მაჰმადიანი მესხების ქართული გვარები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბარათაშვილი კლარა
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
წყარო: ბარათაშვილი კლარა
    მაჰმადიანი მესხების ქართული გვარები / [რედ.: გურამ მამულია ; მთარგმნ.: ალექსანდრე თევზაძე] ; ფრიდრიხ ებერტის სახ. ფონდი - თბ., 1997 - 64გვ. ; 20სმ. - - ბიბლიოგრ.: გვ. 62. - : [1ლ.50თ.]   [MFN: 5820]
 
UDC:  811.353.1'373.2 + 929.52(479.22)
K 224.432/3 - საერთო ფონდი
K 224.433/3 - საერთო ფონდი
K 224.434/3 - საერთო ფონდი
499.962.1.313/ბ-251 - საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება
(223)929/ბ-251 - ქართველოლოგიის განყოფილება
F 71.967/3 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში, 1997
თარიღი: 1997
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ავტორი დიდ მადლობას მოახსენებს საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელს ქ-ნ ია თიკანაძეს პროექტის დაფინანსებაში დახმარებისათვის; ავტორი - კლარა ბარათაშვილი; რედაქტორი - ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გურამ მამულია; ქართულ ენაზე თარგმნა ალექსანდრე თევზაძემ. - პროექტი შესრულებულია არასამთავრობო ორგანიზაციასთან "ლატიფშა ბარათაშვილის ფონდი" (დირექტორი კლარა ბარათაშვილი) ერთად უცხოეტტან კულტურული ურთიერთობის ცენტრის "კავკასიური სახლი" დეპორტირებულ მესხთა პრობლემების შესწავლის პროგრამის ფარგლებში. - პუბლიკაციაში ასახულია ავტორის მოსაზრებანი; ფრიდრიხ ებერტის სახელობის ფონდი თბილისი 1997



1 რედაქტორისაგან

▲ზევით დაბრუნება


1944 წ. სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებული მაჰმადიანების ძირითადი ნაწილი მესხეთის მკვიდრი მოსახლეობა იყო, ტომით ქართველები (მესხები). დენაციონალიზაციის პოლიტიკამ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ტარდებოდა მესხეთის ტერიტორიაზე ჯერ თურქეთის ექსპანსიის შედეგად, ხოლო შემდეგ ცარისტული რუსეთისა და ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის მიერ, გამოიწვია გამაჰმადიანებულ ქართველებში ეროვნული თვითშეგნების კვდომა. ეროვნებასთან ერთად მესხებს უკარგავდნენ თავიანთ ისტორიულ გვარებს, ხოლო 1944 წ. დაახლოებით 90 000 მესხი „თურქის“ იარლიყით შუა აზიის რესპუბლიკებში გადაასახლეს, სადაც ისინი მოკლებულნი იყვნენ ყოველგვარ უფლებასა და თავისუფლებას.

ამჟამად იწყება მესხთა რეპატრიაცია საქართველოში. სამშობლოში ცხოვრების უფლების აღდგენასთან ერთად მესხებს სურთ აღადგინონ თავიანთი ისტორიული ქართული გვარები და ეროვნება. ამ საქმეში მათ პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს წინამდებარე გამოკვლევა, რომელშიც ისტორიულ დოკუმენტებზე, საარქივო მონაცემებზე და ცოცხალი მოწმეების ინფორმაციაზე დაყრდნობით გადადგმულია პირველი ნაბიჯები მაჰმადიანი მესხების ქართული ანთროპონიმიკის შესაწავლად.

ავტორმა, ჟურნალისტმა კლარა ბარათაშვილმა დიდი შრომა დახარჯა იმისათვის, რომ მაჰმადიანი მესხების ანთროპონომიკაში ქართული შრე გამოევლინა. აღსანიშნავია, რომ თვითონ კლარა ბარათაშვილი წარმოშობით მესხია, დეპორტირებული მესხების სამშობლოში დაბრუნებისათვის მოძრაობის ერთერთი ლიდერის ლატიფშა ბარათაშვილის ქალიშვილი. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილი დოკუმენტები, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის (ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმიდის რაიონები) მოსახლეობის აღწერა XIX საუკუნის განმავლობაში, დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ ე.წ. ,,თურქი მესხები“ წარმოადგენენ ეთნიკურ ქართველებს მესხთა ტომიდან, რომელთა ქართული გვარები ამ დოკუმენტებშია შემონახული.

ავტორმა გამოკვლევას თან დაურთო საუბრები თანამემამულეებთან. ამით უფრო საინტერესო გახადა თავისი ნაშრომი. გასახლებულთა გულწრფელი, უშულო მონათხრობები წარმოადგენს ხალხის ცოცხალ მეხსიერებას, რომელშიც ინახება ძვირფასი ინფორმაცია მათი ეთნოგენეზის შესახებ.

გურამ მამულია

2 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


ერთი ამბავი მინდა გიამბოთ. 1944 წ. აპრილში თბილისში ჩამოვიდა და სახლში მეწვია მაჰმადიანი მესხი - მაფიზ უსმანოვი. იგი აღელვებული ჩანდა . „გავიგე, თქვენ ირკვევთ საარქივო მასალებს ჩვენი ხალხის შესახებ“ - თქვა მან. „დიახ, თქვენ საიდან იცით?“ პასუხად იგი მოყვა თავის თავგადასავალს - ერთს მრავალთაგანს ჩემი თანამემამულეების ისტორიიდან. დაიბადა უზბეკეთში. დაამთავრა ინსტიტუტი. იქვე დაიწყო მუშაობა. შემდეგ ფერგანის დარბევა, სასწრაფოდ აყრა დამკვიდრებული ადგილიდან და ახალი თავშესაფრის ძებნა. მოხვდა აზერბაიჯანში, ქ. მინგეჩაურში, სადაც ჩემი და ცხოვრობს. სწორედ მისგან გაიგო ჩემი საარქივო საქმიანობის შესახებ. მისი აღელვების მიზეზი საარქივო მონაცემები იყო.

- ვინ ვართ სინამდვილეში? - კითხულობდა ის. - ჩვენ ხომ, როგორც თურქები, ისე გაგვასახლეს. შემდეგშიც, აღწერის დროს, ასევე თურქებად გვწერდნენ. ჩვენ მაჰმადიანები ვართ, ვლაპარაკობთ თურქულად, არ გვაქვს ქართული გვარები. ახლა კი გავიგე, ქართველებად გვთვლიან. სად არის ამის დამამტკიცებელი საბუთი?

მე მას ვუთხარი, რომ, არავინ აპირებს თავს მოახვიოს მას სხვა ეროვნება. ის დრო წავიდა. მაგრამ, თუკი სურვილი ექნებოდა, შეიძლებოდა ჩაგვეხედა 1986 წ. თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის ოჯახების აღწერების ტომებში. იქნებ იქ წავწყდომოდით რაიმე ცნობას მისი წინაპრების შესახებ.

ამ აღწერებზე მუშაობა ახალდამთავრებული მქონდა. ხელით გადავწერე 180 სოფლის იმ მაჰმადიანი მესხების ოჯახების სია, რომლებიც ქართულ გვარებს ატარებდნენ. უნდა ითქვას, რომ ერთი შეხედვით მოსაწყენი სამუშაო ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ამასობაში მაფიზი დამშვიდდა. ამოიღო ჩანთიდან გრძელი ნუსხა თავისი წინაპრების სახელებისა. ნუსხის თავში ეწერა მისი პაპის პაპა ოსმანი, დაახლ. 1860 წ. დაბადებული.

- ოსმანს ორი ძმა ჰყავდა - თქვა მაფიზმა - ერთს ბიურგანი ერქვა, რაც შეეხება მეორეს - მისი სახელი არავის ახსოვს. იგი მეფის დროს ქ. ჩიტაში გადაასახლეს. ბებია ყვებოდა, როგორ ჩააკითხეს ახლობლებმა გადასახლებაში. მაგრამ ძმა აღარ დაბრუნებულა უკან და იქ, ჩიტაში გარდაიცვალა.

გადავშალეთ საარქივო სიები. მოვნახეთ სოფ. არზნე ადიგენის რაიონში საარქივო ნომრით 1836. ეს პატარა სოფელი 1886 წ. 14 ოჯახისაგან (კომლისგან) შედგებოდა. №5 კომლად ჩაწერილნი არიან: ოჯახის უფროსი ოსმან აზიზ ოღლი შაგანიძე, დაბადებული 1862 წ., მაჰმადიანი-სუნიტი, ეროვნება - ქართველი“, ქვემოთ ჩაწერილია: ,,ძმა ბიურგანი, 20 წლის, მეორე ძმა შარიფი, 30 წლის სამუდამო გადასახლებაშია ციმბირში“.

გაოცების შეძახილი აღმოგვხდა ორივეს, ყველაფერი დაემთხვა: ოჯახის თავის სახელი, ერთი ძმის სახელი, ხოლო მეორეს, ციმბირში გადასახლებულ ძმას, რომლის სახელიც შთამომავლობამ ვერ შემოინახა, თურმე შარიფი რქმევია. უფრო მეტიც - მათ ქართული გვარი ჰქონიათ და იწერებოდნენ ქართველებად. სასწაულია!

ეს იყო ნამდვილი სიურპრიზი, განპირობებული თაობათა შეხვედრით, ისტორიული სიმართლით.

- ე.ი., ჩვენ მართლა ქართველები ვართ? - მეკითხებდა დაბნეული მაფიზი, თან ჩაჰკირკიტებდა წინაპართა სახელებს და ძლივს იკავებდა ცრემლებს.

მე თვითონაც მთელი არსებით ვიყავი შეძრული. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თვალნათლივ დავინახე ჩემი შრომის შედეგი. თურმე ტყუილად არ ვმჯდარვარ არქივის გაყინულ დარბაზებში, ტყუილად არ ვიწერდი გრძელ სიებს... თავდაპირველად ხომ ისე, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისათვის შევუდექი საარქივო ძიებებს. ეხლა კი აღმოჩნდა, რომ ეს შრომა მხოლოდ ჩემთვის არ ყოფილა დახარჯული.

მე ცხადად ვხედავდი, როგორ მოცურავდნენ საუკუნეების სიღრმეებიდან, გარდასული ეპოქებიდან ადამიანთა ცოცხალი სახეები. ისინი მანიშნებდნენ: ეს ჩვენ ვართ, თქვენი წინაპრები, ნუ დაგვივიწყებთ. ჩვენ თქვენი ფესვები ვართ.

ზემოთ აღწერილმა ამბავმა დამარწმუნა, რომ დაწყებული საქმე უნდა გამეგრძელებინა, რადგანაც ეს სჭირდებოდა ჩემს თანამემამულეებს, რომ კარგად გაიცნობიერონ თავისი წარმომავლობა, ისტორიული სინამდვილე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ისინი დაუბრუნდნენ მშობლიურ კულტურას.

3 მოკლე ისტორიული ცნობები

▲ზევით დაბრუნება


მესხები - ერთ-ერთი უძველესი ქართული ტომია. XVII საუკუნემდე ისინი, ისევე, როგორც დანარჩენი ქართველობა, მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ. XVI საუკუნეში, ისარგებლა რა საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური დასუსტებით, თურქეთმა მიიტაცა მესხეთი და დაარქვა მას „გურჯისტანის ვილაიეთი“, სხვანაირად „ახალციხის საფაშო“ . 1578 წლიდან ორნახევარი საუკუნის განმავლობაში მესხები თურქეთის უღელქვეშ იმყოფებოდნენ.

თურქები მესხებს „გურჯი ოღლის“ („ქართველის შვილი“) უწოდებდნენ (სხვათა შორის, ეს მეტსახელი შემონახული იყო გვიანობამდე. ასპინძის რ-ის სოფ. ზემო ოშორაში 1839 და 1842 წლების აღწერებში დაფიქსირებულია ოჯახის უფროსი ალი გურჯი ოღლი, ხოლო სოფ. აბის მხვნელ-მთესველთა შორის 1847 წ. ირიცხება ისმაილ გურზინ-ოღლი).

დაპყრობილ ტერიტორიებზე თურქები ატარებდნენ პოლიტიკას, რომლის მიხედვით მიწაზე საკუთრების უფლება ჰქონდა მხოლოდ სამხედრო ვალდებულს, რომელიც, თავის მხრივ მხოლოდ მაჰმადიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოსახლეობა იძულებული ხდებოდა, მაჰმადიანობა მიეღო. ამავე პერიოდში ვატიკანის მისიონერები თურქეთის ხელისუფალთა ნებართვით მესხეთის მოსახლეობის ნაწილს კათოლიკებად ნათლავდნენ. ისლამიზაციის შედეგად მესხები ივიწყებდნენ ქართულ ენას, რადგანაც სავალდებულო სალაპარაკო ენად თურქული ითვლებოდა. ქრისტიანული კულტურა თანდათანობით ადგილს უთმობდა მაჰმადიანურს. მესხებს აეკრძალათ ყურძნის მოვლა, რადგანაც ყურძნისაგან ღვინოს ამზადებდნენ. ყურანი კი ღვინის სმას კრძალავდა.

მხოლოდ 1829 წ. რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად მესხეთის ჩრდილოეთი ნაწილი უერთდება რუსეთის იმპერიას. 1870 წ. გამოცემული ,,თბილისის გუბერნიის აღწერების კრებულში“ მესხეთის მაჰმადიანი მოსხლეობის ძირითადი ნაწილი ჩაწერილია, როგორც ,,ქართველი-სუნიტი“. მათ გარდა მესხეთის ტერიტორიაზე მცირე ჯგუფებად ცხოვრობდნენ მომთაბარე ტომები - ,,თარაქამა“ და ქურთები.

XX ს. დასაწყისში, ატარებდა რა ქართველი ხალხის გათიშვის პოლიტიკას, მეფის ხელისუფლებამ მესხეთში თურქული სკოლები გახსნა. ამ დროისათვის მაჰმადიანი მესხები თავს აღარ თვლიდნენ ქართველებად, იმიტომ რომ „ქართველი“ მათთვის გაიგივებული იყო ,,ქრისტიანთან“. ადგილობრივ კათოლიკეებს უწოდებდნენ ,“ფერენგს“ (,,ფრანგი“ , რადგანაც მათ კათოლიკობა ფრანგებისაგან მიიღეს). მაჰმადიანი მესხები თავს თურქებად კი არ თვლიდნენ, არამედ „იერლი მისლიმან“-ად („ადგილობრივი, მკვიდრი მაჰმადიანი“), ამით ისინი ქურთებისა და თარაქამებისაგან განსხვავდებოდნენ XIX-XX ს.ს. მიჯნაზე მაჰმადიან მესხებში შეინიშნება ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება. ამ მხრივ დამახასიათებელია 1886 წ. „თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის ოჯახების აღწერა“. ამ დოკუმენტებში ადგილობრივი მოსახლეობის 60% „ქართველი ეროვნების მაჰმადიან-სუნიტებად“ იწერებიან და მათში დაფიქსირებულია 30-ზე მეტი ქართული გვარი. აღსანიშნავია ასეთი ფაქტიც: ადიგენის რ-ის სოფ. უდეს კთოლიკურ ეკლესიაზე შემონახულია წარწერა იმის შესახებ, რომ მის მშენებლობაზე ქრისტიანებთან ერთად ,,ქართული ტომის მაჰმადიანებმაც“ გაიღეს შემოწირულობა.

მაჰმადიანი მესხები ლაპარაკობენ თურქული ენის აღმოსავლეთ ანატოლიურ დიალექტზე, ოღონდ ისეთი ბგერითი თავისებურებით, რომელიც მხოლოდ ქართული ენისთვისაა დამახასიათებელი. ურო მეტიც - ამ ენაში მოიპოვება ქართული სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ტერმინოლოგიის ფართო შრე.

ყველაზე დიდი ზიანი მესხთა ქართულ ცნობიერებას საბჭოთა ხელისუფლებამ მიაყენა. ჯერ იყო და ისინი, ეთნიკურად ქრთველები, 1923 წ. ჩაწერეს „აზერბაიჯანლებად“, მასობრივად გადაუკეთეს ქართული გვარები აზერბაიჯანულად და მესხეთი გადააქციეს აზერბაიჯანის კულტურულ ავტონომიად (რადგანაც საბჭოთა კავშირს თავისი ინტერესები ახლო აღმოსავლეთში აიძულებდა ბევრი რამ დაეთმო თურქეთისათვის).

შემდეგ, 1944 წ. „თურქის“ იარლიყით მესხეთის მაჰმადიანი მოსახლეობა გაასახლეს საქართველოდან. დეპორტირებული მესხები 12 წლის განმავლობაში კომენდანტის ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდნენ შუააზიის რესპუბლიკებში და მხოლოდ 1956 წ. მოეხსნათ ეს შეზღუდვა. ამ დროიდან მათ ნება ეძლეოდათ დასახლებულიყვნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას, გარდა საქართველოსი.

1989 წ. ფერგანის დაბლობზე, სადაც კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებული მესხები, მოხდა მათი სისხლიანი დარბევა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რის შედეგადაც მესხებმა მასიურად დატოვეს უზბეკეთი.

დღეისათვის საქართველოს მთავრობა, მისი საზოგადოებრიობა დგამს ნაბიჯებს დეპორტირებულ მესხთა უფლებების აღდგენისათვის - მზადდება საკანონმდებლო აქტი დეპორტაციის ფაქტის დაგმობის შესახებ, მიმდინარეობს მზადება მესხთა რეპატრიაციის დაწყებისათვის.

ამჟამად საქართველოში ცხოვრობს არაუმეტს 300 რეპატრირებული მესხისა, რომლებიც სამშობლოში სხვადასხვ დროს დაბრუნდნენ.

4 აღწერებისა და სხვა წყაროების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ არქივში რამდენიმე თვე დავყავი ლუპით ხელში - ვსწავლობდი საოცარ დოკუმენტებს.

ეს დოკუმენტებია „თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის ოჯახების სიები“ (რუსულ ენაზე). დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთვის, მაჰმადიანი მესხებისათვის, აკრძალული იყო ამ დოკუმენტებთან მისვლა. ამიტომაც იყო ძნლი მესხებისათვის საკუთარ ვინაობაში გარკვევა. ბევრმა მათგანმა დროთა განმავლობაში დაკარგა ქართული გვარი და არ იცოდა როგორ მოეძებნა და აღედგინა ის. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უარყოფდნენ როგორც ქართულ წარმომავლობას, ისე იმ ფაქტს, რომ თავიანთ წინაპრებს ქართული გვარები ჰქონდათ.

დოკუმენტებზე მუშაობისას შემოვიფარგლე კონკრეტული ამოცანით - გამომევლინა მაჰმადიანი მესხების ქართული გვარები. დღეს ყველას შეუძლია მოძებნოს ამ სიებში თავისი წინაპარი. ვინც იცის მშობლიური სოფლის სახელწოდება, პაპის, პაპისპაპისა და ა.შ. სახელების მიხედვით ზნელი არ არის გვარის მონახვა.

ამ ნაშრომში აღნიშნული ტოპონიმები, გვარები, სახელები და მეტსახელები ზუსტად შეესაბამება საარქივო დოკუმენტების ჩანაწერებს. დღეს ზოგიერთი მათგანი შეცვლილია.

უნდა შევნიშნო, რომ მაჰმადიანი მესხების დენაციონალიზაციის პროცესი საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა და 1886 წლისათვის მათ ნაწილს უკვე დაკარგული ჰქონდა ქართული გვარები, რაც აღწერებშიც დადასტურდა

აღწერის დროს მაჰმადიანი მესხები ეროვნების მიხედვით ეწერებოდნენ ან „ქართველებად“, ან „თათრებად“ მაგრამ არსად შემხვედრია ეროვნება „თურქი“. რაც შეეხება „თათარს“, იგი გამოძახილია საქრთველოში არსებული ტრადიციისა. რომლის მიხედვითაც მაჰმადიანური რელიგიის აღმსარებელს ზოგადად „თათარს“ უწოდებენ. ამაზე მიუთითებს სიტყვა „გათათრდა“ - რაც გამაჰმადიანებას ნიშნავს. ე.ი. სიტყვა „თათარი“ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იყო არა ეროვნების, არამედ რელიგიის მაჩვენებელი.

სიებიდან ჩანს, რომ ზოგიერთი სოფლის (აგარა, ზიკილია, ტატანისი, ფერსა, ორფოლა, შურდო და სხვ.) მოსახლეობას ქართული გვარები უკვე დაკარგული აქვთ, მაგრამ ეროვნების მიხედვით, „ქართველებად“ იწერებიან. ზოგ შემთხვევაში კი პირიქით ხდება - ქართული გვარები შერჩენილი აქვთ, მაგრამ ეროვნების მიხედვით „თათრებად“ იწერებიან (მაგ. ღონიაშვილი, ჯაყოშვილი, ჩეჩელაშვილი სოფ. ყამზიდან; დედობილაშვილი აბასთუმნიდან, ვეფხვაძე სოფ. აწყვიტადან დ ხვ.).

აღწერებში კარგად ჩანს ქართული ენის გავრცელების თავისებურება მაჰმადიან მესხებში. ასე მაგალითად, ადიგენის რ-ნის სოფ. უდეში მაჰმადიანები, რომელთაც აქვთ ქართული გვარები (ადოლაშვილი, ბარათაშვილი, კიკნაძე, პეტაშვილი და სხვ.) და თავს ქართველებად თვლიან, საოჯახო ენად მიუთითებენ ორზე ქართულზე და თურქულზე.

ამის ახსნა შეიძლება. სოფ. უდეში შერეული მოსახლეობა ცხოვრობდა - იყვნენ მაჰმადიანებიც და ქართველებიც (კათოლიკები). ამასთანავე ბევრი ქრისტიანი ნათესაურ კავშირში იყო მაჰმადიანებთან. ჯერ კიდევ ქრისტიანობის რღვევის პროცესში იყო შემთხვევები, როცა ერთი ძმა კათოლიკე ხდებოდა, მეორე - მაჰმადიანი. ეს ფაქტი ფოლკროლშიც აისახა. აი, რას ამბობს სოფ. უდეს შესახებ ,, ახალციხის სოფლების სახოტბო დასტანი“.

Üde - kassab-hana, akar kanlar,
Ancak doksan tütün var mislimanlar,
Belke bunden aruk hiristiyanlar,
Onlar da kardasdur biri birine.

უდეში სასაკლაოა, სადაც იღვრება სისხლი

მაჰმადიანთა 90 კომლია იქ,

ცოტა მეტი - ქრისტიანების,

ერთნიც და მეორენიც ძმებად ეკუთვნიან ერთმანეთს.

(თურქული ტექსტის ბწკარედი)

რაც შეეხება სოფლებს შურდოს, ინდუსას, საყუნეთსა და სვირს, იქაც საოჯახო ენად ითვლებოდა ქართული და თურქული. ასე მაგალითად, სოფ. სვირში, 1886 წ. დადასტურებულია მხოლოდ ერთი ქართული გვარი - ზეთიაშვილი, მაგრამ მოსახლეობა თავს ქართველად თვლის და სახლში ქართულად ლაპარაკობს. საინტერესო მოვლენას აქვს ადილი სოფ. ინუსაში - სოფლის მაცხოვრებლებს ქართული გვარები აღარა აქვთ, იწერებიან თათრებად, სახლში სალაპარაკო ენა კი ქართული აქვთ. ასე რომ, ამ მხრივ ძალიან ჭრელი სურათი გვაქვს და იგი საგანგებო შესწვლას მოითხოვს.

სიებიდან ჩანს, რომ მაჰმადიანი მესხების პრივილეგირებული ფენების (აღალარები, ბეგები) წარმომადგენელთა უმრავლესობას ქართული გვარები შენარჩუნებული ჰქონდათ - ერისთავი (ადიგენი), ამილახვარი (სოფ. ზაზალო), მაჩაბელი (სოფ. შალოშეთი), ყიფიანი (სოფ. აწური), ავალიანი (სოფ. ჭარალი), ხერხეულიძე (სოფ. ცულო), სანიკიძე (სოფ. შოლავერი), თავსაც ქართველებად თვლიდნენ, მაშინ როცა ამავე სოფლების გლეხობას აღარც ქართველად მიაჩნდა თავი და ქართული გვარებიც დაკარგული ჰქონდა. ეს ფაქტი ეწინააღმდეგება გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ სამცხე-ჯავახეთის გლეხობა უფრო მტკიცედ იცავდა ქართულ ეროვნულ ცნობიერებას. საქმე იმაში იყო, რომ წარჩინებულები ფლობდნენ დოკუმენტებს, რომლებშიც ასახული იყო მათი უფლებები მიწისა და სხვა საკუთრებაზე. ეს დოკუმენტები ინახავდნენ მათ გვარებს, რომლებიც ადასტურებდა მათი მფლობელის პრივილეგირებულ მდგომარეობასა და უფლებებს შეღავათებზე.

მაგალითად, ბეგი გიორგიწმინდაძეები 1837 წ. აღწერებში ჩაწერილები არიან, როგორც პრივილეგირებული ფენის წარმომადგენელნი; ხოლო 1886 წ. როგორც მფლობელები საკუთარი მამულისა და წისქვილის სოფ. გიორგიწმიდაში („ახალციხის 2% მოსაკრებლის გადამხდელთა ანბანური სიები“). ისინი ისევ ფიგურირებენ 1890 წ. „მიწათმფლობელთა სიებში“.

ასევე, წლითი წლობით უძლიერდებათ უფლებები ბეგ მაჩაბლებს სოფ. შალოშეთიდან: 1886 წ. - როგორც მიწის მფლობელები, 1890 წ. - ისინი „ახალციხის მაზრის მიწათმფლობელთა სიებში“ არიან, ხოლო 1890 წ. ფლობენ მანუფაქტურულ სავაჭროს, რომელიც წელიწადში 800 მან. ბრუნვის სშუალებას იძლეოდა.

იგივე შეიძლება ითქვას ერისთავებზე, ამილახვრებზე, აღა ყიფიანებზე და სხვ.

ჩემი აზრით, საკმაო გაუგებრობა შეიტანეს საერთო სურათში თვითონ აღმწერლებმა. ხელნაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღწერაში მონაწილეობას იღებდა მეფის ჩინოვნიკთა მთელი ბრიგადა. სიების მიხედვით კარგად ჩანს საქმისადმი სხვადასხვა დამოკიდებულება. ზოგიერთი აღმწერი კეთილსინდისიერი იყო: თუ ოჯახის თავმა არ იცოდა თავისი გვარი, ისინი არკვევდნენ მის მეტსახელს და აკურატულად მიაწერდნენ ფრჩხილებში: „მეტსახელი ჩიკო“, „მეტსახელი კაჭკაჭ“, „მეტსახელი ყავაზ“ და ა.შ. ეს შემონახული ძირები იმის მტკიცების საშუალებას გვაძლევს, რომ წრსულში ისინი წარმოადგენდნენ გვარებს - ჩიკოშვილი, კაჭკაჭიშვილი, ყავაზიშვილი და სხვ.

სხვები ღრმად არ იხედებოდნენ საქმის არსში, ჩანაწერებს ნაჩქარევად აკეთებდნენ და ჯღაბნიდნენ (კითხვის დროს ძნელად გასარჩევია ასოები), უშვებდნენ აშკარა შეცდომებს. მაგალითად, ცხადია, რომ ღვიძლ ძმებს გვარები ერთნაირი ექნებოდათ. მიუხედავად ამისა, ხშირად გვხვდება ასეთი ჩანაწერები: „შაქირ ეიბ ოღლი ალიშანიძე“ და „ხურშუდ ეიბ ოღლი ამინანიძე“; „ჰასან ხეირ ოღლი სადნაძე“ და არიერ ხეირ ოღლი“; „სანიდაძე“; „ემინ სალახ ოღლი ბარამიძე“ და „ქამილ სალახ ოღლი მარამიძე“ და სხვ.

სავსებით შესაძლებელია, რომ ზოგი გვარი საეთოდ არ ჩაიწერეს ან შეგნებულად, ან უყურადღებობის გამო. ასეთ შემთხვევაში გასაგები ხდება ის ფაქტი, რომ გ. ბოჭორიძისა (1932 წ.) და გ. კირვალიძის (1944 წ.) მონაცემების მიხედვით, ზოგიერთ სოფლებში (ყარათუბანი, ორფოლა, წინუბანი და სხვ.) გვხვდება ქართული გვარები მაშინ, როცა 1886 წ. აღწერის მიხედვით ამავე სოფლებში ქართული გვარები არ დასტურდება.

მიუხედავად ყველაფრისა, 1886 წლის „თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის ოჯახების სიები“ წარმოადგენს ფრიად ღირებულ საარქივო დოკუმენტებს, რომელიც საშუალებას გვაძლვს ვიმსჯელოთ მაჰმადიანი მესხების ქართულ გვარებსა და საერთოდ მათ ეროვნულ ცნობიერებაზე.

1886 წ. აღწერის კვალდაკვალ, სხვა წლების აღწერის შედეგების შესწავლაც გადავწყვიტე. არქივში აღმოჩნდა ახალციხის მაზრის კამერალური აღწერები 1839, 1842, 1850, 1863 და 1873 წლებისა. მათზე მუშაობამ დამანახა, რომ აქ ქართული ფენა უფრო ნაკლებადაა მოცემული 1886 წ. აღწერებთან შედარებით. მათში წმინდა ქართული გვარები თითო-ოროლა თუ შეგხვდებათ, მაგრამ გამოვლინდა საინტერესო კანონზომიერება.

რამდენადაც თურქებს არ გააჩნდათ გვარის ინსტიტუტი, ისინი ვინაობას აფიქსირებდნენ საკუთარი ან მამის სახელის მიხედვით. მაგალითად, მამედ ჰასან ოღლი, ოსმან რაჯაბ ოღლი და ა.შ.

აღწერებში კი მესხები ძირითადად იწერებოდნენ არა მამის სახელის, არამედ თავისი მოდგმის სახელის მიხედვით, რომელიც უწინ მის გვარს წარმოდგენდა. ჩამოაცლიდნენ „ვილსა“ და „ძეს“ და მიუმატებდნენ იგივე შინაარსის მატარებელ თურქულ „ოღლის“. ვღებულობდით: იბო-ოღლი, ტოსო-ოღლი, სარაჯ-ოღლი, რესო-ოღლი, ლომი-ოღლი, მუთო-ოღლი, რევაზ-ოღლი, პაკე-ოღლი და ა.შ.

იყო შემთხვევები, როცა გვარს ქართულ დაბოლოებებს არ ჩამოაცლიდნენ და მას კიდევ „ოღლი“ ემატებოდა. გამოდიოდა საინტერესო ტავტოლოგია: ჩოხაძე-ოღლი (სოფ. ადიგენი), გელაძე-ოღლი (სოფ. დერცელი), ბახტაძე-ოღლი (სოფ. ტატანისი), მახარიძე ოღლი (სოფ. მოხე), ტატიძე-ოღლი, კიკნაზე-ოღლი (სოფ. კლდე), ბაძაძე-ოღლი (სოფ. საყუნეთი, სოფ. ზედა ოშორა) და ა. შ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც მტკიცედ იცავდა წინაპართა გვარს. ასე მაგალითად, საუკუნეთა სიღრმეებიდან უცვლელად მოდის გვარი მესხიძე აწყურიდან, ისევე, როგორც გურგნიძე, ორჯონიკიძე, დარჩიძე და ბევრი სხვა.

მკითხველს თვითონ შეუძლია გააკეთოს ასეთი შედარებები ქვემოთ მოტანილი ცხრილების საფუძველზე. მათში მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სოფლებისა, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ზემოთქმული.

რაც შეეხება ინფორმაციას მმაჩის ჩვენებებიდან, რომელზეც მე დიდ იმედებს ვამყარებდი, იგი მწირი გამოდგა.

ადიგენის რ-ნის მმაჩის განყოფილების გამგის ციალა ბერაძის (19.04. 96) გადმოცემით, როდესაც 1944 წ. მესხეთიდან გაასახლეს ადგილობრივი მოსახლეობა თან წაიღეს მმაჩის წიგნებიც, რომელთა შემდგომი ბედი მისთვის უცნობია.

თუმცა ადიგენის მმაჩის განყოფილებაში შემთხვევთ შემორჩა სამი წიგნი:

1. 1929 წ. მმაჩის წიგნი,

2. 1930 წ. ვარხნის სოფლის საბჭოს მმაჩის წიგნი,

3. 1934 წ. დაბადების აქტების რეგისტრაციის წიგნი.

პირველ რიგში აღმოვაჩინეთ მაჰმადიანი ქართველების 4 გვარი - ლომიძე, კიკნაძე, სანიკიძე და ბაქრაძე - ყველანი ადიგენის რ-ის სოფ. უდედან.

მეორე წიგნი შედგენილი იყო აზერბაიჯნულ ენაზე ლათინური შრიფტით და მათში არ აღმოჩნდა ქართული გვარი. სოფლის მოსახლობა დასახლებულია, როგორც „მუსლიმანი“. ასევე იყო შედგენილი მესამე წიგნიც, სადაც მაჰმადიან მოსახლეობაში ვნახეთ რამდენიმე ქართული გვარი. ეს ადასტურებს გ. კირვლიძის ნათქვამს: „რაიონულ მმაჩში, სოფლად, 1921-26 წ.წ. საქმეთა წარმოება მიმდინარობდა ქართულ ენაზე, 1926-1929 წ.წ. თათრულად ძველი სპარსული ალფაბეტით, 1930-1935 წ.წ. თათრულად ძველი სპარსული ალფაბეტით, 1930-1935 წ.წ. თათრულად ლათინური ასოებით, 1935 წლიდან დღემდე კი რუსულად.

ადიგენის მმაჩის განყოფილება ხშირად იღებს დეპორტირებული მესხებისაგან დაბადების მოწმობის ასლების გამოთხოვის წერილებს. მმაჩის ძველი წიგნების არარსებობის გამო შეუძლებელია ამ თხოვნის შესრულება. მმაჩის განყოფილების გმგე ც. ბერაძე თვითონვე მიმართავს მათ თხოვნით, აიღონ დღევანდელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაბადების მოწმობა და გამოუგზავნონ ადიგენის მმაჩის ბიუროს ამ მოწმობის გაცემის დამადასტურებელი ცნობა.

ამგვარად, ადიგენის მმაჩის განყოფილებაში, კეთილსინდისიერი გამგის ძალისხმევით, 1971-1988 წლებში შემოღებულ იქნა ახალი წიგნი „საქართველოს სსრ ადიგენის რაიონში დაბადებულ მოქალაქეთა დაბადების მოწმობის ადიგენის დადასტურება“. ამ წიგნში ბევრია ქართული გვარი: მელიქიძე (სოფ.ზაზალო), დარსიძე (სოფ. მოხე), მესხიძე (სოფ. აბასთუმანი), ჩიკვაიძე (სოფ ზედუბანი) და სხვ. ეს დასტურია იმისა, რომ ბევრი დეპორტირებული მესხი დღესაც ატარებს ქართულ გვარს და არ აპირებს მის დათმობას.

დიდი მასალაა მოცემული ახლციხის ისტორიული მუზეუმის ყოფილი დირექტორის, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის ს. ხოსიტაშვილის ხელნაწერში, რომელიც ინახება მუზეუმში. ხელნაწერის მასალა, ძირითადად, მოპოვებულია მესხეთის იმ მოსახლეობასთან საუბრებიდან, რომლებიც არ იყვნენ დეპორტირებულნი. წყაროებში მითითებულია 170-ზე მეტი ქართული გვარი მაჰმადიანი მესხებისა.

პირად საუბარში (21.04.96) ს. ხოსიტაშვილმა გვითხრა, რომ გამოყენებული აქვს აგრეთვე ქ. ახალციხის სამხედრო კომისარიატის მონაცემები და საქართველოს სსრ ყოფილი სუკის არქივში, მისი აზრით, შესაძლებელია მოინახოს ბევრი რამ, დაკავშირებული 1944 წ. გასახლებული მაჰმადიანი მესხების ქართულ ანთროპონომიკასთან.

დავუბრუნდეთ აღწერების მასალებს. მომაქვს ამონაწერები საარქივო დოკუმენტებიდან.

კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარია, 1872 წ.

განცხადება

ამიერკავკასიის ახალი კამერალური აღწერის წარმოების შესახებ

კამერალური აღწერის ბოლო შემოწმების შემდეგ, სხვადასხვა მიზეზის გამო მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ქვეყნის მოსახლეობაში. ამიტომ მის იმპერატორობით უდიდებულესობას, დიდ თავადს, კავკასიის მეფისნაცვალს ნებავს, რომ ცნონ აუცილებლობა ამიერკავკასიაში ახალი კამერალური აღწერის წარმოებისა, რომელიც მოსახლეობის დახმარებით ჩატარდება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მიერ დამტკიცებული წესების საფუძველზე; ყოველგვარი სიძნელის თავიდან ასაცილებლად დადგენილია შემდეგი:

წესები ამიერკავკასიის მოსახლეობის კამერალური აღწერის წარმოებისათვის

§1

- კამერალურ აღწერაში შეტანას ექვემდებარება ყველა ასაკის, სქესის, თაობის, ტომისა და აღმსარებლობის ნამდვილად არსებული პირი, მათ შორის მამრობითი სქესისანი საკუთარი სახელებით, მდედრობითისა - თითოეულ კომლში შემავალი საერთო რაოდენობით.

§2

კამერალურ სიებს ადგენენ: ...ბ) საერთოდ ყველა მოსახლეზე, ვინც ცხოვრობს საკუთარ, სახაზინო, სათემო, საეკლესიო, მემამულის, ბაგების ან აღების მიწაზე სოფლის მამასახლისი არჩეული პირების დახმარებით...

§4

... სიები უნდა შედგეს თანდართული ფორმების მიხედვით, რომლებშიც ჩაიწერება ქალაქის სხელწოდება, სოფლებში კი მაზრისა და სოფლის ან მომთაბარე თემის სახელწოდება, შემდეგ უნდა უჩვენონ: ... გ) რომელ წოდებას ან უწყებას ეკუთვნის მოსახლე... დ) შემდეგ ჩაიწეროს კომლის უფროსის (მამრობითი სქესისა) სახელი, მამის სახელი, მეტსახელი ან გვარი, რამდენი მამაკაცია ოჯახში, შემდეგ ციფრებით აღინიშნოს, თითოეული მათგანის წლოვანება,, კომლში შემავალი მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა საერთო რაოდენობა და აღინიშნოს, რომელ აღმსარებლობას ეკუთვნიან და სხვა, როგორც ამას წინასწარ შედგენილი ფორმები მოითხოვს.

§6

... სიებში შეტანილ უნდა იქნეს უკლებლივ ყველა პირი, რომელიც ცხოვრობს მოცემულ ქალაქსა ან სოფელში იმისდა მიუხედავად, არის აღწერის მომენტში სახეზე თუ ადილზე არ არის.

§15

როგორც კი მიიღებენ სიებს იმ პირებისაგან, რომლებიც არჩეულ იყვნენ აღწერის საწარმოებლად, მაზრის უფროსები და პოლიციის განყოფილებები გასცემენ განკარგულებას ყოველი კომლის ყველა მამაკაცის შემოწმების შესახებ, რისთვისაც საჭიროა თითოეულ ქალაქსა და სოფელში სახლიდან სახლში სიარული; ამასთანავე, თუ აღმოჩნდა, რომ ყველა მამრობითი სქესის პირი დაუფარავად არის მითითებული სიაში, ასეთი კომლის გასწვრივ კეთდება სათანადო აღნიშვნა: ,,სწორია“...

ასეთ სიებს ხელს აწერს როგორც შემმოწმებელი ჩინოვნიკი, ასევე ამ სიების შემდგენელნი და თარჯიმანი, თუ ის თან ახლავს შემმოწმებელ ჩინოვნიკს. შემდეგ სოფლის მოსახლეობის სიებს წაიკითხავენ სოფლის საერთო კრებაზე, რომელსაც უნდა დაესწროს სოფლის მოსახლეობის არანაკლებ 2/3-ისა; ცხადდება სათანადო გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს დამამტკიცებელ საბუთს შემოწმებული სიების სისწორისა.

§ 33

კამერალური აღწერის დაწყებიდან ამ აღწერის საბოლოო შემოწმებამდე ჩინოვნიკების მიერ, შეჩერდეს მოსახლეობის გადაწერ-გადმოწერა ერთი ადგილიდან, ან ერთი წოდებიდან მეორეში. თითოეული პირი უნდა აღიწეროს მისი მუდმივი და ძირითადი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, იქ, სადაც მას მოუსწრო აღწერამ.

... ხაზინის მიერ მიწის განაწილებისას, ყოველი სოფელი ან თემი მიიღებს მიწას კომლების იმ რაოდენობისათვის, რაც კამერალურ აღწერაშია მითითებული; და თუ მოსახლეობის რეალური სულადობა მეტი აღმოჩნდება აღწერაში მითითებულზე, მაშინ მიწები არ გაიცემა იმ კომლებზე, რომლებიც აღწერის სიებში არ არიან შეტანილნი.“

[საქართველოს სახელმწიფო ისტორიული არქივი, ფონდი 13, აღწერა 23]

დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სოფლის მოსახლეობა ეთანხმება აღწერის შედეგებს, ასე გამოიყურება:

საერობო კრების გდაწყვეტილება

1873 წ. 4 დეკემბრის დღეს ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი, სოფელ ჭაჭარაქის სასოფლო თემის მოსახლეობამ შევადგინეთ ეს გადაწყვეტილება იმის შესხებ, რომ გავეცანით კამერალური აღწერის სიას და მასში ჩაწერილი ყველა მონაცემი სწორად მიგვაჩნია. არ არის გამოტოვილი არც ერთი კომლი, არც ერთი სული, რასაც ხელს ვაწერთ...

/ხელმოწერები/

სოფ. ჭაჭარაქის მმართველობის უფროსი კირაკოზ ვირაბოვი

/მმართველობის ბეჭედი/“

[თბილისის სახაზინო პალატა, ფონდი 254, აღწერა 3, საარქივო №208]

მსგავსი „გადაწყვეტილება“ თან ერთვოდა ყოველ სიას.

საოჯახო სიების შედგენასთან დაკავშირებით 1889 წ. რეკომენდირებული იყო შემდეგი:

„საოჯახო სიების შედგენის შესახებ

ამიერკავკასიის სტატისტიკის კომიტეტი

29 მარტი 1886 .

176юююююююююююსაქმის ვითარება

სახელმწიფო საბჭოს უზენაესი აზრის დასტურით 1886 წ. 24 თებერვალს დადგინდა:

I. მთელ ამიერკავკასიაში დაიწყოს მოქალაქეების, გლეხებისა და სხვა პირთა საოჯახო სიების შედგენა ძირითადი საფუძვლების დაცვით:

1. აღნიშნული სიები, რომელთა უპირატესი დანიშნულებაა სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანი პირების აღწერა, დამატებით უნდა შეიცავდეს ზუსტ მონაცემებს მოქალაქეთა, გლეხებისა და სხვა პირთა შესახებ. აგრეთვე მონაცემებს თითოეული კომლის გადახდისუნარიანობის შესახებ.

II. კავკასიის მხარეში სიების შედგენისათვის გაწეული ხარჯების დასაფარავად

1886 წ. ამიერკავკასიაში სამოქალაქო ნაწილის მთავარი მმართველის განკარგულებით გამოიყოს ასი ათასი მანეთი.

დეპარტამენტებმა ყურადღება გაამახვილონ იმ ფრიად მნიშვნელოვან გარმოებაზე, რომლის მიხედვითაც კავკასიის ხალხთა მორიგი აღწერა სახელმწიფოს ამ ნაწილის თავისებურებისაგან გამომდინარე სრულიად განსხვავებულად წარიმართება იმპერიის დანარჩენ ნაწილებში მსგავსი სამუშაოების ჩატარებისაგან და უეჭველად დაკავშირებული იქნება მნიშნელოვან სიძნელეებთან. ამ მხარეში რკინიგზისა და, საერთოდ, გაკეთებული გზების მცირერიცხოვნებისა და მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილების გაფანტულობის პირობებში, როცა ბევრი დასახლებული პუნქტი ძნელად მისაწვდომ ადგილებშია, იმ პირთა გადაადგილებაზე, რომლებსაც დავალებული ექნებათ სიების შედგენა, მნიშვნელოვანი თანხის გამოყოფა იქნება საჭირო. ამას გარდა, გასათვალისწინებელია აღმწერთა საქმიანობის სირთულე მოსალოდნელი არამეგობრული ან, საერთოდ, საწინააღმდეგო განწყობილების გამო მაჰმადიანი მოსახლეობის მხრიდან, რადგანაც ისინი ვერ ეგუებიან მთავრობის ჩარევას მათ ოჯახურ საქმეებში. ამიტომ აღწერის პროცესში ქვედა ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედებით შემოფარგვლა ყოველთვის არ იქნება საკმარისი; საჭირო გახდება ისეთი პირების მოძებნა, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება და ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა.

აღნიშნული მიზეზების გამო უნდა გაიზარდოს გაუთვალისწინებელი ხარჯები იმ ზომამდე, რომელიც წინასწარ აღრიცხვას არ ექვემდებარება მიახლოებითაც კი. და ბოლოს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არის საფუძველი ვარაუდისა, რომ ამ წამოწყების წარმატებით შესრულება სახელმწოფო ხაზინას სარგებლობას მოუტანს.

ეჭვი არ არის, რომ კავკასიის მხარის ბოლო კამერალური აღწერის შემდეგ, რომელიც კარგა ხანია ჩატარდა, კომლების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც მოსახლეობის ბუნებრივი ნამატის, ისე ოჯახების გაყოფის შედეგად.

ამდენად, საოჯახო სიების შედგენა, თუკი იგი საქმის ცოდნითა და კეთილსინდისიერებით ჩატარდება, უეჭველად აღმოაჩენს საკმაო რაოდენობის ბეგარის გადამხდელ ერთეულს, რომელიც დღეს საქმის წაყრუების გამო სრულებით იცილებს თავიდან დაბეგვრას“.

[საქართველოს სახელმწიფო ისტორიული არქივი, ფონდი 415, საქმე 25]

მოყვანილი დოკუმენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ არსებობდა რაიმე წინასწარი მითითება აღსაწერი პირების ამა თუ იმ ეროვნებისათვის მიკუთვნების შესახებ. აქცენტი უფრო იმაზე იყო გაკეთებული, რომ „მამრობითი სქესის ყველა პირი, რომელთაგანაც შედგება კომლი, დაუფარავად იქნას ნაჩვენები“. აღწერის მიზანი იყო გამოევლინათ „საკმაო რაოდენობის ბეგარის გადამხდელი ერთეული“, რომელიც „აქამდე სრულიად არიდებდა თავს დაბეგვრას“, რომ ყველას უკლებლივ ეხადა ბეგარა მეფის ხაზინის შესავსებად. მიუხედავად ამისა, ზემოთ მოტანილი აღწერის წარმოების წესებზე დართული ბლანკების ნიმუშებში არის ასეთი გრაფა: „რა აღმსარებლობისაა“ (მოცემულია პასუხის ნიმუშები: „მართლმადიდებელი“, „სომეხი-გრიგორიანელი“, „მაჰმადიანი“) და „რომელი ტომისაა“ (პასუხები: „ქართველი“, „სომეხი“, „თათარი“). მონაცემების ასეთი განლაგებისას გასაგები ხდება გრადაცია: „მართლმადიდებელი ქრისტიანი“ - ე.ი. „ქართველი“, „სომეხი-გრიგორიანელი“ - „სომეხი“, „სუნიტი-მაჰმადიანი“ - „თათარი“. აქედან, ნათელია სავარაუდო პასუხებიც: მაჰმადიანი თავს „თათრებს“ მიაკუთვნებს. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ეს ტავტოლოგიაა, იმიტომ რომ „თათარი“ ნიშნავს „მაჰმადიანს“. ამ სიების მიხედვით თათარი იქნება ქურთიც, თარაქამაც, ყარაფაფახიც და მაჰმადიანი მესხიც, თუმცა ეს უკანასკნელი სულ სხვა ეთნოსს მიეკუთვნება. აი კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებდა მაჰმადიანი მესხების ეროვნული კუთვნილების საკითხს. ამიტომაცაა, რომ ისინი თავს ქართველებად არ თვლიდნენ, რადგანაც „ქართველი“ მათ წარმოდგენაში ნიშნავდა „ქრისტიანს“.

არის კიდევ ერთი გარემოება: რუსეთის იმპერიასთან მესხეთის მიერთების შემდეგ რუსეთის მთავრობას უნდოდა ქართველი მაჰმადიანების ასიმილირება რელიგიის საფუძველზე. ამიტომაც ქართველებად თვლიდნენ მხოლოდ მართლმადიდებელ ქართველებს. მათთვის „მაჰმადიანი ქართველი“ არ არსებობდა. უფრო სწორად, მათ სურდათ აღმოეფხვრათ ეს ცნება. ამიტომაც ქართველი მაჰმადიანები ჩაწერილნი იყვნენ, როგორც „თათარი“ - თარაქამასთან, ქურთებთან და სხვა მაჰმადიანებთან ერთად.

ცხადი ხდება ის ფაქტიც, თუ რატომ უწოდებდნენ მესხები თავს „იერლი მისლიმან“ („მკვიდრი მაჰმადიანი“, თურქ.), რათა განსხვავებულიყვნენ მოსული მაჰმადიანებისაგან - მომთაბარე ტომების წარმომადგენლებისაგან (ქურთები, თარაქამა), რომლებიც მესხეთში ჩამოსახლდნენ XVII-XVII ს.ს.

5 ცხრილები

▲ზევით დაბრუნება


იმ ცხრილებზე, რომლებშიც ჩამოთვლილია სხვადასხვა წლებში რეგისტრირებული გვარები, უბრალო თვალის გადავლებაც კი ნათელ წარმოდგენას იძლევა იმაზე, თუ რა მკვეთრად განსხვავდება ადრინდელი აღწერები 1886 წ. აღწერისაგან. ამ უკანასკნელში ქართული გვარები გაცილებით მეტი რაოდენობითაა მოცემული.

უნდა ითქვას, რომ საკვლევ პერიოდში რაიმე მნიშვნელოვან მიგრაციას ახალციხის მაზრაში ადილი არ ჰქონია. სიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთი და იგივე პირები ცხოვრობდნენ მოცემულ სოფლებში ხუთი, ათი, ოცი და მეტი წლის წინ.

მაგალითად, 1873 წ. სოფ. პატარა სმადაში მცხოვრები ერთი კაცი თავს უწოდებს „დურსუნ ყოჩალი-ოღლი“-ს, ხოლო 1886 წ. იგი უკვე „დურსუნ ყოჩალი ოღლი ბარამიძეა“ და თავს „ქართველ მაჰმადიანად“ თვლის; ანდა 1850 წ. სოფ. ჩორჩანში ცხოვრობდა კაცი, სახელად „მავლუდ აბდურაჰმან-ოღლი“, 36 წლის, „ეროვნებით თათარი“ მას ვხვდებით 1886 წ. აღწერაში, როგორც „მავლუდ აბდურაჰმან ოღლი გოგიბერიძეს“, 59 წლის, „ეროვნებით ქართველს“, ან კიდევ, სოფ. აწყვიტაში 1873 წ. რეგისტრირებული 35 წლის „რეშიდ მამედ-ოღლი, ეროვნებით თათარი“, 1886 წ. ხდება 48 წლის „რეშიდ მამედ ოღლი ვეფხვაძე ეროვნებით ქართველი“ და ა.შ.

ერთი შეხედვით უცნაური მოვლენაა, მაგრამ ამის ახსნა შეიძლება. XIX ს. 60-იან წლებში მესხეთის უდიდესი ნაწილი თურქების ხელში იყო. ამ დროისათვის საქართველოში შეიმჩნევა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების გამოცოცხლება. ქართველი განმანათლებლები ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და სხვები დგანან ეროვნულ - განმანათავისუფლებელი მოძრაობის სათავეში, ეროვნული ერთიანობის აქტიურ პროპაგანდას ეწევიან მიუხედავად რელიგიური მრწამსისა. აი, რას წერდა იჭავჭავაძე 1871 წ.:

„ყოველი ერი თავისის ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თვისის სულის ღონეს, თვისის გულის ძგერას, თვის ზნეობითს და გონებითს აღმატებულებას, თვის ვინაობას, თვის თვისებას. ჩვენის ფიქრით... არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა... ამ დღეში ვართ დღეს ჩვენ და ოსმალეთის საქართველო... გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთის სისხლისა და ხორცისანი, ერთისა და იმავე ენით მოლაპარაკენი, ერთი ისტორიაცა გვქონია...

უწარჩინებულესი მამანი, საღმრთო-საერო თხზულებათა მწერალნი ჩვენნი, ეხლანდელის ოსმალოს საქართველოს შვილნი და მცხოვრებნი იყვნენ. ჩვენი სასიქადულო ,,ვეფხისტყაოსნის“ მთქმელი შოთა რუსთაველი იმ მხარის კაცი იჰყო. რუსთავის დაბა, რომელსაც თავის სამშობლოდ იხსენიებს რუსთაველი, სამცხე-საათაბაგოშია. ჩვენი ყოფილი ცხოვრება იქ აღყვავებულა, ჩვენს სიცოცხლეს იქ უჩქეფნია, ჩვენის სულის ძლიერებას იქ აღუმართავს თვისი სახელგანთქმული დროშა... სწავლა, განათლება, მამულისათვის თავგამეტებული სიყვარული თითქმის იქიდამ ეფინებოდა ჩვენს ქვეყანასა ერთ დროს... ეგრეთ, - მძლავრობამ, მუხთლობამ, ღალატმა, შავით მოსილმა საქართველოს ბედმა განგვაშორა ჩვენი ძმები - ერთად სისხლის მღვრელნი, ერთად ღვაწლის დამდებნი, ერთად ტანჯულნი და ერთად მოლხინენი...

სარწმუნოების სხვადასხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც.... ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დუმტკიცებს ქვეყანას, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს... და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს, თვალში სიხარულის ცრემლმორეული...“1

1878 წ. რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, მესხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი - აჭარა, რომელიც ოსმალთა უღელქვეშ იმყოფებოდა, დაუბრუნდა მშობლიური ქართული კულტურის წიაღს. მიუხედავად დიდი წნეხისა თურქული ადმინისტრაციის მხრიდან, აჭარლებმა მაინც შეინარჩუნეს ქართული თვითშეგნება და მასთან ქართული გვარებიც. მართალია გამაჰმადიანდნენ, მაგრამ თავს მაინც ქართველებად თვლიდნენ.

აჭარის დაბრუნებით საქართველოში წარმოიშვა „ქართველი მაჰმადიანის“ ფენომენი და აღდგა ქართული პატრონიმები მაჰმადიანებში. ეს ვითარება აისახა მაჰმადიან მესხებზეც, რომლებმაც დაინახეს, რომ შეიძლება იყო ერთდროულად მაჰმადიანიც ქართველიც და, რომ ამ ცნებს შორის არ არსებობს წინააღმდეგობა.

შედეგმაც არ დაახანა. უკვე 8 წლის შემდეგ, ახალციხის მაზრის 1886 წ. აღწერისას გამოჩნდა 300-ზე მეტი ქართული გვარი. მათი მფლობელები თავს უწოდებენ ქართველ მაჰმადიანებს. ამასთანავე, სოფლებში, სადაც არ იყო დაფიქსირებული ქართული გვარები, მაგალითად: მლაშე (16 კომლი), ნიმნიაური (7 კომლი), ტოლოში (11 კომლი), ჩორჩანი (16 კომლი), ზანავი (24 კომლი), ზედა ოშორა (67 კომლი) და სხვა, ახლა გამოჩნდა ასეთი გვარები შემდეგი რაოდენობით; მლაშე - 11 გვარი, ნამნიაური - 7 გვარი, ტოლოში - 6 გვარი, ჩორჩანი -10 გვარი, ზანავი - 8 გვარი, ზედა ოშორა 28 გვარი და ა.შ.

ქვემოთ მოტანილი ცხრილების ერთ-ერთი სვეტის სახელწოდებაა - ,,მესხების მონაცემები“. ეს ინფორმაცია თავისებური კამერტონის როლს ასრულებს ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგების სისწორის დასადგენად.

მესხების მიერ დასახელებული გვარებიდან ზოგიერთი პირდაპირ ეხმიანება საარქივო მონაცემებს, მაგალითად: შავაძე, პაპიძე (სოფ. კეკოვანი), თურმანიძე (სოფ. მლაშე, ზარზმა), კოპაძე (ორჭოშანი), გურგენიძე (წრიოხი), ჯინჭარაძე (ბოლაჯური) და სხვა.

ზოგი გვარი ტრანსფორმაციას განიცდის, მაგალითად ქაქუჩაძე და ქოქუჩაშვილი (სოფ. არზნე), გაგნაძე და გაგნიძე (სოფ. კლდე), ქატუნაშვილი და ქატუნაძე (სოფ. შურდო), ჭიჭინაძე და ჭუჭუნაძე (სოფ. წახანი), ზაზაშვილი და ზაზვაძე (სოფ. ფლატე) და სხვა.

გარდა ამისა, მესხებისათვის დამახასიათებელია გვარის ძირის დასახელება, რომელსაც უმატებენ სიტყვა „გილ“-ს, რაც თურქულად ნიშნავს „მოდგმა“-ს. მაგალითად, „სარაჯ-გილი“, „ხუცი-გილი“, „დეშო-გილი“, „ჭუჭულაშვილი“ და სხვა.

ცხადია, ისინი წარმოქმნილი არიან შემდეგი ქართული გვარებისაგან: სარაჯიშვილი, ხუციშვილი, დეშოიძე, ჭუჭულაძე და ა.შ.

ქარიმ რასულოვმა, 22 წ. სტუდენტმა მითხრა (13.06.95): „ჩვენი გვარი ეკუთვნოდა სასულიერო წოდებას ადიგენის რ-ის სოფ. წახანაში. ჩვენ გვიწოდებდნენ „ყარა-მოლა-გილ“-ს (,,შავი მოლას მოდგმა“), მაგრამ პაპა ამბობდა, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტსახელი - „ამფა-გილი“.

მოგვიანებით არქივში აღმოვაჩინე „იმ აღალარების სია, რომლებიც სარგებლობენ სახაზინო მიწებით და არ იხდიან სახაზინო ბეგარას“ (1848 წ.). ამ დოკუმენტში, ერთ ადგილას, რომელსაც ჰქვია „რაპორტი ქობლიანის განყოფილების უფროსს“ ნათქვამია: სოფ. წახნისწყაროს საზღვრებში სახაზინო მიწებით სარგებლობს ახალქალაქელი აბდულა ეფენდი, რომელსაც აქვს ორი ღის სახნავი მიწა... რაც შეეხება აბდულა ეფენდის მიერ აშენებულ წისქვილს, პატივი აქვს მოახსენოს, რომ ეს ადგილი ეკუთვნოდა სოფ. წახნის მცხოვრებს მოლა ჰუსეინ ამფა-ოღლის, რომელმაც 1944 წ. 15 მანეთად მიყიდა აბდულა ეფენდის, ხოლო აბდულა ეფენდიმ, იყიდა რა ეს ადგილი და ნახა, რომ იგი მოხერხებულია სახნავად, ააშენა ამ ადგილზე წისქვილი, რომლითაც იგი სარგებლობს“.

[საქართველოს სახელმწიფო ისტორიული არქივი, ფონდი 54, ,,ახალციხის სამაზრო სამმართველო“, არქივი №220]

საარქივო მონაცემების ასეთი დამთხვევები მესხების მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ ამ ინფორმაციის მნიშვნელობაში და მისი უფრო დეტლურად შესწავლის აუცილებლობაში.

აი, კიდევ ერთი მაგითი. 43 წ. მესხმა ნურადი მამედოვმა ყირგიზეთიდან მომწერა: ,,დავიბადე უზბეკეთში, ვარ ცოლიანი, მყავს 4 შვილი. თუ საშუალება იქნება, რომ გადმოვსახლდე ადიგენის რ-ის სოფ. უნწაში, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ, დაუყოვნებლივ გამოვემგზავრებოდი... გთხოვთ გამიწიოთ დახმარება ჩემი ქართული გვარის მოძებნაში. ჩვენს მოდგმას უწოდებენ „ომო“-ს. ბავშვობაში პაპაჩემისაგნ გამიგონია, ბორჯომში ვიღაც ჩვენი გვარის კაცი ცხოვრობდა. პაპა ხშირად ჩადიოდა მასთან სტუმრად. შეიძლება დღესაც ცხოვრობენ სადმე, საქართველოს რაიონებში, ჩვენი გვარის ადამიანები.“ (01.04. 89)

„აბასთუმნის სახლის მფლობელთა სიებში“ (1916 წ.) აღმოვაჩინე ვინმე ომიძე, რომელსაც ქვემო აბასთუმანში ჰქონდა ერთსართულიანი სააგარაკო სახლი.

სამტრედიის რ-ის სოფ. კოპიტნარში 82 წლის შამზათ იბრაგიმოვმა მითხრა (12.05.96): „ჩვენთან ყურათუბანში ცხოვრობდა დაუდ-ოღლი. ჩვენ მოდგმას კი უძახდნენ „უბედ'რა-ს“.

გაირკვა, რომ 1842 წ. ახალციხის მაზრის სოფ. ყურათ-უბანში დაფიქსირებულია ოჯახის უფროსი „დაუდ-ოღლი“. ხოლო „უბედ'რა“ სხვა არაფერია, თუ არა ქართული გვარის - „უბედურუძის“ ფუძე.

35 წ. ხ. მავლუდოვმა, რომლის წინაპრები ცხოვრობდნენ ადიგენის რ-ის სოფ. ნამნიაურში, მითხრა (13.09. 95), რომ მოხუცები მათ მოდგმას უწოდებდნენ „თადგრუზიას“, მაგრამ მას არ ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა. საარქივო მონაცემებთან შედარებამ გვიჩვენა, რომ 1886 წ. ახალციხის მაზრის სოფ. ნამნიაურში რეგისტრირებულია გვარი „თადგირიძე“, რაც არსებითად წარმოადგენს ქართული გვარის „თავდგირიძის“ ძველ ფორმას.

ვოლგოგრადის ოლქის მეურნეობაში „გორნაია პროლეიკა“ 74 წ. რიზმან აზიზოვმა მითხრა (19.06.96), რომ მის მშობლიურ სოფ. ჯაყისმანში ცხოვრობდა რამდენიმე გვარის ოჯახი, მათ შორის იყვნენ „ჰაიტა-გილი“ და „ბიმლი-გილი“ ეს მონაცემები ემთხვევა გ. კირვალიძის მონაცემს, სადაც 1944 წ. ახალციხის რ-ის სოფ. ჯაყისმანში რეგისტრირებულია გვარები „აითაძე“ და „ბებნაძე“.

35 წ. ისა აბიბოვმა, სამტრედიის რ-ის სოფ. კოპიტნარიდან, მითხრა (13.05.96): „მე წარმოშობით ადიგენის რ-ის სოფ. პატარა სმადადან ვარ. ქართული გვარი არ შემოგვრჩა. მე მინდა მოვძებნო იგი, რათა შემთხვევითი გვარი არ მივითვისო. მამა ამბობდა, რომ ჩვენ მოდგმას ეძახდნენ „ჩახტიან-გილს“-ს. საინტერესოა, რას ნიშნავს ეს სიტყვა და აქვს თუ არა მას საერთო გვართან.

ლინგვისტი-აღმოსავლეთმცოდნე ზეზვა მედულაშვილის კომენტარი (17.07.96, თბილისი): „ეს სიტყვა ნამდვილი ქართული სიტყვაა. იგი მხოლოდ ქართული ენისათვისაა დამახასიათებელი. სტრუქტურული ლინგვისტიკის თანახმად არსებობს გარკვეული ბგერათშეთანხმებები, რომლებიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ენისათვის. ასე რომ, სიტყვაში „ჩახტიანი“ ბგერათშეწყობა „ხტ“ დამახასიათებელია მხოლოდ ქართული ენისათვის და მომდინარეობს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზმნა „ხტომა“-საგან, სადაც ხტ - ფუძეა, ომ - თემის ნიშანი, ა - სუფიქსი, რომელიც წარმოქმნის ზმნის საწყის ფორმას, ისევე, როგორც „ჯდომ-ა“. „ჩა“ პრეფიქსია, რომელიც ზევიდან ქვევით მოძრაობას მიუთითებს. სიტყვა „ჩახტი“ - ბრძანებით კილოს გამოხატავს, სუფიქსი „იანი“ რომელიმე მოდგმისადმი მიკუთვნებას ნიშნავს. ასეთი საშუალებით ქართულ ენაში ბევრი გვარია წარმოქმნილი (მაგალითად: ორბელიანი, ავალიანი, ჩარკვიანი), ამავე სუფიქსით იწარმოება ზოგიერთი სიტყვა (ტყე-ტყიანი, წყალი-წყლიანი), აგრეთვე ზოგიერთი ტოპონიმი, მაგალითად - ბაკურიანი (ბაკური ძველი საკუთარი სახელია, ბაკურიანი - ბაკურის კუთვნილი ადგილი).

„ჩახტი“ - მეტსახელია. საქართველოში მეტსახელები ძალიან იყო გვრცელებული. „ჩახტიანი“ - სწორედ ამ მეტსახელიდან წარმოქმნილი გვარია. მაგრამ გვარი შეიძლება ყოფილიყო არა მარტო „ჩახტიანი“ არამედ „ჩახტაძე“ ან „ჩახტიშვილი“, ე.ი. სუფიქსი „იანი“ შეიცვლებოდა „ძე“-თი ან „შვილი“-თ. ნებისმიერი დაბოლოების შემთხვევაში ეს არის წმინდა ქართული სიტყვა.

აი, რა მდიდარ ინფორმაციას იძლევა ხალხის ცოცხალი მეხსიერება. არა მოდგმის აღმნიშვნელ სახელს „გილ“, „ოღლი“ თუ სხვა რამ. მთავარია, რომ ფუძე ხელუხლებელი რჩება და როგორც წესი, იგი ქართული გვარის ძირია.

საარქივო მასალაზე და ცოცხალ მოწმეებთან სამწლიანი მუშაობის შედეგდ აღმოვაჩინე მაჰმადიან მესხთა 1000-ზე მეტი (უფრო ზუსტად 1094) ქართული გვარი. თუმცა ეს მუშაობა ამით არ დამთავრებულა. არის სხვა არქივები, გამოუკითხავი მესხები, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ კრასნოდარის მხარეში, ჩრდილო კავკასიაში, უკრაინაში... მე მუშაობის გაგრძელებას ვაპირებ და იმედი მაქვს, რომ წინ ბევრი საინტერესო აღმოჩენა მელის. შემდეგისათვის განზრახული მაქვს გამოვაქვეყნო ჩემ მიერ მოძიებული მაჰმადიანი მესხების ყველა ქართული გვარი.

ეხლა კი გავეცნოთ უშუალოდ ცხრილებს

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

6 ბარათაშვილების საგვარეულო გენეალოგია

▲ზევით დაბრუნება


მოგვითხრობს ლატიფშა ბარათაშვილი:

,,ამ გენეალოგიურ ცხრილზე მუშაობა მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო სახე 1942 წ. მიიღო. გარდა ჩემი გვარის გენეალოგიისა, მე შევისწავლე ჩემი თანასოფლელების გვარების წარმოშობის ისტორია და საბოლოო ჯამში რამდენიმე ათეული გენეალოგიური ცხრილი შევადგინე. ისინი დღესაც ჩემ არქივში ინახება. მათ შედგენაზე ამდენი იმიტომ ვიშრომე, რომ ჩემმა შთამომავლობამ იცოდეს თავისი წარმომავლობა, იცოდეს თავისი ფესვები, თავისი მოდგმა, სადაც უნდა ცხოვრობდნენ და რა გვარსაც უნდა ატარებდეს.

გვარის გადაცემა თაობიდან თაობაზე - უძველესი ტრადიციაა. გვარის საშუალბით ისტორიკოსებს შეუძლიათ აღადგინონ ამა თუ იმ პირის მთელი საგვარეულო ნუსხა. ბარათაშვილების გვარი დიდი ხანია არსებობს. და რაკი ერთხელ შეერქვა ჩვენს წინაპარს, მას შემდეგ არც შეცვლილია საუკუნეების განმავლობაში.

1578 წ. მუსტაფა-ლალა ფაშამ დაიპყრო მესხეთი. დაპყრობილ მიწაზე რომ განემტკიცებინა თავისი უფლებები, მან შემოიღო მოსახლეობის აღწერის წიგნი. მისი სახელწოდება: „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“. დავთარის 51-ე გვერდზე სოფ. უდეს ერთ-ერთი ოჯახის თავად დასახელებულია „ბარათა მურადი“.

ამრიგად, ჩვენი გვარის წარმოშობის თარიღად პირობითად 1578 წ. ითვლება, როცა მესხეთის მოსახლეობა ჯერ კიდევ ქრისტიანული აღმსარებლობის იყო.

მოგვიანებით, დაახლოებით 147 წლის შემდეგ ქრისტიანმა ბეჟანა ბარათაშვილმა მიიღო მაჰმადიანობა. ახალი სარწმუნოების მიხედვით მისი სახელი გახდა მუჰამედი. ჩვენ სწორედ ამ ბეჟანა-მუჰამედის შთამომავლობა ვართ.

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ინახება იმერეთის სამეფოს, აგრეთვე გურიისა და ოდიშის სამთავროების დოკუმენტები. იმ განყოფილებაში, რომელიც 1466-1700 წლებს მოიცავს, 142-ე გვერდზე ამოვიკითხე შემდეგი: „ამიტომ ამ მუჰამედს, რომელსაც ადრე ბეჟანა ერქვა, ზურაბ ბარათაშვილის ძეს, გამაჰმადიანების გამო, უფლება აქვს ფლობდეს ყველა იმ მამულს და ქონებას, რომელიც ადრე მის მამას, პაპას და პაპის მამას ეკუთვნოდა“. ჩვენი გვარი გენეალოგია სწორედ ამ პირთა სახელებით იწყება.

გამოირკვა აგრეთვე, რომ ბეჟანა მდიდარი კაცი იყო და თავის მემკვიდრეს დიდი მამულები დაუტოვა. სოფ. წისე, მინდვრებ სოფ. არალში, კეპრიბაშის ბაღები, ჩოკაურის წისქვილები და სხვა.

ხ. ახვლედიანის წიგნში „აჭარის მოკლე ისტორია“ არის ასეთი ადგილი: ...„შეიხ-ულ-ისლამნი ქართველ მაჰმადიანთა შორის თითებზე ჩამოსათვლელნი ყოფილან. ცნობილი არიან შემდეგი პირები: ხერხეულიძე არდაჰანიდან - 1780 წელში, ჰაჯი ლომან ეფენდი ბერიძე - ზენდიდელი - 1830., ყადი ხოჯა ბართაშვილი - 1805 წ.“ (ტ.1, გვ.11. ბათუმი, 1944).

საქართველოს ადიგენის რაიონის სოფ. უდის ბინადარი ბარათაშვილების გენეალოგია

(შედგენილია 1942 წ.)

ამ სქემის პირი ჩაბარებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში 1968 წ. 25 მაისს

პროფ. სერგი ჯიქიას შრომაში: ,,გურჯისტანის ვილაიეთის რეესტრი“ დადასტურებულია, რომ XVI საუკუნეში ახალციხის საფაშოს სოფ. უდეში არსებობდა ბარათაშვილების გვარი (ტ.I. გვ. 51)

ბარათაშვილების გვარის არსებობა დასტურდება აგრეთვე 1886 წ. ,,ტფილისის სახაზინო პალატა. ფონდი 254, აღწერა 3, საარქივო №1852)

0x01 graphic

ახალციხის მაზრის სოფ. უდეში ქართველი მაჰმადიანების ბარათაშვლების არსებობა დასტურდება ერთ-ერთ სტატიაში წიგნიდან „წერილები ქვაბლიანიდან“. იქ ნათქვამია: „უდეში არის საგანმანათლებლო სკოლა, რომელშიც 80 მოსწავლე სწავლობს. მათ შორის არის ერთადერთი მაჰმადიანი ბიჭი გვარად ბარათაშვილი“. ლაპარაკია ჩემს ბიძა მალიქშახზე.

ბეჟანა - მუჰამედს ჰყავდა ორი ვაჟიშვილი - დურახი (აბდურაჰმანი) და სალახი. დურახსაც ორი ვაჟი ჰყავდა - დედე-აღა და ქოჩ-ალი. დედე-აღას ხუთი ვაჟი ჰყავდა, საშუალო იყო ისკანდერი. ისკანდერს 3 ვაჟი ჰყავდა და მათ შორის მამაჩემი მაქსუდი. მამაჩემსაც სამი ვაჟი ჰყავდა - მე და ჩემი ძმები - ბათალი და ფაჩრედინი. ჩვენც გაგვიჩნდა შვილები...

ამრიგად, ბარათაშვილების გვარი სოფ. უდედან, დაწყებული ზურბიდან, დაბადებული XVII საუკუნეში, დამთავრებული ჩემ ვაჟიშვილ მარატამდე, დაბადებული 1954 წ., 9 თაობას ითვლის, ე.ი. ჩვენ გვარში ყოველ 28 წელს იცვლებოდა თითო თაობა. ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე თვლის, რომ ადამიანთა მოდგმაში დაახლოებით ყოველ 30 წელს იცვლებიან თაობები.

ჩვენი უშუალო წინაპრის დედე-აღას შთამომავლები იწოდებიან ,,დედეელებად“, ხოლო ყოჩალის შთამომავლები „ყოჩალიელებად“. სალახის შთამომავლები სხვადასხვა სოფლებში ცხოვრობდნენ, მათ გვარი დაკარგეს. მოგვიანებით ისინი იწერებოდნენ, როგორც ,,ჯურიელები“.

გენეალოგიური ცხრილი და შეგროვილი მასალა ცხადად ადასტურებს, რომ ჩვენი გვარი ადგილობრივი წარმოშობისაა.

ჩვენ არ ვართ გარედან მოსულები, მით უმეტეს არ ვართ თურქები. ჩვენ მკვიდრი მოსახლეობა ვართ, ქართველები, მესხები, რომლებმაც გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე მივიღეთ მაჰმადანობა.

1944 წ. ნოემბერში ჩვენ სწორედ მაჰმადიანური აღმსარებლობის გამო დავზარალდით. სამცხე-ჯავახეთის მთელი მაჰმადიანური მოსახლეობა გასახლებულ იქნა მკვიდრი საცხოვრებელი ადგილიდან და გაფანტული - შუა აზიაში ,,თურქის“ და ხალხის მტრის“ იარლიყით.

ასევე ბარათაშვილების მოდგმაც გაიფანტა დუნიაზე. უზეირისა და იბრაჰიმის შთამომავლები თურქეთში არიან. სალახის შთმომავლები გვარის დაკარგვის გამო გაუჩინარდნენ თვალთახედვიდან. დანარჩენი ბარათაშვილები პიროვნების კულტის პერიოდში გაიფანტნენ შუააზიის რესპუბლიკებსა და აზერბაიჯანში.

სიკვდილის წინ მამაჩემმა მაქსუდმა მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, ნება მიეცათ დამარხულიყო მშობლიურ მიწაში, მაგრამ თხოვნაზე უარი მიიღო.

ასე რომ, დღემდე არა აქვს ყველა ბარათაშვილს მშობლიურ მიწაზე ცხოვრებისა და დამარხვის შესაძლებლობა“3

7 სოფ. უდის მაჰმადიანი მოსახლეობის ქართული გვარები

▲ზევით დაბრუნება


„... ადიგენის რ-ის სოფ. უდეში 1944 წლამდე ცხოვრობდა მაჰმადიან ქართველთა 9 საგვარეულო ქართული გვარებით: აბულაძე, ბაქრაძე, ბარათაშვილი, ბერიძე, კანჭაძე, კიკნაძე, პეტაშვილი, სარაჯიშვილი, ჩილაშვილი...

XVIII საუკუნემდე სოფ. უდეში მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები ცხივრობდნენ. XVIII საუკუნეში პოლიტიკური და სამხედრო გარდაქმნების შემდეგ უდეში მცხოვრები 50 გვარიდან 10 გვარის ოჯახმა მიიღო მაჰმადიანობა, 40-მა - კათოლიკობა.

მაჰმადიანები სასულიერო განათლებას იღებდნენ არზრუმში, ყარსში და სტამბოლში. კათოლიკეები - სტამბოლში.

1895-1907 წ.წ. მღვდელ იოსებ ჩილაშვილის ინიციატივით სოფ. უდეში ააშენეს კათოლიკური ეკლესია რომაულ სტილში. მაჰმადიანების სულიერმა წინამძღვარმა მოლა ეიბ ჩილაშვილმა ორგანიზება გაუკეთა მეჩეთის მშენებლობას.

... დაახლოებით 1760 წ. სოფ. უდეს მცხოვრებმა ვარდო ჩილაშვილმა მიიღო მაჰმდიანობა და სახელი გიულად გადაიკვეთა („გიული“ თურქულად ვარდს ნიშნავს). გიულის 5 ვაჟი ჰყავდა. მის ერთ-ერთ შვილიშვილს ალიშანს (უფროსი ვაჟის რასულის შვილი) მეტსახელად „კანჭლი“ (ქართული სიტყვიდან „კლანჭი“) შეარქვეს. მასზე ამბობდნენ, რომ ნიჭიერია, მოხერხებული, მარჯვე, ყოჩაღი, გამჭრიახი. ალიშანის შთამომავლობამ მიიღო გვარი კანჭაძე. ერთმა მათგანმა იყიდა მამული სოფ. წარბასთუბანშიდა იქ დასახლდა. გიულის მეორე შვილიშვილი - ეიბი (შუათანა შვილის ომარის ვაჟი) იყო მოლა და შეინარჩუნა ძველი გვარი ჩილაშვილი.

ამრიგად, ერთი ქრისტიანული გვარი - ჩილაშვილი სოფ. უდეში გაიყო ორად და წარმოიშვა მაჰმადიანი ჭილაშვილები, შემდეგ მაჰმადიანი კანჭაძეები.

...როცა სოფ. უდეში მცხოვრები მაჰმდიანი ბაქრაძეების გენეალოგიას ვადგენდით, ამ საქმეში დახმარება გამიწია ამ საგვარეულოს უხუცესმა ხალილ მირზა ოლღი ბაქრაძემ.

მისი ზეპირი გადმოცემით დაახლოებით 1965 წ. ქ. ახალციხიდან სოფ. უდეში გადმოსახლდა ერთი ახალგაზრდა კაცი სახელად იოსებ ბაქრაძე. როგორც ამბობენ, ერთ ხანობას იგი მნათედ მსახურობდა უდეს ეკლესიაში, თავს ირჩენდა მრევლის შემოწირულობით. მის შთამომვლებს მეტსახელად „მოლოზან-გილ“ (მონაზონთა მოდგმა) შეარქვეს. მოგვინებით იგი გამაჰმადიანდა და სახელად ისა დაირქვა, ხოლო გვარად მოლოზნიანთი დაიტოვა (მოგვიანებით „მოლოზნიშვილი“).

ახლად გამაჰმადიანებულ ისა მოლოზნიანთს ქ. ახალციხეში დარჩა ქრისტიანი ძმა გიორგი და ძმიშვილი ლუკა. ლუკა ყოველ შემოდგომაზე ჩამოდიოდა უდეში თავის მაჰმადიან ბიძასთან, სადაც მას სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ატანდნენ ახლობლები.

ისას ორი შვილიშვილი ჰყავდა: უფროსი -საიდი, რომლის შთამომვლობასაც „საიდ-გილ“-ი შეარქვეს, უმცროსი - ჰუსეინი, მისმა შთამომავლობამ კი შეინარჩუნა გვარი „მოლოზნიანთი“2

,,თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის ოჯახების სიების“ (1886 წ.) თანახმად სოფ. უდეში №120 ოჯახის თავად ითვლება სიდ ოღლი მოლოზნიანთი, 45 წლის, ქართველი, მაჰმადიანი-სუნიტი. №121 ოჯახის თავად კი - ეიბ უსეინ ოღლი მოლოზნიანთი, 38 წლის, ქართველი, მაჰმადიანი-სუნიტი.

„...რაც შეეხება გვარს „აბულაძე“, სოფ. უდეს უხუცესების მონათხრობის მიხედვით, ეს გვარი იწყება და-ძმა ელენე და ვანოდან, რომლებიც უდეში ჯავახეთიდან, მთა აბულის ძირიდან გამოსახლდნენ. ელენეს შთამომავლობამ კათოლიკობა მიიღო, ვანოს შთამომავლობამ, კერძოდ მისმა ვაჟმა მეტიმ კი - მაჰმადიანობა და ასე გაჩნდნენ სოფ. უდეში მაჰმადიანი აბულაძეეები.

შემდეგ აბულაძეები გაიყვნენ - მაჰმადიანმა აბულაძეებმა მეტსახელად ,,მეტი-გილი“ (მეტის მოდგმიდან) მიიღეს, მცირე ნაწილმა, ვანოს შვილიშვილის ჰუსეინის შთამომავლობამ კი ,,ადოლ-გილი“ (ადოლის მოდგმიდან) მიიღეს, მცირე ნაწილმა, ვანოს შვილიშვილის ჰუსეინის შთამომავლობამ კი „ადოლ-გილი“ (ადოლის მოდგიდან).“2

იგივე ,,თბილისის გუბერნიის ახალცხის მაზრის ოჯახების სიების“ (1886 წ.) თანახმად სოფ.უდეში №154-დ ჩაწერილია ოჯხის თავი ყოჩი ოსმან ოღლი მეტიშვილი (მეტი აბულაძის შვილიშვილი). ამავე სიების მიხედვით №210-დ ჩაწერილია კომლის უფროსი ალი უსეინ ოღლი ადოლაშვილი, 51 წლის, ქართველი, მაჰმადიანი-სუნიტი (მეტი აბულაძის მეორე შვილიშვილი).

(საარქივო ნომერი 1852).

„მაჰმადიანი პეტაშვილების გენეალოგიის შედგენისას მომეხმარნენ მოხუცები - მაჰმადიანი ალი იშიხ ოღლი პეტაშვილი და ქრისტიანი პეპკა- სტეფანე ჩავუშ ოღლი პეტაშვილი.

მათი მონაცემების მიხედვით 1730 წ. ახალციხიდან უდეში ჩამოვიდა ორი ძმა - ქრისტიანები ყაზრო და პეტრე პეტაშვილები. ყაზროს შთამომავალი არ ჰყავდა, მის ძმას ჰყავდა ორი ვაჟი. უფროსი, სახელად ბერნადე 1760 წ. გამაჰმადიანდა და მიიღო ახალი სახელი - არიფი. რასულ ალი ოღლი პეტაშვილის მონაცმებით პეტაშვილთა გვარი სოფ. უდეში ორად, ქრისტიანებად და მაჰმადიანებად გაიყო. პეტაშვილების ერთი შტო გახდა ჩავუშ-ოღულლარი. აი რატომ: ოსმალების ბატონობის დროს არიფის ძმიშვილი ქრისტიანი პეტრე სოფლის თავი იყო - სერჟანტი (თურქულად „ჩავუშ“), ამიტომ მის შთამომავლებს უწოდეს „ჩავუშ-ოღულლარი“ (ჩავუშის შვილები), თუმცა ისინი ქრისტიანები იყვნენ. 1917-1921 წ.წ., მათ სიტყვა „ჩავუში“ თარგმნეს ქართულად და გახდნენ „გზირიშვილები“.

მაჰმადიანი პეტაშვილები ცხოვრობენ სოფ. უდეს დასავლეთ ნაწილში (რომელსაც ,,დერე მახლესი“ ეწოდება), ქრისტინი პეტაშვილები კი - სოფლის სამხრეთ ნაწილსა და ცენტრში - დიდი ეკლესიის მახლობლად.

10-30/III 943 წ.“2

8 ცოცხალი მოწმეები

▲ზევით დაბრუნება


ნური ხოსაძე, 43 წლის: „წარმოშობით ასპინძის რ-ის სოფ. ზედა ოშორადან ვარ, 6-7 წლის ასაკში მამაჩემის ბიძასთან, მილიაზთან (გარდაიცვალა 1987 წ.) ვმწყემსავდი საქონელს. მოხუცებისაგან ბევრს ისწავლი. აი მაგალითად, მოხუცები ყოვლთვის ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ ქაართველებიდან გამოსული მაჰმადიანები. ჩვენი გვარი დიდია, ისე დიდი, რომ რამდემიმე დამოუკიდებელ გვარად დაიყო.

ჩვენი ძირითადი გვარია ხოსაძე. პაპა მილიაზი ამბობდა, რომ ადრე ჩვენი გვარი შედგებოდა 5 ძმისაგან. შემდეგ ისინი გაიყვნენ და თითოეულმა ახალი გვარი წარმოშვა: ბექირ-გილი, სული-გილი, დრინგო-გილი, ხოკი-გილი და ჩეჩო-გილი. ხოსაძეების მოდგმა ძალიან გიზარდა და ვეღარ ეტეოდა თავის სოფელ ზედა ოშორაში. ამიტომ ხოკი-დედე („დედე“ -პაპას ნიშნავს თურქულად. კ.ბ.) და დრინგო-დედე გადადიან ქვემო ოშორაში, იქ უკვე ახალი გვარებით იწერებიან: ხოკიშვილი და დრინგოშვილი. ეს ხდება დაახლოებით 1700 წ.

1930 -იან წლებში ჩვენი მოდგმის გვარი იყო ბექირაშვილი. ილიაზ პაპა ყვებოდა: „1944 წელს გასახლების მომენტში, სწორედ იმ დროს, როცა აყრილები და გამზადებულბი ვიყავით წასასვლელად, ჩვენთან მოვიდა ერთი პოლკოვნიკი - ქართველი. ჩვენ ბარგის ჩალაგებით ვიყავით დაკავებულები. იგი მოგვიახლოვდა და ქართულად გვკითხა - რა გვარისანი ხართო? მე ვუპასუხე - ბექირაშვილი. არა, რა იყო თქვენი ძველი გვარი? მე ვუპასუხე - ხოსაძე. იგი ატირდა, მომეხვია და გადამკოცნა. ჩვენი ძმა ხარ, მითხრა მან, ჩვენი მოდგმისა ხარ, რამდენი წელი გეძებდით თქვენ, ხოსაძეებს, ახლა კი საკუთარი ხელებით გასახლებთ აქედანო. ეს კაცი ქართველი იყო, ქრისტიანი.“

სხვა რამეებსაც ყვებოდა პაპა. ჩვენი წინაპრებიდან ერთი ძმა ხოსაძე გამაჰმადიანდა, მეორემ დასავლეთ საქართველოში გაქცევა არჩია. მისი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ქუთაისის რაიონში, ქრისტიანები არიან. 1920 წლამდე ისინი ერთმანეთთან სტუმრად დადიოდნენ - ქრისტიანები და მაჰმადინები. რაც შეეხება ჩვენ მაჰმადიან წინაპარს - ის იყო სულითა და ხორცით ძლიერი - გარდაიცვალა 1926 წ. 125 წლის ასაკში და მთელი ამ ხნის განმავლობაში სათავეში ედგა თავის მოდგმას, ყველანი ულაპარაკოდ ემორჩილებოდნენ მას. მაგალითად, 1919 წ. მეზობელ სოფ. იდუმალადან მოსახლეობამ თურქეთში გადასახლება გადაწყვიტა. ჩვენებსაც მოუნდათ იგივეს გაკეთება. ღრმადმოხუცებული გვარის მეთაური წინ აღუდგა მათ სურვილს, აუკრძალა თურქეთში გადასახლება, რადგან იგი მოესწრო მათ ბატონობას - დაახლოებით 30 წლის იყო, როცა ეს მიწა თურქებისაგან გათავისუფლდა. ჩვენები ადრეც აპირებდნენ თურქეთში გადასახლებას - ეს იყო 1898 წ., მოხუცმა მაშინაც არ გაუშვა ისინი.

როდესაც ჩვენ გაგვასახლეს ყაზახეთში, იქ ძალიან მძიმე ცხოვრბა გვქონდა, ვშიმშილობდით. აი, მაშინ, ჩვენი მოხუცები ამბობდნენ - ეჰ, ტყუილად დავუჯერეთ პაპას და არ წავედით თურქეთში, ამ ტანჯვას მაინც გადავურჩებდითო.

დედაჩემი წარმოშობით ქვედა ოშორადან იყო. დღემდე ჩემი ბიძა - დედის ძმა, იგი სამარყანდში ცხოვრობს - ატარებს ქართულ გვარს - ჭუჭულაძეს. დედაჩემსაც დოკუმენტბში ეს გვარი უწერია. მაგრამ, აი, ჩემი ბიძაშვილები უკვე აბასოვებად იწერებიან, მამის სახელის მიხედვით. მე ვკითხე მათ - რატომ გააკეთეთ ეს, რატომ დაკარგთ თქვენი გვარი მეთქი? უზბეკები თავისი წესის მიხედვით მოგვექცნენ, ჩვენ არაფრის გაკეთება შეგვეძლოო - იყო პასუხი. მოხუცები ისევ თავის გვარზე -ჭუჭულაძეზე - იწერებიან“.

(18.05.96. საქართველოს ოზურგეთის რ-ის სოფ. ნასაკირალი)

„თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის ოჯახების სიების“ მიხედვით 1886 წლისათვის სოფ. ზედა ოშორაში დაფიქსირებულია გვარები დრინგოშვილი და ჩეჩეშვილი. სოფ. ქვედა ოშორაში კი - ჭუჭულაშვილი, ხოკიშვილი, დრინგოშვილი.

საიდ კურიშანოვი, 46 წლის: „დავიბადე უზბეკეთში, იქვე ვსწავლობდი, პროფესიით ინჟინერი ვარ. 1989 წლიდან მოზდოკის რ-ში ვცხოვრობ. წარმომავლობით ადიგენის რ-ის სოფ. საირმედან ვართ. მოხუცების მონაყოლის მიხედვით, აგრეთვე ჩვენ ხალხში შემორჩენილი გვარების გათვალისწინებით, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ადრე ჩვენ ყველას ქართული გვარები გვქონდა. და, როგორც მოხუცები ამბობენ, ქართველობიდან მაჰმადიანობაზე გადავედით. მაგალითად, მე ვიცი გვარები: დვალიძე, პაპიძე - საირმედან; კიკნაძე, ბარათაშვილი - უდედან. უზბეკეთში მე ვიცნობდი მუსტაფა ბარათაშვილს. იგი სკოლის დირექტორი იყო, კიდევ კადიმ ბარათაშილს. ისინი უდედან იყვნენ, როგორც უკვე აღვნიშნე მამის მონაყოლის მიხედვით, ჩვენი გვარი იყო ფუტკარაძე, მაგრამ უზბეკეთში გვარები გადაგვიკეთეს, თითქმის ყველას დაგვიმატეს ბოლოსართი „ოვი“ ან მამის სახელის მიხედვით - „ასეთი და ასეთი ოღლი“.

(09.06.96 ვოლგოგრადის ოლქის საბჭოთა მეურნეობა უსტ-პოგოჟი).

მიზამ მამედოვი, 39 წლის: „ჩვენი ნათესავი დედის მხრიდან წარმოშობით ახალციხის რ-ის სოფ. ფერსადანაა. მისი გვარია ჩახალიძე. უზბეკეთში ცხოვრებისას, მასთან სტუმრად ყოფნისას მასპინძლები ერთმანეთში ლაპარაკის დროს მოულოდნელად გადადიოდნენ ქართულ ენაზე. მე ეს მიკვირდა. მე თვითონ ქართული არ ვიცოდი, უზბკეთში დავიბადე, წარმოშობით ახალციხის რ-ის სოფ. ჩურჩუტოდან ვარ. სახლში ჩვენებს ვკითხე, ეს ჩვენი ნათესავები ქართულად რატომ ლაპარაკობენ -მეთქი. იმიტომ, რომ ისინი უხსოვარი დროიდან ქართველები იყვნენო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველა მაჰმადანურ რელიგიურ წესებს ასრულებდნენ - ნამაზი, რამაზან და ა.შ. ისინი დღესაც მშვენივრად ლაპარაკობენ და კითხულობენ ქართულად, ქართულ გაზეთებსაც იღებენ, თუმცა ისევ უზბეკეთში ცხოვრობენ. ჩვენი ნათესავის სახელი და გვარია ზია ჩახალიძე“.

(12. 05. 96. სამტრედიის რ-ის სოფ. კოპიტნარი)

„...ხშირია ისეთი ფაქტები, როდესაც მამა ატარებს ქართულ გვარს, შვილი კი არა, სამოსახლო სამეურნეო წიგნში, სამხედრო საბუთებში მოსამსახურეები პასპორტებში ჩაწერილი არიან თათრულ გვარათ, ანუ უკეთ რომ ვთქვათ თავისი და მამის სახელით. ასე მაგალითად: აწყურის სასოფლო საბჭოს თავმჯდონმარე და მისი ძმა კოლმეურნეობის თავმჯდომარე სოფ. წოხტევში იწერებიან ალიევად, მამა კი ჩხეიძედ. სოფელ აწყურის საშუალო სკოლის დირექტორი იწერება თაიროვად, მამა კი მესხიძედ და სხვა.

სხვათა შორის ზემოხსნებულ ამხანაგებს სურთ შეიტანონ ცვლილება პარტიულ საქმეებში გვარების მხრივ, მაგრამ ამ საქმეს აფერხებს ჯერჯერობით ის, რომ მათ პასპორტებში და სამხედრო საბუთებში შეუძლებელი ხდება შესწორების შეტანა ზემდგომი ორგანოების მითითების გარეშე.

...ხშირად ერთი და იგივე პიროვნების გვარი ცვალებადობაში იყო, ან სწორად რომ ითქვას შეგნებულად უკარგავდნენ ქართულ გვარს. ასე მაგალითად, აგარის სასოფლო საბჭოს მდივანი გვარამაძე ჯუმალი კომკავშირში შევიდა 1924 წ. როგორც გვარამაძე ჯუმალი ჩახალ ოღლი, მგრამ როდესაც 1931 წ. პარტიის კანდიდატად მიიღეს ქართული გვარი არ ჩაუწერეს და „მონათლეს“ ჯუმალ ჩახალ ოღლად ეროვნება კი „თურქი“ ეს მავნებლური სიმახინჯე შესწორებული იქნა 1938 წ. მან თავისივე თხოვნით თავისი გვარი და აგრეთვე ეროვნებაც დაიბრუნა, ჩაგვაწერინა გვარამაძე ჯუმალ ჩახალის ძე, ეროვნება ქართველი. ამის შესახებ მან შემდეგი განუცხადა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებს: „... ასეული წლობით შენარჩუნებლი გვარი კინაღამ არ დამიკარგეს... ეხლა კი გვარიც დავიბრუნე და ჩემი ნამდვილი ქართული ეროვნებაც“8

ბახში გალუსტოვი, 70 წლის: „ამ დღეებში კურორტზე შევხვდი ახალგაზრდას, რომელიც ცხოვრობს მუღანში (აზერბაიჯანში -კ.ბ.). მისი გვარია ბაქრაძე. ის გვარის შეცვლას აპირებს. უფროსმა ძმამ უკვე გამოიცვალაო. იძულებულნი არიან ეს არ გააკეთონ, რადგანაც მათ საყვედურობენ, შენიშვნებს აძლევენ: ,,თურქები ხართ, და როგორ შეიძლება ატაროთ გვარი „ბაქრაძე!“

მე ვიცნობდი მამამისს. ჩვენ ერთ საბჭოთა მეურნეობაში ვცხოვრობდით ანდიჟანის ოლქში (უზბეკეთი -კ.ბ.). ის ატარებდა ქართულ გვარს და არავინ საყვედურობდა ამისათვის. მე მშურდა მისი - მას თავისი გვარი აქვს, არ დაკარგა. აი, შვილები კი იცვლიან, რა საწყენია! ბოლო აღწერის დროს ხომ იგი თურქად ჩაეწერა, აგიტატორები დადიოდნენ სახლებში და ყველას აფრთხილებდნენ, თურქებად ჩაწერილიყვნენ“.

(31.01.89. წერილი ესენტუკიდან)

ალიხან ყურაძე, 58 წლის: ,,წარმოშობით აბასთუმნიდან ვარ. საერთოდ ჩვენ აბასთუმნის მკვიდრნი არა ვართ. ჩვენ ვართ კურორტ აბასთუმნიდან ჩამოსახლებულნი. 1895 წ. ჩვენი ორი წინაპარი გადასახლდა თურქეთში. ორი წლის შემდეგ ერთი მათგანი - მამაჩემის პაპა - უკან ბრუნდება, მაგრამ მათი სამოსახლო უკვე გაპარტახებული იყო, დიდი პაპა ცოტა უფრო ქვევით - სოფ. აბასთუმანში.

ჩვენს მოდგმას ყურადა-გილს უწოდებდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა „ყურადა“, მაგრამ როგორც კი 1972 წ. საქართველოში დავბრუნდი და მაშინდელი მახარაძის რ-ის ნასაკირალის საბჭოთა მეურნეობაში დავსახლდი, მანამდე ჩემთვის უცნობ ქართულ ენასთან შეხებამ ნათელი მოჰფინა ამ სიტყვის მნიშვნელობას. ვფიქრობ, რომ იგი მოდის ქართული სიტყვისაგან „ყურადღება“. ალბათ ჩვენი გვარი ნიშნავდა ყურადღებიან კაცს... მოგვიანებით რადიოში მოვისმინე გადაცემა ასპინძის რ-ში მცხოვრები ტრაქტორისტის შესახებ, რომლის გვარიც იყო „ყურადაძე“. მივხვდი, რომ რადგანაც მესხეთის მკვიდრი ატარებს გვარს, აქ საეჭვო არაფერია - ჩვენი გვარიც ეს იქნება. სამწუხაროდ, გვარის აღდგენის დროს შეცდომით ჩავაწერინე გვარი ყურაძე და არა ყურადაძე.

რაც შეეხება ქართულ გვარებს, რომლებიც შეინარჩუნა ჩვენმა ხალხმა... რატომ შეინარჩუნა ასე გულმოდგინედ: განა შეიძლება ძალად თავსმოხვეული ასე ხანგრძლივად შეინარჩუნო? თუ ეს გვარები თავსმოხვეული იყო, ხომ შეიძლება შემდეგ მოგვეშორებინა ისინი? მაგრამ ნახეთ - ყველა ოჯახში იციან თავისი მოდგმის სახელი, გვარები, ე.ი. ეს ჩვენს სისხლშია გამჯდაარი და თაობიდან თაობას გადაეცემა. აქ არ შეიძლება რაიმე ფალსიფიკაციას ჰქონდეს ადგილი, ჩვენ ნამდვილი ქართველები ვართ. მაგრამ არა ქრისტიანი ქართველები, არამედ მაჰმადიანი ქართველები.

1876 წ. ჩვენ წავედით ადიგენის რ-ში დაკარგული გვარების მოსაძებნად. სამხედრო კომისარიატში გვიჩვენეს ომში გაწვეულთა სიები. ძალიან საინტერესო სიები იყო. მაგალითად, სოფ. კეხოვანი. დასაწყისში წერია: „ხოზრევანიძე ასლანი“, შემდეგ ჩაწერილია ამ სოფლის ყველა ხოზრევანიძე, მაგრამ გვარის გარეშე. გვარის ადგილი ცარიელია. გვერდით კი სახელი და მამის სახელია მიწერილი. ასე დაახლოებით 20 კაცია ჩაწერილი, შემდეგ მოდის სხვა ქართული გვარი და ზუსტად ასევე - ქვემოთ მიწერილია ამ გვარის მატარებელთა მხოლოდ სახელები და მამის სახელები.

ძალიან გაგვაკვირვა ამან და ვიკითხეთ, რატომ არის ასე? გვიპასუხეს, რომ ასეთი ორმაგი პოლიტიკა იყოო, შედეგებისაგან თავი რომ დაგვეზღვია. თუ უცებ დაიწყეს ძიება, რატომ გადაასახლეს თურქები? ჩვენ ვუპასუხეთ, ქართველები გავასახლეთ-თქო, ნახეთ მათ სუყველას ქართული გვარები აქვთ. თუკი პირიქით დაისმება საკითხი - ქართველები რატომ გადაასახლეთო - მაშინ პასუხი იქნება - ისინი ყველა თურქები იყვნენ. ხედავთ, აქ მხოლოდ ერთი ხოზრევანიძე ასლანია ქართველი, დანარჩენები თურქები იყვნენ.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი დეპორტაცია წინასწარ საგულდაგულოდ იყო მომზადებული. აი, გვარებსაც გვართმევდნენ. ჩემს განსვენებულ ბიძას ჯუმალს - იგი სოფ. სვირიდან იყო - 1952 წ. წაართვეს ქართული გვარი. ეს იყო ბუხარაში. მისი გვარი იყო მჭედლიშვილი. იგი ჩაწერეს ჯუმალ მურსალ-ოღლად. მოგვიანებით იგი ჩავიდა სოფ. სვირში, რათა მოენახა დოკუმენტები და აღედგინა გვარი. ეძება, საწყალმა, მაგრამ ვეღარაფერი იპოვა. სოფლის მმაჩის ჩანაწერებიც კი განადგუებული იყო. არადა, ხომ ცხოვრობდა ეს კაცი 1944 წლამდე სოფ. სვირში და ატარებდა მჭედლიშვილის გვარს. სად გაქრა ეს გვარი? ვერც ერთი დოკუმენტი ვერ აღმოაჩინა.“

(18.05.96. ოზურგეთის რ-ის სოფ. ნასაკირალი)

მარვა ქინდიევი, 61 წლის: ,,წარმოშობით ახალციხის რ-ის სოფ. საყუნეთიდან ვარ. საქართველოში ყოფნისას, ჯერ კი დევ 1930-იან წლებში ჩვენი ოჯახი ატარებდა გვარს - ქინდელაძე. ძალიან საინტერესოა მისი წარმოშობის ისტორია. პაპაჩემმა შეიყვარა ქალიშვილი ჯავახეთის სოფ. ქილდადან და მოიტაცა იგი. ეს ამბავი ისე დაამახსოვრდათ თანასოფლელებს, რომ ჩვენს მოდგმას შეარქვეს „ქინდელა-გილი“, აქ „ქილდა“ „ქინდელად“ შეიცვალა. ჯერ უბრალოდ ქინდელა-გილი, მოგვიანებით - ქინდელაძე. შემდეგში, გადასახლებაში ყოფნისას ჩვენ გვარს ქინდიევად წერდნენ. და დღემდე ამ გვარს ვატარებთ. საერთოდ კი, ჩვენი ძველი გვარი იყო ტაბატაძე. ჩემი „აბლა“ - ბიცოლა - ქართველი ქრიტიანია, მისი და სონა დღესაც ცოცხალია და ცხოვრობს სოფ. წყორძაში. მასთან სტუმრად ყოფნისას დეიდა სონამ მკითხა: ,,მარვა, თქვენი ძველი გვარი დამავიწყდა. ვიცი, რომ ძალიან კარგი გვარი იყო, მაგრამ რომელი არ მახსოვს; მე ვუთხარი: „დეიდა, ნუთუ მართლა გადაგავიწყდათ?“ „ვფიცავ, მართლა. იქნება შენ გახსოვს?“ მე ვუპასუხე: „რასაკვირველია, მახსოვს. ჩვენი ძველი გვარი იყო ტაბატაძე“. თუ შესაძლებელი იქნება, მე აღვიდგენდი ამ გვარს“.

(12.05.96. სამტრედიის რ-ის სოფ. კოპიტნარი

ზაქირ ცაცანიძე, 60 წლის: „წარმოშობით ადიგენის რ-ის სოფ. ღაღვიდან ვარ. როცა ჩვენ გაგვასახლეს, მე პატარა ბიჭი ვიყავი. მამაჩემი იმ მომენტში სახლში არ იყო, თავისი ძმის სანახავად იყო წასული. ისინიც გაასახლეს. ამბობდნენ, რომ მამაჩემი მოხვდა შუააზიის ქ. ოშში, მაგრამ ვეღარ ვნახეთ. ჩვენ თვითონ ნამანგანში მოვხვდით, სასტიკი ზამთარი გადავიტანეთ. მაინც გავუძელით.

ჩვენი მთავარი პაპა, უფრო სწორად პაპისპაპა იყო შაი-დედე. მისი შვილები იყვნენ თურან-დედე და რაჯაბ-დედე, გვარად ცაცანიძეები. თურან-დედეს შვილი იყო აჰმედი. ამ აჰმედის შვილი ვასიფი არის მამაჩემი ჯალალის ბიძაშვილი. მოხდა ისე, რომ ისინი გადაურჩნენ გასახლებას, უფრო ადრე დასახლდნენ ნასაკირალში, ისინი ეხლაც ნასაკირალში ცხოვრობენ. ისინიც ცაცანიძეები არიან. ჩვენ საქართველოში დავბრუნდით 1985 წ., მოვნახეთ ძია ვასიფის ოჯახი. იმ დროისათვის ძია ვასიფი უკვე გარდაცვლილი იყო. ძალიან გავიხარეთ, რომ აღმოვაჩინეთ ნათესავები. ამასთანავე გავიგეთ დაკარგული გვარი - ცაცანიძე. მაშინ მე ვატარებდი გვარად ჯალალოვს - უზბეკურ ყაიდაზე, იქ გვარები მამის სახელის მიხედვით იწერება. უზბკეთში რომ მოვხვდით, ასე ჩაგვწერეს. თანაც სხვადასხვაგვარად. მე და ჩემი ერთ-ერთი და საფია გავხდით ჯალალოვები. მეორე და და ძმა ჩაწერეს დედის მიხედვთ. დედაჩემი ადიგენის რ-ის სოფ. ნამნიაურიდან იყო წარმოშობით. სახელად სულთანი. მამამისს ერქვა აზიზი. დოკუმენტების მიხედვით იგი გახდა აზიზოვა სულთანი. ამის მიხედვთ ძმა გახდა - აზიზოვი ბაშატი, და აზიზოვა პოპომა. ისინი დღემდე ამ გვარით ცხოვრობენ უზბეკეთში. ჩვენ თავს ქართველებად ვთვლით. თავის დროზე ჩვენი წინაპრები ქრისტიანობიდან მაჰმადიანობაზე გადავიდნენ. არავინ გვიკრძალავს შევასრულოთ ნამაზი და დავიცვათ რამაზანი. აქ ახლოს მეჩეთიც კი არის“.

(19.05.96. ოზურგეთის რ-ის სოფ. ნასაკირალი).

ფაზლიათ ჯანაევა, 56 წლის: „წარმომავლობით ახალციხის რ-ის სოფ. აწყურიდან ვარ. თავიდან ჩვენი გვარი იყო ღონღაძე, მაგრამ შემდეგ აი რა მოხდა. ერთ-ერთი ჩვენი წინაპარი თავისი ქორწილის დღეს გარდაიცვალა (ეს მოხდა დაახლოებით 5 თაობის წინ). მისმა ქვრივმა გააჩინა ბიჭი. ბებია მეტისმეტი სიყვარულით ბავშვს „ჯანიკოს“ უძახდა. უსახსრობის გამო ბებია იძულებული იყო მოწყალების სათხოვნლად ევლო და როცა რაიმეს მიაწოდებდნენ, ჯიბეში იდებდა და თან დააყოლებდა „ეს ჩემი ჯანიკოსთვის“. ყველამ ისე მიაჩვია ყური ამ სიტყვას, რომ მათ მოდგმას ჯანაშვილი დაარქვეს. ასე გადავიქეცით ღონღაძეებიდან ჯანაშვილებად. როცა რუსები მოვიდნენ, ჩვენ ჯანაევებად ჩაგვწერეს დღეს ამ გვარს ვატარებთ.

რაც შეეხება ქართული ენის ხმარებას, ჩვენთან აწყურში უკლებლივ ყველა ლაპარაკობდა ქართულად. მაგრამ უკეთესად იცოდნენ ქართული ენა სოფლებში ყამზა და ინდუსა. გადასახლებაში ყაზახეთში ვცხოვრობდით, იქვე ცხოვრობდნენ ყამზადან, ინდუსადან და ოშორადან გადასახლებულები. ინდუსას და ყამზას მკვიდრები ყველა ქართულად ლაპარაკობდა. ჩვენ დიალექტზე უფრო კაცები ლაპარკობდნენ, მათ უფრო უწევდათ გარეთ სიარული და ასე ისწავლეს. ქალებმა და ბავშვებმა კი, როდესაც სულ სახლში ისხდნენ, მხოლოდ ქართული იცოდნენ. ისინი ამბობდნენ: „ოშოროლებმა გვასწავლეს ყაზახეთში თურქულად ლაპარაკიო, თორემ ჩვენ მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობდითო“.

(26.04.96. ხაშურის რ-ის სოფ. ცხრამუხა)

მარვა ქინდიევი, 61 წლის: „ინდუსელები ლაპარაკობდნენ სანახევროდ ქართულად, სანახევროდ ჩვენებურად. მე ვიყავი პატარა ბიჭი, როცა მამამ თან წამიყვანა სტუმრად თავის ბიძასთან დედის მხრიდან. სანამ უფროსები ლაპარაკობდნენ, მე აქეთ-იქეთ ვიყურებოდი. ვხედავ ჩვილი ბავშვი აკვანში წევს და თავსახური შეხსნილი აქვს. იქვე გოგონა, დაახლოებით ჩემი ხნისა, ეუბნება დედამისს ჩვენ ენაზე „აბა, ჟოღულ უნ თავი აჩილმიშ, ბაღლა“ („დედა, ბავშვს თავი შიშველი აქვს, დაახურე...“) მან „თავი“ ქართულად თქვა და ეს იმდენად სასაცილოდ მეჩვენა, რომ გადავიხარხარე და დავიწყე გამოჯავრება: „თავი აჩილმიშ, თავი აჩილმიშ...“ გოგონა გაბრაზდა, გამოიწია ჩემკენ საცემრად, მაგრამ არ გაუშვეს - მე ხომ სტუმარი ვიყავი. მე კი ვაგრძელებდი: „თავი აჩილმიშ, თავი აჩილმიშ...“

(12.05.96. სამტრედიის რ-ის სოფ. კოპიტნარი)

აი, რას წერს გ. ბოჭორიძე, რომელმაც 1932-1933 წლებში იმოგზაურა სამცხე-ჯავახეთში:

„ინდუსას სახლობენ ქართველი მაჰმადიანები 100 კომლი. ...სოფელში ქართულს ყველა მშვენივრად ლაპარაკობს, თათრულს - უფრო კაცები, ყველანი ნახევრად ქართულს, ნახევრად თათრულს ლაპარაკობენ. უღელი ხარი წისქვილში გიალ (მიდის), ბოლოდან ყალდურ (ასწიეო), ექვსი ბულილი, კოხტა წანტა, ტუმრების მოგგული და სხვ.“4

ბახში გალუსტოვი, 70 წლის: „ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სიმართლე, უნდა იცოდეს თავისი ფესვები. იშვიათად ვინმეს თუ ხვდომია წილად ისეთი ბედი, როგორიც ჩვენ ხალხს ერგო. მიწის ყველა ნაგლეჯს თავისი სახელი ერქვა - მინდვრებს, ბაღებს, ხეობებს, ხრამებს, მთის მწვერვალებს, ნაკადულებს, ბორცვებს - ყველას ქართული სახელი ერქვა: ჭიანჭველა, საცურავი, კლდეკარა, კლდეძერა, სათავე, პეტრაული და ა.შ. საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა ეს სახელწოდებები. 1944 წ. კი ეს ყველაფერი ერთბაშად მოიკვეთა. და, აი, უკვე 45 წელია ამ ადგილებს აღარავინ უწოდებს თავის სახელს.

მე 1984 წ. ვიყავი სამშობლოში და ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. აგარიდან რომ გახვალ, მოჩანს მაღალი მთა, მას რუგეთი ჰქვია. ესეც კი არავინ იცოდა - მე ვეკითხები მათ ამის შესახებ. ვიკითხე სკოლის ზარის შესახებ. აღარ არის, დაკარგულია. არადა, ეს იყო ეკლესიის ზარი. ბავშვობაში ძლივძლივობით დავათმობინეთ ბაბუა ომარ ფოცხვერაძეს არ უნდოდა მოცემა, ამბობდა, რომ მისმა პაპამ ჩამოხსნა ეს ზარები სამრეკლოდან, თურქებს დაუმალა, ერთი დიდი იყო, მეორე პატარა. პატარა ჩვენ წამოვიღეთ და სკოლის ზარად დავკიდეთ - ეს იყო 1938 წ., როცა ჩვენთან სკოლა გახსნეს.

... როცა სამშობლოში ვცხოვრობდით, ჩვენთან სიტყვა „თურქს“ არ ხმარობდნენ. ჩვენ თავს მაჰმადიანებს ვუწოდებდით. უზბეკები „კაპკაზ“-ს (კავკასიელი - კ.ბ.) ვისაც პასპორტი ჰქონდა, მასში ჩაწერილი იყო ეროვნება „აზერბაიჯანელი“. ნამდვილი თურქები თავის ისტორიულ სამშობლოდ შუააზიას თვლიან, მეორე სამშობლოდ - ეხლანდელ თურქეთს. ჩვენ კი სმშობლოდ საქართველოს ვთვლით. ბევრს ახსოვს, ძველები ჩვენში როგორ ლოცულობდნენ ალაჰს ქართულ ენაზე.

ახლა სოფლების ქართული დასახლებები ვიკითხოთ. მინდვრები, მდელოები, მთები, ხეობები, კლდეები, ბილიკები - ყოველ მათგნს ქართული სახელწოდება აქვს. ახლა იქ სხვა ადამიანები ცხოვრობენ - ჩვენს შემდეგ მოსულები. მათ არ იციან ყოველივე ეს. ამის სწავლება შეუძლებელია, იგი თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს. ჩვენმა პატარა ბავშვებმაც კი იცოდნენ რომელ ადგილს რა სახელი ერქვა.

ჩვენ ახლომახლო სოფლებში არ ცხოვრობდნენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველები, მაგრამ ჩვენი სოფლის საყუნეთის - ცენტრში იდგა მართლმადიდებლური ეკლესია. ვისთვის ააგეს ის? მას უწოდებდნენ „გიორგიწმინდის ეკლესიას“. ჩვენმა წინაპრებმა არ დაანებეს თურქებს დაენგრიათ ეს ეკლესია. მაისში, აღდგომის დროს ამ ეკლესიაში სალოცავად მოდიოდნენ ადამიანები ბორჯომის რ-ის სოფლებიდან. მათთან ერთად ჩვენი სოფლის მთელი მოსახლეობა დროს ატარებდა ეკლესიის გარშემო.

რამდენი ჩამარხული შესქელებული ღვინით სავსე ქვევრი ამოგვითხრია მიწიდან. მაგალითად აწყურში. კარგად მახსოვს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენთან მესხეთში განვითარებული იყო მევენახეობა. ვინ და რატომ გადააშენა ვაზი?

ჩვენმა სალაპარაკო ენამ დღემდე შემოინახა ქართული სიტყვები. მე ვაგროვებ ამ სიტყვების ლექსიკონს, რომელიც ხმარებაში გვაქვს და არაფერი აქვს საერთო თურქულ ენასთან: „ხინკალ“, „კურკა“, „ლაყე“, „ცურ“... საიდან გვაქვს ქართული გვარები? მაჰმადიანური რჯულის არც ერთი ხალხი არ ატარებს გვარებს, მათთვის პაპის სახელიდან იქმნება გვარი, ჩვენ კი ყველას გვაქვს გვარი.

რა თამაშებით ვერთობოდით ბავშვობისას? ქამრები, ფურნები, დაქარი, ქვა გადაბრუნდა, ყოჩი და ა.შ. ესენი ხომ ქართული თამაშობებია.

ასეთი მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება...

მე მტკიცედ მწამს, რომ მესხები ქართველებია. ეს ფაქტია ეს ისტორიაა. ეს ჩვენ ვართ ცოცხალი მოწმეები!..

(23.03.89. წერილი ესენტუკიდან)

9 ინფორმატორთა ნუსხა

▲ზევით დაბრუნება


1996 . მარტი -ივნისი

1. ქავთარაძე გიორგი - არქეოლოგი, ისტორიის მეცნ. დოქტორი, ქ. თბილისი

2. ლაფაჩი ციური - ახალციხის ისტორ. მუზეუმის დირექტორი, ისტ. მეცნ. კანდ.

3. მესხიშვილი ცირა - ახალციხის ისტორიული მუზეუმის მეცნ. თანამშ.

4. ხოსიტაშვილი სერგო - პენსიონერი, ახალციხის ისტორ. მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ისტ. მეცნ. კანდ.

5. მედულაშვილი ზეზვა - ლინგვისტი-აღმოსავლეთმცოდნე, ქ. თბილისი

6. ბერაძე ციალა - საქართველოს ადიგენის რ-ის მმაჩის განყ. გამგე

. თბილისში გამოკითხული მესხები

7. აშრაფოვი ისა - საქართველოს რ-ის სოფ. სამყურეს მკვიდრი

8. მამედოვი რასული - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. წახანის მკვიდრი

9. ხასანოვი იასინი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. ტობას მკვიდრი

10. რასულოვი ქარიმი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. წახანის მკვიდრი

11.მავლიუდოვი რაშიდი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. სვირის მკვიდრი

12. გალუსტოვი ბახში - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. საყუნეთის მკვიდრი (წერილი)

13 მამედოვი ნურალი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. უნწას მ კვიდრი (წერილი)

საქართველოს ხაშურის -ის სოფ. ცხრამუხაში გამოკითხული მესხები

14. მეტონიძე ბადრი - საქართველოს ასპინძის რ-მის სოფ. ქვედა ოშორას მკვიდრი

15. ყულაევი ფადლი - საქართველოს ასპინძის რ-ის სოფ. ქვედა ოშორას მკვიდრი

16.ზუბანოვა მინაიათი - საქართველოს ასპინძის რ-ის მკვიდრი

17.ჯანაევა ფაზლიათ - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. აწყურის მკვიდრი

საქართველოს სამტრედიის -ის სოფ. კოპიტნარში გამოკითხული მესხები

18. იბრაგიმოვი სეიფულა - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. ქიქინეთის მკვიდრი

19. მამედოვი მიზამი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. ჩურჩუტოს მკვიდრი

20. შადიმანოვა ფიქრია - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. კორტოხის მკვიდრი

21. მუსტაფაევი ნურადინი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. ჩურჩუტოს მკვიდრი

22. ფახლევან-ოღლი ყარა - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. ვარხნის მკვიდრი

23. ეიუბოვი ზაქარია - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. ქიქინეთის მკვიდრი

24. იბრაგიმოვა შამზათი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. ყურათუბნის მკვიდრი

25. აბიბოვი ისა - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. პატარა სმადას მკვიდრი

26. ქინდიევი მარვა - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. საყუნეთის მკვიდრი

27. სულთანოვა ნაზირა - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. საყუნეთის მკვიდრი

28. ქამალოვი ომარი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. ვარხნის მკვიდრი

29. ბექაძე ჯალილი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. ორფოლას მკვიდრი

30 ქინდიევი ჰამიდი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. საყუნეთის მკვიდრი

31. მამედოვი მირზამადინი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. ჩურჩუტოს მკვიდრი

საქართველოს ოზურგეთის -ის სოფ. ნასაკირალში გამოკითხული მესხები

32. ხოზრევანიძე ისმიხანი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. კეხოვანის მკვიდრი

33. მოლოძე მალიკი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. აბასთუმნის მკვიდრი

34. ყურაძე ალიხანი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. აბასთუმნის მკვიდრი

35. ლაზიშვილი ხედიე - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. აბასთუმნის მკვიდრი

36. ბერიძე ჟალარა - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. მუღარეთის მკვიდრი

37. კაციშვილი გიულბატონი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. ფხეროს მკვიდრი

38. ხოსაძე ნური - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. ზედა ოშორას მკვიდრი

39. აცანიძე ზაქირი - საქართველოს ასპინძის რ-ის სოფ. ღაღვის მკვიდრი

40. ბექაძე რუსტემი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. ორფოლას მკვიდრი

41. ბექაძე სულთანი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. საყუნეთის მკვიდრი

42.ბექაძე შახმურადი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. ორფოლას მკვიდრი

43. იორდანიძე ხალიდა - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. ორფოლას მკვიდრი

აზერბიჯანში გამოკითხული მესხები

44. აშრაფოვი ანვარი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ.სამყურეს მკვიდრი

45. ახმედლი ნათელა - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. ლეღოვანის მკვიდრი

46. უსმანოვი ძაფიზი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. არზნეს მკვიდრი

47. ტაშტანოვი ხალიდი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. ფლატეს მკვიდრი

48. გულიევი შაბანი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. ვარხნის მკვიდრი

49. ზაუტაძე შახინი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. ბოგას მკვიდრი

ვოლგოგრადის ოლქში გამოკითხული მესხები

50. აბიბოვი დურსუნი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. პატარა სმადას მკვიდრი

51. უსტა ხალილ-ოღლი ნიდაიმი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. პატარა სმადას მკვიდრი

52. აზიზოვი რიზმანი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. ჯაყისმანის მკვიდრი

53. ჭილაძე მეხრი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. ჭელას მკვიდრი

54.ალიევი ნიაზი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. ჯაყისმანის მკვიდრი

55. ხურიშანოვი საიდი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. საირმიას მკვიდრ

56. რიზმანოვი ჯუმალი - საქართველოს ახალციხის რ-ის სოფ. ჯაყისმანის მკვიდრი

57. აბიბოვი მავლუდი - საქართველოს ადიგენის რ-ის სოფ. პატარა სმადას მკვიდრი

10 ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


1. ი. ჭავჭავაძე. „ოსმალოს საქართველო“, რჩ. ნაწ. კრებული, ტ.II, თბილისი, 1941 წ., გვ. 309-312

2. ლ. ბარათაშვილი. „სოფელ უდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული აღწერა“, 1943-1944 წ.წ. (ლ. ბარათაშვილის გამოუქვეყნებელი არქივიდან).

3. ლ. ბარათაშვილი, კ. ბარათაშვილი. „ჩვენ მესხები ვართ“, „განთიადი“ №№5,6, 1988 წ., №1, 1989 წ.

4. გ. ბოჭორიძე. „მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში“, თბილისი, „მეცნიერება“. 1992 წ.

5. ი. მაისურაძე. „ქართული გვარები და სახელები“, თბილისი, 1990 წ.

6. ი. მაისურაძე. „ახალციხისა და ასპინძის რაიონების სოფლების 1938-1939 წ.წ. აღწერა“ (ხელნაწერი, ახალციხის ისტორიული მუზეუმი)

7. ს. ხოსიტაშვილი. „1944 წლამდე სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ქართველ მაჰმადიანთა გვარების სიები“ (ხელნაწერი, 1976, ახალციხის ისტორიული მუზეუმი).

8. ჟურნალი „საბჭოთა სამართალი“, 1989 წ. № 7, გვ. 61-62.

საქართველოს სახელმწიფო ისტორიული არქივი

1. ახალციხის მაზრის ძველი კამერალური აღწერა, 1839 წ., (რუსულ ენაზე)

2. თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის კამერალური აღწერა, 1842 წ.,(რუსულ ენაზე)

3. თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის სოფლების კამერალური აღწერა, 1850 წ., (რუსულ ენაზე)

4. ახალციხის მაზრის სოფლების კამერალური აღწერა, 1860 წ., (რუსულ ენაზე)

5. ახალციხის მაზრის კამერალური აღწერა, 1863 წ., (რუსულ ენაზე)

6. თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის სოფლების კამერალური აღწერა, 1873 წ., (რუსულ ენაზე)

7. თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის სოფლების ოჯახების სიები, 1886 წ., (რუსულ ენაზე)

8. სახაზინო მიწების მფლობელ აღათა და ბეგების სიები, 1847 წ., (რუსულ ენაზე)

9. თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის მიწისმფლობელთა სიები. 1887 წ.,

(რუსულ ენაზე)

10. ამიერკავკასიის მხარის მოსახლეობის კამერალური აღწერის წარმოების წესები, 1872 წ., (რუსულ ენაზე)

11. კავკასიის სტატისტიკური კომიტეტის ჟურნალი და ინსტრუქცია ოჯახური სიების შესახებ, 1886 წ. (რუსულ ენაზე)

12. თანდართული ამონაწერების მიხედვით 1847-1854 წ.წ. კამერალური აღწერების გადამოწმების და ყველა გამორჩენილი ადგილის შესახებ (რუსულ ენაზე)

13. ახალციხის საერობო განყოფილების საერობო შუამავლის მიერ მოწოდებული ოქმი ახალციხის მაზრის კლდის სასოფლო თემის 20 სოფლისა, 1886 წ. 4 ოქტომბერი, (რუსულ ენაზე)

14. ახალციხის მაზრის 2%25-იანი მოსაკრებელის გადამხდელთა ანბანური სია, 1886 წ. (რუსულ ენაზე)

15. ხერთვისის უბანს მიკუთვნებული ხაზინის გლეხებისა და სოფლის მამასახლისების შესახებ, 1844 წ. (რუსულ ენაზე)

16. ახალციხის მაზრის აწყურის უბნის მხვნელ-მთესველთა სია, 1847 წ. (რუსულ ენაზე)

17. თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის კერძო საწარმოებიდან მიღებული ამონაგებიდან პროცენტულობისა და განაწესების მოსაკრებლების გადამხდელთა სია, 1899 წ. (რუსულ ენაზე)

18. აბასთუმნის სახლის მფლობელთა სია, 1916-1917 წ.წ. (რუსულ ენაზე)

საქართველოს კომუნისტური პარტიის არქივის დოკუმენტები

1. მოხსენებითი ბარათი ახალციხის მაზრის პარტორგანიზაციების სოციალური და ეროვნული შემადგენლობის შესახებ 1929 წ. 1 ივლისისათვის (რუსულ ენაზე)

2. კომუნისტი რიზა ანდრიან ოღლი ხმალაძის პირადი საქმე, 1929 წ. (რუსულ ენაზე)

3. ახალციხის სოფლის საბჭოს ღარიბთა ჯგუფის კონფერენცია, 1930 წ. (რუსულ ენაზე)

4. სიები და მონაცემები პარტორგანიზაციების მიხედვით, 1935 წ. (რუსულ ენაზე)

თანამგრძნობელთა ჯგუფი, 1936 წ. (რუსულ ენაზე)

5. თანამგრძნობელთა ჯგუფი, 1936 წ. (რუსულ ენაზე)

6.პარტიული დოკუმენტების შეცვლა, 1936 წ. (რუსულ ენაზე)