ანგარიში საქართველოს ტურისტული პოტენციალის კვლევის შესახებ


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ეკონომიკა
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: კვლევა განხორციელდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კვლევითი ცენტრის მიერ. ცენტრის ადმინისტრატორი: ლია პაპაშვილი კოორდინატორი: სოფიო დეისაძე სამუშაო ჯგუფის წევრები: მალხაზ პერტაია ნინო ამირანაშვილი გიორგი მირზიკაშვილი © საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია საქართველო, თბილისი 0105 ვ. ორბელიანის 35; ტელ.: 92-28-39; 99-04-43 www.economists.ge E-mail: office@economists.ge



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


საქართველო ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარეობს. დასავლეთით მას შავი ზღვა აკრავს, ჩრდილოეთით რუსეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით კი თურქეთი და სომხეთი. საქართველოს ბუნებრივი კლიმატური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს შავი ზღვის სანაპირო ზოლის არსებობა, რომელიც მეტად მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისათვის. საქართველოს კარგი პოტენციალი გააჩნია სამთო-სათხილამურო სპორტის, ალპინიზმის, აგროტურიზმის განვითარებისათვის, რასაც განაპირობებს დიდი და მცირე კავკასიონის მთაგრეხილების არსებობა. კავკასიონის მრავალი მწვერვალის სიმაღლე 4000 მეტრს აღემატება, ხოლო შხარა და ყაზბეგი 5000 მეტრსაც კი აჭარბებს.

ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა, როგორც კურორტების, ასევე ე.წ. საკურორტო ადგილების სიმრავლითაც. გარდა იმისა, რომ კურორტებზე მიმზიდველი ბუნება და გარემოა დასვენებისათვის, მათ უმრავლესობას სამკურნალო დანიშნულებაც გააჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს მინერალური სამკურნალო წყლებიც, რომელთა რიცხვი 2000 აღემატება.

ზემოთ ხსენებულ ფაქტორებს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისათვის, რადგან ვიზოტორთა მოგზაურობის მიზანს მხოლოდ დასვენება არ წარმოადგენს, ხშირად ისინი მიემგზავრებიან რეკრეაციის ან გამოჯანმრთელების მიზნით, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით საქარველო დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ჩვენი ქვეყანა ასევე მდიდარია კულტურული და ისტორიული ძეგლებით, რომელთაგან ზოგიერთი ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამოდენიმე საუკუნით ადრეც კი არის დათარიღებული.

მიუხედავად ზემოთ ხსენებული ხელსაყრელი გარემოებების არსებობისა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ტურიზმი ნაკლებად არის განვითარებული. შესაბამისად არ ხდება არსებული პოტენციალის სათანადოდ გამოყენება და იკარგება პოტენციური შემოსავლის დიდი ნაწილი, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას ტურიზმის სფეროდან. ამის მიზეზია ქვეყანში და კონკრეტულად ამ სფეროში არსებული მრავალი პრობლემა, რომელთა სრულყოფილი ჩამოთვლაც ალბათ შეუძლებელია.

რა არის ტურიზმი?

ტურიზმი - ადამიანის საქმიანობა, რომელიც გულისხმობს დასვენების, საქმიანი ან რაიმე სხვა მიზნით მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილისაგან განსხვავებულ გარემოში გამგზავრებას, გადაბმულად არაუმეტეს ერთი წლის ვადით და მისი ვიზიტის მიზანს არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში თავისი ჩვეული საქმიანობის განხორციელება.

ტურისტი - პირი, რომელიც ნებაყოფლობით მოგზაურობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი ან სხვა მიზნით, არანაკლებ 24 საათის და არა უმეტეს ერთი წლის ვადით და რომლის მოგზაურობაც არ ანაზღაურდება დროებითი ყოფნის ადგილის საფინანსო წყაროდან.

კურორტი - საკურორტო ადგილი, რომელზეც განლაგებულია სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დაწესებულება, ნაგებობა და ინფრასტურქტურის სხვა ობიექტები.

2 საკანონმდებლო რეგულირება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში ტურიზმის სფეროს შემდეგი კანონები არეგულირებს:

1. საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“;

2. საქართველოს კანონი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“;

3. ტურიზმის ქარტია.

საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ არეგულირებს ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროში არსებულ ურთიერთობებს. მოცემული კანონის შესაბამისად საქართველოს ტურისტული და საკურორტო რესურსები ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს. ქვეყნის პოლიტიკას ტურიზმისა და კურორტების დარგში განსაზღვრავს პარლამენტი, ხოლო პრეზიდენტი უზრუნველყოფს ერთიანი პოლიტიკის გატარებას და ამტკიცებს სანიტარიული დაცვის ზონებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონით „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ უცხოელი ტურისტების მიღება, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე განიხილება, როგორც ტურისტული მომსახურების ექსპორტი, ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება იბეგრება დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით.

საქართველოს კანონი «კურორტებისა და საკურორტო ადგლების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ» განსაზღვრავს საქართველოს კურორტისა და საკურორტო ადგილებში საწარმოთა განთავსების, სამეწარმეო საქმიანობის, ბუნებრივი სამკურნალო რესურსებით სარგებლობისა და მოსახლეობის განსახლების აუცილებელ პირობებს.

აღნიშნული კანონის მიზანია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თვისებების შენარჩუნება და მათი დაბინძურების, გაფუჭებისა და გამოფიტვისგან დაცვის მიზნით სანიტარიული დაცვის ზონების დადგენა. მოცემული კანონის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყოფა სანიტარიული დაცვის სამი ზონა, კერძოდ მკაცრი, შეზღუდული რეჟიმისა და სამეთვალყურეო ზონა.

ტურიზმის ქარტია მოწონებულ იქნა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ (WTO) 1985 წელს. საქართველო WTO-ს წევრია 1993 წლიდან, ქარტია კი აღიარებულ იქნა საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 25 იანვრის დადგენილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველომ საკუთარ თავზე აიღო რიგი ვალდებულებები, რომელიც აუცილებელია შესრულდეს ქარტიის მონაწილე ყველა ქვეყნის მიერ.

მსოფლიოში აღიარებულია თითოეული ადამიანის დასვენების, თავისუფალი დროის გამოყენებისა და სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვის უფლება, პერიოდული ხელფასიანი შვებულების ჩათვლით, აქედან გამომდინარე, ქარტიის მონაწილე თითოეული სახელწიფო, მათ შორის საქართველოც მოვალეა:

  • იზრუნოს როგორც შიდასაქვეყნო, ისე საერთაშორისო ტურიზმის მოწესრიგებული და ჰარმონიული განვითარებისათვის;

  • შეუფარდოს ტურიზმის პოლიტიკა საერთო განვითარების პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე; გააფართოვოს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე და ამ მიზნით გამოიყენოს საერთაშორისო ტურიზმის ორგანიზაციის შესაძლებლობებიც;

  • განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ახალგაზრდული, ხანდაზმულთა და ფიზიკური ნაკლის მქონეთა ტურიზმის განვითარებას; სამუშაო და თავისუფალი დროის რეგულირებით, ხელფასიანი შვებულებების სისტემის გაუმჯობესებითა და ამ შვებულებათა დღეების მთელი წლის მანძილზე თანაზომიერი განაწილებით ხელი შეუწყოს თითოეული ადამიანის ჩართვას შიდასაქვეყნო და საერთაშორისო ტურიზმში;

  • ტურიზმის სფეროში ეროვნული პოლიტიკისა და გეგმების შემუშავებისას (სადაც მიზანშეწონილია) გაითვალისწინოს „მსოფლიო ტურიზმის შესახებ” მანილის დეკლარაციის პრინციპები და აკაპულკოს დოკუმენტი;

  • დაიცვას დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის ტურისტული გარემო, რომელიც კაცობრიობის კუთვნილებაა;

  • ხელი შეუწყოს ტურისტული შეგნების ამაღლებას და დამთვალიერებელთა კონტაქტებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთგაგების გაღრმავებისა და ზნეობრივი ურთიერთგამდიდრების მიზნით;

  • ხელი შეუწყოს ტურისტებს მოიძიონ საზოგადოებრივი მონაპოვრები მოგზაურობის ადგილებში და გაითვალისწინონ მოგზაურობათა შეზღუდვების გამუდმებული შემცირების ტენდენცია;

  • უზრუნველყოს დამთვალიერებლების და მათი ქონების უსაფრთხოება;

  • შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს ტურისტები საუკეთესო ჰიგიენური პირობებით და სამედიცინო მომსახურებით, დაიცვას ისინი ინფექციური დაავადებებისა და უბედური შემთხვევებისაგან;

  • აღკვეთოს პროსტიტუციის მიზნით ტურიზმის გამოყენების ყოველგვარი შესაძლებლობა;

  • ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის მიზნით გააძლიეროს ღონისძიებანი ნარკოტიკების არალეგალური გამოყენების თავიდან ასაცილებლად;

  • ტურისტებს მიეცეს ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების საშუალება ისე, რომ არ დაირღვეს ცალკეული რაიონების მიმართ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით წაყენებული შეზღუდვები;

  • არ დაუშვას რაიმე დისკრიმინაციული ზომები ტურისტთა მიმართ;

  • ტურისტებს მიეცეს საშუალება შეუფერხებლად დაუკავშირდნენ ადმინისტრაციულ, იურიდიულ სამსახურებს, საკონსულოთა წარმომადგენლებს და ისარგებლონ კავშირის ადგილობრივი თუ საგარეო საშუალებებით;

  • ტრანზიტისა თუ დროებითი გაჩერების ადგილებში ხელი შუწყოს ტურისტთა ინფორმირებულობას მკვიდრი მოსახლეობის ადათწესების შესახებ.

ტურიზმის ქარტია ასევე მოიცავს ტურისტის კოდექსს, რომელშიც განსაზღვრულია ტურისტთა უფლება-მოვალეობები; ტურისტები ვალდებულნი არიან:

  • პატივი სცენ ტრანზიტისა და დროებითი გაჩერების ადგილებში არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ, მორალურ და რელიგიურ წყობილებას და დაემორჩილონ იქ მოქმედ კანონებსა და წესებს;

  • გაგებით მოეკიდონ და პატივი სცენ ადგილობრივი მოსახლეობის ადათწესებს, რწმენას, ბუნებრივ და კულტურულ ფასეულობებს;

  • თავი შეიკავონ მათსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებული ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული სხვაობების ხაზგასმისაგან;

  • განსაკუთრებული გულისყურით მოეკიდონ ადგილობრივი მოსახლეობის კულტურას, რომელიც კაცობრიობის საერთო მონაპოვარია;

  • არ დაუშვან ნარკოტიკებით და აკრძალული პრეპარატებით ვაჭრობა და სხვა პირთა ექსპლუატაცია პროსტიტუციის მიზნით.

აუცილებელია საქართველომ დაიცვას ტურისტების უფლებები, რომელიც ჩამოყალიბებულია ქარტიაში. ტურისტებს უფლება აქვთ:

  • ისარგებლონ ადმინისტრაციული და საფინანსო კონტროლის შემსუბუქებით;

  • ისარგებლონ ქვეყანაში არსებული შესაძლებლობის ფარგლებში საუკეთესო მომსახურებით;

  • თავისუფლად გადაადგილდებოდნენ როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე მის ფარგლებს გარეთ დადგენილი წესებისა და შეზღუდვების დაცვით;

  • მიიღონ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მათთვის შეთავაზებული მოგზაურობის პირობების შესახებ;

  • უზრუნველყოფილნი იყვნენ პირადი ხელშეუხებლობისა და საკუთარი ქონების უსაფრთხოების გარანტიით;

  • ისარგებლონ შესაბამისი საზოგადოებრივი ჰიგიენით, ინფორმაციით ინფექციურ დაავადებათა და უბედურ შემთხვევათა თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებათა შესახებ, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის სამსახურთან შეუფერხებელი დაკავშირების შესაძლებლობით;

  • სწრაფად და ეფექტურად დაამყარონ კავშირი ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

  • უზრუნველყოფილნი იყვნენ მათი უფლებების დასაცავად აუცილებელი ადმინისტრაციული და იურიდიული პროცედურებით და გარანტიებით;

  • უზრუნველყოფილნი იქნან საკუთარი რელიგიური აღმსარებლობის შესაძლებლობით და ამ მიზნისათვის აუცილებელი შესაბამისი პირობებით.

3 საქართველოს რეგიონების დახასიათება

▲ზევით დაბრუნება


საქართველო 11 რეგიონად იყოფა: აფხაზეთი, კახეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამცხე ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და თბილისი.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროდან, უშუალოდ კი კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტიდან მიღებული ინორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 2005 წლის მონაცამებით სულ საქართველოს ტერიტორიაზე არის 2300 ძეგლი. აქედან მხოლოდ თბილისში 644 ძეგლია განლაგებული, რომელთა შორის ბევრს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ტურიზმის დეპარტამენტიდან და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროდან მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოვახდინეთ საქართველოს რეგიონების დახასიათება კურორტების ძეგლებისა და სამკურნალო წყლების რაოდენობის მიხედვით. ქვეყანაში 102 კურორტი და კარგი პერსპექტივის მქონე 182 საკურორტო ადგილია. საქართველოში აღრიცხული სამკურნალო წყლების დებეტი დაახლოებით 130 მილიონ ლიტრს შეადგენს დღეღამეში, მათი რიცხვი კი 2000 აღემატება. ქვეყანაში ასევე მრავლადაა მუზეუმები, მათი რიცხვი 150 აღწევს.

საქართველოს ტურისტული პოტენციალი განისაზღვრება მისი რეგიონების მიმზიდველობით ტურისტებისა და დამსვენებლებისათვის. საქართველოს ფართობი 69.7 ათასი კვადრატული კილომეტრია, საიდანაც მისი ტერიტორიის 1% ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს უჭირავს. იგი თითქმის 68 000 ჰეკტარზეა გადაჭიმული და ერთ-ერთი უდიდესია ამიერკავკასიასა და ევროპაში. თვით ბორჯომის რაიონი იმითაც არის საინტერესო რომ იგი ეკუთვნის სამცხეჯავახეთის რეგიონს, რომელიც მდიდარია კურორტებითა და სამკურნალოგამაჯანსაღებელი, მინარელური წყლებით. სამცხე ჯავახეთში 14 კურორტი, 291 კულტურული ძეგლი და 40 სამკურნალო წყალია. ზემოთ ხსენებულ კურორტებს შორისაა ბორჯომის, წაღვერის, აბასთუმნის ბალნეო და ბელნეო-კლიმატური კურორტები. არამარტო სამცხე-ჯავახეთი, არამედ მთელი საქართველო საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს, ეკო და აგრო ტურიზმის განვითარებისათვის. ამის მიზეზი კი ძალიან მცირე ტერიტორიაზე რელიეფის საოცარი მრავალფეროვნება, მდიდარი ფლორა და ფაუნა და პირველქმნილი სახით შემონახული ბუნებაა.

თითქმის ყველა რეგიონი მნიშვნელოვანია თავისი მრავალფეროვანი საკურორტო ადგილებით და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლებით. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა აფხაზეთის რეგიონი, სადაც 38 ძეგლი, 19 კურორტი და 72 სამკურნალ გამაჯანსაღებელი წყალია. აფხაზეთის რეგიონის თითოეული რაიონი მდიდარია პოტენციურად საკურორტო ზონებით. მაგალითისათვის გუდაუთის რაიონში 26 ძეგლი და უკვე ცნობილი სამი კურორტია. რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ რეგიონებს, ისინი არაფრით ჩამოუვარდება აფხაზეთს. ქართული ტურისტული პოტენციალის გამდიდრებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს კახეთი. ამ რეგიონში 8 კურორტი და 52 სამკურნალო წყალია.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს გურჯაანის რაიონი, ახტალის სამკურნალო ტალახებით. რეგიონის ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალი კულტურულ და აღმოჩენით ტურიზმშია. კახეთში 73 კულტურული ძეგლია, რომელთა დიდი ნაწილი შორეულ წარსულშია აგებული და ამ მხრივ რეგიონი საკმაოდ დიდ დაინტერესებას იწვევს, როგორც ადგილობივ ასევე უცხოელ ტურისტებში. აღსანისშნავია ის ფაქტიც, რომ ძირითადი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება ტურისტმა შეიძლება თავისუფლად მოახერხოს ერთ ან რამდენიმე დღეში და კვლავ დაუბრუნდეს დედაქალაქს, რასაც რეგიონის თბილისთან, როგორც ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრთან სიახლოვეც უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებობს მსოფლიოში ცნობილი ყველა სამედიცინო პროფილის კურორტი, რაც მას ტურისტებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. გარდა უიშვიათესი სამკურნალო თვისებების მქონე კურორტებისა, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ყველა რეგიონში ნახონ ულამაზესი ბუნება, ლანდშაფტები და მსოფლიო მნიშვნელობის მქონე კულტურული ძეგლები, რომელთაგან ოთხი 1994 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა სიაში:

  1. საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა, როგორც ქალაქი მუზეუმი

  2. გელათის სამონასტრო კომპლექსი (XI ს.)

  3. ბაგრატის საკათედრო ტაძარი ქუთაისში (XI ს.)

  4. უშგულის არქიტექტურული ანსამბლი

საქართველოს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სანაპირო ზოლი 318 კილომეტრს შეადგენს და იგი წარმოადგენს მასობრივი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს. აფხაზეთის რეგიონის კურორტების გარდა შავი ზღვის სანაპიროზე გამოირჩევა აჭარა, თავისი შესანიშნავი საკურორტო ზონებით და ძეგლებით. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ მოცემულ რეგიონში 6 კურორტი, 44 ძეგლი და 38 სამკურნალო წყალია. ამ რეგიონის თითოეული ნაწილი ღირსშესნიშნავია, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვარჩიოთ ქობულეთი, სადაც ასეთ მცირე ტერიტორიაზე 10 ძეგლი და 2 კურორტია განლაგებული.

ზღვისპირა კუროტებიდან თავისი მნიშვნელობით, მაგნიტური ქვიშებითა და დასვენებისა და გაჯანსაღებისათვის შესანიშნავი კლიმატური პირობებით გამოირჩევა ურეკი. იგი ოზურგეთის რაიონშია განთავსებული და გურიის რეგიონს მიეკუთვნება. გურია თავის ფარგლებში აერთიანებს 27 კულტურულ ძეგლს, 29 სამკურნალო წყალსა და ისეთ ცნობილ კურორტებს, როგორებიცაა ნაბეღლავი, ბახმარო (ზღვის დონიდან 1500 მეტრი და ზევით) და სხვა. სულ ამ რეგიონში 6 კურორტია.

საკურორტო პოტენციალით გამოირჩევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიც. აქ განლაგებულია 7 კურორტი, 445 ძეგლი და 75 სამკურნალო წყალი. მოცემულ რეგიონში შეხვდებით, როგორც ზღვისპირა კურორტს (მალთაყვა, ფოთის რაიონი) ასევე მაღალმთიანი ზონის კურორტებს 1500 მეტრი და ზევით (ლებარდე, მარტვილის რაიონი).

ასეთივე კონტრასტებით ხასიათდება ქვემო ქართლი. ამ რეგიონში 7 კურორტი, 289 ძეგლი და 59 სამკურნალო წყალია. მათ შორისაა კოჯორი, კიკეთი, კუმისი, წავკისი და ა.შ. ყველა ეს კურორტი გარდაბნის რაიონშია განთავსებული. ანალოგიური სიტუაცია გვხვდება შიდა ქართლში, სადაც 9 კურორტი, 158 ძეგლი და 46 სამკურნალო წყალია. მათ შორის მნიშვნელოვანია ხაშურის რაიონის ორი კურორტი: სურამი და ქვიშხეთი. სურამი 700-1000 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულ და იმ რამოდენი კურორტს შორისაა, რომელთაც კლიმატო-ბალნეოლოგიური თვისებები გააჩნიათ.

საქართველოს საკურორტო პოტენციალს შავ ზღვასთან ერთად განსაზღვრავს კავკასიონის მთაგრეხილი, რომელიც გამოირჩევა სამთო სათხილამურო კურორტების მრავალფეროვნებით და ალპინიზმის განვითარებისათვის შესანიშნავი პოტენციალით. დიდი კავკასიონი გადაჭიმულია შავიდან კასპიის ზღვამდე და სიგრძით 1500 კილომეტრს აღწევს. მრვლადაა მწვერვალები, რომელთა სიმაღლე 4000 მეტრს აღემატება. მაგალითისათვის მწვერავალი შხარას სიმაღლე ზღვის დონიდან 5060 მეტრია და იგი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს. ეს რეგიონი გამოირჩევა მაღალმთიანი კურორტებითა და კულტურული ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალით. მოცემულ რეგიონში სულ 7 კურორტი, 118 კულტურული ძეგლი და 65 სამკურნალო თვისებების მქონე წყალია.

ონის რაიონში მდებარე კურორტი შოვი მაღალმთიანი ზონის კურორტებს განეკუთვნება. იგი ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა იმერეთის რეგიონში მდებარე კურორტი საირმე. ის ზღვის დონიდან 700-1000 მეტრ სიმაღლეზეა და ბალნეოლოგიური კურორტის თვისებებით ხასიათდება. მოცემულ რეგიონში სულ 12 კურორტი, 87 ძეგლი და 71 სამკურნალო წყალია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი გამოირჩევა ძეგლების სიმრავლითა და მათი ისტორიული მნიშვნელობით. თვით ქალაქი მცხეთა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მცხეთის გარდა ამ რეგიონში კიდევ 87 ძეგლია, ასევე აქ ვხვდებით 5 კურორტსა და 64 სამკურნალო წყალს. უძველეს დედაქალაქთან ერთად შეიძლება განვიხილოთ თბილისიც, რომლის ფარგლებში 2 კუროტი, 644 ძეგლია და სამნკურნალო თვისების მქონე 1 წყალია თავმოყრილი.

ყოველივე ზემოთქმული ცხრილის სახით შეიძლება შემდეგნაირად იქნას წარმოდგენილი:

რეგიონები

რაოდენობა

კურორტი

კულტ.ძეგლი

ძირითადი
სამკ. წყლები

სასტუმრო

აფხაზეთი

19

38

72

-

აჭარა

6

44

38

37

გურია

6

27

29

4

იმერეთი

12

87

71

22

კახეთი

8

73

52

8

მცხეთა-მთიანეთი

5

88

64

19

რაჭა-ლეჩხ. ქვემო სვანეთი

7

118

65

3

სამეგრელო ზემო სვანეთი

7

443

75

14

სამცხე-ჯავახეთი

14

291

40

22

შიდა ქართლი

9

158

46

7

ქვემო ქართლი

7

289

59

2

თბილისი

2

644

1

91

სულ

102

2300

612

229

როგორც უკვე აღვნიშნეთ მხოლოდ თბილისში 644 კულტურული ძეგლია, გარდა ამისა აღსანიშნავია ქალაქში არსებული მრავალი მუზეუმი, რომელიც უამრავ ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს იზიდავს, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რომელშიც გაერთიანებულია:

  • ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

  • ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმი

  • ქარვასლა

  • ვანის მუზეუმი

მუზეუმში დაცული ექსპონატები და ოქროს ფონდი ვიზიტორთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ეროვნული მუზეუმიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების მუზეუმში დამთვალიერებელთა 40%-ზე მეტი უცხოელია. მუზეუმის დამთვალიერებელთა შორის არიან შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი, ამერიკა, უკრაინა, ჩინეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, ავსტრია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, უნგრეთი, ირანი, თურქეთი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ბანგლადეშიდან ჩამოსული დელეგაციაც კი სტუმრობდა.

ექსკურსიათა რაოდენობა ხელოვნების მუზეუმში

წლები

ექსკურსიათა რაოდენობა

1

2001

1773

2

2002

1610

3

2003

1605

4

2004

1677

5

2005

1418 (პირველი 9 თვის მონაცემები)

თუ მოცემულ ცხრილს დავაკვირდებით ვნახავთ, რომ 2001 წლიდან დაწყებული ხელოვნების მუზეუმში თანდათან იზრდება ექსკურსიათა რაოდენობა, რაც დადებით ტენდენციაზე მიუთითებს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

ს. ჯანშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

წლები

დამთვალიერებელთა რაოდენობა

2004

9000-10000

2005

19450

ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმიდან მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ 2004 წელთან შედარებით 2005 წელს ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. დამთვალიერებელთა 20% უცხოელებზე მოდის. ძირითადად მუზეუმს რუსეთის, ინგლისის და საფრანგეთის დელეგაციები სტუმრობენ. ბოლო პერიოდში გაიზარდა რუს დამთვალიერებელთა რიცხვი. ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდეგ კი შეინიშნება ამერიკელ დამთვალიერებელთა რიცხვის მნიშვნელოვანი მომატება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვიზიტორებში განსაკუთრებით დიდ დაინტერესებას ოქროს ფონდი იწვევს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მუზეუმებისა, თბილისში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისათვის არანაკლებ საინტერესო და მიმზიდველია ღია ცის ქვეშ განთავსებული არქიტექტურულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიც და გამოჩენილ მოღვაწეთა სახლ-მუზეუმები და პანთეონები.

4 ვიზიტორების ჩამოსვლის ტენდენცია 2000-2005 წლებში

▲ზევით დაბრუნება


ტურიზმის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად 2000-2005 წლებში საქართველოში ჩამოვიდა დაახლოებით 2 087 837 ვიზიტორი. უნდა აღინიშნოს, რომ 2000 წელს მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ სტუმართა რაოდენობამ შეადგინა 387 285 ადამიანი. აქედან უმეტესი წილი - 92.3% (357 798 ადამიანი) ევროპაზე მოდიოდა. ევროპის ქვეყნებიდან და რეგიონებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპა და დსთ-ს ქვეყნები, მათი წილი 2000 წელს მთლიანად ევროპიდან ჩამოსულ ვიზიტორთა 63.1% შედგენს, რაც 226 068 ადამიანია.

ვიზიტორების ჩამოსვლის ტენდენცია 2000-2005 წლებში

რეგიონები

2000
წელი

2001
წელი

2002
წელი

2003
წელი

2004
წელი

2005
წელი

ევროპა

357 798

281 691

281 691

288 648

342 602

373 170

ამერიკა

10 958

7 719

8 213

8 722

11219

11463

აღმ. აზია და წყნარი ოკეანე

7 327

5 265

6 872

6 563

4952

2384

ახლო აღმოსავლეთი

2 167

1 261

1 253

1 835

1563

1563

სამხრეთ აზია

6 058

5 289

5 838

6 838

6635

4766

აფრიკა

326

730

681

586

795

314

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ცენტრალური ევროპის აღმოსავლეთ ნაწილი და დსთ ლიდერობას ინარჩუნებს მთელი 5 წლის განმავლობაში. რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, 2000 წელს ციფრები დაახლოებით შემდეგნაირად გადანაწილდა: ამერიკა - 10 958 ვიზიტორი, ანუ მთლიანი რაოდენობის 2.89%; აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანე - 7 327 ვიზიტორი (1.8%); ახლო აღმოსავლეთი - 2 167 (0.55%); სამხრეთ აზია - 6 058 ვიზიტორი (1.75%); აფრიკა - 326 (0.08%).

ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემების რადიკალური ცვლილება იგრძნობა 2001, 2002, 2003, 2004 და 2005 წლებში. როგორც კველვის შედეგებიდან ირკვევა 2000 და 2001 წელს შორის სხვაობამ შედგინა 85 040 ვიზიტორი, რაც საერთო ჯამში ერთი წლის განმავლობაში ახლო-აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოსულ ვიზიტორთა მთლიან რაოდენობას შედგენს. ანუ 2000-დან 2001 წელს პროცენტულად უცხოელ მოქალაქეთა შემოსვლის მაჩვენებელი დაეცა 22%-ით. ანალოგიურად შეგვიძლია გამოვითვალოთ შემდგომ წლებში ტურისტთა ჩამოსვლის დინამიკაც. მაგალითისათვის 2002 წელს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 298 469 უცხოელმა. ისევე, როგორც 2000, 2001 წლებში აქაც სტუმრების რაოდენობით ევროპა დომინირებს, ამ ვიზიტორთა რიცხვმა 281 691 შეადგინა, რაც მთლიანად, ვიზიტორების რაოდენობის 94.3%-ია. ისევე როგორც 2000, 2001 და შემდგომ წლებშიც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აფრიკის კონტინენტზე მოდის. 2002 წლის განმავლობაში ამ რეგიონიდან მხოლოდ 681 სტუმარი ჩამოვიდა, რაც მთლიანი მაჩვენებლის მხოლოდ 0.22%. ტურისტთა ჩამოსვლის მაჩვენებელბი მოცემულ წელს შემდეგნაირად გადანაწილდა: ამერიკა - 8 213, რაც 2.75%; აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკენანე - 1 253, რაც 0.41%; ახლო აღმოსავლეთი - 1 253, რაც 0.41%; სამხრეთ აზია - 5 838, 1.95%;

საერთო ჯამში ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები რეალურად ასახავენ იმ დინამიკას, რომელიც 2005 წლამდე გვაქვს მოცემული. თითოეულ რეგიონში ცვლილებები საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ საბოლოოდ მონაცემები არ იცვლება იმ მხრივ, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ლიდერობას ინარჩუნებს ისევ და ისევ ევროპა. ტურისტების შემოსვლის მაჩვენებლის მიხედვით მეორე ადგილზეა ამერიკა. ყველაზე მაღალი ციფრი ამერიკის შეერთებეულ შტატებზეა დაფიქსირებული, რაც საშუალოდ წელიწადში 10 000 ვიზიტორს შეადგენს. ამერიკის კონტინენტის შემდეგ ტურისტების რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზეა აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანე. მსოფლიოს ამ რეგიონიდან 2002 წელს მაქსიმალური მაჩვენებელი ფილიპინებმა აჩვენა - 4 464 ტურისტი, ანუ მთლიანად ამ რეგიონიდან ჩამოსულ ტურისტთა 64.9%.

ზემოთ განხილული მონაცემები წარმოდგენილია სქემის სახით, რომელიც უფრო თვალისაჩინოდ ასახავს ვიზიტორების შემოსვლასთან დაკავშირებულ ტენდენციას.

საინტერესოა დავახასიათოთ ვიზიტორების ჩამოსვლის ტენდენცია ვიზიტის მიზნის მიხედვით. ვიზიტის მიზანი შეიძლება მრავალი იყოს, მათ შორის: რეკრეაცია და დასვენება, საქმიანი და პროფესიული მიზნები, მკურნალობა, მომლოცველობა.

ტურიზმის დეპარტამენტიდან მოწოდებული მონაცემების საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ 2002-2003 წლებში ყველაზე დიდი რაოდენობის ვიზიტორთა ჩამოსვლის მიზანი იყო საქმიანი და პროფესიული მიზნები. მას მოსდევს რეკრეაცია და დასვენება, შემდეგ კი მკურნალობა. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2003 წელს 2002 წელთან შედარებით გაორმაგდა მკურნალობის მიზნით ჩამოსულთა რაოდენობა ასევე გაიზარდა, როგორც რეკრეაციის ასევე, საქმიანი და პროფესიული მიზნით ჩამოსულთა რიცხვიც.

სტუმართა რაოდენობა ჩამოსვლის მიზნის მიხედვით

0x01 graphic

ჩამოსვლის მიზანი

2002 წელი

2003 წელი

რეკრეაცია და დასვენება

1184

15517

საქმიანი და პროფესიული

40008

47595

მკურნალობა

324

692

სხვა

18336

18826

5 სასტუმროები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის არსებობას. აუცილებელია არსებობდეს თავშესაფრებისა და სასტუმროების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ღამისგასათევით უზრუნველყოფს, როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ ვიზიტორებს.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ტურიზმის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით მდგომარეობა შემდგენაირია: 2002 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 236 სასტუმრო, რომელთაგან 43 იყო სახელმწიფო საკუთრება, 193 კი კერძო. სასტუმროთა რაოდენობა 2003 წლისთვის შემცირდა და 226 შეადგინა. აქედან 42 გახლდათ სახელმწიფო, 184 კი კერძო. ამ სასტუმროებში ნომრების საერთო რაოდენობა 9614-ს აღწევდა. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილების რაოდენობის მიხედვით გვხვდება ერთადგილიანი, ორადგილიანი, სამი და მეტადგილიანი ნომრები და ლუქსი.

თუ სასტუმროების შესაძლებლობებს განვიხილავთ იმ კუთხით, თუ რამდენი ტურისტის დატევის საშუალება გააჩნია საქართველოს მოცემულ პირობებში, უნდა აღინიშნოს, რომ 2003 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ადგილთა საერთო რაოდენობა ყველა სასტუმროში ერთად შეადგენდა 19152-ს.

მაჩვენებელი

2002 წელი

2003 წელი

სასტუმროების რაოდენობა

236

226

ნომრების საერთო რაოდენობა

9550

9614

ლუქსი

847

785

ერთადგილიანი

1482

1450

ორადგილიანი

6442

6657

სამი და მეტ ადგილიანი

779

722

ადგილების საერთო რაოდენობა

19757

19152

სართულიანობის მიხედვით ყველაზე მრავალრიცხოვანია ორსართულიანი სასტუმროები - 69, მას მოსდევს სამსართულიანი სასტუმროები - 47, ერთსართულიანი - 36, ოთხსართულიანი - 28, 6-10 სართულიანი - 25, ათ სართულზე ზევით - 11 და ყველაზე ცოტა გვხვდება ხუთსართულიანი სასტუმროები - 10 (2003 წლის მონაცემები). 2002-2003 წლის მონაცემებით სასტუმროების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისშია თავმოყრილი. რეგიონების მიხედვით ლიდერობს აჭარა, მას მოჰყვება იმერეთი და სამცხე-ჯავახეთი.

სასტუმროთა განაწილება საქართველოს რეგიონებში (2002-2003 წ)

რეგიონები

სასტუმრობის რაოდენობა

ადგილების რაოდენობა

2002

2003

2002

2003

თბილისი

87

92

7729

7952

აჭარა

36

30

2770

2731

გურია

2

3

192

293

იმერეთი

25

23

2651

2606

კახეთი

8

8

724

628

მცხეთა-მთიანეთი

19

18

767

1050

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

3

3

241

263

სამეგრელო-ზემო სვანეთი

14

14

940

862

სამცხე-ჯავახეთი

29

25

2638

1812

ქვემო ქართლი

3

2

308

290

შიდა ქრთლი

10

8

797

665

ჯამი

236

226

19757

19152

2002-2003 წლის მონაცემებით სასტუმროთა განსაკუთრბით მცირე რაოდენობა დაფიქსირებულია რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში, ქვემო ქართლში და გურიაში. თუ შევადარებთ 2002-2003 წლის მონაცემებს 2005 წლის მონაცემებთან ვნახავთ, რომ საქართველოში რეგისტრირებულ სასტუმროთა რიცხვი გაიზარდა 389-მდე, აქედან აქტიურად ფუნქციონირებს 229 სასტუმრო. მათი განაწილება რეგიონების მიხედვით კი შემდეგნაირია:

საქართველოს რეგიონები

სასტუმროების რაოდენობა (2005)

თბილისი

91

აჭარა

37

გურია

4

იმერეთი

22

კახეთი

8

მცხეთა-მთიანეთი

19

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემოსვანეთი

3

სამეგრელო-ზემო სვანეთი

14

სამცხე-ჯავახეთი

22

ქვემო ქართლი

2

შიდა ქრთლი

7

ჯამი

229

რაც შეეხება სასტუმროთა მომსახურების სახეებს, იგი დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ძირითადად გვხვდება შემდეგი სახის მომსახურება: რესტორანი, ბარი და ღამის კლუბი, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი, სპორტული დარბაზი, საუნა, დისკოთეკა, ავტოსადგომი, სილამაზის სალონი, ვალუტის გადაცვლა, ავიასალარო, სამედიცინო პუნქტი, შემნახველი საკანი. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩამოთვლილ მომსახურებათა ნაწილი ძალიან ბევრ სასტუმროში არ გვხვდება და მხოლოდ რამოდენიმე გააჩნია მრავალ მათგანს.

როგორც ვიცით, ვიზიტორების ერთმანეთისაგან გამიჯვნისას მხედველობაში ღებულობენ მათი ვიზიტის მიზანს. 2002-2003 წლებში საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების განაწილება სასტუმროებში - ჩამოსვლის მიზნის მიხედვით შეიძლება შემდეგნაირად წარმოვადგინოთ:

ვიზიტის მიზანი

2002 წელი

2003 წელი

საქართველოდან

რეკრეაცია და დასვენება

9696

11697

საქმიანი და პროფესიული

15458

16200

მკურნალობა

174

646

სხვა

15813

15196

დსთ-ს ქვეყნებიდან

რეკრეაცია და დასვენება

183

1071

საქმიანი და პროფესიული

4165

8790

მკურნალობა

34

39

სხვა

640

1115

სხვა ქვეყნებიდან

რეკრეაცია და დასვენება

1963

2749

საქმიანი და პროფესიული

20385

22605

მკურნალობა

116

7

სხვა

1883 2515

მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტის მიზნიდან გამომდინარე სასტუმროებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება საქმიანი ვიზიტების დროს. აღნიშნული ტენდენცია შეინიშნება როგორც 2002 ისე 2003 წელს, მას კი მოსდევს რეკრეაციის, შემდეგ კი დასვენების მიზნით ჩამოსულთა რაოდენობა.

ასევე საინტერესოა ზოგადად საქართველოს რეგიონებში არსებულ სასტუმროებში ვიზიტორების განაწილების ტენდენცია:

საქართველოს რეგიონები

სტუმართა რაოდენობა

მათ შორის არარეზიდენტი

2002 წელი

2003 წელი

2002 წელი

2003 წელი

ქ. თბილისი

33004

43408

18503

26358

აჭარა

12642

12955

3467

4541

გურია

40

1204

0

0

იმერეთი

2883

2870

638

454

კახეთი

247

293

0

0

მცხეთა - მთიანეთი

4079

5898

1845

1679

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო
სვანეთი

522

283

0

0

სამეგრელო-ზემო
სვანეთი

7865

9413

4365

5035

სამცხე-ჯავახეთი

7533

5126

332

443

ქვემო ქართლი

53

46

24

6

შიდა ქართლი

1642

1134

195

375

ვიზიტორების რაოდენობიდან გამომდინარე ყველაზე მეტი დატვირთულობით თბილისის სასტუმროები გამოირჩევა. 2003 წლის მონაცემებით თბილისის სასტუმროში გაჩერებულ ვიზიტორთა უმეტესობა უცხოელია (26358 არარეზიდენტი 43408 ვიზიტორში), როცა მაგალითად გურის, კახეთისა და რაჭალეჩხუმი ქვემო სვანეთის სასტუმროებში არც ერთი ვიზიტორი არ ყოფილა არარეზიდენტი. ვიზიტორებით დატვირთულობის მიხედვით თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა აჭარა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთი მოსდევს.

ვიზიტორების მხრიდან სასტუმროს მომსახურების გამოყენებაში რაიმე კანონზომიერება არ შეინიშნება. 2003 წელს თბილისში, აჭარაში, სამეგრელოზემო სვანეთში შეინიშნება მოთხოვნის ზრდა სასტუმროს მომსახურებაზე. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს გურია, სადაც 2003 წელს ვიზიტორთა რაოდენობა სასტუმროში 40-დან 1204-მდე გაიზარდა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია, რადგან, როგორც ვიცით, 2003 წლის 3 სასტუმროდან მათი რიცხვი 2005 წელს ცხრამდე გაიზარდა. საპირისპირო მდგომარეობაა სამცხეჯავახეთში, შიდა ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში, აქ 2003 წელს 2002 წელთან შედარებით სასტუმროთა დატვირთულობის მაჩვენებელი დაეცა.

6 საქართველოს ტურისტული სააგენტოები

▲ზევით დაბრუნება


„თბილისის ბიზნეს მეგზურის“ თანახმად 2004 წელს საქრთველოში საქმიანობდა 118 ტურისტული სააგენტო. მათი რიცხვი 2005 წლისათვის 161-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოცემული სააგენტოებიდან მხოლოდ 33 მათგანის გამოკითხვა მოხერხდა. ამ სააგენტოთაგან 16 ორიენტირებულია საქართველოში უცხოელების შემოყვანაზე, ისინი ასევე ეწევიან ადგილობრივი მოსახლეობის მომსახურებას. 13 საგენტო ორიენტირებულია ქართველი ტურისტების საზღვარგარეთ გაყვანაზე. მოცემული 33 სააგენტოდან მხოლოდ 4 სააგენტო არის ორიენტირებული როგორც შიდა, ისე გამსვლელთა ტურიზმზე.

ზემოთ ხსენებული სააგენტოები 2005 წლის განმავლობაში, მოემსახურნენ დაახლოებით 5500 ადამიანს, საიდანაც 83%25 (4570) იყო უცხოელი, ხოლო 17%25 (930) ქართველი.

ტურისტული ფირმები, რომლებიც შიდა ტურიზმზე არიან ორიენტირებულნი თავიანთ მომსახურებაში კლიენტებს სთავაზობენ სასტუმროთი უზრუნველყოფას. 21 ასეთი სააგენტოს გამოკითხვიდან აღმოჩნდა, რომ 10 ტურისტული ფირმა თავის კლიენტებს კონკრეტულ სასტუმროთა ჩამონათვალს სთავაზობს; 4 მათგანს რაიმე სპეციალური შეთანხმება სასტუმროებთან არ აქვს და ნებისმიერ სასტუმროში ათავსებს სტუმრებს, ხოლო დარჩენილი 7 კი ორივე ტიპის მომსახურებას ეწევა. მათ გაფორმებული აქვთ კონტრაქტები, როგორც კონკრეტულ სასტუმროებთან,ასევე შეუძლიათ ვიზიტორები მათი სურვილისამებრ განათავსონ ნებისმიერ სასტუმროში. რიგი სააგენტოები, რომლებსაც აქვთ სპეციალური შეთანხმება სასტუმროებთან, თავის კლიენტებს უფრო დაბალ ფასებში სთავაზობენ მოცემული სასტუმროების მომსახურებას.

შიდა ტურიზმზე ორიენტირებული გამოკითხული 21 ტურისტული სააგენტოდან თითქმის ყველას აქვს გასვლითი ტურები საქართველოს მასშტაბით, მაგრამ მათი ძირითადი მარშრუტები გადის აღმოსავლეთ საქართველოზე. 19 მათგანს ყავს სპეციალურად მომზადებული გიდი და 18-ს თარჯიმანიც. დამატებით სპეციფიურ მომსახურებას, რომელსაც რამოდენიმე ფირმა სთავაზობს კლიენტებს, წარმოადგენს: მანქანების გაქირავება და ზაფხულში არაგვზე ნავებით დაშვება, ხოლო ზამთარში სათხილამურო კურსები ქართულ სამთო-სათხილამურო კურორტებზე.

7 მომხმარებელთა კვლევის შედეგების ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


ტურიზმის სფეროს მომხმარებელთა კვლევისას ჩატარდა, როგორც სატელეფონო, ასევე ანკეტების საშუალებით გამოკითხვა. ტელეფონით გამოკითხულ იქნა 800-მდე რესპოდენტი, ხოლო კითხვარების მეშვეობით 300.

გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ რესპოდენტთა უმრავლოსობამ, კერძოდ 88%25-მა დაისვენა ზაფხულის განმავლობაში. ამასთანავე აუცილბელია აღინიშნოს კავშირი, რომელიც შეინიშნება დამსვენებელთა რაოდენობასა და ასაკობრივ ჯგუფებს შორის, დამსვენებელთა ნახევარზე მეტი, კერძოდ კი 57%25 25 წლამდე ასაკისაა, 30%25 - 20-50 წლის და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, მხოლოდ 13%25 დაფიქსირდა - 50 წლის ზევით ადამიანებში.

ზოგადად დამსვენებელთა უმრავლესობა (68%25) ისვენებდა ორი კვირა ან მეტი, გამოკითხულთა 10%25 ერთი კვირა, დარჩენილი 22%25 კი 10 დღე.

საინტერესოდ განაწილდა მაჩვენებლები დასვენების ადგილის მიხედვით. აშკარად გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ დასასვენებელ ადგილებში ლიდერობს კურორტი. თუ მოცემულ მონაცემებს განვაზოგადებთ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ამ ეტაპზე ყველაზე დიდი დატვირთვა კურორტებზე მოდის, კერძოდ კი გამოკითხულთა 59%25. მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ახერხებს საზღვარგარეთ წასვლას და დასვენებას, ამიტომ ეს მაჩვენებელი შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს სასარგებლოდ და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ტუიზმის სათანადოდ განვითარებას:

დამსვენებელთა ხვედრითი წილი რესპოდენტებში

0x01 graphic

ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ კურორტზე დამსვენებელთა უმრავლესობა -72%25 ცხოვრობდა ნაქირავებში, 16%25 საკუთარ სახლში და მხოლოდ 12%25 ცხოვრობდა სასტუმროში, რაც იმაზე მიუთითბს, რომ საქართველოში სასტუმროთა მომსახურება არასათანადო დონეზეა განვითარებული და შესაბამისად მომხმარებელიც არ ყავს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც მაღალი ფასებით, ასევე მომსახურების საჭირო დონის არ არსებობით ანუ ფასსა და მომსახურებას შორის შეუსაბამობით, ან უბრალოდ სასტუმროთა სიმცირით საკურორტო ადგილებში და ა.შ.

ძალიან საინტერესო შედეგებია რეგიონების დატვირთულობასთან დაკავშირებით. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ზღვის სანაპიროზე, კერძოდ კი აჭარაში ისვენებს. ძალიან ცოტა, ერთი პროცენტია აფხაზეთში დამსვენებელთა წილი და უნდა ითქვას, რომ შეიძლება მოცემული ერთი პროცენტის განზოგადება საქართველოს მოსახლეობაზე არც იყოს მიზნშეწონილი აფხაზეთში არსებული, ყველასთვის კარგად ცნობილი გარემოებების გამო.

გამოკითხულთა მხოლოდ ერთმა პროცენტმა დაისვენა სვანეთის რეგიონში, რაც საკმაოდ დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს თუ კი გავითვალისწინებთ სვანეთის პოტენციალს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. რესპოდენტებში ხვედრითი წილები მეტ-ნაკლები პროპორციულობით გადანაწილდა. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მდგომარეობით დატვირთულობის მაჩვენებლით აჭარას სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი არ ჩამოუვარდება:

რეგიონების დატვირთულობა

0x01 graphic

შესაძლებელია ერთმანეთთან დავაკავშიროთ რეგიონების არსებული დატვირთულობა და მათზე მოთხოვნა, რომელიც კვლევის პროცესში გამოვლინდა. უნდა აღინიშნოს, რომ მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავია, რადგან მაგალითად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სვანეთში გამოკითხულთა მხოლოდ 1%25-მა დაისვენა და ამავე დროს რესპოდენტთა 18%25 აქვს სურვილი დაისვენოს ამავე რეგიონში. თუ კი სვანეთის მდგომარეობას გადავხედავთ ვნახავთ, რომ ვიზიტორთა დაინტერესების მხრივ პოტენციალი მას მართლაც გააჩნია, რადგან რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ერთად 14 კურორტი, 140 სამკურნალო წყალი და 561 კულტურული ძეგლია. ამსთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტიურად ჩვენს შემთხვევაში ორი გაერთიანებული რეგიონის ფარგლებში მხოლოდ 17 სასტუმროა. განსაკუთრებით დიდი პრობლემა, რის გამოც სავარაუდოდ პოტენციური ვიზიტორები ვერ ახერხებენ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას და სვანეთის მონახულებას გახლავთ ის, რომ ამ რეგიონში მთლიანად მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურა. იგივე შეიძლება ითქვას რაჭასთან დაკავშირებითაც, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 6%25-მა დაისვენა, დასვენების სურვილი კი 24%25-მა გამოთქვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აჭარა ამ კუთხითაც ინარჩუნებს ლიდერობას და მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 38%25 სწორედ აჭარაში დაისვენა 20%25 კვლავ გამოთქვამს ამ რეგიონში დასვენების სურვილს. ეს მაჩვენებელი არც არის გასაკვირი, რადგან აჭარაში ვიზიტორებს ზღვა და საკმაოდ მომხიბვლელი გარემო იზიდავს. როგორც ვიცით მოცემულ რეგიონში 6 კურორტი, 44 ძეგლი და 38 სამკურნალო წყალია. ამასთანავე სასტუმროების რიცხვი ნორმალურია (37), მაგრამ თუ გავითვალისწინებთ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობას და რეგიონის პოტენციალს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ მოცემული რიცხვიც საკმარისი არ არის.

რეგიონების დატვირთულობასა და მოთხოვნას შორის თანაფარდობა

0x01 graphic

საკმაოდ საინტერესოა ის, რომ რესპოდენტთა 15%25-მა გამოთქვა აფხაზეთში დასვენების სურვილი. ყველასთვის კარგად არის ცნობილი რამდენად დიდი პოტენციალი გააჩნია აფხაზეთს ტურიზმის განვითარების თვლასზრისით (38 ძეგლი, 19 კურორტი და 72 სამკურნალ გამაჯანსაღებელი წყალი), გარდა ამისა საქართველოს სხვა ზღვისპირა რეგიონებისგან განსხვავებით აქ საზღვაო სეზონი უფრო დიდხანს - 5 თვეს გრძელდება, მაგრამ გარკვეული ცნობილი გარემოებების გამო აღნიშნული პოტენციალის გამოყენება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, განსაკუთრებული ინტერესი რომელიმე კუთხის მიმართ არ დაფიქსირებული, თუმცა პირიქით, ნულოვანი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვემო ქართლის რეგიონში დასვენებასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს საქართველოს მოსახლეობის არაინფორმირებულობით ქვემო ქართლის პოტენციალთან დაკავშირებით, კერძოდ ამ რეგიონში არის 7 კურორტი, 59 სამკურნალო წყალი და თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი რაოდენობის - 289 კულტურული ძეგლი.

კვლევის შედეგები საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ რამდენად არის საქართველოს რეგიონები უზრუნველყოფილი გასართობი საშუალებებით და რამდენად არიან ინფორმირებულნი ამის შესახებ დამსვენებლები. ქვემოთ წარმოდგენილ სქემაზე მოცემულია რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგად დაფიქსირებული მაჩვენებლები:

გასართობი ობიექტების დატვირთულობა

0x01 graphic

აღმოჩნდა, რომ რეგიონებში ყველაზე მეტად გვხვდება პარკები, კაფე-ბარი, დისკოთეკა და რესტორანი, ასევე მრავლადაა კომპიუტერული თამაშები და კულტურული ძეგლები. ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს კაფე-ბარებს, სადაც გამოკითხულთა - 46%25 დადის, პარკებს - 42%25 და რესტორნებს - 41%25. ასევე საინტერესო მაჩვენებელია კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით, გამოკითხულთა მესამედზე მეტმა (37%25) აღნიშნა, რომ სტუმრობდა რეგიონში არსებულ კულტურულ ძეგლებს.

კვლევის საფუძველზე შეგვიძლია სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით დავახასიათოთ საქართველოს კურორტებზე არსებული სურათი. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა კურორტების უსაფრთხოების თვალსაზრისით. გამოკითხულთა მხოლოდ 37%25 თვლის, რომ უსაფრთხოების დონე კურორტებზე კარგია, მაშველების საქმიანობას დადებითად მხოლოდ 15%25 აფასებს, 64%25-ის აზრი კი საპირისპიროა. 34%25 კმაყოფილია კურორტებზე მომსახურების დონით.

კურორტების მახასიათებლების შეფასება

0x01 graphic

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა გართობისა და საკვების მრაფალფეროვნების თვალსაზრისით, სადაც შესაბამისად გამოკითხულთა 2%25 და 5%25 -ია უკმაყოფილო. რესპოდენტთა ნახევარზე მეტი (51%25) ასევე კმაყოფილია ადგილობრივ ვიზიტორთა მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებით.

გადავიდეთ სატრანსპორტო საშუალებების ანალიზზე. გამოკითხვამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მგზავრობს ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით. უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა უმცირესობამ - 18%25-მა აღნიშნა რომ მატარებლით გადაადგილდა.

სატრანსპორტო საშუალებების დატვირთულობა

0x01 graphic

ამასთანავე საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მოცემული 18%25-დან უმრავლესობაც (66%25) უკმაყოფილოა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, არც საგზაო ტრანსპორტთან დაკავშირებით არის უკეთესი შედეგები, აქაც რესპოდენტთა 67%25-ს არ აკმაყოფილებს არსებული მომსახურების დონე:

მომხმარებელთა კმაყოფილება სატრანსპორტო საშუალებებით

0x01 graphic

ანალიზის საფუძველზე ჩვენ ასევე შეგვიძლია ვთქვათ, გამოკითხულთა უმრავლესობა არ არის კმაყოფილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, თუ დავაკონკრეტებთ, მივიღებთ, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 39%25-ს აკმაყოფილებს არსებული მდგომარეობა, 61%25 კი უკმაყოფილოა.

საინტერესო იქნება ყურადღება გავამახვილოთ ვიზიტორების ხარჯებზე დასვენების პერიოდში, ასევე საინტერესოა მათი შეხედულებით შეესაბამება თუ არა მათ მიერ გადახდილი თანხა მათთვის გაწეულ მომსახურებას და არიან თუ არა მზად გადაიხადონ მეტი უკეთესი მომსახურებისათვის. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთა უმეტესობამ (39%25) ერთი წლის მანძილზე დასვენებისათვის მხოლოდ 200-500 ლარი დახარჯა, 17%25 კი 500-100 ლარი.

ტურისტთა დანახარჯები 1 წლის განმავლობაში

0x01 graphic

გამოკითხულთა უმრავლესობა (78%25) თვლის, რომ მის მიერ გადახდილი თანხა შეესაბამება მისთვის გაწეულ მომსახურებას და 88%25 კმაყოფილია საკუთარი დასვენებით, მაგრამ მიუხედავად ამისა ამათგან 86%25 მზად არის გადაიხადოს მეტი უკეთესი მომსახურების პირობებში. რაც შეეხებათ დასვენებით უკმაყოფილო 12%25-ს, მათგან უმრავლესობა თანახმაა გადაიხადოს მეტი, თუ კი კურორტზე გაუმჯობესდება მომსახურების დონე, 9%25 კი მაინც უარს აცხადებს მეტის გადახდაზე.

არიან თუ არა მზად გადაიხადონ მეტი?

0x01 graphic

იმისათვის, რომ დავადგინოთ საქართველოში ტურიზმის რომელი სახეობის განვითარებაზე აჯობებს ორიენტაციის აღება, მნიშვნელოვანია შევისწავლოთ როგორც არსებულ, ისე პოტენციურ ვიზიტორთა მოთხოვნილებები. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობაში ზღვის კურორტები უფრო პოპულარულია და მათზე დატვირთვა მეტია, ვიდრე მთის კურორტებზე, კერძოდ გამოკითხულ რესპოდენტთა 52%25-ს ზღვა ურჩევნია მთაში დავენებას. ალბათ აქედან გამომდიანარეა, რომ გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 52%25 კურორტზე სასტუმროში დასვენებას ამჯობინებს სოფელში წასვლას, რომელსაც 11%25 ერგო და საძილე ტომრებით ბუნებაში დასვენებას. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამ უკანასკნელზე მოთხოვნა მცირეა, რადგან რესპოდენტთა 31%25-ს აქვს სურვილი აგროტურიზმს მიჰყოს ხელი. მიუხედავად მდიდარი პოტენციალისა საქართველოში აღნიშნული სახეობის ტურიზმი ჯერ კიდევ არ არის მასობრივად გავრცელებული და ათვისებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მთაში დასვენების მსურველთა (გამოკითხულთა 48%25-ის) უმეტესობა, კერძოდ კი 56%25 სწორედ საძილე ტომრებით დასვენებას არჩევს ყველა სხვა დანარჩენს:

მთაში დასვენების მსურველთა მოთხოვნა დასვენების ტიპების მიხედვით

0x01 graphic

ალბათ ურიგო არ იქნება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სასტუმროთა ქსელის განვითარებაც, რადგან რეალურად მთაში დასვენების მსურველთა 21%25-ს სურვილი აქვს ბუნების წიაღში და ამავე დროს კომფორტაბელურ სასტუმროში გაატაროს დასვენების დღეები.

8 ტურიზმის სატელიტური აღრიცხვის სისტემა (TSA)

▲ზევით დაბრუნება


ტურიზმის სატელიტური აღრიცხვის სისტემა (Tourism Satellite Account) წარმოადგენს ტურიზმის სფეროში სტრატეგიული დაგეგმვის ინსტრუმენტს და უზრუნველყოფს მონაცემების საერთაშორისო შესადარისობის მიღწევას. მის შექმნაზე 1995 წლიდან ერთობლივად დაიწყეს მუშაობა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (WTO), ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) და ევროგაერთიანების სტატისტიკურმა ოფისმა (EUROSART) , რომელიც დამტკიცებულ იქნა გაეროს მიერ 2000 წელს. პროექტში ასევე მონაწილეობდა საერთაშორისო შრომითი ორგანიზაცია (ILO) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF). მოცემული აღრიცხვის სისტემა დანერგილია ავსტრალიაში, კანადაში, ჩილეში, ახალ ზელანდიასა და შეერთებულ შტატებში.

ეკონომიკური თვლსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის აღრიცხვას, სწორედ ამიტომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO) მიზნები TSA -სთან მიმართებაში შემდეგია:

  • ტურიზმის ეროვნული სტატისტიკური სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

  • გზამკვლევთა მომზადება განსხვავებული რესურსების, გამოცდილებისა და მოთხოვნილებების მქონე ქვეყნებისთვის;

  • სემინარებისა და ტრეინინგების ჩატარება ტურისტული ტერმინებისა და კლასიფიკაციის დანერგვისთვის;

  • ტექნიკური მხარდაჭერა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გამიზნული აქვთ TSA -ს დანერგვა.

ტურიზმი არის პირველი სფერო, რომელშიც გამოყენებულ იქნა სატელიტური აღრიცხვის სისტემა. თშA წარმოდგენილია იდეების, განსაზღვრებების, კლასიფიკაციების, ცხრილების სახით, რომლის საფუძველზე ქვეყნებს შეუძლიათ ტურიზმის საკუთარი სტატისტიკური სისტემის განვითარება. TSA -ს განვითარება მოითხოვს შესაბამისი ეკონომიკური რესურსების და ტექნიკური პერსონალის მობილიზაციას და ინტეგრაციას ქვენის ეროვნული აღრიცხვის სისტემასთან.

TSA -ს მომხმარებლების როლში ეროვნულ დონეზე გვევლინება:

  • ორგანოები, რომლებიც აწარმოებენ ძირითად სტატისტიკურ ინფორმაციას, როგორიცაა ეროვნული სტატისტიკური ორგანიზაციები, ტურიზმის დეპარტამენტი და ა.შ;

  • ინფორმაციის მომწოდებელი მხარეები, როგორიცაა ტურისტული ორგანიზაციები, სასტუმროები;

  • ინფორმაციის პოტენციური მომხმარებლები, როგორებიც არიან ტურისტული ორგანიზაციები, ტურიზმის დეპარტამენტი, სტატისტიკური ორგანიზაციები, ცენტრალური ბანკი და ა.შ.

ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია (საქართველოს შემთხვევაში ტურიზმის დეპარტამენტი)

ეროვნული ტურისტული ადმინისტრაცია თამაშობს ორმაგ როლს:

1. არის სტატისტიკის დეპარტამენტისა და ცენტრალური ბანკის მიერ მომზადებული ინფორმაციის მფლობელი;

2. წარმოადგენს უფლებამოსილების მიმნიჭებელ ორგანოს ტურისტული მომსახურების გამწევი კომპანიებისთვის.

ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებას, საჭირო კადრებთან და ინფორმაციის პირველად წყაროებთან მიმართებაში არსებული პრობლემების გამო, სწორედ ამიტომ WTO-მ შეიმუშავა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც მიზნშეწონილია შეიქმნას ინსტიტუციონალური პლატფორა, რომელიც ჩამოყალიბდება კომიტეტის ფორმით. ამ კომიტეტში გაერთიანებული იქნება სამი სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი (ნაციონალური ტურისტული ადმინისტაციის, ეროვნული სტატისტიკური ორგანოსა და ცენტარლური ბანკის წარმომადგენლები), რომელსაც უხელმძღვანელებს ერთ-ერთი მათგანი. ეროვნულ სტატისტიკურ ოფისს დიდი როლი ენიჭება TSA-ს დანერგვაში, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცენტარალურ ბანკს. მისი ძირითადი ფუნქციაა TSA-ს სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელის - საგადამხდელო ბალანსის მომზადება.

რა არის TSA?

სატელიტური აღრიცხვის მექანიზმის შემუშავების მიზანია ეკონომიკაზე იმ დარგების გავლენის შესწავლა, რომელბიც ეროვნულ სააღრიცხვო სისტემაში არ განიხილებიან, როგორც წარმოება. ტურიზმი არის სვადასხვა დარგების ერთობლიობა, ესენია ტრანსპორტი, მომსახურება, საკვებით უზრუნველყოფა, რეკრეაცია, გართობა. ტურიზმი ერთადერთი ფენომენია, რომელიც ვიზიტორით ან მომხმარებლით განისაზღვრება. ვიზიტორები ყიდულობენ ყველანაირი სახის პროდუქტსა და მომსახურებას. აღრიცხვის თვალსაზრისით უმთავრესია მათი ნავაჭრი დაკავშირებული (ასოცირებული) იქნას მთლიანად ქვეყნის წარმოებასთან, მომსახურებისა და საქონლის ერთობლივ მიწოდებასთან.

TSA მიზნად ისახავს განისაზღვროს სწორედ ტურიზმის გავლენა ეკონომიკაზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხულ იქნას ზემოთხსენებული პროდუქცია და მომსახურება, რაც საშუალებას მოგვცემს შევადაროთ ისინი წარმოების სხვა სფეროებს, ან თუნდაც სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს.

ტურიზმის სატელიტური აღრიცხვის სისტემა:

  • შეისწავლის ფაქტორებს, რომელიც გავლენას ახდენს ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ დასაქმების დონეზე;

  • არის ძირითადი საყრდენი ტურიზმის სტატისტიკური მონაცემების მომზადებისათვის;

  • არის ახალი საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც მხარი დაუჭირა გაეროს სტატისტიკურმა კომისიამ;

  • არის ტურიზმთან დაკავშირებული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანად გატარების საშუალება;

  • განსაზღვრავს ტურიზმის გავლენას სახელმწიფოს საგადამხდელო ბალანსზე.

რაში გვჭირდება TSA?

დღევანდელ მსოფლიოში არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა ტურიზმის არსსა და ეროვნულ ეკონომიკაზე მისი გავლენის შესახებ, აქედან გამომდინარე TSA -ს განვითარება ხელს შეუწყობს შემდეგ საკითხებს:

  • ქვეყანაში ტურიზმისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა:

  • ტურიზმის სფეროში ეფექტური პოლიტიკის წარმართვისათვის ინსტრუმენტის შემუშავება;

  • ტურიზმის როლის გაზრდა.

TSA საშუალებას მოგვცემს აღვრიცხოთ:

  • ტურიზმის წილი ერთობლივ შიდა პროდუქტში;

  • ტურიზმის რანჟირება ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით;

  • ტურიზმის მიერ ეკონომიკაში შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა;

  • ტურიზმში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა;

  • ტურისტული ინდუსტრიის გადასახადებიდან მიღებული ამონაგები;

  • ტურიზმის მოხმარება;

  • ტურიზმის გავლენა ეროვნულ საგადამხდელო ბალანსზე.

8.1 ტურიზმის, როგორც ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


TSA-ს კავშირი ეროვნულ სააღრიცხვო სისტემასთან (SNA93)

SNA 93 - წარმოადგენს მაკროეკონომიკური აღრიცხვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს კომპლექსური ეკონომიკური საქმიანობების, ბაზარზე არსებული ეკონომიკური აგენტების ან აგენტთა ჯგუფების მრავალმხრივ და დეტალურ აღრიცხვას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ SNA 93 - არ წარმოადგენს მხოლოდ იდეებისა და განსაზღვრებების ერთობლიობას, იგი ასევე მოიცავს ცხრილებს, რომლის მეშვეობითაც ხდება აღრიცხვის უნიფიცირება.

ძირითადი პუნქტები, რომლებიც გამოყენებულია TSA-ში:

  • განმარტებები;

  • იდეური განსხვავებები პროდუქტებსა და მწარმოებლებთან დაკვშირებით;

  • აღრიცხვის სტრუქტურა;

  • კლასიფიკაციათა სქემა.

TSA-ს განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს SNA 93 სისტემის ქვეყანაში განვითარებას. აღრიცხვის მიზანს წარმოადგენს მოთხოვნისა და მიწოდების, შემოსავლისა და გასავალის, ფასეულობებისა და პასუხისმგებლობების ერთმანეთთან დაკავშირება, ტურისტული პროდუქციის მოხმარების ორმაგი ანლიზი, როგორც ვიზიტორების ისე არავიზტორების მხრიდან.

პროდუქციის საზღვრები SNA 93 - ში

ეროვნულ აღრიცხვაში შესულია საქმიანობების ნუსხა, რომლის შედეგადაც იწარმოება პროდუქცია. ეკონომიკური პროდუქცია ეს არის ინსტიტუციონალური ერთეულების მიერ კაპიტალის და რესურსების გამოყენების საფუძველზე განხორციელებული საქმიანობის შედეგი. საოჯახო მეურნეობაში საკუთარი საჭიროებისათვის გაწეული მომსახურება არ შედის ეროვნულ აღრიცხვაში. ოჯახისათვის ცხობა-კეთება, გასეირნება, სახლის დასუფთავება, ბავშვების მოვლა, საკუთარი ანგარიშების კონტროლი არ განიხილება ეროვნული აღრიცხვის პროდუქციის საზღვრებში, მაგრამ მეორეს მხრივ აღრიცხვაში გაითვალისწინება შიდამეურნეობაში დაქირევებული პირების მიერ გაწეული მომსახურება.

ტურიზმის შემთხვევაში, საინტერესოა ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს საწარმოო და არასაწარმოო პროცესი; ისმის კითხვა: სტუმარი, რომელიც სადილობს და არ არის ოჯახის წევრი, განხილულ უნდა იქნას თუ არა, როგორც საწარმოო საქმიანობის მომხმარებელი? ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის დამატებითი პროდუქცია და მომსახურება, რომლის გაწევაც გამოწვეული იქნება ამ ადმიანის ოჯახში დარჩენით.

8.2 ტურიზმი და ვიზიტორები

▲ზევით დაბრუნება


ტურიზმი განიმარტება, როგორც ადამინის საქმიანობა, რომელიც გულისხმობს დასვენების, საქმიანი ან რაიმე სხვა მიზნით მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილისაგან განსხვავებულ გარემოში გამგზავრებას, გადაბმულად არაუმეტეს ერთი წლის ვადით და მისი ვიზიტის მიზანს არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში თავის ჩვეული საქმიანობის განხორციელება, რომელიც ანაზღაურდება მოცემული ქვეყნის ფინანსური წყაროებიდან. ტურიზმი განსხვავდება მოგზაურობისაგან, ცალკეულ პირს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი სახის ტრანსპორტი (მას შეუძლია იმოგზაუროს ფეხითაც, მაგ. მომლოცველობა), მაგრამ ყველა მოგზაურობა არ არის ტურიზმი. ერთ-ერთი მთავარი პირობა, რათა მოგზაურობა მიეკუთვნოს ტურიზმს, არის ის, რომ მოგზაურობა არ უნდა ანაზღაურდეს ვიზიტის ადგილის საფინანსო წყაროებიდან.

მოგზაურობაში შემავალი ძირითადი ელემენტები:

მოგზაურები:

ვიზიტორები:

ვიზიტორები

ტურისტები (ერთი ღამის ვიზიტორები)

სხვა მოგზაურები

ღამისთევით ვიზიტორები

ვინ არის ვიზიტორი?

ყველა მოგზაური არ არის ვიზიტორი. იმისათვის რომ განისაზღვროს ადამინი არის თუ არა ვიზიტორი, უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმები:

1. ჩვეული გარემოს ცვლილება;

2. ვიზიტის ადგილას დარჩენის მაქსიმალური ხანგრძლივობა;

3. ვიზიტის მიზანი.

ჩვეული გარემო

რთულია განისაზღვროს ჩვეული გარემო ადგილმდებარეობის მიხედვით, ის დაკავშირებულია გეოგრაფიულ საზღვრებთან, ინდივიდუალურ ცვლილებებთან და ცალკეულ პირთა ცხოვრების წესთან. ჩვეული გარემო უკავშირდება ფიზიკურ და გეოგრაფიულ გარემოებებს: კვება, ძილი, მუშაობა, სწავლა, საყიდლები და ყოველდღიური ცხოვრების წესი. ცხოვრებისეული გარემოს ცვლილებები შესაძლოა გულისხმობდეს:

1. მინიმალურ მანძილზე მოგზაურობა;

2. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა;

3. ჩვეული გარემოს სხვა მახასიათებლები და სხვა ვიზიტები.

გარემოს შეცვლა

მოგზაურობა, თუნდაც მინიმალურ დისტანციაზე განიხილება, როგორც მოგზაურობა ჩვეული გარემოდან შორს. აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყანას აქვს სხვადასხვა ფართობი, გეოგრაფიული ტერიტორიები, მოსახლეობის სიმჭიდროვე და ა.შ. აქედან გამომდინარე, საჭიროა ყველა ქვეყნისთვის შერჩეულ იქნას შესაბამისი, კონკრეტულად მისთვის შემუშავებული კრიტერიუმი, რადგან გამოდის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურების მიერ გავლილი მანძილები საკმაოდ განსხვავებულია.

გარემოს ცვლილების განმსაზღვრელი გარემოებებია: ქალაქი, ქალაქგარეთ ტერიტორია, სოფელი, მთა, ზღვისპირეთი და ა.შ

WTO რეკომენდაციას აძლევს ყველა ქვეყანას - შეიმუშაონ საკუთარი კრიტერიუმები, ფიზიკური ინდიკატორები და გარემოს ცვლილების მაჩვენებლები, განიხილონ საზღვრების დადგენის სხვადასხვა ტიპები. საჭიროა ნებისმიერი ვიზიტი განხილულ იქნას, როგორც ტურიზმი, რადგან ამ მოგზაურობების მიზანია თავი აარიდო ცხოვრების ყოველდღიურ წესებს და დატოვო ჩვეული გარემო.

ჩვეული გარემოს განსაზღვრის სპეციფიკური შემთხვევები

  • თუ ცალკეული პირი ტოვებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილს იმ მიზნით, რომ გადავიდეს საცხოვრებლად სხვა ადგილას, ამ შემთხვევაში იგი არ განისაზღვრება, როგორც ვიზიტორი მოცემულ ტერიტორიაზე;

  • თუ ცალკეული პირი რჩება გარკვეულ ადგილას 1 წელზე მეტ ხანს, მაშინ ეს ადგილი წარმოადგენს მისი ჩვეული გარემოს ნაწილს;

  • ჩვეული გარემოს იდეა განსხვავდება ეროვნულობის იდეისაგან. ადგილი, სადაც ცალკეული პირი მუშაობს არის მისი ჩვეული გარემოს ნაწილი, მაგრამ არ არის მისი საცხოვრებელი ადგილის ნაწილი;

  • ერთიდაიგივე ოჯახის ორ წევრს შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა ჩვეული გარემო. მაგალითად პირის სამუშაო ადგილი წარმოადგენს მისი ჩვეული გარემოს ნაწილს, თუმცა ეს არ არის ჩვეული გარემოს ნაწილი მისი ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე, შვილები);

  • ცალკეული პირები, რომლებიც სახლდებიან ახალ ადგილას, ცდილობენ მოერგონ სიახლეებს და გადააქციონ იგი ჩვეულ გარემოდ, თუმცა შესაძლოა ისინი არც ცხოვრობდნენ იმავე ადგილას 1 წლის განმავლობაში;

  • ზემოხსენებული შემთხვევა ასევე ეხება სტუდენტებს, რომლებიც სწავლის გაგრძელების მიზნით სახლიდან მოშორებით სახლედბიან. ეს ახალი ადგილი მათთვის ჩვეულ გარემოს წარმოდგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენეტი გადაწყვიტავს დარჩეს იმავე (ან მახლობელ) ადგილას 1 წლით ან მეტი ხნით. თუ სტუდენტი გადაწყვეტს დარჩეს მოკლე ვადით, მაშინ ახალი ადგილი არ განიხილება როგორც მისი ჩვეული გარემო და ის ითვლება ამ ადგილის ვიზიტორად.

ვიზიტორები

  • არიან ცალკეული პირები, რომლებიც მოგზაურობენ მათი ჩვეული გარემოსგან განსხვავებულ ადგილას, გადაბმულად არა უმეტეს 12 თვის განმავლობაში და მოგზაურობის ძირითადი მიაზანი არ არის საქმიანობის კომპენსირება ვიზიტის ადგილიდან;

  • ტურიზმი უკავშირდება ვიზიტორთა საქმიანობებს;

  • ვიზიტორები შესაძლოა იყვნენ, როგორც რეზიდენტები ისე არარეზიდენტებიც.

რეზიდენტს აქვს საკუთარი ეკონომიკური ინტერესი თავის ქვეყანაში, არარეზიდენტს კი ქვეყნის გარეთ. ცალკეული პირების ეკონომიკური ინტერესი არის იმ ადგილას, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.

ერთი დღის ვიზიტორები

  • ერთი დღის ვიზიტორები საერთაშორისო ვიზიტორების შემთხვევაში არიან ისინი, ვინც არ ათევენ ღამეს ქვეყანაში, რომელიც მოინახულეს;

  • ერთი დღის ვიზიტორები შიდა ვიზიტორების შემთხვევაში არიან ისინი, ვინც არ ათევენ ღამეს ჩვეულ გარემოში.

  • აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივი ერთი დღის ვიზიტორები (მოიცავენ გავლით ვიზიტორებსაც) არიან ვიზიტორები, რომლებიც მოგზაურობენ ისე, რომ არ ითვალისწინებენ ღამის თევას.

ერთი დღის ვიზიტორის განსაზღვრისათვის ყურადღება არ ექცევა ტრანსპორტის სახეობას, რომლითაც ისარგებლა ვიზიტორმა, იქნება ეს:

  • მოგზაურობა საჰაერო ტრანსპორტით;

  • მოგზაურობა საზღვაო ტრანსპორით (კრუიზი, სადაც მგზავრი ათევს ღამეს ხომალდზე);

  • მოგზაურობა სახმელეთო ტრანსპორტით.

ვიზიტორთა კატეგორიები

  • საერთაშორისო ვიზიტორები - რომელთა საცხოვრებელი ქვეყანა განსხვავდება სამოგზაურო ქვეყნისგან. საერთაშორისო ვიზიტორები ასევე მოიცავენ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ ე.ი. არარეზიდენტები, რომლებიც სტუმრობენ ქვეყანას ან რეზიდენტები, რომლებიც სტუმრობენ უცხო ქვეყანას.

  • ადგილობრივი ვიზიტორები - რომელთა საცხოვრებელი ქვეყანა წარმოადგენს სამოგზაურო ქვეყანასაც ამავდროულად. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ქვეყნის მოქალაქეები, ასევე უცხოელები, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ.

  • შიდა ვიზიტორები - რეზიდენტები, რომლებიც სტუმრობენ საკუთარ ქვეყანას და არარეზიდენტები, რომლებიც სტუმრობენ მოცემულ ქვეყანას.

საზღვრის კონტროლის სააგენტოებს აქვთ განსხვავებული განმარტებები და

საერთაშორისო ვიზიტორთაგან გამორიცხავენ მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან სახლში, მაგრამ ამ განმარტებაში აერთიანებენ მოქალაქეობის არმქონე ყველა პირს, რომლებიც ბრუნდებიან ამ ქვეყანაში და შემდეგ სახლდებიან აქვე.

საერთაშორისო ვიზიტორებს არ მიეკუთვნებიან:

  • მიგრანტები;

  • პირები, საზღვრითი მუშაკები (მესაზღვრეები), რომლებიც ცხოვრობენ საზღვრის მახლობლად ერთ ქვეყანაში და მუშაობენ სხვა ქვეყანაში: დიპლომატები, კონსულები და არმიის წევრები;

  • პირები, რომლებიც მოგზაურობენ, როგორც ემიგრანტები ან უცხოელები.

საერთაშორისო მოგზაურები არ შედიან საერთაშორისო ვიზიტორებში:

  • პირები, რომლებიც შედიან ან რჩებიან ქვეყანაში (ლეგალურად ან არალეგალურად);

  • მესაზღვრეები: ადგილი სადაც ისინი მუშაობენ (თუ ეს ადგილი სხვა ქვეყანაშია) არის მათი ჩვეული გარემოს ნაწილი, ისინი არ არიან ვიზიტორები და მათი აქტივობა არ არის ტურიზმის ნაწილი;

  • დიპლომატები, კონსულები, არმიის წევრები მოგზაურობისას;

  • პირები, რომლებიც მოგზაურობენ როგორც ემიგრანტები ან უცხოელები. მათ არ იციან რა არის ჩვეული გარემო და ისინი ჩვეულ გარემოდ თვლიან იმ ქვეყანას, სადაც იმყოფებიან.

ადგილობრივ ვიზიტორებს არ მიეკუთვნებიან:

  • რეზიდენტები, რომლებიც მოგზაურობენ საკუთარ ქვეყანაში იმ ჩანაფიქრით, რომ დასახლდნენ სხვაგან;

  • პირები, რომლებიც მოგზაურობენ საკუთარ ქვეყანაში და მათი საქმიანობა ანაზღაურდება ვიზიტის ადგილიდან;

  • პირები, რომლებიც მოგზაურობენ, რათა დროებით იმუშაონ ქვეყნის შიგნით არსებულ ინსტიტუტებში;

  • პირები, რომლებიც მოგზაურობენ რეგულარულად მეზობელ ადგილებში სამუშაოდ ან სასწავლებლად;

  • უცხოელები და პირები მუდმივი საცხოვრებლის გარეშე;

  • შეიარაღებული ძალები.

ვიზიტორთა საქმიანობა

ვიზიტორთა ძირითად აქტივობებს მიეკუთვნება:

  • ადგილმდებარეობის ცვლილება

  • ღამისთევა

  • კვება

  • სხვადასხვა ჩანაფიქრების და სურვილების განხორციელება

ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • გამოიყენონ ტრანსპორტის ძირითადი სახეობები, თუმცა შესაძლოა ფეხით ან სხვა ინდივიდუალური ტრანსპორტით (ველოსიპედი და სხვა) მოგზაურობაც. ტრანსპორტის აღნიშნული სახეობები უნდა ეკუთვნოდეს მოგზაურს ან ჰქონდეს დაქირავებული. ის შესაძლოა სარგებლობდეს სახალხო ტრანსპორტითაც (თვითმფრინავი, ნავი, ავტობუსი, მატარებელი, ტაქსი და ა.შ);

  • თუ ის ათევს ღამეს, მან უნდა მოძებნოს თავშესაფარი. მისი თავშესაფარი შესაძლოა უზრუნველყოფილი იქნას საკუთარი საცხოვრებლითაც (საკუთარი საზაფხულო სახლები, დარჩენა ოჯახთან ან მეგობრებთან, ოთახის დაქირავება და ა.შ) ან გამოიყენოს ტურისტთა საერთო საცხოვრებელი;

  • ასევე საჭიროა განისაზღვროს საკვებით უზრუნველყოფის ფორმა. ვიზიტორმა შეიძლება საკვები შეისყიდოს კერძოდ, ეწვიოს კვებითი მომსახურების დაწესებულებას ან თავად მოამზადოს.

მოგზაურობის მახასიათებლები

მოგზაურობის სახეების კლასიფიკაციისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მაჩვენებლები:

  • ვიზიტის მიზანი;

  • მოგზაურობის ხანგრძლივობა;

  • მოგზაურობის საწყისი და დანიშნულების ადგილი;

  • საცხოვრებელი ტერიტორია და მოგზაურობის გარემო;

  • ტრანსპორტის ძირითადი სახეობები;

  • თავშესაფრის ტიპი.

ვიზიტის მიზანი

1. თავისუფალი დრო, დასვენება და არდადეგების გატარება;

2. ახლობლებისა და მეგობრების მონახულება;

3. საქმიანი შეხვედრები, პროფესია და სწავლება;

4. ჯანმრთელობის მდგომარეობა;

5. რელიგია, მომლოცველობა;

6. სხვა.

სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის ვიზიტის მიზნებიდან გამომდინარე განსხვავებული ტერიტორიებია მიმზიდველი. მაგ.: ზოგი მოგზაურობს დასვენების, მომლოცველობის, განათლების მიღების ან უბრალოდ საქმიანი შეხვედრების გამართვის მიზნით, შესაბამისად თითოეული მათგანის მოთხოვნილებები და ინტერესთა სფერო სხვადასხვაა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს, რომლებიც საქმიან შეხვედრებზე მოგზაურობენ, გაცილებით მეტი მოთხოვნები უჩნდებათ ვიდრე მათ, ვინც ჩამოდიან უბრალოდ სამოგზაუროდ.

ტურიზმის ფორმები

შიდა ტურიზმი - ადგილობრივისა და შემომსვლელთა ტურიზმის ერთობლიობა.

ეროვნული ტურიზმი - ადგილობრივისა და გამსვლელთა ტურიზმის ერთიანობა.

საერთაშორისო ტურიზმი - გამსვლელთა და შემომსვლელთა ტურიზმის ერთიანობა.

8.3 წარმოების პროცესისა და პროდუქციის ურთიერთკავშირი

▲ზევით დაბრუნება


მიწოდება ტურიზმის სფეროში

ტურიზმის მაჩვენებლების კლასიფიკაციისას გათვალისწინებულია, როგორც წარმოების პროცესი ასევე ამ პროცესის შედეგად მიღებული პროდუქცია. ტურიზმი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ეკონომიკის სპეციფიური დარგი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დამოუკიდებელი დარგების შემადგენელ ერთეულებს, მაგალითად სამგზავრო ინფრასტრუქტურა, რომელიც განეკუთვნება სატრანსპორტო დარგს. აქედან გამომდინარე არ შეიძლება ტურიზმი განხილულ იქნას მისი შემადგენელი ნაწილებიდან მხოლოდ ერთ-ერთის მაგალითზე, რადგან თითოეული მათგანს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მთლიანად ტურიზმის, როგორც დარგში გაწეული დანახარჯების აღრიცხვის თვალსაზრისით. მაგალითად, არ არსებობს არავითარი ტურიზმი ვიზიტორთა გადაადგილების გარეშე, შესაბამისად დანახარჯებს ტრანსპორტირებაზე ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმის სფეროში გაწეულ მთლიან დანახარჯებში.

ტურიზმის მაჩვენებლებს ქმნიან ტურისტები და არა თვითონ ტურიზმი. ვიზიტორი არის, ის ვინც განსაზღვრავს იმ პროდუქტებისა და საქმიანობების ჩამონათვალს, რომელზეც უნდა მოხდეს ტურიზმის ანალიზის ფოკუსირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უგულებელყოფილი უნდა იქნას სხვა ნაკლებმნიშვნელოვანი პროდუქტები. მოგზაურობისას ვიზიტორს უჩნდება სხვადასხვა ტიპის, სპეციფიური მოთხოვნლებები, რომლებიც განსაზღვრავენ ტურიზმის სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქონლისა და მომსახურების არსებობას: ტრანსპორტირება, საცხოვრებელი ადგილი, კვება და ა.შ. მოცემული სპეციფიური საქონლისა და მომსახურების მომხმარებლებად შეიძლებ მოგვევლინონ, როგორც ვიზიტორბი, ისე რეზიდენტებიც, მაგრამ ტურიზმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ამ სფეროში გაწეული ხარჯების უდიდესი წილი მოდის სწორედ ვიზიტორებზე:

  • კოლექტიური საცხოვრებელი ადგილები უფრო ხშირად ვიზიტორების მიერ გამოიყენება;

  • არ არსებობს ტურიზმი ტარანსპორტირების გარეშე;

  • უმეტეს შემთხვევაში ვიზიტორები რესტორანში მირთმევას არჩევენ საკვების სახლში მომზადებას;

  • ზოგადად, უჩვეულო გარემოში ყოფნის გამო, ვიზიტორები უფრო აქტიურად მოითხოვენ გარე მიმწოდებლების მომსახურებას.

ამრიგად, ტურიზმის ანალიზი კონცენტრირებულია იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ვიზიტორებისათვის და არა პირიქით.

პროდუქციის ფართო დახასიათება

კონცეფციას პროდუქციის მახასიათებლების შესახებ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს SNA93-ში და იგი არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი მოცემული აღირცხვის სისტემის დანერგვაში. მოცემული კონცეფცია საშუალებას გვაძლევს მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ პროდუქციის მახასიათებლების შესახებ. მაგალითად, რა მეთოდებით არის ნაწარმოები პროდუქტი, ვინ არის მწარმოებელი, რა სახის სამუშაო ძალას და უძრავ ქონებას იყენებენ მისი წარმოებისათვის და ა.შ.

საქონელი და მომსახურება, რომელიც მოიხმარება შინამეურნეობების მიერ გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს ტურიზმის სპეციფიურ მოხმარებად, იმდენად რამდენადაც ვიზიტორები ძალიან ხშირად სტუმრობენ შინამეურნეობებს (რეზიდენტ ოჯახებს), ამიტომაც მათ შეიძლება მოიხმარონ ნებისმიერი სახის საქონელი და მომსახურება, რომლებიც წარმოდგენილია ბაზარზე.

არსებობს მომსახურების სახეები, რომელიც თითქოსდა გამორიცხული უნდა იქნას ვიზიტორთა სპეციფიური მოხმარების სფეროდან, მაგრამ რეალური ფაქტები გვიჩვენებს, რომ რიგ შემთხვევაში მოცემული მომსახურების მომხმარებელთა როლში გვევლინება უფრო მეტი ვიზიტორი ვიდრე რეზიდენტი. მაგალითისათვის, ჩვეულებრივ პირობებში სამედიცინო მომსახურებისმოხმარების მაჩვენებელი არავიზიტორთა შორის უფრო მაღალია ვიდრე ვიზიტორთა შორის, რადგან, როგოც წესი, პიროვნება ავადმყოფობის დროს არ მოგზაურობს, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს სპეციფიური შემთხვევები, როცა მოგზაურობის თვითმიზანი არის საავადმყოფოში მოხვედრა, სპეციფიური თერაპიის გავლა ან განკურნების მიზნით პილიგრიმობა. ასეთ დროს ამ კონკრეტულ ადგილას სამედიცინო მომსახურების მოხმარების მაჩვენებლები ვიზიტორთა და ჩამომსვლელთა შორის უფრო მაღალია, ვიდრე ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის და სამედიცინო მომსახურება მოცემული ადგილსათვის შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ტურიზმის სპეციფიური მოთხოვნის საგანი.

სპეციფიური და არასპეციფიური ტურისტული პროდუქტების გამიჯვნა

დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის სპეციფიური და არასპეციფიური პროდუქციის ერთმანეთისაგან გამიჯვნას; მაგალითად, ელექტროენერგიის მოხმარება არ განიხილება როგორც ტურიზმის სპეციფიური საქონლი, რადგანაც ელექტროენერგიის მოხმარება არ არის განსაკუთრებულად დაკავშირებული ტურზმთან. ვიზიტორების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები წარმოადგენს ერთიანი ტურისტული დანახარჯების მცირე ნაწილს. მიუხედავად ამისა ელექტროენერგიის დანახრჯებზე სხვაობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსაზღვროს ვიზიტორთა როადენობამ ქვეყანაში. ვიზიტორების მოხმარების შედეგად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, ამიტომ საზაფხულო სახლების (აგარაკი) დატვირთულობის შესწავლისას აღნიშუნლი მაჩვენებელი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ინდიკატორი. იგივე შეიძლება ითქვას ნაგვის მოგროვებასა და წყლის მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად იცვლება ტურისტების ჩამოსვლით.

ტურიზმის მიწოდების ანალიზისას საჭიროა ყურადღება გამახვილებულ იქნას ისეთ სპეციფიურ პროდუქციასა და მომსახურებაზე, რომელიც ტურიზმის მთლიან დატვირთვას თავის თავზე იღებს; მაგალითად, საჰაერო ტრანსპორტირება, სასტუმროში დაბინავება, ტურისტული სააგენტოების მომსახურება.

მოთხოვნისა და მიწოდების დაკავშირება TSA-ში

ტურიზმის აღრიცხვისთვის რეკომენდირებულია გაიზომოს ერთის მხრივ ტურიზმის მოხმარება, მეორეს მხრივ ტურიზმის მიწოდება. პირველ რიგში, ტურიზმის შიდა მოხმარებისა და შიდა მიწოდების შედარებისათვის აუცილებელია გამოითვალოს ტურიზმის წილი შიდა მიწოდებაში. ასევე შესაძლოა განისაზღვროს, როგორია პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების თანაფარდობა ცალცალკე. უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიზიტორები უფრო ხშირად მოიხმარენ სასტუმროების მიერ გაწეულ მომსახურებას, ვიდრე ჩვეულებრივი მცხოვრებლები; მაგალითად, ისინი პროდუქციას შეისყიდიან სავაჭრო ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია სასტუმროებში ან მის მახლობელ ტერიტორიაზე.

ტურისტული სააგენტოები და პაკეტური ტურები

ტურისტული სააგენტოები მოქმედებენ როგორც შუამავლები მომსახურების უზრუნველმყოფებსა და ვიზიტორებს შორის (ასევე ტრანსპორტი, სასტუმროები, მანქანის გაქირავება, დასვენება და ა.შ.). ისინი ახდენენ სხვადასხვა ტურისტული პროდუქტების კომბინირებას პაკეტური ტურების სახით. მათი ფასი განსაზღვრულია პროგრამის შემფასებელთა მიერ და ისინი იყიდებიან ვიზიტორებზე, როგორც ერთი მთლიანი პოდუქტი.

რას აკეთებენ ტურისტული სააგენტოები?

  • ეწევიან მრავალფეროვან საქმიანობას, რომლითაც სარგებლობენ ვიზიტორები მოგზაურობის განმავლობაში;

  • გასცემენ ინფორმაციას დაგეგმილი მოგზაურობების, საქმიანი ფრენების, სასტუმროთა მრავალფეროვნების, შესაძლო ტურების და ა. შ. შესახებ;

  • ყიდიან ბილეთებს და ათანხმებენ სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტებს: ტრანსპორტი, (საჰაერო, რკინიგზა, ნავი, კრუიზი, მანქანა), საცხოვრებელი, რესტორანი და საერთოდ ყველა ტიპის საქმიანობა, რომელსაც ვიზიტორები მოითხოვენ;

  • ყიდიან ადგილებს, რომლებიც უზრუნველყოფილია მათ მიერ ან სხვების მიერ;

  • ათანხმებენ ვიზიტებს, აცილებენ ჯგუფებს სანახაობრივ ტურებსა და სხვა უფრო კომპლექსურ ტურისტულ საქმიანობებზე.

ვინ იხდის თანხას სააგენტოთა მომსახურებაში?

ეს ყოველთვის გახლავთ ვიზიტორი, მაგრამ ასევე შესაძლოა იყოს თავად მომსახურების გამწევი დაწესებულებაც, მაგალითად, ავიახაზები, რომლებიც აძლევენ ჰონორარს ან პროცენტს ტურისტულ სააგენტოებს, მათი ბილეთების გაყიდვის საფასურად.

როგორც აღვნიშნეთ ტურისტული სააგენტოების ძირითადი მომხმარებლების როლში გვევლინებიან ვიზიტორები. როდესაც საერთაშორისო ტურიზმზე ვსაუბრობთ, ვიზიტორის მიერ გაწეული ხარჯები დანაწილებული უნდა იქნას, რათა ცალცაკე განისაზღვროს მისი წილების გავლენა ადგილობრივი, გამსვლელთა თუ ჩამომსვლელთა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე.

TSA რეკომენდაციას იძლევა, შემუშავებულ იქნას ტურისტული სააგენტოების მომსახურების ქსელი, სადაც მოგზაურები მიიღებენ ტურისტული სააგენტოების მომსახურებას საკუთარი სურვილისამებრ და გარკვეული ანაზღაურების საფასურად.

თუ მომსახურების უზრუნველმყოფელი და ტურისტული სააგენტო არ არიან რეზიდენტები, ამ შემთხვევაში ტურისტული სააგენტოების მომსახურების ქსელის შემუშავება ქმნის იმპორტისა და ექსპორტის აბსოლუტური მნიშვნელობების მოდიფიკაციის საჭიროებას.

რას წარმოადგენს პაკეტური ტური?

პაკეტური ტურნე არის ორი ან მეტი პროდუქტის კომბინაცია ერთობლიობაში, რომელიც მოიხმარება ვიზიტორების მიერ (ტრანსპორტი, საცხოვრებელი, საკვებით მომსახურება, გასეირნება და ა.შ.). პაკეტური ტურების შემუშავება წარმოშობს რეგულირების შესაბამის ტიპებს. პაკეტური ტურები შექმნილია ძირითადად სპეციალიზირებული ფირმების მიერ. ისინი კრებენ მომსახურებებს „პაკეტში”, რომლებსაც ყიდიან პირადად ან სხვა ტურისტული სააგენტოების მეშვეობით.

TSA რეკომენდაციას იძლევა შეიქმნას სიტემა, სადაც ვიზიტორად დარეგისტრირდება ის, ვინც მოიხმარს მომსახურების პაკეტს მთლიანად ან თუნდაც მის ნაწილებს და გადაუხდის მის მიმწოდებელს საკომისიოს შესრულებული სამუშაოსათვის.

მაგალითი:

ვიზიტორ A-ს აქვს გლობალური ტურისტული ექსპედიცია 1000-ად, იგი თანხებს შემდეგნაირად ანალწილებს:

  • საცხოვრებელი - 100

  • ტრანსპორტი - 200

  • მომსახურების პაკეტი - 500

  • სხვა - 200

ვიზიტორ B-ს აქვს ექსპედიცია 1000-ად, რომელის ხარჯებიც შემდეგნაირად ნაწილდება:

  • საცხოვრებელი - 150

  • ტრანსპორტი - 300

  • მომსახურების პაკეტი - 350

  • სხვა - 200

როგორ შევაფასოთ მათი ტურისტული ექსპედიციის სტრუქტურა?

ვიზიტორი A ხარჯავს ნაკლებს საცხოვრებელზე და ტანსპორტზე, ვიდრე ვიზიტორი B, მაგრამ ვიზიტორი A ხარჯავს 500-ს მომსახურების პაკეტზე, ვიზიტორი B კი 350-ს. გამოდის, რომ თითოეული მათგანი საერთო ჯამში იხდის თანაბარ თანხას, მაგრამ მომსახურების პაკეტზე A იხდის გაცილებით მეტს ვიდრე B. აღრიცხვისათვის საჭირო მსგავსი დანაწევრებული ინფორმაცია შესაძლოა პირდაპირ იქნას მიღებული ტურისტული სააგენტოებისაგან, ავიახაზებისა და სასტუმროებისაგან.

შემომსვლელთა ტურიზმის განსაკუთრებული კვლევა

შემომსვლელთა ტურიზმის აღრიცხვისთვის მოძიებულ უნდა იქნეს საიმედო ინფორმაცია არარეზიდენტი ტურისტების მიერ ექსპედიციის განმავლობაში დახარჯული თანხების შესახებ, როგორიცაა საკვები, საცხოვრებელი და ა.შ. ამ ტიპის ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია გვქონდეს ინფორმაცია შემომსვლელთა ტურიზმის მოხმარების შესახებ. შემომსვლელთა და გამსვლელთა ტურიზმთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროთა გამოკვლევას. როგორც წესი, ქვეყნები ფასდება რეგულარულად (ყოველწლიური, კვარტალური, თვიური) შემდეგი კრიტერიუმებით: ჩამომსვლელთა რიცხვი, დამრჩენთა რიცხვი, ოთახების რაოდენობა, საწოლების რაოდენობა, ოთახის ფართი, დარჩენის საშუალო ხანგრძლივობა, დასაქმება და ა.შ.

ზოგიერთმა ქვეყანამ აღნიშნულ მაჩვენებლებს დაუმატა ისეთი მაჩვენებლები როგორიცაა: ოთახების საშუალო ფასი და ა.შ.

  • ყურადღება უნდა მიექცეს დემოგრაფიულ, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ მახასიათაებლებს. ქვეყნის მოსახლეობისა და მათი საცხოვრებელი პირობების შესწავლას. შეფასების შედეგები განახლებულ უნდა იქნას ყოველ 10 წელიწადში.

რადგან ტურიზმი დაკავშირებულია ინდივიდების ადგილსამყოფელის ცვლილებასთან, ამიტომ აუცილებელია განისაზღვროს, როგორ დაუკავშირდება მოსახლეობის აღწერა ინდივიდთა ჩვეულ გარემოს.

აღწერისას, სადაც ინდივიდები აღრიცხულნი არიან „დე ფაქტო” პრინციპით, არის ადგილი, სადაც ინდივიდი იმყოფებოდა აღწერის დღეს. აღნიშნული მონაცემები ტრანსფორმირებული უნდა იქნეს „დე იურე“ მონაცემებით. რაც შეეხება „საზაფხულო სახლების“ იდენტიფიკაციას და მათი მახასიათებლების შეტანას დასახლებათა აღწერაში, აქ წარმოიქმნება გარკვეული სირთულეები, რადგან მათი უმეტესობა დროებით ადგილსამყოფელს წარმოადგენს.

8.4 ტურიზმის ინდიკატორები

▲ზევით დაბრუნება


ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მოქლაქეთა რაოდენობა

ქვეყანაში ტურიზმის განვითარება მჭიდრო კავშირშია მოცემულ სფეროში მომუშავე ადამიანების დასაქმებისა და შემოსავლის დონესთან. უმეტეს შემთხვევაში ვიზიტორთა მოხმარების დონე არ არის თანაბრად განაწილებული მთელს წელიწადზე. შედეგად დასაქმების დონის მაჩვენებელი ტურიზმის სფეროში შეიცვლება სეზონების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის დასაქმების დონის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმი ეკონომიკის განვითარებისთვის. დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში განისაზრვროს ტურიზმში, როგორც პირდაპირ ასევე არაპირდაპირ დასაქმებულ მუშაკთა რაოდენობა.

ტურიზმის ერთიანი კაპიტალ-წარმოება

ტურიზმის დინამიკის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმის ერთიან კაპიტალ-წარმოებას. ის ტურიზმის სფეროში მოთხოვნის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია, რადგანაც მომავალში იგი ასოცირდება ვიზიტორთა სერვისით და საქონლით მომარაგებასთან.

არასაბაზრო მომსახურება

ტურიზმის მიერ სტიმულირებული მოთხოვნის კიდევ ერთი ელემენტი მნიშვნელოვანი არის ეკონომიკაში არასაბაზრო მომსახურების უზრუნველყოფა. ეს მომსახურება გაწეულია ძირითადად არაკომერციული დაწესებულებების მიერ, რომლებიც საბინაო მეურნეობებს ან მთლიანად ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურებიან. არაკომერციული გულისხმობს რომ სერვისების მიწოდება ხდება საფასურის გადახდის გარეშე, ან სიმბოლური საფასურით.

SNA 93 ის თანახმად, ორი ძირითადი ტიპის არასაბაზრო მომსახურება არსებობს:

1. ინდივიდუალური არასაბაზრო სერვისი არის სხვადასხვა მომსახურების უფასოდ მიწოდება ინდივიდუალური პირებისათვის (სწავლა სკოლაში, დასწრება კონცერტზე, პარკში შესვლა ა.შ.) ამ შემთხვევაში ნაწილობრივი გადახდა ასევე შესაძლებელია (მაგ. შესვლის საფასურის გადახდა). ასეთი მომსახურება შესაძლებელია გაწეულ იქნას საბაზრო პირობებზე დაყრდნობითაც (მაგ: განათლება, ჯანდაცვა) ;

2. კოლექტიური არასაბაზრო მომსახურება (მიწოდებულია მხოლოდ მთავრობის მიერ). ასეთი მომსახურება შეიძლება გაწეულ იქნას საზოგადოების ყველა წევრისათვის ერთდროულად, ან მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისათვის (პოლიცია, თავდაცვა, კანონმდებლობა). მისი გამოყენება ჩვეულებრივ პასიურია და არ მოითხოვს ყველა ჩართული პირის თანხმობას (პოლიცია ემსახურება ყველას, გადასახადები ნაწილდება მთელს საზოგადოებაზე, ა.შ). კოლექტიური მომსახურების მიწოდება ერთი პირისათვის არ ამცირებას სხვებისათვის განკუთვნილ წილს: ანუ არ არის საჭირო ბრძოლა ამ მომსახურების მიღებისათვის.

ტურიზმის ერთიან კაპიტალწარმოებაში მოაზრებული საქონელი უნდა იყოს იმ ქვეყნის ერთიანი კაპიტალწარმოების ნაწილი, რომელიც, ამა თუ იმ გზით, მონაწილეობს ვიზიტორების მომსახურებაში. ეს საქონელი უნდა მიეკუთვნებოდეს ორი კატეგორიიდან ერთ-ერთს:

  • კონკრეტული საშუალებები, რომელიც სპეციალურად ტურიზმისათვის არის შექმნილი; მაგ: სასტუმროების ქსელი, ავტობუსები ქალაქის დასათვარიელებლად, სპეციალური კომპიუტერული პროგრამები სასტუმროებისა და სამოგზაურო სააგენტოების მენეჯმენტისათვის და ა.შ.

  • ტურიზმის ინდუსტრიის მიერ ვიზიტორების სერვისის გასამარტივებლად და გასაუმჯობესებლად შექმნილი პროდუქტები, თუმცა ისინი არ წარმოადგენენ ამ საქმიანობის ატრიბუტებს; მაგ: კომპიუტერული მომსახურება სასტუმროებში, ავეჯი ნომრებში და სასტუმროს მისაღებში, და სხვა.

სხვა საქმიანობების კავშირი ტურიზმთან უფრო ძნელი განსასაზღვრი და გასაზომია. ეს უმთავრესად შეეხება საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას, რომელიც სხვა სფეროებთან ერთად, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებასაც და შეიძლება იყოს ან არ იყოს პირდაპირ ჩართული უშუალოდ ტურიზმის სფეროში; მაგალითდ, სპორტული მოედნები, გზები, ჯანდაცვის ობიექტები.

სახელმწიფოს მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გზებისა და ინფრასტუქტურის ზოგიერთი სხვა ნაწილის გამოყენება, ჩვეულებრივ უფასოა. ამგვარად, შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე წარმოებაზე, თუმცა ეს გზები მოიაზრება როგორც მთავრობის მიერ შექმნილი ერთიანი კაპიტალწარმოების ნაწილი. ეს ნაწილი პირდაპირ მოიხმარება ვიზიტორთა მიერ.

ინფრასტრუქტურის სხვა ფორმების არსებობა შეიძლება საჭირო იყოს ვიზიტორთა მოზიდვისათვის, მაგრამ ისინი შეიძლება მხოლოდ იშვიათად იქნან მოხმარებული ვიზიტორთა მიერ: მაგალითად, ძირითადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. მის არსებობაზე არსებობს ვიზიტორთა მოთხოვნა, თუმცა არ არის აუცილებელი რომ ისინი ინტენსიურად იქნენ გამოყენებული.

მთავრობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ხშირად შესაძლებელია აღნიშნული ინფრასტრუქტურის გამოყნება ერთსა და იმავე დროს, ან თანმიმდევრულად დაკავშირებული იყოს მომავალში არატურისტულ მიზნებთანაც; მაგალითად, უზარმაზარი ინფრასტრუქტურები შენდება განსაკუთრებული ღონისძიებებისათვის, რომელიც იზიდავს ვიზიტორთა დიდ რაოდენობას (საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები, ოლიმპიური თამაშები, ა.შ). თუმცა, მისი გამოყენება ღონისძიების დამთავრების შემდეგ, ძირითადად არატურისტული მიზნებისათვის ხდება. აქ ისმის კითხვა - ამ საქმიანობის რა პროცენტი შეიძლება ჩაითვალოს ტურიზმის ერთიან კაპიტალწარმოებად?

შენიშვნები

ტურიზმის ერთიანი კაპიტალწარმოება TSA-ს არსებულ რეკომენდაციებში იყოფა ორ ძირითად კომპონენტად:

1. ტურიზმისათვის დამახასიათებელი სპეციფიური საქმიანობის ერთიანი კაპიტალწარმოება;

2. ყველა სხვა საქმიანობით შექმნილი კონკრეტული ტურისტული საქონლის ერთიანი კაპიტალწარმოება (ასეთი საწარმოო საქმიანობების ნუსხა უნდა იქნას შედგენილი).

ტურიზმი და საგადამხდელო ბალანსი

ტურიზმის ზეგავლენა ქვეყანაში საგადამხდელო ბალანსზე დიდია, ეს ძირითადად შეეხება ფინანსურ ტრანსაქციებს (ინვესტიციები, სესხები) და მასთან დაკავშირებულ ნაკადებს (პროცენტი, დივიდენდები). გაეროსა (UN) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) 1993 წლის რეკომენდაციებში, საგადამხდელო ბალანსი შემოიფარგლა შემომსვლელთა ტურიზმიდან გენერირებული შემოსავლების და უცხოურ ვალუტაში გამავალი დანახარჯების შეჯამებით.

საერთაშორისო ტურიზმს აქვს უდიდესი გავლენა ტურისტული ქვეყნების საგადამხდელო ბალანსზე, რადგანაც მოხმარება თან სდევს მომხმარებელთა გადაადგილებას. ზოგიერთი ქვეყნისათვის საგადამხდელო ბალანსის პუნქტი - „მოგზაურობა“ ერთ-ერთი უმთავრესი შენატანია საქონლისა და მომსახურების ბალანსში. ხშირ შემთხვევაში ამ პუნქტის წმინდა ღირებულება შესაძლებლობას იძლევა გადაწონილ იქნას ვაჭრობაში იმპორტისა და ექსპორტის უარყოფითი ბალანსი. ეს ეფექტები არ შემოიფარგლება მხოლოდ ტრადიციული ტურისტული საქონლის მოხმარების ტიპებით (ბინა, ადგილობრივი ტრანსპორტი, კვება, ა.შ.), არამედ მოიცავს ნებისმიერ საქონელსა და სერვისს, რომელიც მოხმარებულია ვიზიტორთა მიერ გადაადგილების დროს, თუნდაც ეს გადაადგილება იყოს ქვეყნის შიგნით (უცხოური საკვები და სასმელი, შემოტანილი საქონელი).

პუნქტი მოგზაურობასაგადამხდელო ბალანსში და ტურიზმის სტატისტიკა

ბევრ ქვეყანაში ტურიზმის სტატისტიკა ტრადიციულად გამოიყენება როგორც „შემომავალი ტურიზმის მოხმარების” ან „გამავალი ტურიზმის მოხმარების” ერთიანი ღირებულების შემადგენელი საერთაშორისო ტრანსპორტის გათვალისწინებით ან მის გარეშე. ეს მაჩვენებელი ასევე გამოიყენება, როგორც შემომავალი/გამავალი ვიზიტორების რიცხვის არაპირდაპირი ინდიკატორი.

ტრადიციულად, პუნქტი “მოგზაურობა” საგადასახადო ბალანსში, რომელიც შეიძლება კორექტირებულ იქნას საერთაშორისო ტრანსპორტზე დანახარჯების მონაცემების საფუძველზე, გამოიყენება როგორც შემომავალი ან გამავალი ტურიზმის მოხმარების ერთიანი ღირებულების მიახლოებითი მაჩვენებელი და ზოგ შემთხვევაში, შემომავალი ან გამავალი ვიზიტორების რიცხვის შეფასების საფუძველსაც კი წარმოადგენს.

რას გამორიცხავს პუნქტიმოგზაურობადა რას მოიცავს ტურიზმის მოხმარება

პუნქტი მოგზაურობა გამორიცხავს მაგრამ (შემომავალი/გამავალი) ტურიზმის მოხმარება მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

  • მოგზაურთა საერთაშორისო გადაყვანა;

  • დიპლომატთა და ასევე უცხო ქვეყანაში მყოფი მათი დამხმარე პერსონალის პირადი დანახარჯები საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც გაწეულ იქნა მოგზაურობის დროს (შედის სამთავრობო სერვისებში).

აღნიშნული მაჩვენებელი მთლიანად გამორიცხულია „მოგზაურობის” პუნქტიდან, მისი ჩართვა ტურიზმის მოხმარებაში დამოკიდებულია მომსახურების გამწევის ლოკაციის ადგილზე.

მოგზაურთა საერთაშორისო გადაყვანა არ არის შეტანილი საგადამხდელო ბალანსის „მოგზაურობის“ პუნქტში, მაგრამ წარმოდგენილია სათაურით „ტრანსპორტირება“ საგადამხდელო ბალანსში. შემომავალი/გამავალი ტურიზმის მოხმარების ნაწილია საერთაშორისო გადაყვანა, რომლის შესწავლის დროსაც ყურადღება უნდა მიექცეს მოგზაურის საცხოვრებელ ქვეყანასა და გადამყვანის ლოკაციის ადგილს, აღსანიშნავია, რომ ერთ - ერთი მათგანი მაინც უნდა იყოს იმ ქვეყნის მკვიდრი, რომელშიც ხდება ქმედება.

საგადმხდელო ბალანსში, დიპლომატთა და მათი პერსონალის პირად მოხმარებაზე გაწეული დანახარჯები გამორიცხულია მოგზაურობის პუნქტიდან და შეტანილია სამთავრობო სერვისებში.

დასკვნა

ტურიზმი არის საქმიანობა, რომლის სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა საუკუნის უკანსაკნელ მეოთხედში. მის შესახებ სტატისტიკური მონაცემები ძირითადად ეფუძნება ჩამომსვლელთა და ერთი ღამის ტურისტთა სტატისტიკას, რადგან საგადამხდელო ბალანსი მთლიანად ვერ აღწერს ტურიზმის ეკონომიკურ მნიშვნელობას. სახელმწიფო, საზოგადოება და ბიზნესმენები არ ფლობენ საჭირო ინფორმაციას იმისათვის, რომ განახორციელონ ბიზნეს საქმიანობა მოცემულ სფეროში და შეიმუშაონ ეფექტიანი პოლიტიკა. არასაკმარისი ინფორმაციაა ტურიზმის როლის შესახებ ეროვნულ ეკონომიკაშიც, ამიტომ რეალურად არსებობს ტურიზმის მოცულობისა და გრადაციის, სრულყოფილი ინფორმაციისა და შკალის შემუშავების აუცილებლობა.

წარსულში ტურიზმის შესწავლა გულისხმობდა მხოლოდ ვიზიტორთა დახასიათებას, მათი მოგზაურობის პირობების და მიზნების აღწერას, მაგრამ უკანსაკნელ პერიოდში გაიზარდა ტურიზმი მნიშვნელობისადმი დამოკიდებულება. ყველამ გააანალიზა, რომ ტურიზმი როგორც პირდაპირ, ისე ირიბად გავლენას ახდენს დასაქმების დონეზე, ადამიანთა პირად და სახელმწიფო შემოსავლებზე და ა.შ.

თანამედროვე პირობებში, როგროც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორს სხვა სახისა და სპაციფიკის ინფორმაცია ესაჭიროება. ტურიზმის მნიშვნელობიდან გამომდინარე ვიზიტორთა რაოდენობისა და მათი მოგზაურობის პირობების გარდა, ისინი ითხოვენ სარწმუნო ინფორმაციას და ინდიკატორებს, რომლებიც შესაძლბლობას მისცემთ გააფართოონ ტურიზმის აღრიცხვის ფარგლები. ეს მონაცემები შემდეგი ნიშნებით უნდა ხასიათდებოდეს:

  • უნდა იყოს სტატისტიკური (არა ერთი წლის მაჩვენებლები), შექმნილი ხანგრძლივი პერიოდის შეფასებების საფუძველზე და შედარებისათვის უნდა შეიცავდეს თავდაპირველ (საბაზისო) მონაცემებს, რათა შესაძლებელი იყოს სხვა ინდიკატორების მასთან შედარება;

  • შეფასება უნდა ეფუძნებოდეს სარწმუნო სტატისტიკურ წყაროებს, რომლის მონაცემებიც მიღებულია ვიზიტორებისა და მომსახურების მიმწოდებელთა ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე;

  • მონაცემების შედარება შესაძლებლი უნდა იყოს, როგორც ეკონომიკის სხვა სფეროებთან, ასევე ერთი ქვეყნის ფარგლებში, ქვეყნებს შორის და რაც მთავარია დროში;

  • მონაცემები შინაგანად უნდა ეთანხმებოდეს საერთაშორისო მაკროეკონომიკურ შეხედულებებს და არ უნდა მოდიოდეს მასთან წინააღმდეგობაში.

TSA - ს შემუშავება ქვეყანაში დამოკიდებულია არა მხოლოდ ქვეყნის სტატისტიკური სისტემის, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მისი წარმატებით გამოყენება საშუალებას აძლევს ქვეყანას შეაფასოს ტურიზმის ეკონომიკური მნიშვნელობა და განსაზღვროს საკუთარი პრიორიტეტები.

9 ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემები და რეკომენდაციები

▲ზევით დაბრუნება


ტურიზმის სფეროში ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოვლინდა რიგი პრობლემები, განვიხილოთ თითოეული მათგანი:

  • ტურიზმის სააღრიცხვო სისტემის არარსებობა

დღესდღეობით საქართველოში ვერ ხერხდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა. საჭირო ინფრასტრუქტურისა და სააღრიცხვო სისტემის არარსებობის გამო არ ხდება საკურორტო ადგილებში საკუთარი სახლების გამქირავებელთა შემოსავლების აღრიცხვა. ყოველივე აღნიშნული კი განაპიროებებს იმას, რომ რეალურად ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმიდან შესული თანხები ძალიან მწირია.

მოცემული პრობლემა შესაძლებელია მოგვარდეს საქართველოში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შემუშავებული ტურიზმის სატელიტური აღრიცხვის სისტემის შესწავლით, საქართველოსთვის ადაპტაციითა და შემდგომ მისი ქვეყანაში დანერგვით.

  • უსაფრთხოების არადამაკმაყოფილებელი დონე ქვეყანაში

ტურიზმის განვითარებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს საქართველოში უსაფრთხოების არადამკმაყოფილებელი დონე. აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიაზე არსებული დაძაბული სიტუაცია ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებზე, რის გამოც მათ შეიძლება უარი თქვან საქართველოში ჩამოსვლასა და დასვენებაზე.

ამას თან ერთვის ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული სიტუაცია, რადგან ხშირია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებზე თავდასხმისა და გატაცების შემთხვევები.

  • არადამაკმაყოფილებელი უსაფრთხოების დონე კურორტებზე

ეს გამოწვეულია რეგიონებში სამაშველო სამსახურის არაქმედუნარიანობითა და სიმცირით. გარდა ამისა საკურორტო ადგილებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში, პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების მიღება.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მიზანშეწონილი იქნება მომზადდეს:

  • კვალიფიციურ მაშველთა კორპუსი, როგორც საზღვაო კურორტების, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისათვის;

  • შეიქმნას პირველადი დახმარების სამედიცინო მომსახურების პუნქტების ქსელი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

    • მძიმე სანიტრულ-ჰიგიენური მდგომარეობა კურორტებზე

ამ მხრივ მეტად სავალალო მდგომარეობაა სანაპირო ზოლში, რადგან თითქმის არ ხდება სანაპიროს დასუფთავება და საჭირო სანიტარული ნორმების დაცვა. ასევე ხშირია ზღვის დაბინძურება სხვადასხვა ჩამდინარე ნარჩენებით, გემების ნარეცხი წყლებითა თუ ჩაღვრილი ნავთობით. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის დამსვენებელთა ჯანმრთელობას.

გარდა ზემოაღნიშნულისა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ყველა ადამიანის ცნობიერებაში გარემოს დაცვის აუცილებლობისადმი სერიოზული მიდგომა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აუცილებელია:

  • გაუმჯობესდეს რეგიონებისა და ქალაქების შესაბამისი კეთილმოწყობის სამსახურების საქმიანობა. მუდმივად მოხდეს საკურორტო ადგილების დასუფთავება და სანიტარული ნორმების დაცვა;

  • შესაძლებლია PR კამპანიის განხორციელება ადამიანების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

    • მოშლილი საგზაო და სატრანსპორტო სისტემა

საქართველოს უმეტეს მაღალმთიან რეგიონში მთლიანად მოშლილია საგზაო სისტემა, ამ მხრივ საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა სამცხე-ჯავახეთში. საგზაო სისტემა იმდენად გაუმართავია, რომ ვერ ხერხდება ტრანსპორტირება. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არ არსებობს შიდა ავიარეისები, რაც საკმაოდ გააადვილებდა გადაადგილებას. საქართველოს მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი კავშირები აქვს რუსეთსა და ევროპასთან, მაგრამ სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ახლო აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი რეისების რაოდენობა ძალიან მცირეა. ეს კი იწვევს იმას, რომ ზოგიერთი პოტენციური ბაზრის მოცვა გართულებულია და ძნელდება კომბინირებული რეგიონალური ტურების მოწყობა.

ჩვენი ქვეყანა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ორი ნავსადგურიც გაგვაჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა დღესდღეობით საზღვაო ტრანსპორტით ტურისტთა გადაყვანა თითქმის არ ხდება, რითაც ისევ და ისევ პოტენციური შემოსავლები იკარგება ტრანსპორტის სფეროდან.

რეკომენდაციის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი:

  • აუცილებელია გაუმჯოებესდეს საგზაო სისტემა მაღალმთიან და შედარებით ძნელად მისადგომ ადგილებში, რადგან ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პოტენციალი სწორედ მაღალმთიან რეგიონებშია თავმოყრილი;

  • გზების გამართვასთან ერთად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით აუცილებელია მათი კეთილმოწყობა, განათება, ავტოგასამართი და კავშირგაბმულობის პუნქტების განთავსება;

  • ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდეს სტანდარტები სატრანსპორტო საშუალებებისათვის და რეგულარულად ხდებოდეს მძღოლთა კვალიფიკაციის შემოწმება;

  • მოხდეს სამარშრუტო ქსელის გაფართოება და მაღალმთიან რეგიონებში პირდაპირი მარშრუტების დანიშვნა;

  • მიზანშეწონილი იქნება შიდასაქვეყნო, რეგიონთაშორისი ავიარეისების დანიშვნა;

  • აღდგეს საზღვაო რეისები ვიზიტორების ტრანსპორტირებისა და გასეირნებისათვის.

  • სასტუმროთა და სააგენტოთა ქსელის განუვითარებლობა

საქართველოს კურორტები ვიზოტორებს ვერ უზრუნველყოფენ თავშესაფრით სასტუმროში, იმდენად რამდენადაც რეგიონებში მათი რაოდენობა არასაკმარისია. ამავე დროს არსებული კერძო სასტუმროების ნომენკლატურა საკმაოდ მწირია მომსახურების დონე კი დაბალი, რასაც ვერ ვიტყვით მათ მიერ შემოთავაზებულ ტარიფებზე.

აღნიშნული პრობლემა შეიძლება გადაჭრილ იქნას:

  • ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვით და საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროთა ქსელის განვითარებით;

  • ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია სასტუმროთა მომსახურების ასორტიმენტის გაზრდა.

    • საქართველოს ტურიზმის პოტენციალის შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის არარსებობა

ქვეყანაში არ არსებობს სრული საინფომაციო ბაზა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, სადაც აღწერილი იქნება საქრათველოს რეგიონებში არსებული კურორტები, თავისი ღირსშესანიშნაობებით. ასევე არ არსებობს სასტუმროთა და სააგენტოთა ბაზა, რომელიც შეიცავდა მათი მომსახურების სახეებს და საქმიანობის სრულ აღწერას. ყოველივე აღნიშნულის არსებობა სასიკეთოდ წაადგებოდა ტურიზმს, რადგან სრული საინფორმაციო ბაზა დახმარებას გაუწევდა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მიზანშეწონილად მიგვაჩნია:

  • შეიქმნას სასტუმროებისა და სააგენტოების სრულყოფილი საინფორმაციო ელექტრონული ბაზა, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ნებისმიერ მცხოვრებისათვს;

  • შეიქმნას საქართველოს ტურისტული პოტენციალის აღწერის ელექტრონული ბაზა, რომელიც ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის რეკლამირებისა და პოტენციურ ტურისტთა ყურადღების მიპყრობისათვის;

  • საჭიროა სააგენტოების მხრიდან შიდა ტურიზმზე ორიენტირება.

    • ტურიზმის დარგში კომპეტენტური პერსონალის არარსებობა

მომავალში ტურიზმის განვითარებასთან და ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად გაიზრდება მოთხოვნა კომპეტენტურ პერსონალზე. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა ამზადებს ტურიზმის სპეციალისტებს, მაგრამ ქვეყანაში არ გვხვდება ტურიზმზე სპეციალიზირებული სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება საშუალო და დაბალი დონის პერსონალის მომზადებაზე, რაზეც რეალურად მოთხოვნა მართლაც არსებობს.

ამ კუთხით პრობლემის მოგვარების მიზნით საჭიროდ მიგვაჩნია:

  • შეიქმნას სპეციალიზირებული სასწავლებლები ან მომზადდეს ტრეინინგკურსები, რომელიც ჩაუტარდებათ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პერსონალს, რათა ისინი აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს.

10 დამატებითი მასალა

▲ზევით დაბრუნება


ძირითადი სტატისტიკური მონაცემები

ტურიზმი

ტურიზმი განიმარტება, როგორც ადამინის საქმიანობა, რომელიც გულისხმობს დასვენების, საქმიანი ან რაიმე სხვა მიზნით მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილისაგან განსხვავებულ გარემოში გამგზავრებას, გადაბმულად არაუმეტეს ერთი წლის ვადით და მისი ვიზიტის მიზანს არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში თავისი ჩვეული საქმიანობის განხორციელება, რომელიც ანაზღაურდება მოცემული ქვეყნის ფინანსური წყაროებიდან. ეს განმარტება საშუალებას გვაძლევს განისაზღვროს ტურიზმი, როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ქვეყნის შიგნით. „ტურიზმი” ეხება ვიზიტორთა ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც შეიცავს, როგორც „ტურისტებს” (ღამისთევით ვიზიტორს) ისე ერთი დღის ვიზიტორებსაც.

ადგილობრივი ტურიზმი ეს არის ადგილობრივ მოქალაქეთა ტურიზმი მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის საზღვრებში.

ადგილობრივი ტურიზმის მოხმარების სფერო

ადგილობრივი ტურიზმის მოხმარების სფერო, არის რეზიდენტ ვიზიტორთა მოხმარება მოცემული ქვეყნის საზღვრებში. საბოლოო დანიშნულების ადგილი ტურისტისათვის შეიძლება იყოს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ მოხმარება აუცილებლად იწყება მოცემული ქვეყნის საზღვრებს შიგნით. ეს შიძლება იყოს საქონელი ან მომსახურება - წარმოებული საზღვარგარეთ ან სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ გაყიდული ამ ქვეყანაში. სიტყვა „შინაური”-ს განმარტება ბევრად უფრო ფართოა ვიდრე ჩვეულებრივ ტურიზმის სტატისტიკაში (მოიცავს რეზიდენტებს, რომლებიც მოგზაურობენ და ამავდროულად რჩებიან ქვეყნის საზღვრებს შიგნით) და როგორც აქ არის განსაზღვრული, შიდა ტურიზმის მოხმარების სფერო ამავდროულად შეიცავს ტრადიციულად განსაზღვრულ ცნებას - საზღვარგარეთ გამავალ ტურისტთა მოხმარების ადგილობრივ წილსაც.

ტურიზმის ფორმები:

  • ადგილობრივი ტურიზმი ეს არის ადგილობრივ მოქალაქეთა ტურიზმი მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის საზღვრებში;

  • ჩამომსვლელთა ტურიზმი არის უცხოელ ვიზიტორთა ტურიზმი მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებში;

  • გამსვლელთა ტურიზმი არის ადგილობრივ მოქალაქეთა ტურიზმი მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;

  • შიდა ტურიზმი არის როგორც ადგილობრივ მოქალაქეთა ასევე უცხოელ ვიზიტორთა ტურიზმი მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებში;

  • ეროვნული ტურიზმი არის ადგილობრივ მოქალაქეთა ტურიზმი მოცემული ქვეყნის ფარგლებს შიგნით და მისი ეკონომიკური ტერიტორიის ფაგლებს გარეთ.

ჩამომსვლელთა ტურიზმი არის უცხოელ ვიზიტორთა ტურიზმი მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის საზღვრებში.

ჩამომსვლელთა მოხმარების სფერო შეიცავს უცხოელ ტურისტთა მოხმარებას მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებს შიგნით, რომელიც უზრუნველყოფილია რეზიდენტების მხრიდან.

შიდა ტურიზმი არის როგორც ადგილობრივ მოქალაქეთა ასევე უცხოელ ვიზიტორთა ტურიზმი მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებს შიგნით.

შიდა ტურიზმის მოხმარების სფერო მოიცავს, როგორც ადგილობრივი ისე არარეზიდენტების მოხმარებას მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებში. Eეს არის ადგილობრივი და ჩამომსვლელ ტურისტთა მოხმარების ჯამი. ის შეიძლება შეიცავდეს იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებას და გაყიდულს ვიზიტორებზე. ეს სიდიდე უზრუნველყოფს მოცემული ქვეყნის ფარგლებს შიგნით მოხმარების ყველაზე ფართო დახასიათებას.

საერთაშორისო ტურიზმი შეიცავს ორივე სახის ტურიზმს, როგორც გამსვლელთა, ასევე ჩამომსვლელთა ტურიზმს.

ეროვნული ტურიზმი ეს არის ადგილობრივ მოქალაქეთა ტურიზმი მოცემული ქვეყნის ფარგლებს შიგნით და ასევე მის საზღვრებს გარეთ.

ეროვნული ტურიზმის მოხმარების სფერო მოიცავს რეზიდენტი ვიზიტორების მოხმარებას, როგორც ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებს შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს არის ადგილობრივი და გამსვლელთა ტურიზმის მოხმარების ჯამი. ამ შესყიდვებში შეიძლება მოხვდეს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე უცხოეთიდან იმპორტირებული საქონელიც.

გამსვლელთა ტურიზმი არის ადგილობრივ მოქალაქეთა ტურიზმი მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

გამსვლელ ტურისტთა მოხმარების სფერო ეს არის რეზიდენტ ვიზიტორთა მოხმარების სფერო მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის საზღვრებს გარეთ. იგი არ შეიცავს საქონელსა და მომსახურებას, რომელიც შეძენილ იქნა მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის საზღვრებში მოგზაურობამდე ან მოგზაურობის შემდეგ. ეს განმარტება უფრო ვიწროა ვიდრე ტერმინი „გამსვლელთა ტურიზმი” ტურიზმის სტატისტიკაში, რომელიც მოიცავს მოცემული ქვეყნის მოქალაქეთა მოგზაურობას სხვა ქვეყნებშიც. როგორც აქ არის განმარტებული „საზღვარგარეთ მიმავალ ტურისტთა მოთხოვნის სფერო” გამორიცხავს გამსვლელთა ტურიზმის მოხმარების სფეროს ადგილობრივ წილს.

შესყიდვებისათვის დროის განსაზღვრა ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს. მომდევნო პუნქტები წარმოგვიდგენს ვიზიტორთა მოხმარების საზღვრებს დროის მიხედვით:

მოგზაურობის (trip) განმავლობაში

ყველა სახის მოხმარებას მიუხედავად იმისა საქონელია თუ მომსახურება SNA93 განიხილავს, როგორც შინამეურნეობების საბოლოო მოხმარებას; იგი მოიცავს:

  • მომხმარებელთა მიერ მოგზაურობის დროს შეძენილ ხანგრძლივი მოხმარების საქონელს (კომერციული მიზნით შეძენილის გამოკლებით);

  • ტურიზმის ბიზნესის დანახარჯებს, რადგანაც სასაქონლო ასორტიმენტი ამ ჯგუფის დანახარჯებისათვის იგივეა.

მოგზაურობის წინ

  • ნებისმიერი სახის მომსახურება მიღებული მოგზაურობის წინ ან დაკავშირებული მოგზაურობასთან (მაგ: სამედიცინო კონტროლი, აცრა);

  • ყველა სახის მცირე ღირებულების მქონე საქონელი, რომელიც შეძენილია მოგზაურობამდე მოგზაურობის პერიოდში მოხმარების ან საჩუქრად გადაცემის მიზნით;

  • ტურიზმისათვის სპეციფიკური დანიშნულების მქონე ხანგრძლივი მოხმარების საქონელი.

მოგზაურობის ემდეგ

  • მოგზაურობის შემდეგ შეძენილი საქონლის და მომსახურების მთლიანი მოხმარება, რომელიც მჭიდრო კავშირშია მოგზაურობასთან (მაგ: ფოტოების დაბეჭდვა);

კონკრეტული მოგზაურობის კონტექსტის გარეთ

  • ტურიზმისათვის სპეციფიკური დანიშნულების მქონე ხანგრძლივი მოხმარების საქონლის შეძენა.

მომხმარებელთა მოხმარების სფერო

მიუთითებს ვიზიტორების მხრიდან საერთო მოთხოვნაზე და შეიძლება, საერთო ჯამში განსაზღვრულ იქნას როგორც ტერმინი „ვიზიტორთა მოთხოვნა“.

ცნებაში - ვიზიტორთა მოხმარების სფერო, ვიზიტორთა საბოლოო მოხმარების დანახარჯები ნაღდი ფულის სახით (მისი მთავარი კომპონენტი), შეესაბამება ტერმინს „ვიზიტორთა დანახარჯები”, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ტურიზმის ანალიზის დროს.

ვიზიტორთა ხარჯები აჭარბებს ვიზიტორთა შესყიდვებს მოგზაურობის განმავლობაში. ეს შესყიდვები ვიზიტორთა სახელით სრულდება ინსტიტუციონალური ერთეულების მიერ. ვიზიტორის მოხმარების სფეროში ჩართულია ნაღდი ფული ან ფინანსური საშუალებები, რომელიც გადარიცხულ იქნა ვიზიტორისათვის მისი მოგზაურობის დაფინანსების მიზნით.

ტურიზმის ემადგენლები

ტურიზმის შემადგენლობას ქმნიან ის პირები/მეურნეობები, ვინც არიან ტურისტული საქმიანობის სუბიექტები და შედეგედ ისინი შეიძლება შესწავლილ იქნან, როგორც სტატისტიკური ერთეულები (შემადგენელი ნაწილები).

საცხოვრებელი ქვეყანა (ქვეყანა სადაც ცხოვრობთ)

საცხოვრებელი ქვეყანა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს, როდესაც საჭიროა განისაზღვროს ქვეყანაში ჩასული პიროვნება „ვიზიტორია” თუ „სხვა მოგზაური”. თუ ვიზიტორია, ადგილობრივია თუ უცხოეთის მცხოვრები. ამ კონცეფციის მიხედვით საერთაშორისო ვიზიტორის (როგორც ტურისტის) წარმოშობის ადგილი არის ქვეყანა, რომელშიც იგი ცხოვრობს და არა ქვეყანა მისი ეროვნების მიხედვით. ადგილობრივი და გამსვლელთა ტურიზმის აღრიცხვის დროს უცხო ეროვნებები, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყანაში გაერთიენებული არიან სხვა რეზიდენტებთან, ხოლო მოცემული ქვეყნის ეროვნებები, რომლებიც ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში და დროებით ბრუნდებიან მშობლიურ ქვეყანაში, შედიან არარეზიდენტი ვიზიტორების რიცხვში.

ადგილობრივი მოგზაური

ადგილობრივი მოგზაური, განისაზღვრება როგორც ნებისმიერი ადამიანი რომელიც გადაადგილდება თავისი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებში მოგზაურობის მიზნით და იყენებს სატრანსპორტო საშუალებებს (თუმცა შესაძლებელია გადაადგილდებოდეს ფეხითაც).

ადგილობრივი ვიზიტორი

„ადგილობრივი ვიზიტორი” გულისხმობს ნებისმიერ ადამინს, რომელიც მოგზაურობს მისი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებში არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში და მისი ვიზიტის მიზანს არ წარმოადგენს ამ (აღნიშნულ) ქვეყანაში ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება. ადგილობრივ ვიზიტორებს მიეკუთვნებიან:

  • ტურისტები (ღამისთევით ვიზიტორები): ვიზიტორები, რომლებიც ერთი ღამით მაინც რჩებიან ამ ქვეყანაში კერძო ან საერთო საცხოვრებელში.

  • ერთი დღის ვიზიტორი - ვიზიტორი, რომელიც არ ათევს ღამეს ამ ქვეყნის კერძო ან საერთო საცხოვრებელში.

ვიზიტის ხანგრძლივაობა

ვიზიტის (დარჩენის ან მგზავრობის) ხანგრძლივობა განისაზღვრება შემდეგი მაჩვენებლებით: საათების რაოდენობით ერთი-დღის ვიზიტის (same-day visits) შემთხვევაში და გათეული ღამეების რაოდენობით დამრჩენთა ვიზიტისთვის (staying visits). საერთაშორისო ტურიზმისთვის ხანგრძლივობა განისაზღვრება ან ჩამომსვლელთა ტურიზმის საშუალებით - მიმღებ ქვეყანაში გატარებული დროის ხანგრძლივობით, ან გამსვლელთა ტურიზმის საშუალებით - საცხოვრებელი ადგილიდან გამგზავრების ხანგრძლივობით.

საერთაორისო მოგზაური

საერთაშორისო მოგზაური განისაზღვრება როგორც ნებისმიერი ადამიანი რომელიც გადაადგილდება თავისი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის მიზნით და იყენებს სატრანსპორტო საშუალებებს (თუმცა შესაძლებელია გადაადგილდებოდეს ფეხითაც).

საერთაორისო ვიზიტორი

„სერთაშორისო ვიზიტორი” გულისხმობს ნებისმიერ ადამინს, რომელიც მოგზაურობს მისი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ არა უმეტეს 12 თვის განმავლობაში და მისი ვიზიტის მიზანს არ წარმოადგენს ამ (აღნიშნულ) ქვეყანაში ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება.

საერთაშორისო ვიზიტორებს მიეკუთვნებიან:

  • ტურისტები (ღამისთევით ვიზიტორები): ვიზიტორები, რომლებიც ერთი ღამით მაინც რჩებიან ამ ქვეყანაში კერძო ან საერთო საცხოვრებელში.

  • ერთი დღის ვიზიტორი - ვიზიტორი, რომელიც არ ათევს ღამეს ამ ქვეყნის კერძო ან საერთო საცხოვრებელში.

გავლითი ვიზიტორები

გავლითი ვიზიტორები სპეციფიკური კატეგორიაა, რომელიც დაკავშირებულია, როგორც საერთაშორისო და ადგილობრივ, ისე ერთი დღის ვიზიტორებთან და ტურისტებთან. გავლითი ვიზიტორი არის ადამიანი, რომელიც სწრაფად არ უბრუნდება თავის წარმოშობის ადგილს და ჩერდება მოცემული ქვეყნის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების ადგილზე მისასვლელად. ამასთანავე ეს ადამიანები არიან ლეგელური ტრანზიტის რეჟიმში ამ ქვეყანაში, ამიტომ ისინი არ განიხილებიან საგადასახადო ადმინისტრირების ობიექტებად (ეს ძირითადად ეხებათ ვიზიტორებს, რომლებიც ჩამოდიან თვითმფრინავით, მაგრამ აღნიშნულ კატეგორიაში ასევე შედიან ადამიანებიც, რომლებიც კვეთენ ქვეყნის საზღვრებს სხვადასხვა დანიშნულების ადგილას მისასვლელად (აქ ძირითადად იგულისხმებიან საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით მოგზაურები). ძირითადად გავლითი ვიზიტორები არიან ერთდღიანი ვიზიტორები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ზოგიერთ შემთხვევაში ისინი რჩებიან ღამით და უკვე განიხილებიან როგორც ღამისთევით ვიზიტორები.

ვიზიტის მიზანი

ვიზიტის მიზნის კლასიფიკაცია ჩამომსვლელთა, გამვლელთა და ადგილობრივი ტურიზმისათვის:

1. გაჯანსაღება, არდადეგები, თვისუფალი დროის გატარება

2. მეგობრებისა და ნათესავების მონახულება

3. პროფესიული და საქმიანი მიზნები

4. მკურნალობა

5. რელიგიური/პილიგრიმობა

6. სხვა

ტურიზმის აკომოდაცია არის ნებისმიერი საშუალება, რომელიც რეგულარულად უზრუნველყოფს ღამისგამთევ ტურისტებს თავშესაფარით.

მოგზაური (Traveller) მოგზაური არის ნებისმიერი პიროვნება, რომელიც მოგზაურობს ორ ან მეტ ქვეყანაში, ან ორ ან მეტ რაიონში საკუთარი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებში.

მგზავრობა (trip) და ვიზიტი (vizit), აღნიშნავს ნებისმიერი სახის მოგზაურობას ჩვეული გარემოსგან განსხვავებულ ადგილას.

ჩვეული გარემო

მნიშვნელოვანია გაირკვეს რა იგულისხმება ჩვეულ გარემოში, რათა შესაძლებელი იყოს „ვიზიტორის” კონცეფციიდან გამოირიცხოს ადამიანები, რომლებიც იცვლიან ადგილსამყოფელს სახლიდან სამსახურში, სასწავლებელში ან სხვა ხშირი ვიზიტის ადგილებში წასვლისას. აქედან გამომდინარე ჩვეული გარემოს განმარტება შემდეგ კრიტერიუმებს ემყარება:

1. მოგზაურობისას განვლილი მინიმალური მანძილი;

2. საცხოვრებელ ადგილას არყოფნის მინიმალური ხანგრძლივობა;

3. ადმინისტრაციულ ტერიტორიას ან სხვა ადგილებს შორის გადადგილების მინიმალური სიხშირით მონაცვლეობა.

ვიზიტორი

ვიზიტორი გულისხმობს ნებისმიერ ადამინს, რომელიც მოგზაურობს მისი საცხოვრებელი ადგილისაგან განსხვავებულ გარემოში არა უმეტეს 12 თვის განმავლობაში და მისი ვიზიტის მიზანს არ წარმოადგენს ამ (აღნიშნულ) ქვეყანაში ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება.

ვიზიტორების კლასიფიკაცია შეიძლება შემდეგნაირად მოხდეს:

1. საერთაშორისო ვიზიტორი:

  • ტურისტები (ღამისთევით ვიზიტორები)

  • ერთი დღის ვიზიტორი

2. ადგილობრივი ვიზიტორები

  • ტურისტები (ღამისთევით ვიზიტორები)

  • ერთი დღის ვიზიტორი

ტურიზმის წარმოება

TSA ტურიზმის წარმოების სფეროს განმარტავს, როგორც იმ დაწესებულებათა ერთობლიობას, რომელთა საწარმოო საქმიანობა დაკავშირებულია ტურიზმის სპეციფიკური პროდუქციის წარმოებასთან, მათ რიცხვს მიეკუთვნება ასევე ტურისტული სააგენტოები და ტურნეთა ორგანიზატორებიც.

წარმოების ფაქტორები

ტურიზმის მოხმარების საგნებისა და მომსახურების საწარმოებლად დიდი მნიშვნელობა აქვს სამ ძირითად ფაქტორს:

1. სამუაო ძალა - ქვეყანაში ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დასაქმების დონეზე და აქედან გამომდინარე მოსახლეობის შემოსავლებზეც.

2. კაპიტალი - (უფრო ზუსტად ერთობლივი კაპიტალწარმოება) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმისათვის, რადგან ტურისტული ინფრასტრუქტურის არსებობა სატრანსპორტო, რეკრეაციული, გასართობი და ა.შ დაწესებულებების სახით, განსაზღვრავს ვიზიტორთა შემოდინების ხასიათსა და ინტენსივობას.

3. დასაქმება - ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ საქმიანობაში დასაქმება შეიძლება ითქვას, რომ დასაქმება არის სეზონური. სეზონურობა, სამუშაო გარემოს სწრაფი ცვალაა, მოქნილობა და ფორმალური კონტრაქტების სიმცირე წარმოადგენს ტურიზმის სფეროში დასაქებულთა აღრიცხვის დამაბრკოლებელ ფაქტორს.

პირდაპირი დასაქმება - პირდაპირ ტურიზმის სპეციფიკურ საქმიანობაში დასაქმება.

არაპირდაპირი დასაქმება - ტურიზმის არასპეციფიკურ სფეროში, მაგრამ ვიზიტორთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ფუნქციონირებად დარგებში დასაქმება.

სამუაო (job) - პიროვნებასა და კონკრეტულ თანამდებობას შორის ფარულ ან აშკარა კონტრაქტზე დაფუძნებული ურთიერთობა. სამუშაო გამოხატავს კავშირს ადამიანსა და მის თანამდებობას შორის, მასში ასევე შედიან თვითდასაქმებულებიც, რომლებიც თვითონ უზრუნველყოფენ საკუთარ თავს სამუშაოთი.

სამუაოს ემადგენლები - ადამიანები და პოზიცია. როცა პიროვნება და „პოზიცია” დაკავშირებულია ერთმანეთთან ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს სამუშაო (ჯობ) (ყოველი პოზიციისათვის უნდა არსებობდეს შესასრულებელი სამუშაო და ადმიანი, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს).

პოზიცია - ამოცანების ერთობლიობა, რომლებიც უნდა შესრულდეს ადამინის მიერ.

სეზონური დასაქმება - წლის ერთსა და იმავე პერიოდში არსებული დასაქმება.

დროებითი დასაქმება - დასაქმება მოკლე დროით, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეული ამოცანების განხორციელებასთან.

კაპიტალი

არსებობს ტურიზმის სფეროში კაპიტალწარმოების რამდენიმე საშუალება, რომელიც შეიძლება შესწავლილ იქნას აღრიცხვის სირთულის მიუხედავად;

1. შესაძლებელია შესწავლილ იქნას ჯამური ერთობლივი კაპიტალწარმოება მთლიანად ტურიზმის წარმოების სფეროში.

2. შესაძლებელია განისაზღვროს ერთობლივი კაპიტალწარმოება ტურიზმის სპეციფიკური პროდუქციიდან, რომელიც დაკავშირებულია ვიზიტორებისათვის სხვადასხვა მომსახურების გაწევასთან. ეს კაპიტალწარმოება შეიძლება მიღწეულ იქნას ტურიზმის წარმოების ან სახელმწიფოს მხრიდან და ნაწილობრივ ფარავდეს ტურიზმის ინფრასტრუქტურისათვის რეგიონული თვითმმართველობის მიერ გაწეულ ხარჯებს.

ტურიზმის სპეციფიკური პროდუქცია (TSP)

ტურიზმის ტიპიური პროდუქტი: არის ისეთი სახის საქონელი, რომელზეც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ არ იარსებებს ან მნიშვნელოვნად შემცირდება მოთხოვნა ვიზიტორების არ არსებობის დროს;

ტურიზმთან დაკავირებული პროდუქტი ისეთი საქონელია, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში თვლიან ტურიზმის სპაციფიკურ პროდუქტად, თუმცა ამ აზრს არ ეთანხმება მსოფლიოს ყველა ქვეყანა;

ტურიზმის სპეციფიკური პროდუქცია წარმოადგენს წინა ორი კატეგორიის შეჯამებას. აქ შედის ტურიზმთან დაკავშირებული მხოლოდ ის სპეციფიკური პროდუქცია (საქონელი თუ მომსახურება), რომელიც პირადად მომხმარებლების მიერ მოიხმარება, არ შედის ტურიზმის წარმოების საშუალებები და საზოგადოებრივი პროდუქტი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ აქ არ შედის მიმწოდებელთა მხრიდან გაწეული მომსახურება, რომელიც არ ითვლება ვიზიტორთა მოხმარების სფეროდ, მაგალითად, გამვლელთათვის სატრანსპორტო, კვებასთან დაკავშირებული და საკონსულტაციო მომსახურება და ა.შ.

მომუავის ანაზღაურება

მომუშავის ანაზღაურება განიმარტება, როგორც ორგანიზაციის მიერ მომუშავისთვის გაცემული ანაზღაურება ნაღდი ფულით, ან რაიმე სხვა ფორმით, შესრულებული სამუშაოს საფასურად. მომუშავეთა კომპენსაცია აღირიცხება სამუშაოს დასრულებისას მთლიანი თანხით, რაც მომუშავემ მიიღო დამქირავებლისგან შესრულებული სამუშაოს პარალელურად, ან თუნდაც დაგვიანებით ან წინასწარ. არავითარი ანაზღაურება არ გაიცემა იმ სამუშაოსთვის, რომელიც სრულდება მოხალისეობრივად. ამაში შედის შინამეურნეობების წევრების მიერ შესრულებული სამუშაო და ასევე არაკორპორაციული და მეურნეობის მფლობელობაში არსებული საწარმოების მიერ შესრულებული სამუშაო. მასში არ შედის გადასახადები, რომელსაც იხდის დამქირავებელი ხელფასების გაცემისას.

ხანგრძლივი მოხმარების საგნები

ხანგრძლივი მოხმარების საგნებს მიეკუთვნება საქონელი, რომელიც შეიძლება მოხმარებულ იქნას რამდენიმეჯერ, ან განგრძობითად ერთ წელზე მეტი ვადით, მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი ამ ხნის მანძილზე ინარჩუნებს ფიზიკურ თვისებებს. ამ საქონელს განსაკუთრებული მიდგომა ესაჭიროება, მას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, მოგზაურობის დროს თუ მის შემდეგ.

TSA-ში ხანგრძლივი მოხმარების საგნების ორი კატეგორია გამოიყოფა:

  • ტურიზმისათვის განსაკუთრებული დანიშნულების მქონე ხანგრძლივი მოხარების საგნები, რომლებიც მხოლოდ მოგზაურობისას გამოიყენება, მაგალითად, ბარგი, ბანაკის აღჭურვილობა (კარვები, საძილე ტომრები, ვაგონი), სათხილამურო, მყვინთავების აღჭურვილობა და ა.შ.

  • მრავალი დანიშნულების ხანგრძლივი მოხმარების საგნები, რომლებიც გამოიყენება, როგორც მოგზაურობისას, ასევე ჩვეულებრივ შემთხვევებშიც: მაგალითად, მანქანა, კამერა და ა.შ.

ამ სიაში განსაკუთრებული დანიშნულების მქონე საქონელი შეიტანება მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეძენილია მოგზაურობაში წასვალმდე, მოგზაურობისას, თუ მას შემდეგ, მაგრამ მრავალმხრივი დანიშნულების მქონე საქონელი შეიტანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მოიხმარება მოგზაურობის დროს.

სამომხმარებლო პროდუქცია

ზოგადად ნებისმიერ საქონელს, რომელიც მოიხმარება ვიზიტორის მიერ, SNA93 აერთიანებს სამომხმარებლო პროდუქციაში. რეალურად არანაირი გამონაკლისი დაშვებული არ არის, ამიტომ საჭიროა გარკვეული მოთხოვნების წამოყენება. ეს შეიძლება მოხდეს თვითონ პროდუქციის ლიმიტირების ან გარიგებების სახეობების ლიმიტირების საშუალებით. ზოგადად თუ პროდუქცია შეძენილია მოგზაურობისათვის მოსამზადებელ პერიოდში ან მის დროს, მაშინ ის შედის აღნიშნულ სიაში.

აუცილებელია ორი ძირითადი სახის კლასიფიკაცია:

1. სხვადასხვა გადასახადები, რომლებიც გადაიხდება ვიზიტორთა მიერ, მაგრამ გამოირიცხება ამ სიიდან SNA93 მიხედვით. ეს არის ისეთი ხარჯი, რომელიც არ არის გაწეული უშუალოდ მომსახურების ან პროდუქციის შეძენაზე, მაგალითად:

  • საბაჟო და სხავადასხავა გადასახადები, რომლებიც არ გადაიხდება უშუალოდ პროუქციაზე;

  • პროცენტის გადახდა, რომელშიც შედის ხარჯები, რომელიც გაღებულ იქნა მოგზაურობის დროს;

  • ფინანსური და არაფინანსური აქტივების (საშუალებების) შეძენა, რომელშიც შედის მიწა, ხელოვნების ნიმუშები და სხვა ფასეულობები;

  • ტრანსფერები ნაღდი ფულით, როგორიცაა შესაწირი ქველმოქმედებისათვის ან კონკრეტული პიროვნებისათვის.

2. საქონელი, რომელიც ვიზიტორის მიერ შეძენილია მოგზაურობის პერიოდში კომერციული მიზნებისათვის, მისი მომავალი გადაყიდვის ან წარმოების პროცესში გამოყენების მიზნით აუცილებლად გამოკლებული უნდა იქნას აღნიშნული სიიდან. ისინი შუალედური მომხარება ან მთლიანი კაპიტალწარმოებაა საწარმოო ერთეულზე.

თავესაფრით უზრუნველყოფა საკუთარი საუალებებით ყოველგვარი გადასახადის გარე

აქ შედის სახლები, რომლებიც შეიძლება გააჩნედეთ მეურნეობებს, ან პიროვნებებს ე.წ.საზაფხულო სახლების სახით, რომლებსაც იყენებენ ტურიზმისათვის ყოველგვარი გადასახადის მოთხოვნის გარეშე.

თავშესაფრით მომსახურება განხილულ უნდა იქნას ორი კუთხით, როგორც საწარმოო საქმიანობა მფლობელის მხრიდან და როგორც მოხმარება ვიზიტორის მხრიდან. ვიზიტორი შეიძლება იყოს, როგორც მოცემული მეურნეობის, ასევე მეზობელი მეურნეობის წევრი, რის გამოც მას შეიძლება არ ახდევინებდნენ გადასახადს. მომსახურება ტურიზმის მიწოდებისა და მომხმარებელთა მოხმარების ნაწილია, ამასთანავე გათვალისწინებული უნდა იქნას ის ფაქტი, რომ ამ მომსახურების მიღება უნდა ხდებოდეს მისი ჩვეული გარემოდან განსხვავებულ ადგილას. თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ გარკვეული მიზეზების გამო თავშესაფრით უზრუნველყოფის პირადი შესაძლებლობები უნდა გამოირიცხოს ვიზიტორთა მოხმარებიდან.

საზაფხულო სახლები და ჩვეული გარემო

აუცილებელია გაირკვეს ითველბა თუ არა ტურისტულ საქმიანობად მეურნეობის წევრის საქმიანობა, რომელიც ჩადის საზაფხულო სახლში. განმარტების თანახმად, ნებისმიერი ოჯახური მეურნეობის წევრი, რომელიც ჩადის საზაფხულო სახლში და ეს გარემო მის ჩვეულ გარემოს არ წარმოადგენს ითვლება ვიზიტორად; ამ ადგილიდან დადის მუდმივად თავის სამსახურში, ანუ ამ სახლში ჩამოსვლის მიზანი არ უნდა იყოს თავისი ჩვეული საქმიანობის განხორციელება.

ოჯახური მეურნეობების მიერ საკუთარი სახსრებით გაწეული მომსახურება

SNA93-ში ოჯახური მეურნეობების მიერ საკუთარი წევრებისთვის უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება არ ითვლება წარმოებად ორი გამონაკლისის გარდა: მესაკუთრის მიერ გაწეული ანაზღაურებადი შრომის შედეგად წარმოებული პროდუქაცია და ოჯახური მეურნეობის მიერ დაქირავებული შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციისა.

TSA ეთანხმება ამას და ოჯახური მეურნეობის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებას და საკვების მომზადებას არ თვლის არც საწარმოო საქმიანობად და არც მოხმარებად (მაგალითად, ოჯახის გასეირნება მანქანით, საჭმლის მომზადება მგზავრობის პერიოდში ერთად მცხოვრები ოჯახური მეურნეობის წევრებისთვის).

ტურნეს (tour) ორგანიზატორები

ეს არის ისეთი სახის ბიზნესი, რომელიც ეწევა ორი ან მეტი სახის მომსახურებას (მაგალითად, ტრანსპორტირება, თავშესაფარი, კვება, გამასპინძლება, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება) და ყიდის მომსახურების პაკეტს მთლიანი პროდუქტის სახით (რომელსაც პაკეტურ ტურნეებსაც უწოდებენ) მაღალ ფასად ტურისტული სააგენტოების საშუალებით, ან პირდაპირ მომხმარებლებზე. პაკეტური ტურნეს კომპონენტები შეიძლება წინასწარ იყოს შეთანხმებული ან დაიგეგმოს ვიზიტორის სურვილისამებრ.

ტურიზმის საქმიანობები

ტურიზმი განიმარტება, როგორც ადამინის საქმიანობა, რომელიც გულისხმობს დასვენების, სამუშაოს ან რაიმე სხვა მიზნით მისი ჩვეული (საცხოვრებელი) ადგილისაგან განსხვავებულ გარემოში გამგზავრებას, გადაბმულად არაუმეტეს ერთი წლის ვადით და მისი ვიზიტის მიზანს არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება. ტერმინი „პიროვნების საქმიანობა” აქ გამოიყენება პირდაპირი მნიშვნელობით და არა როგორც ადამიანის საწარმოო ეკონომიკური საქმიანობა. იმდენად რამდენადაც ეს საქმიანობები ძლიერ მრავალფეროვანია, ტურიზმის გავლენა შეიძლება მრავალმხრივ იყოს შესწავლილი. მაგალითად მისი გავლენა დასაქმებაზე, გარემოზე, ეკონომიკურ საქმიანობაზე და ა.შ.

ტურიზმის მოთხოვნა არ არის მხოლოდ ვიზიტორთა მოხმარება, ის ასევე უნდა შეიცავდეს იმ ერთეულებს, რომელთა გარეშეც ტურიზმის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა:

  • ძირითადი ინფრასტრუქტურის არსებობა (ტრანსპორტი, თავშესაფარი და ა.შ);

  • სახელმწიფოს მიერ შესრულებული როლი, რომელიც გამოიხატება სხადასხვა დონეზე ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ მარეგულირებელ ღონისძიებებში.

ტურიზმის ეკონომიკური ანალიზისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ვიზიტორთა მოხმარებული საქონლისა და მომსახურების ანალიზი, ამისათვის აუცილებელია მწარმოებელთა და წარმოებული პროდუქციის შესწავლა. მრავალ მწარმოებელს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალური დაწესებულებების არსებობა, რომლებიც განიმარტება, როგორც „საწარმო ან საწარმოს ნაწილი, რომელშიც სრულდება ძირითადი (და არა დამხმარე) საწარმოო საქმიანობა”.

ტურიზმის ბიზნეს ხარჯები

აუცილებელია მოხდეს ტურიზმის ბიზნეს ხარჯების კლასიფიკაცია. მასში შედის ხარჯები ტრანსპორტზე, საქმიან მოგზაურობებზე, მომსახურე პერსონალის თავშესაფარზე, ასევე ბიზნესის (სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციების, რომლებიც მოგებაზე არ არიან ორიენტირებულნი) ხარჯები, რომლებსაც მასპინძლობას უწევენ მეურნეობები ვიზიტისას, როგორც სტუმრებს. მასში არ გაითვალისწინება ხარჯები, რომელსაც ფირმა ფარავს საქმიან მოგზაურობაში მყოფი თავისი თანამშრომლებისთვის, მაგალითად ხარჯები საკვებზე ან მთლიანი თანხა, რომელსაც ფირმა ერთიანად აძლევს მათ მოგზაურობის ხარჯების დასაფარად. შედეგად გამოდის, რომ ტურიზმის ბიზნეს ხარჯები არ გამოხატავს ვიზიტორის მთლიან მოხმარებას საქმიანი ვიზიტის დროს, ასევე არ შეიცავს სახელმწიფოსა და იმ ორგანიზაციების სოციალურ ტრანსფერებს, რომლებიც არ არიან მოგებაზე ორიენტირებულნი.

ტურიზმის ტიპიური საწარმოო საქმიანობა - არის წარმოების ის სფერო, რომელიც უშვებს ტიპიურ პროდუქციას ტურიზმისათვის.

ტურიზმის სოციალური გადასახადები

საზოგადოებრივი საქონელი, რომელსაც მოსახლეობას აწვდიან, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე ორგანიზაციები, რომლებიც მოგებაზე არ არიან ორიენტირებულნი - მოიხმარება როგორც ბენეფიციარი მოსახლეობის, ასევე ვიზიტორების მიერ. ამ მომსახურებაში მოიაზრება ისეთი სერვისები, როგორიცაა ჯანდაცვა, მუზეუმის ბილეთები და სხვა. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ იმ მომსახურების მოცულობის შეფასება, რომელიც მიეწოდებათ ვიზიტორებს, საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ტურისტული სააგენტოები

მოგზაურობასთან დაკავშირებულ სხვადასხავა მომსახურებას (ტრანსპორტი, თავშესაფრით უზრუნველყოფა, მოგზაურობის პაკეტი) გარკვეული ანაზღაურების ფასად ეწევიან ტურისტული სააგენტოები. ეს შუალედური რგოლი მომხმარებლებსა და უშუალო მიმწოდებლებს შორის ქმნის გარკველ პრობლემებს TSA-ს აღრიცხვის სისტემაში.

საბითუმო სავაჭრო მომსახურება

ვიზიტორთა მოხმარების განსაზღვრისას აქცენტი კეთდება მათ მიერ შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე, მოგზაურობის წინ, პროცესში თუ მას შემდეგ, მაგრამ როდესაც საქონელი უკვე შესყიდულია ეკონომიკური თვალისაზრისით იგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც კომპლექსური ერთეული, არა მარტო როგორც შესყიდული საქონელი, არამედ მომსახურებათა მთელ ჯაჭვთან ერთად, რომლიც იქნა გაწეული იმისათვის, რომ ეს საქონელი ამ მომენტში, ზუსტად ამ ადგილას აღმოჩენილიყო. ვიზიტორის მოხმარების ღირებულება მოიცავს არა მარტო შესყიდული საქონლის ღირებულებას, არამედ პროდუქციის ფასში ასახულ გადასახადებს და მასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯებს (საცალო, საბითუმო, ტრანსპორტირება).

ტურიზმის ერთობლივი კაპიტალწარმოება

ტურიზმის ერთობლივი კაპიტალწამოების განსაზღვრა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადი ინფრასტრუქტურის - ტრანსპორტის, გამაჯანსაღებელი ადგილების, თავშესაფრის არსებობა განსაზღვრავს ვიზიტორთა ნაკადების სიხშირესა და მახასიათებლებს. მითუმეტეს წარმოების საშუალებების იდენტიფიკაცია, რომელთა შესყიდვა ან მოპოვება მომხმარებელთა მოთხოვნაზეა დამოკიდებული, მეტად რთული საქმეა.

არსებობს ტურიზმის ერთობლივი კაპიტალწარმოებისადმი რამოდენიმე მიდგომა:

1. შესაძლებელია აღრიცხულ იქნას ტურიზმის ერთობლივი კაპიტალწარმოება ტურიზმის წარმოებაში.

2. იგი შეიძლება დაითვალოს ტურიზმის სპეციფიკურ პროდუქციაზე, რომლებიც უშუალო კავშირში არიან ვიზიტორებისათვის გაწეულ მომსახურებასთან. ეს კაპიტალი შეიძლება გამომუშავებულ იქნას ნებისმიერი მხარის მიერ (ტურიზმის წარმოების, სახელმწიფო და ა.შ) და ძირითადად ფარავს ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ტურიზმის ინფრასტრუქტურისათვის გაღებულ ხარჯებს. საბოლოოდ შეიძლება გაანგარიშებულ იქნას ერთობლივი კაპიტალწარმოების მთლიანი მოცულობა, რომელიც საჭიროა ვიზიტორების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საქონელსა და მომსახურებაზე.

ტურიზმის მთლიანი მოთხოვნა

შიდა ტურიზმის მოხმარება უმთავრესია იმისათვის, რომ დავახასიათოთ ვიზიტორთა პირდაპირი მოხმარება მოცემულ ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის მოხმარება ფართო გაგებით შეიძლება შევსებულ იქნას ვიზიტორთა საბოლოო მოხმარების მონაცემებით. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნის კომპონენტების დამატება არ უნდა იქნას აღქმული, როგორც მოთხოვნის კომპონენტების აგრეგირებული მაჩვენებლის სინონიმი. იმისათვის, რომ ერთობლივ შიდა პროდუქტზე დაყრდნობით განისაზღვროს ხარჯების რაოდენობა, რეკომენდაციებში შემოთავაზებულია დამატებითი აგრეგირებული მაჩვენებელი „ტურიზმის მთლიანი მოთხოვნა”, რომელიც შეიცავს შიდა ტურიზმის მოხმარებას, ტურიზმის ერთობლივ კაპიტალწარმოებას და ტურიზმის საერთო მოხმარებას.

ტურიზმის ტიპიური საქმიანობები - წარმოადგენს საწარმოო საქმიანობას, რომლის პროდუქციაც ტიპიურია ტურიზმისთვის.

ტურიზმის ტიპიური პროდუქცია (TSA/TCP)

TCP -ს ნუსხა არის დროებითი და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მისი ძირითადი დანიშნულებაა წარმოაჩინოს თუ როგორ შეიძლება ეფექტურად შემუშავებულ იქნას ნუსხები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათ შორის შესადარისობის უზრუნველყოფა.

ტურიზმის დასაქმების სააღრიცხვო სისტემა

ტურიზმის დასაქმების სააღრიცხვო სისტემა შემუშავებულია საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) მიერ მეთოდოლოგიური საფუძვლების სახით.

ტურიზმის დასაქმების სააღრიცხვო სისტემა (A Labour Accounting System for Tourism (LAS-T) გამოხატავს დასაქმებულთა სტატისტიკას და საშუალებას გვაძლევს განისაზღვროს რამდენი და რა ტიპის ადამიანები არიან დასაქმებულნი ტურიზმის მრეწველობაში.

LAS-ის შრომის ბაზრის მდგომარეობის, დინამიკის და ეკონომიკის სხვა სფეროებთან მისი ურთიერთქმედების შესწავლის ძირითადი მიზანი შემდეგია:

  • შექმნას დასაქმების სრული სურათი მოსახლეობაში. დაახასიათოს არსებული შრომის ბაზარი და შეაფასოს ხელსაყრელი და წარმატებული ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა;

  • შეისწავლოს ადამიანური რესურსების სრული რაოდენობა, მათი ცვლილება და სხვადასხვა საქმიანობების მიხედვით განაწილება;

  • შეისწავლოს დამოკიდებულება ერთის მხრივ სამუშაო ძალის ფასსა და სამუშაო ძალაზე მოთხოვნსა, მეორეს მხრივ შრომის ანაზღაურებასა და სამუშაო ძალის მიწოდებას შორის;

  • შეისწავლოს ვაკანსიების რაოდენობრივი ცვლილება მუშაობის მსურველთა რაოდენობასთან კავშირში.

TSA ინდიკატორი

TSA შემუშავებულ უნდა იქნას მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, მაგრამ ეროვნული სააღრიცხვო სისტემის შემთხვევაში არ არის აუცილებელი ყველა მონაცემი უშუალოდ იქნას შესწავლილი ყოველწლიურად. ზოგიერთი მონაცემი ფასდება სპეციალური ინდიკატორის მეშვეობით საბზისო წლის მონაცემების გამოყენებით.

შედეგად TSA-სთვის განსაზღვრულ უნდა იქნას საბაზისო წელი, რადგან საჭიროა შემუშავებულ იქნას ისეთი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებული იქნება ერთმანეთთან და შესაძლებელი იქნება მათი ყოველწლიური შეჯამება.

TSA-რეგიონალური

თავისი არსიდან გამომდინარე ტურიზმი დაკავშირებულია გეოგრაფიულ სივრცესთან, რადგან ვიზიტორები შეისწავლებიან ჩვეული ადგილსამყოფელიდან განსხვავებულ ადგილას გადაადგილების მიხედვით. გეოგრაფიული განზომილება უპირველესად გამოიყენება ეროვნულ დონეზე, სადაც ხდება ძირითადი სტატისტიკური მონაცემების შეჯამება.

იმისათვის, რომ შემუშავებულ იქნას სწორი პოლიტიკა და გავიგოთ რეალურად, რა სურთ ვიზიტორებს, რაზე არსებობს და რაზეა მოსალოდნელი მოთხოვნის გაზრდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის ლოკალური ადგილმდებარეობის მიხედვით შესწავლასაც.

შედეგად გაირკვა, რომ TSA-ს შემუშავებას რეგიონულ დონეზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო მეტი იქნება, რადგან რეგიონებში ნაკლებია სტრუქტურული დაწესებულებები, რომლებიც შეძლებდნენ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.

TSA-ზენაციონალური პერსპექტივები

შესაძლებელია TSA-ს გამოყენების ფარგლების გაფართოება, თუ მხედველობაში მივიღებთ ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელიც გაწეულ იქნა უცხო ქვეყნის მხრიდან მოცემული ქვეყნისათვის. მაგალითად, როდესაც პირველი ქვეყანა მეორე ქვეყანაში მგზავრების გადასაყვანად იყენებს მესამე ქვეყნის თვითმფრინავს. აღნიშნული მომსახურება მესამე ქვეყნისათვის შეიძლება შესწავლილ იქნას, როგორც ტურიზმის სფეროში გაწეული საქმიანობა.

ასევე შეიძლება ქვეყანა აწარმოებდეს ტურიზმისათვის სპეციფიკურ პროდუქციას, რომელიც ექსპორტით გადის საზღვარგარეთ და სხვა ქვეყანაში უკვე იმპორტის სახით შესული აკმაყოფილებს ვიზიტორთა მოთხოვნებს. ჩვენ კი ვიცით, რომ “ტურიზმის ხარჯები” მოიცავს შიდა, ადგილობრივი და ჩამომსვლელთა ტურიზმიდან გაწეულ ხარჯებს, რომელიც არ აერთიანებს თავის თავში აღნიშნული ტიპის მოხმარებას, ამისათვის კი შემოთავაზებულ იქნა ახალი ტიპის მაჩვენებელი.

ტურიზმის საგადამხდელო ბალანსი

ტურიზმის საგადამხდელო ბალანსის მომზადება მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ძირითად ტურისტულ ქვეყნებს წარმოადგენენ და ტურიზმი არსებით გავლენას ახდენს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსზე.

Tourism Satellite Account (TSA) : Recommended Methodological Framework (TSA:RMF)-ი საერთაშორისო ტურიზმს განმარტავს სამი მიმართულებით:

1. იგი განავრცობს და უფრო დაწვრილებით განიხილავს ვიზიტორთა მოხმარების არსს (შემადგენლობას), რადგან ერთმანეთისგან გამოყოფს ტურისტებსა და ერთი დღის ვიზიტორებს, რომელიც მოითხოვს ვიზიტორთა მოხმარების დანაწევრებას მგზავრობაზე (trip) გაწეული და პროდუქციაზე გაწეული ხარჯების მიხედვით, ასევე მოიცავს არარეზიდენტების მფლობელობაში არსებულ საზაფხულო სახლებს, სოციალურ გადასახადებს და საწარმოო ერთეულების მხრიდან ტურიზმისათვის გაწეულ დანახარჯებს.

2. იგი განავრცობს მის საზღვრებს იმგვარად, რომ მასში აერთიანებს უცხოურ გარიგებებს, რომელიც დაკავშირებულია შუალედურ მოხმარებასთან, ტურიზმის ერთობლივ კაპიტალწარმოებასთან, ტურიზმის ერთობლივ მოხმარებასთან. ეს ყოველივე კი დაკავშირებულია ახალი აგრეგირებული მაჩვენებლის შემოტანასთან, რომელსაც „ტურიზმის ტოტალურ მოხმარებას ” უწოდებენ.

3. იგი შეისწავლის „რეზიდენტი ვიზიტორების ხარჯებს” (რომლებიც მოგზაურობენ სხვა ქვეყნებში) გამგზავრებამდე ან დაბრუნების შემდეგ, რომელიც აღრიცხულ უნდა იქნას, როგორც ადგილობრივი ტურიზმის ხარჯები, რომელიც გაწეულ იქნა რეზიდენტი ვიზიტორების მხრიდან.

ძირითადი მაჩვენებლები

ჩამომსვლელთა ტურიზმი

ჩასვლათა რიცხვი (arrivals)

ჩამოსვლათა რიცხვი ვერ იქნება ვიზიტორთა რაოდენობის ტოლი. როცა პიროვნება ჩადის ქვეყანაში რამდენიმეჯერ ერთი წლის განმავლობაში ფიქსირდება ჩასვლათა შესაბამისი რაოდენობა. ხოლო როცა ადამიანი ერთი მოგზაურობის ფარგლებში ჩადის სხვადასხვა ქვეყანაში, მისი ჩასვალათა რიცხვი შესაბამისად ცალცალკე ფიქსირდება.

ჩამომსვლელთა ტურიზმთან დაკავშირებული ჩამოსვლათა რიცხვი შეესაბამება საერთაშორისო ვიზიტორთა ჩამოსვლათა რიცხვს მოცემული ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიაზე, რომელიც თავის თავში მოიცავს ტურისტებს, ერთი დღის ვიზიტორებსა და არარეზიდენტ ვიზიტორებს.

ჩამოსვლათა რიცხვის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მოძიებული იქნას სხვადასხვა წყაროებიდან. მონაცემების ნაწილს შეიმუშავებენ ადმინისტრაციული ორგანოები (პოლიცია, ემიგრაციის, სასაზღვრო კონტროლის და ა.შ), სასაზღვრო ორგანოები, ინფორმაცია ასევე შეიძლება მიღებულ იქნას სხვა ტურისტული დაწესებულებებიდან (სასტუმროები, სააგენტოები და ყველა ტიპის ტურისტული ინფრასტრუქტურის დაწესებულებები).

ღამის გსათევად დარჩენათა რიცხვი და დარჩენის ხანგრძლივობა

ღამისთევათა რიცხვის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიღებულ იქნას სასტურმოების და სხვა შესაბამისი ტიპის ღამისთევის დაწესებულებებიდან, რომელიც განისაზღვრება სასტუმროში თუ შესაბამის სხვა ტიპის დაწესებულებაში არარეზიდენტთა მიერ გათენებული ღამეების რაოდენობით, მაგალითად, თუ ადამიანი ჩადის ქვეყანაში და რჩება იქ ხუთი დღე, მაშინ ის აღირიცხება, როგორც ღამისთევის ხუთი დღე.

დარჩენის ხანგრძლივობა განისაზღვრება არარეზიდენტების მიერ მოცემულ ქვეყანაში მთლიანდ (ჯამურად) დარჩენილი დროის ხანგრძლივობით.

ხარჯები მოცემულ ქვეყანა

ხარჯები მოცემულ ქვეყანაში განისაზღვრება მოცემული ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის „მოგზაურობიდან შემოსავლების” პუნქტიდან, რომელიც ემთხვევა არარეზიდენტი ვიზიტორების (ტურისტებისა და ერთი დღის ვიზიტორების) ხარჯებს.

ადგილობრივი ტურიზმი

ღამისთევათა რიცხვი ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს რეზიდენტი ტურისტების მიერ სასტუმროებში ან შესაბამისი, ნებისმიერი ტიპის დაწესებულებებში გათენებული ღამეების რაოდენობით.

გამსვლელთა ტურიზმი

გამგზავრებათა რიცხვი დაკავშირებული გამსვლელთა ტურიზმთან შეესაბამება ადგილობრივი ტურისტების გამგზავრებას მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიიდან.

ტურიზმის ხარჯების მონაცემები სხვა ქვეყანაში მიიღება თითოეული ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის „მოგზაურობის ხარჯების” პუნქტიდან და შეესაბამება „რეზიდენტი ვიზიტორების ხარჯებს” (ტურისტები და ერთი დღის ვიზიტორები) მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ.

ტურიზმის საქმიანობები

სასტუმროები და ესაბამისი ტიპის დაწესებულებები

ოთახებისა და ღამის გასათევი ადგილების რაოდენობა შეესაბამება ასეთი ტიპის ყველა დაწესებულების შესაძლებლობებს ერთობლიობაში.

დატვირთულობის განსაზღვრა შესაძლებელია მთლიანი შესაძლებლობებისა და მისი რესურსების გამოყენების დონის შედარებით. დატვირთულობის მაჩვენებელი დაფუძნებულია, როგორც რეზიდენტი ისე არარეზიდენტი ტურისტების ღამისთევათა რიცხვზე.

დარჩენის საშუალო ხანგრძლივობა გაინგარიშება ტურისტების მიერ გათენებული ღამეების საშუალო რაოდენობით ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის დაწესებულებაში. მასში შედის როგორც რეზიდენტების, ასევე არარეზიდენტების მიერ გათენებული ღამეების რაოდენობა.

11 წყაროები

▲ზევით დაბრუნება


1. სასტუმროების კატალოგი (2005წ) - საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი;

2. სასტუმროები საქართველოში (2002-2003წ) - საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი;

3. უძრავი ძეგლის სახელმწიფო რეესტრი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი;

4. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტი;

5. საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები (ატლასი) - 1989წ;

6. საქართველოს ეროვნული მუზეუმი;

7. www.world-tourism.org