშ დაუდევრობას უტოლდება. სასამართლომ დაასკვნა, რომ ძალის გამოყენება მსხვერპლის წინააღმდეგ არ ყოფილა არც ადექვატური საშუალება და არც ვინმეს დაცვის თუ დაპატიმრების უკიდურესი აუცილებლობა.

თუ კანონი უშვებს გამონაკლისებს სიცოცხლის უფლებიდან, შეიცავს თუ არა იგი უკიდურესი აუცილებლობის განმარტებას?

თუ კანონი შეიცავს ამგვარ განმარტებას, მკაცრად მოითხოვს თუ არა კანონიერი მიზნებისა და საშუალებების შესაბამისობას?

წვრთიან თუ არა იმათ, ვისაც ძალის გამოყენება უხდება და აკონტროლებენ თუ არა მათ მიერ ძალის გამოყენებას?

არსებობს თუ არა იმ პირთა ქმედებების დამოუკიდებელი შეფასების პრაქტიკა ვისაც ძალის გამოყენება უხდება?

4.2.3. სახელმწიფო ორგანოების მიერ ჩატარებული იმ ოპერაციების ორგანიზება და წარმართვა, რომელთაც სიკვდილი მოყვება

მე-2(2) მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ძალის გამოყენება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ღონისძიება ნაკარნახევია საუკეთესო მოსაზრებებით, რომელთა ჭეშმარიტებაც მოცემულ მომენტში ეჭვს არ იწვევს და მხოლოდ მოგვიანებით აღმოჩნდება მცდარი.9 სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავით, სახელმწიფოს და კანონის მოთხოვნათა აღსრულებით დაკავებულ ორგანოებს არაადექვატურ ტვირთს ავკიდებდით (საკუთარი და სხვების სიცოცხლის ფასადაც)10. შესაბამისად, სასამართლო ამგვარ შემთხვევებში არა მხოლოდ ძალის გამომყენებელი სახელმწიფო ორგანოების ქმედებებს განიხილავს, არამედ ამგვარ ოპერაციათა დაგეგმვისა და წარმართვის თანმხლებ გარემოებებსაც.11 ამგვარი მიდგომის მიზანია, შეაფასოს, მსგავს ოპერაციათა დაგეგმვისა და შემდგომ წარმართვისას გააკეთა, თუ არა ხელისუფლებამ ყველაფერი, რათა მინიმუმამდე დაეყვანა სიცოცხლის რისკი და გამოიჩინა, თუ არა დაუდევრობა მოცემული მიზნის მიღწევის საშუალებების შერჩევისას.12

საქმეში ,,მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (1995), სასამართლომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, არ შეეჩერებინათ სამი ტერორისტის გიბრალტარში შესვლა, ვარაუდი, რომ შეიარაღებული ძალების ხელთ არსებული ინფორმაცია მცდარი არ უნდა ყოფილიყო და სიკვდილის გამომწვევი ძალის ავტომატური გამოყენება იმ მომენტში, როცა ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს, ვერ ჩაითვლება უკანონო ძალადობისგან ინდივიდთა დაცვის მიზნით გამოყენებულ უკიდურეს აუცილებლობად მე-2 მუხლის მიხედვით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯარისკაცს, რომელმაც შეამოწმა მოცემული მანქანა, არ ჰქონდა ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და რადიო კომუნიკაციასთან დაკავშირებული შესაბამისი მომზადება (ბომბი რადიოგადამცემის საშუალებით მოიყვანეს მოქმედებაში). მან ჩათვალა, რომ რადგან ანტენა ჩვეულ ადგილზე არ იყო მიმაგრებული, მანქანაში ბომბი იდო. ჯარისკაცებს, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს, მიცემული ჰქონდათ მითითება, გაეხსნათ ცეცხლი ობიექტის მოკვლის მიზნით იმ შემთხვევაში, თუ ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია. სასამართლომ აღნიშნა, რომ თუნდაც ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გამოხატულ შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა საპასუხო რეაქციას აკლდა ის სიფრთხილე, რისი გამოჩენაც ამგვარი იარაღით შეიარაღებულ პირებს საერთოდ მართებთ.

,,ანდრონიკუ და კონსტანტინუ კვიპროსის წინააღმდეგ - (1997), ამ შემთხვევაში სასამართლო საგანგებო ძალების მიერ დაგეგმილი და წარმართული ოპერაციის მიმართ უფრო ლიბერალური აღმოჩნდა. განიხილა, ყველა თანმხლები გარემოება მათ შორის, საგანგებო ძალების გამოყენების გადაწყვეტილება, რათა შეეფასებინა, გააკეთა თუ არა ხელისუფლებამ ყველაფერი წყვილის სიცოცხლისთვის წარმოქმნილი საფრთხის მინიმუმამდე დაყვანისთვის და გამოიჩინა თუ არა დაუდევრობა მოცემული მიზნის მიღწევის საშუალებების შერჩევისას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კარგად იცოდა, საქმე გამოუსწორებელ დამნაშავეებთან რომ არ ჰქონდათ. ეს იმით გამომJღავნდა, რომ სამართალდამცავები დიდი მონდომებით აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და ბოლო მომენტამდე მოლაპარაკების გზით აპირებდნენ პრობლემის გადაწყვეტას. ეს მონდომებული მცდელობა იმაზე მეტყველებს, რომ საგანგებო ძალების გამოყენება მათი არსენალის უკანასკნელი საშუალება იყო. კაცი შეიარაღებული იყო თანაც, პოტენციური მოძალადე (მას რამდენჯერმე ჰყავდა ქალი ნაცემი). მოლაპარაკება ჩაიშალა და ქალმა იყვირა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. ამდენად, სამართალდამცავებს შუაღამის მოახლოებისას უნდა ეფიქრათ ბინაში შეღწევაზე, ქალის გათავისუფლებასა და კაცის განიარაღება-დაპატიმრებაზე. საგანგებო ძალების წარმომადგენლებს ცეცხლსასროლი იარაღისფრთხილ გამოყენებაზე დაწვრილებითი ინსტრუქტაJი ჩაუტარეს, კერძოდ, გააფრთხილეს, რომ ცეცხლი მხოლოდ მაშინ გაეხსნათ, თუ ქალის ან მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა. შესაბამისად, მე-2 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, შეიძლება, მაშინ დადგეს, როცა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მიერ გახსნილი ცეცხლი სამოქალაქო პირს კლავს.13 სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი მაშინაც დაისმის, როცა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები ვერ ახერხებენ უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომის გათვალისწინებით და ამა თუ იმ ოპერაციის განხორციელების ისეთი მეთოდები შერჩევას, რომლითაც სამოქალაქო პირთა შემთხვევით მოკვლის ალბათობა მინიმუმამდე შემცირდება.14

საქმეში ერგი თურქეთის წინააღმდეგ - (1980), უშიშროების ძალებმა სამხრ.-აღმ. თურქეთის ერთ-ერთ სოფელს ალყა შემოარტყეს, რათა ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები დაეკავებინათ. მათ თითქმის ერთი საათის განმავლობაში ჰქონდათ ცეცხლი გახსნილი. ამ დროს დაიღუპნენ მომჩივანის და და ქალიშვილი. სასამართლომ დაადგინა, რომ სოფლის მცხოვრებნი უშიშროების ძალებსა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის ატეხილი სროლის გამო სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ უშიშროების ძალებს სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვისთვის საკმარისი ყურადღება რომ მიექციათ კიდეც, არ არსებობდა იმისი გარანტია, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლებიც ისეთივე სიფრთხილით გახსნიდნენ ცეცხლს. საქმეში არ ჩანს მონაცემები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ რაიმე ნაბიჯი იქნა გადადგმული იმისთვის, რომ სოფლის მცხოვრებთათვის ეს კონფლიქტი აერიდებინათ. სასამართლომ დაადგინა, რომ სოფლის ალყის ეს ოპერაცია არასაკმარისი სიფრთხილით განხორციელდა, რითაც დაირღვა მე-2 მუხლის მოთხოვნები.

ამართლებს თუ არა კანონი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების მიერ იმგვარი ძალის გამოყენებას, რამაც, შეიძლება, შედეგად სიკვდილი ან მძიმე დაზიანებები გამოიწვიოს, თუნდაც ეს ღონისძიება ნაკარნახევი იყოს საუკეთესო მოსაზრებებით, რომელთა ჭეშმარიტებაც მოცემულ მომენტში ეჭვს არ იწვევს და მხოლოდ მოგვიანებით აღმოჩნდება მცდარი?

რა წესი არსებობს, მაგალითად, სამაშველო ოპერაციის სწორად დაგეგმვისა და წარმართვისათვის?

რა წესით ხდება, მაგალითად, იმისი შეფასება, თუ რამდენად სწორად დაიგეგმა და წარიმართა ოპერაცია?

ითვალისწინებს თუ არა კანონი სასჯელს მათთვის, ვინც სათანადო ყურადღებით ვერ დაგეგმავს და წარმართავს ოპერაციას?

უზრუნველყოფს თუ არა კანონი არაადექვატური ძალის გამომყენებელის წინააღმდეგ (მათ შორის, იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ვერ მოახერხებს, მინიმუმამდე დაიყვანოს ოპერაციის არეალში შემთხვევით მოხვედრილ პირთა სიცოცხლის რისკი) სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლებას?

4.2.4. პასუხისმგებლობა სიკვდილით გაუვნებელყოფების გამო წრთვნაგავლილ ჯარისკაცთა მიერ ინდივიდის მოკვლის შემთხვევაში

სიკვდილით გაუვნებელყოფების პოლიტიკა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის მოკვლა ვითარების მიუხედავად, თავისი თვითნებურობის გამო წინააღმდეგობაში მოდის კონვენციის მე-2 მუხლთან. ამგვარი პოლიტიკა ამა თუ იმ კონკრეტულ ვითარებაში ძალის გამოყენების მიზანშეწონილობის, თუ მიზნისა და საშუალების ადეკვატურობის განსაზღვრის საშუალებას არ იძლევა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წრთვნაგავლილ ჯარისკაცთა მიერ ინდივიდის მოკვლა სიკვდილით გაუვნებელყოფების მიზნით მე-2 მუხლის დარღვევად ავტომატურად არ ჩაითვლება. აუცილებელია თანმხლებ გარემოებათა დაწვრილებითი ანალიზი. Mმაგალითად, თურქეთის წინააღმდეგ განხილულ საქმეთა დიდ ნაწილში, სადაც მე-2 მუხლის დარღვევას ჰქონდა ადგილი, სასამართლომ განიხილა კონკრეტული გარემოებები იმის გასარკვევად, გამოიყენეს თუ არა სახელმწიფო ორგანოებმა ამა თუ იმ შემთხვევაში არაადეკვატური ძალა.

საქმეში ,,მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (1995), სასამართლომ კრიტიკული პოზიცია დაიკავა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჯარისკაცებისთვის არ უსწავლებიათ, თუ რამდენად ჰქონდათ მათ ამა თუ იმ სიტუაციაში ცეცხლსასროლი იარაღით ადამიანის დაჭრის (არა მოკვლის) უფლება. სასამართლომ დაასკვნა, რომ ჯარისკაცის საპასუხო რეაქცია ამ თვალსაზრისით არ ყოფილა საკმარისად ფრთხილი, რაც სამართალდამცავთ დემოკრატიულ საზოგადოებაში მოეთხოვებათ მაშინაც კი, როცა საქმე ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან აქვთ.

,,მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (1995), აქ სასამართლომ განიხილა სარჩელი, რომლის მიხედვითაც არსებობდა ტერორიზმში ეჭვმიტანილების განადგურების წინასწარ მომზადებული გეგმა. ჯარისკაცებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილთ მართლაც ესროლეს და მოკლეს. თუმცა, სასამართლომ გაიზიარა ის აზრი, რომ იმ ინფორმაციის ფონზე, რაც ჯარისკაცებმა მიიღეს, მათ გულწრფელად სჯეროდათ იმისა, რომ აუცილებელი იყო, ესროლათ ეჭმიტანილთათვის, რათა აღეკვეთათ ბომბის მექანიზმის სავარაუდო ამუშავება და ეხსნათ ადამიანების სიცოცხლე. სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეში არ იყო შესაბამისი მონაცემები, რომ უმაღლეს ან რომელიმე ქვედა დონეზე (ჯარისკაცების და სხვ.) არსებობდა ეჭვმიტანილების განადგურების წინასწარ მომზადებული გეგმა. ის ფაქტი, რომ საგანგებო ძალები იქნა გამოყენებული, არ ნიშნავს, რომ განადგურება წინასწარგანზრახული იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ რადგანაც კომანდოსებს ტერორიზმთან საბრძოლველად საგანგებო წრთვნა ჰქონდათ გავლილი, სავსებით ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ მათი უნარ-ჩვევები გამოიყენა.

●საქმეში ,,ანდრონიკუ და კონსტანტინუ კვიპროსის წინააღმდეგ - (1997), სასამართლომ აღნიშნა, რომ, თუმცა, პოლიციის ოფიცრებს საგანგებო წრთვნა ჰქონდათ გავლილი იმ შემთხვევისთვის, თუ მათ ცეცხლს გაუხსნიდნენ, მაინც განუმარტეს, რომ ძალა გამოეყენებინათ მხოლოდ მაშინ, თუ მძევალი ქალის, ან მათ სიცოცხლეს რაიმე დაემუქრებოდა. ამდენად, მე-2 მუხლის დარღვევას ამ თვალსაზრისით ადგილი არ ჰქონია.

●სასამართლო განიხილავს ყველა ფაქტს, რაც ამა თუ იმ საქმეს შეეხება. სასამართლო ვერ დაარწმუნეს სტატისტიკური ინფორმაციის ან შერჩევითი მონაცემების შერჩევით გადამოწმების აუცილებლობაში, რათა გარკვეული წლების მანძილზე მომხდარი მსგავსი შემთხვევების ანალიზი გაეკეთებინა და შედეგად დაედგინა, თუ რამდენად არადექვატური იყო უშიშროების ძალების მიერ გამოყენებული ძალა15.

_______________________

1 2003 წლის 4 ივნისს.

2 იხ. ამუური საფრანგეთის წინააღმდეგ, საქმე რომელიც, ინდივიდის თავისუფლების და უსაფრთხოების კონტექსტში დეპორტაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის პროგნოზირებადობას შეეხება. გამოუქვეყნებელი ცირკულარი, რომელიც შეიცავდა შესაბამისი მინისტრების და პოლიციის უფროსთა მითითებებს იმ უცხოელებთან დაკავშირებით, რომელთაც უარი უთხრეს საზღვრის გადმოკვეთაზე, სასამართლომ არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია, რადგან ეს უკანასკნელი მისაწვდომად არ ჩათვალა. იხ. ინტერაითსის ინდივიდის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლების თემაზე ჩატარებული ტრენინგის პაკეტი.

3 იხ. თავი 1.3. სიცოცხლის უფლება და დასაშვები გამონაკლისები.

4 „მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” - (1995) და „მაკშანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” - 2002.

5 იხ. „გული თურქეთის წინააღმდეგ” - (2000), პუნქტი 84.

6 ,,ილჰანი თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000).

7 ინტერაითსის წამების, დამამცირებელი/არადამიანური მოპყრობის ან სასჟელის აკრძალვის თემაზე ჩატარებული ტრენინგის პაკეტი.

8 ,,მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (1995).

9 „მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (1995);

9 „ანდრონიკუ და კონსტანტინუ კვიპროსის წინააღმდეგ“ - (1997);

10 „მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (1995);

11 „ანდრონიკუ და კონსტანტინუ კვიპროსის წინააღმდეგ“ - (1997).

12 ,,ერგი თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998);

13 ,,ერგი თურქეთის წინააღმდეგ“ - (199)8, პუნქტი 79.

14 „მაკკერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001);

6 5. სხვადასხვა

▲ზევით დაბრუნება


5.1. სასამართლოს განაჩენის/გადაწყვეტილების გასაჩივრების ყველა შიდა საშუალების ამოწურვის წესი

მანამ სანამ მომჩივანი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს, მას ამოწურული უნდა ჰქონდეს სასამართლოს განაჩენის/გადაწყვეტილების გასაჩივრების ყველა შიდა საშუალება, რაც, ასევე, საერთაშორისო საჯარო სამართლის ძირითადი პრინციპია. ეს ნიშნავს არა იმას, რომ ამოწურულ უნდა იქნას სამართლის მიღწევის ფუჭი ან დროში უსაშველოდ გაწელილი საშუალებები, არამედ მხოლოდ ის საშუალებები, რითაც პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება.

სასამართლომ განაცხადა, რომ შიდა საშუალებების ამოწურვა მომჩივანთ ავალდებულებს:

თავდაპირველად ის საშუალებები გამოიყენონ, რასაც მათ საკუთარი ქვეყნის სამართლებრივი სისტემა სთავაზობს, რათა მიყენებული ზარალის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება მოახერხონ.

ეს საშუალებები უეჭველად უნდა არსებობდეს როგორც პრაქტიკულად, ისე თეორიულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საშუალებები არ იქნება მისაწვდომი და ეფექტური, რაც მათთვის აუცილებელი ნიშანია.1

ქვეყნის შიდა საშუალებების ამოწურვის ვალდებულება არ მოქმედებს შემდეგ შემთხვევებში:

როდესაც არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუშალოს სიკვდილის გარემოებათა გამოძიებას იმ შემთხვევებში, როცა საქმეში უშიშროების ძალები იყვნენ გარეული;

როდესაც არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიცოცხლის ხელყოფაში ეჭვმიტანილი უშიშროების ძალები დაუსჯელად სჩადიოდნენ დანაშაულს.

იმ შემთხვევებში, როცა მკვლელობის ჩამდენი გარკვეული პირები იმუნიტეტით სარგებლობენ (მაგალითად ყოფილი სახელმწიფო მოხელეები).

__________________________

1 იხ. „სალმანი თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000), პუნქტი 86.

7 6. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროპული სასამართლოს რჩეული იურისპრუდენცია

▲ზევით დაბრუნება


6.1. შესავალი

6.1.1. სიცოცლის დაცვის უფლების მნიშვნელობა და არსი

86. კონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც იცავს სიცოცხლის უფლებას, ცნობილია, როგორც კონვენციის ყველაზე მნიშვნელოვანი დებულება და კონვენციის მე-3 მუხლთან ერთად ამკვიდრებს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ფუნდამენტურ ფასეულობას. ამ დებულებით განმტკიცებული ვალდებულება ექსკლუზიურად მხოლოდ განზრახ მკვლელობას არ მოიცავს, რომელიც მოჰყვა სახელმწიფოს წარმომადგენელთაAმხრიდან ძალის გამოყენებას, არამედ უფრო ფართოა და მოიცავს მე-2(1) მუხლის წინადადებას, რაც სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რომ სიცოცხლე დაცული იყოს კანონით. ეს გულისხმობს ვალდებულებას, არსებობდეს რაიმე ოფიციალური, ეფექტური გამოძიება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მოკლულია ძალის გამოყენების შედეგად. [...]

კაკისი თურქეთის წინააღმდეგ - (1999), პუნქტი 86

147. უნდა გვახსოვდეს, რომ დებულება არა მარტო იცავს სიცოცხლის უფლებას, არამედ ადგენს პირობებს, რომლის თანახმადაც სიცოცხლის ხელყოფა შეიძლება, გამართლებულ იქნას; მე-2 მუხლი ამკვიდრებს კატეგორიას, როგორც კონვენციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დებულებას, სწორედ იმგვარს, რომელიც მშვიდობიანობის პერიოდში არ ითვალისწინებს არავითარი დათქმის დაშვებას მე-15 მუხლის თანახმად. კონვენციის მე-3 მუხლთან ერთად ის ამკვიდრებს ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების საზოგადოებათა ფუნდამენტურ ფასეულობას. მისი დებულებანი, როგორც ასეთი, მკაცრად უნდა იქნას ჩამოყალიბებული. [...]

მაკკენი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (1995), პუნქტი 147
6.1.2. სიცოცხლის უფლების გამოყენების ფარგლები

65. წინამდებარე საქმეში მთავრობა მის მიერ კომისიის წინაშე დასაშვებობის საკითხზე წარმოდგენილ წერილობით მიმოხილვაში პირველად აცხადებს, რომ განმცხადებელი არ იყო მსხვერპლი. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავის მიმოხილვაში მთავრობა სადავოდ არ მიიჩნევდა, რომ გარდაცვლილი განმცხადებლის ბიძა იყო. აქედან გამომდინარე, მას პროცესუალურად აეკრძალა სასამართლოს წინაშე იმ ფაქტის უარყოფა, რომ გარდაცვლილი და განმცხადებელი ნათესავები იყვნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ განაცხადში ბატონმა ეშრევ იასამ თქვა, რომ საქმის ფაქტები წარმოშობდნენ არა მხოლოდ მისი გარდაცვლილი ბიძის კონვენიით განმტკიცებული უფლებების დარღვევას, არამედ მისი უფლების დარღვევასაც. [...]

66. მის მიერ დადგენილი პრეცენდენტული სამართლისა და წინამდებარე საქმის ფაქტების მიხედვით სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებელი, როგორც გარდაცვლილის ძმისშვილი, უფლებამოსილია, იგი მიიჩნიოს მსხვერპლად იმგვარი ტრაგიკული აქტისა, როგორიც არის მისი ბიძის მკველობა. შესაბამისად, სასამართლო უარყოფს მთავრობის ამ წინასწარ პროტესტს. [...]

იასა თურქეთის წინააღმდეგ- (1998), პუნქტები 65-66
6.2. პოზიტიური ვალდებულებანი

6.2.1. სიცოცხლის უფლების იურიდიული ფარგლების მარეგულირებელ ვალდებულებათა უზრუნველყოფის ვალდებულება

115. სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-2(1) მუხლის პირველი წინადადება სახელმწიფოსათვის ადგენს არა მარტო პირის წინასწარგანზრახული და სიცოცხლის უკანონო ხელყოფის აკრძალვას, არამედ ასევე ავალდებულებს, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რათა დაიცვას მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფთა სიცოცხლე. ჩვეულებრივ, სახელმწიფოს ვალებულება ვრცელდება მის პირველად ვალდებულებაზე, სიცოცხლის უფლების დაცვაზე, უფრო ფართოდ, კერძოდ მას უნდა გააჩნდეს ეფექტური სისხლის სამართლებრივიდებულებანი, რათა შეაკავოს დარღვევები კომისიის წინაშე ძალისმიერი სტრუქტურის მხრიდან პირის მიმართ ამგვარი დებულებების დარღვევათა პრევენციის, აღკვეთისა და დასჯისათვის. [...]

ოსმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (1998), პუნქტი 115

78. თანამედროვე საზოგადოებაში პოლიციის საქმიანობის სირთულეთა და ადამიანთა ქმედების წინასწარი განუჭვრეტელობის გათვალისწინებით ოპერატიული საშუალებების არჩევანი უნდა გაკეთდეს პრიორიტეტებისა და საშუალებების მიხედვით, პოზიტიური ვალდებულების ფარგლები ინტერპრეტირებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ ხელისუფლებას არ დაეკისროს შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი. [...]

91. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დეფექტებმა ძირი გამოუთხარა სისხლისამართლებრივი დაცვის ეფექტურობას სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში საქმის შესაბამისი პერიოდისათვის. ის მიიჩნევს, რომ შეიარაღებული ძალების წევრთა ანგარიშვალდებულება მათთვის ნებადართული ან წახალისებული ქმედებების გამო, რომლებმაც, როგორც კომისია აღნიშნავს თავის მოხსენებაში, არ შეესაბამებოდა კანონის უზენაესობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც პატივს სცემენ კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

აკოჩი თურქეთის წინააღმდეგ - პუნქტები 78-91

6.2.1.1. მტკიცების ტვირთი და სტანდარტი სიცოცხლის უკანონო ხელყოფისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენის მიზნით

264. სასამართლო მიუთითებს საკუთარ პრეცენდენტებზე, რომლებიც მტკიცებულების შეფასებისას ადასტურებენ მტკიცების სტანდარტს - „საფუძვლიანი ეჭვის გარეშე“. ამგვარი მტკიცება, შეიძლება, გამომდინარეობდეს ფაქტების საკმარისად მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნის ერთობლიობის, ან უდავო ფაქტების ალბათობისგან. ამ კონტექსტში, მხარეთა ქმედება მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მტკიცებულებათა მოპოვებისას. [...]

266. მნიშვნელოვანია, აღნიშნოს, რომ კონვენციის პროცედურები, როგორც წინამდებარე განაცხადშია, თავისთავად არ ქმნიან „affirmanti incumbit probatio“ (ის, ვინც ბრალს სდებს, ვალდებულია, დაამტკიცოს ბრალდება) - პრინციპის დეტალურ გამოყენებას. სასამართლო ზემოთ აღნიშნავდა, რომ კონვენციის 25-ე მუხლით (რომელიც ამJამად შეიცვალა 34-ე მუხლით) დადგენილი ინდივიდუალური საჩივრის ინსტიტუტის სისტემის ეფექტური ქმედებისათვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებმა შექმნან ყველა აუცილებელი პირობა განაცხადების სათანადო და ეფექტური განხილვისათვის. ეს ამგვარი საქმეებისათვის თანმდევი, აუცილებელი პროცედურაა, სადაც ინდივიდუალური განმცხადებელი ბრალს დებს სახელმწიფოს წარმომადენელებს მისი, კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევაში, რადგან ზოგიერთ ინსტანციაში მოპასუხე მთავრობას უბრალოდ გააჩნია იმგვარი ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია ამ ბრალდებათა დადასტურება, ან უარყოფა. მთავრობის მხრიდან მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა დამაკმაყოფილებელი განმარტების გარეშე წარმოშობს არა მხოლოდ განმცხადებლის ბრალდებათა დასაბუთების საკითხს, არამედ უარყოფითად წარმოაჩენს მოპასუხე სახელმწიფოს შესაბამისობას კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. იგივე შეესაბამება სახელმწიფოს მხრიდან ინფორმაციის მიწოდების დაყოვნებას, რომელიც განსაზღვრავს მიკერძოებას საქმეზე ფაქტების დადგენისას. [...]

ორჰანი თურქეთის წინააღმდეგ - (2002), პუნქტების 264-266

97. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ დადგენილი მტკიცებულებების მოპოვების სტანდარტი, შეიძლება, გამომდინარეობდეს ფაქტების საკმარისად მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნის ერთობლიობიდან ან უდავო ფაქტების დასაშვებობიდან. მათი მტკიცებითი ღირებულება უნდა შეფასდეს ყოველი კერძო საქმის გაერმოებათა შუქზე და იმ ბრალდების სერიოზულობისა და კერძო ბუნების მიხედვით, რომელიც აღიძრა მოპასუხე სახელმწიფოს წინააღმდეგ. [...]

ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ - (1999), პუნქტი 97

99. მე-2 მუხლით განსაზღვრული დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა განიხილოს სიცოცხლის ხელყოფა და გაითვალისწინოს არა მარტო სახელმწიფოს წარმომადგენელთა ქმედება, არამედ საქმის ყველა გარემოება. დაპატიმრებული პირები დაუცველ მდგომარეობაშიარიან და ხელისუფლების წარმომადგენლებს ევალებათ მათი დაცვა. შესაბამისად, როდესაც პირი დაკავებისას ჯანმრთელია, გათავისუფლებისას კი დაზიანებული აღმოჩნდება, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, წარმოადგინოს სრულყოფილი განმარტება იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა დაზიანებათა მიყენება. ხელისუფლების ეს ვალდებულება პატიმრობაში მყოფი პირისადმი მოპყრობის შესახებ განსაკუთრებით სარწმუნო უნდა იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც პირი გარდაიცვალა. [...]

სალმანი თურქეთის წინააღმდეგ - (2000), პუნქტი 99

70. სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ პირი დაკავებულია პოლიციის მიერ ჯანმრთელ მდგომარეობაში, მოგვიანებით კი გარდაცვლილი აღმოჩნდა, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, წარმოადგინოს სრულყოფილი განმარტება იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია სიკვდილი. ამ პირობის შეუსრულებლობა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას იწვევს. [...]

ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ - (2000), პუნქტი 70

63. სასამართლომ ზემოთ აღნიშნა, რომ როდესაც პირი დაპატიმრებულია ჯანმრთელ მდგომარეობაში, მაგრამ გათავისუფლებისას დაზიანებული აღმოჩნდება, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, წარმოადგინოს სრულყოფილი განმარტება იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა დაზიანებათა მიყენება. პირობის განუხორციელებლობა წარმოშობს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხს. ხელისუფლების წარომადგენელთა პასუხისმგებლობა დაპატიმრებულ პირთა მოპყრობის შესახებ განსაკუთრებით მაღალი უნდა იყოს, როდესაც პირი კვდება. ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ვალდებულების განუხორციელებლობამ - წარმოადგინონ სრულყოფილი განმარტება დაპატიმრებულის ბედის თაობაზე, შეიძლება გვამის არარსებობის პირობებშიც, წარმოშვას კონვენციის მე-2 მუხლის საკითხი და დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე. განსაკუთრებით კი საკმარის მტკიცებულებებზე კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, საიდანაც, შეიძლება, სტანდარტის მიხედვით დავასკვნათ, რომ დაპატიმრებული სავარაუდოდ პატიმრობაში უნდა მომკვდარიყო. [...]

ტასი თურქეთის წინააღმდეგ - (2000), პუნტქი 63

6.2.2. სანქციების უზრუნველყოფის ვალდებულება სიცოცხლის უკანონო ხელყოფისათვის

88. კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების დაცვა იკითხება კონვენციის I მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ზოგად ვალდებულებასთან ერთად: “თავისი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოს კონვენციით განსაზღვრული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა” და შინაარსით ავალდებულებს, რომ არსებობდეს ეფექტური ოფიციალური გამოძიება, როდესაც პირს კლავენ ძალის გამოყენების შედეგად. ამგვარი გამოძიების არსებითი მიზანი უნდა იყოს ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ეფექტური გამოყენება, რომელიც იცავს სიცოცხლის უფლებას და ამ საქმეებში მონაწილეობენ სახელმწიფოს წარმომადგენელები, ან იმგვარი პირები, რომელთაც უნდა უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება მათი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფთა სიკვდილისათვის. [...]

შანაგანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (2001), პუნქტი 88

6.2.3. იმ პირთა დაცვა, ვისი სიცოცხლეც რისკის ქვეშ არის

6.2.3.1. პირები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან ითხოვენ დაცვას

115. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2(1) მუხლის პირველი წინადადება ავალდებულებს სახელმწიფოს, არა მხოლოდ შეიკავოს თავი წინასწარგანზრახული და უკანონო მკველობისაგან, არამედ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მისი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი პირების სიცოცხლის დასაცავად. ჩვეულებრივ, სახელმწიფოთა ვალებულებანი ამ თვალსაზრისით ვრცელდება მის პირველად უფრო ფართო ვალდებულებაზე - დაიცვას სიცოცხლის უფლება იმით, რომ შექმნას ეფექტური სისხლის სამართლებრივი დებულებანი, რათა აღმოფხვრას პირისადმი დარღვევები, გამოწვეული ძალისმიერი მანქანის მიერ, ამ დებულებების პრევენციის, აღკვეთისა და დასჯის მიზნით. იმათ, ვინც წარდგა სასამართლოს წინაშე, დასაშვებად მიაჩნიათ, რომ კონვენციის მე-2 მუხლი, შეიძლება, გამოყენებულ იქნას გარკვეულ, კარგად განსაზღვრულ გარემოებებში ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიტიური ვალდებულების მიმართ, რომ მათ განახორციელონ პრევენციული ოპერატიული ღონისძიებები, იმ პირების დასაცავად, ვისი სიცოცხლეც სხვა პირთა მხრიდან კრიმინალური აქტის რისკის ქვეშაა. ამ ვალდებულების ფარგლები მხარეთა დავის საგანია. [...]

ოსმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (1998), პუნქტი 115

63. თანამედროვე საზოგადოებაში პოლიციის საქმიანობის სირთულე განპირობებულია, ადამიანთა ქმედების წინასწარ განუჭვრეტლობის გათვალისწინებით. ოპერატიული საშუალებების არჩევანი უნდა გაკეთდეს პრიორიტეტებისა და საშუალებების მიხედვით/პოზიტიური ვალდებულების ფარგლები ინტერპრეტირებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ ხელისუფლებას არ დაეკისროს შეუძლებელი, ან არაპროპორციული ტვირთი. ყველა საჩივარი სიცოცხლის რისკის შესახებ არ წარმოშობს ხელისუფლების ვალდებულებას, განახორციელოს ოპერატიული ღონისძიებანი რისკის მატერიალიზაციის პრევენციისათვის. პოზიტიური ვალდებულების წარმოშობისათვის უნდა დადგინდეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ, ან უნდა სცოდნოდათ მესამე მხრიდან გარკვეული პირის, ან პირებისთვის საშიში რეალური რისკის არსებობის შესახებ კრიმინალური აქტების გამო და რომ მათ არ განახორციელეს შესაბამისი ღონისძიებები მათი უფლებამოსილების ფარგლებში, რაც, ალბათ, გონივრული განსჯის ფარგლებში შესაძლოა ამ რისკის აცილებას გამოიწვევდა.

კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ - (2000), პუნქტი 63

116. თანამედროვე საზოგადოებაში პოლიციის საქმიანობის სირთულე განპირობებულია ადამიანთა ქმედების წინასწარ განუჭვრეტლობის გათვალისწინებით. ოპერატიული საშუალებების არჩევანი უნდა გაკეთდეს პრიორიტეტებისა და საშუალებების მიხედვით და პოზიტიური ვალდებულების ფარგლები ინტერპრეტირებული უნდა იქნას იმგვარად, რომ ხელისუფლებას არ დაეკისროს შეუძლებელი, ან არაპროპორციული ტვირთი. შესაბამისად, ყველა საჩივარი სიცოცხლის რისკის შესახებ არ წარმოშობს ხელისუფლების ვალდებულებას, განახორციელოს ოპერატიული ღონისძიებანი რისკის მატერიალიზაციის პრევენციისათვის. შემდეგი მოსაზრება არის იმის შესახებ, რომ პოლიცია ისე უნდა ახორციელებდეს საკუთარ უფლებამოსილებას დანაშაულის კონტროლისა და პრევენციის თვალსაზრისით, რომ სრულად დაიცვას სამართლიანი პროცედურა და სხვა გარანტიები, რომლებიც კანონიერად აწესებენ ზღვარს მისი ქმედების ფარგლებზე - გამოიძიოს დანაშაული და მართლმსაჯულებას წარუდგინონ დამნაშავენი, კონვენციის მე-5 და მე-8 მუხლებში გათვალისწინებული გარანტიების ჩათვლით.

საქმეში ოსმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (1998), პუნქტი 116,

მთავრობამ სადავო გახადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ, ეფექტურად განახორციელონ დაცვა თავდასხმის დროს. სასამართლო არ დაკმაყოფილდა ამ არგუმენტით. ხელისუფლებისათვის პრევენციული ღონისძიებების მასშტაბური ზომები ადვილად დასაძლევი იქნებოდა შეიარაღებული ძალებისა და მათი დაცვის ქვეშ მყოფი ჯგუფებისათვის, ან მას ეცოდინებოდა ამის შესახებ. მთავრობამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია გატარებული ღონისძიებების შესახებ, რომ გამოიძიეს კონტრრევოლუციური ჯგუფების არსებობის საკითხი სუსურლიკის ანგარიშის წინ და გაარკვიეს, თუ რა ზომით იყვნენ პასუხისმგებელნი ხელისუფლების წარმომადგენლები უკანონო მკვლელობებში, რომლებიც ამ პერიოდში განხორციელდა. მიზნად ჰქონდათ შესაბამისი ზომების დაწესება პრევენციის ან დაცვისათვის. არანაირი ზომები არ იქნა მიღებული, როდესაც განმცხადებელმა და მისმა ქმარმა მიმართეს პროკურორს და მისი ყურადღება მიმართეს იქით, რომ ისინი იყვნენ სიცოცლის პირდაპირი მუქარის მსხვერპლნი.

94. სასამართლო ადგენს, რომ ამ საქმის გარემოებების მიხედვით ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათი შესაძლებლობების ფარგლებში არ გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა აეცილებინათ ზუბეირ აკოჩის სიცოცხლის რეალური და იმავდროული რისკი. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას. [...]

აკოჩი თურქეთის წინააღმდეგ - (2000), პუნქტები 93-94

6.2.3.2. პირები, რომლებიც პატიმრობაში თვითმკვლელობის, ან სხვა პატიმრებისაგან სიცოცხლის ხელყოფის რისკის ქვეშ იმყოფებიან

91. მთავრობა უარყოფდა, რომ, როდესაც პირი თავს იკლავს, სპეციალური მოსაზრებები წარმოიშობა ღირსებისა და ავტონომიის პრინციპებიდან გამომდინარე, რომლითაც იკრძალება რაიმე დამსჯელი სახის ღონისძიება პირის თავისუფალი არჩევანისა და ქმედების წინააღმდეგ. სასამართლო აღიარებს, რომ აკრძალვას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უცილობლად უნდა მოჰყვეს პრევენციული ზომები, თუნდაც, პოლიციის ქმედების კონტექსტში, რაც გამოიხატება კონვენციის მე-5 და მე-8 მუხლებით. ამის მსგავსად, ციხის ხელმძღვანელობამ თავისი მოვალეობები უნდა განახორციელოს კონკრეტული პირის უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად. არსებობს ზოგადი ზომები და გაფრთხილების ღონისძიებები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია, რათა შემცირდეს თვითდაზიანების შესაძლებლობა პიროვნული ავტონომიის შელახვის გარეშე. თუ პატიმრის მიმართ უფრო მკაცრი ზომებია გასატარებელი ან საკითხი, თუ რამდენად გონივრულია მათი გამოყენება, დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე. [...]

კენანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“- (2001), პუნქტი 91

57. ქრისტოფერ ედვარდსი მოკლულ იქნა პატიმრობის პერიოდში საშიში, სულიერად დაავადებული პატიმრის, რიჩარდ ლინფორდის, მიერ, რომელიც მის საკანში იყო მოთავსებული. როგორც პატიმარი, ის იმყოფებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის ქვეშ, რომელთაც ქვეყნის შიდა კანონმდებლობითა და კონვენციით ეკისრებოდათ მისი სიცოცხლის დაცვის ვალდებულება. სასამართლომ უპირველესად განიხილა, იცოდნენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენელებმა, ან შეეძლოთ თუ არა სცოდნოდათ, ქრისტოფერ ედვარდსის სიცოცხლისათვის არსებული რეალური და იმავდროული რისკის არსებობის შესახებ რიჩარდ ლინფორდის მხრიდან და შემდეგ, განახორციელეს თუ არა მათ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ის ზომები, რომლებიც გონივრულად გამოყენების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ააცილებდა ამ რისკს. [...]

პოლ და ოდრი ედვარდსები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2002), პუნქტი 57

6.2.3.3. პირთა დაცვა გარემოსდაცვითი საშიშროებისაგან

36. განმცხადებელმა დამატებით გაასაჩივრა მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულების განუხორციელებლობა, გაეფრთხილებინა და ერჩია მისთვის და მისი მშობლებისათვის, ან განეხორციელებინა მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი ლეიკემიის დიაგნოზის დადგენის წინა პერიოდში, 1970 წლის ოქტომბერში, რამაც წარმოშვა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის საკითხი. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2(1) მუხლის პირველი წინადადებით, სახელმწიფოებს ეკრძალებათ არა მხოლოდ წინასწარგანზრახული და სიცოცხლის უკანონო ხელყოფა, არამედ ეკისრებათ ვალდებულება, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირების სიცოცხლის დასაცავად. არ იქნა დადგენილი, რომ მოპასუხე სახელმწიფო განზრახ ცდილობდა განმცხადებლის სიცოცხლის მოსპობას. შესაბამისად, სასამართლოს მოვალეობაა, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე განსაზღვროს, სახელმწიფომ გააკეთა, თუ არა ყველაფერი, რაც ევალებოდა, რათა განმცხადებლის სიცოცხლის რისკი აცილებული ყოფილიყო. [...]

ლსბ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (1998), პუნქტი 36

6.2.4. სხვა პოზიტიური ვალდებულებანი, რომელსაც განმცხადებელი ამტკიცებდა

6.2.4.1. დაუბადებელი ბავშვის უფლებები

1. კომისიამ დაადგინა, რომ ნაყოფს, არ შეიძლება, გააჩნდეს დაცვა მე-2 მუხლით (მუხლი 2), როგორც მისი პირველი წინადადება იქნა ზემოთ ინტერპრეტირებული, მაგრამ ის არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ გარემოებებში, შეიძლება, ეს მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის არსებობს არსებითი განსხვავება მოსაზრებებს შორის, თუ რამდენად და რას იცავს მე-2 მუხლი დაუბადებელი სიცოცხლის შემთხვევაში.

H ნორვეგიის წინააღმდეგ“- (1992), პუნქტი 1

6.2.4.2. სამედიცინო მოვლის უფლება

1. მეორე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, თავი შეიკავოს არა მარტო სიცოცხლის განზრახ ხელყოფისაგან, არამედ გაატაროს სათანადო ღონისძიებები სიცოცხლის დასაცავად.

ასოციაცია X გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - (12/7/78), პუნქტი 1 (14 DR 31, at p 32)

86. სასამართლომ მიიღო კომისიის დასკვნა იმის შესახებ, რომ აბდულატიფ ილჰანისათვის მიყენებულმა დაზიანებებმა (ის სცემეს და სულ მცირე, ერთხელ მაინც თავში ჩაარტყეს G3 მარკის თოფი) გამოიწვია მძიმე სისხლჩაქცევა, რასაც მოჰყვა ტვინის დაზიანება და ფუნქციათა ხანგრძლივი მოშლა. მიუხედავად თავის აშკარა დაზიანებისა, აბდულატიფ ილჰანის შეფერხებული სიარულისა და მეტყველებისა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოხდა 36 საათიანი დაგვიანებით.

87. ცუდი მოპყრობისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, რომლის მსხვერპლიც იყო აბდულატიფ ილჰანი იგულისხმება სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში არსებული არსებითიდაგვიანება. სასამართლომ დაადგინა, რომ ის აღმოჩნდა სერიოზული და სასტიკი ტანჯვის მსხვერპლი, რომელიც, შეიძლება, დახასიათდეს, როგორც წამება.

ილჰანი თურქეთის წინააღმდეგ - (2000), პუნქტები 86-87

125. სასამართლომ თავისივე დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეხებოდა პოლიციის საეჭვო ქმედებას, დაადგინა, რომ დააგვიანეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ბატონ ზაბჩეკოვისათვის და ამით ხელი შეუწყეს მის გარდაცვალებას.

130. ამგვარად, სასამართლომ დაადგინა, რომ 1996 წლის 29 იანვარს, 3-დან 5 საათამდე, პოლიციის ოფიცერთა ქმედება, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან შესაბამისი რეაგირება, შეესაბამება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევას, დაიცვას პატიმრობაში მყოფ პირთა სიცოცხლე.

ანგელოვა ბულგარეთის წინააღმდეგ“ - (2002), პუნქტები 125 და 130

6.2.4.3. სიკვდილის უფლება

39. სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებში თანამიმდევრულადაა ხაზგასმული, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას სიცოცხლე. სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ „სიცოცხლის უფლება“, რომელიც დაცულია მე-2 მუხლით, შეიძლება, ინტერპრეტირებულ იქნას იმგვარად, რომ მოიცავდეს რაიმე ნეგატიურ ასპექტს. მაგალითად, კონვენციის მე-11 მუხლის კონტექსტში, ასოციაციების თავისუფლება, დადგენილებით უნდა მოიცავდეს არა მარტო ასოციაციაში გაწევრიანების უფლებას, არამედ უფლებას - ძალით არ მოხდეს პირის გაწევრიანება. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისუფლების იდეა მოიცავს არჩევანის განხორციელების გარკვეულ ზომას. კონვენციის მე-2 მუხლი კონსტრუირებულია განსხვავებულად. ის არ მოიცავს ცხოვრების დონის საკითხს, ან პირის არჩევანს, თავისი სურვილისამებრ მოეპყრას საკუთარ სიცოცხლეს. ეს ასპექტები აღიარებულია ადამიანური პირობების იმგვარი ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონედ, რომ მოითხოვს სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვას და შეიძლება, გამოიხატოს კონვენციის სხვა მუხლებით დაცულ უფლებებში, ან სხვა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ფორმებში. მე-2 მუხლი, არ შეიძლება, ინტერპრეტირებულ იქნას დამახინჯების გარეშე, დიამეტრულად საწინააღმდეგო უფლების თვალსაზრისით, მაგალითად, სიკვდილის უფლებით; არ შეიძლება, შექმნას თვითგამორკვევის უფლება, იმ თვალსაზრისით, რომ პირი უფლებამოსილია, აირჩიოს სიკვდილი და არა სიცოცხლე.

პრეტი გაერთიანებული სამეფოს წინააღდეგ“ - (2002), პუნქტი 39

6.3. პროცედურული ვალდებულებანი

6.3.1. გამოძიების ჩატარების ვალდებულება

6.3.1.1. გამოძიების ბუნება და მიზანი

161. სასამართლო, ისევე, როგორც კომისია, აღნიშნავს, რომ თვითნებითი მკვლელობის სამართლებრივი აკრძალვა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ, პრაქტიკაში არაეფექტური იქნება, თუ არ არსებობს პროცედურა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გამოყენებული სასიკვდილო ძალის კანონიერების გადასამოწმებლად. სიცოცხლის დაცვის ვალდებულება ამ მუხლით იკითხება კონვენციის I მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ვალდებულებასთან კავშირში: „მისი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელება“, რაც შინაარსით მოითხოვს, რომ არსებობდეს ოფიციალური, ეფექტური გამოძიების რაიმე ფორმა, როდესაც პირი მოკლულია ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ძალის გამოყენების შედეგად.

მაკკენი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (1995), პუნქტი 161

72. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის გაუჩინარებული შვილის მიმართ წარმოებული გამოძიება არ იყო არც დროული, ადექვატური ან ეფექტური და გამოავლინა სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულების დარღვევა სიცოცხლის უფლების დაცვის თვალსაზრისით. შესაბმისად, ამ თვალსაზრისითაც ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას.

ტასი თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000), პუნქტი 72

132. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცება, რომ დაკარგული პირები უკანონოდ მოკლეს. თუმცა, მისი აზრით და წინამდებარე საქმიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული პროცედურული ვალდებულება (გამოძიების წარმოების ვალდებულება წარმოიშობა მტკიცებასთან ერთად, საფუძვლიანი საჩივრის დროს, რომ პირი, რომელიც უკანასკნელად ნახეს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთამიერ განხორციელებულ დაპატიმრების პირობებში, შემდეგ გაუჩინარდა იმგვარ ვითარებაში, რაც, შეიძლება, განხილულ იქნას სიცოცხლისათვის სახიფათოდ.

კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ - (2001), პუნქტი 132

96. გამოძიება ეფექტური უნდა იყოს იმ მნიშვნელობით, რომ დადგინდეს იყო თუ არა ძალის გამოყენება გამართლებული. აგრეთვე პასუხისმგებელ პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით. ეს არ არის ვალდებულება არა შედეგის, არამედ საშუალების მიმართ. ხელისუფლების წარმომადგენლები ვალდებული არიან განახორციელონ მათთვის შესაძლებელი შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველყონ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები: inter alia თვითმხილველთა ჩვენებები, ექსპერტის დასკვნა და თუ საჭიროა, გვამის გაკვეთა, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებათა სრულ და აკურატულ სურათს, მიყენებული დაზიანებებისა და კლინიკური დასკვნის ობიექტურ ანალიზს, სიკვდილის მიზეზის ჩათვლით. გამოძიების რაიმე ნაკლი, რაც გამორიცხავს შესაძლებლობას, დადგინდეს პირის სიკვდილის მიზეზი ან პასუხისმგებელი პირი, წარმოშობს ამ სტანდარტის დარღვევის რისკს.

კელი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001), პუნქტი 96

80. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულება, განსაზღვრული მე-2 მუხლით - დაიცვას სიცოცხლის უფლება, იკითხება პირველი მუხლით განსაზღვრულ ზოგად ვალდებულებასთან ერთად: „მისი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოს კონვენციით განსაზღვრული უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელება” და შინაარსით ავალდებულებს, რომ არსებობდეს ოფიციალური, ეფექტური გამოძიება რაღაც ფორმით, როდესაც პირი მოკლულია ძალის გამოყენების შედეგად. გამოძიება უნდა იყოს, inter alia სრული, მიუკერძოებელი და ყურადღებით წარმოებული.

ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ“ - (2000), პუნქტი 80

90. გამოძიება ეფექტური უნდა იყოს იმ მნიშვნელობით, რომ დადგინდეს იყო თუ არა ძალის გამოყენება გამართლებული. ასევე, პასუხისმგებელ პირთა გამოვლენისა და დასჯის თვალსაზრისით. ეს არის ვალდებულება არა შედეგის, არამედ საშუალების მიმართ. ამგვარ საქმეებში საქმის გარემოებათა მიხედვით დაადგინოს, იყო თუ არა ძალის გამოყენება გამართლებული და დაადგინოს და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.

შანაჰანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001), პუნქტი 90

80. [...] სასამართლო შემდგომ განიხილავს გამოძიების ხარისხსა და ბუნებას, რომელიც აკმაყოფილებს გამოძიების ეფექტურობის მინიმალურ დონეს, რაც დამოკიდებულია ყოველი საქმის გარემოებებზე. ის უნდა შეფასდეს ყველა სათანადო ფაქტის მიხედვით და გამოძიების მიერ ჩატარებული სამუშაოს პრაქტიკული რეალობის გათვალისწინებით. შეუძლებელია სიტუაციათა მრავალფეროვნების რიცხვის შემცირება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გამოძიების კრიტერიუმების უბრალო სიის მიმართაც კი.

ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ - (2000), პუნქტი 80

6.3.1.2. გამოძიების წარმოების ვალდებულება უკანონო მკვლელობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ

100. [...] განსახილველ საქმეში თვით ფაქტმა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელები იფორმირებულნი იყვნენ განმცხადებლის ბიძის მკვლელობის შესახებ, წარმოშვა ipso faqto მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, ეფექტური გამოძიების ჩატარების შესახებ/ [...]

იასა თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998), პუნქტი 100

105. სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული ვალდებულება არ შემოისაზღვრება საქმეებით, სადაც ცხადია, რომ მკვლელობა ჩადენილია სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ. განმცხადებელმა და გარდაცვლილის მამამ შეიტანეს ფორმალური სარჩელი სიკვდილის გამო შესაბამის კომპენტენტურ ორგანოებში და განაცხადეს, რომ ეს იყო წამების შედეგი. უფრო მეტიც, მხოლოდ ფაქტი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმირებულნი იყვნენ აგიტ სალმანის პატიმრობაში სიკვდილის შესახებ, აღძრავდა სიკვდილის გარემოებათა შესახებ ipso faqto ეფექტური გამოძიების ჩატარების თაობაზე მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას. შესაბამის გარემოებაში ეს მოიცავს გვამის გაკვეთას, რაც უზრუნველყოფს სრულ და აკურატულ სურათს ცუდი მოპყრობის შესაძლონიშნებისა და დაზიანებების შესახებ, კლინიკური დასკვნის ობიექტურ ანალიზს, სიკვდილის მიზეზის ჩათვლით.

სალმანი თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000), პუნქტი 105

106. ... სუსურლიკის ანგარიშის განსაკუთრებულ დასკვნათა შუქზე, საქმის ამ ასპექტის შეფასებით, სასამართლო ადგენს, რომ მიმოხილვა კარგად იყო შესრულებული. წინამდებარე საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებოდათ, გამოძიების პროცესში ანგარიში გაეწიათ იმ ფაქტისათვის, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ თავდასხმასთან, შეიძლება, შეხება ჰქონოდათ. ამასთან დაკავშირებით, განმცხადებელი იყო თუ არა ფორმალურად იდენტიფიცირებული შეიარაღებული ძალების მიერ, როგორც თავდამსხმელი, ნაკლებად შეესაბამებოდა განსახილველ საკითხს.

იასა თურქეთის წინააღმდეგ - (1998), პუნქტი 106

6.3.1.3. გამოძიების ვალდებულება პოტენციურად სასიკვდილო ძალის გამოყენების

შემთხვევაში

100. [...] განსახილველ საქმეში თვით ფაქტი იმის შესახებ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმირებულნი იყვნენ განმცხადებლის ბიძის მკვლელობის შესახებ, აღძრავს საკითხს ipso faqto ეფექტური გამოძიების თაობაზე, მე-2 მუხლის თანახმად. იგივე გამოიყენება განმცხადებელზე განხორციელებული თავდასხმის დროს, როდესაც მის მიმართ მოხდა რვა გასროლა, რაც შეესაბამებოდა მისი მკვლელობის მცდელობას.

იასა თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998), პუნქტი 100

6.3.1.4. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და გამოძიების ვალდებულება

85. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო, კომისიის მსგავსად, ადგენს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ განახორციელეს ეფექტური გამოძიება ჰავა ერგის სიკვდილის გარემოებების შესახებ. ყურადსაღებია ფაქტი, როგორც ეს აღინიშნა თურქეთის მიმართ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებში, იმის შესახებ, რომ სიცოცხლის ხელყოფა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ტრაგიკული და ხშირი მოვლენაა. თუმცა, ვერც შეიარაღებული შეტაკებების რაოდენობა, ვერც ფატალური ინციდენტების სიხშირე, ვერ შეცვლის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომ უშიშროების ძალების შეტაკებათა შედეგად წარმოშობილი სიკვდილის შემთხვევებში ჩატარდეს დამოუკიდებელი, ეფექტური გამოძიება, უფრო მეტად კი, იმ საქმეებში, როგორიცაა წინამდებარე საქმე, სადაც გარემოებები გარკვეული თვალსაზრისით ბუნდოვანია.

ერგი თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998), პუნქტი 85

104. სასამართლო მზადაა, მხედველობაში მიიღოს ფაქტი, რომ თურქეთის რეგიონში პრევალირებადი კლიმატი აღბეჭდილი იყო PKK ძალადობრივი ქმედებით და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მათზე რეაგირებისთვის მიღებული ზომები აწყდებოდა სრულ წინააღმდეგობას, ქვეყნის შიდა საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულიყო მტკიცებულებები. ამგვარი ვითარების მიუხედავად, ეს არ აძლევს ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლებას, იგნორირება გაუკეთონ მე-2 მუხლით გათვალისწინებულ გამოძიების ვალდებულებას, რადგან სხვაგვარად ეს გააღრმავებს დაუსჯელობისა და დაუცველობის კლიმატს რეგიონში და შექმნის მანკიერ წრეს.

იასა თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998), პუნქტი 104

6.3.1.5. დროული გამოძიების ვალდებულება

108. ამ კონტექსტით გონივრული სისწრაფით განპირობებული დროულობის მოთხოვნა უდავოა. უნდა აღინიშნოს, რომ, შესაძლოა, არსებობდეს დაბრკოლებანი ან სირთულეები, რაც განსაკუთრებულ შემთხვევებში ამუხრუჭებს გამოძიების მსვლელობას. თუმცა, სასიკვდილო ძალის გამოყენებისას ხელისუფლების წარმომადგენელთა დროული პასუხი, შეიძლება, ზოგადად განხილულ იქნას, როგორც არსებითი მომენტი საზოგადოებაში კანონის უზენაესობის პრინციპისადმი საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად და პრევენციას უკეთებს უკანონო აქტების მიმართ ტოლერანტობისა და შეთქმულების წარმოშობას.

ჯორდანი (ჰუგი) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2000), პუნქტი 108.

132. როდესაც საქმე ეხება საკითხს, რომ განმცხადებელმა არსებითად ხელი შეუწყო მოკვლევის დროულად დაწყებას, ეს, შეიძლება, გამოწვეული იყოს იმ სირთულიდან, რაც შეექმნათ ნათესავებს მოკვლევის პროცედურის გამო. არ შეიძლება, უსაფუძვლოდ ჩაითვალოს ის გარემოება, რომ განმცხადებლებს გააჩნდათსამართლებრივი საშუალებების იმედი, გაესაჩივრებინათ მოკვლევის პროცედურა. სასამართლო აღნიშნავს, რომ კორონერი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მოკვლევაზე, დაეთანხმა ამ შეჩერებას. მართალია, ეს მოითხოვეს განმცხადებლებმა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ათავსუფლებს დროული განხილვის ვალდებულებისაგან. თუ ხანგრძლივი შეჩერება განიხილება, როგორც პროცედურული სამართლიანობის თვალსაზრისით გამართლებული ღონისძიება გარდაცვლილის ოჯახის წევრებისადმი, აღძრავს კითხვას, სტრუქტურულად რამდენად შეუძლია მოკვლევის სისტემას, უზრუნველყოს სწრაფი და ეფექტური მისაწვდომობა ოჯახის წევრებისათვის.

კელი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“- (2001), პუნქტი 132

6.3.1.6. მტკიცებულების უსაფრთხოების ვალებულება

107. გამოძიება ეფექტური უნდა იყოს იმ მნიშვნელობით, რომ უზრუნველყოს საკითხის განსაზღვრა იმის თაობაზე, სადავო გარემოებებში ძალის გამოყენება იყო თუ არა გამართლებული. ასევე, შეიძლებოდეს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. ეს არის პასუხისმგებლობა არა შედეგის, არამედ საშუალებების მიმართ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გადადგან ყველა დასაშვები გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყონ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულება, inter alia თვითმხილველთა ჩვენებების ჩათვლით, ექსპერტის დასკვნა და აუცილებელობის შემთხვევაში განახორციელონ გვამის გაკვეთა, რაც უზრუნველყოფს სრულ, აკურატულ ანგარიშს დაზიანების შესახებ და კლინიკური დასკვნის ანალიზს, სიკვდილის მიზეზის ჩათვლით. გამოძიების ნებისმიერი ნაკლი, რაც აფერხებს გამოძიების შესაძლებლობას - დაადგინოს სიკვდილის მიზეზი, პასუხისმგებელი პირი, ან პირები, ქმნის აღნიშნული სტანდარტის განუხორციელებლობის რისკს.

ჯორდანი (ჰუგი) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“- (2000), პუნქტი 107

90. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გადადგან ყველა დასაშვები გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყონ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულება, inter alia თვითმხილველთა ჩვენებების ჩათვლით, საექსპერტო დასკვნა და აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელონ გვამის გაკვეთა, რაც უზრუნველყოფს სრულ და აკურატულ ანგარიშს დაზიანების შესახებ და კლინიკური დასკვნების ანალიზს, სიკვდილის მიზეზის ჩათვლით. გამოძიების ნებისმიერი ნაკლი, რაც აფერხებს გამოძიების შესაძლებლობას - დაადგინოს სიკვდილის მიზეზი, პასუხისმგებელი პირი. ან პირები, ქმნის აღნიშნული სტანდარტის დარღვევის რისკს.

შენაგჰანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2001), პუნქტი 90

83. სასამართლო აღნიშნავს, რომ ცხადია, არსებობდა საშუალებები მტკიცებულების მოსაპოვებლად იმ დროისათვის, როდესაც ბატონ წონჩევის დაზიანებები წარმოიშვა. ასევე, მნიშნველოვანი მტკიცებულება მისი დაპატიმრების გარემოებებთან დაკავშირებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შესაბამისად, მის წინააღმდეგ განხორციელებული მძიმე დანაშაულის ჩამდენთა შესახებ. თუმცა, გამომძიებელმა არ შეკრიბა ამგვარი მტკიცებულებები. მისი უმოქმედობა სანქცირებული იქნა პროკურორის 1996 წლის 19 მარტისა და მოგვიანებით, 1997 წლის 3 ივნისის ბრძანებით. შემდეგ გამოძიება შეჩერდა და არაფერი გაკეთებულა 1994 წლის დეკემბრიდან, რათა გამჟღავნებულიყო სიმართლე ბატონ წონჩევის სიკვდილის შესახებ. განმცხადებლის მრავლობით საჩივარზე ხელისუფლების წარმომადგენელთა უმოქმედობას დასასრული არ ჰქონდა. მთავრობის მხრიდან არ გაკეთებულა არანაირი სრულყოფილი განმარტება ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საკვანძო მტკიცებულებების მოუპოვებლობის გამო.

ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ“- (2000), პუნქტი 83

106. სიკვდილის შემდგომი გამოკვლევა ჩატარდა იმავე დღეს, ორი ექიმის მიერ. ორმა ექიმმა დაადგინა, რომ განმცხადებლის ქმარს მოხვდა ცამეტი ტყვია, რომელთაგან ერთი დარჩა სხეულში და ამოიღეს (იხილე პუნქტი 35 ზემოთ). სასამართლომ, გაიზიარა კომისიის უკმაყოფილება ექსპერტიზის დასკვნათა სიმცირის თაობაზე, რომელიც ამ გამოკვლევის შედეგად იქნა მოპოვებული. მან გამოთქვა უკმაყოფილება, რომ მიუხედავად ექსპერტის საქმეში ჩართვისა, სრული გამოკვლევა არ ჩატარდა.

ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ, 1999, პუქნტი 106“

89. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ინციდენტის გამოძიება განახორციელა პროკურორმა. ინციდენტის სერიოზულობისა და მტკიცებულების მოპოვებისა და ფიქსაციის აუცილებლობის მიუხედავად, რომელიც დაადასტურებდა, თუ რა მოხდა, ადგილი ჰქონდა რამდენიმე არსებით შეცდომას. არ ყოფილამცდელობა, აღმოეჩინათ ტყვია, რომელიც, თითქოსდა, პოლიციის ოფიცრებს ესროლა მეჰმედ გულმა, რაც იყო მათი ძირითადი გამართლება მის წინააღმდეგ წარმოებული სროლისა. სწორად არ იყო გაკეთებული ჩანაწერი ორი იარაღისა და დაცლილი კარტრიჯის შესახებ ბინაში, რაც ასევე გამოყენებული იყო პოლიციის ქმედებათა გასამართლებლად. ამ საკითხთან დაკავშირებით მოყვანილი განმარტებები იყო ზოგადი და შეუსაბამო, რის მიხედვითაც შეუძლებელი იყო იმისი დადგენა, თუ კონკრეტულად რომელმა ოფიცერმა იპოვა თითოეული იარაღი. იარაღი არ იყო დაფიქსირებული ფოტოგრაფიულად მითითებულ ადგილზე. გამოკვლევა ჩატარდა ბრაუნინგის იარაღზე, რათა ეჩვენებინათ, რომ სროლა მისგან იყო ნაწარმოები, არ არსებობდა მეჰმეტ გულის ხელის ანაბეჭდის გამოკვლევა, რაც მას დააკავშირებდა აღნიშნულ იარაღთან. იარაღი არ იყო შემოწმებული გასროლის კვალზე. მეჰმედ გულის დაზიანებათა სრული აღწერის განუხორციელებლობის გამო გვამის გამოკვლევის შედეგად შეუძლებელი იყო იმისი დადგენა, თუ რა ხარისხით შეეხო მის სხეულს ტყვია, მისი განთავსება და კარამდე მანძილი, რასაც შემდგომში შუქის მოფენა შეეძლო. მთავრობა ამტკიცებდა, რომ შემდგომი მისი მკვლელობის გარემოებებისათვის გამოკვლევა არ იყო საჭირო, რადგან სიკვდილის მიზეზი ცხადი იყო. თუმცა, სიკვდილის შემდგომი გამოკვლევის მიზანია განისაზღვროს სიკვდილის გარემოებები, მათ შორის, ცუდი მოპყრობის შესაძლო ნიშნების სრული და აკურატული აღწერა დაზიანებების შესახებ და კლინიკური დასკვნის ობიექტური ანალიზი.

გული თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000), პუნქტი 89

6.3.1.7. გამოძიების საჯარო გადასინჯვის ვალდებულება

115. იმავე მიზეზთა გამო უნდა არსებობდეს გამოძიების, ან მისი შედეგების საჯარო გადასინჯვის არსებითი ელემენტი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ანგარიშვალდებულების არსებობა როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. სავალდებულო საჯარო გადასინჯვის ხარისხი, შეიძლება, იცვლებოდეს საქმიდან საქმეში. თუმცა, ყველა საქმეში, მსხვერპლის უახლოესი პირები უნდა ჩაერთონ იმ დონით, რაც უზრუნველყოფს მათი კანონიერი უფლებების განხორციელებას.

მაკკერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“- (2001), პუნქტი 115

114. განმცხადებელი ჩიოდა გამოძიების პერიოდში საგამოძიებო მასალებისადმი მიუწვდომლობის გამო. მან ვერ მიიღო მრავალი ანგარიშის ან ჩვენების ასლი, სანამ 1999 წლის დასაწყისში საქმე გადაეცემოდა კორონერს. სხვა საქმეებზე სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციის გამოძიების საჯარო გადასინჯვასთან დაკავშირებით პოლიციის ანგარიშებისა და გამოძიების მასალების გამJღავნებასა და გამოქვეყნებას, შეიძლება, თან ახლდეს მოსაზრება, რომ კერძო პირების, ან სხვა გამომძიებელთა მხრიდან, წარმოიშვას წინასწარი განწყობა და, შესაბამისად, არ შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც მე-2 მუხლის ავტომატური მოთხოვნა. საზოგადოების ან მსხვერპლის ნათესავთა მიერ მასალების გაცნობა, შეიძლება, უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი პროცედურით, უფრო მოგვიანებით სტადიაზე.

მაკშანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“- (2002), პუნქტი 114

6.3.1.8. გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის ვალდებულება

93. სისხლის სამართლის სასამართლომ მოისმინა სამი ბრალდებული ოფიცრის ჩვენება, რამაც არსებითი ვერაფერი შემატა მათ მიერ წერილობით მიცემულ ჩვენებებს. მათ არავინ დაუკითხავთ სხვა მოწმეთაგან. განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრებისათვის არ უცნობებიათ, რომ მიმდინარეობდა განხილვა და მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, სასამართლოსთვის წარედგინათ განსხვავებული ვერსია მოვლენათა შესახებ. სასამართლომ გამოითხოვა ორი ექსპერტის დასკვნა: პირველი - ჟანდარმერიის ოფიცრის, მეორე - პოლიციის ექსპერტისაგან. ეს ანგარიშები შეიცავდა მოვლენათა შეფასებას განმარტების გარეშე, იმ საფუძვლით, რომ პოლიციის ოფიცერთა მოსაზრება უდავო იყო. ორივე მათგანმა გააკეთა დასკვნა, რომ ოფიცრები მართალი იყვნენ, რაც ეფუძნებოდა ზოგად შეფასებას და არა ტექნიკური ექსპერტიზის ანგარიშებს.

გული თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000), პუნქტი 93

83. სასამართლო შეშფოთდა მუსტაფა იაჩის მიმართ იმ პროკურორის მიკერძოებით, რომელიც ვალდებული იყო, გამოეძია ჰავა ერგის სიკვდილის მიზეზი, ჟანდარმერიის დასკვნით ის იყო PKK-ს წევრი, რომელმაც ესროლა განმცხადებლის დას. პროკურორმა დელეგატებს განუმარტა, რომ თუკი ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ არსებობდა რაიმე ელემენტი, ის განიხილავდა ნებისმიერ სხვა საგამოძიებო ღონისძიებას, რაც აუცილებელიიქნებოდა. ცხადი იყო, რომ მისი მოსაზრებით გარდაცვლილის ნათესავები ვალდებულნი იყვნენ, განგაში აეტეხათ, თუკი რაიმე საეჭვო ქმედებას ექნებოდა ადგილი უშიშროების ძალების მხრიდან, მაგრამ მათ არ მიმართეს პროკურორს ამ საქმესთან დაკავშირებით. ამგვარი ელემენტის, ან ეჭვის არარსებობის გამო, პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება იურისდიქციის არარსებობის შესახებ, სადაც აღნიშნა, რომ PKK იყო ეჭვმიტანილი მკვლელობაში ისე, რომ არ გაუთვალისწინებია მსხვერპლის ოჯახის წევრთა, თანასოფლელების, ან ოპერაციაში მონაწილე სხვა სამხედრო პირთა ჩვენებები. თუმცა, სადავო ანგარიშიდან ინციდენტის შესახებ ან ადგილის გეგმიდან არ იყო ცხადი, რომ ეს PKK-მა გახსნა ცეცხლი და მოკლა განმცხადებლის და. დამატებით, ანგარიში შედგენილი იყო ჟანდარმერიის უფროსის, ისა გუნდოგდუს, მიერ, რომელიც თვითონ არ ესწრებოდა შეტაკებას და აღნიშნა, რომ არ იცოდა არც ერთი ოფიცრის ვინაობა, ან მასში მონაწილე სამხედრო ნაწილის დასახელება და მისი ინფორმაცია მომხდარის შესახებ გამომდინარეობდა რადიოთი მიღებული ცნობებიდან. თუმცა, პროკურორმა არ გამოიძია ჰავა ერგის მკვლელობის გარემოებები და ამ საფუძვლით არ შეეძლო ამ დოკუმენტების შეფასება.

84. რაიონის ჟანდარმერიის უფროსს ან პროკურორს არავითარი დეტალური განხილვა არ გაუკეთებიათ იმისათვის, რომ გაერკვიათ, სწორად ჩაატარეს თუ არა უშიშროების ძალებმა ოპერაცია. თუმცა, აჰმედ კუზუმ უჩვენა დელეგატებს, რომ ოპერაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია, არ უნდა იყოს დაგეგმილი სამოქალაქო ადგილებში და რომ წინამდებარე საქმეში გეგმის თანახმად საქმიანობა სოფლის ჩრდილოეთში უნდა აეკვეთათ. ცხადი იყო, რომ არავითარი მოკვლევა არ ჩატარებულა იმის გასარკვევად იყო თუ არა გეგმა და მისი განხორციელება საქმის გარემოებათა ადექვატური.

ერგი თურქეთის წინააღმდეგ - (1998), პუნქტები 83-84

90. არავითარი კონკრეტული ზომა არ მიუღია პროკურორს განმცხადებლის ძმის მკვლელობის გამოსაძიებლად, მაგალითად, იმის გასარკვევად, იყო თუ არა გარდაცვლილი PKKK აქტიური წევრი. არც დოლანუს მიდამოების სოფლელთა გამოკითხვით გაურკვევიათ გაიგეს თუ არა მათ შეიარაღებული შეტაკების ხმა აღნიშნულ დღეს, ჩვენების ჩამორთმევის მიზნით უშიშროების ძალების წევრთა ოფისში გამოძახებით. პროკურორის მტკიცე ბრალდება, რომ გარდაცვლილი იყო უშიშროების ძალებთან შეირაღებული შეტაკებისას მოკლული ტერორისტი, არასოდეს გადამოწმებულა სხვა მტკიცებულების ფონზე, მისი გადაწვყეტილება იურისდიქციის არარსებობის თაობაზე გამორიცხავდა რაიმე შესაძლებლობას უშიშროების ძალების პასუხისმგებლობის შესახებ, სამხედრო შეტაკების პირობებში თითქოსდა გამოყენებული ძალების პროპორციულობის საკითხის ჩათვლით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროკურორმა ეროვნული უშიშროების სასამართლოს მიმართა, რომ არ ითხოვდა ჰიკმეტ აკსოის მიერ 1994 წლის 17 ივნისს გაკეთებული ჩვენების გამოკვლევას, მაგალითად, საპატიმროს ჩანაწერების გადასინჯვას ლისეს ჟანდარმერიის სათაო ოფისში, რათა გაერკვია, იყო თუ არა ის დაპატიმრებული 1993 წლის 25 მარტს, ან ამ პერიოდისათვის.

კაია თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998), პუნქტი 90

95. იმისათვის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი მკვლელობის გამოძიება ეფექტური იყოს, ზოგადად უნდა იქნას განხილული, როგორც აუცილებელი პასუხისმგებელი პირების მიმართ. წარმოებული გამოძიება კი დამოუკიდებელი უნდა იყოს მოვლენებში მონაწილეთაგან. ეს ნიშნავს არა მარტო იერარქიული, ან ინსტიტუციონალური დაქვემდებარების არარსებობას, არამედ პრაქტიკულ დამოუკიდებლობასაც.

მაკშანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2002), პუნქტი 95

97. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობა აჰმეტ გულეჩის მკვლელობას აბრალებდა PKK-ს. ჟანდარმერიის ხელმძღვანელი მომხდარის შესახებ ოფიცრების მიერ დაწერილ თავდაპირველ ანგარიშებში, იდილის პოლიცია და შეიარაღებული ძალები მიუთითებენ, რომ უშიშროების ძალები დაარწმუნებული იყვნენ, რომ ეს სიკვდილი იყო შედეგი “ცეცხლისა, რომელიც გახსნეს სამხედროებმა, რომლებიც შეერივნენ დემონსტრანტებს”. 1994 წლის 14 ივნისის წერილის მსგავსად იდილის რაიონის კომისიონერის 12 ივნისის წერილზე. ჟანდარმერია ყოველგვარი ეჭვის გარეშე ამტკიცებდა, რომ დემონსტრაცია “ორგანიზებული იყო ტერორისტების მიერ” და რომ “შეირაღებული პირების შეღწევა ხალხში და იარაღის გამოყენება დემონსტრაციის მსვლელობის დროს ადასტურებდა, თუ რა სერიოზული იყო სიტუაცია”. იგივე დოკუმენტი ადასტურებს ჟანდარმერიის ინფორმაციის სიმწირეს, რადგან მან განაცხადა, რომ არ შეუძლია იმ ჯარისკაცების სახელების გამJღავნება, რომლებიც იმყოფებოდნენ დაჯავშნული ავტომობილის ძარაზე. ცხადი იყო, რომ გამომძიებელს არაფერი არ ჰქონდა სადავო მოვლენათა ოფიციალურ ვერსიასთან მაშინაც, როდესაც მოკვლევის ანგარიშით, რომელიცმან შექმნა, inter alia, მსხვერპლის მამამ გააკეთა „გაუმართლებელი და შეუსაბამო ბრალდება მაიორ მ. კარატანის მიმართ“, რამაც გამოავლინა „იდეოლოგიური შეხედულება და სრული არაობიექტურობა“. მან აღნიშნა, რომ უშიშროების ძალებს არ დაუმიზნებიათ მოქალაქეებისათვის, ან არ უპასუხიათ ბრბოს მხრიდან გაკეთებულ გასროლაზე და რომ მათ რიგებში ორჯერ მეტი იყო დაჭრილი, ვიდრე დემონსტრანტებში მხრიდან. ამ საფუძვლით ის ამტკიცებდა, რომ შეუძლებელი იყო “იმისი განსაზღვრა, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ინციდენტზე”. დამატებით, გამომძიებელმა ოფიცერმა, კურტმა, ზედაპირულად დაკითხა რამდენიმე ადამიანი ისე, რომ თავი არ შეუწუხებია, გამოეძახებინა ოფიცერი აიჰანი, ან სხვა მოწმეები, თუნდაც ჩუდა დემირი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ორი უკანასკნელი მოწმის ჩვენებები ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან ბატონი აიჰანი იყო კონდორის მძღოლი. ბატონი დემირი იდგა განმცხადებლის შვილის მხარეს, როდესაც მას მოხვდა ტყვია, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი.[...]

გულეჩი თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998), პუნქტი 79

6.3.1.9. დასაბუთების ვალდებულება გასამართლების უარყოფის შემთხვევაში

117. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი გადასინჯვის პროცედურა, გამოყენებული განმცხადებლის მიერ, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც უარყოფილ იქნა მსჯავრდება, გადაიდო, რათა განმცხადებელს ფორმალურად მოეთხოვა გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები და PKK-ს პასუხი. სარწმუნო არ არის, რომ მე-2 მუხლი ავტომატურად აწესებს მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლებს PKK-ს მიერ. შესაბამის საქმეებში მას, შეუძლია, იყოს მე-2 მუხლის მოთხოვნათა შემსრულებელი; რომ ეს მიზეზები, შეიძლება, მოთხოვნილ იქნას მსხვერპლის ოჯახის წევრთა მიერ, როგორც ამ საქმეში ჰქონდა ადგილი. [...]

მაკშანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2002), პუნქტი 117

123. სასამართლო სადავოდ არ ხდის PKKK-ს დამოუკიდებლობას. თუმცა, ვინაიდან პოლიციის გამოძიების საკითხი სადავოა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით და ამისი საჯარო გადასინჯვა შეუძლებელია, მომეტებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ოფიცერი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრალდების თაობაზე, აღძრავს მის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საკითხს. როდესაც სასიკვდილო ძალის გამოყენების შემთხვევებში მოცემული არ არის მიზეზები, საზოგადოებრივი ნდობის საკითხი წარმოიშობა. ასევე მსხვერპლის ოჯახის წევრებს არ აძლევს მისაწვდომობას მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ინფორმაციასთან და უსპობს ამგვარი გადაწყვეტილების ნებისმიერი გადასინჯვის შესაძლებლობას.

6.4. ძალის გამოყენება და მე-2(2) მუხლის გამონაკლისები

ჯორდანი (ჰუგი)გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2000), პუნქტი 123

6.4.1. სხვა გამონაკლისები

93. მე-2 მუხლის ტექსტი მთლიანობაში წაკითხვისას განსაზღვრავს, რომ ის მოიცავს არა მხოლოდ განზრახ მკვლელობას, არამედ იმ სიტუაციებსაც, სადაც „ძალის გამოყენება“ ნებადართულია. ამან, შეიძლება, გამოიწვიოს სიცოცხლის ხელყოფა, როგორც გაუფრთხილებელი შედეგი. თვითნებური, ანუ წინასწარგანზრახული სასიკვდილო ძალის გამოყენება მხოლოდ ერთი ფაქტორია, თუმცა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მისი აუცილებლობა. ნებისმიერი ძალის გამოყენება არ უნდა სცილდებოდეს „აბსოლიტური აუცილებლობის“ ფარგლებში „ა“-დან „გ“-მდე ქვეპუნქტების ჩამონათვალით გათვალისწინებულ მიზანთაგან ერთ-ერთს...

მაკშანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (2002), პუნქტი 93

84. სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, იმის დასადგენად, არის თუ არა სასიკვდილო ძალის გამოყენება მე-2 მუხლის ფარგლებში, სასამართლომ სიცოცხლის ხელყოფა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა განიხილოს, მხედველობაში მიიღოს სახელმწიფო ხელისუფლების ინდივიდუალურ წარმომადგენელთა ქმედებები, რომლებიც ფაქტიურად ადმინისტრირებას უკეთებდნენ ძალას, ასევე ყველა თანმდევი გარემოება, მათ შორის განსახილველ ქმედებათა გეგმისა და კონტროლის ჩათვლით. სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ანტი-ტერორისტული ოპერაციები ისე უნდა დაიგეგმოს და გაკონტროლდეს, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სასიკვდილო ძალის გამოყენების ყველა შესაძლებლობა.

გული თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000), პუნქტი 84

6.4.1.1 პოტენციურად სასიკვდილო ძალის გამოყენება

76. [... სასამართლო] განიხილავს შემთხვევას, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ცუდი ფიზიკური მოპყრობა, რომელიც არ იწვევს სიკვდილს, შეიძლება, შეესაბამებოდეს კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას. თუმცა, რომ ამ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალის გამოყენების შესახებ არ არის კონვენციის შესაბამისად განსახილველი საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებული ძალის ხარისხი, ტიპი და ამგვარი ძალის გამოყენების თვალსაზრისით უდავო განზრახვა ან მიზანი, სხვა ფაქტორებთან ერთად, შეიძლება, გამოდგეს იმის შესაფასებლად, უნდა იყოს თუ არა განხილული ხელისუფლების მიერ ყოველ კონკრეტულ საქმეში ძალის გამოყენების შედეგად სიკვდილთან მიახლოებული შემთხვევები, როგორც კონვენციის მე-2 მუხლის მიზნისა და საგნის საწინააღმდეგო. თითქმის ყველა საქმეში, სადაც პოლიცია, ან ჯარისკაცი შეურაცხყოფდა ან ცუდად ექცეოდა პირს, მათი საჩივარი განიხილება კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე.

ილჰანი თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000), პუნქტი 76

6.4.1.2. „აბსოლიტურად აუცილებელიძალის გამოყენება

149. ამასთან დაკავშირებით, ტერმინი „აბსოლიტურად აუცილებელი“, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრავს, რომ ჩვეულებრივთან შედარებით აუცილებლობის უფრო მკაცრი და სავალდებულო ტესტი უნდა იყოს გამოყენებული, როდესაც განისაზღვრება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ქმედება რამდენად „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“, კონვენციის მე-8 და მე-11 მუხლების მე-2 პუნქტების შესაბამისად. გამოყენებული ძალა მკაცრად პროპორციული უნდა იყოს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნისა.

მაკკენი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (1995(, პუნქტი 149

71. კომისიის მსგავსად სასამართლო აღიარებს, რომ ძალის გამოყენება, შეიძლება, გამართლებული იყოს წინამდებარე საქმეში მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგრამ ასევე უდავოა, რომ უნდა დადგინდეს ბალანსი მიზანსა და მის მისაღწევად გამოყენებულ ხერხს შორის. ჟანდარმებმა გამოიყენეს ძალზე ძლიერი იარაღი, ვინაიდან გარემოებათა გამო, მათ არ ჰქონდათ ხელჯოხები, ფარები, წყლის ჭავლი, პლასტიკური ტყვიები ან ცრემლსადენი გაზი. ამგვარი აღჭურვილობის არქონა უფრო მეტად გაურკვეველი და მიუღებელია, რადგან შირნაკის პროვინცია, როგორც მთავრობამ აღნიშნა, მდებარეობს რეგიონში, სადაც გამოცხადებული იყო განსაკუთრებული მდგომარეობა და სადაც არეულობა ამ დროს მოსალოდნელი იყო.

გულეჩი თურქეთის წინააღმდეგ“ - (1998), პუნქტი 71

82. ამ გარემოებებში კარზე, დაახლოებით, 50-55 გასროლის გაკეთება არ იყო გამართლებული ოფიცერთა არანაირი გონივრული ეჭვით, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა ბინაში მყოფთა მხრიდან. სროლის გამართლება არ შეიძლება არც ბინაში შესვლის აუცილებლობით, რადგან ეს საფრთხეში აგდებდა კართან ახლოს მყოფ პირთა სიცოცხლეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიამ, დელეგატების შეფასებათა საფუძველზე, რომელთაც მოუსმინეს ოფიცრებს, ივარაუდა, რომ ცეცხლი გახსნეს კარიდან გამომავალი ხმაურის გამო და ივარაუდეს, რომ შეიძლება ტერორისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის მსხვერპლნი აღმოჩენილიყვნენ. ცეცხლის გახსნის საპასუხო რეაქცია ავტომატური იარაღიდან მიზნისკენ, რომელიც არ ჩანდა საცხოვრებელ კვარტალში, რომელიც დასახლებულია უდანაშაულო მოქალაქეებით, ქალებითა და ბავშვებით, როგორც კომისიამ დაადგინა, აშკარად არაპროპორციული იყო. ეს საქმე გამორჩეული უნდა იყოს საქმიდან „ანდრონიკუ და კონსტანტინუ კვიპროსის წინააღმდეგ“ - (1997), სადაც პოლიციის ოფიცრებმა ესროლეს და მოკლეს მძევლის ამყვანი, რომელიც ფლობდა იარაღს და ორი გასროლით დააზიანა პოლიციის ოფიცერი და მძევალი.

გული თურქეთის წინააღმდეგ“ (2000), პუნქტი 82

6.4.1.3. სახელმწიფო ოპერაციათა ორგანიზება და კონტროლი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი

200. სასამართლო აღიარებს, რომ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მათ მიაწოდეს, ჯარისკაცებს ნამდვილად სჯეროდათ (როგორც ეს ზემოთ არის აღნიშნული), რომ აუცილებელი იყო ეჭვმიტანილების მიმართ სროლა, რათა აეცილებინათ მათი მხრიდან ბომბის სავარაუდო აფეთქება და სერიოზული საფრთხე. განხორციელებული ქმედებანი, თანამდევ ბრძანებებთან ერთად, მათ მიერ აღქმული იყო, როგორც უდანაშაულოთა სიცოცხლის დასაცავად აბსოლიტურად აუცილებელი ღონისძიება. სასამართლო განიხილავს, რომ სახელმწიფოხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ძალის გამოყენება კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, შეიძლება, გამართლებულ იქნას ამ დებულებით იქ, სადაც ის ეფუძნება ნამდვილ რწმენას, მიღებულს კეთილი მიზნებისათვის და ძალაშია ამ დროს, თუმცა შემდეგ ირკვევა, რომ შეცდომა ყოფილა. სხვაგვარად, ეს ნიშნავს არარეალისტური ტვირთის დაკისრებას სახელმწიფოზე და მის ძალისმიერ სტურქტურებზე მათი მოვალეობის განხორციელების დროს, სავარაუდოდ, მათი და სხვათა სიცოცხლისათვის სავალალოდ.

მაკკენი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1995), პუნქტი 200

182. კონვენციის მე-2 მუხლის სტანდარტების მიხედვით, ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის განხორციელების შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში განსაკუთრებით უნდა მიიღოს ის კონტექსტი, რომელშიც ადგილი ჰქონდა ინციდენტს. ასევე, მოვლენათა განვითარება დღის განმავლობაში.

ანდრონიკუ და კონსტანტინუ კვიპროსის წინააღმდეგ“ (1997), პუნქტი 182

79. [...] სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ გამომდინარეობს იმ გარემოებებიდან, როდესაც არსებობს მტკიცებულება, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა დაუმიზნებელ გასროლას მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი. აქვე, შეიძლება, განხილული იქნას საკითხი - მიღებულ იქნა, თუ არა სიფრთხილის ზომები არსებულ ვითარებაში და გამოყენებულ იქნა, თუ არა უსაფრთხოების მეთოდები ოპოზიციური ჯგუფის მიმართ, იმ მოსაზრებით, რომ ყველა შემთხვევაში აცილებული და მინიმუმამდე დაყვანილი ყოფილიყო მოქალაქეთა სიკვდილი. ამრიგად, თუმცა, საფუძვლიანი ეჭვის გარეშე არ დადგენილა, რომ ტყვია, რომელმაც მოკლა ჰავა ერგი, გასროლილი იყო უშიშროების ძალების მიერ, სასამართლო ვალდებულია, განიხილოს, დაგეგმილი და განხორციელებული იყო თუ არა უშიშროების ძალების ოპერაცია იმგვარად, რომ ყველა შესაძლო ხერხით თავიდან ყოფილიყო აცილებული, ან მინიმუმამდე დაყვანილი სოფლელების სიცოცხლის რისკი, მათ შორის PKK-ის წევრთა მხრიდან ჩასაფრების გათვალისწინებით.

ერგი თურქეთის წინააღმდეგ“ (1998), პუნქტი 79

6.4.1.4. სპეციალურად მომზადებულ ჯარისკაცთა მიერ ჩადენილი მკვლელობის პასუხისმგებლობა

183. სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ SAS-ის, როგორც ასეთის, გამოყენება წარმოადგენდა იმის მტკიცებულებას, რომ ეჭვმიტანილთა მკველელობა იყო წინასწარგანზრახული. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ SAS სპეციალური ქვედანაყოფია, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. შესაბამისად, ბუნებრივი იყო, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან წინასწარი გაფრთხილების მიღება შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ, შეესაბამებოდა SAS-ის უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას, რათა მოეხდინა საშიშროების ყველაზე უფრო უსაფრთხო და გათვითცნობიერებული გზით აცილება.

მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - (1995), პუნქტი 183

185. სასამართლოს აზრით, ხელისუფლების წარმომადგენელთა გადაწყვეტილება, გამოეყენებინათ MMAD-ის (სპეციალური ძალები) ოფიცრები, მათთვის ცნობილ გარემოებებში, გამართლებული იყო. მოთხოვნა მაღალპროფესიული მომზადების ქვედანაყოფზე, როგორიც იყო MMAD, საკმაოდ ბუნებრივი ჩანს იმ ოპერაციის გათვალისწინებით, რომელიც მოსალოდნელი იყო. გადაწყვეტილება MMAD-ის ოფიცერთა გამოყენების შესახებ ერთ-ერთი უკანასკნელი იმედი იყო. ის განხილულ იქნა პოლიციის ხელმძღვანელობის ყელაზე მაღალ ეშელონებში, სამინისტროს დონეზე და მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდა, როდესაც მოლაპარაკებები ჩაიშალა და, როგორც ზემოთ აღინიშნა, განწყობით, რომ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე საფრთხეში იყო. მართალია, ოფიცრები მომზადებული იყვნენ, რომ ესროლათ და მოეკლათ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მათ მისცეს ცხადი ინსტრუქცია, თუ როდის უნდა გამოეყენებინათ იარაღი. მათ უთხრეს, რომ გამოეყენებინათ მხოლოდ პროპორციული ძალა და იმ შემთხვევაში, თუ ელსი კონსტანტინუს, მათი საკუთარი სიცოცხლე იქნებოდა საფრთხეში. უნდა აღინიშნოს, რომ იარაღის გამოყენება არ იყო განზრახული და ფაქტიურად ხელისუფლების წარმომადგენელები გულწრფელად და სერიოზულად იყვნენ შეწუხებული იმის გამო, რომ წყვილი არ დაზიანებულიყო. უსაფუძვლო არ იყო ოფიცერთა გაფრთხილება საშიშროების შესახებ, რაც მოელოდათ და მართებული იყო ინსტრუქტირება იარაღის გამოყენების თაობაზე. უფრო მეტიც, უნდა აღინიშნოს, რომ ოფიცრები ფაქტიურად არ იყვნენ ინფორმირებულნი, რომ ლეფტერის ანდრონიკუს ჰქონდაიარაღი. მათ უთხრეს, რომ ეს შესაძლებლობა გამორიცხული არ იყო. ამ ფონზე ნათქვამი, შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც ოფიცერთა გაფრთხილება, რომ ოპერაციის განხორციელებისას გამოეყენებინათ უკიდურესი სიფრთხილე.

რაც შეეხება ოფიცერთა ავტომატური იარაღით შეიარაღებას, ერთხელ კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ გეგმის განხორციელებისას იარაღის გამოყენება არ იყო განზრახული. თუმცა, იმის აღნიშვნით, რომ ლიფტერის ანდრონკუ შეიარაღებული იყო ორლულიანი თოფით და გამორიცხული არ იყო, რომ მას ჰქონდა იარაღიც, ხელისუფლების წარმომადგენლები ელოდნენ მოულოდნელ გართულებებს. ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ ავტომატურ იარაღს გააჩნდა უპირატესობა, დატენილი იყო მაშუქი ტყვიებით, რაც საშუალებას მისცემდათ - ზუსტად განესაზღვრათ ახალგაზრდა ქალის ადგილმდებარეობა ბნელ ოთახში, თუკი მოუწევდათ ცეცხლის ქვეშ შესვლა. უფრო მეტიც, ოფიცერთა მიერ ავტომატური იარაღის გამოყენება ცხადად იყო ინსტრუქტირებული ისევე, როგორც პისტოლეტის გამოყენება.

6.5. სხვადასხვა

ანდრონიკუ და კონსტანტინუ კვიპროსის წინააღმდეგ“ - (1997), პუნქტი 185

6.5.1. ქვეყნის შიდა სამართლებრივი საშუალებების ამოწურვა

86. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა საშუალებების ამოწურვის წესი გათვალისწინებული უნდა იყოს იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ მას შეთანხმებისამებრ გააჩნია მექანიკური მნიშვნელობა ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. შესაბამისად, აღიარებულია, რომ 35 (1)მუხლი გამოყენებული უნდა იქნას გარკვეული მოქნილობით და ზედმეტი ფორმალობის გარეშე. სასამართლომ ასევე აღიარა, რომ მოქნილობის ხარისხი არ უნდა იყოს აბსოლიტური და უუნარო ავტომატური გამოყენებისათვის; იმის გადასასინჯად, თუ როგორ არის ის დაცული, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებები. ეს ნიშნავს, რომ სასამართლომ ანგარიში უნდა გაუწიოს ხელმომწერი სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის არა მარტო ფორმალურად არსებული საშუალებების რეალობას, არამედ მათი მოქმედების ზოგად კონტექსტს ისევე, როგორც საქმის პერსონალურ გარემოებებს - გააკეთა თუ არა განმცხადებელმა ყველაფერი, რაც მოსალოდნელი იყო მისგან, რათა ამოეწურა ქვეყნის შიგნით არსებული საშუალებები.

სალმანი თურქეთის წინააღმდეგ“ - (2000), პუნქტი 86

8 8. უმნიშვნელოვანესი საყოველთაო ინსტრუმენტები

▲ზევით დაბრუნება


გაეროს ძირითადი პრინციპები ძალისმიერი ოფიციალური პირების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ (“გაეროს ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის პრინციპები“), მიღებული 1990 წლის 7 სექტემბერს დამნაშავეთა მიმართ მოპყრობისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ გაეროს მეშვიდე კონგრესის მიერ;

გაეროს ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პრინციპების მე-9 მუხლით, ინტერ ალია: „სასიკვდილო ცეცხლსასროლი იარაღის განზრახ გამოყენება, შეიძლება, მხოლოდ მკაცრად აუცილებელ, აუცდენელ შემთხვევაში, სიცოცხლის დაცვისათვის“;

სხვა შესაბამისი დებულებები: მუხლი 10 „...ძალისმიერმა ოფიციალურმა პირებმა უნდა წარადგინონ საკუთარი თავი ე.ი. მოახდინონ გაფრთხილება მათ მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების თაობაზე, საკმარისი დროის გათვალისწინებით, რათა გაფრთხილება გათვალისწინებულ იქნას. აღნიშნულის შეუსრულებლობა ძალისმიერ ოფიციალურ პირებს ჩააყენებს სიკვდილის, ან სხვა პირთა სერიოზული დაზიანების რისკის ქვეშ, ან იქნება ინციდენტის გარემოებებში ცხადად შეუსაბამო ან არაეფექტური“;

მუხლი 22 უზრუნველყოფს: „...მთავრობებმა და ძალისმიერმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამის გარემოებებში გადასინჯვის ეფექტური საშუალებების არსებობა ადმინისტრაციული ან საპროკურორო ხელისუფლების მიერ იურისდიქციის გამოყენების შესახებ. სიკვდილისა და სერიოზული დაზიანების მიყენების, ან სხვა მძიმე შემთხვევებში კომპეტენტურ პირებს დროულად უნდა გაეგზავნოს დეტალური ანგარიში ადმინისტრაციული გადასინჯვისა და სამართლებრივი კონტროლის მიზნით“;

23- მუხლის თანახმად: „ძალის გამოყენებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად დაზიანებულ პირებს, ან მათ წარმომადგენელებს, უნდა გააჩნდეთ დამოუკიდებელი, მათ შორის, სამართლებრივი პროცესის მისაწვდომობა. ამგვარ პირთა სიკვდილის შემთხვევაში ეს დებულება ვრცელდება მათ კმაყოფაზე მყოფ პირებზეც“;

გაეროს უკანონო, შემთხვევითი და თვითნებური გასამართლების ეფექტური პრევენციისა და გამოძიების პრინციპების მე-9 მუხლი, მიღებული 1989 წლის 24 მაისს, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1989/65 რეზოლუციით, („გაეროს პრინციპები უკანონო გასამართლების შესახებ“) უზრუნველყოფს, ინტერ ალია: „უკანონო, შემთხვევითი და თვითნებური გასამართლების ყველა საეჭვო საქმეზე უნდა არსებობდეს ამომწურავი, დროული და მიუკერძოებელი გამოძიება, იმ საქმეების ჩათვლით, სადაც ნათესავთა საჩივრები, ან სხვა საფუძვლიანი ანგარიშები მიუთითებენ ზემოაღნიშნულ გარემოებებში არაბუნებრივ სიკვდილზე. . .“

8.1 საერთაშორისო ხელშეკრულებები

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენცია, G.A. res. 2200A (XXI), 21 U.N. GAOR Supp. (No. 16) at 52, U.N. Doc. A/6316 (1966), 999 U.N.T.S. 171, entered into force Mar. 23, 1976;

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის დამატებითი ოქმი: 19/04/2001. CCPR-OP1. (Basic Reference Document) Adopted and opened for signature, ratification and accession by General Assembly resolution 2200A (XXI) of 16 December 1966;

კონვენცია მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ, 360 U.N.თ.შ. 117, ძალაში შევიდა 1990 წლის 6 ივნისს;

კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, 189 U.N.თ.შ. 150, ძალაში შევიდა 1954 წლის 22 აპრილს;

ოქმი ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, 606 U.N.თ.შ. 267, ძალაში შევიდა 1967 წლის 4 ოქტომბერს;

8.1. სხვა საერთშორისო ინსტრუმენტები

პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპები, G.A. რეს. 45/111, annex, 45 U.N. GAOR Supp. (No. 49A) at 200, U.N. Doc. A/45/49 (1990);

მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ძირითAდი პრინციპები, გაეროს მეშვიდე კონგრესი დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ, მილანი 1985 წლის 26 აგვისტო- სექტემბერი, U.N. Doc. A/CONF.121/22/Rev.1 at 59 (1985);

ძირითადი პრინციპები იურისტთა როლის შესახებ, გაეროს მეშვიდე კონგრესი დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ, ჰავანა, 1990 წლის 27 აგვისტო-7 სექტემბერი, U.N. Doc. A/CONF.144/28/Rev.1 at 118 (1990);

ძალისმიერ ოფიციალური პირების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითAდი პრინციპები, გაეროს მეშვიდე კონგრესი, დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ, ჰავანა, 1990 წლის 27 აგვისტო - 7 სექტემბერი, U.N. Doc. A/CONF.144/28/Rev.1 at 112 (1990);

უფლებააღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამებისა და სისხლის სამართლებრივი საკითხების ძირითადი პრინციპები, ECOSOC Res. 2000/14, U.N. Doc. E/2000/INF/2/Add.2 at 35 (2000)

ნებისმიერი ფორმის დაკავების, ან დაპატიმრების ქვეშ მყოფი ყველა პირის დაცვის პრინციპების კრებული, G.A. res. 43/173, annex, 43 U.N. GAOR Supp. (No. 49) at 298, U.N. Doc. A/43/49 (1988)ძალისმიერი ოფიციალური პირების ქცევის კოდექსი, G.A. res. 34/169, annex, 34 U.N. GAOR Supp. (No. 46) at 186, U.N. Doc. A/34/46 (1979)

რასობრივი დისკრმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, XIII ზოგადი რეკომენდაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ძალისმიერი სტრუქტურების პირთა ტრეინინგის შესახებ (ორმოცდამეორე სესია, 1993)ადამიანის უფლებათA საერთაშორისო ხელშეკრულების ორგანოთა მიერ მიღებული ზოგადი კომენტარებისა და ზოგადი რეკომენდაციების კრებული, U.N. Doc. HRI\\GEN\\1\\Rev.1 at 67 (1994);

დეკლარაცია დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა ძირითადი პრინციპების შესახებ, G.A. 40/34, annex, 40 U.N. GAOR Supp. (No. 53) at 214, U.N. Doc. A/40/53 (1985);

დეკლარაცია ტერიტორიული თავშესაფრის შესახებ, G.A. res. 2312 (XXII), 22 U.N. GAOR Supp. (No. 16) at 81, U.N. Doc. A/6716 (1967);

იმ პირთა ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, რომლებიც არ არიან მათი საცხოვრებელი ქვეყნის მოქალაქეები, G.A. res. 40/144, annex, 40 U.N. GAOR Supp. (No. 53) at 252, U.N. Doc. A/40/53 (1985);

დეკლარაცია სულიერად დაავადებულ პირთა უფლებების შესახებ, G.A. res. 2856 (XXVI), 26 U.N. GAOR Supp. (No. 29) at 93, U.N. Doc. A/8429 (1971)

სახელმძღვანელო პროკურორთა როლის შესახებ, გაეროს მერვე კონკრესი დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ, ჰავანა 1990 წლის 27 აგვისტო _ 7 სექტემბერი, U.N. Doc. A/CONF.144/28/Rev.1 at 189 (1990);

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, მე-13 ზოგადი კომენტარი, მუხლი 14 (1984, ოცდამეერთე სესია),ზოგადი კომენტარებისა და ზოგადი რეკომენდაციების კრებული, მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებათა ორგანოების მიერ, U.N. Doc. HRI\\GEN\\1\\Rev.1 at 14 (1994);

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, მე-15 ზოგადი კომენტარი, შეთანხმება უცხოელთა პოზიციის შესახებ (1986, ოცდამეშვიდე სესია), ზოგადი კომენტარებისა და ზოგადი რეკომენდაციების კრებული, მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებათა ორგანოების მიერ, U.N. Doc. HRI\\GEN\\1\\Rev.1 at 18 (1994);

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, მე-20 ზოგადი კომენტარი, მე-7 მუხლი (1992, ორმოცდამეოთხე სესია) ზოგადი რეკომენდაციების კრებული, მიღებული ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ, მე-8 ზოგადი კომენტარი, მე-9 მუხლი (1982, მეთექვსმეტე სესია) ზოგადი კომენტარებისა და ზოგადი რეკომენდაციების კრებული, მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებათა ორგანოების მიერ, U.N. Doc. HRI\\GEN\\1\\Rev.1 at 8 (1994);

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, 21-ე ზოგადი კომენტარი, მე-10 მუხლი (1992, ორმოცდამეოთხე სესია) Human Rights Committee, General Comment 21, Article 10 (Forty-fourth session, 1992), ზოგადი კომენტარებისა და ზოგადი რეკომენდაციების კრებული, მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებათა ორგანოების მიერ, U.N. Doc. HRI\\GEN\\1\\Rev.1 at 33 (1994);

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, მე-8 ზოგადი კომენტარი, მე-9 მუხლი (1982, მეთექვსმეტე სესია) ზოგადი კომენტარებისა და ზოგადი რეკომენდაციების კრებული, მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებათა ორგანოების მიერ, U.N. Doc. HRI\\GEN\\1\\Rev.1 at 8 (1994);

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, მე-9 ზოგადი კომენტარი, მე-10 მუხლი (1982, მეთექვსმეტე სესია) ზოგადი კომენტარებისა და ზოგადი რეკომენდაციების კრებული, მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებათა ორგანოების მიერ, U.N. Doc. HRI\\GEN\\1\\Rev.1 at 9 (1994);

სისხლისსამართლებრივ საკითხებზე თანამშრომლობის მოდალური საერთAშორისო ხელშეკრულება, G.A. res. 45/117, annex, 45 U.N. GAOR Supp. (No. 49A) at 215, U.N. Doc. A/45/49 (1990);

უკანონო, შემთხვევითი და თვითნებური გასამართლების ეფექტური პრევენციისა და გამოძიების პრინციპები, E.S.C. res. 1989/65, annex, 1989 U.N. ESCOR Supp. (No. 1) at 52, U.N. Doc. E/1989/89 (1989);

სიკვდილით დასჯის მსხვერპლთა უფლებათა დაცვის უსაფრთხოების გარანტიები, E.S.C. res. 1984/50, annex, 1984 U.N. ESCOR Supp. (No. 1) at 33, U.N. Doc. E/1984/84 (1984);

პატიმართა მოპყრობის შესახებ სტანდარტული მინიმალური წესები, მიღებული 1995 წლის 30 აგვისტოს, დანაშაულის პრევენციის და დამნაშავეთა მოპყრობის გაეროს პირველი კონგრესის მიერ, U.N. Doc. A/CONF/611, annex I, E.S.C. res. 663C, 24 U.N. ESCOR Supp. (No. 1) at 11, U.N. Doc. E/3048 (1957), amended E.S.C. res. 2076, 62 U.N. ESCOR Supp. (No. 1) at 35, U.N. Doc. E/5988 (1977);

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამუშაო ჯგუფის პრინციპების კრებული ყველა პირის, იმიგრანტთა და თავშესაფრის მძებნელთა თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების ნებისმიერი ფორმის შესახებ, U.N. Doc. E/CN.4/2000/4/Annex 2 (1999);

გაეროს სახელმძღვანელო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ (რიადის სახელმძღვანელო), G.A. res. 45/112, annex, 45 U.N. GAOR Supp. (No. 49A) at 201, U.N. Doc. A/45/49 (1990);

თავისფულებააღკვეთილი არასრულწლოვანების დაცვის გაეროს წესები, G.A. res. 45/113, annex, 45 U.N. GAOR Supp. (No. 49A) at 205, U.N. Doc. A/45/49 (1990);

გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასაპატიმრო ღონისძიებათა შესახებ (ტოკიოს წესები), G.A. res. 45/110, annex, 45 U.N. GAOR Supp. (No. 49A) at 197, U.N. Doc. A/45/49 (1990);

გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვანთA მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ (“ბეჟინის წესები”), G.A. res. 40/33, annex, 40 U.N. GAOR Supp. (No. 53) at 207, U.N. Doc. A/40/53 (1985).