საინფორმაციო კამპანია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ტრეფიკინგი
საავტორო უფლებები: © მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველო მსოფლიო იზიარებს პრინციპებს, რომ ჰუმანური და კანონიერი მიგრაცია სარგებლობას მოუტანს მიგრანტებსა და საზოგადოებას. როგორც მიგრაციის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, მსო საერთაშორისო საზოგადოების პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მიგრაციის მართვის ოპერატიული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, უზრუნველყოფს მიგრაციის სფეროს საკითხების გაცნობიერებას, მხარს უჭერს სოციალურ და ეკონომიურ განვითარებას მიგრაციის საშუალებით და იცავს ადამიანის ღირსებასა და მიგრანტების კეთილდღეობას. საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს და კოორდინაციას უწევს მსო. პროექტი ნიდერლანდების მთავრობის მიერ ფინანსდება. პროექტის კოორდინატორი: მარკ ჰულსტი პროექტის ასისტენტი: თამუნა მარდალეიშვილი გამომცემელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. 17, Route des morillons grand-Saconnex 1202 ჟენევა შვეიცარია ტელ.: + 41 22 717 9111 FAX: +4122 798 61 50 ვებ-გვერდი: htpp:// www.iom.int მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გოგებაშვილის 41 380008 თბილისი,საქართველო ტელ.: +995 32 25 22 16 / 29 38 94 FAX: + 99532 25 22 17 ელ-ფოსტა: iomtbls@access.sanet.ge საავტორო უფლება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (მსო-ს) ეკუთვნის. ყველა უფლება დაცულია. წინამდებარე გამოცემის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იყოს კოპირებული, შენახული საინფორმაციო სისტემაში, ან გავრცელებული ელექტრონულად, მექანიკურად, ასლების გადაღების, ჩაწერის ან რაიმე სხვა საშუალებით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ამ ნაშრომში გამოთქმული მოსაზრებები ნაშრომის ავტორს ეკუთვნის და არ გამოხატავს მსო-ს თვალსაზრისს. წინამდებარე დოკუმენტი ინგლისურად გამოცემული ორიგინალის თარგმანს წარმოადგენს



1

1 1. მოკლე რეზიუმე

▲ზევით დაბრუნება


მსო-ს 2002 წლის საინფორმაციო კამპანია საქართველოში მიზნად ისახავს არალეგალური მიგრაციისა და ადამიანების ტრეფიკინგის აღკვეთას. მსო-ს მიზნია აამაღლოს პოტენციური არალეგალური მიგრანტების შემეცნების დონე არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგისათვის დამახასიათებელ საშიშროებებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია პოტენციურ არალეგალურ მიგრანტებს კანონიერი მიგრაციის შესაძლებლობების უფრო რეალურ სურათს დაუხატავს და დაეხმარება მათ გაარჩიონ განზრახ შეცდომაში შემყვანი და არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაცია.

მსო-ს საინფორმაციო კამპანიის პროგრამა კლასტერის პროცესის ნაწილია. ეს უკანასკნელი ამიერკავკასიის და ევროპის დანიშნულების ქვეყნებს შორის არალეგალური მიგრაციის შესახებ ხანგრძლივ დიალოგს წარმოადგენს. არსებული საინფორმაციო კამპანია ნიდერლანდების მთავრობის მიერ ფინანსდება.

მსო-ს თბილისის ოფისის მიერ წარმოებულმა ბოლო გამოკვლევამ ცხადყო, რომ არალეგალური მიგრაცია საქართველოდან 1991 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო, სტრუქტურული ხასიათის მატარებელია. დასავლეთ ევროპის ძირითადი დანიშნულების ქვეყნების მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის გამო ქართველ მიგრანტებს ძალიან უძნელდებათ კანონიერი გზით ამ ქვეყნებში შესვლა და ამიტომ საზღვარგარეთ გასაღწევად არალეგალურ გზებს მიმართავენ. 2001 წელს და 2002 წლის პირველ თვეებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობამ უპრეცედენტო ციფრს მიაღწია. ეს აღსანიშნავი ფაქტია, რადგან საქართველოს მთავრობამ 90-იანი წლების არეულობის შემდეგ გარკვეულ სტაბილურობას მიაღწია. საქართველოდან მიგრაციის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ქვეყანაში გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისია.

საინფორმაციო კამპანიის პირველი საფეხური მოიცავდა ორიენტირებულ გამოკვლევასა და იმ ინფორმაციის ეფექტურობის შემოწმებას, რომელიც განსაკუთრებული აუდიტორიისათვის არის გამიზნული, აგრეთვე მისი გავრცელებისათვის საუკეთესო საშულებების მოძიებას. მსო-მ სამუშაო ჯგუფის 11 შეხვედრა ჩაატარა აღმოსავლეთ საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში. შეხვედრებს სულ 325 ადამიანი დაესწრო. შეხვედრების მიზანი იყო შესაბამისისი აუდიტორიის შემეცნების დონის დადგენა არალეგალური მიგრაციის შესახებ და მათ მიერ საინფორმაციო საშუალებების მოხმარების ჩვევების შესწავლა. ამ შეხვედრების შედეგად მსო-ს ნათელი წარმოდგენა შეექმნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის ფორმულირება შესაბამისი აუდიტორიისათვის და ინფორმაციის რომელი არხები უნდა იყოს შერჩეული ამ მიზნის მისაღწევად. მსო-ს მიერ საინოფრმაციო საშუალებების მოხმარების შესახებ ჩატარებული გამოკითხვა ემთხვევა საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო საინფორმაციო საშულებების ექსპერტებისა და მარკეტინგის განყოფილებების მიერ ჩატარებული უფრო ფართომასშტაბიანი გამოკვლევების შედეგებს.

მსო-ს მიერ ჩამოყალიბებული იქნება საინფორმაციო კამპანიის წარმოების მრავალასპექტიანი სტრატეგია, რომლის საშუალებითაც იგი პოტენციურ არალეგალურ მიგრანტებს საინფორმაციო გამოშვებებს ისეთი ფართო სპექტრით მიაწოდებს, როგორიცაა ოფიციალური შეტყობინებები, სატელევიზიო კლიპები, რადიო და საგაზეთო რეკლამები. მსო აგრეთვე გამოუშვებს ბროშურებსა და პლაკატებს, რომლებიც საინფორმაციო შეხვედრებზე დარიგდება და თვალსაჩინო ადგილებზე გამოიკვრება. მსო ინფორმაციას საქართველოში ყველაზე პოპულარული და ეფექტური საინფორმაციო არხების საშუალებით გაავრცელებს. რაც შეეხება ტელევიზიას, საფიქრებელია, რომ მსო აირჩევს კომერციულ სატელელვიზიო არხს „რუსთავი 2“ და სახელმწიფო არხს „პირველი არხი“. ინფორმაცია ოფიციალური შეტყობინებებისა და პოპულარული თოქშოუების საშუალებით გავრცელდება. ყველაზე პოპულარული რადიო არხებია „ფორტუნა+“, „რადიო 105“ და „საქართველოს ხმა“. რეკლამები რამდენიმე გაზეთის საშუალებით გავრცელდება, რომლებსაც გამოკითხვის თანახმად გავრცელების ყველაზე ფართო არეალი და ყველაზე მეტი რაოდენობის მკითხველი ჰყავს. ასეთებია „რეზონანსი“, „ალია“ და „კვირის პალიტრა“.

მსო-ს გამოცდილებამ ბევრ ქვეყანაში აჩვენა, რომ ყველაზე ეფექტური საინფორმაციო კამპანია არის გაწონასწორებული და ნეიტრალური, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას როგორც კანონიერი მიგრაციის საშუალებების, ასევე არალეგალურად გამგზავრებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ. ეს აისახება მსო-ს მიერ ფორმულირებულ ინფორმაციებში იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაცია მარტო არალეგალური მიგრაციის ნეგატიურობაზე კი არ უნდა ამახვილებდეს ყურადღებას, არამედ უნდა იძლეოდეს ობიექტურ ინფორმაციას კანონიერი მიგრაციის საშუალებების შესახებ.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მსო-ს მიერ წარმოებული სხვა საქმიანობებია: სემინარები ჟურნალისტებისათვის, რაც არალეგალური მიგრაციისა და ადამიანების ტრეფიკინგის შესახებ მათი შემეცნების დონის ამაღლებასა და ამ საკითხებზე ინფორმაციის პროფესიონალურ დონეზე მიწოდებას ითვალისწინებს. მსო აგრეთვე ჩაატარებს რეგულარულ კონსულტაციებსა და შემეცნებითი შინაარსის სემინარებს მთავრობის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. ამას გარდა მსო ეცდება გამონახოს ცხელი ხაზისა და საკონსულტაციო ცენტრების დანერგვის საშუალებები რათა პასუხი გასცეს საქართველოს მოსახლეობის კონკრეტულ კითხვებს და მას მიუკერძოებელი და უახლესი ინფორმაცია მიაწოდოს.

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


2.1 2.1 საინფორმაციო კამპანიის მიზნები

▲ზევით დაბრუნება


ბოლო წლების განმავლობაში არალეგალური მიგრანტების მზარდი რაოდენობა ტოვებს საქართველოს ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით. დასაფიქრებელია ის გარემოებაც, რომ ბევრი ასეთი გამგზავრება სპონტანურ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას აღარ წარმოადგენს. ბევრი ქართველი მიგრანტი მიმართავს არაკეთილსინდისიერ სავიზო ბროკერებსა და დასაქმების სააგენტოებს, ასევე კონტრაბანდისტულ დაჯგუფებებსა და კრიმინალურ ორგანიზაციებს სამგზავრო დოკუმენტების, საზღვარგარეთ უსაფრთხო გასვლისა და დანიშნულების სასურველ ქვეყანაში ჩასვლის უზრუნველყოფის მიზნით.

90-იანი წლების დასაწყისში მსო აქტიურად იყო ჩაბმული არალეგალური მიგრაციისა და ადამიანების ტრეფიკინგის პრობლემის მოგვარებაში. ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს მოიცავს, მსო-მ თავის თავზე აიღო აქტიური როლი ამ სამ მიგრაციის წყარო ქვეყანასა და დასავლეთ ევროპის დანიშნულების ქვეყნებს1 შორის დიალოგის წარმართვის ხელის შეწყობაში. 2001 წლის დასაწყისში მსო-ს ინიციატივით დაიწყო ,,კლასტერის” პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა მიგრაციის წყარო ქვეყნებისა და დანიშნულების ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას მიგრაციასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებში:

1) ინფორმაციის გაცვლა კლასტერის ქვეყნების საემიგრაციო დეპარტამენტებს შორის.

2) რეადმისის შესახებ ხელშეკრულებები (მთავრობების ორმხრივი მოქმედება).

3) ამიერკავკასიის მთავრობების ტექნიკური პოტენციალის მშენებლობა.

4) დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის პროცესი.

5) საინფორმაციო კამპანია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიგრაციის წყარო ქყვენებში.

2001 წლის 19-21 თებერვალს ,,კლასტერის” შეხვედრის დროს თბილისში ამიერკავკასიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობებმა განიხილეს არალეგალური მიგრაციის მზარდი პრობლემა და თხოვნით მიმართეს მსო-ს შეემუშავებინა სამუშაო გეგმა, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული ქვეყნები ითანამშრომლებდნენ არალეგალურ მიგრაციაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით საინფორმაციო კამპანიის პროექტის განხორციელების საშუალებით.

2001 წელს განხორციელებული გამოკვლევის, აგრეთვე მსო-ს მიერ საქართველოში და ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებში ჩატარებული უფრო ახალი გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით, მსო საქართველოში არალეგალური მიგრაციისა და ადამიანების ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული მიზნობრივი ინფორმაციის გავრცელების ინიციატივით გამოვიდა. ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით მსო-ს თბილისის ოფისმა 2002 წლის იანვრიდან დაიწყო საინფორმაციო კამპანიის პროგრამის განხორციელება.

საინფორმაციო კამპანიის მთავარი მიზანია პოტენციური არალეგალური მიგრანტების შემეცნების დონის ამაღლება არალეგალურ მიგრაციასთან და ადამიანების ტრეფიკინგთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ. საქართველოს მოსახლეობას, დაუცველი ჯგუფების ჩათვლით, უნდა მიეწოდოს ობიექტური, დამაჯერებელი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ადამიანები რეალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. საქართველოდან არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის შესახებ გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით2 მსო-მ გადაწყვიტა განსაკუთრებული აქცენტი 20-40 წლამდე ქალებზე და მამაკაცებზე გააკეთოს, რადგან ეს ასაკობრივი ჯგუფი გამოკითხულთა ყველაზე დიდ რაოდენობას შეადგენდა. არ არსებობს რაიმე მტკიცე საბუთი არალეგალური მიგრანტების წარმოშობის გეოგრაფიული არეალის შესახებ, თუმცა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქართველი მიგრანტების უმრავლესობა თბილისიდან, ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან არიან. დეტალები ამ გამოკვლევის შედეგების შესახებ იხილეთ წინამდებარე ანგარიშის მე-3 ნაწილში.

ინფორმაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს თითოეული პიროვნების მიერ მიგრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. აღსანიშნავია, რომ ბევრ პოტენციურ მიგრანტს და მის ოჯახს ძალიან ფრაგმენტული ინფორმაცია გააჩნია იმ რეალური სიტუაციის შესახებ, რომლის წინაშეც ისინი საზღვარგარეთ აღმოჩნდებიან. არალეგალური მიგრაციის შედეგების, მასთან დაკავშირებული საფრთხის, საემიგრაციო შეზღუდვებისა და დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეალური სურათის შესახებ ობიექტური ინფორმაცია ხელს შეუწყობს გაუგებრობასა და განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციებს შორის გარკვეულობის შეტანას. მომავალში ეს აგრეთვე გამოიწვევს არალეგალური გამგზავრებების რიცხვის შემცირებას. მიგრანტების საკეთილდღეოდ, ასეთი ინფორმაციის ქონა მათ აარიდებთ ზედმეტ სატანჯველს, დაიცავს მათ უფლებებს და საშულებას მისცემს გაეცნონ რეალურ სიტუაციას კანონიერი მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ.

2.2 2.2 პროექტის აღწერა

▲ზევით დაბრუნება


კამპანია ორ საფეხურად განხორციელდება: 1. გამოკვლევა და სტრატეგიის ჩამოყალიბება და 2. ინფორმაციის გავრცელება.

ფაზა I - გამოკვლევა და სტრატეგიის ჩამოყალიბება.

საწყისი საფეხურის განმავლობაში, რომელიც ორი თვე გრძელდებოდა (2002 წლის თებერვალი -მარტი), მსო-მ ჩაატარა ორიენტირებული გამოკვლევა და ჩამოაყალიბა მუშაობის სტრატეგია. პირველი ფაზის განმავლობაში დადგინდა მიზნობრივი ჯგუფების შემეცნების დონე არალეგალური მიგრაციისა და ადამიანების ტრეფიკინგის შესახებ, მათ მიერ საინფორმაციო საშუალებების მოხმარების ჩვევები და ინფორმაციის მიწოდების ფორმა, რომელიც ყველაზე მისაღებია განსაზღვრული აუდიტორიისათვის, ასევე საუკეთესო საინფორმაციო არხები ინფორმაციის გასავრცელებლად. მსო-მ აგრეთვე განიხილა არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის შესახებ არსებული პუბლიკაციები და პრესის საშუალებით მიზნობრივ ჯგუფამდე ინფორმაციის მიტანის ეფექტურობა.

მარტსა და აპრილის პირველი კვირის განმავლობაში მსო-მ განახორციელა სამუშაო ჯგუფის 11 შეხვედრა, რომლებსაც სულ 325 ადამიანი დაესწრო. შეხვედრების მიზანი იყო მონაწილეთა მიერ საინფორმაციო საშუალებების მოხმარების ჩვევების, არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის შესახებ მათი შემეცნების დონის დადგენის, აგრეთვე კამპანიის შესაძლო მიმართვების ეფექტურობის შემოწმება.

შეხვედრა ორი ნაწილისაგან შედგებოდა:

1) საინფორმაციო საშუალებების მოხმარების შესახებ მოკლე კითხვარის შევსება.

2) დიალოგი შეხვედრის მონაწილეებთან მიგრაციის საკითხებზე, მათ შორის არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგის შესახებ.

ეს ანგარიში წარმოადგენს ორიენტირებული გამოკლევის შედეგების შეჯამებას და მოქმედების გეგმის შემუშავებას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  • კამპანიის მთავარი მიმართვის ტექსტი და მისი ფორმულირება;

  • მასალების მომზადება და იმ საინფორმაციო საშუალებების განსაზღვრა, რომლის საშუალებითაც ისინი გავრცელდება.

ფაზა II - ინფორმაციის გავრცელება

პროექტის გამოკვლევის ფაზის შედეგები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ინფორმაციის გავრცელების სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების პროცესს. ინფორმაციის გავრცელების ფაზა 2002 წლის მაისში დაიწყება და პროგრამის ბოლომდე, 2002 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.

_________________________

1. 2002 წლის აპრილში გამართულ კლასტერის შეხვედრაზე მონაწილეობდნენ შემდეგი დასავლეთ ევროპის ქვეყნები: ბელგია, დანია, გერმანია, ჰოლანდია და შვეიცარია.

2 ,,გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში - კვლევა საქართველოდან არალეგალური მიგრაციის შესახებ”. მსო თბილისი. 2001 წლის სექტემბერი.

3 3. გამოკვლევა და სტრატეგიის ჩამოყალიბება

▲ზევით დაბრუნება


3.1 3.1 ჩატარებული კვლევის შედეგები და ძირითადი დასკვნები

▲ზევით დაბრუნება


არალეგალური მიგრაციის მასშტაბებისა და ხასიათის დადგენის მიზნით მსო-ს საქართველოს ოფისმა 2000 წლის აპრილ-ივლისში გამოკვლევის პირველი ფაზა ჩაატარა. გამოკვლევის შედეგები 2000 წლის სექტემბერში1 გამოქვეყნდა. 2000 წლის ნოემბერში მსო-ს ინიციატივითა და ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსებით ჩატარდა შემდგომი გამოკვლევა ქვეყანაში და ქვეყნიდან არალეგალური მიგრაციის ნაკადის მასშტაბებისა და ხასიათის უფრო დეტალურად დადგენის მიზნით.2

გამოკვლევამ ცხადყო, რომ არალეგალური მიგრაცია საქართველოდან საკმაოდ დიდი მოცულობისაა. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამო ბევრი ქართველი დაინტერესებულია საზღვარგარეთ წასვლით ოჯახის ფინანსურად უზრუნველსაყოფად. ფაქტია, რომ ბევრი მათგანი ვერ აკმაყოფილებს სავიზო მოთხოვნებს და შესაბამისად საზღვარგარეთ გაღწევის მიზნით არაკეთილსინდისიერ სავიზო ბროკერებსა და დასაქმების სააგენტოებს მიმართავს. ასეთი ფირმები, რომლებიც ტურისტულ სააგენტოებად ასაღებენ თავს, აცხადებენ, თითქოს შეუძლიათ თავიანთი კლიენტები დიპლომატიურ მისიებს დაუკავშირონ. ნაცვლად ამისა, ისინი ხშირად იყენებენ არაკეთილსინდისიერ გზებს ოფიციალური ან ყალბი დოკუმენტების მოპოვების მიზნით. საზღვარგარეთ გაღწევის შემდგომ ბევრი ქართველი ვიზის ვადის გასვლის შემდეგაც რჩება და არალეგალურად მუშაობს.

საკმაოდ ახალ ტენდენციას წარმოადგენს ქართველების მიერ კონტრაბანდისტული დაჯგუფებების გამოყენება დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში, აგრეთვე კანადასა და აშშ-ში არალეგალურად შეღწევის მიზნით. ეს ალბათ დაკავშირებულია შედარებით მკაცრ საემიგრაციო პოლიტიკასთან, რომელსაც დანიშნულების ბევრი ქვეყანა იყენებს. ქართველი მიგრანტებით კონტრაბანდა განსაკუთრებით შესამჩნევია საბერძნეთში (თურქეთის ან ბულგარეთის გავლით), გერმანიასა და ავსტრიაში (ჩეხეთის რესპუბლიკის, ან უფრო იშვიათად სლოვაკეთის გავლით). ამგვარად მიგრანტებს ფაქტიურად შეუზღუდავად შეუძლიათ შენგენის სხვა ქვეყნებში შეღწევა, რაც იმას ადასტურებს რომ კონტრაბანდის პრობლემა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას ეხება.

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისიდან, საქართველოდან დასავლეთ ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით გასული ქართველი მიგრანტების სტრუქტურული ნაკადი აღინიშნება. 1990 წლის მარტიდან 2002 წლამდე ქართველი მიგრანტების მიერ სულ 35 677 განაცხადი იქნა გაკეთებული თავშესაფრის შესახებ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.

ცხრილი 1 ნათლად გვიჩვენებს, რომ 2001 წელს ქართველ თავშესაფრის მაძიებლთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და ასე გრძელდება 2002 წლამდე. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან საქართველოში სტაბილური სიტუაცია დამყარდა 90-იანი წლების პირველი ნახევრის არეულობის შემდეგ, როდესაც ქართველი ემიგრანტების დიდი ნაკადი მშვიდობიანი გარემოს, სტაბილურობისა და ცხოვრების უკეთესი პირობების ძიების მიზნით საზღვარგარეთ გაეშურა. აქედან გამომდინარე მსო-ს საინფორმაციო კამპანია მეტად დროულია, რადგან აშკარაა, რომ საქართველოდან მიგრაციის ახალი ტალღა იწყება.

ცხრილი 1 - საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის შესახებ განაცხადები დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში 1993-20023 წლებში.

წელი

განაცხადები

1993

1,774

1994

2,499

1995

3,148

1996

3,099

1997

4,667

1998

4,284

1999

3,429

2000

4,130

2001

6,263

2002

2,0294

როგორც გამოკვლევიდან ჩანს, ეგრეთ წოდებული ტურისტული სააგენტოების დიდი რაოდენობა ჩართულია საზღვარგარეთ ადამიანების ტრეფიკინგში, ძირითადად თურქეთში, საბერძნეთში, აშშ-სა და დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში,5 სადაც ქართველი ქალები და მამაკაცები ექსპლუატაციას განიცდიან მცირე სასოფლო-სამეურნეო ბიზნესებსა და ქარხნებში და იძულებით პროსტიტუციაში.

მსო-მ 2001 წლის დასასრულს კიდევ ერთი მცირე მასშტაბიანი კვლევა განახორციელა უარყოფილ თავშესაფრის მაძიებელთა და არალეგალურ მიგრანტთა დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის შესახებ.6 ამ გამოკვლევის მთავარ შედეგებს წარმოადგენს ის, რომ დაბრუნებული ქართველების უმრავლესობას უძნელდება სამშობლოში რეინტეგრაციის პროცესი, რაც ძირითადად სამუშაო ადგილების ნაკლებობით არის გამოწვეული. იმ პრობლემების გამო, რომლებსაც დაბრუნებულები აქ მუდმივი შემოსავლის წყაროს ძიების დროს აწყდებიან, მათ კვლავ უნდათ რამდენიმე წლით საზღვარგარეთ წასვლა, ჩვეულებრივ არალეგალური სამუშაოს მოძებნის მიზნით. გამოკვლევამ აგრეთვე აჩვენა, რომ ბევრი დაბრუნებული მიგრანტი სამშობლოში დარჩენას ამჯობინებდა აქ ოჯახის შენახვის საშუალება რომ გააჩნდეს.

მსო-ს მიერ საქართველოში ჩატარებულმა სხვადასხვა ხასიათის გამოკვლევებმა საკმაოდ ნათელი შედეგები აჩვენა. ეს შედეგები საფუძვლად უდევს მსო-ს მიმდინარე საინფორმაციო კამპანიას საქართველოში. მოკლედ ამ შედეგების შესახებ:

  • ქვეყანაში 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დამყარებული სტაბილური სიტუაციის მიუხედავად საქართველოდან ემიგრაცია კვლავ მაღალ დონეზე რჩება.

  • მიგრაციის დიდი ნაწილი არალეგალურ ხასიათს ატარებს იმის გამო, რომ ქართველებს კანონიერი მიგრაციის მცირე შესაძლებლობები აქვთ.

  • ეკონომიკური კრიზისი საქართველოში მაცხოვრებლების უმეტეს ნაწილს ეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოტენციური არალეგალური მიგრანტების საკმაოდ დიდი რაოდენობაა და მათი დაყოფა მხოლოდ რამდენიმე კატეგორიად რთულია. მსო-ს სხვადასხვა კვლევების რესპონდენტების პროფილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცხადად სჩანს, რომ 20 დან 40 წლამდე ორივე სქესის წარმომადგენელი ქართველები ყველაზე მეტად არიან ჩართული არალეგალურ მიგრაციაში.

  • არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არალეგალური მიგრაციის მასშტაბების შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, რომელიმე რეგიონი მიგრაციის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლით არ გამოირჩევა. არასამთავრობო ორგანიზაციების, მეცნიერებისა და ცალკეული პირებისაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გასათვალისწინებელია, რომ ეს უკანასკნელი პირად შთაბეჭდილებებს, მცირე მასშტაბიან და არაწარმომადგენლობით კვლევებს ეყრდნობა, მსხვილი ქალაქები და ინდუსტრიული ცენტრები, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი და რუსთავი - არალეგალური მიგრაციის მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენენ. ეს მოსაზრება დადასტურდა მსო-ს გამოკვლევის მიერ, რომლის რესპონდენტების უმეტესი ნაწილი ამ ქალაქებში ცხოვრობდა.

  • რაც შეეხება ადამიანების ტრეფიკინგს, რისკის ჟჯუფებს აქ ახალგაზრდა ქალები მიეკუთვნებიან. ისინი ხშირად ეძებენ დროებით სამსახურს საზღვარგარეთ ძიძების და სტუდენტური პროგრამების საშუალებით და შეიძლება ტეფიკნგის მხვერპლი გახდნენ.

  • საქართველოს ბევრი მოქალაქე არ არის ინფორმირებული კანონიერი მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ. უმრავლესობას ჰგონია, რომ საზღვარგარეთ წასვლის ერთადერთი საშუალება არაკეთილსინდისიერი ტურისტული ფირმები და სავიზო ბროკერებია. ინფორმაციის ნაკლებობა აიოლებს ქართველი მიგრანტების შეცდომაში შეყვანას და მიგრაციის წინა პერიოდში მათი უფლებების შელახვას.

  • ქართველი მიგრანტები, რომლებიც არალეგალურად ცხოვრობენ და მუშაობენ საზღვარგარეთ ადვილად შეიძლება გახდნენ ექსპლუატაციის ან შეურაცხყოფის მსხვერპლი, რადგან უმეტესობას არ აქვს ინფორმაცია საკუთარი უფლებებისა და იმ სტრუქტურების არსებობის შესახებ, რომელთაც შეიძლება დახმარებისათვის მიმართონ.

  • მიუხედავად იმისა, რომ ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დიდი რაოდენობა დასავლეთ ევროპის ქვეყნების საემიგრაციო მოხელეების მიერ დაკმაყოფილებული არ არის, საქართველოში მაინც ბევრი ადამიანი რჩება, რომელთაც სჯრათ, რომ შეუძლიათ მიიღონ ბინადრობის მოწმობა თავშესაფრის შესახებ განაცხადის გაკეთების საფუძველზე. კარგად არის ცნობილი იმ საშუალებებისა და მოგონილი ამბების შესახებ, რომლებსაც საქართველოდან წასული თავშესაფრის მაძიებლები მიმართავენ საემიგრაციო სამსახურის მოხელეების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მაგრამ ხალხს მაინც სჯრა, რომ ეს საშუალებები ამართლებს.

  • საქართველოს მოსახლეობას არ გააჩნია სრული და ობიექტური ინფორმაცია მიგრაციის რეალობასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ცხოვრების პირობების შესახებ, ამიტომ ადამიანები თავის გადაწყვტილებას მიგრაციის შესახებ ხშირად მცდარ ან არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ.

3.2 3.2 სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და შეხვედრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

▲ზევით დაბრუნება


2002 წლის მარტ-აპრილში მსო-მ სამუშაო ჯუფის 11 შეხვედრა ჩაატარა, სულ 325 მონაწილით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში:

  • თბილისი (6 შეხვედრა 138 მონაწილე).

  • რუსთავი (2 შეხვედრა, 94 მონაწილე).

  • დედოფლისწყარო (1 შეხვედრა, 34 მონაწილე).

  • გარდაბანი (1 შეხვედრა 33 მონაწილე).

  • გორი (1 შეხვედრა 26 მონაწილე).

იხილე რუკა, რომელზეც აღნიშნულია ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქები: დანართი I.

სამუშაო ჯუფების შეხვედრებისათვის ადგილი და აუდიტორია შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე ირჩეოდა:

  • საქართველოში არსებული (ძირითადად მსო-ს მიერ წარმოებული) გამოკვლევების შედეგები, რომელის თანახმადაც მსხვილი ქალაქები და ინდუსტრიული ცენტრები, როგორიცაა თბილისი და რუსთავი, არალეგალური მიგრაციის ძირითადი წყაროები არიან.

  • მონაწილეები ძირითადად უნდა შეადგენდნენ 20-დან 40 წლამდე ქალებსა და მამაკაცებს. დასავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში აგრეთვე უნდა მონაწილეობდნენ ნაციონალური უმცირესობები, მაგალითად, სომხები, იეზიდები და სხვები.7

  • მსო-მ გადაწყვიტა გამოკვლევაში ჩაერთო საშუალო სკოლის მოსწავლეები, როგორც მიგრანტების მომავალი თაობის წარმომადგენლები, განსაკუთრებით თბილისის ისეთი გარეუბნების მცხოვრებნი, როგორიცაა გლდანი და ვარკეთილი, რადგან ისინი დანიშნულების ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის მთავარ წყაროდ მოიაზრებიან. ისიც ცნობილია, რომ ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვან ნაწილს არასრულწლოვანები წარმოადგენენ, რომლებიც ჩვეულებრივ მარტო მოგზაურობენ დასავლეთ ევროპაში.8

  • ბიუჯეტის სიმცირის გამო პროექტმა ვერ მოიცვა საქართველოს მთელი ტერიტორია. ძირითადი აქცენტი გაკეთდა თბილისზე და კახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის აღმოსავლეთ რეგიონებზე.

სამუშაო ჯგუფების შეხვედრის სცენარი ორჯერ იქნა შემოწმებული. პირველად 26 თებერვალს თბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის 17 სტუდენტთან შეხვედრის დროს და მეორედ 14 მარტს ქალაქ რუსთავის 24 მაცხოვრებელთან შეხვედრის დროს. ექსპერიმენტული ფაზის შედეგებზე დაყრდნობით მსო-მ გადაწყვიტა სამუშაო ჯგუფების შეხვედრები შემდეგნაირად წარემართა:

1) გახსნა, შესავალი, მსო-ს საინფორმაციო კამპანიის მიზნების პრეზენტაცია.

2) მოკლე კითხვარის შევსება (იხილე დანართი II) საინფორმაციო საშუალებების მოხმარების ჩვევების შესახებ.

3) დიალოგი მსო-ს თანამშრომლებსა და აუდიტორიას შორის.

ცხრილი 2 - მონაცემები მსო-ს სამუშაო ჯგუფების შეხვედრების მონაწილეების შესახებ

სქესი

%

ასაკი

%

ნაციონალობა

%

განათლება

%

მამრობითი

39%

10-19

38%

ქართველი

57%

საშუალო

40%

მდედრობითი

61%

20-29

29%

სომეხი

17%

არასრული საშუალო

12%

30-39

16%

იეზიდი

11%

პროფესიული მომზადება

7%

40-49

11%

აზერბაიჯანელი

10%

უნივერსიტეტი

30%

50-59

4%

რუსი

3%

სტუდენტი

11%

60 და ზემოთ

2%

სხვა

2%

0x01 graphic

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეები რუსთავში. 2002 წლის 1 აპრილი.

იმის მიხედვით თუ როგორი იყო მონაწილეების მოტივაცია დაესვათ კითხვები და დაეყენებინათ პრობლემატური საკითხები, მსო ჩვეულებრივ ისეთი სახის ჰიპოტეტური კითხვების დასმით იწყებდა, როგორიცაა: წარმოიდგინეთ რომ ვიღაც გთავაზობთ ჰოლანდიაში ფერმაში მუშაობას თვეში $1500 ანაზღაურებით და $800 საშუამავლო თანხას გთხოვთ, როგორ მოიქცეოდით?” ან ,,წარმოიდგინეთ რომ საგაზეთო რეკლამაში თურქეთის ზღვისპირა კურორტზე, კაფეში, ოფიციანტის სამუშაოს გთავაზობენ, როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია?”

მონაცემები სამუშაო ჯგუფის შეხვედრების მონაწილეების შესახებ სქესის საკითხში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება მსო-ს 2001 წლის გამოკვლევის გამოკითხულთა9 შედეგებისაგან. 2002 წლის გამოკვლევის გამოკითხულთა 61%25 ქალია, ხოლო 2001 წელს ეს მაჩვენებელი 69%25 იყო. მოზარდები ამ გამოკვლევაში უფრო დიდი რაოდენობით ფიგურირებენ. ეს იმ ფაქტით აიხსნება, რომ მსო-მ სპეციალურად ჩართო გამოკვლევაში თბილისის რამდენიმე საშუალო სკოლა. ამით აიხსნება ისიც, რომ მონაწილეთა დიდი ნაწილი განათლებით „არასრული საშუალო“ საშუალო სკოლის მოწაფეებს warmoadgenen. უნივერსიტეტდამთავრებულთა კატეგორიის პროცენტი დიდად არ განსხვავდება 2001 წლის მონაცემებისაგან (30%25 2002 წელს, ხოლო 38%25 2001 -ში).

რაც შეეხება მონაწილეთა შემეცნების დონეს და მათ ინტერესს მიგრაციულ საკითხებში, შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა ქალაქებში ის მეტ-ნაკლებად ერთნაირი იყო და შემდეგნაირად შეიძლება შეჯამდეს:

1. საქართველოს მოსახლეობისადმი საინფორმაციო კამპანიის მიმართვის მთავარი არსი

მონაწილეთა უმრავლესობამ გამოთქვა აზრი, რომ ინფორმაციის შემდეგნაირად ფორმულირება „არ წახვიდეთ საზღვარგარეთ, დარჩით საქართველოში“ არ იქნებოდა უპრიანი. ზოგიერთი შეხვედრის დროს მონაწილეებმა ამ საკითხზე საკმაოდ სერიოზულად გამოხატეს თავიანთი აზრი და განაცხადეს, რომ ამგვარად ფორმულირებული ინფორმაცია არ იქნებოდა აღქმული სერიოზულად ქართველი მიზნობრივი მოსახლეობის მიერ. რამდენიმე ადამიანმა მეტად დრამატული განცხადება გააკეთა. მათი აზრით, არსებული ეკონომიური კრიზისიდან გამომდინარე, ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის საზღვარგარეთ არალეგალურად სამუშაოდ წასვლის გარდა სხვა გზა არსებობს. მონაწლეებმა ერთხმად გამოხატეს ობიექტური და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ინფორმაციის მიღების ინტერესი მიგრაციის სხვადასხვა საშუალებების, მათ შორის ოფიციალური შრომითი მიგრაციის, კანონიერი მიგრაციის პროგრამებისა და საზღვარგარეთ მუშაობისა და ცხოვრების რეალური პირობების შესახებ. ეს, მონაწილეების თქმით, მათ იმის საშაულებას მისცემს, რომ საქართველოდან მიგრაციის შესახებ კარგად ინფორმირებული და რეალური გადაწყვეტილება მიიღონ.

2. შემეცნების დონე არალეგალური მიგრაციისა და ადამიანების ტრეფიკინგის შესახებ

მონაწილეთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათთვის ცნობილია არალეგალურ მიგრაციასა და ადამიანთა თრეფიქინგთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ. მონაწილეებს აგრეთვე გაცნობიერებული ჰქონდათ ის ფაქტი, რომ ბევრი საშუამავლო ფირმა და აგენტი არარეალურ დაპირებებს იძლევა და აშკარად ატყუებს მოსახლეობას ფულის გამოძალვის მიზნით, ნაცვლად კი სახიფათო მგზავრობასა და გაურკვეველი დანიშნულების ადგილებში ჩასვლას სთავაზობს. შემეცნების ამგვარი დონე მხოლოდ აუდიტორიის მცირე ნაწილის მიერ იყო დემონსტრირებული, მაშინ როდესაც უმრავლესობა მხოლოდ ვერბალურად ეთანხმებოდა ამგვარ განცხადებებს. უნდა აღინიშნოს, რომ, როდესაც მსო-ს წარმომადგენლებმა უფრო კონკრეტული შეკითხვები დასვეს, ანუ თუ როგორ მოიქცეოდნენ თურქეთში ოფიციანტის მიმზიდველი სამუშაოს შესახებ რეკლამის ნახვის შემთხვევაში, მონაწილეთა მცირე ნაწილმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქალებმა, განაცხადეს, რომ ისინი დაინტერესებულნი იქნებოდნენ უფრო დეტალურად გაეგოთ ამ სამუშაოს შესახებ. ამგვარად, მონაწილეთა განცხადებები, რომ მათ ყველაფერი იციან საზღვარგარეთ წასვლის მაქინაციების შესახებ, მთლად დასაჯერებელი არ არის.

მონაწილეთა მცირე ნაწილმა მსო-ს წარმომადგენლებს კონკრეტული შეკითხვები დაუსვა. ეს შეკითხვები ძირითად საზღვარგარეთ მუშაობის შესახებ რეკლამებს ეხებოდა. მონაწილეებს აინტერესებდათ, თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ეს ინფორმაცია. მათ აღნიშნეს, რომ რთული იყო იმის გარკვევა, თუ ვინ აცხადებდა ამ სამუშაოების შესახებ, რეალური დამქირავებლები თუ არაკეთილსინდისიერი სააგენტოები, რომელთაც მხოლოდ ფული აინტერესებდათ. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ მოსახლეობას მცირე ინფორმაცია აქვს საზღვარგარეთ მიგრაციის შესაძლებლობებისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ცხოვრების პირობების შესახებ, რაც მათ იმ მედიატორების ადვილ საკბილოდ აქცევს, რომელნიც საზღვარგარეთ არარეალურ პირობებს ჰპირდებიან.

რუსთავში 1 აპრილს ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილემ შეკითხვა დასვა ალიასკაში სამუშაოს შესაძლებლობების შესახებ. დაპირების თანახმად, ალიასკის თევზის დასამუშავებელ ქარხანაში მუშაობისათვის საათში $30 უხდიდნენ. აგრეთვე ითხოვდნენ წინასწარ $60 გადახდას საინფორმაციო ბროშურისა და სავიზო განაცხადის ფორმის სანაცვლოდ. ორი დღის შემდეგ გორში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მსო-მ მიიღო ინფორმაცია სხვა ადმიანისაგან, რომელმაც გადარიცხა $60 კვიპროსში არსებულ საბანკო ანგარიშზე. ფულის გადახდის შემდგომ დამქირავებელმა არ შეასრულა თავისი დანაპირები, ხოლო დაიმედებული ემიგრანტი მოტყუებული დარჩა.

3. საინფორმაციო წყაროების ნდობის ფაქტორი

მონაწილეთა უმრავლესობამ სამუშაო ჯგუფების შეხვედრების დროს განაცხადა, რომ ისინი ნაკლებად ენდობიან მათთვის ცნობილ ინფორმაციის წყაროებს. რაც შეეხება გაზეთებში განთავსებულ განცხადებებს მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ, მონაწილეთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მათ ეჭვით უყურებენ, რადგან ეს განცხადებები ძირითადად არაკეთილსინდისიერი სააგენტოების მიერ არის განთავსებული. სამუშაო ჯგუფების შეხვედრების მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ნაკლებად სჯერათ აღქმული სამოთხის რადგან მათ იციან ადამიანთა ისტორიები, რომელნიც გამოეხმაურნენ ამ განცხადებებს და მოტყუებულნი დარჩნენ. მონაწილეების ნდობით სარგებლობენ ინფორმაციის შემდეგი წყაროები:

  • ნათესავები და მეგობრები, რომელნიც საზღვარგარეთ იმყოფებიან (როგორც კანონიერი, ასევე არალეგალური მიგრანტები).

  • ნათესავები და მეგობრები, რომელნიც იყვნენ საზღვარგარეთ და საქართველოში დაბრუნდნენ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თბილისის გარეუბანში გლდანის 21-ე საშუალო სკოლაში. 2002 წლის 4 აპრილი.

ინფორმაცია, რომელსაც საქართველოში დაბრუნებული მიგრანტები თავიანთ ნათესავებსა და მეგობრებს აწვდიან, ხშირად ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს. მიგრაციის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება. ზოგიერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებმა, რომელნიც პირადად არ იცნობდნენ დაბრუნებულ მიგრანტებს, განაცხადეს რომ ისინი ენდობოდნენ იმ ინფორმაციას, რომელსაც დაბრუნებულის ნათესავები აწვდიდნენ. მსო გამოკვლევის პერიოდში წააწყდა ფაქტებს, როდესაც დაბრუნებულნი არ აღწერდნენ საზღვარგარეთ ყოფნის რეალურ სურათს და მას უფრო დადებითად აჩვენებდნენ. შთაბეჭდილება, რომელიც სამუშაო ჯგუფებთან შეხვედრებმა დატოვა ასეთია: უმრავლესობას უჭირს გაარჩიოს რეალური და დამახინჯებული ინფორმაცია საზღვარგარეთ ცხოვრების პირობების შესახებ.

4. შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

მსო-მ 1 მარტს შეხვედრა მოაწყო ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრაზე დამსწრე 7-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ10 მსო-ს გაუზიარა თავისი შეხედულებები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს წარმატებული საინფორმაციო კამპანია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მსო-ს შემდეგი რეკომენდაციები შესთავაზეს:

  • აქცენტი 18-45 წლამდე მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების, ინფორმირებაზე.

  • ეთნიკური უმცირესობები და იძულებით გადაადგილებული პირები11 უფრო მეტად არიან ჩართული არალეგალურ მიგრაციაში და ამიტომ მათზე განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს.

  • მნიშვნელოვანია პროვინციულ ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები სტუდენტებისა და ახალგაზრდა ქალების ინფორმირება, რადგან ისინი მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის განსაკუთრებულ ნაკლებობას განიცდიან.

  • მნიშვნელოვანია არა მარტო მსხვილი ქალაქების ინფორმირება, არამედ მთიანი რეგიონებისაც (განსაკუთრებით მცხეთა-თიანეთის ჩრდილოეთი ნაწილი და იმერეთი).

  • მსო უნდა ეცადოს რომ ინფორმაცია (კლიპების, განცხადებებისა და ბროშურების სახით) ძალიან მოკლე არ იყოს. ინფორმაცია კონკრეტული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს საკმაო დეტალებს, რათა არაინფორმირებულმა ადამიანმა გაიგოს რას ნიშნავს ტრეფიკინგი და რა საფრთხესთან არის დაკავშირებული არალეგალური მიგრაცია.

  • გამოყენებული უნდა იქნას გასაგები ლექსიკა. უნდა ვერიდოთ სპეციფიურ ტერმინოლოგიას.

  • გამოყენებული უნდა იქნას არალეგალური მიგრანტებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალური ამბები, რათა ინფორმაცია უნფრო გამჭვირვალე და ადვილად აღსაქმელი იყოს.

  • ინფორმაცია არ უნდა იყოს ფორმულირებული შემდეგნაირად ,,თქვენ არ უნდა წახვიდეთ საზღვარგარეთ“, რადგან ეს იქნებოდა იმის უგულებელყოფა, რომ ადმიანები მაინც მიდიან საზღვარგარეთ. გაცილებით უკეთესი იქნებოდა არალეგალური მიგრაციის ობიექტური პირობებისა და საფრთხის აღწერა.

  • სატელეფონო ცხელი ხაზი და საკონსულტაციო ცენტრები, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებათ მიიღონ ობიექტური ინფორმაცია, მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირების მეტად სასარგებლო საშუალებებია.

  • სოფლებში, სადაც მოსახლეობა ტლევიზიით და სხვა საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაციას ნაკლებად იღებს, სამუშაო ჯგუფების შეხვედრები უფრო ეფექტურია ვიდრე სატელევიზიო კლიპები და განცხადებები რადიოსა და გაზეთების საშუალებით. ბროშურები და საინფორმაციო ფურცლები მეტად მნიშვნელოვანია, რათა მიწოდებული ინფორმაცია შეხვედრის შემდეგაც დარჩეს.

მსო აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციების აზრსა და გამოცდილებას, რადგან მათ კომპეტენტური ინფორმაცია აქვთ და მიგრანტების ფსიქოლოგიას კარგად იცნობენ. მსო მხედველობაში მიიღებს ამ რეკომენდაციებს ინფორმაციის გავრცელების დროს.

აღნიშნული შეხვედრების საფუძველზე მსო-მ მიიღო საჭირო ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საქართველოს მიზნობრივ მოსახლეობას და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, როგორ უნდა იყოს ეს ინფორმაცია ფორმულირებული.

_______________________

1. ,,არალეგალური მიგრაცია და მიგრანტებით ტრეფიკინგი - საქართველო”

2. გამოკვლევის შედეგები დაიბეჭდა: ,,გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში - საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა,” 2001 წლის სექტემბერი, მსო თბილისი.

3. ინფორმაციის წყარო: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ვებ-გვერდი http://www.unhcr.ch ქართველი თავშესაფრის მაძიებელთათვის მთავარი დანიშნულების ქვეყნებია გერმანია (16,276 განაცხადი 1990 წლიდან), ბელგია (4,126), ნიდერლანდები (3,497), საფრანგეთი (2,273), შვეიცარია (2,041), ჩეხეთის რესპუბლიკა (1,787) და ავსტრია (1, 350 განაცხადი 1990 წლიდან).

4. ეს ციფრი 2002 წლის პირველი სამი თვის მაჩვენებელია.

5. მსო-მ აღმოაჩინა საქართველოდან მიგრანტების ტრეფიკსინგის რამოდენიმე შემთხვევა საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, შვეიცარიაში და დანიაში.

6. ამ გამოკვლევის შედეგები მალე გამოქვეყნდება.

7. საქართველოში 2001 წლის ოქტომბერში ჩატარებულ ,,კლასტერის” შეხვედრაზე ბელგიის მთავრობამ აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა განსაკუღებით დიდ რაოდენობას თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენდნენ.

8. 1998-1999 წლებში ნიდერლანდებში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა 17,1%25 (სულ 601) მარტო მოგზაური არასრულწლოვანები წარმოადგენდნენ. ეს მაჩვენებელი რამდენიმეჯერ უფრო მაღალია ვიდრე აზერბაიჯანელი და სომეხი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ამავე პერიოდში (წყარო: ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტრო, 2000 წლის იანვარი).

9. გამოკითხულთა რიცხვი 270 შეადგენდა და ყველა მათგანი დაბრუნებული მიგრანტი იყო. ამ გამოკვლევის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისათვის იხილე ამ ანგარიშის 3.1 ნაწილი.

10. არასამთავრობო ორგანიზავიების ჩამონათვალი: ,,ამაგდარი” - საქართველოს ქალთა დასაქმების ხელისშემწყობი ორგანიზაცია, მიგრანტებისა და უცხოელი მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ცენტრი, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის ცენტრი, სამართლებრივი რეფორმების ინსტიტუტი, ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში, ადამიანთა ჰარმონიული განვითარების საზოგადოება, ქალთა დახმარება - კავკასია

11. ეს ძირითადად საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ, სულ 270 000 ადამიანს, რომელნიც იძულებით გადაადგილდნენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კონფლიქტის გამო 1990-1993 წლებში.

4 4. საინფორმაციო საშუალებები და ინფორმაციის გავრცელება

▲ზევით დაბრუნება


4.1 4.1 ტელევიზია, რადიო და გაზეთები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


2002 წლის თებერვალში მსო-მ ჩაატარა შეხვედრა ინტერნიუსის ქსელის საქართველოს წარმომადგენლობასთან და ჟურნალისტების საერთაშორისო ცენტრთან საქართველოში საინფორმაციო გამოშვებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. ეს ორი ორგანიზაცია საქართველოში საინფორმაციო საშუალებების თავისუფალ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს და ქართული მასმედიის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ობიექტური და ნეიტრალური მოსაზრება გააჩნიათ.

ქართულ მასმედიასთან მიმართებაში მსო-მ საქართველოში საინფორმაციო კამპანიის წარმოების დროს შემდეგი მოსაზრებები უნდა გაითვალისწინოს.1

● საქართველო გაჭიანურებულ ეკონომიურ კრიზისს განიცდის, რაც სხვებთან ერთად საინფორმაციო კომპანიების ფინანსურ შესაძლებლობებსაც განსაზღვრავს. შედეგად საინფორმაციო გამოშვებების სიმცირე განსაკუთრებით სოფლებში აღინიშნება, სადაც ეკონომიური კრიზისი გაცილებით მწვავეა. მხოლოდ რამდენიმე სატელევიზიო სადგურს გააჩნია საიმისო ტექნიკა და აღჭურვილობა რომ საქართველოს მთელი ტერიტორია მოიცვას.

● მთიანი ტერიტორია და ფინანსების ნაკლებობა საქართველოს ტერიტორიაზე ინფორმაციის სრულად გავრცელების შესაძლებლობას ზღუდავს. ბევრი სადგური მხოლოდ თბილისს და მის შემოგარენს მოიცავს და შედარებით მოშორებულ ადგილებამდე ვერ აღწევს. მხოლოდ რამდენიმე სატელევიზიო სადგური ახერხებს საქართველოს მასშტაბით ოპერირებას. რეგიონალური და ადგილობრივი სატელევიზიო და რადიო არხები დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი მუშაობენ და ფინანსებისა და ელექტროენერგიის მიწოდების სიმცირეს განიცდიან.

● გარდა იმისა, რომ საქართველოს მთელი ტერიტორიის მოცვა არ ხდება, ეკონომიური პრობლემებისა და ადგილობრივი კორუფციის გამო საქართველო ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. ზამთრის განმავლობაში საქართველოს ბევრი მოქალაქე ელექტროენერგიას არასტაბილურად იღებს, რაც მათ არ აძლევს საშუალებას ტელევიზიას უყურონ ან რადიოს მოუსმინონ. ელექტრომომარაგება ბოლო პერიოდში თბილისის ცენტრალურ უბნებში გაუმჯობესდა, მაგრამ თბილისის გარეუბნებში, პროვინციულ ქალაქებსა და სოფლებში ელექტროენერგია სერიოზული პრობლემაა. მსო-ს მიერ ინფორმაციის გავრცელების ფაზა ძირითადად ზაფხულის თვეებს ემთხვევა, როდესაც ელექტროენერგიის მიწოდება შედარებით სტაბილურია.

● ინტერნიუსის განცხადებით, სამთავრობო და არასამთავრობო სატელევიზიო დიქტორების თავისუფლება შეზღუდულია, განსაკუთრებით თბილისის გარეთ. გავლენიანი პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები და ბიზნესმენები ბევრ საინფორმაციო საშუალებას აკონტროლებენ. რეგიონში მოღვაწე ჟურალისტები თავისუფალ რეპორტაჟებს ვერ აკეთებენ, რადგან მათი უფროსები შეურაცხყოფილი ადგილობრივი ხელისუფლების შიშით მამხილებელ ფაქტებს ჭრიან. თბილისში არსებული რამდენიმე ტელესადგური და გაზეთი აგრესიულად აკრიტიკებს კორუფციას და ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც შეურაცხყოფილი მხარის და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან შეშფოთებას იწვევს.

● გაზეთები საქართველოში მეტად გავრცელებული საინფორმაციო საშუალებაა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რეგიონებში ისინი ინფორმაციის ერთადერთი სტაბილური წყაროა. გაზეთების გასაღების სარწმუნო მაჩვენებლების მიღება არც თუ ისე ადვილია, რადგან მათი გავრცელება რამდენიმე დისტრიბუტორზეა დამოკიდებული, რომელნიც დაინტერესებულნი არ არიან ზუსტი მაჩვენებლების გამხელაში. კვლევამ, რომელიც ჟურნალისტების საერთაშორისო ცენტრმა აწარმოა, აჩვენა, რომ მოსახლეობა ინფორმაციის მიღების საქმეში ტელევიზიას უფრო ენდობა და არ არის დარწმუნებული გაზეთების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტესა და დამაჯერებლობაში.

4.2 4.2. საქართველოში მიგრაციის საკითხების შესახებ პრესის მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის შესახებ კვლევის დაწყების შემდგომ მსო ყურადღებით ადევნებდა თვალყურს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით პრესის მიმოხილვას. მსო-მ გააკეთა 2000 და 2001 წლის პრესის მიმოხილვა და შემდეგი დაასკვნა:

● გაზეთებისა და ჟურნალების საკმაოდ დიდი რაოდენობა ბეჭდავდა სტატიებს არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის შესახებ. 3 გაზეთი განსაკუთრებით დიდ ყურადრებას უთმობდა მიგრაციის საკითხებს. ეს გაზეთებია: ,,რეზონანსი”, „ახალი თაობა” და ,,კვირის პალიტრა”. 2

● 68 სტატიიდან, რომლებსაც მსო-მ გაუკეთა ანალიზი, უმრავლესობა (53%25) მხოლოდ ტრეფიკინგს ეხებოდა. 46%25 არალეგალურ მიგრაციას ამ სიტყვის ფართო გაგებით და დანარჩენი ზოგადად მიგრაციას.

● სტატიების ხარისხი სიზუსტისა და ტერმინოლოგიის შესაბამისად გამოყენების თვალსაზრისით ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა, მაგრამ საშუალოდ დაბალი ხარისხით გამოირჩეოდა. ხშირად დაუზუსტებელი ინფორმაცია ფაქტად სახელდებოდა, ხოლო ინფორმაციის წყაროები კი გაურკვეველი იყო ან სულ არ სახელდებოდა. ტერმინი ,,ტრეფიკინგი” სისტემატურად არ იყო გამოყენებული, რაც აუცილებლად გამოიწვევდა მკითხველში გაურკვევლობას იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ტრეფიკინგი. მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში პროფესიონალიზმის დაბალი დონე ალბათ საქართველოში გაზეთების საერთო დონის მაჩვენებელია, რაც ჟურნალისტების საერთაშორისო ცენტრის გამოკვლევამაც დაადასტურა.3

● გაზეთებმა ვერ მოახერხეს იმ გაუგებრობის თავიდან აცილება, რომ ქართველებს მხოლოდ უკანონო მიგრაციის საშუალება აქვთ. მსო-ს მიერ შესწავლილი სტატიები ძირითადად საზოგადოებაში მოარულ არასრულყოფილ და დამახინჯებულ ინფორმაციას გამოხატავს და უკვე დამკვიდრებულ წარმოდგენებს ვერაფერს უხერხებს. ეს ნაწილობრივ იმის ბრალიც არის, რომ ჟურნალისტები მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საკმარის ინფორმაციას არ ფლობენ.

პრესის ხარისხის გამო და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ საინფორმაციო საშუალებები საქართველოს მოსახლეობის ინფორმაციის მნიშვნელოვანი ელემენტია, მსო-ს გადაწყვეტილი აქვს პრესაში, ტელევიზიასა და რადიოში მომუშავე ჟურნალისტებისათვის სემინარებისა და ტრეინინგების ჩატარება მიგრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის მიერ მიგრაციის შესაძლებლობებისა და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ ობიექტური და ჭეშმარიტი ინფორმაციის მიღებას. ტრეინინგის მონაწილეები შეირჩევიან თავიანთი პირადი დაინტერესების, ნამუშევრებისა და მიგრაციის საკითხებში გამოცდილების მიხედვით.

4.3 4.3. პოტენციური არალეგალური მიგრანტების მიერ საინფორმაციო საშუალებების მოხმარების შესახებ მსო-ს გამოკვლევის შედეგები

▲ზევით დაბრუნება


სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე მსო-ს კითხვარი სულ 325-მა მონაწილემ შეავსო. იხილე კითხვარი (დანრთი II), ხოლო ზოგადი შედეგები (დანართი III).

მონაწილეთა პასუხებიდან ნათლად ჩანს, რომ უმრავლესობა ინფორმაციას ისეთი საინფორმაციო საშუალებებიდან იღებს, როგორიცაა გაზეთები, ჟურნალები, რადიო და ტელევიზია. თუ საინფორმაციო საშუალებების მოხმარების თვალსაზრისით შევადარებთ იმ ქალაქების მაჩვენებლებს, სადაც მსო-მ შეხვედრები ჩაატარა, დიდი განსხვავება თბილისსა და დანარჩენ ოთხ ქალაქს შორის არ აღინიშნება. განსხვავება, როგორც 4.1 ნაწილში იყო აღნიშნული, იმაშია, რომ თბილისსა და მის შემოგარენში (აქ ნაწილობრივ რუსთავიც იგულისხმება) უფრო მრავალფეროვანი საინფორმაციო საშუალებებია ხელმისაწვდომი, ვიდრე ისეთ პროვინციულ ქალაქებში, როგორიცაა დედოფლისწყარო და გორი. ეს განსაკუთრებით ტელევიზიას ეხება, რადგან სატელევიზიო სადგურების უმრავლესობა მხოლოდ ლიმიტირებულ ტერიტორიას მოიცავს და ძირითადად თბილისსა და მის შემოგარენში ვრცელდება.

მსო-ს რესპონდენტებისათვის ყველაზე პოპულარული გაზეთებია:

1) ყოველკვირეული ,,კვირის პალიტრა” (მონაწილეთა 47%25)

2) ყოველდღიური ,,ალია” (34%25)

3) ყოველდღიური ,,ახალი თაობა” (27%25)

4) შედარებით ახალი ყოველკვირეული ,,ახალი ვერსია” (21%25).

5) ყოველდღიური ,,რეზონანსი” (20%25).

ეს საკმაოდ ახლოსაა ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევების მაჩვენებლებთან. ლოგიკურია აგრეთვე ის ფაქტიც რომ ზემოთაღნიშნული გაზეთები უფრო დიდი რაოდენობით იყიდება და მათი დისტრიბუციის ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს.4

მონაწილეთა უმრავლესობა გაზეთებს ყოველდღე არ კითხულობს. უმრავლესობამ (71%25) განაცხადა, რომ გაზეთებს ისინი კვირაში რამდენიმეჯერ კითხულობენ. ეს გარკვეულწილად ეთანხმება ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის მიერ გაკეთებულ გამოკვლევის შედეგებს, სადაც გამოკითხულთა 61,8%25-მა განაცხადა, რომ გაზეთებს ისინი კვირაში რამდენიმეჯერ კითხულობენ.

ყველაზე პოპულარული ყოველკვირეული ჟურნალი ,,სარკე” აღმოჩნდა, რომელიც მსო-ს რესპონდენტების 69%25-ის მიერ დროდადრო იკითხება. აგრეთვე ინტერესით სარგებლობენ სხვა ჟურნალებიც, როგორიცაა ,,ვარსკვლავები”, ,,გზა” და ,,ბომონდი”, 29%25, 27%25 და 21%25-ით. ეს შედეგებიც შესაბამისობაშია ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის გამოკვლევის შედეგებთან. ყველაზე პოპულარულ ჟურნალად იქაც ,,სარკე” იქნა აღიარებული დისტრიბუტორულ კომაპნიებზე გაყიდული ნომრებისა და მკითხველის მიერ შესყიდული ჟურნალების რაოდენობის მიხედვით. დანარჩენი სამი ჟურნალიც გაყიდვისა და მკითხველთა რაოდენობის მიხედვით პირველ ათეულში შედიოდა. სამუშაო ჯგუფების შეხვედრების მონაწილეები ჟურნალებს ხშირად არ კითხულობენ. უმრავლესობა (74%25) მხოლოდ კვირაში რამდენიმეჯერ, მაშინ როდესაც 18%25-მა განაცხადა, რომ ჟურნალებს ყოველდღე კითხულობს. კამპანიის მიზნობრივი ჯგუფებისათვის ყველაზე პოპულარული საინფორმაციო საშუალება რადიო აღმოჩნდა. ასე აღნიშნა სხვადასხვა შეხვედრებზე 325 მონაწილის 89%25-მა. ყველაზე მეტად ისინი ,,Fფორტუნა+”-ს უსმენენ (63%25), შემდგომ ,,რადიო 105”-ს (35%25), ,,საქართველოს ხმა”-ს (25%25), ,,მწვანე ტალღა”-ს (16%25) და ,,პირველ რადიო”-ს (სახელმწიფო რადიო 12%25). ყველაზე საუკეთესო დრო მონაწილეთა ყურადღების მისაპყრობად მათი 47%25-ის თანახმად საღამო აღმოჩნდა.

დამოუკიდებელი კვლევის სააგენტო ,,გორბის”5 გამოკითხვის თანახმად ,,ფორტუნა +” ყველაზე პოპულარული რადიო სადგურია (1,322 რესპონდენტი). შემდეგი რადიო სადგურები 100-ზე მეტმა რესპონდენტმა აღნიშნა: ,,რადიო ფორტუნა”, ,,პირველი რადიო”, ,,საქართველოს ხმა” და ,,რადიო 105”. მსო-ს გამოკითხულების მიერაც სწორედ ეს რადიო სადგურები იქნა აღნიშნული, მხოლოდ სხვა თანმიმდევრობით.

იგივე სურათი აღინიშნება სატელევიზიო სადგურების პოპულარობის მხრივაც. კომერციულ არხ ,,რუსთავი 2”-ს გამოკითხულთა 75%25 უყურებს. სხვა პოპულარული სატელევიზიო არხებია: სახელმწიფო არხი ,,პირველი არხი” (45%25), ,,პირველი სტერეო“ (37%25), ,,კავკასია” (30%25), ,,მეცხრე არხი” (26%25) და კიდევ ერთი სახელმწიფო არხი ,,მეორე არხი” (21%25). პირველი ორი არხი ,,რუსთავი 2” და ,,პირველი არხი“ საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს მოიცავს, მაშინ როდესაც დანარჩენი ოთხი ყველაზე პოპულარული არხი ძირითადად თბილისსა და მის შემოგარენში ვრცელდება, მათ შორის რუსთავში, ხოლო სხვა ადგილებში ისინი ნაკლებად პოპულარული არიან, ან უბრალოდ არ არიან ხელმისაწვდომი. რაც შეეხება რადიოს, აქაც კამპანიის მიზნობრივი ჯგუფებისათვის (გამოკითხულთა 66%25) ინფორმაციის მიწოდების მიზნით ყველაზე საუკეთესო დრო საღამოა.

,,გორბის” გამოკითხვა ქართული სატელევიზიო არხების პოპულარობის შესახებ მსგავს შედეგებს გვიჩვენებს. მოსახლეობის საყოველთაო გამოკითხვის თანახმად 4 585 რესპონდენტი (25,7%25) ,,რუსთავი 2-ს” უყურებს, 18.7%25 ,,პირველ არხს”, 8,9%25 ,,მეორე არხს”, მაშინ როდესაც რეგიონალურ არხს ,,აჭარას” და ,,პირველ სტერეოს” შესაბამისად 5,3%25 და 4,4%25 უყურებს.

მსო-ს ბოლო შეკითხვა პოპულარულ სატელევიზიო პროგრამებს ეხებოდა. რესპონდენტებმა ძირითადად ,,რუსთავი 2”-ისა და ,,პირველი არხის” სატელევიზიო პროგრამები დაასახელეს:

● ,,კურიერი 9 საათზე” - 39%25

● ,,ვის უნდა 20 ათასი” - 22 %25

● ,,მოამბე” - 18%25

● ,,სამოცი წუთი” - 14%25

● ,,მაესტრო” პირველ არხზე - 13%25

● ,,ტოროლა” პირველ სტერეოზე - 12%25

_________________________

1. ეს ინფორმაცია ძირითადად შემდეგი ანგარიშებიდან იქნა მოპოვებული:

ა) ,,ზემოქმედების ანალიზი”, ინტერნიუსის ქსელი საქართველოში, 2002 წლის იანვარი.

ბ) ,,ნტერნიუსის ცნობარი არასახელმწიფო სატელევიზიო და რადიო არხების შესახებ”- ინტერნიუსი, საქართველო, 2001.

გ) ,,გამოკვლევა საინფორმაციო საშუალებების მარკეტინგის შესახებ”, ლოგოსი, ბაზრისა და სოციალური კვლევის ჯგუფი/ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი, 2001 წლის ოქტომბერი.

დ) გორბი/ჯეომედია, საინფორმაციო საშუალებების შესახებ გამოკვლევა. 2002 წლის თებერვალი.

2. პირველი ორი პოპულარული ყოველდღიური გაზეთია, ხოლო მესამე ფართოდ გავრცელებული და ფართო მკითხველის მქონე ყოველკვირეული გაზეთი.

3. ,,საინფორმაციო საშუალებების გავრცელების შესახებ გამოკვლევა”, ბაზრისა და სოციალური კვლევის ჯგუფი ლოგოსი/ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი. 2001 წლის ოქტომბერი

4. ,,საინფორმაციო საშუალებების გავრცელების შესახებ გამოკვლევა”, ბაზრისა და სოციალური გამოკვლევის ჯგუფი ლოგოსი/ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი. 2001 წლის ოქტომბერი

5. ,,გორბი”/საქართველოს პრესის, რადიოსა და ტელევიზიის მოხმარების შესახებ გამოკითხვა. 2002 წლის თებერვალი.

5 5. ინფორმაციის გავრცელების სტრატეგიული გეგმა

▲ზევით დაბრუნება


მსო-ს მიერ ჩატარებული საინფორმაციო საშუალებების მოხმარების ჩვევების შესახებ გამოკითხვის შედეგები საკმაოდ ნათელია იმ გაგებით, რომ რამდენიმე გაზეთი, ჟურნალი, რადიო სადგური და სატელევიზიო არხი გაცილებით უფრო პოპულარულია, ვიდრე მათი კონკურენტი საინფორმაციო საშუალებები. ეს შედეგები ძირითადად დასტურდება საქართველოში არსებული სხვა სააგენტოების, ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრისა და ,,გორბის” მიერ 2001 და 2002 წელს ჩატარებული უფრო ფართომასშტაბიანი გამოკვლევების შედეგებით. ეს გაცილებით აიოლებს მსო-ს მიერ გადაწყვეტილების მიღებას იმის შესახებ, თუ რომელი საინფორმაციო საშუალებები უნდა იქნას არჩეული მიზნობრივ აუდიტორიამდე ინფორმაციის მისატანად.

1 გაზეთები და ჟურნალები

რაც შეეხება პრესას, მსო რეკლამებს რამდენიმე გაზეთში განათავსებს. რეკლამებში ინფორმაცია თვალშისაცემი იქნება და საზღვარგარეთ დასაქმების შესახებ შეცდომაში შემყვან რეკლამებს გარკვეულად შეეწინააღმდეგება.

გაყიდული გაზეთების რაოდენობისა და მკითხველების მიერ მათი შეფასების საფუძველზე საინფორმაციო კამპანიის ინფორმაციის გასავრცელებლად მსო-მ თავისი ყურადღება შემდეგ გაზეთებზე შეაჩერა:

● ,,კვირის პალიტრა”

● ,,ალია”

● ,,რეზონანსი”

ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტო საქართველოში ერთდროულად 11 გაზეთში და დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ათავსებს რეკლამას. მათ შორისაა ისეთი ცენტრალური გაზეთები, როგორიცაა ,,ალია” და ,,რეზონანსი”. ეს სააგენტო რამდენიმე რეგიონალურ გაზეთსაც მოიცავს დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ გაზეთებს.1 თითოეულ გაზეთში ცალ-ცალკე რეკლამის განთავსება გაცილებით მეტ დროს და ფინანსებს მოითხოვს. ამ მიზეზების გამო მსო-მ გადაწყვიტა პრესაში რეკლამა ზემოთ აღნიშნული სააგენტოს საშუალებით გააკეთოს.

მსო საინფორმაციო საშუალებების ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე გადაწყვეტს, ჩართოს თუ არა სარეკლამო კამპანიაში ისეთი ყოველკვირეული ჟურნალი, როგორიცაა ,,სარკე”.

2. რადიო სადგურები

ოფიციალური შეტყობინებების რადიოს საშუალებით გასავრცელებლად მიზანშეწონილია რადიო სადგურ ,,ფორტუნა+”-ის გამოყენება. (რეკლამების განთავსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემდგომ). მსო აგრეთვე მოიძიებს პოპულარული რადიო სადგურების საშუალებით დისკუსიების გამართვის შესაძლებლობებს. ,,ფორტუნა პლუსის” გარდა ასეთი სადისკუსიო ხასიათის გადაცემებისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამოვიყენოთ ,,რადიო 105” და ,,საქართველოს ხმა”. მსო-ს მიერ წინასწარ დადგინდება რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლიან ზემოთაღნიშნული რადიო სადგურები თავიანთი აუდიტორიისათვის მიგრაციის შესახებ გადაცემების მიწოდებას.

3. ტელევიზია

საფიქრებელია, რომ მსო სარეკლამო კამპანიას ოფიციალური შეტყობინებების საშუალებით აწარმოებს როგორც კომერციულ არხ ,,რუსთავი 2”-ზე, ასევე სახელმწიფო არხ ,,პირველ არხზე'“ შემდეგი მიზეზების გამო:

1) მსო-ს საინფორმაციო საშუალებების მოხმარების შესახებ გამოკითხვისა და უფრო ფართომასშტაბიანი გამოკითხვების თანახმად ეს ორი არხი ყველაზე პოპულარულია.

2) ისინი საქართველოს ტერიტორიას ყველაზე სრულად ფარავენ, რასაც ვერ ახერხებენ სხვა არხები.

3) კამპანიის ფარგლებში მსო-ს მიერ ჩატარებულ სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე ამ არხების რამდენიმე სატელევიზიო პროგრამა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.

მსო ამ სატელევიზიო არხებისა და სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების დახმარებით მოძებნის ოფიციალური შეტყობინებების სატელევიზიო ეთერით გაშვების საუკეთესო ხერხებს. მსო-ს საინფორმაციო საშულებების მოხმარების შესახებ გამოკითხვის თანახმად ყველაზე საუკეთესო დრო ასეთი შეტყობინებების გასაჟღერებლად სარეკლამო შესვენებებია პირველ არხზე 8-საათიანი ახალი ამბების დროს, ხოლო ,,რუსთავი 2”-ზე “კურიერი 9 საათზე”-ს დროს.

მსო მოიძიებს ამ არხებზე არალეგალური მიგრაციისა და ადამიანებით ტრეფიკინგის თემების განხილვის შესაძლებლობებს ისეთ პოპულარულ თოქშოუებში, როგორიცაა ,,რას ფიქრობს ხალხი” და “ჟურნალისტური გამოძიება”2.

4. ბროშურები, პლაკატები და სხვა დაბეჭდილი მასალები

არასამთავრობო ორგანიზაციების რჩევის და იმ ინტერესის გათვალისწინებით, რომელიც საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებმა გამოხატეს, მსო აპირებს ამგვარი შეხვედრების გაგრძელებას თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. ამ მიზნით მსო გამოუშვებს ბროშურას ქართულ და რუსულ ენებზე. ბროშურები სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე დაურიგდებათ მონაწილეებს. ეს გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ბროშურების ყოველგვარი წინასწარი ინფორმაციის მიწოდების გარეშე დარიგება. ბროშურები აგრეთვე ტელევიზიით და რადიოთი გავრცელებული ოფიციალური შეტყობინებების საჭირო დამატება იქნება. გამოიცემა რამდენიმე პლაკატი ბროშურებისათვის დამახასიათებელი ინფორმაციით, დიზაინით და სიმბოლოებით. ეს ხალხს საშუალებას მისცემს, ადვილად გაარჩიონ და დაიმახსოვრონ მსო-ს მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის შეტყობინება.

პლაკატები საზოგადოებრივ შენობებსა და სხვა თვალსაჩინო ადგილებში იქნება გამოფენილი: (ადგილობრივი მმართველობა, სკოლები, კულტურული დაწესებულებები და სხვა). პლაკატები და ბროშურები აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებშიც დარიგდება მომავალში მასებში მათი უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით. მსო საქართველოს მთავრობასთან და მთავარი დანიშნულების ქვეყნების საელჩოებთან გაარკვევს მათი შესაბამისი ოფისების საშულებით (მაგალითად საპასპორტო დეპარტამეტი, დასაქმების ცენტრები და საკონსულო განყოფილებები) მსო-ს ბროშურების გავრცელების საჭიროებასა და შესაძლებლობას.

5. ინფორმაციის ფორმულირება

მსო-ს მრავალ ქვეყანაში გამოცდილებამ ცხადყო, რომ ყველაზე სანდო საინფორმაციო კამპანია არის ნეიტრალური და გაწონასწორებული. მისი საშულებით მოსახლეობა იღებს კანონიერი მიგრაციის საშულებების შესახებ ფაქტებსა და იმ არახელსაყრელ პირობებს, რომლებიც კანონიერ და არალეგალურ მიგრაციასთან არის დაკავშირებული.3

ეს საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს არალეგალური მიგრაციისა და მიგრანტების ტრეფიკინგის აღკვეთას. მართალია, ზემოთ აღნიშნული მიგრაციის ორ განხვავებულ ტიპს წარმოადგენს, მაგრამ ბევრ საკითხში ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ამგვარად, ლოგიკურია ამ ორი საკითხის ერთ ინფორმაციულ შეტყობინებაში მოქცევა. კამპანიის ნაწილი ადამიანების ტრეფიკინგის თემას დაეთმობა მისი პრევენციის მიზნით. კამპანიის ეს ნაწილი დროის მცირე პერიოდის მანძილზე გაგრძელდება, მაგალითად 3-4 კვირა, და თავისი ხასიათით მსო-ს საერთო საინფორმაციო კამპანიის განუყოფელი ნაწილი იქნება.

საინფორმაციო კამპანიის ძირითადი მიმართვა გამოკვლევის ფაზის შედეგების საფუძველზე დაახლოებით შემდეგნაირად იქნება შედგენილი:4

● ნუ დაუჯერებთ არარეალურ დაპირებებს საზღვარგარეთ ცხოვრების მიმზიდველი პირობების შესახებ.

●სამწუხაროდ ქართველებისათვის საზღვარგარეთ კანონიერი მუშაობის ძალიან ცოტა შესაძლებლობაა. ამგვარად ნუ დაიჯერებთ დაპირებებს საზღვარგარეთ კარგად ანაზღაურებადი სამუშაოების შესახებ. უფრო მეტი შესაძლებლობაა იმისა, რომ საკუთარი ფული დაკარგოთ ვიდრე ის საზღვარგარეთ გამოიმუშაოთ.

● იმისათვის რომ ვიზა აიღოთ, საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოების აუცილებელი მოთხოვნაა თქვენი საელჩოში პირადად გამოცხადება. ნუ დაუჯერებთ იმ ადამიანებს, რომლებიც გპირდებიან ვიზის მიღებას თქვენი უშუალო მონაწილეობის გარეშე. ნურასოდეს ნუ ანდობთ თქვენს პასპორტს იმ პირს, ვისაც 100%25-ით არ ენდობით.

● თუ საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიხართ, აუცილებლად მოაწერეთ ხელი კონტრაქტს იმ აგენტთთან, რომელიც სამუშაოს გპირდებათ. არასოდეს მოაწეროთ კონტრაქტს ხელი პირდაპირ. აჩვენეთ იგი თქვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, სასურველია იურისტს და გაითვალისწინეთ მათი რჩევები.

● საზღვარგარეთ არალეგალურად ცხოვრება ძალიან ძნელია. ნებისმიერ დროს შეიძლება მოითხოვონ თქვენგან საქართველოში დაუყოვნებლივ დაბრუნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მოგიწევთ სამშობლოში ვალით დაბრუნდეთ.

● ქართველებისათვის კანონიერი მიგრაციის საშულებებიც არსებობს, რაც ქართული მასმედიის საშულებებით არ ვრცელდება. ეს ინფორმაცია არსებობს ინტერნეტში და მისი ამოღება უფასოდ შეიძლება.

● თითქმის შეუძლებელია, რომ საქართველოს მოქალაქემ თავშესაფრის შესახებ განაცხადის შეტანით ოფიციალური მობინადრის სტატუსი მიიღოს. დღესდღეობით ევროპის დანიშნულების ქვეყნები განსაკუთრებით მკაცრნი არიან და მაშინვე უარით ისტუმრებენ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.

● ემიგრაციის სამსახურის მოხელეები არ დაიჯერებენ თქვენს მიერ მოგონილ ამბებს.

საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მიზნობრივი აუდიტორიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით მსო დააზუსტებს ამ შეტყობინებების ტექსტს, რათა ისინი ეფექტურად და რეალურად ჟღერდეს.

ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი შეტყობინება ზოგადი ხასიათისაა და ტრეფიქინკის მსხვერპლზეც არის გათვლილი, მაგრამ ტრეფიკინგის განსაკუთრებულ ასპექტებთან დაკავშირებით მოსახლეობის გაფრთხილების მიზნით დამატებითი შეტყობინებებიც გაიჟღერებს:5

● ნუ დაიჯერებთ, რომ ფულის შოვნა საზღვარგარეთ ადვილია!

● თქვენ ნივთი არ ხართ - ბრმად ნურავის დაემორჩილებით!

● ნუ გაყიდით თქვენს თავს მონად!

● გინდათ რომ თქვენი ღირსება, თავისუფლება და ჯანმრთელობა ტყვეობაზე გაცვალოთ?

6. სხვა საქმიანობები

მსო აგრეთვე განახორციელებს:

a) შემეცნებითი ხასიათის სემინარებს სახელმწიფო მოხელეებთან. ადგილობრივი ხელისუფლებისა და ხელმწიფო მოხელეების შემეცნების დონის ამაღლება მეტად მნიშვნელოვანია მომავალი მოქმედების სტიმულისა და მისი ეფექტურობისათვის. ეს სემინარები აგრეთვე ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის კოორდინირებულ მიდგომას და მისი პოტენციალის გაძლიერებას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

b) შეიქმნება სპეციალური საკონსულტაციო მექანიზმი მმართველი კომიტეტის სახით, რომელიც რეგულარულ შეხვედრებზე განიხილავს საინფორმაციო კამპანიის შედეგს, მიღწეულ პროგრესსა და საჭიროების შემთხვევაში შესთავაზებს შესწორებებს. მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში შევლენ საქართველოს მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მსო. საკონსულტაციო მექანიზმი მიზნად ისახავს ყველა წამყვანი მხარის ფართომასშტაბიან თანამშრომლობას პროექტის დამთავრების შემდეგ მისი გავლენის და მნიშვნელობის შენარჩუნების მიზნით.

c) ჩატარდება რეგულარული პრეს-კონფერენციები და შეხვედრები ჟურნალისტებთან პროგრამის საქმიანობისა და მიღწეული პროგრესის შესახებ მასმედიის ინფორმირებისა და პროგრამის ყურადღების ცენტრში ყოფნის მიზნით, რათა არალეგალური მიგრაციის და ტრეფიკინგის საკითხს საზოგადოების ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს.

მსო მოიძიებს საკონსულტაციო ცენტრისა და სატელეფონო ცხელი ხაზის ამოქმედების საშუალებებს, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მიმართონ და მიიღონ მიუკერძოებელი, უახლესი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის კანონიერი მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებიც მსო-საგან ინფორმაციას მიიღებენ, ჰქონდეთ წამოჭრილი კითხვების დასმის საშულება. ცხელი ხაზის ნომერი დაბეჭდილი იქნება ბროშურებსა და პლაკატებზე, აგრეთვე გამოქვეყნდება სატელევიზიო და საგაზეთო შეტყობინებებში საქართველოს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მაქსიმალურად ეფექტურად მიწოდების მიზნით. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხერხდეს საკონსულტაციო ცენტრისა და ცხელი ხაზის ამოქმედება დამოკიდებული იქნება იმ ბიუჯეტზე, რომელიც ინფორმაციის გაცვრელების ფაზის განხორციელებისათვის საქართველოზე გამოიყოფა.

________________________

1. იგულისხმება შემდეგი გაზეთები: ალია, რეზონანსი, დილის გაზეთი, იბერია ექსპრესი, ჯორჯიან მესინჯერი, ექო რუსკაია, გურიის ამბები, გურჯისტანი, კურიერი დღეს

2. ორივე პროგრამა პარასკევს საღამოს გადის პირველ არხსა და რუსთავი 2-ზე.

3. ,,საინფორმაციო კამპანია ტრეფიკინგის წინააღმდეგ”, ,,მიგრანტებით ტრეფიკინგი #20” მსო ჟენევა, 1999 წლის დეკემბერი - 2000 წლის იანვარი.

4. შეტყობინებების საბოლოოდ ფორმულირებისათვის მსო გამოიყენებს იმ გამოცდილებას რაც მსო-ს სხვადასხვა მისიებმა დააგროვეს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში საინფორმაციო კამპანიების წარმოების დროს.

5. ეს ინფორმაცია და შეტყობინებები მსო-მ ლატვიაში, რუმინეთსა და უკრაინაში გამოიყენა.