პასუხისმგებლობა სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გვენეტაძე ნინო, მამულაშვილი გოჩა
თემატური კატალოგი სამართალი|კომერციული სამართალი
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2000
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თბ., 2000. - 454გვ. ; 24სმ.. - [15ლ.][MFN: 14057] სახელმძღვანელო გამოცემულია ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით აიწყო და დაკაბადონდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საავტორო უფლებები დაცულია © 2000 სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით თბილისი 2000



1 * * *

▲back to top


წიგნი მომზადებულია საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე და ეკონომიკური დანაშაულის კარის ისეთ მნიშვნელოვან თავებს ეხება, როგორებიცაა: დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ (თავი XXVI); დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში (თავი XXVII); დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში (თავი XXVIII) და დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ (თავი XXIX).

კომენტარის შედგენისას ავტორებმა იხელმძღვანელეს იმ პრინციპით, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული სახელმწიფოს ჩარევისაგან სამეწარმეო სექტორის ეკონომიკური საქმიანობა, პატიოსანი მეწარმე და მისი უფლებები; შენარჩუნებულიყო ჯანსაღი კონკურენცია ბაზარზე; მომხდარიყო გაკოტრების კრედიტორის ინტერესების უზრუნველყოფა და სხვა. კომენტარი პირველი ცდაა სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავებში მოცემული შემადგენლობების შემეცნებისათვის. ამასთან, მას თან ერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მსგავსი ნორმები და ის სპეციალური კანონები, რომლებიც სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წესს არეგულირებენ. ვიმედოვნებთ, რომ კომენტარი სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის იქნება დამხმარე სახელმძღვანელო და მათი სამართლიანი შენიშვნების გათვალისწინებით შევსებული და გადამუშავებული სახით შემდგომშიც გამოვა.

ნინო გვენეტაძე
გოჩა მამულაშვილი

2 შესავალი

▲back to top


საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 26 დეკემბრის განკარგულებით შექმნილი სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის მიერ სამართლის ძირითად დარგებში ფუნდამენტური საკანონმდებლო აქტების - კოდექსების მოსამზადებელი სამუშაო 1999 წლის 22 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებით დაგვირგვინდა. პირველ ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში ქართველ კანონშემოქმედთა დამოუკიდებელი საკანონმდებლო ნება გამოვლინდა. თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობების შესატყვისი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შექმნამ, არსებული სამართლებრივი ტრადიციებისა და დასავლურ სამართალთან ჰარმონიზაციის გათვალისწინებით, დიდი გარჯა და ძალისხმევა მოითხოვა.

კოდექსზე მუშაობისას სისხლის სამართლის კოდექსის შემმუშავებელი დარგობრივი კომისიის წინაშე მრავალი პრობლემური საკითხი დადგა. თუმცა, ახალი კოდექსი, კანონშემოქმედთა აზრით, მაინც გარდამავალი პერიოდის საკანონმდებლო აქტად იქნა მიჩნეული და პრობლემურ საკითხთაგან მრავალი დადებითად ვერ გადაწყდა. მუშაობისას კომისიას მოუხდა მომიჯნავე სამართლის დარგების რეფორმირების პროცესის შესწავლა და გადამუშავება, სადაც, უპირველესად, ადმინისტრაციული სამართალი მოიაზრება. მოქმედი კანონმდებლობით, სამართლის ერთი დარგის ზოგიერთი საკითხი დარეგულირებულია სამართლის სხვადასხვა დარგებით, ჩვენ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლით. ეს განსაკუთრებით საინტერესო პრობლემა იყო კოდექსზე მომუშავე ჯგუფისათვის, რომლის სამუშაო პრინციპი იურიდიული პასუხისმგებლობის დეპენალიზაციას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სფეროს შეზღუდვას ემსახურებოდა და თავისთავად გულისხმობდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, როგორც პასუხისმგებლობის მსუბუქი ფორმის, გამოყენების გაფართოებას. მაგრამ, ვინაიდან ჩვენ, რიგი ევროპული ქვეყნების ტრადიციებისაგან განსხვავებით, არ გვქონდა ერთიანი კოდიფიცირებული კოდექსი, სადაც ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიერ საზოგადოებრივი ურთიერთობის დაცული მსგავსი სფეროები დარეგულირდებოდა, შესაბამისად, გადაცდომისა და დანაშაულის ცნებების ურთიერთგამიჯვნით, ამიტომ მრავალრიცხოვან სამართლებრივ აქტებში გაბნეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების კოდიფიკაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კოდექსმა იტვირთა. 1984 წლის 21 დეკემბრის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დღეს ვეღარ უზრუნველყოფს მრავალრიცხოვან სამართლებრივ აქტებში გაბნეულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების კოდიფიკაციას მათი არასტაბილურობის გამო. ამიტომ კომისიის წინაშე დადგა საკითხი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის მიერ საზოგადოებრივი ურთიერთობების დაცული სფეროების მსგავსების გათვალისწინებით, ე.ი. ადმინისტრაციული გადაცდომისა და დანაშაულის ხელყოფის ობიექტების იგივეობის გამო (ხარისხის განსხვავებით), გვეფიქრა სისხლის სამართლის კოდექსის ახალ მოდელზე, სადაც დასავლური სისხლის სამართლის კოდექსის მსგავსად, შევიდოდა ის მუხლები, რომლებიც აწესებენ პასუხისმგებლობას არა მარტო დანაშაულისათვის, არამედ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზოგიერთი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევებისათვისაც (გადაცდომისთვის), მით უფრო, რომ დღეს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მრავალი ადმინისტრაციული გადაცდომაც არ არის გათვალისწინებული, რომ აღარაფერი ვთქვათ კრიმინალურ ქმედებათა ადმინისტრაციული წესით დასჯაზე. ხშირად სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსით ხდება იმის დადგენა, რომ ესა თუ ის ქმედება, პირველად ჩადენილი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს.

პრობლემის აქტუალობა განსაკუთრებით ნათელი გახდა სისხლის სამართლის კოდექსის სამეწარმეო დანაშაულის თავზე მუშაობისას. რამდენადაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამეწარმეო-სამართლებრივი ურთიერთობების ლეგალიზაციის შედეგად, სპეციფიკური გახდა აღნიშნული სფეროს როგორც სისხლისსამართლებრივი, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეგულირება. საჭიროებამ მოითხოვა ისეთი მრავალი ნორმის ამოქმედება, რომლებსაც დაეკისრებოდა მართლწესრიგის ფუნქცია კერძო სამართლებრივი სფეროს მომწესრიგებელ ურთიერთობებში.

სპეციალური კანონმდებლობის მოზღვავებამ საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში და მათ ბაზაზე შექმნილმა ადმინისტრაციულ თუ სისხლის-სამართლებრივმა დარღვევებმა იმპერატიული ხასიათის ბლანკეტური ნორმების სახით, თავი მოიყარა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, რამაც გააძნელა აღნიშნული საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაცია და, შესაბამისად, მათი პრაქტიკაში გამოყენება. შემდეგი პრობლემური საკითხი, რომელიც კოდექსზე მუშაობისას წარმოიშვა, იყო ადმინისტრაციული პრეიუდიციის უარყოფა სისხლის სამართლის კოდექსში, რაც, თავის მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული გადაცდომის გამიჯვნისათვის ახალი კრიტერიუმის შექმნას ითხოვდა. ქმედების კრიმინალიზაციისათვის ასეთი შეფასებითი ცნება გახდა „დიდი“ ან „მნიშვნელოვანი“ ზიანი. თუმცა, საკითხის ამგვარმა გადაწყვეტამ პრობლემა მთლიანად ვერ მოხსნა, ვინაიდან პასუხისმგებლობის სფერო გადანაწილებულია ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში, რამდენადაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის სფეროში მოქმედი სპეციალური კანონების დაცულობა მხოლოდ საჯარო სამართლის ამ დარგების 7 მიერ შექმნილი იმპერატიული ნორმების მოქმედებითაა შესაძლებელი. რეფორმის კვალობაზე, აღნიშნულმა ნორმებმა თავისებური სისტემურობით ასახვა ჰპოვა ახალი სისხლის სამართლის კოდექსში. კანონმდებლის წინაშე კრიმინალიზაციის პროცესში სახელმძღვანელო პრინცი პი მდგომარეობდა შემდგომში: დაეცვა სახელმწიფო ჩარევისაგან სამეწარმეო სექტორის ეკონომიკური საქმიანობა, პატიოსანი მეწარმე; შეენარჩუნებინა ჯანსაღი კონკურენცია ბაზარზე; უზრუნველეყო გაკოტრების კრედიტორების ინტერესები, საფინანსო და ფულად-საკრედიტო სისტემები; დაეცვა საგადასახადო კანონმდებლობა.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ზემოხსენებული სფეროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავებისას არ ხდებოდა მასში ადმინისტრაციულ დარღვევებზე თუ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებრივ ქმედებათა ამსახველი ნორმების შექმნა და კანონის მოთხოვნათა დარღვევებისათვის ზოგადად კეთდებოდა მინიშნება ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. ამ შემთხვევებში სპეციალურ კანონს ერთვოდა კანონები, რომლებშიც მოცემული ბლანკეტური ნორმები ცვლილებებისა და დამატებების სახით შედიოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსების შესაბამის თავებში. ამგვარი მეთოდით წარმოებული კანონშემოქმედებითი საქმიანობა, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ პრაქტიკაში იგი ბევრ სიძნელეს ქმნის, რამდენადაც აღნიშნულ ნორმათა სწორი შემეცნებისათვის საჭირო ხდება სპეციალური საკანონმდებლო აქტის სკურპულიოზური გაანალიზება, რათა შესაძლებელი გახდეს პასუხისმგებლობის სახის დადგენა. აღნიშნული ხშირ შემთხვევაში, ნორმაშემფარდებლისათვის კანონის ხელმიუწვდომლობისა და სხვა მრავალი გარემოების გამო, გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის და გზას უხსნის კანონის არასწორად გამოყენების პრაქტიკას. სასამართლო პრაქტიკის ანალიზისას ხშირად შევხვდებით შემთხვევებს, როცა ბლანკეტური ნორმის არასწორად ინტერპრეტაციის გამო, სამართალდამრღვევის წინააღმდეგ არასწორადაა შეფარდებული სისხლის სამართლისა თუ ადმინისტრაციული სამართლის ნორმა.

მოხსენიებული და სხვა მრავალი წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად, კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საბაზრო ეკონომიკის, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ან ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო აქტების შემუშავებისას იქვე უნდა განისაზღვროს როგორც დისციპლინური, ისე ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დარღვევების შესახებ კონკრეტული ნორმების შექმნა და ე.ი. მოხდეს სამართალდარღვევათა დიფერენციაცია, რაც, თავის მხრივ, თავიდან აგვაცილებს ორმაგ სამუშაოს აღნიშნული ნორმების საფუძველზე შემუშავებული ბლანკების სამართლის სხვადასხვა დარგებში გადმოსა8 ტანად. ამას ემატება ისიც, რომ ნორმის სწორი ინტერპრეტაციისა და კვალიფიკაციისათვის უფრო მისაღებია კონკრეტული ურთიერთობის დამარეგულირებელი სპეციალური საკანონმდებლო აქტს თან ახლდეს ნორმა როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი დარღვევის შესახებ. ამ მიმართულებით საკანონმდებლო საქმიანობის გაშლა უფრო მეტად შეუწყობს ხელს ევროპულ სამართალთან ჩვენი სამართლის ჰარმონიზაციას.

ეკონომიკური დანაშაულის თავის კომენტირებისას, ჩვენ შევეცდებით მკითხველს მივაწოდოთ როგორც კონკრეტული სისხლისსამართლებრივი ისე მისი შესატყვისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნორმა, რათა შესაძლებლობა გვქონდეს ორივე ბლანკეტური ნორმა შევაჯეროთ სპეციალურ საკანონმდებლო აქტთან.

ამგვარი უზრუნველყოფა, კომენტართან ერთად, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს მომავლისათვის კანონმდებლობის სტრუქტურიზაციას, სწორი პოზიციის შემუშავებას და მომავალი საკანონმდებლო მუშაობისათვის მას უდაოდ პოზიტიური მნიშვნელობა ექნება.

3 დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ

▲back to top


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი XXVI თავი
სსკ მუხლი 190
კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლა.

დაუსაბუთებლად უარის თქმა საწარმოს რეგისტრაციაზე ან სპეციალური
ნებართვის (ლიცენზიის) გაცემაზე, ანდა მისი ეკონომიკური
საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა, აგრეთვე მის
საქმიანობაში ჩარევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, -
ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით
ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა ტუსაღობით ვადით სამ
თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით
ვადით სამ წლამდე.

საქართველოს ახალმა სამოქალაქო კანონმდებლობამ გამოაცხადა მეწარმეობის თავისუფლება. კანონით, ყველას აქვს უფლება მისდევდეს მეწარმეობას. უფრო მეტიც, სამოქალაქო კოდექსის მეათე მუხლის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი, ნებისმიერი მოქმედება. ეს დებულება ასახულია საქართველოს კანონში „მეწარმეთა შესახებ“, რომელმაც „სამეწარმეო იურიდიულ პირებს უფლება მისცა განახორციელონ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება საზოგადოების მიზნებს და აკრძალული არ არის კანონით. ამით სამეწარმეო ორგანიზაციები გათავისუფლდნენ ზედმეტი, დაუსაბუთებელი ზედამხედველობისაგან, რასაც საკონტროლო ორგანოები ახორციელებდნენ მათ მიმართ“1.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება, კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის ხელის შეშლისათვის მიზნად ისახავს მეწარმეობის თავისუფლებისათვის დამატებითი გარანტიების შექმნას. აღნიშნული დანაშაულის სოციალური მავნეობა განისაზღვრება იმით, რომ იგი ზიანს აყენებს არა მარტო სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტებს, არამედ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ავტორიტეტსაც, რომელთა კომპეტენციაშიც შედის საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის რეგულირება. განსახილველი დანაშაული თავისი იურიდიული ბუნებით სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სპეციალური სახეა. თანამდებობის პირები შეიძლება წარმოადგენდნენ სანებართვო, მაკონტროლებელი, ფისკალური და სხვა ფუნქციების განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს.

დანაშაულის ობიექტია თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ასევე სახელმწიფო ორგანოთა ავტორიტეტი. ორ შემთხვევაში, როცა საუბარია მეწარმის რეგისტრაციაზე ან ლიცენზიის გაცემაზე, სახეზე გვაქვს დანაშაულის საგანიც - სამეწარმეო რეესტრი და სპეციალური ნებართვა (ლიცენზია).

სამეწარმეო რეესტრი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, არის იმ ფაქტების საჯარო (სახელმწიფო) ნუსხა, რომელსაც ეკონომიკურ ურთიერთობებში სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს და რომელსაც სასამართლო უძღვება. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს რეესტრის ჩანაწერს და მიიღოს ამონაწერი. ლიცენზია არის სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ხასიათის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების დაწესება. მაშასადამე, იმ საქმიანობისათვის, რომლის განხორციელებასაც იურიდიული პირი აპირებს, მოითხოვება ლიცენზია (თანხმობა) და მხოლოდ ამ ლიცენზიის აღების შემდეგ შეუძლია სამეწარმეო სუბიექტს ნებართვასავალდებულო საქმიანობის განხორციელება2.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლაში შემდეგი ფორმებით: დაუსაბუთებელი უარი საწარმოს რეგისტრაციაზე ან სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) გაცემაზე, ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა, მის საქმიანობაში ჩარევა. ეს დანაშაული თავისი შემადგენლობით მატერიალურია და დამთავრებულად ითვლება მაშინ, თუ მოხელის ზემოაღნიშნულმა ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

უარი საწარმოს რეგისტრაციასა ან ლიცენზიის გაცემაზე დანაშაულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა მოხელის სამსახურებრივ კომპეტენციაში შედიოდა ასეთი რეგისტრაციის ან ლიცენზიის გაცემის უფლება. მეწარმეთა რეგისტრაციის წესები მოცემულია საქართველოს კანონში „მეწარმეთა შესახებ“. კანონის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებს სასამართლო, სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით. რეგისტრაცია, ერთი მხრივ, არის ფაქტის აღნიშვნა, ხოლო, მეორე მხრივ, მას გადამწყვეტი იურიდიული ფაქტის მნიშვნელობა აქვს. საწარმო კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტი მხოლოდ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება, ხოლო სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) გაცემა მოწესრიგებულია კანონით „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეებსა და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოებს.

უარი საწარმოს რეგისტრაციასა ან ლიცენზიის გაცემაზე, უარის თქმის მოტივის მიუხედავად, დაუსაბუთებელია, თუ:

სარეგისტრაციო პირს დაცული აქვს სამეწარმეო ორგანიზაციის შექმნის წესი, სადამფუძნებლო დოკუმენტები შეესაბამება კანონს და დაცულია სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

ცალკეული სახის საქმიანობის ლიცენზირების წესები კი დადგენილია შესაბამისი ნორმატიული აქტებით. ლიცენზიის გაცემაზე უარი უკანონოა, თუ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე სალიცენზიო ორგანოში წარადგენს საჭირო დოკუმენტებს, ეს უკანასკნელი კი უარს იტყვის მის გაცემაზე. უარი რეგისტრაციასა ან ლიცენზიის გაცემაზე უნდა იყოს კონკრეტული და აშკარად გამოხატული. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოხელის მიერ საჭიროა წერილობით უარი რეგისტრაციაზე. უარი უკანონო უნდა იყოს, ე.ი. უნდა არსებობდეს ყველა საფუძველი რეგისტრაციისათვის ან ნებართვის გაცემისათვის, ხოლო მოსამართლე ან მოხელე, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული მოქმედების შესრულების მოვალეობა შედის, უარს უნდა ამბობდეს მასზე. ეს შეიძლება გამოიხატოს უმოქმედობაში, მოხელის ან მოსამართლის მიერ შემოსული მასალების განუხილველობაში, გადაწყვეტილების მიუღებლობაში ან მოქმედებაში - არასაჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვაში და სხვა.

განსახილველი დანაშაული, ობიექტური მხრივ, შეიძლება აგრეთვე გამოიხატოს მეწარმის ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვაში, აგრეთვე მის საქმიანობაში ჩარევით. სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლის ეს ფორმა შეიძლება გამოიხატოს კონკრეტულ მოქმედებაში, მოთხოვნებში, მითითებებში, აკრძალვებში და ა.შ. მაგალითად, მოსამართლე სამეწარმეო ორგანიზაციის რეგისტრაციის დროს მოითხოვს წესდებიდან ამოღებულ იქნეს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის ძირითადი სახე, რომელიც კანონით აკრძალული არ არის; ან კიდევ, მეწარმის იძულება სხვადასხვა თანამდებობებზე განსაზღვრულ პირთა დანიშვნაზე ან მათ შეყვანაზე დამფუძნებლად, ან სამეწარმეო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოებში; მეწარმის საქმიანობაზე მოხელის მიერ უკანონო ფორმით კონტროლის დაწესება; ეკონომიკური სანქციებით მუქარა და სხვა. მეწარმის საქმიანობაში ჩარევა შეიძლება გამოიხატოს მოხელის ნებისმიერ მოქმედებაში, თუ ის ბოროტად იყენებს თავის სამსახურებრივ მდგომარეობას ან ამეტებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. აღნიშნული ფორმით განსახილველი დანაშაულის ჩადენისას, მთავარია დადგინდეს, თუ მეწარმის რომელი უფლება ან რომელი კანონიერი ინტერესი შეილახა და კონკრეტულად რაში გამოიხატა იგი; რა სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა მოხელემ ამისათვის.

დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია - საჯარო მოხელე ან მოსამართლე, რომლის კომპეტენციაშიც შედის მეწარმის რეგისტრაცია, ლიცენზიის გაცემა, საკონტროლო-საზედამხედველო მოქმედებათა ჩატარება და სხვა, ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება იმგვარად, რომ თავისი კომპეტენციის საფუძველზე არასამართლებრივი ინტერესებით ან სახელმწიფო ორგანოს ავტორიტეტის გამოყენებით ხელი შეუშალოს სამეწარმეო საქმიანობას.

საჯარო მოსამსახურის ცნება მოცემულია საქართველოს კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“. კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საჯარო მოხელეა ის, ვინც საქმიანობს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ახალი კოდექსი გარკვეული ორიგინალობით გამოირჩევა და მოსამსახურის ნაცვლად მოხელის ცნებას ამკვიდრებს.

სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავისი ქმედებით ხელს უშლის კანონიერ სამეწარმეო საქმიანობას და მას ეს სურს. მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნის დროს. მოტივი შეიძლება იყოს შურისძიება, არასწორად გაგებული სამსახურებრივი ინტერესი, ანგარება და სხვა.

აღნიშნული მუხლი კონკურენციას უწევს ზოგად სამოხელეო დანაშაულებს. თუ რეგისტრაციის ან ლიცენზიის გაცემაზე უარს თან ახლავს ქრთამის მოთხოვნა, მაშინ საქმე გვაქვს დანაშაულთა ერთობლიობასთან.

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 692

გარემოს დაცვითი საქმიანობის ლიცენზირების წესის დარღვევა

გარემოსდაცვითი საქმიანობის ლიცენზირების წესის დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე.

(საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., 33, გვ. 3)

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 693

გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის ლიცენზირების წესის დარღვევა

გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის ლიცენზირების წესის დარღვევა,

- გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ორმოცდაათ ლარამდე.

(საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., 33, გვ. 3)

სსკ მუხლი 1771

საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის ქვოტირების და ლიცენზირების წესების დარღვევა

საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირების და ლიცენზირების მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებების დარღვევა,

- გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დარღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.

შენიშვნა: უცხოელი მოქალაქეები ავტოსატრანსპორტო მომსახურების განხორციელებისას ლიცენზირების წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან ადგილზე საგზაო პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

(საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., 16, მუხ. 308; საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., 19-20, გვ. 32.

მსგავს ნორმას გვთავაზობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მატერიალური ნაწილი. 692-ე (გარემოს დაცვითი საქმიანობის ლიცენზირების წესის დარღვევა). 683-ე (გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის ლიცენზირების წესის დარღვევა) და 1771-ე (საქონლის სამუშაოთა, მომსახურეობის ექსპორტისა და იმპორტის კვოტირებისა და ლიცენზირების წესების დარღვევა) მუხლებით ლიცენზირების წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენისათვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

კოდექსის 1771 მუხლი, რომელიც მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს აერთიანებს, უფრო ზოგადი ნორმაა და საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირებასთან ერთად ლიცენზირების წესის დარღვევაზეც მიუთითებს. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში ნორმის სათაურსა და დისპოზიციაში გამოყენებულ და კავშირთან ერთად უნდა მოიაზრებოდეს ან კავშირიც, რადგან მუხლის შენიშვნიდან გამომდინარე, კვოტირებისაგან დამოუკიდებლად ლიცენზირების წესის დარღვევისათვის სახეზეა ადმინისტრაციული გადაცდომა.

რაც შეეხება ნორმის მსგავსებას სისხლის სამართლის კოდექსის ზემოგანხილულ მუხლთან, გამოიხატება იმაში, რომ ლიცენზირების წესის დარღვევაში სხვა სახის დარღვევებთან ერთად მოიაზრება დაუსაბუთებელი უარი ლიცენზიის გაცემაზე და, ვფიქრობთ, ის მთავრობის მიერ მიღებული ლიცენზირების დადგენილებების დარღვევის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.

(ჩვენ აქ არ შევჩერდებით იმ ხარვეზებზე, რაც აღნიშნულ ნორმას გააჩნია და რაც აუცილებლად ითხოვს ახალ რედაქციას „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონსა და მრავალ სხვა ნორმატიულ აქტთან შესაბამისობის მიზნით). ადმინისტრაციული გადაცდომა სახეზე გვექნება მაშინ, თუ ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი.

ამავე კოდექსის 692-ე და 693-ე მუხლებში მოცემულია ლიცენზირების წესის დარღვევის სპეციალური შემადგენლობები გარემოსდაცვითი და/ ან გარემოზე მავნე ზემოქმედებისას სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავში, სისხლის სამართლის შესაბამის ნორმასთან მიმართებაში ჩვენთვის საინტერესოა მხოლოდ ლიცენზირების წესის დარღვევის ისეთი შემთხვევა, როგორიცაა დაუსაბუთებელი უარი ლიცენზიის გაცემაზე.

სსკ მუხლი 191
მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია.

მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია, სახელმწიფო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯება ანდა მიწის გადასახადის შემცირება ანგარებით ანდა სხვა პირადი მოტივით,

- ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ანდა ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აღნიშნული მუხლი ახალია ჩვენს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.

ცნობილია, რომ მიწა არის ადამიანთა ძირითადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შეუცვლელი საფუძველი.

მიწის სიმცირე და მისი შეუცვლელობა განაპირობებს მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და მისი შეზღუდვების აუცილებლობას, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაა საჯარო კონტროლი3.

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობა ხდება მხოლოდ კანონით დადგენილი წესით, რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა იმ გარიგების კონტროლი, რომელიც საერთოდ დადებულია მოცემული მიწის ნაკვეთის შესახებ. ამასთანავე, რეგისტრაცია გარანტიაა იმისათვის, რომ მხარეებმა არ დაუშვან შეცდომები მიწის გასხვისების გარიგებათა გაფორმებისას და ამით თავიდან აიცილონ ის უარყოფითი შედეგები, რაც შეიძლება ამგვარ მოქმედებებს მოჰყვეს.

მიწასთან დაკავშირებული გარიგებების სამართლებრივი რეგლამენტაცია მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საქართველოს კანონში „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების შესახაბ (1996 წ. 22.03), საქართველოს კანონში „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ (1996 წ. 14.11) და სხვა ნორმატიულ აქტებში. მიწაზე უკანონო გარიგებებმა შეიძლება გამოიწვიოს მიწის სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან ამოღება, ერთი პირის ხელში მიწების უკანონო კონცენტრაცია, მიწის გადაქცევა არამართლზომიერი სპეკულაციის საგნად, მიწის მესაკუთრეთა (მფლობელთა) კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვა და სხვა.

განსახილველი დანაშაულის უშუალო ობიექტია ურთიერთობები მიწათსარგებლობისა და მიწათმფლობელობის სახელმწიფოებრივი რეგულირების სფეროში.

191-ე მუხლი ითვალისწინებს ამ დანაშაულის ჩადენის სამ ფორმას, რომელთაც საერთო ნიშნებიც აქვთ, მაგრამ განსხვავდებიან ობიექტური მხრივ. მათთვის საერთოა ის, რომ დანაშაულის ჩამდენი სუბიექტი სპეციალურია - მოხელე; დანაშაულის ჩასადენად იგი იყენებს თავის სამსახურებრივ მდგომარეობას. დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით. ეს შემადგენლობა ფორმალურია და დანაშაული დამთავრებულად ითვლება კანონში მითითებული მოქმედების ჩადენისთანავე.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მიწასთან დაკავშირებული უკანონო გარიგების რეგისტრაციაში, სახელმწიფო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯებაში, აგრეთვე მიწის გადასახადის შემცირებაში.

როგორც აღინიშნა, ამ დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი ფორმა არის მიწასთან დაკავშირებული უკანონო გარიგების რეგისტრაცია. მიწასთან დაკავშირებულ გარიგებათა რეგისტრაციის წესი განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებითა და საქართველოს კანონით „მიწის რეგისტრაციის შესახებ“. მიწის რეგისტრაციის მიზანია მიწის ნაკვეთისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ. მიწის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში ახორციელებს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და ადგილებზე - მისი ტერიტორიული ორგანოები. გარიგების ნამდვილობის პირობები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსით. მიწასთან დაკავშირებული უკანონო გარიგება შეიძლება ეხებოდეს ნასყიდობას, იჯარას და სხვა. მოხელის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად საჭიროა დადგინდეს, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება გარიგების უკანონობა (მაგალითად, ნაკრძალი მიწების გაცემა იჯარით, კომერციული მიზნებით). დანაშაული დამთავრებულია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი მოხელის მიერ ასეთი გარიგების რეგისტრაციისთანავე.

დანაშაულის ჩადენის შემდეგი ფორმაა სახელმწიფო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯება.

სახელმწიფო მიწის კადასტრი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს მიწების ბუნებრივი, სამეურნეო, სამართლებრივი რეჟიმის 16 შესახებ. ნებისმიერი ამ მონაცემის დამახინჯება ქმნის განსახილველი დანაშაულის ობიექტურ მხარეს. სახელმწიფო მიწის კადასტრს აწარმოებს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. დანაშაული დამთავრებულია მითითებულ დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანის მომენტიდან. მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემები უმრავლეს შემთხვევაში საფუძველია მიწაზე კონკრეტული გარიგებების დასადებად, აგრეთვე მიწის გადასახადის ოდენობის განსაზღვრისათვის.

მოხელის მიერ მიწის კადასტრში ყალბი მონაცემების შეტანა შესაძლოა მიზნად ისახავდეს შემდგომში მიწაზე უკანონო გარიგების რეგისტრაციას, მიწის შესაბამის ნაკვეთზე გადასახადის შემცირებას. როგორც აღინიშნა, განსახილველი დანაშაული შეიძლება აგრეთვე გამოიხატოს მიწის გადასახადის შემცირებაში. საქართველოში მიწათსარგებლობა ფასიანია. მიწის მესაკუთრეები და მოსარგებლეები იხდიან მიწის გადასახადს. მიწის გადასახადის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით. გადასახადის განსაზღვრის საფუძველია მიწის ფართობის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მიწის გადასახადი დიფერენცირებულია მიწის ხარისხისა და ადგილმდებარეობის მიხედვით. გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციისა და გადასახადის თანხის განსაზღვრის მიზნით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი ორგანოები ყოველ საანგარიშო წელს საგადასახადო ორგანოებს წარუდგენენ გადამხდელთა სიებს მიწის ფართობისა და გადასახადის განაკვეთის ჩვენებით. ამიტომაცაა, რომ მიწის გადასახადის შემცირება ერთ შემადგენლობადაა გათვალისწინებული მიწასთან დაკავშირებული უკანონო გარიგების რეგისტრაციასა და მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯებასთან.

მოცემული შემადგენლობა სახეზე იქნება მიწის გადასახადის უკანონო შემცირების ნებისმიერ შემთხვევაში. ეს შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთზე საიჯარო გადასახადის არსებითი შემცირება, მიწის ნაკვეთის ღირებულების შემცირება მისი ყიდვა-გაყიდვისას და სხვა კანონიერი გადასახადის შემცირება. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის საჭიროა, რომ მოქმედება ჩადენილ იქნას, ე.ი. მიწის გადასახადის შემცირება დოკუმენტურად გაფორმდეს.

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვითა და ანგარებითი ან სხვა პირადი მოტივით. მოხელეს შეგნებული აქვს, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ახდენს მიწასთან დაკავშირებული უკანონო გარიგების რეგისტრაციას, სახელმწიფო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემების დამახინჯებას ან მიწის გადასახადის შემცირებას და მას ეს სურს.

სუბიექტი სპეციალურია - საჯარო მოხელე. მიწასთან დაკავშირებული უკანონო გარიგების რეგისტრაციისას ან მიწის გადასახადის შემცირებისას, მოხელე ბოროტად იყენებს ან აჭარბებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ხოლო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯება სამსახურებრივი სიყალბის სპეციალური სახეა. ამასთანავე, მონაცემის დამახინჯება შეუძლია მხოლოდ იმ მოხელეს, რომლის სამსახურებრიხსენებული კოვმპეტენციაშიც მითითებულ ოფიციალურ დოკუმენტზე მუშაობა შედის.

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 553

მიწის ფონდებზე, მიწის მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა

მიწის ფონდებზე, მიწის მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

(საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ, - 16, მუხლი 308).

სსკ 191-ე მუხლის მსგავსი ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ არის, თუმცაღა, კოდექსის 553-ე მუხლის (მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის შუამდგომლობის საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა) შემადგენლობა შეიცავს მითითებას მიწის ფონდებში არასწორი ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რომელიც შეიძლება მიწასთან დაკავშირებული გარიგებების უკანონო რეგისტრაციის გზით სახელმწიფო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემების დამახინჯებითაც იქნეს გამოწვეული.

აღნიშნული მეტყველებს იმის აუცილებლობაზე, რომ ქმედების კვალიფიკაციისათვის საჭიროა ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივი ნორმის ურთიერთგამიჯვნის საკითხის სწორად გადაჭრა, რამდენადაც ქმედების კრიმინალიზაციისათვის გადამწყვეტია დანაშაულის მოტივი.

სსკ მუხლი 192
უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

1. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის ან სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე ანდა ლიცენზირების პირობის დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება,

- ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე2.

იგივე ქმედება, ჩადენილი:

) ჯგუფურად;

) არაერთგზის;

) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ორიენტირებულია, საბაზრო ეკონომიკაზე ერთი მხრივ, ხელს უწყობს სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ, მეორე მხრივ, მასზე განსაზღვრულ კონტროლსაც ახორციელებს, რაც აუცილებელია საზოგადოების უშიშროების, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ბუნებისა და კულტურულ ფასეულობათა დასაცავად. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კანონმა შეიძლება აკრძალოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე ან დააწესოს მასზე სხვადასხვა ხასიათის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები. სახელმწიფო კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე აუცილებელია ასევე მეწარმეთა დასაბეგრად, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა. ამ მიზნების მიღწევას ემსახურება მეწარმეთა რეგისტრაციის დადგენილი წესი და ამა თუ იმ სახის სამეწარმეო საქმიანობაზე სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) მიღების აუცილებლობა.

კანონი „მეწარმეთა შესახებ“ სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევს მარ- თლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობა ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას, რომელსაც ახორციელებს სასამართლო სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით. რამდენადაც რეგისტრაციას კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს, კანონი „მეწარმეთა შესახებ“ ზუსტად განსაზღვრავს რეგისტრაციის პირობებს. რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებას, საქართველოს პარლამენტმა 1999 წლის 14 მაისს მიიღო კანონი „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“. მასში განსაზღვრულია ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები. ისეთი სახის სამეწარმეო საქმიანობის უფლება, რომელზედაც სავალდებულოა ლიცენზია, წარმოიშობა ნებართვის მიღების მომენტიდან და შეწყდება მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.

განსახილველი დანაშაულის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფოს ფინანსური ინტერესები, რადგანაც იგი ვერ ღებულობს მეწარმეთა რეგისტრაციისათვის დადგენილ ბაჟს, ლიცენზიის გაცემისათვის - გადასახადს, ასევე სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილ შესაბამის გადასახადებს. უკანონო საბანკო საქმიანობა კი ასევე ზიანს აყენებს საბანკო სისტემის სტაბილურობასა და საიმედობას.

დანაშაულის ობიექტური მხარე ხასიათდება სამი ნიშნით: ქმედება, მძიმე შედეგი, რაც გამოიხატება მნიშვნელოვან ზიანში ან დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებაში და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

ობიექტური მხრივ, ეს დანაშაული შესაძლებელია შემდეგ ფორმებში გამოიხატოს:

1. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე;

2. სამეწარმეო საქმიანობა საჭირო ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე;

3. სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზირების პირობის დარღვევით.

მაშასადამე, ამ დანაშაულის ჩადენის პირველი ფორმაა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე. მეწარმის სტატუსის შეძენა ხდება რეგისტრაციის შემდეგ. ასეთი მოქმედება სამოქალაქო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნაა. ამ მომენტიდან სამეწარმეო საქმიანობა იძენს კანონიერ ხასიათს. ამდენად, უკანონოდ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობა ან საერთოდ რეგისტრაციის გარეშე, ან კიდევ რეგისტრაციამდე განხორციელებული საქმიანობა.

თუ რა ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობად - განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.

მეორე ფორმაა სამეწარმეო საქმიანობა საჭირო ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე. როგორც აღინიშნა, მეწარმეს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანონით აკრძალული არ არის, მაგრამ არსებობს გამონაკლისიც. კერძოდ, საქმიანობის ზოგიერთი სახე საჭიროებს სპეციალურ ნებართვას. ასეთ შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ. ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეებს განსაზღვრავს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“. კერძოდ, ლიცენზირებას საჭიროებს საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობა, საბანკო საქმიანობა, იარაღითა და საბრძოლო მასალებით ვაჭრობა და სხვა. საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირებას ახორციელებს განათლების სამინისტრო, საბანკო ლიცენზიას იძლევა საქართველოს ეროვნული ბანკი და ა.შ. ხსენებული კანონის რეგულირების მიღმა დარჩა ისეთი სფეროების ლიცენზირების საკითხები, როგორებიცაა: სამორინეებისა (კაზინოების) და სხვა აზარტული თამაშების მოწყობისა და საქმიანობის, აგრეთვე, კვების, მათ შორის ბავშვთა კვებისა, და თამბაქოს პროდუქციის წარმოების წესები.

მაგალითად, საბანკო საქმიანობა ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების ნებართვის გარეშე ჩაითვლება უკანონოდ.

მესამე ფორმა - სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზირების პირობის დარღვევით სახეზეა მაშინ, როცა განსაზღვრული სახის საქმიანობაზე ლიცენზიის მქონე პირი ეწევა სხვა სახის ლიცენზირებად საქმიანობას. ეს შეიძლება გამოიხატოს საქმიანობაში არა იმ პროფილით, რომელიც ლიცენზიაშია მითითებული. ლიცენზირების პირობის დარღვევა შეიძლება მოხდეს ასევე სამეწარმეო საქმიანობაში არა იმ ადგილას, სადაც ეს ნებადართულია ლიცენზიით ან კიდევ ვადაგასული ლიცენზიით საქმიანობა.

საბანკო საქმიანობაში ლიცენზირების პირობა დარღვეულ იქნება, თუ კომერციული ბანკის დამფუძნებელი ან მმართველი, რომელსაც საჭირო საწესდებო კაპიტალი არ გააჩნია, უკანონო გზით მიიღებს შესაბამის ლიცენზიას და დაიწყებს საბანკო საქმიანობას.

დანაშაული დამთავრებულად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ან დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მომენტიდან. მნიშვნელოვან ზიანსა და დიდი ოდენობის შემოსავალს განსაზღვრავს სასამართლო.

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს 16 წლის ასაკს მიღწეული პირი. სუბიექტური მხარე გულისხმობს განზრახვას. მოტივი, როგორც წესი, ანგარებითია.

მეორე ნაწილში მოცემულია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები:

ა) უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის;

გ) იგივე ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ადრე იყო მსჯავრდებული ასეთი დანაშაულისათვის.

როგორც ვხედავთ, აქ სპეციალურ რეციდივთან გვაქვს საქმე და მას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა ექნება მაშინ, თუ წინა ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით გაქარწყლებული ან მოხსნილი არ იქნება.

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 164

სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევა

სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, აგრეთვე აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ან უნებართვოდ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სპეციალური ნებართვას (ლიცენზიას) საჭიროებს, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე

(საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 თებერვლის კანონი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N15 მუხ. 287; საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., N19-20, გვ. 26; საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, 1998 წ., N6, მუხ. 47)

სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე შედარებით შეზღუდულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 164-ე მუხლში ჩამოყალიბებული გადაცდომის ობიექტურ მხარესთან შედარებით. რამდენადაც აღნიშნული გადაცდომა ობიექტურ მხრივ შეიძლება შემდეგ ფორმებში გამოიხატოს. 1. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე; 2. აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება; 3. უნებართოდ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას) საჭიროებს. ე.ი. ჩვენთვის ობიექტური მხარის სამი ფორმიდან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციისა და/ან ლიცენზიის გარეშე, რომელსაც სისხლის სამართლის სპეციალური ნორმიდან განასხვავებს ის, რომ გადაცდომის ჩადენისას პასუხისმგებლობისათვის საჭირო არ არის ზიანის არსებობა ან დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

(რაც შეეხება მესამე ფორმას - აკრძალულ სამეწარმეო საქმიანობას, იხ. გვ. 23)

სსკ მუხლი 193

ცრუ მეწარმეობა.

ცრუ მეწარმეობა, ესე იგი საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების ანდა აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,

- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

განსახილველი დანაშაულის ობიექტია ის ურთიერთობები, რომელიც არეგულირებს სამეწარმეო და სხვა კომერციულ საქმიანობას. დამატებითი ობიექტია მოქალაქეთა, ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ინტერესები.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ფორმალურად ლეგიტიმური სამეწარმეო ორგანიზაციის შექმნაში, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე კონტრაგენტების, აგრეთვე მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანოების მოტყუებას. კერძოდ, კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ასეთი ორგანიზაციის შექმნა შეიძლება მიზნად ისახავდეს კრედიტის მიღებას, გადასახადისგან გათავისუფლებას ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღებას, აგრეთვე აკრძალული საქმიანობის დაფარვას.

ცრუ მეწარმეობის ობიექტური მხარე მოიცავს სამეწარმეო ორგანიზაციის შექმნას; სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის არარსებობას; მნიშვნელოვან ზიანს; მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

192-ე მუხლის განხილვისას ჩვენ უკვე შევეხეთ სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის წესს, რომელიც განსაზღვრულია „მეწარმეთა შესახებ“ კანონით. განსახილველი დანაშაული მოიცავს სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადებას რეგისტრაციისათვის, ლიცენზიის მიღებისათვის, შემდეგ კანონით დადგენილი წესით სამეწარმეო ორგანიზაციის დაფუძნებას. ამით, ორგანიზაციის გარეგნულად, კანონიერი საქმიანობა მთავრდება. შემდეგში ცრუ მეწარმეები ჩადიან ისეთ მოქმედებას, რაც ზიანს აყენებს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს ან სახელმწიფოს: იღებენ სესხებს, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისაგან კრეფენ ფულად სახსრებს ან იწყებენ აკრძალულ საქმიანობას.

სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის არარსებობა სახეზეა მაშინ, როცა მოჩვენებით იქმნება სამეწარმეო საზოგადოება, ე.ი. როცა არ არსებობს სუბიექტის განზრახვა შეასრულოს ის მოქმედებები, რომლებიც გამომდინარეობს იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტებიდან.

კრედიტის მიღების, ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზანი მიიღწევა უკანონო მოქმედებების ჩადენით, ე.ი. შეღავათების, უპირატესობის მიღებით, რომლის უფლებაც სამეწარმეო საზოგადოებას არ ჰქონდა მისი წესდებიდან გამომდინარე, ხოლო აკრძალული საქმიანობის დაფარვა მდგომარეობს სისტემატურად მოჩვენებითი გარიგებების დადებაში, რასაც სულ სხვა შედეგები მოსდევს, ვიდრე ამას სადამფუძნებლო დოკუმენტები ითვალისწინებდა. თავისი კონსტრუქციით ეს შემადგენლობა მატერიალურია.

დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის საჭიროა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. მნიშვნელოვანი ზიანი შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი საბოლოოდ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი 16 წელს მიღწეული პირი, რომელიც ქმნის ან აფუძნებს სამეწარმეო ორგანიზაციას.

სუბიექტური მხრივ, დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვითა და სპეციალური მიზნით. დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ქმნის ან აფუძნებს ორგანიზაციას სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის, ორგანიზაციებისათვის ან სახელმწიფოსათვის ქონებრივი ზიანის მიყენების შესაძლებლობას ან გარდაუვალობას და მას ეს სურს.

დანაშაულის მიზანია მოგების მიღება უკანონო ხერხებით. თანაც ეს მიზანი უნდა არსებობდეს სამეწარმეო საზოგადოების შექმნის მომენტში, ე.ი. კონკრეტული პირი, შესაბამისი სამეწარმეო ორგანიზაციის შექმნისას მიზნად ისახავდა არა სამეწარმეო საქმიანობას, არამედ კრედიტის მიღებას ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღებას, აგრეთვე აკრძალული საქმიანობის დაფარვას. თუ ასეთი სპეციალური მიზანი სამეწარმეო ორგანიზაციის შექმნის მომენტში არ არსებობდა, მაშინ ამ დანაშაულის შემადგენლობაც არ გვექნება სახეზე.

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 164

სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევა

სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, აგრეთვე აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ან უნებართვოდ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სპეციალური ნებართვას (ლიცენზიას) საჭიროებს, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე

(საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 თებერვლის კანონი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N15 მუხ. 287; საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., N19-20, გვ. 26; საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, 1998 წ., N6, მუხ. 47)

ობიექტური მხრივ, სსკ-ს განხილული ნორმა გულისხმობს აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასაც, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 164-ე მუხლის (სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევა) დისპოზიციაშიც არის მოცემული: ფორმალურად ლეგიტიმური სამეწარმეო საზოგადოების შექმნით, მოტყუებით უკანონო სამეწარმეო საქმიანობის დაფარვა. თუმცა, ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენისათვის პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას ზიანის არსებობა საჭირო არ არის.

სსკ მუხლი 194

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი ფულისათვის ან სხვა ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, აგრეთვე უკანონო შემოსავლის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, ქონების ნამდვილი მესაკუთრის ან მფლობელის ანდა ქონებრივი უფლების დამალვა, -

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

) ჯგუფურად;

) არაერთგზის;

) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება,
- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე და ჯარიმით.

განსახილველი ქმედების კრიმინალიზაცია მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური სისტემის და, უპირველეს ყოვლისა, ფულად-საკრედიტო სისტემის დაცვას დიდი მოცულობის არაკონტროლირებადი ფულადი სახსრების შემოსვლისაგან, ამას მოითხოვს აგრეთვე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ინტერესები.

1990 წლის 8 ნოემბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს კონვენცია დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გარეცხვის, გამოვლენის, ამოღებისა და კონფისკაციის შესახებ. ამავე საკითხზე მიღებულია ვენის კონვენცია. ხსენებული კონვენციები ფულის ლეგალიზაციას განმარტავენ როგორც დანაშაულის ჩადენის შედეგად მოპოვებული ფულის კონვერტირებას, გადაადგილებას.

უკანონო შემოსავლის მიღების წყარო შეიძლება იყოს ნარკოტიკებით ვაჭრობა, სათამაშო და პორნობიზნესი, მექრთამეობა, უკანონო სამეწარმეო და სხვა სახის არალეგალური საქმიანობა, რომლიდან მიღებული შემოსავლის ლეგალიზებასაც, ანუ კანონიერი სახის მიცემას ცდილობენ დამნაშავეები.

სპეციალურ ლიტერატურაში მინიშნებულია, რომ დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების დიდი ნაწილი ხმარდება კრიმინალური მეწარმეობის განვითარებას, უძრავი ქონების შეძენას. ამგვარი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილის ლეგალიზება ხდება ვალუტაზე გადაცვლითა და საზღვარგარეთ გადარიცხვით.

დანაშაულის უშუალო ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც არეგულირებს ეკონომიკური საქმიანობის სფეროში ფულადსაკრედიტო მიმოქცევას. შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია დანაშაულის საგანი, კერძოდ, ეს არის ფულადი სახსრები ან სხვა ქონება. ფულადი სახსრები შეიძლება იყოს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში, ხოლო ქონება - მოძრავი ან უძრავი.

დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს ორი ფორმით: პირველი - უკანონოდ მიღებული ფულადი სახსრების ან სხვა ქონების ლეგალიზაციაში, ე.ი. შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემაში. კანონი არ აკონკრეტებს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის ხერხებს. შემოსავლების გათეთრების ხერხები მეტად მრავალფეროვანია.

მაგალითად, ნაღდი ფული გარდაიქმნება სხვა ღირებულებად - საბანკო ანაბრად ან უძრავ ქონებად. უძრავი ქონება შემდგომ იყიდება და მიღებული შემოსავალი კანონიერად გამოიყურება; ან კიდევ, „ჭუჭყიანი“ ფულის ინტეგრირება ხორციელდება ქვეყნის შიდა საფინანსო სისტემაში ან მისი ექსპორტირება ხდება ლიბერალური საფინანსო სისტემის მქონე ქვეყნებში და სამშობლოში ბრუნდება კანონიერი გადარიცხვების ფორმით და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პრაქტიკაში აღიარებულია „ჭუჭყიანი“ ფულის ლეგალიზაციის სამი საფეხური: პირველი - ფულის განთავსება (საბანკო გადარიცხვა სხვა რომელიმე ქვეყანაში); მეორე - მრავალჯერადი საბანკო ოპერაციები ერთი ქვეყნიდან მეორეში (ეს ხელს უწყობს ფულის წარმომავლობის გზის აბნევას), მესამე - ინტეგრირება. მოპოვებული ფუ25 ლის ეკონომიკაში განთავსება ან უძრავ ქონებაში დაბანდება, როგორც კანონიერის.

194-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, უნდა ვიგულისხმოთ, რომ კანონი კრძალავს უკანონოდ მიღებული ფულადი სახსრების ლეგალურ ბრუნვაში გაშვებას, ნებისმიერ ფინანსურ ოპერაციასა და გარიგებას უკანონო გზით მიღებული შემოსავლებიდან ან კიდევ მათ გამოყენებას სამეწარმეო ან სხვაგვარ ეკონომიკურ საქმიანობაში.

განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარის მეორე ფორმაა - უკანონო შემოსავლის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, ქონების ნამდვილი მესაკუთრის, მფლობელის ან ქონებრივი უფლების დამალვა. ასეთ შემთხვევაში საუბარია დანაშაულის უმოქმედობით ჩადენაზე, როცა კანონით სავალდებულოა შემოსავლის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსებისა და სხვა მითითება (მაგალითად, დეკლარაციის შევსების დროს და სხვა).

სუბიექტური მხრივ, დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით. პირს შეგნებული აქვს, რომ ჩადის მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია უკანონო გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციაზე და მას სურს ეს ქმედება. მოტივი და მიზანი ანგარებითია.

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს 14 წლის ასაკს მიღწეული პირი.

194-ე მუხლის მეორე ნაწილში პასუხისმგებლობა დამძიმებულია, თუ იგივე ქმედება ჩადენილია ჯგუფურად, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული ჩადენილია ჯგუფის მიერ, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეთანხმებულად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. უკანონოდ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ადგილი აქვს მაშინ, როცა დანაშაულის სუბიექტია სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირი ან კიდევ სამეწარმეო თუ სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი ფუნქციის შემსრულებელი პირი. რაც შეეხება შემოსავლის დიდ ოდენობას, მას საქმის გარემოებებზე დამოკიდებულებით დაადგენს სასამართლო.

საყურადღებოა, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის პრობლემას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესაბამისი ნორმით არ ეხმიანება. ვფიქრობ, ეს, ერთი მხრივ, გამოწვეულია ეკონომიკურ საქმიანობაში აღნიშნული ურთიერთობების საკანონმდებლო რეგლამენტაციის უქონლობით და მეორე მხრივ, ჩვენს მიერ ზემოთ მითითებული ევროსაბჭოს კონვენციასთან მიუერთებლობით.

სსკ მუხლი 195

მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა.

1. მონოპოლიური საქმიანობა მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, აგრეთვე კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის გაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტის ბაზრიდან გაძევების ანდა ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან შენარჩუნების გზით, -

ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) ჯგუფურად;

) არაერთგზის, -

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე სხვისი ნივთის დაზიანებით ან განადგურებით ანდა მისი დაზიანების ან განადგურების მუქარით, თუ არ არსებობს გამოძალვის ნიშნები, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე და ჯარიმით.

იურიდიულ ლიტერატურაში მინიშნებულია, რომ საბაზრო ეკონომიკა, უპირველეს ყოვლისა, ბაზრის თვითრეგულირების კანონების მოქმედებაა. ასეთ ვითარებაში კეთილსინდისიერი კონკურენციის კანონის მოქმედება ბაზრის ფუნქციონირებისა და განვითარების აუცილებელი პირობაა.

რუსი კრიმინალისტის, ნ. კუზნეცოვას მართებული შენიშვნით, საბაზრო ეკონომიკას ორი მტერი ჰყავს; ერთი მხრივ, მონოპოლიზმი, მონოპოლიური საქმიანობა მიმართული კონკურენციის აღკვეთის ან შეზღუდვისაკენ და, მეორე მხრივ, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია4 .

სწორედ ეს განაპირობებს კონკურენტულ ურთიერთობებში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობას, მისი სამართლებრივი რეგლამენტაციისა და შენარჩუნების მიზნით. ამის დასტურია საქართველოს პარლამენტის მიერ 1996 წლის 6 სექტემბერს მიღებული კანონი „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“.

სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და კონკურენტული გარემოს შექმნისათვის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, კანონი კრძალავს მეწარმე სუბიექტის მიერ მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, არაკეთილსინდისიერ კონკურენციასა და სხვა ქმედებას, რაც იწვევს ან შეუძლია გამოიწვიოს კონკურენციის შეზღუდვა ან აღკვეთა ბაზარზე. ამავე კანონით მეწარმე სუბიექტს ეკრძალება მონოპოლიური საქმიანობა, რომელსაც შესაძლებელია შედეგად მოჰყვეს წარმოების შემცირება ან შეწყვეტა, საქონლის დეფიციტის შექმნა, ფასების აწევა და სხვა.

ბაზრის, კონკურენციისა და მონოპოლიური საქმიანობის არსის გასაგებად კანონშემფარდებელმა უნდა მიმართოს ხსენებულ კანონს. კერძოდ, მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასი ეწოდება ისეთ ფასს, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად განსხვავდება პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე გაწეული დანახარჯებისაგან. ამგვარი მოქმედება, კონკურენტების დისკრიმინაციის ერთ-ერთი ხერხია, ვინაიდან ბაზრის მონაწილეს თავს ახვევენ შესყიდვის ან გაყიდვის შეუსაბამოდ მაღალ ან დაბალ ფასებს.

ამგვარად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შეზღუდვისათვის მიზნად ისახავს სასაქონლო ბაზრის ეფექტურად ფუნქციონირების წესების დაცვას, მონოპოლიური საქმიანობისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის თავიდან აცილებას, რაც ხელს უშლის სხვა სამეწარმეო სუბიექტებს განახორციელონ თავიანთი უფლებები და შესაძლებლობები, ასევე ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

განსახილველი დანაშაულის ობიექტია მეწარმეობის თავისუფლება და მომხმარებელთა ინტერესები.

დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება ორი ფორმით გამოიხატოს:

1) მონოპოლიურ საქმიანობაში მონოპოლიურად მაღალი ან მონოპოლიურად დაბალი ფასების დაწესებით, და

2) კონკურენციის შეზღუდვაში.

მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესება გულისხმობს საბითუმო ან საცალო ფასების აწევას ანდა შენარჩუნებას ისეთ დონეზე, რომელიც განპირობებულია არა ობიექტური ფაქტორების, კერძოდ, საწარმოო ხარჯებით, საქონლის ხარისხითა და ბაზრის კონიუნქტურით, არამედ სამეწარმეო სუბიექტის მონოპოლიური საქმიანობის შედეგს წარმოადგენს, რომელსაც ბაზარზე პრიორიტეტული მდგომარეობა უკავია. მაშასადამე, ობიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის ეს ფორმა მოიცავს გადაწყვეტილების მიღებას ფასის ოდენობის შესახებ, ფასის გამოცხადებასა და მის შეთავაზებას მყიდველისათვის, დადგენილი ფასის გავრცელებას შესაბამისი სასაქონლო ბაზრის ფარგლებში, მოცემული ფასის რეალურად გამოყენებას, აგრეთვე დომინირებული (პრიორიტეტული) მდგომარეობის არსებობას სასაქონლო ბაზარზე. ხსენებული ფორმით დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის რაიმე შედეგის დადგომა საჭირო არ არის. დანაშაული დამთავრებულია მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასის დადგენის მომენტში.

კანონი „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ მეწარმე სუბიექტს უკრძალავს ისეთი ხელშეკრულების დადებას ან ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ იწვევს კონკურენციის შეზღუდვას. კერძოდ, ზღუდავს ერთ-ერთ მხარეს ბაზრის, მომარაგების წყაროების, მიმწოდებლების ან მომხმარებლების შერჩევაში და სხვა. სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე მუხლი კრძალავს კონკურენციის შეზღუდვას ისეთი გზებით, როგორიცაა: ბაზრის გაყოფა, ბაზარზე გავლენის შენარჩუნება ან ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტების ბაზრიდან გაძევება, ერთიანი საბაზრო ფასის დადგენა ან შენარჩუნება.

კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის გაყოფის გზით მოიცავს შეთანხმებულ მოქმედებებს მიმართულს ბაზარზე ფიქსირებული წილის დასადგენად ტერიტორიული კრიტერიუმით, ან სარეალიზაციო საქონლის ასორტიმენტის ანდა გამყიდველთა და მყიდველთა წრის მიხედვით; შედეგს - ბაზრის გაყოფის სახით, სადაც გაბატონებული მდგომარეობა უკავია განსაზღვრულ სუბიექტსა და მიზეზობრივ კავშირს სუბიექტების მოქმედებასა და ბაზრის მდგომარეობას შორის, რაც მის გაყოფაში გამოიხატება. ბაზრის გასაყოფად მიმართული მოქმედებები შეიძლება გამოიხატოს სხვა სამეწარმეო სუბიექტებისათვის დისკრიმინაციული პირობების შექმნაში, ახალი სამეწარმეო სუბიექტების შექმნის აკრძალვაში; საქონლის (მომსახურების) სახეების განაწილებაში შეთანხმების მონაწილეებს შორის და სხვა.

ბაზრის გაყოფას, თავის მხრივ, შეუძლია არსებითად შეზღუდოს ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტების შეღწევა ბაზარზე. კონკურენტების ბაზრიდან გასაძევებლად შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ფიზიკურ წინააღმდეგობას, დაუსაბუთებელი აკრძალვების შემოღებას, საქმიანობის არახელსაყრელი რეჟიმის შექმნას, დაუსაბუთებელი შემოწმების ჩატარებას, საქონლის იძულებით შესყიდვასა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებას. ყოველივე ამას შედეგად მოსდევს სასაქონლო ბაზარზე სხვა სუბიექტების საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება. მეწარმეები შეიძლება შეთანხმდნენ და დაადგინონ კონკრეტული სახის საქონელზე ან მომსახურებაზე ერთიანი ფასები, რომელიც ობიექტური ფაქტორებით კი არ არის განსაზღვრული, არამედ ბაზრიდან უფრო სუსტი კონკურენტების გაძევების ან ბაზარზე არდაშვების სურვილითაა განპირობებული. ეს შეი- ძლება იყოს აშკარად დაბალი ფასები, რომელიც მეწარმეთა ჯგუფს შეუ- ძლია შეინარჩუნოს განსაზღვრული პერიოდის მანძილზე, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ განიმტკიცოს თავისი მდგომარეობა ბაზარზე და გააძევოს კონკურენტების ნაწილი. ფასების დაწევა საშიშია იმით, რომ შესაძლოა შეარყიოს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია და გამოიწვიოს ბაზრის მონოპოლიზაცია, რასაც აუცილებლად მოჰყვება ფასების მკვეთრი აწევა. ერთიანი ფასის შენარჩუნება შესაძლებელია ბაზარზე საქონლის შეზღუდვით, ყალბი რეკლამით და სხვა. საბოლოო ჯამში, ასეთი მოქმედებებით ირღვევა საბაზრო ეკონომიკის საფუძვლები და მომხმარებელთა უფლებები.

დანაშაული დამთავრებულად ითვლება კანონში მითითებული მოქმედებების ჩადენის მომენტიდან. თავისი კონსტრუქციით მას ფორმალური შემადგენლობა აქვს.

სუბიექტური მხრივ, დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება და მიზნად ისახავს კონკურენციის შეზღუდვას ან აღკვეთას ბაზარზე, უკანონო ზემოქმედებას კონკურენტებზე. მოტივი, როგორც წესი, ანგარებითია (მოგების, გამორჩენის მიღება).

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტი - მეწარმეები ან სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირები.

მეორე ნაწილში დამამძიმებელ გარემოებებად მიჩნეულია იმავე ქმედების ჩადენა ჯგუფურად ან არაერთგზის, ხოლო მესამე ნაწილში მოცემულია განსაკუთრებული დამამძიმებელი გარემოებები. კერძოდ, პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე სხვისი ნივთის დაზიანებით ან განადგურებით, ანდა მისი დაზიანების ან განადგურების მუქარით, თუ არ არსებობს გამოძალვის ნიშნები (ე.ი. ქონების ან ქონებაზე უფლების გადაცემის მოთხოვნა). აღნიშნული ხერხით დგინდება მონოპოლიური ფასები ან იზღუდება კონკურენცია. ძალადობა ან მისი მუქარა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც თვით ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტის მიმართ, ისე მისი ნათესავებისა და ახლობლების მიმართ. ანალოგიურ სიტუაციას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ქონების დაზიანების ან განადგურებისას. ამასთან, გამოყენებული ძალადობის ან მისი მუქარის ხასიათს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს და მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას.

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 1592

ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამდებობის პირთა მიწერილობის შეუსრულებლობა.

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობისა და რეკლამის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შეწყვეტის თაობაზე სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიწერილობის შეუსრულებლობა, -

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების პასუხისმგებელი პირებისა - ათასიდან სამი ათას ლარამდე.

(საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1998 წ., 11-12, გვ. 24).

ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 1593

სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა

სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.

(საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1998 წ., 11-12, გვ. 24).

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონის „ანტიმონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შეზღუდვის შესახებ“ მიღების შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მრავალი ნორმა შეიქმნა (მაგ. მუხლები 1592, 1593), მონოპოლიზმის მარეგლამენტირებელ ნორმას ადმინისტრაციული კოდექსი არ იცნობს, რამაც პრეიუდიციის პრობლემის არარსებობის გამო სისხლის სამართლის ნორმის დისპოზიციის ჩამოყალიბების დროსაც გავლენა იქონია. თუმცა, ზემოხსენებული კანონის მიხედვით, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოვლენის ფორმებზე, რაც ადმინისტრაციული კოდექსის რეგულირების სფეროს შეეხება, იხ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლის კომენტარი.

სსკ მუხლი 196

სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის უკანონოდ გამოყენება.

1. სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენება, საქონლის უკანონო ნიშანდება ან საქონლის დამზადების ადგილის არასწორად მითითება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,

- ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

2. საქართველოში არარეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის უკანონოდ გამოყენება ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ანდა გეოგრაფიული აღნიშვნით სარგებლობის უფლების დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,

- ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის,

- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე და ჯარიმით.

ეს ნორმაც არსებითად მიმართულია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. საბაზრო ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორია საწარმოს საქმიანი რეპუტაცია, მისი სახელი. სწორედ ამიტომაც კანონი „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ კონკურენტის ან მესამე პირის სასაქონლო ნიშნისა და საფირმო დასახელების თვითნებურ გამოყენებას არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოვლენის ფორმად თვლის.

სასაქონლო ნიშნებზე უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმებებია პარიზის კონვენცია - „სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ“ და მადრიდის კონვენცია „სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა იურიდიული პირის, პროდუქციის, შესრულებული სამუშაოს ან მომსახურების ინდივიდუალიზაციის საშუალებებს (სასაქონლო ნიშანი, საფირმო სახელწოდება, მომსახურების ნიშანი და მისთ) მიაკუთვნებს სამრეწველო საკუთრებას.

სასაქონლო (მომსახურების) ნიშნისა და საქონლის ადგილწარმოების დასახელების უფლების სამართლებრივი დაცვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით, მათი რეგისტრაციის საფუძველზე. რეგისტრირებულ სასაქონლო (მომსახურების) ნიშანსა და საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე გაიცემა მოწმობა, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას სარგებლობდეს და განკარგავდეს მას და უკრძალავს სხვა პირებს მის გამოყენებას. თვით მესაკუთრეს კი შეუძლია ხელშეკრულებით დაუთმოს ეს ნიშანი სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ანდა მისცეს ლიცენზია მის გამოყენებაზე.

სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლი მიუთითებს პასუხისმგებლობაზე სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების გამოყენებაზე ან საქონლის უკანონო ნიშანდებაზე ან დამზადების ადგილის არასწორად მითითებაზე, თუ ამან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის გვარეობითი ობიექტი სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლებია, ხოლო უშუალო ობიექტი - საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც აწესრიგებს კეთილსინდისიერ კონკურენციასა და სასაქონლო ნიშნით სარგებლობას. თუ ზიანი მიადგება მომხმარებელთა ინტერესებს, მაშინ ფაკულტატური ობიექტიც გვექნება სახეზე. დანაშაულის საგანი არის სასაქონლო (მომსახურების) ნიშანი, საფირმო სახელწოდება, საქონლის ადგილწარმოების დასახელება. სასაქონლო (მომსახურების) ნიშანი, ეს არის საქონელზე ან შეფუთვაზე მოთავსებული ნიშანდება საქონლის ან მისი მწარმოებლის (გამყიდველის) ინდივიდუალიზაციისათვის. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით ან ციფრებით, ნახატით, გრაფიკული სიმბოლოებით, ფერთა შეხამებით და მისთ. მეწარმეთა კანონის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი ასრულებს საქონლის რეკლამისა და მისი ხარისხის გარანტის ფუნქციას.

საფირმო სახელწოდება არის სახელი, რომლითაც საქმიანობს საწარმო. საფირმო სახელწოდების ელემენტები სხვადასხვაა იმისდა მიხედვით, თუ რა სახის მეწარმესთან, რომელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სამეურნეო ერთეულთან გვაქვს საქმე. ზოგადად, საფირმო სახელწოდება შეიძლება შეიცავდეს დამფუძნებლის სახელს, საწარმოს საქმიანობის საგანსა და ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას. სამეურნეო ერთეულის საფირმო სახელწოდება განისაზღვრება მისი წესდების დამტკიცების დროს. ფირმის რეგისტრაციას კი ახდენს სასამართლო. მეწარმეები ეკონომიკურ ბრუნვაში მონაწილეობენ საკუთარი სახელწოდებით. სახელწოდებათა მეშვეობით ხორციელდება მეწარმეთა, ერთი მხრივ, იდენტიფიკაცია, მეორე მხრივ, ინდივიდუალიზაცია, ანუ ერთი სამეურნეო ერთეულის მეორისაგან განსხვავება.

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელება, ეს არის ქვეყნის, დასახელებული პუნქტის, ადგილმდებარეობის ან სხვა გეოგრაფიული ობიექტის დასახელება, რომელიც გამოიყენება იმ საქონლის აღნიშვნისათვის, რომლის განსაკუთრებული თვისებებიც უმთავრესად განისაზღვრება მოცემული გეოგრაფიული ობიექტისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი პირობებით.

განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში - უკანონოდ სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებაში. კერძოდ, საქონლის ან მისი შეფუთვის უკანონო ნიშანდებაში, აგრეთვე სასაქონლო ან მომსახურების ნიშნის გამოყენებით რეკლამაში, ნაბეჭდ გამოცემებში, ოფიციალურ ბლანკებზე, საქონლის დემონსტრირების დროს გამოფენებზე ან ბაზრობებზე. დანაშაულის ობიექტური მხარე ასევე შეიძლება გამოიხატოს დამზადების ადგილის არასწორად მითითებაში საქონელზე, შეფუთვაზე, რეკლამაში, ბლანკებსა და სხვა დოკუმენტაციაში, რაც დაკავშირებულია საქონლის სამეურნეო ბრუნვაში გაშვებასთან.

დანაშაულია აგრეთვე სხვისი რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების გამოყენება. ამ შემთხვევაში საჭიროა სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნეს საფირმო სახელწოდებათა იგივეობის ან დამთხვევის ფაქტი, რასაც შეეძლო გამოეწვია ან გამოიწვია სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეთა აღრევა, მომხმარებელთა შეცდომა. დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება, თუ ზემოაღნიშნულმა მოქმედებებმა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (მატერიალური შემადგენლობა). მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიადგეს როგორც სასაქონლო ნიშნის კანონიერ მფლობელს, ასევე მომხმარებლებს. ზიანის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს კომპეტენციაა. იგი შეიძლება გამოიხატოს მეწარმის საქმიანი რეპუტაციის შელახვაში, მომხმარებლისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებაში და სხვა.

სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული მხოლოდ პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ უკანონოდ იყენებს სხვის სასაქონლო (მომსახურების) ნიშანს, საფირმო სახელწოდებას, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებას და ამის ჩადენა მას სურს. ამ დანაშაულის მოტივი და მიზანი შეიძლება იყოს სხვადასხვა: ანგარება, კონკურენტულ მეტოქეობაში გამარჯვებისაკენ სწრაფვა, კონკურენტის საქმიანი რეპუტაციის შელახვა, მისი ბაზრიდან გაძევება და სხვა.

დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია: პირი, რომელიც სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა როგორც კანონიერ საფუძველზე, ისე უკანონოდ, აგრეთვე სამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელები.

196-ე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას ამძიმებს დანაშაულის საგნით - კერძოდ, საქართველოში არარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენებისათვის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ანდა გეოგრაფიული აღნიშვნით სარგებლობის უფლების დარღვევისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამგვარი მოქმედებით ძირითადად მომხმარებელი ზარალდება, რადგანაც მას სამამულო საქონლის იმპორტულისგან გარჩევის შესაძლებლობას უსპობენ, თუმცა ეს მოქმედება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფორმაც არის.

196-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებად თვლის პირველ ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებათა არაერთგზის ჩადენას.

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 158

სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენება

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით სხვისი სასაქონლო (მომსახურეობის) ნიშნის, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების ან საქონლის მარკირების უკანონო გამოყენება,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.-

(საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 30 ივნისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., 19)

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 1773

სტანდარტიზაციის წესების დარღვევა

სახელმწიფო სტანდარტების სავალდებულო მოთხოვნებთან პროდუქციის (მომსახურების) შეუსაბამობა, პროდუქციის (მომსახურების) ნიშანდების წესის დარღვევა ან შესაბამისობის ნიშნის უნებართვოდ გამოყენება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.

სახელმწიფო სტანდარტების სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციის წესების დარღვევა, აგრეთვე სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკურ-ეკონომიკური კლასიფიკატორების გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა,

- გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.

(საქართველოს 1997 წლის 1 მაისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., 21-22, გვ. 3).

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 1775

სერტიფიკაციის შესახებ დადგენილი ნორმებისა და წესების დარღვევა

სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის რეალიზაცია დადგენილი წესით გაცემული ან აღიარებული შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე, აგრეთვე სარეალიზაციო პროდუქციის თანმხლებ ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ პროდუქციაზე აუცილებელი ცნობების შეუტანლობა და მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.

იმ პროდუქციის რეალიზაციის შეუჩერებლობა, რომელიც არ პასუხობს სერტიფიკაციის მოთხოვნებს, ვადაგასული ან შეჩერებული (გაუქმებული) სერტიფიკატით სარგებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასიდან ორას მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.

(საქართველოს 1997 წლის 1 მაისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., 21-22, გვ. 3).

ზემოგანხილული შემადგენლობის ფართო ინტერპრეტაციას ახდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ისეთი ნორმებით, როგორიცაა კოდექსის 158-ე (სასაქაონლო ნიშნის უკანონო გამოყენება), 1773-ე (სტანდარტიზაციის წესების დარღვევა), 1775-ე (სერთიფიკაციის შესახებ დადგენილი ნორმებია და წესების დარღვევა) მუხლები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების ან საქონლის მარკირების უკანონო გამოყენებაზე, ასევე, პროდუქციის ნიშანდების წესის დარღვევაზე ან შესაბამისობის ნიშნის უნებართვოდ გამოყენებაზე პროდუქციის შესახებ აუცილებელი ცნობების შეუტანლობა.

აღნიშნული ნორმები შესაბამისობაშია ისეთ კანონებთან, როგორებიცაა: „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“, „პროდუქციისა და მომსახურების სერთიფიკაციის შესახებ“, „სტანდარტიზაციის შესახებ“, „სასაქონლო ნიშნის შესახებ“ და სხვა..

სსკ მუხლი 197

ფალსიფიკაცია.

1. ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, -

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ანდა რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ფალსიფიკაცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს რაიმე ნამდვილის, ჭეშმარიტის შეცვლას მცდარით, ყალბით; რისამე გაყალბებას, რისამე ხარისხის გაუარესებას5.

ანალოგიური დანაშაული გათვალისწინებული იყო საქართველოს 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსითაც, მაგრამ განსახილველმა დანაშაულმა უფრო შეავიწროა პასუხისმგებლობის საზღვრები.

ფალსიფიკაციისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მიზნად ისახავს დამატებითი გარანტიების შექმნას საქართველოს ერთიან სასაქონლო ბაზარზე მეწარმე სუბიექტების საქმიანობისათვის, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობისათვის, აგრეთვე, სახელმწიფოს საფინანსო ინტერესების დაცვას, როცა ფალსიფიკაცია ბიუჯეტში შესატანი თანხების შესამცირებლად ხდება, მომხმარებელთა დაცვას პროდუქციის დამამზადებლის (გამყიდველის) არაკეთილსინდისიერებისგან, პროდუქციის წარმოების სტანდარტიზაციისა და სერთიფიკაციის წესების დაცვას.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული დანაშაულის უშუალო ობიექტი არა მხოლოდ სამეწარმეო ურთიერთობებია, არამედ აგრეთვე სახელმწიფოს საფინანსო ინტერესები და მომხმარებელთა ინტერესები.

დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს როგორც სამრეწველო, ისე სასურსათო ნივთები (საქონელი).

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლაში.

აღსანიშნავია, რომ განსახილველი დანაშაულის ძველი რედაქცია ფალსიფიკაციას ხსნიდა როგორც საქონლის, საგნის, ნივთის წარმოების სტანდარტების ან სერთიფიკაციის წესების დარღვევას, რასაც მისი თვისებრივი ან გარეგნული იერსახის შეცვლა მოჰყვა.

ასეთი რედაქციის ნორმა კვალიფიკაციის დროს გარკვეულ სიძნელეებს უქმნიდა სამართალდამცავ ორგანოებს. როგორც ცნობილია, ბოლო დროს საქართველოში ფართო გავრცელება ჰპოვა ნავთობპროდუქტების ფალსიფიკაციამ, კერძოდ, საცალო ქსელში სარეალიზაციოდ შეძენილ ან დამზადებულ პროდუქციაში სხვადასხვა დაბალი ღირებულების ნავთობპროდუქტების (ნავთი, ნაფტა) გარევამ, რის შედეგად მკვეთრად ეცემა საქონლის ხარისხი, ზიანი ადგება ეკოლოგიას, ავტოსაშუალებების მფლობელთა ინტერესებს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ბიუჯეტისათვის მიყენებულ ზარალზე. ამავე დროს, ხსენებულ ფალსიფიკატორთა მიმართ სამართალდამცავი ორგანოები ვერ ახერხებდნენ 162-ე მუხლის შეფარდებას იმის გამო, რომ მაღალი ოქტანობის მქონე საწვავში დაბალი ოქტანობის ნავთობპროდუქტების გარევა, ზემოჩამოთვლილი საზიანო შედეგების მიუხედავად, პრაქტიკულად არ იწვევს საქონლის თვისებრივი ან გარეგნული იერსახის შეცვლას. 162-ე მუხლი კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მხოლოდ და მხოლოდ ამ უკანასკნელ ნიშნებს უკავშირებდა.

სისხლის სამართლის ახალი კოდექსის 197-ე მუხლში მოცემული ფალსიფიკაციის რედაქცია სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას კვლავ მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლას უკავშირებს. ამდენად, გამოდის, რომ სამართალდამცავი ორგანოები ახალი კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგაც იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყო ფალსიფიკაციისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საფუძვლად დასდებოდა არა მხოლოდ ნივთის თვისებრიობის შეცვლა, არამედ აგრეთვე მისი ხარისხის განზრახ დაქვეითება ან შეცვლა6 , მით უფრო, რომ ეტიმოლოგიურად ფალსიფიკაცია გულისხმობს რისამე ხარისხის გაუარესებას. საგულისხმოა 6 აღნიშნული წინადადებით საგადასახადო დეპარტამენტმა, ჯერ კიდევ ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებამდე, მიმართა პარლამენტს, მაგრამ იგი რატომღაც არ იქნება გაითვალისწინებული. ისიც, რომ საქართველოს კანონში „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ ფალსიფიკაცია განმარტებულია როგორც პროდუქციის წარმოებისას ანდა რეალიზაციისას მისი გაყალბება, ჭეშმარიტი (ნამდვილი) პროდუქციის შეცვლა ყალბით. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სურსათი და თამბაქო ფალსიფიცირებულად ითვლება, თუ თანდართულ შესაბამის დოკუმენტებში მითითებული ხარისხი არ შეესაბამება სურსათისა და თამბაქოს რეალურ ხარისხს, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და სახიფათოა მისი ჯანმრთელობისათვის.

განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარის, სახელდობრ, ნივთის თვისებრიობის შეცვლა-არშეცვლის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა ამოვიდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იქიდან, თუ რა სახის ნივთთან (საქონელთან, პროდუქციასთან) აქვს საქმე. ამასთანავე, ამ საკითხის გადაწყვეტა სპეციალურ ცოდნას მოითხოვს და ჩატარებულ უნდა იქნეს საქონელმცოდნეობის ან სხვა სახის ექსპერტიზები.

ზემოხსენებული სურსათისა და თამბაქოს შესახებ კანონის გარდა, დღეისათვის ამ სფეროში უმნიშვნელოვანეს ნორმატიულ აქტებს წარმოადგენს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონები „სტანდარტიზაციის შესახებ“ და „პროდუქციისა და მომსახურების სერთიფიკაციის შესახებ“.

დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას. სუბიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მოტივი - ანგარება.

დანაშაულის სუბიექტია ნივთის მწარმოებელი ან გამსაღებელი. 197-ე მუხლის მეორე ნაწილით პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ფალსიფიკაციის არაერთგზის ჩადენა.

მესამე ნაწილი ითვალისწინებს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, ფალსიფიკაცია, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ანდა რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 154

სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის
რეგულირების წესების დარღვევა.

საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობის მოსაწესრიგებლად დადგენილი წესების დარღვევა, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა - შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.

(საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., 16, მუხ. 308).

სსკ მუხლი163

სერტიფიცირების წესების დარღვევა

სერტიფიკატის გაცემის წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამასიდან ხუთას მინიმალურ ოდენობამდე.

(საქართველოს 1996 წლის 27 ნოემბრის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., 31-32/6, გვ. 4)

ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 1774

პროდუქციის რეალიზაციის (მიწოდების, გაყიდვის), სამუშაოებისა და მომსახურების გაწევის შეჩერების თაობაზე მიწერილობის მოთხოვნების დარღვევა

პროდუქციის რეალიზაციის (მიწოდების, გაყიდვის), სამუშაოებისა და მომსახურების გაწევის შეჩერების თაობაზე მიწერილობის მოთხოვნების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.

(საქართველოს 1997 წლის 1 მაისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., -21-22, გვ. 3).

დმინისტრაციული კოდექსი მუხლი 1775

სერტიფიკაციის შესახებ დადგენილი ნორმებისა და წესების დარღვევა

სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის რეალიზაცია დადგენილი წესით გაცემული ან აღიარებული შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე, აგრეთვე სარეალიზაციო პროდუქციის თანმხლებ ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ პროდუქციაზე აუცილებელი ცნობების შეუტანლობა და მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ. იმ პროდუქციის რეალიზაციის შეუჩერებლობა, რომელიც არ პასუხობს სერტიფიკაციის მოთხოვნებს, ვადაგასული ან შეჩერებული (გაუქმებული) სერტიფიკატით სარგებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასიდან ორას მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.

(საქართველოს 1997 წლის 1 მაისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., 21-22, გვ. 3).

ფალსიფიკაციის პრობლემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი კოდექსში გაფანტულია ისეთ შემადგენლობებ- ში, როგორიცაა სერტიფიკაციის მოთხოვნების გათვალისწინებული პროდუქციის რეალიზაცია (მუხ. 1775), პროდუქციის რეალიზაციის (მიწოდების. გაყიდვის) სამუშაოებისა და მომსახურების გაწევის შეჩერების თაობაზე მოთხოვნის დარღვევა (მ.1774), სერტიფიკატის გაცემის წესის დარღვევა (მუხ. 163), სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის წესების დარ- ღვევა (მუხ. 154) და ა.შ.

ვფიქრობთ, ამ მხრივ სპეციალური შემადგენლობების შექმნით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი უფრო თანმიმდევრულია. რამდენადაც სისხლისსამართლებრივი ფალსიფიკაციის ნორმა ზოგადია და დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სპეციალური ნორმატიული მასალის გამოყენება და მითითება.

სსკ მუხლი 198

ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია.

1. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია ანდა ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება, -

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

ეს დანაშაული სამართალმემკვიდრეა საქართველოს 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა - უხარისხო პროდუქციის გამოშვება. თუმცა, ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, სადაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შედეგების დადგომას უკავშირდებოდა, ახალი ნორმა პასუხისმგებლობას ადგენს ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების, შემოტანის ან რეალიზაციისათვის ანდა ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენებისათვის, ყოველგვარი შედეგების გარეშე; მძიმე შედეგი კი მხოლოდ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მეორე ნაწილში.

ამგვარი ქმედებისათვის პასუხისმგებლობის გაფართოება განაპირობა იმან, რომ ბოლო დროს საქართველოში ძალიან გახშირდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების, შემოტანისა და რეალიზაციის შემთხვევები. აღნიშნული ნორმა მიზნად ისახავს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.

ჩვენი შეხედულებით, ამ დანაშაულის უშუალო ობიექტია პროდუქციის წარმოების სტანდარტიზაციისა და სერთიფიკაციის წესები, ასევე მომხმარებელთა ინტერესები. დამატებითი ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

დანაშაულის საგანია დადგენილ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქცია, რაც შეიძლება იყოს როგორც სამამულო, ისე იმპორტული წარმოების, სამრეწველო ან სასურსათო პროდუქცია, რომელზეც დადგენილია მომხმარებელთა უსაფრთხოების მოთხოვნები. განსახილველი დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ უხარისხოდ წარმოებული, არამედ სტანდარტების შესაბამისად შექმნილი პროდუქციაც, რომელიც შემდგომ გაფუჭდა შენახვის, ტრანსპორტირების, უტილიზაციის და ა.შ. შედეგად.

ხარისხი - პროდუქციის ის მახასიათებელია (სტანდარტებითა და ნორმებით განსაზღვრული მაჩვენებლების ერთობლიობა), რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ და სავარაუდო მოთხოვნებს.

ყველა მწარმოებლისა და გამსაღებლისათვის პროდუქციის ხარისხის ზოგადი მოთხოვნები განსაზღვრულია ისეთ კანონებში, როგორებიცაა: კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ“, კანონი „პროდუქციის და მომსახურების სერთიფიკაციის შესახებ“, კანონი „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და სხვა.

ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის პროდუქციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მისთვის სპეციალურად დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები. უსაფრთხოების ასეთი მოთხოვნები დადგენილია სახელმწიფო სტანდარტებით, ხოლო ცალკეული სახის პროდუქციაზე - საქართველოს საკანონმდებლო აქტებით. „სტანდარტიზაციის შესახებ“ კანონის თანახმად, სტანდარტიზაციის ნორმატიულ დოკუმენტებს მიეკუთვნება: საქართველოს სახელმწიფო სტანდარტები, დადგენილი წესით გამოყენებული საერთაშორისო (რეგიონული) სტანდარტები, სტანდარტიზაციის წესები, ნორმები და რეკომენდაციები, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის საქართველოს კლასიფიკატორები, მმართველობის ორგანოების, ორგანიზაციებისა და მეურნე სუბიექტების სტანდარტები.

სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას გარემოს, მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის, პროდუქციის ურთიერთშენაცვლებადობას, მათი კონტროლის მეთოდებისა და ნიშანდების ერთიანობას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები სავალდებულოა მეწარმე სუბიექტებისათვის.

პროდუქციის შესაბამისობა ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებთან განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი პროდუქციის სავალდებულო სერთიფიკაციის წესით, ე.ი. პროდუქციის სერთიფიკაცია დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დადასტურებაა. სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობა შეიძლება დადასტურდეს პროდუქციის შესაბამისობის ნიშნით, ნიშანდების გზით. საქართველოში სტანდარტიზაციის სამუშაოთა ორგანიზაციას ახორციელებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი (საქსტანდარტი). პროდუქციის შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან და ტექნიკურ ნორმებთან ადგენს საქსტანდარტი და ის ორგანიზაციები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით ასეთი დოკუმენტის გაცემის უფლება აქვთ.

ამრიგად, პროდუქციის წარმოების სტანდარტიზაცია და სერთიფიკაცია მიზნად ისახავს დაეხმაროს მომხმარებელს პროდუქციის არჩევაში, ამასთან, დაიცვას იგი მწარმოებლის (გამყიდველის) არაკეთილსინდისიერებისგან, გააკონტროლოს პროდუქციის უსაფრთხოება ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებისა და გარემოს დასაცავად, დაადასტუროს პროდუქციის ხარისხის მაჩვენებლები და სხვა. თუ სტანდარტიზაციისა და სერთიფიკაციის შესახებ კანონები პროდუქციის ხარისხის უზრუნველმყოფ ზოგად მოთხოვნებს ადგენენ საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ მოთხოვნებს უფრო ნიშანდობლივად განსაზღვრავენ. მაგალითად, კანონი „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ კრძალავს სურსათის წარმოების, რეალიზაციის, შენახვისა და მანიპულირების პროცესებში ისეთი ნედლეულის, დამხმარე მასალის, ნივთიერების, საგნის ან მეთოდის გამოყენებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ანდა შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით განსაზღვრულია სურსათში საკვებდანამატებისა და მათი გარდაქმნის პროდუქტების შემცველობის ზღვრულად დასაშვები დოზები; სურსათის წარმოებისას გამოყენებული მომხმარებლის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი სასუქებისა და შხამ-ქიმიკატების სურსათში შემცველობის ზღვრულად დასაშვები დოზები და ა.შ.

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პროდუქციის სავალდებულო სერთიფიკაციის შემთხვევებს და განსაზღვრავს სავალდებულო სერთიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას.

დადგენილი მოთხოვნებისადმი პროდუქციის შესაბამისობის დასადასტურებლად სერთიფიკაციის ორგანო გასცემს სერთიფიკატს და შესაბამისობის ნიშანს.

საქართველოს ტერიტორიაზე, პროდუქციის რეალიზაციისას, სავალდებულო სერთიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის დამამზადებელი (გამყიდველი) ვალდებულია ამ პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ან აღიარებული შესაბამისობის სერთიფიკატით; უზრუნველყოს სარეალიზაციო პროდუქციის შესაბამისობა ნორმატიული დოკუმენტების იმ მოთხოვნებთან, რომელთა შესაბამისობის დასადასტურებლად იყო ეს პროდუქცია სერტიფიცირებული და დადგენილი წესით ნიშანდებული შესაბამისობის ნიშნით.

კანონი „პროდუქციისა და მომსახურების სერთიფიკაციის შესახებ“ განსაზღვრავს იმპორტული პროდუქციის შემოტანის პირობებსაც, სახელდობრ, საქართველოში მოსაწოდებელი პროდუქციის ხელშეკრულების პირობებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატისა და შესაბამისობის ნიშნის არსებობა, თუ ეს პროდუქცია საქართველოში სავალდებულო სერთიფიკაციას ექვემდებარება. ამ სერთიფიკატსა და შესაბამისობის ნიშანს ან აღიარების დოკუმენტს გასცემს საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ისეთ მოქმედებებში, როგორებიცაა: ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია ანდა ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება.

პროდუქციის დამზადება შეიძლება მოახდინოს მეწარმეთა შესახებ კანონით გათვალისწინებულმა ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმომ. დამზადება გულისხმობს პროდუქციის მომზადებას მომხმარებლისათვის მისაწოდებლად, რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობას, სამრეწველო გადამუშავებას.

რეალიზაცია - სურსათის შესახებ კანონით, ეს არის გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით მზა პროდუქციის საღად შენახვა და ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა. პროდუქტის რეალიზაცია, რომელიც არ პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს, შეიძლება განახორციელოს როგორც თვით მისმა მწარმოებელმა, ისე სხვა საწარმომ, აგრეთვე ინდივიდუალურმა მეწარმემ. რეალიზაცია გულისხმობს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას იმ პროდუქციაზე, რომელიც მომხმარებლის პირადი მოხმარებისათვის არის განკუთვნილი.

რაც შეეხება პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენებას, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეს არის შესაბამისობის ნიშანი, ანუ დადგენილი წესით დაცული ნიშანი, რომლითაც მიუთითებენ იმაზე, რომ მან სერთიფიკაცია გაიარა. ასეთი ნიშნის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტს, რომლის პროდუქციაც სერთიფიცირებულია კანონით დადგენილი წესით. ამ წესების დაუცველად პროდუქციის ნიშანდება უსაფრთხოების დადგენილი მოთხოვნებისადმი შესაბამისობის ნიშნით უკანონო იქნება.

198-ე მუხლის I ნაწილით პასუხისმგებლობისათვის საკმარისია კანონში მითითებული ერთ-ერთი მოქმედების ჩადენა, ყოველგვარი შედეგის მიუხედავად, ე.ი. შემადგენლობა ფორმალურია.

სუბიექტური მხარე ხასიათდება განზრახი ბრალით. მოტივებს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი 14 წლის ასაკს მიღწეული შერაცხადი პირი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი.

198-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას, კერძოდ, იმავე ქმედებას, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია. შედეგის სიმძიმის შეფასების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დამზადებული, შემოტანილი ან რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა, მათ შემადგენლობაში ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებათა შემცველობა და სხვა გარემოებები. მძიმე შედეგი შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად, ზემოაღნიშნული მოქმედებებით ადამიანის ჯანმრთელობაზე ნებისმიერ ნეგატიურ ზემოქმედებაში, სიმძიმის ხარისხის მიუხედავად. ამასთანავე, დადგენილ უნდა იქნეს მიზეზობრივი კავშირი ზემოთ მითითებულ მოქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის.

სსკ მუხლი 1581

მომხმარებლის უფლებების შელახვა

მომხმარებლის უფლებების განზრახ შელახვა, რასაც მოჰყვა ქონებრივი ზარალი, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.

(საქართველოს 1996 წლის 27 ნოემბრის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., -31-32/6, გვ. 4)

სსკ მუხლი 163

სერტიფიცირების წესების დარღვევა

სერტიფიკატის გაცემის წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამასიდან ხუთას მინიმალურ ოდენობამდე.

(საქართველოს 1996 წლის 27 ნოემბრის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., -31-32/6, გვ. 4)

სსკ მუხლი 1773

სტანდარტიზაციის წესების დარღვევა

სახელმწიფო სტანდარტების სავალდებულო მოთხოვნებთან პროდუქციის (მომსახურების) შეუსაბამობა, პროდუქციის (მომსახურების) ნიშანდების წესის დარღვევა ან შესაბამისობის ნიშნის უნებართვოდ გამოყენება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.

სახელმწიფო სტანდარტების სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციის წესების დარღვევა, აგრეთვე სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკურ-ეკონომიკური კლასიფიკატორების გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.

(საქართველოს 1997 წლის 1 მაისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., 21-22, გვ. 3).

სსკ მუხლი 1775

სერტიფიკაციის შესახებ დადგენილი ნორმებისა და წესების დარღვევა

სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის რეალიზაცია დადგენილი წესით გაცემული ან აღიარებული შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე, აგრეთვე სარეალიზაციო პროდუქციის თანმხლებ ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ პროდუქციაზე აუცილებელი ცნობების შეუტანლობა და მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.

იმ პროდუქციის რეალიზაციის შეუჩერებლობა, რომელიც არ პასუხობს სერტიფიკაციის მოთხოვნებს, ვადაგასული ან შეჩერებული (გაუქმებული) სერტიფიკატით სარგებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასიდან ორას მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.

(საქართველოს 1997 წლის 1 მაისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., - 21-22, გვ. 3).

თუ მივიჩნევთ, რომ ზემოთ განხილული სისხლის სამართლის დანაშაულის უშუალო ობიექტი პროდუქციის წარმოების სტანდარტიზაციისა და სერთიფიკაციის წესებია, ასევე, მომხმარებელთა ინტერესები - მსგავს ნორმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც მოვიძიებთ: 1581-ე მუხლი (მომხმარებლის უფლებების შელახვა), 163-ე მუხლი (სერტიფიკატის გაცემის წესის დარღვევა), 1773-ე მუხლი (სტანდარტიზაციის წესების დარღვევა) და 1775-ე მუხლი (სერტიფიკაციის შესახებ დადგენილი ნორმებისა და წესების დარღვევა) ის შემადგენლობებია, სადაც გადაცდომის საგნად სერთიფიკაციისა და სტანდარტიზაციის მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქციაზე ან პროდუქციის ნიშანდების წესების დარღვევაზეა მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ სსკ 198-ე მუხლის იდენტური ნორმაა, აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ არის. ადმინისტრაციული იურისდიქცია ზემოთ დასახელებული სპეციალური შემადგენლობების ჩათვლით საკმაოდ ფართოა.

სსკ მუხლი199

ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა.

ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, -

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.

1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსით, ეკომარკით უკანონოდ სარგებლობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ პრეიუდიციას უკავშირდებოდა. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი კი - ეკომარკით უკანონოდ სარგებლობას დანაშაულად მხოლოდ იმ შემთხვევაში თვლის, თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

თუ აღნიშნული მოქმედების კრიმინალიზაციის აუცილებლობას სადაოს არ გავხდით, ალბათ მიზანშეწონილი იყო ცალკე თავი დათმობოდა მომხმარებელთა უფლებების საწინააღმდეგო დანაშაულებს და იქ მოთავსებულიყო ეს ნორმა, ვინაიდან, ჯერ ერთი, ეკომარკირება ნებაყოფლობით საწყისებზე ხორციელდება, მეორეც, იგი მიზნად ისახავს მომხმარებელთა უკეთ ორიენტირებასა და შესაბამისი პროდუქციის წარმოების სტიმულირებას.

ვფიქრობთ, რომ დანაშაულის უშუალო ობიექტია მომხმარებელთა ინტერესები. დამატებით ობიექტად შეიძლება გარემოს დაცვის ინტერესები მივიჩნიოთ. დანაშაულის საგანია ეკომარკა. ეკომარკა წარმოადგენს ნიშანს - გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც მიენიჭება საქართველოში წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და რომელიც დაიტანება საბოლოო პროდუქციის (შეფუთვის ჩათვლით) გარე, თვალსაჩინო ადგილას.

ეკომარკა ენიჭება მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელიც საბოლოო მოხმარებისათვის არის განსაზღვრული.

დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს მოქმედებას - ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა, შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის სახით და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

ეკომარკის მინიჭების, მისი მოქმედებისა და სარგებლობის წესი განსაზღვრულია დებულებაში „ეკომარკირების შესახებ“, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით 1999 წლის 15 იანვარს.

არის თუ არა უკანონო ეკომარკით სარგებლობა, უნდა დადგინდეს სწორედ ზემოაღნიშნული დებულების საფუძველზე (ე.ი. დისპოზიცია ბლანკეტურია).

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ეკომარკას ანიჭებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ეკომარკირების საუწყებათაშორისო კომისია. ეს კომისია წარმოადგენს საეკომარკო პროდ ქციის დამდგენ, ნებართვის პირობების მიმღებ, შემცვლელ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე ეკომარკის მიმნიჭებელ, შემწყვეტ, შემაჩერებელ და ჩამომრთმევ ორგანოს.

ეკომარკის მინიჭების შესახებ განცხადების გაკეთება შეუძლია ნებისმიერ მეწარმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც პროდუქციას საქართველოში ამზადებს. განაცხადი ეკომარკის მინიჭების შესახებ შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ პროდუქციის სარეალიზაციოდ გამზადების შემდეგ. პროდუქციის შეფასების საფუძველზე ეკომარკირების საუწყებათა- შორისო კომისია წყვეტს ეკომარკის მინიჭების საკითხს. ეკომარკა პროდუქციას ენიჭება სამ წლამდე ვადით.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და განმცხადებელს შორის დგება კონტრაქტი ეკომარკით სარგებლობის შესახებ, ეკომარკირების საუწყებათაშორისო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ეკომარკით სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მეწარმეს ჩამოართვას ეკომარკით სარგებლობის უფლება.

თუ რა ჩაითვალოს ეკომარკით უკანონოდ სარგებლობის შედეგად გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანად, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის კონკრეტულ გარემოებებზე დამოკიდებულებით.

სუბიექტური მხრივ, დანაშაული განზრახი ბრალით ხასიათდება. მოტივებს დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

სუბიექტი - შეიძლება იყოს ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. როგორც წესი, ეს ის პირები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 1582

ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა

- ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა,

- გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.

(საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., -33, გვ. 3)

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ეკომარკით უკანონოდ სარგებლობისათვის ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობა 1997 წლიდან არსებობს, რის გამოც აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისათვის კრიმინალიზაციის შემთხვევები შედარებით იშვიათია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1582-ე მუხლი (ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა) ბლანკეტური ნორმაა და ის ზემოთ მითითებულ „ეკომარკირების შესახებ“ ნორმატიულ აქტს ეყრდნობა. ადმინისტრაციულ გადაცდომის არსებობისათვის საკმარისია ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა ყოველგვარი ზიანის გამოწვევის გარეშე. სპეციალური ნორმატიული აქტით განსაზღვრულია, ასევე, დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება, რაც დამრღვევისათვის ეკომარკით სარგებლობის უფლების ჩამორთმევაში გამოიხატება.

სსკ მუხლი 200

მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა.

1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა,

- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) არაერთგზის;

) დიდი ოდენობით,

- ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ხუთ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით,

- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

აქციზი (ფრანგ. accise) - ფართო მოხმარების საგნებზე არაპირდაპირი გადასახადია, (მაგ: არაყი, თამბაქო, ჩაი და სხვა).

„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის ბრძანებულებით 1999 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალა მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოება და იმპორტირება, ხოლო 1 მარტიდან მათი რეალიზაცია - აქციზური მარკების გარეშე.

აქციზური მარკების რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მასვე შემუშავებული აქვს აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის, აგრეთვე ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების წესები. ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს ასევე აქციზური მარკების მომხმარებელთა რეგისტრაციას და გასცემს შესაბამის მოწმობას.

საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით ნიშანდების მდგომარეობის საკითხზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბოლო დროს ჩატარებულმა ღონისძიებებმა გამოავლინა აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე აქციზური საქონლის (ალკოჰოლიანი სასმელები, თამბაქოს ნაწარმი) რეალიზაციის მრავალი ფაქტი. ასე მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის ერთობლივი ღონისძიებებით, 1999 წლის აპრილის თვეში გამოვლენილ იქნა აქციზური მარკებით ნიშანდების წესების დარღვევის 295 შემთხვევა, საქართველოს სსკ 173 2-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, რეალიზაცია, შენახვა და ტრანსპორტირება) აღძრულ იქნა 13 სისხლის სამართლის საქმე. ხშირია საქართველოში ფაქტობრივად რეალიზებული აქციზური საქონლის ტრანზიტად გაფორმების შემთხვევები და სხვა. ამგვარი მოქმედებებით ქვეყანა უზარმაზარ საბიუჯეტო შემოსავლებს კარგავს.

ამრიგად, განსახილველი დანაშაულის უშუალო ობიექტი ქვეყნის საფინანსო ინტერესებია.

დანაშაულის საგანია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონელი - ალკოჰოლიანი სასმელები, ლუდი და თამბაქოს ნაწარმი.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებაში, შენახვაში, რეალიზაციასა ან გადაზიდვაში.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ორას ლარს აღემატება.

სუბიექტური მხრივ, დანაშაული გულისხმობს განზრახვას. განზრახვა, როგორც წესი, პირდაპირია, ხოლო მოტივი ანგარებითი. თუმცა, მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

რაც შეეხება სუბიექტს, პასუხისმგებლობა ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით მარკირებისათვის ეკისრებათ საქართველოში წარმოებული აღნიშნული აქციზური საქონლის მწარმოებლებს, ხოლო საქართველოში იმპორტირებული აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლისათვის - იმპორტიორებს. მაშასადამე, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სპეციალურ სუბიექტს - მხოლოდ მწარმოებელს, ხოლო ასეთი საქონლის შენახვის, რეალიზაციის ან გადაზიდვისათვის როგორც სპეციალურ სუბიექტს (მწარმოებელს ან იმპორტიორს), ისე ნებისმიერ სხვა პირს.

მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს იმავე ქმედების ჩადენა არაერთგზის ან დიდი ოდენობით. დიდ ოდენობად ითვლება საქონლის ღირებულება ორი ათასიდან ათი ათას ლარამდე.

მე-200 მუხლის მესამე ნაწილი პასუხისმგებლობის განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებად თვლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ჩადენილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით. განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება საქონლის ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით.

სსკ მუხლი 201

ყალბი რეკლამა.

რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიერ მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,

- ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება ყალბი რეკლამისათვის მიზნად ისახავს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტების მიერ საქონლისა და მომსახურების რეკლამირება, სადაც ვლინდება კეთილსინდისიერი კონკურენციის კანონის მოქმედება. ყალბი რეკლამა კი არაჯანსაღი კონკურენციის ერთ-ერთი ფორმაა. მაშასადამე, განსახილველი დანაშაულის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომელიც არეგულირებს სამეწარმეო სუბიექტების ჯანსაღ კონკურენციას, დამატებითი ობიექტია მომხმარებელთა ინტერესები - მათი ჯანმრთელობა, ქონება.

ობიექტური მხარე მოიცავს მოქმედებას, შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის სახით და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დისპოზიციაში არ არის მოცემული ყალბი რეკლამის ხერხები. საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ რეკლამას შემდეგნაირად განსაზღვრავს: ეს არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე, ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე, საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

აშკარად ყალბია რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში მომხმარებელი. აქედან გამომდინარე, განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება - რეკლამაში შეგნებულად ყალბი ინფორმაციის გამოყენებაში საქონლის, სამუშაოს, მომსახურების, იდეის, წამოწყების შესახებ ანდა მათი მწარმოებლების, შემსრულებლების, გამყიდველთა შესახებ. ეს ინფორმაცია შეიძლება შეეხებოდეს საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ხარისხს, მათ უსაფრთხოებას, ადგილწარმოებას და ა.შ. ცრუ რეკლამაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვისი სასაქონლო ნიშანიც, ასეთ შემთხვევაში ადგილი ექნება დანაშაულთა ერთობლიობას.

ყალბი რეკლამისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ზიანი შეიძლება მიადგეს საქონლისა და მომსახურების მომხმარებელს (რეკლამის მომხმარებელს), ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტებს, თუ ყალბი რეკლამის შედეგად დაზარალდა მათი საქმიანი რეპუტაცია, შემცირდა მოთხოვნილება მათ პროდუქციაზე, მომსახურებასა და მისთ. თავისი კონსტრუქციით ყალბი რეკლამის შემადგენლობა მატერიალურია.

სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით და, როგორც წესი, ანგარების მოტივით. პირს შეგნებული აქვს, რომ რეკლამაში იყენებს ყალბ ინფორმაციას, ითვალისწინებს მომხმარებლის ან სხვა პირებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობას ან გარდაუვალობას და სურს ასეთი შედეგები მოგების (შემოსავლის) მისაღებად. დანაშაულის სუბიექტები არიან: რეკლამის დამკვეთი, რეკლამის მწარმოებელი და გამავრცელებელი.

ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 159

რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის
დადგენილი წესების დარღვევა.

რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა,

- გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ორას ორმოცდაათიდან ხუთას ლარამდე, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების პასუხისმგებელი პირებისა - ხუთასიდან ათას ხუთას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ამ ქმედებისათვის შეფერადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე.

(საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1998 წ., -11-12, გვ. 24).

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი
1591

არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება).

არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება), -

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას განთავსებული (გავრცელებული) რეკლამის სრული ღირებულების ოთხმაგი ოდენობით, იურიდიული პირებისა და დაწესებულებებისა - განთავსებული (გავრცელებული) რეკლამის სრული ღირებულების შვიდმაგი ოდენობით.

(საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1998 წ., - 11-12, გვ. 24).

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი
1776

სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის
რეკლამირების წესების დარღვევა.

შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე იმ პროდუქციის რეკლამირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას, -

გამოიწვევს რეკლამაზე პასუხისმგებელი პირების დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ას ორმოცდაათიდან ორას მინიმალურ ოდენობამდე.

(საქართველოს 1997 წლის 1 მაისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., -21-22, გვ. 3).

ყალბი რეკლამისათვის ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობა 1991 წლიდან არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე (რეკლამის დაკვეთის წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა), 1591-ე (არასათანადო რეკლამის განთავსება-გავრცელება) და 1776-ე (სავალდებულო სერთიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის რეკლამირების წესების დარღვევა) მუხლებით, რომლებიც „რეკლამის შესახებ“ და „სერტიფიკაციის შესახებ“ კანონების საფუძველზე შექმნილი ბლანკეტური დისპოზიციების შემცველი ნორმებია და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობისათვის ზიანს მნიშვნელობა არა აქვს. ამდენად, სსკ 201-ე მუხლში გათვალისწინებული ყალბი რეკლამისათვის პასუხისმგებლობისას დამდგარი „მნიშვნელოვანი ზიანის“ შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა.

სსკ მუხლი 202

კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის
უკანონოდ შეგროვება ან გავრცელება.

1. კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება მისი უკანონოდ გახმაურების ან უკანონოდ გამოყენების მიზნით, -

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ორ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ გახმაურება ან გამოყენება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,

- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.

ინფორმაცია სამოქალაქო უფლებათა ერთ-ერთ ობიექტად არის აღიარებული. ინფორმაცია, რომელიც სამსახურებრივ ან კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს დაცულია კანონით; ხოლო კომერციული ან საბანკო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ მიღება ან გავრცელება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. განსახილველი დანაშაულის უშუალო ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფს კომერციული ან საბანკო საიდუმლოების დაცვას.

დანაშაულის საგანია კომერციული ან საბანკო საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია. კომერციული საიდუმლო, ეს არის ინფორმაცია, რომელსაც რეალური ან პოტენციური კომერციული ღირებულება აქვს იმის გამო, რომ მესამე პირებისათვის უცნობია, სხვისთვის კანონიერ საფუძველზე ხელმიუწვდომელია და რომლის მფლობელიც ზომებს იღებს მისი კონფიდენციალობის დასაცავად.

კომერციული საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის შინაარსსა და მოცულობას, მისი დაცვის წესს განსაზღვრავს თვით მეწარმე. კომერციული საიდუმლო, უპირველეს ყოვლისა, დაცულია მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვის სფეროში. ამავეს დროს, კომერციულ საიდუმლოს შეიძლება წარმოადგენდეს სამეწარმეო სუბიექტების სხვა ინფორმაციაც, როგორიცაა: მონაცემები წარმოების შესახებ, საწარმოს განვითარების გეგმებზე, ფინანსებზე, პარტნიორებზე, ბაზრის მდგომარეობაზე და სხვა.

საბანკო საიდუმლოება კომერციული საიდუმლოს სპეციალური სახეა. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი საბანკო საიდუმლოებას მიაკუთვნებს ცნობებს იურიდიული და ფიზიკური პირების ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ. ამავე მუხლის თანახმად, არავის აქვს უფლება დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. ამავე ვალდებულებას შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 863-ე მუხლი. თუმცა არსებობს გამონაკლისიც. კერძოდ, კანონი უშვებს კომერციული საიდუმლოს შემცველი ცნობების გაცემის შესაძლებლობას სამართალდამცავი ორგანოებისათვის მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამას მოითხოვს დამნაშავეობასთან ბრძოლის ინტერესები.

202-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ე.წ. სამრეწველო ჯაშუშობაში - კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი მონაცემების უკანონოდ შეგროვებაში, მისი უკანონოდ გახმაურების ან უკანონოდ გამოყენების მიზნით. დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და შედეგის დადგომა გათვალისწინებული არ არის. კომერციული საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეიძლება მატერიალიზებული იყოს დოკუმენტებში, ნახაზებში, მოდელებში, დისკეტებში, სამრეწველო ნიმუშებში და სხვა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სხვადასხვა მოქმედებებში, რომელიც გაერთიანებულია ერთი საერთო ცნებით - „უკანონო შეგროვება“. იგი მოიცავს დოკუმენტის დაუფლებას, კომერციული საიდუმლოს მფლობელის მოსყიდვას, მუქარას (შანტაჟს), ინფორმაციის მიტაცებას კავშირგაბმულობის საშუალებებით, მოსასმენი მოწყობილობებისა და სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებას, კომპიუტერულ ქსელში შეღწევასა და სხვა უკანონო საშუალებებს. ცხადია, რომ ობიექტური მხარის გასარკვევად დიდი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რომლის მეშვეობითაც აღნიშნული მონაცემების შეგროვება ხდება, ვინაიდან დასჯადია თავისთავად კომერციული (საბანკო) საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის შესაგროვებლად მიმართული მოქმედებები იმისგან დამოუკიდებლად, დადგა თუ არა რაიმე შედეგი. მთავარია, დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის აგროვებს, წარმოადგენს დაცულ კომერციულ (საბანკო) საიდუმლოს.

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით. პირს შეგნებული აქვს, რომ უკანონო გზით ეუფლება კომერციულ საიდუმლოს და მას ეს სურს. შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია აღნიშნულ უკანონო მოქმედებათა ჩადენის მიზანი - კომერციული საიდუმლოს უკანონოდ გახმაურება ან უკანონოდ გამოყენება. რაც შეეხება მოტივს, ეს შეიძლება იყოს შური, ანგარება, შურისძიება და სხვა. მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს 14 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელიც არ არის კომერციული (საბანკო) საიდუმლოს მფლობელი და მასზე პროფესიულად ან სამსახურებრივად არც ხელი მიუწვდება.

202-ე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ გახმაურებისათვის ან გამოყენებისათვის, ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით. ამ ნაწილში შემადგენლობა მატერიალურია, ამიტომ ობიექტურ მხარეში მითითებულ მოქმედებებთან ერთად, შედის შედეგი - მნიშვნელოვანი ზიანის სახით და მიზეზობრივი კავშირი. მეორე ნაწილის ტექსტიდან ჩანს, რომ დამნაშავე კანონიერად, ე.ი. თავისი უფლებამოსილებით ან სხვა საფუძვლით ფლობს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას, მაგრამ არა აქვს ამ ინფორმაციის გახმაურების ან გამოყენების ნებართვა. კომერციული (საბანკო) საიდუმლოს გახმაურების ან გამოყენების ხერხები სხვადასხვაგვარია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ მოქმედების ჩამდენმა იცის, რომ გახმაურებული ან გამოყენებული მონაცემები კომერციული (საბანკო) საიდუმლოა. ზიანი შეიძლება მიადგეს როგორც ინფორმაციის მფლობელს, ისე სხვა პირს, რომლის კანონიერი უფლებები და ინტერესებიც ილახება. ზიანის მნიშვნელოვანი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს კომპეტენციაა საქმის გარემოებებზე დამოკიდებულებებით. დიდი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს კომერციული (საბანკო) საიდუმლოს უკანონო გახმაურებასთან ან გამოყენებასთან. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დიდ მატერიალურ დანაკარგებში, კონკურენტულ მეტოქეობაში, წარმოების შემცირებაში, მომხმარებლის შემცირებაში და ა.შ.

სუბიექტური მხრივ, დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით. დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ კომერციულ ან საბანკო საიდუმლოს ახმაურებს ან იყენებს, ითვალისწინებს ამ მოქმედებით მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობას ან გარდაუვალობას და მას ეს სურს. ანგარება ან სხვა პირადი დაინტერესება შეიძლება მდგომარეობდეს გასამრჯელოს მიღებაში, შურისძიებაში, კონკურენტის მდგომარეობის გაუარესებასა და მისთ.

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მათ შორის თანამდებობის პირიც, რომელსაც ხელი მიუწვდება კომერციულ ან საბანკო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციაზე.

სსკ მუხლი 203

პროფესიული სპორტული შეჯიბრის ანდა კომერციულ-სანახაობითი
კონკურსის მონაწილის ან ორგანიზატორის მოსყიდვა.

1. პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის, მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზატორის, აგრეთვე კომერციულსანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მოსყიდვა შეჯიბრის ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, -

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა ტუსაღობით ვადით ორ თვემდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

) არაერთგზის,

- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

3. პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა შეჯიბრის ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით,

- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

4. პროფესიული სპორტული შეჯიბრის მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზატორის, აგრეთვე კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა შეჯიბრის ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, -

ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით განუცხადებს ხელისუფლების ორგანოს, რომ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ რომელიმე პირს გადასცა ფული, ფასიანი ქაღალდი ან სხვა ქონება ანდა გაუწია მას ქონებრივი მომსახურება.

ზემოაღნიშნული ნორმა ახალია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში და მიზნად ისახავს პროფესიული სპორტული შეჯიბრისა და კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ჩატარების წესის დაცვას, მათი შედეგების ფალსიფიკაციის თავიდან აცილებას. რამეთუ, პროფესიული სპორტის ჩამოყალიბებასა და ე.წ. შოუბიზნესის კომერციალიზაციასთან ერთად, ამ საქმიანობისადმი ინტერესი გაუჩნდათ არა მარტო მეწარმეებს, რომლებიც მასში დიდ თანხებს აბანდებენ, არამედ აგრეთვე ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებსაც.

იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, ეს ნორმა აგებულია ქრთამის აღებ-მიცემის პრინცი პის შესაბამისად, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში ორი მოქმედება (მოსყიდვა და უკანონო გასამრჯელოს მიღება) ერთ მუხლშია გაერთიანებული, რაც ჩვენი შეხედულებით გამართლებულიცაა, ვინაიდან საქმე გვაქვს აუცილებელ თანამონაწილეობასთან.

განსახილველი დანაშაულის უშუალო ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც არეგულირებს პროფესიული სპორტული შეჯიბრისა და კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზაციასა და ჩატარებას. დანაშაულის საგანია ფული, ფასიანი ქაღალდი და სხვა ქონება ან ქონებრივი ხასიათის მომსახურება.

203-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის 56 ობიექტური მხარე გამოიხატება სპორტული შეჯიბრის მონაწილის, მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზატორის, აგრეთვე კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მოსყიდვაში, ე.ი, მათთვის უკანონო გასამრჯელოს მიცემაში ან გადაცემაში (თუ მოქმედება სრულდება შუამავლის მეშვეობით) იმ მიზნით, რომ ზეგავლენა მოახდინოს შეჯიბრის ან კონკურსის შედეგზე. შემადგენლობა ფორმალურია და დანაშაული დამთავრებულად ითვლება დამნაშავის მიერ გასამრჯელოს თუნდაც ნაწილის მიღების მომენტიდან.

მოსყიდვის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას. დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ უკანონო გასამრჯელოს გადასცემს დისპოზიციაში მითითებულ რომელიმე პირს და სურს მისი მოსყიდვა იმ მიზნით, რომ ზეგავლენა მოახდინოს შეჯიბრის ან კონკურსის შედეგზე. ამ მიზნის დასადგენად უნდა გაირკვეს, კონკრეტულად რა მოქმედება (უმოქმედობა) უნდა ჩაიდინოს მოსყიდულმა პირმა.

მეორე ნაწილში მოსყიდვის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულია მისი არაერთგზის ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენა.

მესამე ნაწილი ითვალისწინებს პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღებას ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობას, შეჯიბრის ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით.

203-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პროფესიული სპორტული შეჯიბრის მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან შეჯიბრის ორგანიზატორის, აგრეთვე კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღებაში ან ქონებრივი ხასიათის მომსახურებით სარგებლობაში. ეს შემადგენლობაც ფორმალურია და დამთავრებულად ითვლება დისპოზიციაში მი- თითებული გასამრჯელოს თუნდაც ნაწილის მიღების ან მომსახურებით სარგებლობის დაწყების მომენტიდან (მოგზაურობა საექსკურსიო ლაინერით, შენობის მიცემა დასასვენებლად და მისთ.). მნიშვნელობა არა აქვს, შესრულდა თუ არა დაპირება, მოახდინა თუ არა მოსყიდვამ ზეგავლენა შეჯიბრის ან კონკურსის შედეგზე. დანაშაული სახეზე იქნება, თუ დამტკიცდება, რომ გასამრჯელო მიღებულია ისეთი ქმედების ჩადენის დაპირებისათვის, რომელსაც შეუძლია ზეგავლენის მოხდენა შეჯიბრის ან კონკურსის შედეგზე და მხარეები აცნობიერებდნენ ამას.

სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას. დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ უკანონოდ იღებს გასამრჯელოს ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების ანდა ქონებრივი ხასიათის მომსახურების სახით, რომ ეს გასამრჯელო შეჯიბრის ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მოსახდენად გადაეცემა და მას მისი მიღება სურს. გასამრჯელოს გადაცემის მიზნის არცოდნა გამორიცხავს ქმედების დანაშაულებრიობას.

რაც შეეხება განსახილველი დანაშაულის სუბიექტს - პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობის სუბიექტი შეიძლება იყოს 14 წლის ასაკს მიღწეული პირი, ხოლო მესამე და მეოთხე ნაწილებში (უკანონო გასამრჯელოს მიღება) საქმე გვაქვს სპეციალურ სუბიექტთან. ესენი არიან: პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილე, მსაჯი, მწვრთნელი, გუნდის ხელმძღვანელი, შეჯიბრის ორგანიზატორი ან ჟიურის წევრი. კოდექსი ზემოჩამოთვლილ პირთა პასუხისმგებლობის დიფერენციაციას ახდენს. სპორტსმენი 203-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობის სუბიექტია და მის მიერ უკანონო გასამრჯელოს მიღება შედარებით მკაცრად ისჯება, ვიდრე მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობის სუბიექტის მიერ.

203- მუხლს აქვს წამახალისებელი ნორმა, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით განუცხადებს ხელისუფლების ორგანოს, რომ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ რომელიმე პირს გადასცა ფული, ფასიანი ქაღალდი ან სხვა ქონება ანდა გაუწია მას ქონებრივი მომსახურება.

სსკ მუხლი 204

საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა.

ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო წიგნის ან აღრიცხვის სხვა დოკუმენტის წარმოების წესის დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,

- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური საქმიანობის კანონიერად წარმოებისა და მასზე საჯარო კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა სწორი საბუღალტრო აღრიცხვა. სწორედ ამიტომაც კანონმდებელმა ახალ სისხლის სამართლის კოდექსში შემოიტანა ზოგადი შემადგენლობა საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევისათვის.

დანაშაულის უშუალო ობიექტია ის სამეწარმეო ურთიერთობები, რომლებიც ეკონომიკური საქმიანობის გაძღოლისა და მისი ბუღალტრული აღრიცხვის წესებს არეგულირებს.

დანაშაულის საგანია - საბუღალტრო დავთრები, სალაროს წიგნები, ნებისმიერი სააღრიცხვო ფორმები და ცხრილები, სხვა საბუღალტრო დოკუმენტები.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო წიგნის ან აღრიცხვის სხვა დოკუმენტის წარმოების წესის დარღვევაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქართველოში საბუღალტრო აღრიცხვის წესები დადგენილია საქართველოს კანონით „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“.

დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ჩაითვლება მნიშვნელოვანი ზიანის დადგომის შემთხვევაში; თუ რა უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან ზიანად, ეს სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია.

სუბიექტური მხარე გულისხმობს განზრახვას. მოტივებს კვალიფიკაციისათვის კანონმდებელი მნიშვნელობას არ ანიჭებს. სუბიექტი - სპეციალურია, ეს არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, და მთავარი ბუღალტერი (ბუღალტერი), რომელთაც ევალებათ ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო წიგნის ან აღრიცხვის სხვა დოკუმენტის წარმოება.

დმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 1642

შემოსავლისა და გადასახადებით დასაბეგრი სხვა ობიექტების
აღრიცხვის უქონლობა და შემოსავლისა
და გადასახადების შესახებ დოკუმენტების წარუდგენლობა.

ინდივიდუალური მეწარმის ან მოქალაქის მიერ შემოსავლისა და გადასახადებით დასაბეგრი ობიექტების აღრიცხვის უქონლობა დადგენილი წესის დარღვევით მისი წარმოება, შემოსავლის შესახებ დეკლარაციის საგადასახადო ორგანოებში წარუდგენლობა, დაგვიანებით წარდგენა ან მასში შეტანილი მონაცემების დამახინჯება, - გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

(საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 თებერვლის კანონი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., 15, მუხ. 287; საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, 1998 წ., 6, მუხ. 47).

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი
1643

მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა
ან შემცირება, გადასახადის არასწორი გაანგარიშება ან გადასახადის
გაანგარიშებასთან და გადასახადებთან დაკავშირებული დოკუმენტების
საგადასახადო ორგანოებში წარუდგენლობა.

მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა ან შემცირება, გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების არასწორი გაანგარიშება, მოქალაქეთა შემოსავლიდან გადასახადების არასწორად დაკავება ან დაკავებული თანხების არასრულად და დაგვიანებით გადარიცხვა, საბუღალტრო აღრიცხვის უქონლობა ან დადგენილი წესის დარღვევით მისი წარმოება, საბუღალტრო ანგარიშებისა და ბალანსების, საგადასახადო გაანგარიშების, დეკლარაციების, გადასახადებისა და სხვა გადასახდელების გაანგარიშებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების საგადასახადო ორგანოებში წარუდგენლობა, დაგვიანებით ან დაუდგენელი ფორმით წარდგენა, გადასახადის გადასახდელად საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობა ან დაგვიანებით წარდგენა, - გამოიწვევს თანამდებობის პირების დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათმაგი მინიმალური ოდენობით.

იგივე მოქმედება ჩადენილი ადმინისტრაციული ჯარიმის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, - გამოიწვევს დაჯარიმებას ორასორმოცდაათიდან სამას ლარამდე.

(საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 თებერვლი კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994წ. N15, მუხ. 287, საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის N1703 - Iს კანონი).

განხილული სისხლის სამართლის ნორმა ახალია სისხლის სამართალში და შესაბამისი სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამოუკიდებული ნორმის სახით გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი ქმედების კრიმინალიზაციისათვის მნიშვნელოვანია ზიანზე მითითება. რამდენადაც არ არსებობს ზოგადი ნორმა საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევისათვის, არც სპეციალური შემადგენლობაა მოცემული გაკოტრებისას, რაც, ვფიქრობთ, გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, თუმცა, ადმინისტრაციული კოდექსის 1642-ე და 1643-ე მუხლების დისპოზიციაში სახელდებით არის მითითებული საბუღალტრო აღრიცხვის უქონლობაზე ან დადგენილი წესის დარღვევით მის წარმოებაზე, საბუღალტრო ანგარიშისა და ბალანსების საგადასახადო გაანგარიშებების, დეკლარაციების გადასახადების და სხვა გადასახდელების გაანგარიშებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების საგადასახადო ორგანოებში წარდგენის წესზე.

სსკ მუხლი 205

უკანონო ქმედება გაკოტრებისას.

გადახდისუუნარობის ან ზედავალიანების დროს ქონების იმ ნაწილის განკარგვა ან დამალვა კრედიტორისათვის ხელმიუწვდომლობის მიზნით, რომელიც გაკოტრების წარმოების გახსნის შემთხვევაში მოექცეოდა გაკოტრების მასაში, აგრეთვე მეურნეობის სწორად გაძღოლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მისი დაზიანება, გაუვარგისება ან განადგურება, -

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

გაკოტრების სამართლის აღდგენამ წარმოშვა მისი სისხლისსამართლებრივი რეგულირების პრობლემა. ახალი სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ეკონომიკური დანაშაულის კარმა „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის შესაბამისად, მოგვცა სამი შემადგენლობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გაკოტრებასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის: უკანონო ქმედება გაკოტრებისას (მუხლი 205-ე), საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გაკოტრებისას (მუხლი 206-ე) და განცხადების შეუტანლობა გაკოტრებისას (მუხლი 207-ე).

კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას თან ახლავს ეკონომიკური და ფინანსური სიძნელეები, რომლებსაც, არცთუ იშვიათად, შედეგად მოსდევს მათი გაკოტრება. კერძო სამართლის სუბიექტები, რომელთაც უნარი არ შესწევთ დააკმაყოფილონ კრედიტორთა მოთხოვნები, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გამოაცხადოს გაკოტრებულად. სისხლის სამართალში ისეთი ნორმის შემოტანით, როგორიცაა უკანონო ქმედება გაკოტრებისას, კანონმდებელი ისახავს შემდეგ მიზანს: კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაკმაყოფილება და მოვალის გადარჩენის პრინციპის გატარება. კანონის მეშვეობით, სახელმწიფო ცდილობს ზედამხედველობა გაუწიოს საგაკოტრებო ურთიერთობების მიმდინარეობის პროცესს, გაკოტრებასთან დაკავშირებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენით.

დანაშაულის უშუალო ობიექტია კრედიტორთა კანონიერი ინტერესები, დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ქონება (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) ან მისი ნაწილი.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოვალის მიერ გაკოტრების წინა პერიოდში (გადახდისუუნარობის ან ზედავალიანების დადგომისას) ქონების ან მისი ნაწილის განკარგვაში, დამალვაში ან დაზიანებაში, გაუვარგისებასა და განადგურებაში იმ მიზნით, რომ გაკოტრების წარმოების გახსნის შემთხვევაში აღნიშნული ქონება არ მოექცეს გაკოტრების მასაში, რომელიც შემდგომში გამოყენებულ იქნება კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. გაკოტრების მასა, გაკოტრების კანონის მე-15 მუხლის მიხედვით, არის მოვალის ქონება, რომელიც მას ეკუთვნის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის საქართველოში და საზღვარგარეთ (იმ ნივთებისა და მოთხოვნების გარდა, რომლებიც არ ექვემდებარება დამოუკიდებელ იძულებით აღსრულებას).

ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია ვითარება, რომელშიც ეს დანაშაულია ჩადენილი. ეს არის მოსალოდნელი გაკოტრების ვითარება, როცა პირს, ზედავალიანებისა და გადახდისუუნარობის გამო, აღარ შეუძლია დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები.

სუბიექტური მხარე გულისხმობს განზრახ ბრალს. პირს შეგნებული აქვს, რომ გაკოტრების წინა პერიოდშია, ე.ი. კერძო სამართლის სუბიექტს, რომელიც ფლობს საკმარის ქონებას დაუდგა გაკოტრების წარმოების მატერიალური წინაპირობა, რასაც გაკოტრების საფუძველი ჰქვია და მოიცავს გადახდისუუნარობასა და ზედავალიანებას და, ამდენად, სურს ან შეგნებულად უშვებს ამგვარი ქმედებით კრედიტორთათვის დაბრკოლების შექმნას, რომ ქონება არ მოექცეს გაკოტრების მასაში, რათა არ დაკმაყოფილდნენ კრედიტორები. მოტივი ანგარებითია (გამორჩენის მიღება), ასევე შესაძლოა იყოს სხვა პირადი ინტერესები (მაგალითად, სხვა კრედიტორთა საზარალოდ ვალი დაუბრუნა ახლო ურთიერთობაში მყოფ პირებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს და ა.შ.). მოვალეს შეგნებული აქვს, რომ იმყოფება მოსალოდნელი გაკოტრების ვითარებაში და იცის, რომ არამართლზომიერად მოქმედებს და სურს ან შეგნებულად ჩადის ამგვარ ქმედებას.

დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია, ეს შეიძლება იყოს კერძო სამართლის სუბიექტი ფიზიკური პირი ან იურიდიული საზოგადოების ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი. ასეთი შეიძლება იყოს როგორც სამეწარმეო, ისე არასამეწარმეო, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის ფიზიკური პირი ან იურიდიული საზოგადოების ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

თუ გაკოტრების სამართლის აღდგენამ იმთავითვე მოითხოვა მისი სისხლისსამართლებრივი რეგულირება, მიზანშეწონილი იყო, კანონმდებელს ეფიქრა ადნმინისტრაციული წესით საკითხის რეგულირებაზეც, რაც, ალბათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალ პროექტში მაინც იქნება გათვალისწინებული. თუმცა, ამ მხრივ „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” სპეციალური კანონიც გადასახედია.

სსკ მუხლი 206

საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გაკოტრებისას.

გადახდისუუნარობის ან ზედავალიანების დროს საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა, რამაც რეალური ქონებრივი მდგომარეობის შეფასება გაართულა,-

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის სწორად და კანონიერად წარმოების ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად აღრიცხვის მოწესრიგებაა მიჩნეული. ამიტომ არის, რომ კანონმდებელმა სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილში შეიტანა ზოგადი შემადგენლობა ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო წიგნის აღრიცხვის წესის დარღვევის შესახებ და ასევე სპეციალური შემადგენლობა იმ კერძო სამართლის სუბიექტებისათვის, რომლებიც გაკოტრების წინა პერიოდში იმყოფებიან და სწორ საბუღალტრო აღრიცხვას მისი ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დანაშაულის უშუალო ობიექტია კრედიტორთა და ნაწილობრივ, გაკოტრების იმ სასამართლოს ინტერესებიც, რომელმაც გაკოტრების წარმოების გახსნის შესახებ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

დანაშაულის საგანია საბუღალტრო წიგნები და აღრიცხვის სხვა დოკუმენტები.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოვალის მიერ გაკოტრების წინა პერიოდში გადახდისუუნარობის ან ზედავალიანების დადგომისას საბუღალტრო აღრიცხვის კერძოდ, საბუღალტრო წიგნის წარმოების, წესის დარღვევაში, რათა გაკოტრების მასის მოცულობა კონკრეტული მომენტისათვის აისახოს არაზუსტად და მოვალის ქონება შემცირებული ზომით მოხვდეს გაკოტრების მასის შემადგენლობაში ან ფაქტების, ხდომილებების, ურთიერთობების დამახინჯება და არაორგანიზებულად წარმოება საბუღალტრო დოკუმენტაციის მეშვეობით. თავისი კონსტრუქციით ეს დანაშაული მატერიალურია, ამიტომ კანონში მითითებულ ქმედებებს შედეგად უნდა მოჰყვეს რეალური ქონებრივი მდგომარეობის შეფასების გართულება, რასაც არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისა და საგაკოტრებო მასის დადგენისათვის.

სუბიექტური მხარე გულისხმობს განზრახ ბრალს. პირს შეგნებული აქვს, რომ გაკოტრების წინა პერიოდშია და ჩადის დისპოზიციაში მითითებულ უკანონო ქმედებებს და მას ეს სურს ან შეგნებულად უშვებს ამგვარი ქმედებით რეალური ქონებრივი მდგომარეობის სურათის შეფასების გართულებას.

(დანაშაულის სუბიექტის შესახებ იხ. 205-ე მუხლის კომენტარი).

სსკ მუხლი 207

განცხადების შეუტანლობა გაკოტრებისას.

ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან ლიკვიდატორის მიერ გადახდის უუნარობის ან ზედავალიანების დროს განცხადების შეუტანლობა გაკოტრების წარმოების გახსნის შესახებ,

- ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდეანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კერძო სამართლის სუბიექტის საქმიანობას ხშირად თან სდევს გადახდისუუნარობა და ზედავალიანება, რაც იწვევს გაკოტრების წარმოების ფორმალური წინაპირობის მოვალეობას - განცხადების შეტანის ვალდებულებას. გაკოტრების კანონი გამოყოფს როგორცგანცხადების შეტანის უფლებას, ისე განცხადების შეტანის ვალდებულებას. სისხლის სამართლის კანონისათვის საინტერესოა განცხადების შეტანაზე ვალდებული პირები, რომლებსაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს კანონი“ მეწარმეთა შესახებ“. აღნიშნული კანონის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების დირექტორი ვალდებულია გაკოტრების ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას შეიტანოს გაკოტრების განცხადება გადახდის უუნარობის ან ზედავალიანების დადგომიდან არაუგვიანეს სამი კვირის განმავლობაში. ამრიგად, მეწარმეთა კანონი განცხადების შეტანის ვალდებულებას აკისრებს თვით მოვალეს, ანუ საზოგადოებას. საზოგადოებისშიგნით აღნიშნული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირს.

ახალ სისხლის სამართლის კოდექსის მიღებამდე საწარმოს ხელმძღვანელს, გაკოტრების განცხადების დადგენილ ვადაში შეუტანლობის გამო, ეკისრებოდა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რასაც პრაქტიკული გამოყენება დღემდე არ ჰქონია. დღეიდან, გერმანიის კანონმდებლობის მსგავსად, საწარმოს დირექტორის უმოქმედობა სისხლის სამართლებრივ დასჯად ქმედებად განიხილება. მაშასადამე, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში, გადახდის უუნარობის ან ზედავალიანების დროს განცხადების შეუტანლობაში გაკოტრების წარმოების გახსნის შესახებ. დანაშაულის ობიექტი, ცხადია, აქაც კრედიტორთა კანონიერი ინტერესებია.

სუბიექტური მხარე გულისხმობს განზრახვას. მოტივებს კვალიფიკაციისათვისმნიშვნელობა არა აქვს.

რაც შეეხება სუბიექტს, იგი სპეციალურია, - ეს არის სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი ან ლიკვიდატორი.

_____________________

1. იხ. ლადო ჭანტურია, თედო ნინიძე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის კომენტარი, თბ.,1998, გვ. 38.

2. ლადო ჭანტურია, თედო ნინიძე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის კომენტარი. თბ., 1998, გვ. 38, 72.

3. იხ. ლადო ჭანტურია, „უძრავი ნივთების საკუთრება“, თბ., 1994, გვ. 144.

4. Êóçíåöîâà Í. Íîâîå óãîëîâíîå ïðàâî Ðîññèè. Ì., 1996, ñòð. 163.

5. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბ., 1964.

6. აღნიშნული წინადადებით საგადასახადო დეპარტამენტმა, ჯერ კიდევ ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებამდე, მიმართა პარლამენტს, მაგრამ იგი რატომღაც არ იქნება გაითვალისწინებული

7 დაწვრილებით ობიექტური მხარის ნიშნებზე იხ. 212-ე მუხლის კომენტარი. საკრედიტო ბარათის შესახებ იხ. 210-ე მუხლის კომენტარი.

4 დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში

▲back to top


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
XXVII თავი

სსკ მუხლი 208

კრედიტის უკანონოდ მიღება.

1. ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ანდა შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,

- ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ორიდან ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

2. სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის უკანონოდ მიღება ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,

- ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამიდან ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების სისხლის სამართალში მოვალეთა უკანონო მოქმედებებისაგან კრედიტორთა უფლებების დასაცავად გათვალისწინებულია სხვადასხვა საშუალებები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ასეთი ნორმა ახალია და მიზნად ისახავს ქვეყნის საფინანსო სისტემისა და ეკონომიკური ბრუნვის ცალკეულ მონაწილეთა კანონიერი ინტერესების დაცვას.

განსახილველი დანაშაულის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც აწესრიგებს ბანკებისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციების საკრედიტო საქმიანობას. კრედიტი წარმოადგენს ფულად საშუალებას, რომელსაც ბანკი ან სხვა საკრედიტო ორგანიზაცია (კრედიტორი) აძლევს მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით. ბანკების მიერ კრედიტის გაცემას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სსკ 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს ორი ფორმით:

1. ბანკის ან სხვა კრედიტორისათვის ყალბი ცნობის მიწოდება სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ კრედიტის მიღების, ან მისი ოდენობის გაზრდის, ან შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, და

2. მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ცნობა შეიცავს მონაცემებს, რომლებიც მოქმედი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებითა და დამკვიდრებული პრაქტიკით გამოიყენება დაკრედიტების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და გავლენას ახდენს კრედიტორის ნებაზე; სახელდობრ, ეს არის მონაცემები ძირითადი საშუალებებისა და მთლიანად საკუთრების, ქონებრივი უფლებებისა და ვალდებულებების, ბალანსის, მოგებისა და ზარალის, კრედიტის დაფარვის გარანტიების შესახებ და სხვა. ამ მონაცემების სიყალბე მდგომარეობს იმაში, რომ ბანკში ან სხვა საკრედიტო ორგანიზაციაში წარმოდგენილ ოფიციალურ დოკუმენტში შეგნებულად არ არის შეტანილი სწორი ინფორმაცია ანდა ასახულია არასრული ფაქტობრივი ხასიათის ცნობები, რომლებიც ამახინჯებს ინფორმაციის შინაარსს. მაშასადამე, ამ დანაშაულის ჩადენის ხერხია ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რომელიც ყალბ მონაცემებს შეიცავს.

დანაშაული დამთავრებულია კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდების მომენტიდან.

სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული გულისხმობს განზრახვას, მისი სავალდებულო ნიშანია სპეციალური მიზანი - კრედიტის მიღება ან მისი ოდენობის გაზრდა ანდა შეღავათიანი კრედიტის მიღება.

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ინდივიდუალური მეწარმე ან ამა თუ იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარის მეორე ფორმას, - მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, აქ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია კრედიტის გამოყენება არაპირდაპირი დანიშნულებით, რამეთუ ასეთი კრედიტის გაცემის დროს მისი გამოყენება საგანგებოდ დათქმული მიზნისთვის წარმოადგენს დაკრედიტების საფუძველს. ამასთანავე, პასუხისმგებლობისათვის, ობიექტური მხარის წინა ფორმისაგან განსხვავებით, აუცილებელია მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს, ე.ი. ეს შემადგენლობა მატერიალურია. მნიშვნელოვანი ზიანი, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება მიადგეს ბანკს ან სხვა საკრედიტო ორგანიზაციას, თუმცა, არაა გამორიცხული მნიშვნელოვანი ზიანი განიცადოს თვით მოვალემ.

მნიშვნელოვანი ზიანის მოცულობისა და ხასიათის დადგენას კანონმდებელი სასამართლოს პრეროგატივად ტოვებს.

დანაშაულის სუბიექტი და სუბიექტური მხარის შინაარსი იგივეა, რაც ამ დანაშაულის წინა ფორმის დროს.

208-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულია სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის უკანონოდ მიღება, ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამ შემადგენლობაში შეცვლილია დანაშაულის საგანი - სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტი; ესაა კრედიტის განსაკუთრებული სახე. ამგვარი კრედიტი შესაძლებელია გაცემულ იქნეს ფულადი საშუალებების ან გვარეობითი ნიშნებით განსაზღვრული ნივთების სახით ანდა სხვა უფლებებისა და უპირატესობათა სახით კანონით დადგენილი წესით.

კრედიტის მიზნობრივი დანიშნულება განისაზღვრება ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებსა და გადაწყვეტილებაში ამ კრედიტის გაცემის შესახებ.

საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსების საფუძვლები, წესი და ზოგადი პირობები განისაზღვრება კანონით „შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.

სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის მიღების წესი კანონში ახსნილი არ არის. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კრედიტის უკანონოდ მიღებას ადგილი ექნება იმ შემთხვევაში, როცა კრედიტის მიმღები განზრახ დაარღვევს შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ წესებს, რომლებიც განსაზღვრავს მოცემული კრედიტის მიღების მატერიალურსამართლებრივ საფუძვლებს. აქ ნაგულისხმევია ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული კრედიტის უკანონოდ მიღების გარემოებებიც.

სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმოადგენს მოქმედებას მიღებული საშუალებების განსაკარგავად იმ პირობების საწინააღმდეგოდ, რომელიც ჩამოყალიბებულია გადაწყვეტილებაში სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის მიცემის შესახებ, ანდა ამ საშუალებების შუალედურად გამოყენებას მოგების მისაღებად.

მნიშვნელოვანი ზარალი, როგორც სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის უკანონოდ მიღების შედეგი, ადგება კრედიტის გამცემ სუბიექტს. დიდი ზარალის მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო, გაცემული კრედიტის ოდენობის მიხედვით.

სუბიექტური მხარე აქაც განზრახვაში გამოიხატება.

სუბიექტი სპეციალურია - პირი, რომლის კომპეტენციაშიც შედის მიზნობრივი კრედიტის მიღების შესახებ შესაბამისი განაცხადის საბოლოო დამტკიცება ან პირი, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მიღებული საკრედიტო საშუალებების განკარგვის შესახებ.

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 1654

ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა

ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა, - გამოიწვევს ემისიის პროსპექტის ხელმომწერი პირების დაჯარიმებას 10 000 ლარამდე.

საბროკერო კომპანიების მმართველების, ბროკერების ან იმ პირების მიერ საბოლოო პროსპექტის გარეშე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან პროსპექტის გამოყენება, რომლის დამტკიცებაც შეჩერებული ან გაუქმებულია კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარამდე.

ემისიის პროსპექტში არსებითი უზუსტობები ან არსებითი მოვლენის გამოტოვება, - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარამდე.

ემიტენტები, ფასიანი ქაღალდების მფლობელების, საბროკერო კომპანიების მმართველების და ბროკერების მიერ საჯარო შეთავაზების თაობაზე პროსპექტის დამტკიცებამდე ინფორმაციის გახმაურება, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარამდე.

ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიის ან სხვა სათანადო ანგარიშების დადგენილი წესით წარუდგენლობა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარამდე.

ემიტენტის მმართველი ორგანოს ნებისმიერი წევრის მიერ ემისიის პროსპექტში შესწორების შეუტანლობა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

(საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი, - „საქართველოს რესპუბლიკა“ N11 5.01.99წ.).

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 1655

ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს
მიერ ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესების დარღვევა.

ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ მის მიერ გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების დადგენილი წესით დემატერიალიზაციის განუხორციელებლობა, - გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 1 500 ლარამდე.

ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ მისი საჯარო ფასიანი ქაღალდების შესახებ ჩანაწერების საწარმოებლად ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შეურჩევლობა, - გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევის თაობაზე შეუტყობინებლობა, - გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 400 ლარამდე.

ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საჭირო ანგარიშების მოუმზადებლობა ან წარუდგენლობა, - გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრის დაჯარიმებას 2000 ლარამდე.

ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრების მიერ ყალბ ან შეცდომაში შემყვან ანგარიშებზე ხელის მოწერა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარამდე.

პირების მიერ ანგარიშების წარუდგენლობა ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების ისეთი შეძენის თაობაზე, რომლის შესახებაც მათ დადგენილი წესით ევალებოდათ ანგარიშის წარდგენა, - გამოიწვევს თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე ამ პირების დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

პირების მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცხადება და გამოყენება, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარამდე. სატენდერო შეთავაზების დადგენილი წესების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

პირების მიერ მინდობილობის თხოვნასთან დაკავშირებული დადგენილი წესების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარამდე.

(საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი, - „ქართველოს რესპუბლიკა“ N11.01.99წ.).

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 1656

ლიცენზირების წესების დარღვევა.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის იმ მონაწილის მიერ, რომელსაც მოეთხოვება ლიცენზია, ლიცენზიის მიღების გარეშე ოპერაციების განხორციელება, ან ლიცენზირებულად თავის მოჩვენება, ან საქმიანობის გაგრძელება, როდესაც მისი ლიცენზია შეჩერებული ან გამოთხოვილია, - გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარით.

დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ წარდგენილ განცხადებაში შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის შეტანა ან არსებითი ინფორმაციის გამოტოვება, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

(საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი, - საქართველოს რესპუბლიკა“ N11. 15.01.99წ.).

ადმინისტრაციული კოდექსი

მუხლი 1657

ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესებისა და სხვა წესების
დარღვევა საბროკერო კომპანიის მიერ

დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან თანამშრომლის მიერმოკლეგაყიდვის, სესხის აღების და სამარკო ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევა

- გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

ჟურნალებში, ჩანაწერებში და საანგარიშგებო მოთხოვნებში დარღვევები,

- გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარამდე. ბროკერების მიერ ქცევის შესახებ კომისიის წესების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარამდე.

(საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი, - „საქართველოს რესპუბლიკა“ N11 15.01.99წ.). ების რეგისტრ

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 1658

საფონდო ბირჟების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდატორების, მათი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიერ საანგარიშგებო, კონფიდენციალურობის მოთხოვნებისა და წესების შემუშავების პროცედურების დარღვევა

საანგარიშგებო მოთხოვნების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარამდე.

წესების შემუშავების პროცედურების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარამდე.

კონფიდენციალურობის მოთხოვნების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

(საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი, - „საქართველოს რესპუბლიკა“ N11 15.01.99წ.).

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 1659

ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის სხვა წესების დარღვევა

პირის მიერ საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის გარეშე, - გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარამდე.

პირის მიერ კანონის დარღვევით ვაჭრობა ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის გარეშე, - გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარამდე.

პირის მიერ საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა იმ საფონდო ბირჟის (ბირჟების) გარეთ, რომლებზეც ხორციელდება ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარამდე.

პირის მიერ ინსაიდერული ინფორმაციის ბოროტად გამოყენება (ინსაიდერული ვაჭრობა), - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარამდე.

პირის მიერ ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარამდე.

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე თაღლითობასა და მანიპულაციაში პირის მონაწილეობა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარამდე.

(საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი, - „საქართველოს რესპუბლიკა“ N11 15.01.99წ.).

ფულად-საკრედიტო სისტემის წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები კოდექსში მოიცავს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ნორმებს. ასეთი ნორმები საკმაოდ მრავლადაა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ბლანკეტურ შემადგენლობებს ქმნიან. სსკ-ს 213-ე მუხლში გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე, რომელიც სათანადო ნებართვის მიუღებლად, ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის გარეშე ან შეჩერებული ემისიის პროსპექტით საჯარო შეთავაზებაში გამოიხატება, ვფიქრობთ, მოცულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ მუხლებში: 1654 (ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა). 1655 (ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს მიერ ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესების დარღვევა) 1656 (ლიცენზირების წესის დარღვევა) 1657 (ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესებისა და სხვა წესების დარღვევა საბროკერო კომპანიის მიერ) 1658 (საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, მათი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიერ საანგარიშგებო, კონფიდენციალურობის მოთხოვნებისა და წესების შემუშავების პროცედურის დარღვევა) და 1659 (ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის სხვა წესების დარღვევა). თუმცა დანაშაულის არსებობისათვის საჭიროა სახეზე იყოს ინვესტორებისათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი, რაც შეიძლება მათი ეკონომიკური მდგომარეობის არსებითი გაუარესებით გამოიხატოს.

სსკ მუხლი 209

ძვირფასი ლითონის სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო
დამღის
დამზადების ან გამოყენების წესის დარღვევა.

1. ძვირფასი ლითონის სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის უკანონო დამზადება, გამოყენება ან გასაღება ანდა სახელმწიფო დამღის გაყალბება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით,

- ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) ჯგუფურად;

) არაერთგზის;

ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ხუთ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დანაშაულის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც ძვირფასი ლითონებისა და მათ ნაკეთობათა წარმოების სახელმწიფო რეგულირების სფეროშია. ეს საქმიანობა საქართველოში მონოპოლიზებულია სახელმწიფოს მიერ და მას კონტროლს უწევს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია.

დანაშაულის საგანია ძვირფასი ლითონის სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღა. ეს არის სპეციალური ნიშანი, რომელიც ადასტურებს ნაკეთობაში ძვირფასი ლითონის შემცველობას. საქართველოს 1998 წლის 17 სექტემბრის კანონი „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ სახელმწიფო დამღას განმარტავს როგორც კონკრეტული ლითონისა და სინჯის აღმნიშვნელი დადგენილი კონფიგურაციის დამღას, რომელიც დამზადებულია სპეციალური დაკვეთით, ტექნიკური პირობების დაცვით და რომელსაც იყენებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია ძვირფასი ლითონების ნაწარმის სინჯით მონიშვნისას.

ყოველი ძვირფასი ლითონისა და მისგან დამზადებული ნაწარმის სინჯისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღების სურათს, კონტურს, სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციისა და მისი რეგიონული სამსახურების შიფრებსა და საკონტროლო ნიშნებს.

ძვირფასი ლითონების შენადნობების ხარისხი, რომლის მიხედვითაც დამზადებულია ნაწარმი, განისაზღვრება სინჯით, რომელიც გამოხატავს ძვირფასი ლითონის წონითი ერთეულის რაოდენობას შენადნობის ათასეულ წონით ერთეულში. ზემოაღნიშნული კანონი ადგენს, თუ რა ნაწარმი ექვემდებარება სავალდებულო სასინჯ კონტროლს. საიუველირო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობებისათვის დადგენილია შემდეგი სინჯები: პლატინა - 950, 999; ოქრო - 375, 585, 750, 958, 999; ვერცხლი - 830, 875, 925, 960, 990 და ა.შ.

საქართველოში სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციას.

საქართველოს ტერიტორიაზე ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ყველა საიუველირო და სხვა საყოფაცხოვრებო ნაკეთობა, რომელიც გასაყიდად არის განკუთვნილი ან შეკვეთით არის დამზადებული, აგრეთვე საზღვარგარეთ არის გასატანი ან შემოდის საზღვარგარეთიდან გასაყიდად, უნდა შეესაბამებოდეს ძვირფასი ლითონის სინჯის აღმნიშვნელ სახელმწიფო დამღებს და დადამღული უნდა იყოს სახელმწიფო დამღით.

ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაკეთობების დადამღვის წესი, მასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოების წესი, სინჯის საკონტროლო ანალიზის მეთოდები და სხვა რეგლამენტირებულია სპეციალური ნორმატიულ- სამართლებრივი აქტებით. კერძოდ, სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია, თავისი დებულების გარდა, ხელმძღვანელობს ისეთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, როგორებიცაა: „ძვირფასი ლითონების ნაკეთობათა დადამღვის წესები“, „სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღების ან მისი ანაბე- ჭდის გამოვლინებისა და რეაგირების წესები“; „ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე შეფასების სამუშაოების წესები”; “ძვირფასი ლითონებისა და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის სასინჯი კონტროლის განხორციელების წესი“ და სხვა.

განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძვირფასი ლითონის სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის უნებართვო დამზადებაში, გამოყენებაში ან გასაღებაში, აგრეთვე სახელმწიფო დამღის გაყალბებაში. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი ჩაითვლება დამთავრებულად ჩაითვლება ერთ-ერთი მითითებული მოქმედების ჩადენის მომენტიდან.

სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით. სუბიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია ანგარება ან სხვა პირადი მოტივი. ანგარება შეიძლება მდგომარეობდეს გასამრჯელოს მიღების სურვილში სახელმწიფო დამღის უნებართვო დამზადებისათვის ან მისი გაყალბებისათვის ან ძვირფასი ლითონების უკანონო დადამღვისათვის. პირადი მოტივი შეიძლება იყოს საკუთარი პრესტიჟის ამაღლება, პროფესიული ამოცანების გადაწყვეტა და სხვა.

დანაშაულის სუბიექტია ნებისმიერი 14 წლის ასაკს მიღწეული შერაცხადი პირი.

მეორე ნაწილით პასუხისმგებლობა მძიმდება იმავე მოქმედებების არაერთგზის ან ჯგუფურად ჩადენისათვის.

ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი
1791

ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან, მათი გამოყენებით დამზადებულ
ნაწარმთან
დაკავშირებული საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევა,

ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევა -

გამოიწვევს პასუხისმგებელი პირების დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე.

(საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 28 აპრილის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1986 წ. -14, მუხ. 89; საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., -16, მუხ. 308; საქართველოს 1998 წლის 17 სექტემბრის კანონი - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, 1998 წ., 22, მუხ. 6).

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1791-ე მუხლის ზოგადი ნორმაა და ობიექტური მხარე მოიცავს ძვირფასი ლითონის სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის დამზადების ან გამოყენების წესის დარღვევასაც, მაგრამ ვინაიდან სსკ 209-ე მუხლში გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და შეიძლება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით იქნეს ჩადენილი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1791-ე მუხლი მხოლოდ გაუფრთხილებლობას გულისხმობს.

სსკ მუხლი 210

ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება ან გასაღება

1. ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, -

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) ჯგუფურად;

) არაერთგზის, - ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამიდან ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

ეს ნორმა ახალია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში და მიზნად ისახავს საანგარიშსწორებო ურთიერთობის მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებრივი ინტერესების, აგრეთვე, უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელების ზოგადი წესების დაცვას.

ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათების ან სხვა საგადასახადო დოკუმენტების გამოყენება მატერიალურ ზიანს აყენებს ნამდვილი საანგარიშსწორებო დოკუმენტების მფლობელთ და ძირს უთხრის საკრედიტო სისტემაზე დამყარებულ საქონელბრუნვას.

დანაშაულის უშუალო ობიექტია საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც აწესრიგებს საგადასახადო დოკუმენტების ბრუნვაში გაშვებასა და გამოყენებას. დანაშაულის საგანია საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათი, სხვა საგადასახადო დოკუმენტი, აგრეთვე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათები წარმოადგენს სახელობით საგადასახადო დოკუმენტებს, რომლებსაც ამზადებენ ბანკები და მოცემულ ბანკში ანგარიშის მქონე მოქალაქეებზე გასცემენ. ამგვარი ბარათის წარდგენა მის მფლობელს უფლებას ანიჭებს შეიძინოს საქონელი კრედიტით, ისარგებლოს მომსახურებით, მისი შემდგომი გადახდის პირობით საკრედიტო ბარათის გამცემი ბანკის მეშვეობით. სხვა საგადასახადო დოკუმენტი შეიძლება იყოს საგადასახადო დავალება, ჩეკი, ვადიანი ვალდებულება და სხვა.

ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც ფასიანი ქაღალდი არ არის, მიეკუთვნება: საკუთრების უფლების მოწმობა, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, სატრანსპორტო ზედდებული, ინვოისი და სხვა.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ზემოთ ჩამოთვლილი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებაში ან გასაღებაში.

ყალბი დოკუმენტების დამზადებაში იგულისხმება როგორც მათი ნაწილობრივი გაყალბება, ისე მთლიანად ყალბი დოკუმენტის დამზადება, მაგალითად, ყალბი იქნება ყველა საგადასახადო დოკუმენტი დამოწმებული ყალბი ბეჭდითა და ხელმოწერით; ხოლო ხსენებული დოკუმენტების გასაღება მდგომარეობს როგორც მათ უშუალოდ გამოყენებაში ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ასევე მათ გადაცემაში ნებისმიერი პირისათვის სასყიდლით თუ უსასყიდლოდ7. დანაშაული დამთავრებულია მითითებული მოქმედებების ჩადენის მომენტიდან, ე.ი. აქვს ფორმალური შემადგენლობა.

სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვითა და სპეციალური მიზნით. დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ამზადებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ ისეთ დოკუმენტს, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი და მას სურს მათი დამზადება გასაღების მიზნით, ანდა შეგნებული აქვს, რომ ასაღებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს და სურს მათი გასაღება.

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ყველა 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

მეორე ნაწილით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნულ მოქმედებათა ჩადენა არაერთგზის ან ჯგუფურად.

სსკ მუხლი 211

ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება.

ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება, რამაც გამნაღდებელი მნიშვნელოვნად დააზიანა,

- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

განსახილველი დანაშაულის უშუალო ობიექტია საკრედიტო ურთიერთობები. დანაშაულის საგანია ჩეკი ან საკრედიტო ბარათი8.

საქართველოს 1997 წლის 30 სექტემბრის კანონით „ჩეკის შესახებ“, ჩეკი - დადგენილი ფორმის ფასიანი ქაღალდია, რომელიც შეიცავს ჩეკის გამცემის წერილობით დავალებას საბანკო დაწესებულებისადმი გაანაღდოს ჩეკში აღნიშნული თანხა.

კანონი აწესრიგებს ჩეკის გაცემის, მოქმედების, ინდოსირების, თავდებობის, გადახდისა და, აქედან გამომდინარე, შედეგების, აგრეთვე მასთან დაკავშირებული პრეტენზიების წარდგენის წესს. მაშასადამე, განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარის შინაარსის ასახსნელად უნდა მივმართოთ ხსენებულ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ჩეკის ან საკრედიტო ბარათის გამოყენების წესებს ადგენს (ე.ი. ბლანკეტურ ნორმასთან გვაქვს საქმე).

ჩეკის ან საკრედიტო ბარათის გაყალბება დამოუკიდებელ ფორმალურ შემადგენლობად არის გათვალისწინებული 210-ე მუხლით, ხოლო ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება, რამაც გამნაღდებელი მნიშვნელოვნად დააზიანა, 211-ე მუხლით არის გათვალისწინებული.

ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება შეიძლება გამოიხატოს ყალბი ჩეკით ან საკრედიტო ბარათით სარგებლობაში, ან სხვისი ჩეკის თუ საკრედიტო ბარათის გამოყენებაში და მისთ.

ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია ჩეკის ან საკრედიტო ბარათის გამნაღდებლისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

ჩეკი და საკრედიტო ბარათი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებია, რომლებსაც ბანკი გასცემს მასთან ანგარიშის მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ბანკი, როგორც გამნაღდებელი, ვალდებულია შესაბამისი რეკვიზიტების მეშვეობით შეამოწმოს ჩეკის ან საკრედიტო ბარათის სინამდვილე, თუ მან ეს არ გააკეთა და გასცა თანხა, მაშინ იგი დაზარალდება, ვინაიდან მათი ნამდვილი მესაკუთრის წინაშე იგი კვლავ ვალდებული რჩება. რა ჩაითვლება გამნაღდებლისათვის მნიშვნელოვან ზიანად, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს გაცემული თანხის ოდენობისა და საქმის სხვა გარემოებათა მიხედვით.

დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს განზრახვას; მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

სუბიექტი ზოგადია, - ნებისმიერი, 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

სსკ მუხლი 212

ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება.

1. ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) დიდი ოდენობით;

) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

4. ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დასამზადებელი ნებისმიერი სახის საბეჭდი ფორმის, მატრიცის, ქაღალდის, საღებავისა და სხვა საგნის ან ნივთიერების უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა გასაღების მიზნით ან გასაღება, - ისჯება თვისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

ეს დანაშაული მიეკუთვნება საერთაშორისო სისხლის სამართლებრივ დარღვევათა რიგს. იგი მომეტებულ საშიშროებას იძენს საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ძირს უთხრის ფულის სიმყარეს და ართულებს ფულის მიმოქცევის რეგულირებას. ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადების ან გასაღების წინააღმდეგ საბრძოლველად უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეთანხმებას წარმოადგენს 1929 წლის 20 აპრილის კონვენცია „ფულადი ნიშნების გაყალბებასთან ბრძოლის შესახებ“. კონვენციის თანახმად, მისმა მონაწილე სახელმწიფოებმა პასუხისმგებლობა დაადგინეს ამ ქვეყნების მიმოქცევაში მყოფი ფულის გაყალბებისათვის.

დანაშაულის უშუალო ობიექტი საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემაა. დანაშაულის საგანია სახელმწიფო საბანკო ბილეთი, ლითონის მონეტა, ფასიანი ქაღალდი ან ვალუტა. საქართველოში ფულის ერთეულს წარმოადგენს ლარი, რომლის ემისიასაც აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ფასიანი ქაღალდი არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საკუთრების უფლებას ან სასესხო დამოკიდებულებას დოკუმენტის გამომშვებ პირსა და მის მფლობელს შორის. ფასიან ქაღალდებს მიეკუთვნება აქციები, ობლიგაციები, თამასუქები და სხვა9.

უცხოური ვალუტა შედგება ქაღალდის ფულადი ნიშნებისა და ლითონის მონეტისაგან.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედების ჩადენაში ორი ფორმით:

1) ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება და

2) მათი გასაღება.

დამზადება გულისხმობს ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის როგორც ნაწილობრივ, ისე მთლიან გაყალბებას. იგი შეიძლება განხორციელდეს როგორც ხელით, ისე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამასთანავე, დამზადებული ფული, ფასიანი ქაღალდი ან ვალუტა გაყალბებულად ჩაითვლება, თუ ისინი ფორმით, ზომით, ფერითა და სხვა რეკვიზიტებით არსებითად ჰგავს ორიგინალს, ე.ი. მიმოქცევაში მყოფ ფულს, ფასიან ქაღალდს ან ვალუტას. უხეში გაყალბება (აშკარა განსხვავება ორიგინალისაგან), რაც გამორიცხავს მის მიმოქცევაში მონაწილეობას, შესაბამისი ნიშნების არსებობის შემთხვევაში შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც თაღლითობა. ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება დამთავრებულ დანაშაულად ითვლება, გასაღების მიზნის განხორციელების მიუხედავად, თუ დამზადებულია თუნდაც ერთი ფულის ნიშანი, ფასიანი ქაღალდი ან ვალუტა.

ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის გასაღება გულისხმობს მათ მიმოქცევაში გაშვებას, ე.ი. მათ გამოყენებას როგორც ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ისე ქონებრივი უფლებების უშუალოდ განხორციელებაში, აგრეთვე მათ გადაცემაში ნებისმიერი პირისათვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს ისეთ მოქმედებებში როგორებიცაა: რაიმეს ყიდვა, ვალუტის გაცვლა, ფულის დახურდავება, სესხის გაცემა, ჩუქება და მისთ.

ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის გასაღება დამთავრებული დანაშაულია მათი ერთჯერადი გამოყენების ან გადაცემის მომენტიდან, ე.ი. შემადგენლობა აქაც ფორმალურია.

სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული შეიძლება ჩადენილს იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ამზადებს ყალბ ფულს, ფასიან ქაღალდს ან ვალუტას და მას სურს მისი გასაღება ან ასაღებს. გასაღების მიზანი დანაშაულის სავალდებულო ნიშანია.

სუბიექტი ზოგადია, - შერაცხადი, 14 წელს მიღწეული პირი.

მეორე ნაწილი შეიცავს დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადებას დიდი ოდენობით ან ამ დანაშაულისათვის ადრე ნასამართლევის მიერ.

დიდი ოდენობა ფაქტის საკითხია და მას ადგენს სასამართლო საქმის კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით. რაც შეეხება ნასამართლობას, აქ სპეციალურ რეციდივთან გვაქვს საქმე. წლების მანძილზე ეს დამამძიმებელი გარემოება ჩამოყალიბებული იყო ამ დანაშაულის ხელობის სახით ჩადენის ფორმით, რაც დამნაშავისათვის, შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. ცხადია, ეს საფრთხე დღესაც არ გამქრალა, მაგრამ, რამდენადაც ახალმა კოდექსმა უარი თქვა სიმრავლის ისეთ ფორმაზე, როგორიცაა ხელობა, ამდენად, ახლა სპეციალური რეციდივი დაამძიმებს პასუხისმგებლობას.

მესამე ნაწილით, პასუხისმგებლობა მძიმდება, თუ პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი. დანაშაული ითვლება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილად, როდესაც იგი განახორციელა პირთა მყარმა ჯგუფმა, რომლებიც წინასწარ შეკავ- შირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

მეოთხე ნაწილში მოცემულია ახალი დამოუკიდებელი შემადგენლობა და „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კრიმინალიზებულია ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დასამზადებელი ნებისმიერი სახის საბეჭდი ფორმის, მატრიცის, ქაღალდის, საღებავის და სხვა საგნის ან ნივთიერების გასაღების მიზნით უკანონო დამზადება, შენახვა, შეძენა ან გადაზიდვა ანდა გასაღება.

ამ შემთხვევაში დანაშაულის საგანია ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დასამზადებელი საბეჭდი ფორმა, მატრიცა, ქაღალდი, საღებავი, აგრეთვე სხვა საგანი ან ნივთიერება მათ დასამზადებლად.

დანაშაულის საგანთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ კანონმდებელმა ისეთი საგნების დამზადების (მატრიცა, საბეჭდი ფორმა და სხვა) კრიმინალიზაცია მოახდინა, რომელიც პოლიგრაფიაში გავლილ საფეხურს წარმოადგენს და არაფერი თქვა ბეჭდვის ისეთ თანამედროვე საშუალებებზე, როგორებიცაა: ფერადი ბეჭდვის ქსეროქსები, კომპიუტერები ლაზერული პრინტერებით და ა.შ. თუ სადავოდ არ გავხდით ასეთი შემადგენლობის საჭიროებას, მაშინ ზოგადი მინიშნება მაინც საჭიროა ბეჭდვის თანამედროვე საშუალებებზე.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დისპოზიციაში აღნიშნული საგნების უკანონო დამზადებაში, შენახვაში, შეძენაში, გადაზიდვასა და გასაღებაში. დანაშაული ფორმალურია და დამთავრებულია მითითებულ მოქმედებათა ჩადენისთანავე.

სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. გასაღების მიზანი აქაც დანაშაულის სავალდებულო ნიშანია.

სსკ მუხლი 213

ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესების დარღვევა.

1. განზრახ სათანადო ნებართვის მიუღებლად ფასიანი ქაღალდის საჯარო შეთავაზება ემისიის პროსპექტის გარეშე ან შეჩერებული ემისიის პროსპექტით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, -

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. ემისიის პროსპექტში არსებითი ფაქტის ან მოვლენის განზრახ გამოტოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, -

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ამ ქმედების კრიმინალიზაცია განაპირობა საქართველოში ახალი სამართალურთიერთობის - ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ. მართალია, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი ჯერ მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესშია და არც საზოგადოების დიდი ნაწილია გათვითცნობიერებული მის პრინციპებსა და წესებში, მაგრამ სათანადო საკანონმდებლო ბაზა ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებისა და ორგანიზაციისათვის დღეს უკვე არსებობს. სწორედ ასეთი ნორმატიული ბაზის არქონამ განაპირობა რამდენიმე წლის წინათ ფულის ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციული მეთოდებით ღონისძიებათა ჩატარება ე.წ. სატრასტო, არაკეთილსინდისიერი იურიდიული პირების მიერ, რომელთა სავახშო საქმიანობაში ჩაბმული აღმოჩნდნენ მოსახლეობის ფართო ფენები და რომელთა ფინანსურმა კრახმაც დიდი ზიანი მიაყენა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და სამეწარმეო საქმიანობის ავტორიტეტს. აუნაზღაურებელი სასესხო ვალდებულებებისაგან გულგატეხილ და აღშფოთებულ საქართველოს მოსახლეობას ინვესტირების ფენომენისადმი რწმენა დაეკარგა. ახალ ეკონომიკურ მოვლენათა შორის, რომელიც სახელმწიფოებრივ მიდგომას საჭიროებს და გააზრებულ უნდა იქნეს ქვეყნის ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის პოზიციებიდან, უმთავრესია ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირება და ფუნქციონირება. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ფასიანი ქაღალდების გამოშვება, მათი სახელმწიფო რეგისტრაცია და მიმოქცევა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. 1998 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, რომლის მიზანია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ემიტენტთა მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისას მათი ინფორმაციის, აგრეთვე, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საჯაროობის უზრუნველყოფა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესების დარღვევისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება ერთ-ერთი გარანტიაა ინვესტორთა უფლებების დასაცავად და ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

ინვესტორი, ეს არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იძენს ფასიან ქაღალდს, ე.ი. საჯარო შეთავაზების შედეგად საჯარო ფასიანი ქაღალდის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი. ფასიანი ქაღალდების ბაზარი (საფონდო ბირჟა) - ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარია, რომელზეც ხდება ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა კანონით დადგენილი წესით. ფასიან ქაღალდს (ფასიან ქაღალდებს) კანონი მიაკუთვნებს მიმოქცევად ფინანსურ ინსტრუმენტებსა და უფლებებს, რომელ- თა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით, ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად, ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ შეძენის უფლების მატარებლები, საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები. კანონი მათ მიაკუთვნებს სააქციო საზოგადოების აქციებს, სახელმწიფო სასესხო ვალდებულებებს, ნებისმიერი იურიდიული პირების ობლიგაციებს, თამასუქებს და სხვა.

ამგვარად, განსახილველი დანაშაულის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც ფასიანი ქაღალდების ბაზარს არეგულირებს. დანაშაულის საგანია ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტი. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის თანახმად, ემისიის პროსპექტი ეს არის წერილობითი შეტყობინება ან შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით, რომელთა მიზანია ფასიანი ქაღალდების გასაყიდად შეთავაზება. მოთხოვნები ემისიის პროსპექტისადმი, მისი დამტკიცების წესი, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების პროცედურა და სხვა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან, დაწვრილებით არის რეგლამენტირებული კანონით „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ (ე.ი. საქმე გვაქვს ბლანკეტური დისპოზიციის მქონე ნორმასთან).

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება:

1. სათანადო ნებართვის მიუღებლად ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაში ემისიის პროსპექტის გარეშე ან

2. შეჩერებული ემისიის პროსპექტით. მითითებულმა მოქმედებებმა მნიშვნელოვანი ზიანი უნდა გამოიწვიოს, რომ დანაშაული დამთავრებულად ჩაითვალოს. მაშასადამე, თავისი კონსტრუქციით ეს დანაშაული მატერიალურია და აღნიშნულ მოქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის საჭიროა მიზეზობრივი კავშირის დადგენა.

ფასიანი ქაღალდების ემისიაზე ნებართვას გასცემს და მის პროსპექტს ამტკიცებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია. ფასიანი ქაღალდის საჯარო შეთავაზება გულისხმობს გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების გაყიდვის ან ანაზღაურებით გასხვისების ნებისმიერ ცდას. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება არის წინადადება ემიტენტის სახელით ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ან არაპირდაპირი გაყიდვის შესახებ არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა დაუზუსტებელი რაოდენობისათვის.

თუ ემიტენტი ან მისი სახელით საბროკერო კომპანია არღვევს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის შესაბამის მოთხოვნებს, ან ემისიის პროსპექტში მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია არსებითად არასწორი ან არასრულია, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება ან განსაზღვროს ვადა ამგვარი დარღვევების გამოსასწორებლად. თუ დარღვევები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, კომისიას შეუძლია დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების გაუქმება. თუ კომისია შეაჩერებს ან გააუქმებს ემისიის დამტკიცებული პროსპექტის მოქმედებას, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება აკრძალულია.

ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ემისიის პროსპექტის გარეშე ან შეჩერებული ემისიის პროსპექტით მხოლოდ მაშინ გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ინვესტორებს. მნიშვნელოვანია თუ არა ზიანი, ამას სასამართლო განსაზღვრავს საქმის კონკრეტულ გარემოებებზე დამოკიდებულებით. მნიშვნელოვან ზიანად ჩაითვლება, მაგალითად, ინვესტორთა ეკონომიკური მდგომარეობის არსებითად გაუარესება.

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება განზრახი ბრალით. მოტივებსა და მიზნებს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

სუბიექტი სპეციალურია - ეს არის ემიტენტი, ე.ი. პირი, რომელიც უშვებს ფასიან ქაღალდებს ან ბროკერი, რომელიც ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ანდა ეწევა მასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას.

განსახილველი დანაშაულის შემადგენლობის მეორე ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ემისიის პროსპექტში არსებითი ფაქტის ან მოვლენის განზრახ გამოტოვებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ არსებით ფაქტს ან მოვლენას ასე განმარტავს - ფაქტი ან მოვლენა, რომელსაც კეთილგონიერების ფარგლებში, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინვესტორი ან პოტენციური ინვესტორი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებისას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოთხოვნები ემისიის პროსპექტისადმი დაწვრილებით არის რეგლამენტირებული კანონით „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“. ამავე კანონით, ემიტენტი პასუხისმგებელია საჯარო შეთავაზებით გაყიდული ფასიანი ქაღალდების შემძენ პირთა წინაშე იმ ზარალისათვის, რომელიც წარმოიქმნა შეძენის შედეგად და გამოწვეულია დამტკიცებული ან საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არაზუსტად გადმოცემით ან განუცხადებლობით.

ემიტენტი, აგრეთვე მისი ფასიანი ქაღალდების გამოშვების გარანტი (თუ ასეთი არსებობს) და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, რომელიც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების საჯარო გაყიდვას (ემიტენტის დავალებით) ვალდებული არიან ყოველი მყიდველი უზრუნველყონ ემისიის პროსპექტის გაცნობის შესაძლებლობით, რომელიც შეიცავს გასაყიდად შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების აღწერას, მათი განთავსების პროექტსა და ინვესტორებისათვის მნიშვნელოვან სხვა ინფორმაციას. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემული ინფორმაციაც გამოიყენება ანდერაიტერთა (აგენტთა) დასაინტერესებლად და ფასიანი ქაღალდების პოტენციური მყიდველების გამოსარკვევად. საბოლოო პროსპექტი ინვესტორებს მიეწოდება საჯაროდ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვის დაწყებამდე ან დაწყებისთანავე.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია ემისიის პროსპექტში მხოლოდ არსებითი ფაქტის ან მოვლენის განზრახ გამოტოვება. ინფორმაციის გაყალბება ემისიის პროსპექტში მიზნად ისახავს ინვესტორთა მოზიდვას. ემისიის პროსპექტი შეიცავს ემიტენტის ფინანსური მდგომარეობის დახასიათებას, მის დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებს, რომელთა გაყალბება შესაძლებელია მოჩვენებითი ფინანსური სიძლიერის საჩვენებლად, შეიძლება გამოტოვებულ იქნეს და გაყალბდეს მონაცემები საკონტროლო პაკეტის შესახებ ინვესტორთა შეცდომაში შესაყვანად და ა.შ. რეკლამის მიზნით ემიტენტმა ნებისმიერი მონაცემი შეიძლება გააყალბოს ემისიის პროსპექტში არსებითი ფაქტის (მოვლენის) გამოტოვებით. ემიტენტის რეკლამა ის არის, რაც მის ემისიის პროსპექტშია წარმოდგენილი. ამიტომ არავინ უნდა მოატყუოს ინვესტორი არაკეთილსინდისიერი რეკლამით. კანონი სავალდებულოდ თვლის საბოლოო ემისიის პროსპექტის მიწოდებას ინვესტორებისათვის საჯაროდ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვის დაწყებამდე ან დაწყებისთანავე, რათა ინვესტორმა გაარკვიოს, თუ რაში დებს იგი ფულს, დივიდენდის აღების რა პერსპექტივა აქვს მას.

ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანის დადგომა. ამით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ემიჯნება ადმინისტრაციულს, სადაც ისჯება საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემა შედეგის გარეშე.

სუბიექტი აქაც სპეციალურია; იგი შეიძლება იყოს ემიტენტი, უფროსი აღმასრულებელი პირი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ყველა წევრი, რომელმაც პროსპექტს მოაწერა ხელი; აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონის მეოთხე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული პირები.

____________________

7. დაწვრილებით ობიექტური მხარის ნიშნებზე იხ. 212-ე მუხლის კომენტარი. საკრედიტო ბარათის შესახებ იხ. 210-ე მუხლის კომენტარი.

8. საკრედიტო ბარათის შესახებ იხ. 210-ე მუხლის კომენტარი

9. ფასიანი ქაღალდების შესახებ დაწვრილებით იხ. 213-ე მუხლის კომენტარი

5 დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში

▲back to top


XXVIII თავი

სსკ მუხლი 214

საბაჟო წესის დარღვევა.

1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთისგადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდისავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციისსაშუალების მოტყუებით გამოყენებით, დეკლარაციაშიყალბი მონაცემის შეტანით ანდა მოხელის ან მასთან გათანაბრებულიპირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე შხამიანი, მომწამლავი, რადიაქტიურიან ფეთქებადი ნივთიერების, შეიარაღების, ასაფეთქებელიმოწყობილობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისან სამხედრო საჭურვლის, ბირთვული, ბიოლოგიური, ქიმიური ანსხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის, იმ მასალისა დამოწყობილობის, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივიგანადგურების იარაღის შესაქმნელად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულის, საქართველოს ან უცხო ქვეყნის ხალხთა კუთვნილი მხატვრული, ისტორიული, არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთის, ხელოვნების ნიმუშის, ძვირფასი ლითონის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა,

- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე დაჯარიმით.

3. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულიქმედება, ჩადენილი:

) არაერთგზის;

) საბაჟო კონტროლის განმახორციელებლის მიმართ ძალადობით, -

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდანთორმეტ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მეორე ან მესამე ნაწილით გათვალისწინებულიქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდედა ჯარიმით.

შენიშვნა: ამ მუხლის პირველ ნაწილში დიდ ოდენობად ითვლებანივთის ღირებულება ხუთი ათასი ლარის ზევით.

საქართველოს ძველი სისხლის სამართლის კანონმდებლობა განსახილველდანაშაულს კონტრაბანდის სახელწოდებით, ტრადიციულად, სახელმწიფოდანაშაულებს მიაკუთვნებდა და მას განიხილავდა როგორც საგარეოვაჭრობის მონოპოლიის ხელყოფას. მაგრამ მას შემდეგ, რაც საგარეოვაჭრობაზე სახელმწიფო მონოპოლია გაუქმდა და მოხდა საგარეო ეკონომიკურისაქმიანობის ლიბერალიზაცია, ამ დანაშაულის სოციალური არსიც შეიცვალა. საქართველოს სისხლის სამართლის ახალმა კოდექსმა ეს დანაშაული - საბაჟო წესების დარღვევის სახელწოდებით, ეკონომიკურ დანაშაულებს მიაკუთვნადა საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილ დანაშაულთა შორის პირველი ადგილი დაუთმო. მართლაც, აღნიშნული დანაშაულის სოციალური მავნეობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ზიანს აყენებს სახელმწიფოს ეკონომიკურ ინტერესებს, ვინაიდან ბიუჯეტში არ შედის საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები. ამ დანაშაულით შესაძლებელია ზიანი მიადგეს ასევე საზოგადოებრივ უშიშროებას, როცა მის საგანს წარმოადგენს იარაღი, საბრძოლო მასალა, რადიაქტიური მასალა და თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდანამოღებული სხვა საგნები.

დანაშაულის უშუალო ობიექტია სახელმწიფოს ეკონომიკური, უფრო კონკრეტულად, ფინანსური ინტერესები. მას შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი უშუალო ობიექტი: ეს არის საზოგადოებრივი უშიშროება - იარაღის კონტრაბანდისას, აგრეთვე მოსახლეობის ჯანმრთელობა - მომწამლავი, შხამიანი, რადიაქტიური და სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებების კონტრაბანდისას. მაშასადამე, საბაჟო წესების დარღვევა წარმოადგენს არა მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის დანაშაულს, არამედ აგრეთვე ხელყოფს საქართველოს უშიშროებას, არღვევს მის ეკოლოგიურ, კულტურულ და სხვა ინტერესებს.

განსახილველი დანაშაულის საგნები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად:

1. თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი საგნები, რომელთა გადატანა ანგადმოტანა საბაჟო საზღვარზე დასჯადია, თუ ეს დიდი ოდენობით მოძრავნივთს ეხება და კანონში მითითებული არალეგალური ხერხებით ხდება.

2. საგნები, რომლებიც ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდანდა მათი გადაადგილება საბაჟო საზღვარზე აკრძალულია, 214-ე მუხლშიმითითებული სხვა გარემოებების მიუხედავად. ასეთ საგნებზედადგენილია საბაჟო საზღვარზე გადატანა-გადმოტანის სპეციალურიწესები (ეს ეხება იარაღს, რადიაქტიურ, შხამიან და II ნაწილში მითითებულ სხვა საგნებს).

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანასა ან გადმოტანაში:

ა) საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით ან მისგან მალულად;

ბ) დოკუმენტის თუ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებით გამოყენებით;

გ) დეკლარაციაში ყალბი მონაცემის შეტანით;

დ) მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

მაშასადამე, დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს მოქმედებას - კონტრაბანდის საგნის გადატანა ან გადმოტანა; დანაშაულის ჩადენის ადგილს - საქართველოს საბაჟო საზღვარი, ხერხს, რომლის მეშვეობითაც ხდება ნივთების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო საზღვარზე; გადაადგილებულინივთების ოდენობას (დიდი ოდენობა).

საქართველოს საბაჟო კოდექსში განსაზღვრულია, თუ რა არის საბაჟო საზღვარი, საბაჟო ტერიტორია, დოკუმენტები და საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები, საბაჟო რეჟიმი, გადასატანი ნივთების დეკლარირებისწესები და სხვ.

ნივთების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით შეიძლება მოხდეს საქართველოს საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრული ადგილების მიღმა ან არა იმ დროს, როცა საბაჟო გაფორმებაწარმოებს, ხოლო ნივთების გადაადგილება საბაჟო კონტროლისაგან მალულად გულისხმობს სამალავებისა და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას, რაც აძნელებს მათ აღმოჩენას და სხვა.

დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებით გამოყენებაშიჩაითვლება საბაჟო კონტროლისათვის ყალბი დოკუმენტის წარდგენა, დოკუმენტის წარდგენა გაყალბებული მონაცემებით, აგრეთვე უკანონოდ მიღებული, შევსებული ან დამოწმებული დოკუმენტის წარდგენა; საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოტყუებით გამოყენება იქნება ბეჭდის, შტამპის, ან მარკირების სხვა საშუალებების გაყალბებისას, მსგავსი ფალსიფიცირებული საიდენტიფიკაციო ნიშნების დასმისას საბაჟო საზღვარზე გადასატან ნივთებზე. დეკლარაციაში ყალბი მონაცემის შეტანა ნიშნავს ერთ-ერთ ძირითად საბაჟო დოკუმენტში - საბაჟო დეკლარაციაში გადასატანი ნივთების შესახებ არასწორი მონაცემების შეტანას. რაც შეეხება საბაჟო წესების დარღვევას მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ამ ნიშნით პირის პასუხისგებაში მისაცემად სახეზე უნდა იყოს ორი პირობა:იგი მოხელე უნდა იყოს და თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა უნდა გამოიყენოს საბაჟო საზღვარზე ნივთის გადაადგილებისას. ამ მუხლის მიზნებისათვის მოხელეს უნდა მივაკუთვნოთ ის პირები, რომელთა სამსახურებრივი მდგომარეობა მათ უფლებას აძლევს გადაიტანონ ტვირთი საბაჟო შემოწმების გარეშე ან თვითონ ახორციელებენ საბაჟო კონტროლს. პრაქტიკულად ესენი შეიძლება იყვნენ საბაჟოს მუშაკები (მაგალითად, ინსპექტორები, კონტროლიორები), სასაზღვრო ჯარების თანამდებობის პირები, დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამდებობის პირები და სხვა.

საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნივთის ოდენობას (დიდი ოდენობა) განსაზღვრავს 214-ე მუხლის შენიშვნა, სახელდობრ, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება ხუთი ათასი ლარის ზევით. მისი დადგენა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი პირობაა. დანაშაული ფორმალური შემადგენლობის მქონეა და დამთავრებულად ითვლება საბაჟო საზღვარზე ნივთების გადაადგილების მომენტიდან.

სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ საბაჟო წესების დარღვევით გადააადგილებს დიდი ოდენობით ნივთებს საბაჟო საზღვარზე და მას ეს სურს.

სუბიექტია 14 წლის ასაკს მიღწეული, შერაცხადი პირი.

214-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქართველოს საბაჟო საზღვარზე შხამიანი, მომწამლავი, რადიაქტიური ან ფეთქებადი ნივთიერების, შეიარაღების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან სამხედრო საჭურვლის, ბირთვული, ბიოლოგიური, ქიმიური ან სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის, მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად გამოსაყენებელი მასალისა და მოწყობილობის, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის ნედლეულის, საქართველოს ან უცხო ქვეყნის ხალხთა კულტურულ ფასეულობათა, ძვირფასი ლითონის ან ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის წესების დარღვევით გადატანის ან გადმოტანისათვის.

კანონი მკაცრ პასუხისმგებლობას ადგენს საბაჟო საზღვარზე ისეთი საგნების გადაადგილებისათვის, რომელთა მიმართ სპეციალური წესებია დადგენილი. აღნიშნული საგნების ჩამონათვალი და სხვადასხვა საბაჟო რეჟიმებში მათი გადაადგილების წესები განსაზღვრულია სპეციალური ნორმატიული აქტებით.

214-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები ითვალისწინებს ისეთ დამამძიმებელ გარემოებებს, როგორებიცაა: არაერთგზისობა, ძალადობა საბაჟო კონტროლის განმახორციელებლის მიმართ, ამ დანაშაულის ჩადენაორგანიზებული ჯგუფის მიერ.

საბაჟო წესების დართვევა
მუხლი 193.

1. საბაჟო კონტროლის რეჟიმის, საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების გავლის, დგომის და გაჩერების, დეკლარირების წესების და საბაჟო კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დარღვევა:

ა) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების, ფიზიკურ პირთა უნებარ-თვოდ გადაადგილება საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე;

ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის და სატრანსპორტოსაშუალებების უნებართვოდ განკარგვა, დაკარგვა (დაკარგვის საფრთხის ასაცილებლად ზომების მიუღებლობის გამო), საბაჟო ორგანოსმიერ განსაზღვრულ ადგილას მიუტანლობა;

გ) არამართლზომიერი ოპერაციების ჩატარება გარკვეული საბაჟო რეჟიმით მოთავსებული საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით, მათი მდგომარეობის შეცვლა, სარგებლობა ან განკარგვა საბაჟო რეჟიმის დაუცველად;

დ) საბაჟო ორგანოების მიერ გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებათა შეცვლა, მოსპობა, დაზიანება ან მოცილება;

ე) საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე საქონლის მოთავსებისა და შენახვის წესების დარღვევა;

ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში ადრე შემოტანილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გაუტანლობა, თუ გატანა სავალდებულოა, ან ადრე გატანილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დაუბრუნებლობა, თუ დაბრუნება სავალდებულოა და მოქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს;

ზ) საქონლის განადგურების წესის დარღვევა, განადგურების შემდეგ წარმოქმნილი ნარჩენების მოთავსების დადგენილი მოთხოვნების,შეზღუდვებისა და პირობების დარღვევა;

თ) საბაჟო კონტროლისათვის იმ საქონლის დამალვა, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილდება, აგრეთვე სამალავებისა და სხვა საშუალებების გამოყენება, რაც აძნელებს საქონლის მიგნებას,ან ერთი საქონლისათვის მეორე საქონლის სახის მინიჭება, თუ ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს;

კ) საბაჟო საზღვრის გავლისას საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გაუჩერებლობა;

ი) ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების დასაცავად ზომების მიუღებლობა;

ლ) საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გასვლა მათი დგომის ადგილიდან საბაჟო ორგანოების უნებართვოდ;

მ) საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებულ გემთან ან სხვა მცურავ საშუალებებთან გემით თუ სხვა მცურავი საშუალებებით მიდგომა საბაჟო ორგანოების უნებართვოდ;

ნ) საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, დატვირთვა, გადმოტვირთვა, გადატვირთვა, დაზიანებული შეფუთვის შეკეთება, შეფუთვა, ხელახალი შეფუთვა, გადასაზიდად მიღება, სათავსებისა და სხვა ადგილების გახსნა საბაჟო ორგანოების უნებართვოდ;

ო) პირობითად გაშვებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ან განკარგვა იმისგან განსხვავებული მიზნით, რისგამოც მიენიჭათ საბაჟო გადასახდელების შეღავათები, თუ არ არის საბაჟო ორგანოების ნებართვა;

პ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებელი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დეკლარაციაში შეუტანლობა ან უზუსტო დეკლარირება, მცდარი ცნობების შეტანა, რაც გავლენას ახდენს საბაჟო ორგანოების გადაწყვეტილებაზე საზღვარზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების, საბაჟო რეჟიმით მათი მოთავსების შესახებ;

ჟ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდისავლით ან დოკუმენტებისა და იდენტიფიკაციის საშუალებების ყალბადგამოყენების შედეგად უზუსტო დეკლარირების გზით შემოტანილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება, შენახვა, შეძენა, გამოყენება და განკარგვა;

რ) საბაჟო დეკლარაციაში ან სხვა დოკუმენტში საბაჟო რეჟიმის, საბაჟო ღირებულების ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარმოშობის ქვეყნის შესახებ ან სხვა ისეთი უზუსტო ცნობებისშეტანა, რაც საფუძველს იძლევა საბაჟო გადასახდელისაგან გასათავისუფლებლადან ოდენობის შესამცირებლად, თუ ქმედება არ შეიცავსდანაშაულის ნიშნებს;

ს) საბაჟო დეკლარირების განხორციელება პირის მიერ, რომელსაც არა აქვს საბაჟო ბროკერის ლიცენზია, ან ყალბი ლიცენზიით, აგრეთვე საბაჟო ბროკერის ან მისი წარმომადგენლის მიერ დაცული საიდუმლო ან კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი ცნობების გამოყენება პირადი მიზნებისათვის, თუ ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს;

ტ) საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის განხორციელება ულიცენზიოდან გაუქმებული, შეჩერებული ან ყალბი ლიცენზიით, -

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირთა - სამასიდან ხუთას ლარამდე.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ დარღვევათაგან ერთერთის განმეორებით ჩადენა, -

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ხუთას ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირთა - ხუთასიდან რვაას ლარამდე.

(საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წ. 47-48, გვ. 165).

საქართველოს საბაჟო კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით, 1997წლის 12 დეკემბრის კანონით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები და 193-ე მუხლმა კონტრაბანდის ნაცვლად საბაჟო წესების დარღვევის შემადგენლობა შექმნა. მუხლი სპეციფიკური გახდა, ახალი კონსტრუქციით ჩამოყალიბდა და გააერთიანა საბაჟო კანონმდებლობის სხვადასხვა სახის დარღვევები, რომელშიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილების წესიც შედის.

სისხლის სამართლის კოდექსისაგან განსხვავებით, აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-14 თავში დარჩა, რომელიც მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს აერთიანებს.

სასამართლო პრაქტიკის გაანალიზებით, მიუხედავად ნორმის მოქმედების ორწლიანი პერიოდისა, მისი გამოყენება იშვიათია, რაც გვაფიქრებინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობის პრობლემის არსებობას, რაც, ალბათ, მოქმედმა სისხლის სამართლის კოდექსში არსებულმა შეცვლილმა ნორმამ იმ გზით გადაწყვიტა, რომ საბაჟო წესების დარღვევისათვის კრიმინალიზაციის პირობად მიიჩნია ნივთის გადაუხდელი საბაჟო ღირებულება 2000 ლარამდე. სხვა შემთხვევებში, როცა ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პასუხისმგებლობა დგება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

საქართველოს ან უცხო ქვეყნის ხალხთა კუთვნილი მხატვრული,
ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების
მქონე ნივთის საქართველოში დაუბრუნებლობა.

სს მუხლი 215

საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს ან უცხო ქვეყნის ხალხთაკუთვნილი მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთის დადგენილ ვადაში საქართველოში დაუბრუნებლობა, -

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

აღნიშნული მუხლი ახალია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში და მიზნად ისახავს კულტურულ ფასეულობათა შემოტანისადა გატანის წესის დაცვას და მათი დაკარგვის თავიდან აცილებას, საკუთრებისფორმის მიუხედავად.

დანაშაულის უშუალო ობიექტია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ხალხთა კუთვნილი კულტურული ფასეულობების საზღვარგარეთ გატანასადა შემოტანასთან დაკავშირებით აღმოცენებული ურთიერთობები.

დანაშაულის საგანია - მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთები.

მთელ რიგ ქვეყნებში კულტურულ ფასეულობათა შემოტანისა და გატანის წესები სპეციალური კანონებით არის რეგლამენტირებული; იქვე განსაზღვრულია იმ საგნების კატეგორია, რომელიც კულტურულ ფასეულობას შეადგენს (სურათი, სკულპტურა, უძველესი წიგნები და ა.შ.).

საქართველოში დღესდღეობით მოქმედებს 1999 წლის 25 ივნისისკანონი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებას, კერძოდ, ძეგლის სტატუსის მინიჭების, ძეგლთა სახელმწიფო აღრიცხვის, ძეგლთა სახელმწიფო რეესტრის წარმოების, ანტიკვარული საგნებით ვაჭრობისადა სხვა საკითხების რეგულირებას. მოძრავი ძეგლისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის პროცესს აკონტროლებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.

ხსენებული კანონის გარდამავალ დებულებებში აღნიშნულია, რომ მისამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს კანონი „კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ.“

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში, კერძოდ, საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს ან უცხო ქვეყნის კუთვნილი მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთის საქართველოსათვის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობაში. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მაშინ, თუ მითითებული საგნების საქართველოში დაბრუნება სავალდებულოა მოქმედი კანონმდებლობითდა ეს რეალურად შესაძლებელია. დამთავრებულია ეს დანაშაული მაშინ, როცა მითითებული საგნების დაბრუნების დადგენილი ვადა გავა. დანაშაულს ფორმალური შემადგენლობა აქვს.

კულტურულ ფასეულობათა დაბრუნების ვადა დგინდება ამა თუ იმ პირისათვის მათი დროებითი გატანის უფლების მინიჭებისას უკან დაბრუნების ვალდებულებით. კულტურულ ფასეულობათა დროებითი გატანა ხორციელდება სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და კულტურული ფასეულობების გატანის უფლების მოწმობის საფუძველზე.

კულტურულ ფასეულობათა დროებითი გატანის ნებართვაში დგინდება მოცემული საგნის დაბრუნების ვალდებულება. აღნიშნული შეიცავს დაბრუნების ვადას, მითითებას პირზე, ვინც მოვალეა დააბრუნოს შესაბამისი ნივთი, დაბრუნების პირობებს, დაბრუნების გარანტიებსა და სამართლებრივ საფუძვლებს.

კულტურულ ფასეულობათა დროებითი გატანა შეიძლება მოხდეს ხელშეკრულების საფუძველზე, გატანის მიზნისა და მათი უკან დაბრუნების ვადის მითითებით. მათი გატანა შეიძლება განპირობებული იყოს, მაგალითად, გამოფენის ჩატარებით, გამოსაკვლევად ან რესტავრაციის მიზნით.

სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით. მოტივებს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

სუბიექტი სპეციალურია - პირი, რომელსაც ევალებოდა დადგენილ ვადაში კულტურულ ფასეულობათა საქართველოსათვის დაბრუნება.

საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული
ეროვნული ვალუტის გამოყენების წესის დარღვევა.

სსკ მუხლი 216

1. საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნულივალუტის გამოყენების წესის დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანიზიანი გამოიწვია, -

ისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლებისჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) ჯგუფურად;

) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, -

ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლებისაღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავებისან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

995 წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთი საგადასახადო საშუალებაა ლარი.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისათვის ძველი კანონმდებლობითაც იყო გათვალისწინებული, მაგრამ მას წინ უსწრებდა ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიებათა გამოყენება.

სისხლის სამართლის ახალმა კოდექსმა ადმინისტრაციულ პრეიუდიციაზე უარი თქვა და ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაადგინა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს.

დანაშაულის უშუალო ობიექტი სახელმწიფოს ფინანსური ინტერესებია.

ობიექტური მხარე გამოიხატება ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევაში.

216-ე მუხლის დისპოზიცია ბლანკეტურია და, აქედან გამომდინარე, მისი ობიექტური მხარის შინაარსის გასაგებად უნდა მივმართოთ შესაბამის ნორმატიულ აქტებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებულ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესებს ადგენს.

ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანი, რომლის დადგენასაც კანონმდებელი სასამართლოს პრეროგატივად ტოვებს.

სუბიექტური მხრივ, დანაშაული განზრახია.

სუბიექტია 14 წელს მიღწეული ნებისმიერი პირია.

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია ეროვნული ვალუტის გამოყენების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც წინათ ამ დანაშაულისათვის მსჯავრდებული იყო, აგრეთვე ამ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა.

საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული
ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა.

ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 1531

საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, ასეთი საქმიანობიდან მიღებული მთელი ამონაგების კონფისკაციით.

(საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 13 მაისის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებები 1993 წ., 7, მუხ. 111; საქართველოს 1995 წლის 19 სექტემბრის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., 31-33, მუხ. 689).

სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა.
მუხლი 178

ლიცენზიის გარეშე სავალუტო ოპერაციების წარმოება ან მომსახურება, - გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიმინიმალური ოდენობით, თანამდებობის პირთა - სამოცდაათი მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომის გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, - ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.

უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლაზე უსაფუძვლოდ უარის თქმა ვალუტის გადამცვლელი დაწესებულების მუშაკის მიერ, - გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოთხმოცი მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომის გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, - ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.

(საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 23 თებერვლის კანონი - საქართველოს პარლამენტისუწყებები, 1995 წ. 27-30, მუხ. 663; საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 19 სექტემბრის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., 31-33, მუხ. 689)

ვაჭრობისა და ფინანსების დარგში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თავის 1531-ე მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვვისათვის.

ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი - მნიშვნელოვანი ზიანი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნორმის შემადგენლობისათვის სავალდებულო არ არის. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ ჯარიმის გამოყენებასთან ერთად, კოდექსი ითვალისწინებს ასეთი საქმიანობიდან მიღებული მთელი ამონაგების კონფისკაციას.

საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხების დაუბრუნებლობა.
მუხლი 217

საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა მისი გადმორიცხვა საქართველოს უფლებამოსილი ბანკის ანგარიშზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,

- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

აღნიშნული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება მიზნად ისახავს სავალუტო ოპერაციების განხორციელების წესის, სავალუტო ბაზრის სტაბილურობისა და სახელმწიფოს საფინანსო ინტერესების დაცვას.

დანაშაულის უშუალო ობიექტია საქართველოს საბანკო სისტემაში დამყარებული ურთიერთობები; უფრო კონკრეტულად კი, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირების სფეროში წარმოშობილი ურთიერთობები, რომლებზეც ანგარიშსწორება ხდება უცხოურ ვალუტაში.

დანაშაულის საგანია - ფულადი სახსრები უცხოურ ვალუტაში.

უცხოური ვალუტა - ესაა ფულადი ერთეული, რომელიც საფუძვლად უდევს სხვა სახელმწიფოთა ფულად სისტემას: აშშ დოლარი, ფრანგული ფრანკი, გერმანული მარკა და ა.შ. ეს სახსრები განსახილველი დანაშაულის საგანი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზღვარგარეთ იმყოფება და სავალდებულოა მათი გადმორიცხვა საქართველოს უფლებამოსილი ბანკის ანგარიშზე.

მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში, კერძოდ, საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში სახსრების დაუბრუნებლობაში, როცა სავალდებულოა მათი გადმორიცხვა საქართველოს უფლებამოსილი ბანკის ანგარიშზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. თანხის დაუბრუნებლობა, როგორც უმოქმედობის სახე, მდგომარეობს უფლებამოსილ ბანკში სახსრების უცხოურ ვალუტაში გადარიცხვის მოვალეობის შეუსრულებლობაში ისეთი გზებით, როგორებიცაა: განკარგულების გაუცემლობა გადარიცხვის შესახებ, საბანკო დოკუმენტების ხელმოწერაზე უარის თქმა და მისთ. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირი ვალდებული იყო დაებრუნებინა ეს სახსრები საქართველოში და ამ მოქმედების ჩადენის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა.

დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება, თუ უფლებამოსილი ბანკის ანგარიშზე საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში სახსრების დაუბრუნებლობას მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა. თუ რა ჩაითვლება მნიშვნელოვან ზიანად, ამას სასამართლო განსაზღვრავს საქმის კონკრეტულ გარემოებებზე დამოკიდებულებით.

სუბიექტური მხრივ, დანაშაული გულისხმობს განზრახვას. პირი შეგნებულად თავს არიდებს საზღვარგარეთიდან სავალუტო სახსრების საქართველოში გადმორიცხვას - დაბრუნებას. პირს შეგნებული აქვს, რომ სავალდებულოა საზღვარგარეთიდან საქართველოს უფლებამოსილი ბანკის ანგარიშზე უცხოურ ვალუტაში სახსრების გადარიცხვა და სურს არ დააბრუნოს ეს სახსრები გამდიდრების, პირადი გამორჩენის მიზნით. თუმცა, კანონი მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობას არ ანიჭებს.

სუბიექტი სპეციალურია - საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელი, რომელიც ვალდებულია გადმორიცხოს (გააკონტროლოს გადმორიცხვა) სავალუტო სახსრები საზღვარგარეთიდან.

გადასახადისათვის თავის არიდება.

მუხლი 218

1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება,-

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) არაერთგზის;

) განსაკუთრებით დიდი ოდენობით,

- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება გადაუხდელი თანხა ორი ათასიდან ათი ათას ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად - გადაუხდელი თანხა ათი ათასი ლარის ზევით.

განსახილველმა შემადგენლობამ შეცვალა სისხლის სამართლის ძველი კოდექსის 160-ე და 1602 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობები (მოგების ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა (შემცირება) და საბაჟო გადასახდელებისაგან თავის არიდება).

დანაშაულის უშუალო ობიექტია სახელმწიფოს საფინანსო ინტერესები. გადასახადების აკრეფით შემოსული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირების უმნიშვნელოვანესი წყაროა. ამიტომ გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდისათვის თავის არიდება საკმაოდ საშიში ეკონომიკური დანაშაულია, რომელიც ზიანს აყენებს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს.

საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კანონმდებლობა (ძველის მსგავსად) პასუხისმგებლობის დიფერენციაციას არ ახდენს გადასახადის გადამხდელი ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, მაგრამ ფიზიკური პირი სისხლის სამართლის წესით პასუხს აგებს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე თავის არიდებისათვის. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათი გადასახადით დასაბეგრი ობიექტების წრე უფრო ფართოა (მოგება, ქონება, პროდუქციის დამატებითი ღირებულება, სამუშაო და მომსახურება და კანონით დადგენილი სხვა ობიექტები).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამავე შემადგენლობაშია ნაგულისხმევი და გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელებისაგან თავის არიდება. საბაჟო გადასახდელებს მიეკუთვნება გადასახადები, რომლებიც გადახდილ უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, სახელდობრ: ბაჟი, დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, საბაჟო მოსაკრებელი საბაჟო გაფორმებისათვის და სხვა.

218-ე მუხლის დისპოზიცია ბლანკეტურია, ამიტომ საბაჟო და სხვა სახის გადასახადის სახეების, გადასახადის გადამხდელებისა და გადასახადით დასაბეგრი ობიექტების დასადგენად უნდა მივმართოთ მოქმედ საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობას. ასე მაგალითად, „ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის შესახებ“ კანონის თანახმად, ამგვარი გადასახადის გადამხდელები არიან: საქართველოს მოქალაქეები, უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. კანონი ჩამოთვლის ფიზიკური პირების გადასახადით დასაბეგრ ობიექტებს. ზოგადად, იგი შეიძლება განისაზღვროს როგორც კალენდარულ წელიწადში მიღებული ერთობლივი შემოსავალი - ფულადი ან ნატურალური ფორმით. ფიზიკური პირები მოვალე არიან აღრიცხონ მიღებული შემოსავლები, წარადგინონ დეკლარაციები შემოსავლებისა და გასავლების შესახებ დადგენილი ფორმით, თავისდროულად და სრულად შეიტანონ ბიუჯეტში გადასახდელი თანხები.

იურიდიულ პირებს სავალდებულო შესატანები რესპუბლიკურ ან ადგილობრივ ბიუჯეტში ანდა არასაბიუჯეტო ფონდებში შეაქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. იურიდიული პირების სავალდებულო შესატანებს მიეკუთვნება გადასახადები და მოსაკრებლები: მიწის, ეკოლოგიური, შემოსავლებზე, მოგების, საწარმოს (დაწესებულების, ორგანიზაციის) ქონების, ზედმეტი ღირებულების გადასახადი და სხვა.

დაბეგვრის საგანი შეიძლება გახდეს შემოსავლები მოგებიდან, საქონლის ღირებულებიდან, გადასახადის გადამხდელთა კონკრეტული სახის საქმიანობიდან, ფასიან ქაღალდებზე ოპერაციებიდან, საწარმოთა ქონებიდან, ქონების გადაცემიდან, პროდუქციის დამატებითი ღირებულებიდან, მომსახურებიდან, აგრეთვე შესაბამის საკანონმდებლო აქტებში მითითებული სხვა ობიექტებიდან.

გადასახადის გადამხდელები მოვალე არიან გადაიხადონ გადასახადები კანონით დადგენილ ვადებში და საგადასახადო განაკვეთების ოდენობით.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დიდი ოდენობით გადასახადისაგან თავის არიდებაში. გადასახადისაგან თავის არიდების ხერხი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი - მოქმედებაც და უმოქმედობაც: საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანა, გადასატანი ტვირთის დამალვა, საგადასახადო ინსპექციაში შემოსავლების შესახებ დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, მასში დამახინჯებული მონაცემების შეტანა, იურიდიული პირის საბუღალტრო დოკუმენტებში შემოსავლებისა და გასავლების შესახებ მონაცემების გაყალბება, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის დამალვა. საგადასახადო დეპარტამენტის მონაცემებით, იურიდიული პირები გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით მიმართავენ შემდეგ ხერხს - ხელოვნურად ამცირებენ შემოსავალს, ასევე ზრდიან ხარჯებს, ამცირებენ სხვაობას ნასყიდობისა და რეალიზებული საქონლის ფასებს შორის, ამცირებენ დასაბეგრ ობიექტზე საგადასახადო განაკვეთს და სხვა.

მაშასადამე, გადასახადისაგან თავის არიდების ხერხები მრავალგვარი შეიძლება იყოს. თავის არიდება ფართოდ უნდა გავიგოთ, თუმცა, მათ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს გადაუხდელი გადასახადის დიდი ოდენობა. 218-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება გადაუხდელი თანხა ორი ათასი ლარიდან ათი ათასამდე. დანაშაულის დამთავრების კონკრეტული მომენტი სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის გარემოებებზე დამოკიდებულებით, იმისდა მიხედვით, თუ რომელი გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებასთან აქვს საქმე.

დანაშაული განზრახია, ე.ი. დამნაშავე შეგნებულად არიდებს თავს გადასახადის გადახდას, რითაც ზიანს აყენებს საქართველოს საფინანსო სისტემას. გადასახადის გადაუხდელობის ფაქტობრივი მიზანი, სურვილი, სუბიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია. დამნაშავე უმრავლეს შემთხვევაში ანგარების მოტივით მოქმედებს და ესწრაფვის უკანონო გზით მატერიალური გამორჩენის მიღებას, მაგრამ მოტივი და მიზანი სხვაგვარიც შეიძლება იყოს, რასაც ქმედების კვალიფიკაციისათვის კანონმდებელი მნიშვნელობას არ ანიჭებს.

სუბიექტი სპეციალურია - გადასახადის გადამხდელი. იგი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხოელი, ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირის ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ბუღალტერი), პირი, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს საბაჟო გადასახადი (კერძო ან თანამდებობის პირი).

დანაშაულის თანამონაწილენი შეიძლება იყვნენ სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ან საბაჟო სამსახურის მოხელეები, რომლებიც განზრახ ხელს უწყობენ გადასახადისაგან თავის არიდებას (მაგალითად, მოგების ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების გადასახადებით დაბეგვრისაგან დამალვით). ისინი პასუხს აგებენ 218-ე მუხლში თანამონაწილეობისა და შესაბამისი სამოხელეო დანაშაულისათვის.

218-ე მუხლის მეორე ნაწილით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ამ ქმედების ჩადენა არაერთგზის ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით. არაერთგზისობის ცნება განსაზღვრულია სსკ მე-15 მუხლით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისაგან თავის არიდებად ითვლება - ათი ათასი ლარის ზევით გადაუხდელი თანხა.

გადასახადის გადამხდელებად აღრიცხვაზე აყვანის წესის დარღვევა

მუხლი 1641

სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებში გადასახადის გადამხდელებად აღრიცხვაზე აყვანის წესის დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათმაგი მინიმალური ოდენობით.

(საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 თებერვლის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994წ. N15, მუხ. 287).

შემოსავლისა და გადასახადებით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის უქონლობა და შემოსავლისა და გადასახადების შესახებ დოკუმენტების წარუდგენლობა

მუხლი 1642

ინდივიდუალური მეწარმის ან მოქალაქის მიერ შემოსავლისა და გადასახადებით დასაბეგრი ობიექტების აღრიცხვის უქონლობა, დადგენილი წესის დარღვევით მისი წარმოება, შემოსავლის შესახებ დეკლარაციის საგადასახადო ორგანოებში წარუდგენლობა, დაგვიანებით წარდგენა ან მასში შეტანილი მონაცემების დამახინჯება, - გამოიწვევს დაჯარიმებას ასორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

(საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 თებერვლის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994წ. N15, მუხ. 287, საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის N1703 - Iს კანონი).

მუხლი 1643

მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა ან შემცირება, გადასახადის არასწორი გაანგარიშება ან გადასახადის გაანგარიშებასთან და გადასახადებთან დაკავშირებული დოკუმენტების საგადასახადო ორგანოებში წარუდგენლობა

მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა ან შემცირება, გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების არასწორი გაანგარიშება, მოქალაქეთა შემოსავლიდან გადასახადების არასწორად დაკავება ან დაკავებული თანხების არასრულად და დაგვიანებით გადარიცხვა, საბუღალტრო აღრიცხვის უქონლობა ან დადგენილი წესის დარღვევით მისი წარმოება, საბუღალტრო ანგარიშებისა და ბალანსების, საგადასახადო გაანგარიშების, დეკლარაციების, გადასახადებისა და სხვა გადასახდელების გაანგარიშებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების საგადასახადო ორგანოებში წარუდგენლობა, დაგვიანებით ან დაუდგენელი ფორმით წარდგენა, გადასახადის გადასახდელად საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობა ან დაგვიანებით წარდგენა, - გამოიწვევს თანამდებობის პირების დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათმაგი მინიმალური ოდენობით.

იგივე მოქმედება ჩადენილი ადმინისტრაციული ჯარიმის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, - გამოიწვევს დაჯარიმებას ორასორმოცდაათიდან სამას ლარამდე.

(საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 თებერვლის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994წ. N15, მუხ. 287, საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის N1703 - Iს კანონი).

მუხლი 1651
გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების არასწორად გადახდევინება

სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების არასწორად გადახდევინება და გადამხდელთათვის ზარალის მიყენება, - გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ასოცდაათ ლარამდე.

(საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 თებერვლის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994წ. N15, მუხ. 287, საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის N1703 - Iს კანონი).

ადმინისტრაციული კოდექსის 1641-ე (გადასახადის გადამხდელებად აღრიცხვაზე აყვანის წესის დარღვევა); 1642-ე (შემოსავლისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის უქონლობა და შემოსავლისა და გადასახადის შესახებ დოკუმენტების წარუდგენლობა); 1643-ე მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა ან შემცირება, გადასახადის არასწორი გაანგარიშება ან გადასახადების გაანგარიშებასთან და გადასახადებთან დაკავშირებული დოკუმენტების საგადასახადო ორგანოებში წარუდგენლობა; 1644-ე (სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა მოთხოვნებისა და მითითებების შეუსრულებლობა); 165-ე (საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნის წესის დარღვევა და ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე დავალებების შეუსრულებლობა); 1651-ე (გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების არასწორად გადახდევინება). ამ მუხლებით გათვალისწინებული ნორმები გარკვეულწილად ეხმიანება სს კოდექსის ზემოგანხილულ ნორმას. თუმცა ისინი, უფრო სპეციალური ნორმებია და მათი გამოყენების წესიც სპეციფიკურია.

მუხლი 1773
მომხმარებლის მოტყუება.

1. მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში ან ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა, -

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

) დიდი ოდენობით;

) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, -

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

აღნიშნული დანაშაული სამართალმემკვიდრეა სისხლის სამართლის 1960 წლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა - „მყიდველთა და დამკვეთთა მოტყუება“.

მოცემული ქმედება ხელყოფს ვაჭრობის სფეროში დამყარებულ ურთიერთობებს. მისი უშუალო ობიექტია სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოყალიბებული ურთიერთობები, რომლებიც აწესრიგებს სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობას ამ სფეროში (მათი ორგანიზაციის ფორმის, და საკუთრების სახის მიუხედავად) და იცავს მომხმარებელთა უფლებებსა და ინტერესებს. დამატებითი ობიექტია მომხმარებელთა მატერიალური ინტერესები. დანაშაულის საგანია საქონელი ან მომსახურება.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მომხმარებლის მოტყუებაში. კანონში მითითებულია მოტყუების ხერხები, კერძოდ, მომხმარებლის ზომაში, წონაში, ანგარიშში მოტყუება ან მისი შეცდენა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, ანდა სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას. დანაშაულის ჩადენის ადგილია იმ ორგანიზაციების შენობები, რომლებიც საქონლის რეალიზაციას ახორციელებენ და მომსახურებას უწევენ მოსახლეობას, სხვა ადგილები, სადაც ეს ორგანიზაციები მომხმარებელს ემსახურებიან, აგრეთვე, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ადგილი. მოტყუებითი ქმედების ჩადენის აუცილებელი პირობაა მისი განხორციელება საქონლის რეალიზაციის დროს, ე.ი. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ან მომსახურებისას სამეწარმეო საქმიანობის პროცესში.

ზომასა და წონაში მოტყუების დროს მომხმარებელი იღებს გადახდილთან შედარებით ნაკლები რაოდენობის საქონელს. ამ მოქმედებას, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს როგორც უშუალოდ გაყიდვის პროცესში, ისე წინასწარი დაფასოების დროს. კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს, რა ხერხით არის შეცვლილი საქონლის რაოდენობრივი პარამეტრები.

ანგარიშში მოტყუება - ნიშნავს გამყიდველის ან მომსახურების გამწევი პირის მიერ მომხმარებელთან წინასწარ შეთანხმებული ან გამოცხადებული თანხიდან გადახვევას. ეს არის მომხმარებლის მოტყუება საქონლის ან მომსახურების ფასის გამოთვლის დროს ან მისთვის კუთვნილი ხურდის დაბრუნების დროს და სხვა. ანგარიშში მოტყუებად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე შეგნებულად ფასის არასწორად მითითება, თუ მისი ოდენობა განსაზღვრულია ნორმატიულ - სამართლებრივი აქტებით და მომხმარებელთან შეთანხმებით არ დგინდება.

მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ ნიშნავს განზრახ დამახინჯებული (არასწორი) ინფორმაციის გადაცემას, მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მიზნით. დამახინჯებულად ჩაითვლება მომხმარებლისათვის გადაცემული ინფორმაციის შეუსაბამობა სარეალიზაციო საქონლის ან გაწეული მომსახურების რეალურ თვისებებსა და ხარისხთან. საქონლის ან მომსახურების სამომხმარებლო თვისებები ან ხარისხი განისაზღვრება სტანდარტით, ნიმუშით, აღწერილობით და წარმოადგენს საქონლის (მომსახურების) ნორმატიულად განსაზღვრულ დახასიათებას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებაში კონკრეტდება. საქონლის (მომსახურების) სამომხმარებლო თვისებაში ან ხარისხში შეიძლება შედიოდეს საექსპლუატაციო და საგარანტიო ვადა, დამამზადებლის ვალდებულება უზრუნველყოს საქონლის რემონტი და ტექნიკური მომსახურება და მომხმარებლისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა თვისებები.

გამყიდველი, მწარმოებელი მოვალეა მომხმარებელს მიყიდოს ისეთი საქონელი, რომელიც შეესაბამება ხარისხზე სტანდარტის, ხელშეკრულების, საქონლის (მომსახურების) შესახებ ინფორმაციის სავალდებულო მოთხოვნებს, ანდა საქონლის (მომსახურების) ხარისხის შესახებ ჩვეულებრივ წაყენებულ მოთხოვნებს. თუ იყიდება საქონელი ან ხდება მომსახურება, რომლის ხარისხიც არ შეესაბამება სავალდებულო მოთხოვნებს, ხოლო მომხმარებელი ამის შესახებ ინფორმირებული არ არის, პირიქით, არწმუნებენ ამგვარი შესაბამისობის არსებობაზე, მაშინ ეს მისი შეცდომაში შეყვანაა.

მომხმარებლის სხვაგვარ მოტყუებაში უნდა ვიგულისხმოთ ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც მიმართულია მის დეზორიენტაციაზე მისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით (მაგალითად, საქონლის სახლში მიტანა, დაბალი ხარისხის საქონლის მაღალი ხარისხის ფასში მიყიდვა, საქონლის (მომსახურების) ფალსიფიკაცია და სხვა).

კანონის ტექსტიდან გამომდინარე, დანაშაული დამთავრებულად ითვლება, თუ ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზარალა. თუ რა ჩაითვლება მნიშვნელოვან ზიანად, ამას სასამართლო დაადგენს.

სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას. დამნაშავე შეგნებულად ატყუებს მომხმარებელს გამდიდრების, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით. როგორც წესი, დამნაშავე ანგარების მოტივით მოქმედებს, მაგრამ, რადგან კანონის ტექსტში მოტივსა და მიზანზე არაფერია ნათქვამი, ამდენად, მათ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

სუბიექტი სპეციალურია - იმ ორგანიზაციების მოსამსახურეები, რომლებიც საქონლის რეალიზაციას ან მოსახლეობის მომსახურებას ახორციელებენ, აგრეთვე ინდივიდუალური მეწარმე ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში ან ასეთ მეწარმესთან ხელშეკრულებით მომუშავე პირები - გამყიდველი, მძღოლ-ექსპედიტორი და სხვა. მომხმარებლის მოტყუება სხვა პირთა მიერ დაკვალიფიცირდება როგორც თაღლითობა.

პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს 219-ე მუხლის მეორე ნაწილი მიაკუთვნებს: მომხმარებლის მოტყუებას წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ან იმის მიერ, ვინც ადრე ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი იყო. დიდი ოდენობის დადგენა ასევე სასამართლოს პრეროგატივაა.

მომხმარებლის უფლებების შელახვა
მუხლი 1581

მომხმარებლის უფლებების განზრახ შელახვა, რასაც მოჰყვა ქონებრივი ზარალი, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.

(საქართველოს 1996 წლის 27 ნოემბრის კანონი - საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., 31 -32/6, გვ. 4)

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1581-ე მუხლით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებების განზრახ შელახვა მოტყუების ფორმითაც შეიძლება გამოიხატოს. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგომისათვის აუცილებელია ქონებრივი ზარალის არსებობა, რაც ამ ნორმას განასხვავებს სსკ 218 -ე მუხლისგან, სადაც მომხმარებლის მოტყუებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მხოლოდ მომხმარებლისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევებში წარმოიშობა.

6 დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ

▲back to top


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
XXIX თავი

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
მუხლი 220

სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, -

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

ჩვენს ქვეყანაში სოციალური მართვის სფეროში მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ საზოგადოების მომსახურების მოვალეობა და განსაზღვრული უფლებამოსილება საზოგადოების ინტერესებისათვის ხშირად მინდობილი აქვთ იმ პირებს, რომლებიც საჯარო სამსახურში არ იმყოფებიან, ე.ი. სახელმწიფო მოხელეები არ არიან. სწორედ ამან განაპირობა აღნიშნული თავის დამატება ახალ სისხლის სამართლის კოდექსში და ამით დამატებითი გარანტიების შექმნა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად.

იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, 220-ე მუხლი აგებულია 332-ე მუხლის - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - მსგავსად, მაგრამ განსხვავდება მისგან დაცული ინტერესითა და სუბიექტით.

განსახილველი დანაშაულის უშუალო ობიექტია სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციის როგორც ქონებრივი, ისე სხვა მართლზომიერი ინტერესები (მაგალითად, სამეწარმეო ორგანიზაციის ავტორიტეტი).

დამატებითი ობიექტია მოქალაქეთა, საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესები.

„მეწარმეთა შესახებ კანონის“ თანახმად, საწარმოთა ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური საწარმო, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება ან კოოპერატივი.

კერძო სამართლის არაკომერციულ იურიდიულ პირებს მიეკუთვნება კავშირები და ფონდები.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებაში ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ. ეს შესაძლებელია მოქმედებითაც და უმოქმედობითაც.

პირი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ იყენებს თავის უფლებამოსილებას, თუ იგი კეთილსინდისიერად და გონივრულად არ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ორგანიზაციის სახელით დადებულ გარიგებებში ჩქმალავს პირად დაინტერესებას, სახელს უტეხს ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას და მისთ.

კომერციული ორგანიზაციები თვითონ განსაზღვრავენ თავიანთი ინტერესების წრეს, კანონით მინიჭებულ უფლებათა ფარგლებში. აქ იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა პირობები და ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ მოცემული ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობას, გადახდისუნარიანობას და სხვა.

სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილებები განსაზღვრულია შესაბამისი სამეურნეო სუბიექტის დებულებით, წესდებით და ა.შ. ამიტომ კონკრეტულ შემთხვევაში იმის ასახსნელად, იყო თუ არა უფლებამოსილება ბოროტად გამოყენებული, ხსენებულ სამართლებრივ აქტებსაც უნდა მივმართოთ.

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ მნიშვნელოვანი ზიანი უნდა გამოიწვიოს, რომ დანაშაული დამთავრებულად ჩაითვალოს. მნიშვნელოვანი ზიანი შეფასებითი კატეგორიაა და იგი სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით. ამასთანავე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ ზიანის აბსტრაქტული მოცულობა, არამედ აგრეთვე ორგანიზაციის ქონებრივი მდგომარეობა, დაზარალებულთა რაოდენობა და ა.შ. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ტიპიურ შედეგს წარმოადგენს ქონებრივი ზიანის მიყენება ორგანიზაციისათვის, რომელშიც დამნაშავე ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას ახორციელებს. ზიანი მნიშვნელოვანი იქნება ასევე, თუ მან გამოიწვია სამუშაო ადგილების შემცირება, საფრთხე შეუქმნა ორგანიზაციის გადახდისუნარიანობას ან, თუ მისი აღმოფხვრა დაკავშირებულია დიდ მატერიალურ დანახარჯებთან, მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება გამოიხატოს მორალურ ზიანშიც, რომელიც ლახავს ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას. მაშასადამე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ობიექტური მხარე მოიცავს:

1. ქმედებას, რაც გამოიხატება ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებში ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ.

2. მნიშვნელოვან ზიანს და,

3. მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და მნიშვნელოვან ზიანს შორის.

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება განზრახვითა და სპეციალური მიზნით - თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით.

დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია. კერძოდ, ეს არის კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე პირი, რომელიც აღჭურვილია ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილებით.

კანონი „მეწარმეთა შესახებ“ ხელმძღვანელობით უფლებამოსილ სუბიექტებს ზედმიწევნით ზუსტად ჩამოთვლის; რამეთუ ისინი კერძო სამართლებრივ ურთიერთობების მართვაში მთავარ როლს ასრულებენ, მათ ნიჭსა და კეთილსინდისიერ მოქმედებაზეა დამოკიდებული საწარმოს ბედი. ისინი პასუხისმგებელი არიან საწარმოს წინაშე და, ამდენად, სისხლის სამართლის კანონი დანაშაულებრივი ქმედების არსებობის შემთხვევაში მათ აკისრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. კანონი ხელმძღვანელობით უფლებამოსილების მქონე პირთა ორ ჯგუფს იცნობს. პირველ ჯგუფში შედიან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების ხელმძღვანელები, ე.ი. პარტნიორები, კერძოდ, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ყველა პარტნიორი, საიდანაც ერთ-ერთს დირექტორობის დაკისრების შემდეგ ეწოდება ხელმძღვანელი - პარტნიორი. კომანდიტურ საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლებამოსილება მხოლოდ პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორს აქვს და მასაც ხელმძღვანელი-პარტნიორი ეწოდება.

მეორე ჯგუფია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი, სადაც ხელმძღვანელობის ფუნქცია დირექტორს აკისრია. დირექტორი შეიძლება იყოს როგორც პარტნიორი, ასევე გარეშე პირი.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.1-ე მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც უფლებამოსილი არიან უხელმძღვანელონ საზოგადოებას და, შესაბამისად, იყვნენ დანაშაულის სუბიექტები.

რაც შეეხება წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ესეც ხელმძღვანელობითი საქმიანობის სფეროა. კერძო სამართლის საზოგადოებების ხელმძღვანელები წარმოადგენენ საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში, საზოგადოების სახელით დებენ გარიგებებს. საზოგადოება მესამე პირებთან ურთიერთობაში შეიძლება სხვა პირებითაც იყოს წარმოდგენილი, მაგალითად, პროკურისტი ან სავაჭრო წარმომადგენელი.

სხვა სპეციალური უფლებამოსილების განმხორციელებელი პირი შეიძლება იყოს იურიდიული მოქმედებების განმხორციელებელი ნებისმიერი პირი, რომელსაც საზოგადოების მიერ მინიჭებული აქვს სპეციალური უფლებამოსილება (რწმუნებულება).

კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტები არიან ფონდები და კავშირები. სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, ფონდებსა 106 და კავშირებში ხელმძღვანელობის უფლება მინიჭებული აქვთ გამგეობის წევრებსა და ცალკეულ შემთხვევებში - სპეციალურ წარმომადგენლებს. საზოგადოების წესდებით, განსაზღვრულია ერთი პირის მიერ საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ანდა ორი ან რამდენიმე პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა, რაც ამ უკანასკნელთა მოვალეობას შეადგენს.

კომერციული მოსყიდვა.
მუხლი 221

1. სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების განმხორციელებლისათვის ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების უკანონო გადაცემა ან ქონებრივი მომსახურების უკანონოდ გაწევა, რათა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს მომსყიდველის ინტერესისათვის, -

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) ჯგუფურად;

) არაერთგზის, -

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ოთხ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ორიდან ექვს თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3. სამეწარმეო სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი, ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების განმახორციელებლის მიერ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების უკანონოდ მიღება ან ქონებრივი მომსახურებით უკანონოდ სარგებლობა, რათა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს მომსყიდველის ინტერესებისათვის, -

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

) ჯგუფურად;

) არაერთგზის; ) გამოძალვით,

- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა: ის, ვინც ჩაიდენს ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, თუ მას გამოსძალეს ქონება ან თუ მან ნებაყოფლობით განუცხადა ხელისუფლების ორგანოს ამის შესახებ.

აღნიშნული მუხლი ახალია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, აგებულია ქრთამის აღებ-მიცემის ანალოგიურად (მუხლები 338-ე-339-ე). ამავე დროს, კანონით დაცული ინტერესისა და დანაშაულის ჩამდენი სუბიექტის მიხედვით, მათ შორის არსებითი განსხვავებაც არის.

მოცემული ნორმის მიზანია სამეწარმეო და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საქმიანობის წესის სისხლისსამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა. მაშასადამე, კომერციული მოსყიდვა წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ხელყოფს საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობის ნორმალურ პირობებს. ნორმალური კომერციული ურთიერთობის პირობები ირღვევა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც უკანონო გასამრჯელოს (ქონებრივ მომსახურებას) იღებენ ან გადასცემენ მას. მოსყიდვის მეშვეობით შეიძლება უკანონო შეღავათიანი კრედიტის მიღება, კომერციული საიდუმლოს გამხელა და ა.შ.

ამგვარად, განსახილველი დანაშაულის უშუალო ობიექტია სამეწარმეო ურთიერთობათა სფერო. 221-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების განმხორციელებლისათვის ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების უკანონოდ გადაცემაში ან ქონებრივი მომსახურების უკანონოდ გაწევაში, რათა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს მომსყიდველის ინტერესისათვის.

კომერციული მოსყიდვის ობიექტური მხარის ასახსნელად შესაძლებელია დავეყრდნოთ სამოხელეო დანაშაულის - მექრთამეობის ობიექტური მხარის ნიშნებს, რომელზეც არაერთი თეორიული გამოკვლევაა მიძღვნილი.

მოსყიდვა ფორმალური შემადგენლობაა და დამთავრებულია ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების ფაქტობრივად გადაცემის ანდა ქონებრივი მომსახურების უკანონოდ გაწევის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, გამოიყენა თუ არა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების განმხორციელებელმა მომსყიდველის ინტერესებისათვის. თუ პირმა, რომლისთვისაც განკუთვნილი იყო აღნიშნული გასამრჯელო, იგი არ აიღო, ადგილი ექნება მოსყიდვის მცდელობას.

221-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს ამ გზით თავისი ინტერესები დაიკმაყოფილოს.

ამავე მუხლის მეორე ნაწილით, დამამძიმებელ გარემოებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა ჯგუფურად ან არაერთგზის.

221-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულია სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების განმახორციელებლის მიერ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების უკანონოდ მიღება ან ქონებრივი მომსახურებით უკანონოდ სარგებლობა, რათა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს მომსყიდველის ინტერესებისათვის.

კომერციულ საზოგადოებათა ხელმძღვანელების ქმედება უკანონო უნდა იყოს თავისი ხასიათით ანდა მიმართული უნდა იყოს სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება გულისხმობს როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი შესაძლებლობების გამოყენებას, ე.ი. მოიცავს როგორც მოცემული პირის უფლებამოსილებათა წრეში შემავალ ქმედებებს, ისე მის გარეთ არსებულ შესაძლებლობებსაც, რომლებიც ემყარება სამსახურებრივ ავტორიტეტს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ა.შ.

221-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობაც ფორმალურია და დანაშაული დამთავრებულია კომერციული ან სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღების ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობის მომენტიდან. რაც შეეხება მოსყიდვით განპირობებული მოქმედების შესრულებას თუ შეუსრულებლობას, იგი დანაშაულის შემადგენლობის ფარგლებს გარეთ არის. მთავარია დადგინდეს, რომ გასამრჯელო თუ მომსახურება მიღებულია მომსყიდველის ინტერესებისათვის თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოსაყენებლად.

დანაშაულის სუბიექტური მხარე გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში. დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ იგი იღებს უკანონო ქონებრივ გასამრჯელოს ან ქონებრივ მომსახურებას და მას სურს მისი მიღება. მოტივი და მიზანი ანგარებითია.

რაც შეეხება ამ დანაშაულის სუბიექტს, მისი სუბიექტი იგივეა, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დროს, ე.ი. სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი10.

221-ე მუხლის მეოთხე ნაწილი მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებად თვლის მის ჩადენას ჯგუფურად, არაერთგზის და გამოძალვით. 221-ე მუხლს აქვს წამახალისებელი ნორმა, კერძოდ, - ის, ვინც ჩაიდენს ამ მუხლის პირველ ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მას გამოსძალეს ქონება ან თუ მან ნებაყოფლობით განუცხადა ხელისუფლების ორგანოებს ამის შესახებ.

_________________________

10. დანაშაულის სუბიექტის შესახებ იხ. 220-ე მუხლის კომენტარი

7 საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ

▲back to top


(საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1994 ., -21-22, მუხ.455) (1999 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით)

I. ზოგადი ნაწილი

მუხლი 1. გამოყენების სფერო

1.1. ეს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეთა მოწყობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს. სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

1.2. სამეწარმეო საქმიანობად არ ჩაითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა. რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ წარმოებაში მუდმივად დასაქმებულია მფლობელის ოჯახის არაწევრი ხუთი პირი მაინც.

(საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997 ., -1-2, გვ.9)

მუხლი 2. საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები. მათი დაფუძნება

2.1. საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური საწარმო, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს) ან კოოპერატივი.

2.2. ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი, არის ფიზიკური პირი, რომლის სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელია სამეწარმეო წესით მოწყობილი ორგანიზაცია, მოწესრიგებული საკასო და საბუღალტრო საქმე. სამართლებრივ ურთიერთობებში იგი გამოდის თავისი სახელით.

2.4. საწარმო, გარდა კოოპერატივისა, რომელშიც 50-ზე მეტი პარტნიორია, უნდა ჩამოყალიბდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ფორმით.

2.5. საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა. საწარმო, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

თუ რეგისტრაციამდე საზოგადოების სახელით რაიმე მოქმედება განხორციელდა, ამ მოქმედების შემსრულებლები და დამფუძნებლები პასუხს აგებენ 110 პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგაც.

2.6. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებები, კოოპერატივები წარმოადგენენ იურიდიულ პირებს. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს როგორც ფიზიკური პირი.

2.7. საზოგადოების წესდება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. საზოგადოების დაფუძნებისას წესდებას ხელს აწერენ საზოგადოების დამფუძნებელი მონაწილენი - დამფუძნებელი პარტნიორები, ხოლო წესდებაში ცვლილებების შეტანისას წესდებაზე პარტნიორთა ხელმოწერა არ მოითხოვება. ხელმოწერა რწმუნებულის მეშვეობით დაიშვება მხოლოდ მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის შექმნისათვის საჭირო დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონში მე-5 მუხლში მოცემულ სარეგისტრაციო პირობებს. საზოგადოების წესდება შეიძლება შეიცავდეს დამატებით წესებს მხოლოდ მაშინ, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან/და თუ ეს წესები არ ცვლის სამეწარმეო საზოგადოებათა ფორმების შესახებ კანონით განსაზღვრულ დებულებებს.

(საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997 .,1-2, გვ.9; საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997 ., 25-26, გვ.36; საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი, სსმ I 1999., -6(13), მუხ.230; საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი, სსმ I 1999., -24(31), მუხ.110)

მუხლი 3. პასუხისმგებლობა. შესატანი. ცვლილებები
საწესდებო კაპიტალში. თანასწორუფლებიანობა.
ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის უფლებები

3.1. ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის პირადად აგებს პასუხს კრედიტორების წინაშე.

3.2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები და კომანდიტური საზოგადოების პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების ვალდებულებებზე კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად ანუ თითოეული პარტნიორი ვალდებულებებზე პასუხს აგებს უშუალოდ, მთლიანად, პირდაპირ, შეუზღუდავად მთელი თავისი ქონებით. პარტნიორებს შორის სხვაგვარი შეთანხმება ბათილია მესამე პირთათვის.

3.3. საზოგადოების დაფუძნებისას ან საწესდებო კაპიტალის გაზრდისას შესატანი შეიძლება დათქმულ იქნეს და შესრულდეს ნებისმიერი ვალუტით. საზოგადოების საბუღალტრო წიგნებში თანხა აღინიშნება ეროვნული ვალუტით. შესატანი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს აგრეთვე სხვა ქონებრივი და არაქონებრივი ობიექტების სახით, რომელიც შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის საზოგადოებებში უნდა შეაფასოს დამოუკიდებელმა აუდიტორმა (არაფულადი შესატანის შეფასება). შეტანაზე ვალდებული პარტნიორი საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს არაფულადი შესატანის იმ ღირებულებისათვის, რაც ამ ობიექტს რეგისტრაციის მომენტში ჰქონდა; თუ ობიექტის ღირებულება დათქმულ თანხაზე ნაკლებია, მაშინ იგი უნდა შეივსოს ფულით; თუ არაფულადი შესატანის ღირებულება აღემატება დათქმულ თანხას, ზედმეტი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელია. შესატანის უკან დაბრუნება კომანდიტურ, შეზღუდული პასუხისმგებლობის, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში დაიშვება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. ამისთვის საჭიროა ცვლილების შეტანა საზოგადოების წესდებაში. საწესდებო კაპიტალის შემცირება რეგისტრირებულ უნდა იქნეს სამეწარმეო რეესტრში.

3.4. კომანდიტური საზოგადოების კომანდიტი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი, სააქციო საზოგადოების დამფუძნებელი აქციონერი, კოოპერატივის დამფუძნებელი წევრი შესატანის საბოლოო შეტანამდე საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მის მიერ შეუტანელი შესატანის ოდენობით. შესატანის სრულად შეტანა არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან იმ პირს, რომელმაც პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმები ბოროტად გამოიყენა. ბოროტად გამოყენებად ჩაი- თვლება, თუ არ იქნა უზრუნველყოფილი საბუღალტრო წიგნების ისეთი წარმოება, საიდანაც ცალსახად გამომდინარეობს თუ რომელი ქონება ეკუთვნის და რა ვალდებულებები აკისრია საზოგადოებას და რომელი - არა.

3.5. შესატანის ნახევარი შეტანილ უნდა იქნეს წესდების ხელმოწერისთანავე, თუ წესდება უფრო მეტის შეტანას არ ითვალისწინებს.

თუ პარტნიორმა გადააცილა შესატანის შეტანის ვადა, ყოველ პარტნიორს შეუძლია წერილობით მოსთხოვოს მას ამ თანხის გადახდა დამატებითი ვადის მითითებით და გააფრთხილოს იგი საზოგადოებიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ. დამატებითი ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა ერთ თვეს.

ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ პარტნიორი, რომელმაც გააჭიანურა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც. ამის შესახებ მას განმარტება წერილობით.

გარიცხული პარტნიორის პასუხისმგებლობა ძალაში რჩება, ხოლო არაფულადი შესატანის შემთხვევაში იგი შეიცვლება შესაბამისი ფულადი თანხით. თუ დამფუძნებელი პარტნიორების მიერ შესატანის შეუტანლობის გამო არ შეივსება ამ ფორმის საწარმოსათვის დაწესებული მინიმალური საწესდებო კაპიტალი, შეუსრულებელი შესატანი ნაწილდება სხვა დამფუძნებელ პარტნიორებს შორის, გარდა 3.2 მუხლში დასახელებული საზოგადოებების პარტნიორებისა, მათ წილთა პროპორციულად.

3.6. საზოგადოების კაპიტალი 3.3 მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად შემცირების შემდეგ კვლავ უნდა შეივსოს კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობამდე. თუ შემცირება მოხდება შესატანის დაბრუნების ან შეუტანელი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით, მაშინ თითოეულ პარტნიორზე დარჩენილი თანხა არ შეიძლება იყოს ორმოცდაათ ლარზე ნაკლები 1. საწესდებო კაპიტალის შემცირება იმ შესატანების უკან დაბრუნების გზით იმ შესატანების მიმართ, რომლებიც პარტნიორების პასუხისმგებლობის მოცულობას განსაზღვრავენ, შეიძლება განხორციელდეს საწესდებო კაპიტალის შემცირების რეგისტრაციიდან და გამოქვეყნებიდან თორმეტი თვის შემდეგ. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება 57.2 მუხლის ნორმები ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ.

თუ რომელიმე პარტნიორს შესატანი უკან დაუბრუნდება საწესდებო კაპიტალის რეგისტრირებული შემცირების გარეშე, კრედიტორებისათვის ეს დაბრუნებად არ მიიჩნევა. პარტნიორი ვალდებულია საზოგადოებას დაუბრუნოს მიღებული თანხა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ პარტნიორი გახარჯავს ფულს საზოგადოების სალაროდან და ზარალის შედეგად მისი წილი კაპიტალი შემცირდება გადახდილ შესატანთან შედარებით.

3.7. საზოგადოების უარი ამ კანონით გათვალისწინებულ შესატანებთან დაკავ- შირებულ მოთხოვნებზე ბათილია.

3.8. თანაბარ პირობებში პარტნიორებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, თუ ეს კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს პირადი პასუხისმგებლობისა და კაპიტალის ქვოტასთან დაკავშირებით, ანდა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ სხვაგვარი მოწესრიგება არ იქნება შემოთავაზებული.

3.9. ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების საბუღალტრო წიგნებს უშუალოდ ან დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით და საზოგადოების ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ოღონდ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიში არასწორადაა შედგენილი, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საზოგადოებას. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება მხოლოდ ამ კანონით შეიზღუდოს, გაფართოება კი შესაძლებელია საზოგადოების წესდებით ან სხვა კანონით.

(საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997., 1-2, გვ.9; საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი სსმ I, 1999 ., 6(13), მუხ.23; საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი სსმ I, 1999 ., 24(31), მუხ. 110)

მუხლი 4. სამეწარმეო რეესტრი

4.1. საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებს სასამართლო სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით.

4.2. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ფაქტები ჩაიწერება რეესტრის ფორმულარებში. რეესტრის ფორმულარი მოცემულია ამ კანონის დანართში.

4.3. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს სასამართლო აქვეყნებს ოფიციალურ რესპუბლიკურ გაზეთში და წერილობით ატყობინებს სტატისტიკის სამსახურის ადგილობრივ ორგანოს. ჩანაწერი ქვეყნდება მთლიანად, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

4.4. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრს და მიიღოს რეესტრის ამონაწერები.

მუხლი 5. რეგისტრაციის პირობები

5.1. რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს ერთ-ერთ პარტნიორს, თუ განცხადება რეგისტრაციაზე შესრულებულია მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განცხადება ამ მოთხოვნებს.

5.2. ინდივიდუალური მეწარმე ან პარტნიორები, ისევე როგორც წარმომადგენლობითი და სამეთვალყურეო ორგანოების შესაძლო წევრები, ვალდებული არიან ხელი მოაწერონ საზოგადოების განცხადებას რეგისტრაციის შესახებ. ინდივიდუალური მეწარმე და პირები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საზოგადოება, ვალდებულნი არიან სასამართლოში დატოვონ ხელმოწერის ის ნიმუში, რომელსაც საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ. განცხადება რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, სასამართლოში დატოვებული ზუსტი ხელმოწერის ნიმუში, აგრეთვე თანდართული დოკუმენტები ან მათი ასლები წარმოდგენილ უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით.

განცხადება შეიტანება სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმის ან საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით.

5.3. თუ საზოგადოების შექმნის მიზნით წარდგენილია არასწორი მონაცემები, ან დაფუძნების ხარჯების გამო საზოგადოებას ზარალი მიადგა, მაშინ პარტნიორები, ისევე როგორც საზოგადოების დირექტორები, როგორც სოლიდარული მოვალეები, ვალდებულნი არიან გადაიხადონ შეუტანელი გადასახდელები, აანაზღაურონ დაფუძნების ხარჯების გადაუხდელობით გამოწვეული, აგრეთვე ამ დროს წარმოშობილი სხვა ზარალი.

5.4. განცხადება უნდა შეიცავდეს:

5.4.1. ყველა საწარმოსათვის:

ა) საფირმო სახელწოდებას (ფირმას);

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;

გ) ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);

დ) საქმიანობის საგანს;

ე) მონაცემებს სამეურნეო წლის დასაწყისისა და დამთავრების შესახებ;

ვ) ინდივიდუალური მეწარმის ან ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის (კოოპერატივების შემთხვევაში - არანაკლებ ორის) სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, პროფესიას და საცხოვრებელ ადგილს; ხოლო, თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია - მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, სასამართლოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები);

ზ) წარმომადგენლობის უფლებამოსილებას.

5.4.2. კომანდიტური საზოგადოებისათვის, 5.4.1 მუხლში მოცემულს გარდა, დამატებით საჭიროა მიეთითოს ყოველი კომანდიტის შესატანის ოდენობა და წარმოდგენილ იქნეს საბუთი, უკვე ვინ რამდენი შეიტანა.

5.4.3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივისთვის, 5.4.1 მუხლში მოცემულს გარდა, დამატებით საჭიროა:

ა) საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შენატანის შესახებ;

ბ) ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა, შესაბამისად წილი;

გ) ყოველი დირექტორის, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი;

დ) დოკუმენტები დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს (თუკი ასეთი არსებობს) წევრების დანიშვნის შესახებ.

5.5. საზოგადოების განცხადებას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები:

ა) საზოგადოების წესდება;

ბ) არაფულადი შესატანით დაფუძნებისას - შესატანის შეფასების დამადასტურებელი საბუთი;

გ) შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებებისათვის დოკუმენტები დირექტორების დანიშვნის შესახებ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას მისი წევრების დანიშვნის შესახებ.

5.6. 5.4 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება ასევე საჭიროებს რეგისტრაციას. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ. პარტნიორების შეცვლა სააქციო საზოგადოებებში არ მოითხოვს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას.

5.7. გაკოტრების შემთხვევაში ან საზოგადოების წესდებაში სასამართლოს მიერ არსებითი ხარვეზების დადგენისას, სასამართლო ვალდებულია მოახდინოს საზოგადოების ლიკვიდაციის რეგისტრაცია და მიუთითოს საფუძველი.

5.8. თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ სარჩელის საფუძველზე. რეგისტრაციის გაუქმებამდე შეცდომით რეგისტრირებული საწარმო განიხილება როგორც უშეცდომოდ რეგისტრირებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს არ ეწინააღმდეგება ცალკეული პირების ან საზოგადოების არსებით ინტერესებს და 5.8 მუხლში აღნიშნულ პირებს არ განუცხადებიათ ამის შესახებ.

5.9. სასამართლო ვალდებულია რეგისტრაცია განახორციელოს აუცილებელი საბუთების წარდგენიდან თხუთმეტი კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდება ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობება მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად და სასამართლო ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.

(საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997წ. 1-2, გვ.9; საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი სსმ I, 1999 წ., -6(13), მუხ. 23)

მუხლი 6. საფირმო სახელწოდება (ფირმა)

6.1. საფირმო სახელწოდება, ანუ ფირმა, არის სახელი, რომლითაც საქმიანობს საწარმო.

6.2. ინდივიდუალური მეწარმე საფირმო სახელწოდებად იყენებს თავის სახელსა და გვარს. დამატებები დაიშვება 6.6 მუხლის პირობების დაცვით.

6.3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთ-ერთი პარტნიორის გვარსა და სახელს (ან გვარს) „სპს“-ის დამატებით ან ყველა პარტნიორის გვარსა და სახელს (ან გვარს).

6.4. კომანდიტური საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს არანაკლებ ერთი პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორის (კომპლემენტარის) გვარსა და სახელს (ან გვარს) „კს“-ის დამატებით.

6.5. პარტნიორთა სახელის გამოყენების შესაძლებლობის გარდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებას, კოოპერატივს შეუძლიათ საფირმო სახელწოდება შეარჩიონ მათი საქმიანობის საგნის მიხედვით, ან ეს სახელწოდება შეიძლება იყოს ფანტაზიის ნაყოფი. მაგრამ ყველა შემთხვევაში იგი უნდა შეიცავდეს აღნიშვნას „სააქციო საზოგადოება“ ან „სს“, ანდა დამატებას „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება”, ან „შპს“, ანდა „რეგისტრირებული კოოპერატივი“, ან „რკ“.

6.6. საფირმო სახელწოდებას არ უნდა ერთვოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი, ანდა გამოიწვიოს შეცდომა ან გაუგებრობა საწარმოს ფორმისა თუ საქმიანობის მოცულობის, ანდა პარტნიორთა ურთიერთობების გამო.

6.7. საფირმო სახელწოდებას დაერთვება დამატებები, თუ ეს საჭიროა სხვა ფირმებისაგან განსასხვავებლად.

6.8. საწარმოს შემძენს შეუძლია გამოიყენოს ადრინდელი საფირმო სახელწოდება სამემკვიდრეო ურთიერთობის აღმნიშვნელი დამატების დართვით ან უამისოდ, თუკი ადრინდელი მფლობელი, მისი მემკვიდრეები ან საზოგადოების კანონიერი წარმომადგენლები თანახმა არიან.

(საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი სსმ I, 1999 წ., 6(13), მუხ.23)

მუხლი 7. რეესტრის საჯაროობა

7.1. ვიდრე რეესტრში ჩასაწერი ფაქტები არ იქნება რეგისტრირებული და გამოქვეყნებული, დაუშვებელია მათი გამოყენება მესამე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს მონაცემები მათთვის ცნობილი იყო.

7.2. თუ ფაქტები რეგისტრირებული და გამოქვეყნებულია, დასაშვებია მათი გამოყენება მესამე პირის მიმართ.

7.3. თუ რეგისტრაციისათვის აუცილებელი ფაქტები არასწორადაა რეგისტრირებული ან გამოქვეყნებული, მესამე პირს შეუძლია იმ პირთან ურთიერთობაში, რომლის საქმეშიც იყო ეს ფაქტები რეგისტრირებული, დაეყრდნოს რეგისტრირებულ ან გამოქვეყნებულ მონაცემებს, თუ იგი ენდობოდა მათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მან იცოდა ამ უზუსტობის შესახებ.

7.4. ამ წესების მიხედვით, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ ფილიალთან საქმიან ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ რეგისტრაციასა და გამოქვეყნებას, რომელიც განხორციელებულია ფილიალის ადგილსამყოფელის მიხედვით.

მუხლი 8. პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ საწარმოში,
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და
კომანდიტურ საზოგადოებაში სხვა საწარმოს შეძენის დროს

8.1. ვინც სხვა ინდივიდუალური საწარმო შეიძინა და უძღვება მას ადრინდელი საფირმო სახელწოდებით სამემკვიდრეო ურთიერთობის აღმნიშვნელი დამატების დართვით ან უამისოდ, პასუხს აგებს ადრინდელი მფლობელის საწარმოს საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის.

სხვაგვარ შეთანხმებას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა მესამე პირთათვის, თუ ეს შეთანხმება შეძენის მომენტში რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და გამოქვეყნებულია, ან ამის შესახებ ეცნობა მესამე პირს და თუ შეძენის ფასის კალკულაციაში ვალები არაა გათვალისწინებული.

პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს, თუ საწარმო შეადგენდა გამსხვისებლის თითქმის მთელ ქონებას და ამის შესახებ იცოდა შემძენმა, ან მას ეს უნდა სცოდნოდა, თუ საქმიანი ურთიერთობებისთვის საჭირო წინდახედულებას გამოიჩენდა.

8.2. თუ ვინმე პარტნიორად შედის ინდივიდუალურ საწარმოში, ამის შედეგად შექმნილი საზოგადოებაც აგებს პასუხს ადრინდელი მფლობელის ყველა იმ ვალდებულებისათვის, რომლებიც წარმოიშვა მის მიერ დადებული გარიგებიდან. ამ წესის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია მესამე პირთათვის.

8.3. ინდივიდუალური საწარმოს გამსხვისებელი პასუხს აგებს საწარმოს გადაცემის მომენტში არსებული ყველა ვალდებულებისათვის, ხოლო გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობებისას - იმ ვალდებულებებისათვის, რომლებიც წარმოიშვა მათ საფუძვლად არსებული გარიგების მოშლამდე ან გასხვისების შემდეგ მოშლის პირველ შესაძლო ვადამდე.

8.4. თუ სამკვიდრო ქონებას მიკუთვნებული ინდივიდუალური საწარმოს საქმიანობას აგრძელებენ მემკვიდრეები, ისინი პასუხს აგებენ სამკვიდროს დამტოვებლის იმ ვალდებულებებისათვის, რომლებიც წარმოიშობა საწარმოს საქმიანობიდან, თუ სამკვიდროს მიღებიდან სამი თვის განმავლობაში არ გააჩერებენ საწარმოს და ადრინდელი საფირმო სახელწოდების გამოყენებით გააგრძელებენ მის საქმიანობას სამემკვიდრეო ურთიერთობის აღმნიშვნელი დამატების დართვით ან უამისოდ.

8.5. 8.1-8.4 მუხლების წესები მოქმედებს, შესაბამისად, სპს-ის პარტნიორებისა და კს-ის პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორების მიმართ. მუხლი

9. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. საკონსულტაციო საბჭო

9.1. საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში - ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში - პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში დირექტორებს.

9.2. ხელმძღვანელობით საქმიანობად მიიჩნევა მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება საზოგადოების მიზანს.

9.3. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთი პარტნიორის ან

დირექტორის მიერ საზოგადოების ერთპიროვნულად მართვის უფლებამოსილებას, მაგრამ აგრეთვე აწესებდეს, რომ ორი დირექტორი მხოლოდ ერთობლივად შეიძლება გაუძღვეს საზოგადოებას, ანდა ყველა დირექტორი ვალდებული იყოს ერთად გასწიონ ხელმძღვანელობა.

გარდა ამისა, ამ კანონის შესაბამისად, შესაძლოა საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილება შეიზღუდოს სამეთვალყურეო ორგანოების ან საზოგადოების კრების აუცილებელი თანხმობის დაწესებით. ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ეს წესი შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საზოგადოების შინაგანაწესით.

9.4. 9.1 მუხლში აღნიშნული პირები საზოგადოებას წარმოადგენენ მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.

საზოგადოების წესდებით უნდა განისაზღვროს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები ერთპიროვნულად იმოქმედებენ თუ ერთობლივად. იგი შეიძლება ასევე ითვალისწინებდეს წარმომადგენლობისთვის უფლებამოსილი პირები ერთპიროვნულად იმოქმედებენ, სხვებთან თუ პროკურისტებთან ერთად. წარმომადგენლობის სახე და წესი აღინიშნება სამეწარმეო რეესტრში.

9.5. თუ გარიგების კონტრაგენტისთვის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ საზოგადოებას შეუძლია ხელშეკრულების დადებიდან თვრამეტი თვის განმავლობაში განაცხადოს გარიგების ბათილობა.

იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ საზოგადოებას, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით.

9.6. 9.1 მუხლში დასახელებულ პირებს არა აქვთ უფლება პარტნიორების თანხმობის გარეშე მისდიონ იმავე საქმიანობას, რასაც მისდევს საზოგადოება, ან მიიღონ მონაწილეობა მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორის ან დირექტორის სახით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებებსა და კომანდიტურ საზოგადოებებში ამ თანხმობის გაცემა შეუძლია პარტნიორთა კრებას, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივში - იმ ორგანოს, რომელიც ნიშნავს დირექტორებს.

ასეთ საქმიანობაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ საზოგადოების ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორებისათვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ მოუთხოვიათ (კონკურენციის აკრძალვა).

კონკურენციის აკრძალვის წესების დარღვევისას დამრღვევი ვალდებულია უკან დააბრუნოს ამ საქმიანობით მიღებული სიკეთე, დათმოს გასამრჯელოს 119 მიღების მოთხოვნები და აანაზღაუროს ზარალი. ამ უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ დანარჩენი პარტნიორები, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას - სამეთვალყურეო საბჭო.

9.7. 9.1 მუხლში დასახელებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, წარმოშობილი ზიანისათვის საზოგადოების წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს. ზემოხსენებულმა პირებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ არ დაურღვევიათ თავისი მოვალეობა.

საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. ეს წესი არ მოქმედებს, თუ ანაზღაურებისათვის ვალდებული პირი გადახდისუუნაროა, ანდა გაკოტრების თავიდან აცილების, ან საბანკროტო წარმოების შეწყვეტის მიზნით მოურიგდება თავის კრედიტორებს. თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

9.8. დირექტორებს, რწმუნებულებს ან სამეწარმეო საქმიანობისათვის ნაწილობრივ უფლებამოსილ პირებს არ შეიძლება მიეცეთ კრედიტი საზოგადოების იმ ქონებიდან, რომელიც აუცილებელია საწესდებო კაპიტალის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. კრედიტი, რომელიც მაინც გაიცა, ყოველგვარი სხვაგვარი შეთანხმების მიუხედავად, მაშინვე უნდა დაბრუნდეს.

9.9. კომანდიტურ საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში ხელმძღვანელობისთვის კონსულტაციების გაწევის მიზნით შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც არა აქვს გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილება. დირექტორები და კომპლემენტარები არ შეიძლება იყვნენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები.

(საქართველოს 1999 წლის 19 ივნისის კანონი სსმ I, 1999 ., მუხ.110)

მუხლი 10. გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა)
და იურიდიული მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება

10.1. 9.1 მუხლში დასახელებულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლიათ წერილობით მისცენ მინდობილობა ამა თუ იმ პირს. მინდობილობა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი ორნი ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა).

10.2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იურიდიულ მოქმედებათა განხორციელებისას უნდა შეესაბამებოდეს მინდობილობის შინაარსს. მინდობილობის შეწყვეტისათვის აუცილებელია დოკუმენტის გაუქმება ან მისი ძალადაკარგულად აღიარება. ძალადაკარგულად აღიარება უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ რესპუბლიკურ გაზეთში.

10.3. თუ მინდობილობა რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, იგი წარმოადგენს გენერალურ სავაჭრო მინდობილობას (პროკურა).

პროკურა იძლევა უფლებამოსილებას სასამართლოსა და სხვა ურთიერთობებში განხორციელდეს ყველა იმ სახის საქმიანობა და სამართლებრივი მოქმედება, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან.

მიწის ნაკვეთების გასხვისების ან ვალდებულებებით მათი დატვირთვის უფლებამოსილება პროკურისტს აქვს მხოლოდ მაშინ, როცა მას ეს უფლებამოსილება სპეციალურად მიეცემა.

პროკურის მოცულობის შეზღუდვა ბათილია მესამე პირთათვის. ეს წესი შეეხება, კერძოდ, შეზღუდვას, რომ პროკურა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაზღვრული გარიგებებისა თუ გარიგებათა განსაზღვრული სახეებისათვის ან მხოლოდ გარკვეულ გარემოებათა არსებობისას, ან განსაზღვრული დროისთვის, ანდა ცალკეულ ადგილებში.

პროკურის შემოფარგვლას ერთი ან რამდენიმე ფილიალით მხოლოდ მაშინ აქვს ძალა მესამე პირთათვის, თუ ფილიალებს მართავენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით. ამ წესის თანახმად, საფირმო სახელწოდებათა ურთიერთგანსხვავებულობა იმითაც გამოისახება, რომ „ფილიალს“ დაერთვება დამატება, რომელშიც აღინიშნება ფილიალის საფირმო სახელწოდება.

10.4. პროკურისტი და სავაჭრო წარმომადგენელი ხელმოწერისას საფირმო სახელწოდებას დაურთავენ თავიანთ სახელსა და გვარს და პროკურის ან სავაჭრო მინდობილობის აღმნიშვნელ დამატებას.

10.5. პროკურა და სავაჭრო მინდობილობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების ხელყოფის გარეშე.

მუხლი 11. სავაჭრო წარმომადგენელი და დამოუკიდებელი მოვაჭრე. კომისიონერი

11.1. სავაჭრო წარმომადგენლად, ამ კანონის მიხედვით, მიიჩნევა პირი, რომელიც საქონლის, უფლებებისა და მომსახურების რეალიზაციის ურთიერთობებში შუამავლობს ან დებს გარიგებებს სხვა საწარმოს სახელითა და ხარჯით ისე, რომ თვითონ არ არის დასაქმებული ამ საწარმოში.

ამ კანონის მიხედვით, სავაჭრო წარმომადგენლად მიიჩნევა აგრეთვე დამოუკიდებელი მოვაჭრე, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელითა და ხარჯით, თუმცა უპირატესად იმყოფება სხვა საწარმოს სავაჭრო ორგანიზაციის შემადგენლობაში ისე, რომ მოზიდული მუდმივი კლიენტურა სხვა საწარმოს განეკუთვნება და ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ ეს კლიენტურა მას რჩება.

პირი, რომელიც საქონლის ან უფლებების რეალიზაციის ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით, ოღონდ სხვისი ხარჯით, ამ კანონის მიხედვით, არის კომისიონერი.

11.2. სავაჭრო წარმომადგენლები და კომისიონერები ანგარიშვალდებულნი არიან იმ საწარმოს წინაშე, რომლისთვისაც ისინი მოქმედებენ: ვალდებულნი არიან შეთანხმებულ ვადებში, ხოლო თუ შეთანხმება არ არსებობს - ყოველი კვარტლის ბოლოს, კერძოდ, კვარტლის დამთავრებიდან ათი დღის ვადაში, წერილობით წარუდგინონ საწარმოს ცნობები ყოველი შესრულებული საქმის შესახებ და პროვიზიის (მომსახურების საზღაური) ან კომისიის (კომისიონერის საზღაური) ანგარიში.

პროვიზიის გადახდის მოთხოვნა წარმოიშობა საწარმოს მიერ გარიგების შესრულების მომენტიდან და იგი გადახდილ უნდა იქნეს იმავე თვის ბოლოს. იგივე წესი მოქმედებს აგრეთვე, როცა კომისიონერი ვალდებულია გადაუხადოს საწარმოს მიღებული შემოსავალი კომისიის ხარჯების გამოკლებით. პროვიზიის მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როცა საწარმო არ ასრულებს ან ისე არ ასრულებს გარიგებას, როგორც იყო შეთანხმებული. მაგრამ ეს უფლება ისპობა, როცა გარიგება არ სრულდება არა საწარმოს, არამედ გარიგების მეორე მხარის მიზეზით. თუ დადგინდა, რომ გარიგების მეორე მხარე ვერ ასრულებს ვალდებულებას, მაშინ ისპობა პროვიზიის მოთხოვნის უფლება. მიღებული თანხები უკან უნდა დაბრუნდეს.

საწარმო გადასახდელ პროვიზიებს იხდის ყოველთვიურად.

ანგარიშსწორებისას შეიძლება მოითხოვონ ყველა იმ გარიგების საბუღალტრო ამონაწერი, რომლისთვისაც გათვალისწინებულია პროვიზია; გარდა ამისა, შეიძლება მოითხოვონ ცნობები იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც არსებითია პროვიზიის მოთხოვნის, გადახდის ვადისა და პროვიზიის გამოსათვლელად.

დაუშვებელია აღნიშნული წესებისაგან გადახვევა სავაჭრო წარმომადგენლის ან კომისიონერის საზიანოდ.

11.3. თუ პროვიზიის ან კომისიის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ საქმიანობის ამ სფეროში საყოველთაოდ აღიარებული ნორმა მიიჩნევა შეთანხმებულად.

11.4. პროვიზია გამოითვლება იმ თანხიდან, რომელიც უნდა გადაიხადოს გარიგების მხარემ. ფულით გადახდისას ფასდათმობები უნდა გამოიქვითოს; იგივე წესი მოქმედებს ფულადი მიმოქცევის, ფრახტის, შეფუთვის, ბაჟისა და გადასახადების დამატებითი ხარჯებისათვის, თუ ეს დამატებითი ხარჯები არ უნდა გაიღოს მესამე პირმა.

სარგებლობის დათმობისა და სარგებლობის ვადიანი ხელშეკრულებების დროს პროვიზია გამოითვლება ხელშეკრულების თანხიდან ხელშეკრულების ვადის შესაბამისად. უვადო ხელშეკრულების დროს პროვიზია გამოითვლება ყოველთვის ხელშეკრულების თანხიდან და ექვემდებარება ანაზღაურებას იმ დრომდე, ვიდრე გარიგების მხარეს შეუძლია მოშალოს ეს გარიგება.

დაზღვევისას პროვიზია გამოითვლება დაზღვეული თანხიდან. თუ ასეთი თანხა არ არსებობს, მაშინ პროვიზია გამოითვლება სადაზღვევო შესატანიდან; ეს წესი მოქმედებს აგრეთვე არსებული მუდმივი კლიენტურის შენარჩუნებისათვის ზრუნვის პროვიზიის მიმართ.

11.5. კომისიონერი გარიგების შესრულებისათვის პასუხს აგებს საწარმოს წინაშე, თუ კომისიის განხორციელებამდე არ დაუსახელა მას ხელშეკრულების მხარეები. თუ კომისიონერი არ მოქმედებს საწარმოს მითითებების შესაბამისად და მას არ ჰქონდა უფლება შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე გადაეხვია თავისი უფლებამოსილებისთვის, მაშინ იგი ვალდებულია აუნაზღაუროს საწარმოს ამგვარი მოქმედებით მიყენებული ზარალი.

კომისიონერი პასუხს აგებს მისთვის მიბარებული ქონების დანაკლისისა და დაზიანებისათვის, თუ ისინი არაა გამოწვეული იმ გარემოებებით, რომელთა აღკვეთა შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი სავაჭრო საწარმოს კეთილსინდისიერი მოქმედებით.

11.6. თუ სავაჭრო წარმომადგენლები ან კომისიონერები წინასწარ წერილობით ივალდებულებენ, რომ თავდებად დადგებიან გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისათვის, მაშინ მათ შეუძლიათ მოითხოვონ სპეციალური გასამრჯელო - ვალდებულების შესრულებისათვის თავდებად ყოფნის პროვიზია (სათავდებო პროვიზია). ვალდებულება შეიძლება აღებულ იქნეს მხოლოდ კონკრეტული გარიგებისათვის ან ასეთი გარიგებისათვის კონკრეტულ მხარეებთან. სათავდებო პროვიზიის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა გარიგების დადებისთანავე.

11.7. სავაჭრო წარმომადგენელსა და კომისიონერს მეწარმის თანხმობის გარეშე არა აქვთ უფლება სხვაგვარად იმოქმედონ საწარმოს საქმიანობის სფეროში, ანდა პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიიღონ მონაწილეობა რომელიმე კონკურენტ საწარმოში (კონკურენციის აკრძალვა), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ეხება წმინდა ფინანსურ მონაწილეობას არა უმეტეს ხუთი პროცენტისა. თანხმობა რომელიმე კონკურენტ საწარმოში მონაწილეობისათვის გაცემულად ითვლება, თუ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას საწარმოსათვის ცნობილი იყო ამ მონაწილეობის ფაქტი.

თუ სავაჭრო წარმომადგენელი ან კომისიონერი დაარღვევს ამ ვალდებულებას, საწარმოს შეუძლია მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება; გარდა ამისა, მას შეუძლია სავაჭრო წარმომადგენელს ან კომისიონერს მოსთხოვოს, რომ კონკურენტ საწარმოსთვის დადებული გარიგებები გადასცეს საწარმოს და ამ გარიგებიდან გამომდინარე სარგებელი უკან დააბრუნოს ან უარი თქვას ამ სარგებლის მოთხოვნაზე.

თუ შეთანხმებით გათვალისწინებულია, რომ კონკურენციის აკრძალვა გრძელდება სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც, აკრძალვას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, თუ საწარმო ამისათვის იხდის კომპენსაციას, რომელიც გამოიანგარიშება 11.9 მუხლის მესამე და მეოთხე წინადადებების შესაბამისად. ასეთი შეთანხმება დაიშვება არა უმეტეს ერთი წლის ვადით.

11.8. ხელშეკრულება სავაჭრო წარმომადგენელთან ან კომისიონერთან იდება ერთი წლის ვადით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე ერთ-ერთი მხარე არ განაცხადებს ხელშეკრულების მოშლის შესახებ, მაშინ ხელშეკრულება გრძელდება კიდევ ერთი წლით. გადამწყვეტია ხელშეკრულების მხარის შესაძლებლობა, გაეცნოს განცხადებას ხელშეკრულების მოშლის შესახებ.

სახელშეკრულებო ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა შესაძლებელია, თუკი არსებობს საამისო მნიშვნელოვანი გარემოებები.

11.9. სავაჭრო წარმომადგენელს შეუძლია სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ საწარმოს მოსთხოვოს შესაბამისი კომპენსაცია, თუ

ა. სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ სხვა საწარმოს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს იმ ახალ კლიენტებთან საქმიან კავშირში, რომლებიც მოიზიდა სავაჭრო წარმომადგენელმა და

ბ. სავაჭრო წარმომადგენელი სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის გამო კარგავს იმ პროვიზიის მოთხოვნის უფლებას, რომელიც ექნებოდა მის მიერ მოზიდულ კლიენტებთან უკვე დადებული ან მომავალში გასაფორმებელი გარიგებების გაგრძელებისას.

ახალი კლიენტის მოზიდვას უთანაბრდება სავაჭრო წარმომადგენლის მიერ კლიენტთან საქმიანი კავშირის ისე გაფართოება, რომ იგი ეკონომიკური თვალსაზრისით დიდ მოგებას იძლევა.

კომპენსაცია არ უნდა აღემატებოდეს სავაჭრო წარმომადგენლის მიერ უკანასკნელი ხუთი წლის საქმიანობისას გამოანგარიშებული წლიური პროვიზიის ან სხვა წლიური გასამრჯელოს საშუალო ოდენობას; უფრო ხანმოკლე სახელშეკრულებო ურთიერთობისას საშუალო გამოიანგარიშება მთელი საქმიანობის ხანგრძლივობიდან. დაუშვებელია კომპენსაციის მოთხოვნაზე უარი ან წინასწარი დაკმაყოფილდება ხელშეკრულების შეწყვეტამდე.

მოთხოვნა არ არსებობს, თუ:

ა) სავაჭრო წარმომადგენელმა მოშალა ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამისათვის საბაბი მისცა საწარმოს მოქმედებამ ან სავაჭრო წარმომადგენლის მიერ თავისი საქმიანობის გაგრძელება ასაკის ან ავადმყოფობის გამო შეუძლებელია, ან

ბ) სხვა საწარმომ შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა და შეწყვეტის მნიშვნელოვან საფუძველს შეადგენს სავაჭრო წარმომადგენლის ბრალეული მოქმედება, ან

გ) საწარმოსა და სავაჭრო წარმომადგენელს შორის შეთანხმების საფუძველზე სავაჭრო წარმომადგენლის ნაცვლად სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის მესამე პირი; შეთანხმება არ შეიძლება დაიდოს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტამდე. კომპენსაციის მოთხოვნის უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შეწყვეტიდან ერთი წლის ვადაში.

მუხლი 12. სავაჭრო მაკლერი

12.1. სავაჭრო მაკლერის უფლება-მოვალეობები აქვს იმ პირს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის სახით სხვა პირთათვის კისრულობს საქონლის ან ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის, დაზღვევის, ტვირთის გადაზიდვის, გემების ქირავნობის ხელშეკრულებათა დადების ან სავაჭრო საქმიანობის სხვა საგნების შუამავლობას ისე, რომ მათგან არა აქვს ეს ხელშეკრულებით მუდმივად დავალებული. ზემოთ ჩამოთვლილ გარიგებების გარდა, სხვა გარიგებების, კერძოდ, უძრავი ნივთების გამო გარიგებების შუამავლობის მიმართ, არ გამოიყენება ამ მუხლის წესები, მაშინაც კი, როცა შუამავლობა ხორციელდება სავაჭრო მაკლერის მეშვეობით.

12.2. სავაჭრო მაკლერმა გარიგების დადების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს მხარეებს მის მიერ ხელმოწერილი დასკვნითი აქტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს მხარეების, გარიგების საგნისა და პირობების, განსაკუთრებით, საქონლისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვისას, მათი სახეობისა და რაოდენობის, ასევე ფასისა და გარიგების საბოლოო შესრულების დროის შესახებ, თუკი მხარეებმა მას ეს არ აუკრძალეს ან საქონლის სახეობის ადგილობრივი მოხმარების გათვალისწინებით, იგი გათავისუფლებული არ არის ამ მოვალეობისაგან. იმ გარიგებებში, რომლებიც დაუყოვნებლივ არ სრულდება, დასკვნით აქტს ხელს აწერენ მხარეები და ყოველ მათგანს გადაეცემა ხელმოწერილი დასკვნითი აქტი. თუ მხარე უარს განაცხადებს დასკვნითი აქტის მიღებაზე ან მის ხელმოწერაზე, სავაჭრო მაკლერმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სხვა მხარეებს.

12.3. თუ ერთ-ერთი მხარე მიიღებს დასკვნით აქტს, რომელშიც სავაჭრო მაკლერი არ ასახელებს მეორე მხარეს, დასახელებული მხარე გარიგებით დაკავშირებული ხდება იმ მხარესთან, რომელიც დამატებით დასახელდება, თუ მის წინააღმდეგ არ იქნა შეტანილი დასაბუთებული პრეტენზია. ხელშეკრულების სხვა მხარის დასახელება უნდა მოხდეს ჩვეულებრივ მიღებულ ვადებში, ხოლო თუ ასეთი ვადები არ არსებობს - გარემოებების შესატყვის ვადებში. თუ მხარე არ დასახელდება ან დასახელებული პირების წინააღმდეგ უნდა იქნეს შეტანილი დასაბუთებული პრეტენზია, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს სავაჭრო მაკლერს მოსთხოვოს პასუხი გარიგების შესრულებაზე. პრეტენზია არ მიიღება, თუ მხარე სავაჭრო მაკლერის მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ არ განაცხადებს, მოითხოვს თუ არა იგი შესრულებას.

12.4. სინჯის აღების გზით საქონლის გაყიდვისას სავაჭრო მაკლერი ვალდებულია ყოველი მხარისათვის გადასაცემად შეინახოს მისი შუამავლობით გაყიდული საქონლის სინჯი, ვიდრე საქონელი მის ხარისხზე პრეტენზიის გარეშე არ იქნება მიღებული შემძენის მიერ ან გარიგება სხვაგვარად არ იქნება შესრულებული, თუ მას მხარეები ან საქონლის მოხმარების ადგილობრივი წესები ასეთი მოვალეობისაგან არ ათავისუფლებენ. სავაჭრო მაკლერმა უნდა აღნიშნოს სინჯი სპეციალური ნიშნით.

12.5. სავაჭრო მაკლერს არა აქვს უფლება მიიღოს მისი მეშვეობით კონტრაგენტებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი გადასახადი ან სხვა რაიმე სარგებელი.

12.6. სავაჭრო მაკლერი პასუხს აგებს ორივე მხარის წინაშე თავისი ბრალით გამოწვეული ზარალისათვის.

12.7. თუკი მხარეები არ შეთანხმებულან იმაზე, თუ ვინ უნდა აუნაზღაუროს მაკლერს გაწეული შრომა, მაშინ განსხვავებული ადგილობრივი წესების უქონლობისას ყოველი მხარე ვალდებულია გადაიხადოს მისაცემი თანხის ნახევარი.

12.8. სავაჭრო მაკლერი ვალდებულია აწარმოოს დღიური და ყოველდღიურად ჩაწეროს მასში ყველა დადებული გარიგება. ჩანაწერები უნდა გაკეთდეს ქრონოლოგიური წესით; ეს ჩანაწერები უნდა შეიცავდეს 12.2 მუხლის პირველ წინადადებაში აღნიშნულ მონაცემებს და სავაჭრო მაკლერმა ხელი უნდა მოაწეროს ყოველდღიურ ჩანაწერს. სავაჭრო წიგნების წარმოებისა და შენახვის წესები გამოიყენება სავაჭრო მაკლერის დღიურისათვის.

12.9. სავაჭრო მაკლერი ვალდებულია მხარეთა მოთხოვნით ნებისმიერ დროს მისცეს მათ ამონაწერები დღიურიდან, რომლებიც ხელმოწერილია მის მიერ და შეიცავს ყოველივეს, რაც ჩაწერილია საშუამავლო საქმიანობის შედეგად დადებული გარიგებების შესახებ. მუხლი

13. ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება

13.1. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები თანაბრად ვრცელდება ყველა საწარმოზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მცირე საწარმოთა მიმართ სხვა წესებია დადგენილი. ბუღალტრული ანგარიშგების გამარტივებული წესები გამოიყენება იმ მცირე საწარმოთა მიმართ (გარდა სააქციო საზოგადოებებისა), რომელთაც სრულ შტატში ჰყავთ არა უმეტეს 10 თანამშრომლისა და სამეურნეო წლის ამონაგები არ აღემატება 40 ათას ლარს.

13.1.1. ხელმძღვანელები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ბუღალტრული აღრიცხვა უნდა იყოს სწორი, სრულყოფილი, გასაგები, ორმაგი აღრიცხვის სისტემაზე აგებული, უწყვეტად დაკავშირებული ანგარიშების ნომენკლატურასა და წინა წლის შესაბამის მაჩვენებლებთან. შეფასება უნდა შეესაბამებოდეს წინდახედული მეწარმის, აგრეთვე მინიმალური შეფასებისა და მოგება-ზარალის მუხლის იმპარიტეტის პრინციპებს.

13.1.2. მცირე საწარმოში ბუღალტრული აღრიცხვა უნდა იყოს სწორი, სრულყოფილი, გასაგები, უწყვეტად დაკავშირებული ანგარიშების ნომენკლატურასთან. ასეთი საწარმო საინვენტარიზაციო აღწერილობის საფუძველზე შეადგენს ქონებისა და ვალდებულებების ჩამონათვალსა და სამეურნეო წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშს.

13.2. ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან საწარმოს საქმიანობის დაწყებისა და ყოველი სამეურნეო წლის დამთავრებისას საინვენტარიზაციო აღწერილობაში შეიტანონ მონაცემები მიწის ნაკვეთების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების, ნაღდი ფულის ოდენობის, ძირითადი საშუალებებისა და ყველა სხვა მატერიალურ ფასეულობათა შესახებ. ამასთან, ცალკეული მატერიალური ფასეულობები ასახული უნდა იყოს მინიმალური შეფასების პრინციპის შესაბამისად და გაკეთდეს ქონებისა და ვალდებულებების თანაფარდობა- თა გამომხატველი ჯამი (ბალანსი), ხოლო მცირე საწარმოებში - ქონებისა და ვალდებულებების ჩამონათვალი.

სამეურნეო წლის დამთავრებისას საინვენტარიზაციო აღწერილობის შესადგენად აუცილებელი არ არის სრული ინვენტარიზაციის ჩატარება, თუ ბუღალტრული აღრიცხვა სრული ინვენტარიზაციის გარეშეც უზრუნველყოფს ქონებრივი შემადგენლობის დადგენას მათი სახეობების, რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით.

საინვენტარიზაციო აღწერილობის შედგენისას მატერიალურ ფასეულობათა შემადგენლობა მათი სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს მათემატიკურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით შერჩევითი შემოწმების საფუძველზე. ეს პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო პრინციპებს. ამ გზით შედგენილი საინვენტარიზაციო აღწერილობის საინფორმაციო ღირებულება უნდა უთანაბრდებოდეს სრული ინვენტარიზაციის საინფორმაციო ღირებულებას.

სამეურნეო წლის ბოლოს ინვენტარიზაციის ჩატარება არ არის აუცილებელი, თუ საწარმომ თავისი ქონებისა და ვალდებულებების სრული ან შერჩევითი შემოწმება ჩაატარა სამეურნეო წლის დასასრულამდე სამი თვის განმავლობაში და ამასთან, საბუღალტრო აღრიცხვით უზრუნველყოფილი იქნება სამეურნეო წლის ბოლოსათვის ქონებისა და ვალდებულებების რეალური მდგომარეობის დადგენა. სამეურნეო წლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ თვეს.

13.3. ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ათი წლის განმავლობაში შეინახონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, ასევე მათი გაგებისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები;

ბ) მიღებული და გაგზავნილი საქმიანი კორესპონდენცია;

გ) საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები.

13.4. საზოგადოების ხელმძღვანელებმა სამეურნეო წლის დამთავრებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში უნდა შეადგინონ წლიური ანგარიშგება (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში), აგრეთვე საქმიანობის ანგარიში; მცირე საწარმოების ხელმძღვანელებმა უნდა შეადგინონ ქონებისა და ვალდებულებების ჩამონათვალი და შემოსავალ-გასავლის ანგარიში. წლიურ ანგარიშგებას ხელს აწერენ ხელმძღვანელები თარიღის მითითებით.

13.5. დავის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია საკუთარი ინიციატივით ან რომელიმე მხარის განცხადების საფუძველზე მოითხოვოს ერთ-ერთი მოდავე მხარის საბუღალტრო წიგნები. თუ დავის დროს წარმოდგენილი იქნება საბუღალტრო წიგნები, მაშინ მხარეთა თანდასწრებით შეიძლება მათი შინაარსის გაცნობა, თუ ისინი დავის საგანს შეეხება. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მათი ამონაწერი. წიგნების სხვა მონაცემები სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის შესამოწმებლად. ქონებრივი დავის დროს, კერძოდ მემკვიდრეობის, საზოგადოების გაყოფის საქმეებზე სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს ყველა წიგნის წარდგენა მათი სრული შინაარსის გაცნობის მიზნით. ის, ვისაც შეუძლია საჭირო დოკუმენტების წარდგენა ვიდეო, აუდიო ან სხვაგვარი ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, ვალდებულია საკუთარი ხარჯებით წარმოადგინოს ის ტექნიკური საშუალებები, რომლებიც აუცილებელია დოკუმენტების წასაკითხად; აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაბეჭდოს ეს დოკუმენტები ან ამ ტექნიკური საშუალებების გარეშე წარადგინოს მათი ისეთი რეპროდუქცია, რომლის წაკითხვაც შესაძლებელი იქნება.

13.6. წლიური ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშის სტრუქტურისა და მონაცემთა შინაარსის წესები მოცემულია ამ კანონის დანართში და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია მათი ცალკე გამოყოფა.

(საქართველოს 1999 წლის 13 დეკემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997წ. 1-2, გვ. 9; საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი პარლამენტის უწყებანი,1998 წ., 25-26, გვ.36)

მუხლი 14. ხანგრძლივობა, ლიკვიდაცია, გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა ნატურით

14.1. საზოგადოება შეიძლება შეიქმნას განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით. თუ საზოგადოების წესდებაში არაა მითითებული ხანგრძლივობა, საზოგადოება ითვლება განუსაზღვრელი ვადით შექმნილად.

14.1.1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კომანდიტურ საზოგადოებაში ნებადართულია პარტნიორის მიერ საზოგადოებიდან გასვლა სამეურნეო წლის ბოლომდე თორმეტი თვით ადრე განცხადების საფუძველზე, თუ წესდება უფრო გრძელ ვადას არ ითვალისწინებს. გასვლის განცხადება, როგორც წესი, იწვევს მხოლოდ განმცხადებელი პარტნიორის გასვლას საზოგადოებიდან, თუკი საზოგადოების წესდება არ ითვალისწინებს საზოგადოების ლიკვიდაციას. საზოგადოება ექვემდებარება ლიკვიდაციას, თუ საზოგადოებიდან გასვლის შესახებ განაცხადებენ ხმათა ორმოცდაათ პროცენტზე მეტის მფლობელი პარტნიორები.

14.1.2. შპს-სა და სს-ში დაუშვებელია საზოგადოების დაშლა ერთი პარტნიორის მიერ. ლიკვიდაცია მოხდება, თუ ამას გადაწყვეტენ ორმოცდაათ პროცენტზე მეტი ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის მფლობელები.

14.1.3. თუ საწარმო გადახდისუუნარო გახდება, 9.1 მუხლში დასახელებულმა პირებმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის დღიდან არაუგვიანეს სამი კვირისა, უნდა განაცხადონ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ. ეს წესი გამოიყენება ზედავალიანების შემთხვევაშიც. არ მიიჩნევა განცხადების ბრალეულ გაჭიანურებად, თუ ზემოხსენებული პირები გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას ეპყრობიან 9.7 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებით.

9.1 მუხლში დასახელებული პირები ვალდებულნი არიან საზოგადოებას აუნაზღაურონ გადახდისუუნარობის დადგომის ან ზედავალიანების დადგენის შემდეგ გაღებული ხარჯები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირები მოქმედებდნენ 9.7 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებით. ზარალის ანაზღაურების მიმართ გამოიყენება 9.7 მუხლით განსაზღვრული წესები.

14.2. ლიკვიდაცია წარმოებს 9.1 მუხლში დასახელებულ პირთა მიერ ერ- თობლივი ხელმოწერით. რომელიმე მონაწილის შუამდგომლობით, თუ საამისო მნიშვნელოვანი საფუძვლები არსებობს, ლიკვიდაციის განმხორციელებელი პირები (ლიკვიდატორები) შეიძლება დაინიშნონ იმ სასამართლოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც საზოგადოებას აქვს ადგილსამყოფელი; ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია ლიკვიდატორებად დანიშნოს ის პირები, რომლებიც არ არიან დირექტორები.

ლიკვიდატორებმა დანიშვნისთანავე უნდა შეადგინონ ბალანსი. საწარმოს საბუღალტრო წიგნებიდან ან სხვა წყაროებიდან ცნობილ კრედიტორებს საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ უნდა აცნობონ სპეციალური შეტყობინებით, ხოლო უცნობ კრედიტორებსა და იმ კრედიტორებს, რომელთა საცხოვრებელი ადგილი უცნობია, - საჯარო განცხადებით და მოიწვიონ ისინი მათი პრეტენზიების განცხადებისთვის.

ლიკვიდატორები მოვალენი არიან დაამთავრონ მიმდინარე საქმეები, განახორციელონ აქტივები და შეასრულონ საზოგადოების ვალდებულებები, თუ ბალანსიდან არ გამომდინარეობს დავალიანება. დავალიანების დადგენისთანავე ისინი მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს ამის თაობაზე, რომელმაც უნდა აღძრას საბანკროტო საქმე. ლიკვიდატორები წარმოადგენენ საზოგადოებას ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ გარიგებებში, შეუძლიათ წარმარ- თონ ამასთან დაკავშირებული პროცესები, დაამთავრონ საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულონ დავები, ხოლო, თუ საჭიროა, ჩაერთონ ახალ გარიგებებშიც. მათ შეუძლიათ აგრეთვე თავისუფლად გაყიდონ აქტივები. გრძელვადიანი ლიკვიდაციის დროს მათ ყოველწლიურად უნდა შეადგინონ შუალედური ბალანსები. საზოგადოება პასუხს აგებს ლიკვიდატორის მიერ თავის საქმიან მოვალეობათა შესრულებისას უნებართვო მოქმედებებით მიყენებული ზიანისათვის. ლიკვიდატორების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 9.7 მუხლით.

14.3. ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება, ვალების დაფარვის შემდეგ, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესს არ ითვალისწინებს, ნაწილდება პარტნიორებს შორის მათ მიერ გაღებული თანხებისა და მათ წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად. განაწილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ. ეს ვადა იანგარიშება იმ დღიდან, როცა მოვალეები მესამედ იქნენ პუბლიკაციის მეშვეობით გამოძახებულნი. განაწილება შეიძლება მოახდინოს სასამართლომ ერთი წლის ვადის გასვლამდეც, თუკი არსებული ვითარებიდან გამომდინარე ეს საფრთხეს არ უქმნის კრედიტორებს.

თუ ცნობილი კრედიტორები არ განაცხადებენ თავიანთ მოთხოვნებს, მათი მოთხოვნების ღირებულება სასამართლოსგან დეპონირდება. ამგვარადვე უნდა იქნეს დეპონირებული საზოგადოების სადავო ვალდებულებებისა და იმ ვალდებულებების შესაბამისი ღირებულება, რომელთა შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, თუკი კრედიტორებისთვის არ არის წარდგენილი თანაბრადღირებული გარანტია ან საზოგადოების ქონების განაწილება არ შეჩერდება ამ ვალდებულებათა შესრულებამდე.

წესები საზოგადოების ფულის გახარჯვის შესახებ არ გამოიყენება ლიკვიდაციის პერიოდში. თუ საზოგადოების ქონების განაწილებისას წარმოიშობა დავა პარტნიორებს შორის, ლიკვიდატორებმა უნდა შეწყვიტონ განაწილება დავის კანონიერად გადაწყვეტამდე.

14.4. პარტნიორებს შეუძლიათ ერთი ფორმის საზოგადოება გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საზოგადოებად წილობრივი ურთიერთობებისა და საზოგადოების საქმიანობის საგნის შენარჩუნებით. გარდაქმნა დაიშვება მხოლოდ სამეურნეო წლის დამთავრებიდან ექვსი თვის ვადაში ახალი სამეურნეო წლის დასაწყისის გათვალისწინებით. გარდაქმნის ბალანსში შეიტანება აქტივები ძველი საბალანსო ან საბაზრო ღირებულებით.

საბაზრო ღირებულებას ამოწმებენ დამოუკიდებელი ექსპერტები. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის გარდაქმნისთვის აუცილებელია ხმების საერთო რაოდენობის უბრალო უმრავლესობა, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.

14.5. საზოგადოებებსა და ინდივიდუალურ საწარმოს შეუძლიათ გაერთიანდნენ (შერწყმა). სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა ხმების საერთო რაოდენობის უბრალო უმრავლესობა, სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საზოგადოება უერთდება მეორეს თუ ორივე საზოგადოება ერთიანდება ერთ ახალ საზოგადოებად. თუ შერწყმის დროს მოხდება გადახვევები საბალანსო ღირებულებებიდან, შერწყმის ბალანსში ღირებულება უნდა დაზუსტდეს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებამ უნდა განსაზღვროს პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ საწესდებო კაპიტალში მათი წილის პრინცი პებით. საზოგადოება, რომელმაც ძველი საზოგადოება მიიერთა, ან ახლად შექმნილი საზოგადოება - წარმოადგენენ ადრინდელი საზოგადოების (საზოგადოებების) უფლებამონაცვლეს.

14.6. საწარმო, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე საწარმოო ერთეულია, შეიძლება დაიყოს მის შემადგენლობაში მყოფ საწარმოებად და მათ გააგრძელონ საქმიანობა როგორც დამოუკიდებელმა საწარმო-სუბიექტებმა საკუთარი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით (გაყოფა ნატურით). შემადგენლობაში მყოფი საწარმო წარმოადგენს საწარმოო-ორგანიზაციულად განცალკევებულ ერთეულს, რომელსაც აქვს საკუთარი საქმიანობის სფერო. ნატურით გაყოფა დაიშვება საბალანსო ღირებულებით. თუ დადგინდა უფრო მაღალი ღირებულება, იგი უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. ნატურით გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ადრინდელი პარტნიორები ნატურით გაყოფილ საწარმოში მონაწილეობდნენ სხვადასხვა წილობრივ საფუძველზე. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებულ ვალდებულებებზე.

14.7. შერწყმა და ნატურით გაყოფა დაიშვება მხოლოდ წლიური ანგარიშის შედგენის დღისათვის და ამ დღიდან ექვსთვიანი უკუქცევითი ძალით.

(საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი სსმ I, 1999 წ., - 24(31), მუხ.110) 131 მუხლი

მუხლი 15. ხანდაზმულობა. გასაჩივრების ვადები

15.1. ამ კანონის მიხედვით, პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა არის ხუთი წელი მათი წარმოშობიდან, საზოგადოების ლიკვიდაციიდან ან პარტნიორის გასვლიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს.

15.2. დაუშვებელია პარტნიორთა კრების, საერთო კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება კრების ოქმის შედგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ.

მუხლი 16. ფილიალები

საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალები, რომლებიც იურიდიულ პირს არ წარმოადგენენ. ფილიალის შექმნის შესახებ ეცნობება საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს, რომელიც რეგისტრაციისათვის საბუთებს უგზავნის ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს.

კანონით დადგენილი ხელმოწერები შესანახად უნდა გაკეთდეს ფილიალის მარეგისტრირებელ სასამართლოში.

ფილიალის რეგისტრაციისას სასამართლოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:

ა) საწარმოს მმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილება ფილიალის შექმნის შესახებ;

ბ) ფილიალის საქმიანობის მოკლე აღწერა;

გ) საწარმოს წესდების ასლი;

დ) გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე;

ე) საწარმოს რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა.

(საქართველოს 1999 წლის 13 დეკემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997წ. 1-2, გვ.9)

მუხლი 17. საწარმოთა ურთიერთკავშირი (კონცერნი)

17.2. თუ ერთი საწარმოს ხელში აღმოჩნდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მეორე საწარმოში წილის არანაკლებ 5%, მან დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს ამის შესახებ მეორე საწარმოს. თუ საწარმოს ხელში აღმოჩნდება ხმის უფლების მქონე წილთა უმრავლესობა, ამ საწარმომ (ძირითადი საწარმო) ამის შესახებ ასევე დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე საწარმოს (არაძირითადი საწარმო). შეტყობინების მოვალეობა წარმოიშობა იმ შემთხვევაშიც, როცა წილი აღარ შეადგენს იმ ოდენობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია შეტყობინების მოვალეობა. საწარმოს, რომელსაც ამ პუნქტის შესაბამისად გაეგზავნა შეტყობინება, 132 შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს წილის სიდიდის დამადასტურებელი საბუთი.

17.3 თუ საწარმოს ხელში აღმოჩნდება საქართველოში მდებარე სხვა საწარმოს ხმის უფლების მქონე წილთა ორმოცდაათ პროცენტზე მეტი, მაშინ ძირითად საწარმოს ეკისრება შემდეგი მოვალეობები:

დ) განაცხადოს არაძირითად საწარმოში მონაწილეობა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისთვის.

17.4 თუ ერთი საწარმოს ხელში აღმოჩნდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვა საწარმოში ხმის უფლების მქონე წილთა 75%-ზე მეტი, ძირითადი საწარმო პასუხს აგებს არაძირითადი საწარმოს წინაშე მათ შორის დადებული გარიგებებით განზრახ მიყენებული ზიანისათვის.

17.5 ამ მუხლის მიხედვით წილობრივი მონაწილეობის დასადგენად უნდა გაერთიანდეს ძირითად საწარმოში პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილეობები. რამდენიმე საწარმოს მიერ ხელშეკრულების ძალით გაერთიანების შედეგად არაძირითად საწარმოში მოგროვებული ხმების ოდენობა 17.2-17.4 მუხლებით გათვალისწინებული წილობრივი მონაწილეობის ტოლფასი იქნება.

17.6. ხელშეკრულება, რომლითაც ერთი საწარმოს ორგანოები ემორჩილებიან სხვა საწარმოს ნებას, ბათილია.

17.7. დაუშვებელია რომელიმე საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ხუთ პროცენტზე მეტი ორმხრივი წილობრივი მონაწილეობა. თუ ეს მონაწილეობა გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, გადამეტებული ნაწილი ამოღებულ უნდა იქნეს 3.3 მუხლის მეორე აბზაცით გათვალისწინებული წესით.

(საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., N1-2, გვ.90; საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი სსმ I, 1999წ., N24(31), მუხ.110)

მუხლი 18. გამოქვეყნება და კონფიდენციალობა

18.1. საწარმო აქვეყნებს ამ კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და ფაქტებს, კერძოდ, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს, 17.2 მუხლის მიხედვით, ინფორმაციას წილობრივი მონაწილეობისა და პარტნიორთა კრებების შესახებ. სხვა ინფორმაციისა და ფაქტების გამოსაქვეყნებლად აუცილებელია სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი თანხმობა, თუ ეს საბჭო არსებობს, ან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, როგორც მთლიანად, ასევე ცალკეულ შემთხვევებში.

18.2. სხვა შემთხვევებში საზოგადოების ორგანოების სხდომათა შინაარსი და შედეგები კონფიდენციალურია, თუკი ეს შედეგები არ ექვემდებარება გამოქვეყნებას, ან თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. კონფიდენციალობა არ გამოიყენება სააქციო საზოგადოების საერთო კრების მიმართ და რეგისტრირებული კოოპერატივის წევრთა საერთო კრების 133 მიმართ. გარდა ამისა, ზოგადად ან ცალკეულ შემთხვევებში საზოგადოების ორგანოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება კონფიდენციალობის გაუქმების შესახებ.

მუხლი 19. სხვა წესები: სანოტარო ფორმა, საქმიანი
წერილის ბლანკის მონაცემები. ექსპერტების დანიშვნა

19.1. ყველა შეთანხმება, რომლითაც იქმნება ან უქმდება საწარმო, აგრეთვე ყოველგვარი ცვლილება მათში მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას. ბათილია გარიგება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.

19.2. საზოგადოების ყველა საქმიან წერილზე, რომლებიც გაეგზავნებათ ადრესატებს, უნდა მიეთითოს საზოგადოების სამართლებრივი ფორმა და ადგილსამყოფელი, საზოგადოების ადგილსამყოფლის მიხედვით სარეგისტრაციო ორგანო და რეგისტრაციის ნომერი. გარდა ამისა, მითითებული უნდა იყოს საზოგადოების საწესდებო კაპიტალი.

სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კოოპერატივის საქმიან წერილებზე აგრეთვე უნდა აღინიშნოს ყველა დირექტორი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც გვარისა და სახელის მითითებით. ასევე მიეთითება დირექტორატის თავმჯდომარე.

19.3. ამ კანონში აღნიშნულ „დამოუკიდებელ ექსპერტად“ მიიჩნევა სააუდიტო საზოგადოების პირი ან აუდიტორი, რომელსაც სახელმწიფოსაგან აქვს უფლებამოსილება, შეამოწმოს საწარმოთა საბუღალტრო საქმე და ანგარიშიანობა ზოგადად და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების თანახმად. ამასთან, ეს პირი ან საზოგადოება ეკონომიკურად და პიროვნულად დამოუკიდებელი უნდა იყოს შესამოწმებელი საწარმოსაგან ან მათი თანამდებობის პირთაგან. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ დანიშნონ ასეთი პირი ან საზოგადოება, მაშინ ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს ადგილსამყოფლის ან შემოწმების ადგილის მიხედვით არსებული სასამართლო.

II. კერძო ნაწილი
თავი I

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება მუხლი 20. ცნება

20.1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე ფიზიკური პირი ერთობლივად ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას და პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები - უშუალოდ, პირდაპირ, მთელ ვალდებულებებზე, შეუზღუდავად მთელი თავისი ქონებით.

20.2. პარტნიორები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები. მუხლი 21. პარტნიორის შეგებებული მოთხოვნა

21.1. თუ რომელიმე პარტნიორს საზოგადოების ვალდებულებათა გამო წარედგინება პრეტენზია, მაშინ ამ პარტნიორს შეუძლია წარდგენილი პრეტენზიის წინააღმდეგ წარმოადგინოს მხოლოდ ის შეგებებული მოთხოვნა, რომლის უფლებაც საზოგადოებას ან პირადად მას აქვს ამ პრეტენზიის საწინააღმდეგოდ.

21.2. პარტნიორს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე, სანამ საზოგადოება უფლებამოსილია იდავოს გარიგებაზე, რომელიც საფუძვლად უდევს საზოგადოების ვალდებულებას.

21.3. იგივე უფლება აქვს პარტნიორს მანამ, სანამ კრედიტორის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს საზოგადოების დრომოსული საპირისპირო მოთხოვნის შესრულებით (შემხვედრი ფულადი მოთხოვნების ურთიერთჩათვლა).

21.4. იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს პარტნიორის ქონებაზე იძულებითი გადახდევინების მიქცევა, კრედიტორი უფლებამოსილია მოიპოვოს, საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ აღმასრულებელ დოკუმენტთან ერთად, ასეთივე დოკუმენტი პარტნიორების მიმართაც.

მუხლი 22. პარტნიორთა კრება

22.1. იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, იღებს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრება.

22.2. ყოველ პარტნიორს შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს საზოგადოების კრება ყველა პარტნიორისთვის დაზღვეული წერილის გაგზავნით. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან სამი დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დამატებათა შეტანა დღის წესრიგში. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება პარტნიორთა უმრავლესობა. თუ კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმგვარადვე და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება პარტნიორთა უმრავლესობა.

22.3. საზოგადოების კრების მონაწილენი თავიანთი წრიდან ხმების უბრალო უმრავლესობით ირჩევენ თავმჯდომარეს. კრებაზე ყოველ პარტნიორს აქვს თითო ხმა. თუ გადაწყვეტილება შეეხება საზოგადოებასა და ერთ-ერთ პარტნიორს შორის დავას, მაშინ ამ პარტნიორს ხმის უფლება არა აქვს. საზოგადოების კრების გადაწყვეტილების მიღებისთანავე თავმჯდომარე ადგენს და ხელს აწერს ოქმს.

22.4. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას უმრავლესობის მიერ, თუ ეს კანონი არ ადგენს გადაწყვეტილებათა ერთხმად მიღებას და თუ გადაწყვეტილება ერთ-ერთ პარტნიორს არ აყენებს არათანაბარ მდგომარეობაში ან არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.

მუხლი 23. საზოგადოების ხელმძღვანელობა

თუ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ყველა პარტნიორი უფლებამოსილია გაუძღვეს საწარმოო საქმეებს, რომლებსაც ისინი საჭიროებისას ცალცალკე განახორციელებენ, თუ ცალკეულ შემთხვევაში რომელიმე პარტნიორი ამის წინააღმდეგი არ იქნება; ასეთ შემთხვევაში ხელმძღვანელობის ეს ფორმა არ გამოიყენება.

მუხლი 24. პარტნიორის კონტროლის უფლება

იმ პარტნიორსაც, რომელიც არ მონაწილეობს საზოგადოების ხელმძღვანელობაში, შეუძლია პირადად გაეცნოს საზოგადოების საქმეებს და ამ მიზნით შეამოწმოს საზოგადოების წიგნები და საბუთები. მას უფლება აქვს მოსთხოვოს სხვა პარტნიორებს საზოგადოების მიმართ არსებული მოვალეობების შესრულება და ამ შესრულების გამო საკუთარი სახელით წარადგინოს სარჩელი.

მუხლი 25. მოგება და ზარალი

25.1. ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს ბალანსის საფუძველზე დგინდება წლიური მოგება ან ზარალი და გამოითვლება მათში ყოველი პარტნიორის წილი.

25.2. ერთ-ერთი პარტნიორის წილი-მოგება მიემატება მისსავე წილ-კაპიტალს; პარტნიორის ზიარი ზარალი და სამეურნეო წლის განმავლობაში წილკაპიტალიდან გახარჯული ფული ჩამოიწერება მოგებიდან.

მუხლი 26. მოგებისა და ზარალის განაწილება

26.1. ყოველ პარტნიორს წლიური მოგებიდან ეკუთვნის, უწინარეს ყოვლისა, წილი თავისი წილი კაპიტალის ოთხი პროცენტის ოდენობით. თუ წლიური მოგება ამისთვის საკმარისი არ არის, მაშინ წილი განისაზღვრება, შესაბამისად, უფრო დაბალი პროცენტით.

26.2. 26.1. მუხლის მიხედვით, პარტნიორის წილად მოსული მოგების დაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება პარტნიორის მიერ შესრულებული სამუშაო, რომელიც მან სამეურნეო წლის განმავლობაში შესატანის სახით შეასრულა ამ სამუშაოს შესრულებიდან გასული დროის გათვალისწინებით. თუ პარტნიორმა სამეურნეო წლის განმავლობაში გახარჯა ფული, მაშინ მხედველობაში მიიღება გახარჯული თანხა გახარჯვამდე გასული დროის პროპორციულად.

26.3. წლიური წილი-მოგების ის ნაწილი, რომელიც აღემატება 26.1 და 26.2 მუხლების მიხედვით გამოსაანგარიშებელ წილ მოგებათა თანხას და სამეურნეო წლის ზარალი, განაწილდება პარტნიორთა შორის და მიემატება მათ წილ კაპიტალს. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სხვა წესებსაც.

მუხლი 27. ფულის გახარჯვა პარტნიორის მიერ

27.1. პარტნიორს უფლება აქვს საზოგადოების სალაროდან საკუთარი ხარჯებისთვის გამოიტანოს ბოლო სამეურნეო წელს მისთვის დადგენილი წილი კაპიტალის ოთხ პროცენტამდე ოდენობის თანხა და, თუ ეს საზოგადოებას აშკარად ზიანს არ აყენებს, მოითხოვოს ბოლო წლის მოგებაში მისი წილი მოგების გამოტანა, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს ზემოხსენებულ თანხას. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს განსხვავებულ წესებს, კერძოდ, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას ფულის გახარჯვის თაობაზე.

27.2. სხვა შემთხვევაში პარტნიორს არა აქვს უფლება დანარჩენი პარტნიორების თანხმობის გარეშე მოაკლოს თანხა თავის წილ კაპიტალს.

მუხლი 28. ლიკვიდაციის საფუძვლები

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ლიკვიდირებული იქნება:

ა) იმ ვადის გასვლისას, რა ვადითაც იგი შეიქმნა;

ბ) პარტნიორთა გადაწყვეტილებით;

გ) საზოგადოების საბანკროტო წარმოების გახსნით;

დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მუხლი 29. ლიკვიდაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით

29.1. ერთ-ერთი პარტნიორის განცხადების საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება ლიკვიდირებულ იქნეს განსაზღვრული ვადით შექმნილი საზოგადოება ვადაზე ადრე ან უვადო საზოგადოება, თუკი არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი.

29.2. მნიშვნელოვან საფუძვლად, კერძოდ, ჩაითვლება, თუ ერთ-ერთმა პარტნიორმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია საზოგადოების წესდებით მასზე დაკისრებული არსებითი მოვალეობა, ან თუ ამგვარი მოვალეობის შესრულება შეუძლებელი ხდება.

29.3. შეთანხმება, რომლითაც პარტნიორს ერთმევა ან, ამ ნორმების საწინააღმდეგოდ, ეზღუდება საზოგადოების ლიკვიდაციის მოთხოვნის უფლება, ბათილია.

მუხლი 30. წილი კაპიტალის გასხვისება

პარტნიორს შეუძლია გაასხვისოს თავისი წილი კაპიტალი, თუ ყველა დანარჩენი პარტნიორი წინასწარ განაცხადებს თანხმობას ან თუ საზოგადოების წესდებით დაშვებულია გასხვისება. წილი-კაპიტალის დათმობისას საჭიროა სანოტარო 137 წესით დამოწმებული ხელშეკრულება. საბუთი უნდა შეიცავდეს სხვა პარტნიორების თანხმობას. თუ ეს აკლია, დათმობის ხელშეკრულება ბათილია.

მუხლი 31. ერთ-ერთი პარტნიორის გასვლა ან გაკოტრება

31.1. თუ ერთ-ერთი პარტნიორი განაცხადებს საზოგადოებიდან გასვლას ან მის ქონებაზე იხსნება საბანკროტო წარმოება, მაშინ იგი საზოგადოებიდან გადის ამ ფაქტის ძალაში შესვლის მომენტიდან.

31.2. თუ პარტნიორი საზოგადოების წინაშე მასზე დაკისრებულ არსებით მოვალეობას დაარღვევს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, თუ ამგვარი მოვალეობის შესრულება მისთვის შეუძლებელი ხდება ან არსებობს სხვა რომელიმე მნიშვნელოვანი საფუძველი, მაშინ სასამართლომ შეიძლება გამოიტანოს გადაწყვეტილება საზოგადოებიდან ამ პარტნიორის გარიცხვის შესახებ, თუ სხვა პარტნიორები ამას განაცხადებენ.

მუხლი 32. ურთიერთობანი საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის შემდეგ

32.1. საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის ან მისი გარიცხვის შემთხვევაში მისი წილი საზოგადოების ქონებაში დაემატება სხვა დანარჩენ პარტნიორებს.

32.2. ეს უკანასკნელნი ვალდებულნი არიან საზოგადოებიდან გამსვლელი ან გარიცხული პარტნიორი გაათავისუფლონ საზოგადოების ვალებისაგან და გადაუხადონ ის, რასაც იგი საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში მიიღებდა. საზოგადოებიდან გამსვლელ ან გარიცხულ პარტნიორს არა აქვს გარანტიის მოითხოვნის უფლება.

32.3. საზოგადოების ქონების ღირებულება უნდა შეფასდეს იმ დღისთვის, როცა საზოგადოებიდან გასვლა ძალაში შედის, იხსნება საბანკროტო წარმოება ან შეიტანება სარჩელი გარიცხვის შესახებ. მოთხოვნა უნდა შესრულდეს გამოყოფის ბალანსის წარდგენისას.

მუხლი 33. პარტნიორის გარდაცვალება

33.1. უმემკვიდრეოდ დარჩენილი პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში მისი წილი დაემატება სხვა დანარჩენ პარტნიორებს.

33.2. თუ, 33.1. მუხლის თანახმად, პარტნიორს ჰყავს მემკვიდრეები, მაშინ ყოველ მემკვიდრეს შეუძლია საზოგადოებაში დარჩეს იმისდა მიხედვით, მიენიჭება თუ არა მას კომანდიტის სტატუსი და ჩაეთვლება თუ არა სამკვიდროს დამტოვებლის საწევრო შენატანიდან მისი კუთვნილი წილი საკომანდიტო შენატანად. თუ საზოგადოების ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, მაშინ ამ კომანდიტის წილი მოგება ასევე განისაზღვრება სამკვიდროს დამტოვებლის საწევრო შენატანიდან მემკვიდრის კუთვნილი წილის მიხედვით.

33.3. თუ დანარჩენი პარტნიორები არ მიიღებენ მემკვიდრისაგან შესაბამის განცხადებას, მაშინ მემკვიდრე უფლებამოსილია განაცხადოს საზოგადოებიდან თავისი გასვლის შესახებ დათქმულ ვადაზე ადრე.

33.4. მემკვიდრემ განცხადება შეიძლება გააკეთოს სამი თვის ვადაში იმ მომენტიდან, როცა მან მიიღო მემკვიდრეობა. თუ მემკვიდრე არ შედის საზოგადოებაში სოლიდარულად პასუხისმგებელი პარტნიორის სახით, მაშინ იგი პასუხს აგებს მისი სტატუსის გარკვევამდე წარმოშობილ საზოგადოების ვალებზე იმ წესების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავენ საანდერძო დანაკისრისათვის მემკვიდრის პასუხისმგებლობას.

33.5. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს შეუძლია გახდეს პარტნიორი. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებაში შემსვლელი (ან შემსვლელები) სპეციალური უფლებამოსილების ძალით იღებს პარტნიორის სტატუსს. იგი (ისინი) ვალდებულია სხვა მემკვიდრეებს გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. საზოგადოების წესდება შეიძლება არ ითვალისწინებდეს კომპენსაციის ვალდებულებას.

თავი II
კომანდიტური საზოგადოება

მუხლი 34. ცნება

34.1. საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთობლივად ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას, არის კომანდიტური საზოგადოება, თუ ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა საზოგადოების კრედიტორების წინაშე განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის (პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები - კომპლემენტარები).

34.2. კომანდიტური საზოგადოების მიმართ ზოგადი ნაწილის წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესაბამისი წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

34.3. პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები (კომპლემენტარები) შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები.

მუხლი 35. კონკურენციის აკრძალვა

კონკურენციის აკრძალვა არ ვრცელდება კომანდიტებზე, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

მუხლი 36. კომანდიტის კონტროლის უფლება

36.1. კომანდიტს უფლება აქვს მოითხოვოს წლიური ანგარიშის ასლი და საზოგადოების წიგნებისა და საბუთების გაცნობით შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე.

36.2. მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას სასამართლოს შეუძლია ერთერთი კომანდიტის განცხადების საფუძველზე ნებისმიერ დროს მოითხოვოს საბალანსო და წლიური ანგარიშის მონაცემების, სხვა მსგავსი ინფორმაციის, საზოგადოების წიგნებისა და საბუთების წარდგენა.

მუხლი 37. საზოგადოების ხელმძღვანელობა

37.1. კომანდიტები არ მონაწილეობენ საზოგადოების ხელმძღვანელობაში; მათ არ შეუძლიათ გამოვიდნენ ჩვეულებრივი საწარმოო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორების მიერ განხორციელებული მოქმედების წინააღმდეგ. თუ მოქმედება სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, საჭიროა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება.

37.2. თუ ერთ-ერთ კომანდიტს წესდებით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განახორციელოს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებანი, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი მინდობილობის ფარგლებს, იგი პასუხს აგებს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორი.

მუხლი 38. მოგება და ზარალი

38.1. 25-ე მუხლის წესები მოგებისა და ზარალის დაანგარიშების შესახებ ვრცელდება კომანდიტების მიმართაც.

38.2. კომანდიტი ზარალის მოზიარეა მხოლოდ თავისი წილი კაპიტალისა და ჯერ კიდევ გადაუხდელი შესატანის ოდენობით.

38.3. კომანდიტის წილი მოგება დაერიცხება მის წილ კაპიტალს, ვიდრე ეს უკანასკნელი არ მიაღწევს შესატანის დათქმულ ოდენობას.

მუხლი 39. მოგებისა და ზარალის განაწილება

39.1. პარტნიორთა წილი წლიურ მოგებაში განისაზღვრება ამ კანონის 26.1. და 26.2. მუხლებით, თუ მოგება არ აღემატება წილი კაპიტალის ოთხ პროცენტს.

39.2. სამეურნეო წლის მოგება ან ზარალი, რომელიც აღემატება ამ თანხას, პროპორციულად ნაწილდება პარტნიორებს შორის, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. განაწილების პროპორციულობის დასადგენად, კერძოდ, მხედველობაში მიიღება კომანდიტის წილი კაპიტალი, ასევე მისი სამართლებრივი მდგომარეობა.

მუხლი 40. კომანდიტის მიერ მოგების გამოყენება

40.1. ამ კანონის 27-ე მუხლი კომანდიტების მიმართ არ გამოიყენება.

40.2. კომანდიტს აქვს მხოლოდ კუთვნილი მოგების მიღების მოთხოვნის უფლება. მას არ შეუძლია ამ მოგების მოთხოვნა, ვიდრე მისი წილი-კაპიტალი ზარალის შედეგად ან ანგარიშსწორების გამო შესატანის დათქმულ თანხაზე ნაკლებია.

40.3. კომანდიტი ვალდებული არ არის დააბრუნოს მიღებული მოგება შემდგომი ზარალის გამო.

მუხლი 41. კომანდიტის პასუხისმგებლობა

41.1. კომანდიტის საგარანტიო თანხა საზოგადოების კრედიტორების მიმართ განისაზღვრება სამეწარმეო რეესტრში მითითებული თანხის ოდენობით, თუ ეს თანხა უკვე შეტანილია. სხვა შემთხვევაში გამოიყენება 3.3 - 3.5 მუხლები.

41.2. სამეწარმეო რეესტრში მოცემული საგარანტიო თანხის არარეგისტრირებულ მომატებას კრედიტორები შეიძლება მხოლოდ მაშინ დაეყრდნონ, თუ მომატება საქმიან ურთიერთობებში მიღებული წესით გახდება ცნობილი, ან საზოგადოება ამის შესახებ კრედიტორებს სხვა გზით შეატყობინებს.

41.3. კომანდიტი ვალდებული არ არის უკან დააბრუნოს ის თანხა, რომელსაც იგი კეთილსინდისიერად და სათანადოდ შედგენილი ბალანსის საფუძველზე მოგების სახით მიიღებს. სხვა შემთხვევებში გამოიყენება 3.9 მუხლი.

მუხლი 42. პასუხისმგებლობა კომანდიტად შესვლის დროს

უკვე არსებულ საზოგადოებაში კომანდიტად შემსვლელი პირის პასუხისმგებლობის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 41-ე მუხლი.

მუხლი 43. კომანდიტის წილის გასხვისება ან მემკვიდრეობით გადაცემა

43.1. კომანდიტის წილი შეიძლება გასხვისდეს და გადაეცეს მემკვიდრეობით სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

43.2. წილის დათმობისთვის საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.

თავი II
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

მუხლი 44. ცნება

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. საზოგადოების პარტნიორი არ არის პასუხისმგებელი საზოგადოების ვალდებულებებზე, გარდა 3.4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.

(საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997.-1-2, გვ.9;
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი სსმ I, 1999 ., - 24(31), მუხ.110) 141

მუხლი 45. საწესდებო კაპიტალი. შესატანები

45.1. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ ცოტა ორი ათას ლარს.

45.2. შესატანის ოდენობა თითოეული პარტნიორისთვის შეიძლება განსხვავებულად განისაზღვროს, მაგრამ იგი ათზე უნაშთოდ უნდა იყოფოდეს.

(საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი პარლამენტის
უწყებანი, 1997. - 1-2, გვ.9)

მუხლი 46. პარტნიორის უფლება-მოვალეობანი

46.1. პარტნიორს შეუძლია წილის გასხვისება და მემკვიდრეობით გადაცემა.

46.2. თუ პარტნიორი თავდაპირველი წილის მისამატებლად შეიძენს სხვა წილს, თითოეული წილი ინარჩუნებს თავის დამოუკიდებლობას.

46.3. პარტნიორის მიერ წილის დათმობა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას. სანოტარო დამოწმებაა ასევე საჭირო შეთანხმებისთვის, რომლითაც წარმოიშობა პარტნიორის ვალდებულება წილის გასხვისების შესახებ.

46.4. საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს წილის გადაცემის სხვა პირობებიც, კერძოდ, გასხვისებისათვის აუცილებელი გახდეს საზოგადოების ნებართვა, ან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება.

46.5. წილის ნაწილობრივი გასხვისება შესაძლოა მხოლოდ საზოგადოების ნებართვით. ნებართვაში უნდა აღინიშნოს შემძენის პიროვნება და თანხა, რომელიც შეესაბამება დაუნაწევრებელი შენატანის გაყოფის შედეგად წარმოშობილ თითოეულ წილს.

45.2 მუხლის წესები შესატანის თანხის შესახებ შესაბამისად გამოიყენება წილის გაყოფის მიმართ.

46.6. დაუშვებელია საკუთარი წილის შეძენა.

46.7. საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პარტნიორთა მიერ შესატანის გარდა დამატებითი შესატანების გადახდაც. დამატებითი შესატანები წილის პროპორციული უნდა იყოს. საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული იმ გადასახდელის გაზრდა, რომელიც ეკისრება პარტნიორს, დაიშვება მხოლოდ დანარჩენი პარტნიორების თანხმობით.

46.8. პარტნიორები, რომელთა წილი ერთად შეადგენს საწესდებო კაპიტალის მეოცედ ნაწილს, უფლებამოსილნი არიან, მოითხოვონ კრების მოწვევა ამ კრების მიზნისა და საფუძვლების მითითებით. თუ ამ მოთხოვნას არ გამოეხმაურებიან ან საერთოდ არ არსებობენ ის პირები, ვის მიმართაც არის ეს მოთხოვნა გათვალისწინებული, მაშინ პარტნიორებს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლიათ თვითონ მოიწვიონ იგი. კრება გადაწყვეტს მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის საკითხს.

46.9. პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას.

46.10. დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.

დირექტორებს შეუძლიათ უარი თქვან ამგვარი ინფორმაციის მიცემასა და წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობაზე, თუ ეს ინფორმაცია პარტნიორმა შეიძლება საზოგადოების საწინააღმდეგო მიზნებისთვის გამოიყენოს და ამით საზოგადოებას ან მის მეკავშირე საწარმოს უარყოფითი შედეგები მოუტანოს. უარი მოითხოვს პარტნიორთა გადაწყვეტილებას.

დირექტორების მიერ ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, თუ მას განცხადებით მიმართეს. განცხადებით მიმართვის უფლება აქვს პარტნიორს, რომელსაც უარი ეთქვა ინფორმაციის მიცემასა და წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობაზე.

მუხლი 47. პარტნიორთა კრება

47.1. პარტნიორთა კრება ტარდება, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მაინც და იღებს გადაწყვეტილებას წლიური შედეგების შესახებ, თუ პარტნიორებმა არ ისარგებლეს 47.7 მუხლში გათვალისწინებული უფლებით. დირექტორებმა უნდა მოიწვიონ საზოგადოების კრება, თუ საზოგადოების ინტერესები ამას მოითხოვს, ანდა, თუ პარტნიორები მოითხოვენ კრების ჩატარებას 46.8 მუხლის შესაბამისად.

47.2. საზოგადოების წესდების შეცვლა შეიძლება მხოლოდ პარტნიორთა გადაწყვეტილებით. ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობა და სანოტარო წესით დამოწმება.

47.3. თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს ყველა საკითხზე, კერძოდ:

ა) სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა;

ბ) წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია;

გ) წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა; დ) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;

ე) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ვ) ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება ბოლო წლის საბალანსო თანხის ათ პროცენტს;

ზ) სესხებისა და კრედიტების აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას;

თ) იმ სესხისა და კრედიტის უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას;

ი) ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა;

კ) პროკურის გაცემა და გაუქმება;

ლ) იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებას აქვს დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე დირექტორის, ანდა პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს;

მ) წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;

ნ) შესატანების გადახდის მოთხოვნა;

ო) დამატებითი შესატანების უკან დაბრუნება;

პ) დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან შრომითი ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშის დამტკიცება.

47.4. ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ პარტნიორთა კრება საზოგადოების ხელმძღვანელობას აძლევს ცალკეულ დავალებებს ამ ხელმძღვანელობის კომპეტენციის ფარგლებში.

47.5. დირექტორებს შეუძლიათ მოიწვიონ საზოგადოების კრება ყველა პარტნიორისათვის ერთი კვირით ადრე გაგზავნილი დაზღვეული წერილით, რომელიც უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. წერილის მიღებიდან სამი დღის ვადაში პარტნიორს შეუძლია ცვლილებები შეიტანოს დღის წესრიგში. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასში მონაწილეობენ ის პარტნიორები, რომლებსაც აქვთ ხმების უმრავლესობა. თუ კრება გადაწყვეტილებაუნარიანია არ არის, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე დღის წესრიგით კვლავ მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც, თუ არ გამოცხადდება პარტნიორთა უმრავლესობა.

47.6. კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ წლიური ბალანსიდან ან წლის განმავლობაში შედგენილი ბალანსიდან ირკვევა, რომ საზოგადოებამ შეიძლება კაპიტალის ნახევარი დაკარგოს.

47.7. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს.

47.8. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის, ან თუ არ 144 ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.

47.9. საზოგადოების კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგება ოქმი, რომელზედაც აუცილებელია თავმჯდომარის ხელმოწერა.

მუხლი 48. სამეთვალყურეო საბჭო

საზოგადოების წესდებაში შეიძლება გათვალისწინებული იყოს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის წესები სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შესახებ.

მუხლი 49. დირექტორები

49.1. ამ კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრებათ დირექტორებს.

49.2. დირექტორებმა მათი ამოცანები უნდა შეასრულონ ჩვეულებრივი კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. შესაბამისად გამოიყენება მუხლი 9.7.

მუხლი 50. წლიური შედეგები პარტნიორებს აქვთ წლიური გაუნაწილებელი მოგების მიღების უფლება მოგების ჩათვლით და ზარალის გამოკლებით, თუ კანონით, ან საზოგადოების წესდებით ანდა პარტნიორთა გადაწყვეტილებით დაშვებულია ამ თანხის განაწილება პარტნიორებს შორის. შედეგების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორებს შეუძლიათ თანხა მოგების დანაზოგში ჩარიცხონ ან წარმოადგინონ როგორც მოგება, თუ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. წლიური წმინდა მოგების განაწილება ხდება წილის პროპორციულად. შესაბამისად გამოიყენება 57.2 მუხლი.

თავი IV
სააქციო საზოგადოება

მუხლი 51. ცნება. საზოგადოების წიგნი

51.1. სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის საწესდებო კაპიტალი დაყოფილია ერთი და იმავე ნომინალური ღირებულების მქონე აქციებად. აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებზე. სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე თხუთმეტ ათას ლარს.

51.2. აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან კანონით გათვალისწინებული სხვა ფორმით. კანონის შესაბამისად, აქციონერს უნდა მიეცეს აქციათა სერტიფიკატი ან ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან, ან და კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი.

51.3. სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობაც 100-ზე მეტია, ვალდებულია აქციონერთა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ აქციონერთა რაოდენობა არ აღემატება 100-ს, მას შეუძლია სურვილისამებრ აწარმოოს რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით.

51.4 იმ საწარმოთა აქციების გადაცემა, რომლის რეესტრსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ხდება შესაბამისი კანონით გათვალისწინებული წესების მიხედვით. სხვა შემთხვევებში აქციების გადაცემა ხდება საზოგადოების აქციათა რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, და აქციის სერტიფიკატზე ინდოსამენტით. თუ სერტიფიკატი გაცემული არ არის, მაშინ საჭიროა აგრეთვე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.

(საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997წ., 1-2, გვ. 9; საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1998წ., -25-26, გვ. 36; საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი სსმ I, 1999 წ., -24(31), მუხ.110)

მუხლი 52. აქციათა სახეები. აქციაში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები

52.1. სააქციო საზოგადოება გასცემს ჩვეულებრივ და პრივილეგირებულ აქციებს მხოლოდ სახელობითი ფორმით. ერთი ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე. ჩვეულებრივი აქციის მფლობელის უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია დივიდენდების ან ლიკვიდირებული საზოგადოების ქონების განაწილებასთან, განხორციელდება მხოლოდ პრივილეგირებული აქციების მფლობელთა ანალოგიური უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ. ბათილია დივიდენდების უცილობლად გაცემის შეპირება.

52.2. საზოგადოებას უფლება აქვს გამოუშვას პრივილეგირებული აქციები. პრივილეგირებული აქცია უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი განაკვეთით, რომლის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება წესდებით ან/და სათანადო ემისიის პროსპექტით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება ვალების დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში, ნაწილდება პრივილეგირებულ აქციათა მფლობელებზე, ხოლო შემდგომ - ჩვეულებრივ აქციონერებზე, მათ წილთა შესაბამისად. პრივილეგირებული აქცია არ იძლევა ხმის უფლებას საერთო კრებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წესდება ან ამ აქციათა ემისიის პროსპექტი ითვალისწინებს ერთ პრივილეგირებულ აქციაზე ერთი ხმის მინიჭებას პრივილეგირებულ აქციაზე დივიდენდების გაუცემლობისას.

52.3. რომელიმე კლასის აქციათა გადაცემა შეიძლება დამოკიდებული იყოს საზოგადოების თანხმობაზე. ამ თანხმობის აუცილებლობის შესახებ უნდა აღინიშნოს საზოგადოების წესდებაში და აქციათა სერტიფიკატზე (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). წესდებაში ასეთი აღნიშვნის შეტანისათვის აუცილებელია ყველა იმ აქციონერის წერილობითი თანხმობა, რომლებიც ამ კლასის აქციებს ფლობენ.1 საზოგადოებამ უნდა განაცხადოს თანხმობა აქციათა გადაცემაზე, თუ ამით საზოგადოების არსებით ინტერესებს საფრთხე არ ემუქრება. საზოგადოების წესდება შეიძლება დეტალურად აწესრიგებდეს თანხმობასთან დაკავშირებულ საკითხებს. თანხმობას იძლევა დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს ნებართვით.

52.4. საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზნით, სააქციო საზოგადოებას შეუძლია კანონით დადგენილი წესით გამოუშვას აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები.

52.5. საზოგადოების მიერ აქციები და აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები გაიცემა, სულ მცირე ნომინალურ თანხად. ნომინალურზე მეტი ღირებულებით გაცემის შემთხვევაში, ღირებულებიდან გაცემის ხარჯების გამოკლების შემდეგ, ნამატი თანხა მიემატება სარეზერვო ფონდს. იგივე წესი მოქმედებს, შესაბამისად, არაფულადი შესატანის დროსაც, რომლის ღირებულება აღემატება ნომინალურ ღირებულებას.

(საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997.,1-2, გვ.9; საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი სსმ I, 1999., 24(31), მუხ.110)

მუხლი 53. აქციონერთა უფლებები და მოვალეობები

53.1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა შეიტანოს შესატანი კუთვნილი რაოდენობის აქციების მისაღებად. ბათილია სააქციო საზოგადოების წესდებით აქციონერისათვის კანონით გაუთვალისწინებელი სხვა მოვალეობის დაკისრება.

53.2. აქციონერის წილი მოგებაში განისაზღვრება აქციის ნომინალური ღირებულების შესაბამისად შეღავათიანი უფლებების გათვალისწინებით. სხვა ფასიანი ქაღალდების კაპიტალიდან გამომდინარე ვალდებულებები პირველ რიგში უნდა შესრულდეს. შესატანები, რომლებიც სრულად არ არის შეტანილი, მონაწილეობს მოგების განაწილებაში შესატანის სიდიდის პროპორციულად.

53.3. ჩვეულებრივ, აქციონერები თავიანთ უფლებებს (ხმის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, კონტროლის უფლება, რიგგარეშე საერთო კრების

მუხლი 53. აქციონერთა უფლებები და მოვალეობები

53.1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა შეიტანოს შესატანი კუთვნილი რაოდენობის აქციების მისაღებად. ბათილია სააქციო საზოგადოების წესდებით აქციონერისათვის კანონით გაუთვალისწინებელი სხვა მოვალეობის დაკისრება.

53.2. აქციონერის წილი მოგებაში განისაზღვრება აქციის ნომინალური ღირებულების შესაბამისად შეღავათიანი უფლებების გათვალისწინებით. სხვა ფასიანი ქაღალდების კაპიტალიდან გამომდინარე ვალდებულებები პირველ რიგში უნდა შესრულდეს. შესატანები, რომლებიც სრულად არ არის შეტანილი, მონაწილეობს მოგების განაწილებაში შესატანის სიდიდის პროპორციულად.

53.3. ჩვეულებრივ, აქციონერები თავიანთ უფლებებს (ხმის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, კონტროლის უფლება, რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის, ასევე საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება (მუხლი 15.2) ახორციელებენ საერთო კრებაზე რაც წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული.

53.3.1. აქციონერს უფლება აქვს საერთო კრებაზე დღის წესრიგის თითოეული პუნქტის გამო მოსთხოვოს განმარტებები დირექტორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს და გამოთქვას თავისი აზრი. თუ მოთხოვნა წერილობით იქნა დაყენებული საერთო კრებამდე ათი დღით ადრე, მაშინ იგი უნდა შესრულდეს ან განიხილონ დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად. ინფორმაციის გაცემაზე უარი შეიძლება მხოლოდ საწარმოს არსებითი ინტერესების საფუძველზე.

53.3.2. საწესდებო კაპიტალის ხუთი პროცენტის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს. თუ საერთო კრება არ დააკმაყოფილებს ამგვარ მოთხოვნას, მაშინ გადაწყვეტილება სპეციალური შემოწმების ჩატარების შესახებ შეიძლება მიიღოს იმ სასამართლომ, რომლის ტერიტორიაზეც აქვს საზოგადოებას ადგილსამყოფელი.

53.3.3. საწესდებო კაპიტალის ხუთი პროცენტის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ მოითხოვონ საწარმოს ინტერესების შესაბამისად რიგგარეშე კრების ჩატარება. მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული. თუ დირექტორები კრებას მოთხოვნიდან ოცი დღის განმავლობაში არ მოიწვევენ, აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ იმ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც საზოგადოებას აქვს ადგილსამყოფელი.

53.4. აქციონერებს შეუძლიათ თავიანთი ხმის უფლება გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოსალოდნელი გადაწყვეტილება ეხება მათთან გარიგების დადებას ან მათი ანგარიშის დამტკიცებას. თუ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სააქციო საზოგადოების დომინანტმა აქციონერმა განზრახ გამოიყენა თავისი მდგომარეობა სააქციო საზოგადოების ინტერესების საზიანოდ, მან დანარჩენ აქციონერებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება აქციონერი ან ერთად მოქმედ აქციონერთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს სააქციო საზოგადოების საერთო კრების კენჭისყრის შედეგებზე.

53.5. თუ სააქციო საზოგადოებამ არ განახორციელა თავისი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, აქციონერს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი ჩაითვლება სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება აქციონერის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ, ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს.

სასამართლოს მიერ აქციონერის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საზოგადოება ვალდებულია აუნაზღაუროს აქციონერს სარჩელთან დაკავშირებული კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული სასამართლოგარეშე ხარჯები, ადვოკატის ხარჯების ჩათვლით. საზოგადოება თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საზიანო აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. თუ აქციონერი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ ან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აქციონერს ეკისრება საზოგადოების მიერ კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული იმ ხარჯების ანაზღაურება, რომელიც წარმოიშვა აქციონერის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

აქციონერის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია გადაუდოს აქციონერს სასამართლო ხარჯების გადახდა.

(საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997. 1-2, გვ.9; საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი სსმ I, 1999 ., 24(31), მუხ.110)

მუხლი 53.1. საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა

1. აქციონერს უფლება აქვს ამ მუხლით დადგენილი წესით საზოგადოებას მოსთხოვოს თავისი აქციების შეფასება და გამოსყიდვა, თუ მან საერთო კრებაზე მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას წესდებაში ისეთი ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც არსებითად ლახავს აქციონერის უფლებებს, ან 54.6 მუხლის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას. საზოგადოების წესდება შეიძლება დეტალურად აწესრიგებდეს აქციის შეფასებასა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. საზოგადოებამ, რომელიც აპირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებას, შესაბამისი საერთო კრების მოწვევის შეტყობინებაში დეტალურად უნდა აღწეროს გადასაწყვეტი საკითხი, მასთან დაკავშირებული გამოსყიდვის მოთხოვნის უფლება და მისი განხორციელების წესი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში აქციონერს უფლება აქვს წერილობით მოსთხოვოს საზოგადოებას თავისი აქციების გამოსყიდვა. ასეთი მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ:

ა) აქციონერის მიერ სრულად არ არის შეტანილი ამ აქციების შესაბამისი შესატანი;

ბ) აქციონერმა ეს აქციები შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების დაგზავნის შემდეგ.

4. აქცია გამოსყიდული უნდა იქნეს მისი საბაზრო ღირებულებით, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განხორციელებული შეტყობინების წინა დღეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აქციათა დაბალი ლიკვიდურობის ან სხვა მიზეზების გამო კანონით დადგენილია აქციათა სამართლიანი ღირებულების განსაზღვრის სხვა წესი. ასეთი წესის გამოყენებისას, სამეთვალყურეო საბჭომ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.

5. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება გამოსასყიდი აქციების ოდენობისა და გამოსყიდვის ფასის შესახებ მიღებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო აქციების გამოსყიდვის თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღის განმავლობაში.

6. აქციონერს, რომელიც არ ეთანხმება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გამოსყიდვის პირობებს, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეტყობინებიდან 14 დღის განმავლობაში.

7. აქციების გამოსყიდვა არ დაიშვება, თუ:

ა) გამოსყიდვის შედეგად საზოგადოების საკუთარი კაპიტალი 51.1 მუხლით განსაზღვრულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალზე ნაკლები გახდება;

ბ) აქციების გამოსყიდვისთვის გადასახდელი თანხა აღემატება საკუთარი კაპიტალის 25%-ს.

8. თუ გამოსასყიდად შემოთავაზებულია იმაზე მეტი აქცია, ვიდრე ეს დაშვებულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით, ისინი გამოსყიდულ უნდა იქნეს სხვადასხვა გამყიდველთაგან პროპორციულ საფუძველზე.

9. საზოგადოების მიერ ამ მუხლის მიხედვით გამოსყიდული აქციები უქმდება და საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შესაბამისად მცირდება ამ კანონით დადგენილი წესით.

(საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი სსმ I, 1999., 24(31), მუხ. 110)

მუხლი 54. საერთო კრება

54.1. ყოველწლიურად, წლიური ბალანსის შედგენიდან ორი თვის ვადაში, ტარდება მორიგი საერთო კრება, რომელზეც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები. სხვა შემთხვევებში ტარდება რიგგარეშე საერთო კრება დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, ან 53.3.3 მუხლის შესაბამისად, აქციონერების მოთხოვნით.

სამეთვალყურეო საბჭო ადგენს საერთო კრების სააღრიცხვო დღეს, რომელიც არ შეიძლება იყოს კრების მოწვევამდე 45 დღეზე ადრე და კრების მოწვევის გამოცხადების თარიღზე გვიან. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.

54.2. საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების წიგნში შეტანილ უკანასკნელ იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე ოცი დღის ვადაში დირექტორების მიერ ბეჭდვით ორგანოში გამოცხადებით ან აქციონერებისთვის მოსაწვევის გაგზავნით. მოწვევასთან ერთად უნდა გამოცხადდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილებების მისაღებად; შესაძლო ცვლილებები საზოგადოების წესდებაში უნდა გამოცხადდეს ასევე წინასწარ.

კრების მოწვევის შეტყობინებას თან უნდა დაერთოს აგრეთვე იმ პროცედურის აღწერა, რომლის მიხედვითაც კრების ჩატარებამდე ათი დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება.

საზოგადოების აქციათა არანაკლებ 1%-ის მფლობელებს საერთო კრებაზე მოსაწვევი ეგზავნებათ დაზღვეული წერილით. ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია განსაზღვრავს, თუ 1%-ზე ნაკლები როგორი წილის მფლობელს უნდა გაეგზავნოს მოსაწვევი ფოსტით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია განსაზღვრავს აგრეთვე იმ ბეჭდვით ორგანოს, რომელშიც დასაშვებია შეტყობინების გამოქვეყნება.

54.3. აქციონერს შეუძლია 54.2 მუხლის მიხედვით დადგენილი პროცედურის შესაბამისად წინასწარ მიიღოს კრებაში მონაწილეობის უფლებისა და მის განკარგულებაში არსებულ ხმათა რაოდენობის დასტური. იგი მონაწილეობას იღებს კრების მუშაობაში პირადობის მოწმობისა და კრებაზე წარმოდგენილი აქციათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე. დასაშვებია წარმომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.

54.4. საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას - მოადგილე, მოადგილის არყოფნისას - ერთ-ერთი დირექტორი. კრების მიმდინარეობისა და გადაწყვეტილებების შესახებ ოქმს ადგენს ნოტარიუსი.

54.5. საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის ნახევრის მფლობელები მაინც. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში იგივე დღის წესრიგით, 54.2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, მოიწვევა ახალი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ხმის უფლების მქონე კაპიტალის არანაკლებ 25%-ის მფლობელებისა. თუ კრება კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში იგივე დღის წესრიგით, 54.2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, მოიწვევა ახალი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია გამოცხადებული ან წარმოდგენილი ხმის უფლების მქონე კაპიტალის მფლობელთა მიუხედავად.

54.6. საერთო კრება უფლებამოსილია:

ა) შეცვალოს საზოგადოების წესდება, კერძოდ, საწესდებო კაპიტალი, საფირმო სახელწოდება, საზოგადოების საქმიანობის საგანი და გადაწყვიტოს მისი ლიკვიდაციის საკითხი;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის, გაყოფის ან გარდაქმნის შესახებ;

დ) მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აქციონერის მიერ აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება საწესდებო კაპიტალის მომატების დროს (მუხლი 59), აგრეთვე მუხლი 52.4-ის შესაბამისი ღონისძიებათა განხორციელებისას;

ე) მიიღოს ან უარყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორების წინადადება მოგების გამოყენების შესახებ ან, როცა ეს ორგანოები ვერ იძლევიან ერთიან წინადადებას, მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების გამოყენების შესახებ;

ვ) აირჩიოს აქციონერთა წარმომადგენლები სამეთვალყურეო საბჭოში, ან გამოიწვიოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოდან.

ზ) დაამტკიცოს დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში;

თ) გადაწყვიტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი;

ი) აირჩიოს აუდიტორი და სპეციალური კონტროლიორი;

კ) მიიღოს გადაწყვეტილებები სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორების წინააღმდეგ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესახებ, ამ პროცესისთვის წარმომადგენლის დანიშვნის ჩათვლით;

ლ) მიიღოს გადაწყვეტილებები ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მ) მიიღოს გადაწყვეტილებები საზოგადოების ქონების შეძენის, გასხვისების ან გაცვლის გარიგებების (ან ერთმანეთთან დაკავშირებული ასეთი გარიგებების) შესახებ, ჩვეული საქმიანობის წარმართვის გარდა, რომელთა ღირებულებაც შეადგენს საზოგადოების ქონების საბალანსო ღირებულების ნახევარზე მეტს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

ყველა სხვა საკითხზე გადაწყვეტილებებს იღებენ სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები.

54.7. 54.6 მუხლში გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის 50%-ზე მეტის შესაბამისი აქციების მფლობელთა ხმა, გარდა „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა, რომელთა მისაღებად საჭიროა ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის 2/3-ზე მეტის შესაბამისი აქციების მფლობელთა ხმა და „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა, რომელთა მისაღებად საჭიროა ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის 3/4-ზე მეტის შესაბამისი აქციების მფლობელთა ხმა.

54.8. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევისას აქციონერები შეიძლება შეთანხმდნენ ხმების აკუმულირების მეთოდის გამოყენებაზე, რაც მდგომარეობს შემდეგში:

ა) ყოველი აქციონერი ანაწილებს მთელ თავის ხმებს წარმოდგენილ კანდიდატთა ნებისმიერ რაოდენობაზე ისე, რომ მის მიერ მიცემულ ხმათა ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს მის განკარგულებაში არსებულ აქციათა სრულ რაოდენობას;

ბ) აქციონერს შეუძლია თითოეული თავისი ხმით მხოლოდ მხარი დაუჭიროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატს (მის წინააღმდეგ ხმის მიცემა დაუშვებელია);

გ) თუ კანდიდატების რაოდენობა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დადგენილ რაოდენობაზე ნაკლებია ან ტოლია, მაშინ ყველა კანდიდატი, რომელმაც მიიღო თუნდაც ერთი ხმა, ავტომატურად ხდება სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ხოლო თუ კანდიდატების რაოდენობა აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დადგენილ რაოდენობას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებმაც მიიღეს ხმათა უმრავლესობა.

(საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1998. 25-26, გვ.36; საქართველოს 1998 წლის 9 ივნისის კანონი სსმ I, 1999 ., -24(31), მუხ.110)

მუხლი 55. სამეთვალყურეო საბჭო

55.1. სამეთვალყურეო საბჭო შედგება, სულ მცირე, სამი, არა უმეტეს ოცდაერთი წევრისაგან, ამასთან, წევრთა რაოდენობა სამზე გაყოფადი უნდა იყოს. წევრთა ორი მესამედი აირჩევა საერთო კრების მიერ, ხოლო ერთი მესამედი შეიძლება აირჩეს მუშა-მოსამსახურეთაგან (მუშა-მოსამსახურეთაგან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის წესი განისაზღვრება სპეციალური საარჩევნო დებულებით, რომელსაც იღებს საერთო კრება).

55.2. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრი საერთო კრების მიერ აირჩევა ოთხი წლის ვადით, მაგრამ უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგ მორიგი საერთო კრების მოწვევამდე. ვადამდე გადარჩევა შესაძლებელია საერთო კრების მიერ ნებისმიერ დროს. ყოველ წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გადადგეს. თუ წევრის გასვლიდან ექვსი თვის განმავლობაში არ აირჩა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი, მაშინ სასამართლოს, რომლის იურისდიქციის ტერიტორიაზე მდებარეობს საზოგადოება, შეუძლია ერთ-ერთი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან დირექტორის განაცხადით დანიშნოს ახალი წევრი თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

55.3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საზოგადოების დირექტორი ან სხვა პასუხისმგებელი აღმასრულებელი პირი.

55.4. სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეს. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ უნდა გაიმართოს ფარული კენჭისყრა. თუ კანდიდატები მიიღებენ ხმების თანაბარ რაოდენობას, მათ შორის უხუცესი დაინიშნება თავმჯდომარედ.

55.5. თავმჯდომარე (მისი არყოფნისას - მოადგილე) იწვევს სხდომებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი.

55.6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა, რვა დღით ადრე და სავარაუდო დღის წესრიგითურთ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიძლება სხვა წევრებით იქნენ წარმოდგენილნი, ოღონდ ერთი წევრი ერთი სხვა წევრით.

55.7. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია წევრთა სულ მცირე ნახევარი. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს (მისი არყოფნისას - მის მოადგილეს) შეუძლია, სულ მცირე რვა დღის ვადაში მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 25-%. თუ სამეთვალყურეო საბჭო კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარეს (მისი არყოფნისას - მოადგილეს) შეუძლია, სულ მცირე რვა დღის ვადაში მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილება-უნარიანია დამსწრეთა რაოდენობის მიუხედავად.

55.8. სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანები და კომპეტენცია:

ა) სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს დირექტორების საქმიანობას;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს დირექტორებისგან საზოგადოების საქმიანობის ანგარიში, მეკავშირე საწარმოებთან ურთიერთობის ჩათვლით;

გ) სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია გააკონტროლოს და შეამოწმოს საზოგადოების საბუღალტრო წიგნები, ასევე ქონებრივი ობიექტები, კერძოდ, საზოგადოების სალარო და ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა და მას შეუძლია ეს დაავალოს ცალკეულ წევრებს ან განსაზღვრულ ექსპერტებს;

დ) სამეთვალყურეო საბჭო იწვევს საერთო კრებას, თუ ამას საზოგადოების აუცილებლობა მოითხოვს;

ე) სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს წლიურ ანგარიშებს, მოგების განაწილების წინადადებასა და ინფორმაციას მდგომარეობის შესახებ და ამის თაობაზე მოახსენებს საერთო კრებას; ცნობაში სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მიუთითოს, თუ როგორ და რა მოცულობით შეამოწმა მან საზოგადოების ხელმძღვანელობა გასული სამეურნეო წლის განმავლობაში, წლიური ანგარიშისა და საქმიანობის ანგარიშის თუ რომელი ნაწილი შეამოწმა და გამოიწვიეს თუ არა ამ შემოწმებებმა საბოლოო შედეგების არსებითი ცვლილებები;

ვ) დირექტორების დანიშვნა და მათი გამოწვევა, ასევე მათთან სასამსახურო ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა;

ზ) სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, დირექტორებთან გარიგებების შესრულებისას წარმოადგინოს საზოგადოება, აგრეთვე საერთო კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების სახელით მათ წინააღმდეგ წარმართოს სამართლებრივი დავა. სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია, თუ საკითხი შეეხება მისი წევრის პასუხისმგებლობას, აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების გარეშე დირექტორების წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი; თ) დირექტორების ფუნქციები არ შეიძლება გადაეცეს სამეთვალყურეო საბჭოს.

55.9. მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი საქმიანობა:

ა) საწარმოთა 50%-ზე მეტი წილის შეძენა და გასხვისება;

ბ) უძრავი ქონებისა და მისი მსგავსი უფლებების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა ან იჯარით გაცემა, აგრეთვე წარმოების იჯარით გაცემა ან მისი საქმიანობის შეწყვეტა;

გ) ფილიალების შექმნა და მათი ლიკვიდაცია;

დ) წლიური ბიუჯეტის, როგორც საგეგმო ბალანსისა და მოგება-ზარალის გეგმის, ასევე ინვესტიციების გეგმის შედგენა, გრძელვადიანი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეფასება;

ე) ინვესტიციების დაბანდება ან ამოღება, რომელთა ოდენობა, ცალკე ან სამეურნეო წლის განმავლობაში, აღემატება გასული წლის ბოლოსათვის არსებული მდგომარეობით საზოგადოების მთელი ქონების საბალანსო ღირებულების 10%-ს;

ვ) სესხებისა და კრედიტების აღება, რომლებიც აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ ოდენობას;

ზ) სესხებისა და კრედიტების უზრუნველყოფა, თუ ისინი არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობას. ამგვარი უზრუნველყოფა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების მიმართ დაუშვებელია;

თ) ახალი სახის ეკონომიკური საქმიანობის დაწყება ან საქმიანობის არსებული სახის შეწყვეტა;

ი) სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების დადგენა; კ) ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებასა და სხვა მსგავს ურთიერთობებში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის უზრუნველყოფის პრინციპების განსაზღვრა;

ლ) სავაჭრო წარმომადგენლების (პროკურისტების) დანიშვნა და გამოწვევა.

მ) გადაწყვეტილების მიღება საზოგადოების აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვების შესახებ, თუ ამგვარი დაშვება საზოგადოებას აკისრებს კანონით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს;

ნ) მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების მიერ გამოშვებული აქციების ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსყიდვის შესახებ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

55.10. სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობისათვის გამოიყენება 9.7 და 56.4 მუხლები.

(საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი სსმ I, 1999 წ., -24(31), მუხ.110)

მუხლი 56. დირექტორები

56.1. საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ დირექტორებს.

56.2. დირექტორთა უფლებამოსილებები განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი შინაგანაწესით. თუ არ არსებობს ასეთი შინაგანაწესი, მაშინ გამოიყენება ხელმძღვანელობის ზოგადი უფლებამოსილებანი.

56.3. სააქციო საზოგადოებას სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში წარმოადგენენ დირექტორები.

იმ შემთხვევებში, როცა სახეზეა რამდენიმე დირექტორი, და ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, დირექტორები მხოლოდ ერთობლივად დებენ გარიგებებს და ასრულებენ ხელმოწერებს. ცალკეულ დირექტორებს შეიძლება მიენიჭოთ ზოგი გარიგების დადების ან განსაზღვრული სახის საქმიანობის გაძღოლის უფლებამოსილება. საზოგადოების მიმართ ნების გამომჟღავნების გამოსახატავად საკმარისია ნების გამომჟღავნება ერთი დირექტორის მიმართ. თუ დირექტორი რამდენიმეა, მაშინ წესდება შეიძლება აგრეთვე ითვალისწინებდეს, რომ ერთ რომელიმე მათგანს დამოუკიდებლად ან ერთ-ერთ სავაჭრო წარმომადგენელთან ერთად მიენიჭოს საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება; მაგრამ, ამავე დროს, შესაძლებელი უნდა იყოს, რომ დირექტორებს სავაჭრო წარმომადგენლების გარეშეც შეეძლოთ წარმოადგინონ საზოგადოება.

56.4. დირექტორებმა კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ უნდა შეასრულონ დაკისრებული ამოცანები. თუ დირექტორი არ შეასრულებს თავის მოვალეობას, ვალდებულია აუნაზღაუროს საზოგადოებას მიყენებული ზარალი, დირექტორები კი პასუხს აგებენ სოლიდარულად. თუ დადგენილია ზიანის ფაქტი, მაშინ დირექტორებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი უძღვებოდნენ საქმეს 9.7 მუხლის შესაბამისად. საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. ეს მოთხოვნა შეიძლება გამოიყენონ საზოგადოების კრედიტორებმა, თუ საზოგადოებისგან არ მიუღიათ მათი მოთხოვნების კომპენსაცია.

(საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი სსმ I, 1999 წ., -24(31), მუხ.110)

მუხლი 57. წლიური ანგარიში და მოგების გამოყენება. ქონების მოვლის ვალდებულება

57.1. დირექტორები ადგენენ წლიურ ანგარიშს და სამეურნეო მდგომარეობის ანგარიშს, ასევე წმინდა მოგების განაწილების წინადადებას სამეთვალყურეო საბჭოზე წარსადგენად. წმინდა მოგების განაწილების მოწონებულ წინადადებას სამეთვალყურეო საბჭო დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას. თუ დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭო ვერ შეთანხმდებიან წმინდა მოგების განაწილებაზე, მაშინ წმინდა მოგების განაწილების ორივე წინადადება უნდა აცნობონ საერთო კრებას. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება მთელი წმინდა მოგება დარჩეს საწარმოში და გათვალისწინებულ იქნეს ახალი ანგარიშის დროს.

57.2. არ შეიძლება მიეცეს აქციონერებს სხვა საზღაური გარდა საზოგადოების დივიდენდებისა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში აქციონერი, რომელმაც ეს საზღაური მიიღო, ვალდებულია უკან დააბრუნოს იგი ან ფულადი სახით აანაზღაუროს წარმოშობილი ქონებრივი ზარალი. დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭო ამ პრინციპის დარღვევისათვის საზოგადოების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად. საერთო კრებას არ შეუძლია უარი თქვას ამ უფლების გამოყენებაზე. ეს უფლება შეიძლება გამოიყენონ საზოგადოების კრედიტორებმა, თუ საზოგადოებიდან არ მიუღიათ მათი მოთხოვნების კომპენსაცია.

57.3 აქციონერს შეუძლია იყოს საქმიან ან შრომით ურთიერთობაში საზოგადოებასთან და მიიღოს მისგან საზღაური, რომელიც არ წარმოადგენს დივიდენდს.

(საქართველოს 1996 წლის 9 ივნისის კანონი სსმ I, 1999 წ., 24(31), მუხ.110)

მუხლი 58. რევიზია

58.1. მორიგი საერთო კრება ყოველწლიურად სამეთვალყურეო საბჭოს წინადადებით ირჩევს აუდიტორს, რომელიც საზოგადოებისგან, მისი დირექტორებისაგან და მათი აქციონერებისგან სამართლებრივად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი უნდა იყოს.

58.2. რევიზია მოიცავს ანგარიშგების, წლიური ანგარიშისა და საქმის წარმოების პრაქტიკის შემოწმებას. ყოველგვარი საგანგებო შემთხვევის შესახებ, განსაკუთრებით, სხვა საწარმოებთან საქმიანი ურთიერთობების თაობაზე ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოს აქციონერებს. ჩვეულებრივი წლიური ანგარიში უნდა შემოწმდეს რევიზიის აქტით. რევიზიის აქტიდან უნდა ჩანდეს, რომ სავალდებულო რევიზია ჩატარებულია საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების საფუძველზე, ასევე დირექტორების მიერ გაცემული განმარტებებისა და მტკიცებულებების, წლიური ანგარიშისა და სამეურნეო საქმიანობის ანგარიშის საფუძველზე, თუ ამ უკანასკნელში გამოხატულია წლიური ანგარიში, რომელიც შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ წესებს. აუდიტორებმა რევიზიის აქტში უნდა მიუთითონ შემოწმების ადგილი და დღე.

58.3. რევიზორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისას გამოიყენება მუხლი 56.4.

მუხლი 59. კაპიტალის შეძენის ღონისძიებები.
კაპიტალის გაზრდა საზოგადოების სახსრებიდან

59.1. გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის მომატების შესახებ უნდა განსაზღვრავდეს ნომინალურ თანხას, შესაძლოდ მაღალ გასაცემ თანხას, ფასიანი ქაღალდების დაყოფას, აქციების სახესა და მომატების ვადებს. არაფულადი შენატანისას დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შესრულებული შეფასების დასკვნა უნდა წარედგინოს სამეწარმეო რეესტრში საჯარო შემოწმებისთვის.

59.2. საერთო კრებას შეუძლია მოახდინოს კაპიტალის გაზრდა 59.1 მუხლის შესაბამისად, აგრეთვე ნებადართული კაპიტალის ფორმით. ე.ი. დირექტორები უფლებამოსილნი არიან სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით მომავალი ხუთი სამეურნეო წლის განმავლობაში საზოგადოების საწესდებო კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ გაზარდონ გადაწყვეტილებაში მითითებულ თანხამდე ახალი აქციების გამოცემის გზით. გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს, შეეხება თუ არა და რა მოცულობით შეეხება გაზრდა შეღავა- თიან ან ჩვეულებრივ აქციებს და წარმომდგენის თუ სახელობით აქციებს.

59.3. 52.4 მუხლის შესაბამისად, კაპიტალის შეძენის ღონისძიებათა შესახებ გადაწყვეტილება, 59.2 მუხლის წინაპირობების არსებობისას, შეიძლება ასევე ნებადართული კაპიტალის სახით იქნეს მიღებული.

59.4. 52.4 მუხლის მიხედვით, მუშა-მოსამსახურეებზე აქციების გასაცემად, კაპიტალის შეძენის ღონისძიებათა განსახორციელებლად, ასევე საზოგადოებების შერწყმის გამო საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პირობითი კაპიტალის დაშვების შესახებ. გადაწყვეტილება უნდა განსაზღვრავდეს პირობის დადგომის დროს და მისი გამოყენების წინაპირობებს ისე, რომ ამ პირობების დადგომა არ იყოს დამოკიდებული დირექტორებზე ან სამეთვალყურეო საბჭოზე. გარდა ამისა, გადაწყვეტილება უნდა განსაზღვრავდეს გასაცემი აქციების სახეს.

59.5. 59.2 მუხლით გათვალისწინებული ნებადართული კაპიტალი შეიძლება დაშვებულ იქნეს შესაბამისი ჩვეულებრივი ან შეღავათიანი აქციების ნახევრამდე ოდენობით, ხოლო პირობითი კაპიტალი მხოლოდ 52.4 მუხლით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების თანხის ან არა უმეტეს საწესდებო კაპიტალის საერთო თანხის ოდენობამდე.

59.6. კაპიტალის მომატების საკითხი შეიძლება ისე გადაწყდეს, რომ სარეზერვო ფონდები გარდაიქმნენ საწესდებო კაპიტალად. ამ შემთხვევაში დაუშვებელია აქციონერის მიერ აქციების უპირატესი შესყიდვის უფლების აკრძალვა.

59.7. სააქციო კაპიტალის მომატების ან 52.4 მუხლით განსაზღვრული კაპიტალის შეძენის ღონისძიებების მეშვეობით კაპიტალის შეძენის ყველა შემთხვევაში აქციონერებს აქვთ აქციების უპირატესი შეძენის უფლება მათ საკუთრებაში არსებულ აქციათა ნომინალური ღირებულების პროპორციულად. თუ გაიცემა ჩვეულებრივი ან შეღავათიანი აქციები ან აქციონერებს მიენიჭებათ 52.4 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, უპირატესი მიღების უფლება აქვთ მხოლოდ ჩვეულებრივ ან შეღავათიან აქციონერებს. ამ წესიდან გამონაკლისების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საერთო კრება 54.6 და 54.7 მუხლების შესაბამისად.

(საქართველოს 1996 წლის 9 ივნისის კანონი სსმ I, 1999 წ., - 24(31), მუხ.110)

თავი V

კოოპერატივი

მუხლი 60. ცნება

60.1. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე. კოოპერატივებს მიეკუთვნება:

ა) ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები, რომლებიც ამ ფორმით ნედლეულს მოიპოვებენ საკუთარი წევრებისთვის;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების კოოპერატივები;

გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნების დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის კოოპერატივები (სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივები);

დ) მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი სარეალიზაციო კოოპერატივები;

ე) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისთვის აუცილებელი მატერიალურ- ტექნიკური რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივი გამოყენების კოოპერატივები;

ვ) სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები.

ზ) სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

60.2. კოოპერატივის წევრს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სხვა კოოპერატივებში, თუ ეს უკანასკნელი მოწოდებულია ემსახუროს პირველი კოოპერატივის წევრთა შემოსავლის მიღების ან მათი მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას.

60.3. კოოპერატივი თავისი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით.

(საქართველოს 1996 წლის 13 ივნისის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1996წ. - 17, გვ.32; საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., 23-24, გვ. 9)

მუხლი 61. პაი. კოოპერატივში გაწევრიანება

61.1. კოოპერატივის წევრის მინიმალური პაის ოდენობა განისაზღვრება დამფუძნებლების მიერ. ყოველი პაი უნაშთოდ უნდა იყოფოდეს ორმოცდაათზე. კოოპერატივის ერთ წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე პაი.

61.2. სამეწარმეო რეესტრში კოოპერატივის რეგისტრაციის შემდეგ კოოპერატივში წევრად მისაღებად აუცილებელია შესვლის მსურველის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება კოოპერატივში შესვლის თაობაზე. მსურველი პირის მიღების შემთხვევაში კოოპერატივის გამგეობამ განცხადება უნდა გადასცეს სამეწარმეო რეესტრს კოოპერატივის წევრის სიაში ჩასაწერად. წევრობა წარმოიშობა განცხადების საფუძველზე რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

61.3. განცხადება არაორაზროვნად უნდა ასახავდეს კოოპერატივის წევრის ვალდებულებას, რომ იგი კანონისა და წესდების შესაბამისად შეიტანს დადგენილ შესატანს (პაის). თუ წესდებით განსაზღვრულია, რომ კოოპერატივის წევრებმა შეუზღუდავად ან შეზღუდულად საგარანტიო თანხის ოდენობით დამატებითი შესატანები უნდა შეიტანონ, მაშინ განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რომ კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად წევრად შემსვლელები გადაიხდიან დამატებით შესატანს შეუზღუდავად ან წესდებაში დათქმულ საგარანტიო თანხამდე ოდენობით.

მუხლი 62. წევრის გასვლა კოოპერატივიდან

62.1. ყოველ წევრს აქვს კოოპერატივიდან გასვლის უფლება ამის შესახებ განცხადების საფუძველზე. გასვლა დაიშვება მხოლოდ სამეურნეო წლის ბოლოს. განცხადება გასვლის შესახებ უნდა გაკეთდეს წერილობით სულ ცოტა სამი თვით ადრე გასვლამდე. წესდებით შეიძლება დადგინდეს უფრო ხანგრძლივი, ოღონდ არა უმეტეს ხუთი წლისა.

62.2. თუ წესდებაში შეიტანება ისეთი ცვლილება, რომელიც არსებითად ცვლის საწარმოს საქმიანობის საგანს, მაშინ კოოპერატივიდან გასვლა შეუძლია:

ა) საერთო კრების მონაწილე კოოპერატივის ყოველ წევრს, თუ მან უთანხმოება გადაწყვეტილების მიმართ ოქმში შეიტანა, ან თუ ოქმში მისი ჩაწერა უარყოფილ იქნა;

ბ) საერთო კრებაზე გამოუცხადებელ კოოპერატივის ყოველ წევრს, თუ იგი უსამართლოდ არ იქნა დაშვებული კრებაზე, ან თუ კრება არ იყო ჯეროვნად მოწვეული, ანდა თუ გადაწყვეტილების საგანი სათანადოდ არ იქნა გამოცხადებული.

62.3. 62.2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კოოპერატივიდან გასვლა ფორმდება წერილობით. განცხადება შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან, მაგრამ გასვლა ფორმდება სამეურნეო წლის ბოლოს.

62.4. კოოპერატივის წევრი შეიძლება გაირიცხოს კოოპერატივიდან სხვა კოოპერატივში წევრობის გამო, თუ ეს კოოპერატივი იმავე სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს და იმავე სახის საქმიანობას ეწევა. გარიცხვა მოხდება სამეურნეო წლის ბოლოს გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე. წესდებით შეიძლება განისაზღვროს კოოპერატივიდან გარიცხვის სხვა საფუძვლებიც.

62.5. გამგეობა მოვალეა სამეწარმეო რეესტრს წარუდგინოს ინფორმაცია კოოპერატივის წევრის გასვლის თაობაზე სულ ცოტა ექვსი კვირით ადრე იმ სამეურნეო წლის ბოლომდე, რომლის დამთავრებამდეც ხდება გასვლა. მანვე უნდა გადასცეს წერილობითი საბუთი, რომ გასვლა მოხდა დროულად.

62.6. კოოპერატივის წევრთა სიაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შეტანილი ის დასაბუთებული მიზეზი, რამაც გამოიწვია კოოპერატივის წევრის გასვლა. კოოპერატივის წევრი კოოპერატივიდან გასულად ითვლება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

62.7. გამსვლელთან საბოლოო ანგარიშსწორება ხდება ბალანსის საფუძველზე გასვლის დღისათვის. თუ კოოპერატივიდან გასვლა ხდება სამეურნეო წლის მანძილზე, მაშინ საფუძვლად აიღება ბოლო ბალანსი. კოოპერატივის წევრის აქტივები უნდა ანაზღაურდეს გასვლიდან ექვსი თვის განმავლობაში; კოოპერატივის რეზერვებსა და სხვა ქონების მიმართ მას, თანახმად ამ მუხლის მე-3 აბზაცისა, არა აქვს მოთხოვნის უფლება.

თუ ვალების დასაფარავად საკმარისი არ არის მთელი ქონება, რეზერვებისა და აქტივების ჩათვლით, მაშინ კოოპერატივიდან გასულმა წევრმა კოოპერატივს უნდა გადაუხადოს თავისი წილი ფულადი თანხიდან. ეს წილი დაიანგარიშება კოოპერატივის წევრთა რაოდენობის მიხედვით, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, რომ კოოპერატივის წევრებს, რომლებმაც პაი სრულად გადაიხადეს, გასვლის შემთხვევაში მიეცეთ პაის უკუმოთხოვნის უფლება ამ მიზნით წლიური ნაშთის საფუძველზე შექმნილი რეზერვიდან. ეს მოთხოვნა შეიძლება დამოკიდებული იყოს კოოპერატივის წევრად ყოფნის სტაჟზე ან შეიძლება წესდება სხვა პირობებსა და მოთხოვნის შეზღუდვებს ითვალისწინებდეს.

62.8. კოოპერატივის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს სამეურნეო წლის განმავლობაშიც თავისი პაი წერილობითი თანხმობით გადასცეს სხვა პირს 161 და ამით გამოვიდეს კოოპერატივიდან საბოლოო ანგარიშსწორების გარეშე, თუკი პრეტენდენტი მის მაგივრად ხდება ან უკვე არის კოოპერატივის წევრი. წესდება შეიძლება კრძალავდეს ან დამატებით პირობებს უყენებდეს ამგვარ გადაცემას. გამგეობამ ეს შეთანხმება დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს სამეწარმეო რეესტრს.

პაის გადაცემა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს სიაში შეტანილი გამსხვისებელ წევრთან. გასვლის თარიღად ითვლება რეგისტრაციის დღე.

62.9. კოოპერატივის წევრის გარდაცვალებისას წევრობა გადადის მის მემკვიდრეებზე. წევრობა მთავრდება იმ სამეურნეო წლის დასრულებით, როცა მოხდა სამკვიდროს გახსნა. რამდენიმე მემკვიდრეს შეუძლია საერთო კრებაზე ხმის უფლება განახორციელოს ერთი საერთო წარმომადგენლის მეშვეობით.

წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კოოპერატივის წევრი გახდება მისი მემკვიდრე. წესდებით წევრობის გაგრძელება შეიძლება დამოკიდებული გახდეს უფლებამონაცვლის პიროვნულ ფაქტორებზე. რამდენიმე მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში შეიძლება ასევე იყოს გათვალისწინებული, რომ წევრობა შეწყდება, თუ იგი არ გადაეცემა ერთ-ერთ მემკვიდრეს წესდებით გათვალისწინებულ ვადებში.

გამგეობამ კოოპერატივის წევრთა სიაში რეგისტრაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს სამეწარმეო რეესტრს შეტყობინება კოოპერატივის წევრის გარდაცვალების შესახებ.

მუხლი 63. საერთო კრება

63.1. კოოპერატივის წევრები თავიანთ უფლებებს კოოპერატივის საქმეების გამო ახორციელებენ საერთო კრებაზე, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

63.2. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ კანონით ან წესდებით არ არის გათვალისწინებული ხმების უფრო დიდი რაოდენობა ან სხვა დამატებითი მოთხოვნები. არჩევნებისათვის წესდებამ შეიძლება გაითვალისწინოს გამონაკლისი წესი.

63.3. ყოველ წევრს აქვს თითო ხმა. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს რამდენიმე ხმის უფლების მიცემას. იგი უნდა დაუწესდეს მხოლოდ იმ წევრებს, რომლებიც განსაკუთრებით უწყობენ ხელს კოოპერატივების საქმიანობის განვითარებას. რამდენიმე ხმის უფლების მიცემის პირობები წესდებით უნდა იქნეს დადგენილი. სამ ხმაზე მეტი უფლების მიცემა დაუშვებელია.

63.4. წევრმა პირადად უნდა განახორციელოს თავისი ხმის უფლება. არაქმედუნარიანი ან შეზღუდულ ქმედუნარიანი ფიზიკური პირების ხმის უფლებას, აგრეთვე იურიდიულ პირთა ხმის უფლებას განახორციელებს მათი კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობისა და კომანდიტურ საზოგადოებათა ხმის უფლებას ახორციელებს წარმომადგენლობაზე საამისოდ უფლებამოსილი პირი.

წევრმა ან მის წარმომადგენელმა შეიძლება გასცეს მინდობილობა კენჭისყრაზე. მინდობილობა გაიცემა წერილობით. რწმუნებულს აქვს უფლება შეცვალოს არა უმეტეს ორი წევრისა. რწმუნებულისათვის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პიროვნულ წინაპირობებსაც, კერძოდ, გამოირიცხოს იმ პირთა უფლებამოსილება, რომლებიც საქმიანობის სახით შესთავაზებენ ხმის უფლების განხორციელებას, ან საერთოდ გამორიცხოს წარმომადგენლობა რწმუნებულების გზით.

63.5. არავის არა აქვს უფლება თავისთვის ან სხვა პირისთვის განახორციელოს ხმის უფლება, თუ არსებობს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოსმენილი იქნეს მისი ან მისი წარმომადგენლის ანგარიში ან უნდა გათავისუფლდნენ ვალდებულებებისაგან, ან რომ კოოპერატივმა პრეტენზიები უნდა წამოაყენოს მისი ან შეცვლილი წევრის მიმართ.

63.6. საერთო კრებას იწვევს გამგეობა, თუ წესდებით ან ამ კანონით სხვა პირებიც არ არიან საამისოდ უფლებამოსილნი.

საერთო კრება, გარდა წესდებითა და ამ კანონში სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეულ უნდა იქნეს სულ ცოტა ერთხელ მაინც წელიწადში, თუ ამას კოოპერატივის ინტერესები მოითხოვს.

63.7. საერთო კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ წევრთა მეათედი ან წესდებაში საამისოდ აღნიშნული უფრო მცირე ნაწილი მათ მიერ ხელმოწერილ განცხადებაში მოითხოვს კრების მოწვევას კონკრეტული მიზნის მითითებით.

თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მაშინ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც აქვს კოოპერატივს იურიდიული მისამართი, შეუძლია საერთო კრების მოწვევის ან დღის წესრიგის გამოცხადების უფლებამოსილება მიანიჭოს იმ წევრებს, რომლებმაც წამოაყენეს მოთხოვნა. კრების მოწვევაზე ან გამოცხადებაზე სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილება უნდა გამოქვეყნდეს.

63.8. საერთო კრება მოიწვევა სულ ცოტა სამი კვირის ვადაში საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ოფიციალურ წესდებით განსაზღვრულ გაზეთში გამოქვეყნებით.

საერთო კრების დღის წესრიგი გამოცხადდება კრების მოწვევისას. იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც არ გამოცხადდება კრებამდე 3 დღით ადრე, გადაწყვეტილებები არ მიიღება. გამონაკლისია გადაწყვეტილებები კრების წარმართვის, აგრეთვე საგანგებო საერთო კრების მოწვევის შესახებ.

63.9. საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უნდა შედგეს ოქმი. იგი უნდა შეიცავდეს კრების ჩატარების ადგილსა და დღეს, კრების თავმჯდომარის სახელსა და გვარს, აგრეთვე მითითებას კენჭისყრის სახეობისა და შედეგების შესახებ და თავმჯდომარის დადგენილებას გადაწყვეტილების მიღებისა და ოქმის მიმართ სხვა განცხადებების შესახებ.

ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე და გამგეობის დამსწრე წევრები და მას ერთვის კრების მოწვევის მასალები. ყოველ წევრს უნდა მიეცეს უფლება გაეცნოს საოქმო ჩანაწერს. ოქმი უნდა ინახებოდეს კოოპერატივში და ეცნობოს სამეწარმეო რეესტრს.

63.10. საერთო კრება ამტკიცებს წლიურ ბალანსს. იგი იღებს გადაწყვეტილებას წლიური მოგების გამოყენების შესახებ, ან წლიური დანაკლისის დაფარვის თაობაზე, აგრეთვე გადაწყვეტილებას გამგეობის და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცების შესახებ. საერთო კრება უნდა ჩატარდეს სამეურნეო წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.

წლიური ბალანსი, მოხსენება მდგომარეობის შესახებ და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენება კრების ჩატარებამდე გამოკრულ უნდა იქნეს სულ ცოტა ერთი კვირით ადრე კოოპერატივის ოფისში ან გამგეობის მიერ განსაზღვრულ სხვა რომელიმე ადგილას, რათა წევრებს შეეძლოთ გაეცნონ მათ. ყოველ წევრს აქვს უფლება, საკუთარი ხარჯით მოითხოვოს წლიური ბალანსის, მდგომარეობის ამსახველი მოხსენებისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენების ასლები.

63.11. მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილების შეტანის ან ვადიანი კოოპერატივისათვის ვადის გაგრძელების თაობაზე, ამასთან გადაწყვეტილება სანოტარო წესით უნდა იქნეს დამოწმებული. ქვემოთ მოცემული ცვლილებების შესატანად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილე ხმების უბრალო უმრავლესობა (თუ წესდებაში სხვა რამ არ იქნება მითითებული):

ა) საქმიანობის საგნის შეცვლა;

ბ) პაის გაზრდა;

გ) რამდენიმე სავალდებულო პაით მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება;

დ) დამატებითი შესატანის გადახდის მოვალეობის შემოღება ან გაფართოება;

ე) კოოპერატივიდან გასვლის ვადის გაგრძელება 2 წელზე მეტი ვადით.

ვ) რეზერვებში გამსვლელ წევრთა მონაწილეობის დაწესება ან გაფართოება;

ზ) რამდენიმე ხმის უფლების დაწესება ან გაფართოება;

თ) პაის დაყოფა.

წესდების იმ ცვლილებისათვის, რომლითაც შემოღებული ან გაფართოებულია წევრის მოვალეობა კოოპერატივის ან სხვა საქმიანობის გამოყენების, ანდა სამსახურის შემოღების შესახებ საჭიროა ხმების ცხრა მეათედი. წესდება შეიძლება სხვა მოთხოვნებსაც ითვალისწინებდეს. კოოპერატივის ადგილსამყოფელის მიხედვით სამეწარმეო რეესტრში შეტყობინებამდე გადაწყვეტილებას ძალა არა აქვს.

მუხლი 64. წარმომადგენელთა კრება

64.1. თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა ხუთასზე მეტია, საერთო კრების ნაცვლად მოიწვევა წარმომადგენელთა კრება. თუ წევრთა რაოდენობა 200- ზე მეტია, შეიძლება წესდებამ განსაზღვროს, რომ საერთო კრების ნაცვლად ჩატარდეს წარმომადგენლების კრება.

64.2. წარმომადგენლად შეიძლება არჩეულ იქნას ყოველი ფიზიკური, ქმედუნარიანი პირი, რომელიც კოოპერატივის წევრია, მაგრამ არ არის არც გამგეობა- ში და არც სამეთვალყურეო საბჭოში.

64.3. წარმომადგენელთა კრება შედგება სულ ცოტა ორმოცდაათი წარმომადგენლისაგან, რომელთაც ირჩევენ კოოპერატივის წევრები. წარმომადგენლებს არა აქვთ უფლება თავიანთი უფლებამოსილება სხვა პირებს გადასცენ. მათ არც რამდენიმე ხმის უფლება აქვთ.

64.4. წარმომადგენლები აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. არჩევნებისას წევრთა წარმომადგენლობისათვის შესაბამისად, გამოიყენება 63.4 მუხლი. პირი წარმომადგენლად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ოთხ წელზე მეტი ვადით. წესდებამ უნდა განსაზღვროს:

ა) რამდენ წევრზე მოდის ერთი წარმომადგენელი;

ბ) წარმომადგენლობის დრო.

სხვა უფრო დაწვრილებითი დებულებები არჩევნების წესის შესახებ, შედეგების განსაზღვრის ჩათვლით შეიძლება ჩამოყალიბდეს გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ერთობლივად მიღებულ საარჩევნო დებულებაში. ამისათვის საჭიროა საერთო კრების თანხმობა. გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს ერთხმად.

64.5. ყოველი წარმომადგენლისათვის არჩეულ უნდა იქნეს თითო სათადარიგო პირი. თუ წარმომადგენელი განთავისუფლდება ვადის დამთავრებამდე, მაშინ მას შეცვლის სათადარიგო პირი. ეს პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ წარმომადგენელთან ერთად წარმომადგენელთა არჩევნებისათვის დადგენილი წესებით უფლებამოსალების იმავე ვადით.

64.6. არჩეულ წარმომადგენელთა და არჩეულ სათადარიგო პირთა სია გამოკრული უნდა იყოს 2 კვირის განმავლობაში კოოპერატივის ოფისში, რათა წევრები გაეცნონ მას. ამის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ოფიციალურ ან წესდებით განსაზღვრულ გაზეთში. სიის გამოკვრის ვადა იწყება გამოქვეყნების დღიდან. ყოველ წევრს მისი მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს სიის ასლი.

მუხლი 65. სამეთვალყურეო საბჭო

65.1. კოოპერატივს აქვს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება საერთო კრების მიერ დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით არჩეული არანაკლებ 3 და არაუმეტეს 15 წევრისაგან. წევრთა საჭირო რაოდენობა წესდებით განისაზღვრება. საერთო კრების გადაწყვეტილებით წევრებს უფლება აქვთ საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, მიიღონ განსაზღვრული გასამრჯელო. კრებამ შეიძლება გააუქმოს საბჭოს წევრობა საარჩევნო ვადის გასვლამდე. გადაწყვეტილებას სჭირდება დამსწრე ხმების სამი მეოთხედი.

65.2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს არა აქვთ უფლება იმავდროულად იყვნენ გამგეობის წევრები ან მათი მოადგილეები, ან სხვაგვარად წარმართონ კოოპერატივის საქმეები. გამგეობიდან გასული წევრები, მათი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება არჩეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოში.

65.3. სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს გამგეობას მისი საქმეების წარმოებაში მართვის ყველა დარგში და ამ მიზნით იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმეების მიმდინარეობის შესახებ. მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს გამგეობისაგან ანგარიში და უშუალოდ, ან მის მიერ განსაზღვრული პირების მეშვეობით, შეამოწმოს საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეამოწმოს წლიური ბალანსი, მდგომარეობის ანგარიში და წინადადებები წლიური მოგების განაწილების შესახებ, შემოწმების შედეგები მან უნდა მოახსენოს საერთო კრებას წლიური ბალანსის დადგენამდე. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მოიწვიოს საერთო კრება, თუ ეს აუცილებელია კოოპერატივის ინტერესებისათვის. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. საბჭოს წევრებს არა აქვთ უფლება თავიანთი ფუნქციების შესრულება გადააბარონ სხვა პირებს.

65.4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, წარმოადგინოს კოოპერატივი გამგეობასთან ერთად მესამე პირთან ხელშეკრულების დადებისას და წარმართოს პროცესები კოოპერატივის წევრების წინააღმდეგ, თუ ამას დაადგენს საერთო კრება. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება ყოველ კრედიტს, რომელიც მიეცემა გამგეობის რომელიმე წევრს, იგივე წესი მოქმედებს კრედიტის გაცემის შემთხვევაში გამგეობის წევრის თავდებად დადგომისას.

მუხლი 66. გამგეობა. დირექტორები

66.1. კოოპერატივის გამგეობა შედგება არანაკლებ ორი დირექტორისგან (გამგეობის წევრები). დირექტორები შეიძლება არ იყვნენ კოოპერატივის წევრები. წესდება შეიძლება სხვა პირობებსაც ითვალისწინებდეს.

166 66.2. დირექტორებს ირჩევენ 4 სამეურნეო წლის ვადით, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

66.3. სხვა დანარჩენ შემთხვევებში გამოიყენება მუხლი 9.

მუხლი 67. წლიური ანგარიში

კოოპერატივის წლიური ანგარიშის შემოწმებისათვის შესაბამისად გამოიყენება მუხლი 58.

მუხლი 68. მოგებისა და ზარალის განაწილება

წლიური ანგარიშის დამტკიცებისას კოოპერატივის წევრებისათვის გათვალისწინებული სამეურნეო წლის მოგება ან ზარალი უნაწილდებათ კოოპერატივის წევრებს. პირველი სამეურნეო წლისათვის განაწილება ხდება მათ მიერ შესრულებული შენატანების პროპორციულად, ყოველი მომდევნო წლისათვის კი - მოგების მიმატებითა და ზარალის ჩამოწერის გზით წინა სამეურნეო წლის ბოლოსათვის არსებული პაის საერთო თანხის პროპორციულად. მოგების მიმატება გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული პაის ოდენობა.

წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს მოგებისა და ზარალის განაწილების სხვა წესებს. სანამ არ მიიღწევა (ზარალის გამო შემცირებული) პაის ოდენობა, მოგება არ განაწილება.

წესდება ან საერთო კრების დადგენილება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ დაერიცხოს რეზერვს.

თავი VI
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 69. აქციათა რეესტრის წარმოება

1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე აქციათა რეესტრის წარმოების წესი და აქციათა რეგისტრატორების საქმიანობა მოწესრიგდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი მის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებებზე გავრცელდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს 1998 წლის 1 ოქტომბრამდე წარმოადგინოს კანონპროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

(საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1998წ. 25-24, გვ.36)

მუხლი 70. სახაზინო საწარმოების რეორგანიზაცია

1. სახელმწიფო ან ადგილობრივმა თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა 1999 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს სახელმწიფო 167 ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად უზრუნველყონ მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა (სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. რეორგანიზების შედეგად შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება წარმოადგენს სახაზინო საწარმოს უფლებამონაცვლეს.

3. არსებულმა სახაზინო საწარმოებმა რეორგანიზების პერიოდში ახალი ვალდებულებები შეიძლება იკისრონ მხოლოდ დამფუძნებელ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით. იგივე წესი გამოიყენება უძრავი ნივთების შეძენის, გასხვისების ან დატვირთვის შემთხვევაში.

(საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997წ., 6-13, მუხ.23; საქართველოს 1998 წლის 28 მაისის კანონი სსმ I, 1999 წ., 20(27), მუხ.100)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -
სახელმწიფოს მეთაური

ედუარდ შევარდნაძე
თბილისი, 1994 წლის 28 ოქტომბერი

დანართი

1. წლიური ბალანსის სტრუქტურა

1.1. წლიურ ბალანსში გამოყოფენ შემდეგ მუხლებს (მეურნეობის ცალკეული დარგისათვის შეიძლება დადგინდეს სხვაგვარი სტრუქტურა, რომელიც ამ დანართში მოცემული სტრუქტურის ტოლფასი იქნება), ამასთან, შესაძლებელია წლიური ბალანსის შემდგომი სტრუქტურული სრულყოფა:

აქტივში:

ა) საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ჯერ კიდევ შეუტანელი შესატანები, მათ შორის შესატანები, რომელთა შეტანის ვადა დამდგარია.

ბ) ძირითადი კაპიტალი.

1. ძირითადი საშუალებები

1.1. მიწის ნაკვეთები შენობა-ნაგებობებით.

1.2. მიწის ნაკვეთები შენობა-ნაგებობების გარეშე.

1.3. შენობა-ნაგებობები სხვისი მიწის ნაკვეთებზე.

1.4. მანქანები, დანადგარები, მოწყობილობა და სატრანსპორტო საშუალებები.

1.5. საწარმოო და სასამსახურო ინვენტარი.

1.6. სხვა ძირითადი საშუალებები.

1.7. დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებანი.

2. არამატერიალური აქტივები

2.1 კონცესიები, ინტელექტუალური საკუთრება და ლიცენზიები. 2.2. ფირმის ღირებულება (გუდვილი).

2.3. სხვა არამატერიალური აქტივები.

3. ფინანსური დაბანდებანი

3.1. მონაწილეობა სხვა საზოგადოებებში.

3.2 ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.

3.3. ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული სესხები, მათ შორის მიწის გირავნობით უზრუნველყოფილი.

გ) საბრუნავი საშუალებები

1. საწარმოო მარაგები.

1.1. ნედლეული და მასალები.

1.2. დაუმთავრებელი წარმოება.

1.3. მზა პროდუქცია, საქონელი.

2. სხვა საბრუნავი საშუალებები

2.1. მომწოდებლებსა და მოიჯარეებზე გაცემული ავანსები.

2.2. მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები.

2.3. მიღებული თამასუქები.

2.4. ჩეკები.

2.5. ნაღდი ფული სალაროში.

2.6. ფულადი საშუალებები საბანკო ანგარიშებზე.

2.7. მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებანი.

2.8. მოთხოვნები მეკავშირე (შვილობილი და სხვა) საწარმოების მიმართ.

2.9. საწარმოს ხელმძღვანელობისა და სამეთვალყურეო ორგანოების წევრებზე გაცემული კრედიტებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები.

2.10. საწარმოს პარტნიორებზე გაცემული კრედიტებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები.

2.11 სხვა საბრუნავი აქტივები.

დ) მომავალი პერიოდის ხარჯები

პასივში:

ა) საკუთარი კაპიტალი

1. კაპიტალი.

2. რეზერვები.

3. მიზნობრივი დაფინანსება.

4. გასული წლების გაუნაწილებელი მოგება.

5. გასული წლების დაუფარავი ზარალი.

6. სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი).

ბ) ანარიცხები

1. საპენსიო უზრუნველყოფის ანარიცხები.

2. სხვა ანარიცხები.

გ) მოზიდული კაპიტალი და დანარჩენი პასივები

1. ვალდებულებები ბანკების წინაშე.

1.1. გრძელვადიანი ვალდებულებები.

1.2. მოკლევადიანი ვალდებულებები, მათ შორის მიწის გირავნობით უზრუნველყოფილი.

2. სესხები

2.1. გრძელვადიანი სესხები.

2.2. მოკლევადიანი სესხები.

3. მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოშობილი ვალდებულებები

4. ვალდებულებები თამასუქების მიხედვით.

5. მიღებული ავანსები.

6. ვალდებულებები მეკავშირე (შვილობილი და სხვა) საწარმოების წინაშე.

7. ვალდებულებები პარტნიორების წინაშე.

8. ვალდებულებები მუშა-მოსამსახურეების წინაშე.

9. ვალდებულებები ბიუჯეტთან.

10. სხვა ვალდებულებანი.

დ) მომავალი პერიოდის შემოსავლები

1.2. თუ მეწარმეს არა აქვს რომელიმე მუხლში გათვალისწინებული მონაცემები, მაშინ ეს მუხლი ბალანსში არ აისახება.

1.3. თუ რომელიმე მუხლში გაერთიანებულია რამდენიმე მუხლის მონაცემები, მაშინ გასაგები და ნათელი წლიური ბალანსის შესადგენად საჭიროა ამის აღნიშვნა საქმიანობის შესახებ ანგარიშში.

მოთხოვნები და ვალდებულებები მეკავშირე საწარმოების მიმართ, როგორც წესი, ცალკე უნდა იქნეს წარმოდგენილი; თუ ისინი სხვა მუხლებშია გაერთიანებული, მაშინ ამის შესახებ უნდა მიეთითოს საქმიანობის ანგარიშში.

1.4. ჩამოწერები, ანარიცხები და რეზერვები წლიური ბალანსის შედგენის დროს უკვე გათვალისწინებული უნდა იყოს. ასეთივე წესი მოქმედებს კანონის ან საზოგადოების წესდების შესაბამისად, ან დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს მიერ რეზერვების შექმნისა და გახარჯვის შემთხვევაში. სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება ან დაუფარავი ზარალი ბალანსში აისახება ცალკე.

1.5. რადგანაც ბალანსის პასივში არ აისახება, ამიტომ საქმიანობის შესახებ ანგარიშში სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი:

ა) თამასუქების გადაცემისა და გადაყვანის (გადაპირების) პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვალდებულებები;

ბ) საგარანტიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები;

გ) სხვისი ვალდებულებებისათვის გარანტიების მიცემიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა;

ეს ვალდებულებები მაშინაც უნდა აღინიშნოს, როცა მათ უპირისპირდება ეკვივალენტური უკუმოთხოვნები. თუ არსებობს ვალდებულება ან პასუხისმგებლობა მეკავშირე საწარმოების მიმართ, მაშინ იგი ცალკე გამოიყოფა.

2. ნორმები წლიური ბალანსის ცალკეული მუხლების შესახებ

2.1. ძირითადი კაპიტალის შემადგენლობაში უნდა აისახოს მხოლოდ ის საშუალებები, რომლებიც საწარმოს საქმიანობისათვის ხანგრძლივად გამოიყენება. მათი სამეურნეო წლის განმავლობაში შემოსვლა, გასვლა, ჩამოწერები, სხვა ანგარიშებზე გადატანა უნდა აისახოს საქმიანობის შესახებ ანგარიშში.

2.2. მონაწილეობად ითვლება წილი საზოგადოებაში, რომლის ნომინალური ღირებულება აღემატება ამ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის მეოთხედ ნაწილს.

2.3. საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ცალკე უნდა იყოს ასახული მონაწილეობის ან ყველა სახეობის აქციის მთელი ნომინალური ღირებულება.

2.4. რეზერვების ასახვისას საქმიანობის შესახებ ანგარიშში ცალკე უნდა იყოს წარმოდგენილი თანხა, რომელიც რეზერვებში იქნა მიმართული წინა წლის და სამეურნეო წლის მოგებიდან; ასევე თანხა, რომელიც დაიხარჯა სამეურნეო წელს.

2.5. ანარიცხები შეიძლება შეიქმნას მოსალოდნელი ხარჯებისათვის და დაუმთავრებელი გარიგებებიდან მოსალოდნელი ზარალისათვის. გარდა ამისა, ანარიცხები შეიძლება შეიქმნას:

ა) სამეურნეო წელს განუხორციელებელი რემონტის, დასუფთავების, კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის, რომელიც მომდევნო წელს უნდა შესრულდეს;

ბ) გარანტიებისათვის, რომლებიც სამართლებრივი ვალდებულებების გარეშე წარმოიშვება. მუხლში „საპენსიო ანარიცხები“ აისახება ანარიცხები მიმდინარე პენსიებისათვის და პენსიების მოთხოვნის უფლებისათვის.

ანარიცხები მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით ცალ-ცალკე უნდა იყოს წარმოდგენილი. ანარიცხები არ შეიძლება შეიქმნას სხვა მიზნებისათვის.

2.6. მოთხოვნები არ შეიძლება გადაიფაროს ვალდებულებებით, გადაუხდელი მომსახურება - ვანსით, ხოლო უფლებები მიწის ნაკვეთზე - მიწის ნაკვეთის ვალდებულებითი დატვირთვით. არ შეიძლება რეზერვები, ფასშესწორებები და ანარიცხები აისახოს ვალდებულებებად.

2.7. ხარჯებისა და შემოსავლების გამმიჯნავი მუხლები აისახება:

ა) აქტივში - „მომავალი პერიოდის ხარჯების“ სახით - ბალანსის შედგენის თარიღის წინა პერიოდის გასავლები, რომლებიც მომდევნო პერიოდის დანახარჯებს წარმოადგენენ;

ბ) პასივში - „მომავალი პერიოდის შემოსავლების“ სახით - ბალანსის შედგენის თარიღამდე მიღებული თანხები, რომლებიც მომდევნო პერიოდის შემოსავლებს წარმოადგენენ.

3. ძირითადი კაპიტალის ობიექტების ღირებულების ასახვა

3.1. ძირითადი კაპიტალის ობიექტები შემოსავალში აიღება შეძენის ან წარმოებაზე გაწეული ხარჯების თანხით. ძირითადი საშუალებები ბალანსში უნდა აისახოს მათ შეძენაზე ან წარმოებაზე გაწეული ხარჯების თანხით დარიცხული ცვეთისა და ფასშესწორების გათვალისწინებით.

3.2. წარმოების ხარჯებში, სხვა ხარჯებთან ერთად, შეიძლება შეტანილ იქნეს მოხმარებული ძირითადი საშუალებების ცვეთა და ღირებულების სხვაგვარი შემცირება, აგრეთვე წარმოებისა და მმართველობის ხარჯების ის ნაწილი, რომელიც წარმოების პერიოდს ეკუთვნის. გასაღების ხარჯები არ ითვლება წარმოებისა და მმართველობის ხარჯებად.

3.3. არამატერიალური აქტივების ობიექტები ბალანსში შეიძლება აისახოს მხოლოდ მაშინ, როცა ისინი შეძენილია სასყიდლით.

3.4. საზოგადოების დაარსებისა და კაპიტალის პირველადი დაგროვების ხარჯები არ შეიძლება აქტივის მუხლად იქნეს ასახული. საწარმოს ამოქმედების ხარჯები შეიძლება აისახოს ნაგებობებისა და მოწყობილობების მშენებლობაზე გაწეული ხარჯების სახით. ეს თანხა უნდა გამოიყოს ცალკე და ყოველ მომდევნო სამეურნეო წელს დაიფაროს სულ ცოტა ერთი მეხუთედით ჩამოწერის გზით.

3.5. საწარმოს ან ფირმის ღირებულების გამოსახვისათვის, როგორც წესი, აქტივის ცალკე მუხლი გათვალისწინებული არ არის. თუ საწარმოს შეძენისათვის გაწეული საზღაური აღემატება შეძენის მომენტისათვის ამ საწარმოს ცალკეული ქონებრივი ობიექტების ღირებულებას, მაშინ ეს განსხვავება უნდა აისახოს საწარმოს ძირითადი კაპიტალის განაყოფში, როგორც „ფირმის ღირებულება”. თანხა აისახება ცალკე და ყოველ მომდევნო სამეურნეო წელს სულ ცოტა ერთი მეხუთედით უნდა დაიფაროს ჩამოწერის (ცვეთის) გზით.

4. ჩამოწერები და ფასშესწორებები

4.1. ძირითადი კაპიტალის იმ ობიექტებისათვის, რომელთა გამოყენების ვადა შეზღუდულია, შეძენის ან წარმოების ხარჯები უნდა შემცირდეს გეგმაზომიერი ჩამოწერებით (ცვეთა) ან ფასშესწორებებით. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისი ჩამოწერის მეთოდების გამოყენებით, ცვეთის გეგმამ შეძენის და წარმოების ხარჯები უნდა გაანაწილოს იმ სავარაუდო სამეურნეო წლებზე, რომელთა განმავლობაში შეიძლება ობიექტის გამოყენება.

4.2. ძირითად კაპიტალის ობიექტების მიმართ, მიუხედავად იმისა, შეზღუდულია თუ არა მათი გამოყენების ვადა, შეიძლება განხორციელდეს არაგეგმური ჩამოწერები და ფასშესწორებები, რათა ობიექტები აისახოს:

ა) უფრო დაბალი ღირებულებით, რომელიც მათ აქვთ ბალანსის შედგენის თარიღისათვის, ან

ბ) უფრო დაბალი ღირებულებით, რომელიც დასაშვებია მოგებიდან გადასახადით დაბეგვრის საფუძვლებიდან გამომდინარე. ისინი უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდოა ამ ობიექტებზე დაბალი ფასების ხანგრძლივად შენარჩუნება. ეს დაბალი ღირებულება შეიძლება შენარჩუნდეს მაშინაც, როცა არაგეგმური ჩამოწერებისა და ფასშესწორებების საფუძველი უკვე აღარ არსებობს.

5. საბრუნავ საშუალებათა ღირებულების ასახვა

5.1. საბრუნავი საშუალებები უნდა აისახოს შეძენის ან წარმოების ხარჯებით. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების გათვალისწინებით ერთგვაროვანი მარაგის ღირებულების დადგენისას შეიძლება დაშვებულ იქნეს, რომ პირველად ან ბოლოს შეძენილი ან წარმოებული საგნები გამოყენებულ ან გასხვისებულ იქნება პირველ რიგში ან სხვა თანამიმდევრობით.

5.2. თუ ბალანსის შედგენის თარიღისათვის შეძენის ან საწარმოების ხარჯები უფრო მეტია, ვიდრე საბირჟო ან საბაზრო ფასი, მაშინ საბრუნავი საშუალებები ბალანსში უნდა აისახოს მათ შორის უფრო დაბალი ფასით. თუ საბირჟო ან საბაზრო ფასი არ არის განსაზღვრული, ხოლო შეძენის ან წარმოების ხარჯები აღემატება იმ ღირებულებას, რომელიც საგნებს აქვთ ბალანსის შედგენის თარიღისათვის, მაშინ ბალანსში უნდა აისახოს ეს ღირებულება. საბრუნავი საშუალებები შეიძლება აისახოს უფრო დაბალი ღირებულებით, თუ ასეთი ასახვა:

ა) გონივრული კომერციული შეფასების თვალსაზრისით, აუცილებელია უახლოეს მომავალში ფასების მოსალოდნელი მერყეობის გამო, ამ საგნებზე ფასების შეცვლის თავიდან ასაცილებლად, ან

ბ) დასაშვებია მოგებიდან გადასახადით დაბეგვრის საფუძვლებიდან გამომდინარე. უფრო დაბალი ღირებულების შენარჩუნება შეიძლება მაშინაც, როცა საამისო საფუძველი უკვე აღარ არსებობს.

6. პასივის მუხლების ასახვა

6.1. საზოგადოების კაპიტალი უნდა აისახოს ნომინალური ღირებულებით.

6.2. ვალდებულებები უნდა აისახოს მათი უკან დასაბრუნებელი თანხით, ხოლო საპენსიო ვალდებულებები - მათი ფაქტობრივი ღირებულებით.

6.3. თუ ვალდებულებების ან სესხების უკან დასაბრუნებელი თანხა უფრო მეტია, ვიდრე მიღებული თანხა, მაშინ სხვაობა შეიძლება აისახოს აქტივში მომავალი პერიოდის ხარჯებში. იგი ცალკე აღინიშნება. თანხა შეიძლება დაიფაროს გეგმაზომიერი ჩამოწერების მეშვეობით, რომელიც გადანაწილდება მთელ პერიოდზე.

6.4. ანარიცხები უნდა შეიქმნას მხოლოდ გონივრული კომერციული შეფასებით აუცილებელი ოდენობით.

7. მოგებისა და ზარალის ანგარიშის სტრუქტურა

7.1. მოგებისა და ზარალის ანგარიშში, თუ მეურნეობის მოცემული დარგისათვის დადგენილი არ არის სხვაგვარი სტრუქტურა, რიგითობის მიხედვით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუხლები (ამასთან შესაძლებელია წარმოდგენილი სტრუქტურის სრულყოფა):

ა) ერთობლივ ხარჯთა მეთოდის გამოყენებისას:

1. პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) რეალიზაციიდან ამონაგები;

2. მზა პროდუქციისა და დაუმთავრებელი წარმოების ნაშთების ზრდა ან შემცირება;

3. სხვა კაპიტალიზებული საკუთარი სამუშაო;

4. წარმოებული პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) მთლიანი მოცულობა;

5. ნედლეულისა და მასალების ხარჯი;

6. დაქვემდებარებული საწარმოებიდან კუთვნილი შემოსავლები;

7. სხვა საწარმოებში მონაწილეობიდან მიღებული შემოსავლები;

8. სხვა ფინანსური დაბანდებებიდან მიღებული შემოსავლები;

9. სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური შემოსავლები;

10. ძირითადი კაპიტალის ობიექტების გაყიდვიდან და აფასებიდან მიღებული მოგება;

11. საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების შემცირებიდან მიღებული შემოსავლები;

12. შემოსავლები მოსალოდნელი ხარჯების დასაფარავად შექმნილი ანარიცხების გამოუყენებელი თანხებიდან;

13. საკუთარ თავზე აღებული სხვისი ზარალის შემცირებიდან მიღებული შემოსავლები;

14. სხვა შემოსავლები;

15. ხელფასები და გასამრჯელოები;

16. სოციალური გადასახდელები;

17. მოხუცებულთა უზრუნველყოფისა და თანადგომის ხარჯები;

18. მატერიალური და არამატერიალური ძირითადი კაპიტალის ობიექტების ღირებულების ჩამოწერები და ფასშესწორებები;

19. ფინანსური დაბანდებების ჩამოწერები და ფასშესწორებები;

20. სხვა საბრუნავი საშუალებების გასვლით ან ჩამოწერებით მიღებული ზარალი და მოთხოვნათა ფასშესწორება;

21. ძირითადი კაპიტალის ობიექტების გასვლის (ჩამოწერის, რეალიზაციის) შედეგად მიღებული ზარალი;

22. სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური ხარჯები;

23. საკუთარ თავზე სხვისი ზარალის აღებით გამოწვეული ხარჯები;

24. სხვა ხარჯები;

25. მოგება (ზარალი) ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობიდან;

26. გაუთვალისწინებელი შემოსავლები;

27. გაუთვალისწინებელი ხარჯები;

28. სამეურნეო წლის მოგება (ზარალი);

29. კონცერნში გადასარიცხი მოგება;

30. მოგებიდან გადასახადი;

31. წლიური წმინდა მოგება;

32. მიმართულია რეზერვებში და სხვა მიზნით

33. სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი);

ბ) რეალიზებულ პროდუქციაზე გაწეულ ხარჯთა (საბრუნავ ხარჯთა) მეთოდის გამოყენებისას:

1. პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) რეალიზაციიდან ამონაგები;

2. რეალიზებულ პროდუქციაზე (სამუშაოებზე, მომსახურებაზე) გაწეული ძირითადი ხარჯები;

3. შედეგი რეალიზაციიდან;

4. კომერციული ხარჯები;

5. მმართველობის ხარჯები;

6. სხვა საწარმოო შემოსავლები;

7. სხვა საწარმოო ხარჯები;

8. სხვა საწარმოებში მონაწილეობიდან მიღებული შემოსავლები;

9. სხვა ფინანსური დაბანდებებიდან მიღებული შემოსავლები;

10. სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური შემოსავლები;

11. ფინანსური დაბანდებების ჩამოწერები;

12. სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური ხარჯები;

13. მოგება (ზარალი) ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობიდან;

14. გაუთვალისწინებელი შემოსავლები;

15. გაუთვალისწინებელი ხარჯები;

16. სამეურნეო წლის მოგება (ზარალი);

17. კონცერნში გადასარიცხი მოგება;

18. მოგებიდან გადასახადი;

19. წლიური წმინდა მოგება;

20. მიმართულია რეზერვებში და სხვა მიზნით;

21. სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი).

7.2. თუ საწარმოს არ წარმოექმნება რომელიმე მუხლში გათვალისწინებული შემოსავლები ან ხარჯები, მაშინ ამ მუხლების ასახვა აუცილებელი არ არის.

7.3. თუ შემოსავლები და ხარჯები სხვა მუხლებშია მოცემული, ვიდრე ანალოგიური შემოსავლები და ხარჯები გასული სამეურნეო წლის მოგებისა და ზარალის ანგარიშში, მაშინ ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს საქმიანობის შესახებ ანგარიშში თანხების მითითებით.

7.4. საზოგადოების პარტნიორებზე გასანაწილებელი თანხები (დივიდენდები, წილი მოგებიდან) შესაბამისი წყაროების მითითებით სამეურნეო საქმიანობის შესახებ ანგარიშში უნდა აისახოს ცალკე.

8. ნორმები მოგებისა და ზარალის ანგარიშის ცალკეული მუხლების შესახებ

8.1. მოგებისა და ზარალის ანგარიშის 7.1 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების პირველ ქვეპუნქტებში აისახება შემოსავლები, რომლებიც მიიღება საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობისათვის დამახასიათებელი ტიპიური პროდუქციისა და საქონლის გაყიდვიდან ან სარგებლობაში გადაცემიდან, მომსახურების გაწევიდან, გადასახადებისა და ამონაგების შესწორებათა გამოკლებით.

8.2. 7.1 მუხლის „ა” პუნქტის მეორე ქვეპუნქტში მითითებულ ქონებრივ ცვლილებად ითვლება როგორც რაოდენობრივი, ასევე ღირებულებითი ცვლილება. ამასთან, ღირებულებათა განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ჩამოწერები, რომლებიც არ აღემატება საწარმოსათვის დადგენილ გეგმურ ჩამოწერებს.

არაგეგმური ჩამოწერები, აგრეთვე ჩამოწერები, რომლებიც გონივრული კომერციული შეფასებით აუცილებელია უახლოეს მომავალში ფასების მერყეობით გამოწვეული ფასცვლილებების თავიდან ასაცილებლად, ცალკე უნდა იქნეს ასახული ან მითითებული საქმიანობის შესახებ ანგარიშში.

საწარმოთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოგების ან მისი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები უნდა აისახოს ცალკე დასახელებით.

„გაუთვალისწინებელი შემოსავლების“ და „გაუთვალისწინებელი ხარჯების“ მუხლებში უნდა აისახოს ის შემოსავლები და ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობასთან. ისინი სახეობებისა და ოდენობის მიხედვით უნდა გაიშიფროს საქმიანობის შესახებ ანგარიშში, თუკი მათ საწარმოს საქმიანობის შეფასებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვთ. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე იმ შემოსავლებსა და ხარჯებზე, რომლებიც მიეკუთვნება გასულ სამეურნეო წლებს.

8.3. შემოსავალს, რომელიც მიღებულია მოგების მთლიანად ან ნაწილობრივი გადაცემის შესახებ საწარმოებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან, აკლდება თანხა, რომელიც ეკუთვნის გადამცემი საწარმოს დანარჩენ პარტნიორებს. თუ ეს თანხა მოგების ოდენობას აღემატება, მაშინ ეს ნამატი აისახება სხვისი ზარალის საკუთარ თავზე აღებით გამოწვეულ ხარჯებში. ამ შემოსავლებიდან სხვა თანხების გამოქვითვა დაუშვებელია.

8.4. გადასახადების სახით უნდა აისახოს ის თანხები, რომლებიც უნდა გადაიხადოს საწარმომ, როგორც ბეგარავალდებულმა პირმა.

9. საპენსიო გადასახდელების ასახვა

წლიურ ანგარიშგებაში უნდა გაიშიფროს სამეურნეო წელს გადახდილი თანხა, მათ შორის იურიდიულად დამოუკიდებელი სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში გადარიცხული საპენსიო გადასახდელების თანხა და მომდევნო ხუთი სამეურნეო წლის განმავლობაში ყოველწლიურად სავარაუდო გადასახდელი თანხები მათი პროცენტული გამოსახულებით.

10. ანგარიში სამეურნეო საქმიანობის შესახებ

10.1. სამეურნეო საქმიანობის შესახებ ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში უნდა აღინიშნოს აგრეთვე განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენები, რომლებიც მოხდა სამეურნეო წლის დამთავრების შემდეგ.

10.2. საქმიანობის შესახებ ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ასევე განმარტებები წლიური ანგარიშგების შესახებ. ამასთან, შეფასებისა და ჩამოწერის მეთოდები იმდენად სრულყოფილად უნდა იქნეს აღწერილი, რომ შესაძლებელი იყოს საზოგადოების ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობაზე სრული წარმოდგენის შექმნა. ამ მეთოდების დეტალური აღწერა აუცილებელი არ არის, თუ ისინი ბოლო სამი წლის განმავლობაში არ შეცვლილა და აღწერილი იყო წინა წლების ანგარიშში. ამასთან, საქმიანობის შესახებ ანგარიშში დახასიათებული უნდა იყოს ის განსხვავებები, რომლებიც ხელს უშლიან წინა წლის წლიური ანგარიშგების შედარებას ბოლო წლიურ ანგარიშგებასთან. კერძოდ, შეფასებისა და ჩამოწერის, მათ შორის არაგეგმური ჩამოწერისა და ფასშესწორების მეთოდების მნიშვნელოვანი ცვლილებები. დაწვრილებითი მონაცემების მოტანა აუცილებელი არ არის, თუ შეფასებისა და ჩამოწერის, მათ შორის არაგეგმური ჩამოწერის ან ფასშესწორების, მეთოდების შეცვლის შედეგად წარმოშობილი დამატებითი წლიური მოგება ან წლიური ზარალი არ აღემატება იმ თანხის ათ პროცენტს, რომელიც აღნიშნული ცვლილებების გარეშე უნდა ყოფილიყო მიღებული.

10.3. საქმიანობის შესახებ ყოველი ანგარიში უნდა შეიცავდეს:

ა) მონაცემებს ძირითადი და დამატებითი შენატანების შესახებ, რომლებიც რომელიმე პარტნიორმა ივალდებულა დამფუძნებლის ან აქციონერის უფლებით, ანდა საწესდებო კაპიტალის გასაზრდელად აქციების გაცემისას თავისი საზოგადოებისათვის ან დამოუკიდებელი საწარმოსათვის, ან იმ საწარმოსათვის, უპირველესი უფლების გამოყენებით, რომლის წილთა უმრავლესობას საზოგადოება ფლობს.

თუ სამეურნეო წელს მოხდა ამგვარი წილის გასხვისება, მაშინ იგი უნდა აღინიშნოს და მიეთითოს მიღებული შემოსავლის ოდენობა და მისი გამოყენების გზები;

ბ) სამეურნეო წელს საწესდებო კაპიტალის გაზრდისას მიღებულ წილებს;

გ) ნებადართულ კაპიტალს;

დ) საზოგადოების არაწევრთა უფლებას მოგების ან ლიკვიდაციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილზე, სამეურნეო წელს წარმოშობილი უფლებების მითითებით;

ე) პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წლიურ ბალანსში არ ასახულა, მათ შორის საკუთარი ვალდებულებებისათვის გაცემულ გარანტიებს;

ვ) ხელმძღვანელობისა და სამეთვალყურეო ორგანოს ან მსგავსი ორგანოების წევრთა მთელ შემოსავლებს (ხელფასებს, მოგების წილებს, ხარჯების კომპენსაციებს, სადაზღვევო თანხებს, პროვიზიას და ნებისმიერი სხვა სახის შემოსავლებს) ცალ-ცალკე თითოეული ორგანოს მიხედვით. მთელ შემოსავლებს მიეკუთვნება აგრეთვე შემოსავლები, რომლებიც კი არ გაიცემა, არამედ გარდაიქმნება სხვა სახის მოთხოვნებად ან გამოიყენება სხვა მოთხოვნების გასადიდებლად. მოცემული სამეურნეო წლის შემოსავლების გარდა, აისახება აგრეთვე ის შემოსავლები, რომლებიც მიიღეს მოცემულ სამეურნეო წელს, მაგრამ აქამდე არც ერთ ანგარიშში არ ყოფილა აღნიშნული. თუ საზოგადოების დირექტორები დამატებით შემოსავალს იღებენ საზოგადოების მეკავშირე საწარმოებიდან მათი კანონიერი წარმომადგენლის ან მოსამსახურის როლში საქმიანობისათვის, მაშინ ეს შემოსავლები უნდა აისახება ცალკე;

ზ) ყოფილი დირექტორების და მათი ოჯახის წევრების მთელ შემოსავალს (საბოლოო ანგარიშსწორებას, პენსიებს, დახმარებას მარჩენალის დაკარგვის გამო და სხვა ანალოგიურ შემოსავალს). თუ დირექტორები და მათი ოჯახის წევრები კომპენსაციებს ან პენსიებს იღებენ აგრეთვე მეკავშირე საწარმოებიდან, მაშინ ეს შემოსავლები ცალკე უნდა აისახოს;

თ) სამართლებრივ და კომერციულ ურთიერთობებს ქვეყნის შიგნით განლაგებულ მეკავშირე საწარმოებთან, აგრეთვე ამ საწარმოების სამეურნეო საქმიანობას, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ საზოგადოების მდგომარეობაზე.

ი) სხვის მონაწილეობას საზოგადოებაში, რომლის შესახებაც მას ეცნობა, ამასთან უნდა მიეთითოს, თუ ვის ეკუთვნის ეს წილი და აღემატება თუ არა იგი საზოგადოების ყველა წილის მეოთხედ ნაწილს, ან არის თუ არა ის აქციების უმრავლესობის მფლობელი.

10.4. ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს კეთილსინდისიერი და სარწმუნო ანგარიშგების პრინცი პებს. ანგარიში მზადდება იმ ზომით, რამდენადაც იგი შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესებს. ანგარიშში არ არის საჭირო დაწვრილებითი დეტალების აღწერა, თუ გონივრული კომერციული შეფასების თანახმად, ამ ცნობების აღნიშვნას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს საზოგადოებას ან მის მეკავშირე საწარმოს. თუ რომელიმე მონაცემი არ არის შეტანილი კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით, მაშინ საქმიანობის ანგარიშში, სადაც ეს მონაცემები უნდა იყოს ასახული, შესაბამისი ნორმების მინიშნებით უნდა მიეთითოს, რომ ამ მონაცემების მიმართ გამოყენებულია საიდუმლოების დაცვის წესები.

10.5. საქმიანობის შესახებ ანგარიშში უნდა იყოს საზოგადოების დირექტორებისა და სამეთვალყურეო ორგანოთა ყველა წევრის, აგრეთვე სამეურნეო წელს და მის შემდეგ გასული წევრების გვარი და სახელი სრულად. საჭიროა აგრეთვე მიეთითოს სამეთვალყურეო ორგანოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და საზოგადოების გამგეობის, თუ ასეთი არსებობს, თავმჯდომარის ვინაობა.

11. შემოწმების საგანი და მოცულობა

11.1. წლიური ანგარიშგება, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და საქმიანობის შესახებ ანგარიში უნდა შემოწმდეს საზოგადოებისაგან დამოუკიდებელი ერთი ან რამდენიმე აუდიტორის მიერ (დასკვნითი შემოწმება). ასეთი შემოწმების გარეშე წლიური ანგარიშგების მიღება დაუშვებელია.

11.2. წლიური ანგარიშგების შემოწმებით უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა წლიური ანგარიშგებისადმი კანონისა და წესდების მოთხოვნები და საქმიანობის შესახებ ანგარიშში მოტანილი მონაცემები ხომ არ შექმნის მცდარ წარმოდგენას საზოგადოებაში არსებულ საქმის ვითარებაზე.

11.3. თუ საზოგადოების დირექტორები შემოწმების შედეგებზე დასკვნის შედგენის შემდეგ შეცვლიან წლიურ ანგარიშგებას, მაშინ აუდიტორებმა ხელახლა უნდა შეამოწმონ წლიური ანგარიშგება.

11.4. აუდიტორებს ირჩევენ პარტნიორები ხმების უბრალო უმრავლესობით.

12. შემოკლებული ანგარიშგება მცირე საწარმოსათვის

მცირე საწარმოებს შეუძლიათ ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშის ნაცვლად ინვენტარიზაციის საფუძველზე შეადგინონ ქონებისა და ვალდებულებების ჩამონათვალი და შემოსავალ-გასავლის ანგარიში საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

(საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი, 1997., -1-2, გვ.9)

აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი 1994 წელი 28 ოქტომბერი

8 საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

▲back to top


საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონი (საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის კანონით (სამოქალაქო კოდექსით) შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით)

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის მიზანი

1. კანონის მიზანია:

ა) სამართლებრივად უზრუნველყოს მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობა და გააუმჯობესოს აგრარული სტრუქტურა;

ბ) თავიდან იქნეს აცილებული მიწის ნაკვეთების დაქუცმაცება და არარაციონალური გამოყენება.

2. კანონი განსაზღვრავს:

ა) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებისა და საადგილმამულო მეურნეობების შეძენისა და გასხვისების წესს;

ბ) სახელმწიფოს მონაწილეობას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად.

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.

2. კანონი მოქმედებს აგრეთვე:

ა) ნაკვეთებზე და ნაკვეთის ნაწილებზე, თუ ისინი მდებარეობენ დასახლებულ პუნქტებში და მიეკუთვნებიან საადგილმამულო მეურნეობას;

ბ) განაშენიანების ზონაში მდებარე ნაკვეთებზე, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ შეცვლილა.

გ) ტყის ფონდის იმ მიწებზე, რომლებითაც შეივსო სოფლის მოსახლეობის მიწის ნაკვეთები.

მუხლი 3. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ცნება

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის - მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე.

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება ასევე:

ა) კომლის (ოჯახის) საკუთრების წილი სოფლის, თემის, იურიდიული პირების საძოვრების, სათიბების, ტყეების ტერიტორიებზე;

ბ) სასოფლო -სამეურნეო მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი.

მუხლი 4. საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობის ცნება

1. საადგილმამულო (ფერმერულ) მეურნეობად ითვლება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მასზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყლბილობათა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს სასოფლოსამეურნეო წარმოების საფუძველს.

2. საადგილმამულო (ფერმერულ) მეურნეობად მიიჩნევა, აგრეთვე მებაღეობისა და მებოსტნეობის ამხანაგობათა და სააგარაკო ნაკვეთი, თუ მისგან მიღებული შემოსავალი შეადგენს ოჯახის შემოსავლის ნახევარზე მეტს.

3. საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობა შეიძლება არსებობდეს საკომლო (გლეხური, ფერმერული) მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო იურიდიული პირის სახით.

4. საკომლო მეურნეობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობა, რომელიც ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას, აგრეთვე მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების თანასაკუთრებას წარმოადგენს.

5. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წინში (საჯარო რეესტრ- ში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. მესამე პირებთან ურთიერთობაში საკომლო მეურნეობის სახელით გამოდის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, რომელსაც დანარჩენი მესაკუთრეები მიანიჭებენ ამგვარ უფლებამოსილებას. ეს პირი საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) შეიტანება საკომლო მეურნეობის თავკაცად.

6. იურიდიული პირი, რომელიც ეწევა შერეული სახის საქმიანობას, ჩაითვლება საადგიმამულო ფერმერულ) მეურნეობად, თუ იგი შემოსავლის ნახევარზე მეტს იღებს სასოფლო-სამეურნე საქმიანობით.

მუხლი 5. სოფლის მეურნის ცნება

1. სოფლის მეურნედ ითვლება სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ძირითად შემოსავალს (შემოსავლის ნახევარზე მეტს) იღებს ამ საქმიანობისაგან და დამოუკიდებლად უძღვება საადგილმამულო მეურნეობას, იმის განურჩევლად, იგი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა თუ ეს ნაკვეთი ხელშეკრულებით აქვს აღებული.

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიეცემა მხოლოდ იჯარით.

3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სოფლის მეურნის სტატუსს ანიჭებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) რეგისტრაციით.

4. სოფლის მეურნის სტატუსი უქმდება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) ჩანაწერის განუახლებლობის საფუძველზე.

5. სოფლის მეურნის სტატუსის მინიჭება, განახლება და გაუქმება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან
დაკავშირებული ურთიერთობების კერძო-სამართლებრივი

(სამოქალაქო - სამართლებრივი) შეზღუდვა

მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების უფლება

1. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისება დაშვებულია ჩვეულებრივი წესით, ასევე ზოგადი შეზღუდვებით, სპეციალური ნებართვის საფუძველზე.

2. სოფლის მეურნეობის სტატუსის მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის გარიგებების დროს გასხვისების ნებართვა საჭირო არ არის.

მუხლი 7. ამოღებულია

(საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის კანონით)

მუხლი 8. გასხვისებათა ზოგადი შეზღუდვა

1. მესაკუთრეს, რომელიც საადგილ-მამულო მეურნეობას უძღვება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში დასახელებულ პირებთან ერთად, შეუძლია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ან საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობა, ანდა საერთო საკუთრების თავისი წილი გაასხვისოს მხოლოდ ამ პირთა თანხმობით. თანხმობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით. თუ მესაკუთრე ვერ მიიღებს ასეთ თანხმობას, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

მუხლი 9. გამოსყიდვის სახელშეკრულებო უფლება

გამსხვისებელს შეუძლია შეუთანხმდეს შემძენს მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა შემძენი თავს დაანებებს მიწის დამუშავებას, თუ შემძენმა მიწის დამუშავებას თავი დაანება გამსხვისებლის გარადაცვალების შემდგომ. გამსხვისებლის იმ მემკვიდრეს, რომელსაც სურს თვითონ დაადმუშავოს მიწა, შეუძლია დამოუკიდებლად ისარგებლოს გამოსყიდვის უფლებით.

მუხლი 10. მოიჯარის მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება

1. საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობის გასხვისებისას მოიჯარეს აქვს უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ ათი წელია თვითონ უძღვება ამ მეურნეობას.

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გასხვისებისას მოიჯარეს აქვს უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ მოიჯარე უკვე არის სხვა საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობის მესაკუთრე ან უძღვება ასეთ მეურნეობას და იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მისი მეურნეობის მომიჯნავე ტერიტორიაზე.

მუხლი 11. საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება

1. საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობაზე საერთო საკუთრების წილის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს ნებისმიერ თანამესაკუთრეს, რომელსაც სურს თვითონ გაუძღვეს მეურნეობას.

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საერთო საკუთრების წილის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს ნებისმიერ თანამესაკუთრეს, რომელიც არის საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობის მესაკუთრე ან უძღვება ასეთ მეურნეობას და შესაძენი ნაკვეთი მდებარეობს მისი მეურნეობის მომიჯნავე ტერიტორიაზე.

მუხლი 12. სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება

1. სახელმწიფოს აქვს საადგილმამულო ფონდის მეშვეობით უპირატესი გამოსყიდვის უფლება.

2. სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენება:

ა) მესაკუთრის შვილს სურს მიიღოს საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობა და დამოუკიდებლად გაუძღვეს მას;

ბ) მესაკუთრე გარდაიცვალა და მის მემკვიდრეს სურს დამოუკიდებლად გაუძღვეს საადგილმამულო (ფერმერულ) მეურნეობას;

გ) მესაკუთრემ საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობა ან სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი გაასხვისა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ან იძულებით ჩამოერთვა.

3. თუ მესაკუთრეს რჩება ქმედუუნარო მემკვიდრეები, გამოსყიდვის უფლების გამოყენება არ შეიძლება მანამ, სანამ არ დადგინდება, შეუძლია თუ არა მემკვიდრეს დამოუკიდებლად გაუძღვეს მეურნეობას.

მუხლი 13. უპირატესი გამოსყიდვის უფლების ვადა

უპირატესი გამოსყიდვის უფლება უქმდება ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა უფლებამოსილმა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო, რომ მესაკუთრე თავს ანებებს მეურნეობის გაძღოლას.

მუხლი 14. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ღირებულება

გასხვისებისას სასოფო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი განისაზღვრება საბაზრო ღირებულებით, რომელიც მეტი ან ტოლია გამოსყიდვის მომენტისათვის ჩამოყალიბებული და ოფიციალურად დაფიქსირებული ღირებულებისა.

თავი III

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან
დაკავშირებული
ურთიერთობების საჯარო-სამართლებრივი
(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი) მოწესრიგება

მუხლი 15. გარიგებები, რომელთა ნამდვილობისათვის აუცილებელია სპეციალური ნებართა

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება და ხელშეკრულების საფუძველზე მიწის ნაკვეთის სხვა პირზე გადაცემა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას:

ა) სასოფლო-სამეურენეო დანიშნულების მიწების არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენებისათვის (მიზნობრივი გამოყენების შეცვლა);

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ზონისათვის გადაცემისას, როცა ნაკვეთი არ იქნება გამოყენებული სოფლის მეურნეობისათვის.

2. მიწის ნაკვეთის გასხვისებას უთანაბრდება:

ა) მიწის ნაკვეთზე საერთო საუთრების წილის სხვისთვის დათმობა ან მისი გასხვისება;

ბ) მიწის ნაკვეთის დატვირთვა უზუფრუქტის უფლებით. უზუფრუქტის წესს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

3. გასხვისების მომენტის დადგენისათივს გადამწყვეტი პირობაა:

ა) იმ ხელშეკრულების დადგენა, რომელითაც საკუთრება ენდა გადავიდეს შემძენზე;

ბ) მიწის ნაკვეთის ამოღების დაწყება;

გ) მიზნობრივი გამოყენების შეცვლისას ის გარიგება, რომლითაც უფლებამოსილ პირს ნება ეძლევა არასაოფლო-სამეურნეო სარგებლობისათვის გამოიყენოს მიწა ან მესაკუთრის ის ქმედება, რომელიც იწვევს საკუთრების მიზნობრივი გამოყენების შეცვლას;

დ) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის განაშენიანების ზონისათვის გადაცემის დაწყება.

მუხლი 16. გახვისების ნებართვის გამცემი ორგანო. განაცხადით მიმართვის უფლების მქონე პირებ

1. გასხვისების ნებართვის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს მიწის შესაბამისი სახელმწიფო სამახური, თუ საკითხი არ ექვემდებარება სასამართლო განხიდვას.

2. ნებართვის მისაღებად განაცხადით მიმართვის უფლება აქვს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს და იმ პირს, რომლის სასარგებლობაც იდება ეს ხელშეკრულება.

მუხლი 17. ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება

1. ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ერთ თვეში განაცხადის შემოსვლის დღიდან. თუ ამ კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული ორგანო ამ ვადაში ვერ მოასწრებს განაცხადების შემოწმებას და ვერ მიიღუბს გადაწყვეტილებას, მაშინ მან ახსნა-განმარტება უნდა მიცეს განმცხადებელს და ამასთანავე ამცნოს, რომ ნებართვის გაცემის ვადა კიდევ ერთი თვით გაგრძელდა.

2. თუ ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ვერ მიიღეს, მაშინ ნებართვა გაცემულად ითვლება და ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ განახორციელონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები.

3. უარი ნებართვის გაცემაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. გასაჩივრების უფლება აქვთ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს და იმ პირს, რომლის სასარგებლოთაც იდება ეს ხელშეკრულება.

4. თუ გაცემულ ნებართვას არ ეთანხმება ნებართვის გამცემი ორგანოს ზემდგომი ორგანო, მაშინ მას ასევე ერთი თვის ვადაში შეუძლია მიმართოს სასამართლოს ნებართვის შეცვლის ან გაუქმების მოთხოვნით.

5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში დასახელებული პირები არ გამოიყენებენ გასაჩივრების უფლებას, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილება ითვლება ძალაში შესულად.

მუხლი 18. საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) გასხვისებისა და ნებართვის რეგისტრაციის ვალდებულება

საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) შეიტანება როგორც გარიგება, რომელიც გასხვისების საფუძველი გახდა, ასევე ნებართვა. ნებართვა საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) შეიტანება მხოლოდ მაშინ, როცა გავა მისი გასაჩივრების ვადა და ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება უკვე ძალაშია შესული.

მუხლი 19. ნებართვის გაცემისას შეზღუდვა

1. ნებართვის გაცემაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:

ა) სივრცობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთი გასხვისების შედეგად პატარავდება ხუთ ჰექტარზე ნაკლებად;

ბ) ნაკვეთი გამოყენებული იქნება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გამოყენება არასასოფლო- სამეურეო დანიშნულებით, გარდა უშუალოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ნებართვის გაცემის აკრძალვა არ გამოიყენება:

ა) რაციონალური მიწათსარგებლობის პირობების შექმნისას, რომელსაც ახორციელებენ სათანადო სახელმწიფო ორგანოები;

ბ) რეკვიზიციისას;

გ) იძულებითი აღსრულებისას;

მუხლი 20. სანქციები მიწის დაუმუშავებლობისათვის

1. იმ მესაკუთრის მიმართ, რომელიც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ ამუშავებს მიწას, არ იხდის მიწათსარგებლობისათვის დადგენილ გადასახადს, არ უძღვება მეურნეობას და ასეთ შემთხვევაში იჯარითაც არ გასცემს სხვა პირზე, გამოყენებული იქნება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

2. მიწის ნაკვეთის შემძენ პირს ეკისრება იგივე ვალდებულებები, რაც საადგილმამულო მეურნეობას ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ამ კანონით.

მუხლი 21. გარიგებათა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ- სამართლებრივი შედეგები

1. გარიგება, რომელიც არ შეესაბამება მე-19 მუხლის მოთხოვნებს ან გასხვისების გარიგებათა შესახებ ამ კანონით გათვალისწინებულ პირობებს, ბათილია.

2. ნებართვის გამცემ ორგანოს შეუძლია გააუქმოს თავისი ნებართვა, თუ იგი გაიცა მიწის ნაკვეთის შემძენის მიერ წარმოდგენილი ყალბი მონაცემების საფუძველზე. თუ გასულია ათი წელი საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) გარიგების რეგისტრაციიდან, ნებართვის გამცემ ორგანოს არ აქვს ამ ნებართვის გაუქმების უფლება.

3. თუ საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) რეგისტრირებულია გარიგება, რომელიც შემდგომში ბათილად იქნა ცნობილი, ნებართვის გამცემ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო 187 რეესტრში) შესწორების შეტანა. შესწორების შემდეგ ნებართვა უქმდება.

4. საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობის ან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შესაბამისად ჰიპოთეკად ან გირაოდ გამოყენება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. წესები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ კანონით, რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონის (პარლამენტის უწყებანი, 23-24, 7 ივნისი, 1997) მე-2 მუხლში სიტყვები „მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ 1998 წლის 22 მარტამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ და შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 თებერვლამდე.“

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 20 მარტი.
N1300-II

საქართველოს კანონისასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, აპრილი, 1996., -007) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 -5 პუნქტები:

„3. მაღალმთიან რეგიონებში მიწა შეიძლება იყოს კერძო, სათემო და სახელმწიფო საკუთრებაში.

4. მაღალმთიანი რეგიონების სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სათემო ტრადიციები, მოქმედებს საძოვრების ფლობის სათემო წესი.

5. საძოვრები მაღალმთიან რეგიონებში საერთო სასოფლო და სათემო საკუთრებაა. სოფლებს შორის საძოვრების საზღვრები დგინდება ტრადიციულად არსებული მიჯნით, მოსაზღვრე სოფლების საკრებულოების შეთანხმების საფუძველზე. უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო. სათიბები არის საკომლო საკუთრება, მათ კომლთა შეთანხმების საფუძველზე ანაწილებს საკრებულო”.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. სოფლის ყოფილ მუდმივად მცხოვრებ პირთაგან მსურველებს სოფელი ან თემი აძლევს სოფელში უკან დაბრუნების საშუალებას სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწისა და სათიბი ფართობის გამოყოფით. დაცლილ სოფლებში დასახლების საკითხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთობლივად წყვეტენ სადაბო და სასოფლო თვითმმართველობის ორგანოები.

7. სოფლის საკრებულო ახლად დასახლებულებს ფინანსურ დახმარებას უწევს ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ფონდიდან, რომელიც იქმნება შემოწირულობების, ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის, საძოვრების გაქირავების, სხვადასხვა საწარმოო საქმიანობის, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯზე“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. დედოფლისწყაროს და მარნეულის რაიონების ტერიტორიაზე ზამთრის საძოვრების განსაზღვრული ფართობი მუდმივი სარგებლობისათვის გადაეცემა ახმეტის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებს. შესაბამისად, დედოფლისწყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონებს ახმეტის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების მაღალმთიან რეგიონებში მუდმივი სარგებლობისათვის გადაეცემათ საზაფხულო საძოვრები.

4. მაღალმთიან რეგიონებში არსებული ეროზიული მიწების დაცვისა და 189 აღდგენისათვის სახელმწიფო გამოყოფს მიზნობრივ თანხებს“.

4. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულია იჯარით ან გადაცემულია საკუთრებაში.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,
1999 წლის 9 ივნისი.
N 2082-II

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების პირველი, მე- 3 და მე-11 პუნქტები.

2. კომლებს (ოჯახებს), რომელთაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნით მიწის ნაკვეთები, მაგრამ დადგენილი წესით და ოდენობით არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ 1998 წლის 22 მარტამდე.

3. საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ამოქმედდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს კანონის გამოქვეყნებისთანავე.

4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 15 მაისი. N719

9 საქართველოს კანონი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

▲back to top


საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „მიწის რეგისტრაციის შესახებსაქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N29-30/5, 11 დეკემბერი, 1996) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების, კეთილმოწყობის ობიექტების, მიწისქვეშა და მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციების ტექნიკურ აღრიცხვა - დახასიათებას, ინვენტარიზაციასა და პასპორტიზაციას ახორციელებენ ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები, რომლებსაც მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო. აღნიშნული მონაცემები დადგენილი წესით წარედგინება საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურს და მათ სისწორეზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

საქართველოს კანონი მიწის რეგისტრაციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N29-30/5, 11 დეკემბერი, 1996) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ლიცენზიის მქონე“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1999 წლის 28 მაისი. N2021-II

საქართველოს კანონი მიწის რეგისტრაციის შესახებ

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონში გამოყენებული ცნებები

ამ კანონში გამოყენებულ ძირითად ცნებებს (ტერმინებს) აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

„კადასტრული რუკა“ - ამ კანონის მესამე თავში მითითებული რუკა ან რუკების ერთობლიობა.

„მიწის რეგისტრაცია“ - მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია.

„რეგისტრაცია“ - სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანა და უძრავი ქონების გრაფიკული ასახვა ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

„რეგისტრატურა“ - მიწის რეგისტრაციის სამსახური.

„სააღრიცხვო ბარათი“ - სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეულ მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლების ობიექტის გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც).

„სარეგისტრაციო ნომერი” - რეესტრით განსაზღვრული ნომერი, რომელიც მიეკუთვნება თითოეულ მიწის ნაკვეთს და მასთან დაკავშირებულ სხვა უძრავ ქონებას.

„საზღვრების დადგენა“ - საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის და სხვა უძრავი ქონების საზღვრების დადგენა.

„სერვიტუტი“ - სხვის საკუთრებაში არსებული მიწით და სხვა უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება ან ამ ქონების გამოყენებაზე დაწესებული რაიმე პირობა, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს (მაგალითად, სხვის ნაკვეთზე არსებული გზით, არხით, წყლით სარგებლობის უფლებას და სხვა).

„სარეგისტრაციო მოწმობა“ - მოწმობა, რომელშიც მოცემულია მიწისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დახასიათება და უფლებრივი დატვირთვა რეგისტრაციის მონაცემების შესაბამისად.

„სხვა უძრავი ქონება“ - მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა, ნაგებობები.

„რეგისტრაციის ზონა“ - მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით განსაზღვრული გეოგრაფიული ზონა.

„შეზღუდვა“ - რეგისტრატორის განკარგულება გარკვეული უძრავი ქონების მიმართ უფლების რეგისტრაციის შეზღუდვის შესახებ.

„შეზღუდვაზე შეთანხმება“ - მიწის და სხვა უძრავი ქონების გამოყენების შეზღუდვის აქტი.

„ჰიპოთეკა“ - კრედიტის მისაღებად მიწის და სხვა უძრავი ქონების გამოყენებისას კრედიტორის უფლება პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ამ ქონებიდან.

თავი II
მიწის რეგისტრაციის სისტემის ორგანიზება

მუხლი 2. მიწის რეგისტრაციის მიზნები

1. მიწის მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაცია (შემდგომში მიწის რეგისტრაცია) არის საქართველოს მიწის კადასტრის შემადგენელი ნაწილი და შეიცავს აუცილებელ მონაცემებს მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებულ ქონების ობიექტების საზღვრების, რაოდენობრივ-თვისებრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

2. მიწის რეგისტრაციის მიზანია მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ .

3. მიწის სახელმწიფო რეგისტრაციისას ურთიერთობათა ერთ მხარეს წარმოადგენს ამ ქონების მესაკუთრე ან ამ ობიექტის მიმართ სხვა კანონიერი სანივთო უფლების მქონე ნებისმიერი პირი: საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს და სხვა ქვეყნის იურიდიული პირი, საერთაშორისო ორგანიზაცია, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, მეორე მხარეს კი - მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

4. ამ კანონის მიღებამდე მიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენს სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ.

5. სახელმწიფო რეგისტრაცია საქართველოს ტერიტორიაზე ხდება საჯარო რეესტრში ამ კანონით განსაზღვრული ჩანაწერების წარმოების ერთიანი სისტემით.

მუხლი 3. რეგისტრაციის სახელმწიფო სამსახური

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

2. ამ კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით მეთოდურ მითითებებს, ინსტრუქციებს, კანონქვემდებარე აქტებს გამოსცემს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

3. რეგისტრაციის მიზნით საქართველოს ტერიტორია იყოფა რეგისტრაციის ზონებად (ძირითადად ადმინისტრაციული რაიონების და მსხვილი ქალაქების მიხედვით), ხოლო თითოეული რეგისტრაციის ზონა იყოფა სექტორებად (ძირითადად საკრებულოებისა და ქალაქების რაიონების მიხედვით), სექტორი,კვარტალებად, კვარტალი კი - ნაკვეთებად.

4. ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული ზონის რეგისტრატურის საზღვრებს ადგენს და მათი ფუნქციონირების საკითხებს წყვეტს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

5. ყოველი რეგისტრაციის ზონის ადმინისტრაციულ ცენტრში იქმნება გეოგრაფიული ზონის მიწის რეგისტრატურა. რეგისტრატურა, როგორც მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი ქვედანაყოფი, მიწის მართვის, მიწის კადასტრის სამუშაოების კოორდინაციის, მიწათმოწყობის ორგანიზების და მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებთან ერთად განაგებს მიწის რეგისტრაციას კონკრეტული ზონის ფარგლებში.

6. რეგისტრატურაში :

ა) ხდება მიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავი ქონების რეგისტრაცია.

ბ) დგება და ინახება გეოგრაფიული ზონის რეგისტრაციის კადასტრული რუკა და მიწის სარეგისტრაციო ბარათები.

გ) ინახება საკუთრების უფლების გადასვლასთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება, მემკვიდრეობის მოწმობა და სხვა აქტები, რომლებიც შეეხება უფლებას მიწაზე და უძრავ ქონებაზე, აგრეთვე ამ ქონების ტოპოგრაფიული გეგმები, ამ რეგისტრაციების ინდექსები და სხვა ჩანაწერები, რაც აუცილებელია უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის.

მუხლი 4. რეგისტრაციის ხელმძღვანელობა საქართველოში

მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციას ხელმძღვანელობს მთავარი რეგისტრატორი. თითოეულ ზონაში რეგისტრაციას ხელმძღვანელობს ზონის რეგისტრატორი, რომელიც პასუხისმგებელია მთავარი რეგისტრატორის წინაშე დოკუმენტაციის შენახვაზე და ზონის რეგისტრატურის მართვის სხვა ასპექტებზე.

მუხლი 5. რეგისტრატორის უფლებები

1. რეგისტრატორს უფლება აქვს : ა) გასცეს მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათზე რეგისტრირებული მონაცემების შემცველი მოწმობა, აგრეთვე ინფორმაციული ხასიათის ცნობა.

ბ) მოითხოვოს პირისაგან: მიაწოდოს მას ან მის წარმომადგენელს ინფორმაცია ან განმარტება მიწისა და სხვა უძრავი ქონების და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების შესახებ. წარმოუდგინოს საკუთრების შესახებ საბუთი, ტოპოგრაფიული გეგმა და სხვა საბუთები. ნებისმიერი პირი ვალდებულია დაუყონებლივ შეასრულოს აღნიშნული მოთხოვნა.

გ) შეასრულოს კანონით დადგენილი სხვა უფლებამოსილებანი.

2. ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიწის და სხვა უძრავი ქონების შემოწმების პროცესთან დაკავშირებული რეგისტრაციის ხარჯები, როდესაც ეს გამოწვეულია ქონების არაზუსტი დეკლარირებით, უნდა ანაზღაურდეს დეკლარაციის წარმომდგენი პირის მიერ.

მუხლი 6. რეგისტრატურის ბეჭედი და რეგისტრატურის მუშაკთა პასუხისმგებლობა

1. რეგისტრატურას აქვს თავისი ბეჭედი.

2. მთავარ რეგისტრატორს, რეგისტრატორს და რეგისტრაციის სხვა მუშაკებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა რაიმე ქმედებებთან ან უმოქმედობასთან დაკავშირებით, თუ ისინი გამომდინარეობს ამ კანონის მოთხოვნებიდან და შესრულებულია მათ შესაბამისად. 3. რეგისტრატორი არ არის პასუხისმგებელი, თუ ზარალი გამოწვეულია:

ა) მომჩივნის პირადი უპასუხისმგებლობით.

ბ) ნოტარიუსის მიერ დაშვებული შეცდომით. გ) საზღვრების კადასტრული კვლევისას ან აღწერისას დაშვებული შეცდომით.

4. რეგისტრატურის მუშაკის ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ორი წლის განმავლობაში პრეტენზიის წარმოშობიდან ან იმ მომენტიდან, როდესაც მომჩივანს ყველა შემთხვევაში უნდა სცოდნოდა პრეტენზიის საფუძველი.

მუხლი 7. უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათი

1. ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.

2. სააღრიცხვო ბარათი შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისაგან:

ა) საკუთრების განყოფილება - შეიცავს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების მოკლე აღწერილობას, მასთან დაკავშირებულ უფლებებთან და პირობებთან ერთად, ასევე სარეგისტრაციო კადასტრული (ინდექსირებული) რუკის მონაცემებსაც.

ბ) მესაკუთრის განყოფილება - მასში მოცემულია მესაკუთრის სახელი, გვარი, მამის სახელი და მისამართი; ჩანაწერი მესაკუთრის უფლების რაიმე შეზღუდვის შესახებ;

გ) ვალდებულებების განყოფილება - შეიცავს ყველა სახის ვალდებულებებს, სერვიტუტს, შეზღუდვებს, რომლითაც დატვირთულია მიწა და სხვა უძრავი ქონება.

დ) იჯარისა და ჰიპოთეკის (გირავნობის) განყოფილება - შეიცავს ყოველგვარ ჩანაწერს იჯარისა და ჰიპოთეკის (გირავნობის) შესახებ.

3. ნებისმიერ ახალ სააღრიცხვო ბარათს ადგენს ზონის რეგისტრატორი. რეგისტრატორი უფლებამოსილია გააუქმოს სააღრიცხვო ბარათში არსებული ნებისმიერი ჩანაწერი და გახსნას ახალი სააღრიცხვო ბარათი, თუ ძველმა ჩანაწერმა დაკარგა ძალა ან მასში ასახული მონაცემები ბათილი აღმოჩნდა. სააღრიცხვო ბარათის ფორმას ამტკიცებს მთავარი რეგისტრატორი.

4. რეგისტრაციის შემდეგ ყოველი მომდევნო შეთანხმება, რომელიც შეეხება ამ ქონების მიმართ წარმოშობილ უფლებებს, რეგისტრირებული უნდა იქნეს ამ კანონის შესაბამისად. მესაკუთრეს და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მხარეებს (ოჯახის წევრთა თანასაკუთრების შემთხვევაში კი - ოჯახის უფროსს) ეცნობება მიწასთან და სხვა უძრავ ქონებასთან დაკავ- შირებით რეესტრში ყოველი აღნიშვნის შესახებ.

მუხლი 8. სარეგისტრაციოდ წარდგენის ვადა

1. ყველა ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც გავლენას ახდენს მიწაზე ან მასთან დაკავშირებულ სხვა უძრავ ქონებაზე, რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 30 დღისა მისი შედგენიდან.

2. თუ დოკუმენტი წარდგენილ იქნება რეგისტრაციისათვის მისი შედგენიდან 30 დღის შემდეგ, მაშინ მოსაკრებლის გარდა დამატებით გადაიხდება თანხა ყოველ გადაცილებულ დღეზე არსებული წესით დადგენილი ნორმით.

მუხლი 9. სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნა

თუ რეგისტრატორი დარწმუნებულია, რომ რომელიმე პირი შეგნებულად არ ატარებს რეგისტრაციაში რაიმე უფლებას, რაც ამ კანონით ექვემდებარება რეგისტრაციას, მაშინ იგი წერილობითი შეტყობინებით ავალებს ამ პირს წარმოადგინოს დოკუმენტები სარეგისტრაციოდ და გადაიხადოს შესატანი, როგორც რეგისტრაციისათვის, ასევე საბუთების დაგვიანებით წარდგენისათვის.

მუხლი 10. რეგისტრაციის შეჩერება და მიწისა და სხვა უძრავი ქონების თანამფლობელთა რეგისტრაცია

1. თუ ქონების თაობაზე შეთანხმების შემომთავაზებელი პირი შუამდგომლობს რეგისტრატორთან ამ ქონებასთან დაკავშირებით სხვა პირის უფლების რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე და ქონების მესაკუთრე წერილობით ადასტურებს ამის თანხმობას, მაშინ ნებისმიერი დოკუმენტის რეგისტრაცია შეიძლება შეჩერდეს 15-30 დღის ვადით, შუამდგომლობის შემოსვლისა და რეგისტრატორის მიერ დამოწმების, აგრეთვე სააღრიცხვო ბარათზე შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების მომენტიდან. შეჩერების მიზანია არ დაუშვას ორმაგი გარიგების რეგისტრაცია.

2. ყოველი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს მიწაზე და მასთან დაკავშირებულ სხვა უძრავ ქონებაზე ორი ან მეტი პირის საკუთრების უფლების დამამტკიცებელ საბუთს, სარეგისტრაციო ბარათში იდენტურად ასახული უნდა იქნეს თითოეული თანამესაკუთრის წილი. თუ თითოეული მესაკუთრის წილის ოდენობა ცნობილი არ არის, მაშინ ყოველ თანამესაკუთრეზე აღირიცხება ქონების თანაბარი წილი, სანამ საწინააღმდეგო არ იქნება დამტკიცებული.

3. სარეგისტრაციო ბარათის ჩანაწერებით გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით დასაშვებია ოჯახის (კომლის) წევრთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ან სხვა სახის უძრავი ქონების რეგისტრაციისას „მესაკუთრის“ გრაფაში აღირიცხოს ოჯახის უფროსი (დანარჩენი წევრებისაგან დელეგირებული პირი), ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრების უფლებები აღირიცხოს „შეზღუდვის“ გრაფაში.

4. ანალოგიურად შეიძლება აისახოს სარეგისტრაციო ბარათზე უფლებები იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომელზეც თანამესაკუთრეთა რაოდენობა ორს აღემატება.

5. სარეგისტრაციო ბარათზე ქონების ასეთი ასახვა ტექნიკური ხასიათისაა და არ ზღუდავს რომელიმე თანამფლობელის კანონიერ უფლებებს.

თავი II
რუკები, ნაკვეთები, საზღვრები

მუხლი 11. რეგისტრაციის კადასტრული რუკა

1. რეგისტრატურაში აუცილებელად უნდა ინახებოდეს რუკა ან რუკების ერთობლიობა, რომლებიც აღრიცხულია, მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციის ზონის კადასტრული (ინდექსირებული) რუკები. ამ რუკების არსებობაზე პასუხისმგებელია რეგისტრატორი.

2. კადასტრულ რუკაზე მოცემული უნდა იყოს მიწის და სხვა უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი, საზღვრები, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სიტუაციური (გზები, მდინარეები, არხები, ელექტროგადამცემი ხაზები, ხევები, ხრამები და სხვა) და ყველა ის გეოდეზიურ-ტოპოგრაფიული მაჩვენებელი, რაც აუცილებელია საზღვრების დადგენისათვის, ნაჩვენები უნდა იყოს აგრეთვე სერვიტუტის საზღვრები.

3. ყოველ მიწის ნაკვეთს და სხვა უძრავ ქონებას აქვს ერთი რიცხვითი ნომერი, რომლითაც იგი იდენტურად აღრიცხულია როგორც სარეგისტრაციო ბარათზე, ისე რეგისტრაციის კადასტრულ რუკაზე. იმისათვის, რომ გაფართოვდეს ინფორმაცია, რომელსაც იძლევა კადასტრული რუკა, შესაძლებელია შედგეს გარკვეული უძრავი ქონების ტოპოგრაფიული გეგმა, რომლის არსებობა აღინიშნება სააღრიცხვო ბარათში.

4. კადასტრული რუკებისა და ტოპოგრაფიული გეგმების სტანდარტებს ამტკიცებს მთავარი რეგისტრატორი.

მუხლი 12. რეგისტრაციის კადასტრული რუკის შესწორება და ახალი დამატებები

1. რეგისტრატორს შეუძლია მოითხოვოს მიწის და სხვა უძრავი ქონების სამიწათმოწყობო გამოკვლევის ჩატარება და გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით შეასწოროს რეგისტრაციის კადასტრული რუკა, რის შესახებაც 20-30 დღით ადრე ატყობინებს დაინტერესებულ პირებს, ან თუ მოსალოდნელი სამუშაო მასშტაბურია, აქვეყნებს შეტყობინებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რათა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ საშუალება წამოაყენონ პრეტენზიები და დაესწრონ საზღვრების დადგენას.

2. რეგისტრატორს შეუძლია გასცეს მითითება ახალი კადასტრული რუკის ან მისი ნაწილის მომზადების შესახებ. ახალ რუკაზე მომხდარ ცვლილებებს რეგისტრატორი გააცნობს ამ ქონებაზე უფლების მქონე პირს ან პირებს. რაიმე შეუთანხმებლობის შემთხვევაში რეგისტრატორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 13. საზღვრები

1. რეესტრში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვარი.

2. საზღვრების დაფიქსირება ხდება მხოლოდ რეგისტრატორის მიერ, მოსაზღვრე მხარეების შეთანხმების და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანის საფუძველზე. ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებითია.

3. რეესტრში მითითებული უნდა იყოს საზღვარი ფიქსირებულია თუ მიახლოებითი.

4. თუ საზღვრის გატარებასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის მონაწილენი შეძლებენ შეთანხმებას, რეგისტრატორი შეასწორებს კადასტრულ რუკას და სარეგისტრაციო ბარათებს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად და არქივში ინახავს გადაწყვეტილებას ამ შეთანხმების თაობაზე.

5. საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით რაიმე გაურკვევლობის ან უთანხმოების წარმოშობისას, დავის მოგვარების მიზნით რეგისტრატორი დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე განიხილავს საკითხს, განსაზღვრავს და მიუთითებს მოდავე მხარეებს საზღვრის მდებარეობაზე.

მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში რეგისტრატორი წინადადებას აძლევს ერთ-ერთ ან ორივე მხარეს მიმართონ სასამართლოს 15 დღის განმავლობაში და აკეთებს ჩანაწერს სააღრიცხვო ბარათზე. თუ ამ ხნის განმავლობაში მხარეებმა სასამართლოს არ მიმართეს, მაშინ რეგისტრატორი ამას აღნიშნავს შესაბამისი ჩანაწერით.

მუხლი 14. საზღვრების დადგენა

1. რეგისტრატორი გარკვეული დროის განმავლობაში, მის ხელთ არსებულ საშუალებათა გამოყენებით ადგენს საზღვრის ხაზს.

2. საზღვრების დადგენის ერთადერთი იურიდიული საფუძველია სარეგისტრაციო ბარათებისა და სარეგისტრაციო რუკების მონაცემები, მიუხედავად იმისა ადგილზე საზღვარი არსებობს თუ არა. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე საზღვარი დაზიანებული, მოშლილი ან დამახინჯებულია, მისი აღდგენა ხდება რეგისტრატურაში არსებული მონაცემების შესაბამისად.

მუხლი 15. შეერთება და გაყოფა

1. როდესაც მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტები წარმოადგენენ ერთი მფლობელის საკუთრებას და მათზე ვრცელდება ერთნაირი უფლება-მოვალეობანი, მესაკუთრის თხოვნით რეგისტრატორს შეუძლია გააერთიანოს ისინი, რისთვისაც დახურავს ამ ქონებაზე არსებული ობიექტების სააღრიცხვო ბარათებს, გახსნის ახალს და აღნიშნავს ამას კადასტრულ რუკაზე.

2. თუ შემოთავაზებული განაწილებით ძირეულად იცვლება საკუთრების უფლება ქონებაზე, რაც უნდა რეგულირდებოდეს საკუთრების გადაცემის მეშვეობით, რეგისტრატორი უარს ამბობს ასეთ განაწილებაზე. რეგისტრატორს უფლება არა აქვს დაუშვას საკუთრების ობიექტების იმგვარი შეცვლა, რომ შეილახოს საკუთრების ობიექტის მიმართ პირების კანონიერი უფლებები.

3. თუ პირს სურს ნაწილებად დაყოს თავისი ქონება, რეგისტრატორი მოითხოვს მისგან შემოთავაზებული დაყოფის ტოპოგრაფიულ გეგმას. გეგმა შესრულებული უნდა იყოს ლიცენზიის მქონე ტოპოგრაფის მიერ და დამტკიცებული უნდა იქნეს შესაბამის ორგანოში, რომელიც დაადასტურებს მის შესაბამისობას მოქმედ კანონთან.

მუხლი 16. მიწის და სხვა უძრავი ქონების ნაწილის
საკუთრებაში გადასვლის რეგისტრაცია

სარეგისტრაციო ბარათში აღნიშნული მიწის და სხვა უძრავი ქონების არც ერთი ნაწილი არ შეიძლება გადავიდეს სხვის საკუთრებაში, თუ მესაკუთრემ წინასწარ არ დაყო ეს ქონება ამ კანონის თანახმად, თუ არ არის გახსნილი ახალი სააღრიცხვო ბარათები ამ ქონების თითოეული ნაწილისათვის და არ არსებობს საკუთრების უფლების გადასვლის დამადასტურებელი საბუთი.

თავი IV
მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია

მუხლი 17. პირველადი რეგისტრაცია და საჯაროობა

1. მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა.

2. პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე.

3. უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია გულისხმობს გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებულ და დოკუმენტირებულ იქნეს საკუთრება,უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები.

4. მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარების, მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემების რეესტრში ასახვის წესს ადგენს მთავარი რეგისტრატორი ცალკე ნორმატიული აქტით.

5. მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე მმართველობის ადგილობრივი ორგანოს შენობაში გამოკრული განცხადებით, რათა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა დაესწრონ მათთვის საინტერესო უძრავი ქონების საზღვრების დადგენას.

6. ამ მუხლის თანახმად, განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მიწა და ყველა სხვა სახის უძრავი ქონება, რომელზეც არ არის პრეტენზიები, რეგისტრირებულ იქნება სააღრიცხვო ბარათებსა და კადასტრულ რუკებზე. ამ მომენტიდან რეგისტრატორს შეუძლია გასცეს სარეგისტრაციო მოწმობები და ცნობები სააღრიცხვო ბარათებსა და კადასტრულ რუკებზე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

მუხლი 18. პირველად რეგისტრაციაზე პრეტენზიის გადაწყვეტა

1. მხარეთა მიერ მიღებული შესწორებები და მიღწეული შეთანხმებები უნდა გაფორმდეს წერილობით, ხელმოწერილ იქნეს მხარეების მიერ და დამოწმდეს სანოტარო წესით, რის შემდეგაც რეგისტრატორი შესაბამისად ჩაასწორებს კადასტრულ რუკას და სააღრიცხვო ბარათს.

2. დავას, რომელიც ვერ წყდება მხარეთა შეუთანხმებლობის გამო, წყვეტს სასამართლო. რეგისტრატორი წერილობით სთავაზობს ერთ,ერთ ან ორივე მხარეს მიმართონ შესაბამის სასამართლოს 15 დღის განმავლობაში და აკეთებს ჩანაწერს სარეგისტრაციო ბარათში. თუ წინადადების მიმღები პირი ამ ხნის განმავლობაში სასამართლოში საქმეს არ აღძრავს, ეს აღინიშნება შესაბამისი ჩანაწერით სააღრიცხვო ბარათში.

თავი V

სარეგისტრაციო მოწმობა

მუხლი 19. საკუთრების და იჯარის სარეგისტრაციო მოწმობა

1. უძრავი ქონების საკუთრების და იჯარის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს.

2. სარეგისტრაციო მოწმობა ასახავს ამ ქონების საკუთრების ან იჯარის უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულია სააღრიცხვო ბარათზე მისი გაცემის მომენტისათვის. მიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე, იჯარის ან გირავნობის ხელშეკრულებაზე ვრცელდება ის უფლებები და მოვალეობები, რაც ჩაწერილია სააღრიცხვო ბარათში, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ისინი არ არის აღნიშნული სარეგისტრაციო მოწმობაში.

3. სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა ქონების მესაკუთრის ან მოიჯარის განცხადებით.

4. მიწის და სხვა უძრავ ქონებაზე, ყოველ საიჯარო ხელშეკრულებაზე გაიცემა მხოლოდ ერთი სარეგისტრაციო მოწმობა.

5. სარეგისტრაციო მოწმობის ფორმას ამტკიცებს მთავარი რეგისტრატორი.

მუხლი 20. დაკარგული ან გაფუჭებული სარეგისტრაციო მოწმობა

თუ სარეგისტრაციო მოწმობა დაიკარგა ან გაფუჭდა, მფლობელს შეუძლია მოსთხოვოს რეგისტრატორს ახალი მოწმობა, რისთვისაც უნდა წარუდგინოს ახსნა-განმარტება მოწმობის დაკარგვის ან გაფუჭების თაობაზე. ამასთან, მფლობელმა უნდა გამოაქვეყნოს შეტყობინება აღნიშნულის შესახებ, რის შემდგომაც რეგისტრატორი გასცემს ახალ მოწმობას და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სააღრიცხვო ბარათში. თუ დაკარგული სარეგისტრაციო მოწმობა მოიძებნა, ის გადაეცემა რეგისტრატორს გასაუქმებლად.

მუხლი 21. კონტროლი და ასლი

ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს და გააკონტროლოს ნებისმიერი სააღრიცხვო ბარათი და მოითხოვოს მისი დამოწმებული ასლი, აგრეთვე რეგისტრაციაში ასახული კადასტრული რუკის ნაწილისა და საკუთრების ყველა დოკუმენტის ან ტოპოგრაფიული გეგმის ასლები წერილობითი განცხადებისა და სათანადო ანაზღაურების საფუძველზე.

თავი VI
მიწის და სხვა უძრავი ქონების იჯარის, ყიდვა-გაყიდვის,
გირავნობის ხელშეკრულებების და სხვა უფლებების რეგისტრაცია

მუხლი 22. ყიდვა-გაყიდვისა და იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაცია

მიწის და სხვა უძრავი ქონების გასხვისების ხელშეკრულება რეგისტრირებულ უნდა იქნეს სააღრიცხვო ბარათის შესაბამის განყოფილებაში.

მუხლი 23. გირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია

1. გირავნობის ხელშეკრულება ექვემდებარება რეგისტრაციას სააღრიცხვო ბარათის შესაბამის განყოფილებაში.

2. რეგისტრატორი ახდენს გირავნობით გათვალისწინებული თანხისა და პროცენტების გადახდის, აგრეთვე სხვა პირობების შესრულების ან არშესრულების რეგისტრაციას, რაც გამომდინარეობს გირავნობის ხელშეკრულებიდან.

3. ინფორმაცია გირავნობის შესახებ შესაბამისად აისახება საკუთრების ან იჯარის მოწმობაზეც.

მუხლი 24. გირავნობის ხელშეკრულების გაუქმება

გირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში რეგისტრატორი აუქმებს გირავნობის რეგისტრაციას წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

მუხლი 25. სარგებლობის უფლების მოწმობის რეგისტრაცია

1. საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობაზე ყველანაირი უფლებისათვის, უნდა შეიქმნას ცალკე სააღრიცხვო ფურცელი და ეს აისახოს უძრავი ქონების კადასტრულ რუკაზე.

2. მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაცია, შეიძლება მოხდეს უძრავი ქონების შეძენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

მუხლი 26. საკუთრების გადასვლის რეგისტრაცია

იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფომ, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეიძინა მიწა ან სხვა უძრავი ქონება, დადო საიჯარო ხელშეკრულება ან დააგირავა იგი კანონის საფუძველზე ან, როდესაც ასეთი უფლება მოპოვებულია სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, რეგისტრატორი, რომელიც ეყრდნობა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ ამ აქტებს, ახდენს რეგისტრაციას და ჩაწერს მესაკუთრედ სახელმწიფოს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ვისზედაც გადავიდა საკუთრების უფლება.

მუხლი 27. მიწის და სხვა უძრავი ქონების გაყოფის რეგისტრაცია

1. თუ თანამესაკუთრეების თანხმობა ქონების გაყოფაზე დადასტურებულია სანოტარო წესით, შეიძლება ამ ქონების რეგისტრაცია ცალ-ცალკე, დადგენილი წესის თანახმად.

2. რეგისტრაციაზე განაცხადს აკეთებს:

ა) ერთი ან რამდენიმე თანამესაკუთრე.

ბ) ყოველი პირი, რომლის სასარგებლოდაც მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება ქონების ერთი განუყოფელი ნაწილის გაყიდვის შესახებ.

3. გაყოფა ხდება ამ კანონის მე-15 მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 28. რეგისტრაცია მინდობილობით

მესაკუთრის განცხადებით, მისი ნდობით აღჭურვილი პირი რეგისტრირდება სააღრიცხვო ბარათის იმ ნაწილში, რომელიც განკუთვნილია მესაკუთრისათვის. ნდობით აღჭურვის დამამტკიცებელი საბუთის ორიგინალი ინახება რეგისტრატურის არქივში.

მუხლი 29. უფლებათა რეგისტრაცია სხვა სახელმწიფში გაცემული აქტის საფუძველზე

ნებისმიერი აქტი, რომელიც გაცემულია სხვა სახელმწიფოში და გამოიყენება მიწის და სხვა უძრავი ქონების მიმართ საქართველოში რეგისტრაციისათვის, უნდა დამოწმდეს ამ სახელმწიფოში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ.

თავი VII
სერვიტუტი, შეზღუდვაზე შეთანხმება და შეზღუდვა

მუხლი 30. სერვიტუტის რეგისტრაცია

1. სერვიტუტი რეგისტრირდება სააღრიცხვო ბარათის შესაბამის განყოფილებაში. დაინტერესებული პირი წარუდგენს რეგისტრატორს სერვიტუტის შექმნის აქტს, რომელმაც უნდა მოიცვას:

ა) სერვიტუტის არსი (ნატურა), სერვიტუტის მოქმედების პერიოდი, აგრეთვე პირობები და შეზღუდვები, რომლებიც გავლენას ახდენენ მის ეფექტურობაზე.

ბ) მიწის და სხვა უძრავი ქონება ან მისი ნაწილი, რომელსაც შეეხება ეს სერვიტუტი.

2. დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სერვიტუტი, უნდა დაერთოს საქმეს. იგი უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელიც აუცილებელია სერვიტუტის ადგილსამყოფელის ან განლაგების განსასაზღვრად.

მუხლი 31. შეზღუდვაზე შეთანხმების რეგისტრაცია

თუ დოკუმენტი მოიცავს შეზღუდვაზე შეთანხმებას, იგი წარედგინება რეგისტრატორს. რეგისტრატორი რეგისტრაციაში ატარებს მას სააღრიცხვო ბარათის შესაბამის განყოფილებაში და აკეთებს ჩანაწერს შეთანხმების თავისებურებების შესახებ ან ეყრდნობა შეთანხმების დოკუმენტს და ინახავს (დეპონირებას უკეთებს) მას.

მუხლი 32. შეზღუდვის რეესტრი

1. მოტყუების, არასწორი ან არასრულყოფილი მოქმედების თავიდან აცილების მიზნით, რეგისტრატორი იძლევა მითითებას სააღრიცხვო ბარათის შესაბამის განყოფილებაში შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებით ან მის გარეშე. რეგისტრატორს შეუძლია გასცეს ასეთი მითითება მას შემდეგ, რაც გაეცნობა იმ პირთა მიერ მიცემულ მტკიცებებს, რომელთა ინფორმაციასაც მიიჩნევს სარწმუნოდ. ეს შეზღუდვა კრძალავს ან ზღუდავს გარიგებებს კონკრეტულ ქონებაზე.

2. შეზღუდვა შეიძლება გავრცელდეს:

ა) გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

ბ) გარკვეული მოვლენის განხორციელებამდე.

გ) ახალი მითითების მიღებამდე.

3. რეგისტრატორი გასცემს მითითებას შეზღუდვაზე იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნებულია, რომ მფლობელის უფლება უძრავი ქონების განკარგვაზე შეზღუდულია. შეზღუდვის თაობაზე ჩანაწერი ეცნობება მესაკუთრეს ან მფლობელს.

მუხლი 33. შეზღუდვის აქტი და შეტყობინება

1. შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ რეგისტრატორი წერილობით ატყობინებს მფლობელს.

2. სანამ შეზღუდვა რეგისტრირებულია, არ შეიძლება ისეთი დოკუმენტის რეგისტრაციაში გატარება, რომელიც ეწინააღმდეგება მას, თუ არ იქნა რეგისტრატორის მითითება ან სასამართლოს გადაწყვეტილება.

მუხლი 34. შეზღუდვის შეცვლა

თუ მტკიცდება, რომ აღარ არსებობს გარიგებათა შეზღუდვის საფუძველი, დაინტერესებული პირის განცხადებით რეგისტრატორი აუქმებს ან ცვლის შეზღუდვას.

მუხლი 35. შეზღუდვაზე შეთანხმების დახურვა, სერვიტუტის შეცვლა

შეზღუდვის შეთანხმების დახურვის შესახებ მხარეთა ერთობლივი განცხადების 204 საფუძველზე ან აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში იმ პირის მიერ, ვის სასარგებლოდაც შედგენილია სერვიტუტი რეგისტრატორი აუქმებს ან ცვლის სერვიტუტს და შეზღუდვას.

თავი VIII
რეესტრის შესწორება და კომპენსაცია

მუხლი 36. შესწორებები რეგისტრატორის მიერ

1. რეგისტრატორს შეუძლია შეასწოროს სააღრიცხვო ბარათი ან რომელიმე დოკუმენტი შემდეგ შემთხვევებში:

ა) შეცდომების ან არასრულყოფილი მონაცემების არსებობისას, რომლებიც მატერიალურ ზეგავლენას არ ახდენენ მესაკუთრეთა ინტერესებზე.

ბ) როდესაც პირი წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ამტკიცებს საკუთრების ფაქტს.

გ) ყველა დაინტერესებული პირის თანხმობით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

დ) როდესაც ფართობის და საზღვრების განმეორებითი დაზუსტების შედეგად გამოირკვევა, რომ არაზუსტია კადასტრული რუკისა და სააღრიცხვო ბარათის ადრინდელი მონაცემები, ამასთან, რეგისტრატორი აღნიშნული ცვლილების შესახებ წინასწარ ატყობინებს რეესტრში ჩაწერილ დაინტერესებულ პირებს.

ე) მფლობელის გვარის, სახელის და მისამართის შეცვლისას და მფლობელის წერილობითი განცხადებით.

2. მთავარ რეგისტრატორს შეუძლია გადასინჯოს რეგისტრატორის გადაწყვეტილება სააღრიცხვო ბარათის შესწორების შესახებ.

მუხლი 37. კომპენსაციის მოთხოვნის პროცედურა

ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, რეგისტრატორი დაუყონებლივ იღებს გადაწყვეტილებას ექვემდებარება თუ არა ანაზღაურებას ხარჯი, ზარალი, რაც გამოწვეულია არასწორი ინფორმაციის რეგისტრაციით. პრეტენზიის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს სასამართლო.

თავი IX
რეგისტრატორის გადაწყვეტილება და საჩივარი

მუხლი 38. საჩივარი

1. თუ პირი არ ეთანხმება რეგისტრატორის გადაწყვეტილებას, მითითებას, განსაზღვრას ან მთავარი რეგისტრატორის წინაშე საკითხის წარდგენას, შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა აცნობოს რეგისტრატორს თავისი გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრის თაობაზე.

2. სარჩელის აღძვრის შესახებ შეტყობინებისთანავე რეგისტრატორი ამზადებს და უგზავნის შესაბამის სასამართლოს საქმესთან დაკავშირებულ მოკლე ანგარიშს და ურთავს მას მთავარი რეგისტრატორის და მოსარჩელის, აგრეთვე საჩივართან დაკავშირებული ყველა სხვა პირის შესახებ ინფორმაციებს.

3. როდესაც მომჩივანი მხარე მოითხოვს რეგისტრატორისაგან საქმის სასამართლოში გადაცემას, იგი რეგისტრატორთან ადეპონირებს საჭირო ოდენობის თანხას, რათა დაიფაროს დოკუმენტების მომზადების ხარჯები.

თავი X
მოსაკრებელი, რეგისტრაციის მოთხოვნათა შეუსრულებლობა

მუხლი 39. მოსაკრებელი

1. სარეგისტრაციო მოწმობის, სააღრიცხვო ბარათიდან ამონაწერის, დამოწმებული ასლის და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საბუთების მიღებისათვის, აგრეთვე ტოპოგრაფიული გეგმის შედგენის, გადამოწმებისა და სხვა სამუშაოების ჩატარებისათვის დაინტერესებული პირი იხდის სარეგისტრაციო მოსაკრებელს დადგენილი წესით.

2. მოსაკრებლის ოდენობასა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს პარლამენტი.

მუხლი 40. რეგისტრაციის მოთხოვნათა შეუსრულებლობა

1. ყოველგვარი მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, აგრეთვე არღვევს იმ ძირითად პრინციპს, რომ დაუშვებელია მიწის და სხვა უძრავი ქონებით სარგებლობა სათანადო უფლების რეგისტრაციის გარეშე, ექვემდებარება რეგისტრატორის მიერ დაჯარიმებას. საჯარიმო ქმედებათა ნუსხას და ჯარიმის ტარიფებს ადგენს საქართველოს პარლამენტი.

2. რეგისტრატორის გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს 15 დღის განმავლობაში მისი გამოცხადების ან შეტყობინების დღიდან იმ სასამართლოში, სადაც მოხდა კანონის დარღვევა.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე,

თბილისი,
1996
წლის 14 ნოემბერი.

10 საქართველოს კანონი სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

▲back to top


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზიით ნებადართული სამეწარმეო საქმიანობის სახეებსა და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს, ადგენს ლიცენზიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების წესსა და საფუძვლებს.

2. ამ კანონით დადგენილი წესით ლიცენზირებას ექვემდებარება სამეწარმეო საქმიანობა, რომელმაც შეიძლება განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სახელმწიფო უსაფრთხოებას ან საჯარო წესრიგს.

3. ეს კანონი განსაზღვრავს საქმიანობათა სახეებს, რომლებიც საჭიროებს ლიცენზიას, აგრეთვე იმ სახელმწიფო ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ ლიცენზია.

4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;

ბ) საქონლის (პროდუქციის, სამუშაოს, მომსახურების) საექსპორტო-საიმპორტო ურთიერთობებზე;

გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, ელექტროენერგეტიკის, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროებში კანონმდებლობით მოწესრიგებულ ურთიერთობებზე;

დ) კვების, მათ შორის, ბავშვთა კვებისა და თამბაქოს პროდუქციის წარმოებაზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამეწარმეო საქმიანობა - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა;

ბ) ლიცენზია - სახელმწიფო ორგანოს სპეციალური ნებართვა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს აძლევს უფლებას განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს გარკვეული სახის საქმიანობა;

გ) ლიცენზიის მაძიებელი - ლიცენზიის მიღების მსურველი რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი;

დ) ლიცენზიის გამცემი - სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გასცემს ლიცენზიას;

ე) სალიცენზიო რეესტრი (სახელმწიფო და უწყებრივი) - მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ლიცენზიის გაცემის, შეჩერების და გაუქმების მონაცემთა ერთობლიობის შესახებ;

ვ) ლიცენზიის მფლობელი - რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ზ) სალიცენზიო მოსაკრებელი - ლიცენზიის მაძიებლისათვის კანონით განსაზღვრული ოდენობით დაკისრებული გადასახდელი;

თ) შეტყობინება - ამ კანონით განსაზღვრულ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა წერილობითი ფორმით ინფორმირება მე-15 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყების შესახებ.

მუხლი 3. კანონის წინაშე თანასწორობა

ამ კანონის შესაბამისად, ლიცენზირებას ექვემდებარება როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი პირის საქმიანობა, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და რეგისტრაციის ადგილისა.

მუხლი 4. ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. საქართველოში ლიცენზირებას ექვემდებარება შემდეგი სამეწარმეო საქმიანობა, რომელზედაც ლიცენზიას გასცემენ ამ მუხლში ჩამოთვლილი ორგანოები:

ა) სადაზღვევო საქმიანობა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური;

ბ) საბანკო საქმიანობა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა - საქართველოს ეროვნული ბანკი;

გ) იარაღისა და საბრძოლო მასალების დამზადება, შეკეთება, ვაჭრობა - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსაზღვრული კვოტირების ფარგლებში);

დ) საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა, საზღვაო გადაყვანა და ბუქსირზიდვა - საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო;

ე) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობა (საბროკერო კომპანიების, ბროკერების, საფონდო ბირჟების, ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების საქმიანობა) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ვ) ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ზ) სამკურნალო საშუალებებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებების დამზადება, სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო;

თ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ი) საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა - საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო (კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში);

კ) სააუდიტორო ფირმების საქმიანობა - საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო;

ლ) კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა - საქართველოს განათლების სამინისტრო;

მ) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება და შეკეთება - საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტი.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები შესაბამის ტერიტორიაზე, ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნორმატიული აქტით, დამატებით განსაზღვრავენ ლიცენზიის გამცემ ორგანოებს.

მუხლი 5. ლიცენზიის გამცემი ორგანოს უფლებამოსილება

1. ლიცენზიის გამცემი სახელმწიფო ორგანო:

ა) გასცემს ლიცენზიას ამ კანონით გათვალისწინებულ სამეწარმეო საქმიანობაზე და აწარმოებს უწყებრივ რეესტრს;

ბ) კანონით დადგენილი წესით შეაჩერებს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად მიმართავს სასამართლოს ლიცენზიის გასაუქმებლად; გ) აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის შემდგენელ ორგანოს, ლიცენზიის გაცემის, შეჩერების ან გაუქმების თაობაზე;

დ) აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

2. ლიცენზიის ფორმა განისაზღვრება ლიცენზიის გამცემი ორგანოს ნორმატიული აქტით. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემი ორგანოს ნორმატიული აქტით მეწარმის უფლებების შეზღუდვა, დამატებითი ინფორმაციის ან ხარჯების გაწევის მოთხოვნა.

3. ლიცენზიის გამცემი სახელმწიფო ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის შემდგენელ ორგანოს, მიაწოდოს ინფორმაცია ყოველი ლიცენზიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე. ლიცენზიის გამცემი ორგანო ამასთანავე ვალდებულია, ყოველწლიურად, არა უგვიანეს 20 იანვრისა, მიაწოდოს იუსტიციის სამინისტროს ლიცენზიებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, მათ შორის, თუ რამდენმა და რომელი ლიცენზიის მფლობელმა გაასაჩივრა სასამართლოში ლიცენზიის გამცემი ორგანოს ქმედება. სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის ფორმას, ინფორმაციის მიწოდების ფორმებსა და წესს განსაზღვრავს იუსტიციის სამინისტრო.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მონაცემების კვარტალური გამოქვეყნება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

თავი II
ლიცენზიის გაცემის წესი

მუხლი 6. ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

2. ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას ახორციელებს ლიცენზიის გამცემი ორგანო მისი გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

3. ლიცენზიის გადაცემა სხვა პირისათვის აკრძალულია.

მუხლი 7. ლიცენზიის მიღების საფუძველი

1. ლიცენზიის მიღების საფუძველია ლიცენზიის მაძიებლის წერილობითი განცხადება.

2. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) ფიზიკური პირისათვის - სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემებს, ნომერს, პროფესიას, სამუშაო და საცხოვრებელ ადგილს;

ბ) იურიდიული პირისათვის - საფირმო სახელწოდებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს), წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელსა და გვარს; 210

გ) მითითებას, თუ რომელი სახის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს პირი.

3. კომერციული ბანკებისათვის ლიცენზიის მისაღებად საჭირო საბუთების ნუსხა განისაზღვრება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით.

4. განცხადებას უნდა დაერთოს სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მისაღებად ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების და პირობების დამატებითი ნუსხა შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

6. ლიცენზიის მფლობელი მისი საფირმო სახელწოდების (გვარის, სახელის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში ვალდებულია კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის გამცემ ორგანოს წერილობით აცნობოს ამის შესახებ და წარადგინოს სათანადო დოკუმენტები სახელმწიფო რეგისტრაციიდან 7 დღის განმავლობაში.

მუხლი 8. ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა

1. ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის მაძიებლის ან კანონით განსაზღვრული წესით მისი წარმომადგენლის წერილობით განცხადებაზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში.

2. ლიცენზიის გამცემი ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზირების პროცესში ჩართულ სამთავრობო დაწესებულებათა მონაწილეობით ქმნის მუდმივმოქმედ კომისიას.

3. კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს და განსაზღვროს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის პირობებს.

4. ლიცენზიის გამცემი ორგანო განხილვის შედეგების გათვალისწინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ლიცენზიის გაცემის შესახებ;

ბ) ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

5. ლიცენზიის გაცემაზე უარი უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და შეიცავდეს ლიცენზიაზე უარის თქმის საფუძველს.

6. თუ ლიცენზიის მაძიებელს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში არ გაეგზავნა შეტყობინება ლიცენზიის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე შეუდგეს ლიცენზიის მისაღებ განცხადებაში აღნიშნულ საქმიანობას.

მუხლი 9. ლიცენზიაზე უარის თქმის საფუძველი

1. ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეუძლია ლიცენზიის გაცემაზე უარი თქვას, თუ:

ა) წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს;

ბ) ლიცენზიის მაძიებელი ითხოვს ლიცენზიას იმ საქმიანობაზე, რომელზედაც მას უკვე გაუუქმდა ლიცენზია და გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი;

გ) ლიცენზიის მაძიებელს შეჩერებული აქვს ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ლიცენზიის შეჩერების საფუძველი.

2. დაუშვებელია ლიცენზიაზე უარის თქმა ლიცენზიების გაცემის რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.

მუხლი 10. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

1. თუ სალიცენზიო მოწმობა დაიკარგა ან დაზიანდა, მისი მფლობელი ან წარმომადგენელი მიმართავს ლიცენზიის გამცემ ორგანოს წერილობითი განცხადებით ასლის გაცემის თაობაზე.

2. ლიცენზიის გამცემი ორგანო სალიცენზიო მოწმობის ასლს გასცემს მხოლოდ სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსათვის მიმართვის შემდეგ რეესტრში შესაძლო ცვლილებების შეტანის შესახებ.

3. ლიცენზიის გაცემის თაობაზე სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს შესაბამისი ცვლილება სალიცენზიო მოწმობის ასლის გაცემის შესახებ.

4. სალიცენზიო მოწმობის ასლს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც ლიცენზიის დედანს.

მუხლი 11. სალიცენზიო მოსაკრებელი

1. სალიცენზიო მოწმობის გაცემისათვის, ისევე როგორც ასლის გაცემისათვის, ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი იხდიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

2. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, მისი ბიუჯეტში ჩარიცხვისა და უკან დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

თავი III
ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და გაუქმება

მუხლი 12. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება

1. ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე, თუ მისი მფლობელი არღვევს ლიცენზიის პირობებს ან ლიცენზიით ნებადართულ სამეწარმეო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მის მფლობელს ლიცენზიის შეჩერების მოტივისა და საფუძვლის მითითებით, აღინიშნება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

3. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების აკრძალვას ლიცენზიის განახლებამდე. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება დაიშვება მხოლოდ გონივრული ვადით.

4. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესრულებამდე, მაგრამ გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უმეტეს 3 თვისა.

5. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებული პირობებისა და მოთხოვნების შესრულების შემდეგ ლიცენზიის მოქმედება განახლდება მისი გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

6. გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

7. ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ გადაწყვეტილება შეიტანება როგორც უწყებრივ, ისე სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრებში და ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

მუხლი 13. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის გაუქმების საფუძველია:

ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;

ბ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);

გ) ლიცენზიის შეჩერების ვადის გასვლა;

დ) სპეციალური კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები;

ე) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური (სამი და მეტი) დარღვევა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ მისი გამცემი ორგანოს განცხადების საფუძველზე იღებს შესაბამისი სასამართლო განსჯადობის მიხედვით.

3. ლიცენზიის გამცემი ორგანო გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ იღებს 5 დღის ვადაში იმ დღიდან, რაც მისთვის ცნობილი გახდება ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.

4. ლიცენზიის გამცემი ორგანო:

ა) ლიცენზიის გაუქმების შესახებ, მისი გაუქმების საფუძვლების მითითებით, წერილობით აცნობებს ლიცენზიის მფლობელს;

ბ) შეაქვს ცნობები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და აღნიშნულის შესახებ აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს;

გ) გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

თავი IV
რეესტრი

მუხლი 14. სალიცენზიო რეესტრი და მისი წარმოება

1. სალიცენზიო რეესტრი ორი სახისაა:

ა) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი;

ბ) სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრი.

2. ლიცენზიის გამცემ ორგანოს ლიცენზიის მონაცემები შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

3. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეიტანება:

ა) მონაცემები ლიცენზიის მფლობელის შესახებ (საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები, ადგილსამყოფელი, თუ ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური პირია - სახელი, გვარი და მისი საცხოვრებელი ადგილი, ასევე, მონაცემები მისი საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ);

ბ) ლიცენზირებადი საქმიანობის სახე (სახეები);

გ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი;

დ) მონაცემები ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლების, ლიცენზიის გაუქმების ან ლიცენზიის ასლის გაცემის თაობაზე.

4. ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია:

ა) ლიცენზიის თაობაზე უწყებრივ რეესტრში შეტანილი მონაცემები, შეტანიდან 10 დღის ვადაში, აცნობოს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს;

ბ) მონაცემები ლიცენზიის გაცემის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლების ანდა ლიცენზიის გაუქმების, ან ლიცენზიის ასლის გაცემის თაობაზე მიაწოდოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

5. სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მიზანია შეიქმნას ლიცენზიების გაცემის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზა.

6. სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შეიტანება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები, ლიცენზიის გამცემი ორგანოს იურიდიული მისამართი და ლიცენზიაზე ხელმომწერი პირის ვინაობა.

7. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს და წერილობით მოითხოვოს უწყებრივი რეესტრისა და სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მონაცემები.

მუხლი 15. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შეტყობინების ვალდებულება

1. ზოგიერთი სახის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება საჭიროებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის სავალდებულო შეტყობინებას.

2. სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება სამეწარმეო საქმიანობის შემდეგი სახეობები, რომელთა შესახებ შეტყობინება უნდა მიეწოდოს ამ მუხლში ჩამოთვლილ ორგანოებს:

ა) ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციას;

ბ) ქვეყნის ტერიტორიის აეროფოტოგრაფირება, სახელმწიფო გეოდეზიური ქსელის შექმნა, რუკებისა და გეგმების გამოცემისთვის საჭირო სამუშაოები - საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტს;

გ) სატრანსპორტო ექსპედიტორების საქმიანობა - საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს; დ) საავიაციო სამუშაოები - საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს;

ე) მოქალაქეთა დასაქმებასთან (მათ შორის, საზღვარგარეთ) დაკავშირებული საქმიანობა - სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს;

ვ) გეოლოგიური საქმიანობა - გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტს.

3. შეტყობინება კეთდება განცხადების ფორმით, რომელიც შეიცავს:

ა) ფიზიკური პირისათვის - მონაცემებს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის, პროფესიის, საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ბ) იურიდიული პირისათვის - მონაცემებს საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართი), წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ;

გ) მითითებას, თუ რომელი სახის სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს პირი და სად.

4. მეწარმე ვალდებულია საქმიანობის დაწყების თაობაზე შეატყობინოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დაწყებიდან არა უგვიანეს 15 დღეში.

5. სახელმწიფო ორგანო ვალდებულია შეტყობინების შესახებ განცხადების მიღებიდან 3 დღეში გასცეს შეტყობინების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

თავი V
ლიცენზირებასთან დაკავშირებული დავა

მუხლი 16. ლიცენზიის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება

ლიცენზიის გამცემი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ლიცენზიის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 17. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

ლიცენზიის გამცემი ორგანოს, თანამდებობის პირთა და ლიცენზიის მფლობელთა პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი VI
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 18. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიები

1. ამ კანონის ამოქმედებიდან ლიცენზირებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობა.

2. პირები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონით განსაზღვრულ, ლიცენზირებას დაქვემდებარებულ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაც მიღებული აქვთ ლიცენზია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი არიან მისი ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში წერილობით მიმართონ ლიცენზიის გამცემ ორგანოს ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შესატანად, ამ კანონით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონის ამოქმედებამდე მიღებული ლიცენზიები ითვლება გაუქმებულად.

4. ლიცენზიები, რომელთა გაცემის თაობაზე განცხადება შეტანილია ამ კანონის ამოქმედებამდე, გაიცემა მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადოს კანონპროექტი სამორინეებისა (კაზინოების) და სხვა აზარტული თამაშობების მოწყობისა და საქმიანობის შესახებ.

6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ ერთი თვის ვადაში მოამზადოს კანონპროექტი კვების, მათ შორის, ბავშვთა კვებისა და თამბაქოს პროდუქციის წარმოების ლიცენზირების შესახებ.

მუხლი 19. კანონის ამოქმედების ღონისძიება

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 1999 წლის 1 ივნისამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს კანონპროექტი „სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“.

თავი VII
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 20. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.

2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 7 მარტის N281 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში სატრანსპორტო მომსახურების რეგულირებისა და ლიცენზირების დროებითი დებულების შესახებ“;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 24 აპრილის N465 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის შესახებ“;

გ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 25 მარტის N180 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში ავტოსატრანსპორტო მომსახურების რეგულირებისა და ლიცენზირების შესახებ“;

დ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ნოემბრის N812 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებისა და ორგანიზაციის შესახებ“;

ე) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 6 თებერვლის N54 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში საერთაშორისო ტურისტული საქმიანობის ლიცენზირებისა“ და „საერთაშორისო ტურისტული საქმიანობის ლიცენზირებაზე გამოსაღების გადახდის წესისა და მისი ოდენობის შესახებ” დებულებათა თაობაზე“;

ვ) „ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის და საფონდო ბირჟების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N211 დადგენილების 2.13 -2.17, 6.3. 6.4 პუნქტები;

ზ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 16 მაისის N264 დადგენილება „საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

თ) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის N221 ბრძანებულება „საქართველოში სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების შემოღების შესახებ“;

ი) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 29 აგვისტოს N568 ბრძანებულება „ლიცენზირების და სერტიფიკაციის სრულყოფის, სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისაგან დაცვის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“; კ) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 4 იანვრის N4 ბრძანებულება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1999 წლის 14 მაისი.

11 საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

▲back to top


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი I. ტერმინთა განმარტება

ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს ამ კანონის ტექსტში აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

„ადმინისტრატორი” - ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) ან სარევიზიო კომისიის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან ერთ ან მეტ პირთან ერთად უფლებამოსილია იკისროს ვალდებულებები ბანკის სახელით;

„ბანკის ფილიალი“ - ბანკის ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება საბანკო საქმიანობა ან მისი ნაწილი;

„ბანკთან დაკავშირებული პირები“ - ბანკის ადმინისტრაციული მუშაკები და პარტნიორები (აქციონერები), მათთან ცოლ-ქმრული, ახლონათესაური კავშირის მქონე ან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები;

„ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი“ - ახლონათესაურ კავშირში მყოფ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი ან პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, ბანკის გარდა, სხვა კომერციული ინტერესებით;

„კომერციული ბანკი“ - საკრედიტო დაწესებულება, რომელიც მოგების მიზნით ეწევა საბანკო საქმიანობას;

„კრედიტი“ - დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;

„ოპციონი“- ვალდებულების შესრულების საშუალების, ფორმის, მოცულობის ამორჩევის უფლება, რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობებით ენიჭება ერთ-ერთ მონაწილე მხარეს ან ხელშეკრულებით (კონტრაქტით) განპირობებულ გარემოებათა გამო ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის უფლება;

„საბანკო ლიცენზია“- საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების ნებართვა;

„საბანკო საქმიანობა“ - ამ კანონის 21-ე მუხლში ჩამოთვლილი საქმიანობის სახეობანი; „საბლანკო კრედიტი“ - კრედიტი, რომელიც გაიცემა სასაქონლო-მატერიალური ან ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფის გარეშე;

„სავალო ინსტრუმენტი“ - ნებისმიერი მიმოქცევადი სავალო საბუთის და ამ საბუთის ექვივალენტური სხვა ნებისმიერი ინსტრუმენტი, აგრეთვე ნებისმიერი მიმოქცევადი საბუთი, რომელიც იძლევა სხვა სავალო ინსტრუმენტის შეძენის უფლებას ხელმოწერის ან გაცვლის გზით; მიმოქცევად სავალო ინსტრუმენტს შეიძლება ჰქონდეს სერტიფიკატების ან საბუხჰალტრო ჩანაწერების ფორმა;

„საკრედიტო დაწესებულება“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოსახლეობისაგან იღებს ფულად ანაბრებსა და გადახდის სხვა საშუალებას, აგრეთვე თავისი სახელით გასცემს კრედიტებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით;

„ტრასტი“ - ნდობითი ფუნქცია;

„ფაქტორინგი“ - სავაჭრო-საკომისიო ოპერაციის სახეობა, რომელიც შეხამებულია კლიენტის საბრუნავი კაპიტალის დაკრედიტებასთან, მოიცავს კლიენტის დებიტორული დავალიანების ინკასირებას, დაკრედიტებას და საკრედიტო და სავალუტო რისკის გარანტიებს;

„ფიდუციარული ოპერაცია“ - ნდობითი ოპერაცია, რომელსაც ბანკი ან სატრასტო კომპანია აწარმოებს თავისი სახელით, მაგრამ კლიენტის დავალებით და მის ხარჯზე (როგორც წესი, ინვესტიციების სამართავად). მთელ რისკს კლიენტი იღებს თავის თავზე, ხოლო ბანკი - საკომისიოს;

„ფორფეტირება“ - საგარეო ვაჭრობის გარიგებების დროს ექსპორტის დაკრედიტება მიმწოდებლის მიერ ბრუნვის გარეშე კომერციული თამასუქების სხვა სავალო ვალდებულებების შეძენის გზით. ამ ოპერაციის დროს გარანტად გამოდის იმპორტიორი ქვეყნის ბანკი;

„ფიუჩერსული ოპერაციები“ - ნედლეულის, ოქროს, საფინანსო და საკრედიტო ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის სწრაფი გარიგებები ბირჟებზე გარიგების დადების მომენტისათვის ფიქსირებული ფასით, ოპერაციის გარკვეული დროის შემდეგ შესრულებით. გარიგების შესრულებამდე გარანტიის სახით შეიტანება გარკვეული თანხა;

„შვილობილი ორგანიზაცია“ (არაძირითადი საწარმო) - იურიდიული პირი, რომელშიც სათაო ორგანიზაცია ფლობს პაის (ხმისუფლებიანი აქციების) ორმოცდაათ ან მეტ პროცენტს.

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი გამოიყენება ყველა პირის მიმართ, ვინც საქართველოში დასაქმებულია ფულადი ანაბრების ან გადახდის სხვა საშუალებათა მოზიდვით, აგრეთვე თავის ხარჯზე კრედიტების გაცემით დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის პირობით, გარდა სასოფლო-საკრედიტო კავშირებისა, რომელთა საქმიანობა რეგულირდება სპეციალური ნორმატიული აქტებით.

კომერციული ბანკი შეიძლება შეიქმნას სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმით.

კომერციული ბანკების საქმიანობა რეგლამენტირდება ამ კანონით, „ეროვნული ბანკის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ კანონებითა და სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით.

2. არავის აქვს უფლება მოიზიდოს ფულადი ანაბრები ან გადახდის სხვა საშუალებები და თავის ხარჯზე გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების გარეშე.

3. არავის აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული საბანკო ლიცენზიის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როცა კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი „ბანკი“ ჩანს, რომ იგი არ აწარმოებს ამ კანონით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.

თავი II
ლიცენზირება

მუხლი 3. შუამდგომლობა საბანკო ლიცენზიების მისაღებად

1. საბანკო ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავენ წერილობით ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული წესებისა და ფორმის მიხედვით. შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს:

ა) სასამართლოში რეგისტრირებული წესდებისა და სხვა დამფუძნებელი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლები;

ბ) ინფორმაცია ბანკის მმართველობისა და ხელმძღვანელების კვალიფიკაციისა და საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ;

გ) ბანკის ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

დ) ბანკის ბიზნეს-გეგმა, რომელშიც სხვა ასპექტებთან ერთად აღნიშნული უნდა იყოს მისი საქმიანობის სახეობა და სტრუქტურული ორგანიზაცია;

ე) ბანკის თითოეული პარტნიორის (აქციონერის) სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი (იურიდიული პირის ადგილსამყოფელი) და საქმიანობა ან პროფესია, რომელიც ფლობს აქციების (წილის) ხუთ და მეტ პროცენტს, მისი ოდენობის მითითებით;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია, რომელიც, როგორც მინიმუმი, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ძირითადი კაპიტალისა და სხვა ფინანსური რესურსების, ბანკის სათავო დაწესებულებისა და ფილიალების ადგილსამყოფელის შესახებ.

2. სპეციალური კანონი განსაზღვრავს ლიცენზირებისათვის მოსაკრებლის ოდენობას, რომელიც ერთიანია ყველა ბანკისათვის და ჩაირიცხება ეროვნული ბანკის შემოსავალში.

მუხლი 4. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

1. ლიცენზირების შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობის მიღების დღიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადისა საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირებზე, რომელთა განმცხადებელი და განაღდებული კაპიტალის ოდენობა, დაკავებული სასამსახურო ფართი, ბანკის ადმინისტრაციისა და მმართველების მუშაობის გამოცდილება, აგრეთვე წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმა შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ დადგენილ შეფასებათა კრიტერიუმებს და საქმიანობას, რისთვისაც მათ მიეცათ ლიცენზია.

3. ბანკებს საბანკო ლიცენზიები მიეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განაღდებული კაპიტალი შეადგენს განცხადებულის არანაკლებ 50%-ს, მინიმალური საწესდებო კაპიტალისადმი წაყენებული მოთხოვნების აუცილებელი დაცვის პირობით, თუმცა ყველა შემთხვევაში ბანკებისათვის დაწესებული ეკონომიკური ნორმატივების დაცვის მდგომარეობა შეფასდება მხოლოდ კაპიტალის განაღდებული ნაწილის საფუძველზე.

4. უცხოეთის ბანკის შვილობილ ორგანიზაციაზე ან ფილიალზე ლიცენზიები გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში უფლებამოსილია მოიზიდოს ფულადი ანაბრები ან გადახდის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიები საბანკო საქმიანობაზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უცხო სახელმწიფოს იმ კომპეტენტურ ხელისუფალთა შორის კონსულტაციების გამართვის შემდეგ, რომლებიც ახორციელებენ შესაბამისი ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას.

მუხლი 5. ლიცენზირების პირობები

1. საბანკო ლიცენზიები გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, მათი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო ლიცენზიების გაცემისას დაურთოს მათ გარკვეული პირობები და შეზღუდვები, თუ სრულად არ არის დაკმაყოფილებული ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. შემდგომში პირობები და შეზღუდვები საბანკო ლიცენზიებს შეიძლება თან დაერთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბანკი სისტემატურად არღვევს საბანკო კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის ინსტრუქციებს, დებულებებს, წესებს, დადგენილებებს, მოთხოვნებს და მხოლოდ დარღვევათა აღმოსაფხვრელად საჭირო ფარგლებში.

მუხლი 6. საბანკო ლიცენზიების გამოთხოვა

1. საბანკო ლიცენზიები შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით:

ა) ბანკის თხოვნის საფუძველზე ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად

ბ) ამ კანონის 21 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით;

გ) ერთ ან რამოდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებათა გამო:

- ლიცენზია გაცემულია საბანკო ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობაში ყალბი განცხადებების ან სხვა უზუსტობების საფუძველზე;

- ბანკმა არ გამოიყენა ლიცენზია მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში; - ბანკის შერწყმის, მიერთების ან გამოყოფის შემთხვევაში;

- ბანკს აღარა აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული მინიმალური ფულადი კაპიტალი ან რეზერვები, ან მან დაკარგა კრედიტორების ნდობა მათ წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულების ნაწილში და განსაკუთრებით, თუ ბანკს აღარ შეუძლია მისთვის მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

- ბანკის პარტნიორმა (აქციონერმა), რომელიც ფლობს ბანკის წილის 5 პროცენტსა და მეტს, სხვას დაუთმო ან სხვა გზით დაკარგა თავისი წილი ბანკში და თუ ამის თაობაზე ბანკმა გარიგების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ორი კვირის ვადაში არ აცნობა საქართველოს ეროვნულ ბანკს;

- ბანკის პარტნიორებმა (აქციონერებმა) გადაწყვიტეს ბანკის გაუქმება ან ლიკვიდაცია, ან ბანკმა შეწყვიტა არსებობა, როგორც იურიდიულმა ან ოპერატიულად დამოუკიდებელმა პირმა.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია შეუჩეროს ან გაუუქმოს ლიცენზიების მოქმედება უცხოეთის ბანკის შვილობილ ბანკებს და ფილიალებს, თუ სათავო ბანკს ჩამოერთმევა მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში სათანადო ოპერაციების წარმოების უფლება.

3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო ლიცენზიის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ კვირაში წერილობით უნდა აცნობოს ამის თაობაზე შესაბამის ბანკს ლიცენზიის გამოთხოვის საფუძვლის მითითებით.

მუხლი 7. საბანკო ლიცენზიების გამოთხოვა მოთხოვნით

1. ბანკს შეუძლია წერილობით სთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს გაითხოვოს მისი ლიცენზია.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული თხოვნის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას არა უგვიანეს თხოვნის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება ბანკს (უარის შემთხვევაში მისი საფუძვლის მითითებით).

მუხლი 8. საბანკო ლიცენზიების გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

1. საბანკო ლიცენზიების გამოთხოვის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება ოფიციალურ პრესაში და იმ დასახელებული პუნქტის ერთ გაზეთში მაინც, სადაც მდებარეობს ბანკი ან მისი ფილიალი. გადაწყვეტილება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან, ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული უფრო გვიანი თარიღიდან.

2. საბანკო ლიცენზიის გამოთხოვის დღიდან ბანკს ეკრძალება ამ ლიცენზიით მინიჭებული ყოველგვარი საქმიანობა. იმავდროულად ბანკი ვალდებულია უმოკლეს ვადაში გაანაღდოს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულება და აქტივები. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა ვალდებულების განაღდებამდე ბანკი ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული ბანკი.

თავი III
საკუთრების უფლება და მართვა

მუხლი 9. ბანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ მოთხოვნათა ნორმატივები

1. საქართველოს ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად კომერციულ ბანკებს პერიოდულად განუსაზღვრავს განცხადებული და განაღდებული კაპიტალის მინიმალურად აუცილებელ ოდენობას, აგრეთვე ხელუხლებელი კაპიტალისა და რეზერვების შექმნის წესებს.

2. არც ერთ ბანკს არა აქვს უფლება შეამციროს თავისი კაპიტალი და რეზერვები პაის (აქციების) უკუგამოსყიდვის ან სარეზერვო აქტივების განთავსების გზით საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის და წესდებაში სათანადო ცვლილებების გარეშე.

მუხლი 10. ბანკების საკუთრების უფლებისა და აქტივების სტრუქტურის შეზღუდვა

1. ბანკის არც ერთ პარტნიორს (აქციონერს) ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფს არა აქვს უფლება ფლობდეს და განკარგავდეს წილის იმ რაოდენობას, რომელიც აღემატება განცხადებული თუ განაღდებული კაპიტალის 25 პროცენტს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი ამ წესიდან მხოლოდ წილის ისეთი მფლობელისათვის, რომელსაც აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზია ან თავად წარმოადგენს ბანკს.

2. ბანკი უფლებამოსილია:

ა) ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის არა უმეტეს 20 პროცენტის შესაბამის წილს, თუ ბანკის წილი არ აღემატება თვით ამ ბანკის ხელუხლებელი კაპიტალისა და რეზერვების ჯამური ოდენობის 15 პროცენტს;

ბ) შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს წილს მხოლოდ გარკვეულ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საბანკო საქმესთან და თუ ეს საქმიანობა კონკრეტულად მითითებულია ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ლიცენზიაში;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვით ბანკებს შეუძლიათ შექმნან და შეიძინონ შვილობილი ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან სხვა სახის საქმიანობას. ნებართვაში თითოეული შვილობილი ორგანიზაციის მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის შესრულებაც მას შეუძლია. ამ შემთხვევაში შვილობილი ორგანიზაციის საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით.

დ) მიიღოს წილი ბანკის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. ასეთ შემთხვევაში ბანკმა უნდა გაასხვისოს წილი ამ უფლების შეძენიდან არა უგვიანეს 6 თვისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია გააგრძელოს აღნიშნული ვადა.

ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებში მითითებული წილის ერთობლივი ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს ბანკის ხელუხლებელი კაპიტალისა და რეზერვების ჯამური ოდენობის 50 პროცენტს.

მუხლი 11. ბანკების შერწყმა, მიერთება, გაყოფა

ბანკების შერწყმა, მიერთება ან გაყოფა შეიძლება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. დაუშვებელია ისეთი შერწყმა, მიერთება ან გაყოფა, რომლებიც არ შეესაბამება ამ კანონის მე-10 მუხლის დებულებებს.

მუხლი 12. წესდება და შინაგანაწესი

1. თითოეულ ბანკს აქვს წესდება, რომელიც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. წესდებაში ცვლილებების შესახებ წერილობით დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნულ ბანკს.

2. თითოეული ბანკის მართვა ხორციელდება შინაგანაწესით, რომელმაც მისი წესდების შესაბამისად უნდა განსაზღვროს:

ა) ბანკში ხელმძღვანელ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ასარჩევი და დასანიშნი პირების შესაბამისობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კვალიფიკაციისა და გამოცდილების თვალსაზრისით დადგენილ კრიტერიუმებთან;

ბ) ბანკისა და მისი საოპერაციო და ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ორგანიზაციული და მართვის სტრუქტურა, მათი შემადგენელი ერთეულები და ფუნქციები, მმართველობითი თანამდებობები და ანგარიშვალდებულებები;

გ) თითოეული დეპარტამენტის დირექტორისა და მის დაქვემდებარებაში და კონტროლის ქვეშ მყოფი განყოფილების მოვალეობანი;

დ) სარევიზიო და სხვა მუდმივმოქმედი შიდა კომისიების ფუნქციები;

ე) ადმინისტრატორებისა და ბანკის სხვა თანამშრომელთა უფლებამოსილება აწარმოონ საბანკო ოპერაციები ბანკის სახელით და მის ხარჯზე.

3. თითოეული ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს წესდებას, შინაგანაწესს და იმ თანამდებობის პირთა სიებს, რომელთაც აქვთ ბანკის წარმომადგენლის უფლებამოსილება, ამ უკანასკნელთა ხელის მოწერის ნიმუშებთან ერთად და მათი უფლებამოსილების ფარგლების აღნიშვნით.

მუხლი 13. ბანკის ორგანიზაციულ-განმკარგულებელი ფუნქცია

ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა (აქციონერთა) საერთო კრება, რომელიც მოქმედებს კანონმდებლობის, წესდების შესაბამისად და ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორატს (გამგეობას), სარევიზიო კომისიას.

მუხლი 14. სამეთვალყურეო საბჭო

1. სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს ბანკის საქმიანობაზე ზედამხედველობას. ბანკის მიერ გამოსაყენებელი მაქსიმალური და მინიმალური საპროცენტო და სააღრიცხვო განაკვეთების დასამტკიცებლად ან შესაცვლელად, აგრეთვე უძრავი ქონების შესაძენად, გამოსაყენებლად და სამართავად აუცილებელია სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობა.

2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება სულ ცოტა სამი და არაუმეტეს 21 წევრისაგან, ამასთან წევრთა რაოდენობა 3-ზე გაყოფადი უნდა იყოს. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს საერთო კრება ირჩევს 4 წლის ვადით. მათი განმეორებითი არჩევა შეუზღუდავია. ბანკის საერთო კრება უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს დაუნიშნოს ხელფასი იმ პირობით, რომ იგი გაიცემა მხოლოდ ბანკის წმინდა მოგებიდან.

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და საერთო კრების გადაწყვეტილებით საბჭოდან გამოყვანილი უნდა იქნეს პირი, რომელიც:

ა) არის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის (გამგეობის) წევრი საქართველოში რეგისტრირებულ ხუთზე მეტ საწარმოში;

ბ) არის ბანკის მოსამსახურე;

გ) კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი დაიკავოს ადგილი საბჭოში;

დ) გამოცხადებულია გაკოტრებულად.

4. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან მის წევრებს საერთო კრების თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ იმ უფლებების სხვებისათვის დელეგირება, რომლებიც მათ საბჭოში აქვთ.

მუხლი 15. დირექტორატი (გამგეობა)

1. ბანკის დირექტორატი (გამგეობა) პასუხისმგებელია ბანკის საქმეების მარ-თვასა და მისი ფუნქციების შესრულებაზე.

2. დირექტორატი (გამგეობა) შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან. დირექტორატის (გამგეობის) წევრებს ნიშნავს საერთო კრება ან მისი დავალებით სამეთვალყურეოსაბჭო არა უმეტეს 4 წლის ვადით. მათი განმეორებითი დანიშვნაშეუზღუდავია. დირექტორატის (გამგეობის) წევრებად, როგორც წესი, ინიშნებიანპირები, რომლებიც ბანკის პარტნიორები (აქციონერები) არიან.

3. ბანკის დირექტორატის (გამგეობის) წევრად არ შეიძლება დაინიშნოს ანსაერთო კრების გადაწყვეტილებით დირექტორატის (გამგეობის) წევრისთანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც: ა) არის ამ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან საქართველოშირეგისტრირებული სხვა ბანკის დირექტორატის წევრი;ბ) კანონის შესაბამისად არა აქვს უფლება დაიკავოს ადგილი დირექტორატში;გ) გამოცხადებულია გაკოტრებულად;დ) არის დირექტორატის (გამგეობის) წევრის მეუღლე, შვილი ან ახლონათესავი.

4. დირექტორატს (გამგეობას) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე აქვს თავისი უფლებამოსილების სხვებისათვისმთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება.

მუხლი 16. სარევიზიო კომისია

1. სარევიზიო კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს საერთო კრება 4 წლის ვადით. სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლებაიყოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის (გამგეობის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი დაიკავოს ადგილი საბჭოში. სარევიზიო კომისიას ეკისრება შემდეგი მოვალეობანი:

ა) დაუწესოს ბანკს აღრიცხვისა და სააღრიცხვო კონტროლის შესაბამისი წესები, განახორციელოს დადგენილი წესის დაცვის ზედამხედველობა დამოაწყოს ბანკის ანგარიშგებისა და საბუხჰალტრო ჩანაწერების რევიზია;

ბ) თვალყური ადევნოს ბანკის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დაცვას.

2. სარევიზიო კომისია, როგორც წესი, იკრიბება კვარტალში ერთჯერ, ხოლო საგანგებო შემთხვევებში, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მოთხოვნით. გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, რომლებსაც კენჭისყრის დროს თავის შეკავების უფლება არა აქვს.

მუხლი 17. საბანკო საიდუმლოება

1. არავის აქვს უფლება დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, მისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ შეიძლება მივცეთ თვით ანგარიშის მფლობელებს, მათ ზემდგომებს და წარმომადგენლებს, სასამართლო, საგამოძიებო ორგანოებს მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე და საგადასახადო სამსახურებს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებსეკრძალებათ სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ინფორმაციისგადაცემა სხვა ორგანოებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოყენება საჯარო გამოსვლებში.მუხლი

18. ბანკის ფილიალებიბანკის ფილიალები, წარმომადგენლობა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით და პირობებით.

თავი IV
საოპერაციო მოთხოვნები

მუხლი 19. საბანკო საქმიანობის ზოგადი პრინციპები

1. ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების მართვა და მათი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება კანონმდებლობის, დასაბუთებული ადმინისტრაციულიდა სააღრიცხვო პროცედურების, საბანკო ლიცენზიებზე თანდართულიპირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე საქართველოს ეროვნულიბანკის მიერ გამოცემული დადგენილებების, წესების და ინსტრუქციების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული წესი, ნორმატივი დაინსტრუქცია, რომლებიც შეეხება ერთზე მეტ ბანკს ან საკრედიტო დაწესებულებას, ექვემდებარება აუცილებელ გამოქვეყნებას და ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში დათქმული უფრო გვიანი თარიღიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების საბანკო საქმიანობის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი, ბანკები მოქმედებენ საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების შესაბამისად.

2. ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები ინარჩუნებენ კაპიტალისა დალიკვიდური რესურსების სათანადო დონეს და ახდენენ თავიანთი აქტივების დივერსიფიკაციას დანაკარგების რისკის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად.

3. საბანკო მომსახურების თაობაზე კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობის პირობები რეგულირდება ხელშეკრულების საფუძველზე. ფულადი გადარიცხვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისას, ბანკი ვალდებულია კლიენტს გადაუხადოს დაგვიანებული თანხის არანაკლებ 0.5 პროცენტისა ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე.

მუხლი 20. საბანკო საქმიანობა ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოჩამოთვლილი სახეობანი:

ა) როგორც პროცენტიანი, ისე უპროცენტო ფულადი ანაბრების (ვადიანი ანაბრები, ანაბრები მოთხოვნამდე ან სხვა სახის) ან გადახდის სხვა საბუთების მოზიდვა;

ბ) კრედიტების გაცემა, სამომხმარებლო, საიპოთეკო, საბლანკო და სხვა კრედიტების ჩათვლით; ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებითდა ამ უფლების გარეშე; კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, ფორფეტირებისჩათვლით;

გ) ყიდვა-გაყიდვა თავიანთ ხარჯზე ან კლიენტთა ხარჯზე (მათ შორისროგორც გარანტისა): ფულადი საბუთების (ჩეკების, გადასაყვანი თამასუქებისადა სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით); ფიუჩერსებისა და ოპციონების სავალო ინსტრუმენტებით ან საპროცენტო განაკვეთებით; სავალუტოდა საპროცენტო ინსტრუმენტებისა, სავალო საბუთებისა;

დ) ფულადი გადარიცხვებისა და სალაროს ოპერაციების განხორციელება;

ე) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა, მათ შორის ფიუჩერსული კონტრაქტების ფარგლებში, ამასთან, მხოლოდ ეროვნული ბანკის ლიცენზირებით;

ვ) გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება (საგადასახადო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრასტების ჩათვლით);

ზ) საშუამავლო მომსახურება ფულად ბაზარზე;თ) კლიენტების დავალებით ნდობითი (სატრასტო) და ფიდუციარული ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება, ფასიანი ქაღალდების მართვა;

ი) ფასეულობის შენახვა და აღრიცხვა (ფასიანი ქაღალდების ჩათვლით);

კ) ინვესტორთა ფასიანი ქაღალდების, პორტფელის მართვა და მომსახურება, როგორც მრჩევლის, საფინანსო აგენტის ან კონსულტანტისა;

ლ) საკრედიტო საცნობარო მომსახურება;

მ) ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება.

მუხლი 21. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები

1. ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:

ა) საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა (მათ შორის ფულად ფორმით);

ბ) ბანკის აქტივების (რისკის გათვალისწინებით შეწონასწორებული აქტივების და ბალანსგარეშე პოზიციების ჩათვლით) და ბანკის სხვადასხვა სახეობის კაპიტალის და რეზერვების ზღვრული ურთიერთთანაფარდობა;

გ) ბანკის მიერ მოზიდული ანაბრების ზღვრული თანაფარდობა ბანკის კაპიტალთან;

დ) ბანკის მიერ ერთი მსესხებლისათვის (ინსაიდერისათვის და აუტსაიდერისათვის) გაცემული კრედიტების და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის კაპიტალთან;

ე) ბანკის მიერ ყველა ინსაიდერისათვის (ბანკთან, ასევე ერთმანეთთან დაკავშირებული პირებისათვის) გაცემული კრედიტების და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის კაპიტალთან.

ვ) ყველა კრედიტის მაქსიმალურად დასაშვები მთლიანი მოცულობა, რაც გამოიხატება პროცენტულად ბანკის ყველა იმ გაცემულ კრედიტთან მიმართებაში, რომლებიც შეიძლება გასცეს ბანკმა ათ ყველაზე მსხვილ მსესხებელზე (მათ შორის ინსაიდერებსა და ურთიერთდაკავშირებულ პირებზე).

2. ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ნორმატივების მოთხოვნები:

ა) ლიკვიდური სახსრების მინიმალური ერთობლივი თანხის ან ასეთი სახსრების კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების (მიღებული გარანტიებისა და გირაოს ჩათვლით) ღირებულებასთან ან მათი ღირებულების ცვლილებასთან. ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს აქტივების კონკრეტულ სახეობასთან, ან პასივებთან ზოგადად ან მათ კონკრეტულ სახეობასთან, ამასთან ყველა შემთხვევაში ბანკები ინარჩუნებენ ლიკვიდურობის დაცვის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნულ ბანკში შესაბამისი სახსრების განთავსების უფლებას;

ბ) კრედიტების და ინვესტიციების, ან მათი განსაკუთრებული სახეების მაქსიმალური ერთობლივი თანხის შესახებ;

გ) აქტივების კლასიფიკაციის, ღირებულების შეფასების და მათ საფუძველზე საეჭვო და უიმედო სესხების მიხედვით რეზერვების გაანგარიშების, ასევე იმ ვადების შესახებ, რომელთა გასვლის შემდეგაც უიმედო სესხების მიხედვით მისაღები თანხები აღარ აღირიცხება შემოსავალში, გარდა ნაღდად მიღებულისა.

დ) აკრძალვების, შეზღუდვების ან პირობების შესახებ, რომლებიც შეეხება:

1. გაცემული კრედიტების და განხორციელებული ინვესტიციების სახეობებსა და ფორმებს;

2. აქტივებისა და პასივების (გარებალანსური და სხვების) მიხედვით დაბრუნების ვადებისა და პროცენტების შესაბამისობას;

3. დადგენილი ლიმიტების გადამეტებით წარმოქმნილ ღია პოზიციებს უცხოურ ვალუტაში, ძვირფას ლითონებსა ან ძვირფას ქვებში.

მუხლი 22. აკრძალული გარიგებები და მუშაობის მეთოდები

ბანკებს ეკრძალებათ ისეთი გარიგებები და ქმედებები, რომელთა შედეგად ისინი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად აღმოჩნდებიან დომინირებულ მდგომარეობაში ფულის, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე, აგრეთვე ყოველგვარი მანიპულაციები, რომლებიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მათ ან მესამე პირებს, შექმნის საბანკო საქმიანობის კონკურენციის შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის შესაძლებლობას ან საშიშროებას.

საბანკო საქმიანობაში კანონმდებლობის შესაბამისად ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც განსაზღვრავს ამ სფეროში საბანკო საქმიანობის დასაშვებ პარამეტრებს, შეფასების კრიტერიუმებსა და ზემოქმედების ზომებს.

მუხლი 23. გარიგებებისა და ვალდებულებების რეგისტრაცია

ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები ვალდებული არიან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში შეინახონ ყველა საბუთი, რომლებიც მათ თითოეულ გარიგებას შეეხება, კერძოდ:

ა) შუამდგომლობები და ყველა სახელშეკრულებო საბუთი, რომელიც გარიგებას შეეხება (კრედიტთან, გარანტიასთან და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით);

ბ) ბანკის პარტნიორების (მსესხებლებისა და გარანტირების ჩათვლით) ფინანსური ჩანაწერები და ნებისმიერი სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა ბანკი გარიგების დამტკიცებისას;

გ) გარიგების დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები.

მუხლი 24. ვადებისა და პირობების შეტყობინება

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული წესების შესაბამისად თითოეული ბანკი რეგულარულად ატყობინებს თავის კლიენტებს განხორციელებული ანაბრებისა და მიღებული კრედიტების (ყოველწლიური პროცენტის ჩათვლით) ვადებსა და პირობებს.

მუხლი 25. გარიგებები დაინტერესებულ პირებთან

1. ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები თავს იკავებენ ბანკთან დაკავშირებული პირებისათვის, ან ასეთ პირთა სასარგებლოდ კრედიტის გაცემისაგან, თუ კრედიტი მიეცემა უფრო ხელსაყრელ ვადებით და პირობებით, ვიდრე ყველა დანარჩენს. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს უფლება დააწესოს სათანადო შეზღუდვა ასეთ პირებზე კრედიტების ან სხვა ვალდებულებების გაცემაზე.

თავი V
ანგარიშები, აუდიტი, ანგარიშგება და ინსპექცია

მუხლი 26. ანგარიშები და საფინანსო ანგარიშგება

1. ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები, აგრეთვე მათი შვილობილი ორგანიზაციები, სისტემატურად აწარმოებენ ანგარიშებსა და ჩანაწერებს და ადგენენ წლიურ საფინანსო ანგარიშგებას, რომლებიც მიღებული საბუხჰალტრო მეთოდების საფუძველზე ზუსტად ასახავს მათ ოპერაციებს და ფინანსურ მდგომარეობას, ამასთან იცავენ საქართველოს ეროვნული ბანკის წესების შესაბამის ფორმას, დეტალურობის დონეს და სააღრიცხვო ნორმებს.

2. ბანკების ანგარიშები, ჩანაწერები და საფინანსო ანგარიშგება კრებსით საფუძველზე ასახავს მათი შვილობილი ორგანიზაციების ოპერაციებსა და ფინანსურ მდგომარეობას.

მუხლი 27. აუდიტი

1. თითოეული ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება და მისი შვილობილი ორგანიზაცია მოიწვევს დამოუკიდებელ აუდიტორს ანგარიშგებისა და აღრიცხვის სწორად წარმოების, წლიური ანგარიშის შედგენის საქმეში დახმარების აღმოსაჩენად, აგრეთვე ბანკის საფინანსო საანგარიშგებო საბუთების შესახებ აუდიტორული დასკვნის მისაღებად და ბანკისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად, ბანკის ან მისი შვილობილი ორგანიზაციის მოსამსახურის ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების და ორგანიზაციულ საგანმკარგულებელო ან საოპერაციო საქმიანობაში ისეთი დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ რომლებმაც შეიძლება მატერიალური ზარალი მიაყენოს ბანკს და მის შვილობილ ორგანიზაციას.

2. თითოეული ბანკი და სხვა საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია დროულად, საბუთებზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ოფიციალურ პრესაში გამოაქვეყნოს თავისი წინა საფინანსო წლის ბალანსი და დამოუკიდებელი აუდიტორების ანგარიში.

მუხლი 28. უცხოეთის ბანკების ფილიალები

26, 27 და 29-ე მუხლების დებულებები ვრცელდება უცხოეთის ბანკების ფილიალებსა და შვილობილ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობას ეწევიან საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიებით. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბანკების ფილიალების საფინანსო-საანგარიშგებო საბუთები შეიძლება წარდგენილ იქნეს გამარტივებული საფინანსო ანგარიშების სახით, რაც გულისხმობს, რომ ბანკის ფილიალის სარევიზიო კომისიად შეიძლება გამოდიოდეს მოცემული უცხოეთის ბანკის სარევიზიო კომისია ან სხვა შესაბამისი ორგანო.

მუხლი 29. ანგარიშგება და ინსპექციები

1. ბანკი ამზადებს და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშგებას, რომელშიც ასახავს (როგორც თვით ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების) ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას, ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობას და მომგებიანობას, თვით ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივი და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ანგარიშების ფორმა, ხარისხი და მათი წარდგენის ვადები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატივებით.

2. თითოეული ბანკი და მისი შვილობილი ორგანიზაცია ექვემდებარება ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის ინსპექტორები ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული აუდიტორები. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება ხორციელდება უცხოეთის ბანკის ფილიალში ან შვილობილ ორგანიზაციაში, აუდიტორები შეიძლება იყვნენ ამ ქვეყანაში მოქმედი საფინანსო ან საკონტროლო ორგანოს მოსამსახურენი.

3. ბანკებისა და მათი შვილობილი ორგანიზაციების ინსპექტირებისას საქართველოს ეროვნულ ბანკს და მის აუდიტორებს აქვთ უფლება:

ა) შეამოწმონ ბანკებისა და მათი შვილობილი ორგანიზაციების ანგარიშები, დავთრები, საბუთები და სხვა აუცილებელი ჩანაწერები;

ბ) მოსთხოვონ ბანკების, საკრედიტო დაწესებულებების ან მათი შვილობილი ორგანიზაციების ადმინისტრატორებს, მოსამსახურეებსა და რწმუნებულებს ინფორმაციის წარდგენა ნებისმიერ საკითხებზე, რომელიც შეეხება მართვასა და საოპერაციო საქმიანობას.

4. ბანკი ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისად წარუდგინოს საგადასახადო სამსახურს მონაცემები, რომლებიც აუცილებელია ბანკის დაბეგვრის მდგომარეობის შესამოწმებლად ან, მოთხოვნილებისამებრ, უშუალოდ დაუშვას საგადასახადო სამსახური ამ მონაცემების უტყუარობის დასადგენად.

თავი VI
დარღვევები და სანქციები

მუხლი 30. დარღვევები და სანქციები

1. ამ მუხლში მითითებული დარღვევებისათვის განსაზღვრულ სანქციებს თითოეულ შემთხვევაში უფარდებს საქართველოს ეროვნული ბანკი. მხარეს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

2. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი ზომები ან სანქციები, თუ მოცემულმა ბანკმა ან საკრედიტო დაწესებულებამ ან რომელიმე მისმა მფლობელმა ან ადმინისტრატორმა დაუშვა ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევათაგანი:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესები, დადგენილებები, მოთხოვნები. ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო ლიცენზიას ან საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას.

3. ზემოთ აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს უფლება თანმიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) გამოსცეს ინსტრუქცია მოთხოვნით, რომ ბანკმა შეწყვიტოს და შემდგომში არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა, აგრეთვე მიიღოს ზომები მის აღმოსაფხვრელად;

გ) დაადოს ჯარიმა მის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ბანკის საკუთარი სახსრებისა;

დ) მოსთხოვოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ბანკის ადმინისტრატორის თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან განთავისუფლება;

ე) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს მოიწვიოს ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების საერთო კრების მოწვევა დარღვევათა აღმოფხვრისათვის აუცილებელი ზომების მისაღებად.

4. თუ სხვა სანქციებმა სათანადო შედეგი არ გამოიღო, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით გადასცეს ბანკის ადმინისტრაციული მართვა დროებით ადმინისტრაციას ამ კანონის მე-7 თავის დებულებათა შესაბამისად. სამეთვალყურეო საბჭოსთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ნიშნავს ბანკის დროებით ადმინისტრაციას;

ბ) გამოითხოვოს საბანკო ლიცენზია.

5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება მეანაბრეთა ან პარტნიორთა (აქციონერთა) ინტერესებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეუჩეროს ბანკს აქტიური ოპერაციები.

6. სანქციები უნდა შეეფარდებოდეს დარღვევის სერიოზულობას და ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების აქტებისათვის მიყენებულ ზარალს.

7. ამ მუხლის შესაბამისად გამოყენებული ჯარიმების თანხები შეიტანება ეროვნული ბანკის შემოსავალში.

თავი VII
დროებითი ადმინისტრაცია და ლიკვიდაცია

მუხლი 31. დროებითი ადმინისტრაცია ამ კანონით დაწესებული ან მის შესაბამისად შემოღებული რიგი მოთხოვნების არაერთგზის ან სისტემატურად დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების ადმინისტრაციული მართვა გადასცეს დროებით ადმინისტრაციას ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნების, გამოსწორების ან ნორმალიზების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ დროებითი ადმინისტრაციის მიზეზით გაუარესდა ბანკის საფინანსო მდგომარეობა, მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს ეროვნული ბანკი.

მუხლი 32. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის წესი დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება:

ა) დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლები;

ბ) დროებითი ადმინისტრაციის სახელი და გვარი;

გ) დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადა;

დ) გაფრთხილება ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების კლიენტთა ანაბრებისა და სხვა სახსრების შესაძლო გაყინვის შესახებ;

ე) ზომები, რომლებიც გამოიყენება ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების ადმინისტრატორების მიმართ.

მუხლი 33. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი

1. დროებითი ადმინისტრაცია მოვალეობათა შესრულებას იწყებს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება ოფიციალურ პრესაში, აგრეთვე 235 საქართველოს იმ ქალაქის ერთ ან რამდენიმე გაზეთში, სადაც არის მოცემული ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების ფილიალები.

2. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება ბანკის სახელით და მის ხარჯზე დროებითი ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის გარეშე.

3. დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა მისი მუშაობის ვადის ამოწურვამდე აჩერებს ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების საერთო კრების და ადმინისტრატორების ყველა უფლების მოქმედებას.

4. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ.

მუხლი 34. დროებითი ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი

1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს აქვს უფლება მიიღოს აუცილებელი ზომები საკრედიტო დაწესებულების მდგომარეობის ნორმალიზაციისათვის, ფილიალების, წარმომადგენლობისა და სხვა ქვედანაყოფების გაყიდვის ან დახურვის, ბანკის მომსახურეთა განთავისუფლების ჩათვლით.

2. ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების გაჯანსაღების მიზნით, დროებით ადმინისტრატორს აქვს უფლება ნებისმიერ მომენტში მთლიანად ან ნაწილობრივ მოახდინოს ბანკში ან საკრედიტო დაწესებულებაში მოსახლეობის ანაბრებისა და ინვესტიციების ბლოკირება ერთ წლამდე ვადით იმ პირობით, რომ იღებს აუცილებელ ზომებს აღნიშნული ანაბრებისა და ინვესტიციების საწყისი ღირებულების შესანარჩუნებლად.

მუხლი 35. დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება

დროებითი ადმინისტრაცია უქმდება:

ა) დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რის შესახებაც ქვეყნდება ოფიციალურ პრესაში, აგრეთვე იმ ქალაქის ერთ ან რამდენიმე გაზეთში, სადაც არის ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების ფილიალები.

ბ) ვადამდე საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

გ) ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების დადგენილი წესით ლიკვიდაციის დროს.

მუხლი 36. ბანკის გადახდისუუნაროდ გამოცხადება

იმ შემთხვევაში, თუ დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადის განმავლობაში ან მისი დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბანკი ან საკრედიტო დაწესებულება გადახდის უნარს მოკლებულია, იგი უნდა გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ და მოხდეს მისი ლიკვიდაცია ამ კანონის შესაბამისად.

მუხლი 37. ლიკვიდაცია

1. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ ბანკებისა და საკრედიტო დაწესებულებების ლიკვიდაციის საკითხი წამოიჭრება საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის წარდგინების საფუძველზე სასამართლოს მიერ დანიშნული პირი.

2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის განმავლობაში შეადგინოს აქტივებისა და პასივების ნუსხა და ასლი გადასცეს საქართველოს ეროვნულ ბანკს გამოსაქვეყნებლად.

3. ლიკვიდატორი ბანკების ან საკრედიტო დაწესებულებების აქტივების რეალიზაციას ახდენს საჯარო გაყიდვით.

4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან სამი თვის განმავლობაში შეუძლია შეწყვიტოს:

ა) გარიგება ბანკის თანამშრომლის დაქირავების შესახებ;

ბ) კონტრაქტები მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც ბანკი იღებდა მონაწილეობას;

გ) ბანკის ნებისმიერი ვალდებულება როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ ბანკი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება), არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს ასეთი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას.

5. ლიკვიდატორმა დანიშვნიდან ორი თვის ვადაში უნდა:

ა) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა იმ ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომელსაც ასრულებდა დაწესებულება, დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და ქონება მათ მესაკუთრეს და განახორციელოს ყველა ანგარიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით.

ბ) გაუგზავნოს დაზღვეული წერილით ამონაწერები მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც განაგებს დაწესებულება. ამონაწერში აღინიშნება, რომ ლიკვიდატორისათვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, აგრეთვე ის, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება.

6. ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც ამონაწერში მითითებულ ვადებში არ არის გამოთხოვილი, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომელიც ირიცხება ბანკებზე ხელშეკრულების საფუძველზე, ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის ეროვნული ბანკის მფლობელობაში მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

7. ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმებების პირობების თანახმად და ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა დაიფარება ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობის მიხედვით (გარდა კანონის დებულებათა გამოყენების პროცესში ლიკვიდატორის ან ეროვნული ბანკის მიერ გაწეული აუცილებელი და გამიზნული ხარჯებისა).

ა) კრედიტორები, რომლებმაც კრედიტები მისცეს ბანკს ლიკვიდატორის დანიშვნის შემდეგ.

ბ) მოსახლეობის ანაბრები, დაუბეგრავი მინიმუმის ასმაგი ოდენობის ფარგლებში.

გ) მოსახლეობის გადაუხდელი ანაბრები,რომლებიც არ არის გადახდილი „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

დ) დანარჩენი მოთხოვნები ბანკის მიმართ. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის შესაბამის პუნქტში აღნიშნული მოთხოვნების კლასის სრულად დაფარვისათვის, მაშინ ყველა ეს მოთხოვნა უნდა დაიფაროს თანაბარი პროპორციით.

თავი VIII
გარდამავალი ხასიათის დებულებები

მუხლი 38. მოქმედი ბანკების ლიცენზიები

1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი თითოეულ დაწესებულებას, რომელიც უკვე ახორციელებს საბანკო საქმიანობას წერილობით აცნობებს იმ შეზღუდვების შესახებ (თუკი ასეთი შეზღუდვები აუცილებელი იქნება), რომლებიც დაწესდება მისი საოპერაციო საქმიანობისათვის, რის შემდეგაც აღნიშნული შეზღუდვები ჩაითვლება მოცემული დაწესებულების საბანკო ლიცენზიის დანართებად.

2. დაწესებულებები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის ახორციელებენ საბანკო საქმიანობას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლებიან საბანკო ლიცენზიის მქონე დაწესებულებებად ერთი წლის ვადით. ამ ვადებში ბანკები ვალდებული არიან მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა ამ კანონთან შესაბამისობაში.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1996 წლის 23 თებერვალი.

საქართველოს კანონიკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N003, 1996 წ.) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არავის აქვს უფლება მოიზიდოს ფულადი ანაბრები ან გადახდის სხვა საშუალებები და თავის ხარჯზე გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების გარეშე. უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს აწარმოებენ მხოლოდ ბანკები, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1998 წლის 13 ოქტომბერი.
N1636-I

საქართველოს კანონიკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 23 თებერვლის კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ შეიძლება მიეცეთ თვით ანგარიშის მფლობელებს, მათ ზემდგომებსა და წარმომადგენლებს. ასეთივე ცნობები საგადასახადო სამსახურებს, სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.“

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი, 1996 წლის 21 მარტი.
N163 - II

საქართველოს კანონიკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N003, 1996) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არავის აქვს უფლება მოიზიდოს ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები და მოზიდული სახსრების გამოყენებით თავის ხარჯზე გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების გარეშე. უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს აწარმოებენ ბანკები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1998 წლის 24 დეკემბერი
N1742-I

12

▲back to top


საქართველოს კანონიკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N003, 1996 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. საბანკო ლიცენზიების გაუქმება“;

ბ) პირველი პუნქტის:

ბ.ა) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საბანკო ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს:“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის მე-6 აბზაცი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-7 აბზაციდან - სიტყვები „ან ოპერატიულად დამოუკიდებელმა“. 2. მე-7 მუხლის სათაურში სიტყვა „გამოთხოვა“ შეიცვალოს სიტყვით „გაუქმება“, ხოლო პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკს შეუძლია წერილობით სთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს გააუქმოს მისი ლიცენზია.“

3. მე-8 მუხლის სათაურსა და ტექსტში სიტყვა „გამოთხოვის“ შეიცვალოს სიტყვით „გაუქმების“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
N2015-II

13 საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

▲back to top


საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., N27-30, მუხ. 642) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განახორციელოს საბანკო საქმიანობის ლიცენზირება და ზედამხედველობა“. 2. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 48. ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა

ეროვნულ ბანკს ეკისრება პასუხისმგებლობა:

ა) სავალუტო ბაზარზე ოპერაციების წარმოების წესებისა და დებულებების შემუშავებისათვის;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე სავალუტო ოპერაციების წარმოების წესების, დებულებების, ინსტრუქციებისა და ანგარიშების ფორმების შემუშავებისათვის;

გ) უცხოური ვალუტით ოპერაციების მწარმოებელი ბანკებისათვის სავალუტო პოზიციის ლიმიტების დაწესებისათვის;

დ) ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების ფლობის, შენახვისა და მართვისათვის“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1998 წლის 13 ოქტომბერი.
N1639-I

14 საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

▲back to top


საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს ეროვნული ბანკისსაქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, N27-30, მუხ. 642) 59- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მოსთხოვოს ფასიანი ქაღალდების კომისიას კომისიის მიერ ბანკების იმ შვილობილი კომპანიების შემოწმება, რომელთაც კომისიისაგან მიღებული აქვთ ლიცენზია საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე, რათა აიცილოს რისკი ბანკის მიმართ, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ბანკის შვილობილი კომპანიის გაუმართლებელი საქმიანობით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს თავისი წარმომადგენლის ჩართვა კომისიის მიერ ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანიის შემოწმებისათვის მივლენილ ჯგუფში“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1998 წლის 24 დეკემბერი
N1754-რს

15 საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

▲back to top


საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წ.წ., N27-30, მუხ. 642) 59-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეროვნულ ბანკს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა საბანკო ლიცენზიების გაცემისა და ლიცენზიის მქონე ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისათვის.“

2. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
N2038-II

16 საქართველოს კანონი საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე

▲back to top


საქართველოს პარლამენტი ადგენს: საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წწ., 27-30, მუხლი 642) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის ტექსტში, მათ შორის სათაურში, სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველოს“, ხოლო სიტყვები „სახელმწიფოს მეთაური“- სიტყვებით „საქართველოს პრეზიდენტი“, სიტყვები „რესპუბლიკის პარლამენტი“ - სიტყვებით „საქართველოს პარლამენტი“, სიტყვა „გამგეობა“ - სიტყვებით „ეროვნული ბანკის საბჭო“.

2. პირველი, მე-2, მე-6, მე-8, მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკი

1. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში „ეროვნული ბანკი“) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი, წარმოადგენს იურიდიულ პირს. იგი საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებზე დაყრდნობით ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, აქვს უფლება დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს, ფლობდეს და განკარგავდეს უძრავ და მოძრავ ქონებას, გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ.

2. ეროვნული ბანკის ქონება საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაა.

3. ეროვნულ ბანკს აფუძნებს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

4. ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.

მუხლი 2. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის, ფასების სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნება, საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირების, აგრეთვე, საფინანსო-საკრედიტო სისტემის ლიკვიდურობის, გადახდისუნარიანობის და საბაზრო ურთიერთობებზე დაფუძნებული მყარი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

2. საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, რომელიც ორიენტირებულია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ეროვნული ბანკის ფუნქციებია:

ა) შეიმუშაოს და განახორციელოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა.

ბ) განახორციელოს საბანკო საქმიანობისა და ვალუტის გამცვლელი პუნქტების ლიცენზირება და ზედამხედველობა.

გ) ფლობდეს, ინახავდეს და განკარგავდეს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს.

დ) იყოს საქართველოს მთავრობის ბანკირი, მრჩეველი და ფისკალური აგენტი.

ე) უზრუნველყოფდეს საგადასახადო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.

ვ) ხელს უწყობდეს საიმედო და მდგრადი საფინანსო-საკრედიტო სისტემის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას“.

მუხლი 6. ეროვნული ბანკის მმართველობა

1. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრის შემადგენლობით.

2. ეროვნული ბანკის საბჭო შეიმუშავებს საქართველოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას და ზედამხედველობას უწევს მის განხორციელებას ამ კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები, ცნობილი პატიოსნებით და აღიარებულნი პროფესიონალიზმით საბანკო, ფულად-საკრედიტო და საფინანსო საქმიანობის სფეროში.

4. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, საბჭოს თავმჯდომარის გარდა, შედიან ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და ხუთი სხვა წევრი.

5. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით შვიდი წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

6. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაყენება საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით.

7. დასაშვებია საბჭოს წევრების ხელახალი არჩევა. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მაგივრად აირჩევა ახალი წევრი.

8. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებს - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით ბანკის საბჭოს წევრთაგან ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

9. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლდება, თუ იგი:

ა) საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად გადაყენებულია ეროვნული ბანკის საბ- ჭოს წევრის თანამდებობიდან.

ბ) დაკარგა საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.

გ) დაუშვა სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა, რითაც არსებითი ზარალი მიაყენა ეროვნულ ბანკს.

დ) ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის გამო.

ე) გახდა ვალაუვალი ან გამოცხადებულია გაკოტრებულად და არ არის რეაბილიტირებული. ანალოგიური წესით ხდება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობიდან გათავისუფლება“.

მუხლი 8. ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებანი

ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია:

ა) განსაზღვროს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა (მათ შორის ღია ბაზარზე), ბანკის ოპერაციების ლიმიტები, პროცენტული განაკვეთები, ბანკის სააღრიცხვო და სასესხო ოპერაციების მიხედვით ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი სავალდებულო რეზერვები და მათი დონე.

ბ) დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი.

გ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტი.

დ) წარადგინოს წინადადებები ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის მოცულობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ე) შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები.

ვ) განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური მოხსენებები და საფინანსო ანგარიშგებანი.

მუხლი 9. საბჭოს წევრების დამატებითი სარგოების განსაზღვრა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის“, „მინისტრთა კაბინეტი“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „მთავრობის“, „მთავრობა“.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი“.

5. მე-10 მუხლში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის“ შეიცვალოს სიტყვით „მთავრობის“.

6. ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლი.

7. 22-ე მუხლში ნაცვლად ციფრებისა და სიტყვებისა „1 300 000 000 000 (ერთი ტრილიონ სამას მილიარდ კუპონს)“ ჩაიწეროს - „1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარს“.

8. 23-ე, 26-ე, 29-ე 32-ე მუხლებში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტს“, „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“.

9. 25-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „ანაზღაურებული კაპიტალი“ შეიცვალოს სიტყვებით „განაღდებული კაპიტალი“. მე-3 პუნქტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის“ შეიცვალოს სიტყვებით „ფინანსთა სამინისტროს“.

10. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიმოქცევისათვის უვარგისი ეროვნული ვალუტის, ბანკნოტებისა და მონეტების გამოცვლის წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი“. ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.“

11. 50-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის“.

12. 51-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის“ შეიცვალოს სიტყვებით „ფინანსთა სამინისტროს“.

13. 52-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები “რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის” შეიცვალოს სიტყვებით „მთავრობის“, ხოლო მე-2 პუნქტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი კონსულტაციებს იღებს ეროვნული ბანკიდან. ამ უკანასკნელის მოვალეობაა სახელმწიფოს მეთაურის ან“ შეიცვალოს სიტყვებით „ეროვნული ბანკის მოვალეობაა ქვეყნის პრეზიდენტისა და“ შემდეგ როგორც ტექსტშია.

14. 53-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და“. 15. 54-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და რესპუბლიკის“.

16. 55-ე მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და“ შეიცვალოს სიტყვებით „თავად სახელმწიფოს“.

17. 57-ე მუხლის სათაურიდან და პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მინისტრთა კაბინეტისათვის გასაცემი“, „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა და“. მე-2 პუნქტში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტს სესხი, რომელიც ფინანსთა სამინისტროზე გაფორმდება“ შეიცვალოს სიტყვებით „სესხი ფინანსთა სამინისტროს“. მე-3 პუნქტში სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს“ შეიცვალოს სიტყვებით „ფინანსთა სამინისტროს“. მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებში სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი“, „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა“, „მინისტრთა კაბინეტისათვის“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „ფინანსთა სამინისტრო“, „ფინანსთა სამინისტროსათვის“

18. 58-ე მუხლში სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისაგან“ შეიცვალოს სიტყვებით „ფინანსთა სამინისტროსაგან“, ხოლო სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისათვის“ - სიტყვებით „ფინანსთა სამინისტროსათვის“.

19. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 69. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ანგარიშგება

1. ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე სამი თვით ადრე ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს. პარლამენტი დადგენილებით განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს მომავალი წლისათვის. თუ პარლამენტი ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე ვერ განსაზღვრავს ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ეროვნული ბანკი მოქმედებს მის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში.

2. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განისაზღვრება ინფლაციის დონე, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ეროვნული ბანკის მიერ მთავრობისათვის გასაცემი კრედიტების მაქსიმალური ოდენობა, ამ პარამეტრების უზრუნველმყოფელი ფულად-საკრედიტო რეგულირების მექანიზმები, საკურსო და სავალუტო რეჟიმი, სამართლებრივი ბაზისა და ფულად-საკრედიტო სისტემის სრულყოფის ღონისძიებები.

3. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს სამი თვისა, ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. პარლამენტი ამტკიცებს წარდგენილ ანგარიშს.

4. ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ. გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებს აძლევს ეროვნულ ბანკს“.

20. 75-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) „სახელმწიფო უწყება“ - საქართველოს სახელმწიფოს ნებისმიერი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფი ან უწყება“.

„კ) „კრედიტი“ - დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება“. ამავე მუხლს დაემატოს „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) „დენომინაცია“ - ქვეყანაში ფულის მიმოქცევის მოწესრიგების, აღრიცხვისა და ანგარიშსწორების გაადვილების მიზნით, ეროვნული ფულის ერთეულის გამსხვილება დაწესებული თანაფარდობის მიხედვით, ძველი ფულის ნიშნების ახალზე გადაცვლის მეშვეობით”.

1996 წლის 28 მაისი.

17 საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში“ ცვლილებების თაობაზე

▲back to top


საქართველოს პარლამენტი ადგენს:

„საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის“ („საქართველოს პარლამენტის უწყებები“. 1994-1995 წ.წ. - 27-30. მუხ. 642) 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 67. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტი

ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტს ახორციელებენ პარლამენტის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორები. დამოუკიდებელი აუდიტორების შერჩევა ხდება სატენდერო კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობას საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი“.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1996 წლის 4 ოქტომბერი.

18 საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში“ დამატების შეტანის შესახებ

▲back to top


„საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის („საქართველოს პარლამენტის უწყებები“, 1994-1995 წ.წ., - 27-30, მუხ. 642) 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთობლივი პროგრამის განხორციელების პერიოდში და მის ფარგლებში ამ მუხლის მე-2 -მე-7 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული პირობებით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გასცეს სესხი 5 წლამდე ვადითა და წლიური 15 პროცენტამდე საპროცენტო განაკვეთით“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,
1997 წლის 21 თებერვალი.

N591-II

19 საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის და მისი მართლზომიერების დადასტურების შესახებ

▲back to top


საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 .., 27-30., მუხ. 642) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. კანონის სათაურში სიტყვისბანკისშემდეგ დაემატოს სიტყვაორგანული“. 2. 22-, 23- და 28- მუხლების აბზაცები დაინომროს თანმიმდევრობით, არაბული ციფრებით და ჩაითვალოს პუნქტებად.

II. დადასტურებულ იქნეს 1995 წლის 23 ივნისის საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის, როგორც ორგანული კანონის, მართლზომიერება.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,
1997 წლის 15 ოქტომბერი.
N913

20 საქართველოს კანონი მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ

▲back to top


კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

ეკონომიკური აგენტი (მეწარმე სუბიექტი) - იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, განურჩევლად საწარმოს ორგანიზაციულსამართლებრივი და საკუთრების ფორმისა და საქმიანობის ხასიათისა;

ურთიერთშენაცვლებადი საქონელი - საქონელთა ჯგუფი, რომლებიც ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების, ხარისხის, ტექნიკური მახასიათებლების, ფასის ან სხვა პარამეტრების მიხედვით იმდენად მსგავსია, რომ მყიდველი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი საქონელი მეორით მოხმარების (მათ შორის საწარმოო) პროცესში.

კონკურენცია - ბაზარზე დამოუკიდებლად მოქმედი ეკონომიკური აგენტების მეტოქეობა, რის პროცესშიც თითოეული მათგანის ქმედება ზღუდავს მეტოქის შესაძლებლობას უპირატესობა მოი პოვოს ბაზარზე და ხელს უწყობს მომხმარებლისათვის საჭირო საქონლის წარმოებას.

კონკურენცია წარმოიშობა მაშინ, როდესაც ბაზარზე ერთდროულად გამოდის რამდენიმე ეკონომიკური აგენტი, ხდება ურთიერთშენაცვლებადი საქონლის მიწოდება და მოხმარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ფასის, ხარისხის, შეფუთვის, სერვისის და სხვა ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით.

მონოპოლიური მდგომარეობა - ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ორგანოს განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე და შეზღუდოს კონკურენცია.

მონოპოლიური საქმიანობა - საქმიანობა, რომელიც ეკონომიკურ აგენტს საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს სასაქონლო ბაზარზე ურთიერთშენაცვლებადი (კონკურენტული) საქონლის საბაზრო ფასზე და შეზღუდოს კონკურენცია.

ბუნებრივი მონოპოლია - სასაქონლო ბაზრის მდგომარეობა, როდესაც ამ ბაზარზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება წარმოების ტექნოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე (წარმოების მასშტაბების გაფართოების შესაბამისად პროდუქციის ერთეულზე საწარმოო დანახარჯების არსებით შემცირებასთან დაკავშირებით) უფრო ეფექტურია კონკურენციის არარსებობის პირობებში, ხოლო ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტების მიერ წარმოებული საქონელი შეუძლებელია მოხმარებისას შეიცვალოს სხვა საქონლით, რის გამოც მოთხოვნილება ბუნებრივი მონოპოლიის პროდუქციაზე, სხვა სახის საქონელზე მოთხოვნილებასთან შედარებით, ნაკლებად არის დამოკიდებული ამ საქონლის ფასის ცვლილებაზე.

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.

1. ამ კანონის მიზანია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და კონკურენტული გარემოს შექმნისათვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

2. ეს კანონი განსაზღვრავს ეკონომიკური აგენტის (მეწარმე სუბიექტის) პასუხისმგებლობას მის მიერ მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და სხვა ქმედებისათვის, რაც იწვევს ან შეუძლია გამოიწვიოს კონკურენციის შეზღუდვა ან აღკვეთა ბაზარზე.

3. ეკონომიკურ აგენტს ეკრძალება მონოპოლიური საქმიანობა.

4. ბუნებრივი მონოპოლიების სახელმწიფო რეესტრს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 2.

საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისაგან.

მუხლი 3.

ამ კანონის შესრულებისადმი სახელმწიფო კონტროლი ეკისრება საქართველოს ანტიმონოპოლიურ სამსახურს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და სხვა ტერიტორიულ ერთეულებში - ამ კანონით უფლებამოსილ ანტიმონოპოლიური ორგანოს შესაბამის სამსახურებს.

თავი II
კანონის მოქმედების სფერო

მუხლი 4.

1. ეს კანონი ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ქვეყნის სასაქონლო (პროდუქცია, სამუშაო, მომსახურება) ბაზარზე გავლენას ახდენენ კონკურენციაზე და რომლებშიც მონაწილეობენ იურიდიული და ფიზიკური (მათ შორის უცხოელი) პირები, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები: სამინისტროები, სხვა სახელმწიფო უწყებები და დაწესებულებები, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

2. კანონი ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც აღნიშნული პირების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებული ქმედება ან დადებული შეთანხმება ზღუდავს (შეიძლება შეზღუდოს) კონკურენციას ან უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე.

მუხლი 5.

1. ეს კანონი არ ვრცელდება საავტორო და გამომგონებელთა უფლებებთან, სავაჭრო ნიშნებთან და სამრეწველო ნიმუშებთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.

2. საქართველოს პარლამენტს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად არ გაავრცელოს ამ კანონის მოქმედება მონოპოლიური საქმიანობის ცალკეულ სახეობებზე.

მუხლი 6.

ფასიანი ქაღალდებისა და საფინანსო მომსახურების ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობასა და არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან დაკავშირებული 252 ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ურთიერთობები გავლენას ახდენს ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

მუხლი 7.

თუ ანტიმონოპოლიური საქმიანობის სფეროში საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებულ წესებს.

თავი III
კონკურენციის შეზღუდვის აკრძალვა

მუხლი 8. ეკონომიკურ აგენტს ეკრძალება დადოს ისეთი ხელშეკრულება ან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ იწვევს კონკურენციის შეზღუდვას, კერძოდ:

ა) ზღუდავს ერთ-ერთ მხარეს ბაზრის, მომარაგების წყაროების, მიმწოდებლების ან მომხმარებლების შერჩევაში;

ბ) ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთ პარტნიორს აკისრებს ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის სანაცვლოდ ან დამატებით მიაწოდოს, შეისყიდოს ისეთი საქონელი, რომელიც არც საგნობრივად და არც ვაჭრობის წესით დაკავშირებული არ არის ხელშეკრულებით განსაზღვრულ საქონელთან;

გ) არსებითად ზღუდავს კონკურენციას ურთიერთშენაცვლებადი საქონლის ბაზარზე. მუხლი

9. 1. იკრძალება არაკეთილსინდისიერი კონკურენცია.

2. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოვლინებად ითვლება:

ა) კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით საქონლის შესახებ ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც ადრესატს უქმნის არასწორ წარმოდგენას და ამით უბიძგებს გარკვეული სამეურნეო ქმედებისაკენ;

ბ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონტრაგენტის შეცდომაში შეყვანის მიზნით გარიგების ნამდვილი მიზნის დამალვა და ამით კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება; გ) კონკურენციაში უპირატესობის მიღწევა დემპინგური ფასების გამოყენებითა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გზით;

დ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტის რეპუტაციის შელახვა (საწარმოზე, პროდუქციაზე, სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობაზე არასწორი შეხედულების შექმნა), მისი უსაფუძვლო კრიტიკა ან დისკრედიტირება;

ე) კონკურენტის ან მესამე პირის სასაქონლო ნიშნისა და საფირმო დასახელების თვითნებური გამოყენება;

ვ) კონკურენტის ან მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული გაფორმების მითვისება;

ზ) სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო, სავაჭრო ინფორმაციისა და კომერციული საიდუმლოების მიღება, მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება მისი მფლობელის თანხმობის გარეშე. მუხლი 10. სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს ეკრძალება:

ა) სახაზინო საწარმოების გაერთიანება, შერწყმა, კავშირების, ასოციაციების, კონცერნების, კონსორციუმების, მართვის შუალედური რგოლების, დარგთაშორისი და რეგიონალური გაერთიანებების შექმნა, თუ ეს იწვევს კონკურენციის შესუსტებასა და შეზღუდვას;

ბ) დააწესოს ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათები, რომლებიც კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს მას და იწვევს კონკურენციის შეზღუდვას;

გ) აკრძალოს, შეაჩეროს ან სხვაგვარად შეაფერხოს ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობა და დამოუკიდებლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციის მიზნით შექმნას სახელმწიფო სტრუქტურები ან უკვე არსებულ სტრუქტურებს მიანიჭოს ისეთი უფლებამოსილება, რომელიც გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ეს უკანასკნელი იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის მინიჭებას, რაც არსებითად ზღუდავს კონკურენციასა და თავისუფალ ფასწარმოქმნას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თავი IV
მონოპოლიური მდგომარეობა

მუხლი 11.

1. ეკონომიკური აგენტი ჩაითვლება მონოპოლიური მდგომარეობის მქონედ, თუ მისი წილი კონკრეტულ სასაქონლო ბაზარზე პირდაპირ ან არაპირდაპირ (ფილიალის, შვილობილი საწარმოს მეშვეობით ან სხვაგვარად) აღემატება ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

2. ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დადგენილი ზღვრული ოდენობის მაჩვენებლები ძალაში შედის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების შემდეგ.

მუხლი 12.

იკრძალება შეთანხმება (კოორდინირებული მოქმედება) არაკონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის, რომელთაგან ერთს უკავია მონოპოლიური მდგომარეობა, ხოლო მეორე მისი მიმწოდებელი ან მომხმარებელია, რაც იწვევს ან შეუძლია გამოიწვიოს კონკურენციის არსებითი შეზღუდვა.

მუხლი 13. მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტს ეკრძალება თავისი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ბაზრის სხვა მონაწილეთა დისკრიმინაციის მიზნით. მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ან შეუძლია გამოიწვიოს სხვა ეკონომიკური აგენტის თუ მომხმარებლის ინტერესების შელახვა, როგორიცაა:

ა) წარმოების შემცირება ან შეწყვეტა, საქონლის ამოღება სამეურნეო ბრუნვიდან და მისი დაგროვება დეფიციტის შექმნის ან შენარჩუნების, აგრეთვე ფასებზე ზემოქმედების მიზნით;

ბ) სხვა ეკონომიკური აგენტისათვის ბაზარზე შეღწევის ან ბაზრიდან გამოსვლის, აგრეთვე ბაზარზე უკვე მოქმედი ეკონომიკური აგენტის საქმიანობისათვის ხელშემშლელი პირობების შექმნა;

გ) ბაზრის მონაწილესათვის დისკრიმინაციული პირობების შექმნა, რომლებიც მას თავს ახვევენ შესყიდვის ან გაყიდვის შეუსაბამოდ დაბალ ან მაღალ ფასებს, აგრეთვე როდესაც ხელშეკრულების დადებას უკავშირებენ ისეთი დამატებითი პირობების შესრულებას, რომლებიც არც საგნობრივად და არც ვაჭრობის წესებით არ არის დაკავშირებული ხელშეკრულებასთან;

დ) ხელშეკრულების დადების მიზნით ნებისმიერი სახის იძულება;

ე) მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასის დაწესება, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად განსხვავდება პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე გაწეული დანახარჯებისაგან;

ვ) საქონლის წარმოების შემცირება ან შეწყვეტა, რომელზეც არის მოთხოვნილება ან მომხმარებელთა დაკვეთა, თუკი არსებობს მისი ზარალის გარეშე წარმოების შესაძლებლობა;

ზ) დემპინგური ფასების გამოყენება;

თ) სხვა ქმედება, რომელიც იწვევს კონკურენციის შეზღუდვას ან ეკონომიკური აგენტისა თუ მომხმარებლის კანონიერი ინტერესების შელახვას.

მუხლი 14.

1. მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტი, სხვა ეკონომიკურ აგენტთან გაერთიანებისას (შერწყმისას), ვალდებულია რეგისტრაციისათვის გაიაროს ანტიმონოპოლიური ექსპერტიზა.

2. ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში სასამართლო უარს ეუბნება ეკონომიკურ აგენტს რეგისტრაციაში გატარებაზე.

მუხლი 15.

მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური უფლებამოსილია დასვას საკითხი შესაბამისი ორგანოების წინაშე მისი იძულებითი დაყოფის (დაწვრილერთეულების) შესახებ, თუ არსებობს საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობა ან განახორციელოს ანტიმონოპოლიური ზემოქმედების სხვა ღონისძიებები (ფიქსირებული ფასების, რენტაბელობის ზღვრული ნორმის დაწესება და სხვა).

თავი V
ანტიმონოპოლიური სამსახური

მუხლი 16.

საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური არის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის სუბიექტი. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 17. ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელების მიზნით ანტიმონოპოლიურ სამსახურთან 5 წლის ვადით იქმნება ანტიმონოპოლიური საბჭო თავმჯდომარისა და 10 წევრის შემადგენლობით. საბჭოს წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, რომელთაგან 3 მომხმარებელთა, მეწარმეთა და სამეცნიერო ორგანიზაცია-დაწესებულებათა წარმომადგენელია. ანტიმონოპოლიური საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი. ანტიმონოპოლიური საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 18.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და სხვა ტერიტორიულ ერთეულებში ფუნქციონირებენ შესაბამისი ანტიმონოპოლიური სამსახურები, რომელთა უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებთან შეთანხმებით.

მუხლი 19. საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურისა და მისი ტერიტორიული სამსახურების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით და ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 20.

ანტიმონოპოლიური სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) კონკურენციის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ბ) მონოპოლიური საქმიანობისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთა;

გ) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის თავიდან აცილების მიზნით წინასწარი ღონისძიებების გატარება;

დ) მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

ე) სარეკლამო საქმიანობის რეგულირება;

ვ) კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოვლენის მიზნით სასაქონლო და საფინანსო ბაზრების ანალიზი;

ზ) წარმოების, მიმოქცევის, საფინანსო სფეროების დემონოპოლიზაციის ღონისძიებათა შემუშავება;

თ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის განსახილველად სავალდებულო წინადადებების წარდგენა კონკურენციის განვითარებისა და მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვის ღონისძიებათა გატარების მიზნით;

ი) ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

კ) თანამშრომლობა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით.

მუხლი 21.

1. ანტიმონოპოლიური სამსახური უფლებამოსილია:

ა) დასვას საკითხი შესაბამისი ორგანოს წინაშე იმ ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ, რომელიც დაარღვევს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას;

ბ) მოსთხოვოს ამ კანონის დამრღვევ ორგანოს, მის მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასვას საკითხი შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;

გ) მოსთხოვოს ეკონომიკურ აგენტს ამ კანონის დარღვევით დადებული ხელშეკრულებისა და მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში;

დ) ეკონომიკური აგენტისაგან მოითხოვოს ცნობები მისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და სამეურნეო ურთიერთობების შესახებ;

ე) გაეცნოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;

ვ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეამოწმოს და ამოიღოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; ამოღებული დოკუმენტები არ შეიძლება გამოქვეყნდეს და გამოიყენება მხოლოდ საქმის განხილვისას. თუ დოკუმენტების და საქმესთან დაკავშირებული ფაქტების შემოწმების შედეგად არ დადასტურდა ანტიმონოპოლიური სამსახურის ეჭვი, იგი ვალდებულია ეკონომიკურ აგენტს მთლიანად აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით;

ზ) დააყენოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დამრღვევი თანამდებობის პირის ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი;

თ) სამინისტროებს, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაწესებულებებს, ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს მოსთხოვოს ნებისმიერი, მისთვის საჭირო ინფორმაცია. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დააყენოს ამ ორგანოების თანამდებობის პირთა დისციპლინარული ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი;

ი) გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს თუ ეკონომიკური აგენტის თანამდებობის პირს, მოსთხოვოს ინფორმაცია აღძრულ საქმესთან დაკავშირებით და ამისთვის წინასწარ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება დაშვებული დარღვევისა და საკითხის მოსმენის თარიღის შესახებ;

ეკონომიკურ აგენტს ოფიციალური მოსმენის საჭიროების წარმოქმნისას უნდა მიეცეს საშუალება გაეცნოს ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ მისი საქმის შესახებ შექმნილ დოკუმენტაციას. თუ ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 30 დღეში შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ან ეკონომიკური აგენტი არ მიაწოდებს საჭირო ინფორმაციას აღნიშნულ სამსახურს, ეს უკანასკნელი აღძრულ საკითხთან, საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მის ხელთ არსებული ფაქტებისა და მონაცემების საფუძველზე;

კ) განსაზღვროს სამეურნეო საქმიანობის კონკრეტულ სფეროში ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე სასაქონლო-საფინანსო ბაზარზე ეკონომიკური აგენტების წილის ზღვრული ოდენობა, რომელიც ძალაში შედის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების შემდეგ.

2. ამ მუხლის „დ“ და „ე“ პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელება ანტიმონოპოლიურ სამსახურს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი ეკონომიკური აგენტის მიერ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ.

მუხლი 22. თუ ანტიმონოპოლიური სამსახური დაადგენს ეკონომიკური აგენტის მიერ მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტს, მას შეუძლია დაავალდებულოს ეკონომიკური აგენტი აღკვეთოს არსებული მდგომარეობა.

მუხლი 23. მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ სხვა ეკონომიკური აგენტის (მისი შვილობილი საწარმოს) აქციების ან წილის (პაის) შეძენისას საჭიროა ანტიმონოპოლიური სამსახურის საექსპერტო დასკვნა.

მუხლი 24.

ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა, როგორც ეკონომიკური აგენტისათვის, ისე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის.

მუხლი 25.

1. ანტიმონოპოლიური სამსახური ვალდებულია:

ა) დაიცვას ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა;

ბ) განიხილოს შემოსული განცხადებები და შუამდგომლობები და განმცხადებელს აცნობოს პასუხი წერილობითი ფორმით განცხადების შემოსვლის დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა;

გ) დაიცვას და არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება. საიდუმლოების შემცველი მონაცემების გამჟღავნებისას მიყენებული ზარალი ანაზღაურდება ანტიმონოპოლიური ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

მუხლი 26.

ანტიმონოპოლიური სამსახური ვალდებულია წელიწადში ერთხელ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

თავი VI
პასუხისმგებლობა მონოპოლიური საქმიანობისა და
კონკურენციის შესახებკანონის დარღვევისათვის

მუხლი 27.

ამ კანონის დამრღვევ პირს ეკისრება მატერიალური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. 259 მუხლი 28. ჯარიმების ოდენობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VII
ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილების
გასაჩივრების
წესი

მუხლი 29.

ეკონომიკურ აგენტს, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს უშუალოდ მიმართოს სასამართლოს, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისა და ამის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ, აგრეთვე სასამართლოში გაასაჩივროს ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილება.

მუხლი 30. ეკონომიკურ აგენტს უნაზღაურდება სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ არაკანონიერი ქმედებით მიყენებული ზარალი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

1996 წლის 25 ივნისი.

21 საქართველოს კანონი სტანდარტიზაციის შესახებ

▲back to top


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.

კანონის მიზანი 1. ეს კანონი ადგენს საქართველოში სტანდარტიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს და აწესრიგებს ურთიერთობებს სტანდარტიზაციის სფეროში. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ფარმაკოპეის სტატიებზე.

მუხლი 2.

კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტანდარტიზაცია - საქმიანობა, რომელიც არსებულ და პოტენციურ ამოცანებთან დაკავშირებით მოწოდებულია დაადგინოს დებულებები საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის და მიზნად ისახავს ამ გზით გარკვეულ სფეროებში ოპტიმალური მოწესრიგების მიღწევას;

ბ) ეროვნული სტანდარტიზაცია - სტანდარტიზაცია, რომელიც ხორციელდება ერთი კონკრეტული ქვეყნის დონეზე;

გ) სტანდარტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს საქონლის, მასთან დაკავშირებული პროცესების და წარმოების მეთოდებისათვის, რომელთა დაცვა სავალდებულო არ არის. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტირების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ;

დ) მეწარმე სუბიექტის სტანდარტი - სტანდარტი, რომელიც მიღებული და გამოცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ საკუთარი გამოყენებისათვის. სტანდარტის ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს სტანდარტის მიმღები;

ე) ეროვნული სტანდარტი - სტანდარტი, რომელიც მიღებულია სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანოს მიერ და ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო წრისათვის;

ვ) საერთაშორისო სტანდარტი - სტანდარტი, რომელიც მიღებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო წრისათვის;

ზ) რეგიონული სტანდარტი - სტანდარტი, რომელიც მიღებულია სტანდარტიზაციის რეგიონული ორგანიზაციის მიერ და ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო წრისათვის;

თ) სტანდარტიზაციის ორგანო - ორგანო, რომელიც დასაქმებულია სტანდარტიზაციით, აღიარებულია ეროვნულ, რეგიონულ ან საერთაშორისო დონეზე და რომლის ძირითადი ფუნქციაც მისი სტრუქტურის მიხედვით არის სტანდარტის შემუშავება ან მიღება, რომელიც ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო წრისათვის;

ი) სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანო - სტანდარტიზაციის ორგანო, რომელიც აღიარებულია ეროვნულ დონეზე და რომელსაც უფლება აქვს იყოს სტანდარტიზაციის სათანადო საერთაშორისო ან რეგიონული ორგანიზაციის ეროვნული წევრი;

კ) სტანდარტიზაციის პროგრამა - სტანდარტიზაციის ორგანოს მუშაობის გეგმა, რომელშიც ჩამოთვლილია სტანდარტიზაციის სამუშაოთა დასახელებანი;

ლ) სტანდარტის პროექტი - შემოთავაზებული სტანდარტი, რომელიც განკუთვნილია განხილვის, კენჭისყრისა და მიღებისათვის;

მ) ნორმატიული დოკუმენტი - დოკუმენტი, რომელიც ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა სახის საქმიანობისა და მისი შედეგებისათვის;

ნ) შესაბამისობის ნიშანი - დაცული ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ სათანადოდ იდენტიფიცირებული პროდუქცია, პროცესი ან მომსახურება შეესაბამება კონკრეტულ სტანდარტს ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტს;

ო) სავალდებულო სტანდარტი - სტანდარტი, რომლის გამოყენებაც სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის ან რეგლამენტში სავალდებულო მითითებების შესაბამისად;

პ) რეგლამენტი - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სამართლებრივ ნორმებს და მიღებულია სახელმწიფო ორგანოს მიერ;

ჟ) ტექნიკური რეგლამენტი - დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია საქონლის მახასიათებლები ან მასთან დაკავშირებული გადამუშავებისა და წარმოების მეთოდები, შესაბამისი ადმინისტრაციული დებულებების ჩათვლით, რომელთა დაცვა სავალდებულოა. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტირების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ;

რ) სტანდარტიზაციის სფერო - სტანდარტიზაციის ურთიერთდაკავშირებული ობიექტების ერთობლიობა;

ს) ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორი - დოკუმენტი, რომელიც ადგენს საკლასიფიკაციო ობიექტებისათვის ან საკლასიფიკაციო ჯგუფებისათვის დასახელებებისა და კოდების სისტემატიზებულ ნუსხას;

ტ) მეწარმე სუბიექტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად;

უ) შეთავსებადობა - პროდუქციის, პროცესების ან მომსახურების ვარგისიანობა გარკვეულ პირობებში ერთობლივი გამოყენებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს და არ იწვევენ არასასურველ ურთიერთქმედებას;

ფ) ურთიერთშენაცვლებადობა - ერთი პროდუქციის, პროცესის ან მომსახურების უნარი, გამოყენებულ იქნეს სხვა პროდუქციის, პროცესის ან მომსახურების ნაცვლად ერთი და იმავე მოთხოვნების შესასრულებლად.

მუხლი 3. სტანდარტიზაციის მიზანი

სტანდარტიზაციის მიზანია:

ა) პროდუქციის, პროცესებისა და მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარემოს, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დასაცავად;

ბ) ვაჭრობაში ტექნიკური დაბრკოლებების აღმოფხვრა, პროდუქციის ან მომსახურების კონკურენტუნარიანობის ამაღლება;

გ) პროდუქციის ტექნიკური და ინფორმაციული შეთავსებადობის, აგრეთვე ურთიერთშენაცვლებადობის უზრუნველყოფა;

დ) ბუნებრივი, მატერიალური და ეკონომიკური რესურსების დაზოგვა;

ე) პროდუქციის, პროცესებისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;

ვ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ზ) საქართველოს ინტერესების წარმოდგენას სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო და რეგიონულ საქმიანობაში.

მუხლი 4. სტანდარტიზაციის პრინციპები სტანდარტიზაციის პრინციპებია:

ა) გამჭვირვალობა, ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა და კონკრეტულობა;

ბ) საზოგადოებრივი სარგებლიანობა, თანამედროვეობა და ეკონომიკური ეფექტიანობა;

გ) სტანდარტიზაციის სფეროში განხორციელებულ საქმიანობაში მონაწილეობისა და სტანდარტების გამოყენების ნებაყოფლობითი ხასიათი;

დ) სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ პრინციპებთან შესაბამისობა;

ე) სტანდარტიზაციის სფეროში განხორციელებულ საქმიანობაში ყველა დაინტერესებული მხარის თანაბარ საწყისებზე მონაწილეობა და გადაწყვეტილებების კონსენსუსის საფუძველზე მიღება.

მუხლი 5. ურთიერთობები სტანდარტიზაციის სფეროში

ურთიერთობები სტანდარტიზაციის სფეროში წესრიგდება ამ კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები სტანდარტიზაციის სფეროში თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები არ შეესაბამება სტანდარტიზაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ წესებს, უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით დადგენილ წესებს. მუხლი

7. სტანდარტიზაციის სამუშაოების ორგანიზება

1. საქართველოში სტანდარტიზაციის სამუშაოების ორგანიზებას, სტანდარტიზაციის სფეროში სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინირებას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მათ შორის, სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტებთან, მეწარმე სუბიექტებთან ურთიერთქმედების ჩათვლით, ახორციელებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომ - „საქსტანდარტი“).

2. „საქსტანდარტის“ კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სტანდარტიზაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) სტანდარტიზაციის სისტემის შექმნის, განვითარებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) სტანდარტიზაციის პროგრამების შემუშავება და მათი ექვს თვეში ერთხელ გამოქვეყნება, რომლებიც შეიცავს სტანდარტების პროექტებს და ბოლო პერიოდში მიღებულ სტანდარტებს;

დ) სტანდარტების მთავარი საინფორმაციო ცენტრის მართვა;

ე) სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების, მიღების, გამოქვეყნებისა და გავრცელების ორგანიზება;

ვ) სტანდარტიზაციის სფეროში ინფორმაციული უზრუნველყოფის ორგანიზება;

ზ) საერთაშორისო, რეგიონული, ეროვნული და უცხო ქვეყნების სტანდარტების ფონდის, აგრეთვე საინფორმაციო ბანკის შექმნა და ამ ფონდსა და ბანკში არსებული მონაცემების კორექტირება;

თ) სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა;

ი) სტანდარტიზაციის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;

კ) ეროვნული სტანდარტების განვითარება და საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების ეროვნულ სტანდარტებად გამოყენების დაშვება;

ლ) სტანდარტიზაციის სფეროში კადრების პროფესიული დონის ამაღლების უზრუნველყოფა;

მ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. სტანდარტიზაციის სფეროში განხორციელებულ საქმიანობაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. სტანდარტიზაციით დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სტანდარტების მომზადებაში.

მუხლი 8. საქართველოს სტანდარტიზაციის სისტემა

1. საქართველოს სტანდარტიზაციის სისტემა არის ნორმატიული დოკუმენტების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტიზაციის სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარებას, ადგენს სტანდარტიზაციის ძირითად დებულებებს და წესებს, სისტემის პრინციპებს და სტრუქტურას, მოთხოვნებს საქართველოში მოქმედი სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტებისადმი, ამ დოკუმენტების შემუშავების, შეთანხმების, მიღებისა და რეგისტრაციის წესებს.

2. საქართველოს სტანდარტიზაციის სისტემა ღიაა დაინტერესებული სახელმწიფოებისათვის მასთან მისაერთებლად.

3. საქართველოს სტანდარტიზაციის სისტემის მონაწილეები არიან:

ა) „საქსტანდარტი“;

ბ) სტანდარტიზაციის სფეროს ტექნიკური კომიტეტები;

გ) ფიზიკური და იურიდიული პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც სამუშაოებს ახორციელებენ სტანდარტიზაციის სფეროში.

4. „საქსტანდარტი“ პასუხისმგებელია მის მიერ შემუშავებული სტანდარტიზაციის სისტემის სტანდარტიზაციის პრინციპებთან შესაბამისობაზე.

5. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი არის დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოს სტანდარტების შემუშავება და საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტიზაციის სფეროში სამუშაოთა განხორციელება. სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტს არა აქვს იურიდიული პირის სტატუსი.

6. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი, როგორც წესი, იქმნება გარკვეული სახის პროდუქციისა და ტექნოლოგიების და სტანდარტიზაციის სხვა ობიექტების მიხედვით სპეციალიზებული, მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ორგანიზაციების ბაზაზე. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნული სტანდარტების პროექტების შემუშავებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი

9. საერთაშორისო თანამშრომლობა სტანდარტიზაციის სფეროში „საქსტანდარტს“, როგორც საქართველოს სტანდარტიზაციის ეროვნულ ორგანოს, უფლება აქვს საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში იყოს საქართველოს წარმომადგენელი.

თავი II
სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტები

მუხლი 10. სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტები

საქართველოში მოქმედი სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტებია:

ა) საქართველოს ეროვნული სტანდარტი (შემდგომ - საქართველოს სტანდარტი);

ბ) საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო სტანდარტი; გ) საქართველოს სტანდარტად მიღებული რეგიონული სტანდარტი;

დ) ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის საქართველოს კლასიფიკატორი;

ე) მეწარმე სუბიექტის სტანდარტი.

მუხლი 11. საქართველოს სტანდარტები, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორები

1. საქართველოს სტანდარტის პროექტი უნდა შემუშავდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (შემდგომ - მსო) „სტანდარტების შემუშავების, მიღებისა და გამოყენების შესახებ კეთილსინდისიერი ქმედების კოდექსით“ დადგენილი წესების შესაბამისად.

2. საქართველოს სტანდარტის შემუშავების საფუძველია საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტები ან დამთავრების სტადიაზე მყოფი მათი პროექტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტები ან მათი ცალკეული ნორმები არაეფექტიანია კანონიერი მიზნების მისაღწევად (ძირითადი კლიმატური და გეოგრაფიული ფაქტორების ან ტექნოლოგიური პრობლემების გამო).

3. სტანდარტის მიღებამდე დაინტერესებულ მხარეებს სტანდარტის პროექტზე შენიშვნების წარდგენისათვის ეძლევათ 60 დღის ვადა. ეს ვადა შეიძლება შემცირდეს, თუ იქმნება ან შესაძლოა შეიქმნას ეროვნული უსაფრთხოების, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მწვავე პრობლემები.

4. სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტის მომზადება, მიღება და გამოყენება არ უნდა ქმნიდეს ვაჭრობაში იმაზე მეტ დაბრკოლებებს, ვიდრე ეს საჭიროა კანონიერი მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დასაცავად, აგრეთვე მცდარი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად.

5. საქართველოს სტანდარტის დაცვა სავალდებულოა, თუ:

ა) ეს დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით ან მითითებულია ტექნიკურ რეგლამენტში;

ბ) მწარმოებელმა ან მომსახურების მიმწოდებელმა იკისრა ეს ვალდებულება შესაბამისობის შემოწმებით.

6. საქართველოს სტანდარტთან პროდუქციის ან მომსახურების შესაბამისობა შეიძლება დადასტურდეს პროდუქციისა და მომსახურების შესაბამისობის ნიშნით ნიშანდების გზით. მეწარმე სუბიექტები, აგრეთვე პროდუქცია და მომსახურება, რომლებიც ნიშანდებულია შესაბამისობის ნიშნით, შეიტანება საქართველოს სტანდარტებთან შესაბამისობის ნიშნით ნიშანდებული პროდუქციისა და მომსახურების სახელმწიფო რეესტრში. საქართველოს სტანდარტებთან პროდუქციისა და მომსახურების შესაბამისობის ნიშნის ფორმისა და ნიშანდების, აგრეთვე სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

7. საქართველოს სტანდარტებს იღებს „საქსტანდარტი“ ამ კანონის შესაბამისად.

8. საქართველოს სტანდარტი სამოქმედოდ შემოიღება „საქსტანდარტში“ მისი სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ.

9. ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების შემუშავების, დამტკიცების, ამოქმედების და გამოყენების წესებს ადგენს „საქსტანდარტი“.

მუხლი 12. მეწარმე სუბიექტის სტანდარტი

მეწარმე სუბიექტის სტანდარტი შეიძლება შეიმუშაოს და მიიღოს ამ სუბიექტმა. მეწარმე სუბიექტი სტანდარტს შეიმუშავებს, თუ არ არსებობს პროდუქციის ან მომსახურების საქართველოს სტანდარტები ან საქართველოს სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნები საჭიროებს დამატებებს. მეწარმე სუბიექტი პასუხისმგებელია თავისი სტანდარტის სავალდებულო სტანდარტებთან შესაბამისობაზე. მეწარმე სუბიექტის სტანდარტი ამოქმედდება მისი სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ.

თავი III
ტექნიკური რეგლამენტი

მუხლი 13. ტექნიკური რეგლამენტი

1. ტექნიკური რეგლამენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს ტექნიკურ მოთხოვნებს პროდუქციის ან მომსახურებისათვის.

2. ტექნიკური რეგლამენტი პროდუქციის ან მომსახურებისათვის ტექნიკურ მოთხოვნებს განსაზღვრავს პირდაპირ ან საქართველოს სტანდარტებზე მითითებით და მათი სავალდებულო გამოყენების დადგენით.

3. ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების, მიღებისა და გამოქვეყნების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

4. ტექნიკური რეგლამენტი არ უნდა ზღუდავდეს ვაჭრობას იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭიროა კანონიერი მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დასაცავად, აგრეთვე მცდარი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად. ეს რეგლამენტი აგრეთვე უნდა ითვალისწინებდეს ამ მიზნების შეუსრულებლობის შედეგად მოსალოდნელ რისკს. ამ რისკის შეფასებისას მხედველობაში მიიღება ხელმისაწვდომი სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაცია, გადამუშავების შესაბამისი ტექნოლოგია ან საქონლის დანიშნულებისამებრ გამოყენება.

5. შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების არსებობისას, ეს სტანდარტები ან მათი ცალკეული ნორმები გამოიყენება ტექნიკური რეგლამენტის საფუძვლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საერთაშორისო სტანდარტები ან მათი ცალკეული ნორმები არაეფექტიანია კანონიერი მიზნების მისაღწევად (ძირითადი კლიმატური და გეოგრაფიული ფაქტორების ან ტექნოლოგიური პრობლემების გამო).

6. საქონლის ან მომსახურების ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დამოწმება სავალდებულოა. სავალდებულო დამოწმების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

7. ტექნიკური რეგლამენტი უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მსო-ს ნებისმიერი წევრი ქვეყნის ტერიტორიიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის მიმართ არ უნდა გამოიყენებოდეს იმ რეჟიმზე ნაკლებად ხელსაყრელი რეჟიმი, რომელიც გამოიყენება საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში წარმოებული იმავე ტიპის საქონლისათვის.

8. ტექნიკური რეგლამენტი აღარ გამოიყენება, თუ მისი მიღების განმსაზღვრელი პირობები და მიზნები აღარ არსებობს ან შეცვლილი გარემოებები და მიზნები შეიძლება ვაჭრობის ნაკლებად შემზღუდველად ჩაითვალოს. 9. მსო-ს წევრი ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტი საქართველოში ითვლება ექვივალენტურად მისაღებად იმ შემთხვევაშიც, თუ ეს რეგლამენტი განსხვავდება საქართველოს ტექნიკური რეგლამენტისაგან, მაგრამ ადეკვატურად ახორციელებს საქართველოს ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრულ ამოცანებს.

თავი IV

შესაბამისობის დადასტურება

მუხლი 14. შესაბამისობის დადასტურება

1. შესაბამისობის დადასტურება არის პროდუქციის, მომსახურების ან წარმოების პროცესის სტანდარტთან შესაბამისობის ნებაყოფლობითი ან სავალდებულო შემოწმება.

2. შესაბამისობის დადასტურების პროცედურის შემუშავება, დამტკიცება და გამოყენება არ უნდა ქმნიდეს ვაჭრობაში ტექნიკურ დაბრკოლებებს. მსო-ს წევრ ქვეყანაში გამოყენებული შესაბამისობის დადასტურების პროცედურა საქართველოში მიღებული უნდა იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ ეს პროცედურა განსხვავდება საქართველოში გამოყენებული პროცედურებისაგან, მაგრამ მათი ექვივალენტურია და უზრუნველყოფს ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან შესაბამისობას.

3. შესაბამისობის დადასტურების პროცედურის შემუშავების, დამტკიცებისა და გამოყენების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი V
ინფორმაცია სტანდარტიზაციის ნორმატიული
დოკუმენტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და
შესაბამისობის დადგენის პროცედურების შესახებ

მუხლი 15. სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტების გამოქვეყნება

1. საქართველოს სტანდარტების პროექტების და მიღებული სტანდარტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს სტანდარტები და კლასიფიკატორები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლისათვის, თუ ეს ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას.

2. „საქსტანდარტი“ უზრუნველყოფს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკურეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების, საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების, სტანდარტიზაციის წესებისა და რეკომენდაციების, უცხო ქვეყნების ეროვნული სტანდარტების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას; სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების და მათი გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას; ქმნის საქართველოს სტანდარტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების, აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების, სტანდარტიზაციის წესებისა და რეკომენდაციების, უცხო ქვეყნების ეროვნული სტანდარტების ფონდს და საინფორმაციო ბანკს, აგრეთვე ახორციელებს ამ ფონდსა და ბანკში არსებული მონაცემების კორექტირებას. ამ ფონდის შექმნისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. „საქსტანდარტს“ აქვს საქართველოს სტანდარტების და ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების დადგენილი წესით ოფიციალური გამოქვეყნების განსაკუთრებული უფლება.

4. საქართველოს სტანდარტების და ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების გამოქვეყნების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

5. „საქსტანდარტს“ აქვს საქართველოს სტანდარტებთან შესაბამისობის ნიშნით ნიშანდებული პროდუქციისა და მომსახურების კატალოგში შეტანილი მონაცემების ოფიციალური გამოქვეყნების განსაკუთრებული უფლება.

6. სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტების ოფიციალურ გამოცემად ითვლება მათი გამოქვეყნება ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ და „საქსტანდარტის“ მიერ გამოცემულ სტანდარტების საინფორმაციო კრებულში „საქართველოს სტანდარტები. მაჩვენებელი“.

7. „საქსტანდარტთან“ ფუნქციონირებს სტანდარტების მთავარი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც:

ა) ორგანიზებას უწევს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების, ტექნიკური რეგლამენტის, საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების, სტანდარტიზაციის წესებისა და რეკომენდაციების, აგრეთვე სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას;

ბ) პასუხობს დაინტერესებული მხარეების და მსო-ს წევრი ქვეყნების შეკითხვებს და აწვდის მათ შესაბამის დოკუმენტაციას: ბ. ა) მიღებულ და მისაღებ ტექნიკურ რეგლამენტებზე;

ბ. ბ) მიღებულ და მისაღებ სტანდარტებზე;

ბ. გ) დამტკიცებულ და მისაღებ შესაბამისობის დადასტურების პროცედურებზე; დ) მომხმარებელს წარუდგენს ინფორმაციას ტექნიკური რეგლამენტის, სტანდარტების, სხვა ნორმატიული დოკუმენტების და სტანდარტებთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ;

დ) მომხმარებელს წარუდგენს ინფორმაციას უცხო ქვეყნებიდან მიღებული სტანდარტების თარგმნის შესახებ;

ე) თანამშრომლობს საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან სტანდარტიზაციისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის სფეროში;

ვ) თანამშრომლობს მსო-ს სამდივნოსთან და მსო-ს წევრ ქვეყნებთან სტანდარტიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე „ვაჭრობაში ტექნიკური დაბრკოლებების შესახებ“ მსო-ს წევრი ქვეყნების შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.

8. საინფორმაციო ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ნებისმიერი გადასახადი, მიწოდების რეალური ხარჯების გარდა, უნდა იყოს თანაბარი საქართველოსა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისათვის.

9. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ქმნიან საინფორმაციო ცენტრებს, რომლებიც „საქსტანდარტის“ მთავარ საინფორმაციო ცენტრს უზრუნველყოფენ შესამუშავებელი და მიღებული ნორმატიული აქტებისა და დოკუმენტების შესახებ ინფორმაციით.

მუხლი 16. შეტყობინება ტექნიკური რეგლამენტისა და შესაბამისობის პროცედურის შესახებ

1. თუ არ არსებობს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტი ან მისაღები ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური შინაარსი არ შეესაბამება შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის ტექნიკურ შინაარსს და ტექნიკურმა რეგლამენტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ვაჭრობაზე:

ა) ქვეყნდება შეტყობინება „საქართველოს სტანდარტებში“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტის განხილვის ადრეულ სტადიაზე, რათა მსო-ს წევრ ქვეყნებს მიეცეთ ამ რეგლამენტის პროექტის გაცნობისა და მის შესახებ წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა;

ბ) მსო-ს წევრ ქვეყნებს მსო-ს სამდივნოს მეშვეობით ეცნობებათ იმ პროდუქციის შესახებ, რომელსაც მოიცავს მისაღები ტექნიკური რეგლამენტი. ეს შეტყობინება იგზავნება ტექნიკური რეგლამენტის განხილვის ადრეულ სტადიაზე, სანამ შესაძლებელია პროექტში შესწორებების შეტანა და შენიშვნების გათვალისწინება;

გ) მსო-ს წევრ ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, წარადგინონ წერილობითი შენიშვნები, განიხილონ ისინი მოთხოვნისამებრ და მხედველობაში მიიღონ ეს შენიშვნები და მათი განხილვის შედეგები.

2. ეროვნული უსაფრთხოების, ადამიანის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მწვავე პრობლემების წარმოქმნის ან წარმოქმნის საშიშროების შემთხვევაში ტექნიკური რეგლამენტის მიღების შემდეგ:

ა) მსო-ს წევრ ქვეყნებს მსო-ს სამდივნოს მეშვეობით ეცნობებათ მიღებული ტექნიკური რეგლამენტის და იმ პროდუქციის შესახებ, რომელსაც მოიცავს ეს რეგლამენტი;

ბ) მსო-ს წევრ ქვეყნებს ეგზავნებათ ტექნიკური რეგლამენტის ასლები მოთხოვნისამებრ;

გ) მსო-ს წევრ ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, წარადგინონ წერილობითი შენიშვნები, განიხილონ ისინი მოთხოვნისამებრ და მხედველობაში მიიღონ ეს შენიშვნები და მათი განხილვის შედეგები.

3. ყველა მიღებული ტექნიკური რეგლამენტი უნდა გამოქვეყნდეს დროულად და გახდეს ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეებისათვის.

4. ტექნიკური რეგლამენტის გამოქვეყნებასა და ამოქმედებას შორის უნდა დაწესდეს რეალური ვადა, რათა მწარმოებლებს მიეცეთ საკმარისი დრო თავიანთი პროდუქციის ან წარმოების მეთოდების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

5. თუ არ არსებობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოს შესაბამისი რეკომენდაცია ან შესამუშავებელი შესაბამისობის დადასტურების პროცედურის ტექნიკური შინაარსი სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოების რეკომენდაციებს არ შეესაბამება და ამ პროცედურას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ვაჭრობაზე:

ა) ქვეყნდება შეტყობინება ამ პროცედურის შესახებ მისი განხილვის ადრეულ სტადიაზე „საქართველოს სტანდარტებში“, რათა მსო-ს წევრ ქვეყნებს მიეცეთ მისი გაცნობისა და შესაბამისობის დადასტურების პროცედურის შემუშავების შესახებ წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა;

ბ) მსო-ს წევრ ქვეყნებს მსო-ს სამდივნოს მეშვეობით ეცნობებათ იმ პროდუქციის შესახებ, რომელსაც მოიცავს მისაღები შესაბამისობის დადასტურების პროცედურა;

გ) მსო-ს წევრ ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, წარადგინონ წერილობითი შენიშვნები, განიხილონ ისინი მოთხოვნისამებრ და მხედველობაში მიიღონ ეს შენიშვნები და მათი განხილვის შედეგები.

6. ეროვნული უსაფრთხოების, ადამიანის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მწვავე პრობლემების წარმოქმნის ან წარმოქმნის საშიშროების შემთხვევაში შესაბამისობის დადასტურების პროცედურების მიღების შემდეგ:

ა) მსო-ს სამდივნოს მეშვეობით მსო-ს წევრ ქვეყნებს ეცნობებათ მიღებული შესაბამისობის დადასტურების პროცედურისა და იმ პროდუქციის შესახებ, რომელსაც მოიცავს ეს პროცედურა;

ბ) მსო-ს წევრ ქვეყნებს ეგზავნებათ შესაბამისობის დადასტურების პროცედურის ასლები მოთხოვნისამებრ;

გ) მსო-ს წევრ ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, წარადგინონ წერილობითი შენიშვნები, განიხილონ ისინი მოთხოვნისამებრ და მხედველობაში მიიღონ ეს შენიშვნები და მათი განხილვის შედეგები.

7. მიღებული შესაბამისობის დადასტურების პროცედურა უნდა გამოქვეყნდეს დროულად, აგრეთვე მსო-ს წევრ ქვეყნებს უნდა მიეცეთ მათი გაცნობის შესაძლებლობა. 8. შესაბამისობის დადასტურების პროცედურის გამოქვეყნებასა და ამოქმედებას შორის უნდა დაწესდეს რეალური ვადა, რათა მწარმოებლებს მიეცეთ საკმარისი დრო თავიანთი პროდუქციისა და წარმოების მეთოდების შესაბამისობის დადასტურების პროცედურის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

თავი VI
საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის
სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

მუხლი 17. საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

1. საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება პროდუქციის შემუშავების, წარმოებისათვის მომზადების, დამზადების, რეალიზაციის (მიწოდების, გაყიდვის), გამოყენების (ექსპლუატაციის), შენახვის, ტრანსპორტირების დროს, აგრეთვე მომსახურების გაწევისას.

2. საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის წესს ადგენს „საქსტანდარტი“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 18. საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანოები

1. საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ „საქსტანდარტი“ და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ენიჭებათ სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება.

2. შესამოწმებელი ობიექტების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან შექმნან ყველა აუცილებელი პირობა სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად.

მუხლი 19. სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამდებობის პირები, მათი უფლებები და პასუხისმგებლობა

1. საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომელთაც უფლება აქვთ:

ა) სტანდარტიზაციის სფეროს ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად აიღონ პროდუქციისა და მომსახურების ნიმუშები და სინჯები;

ბ) გასცენ მიწერილობა შემოწმებული პროდუქციის, მათ შორის, საქართველო- ში იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის (მიწოდების, გაყიდვის), გამოყენების (ექსპლუატაციის), აგრეთვე მომსახურების გაწევის შეჩერებისა და აკრძალვის შესახებ.

2. უფლებამოსილი თანამდებობის პირები მათთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების, აგრეთვე მატერიალური ზიანის მიყენების, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების გამჟღავნებისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VII
პასუხისმგებლობა საქართველოს სტანდარტიზაციის
კანონმდებლობის დარღვევისათვის

მუხლი 20. პასუხისმგებლობა საქართველოს სტანდარტიზაციის კანონმდებლობის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა სტანდარტიზაციის კანონმდებლობის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VIII
სახელმწიფო სტანდარტიზაციის, კონტროლისა და
ზედამხედველობის სამუშაოების დაფინანსება, საქართველოს
სტანდარტების გამოყენების სტიმულირება

მუხლი 21. სახელმწიფო სტანდარტიზაციის, კონტროლისა და ზედამხედველობის სამუშაოების დაფინანსება

1. სავალდებულო სახელმწიფო დაფინანსებას ექვემდებარება:

ა) კონკრეტულ პროდუქციაზე საქართველოს საკანონმდებლო აქტების, ფუძემდებლური და საერთო-ტექნიკური სტანდარტების კომპლექსების, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების შემუშავების, მიღებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) სტანდარტიზაციის სამეცნიერო-კვლევითი და სხვა საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამუშაოების განხორციელება;

გ) საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

დ) საქართველოს სტანდარტების ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების, საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების, სტანდარტიზაციის წესებისა და რეკომენდაციების, უცხო ქვეყნების ეროვნული სტანდარტების სახელმწიფო ფონდის შექმნა და ამ ფონდში არსებული მონაცემების კორექტირება, აგრეთვე საქართველოს სტანდარტებთან შესაბამისობის ნიშნით ნიშანდებული პროდუქციის სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

ე) „საქსტანდარტის“ მმართველობითი საქმიანობა; ვ) სახელმწიფო სტანდარტიზაციის სხვა სამუშაოები, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა;

ზ) საქართველოს საწევრო შენატანები სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში.

2. სახელმწიფო პროგრამებში, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე თავდაცვისათვის საჭირო პროდუქციის წარმოების შექმნისა და განვითარების პროგრამების შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის ნორმატიული უზრუნველყოფა.

მუხლი 22. საქართველოს სტანდარტების გამოყენების სტიმულირება

1. სახელმწიფო აძლევს ეკონომიკური მხარდაჭერისა და სტიმულირების გარანტიებს იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც აწარმოებენ საქართველოს სტანდარტებთან შესაბამისობის ნიშნით ნიშანდებულ პროდუქციას ან ეწევიან ამ სტანდარტების (მათ შორის, ისეთი სტანდარტების, რომლებიც შეიცავს პერსპექტიულ მოთხოვნებს, ტრადიციული ტექნოლოგიების წინმსწრებ შესაძლებლობებს) შესაბამის მომსახურებას.

2. იმ მეწარმე სუბიექტების ეკონომიკური მხარდაჭერისა და სტიმულირების ღონისძიებები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას ან ეწევიან მომსახურებას საქართველოს სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი IX
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 23. საქართველოს სავალდებულო სტანდარტების მოქმედება

1. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სტანდარტები ინარჩუნებს სავალდებულო ძალას “საქსტანდარტის” მიერ მათ შეცვლამდე ან გაუქმებამდე.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე „საქსტანდარტმა“, დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად, გამოაქვეყნოს იმ სტანდარტების ნუსხა, რომლებიც კარგავს სავალდებულო ძალას.

3. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა დაამტკიცონ და გამოაქვეყნონ ის ტექნიკური რეგლამენტები, რომლებიც ითვალისწინებს პროდუქციის, პროცესებისა და მომსახურების ხარისხის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებისა და გარემოს დაცვის უზრუნველმყოფი სტანდარტების სავალდებულო ძალის შენარჩუნებას.

4. საქართველოს სავალდებულო სტანდარტები საქართველოს მსო-ში გაწევრიანების დღიდან 3 წლის განმავლობაში გადაკეთდება ნებაყოფლობით სტანდარტებად.

თავი X
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 24. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, N22-23, 17 ოქტომბერი, 1996).

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1999 წლის 25 ივნისი.
N2197-II

22 საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

▲back to top


I. ,,ელექტროენერგეტიკის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს კანონი ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“.

2. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობასა და ურთიერთობებს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. ეს კანონი არ ვრცელდება ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიებაზე, მოპოვებაზე, გადამუშავებასა და დაგროვებაზე, ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიწოდების ლიცენზიატს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა. „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტის, მიწოდებისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში;“;

ბ.ბ. „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვის „ელექტრომომარაგებისათვის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის“, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში სიტყვის „ელექტროენერგეტიკის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ბუნებრივი გაზის დარგების“;

ბ.გ. „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ. ხელი შეუწყოს ბუნებრივი გაზის ადგილობრივი რესურსების გამოყენებას.“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა. „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკაში“ შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში“, ხოლო სიტყვა „დარგში“ - სიტყვებით „ამ დარგებში“;

გ.ბ. „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. განსაზღვროს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების, ასევე მომხმარებელთა საქმიანობისა და ურთიერთობების რეგულირების ძირითადი პრინციპები საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე და ამ მიზნით შექმნას ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძვლები;

გ. ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის ამაღლებას;“ გ.გ. „დ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ბაზარზე“ შეიცვალოს სიტყვებით „და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე“.

3. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“, „ვ“, „თ“ და „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „გ“ ქვეპუნქტში სიტყვის „ქვესადგურებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ელექტროგადამცემ ხაზებს“, ხოლო სიტყვა „სისტემები“ შეიცვალოს სიტყვით „ქსელები;

გ) „დ“ ქვეპუნქტში ციფრები „0.4-6.3-10.5“ შეიცვალოს ციფრებით „0,4- 6-10“, სიტყვა “სისტემებს,” - სიტყვით „ქსელებს.“ და მომდევნო ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გამონაკლის შემთხვევაში, კომისიის ნებართვით, დასაშვებია გამანაწილებელ ქსელს მიეკუთვნოს 35 და 110 კილოვოლტი ძაბვის ქსელის ის ნაწილი, რომელიც არ არის განკუთვნილი ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის. ამავე ტერმინით აღინიშნება აგრეთვე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოიცავს 1,2-0,6-0,3-0,005 მპა წნევის გაზსადენებს.“;

დ) „ე“ ქვეპუნქტში სიტყვების „ენერგიის მიღებაზე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციაზე“, სიტყვის „განაწილებაზე“ შემდეგ - სიტყვები „და რეალიზაციაზე“, ხოლო სიტყვის „ზონის“ შემდეგ - სიტყვები „ან კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის“;

ე) „ზ“ ქვეპუნქტში სიტყვა „გენერაციისა“ შეიცვალოს სიტყვით „წარმოებისა“, სიტყვის „განაწილების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,იმპორტის, ექსპორტის“, ხოლო მეორე წინადადებაში სიტყვის „საფუძველზე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კომისიის ნებართვით დროებით“;

ვ) „ი“ ქვეპუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის“ შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის“;

ზ) „კ“ ქვეპუნქტში სიტყვების „დისპეტჩერიზაციის ნებართვა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „იმპორტის ნებართვა, ექსპორტის ნებართვა“, ხოლო სიტყვების „განაწილების ნებართვა“ შემდეგ - სიტყვები „ბუნებრივი გაზის მიწოდების ნებართვა, ტრანსპორტირების ნებართვა ან განაწილების ნებართვა“;

თ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ. „ლიცენზიატი“ - იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ფლობს ამ კანონით განსაზღვრულ ერთ ან რამდენიმე ლიცენზიას;“

ი) „მ“ ქვეპუნქტში სიტყვა „უცხოური“ შეიცვალოს სიტყვებით „სხვა ქვეყნის“, ხოლო ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ბუნებრივ გაზს, იმპორტის ჩათვლით“;

კ) „ნ“ ქვეპუნქტში სიტყვა „უცხოურ“ შეიცვალოს სიტყვებით „სხვა ქვეყნის“, ხოლო ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან სხვა ქვეყნების ტრანსპორტირების სისტემებს“;

ლ) „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო. „პირდაპირი მომხმარებელი“- პირი, რომელიც ელექტროენერგიას იღებს უშუალოდ გადამცემი ქსელიდან ან წარმოების ლიცენზიატისაგან, ხოლო ბუნებრივ გაზს - ტრანსპორტირების სისტემიდან და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი;

პ. „რეგულირების საფასური“ - გადასახდელი, რომელსაც ყოველწლიურად იხდიან ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, იმპორტის, ექსპორტისა და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატები კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად;“

მ) „გ“, „დ“, „ე“, „ზ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“, „ღ“, „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები:

„ო. „ექსპორტის ლიცენზია“ - კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს მიწოდების პუნქტში გაყიდოს ელექტროენერგია (სიმძლავრე) საქართველოს ფარგლებს გარეთ;

პ. „იმპორტის ლიცენზია“ - კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან მეტ მიწოდების პუნქტზე მიიღოს და გაყიდოს ან/და თვითონ მოიხმაროს ელექტროენერგია (სიმძლავრე);

ჟ. „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი (ელექტრობაზარი)“ - ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა მართვისა და ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების მიზნით ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირი;

რ. „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის აღმასრულებელი საბჭო“ - ელექტრობაზრის მართვის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ელექტრობაზრის ფუნქციონირებისა და განვითარების ძირითად მიმართულებებს, წყვეტს ბაზრის წევრებს შორის წარმოშობილ დავებს, ახორციელებს საბაზრო წესებისა და ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების დაცვის მდგომარეობის მონიტორინგს;

ს. „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გენერალური დირექტორი“ - პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრობაზრის უშუალო მართვას საბაზრო წესებისა და ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად და ანგარიშვალდებულია ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭოს წინაშე. ელექტრობაზრის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭო და ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს კომისია;

ტ. „საბაზრო წესები“ - ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ელექტრობაზრის ფუნქციონირებას, მართვას, ლიცენზიატებს შორის კომერციულ ურთიერთობებს. საბაზრო წესებს ამტკიცებს კომისია და ისინი სავალდებულოა ყველა ლიცენზიატის, ბაზრის წევრისა და მომხმარებლისათვის;

უ. „ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტები“ - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ სხვა ლიცენზიატებთან შეთანხმებით მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ადგენს ელექტრობაზრის ფუნქციონირების ტექნიკურ მოთხოვნებს. ელექტრობაზრის ტექნიკურ სტანდარტებს ამტკიცებს კომისია და ისინი სავალდებულოა ყველა ლიცენზიატის, ბაზრის წევრისა და მომხმარებლისათვის;

ფ. „ბუნებრივი გაზი“ ან „გაზი“ - ნახშირწყალბადები, რომლებიც 1.2 მპა წნევასა და 200ჩ ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31.8მჯ/მ3 (7600 კკალ/მ3);

ქ. „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა“ ან „ტრანსპორტირების სისტემა“ - ყველა მილსადენი, საკომპრესორო სადგური, საზომი სადგური და სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან და რომელთაც ფლობს ან მართავს ან/და ექსპლუატაციას უწევს ტრანსპორტირების ლიცენზიატი. ტრანსპორტირების სისტემა მოიცავს ყველა მილსადენს და მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, საკომპრესორო სადგურების, საზომი სადგურებისა და სხვა მოწყობილობების ჩათვლით, რომლებიც მითითებულია ტრანსპორტირების ლიცენზიაში;

ღ. „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია“ ან „ტრანსპორტირების ლიცენზია“ - კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს ექსპლუატაცია გაუწიოს ტრანსპორტირების საშუალებებს, მიიღოს ბუნებრივი გაზი ერთი ან მეტი მიღების პუნქტიდან და განახორციელოს მისი ტრანსპორტირება ერთ ან მეტ მიწოდების პუნქტამდე;

ყ. „ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია“ ან „განაწილების ლიცენზია“ - კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს მიიღოს ბუნებრივი გაზი ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან, ექსპლუატაცია გაუწიოს გამანაწილებელ ქსელს და გაანაწილოს ბუნებრივი გაზი განსაზღვრული ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ზონის ან კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიატის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

შ. „ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზია“ ან „მიწოდების ლიცენზია“ - კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს შეიძინოს ბუნებრივი გაზი და გაყიდოს იგი სხვა მიწოდების ლიცენზიატებზე ან მომხმარებლებზე.“

4. მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო პოლიტიკა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში“.

5. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება“;

ბ) პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში, „გ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებში და მე-2 პუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკაში“ შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში“;

გ) პირველი პუნქტის:

გ.ა. „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის“ შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის“;

გ.ბ. „ა“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებში სიტყვა „ელექტროენერგეტიკული“ შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის“;

გ.გ. „გ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკულ“ შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის“, ხოლო სიტყვა „ელექტროენერგეტიკული“ - სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის“;

გ.დ. „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;“;

გ.ე. ,,ზ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ელექტროენერგეტიკის სფეროში“ შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში“, ხოლო სიტყვა ,,ელექტროენერგეტიკული“ ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 პუნქტში სიტყვის ,,ელექტროენერგიის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ბუნებრივი გაზის“, ხოლო პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან“.

6. მე-3 თავისა და მე-4 მუხლის სათაურებში, აგრეთვე ამავე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის“ შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის“.

7. მე-4 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ორგანო, რომლის საქმიანობა არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას და რომელიც“;

ბ) მე-3 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „სტრუქტურას და საშტატო განრიგს“;

გ)მე-4 პუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკაში“ შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში“;

დ) მე-5 პუნქტის: დ.ა. „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში სიტყვები „დისპეტჩერიზაციისა და“ შეიცვალოს სიტყვით „დისპეტჩერიზაციის“, ხოლო სიტყვის „განაწილების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „იმპორტისა და ექსპორტის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების“;

დ.ბ. „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების საბითუმო და საცალო ტარიფების დადგენა და რეგულირება;“; დ.გ. „დ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკაში“ შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში“;

ე) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები: „ე. ენერგეტიკაში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია;

ვ) ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება;

ზ) ელექტრობაზრის საქმიანობის ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საბაზრო წესების დამტკიცება.“; 8. მე-5 მუხლის პირველ პუნქტში:

ა) სიტყვების „პროცედურული წესები“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ტექსტი: „საბაზრო წესები, ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტები, ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირების წესები, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების, ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების საბითუმო და საცალო ტარიფები და მათი დადგენისა და რეგულირების მეთოდოლოგია, რეგულირებისა და ტარიფების დადგენის საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესები, აგრეთვე ელექტრობაზრის წევრობასთან დაკავშირებით ლიცენზიატების მიერ გასაწევი ხარჯების ოდენობა“;

ბ) სიტყვა „საკანონმდებლო“ შეიცვალოს სიტყვით „ნორმატიული“.

9. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვების „კომისიის წევრი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით“, ხოლო მესამე წინადადებაში სიტყვის „პრეზიდენტი“ შემდეგ - სიტყვები „კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით“.

10. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „დაცვისათვის და მათი გამოქვეყნებისათვის, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციული მართვისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „დაცვაზე და მათ გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე“.

11. მე-11 მუხლის: ა) პირველ პუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის“ შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის“; ბ) მე-2 პუნქტში სიტყვის „ელექტროენერგიის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ბუნებრივი გაზის“.

12. მე-12 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „მიღებისთანავე“ შეიცვალოს სიტყვებით „დადგენილი წესით“.

13. მე-18 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. პირადი უსაფრთხოება და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა“;

ბ) ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: „2. კომისიის წევრს წევრობის ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმებაში.“

14. მე-19 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „მოამზადოს“ შეიცვალოს სიტყვით „დაამტკიცოს“, სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელს“ - სიტყვებით „რეგულირების საფასურს“, სიტყვა „დისპეტჩერიზაციისა“ - სიტყვით „დისპეტ- ჩერიზაციის“ და შემდეგ დაემატოს სიტყვები „იმპორტის, ექსპორტის“, ხოლო სიტყვების „განაწილების ლიცენზიატები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატები“.

15. მე-19 მუხლის სათაურში, მე-2 პუნქტის პირველ წინადადებაში, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში, 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში, 42-ე მუხლის სათაურსა და პირველ და მეორე წინადადებებში სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელი“ შეიცვალოს სიტყვებით „რეგულირების საფასური“.

16. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მესამე წინადადებაში, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 28-ე მუხლში, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტში და 42-ე მუხლის პირველ წინადადებაში სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელის“ შეიცვალოს სიტყვებით „რეგულირების საფასურის“.

17. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მეოთხე წინადადებაში სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელებით“ შეიცვალოს სიტყვებით „რეგულირების საფასურით“, ხოლო მეხუთე წინადადებაში სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელიდან“ - სიტყვებით „რეგულირების საფასურიდან“.

18. მე-20 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელებით დაგროვილი“ შეიცვალოს სიტყვებით ,,რეგულირების საფასურიდან მიღებული“.

19. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომისია ყოველი წლის 31 მარტამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.“

20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV თავი:

თავი IV
საქართველოს ელექტროენერგიის
საბითუმო ბაზარი (ელექტრობაზარი)

მუხლი 22. ელექტრობაზრის სტატუსი და ფუნქციები

1. ელექტრობაზარი არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვაგაყიდვის ურთიერთობათა მართვისა და ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების მიზნით ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატთა და პირდაპირ მომხმარებელთა ანუ ელექტრობაზრის წევრთა კავშირი (ასოციაცია).

2. ელექტრობაზარი დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ ფუნქციებს. ელექტრობაზრის ფუნქციონირების, მართვისა და ლიცენზიატებს შორის ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებია „საბაზრო წესები“ და „ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტები“, რომლებიც დგინდება ამ კანონის შესაბამისად, მტკიცდება კომისიის მიერ და სავალდებულოა ყველა ლიცენზიატის, ბაზრის წევრისა და მომხმარებლისათვის.

3. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემავალი ყველა ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და საქართველოში იმპორტირებული მთელი ელექტროენერგიის (სიმძლავრის), აგრეთვე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატების მომსახურების საბითუმო ყიდვა-გაყიდვა (გარდა პირდაპირი კონტრაქტებით გათვალისწინებული სიდიდეებისა) ხორციელდება ელექტრობაზარზე. საქართველოში დაშვებულია მხოლოდ ერთი ელექტრობაზრის ფუნქციონირება.

4. პირდაპირი კონტრაქტებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვისა და იმპორტ-ექსპორტის ქვოტებს აწესებს და არეგულირებს კომისია ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების ეფექტიანი დაბალანსების პრინციპის შესაბამისად. ლიცენზიატები და ელექტრობაზრის წევრები ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს წინასწარ შეუთანხმონ პირდაპირი კონტრაქტები და დადგენილი წესით მიაწოდონ მას ინფორმაცია ამ კონტრაქტების საშუალებით განხორციელებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის, იმპორტ-ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ.

5. ელექტრობაზრის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და სახელმწიფო ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მოთხოვნებს.

6. ელექტრობაზრის მომსახურების ანაზღაურება ელექტრობაზრის წევრების მიერ ხორციელდება საწევრო შენატანების ხარჯზე. შენატანის ოდენობას განსაზღვრავს ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭო და ამტკიცებს კომისია. შენატანი შედის ელექტროენერგიის ტარიფში. ელექტრობაზრის წევრობა სავალდებულოა ყველა ლიცენზიატისა და პირდაპირი მომხმარებლისათვის.

7. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს იმ მომხმარებელთა ნუსხას, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების პოლიტიკის თვალსაზრისით არ შეიძლება ჩართულ იქნენ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის გეგმებში, განსაზღვრავს ნუსხაში შეტანილი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გარანტირებული ანაზღაურების წესსა და წყაროებს.

8. ელექტრობაზარი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთად ამტკიცებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსებს და საჭიროების მიხედვით ახდენს მათ კორექტირებას. ლიცენზიატები და პირდაპირი მომხმარებლები ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დასამუშავებლად, ელექტრო-ენერგიის წარმოების, გადაცემის, იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტისა და მოხმარების აღრიცხვისა და ანგარიშსწორებისათვის, ასევე მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესასრულებლად.

მუხლი 23. ელექტრობაზრის ფუნქციონირების პრინციპები

ელექტრობაზრის ფუნქციონირების პრინციპებია:

ა. დამოუკიდებლობა;

ბ. ეკონომიკური მიზანშეწონილობა და სამართლიანობა;

გ. გარანტირებული და დროული ანგარიშსწორება;

დ. ბაზრის წევრების თანასწორუფლებიანობა;

ე. გამჭვირვალობა, საჯაროობა.“, ხოლო მომდევნო თავები და მუხლები შესაბამისად გადაინომროს.

21. 24-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია უფლებამოსილია გასცეს ლიცენზიები ელექტროენერგიის წარმოებაზე, გადაცემაზე, დისპეტჩერიზაციაზე, განაწილებაზე, იმპორტსა და ექსპორტზე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე, ტრანსპორტირებასა და განაწილებაზე ამ კანონის, კომისიის მიერ დამტკიცებული წესების, პროცედურებისა და ნორმატიული აქტების თანახმად და გააკონტროლოს თითოეული ლიცენზიატის მიერ ლიცენზიის პირობების დაცვა.

2. აკრძალულია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, განაწილება, იმპორტი და ექსპორტი, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდება, ტრანსპორტირება და განაწილება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,ფიზიკური ან იურიდიული“.

22. 25-ე მუხლში სიტყვები ,,სალიცენზიო გადასახდელებთან“ შეიცვალოს სიტყვებით ,,რეგულირების საფასურთან“.

23. 26-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვა „ფიზიკურ“ შეიცვალოს სიტყვებით „ინდივიდუალურ მეწარმეზე“, სიტყვის „ელექტროენერგეტიკის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ბუნებრივი გაზის სექტორში“, ხოლო სიტყვა „დარგში“ ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვის „შეწყვიტოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „შეამციროს ან გაზარდოს“, სიტყვის „შეწყვეტა“ შემდეგ - სიტყვები „ან შემცირება“, სიტყვა „ანდა“ შეიცვალოს სიტყვებით „ან/და“, ხოლო სიტყვის „შეწყვეტაზე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან შემცირებაზე“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. „ლიცენზიატი, რომელსაც აქვს ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზია, ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ყველა ანგარიში, განაცხადი და ინფორმაცია, რომელიც საჭიროდ იქნება მიჩნეული ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ბუნებრივი გაზის სისტემისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების უსაფრთხო და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის. ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას მონაცემები და ინფორმაცია კომერციულ პირობებთან დაკავშირებით, რომლებიც მოიცავს ბუნებრივი გაზის შეძენის ფასს, თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს ამ ფასით. კომისიამ უნდა დაიცვას ფასებთან დაკავშირებული ყველა ამგვარი და სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ ამას მოითხოვს კანონმდებლობა და ლიცენზიატი.“

24. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 28. ელექტროენერგიის აღრიცხვა, გაყიდვა, მრიცხველები

1. დადგენილი სტანდარტების, წესებისა და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხოს მის საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს. კომისია და ელექტრობაზარი უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ მრიცხველების ინსპექცია.

2. ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვა (გარდა პირდაპირი ხელშეკრულებებით განხორციელებული ყიდვა-გაყიდვისა) ხორციელდება მხოლოდ ელექტრობაზარზე, შემდეგი წესით:

ა. წარმოების ლიცენზიატი ყიდის ელექტროენერგიას ელექტრობაზარზე, ან/და განაწილების ან/და ექსპორტის ლიცენზიატებზე ან/და პირდაპირ მომხმარებელზე; ბ. განაწილების ლიცენზიატი ყიდულობს ელექტროენერგიას ელექტრობაზარზე, ან/და წარმოების ან/და იმპორტის ლიცენზიატებისაგან და ყიდის მომხმარებელზე;

გ. იმპორტის ლიცენზიატი ყიდულობს ელექტროენერგიას საქართველოს ფარგლებს გარეთ და ყიდის ელექტრობაზარზე, ან/და განაწილების ან/და ექსპორტის ლიცენზიატებზე ან/და პირდაპირ მომხმარებელზე; დ. ექსპორტის ლიცენზიატი ყიდულობს ელექტროენერგიას ელექტრობაზარზე ან/და წარმოების ლიცენზიატისაგან და ყიდის საქართველოს ფარგლებს გარეთ.“

25. 29-ე მუხლში სიტყვის „ელექტროენერგიით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ბუნებრივი გაზით“.

26. 32-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტში სიტყვა „ფიზიკურ“ შეიცვალოს სიტყვებით „ინდივიდუალურ მეწარმეს“, სიტყვების „დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „,იმპორტის ლიცენზიატის, ექსპორტის ლიცენზიატის“, ხოლო სიტყვების „განაწილების ლიცენზიატის“ შემდეგ - სიტყვები „აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიატის, ტრანსპორტირების ლიცენზიატისა და განაწილების ლიცენზიატის“;

ბ) მე-2 პუნქტის პირველი წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ფიზიკური ან იურიდიული“, „ა“ ქვეპუნქტს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „ამ კანონით ლიცენზირებადი“, ხოლო „გ“ ქვეპუნქტს ბოლოში - სიტყვები „საკუთრების ან/და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების შეცვლა“.

27. 33-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვა „ფიზიკურ“ შეიცვალოს სიტყვებით „ინდივიდუალურ მეწარმეს“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „ფიზიკური“ შეიცვალოს სიტყვებით „ინდივიდუალური მეწარმე“, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში სიტყვის „აკმაყოფილებდეს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საბაზრო წესების, ტექნიკური სტანდარტების, ელექტრობაზრის,“.

28. 34-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ფიზიკურ ან“;

ბ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. უზრუნველყოს გადამცემი ქსელის ფუნქციონირება ტექნიკური სტანდარტების, საბაზრო წესების, წარმოების, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლის კანონიერი მოთხოვნების შესაბამისად;“.

29. 35-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის მიერ გაცემული დისპეტჩერიზაციის ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვა ცენტრალური და რეგიონალური სადისპეტჩერო სამსახურების საშუალებით.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად. თუ ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი ხელშეკრულებას დებს წარმოების ან იმპორტის ლიცენზიატთან და ამ ხელშეკრულებით მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს თავის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე, ანდა ხელშეკრულებას დებს გადაცემის ლიცენზიატთან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არ არის პასუხისმგებელი ელექტროენერგიით (სიმძლავრით) სარეზერვო მომსახურებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განაწილების ან ექსპორტის ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი იხდის კომისიის მიერ დამტკიცებულ ამგვარი მომსახურების საფასურს;

ბ. დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომელიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტრობაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას და განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას;

გ. იხელმძღვანელოს ელექტრობაზრის მითითებებით, მათ შორის, საბაზრო წესების მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის შესახებ;“.

„ინდივიდუალურ მეწარმეს“, სიტყვის „გაანაწილოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და გაყიდოს“, ხოლო სიტყვის „რეგიონის“ შემდეგ - სიტყვები „ან კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის“;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები:

„ა. საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს ელექტროენერგიის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი ენერგომომარაგება, მათ მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პირობით;

ბ. უზრუნველყოს მიღებული ელექტროენერგიისა და მომსახურების ღირებულების დროული, სრული და გარანტირებული ანაზღაურება საბაზრო წესების შესაბამისად. ამ დებულების დამრღვევ განაწილების ლიცენზიატს პასუხისმგებლობა ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ. საბაზრო წესების შესაბამისად ელექტრობაზრის მოთხოვნის შემთხვევაში დადგენილი წესით გახსნას ბანკში აკრედიტივი.“;

გ) მე-3 პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „დ“-„კ“ ქვეპუნქტებად;

დ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში სიტყვის „წარმოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან/და იმპორტის“, სიტყვები „სხვა ადგილობრივი ან უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან“ ამოღებულ იქნეს, ხოლო სიტყვა „გადამცემ“ შეიცვალოს სიტყვით „გასანაწილებელ“;

ე) მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი.ბ“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „უფლების შეძენისა და გაუქმების, აგრეთვე“.

31. მე-6 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე - 41-ე მუხლები:

მუხლი 37. იმპორტის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული იმპორტის ლიცენზია იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს უფლებას აძლევს განახორციელოს ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ელექტროენერგიის წყაროებიდან.

2. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

3. იმპორტის ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. იმოქმედოს ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ. კოორდინირებულად და მჭიდროდ ითანამშრომლოს ელექტრობაზართან, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებთან საბაზრო წესების შესაბამისად;

გ. იხელმძღვანელოს მხოლოდ კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფებითა და მომსახურების პირობებით; დ. საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს:

დ.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები; დ.ბ. ლიცენზიატის მომსახურების დამტკიცებული ვადები, მომსახურების მიღებისა და შეწყვეტის პროცედურები; დ.გ. მომსახურების მიწოდების სტანდარტების აღწერა;

ე. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

მუხლი 38. ექსპორტის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული ექსპორტის ლიცენზია იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს უფლებას აძლევს განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოს ფარგლებს გარეთ განლაგებულ მიღების პუნქტებამდე.

2. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

3. ექსპორტის ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. იმოქმედოს ელექტროენერგიის ექსპორტის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ. კოორდინირებულად და მჭიდროდ ითანამშრომლოს ელექტრობაზართან, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებთან საბაზრო წესების შესაბამისად;

გ. იხელმძღვანელოს მხოლოდ კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფებითა და მომსახურების პირობებით; დ. საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს:

დ.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

დ.ბ. ლიცენზიატის მომსახურების დამტკიცებული ვადები, მომსახურების მიღებისა და შეწყვეტის პროცედურები; დ.გ. მომსახურების მიწოდების სტანდარტების აღწერა;

ე. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები;

ვ. საბაზრო წესების შესაბამისად უზრუნველყოს მიღებული ელექტროენერგიისა და მომსახურების საფასურის სრული და გარანტირებული ანაზღაურება.

მუხლი 39. ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზია (მიწოდების ლიცენზია)

1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზია იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს უფლებას აძლევს იყიდოს ან/და გაყიდოს ბუნებრივი გაზი სხვა მიწოდების ლიცენზიატებზე ან მომხმარებლებზე.

2. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

3. მიწოდების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. დაგეგმოს და განახორციელოს ბუნებრივი გაზის საიმედო მიწოდება და უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები უმცირესი ღირებულების პრინციპის შესაბამისად;

ბ. დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო სიტუაციებში ასამოქმედებლად ან აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში ბუნებრივი გაზის მიღებაზე;

გ. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის ვადები და პირობები, რომლებიც შემუშავებული და დამტკიცებულია კომისიის მიერ;

დ. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

4. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ლიცენზიატი დებს ხელშეკრულებას ბუნებრივი გაზის იმპორტზე, კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია გადასაზიდი მოცულობის, გადასახადებისა და ტარიფების შესახებ, რომლებიც განსაზღვრული ან გადახდილია შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით, აგრეთვე სხვა საჭირო ინფორმაცია. კომისიას შეუძლია ასეთი ინფორმაციის გამოყენება იმპორტირებული ბუნებრივი გაზის საქართველოს ფარგლებში ტრანსპორტირების მომსახურების ტარიფების დადგენისას.

მუხლი 40. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (ტრანსპორტირების ლიცენზია)

1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ტრანსპორტირების სისტემით.

2. ლიცენზიატმა უნდა განსაზღვროს შემოთავაზებული მომსახურებისათვის გამოსაყენებელი მარშრუტი, მილსადენები და სხვა მოწყობილობა, მიღებისა და მიწოდების პუნქტების ჩათვლით, რომლებიც გამოყენებული იქნება მის მიერ.

3. როდესაც ახალ მილსადენზე ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობაზე არსებობს მოთხოვნა, მასზე განმცხადებელმა მხარეებმა უნდა გააკეთონ განაცხადი ტრანსპორტირების ლიცენზიაზე, ხოლო ტრანსპორტირების ლიცენზიის ქონების შემთხვევაში არსებული ლიცენზიის მოდიფიცირებაზე. თუ ასეთი განაცხადის შეტანისა და დადგენილი წესით საკითხის განხილვის შედეგად კომისია მიიჩნევს, რომ ახალი მილსადენი ან მოწყობილობა საჭიროა, შეძლებისდაგვარად ამცირებს უარყოფით ზემოქმედებას მოცემულ ტერიტორიაზე, შეესაბამება სახელმწიფო პოლიტიკას და ამ კანონის მოთხოვნებს, იგი იღებს გადაწყვეტილებას, გასცეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ახალი ან მოდიფიცირებული ლიცენზია, რომელიც მოიცავს ახალ მილსადენს ან მოწყობილობას და დამტკიცებულ მარშრუტზე მისი მშენებლობის უფლებას იძლევა.

4. თუ ამ მუხლის მე 3 პუნქტის შესაბამისად ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება მიეცემა, დამტკიცებულ მარშრუტზე ააშენოს ახალი მილსადენი ან სხვა მოწყობილობა, იგი უფლებამოსილია დადგენილი წესით მიიღოს ნებართვა ასეთი მილსადენის ან მოწყობილობის მშენებლობისათვის საჭირო მიწების გამოყენებაზე.

5. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. განავითაროს და შეაკეთოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა ისე, რომ დააკმაყოფილოს ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიატის მოთხოვნები; ბ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

გ. შეიმუშაოს და განახორციელოს ყველა შესაბამისი მითითება ტრანსპორტირების სისტემისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების უსაფრთხო, საიმედო და შეუზღუდავი გამოყენებისათვის;

დ. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის ვადები და პირობები, რომლებიც შემუშავებული და დამტკიცებულია კომისიის მიერ ამ კანონის მე 6 თავის შესაბამისად; ე. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

მუხლი 41. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია (განაწილების ლიცენზია)

1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს ექსპლუატაცია გაუწიოს გამანაწილებელ ქსელს და გაანაწილოს ბუნებრივი გაზი განსაზღვრული ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ზონის ან კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.

2. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

3. განაწილების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. გაუწიოს მომხმარებელს გამანაწილებელი მომსახურება დარგობრივი ნორმატიული აქტების, კომისიის მიერ დადგენილი წესებისა და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად;

ბ. შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის, აგრეთვე მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურები;

გ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

დ. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის პირობები, რომლებიც დამტკიცებულია კომისიის მიერ;

ე. თავის სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

ე.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

ე.ბ. მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების უფლების შეძენისა და გაუქმების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურებს;

ე.გ. ლიცენზიატის ფუნქციონირების სტანდარტების აღწერა, რომელიც შეიცავს ახალი მომხმარებლების მიერთების პირობებს;

ვ. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.“, ხოლო მომდევნო მუხლები შესაბამისად გადაინომროს.

32. 42 ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 42. კომისიის უფლებამოსილება ტარიფის დადგენაში

1. კომისიას აქვს პროდუქციისა და მომსახურების ფასებისა და ტარიფების, ვადებისა და პირობების დადგენის შესახებ ლიცენზიატის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და დამტკიცების, მოდიფიკაციის ან უარყოფის უფლება, გარდა ამ კანონის 33 ე მუხლის მე 3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზიატების ან/და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ამ კანონის 43 ე მუხლში მოცემული ტარიფის დადგენის პრინციპების გათვალისწინებით და ენერგეტიკის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვის, სოციალურ და სხვა სფეროებ ში სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, დადგენილი წესით შეიტანოს ცვლილებები ელექტროენერგიის მოქმედ ტარიფებში.“

33. 43 ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგეტიკული მომსახურების ტარიფი“ შეიცვალოს სიტყვებით „კომისიის მიერ დადგენილი ფასები და ტარიფები“;

ბ) პირველი პუნქტის:

ბ.ა. „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მომსახურების გაწევის“;

ბ.ბ. „დ“ ქვეპუნქტში სიტყვა ,,ელექტროენერგეტიკაში” შეიცვალოს სიტყვებით ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში”, ხოლო სიტყვა „ასახვით“ სიტყვით „დადგენით“;

ბ.გ. „ე“ ქვეპუნქტში სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელები“ შეიცვალოს სიტყვებით „რეგულირების საფასური“, ხოლო ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე ტარიფის დადგენის საფასური და ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრობაზრის წევრობასთან“;

ბ.დ. „ვ“ ქვეპუნქტს სიტყვის „ელექტროენერგიის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ბუნებრივი გაზის“;

გ) მე 2 პუნქტში სიტყვები „ელექტროენერგეტიკული მომსახურების გაწევის“ შეიცვალოს სიტყვებით „ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების“.

34. 44 ე მუხლში სიტყვის „კომისია“ წინ დაემატოს შემდეგი წინადადება: „კომისია, ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ტარიფის დადგენის საკითხების განხილვისას ატარებს ღია სხდომებს.“; ამავე მუხლს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ტარიფის დადგენაზე ან/და ტარიფში ცვლილების შეტანაზე კომისიაში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს ლიცენზიატს ან/და პირდაპირ მომხმარებელს.“

35. 45-ე მუხლში სიტყვები „150 დღის შემდეგ“ შეიცვალოს სიტყვებით „150 დღის განმავლობაში“, ხოლო სიტყვა „ლიცენზიატი“ სიტყვებით „სატარიფო განაცხადის შემტანი“.

36. 48 ე მუხლის:

ა) მე 4 პუნქტში სიტყვა „23-ე“ შეიცვალოს სიტყვით „25-ე“, ხოლო სიტყვები „31-34-ე ე” სიტყვებით „33 -36 ე“;

ბ) მე-5 პუნქტში სიტყვა ,,42 -ე“ შეიცვალოს სიტყვით „49-ე“.

II. პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N22-23, 17 ოქტომბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს სიტყვის „ხელისუფლების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან სხვა“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტში სიტყვების „აღმასრულებელი ხელისუფლების“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „ან“;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები „საქსტანდარტი ან აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქსტანდარტი, აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო ან სხვა სახელმწიფო ორგანო“;

გ) მე-4 პუნქტში სიტყვები „საქსტანდარტი და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოები“ შეიცვალოს სიტყვებით „საქსტანდარტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია“.

3. მე-9 მუხლის მე-2 აბზაცში სიტყვები „საქსტანდარტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები“ შეიცვალოს სიტყვებით „საქსტანდარტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია“, ხოლო მე-3 აბზაცში სიტყვები „აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ“ სიტყვებით „აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ან საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ“.

4. მე-10 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილება“;

ბ) პირველ აბზაცში სიტყვები “საქსტანდარტი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქსტანდარტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია“.

5. მე 11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „აცნობებს საქსტანდარტს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოებს“ შეიცვალოს სიტყვებით „აცნობებს საქსტანდარტს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას“.

III. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 ., N12, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 921 მუხლის:

ა) სათაურსა და პირველ აბზაცში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის“ შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის“; პირველ სტრიქონში სიტყვა „ელექტროენერგეტიკული“ შეიცვალოს სიტყვით „ელექტროენერგეტიკის“, ხოლო სიტყვის „ლიცენზიატის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიატის“;

ბ) პირველი აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რამაც ზიანი მიაყენა ელექტროენერგეტიკული დარგის სხვა ლიცენზიატს ან მომხმარებელს“.

2. 239-ე მუხლის მე 9 ნაწილში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის“ შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის“.

IV. „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში, 151 მუხლის პირველ პუნქტში, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის“ შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის“.

2. 151 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“.

V. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 ., N 36, მუხ.662) 253- მუხლის მე-10 პუნქტში, 323 თავის სათაურში და 2917 მუხლში სიტყვაელექტროენერგეტიკისშეიცვალოს სიტყვითენერგეტიკის“.

VI. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N44, 11. 11. 1997) მე-2 მუხლში სიტყვაელექტროენერგეტიკისშეიცვალოს სიტყვითენერგეტიკის“.

VII. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებსაქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N17, ივლისი, 1996) 21 295- მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვებიგარდა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონით დაწესებული ტარიფის დადგენისა და რეგულირების საფასურისა, რომელიც გამოიყენება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული წესით“.

VIII. „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993, N9, მუხ. 189) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. „ზოგადი დებულებანი“ ს პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს კანონმდებლობა ფასებისა და ფასწარმოქმნის სფეროში მოიცავს ამ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს და მათ საფუძველზე მიღებულ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო აქტებს ფასწარმოქმნის შესახებ.” 2. მე 2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვის „აგრეთვე“ წინ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ტარიფების დადგენისა და რეგულირების ფუნქცია“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ფასების (ტარიფების) დადგენას და მათი რეგულირების წესს განსაზღვრავს და ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.“

4. მე 13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვის „შესათანხმებლად“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა ამ კანონის მე 7 მუხლის მე 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, ხოლო ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით.“

IX. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ კანონს შეუსაბამოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

X. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1999 წლის 30 აპრილი.
N1934 II 296

23 საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ

▲back to top


ეს კანონი ადგენს საქართველოში პროდუქციის, მომსახურების, სხვა ობიექტების (შემდგომ პროდუქცია) სავალდებულო და ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე სერტიფიკაციის მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას.

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ძირითადი ცნებები

კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები:

ა) პროდუქციის სერტიფიკაცია (შემდგომ სერტიფიკაცია) დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დადასტურება;

ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი (სერტიფიკატი) სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად გაცემული დოკუმენტი;

გ) სერტიფიკაციის სისტემა სისტემა, რომელსაც აქვს სერტიფიკაციის ჩასატარებლად საჭირო პროცედურისა და მართვის საკუთარი წესები;

დ) ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემა სერტიფიკაციის სისტემა, რომელიც მოიცავს განსაზღვრულ პროდუქციას და რომლისთვისაც გამოიყენება ერთი და იგივე კონკრეტული სტანდარტები და პროცედურები;

ე) სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანო სერტიფიკაციის ორგანო, რომელიც ახდენს ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემის სამუშაოთა ორგანიზებასა და კოორდინაციას;

ვ) სერტიფიკაციის სქემა სერტიფიკაციის ორგანოს მოქმედება და თანამიმდევრობა სერტიფიკაციის ჩატარების დროს;

ზ) აკრედიტაცია სერტიფიკაციის ორგანოებისა და საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) უფლების ოფიციალური აღიარება მოახდინონ სერტიფიცირება;

თ) აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორია (ცენტრი) საგამოცდო ლაბორატორია (ცენტრი), რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს კონკრეტული გამოცდა ან გამოცდის კონკრეტული ტიპი და გასცეს გამოცდის ოქმი სერტიფიკაციისათვის;

ი) სერტიფიკაციის ორგანო საწარმო, ორგანიზაცია ან დაწესებულება, საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს სერტიფიკაცია და გასცეს სერტიფიკატი;

კ) განმცხადებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სერტიფიკაციის ორგანოს მიმართავს განცხადებით ჩაუტაროს სერტიფიკაცია;

ლ) შესაბამისობის ნიშანი დადგენილი წესით დაცული ნიშანი, რომელსაც ადებენ პროდუქციას იმის საჩვენებლად, რომ მან გაიარა სერტიფიკაცია.

მუხლი 2. სერტიფიკაციის მიზნები

სერტიფიკაციის მიზნებია:

ა) შეუქმნას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოს ერთიან სასაქონლო ბაზარზე საქმიანობის, აგრეთვე საერთაშორისო ეკონომიკური, სამეცნიეროტექნიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის პირობები;

ბ) დაეხმაროს მომხმარებელს პროდუქციის არჩევაში:

გ) დაიცვას მომხმარებელი პროდუქციის დამამზადებლის (გამყიდველის, შემსრულებლის) არაკეთილსინდისიერებისაგან;

დ) გააკონტროლოს პროდუქციის უსაფრთხოება ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების და გარემოს დასაცავად;

ე) დაადასტუროს დამამზადებლის მიერ განცხადებული პროდუქციის ხარისხის მაჩვენებლები. სერტიფიკაცია შეიძლება იყოს სავალდებულო ან ნებაყოფილობითი.

მუხლი 3. ურთიერთობა სერტიფიკაციის სფეროში

ურთიერთობა სერტიფიკაციის სფეროში რეგულირდება ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 4. საერთაშორისო ხელშეკრულებები

თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილს, უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ წესებს.

მუხლი 5. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომ საქსტანდარტი) ამ კანონის შესაბამისად:

ა) მონაწილეობს სერტიფიკაციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და ახდენს მისი რეალიზების ორგანიზაციას, ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სერტიფიკაციის ჩატარების საერთო წესებს, აქვეყნებს ოფიციალურ ინფორმაციას სერტიფიკაციის შესახებ;

ბ) სახელმწიფო რეგისტრაციაში ატარებს საქართველოში მოქმედ სერტიფიკაციის სისტემებს და შესაბამისობის ნიშნებს;

გ) აქვეყნებს ოფიციალურ ინფორმაციას საქართველოს მოქმედი სერტიფიკაციის სისტემების და შესაბამისობის ნიშნების შესახებ და წარადგენს მათ სერტიფიკაციის საერთაშორისო (რეგიონალურ) ორგანიზაციებში დადგენილი წესით;

დ) შეიმუშავებს სერტიფიკაციის საერთაშორისო (რეგიონალურ) სისტემებთან შეერთების წინადადებებს;

ე) დებს საერთაშორისო (რეგიონალურ) ორგანიზაციებთან სერტიფიკაციის შედეგების ურთიერთაღიარებისა და სერტიფიკაციის დადგენილი წესების ურთიერთშეთანწყობის ხელშეკრულებებს; სერტიფიკაციის ეროვნული ორგანო;

ვ) ატარებს სერტიფიკაციის სამუშაოებს.

მუხლი 6. სერტიფიკაციის სისტემა

სერტიფიკაციის სისტემას აქვს პროცედურების და მართვის თავისი სპეციალური წესები სერტიფიკაციის ჩასატარებლად.

1. სერტიფიკაციის სისტემას ქმნიან აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული პირები. ეს არის ერთობლიობა სერტიფიკაციის მონაწილეებისა, რომლებიც თავის სისტემაში დადგენილი წესებით ახორციელებენ სერტიფიკაციას ამ კანონის შესაბამისად. სერტიფიკაციის სისტემაში შეიძლება შედიოდეს ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის რამდენიმე სისტემა. სერტიფიკაციის სისტემაში შეიძლება იყოს ერთგვაროვანი პროდუქციის რამდენიმე ორგანო და საგამოცდო ლაბორატორია, თუ ისინი აკმაყოფილებენ სისტემით დადგენილ აკრედიტაციის წესებს.

2. სერტიფიკაციის სისტემა უნდა გატარდეს სახელმწიფო რეგისტრაციაში საქსტანდარტის დადგენილი წესით.

მუხლი 7. სერტიფიკატი და შესაბამისობის ნიშანი

1. დადგენილ მოთხოვნებთან სერტიფიცირებული პროდუქციის შესაბამისობას ადასტურებს შესაბამისობის სერტიფიკატი (შემდგომ-სერტიფიკატი)-დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სერტიფიკაციის სისტემის წესებით.

2. დადგენილ მოთხოვნებთან ნიშანდებული პროდუქციის შესაბამისობას ადასტურებს შესაბამისობის ნიშანი. შესაბამისობის ნიშნის გამოყენების და სახელმწიფო რეგისტრაციის წესებს ადგენს საქსტანდარტი.

თავი II
სავალდებულო სერტიფიკაცია

მუხლი 8. სავალდებულო სერტიფიკაცია

1. სავალდებულო სერტიფიკაცია ტარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. სავალდებულო სერტიფიკაციის ორგანიზება და სამუშაოთა ჩატარება ეკისრება საქსტანდარტს, ხოლო პროდუქციის ცალკეულ სახეობათა მიმართ სავალდებულო სერტიფიკაცია შეიძლება დაეკისროთ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და იურიდიულ პირებს მათი საკუთრების ფორმის განურჩევლად.

3. პროდუქციის სავალდებულო სერტიფიკაციის სქემას ადგენს საქსტანდარტი ან აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის პრაქტიკის გათვალისწინებით.

4. სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ საქსტანდარტი და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებათ სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და ჩატარება.

5. განმცხადებელს უფლება აქვს სავალდებულო სერტიფიკაციის ორგანოსაგან მოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია პროდუქციის სერტიფიკაციის წესების შესახებ.

6. შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის რეკლამირება.

მუხლი 9. სავალდებულო სერტიფიკაციის მონაწილეები

სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოებში მონაწილეობენ: საქსტანდარტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები, სერტიფიკაციის ორგანოები, საგამოცდო ლაბორატორიები (ცენტრები), იურიდიული პირები, აგრეთვე სერტიფიკაციის სისტემების ცენტრალური ორგანოები, რომელთაც ეკისრებათ ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემების სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია. სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოთა ჩატარებაში მონაწილეობა შეუძლიათ საკუთრების ნებისმიერი ფორმის რეგისტრირებულ არაკომერციულ (არამომგებიან) გაერთიანებებს, კავშირებსა და ორგანიზაციებს, თუ ისინი აკრედიტებული არიან აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ.

მუხლი 10. აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება

საქსტანდარტი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანო, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებათ სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ქმნიან ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემებს, ადგენენ 300 ამ სისტემებში სერტიფიკაციის ჩატარების პროცედურის და მართვის წესებს;

ბ) შეარჩევენ ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დადასტურების ხერხებს (სერტიფიკაციის სქემებს);

გ) ადგენენ სავალდებულო სერტიფიკაციის ჩასატარებლად აკრედიტაციისა და ნებართვის (ლიცენზიის) გაცემის წესებს; დ) ახდენენ სერტიფიკაციის ორგანოების, საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) აკრედიტაციას და გასცემენ სამუშაოთა განსაზღვრული სახეობების ჩატარების ნებართვას (ლიცენზიას); ე) აწარმოებენ სერტიფიკაციის მონაწილეთა და ობიექტების სახელმწიფო რეესტრს; ვ) ადგენენ სერტიფიკატების, შესაბამისობის ნიშნების და გამოცდების შედეგების აღიარების წესს;

ზ) ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას, ადგენენ სერტიფიკაციის წესების დაცვის და სერტიფიცირებული პროდუქციის საინსპექციო კონტროლის წესს;

თ) განიხილავენ აპელაციებს სერტიფიკაციის თაობაზე;

ი) გასცემენ სერტიფიკატებს და ლიცენზიებს შესაბამისობის ნიშნის გამოსაყენებლად;

კ) განსაზღვრავენ სერტიფიკაციის სისტემების ცენტრალურ ორგანოებს და მათ უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 11. სერტიფიკაციის ორგანოს ვალდებულებები

სერტიფიკაციის ორგანო:

ა) ახდენს პროდუქციის სერტიფიკაციას, გასცემს სერტიფიკატებს და ლიცენზიებს შესაბამისობის ნიშნის გამოსაყენებლად;

ბ) შეაჩერებს ან აუქმებს თავისი გაცემული სერტიფიკატის მოქმედებას და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საქსტანდარტს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით ევალებათ სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება;

გ) წარუდგენს განმცხადებელს (მისი თხოვნით) საჭირო ინფორმაციას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 12. საგამოცდო ლაბორატორია (ცენტრი)

სერტიფიკაციის შესაბამის სისტემაში დადგენილი წესით აკრედიტებული ლაბორატორია (ცენტრი) ცდის კონკრეტულ პროდუქციას და გასცემს გამოცდის ოქმს სერტიფიცირებისათვის.

მუხლი 13. დამამზადებელი (გამყიდველი, შემსრულებელი)

საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქციის რეალიზაციისას სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის დამამზადებელი (გამყიდველი, შემსრულებელი) ვალდებულია:

ა) ამ პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ან აღიარებული შესაბამისობის სერტიფიკატით;

ბ) უზრუნველყოს სარეალიზაციო პროდუქციის შესაბამისობა ნორმატიული დოკუმენტების იმ მოთხოვნებთან, რომელთა შესაბამისობის დასადასტურებლად იყო ეს პროდუქცია სერტიფიცირებული და დადგენილი წესით ნიშანდებული შესაბამისობის ნიშნით;

გ) პროდუქციის თანმხლებ ტექნიკურ დოკუმენტაციაში შეიტანოს სერტიფიკაციის და იმ ნორმატიული დოკუმენტაციის ცნობები, რომელთაც უნდა შეესაბამებოდეს პროდუქცია, უზრუნველყოს მომხმარებლისათვის (გამყიდველის, შემსრულებლისათვის) ამ ინფორმაციის მიწოდება;

დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს სერტიფიცირებული პროდუქციის რეალიზაცია, თუ პროდუქცია არ პასუხობს ნორმატიული დოკუმენტების იმ მოთხოვნებს, რომელთაც შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი აქვთ, სერტიფიკატის მოქმედების ვადა გასულია, შეჩერებულია (ან გაუქმებულია) სერტიფიკაციის ორგანოს გადაწყვეტილებით;

ე) დაეხმაროს თავიანთი მოვალეობის შეუფერხებელ შესრულებაში იმ ორგანოს თანამდებობის პირებს, რომლებიც ახორციელებენ სავალდებულო სერტიფიკაციას და სერტიფიცირებული პროდუქციის კონტროლს. დამამზადებელმა (შემსრულებელმა) დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სერტიფიკაციის ორგანოს სერტიფიცირებული პროდუქციის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ან წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში შეტანილი ცვლილებები.

მუხლი 14. იმპორტული პროდუქციის შემოტანის პირობები

1. საქართველოში მოსაწოდებელი პროდუქციის კონტრაქტის (ხელშეკრულების) პირობებში გათვალისწინებული უნდა იქნეს დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის და შესაბამისობის ნიშნის არსებობა, თუ ეს პროდუქცია საქართველოში ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას. ამ სერტიფიკატს და შესაბამისობის ნიშანს ან აღიარების დოკუმენტს გასცემს საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

2. პროდუქციის შემოტანის დროს ნებართვის მისაღებად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საბაჟო დეკლარაციასთან ერთად აუცილებელია სერტიფიკატი ან აღიარების მოწმობა, რომელიც წარედგინება საბაჟო ორგანოებს.

3. სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის წესს ადგენენ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი და საქსტანდარტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 15. ლდებულო სერტიფიკციის წესების ცვისსერტიფიცირებული პროდუქციის კონტროლი ზედმხედველობ

საგამოცდო ლაბორატორიასა (ცენტრში) და სერტიფიკაციის ორგანოში სავალდებულო სერტიფიკაციის წესების დაცვას სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას უწევენ საქსტანდარტი და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურად უფლებამოსილი სხვა სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები აკონტროლებენ და ზედამხედველობას უწევენ თავიანთ სერტიფიცირებულ პროდუქციას.

პროდუქციის სერტიფიკატთან შეუსაბამობისას სანქციას უფარდებს საქსტანდარტი და სპეციალურად უფლებამოსილი სხვა სახელმწიფო ორგანო. პროდუქციის სერტიფიკატთან შეუსაბამობისას სერტიფიკაციის შესაბამის ორგანოს შეუძლია შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი და შესაბამისობის ნიშნის მოქმედება.

თუ პროდუქცია საშიშროებას უქმნის ადამიანის (მომხმარებლის) სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საქსტანდარტს უფლება აქვს სერტიფიკაციის შესაბამის ორგანოებთან ერთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

მუხლი 16. სერტიფიკციის მუშოების ფინნსებ

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება:

ა) სერტიფიკაციის განვითარების პროგნოზები, მისი ჩატარების წესებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ოფიციალური ინფორმაციით სერტიფიკაციის უზრუნველყოფა;

ბ) სერტიფიკაციის საერთაშორისო (რეგიონალური) ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობა და ერთობლივი სამუშაოები საზღვარგარეთის ქვეყნების სერტიფიკაციის ეროვნულ ორგანოებთან;

გ) სერტიფიკაციის საერთაშორისო (რეგიონალური) წესების და რეკომენდაციების შემუშავება და (ან) შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) სერტიფიკაციის განხრით საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სამუშაოების ჩატარება;

ე) სერტიფიკაციის წესების დაცვისა და სერტიფიცირებული პროდუქციის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა;

ვ) სერტიფიკაციის და აკრედიტაციის სახელმწიფო რეესტრის წარმოება, სერტიფიკაციის სისტემების და შესაბამისობის ნიშნის სახელმწიფო რეგისტრაციის მასალების არქივში შენახვა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო სერტიფიკაციის სხვა სამუშაოები.

2. სერტიფიკაციასთან დაკავშირებული სამუშაოს ღირებულებას ანაზღაურებს განმცხადებელი.

განმცხადებლის მიერ პროდუქციის სერტიფიკაციისათვის გაწეული ხარჯები შედის პროდუქციის თვითღირებულებაში.

ვი III
ნებყოფლობითი სერტიფიკცი

მუხლი 17. ნებყოფლობითი სერტიფიკცი

პროდუქციას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას, აგრეთვე მოთხოვნებს, რომელთა შესაბამისობაზე საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული სავალდებულო სერტიფიკაცია, იურიდიული პირების და მოქალაქეების ინიციატივით შეიძლება ჩაუტარდეს ნებაყოფლობითი სერტიფიკაცია განმცხადებელსა და სერტიფიკაციის ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.

მუხლი 18. ნებყოფლობითი სერტიფიკციის ორგნიზებ

ნებაყოფლობითი სერტიფიკაცია შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა იურიდიულმა პირმა, რომელიც საქსტანდარტის დადგენილი წესით კისრულობს სერტიფიკაციის ორგანოს ფუნქციებს, დაარეგისტრირებს სერტიფიკაციის სისტემას და შესაბამისობის ნიშანს და მიიღებს შესაბამის უფლებებს. ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის ჩატარება აღნიშნული პირობების დაცვით შეუძლიათ აგრეთვე სავალდებულო სერტიფიკაციის ორგანოებს.

სერტიფიკაციის სისტემაში სამუშაოთა ჩატარების და მათი ანაზღაურების წესს ადგენს ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის ორგანო.

მუხლი 19. ნმცხდებლის უფლებები

ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის ორგანოსთან სერტიფიკაციის ჩატარების თაობაზე ხელშეკრულების დადებისას განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია პროდუქციის სერტიფიკაციის წესების შესახებ, აგრეთვე განსაზღვროს სერტიფიკაციის სქემა.

ვი IV
სუხისმგებლობსერტიფიკციის
ნონმდებლობის რღვევისთვის

მუხლი 20. სუხისმგებლობსერტიფიკციის ნონმდებლობის რღვევისთვის

სერტიფიკაციის კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

1996 წლის 6 სექტემბერი.

საქართველოს კანონიპროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

რთველოს რლმენტიდგენს:

I. „პროდუქციის მომსხურების სერტიფიკციის შესხებრთველოს ნონში (რლმენტის უწყებნი, N22-23, 17 ოქტომბერი, 1996) შეტნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და გასცემენ სამუშაოთა განსაზღვრული სახეობების ჩატარების ნებართვას (ლიცენზიას)“.

2. მე-10 მუხლის „ი“ ქვეპუნქტიდან და მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “და ლიცენზიებს”.

II. ეს ნონიმოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდ. რთველოს პრეზიდენტი ედურდ შევრდნძე თბილისი, 1999 წლის 28 ისი. N 2029-II

24 საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ

▲back to top


(1999 წლის 1 დეკემბრის მდგომრეობით)
(რთველოს 1998 წლის 24 დეკემბრის,
1999 წლის 22 ივნისისა 1999 წლის
9 სექტემბრის ნონთრედქციით)

ვი I
ზოგდი დებულებნი

მუხლი 1. რთველოს ნონმდებლობრეკლმის შესხებ

საქართველოს კანონმდებლობა რეკლამის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებისაგან.

მუხლი 2. ნონის მიზნი მოყენების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს სასაქონლო (სამუშაოთა, მომსახურების) და საფინანსო ბაზრებზე (ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩათვლით) რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. კანონის მიზანია რეკლამის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, საზოგადოებრივი ინტერესების, რეკლამის სუბიექტებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არასათანადო რეკლამის თავიდან აცილება და აღკვეთა.

3. კანონი ვრცელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე აწარმოებენ, განათავსებენ და ავრცელებენ რეკლამას საქართველოში.

4. კანონი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქმედება რეკლამის სფეროში იწვევს (შეიძლება გამოიწვიოს) შესაბამის უარყოფით შედეგებს (კონკურენციის შეზღუდვა, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეცდომაში შეყვანა) საქართველოს ტერიტორიაზე.

5. კანონი არ ვრცელდება პოლიტიკურ რეკლამაზე.

6. კანონი არ ვრცელდება ფიზიკურ პირთა იმ განცხადებებზე, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან.

მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინები

1. რეკლამა - საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში - საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

2. არასათანადო რეკლამა - არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, აშკარად ყალბი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

3. არაკეთილსინდისიერი რეკლამა - რეკლამა, რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ.

4. არასარწმუნო რეკლამა - რეკლამა, რომელიც შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს რეკლამის დამკვეთის, საქონლის თვისებების, შემადგენლობის, დამზადების ადგილის, წესის, თარიღის, დანიშნულების, სამომხმარებლო თვისებების, გამოყენების პირობების, სერტიფიკატის ნიშნების, სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის, რაოდენობის, ბაზარზე საქონლის არსებობის, მისი აღნიშნული რაოდენობით მითითებულ ადგილზე და ვადაში შეძენის შესაძლებლობის, რეკლამის გავრცელებისას საქონლის ღირებულების (ფასის), ანაზღაურების დამატებითი პირობების, საქონლის მიტანის, დაბრუნების, შეკეთების, საგარანტიო ვალდებულებების, ვარგისიანობის ვადის, სახელმწიფო სიმბოლიკის (დროშა, გერბი, ჰიმნი) გამოყენების უფლების, ოფიციალური აღიარების (მადლობის, პრიზების, დიპლომებისა და სხვა ჯილდოების მიღება), გამოკვლევისა და გამოცდის შედეგების, საქონელზე მოთხოვნის ფაქტობრივი მოცულობის შესახებ.

5. არაეთიკური რეკლამა - რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.

6. აშკარად ყალბი რეკლამა - რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი.

7. კონტრრეკლამა - არასათანადო რეკლამის უარყოფის გავრცელება.

8. რეკლამის დამკვეთი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისათვის.

9. რეკლამის მწარმოებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარეკლამო ინფორმაციას მზა სახეს აძლევს განთავსებისა და გავრცელებისათვის.

10. რეკლამის გამავრცელებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განათავსებს და/ან ავრცელებს რეკლამას ქონების (მათ შორის, რადიო- და ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის არხების, საეთერო დროის და სხვა საშუალებების) გამოყენებით.

11. რეკლამის მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საყურადღებოდ და/ან რომელზე შესაბამისი ზეგავლენის მოსახდენადაც ვრცელდება სარეკლამო ინფორმაცია.

12. თამბაქოს ნაწარმის რეკლამა - რეკლამა, რომელიც შეიცავს თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშანს, ლოგოტიპს, თამბაქოს ნაწარმის, მისი კოლოფის, ყუთის, მოხმარების პროცესის ან მასთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირებას.

13. ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა - რეკლამა, რომელიც შეიცავს ალკოჰოლიანი სასმელის ან ალკოჰოლიანი სასმელის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშანს, ლოგოტიპს, ალკოჰოლიანი სასმელის, მისი ტარის, მოხმარების პროცესის ან მასთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირებას.

14. მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამა - ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა, რომლის შემადგენლობაში სპირტის შემცველობა აღემატება 14 პროცენტს.

თავი II
ზოგადი და სპეციალური მოთხოვნები რეკლამისადმი

მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები რეკლამისადმი

1. რეკლამა მისი წარდგენის მომენტშივე გასაგები უნდა იყოს სპეციალური ცოდნისა და ტექნიკური საშუალებების გამოუყენებლად, როგორც უშუალოდ რეკლამა.

2. რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე.

3. უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას.

4. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.

5. რეკლამაში ენობრივი ნორმების დაცვის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

6. დაუშვებელია იმ საქონლის რეკლამირება, რომლის წარმოება და რეალიზაციაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით ან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას), მაგრამ ასეთი ნებართვა არ არის მიღებული; აგრეთვე იმ ეკონომიკური აგენტის რეკლამირება, რომლის საქმიანობაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას), მაგრამ ასეთი ნებართვა არ არის მიღებული.

7. იმ საქონლის რეკლამას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა ახლდეს აღნიშვნა “სერტიფიცირებულია”.

8. აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. იგი ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

9. აკრძალულია რეკლამაში ფიზიკური პირის გამოსახულების ან სახელის გამოყენება მისი ნებართვის გარეშე.

10. რეკლამაში განსაკუთრებული უფლებების ობიექტების (ინტელექტუალური საკუთრების) გამოყენება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

11. რეკლამა არ უნდა უბიძგებდეს მოქალაქეებს ძალადობის, აგრესიისა და ქაოსისაკენ, არ უნდა მოუწოდებდეს მათ საშიში ქმედებისაკენ, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან დაემუქროს მის უსაფრთხოებას.

12. აკრძალულია რეკლამის გადასახდელის დიფერენცირება რეკლამირებადი საქონლის სახეების მიხედვით.

13. უცხო ქვეყნიდან საქართველოში გავრცელებული (ტრანსლირებული) რეკლამა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას რეკლამის შესახებ, უნდა აღიკვეთოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

(საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის კანონი)

მუხლი 5. რეკლამა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში

1. არასარეკლამო რადიო, ტელე, ვიდეო, აუდიო- და კინოპროდუქციაში, აგრეთვე ბეჭდვით გამოცემებში აკრძალულია რეკლამის მომხმარებელთა ყურადღების ერთდროული აქცენტირება საქონლის კონკრეტულ მარკაზე (მოდელზე, არტიკულზე), დამამზადებელზე, შემსრულებელზე ან გამყიდველზე, იმ წინასწარი მითითების გარეშე, რომ ეს არის რეკლამა.

2. აკრძალულია ქვემოთ ჩამოთვლილი რადიო და ტელეგადაცემების რეკლამით შეწყვეტა:

ა) საბავშვო და რელიგიური გადაცემები;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომები, ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიებები, სახელმწიფო პირთა ოფიციალური გამოსვლები;

გ) გადაცემები, რომელთა ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია.

3. საგანმანათლებლო გადაცემები რეკლამით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 45 წამით, ხოლო გადაცემები, რომელთა ხანგრძლივობა 1 საათზე ნაკლებია, - არა უმეტეს 3-ჯერ ტრანსლაციის განმავლობაში (გადაცემები, რომელთა ხანგრძლივობაა 15 წუთიდან 30 წუთამდე - ერთჯერ, 30 წუთიდან 45 წუთამდე - 2-ჯერ, 45 წუთიდან 1 საათამდე - 3-ჯერ).

4. დაფარვის სახით რეკლამირებისას, მათ შორის, „მოძრავი სტრიქონის“ გამოყენებით, მისი ზომა არ უნდა აღემატებოდეს კადრის ფართის 7 პროცენტს.

5. რადიო და ტელეგადაცემებში რეკლამა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს, ხოლო ყოველი ერთი საათი საეთერო დროის განმავლობაში - 20 პროცენტს, გარდა სოციალური რეკლამისა და სპეციალიზებული სარეკლამო რადიო და ტელეგადაცემებისა, რომლებიც რეგისტრირებულია, როგორც სარეკლამო გადაცემები.

6. აკრძალულია კინო- და ვიდეომომსახურებაში ფილმის დემონსტრირების შეწყვეტა რეკლამით, გარდა სერიებს (ნაწილებს) შორის შესვენებებისა.

7. უფასო საცნობარო სატელეფონო მომსახურებისას რეკლამა აბონენტს შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შეტყობინების შემდეგ.

8. სატელეფონო, საკომპიუტერო და სხვა ფასიანი საცნობარო მომსახურებისას რეკლამა აბონენტს შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ მისი თანხმობით. ასეთი რეკლამის ღირებულება არ უნდა შევიდეს აბონენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ღირებულებაში.

9. აკრძალულია ტელექსით ან ფაქსით რეკლამის გავრცელება აბონენტის წინასწარი თანხმობის გარეშე.

მუხლი 6. გარე რეკლამა

1. რეკლამის გავრცელება საქართველოს ქალაქებში, სოფლებში და სხვა ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე შეიძლება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების (გარე რეკლამა) გამოყენების იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-2 -8 პუნქტებით.

2. გარე რეკლამა არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს; მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. შენობა-ნაგებობებზე გავრცელებული რეკლამა არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და კონსტრუქციულად მდგრადი უნდა იყოს. ნებისმიერი სახით გავრცელებული გარე რეკლამა არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.

3. გარე რეკლამის განთავსებასა და გავრცელებაზე ნებართვას გასცემენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები წერილობითი ფორმით, რეკლამის შინაარსში ჩაურევლად.

4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს უნდა ჰქონდეთ გარე რეკლამის გავრცელების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით), რომელიც წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული:

ა) საავტომობილო გზათა მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან - რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრებს გარეთ);

ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან - საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიებზე;

გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან - რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას; დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო - საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში - ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში.

5. გარე რეკლამის გავრცელებაზე ნებართვის მისაღებად მოსაკრებლის შემოღების წესი და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონით.

6. გარე რეკლამის გავრცელება ტერიტორიაზე (მათ შორის, კულტურის ძეგლების, სარიტუალო ობიექტების, დაცულ ტერიტორიაზე), შენობა-ნაგებობებზე (ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე) და სხვა ობიექტებზე, აგრეთვე ამ რეკლამის გავრცელებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან (ან პირთან, რომელსაც აქვს ქონების ფლობის უფლება) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან, აუცილებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის არსებობა.

7. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.

8. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის ასლი 5 დღის ვადაში უნდა გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ადგილობრივ ორგანოს.

მუხლი 7. რეკლამა სატრანსპორტო საშუალებებზე

1. სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის გავრცელება ხდება შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრესთან (ან პირთან, რომელსაც აქვს სატრანსპორტო საშუალების ფლობის უფლება) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის გავრცელების შეზღუდვისა და აკრძალვის შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო.

მუხლი 8. ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამა

1. ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, გავრცელების წესის მიუხედავად, არ უნდა ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ ალკოჰოლის ან თამბაქოს გამოყენება ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივ თუ სპორტულ სარბიელზე წარმატების მიღწევას.

2. რეკლამა არ უნდა ახდენდეს ალკოჰოლის ან თამბაქოს გამოყენებისაგან თავის შეკავების დისკრედიტირებას. ამასთან, იგი არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მათი დადებითი სამკურნალო თვისებების შესახებ.

3. აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებზე (და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მეტრის ფარგლებში) და სატრანსპორტო საშუალებებზე.

4. აკრძალულია ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის მიმართვა უშუალოდ არასრულწლოვნებისადმი, აგრეთვე ასეთი რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება არასრულწლოვანთათვის გათვალისწინებულ კინოდა ვიდეომომსახურებაში, რადიო- და ტელეგადაცემებში, ბეჭდვით გამოცემებში.

5. აკრძალულია ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე მათგან 100 მეტრის რადიუსში.

6. ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს ასეთი სასმელებისა და ნაწარმის მოხმარების პროცესის დემონსტრირებას, მოწოდებებს მათი გამოყენების შესახებ, თამბაქოს ნაწარმის კოლოფის, ყუთის და ალკოჰოლიანი სასმელების ტარის გახსნილ მდგომარეობაში დემონსტრირებას, აგრეთვე არ უნდა არღვევდეს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ, ეთიკურ და ეთნოფსიქოლოგიაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს.

7. აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებზე, ჟურნალების გარეკანზე.

8. თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელებას (გარდა რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით) უნდა ახლდეს გაფრთხილება თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ. თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, კერძოდ, უნდა შეიცავდეს დიდი შავი ასოებით თეთრ ფონზე გარკვევით დაწერილ ტექსტს: „ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის“. ამ რეკლამაში აგრეთვე უნდა ფიგურირებდეს ერთ-ერთი შემდეგი განცხადებათაგანი: „მოწევა იწვევს კიბოს“, „მოწევა იწვევს გულის დაავადებებს“, „მოწევა იწვევს ნაადრევ სიკვდილს“, „მოწევა ორსულობის დროს საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას“, „პასიური მოწევა საშიშია ჯანმრთელობისათვის“. ამგვარი ინფორმაცია უნდა ავსებდეს რეკლამის მთელი მოცულობის არანაკლებ 10 პროცენტს.

მუხლი 9. სამედიცინო ნაწარმის (მომსახურების) რეკლამა

1. აკრძალულია სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობათა და სამედიცინო ტექნიკის რეკლამის გავრცელება, თუ მათ წარმოებაზე და/ან რეალიზაციაზე არ არის გაცემული ნებართვა; აგრეთვე მკურნალობის, პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის მეთოდების რეკლამის გავრცელება, თუ ასეთ მომსახურებაზე არ არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა, აღნიშნულ სფეროში გამოგონებაზე პატენტის მიღების შემთხვევაშიც კი.

2. აკრძალულია წამლის შესახებ ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც არწმუნებს მომხმარებელს, რომ მისი გამოყენებისათვის საჭირო არ არის ექიმის კონსულტაცია, არა აქვს თანმხლები მოვლენები, მისი გამოყენება საგრძნობლად გააუმჯობესებს ჯანმრთელობას, ხოლო გამოუყენებლობა გააუარესებს მას, რომ წამლები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც კვების პროდუქტები, კოსმეტიკური საშუალებები ან მოხმარების სხვა საგანი.

3. აკრძალულია საქართველოში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების, აგრეთვე იმ სამკურნალწამლო საშუალებების რეკლამის გავრცელება, რომლებიც გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით და/ან შეიცავს ნარკოტიკულ, ფსიქოტროპიულ, შხამშემცველ ან რადიაქტიურ ნივთიერებებს.

4. სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობათა და სამედიცინო ტექნიკის რეკლამის გავრცელება, რომელთა გამოყენება მოითხოვს სპეციალურ მომზადებას, შეიძლება იმ ბეჭდვით გამოცემებში, რომლებიც განკუთვნილია სამედიცინო და ფარმაცევტული დარგის მუშაკებისათვის (ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით).

5. აკრძალულია სავაჭრო ობიექტების აბრებზე დიაბეტისა და სხვა დაავადებების ხსენება. (საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი)

მუხლი 10. იარაღის რეკლამა

აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება. ყველა სხვა სახის, მათ შორის, სანადირო, სპორტული იარაღის რეკლამის გავრცელება შეიძლება სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომელსაც გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა შესაბამისი ორგანო.

მუხლი 11. ფასიანი ქაღალდების რეკლამა

1. ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და განთავსების შესახებ რეკლამის გავრცელების მიზანია ინფორმატიულობა. ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და მიწოდება ხდება მხოლოდ მათი ემისიის პროსპექტის მეშვეობით.

2. ფასიანი ქაღალდების შესახებ რეკლამაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ემიტენტის დასახელება;

ბ) ანდერრაიტერის დასახელება და მისამართი;

გ) განთავსებისათვის პასუხისმგებელი პირების ვინაობა და მისამართი;

დ) სად და ვისთან შეუძლია პოტენციურ ინვესტორს შეიძინოს ემისიის პროსპექტი ან გაეცნოს მას;

ე) ლიცენზიის ნომერი და იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც გასცა ლიცენზია.

3. ფასიანი ქაღალდების შესახებ რეკლამის გავრცელებისას დაუშვებელია:

ა) ფასიანი ქაღალდების რეკლამის გავრცელება მათი ემისიის პროსპექტის სახელმწიფო რეგისტრაციამდე;

ბ) ემისიის პროსპექტში აღნიშნულის გარდა რაიმე სხვა ინფორმაციის გავრცელება;

გ) საქმიანობის მომავალი ეფექტიანობის (მომგებიანობის) შესახებ ნებისმიერი გარანტიის, დაპირების ან ვარაუდის განცხადება, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების საკურსო ღირებულების გაზრდის თაობაზე;

დ) ჩვეულებრივ აქციებზე დივიდენდების გარანტირებული სიდიდის ჩვენება;

ე) ემიტენტის მიერ საკუთარი ფასიანი ქაღალდების თვითკვოტირების ნებისმიერი ცდა და გამოვლინება.

მუხლი 12. სოციალური რეკლამა

1. სოციალური რეკლამა წარმოადგენს საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების საგანს, მიმართულია საქველმოქმედო მიზნების მისაღწევად, მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების, აგრეთვე გარემოს დასაცავად. სოციალური რეკლამის განთავსებასა და გავრცელებაზე ნებართვას, რეკლამის ხასიათიდან გამომდინარე, გასცემენ შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

2. სოციალურ რეკლამაში არ უნდა იყოს მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს.

3. ფიზიკური და იურიდიული პირების სოციალური რეკლამის წარმოებისა და გავრცელებისათვის უსასყიდლო საქმიანობა, აგრეთვე ამ პირთა მიერ საკუთარი ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ამ მიზნით გადაცემა ითვლება საქველმოქმედო საქმიანობად, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია შეღავათები.

4. რეკლამის გამავრცელებელი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვალდებულნი არიან უფასოდ განათავსონ სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოდგენილი სოციალური რეკლამა წლიური სარეკლამო დროის (ბეჭდვითი ფართის) არანაკლებ 5 პროცენტის ფარგლებში.

მუხლი 13. სპონსორობა

ამ კანონის მიხედვით, სპონსორობად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირის (სპონსორის) მიერ სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობაში წვლილის (ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევის და სამუშაოს შესრულების სახით) უსასყიდლოდ შეტანა. სპონსორს უფლება არა აქვს ჩაერიოს რეკლამის მწარმოებლისა და გამავრცელებლის საქმიანობაში. რეკლამის მწარმოებელსა და გამავრცელებელს უფლება არა აქვთ სპონსორის დასახელებისა და სასაქონლო ნიშნის გარდა ისეთი ინფორმაცია გაავრცელონ, რომელიც წარმოადგენს სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის (გაწეული მომსახურების) რეკლამას. ტელეგადაცემების სპონსორობა ეკრძალებათ იმ პირებს, რომელთა ნაწარმის ან საქმიანობის რეკლამის გავრცელებაც აკრძალულია ამ კანონით.

მუხლი 14. არასრულწლოვანთა დაცვა

რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა გულუბრყვილობისა და გამოუცდელობის ბოროტად გამოყენებისაგან მათი დაცვის მიზნით აკრძალულია:

ა) არასრულწლოვანთათვის შთაგონება - დაარწმუნონ მშობლები ან სხვა პირები რეკლამირებადი საქონლის შეძენაში;

ბ) არასრულწლოვანთა ყურადღების მიპყრობა იმაზე, რომ რეკლამირებადი საქონლის ფლობა უპირატესობას ანიჭებს მათ სხვა არასრულწლოვანთა მიმართ, ხოლო მისი უქონლობა იწვევს საწინააღმდეგო ეფექტს;

გ) რეკლამაში ისეთი ტექსტის, აუდიო და ვიდეოინფორმაციის მოთავსება, რომლებიც აჩვენებს არასრულწლოვნებს საშიშ ადგილას და ვითარებაში;

დ) არასრულწლოვანთათვის საქონლის გამოსაყენებლად საჭირო ჩვევების აუცილებელი დონის გაუთვალისწინებლობა. ამასთან, თუ საქონლის გამოყენების შედეგები ნაჩვენები ან აღწერილია, რეკლამა უნდა იძლეოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რისი მიღწევაც რეალურად შესაძლებელია იმ ასაკობრივი ჯგუფის არასრულწლოვანთათვის, რომლისთვისაც განკუთვნილია ეს საქონელი;

ე) არასრულწლოვანთათვის საქონლის ღირებულებაზე (ფასზე) არარეალური (დამახინჯებული) წარმოდგენის შექმნა, კერძოდ, სიტყვების „მხოლოდ“, „სულ რაღაც“ და მათ მსგავსთა გამოყენებით, აგრეთვე პირდაპირი ან ირიბი მითითებით იმაზე, რომ რეკლამირებადი საქონელი ხელმისაწვდომია ყველა ოჯახის ბიუჯეტისათვის.

თავი III
რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლისა და
გამავრცელებლის უფლება-მოვალეობანი

მუხლი15. სარეკლამო მასალის შენახვის ვადები

რეკლამის დამკვეთი, მწარმოებელი და გამავრცელებელი ვალდებულნი არიან შეინახონ სარეკლამო მასალები ან მათი ასლები, მათში შემდგომში შეტანილი ყველა ცვლილების ჩათვლით, რეკლამის უკანასკნელად გავრცელების დღიდან 2 თვის განმავლობაში, ხოლო თუ სარეკლამო მასალა სადავო გახდა - შესაბამისი ორგანოების მიერ ამ დავის გადაწყვეტამდე.

მუხლი 16. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისათვის ინფორმაციის წარდგენა

რეკლამის დამკვეთი, მწარმოებელი და გამავრცელებელი ვალდებულნი არიან საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურსა და მის ტერიტორიულ ორგანოებს, რომელთაც ევალებათ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების კონტროლი, ამ უკანასკნელთა მოთხოვნით, დადგენილ ვადაში წარუდგინონ უტყუარი საბუთები, წერილობითი ახსნა-განმარტებები და ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის.

თავი IV
სახელმწიფო კონტროლი რეკლამის სფეროში

მუხლი 17. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფლებამოსილებანი რეკლამის სფეროში

1. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური (შემდგომში ანტიმონოპოლიური სამსახური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში არეგულირებს სარეკლამო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე და ახორციელებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლს.

2. ანტიმონოპოლიური სამსახური „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 თავის შესაბამისად ახორციელებს გამაფრთხილებელ ღონისძიებებს და აღკვეთს არასათანადო რეკლამას; რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს უგზავნის მიწერილობებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შეწყვეტის თაობაზე და გადაწყვეტილებებს კონტრრეკლამის განხორციელებაზე.

3. ანტიმონოპოლიური სამსახურის უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი.

4. რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ჯარიმის სახით საქართველოს ბიუჯეტში ჩარიცხული მთელი თანხის 30 პროცენტი გადაირიცხება ანტიმონოპოლიური სამსახურის ანგარიშზე და მოხმარდება ამ სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, სამსახურის მუშაკთა მატერიალურ წახალისებას და სხვა ღონისძიებებს.

5. ანტიმონოპოლიური სამსახური უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართოს შესაბამის ორგანოებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე.

6. ანტიმონოპოლიური სამსახური უფლებამოსილია სასამართლოში შეიტანოს სარჩელი, მათ შორის, რეკლამის მომხმარებელთა განუსაზღვრელი წრის სასარგებლოდ, რეკლამის დამკვეთთა, მწარმოებელთა და გამავრცელებელთა მიერ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო და არასათანადო რეკლამასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა ბათილად ცნობის თაობაზე.

7. ანტიმონოპოლიურ სამსახურს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია დაიცვას მომხმარებელთა უფლებები და აღკვეთოს არასათანადო რეკლამა, უფლება აქვს დადოს ხელშეკრულებები რეკლამის დამკვეთთან, მწარმოებელთან და გამავრცელებელთან, ამ უკანასკნელთა მიერ სარეკლამო პრაქტიკაში მიღებული წესების შესრულებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად.

8. ანტიმონოპოლიური სამსახური ახორციელებს სოციალური რეკლამის რეგულირებასა და კონტროლს ამ კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.

მუხლი 18. ინფორმაციის მიღების უფლება

1. ანტიმონოპოლიურ სამსახურს მაკონტროლებელი ფუნქციის განსახორციელებლად უფლება აქვს შეუფერხებლად მიიღოს რეკლამის დამკვეთთა, მწარმოებელთა და გამავრცელებელთაგან ნებისმიერი ინფორმაცია „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. აკრძალულია იმ მონაცემების გახმაურება, რომლებიც კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს და მიღებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირების მიერ.

3. კომერციული საიდუმლოების შემცველი მონაცემების გახმაურებისას ანტიმონოპოლიურ სამსახურს ევალება მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემების გამოყენებასთან, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები დაიშვებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი V
კონტრრეკლამა და პასუხისმგებლობა
არასათანადო რეკლამისათვის

მუხლი 19. კონტრრეკლამა

1. ანტიმონოპოლიური სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონტრრეკლამის განხორციელებაზე ეკონომიკური აგენტის მიერ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის აღიარების შემთხვევაში. დამრღვევი ვალდებულია გაავრცელოს კონტრრეკლამა ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში და აანაზღაუროს მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე განსახილველად გადაეცემა სასამართლოს.

2. შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, თუ დამრღვევმა არ გაავრცელა კონტრრეკლამა დადგენილ ვადაში, ანტიმონოპოლიური სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დამრღვევის რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ. ამასთან, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე დამრღვევთან რეკლამის წარმოებაზე, განთავსებასა და გავრცელებაზე დადებული ხელშეკრულების ყველა მონაწილეს.

3. კონტრრეკლამა უნდა გავრცელდეს იმავე საშუალებებით და მათი თანამიმდევრობის, სივრცისა და ადგილის იმავე მახასიათებლების გამოყენებით, როგორც არასათანადო რეკლამა. კონტრრეკლამის შინაარსი უნდა შეუთანხმდეს ანტიმონოპოლიურ სამსახურს. ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილებით შეიძლება კონტრრეკლამის გავრცელების საშუალებათა თანამიმდევრობის, სივრცისა და ადგილის მახასიათებლების შეცვლა.

მუხლი 20. რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლისა და გამავრცელებლის პასუხისმგებლობა

1. რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის შინაარსზე, თუ არ დამტკიცდა, რომ ეს დარღვევა მოხდა რეკლამის მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიზეზით.

2. რეკლამის მწარმოებელი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გაფორმებას, წარმოებას ან მომზადებას.

3. რეკლამის გამავრცელებელი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გავრცელების დროს, ადგილს ან საშუალებებს.

მუხლი 21. პასუხისმგებლობა რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

1. რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

3. პირებს, რომელთა უფლებები და ინტერესები დარღვეულია არასათანადო რეკლამის შედეგად, უფლება აქვთ დადგენილი წესით, სარჩელით მიმართონ სასამართლოს ჯანმრთელობისა და ქონებისათვის, სახელის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის თაობაზე და მოითხოვონ არასათანადო რეკლამის საჯაროდ უარყოფა.

4. პასუხისმგებლობის დაკისრება რეკლამის დამკვეთს, მწარმოებელსა და გამავრცელებელს არ ათავისუფლებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისაგან და კონტრრეკლამის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების შესრულებისაგან.

5. რეკლამის დამკვეთს, მწარმოებელსა და გამავრცელებელს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს მიმართონ განცხადებით ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.

6. აღნიშნული განცხადების სასამართლოში შეტანა არ აჩერებს ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილების შესრულებას, თუ სასამართლომ არ გამოიტანა გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ.

თავი VI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი

22. გარდამავალი დებულებანი

1. 1999 წლის 31 დეკემბრამდე აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება გაზეთების კაბადონებზე, ჟურნალების გარეკანზე, აგრეთვე რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით 06.00 საათიდან 23.00 საათამდე. რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით თამბაქოს ნაწარმის რეკლამის ხანგრძლივობა ამ მუხლით განსაზღვრულ დროში, ყოველი ერთი საათი საეთერო დროის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ასეთ რეკლამას დამთავრებისთანავე უნდა ახლდეს ანტირეკლამა (გაფრთხილება თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ).

2. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვები „(გარდა რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით)“ მოქმედებს 1999 წლის 31 დეკემბრამდე.

3. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის დღიდან.

4. დაევალოთ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, გაატარონ ღონისძიებანი კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადში ამ კანონის მოთხოვნებთან გარე რეკლამის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

5. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონის ამოქმედებიდან ოთხი თვის ვადაში წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე ტელე და რადიოტრანსლაციის შესახებ.

6. შეჩერდეს უცხო ქვეყნის ტელე-რადიომაუწყებლობის საქართველოში ტრანსლაციის დროს რეკლამის ჩანაცვლება „საქართველოს ტერიტორიაზე ტელედა რადიოტრანსლაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე.

(საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი)

მუხლი 23. კანონის ამოქმედება და გასაუქმებელი ნორმატიული აქტები

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 10 მარტის 60 ბრძანებულება „არაკეთილსინდისიერი რეკლამისაგან მომხმარებელთა დაცვის შესახებ“;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 მარტის 160 დადგენილება „არაკეთილსინდისიერი რეკლამისაგან მომხმარებელთა დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1998 წლის 18 თებერვალი.
1228-II 320

25 საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ

▲back to top


მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია:

ა) საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სახელმწიფო რეგულირებისა და თვითრეგულირების სფეროების განსაზღვრა;

გ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება;

დ) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის შექმნა. მუხლი

2. ტერმინთა განმარტება კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის მიერ დამტკიცებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სახელმწიფო რეგულირება - სახელმწიფო ორგანოების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებით ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესებისა და ნორმების დადგენა;

გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების თვითრეგულირება - ბუღალტერთა დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაციების მიერ კერძო სამართლის სუბიექტების ბუღალტრული აღრიცხვის სრულყოფა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტების ინტერპრეტაციების, დროებითი სტანდარტებისა და მეთოდური მითითებების პრაქტიკაში დამკვიდრების გზით;

დ) სტანდარტების ინტერპრეტაცია - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დებულებებისა და ტერმინების გაგების მიზნით შემუშავებული ახსნა-განმარტებები;

ე) ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტები - საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი წესები, დადგენილი იმ სააღრიცხვო ობიექტებისათვის, რომელთა ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით.

მუხლი 3. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები

საქართველო აღიარებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს.

მუხლი 4. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები

ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 5. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო

1. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომლის კომპეტენციაა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ნორმებისა და წესების დამტკიცება, შესაბამისი ინსტრუქციების, მითითებების გამოცემა და მათი პრაქტიკაში დამკვიდრება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიასთან და ბუღალტერთა დამოუკიდებელ პროფესიულ ორგანიზაციებთან.

მუხლი 6. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების თვითრეგულირება

კერძო სამართლის სუბიექტებისათვის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების თვითრეგულირებას ახორციელებენ ბუღალტერთა დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია.

მუხლი 7. ბუღალტერთა დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაციების კომპეტენცია

ბუღალტერთა დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაციების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ინტერპრეტაციების შემუშავება;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების შემუშავება;

გ) ბუღალტერთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული სერტიფიცირება.

მუხლი 8. საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია

1. საქართველოს პარლამენტთან იქმნება ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია, რომელიც აერთიანებს ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების, ბიზნესის, ეკონომიკისა და სამართლის სფეროს წარმომადგენლებს. კომისიის შემადგენლობა, რომელშიც შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის თითო წარმომადგენელი, განისაზღვრება 9 წევრით.

2. ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის წევრებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით, 3 წლის ვადით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო.

3. ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

მუხლი 9. საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის ფუნქციები

1. საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის ფუნქციებია:

ა) ქართულ ენაზე თარგმნილი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღება;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ინტერპრეტაციების სამოქმედოდ შემოღება;

გ) ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების დამტკიცება;

დ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის დამტკიცება.

2. საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია თავისი ფუნქციების განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან და ბუღალტერთა დამოუკიდებელ პროფესიულ ორგანიზაციებთან.

მუხლი 10. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოება

1. კერძო სამართლის იურიდიული პირი (მცირე საწარმოსა და არაკომერციული იურიდიული პირის გარდა) ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების შესაბამისად.

2. ინდივიდუალურ მეწარმეს, მცირე საწარმოსა და არაკომერციულ იურიდიულ პირს უფლება აქვთ ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოონ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების შესაბამისად.

მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს სასწავლო დაწესებულებებმა ბუღალტრული აღრიცხვის სასწავლო პროგრამები გადაამუშაონ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებითა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების შესაბამისად.

2. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს:

ა) სააქციო საზოგადოებების მიმართ 2000 წლის 1 იანვრიდან;

ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, კომანდიტური საზოგადოებების, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და კოოპერატივების მიმართ 2001 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის 70 ბრძანებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 24 აპრილის N120 ბრძანება საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან და სხვა საკუთარი სახსრებიდან დასაფარავი ხარჯების შემადგენლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ამ კანონის ამოქმედებისთანავე;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სოციალურეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის 1996 წლის 11 ივლისის ერთობლივი “მეთოდური მითითებანი მცირე საწარმოებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების გამარტივებული ფორმების შესახებ“ 2000 წლის 1 იანვრიდან;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1992 წლის 21 დეკემბრის N30 ბრძანება „აწარმოთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის დამტკიცების თაობაზე“ 2001 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1999 წლის 5 თებერვალი.
N1796-II 324

26 საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

▲back to top


ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სასაქონლო ბირჟების შექმნის, საქმიანობისა და სასაქონლო საბირჟო ვაჭრობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს და უზრუნველყოფს მათ გარანტიებს.

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონმდებლობა სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

1. ეს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტები აწესრიგებენ სასაქონლო ბირჟების (მათი ფილიალების) საქმიანობასა და სასაქონლო საბირჟო ვაჭრობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და უზრუნველყოფენ მათ გარანტიებს.

2. ეს კანონი არ ვრცელდება საფონდო და სავალუტო ბირჟებზე, აგრეთვე ნებისმიერი ბირჟის საფონდო და სავალუტო სექციების (განყოფილებების, განაყოფების) საქმიანობაზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აკრედიტაცია - ბირჟის მიერ იურიდიული ან/და ფიზიკური პირისათვის ბირჟის შუამავლის რწმუნების მიცემა;

ბ) ბირჟის წევრი (ბირჟის პარტნიორი, აქციონერი) - ბირჟის დამფუძნებელი ან ბირჟის შუამავალი, ან იურიდიული ან ფიზიკური პირი;

გ) ბირჟის შუამავალი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საბროკერო კომპანია ან დამოუკიდებელი ბროკერი;

დ) გარანტია - თავდებობა, სამართლებრივი პრინციპებისა და საშუალებების ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს ვალდებულებათა შესრულებას;

ე) დამოუკიდებელი ბროკერი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც სავაჭრო შუამავლობას ეწევა სასაქონლო ბირჟაზე გამყიდველსა და მყიდველს შორის გარიგებათა დადებით, მოქმედებს კლიენტის დავალებით და კლიენტის ხარჯით, აგრეთვე თავისი სახელით და კლიენტის ხარჯით, კლიენტის სახელით და თავისი ხარჯით;

ვ) დილერი - შუამავალი (იურიდიული ან ფიზიკური პირი), რომელიც სასაქონლო ბირჟაზე მოქმედებს თავისი სახელითა და თავისი ხარჯით.

ზ) კლირინგი - მოთხოვნისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლაზე დაფუძნებული საშინაო და საერთაშორისო უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა სავაჭრო და სხვა ოპერაციებისათვის;

თ) კონტრაქტი - რეგისტრირებული საბირჟო გარიგება მოლაპარაკებულ მხარეებს - კონტრაგენტებს შორის, რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, მათი შესრულების პირობები, ვადები და პასუხისმგებლობა კონტრაქტის შეუსრულებლობისათვის;

ი) კონოსამენტი - გემის მფლობელის მიერ გაცემული ხელწერილი (დოკუმენტი), რომელიც ტვირთის მფლობელს (გამგზავნს) ეძლევა იმის დასადასტურებლად, რომ ტვირთი მიღებულია საზღვაო გზით გადასაზიდად (სხვა საბირჟო საქონელთან და კონტრაქტებთან ერთად კონოსამენტი შესაძლებელია გახდეს ბირჟაზე ვაჭრობის საგანი და იქცეს საქონელგანმანაწილებელ დოკუმენტად);

კ) ოფციური გარიგება - მომავალში კონტრაქტების დადების უფლების ყიდვასთან დაკავშირებული გარიგება, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ მხარეს კონტრაქტით დადგენილი ფასით და დროის განსაზღვრულ მონაკვეთში საქონლის ყიდვა-გაყიდვის უფლება ენიჭება;

ლ) რეალური საქონელი - სახეზე (საწყობში) არსებული საქონელი, რომლის მიწოდება ბითუმად ყიდვა-გაყიდვით შესაძლებელია დაუყოვნებლივი მოთხოვნით და აქვს შესაბამისი სასაქონლო თვისებები;

მ) საბირჟო საქონელი - ბირჟის მიერ დადგენილი წესით საბირჟო ვაჭრობაზე დაშვებული, ბრუნვაში მყოფი, გარკვეული სახეობისა და ხარისხის სტანდარტული საქონელი, მათ შორის, ამ საქონლის სტანდარტული კონტრაქტი და კონოსამენტი;

ნ) საბროკერო კომპანია - სავაჭრო შუამავალი (იურიდიული პირი), სასაქონლო ბირჟაზე გამყიდველსა და მყიდველს შორის გარიგებათა დადებისას, რომელიც მოქმედებს კლიენტის დავალებითა და კლიენტის ხარჯით, აგრეთვე თავისი სახელით და კლიენტის ხარჯით, ან კლიენტის სახელით და თავისი ხარჯით;

ო) სტანდარტული საქონელი - ბირჟაზე მხოლოდ ერთი სტანდარტის ანუ კონკრეტული ხარისხის, გარკვეული საზომი ერთეულის თუ სხვა განუსაზღვრელი მახასიათებლის მქონე, სტანდარტიზაციას დაქვემდებარებული საქონელი, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიყიდოს ერთი კონტრაქტით სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში წარმოებული საქონელი, თუ ის აკმაყოფილებს სტანდარტულ კონტრაქტში ასახულ პირობებს;

პ) სტანდარტული კონტრაქტი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-348-ე მუხლებით განსაზღვრული კონტრაქტის სტანდარტული პირობები;

ჟ) ფასების კოტირება - საბირჟო ფასების (კურსის) დადგენა მოთხოვნამიწოდების საფუძველზე საბირჟო ვაჭრობის დროს, დღის განმავლობაში დადებული გარიგებების შედეგად;

რ) ფორვარდული გარიგება - საბირჟო გარიგება, რომელიც იდება როგორც რეალურ საქონელზე, ისე განსაზღვრულ ვადაში (მომავალში) დასამზადებელ საქონელზე ხელშეკრულების დადებისას შეთანხმებული და ხელშეკრულებაში მითითებული ფასის მიხედვით;

ს) ფიუჩერსული გარიგება - გარიგება საბირჟო საქონლის მიწოდების სტანდარტულ კონტრაქტებზე, საქონლის მიწოდების შესახებ კონტრაქტების ყიდვაზე, რომლის აუცილებელი პირობა ითვალისწინებს საქონლის რეალიზაციას კონტრაქტში მითითებული ფასით, გარიგების დადებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.

მუხლი 3. სასაქონლო ბირჟა 1.

სასაქონლო ბირჟა (შემდგომში-ბირჟა) არის საბირჟო ვაჭრობის მოწყობისა და რეგულირების მიზნით შექმნილი ორგანიზებული საბითუმო ბაზარი, სადაც ვაჭრობა ხორციელდება საჯაროდ, წინასწარ დადგენილი წესით, განსაზღვრულ ადგილზე და ვადაში.

2. ბირჟის ამოცანაა თავისი წევრების ინტერესების დაკმაყოფილება. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი უნდა დაფუძნდეს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება. მუხლი 4. ბირჟის საქმიანობის სფერო

1. ბირჟა უფლებამოსილია განახორციელოს საბირჟო ვაჭრობის მოწყობასა და რეგულირებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

2. ბირჟას შეუძლია მხოლოდ უზრუნველყოს საბირჟო ვაჭრობასთან დაკავშირებული სავაჭრო და სავაჭრო-საშუამავლო საქმიანობა.

3. ბირჟა უფლებამოსილი არ არის შეიძინოს იმ ორგანიზაციებისა და საწარმოების წილი (პაი) და აქციები, რომლებიც არ ეწევიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას.

მუხლი 5. სიტყვებისსასაქონლო ბირჟა გამოყენების შეზღუდვა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სახელწოდებებში

იმ საწარმოებმა, დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სასაქონლო ბირჟების საქმიანობის სფეროსთან თავიანთ სახელწოდებებში, რეკლამაში ან სხვა რაიმე საქმიანობაში არც ქართულად და არც სხვა რომელიმე ენაზე არ უნდა გამოიყენონ სიტყვები “სასაქონლო ბირჟა” ან მათგან წარმოებული სხვა სიტყვები და მათი კომბინაცია, რომელიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.

მუხლი 6. საბირჟო გარიგება

1. საბირჟო გარიგება იდება მხოლოდ საბირჟო საქონელზე.

2. საბირჟო გარიგებად ითვლება ბირჟის მიერ რეგისტრაციაში გატარებული ხელშეკრულება (შეთანხმება), რომელიც საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა შორის საბირჟო საქონელზე და საბირჟო ვაჭრობის დროს დადებულია საჯაროდ.

3. საბირჟო საქონლად არ ითვლება უძრავი ქონება და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა გარიგებანი.

4. გარიგება, რომელიც განხორციელდა ბირჟაზე, მაგრამ არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, არ ჩაითვლება საბირჟო გარიგებად. ასეთი გარიგება არ შეიძლება განხორციელდეს ბირჟის სახელითა და სახსრებით და მასზე ბირჟის გარანტიები არ ვრცელდება.

მუხლი 7. საბირჟო გარიგების სახეობანი

1. ამ კანონის თანახმად საბირჟო ვაჭრობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ ფორვარდული, ფიუჩერსული და ოფციური გარიგებები, აგრეთვე გარიგებები რეალურ საქონელზე.

2. საბირჟო ვაჭრობის მონაწილეებს შეუძლიათ აგრეთვე განახორციელონ საბირჟო ვაჭრობის წესებით დადგენილი საბირჟო საქონლის, კონტრაქტების ან უფლებების სხვა გარიგებანი.

მუხლი 8. საბირჟო შუამავლობა სასაქონლო ბირჟაზე

1. საბირჟო შუამავლები საბირჟო ვაჭრობას ახორციელებენ საბირჟო გარიგებების დადებით კლიენტის სახელითა და კლიენტის ხარჯზე, კლიენტის სახელით და საბირჟო შუამავლის ხარჯზე, საბირჟო შუამავლის სახელით და კლიენტის ხარჯზე (საბროკერო საქმიანობა), აგრეთვე საბირჟო საქმიანობის წარმოებით თავისი სახელით და თავის ხარჯზე ბირჟაზე შემდგომი გაყიდვის მიზნით (სადილერო საქმიანობა).

2. საბირჟო შუამავლობას საბირჟო ვაჭრობაში ეწევიან მხოლოდ საბირჟო შუამავლები.

თავი II
სასაქონლო ბირჟის დაფუძნება,
საქმიანობა და მისი შეწყვეტის წესი

მუხლი 9. ბირჟის დაფუძნება

1. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაფუძნებული ბირჟა საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს ერთი თვის ვადაში წარუდგენს დაფუძნების სარეგისტრაციო მონაცემებს. მონაცემების მიუწოდებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ბირჟის დაფუძნების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა:

ა) სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების, სახელმწიფო დაწესებულებებისა (ორგანიზაციებისა), რომელთა დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

ბ) საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციებისა;

გ) სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანიებისა (საწარმოებისა);

დ) საზოგადოებრივი, რელიგიური და საქველმოქმედო ფონდებისა და კავშირებისა (ორგანიზაციებისა);

ე) ფიზიკური პირებისა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალებათ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

3. ბირჟის თითოეული დამფუძნებლის ან წევრის წილი საწესდებო კაპიტალში არ უნდა აღემატებოდეს 25 პროცენტს.

4. ბირჟის საწესდებო კაპიტალი არ უნდა იყოს 100 ათას ლარზე ნაკლები.

მუხლი 10. ბირჟის წევრები

1. ბირჟის წევრობა წარმოშობა ბირჟის წესდებით დადგენილი წესით. 2. ბირჟის წევრი არ შეიძლება იყოს:

ა) სხვა სასაქონლო ბირჟის ადმინისტრაციის თანამშრომელი;

ბ) სხვა საწარმო, ორგანიზაცია ან დაწესებულება, თუ მისი ხელმძღვანელი (პასუხისმგებელი თანამდებობის პირი) არის ბირჟის ადმინისტრაციის თანამშრომელი;

გ) ბანკი ან საკრედიტო დაწესებულება, რომელსაც დადგენილი წესით მიღებული აქვს ლიცენზია საბანკო ოპერაციათა განსახორციელებლად, სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანია და ფონდი;

დ) საზოგადოებრივი, რელიგიური და საქველმოქმედო გაერთიანება, ფონდი, კავშირი (ორგანიზაცია);

ე) ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

3. ბირჟის წევრი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს:

ა) საბირჟო ვაჭრობაში;

ბ) ბირჟის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებათა მიღებაში, აგრეთვე ბირჟის მმართველობის სხვა ორგანოების საქმიანობაში ბირჟის წესდებათა და ბირჟაზე დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

4. ბირჟის წევრობის გაუქმება, აგრეთვე წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტა ან ნაწილობრივი დათმობა განისაზღვრება ბირჟის მიერ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

5. დაუშვებელია საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების დათმობა საწესდებო კაპიტალის წილზე მოწმობის (ტიტულის) გადაცემის ან მიყიდვის და ბირჟის მართვაში უფლების გადაცემის გარეშე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. ამ კანონის თანახმად ბირჟის წევრს უფლება აქვს საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობაზე თავისი უფლებამოსილება და ვალდებულება, დადგენილი წესით, იჯარით გადასცეს მხოლოდ ერთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. ხელშეკრულება ექვემდებარება ბირჟაზე რეგისტრაციას. საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობის ქვეიჯარა (გადაცემული უფლების სხვისთვის გადაცემა) დაუშვებელია.

7. ბირჟის მიერ ბირჟის წევრად დამტკიცებაზე უარის თქმა, აგრეთვე მისი გადაწყვეტილება ბირჟის წევრის გარიცხვის ან წევრობის შეჩერების შესახებ ბირჟის წესდებით გაუთვალისწინებელი მიზეზით, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 11. სასაქონლო ბირჟის წევრთა კატეგორიები ბირჟაზე შეიძლება იყოს ბირჟის წევრთა შემდეგი კატეგორიები:

ა) სრული წევრები, რომლებსაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საბირჟო ვაჭრობის ყველა სექციაში (განყოფილებაში, განაყოფში), აგრეთვე ბირჟის წევრთა და ბირჟის სექციის წევრთა საერთო კრებაში ბირჟის წესდებით განსაზღვრული ხმათა რაოდენობით;

ბ) ბირჟის არასრული წევრები, რომლებსაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საბირჟო ვაჭრობის შესაბამის სექციაში (განყოფილებაში, განაყოფ- ში), აგრეთვე ბირჟის წევრთა და ბირჟის სექციის წევრთა საერთო კრებაში ბირჟის წესდებით განსაზღვრული ხმათა რაოდენობით.

მუხლი 12. ბირჟის წევრთა საერთო კრება

ბირჟის მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს ბირჟის წევრთა საერთო კრება, რომელიც უზრუნველყოფს ბირჟისა და მისი წევრების უფლება-მოვალეობათა განხორციელებას.

მუხლი 13. ბირჟის წესდება

1. ბირჟის წესდებაში განსაზღვრული უნდა იყოს:

ა) ბირჟის მართვის სტრუქტურა და მაკონტროლებელი ორგანოები, მათი უფლება-მოვალეობანი, გადაწყვეტილების მიღების წესი;

ბ) საწესდებო კაპიტალის ოდენობა;

გ) საკუთარი კაპიტალის სტრუქტურის ფორმირების წესი;

დ) ბირჟის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა;

ე) ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა უფლებამოვალეობანი;

ვ) ბირჟის წევრად მიღების, წევრობის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი;

ზ) ბირჟის ძირითადი სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩამონათვალი და მათი ფუნქციები.

2. ბირჟის წესდება არ ითვალისწინებს მოგების განაწილებას ბირჟის წევრებზე.

მუხლი 14. საბირჟო ვაჭრობის წესები

1. საბირჟო ვაჭრობის წესებში განსაზღვრული უნდა იყოს:

ა) საბირჟო ვაჭრობის წარმოების წესი;

ბ) საბირჟო გარიგების სახეები;

გ) საბირჟო გარიგებათა შესაბამისად ანგარიშსწორებისა და საქონლის მიწოდების წესები;

დ) საბირჟო რისკების მართვის წესი;

ე) საბირჟო საქონლის სტანდარტების დადგენის წესი;

ვ) საგარანტიო ფონდების ფორმირების წესი;

ზ) ბირჟის სექციების დასახელება;

თ) სამომავლო საბირჟო ვაჭრობის შესახებ საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა ინფორმირების წესი;

ი) საბირჟო გარიგებათა რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესი;

კ) საბირჟო საქონელზე ფასების კოტირების წესი;

ლ) სამომავლო საბირჟო ვაჭრობაზე საბირჟო გარიგებების შესახებ, მათ შორის, საბირჟო გარიგებების ფასებზე და საბირჟო ფასების კოტირების თაობაზე საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა ინფორმირების წესი;

მ) ბირჟებისა და საბაზრო საქონლის კონიუნქტურის შესახებ ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა ინფორმირების წესი;

ნ) საბირჟო გარიგებების დადებისას ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა ურთიერთანგარიშსწორების წესი;

ო) ბირჟაზე ფასწარმოქმნის პროცესებზე მონიტორინგი, რათა არ იქნეს დაშვებული ხელოვნურად ფასების დონის მკვეთრი დღიური მომატება ან შემცირება, ფასების ჯგუფური შეთანხმებები, განზრახ მომატება ან შემცირება, ფასებზე ზემოქმედების მიზნით ყალბი ხმების გავრცელება:

პ) ზომები, რომლებიც საბირჟო ვაჭრობაზე უზრუნველყოფენ წესრიგს და დისციპლინას, აგრეთვე ამ ზომების გამოყენების წესი;

ჟ) ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა მიერ საბირჟო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, ბირჟის სადამფუძნებლო დოკუმენტების, საბირჟო ვაჭრობის წესების, ბირჟის წევრთა საერთო კრებისა და ბირჟის მართვის სხვა ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებას;

რ) იმ დარღვევათა ჩამონათვალი, რომელთათვისაც ბირჟა საბირჟო ვაჭრობის მონაწილეებს აკისრებს ჯარიმებს, აგრეთვე ამ ჯარიმების ოდენობა და ამოღების წესი;

ს) გადარიცხვების, ტარიფებისა და სხვა შენატანების ოდენობა და ბირჟის მიერ მათი ამოღების წესი. 2. საბირჟო ვაჭრობის წესებს ამტკიცებს ბირჟის წევრთა საერთო კრება.

თავი III
საბირჟო ვაჭრობის მოწყობა და მისი მონაწილეები

მუხლი 15. საბირჟო ვაჭრობის მონაწილეები

1. ამ კანონის თანახმად საბირჟო ვაჭრობის მონაწილეებად ითვლებიან მხოლოდ ბირჟის წევრები. 2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან ბირჟის წევრები, საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ბირჟის წევრების - საბირჟო შუამავლების მეშვეობით.

მუხლი 16. საბირჟო ვაჭრობაში ბირჟის იმ წევრების მონაწილეობა, რომლებიც არ არიან საბირჟო შუამავლები

ბირჟის წევრები, რომლებიც არ არიან საბირჟო შუამავლები, საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობენ:

ა) მხოლოდ რეალური საქონლით ვაჭრობისას უშუალოდ თავისი სახელით და თავის ხარჯზე, საბირჟო შუამავლობის უფლების გარეშე;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებული აქვთ იმ საბროკერო კომპანიებთან და დამოუკიდებელ ბროკერებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ ამ ბირჟაზე.

მუხლი 17. საბირჟო საქმიანობის რეგულირება

საბირჟო საქმიანობასთან დაკავშირებულ მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტებს, მათ შორის, საბირჟო შუამავლების აკრედიტაციის წესს ადგენს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო.

მუხლი 18. საბირჟო შუამავლების მიერ საბირჟო გარიგების აღრიცხვა

1. საბირჟო შუამავლები ვალდებულნი არიან აღრიცხონ საბირჟო ვაჭრობაზე წარმოებული საბირჟო გარიგება თითოეული კლიენტის მიხედვით და გარიგების მასალები შეინახონ მათი წარმოების დღიდან 5 წლის განმავლობაში.

2. საბირჟო შუამავლები ვალდებულნი არიან საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინონ აღნიშნული მასალები.

მუხლი 19. ურთიერთობა საბირჟო შუამავლებსა და მათ კლიენტებს შორის

1. ურთიერთობა საბირჟო შუამავლებსა და მათ კლიენტებს შორის განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.

2. ბირჟის ადმინისტრაცია არ ერევა კლიენტისა და საბირჟო შუამავლის ურთიერთობაში. ამასთან, ბირჟის ადმინისტრაციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია დადგენილი წესით გამოიყენოს სანქციები იმ საბირჟო შუამავლების მიმართ, რომლებიც დაარღვევენ საბირჟო შუამავლებსა და მათ კლიენტებს შორის ურთიერთობის დადგენილ წესს.

3. საბირჟო შუამავლები უფლებამოსილნი არიან კლიენტებს მოსთხოვონ საგარანტიო შენატანების შეტანა თავის ანგარიშზე, რომელიც გახსნილი აქვთ საანგარიშსწორებო დაწესებულებებში (ბანკებში), ასევე მიანიჭონ მათ უფლება, საბირჟო შუამავლების სახელით განკარგონ ეს თანხები მათთვის მიცემული დავალების შესაბამისად.

მუხლი 20. სასაქონლო ექსპერტიზა ბირჟაზე

საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა მოთხოვნით ბირჟა ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს საბირჟო ვაჭრობაზე გასაყიდი რეალური საქონლის ხარისხის ექსპერტიზას.

მუხლი 21. გარანტიები საბირჟო ვაჭრობაზე ფორვარდული, ფიუჩერსული და ოფციური გარიგებების წარმოებისას

1. ფორვარდული, ფიუჩერსული, ოფციური გარიგებების წარმოების საანგარიშსწორებო მომსახურების უზრუნველსაყოფად ბირჟა ვალდებულია დადგენილი წესით დადოს შესაბამისი ხელშეკრულება ბანკთან ან თვითონ შექმნას კლირინგული ცენტრი.

2. კლირინგული ცენტრი უფლებამოსილია:

აქამდე+

ა) გამოვიდეს, როგორც საბირჟო გარიგებების უნიფიცირებული მხარე საბირჟო გარიგებების თითოეული კონტრაგენტის წინაშე მხარეებს შორის საბირჟო გარიგებების შესრულების გარანტიის, ნეტო ვალდებულებების, მოთხოვნების განსაზღვრის და შესრულების უზრუნველყოფის მიზნით:

ბ) დაადგინოს შენატანების სახეები, ოდენობა, ამოღების წესი, რამაც უნდა უზრუნველყოს ფორვარდული, ფიუჩერსული, ოფციური გარიგებების შესრულება და იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც წარმოიშობა ამ გარიგებით აღებული ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისას, აგრეთვე განსაზღვროს ამ გარიგებების მონაწილეთა სხვა საფინანსო ვალდებულებები;

გ) დადგენილი წესით აწარმოოს ფორვარდული, ფიუჩერსული, ოფციური გარიგებების მონაწილეთა დაკრედიტება და სავალდებულო დაზღვევა იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ამ გარიგებების გარანტიებისათვის, აგრეთვე მათი შეუსრულებლობით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად.

მუხლი 22. თავისუფალი ფასების გარანტია საბირჟო ვაჭრობაში

1. ბირჟას შეუძლია დამოუკიდებლად დაადგინოს:

ა) ანარიცხები საკომისიოდან, რომლებიც მიღებულია ბირჟის ბროკერის მიერ ბირჟაზე ჩატარებული საშუამავლო ოპერაციის ასანაზღაურებლად;

ბ) ტარიფები და სხვა შენატანები, რომლებიც ამოიღება ბირჟის სასარგებლოდ მისი წევრებიდან და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეებისაგან, ბირჟისა და მისი ქვედანაყოფების მიერ გაწეული მომსახურებისათვის;

გ) ჯარიმები, რომლებიც ამოიღება ბირჟის წესდების, საბირჟო ვაჭრობის წესებისა და ბირჟის შიდა დოკუმენტებით დადგენილი სხვა წესების დარ- ღვევისათვის.

2. ბირჟას ეკრძალება დაადგინოს:

ა) საბირჟო ვაჭრობაზე საბირჟო საქონლის ფასების ზღვარი და დონე;

ბ) ანაზღაურების ოდენობა, რომელიც ამოიღება საბირჟო შუამავლების სასარგებლოდ საბირჟო გარიგებებში გაწეული შუამავლობისათვის.

მუხლი 23. დავის გადაწყვეტა ბირჟაზე

1. საბირჟო გარიგებებთან დაკავშირებული დავა განიხილება ბირჟის საარბიტრაჟო კომისიაში, რომელიც ბირჟაზე იქმნება როგორც მხარეთა მორიგების ორგანო.

2. დებულებას ბირჟის საარბიტრაჟო კომისიისა და დავის განხილვის წესის შესახებ ამტკიცებს ბირჟა.

3. ბირჟის საარბიტრაჟო კომისიის გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის მიერ დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 24. ბირჟის მოსამსახურეები

1. სასაქონლო ბირჟის მოსამსახურეებად (ბირჟის ადმინისტრაციის წევრებად) ითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებიც მონაწილეობენ მის საქმიანობაში შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ბირჟის მოსამსახურეთა შრომის პირობები რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.

3. ბირჟის მოსამსახურეებს ეკრძალებათ მონაწილეობა მიიღონ საბირჟო გარიგებებში, შექმნან საკუთარი საბროკერო კომპანიები, ასევე გამოიყენონ სამსახურებრივი ინფორმაცია პირადი ინტერესებისათვის.

4. ბირჟის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან დაიცვან სამეცნიერო, ტექნიკური, კომერციული ხასიათის მონაცემები, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზარალი მიაყენოს ბირჟას ან მის წევრებსა და კლიენტებს.

მუხლი 25. ბირჟების თვითმმართველობის გარანტია

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩარევა ბირჟის საქმიანობაში დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ირღვევა ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს (ან გამოიწვია) ბირჟაზე გარიგებების შეუსრულებლობა ან/და ზარალი მიაყენა გარიგებებში მონაწილე მხარეებს, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 26. ბირჟის ლიკვიდაცია

ბირჟის ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს ბირჟის მართვის უმაღლესი ორგანოს - ბირჟის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, აგრეთვე სასამართლოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 27. გარდამავალი დებულება

უკვე შექმნილი სასაქონლო ბირჟების საქმიანობა ამ კანონთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მისი ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში.

მუხლი 28. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1999 წლის 23 ივნისი.
N2153-II 335

27 საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

▲back to top


ამ კანონის მიზანია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ემიტენტთა მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისას მათი ინფორმაციის, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს ეს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.

2. საქართველოს სახელმწიფოს სახელით სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ემისიისა და საჯარო შეთავაზების, აგრეთვე ამ ფასიანი ქაღალდებით საბანკო არასაბირჟო ვაჭრობის წესები ცალკე განისაზღვრება.

3. სახელმწიფო საკუთრების გასხვისების წესები განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.

4. ეს კანონი აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარის, სხვა თვითრეგულირებადი ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, ბროკერების საქმიანობის წესებსა და პასუხისმგებლობას, აგრეთვე დამატებით მოთხოვნებს იმ საწარმოთა საქმიანობის წესისა და პასუხისმგებლობის მიმართ, რომელთა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და გაყიდვაც ხორციელდება.

5. საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის შექმნის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. ანგარიშვალდებული საწარმო - საწარმო, რომლის საქმიანობაც რეგულირდება ამ კანონის მესამე თავის მიხედვით.

2. არსებითი (ფაქტი ან მოვლენა) - ფაქტი ან მოვლენა, რომელსაც, კეთილგონიერების ფარგლებში, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინვესტორი ან პოტენციური ინვესტორი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებისას.

3. აუდიტორი - „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგულირებადი დამოუკიდებელი აუდიტორი. აუდიტორი ან ნებისმიერი აუდიტორული კომპანია, რომელთანაც იგი არის აფილირებული. (დამოუკიდებელი უნდა იყოს ამ კანონის 21-ე მუხლის მიხედვით).

4. ბანკი - საბანკო დაწესებულება, რომელიც ორგანიზებულია „მეწარმეთა შესახებ“, ხოლო ლიცენზირებულია “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონების მიხედვით.

5. ბენეფიციარი მესაკუთრე - ნებისმიერი პირი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) არის ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მესაკუთრე;

ბ) ნებას რთავს ნომინალურ მფლობელს, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, იმოქმედოს მისი სახელით;

გ) იღებს ფულად მოგებას როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე;

დ) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება;

ე) აქვს უფლება გახდეს ამა თუ იმ ფასიანი ქაღალდის ბენეფიციარი მესაკუთრე, მაგრამ არ გულისხმობს ნომინალურ მფლობელს ან მეურვეს, რომლის ურთიერთობაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მესაკუთრესთან განსაზღვრულია წერილობითი შეთანხმებით.

6. ბროკერი - ფიზიკური პირი, რომელიც დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ან/და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას.

7. გაზეთი - ნებისმიერი გაზეთი, რომელსაც ამ კანონის მიზნებისათვის ასეთად მიიჩნევს კომისია.

8. გათვითცნობიერებული ინვესტორი - პირი, რომელიც გათვითცნობიერებულია ინვესტირების თეორიისა და პრაქტიკის საკითხებში, თუ კომისიის წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. გაყიდვა - ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ან სხვაგვარი გასხვისების შესახებ.

10. გენერალური ლიცენზია - საბროკერო კომპანიისა თუ ბროკერისათვის მიცემული ლიცენზია, რომელიც ნებას რთავს მათ განახორციელონ ფასიანი ქაღალდების საჯარო ვაჭრობასთან დაკავშირებული, ამ კანონის 23-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრული ყველა საქმიანობა.

11. დაკავშირებული პირები - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული პირები, თუ კომისიის წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

12. ემისიის პროსპექტი - წერილობითი შეტყობინება ან შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზება.

13. წინასწარი პროსპექტი - ემისიის პროსპექტი, რომელიც წარედგინა კომისიას, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულა.

14. დამტკიცებული პროსპექტი - ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია კომისიის მიერ.

15. საბოლოო პროსპექტი - ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია კომისიის მიერ და შეიცავს შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების ზუსტ რაოდენობასა და ზუსტ ფასს; ხოლო თუ საბროკერო კომპანია/კომპანიები თანახმა არიან ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდების მფლობელების სახელით, - აგრეთვე ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ.

16. ემიტენტი - საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უშვებს ფასიან ქაღალდებს.

17. თვითრეგულირებადი ორგანიზაცია (თრო) - საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის 41-ე მუხლის მიხედვით შეიმუშავებენ და ახორციელებენ კომისიის მიერ მოწონებულ წესებს აღნიშნული ორგანიზაციის მონაწილეთა თუ წევრთა მიმართ.

18. კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ - ეს კანონი, აგრეთვე სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესრულებაზეც ზედამხედველობას ახორციელებს კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

19. კომისია - საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია.

20. კონტროლი -- თუ კონტექსტი სხვა რამეს არ იძლევა, ვითარება, როცა პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა წრე საწარმოში ფლობს ხმების 5%-ზე მეტს.

21. მეორადი საჯარო ვაჭრობა - ფასიანი ქაღალდის იმგვარი ყიდვა ან გაყიდვა, რომელიც: ა) არ ხორციელდება ემიტენტის სახელით ან არ წარმოადგენს ამ კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 მუხლების მიხედვით საჯარო შეთავაზების ნაწილს;

ბ) ღიაა პირდაპირი ან წარმომადგენლის საშუალებით მონაწილეობისათვის არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი წრისათვის.

22. მმართველი ორგანო -- დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნული დირექტორები ან/და სამეთვალყურეო საბჭო.

23. პირი - იურიდიული ან ფიზიკური პირი.

24. რეგისტრირებული მფლობელი - ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში.

25. რეკლამა - განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერი შესაძლო ფორმით, მათ შორის უწყებების, ნიშნების, ეტიკეტების, სავიზიტო ბარათების, წერილების, კატალოგების, ფასების ნუსხათა ჩვენებით, სურათების, ფოტოების გამოფენით, კინოფილმების დემონსტრაციით, აუდიო ან ტელეგადაცემებით, კომპიუტერული ქსელებით, სხვადასხვა ჩანაწერების გავრცელებით და ნებისმიერი სხვა მსგავსი სახით.

26. საბროკერო კომპანია - პირი (რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით რეგულირებადი საინვესტიციო ფონდი), ჩაბმული ერთ ან რამდენიმე საქმიანობაში, რომლებიც დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდების საჯარო ყიდვა-გაყიდვასთან და რომლებიც ჩამოთვლილია ამ კანონის 23-ე მუხლში, გარდა 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით გამონაკლისი პირებისა ან ბანკის თუ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისა, რომელიც ეწევა 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საქმიანობას.

27. სამეურნეო წელი - დროის პერიოდი ყოველი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

28. სამთავრობო ფასიანი ქაღალდი - საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი.

29. საფონდო ბირჟა - ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი, რომელიც უზრუნველყოფს მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვება, უზრუნველყოფს ვაჭრობის ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად და ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.

30. სპეციალური ლიცენზია - ლიცენზია, რომელიც ეძლევა საბროკერო კომპანიას ან ბროკერს და განსაზღვრავს მათ კონკრეტულ საქმიანობას.

31. უხეში დარღვევა - დარღვევა, რომელიც არ არის ტექნიკური ხასიათისა და წარმოადგენს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კანონების ან თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების მოთხოვნათა განზრახ უგულებელყოფას.

32. ფასიანი ქაღალდი (ფასიანი ქაღალდები) - მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით, ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად, ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ შეძენის უფლების მატარებლები, საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები. ამ კანონით შემდეგი ინსტრუმენტები არ განიხილება და არ რეგულირდება როგორც ფასიანი ქაღალდები:

ა) ბანკების ვალდებულებები, დაკავშირებული დეპოზიტებთან ან სხვა ფიქსირებულ ვადიან ფინანსირებასთან, რომლებსაც წარმოქმნის კლიენტთა პირდაპირი, შუამავლების გარეშე მომსახურება და რომლებისთვისაც არ არის დამახასიათებელი საჯარო მიმოქცევა;

ბ) ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი ან ენუიტური კონტრაქტი, გამოშვებული დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი იურიდიული პირის მიერ;

გ) ჩეკები (რეგულირდება საქართველოს კანონით „ჩეკების შესახებ“);

დ) კომისიის წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა რეგულირებაც შესაბამისად ხორციელდება ამ ან სხვა კანონებით.

33. არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი - ფასიანი ქაღალდი, რომელიც არ არსებობს ქაღალდის ფორმით, მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ცენტრალურ დეპოზიტარში ბენეფიციარი მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის სახელზე.

34. საინვესტიციო ხელშეკრულება - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აძლევს სხვა პირს ფულს ან სხვა უფლებას საკუთრებაზე ეკონომიკურ საქმიანობაში დასაბანდებლად, შესაძლო შემოსავლის მიღების მიზნით.

35. სასესხო ფასიანი ქაღალდი - ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს უფლებას განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით ან უპროცენტოდ მიღებაზე; არ მოიცავს სამთავრობო ფასიან ქაღალდებს, თუ სხვა რამ არ არის საგანგებოდ აღნიშნული.

36. საჯარო ფასიანი ქაღალდები - ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან/და რომლებსაც „ჩანაწერით ფლობს“ 100- ზე მეტი ფასიანი ქაღალდის მფლობელი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით.

37. ფასიანი ქაღალდების ემისია (გამოშვება) - პროცედურა, რომლის საშუალებითაც ემიტენტი განათავსებს ფასიან ქაღალდებს.

38. ფასიანი ქაღალდების კლასი - ემიტენტის ყველა ის ფასიანი ქაღალდი, რომლებიც, კომისიის წესების შესაბამისად ადასტურებს იდენტურ უფლებამოვალეობებს.

39. წილობრივი ფასიანი ქაღალდი - ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მესაკუთრის წილს საწარმოში.

40. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე - ინვესტორი, ემიტენტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე, აუდიტორი.

41. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე - საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, სხვა თრო, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი.

42. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი - საბროკერო კომპანია, ბროკერი ან სხვა შუამავალი, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობას უწევს კომისია დადგენილი წესის მიხედვით.

43. ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი - იურიდიული პირი, რომელიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი და რომელსაც ბენეფიციარი მესაკუთრე წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას ფასიანი ქაღალდები თავის სახელზე შეიტანოს რეესტრში და ჩაებას ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში (მაგ., ბენეფიციარი მესაკუთრეებისათვის ინფორმაციის მიწოდება) ბენეფიციარი მესაკუთრის ან სხვა ნომინალური მფლობელის სახელით.

44. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი - პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ისეთ ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის, არ არის ემიტენტის ან ამ კანონის 29-ე მუხლის მიხედვით ლიცენზირებული პირის თანამშრომელი.

45. ფასიანი ქაღალდების რეესტრი - რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და რომელშიც მოცემულია ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლასი, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.

46. ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება - ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას შორის, რომლის მიხედვითაც საბროკერო კომპანია/კომპანიები კისრულობენ განათავსონ ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ ან არაგარანტირებულ საფუძველზე, კომისიის წესების შესაბამისად:

ა) გარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების მიერ ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის პირობით;

ბ) არაგარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გულისხმობს საბროკერო კომპანიების მიერ ფასიანი ქაღალდების ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების ემისიის პირობით შესყიდვას იმ გარანტიის გარეშე, რომ ისინი დაიტოვებენ ან გადაყიდიან მთელ ემისიას.

47. შეთავაზება - გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების გაყიდვის ან ანაზღაურებით გასხვისების ნებისმიერი ცდა. იგი არ გულისხმობს საბროკერო კომპანიისათვის ან საბროკერო კომპანიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას მიიღოს მონაწილეობა ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების შეთავაზების ხელშეკრულებაში.

48. შეთავაზების განაცხადი - ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კომისიაში წარდგენილი განაცხადი. რომელიც გულისხმობს მის ნებისმიერ შესწორებას და ნებისმიერ ემისიის პროსპექტს, ანგარიშს ან დოკუმენტს, რომელიც ამ განაცხადის ნაწილია - უშუალოდ ან ჩართული მასზე მითითების გზით.

49. ჩანაწერი - ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ანგარიშის, კორესპონდენციის, მაგნიტურ ფირსა და კომპიუტერის დისკზე ჩანაწერებისა თუ სხვა სახით, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია ჩვეულებრივ ან რაიმე ტექნიკური საშუალებებით.

50. ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) - პირი, რომელიც ნომინალური მფლობელის დავალებით უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ კლირინგსა და ანგარიშსწორებას ან ეწევა კომისიის წესებით განსაზღვრულ სხვა მომსახურებას.

51. წერილობითი ფორმა - კომუნიკაციის ნაბეჭდი, ლითოგრაფიული ან ნებისმიერი გრაფიკული ფორმა.

თავი II
ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება

მუხლი 3. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების ცნება

1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება არის წინადადება ემიტენტის სახელით ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ან არაპირდაპირი გაყიდვის შესახებ არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობისათვის. საჯარო შეთავაზებად ჩაითვლება აგრეთვე არაანგარიშვალდებული საწარმოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით წამოყენებული ამგვარი წინადადება იმ პირის სახელით, რომელიც არ არის ემიტენტი. არაემიტენტი პირის საჯარო შეთავაზება ბათილია, გარდა ამ კანონითა და კომისიის წესებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ემიტენტს უფლება აქვს საბროკერო კომპანიასთან დადოს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ.

3. იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელს, რომელიც ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებას ახორციელებს ამ კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, უფლება აქვს წინადადებით მიმართოს ემიტენტს, დადგენილი წესით საჯარო შეთავაზებაში შეიტანოს მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდები.

4. საჯარო შეთავაზება არასამთავრობო ემიტენტების, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის მიერ ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.

5. საინვესტიციო ფონდის ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და გასხვისების წესები განისაზღვრება ამ კანონით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ფასიანი ქაღალდების შესახებ სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და მიყიდვა მხოლოდ გათვითცნობიერებული ინვესტორებისათვის, რაც განისაზღვრება და წესრიგდება კომისიის წესებით, ამ თავის მიხედვით არ განიხილება როგორც საჯარო შეთავაზება.

მუხლი 4. მოთხოვნები ემისიის პროსპექტისადმი

1. საჯარო შეთავაზება ხორციელდება მხოლოდ ემიტენტის მიერ ამ კანონისა და კომისიის წესების მოთხოვნათა დაცვით მომზადებული და დამტკიცებული პროსპექტის გამოქვეყნებისთანავე ან შემდეგ. თუ წინასწარი პროსპექტი, რომელიც გავრცელებული იყო ინვესტორებს შორის ამ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, არსებითი ფაქტებით განსხვავდება დამტკიცებული პროსპექტისაგან, ემიტენტმა დამტკიცებული პროსპექტი უნდა გაავრცელოს იმავე წესით, რა წესითაც წინასწარი პროსპექტი გავრცელდა, თუ კომისიის წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ემიტენტი საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების შესახებ პროსპექტის დასამტკიცებლად მიმართავს კომისიას და წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს, რომლებიც ჩაითვლება საჯარო შეთავაზების განაცხადად:

ა) განაცხადი კომისიის წესების მიერ განსაზღვრული ფორმის მიხედვით;

ბ) წინასწარი პროსპექტის სამი ასლი, ხელმოწერილი ემიტენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და წევრთა უმრავლესობის, უფროსი აღმასრულებელი პირის მიერ, როცა ემიტენტი საწარმოა, ხოლო სხვა ემიტენტების შემთხვევაში - ხელმოწერილი იმ პირების მიერ, რომლებიც კანონის მიხედვით აღიარებულნი არიან როგორც პასუხისმგებელნი ემიტენტის მართვაზე (პასუხისმგებელი პირები). წინასწარი პროსპექტი, კომისიის წესების შესაბამისად, შეიცავს:

ბ.ა) ინფორმაციას ემიტენტის შესახებ, კერძოდ, მისი სახელის, რეგისტრირებული მისამართისა და მისი ძირითადი ოფისის ადგილმდებარეობის მითითების ჩათვლით, დაარსების თარიღსა და დეტალებს, საქმიანობის მიზნებს, მიმოქცევაში მყოფი მისი ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და სახეობას და მათ მიერ მინიჭებულ უფლებებს; ინფორმაციას ემიტენტის საკუთრებაში მყოფი ფასიანი ქაღალდების შესახებ; ყოველი მფლობელის სახელს, რომელიც აკონტროლებს ემიტენტს; საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა და მთავარ აღმასრულებელ პირთა სახელებს, საჭიროებისამებრ - ემიტენტის მიერ არჩეული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სახელს, ზემოხსენებული პირების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტსა და ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას, რომელიც სხვაგვარად არ ყოფილა გასაჯაროებული;

ბ.გ) ემიტენტის კომერციული საქმიანობის დახასიათებას უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაძლო ძირითად რისკებს;

ბ.დ) სამომავლო ანგარიშებს, დასაბუთებულ დაგეგმვათა ჩათვლით, რომლებიც შეეხება მოსალოდნელ შემოსავალს, მოგებასა და სხვა ფინანსურ საკითხებს, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს მხოლოდ ნათლად გამოხატულ შესაბამის ფაქტებზე დაყრდნობით. შეიძლება გაკეთდეს ანგარიშები როგორც ემიტენტის მმართველი ორგანოს გეგმებსა და მიზნებზე, ასევე მომავალ ოპერაციებზე, დაფინანსებასა და წილების შეძენაზე;

ბ.ე) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ და კომისიის წესებით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშებს უკანასკნელი 2 სამეურნეო წლისათვის და მსგავს ინფორმაციას იმ იურიდიული პირების შესახებ, რომლებშიც ემიტენტის წილი 50%-ს აღემატება; მოითხოვება დამოუკიდებელი აუდიტორის წერილი იმის თაობაზე, რომ მან შეამოწმა ემიტენტის ანგარიშები და მისი თანხმობა, რომ მის მიერ მომზადებული დასკვნები გამოყენებულ იქნეს ემისიის პროსპექტში;

ბ.ვ) ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შესახებ, კერძოდ:

ბ.ვ.ა) გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობასა და მათ მესაკუთრეთა უფლებებს ემიტენტის სხვა ფასიანი ქაღალდების მესაკუთრეებთან შედარებით;

ბ.ვ.ბ) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების მთლიან ფასს (ასეთი მთლიანი შეთავაზებული ფასი უნდა შეიცავდეს გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების საორიენტაციო ან მიახლოებით რაოდენობასა და ამ ქაღალდების საორიენტაციო ან მიახლოებით ფასს);

ბ.ვ.გ) ხელმოწერის პროცედურის დეტალებს ან, თუ საბროკერო კომპანიამ ხელი მოაწერა შეთავაზების კონტრაქტს და დათანხმდა შეესყიდა მთელი ემისიის ყველა ფასიანი ქაღალდი ან მათი ნაწილი, - ასეთი გარიგების დაახლოებით დეტალებს;

ბ.ვ.დ) ხდება თუ არა ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და ასეთი შეთავაზების შემთხვევაში - მათ სახელებსა და თითოეულის მიერ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას;

ბ.ვ.ე) სასესხო ფასიანი ქაღალდებისათვის პროცენტის რაოდენობასა და მისი გაანგარიშების მეთოდს, თუ ფასიანი ქაღალდი პროცენტიანია; ფასიანი ქაღალდის ვადასა და ნებისმიერი ნებადართული დაფარვის პირობებს; ბ.ვ.ვ) შეთავაზების შედეგად მიღებული შემოსავლების სავარაუდო გამოყენებას;

გ) ემიტენტის პირველი საჯარო შეთავაზებისათვის - ნოტარიუსის მიერ დამოწმებული და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები ან, თუ ემიტენტს უკვე გამოცემული აქვს საბოლოო პროსპექტი ამ მუხლის მიხედვით, - უკანასკნელი საბოლოო პროსპექტის შემდეგ სადამფუძნებლო დოკუმენტებში შეტანილ ცვლილებათა ასლები, რომლებიც ასევე დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ და რეგისტრირებულია საქართველოს სამეწარმეო რეესტრში;

დ) გადაწყვეტილებათა ასლები ფასიანი ქაღალდების გამოშვების შესახებ ემიტენტის სახელით ან/და როცა შეთავაზება კეთდება ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელის ინტერესებისათვის; იმ გადაწყვეტილებათა ასლები, რომლებიც უფლებამოსილს ხდის ასეთი ფასიანი ქაღალდების ჩართვას საჯარო შეთავაზებაში;

ე) საწარმოს რეორგანიზაციის ამსახველი დოკუმენტები, თუ ეს ცვლილებები გახდა ფასიანი ქაღალდების ემისიის მიზეზი;

ვ) იმ ექსპერტთა დასკვნების ხელმოწერილი ასლები, რომლებმაც მოამზადეს ან დაამოწმეს ემისიის პროსპექტში მოცემული ინფორმაცია.

3. ბანკები, რომლებიც აპირებენ მათ მიერ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებას, კომისიას შეთავაზების განაცხადს, ამ მუხლის მიხედვით, აბარებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებენ საექსპერტო შეფასების ანგარიშს საქართველოს ეროვნული ბანკიდან. ამ ანგარიშის დასკვნა ემისიის პროსპექტში უნდა შევიდეს. საექსპერტო შეფასების ანგარიშის ასლი წარდგენილ უნდა იქნეს როგორც შეთავაზების განაცხადის ნაწილი.

4. წინასწარ დამტკიცებული წესების შესაბამისად, კომისიას შეუძლია დააწესოს სხვადასხვა მოთხოვნა ინფორმაციის მოწოდებაზე, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობებისა და ემიტენტის მიხედვით (მაგ., არარეზიდენტი ემიტენტი, საინვესტიციო ფონდი (კომპანია) როგორც ემიტენტი, ემიტენტი, რომელიც არ არის საწარმო) და, საჭიროების შემთხვევაში, სასესხო ფასიანი ქაღალდის ვადიანობის მიხედვით.

5. წესების შესაბამისად, კომისიას შეუძლია განსაზღვროს ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ფინანსური ანგარიშების ფორმა და შინაარსი და ამ ანგარიშების მომზადებისას გამოსაყენებელი საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპები და სტანდარტები.

6. თუ ემიტენტი არის ანგარიშვალდებული საწარმო და მას წარდგენილი აქვს ყველა აუცილებელი ანგარიში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, კომისიას შეუძლია, წინასწარ დამტკიცებული წესების მიხედვით, არ მოითხოვოს სრული ემისიის პროსპექტის წარმოდგენა ან მოითხოვოს ემისიის პროსპექტისათვის საჭირო ინფორმაციის ნაწილი.

7. თუ ემისიის პროსპექტისათვის აუცილებელი ინფორმაცია უკვე წარედგინა კომისიას, იგი შეიძლება ჩაერთოს პროსპექტში მითითების სახით ამ კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

8. შეთავაზების განაცხადის კომისიაში ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში კომისია განიხილავს ამ დოკუმენტებს და, თუ:

ა) მიიჩნევს, რომ წარდგენილი წინასწარი პროსპექტი არ შეესაბამება ამ კანონსა და კომისიის წესებს, ან/და, თუ ტექსტი გასაგები და თანამიმდევრული არ არის, ემიტენტს მიაწვდის წერილობით პასუხს მისგან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით, რომელიც საჭიროა მოწოდებული ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტებისათვის, ან/და მოსთხოვს ემიტენტს წარადგინოს წინასწარ პროსპექტში მოყვანილი ინფორმაციის სისწორის დამადასტურებელი საბუთები. მითითებულ ნაკლოვანებათა გამოსწორების შემდეგ ემიტენტს შეუძლია წარადგინოს შეთავაზების განაცხადის შესწორებები, რომლებიც ხელახლა იქნება განხილული;

ბ) ემიტენტი მოითხოვს წერილობითი ფორმით, მიაწოდებს მას წერილობით თანხმობას ემისიის პროსპექტის 30 დღეში დამტკიცების შესახებ;

გ) კომისია მიიჩნევს, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონს ან კომისიის წესებს, ანდა, თუ ემიტენტი უარს ამბობს წარადგინოს დოკუმენტები, მონაცემები ან ახსნა-განმარტებები, რომელთაც ეს მუხლი მოითხოვს, მაშინ კომისიამ შეიძლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე;

დ) ემიტენტი არ იქნა ინფორმირებული წერილობითი ფორმით - ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მაშინ 30 დღის გასვლის შემდეგ პროსპექტი დამტკიცებულად ჩაითვლება.

9. ემისიის საბოლოო პროსპექტში მიმდინარე ფინანსური ინფორმაცია არ უნდა იყოს 9 თვეზე უფრო ადრინდელი. ტექსტში მოყვანილი აღწერები უნდა შეესაბამებოდეს უახლეს შესაძლო თარიღს.

10. 5 დღის ან კომისიის წესებით განსაზღვრული დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ემისიის პროსპექტი კომისიის მიერ დამტკიცებულად ჩაითვლება, ემიტენტმა კომისიას უნდა წარუდგინოს საბოლოო პროსპექტის 3 ეგზემპლარი, შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების ზუსტი რაოდენობისა და ზუსტი ფასის პირველ გვერდზე მითითებით, ხოლო როცა საბროკერო კომპანიები ყიდიან ფასიან ქაღალდებს ემიტენტის ან/და ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით, - ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების პირობები. საბოლოო პროსპექტი, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო შეთავაზებით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების საჯაროდ გასაყიდად.

11. კომისიისათვის საბოლოო პროსპექტის წარდგენა არ უნდა ჩაითვალოს მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით შეტანილ ცვლილებებად; თუ მთლიანი შესათავაზებელი ფასი ან ერთი ფასიანი ქაღალდის ფასი იცვლება 20%-ზე მეტად კომისიის მიერ დამტკიცებულ პროსპექტში მოცემულ საორიენტაციო ფასთან შედარებით, საბოლოო პროსპექტი განიხილება როგორც დამტკიცებულ პროსპექტზე დართული ცვლილება და იგი წარდგენილ უნდა იქნეს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული პროცედურის მიხედვით.

12. კომისიის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება ადასტურებს, რომ ემიტენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ფორმალურად შეესაბამება ამ კანონსა და მიღებულ წესებს, მაგრამ ეს არ ადასტურებს გაცხადებული ინფორმაციის სისწორეს და, ამასთანავე, იგი არ უნდა იქნეს განხილული როგორც კომისიის რეკომენდაცია. ყოველი წინასწარი, დამტკიცებული და საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: „კომისიის მიერ პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის ან აქ აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ“.

13. გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა, საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემის, გაუცხადებლობის ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისათვის, ამ კანონის 55-ე მუხლითა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ შემდეგ პირებს:

ა) ემიტენტს, უფროს აღმასრულებელ პირს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და ყველა წევრს, რომლებმაც პროსპექტს ხელი მოაწერეს სოლიდარულად;

ბ) ყოველ საბროკერო კომპანიასა და ბროკერს, რომლებიც მოქმედებენ ემიტენტის სახელით, ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) ყოველ აუდიტორსა თუ სხვა ექსპერტს, რომელმაც განაცხადა თანხმობა მისი, როგორც ემისიის პროსპექტის ნაწილის, ავტორის მოხსენიებაზე, ემისიის პროსპექტის მის მიერ მომზადებულ ნაწილში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემისა თუ გამოტოვების გამო.

14. არც ერთი პირი, გარდა ემიტენტისა, არ იქნება პასუხისმგებელი ამ კანონის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, თუ მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ:

ა) საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლამდე იგი გადადგა ან შეწყვიტა ის ურთიერთობები, რომლებიც მოცემულია საბოლოო პროსპექტში მისი საქმიანობის ან საქმიანობაზე თანხმობის შესახებ, და ამის თაობაზე მან წინასწარ წერილობით შეატყობინა კომისიასა და ემიტენტს;

ბ) თუ პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეთანხმების გარეშე, ამ ფაქტის აღმოჩენისთანავე ის დაუყოვნებლივ ატყობინებს კომისიას ამის შესახებ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და აქვეყნებს წერილობით განცხადებას გაზეთში, რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად; გ) საბოლოო პროსპექტის ამა თუ იმ ნაწილთან დაკავშირებით, სათანადო გამოკვლევის შემდეგ, მას ჰქონდა საფუძველი მიეჩნია და ამიტომ მიიჩნია კიდეც, რომ საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლისას მასში მოცემული მონაცემები სწორი იყო, ან რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი სწორად არ ასახავს ასეთი პირის განცხადებას, ანდა არ წარმოადგენს მის მიერ მომზადებული ანგარიშის ზუსტ ასლსა თუ ნაწილს.

15. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ბათილია ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს აქ დასახელებულ პირთა პასუხისმგებლობას, თუ ემისიის პროსპექტში დაშვებული არსებითი მოვლენის შეცდომით გადმოცემისა თუ გამოტოვების გამო დაზარალდა აქციის მფლობელი. ემიტენტი, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, პასუხისმგებელია საჯარო შეთავაზებით გაყიდული ფასიანი ქაღალდების შემძენ პირთა წინაშე იმ ზარალისათვის, რომელიც წარმოიქმნა შეძენის შედეგად და გამოწვეულია დამტკიცებულ ან საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არაზუსტად გადმოცემით ან გაუცხადებლობით. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სხვა პირები, ანალოგიურად, პასუხისმგებელნი იქნებიან ასეთივე მყიდველთა წინაშე იმ ზარალისათვის, თუ მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით. იმ ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რომელთა შეთავაზებაც მოხდა მე-4 მუხლის პირველი ან მე-5 მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით, შეიძლება გაუქმდეს მყიდველის მოთხოვნით, რაც დაექვემდებარება ისეთ პროცედურულ და დროით შეზღუდვებს, რომლებიც განისაზღვრება კომისიის წესებით.

16. ემისიის პროსპექტის დამტკიცების შემდეგ ფასიანი ქაღალდების ემისიას კომისიამ უნდა მიანიჭოს ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომერი კომისიის წესებით დადგენილი პროცედურის მიხედვით.

მუხლი 5. შეთავაზების პროცედურა

1. საბოლოო პროსპექტი მიეწოდება ინვესტორებს საჯაროდ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვის დაწყებამდე ან დაწყებისთანავე.

2. საჯარო შეთავაზების პერიოდში ამა თუ იმ არსებითი მოვლენის, კერძოდ, პროსპექტში ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების ოდენობის, ფასის, შეთავაზების ბოლო ვადის ან სხვა არსებითი ფაქტის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში ემიტენტი მიმართავს შემდეგ პროცედურას:

ა) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კომისიას წარუდგენს პროსპექტში შესწორებას, რომელშიც განიმარტება მასში შეტანილი ყველა ცვლილება;

ბ) აქვეყნებს შეტყობინებას გაზეთში ან კომისიის წესებით განსაზღვრული სხვა საშუალებით; აცხადებს არსებული ფორმით შეთავაზების გაუქმების შესახებ და ახორციელებს შეთავაზებას მითითებულ თარიღამდე ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე ყველა ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ყოველგვარი ფასდაკლების გარეშე, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით;

გ) განუსაზღვრავს მყიდველებს 30 დღის ვადას გაუქმებაზე რეაგირებისათვის, რის შემდეგაც უფლებამოსილია განახორციელოს შეცვლილი საჯარო შეთავაზება. თუ ემიტენტს წარმოადგენს ბანკი, პროსპექტში შესატანი ცვლილებების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით.

3. თუ პროსპექტში შესწორება შეაქვთ ამა თუ იმ არსებით მოვლენასთან დაკავშირებით ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ხელმომწერებს უფლება ეძლევათ უარი თქვან შესყიდულ ფასიან ქაღალდებზე, ხოლო ემიტენტი მოვალეა უკან დააბრუნოს ფასიანი ქაღალდების საფასური გამოუქვითავად ხელმომწერთა მიერ უარის განცხადებიდან 10 დღის განმავლობაში. ხელმომწერნი, რომლებიც უარს არ განაცხადებენ შესყიდულ ფასიან ქაღალდებზე, ექვემდებარებიან შეთავაზების ახალ პირობებს.

4. თუ საჯარო შეთავაზების დაწყების შემდეგ კომისია შეიტყობს, რომ პროსპექტში ესა თუ ის არსებითი მოვლენა არასწორადაა ასახული ან გამოტოვებულია, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს ემიტენტს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შესრულება.

5. თუ პროსპექტში მითითებული სხვა ინფორმაცია საჯარო შეთავაზების პროცესში შეიცვალა, ემიტენტი მოვალეა კომისიას წარუდგინოს ამ ახალი ინფორმაციის (ცვლილების) ამსახველი დოკუმენტის ასლი, ვიდრე მოცემულ ცვლილებას პროსპექტში შეიტანდეს კომისიის წესებით დადგენილი პროცედურის მიხედვით.

მუხლი 6. შეთავაზების საჯაროობა კომისიის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე

1. კომისიაში წარდგენილი პროსპექტის კომისიის მიერ დამტკიცებამდე წინასწარი პროსპექტი შეიძლება დაიგზავნოს:

ა) ემიტენტისა და მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანიის მიერ საწარმოსა და მისი იმ ფასიანი ქაღალდებით საზოგადოების დაინტერესების მიზნით, რომელთა ემისიაც დაიწყება კომისიის მიერ პროსპექტის დამტკიცების შემდეგ;

ბ) პოტენციური ინვესტორებისათვის იმ პირობით, რომ კომისიის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე არ მოხდება ამ ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შეთავაზება და თანხმობა მათი შესყიდვის თაობაზე. პოტენციურ ინვესტორებს არ უნდა მიეწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის წინასწარ პროსპექტში.

2. აკრძალულია შეთავაზების წინასწარი პროსპექტის წარდგენამდე მონაწილეთა მიერ შეთავაზებისადმი საჯარო ინტერესის გამოწვევის ყოველგვარი მცდელობა.

3. აკრძალულია კომისიისათვის პროსპექტის წარდგენიდან მის ოფიციალურ დამტკიცებამდე ემიტენტის ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანიის მიერ სათანადო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის შეთავაზება ან ამ პირთა მიერ სხვა ნებისმიერი პირისაგან სათანადო ფასიანი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღება.

4. წინასწარი პროსპექტი, რომელიც გავრცელებულია ამ მუხლის მიხედვით, უნდა შეიცავდეს პირველ გვერდზე გამორჩეული შრიფტით შესრულებულ შემდეგ განცხადებას: „ამ წინასწარი პროსპექტით არ ხდება ფასიანი ქაღალდების შეთავაზება. პროსპექტი ამ ფასიანი ქაღალდების შესახებ დასამტკიცებლად წარედგინა საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიას და გამოქვეყნდება დამტკიცების შემდეგ. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან გაყიდვა ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე აკრძალულია და ისჯება კანონით“.

მუხლი 7. დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება

1. თუ ემიტენტი ან მისი სახელით საბროკერო კომპანია არღვევს ამ კანონის მე-4 -მე-6 მუხლების მოთხოვნებს, ან ემისიის პროსპექტში მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია არსებითად არასწორი ან არასრულია, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება და განსაზღვროს ვადა ამგვარი დარღვევების გამოსასწორებლად. თუ დარღვევები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, მაშინ კომისიას შეუძლია დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების გაუქმება.

2. თუ კომისია შეაჩერებს ან გააუქმებს ემისიის დამტკიცებული პროსპექტის მოქმედებას, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება აკრძალულია და მყიდველებს უფლება აქვთ უარი თქვან თავიანთ შესყიდვებზე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით.

მუხლი 8. ფასიანი ქაღალდების ემისიის ანგარიში და სხვა ანგარიშები, რომელთა წარდგენაც მოეთხოვებათ ემიტენტებს

1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში ემიტენტი კომისიას წარუდგენს ანგარიშს ემისიისა და ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ.

ა) თუ ემიტენტი საბანკო/საკრედიტო დაწესებულებაა, ანგარიში წარედგინება კომისიასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს;

ბ) ანგარიშის წარსადგენად საჭირო დოკუმენტების ნუსხა და მათი შედგენის პროცედურა განისაზღვრება კომისიის წესებით;

გ) კომისია წარდგენილ ანგარიშს განიხილავს მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი ინფორმაციის განმარტება ან ცვლილებების შეტანა, რომლებიც უნდა მოამზადოს და წარმოადგინოს ემიტენტმა;

დ) თუ ემისიით გამოსაშვები ფასიანი ქაღალდები სრულად არ არის გან- თავსებული, ემიტენტი წარადგენს ანგარიშს ფაქტობრივად განთავსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ და დოკუმენტებს რეალურად განთავსებული ემისიის დასამტკიცებლად.

2. ემიტენტი, თუ ის არ წარმოადგენს საწარმოს და მის რომელიმე კლასის ფასიან ქაღალდებს „ჩანაწერით ფლობს“ 100-ზე მეტი მფლობელი მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით, ყოველ სამეურნეო წელს, როცა მოცემული ფასიანი ქაღალდები მიმოქცევაშია, ამზადებს და კომისიას წარუდგენს, აქვეყნებს ან ავრცელებს ფასიანი ქაღალდების მფლობელებისათვის ანგარიშს, რომელიც მოიცავს ფინანსურ და სხვა ინფორმაციას კომისიის წესების შესაბამისად, ემიტენტის საჯარო შეთავაზების პირველივე სამეურნეო წლიდან.

თავი III
ანგარიშვალდებული საწარმოები

მუხლი 9. რეგულირების სფერო

1. საწარმო, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, თუ მას გამოშვებული აქვს რომელიმე კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდები, ჩაითვლება ანგარიშვალდებულ საწარმოდ.

2. კომისია უფლებამოსილია, ამ მუხლის მიზნებისათვის, კომისიის წესებით განსაზღვროს ტერმინი „ჩანაწერით ფლობა“, ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა შესრულებისაგან თავის არიდების აცილების მიზნით.

3. ანგარიშვალდებულ საწარმოებს არ წარმოადგენენ საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, რომელთა საქმიანობაც, ამ კანონის მიხედვით, წესრიგდება კომისიის წესებით.

4. კომისიის წესების შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია გაათავისუფლოს ანგარიშვალდებული საწარმო ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14, მე-15 და მე-17 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისაგან, თუ საწარმოს მიერ ასეთი ანგარიშების მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, საწარმოს საკუთარი კაპიტალისა (კომისიის წესებით განსაზღვრულისა) და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ოდენობის გათვალისწინებით, შეუსაბამობაში აღმოჩნდება აღნიშნული მუხლებით დაცულ საჯარო ინტერესთან.

მუხლი 10. საჯარო ფასიანი ქაღალდები

1. საჯარო ფასიანი ქაღალდები ექვემდებარება დემატერიალიზაციას. დემატერიალიზაციას არ დაექვემდებარება ამ კანონის ძალაში შესვლამდე გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, ვიდრე მათი გადაცემა არ აღინუსხება ფასიანი ქაღალდების რეესტრში.

2. საწარმო, ანგარიშვალდებულ საწარმოდ ჩათვლის შემდეგ 60 დღის განმავლობაში ირჩევს ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებულ რეგისტრატორს, რომელიც ახორციელებს საჯარო ფასიან ქაღალდებზე რეგისტრირებული მფლობელობის ჩანაწერთა აღრიცხვას.

3. საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების დასტურად ჩაითვლება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან არსებული სათანადო ჩანაწერები ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერები, თუ ფასიანი ქაღალდები ნომინალურ მფლობელთანაა.

4. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევისას ანგარიშვალდებული საწარმო და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი დებენ წერილობით ხელშეკრულებას კომისიის წესებით განსაზღვრული ფორმით. ხელშეკრულების დადებიდან 15 დღის განმავლობაში ანგარიშვალდებული საწარმო ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს გადასცემს ფასიანი ქაღალდების რეესტრის საწარმოებლად ყველა საჭირო დოკუმენტსა და ინფორმაციას კომისიის წესების შესაბამისად. ანგარიშვალდებული საწარმო შეწყვეტს ხელშეკრულებას, თუ ამის აუცილებლობას მას აცნობებს კომისია ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, რეგისტრატორის ლიცენზიის ვადის გასვლის გამო.

5. ანგარიშვალდებული საწარმო დაუყოვნებლივ ატყობინებს კომისიას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევის შესახებ. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ანგარიშვალდებული საწარმოს სახელწოდება, მისამართი და ტელეფონის ნომერი;

ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი;

გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევის თარიღი;

დ) ანგარიშვალდებული საწარმოს რეგისტრაციის ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და ადგილი;

ე) ანგარიშვალდებული საწარმოს საწესდებო კაპიტალი, ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება, სახე და ოდენობა;

ვ) ანგარიშვალდებული საწარმოს იმ წარმომადგენლის სახელი, რომელიც პასუხს აგებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ურთიერთობაზე.

6. ანგარიშვალდებული საწარმო ატყობინებს კომისიასა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ამ მუხლის მიხედვით წარდგენილ ნებისმიერ ინფორმაციაში ცვლილების შესახებ ამ ცვლილებიდან 7 დღის განმავლობაში.

7. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მოვალეობები განსაზღვრულია ამ კანონის მე-40 მუხლით.

მუხლი 11. პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები

1. ყველა ანგარიშვალდებული საწარმო მოვალეა მოამზადოს და კომისიას წარუდგინოს, გამოაქვეყნოს ან რეგისტრირებულ მესაკუთრეებს მიაწოდოს:

ა) წლიური ანგარიში; ბ) ნახევარი წლის ანგარიში;

გ) მიმდინარე ანგარიშები.

2. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის და შეიცავს ინფორმაციას ემიტენტის, მისი საქმიანობის, მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების 5%-ზე მეტს; დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშებს; კომისიის წესებით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას. ასეთი ანგარიშების მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც საწარმო ანგარიშვალდებულ საწარმოდ ითვლება. პირველი ასეთი ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს 90 დღის განმავლობაში იმ სამეურნეო წლის დამთავრებიდან, რომელშიც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. შემდგომში ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს სამეურნეო წლის დამთავრებიდან 90 დღის განმავლობაში.

3. სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ დგება ნახევარწლიური ანგარიშები. თუ საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მაშინ იმ ნახევარი წლის ანგარიში, რომელიც მოიცავს ამ 6-თვიან პერიოდს, წარედგინება კომისიას ამ პერიოდის დამთავრებიდან 45 დღის განმავლობაში. შემდგომში ნახევარწლიური ანგარიში წარედგინება კომისიას 6-თვიანი პერიოდის დამთავრებიდან 45 დღის განმავლობაში. ნახევარწლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ანგარიშვალდებული საწარმოს ფინანსურ ანგარიშებს, ინფორმაციას საანგარიშგებო პერიოდში მომხდარი არსებითი მოვლენების შესახებ; კომისიის წესებით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას.

4. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა აუცილებელია კომისიის წესებით განსაზღვრულ არსებით მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა ხდება ანგარიშში ასახული მოვლენის დადგომიდან 15 დღის განმავლობაში და მას უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა და შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორსაც მოითხოვს კომისიის წესები.

5. კომისია უფლებამოსილია თავისი წესებით განსაზღვროს ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ფინანსური ანგარიშების ფორმა და შინაარსი და მათ მოსამზადებლად გამოსაყენებელი საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპები და სტანდარტები. 6. თუ საწარმოს საჯარო ფასიანი ქაღალდები ყიდვა-გაყიდვის საგანია საფონდო ბირჟაზე, მაშინ საწარმო წარუდგენს ამ მუხლში განსაზღვრულ ანგარიშებს ერთდროულად როგორც კომისიას, ასევე საფონდო ბირჟას.

7. კომისიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საწარმოს შესახებ ან ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. წარდგენილ დამატებით დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის ასახვის მიზნით კომისიას შეუძლია აგრეთვე მოითხოვოს ამ დოკუმენტის შესწორება.

8. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება ჩართულ იქნეს კომისიისათვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან მასზე მითითების გზით, თუ კომისიის წესებით სხვა რამ არ არის დადგენილი. გარკვევით უნდა მიეთითოს ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, გვერდი, აბზაცი ან რაიმე სხვა დახასიათება. ძნელად მისაწვდომი ინფორმაცია უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი.

9. ამ მუხლის მიხედვით წარდგენილ ნებისმიერ ანგარიშს საწარმოს სახელით ხელს აწერენ საწარმოს მთავარი აღმასრულებელი პირი, ფინანსური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა (სამეთვალყურეო საბჭოს არარსებობის შემთხვევაში - დირექტორთა) უმრავლესობა.

10. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ყოველი პირი, რომელიც ხელს აწერს ამ მუხლის მიხედვით წარდგენილ ანგარიშს, პასუხისმგებელია მასში არსებითი ინფორმაციის გამოტოვებისა თუ არასწორად გადმოცემისათვის.

მუხლი 12. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრების მიერ მათ საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ინფორმაციის ღიაობა

1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი კომისიას წარუდგენს ანგარიშს ამ საწარმოს იმ ფასიანი ქაღალდების პროცენტული ოდენობის შესახებ, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრეც ის არის.

2. თუ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდები ყიდვა-გაყიდვის საგანია საფონდო ბირჟაზე, მაშინ ანგარიში წარედგინება საფონდო ბირჟასაც.

3. კომისიას (საფონდო ბირჟას) წარედგინება აგრეთვე ანგარიში მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებათა შესახებ.

4. ანგარიშის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება კომისიის წესებით. 5. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 10 დღისა იმ დროიდან, როცა:

ა) საწარმო გახდა ანგარიშვალდებული;

ბ) პირი გახდა მმართველი ორგანოს წევრი.

მუხლი 13. კონფიდენციალური ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს შესახებ

1. ანგარიშვალდებულ საწარმოს შეუძლია არ შეიტანოს კომისიისათვის წარდ354 გენილ ანგარიშებში მის მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით. ამ კანონითა და კომისიის წესებით კომისიამ შეიძლება მოითხოვოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გახსნა, რომელიც არ იქნება შემოფარგლული ვაჭრობის საიდუმლოებებით, სპეციალისტების მიერ საწარმოში ან საწარმოს გარეთ მომზადებული სტრატეგიული დანიშნულების ფინანსური ან კომერციული ინფორმაციით.

2. საწარმო კომისიას ცალკე, კონფიდენციალობის მითითებით წარუდგენს ანგარიშს, რომელიც ძირითად ანგარიშთან ერთად დამატებით მოიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. კომისია დაიცავს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობას. კომისია უფლებამოსილია სპეციალური ანგარიშის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში წესების შესაბამისად გადაწყვიტოს წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხი. ამასთან, თუ:

ა) კომისია წესების შესაბამისად ჩათვლის, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, ანგარიშვალდებულ საწარმოს, დამატებით ფაქტორებზე დაყრდნობით, შეუძლია წერილობითი ფორმით სთხოვოს კომისიას გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება. ასეთი წერილობითი თხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში კომისიამ უნდა გადაამოწმოს თავისი ბოლო გადაწყვეტილება. კომისიას გადაწყვეტილების გადამოწმება მხოლოდ ერთხელ შეუძლია;

ბ) კომისია მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, მაშინ ანგარიშვალდებული საწარმო, რომელმაც წარადგინა დოკუმენტები, ვალდებულია წარადგინოს შესწორებული დოკუმენტები, რომლებშიც ჩართული იქნება ადრე ამოღებული ინფორმაცია.

მუხლი 14. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობა

1. პირი ან პირთა ჯგუფი, კომისიის წესებით დადგენილი ფორმით, ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ აცნობებს კომისიას, ფასიანი ქაღალდების ემიტენტსა და საფონდო ბირჟას, სადაც ხდება ამ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა.

2. მნიშვნელოვან შენაძენად ჩაითვლება ანგარიშვალდებული საწარმოს ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების 5%-ის ან მეტის ბენეფიციარული მესაკუთრეობა, აგრეთვე ასეთი მესაკუთრეობის ცვლილება 5%-ით ან მეტით.

3. მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს ამ ფაქტის დადგომიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის წესებით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.

4. ჯგუფად ჩაითვლებიან პირები, თუ მათ შორის არის შეთანხმება:

ა) ანგარიშვალდებული საწარმოს საჯარო მიმოქცევაში მყოფი ფასიანი ქაღალდების შეძენის, ფლობისა და განკარგვის საერთო პოლიტიკის წარმოების შესახებ;

ბ) ამ ფასიან ქაღალდებთან მიმართებით მესაკუთრის ნებისმიერი უფლების, მათ შორის, ხმის უფლების გამოყენების შესახებ.

5. ასეთი შეთანხმების არსებობა ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრებს შორის იგულისხმება წერილობითი დადასტურების გარეშეც.

6. ჯგუფი კომისიის წინაშე პასუხისმგებელია შეასრულოს ამ კანონითა და კომისიის წესებით დადგენილი ვალდებულებანი.

7. თუ კომისია ან საფონდო ბირჟა აღმოაჩენს, რომ პირმა არ შეატყობინა კომისიას, ემიტენტს ან შესაბამის საფონდო ბირჟას მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ, მაშინ პარტნიორთა უახლოეს კრებაზე ის კარგავს შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლებას.

მუხლი 15. სატენდერო შეთავაზება

1. პირს, რომელიც აპირებს ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენას იმ რაოდენობით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კონტროლი საწარმოზე, ეს შეუძლია გააკეთოს სატენდერო შეთავაზების საშუალებით, რაც ნიშნავს განცხადების გაკეთებას საწარმოს ფასიანი ქაღალდების სწრაფ შეძენაზე კონტროლის მოპოვების მიზნით, თუ კომისიის წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. შემთავაზებელი პირისათვის აკრძალულია სატენდერო შეთავაზება ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიან ქაღალდებზე, თუ ამის შემდეგ ეს პირი გახდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის ბენეფიციარი მესაკუთრე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

ა) შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველ გამოქვეყნებამდე, ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის მათ გაგზავნამდე აღნიშნული პირი კომისიას წარუდგენს განცხადებას კომისიის წესებით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით;

ბ) ეს პირი გამოაქვეყნებს ინფორმაციას სატენდერო შეთავაზების შესახებ გაზეთში, კომისიის წესების მიხედვით.

3. ნებისმიერი წინადადება ან რეკომენდაცია ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის სატენდერო შეთავაზების უარყოფის ან თანხმობის შესახებ, აგრეთვე სატენდერო მიწვევა უნდა გაკეთდეს კომისიის წესების მიხედვით.

4. სატენდერო შეთავაზების პირობები და შემთავაზებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ერთნაირი უნდა იყოს სათანადო ფასიანი ქაღალდების ყველა მესაკუთრისათვის.

5. ფასიანი ქაღალდების მფლობელს, რომელიც დათანხმდა შეთავაზების პირობებს, გაცხადებული შეთავაზების პერიოდში უფლება აქვს გააუქმოს თავისი თანხმობა შეთავაზების პირველად გამოქვეყნების ან/და მასში შესწორების შეტ356 ანის შემდეგ ნებისმიერ დროს, თუ ეს სხვაგვარად არ არის აღნიშნული კომისიის წესებში.

6. თუ შემთავაზებელი მიიღებს უფრო მეტი ფასიანი ქაღალდის გაყიდვის თანხმობას, ვიდრე ეს აღნიშნული იყო სატენდერო შეთავაზებაში, იგი შეიძენს ფასიან ქაღალდებს პროპორციული გადანაწილების საფუძველზე. ეს მოთხოვნა ეხება აგრეთვე იმ თანხმობებსაც, რომლებიც მიღებულია ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის შეთავაზებული თანხის გაზრდის თაობაზე გაკეთებული განცხადების პირველად გამოქვეყნების შემდეგ, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით.

7. თუ პირი ცვლის სატენდერო შეთავაზების პირობებს შეთავაზების დამთავრებამდე და ფასიანი ქაღალდების მფლობელებს სთავაზობს გაზრდილ თანხას, იგი მოვალეა ეს თანხა გადაუხადოს ყოველ მფლობელს, რომელმაც თანხმობა განაცხადა სატენდერო შეთავაზების პირობებზე, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა ეს ცვლილების გამოქვეყნებამდე თუ გამოქვეყნების შემდეგ.

8. სატენდერო შეთავაზების პერიოდში შემთავაზებელს ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეუძლია:

ა) სატენდერო შეთავაზების გარდა, სხვა ნებისმიერი გზით შეიძინოს, ან აწარმოოს მოლაპარაკება სატენდერო შეთავაზებაში განხილული ფასიანი ქაღალდების ან ისეთი ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომლებიც შეიძლება კონვერტირებულ იქნეს შეთავაზებაში განხილულ ფასიან ქაღალდებში;

ბ) გაყიდოს სატენდერო შეთავაზებაში აღნიშნული ემიტენტის ფასიანი ქაღალდები.

9. კომისიის წესებით შეიძლება დადგენილ იქნეს სხვა მოთხოვნებიც სატენდერო შეთავაზებათა მომზადების, განხორციელების, შემთავაზებელთა ქმედების, შემთავაზებლისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ სამიზნე საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელებისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.

მუხლი 16. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრების პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების მფლობელების წინაშე

1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები თავიანთი უფლებამოვალეობების განხორციელებისას უნდა:

ა) მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად;

ბ) ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი;

გ) მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე უკეთესია საწარმოსა და მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ინტერესებისათვის.

2. ამ მუხლის მიხედვით, ფასიანი ქაღალდების მფლობელთა უფლებებისა და მათ მიმართ ვალდებულებების გარკვეულობისათვის კომისია იღებს წესებს.

3. გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტში, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტსა და სხვა კანონებში მოცემული შემთხვევებისა, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევა, სოლიდარულად აგებენ პასუხს საწარმოსათვის მიყენებული ზარალის გამო.

4. თავის მოვალეობათა შესრულებისას მმართველი ორგანოს წევრი შეიძლება დაეყრდნოს ინფორმაციას, მოსაზრებებს, ანგარიშებს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშებსა და სხვა ფინანსურ მონაცემებს, თუ ისინი მომზადებულია ან წარდგენილია:

ა) საწარმოს ერთი ან რამდენიმე თანამდებობის პირის ან თანამშრომლების მიერ, რომლებზედაც, მმართველი ორგანოს წევრის კეთილგონივრული მოსაზრებით, შეიძლება დაყრდნობა და რომლებიც კომპეტენტურნი არიან შესაბამის საკითხებში;

ბ) იურიდიული მრჩევლის, აუდიტორებისა თუ სხვა პირების მიერ იმ საკითხებზე, რომლებშიც, მმართველი ორგანოს წევრის კეთილგონივრული მოსაზრებით, ეს პირები პროფესიონალები არიან და ეს საკითხები მათი კომპეტენციის ფარგლებშია, ამასთან, მმართველი ორგანოს წევრის მოქმედება არ ჩაითვლება კეთილსინდისიერად, მას აქვს ინფორმაცია შესაბამის საკითხთან დაკავშირებით, რაც გაუმართლებელს ხდის ექსპერტებსა თუ სხვა პირებზე დაყრდნობას.

5. თუ კომისია აღმოაჩენს, რომ მმართველი ორგანოს რომელიმე წევრი ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც აკრძალულია კომისიის წესებით და რომლისგანაც მან ნახა მოგება ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერების ხარჯზე, მაშინ კომისია უფლებამოსილია:

ა) აუკრძალოს ასეთ პირს გარკვეული დროით იყოს ანგარიშვალდებული საწარმოს ან ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის მმართველი ორგანოს წევრი;

ბ) მიმართოს სასამართლოს ყველა შესაბამისი გარიგების გაუქმების შესახებ;

გ) თუ ასეთი მოქმედება გამოიწვევს საწარმოს ან მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ფინანსურ ზარალს, მოსთხოვოს ამ პირს კომპენსაცია მიყენებული ზარალისათვის საწარმოსა და მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სასარგებლოდ.

6. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდის მფლობელს ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის გამო უფლება აქვს სარჩელი აღძრას ამ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიმართ.

მუხლი 17. მინდობილობათა გაცემა

1. პირი, რომელიც ითხოვს ან თანახმაა მისი სახელით ითხოვონ ანგარიშვალდებული საწარმოს საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელთაგან ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული მინდობილობები (ხმის უფლება, თანხმობა ან უფლებამოსილება), მოქმედებს კომისიის წესების მიხედვით. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა და ნომინალურმა მფლობელებმა ხელმისაწვდომი უნდა გახადონ აქციონერებთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია, კომისიის წესების შესაბამისად.

2. პირს, რომელიც ითხოვს მინდობილობათა გადაცემას და ხელი არ მიუწვდება ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმდინარე სიაზე, უფლება აქვს მოსთხოვოს ეს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს წერილობითი ფორმით. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, კომისიის წესების შესაბამისად, მიაწვდის ასეთ პირს ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმდინარე სიას, ან დათანხმდება აღნიშნული პირის ხარჯზე დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ფოსტით თავისი ფასიანი ქაღალდების მფლობელებს ინფორმაცია მინდობილობათა გადაცემის თხოვნის შესახებ.

თავი IV
ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობ

მუხლი 18. გარიგებანი საფონდო ბირჟაზე

1. ფასიანი ქაღალდებით მეორადი საჯარო ვაჭრობის ორგანიზატორია მხოლოდ საფონდო ბირჟა. გამონაკლისები განისაზღვრება კომისიის წესებით ბაზრის გამჭვირვალეობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტულობის უზრუნველყოფის, მიწოდებისა და მოთხოვნის ფასების ზუსტად ასახვის, გარიგებათა უსაფრთხო და ზუსტი ანგარიშსწორების შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

2. საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს:

ა) საქართველოსა და უცხოელი ემიტენტების ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმოქცევაც დაშვებულია საქართველოში კომისიის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;

ბ) ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ასახავს სახელმწიფოს ვალს ან/და გამოშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, მათ შორის, სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოკლევადიანი სამთავრობო ფასიანი ქაღალდები, თუ მათი ყიდვა-გაყიდვა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას ამ ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის შესახებ.

3. ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე ხორციელდება ამ კანონის, კომისიისა და შესაბამისი საფონდო ბირჟის წესების მიხედვით.

4. საბროკერო კომპანია, რომელიც აპირებს დადოს გარიგება საფონდო ბირჟაზე, თავისი სახელით წარადგენს განაცხადს და გარიგების მეორე მხარისათვის უზრუნველყოფს გარიგების ანგარიშსწორების დღეს ფასიანი ქაღალდების საფასურის გადახდას ან მათ მიწოდებას.

მუხლი 19. გარიგებანი საჯარო ფასიან ქაღალდებზე

1.საჯარო ფასიანი ქაღალდების ყოველგვარი ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის მეშვეობით, გარდა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით ან/და კომისიის წესებით განსაზღვრული სხვა შემთხვევებისა.

2. საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, რომელთა ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება საფონდო ბირჟაზე, გარდა კომისიის წესებით დაშვებული გამონაკლისებისა (სატენდერო შეთავაზება, ჩუქება, მემკვიდრეობა, აქციათა მსხვილი პაკეტის გაყიდვა და სხვა), უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთი სახის ბირჟაზე - საფონდო ბირჟაზე; ფასიანი ქაღალდები შეიძლება იყიდებოდეს ერთზე მეტ საფონდო ბირჟაზე.

3. ხელშეკრულება საჯარო მფლობელობაში მყოფ, ფასიანი ქაღალდების ყიდვაგაყიდვის შესახებ დადებულად ჩაითვლება, თუ იგი ხორციელდება საფონდო ბირჟაზე, თუკი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საკუთრების უფლება გადაცემულად ჩაითვლება მყიდველის სახელზე ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით რეგისტრირების მომენტიდან.

თავი V
ლიცენზირება

მუხლი 20. ლიცენზირების მოთხოვნები

ლიცენზირება სავალდებულოა პირისათვის, რომელიც ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს, ანდა ისე იქცევა, თითქოს ჩაბმულია:

ა) საბროკერო კომპანიის,

გ) საფონდო ბირჟის,

დ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის,

ე) ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობაში, ამ კანონის 24-ე, 25-ე, 27-ე, 28-ე ან 29-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულია აიღოს კომისიის ლიცენზია.

მუხლი 21. არასწორი ან შეცდომაში შემყვანი განცხადებები

სალიცენზიო განაცხადში დაუშვებელია პირის მიერ სალიცენზიო განაცხადში არსებითი ფაქტის შესახებ განზრახ არასწორი ინფორმაციის შეტანა, გამოტოვება ან დამალვა ისე, რომ განაცხადში მოყვანილი ინფორმაცია შეცდომაში შემყვანად იქცეს.

მუხლი 22. ზოგადი სალიცენზიო პროცედურა

1. კანდიდატებმა ლიცენზიის მისაღებად კომისიას უნდა წარუდგინონ ამ კანონის 24-ე, 25-ე, 27-ე, 28-ე ან 29-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია კომისიის წესებით განსაზღვრული პროცედურითა და ფორმებით.

2. გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მოყვანილი შემთხვევებისა, საბროკერო კომპანიის, ბროკერისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიაზე განაცხადებისა და საჭირო დოკუმენტების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის შემთხვევაში - 60 დღის განმავლობაში, კომისიამ უნდა გასცეს ლიცენზია ან მოსთხოვოს კანდიდატს წერილობითი ახსნაგანმარტებანი და შესწორებანი, ან წერილობითვე წარუდგინოს კანდიდატს დასაბუთებული უარი. თუ ზემოაღნიშნულ პერიოდში კომისია წერილობით არ უპასუხებს კანდიდატს, მაშინ კანდიდატი ლიცენზირებულად ჩაითვლება.

3. კომისიის მიერ განაცხადში შესწორებებისა და ახსნა-განმარტებების მოთხოვნისას განსახილველი პერიოდის ათვლა ხელახლა იწყება სათანადო შესწორებათა და ახსნა-განმარტებათა წარდგენის მომენტიდან.

4. თუ კომისია უარს ამბობს ლიცენზიის გაცემაზე სალიცენზიო განაცხადსა და საჭირო დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის გამო, მაშინ კომისიამ ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს კანდიდატს და განსაზღვროს დრო (არანაკლებ 30 დღისა) აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ კანდიდატი დადგენილ პერიოდში ვერ მოახერხებს არსებული ხარვეზების გამოსწორებას, მაშინ კომისია დასაბუთებულ უარს განაცხადებს ლიცენზიის გაცემაზე.

5. კომისია უარს აცხადებს ლიცენზიის გაცემაზე, თუ:

ა) განაცხადში არსებული ინფორმაცია არასრული ან მცდარია;

ბ) ესა თუ ის წარდგენილი დოკუმენტი არ შეესაბამება ამ კანონს, საქართველოს კანონმდებლობასა და კომისიის წესებს;

გ) არ დაკმაყოფილებულა ამ კანონის 24-ე, 25-ე, 27-ე, 28-ე ან 29-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6. კომისია უფლებამოსილია, წესების შესაბამისად, მოითხოვოს სალიცენზიო განაცხადში მოცემული ინფორმაციის განახლება ლიცენზიის გაცემის შემდეგაც.

მუხლი 23. საბროკერო კომპანიის საქმიანობა

1. საწყისი საკუთარი კაპიტალისა და ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სხვა სალიცენზიო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საბროკერო კომპანიას, ამ კანონისა და კომისიის წესების შესაბამისად, მიეცემა ლიცენზია ერთი ან რამდენიმე საქმიანობისათვის:

ა) პირდაპირი კონსულტაციები გაუწიოს ინვესტორებს...ინვესტიციებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ფასის, ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვისა და მათთან დაკავშირებულ უცხოური ვალუტის გარიგებებში;

ბ) კონსულტაცია გაუწიოს ემიტენტებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე;

გ) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება არაგარანტირებულ საფუძველზე;

დ) მიიღოს და გადასცეს კლიენტის დავალებები ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, განახორციელოს კლიენტების სახსრებით ფასიანი ქაღალდებით გარიგება მათივე ინტერესებისათვის;

ე) მართოს კლიენტების საინვესტიციო პორტფელები და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებისათვის გამოყოფილი სახსრები;

ვ) აწარმოოს კლიენტების საინვესტიციო სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვა და აღრიცხვა, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის მომსახურება;

ზ) განახორციელოს საკუთარი სახსრებით ფასიანი ქაღალდებით გარიგება თავისივე ინტერესებისათვის;

თ) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება გარანტირებულ საფუძველზე;

ი) ასესხოს კლიენტებს და ისესხოს მათგან ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე გამოიყენოს საკუთარი სახსრები კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად, მიიღოს მონაწილეობა კომისიის წესებით განსაზღვრულ „მოკლე გაყიდვებში“.

2. ერთი პირი შეიძლება იყოს მესაკუთრე (აქციონერი) ან თანამშრომელი მხოლოდ ერთი საბროკერო კომპანიისა და ეს შეზღუდვა მესაკუთრეობაზე არ ეხება იმ საბროკერო კომპანიას, რომელიც არის ან ხდება ანგარიშვალდებული საბროკერო კომპანია. თუ პირი ხდება რამდენიმე არაანგარიშვალდებული საბროკერო კომპანიის პარტნიორი ამა თუ იმ სახის რეორგანიზაციულ ქმედებათა შედეგად ან სხვა მიზეზით, მან დაუყოვნებლად წერილობით უნდა აცნობოს კომისიას ამის შესახებ და მიიღოს ზომები ვითარების გამოსასწორებლად. სანამ აღნიშნული ვითარება არ გამოსწორდება, პირმა არ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა ერთზე მეტი საბროკერო კომპანიის მართვასა და საქმიანობაში.

3. ეს კანონი უშვებს ბანკების მონაწილეობას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მხოლოდ მათი შვილობილი საწარმოების (საბროკერო კომპანიების) მეშვეობით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რაც არ ზღუდავს ბანკების საქმიანობას ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში.

4. საწარმო, რომელიც არ წარმოადგენს ბანკს და რომლის საქმიანობაც დაკავ- შირებულია მხოლოდ სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში, ექვემდებარება რეგულირებას ამ კანონის შესაბამისად.

5. კომისიას შეუძლია წესებით განსაზღვროს 23-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი საქმიანობები, რომელთა შესრულებისას პირს არ მოეთხოვება იყოს საბროკერო კომპანია ან ჰქონდეს ლიცენზია, თუ ამ პირის საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

6. საბროკერო კომპანიებმა არ უნდა აწარმოონ საქმიანობა, რომელიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული, გარდა სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულ საქმიანობებში მონაწილეობისა.

მუხლი 24. საბროკერო კომპანიის ლიცენზირება

1. პირი, რომელიც კომისიას მიმართავს საბროკერო კომპანიის ლიცენზიის მოსაპოვებლად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) რეგისტრირებულია როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

ბ) აღიარებულია თვითრეგულირებადი ორგანიზაციის ან საფონდო ბირჟის პირობით წევრად;

გ) საწყისი საკუთარი კაპიტალისა და ნასესხები სახსრების მოცულობა აკმაყოფილებს კომისიის წესებით განსაზღვრულ ნორმატივებს;

დ) საწარმოს ერთი დირექტორი მაინც ლიცენზირებულია როგორც ბროკერი, ამ კანონის 25-ე მუხლის მიხედვით;

ე) საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს: ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;

ვ) ყველა თანამშრომელი, რომელსაც საქმე ექნება კლიენტებთან ან შესაძლო კლიენტებთან ამ კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ საქმიანობებთან დაკავშირებით და იმოქმედებს კანდიდატი საწარმოს სახელით, არის ლიცენზირებული ბროკერი.

2. საწარმო, რომელიც საბროკერო კომპანიის ლიცენზიის მისაღებად მიმართავს კომისიას, წერილობით წარადგენს განაცხადს კომისიის წესებით განსაზღვრული ფორმით და დაურთავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საბროკერო კომპანიის სახელწოდებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) იმ პირთა სრულ სახელს, რომელთა საკუთრებაშია საბროკერო კომპანიის 5%-ზე მეტი, მათ მისამართებს, წილს საწესდებო კაპიტალში და ხმათა რაოდენობას, ინფორმაციას სხვა საწარმოების საქმიანობასა და კონტროლ- ში მონაწილეობის შესახებ;

გ) საქმიანობის სახეს, რომლისთვისაც კანდიდატს სურს ლიცენზიის მიღება;

დ) საწყისი საკუთარი კაპიტალისა და ნასესხები კაპიტალის ოდენობას, რომელიც გამიზნულია ლიცენზიაში აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე კაპიტალის სესხების წყაროებს;

ე) წესდებას, სასამართლოში რეგისტრირებულ და ნოტარიუსის მიერ დადასტურებულ სადამფუძნებლო დოკუმენტებს;

ვ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ბალანსს (იმისდა მიხედვით, რომელია უფრო ახალი), დამოწმებულს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ;

ზ) კლიენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუშს, რომელიც შედგენილია კომისიის წესების შესაბამისად;

თ) სხვა ისეთ ინფორმაციას და დოკუმენტებს, რომლებიც შეიძლება მოითხოვოს კომისიამ თავისი წესების მიხედვით ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით.

3. კომისიას შეუძლია დააწესოს ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები კანდიდატის საწყისი საკუთარი კაპიტალისა (დაფუძნებულისა საქმიანობის იმ სახეებზე, რომლებშიც საბროკერო კომპანიას უფლება აქვს ჩაებას თავისი ლიცენზიის მიხედვით, და რისკთან დაკავშირებულ მოსაზრებებზე) და ნასესხები კაპიტალის მაქსიმუმის შესახებ.

4. კომისიის წესებით განსაზღვრული საწყისი კაპიტალის მოთხოვნების საფუძველზე, კომისიას შეუძლია გასცეს გენერალური ლიცენზია, რომლის მიხედვითაც საბროკერო კომპანიას უფლება აქვს ჩაებას ყველა ნებადართულ საქმიანობაში, ან სპეციალური ლიცენზიები, რომლებიც საბროკერო კომპანიებს აძლევს ამ კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მხოლოდ ზოგიერთი საქმიანობის უფლებას, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების შესაძენად ფულადი სახსრების მიღების, კლიენტებისათვის ფულადი ანგარიშის გახსნისა და საკუთარი სახსრებით სავაჭრო ოპერაციების განხორციელების უფლებათა ჩათვლით. სპეციალური ლიცენზიები შეიძლება გაიცეს თვით საბროკერო კომპანიის მოთხოვნის საფუძველზედაც.

5. როდესაც საბროკერო კომპანიას მიეცემა სპეციალური ლიცენზია, მან თავის მასალებში, კლიენტებთან დადებულ ხელშეკრულებებსა და სარეკლამო მასალებში გარკვევით უნდა განაცხადოს იმ საქმიანობის შესახებ, რომლის ლიცენზიაც აქვს. სალიცენზიო სერტიფიკატში ასევე გარკვევით უნდა აღინიშნოს საქმიანობები, რომლებისთვისაც საბროკერო კომპანიას ლიცენზია მიეცა.

6. პირებს, რომელთაც არ გააჩნიათ საბროკერო კომპანიის ლიცენზია, უფლება არა აქვთ საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ საფირმო სახელწოდება სიტყვებით „ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანია“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.

მუხლი 25. ბროკერების ლიცენზირება

1. კომისიამ ფიზიკურ პირს შეიძლება მისცეს ლიცენზია საბროკერო საქმიანობისათვის. კომისიამ შეიძლება გასცეს გენერალური ლიცენზია, რომელიც მისი დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით მოქმედ კანდიდატს ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაზე კონსულტაციებისა და საინვესტიციო პორტფელის მართვის უფლებებს მიანიჭებს. კომისიამ შეიძლება აგრეთვე გასცეს სპეციალური ლიცენზია, რომელიც კანდიდატს მიანიჭებს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ამგვარი საქმიანობის განხორციელების უფლებას, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მონაცემებსა და კვალიფიკაციაზე.

2. ბროკერის ლიცენზიის კანდიდატი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის, ან ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების უხეში დარღვევისათვის;

ბ) ჩაბარებული აქვს კომისიის მიერ ორგანიზებული ან კომისიის მიერ აღიარებული სხვა საკვალიფიკაციო გამოცდა განაცხადის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში;.

3. ბროკერის ლიცენზიის კანდიდატი კომისიას აბარებს განაცხადს შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენით: ა) კანდიდატის სახელი და მისამართი;

ბ) იმ საქმიანობათა დასახელება, რომლებისთვისაც კანდიდატი მოითხოვს ლიცენზიას;

გ) სხვა ინფორმაცია, რომელიც კომისიამ შეიძლება მოითხოვოს საკუთარი წესების მიხედვით;

დ) კომისიის მიერ ორგანიზებული ან აღიარებული სხვა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დოკუმენტაცია.

4. თუ სპეციალური ლიცენზია მიეცემა ბროკერს, კომისია გასცემს სალიცენზიო სერტიფიკატს, სადაც გარკვევით იქნება აღნიშნული ყოველი საქმიანობა, რომლის წარმართვაც ბროკერს შეეძლება მიღებული ლიცენზიის საფუძველზე.

5. კომისია უარს ამბობს ლიცენზიის გაცემაზე, თუ პირი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლში აღნიშნულ პირობებს, ან მისი განაცხადი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნებს.

6. ლიცენზირებულ ბროკერს უფლება აქვს მონაწილეობდეს საბროკერო საქმიანობაში მხოლოდ მისი დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით.

7. კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ბროკერის კვალიფიკაციის გადასინჯვის შესახებ კლიენტების მიერ დასაბუთებული საჩივრების, ასევე საფონდო ბირჟისა თუ სხვა თვითრეგულირებადი ორგანიზაციის ანგარიშების, მოკვლევებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებმაც შეიძლება დაადასტურონ ბროკერის კვალიფიკაციის არაადეკვატურობა. კვალიფიკაციის გადასინჯვისა და შემოწმების შედეგად შესაძლოა შემცირდეს ბროკერის ლიცენზირებულ საქმიანობათა რაოდენობა და, თუ დადასტურდე365 ბა, რომ ბროკერი აღარ არის სათანადოდ კვალიფიცირებული, მისი ლიცენზია გამოითხოვება ამ კანონის 30-ე მუხლის მიხედვით.

8. პირებს, რომელთაც არ გააჩნიათ ბროკერის ლიცენზია ან/და არ მუშაობენ ამა თუ იმ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიაში, უფლება არა აქვთ საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სახელწოდება სიტყვებით „ფასიანი ქაღალდების ბროკერი“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.

მუხლი 26. ცვლილებები საბროკერო კომპანიის ან ბროკერის ლიცენზიაში

1. ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებსა და ბროკერებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს განცხადებით მიმართონ კომისიას, მისი წესებით განსაზღვრული ფორმით, ცვლილებები შეიტანონ ლიცენზიაში მათი საქმიანობათა სახეების ოდენობის გაზრდისა თუ შემცირების თაობაზე.

2. ასეთი განცხადების მიღებისას კომისიამ უნდა განიხილოს იგი და, თუ საჭიროდ მიიჩნევს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დაზუსტება და შეატყობინოს განმცხადებელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადების ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღის განმავლობაში.

3. კომისიას შეუძლია ცვლილებები შეიტანოს საბროკერო კომპანიის ლიცენზიაში, საბროკერო კომპანიის გარკვეულ საქმიანობათა უფლების შეზღუდვის მიზნით, საბროკერო კომპანიის უუნარობიდან გამომდინარე, დააკმაყოფილოს მოთხოვნები კაპიტალზე ან კომისიის წესებით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

აქამდე+

2. გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მოყვანილი შემთხვევებისა, საბროკერო კომპანიის, ბროკერისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიაზე განაცხადებისა და საჭირო დოკუმენტების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის შემთხვევაში - 60 დღის განმავლობაში, კომისიამ უნდა გასცეს ლიცენზია ან მოსთხოვოს კანდიდატს წერილობითი ახსნაგანმარტებანი და შესწორებანი, ან წერილობითვე წარუდგინოს კანდიდატს დასაბუთებული უარი. თუ ზემოაღნიშნულ პერიოდში კომისია წერილობით არ უპასუხებს კანდიდატს, მაშინ კანდიდატი ლიცენზირებულად ჩაითვლება.

3. კომისიის მიერ განაცხადში შესწორებებისა და ახსნა-განმარტებების მოთხოვნისას განსახილველი პერიოდის ათვლა ხელახლა იწყება სათანადო შესწორებათა და ახსნა-განმარტებათა წარდგენის მომენტიდან.

4. თუ კომისია უარს ამბობს ლიცენზიის გაცემაზე სალიცენზიო განაცხადსა და საჭირო დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის გამო, მაშინ კომისიამ ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს კანდიდატს და განსაზღვროს დრო (არანაკლებ 30 დღისა) აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ კანდიდატი დადგენილ პერიოდში ვერ მოახერხებს არსებული ხარვეზების გამოსწორებას, მაშინ კომისია დასაბუთებულ უარს განაცხადებს ლიცენზიის გაცემაზე.

5. კომისია უარს აცხადებს ლიცენზიის გაცემაზე, თუ:

ა) განაცხადში არსებული ინფორმაცია არასრული ან მცდარია;

ბ) ესა თუ ის წარდგენილი დოკუმენტი არ შეესაბამება ამ კანონს, საქართველოს კანონმდებლობასა და კომისიის წესებს;

გ) არ დაკმაყოფილებულა ამ კანონის 24-ე, 25-ე, 27-ე, 28-ე ან 29-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6. კომისია უფლებამოსილია, წესების შესაბამისად, მოითხოვოს სალიცენზიო განაცხადში მოცემული ინფორმაციის განახლება ლიცენზიის გაცემის შემდეგაც.

მუხლი 23. საბროკერო კომპანიის საქმიანობა

1. საწყისი საკუთარი კაპიტალისა და ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სხვა სალიცენზიო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საბროკერო კომპანიას, ამ კანონისა და კომისიის წესების შესაბამისად, მიეცემა ლიცენზია ერთი ან რამდენიმე საქმიანობისათვის:

ა) პირდაპირი კონსულტაციები გაუწიოს ინვესტორებს...ინვესტიციებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ფასის, ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვისა და მათთან დაკავშირებულ უცხოური ვალუტის გარიგებებში;

ბ) კონსულტაცია გაუწიოს ემიტენტებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე;

გ) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება არაგარანტირებულ საფუძველზე;

დ) მიიღოს და გადასცეს კლიენტის დავალებები ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, განახორციელოს კლიენტების სახსრებით ფასიანი ქაღალდებით გარიგება მათივე ინტერესებისათვის;

ე) მართოს კლიენტების საინვესტიციო პორტფელები და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებისათვის გამოყოფილი სახსრები;

ვ) აწარმოოს კლიენტების საინვესტიციო სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვა და აღრიცხვა, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის მომსახურება;

ზ) განახორციელოს საკუთარი სახსრებით ფასიანი ქაღალდებით გარიგება თავისივე ინტერესებისათვის;

თ) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება გარანტირებულ საფუძველზე;

ი) ასესხოს კლიენტებს და ისესხოს მათგან ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე გამოიყენოს საკუთარი სახსრები კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად, მიიღოს მონაწილეობა კომისიის წესებით განსაზღვრულ „მოკლე გაყიდვებში“.

2. ერთი პირი შეიძლება იყოს მესაკუთრე (აქციონერი) ან თანამშრომელი მხოლოდ ერთი საბროკერო კომპანიისა და ეს შეზღუდვა მესაკუთრეობაზე არ ეხება იმ საბროკერო კომპანიას, რომელიც არის ან ხდება ანგარიშვალდებული საბროკერო კომპანია. თუ პირი ხდება რამდენიმე არაანგარიშვალდებული საბროკერო კომპანიის პარტნიორი ამა თუ იმ სახის რეორგანიზაციულ ქმედებათა შედეგად ან სხვა მიზეზით, მან დაუყოვნებლად წერილობით უნდა აცნობოს კომისიას ამის შესახებ და მიიღოს ზომები ვითარების გამოსასწორებლად. სანამ აღნიშნული ვითარება არ გამოსწორდება, პირმა არ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა ერთზე მეტი საბროკერო კომპანიის მართვასა და საქმიანობაში.

3. ეს კანონი უშვებს ბანკების მონაწილეობას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მხოლოდ მათი შვილობილი საწარმოების (საბროკერო კომპანიების) მეშვეობით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რაც არ ზღუდავს ბანკების საქმიანობას ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში.

4. საწარმო, რომელიც არ წარმოადგენს ბანკს და რომლის საქმიანობაც დაკავ- შირებულია მხოლოდ სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში, ექვემდებარება რეგულირებას ამ კანონის შესაბამისად.

5. კომისიას შეუძლია წესებით განსაზღვროს 23-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი საქმიანობები, რომელთა შესრულებისას პირს არ მოეთხოვება იყოს საბროკერო კომპანია ან ჰქონდეს ლიცენზია, თუ ამ პირის საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

6. საბროკერო კომპანიებმა არ უნდა აწარმოონ საქმიანობა, რომელიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული, გარდა სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულ საქმიანობებში მონაწილეობისა.

მუხლი 24. საბროკერო კომპანიის ლიცენზირება

1. პირი, რომელიც კომისიას მიმართავს საბროკერო კომპანიის ლიცენზიის მოსაპოვებლად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) რეგისტრირებულია როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

ბ) აღიარებულია თვითრეგულირებადი ორგანიზაციის ან საფონდო ბირჟის პირობით წევრად;

გ) საწყისი საკუთარი კაპიტალისა და ნასესხები სახსრების მოცულობა აკმაყოფილებს კომისიის წესებით განსაზღვრულ ნორმატივებს;

დ) საწარმოს ერთი დირექტორი მაინც ლიცენზირებულია როგორც ბროკერი, ამ კანონის 25-ე მუხლის მიხედვით;

ე) საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს: ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;

ვ) ყველა თანამშრომელი, რომელსაც საქმე ექნება კლიენტებთან ან შესაძლო კლიენტებთან ამ კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ საქმიანობებთან დაკავშირებით და იმოქმედებს კანდიდატი საწარმოს სახელით, არის ლიცენზირებული ბროკერი.

2. საწარმო, რომელიც საბროკერო კომპანიის ლიცენზიის მისაღებად მიმართავს კომისიას, წერილობით წარადგენს განაცხადს კომისიის წესებით განსაზღვრული ფორმით და დაურთავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საბროკერო კომპანიის სახელწოდებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) იმ პირთა სრულ სახელს, რომელთა საკუთრებაშია საბროკერო კომპანიის 5%-ზე მეტი, მათ მისამართებს, წილს საწესდებო კაპიტალში და ხმათა რაოდენობას, ინფორმაციას სხვა საწარმოების საქმიანობასა და კონტროლ- ში მონაწილეობის შესახებ;

გ) საქმიანობის სახეს, რომლისთვისაც კანდიდატს სურს ლიცენზიის მიღება;

დ) საწყისი საკუთარი კაპიტალისა და ნასესხები კაპიტალის ოდენობას, რომელიც გამიზნულია ლიცენზიაში აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე კაპიტალის სესხების წყაროებს;

ე) წესდებას, სასამართლოში რეგისტრირებულ და ნოტარიუსის მიერ დადასტურებულ სადამფუძნებლო დოკუმენტებს;

ვ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ბალანსს (იმისდა მიხედვით, რომელია უფრო ახალი), დამოწმებულს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ;

ზ) კლიენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუშს, რომელიც შედგენილია კომისიის წესების შესაბამისად;

თ) სხვა ისეთ ინფორმაციას და დოკუმენტებს, რომლებიც შეიძლება მოითხოვოს კომისიამ თავისი წესების მიხედვით ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით.

3. კომისიას შეუძლია დააწესოს ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები კანდიდატის საწყისი საკუთარი კაპიტალისა (დაფუძნებულისა საქმიანობის იმ სახეებზე, რომლებშიც საბროკერო კომპანიას უფლება აქვს ჩაებას თავისი ლიცენზიის მიხედვით, და რისკთან დაკავშირებულ მოსაზრებებზე) და ნასესხები კაპიტალის მაქსიმუმის შესახებ.

4. კომისიის წესებით განსაზღვრული საწყისი კაპიტალის მოთხოვნების საფუძველზე, კომისიას შეუძლია გასცეს გენერალური ლიცენზია, რომლის მიხედვითაც საბროკერო კომპანიას უფლება აქვს ჩაებას ყველა ნებადართულ საქმიანობაში, ან სპეციალური ლიცენზიები, რომლებიც საბროკერო კომპანიებს აძლევს ამ კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მხოლოდ ზოგიერთი საქმიანობის უფლებას, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების შესაძენად ფულადი სახსრების მიღების, კლიენტებისათვის ფულადი ანგარიშის გახსნისა და საკუთარი სახსრებით სავაჭრო ოპერაციების განხორციელების უფლებათა ჩათვლით. სპეციალური ლიცენზიები შეიძლება გაიცეს თვით საბროკერო კომპანიის მოთხოვნის საფუძველზედაც.

5. როდესაც საბროკერო კომპანიას მიეცემა სპეციალური ლიცენზია, მან თავის მასალებში, კლიენტებთან დადებულ ხელშეკრულებებსა და სარეკლამო მასალებში გარკვევით უნდა განაცხადოს იმ საქმიანობის შესახებ, რომლის ლიცენზიაც აქვს. სალიცენზიო სერტიფიკატში ასევე გარკვევით უნდა აღინიშნოს საქმიანობები, რომლებისთვისაც საბროკერო კომპანიას ლიცენზია მიეცა.

6. პირებს, რომელთაც არ გააჩნიათ საბროკერო კომპანიის ლიცენზია, უფლება არა აქვთ საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ საფირმო სახელწოდება სიტყვებით „ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანია“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.

მუხლი 25. ბროკერების ლიცენზირება

1. კომისიამ ფიზიკურ პირს შეიძლება მისცეს ლიცენზია საბროკერო საქმიანობისათვის. კომისიამ შეიძლება გასცეს გენერალური ლიცენზია, რომელიც მისი დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით მოქმედ კანდიდატს ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაზე კონსულტაციებისა და საინვესტიციო პორტფელის მართვის უფლებებს მიანიჭებს. კომისიამ შეიძლება აგრეთვე გასცეს სპეციალური ლიცენზია, რომელიც კანდიდატს მიანიჭებს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ამგვარი საქმიანობის განხორციელების უფლებას, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მონაცემებსა და კვალიფიკაციაზე.

2. ბროკერის ლიცენზიის კანდიდატი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის, ან ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების უხეში დარღვევისათვის;

ბ) ჩაბარებული აქვს კომისიის მიერ ორგანიზებული ან კომისიის მიერ აღიარებული სხვა საკვალიფიკაციო გამოცდა განაცხადის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში;.

3. ბროკერის ლიცენზიის კანდიდატი კომისიას აბარებს განაცხადს შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენით: ა) კანდიდატის სახელი და მისამართი;

ბ) იმ საქმიანობათა დასახელება, რომლებისთვისაც კანდიდატი მოითხოვს ლიცენზიას;

გ) სხვა ინფორმაცია, რომელიც კომისიამ შეიძლება მოითხოვოს საკუთარი წესების მიხედვით;

დ) კომისიის მიერ ორგანიზებული ან აღიარებული სხვა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დოკუმენტაცია.

4. თუ სპეციალური ლიცენზია მიეცემა ბროკერს, კომისია გასცემს სალიცენზიო სერტიფიკატს, სადაც გარკვევით იქნება აღნიშნული ყოველი საქმიანობა, რომლის წარმართვაც ბროკერს შეეძლება მიღებული ლიცენზიის საფუძველზე.

5. კომისია უარს ამბობს ლიცენზიის გაცემაზე, თუ პირი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლში აღნიშნულ პირობებს, ან მისი განაცხადი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნებს.

6. ლიცენზირებულ ბროკერს უფლება აქვს მონაწილეობდეს საბროკერო საქმიანობაში მხოლოდ მისი დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით.

7. კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ბროკერის კვალიფიკაციის გადასინჯვის შესახებ კლიენტების მიერ დასაბუთებული საჩივრების, ასევე საფონდო ბირჟისა თუ სხვა თვითრეგულირებადი ორგანიზაციის ანგარიშების, მოკვლევებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებმაც შეიძლება დაადასტურონ ბროკერის კვალიფიკაციის არაადეკვატურობა. კვალიფიკაციის გადასინჯვისა და შემოწმების შედეგად შესაძლოა შემცირდეს ბროკერის ლიცენზირებულ საქმიანობათა რაოდენობა და, თუ დადასტურდე365 ბა, რომ ბროკერი აღარ არის სათანადოდ კვალიფიცირებული, მისი ლიცენზია გამოითხოვება ამ კანონის 30-ე მუხლის მიხედვით.

8. პირებს, რომელთაც არ გააჩნიათ ბროკერის ლიცენზია ან/და არ მუშაობენ ამა თუ იმ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიაში, უფლება არა აქვთ საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სახელწოდება სიტყვებით „ფასიანი ქაღალდების ბროკერი“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.

მუხლი 26. ცვლილებები საბროკერო კომპანიის ან ბროკერის ლიცენზიაში

1. ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებსა და ბროკერებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს განცხადებით მიმართონ კომისიას, მისი წესებით განსაზღვრული ფორმით, ცვლილებები შეიტანონ ლიცენზიაში მათი საქმიანობათა სახეების ოდენობის გაზრდისა თუ შემცირების თაობაზე.

2. ასეთი განცხადების მიღებისას კომისიამ უნდა განიხილოს იგი და, თუ საჭიროდ მიიჩნევს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დაზუსტება და შეატყობინოს განმცხადებელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადების ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღის განმავლობაში.

3. კომისიას შეუძლია ცვლილებები შეიტანოს საბროკერო კომპანიის ლიცენზიაში, საბროკერო კომპანიის გარკვეულ საქმიანობათა უფლების შეზღუდვის მიზნით, საბროკერო კომპანიის უუნარობიდან გამომდინარე, დააკმაყოფილოს მოთხოვნები კაპიტალზე ან კომისიის წესებით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

4. კომისიას შეუძლია კლიენტის საჩივრების საფუძველზე, ან თუ ბროკერი ვერ ჩააბარებს შესაბამის საკვალიფიკაციო გამოცდას, შეიტანოს ცვლილებები ბროკერის ლიცენზიაში ამ მუხლის მიხედვით და შეუზღუდოს ბროკერს გარკვეულ საქმიანობათა უფლება.

5. კომისიის მიერ ლიცენზიაში აღნიშნული ცვლილებების მიღების შემდეგ გაიცემა ახალი ლიცენზიის სერტიფიკატი. მასში მიეთითება საქმიანობები, რომლებისთვისაც ლიცენზია მიეცა საბროკერო კომპანიასა თუ ბროკერს - იმის გათვალისწინებით, რომ საბროკერო კომპანიები, რომელთა ლიცენზიაც შეიცვალა, უნდა დაექვემდებარონ იმ მოთხოვნებს მათთვის ნებადართულ საქმიანობათა რეკლამირებისა და გამოქვეყნების შესახებ, რომლებიც მოცემულია ამ კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტში.

მუხლი 27. საფონდო ბირჟის ლიცენზირება

1. საფონდო ბირჟის ლიცენზიის კანდიდატი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) საფონდო ბირჟა რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

ბ) ყველა პარტნიორი (აქციონერი) უნდა იყოს საფონდო ბირჟის პირობითი მესაკუთრე-წევრი მაინც ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით;

გ) მისი მართვა და გაუქმება ხორციელდება ამ კანონის 37-ე მუხლითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით;

დ) მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს: ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების უხეში დარღვევისათვის;

ე) მესაკუთრე-წევრებს დამტკიცებული აქვთ ფასიანი ქაღალდების ვაჭრობაზე დაშვების, ვაჭრობისა და სხვა წესები ამ მუხლის მიხედვით;

ვ) ჩაბმულია მხოლოდ საფონდო ბირჟის საქმიანობაში; ზ) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები:

ზ.ა) ნებას რთავს მხოლოდ პარტნიორებს (აქციონერებს), გახდნენ წევრები, და შეიცავს ამ კანონის 34-ე მუხლში ჩამოთვლილ შეზღუდვებს საფონდო ბირჟის წევრების მიმართ;

ზ.ბ) ადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟის მიზნებსა და ამოცანებს;

ზ.გ) კრძალავს მესაკუთრე-წევრებისათვის მოგების განაწილების უფლებას;

ზ.დ) მოითხოვს სამართლიან, კეთილგონივრულ და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას საფონდო ბირჟის ყველა მესაკუთრე-წევრისა თუ მესაკუთრე-წევრობის კანდიდატისადმი;

ზ.ე) განსაზღვრავს საფონდო ბირჟის მართვის ორგანოებს ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად; ზ.ვ) ლიკვიდაციის პირობები და პროცედურა შეესაბამება ამ კანონის 37-ე მუხლს;

თ) მისი საკუთარი კაპიტალი არ უნდა იყოს ნაკლები კომისიის წესებით განსაზღვრულ სიდიდეზე;

ი) მისი წესები, ორგანიზაციული სტრუქტურა, ტექნიკური საშუალებები და თანამშრომელთა შტატი შესაბამისობაშია კომისიის წესებთან, რათა ზიანი არ მიადგეს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ლიკვიდური, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ბაზრების განვითარებას ან ამ ბაზრებზე გარიგებათა ანგარიშსწორებებს.

2. განაცხადი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

ა) საფონდო ბირჟის სახელწოდებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) საფონდო ბირჟის პირობითი მესაკუთრე-წევრების სახელებს;

გ) საფონდო ბირჟის მიერ დაგეგმილი საქმიანობის სახეებს;

დ) საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრთა მიერ მიღებულ საფონდო ბირჟის წესდებას, შინაგანაწესსა და წესებს;

ე) ფინანსურ ანგარიშებს კომისიის წესების მიხედვით;

ვ) საფონდო ბირჟის მმართველი ორგანოს წევრთა სახელებს, მისამართებსა და მონაცემებს მათი სათანადო პროფესიული გამოცდილების შესახებ;

ზ) ინფორმაციას საფონდო ბირჟის ტექნიკური აღჭურვილობისა და მისი კუთვნილების შესახებ;

თ) არანაკლებ 10 საბროკერო კომპანიის სახელს, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა გახდნენ საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრები;

ი) საფონდო ბირჟის ყველა წესის ასლებს, კერძოდ, მესაკუთრე-წევრობის, სავაჭრო, სავაჭროდ დასაშვები, უთანხმოებათა მოგვარებისა და სხვა წესების ასლებს, რომლებიც მოითხოვება ამ კანონისა და კომისიის წესებთან შესაბამისობისათვის;

კ) სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მოითხოვოს კომისიამ თავისი წესების შესაბამისად.

3. საფონდო ბირჟის სავაჭრო წესები განსაზღვრავს:

ა) საფონდო ბირჟაზე განხორციელებულ გარიგებებთან დაკავშირებული დავების მოგვარების მეთოდებსა და პროცედურებს;

ბ) საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პროცედურებსა და კონკრეტული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროებით ან მუდმივად შეწყვეტის პირობებს ამ კანონის 36-ე მუხლის მიხედვით;

გ) საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესიების დღეებსა და საათებს;

დ) საბირჟო ვაჭრობის მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებსა და ჯარიმებს ამ მოთხოვნათა დარღვევისათვის;

ე) კოტირებისა და გამოცხადების პროცედურას, ასევე კოტირების ფორმასა და შინაარსს და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაზრო მონაცემებს. (წესები უნდა ემსახურებოდეს სამართლიან და ინფორმაციულ კოტირებათა წარმოქმნას, არ უშვებდეს შეცდომაში შემყვან და ცრუ კოტირებას და ხელს უწყობდეს კოტირებათა შეგროვებისა და გავრცელების მოწესრიგებულ პროცედურებს);

ვ) საფონდო ბირჟის საინფორმაციო საშუალებებს;

ზ) საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებების აღრიცხვის წესებს, რომლებიც აუცილებელია მესაკუთრე-წევრებს შორის დადებულ გარიგებათა ჩანაწერების შექმნისა და შემდგომი ანგარიშსწორებისათვის;

თ) სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად - ბროკერების საფონდო ბირჟაზე დაშვების პროცედურას, მათ შორის, საკვალიფიკაციო/საგამოცდო მოთხოვნებს, ბროკერთა საქმიანობაზე ზედამხედველობისა და მათი სავაჭროდ დაშვების დროებით ან სამუდამოდ გაუქმების პირობებს;

ი) უზრუნველყოფს გაყალბებისა და მანი პულირების თავიდან ასაცილებელ მექანიზმებს; ხელს უწყობს სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ვაჭრობის პრინციპების დამკვიდრებას და, აგრეთვე, რეგულირებაში, კლირინგში, ანგარიშსწორებასა და ინფორმაციის დამუშავებაში ჩართული პირების კოორდინაციისა და თანამშრომლობის განვითარებას, ფასიანი ქაღალდებით გარიგებებისათვის ხელშეწყობის მიზნით;

კ) კრძალავს კლიენტებს, ემიტენტებს, საბროკერო კომპანიებსა და ბროკერებს შორის დისკრიმინაციას.

4. საფონდო ბირჟის სხვა წესები განსაზღვრავს:

ა) საფონდო ბირჟის მომსახურების სახეებსა და ამ მომსახურების ფასებს;

ბ) მესაკუთრე-წევრთა კლიენტების საჩივართა მოგვარების პროცედურას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საფონდო ბირჟის წესებს ეხება;

გ) პასუხისმგებლობას ამ კანონისა და შესაბამისი წესებისა თუ საფონდო ბირჟის წესების დარღვევისათვის მათი გარიცხვის, საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების, დაჯარიმებისა და სხვა სათანადო სანქციების გამოყენებით;

დ) მესაკუთრე-წევრებისა და თანამშრომლებისაგან მაღალეთიკური სტანდარტებისა და ნორმების დაცვის მოთხოვნას საქმიანობის განხორციელების პროცესში;

ე) აღნიშნულ სტანდარტებსა და ნორმებს.

5. პირებს, რომელთაც არ გააჩნიათ საფონდო ბირჟის ლიცენზია, უფლება არა აქვთ საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სახელწოდება სიტყვებით „საფონდო ბირჟა“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.

მუხლი 28. ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირება

1. ცენტრალური დეპოზიტარი, ამ კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება აგრეთვე ლიცენზირებულ იქნეს როგორც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ორმაგი ლიცენზირების შესახებ კომისიის წესებით განსაზღვრული პირობების მიხედვით.

2. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) რეგისტრირებულია როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით;

ბ) მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს: ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების უხეში დარღვევისათვის;

გ) მისი წესები შედგენილია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე და 39-ე მუხლებისა და კომისიის წესების მიხედვით;

დ) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები:

დ.ა) ცენტრალურ დეპოზიტარს უკრძალავს ნებისმიერ სხვა საქმიანობას, გარდა, ამ კანონის მიხედვით, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და მათთან დაკავშირებული კომისიის წესებით განსაზღვრული სხვა საქმიანობებისა;

დ.ბ) კრძალავს მესაკუთრეებისათვის მოგების განაწილებას;

დ.გ) თუ საკუთრების უფლებას აძლევს მხოლოდ ლიცენზირებულ საფონდო ბირჟას, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და პირებს, რომელთაც 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად უფლება აქვთ გახდნენ მონაწილეები, ოღონდ იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ასეთ მონაწილესა და მათთან დაკავშირებულ პირებს არა აქვთ უფლება ფლობდნენ ცენტრალური დეპოზიტარის 10%-ზე მეტს;

დ.დ) ადგენს მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს;

დ.ე) მოითხოვს სამართლიან და არადისკრიმინაციულ მოპყრობას მონაწილეებისა და მონაწილეობის კანდიდატებისადმი;

დ.ვ) მოითხოვს, რომ ცენტრალური დეპოზიტარის სახელწოდება შეიცავდეს სიტყვებს „ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“, თუ კომისიამ სხვაგვარად არ გადაწყვიტა;

ე) განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, კომისიის წესებით განსაზღვრული ფორმით: ე.ა) ცენტრალური დეპოზიტარის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

ე.ბ) მესაკუთრეთა სახელები;

ე.გ) ხელმძღვანელი პირების სახელები და მისამართები, სათანადო პროფესიული გამოცდილება; ე.დ) ინფორმაცია დეპოზიტარის ტექნიკურ საშუალებათა შესახებ; ე.ე) მისი წესდების, შინაგანაწესისა და წესების ასლები;

ე.ვ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ კანონის, კომისიის წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე;

ე.ზ) სხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა მოითხოვოს კომისიამ თავისი წესების თანახმად;

ვ) მისი საკუთარი კაპიტალი არ უნდა იყოს ნაკლები კომისიის წესებით განსაზღვრულ სიდიდეზე;

ზ) მას, კომისიის წესების შესაბამისად, უნდა ჰყავდეს თანამშრომელთა პერსონალი, უნდა ჰქონდეს ტექნიკური საშუალებები და ორგანიზაციული სტრუქტურა, რათა უზრუნველყოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებათა სწრაფი, ეფექტიანი და საიმედო ანგარიშსწორებანი.

3. დეპოზიტარის წესები უზრუნველყოფს:

ა) საფონდო ბირჟების, ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, ემიტენტების, საინვესტიციო კომპანიებისა და საბროკერო კომპანიების შესაძლებლობას გახდნენ მონაწილენი, დეპოზიტარის მიერ მიღებული წესების შესაბამისად;

ბ) მესაკუთრეთა სამართლიან წარმომადგენლობას მენეჯმენტის შერჩევისას და მათი საქმიანობის განხორციელებისას;

გ) საწევროებისა და სხვა გადასახადების სამართლიან დაკისრებას მის მონაწილეთათვის;

დ) დეპოზიტარის პასუხისმგებლობას ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა დროული და ზუსტი კლირინგისა და ანგარიშსწორებისათვის;

ე) დეპოზიტარის წესების დარღვევისათვის მონაწილეთა გარიცხვის, მათი საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების, დაჯარიმებისა და სხვა შესაბამისი სანქციების გამოყენების საშუალებას;

ვ) წევრებისა და მათი თანამშრომლების მიერ ქცევის მაღალეთიკური სტანდარტებისა და ნორმების დაცვას, აღნიშნული სტანდარტებისა და ნორმების განსაზღვრას.

4. ცენტრალური დეპოზიტარის სამეთვალყურეო საბჭოში შეიძლება შედიოდნენ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ნებისმიერ მონაწილეთა წარმომადგენლები.

5. პირებს, რომელთაც არ გააჩნიათ ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია, უფლება არა აქვთ საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სიტყვები „ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.

მუხლი 29. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირება

1. კანდიდატი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მისაღებად, აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით რეგისტრირებულია როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

ბ) აქვს კომისიის წესების შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, ორგანიზაციული სტრუქტურა და თანამშრომელთა შტატი ფასიანი ქაღალდების რეესტრის საწარმოებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ფასიანი ქაღალდების მესაკუთრეობისა და მასში მომხდარი ცვლილებების ნათელი, სწრაფი და საიმედო ჩანაწერების წარმოება;

გ) მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს: ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების უხეში დარღვევისათვის;

დ) მისი წესები შემუშავებულია ამ მუხლისა და კომისიის წესების შესაბამისად;

ე) არც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და არც მისი მმართველი ორგანოს წევრები არ არიან იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების ბენეფიციარი მესაკუთრეები, რომლისთვისაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი აწარმოებს რეესტრს. ამასთან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მმართველი ორგანოს წევრებს კომისიამ, თავისი წესების შესაბამისად, შეიძლება ნება დართოს ამგვარი ფასიანი ქაღალდების შეზღუდული რაოდენობის ბენეფიციარული მესაკუთრეობისა - იმ პირობით, რომ სათანადო პროცედურები უზრუნველყოფს რეესტრის დაცულობასა და მის წესიერ წარმოებას, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ რეგისტრატორის მიერ მისი მოვალეობის, როგორც ცენტრალური დეპოზიტარის, შესრულებისას მის მფლობელობაში მყოფი ფასიანი ქაღალდები გამონაკლისს წარმოადგენს;

ვ) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები:

ვ.ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, თუ ის ამ კანონის 28-ე მუხლის მიხედვით არ არის ლიცენზირებული როგორც ცენტრალური დეპოზიტარი, უკრძალავს ყოველგვარ საქმიანობას, გარდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორობისა, რომლის მიხედვითაც ის მოქმედებს როგორც ემიტენტთა აგენტი;

ვ.ბ) უკრძალავს მის წილთა 10%-ზე მეტის ფლობას ან მის ეკონომიკურ საქმიანობაზე სხვაგვარი ზეგავლენის მოხდენას ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს (გარდა ლიცენზირებული საფონდო ბირჟებისა, ცენტრალური დეპოზიტარისა ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა, რომელიც ამავე დროს ლიცენზირებულია როგორც ცენტრალური დეპოზიტარი), ასევე ემიტენტებს, რომელთა ფასიანი ქაღალდების რეესტრს აწარმოებს ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, აგრეთვე მათთან დაკავშირებულ პირებს;

ვ.გ) უკრძალავს ნებისმიერ სახელმწიფო ორგანიზაციას, ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, ფლობდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წილის 10%-ზე მეტს;

ზ) მისი საკუთარი კაპიტალი არ უნდა იყოს ნაკლები კომისიის წესებით განსაზღვრულ სიდიდეზე.

2. განაცხადი კეთდება კომისიის წესებით განსაზღვრული ფორმით და შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საფირმო სახელწოდებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) რეგისტრატორის პარტნიორების (აქციონერთა) სახელებსა და თითოეული მათგანის საკუთრებითი წილის ოდენობას; საქმიანობას (დამქირავებლის გვარს, ტიტულს და ა.შ.), ადრინდელ საქმიანობებს (ბოლო 5 წლის განმავლობაში) და ინფორმაციას ანგარიშვალდებულ საწარმოებში ფასიანი ქაღალდების ფლობაზე;

გ) თანამდებობის პირთა სახელს, მისამართსა და სათანადო გამოცდილების აღწერას;

დ) მონაცემებს შევსებული საწესდებო კაპიტალისა და მისი სტრუქტურის შესახებ;

ე) მონაცემებს შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ;

ვ) კომისიის წესების მიხედვით მომზადებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშის ასლს;

ზ) მისი წესების ასლს;

თ) იმ თანამშრომლის სახელს, რომელიც პასუხისმგებელია ამ კანონის, მისი შესაბამისი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე;

ი) სხვა ისეთ ინფორმაციას, რომელიც კომისიამ შეიძლება მოითხოვოს წესების შესაბამისად.

3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესები:

ა) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს ფასიანი ქაღალდების რეესტრში ყოველი ემიტენტის შესახებ, რომლის ფასიანი ქაღალდებიც რეგისტრირებულია კომისიის წესების შესაბამისად;

ბ) განსაზღვრავს წესებს გარიგებათა აღიარებისა და ფასიანი ქაღალდების რეესტრში ჩანაწერების შეტანის, მათთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციისა და ჩანაწერების გაკეთების დროის შესახებ კომისიის წესების შესაბამისად;

გ) განსაზღვრავს, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ან ნომინალურ მფლობელთა სახელზე გახსნილ ყოველი ფასიანი ქაღალდის ანგარიშში, იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშის მფლობელებმა დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობონ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ადრე წარდგენილ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ კომისიის წესების შესაბამისად;

დ) მოითხოვს თანამშრომლებისაგან, დაიცვან ქცევის ნორმები, კომისიის წესების შესაბამისად.

4. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის თანამშრომლებსა და მმართველ პირებს ეკრძალებათ მიაწოდონ ვინმეს, გარდა კომისიისა, არასაჯარო კონფიდენციალური ინფორმაცია, მიღებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად მუშაობისას ან გამოიყენონ ეს ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას.

5. პირებს, რომელთაც არ გააჩნიათ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია, უფლება არა აქვთ საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სიტყვები „რეგისტრატორი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი“, ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.

მუხლი 30. საბროკერო კომპანიებისა და ბროკერებისათვის ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და ლიცენზიების გამოთხოვა

1. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ბროკერის ლიცენზია, თუ ბროკერი აღარ მუშაობს საბროკერო კომპანიაში 6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში. თუ შემდგომი 6 თვის განმავლობაში ბროკერი არ დაიწყებს მუშაობას სხვა საბროკერო კომპანიაში, კომისია უფლებამოსილია გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ან გამოითხოვოს იგი ამ კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით. თუ ბროკერი ლიცენზიის მოქმედების შეჩერების პერიოდში მუშაობას დაიწყებს საბროკერო კომპანიაში და ამის შესახებ ინფორმაციას წერილობით მიაწვდის კომისიას (მუშაობის დაწყების თარიღი, დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელი), კომისია გააუქმებს ლიცენზიის შეჩერებას.

2. კომისიას შეუძლია შეაჩეროს საბროკერო კომპანიის ან/და ბროკერის ლიცენზია 3 თვემდე ვადით, თუ მის ბროკერს ან სხვა თანამშრომელს პასუხისმგებლობა დაეკისრა უხეში დარღვევისათვის. სხვა დარღვევების შემთხვევაში კომისიას შეუძლია ნება დართოს საბროკერო კომპანიას ან/და ბროკერს, გამოასწოროს დარღვევით გამოწვეული ზიანი ამ კანონის 55-ე მუხლის მიხედვით, იმ საშუალებებით, რომელთაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს, ამ კანონსა და კომისიის წესებთან შესაბამისობაში მოყვანის ან უბრალოდ ამ დარღვევათა შეწყვეტის ჩათვლით.

3. საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე ლიცენზიის შეჩერების პერიოდში კომისია იღებს გადაწყვეტილებას, გააუქმოს თუ განაახლოს ლიცენზია. საბროკერო კომპანიის ანგარიშები შეიძლება შეჩერდეს საქმიანობის შეჩერების პერიოდში და ამ კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით დაინიშნოს ადმინისტრატორი.

4. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საბროკერო კომპანიის ან ბროკერის საქმიანობის ლიცენზია, თუ ლიცენზიის მფლობელი:

ა) წერილობით მოითხოვს მისი ლიცენზიის გაუქმებას, კომისიის წესებით დამტკიცებული ფორმითა და პროცედურის მიხედვით;

ბ) ვერ შეძლებს ლიცენზირებული საქმიანობის დაწყებას 12 თვის განმავლობაში ან შეაჩერებს მსგავს საქმიანობას 12 თვეზე მეტი ვადით;

გ) მიიღებს ლიცენზიას ყალბი ინფორმაციის წარდგენით ან სხვა უკანონო საშუალებებით;

დ) აღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;

ე) არის საბროკერო კომპანია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ან არ შეუძლია კრედიტორებისადმი საკუთარ ვალდებულებათა შესრულება, განსაკუთრებით, მინდობილი ქონების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით;

ვ) თუ ლიცენზია შეჩერებულია და საწარმო ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით შეჩერების მოსახსნელად საჭირო პირობებს 3 თვის განმავლობაში;

ზ) არღვევს ამ კანონს ან კომისიის წესებს.

5. კომისიის მიერ განკარგულების გაცემა ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით არ შეიძლება გახდეს ამ კანონის დარღვევისათვის ბროკერის ან საბროკერო კომპანიის პასუხისმგებლობის საბაბი.

6. ლიცენზიის შეჩერების ან გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიამ ამის თაობაზე უნდა შეატყობინოს საბროკერო კომპანიას ან ბროკერს და მისცეს მათ ან მათ წარმომადგენელს ახსნა-განმარტების წარმოდგენის შესაძლებლობა.

7. ლიცენზიის შეჩერების ან გამოთხოვის შედეგად ბროკერი კარგავს პროფესიული საქმიანობის გაგრძელების უფლებას, იმ შემთხვევებშიც კი, თუ საფუძველი სადავოა. ბროკერის ლიცენზიის შეჩერება ან გამოთხოვა გამოიწვევს იმ საბროკერო კომპანიის ლიცენზიის შეჩერებასა და გამოთხოვას, რომელშიც ბროკერი მუშაობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმო აღარ აკმაყოფილებს მიღებული ლიცენზიის მოთხოვნებს.

8. საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე ლიცენზიის შეჩერების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის შეჩერების პერიოდში დანიშნოს ადმინისტრატორი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს საწარმოს საქმიანობას. ადმინისტრატორის დანიშვნის შემდეგ საწარმოს მენეჯერები და ბროკერები საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას იღებენ ადმინისტრატორთან შეთანხმებით. ადმინისტრატორის სხვა უფლება- მოვალეობები განისაზღვრება კომისიის წესებით.

9. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გამოთხოვა ძალაში შედის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საფუძველი სადავოა.

10. ლიცენზიის გამოთხოვის შემთხვევაში საბროკერო კომპანია ლიკვიდირებული იქნება ან მოხდება მისი რეორგანიზაცია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის მიერ შემუშავებული ფასიანი ქაღალდების განკარგვისა და ფულადი ანგარიშების მართვის წესების შესაბამისად.

მუხლი 31. საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის ლიცენზიების გამოთხოვა

1.ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის (შემდგომში „ლიცენზირებული პირი“) მიცემული ლიცენზია, თუ:

ა) ლიცენზია გაიცა ყალბი ინფორმაციის საფუძველზე, ან ლიცენზირებული პირი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;

ბ) არ დაკმაყოფილებულა ან განმეორებით დაირღვა ამ კანონის მოთხოვნები;

გ) ამ კანონის 41-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, კომისია აღმოაჩენს, რომ საფონდო ბირჟა ან ცენტრალური დეპოზიტარი ჯეროვან ზედამხედველობას ვერ უწევდა ამ კანონის, კომისიის წესების ან საფონდო ბირჟისა თუ ცენტრალური დეპოზიტარის წესების დაცვას;

დ) კომისია დაადგენს, რომ უგულებელყოფილ იქნა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მართვისა და კონტროლის მოთხოვნები.

2. ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომისია აფრთხილებს ლიცენზირებულ პირს და უწესებს მას ვადას, არანაკლებ 30 დღისა, რომლის განმავლობაშიც ამ უკანასკნელმა უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები.

3. თუ ლიცენზირებული პირი ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომისიამ სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გამოითხოვოს ლიცენზია და დანიშნოს ადმინისტრატორი.

4. საფონდო ბირჟის ლიცენზიის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იკრძალება ყოველგვარი ოპერაციის ჩატარება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია ინვესტორთა ინტერესების დასაცავად.

5. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით დანიშნული ადმინისტრატორი ახორციელებს მართვასა და ყველა საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად.

თავი VI
ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილენი

მუხლი 32. ფინანსური ანგარიშგება, ჩანაწერები, ანგარიშები და მათი შემოწმება

1. ყოველი ლიცენზირებული საფონდო ბირჟა, საბროკერო კომპანია და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი მოვალეა აწარმოოს კომისიის წესებით დადგენილი ჩანაწერები და მათი ასლები, მოამზადოს და გაავრცელოს ანგარიშები. შენახვის ვადა განისაზღვრება კომისიის წესებით.

2. ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი მოვალეა აწარმოოს და შეინახოს დოკუმენტები, მათი ასლები და გაავრცელოს ანგარიშები. დოკუმენტებისა და ანგარიშების ნუსხა და შენახვის ვადა, ცენტრალური დეპოზიტარის კონტროლისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი ფასიანი ქაღალდებისა და სახსრების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, განისაზღვრება კომისიის წესებით.

3. ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელებთან დაკავშირებით კომისია თავისი წესებით განსაზღვრავს ჩანაწერების, ანგარიშებისა და ნომინალური მფლობელის საქმიანობის წარმოების პროცედურას. ამ წესების შესრულებას ბანკების მიერ, რომლებიც არ ექვემდებარებიან კომისიის მხრივ ლიცენზირებას, უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი.

4. ამ კანონის 52-ე მუხლის მიხედვით, მოცემულ მუხლში აღნიშნულ პირთა ყველა ჩანაწერი ექვემდებარება, კომისიის წესების შესაბამისად, ნებისმიერ დროს დასაბუთებულ, პერიოდულ, სპეციალურ ან სხვა სახის შემოწმებას კომისიის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, თუ კომისია ამას საჭიროდ მიიჩნევს ამ კანონთან შესაბამისობის დასადგენად.

5. კომისია უფლებამოსილია თავისი წესებით განსაზღვროს ამ მუხლში მოხსენიებული ფინანსური ანგარიშების ფორმა და მათ მოსამზადებლად საჭირო საბუღალტრო პრინციპები და სტანდარტები.

მუხლი 33. საბროკერო კომპანიათა და ბროკერთა მოვალეობანი

1. ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის, ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საკითხებზე კონსულტაციისა და საინვესტიციო პორტფელის მართვის მომსახურების დროს საბროკერო კომპანია უნდა წარმოადგინოს ლიცენზირებულმა ბროკერმა.

2. საბროკერო კომპანიამ, თავისი აქტივების კლიენტების ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრებისაგან გამიჯვნის მიზნით, უნდა იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. კომისია ადგენს ამ ანგარიშების მართვის წესებს.

3. ყველა ხელშეკრულება საბროკერო კომპანიასა და მის კლიენტებს შორის ფორმდება წერილობით კომისიის წესების შესაბამისად.

4. კომისიის წესების საფუძველზე, საბროკერო კომპანიები და ბროკერები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობების შესაბამისად თავიანთი კლიენტების დავალების შესრულების პრიორიტეტს: მათ არ უნდა გაუწიონ კონკურენცია თავიანთი კლიენტის დავალებას, არ უნდა მოახდინონ კლიენტის დავალების შესრულების მანიპულირება, ან არ გადაწყვიტონ კლიენტის დავალების შესრულება ისეთი ფასითა და დავალების შესრულების ხარჯებით, რომლებიც ნაკლებად ხელსაყრელია კლიენტისათვის ამ საქმეში მონაწილე ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალთან შედარებით. თუ რამდენიმე კლიენტი ახდენს ერთი და იმავე ფასის შეთავაზებას, პრიორიტეტი უნდა მიეცეს იმ განხორციელებად განკარგულებებს, რომლებიც პირველად გამოიგზავნა, თუკი იმ საფონდო ბირჟის სავაჭრო წესები, სადაც იგზავნება განკარგულება, არ მოითხოვს სხვაგვარად ქმედებას.

5. ბროკერს, კომპანიის სახელით, ეკრძალება კლიენტებისათვის შეგნებულად შეცდომაში შემყვანი რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიცემა. საბროკერო კომპანია კომისიის წესების შესაბამისად იძლევა ინფორმაციას, ინვესტიციების ვარგისობის, საბროკერო კომპანიის ან ბროკერისათვის ინტერესთა პოტენციური კონფლიქტისა და საბროკერო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

6. საბროკერო კომპანია მოვალეა დაიცვას კომისიის წესებით განსაზღვრული მოთხოვნები კაპიტალზე, აწარმოოს საბუღალტრო აღრიცხვა და სხვა დოკუმენტები ამ კანონის 32-ე მუხლისა და კომისიის წესების მიხედვით, წარუდგინოს თავის კლიენტებს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა დამადასტურებელი დოკუმენტები, პირად ანგარიშთა ამონაწერები და ანგარიშები მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, მოამზადოს წლიური და პერიოდული ანგარიშები თავის საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე კომისიის წესების თანახმად.

7. კომისიის წესების შესაბამისად, საბროკერო კომპანიამ ყოველი სამუშაო დღის ბოლოს რეგისტრაციაში უნდა გაატაროს ფასიანი ქაღალდებით გარიგებები მათი განხორციელების თანამიმდევრობის მიხედვით, გარიგებაში მონაწილე თითოეული მხარის სახელი, ასევე გარიგების დრო და კომისიის წესებით დადგენილი სხვა მონაცემები.

8. საბროკერო კომპანიები, რომლებსაც ლიცენზიით ნება ეძლევათ აწარმოონ ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობები, ექვემდებარებიან კომისიის წესებს.

9. 32-ე მუხლით გათვალისწინებულ მოვალეობათა გარდა, საბროკერო კომპანია შესაბამისი მოვლენის დადგომიდან ან გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არა უგვიანეს 7 დღისა მოვალეა წერილობით აცნობოს კომისიას:

ა) ფილიალების გახსნა ან დახურვა;

ბ) თუ ეს გონივრულობის ფარგლებშია, იმ პირის სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მონაცემები, რომელმაც პირადად ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით შეიძინა საბროკერო კომპანიის ხმის უფლების მქონე აქციათა 5% -ზე მეტი, ან მისი სხვა რაიმე სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა, რაც პირს მისცემს საშუალებას კონტროლი გაუწიოს საბროკერო კომპანიას, ასევე ამ პირის შემდგომი შენაძენები;

გ) ცვლილებები საბროკერო კომპანიის მართვის ორგანოების პირთა სიაში, იმ ბროკერთა სახელებში, რომლებიც მუშაობენ საბროკერო კომპანიისათვის, აგრეთვე ყოველი ბროკერის განთავისუფლების მიზეზები;

დ) ცვლილებები იმ დოკუმენტებში, რომელთა საფუძველზედაც მიეცა ლიცენზია საბროკერო კომპანიას;

ე) ცვლილებები ლიცენზირებული საწარმოს სახელში.

10. საბროკერო კომპანიამ უნდა მიიღოს კომისიის წინასწარი თანხმობა საქმიანობის ფორმის შეცვლასთან (რეორგანიზაციასთან) დაკავშირებით. კომისიამ შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას მის რეორგანიზაციაზე, თუ რეორგანიზაციის შემდეგ საწარმო არ დააკმაყოფილებს კაპიტალთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონითა და კომისიის წესებით, ან თუ აღნიშნული რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს.

11. საბროკერო კომპანიამ წერილობით უნდა ჩამოაყალიბოს, შეინარჩუნოს და განახორციელოს გონივრული პოლიტიკა, რომელიც, ამგვარი საბროკერო კომპანიების საქმიანობის ბუნების გათვალისწინებით, ეცდება თავიდან აიცილოს ამ კანონისა და შესაბამისი წესების დარღვევა, ასევე იმ თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების დარღვევა, რომლის წევრიც არის აღნიშნული საბროკერო კომპანია. კომისიას შეუძლია ამ კანონის განსახორციელებლად მიიღოს წესები, რომლებიც მოითხოვს სპეციფიკური პოლიტიკისა და პროცედურების ჩამოყალიბებას ამ კანონის დარღვევების თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 34. საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრები

1. მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიები შეიძლება იყვნენ საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრები.

2. საბროკერო კომპანია შეიძლება იყოს ერთზე მეტი საფონდო ბირჟის მესაკუთრე - წევრი. საფონდო ბირჟის არც ერთ მესაკუთრე-წევრს უფლება არა აქვს პირდაპირ ან დაკავშირებული პირების მეშვეობით ფლობდეს საფონდო ბირჟის ხმათა 10%-ზე მეტს. საფონდო ბირჟაზე იმ საბროკერო კომპანიების (მესაკუთრე-წევრების) ხმათა ჯამური რაოდენობა, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტის მესაკუთრეთა სპეციალური საქმიანობაც ლიცენზირებულია ერთი და იმავე ორგანოს მიერ, გარდა კომისიისა, არ უნდა აღემატებოდეს საფონდო ბირჟაზე ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარს.

3. საფონდო ბირჟა უფლებამოსილია უარი განაცხადოს ყველა იმ პირის მესაკუთრე- წევრობაზე, რომელთაც არა აქვთ საბროკერო კომპანიის ლიცენზია. თუ ამ პირს შეტანილი აქვს განაცხადი ლიცენზიის მისაღებად, იგი შეიძლება მიღებულ იქნეს პირობით მესაკუთრე-წევრად ამ ლიცენზიის მიღებამდე.

4. საფონდო ბირჟა უარს ეტყვის ნებისმიერ პირს ან პირობითს გახდის ნებისმიერი პირის საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრობას, კომისიის წესების მიხედვით დაწესებული კაპიტალის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაბამისად, ან თუ ბროკერი, რომელმაც საფონდო ბირჟაზე უნდა ივაჭროს განმცხადებლის სახელით, არ აკმაყოფილებს განათლების დონით, გამოცდილები- თა და კომპეტენტურობით იმ სტანდარტებს, რომლებიც საფონდო ბირჟის წესებით განისაზღვრება. საფონდო ბირჟა არ დაუშვებს იმ საბროკერო კომპანიის მესაკუთრე-წევრობას, რომელიც წერილობით არ დათანხმდება თავისი ჩანაწერებისა და დავთრების შემოწმებაზე, ნებისმიერი მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის დადგენის მიზნით.

5. საბროკერო კომპანიამ უარი მესაკუთრე-წევრად მიღებაზე შეიძლება გაასაჩივროს კომისიაში.

6. საფონდო ბირჟა შეწყვეტს საბროკერო კომპანიის საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრობის უფლებამოსილებას ამ კანონის 34-ე მუხლის მე-10 -11 პუნქტების შესაბამისად, თუ კომისია გააუქმებს საბროკერო კომპანიის ლიცენზიას.

7. საფონდო ბირჟის წევრები მოქმედებენ ამ კანონისა და საფონდო ბირჟის წესების შესაბამისად.

8. საფონდო ბირჟის წევრის მიერ საფონდო ბირჟის საქმიანობის მომწესრიგებელი წესების დარღვევის შემთხვევაში საფონდო ბირჟას უფლება აქვს 3 თვემდე ვადით შეაჩეროს საფონდო ბირჟის ვაჭრობებში მისი მონაწილეობის უფლება. საფონდო ბირჟის სავაჭრო წესებში მოცემული უნდა იყოს ამგვარ დარღვევათა სია. თუ საფონდო ბირჟის წევრი, რომელმაც დაარღვია საფონდო ბირჟის საქმიანობის წესები, მონაწილეობს საფონდო ბირჟის მართვაში (თვითონ ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით), საფონდო ბირჟის საბჭოს შეუძლია შეაჩეროს მისი უფლებები ზემოხსენებული პერიოდით ან გადააყენოს წევრი მმართველი ორგანოს წევრობიდან.

9. თუ საფონდო ბირჟის წევრი განმეორებით არღვევს ამ კანონის მოთხოვნებს, საფონდო ბირჟას შეუძლია წამოაყენოს მესაკუთრე-წევრთა საერთო კრებაზე ასეთი მესაკუთრე-წევრის საფონდო ბირჟიდან გარიცხვის საკითხი და შეაჩეროს მისი ვაჭრობებში მონაწილეობის უფლება საერთო კრების გადაწყვეტილებამდე.

10. თუ საბროკერო კომპანია გარიცხულია საფონდო ბირჟიდან, მისი მესაკუთრეწევრობის უფლება უნდა მიეყიდოს სხვა საბროკერო კომპანიას. მიღებული თანხები, გარდა კლიენტებისა და საფონდო ბირჟის წინაშე ვალდებულებების დასაფარავად საჭირო თანხისა, უბრუნდება გარიცხულ საბროკერო კომპანიას.

11. საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრმა თავისი, როგორც საბროკერო კომპანიის, საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ არა უგვიანეს 30 დღის განმავლობაში უნდა მიჰყიდოს საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრობის უფლება სხვა პირს, რომელსაც უფლება აქვს გახდეს საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრი. თუკი საბროკერო კომპანია ვერ მოახერხებს მესაკუთრე-წევრობის უფლების გასხვისებას ზემოაღნიშნულ პერიოდში, მან უნდა მიმართოს საფონდო ბირჟას, რომელიც დაეხმარება მას მესაკუთრე-წევრობის უფლების გაყიდვაში ამ დროისათვის შესაფერის საბაზრო ფასად.

12. საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრს შეუძლია მიმართოს სასამართლოს საფონდო ბირჟის საბჭოსა და საერთო კრების მიერ მისი მესაკუთრეწევრობის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

მუხლი 35. საფონდო ბირჟის მმართველი ორგანო

1. საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ყოველი მონაწილის წარმომადგენელი.

2. საფონდო ბირჟის მმართველი ორგანო მოვალეა:

ა) მიიღოს, უარყოს ან შეასწოროს საფონდო ბირჟის წესები ამ კანონის 42-ე მუხლის მიხედვით;

ბ) გასცეს შესაბამისი განკარგულებები და მიიღოს გადაწყვეტილებები;

გ) უზრუნველყოს ამ კანონის, თავისი შინაგანაწესის, წესდებისა და საფონდო ბირჟის წესების დაცვა და აღნიშნულის გათვალისწინებით შეამოწმოს საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრების საქმიანობა და ფინანსური მდგომარეობა;

დ) მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება მისი მმართველი ორგანოს წევრების, თანამშრომლებისა თუ სტრუქტურული ერთეულებისათვის - იმ პირობით, რომ მხარეს, რომელსაც ამგვარი გადაწყვეტილება შეეხება, შეუძლია მოსთხოვოს საფონდო ბირჟის მმართველ ორგანოს გადაწყვეტილების ხელმეორედ განხილვა;

ე) განმარტოს საფონდო ბირჟის წესები. ყველა ამგვარი განმარტება საბოლოოა; ვ) დაუშვას სავაჭროდ გარკვეული ფასიანი ქაღალდები, დროებით ან საერ- თოდ შეაჩეროს ზოგიერთი ფასიანი ქაღალდით ვაჭრობა.

ზ) დაუშვას მესაკუთრე-წევრები საფონდო ბირჟაზე საქმიანობისათვის, საფონდო ბირჟის წესებისა და ამ კანონის 34-ე მუხლის მიხედვით, და დროებით ან საერთოდ აუკრძალოს დარბაზში ვაჭრობა საბროკერო ფირმის ბროკერებს საფონდო ბირჟის წესების შესაბამისად.

თ) უზრუნველყოს კანონიერი და სწორი საქმიანობა და კოტირებების, ფასებისა და მათთან დაკავშირებული საბაზრო ინფორმაციის გამოქვეყნება.

ი) ყოველდღიურად მიაწოდოს საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრებს ან მათ მიერ ამორჩეულ სტრუქტურას დადებულ გარიგებათა სია.

კ) გამოიყენოს სანქციები მისი მესაკუთრე-წევრების მიმართ ამ კანონის, კომისიის წესების, საფონდო ბირჟის წესდების, შინაგანაწესისა და წესების დარღვევის შემთხვევაში;

ლ) გამოიყენოს სხვა ნებისმიერი უფლება, რომელიც მას მინიჭებული აქვს ამ კანონით, მისი წესდებით, შინაგანაწესითა და საფონდო ბირჟის წესებით;

მ) აირჩიოს საფონდო ბირჟის მთავარი აღმასრულებელი პირი, რომელიც იქნება: პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული მმართველი ორგანოს სხვა წევრების წინაშე მათი გადაწყვეტილებების განხორციელებისა და მოქმედების გამო; საფონდო ბირჟის ოფიციალური წარმომადგენელი მის ყველა საზოგადოებრივ საქმეში. მან უნდა დანიშნოს საფონდო ბირჟის თანამშრომლები და ექსპერტები თუ მრჩევლები და იმავდროულად განსაზღვროს მათი მოვალეობანი, პასუხისმგებლობა, სამუშაო პირობები და ვადები.

მუხლი 36. ვაჭრობის რეგულირება საფონდო ბირჟაზე

1. საფონდო ბირჟა უფლებამოსილია შეაჩეროს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, თუ:

ა) მოცემული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე არ გამართულა 6 თვის განმავლობაში.

ბ) ფასიანი ქაღალდების ემიტენტი აღარ აკმაყოფილებს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დასაშვები ფასიანი ქაღალდებისადმი მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ საფონდო ბირჟამ არსებული ხარვეზების შესახებ წერილობით აცნობა ემიტენტს და ამ უკანასკნელმა შეტყობინების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში არ გამოასწორა აღნიშნული ხარვეზები; გ) საფონდო ბირჟა ან კომისია გადაწყვეტს, რომ საჭიროა ვაჭრობის შეჩერება ინვესტორთა დაცვის მიზნით.

2. ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში საფონდო ბირჟამ იმავე დღეს უნდა აცნობოს ამის შესახებ კომისიასა და მოცემული ფასიანი ქაღალდების ემიტენტს. ვაჭრობა უნდა განახლდეს, როდესაც საფონდო ბირჟას დაუსაბუთებენ, რომ ვაჭრობის შეჩერების მიზეზები აღმოფხვრილია. თუ მიზეზები არ იქნება აღმოფხვრილი ვაჭრობის შეჩერების დღიდან 3 თვის განმავლობაში, საფონდო ბირჟას შეუძლია ვაჭრობიდან მოხსნას აღნიშნული ფასიანი ქაღალდები.

3. საფონდო ბირჟამ ამ მუხლის შესაბამისად წერილობით უნდა აცნობოს კომისიას ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის განახლების ან/და ვაჭრობიდან მათი მოხსნის შესახებ.

4. საფონდო ბირჟამ ყოველ სავაჭრო დღეს საჯაროდ უნდა გამოაცხადოს ვაჭრობის სრული დღიური ბრუნვა, ფასები და გაყიდული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა საბაზრო ინფორმაცია.

მუხლი 37. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. დაუშვებელია ლიცენზირებული საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე.

2. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, კომისიის წესების, საფონდო ბირჟის წესდებით, შინაგანაწესითა და წესებით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით.

3. საფონდო ბირჟისათვის კომისიის მიერ საბირჟო საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა ამ კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის საფუძველს.

4. საფონდო ბირჟა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თვითლიკვიდაციის ან საბირჟო საქმიანობის შეჩერების შესახებ, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომისიას აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე.

5. საფონდო ბირჟის ერთი ლიკვიდატორი მაინც ინიშნება კომისიის მიერ.

მუხლი 38. ცენტრალური დეპოზიტარის მოვალეობანი

1. ცენტრალური დეპოზიტარის ფუნქციებია:

ა) გახსნას, ამოქმედოს და დახუროს მონაწილეთა ფასიანი ქაღალდების ანგარიშები მისი წესების შესაბამისად;

ბ) მოამზადოს და დანერგოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კანონის 39-ე მუხლის მიხედვით მიღებული დეპოზიტარის წესებით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის სისტემის მთლიანობასა და უსაფრთხოებას.

გ) შეამოწმოს, იცავენ თუ არა მონაწილენი ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის ინსტრუქციებსა და წესებს;

დ) უზრუნველყოს სხვა მომსახურება მონაწილეთა ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მომსახურების მიზნით;

ე) მისცეს მონაწილეს ამონაწერი ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მდგომარეობის შესახებ მისი წესების შესაბამისად;

ვ) ხელი შეუწყოს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა ანგარიშსწორებას ფასიანი ქაღალდების სერტიფიკატების ფიზიკური მიწოდების გარეშე, რისთვისაც უზრუნველყოფს ტექნიკურ საშუალებებს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა ანგარიშსწორების პირობებთან დაკავშირებულ მონაცემთა შედარებისათვის.

2. კომისიის მიერ დამტკიცებული ცენტრალური დეპოზიტარის წესების შესაბამისად, ცენტრალურ დეპოზიტარს შეუძლია დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან დახუროს იმ მონაწილის ანგარიში:

ა) რომლის საქმიანობაც შეჩერებულია ამა თუ იმ თვითრეგულირებადი ორგანიზაციის მიერ; ბ) რომელსაც არ შეუსრულებია აღებული ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ან ფინანსური სახსრების მიწოდების შესახებ;

გ) რომელიც განიცდის ისეთ ფინანსურ ან საოპერაციო სიძნელეებს, რომ ცენტრალური დეპოზიტარი იღებს გადაწყვეტილებას და აცნობებს კომისიას, რომ ანგარიშების ასეთი შეჩერება და დახურვა აუცილებელია დეპოზიტარის, მისი მონაწილეების, კრედიტორების ან ინვესტორების დასაცავად.

მუხლი 39. ფასიანი ქაღალდების ანგარიშები ცენტრალურ დეპოზიტარში

ცენტრალურ დეპოზიტარში მონაწილეები ხსნიან, მართავენ და ხურავენ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებს დეპოზიტარის წესების თანახმად.

მუხლი 40. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მოვალეობანი

1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს კომისიისა და თავისი წესების შესრულება.

2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება ემიტენტის წესდებასა და შინაგანაწესში განსაზღვრულ დებულებებს, ამ კანონს, კომისიის წესებსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესების მოთხოვნებს. ყოველი ასეთი უარი შეიძლება გასა- ჩივრდეს კომისიაში.

3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია კომისიის წესების მიხედვით შედგენილი წერილობითი შეთანხმების პირობებზე. ასეთი შეთანხმება, როგორც მინიმუმი, უნდა მოითხოვდეს, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა დროულად უზრუნველყოს ემიტენტი ყოველი ემისიის რეგისტრირებულ მფლობელთა მიმდინარე აკურატული სიით, რომელიც გამიზნულია ყოველწლიური და რიგგარეშე კრებებისათვის, დივიდენდების განაწილების, პროცენტების გადახდისა და სესხის ძირითადი ნაწილის დაბრუნების, აგრეთვე ამ კანონის მე-15 და მე-17 მუხლების მიზნებისა და სხვა ნებადართული კორპორაციული ქმედებებისათვის. საფასური ასეთი სახის მომსახურებებზე უნდა იყოს სამართლიანი, ზომიერი და არადისკრიმინაციული და უნდა შეესაბამებოდეს კომისიის წესებს.

4. ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მესაკუთრის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნისას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ასეთ რეგისტრირებულ მესაკუთრეს უნდა მიაწოდოს მისი ანგარიშის ამონაწერის ასლი.

5. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ მიწოდებული ამონაწერი უნდა შეიცავდეს:

ა) მკაფიო მითითებას, რომ მოცემული ამონაწერი არ არის ფასიანი ქაღალდი, არ საჭიროებს წარდგენას რეგისტრატორისათვის და მხოლოდ ჩანაწერია იმის შესახებ, რომ ამონაწერში ხსენებული პირი არის ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი მასში მითითებული თარიღისათვის;

ბ) ანგარიშის მფლობელის/მფლობელების სახელს, ამონაწერის გაცემის დღესა და დროს, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სახელს, ემიტენტის იურიდიულ მისამართს, ფასიანი ქაღალდის კლასის საიდენტიფიკაციო ნომერს, ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ შესაბამის მოვალეობებს ან შეზღუდვებს და ნებისმიერ სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელსაც მოითხოვს რეგისტრატორისა და კომისიის წესები.

6. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა ანგარიშის მფლობელებს შეიძლება მოსთხოვონ გარკვეული ანაზღაურება ამონაწერის დამატებითი ასლების მიწოდებისათვის. რეგისტრატორების მიერ დაწესებული შესაბამისი ტარიფები უნდა იყოს სამართლიანი, ზომიერი და არადისკრიმინაციული უნდა ასახავდეს რეალურ დანახარჯებს და წინასწარ ცნობილი უნდა იყოს კომისიისათვის.

მუხლი 41. თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარება

1. ლიცენზირებული საფონდო ბირჟა და ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ამ კანონის მიხედვით, აღიარებული უნდა იქნენ თვითრეგულირებად ორგანიზაციებად.

2. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა ნებისმიერმა ჯგუფმა, რომელიც ჩამოყალიბებულია იურიდიულ პირად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, შეიძლება მოითხოვოს თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარება ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით.

3. ამგვარი თვითრეგულირებადი ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია:

ა) წესების მომზადება თავისი წევრებისათვის და ამ წესების დაცვისა და შესრულების კონტროლი;

ბ) შინაგანაწესსა და წესებში ან წესდებაში მოცემული სანქციების გამოყენება თავისი წევრების მიმართ ორგანიზაციის წესების დარღვევის შემთხვევაში.

4. კანდიდატი თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარებისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს: ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების უხეში დარღვევისათვის;

ბ) მისმა მესაკუთრეებმა მიიღეს წესები, რომლებიც:

ბ.ა) უზრუნველყოფს უთანხმოებათა მოგვარებას;

ბ.ბ) უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების დარღვევისათვის წევრების სათანადო პასუხისმგებლობას მათი გარიცხვის, საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების, დაჯარიმებისა და სხვა შესაბამისი სანქციების გამოყენებით;

ბ.გ) მოითხოვს წევრებისაგან მაღალეთიკური სტანდარტებისა და ნორმების დაცვას მათი საქმიანობის განხორციელების პროცესში;

ბ.დ) იძლევა რჩევებსა და დახმარებას აღნიშნული სტანდარტებისა და ნორმების განსაზღვრაში;

გ) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები:

გ.ა) განსაზღვრავს თვითრეგულირებადი ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს; გ.ბ) არ აძლევს მესაკუთრეებს მოგების განაწილების უფლებას;

გ.გ) მოითხოვს სამართლიან, კეთილგონივრულ და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას ყველა წევრისადმი.

5. ორგანიზაციამ თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარებისათვის უნდა წარადგინოს განაცხადი კომისიის მიერ დადგენილი ფორმით. განაცხადი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელწოდებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) წევრთა სახელებს;

გ) მისი წესდების, შინაგანაწესისა და წესების ასლებს;

დ) სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მოითხოვოს კომისიამ თავისი წესების შესაბამისად.

6. ორგანიზაცია არ იქნება აღიარებული თვითრეგულირებად ორგანიზაციად, თუ კომისია არ დაადგენს, რომ:

ა) ორგანიზაციის წევრთა რაოდენობის, გეოგრაფიული განაწილებისა და მათი გარიგებების მასშტაბებიდან გამომდინარე, ის შეძლებს თავისი ფუნქციების განხორციელებას;

ბ) ორგანიზაცია ჩამოყალიბებულია და აქვს შესაძლებლობა განახორციელოს თავისი ფუნქციები ამ კანონის შესაბამისად; უზრუნველყოფს თავისი წევრების შესაბამისობას თავის წესებსა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობასთან;

გ) არ არსებობს სხვა აღიარებული თვითრეგულირებადი ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს იმავე როლს, და არსებობს ეკონომიკური საფუძველი ასეთი ორგანიზაციის არსებობისა.

7. ამ კანონის 22-ე მუხლში მოცემული პროცედურა გამოიყენება ამ მუხლის მიხედვით თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარების განაცხადის განხილვისას.

8. ორგანიზაციის წევრობის პირობები და პროცედურა განისაზღვრება მისი წესდებით. ორგანიზაციის წესდებასა და მასში შემავალ ცვლილებებს ადასტურებს კომისია ორგანიზაციის თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარებამდე.

9. ორგანიზაციამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება არსებული თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების აღიარებისა და მათი შესრულების შესახებ.

10. თვითრეგულირებადმა ორგანიზაციამ შესაძლოა დააკისროს ჯარიმები და სხვა პასუხისმგებლობა თავისი წესების დარღვევების გამო. მან ყოველი უხეში დარღვევისა და დაკისრებული ჯარიმის შესახებ უნდა აცნობოს კომისიას. კომისიამ თავისი წესებით შეიძლება მოითხოვოს უფრო დეტალური ანგარიშები და უზრუნველყოს პროცედურა, რომლის მიხედვითაც მოხდება დაკისრებული პასუხისმგებლობის გასაჩივრება კომისიაში.

11. კომისიამ შეიძლება შეაჩეროს ან გამოითხოვოს გადაწყვეტილება მის მიერ ორგანიზაციის, მათ შორის, საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარების შესახებ, თუ იგი აღმოაჩენს, რომ აღნიშნული ორგანიზაციები:

ა) არღვევენ ამ კანონის 42-ე მუხლის მოთხოვნებს;

ბ) სათანადოდ ვერ აკონტროლებენ ამ კანონის, კომისიის წესებისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის საკუთარი წესების შესრულებას.

მუხლი 42. აღიარებული თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესები

1. აღიარებული თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესები, წესდება და შინაგანაწესი (ერთობლიობაში „წესები“), რომლებიც კომისიის მიერ არის დამტკიცებული, არ შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს კომისიის წინასწარი დასტურის გარეშე.

2. აღიარებულმა თვითრეგულირებადმა ორგანიზაციამ არ უნდა მიიღოს რაიმე ახალი წესი კომისიის წინასწარი დასტურის გარეშე. კომისიას შეუძლია ახალ წესად ჩათვალოს ამა თუ იმ წესის ყოველგვარი განმარტება, რომელიც არსებითად განსხვავდება იმისაგან, რაც კომისიის მიერ ადრე იყო დადასტურებული.

3. როდესაც აღიარებული თვითრეგულირებადი ორგანიზაცია გადაწყვეტს მიიღოს ან შეცვალოს თავისი რომელიმე წესი, მან წერილობით უნდა აცნობოს კომისიას ამგვარი წესის მიღების, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ.

4. კომისიამ, ამ კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თვითრეგულირებადი ორგანიზაციისგან შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წერილობით უნდა აცნობოს აღნიშნულ ორგანიზაციას ამგვარი წესისა თუ ცვლილების ნებადაურთველობის თაობაზე ამ გადაწყვეტილების გამამართლებელი მიზეზების განმარტებით, ან აღიაროს ასეთი წესი თუ ცვლილება. თუკი ზემოაღნიშნულ დროის მონაკვეთში კომისია არ განაცხადებს უარს წესისა თუ ცვლილების აღიარებაზე, მაშინ ამგვარი წესი თუ ცვლილება ნებადართულად ჩაითვლება.

5. თუ თვითრეგულირებადი ორგანიზაცია არ მიიღებს წერილობით შეტყობინებას, ამ კანონის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ზემოთ მითითებული 30 დღის გასვლის შემდეგ ის აამოქმედებს აღნიშნულ წესებსა თუ ცვლილებებს.

6. ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიუხედავად, ზოგიერთი ცვლილება თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესებში, რომლებიც შესაძლებელია განისაზღვროს კომისიის წესებით მას შემდეგ, რაც ამის შესახებ, ამ კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, წერილობით ეცნობება კომისიას, შეიძლება დაუყოვნებლივ შევიდეს ძალაში, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ კომისიამ, ამ კანონის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შესაძლოა ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში უარყოს და არ მიიღოს აღნიშნული წესები თუ ცვლილებები.

7. კომისიის მიერ დადგენილი წესების მიღების პროცედურის დარღვევისათვის კომისიას შეუძლია გააუქმოს შესაბამისი წესი ან ცვლილება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით.

მუხლი 43. კომისიის დამატებითი უფლებამოსილება
თვითრეგულირებადი ორგანიზაციების მიმართ

1. კრიტიკულ სიტუაციაში კომისია უფლებამოსილია შეცვალოს, დაამატოს, შეაჩეროს ან დააკისროს ახალი მოთხოვნები თუ შეზღუდვები ნებისმიერ საკითხთან ან ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც, ამ კანონის მიხედვით, კომისიის წესების ან თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების რეგულირების სფეროშია, თუკი ამ კანონის თანახმად, აღნიშნულს საჭიროდ ჩათვლის კომისია იმისათვის, რომ:

ა) შეინარჩუნოს ან აღადგინოს სამართლიანი და მოწესრიგებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარი;

ბ) უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სწრაფი, ზუსტი და უსაფრთხო კლირინგი და ანგარიშსწორება.

2. ამ მუხლის მიხედვით გაცემული განკარგულება ძალაში იქნება კომისიის მიერ განსაზღვრული პერიოდისათვის, მაგრამ კომისიის ამგვარი ქმედება არ უნდა გაგრძელდეს 30 დღეზე უფრო მეტ ხანს ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ უფრო მოკლე ვადაზე მეტ ხანს.

თავი VII
ფასიანი ქაღალდების გარიგებებში
გაყალბებებისა და მანიპულაციების აკრძალვა

მუხლი 44. გაყალბება და მანიპულაცია

1. აკრძალულია ყოველგვარი საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ან ორგანიზებულ ბაზართან დაკავშირებული საქმიანობის მოჩვენებითი აქტივობის შექმნის მიზნით:

ა) ფასიანი ქაღალდებით ისეთი გარიგებების დადება, რომლებიც არ იწვევს ცვლილებებს ბენეფიციარულ მესაკუთრეობაში;

ბ) ისეთი ფასიანი ქაღალდების შეძენის ან გაყიდვის შესახებ ბრძანების გაცემა, როდესაც მონაწილისათვის ცნობილია, რომ შესაბამისი საწინააღმდეგო ბრძანება გაცემულია ან გაიცემა მის ან სხვა მონაწილეთა მიერ.

2. აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის საშუალებით სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით მანიპულირება ან მოტყუებითი ქმედება, მიმართული კომისიის წესების მოთხოვნათა წინააღმდეგ, რომელიც იცავს ინვესტორთა ინტერესებს. კომისიას შეუძლია თავის წესებში აღნიშნოს, თუ როდის და რა პირობებში წარმოიშობა ვალდებულება კანონის დარღვევით დაზარალებული პირების მიმართ, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 45. ინსაიდერული ინფორმაცია და მისი ბოროტად გამოყენება

1. ინსაიდერული ინფორმაცია ნიშნავს არასაჯარო, არსებით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ანგარიშვალდებულ საწარმოსთან ან მათ საჯარო ფასიან ქაღალდებთან.

2. ინსაიდერად ჩაითვლება პირი, რომელსაც თავისი წევრობით ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველ ორგანოში, მისი მონაწილეობით ასეთი საწარმოს კაპიტალში (მეწილეობით) ან საქმიანობით, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ხელი მიუწვდება ინსაიდერულ ინფორმაციაზე. ინსაიდერად ჩაითვლებიან აგრეთვე სხვა პირები, რომლებმაც მიიღეს ინსაიდერული ინფორმაცია და, ჩანს, რომ ამ ინფორმაციის წყაროა ინსაიდერი.

3. ინსაიდერს ან პირს, რომელიც შეგნებულად მიიღებს ინსაიდერისაგან შიდა ინფორმაციას, ეკრძალება:

ა) თავისთვის ან მესამე პირის ინტერესებისათვის, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შეიძინოს ან გაყიდოს იმ ანგარიშვალდებული საწარმოს ან საწარმოების საჯარო ფასიანი ქაღალდები, რომელთა ინსაიდერულ ინფორმაციასაც ის ფლობს;

ბ) მიაწოდოს მესამე პირს ინსაიდერული ინფორმაცია, თუ ეს ქმედება არ არის გამოწვეული მისი საქმიანობის, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; გ) ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ურჩიოს მესამე პირს ან მონახოს მესამე პირი საჯარო ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან გასასხვისებლად.

თავი VIII
ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა

მუხლი 46. ფასიანი ქაღალდების კომისიის შექმნა

1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს აწესრიგებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია. კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. კომისიას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაეკისროს მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილება.

2. კომისია სარგებლობს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებით, აქვს საკუთარი ბეჭედი, საბანკო ანგარიში, ემბლემა და სატიტულო ფურცელი.

3. კომისიის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.

მუხლი 47. დაფინანსება

კომისიას აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი.

მუხლი 48. წევრები

1. კომისია შედგება თავმჯდომარისა და ოთხი წევრისაგან. თავმჯდომარესა და წევრებს უნდა ჰქონდეთ საჯარო სამსახურში მუშაობის ან იურიდიული, ან საფინანსო ან სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, ანდა წარმოადგენდნენ ექსპერტებს ამ სფეროში. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

2. კომისიის თავმჯდომარე და წევრები ინიშნებიან 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ორი ვადით. თუ წევრი არასრული ვადით არის დანიშნული, იგი შეიძლება დაინიშნოს 5-წლიანი ვადით მხოლოდ ერთხელ, არასრული ვადის გასვლის შემდეგ.

3. ამ კანონის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კომისიის თავმჯდომარე და წევრები თანამდებობებიდან თავისუფლდებიან:

ა) ამ მუხლის შესაბამისად, საკუთარი წერილობითი განცხადების საფუძველზე;

ბ) დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

გ) ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული კომისიის წევრთა და თანამშრომელთა მიერ ქცევის წესების (ეთიკის წესები) მოთხოვნების მნიშვნელოვანი დარღვევის გამო;

დ) როცა ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას 6 თვეზე მეტი ვადის განმავლობაში.

4. თუ კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის წევრი, ამ კანონის 48-ე მუხლის მე- 3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით, ვადაზე ადრე წყვეტს თავის უფლებამოსილებას, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს სხვა პირს არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დარჩენილი ვადით.

5. კომისიის წევრს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა და ეწეოდეს სხვა საქმიანობას, გარდა საგანმანათლებლო ან შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ უნდა იღებდეს სხვა ანაზღაურებას, გარდა კომისიის წევრის ხელფასისა და საგანმანათლებლო ან შემოქმედებითი საქმიანობისთვის მიღებული შემოსავლისა.

6. კომისიის წევრი, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე განხორციელებულ იმ ოპერაციებსა თუ გარიგებებში, რომლებიც რეგულირდება კომისიის მიერ ამ კანონის მიხედვით.

7. კომისიის წევრმა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია კომისიის მიერ ამა თუ იმ საკითხზე მისაღები გადაწყვეტილებით, ამგვარი დაინტერესების შესახებ უნდა განაცხადოს კომისიის სხდომაზე, რომელზედაც მიიღება გადაწყვეტილება. ეს განცხადება ფიქსირდება სხდომის ოქმში და ამ წევრს არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მოცემულ საკითხზე კომისიის გადაწყვეტილების მომზადებასა და მიღებაში და დაესწროს ასეთ სხდომას ამ გადაწყვეტილების მიღებამდე.

მუხლი 49. კომისიის ფუნქციები

1. ამ კანონის მიზნებისათვის კომისიის ფუნქციებია: ა) მოამზადოს, მიიღოს, შეიტანოს ცვლილებები და გააუქმოს კომისიის წესები მოცემული კანონის მიხედვით და ზედამხედველობა გაუწიოს ამგვარი წესების შესრულებას;

ბ) დაამტკიცოს ემისიის პროსპექტები ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისათვის და უზრუნველყოს ემიტენტთა მიერ მასში მოცემული პირობებისა და მოვალეობების შესრულება;

გ) წარადგინოს ოფიციალური განმარტებები და რეკომენდაციები საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზართან დაკავშირებულ საკითხებზე; რჩევა მისცეს და კონსულტაცია გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ყველა საკითხზე; წარადგინოს წინადადებები კანონმდებლობასა და მასში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას;

დ) გასცეს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გამოითხოვოს ლიცენზიები ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეებისგან;

ე) განახორციელოს მონიტორინგი, შემოწმებები, გამოკვლევები და ზედამხედველობა გაუწიოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობას, მისი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად;

ვ) თავისი უფლებების ფარგლებში უზრუნველყოს კომისიის საქმიანობის უშიშროება და თანამშრომლების დაცვა მათ მიერ თავიანთ ოფიციალურ მოვალეობათა განხორციელების პერიოდში;

ზ) მიიღოს და გამოითხოვოს გადაწყვეტილება იურიდიული პირის თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარების შესახებ;

თ) რეკომენდაცია გაუწიოს ფასიანი ქაღალდების ბაზრისათვის საჭირო სააღრიცხვო სტანდარტებს, ასეთი სტანდარტების ჩამომყალიბებელ ინსტიტუტებთან კონსულტაციების მეშვეობით;

ი) მოიწონოს ან უარყოს თვითრეგულირებადი ორგანიზაციების მიერ მიღებული წესები და შესწორებები;

კ) დადგენილი წესით გამოიყენოს სანქციები ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის, გამოაქვეყნოს ინფორმაცია ასეთი დარღვევებისა და მათზე პასუხისმგებლობის შესახებ;

ლ) ორგანიზაცია გაუწიოს სასწავლო კურსებს, გამოსცეს ან მონაწილეობა მიიღოს ლიტერატურის გამოცემაში, რომელიც შინაარსობრივად ზოგადი ხასიათისაა ან კონკრეტულად შეეხება საქართველოში ფასიანი ქაღალდების ფუნქციონირებასა და რეგულირებას;

მ) მოაწყოს გამოცდები და საკვალიფიკაციო ტესტები ბროკერების ცოდნისა და კომპეტენტურობის შეფასების მიზნით;

ნ) გასწიოს დახმარება ანგარიშვალდებული საწარმოების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირების შესახებ საჭირო საინფორმაციო ბაზის შესაქმნელად;

ო) ხელი შეუწყოს ინვესტორების დასაცავად სპეციალური სადაზღვევო ფონდის შექმნა-განვითარებას, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეს არ შეუძლია შეასრულოს თავისი ვალდებულებანი ინვესტორი კლიენტების დასაკმაყოფილებლად;

პ) გამოიყენოს არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონმდებლობითა და სხვა იმ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომლებიც ეხება ინვესტიციებს, ფასიან ქაღალდებს ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთა უფლებებს;

ჟ) პერიოდულად გამოსცეს ბიულეტენი;

რ) განავითაროს ურთიერთობები უცხოეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთგაგების მემორანდუმისა და შეთანხმების საფუძველზე, ინფორმაციის ურთიერთგაზიარების მიზნით;

ს) გამოავლინოს, თავიდან აიცილოს და აღკვეთოს დარღვევები ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში და ამ მიზნით ჩაატაროს შემოწმებები კომისიის წესების შესაბამისად;

ტ) მონაწილეობა მიიღოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტების განვითარებასა და მათ საქართველოს კანონმდებლობაში ჩართვაში.

2. კომისია საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრიობას წარუდგენს წლიურ ანგარიშს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარზე და სამეურნეო წელს მომხდარი ძირითადი მოვლენების შესახებ.

მუხლი 50. კომისიის საქმიანობის ორგანიზება

1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას - თავმჯდომარის მოადგილე. 2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომების რეგულარულ მოწვევას, სხდომებზე განსახილველი საკითხების განსაზღვრას, კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებას, სხდომებს შორის პერიოდში წევრებისათვის მითითება-განკარგულებათა გაცემასა და მათი შესრულების კონტროლს;

ბ) ხელმძღვანელობს კომისიის აპარატს, განსაზღვრავს კომისიის სტრუქტურასა და მის საშტატო განრიგს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის აპარატის თანამშრომლებს;

გ) ხელმოწერით ადასტურებს კომისიის გადაწყვეტილებებს;

დ) წარმოადგენს კომისიას სხვა პირებთან ურთიერთობაში;

ე) უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს.

3. კომისიის სხდომები ტარდება დადგენილი წესით. კომისია ატარებს ღია და დახურულ სხდომებს. კომისიის წევრებისა და თანამშრომლების გარდა, დახურულ სხდომებს, კომისიის წევრის მოთხოვნით, შეიძლება დაესწრონ სხვა პირებიც. საკითხები, რომლებიც ამ კანონის ან კომისიის წესების დარღვევასა და ანგარიშვალდებული საწარმოს ინფორმაციის კონფიდენციალობაზე გადაწყვეტილების გადასინჯვასთანაა დაკავშირებული, განიხილება დახურულ სხდომებზე. სხვა საკითხები, რომლებიც ბაზრის ერთი მონაწილის ინტერესებს ეხება, განიხილება დახურულ სხდომებზე, დამსწრე წევრ- თა მინიმუმ ორი მესამედის გადაწყვეტილებით. დანარჩენი საკითხები განიხილება ღია სხდომებზე.

4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია შედგეს, თუ მას ესწრება 3 წევრი მაინც. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიიღება, იცვლება ან უქმდება კომისიის წესი. ამ შემთხვევებში გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს არანაკლებ 3 წევრი. კომისიის წევრებს ხმის თანაბარი უფლება აქვთ. ხმების თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. კომისიის თუნდაც მხოლოდ ერთი წევრის მოთხოვნით შეიძლება მოეწყოს ღია კენჭისყრა. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას - მოადგილე. კომისიის წევრებს აქვთ უფლება მათი ინდივიდუალური მოსაზრებები აისახოს სხდომის ოქმში.

5. კომისიის წესების შესაბამისად, კომისია რეგულარულად აქვეყნებს თავის საბოლოო გადაწყვეტილებებს.

მუხლი 51. კომისიის წევრთა და თანამშრომელთა მოვალეობანი

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, კომისია შეიმუშავებს კომისიის წევრთა და თანამშრომელთა ქცევის წესებს, რომლებიც მოაწესრიგებს მოქმედ თუ ყოფილ წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობას ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. ეს წესები ძალაში შედის კომისიის მიერ მათი მიღებისთანავე.

2. მოქმედ თუ ყოფილ წევრებსა და თანამშრომლებს უფლება არა აქვთ პირადი ინტერესებისათვის გამოიყენონ ან გაავრცელონ კომისიაში მუშაობის პერიოდში მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია.

3. ამგვარი ინფორმაცია, კომისიის წესების შესაბამისად, შეიძლება გაუმჟღავნდეს მხოლოდ:

ა) კომისიის წევრებსა და თანამშრომლებს - მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;

ბ) თვითრეგულირებადი ორგანიზაციის თანამდებობის პირებს - მათ მიერ ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის მოთხოვნათა განსახორციელებლად;

გ) სამართალდამცავ ორგანოებს - სამართალდამრღვევთა მხილების მიზნით; დ) სასამართლოებს;

ე) საზღვარგარეთის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების ბაზრის მომწესრიგებელ ორგანოებს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ან საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად. 4. პირი, რომელსაც ამ კანონის მიხედვით უფლება აქვს მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია კომისიის წევრებისა თუ თანამშრომლებისაგან, ვალდებულია დაიცვას ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.

5. მოქმედმა წევრებმა და თანამშრომლებმა კომისიას უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით, რათა თავიდან აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი კომისიასთან.

6. კომისიის წევრთა და თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

7. კომისიის წევრთა და თანამშრომელთა უკანონო ქმედებით ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

მუხლი 52. შემოწმება

1. კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა საქმიანობა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად.

2. შემოწმების ჩატარებისას კომისიის წესებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ოფიციალური მოწმობის წარდგენის შემდეგ კომისიის თანამშრომელს შეუძლია შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ამ საქმიანობასთან დაკავშირებული დავთრები და ჩანაწერები მათი განთავსების ადგილას, გადაიღოს ასლები, მოსთხოვოს მონაწილეს გამოითხოვოს ბანკიდან ამ ჩანაწერების ასლები და მიიღოს ინფორმაცია მონაწილის თანამდებობის პირებისა და სხვა თანამშრომლებისაგან, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით. 3. თუ შემოწმების პერიოდში კომისიამ აღმოაჩინა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა, იგი უფლებამოსილია:

ა) მოსთხოვოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეს აღმოფხვრას ასეთი დარღვევა და ამ მიზნით გასცეს ბრძანებები (მითითებები) და დირექტივები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას;

ბ) დარღვევების შესახებ შეადგინოს ოქმი და იმ პირებს, რომელთაც დაარღვიეს კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ, დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აწარმოოს მოკვლევა დადგენილი წესით.

4. შემოწმების პროცესში ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის მიერ კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს მისი ლიცენზიის შეჩერების ან გამოთხოვის საფუძველი.

5. თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის საქმიანობის შემოწმების შედეგად კომისია დაადგენს, რომ ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კომისია შემოწმების მასალებს გადაუგზავნის მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების ორგანოებს.

6. კომისია უფლებამოსილია შემოწმების მასალები ქვემდებარეობის შესაბამისად გადასცეს სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს.

მუხლი 53. უფლებამოსილებათა დელეგირება

1. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მისი წევრის ან თანამ- შრომლისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე კომისიის ნებისმიერი ფუნქციის შესასრულებლად, გარდა კომისიის წესების მიღების, შეცვლის, შეჩერებისა თუ გაუქმებისა, ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ წარდგენილი გარკვეული ინფორმაციის არაკონფიდენციალურად ჩათვლის შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვისა და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისა.

2. კომისია უფლებამოსილია გადასინჯოს ან შეასწოროს ნებისმიერი დელეგირებული ქმედება. კომისიის ერთი წევრის ხმაც კი საკმარისია იმისათვის, რათა ამგვარი ქმედება კომისიას წარედგინოს განსახილველად. თუ კომისია უარს იტყვის აღნიშნული ქმედების განხილვაზე ან არ განიხილავს მას კომისიის წესებით განსაზღვრულ ვადაში, მაშინ იმ პირის ქმედება, რომლისთვისაც დელეგირებული იყო კომისიის უფლებამოსილება, ჩაითვლება კომისიის მიერ განხორციელებულ ქმედებად.

მუხლი 54. საჯარო ჩანაწერების წარმოება და კომისიის მიერ მიღებული

ზომების გამოქვეყნება

1. კომისია მოვალეა აწარმოოს საჯარო ჩანაწერები და შეინახოს:

ა) ყველა დოკუმენტი, წარდგენილი იმ ანგარიშვალდებულ საწარმოთა მიერ, რომლებმაც დამტკიცებული პროსპექტები გამოუშვეს ან რომელთა ფასიანი ქაღალდებიც საჯარო მიმოქცევაშია;

ბ) დოკუმენტები, წარდგენილი ანგარიშვალდებულ საწარმოთა მიერ ღიაობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ემისიის პროსპექტების, ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის დარიგებული აქციონერთა კრებებთან დაკავშირებული მასალების (მინდობილობების მასალების) და პერიოდული ფინანსური ანგარიშების ჩათვლით; ამ კანონის მე-12, მე-14 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტები;

გ) ყველა დოკუმენტი, წარდგენილი ლიცენზიის მოსაპოვებლად ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მიერ, რომლებიც განსაზღვრავენ საჭირო კვალიფიკაციას, აგრეთვე ადასტურებენ კომისიის წესებთან მათ შესაბამისობას.

2. კომისია უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს მასალებს და დოკუმენტებს, გადაიღოს მათი ასლები სამუშაო საათების განმავლობაში კომისიის ადგილსამყოფელ შენობაში.

3. კომისია უზრუნველყოფს, თავისი წესებით დადგენილი პროცედურის დაცვით, ამ კანონის მეცხრე თავში მითითებული სამართალდარღვევებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოქვეყნებას.

თავი IX
პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ
კანონმდებლობის დარღვევისათვის

მუხლი 55. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ფასიანი
ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

1. ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სახეები, სახდელები და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა- თა კოდექსით.

2. პირის მიერ ამ კანონის, კომისიის წესების, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან მისი შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია თავისი განკარგულებით:

ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირებსა და მათ თანამონაწილეებს მიიღონ საჭირო ზომები თავიანთი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად კომისიის მიერ დადგენილ ვადაში;

ბ) შეატყობინოს საზოგადოებრიობას სამართალდარღვევებისა და მათ გამო დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომების შესახებ;

გ) შეაჩეროს 6 თვემდე, ან მუდმივი ვადით, ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს;

დ) უარი განაცხადოს ფასიანი ქაღალდების ახალი ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე; შეაჩეროს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება ან გააუქმოს გადაწყვეტილება მისი დამტკიცების თაობაზე;

ე) მოსთხოვოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს, მუდმივი ან დროებითი ვადით თანამდებობიდან გაათავისუფლოს ამ მონაწილის მართვაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები;

ვ) შეიტანოს ცვლილებები კომისიის მიერ საბროკერო კომპანიაზე თუ ბროკერზე გაცემულ ლიცენზიაში;

ზ) შეაჩეროს ან მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზია;

თ) ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა დროის გარკვეული პერიოდით;

ი) გამოითხოვოს გადაწყვეტილება თვითრეგულირებადი ორგანიზაციის აღიარების შესახებ ამ კანონის მიხედვით. კ) დააკისროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

თავი X
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 56. უფლებამონაცვლეობა, კომისიისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესი ამ კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ გარდამავალ პერიოდში

1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია იქმნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბირჟების ინსპექციის ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს.

2. ამ კანონის 46-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის პირველი შემადგენლობის შექმნამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბირჟების ინსპექცია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

3. საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის პირველი შემადგენლობის საქმიანობის პერიოდში კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება განისაზღვრება 5 წლის ვადით, ხოლო კომისიის სხვა წევრები ინიშნებიან შესაბამისად 4, 3, 2, 1 წლის ვადით. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის შემადგენლობიდან.

4. ემიტენტებმა, რომლებიც ახორციელებენ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებას, ამ კანონის მე-3-8 მუხლების მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, ამასთან, ბოლო 2 წლის ფინანსური ანგარიშები, დადასტურებული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადგენილი წესით, წარდგენილ უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში.

5. ამ კანონის მე-10 მუხლის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე- 11 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-16 მუხლების მოთხოვნები პირებმა უნდა დააკმაყოფილონ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნები - კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნები - კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში.

6. საფონდო ბირჟა, საბროკერო კომპანია თუ ბროკერი, რომელიც ლიცენზირებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში ექვემდებარება ხელახალ ლიცენზირებას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ბანკს, რომელსაც ამ კანონის მიღებამდე აქვს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინსტიტუციონალური მონაწილის ლიცენზია, უფლება ეძლევა საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის იურისდიქციის ქვეშ გააგრძელოს ამ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა ლიცენზიით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში.

7. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ექვემდებარება ხელახალ ლიცენზირებას ამ კანონის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.

8. თუ ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულ საფონდო ბირჟას სურს შეინარჩუნოს ლიცენზია, მისმა მესაკუთრეებმა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ კანონის 27-ე მუხლში მოცემულ მოთხოვნებს, 1 წლის განმავლობაში უნდა აიღონ საბროკერო კომპანიის ლიცენზია ან გაასხვისონ თავისი საკუთრების უფლება იმ პირებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ამგვარ მოთხოვნებს.

თავი XI
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 57. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს N412 ბრძანებულება „სააქციო საზოგადოებების აქციათა რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბების ზოგიერთ ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“.

3. საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ აქციათა რეესტრის წარმოების წესების მიღებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „აქციათა რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულება“ და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის N375 ბრძანებულება „აქციათა რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების თაობაზე“.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1998 წლის 24 დეკემბერი.

საქართველოს კანონიფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 1(8), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონით არ განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს სახელით სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ემისიისა და საჯარო შეთავაზების, აგრეთვე ამ ფასიანი ქაღალდებით საფონდო ბირჟის გარეთ საბანკო ვაჭრობის წესები.“;

ბ) მე-5 პუნქტში სიტყვის „ქაღალდების“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „ეროვნული“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. კომისია - საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია.“;

ბ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

36. საჯარო ფასიანი ქაღალდები - ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან/და რომლებსაც „ჩანაწერით ფლობს“ ფასიანი ქაღალდების 100-ზე მეტი მფლობელი ამ კანონის მე-9 მუხლის მე- 2 პუნქტის მიხედვით“.

3. 46-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 46. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია“;

ბ) პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს ამ კანონის მიხედვით აწესრიგებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია.“;

გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. არავის არ აქვს უფლება მოახდინოს კომისიაზე რაიმე ზეგავლენა ან ჩაერიოს მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით.“, ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-3 და მე-4 პუნქტებად.

4. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 47. კომისიის დაფინანსება

კომისიის დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დადგენილი წესით“.

5. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. კომისიის წევრების შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“, ხოლო მე-6 და მე-7 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-7 და მე-8 პუნქტებად.

6. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ხელმძღვანელობს კომისიის აპარატს, განსაზღვრავს კომისიის აპარატის სტრუქტურას და მის საშტატო განრიგს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის აპარატის თანამშრომლებს“.

7. 56-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვის „ქაღალდების“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „ეროვნული“;

ბ) მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ა“ ქვეპუნქტის“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1999 წლის 30 აპრილი.
N1929-II

საქართველოს კანონიფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, - 1(8), 1999 წელი) მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:

„კომისია უფლებამოსილია თავისი წესებით მოახდინოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლებათა გადაცემა და მოვალეობათა დაკისრება იმ პირებზე, რომლებიც ფლობენ საჯარო ფასიან ქაღალდებს ნომინალური მფლობელობის ერთი ან მეტი საფეხურის მეშვეობით.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8-9 პუნქტები:

„8. კომისია უფლებამოსილია თავისი წესებით დაუშვას საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დაწესება მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლებების განხორციელების მიზნებისათვის.

9. კომისია უფლებამოსილია თავისი წესებით შეზღუდოს იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების გადაცემა, რომელთა ღირებულება ემიტენტისთვის სრულად არ არის გადახდილი, აგრეთვე ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის მოაწესრიგოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3-3.7 და 531 მუხლებით გათვალისწინებული საკითხები.“

2. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 9 ივნისი.
N2075-II

საქართველოს კანონიფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N1(8), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ბირჟის, რეგისტრატორის ან ცენტრალური დეპოზიტარის ის თანამშრომელი, რომელსაც ხელი მიუწვდება კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, არ შეიძლება იმავდროულად საბროკერო კომპანიაში ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომლისთვისაც საჭიროა ბროკერის ლიცენზია, და პირიქით.“, ხოლო მე-3-6 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-4-7 პუნქტებად.

2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „აღიარებულია“ შეიცვალოს სიტყვებით „კომისიის მიერ განცხადების განხილვის პერიოდში აღიარებული უნდა იქნეს“.

3. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „თუ“.

4. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია შედგება ხუთი წევრისაგან, რომელთაც უნდა ჰქონდეთ საჯარო სამსახურში მუშაობის, იურიდიული ან სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, ანდა წარმოადგენდნენ ექსპერტებს ამ სფეროში. კომისიის ხუთივე წევრს, აგრეთვე მათგან ერთ-ერთს კომისიის თავმჯდომარედ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე“.

5. 52-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-5 პუნქტებში სიტყვების „ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ანგარიშვალდებული საწარმოს“;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვების „ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეს” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ანგარიშვალდებულ საწარმოს“.

6. 55-ე მუხლს:

ა) სათაურში სიტყვის „ადმინისტრაციული“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სისხლისსამართლებრივი“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესების დამამძიმებელ გარემოებებში დარღვევისათვის შეიძლება დადგენილ იქნეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“.

7. 56-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის სამი წევრის უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისად 5, 4 და 3 წლის ვადით. კომისიის ფუნქციონირების დაწყების მიზნით კომისიის პირველი შემადგენლობის სრულ ფორმირებამდე კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს 5 წლის ვადით დანიშნული კომისიის წევრი. კომისია მუშაობას იწყებს ამ სამი წევრის დანიშვნისთანავე”, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. კომისიის პირველ შემადგენლობაში კომისიის ორ წევრად, შესაბამისად არა უმეტეს 1 და 2 წლის ვადით, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, დროებითი ღონისძიების სახით, თანამდებობაზე პირდაპირ დანიშნოს მაღალგანვითარებული ფინანსური და საფონდო ბაზრის რეგულირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების მქონე და კონკურსის საფუძველზე შერჩეული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.

5. კომისიის ხუთივე წევრის დანიშვნისთანავე კომისია იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრთაგან კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“; მე-4 -8 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-6 -10 პუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1999 წლის 20 ივლისი.
N2255-რს

28 საქართველოს კანონი ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ

▲back to top


(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი)

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს კანონი აწესებს ერთიან სახელმწიფო სასინჯ კონტროლს ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, არეგულირებს ამ საქმიანობით დაკავებულ პირთა უფლებამოვალეობებსა და პასუხისმგებლობას; მისი მიზანია ძვირფას ლითონებსა და ძვირფას ქვებთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება და მწარმოებლის, რეალიზატორისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვა.

მუხლი 2

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ძვირფასი ლითონები - ნებისმიერი სახის ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პალადიუმი ნებისმიერ მდგომარეობაში (ნედლეული, შენადნობები, ნახევარფაბრიკატები, ლაბორატორიული ჭურჭელი და ინსტრუმენტები, ქიმიური ნაერთები, ჯართი და ნარჩენები);

ბ) ძვირფასი ქვები - ბუნებრივი ალმასი, ლალი, ზურმუხტი, საფირონი, ალექსანდრიტი, ორგანოგენური წარმონაქმნი მარგალიტი როგორც ნედლეულის, ასევე გადამუშავებული სახით;

გ) იდენტიფიკაცია - ძვირფასი ქვების მინერალური სახის განსაზღვრა, კლასიფიკაციური და კომერციული სახელწოდების დადგენა, სინთეზური, გაკეთილშობილებული, შედგენილი ძვირფასი ქვებისა და მათი იმიტაციების განსაზღვრა;

დ) შეფასება - ძვირფასი ქვების მახასიათებლების: მასის, ფერის, სიწმინდის, ფორმისა და თლილის განსაზღვრა;

ე) აფინაჟი - ტექნოლოგიური პროცესი, რომლის შედეგადაც მიიღება რაფინირებული (ქიმიურად სუფთა) ძვირფასი ლითონი;

ვ) დეფორმირება - ნაწარმის სასაქონლო სახის შეცვლა;

ზ) ორგანოგენური წარმონაქმნი - ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი პროდუქტი;

თ) კლასიფიკაციური და კომერციული სახელწოდება - არსებული ნომენკლატურით ძვირფასი ქვებისათვის მინიჭებული მინერალური სახეები, სახესხვაობები და მათი სახელწოდებანი;

ი) სანახელაო ქვები - დეკორატიული, სურათოვანი და ფერადი გაუმჭვირვალე მინერალური ქანები და აგრეგატები;

კ) საარბიტრო ანალიზი - შესაბამისი სტანდარტების დაცვით შესრულებული საარბიტრო სინჯის ანალიზი;

ლ) სახელმწიფო დამღა - კონკრეტული ლითონის და სინჯის აღმნიშვნელი დადგენილი კონფიგურაციის დამღა, რომელიც დამზადებულია სპეციალური დაკვეთით ტექნიკური პირობების დაცვით და რომელსაც იყენებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია ძვირფასი ლითონების ნაწარმის სინჯით მონიშვნისას;

მ) ძირითადი დამღა - დამოუკიდებელი მნიშვნელობის დამღა, რომლითაც დასტურდება ძვირფასი ლითონების ნაწარმის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ნ) დამატებითი დამღა - დამღა, რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა აქვს, დადამღვის ტექნოლოგიის შესაბამისად გამოიყენება მხოლოდ ძირითად დამღასთან ერთად და ნაწარმზე დამატებით ინფორმაციას იძლევა;

ო) სახელობითი დამღა - დამღა, რომლის გამოყენების უფლება აქვს შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირს;

პ) საკონტროლო ანალიზი - სათანადო ეტალონების ან აპარატურის გამოყენებით (არადესტრუქციული ანალიზი) მიღებული შედეგების გადამოწმება საქართველოში არსებული სტანდარტით გათვალისწინებული დესტრუქციული ანალიზით.

მუხლი 3

1. ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებულ ნაწარმად (შემდგომ - ნაწარმი) ითვლება:

ა) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებული მედლები, ორდენები, საიუველირო, საყოფაცხოვრებო და სხვა ოქრომჭედლური ნაწარმი, აგრეთვე ძვირფასი და არაძვირფასი ლითონების შენადნობებთან სინთეზური, საიუველირო და სანახელაო ქვების, მარგალიტების, მინანქრის, მარჯნის, შუშის და სხვა არალითონური მასალების კომბინირებით დამზადებული ნაკეთობანი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნაწარმის დასამზადებლად და შესაკეთებლად განკუთვნილი ძვირფასი ლითონების შენადნობები ზოდებისა და ნახევარფაბრიკატების სახით;

გ) კბილის პროთეზირებისთვის განკუთვნილი ძვირფასი ლითონების შენადნობები ნახევარფაბრიკატების სახით (შემდგომ-სტომატოლოგიური ძვირფასი ლითონები);

დ) ძვირფასი ლითონებისგან ან ძვირფას ლითონებთან არაძვირფასი ლითონების შენადნობებისგან დამზადებული საქართველოს მონეტები;

ე) ოქროსა და ვერცხლის ვარაყი (ფურცლოვანი ოქრო და ვერცხლი).

2. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებულ ნაწარმად არ ითვლება:

ა) 375-ზე ნაკლები სინჯის ოქროს ნაწარმი;

ბ) 830-ზე ნაკლები სინჯის ვერცხლის ნაწარმი;

გ) 950-ზე ნაკლები სინჯის პლატინის ნაწარმი;

დ) 500-ზე ნაკლები სინჯის პალადიუმის ნაწარმი;

ე) არაძვირფასი ლითონით, ინერტული მასით მთლიანად დაფარული ან შეღებილი ნაწარმი.

მუხლი 4

1. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობად ითვლება:

ა) ყიდვა-გაყიდვა - საკრედიტო დაწესებულებების და ლომბარდების მიერ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის ყიდვა-გაყიდვა, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან ნაწარმის, ჯართისა და ნარჩენების შესყიდვა და მათი შემდგომი რეალიზაცია;

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი)

ბ) დამუშავება - ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან საიუველირო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობების დამზადება, შეკეთება და რესტავრაცია;

გ) ძვირფასი ქვების საექსპერტო-შეფასებითი სამუშაოები - ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ძვირფასი ქვების იდენტიფიკაციის, ექსპერტიზის, შეფასებისა და სერტიფიკაციის მიზნით;

დ) ვაჭრობა - ნაწარმით საკომისიო, საცალო და საბითუმო ვაჭრობა;

ე) გადამუშავება და აფინაჟი - მადნიდან, ჯართიდან, ნარჩენებიდან და სხვა მასალებიდან ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების რეგენერაცია მათი ამოღების მიზნით, აგრეთვე ძვირფასი ქვების მოწახნაგება;

ვ) გამოყენება - ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ინსტრუმენტების საწარმოო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით მოხმარება;

ზ) სამედიცინო მომსახურება - სტომატოლოგიური ძვირფასი ლითონებისაგან კბილის პროთეზების დამზადება, შეკეთება და რესტავრაცია.

2. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობად არ ითვლება:

ა) ძვირფასი ლითონების შემცველი ელექტრონული ტექნიკის, ავტომატური მოწყობილობების, გამშვებ-მარეგულირებელი და სხვა დეტალების, კვანძების, მოწყობილობებისა და დანადგარების ნებისმიერი მიზნით გამოყენება;

ბ) ვერცხლის შემცველი კინო, ფოტო და რენტგენის მასალების გამოყენება;

გ) სინთეზური ალმასით და მისი გამოყენებით დამზადებული ინსტრუმენტებით ოპერაციების წარმოება;

დ) საკრედიტო დაწესებულებების და ლომბარდების მიერ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის გარანტად მიღება, შენახვა და დამგირავებლისათვის დაბრუნება.

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი)

მუხლი 5

1. ძვირფასი ლითონების შენადნობების ხარისხი, რომლისგანაც დამზადებულია ნაწარმი, განისაზღვრება სინჯით, რომელიც გამოხატავს ძვირფასი ლითონის წონითი ერთეულის რაოდენობას შენადნობის ათასეულ წონით ერთეულში.

2. ნაწარმისათვის საქართველოში დგინდება შემდეგი სინჯები:

ა) საიუველირო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობებისათვის:

პლატინა ---------------------- 950

პლატინა ---------------------- 999

ოქრო -------------------------- 375

ოქრო -------------------------- 585

ოქრო -------------------------- 750

ოქრო -------------------------- 958

ოქრო -------------------------- 999

ვერცხლი---------------------- 830

ვერცხლი---------------------- 875

ვერცხლი---------------------- 925

ვერცხლი---------------------- 960

ვერცხლი---------------------- 999

პალადიუმი -------------------- 500

პალადიუმი -------------------- 850

პალადიუმი -------------------- 999;

ბ) ოქროსა და ვერცხლის ვარაყისათვის: 910, 920, 930, 940, 950, 960, 970, 980, 990, 1000;

გ) სტომატოლოგიური ძვირფასი ლითონებისათვის:

ოქრო - 585

ოქრო - 750

ოქრო - 900 და 910;

დ) საქართველოს მონეტებისათვის სინჯი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სინჯების რემედიუმი (დასაშვები ქვედა ზღვარი) დგინდება სტანდარტებით.

თავი II
ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების კონტროლი,
ანალიზი და დადამღვა. სასინჯი კონტროლი (ზედამხედველობა)

მუხლი 6

1. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სასინჯი კონტროლი გულისხმობს: ძვირფასი ლითონების შემცველობის დასადგენად საარბიტრო და საკონტროლო ანალიზების ჩატარებას, ძვირფასი ქვების იდენტიფიკაციას, ექსპერტიზასა და შეფასებას, აგრეთვე ნაწარმის სინჯისა და მახასიათებლების დადგენას.

2. სასინჯი კონტროლის შედეგია ნაწარმის მონიშვნა შესაბამისი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით ან სათანადო წესით დადგენილი სხვა ხერხით (ელექტრორკალური, ლაზერული), აგრეთვე საექსპერტო დასკვნა, ცნობა ან სხვა წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა ასახული ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და ნაწარმის სინჯი, წონა, რაობა, ხარისხი, ფერი და სიწმინდე.

მუხლი 7

სავალდებულო სასინჯ კონტროლს ექვემდებარება:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე დამზადებული ნაწარმი, რომელიც განკუთვნილია გასაყიდად ან შესრულებულია დაკვეთით;

ბ) საქართველოში გასაყიდად შემოტანილი უცხოური ნაწარმი;

გ) 1950 წლამდე დამზადებული ნაწარმი, თუ იგი ვაჭრობის ან ყიდვაგაყიდვის საგანია;

დ) შეკეთებული და რესტავრირებული ნაწარმი.

მუხლი 8

სავალდებულო სასინჯ კონტროლს არ ექვემდებარება:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალი ნაწარმი;

ბ) მინანქრით ან სხვა ინერტული მასით მთლიანად დაფარული, აგრეთვე შეღებილი ნაწარმი;

გ) ნაწარმი, რომელშიც ძვირფასი ლითონის მასას მასში გამოყენებულ დანარჩენ მასალასთან შედარებით მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს;

დ) ნაწარმი, რომლის მასაც ძალიან მცირეა და ოქროს, პლატინის და პალადიუმის ნაწარმისათვის არ აღემატება 0,2 გრამს, ვერცხლის ნაწარმისათვის კი - 0,3 გრამს;

ე) მზა სტომატოლოგიური ნაწარმი (კბილის პროთეზი, გვირგვინი, ხიდი);

ვ) საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებში დაცული მხატვრული ან კულტურულ- ისტორიული ღირებულების ნაწარმი;

ზ) საკრედიტო დაწესებულებების და ლომბარდების მიერ გარანტად (გირაოში) მიღებული და შენახული ნაწარმი, რომელიც ექვემდებარება დამგირავებლისათვის დაბრუნებას.

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი)

მუხლი 9

1. ახლად დამზადებულ, შეკეთებულ ან რესტავრირებულ ნაწარმს სასინჯ კონტროლზე წარადგენს დამამზადებელი და/ან შემკეთებელი (რესტავრატორი).

2. უცხოურ ნაწარმს სასინჯ კონტროლზე წარადგენს მეწარმე სუბიექტი.

3. ფიზიკური პირი სასინჯ კონტროლზე თავისი სურვილით წარადგენს მხოლოდ იმ ნაწარმს, რომელიც დამზადებულია ამ კანონის მიღებამდე ან დადამღულია სსრკ-ის დროინდელი ან „ზოლოტნიკის“ სისტემის დამღით და სურს მასზე საქართველოს სახელმწიფო დამღის დასმა.

4. 1950 წლამდე დამზადებულ ნაწარმს, რომელიც ვაჭრობის, გირავნობის ან შესყიდვის საგანია, სასინჯ კონტროლზე წარადგენს ის პირი, რომელსაც აქვს ნაწარმით ვაჭრობისა და მისი ყიდვა-გაყიდვის უფლება.

მუხლი 10

1. ყოველი ძვირფასი ლითონისა და მისგან დამზადებული ნაწარმის სინჯისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს სინჯის აღმნიშვნელი ძირითადი და დამატებითი სახელმწიფო დამღების სურათს, კონტურს, სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციისა და მისი რეგიონალური სამსახურების შიფრებსა და საკონტროლო ნიშნებს.

2. სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციას.

მუხლი 11

1. ის ნაწარმი, რომლის სინჯიც ამ კანონით დადგენილ ნორმებს არ შეესაბამება, მაგრამ ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ნორმაზე მეტია, მასთან ყველაზე ახლოს მდგომი დაბალი სინჯის დამღით იდამღება.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ორი ან მეტი სინჯის ერთი და იმავე ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული ნაწარმი იდამღება მათ შორის ყველაზე დაბალი სინჯის აღმნიშვნელი ძირითადი დამღით.

3. ორი ან მეტი ძვირფასი ლითონის შენადნობისაგან დამზადებული ნაწარმი იდამღება იმ ძვირფასი ლითონის შესაბამისი სინჯის ძირითადი დამღით, რომლის ხვედრითი წილიც აღემატება დანარჩენი ლითონების ხვედრით წილს.

4. სხვა ძვირფასი ლითონით დაფარული ნაწარმი იდამღება ძირითადი ლითონის შენადნობის შესაბამისი სინჯის აღმნიშვნელი დამღით.

5. ნაწარმი, რომლის დადამღვა ტექნიკურად შეუძლებელია მისი სიძველის ან მაღალმხატვრული შესრულების გამო და დადამღვა მის დაზიანებას გამოიწვევს, იდამღება დაკიდებული პლომბით ან გაიცემა სათანადო აღწერილობითი ცნობა.

6. თუ უცხოურ ნაწარმზე აღნიშნული სინჯი მის ფაქტობრივ სინჯს არ შეესაბამება, იმპორტიორის თანხმობით ამ დამღის ანაბეჭდი წაიშლება და ნაწარმი დაიდამღება ფაქტობრივი სინჯის აღმნიშვნელი დამღით ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწარმი საბაჟო კონტროლით გატანილი უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიიდან ან იმპორტიორის სურვილით მოხდეს მისი გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე ან საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.

7. თუ შეკეთებულ ან რესტავრირებულ ნაწარმზე აღნიშნული სინჯი მის ფაქტობრივ სინჯს არ შეესაბამება, ამ დამღის ანაბეჭდი წაიშლება და ნაწარმი დაიდამღება ფაქტობრივი სინჯის აღმნიშვნელი დამღით ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

8. ნაწარმი, რომელიც შეიცავს არაძვირფასი ლითონის ნაწილებს და ამ ნაწილებზე არა აქვს ნიშნის - „მეტალი“ ანაბეჭდი, არ დაიდამღება. იგი დეფორმირდება (ფიზიკური პირის კუთვნილი ნაწარმის გარდა).

9. თუ ნაწარმის მეორეხარისხოვანი და დამატებითი ნაწილები არ შეესაბამება ნაკეთობის ძირითადი ნაწილის სინჯს, ან მას მირჩილული აქვს არაძვირფასი ლითონის ნაწილი, რომელზეც შეუძლებელია ანაბეჭდის - „მეტალი“ დადება, ყველა ასეთი ნაწილი უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ნაწარმი დეფორმირდება (ფიზიკური პირის კუთვნილი ნაწარმის გარდა).

10. თუ ნაწარმი ან მისი ცალკეული ნაწილები არ შეესაბამება მასზე აღნიშნულ სინჯს და დასაშვებ ქვედა ზღვარს სცილდება, შესწორების უფლებით სარგებლობისას იდამღება დამღით - აშს (არ შეესაბამება სინჯს). წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწარმი დეფორმირდება (ფიზიკური პირის კუთვნილი ნაწარმის გარდა).

11. ფიზიკური პირის კუთვნილი ნაწარმი, რომლის სინჯიც არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ ნორმებს, მისი თანხმობით იდამღება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მფლობელს დაუდამღავად უბრუნდება.

მუხლი 12

საქართველოს მონეტებს სასინჯ კონტროლზე წარადგენს მონეტების დამამზადებელი (საქართველოს ეროვნული ზარაფხანა) ან იმპორტიორი. სასინჯი კონტროლის შედეგად მონეტები სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით არ იდამღება. მათში ძვირფასი ლითონების შემცველობაზე გაიცემა სათანადო ცნობა. საიუბილეო ან საკოლექციო მონეტებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თანხმობით სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციამ შესაძლებელია განსაზღვროს სასინჯი კონტროლის განხორციელების სხვა პირობებიც.

მუხლი 13

სტომატოლოგიურ ძვირფას ლითონებს სასინჯ კონტროლზე წარადგენს დამამზადებელი ან მომხმარებელი (სტომატოლოგიური დაწესებულება, ორგანიზაცია, კბილის საპროთეზო კაბინეტი), იმპორტის შემთხვევაში კი - იმპორტიორი. სტომატოლოგიური ძვირფასი ლითონების სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით დადამღვა შესაძლებელია წარმდგენის მოთხოვნით. სხვა შემთხვევებში მათში ძვირფასი ლითონების შემცველობაზე გაიცემა სათანადო ცნობა.

მუხლი 14 მეტალურგიული და ქიმიური დამუშავების შედეგად მიღებულ ძვირფასი ლითონების ზოდებს, მათ შენადნობებს ან სხვა ნახევარფაბრიკატებს სასინჯ კონტროლზე წარადგენს დამამზადებელი, მათი იმპორტის შემთხვევაში კი - იმპორტიორი. ზოდების დადამღვა სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი სრულად აკმაყოფილებენ მათთვის დაწესებულ სტანდარტებს ან ტექნიკურ პირობებს. სხვა შემთხვევებში მათში ძვირფასი ლითონების შემცველობაზე გაიცემა სათანადო ცნობა.

მუხლი 15 ოქროსა და ვერცხლის ვარაყს (ფურცლოვანი ოქრო და ვერცხლი) სასინჯ კონტროლზე წიგნის სახით წარადგენს ამ ნაწარმის დამზადებით, იმპორტით ან ვაჭრობით დაკავებული პირი. თუ ოქროსა და ვერცხლის ვარაყის სინჯი ემთხვევა წიგნის ყდაზე აღნიშნულ სინჯს, წიგნის ყდა იდამღება სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის შესაბამისი საკონტროლო ნიშნით.

მუხლი 16 ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების შემცველი სხვა ნაკეთობების, ნივთების, ქიმიური ნაერთების და ა.შ. სასინჯი კონტროლი გულისხმობს ექსპერტიზისა და ანალიზის ჩატარებას, შეფასებას, აგრეთვე ხარისხისა და სხვა მახასიათებლების დადგენას.

მუხლი 17 სავალდებულო სასინჯ კონტროლს დაქვემდებარებული ნაწარმისა და სხვა მასალების იმპორტისას საბაჟო ორგანოები ახდენენ მათ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას (საბაჟო გაფორმებას) სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის დასკვნის (დადამღვის ან წერილობითი ცნობის) საფუძველზე.

თავი III
სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის)
განმახორციელებელი ორგანოები

მუხლი 18

1. საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სასინჯ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის მეშვეობით, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია.

2. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის სტრუქტურასა და საშტატო ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

მუხლი 19

1. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის ფუნქციებია:

ა) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებული ნაწარმის გასინჯვა, ძვირფასი ლითონების შემცველობის ანალიზი, ძვირფასი ქვების მახასიათებლების განსაზღვრა და საქართველოში მოქმედი სინჯების დამადასტურებელი სახელმწიფო დამღით მისი დადამღვა;

ბ) ძვირფასი ლითონების შემცველობის დადგენისა და ძვირფასი ქვების მახასიათებლების განსაზღვრის მიზნით საარბიტრო, საკონტროლო ანალიზებისა და ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება;

გ) სასინჯი რეაქტივებისა და ქვების დამზადება იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც სათანადო ლიცენზიის საფუძველზე ეწევიან ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობას;

დ) ლაბორატორიულ პირობებში ძვირფასი ლითონების დნობა და აფინაჟი ანალიზის მიზნით;

ე) სინჯის განმსაზღვრელი სახელმწიფო დამღისა და სახელობითი დამღების ანაბეჭდების ექსპერტიზა;

ვ) ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების გასინჯვის, ანალიზის, დადამ- ღვის, ექსპერტიზისა და შეფასების სამუშაოთა წარმოების გადასახდელთა გადახდევინება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიხრების შესაბამისად;

ზ) ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის აღრიცხვის, შენახვისა და ხარჯვის კონტროლი;

თ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სემინარების მოწყობა იმ პირებისათვის, რომლებიც ეწევიან ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობას.

2. ინსპექცია უფლებამოსილია შესამოწმებლად და საანალიზოდ ამოიღოს ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ქვები და ნაწარმი, რომელთაც:

ა) არ გაუვლიათ სასინჯი კონტროლი და არა აქვთ საქართველოში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდი;

ბ) აქვთ საქართველოში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდი, მაგრამ იგი ეჭვს იწვევს გაურკვეველი რელიეფის გამო, რაც გამოწვეულია ნაკეთობის დაზიანებით, ანაბეჭდის წაშლით ან სხვა მიზეზით;

გ) მირჩილული აქვთ სინჯის აღმნიშვნელი დამღა ან მათი დადამღვა დადგენილი წესების დარღვევით მოხდა;

დ) მირჩილვის ადგილები ამოვსებულია ზედმეტი რაოდენობის სარჩილით ან არაძვირფასი ლითონით, რაც იწვევს სინჯის დაწევას დადგენილზე დაბლა;

ე) მათი მახასიათებლები - რაობა, წონა, ხარისხი, ფერი და სიწმინდე ეჭვს იწვევს.

3. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია არ ადგენს ძვირფასი ლითონების შემცველობას და არ ამოწმებს ძვირფას ქვებს, თუ მას ამ ოპერაციების ჩასატარებლად არა აქვს სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებები.

4. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია უფლებამოსილია ინსპექციაში წარმოდგენილი ნაწარმის სინჯის დასადგენად ჩაატაროს საკონტროლო ქიმიური ანალიზი, თუ:

ა) ნაწარმი დამზადებულია არასტანდარტული და არარეგისტრირებული შენადნობისგან;

ბ) ნაწარმზე ჩატარებული არადესტრუქციული ანალიზი (სასინჯ ქვაზე გასინჯვა ეტალონების გამოყენებით) დამაჯერებელი არ არის;

გ) წარმოდგენილია სერიული ნაწარმი - ერთი ნაკეთობისა, შერჩევით, ნორმატივით განსაზღვრული რაოდენობიდან.

მუხლი 20

სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია პასუხისმგებელია:

ა) მის მიერ შესრულებული სამუშაოს უტყუარობაზე;

ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) მეწარმე სუბიექტების, სახელმწიფო მნიშვნელობის სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვაზე.

მუხლი 21

სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია მიყენებულ ზიანზე პასუხს არ აგებს, თუ:

ა) ნაწარმი დაზიანდა იმ ქიმიური ანალიზის შედეგად, რომელიც ინსპექციამ დადგენილი წესების დაცვით ჩაატარა და რომლის უფლებაც ჰქონდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

ბ) ამ კანონის შესაბამისად მოახდინა ნაწარმის დეფორმირება.

თავი IV
ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და
ნაწარმთან დაკავშირებით დასაქმებულ პირთა ვალდებულებები

მუხლი 22

1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ საქმიანობაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თითოეული სახის საქმიანობაზე ლიცენზია გაიცემა ცალკე.

მუხლი 23

1. პირები, რომლებიც დაკავებულნი არიან ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით ნაწარმის დამზადებით, შეკეთებით ან რესტავრაციით, ლიცენზიის მიღების შემდეგ:

ა) სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციაში იღებენ სახელობითი დამღის ნიშანს, რომლით სარგებლობის უფლებასაც კარგავენ საქმიანობის შეწყვეტისთანავე;

ბ) ყოველწლიურად ატარებენ რეგისტრაციაში სახელობითი დამღის ანაბეჭდის ტვიფრს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციაში;

გ) სახელობითი დამღით დამღავენ როგორც გასაყიდად განკუთვნილ, ისე სახელმწიფო ან კერძო დაკვეთით დამზადებულ ნაწარმს;

დ) სრულად წარადგენენ სასინჯ კონტროლზე მათ მიერ დამზადებულ ნაწარმს, რომელიც მზად უნდა იყოს იმ მდგომარეობამდე, რომ მისი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით დადამღვის შემდეგ საწარმოო პროცესში გამორიცხული იყოს დამღის ანაბეჭდის დაზიანება, შეცვლა ან მოშორება;

ე) ამზადებენ ნაწარმს საქართველოში მოქმედი სტანდარტებით ან ტექნიკური პირობებით განსაზღვრული შენადნობებით; სათანადო ნებართვის შემთხვევაში ნაწარმის დასამზადებლად არასტანდარტული შენადნობების გამოყენებისას აცხადებენ გამოყენებულ ლითონთა სახეობებისა და შენადნობებში მათი პროცენტული შემცველობის შესახებ;

ვ) ნაწარმის დამზადებისას უზრუნველყოფენ მათზე სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდის დასმის ადგილებს;

ზ) ნაწარმის რჩილვისას იყენებენ მხოლოდ იგივე ლითონის (პლატინის გამოყენებით დამზადებული ნაწარმის გარდა) და იგივე სინჯის (ვერცხლის გამოყენებით დამზადებული ნაწარმის გარდა) საქართველოში მოქმედი სტანდარტით დადგენილ სარჩილს. პლატინის ნაწარმის რჩილვისას იყენებენ იმავე სინჯის ოქროს სარჩილს, ხოლო ვერცხლის ნაწარმის რჩილვისას - არანაკლებ 650 სინჯის ვერცხლის სარჩილს, ამასთან უზრუნველყოფენ ნაწარმის საერთო სინჯის დაცვას.

მუხლი 24

ნაწარმით ვაჭრობით, მისი ყიდვა-გაყიდვითა და გამოყენებით დაკავებული პირები:

ა) ოპერაციებს აწარმოებენ მხოლოდ იმ ნაწარმით (მათ შორის, უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი), რომელიც დადამღულია საქართველოში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით;

ბ) სავაჭრო ორგანიზაციაში, ლომბარდში ან საკრედიტო დაწესებულებაში ფიზიკური პირის კუთვნილი ნაწარმის მიღებისას, რომელსაც არა აქვს სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღა, ფიზიკური პირის თანხმობით ნაწარმს წარადგენენ სასინჯ კონტროლზე.

მუხლი 25

ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებით დასაქმებული პირები:

ა) აწარმოებენ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის, აგრეთვე წარმოების პროცესში წარმოქმნილი ჯართისა და ნარჩენების რაოდენობისა და წონის აღრიცხვას;

ბ) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების წონისა და ხარისხის აღრიცხვისას იყენებენ საქართველოში მოქმედი სტანდარტებით დადგენილ საზომ ერთეულებს;

გ) იყენებენ იმ გამზომ ხელსაწყო-მოწყობილობებსა და აპარატურას, რომელთა წონისა და სხვა მახასიათებლების განსაზღვრის სიზუსტე შეესაბამება საქართველოში მოქმედი სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მუხლი 26

ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის გასინჯვის, ანალიზის, დადამღვის, ექსპერტიზისა და შეფასების სამუშაოთა წარმოების გადასახდელთა ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 27

პასუხისმგებლობა სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღების დამზადების ან გამოყენების წესების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი V
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 28

ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმოქცევის უფლებით სარგებლობს აგრეთვე სსრკ-ის დროინდელი სინჯის აღმნიშვნელი დამღით დადამღული ნაწარმი.

მუხლი 29

ლომბარდები სალაროს ოპერაციებს ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე. (საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი)

მუხლი 30

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტებთან შეთანხმებით 4 თვის ვადაში შეიმუშაოს ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის სასინჯ კონტროლზე მიღების, გასინჯვის, დადამღვის, შენახვისა და აღრიცხვის შესახებ შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) განხორციელების შესახებ“;

ბ) „ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის აპრობირებისა და დადამღვის გადასახდელთა ტარიფების შესახებ“;

გ) „ძვირფასი ლითონების ნაკეთობათა დადამღვის წესების შესახებ“;

დ) „ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან დაკავშირებული ცალკეული სახის საქმიანობის ლიცენზირების წესების შესახებ“;

ე) „საწარმო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) მოთხოვნების დაცვის შემოწმების ჩატარების წესების შესახებ“;

ვ) „სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღის ან მისი ანაბეჭდის გამოვლენისა და შემდგომი რეაგირების წესების შესახებ“;

ზ) „ძვირფასი ქვებისა და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის შესაფასებელი სამუშაოების ჩატარების წესების შესახებ“.

მუხლი 31

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა 6 თვის ვადაში შეიმუშაოს შემდეგი სტანდარტები:

ა) ძვირფასი ლითონები და მათი შენადნობები - სახეობები და ტექნიკური პირობები;

ბ) ძვირფასი ლითონების ზოდები - ტექნიკური პირობები;

გ) ძვირფასი ლითონები - ანალიზი, საერთო მოთხოვნები;

დ) შენადნობებსა და სხვა ნაერთებში ძვირფასი ლითონების განსაზღვრა;

ე) ძვირფასი ქვები - ფერი, სიწმინდე, შეფასების ნორმები და ტექნიკური პირობები.

თავი VI
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 32

1.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემის შემდეგ ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 24 აპრილის - 465 დადგენილება;

ბ) „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძვირფასი ქვებით ოპერაციების წარმოების, ვაჭრობის, მომსახურების და მათი კონტროლის სფეროებში საქმიანობის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 5 ოქტომბრის - 618 დადგენილება;

გ) „სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 დეკემბრის 799 ბრძანებულების მე-2 პუნქტი;

დ) „სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის შესახებ დებულების ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 31 აგვისტოს - 875 დადგენილება.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო ფონდის შექმნის დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 7 ოქტომბრის 409 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 12 აპრილის -282/6 დადგენილება;

გ) „ძვირფასი ლითონებისა და მისი ჯართის, ასევე ძვირფასი ქვების ნაკეთობათა მოსახლეობისაგან შესყიდვის წესების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების 1996 წლის 19 დეკემბრის 136/331 ბრძანების პირველი კარის მე-6 და მე-7 პუნქტები;

დ) „საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის მიერ ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო მარაგის შევსების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის 510-34 დადგენილება.

მუხლი 33

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1998 წლის 17 სექტემბერი.
1569-რს

29 საქართველოს კანონი „ჩეკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

▲back to top


საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ჩეკის შესახებსაქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 19 აპრილის კანონში (საქართველოსპარლამენტის უწყებები“, 1994-1995 წწ., -27- 30, მუხ. 597) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. სათაურში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის კანონი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონი“.

2. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისგან, ისინი დაინომროს თანმიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანმიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1997 წლის 30 სექტემბერი.
880-I 418

30 საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ

▲back to top


ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს.

კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები:

„მომხმარებელი“ - პირადი საჭიროებისათვის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გამომყენებელი, შემძენი, შემკვეთი ან ასეთი განზრახვის მქონე მოქალაქე;

„დამამზადებელი“ - რეალიზაციის ან გაცვლის მიზნით პროდუქციის მწარმოებელი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება ან მოქალაქე-მეწარმე;

„შემსრულებელი“ - სამუშაოთა შემსრულებელი ან მომსახურების გამწევი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება ან მოქალაქე-მეწარმე;

„პროდუქცია“ - საქონელი, მომსახურება, სამუშაო;

„გამყიდველი“ - ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით პროდუქციის გამსაღებელი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება ან მოქალაქე;

„ხელშეკრულება“ - ზეპირი ან წერილობითი შეთანხმება გამყიდველსა და მყიდველს შორის ხარისხზე, ფასზე, ვადებსა და სხვა პირობებზე, რომლითაც ხორციელდება ყიდვა-გაყიდვის აქტი. ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს ქვითრით, სასაქონლო ჩეკით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით;

„სტანდარტი“ - სტანდარტი, სანიტარიული ნორმები და წესები, სამშენებლო ნორმები და წესები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს (ადგენს) პროდუქციის ხარისხისადმი სავალდებულო მოთხოვნებს; „სავალდებულო სერტიფიკაცია“- სტანდარტის სავალდებულო მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დადასტურება სათანადო რწმუნების მქონე ორგანოს მიერ;

„ნაკლოვანება“ - საქონლის მახასიათებელთა ცალკეულ შეუსაბამობანი სტანდარტის სავალდებულო მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, აგრეთვე დამამზადებლის (შემსრულებლის, გამყიდველის) მიერ საქონელზე წარმოდგენილ ინფორმაციასთან;

„არსებითი ნაკლოვანება“ - ნაკლოვანება, რომელიც დაუშვებელს ან შეუძლებელს ხდის პროდუქციის გამოყენებას მისი მიზნობრივი დანიშნულებით ან როდესაც შეუძლებელია მისი აღმოფხვრა ან რომლის აღმოფხვრას სჭირდება შრომისა და დროის დიდი დანახარჯები ან რომელიც თავს იჩენს ნაკლოვანების აღმოფხვრის შემდეგაც.

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონმდებლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შედგება ამ კანონის, „ანტიმონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის და მათ შესაბამისად გამოცემული სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

მუხლი 2. მომხმარებლის უფლებები

საქართველოში ყველა მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს: საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი;

პროდუქციის უსაფრთხოება;

სანდო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე;

არასათანადო ხარისხის მქონე და/ან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აგრეთვე მისი ქონებისათვის საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება; საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოების მიერ;

მომხმარებელთა კავშირებში და საზოგადოებებში გაერთიანება.

მუხლი 3. მომხმარებლის უფლება პროდუქციის ხარისხზე.

1. გამყიდველი (დამამზადებელი, შემსრულებელი) ვალდებულია მიჰყიდოს მომხმარებელს სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების, ხელშეკრულების პირობების, აგრეთვე პროდუქციის შესახებ გამყიდველის (დამამზადებლის, შემსრულებლის) მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისი ხარისხის პროდუქცია.

დამამზადებელი (შემსრულებელი) ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქციის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მის მიერვე დადგენილ ან მომხმარებელთან შეთანხმებულ ვადაში. დამამზადებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის შეკეთებისა და/ან ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობა მისი წარმოების მთელი ვადის განმავლობაში, ხოლო საქონლის წარმოებიდან მოხსნის შემთხვევაში - ამ მუხლში მითითებულ ვადებში.

2. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ პროდუქცია მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების ჩვეულებრივ პირობებში იყოს უსაფრთხო მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, აგრეთვე არ აყენებდეს ზიანს მის ქონებას.

3. სტანდარტით განისაზღვრება სავალდებულო მოთხოვნები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს უსაფრთხოება, აგრეთვე მომხმარებლის ქონებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების აუცილებელი პირობები. პროდუქციის ცალკეული ჯგუფების მიხედვით, აღნიშნული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით. პროდუქციის უსაფრთხოებისადმი სავალდებულო მოთხოვნების შემცველი სტანდარტის არარსებობის შემთხვევაში პროდუქციის იმ სახეობათა მიმართ, რომელთა გამოყენებამაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს გარემოს, მომხმარებლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, აგრეთვე მის ქონებას, სახელმწიფო მმართველობის შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ასეთი სტანდარტების დაუყოვნებლივ შემუშავება და ამოქმედება, აუცილებლობის შემთხვევაში კი შეაჩერონ პროდუქციის რეალიზაცია.

4. პროდუქციაზე, რომლის გამოყენებაც გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ საფრთხეს უქმნის მომხმარებელს ან საზიანოა მისი ქონებისათვის, უნდა დაწესდეს ვარგისიანობის ვადები. ამასთან, მომხმარებელი გაფრთხილებული უნდა იყოს ამ ვადების ამოწურვის შემდეგ აუცილებელ ღონისძიებაზე და მათი განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე.

5. დამამზადებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქციის უსაფრთხოება მისი ვარგისიანობის დადგენილი ვადის განმავლობაში. ამ მოთხოვნის დარღვევის შედეგად, მომხმარებლისათვის მიყენებული ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.

6. თუ პროდუქციის გამოყენების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და უტილიზაციის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია სპეციალური წესების დაცვა, დამამზადებელი (შემსრულებელი) ვალდებულია შეიმუშაოს ეს უკანასკნელი, ხოლო გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს.

7. პროდუქცია, რომელზეც საკანონმდებლო აქტებითა და სტანდარტით განსაზღვრულია მოთხოვნები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს უსაფრთხოება, აგრეთვე მომხმარებლის ქონებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების აუცილებელი პირობები, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას.

იკრძალება საქონლის (მათ შორის იმპორტულის) რეალიზება, სამუშაოთა შესრულება და მომსახურების გაწევა ამ პუნქტის პირველ აბზაცში მითითებული მოთხოვნებისადმი შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე. საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოსატანად ნებართვის საფუძველია საბაჟო ორგანოებში წარდგენილი სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს ან ცნობს საქართველოს სათანადო რწმუნების მქონე ორგანო. პასუხისმგებლობა პროდუქციის უსაფრთხოების ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის, აგრეთვე სერტიფიკატის დაუსაბუთებელი გაცემისათვის განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. თუ დადგენილია, რომ მომხმარებლის მიერ პროდუქციის შენახვის, ტრანსპორტირების ან გამოყენების წესების დაცვის შემთხვევაში ისინი აყენებენ ან შეუძლიათ მიაყენონ ზიანი გარემოს, მომხმარებლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და კუთვნილ ქონებას, დამამზადებელი (შემსრულებელი, გამყიდველი) ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაჩეროს მათი წარმოება (რეალიზება) მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრამდე. საჭიროების შემთხვევაში კი მიიღოს ზომები მათი ხმარებიდან ამოღებისა და მომხმარებლისაგან გამოთხოვისათვის.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების აღმოფხვრა შეუძლებელია, დამამზადებელი (შემსრულებელი) ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნული პროდუქციის წარმოება. დამამზადებლის მხრიდან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროდუქცია ხმარებიდან ამოიღება პროდუქციის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო მმართველობის ორგანოების განკარგულების საფუძველზე. პროდუქციის მომხმარებლისაგან გამოთხოვასთან დაკავშირებულ ზარალს სრული მოცულობით ანაზღაურებს დამამზადებელი (შემსრულებელი).

მუხლი 4. მომხმარებლის უფლება ინფორმაციაზე

საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევისას, გამყიდველი (დამამზადებელი) ვალდებულია მომხმარებელს მოთხოვნისამებრ მიაწოდოს ინფორმაცია რეალიზებად საქონელზე და მომსახურებაზე. ყალბი ინფორმაციის მიწოდებისათვის გამყიდველი (დამამზადებელი) პასუხს აგებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 5. ინფორმაცია დამამზადებლის (შემსრულებლის, გამყიდველის) შესახებ

1. დამამზადებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია თავისი საწარმოს ადგილმდებარეობის და სრული დასახელების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უნდა აისახოს საფირმო ნიშანში ან წარედგინოს მომხმარებელს სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი საშუალებებით.

2. სავაჭრო, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მომსახურების საწარმოები ვალდებული არიან: ჰქონდეთ მათი საქმიანობის პროფილისა და ორგანიზაციის ფორმების, საწარმო სახელწოდების და მუშაობის რეჟიმზე ინფორმაციის შემცველი აბრა;

მიაწოდონ მომხმარებელს ინფორმაცია პროდუქციის რეალიზების მათ მიერ გამოყენებული წესების შესახებ.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი წესები გამოიყენება ვაჭრობის, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მომსახურების განხორციელებისას დროებით სათავსოებში, ბაზრობებზე, ჯიხურებში, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ ვაჭრობა და მომსახურება ხდება სავაჭრო, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მომსახურების საწარმოს მუდმივი ადგილსამყოფელის გარეთ.

მუხლი. 6. ინფორმაცია პროდუქციის შესახებ

1. დამამზადებელი (შემსრულებელი, გამყიდველი) ვალდებულია დროულად მიაწოდოს მომხმარებელს აუცილებელი და უტყუარი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს სწორი არჩევანის შესაძლებლობას.

2. პროდუქციის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

სტანდარტის დასახელებას, რომლის მოთხოვნებსაც უნდა შეესაბამებოდეს პროდუქცია:

საქონლის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხას, აგრეთვე საკვები პროდუქტების შემადგენლობას (მათი დამზადების პროცესში გამოყენებული კვების სხვა პროდუქტების და დანამატების ნუსხის ჩათვლით), წონას, მოცულობას, კალორიულობას, ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებათა შემცველობას და შესაძლო უკუჩვენებებს ცალკეული სახეობის დაავადებათა დროს გამოყენებისას;

პროდუქციის ფასს და შეძენის პირობებს;

დამამზადებლის (შემსრულებლის) საგარანტიო ვალდებულებებს;

საქონლის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენების წესებსა და პირობებს;

საქონლის (სამუშაოთა შედეგების) ვარგისიანობის ვადებს და ცნობებს ამ ვადების ამოწურვის შემთხვევაში მომხმარებლის აუცილებელ ქმედებებზე, აგრეთვე მითითებული ღონისძიებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე;

დამამზადებლის (შემსრულებლის, გამყიდველის) და მის მიერ მომხმარებელთა პრეტენზიის მისაღებად უფლებამოსილი საწარმოს, აგრეთვე შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების საწარმოთა მისამართებს;

სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებულ პროდუქციასთან დაკავშირებით მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მათი სერტიფიცირების შესახებ;

იმ საქონელზე, რომელთა სამომხმარებლო თვისებები უარესდება დროთა განმავლობაში (კვების პროდუქტები, პარფიუმერულ-კოსმეტიკური საქონელი, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაწარმი და სხვა საქონელი უნდა მიეთითოს ვარგისიანობის ვადა;

სამუშაოთა (მომსახურების) შესახებ მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მათი შესრულების წესებზე.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაცია, აისახება საქონელზე თანდართულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ეტიკეტზე მარკირებით, გამოშვების ვადის ჩვენებით ან ცალკეული სახეობის საქონლის და მომსახურების სფეროებისათვის მიღებული სხვა ხერხით.

4. მოქალაქე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია მისი რეგისტრაციის, მარეგისტრირებელი ორგანოს და იმ სტანდარტის შესახებ, რომლის სავალდებულო მოთხოვნები ვრცელდება მის მიერ რეალიზებად პროდუქციაზე, აგრეთვე ცნობები მათ სერტიფიკაციაზე.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა არასათანადო ინფორმაციისათვის

თუ არასარწმუნო ან არასრული ინფორმაციის მიწოდებამ, როგორც პროდუქციის, ასევე დამამზადებლის შესახებ, გამოიწვია:

შეძენა ისეთი საქონლისა, რომელიც არ აკმაყოფილებს სამომხმარებლო მოთხოვნებს; შეძენილი საქონლის დანიშნულებისამებრ გამოყენების შეუძლებლობა. მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს უმოკლეს ვადაში სათანადო ინფორმაციის მიწოდება. თუ ასეთი ინფორმაცია დათქმულ ვადაში არ იქნა მიწოდებული, მომხმარებელს უფლება აქვს დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს მიღებული ზარალის ანაზღაურება მის მფლობელობაში არსებულ ი ბუნების ობიექტებისადმი მიყენებული ზარალის ჩათვლით.

მუხლი 8. გამყიდველის მუშაობის რეჟიმი

მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ გამყიდველის მუშაობის რეჟიმი შეესაბამებოდეს წინასწარ გამოცხადებულ პირობებს.

მუხლი 9. გამყიდველის (დამამზადებლის, შემსრულებლის) პასუხისმგებლობა

მომხმარებლის უფლებების შელახვისათვის გამყიდველი (დამამზადებელი, შემსრულებელი) პასუხს აგებს ამ კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ან მომხმარებელსა და გამყიდველს (შემსრულებელს) შორის დადებული ხელშეკრულებით. მომხმარებელთა (მომხმარებელთა საზოგადოებრივი გაერთიანებების) ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისას სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება გამყიდველისათვის (დამამზადებლისათვის, შემსრულებლისათვის) ჯარიმის დაკისრების შესახებ. საჯარიმო თანხა განისაზღვრება მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების ნებაყოფლობითი წესის დაუცველობისათვის სარჩელის ფასის ოდენობით.

მუხლი 10. ქონებრივი პასუხისმგებლობა

1. მომხმარებლისათვის საქონლის კონსტრუქციული, საწარმოო და რეცეპტული ნაკლოვანებით მიყენებული ზარალი ექვემდებარება სრული მოცულობით ანაზღაურებას, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული არ არის პასუხისმგებლობის უფრო მაღალი ზომა.

2. მომხმარებლის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონებისათვის მიყენებული ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის ვარგისიანობის დადგენილ ვადებში, ხოლო თუ ასეთი ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ საქონლის დამზადებიდან 10 წლის განმავლობაში.

3. პროდუქციის ნაკლოვანების შედეგად მიყენებული ზარალი, რომელიც გამოვლინდა ვარგისიანობის ვადაში, ხოლო თუ ეს უკანასკნელი დადგენილი არ არის, ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით და 24-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფრო ხანგრ- ძლივ ვადებში ექვემდებარება ანაზღაურებას გამყიდველის ან დამამზადებლის მხრიდან.

4.დამამზადებელი (შემსრულებელი, გამყიდველი) თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დამტკიცდება, რომ ზარალი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზემოქმედების ან მომხმარებლის მიერ საქონლის შენახვის ან სარგებლობის წესების დარღვევის შედეგად.

მუხლი 11. შეღავათებითა და უპირატესობებით სარგებლობის უფლება

მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს თავისთვის შეღავათები და უპირატესობები, თუ იგი გათვალისწინებულია საქართველოს საკანონმდებლო აქტებით.

მუხლი 12. მომხმარებელთა ინტერესების დაცვა სასამართლოს მიერ

მომხმარებელთა კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს იცავს სასამართლო. სასამართლოში სარჩელის წარდგენა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II
მომხმარებელთა უფლებები და მათი დაცვა
საქონლის გაყიდვის, სამუშაოთა შესრულების და მომსახურების გაწევისას

მუხლი 13. ნაკლოვანების მქონე პროდუქციის გაყიდვის შედეგები

1. მომხმარებელი, რომელმაც შეიძინა ნაკლოვანების მქონე საქონელი, უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ მოითხოვოს გამყიდველისაგან:

ა) საქონლის ნაკლოვანების აღმოფხვრა ან ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

ბ) შესასყიდი ფასის შესაბამისი შემცირება;

გ) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დარღვევა და ზარალის ანაზღაურება;

დ) ანალოგიური მარკის (მოდელის, არტიკულის) საქონელზე გაცვლა;

ე) იმავე სახის სხვა მარკის საქონლით შეცვლა ფასის გადაანგარიშებით. ეს უფლება არ ვრცელდება საცალო საკომისიო მაღაზიებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების წარდგენა ხდება მომხმარებლის არჩევანით - საქონლის შესყიდვის ადგილის ან მომხმარებლის ადგილსამყოფელის მიხედვით, თუ გამყიდველის მიერ იქ შექმნილია სავაჭრო საწარმოები, რომლებიც ყიდიან მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლის ანალოგიურ საქონელს.

გამყიდველი და დამამზადებელი ვალდებული არიან მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია იმ საწარმოების შესახებ, რომლებიც მომხმარებლის ადგილსამყოფელის მიხედვით ასრულებენ ამ მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში გამყიდველს (დამამზადებელს) ეკისრება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. დამამზადებელსა და სავაჭრო საწარმოს შორის ამ მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა რეგულირდება კანონმდებლობით.

3. მომხმარებელს უფლება აქვს წარუდგინოს საქონლის დამამზადებელს ან მის მიერ ამ მიზნისათვის შექმნილ საწარმოებს მოთხოვნა დამამზადებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ნაკლოვანებათა უსასყიდლოდ აღმოსაფხვრელად. ან მათი აღმოფხვრისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, ან საქონლის შესაცვლელად. ამ მოთხოვნების წარდგენის ნაცვლად, მომხმარებელს უფლება აქვს დაუბრუნოს დამამზადებელს უხარისხო საქონელი და მოითხოვოს მასში გადახდილი თანხის დაბრუნება.

4. მომხმარებლის მიერ უხარისხო საქონლის შეძენის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია შეცვალოს იგი სათანადო ხარისხის საქონლით ან დაუბრუნოს მყიდველს გადახდილი თანხა.

5. მომხმარებლის პრეტენზიები განიხილება მომხმარებლის მიერ სასაქონლო (საკასო) ქვითრის, ხოლო საქონელზე, რომელზეც დადგენილია საგარანტიო ვადები, ტექნიკური პასპორტის ან მისი შემცვლელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. გამყიდველი ვალდებულია გასცეს სასაქონლო ქვითარი ან ყიდვის ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

მომხმარებლის მიერ ტექნიკური პასპორტის ან მისი შემცვლელი სხვა დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში, მათი აღდგენა ხდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გამყიდველი (დამამზადებელი) ვალდებულია მიიღოს მომხმარებლისაგან უხარისხო საქონელი და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები იმ შემთხვევაში, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ნაკლოვანებები წარმოიშვა მომხმარებლის მიერ სარგებლობისა და შენახვის წესების დარღვევის, მესამე პირთა ან დაუძლეველი ძალების მოქმედების შედეგად. მომხმარებელს აქვს საქონლის ხარისხის შემოწმებაში მონაწილეობის უფლება.

6. მსხვილგაბარიტიანი საქონლისა და 5 კგ-ზე მეტი წონის საქონლის მიტანა შესაცვლელად, შესაკეთებლად, ჩამოსაფასებლად და მათი მომხმარებლისათვის დაბრუნება უსასყიდლოდ ხორციელდება გამყიდველის (დამამზადებლის) ხარჯებით.

ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე გამყიდველის (დამამზადებლის)არყოფნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მისი ადგილსამყოფელის მიხედვით საქონლის მიტანა და ან დაბრუნება. ამ შემთხვევაში გამყიდველი (დამამზადებელი) ვალდებულია აუნაზღაუროს მას საქონლის მიტანისა და დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები.

მუხლი 14. საქონლის ნაკლოვანებებთან დაკავშირებული მოთხოვნის წარდგენის ვადები

1. მომხმარებელს უფლება აქვს წარმოადგინოს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი მოთხოვნები, თუ საქონლის ნაკლოვანებანი აღმოჩენილია დამამზადებლის მიერ დადგენილი საგარანტიო ვადის განმავლობაში. იმ საქონელზე, რომელზედაც საგარანტიო ვადები დადგენილი არ არის, მომხმარე ბელს უფლება აქვს წარუდგინოს დამამზადებელს აღნიშნული მოთხოვნები, თუ ნაკლოვანებები აღმოჩენილია 6 თვის განმავლობაში, ხოლო უძრავი ქონების მიმართ - არა უგვიანეს 1 წლის განმავლობაში მისი მომხმარებლისათვის გადაცემის დღიდან, თუ უფრო ხანგრძლივი ვადები არ არის დადგენილი ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.

2. იმ საქონელზე, რომლის სამომხმარებლო თვისებები შესაძლებელია გაუარესდეს დროთა განმავლობაში ან რომელმაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მომხმარებლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ქონებას, აგრეთვე გარემოს (კვების პროდუქტები, საპარფიუმერიოკოსმეტიკური საქონელი) მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაწარმი და სხვა) დგინდება ვარგისიანობის ვადები.

ვადაგადაცილებული საქონლის გაყიდვა აკრძალულია.

აღნიშნული საქონლის მიმართ, ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი მომხმარებლის მოთხოვნები ექვემდებარება დაკმაყოფილებას. თუ ნაკლოვანებანი აღმოჩენილია ვარგისიანობის ვადებში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადები და აგრეთვე საქონლის საგარანტიო ვადები იანგარიშება მომხმარებლისათვის მისი მიყიდვის დღიდან. თუ გაყიდვის დღის დადგენა არ ხერხდება, ეს ვადები იანგარიშება დამზადების დღიდან.

საქონლის გაყიდვისას ნიმუშით, ფოსტით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების მომენტი და მომხმარებლისათვის საქონლის გადაცემის მომენტი ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს ვადები იანგარიშება მომხმარებელთან საქონლის მიტანის დღიდან, ხოლო თუ საქონელი საჭიროებს სპეციალურ დამონტაჟებას (მიერთებას) ან აწყობას - აღნიშნულ სამუშაოთა წარმოების დღიდან.

თუ საქონლის მიტანის, დამონტაჟების (მიერთების), აწყობის და აგრეთვე უძრავი ქონების გადაცემის ვადების დადგენა შეუძლებელია ან თუ იგი მომხმარებელთან იმყოფებოდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებამდე, ეს ვადები იანგარიშება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან.

საქონლის ვარგისიანობის ვადა იანგარიშება მისი დამზადების დღიდან. ვარგისიანობის ვადა განისაზღვრება ან დროის იმ პერიოდით, რომლის განმავლობაშიც საქონელი გამოსაყენებლად ვარგისია ან თარიღით, რომლის დადგომამდეც საქონელი ვარგისია გამოსაყენებლად.

4. საგარანტიო ვადები შეიძლება დაუდგინდეს ძირითადი საქონლის ცალკეულ შემადგენელ მაკომპლექტებელ ნაკეთობებს და შემადგენელ ნაწილებს. მაკომპლექტებელი ნაკეთობებისა და შემადგენელი ნაწილების საგარანტიო ვადები იანგარიშება იმავე წესით, როგორც ძირითადი ნაკეთობის საგარანტიო ვადა.

5. ამ მუხლში მითითებული ვადები ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად მიეწოდება მომხმარებელს ინფორმაციის სახით.

6. თუ საქონელში გამოვლენილი იყო დამამზადებლის მიზეზით დაშვებული არსებითი ნაკლოვანებანი, მომხმარებელს უფლება აქვს წარუდგინოს დამამზადებელს საქონლის ნაკლოვანების უსასყიდლოდ აღმოფხვრის მოთხოვნა საგარანტიო ვადების გასვლამდე ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში. თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მე-15 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში, მომხმარებელს უფლება აქვს საკუთარი არჩევანით წარუდგინოს დამამზადებელს ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

7. ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი მომხმარებლის მოთხოვნები უნდა წარედგინოს გამყიდველს (დამამზადებელს) ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

მუხლი 15. საქონლის ნაკლოვანებათა აღმოფხვრა

საქონლის ნაკლოვანებებთან დაკავშირებული პრეტენზიებით მომხმარებელს შეუძლია მიმართოს გამყიდველს ან უშუალოდ დამამზადებელს. საქონელში აღმოჩენილი ნაკლოვანებანი უნდა აღმოიფხვრას დამამზადებლის მიერ 10 დღის, ხოლო გამყიდველის (მისი ფუნქციების შემსრულებელი საწარმოს) მიერ - 20 დღის ვადაში მომხმარებლის მიერ შესაბამისი მოთხოვნის წამოყენების მომენტიდან.

საქონლის ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, საგარანტიო ვადა გრძელდება იმ დროით, რომლის განმავლობაშიც საქონელი არ გამოიყენებოდა. აღნიშნული ვადა იანგარიშება ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მოთხოვნით მომხმარებლის მიმართვის დღიდან.

ნაკლოვანებათა აღმოფხვრისას საქონლის იმ მაკომპლექტებელი დეტალების ან შემადგენელი ნაწილების შეცვლის გზით, რომელზეც დადგენილია საგარანტიო ვადები, ახალ მაკომპლექტებელ დეტალებსა და შემადგენელ ნაწილებზე საგარანტიო ვადები იანგარიშება შეკეთებული საქონლის გაცემის დღიდან.

მუხლი 16. ნაკლოვანების მქონე საქონლის შეცვლა

მომხმარებლის მიერ საქონლის ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში, გამყიდველი (დამამზადებელი) ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს იგი, ხოლო გამყიდველის (დამამზადებლის) მიერ საქონლის ხარისხის დამატებითი შემოწმების აუცილებლობის შემთხვევაში - მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წამოყენების მომენტიდან 20 დღის განმავლობაში.

თუ გამყიდველს, დამამზადებელს (მათი ფუნქციების შემსრულებელ საწარმოს) შესაბამისი მოთხოვნის წამოყენების მომენტში არ აღმოაჩნდა საჭირო საქონელი, მან უნდა შეცვალოს იგი 1 თვის ვადაში.

საქონლის შეცვლისას საგარანტიო ვადა იანგარიშება მომხმარებლისათვის მისი ხელახალი გადაცემის დღიდან.

მუხლი 17. პასუხისმგებლობა მომხმარებლის მოთხოვნათა

შესრულების ვადის გადაცილებისათვის

ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ვადების ყოველი გადაცილებული დღისათვის გამყიდველი, შემსრულებელი (მათი ფუნქციების შემსრულებელი საწარმო) ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით მომხმარებელს უხდის პირგასამტეხლოს საქონლის ღირებულების 1%-ის ოდენობით.

ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს წაუყენოს შემსრულებელს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

მუხლი 18. ანგარიშსწორება მომხმარებელთან ნაკლოვანების მქონე
საქონლის შეძენის შემთხვევაში

ნაკლოვანების მქონე საქონლის იმავე მარკის (მოდელის, არტიკულის) საქონლით შეცვლისას, ფასის ცვლილების შემთხვევაში, ღირებულების გადაანგარიშება არ ხდება. ხელშეკრულების დარღვევისას, მომხმარებელთან ანგარიშსწორება ხდება საქონელზე ფასის გაზრდის შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნის წარმოდგენის მომენტისათვის საქონლის ღირებულებიდან გამომდინარე. ხოლო ფასის შემცირების შემთხვევაში - ყიდვის მომენტში საქონლის ღირებულებიდან გამომდინარე.

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს, რომელსაც მიეყიდა საქონელი კრედიტით, უბრუნდება ფულადი თანხა საქონლის დაბრუნების მომენტისათვის, კრედიტის დაფარული ნაწილის ოდენობით, აგრეთვე უნაზღაურდება კრედიტის აღებისათვის გაწეული ხარჯები.

მუხლი 19. მომხმარებლის უფლება შეძენილი საქონლის სათანადო ხარისხის საქონლით შეცვლაზე

1. მომხმარებელს უფლება აქვს გაცვალოს შეძენილი საქონელი ანალოგიურზე იმ სავაჭრო დაწესებულებაში, სადაც იგი შეიძინა.

მომხმარებელს 14 დღის განმავლობაში უფლება აქვს შეცვალოს შეძენილი საქონელი სათანადო ხარისხის საქონლით, ყიდვის დღის ჩაუთვლელად.

შეძენილი საქონლის სათანადო ხარისხის მქონე საქონლით შეცვლა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი არ უხმარიათ, შენარჩუნებული აქვს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, პლომბი, საფაბრიკო იარლიყი (ეტიკეტი), აგრეთვე სასაქონლო ან საკასო ჩეკი, რომელიც გაყიდულ საქონელთან ერთად მიეცა მომხმარებელს.

საქონლის ნუსხას, რომელიც არ ექვემდებარება შეცვლას, ამტკიცებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის სამინისტრო.

2. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველისადმი მომხმარებლის მიმართვის მომენტში ანალოგიური საქონელი არ არის გაყიდვაში, მომხმარებელს უფლება აქვს საკუთარი არჩევანით დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს საქონელში გადახდილი ფულადი თანხის დაბრუნება.

მუხლი 20. შესაძენი საქონლის ღირებულების გადახდის ფორმა და წესი

შესაძენი საქონლის ღირებულების გადახდის ფორმა (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით) განისაზღვრება მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შეთანხმებით.

მუხლი 21. შემსრულებლის ვალდებულება სამუშაოს (მომსახურების) შესრულების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისათვის.

ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე შემსრულებელი ვალდებულია დადოს მომხმარებელთან ხელშეკრულება სამუშაოს (მომსახურების) შესრულებაზე. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შესრულება სცილდება მისი საწესდებო საქმიანობის ფარგლებს ან საწარმოო შესაძლებლობებს. ამასთან, მან ისე უნდა მოაწყოს თავისი საწარმო ან სხვა სამეურნეო საქმიანობა, რათა სათანადოდ და შეუფერხებლად დააკმაყოფილოს მოქალაქეთა მოთხოვნები.

მუხლი 22. სამუშაოს (მომსახურების) შესრულების ვადები

შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს სამუშაო ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში.

მუხლი 23. სამუშაოს (მომსახურების) შესრულების ვადების დარღვევის შედეგები

1. თუ შემსრულებელი დროულად არ შეუდგება სამუშაოს (მომსახურების) შესრულებას ან თუ მისი შესრულებისას აღმოჩნდა, რომ იგი ვერ სრულდება დროულად, აგრეთვე სამუშაოს (მომსახურების) შესრულების ვადების გადაცილების შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს თავისი არჩევანით:

დაუდგინოს შემსრულებელს ახალი ვადა, რომლის განმავლობაშიც იგი უნდა შეუდგეს სამუშაოს (მომსახურების) შესრულებას და შეასრულოს იგი;

დაავალოს სამუშაოს (მომსახურების) შესრულება სხვა პირს შემსრულებლის ხარჯზე;

მოითხოვოს სამუშაოს (მომსახურების) ანაზღაურების შემცირება;

დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება.

2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს მომხმარებლის მიერ დადგენილი ახალი ვადები, რომლის ერთ თვეზე მეტი ხნით გადაცილების შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს წარმოადგინოს ამ მუხლის I პუნქტით გათვალისწინებული ახალი მოთხოვნები..

3. ხელშეკრულების დარღვევის ისეთ შემთხვევაში, როდესაც შემსრულებელი დროულად არ შეუდგა სამუშაოს (მომსახურების) შესრულებას ან, როდესაც მისი შესრულება ჭიანურდება, რის გამოც სამუშაოს (მომსახურების) დროულად შესრულება შეუძლებელი ხდება, შემსრულებელს არა აქვს უფლება მოითხოვოს სამუშაოს (მომსახურების) პროცესში გაწეული თავისი დანახარჯების ანაზღაურება, აგრეთვე უკვე შესრულებული სამუშაოს (მომსახურების) საზღაური.

მუხლი 24. მომხმარებლის უფლებები შესრულებულ
სამუშაოში (მომსახურებაში) ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში.

1. ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს:

შესრულებულ სამუშაოში (მომსახურებაში) ნაკლოვანებათა უსასყიდლოდ აღმოფხვრა;

სამუშაოს (მომსახურების) შესრულებისათვის ანაზღაურების შემცირება;

ერთგვაროვანი მასალისაგან, საფასურის გარეშე, იგივე თვისებების მქონე სხვა საგნის დამზადება ან სამუშაოს (მომსახურების) ხელახლა შესრულება ან მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

მომხმარებელს უფლება აქვს დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, თუ აღმოჩენილი ნაკლოვანებანი დადგენილ ვადებში არ იქნა აღმოფხვრილი შემსრულებლის მიერ ან ადგილი ექნება სხვა არსებით გადახრებს ხელშეკრულების პირობებიდან;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების წაყენება შემსრულებლისადმი შეიძლება სამუშაოს (მომსახურების) მიღების დროს ან სამუშაოთა (მომსახურებათა) შესრულების პროცესში, ხოლო იმ შემთხვევა- ში, როდესაც ნაკლის აღმოჩენა შეუძლებელია სამუშაოს (მომსახურების ) მიღებისას - მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში კი - სამუშაოს (მომსახურების) მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. ნაგებობათა ან სხვა უძრავი ქონების იმ ნაკლოვანებებთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომელთა შემჩნევა შეუძლებელი იყო სამუშაოს (მომსახურების) მიღებისას, შესაძლებელია წაყენებული იქნეს მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ხოლო თუ ასეთი პერიოდი განსაზღვრული არ არის - სამუშაოს მიღებიდან 2 წლის განმავლობაში.

3. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნაკლოვანებათა უსასყიდლოდ აღმოფხვრა საგარანტიო ვადის დამთავრების შემდეგაც, თუ საგარანტიო პერიოდში (ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში - სამუშაოს მიღებიდან 10 წლის განმავლობაში) აღმოჩენილი იქნა შემსრულებლის მიზეზით დაშვებული არსებითი ხარვეზები. თუ აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილ ვადებში, მომხმარებელს უფლება აქვს სურვილისამებრ მოითხოვოს:

შესრულებული სამუშაოსათვის საზღაურის სათანადო შემცირება;

მის მიერ საკუთარი სახსრებით ან მესამე პირის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურება, ხელშეკრულების დარღვევა და ზარალის ანაზღაურება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების წარდგენა შეიძლება საგარანტიო ვადების გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

მუხლი 25. სამუშაოს (მომსახურების) ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ვადები

შესრულებულ სამუშაოში (მომსახურებაში) აღმოჩენილი ნაკლოვანებანი უნდა აღმოიფხვრას 14 დღის განმავლობაში, თუ უფრო მოკლე ვადა დადგენილი არ არის ხელშეკრულებით (მხარეთა შეთანხმებით) ან ცალკეული სახეობის სამუშაოს (მომსახურების) შესრულების წესებით.

ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ვადები აღინიშნება ხელშეკრულებაში ან მხარეთა მიერ ხელმოწერილ სხვა დოკუმენტებში.

ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების დარღვევისათვის შემსრულებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.

მუხლი 26. მომხმარებლის მიერ სამუშაოს (მომსახურების) შესრულებაზე

დადებული ხელშეკრულების დარღვევის უფლება

მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაარღვიოს ხელშეკრულება სამუშაოს (მომსახურების) შესრულებაზე, რისთვისაც გადაუხდის შემსრულებელს საზღაურს შესრულებული სამუშაოსათვის და აუნაზღაურებს მას ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეულ ზარალს.

მუხლი 27. შესრულებული სამუშაოს (მომსახურების) ხარჯთა ნუსხა

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესასრულებელ სამუშაოებზე (მომსახურებაზე) შესაძლებელია ზუსტი ან მიახლოებითი ხარჯთა ნუსხის შედგენა. შემსრულებელს არა აქვს ზუსტ ხარჯთა ნუსხაში გაუთვალისწინებელ სამუშაო- თა ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ მათ შესრულებაზე არ ჰქონია შემკვეთის თანხმობა ან დავალება. თუ წარმოიშვა ხარჯების გადასინჯვის აუცილებლობა, შემსრულებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს, რომელიც თავის მხრივ, უფლებამოსილია უარი თქვას ხელშეკრულებაზე, აანაზღაუროს შემსრულებლის მიერ გაწეული ხარჯები განსაზღვრული ხარჯთა ნუსხის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ შემსრულებელმა არ გააფრთხილა მომხმარებელი ხარჯების მოსალოდნელი გადიდების შესახებ, იგი ვალდებულია შეასრულოს სამუშაო ხარჯთა ნუსხით გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე.

მუხლი 28. სამუშაოს შესრულება შემსრულებლის მასალით

შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს შეკვეთა თავისი მასალით, თუ მომხმარებელი არ ითხოვს სამუშაოს საკუთარი მასალით შესრულებას. ასეთ შემთხვევაში შემსრულებელი პასუხისმგებელია მასალის სათანადო ხარისხზე. შემსრულებლის მასალის საფასურის გადახდა ხდება მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებისას, ცალკეული სახეობის სამუშაოთა შესრულებისათვის დადგენილი წესები ან ხელშეკრულებაში მითითებული ფასებით ან სამუშაოს მიღებისას ან მხარეთა შეთანხმებით წინასწარ არ არის განსაზღვრული ანგარიშსწორების სხვა წესი.

მუხლი 29. სამუშაოთა შესრულება მომხმარებლის მასალით

იმ შემთხვევაში, როდესაც სამუშაო სრულდება (მთლიანად ან ნაწილობრივ) მომხმარებლის მასალით, შემსრულებელი პასუხს აგებს მასალის შენახვისა და მისი სწორი გამოყენებისათვის.

მომხმარებლისაგან მიღებული მასალის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის (დაზიანების) შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია ხუთი დღის ვადაში შეცვალოს იგი ანალოგიური თვისებების მქონე ერთგვაროვანი მასალით ან ორმაგად აუნაზღაუროს მომხმარებელს დაკარგული მასალის ღირებულება, აგრეთვე მომხმარებლის მიერ გაწეული ხარჯები.

მასალის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია განაახლოს ხელშეკრულება და დაამზადოს ნაკეთობა ერთგვაროვანი მასალისაგან, ტექნიკურად შესაძლებელ უმოკლეს ვადაში.

შემსრულებელი თავისუფლდება მასალის დანაკარგთან ან დაზიანებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი წინასწარ იყო გაფრთხილებული შემსრულებლის მიერ მასალის იმ განსაკუთრებული თვისებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ დანაკარგი. მითითებული თვისებების არცოდნა არ ათავისუფლებს შემსრულებელს პასუხისმგებლობისაგან.

შემსრულებლისათვის მომხმარებლის მიერ გადაცემული მასალის ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულებით ან მისი გაფორმების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებით (შეკვეთა, ქვითარი).

თავი III
მომხმარებელთა უფლებების სახელმწიფოებრივი
და საზოგადოებრივი დაცვა

მუხლი 30. საქართველოს ანტიმონოპოლიური ორგანოს უფლებამოსილებანი

საქართველოს ანტიმონოპოლიური ორგანო მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით:

ახორციელებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს;

სამომხმარებლო საქონლის ბაზრებზე აღკვეთს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და მეურნე სუბიექტების მონოპოლიურ საქმიანობას;

უგზავნის მიწერილობებს დამამზადებლებს (შემსრულებლებს, გამყიდველებს) მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ;

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევებში დამამზადებლის (შემსრულებლის, გამყიდველის) მიმართ წარადგენს სარჩელს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 31. პროდუქციის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი

პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტი, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახური, გარემოსა და ბუნების დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ახორციელებენ პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლს;

ადგენენ სავალდებულო მოთხოვნებს პროდუქციის უსაფრთხოებისადმი და ახორციელებენ ამ მოთხოვნების დაცვის კონტროლს;

აგზავნიან მიწერილობებს პროდუქციის უსაფრთხოებაზე მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის, მათი წარმოებიდან მოხსნის, გამოშვებისა და რეალიზაციის შეწყვეტის შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.

მუხლი 32. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ადგილობრივი ორგანოები

1.ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მომხმარებელთა უფლებების დაცვას ახორციელებენ საქართველოს ანტიმონოპოლიური ორგანოსა და პროდუქციის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო მმართველობის ორგანოები და შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები.

2.მომხმარებელთა უფლებების დაცვის ადგილობრივი ორგანოები განიხილავენ მომხმარებელთა საჩივრებს. მომხმარებლის მიერ პროდუქციის ნაკლის აღმოჩენის ან საშიში პროდუქციის გამოვლენის შემთხვევაში, იღებენ შესაბამის ზომებს.

მუხლი 33. მომხმარებელთა საზოგადოებრივი გაერთიანებები და მათი უფლებამოსილებანი

1. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ნებაყოფლობით გაწევრიანდნენ მომხმარებელთა საზოგადოებრივ გაერთიანებებში, რომლებიც თავის საქმიანობას ახორციელებენ წესდებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მომხმარებელთა საზოგადოებრივი გაერთიანებები უფლებამოსილნი არიან:

მონაწილეობა მიიღონ პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნათა, აგრეთვე ამ მოთხოვნათა შესაბამისი სტანდარტების შემუშავებაში;

მოაწყონ პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების დამოუკიდებელი ექსპერტიზა;

შეიტანონ ანტიმონოპოლიურ ორგანოში წინადადებები საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში მომხმარებლის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მისი ქონებისა და გარემოსათვის საზიანო პროდუქციის ხარისხის ამაღლების, წარმოებიდან მოხსნისა და საქონელბრუნვიდან ამოღების შესახებ.

შესაბამის ორგანოებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რეგულირებადი ფასების გამოყენების კონტროლის განხორციელებაში.

მუხლი 34. მომხმარებელთა ინტერესების დაცვა მომხმარებელთა
საზოგადოებრივი გაერთიანებების მიერ

მომხმარებელთა საზოგადოებრივი გაერთიანებები უფლებამოსილნი არიან წარადგინონ სასამართლოში სარჩელი გამყიდველის, დამამზადებლის, შემსრულებლის მოქმედების არამართლზომიერად ცნობის შესახებ.

ასეთი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სამართალდამრღვევი ვალდებულია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აცნობოს მომხმარებელს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1996 წლის 20 მარტი.
N151-II

31 საქართველოს კანონი გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

▲back to top


მუხლი 1. კანონის მიზანი

გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მიზანია კერძო ვალაუვალი მოვალის ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების საფუძვლიანი გადაწყვეტა სასამართლოსმიერი სანაციის და სასამართლოსმიერი ლიკვიდაციის საშუალებით. ლიკვიდაცია გაკოტრების საფუძველზე დაუშვებელია სანაციის გამოყენების შესაძლებლობათა წინასწარ შეუმოწმებლად. ამასთან, აუცილებელი ლიკვიდაცია არ უნდა დააბრკოლოს გაუმართლებელმა და არარეალურმა სანაციამ.

თავი I
გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

მუხლი 2. გაკოტრების საქმის წარმოების საფუძვლები

1. გაკოტრების საქმის წარმოების წესი გამოიყენება კერძო სამართლის ფიზიკური ან იურიდიული პირის გადახდისუუნარობისას. იურიდიული პირის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება გამოიყენება აგრეთვე მისი დავალიანების შემთხვევაში.

2. გადახდისუუნარობად ჩაითვლება მოვალის მიერ დადგენილ ვადაში ვალდებულებათა შესრულების უუნარობა. მოვალის მიერ ვალების გადახდის შეწყვეტა ჩაითვლება გადახდისუუნარობად. მოსალოდნელი ან დროებითი გადახდისუუნარობა არ შეიძლება იყოს გაკოტრების საქმის წარმოების საფუძველი.

3. დავალიანებად ჩაითვლება, როდესაც მოვალის ქონება (აქტივები) ვეღარ ფარავს მის ვალდებულებებს (პასივებს). მოვალის ქონების შეფასების საფუძველია საწარმოს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა (სანაცია), თუ ეს უფრო გამართლებულია, ვიდრე ლიკვიდაცია. გაკოტრების საქმის განმხილველმა სასამართლომ სანაციის ან ლიკვიდაციის საფუძვლიანობაზე უნდა იმსჯელოს იურიდიული პირის უკანასკნელი ბალანსისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების მიხედვით.

მუხლი 3. სასამართლო განსჯადობა

გაკოტრების საქმეს სასამართლო (გაკოტრების საქმეთა განმხილველი სასამართლო) განიხილავს მოვალის საცხოვრებელი ადგილის ან მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.

მუხლი 4. სასამართლოში გაკოტრების საქმის განხილვის წესი

სასამართლოში გაკოტრების საქმის წარმოებისათვის გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესი. გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

მუხლი 5. გაკოტრების მასა

გაკოტრების საქმის წარმოება მოიცავს ვალაუვალი მოვალის ქონებას, რომელიც მას ეკუთვნის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის საქართველოში და საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დამოუკიდებელ იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება (გაკოტრების მასა).

მუხლი 6. განცხადება გაკოტრების შესახებ

1. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას მხოლოდ განცხადების საფუძველზე. განცხადების შეტანის უფლება აქვს მოვალეს, აგრეთვე ნებისმიერ კრედიტორს (გაკოტრების კრედიტორი), რომელსაც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს დასაბუთებული ქონებრივი პრეტენზიები. გაკოტრების კრედიტორმა თავის განცხადებაში უნდა დაასაბუთოს მოვალის გადახდისუუნარობა ან დავალიანება. გაკოტრების შესახებ განცხადება მოვალეს უნდა ჩაბარდეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით სარჩელის წარდგენისათვის დადგენილი წესით.

2. სასამართლომ განცხადების მიღებიდან ერთ თვეში უნდა შეამოწმოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის საკითხი, გამოარკვიოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, კერძოდ, დაკითხოს მოწმეები და ექსპერტები და მოუსმინოს მოვალეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს საქმის ზეპირი გარჩევის გარეშეც.

3. სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების მასის დაცვის წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, კერძოდ, დანიშნოს გაკოტრების დროებითი მმართველი.

4. მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებები ჩაითვლება დროებით შეჩერებულად.

5. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული ღონისძიებების განხორციელებისას, სასამართლოს შეუძლია გაითვალისწინოს ვალაუვალი მოვალის სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების ან მესამე პირისათვის მისი საწარმოს გადაცემის შესაძლებლობა.

მუხლი 7. მოვალის ვალდებულებანი

1. მოვალემ გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა წარუდგინოს თავისი:

ა) ქონების სრული ნუსხა ცალკეული ობიექტების შეფასებითი ღირებულების მითითებით;

ბ) კრედიტორების ნუსხა, არსებული ვალდებულებების, აგრეთვე კრედიტორების სახელებისა და მისამართების მითითებით;

გ) მოვალეების ნუსხა, არსებული მოთხოვნების, აგრეთვე მოვალეების სახელებისა და მისამართების მითითებით.

2. მოვალემ უნდა დაადასტუროს მის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ნუსხების სისწორე და სისრულე; მოვალე ფიზიკურ პირებს და მოვალე იურიდიულ პირთა ხელმძღვანელებს უნდა განემარტოთ, რომ შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემისათვის დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

მუხლი 8. გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების თაობაზე

სასამართლომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან გახსნაზე უარის, ან გახსნის გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ უნდა მოუსმინოს ვალაუვალ მოვალეს. სასამართლოს შეუძლია საქმის წარმოების გახსნისათვის მოუსმინოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, იმ პალატის წარმომადგენლებს, რომლის წევრიც არის მოვალე, აგრეთვე ბანკის წარმომადგენელს, რომელთანაც ვალაუვალ მოვალეს აქვს მუდმივი საქმიანი ურთიერთობა.

მუხლი 9. უარი საქმის წარმოების გახსნაზე

1. საქმის წარმოების გახსნაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ მოვალის ქონება იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია დაიფაროს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარი ითქმება მაშინაც, როცა განცხადების შეტანის შემდეგ აღმოფხვრილი იქნება გადახდისუუნარობა ან დავალიანება. 2. მოვალესა და განმცხადებელ კრედიტორს უნდა ჩაბარდეს სასამართლოს გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარის შესახებ.

მუხლი 10. გადაწყვეტილება საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ

1. სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს სანაციის გეგმის წარდგენა.

2. თუ მოვალე სანაციის გეგმას წარადგენს სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს ექვს კვირაზე ნაკლები და სამ თვეზე მეტი, სასამართლოს შეუძლია საქმის წარმოების გახსნა გადადოს არა უმეტეს სამი თვით, რათა მოვალეს მისცეს სასამართლოს გარეშე სანაციის გამოყენების შესაძლებლობა. გადავადება დაიშვება, თუ მოვალე შეძლებს თავის სანაციის გეგმაში გარანტიის მიმცემის დასახელებას, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს გადავადებას.

3. თუ მოვალე გადავადების პერიოდში წარადგენს სანაციის ხელშეკრულებას ან ყველა კრედიტორთან დადებულ შეთანხმებას სანაციის თაობაზე, შემდგომი პროცედურა შეჩერდება, ყველა სხვა შემთხვევაში გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება.

მუხლი 11. საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილება

1. გაკოტრების საქმის წარმოება გახსნილად მიიჩნევა, თუ სასამართლოს მიერ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება (საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილება). ამ გადაწყვეტილებით:

ა) ვალაუვალი მოვალე გამოცხადდება გაკოტრებულად;

ბ) ვალაუვალ მოვალეს აეკრძალება თავისი ქონების განკარგვა;

გ) მოწესრიგდება ვალაუვალი მოვალის ქონების მართვის საკითხი და დაინიშნება გაკოტრების მმართველი;

დ) ვალაუვალი მოვალის ყველა კრედიტორს დაევალება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში (მოთხოვნათა წაყენების ვადა) წარუდგინონ სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები შესაბამის ვალუტაში თანხისა და ვალის საფუძვლის ჩვენებით; აგრეთვე ეცნობებათ, რომ ამ ვადის გასვლის შემთხვევაში განაწილება მოხდება მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად;

ე) ყველა ების გახსნის გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ყველა იმ ბანკს, რომელთანაც ვალაუვალ მოვალეს აქვს საქმიანი ურთიერთობა.

მუხლი 12. საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილების გამოცხადება, საქვეყნოობა

1. საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილება ქვეყნდება სასამართლოს დაფაზე განცხადებით ან სასამართლოს ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებით, აგრეთვე ნაბეჭდი ან ელექტრონული ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებით. ერთ-ერთი ამ ღონისძიების განხორციელებიდან ორი დღის შემდეგ გამოქვეყნდება ძალამოსილია ყველა მონაწილის მიმართ. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო მოვალეა მიიღოს ზომები საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილების გამოსაქვეყნებლად საზღვარგარეთის იმ ქვეყნებშიც, სადაც იმყოფებიან გაკოტრების საქმესთან დაკავშირებული იურიდიული და ფიზიკური პირები ან არის გაკოტრების მასის კუთვნილი ქონება ან ქონების ნაწილი.

2. საქართველოს საჯარო თუ კერძო ინფორმაციის საშუალებებმა სახელშეკრულებო საფუძველზე უნდა გამოაქვეყნონ საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილება, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია თავისი განკარგულებით მოაწესრიგოს გამოქვეყნებასთან დაკავშირებული და ამ ორგანოებისათვის ხარჯების ანაზღაურების საკითხი.

3. გადაწყვეტილება საქმის წარმოების გახსნის შესახებ, გარდა მე-8 მუხლში მითითებული პირებისა და ორგანოებისა, უნდა გაეგზავნოს:

ა) კავშირგაბმულობის შესაბამის განყოფილებას;

ბ) მარეგისტრირებელ უწყებებს იმის მოთხოვნით, რომ საქმის წარმოების გახსნა შეიტანონ შესაბამის რეესტრში, კერძოდ, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) და სამეწარმეო რეესტრში.

4. სასამართლომ საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილება უნდა გაუგზავნოს მათ, რომლებმაც მოთხოვნათა წაყენების ვადის გასვლამდე განაცხადეს, რომ ვალაუვალი მოვალისადმი აქვს მოთხოვნები და სხვა უფლებები, ანდა მოვალენი არიან შეასრულონ ვალდებულებები ვალაუვალი მოვალის მიმართ.

თავი II
გაკოტრების საქმის წარმოება

მუხლი 13. საგაკოტრებო შეზღუდვები

1. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ვალაუვალი მოვალე კარგავს გაკოტრების მასის განკარგვისა და მართვის უფლებას. თუ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული საქმის წარმოების გახსნის დრო, მაშინ გახსნის მომენტად ჩაითვლება გადაწყვეტილების მიღების დღის 12 საათი.

2. გაკოტრების მმართველმა უნდა მართოს და განკარგოს გაკოტრების მასა და მოვალის მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები ან შენობები.

3. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისთანავე ძალას კარგავს ვალაუვალი მოვალის წინააღმდეგ ცალკეულ კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. იძულები- თი სააღსრულებო წარმოება გადაეცემა გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს.

4. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ვალაუვალი მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულება ბათილია, თუ შემდეგი არ შევა გაკოტრების მასაში. ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად, თუ კრედიტორი დაამტკიცებს, რომ მან არ იცოდა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ.

5. თუ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის მოხდა მოთხოვნათა გაქვითვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაშინ შეიძლება ასეთი გაქვითვის შესახებ ჯერ კიდევ გაკოტრების საქმის წარმოების დროს განაცხადოს გაკოტრების მმართველმა ან კრედიტორმა გაკოტრების მმართველის მიმართ. თუ კრედიტორს მოთხოვნა ისეთ გარემოებებში წარმოეშვა, რომლებშიც სადავოდ შეიძლებოდა გამხდარიყო უზრუნველყოფის საშუალებების შეძენა ამ კანონის მე-17 მუხლის 1- ლი პუნქტის მიხედვით, მაშინ მოთხოვნის გაქვითვა დაუშვებელია.

მუხლი 14. უზრუნველყოფის განსაკუთრებული ღონისძიებები

1. სასამართლოს შეუძლია, ამ კანონის მე-6 მუხლში მითითებული საერთო ღონისძიებების გარდა, ვალაუვალი მოვალის მიმართ განახორციელოს უზრუნველყოფის შემდეგი განსაკუთრებული ღონისძიებები:

ა) იძულებითი მოყვანა და დაპატიმრება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით (თუ მოვალე ფიზიკური პირია);

ბ) საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილების დაკავება. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების შემდეგ სასამართლოს შეუძლია გადასცეს ისინი გაკოტრების მართველს;

გ) მოვალის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ზომების მიღება, საჭიროების შემთხვევაში მისი დაკავებითაც, რათა მან მისცეს წერილობითი თანხმობა და მინდობილობები გადასცეს უფლებამოსილებანი, განახორციელოს სხვა, მათ შორის პირადი მოქმედებები, საზღვარგარეთ არსებული მისი ქონების წილის გაკოტრების მასის სასარგებლოდ რეალიზაციის მიზნით.

2. ცალკეულ შემთხვევებში უზრუნველყოფის განსაკუთრებული ღონისძიებების მიღება შეიძლება უშუალოდ საქმის წარმოების გახსნისას.

მუხლი 15. გაკოტრების მმართველის ფუნქციები

1. გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ დასანიშნი გაკოტრების მმართველი უნდა იყოს გამოცდილი და ვალაუვალი მოვალისა და კრედიტორებისაგან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი. გაკოტრების მმართველს გადაეცემა დანიშვნის დოკუმენტი, რომელიც მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ უბრუნდება სასამართლოს. ამ დოკუმენტში მითითებულია გაკოტრების მმართველის უფლებამოსილებანი. გაკოტრების მმართველი პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის. მას ეკისრება ზარალის სრული ოდენობით ანაზღაურება, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ზარალი მისი ბრალით არ იყო გამოწვეული.

2. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილი და ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს თავის მმართველობაში გაკოტრების მასა და კეთილსინდისიერად მართოს და განკარგოს იგი.

3. გაკოტრების მმართველს შეუძლია გარკვეული დროით მთლიანად ან ნაწილობრივ გააგრძელოს საწარმოს საქმიანობა. სასამართლოს პირველ სხდომამდე გაკოტრების მმართველს არ აქვს უფლება განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც გაართულებს ან დააბრკოლებს საწარმოს საქმიანობის შემდგომ გაგრძელებას ან სამართავად მის გადაცემას მესამე პირისათვის.

4. გაკოტრების მმართველმა დანიშვნისთანავე უნდა აღწეროს ქონება, და შეადგინოს ბალანსი და ორივე დოკუმენტი წარუდგინოს გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს.

5. გაკოტრების მმართველის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო. სასამართლოს შეუძლია მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას გამოიწვიოს გაკოტრების მმართველი და დანიშნოს სხვა.

მუხლი 16. ორმხრივი ხელშეკრულების შესრულება

1. თუ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის ორმხრივი ხელშეკრულება მოვალისა და სხვა მხარის მიერ შეუსრულებელია ან ნაწილობრივ არის შესრულებული, გაკოტრების მმართველს შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულება ან უარი თქვას მასზე და უარის შემთხვევაში მეორე მხარეს არ უნდა ჰქონდეს პრივილეგირებული მოთხოვნა.

2. ვალაუვალი მოვალის საწარმოში არსებული შრომითი ურთიერთობები, განურჩევლად მათი შეწყვეტის შეთანხმებული ვადისა, შეიძლება შეწყვიტოს გაკოტრების მმართველმა ან მუშაკმა ორკვირიანი ვადის დაცვით.

3. ვალაუვალი მოვალის ქირავნობის ან საიჯარო ურთიერთობები ძალაში რჩება. თუ მოვალე დამქირავებელი ან მოიჯარეა, მაშინ გაკოტრების მმართველს შეუძლია კანონით დაწესებული ვადის დაცვით შეწყვიტოს ეს ურთიერთობები მათი შეწყვეტის შეთანხმებული ვადის მიუხედავად.

მუხლი 17. იურიდიული ქმედების გასაჩივრება

1. გაკოტრების მმართველს შეუძლია სარჩელის შეტანით გაასაჩივროს ვალაუვალი მოვალის იურიდიული ქმედება, თუ:

ა) იგი ჩადენილი იყო კრედიტორისათვის ზარალის მიყენების მიზნით და ეს მიზანი ცნობილი იყო მესამე პირისათვის;

ბ) ამ ქმედებით ვალაუვალმა მოვალემ დავალიანებათა წარმოშობის შემდეგ კრედიტორთა საზარალოდ გადაუხადა ფული თავის ახლო გარემოცვაში მყოფ პირებს, თუ ეს უკანასკნელნი ვერ დაამტკიცებენ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო კრედიტორებისათვის ზარალის მიყენების განზრახვა;

გ) ეს ქმედება დავალიანებების წარმოშობის მომენტიდან განხორციელდა და ითვალისწინებდა ქონებრივი ფასეულობების გადაცემას ვალაუვალი მოვალის ახლო გარემოცვაში მყოფ პირთათვის;

დ) ეს ქმედება მოვალემ განახორციელა ფულის გადახდის ვალდებულების შეწყვეტის ან გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე განცხადების შეტანის შემდეგ, იმ პირების მიმართ, რომლებისთვისაც ქმედების განხორციელებისას, მოვალის გადახდისუუნარობა და განცხადების შეტანის ფაქტი ცნობილი იყო ან გარემოებებიდან გამომდინარე, ცნობილი უნდა ყოფილიყო.

2. სარჩელის შეტანა შეიძლება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნიდან მხოლოდ სამი წლის განმავლობაში.

3. თუ იურიდიული ქმედების ნამდვილობისათვის საჭიროა მისი რეესტრში შეტანა, კერძოდ, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში), აღნიშნული ქმედება განხორციელებულად ითვლება იმ დროისათვის, როდესაც მისი ნამდვილობისათვის საჭიროა მისი რეესტრსი შეტანა, კერძოდ, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) აღნიშნული ქმედება განხორციელებულად ითლება იმ დროისათვის, როდესაც მისი ნამდვილობისათვის სხვა დანარჩენი წინაპირობები შესრულებულია ვალაუვალი მოვალის ნების გამოხატვა სავალდებულო გახდა რეესტრში შესატანად და მეორე მხარე ითხოვს შეტანას.

მუხლი 18. გაკოტრების ტაბულა

1. გაკოტრების საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა შეადგინოს განცხადებული მოთხოვნების ცხრილი (გაკოტრების ტაბულა) მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგი რიგითობით:

ა) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე სამი თვის ხელფასისა და ხელფასის განაკვეთების მოთხოვნები, თუ ეს მოთხოვნები პირველ რიგში არ უნდა დაკმაყოფილდეს მე-19 მუხლის შესაბამისად;

ბ) არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები, მათ შორის ბანკების მოთხოვნები ინვესტირებული ფულადი კრედიტების დასაბრუნებლად და საქონლის მიმწოდებლის მოთხოვნები საწარმოს მიმართ;

გ) სოციალური დაზღვევის ორგანოს, საპენსიო და სამედიცინო ფონდების, აგრეთვე უმუშევრობის დაზღვევის მოთხოვნები;

დ) საქმის წარმოების გახსნამდე, გადასახდელი გადასახადები და მოსაკრებლები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები;

ე) სხვა მოთხოვნები.

2. ერთი რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება მათი მოცულობის პროპორციულად.

3. კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებლად სხდომაზე ყოველი წარდგენილი მოთხოვნა განიხილება ცალ-ცალკე მისი მოცულობისა და რიგის მიხედვით და გაკოტრების ყოველ კრედიტორს და გაკოტრების მმართველს ეძლევათ თავისი აზრის გამოხატვისა და დავის შესაძლებლობა. მოვალემ განმარტება უნდა მისცეს მოთხოვნების ირგვლივ. სასამართლომ ყოველი მოთხოვნის შემოწმების შემდეგ შემოწმების შედეგი უნდა შეიტანოს გაკოტრების ტაბულაში.

4. სადავო მოთხოვნის მქონე კრედიტორს შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა შემდავებლის წინააღმდეგ მხოლოდ საჩივრის შეტანით. თუ სადავო მოთხოვნა ეფუძნება სააღსრულებო დოკუმენტს, მაშინ გაკოტრების მმართველმა ან თავად მოდავე კრედიტორმა უნდა აღძრას სარჩელი, რომელსაც განიხილავს სასამართლო კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 19. პირველ რიგში დასაკმაყოფილებელი მოთხოვნები

გაკოტრების მმართველმა, სასამართლოს თანხმობით, არსებული სახსრებიდან პირველ რიგში და შემდეგი თანამიმდევრობით უნდა გადაიხადოს:

ა) გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს სპეციალური ნებართვით ვალაუვალი მოვალის ოჯახის წევრებისა და მის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის გაკოტრების მასიდან გასაცემი მინიმალურად აუცილებელი შესანახი თანხა;

ბ) ქონების მართვის, მათ შორის ხელშეკრულების მოშლის ან შესრულების, ან ვალაუვალი მოვალის მოთხოვნებისა და უფლებების განხორციელების, აგრეთვე გირავნობის უფლებების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები;

გ) სასამართლო ხარჯები საქმის წარმოებისათვის, მათ შორის სასამართლოს მიერ დადგენილი გაკოტრების მმართველის გასამრჯელო, აგრეთვე კრედიტორთა კომიტეტის წევრთა გასამრჯელო, თუ ამას დაადგენს სასამართლო.

მუხლი 20. საკუთრების ან გირავნობის უფლების მქონე მესამე პირი

1. საგანი, რომელიც მესამე პირს ეკუთვნის არა მხოლოდ უზრუნველყოფის მიზნით, გაკოტრების მმართველმა უნდა დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს. თუ გაკოტრების მმართველი უარს იტყვის დაბრუნებაზე, უფლებამოსილ პირს შეუძლია აღძრას სარჩელი და მოითხოვოს ნივთის დაბრუნება ან თავისი უფლების დადასტურება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. საგანი, რომელიც მესამე პირს ეკუთვნის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე საგანი, რომელიც გირავნობის უფლებით არის დატვირთული, შეიძლება გაყიდოს გაკოტრების მმართველმა. რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგებიდან, თუ იგი საკმარისი იქნება, დაკმაყოფილდება მესამე პირის, როგორც გაკოტრების კრედიტორს მიკუთვნებული მოთხოვნა არა უმეტეს 3/4-ის ოდენობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დანარ- ჩენი თანხა შენატანის სახით გამოიყენება რეალიზაციისა და გაკოტრების წარმოების ხარჯების დასაფარავად (პროცესის შენატანი). თუ გაკოტრების მმართველი გაასაჩივრებს უფლების არსებობას, უფლებამოსილ პირს შეუძლია აღძრას სარჩელი მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

3. იმ ნივთის რეალიზაცია, რომლის მიმართაც პრეტენზია აქვს მესამე პირს, უნდა გადაიდოს საკუთრების ან გირავნობის უფლების არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

მუხლი 21. დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნა

1. გაკოტრების საქმის განმხილველმა სასამართლომ გაკოტრების ტაბულაში უნდა ჩაწეროს ის გაცხადებული მოთხოვნებიც, რომლებიც შემოვა მოთხოვნათა წაყენების ვადის გასვლის შემდეგ. ისინი უნდა შემოწმდეს კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ დამატებით სხდომაზე. 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით საბოლოო სიის დამტკიცების შემდეგ დაუშვებელია დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნების შემოწმება და აღიარება.

2. დაგვიანებით გაცხადებული და ცნობილი მოთხოვნების დოკუმენტები უნდა დაბრუნდეს იმის მითითებით, რომ ეს მოთხოვნები გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ შეიძლება წაუყენონ ვალაუვალ მოვალეს 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 22. კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტი

1. კრედიტორთა კრება მოიწვევა გაკოტრების მმართველის, კრედიტორთა კომიტეტის ან იმ კრედიტორთა მოთხოვნით, რომლებსაც, გაცხადებული მოთხოვნების თანახმად, ეკუთვნით თანხის არანაკლებ მეხუთედი მაინც.

2. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას იძლევა შემოწმებული და აღიარებული მოთხოვნები. შემოწმების დროს მხარეებთან ერთად განიხილება, მიეცეს თუ არა სადავო მოთხოვნას ხმის უფლება და რა ოდენობით. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო. სასამართლომ შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება რომელიმე მხარის დამატებითი განცხადების შედეგად. იმას, თუ კრედიტორთა კრებაზე კენჭისყრაში მონაწილეობისათვის რა უფლებას და რა ოდენობით იძლევა შეუმოწმებელი მოთხოვნები, გადაწყვეტს სასამართლო ერთ-ერთი კრედიტორის ან გაკოტრების მმართველის შეგებებული სარჩელის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

3. კრედიტორთა კრებას შეუძლია გაკოტრების კრედიტორებიდან აირჩიოს კრედიტორთა კომიტეტი. წევრებად შეიძლება აირჩიონ აგრეთვე სხვა კომპეტენტური პირებიც. გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია არჩევნებამდე დანიშნოს კრედიტორთა დროებითი კომიტეტი.

4. კრედიტორთა პირველ კრებას, რომელიც ირჩევს გაკოტრების მმართველს, ამ უკანასკნელმა უნდა მოახსენოს ვალაუვალი მოვალის გადახდისუუნარობის წარმოშობის, საქმის მდგომარეობისა და მანამდე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. გაკოტრების მმართველის მიერ ანგარიშის შემდგომი წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო. კრედიტორთა პირველ კრებაზე შეიძლება აირჩიონ სხვა მმართველიც, რომელიც ასევე უნდა დანიშნოს სასამართლომ. სასამართლომ მნიშვნელოვანი საფუძვლების გამო შეიძლება უარი თქვას არჩეული მმართველის დანიშვნაზე. მნიშვნელოვან საფუძვლად, კერძოდ, მიიჩნევა გაკოტრების მმართველის კანდიდატის არაკომპეტენტურობა.

5. კრედიტორთა კრება იმართება გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს ხელმძღვანელობით. კრებაზე ყოველ კრედიტორს აქვს თავისი მოთხოვნის პროპორციული რაოდენობის ხმა. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე კრედიტორების ხმათა უბრალო უმრავლესობით, რომლის მისაღებად საჭიროა მოთხოვნათა მოცულობის თანხის ნახევარზე მეტი. ხმათა თანაბარი რაოდენობისას გადაწყვეტილებას იღებენ გაკოტრების დამსწრე კრედიტორები.

6. კრედიტორთა კრება განიხილავს ვალაუვალი მოვალის საწარმოს საქმიანობის გაგრძელების ან დახურვის საკითხს, აგრეთვე მსჯელობს საგაკოტრებო მორიგების თაობაზე. საწარმოს საქმიანობის გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო დადგენილების სახით.

7. გაკოტრების საქმის განმხილველმა სასამართლომ, გაკოტრების მმართველის ან უმცირესობაში მყოფი ერთ-ერთი კრედიტორის განცხადების საფუძველზე, უარი უნდა თქვას კრედიტორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, თუ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გაკოტრების საქმის წარმოების მიზანს ან გაკოტრების კრედიტორთა საერთო ინტერესებს.

8. კრედიტორთა კომიტეტი უნდა დაეხმაროს და კონტროლი გაუწიოს გაკოტრების მმართველს თავისი საქმიანობის წარმართვისას. იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს გაკოტრების მმართველს მოხსენებისა და საფინანსო ანგარიშის წარდგენა. მას შეუძლია წარსადგენ საკითხებს უშუალო კონტროლი გაუწიოს. გაკოტრების მმართველის იურიდიული ქმედებები, როგორიცაა კრედიტის მიღება, ვალდებულებების აღება, მიწის ნაკვეთების შეძენა ან გასხვისება, გაკოტრების მასისათვის პროცესების წარმართვა და სხვა, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ სამართავი ქონების მდგომარეობაზე და გამოწვეულია საწარმოს საქმიანობის გაგრძელებით, საჭიროებს კრედიტორთა კომიტეტის თანხმობას და მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.

თავი III
სასამართლოსმიერი სანაცია

მუხლი 23. სამომრიგებლო ინიციატივა და წინადადებები

1. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება დასრულდეს სასამართლოსმიერი სანაციის საფუძველზე, კერძოდ, საგაკოტრებო მორიგებით.

2. საგაკოტრებო მორიგების თაობაზე გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოში განცხადების შეტანის უფლება აქვს ვალაუვალ მოვალეს, გაკოტრების ყოველ კრედიტორს, კრედიტორთა კრებას ან კრედიტორთა კომიტეტს, ყოველ პარტნიორს ან კაპიტალის მფლობელს, აგრეთვე გაკოტრების მმართველს. სამომრიგებლო წინადადების შემუშავება ეკისრება გაკოტრების მმართველს, რაც არ უშლის სხვა ნებისმიერი განმცხადებლის მიერ განსხვავებული წინადადების წარდგენას. ამას გარდა, სასამართლოს შეუძლია თავადაც შეიმუშავოს წინადადება.

3. სამომრიგებლო წინადადებაში უნდა მიეთითოს, თუ როგორ უნდა დააკმაყოფილონ კრედიტორები, მოხდეს თუ არა მათი უზრუნველყოფა და რა სახით. ამასთან, უზრუნველყოფილი და პრივილეგირებული კრედიტორები უნდა დაკმაყოფილდნენ არა ნაკლებ ორი მესამედით მაინც. ერთი რიგის ყველა კრედიტორს მიენიჭება თანაბარი უფლებები.

4. სამომრიგებლო წინადადება, კერძოდ, შეიძლება ითვალისწინებდეს ვალაუვალი მოვალის მიერ საწარმოს საქმიანობის გაგრძელებას სარეორგანიზაციო ღონისძიებებით ან მის გარეშე, ან მესამე პირისათვის გადაცემით საწარმოს საქმიანობის შემდგომი გაგრძელების მიზნით.

მუხლი 24. საგაკოტრებო მორიგების დადება

1. სამომრიგებლო წინადადების კენჭისყრისათვის კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი ძირითადი სხდომის გამართვის შემდეგ და საბოლოო განაწილებაზე ნებართვის გადაცემამდე უნდა გაიმართოს კრედიტორთა კრება (სამომრიგებლო სხდომა). შესამოწმებელი და სამომრიგებლო სხდომები შეიძლება ჩატარდეს ერთად. წინადადება ეცნობება ყველა მონაწილეს არაუგვიანეს სამომრიგებლო სხდომაზე მიწვევისა.

2. სამომრიგებლო წინადადების მისაღებად საჭიროა შესაბამისად როგორც უზრუნველყოფილი და პრივილეგირებული კრედიტორების ჯგუფის, აგრეთვე არაპრივილეგირებული კრედიტორების ჯგუფის ხმათა უბრალო უმრავლესობა. თანხმობის მიმცემმა კრედიტორებმა უზრუნველყოფილ და პრივილეგირებულ კრედიტორთა ჯგუფში უნდა მოაგროვონ მოთხოვნათა მოცულობის 2/3 მაინც, ხოლო არაპრივილეგირებულ კრედიტორთა ჯგუფში კი - არანაკლებ 3/4. წერილობითი თანხმობა უთანაბრდება დასწრების განაცხადს, თუ იგი კენჭისყრის დასაწყისში იქნება წარდგენილი.

3. საგაკოტრებო მორიგება უნდა დამტკიცდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა მოუსმინონ ვალაუვალ მოვალეს. დამტკიცებაზე უარი ითქმება, თუ მორიგება არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, კერძოდ, იგი არაკეთილსინდისიერი გზით არის დადებული, კრედიტორთა ნაწილს აყენებს გაუმართლებელ ზარალს ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლების გამო.

მუხლი 25. საგაკოტრებო მორიგების შედეგები

1. დამტკიცებული და ძალაში შესული მორიგება მოქმედებს აგრეთვე გაკოტრების იმ კრედიტორთა მიმართ, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საქმის წარმოებასა ან კენჭისყრაში, ანდა ხმა მისცეს მორიგების წინააღმდეგ.

2. დამტკიცებული მორიგების ძალაში შესვლის შემდეგ გაკოტრების მმართველმა წესისამებრ და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაყიდოს გაკოტრების მასა და ამონაგები წარმართოს საგაკოტრებო მორიგების შესაბამისად. ქონების რეალიზაცია შეიძლება გამოიხატოს აგრეთვე 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებულ ღონისძიებებში.

3. ძალაში შესული მორიგებიდან გამომდინარე, მისი დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების ასლისა და გაკოტრების ტაბულიდან ამონაწერის შედგენის საფუძველზე ხორციელდება დამოუკიდებელი იძულებითი აღსრულება. ამასთან, კრედიტორის განცხადების საფუძველზე კრედიტორებს მიეცემათ სააღსრულებო ფურცელი გაკოტრების ტაბულიდან, აგრეთვე მორიგებისა და მისი დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების ასლი.

4. თავდაპირველი მოთხოვნის შესაბამისად სარჩელის აღძვრა აღარ შეიძლება.

თავი IV
გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრება

მუხლი 26. ქონების რეალიზაცია და მოთხოვნების შესრულება

1. თუ შეუძლებელი გახდა სასამართლოსმიერი სანაციის გამოყენება, კერძოდ, გაკოტრების საქმის განმხილველმა სასამართლომ უარი თქვა საგაკოტრებო მორიგების დამტკიცებაზე ან გააუქმა დამტკიცებული მორიგება, გაკოტრების მმართველმა წესისამებრ და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაყიდოს გაკოტრების მასა და ამონაგები წარმართოს გასანაწილებლად საბოლოო ცხრილის შესაბამისად.

2. გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონების რეალიზაცია შეიძლება გარკვეული ვადით გადაიდოს ან შეწყდეს გაკოტრების მმართველის ან რომელიმე მონაწილის განცხადებით. ეს ვადა სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის წინაპირობების დაცვით.

3. რეალიზაციის დამთავრების შემდეგ, გაკოტრების მმართველმა უნდა შეადგინოს საბოლოო ცხრილი გაკოტრების ტაბულის საფუძველზე.

4. თავისი თანამდებობრივი მოვალეობების დასრულებისას, გაკოტრების მმართველმა კრედიტორთა კრებას უნდა წარუდგინოს საბოლოო ანგარიში. მოცემული ანგარიში შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, ხოლო თუ დანიშნულია კრედიტორთა კომიტეტი, მის შენიშვნებთან ერთად, უნდა წარედგინოს გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს მონაწილეთათვის გასაცნობად სასამართლო სხდომამდე არა უგვიანეს სამი დღისა. ვალაუვალ მოვალესა და ნებისმიერ კრედიტორს უფლება აქვთ აღძრან შეგებებული სარჩელი საბოლოო ანგარიშის წინააღმდეგ. თუ შეგებებული სარჩელი არ აღიძვრება სხდომაზე, ანგარიში ჩაითვლება მოწონებულად და აღიარებულად.

მუხლი 27. განაწილება

1. საბოლოო ცხრილი უნდა განიხილონ კრედიტორთა უკანასკნელ კრებაზე კრედიტორებთან და გაკოტრების მმართველთან ერთად. კრებაზე უნდა შესწორდეს საბოლოო ცხრილი, შევიდეს მასში ცვლილებები ან დამატებები და ამის შემდეგ დაამტკიცოს სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით.

2. საბოლოო ცხრილის დამტკიცების შემდეგ, გაკოტრების მმართველმა უნდა გაანაწილოს ამონაგები და იმ კრედიტორს, რომლის მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ არ შესრულდა, აცნობოს, რომ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა ვალაუვალი მოვალის მიმართ შეიძლება წარედგინოს იძულებითი აღსრულების გზით. კრედიტორებს მიეცემათ სააღსრულებო ფურცლის ასლები გაკოტრების ტაბულიდან. ტაბულის ამონაწერიდან აღსრულებების სანაცვლოდ სასამართლოს შეუძლია ცალკეულ შემთხვევაში თავისი გადაწყვეტილებით უზრუნველყოს ვალაუვალი მოვალის სააღსრულებო დაცვა ამ უკანასკნელის განცხადებით ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ნივთი, რომელიც ვერ გაიყიდა, შეიძლება შეფასებითი ღირებულებით გადაეცეს კრედიტორებს აღიარებული მოთხოვნების ჩათვლის სახით. სხვა შემთხვევაში იგი დაუბრუნდება მოვალეს.

4. განაწილების შემდეგ, გაკოტრების მმართველმა უნდა შეადგინოს ამის შესახებ საბოლოო ანგარიში, რომელიც უნდა შეამოწმოს სასამართლომ.

მუხლი 28. დამატებითი განაწილება

1. თუ საბოლოო განაწილების დასრულების შემდეგ გაკოტრების მასაში დარჩენილი თანხა თავისუფალია იმავე მასის მიმართ, ან გაკოტრების მასიდან გაცემული თანხა მასვე დაუბრუნდა, გაკოტრების მმართველი სასამართლოს მითითებით დამატებით გაანაწილებს მათ საბოლოო ცხრილის საფუძველზე. ასეთი თანხების მართვის და განაწილების შესახებ წარსადგენი ანგარიში უნდა შეამოწმოს სასამართლომ.

2. იგივე წესი მოქმედებს, თუ საბოლოო განაწილების ან საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება გაკოტრების მასას მიკუთვნებული ქონების ობიექტები.

მუხლი 29. განაწილების შედეგები

1. თუ განაწილების, მათ შორის დამატებითი განაწილების შემდეგ, გაკოტრების მასაში აღარ დარჩება თავისუფალი თანხა, გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების და მოვალის ლიკვიდაციის (იურიდიული პირისა) ან მისი ვალებისაგან გათავისუფლების შესახებ (ფიზიკური პირისა).

2. იურიდიული პირის ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას სასამართლო უგზავნის მოვალის მარეგისტრირებულ ან შესაბამის ორგანოს, ხოლო ფიზიკური პირი შეჰყავს გაკოტრებულ პირთა რეესტრში.

თავი V
სხვა ზოგადი წესები

მუხლი 30. გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა

1. გაკოტრების საქმის წარმოება უნდა შეწყდეს:

ა) ამონაგების განაწილების და გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშისა და საბოლოო მოხსენების სასამართლო შემოწმების შემდეგ;

ბ) იმ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს საგაკოტრებო მორიგება;

გ) თუ საქმის წარმოების დროს აღმოჩნდება, რომ გაკოტრების საქმის წარმოების ხარჯები ვერ დაიფარება;

დ) თუ მოვალე საქმის წარმოების მიმდინარეობისას მოითხოვს მის შეწყვეტას და ყველა კრედიტორი დაეთანხმება;

ე) თუ საქმის წარმოების მიმდინარეობისას გაუქმდება გაკოტრების საქმეთა წარმოების საფუძველი.

2. გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა ჩაბარდეს მოვალეს და გაკოტრების მმართველს და საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს. შესაბამისად გამოიყენება მე-12 მუხლი.

3. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუ გაკოტრების საქმის წარმოება შეწყდა მე-30 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

მუხლი 31. საჩივარი

1. ვალაუვალ მოვალესა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დადგენილი წესით გაასაჩივროს გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. საჩივარი ერთ თვეში უნდა იქნეს შეტანილი გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოში. ვადის ათვლა იმ გადაწყვეტილებებისათვის, რომლებიც საჭიროებს გამოქვეყნებას ან ჩაბარებას, იწყება გამოქვეყნების ან ჩაბარების დღიდან, ხოლო სხვა გადაწყვეტილებისათვის - მათი მიღების დღიდან. საჩივარი წერილობით შეიტანება. საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს აგრეთვე ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს.

3. საჩივრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

4. საჩივრის შეტანის გადავადება არ შეიძლება. ზემდგომ სასამართლოს კანონით დადგენილი წესით აქვს დროებითი გადაწყვეტილების მიღების უფლება.

5. გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს, თუ მას დასაბუთებულად მიიჩნევს. სხვა შემთხვევაში იგი განსახილველად უნდა წარედგინოს ზემდგომ სასამართლოს.

მუხლი 32. სასამართლო ხარჯები

1. სასამართლო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად შედგება სახელმწიფო ბაჟისა და საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან.

2. სახელმწიფო ბაჟი, როგორც წესი, გამოიანგარიშება გაკოტრების საქმის წარმოებისათვის აღძრული სარჩელის ფასიდან. სარჩელის ფასი გამოიანგარიშება გაკოტრების მასის თანხიდან, საქმის წარმოების დამთავრების მომენტისათვის გირავნობის და უზრუნველყოფის უფლებების ღირებულების გამოკლებით. სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელის ფასის 2 პროცენტს. ბაჟის მინიმალური ოდენობა შეადგენს 30 ლარს. სარჩელის ფასი განისაზღვრება გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. ბაჟი სრული ოდენობით გადაიხდება:

ა) ზოგადად გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ საქმის წარმოების წარმართვისათვის;

ბ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან გახსნაზე უარისას;

გ) კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებლად ყოველ სხდომამდე განხორციელებულ სამუშაოთა წარმოებისათვის;

დ) საქმის წარმოების დამთავრებისათვის საგაკოტრებო მორიგებით ან საქმის წარმოების დამთავრებით საბოლოო განაწილების შემდეგ;

ე) საჩივრის განხილვის ყოველი წარმოებისათვის.

4. ბაჟი ნახევარი ოდენობით გადაიხდება:

ა) მე-10 მუხლის შესაბამისად სასამართლოს გარეშე სანაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

ბ) ფიზიკური პირის გაკოტრების საქმის წარმოებისათვის.

5. ხარჯები წარმოადგენს მხოლოდ გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს ხარჯებს. იგი, როგორც წესი, განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. ამ ხარჯებს არ მიეკუთვნება მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში დასახელებული ხარჯები.

მუხლი 33. გაკოტრების მმართველის გასამრჯელო

1. გაკოტრების მმართველს აქვს შესაბამისი გასამრჯელოსა და თავისი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. გასამრჯელოსა და ხარჯების ოდენობას ადგენს გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო.

2. კრედიტორთა კომიტეტის წევრების გასამრჯელოსა და ხარჯების ანაზღაურების საკითხი გადაწყდება სასამართლოს შეხედულებით. სხვა შემთხვევაში გამოიყენება 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

თავი VI
გაკოტრების საქმის განსაკუთრებული წარმოება

მუხლი 34. უცხოეთში განხილული გაკოტრების საქმის წარმოების ცნობა და საქართველოში გაკოტრების საქმის პარტიკულარული წარმოება

1. უცხოეთში განხილული გაკოტრების საქმე, ან საგაკოტრებო მორიგების წარმოება, მიუხედავად საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობისა, ცნობილ უნდა იქნეს მთელი თავისი შედეგებით საქართველოში არსებულ უძრავ ქონებასა და კრედიტორებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) სასამართლო, რომელმაც უცხოეთში გაკოტრების საქმე განიხილა, არ არის კომპეტენტური საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით;

ბ) უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის არსებით პრინციპებს, კერძოდ კი - პირთა უფლებებს.

2. თუ ვალაუვალი მოვალე, რომლის ქონებაზეც უცხოეთში გახსნილია 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული წარმოება, უძღვება საქართველოში ფილიალს, რომლის საქმეებიც დასრულებულია, ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ ობიექტს, მაშინ უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოების ცნობა არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოშიც გაიხსნას გაკოტრების საქმის განცალკევებული წარმოება, რომელიც მოიცავს ვალაუვალი მოვალის მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულ უძრავ ქონებას და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ კრედიტორებს, რომელთა მოთხოვნებიც წარმოიშვა უშუალოდ ფილიალის ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი ობიექტის საქმიანობიდან (გაკოტრების საქმის პარტიკულარული წარმოება).

3. გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ განცხადების შეტანის უფლება ვალაუვალი მოვალის ნაცვლად, აქვს პირადად გაკოტრების მმართველს, რომელიც დანიშნულია უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოებაში. კრედიტორს შეუ- ძლია შეიტანოს განცხადება, თუ იგი ამ კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული პირია, და თუ დაასაბუთებს თავის ინტერესს გაკოტრების პარტიკულარული წარმოებისადმი. გაკოტრების საქმის წარმოების საფუძვლის დასაბუთება ან შემოწმება საჭირო არ არის.

4. უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოებაში მონაწილე კრედიტორებს საზღვარგარეთ ამ საქმის წარმოების დროს თავისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებელი ნაწილის გამო მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მონაწილეობა საქართველოს გაკოტრების საქმის პარტიკულარულ წარმოებაში, თუ ისინი დაასაბუთებენ თავიანთი განსაკუთრებული ინტერესის არსებობას.

5. გაკოტრების საქმის პარტიკულარული წარმოებისათვის უნდა დაინიშნოს გაკოტრების ადგილობრივი მმართველი. მას მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს გაკოტრების მმართველთან, რომელიც დანიშნულია უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოებაში. გაკოტრების უცხოელი მმართველი გაკოტრების საქმის პარტიკულარულ წარმოებაში მონაწილეობს, როგორც უცხოეთში საქმის წარმოების ინტერესების წარმომადგენელი და, როგორც ასეთს, შეუძლია შეიტანოს საქმისათვის სასარგებლო ნებისმიერი განცხადება, განსაკუთრებით კი - სამომრიგებლო წინადადებები.

6. დარჩენილი ქონება უბრუნდება გაკოტრების უცხოელ მმართველს.

მუხლი 35. გაკოტრების საქმის წარმოება სამკვიდრო ქონებაზე

1. სამკვიდროს დამტოვებლის სამკვიდრო ქონებაზე კრედიტორის სასარგებლოდ (სამკვიდროს კრედიტორი) გაკოტრების საქმის დამოუკიდებელი წარმოება შეიძლება განხორციელდეს ისე, თითქოს სამკვიდროს დამტოვებელი ცოცხალი იყოს. განცხადების შეტანის უფლება აქვს აგრეთვე მემკვიდრეს ან ანდერძის აღმსრულებელს.

2. თუ გაკოტრების საქმეთა წარმოება მიმდინარეობს მემკვიდრის მიერ მიღებული ქონების მიმართ, მაშინ მემკვიდრის კრედიტორები გამოირიცხებიან საქმის წარმოებიდან და ისინი შეზღუდული არიან მოთხოვნათა წაყენებაში.

მუხლი 36. გაკოტრების საქმის წარმოება

კონცერნის ტიპის საწარმოებისათვის კონცერნს მიკუთვნებული ან კონცერნზე დამოკიდებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე საზოგადოებების გაკოტრების საქმის წარმოებისათვის ამ კანონით არ არის გათვალისწინებული რაიმე განსაკუთრებული წესები, გარდა ქვემოთ მოცემულის, კერძოდ, გაკოტრების საფუძვლად განიხილება მხოლოდ მოვალის ურთიერთობები, მხედველობაში არ მიიღება სხვა საწარმოს მონაწილეობა ან მისი გაბატონებული გავლენა არაძირითად საწარმოზე. საქმის წარმოება დამოუკიდებლად ხორციელდება.

მუხლი 37. საკრედიტო დაწესებულების გაკოტრების საქმის წარმოება

1. საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი და საზედამხედველო ორგანო, ვალდებულია ყველა ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებზე მუდმივი ზედამხედველობით უზრუნველყოს მათი ლიკვიდურობა და გადახდისუნარიანობა. სახელმწიფო ვალდებულია აგრეთვე უზრუნველყოს ანაბრების საგარანტიო ფონდის შექმნა. ამ ვალდებულების შესრულებისათვის სახელმწიფო უშუალოდ აგებს პასუხს კერძო პირების წინაშე.

2. გაკოტრების შესახებ განცხადების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს, თუმცა გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო არ არის შეზღუდული მხოლოდ ამ განცხადებით. საჩივრის გამო აღძრული წარმოება ექვემდებარება ამ კანონის 31-ე მუხლს.

3. კერძო მეანაბრეები თავიანთი საანაბრო მოთხოვნების გამო, რომლებიც არ აღემატება არადამოუკიდებელი საქმიანობიდან მიღებული წლიური შემოსავლის ნახევარს, ან დამოუკიდებელი მეწარმეობის შემთხვევაში - საქმის წარმოების გახსნამდე ნახევარი წლის მოგებას, მიიღებენ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ მოთხოვნებთან შედარებით უფრო მაღალ რიგს. ეს რიგი შენარჩუნდება მანამ, სანამ მეანაბრეს ანაბრების საგარანტიო ფონდიდან არ გადაუხდიან თანხას მითითებული ოდენობით.

4. სანაციასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, მათ შორის საგაკოტრებო მორიგება, საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს თანხმობას.

მუხლი 38. გაკოტრების საქმის წარმოება სადაზღვევო საწარმოსათვის

1. სადაზღვევო საწარმოს, აგრეთვე დაზღვევის საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონის 37-ე მუხლის 1, 2, 4 პუნქტების წესებით.

2. სიცოცხლის დამზღვევი საწარმოს გაკოტრების საქმის წარმოებისას დამზღვევი სარეზერვო ფონდის მიმართ ყოველ დაზღვეულ პირს აქვს უპირატესი დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება თავისი დაკარგული წილის გამო.

3. ზარალისაგან დამზღვევი საწარმოს ყოველ დაზღვეულ პირს აქვს უპირატესი დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება (მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შედეგად სადაზღვევო ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ გადახდილი სადაზღვევო შენატანის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მუხლი 39. გაკოტრების საქმის წარმოება საკომლო (გლეხური, ფერმერული)

მეურნეობის მიმართ

1. კანონით გათვალისწინებულ განსხვავებულ მოწესრიგებამდე საკომლო (გლეხური, ფერმერული) მეურნეობა გაკოტრებას არ ექვემდებარება.

2. საკომლო (გლეხურ, ფერმერულ) მეურნეობებს 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის ნაწარმის მიწოდებიდან გამომდინარე მოთხოვნების გამო ენიჭებათ უპირატესობა მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 40. გაკოტრების საქმის წარმოება საერთო საქმიანობის დროს

1. სამეურნეო მიზნით ერთობლივად მოქმედ პირთა შემთხვევაში, რომლებიც არ არიან გაერთიანებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული არც ერთი ფორმით, შესაძლებელია აგრეთვე გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მასად ჩაითვლება ქონების ყველა ობიექტი, რომელიც მხოლოდ სამეურნეო საქმიანობას ემსახურებოდა, იმისდა მიუხედავად, თუ რომელ მონაწილეს ეკუთვნის იგი. მოგებაში მონაწილე ერთად მომუშავე პირები ერთობლივი მუშაობიდან გამომდინარე მოთხოვნებთან მიმართებაში არ მიიჩნევიან გაკოტრების კრედიტორებად მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. თუ ვალდებულებების (გაკოტრების მასის) საერთო თანხა ათას ლარზე მეტი არ არის, მაშინ გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის გამარტივებული წარმოების შესახებ. გადაწყვეტილებას აღასრულებს მმართველი დამოუკიდებლად, სასამართლოს ზედამხედველობით. გაკოტრების მმართველი შესაბამისად წარადგენს დასამტკიცებლად მის მიერ შედგენილ გაკოტრების ტაბულას, მიღწეულ საგაკოტრებო მორიგებებს. საქმის გამარტივებული წარმოება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საწარმოების მიმართაც.

მუხლი 41. სუბიექტები, რომლებიც არ ექვემდებარებიან გაკოტრებას

გაკოტრებას არ ექვემდებარება სახელმწიფო, მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, აგრეთვე საჯარო-სამართლებრივად მოწყობილი ორგანიზაციები.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
1996 წლის 25 ივნისი.
N
286-II