კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა. ინსტრუქტორის სახელმძღვანელო


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალდამცავი ორგანოები
საავტორო უფლებები: © ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო” OPEN SOCIETY GEORGIA FOUNDATION საავტორო უფლება ©2002 ღია საზოგადოების ინსტიტუტი. ყველა უფლება დაცულია. გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ამ გამოცემის არცერთი ნაწილი არანაირი ფორმითა და საშუალებით არ შეიძლება გავრცელებულ, გამოყენებულ ან გადაცემულ იქნეს ღია საზოგადოების ინსტიტუტის წერილობითი თანხმობის გარეშე.



1 1. პროგრამაზე მუშაობა. კონფლიქტში ჩარევა

▲back to top


1.1 1.1. შესავალი

▲back to top


მოცემული პროგრამის გამოყენება შესაძლებელია, როგორც დამოუკიდებელი პროგრამის, ისე პოლიციის აკადემიის სასწავლო გეგმის ნაწილის სახით. პროგრამა საკმაოდ მოქნილია, ვინაიდან მულტიმედიური ფორმატი შესაძლებელს ხდის მისი ნებისმიერი ნაწილის ადვილად და სწრაფად მოძებნას. პროგრამასთან მუშაობის სხვადასხვა საშუალებები არსებობს.

თითოეული სასწავლო დაწესებულება ყურადღებით უნდა გაეცნოს პროგრამას და გადაწყვიტოს, პროგრამასთან მუშაობის რომელი მეთოდი იქნება უფრო შესაფერისი სტუდენტების სწავლებისთვის. მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, თავად განსაზღვრონ სტუდენტთა კონკრეტული ჯგუფისთვის პროგრამის რომელი ნაწილი იქნება სასარგებლო და მნიშვნელოვანი.

იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლებლები და მასწავლებლები თავად განსაზღვრავენ პროგრამის გამოყენების მეთოდს, აღნიშნულ სახელმძღვანელოში შემოგთავაზებთ პროგრამის გამოყენების მხოლოდ ერთ ვერსიას, კერძოდ კი პროგრამის დამოუკიდებელ საგნად სწავლების მეთოდიკას.

1.2 1.2. მთავარი მენიუ

▲back to top


პროგრამის მთავარი მენიუ სამი ნაწილისგან შედგება:

● შესავალი

● კონფლიქტის გადაჭრა

● კონფლიქტში ჩარევის მოდელი

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

მთავარი მენიუ

● შესავალი

● კონფლიქტის გადაჭრა

● კონფლიქტში ჩარევის მოდელი

1.3 1.3 ქვემენიუ

▲back to top


ეკრანის მარჯვენა მხარეს მოცემული თემების არჩევის შემდეგ, ეკრანზე დაინახავთ ერთ ან ორ დამატებით ოპციას. დამატებითი ოპციის არჩევის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება სლაიდის პირველი კადრის გამოსახულება (ყველა სლაიდის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“) ან მეორე ქვემენიუ, რომელიც ქვემოთ იქნება განხილული.

2 2. შესავალი

▲back to top


კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

მთავარი მენიუ

● შესავალი - პოლიცია - კონფლიქტის მესამე მხარე

● კონფლიქტის გადაჭრა

● კონფლიქტში ჩარევის მოდელი

მთავარ მენიუში დააჭირეთ ღილაკს ,,შესავალი“. თქვენ დაინახავთ დამატებით ოპციას - პოლიცია - კონფლიქტის მესამე მხარე.

დამატებითი ოპციის არჩევის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება სლაიდის პირველი კადრი, რომლის ნახვაც შესაძლებელია ღილაკზე ,,გაშვება“ დაჭერით.

პოლიცია - კონფლიქტის მესამე მხარე

2.1 2.1 პოლიცია -კონფლიქტის მესამე მხარე

▲back to top


კადრსმიღმა ხმა:

კონფლიქტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება წარმოიშვას, იქ, სადაც ადამიანები ერთად ცხოვრობენ. უმრავლეს შემთხვევებში კონფლიქტში მნიშვნელოვან როლს ემოციები თამაშობს. კონფლიქტი სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, მაგალითად:

● კონფლიქტი საქმიან ურთიერთობებში, როცა მექანიკოსი კლიენტის ავტომანქანას აკეთებს;

● ჩხუბი მეზობლებს ან

● მეუღლეებს შორის

● ბარში ჩხუბი ან

● ავტო-საგზაო შემთხვევის მონაწილეთა შორის

თუ მძიმე დანაშაული არ არის ჩადენილი, პოლიცია ყოველთვის არ უნდა ჩაერიოს კონფლიქტში.

ცხადია, რომ ადამიანებს შორის კოფლიქტის გადაჭრა პოლიციის მთავარ ამოცანას არ წარმოადგენს.

თუმცა, კონფლიქტურ სიტუაციაში მესამე, ნეიტრალურ მხარედ მონაწილეობით თქვენ შეგიძლიათ ბევრი კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება. ამას სხვადასხვა უპირატესობები აქვს. მაგალითად:

● სისხლისსამართლებრივი დანაშაულების პრევენცია;

● კონფლიქტის მხარეებისთვის უარყოფითი შედეგების შემცირება. უმრავლეს შემთხვევებში, დამშვიდების შემდეგ ადამიანები ამას აფასებენ.

● მუშაობის ეფექტური მეთოდები. დაკავება და დაპატიმრება დიდ დროს მოითხოვს. ეჭვმიტანილის დაკავებასა და ოქმის შედგენას რამდენიმე საათი სჭირდება, კონფლიქტში სწორად ჩარევისთვის კი 10-20 წუთიც საკმარისია. დაზოგილი დრო შეგიძლიათ მძიმე დანაშაულებზე მუშაობას მოახმაროთ.

კონფლიქტში მესამე, ნეიტრალურ მხარედ მონაწილეობისთვის აუცილებელია კონფლიქტში ჩარევის გაკრვეული ტაქტიკისა და მეთოდების გამოყენება.

აღნიშნულ პროგრამაში ჩვენ ამ მიდგომას ,,კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევას“ ვუწოდებთ.

3 3. კონფლიქტის გადაჭრა

▲back to top


კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

მთავარი მენიუ

● შესავალი

● კონფლიქტის გადაჭრა - კონფლიქტის სახეები

● კონფლიქტში ჩარევის მოდელი

მთავარ მენიუში დააჭირეთ ღილაკს ,,კონფლიქტის გადაჭრა“, შემდეგ კი აირჩიეთ დამატებითი ოპცია - ,,კონფლიქტის სახეები“. ეკრანზე დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის ნახვაც შესაძლებელია ღილაკზე ,,გაშვება“ დაჭერით.

3.1 3.1. კონფლიქტის სახეები

▲back to top


კონფლიქტის სახეები

კადრსმიღმა ხმა:

კონფლიქტური სიტუაციების პროფესიონალურად გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთ ამგვარ სიტუაციებში ადამიანთა ქცევა და განასხვავოთ კონფლიქტების სახეები.

კონფლიქტი შეიძლება იყოს შემთხვევითი და სტრუქტურული.

შემთხვევითი კონფლიქტი უეცრად წარმოიშობა, მაგალითად, ავტო-საგზაო შემთხვევის შემდეგ ან ბარში ჩხუბის დაწყების დროს.

ყველაზე ხშირად, შემთხვევითი კონფლიქტების შეწყვეტა შესაძლებელია გარკვეული ტაქტიკის გამოყენებით. სიტუაციის განმუხტვისთვის ხშირად საკმარისია უბრალოდ კონფლიქტის მხარეთა დამშვიდება.

სტრუქტურული კონფლიქტი შეიძლება შემთხვევითადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ მასზე ყურადღებით დაკვირვებისას აშკარა ხდება, რომ ასეთი კონფლიქტი უფრო რთული და ღრმაა.

ის, რაც თქვენ პრობლემად მიგაჩნდათ, სინამდვილეში შეიძლება მხოლოდ აისბერგის წვერი იყოს.

მაგალითად განვიხილოთ ასეთი შემთხვევა: მამაკაცი ცოლის ცემისთვის იქნა დაკავებული. მან განაცხადა, რომ ცოლს მის გაუფრთხილებლად კარზე საკეტის გამოცვლის გამო სცემა.

საკეტის შეცვლა კონფლიქტის უშუალო მიზეზია.

უშუალო მიზეზი - სიტუაციის გამწვავების გამომწვევი მოქმედებაა. უშუალო მიზეზს ხშირად ,,ბოლო წვეთსაც“ უწოდებენ.

თუმცა, ამ მაგალითის ჭეშმარიტი მიზეზი შეიძლება უფრო რთული და მრავალი პრობლემისგან შემდგარი აღმოჩნდეს, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გროვდება. მაგალითად, უმუშევრობა, ფინანსური სიძნელეები ან მეუღლეებს შორის გართულებული ურთიერთობა.

რთული სტრუქტურული კონფლიქტის გადაჭრისთვის აუცილებელია ჩარევის უნარების კარგად გამოყენება.

ხშირად ადვილი არ არის კონფლიქტის მხარეების დამშვიდება.

ამიტომ, ყოველთვის შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოთ კონფლიქტის სტრუქტურული მხარეების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ გადაჭრით სტრუქტურულ კოფლიქტს, შესაძლებელია კონფლიქტის მხარეებს პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნაში დაეხმაროთ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ისინი სხვა ,,მესამე მხარესთან“ გააგზავნოთ, (ოჯახის წევრები ან სოციალური მუშაკები).

სტრუქტურული ასპექტების იგნორირების შემთხვევაში, ინციდენტი შეიძლება განმეორდეს, და ისევ საჭირო გახდეს პოლიციის ჩარევა.

4 4. კონფლიქტში ჩარევის მოდელი

▲back to top


კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

მთავარი მენიუ

● შესავალი

● კონფლიქტის გადაჭრა

კონფლიქტში ჩარევის მოდელი - კონფლიქტში ჩარევის სტადიები

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მთავარ მენიუში დააჭირეთ ღილაკს ,,კონფლიქტში ჩარევის მოდელი“, რის შემდეგაც დაინახავთ ორ დამატებით ოპციას:

● კონფლიქტში ჩარევის სტადიები

● პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

4.1 4.1. კონფლიქტში ჩარევის სტადიები

▲back to top


კონფლიქტში ჩარევის სტადიები

1

2

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

3

4

დააჭირეთ დამატებით ოპციას ,,კონფლიქტში ჩარევის სტადიები“ და დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს. სლაიდის სრული ვერსიის სანახავად, დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

კადრსმიღმა ხმა:

პოლიციის ეფექტური მოქმედებისთვის ყოველთვის საჭიროა კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევის მოდელის გამოყენება.

ამ მოდელის საფუძველია საუბრის პროცედურა, რომელიც ოთხი ეტაპისგან შედგება. მათი გამოყენება შესაძლებელია ჩარევის დროს. მოდელი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

1. მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა (დაძაბულობის მოხსნა)

კონფლიქტში ჩარევამდე აუცილებელია კონფლიქტის მონაწილეთა დამშვიდება და ნორმალურ მდგომარეობამდე მიყვანა. უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ მათ თქვენ მესამე მხარედ ან შუამავლად უნდა აღგიქვან.

2. ინფორმაციის შეგროვება

დიალოგის დამყარების შემდეგ გადადით მომხდარის შესახებ ინფორმაციის შეგროვების ეტაპზე.

3. პრობლემის გადაჭრა

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა განისაზღვროს კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზა.

4. ერთობლივი მუშაობა

ეს მეოთხე ეტაპი ყველა ეტაპს ეხება და წინა სამ ეტაპზე თქვენი მოქმედებების საფუძველს წარმოადგენს.

4.2 4.2. პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

▲back to top


კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

დააჭირეთ დამატებით ოპციას ,,პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება“, ეკრანის ზედა ნაწილში გამოჩნდება დამატებითი პანელი, საიდანაც შეგიძლიათ სამთაგან აირჩიოთ ერთ-ერთი ღილაკი:

● მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

● ინფორმაციის შეგროვება

● პრობლემის გადაჭრა

ეს სამი ღილაკი შეესაბამება კონფლიქტში ჩარევის ეტაპებს (ამ პანელზე ნაჩვენები არ არის მეოთხე ეტაპი ,,ერთობლივი მუშაობა“. ინფორმაციას ერთობლივი მუშაობის შესახებ მოიცავს პირველი სამი ეტაპის აღწერა. აღნიშნული პანელის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სამი სახის ინფორმაცია:

● კონკრეტული ეტაპების შესახებ ანიმაციური სახით მოცემული თეორიული ინფორმაცია, რომელიც გახმოვანებულია. ანიმაციის სანახავად დააჭირეთ შუა რიგში განლაგებულ ღილაკებს.

ვიდეოსიუჟეტები, რომლებშიც მოცემულია კონფლიქტში ჩარევის სწორი მიდგომები. ვიდეოსიუჟეტების სანახავად დააჭირეთ ზედა რიგში განლაგებულ ღილაკებს (კურსორის მიტანისას ღილაკები მწვანდება).

ვიდეოსიუჟეტები, რომელშიც ნაჩვენებია კონფლიქტურ სიტუაციებში ჩარევისას პოლიციელთა არასწორი მიდგომები და დაშვებული შეცდომები. ამ ვიდეოსიუჟეტების ნახვა შესაძლებელია ქვედა რიგში განლაგებულ ღილაკებზე დაჭერით (კურსორის მიტანისას ღილაკები წითლდება).

4.2.1. მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

● შესავალი

● სიტუაციის შეფასება

● ფუნქციათა განაწილება

● ვიზუალური განცალკევება

● საუბრის დაწყება

● ყურადღების შენარჩუნება

● ერთობლივი მუშაობა.

თეორიულ ღილაკზე ,,მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა“ დაჭერისას, ეკრანის ზედა ნაწილში გამოჩნდება ახალი პანელი.

პანელის მთავარ ნაწილში მოცემულია სხვადასხვა დამატებითი ოპციები:

● შესავალი

● სიტუაციის შეფასება

● ფუნქციათა განაწილება

● ვიზუალური განცალკევება

● საუბრის დაწყება

● ყურადღების შენარჩუნება

● ერთობლივი მუშაობა.

4.2.1.1. შესავალი

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

● შესავალი

● სიტუაციის შეფასება

● ფუნქციათა განაწილება

● ვიზუალური განცალკევება

● საუბრის დაწყება

● ყურადღების შენარჩუნება

● ერთობლივი მუშაობა.

დააჭირეთ დამატებით ოპციას ,,შესავალი“ და დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის სრული ვერსიის ნახვაც შესაძლებელია ღილაკზე ,,გაშვება“ დაჭერით.

კადრსმიღმა ხმა:

ამ ეტაპის მთავარი მიზანია იმაში დარწმუნება, რომ ორივე მხარე თქვენ მესამე მხარედ/შუამავლად მიგიჩნევთ.

გახსოვდეთ, რომ კონფლიქტის მხარეები ხშირად ძალიან ემოციურად რეაგირებენ, ეს კი ფიზიკური ძალის გამოყენების რისკს უკავშირდება. თუ ასეთ დაძაბულ სიტუაციაში არასწორად იმოქმედებთ, შესაძლოა მოწინააღმდეგე მხარებმა ერთმანეთზე თავდასხმა შეწყვიტონ და თქვენს წინააღმდეგ გამოვიდნენ.

თუ ეს მოხდება, თქვენ კონფლიქტის მხარე გახდებით, რაც მხოლოდ და მხოლოდ გაამწვავებს და გააუარესებს მდგომარეობას.

ამიტომ, მნიშვნელოვანია უფრო დისტანციური მიდგომის გამოყენება და მუდმივად ნეიტრალურ მხარედ დარჩენა. არცერთ შემთხვევაში, არ დაიჭიროთ კონფლიქტის რომელიმე მონაწილის მხარე.

,,მიახლოვებისა და სიტუაციის განმუხტვის“ ეტაპი სხვადასხვა სტადიებისგან შედგება:

4.2.1.2. სიტუაციის შეფასება

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

● შესავალი

სიტუაციის შეფასება

● ფუნქციათა განაწილება

● ვიზუალური განცალკევება

● საუბრის დაწყება

● ყურადღების შენარჩუნება

● ერთობლივი მუშაობა.

დააჭირეთ დამატებით ოპციას ,,სიტუაციის შეფასება“ და დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის სრული ვერსიის ნახვაც შესაძლებელია ღილაკზე ,,გაშვება“ დაჭერით.

კადრსმიღმა ხმა:

კონფლიქტურ სიტუაციაში ჩართვამდე, მოიპოვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. თუ დრო გაქვთ, დააკვირდით და მოუსმინეთ მხარეებს, რათა ადგილზე შეაფასოთ სიტუაცია.

მომხდარის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად გაესაუბრეთ მეზობლებსა და გამვლელებს.

4.2.1.3. ფუნქციების განაწილება

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

● შესავალი

● სიტუაციის შეფასება

ფუნქციათა განაწილება

● ვიზუალური განცალკევება

● საუბრის დაწყება

● ყურადღების შენარჩუნება

● ერთობლივი მუშაობა.

დააჭირეთ დამატებით ოპციას ,,ფუნქციათა განაწილება“ და დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის სრული ვერსიის ნახვაც შესაძლებელია ღილაკზე ,,გაშვება“

კადრსმიღმა ხმა:

გახსოვდეთ, რომ მესამე მხარედ კონფლიქტში ჩართვა ერთობლივი ან გუნდური სამუშაოა. სიტუაციის შეფასების შემდეგ კოლეგასთან/პარტნიორთან ერთად განიხილეთ მოქმედების გეგმა და ზუსტად გაინაწილეთ ფუნქციები.

მოილაპარაკეთ ვინ ვის გაესაუბრება და შემდეგ როგორ იმოქმედებთ. თუ კონფლიქტის მხარეებთან გასაუბრება ერთად გადაწყვიტეთ, განსაზღვრეთ, რომელი თქვენგანი წაიყვანს საუბარს და ვინ შეასრულებს დამკვირვებლის როლს

4.2.1.4. ვიზუალური განცალკევება

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

● შესავალი

● სიტუაციის შეფასება

● ფუნქციათა განაწილება

ვიზუალური განცალკევება

● საუბრის დაწყება

● ყურადღების შენარჩუნება

● ერთობლივი მუშაობა.

დააჭირეთ დამატებით ოპციას ,,ვიზუალური განცალკევება“ და დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის სრული ვერსიის ნახვაც შესაძლებელია ღილაკზე ,,გაშვება“

კადრსმიღმა ხმა:

ფუნქციების განაწილების შემდეგ გააშველეთ მხარეები რაც შეიძლება ნაკლები ძალის გამოყენებით და ვიზუალურად განაცალკევეთ ისინი. მიმართეთ შემდეგ პროცედურას:

ყურადღების მიპყრობა

პირველ რიგში, მიიპყარით ორივე მხარის ყურადღება, რათა არ შეაშინოთ ისინი.

დაამყარეთ ვიზუალური კონტაქტი

ორივე მხარესთან დაამყარეთ ვიზუალური კონტაქტი. თითოეულმა პილიციელმა თვალებში უნდა უყუროს კონფლიქტის ერთ მონაწილეს.

შემობრუნება

ყურადღების მიპყრობის შემდეგ, კონფლიქტის მხარეები მოაბრუნეთ ისე, რომ ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. ამან შეიძლება შეამციროს აგრესიულობა. თითოეული პოლიციელი ერთ მონაწილესთან მუშაობს და გვერდით გაჰყავს ის ყოველგვარი შეხების გარეშე. კონფლიქტის მხარეები ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით დააყენეთ. თქვენ კი სულ მუდამ უნდა ხედავდეთ კოლეგას. ეს აუცილებელია ყველას უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

დისტანციის გაზრდა და ვიზუალური კონტაქტის შენარჩუნება

კონფლიქტის მხარეების განცალკევების შემდეგ, ნელ-ნელა, უკუსვლით გაზარდეთ მათ შორის არსებული მანძილი. ერთ-ერთ მხარესთან დაამყარეთ და შეინარჩუნეთ ვიზუალური კონტაქტი და შეეცადეთ მასთან საუბრის დაწყებას.

4.2.1.5. საუბრის დაწყება

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

● შესავალი

● სიტუაციის შეფასება

● ფუნქციათა განაწილება

● ვიზუალური განცალკევება

საუბრის დაწყება

● ყურადღების შენარჩუნება

● ერთობლივი მუშაობა.

დააჭირეთ დამატებით ოპციას ,,საუბრის დაწყება“, თქვენ დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის სრული ვერსიის ნახვაც შესაძლებელია ღილაკზე ,,გაშვება“ დაჭერით.

კადრსმიღმა ხმა:

ყურადღების მიპყრობის შემდეგ, დაიწყეთ საუბარი. თავდაპირველად ხაზი გაუსვით თქვენს ნეიტრალურობას და განმარტეთ, რომ პოლიციელი არცერთ მხარეს არ ემხრობა და მხოლოდ დახმარებას სთავაზობს. თქვენ არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქცეთ კონფლიქტის მონაწილედ.

ამ ეტაპზე შესაძლებელია საუბრის შემდეგი მეთოდების გამოყენება:

● თემაში ჩართვა

ჩაერთეთ მხარისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემაში და აჩვენეთ მას, რომ მართლაც უსმენთ.

● მოლოდინის უარყოფა

კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანთა უმრავლესობას ჰგონია, რომ პოლიცია მათ დასაპატიმრებლად არის მოსული. თქვენ უნდა უარყოთ ეს მოლოდინი და აუხსნათ, რომ თქვენ მხოლოდ დახმარების შეთავაზება გსურთ. როგორც წესი, ამის შემდეგ კონფლიქტის მონაწილეები უფრო ადვილად და თავისუფლად ესაუბრებიან პოლიციელებს.

● განაგრძეთ კითხვების დასმა

როცა კონფლიქტის მონაწილე აგრძელებს მომხდარის საკუთარი ვერსიის თხრობას, მას კითხვები დაუსვით იმ თემებზე, რომლებზეც თვითონ ამახვილებდა ყურადღებას. ამგვარად, თქვენ აჩვენებთ ადამიანს, რომ მის წუხილს სერიოზულად აღიქვამთ.

● გამოხატეთ ემოციური მხარდაჭერა

თუ ადამიანი ძალიან გაღიზიანებულია, აჩვენეთ მას, რომ თქვენ გესმით მისი გრძნობების. როგორც წესი, ეს ამაღლებს პოლიციელის მიმართ ნდობას.

● შეაჯამეთ შედეგები

ხშირად განაზოგადეთ მოპოვებული ინფორმაცია. ასე თქვენ დარწმუნდებით, რომ ყველაფერი სწორად გაიგეთ. თქვენი თანამოსაუბრისთვის კი ეს იმის დასტურია, რომ თქვენ მას უსმენთ.

4.2.1.6. ყურადღების შენარჩუნება

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

● შესავალი

● სიტუაციის შეფასება

● ფუნქციათა განაწილება

● ვიზუალური განცალკევება

● საუბრის დაწყება

ყურადღების შენარჩუნება

● ერთობლივი მუშაობა.

დააჭირეთ დამატებით ოპციას ,,ყურადღების შენარჩუნება“, თქვენ დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის სრული ვერსიის ნახვაც შესაძლებელია ღილაკზე ,,გაშვება“ დაჭერით.

კადრსმიღმა ხმა:

ამ ეტაპზე თქვენ წარმატებით დაამყარეთ ურთიერთობა და დაიწყეთ საუბარი.

თუმცა შესაძლებელია, რომ თანდათანობით კონფლიქტის მხარეებმა პოლიციელებიდან ყურადღება ისევ ერთმანეთზე გადაიტანონ.

ყურადღების შესანარჩუნებლად შესაძლებელია საუბრის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება:

გააკეთეთ აღნიშნვნები: ამ დროს ადამიანი იძულებულია რაციონალურად იაზროვნოს, რაც ემოციების ნეიტრალიზაციას იწვევს.

ითამაშეთ ,,შეხსენება“: ხშირად ძალიან სასარგებლოა იმ კითხვების დასმა, რომლებზე პასუხებიც უკვე იცით. ეს ადამიანს აიძულებს იფიქროს და მკაფიოდ ახსნას საკითხი.

მოუწოდეთ წესრიგისკენ: თუ შედეგი არცერთმა მოქმედებამ არ გამოიღო, მოუწოდეთ ადამიანს წესრიგისკენ.

4.2.1.7 ერთობლივი მუშაობა: პარტნიორის უსაფრთხოების

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

● შესავალი

● სიტუაციის შეფასება

● ფუნქციათა განაწილება

● ვიზუალური განცალკევება

● საუბრის დაწყება

● ყურადღების შენარჩუნება

ერთობლივი მუშაობა.

დააჭირეთ დამატებით ოპციას ,,ერთობლივი მუშაობა“, თქვენ დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის სრული ვერსიის ნახვაც შესაძლებელია ღილაკზე ,,გაშვება“ დაჭერით.

კადრსმიღმა ხმა:

ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე მომუშავე პოლიციელებმა მუდმივად უნდა იზრუნონ ერთმანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

ამიტომ, კონფლიქტში ჩარევამდე, აუცილებელია წინასწარ ფუნქციების განაწილება და პარტნიორთან მუდმივად ვიზუალური კონტაქტის შენარჩუნება.

4.2.1.ა. ღილაკი ,,ვიდეო - სწორი მიდგომა“

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

თუ კურსორს ,,მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა“ ნაწილში ,,ვიდეოს“ ზედა ღილაკთან მიიტანთ, ეს ღილაკი გამწვანდება.

ამ ღილაკზე დაჭერით, თქვენ ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც მოცემულია ,,მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა“ ეტაპზე სწორი მიდგომის მაგალითი.

ვიდეოსიუჟეტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

ვიდეოდიალოგი:

I პატრული და II პატრული ქუჩაზე მიდიან. ცენტრიდან ისინი რაციით გამოძახებას იღებენ.

მორიგე:

ვიძახებ 51-ე პატრულს, პატრული 51 ...

I პატრული

პატრული 51-ე, გისმენთ...

მორიგე:

გაემგზავრეთ ფალიაშვილის ქუჩაზე, ნომერი 82. იქ ჩხუბია, საერთო დერეფანში ორი მამაკაცი მაცივრის გამო ჩხუბობს. ერთ-ერთმა მათგანმა გამოგვიძახა, ახლა ისინი ქუჩაში ჩხუბობენ.

I პატრული:

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია?

მორიგე:

ამ მისამართზე ადრე გამოძახება არ ყოფილა, მეზობლების ვინაობა დაუდგენელია.

I პატრული:

მადლობთ, უკვე მივდივართ...

(მიმართავს კოლეგას)

,,აბა, ვნახოთ რა მოხდა... როგორც ჩანს, ჩვეულებრივი საქმეა, მეზობლები საერთო დერეფნის გამო ჩხუბობენ. ალბათ ერთ-ერთმა მეზობელმა მაცივარი საერთო დერეფანში დადგა და მეორეს არ მოეწონა.

II პატრული:

ჰო, შესაძლებელია...

I პატრული:

როგორ ფიქრობ, რომელ სტრატეგიას უნდა მივმართოთ?

II პატრული:

ჯერ ისინი უნდა განვაცალკევოთ, შენ ერთს დაელაპარაკე, მე მეორეს, მერე კი ერთად განვიხილოთ და გადავწყვიტოთ რას გავაკეთებთ.

I პატრული:

კარგია...

პატრულები უახლოვდებიან შემთხვევის ადგილს.

I პატრული:

მოდი, მე ლურჯკეპიანს დაველაპარაკები, შენ კი მეორეს მიხედე ...

II პატრული:

კარგი, ოღონდ ჯერ გავაშველოთ, და ერთმანეთის ყურება არ დაგვავიწყდეს ...

I პატრული.

კარგი

ისინი უახლოვდებიან მოჩხუბარ მეზობლებს

I პატრული:

აბა-აბა!

პატრულის ხმაურზე მეზობლები მოიხედავენ, მათთვის მოულოდნელი იყო პოლიციელის დანახვა, მაგრამ ჩხუბს აგრძელებენ.

II პატრული:

აქ რა ხდება?

I მეზობელი:

(ჯერ კიდევ II მეზობელს უყვირის)

ახლა კი ნამდვილად დაამტვრიე. ათასჯერ მაიც გითხარი, ჩემს ნივთებს ხელს ნუ ახლებ-მეთქი.

I პატრული:

საკმარისია! რა არ უნდა გააკეთოს?

I პატრული:

ჩემს ნივთებს ხელი არ ახლოს!...

II პატრული:

(II მეზობელს)

მე გამომყევით ...

I პატრული I მეზობელთან ერთად გადის, II პატრული კი II მეზობელთან, ისინი საუბარს იწყებენ.

I მეზობელი:

ამ ნაძირალამ ჩემი მაცივარი დაამტვრია! მაცივარი მშვენიერ მდგომარეობაში იყო, ვიდრე ეს ნაძირალა არ დაამტვრევდა.

I პატრული:

ვის მოიხსენიებთ ,,ნაძირალად“?

I მეზობელი:

აი ამას, ლევან პეტრიაშვილს! ამის გამო სულ პრობლემები და უსიამოვნებები გვექმნება.

I პატრული:

რა სახის უსიამოვნებები?

I მეზობელი:

ყველანაირი! ახლა ჩემი მაცივარი დაამტვრია! ჩემს ქალიშვილს გამოადგებოდა!

I პატრული:

მართლა გაფუჭდა?

I მეზობელი:

ჰო, ახლა კი ახლის ყიდვაში ფული უნდა გადავყარო! საერთოდ თუ მოვახერხე ახალი მაცივრის ყიდვა!

I პატრული:

დიახ, გასაგებია, სასიამოვნო არ არის... მოდით გავარკვიოთ, ესე იგი ლევან პეტრიაშვილმა თქვენი მაცივარი დაამტვრია? ეს როგორ გააკეთა? თქვენთან იყო სახლში?

I მეზობელი:

არა, არა! მაცივარი დერეფანში იდგა (ხმამაღლა და უფრო ემოციურად), ამას ჰგონია, რომ აქ ყველაფერი მას ეკუთვნის!

I პატრული:

(ხმამაღლა):

კარგით, ახლა გავარკვეთ... თქვენ თქვენი ქალიშვილის მაცივარი წამოიღეთ და დერეფანში დადგით? ეს რატომ გააკეთეთ?

I მეზობელი:

(უფრო მშვიდად საუბრობს)

არა, თქვენ მე ვერ გამიგეთ. მე ახალი მაცივარი ვიყიდე, ძველი კი დერეფანში დავდგი. ჩემს სიძეს დღეს უნდა წაეღო, მაგრამ ავად გახდა და ვერ მოვიდა. სამსახურიდან რომ დავბრუნდი, დავინახე, რომ ეს ნაძირალა, კიბეებიდან აგდებდა ჩემს მაცივარს...

I მეზობელი უცაბედად II მეზობელს მიუბრუნდა და ყვირილი დაიწყო.

I მეზობელი:

არ ვიცი რას ფიქრობდა... რას ფიქრობდი, გეგონა, რომ ვერ დავინახავდი?

I პატრული:

დაწყნარდით! მშვიდად! მშვიდად! ყვირილით ვერაფერს უშველით!

I მეზობელი დამშვიდდა. I პოლიციელმა ბლოკნოტი მოიმარჯვა.

I პატრული:

ჯერ, თქვენი სახელი მითხარით.

I მეზობელი:

ვანო ბერაძე.

I პატრული:

კარგით, მე პატრული გიორგი რიგვავა ვარ. ახლა კი დეტალურად ამიხსენით, აქ რა მოხდა?

(I მეზობელი საუბარს აგრძელებს, ,,როგორც უკვე გითხარით, ახლახან ახალი მაცივარი შევიძინე, ძველი კი...)

I პატრულისა და I მეზობლისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით II პატრული და II მეზობელი საუბრობენ.

II მეზობელი:

ეს იდიოტი იმიტომ გადაირია, რომ მისი ნაგავი გავიტანე.

II პატრული:

ერთი წუთით. როცა ამბობთ ,,იდიოტიო“, ვის გულისხმობთ?

II მეზობელი:

აი ამ იდიოტს, ვანო ბერაძეს, რომელიც თავის ნაგავს მუდამ დერეფანში ტოვებს...

II პატრული:

(მაცივარს უყურებს)

ნაგავში მაცივარს გულისხმობთ?

II მეზობელი:

დიახ, სადაც უნდა იქ დგამს, სხვაზე არც ფიქრობს, კვირაზე მეტია მაცივარი აქ დგას და სხვებს ხელს უშლის.

II პატრული:

მაცივარი დერეფანში კვირაზე მეტია დგას?

II მეზობელი:

დიახ, კვირაზე მეტი გავიდა, რაც ეს მაცივარი დერეფანში დგას. ყელში ამომიყვანა პირველად არ აკეთებს ამას! თქვენ ის უნდა დაიჭიროთ!

II პატრული:

როგორც ვხედავ, ეს ძალიან გაწუხებთ.

II მეზობელი:

კი, ყელში ამომივიდა, იმიტომ რომ ეს პირველად არ ხდება. ამასწინათ დერეფანში თავისი კარადა გამოაგდო, მერე ნაგვის ყუთი. საკმარისია, ამის მოთმენა აღარ შემიძლია!

II პატრული:

კარგით, გასაგებია, თქვენსა და ბერაძეს შორის კონფლიქტი პირველად არ ხდება. მაგრამ მოდით დღევანდელი დღის შესახებ ვისაუბროთ, აბა ... რა მოხდა?

II მეზობელი:

კარგით... სახლში დავბრუნდი, მაცივარი შესასვლელ კარს კეტავდა...

II პატრული:

კეტავდა?

II მეზობელი:

დიახ, სახლში შესვლა ვერ შევძელი!

II პატრული:

და რა გააკეთეთ?

II მეზობელი:

ავიღე და ქვემოთ ჩავიტანე.

II პატრული:

გასაგებია, შემდეგ რა მოხდა?

II მეზობელი:

ამასთან გასაუბრება? დამცინით? ამას სულ ფეხებზე ჰკიდია სხვისი ადგილი და საკუთრება! თანაც აგრესიულია! წინა წელს მის ცოლთან ვიჩხუბე, ეს კიდევ გიჟივით მოვარდა და ჩემი სახლის კარს მტვრევა დაიწყო. ისეთი საშინელება იყო, რომ ვერ აგიღწერთ!

II მეზობელი:

ეს მოვიდა და ყვირილი დამიწყო, დამარტყა კიდეც!

II პატრული: გიცდიათ ბერაძესთან ამ საკითხზე გასაუბრება?

II პატრული:

ჰმ...

II მეზობელი:

ისტორია ცოლით არ ამოწურულა, შვილებიც ხომ ჰყავს! საშინელებაა, ისე ყვირიან, განსაკუთრებით ფეხბურთის თამაშისას... და მანქანებს რას უკეთებენ...! ამას წინათ ჩემს მეგობარსაც ვეუბნებოდი, აღარ ვიცი რა გზას მივმართო-მეთქი, ყელში ამომივიდა, ამის მოთმენა აღარ შემიძლია!

II პატრული:

კარგით, დამშვიდდით...

4.2.1. ბ. ღილაკი ,,ვიდეო - არასწორი მიდგომა“

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I მიდგომა

II მიდგომა

,,მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა“ ნაწილში არსებული ქვედა ,,ვიდეოს“ ღილაკთან კურსორის მიტანისას, ღილაკი გაწითლდება. დააჭირეთ ამ ღილაკს და ეკრანის მარცხენა მხარეს დაინახავთ ქვემენიუს:

I მიდგომა

II მიდგომა

ერთ-ერთი ღილაკის არჩევისას, დაინახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც ნაჩვენებია ,,მიახლოვებისა და სიტუაციის განმუხტვის“ ეტაპზე დაშვებული შეცდომები ან პოლიციელთა არასწორი მიდგომები.

4.2.1.ბ.1. I მიდგომა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I მიდგომა

II მიდგომა

დააჭირეთ ღილაკს ,,I მიდგომა“ და თქვენ დაინახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც პოლიციელები აგრესიულად უახლოვდებიან კონფლიქტის მონაწილეებს.

ვიდეოსიუჟეტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

ვიდეოდიალოგი:

I პატრული:

კარგით, შეწყვიტეთ!

მამაკაცებს რეაქცია არა აქვთ. პოლიციელები უფრო ახლოს მიდიან. იმის გამო, რომ მათ ყურადღებას არ აქცევენ, გაღიზიანებულნი ჩანან.

I პატრული:

გეყოფა!

(I მეზობელს ხელს ჰკიდებს)

I მეზობელი:

ხელები გაწიე!

I მეზობელი:

I პოლიციელს ხელს ჰკრავს და თავიდან იშორებს.

I პატრული:

გაფრთხილებ, მეგობარო!

I მეზობელი:

რაა? რა დამიჭერთ?! აქ თუ ვინმეა დასაჭერი, აი ეს არის!

I პატრული:

(I მეზობელს ხელს ჰკიდებს)

მე გითხარი, მშვიდად იყავი-მეთქი! დაწყნარდი!

I მეზობელი:

(უფრო ძლიერად ჰკრავს პოლიციელს ხელს)

მოაშორე შენი ბინძური ხელები!

I პატრული:

ასე არა? თქვენ დაპატიმრებული ხართ. (ორივე მეზობელს ჩხრეკენ და ხელბორკილებს ადებენ)

I მეზობელი:

რისთვის? რაშია საქმე?

4.2.1.B.1.. I მიდგომა: მოქალაქის აღქმა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I მიდგომა

II მიდგომა

0x01 graphic

ეკრანის მარჯვენა ნაწილში მოცემულია ორი სურათი მოქალაქისა და პოლიციელის გამოსახულებით. მოქალაქის გამოსახულება ნათდება. დააჭირეთ ამ სურათს და მოისმინეთ მოქალაქის განცხადება. ამ განცხადებაში (,,აღქმა“) მოქალაქე განმარტავს, როგორ აღიქვა მან ეს კონკრეტული სიტუაცია.

ვიდეო-განცხადების სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

ვიდეოდიალოგი:

აი ამიტომ ვერ ვიტან პოლიციელებს. რაღაცას თვითონ გამოიგონებენ და შემდეგ ადამიანებს აიძულებენ ამის აღიარებას.

არც კი იცოდნენ, რატომ ვჩხუბობდით!

ვიცი, ალბათ, ცოტა აგრესიული ვიყავი, მაგრამ მათ შემაშინეს.

არ ვიცი ის პოლიციელი საიდან გამოჩნდა, მომვარდა და ხელი ჩამავლო! ვერ გავიგე, რა ხდებოდა!

ასეთ სიტუაციაში ვინ არ გაბრაზდებოდა?

4.2.1.ბ.2. II მიდგომა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I მიდგომა

II მიდგომა

ღილაკზე ,,II მიდგომა“ დაჭერის შემდეგ დაინახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც პოლიციელები ერთმანეთთან შეუთანხმებლად უახლოვდებიან შემთხვევის ადგილს.

ვიდეო-სიუჟეტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

ვიდეოდიალოგი:

I პატრული:

ეი, ეი, დაწყნარდით, აქ რა ჯანდაბა ხდება?

(მათ გაშველებას ცდილობს)

მეზობლები ცოტა შეშფოთებულნი არიან, ისინი მხოლოდ ერთ პოლიციელს ხედავენ.

I მეზობელი:

ხელი გაწიე!

I მეზობელი პოლიციელს ხელს კიბისკენ ჰკრავს.

I მეზობელი:

შენ გგონია, რომ მარტო მომერევი? შენ რა გგონია, რომ მარტო გამიმკლავდები?

II პატრული კოლეგის დასახმარებლად მორბის.

II პატრული:

გეყოფათ, ყველანი ადგილებზე დარჩით!

4.2.1.ბ.2.ა. II მიდგომა: პოლიციელის აღქმა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I მიდგომა

II მიდგომა

პოლიციელის განცხადების მოსასმენად დააჭირეთ ეკრანის მარჯვენა მხარეს მდებარე პოლიციელის გამოსახულებას. თქვენ ნახავთ პოლიციელს, რომელიც გამოხატავს მის მიერ მოცემული სიტუაციის აღქმას.

ვიდეო-განცხადების მოსასმენად, დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

ვიდეო-განცხადება:

ჰმ, არა მგონია, ეს ძალიან გონივრული ყოფილიყო.

ისე მინდოდა მათი გაშველება, რომ მათკენ გავიქეცი და დამავიწყდა მთავარი - კონფლიქტში ჩარევის წესი: რომ კონფლიქტის მონაწილეებთან როგორც გუნდი, ისე უნდა მიხვიდე.

როცა ამ კაცმა დამინახა, ალბათ, იფიქრა, რომ მარტო ვიყავი და ბავშვივით მოიქცა.

ვფიქრობ, რომ შემდეგში ასე აღარ ვიჩქარებ!

4.3 4.2.2. ინფორმაციის შეგროვება

▲back to top


კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

შესავალი

ტაქტიკა

გამოკითხვის მეთოდები

ერთობლივი მუშაობა

ღილაკზე ,,ინფორმაციის შეგროვება“ დაჭერის შემთხვევაში ეკრანის ზედა ნაწილში გამოჩნდება პანელი, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა დამატებითი ოპციები:

შესავალი

ტაქტიკა

გამოკითხვის მეთოდები


კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა - ინსტრუქტორის სახელმძღვანელო 25

ერთობლივი მუშაობა.

4.2.2.1. შესავალი

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

შესავალი

ტაქტიკა

გამოკითხვის მეთოდები

ერთობლივი მუშაობა

დააჭირეთ დამატებით ოპციას ,,შესავალი“ და ეკრანზე გამოჩნდება სლაიდის პირველი კადრი. სლაიდის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

კადრსმიღმა ხმა:

ურთიერთობის დამყარებისა და საუბრის დაწყების შემდეგ, გადადით ინფორმაციის შეგროვების ეტაპზე. სწორი სტრატეგიის არჩევისთვის, აუცილებელია კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზების შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნა.

ინფორმაციის შეგროვების პროცესში სამი ასპექტი გამოიყოფა:

- ინფორმაციის შეგროვებისას გამოსაყენებელი ტაქტიკა;

- გამოკითხვის კონკრეტული მეთოდები;

- ერთობლივი მუშაობის ტაქტიკა.

4.2.2.2. ტაქტიკა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

შესავალი

ტაქტიკა

გამოკითხვის მეთოდები

ერთობლივი მუშაობა

აირჩიეთ დამატებითი ოპცია ,,ტაქტიკა“, თქვენ დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.


კადრსმიღმა ხმა:

თეორიულად არსებობს კონფლიქტურ სიტუაციაში ინფორმაციის შეგროვების ოთხი ტაქტიკური პროცედურა:

- კონფლიქტის ორივე მხარის ერთობლივი გამოკითხვა;

- შემთხვევის ადგილზე კონფლიქტის მხარეების ცალ-ცალკე გამოკითხვა, როცა ერთი პოლიციელი ერთ მხარეს ესაუბრება, მეორე პოლიციელი კი - კონფლიქტის მეორე მხარეს;

- მხარეების ცალ-ცალკე გამოკითხვა სხვადასხვა ადგილებზე, როცა ერთი პოლიციელი ერთ მხარეს ესაუბრება, ხოლო მეორე პოლიციელი - კონფლიქტის მეორე მხარეს.

- შემთხვევის ადგილზე მხარეთა ცალ-ცალკე გამოკითხვა, როცა ორივე პოლიციელი ერთად ესაუბრება თითოეულ მხარეს.

4.2.2.3. გამოკითხვის მეთოდები

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

შესავალი

ტაქტიკა

გამოკითხვის მეთოდები

ერთობლივი მუშაობა

აირჩიეთ დამატებითი ოპცია ,,გამოკითხვის მეთოდები“, თქვენ დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

კადრსმიღმა ხმა:

კონფლიქტურ სიტუაციებში ხშირად ეფექტურია კონფლიქტის მხარეებისთვის, ერთმანეთის თანდასწრების გარეშე, მომხდარის საკუთარი სიტყვებით აღწერის შესაძლებლობის მიცემა. ამგვარად თქვენ დროის მოკლე პერიოდში დიდი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ. თუმცა ეს ინფორმაცია უფრო მეტად ცალმხრივი იქნება, მაგრამ საერთოდ, საკმაოდ ზუსტია ხოლმე. ამ მეთოდს ,,მიდევნების“ მეთოდი ეწოდება.

როცა სიტუაციაზე გარკვეული წარმოდგენა შეგექმნებათ, საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია უფრო კონკრეტული კითხვების დასმა. ამ მეთოდს ,,ლიდერობის“ მეთოდი ეწოდება.

4.2.2.4. ერთობლივი მუშაობა: შუალედური კონსულტაცია

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

შესავალი

ტაქტიკა

გამოკითხვის მეთოდები

ერთობლივი მუშაობა

აირჩიეთ დამატებითი ოპცია ,,ერთობლივი მუშაობა“, თქვენ დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

კადრსმიღმა ხმა:

ინფორმაციის შეგროვების ეტაპზე ასევე აუცილებელია საკუთარი და კოლეგის უსაფრთხოების კონტროლი. მუდმივად იქონიეთ პარტნიორთან ვიზუალური კონტაქტი და თვალი ადევნეთ მის ზურგს უკან მიმდინარე მოვლენებს.

გარდა ამისა, თუ ინფორმაციის შეგროვებას ცალ-ცალკე ახორციელებთ, პარტნიორთან ერთად განიხილეთ შუალედურად მოპოვებული ინფორმაცია. ეს დაგეხმარებათ კონფლიქტის შესახებ უფრო ობიექტური წარმოდგენის შექმნაში. თუ აღმოაჩენთ აშკარა განსხვავებებს, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ინფორმაციის მოპოვება.

4.2.2.ა. ღილაკი ,,ვიდეო-სწორი მიდგომა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I გამოკითხვა

II გამოკითხვა

შუალედური კონსულტაცია

თუ კურსორს ,,ინფორმაციის შეგროვების“ ნაწილში ,,ვიდეო“ ღილაკის ზემოთ მიიტანთ, ეს ღილაკი გამწვანდება.

დააჭირეთ ამ ღილაკს და დაინახავთ სამ დამატებით ოპციას:

I გამოკითხვა

II გამოკითხვა

შუალედური კონსულტაცია

აირჩიეთ ერთ-ერთი დამატებითი ოპცია და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც მოცემულია ,,ინფორმაციის შეგროვების“ ეტაპზე სწორი მიდგომა.


4.2.2.ა.1. I გამოკითხვა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I გამოკითხვა

II გამოკითხვა

შუალედური კონსულტაცია

ღილაკის ,,I გამოკითხვა“ არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“ და ნახეთ ვიდეოსიუჟეტი.

ვიდეოდიალოგი:

I პატრული:

(ბლოკნოტი ამოიღო)

ახლა კი მომიყევით, აქ რა მოხდა?

I მეზობელი:

როგორც უკვე გითხარით, ამასწინათ ახალი მაცივარი ვიყიდე, ძველი კი დერეფანში დავდგი, ჩემი ქალიშვილი დიდი ხანი არ არის რაც გადავიდა, და ვიფიქრე, რომ ამას გამოიყენებდა. ჩემი სიძე დღეს აპირებდა მაცივრის წაღებას, დიდი სატვირთო მანქანა აქვს, მაგრამ ავად გახდა, ასე რომ მაცივარი დერეფანში დავტოვე, ის მოგვიანებით წაიღებდა, ეს რა პრობლემაა?

I პატრული:

კარგით, ესე იგი, თქვენ მაცივარი დერეფანში დადგით, თქვენმა სიძემ კი დაგირეკათ და გითხრათ, რომ ავად გახდა. თქვენ მაცივარი მაინც დერეფანში დატოვეთ, ასეა? შემდეგ რა მოხდა?

I მეზობელი:

როცა სამსახურიდან დავბრუნდი, დავინახე, რომ ეს ნაძირალა ჩემს მაცივარს კიბიდან აგორებდა, და თითოეულ საფეხურზე მაცივრის ვარდნის ხმა მესმოდა! მაცივარი იმტვრეოდა, ახლა კი სულ გაფუჭებულია! ახლა რა უნდა გავაკეთო?

I პატრული:

გასაგებია, საპასუხოდ თქვენ რა რეაქცია გქონდათ?

I მეზობელი:

მე მივუახლოვდი და ვკითხე რა ჯანდაბას აკეთებდა!

I პატრული:

და რა გიპასუხათ?

I მეზობელი:

რაღაც სისულელეებს მეუბნებოდა, სულ გაგიჟდა! ჩემი ნათესავები აქვე მეზობლად ცხოვრობენ. იმედი მაქვს ამ პრობლემას და მის მოქმედებას მიხედავთ, იცით, აქვე ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს, ჩემზე გაცილებით ძლიერია, თუ ეს კაცი აღარ მომეშვება, მასთან დასალაპარაკებლად მოვა.

I პატრული:

ბატონო ვანო, მოდით, მუქარის ნაცვლად უბრალოდ განვიხილოთ სიტუაცია და გავარკვიოთ ყველაფერი, ძალიან გთხოვთ ... ახლა კი, რამდენადაც გავიგე, პეტრიაშვილთან თქვენ მანამდეც გქონდათ პრობლემები, ამის შესახებ მომიყევით?

I მეზობელი:

დიახ... ეს არის საოპერო მუსიკა ანუ ის გიჟდება ამ სულელურ საოპერო მუსიკაზე. შუაღამეს ძალიან მაღალ ხმაზე რთავს, ამ დროს კი მე ან სამუშაო მაქვს ან ძილი მჭირდება! ამ დროს, როცა ვთხოვ დაუწიოს ხმას, მპირდება, რომ დაუწევს, მაგრამ ამას არ აკეთებს. პირიქით, უფრო ხმამაღლა რთავს, ამ დროს კი აღარაფერი მრჩება გარდა იმისა, რომ ჩემი მუსიკა მასზე ხმამაღლა დავუკრა.

I პატრული:

ესე იგი, ეს მუსიკა თქვენ გაწუხებთ...

I მეზობელი:

გარდა ამისა, კიდევ ბავშვების პრობლემაა, ის ალბათ, ვერ იტანს ბავშვებს. მე კი ორი შვილი მყავს. ღმერთო ჩემო, ისინი უბრალოდ თამაშობენ, როგორც ყველა ბავშვი. ის კიდევ ამბობს, რომ ძალიან ხმაურობენ. ამ დროს კი ბავშვები ნორმალურად თამაშობენ, როგორც ყველა სხვა ბავშვი.

I პატრული:

კარგით, სხვა მეზობლები რას ფიქრობენ თქვენს კონფლიქტზე?

I მეზობელი:

სწორედ გუშინ ნიკო გორელიშვილს ვესაუბრებოდი, ჩემი ბინის ზემოთ ცხოვრობს, ისიც იგივეს ამბობს რასაც მე, ისიც ფიქრობს, რომ ეს ბიჭი არანორმალურია.

4.2.2.ა.2. II გამოკითხვა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I გამოკითხვა

II გამოკითხვა

შუალედური კონსულტაცია

ღილაკის ,,II გამოკითხვა“ არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“ და ნახეთ ვიდეოსიუჟეტი.

ვიდეოდიალოგი:

II პატრული:

თქვენ თქვით, რომ ვანო ბერაძესთან მანამდეც გქონდათ კონფლიქტი, ასეა? მომიყევით ამის შესახებ უფრო დეტალურად, კარგით?

II მეზობელი:

დიახ, როგორც უკვე გითხარით, მას საშინელი შვილები ჰყავს! ორნი არიან, სულ მათი ხმა ისმის, როცა დერეფანში ან სახლის წინ თამაშობენ. იმიტომ, რომ სულ რაღაც ტყდება, ფანჯარა ან ავტომანქანის სარკე ან კიდევ რამე სხვა. მათ, ანუ ვანოს და მის ცოლს კი არ ესმით, რომ ამ სახლში საერთო სარგებლობის ფართია. ისინი ფიქრობენ, რომ მთელი სახლი მათი საკუთრებაა. არავის აზრს არ ითვალისწინებენ! თავიანთ ნივთებს სადაც უნდათ იქ დებენ! აი მაგალითად, ეს ნაგვის ყუთი, უკვე ორი კვირაა აქ დგას, ისეთი სუნი იყო, თითქოს გვამი იხრწნებოდა. საშინელება იყო, სუნის ატანა შეუძლებელი იყო, სხვა მეზობლებიც ჩიოდნენ, მარტო მე კი არა, ყველა მეზობელი. ყველა მეზობელი შეწუხდა, ჩიოდნენ, მაგრამ ამათ არ ადარდებთ! იგივეს აკეთებენ, ისევ ასე იქცევიან...

II პატრული:

კარგით, მაგრამ ამჯერად, როგორც თქვენ თქვით, ბერაძემ მაცივარი დერეფანში დადგა და ერთ კვირაზე მეტია რაც აქ დგანან, სწორია?

II მეზობელი:

დიახ, მაშინ ვთქვი, რომ ეს ბოლო წვეთი იქნებოდა, მე გადავწყვიტე, რომ თუ მას არ უნდოდა მაცივრის აქედან გატანა, ამას მე გავაკეთებდი.

II პატრული:

როგორ დაუშვით კიბეზე?

II მეზობელი:

გამოვიტანე! უბრალოდ ავიღე და კიბის საფეხურებზე ჩავიტანე! ალბათ, ის ამბობს, რომ მე კიბეზე დავაგორე ან კიბიდან გადავაგდე, არა მე ეს არ გამიკეთებია! მეტის მოთმენა შეუძლებელია! აღარ მინდა მუდმივად ძველმანებსა და ნაგავში ცხოვრება.

II პატრული:

კარგით, მადლობთ ბატონო გიორგი, ახლა საკმარისი ინფორმაცია მაქვს. ახლა ერთი წუთით გავალ და ჩემს კოლეგას დაველაპარაკები, ორივე თქვენთაგანისგან მოსმენილს განვიხილავთ, კარგით? აქ დარჩით, რამდენიმე წუთში დავბრუნდები, მოვიფიქრებთ, ეს სიტუაცია როგორ გადავწყვიტოთ, კარგით?

II მეზობელი:

კი ბატონო ...

4.2.2.ა.3. შუალედური კონსულტაცია

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I გამოკითხვა

II გამოკითხვა

შუალედური კონსულტაცია

ღილაკის ,,შუალედური კონსულტაცია“ არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“ და ნახეთ ვიდეოსიუჟეტი.

ვიდეოდიალოგი:

I პატრული I მეზობელს:

თუ შეიძლება ერთი წუთით აქ დარჩით, ახლავე დავბრუნდები. ჩემს კოლეგას მინდა გავესაუბრო.

I პატრული და II პატრული ერთმანეთისკენ მიემართებიან. მეზობლები ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით დგანან და ერთმანეთს არ უყურებენ.

I პატრული:

აბა, რას ფიქრობ?

II პატრული:

ჰო, როგორც ვფიქრობდით, უბრალოდ ორი მეზობელი ჩხუბობს... ვერ გაიყვეს საერთო დერეფანი. არა მგონია, რომ აქ რაიმე რეალურ დარღვევას ან დანაშაულს ჰქონდეს ადგილი.

I პატრული:

ჰო, გეთანხმები.

II პატრული:

ალბათ ბერაძის მაცივარი დერეფანში საკმაოდ დიდ ხანს იდგა და დღეს პეტრიაშვილი პირველად არ შეაწუხა, იმიტომ რომ კვირაზე მეტია აქ დგას. მან გადაწყვიტა, რომ ამჯერად ის თვითონ გაიტანდა მაცივარს ქუჩაში.

I პატრული:

(თავს იქნევს)

კიდევ არის რამე?

II პატრული:

მან თქვა, რომ ბერაძის შვილები ზოგადად აწუხებენ... არა მხოლოდ მას, არამედ მთელ სამეზობლოს. საქმე ის არის, რომ მათ მუდმივად დაძაბული ურთიერთობა აქვთ.

I პატრული:

მეც ასე ვფიქრობ, ბერაძეს კი, თავის მხრივ, პეტრიაშვილის ხმამაღალი მუსიკა აწუხებს, განსაკუთრებით ღამით, რაც სრულიად აუტანელია. განსაკუთრებით ბავშვებთან დაკავშირებით. როგორც სჩანს, ის ცოლს, მის შვილებს და სხვა მეზობლებსაც ესაუბრა. ყველაფერი ხმაურს ეხება, ასე რომ ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს.

II პატრული:

(თავს იქნევს)

ჰო, ასეა.

I პატრული:

აბა, ამ ორს რა მოვუხერხოთ?

II პატრული:

რადგან დანაშაულს ადგილი არა აქვს, ორივე მათგანი სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს. რაც შეეხება საერთო ფართს, ბერაძეს სარგებლობა შეუძლია, მაგრამ მან უფრო მეტად უნდა გაითვალსიწინოს სხვების აზრი, დიდხანს არ უნდა დაიკავოს ფართი და მეზობლებისგან ნებართვა აიღიოს.

I პატრული:

ჰო და კიდევ პეტრიაშვილს უნდა ვუთხრათ, რომ ასეთ დონემდე მისვლა არ შეიძლება, მან თავისი ემოციის გამო გამოათრია ეს მაცივარი და არცთუ ისე აკურატულად.

II პატრული:

საერთოდ, მათ უნდა ისწავლონ პრობლემების განხილვა, განსაკუთრებით ხმაურთან დაკავშირებით. პეტრიაშვილმა მუსიკა ხმამაღლა არ უნდა ჩართოს, განსაკუთრებით ღამით. ბერაძემ კი უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს თავის შვილებს. მაცივარზე რას ფიქრობ? რა უნდა ვუყოთ?

I პატრული:

ჩემი აზრით, დერეფანში უნდა დააბრუნონ. ბერაძეს კი კიდევ ერთი დღე უნდა მივცეთ, მაგრამ ხვალ აქედან უნდა წაიღოს. თუ არ გაიტანს, პეტრიაშვილს შეუძლია დაგვირეკოს, კარგი?

II პატრული:

კარგი, ნორმალური გეგმაა...

II პატრული გადის, I პატრული კი I მეზობელს ესაუბრება

I პატრული:

თუ შეიძლება, სულ ერთი წუთით აქეთ მობრძანდით?

4.2.2.ბ. ღილაკი ,,ვიდეო - არასწორი მიდგომა“

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I გამოკითხვა

II გამოკითხვა

შუალედური კონსულტაცია

თუ კურსორს ,,ინფორმაციის შეგროვების“ ნაწილში ქვედა ,,ვიდეოს“ ღილაკთან მიიტანთ, ღილაკი გაწითლდება.

ამ ღილაკზე დაჭერისას ეკრანზე გამოჩნდება სამი დამატებითი ოპცია:

I გამოკითხვა

II გამოკითხვა

შუალედური კონსულტაცია

ამ ოპციათაგან ერთ-ერთი არჩევის შემთხვევაში, ეკრანზე დაინახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც მოცემულია არასწორი მიდგომები ,,ინფორმაციის შეგროვების“ ეტაპზე.

4.2.2.ბ.1. I გამოკითხვა

0x01 graphic

ღილაკის ,,I გამოკითხვა“ არჩევის შემდეგ, დაინახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც პოლიციელებს შორის არ არის დამყარებული ვიზუალური კონტაქტი.

დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“ და ნახეთ სიუჟეტი:

ვიდეოდიალოგი:

I პატრული:

გასაგებია, სასიამოვნო არაფერია იმაში, რომ მან თქვენი მაცივარი გატეხა. მაგრამ როგორ მოხდა ეს? ის თქვენთან იყო სახლში?

I მეზობელი:

არა, ის კი არ იყო ჩემთან სახლში, არამედ მაცივარი იდგა დერეფანში. მას თავი მთელი სახლის მეპატრონე ჰგონია!

უკანა პლანზე ისმის II პატრულისა და II მეზობლის ხმამაღალი საუბარი. I პატრული იქითკენ არ იხედება.

I პატრული:

კარგით, მოდით გავარკვიოთ, თქვენ თქვენი ქალიშვილის მაცივარი დერეფანში დადგით, რატომ?

I მეზობელი: არა, თქვენ ვერ გამიგეთ, მე ახალი მაცივარი ვიყიდე, ძველი კი დერეფანში დავდგი. სამსახურიდან რომ დავბრუნდი...

ამ დროს ისმის II პატრულის ყვირილი. I პატრული ბრუნდება და კადრში მოჩანს II პატრული, რომელიც ყვირის. II მეზობელი მას ჩააფრინდა. II პატრული წამოდგომას ცდილობს და ყვირის ,,გამიშვი!. I პატრული ყვირილით მირბის და კოლეგას II მეზობლისგან ათავისუფლებს.

I პატრული:

ეი, ეი!

4.2.2.ბ.1ა. I გამოკითხვა: პოლიციელის აღქმა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I გამოკითხვა

II გამოკითხვა

შუალედური კონსულტაცია

ეკრანის მარჯვენა მხარეს მოცემულია პოლიციელის გამოსახულება, პოლიციელის ვიდეო-განცხადების მოსასმენად დააჭირეთ ამ გამოსახულებას.

დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“ და მოისმინეთ განცხადება.

ვიდეო-განცხადება:

უჰ... ჩემმა კოლეგამ დროულად მომისწრო, ამ კაცმა კინაღამ გადამიარა!

ასეთ სიტუაციებში მართლაც გუნდურად უნდა იმუშაო: დააკვირდე პარტნიორს, მაშინაც კი, როცა სხვას ესაუბრები.

ამჯერად გამოვძვერით, თუმცა შეიძლება ყველაფერი უფრო ცუდად დამთავრებულიყო.

4.2.2.ბ.2. II გამოკითხვა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I გამოკითხვა

II გამოკითხვა

შუალედური კონსულტაცია

ამ ღილაკის არჩევის შემდეგ თქვენ ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც პოლიციელი მითიტებით კითხვებს სვამს.

დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“ და ნახეთ სიუჟეტი:

ვიდეოდიალოგი:

II მეზობელი:

...ახლა მაცივარი, ადრე კი დერეფანში თავისი ნაგვის ყუთი დადგა და დატოვა! ისეთი სუნი იყო, თითქოს გვამი გაიხრწნაო. საშინელება იყო, აუტანელი სუნი იყო. სხვა მეზობლებიც ჩიოდნენ, მარტო მე კი არა, მთელი მეზობლები, მაგრამ მას სულ ცალ ფეხზე ეკიდა, ნაგვის ყუთი არ აუღია. ეს სულ ასე მეორდება.

II პატრული:

გასაგებია, ესე იგი, ამჯერად თქვენ დერეფანში მაცივარი დაინახეთ და ამან გაგაცოფათ, არა?

II მეზობელი:

ჰო, უფრო სწორად კი არ გავცოფდი, უბრალოდ გავბრაზდი! საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს ბოლო წვეთი იყო ...

II პატრული:

გასაგებია, და რა მოიფიქრეთ? რომ მაცივარი კიბიდან დაგეგორებინათ?

II მეზობელი:

არა, მე არ დამიგორებია. უბრალოდ ავიღე და კიბეზე ჩავიტანე! აბა რა, თქვენი აზრით, რა უნდა მექნა? მე არ ვაპირებ ასეთ გარემოში ცხოვრებას!

II პატრული:

კარგით, ბატონო გიორგი, თქვენი პოზიცია გასაგებია...

II მეზობელი:

(გაკვირვებული სჩანს)

კი მაგრამ... მე...

4.2.2.ბ.2ა. II გამოკითხვა: მოქალაქის აღქმა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I გამოკითხვა

II გამოკითხვა

შუალედური კონსულტაცია

ჯერ დააჭირეთ ეკრანის მარჯვენა მხარეს მდებარე მოქალაქის გამოსახულებას, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“ და მოისმინეთ მოქალაქის განცხადება, მის მიერ სიტუაციის აღმასთან დაკავშირებით.

ვიდეო-განცხადება:

აბა, ეს რა იყო?

ეს პოლიციელი ისე მელაპარაკებოდა, თითქოს ამ სიტუაციაზე უკვე ჩამოყალიბებული შეხედულება ჰქონდა! მე კი მეგონა, რომ ობიექტური იქნებოდა!

მას შეეძლო იქვე დავეპატიმრებინე!

მას ჩემი არცერთი სიტყვის არ სჯეროდა!

4.2.2.ბ.3. შუალედური კონსულტაცია

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I გამოკითხვა

II გამოკითხვა

შუალედური კონსულტაცია

ამ ღილაკის არჩევის შემდეგ თქვენ ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც პოლიციელები არ გადიან შუალედურ კონსულტაციას. I პატრული ერევა იმ გამოკითხვაში, რომელსაც II პატრული ატარებს.

ვიდეოსიუჟეტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

ვიდეოდიალოგი:

I პატრული I მეზობელს ესაუბრება

I პატრული:

(თვალი მაცივარს შეავლო)

კარგით, ახლა ყველაფერი გასაგებია, მადლობთ.

I პატრული II მეზობლისკენ მიემართება, რომელიც ჯერ კიდევ II პატრულს ესაუბრება.

II მეზობელი:

ჰოდა კიბეზე ჩამოვიტანე...

II პატრული:

როგორ ჩამოიტანეთ კიბეზე?

II მეზობელი:

უბრალოდ ჩამოვიტანე! თქვენ, ალბათ, გგონიათ, რომ მაცივარი ძალიან მძიმეა და მისი აწევა ძნელია!

I პატრული II მეზობელს საუბარს უხეშად აწყვეტინებს.

I პატრული:

თქვენ გგონიათ, რომ დაგიჯერებთ?

II მეზობელი:

რაა?

I პატრული:

თვალები გაახილეთ! თქვენი აღნაგობის კაცს ამ მაცივრის აწევა და კიბეზე ჩატანა შეუძლია? თქვენ ის როგორღაც ჩამოიტანეთ და, ჩემი აზრით, ეს არცთუ ისე აკურატულად გააკეთეთ!

II მეზობელი:

არა... რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, მაგრამ მე ის არ დამიმტვრევია... ! ამას რატომ ამბობთ?

I პატრული:

ჩვენთვის ნათელია, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც თქვენ გვიყვებით! სინამდვილეში რა მოხდა, იმას რატომ არ გვიამბობთ?

4.2.2.ბ.3.ა. შუალედური კონსულტაცია: პოლიციელის აღქმა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

I გამოკითხვა

II გამოკითხვა

შუალედური კონსულტაცია

პოლიციელის აღქმის მოსასმენად დააჭირეთ ეკრანის მარჯვენა მხარეს განთავსებულ პოლიციელის გამოსახულებას, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

ვიდეო-განცხადება:

ასეთ სიტუაციებში, ყოველთვის ცდილობენ შენს გასულელებას.

აშკარაა, რომ მან მაცივარი დაამტვრია! არც კი მიფიქრია, რომ პარტნიორთან კონსულტაცია იყო საჭირო. საქმე რომ დამეჩქარებინა, საუბარში ჩავერთე.

რა არის ამაში ცუდი?

4.4 4.2.3. პრობლემის გადაჭრა

▲back to top


კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

შესავალი

მიმართვა

პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება

ერთობლივი მუშაობა

დააჭირეთ ღილაკს ,,პრობლემის გადაჭრა“ და ეკრანის მარჯვენა მხარეს დაინახავთ დამატებით პანელს, რომელშიც მოცემულია რამდენიმე დამატებითი ოპცია, კერძოდ:

შესავალი

მიმართვა

პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება

ერთობლივი მუშაობა

4.2.3.1. შესავალი

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

შესავალი

მიმართვა

პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება

ერთობლივი მუშაობა

დამატებითი ოპციის ,,შესავალი“ არჩევის შემთხვევაში ეკრანზე დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის სრული ვერსიის სანახავად უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,გაშვება“.

კადრსმიღმა ხმა:

კონფლიქტის გადაჭრისას ხშირად გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

- მიმართვა

- პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება

4.2.3.2. მიმართვა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

შესავალი

მიმართვა

პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება

ერთობლივი მუშაობა

დამატებითი ოპციის ,,მიმართვა“ არჩევის შემთხვევაში ეკრანზე დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის სრული ვერსიის სანახავად უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,გაშვება“.

კადრსმიღმა ხმა:

მიმართვა - კონფლიქტის მონაწილეებთან მშვიდი და რაციონალური საუბარია. ამ შემთხვევაში კონფლიქტის შესაწყვეტად თქვენ აპელირება ორივე მხარის გონივრულ აზროვნებაზე უნდა გააკეთოთ.

ადამიანთა უმრავლესობა, დამშვიდების შემდეგ უფრო გახსნილი და ღია ხდება გონივრული გადაწყვეტილებებისთვის.

4.2.3.3. პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

შესავალი

მიმართვა

პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება

ერთობლივი მუშაობა

დამატებითი ოპციის ,,პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება“ არჩევის შემთხვევაში ეკრანზე დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის სრული ვერსიის სანახავად უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,გაშვება“.

კადრსმიღმა ხმა:

რთული კონფლიქტის დროს პრობლემის გადასაჭრელად უფრო კონკრეტული ზომების მიღებაა საჭირო.

ყოველთვის ყურადღებით იყავით გადაწყვეტილების კარნახის დროს. იფიქრეთ, როგორი რეაგირება შეიძლება მხარეებმა მოახდინონ ამაზე და შეეცადეთ ორივე მხარისთვის მისაღები და სასიკეთო გადაწყვეტილება მოძებნოთ.

4.2.3.4. ერთობლივი მუშაობა

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

შესავალი

მიმართვა

პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება

ერთობლივი მუშაობა

დამატებითი ოპციის ,,ერთობლივი მუშაობა“ არჩევის შემთხვევაში ეკრანზე დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს, რომლის სრული ვერსიის სანახავად უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,გაშვება“.

კადრსმიღმა ხმა:

გარდა ამისა, პოლიციელების კარგი გუნდური მუშაობა არ მთვარდება პრობლემის გადაჭრისა და კონფლიქტში მესამე მხარის/შუამავლის როლის შესრულებით.

საკუთარ გამოცდილებაზე სწავლისთვის აუცილებელია ყოველი სიტუაციის შეფასება. ჩარევის შემდეგ კოლეგასთან ერთად განიხილეთ სიტუაცია და გამოყავით როგორც შეცდომები, ისე წარმატებული გადაწყვეტილებები. მაგალითად, შეაფასეთ ფუნქციების განაწილება.

გახსოვდეთ, რომ კარგი გუნდური მუშაობა თავისთავად არ გამოდის, ამისთვის ვარჯიშია საჭირო.

4.2.3.ა. ღილაკი ,,ვიდეო - სწორი მიდგომა“

კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

პროცედურა და მისი პრაქტიკაში გამოყენება

მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

ინფორმაციის შეგროვება

პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა

თუ კორსორს ,,პრობლემის გადაჭრის“ ნაწილში ,,ვიდეოს“ ზედა ღილაკთან მიიტანთ, ღილაკი გამწვანდება.

დააჭირეთ ამ ღილაკს და ნახეთ ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც წარმოდგენილია ,,პრობლემის გადაჭრის“ ეტაპზე სწორი მიდგომა. ვიდეოსიუჟეტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

ვიდეოდიალოგი:

I პატრული:

აქეთ მობრძანდით, თუ შეიძლება...

მეზობლები პოლიციელებს უახლოვდებიან. პოლიციელები ერთმანეთის გვერდით დგანან.

I პატრული:

აბა, ბატონო ბერაძე და ბატონო პეტრიაშვილო, კოლეგას ვესაუბრე და ვფიქრობ, საკმაოდ რეალური წარმოდგენა შეგვექმნა აქ არსებულ სიტუაციაზე. პირველ რიგში, მე მიმაჩნია, რომ სირცხვილია, როცა ორ ზრდასრულ ადამიანს თავისი პრობლემა ქუჩაში გამოაქვს და ჩხუბს იწყებს. არ მიგაჩნიათ, რომ ბავშვებს ცუდ მაგალითს აძლევთ?

II მეზობელი:

კი, მაგრამ ეს მასთან ურთიერთობის ერთადერთი გზაა. მაშინ, როცა მას არ სურს მოსმენა...

I პატრული:

(აწყვეტინებს საუბარს)

მე არ ვაპირებ აქ 24 საათის განმავლობაში დგომას თქვენს სადარაჯოდ, რომ ერთმანეთი არ დახოცოთ. ამიტომ, გეტყვით რისი გაკეთება გვინდა... ჩვენ ყველანი ერთად დავადგენთ წესებს, რომელსაც ყველა დაეთანხმება. თქვენ თუ მათ შეასრულებთ, ჩვენ აღარ მოგვიწევს აქ მოსვლა. მიუხედავად გაღიზიანებისა და კამათისა, აქამდე თქვენ რთული პრობლემები არ გქონიათ. მე არ ვისურვებდი, სიტუაციის გართულებას და მეზობელი ბავშვებისთვის ცუდი მაგალითის მიცემას...

მეზობლები:

(არცთუ ისე კმაყოფილები აქნევენ თავს)

I პატრული:

ბატონო ვანო, მე მესმის, რომ პრობლემას წარმოადგენს თქვენს ბინაში ადგილის არქონა. და ზოგადად, ნორმალურია, რომ ხანდახან საერთო სარგებლობის ფართს იყენებთ. მაგრამ ამის გაკეთება მეზობლების დაუკითხავად არ შეიძლება, ისინიც ხომ სარგებლობენ დერეფნით. ამიტომ, თუ დერეფნით სარგებლობას აპირებთ, ჯერ მეზობლებს უნდა დაელაპარაკოთ. მთავარია, დერეფანში თქვენი ნივთები დიდხანს არ დატოვოთ. ერთი-ორი დღე მისაღებია, მაგრამ კვირაზე მეტი დაუშვებელია.

II მეზობელი:

მის შვილებზე რას იტყვით... ამას რას მოუხერხებთ?

I პატრული:

არ ვიცი რა ვითარებაა ბავშვებთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ უნდა აკონტროლოთ ბავშვები, რათა მათ სხვებს არ შეუშალონ ხელი. ვიცი, რომ ბავშვები შეიძლება ძალიან ხმაურიანები იყვნენ, ამ ბინების კედლებში კი ხმა კარგად გადის, ასე რომ ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს!

I მეზობელი:

(თავს უქნევს, მაგრამ უკმაყოფილოა)

აჰა...

II პატრული:

ბატონო გიორგი, მე მესმის, რომ დერეფანში სხვისი ავეჯი თქვენ ხელს გიშლით, განსაკუთრებით თუ წინასწარ არავის გაუფრთხილებიხართ. თუმცა ეს მაცივარი ბატონი ვანოს საკუთრებაა, ასე რომ თქვენ არ გაქვთ მისი გარეთ გატანის უფლება, გასაგებია? როგორც თქვენ თქვით, ეს ბოლო წვეთი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი გაღიზიანება მხოლოდ ავეჯს კი არ უკავშირდება, არამედ ბავშვებსაც, ასეა?

II მეზობელი:

დიახ...

II პატრული:

ლოგიკურად, ასეთი გაღიზიანებას შედეგად უეცარი აღელვება აუცილებლად მოჰყვება, როგორ ეს დღეს მოხდა. მინდა გთხოვოთ, რომ მომავალში ასეთი პრობლემების ადრეულ სტადიაზე გადაჭრა ისწავლოთ. თუ დიდხანს შეიკავებთ გრძნობებს, ადრე თუ გვიან მათ ისევე გადმოაფრქვევთ, როგორც დღეს. ამიტომაც გირჩევთ ამგვარი პრობლემების ადრეულ სტადიაზე გადაჭრას. როგორც გავიგე, თქვენ უდროო დროს მუსიკის ხმამაღლა მოსმენა გჩვევიათ, სწორია?

(II მეზობელი:

- დიახ).

ასე, რომ არც თქვენ ხართ უდანაშაულო ამ სიტუაციაში. გთავაზობთ, რომ

ა) ხმამაღლა მუსიკა აღარ ჩართოთ, განსაკუთრებით ღამით და

ბ) სხვებთან მიმართებით უფრო მეტი მოთმინება იქონიეთ, ხმაურისა და სხვა რაღაცეების მიმართ.

თქვენ ხომ ორივემ აქ უნდა იცხოვროთ!

II მეზობელი:

მაგრამ ის არავის უსმენს?!

I პატრული:

მომისმინეთ, მე ხომ არ გთხოვთ, მეგობრები გახდით-თქო. ჩვენ გთავაზობთ, რომ შეეცადოთ კარგი მეზობლობა იქონიოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ეცადოთ ერთმანეთს უსიამოვნებები არ შეუქმნათ. ამისთვის კი ურთიერთობის გაუმჯობესებაა საჭირო. თუ ერთ-ერთი თქვენგანი მიიჩნევს, რომ მეორე მას აღიზიანებს და ხელს უშლის მეზობლებს, დაელაპარაკეთ მას, მეორემ კი ნება იბოძოს და მოუსმინოს. მნიშვნელობა არ აქვს ეს მაცივარს ეხება, ბავშვებს თუ ხმამაღალ მუსიკას, ჩვენ ყველამ აქ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ჰოდა ვცადოთ და უფრო მშვიდი გარემო შევქმნათ, ასე არ არის?

მეზობლები თანხმობის ნიშნად თავს იქნევენ.

I მეზობელი:

კარგით...

I პატრული:

ახლა კი რაც შეეხება მაცივარს, ღამით აქ ვერ დავტოვებთ, მოდით იცი რა ვქნათ? თქვენ მაცივარს დერეფანში დააბრუნებთ, ჩვენ ბერაძეს მისი მხოლოდ ერთი ღამით დატოვების უფლებას მივცემთ. ხვალ კი მან მაცივარი აქედან უნდა გაიტანოს! თუ ხვალ მაცივარი ისევ დერეფანში იდგება, ბატონ გიორგის შეუძლია განყოფილებაში დარეკოს და ჩვენ მოვიფიქრებთ, აქედან როგორ უნდა გავიტანოთ. მოგიწოდებთ, ეს თქვენსავე სასიკეთოდ გააკეთოთ.

(I მეზობელი/II მეზობელი თავს უქნევენ)

ახლა კი ერთმანეთს ხელი ჩამოართვით და მაცივარი ქუჩიდან მოაშორეთ...!