პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი დემოკრატია|სახელმწიფო და საზოგადოება, მესამე სექტორი|დისკუსიები, კონფერენციები, მონიტორინგი, ანგარიშები, მიმოხილვები
საავტორო უფლებები: © ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ანტიკორუფციული მონიტორინგის ანგარიში თბილისი, 2006 ეს დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პროექტის - „პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში“-ფარგლებში USAID-ის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო), ევრაზიის ფონდის და ბრიტანეთის მთავრობის (გლობალური კონფლიქტის პრევენციის ფონდი) მხარდაჭერით. აიწყო და დაკაბადონდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. კრილოვის ქ.15 თბილისი 0102 საქართველო (+995 32) 95 23 53, 93 61 01 ტირაჟი 200 ცალი აკრძალულია აქ მოყვანილი მასალების გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით, ასოციაციის წერილობითი ნებართვის გარეშე.



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


2005 წლის 1 ივნისიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ევრაზიის ფონდისა და ბრიტანეთის მთავრობის (გლობალური კონფლიქტის პრევენციის ფონდი) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში“ (შემდგომში - პროექტი). პროექტის საერთო მიზანია, საქართველოს რეგიონებში, საზოგადოების მონაწილეობით, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციებისა და ფონდების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა ეფექტური ადგილობრივი მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. ამ თვალსაზრისით, პროექტის კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენს საქართველოს შესაბამის რეგიონებში ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის სფეროში კორუფციასთან დაკავშირებით არსებული ობიექტური და კონკრეტული სურათის შექმნა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ლიდერების კონსოლიდირება კორუფციის წინააღმდეგ, პრეზიდენტის რწმუნებულთა და მათი ადმინისტრაციების ანგარიშვალდებულების გაძლიერება, ადგილობრივი მმართველობისა და ტერიტორიული ადმინისტრირების სათანადო სისტემის განვითარებისათვის ხელშეწყობა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ექვს რეგიონში: კახეთში, შიდა ქართლში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში. საქმიანობა ხორციელდება საიას თელავის, გორის, ოზურგეთის, ქუთაისის ოფისების მიერ, ხოლო ახალციხესა და ზუგდიდში - ადგილობრივი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობა განხორციელდა შემდეგი ორი მიმართულებით:

1. პრეზიდენტის რწმუნებულისა და მისი ფონდის ინსტიტუციური მონიტორინგი, რომელიც მოიცავს პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ბაზის კვლევას და ანალიზს, რწმუნებულთა ადმინისტრაციების საქმიანობის პრაქტიკის შესწავლას და იმის დადგენას, თუ რამდენად ჯეროვნად ასრულებს რწმუნებული მასზე მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს;

2. ფინანსური მონიტორინგი, რომელიც მოიცავს პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვნას და შესწავლას,ფულადი სახსრების რაციონალური და მიზნობრივი ხარჯვის გადამოწმებას.

მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს რწმუნებულების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კორუფცია საშიში ზონების გამოკვეთა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების დასახვა, სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის შესახებ არსებულ საკანონმდებლო ბაზაში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციიდან, ფონდიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, საჯარო ინფორმაციის სახით, გამოთხოვილ იქნა პრეზიდენტის რწმუნებულებისა დამათი ფონდების მიერ 2004-2005 წლებში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით შექმნილი როგორც ადმინისტრაციული, ისე ფინანსური დოკუმენტაცია. ასევე, გამოვითხოვეთ პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტის შესახებ არსებული სამართლებრივი აქტებიც, რომლებიც მიღებულია პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტის შემოღების ეტაპზე და მას შემდეგ, რათა სრულფასოვნად მომხდარიყო პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტის, როგორც ადმინისტრაციული წარმონაქმნის, სამართლებრივი სტატუსისა და ინსტიტუციური დანიშნულების შესწავლა. ინფორმაციის გამოთხოვნის ძირითად საშუალებად გამოიყენებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი - ინფორმაციის თავისუფლება.

რიგ შემთხვევაში, პროექტის თანამშრომლები აწყდებოდნენ გარკვეულ პრობლემებს, რაც ძირითადად ასახვას ჰპოვებდა პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციებისა და ფონდების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის დაყოვნებაში. მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია მოწოდებულ იქნა განცხადების წარდგენიდან ორი თვის შემდეგ, ხოლო შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატმა, კანონის სრული იგნორირებით, საერთოდ თავი აარიდა ინფორმაციის გაცემას. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული წინააღმდეგობის გადალახვის ერთადერთ საშუალებას სასამართლოსათვის მიმართვა წარმოადგენდა, რაც სისრულეში მოვიყვანეთ, კერძოდ, გორის რაიონულ სასამართლოში საიას მიერ წარდგენილ იქნა სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდა და შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს დაევალა იმ ინფორმაციის გაცემა, რომლის ხელმისაწვდომობასაც იგი აბრკოლებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით 2005 წლის 26 ოქტომბერს საიას ოფისში მოეწყო სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც გაკეთდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საიასთან მიმართებით უხეშად არღვევს ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპებს. იგი მალავს ინფორმაციას, რომელიც დაცულია პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციაში და რომ ყოველივე ბადებს საფუძვლიან ეჭვს რწმუნებულის საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებით.

პროექტის განხორციელების პერიოდში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, პროექტის თანამშრომლები აწარმოებდნენ პრეზიდენტის რწმუნებულების ადმინისტრაციებისა და ფონდების საქმიანობის პრაქტიკის შესწავლას და მოპოვებული დოკუმენტაციის სამართლებრივ ექსპერტიზას, ასევე, რწმუნებულების, მათი ადმინისტრაციებისა და ფონდების საქმიანობის კანონიერებისა და განხორციელებული ქმედებების ნამდვილობის დადგენას.

პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ იქნა სამუშაო შეხვედრები და სემინარ-ტრენინგები იმ თემებსა და საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება პრეზიდენტის რწმუნებულის საქმიანობას. ამას გარდა, გამოქვეყნდა საგაზეთო პუბლიკაციები პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე, ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით გავრცელდა რწმუნებულების საქმიანობის ამსახველი რამდენიმე მონაცემი, რამაც ხელი შეუწყო განვლილ პერიოდში პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის შედეგად მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანას.

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მიღწეულ წარმატებად უნდა განვიხილოთ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის რწმუნებულების ადმინისტრაციებმა აღიარეს საიას მიერ პროექტის ფარგლებში გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად გამოკვეთილი სამართლებრივი ხარვეზების არსებობა და საიასგან, გამოვლენილი დარღვევების გამოსწორების მიზნით, იურიდიული დახმარების გაწევა, ასევე, რწმუნებულის ინსტიტუტთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება და უფლებამოსილი ორგანოებისათვის მიწოდება ითხოვეს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში.

2 ნაწილი I პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუციური მონიტორინგი

▲ზევით დაბრუნება


1. პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის მოკლე ისტორიული მიმოხილვა

პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ბაზის კვლევის შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული ინსტიტუტი შემოღებულ იქნა 1992 წლიდან, სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მეთაურს (პრეზიდენტს) განსაკუთრებულ შემთხვევაში ანიჭებდა სახელმწიფო რწმუნებულის დანიშვნის უფლებამოსილებას. მაგრამ თავდაპირველ ეტაპზე რწმუნებულის სამართლებრივი სტატუსი საკანონმდებლო დონეზე არ იქნა რეგლამენტირებული.

საქართველოში სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნის წინაშე უმწვავესად იდგა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.ცენტრალური ხელისუფლებისათვის ერთგვარად გართულებული იყო რაიონული დონეების სრულყოფილი კოორდინირება. სწორედ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ქვეყნის განვითარების კონკრეტულ ეტაპზე,დღის წესრიგში დადგა რეგიონებში ცენტრალური ხელისუფლების გავლენის გაძლიერება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შექმნა.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის შემოღება განხორციელდა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად. საქართველოს კონსტიტუციის 2.3 მუხლით განმარტებულია, რომ საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. უნდა აღინიშნოს,რომ საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული დებულება ჯერ კიდევ არ აღსრულებულა, კერძოდ, ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობის შემოღება რეგიონული პრინციპით, მოკლებულიასაკანონმდებლო საფუძველს. თუმცა, რეალურად, სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი განაგრძობს არსებობას და მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადგილობრივ დონეზე საერთო-სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარებისა და ინტერესების დაცვისუზრუნველყოფაში.

საქართველოში სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი პირველად შემოღებულ იქნა კახეთის მხარეში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 4 ოქტომბრის 176 ბრძანებულების საფუძველზე, მოგვიანებით კი, აღნიშნული თანამდებობა საქართველოს სხვა რეგიონებშიც შემოიღეს. სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსი, კომპეტენცია და საქმიანობის წესი თითოეულ რეგიონში განისაზღვრებოდა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის (პრეზიდენტის) მიერ დამტკიცებული დებულებით, რომლის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებული არის საქართველოს სახელმწიფო მეთაურის წარმომადგენელი შესაბამის რეგიონში, რომელიც თავისი აპარატის მეშვეობით უზრუნველყოფს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და კანონიერების დაცვას, მართლწესრიგის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებასა და ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვას შესაბამის ტერიტორიაზე.

სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსი საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებულ იქნა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მეშვეობით, რომელიც მიღებულ იქნა 1997 წლის 15 აპრილს, ხოლო მისი უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და აპარატის სტრუქტურა განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 363 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულებით, რომელმაც ახლებურად ჩამოაყალიბა სახელმწიფო რწმუნებულის საქმიანობის მიმართულებები და მნიშვნელოვნად გაზარდა მისი კომპეტენცია. ვარდების რევოლუციის შედეგად განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ კი, სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის სამართლებრივი რეგულირება მოკლებულია საკანონმდებლო დონეს. სახელდობრ, 2004 წლის 11 თებერვლიდან, როდესაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ და ძალადაკარგულად გამოცხადდა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი არც ერთი საკანონმდებლო აქტით არ განისაზღვრა და საქართველოს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მისი შემოღება პრეზიდენტის ინდივიდუალურ ნებაზეა დამოკიდებული. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ დღესდღეობით სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის მარეგულირებელ ერთადერთ აქტს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს №318 ბრძანებულება საქართველოს ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ, რომელიც, იურიდიული თვალსაზრისით, საკანონმდებლო აქტს არ წარმოადგენს.

პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუციური მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რიგი სამართალდარღვევები რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ საქმისწარმოებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცულობის თვალსაზრისით. რწმუნებულების მიერ უგულებელყოფილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ელემენტარული ფორმალური და პროცედურული ნორმები, არ არის უზრუნველყოფილი დოკუმენტაციის სისტემიზაცია.

მნიშვნელოვანი კანონდარღვევა, რასაც ადგილი აქვს რწმუნებულების მიერ გამოცემული განკარგულებების გამოცემისას, არის ის, რომ საერთოდ იგნორირებულია საჯაროობის პრინციპები და საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. ამასთან, განკარგულებები არ შეიცავს დასაბუთებას და მითითებას იმ სამართლებრივ აქტებზე, რომელთა საფუძველზეც ხდება მათი გამოცემა.

გურია

გარდა ფორმალური მოთხოვნების დარღვევისა, რწმუნებულების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები რიგ შემთხვევებში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებს და აშკარად ეწინააღმდეგება კანონს. მაგალითისათვის შეიძლება დასახელდეს გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2005 წლის 28 იანვრის №1 განკარგულება, რომლის თანახმად, პრეზიდენტის რწმუნებულმა ოზურგეთის რაიონის გამგებელს შვებულება შეუწყვიტა იმ მოტივით, რომ შვებულების საკითხი მასთან არ იყო შეთანხმებული. ამ შემთხვევაში, რწმუნებულმა აშკარად გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით, მას არ გააჩნია რაიონის გამგებლისათვის შვებულების შეწყვეტის უფლებამოსილება.

უფლებამოსილების გადამეტებაზე მიუთითებს ასევე გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ 2004 წელს გამოცემული რამდენიმე განკარგულება, რომელთა საფუძველზეც, რწმუნებულმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამინისტროების ტერიტორიული სამსახურების ხელმძღვანელი მუშაკები, რისი უფლებამოსილებაც მას კანონით არა აქვს მინიჭებული.

გურიის მხარეში ყველაზე მნიშვნელოვან კანონდარღვევადშეიძლება მიჩნეულ იქნეს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გეგეჭკორის 2005 წლის 13 ივნისის განკარგულება „გურიის მხარეში რწმუნებულის ფონდისსაბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“. ამ განკარგულების საფუძველზე, რწმუნებულის მოადგილე ირაკლი გორგაძე შეყვანილ იქნა ფონდის საბჭოს შემადგენლობაში, რის შემდეგაც აირჩიეს ფონდის საბჭოს თავმჯდომარედ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონის „რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე“ მე-4 მუხლთან. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ირაკლი გორგაძე გურიის მხარეში რწმუნებულის ფონდის თავმჯდომარე იყო, ფონდის საბჭოს მიერ განხორციელებული საქმიანობა არალეგალურად ხორციელდებოდა და ყველა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომელიც ამ საქმიანობას მოჰყვა, უკანონოა.

კახეთი

უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს ადგილი აქვს კახეთის მხარეშიც, სადაც რწმუნებულის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებს შორის ვხვდებით ერთ მეტად უცნაურ განკარგულებას, რომელიც გამოცემულია 2005 წლის 11 მაისს. აღნიშნული განკარგულება შეეხება კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, შალვა ერისთავის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის გადაყვანას რწმუნებულის პირველ მოადგილედ. თუმცა, მოპოვებულ დოკუმენტაციაში ვხვდებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემულ განკარგულებასაც, რომელიც ასევე კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის შალვა ერისთავის რწმუნებულის პირველ მოადგილედ დანიშვნას შეეხება. ბუნებრივია, აღნიშნული გარემოება სამართლებრივი ნონსენსია, ერთი მხრივ იმის გამო, რომ პირის კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულია ორი სამართლებრივი აქტი - გამოცემული სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ - და, მეორე მხრივ, რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა თუ გადაყვანა წარმოადგენს არა რწმუნებულის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის უშუალო კომპეტენციას. ამდენად, კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2005 წლის 11 მაისის განკარგულება შალვა ერისთავის რწმუნებულის პირველ მოადგილედ გადაყვანის შესახებ უკანონოა და გამოცემულია უფლებამოსილების გადამეტებით.

უნდა აღინიშნოს, რომ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს მთელ რიგ შემთხვევებში ხელს უწყობს თავად ის ნორმატიული ბაზა, რომელიც არსებობს რწმუნებულის ინსტიტუტთან დაკავშირებით. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს №318 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების მე-4 მუხლში მითითებულია, რომ პრეზიდენტის რწმუნებული თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს განკარგულებას, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, ხოლო იმავე დებულების 5.2. მუხლის თანახმად, პრეზიდენტის რწმუნებული თავისი განკარგულებით განსაზღვრავს რწმუნებულის საბჭოს საქმიანობის წესს, რომელიც ნორმატიული ხასიათის დოკუმენტია. ამ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის რწმუნებულის მიერ ნორმატიული ხასიათის დოკუმენტის დამტკიცება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, მას მხოლოდ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლება აქვს, განკარგულება კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს. ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება კი დაუშვებელია. შესაბამისად, რწმუნებულის მიერ ნორმატიული ხასიათის დოკუმენტის დამტკიცება მიუთითებს უფლებამოსილების გადამეტებაზე, მაგრამ ყოველივე ამას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში განაპირობებს თავად საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს 318 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების ის პუნქტი, რომელიც რწმუნებულს ანიჭებს საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების უფლებამოსილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კანონდარღვევების აღმოსაფხვრელად აუცილებელია რწმუნებულის ინსტიტუტთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.

შიდა ქართლი

ინსტიტუციური თვალსაზრისით, კანონდარღვევები ფიქსირდება შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის საქმიანობაშიც. 2004 წლის 11 აგვისტომდე, ვიდრე მიიღებოდა საქართველოს პრეზიდენტის №318 ბრძანებულება „საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის საქმიანობას აწესრიგებდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 ივნისის №363 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება, რომლის 3.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეზიდენტის რწმუნებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს და, რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას,ხოლო იმავე დებულების 6.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე შეიმუშავებს და პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის რეგლამენტს და აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა დებულებებს.

პროექტის ფარგლებში წარმოებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შიდა ქართლის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მხრიდან უხეშად დაირღვა დებულების ზემოხსენებული მოთხოვნები, კერძოდ, აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა 2004 წლის 11 აგვისტომდე დამტკიცებული იყო არა თავად პრეზიდენტის, არამედ მისი რწმუნებულის მიერ, რაც ამ უკანასკნელის კომპეტენციას არ განეკუთვნებოდა. ხოლო რაც შეეხება აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, ისინი საერთოდ არ იყო დამტკიცებული. შესაბამისად, აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი და კომპეტენცია არ იყო განსაზღვრული დოკუმენტურად, რაც რწმუნებულის აპარატის საქმიანობაში ქაოსს ქმნიდა.

ყოველივე აღნიშნული დადასტურებულია საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 2 მარტის აქტითაც, რომელიც შედგენილ იქნა შიდა ქართლის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატისა და ფონდის 2002 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შედეგებთან დაკავშირებით.

პროექტის განხორციელების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრეზიდენტისა რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ხარისხის გადამოწმებას. ამ მიზნით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოს იმ ექვს რეგიონში, რომელთა ფარგლებშიც პროექტი ხორციელდება, მდგომარეობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არაერთგვაროვანია. კერძოდ, რიგ რეგიონებში პრეზიდენტის რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ვალდებულება სრულდება და დაბრკოლებებს ადგილი არ აქვს. ასეთ რეგიონებს მიეკუთვნება: იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და გურია. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს, აქ ამ კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა. პროექტის განხორციელების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია არა მარტო საიასთვის, არამედ სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ის ფაქტი, რომ აღნიშნულ რეგიონში ინფორმაციის გაუცემლობა, საიას სარჩელის საფუძველზე, სასამართლო განხილვის საგნადაც კი იქცა.

სამეგრელო - ზემო სვანეთი

ინფორმაციის საჯაროობისა და რწმუნებულის საქმიანობის გამჭვირვალობის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობა შეინიშნება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც, რაც საიამ საკუთარ თავზე იწვნია. საიას მიერ რწმუნებულის ადმინისტრაციაში განცხადების შეტანიდან მთელი ორი თვის მანძილზე რწმუნებულის ადმინისტრაცია მოთხოვნილ ინფორმაციას არ გასცემდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ბაზის თვალსაზრისით, სამეგრელო-ზემოსვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია, სხვა რეგიონებთან შედარებით, უფრო მდიდარია, რაც იმაში გამოიხატება, რომ გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავისა, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემის სამართლებრივ მექანიზმებს ადგენს, აღნიშნულ რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის 2004 წლის 15 ნოემბრის №95 განკარგულებით დამტკიცებულ იქნა ინსტრუქცია საჯარო რეესტრის წარმოების შესახებ, ხოლო №96 განკარგულებით - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქცია, რომლებიც დეტალურად განსაზღვრავენ საჯარო ინფორმაციის შექმნის, დამუშავების, გაცემის პროცედურებს და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის უფლება-მოვალეობებს.

მიუხედავად ამ სამართლებრივი აქტების არსებობისა, ინფორმაციის საჯაროობის პრინციპის დაცულობის ხარისხი და მისი ხელმისაწვდომობის კულტურა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალზე დაბალია და მკაცრი კრიტიკის საგანს წარმოადგენს.

ინფორმაციის გაცემის შეფერხება მიუთითებს საჯარო მოხელეთა მიერ კანონით გათვალისწინებული მოვალეობების არცოდნასა თუ შეუსრულებლობაზე. საჯარო მოხელეები ვერ ეგუებიან მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო მმართველობის საკითხებში ჩარევისა და გაკონტროლების პროცესში მათი მონაწილეობის პრეცედენტებს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით საიას მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მიღწეულ იქნა გარკვეული წარმატებაც, კერძოდ, გურიის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დაიწყო ფონდის მიერ გაწეული ფინანსური საქმიანობის საზოგადოებისათვის გაცნობა, რაც გამოიხატება ფონდის საქმიანობის საფინანსო საკითხებთან დაკავშირებული ყველა განკარგულების საჯაროდ გამოქვეყნებაში. გაზეთ ოზურგეთის მოამბეს 2005 წლის 28 სექტემბრის 39 (54) გამოცემაში რწმუნებულის ფონდის საბჭოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ფონდის საქმიანობის საზოგადოებისათვის გაცნობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევრაზიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახორციელებს პრეზიდენტის რწმუნებულების ფონდების მონიტორინგს.

აღნიშნული გადაწყვეტილება გურიის მხარეში რწმუნებულის ადმინისტრაციამ მიიღო საიას რეგიონული ოფისის მიერ 2005 წლის 23 ივლისს პროექტის პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში პრეზენტაციის შემდეგ, ყოველივე ზემოთ აღნიშნული კი დადებითი შედეგია სამოქალაქოსაზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერთ თანამშრომლობის თვალსაზრისით.

2. სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის გაურკვეველი იურიდიული ბუნება
სამართლებრივი ფორმა

რწმუნებულის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რწმუნებულების ფონდების, როგორც ორგანიზაციული წარმონაქმნების, თავისებურებებს, მათი დაფუძნების კანონიერების საკითხებსა და იმ სამართლებრივი აქტების კვლევას, რომლებიც განსაზღვრავენ რწმუნებულების ფონდების შექმნის მექანიზმებს.

პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის ძირითად სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს კანონი საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 1997 წლის 21 თებერვალს იქნა მიღებული. კანონის თანახმად, ფონდი იქმნება რეგიონული და თვითმმართველობის განვითარების მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად.

რაც შეეხება რწმუნებულის ფონდის იურიდიულ სტატუსს, უნდა ითქვას, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ ვის კომპეტენციას განეკუთვნება და რომელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არის შესაძლებელი მისი შექმნა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დღესდღეობით საქართველოს შესაბამის რეგიონებში პრეზიდენტის რწმუნებულების ფონდები არაერთგვაროვანი სახით არსებობენ და დებულებებიც განსხვავებული შინაარსის აქვთ.

დებულებების მიხედვით, რწმუნებულების ფონდები, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო დაწესებულებებად იწოდებიან, ზოგჯერ კი - საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, თუმცა, საინტერესოა, რამდენად აკმაყოფილებენ ისინი იმ სტანდარტებს, რომლებიც კანონით დაწესებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის.

რწმუნებულის ფონდის შექმნის უფლებამოსილება

მოპოვებული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ რწმუნებულის ფონდები შექმნილია თავად პრეზიდენტის რწმუნებულების განკარგულებებით. ამდენად, მოცემულ ვითარებაში კვლევის საგანს წარმოადგენდა იმის დადგენა, არის თუ არა პრეზიდენტის რწმუნებული ის სუბიექტი, რომელსაც კანონით მინიჭებული აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის უფლებამოსილება.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით - ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად.

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება უნდა განხორციელდეს ნორმატიული აქტის საფუძველზე. პრეზიდენტის რწმუნებულს კი არა აქვს მინიჭებული ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რაც ასევე გამორიცხავს რწმუნებულის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესაძლებლობას.

როგორც ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული არ არის მოხსენიებული საჯარო სამართლის იურიდიულის პირის შექმნაზე უფლებამოსილ პირთა და ორგანოთა ჩამონათვალში. შესაბამისად, მას უფლება არ აქვს, შექმნას ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება დავასკვნათ, რომ რწმუნებულის ფონდი კანონის უხეში დარღვევით დაფუძნებულ წარმონაქმნს წარმოადგენს, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგალურ სუბიექტად.

სადამფუძნებლო დოკუმენტის ხარვეზები

საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შექმნილი რწმუნებულის ფონდის დებულება არ ითვალისწინებს ფონდის აღმასრულებელი ორგანოს არსებობას და იმას, თუ ვინ არის ფონდის ხელმძღვანელი პირი. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფონდების დებულებები არ ითვალისწინებს ფონდის საბჭოს მიერ საკითხის განხილვის წესს, კერძოდ, საბჭოს სხდომის მოწვევის პროცედურას, საბჭოს უფლებამოსილებისათვის სხდომაზე წევრთა მინიმალურ ოდენობას, გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ხმების რაოდენობას, ფონდის გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი პირის ვინაობას, სამართლებრივი აქტის სახეს, რომელსაც ფონდის საბჭო ღებულობს და ა.შ.

გურიის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდთან მიმართებით ადგილი აქვს მეტად უცნაურ შემთხვევას. აღნიშნულ ფონდს, გარდა დებულებისა, გააჩნია წესდებაც. ორივე მათგანი აწესრიგებს ფონდის საქმიანობას და მათი მუხლების შინაარსი ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა, ადგილი აქვს ურთიერთ საწინააღმდეგო ჩანაწერებსაც. წესდების მიხედვით, დებულება არის წესდების შემადგენელი ნაწილი, მაგრამ საერთოდ გაუგებარია, თუ რატომ გახდა საჭირო ორი სახის დოკუმენტის მიღება ფონდის საქმიანობისათვის. როგორც წესი, ორგანიზაციები თავის სამოქმედო დოკუმენტად დებულებას ან წესდებას აღიარებენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების ფონდები გაურკვეველი სტატუსის მქონე დაწესებულებებს წარმოადგენდნენ. შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 30 ივნისს მიღებული კანონის თანახმად, 2006 წლის 1 იანვრიდან ისინი აღარ ფუნქციონირებენ.

3 ნაწილი II პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის ფინანსური მონიტორინგი

▲ზევით დაბრუნება


პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა პრეზიდენტის რწმუნებულების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგი, რაც მიზნად ისახავს რწმუნებულებისა დამათი ფონდების მიერ ფულადი სახსრების რაციონალური და მიზნობრივი ხარჯვის გადამოწმებას.

პირველადი ზოგადი დასკვნა, რომელიც გაკეთდა რწმუნებულების ფონდების მიერ თანხების ხარჯვის კანონიერებასთან დაკავშირებით, გამომდინარეობს თავად რწმუნებულის ფონდის, როგორც ორგანიზაციული წარმონაქმნის, ინსტიტუციური მონიტორინგის შედეგებიდან.

რწმუნებულის ფონდი წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევით შექმნილ სუბიექტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება, მათ შორის, ფინანსური სახსრების განკარგვა, ნებისმიერ შემთხვევაში უკანონოა.

მიუხედავად ამისა, მონიტორინგის მიზანი იყო საფუძვლიანად შეგვესწავლა, თუ რამდენად მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში რწმუნებულები ფონდების სახსრების ხარჯვის დროს.

2.1. რა ღონისძიებები შეიძლება დაფინანსდეს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდიდან?

„საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე“ საქართველოს კანონის თანახმად, ფონდის შექმნის მიზანია რეგიონული და თვითმმართველობის განვითარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, ხოლო ფონდის შემოსავლის შესაძლო წყაროდ განისაზღვრა:

  • საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერები;

  • საქართველოს ადგილობრივი ორგანოებისა და თვითმმართველობების (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარდა) მიზნობრივი წილობრივი შენატანები;

  • სხვა შემოსავალი, რომელიც კანონით არ არის აკრძალული.

კანონის თანახმად, საქართველოს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების წილობრივი მონაწილეობა პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის საშემოსავლო ნაწილში განისაზღვრება ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით. თუმცა, ფაქტობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა წილობრივი მონაწილეობა ფონდის საშემოსავლო ნაწილში განისაზღვრება ერთგვაროვნად, ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების 1%-ით, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ პარამეტრის შემუშავება მოხდა ცენტრალიზებულად და არა თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით.

ამ მხრივ, გამონაკლისს წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდი. რაიონული ბიუჯეტების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ სამცხე-ჯავახეთის მხარეში შემავალ არც ერთ რაიონს (ახალციხე, ბორჯომი, ნინოწმინდა, ასპინძა) რწმუნებულის ფონდში გადასარიცხი თანხა წლიურ ბიუჯეტში არ ჩაუსვამს.

ძირითადი ხარვეზი, რომელსაც ადგილი ჰქონდა „საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე“ საქართველოს კანონის მოქმედების პირველ ეტაპზე, იყო ის, რომ არც ერთი იურიდიული დოკუმენტი არ ითვალისწინებდა მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა ემსახურებოდეს ფონდის საქმიანობა. მხოლოდ ორი წლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 1999 წლის 8 ივნისს გამოცემული №363 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულებით“ განისაზღვრა, რომ ფონდი იქმნება სოციალ-ეკონომიკური და მუნიციპალური განვითარების პროგრამებისა და ფონდის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მიხედვით სხვა ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით და მისი შემოსავლები უნდა გამოიყენებოდეს:

) სოციალ-ეკონომიკური და მუნიციპალური განვითარების მიზნობრივი პროგრამების დასაფინანსებლად;

) შესაბამის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციოდ;

) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებათა დასაფინანსებლად.

როგორც ირკვევა, დაფინანსების ობიექტი ორ შემთხვევაში დაკონკრეტებულია და ვფიქრობთ, დასახელებული ღონისძიებები პრიორიტეტულია, ვინაიდან, თუკი სხვა ღონისძიებების მიმართ აღმატებული სახელმწიფოებრივი ინტერესი იქნებოდა, მათი დაკონკრეტებაც უსათუოდ მოხდებოდა. მაგრამ მესამე შემთხვევაში კანონმდებლობა დაფინანსების ობიექტად მოიაზრებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს, რაც მეტად ბუნდოვანი დებულებაა და ლავირების ფართო შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ნათლად ირკვევა, რომ რწმუნებულების ფონდების მიერ გახარჯული ფულადი სახსრები, უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ სხვა ღონისძიებათა დასაფინანსებლად გამოიყენება.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა პრეზიდენტის რწმუნებულებთან დაკავშირებით არსებულ საკანონმდებლო ბაზაზეც ჰპოვა ასახვა, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაც არის ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს 318 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 ივნისის 363 ბრძანებულება საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომელიც შეიცავდა რწმუნებულის ფონდის მიერ დასაფინანსებელი ღონისძიებების ჩამონათვალს და აღნიშნულ ღონისძიებათა განსაზღვრა, ფაქტობრივად, მთლიანად ფონდების პრეროგატივად იქცა.

ამ ყველაფრის გადასამოწმებლად პროექტის ფარგლებშისამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარდა საქართველოს რეგიონებში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების ფონდების დებულებებს, რომელთა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფონდების მიზნებისა და დასაფინანსებელი პროგრამების სამართლებრივი რეგლამენტაცია უფროზოგად ხასიათს ატარებს, ვიდრე ეს ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 ივნისის №363 ბრძანებულების მოქმედების პერიოდში, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მეტ-ნაკლებად აკონკრეტებდა დასაფინანსებელ ღონისძიებებს. ამ მხრივ, საინტერესოა იმერეთის მხარეშისაქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდში არსებული მდგომარეობა, რომლის კვლევის მიზნით შემოწმებულ იქნა ფონდის დებულების როგორც პირველადი,ისე ცვლილება შესული ვარიანტი. ბევრ სხვა ნაკლოვანებასა და სამართლებრივ ხარვეზთან ერთად გამოვლინდა, რომ ცვლილებები განიცადა ფონდის მიზნებმა და ამოცანებმა.დებულების პირველ ვარიანტში, კერძოდ, მის მეორე მუხლში დაკონკრეტებული იყო ის ღონისძიებები, რომლებსაც ფონდი ფინანსურად უზრუნველყოფდა. რაც შეეხება დებულების იმ ვარიანტს, რომელშიც 2005 წლის 5 მაისს ცვლილებები იქნა შეტანილი, მასში მთლიანად განზოგადდა იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებსაც ფონდი ფინანსურად უზრუნველყოფს: მონაწილეობს რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებაში, ახორციელებს სხვა საქმიანობასაც, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ფონდის წესდებასა და მოქმედ კანონმდებლობას. ბუნებრივია, რომ ასეთი ბუნდოვანი და არაფრისმთქმელი დებულება ხელს უწყობს კორუფცია საშიში სფეროების გაზრდის შესაძლებლობას და, შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით იმერეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდში არსებული მდგომარეობა რევოლუციამდელ პერიოდთან შედარებით უფრო მძიმეა.

2.2. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის პრიორიტეტები

იმერეთი

2004-2005 წლებში იმერეთში
პრეზიდენტის
სახელმწიფო
რწმუნებულის
ფონდის
შემოსავლები
(ლარებში)

რაიონის
წილობრივი
შემონატანები

შემოწირულობები

სულ

2004 წელი

126000

300000

426000

2005 წელი

368463

1025543

1394006

თუ რა ღონისძიებების დაფინანსებას მიიჩნევს რიორიტეტულად იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო წმუნებულის ფონდი, ამის დადასტურება ძნელი არ არის. მაგალითისათვის საკმარისია რწმუნებულის ფონდის საბჭოს 004 წლის 15 ოქტომბრის და 2005 წლის 7 ივნისის ადაწყვეტილებები, რომლითაც დამტკიცდა სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდიდან ადმორიცხული თანხის (300000 ლარი) და შს ყოფილი ინისტრის კობა ნარჩემაშვილის შემოწირულობის (912500 ლარი) ხარჯთაღრიცხვები. თანხები მთლიანად გაიხარჯა რეგიონში ფასადებისა და საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის.

0x01 graphic

სამეგრელო-ზემო სვანეთი

2004-2005 წლებში
სამეგრელო-ზემო
სვანეთის
პრეზიდენტის
სახელმწიფო
რწმუნებულის
ფონდის
შემოსავლები
(ლარებში)

რაიონის
წილობრივი
შემონატანები

შემოწირულობები

სულ

2004 წელი

100000

48000

148000

2005 წელი

175000

307509

482509

საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ სამეგრელო-ზემო ვანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის წმუნებულის ფონდის 2005 წლის ხარჯვითი ნაწილის ქემას.

0x01 graphic

1. სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება;
2. სხვადასხვა ხარჯი;
3. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება;
4. რეგიონის წარმომადგენელთა საერთაშორისო ვიზიტები;
5. ადმინისტრაციის ავტომანქანებით უზრუნველყოფა;
6. სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება.

სამცხე-ჯავახეთი

2004-2005 წლებში სამცხეჯავახეთის
პრეზიდენტის
სახელმწიფო
რწმუნებულის
ფონდის
შემოსავლები
(ლარებში)

რაიონის
წილობრივი
შემონატანები

შემოწირულობები

სულ

2004 წელი

86000

16325

102325

2005 წელი

59363

251500

310863

გთავაზობთ დაფინანსებული ღონისძიებების ჩამონათვალს:

  • სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება 21 კაცზე, საერთო თანხით - 2545 ლარი;

  • ახალგაზრდული პროგრამების (სპორტული ღონისძიებების) დაფინანსება - 300 ლარი;

  • რწმუნებულის აპარატის ოფისის ხარჯების დაფინანსება - 3912,39 ლარი;

  • კულტურული ღონისძიებების დაფინანსება - 4020 ლარი;

  • ფონდის ბუღალტერიის წარმოების ხარჯები (ბუღალტრის ხელფასი, საბანკო მომსახურების 1%25 და სოც. ანარიცხები) - 1225,67 ლარი;

  • ახალქალაქის რაიონის სკოლებისათვის სასკოლო ინვენტარის შეძენის ნაწილობრივი დაფინანსება - 2760,52 ლარი.

პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის 2004 წლის საერთო ხარჯმა შეადგინა 14763 ლარი და 58 თეთრი. ამდენად,საანგარიშო წლის ბოლოს ნაშთი შეადგენდა 21863 ლარს და 17 თეთრს. 2005 წელს ირკვევა, რომ ფონდის მთლიანი შემოსავლები განსაზღვრული იყო 124 063 ლარითა და 17 თეთრით (მათ შორის, 21 863 ლარი და 17 თეთრი წინა წლის ნაშთია). თუმცა, რეალურმა შემოსავალმა, ნაშთის ჩათვლით, 310 863 ლარი და 17 თეთრი შეადგინა. აღნიშნული სხვაობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ფონდს მოუწია ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძის №1 საშუალო სკოლის მშენებლობის, სასკოლო ინვენტარისა და კომპიუტერული ტექნიკის შეძენა, რაზეც დაიხარჯა 230 160 ლარი და 80 თეთრი. გამომდინარე აქედან, ისმის კითხვა - რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდში შემოწირულობები 2005 წელში.რწმუნებულის ფონდის შემოსავლების დიდი ნაწილი - 180 500 ლარი - მოდის „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიაზე“. აღნიშნული თანხა, წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მთლიანად მოხმარდა ნინოწმინდისრაიონის სოფელ განძის №1 საშუალო სკოლის მშენებლობას.50 000 ლარი გადმორიცხული იქნა სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდიდან, რომელთანაც რწმუნებულის ფონდს 2005 წლის 21 მარტს დადებული აქვს ხელშეკრულება გრანტის შესახებ.

კახეთი

2004-2005 წლებში
კახეთში
პრეზიდენტის
სახელმწიფო
რწმუნებულის
ფონდის
შემოსავლები
(ლარებში)

რაიონის
წილობრივი
შემონატანები

შემოწირულობები

სულ

2004 წელი

70070

626650

702523

2005 წელი

81600

603452

605998

თუ რა ღონისძიებების დაფინანსებას მიიჩნევს პრიორიტეტულად კახეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდი, ამის დადასტურება ძნელი არ არის. 2004 წლის მანძილზე რეფორმებისა და განვითარების ფონდიდან რწმუნებულის ფონდში ჩარიცხულია 400 000 ლარი, ხოლო 2005 წლის მანძილზე 300 000 ლარი. თანხები მთლიანად გაიხარჯა რეგიონში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესასრულებლად. 2004 წელს სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდიდან მიღებული 200 000 ლარი კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის მიერ შემდეგ „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებში“ იქნა გახარჯული:

0x01 graphic

გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის

2004-2005 წლებში
იმერეთში
პრეზიდენტის
სახელმწიფო
რწმუნებულის
ფონდის
შემოსავლები
(ლარებში)

რაიონის
წილობრივი
შემონატანები

შემოწირულობები

სულ

2004 წელი

- 50000

50000

2005 წელი

- 212710

212710

0x01 graphic

რწმუნებულის ფონდის ხარჯვითი ნაწილის პრიორიტეტები კარგად ჩანს 2005 წლის ხარჯთაღრიცხვებში.

1. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად;
2. სოციალური დახმარებისთვის;
3. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება;
4. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები;
5. სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სფეროები, რომლებიც, რწმუნებულის ფონდის დებულების თანახმად, პრიორიტეტებად არის მიჩნეული, ნაკლებად ფინანსდება, ვიდრე სხვა სფეროები, რომლითაც მთავრდება დასაფინანსებელი პრიორიტეტული პროგრამების ჩამონათვალი და, რომელიც, როგორც ჩანს, რწმუნებულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამის ნათელი დადასტურებაა ის ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ სხვადასხვა რეგიონის მაგალითზე.

2.3. ფონდის შემოსავლები

საქართველოს კანონის საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე მე-2 მუხლის მიხედვით, ფონდის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

  • საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გაცემული მიზნობრივი ტრანსფერები;

  • სხვა შემოსავლები, რომლებიც კანონით არ არის აკრძალული;

  • საქართველოს ადგილობრივი ორგანოებისა და თვითმმართველობის (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარდა) მიზნობრივი წილობრივი შენატანები

მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს ფონდის სახსრების ფორმირება. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზესაქართველოს კანონის თანახმად, ფონდის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიზნობრივი წილობრივი შენატანები, რომლის ოდენობა განისაზღვრება თავად თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით. რეალურად არსებული მდგომარეობის მიხედვით, კახეთისა და საქართველოს სხვა მხარეებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიზნობრივი წილობრივი შენატანის ოდენობა შეადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულების 1%25-ს. საინტერესოა, რომ ყველგან საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის დებულება თავად განსაზღვრავს მიზნობრივ წილობრივ შენატანს და ადგენს, რომ ის ადგილობრივი ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულების 1%25 ოდენობას უნდა წარმოადგენდეს და ეს დანაწესი თავისთავად გამორიცხავს ადგილობრივი თვითმმართველობის მიზნობრივი წილობრივი შენატანების „ნებაყოფლობითობას“.

ნებისმიერ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიზნობრივი წილობრივი შენატანის ოდენობის განსაზღვრა ადგილობრივი ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულების 1%25-ით რწმუნებულის ფონდს საკმაოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს და დიდ ტვირთად აწვება ადგილობრივ ბიუჯეტებს, რომელთაც ხშირად, უსახსრობის გამო, არ შეუძლიათ, დააფინანსონ რაიონისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამებიც კი.

2. სხვა შემოსავალი, რომელიც კანონით არ არის აკრძალული. რწმუნებულის ფონდების ანგარიშზე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები ძირითადად შემოწირულობების სახით აკუმულირდება. 2005 წლის 6 იანვარს იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდში 912500 ლარის შესვლა შემოწირულობის სახით ემთხვევა პერიოდს, როდესაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა კობა ნარჩემაშვილი.

2005 წელს იმერეთში შემოწირულობამ ფონდის მთლიანი შემოსავლების 74%25 შეადგინა:

0x01 graphic

ვფიქრობთ, რომ ფონდის წყარო შემოწირულობების ნაწილში საეჭვო გარიგების შედეგია, რაც ვერ ჩაითვლება შემოწირულობის იმ სახედ, რასაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს.

2.4. არამიზნობრივი ხარჯვა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულებით“, შემოსავლები უნდა გამოიყენებოდეს:

1. სოციალ-ეკონომიკური და მუნიციპალური განვითარების მიზნობრივი პროგრამების დასაფინანსებლად;

2. შესაბამის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციოდ;

3. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად.

კიდევ ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც რწმუნებულის ფონდის პრიორიტეტებს საზღვრავს, არის საქართველოს კანონი პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე, რომლის თანახმად, ფონდის საქმიანობის მიზანია, რეგიონული და თვითმმართველობის განვითარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის ხელშეწყობა. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ფაქტები საწინააღმდეგოს მოწმობენ. მაგალითად:

იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის მიერ 2004 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, საკანცელარიო ხარჯებიდან ყოველთვიურად გამოყოფილ იქნა თანხა (ყოველთვიურად ასი ლარი) რწმუნებულის დაცვის მუშაკებისთვის მონო ბარათების შესაძენად. მსგავს შემთხვევას ადგილი აქვს კახეთის მხარეშიც, სადაც პრეზიდენტის რწმუნებულისაპარატის თანამშრომლების სავიზიტო ბარათებისა და მოწმობების დასაბეჭდად 850 ლარი დაიხარჯა.

იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, 2005 წლის 31 აგვისტოს რწმუნებულის ფონდის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც რწმუნებულს საცხოვრებელი სახლის ქირისათვის აგვისტოს თვიდან დეკემბრის ჩათვლით გამოეყო 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც პრეზიდენტის რწმუნებულს გიგი უგულავას ბინის ქირისთვის ფონდიდან ყოველთვიურად გამოეყოფოდა 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

რწმუნებულის ფონდის თანხები, უმეტეს შემთხვევაში, არამიზნობრივად არის განკარგული და, სხვათა შორის, ისეთი ღონისძიებებისთვისაც კი (საოფისე, კომუნიკაციის, საწვავის, რწმუნებულის აპარატის თანამშრომელთა პრემიებისთანხები), რომელთათვის სხვა წყაროებიდან ისედაც არისგამოყოფილი თანხები. მაგალითად, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 აპრილის №97 განკარგულებით, კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 45 700 ლარი სახელმწიფო აპარატის მუშაკთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით.

შესაბამისად, თანხები, რომლებიც რწმუნებულის ფონდებიდან გაიწერა, არამიზნობრივია და მას აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს რწმუნებულის აპარატის შენახვის ხარჯები. ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ თანხების ხარჯვისას ნაკლები ყურადღება ეთმობა ხარჯვის მიზნობრიობას.

2.5. კანონდარღვევით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები1

რწმუნებულის ფონდის ფინანსური მონიტორინგის დროს ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენდა რწმუნებულების ფონდების მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვის შემოწმება. წარმოებული კვლევის შედეგად მიღებული სურათიდან ნათლად ჩანს, რომ რწმუნებულების ფონდების მხრიდან უხეშად ირღვევა ზემოხსენებული კანონის მოთხოვნები.

ფორსმაჟორი - ერთ პირთან მოლაპარაკების წესით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მეთოდი

საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით სახელმწიფო შესყიდვა დასაშვებია, თუ არსებობს ფორსმაჟორული სიტუაცია და აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება.

იმერეთის მხარეში 2004 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდსა და შპს „საქართველოს გზებს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საგანია ქ. ქუთაისში გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის მიმდინარე შეკეთება ჯავახიშვილის ქუჩაზე (1400 კვ.მ. ფართობზე); ბუხაიძის ქუჩაზე ოღასყურის სასაფლაომდე (2300 კვ.მ. ფართობზე) და ორახელაშვილის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობამდე (800 კვ.მ ფართობზე). სულ შესრულებულ სამუშაოთა სავარაუდო მოცულობამ შეადგინა 4500 კვ.მ.ფართობი, საერთო ღირებულებით 90000 ლარი. ხელშეკრულების საფუძველია სახელმწიფო შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების წესით - „ფორსმაჟორული“ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელსაც, მართალია, ითვალისწინებს საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, მაგრამ, ცალკე მსჯელობის საგანია, რეალურად წარმოადგენდა თუ არა გადაუდებელ აუცილებლობას აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვა.„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთ პირთან მოლაპარაკებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება შესაძლებელია, თუ არსებობს „ფორსმაჟორული“ სიტუაცია და აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება. დაუძლეველ ძალას კანონმდებლობასა და სახელშეკრულებო პრაქტიკაში მიეკუთვნება სტიქიური უბედურებები (მიწისძვრა, წყალდიდობა) ან პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. წარმოადგენდა თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი ქუჩების გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის მიმდინარე შეკეთება „ფორსმაჟორს“, ძნელი სათქმელია. ფაქტი კი სახეზეა -წლობით დაზიანებული ქუჩების შეკეთება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დარღვევით განხორციელდა.

ერთ პირთან მოლაპარაკების წესით შესყიდვის პირობები

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით სახელმწიფო შესყიდვა დასაშვებია, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში - 50000 ლარს.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა დასტურდება რწმუნებულის ფონდის აღმასრულებელი დირექციის მიერ 2004 წლის ნოემბერ-დეკემბერში შპს „ქუთფასადმშენის“ დირექტორ ამირან არიშვილთან გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზით. აღნიშნულ პერიოდში, 10 ნოემბერს, 16 ნოემბერს და 8 დეკემბერს რწმუნებულის ფონდმა განახორციელა 53336 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა. ეს ხელშეკრულებები გაფორმებულია სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიზნით, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, რომელსაც, მართალია, ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 22- მუხლი, თუმცა, იქვე განმარტავს, თუ როდისაა აღნიშნული წესით სახელმწიფო შესყიდვა კანონიერი. კერძოდ, აღნიშნულ მუხლში ნათქვამია, რომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 50000 ლარს. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი გახლავთ სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის და სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდა გარკვეული შუალედებით და ცალ-ცალკე ხელშეკრულებების საფუძველზე, ფონდისთვის ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმის სამტკიცებლად, რომ მოცემული სახელმწიფო შესყიდვა კანონიერი იყო. პირიქით, საქმე გვაქვს რწმუნებულის ფონდის მიერ განხორციელებულ მიკერძოებულ გარიგებასთან, რომელიც, როგორც ჩანს, მომგებიანი აღმოჩნდა ორივე მხარისათვის, რაც მათ შორის 2005 წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულებებიდანაც ირკვევა.

2005 წლის 14 იანვარს რწმუნებულის ფონდის მიერ განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვა 51261 ლარის ფარგლებში. აღნიშნული თანხიდან ხელშეკრულება გაფორმებულია ორ ნაწილად - პირველი ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „საქგაზპროექტთან“ 2000 ლარზე, რომელიც ეხება ავტომშენებლის გამზ. №53-ში მდებარე შინაგანი ჯარის სამხედრო ნაწილი №2056-ის საქვაბეების გაზმომარაგების მუშა პროექტის მომზადებასა და გენერალური გეგმის შედგენას. რაც შეეხება მეორე ხელშეკრულებას, იგი გაფორმდა ს.ს „ქუთგაზთან“ 49261 ლარზე და ეხება ავტომშენებლის გამზ. №53-ში მდებარე შინაგანი ჯარის სამხედრო ნაწილი №2056-ის გაზმომარაგების აღდგენა-გამართვას. რწმუნებულის ფონდის აღმასრულებელმა დირექციამ აღნიშნულ შემთხვევაში ერთგვარ ხერხს მიმართა - ხელშეკრულებები სხვადასხვა იურიდიულ პირებთან არის გაფორმებული, ცალ-ცალკე ისინი შეესაბამება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლს, რომელშიც მოცემულია პირობები, როდის შეიძლება გაფორმდეს ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით. საერთო ჯამში მოცემული თანხა, კანონის თანახმად, საჭიროებდა ტენდერის გამოცხადებას და, შესაბამისად, მიუკერძოებელი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას, რაც რწმუნებულის ფონდის მიერ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უგულებელყოფილ იქნა.

2005 წლის პირველ კვარტალში რწმუნებულის ფონდმა, ისევ და ისევ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „ქუთფასადმშენისგან“ განახორციელა სახელმწიფო შესყიდვა 69884 ლარზე. გაფორმებული ხელშეკრულებები ეხება ქუთაისში მდებარე სამი საცხოვრებელი სახლის ფასადების კაპიტალურ შეკეთებას. აღნიშნულ შემთხვევაშიც, აუცილებელი იყო ტენდერის გამოცხადება, რაც პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის მხრიდან კვლავ არ შესრულდა. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა უკანონოდ. შედეგი კი უკვე სახეზეა - 4 წლის ვადით ჩაბარებული ობიექტის, ასათიანის ქუჩის №147-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, ფასადის მარჯვენა მხარე ჩაბარებიდან ცხრა თვის შემდეგ თითქმის მთლიანად ჩამოინგრა.

დამატებით უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი საკითხი. 2004 წლის 7 დეკემბერს იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდმა შპს „ქუთფასადმშენისგან“ განახორციელა სახელმწიფო შესყიდვა 9159 ლარის ოდენობით, ქუთაისის ცენტრში საახალწლო ფერადი მანათობელი გირლიანდების მოწყობაზე. საერთო ჯამში ამ ორგანიზაციისთვის გადარიცხული თანხა შეადგენს 170835 ლარს.

2005 წლის 8 ივლისს რწმუნებულის ფონდის მიერ განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვა ქუთაისში, რუსთაველის გამზირის №71, 73, 75, 77, 104-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების ფასადების კაპიტალური შეკეთების თაობაზე, ღირებულებით 153000 ლარი. ხელშეკრულება გაფორმებულია რწმუნებულის ფონდის აღმასრულებელ დირექციასა და სს „იბერია-21“-ს შორის.გვინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ საქმე გვაქვს რწმუნებულის ფონდის მხრიდან განხორციელებულ მიკერძოებულ გარიგებასთან და, შესაბამისად, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მოთხოვნათა დარღვევებთან. გარდა კანონის 22-ე მუხლისა, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულ იქნა ხსენებული კანონის მე-7 მუხლიც, რომლისმე-2 პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ, „როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 70000 ლარზე,ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში -230000 ლარზე და აღემატება 25000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში - 120000 ლარს, ტარდება დახურული ტენდერი“. აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვა სწორედ რომ დახურული ტენდერის ჩატარებით უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, როგორც რწმუნებულის ფონდის აღმასრულებელი დირექცია ირწმუნება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა პრეზიდენტის უშუალო მითითებაა, რათა აღნიშნული ღონისძიებები დაჩქარებული ტემპით განხორციელებულიყო.

2005 წლის 11 ივლისს რწმუნებულის ფონდის მიერგანხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვა ქ. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირი №18, 20, 36 საცხოვრებელი სახლების ფასადების კაპიტალური შეკეთების თაობაზე, ღირებულებით 52965 ლარი. ხელშეკრულება გაფორმებულია ინდივიდუალურ მეწარმე თეიმურაზ ხელოიშვილთან. რწმუნებულის ფონდის აღმასრულებელი დირექციის მხრიდან, აღნიშნულ შემთხვევაშიც, ადგილი აქვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე ერთ პირთან მოლაპარაკების წესით. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თუ სხვა შემთხვევებში პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდი და მისი აღმასრულებელი დირექცია სხვადასხვა თარიღით, სხვადასხვა იურიდიულ პირთან მოლაპარაკების წესით ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვებს, ამჯერად ხელშეკრულება გაფორმდა ერთ პირთან, რითაც ცალსახად იქნა დარღვეული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 22- მუხლის მოთხოვნები.

2004 წლის 25 ნოემბერს და 2005 წლის 7 თებერვალს რწმუნებულის ფონდსა და შპს „თ.ვ.გ. კომპანიას“ შორის დაიდო ხელშეკრულებები ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე №1 და №2 ხიდების მოაჯირების და სახელურების შეღებვაზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმწოდებელი აგრეთვე იღებდა ვალდებულებას, ყრუ მოაჯირსა და ბორდიურებზე ჩამოვარდნილი ფილების ადგილები შეეცვალა შელესვით, სილა ცემენტის ხსნარით და შეღებვით. სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, საერთო ღირებულებით 21964 ლარი. ზემოთ აღნიშნული მომსახურება მიმწოდებელმა განახორციელა თანახმად დეფექტური აქტისა და დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისა, სადაც გათვალისწინებული იყო სამშენებლო ნაგვის გატანა 10 კილომეტრზე, რისთვისაც ხარჯთაღრიცხვაში შესაბამისი თანხაც ჩაიდო. ჩვენ მიერ გამოთხოვნილი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნებში მითითებულია, რომ სამუშაოები შესრულებულია დამაკმაყოფილებლად, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით, თუმცა, საწინააღმდეგოს მოწმობს აღნიშნული ობიექტების ადგილზე დათვალიერებით არსებული სიტუაცია.

კიდევ ერთი უხეში კანონდარღვევა, რომელსაც ადგილი აქვს იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის აღმასრულებელი დირექციის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თვალსაზრისით, ასახულია ინდმეწარმე ამირან ცირეკიძესთან 2005 წლის 14 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირი №54, 56, 60, 62 საცხოვრებელი სახლების ფასადების კაპიტალურ შეკეთებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 85608 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაშიც, უხეშადაა დარღვეული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მიზანი, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა და ამავე კანონის 22-ე მუხლის მოთხოვნები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების თაობაზე.

სამცხე-ჯავახეთში ხელშეკრულებების ძირითადი ნაწილი დადებულია თანხებზე, რომლებიც აღემატება 10 000 ლარს. არადა, ამ შემთხვევაშიც, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მიხედვით, უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი, თუ ადგილი არ ჰქონდა ფორსმაჟორულ სიტუაციას. ახალციხეში მცხოვრებ ფიზიკურ პირთან მალხაზ შემაზაშვილთან დადებულ ხელშეკრულებას - 17 000 ლარად ყველგანმავალი ავტომობილის „ფორდ მავერიკის” შეძენაზე - წინ არ უსწრებდა არანაირი ტენდერის გამოცხადება. გარდა აღნიშნულისა, ამ ხელშეკრულებების უმრავლესობა არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას. მაგალითისათვის საკმარისია 2005 წლის 20 და 25 აგვისტოს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები ავეჯის დამზადებასა და კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე. ორივე ხელშეკრულება 10000 ლარს აღემატება. (გარდა ამისა, გიორგი ხაჩიძის რწმუნებულობის დროს განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო შესყიდვები, სადაც არ არის მითითებული შესყიდვის ღირებულება, მაგალითად, 30 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება რწმუნებულის ფონდსა და ინდმეწარმე „კირილე მარკოიძეს“ შორის სკამებისა და დივანის მიწოდებაზე).

ღია და დახურული ტენდერი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

ღია ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 70000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში - 230000 ლარს. დახურული ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 70000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში - 230000 ლარზე და აღემატება 25000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში - 120000 ლარს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული შემდეგი კონტრაქტებისათვის: ხელშეკრულება დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შადრევნის რეკონსტრუქციის შესახებ; დამკვეთი - ზუგდიდის რაიონის გამგეობა (გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მ. არდია); შემსრულებელი - შპს „კოლხური არქიტექტურა“. ხელშეკრულებით დადგენილი სამშენებლო სამუშაოს ფასი -- 146 694 ლარი (კანონის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო დახურული ტენდერი); ხელშეკრულება დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის შესახებ, დამკვეთი ზუგდიდის რაიონის გამგეობა (მ. არდიას სახით), შემსრულებელი - შპს „არქმშენინვესტი“, ხელშეკრულებით დადგენილი ფასი - 262 071 ლარი. ასეთ შემთხვევაში, უნდა ჩატარებულიყო ღია ტენდერი.

კახეთის მხარეში მეტად საინტერესო მდგომარეობაა პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თვალსაზრისით. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 1ბ პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ანგარიშიც საბიუჯეტო თანხებით ივსება, ვალდებულია, შესყიდვების განხორციელების დროს დაიცვას“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისმოთხოვნები. გამომდინარე აქედან, პასუხი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, კანონის უხეში დარღვევაა, კერძოდ, რწმუნებულის ფონდი გვატყობინებს, რომ ვინაიდან მის მიერ შესასრულებელი სამუშაოები არ ფინანსდება ბიუჯეტიდან, მასზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და, შესაბამისად, 2004-2005 წლებში ფონდს სახელმწიფო შესყიდვები არ უწარმოებია.

კახეთის მხარეში რწმუნებულის ფონდის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებათა უმეტესობა დადებულია ერთსა და იმავე პირთან, რაც მიუთითებს კონტრაქტორების სუბიექტური პრინციპით შერჩევაზე. არის ასევე შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი ერთ შემთხვევაში გვევლინება როგორციურიდიული პირის წარმომადგენელი, ხოლო მეორე შემთხვევაში - როგორც ინდივიდუალური მეწარმე.

კიდევ უფრო პრობლემური კი ის გახლავთ, რომხელშეკრულებები მოხსენიებულია, როგორც „შრომითი ხელშეკრულება“, რეალურად კი, სახეზეა წმინდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. უდავოა, ყოველივე აღნიშნული კეთდება იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულებები, მაგრამ, თუკი იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდი ხსენებული კანონითდადგენილი სავალდებულო პროცედურების თავიდან აცილებას საკმაოდ მარჯვედ და ოსტატურად ახერხებს, კახეთის მხარის შემთხვევაში, პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდი საკმაოდ უსუსურად და გულუბრყვილოდ ცდილობს, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება შრომით ხელშეკრულებად წარმოაჩინოს. თანაც, ხშირ შემთხვევაში, ამ შრომითი ხელშეკრულების მეორე მხარეს, რომელიც სამუშაოებს ასრულებს, წარმოადგენს იურიდიული პირი,რომელსაც, როგორც ჩანს, თურმე შრომითი უფლებებიც გააჩნია, ანუ იგი შეიძლება იყოს დაქირავებული მუშაკი.

გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის მიერ 2004 წლის 25 დეკემბერს დადებულ იქნა ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკებით ინდივიდუალურ მეწარმე თამარ დოლაბერიძესთან მომსახურების შესყიდვაზე. აღნიშნული ხელშეკრულების საგანი არის „ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებში საახალწლო ღონისძიებების ჩატარება.“ აღნიშნული ხელშეკრულების ფასი 12 000 ლარს შეადგენს.

საახალწლო საზეიმო ღონისძიებების მოწყობა ინტელექტუალურ შესყიდვათა რიცხვს განეკუთვნება, ხოლო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-6 მუხლების, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების 21-ე მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება, მსგავსი ტიპის შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელდეს. მით უფრო, რომ ხელშეკრულების ღირებულება 10 000 ლარს აღემატება და იგი (ინტელექტუალური შესყიდვის არარსებობის შემთხვევაშიც კი) ფასთა კოტირების წესით უნდა განხორციელებულიყო.

2.6. კანონდარღვევით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შედეგები

აღსანიშნავია, რომ, ხშირ შემთხვევაში, ფონდის ფულადი სახსრებით დაფინანსებული ღონისძიებები უხარისხოდ წარიმართება. მაგალითად, საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შენობანაგებობების ფასადების შეკეთება-შეღებვის სამუშაოებს, რაც, არცთუ იშვიათად, არადამაკმაყოფილებლად სრულდება. საილუსტრაციოდ წარმოვადგენთ ფოტომასალას, რომელზეც აღბეჭდილია ზემოაღნიშნული სამუშაოების შედეგები.

აქედან გამომდინარე, რწმუნებულების ფონდების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას უხეშად არის დარღვეული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალებების ან მეთოდების არასწორი შერჩევა კი წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1595 მუხლის შესაბამისად. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ან მეთოდის არასწორად შერჩევა ფასთა კოტირების ჩატარების თავიდან ასაცილებლად, ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის განხორციელების საშუალებების იმ მონეტარული (ფულადი) ზღვრების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით, გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორასიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე. თუმცა, რწმუნებულის ფონდის აღმასრულებელი დირექციის მიმართ ზემოხსენებული სახდელის გამოყენების პრაქტიკა ჯერჯერობით არ არსებობს.

2.7. რწმუნებულის ფონდის მართვის უფლებამოსილება

სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის დებულების მე-4 მუხლის I პუნქტში აღნიშნულია, რომ ფონდს მართავს და მის სახსრებს განაგებს ფონდის საბჭო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის განკარგულებითა და დებულებით. რაც შეეხება ფონდის აღმასრულებელ დირექციას, მისი საქმიანობის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ფონდის საბჭოს გადაწყვეტილება.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, არის შემთხვევები, როცა რწმუნებულის ფონდის აღმასრულებელი დირექცია უფლებამოსილებას ამეტებს და თანხას განკარგავს ფონდის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდეც. მაგალითად, 2005 წლის 25 მარტს შპს „ქუთფასადმშენთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები ჯავახიშვილის ქუჩის №1 და №2 საცხოვრებელი სახლის ფასადის შეკეთების თაობაზე. ჯამში თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 54994 ლარს, რომლის განკარგვაც, საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფორმდა 2005 წლის 28 მარტს. შპს „ვარციხის“ ტერიტორიაზე სპორტული მოედნის მოსაწყობად ხელშეკრულებები 14 დღით ადრე გაფორმდა, ვიდრე ამ საკითხზე რწმუნებულის ფონდის საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებდა. აღნიშნულ შემთხვევაში წინსწრებით გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ფასი 22855 ლარია.

კიდევ ერთი კანონდარღვევა იმერეთის მხარეში, რომელსაცაუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, ესაა რწმუნებულის ფონდის საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე განკარგული თანხა, კერძოდ, 2004 წლის 2 აგვისტოს რწმუნებულის ფონდის საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ვიზიტისათვის გამოიყო 1000 ლარი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას თან ახლავს რწმუნებულის 2004 წლის 2 აგვისტოს 126- განკარგულება, რომლიდანაც ირკვევა, რომ ქუთაისში იმ სხდომის უზრუნველსაყოფად და სტუმრების მისაღებად, რომელიც განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას ეხებოდა, რწმუნებულმა მიზანშეწონილად მიიჩნია, 1000 ლარი ფონდის საბჭოსთვის ეთხოვა. მიუხედავად ამისა, ფონდის 2004 წლის ფინანსურ ანგარიშში წერია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიღებისა და განათლების სისტემაში რეფორმების მხარდაჭერისათვის გაიხარჯა 1600 ლარი, რომელიც, რწმუნებულის ფონდის მაშინდელი მთავარი ბუღალტრის განმარტებით, შედგება განათლების მინისტრის ვიზიტისათვის გახარჯული 876 ლარისა და სახელმწიფო გამოცდებისა და შეფასების ცენტრის სტუმრობისათვის გახარჯული 600 ლარისაგან. აღნიშნული თანხის გამოყოფა მოხდა რწმუნებულის 22 დეკემბრის 199 განკარგულებით. ფონდის აღმასრულებელი დირექცია ირწმუნება, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა რაიონის გამგებლებთან სამუშაო თათბირზე, თუმცა, ფონდის საბჭოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 2004 წლის 28 დეკემბრით თარიღდება, არაფერია ნათქვამი აღნიშნული ღონისძიების დაფინანსებაზე. თანაც, თუ ამ ორი ღონისძიების ხარჯებს შევკრებთ, მივიღებთ 124 ლარით ნაკლებს, ვიდრე ეს 2004 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიშშია ასახული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის 2004 წლის 9 ნოემბრის №9 ოქმის მიხედვით, დამტკიცდა ხარჯები დადიანების სასახლისა და ცენტრალური ბულვარის კეთილმოწყობისათვის. მოპოვებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ღონისძიების განხორციელებასთან დაკავშირებით გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება თარიღდება ადრინდელი რიცხვით - 25 ოქტომბრით, ანუ ხარჯვის დამტკიცებამდე ზუგდიდის რაიონის გამგებელმა უკვე დადო შესაბამისი ხელშეკრულებები.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სახეზე გვაქვს უფლებამოსილების გადამეტება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით შემდეგი სახით კვალიფიცირდება: მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით - ვადით ოთხ თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით - ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით - ვადით სამ წლამდე.

2.8. სხვადასხვა სახის კანონდარღვევები

კახეთის მხარეში რწმუნებულის ფონდის კუთვნილი ავტომანქანების აუქციონი და მისი შედეგები

საუბარია იმაზე, რომ, ამ შემთხვევაში, დაცული უნდა ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების (რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან), ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი2 ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესი. ჩვენ გამოვითხოვეთ რწმუნებულის განკარგულება ფონდის კუთვნილი ავტომანქანების VOLVO S-90 და გაზ 31029-ის ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნისა და კომისიის მიერ მომზადებული ავტომანქანების შეფასების ტიპიური და სალიკვიდაციო აქტების ასლები, ასევე, აუქციონის მასალები და მათი გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული ბრძანებით, კონკურსის ან აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს (უწყების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და სამინისტროს (ან მისი ტერიტორიული ორგანოს) ერთობლივი კომისია, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, აღნიშნული ავტომანქანების რეალიზაციასთან დაკავშირებით, კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 19.04.2005წ. №23 განკარგულებით, შექმნილია კომისია, რომელშიც საერთოდ არ მონაწილეობენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები, რითაც დარღვეულია ზემოაღნიშნული ბრძანების პირველი თავის მე-6 პუნქტის მოთხოვნა. სარეალიზაციო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა სამი წევრით, აქედან, ორი წევრი რწმუნებულის აპარატიდან და ერთი - რწმუნებულის ფონდიდან. ამასთან, ზემოაღნიშნული მანქანების რეალიზაციასთან დაკავშირებით არ შემდგარა ავტომანქანების შეფასების ტიპიური და სალიკვიდაციო აქტები, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ზემოხსენებული ბრძანების პირველი თავის მე-4 პუნქტის მოთხოვნა.

გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის თავმჯდომარის 25 იანვრის 2005 №2 განკარგულებით, გამოიყო 1900 ლარი „რეზერვისტების საკვების შესაძენად.“ აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, ფონდის მიერ შეძენილ იქნა: 10 ტომარა შაქარი; 10 ტომარა ფქვილი; 50 ბოთლი ზეთი; 55კგ. ბრინჯი; 40 „ბლოკი“ სიგარეტი „ვინსტონი.“ საკვები მოხმარდა გურიის რეზერვისტთა №12 ბრიგადას. თუმცა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, გურიის რეზერვისტთა №12 ბრიგადის კვებისა და ეკიპირების ხარჯები სრულად დაფინანსებულ იქნა თავდაცვის სამინისტროს მიერ. აქედან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ადგილი აქვს თანხების გადაფარვას. გურიის მხარეში რწმუნებულის ფონდიდან გაწერილი 1900 ლარის ბედი გაურკვეველია.

რწმუნებულის ფონდიდან დაფინანსებული სოციალური დახმარება და კრიტერიუმების არარსებობის შედეგები:

მონიტორინგის პროცესში ყველა რეგიონის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ფონდიდან ხდება სოციალური დახმარებების გაცემა. მაგალითისათვის მოვიყვანთ კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის სოციალურ პროგრამას:

  • ე. გველუკაშვილის სამკურნალოდ 300 ლარი.

  • ლ.ხატიაშვილის მკურნალობისათვის 1000 ლარი.

  • მ.ტურაშვილისათვის 350 ლარით დახმარება.

  • მ.სოლომნიშვილისათვის 100 ლარით დახმარება.

  • ხანძრის შედეგად დაზარალებულ 14 ოჯახზე დახმარების გაცემა, სულ 1400 ლარი.

  • ნუნუ გიგაშვილისათვის გულის ოპერაციის გასაკეთებლად 1000 ლარით დახმარება.

  • ნ. ცეკურიშვილისათვის 50 ლარი.

  • ა. ბაქრაძისათვის 100 ლარი.

  • თ. გვაჯავასათვის 100 ლარი.

  • გ. ტარტერაშვილისათვის 50 ლარი.

  • ქ. ტკაჩევასათვის 50 ლარი.

  • ნ. მამალაშვილისათვის 50 ლარი.

  • ე. ცისკარიშვილისათვის 50 ლარი.

  • მ. ეტრიაშვილისათვის 150 ლარი.

სულ 2005 წელს კახეთის მხარეში რწმუნებულის ფონდიდან დახმარების სახით გაიცა 6183 ლარი.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რა პრინციპით მოხდა ზემოხსენებულ მოქალაქეთა შერჩევა და მათთვის დახმარების მიზნით სხვადასხვა რაოდენობის თანხების გაღება. ანუ, ზოგადად, ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულის ფონდიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მატერიალური დახმარებების გაცემის წესი და პირობები (ბენეფიციარები, დახმარების პერიოდულობა, ოდენობა დასხვა). ამაზე რწმუნებულის ფონდის ხელმძღვანელობის მხრიდან მივიღეთ საკმაოდ მოკლე და არაფრისმთქმელი პასუხი - „რწმუნებულის ფონდიდან სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე დახმარების გაცემა ხდება საბჭოზე წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის თანდართვით.“3 აღნიშნული პასუხი გვაფიქრებინებს, რომ მოქალაქეს, რომელიც გაჭირვებულია და ფონდიდან კონკრეტული დახმარების მიღება სურს იმის გამო, რომ განუკურნებელი დაავადებისთვის წამალი შეიძინოს ანდა საკვები მიუტანოს თავის მრავალშვილიან ოჯახს, რეალურად უფრო მეტი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, რომელიც, ჩვენი ოფისის მიერ გაწეული კონსულტაციებისა და პრაქტიკის მაგალითზე, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარსა და, მოქალაქის საცხოვრებელი რაიონის შესაბამისად, რაიონის გამგეობებზე განცხადების გადაგზავნაში გამოიხატება (ფონდის პასუხი თანხების არარსებობაზე საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა,თუმცა, ფონდის საბჭოს ოქმები სხვა რამეს მოწმობს).

ამ მხრივ, ძალზე საინტერესო ფაქტს ჰქონდა ადგილი საიას თელავის ოფისში განხორციელებული საქმიანობის დროს, როდესაც, საიას თანამშრომლების მიერ შედგენილი განცხადების საფუძველზე, ონკოლოგიურად ავადმყოფმა მეუღლეებმა კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდს, მკურნალობის მიზნით, მატერიალური დახმარება სთხოვეს. მათ თხოვნაზე უარი ეთქვათ იმ მოტივით, რომ რწმუნებულის ფონდში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის თანხები არ არსებობდა, ხოლო განცხადება, მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რაიონის გამგეობას გადაეგზავნა შემდგომი რეაგირებისთვის. ჩვენ რწმუნებულის აპარატიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წესით იხილება პრეზიდენტის რწმუნებულის სახელზე სახელმწიფო რწმუნებულის ფონდიდან დახმარების მიღების თაობაზე წარდგენილი განცხადებები და რა შემთხვევაში ეგზავნება ისინი რწმუნებულის ფონდის ნაცვლად შესაბამისი რაიონის გამგეობებს. ამაზე მივიღეთ განმარტება, რომ რწმუნებულის სახელზე შემოსული ფინანსური ხასიათის მოთხოვნების რეგულირება ხდება მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად და, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა სცდება პროგრამის ჩარჩოებს, განცხადება ეგზავნება შესაბამისი რაიონის გამგეობას. ჩვენთვის, უბრალოდ, გაუგებარია ერთი რამ: თუ სოციალურად დაუცველი ფენისთვის მატერიალური დახმარების გაწევა არ ექცევა მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, მაშინ რას უნდა მივაწეროთ რწმუნებულის ფონდის მიერ ზემოთ დასახელებულ მოქალაქეებზე თანხების გაცემა სწორედ სოციალური დახმარების ნიშნით. ამასთან, ამ პერიოდისთვის ფონდის ანგარიშზე ირიცხება 42 ათასი ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კეთდება დასკვნა, რომ რწმუნებულის ფონდის მხრიდან ადგილი აქვს თვითნებური ხასიათის ქმედებებს.

2.9. სახელმწიფო კონტროლის ხარისხი

მონიტორინგის მიზნით მოპოვებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ რწმუნებულების ფონდების მხრიდან ფინანსური სახსრების განკარგვა, უმეტეს შემთხვევაში, არ ემსახურება რეგიონულ და თვითმმართველობის განვითარებას, რასაც კანონმდებლობა (საქართველოს კანონი საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის შესახებ) დაფინანსების ძირითად ობიექტად ითვალისწინებს. ფონდის არცთუ უმნიშვნელო შემოსავლები წარიმართება რეგიონისათვის არცთუ მნიშვნელოვანი ღონისძიებების დასაფინანსებლად, ხოლო კონკრეტული თანხების განკარგვასთან დაკავშირებით რწმუნებულის ფონდების აღმასრულებელი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შეიცავენ დასაბუთებას, თუ რა თვალსაზრისით ხდება ფულადი სახსრების განკარგვა იმ ღონისძიების დასაფინანსებლად, რომელიც არ თავსდება პრიორიტეტულ ღონისძიებათა ჩარჩოებში და არ ესადაგება რეგიონული და თვითმმართველობის განვითარების პრინციპებს.

ფინანსური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, ჩვენი ინტერესის ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ რამდენად კონტროლირებადია პრეზიდენტის რწმუნებულების მიერ ფინანსური სახსრების ხარჯვის პროცესები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების (განსაკუთრებით, კონტროლის პალატის) მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ განვლილ ეტაპზე წარმოებული ფინანსური მონიტორინგის შედეგად შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს პრეზიდენტის რწმუნებულების საქმიანობის კანონიერების შემოწმება კონტროლის პალატის მხრიდან ხორციელდება არასრულფასოვნად. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ კონტროლის პალატის აქტებში, რომელთა შედგენაც ხდება რწმუნებულთა ადმინისტრაციებისა და ფონდების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის რევიზიასთან დაკავშირებით, სრულყოფილად არ აისახება ის კანონშეუსაბამობები, რომლებსაც ადგილი აქვს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის საქმიანობის განხორციელებისას. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნულ რგოლში სახელმწიფო კონტროლი არაჯეროვანია, რაც, საბოლოო ჯამში, კორუფციული მოქმედებების რეალურ საფრთხეს ქმნის.

2.10. დასკვნა

მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა რწმუნებულების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კორუფციასაშიში ზონების გამოკვეთა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების დასახვა, სახელმწიფო რწმუნებულთან დაკავშირებით არსებულ საკანონმდებლო ბაზაში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც საზოგადოებას წარმოვუდგინეთ, დატვირთულია იმ მნიშვნელოვანი საკითხებით, რომლებიც მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა და, რომლებზეც ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირდა. რწმუნებულის ფონდიდან წარმოებული არამიზნობრივი ხარჯვის, სახელმწიფო შესყიდვების და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები დასტურია იმისა, თუ რამდენად კანონმორჩილნი არიან რეგიონებში „აღმასრულებელი“ ხელისუფლების თანამდებობის პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან რწმუნებულის ფონდები გაუქმდა, ზოგადი რეკომენდაციები და საკანონმდებლო ინიციატივები რწმუნებულის ადმინისტრაციებს აუცილებლად მიეწოდებათ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს შენიშვნებისა და რეკომენდაციების მისაღებად.

_________________

1 ანგარიშში მოყვანილი კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მიღებულია 1998 წლის 9 დეკემბერს და გაუქმებულია 2005 წლის 20 აპრილის საქართველოს კანონით №1388.

1 საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის №4816/19 წერილი (2005 წლის 2 სექტემბერი).

1. რწმუნებულის ადმინისტრაციის პასუხი №35, 2005 წლის 15 აგვისტო.