![]() |
გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა პროგრამასთან თანამშრომლობა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა UNDP |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოებისათვის ნიუ იორკი და ჟენევა, 2008 გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე სახელმძღვანელოსათვის წინასიტყვაობის დაწერა ჩემთვის ერთ-ერთი პირველ ქმედებათაგანია, რასაც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის რანგში ვაკეთებ. ვფიქრობ, ეს მაძლევს საშუალებას, ჩემს ახალ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე განვაცხადო ის, რისიც მთელი ჩემი კარიერის მანძილზე მჯეროდა. კერძოდ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ტრანსფორმაციის შესაძლებლობა. შეუძლებელია ვერ აცნობიერებდე იმ წვლილს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ შეიტანა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების განვითარებაში, მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში და წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილული ადამიანის უფლებათა მექანიზმების ფუნქციონირებაში. დღეს, როგორც ყოველთვის სამოქალაქო საზოგადოების აზრს, პრაქტიკულ ცოდნას და კვლევით საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელს მსოფლიოში სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის მიღწევაზე მიმართული ადამიანის უფლებათა მოძრაობისათვის.
ჩემი ოფისისათვის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება, რამდენადაც ეს ხელს უწყობს ჩვენი საერთო ინტერესების განხორციელებას, ეხმიანება ჩვენს საერთო ხედვებს პრობლემებთან მიმართებაში და ეხმარება ჩემს ოფისს თავისი მისიისა და ინიციატივების განხორციელებაში.
სამოქალაქო საზოგადოების წვლილმა ასევე გაამდიდრა იმ დამოუკიდებელ ექსპერტთა მუშაობა, რომლებიც ემსახურებიან ადამიანის უფლებათა არსებულ მექანიზმებს, მათ შორის სახელშეკრულებო ორგანოებს და სპეციალურ პროცედურებს. მათი წონა და ცოდნა ასევე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ახალი მთავრობათაშორისი ორგანოს მუშაობაზე, რომელმაც 2006 წელს შეცვალა ადამიანის უფლებათა კომისია.
ადამიანის უფლებათა დამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დარგში თავიანთ მუშაობას სხვადასხვა გზებით ახორციელებენ: ისინი იძლევიან ინფორმაციას; ეწევიან ადამიანის უფლებათა პოპულარიზაციას; ამზადებენ ანგარიშებს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და დახმარებას უწევენ დარღვევათა მსხვერპლთ; ისინი ასევე აწყობენ კამპანიებს ადამიანის უფლებათა ახალი სტანდარტების ჩამოყალიბების მხარდასაჭერად. ისინი ამას თავიანთი თემებისა და აუდიტორიებიების მაჯისცემის გათვალისწინებით აკეთებენ. ისინი მსხვერპლთ საშუალებას აძლევენ აიმაღლონ ხმა დარღვევების შესახებ -ხშირად, მათი დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მათი პრობლემების მიტანა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფორუმებსა და მექანიზმებამდე. სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კარგად იყვნენ გაცნობიერებულნი ადამიანის უფლებათა ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო ინსტიტუტების ფუნქციონირების დეტალებში. წინამდებარე სახელმძღვანელო სწორედ ასეთი მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული.
და ბოლოს, ნება მიბოძეთ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წინამდებარე სახელმძღვანელოს გამოცემა მიეძღვნა ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის სამოცი წლისთავს. დეკლარაციის დანაპირები - ყოველი ჩვენთაგანისათვის სამართლიანობის, ღირსებისა და ადამიანის უფლებების მიღწევა ჯერ კიდევ მომავლის საქმეა.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უნივერსალური დეკლარაციით განცხადებული პრინციპები ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა ჯგუფებისა და თემებისათვის, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით. მჯერა, რომ წინამდებარე სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოების ცოდნის გაღრმავებასა და გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სისტემასთან მათი თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ეს მოკრძალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც მოემსახურება ჩვენი ერთობლივი მიზნების მიღწევას - ადამიანის უფლებები, ღირსება და თანასწორუფლებიანობა ვაქციოთ უნივერსალურ რეალობად.
ნავანეტემ პილეი
ადამიანის უფლებათა გაერთიანებული
ერების უმაღლესი კომისარი
![]() |
2 აბრივიატურები |
▲ზევით დაბრუნება |
ACT |
Assisting Communities |
პროექტი თემთა |
CAT |
Convention against Torture |
კონვენცია წამების და სხვა |
CEDAW |
Convention on the Elimination |
კონვენცია ქალთა |
CRC |
Convention on the Rights |
კონვენცია ბავშვის უფლებათა |
ECOSOC |
Economic and Social |
ეკონომიკური და სოციალური |
ICCPR |
International Covenant on Civil |
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო |
ICERD |
International Convention on |
კონვენცია რასობრივი |
ICESCR |
International Covenant on |
საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, |
ICRMW |
International Convention on |
საერთაშორისო კონვენცია ყველა |
LDC |
Least Developed Countries |
ყველაზე ნაკლებად განვითარებული |
NGO |
Non-governmental organization |
არასამთავრობო ორგანიზაციები |
NHRI |
National human rights institution |
ადამიანის უფლებათა დამცველი |
OHCHR |
Office of the United Nations |
გაერთიანებული ერების |
OPACT |
Optional Convention to the |
წამების და სხვა სასტიკი, |
UNDEF |
United Nations Democracy |
გაერთიანებული ერების |
UNDP |
United Nations Development |
გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა |
UNESCO |
United Nations Educational, |
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია |
UNITAR |
United Nations Institute for |
ტრენინგის და კვლევის |
UPR |
Universal Periodic Review |
უნივერსალური პერიოდული |
![]() |
3 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმძღვანელოს შესახებ
გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა პროგრამასთან თანამშრომლობა: დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოებისათვის გამიზნულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, რომლებიც ყოველდღიურად, მთელს მსოფლიოში იღწვიან ადამიანის უფლებათა შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, დასაცავად და განსახორციელებლად.
წინამდებარე გამოცემა ეფუძვნება მისი პირველი გამოცემის (გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობა: დამხმარე სახელმძღვანელო არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, 2006) მომხმარებელთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს და წარმოადგენს საფუძვლიანად განახლებულ მეორე გამოცემას, რომელიც გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებების ორგანოებსა და მექანიზმებზეა ფოკუსირებული. მიმართავს რა სამოქალაქო საზოგადოების ყველა წარმომადგენელს (მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს), სახელმძღვანელო დეტალურად აღწერს, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ მათ გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა ორგანოებსა და მექანიზმებთან. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი იმედოვნებს, რომ წინამდებარე სახელმძღვანელოს მეშვეობით მრავალ ადამიანს მიეცემა საშუალება მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა შესაბამისი ორგანოებისა და მექანიზმების გამოყენებით.
ვინ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას?
წინამდებარე სახელმძღვანელოს თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული ერების მიზნების თანმხვედრი ინტერესებისა და ფასეულობების მატარებელი და, შესაბამის, ნებაყოფლობით საზოგადოებრივ ქმედებასა და თანამომაწილეობაში ჩართული ინდივიდები. წინამდებარე სახელმძღვანელო ეძღვნება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც იღწვიან ადამიანის უნივერსალური უფლებების დაცვისა და მათ შესახებ ცნობიერების გასაღრმავებლად. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შორის არიან:
ადამიანის უფლებათა დამცველები;
ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები (არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, მსხვერპლთა ჯგუფები);
შესაბამის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები;
კოალიციები და ქსელები (ქალთა უფლებები, ბავშვის უფლებები, გარემოსდაცვითი უფლებები);
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები;
სათემო ორგანიზაციები (აბორიგენი ხალხები, უმცირესობები);
რწმენაზე დაფუძვნებული ჯგუფები (ეკლესიები, რელიგიური ჯგუფები);
კავშირები (პროფესიული კავშირები და პროფესიული ასოციაციები, მაგალითად ჟურნალისტთა, ადვოკატთა ასოციაციები და სტუდენტთა კავშირი);
სოციალური მოძრაობები (სამშვიდობო, სტუდენტთა, დემოკრატიის მომხრე მოძრაობები);
პროფესიონალები, რომლებსაც პირდაპირი წვლილი შეაქვთ ადამიანის უფლებათა რეალიზაციაში (ჰუმანიტარული დარგის მუშაკები, იურისტები, ექიმები და სამედიცინო პერსონალი);
მსხვერპლთა ნათესავები;
საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომელთაც თავიანთი საქმიანობით წვლილი შეაქვთ ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობადობის ამაღლებაში (სკოლები, უნივერსიტეტები, კვლევითი ორგანოები).
ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შესწევს თავისუფალი ქმედება, არის ადამიანის უფლებათა დარგში გაცნობიერებული და დახელოვნებული, ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმთა სტაბილური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სისტემის უმნიშვნელოვანეს პარტნიორებებად გვევლინებიან.
მართალია, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები დიდ როლს თამაშობენ ადამიანის უფლებათა დაცვაში, წინამდებარე სახელმძღვანელოში არ არის ყურადღება გამახვილებული მათთან თანამშრომლობაზე. ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შესახებ ინფორმაცია და ხელმისაწვდომი რესურსები განთავსებულია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე. დაინტერესებული მკითხველი ასევე უნდა დაუკავშირდეს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ეროვნული ინსტიტუტების განყოფილებას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: niu@ohchr.org
სახელმძღვანელოს სტრუქტურა
სახელმძღვანელო იწყება შესავლით ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობის შესახებ (თავი I), მისი სასწავო და ტრენინგის პროგრამებით (თავი II) და მისი გამოცემებითა და რესურსებით (თავი III). ამის შემდეგ სახელმძღვანელო აღწერს გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოებს და მექანიზმებს და გვამცნობს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი. კერძოდ:
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოები (თავი IV);
ადამიანის უფლებათა საბჭო და მისი მექანიზმები, მათ შორის სათათბირო კომიტეტი, სოციალური ფორუმი, უმცირესობათა საკითხების ფორუმი, საექსპერტო მექანიზმი აბორიგენ ხალხთა საკითხების შესახებ, განვითარების უფლების ღია სამუშაო ჯგუფი; დურბანის დეკლარაციასა და სამოქმედო პროგრამასთან დაკავშირებული რიგი მექანიზმები (თავი V);
სპეციალური პროცედურები (თავი VI);
უნივერსალური პერიოდული გადახედვა (VII);
ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევების შესახებ საჩივართა წარდგენა (თავი VIII);
დასკვნითი თავი გვაწვდის ინფორმაციას ფონდებისა და გრანტების (თავიIX) შესახებ, რომელთაგან რიგი ადმინისტრირებულია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ.
მკითხველთათვის მასალის აღქმის გასაადვილებლად, თითოეული თავი სახელმძღვანელოსგან დამოუკიდებლადაც იკითხება. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდიდან შესაძლებელია როგორც სახელმძღვანელოს თითოეული თავის, ასევე სახელმძღვანელოს მთლიანი ტექსტის ჩამოტვირთვა.
აღსანიშნავია, რომ წინამდებარე სახელმძღვანელო სტატიკური ხასიათის არ გახლავთ და სადაც შესაძლებელია, მასში გვხვდება მინიშნებები ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე ან სხვა ხელმისაწვდომ რესურსებზე, რათა მკითხველს საშუალება ქონდეს მიიღოს მუდმივად განახლებადი ინფორმაცია. მკითხველისთვის რეკომენდირებულია დამატებითი მასალის გაცნობა.
სტრუქტურა
ზოგადად თითოეული თავი იყოფა სამ სექციათ;
რას წარმოადგენს ორგანო/მექანიზმი;
როგორ ფუნქციონირებს იგი;
როგორ შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მასთან თანამშრომლობა.
ყოველი თავი ასევე იძლევა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საკონტაქტო დეტალებს და ტექსტის ელექტრონული ვერსია შეიცავს ბმულებს სხვა ხელმისაწვდომ რესურსებთან.
თქვენი აზრი
როგორც აღვნიშნეთ, წინამდებარე სახელმძღვანელო დინამიური ხასიათისაა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მიესალმება მასზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან აზრის გამოთქმას. გთხოვთ, თქვენი კომენტარები და შემოთავაზებები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
სამოქალაქო საზოგადოების განყოფილება
Civil Society Unit
Office of the United Nations High Commissioner for Human Rights
Palais des Nations
CH-1211 Geneva 10 - Switzerland
ელ-ფოსტა: CivilSocietyUnit@ohchr.org
![]() |
4 1. ადამიანის უფლებათა გაერთიანებული ერების უმაღლესი კომისრის ოფისის მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა პროგრამა
გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა პროგრამა მიზნად ისახავს ყველა ადამიანის უფლებათა დაცვას და წახალისებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. პროგრამა გაერთიანებული ერების სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სააგენტოების მეშვეობით ხორციელდება. იგი წინამდებარე სახელმძღვანელოში აღწერილ ადამიანის უფლებათა სხვადასხვა ორგანოებსა და მექანიზმებს მოიცავს, რომლებიც მიზნად ისახავენ საერთაშორისო დონეზე, 60 წლის წინ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების დაცვასა და წახალისებას.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, რომელიც ადამიანის უფლებათა დარგში გლობალურ ავტორიტეტად გვევლინება, პასუხისმგებელია გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა პროგრამის წარმართვასა და გაერთიანებული ერების ქარტიითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილი ადამიანის უფლებების დაცვასა და წახალისებაზე.
მისი ხედვა უკავშირდება ისეთ მსოფლიოს, სადაც ყოველი ჩვენთაგანის უფლებები სრულად არის დაცული და რეალიზებული. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიზანია ყველა ადამიანის ყველა უფლების დაცვა, ხალხთა თვითცნობადობის გაღრმავება თავიანთი უფლებების შესახებ და პასუხისმგებელ ორგანოთა დახმარება ადამიანის უფლებათა სრულად დაცვის უზრუნველყოფაში.
ბ. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამდივნოს ნაწილია და მას უმაღლესი კომისარი მართავს (აღნიშნული პოზიცია შეიქმნა 1993 წელს1). გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი თანამშრომლობს ქვეყნების მთავრობებთან, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ადამიანის უფლებებისადმი რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ორგანიზაციის უმაღლესი რანგის ერთ-ერთ ჩინოსნად ითვლება. ის მსხვერპლთა სახელით მოქმედებს თავისი მორალური ავტორიტეტულობის საფუძველზე.
უმაღლესი კომისარი განსაზღვრავს ოფისის მისიასა და ფასეულობებს, ახდენს პრიორიტეტთა იდენტიფიცირებას, ხელმძღვანელობს მათ განხორციელებას. უმაღლესი კომისარი ხშირად აკეთებს საჯარო განცხადებებსა და მოწოდებებს ადამიანის უფლებათა სფეროში განვითარებული კრიზისების საპასუხოდ. უმაღლესი კომისარი ბევრს მოგზაურობს, რათა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ინფორმაციის მიტანა მსოფლიოს ყველა კუთხეში. ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ დონეზე გაძლიერების მიზნით ის აწარმოებს დიალოგს და კონსტრუქციულ თანამშრომლობას ამყარებს ქვეყნების მთავრობებთან.
უმაღლესი კომისარი ხელს უწყობს გაერთიანებული ერების ყველა პროგრამაში ადამიანის უფლებათა კომპონენტის დანერგვას. მისი მიზანია გაერთიანებული ერების სამი უმნიშვნელოვანესი მიზნის - მშვიდობისა და უსაფრთხოების, განვითარებისა და ადამიანის უფლებების - ურთიერთდაკავშირებულობის და ურთიერთგაძლიერების უზრუნველყოფა.
რადგანაც უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა გლობალურ მდგომარეობაზე ღიად და საჯაროდ საუბრობს და მოითხოვს სახელმწიფოებისაგან ანგარიშგებას მათი ქმედებებისა და უმოქმედობისათვის დაუსჯელობასთან ბრძოლაში, უმაღლესი კომისარი და მისი ოფისი სხვადასხვა მხარეთა მხრიდან დროდადრო კრიტიკის საგანი ხდება. დიალოგი, სადაც ხდება ადამიანის უფლებათა მიდგომებისა და პერსპექტივების გათვალისწინება, ხშირად პოლიტიზირებულ ხასიათს იძენს. სწორედ ამ ვითარებაშია უმნიშვნელოვანესი, რომ ოფისი მუშაობისას ხელმძღვანელობს ობიექტურობის, სიზუსტის და ადამიანის უფლებათა უნივერსალურობის პრინციპებით.
მოქმედი უმაღლესი კომისარი, ნავანეთემ ფილეი თანამდებობაზე დაინიშნა 2008 წლის ივლისში; ლუის არბორი უმაღლესი კომისრის მოვალეობას ასრულებდა 2004-2008 წლებში; ქალბატონმა არბორმა პოსტზე შეცვალა სერჯიო ვიერა დე მელო (2002-2006).2, მერი რობინსონი (1997-2002) და ჟოზე აიალა ლასო (1994-1997). ბერტრანდ გ.რამჩარანი ასრულებდა უმაღლესი კომისრის მოვალეობას 2003 წლიდან 2004 წლამდე.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სათაო ოფისი განლაგებულია უილსონის სასახლეში, ჟენევაში, შვეიცარიაში და აქვს ოფისი გაერთიანებული ერების სათაო ოფისში ნიუ იორკში. დღეისათვის ოფისზე 900-მდე თანამშრომელი მუშაობს. აქედან ნახევარი დასაქმებულია სათაო ოფისის გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის მუშაობენ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ხელმძღვანელთა ჯგუფებსა და საველე ოფისებში, რეგიონალურ ოფისებში, ადამიანის უფლებათა მრჩევლებად და გაერთიანებული ერების სამშვიდობო მისიების ადამიანის უფლებათა კომპონენტებში.
მანდატი ფართოა და ადამიანის უფლებათა განვითარების ან დარღვევების საპასუხოდ უმაღლეს კომისარს აძლევს ინიციატივათა წამოწყების საშუალებას.
I გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიმოხილვა
i ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მანდატი
|
გ. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობა
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მიზნად ისახავს მთელს მსოფლიოში ყოველი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანის უფლებათა სტანდარტების რეალიზაციას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ოფისი თანამშრომლობს მთავრობებთან, პარლამენტებთან, სასამართლო ორგანოებთან, პოლიციასა და ციხის პერსონალთან, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან, ასევე გაერთიანებული ერების ორგანოებთან. ოფისი ცდილობს გააღრმავოს ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ და გაზარდოს მათ მიმართ პატივისცემის ხარისხი. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ცდილობს გააძლიეროს ინდივიდთა შეძლება მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა. ოფისი ასევე ეხმარება სახელმწიფოებს ადამიანის უფლებების დარგში თავიანთი მოვალეობების შესრულებაში.
ადამიანის უფლებების დარგში მომუშავეადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მოძრაობის უმნიშვნელოვანესი მონაწილენი და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განსაკუთრებული მოკავშირეები არიან. ისინი მსოფლიოს აცნობებენ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ. ისინი იცავენ ადამიანის უფლებათა დარღვევათა მსხვერპლთ, ხელს უწყობენ უფლებათა შესახებ ცნობიერების გაღრმავებას განათლების მეშვეობით და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აწყობენ შესაბამის კამპანიებს. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა საკმაოდ დინამიურია და იგი პროცესში ოფისის ყველა სამსახურის მაღალ ჩართულობას მოითხოვს.
უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობა ადამიანის უფლებათა საკითხების ფართო სპექტრს სრულად ფარავს. თითოეული საქმიანობა ურთიერთგადაჯაჭვული და ურთიერთშემავსებელია, და საერთო ჯამში ერთიანი მისიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
თემატური მუშაობის მიზანი ადამიანის უფლებათა არსებულ სისტემაში ნაკლოვანებების აღმოჩენა და მათი შევსებაა, რის განსახორციელებლადაც ტარდება კვლევები, ხდება ცნობიერების ამაღლებაზე გათვლილი ღონისძიებების ორგანიზება, ყურადღება ასევე ექცევა ადამიანის უფლებათა სპექტრში ისეთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე საფრთხეების განხილვას, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და გენდერზე დაფუძვნებული ძალადობა.
სტანდარტთა შესაქმნელად მიმდინარე მუშაობისას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს წვლილი შეაქვს ახალი საერთაშორისო ნორმების შემუშავებაში.
მონიტორინგთან დაკავშირებული საქმიანობა მიზნად ისახავს ზემოაღნიშნულ სტანდარდთა პრაქტიკაში განხორციელების და, შესაბამისად, ადამიანის უფლებების რეალობად ქცევის უზრუნველყოფას.
ქვეყნებში იმპელემტაციასთან დაკავშირებული საქმიანობის მეშვეობით, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ცდილობს ადამიანის უფლებათა დარღვევების მხრივ კრიზისული სიტუაციების ადრეულ გამოვლენას. აღნიშნულის მისაღწევად ოფისი სახელმწიფოებს უწევს ტექნიკურ დახმარებას და კრიზისული მდგომარეობის შემთხვევაში მზადაა გააგზავნოს თავისი პერსონალი ადგილზე საკითხებზე სამუშაოდ.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ასევე მუშაობს ადამიანის უფლებათა განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მისაღწევად. იგი ცდილობს გააძლიეროს ინდივიდთა უნარი მოითხოვონ საკუთარი უფლებების დაცვა და გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა მექანიზმებისა და ორგანოების გამოყენებით ჩაერთონ ცვლილებათა ხელშეწყობის პროცესში. სწორედ ასეთ მიზანს ისახავს წინამდებარე სახელმძღვანელო.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობის დაფინანსება გაერთიანებული ერების რეგულარული ბიუჯეტიდან და წევრი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდებისა და ინდივიდების მიერ დაფინანსებული ნებაყოფლობითი ფონდების მეშვეობით ხდება.
თემატური მუშაობის მიმართულებები
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მუშაობს ადამიანის უფლებათა ახალი მიმართულებების შესწავლასა და ახალი სტანდარტების შემუშავებაზე. ოფისი იძლევა იურიდიულ და პოლიტიკურ რჩევებს, ახორციელებს საფუძვლიან კვლევებს, ფასილიტაციას უწევს ახალ მიმართულებებსა და ტენდენციებთან დაკავშირებულ დისკუსიებსა და კონსულტაციებს, ავრცელებს საუკეთესო პრაქტიკულ მაგალითებს და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს სხვადასხვა აქტორებთან.
მისი თემატური მუშაობის მიმართულებები მოიცავს შემდეგს:
ანტი-დისკრიმინაცია;
ბავშვები;
კლიმატური ცვლილებები და გარემოსდაცვა;
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, მათ შორის ჯანმრთელობის, საცხოვრებლის, საკვებსა და წყალზე ხელმისაწვდომობის უფლებებს;
აივ-ინფექცია/შიდსი;
ქვეყნებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა;
ადამიანის უფლებები და ბიზნესი;
ადამიანის უფლებები და ტერორიზმის პრევენცია;
ადამიანის უფლებები და შეზღუდული შესაძლებლობები;
ადამიანის უფლელების შესახებ განათლება და ტრენინგი;
ადამიანის უფლებათა მონიტორინგი და გამოძიება;
ადამიანის უფლებები სამშვიდობო მისიების ფარგლებში;
აბორიგენი ხალხები და უმცირესობები;
ათასწლეულის განვითარების მიზნები და განვითარების უფლება (მათ შორის სიღარიბის დონის შემცირება);
რასიზმი;
კანონის უზენაესობა და დემოკრატია, მათ შორის მართლმსაჯულების ადმინისტრირება, სამაგალითო მმართველობა, ანგარიშვალდებულება, დაუსჯელობა და ანტიკორუფციული ინიციატივები;
უშიშროების პოლიტიკა;
ვაჭრობა და გლობალიზაცია;
ტრეფიკინგი;
ტრანზიციული სამართალი;
ქალთა ადამიანის უფლებები და გენდერი.
ზემოაღნუშნული პროგრამების მიზანი გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა პროგრამისთვის უმნიშვნელოვანეს კონკრეტულ მიმართულებებში (მაგალითად, თანასწორუფლებიანობა და ანტიდისკრიმინაცია) ექსპერტიზის და ახლებური ხედვის შემოტანაა. პროგრამები იქმნება სპეციალური ყურადღების საჭიროების მქონე ჯგუფების პრობლემების და საკითხების საპასუხოდ. ასეთ ჯგუფებსა და საკითხებს განეკუთვნებიან რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი ინდივიდები, უმცირესობები და აბორიგენი ხალხები, ქალთა უფლებები და გენდერი, შეზღუდული შესაძლებლობები, ტრეფიკინგი და აივ-ინფექცია/შიდსით ინფიცირებული ადამიანები.
დაუსჯელობასა და კანონის უზენაესობაზე ერთობლივი მუშაობა
მუშაობა დაუსჯელობასთან ბრძოლის განახლებულ პრინციპებსა და ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებზე სამართლისგების და რეაბილიტაციის უფლების შესახებ 2005 წელს დასრულდა.
ზემოაღნიშნულ დოკუმენტთა თავდაპირველ პროექტთა შემუშავებისთანავე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა პროცესში ჩართულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან (მათ შორის International Commission of Jurists-Tan, Amnesty International-თან, Human Rights Watch-თან, International Center for Transitional Justice-თან) გამართა კონსულტაციები მათი აზრის მოსასმენად. არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების ხედვა, რამაც ოფისს შესაძლებლობა მისცა გაეთვალისწინებინა მათი მოსაზრებები დოკუმენტებზე შემდგომი მუშაობის პროცესში.
გენერალურმა ასამბლეამ 2005 წელს დაამტკიცა ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები სამართლისგების და რეაბილიტაციის უფლების შესახებ. 2005 წელსვე ადამიანის უფლებათა ყოფილმა კომისიამ მხედველობაში მიიღო დაუსჯელობასთან ბრძოლის პრინციპთა განახლებული ვერსიის შემუშავება.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა ჩაატარა მთელი რიგი ტრენინგები აღნიშნულ დოკუმენტთა შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით. აღნიშნულ ღონისძიებებზე ასევე განიხილებოდა პრინციპთა იმპლემენტაციასთან დაკავშირებული სტრატეგია. გაერთიანებული ერების სამშვიდობო და საველე მისიებში დასაქმებული ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პერსონალის გარდა ტრენინგებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონფლიქტურ ზონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს ადგილზე აღნიშნულ პრინციპთა შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობაში. არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ თანამშრომლობას ქვეყანათა მთავრობებთან ამ პრინციპთა იმპლემენტაციის და, შესაბამისად, ამ დოკუმენტებში აღწერილი უფლებების რეალიზაციის მისაღწევად.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი დოკუმენტაცია:
განახლებული პრინციპები დაუსჯელობის აღმკვეთი ქმედების განხორციელებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და წახალისების შესახებ
(E/CN.4/2005/102/Add.1);
სახელმძღვანელო პრინციპები ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული და მასშტაბური დარღვევების მსხვერპლთა სამართლისგების და რეაბილიტაციის უფლების შესახებ (გენერალური ასამბლეის 60/147 რეზოლუცია)
სტანდარტთა შექმნა და მონიტორინგი
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ცდილობს უმაღლესი ხარისხის კვლევებით, ექსპერტიზით, რჩევითა და ადმინისტრაციული მომსახურეობით დახმარება გაუწიოს გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა მექანიზმებსა და ორგანოებს სტანდარტთა ჩამოყალიბებასა და მონიტორინგში, რაც საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლისა და იურისპუნდენციის განვითარებას და შეთანხმებული ადამიანის უფლებების იმპლემენტაციის უზრუნველყოფას ისახავს მიზნათ. აღნიშნული მექანიზმები და ორგანოები მოიცავს:
ადამიანის უფლებათა საბჭოს და მის მექანიზმებს, მაგალითად, სპეციალურ პროცედურებს, უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმს, გასაჩივრების პროცედურას, მრჩეველთა კომიტეტს, სოცუალურ ფორუმს, უმცირესობათა საკითხების ფორუმს, აბორიგენ ხალხთა უფლებების საექსპერტო მექანიზმს; და
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოები.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთ-ერთი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობის გაზრდა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა პროგრამის ეფექტური გამოყენების გზით. მომდევნო თავებში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მეშვეობით ითანამშრომლოს და თავისი წვლილი შეიტანოს გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა ორგანოების და მექანიზმების მუშაობაში:
IV თავი აღწერს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების მუშაობას;
V თავი ეძღვნება ადამიანის უფლებათა საბჭოს და მის მექანიზმებს, მათ შორის სათათბირო კომიტეტს, სოციალურ ფორუმს, უმცირესობათა საკითხების ფორუმს, აბორიგენ ხლხთა უფლებების საექსპერტო მექანიზმს, განვითარების უფლების ღია სამუშაო ჯგუფს და დურბანის დეკლარაციასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ რიგ მექანიზმებს;
VI თავი აღწერს სპეციალურ პროცედურებს;
VII თავში საუბარია უნივერსალურ პერიოდულ გადახედვაზე;
VIII თავი განმარტავს ადამიანის უფლებათა დარღვევის ბრალდების შემცველი ინდივიდუალური საჩივრის წარდგენის პროცედურებს.
i სტანდარტთა შემუშავებასა და მონიტორინგთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდი. |
ადამიანის უფლებათა სტანდარტებს ფასი არ აქვთ, თუ ისინი არ სრულდება. სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ კონფლიქტის შემდგომ რეაბილიტაციას, ან განიცდიან რესურსების ან ექსპერტიზის ნაკლებობას, საჭიროებენ დახმარებას ადამიანის უფლებათა დარგში მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებდად. სწორედ ამიტომ ეხმარება სახელმწიფოს გარკვეული რესურსებით ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებათა დაცვა. სახელმწიფოებთან მსგავსი თანამშრომლობით, ოფისი ცდილობს სტანდარტთა შესრულებაში არსებული ჩავარდნების გამოსწორებას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ცოდნის, შესაძლებლობის, სურვილის ან უსაფრთხოების ნაკლებობით.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობები ქვეყნებსა და რეგიონებში აყალიბებენ ადამიანის უფლებათა გამოწვევების საპასუხო ადექვატურ ზომებს მთავრობებთან, გაერთიანებული ერების სისტემასა და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად. მაგალითად, ოფისი ეხმარება ეროვნულ კანონმდებლობაში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინების მცდელობას, ასევე იძლევა რჩევებს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების დაარსებასა და ფუნქციონირებაზე. იგი ასევე თანამშრომლობს და უტარებს ადამიანის უფლებათა ტრენინგებს მოსამართლეებს, სამხედრო პოლიციელებს და პარლამენტარებს მათთი სამუშაოსათვის აქტუალური საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. იგი ასევე ეხმარება რჩევებით ეროვნულ მთავრობებს სახელშეკრულებო ორგანოების და უნივერსალური პერიოდული გადახედვის შემდგომი ანგარიშგების საკითხებში და ანვითარებს ადამიანის უფლებათა დარგში საგანმანათლებლო პროგრამებს.
კონკრეტულ ქვეყნებში მუშაობით გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მიზნად ისახავს შემდეგს:
ქვეყნის მთავრობის უკეთ ინფორმირებულობას ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებისა და მათი კანონებად და სახელმძღვანელო პრინციპებად გარდაქმნის შესახებ;
ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევის მიზნით;
ხელისფლების მიერ, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, მათი ვალდებულებების მზარდ გაცნობიერებას და გზების დასახვას ადამიანის უფლებათა განსახორციელებლად არსებული პრობლემების დასაძლევად;
ადამიანების უკეთ დაცვას ისეთი პოლიტიკის გატარებისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ პირად უსაფრთხოებას; და
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის შესაძლებლობათა ზრდას მსოფლიოში ადამიანის უფლებათა საჭიროებების საპასუხოდ
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობები მთელს მსოფლიოშია განლაგებული ქვეყნებში ან რეგიონებში არსებული ოფისების, გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფის ადამიანის უფლებათა მრჩევლების, გაერთიანებული ერების სამშვიდობო მისიების ფარგლებში ადამიანის უფლებათა კომპონენტების და ჰუმანიტარული კატასტროფის დროს სასწრაფო რეაგირების მექანიზმების სახით.
1.ინდივიდუალურ ქვეყანებში არსებული ოფისები.
გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ადგილობრივი წარმომადგენლობების რიცხვი იზრდება. მათ სამუშაო მანდატში შედის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგი, საჯარო ანგარიშგება, ტექნიკური თანამშრომლობის პროექტების განხორციელება და მთავრობებისათვის ადამიანის უფლებათა დარგში გრძელვადიანი და რეალისტური პოლიტიკისა და მიზნების დასახვა და ჩამოყალიბება.
2.რეგიონალური ოფისები
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ცდილობს დაადგინოს რეგიონის ქვეყნებისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევები ადამიანის უფლებათა დარგში. ამის შემდეგ, იგი მზადაა გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ არსებული ინფორმაციის გაზიარების გზით დახმარება გაუწიოს ინდივიდუალურ ქვეყნებსაც და მთელს რეგიონსაც. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის რეგიონალური ოფისები ასევე არის თემატური ექსპერტიზის წყარო და ამ მხრივ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ რეგიონალურ და ეროვნულ მთავრობებთან, გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებთან, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
3. გაერთიანებული ერების სამშვიდობო ოპერაციების ადამიანის უფლებათა დაცვის კომპონენტები
გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ასევე მნიშნველოვან როლს თამაშობს გაერთიანებული ერების სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტისა და პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ წარმოებული საველე ოპერაციებს განხორციელებაში. მისიაზე პასუხისმგებელი გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენლის უფლებამოსილებისა და მისიის მადანტის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ძირითადი დაცვისა და ხელშეწყობის ფუნქცია სამშვიდობო ოპერაციების ადამიანის უფლებათა კომპონენტებს ეკისრებათ. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს ასევე შეაქვს წვლილი გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მუშაობაში, რომელიც საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ოფისის როლი მიუთითებს იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა სფეროს ენიჭება გაერთიანებული ერების სისტემაში.
უგანდაში ადამიანის უფლებათა ოფისის მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხებზე
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი უგანდაში ფართოდ თანამშრომლობს შეზღუდულ შესაძლებლობებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პოპულარიზაციის, ადგილობრივ კანონმდებლობაში საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების სრულად ასახვის და შესაბამისი პოლიტიკის და სამოქმედო გეგმების მეშვეობით საერთაშორისო სტანმდარტთა შესრულების ლობირების მიზნით. უგანდაში განლაგებული ოფისი გასულ წლებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა შემდეგი ქმედებების განხორციელებით:
|
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა მოახდინა ოთხი პრიორიტეტული სფეროს იდენტიფიკაცია, რომელზეც აგებულია მისი საქმიანობა გაერთიანებული ერების სამშვიდობო მისიებში. კერძოდ:
სამშვიდობო პროცესებში სამართლიანობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა;
ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენცია და შესაბამისი რეაგირება;
ეროვნული ინსტიტუტების ჩამოყალიბება და მათი შესაძლებლობების გაზრდა;
გაერთიანებული ერების პროგრამებში ადამიანის უფლებათა ფოკუსის გაძლიერება.
სუდანში გაერთიანებული ერების მისიასთან ქალთაუფლებებზე მუშაობა
2008 წლის მარტიდან, სუდანში გაერთიანებული ერების მისიის ადამიანის უფლებათა ოფისმა მალაკალში ქალთა ადვოკატთა ჯგუფსა და რადიო მალაკალთან თანამშრომლობით ჩამოაყალიბა რადიო პროგრამა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების პოპულარიზაცია და, განსაკუთრებით, ძალადობითი გარემოსგან ქალთა გათავისუფლების მნიშვნელობის პროპაგანდირება. ზედა ნილოსის საკანონმდებლო სახელმწიფო საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უკვე მიეცათ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ინიციატივას თან სდევს ადგილობრივი თემებისათვის ტრენინგების ჩატარება. |
4. ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებში ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე მრჩევლები
მრჩევლები ადამიანის უფლებათა საკითხებში არიან გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლები, რომლებიც იგზავნებიან ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფთან სამუშაოდ. მრჩევლები აფასებენ ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს ადამიანის უფლებათა სფეროში და აძლევენ რჩევებს ქვეყანაში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პროგრამების, სტრატეგიებისა და მათი განხორციელების შესახებ. მრჩევლები ადამიანის უფლებათა ეფექტური რეალიზაციის საკითხებზე ასევე თანამშრომლობენ ეროვნულ მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
5.სწრაფი რეაგირების ოპერაციები
სწრაფი რეაგირება წარმოადგენს ქმედებას ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარსების ან შესაძლო გაუარესების საპასუხოდ. გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სწრაფი რეაგირების განყოფილების მიერ განხორციელებული რეაგირება ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვაზეა გამიზნული. ამასთანავე, ოფისის საქმიანობის მიზანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციათა საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია ადამიანის უფლებების პრინციპებზე დაფუძვნებული პროგრამების გატარების უზრუნველსაყოფად. გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინტერვენცია განისაზღვრება სიტუაციის ანალიზსა და შესაბამის შეფასებაზე დაყრდნობით.
სწრაფი რეაგირების განყოფილება ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ძირითადი ქვედანაყოფია, რომლის მეშვეობითაც ოფისი თანამშრომლობს გაერთიანებული ერების სამშვიდობო მისიების ადამიანის უფლებათა კომპონენტებთან. აღსანიშნავია, რომ ამ კომპონენტებს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ეხმარება პერსონალის შერჩევის პროცესში მონაწილეობით, დატრენინგებით, მათი საქმიანობისთვის პროგრამული და თემატური რჩევების მიცემით.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სასწავლო პროგრამები და ტრენინგები
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა ჩამოაყალიბა რიგი სასწავლო პროგრამები და ტრენინგები ადამიანის უფლებათა მექანიზმების მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ეს პროგრამებია:
სასწავლო პროგრამა აბორიგენი მოსახლეობისათვის;
სასწავლო პროგრამა უმცირესობებისთვის;
ადამიანის უფლებათა პროგრამა ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის;
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების თანამშრომელთათვის განკუთვნილი პროგრამა.
i ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სასწავლო პროგრამების და ტრენინგების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს II თავი. |
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გამოცემები და მასალები
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დიდი რაოდენობით გამოცემებს აქვეყნებს, რომლებიც საინტერესო და მნიშვნელოვანია ეროვნული მთავრობების, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების, ზოგადად ადამიანებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის. მრავალი გამოცემის და სასწავლო მასალის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ოფისის ვებ-გვერდიდან, ან მათი მოთხოვნა შესაძლებელია ოფისის გამოცემათა და საინფორმაციო განყოფილებიდან.
i ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გამოცემები და მასალების შესახებ დამატებითი ინოფრმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ წინამდებარე სახელმძღვანელოს III თავში, ან შემდეგ ელ-ფოსტაზე მიმოწერის შედეგად: publications@ohchr.org ან library@ohchr.org |
ფონდები და გრანტები
არსებობს რამდენიმე ფონდი და გრანტი, რომლებიც პირდაპირ იმართება ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ და, რომლებიც დახმარებას უწევს სამოქალაქო საზოდაგოების წარმომადგენლებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროფესიულ და სათემო ორგანიზაციებს და ასევე ინდივიდებს.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ადმინისტრირებას უწევს შემდეგ გრანტებს:
წამების მსხვერპლთა დახმარების ნებაყოფლობითი ფონდი;
აბორიგენ ხალხთა ხელშეწყობის ნებაყოფლობითი ფონდი;
მონობის თანამედროვე ფორმების გაერთიანებული ერების ნებაყოფლობითი მიზნობრივი ფონდი;
პროექტი თემთა ერთობლივი დახმარების შესახებ (ACT).
i ფონდებსა და გრანტებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს IX თავი. |
დ. ადამიანის უფლებათა გაერთიანებული ერების უმაღლესიკომისრის ოფისის სტრუქტურა
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს ხელმძღვანელობენ უმაღლესი კომისარი და მისი მოადგილე. ორივე მათგანს ემსახურება აღმასრულებელი ოფისი, რომელიც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის აღმასრულებელი მიმართულების და მენეჯმენტის განყოფილების შემადგენლობაშია.
აღმასრულებელი მიმრთულების და მენეჯმენტის განყოფილება აერთიანებს:
ნიუ იორკის ოფისს, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებათა ინტეგრაციაზე და ადამიანის უფლებათა საკითხებში საექსპერტო დახმარებას უწევს გენერალურ ასამბლეას, ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს, უშიშროების საბჭოს და სხვა მთავრობათაშორის ორგანოებს;
პოლიტიკის, დაგეგმარების, მონიტორინგის და შეფასების სექციას, რომელიც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან მუშაობს ოფისის მიზნების კონკრეტულ პოლიტიკასა და გეგმებში ასახვის უზრუნველსაყოფად, ასევე შედეგთა მონიტორინგის და შეფასების განსახორციელებლად;
კომუნიკაციათა სექციას, რომელიც ანვითარებს და ახორციელებს სტრატეგიებს ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ადამიანის უფლებათა დარგში სიახლეებისა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად;
დონორთა და საგარეო ურთიერთობათა სექციას, რომელიც ცდილობს უზრუნველყოს გაერთიანებული ერების წევრ სახელმწიფოთა ინფორმირებულობა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიმდინარე მუშაობაზე, სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებსა და დაფინანსების საჭიროებებზე. სექცია ასევე მუშაობს ადამიანის უფლებათა პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსთა მობილიზაციაზე;
საველე ოპერაციების უსაფრთხოების და უშიშროების განყოფილებას, რომელიც პასუხისმგებელია გაერთიანებული ერების უსაფრთხოების და უშიშროების დეპარტამენტთან კოორდინაციით ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პერსონალის და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
ახლადდაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ქვე-განყოფილება ასევე არის აღმასრულებელი მიმართულების და მენეჯმენტის განყოფილების ნაწილი. იგი ძირითადი სტრუქტურული ერთეულია, რომლის მეშვეობით ოფისი თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორსა და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებასთან. იგი იძლევა ინფორმაციას და რჩევებს ფართო სპექტრის საკითხებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამიზნულ პოლიტიკასა და სტრატეგიებზე. იგი ასევე შეიმუშავებს დამხრამე მასალებს სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა პროგრამაში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად (კარგი მაგალითია წინამდებარე სახელმძღვანელო).
პროგრამის მხარდაჭერის და მენეჯმენტის სამსახური ოფისს დახმარებას უწევს ბიუჯეტის შედგენასა და ფინანსურ მენეჯმენტში; პერსონალის სელექციასა და ადამიანური რესურსების მართვაში; ლოჯისტიკურ და ადმინისტრაციულ მენეჯმენტს (როგორც სათაო, ასევე საველე ოფისებში); საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პერსონალის განვითარებასა და ტრენინში.
აღმასრულებელი მიმართულების და მენეჯმენტის განყოფილების და პროგრამის მხარდაჭერის და მენეჯმენტის სამსახურის გარდა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში ოთხი თემატური სამმართველო შედის:
ხელშეკრულებებისა და საბჭოს სამმართველო ასრულებს სამდივნოს ფუნქციას სახელშეკრულებო ორგანოების, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურებისა და გაერთიანებული ერების წამების მსხვერპლთა ნებაყოფლობითი დახმარების ფონდისათვის. იგი პასუხისმგებელია კოორდინაცია გაუწიოს ყველა მთავრობათაშორისი ორგანოების ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენასა და მოძრაობას.
სპეციალურ პროცედურათა სამმართველო ემსახურება ადამიანის უფლებათა საბჭოს, სპრეციალურ პროცედურათა მექანიზმებს თემატური რჩევებით, ფაქტთა დამდგენი და იურიდიული ექსპერტიზით, კვლევებითა და ანალიზით, ასევე ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური დახმარებით. სამმართველო ასევე უწევს ფასილიტაციას მანდატის-მფლობელთა და ადგილობრივ პარტნიორთა (მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას) შორის თანამშრომლობას და მათ ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს.
საკონსულტაციო დახმარებისა და ადგილზე განხორციელებული საქმიანობის სამმართველო უშუალოდ ადგილზე მუშაობს ქვეყნებთან ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების გასაძლიერებლად. ამისათვის იგი შეიმუშავებს გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სტრატეგიას ქვეყნებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით და ხელს უწყობს გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ადგილზე წარმართულ საქმიანობას, მათ შორის, კომისრის ოფისის წარმომადგენლობებს რეგიონებსა და ქვეყნებში, გაერთიანებული ერების სამშვიდობო მისიების ადამიანის უფლებათა კომონენტებს და ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფების ადამიანის უფლებათა მრჩევლებს.
განვითარების უფლებათა შესახებ კვლევის სამმართველო ახორციელებს თემატურ კვლევებს ადამიანის უფლებათა საკითხებზე და სხვა საქმიანობასთან ერთად დახმარებას უწევს საველე ოფისების მუშაობას. სამმართველო ასევე მართავს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დოკუმენტაციის ცენტრს და გამოცემათა პროგრამას. შესაბამისად იგი აქვეყნებს მეთოდოლოგიურ და სახელმძღვანელო გამოცემებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ეროვნული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა პარტნიორთა შესაძლებლობათა განსავითარებლად.
ე. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელთარსებული რესურსები
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის რეკომენდირებულია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის სტუმრობა ოფისის მუშაობისა და დაგეგმილი ღონისძიებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა მექანიზმების შესახებ განახლებადი ინფორმაციის მისაღებად. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობის და შედეგთა წლიური ანგარიში და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მენეჯმენტის სტრატეგიული გეგმა ასევეა ხელმისაწვდომი ოფისის ვებ-გვერდზე.
i ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს: www.ohchr.org |
ვ. როგორ დავუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს
მისაღები:
OHCHR - Palais Wilson:
52 rue des Pâquis
CH-1201 Geneva - Switzerland
OHCHR - Motta Building:
48 avenue Giuseppe Motta
CH-1211 Geneva - Switzerland
საფოსტო კომუნიკაციისათვის:
Office of the United Nations High Commissioner for Human Rights
Palais des Nations
8-14, avenue de la Paix
CH-1211 Geneva 10 - Switzerland
ტელეფონი: +41 (0) 22 917 90 00
ელ-ფოსტა: InfoDesk@ohchr.org
ვებ-გვერდი: http://www.ohchr.org
______________________
1.გენერალური ასამბლეის 1993 წლის 20 დეკემბრის რეზოლუცია 48/141. გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობა ასევე ხორციელდება გაერთიანებული ერების წესდების, ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის (გენერალური ასამბლეის 1948 წლის 10 დეკემბრის რეზოლუცია 217 A (III) და ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტების შესაბამისად, როგორიცაა 1993 წლის ვენის დეკლრაცია და სამოქმედო პროგრამა და 2005 წლის მსოფლიო სამიტის შედეგთა ამსახველი დოკუმენტი (World Summit Outcome Document) (გენერალური ასამბლეის 2005 წ. 16 სექტემბრის რეზოლუცია 60/1).
2. 2003 წლის 19 აგვისტოს სერჯიო დე მელო მოკლულ იქნა გაერთიანებული ერების 21 სხვა თანამშრომელთან ერთად ბაღდათში. იგი ერაყში ასრულებდა გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელის მოვალეობას.
![]() |
5 II. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სასწავლო პროგრამები და ტრენინგები |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე თავში განხილული სასწავლო პროგრამები და ტრენინგები შემუშავდა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ ადამიანის უფლებათა მექანიზმებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობის ხელშესაწყობად. თავის მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა რეალიზაციას. წინამდებარე თავში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ესაჭიროებათ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სასწავლო პროგრამებში და ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად.
წინამდებარე თავში განხილულ სასწავლო პროგრამებში და ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს არ ესაჭიროებათ გაერთიანებული ერების ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსი.
ა. სასწავლო პროგრამები
სასწავლო პროგრამები შერჩეულ ინდივიდებს საშუალებას აძლევს გაიარონ ინტენსიური სწავლების კურსი ადამიანის უფლებათა მექანიზმებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ადმინისტრირებას უწევს ოთხ სასწავლო პროგრამას, რომელთა მიზანია კონკრეტულ ინდივიდთა ცოდნის გაღრმავება ადამიანის უფლებათა შესახებ. აღნიშნული პროგრამებია:
სასწავლო პროგრამა აბორიგენი მოსახლეობისათვის - ხელს უწყობს აბორიგენი ჯუფების წარმომადგენელთა მონაწილეობას ადამიანის უფლებათა შესახებ სასწავლო პროგრამაში;
სასწავლო პროგრამა უმცირესობებისთვის ხელს უწყობს ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ლინგვისტური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართვას სამთვიან სასწავლო პროგრამაში;
ადამიანის უფლებათა პროგრამა ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის - ეხმარება ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყანათა უნივერსიტეტთა კურსდამთავრებულებს გაეროსა და ადამიანის უფლებებში ცოდნის მიღებაში;
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების თანამშრომელთათვის განკუთვნილი პროგრამა - ეხმარება აღნიშნულ ინსტიტუტთა თანამშრომლებს გაიღრმავონ ცოდნა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ.
1. სასწავლო პროგრამა აბორიგენი ხალხებისათვის
სასწავლო პროგრამა აბორიგენი ხალხებისთვის დაიწყო 1997 წელს გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინიციატივის საფუძველზე და მიეძღვნა მსოფლიოს აბორიგენ ხალხთა საერთაშორისო დეკადის (1995-2004) მიზნების განხორციელების ხელშეწყობას. მისი ძირითადი მიზანი იყო აბორიგენ ხალხებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა სფეროში მათი ცოდნის და გამოცდილების გაღრმავება და, ა.შ.
სასწავლო პროგრამა აბორიგენი ხალხებისათვის ცდილობს საშუალება მისცეს აბორიგენ ქალებსა და კაცებს მიიღონ ცოდნა ზოგადად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების შესახებ და, კონკრეტულად, აბორიგენი ხალხების შესახებ, რათა მიღებული ცოდნით დაეხმარონ საკუთარ ორგანიზაციებსა და თემებს აბორიგენი ხალხების უფლებათა უკეთ დაცვასა და პოპულარიზაციაში. გარდა ამისა, პროგრამის ბოლოს თითოეულ მონაწილეს უნდა შეეძლოს პრაქტიკული სემინარის ჩატარება საკუთარ თემში და ორგანიზაციაში ზოგადად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების და, კონკრეტულად, აბორიგენი ხალხების უფლებების შესახებ. მათ ასევე უნდა შეეძლოთ სასწავლო პროგრამის შედეგად შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა სხვებისთვის. აღნიშნულის მიზანია დადებითი შედეგების მიღწევა კონკრეტული ადამიანის, ორგანიზაციის და, რაც მთავარია, თემის დონეზე.
არსებობს ოთხი სხვადასხვა პროგრამა ოთხ ენაზე: ინგლისურად, ესპანურად, ფრანგულად და რუსულად. ყოველ წელს საშუალოდ ხუთი მონაწილე ირჩევა თითოეულ ლინგვისტურ ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად:
ჟენევაში ორგანიზებული პროგრამა (ინგლისურ ენაზე);
დეუსტოში ორგანიზებული პროგრამა (ესპანურ ენაზე);
დიჯონში ორგანიზებული პროგრამა (ფრანგულ ენაზე);
მოსკოვში ორგანიზებული პროგრამა (რუსულ ენაზე).
ჟენევაში ორგანიზებულ პროგრამას წარმართავს გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი. იგი ყოველი წლის მაისის თვეში იწყება და საშუალოდ ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. იგი ადამიანის უფლებათა მექანიზმებსა და ინსტიტუტებში საკმაოდ ინტენსიურ კურსად ითვლება.
i სასწავლო პროგრამათა საკონტაქტო ინფორმაცია
სასწავლო პროგრამა აბორიგენი მოსახლეობისათვის
Indigenous Fellowship ProgrammeIndigenous Peoples and Minorities Unit
სასწავლო პროგრამა უმცირესობებისთვის
Minorities Fellowship Programme Indigenous Peoples and Minorities Unit
ადამიანის უფლებათა პროგრამა ყველაზე ნაკლებად
Fellowship for Students from Least Developed CountriesUnited Nations
Palais des Nations
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების
Fellowship for NHRIs StaffNational Institutions Unit |
პროგრამა ინტერაქტიულია და შედგება ლექციებისაგან სხვადასხვა საკითხებზე და ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებებისაგან.
დეუსტოში ორგანიზებულ პროგრამას ერთობლივად ახორციელებენ ესპანეთის ქალაქ ბილბაუში მდებარე დეუსტოს უნივერსიტეტი და გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი. იგი საშუალოდ ოთხი თვე მიმდინარეობს და ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი სესიისაგან, რომელიც მიმდინარეობს დეუსტოს უნივერსიტეტში და მეორე სესიისაგან, რომელიც ჟენევაში გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში ტარდება. მას ჟენევაში ორგანიზებული სასწავლო პროგრამის მსგავსი სტრუქტურა აქვს და, ამასთანავე, იგი ცდილობს გამოცდილების ურთიერთგაცვლა მოახდინოს სტუდენტებსა და სხვა ჩართულ ორგანიზაციებს, მათ შორის ბასკურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბასკეთის მთავრობას შორის.
დიჯონში ორგანიზებული პროგრამა საფრანგეთის ქალაქ დიჯონში მდებარე ბურგონიეს უნივერსიტეტის და გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი ინიციატივაა და გამიზნულია ფრანგულეოვან (რომელთათვისაც ფრანგული პირველი ან მეორე ენაა) აბორიგენულ მოსახლეობაზე. პროგრამა 10 კვირა მიმდინარეობს (4 კვირა დიჯონის უნივერსიტეტში, 4 კვირა ჟენევაში, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში და 2 კვირა პარიზში, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციაში).
მოსკოვში ორგანიზებული პროგრამა რუსეთის ჩრდილოეთის აბორიგენი მოსახლეობის ასოციაციის (PAIPON) და გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი ინიციატივაა. კურსის პირველი სესია 4 კვირიანია და მოსკოვში რუსეთის ჩრდილოეთის აბორიგენი მოსახლეობის ასოციაციის (PAIPON), მოსკოვში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის და მოსკოვში გაერთიანებული ერების ოფისის მიერ წარიმართება. მეორე სესია ტარდება ჟენევაში, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში და ასევე 4 კვირა გრძელდება.
ყველა სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს მონაწილეებს ყოველთვიური საარსებო თანხებით, რაც გათვლილია საცხოვრებელი, სამგზავრო, ჯანმრთელობის დასაზღვევი და სხვა მსგავსი ხარჯების დასაფარად.
შერჩევის კრიტერიუმები:
კანდიდატები უნდა იყვნენ რომელიმე აბორიგენული ჯგუფის წევრები და სარგებლობდნენ საკუთარი თემებისა თუ ორგანიზაციების მხარდაჭერით;
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვები, უპირატესობა ეძლევა 25-დან 35 წლამდე ასაკის კანდიდატებს
ფორმალური განათლება არ წარმოადგენს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისათვის არსებით კრიტერიუმს, რამდენადაც მრავალი აბორიგენი ხალხი აწყდება სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის დაბრკოლებებს ოფიციალურ საგანამათლებლო ინსტიტუტებში მოსახვედრად;
კანდიდატებს უნდა შეეძლოთ და ქონდეთ სურვილი ინსტრუქტაჟი ჩაუტარონ სხვა აბორიგენ პირებს, მას შემდეგ, რაც დაუბრუნდებიან საკუთარ თემებსა თუ ორგანიზაციებს;
სტიპენდიანტთა შერჩევა უნდა ემყარებოდეს რეგიონალური წარმომადგენლობის დაბალანსების პრინციპს;
კანდიდატები უნდა კარგად ფლობდნენ იმ ენას, რომელზეც ხორციელდება • სასწავლო პროგრამა.
პროგრამა ოთხ ენაზე ტარდება ყოველწლიურად. განაცხადთა ვადები ერთმანეთისგან განსხვავდება. განაცხადი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სრულფასოვნადაა შევსებული. განაცხადები უნდა გაიგზავნოს ფაქსით, ან ჩვეულებრივი ფოსტით. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი განაცხადები მხედველობაში არ მიიღება, თუ განაცხადის ორივე, I და II ნაწილი ხელმოწერილი და სკანირებული არაა.
i სად წარვადგინოთ განაცხადი სასწავლო პროგრამა აბორიგენი მოსახლეობისათვის
Indigenous Fellowship ProgrammeIndigenous Peoples and Minorities Unit
სასწავლო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ოთხ ენაზე განაცხადის ჩამოსატვირთავად ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს. |
2. სასწავლო პროგრამა უმცირესობებისთვის
უმცირესობათა სასწავლო პროგრამის საშუალებით გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი დახმარებას უწევს ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ლინგივსტური უმცირესობების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებსა და მამაკაცებს, გაეცნონ ზოგადად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს და, კერძოდ, უმცირესობათა უფლებებს. პროგრამის ბოლოს თითოეულ მონაწილეს უნდა შეეძლოს ზოგადად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებზე და, კერძოდ უმცირესობათა უფლებებზე პრაქტიკული სემინარის ჩატარება საკუთარ თემებსა და ორგანიზაციებში.
უმცირესობათა სასწავლო პროგრამის ყოფილი მონაწილის მიერ ბულგარეთში თემისათვის ჩატარებული ტრენინგი
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა დახმარება გაუწია უმცირესობათა სასწავლო პროგრამის ყოფილი მონაწილის, ბულგარელი ბოშის მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა 2006 წლის დეკემბერში ბულგარეთის პოლსკი ტრამბეშის მუნიციპალიტეტში ტრენინგის ჩატარებას. პროექტმა საშუაება მისცა მის ორგანიზაციას - „ბოშები ერთად“ - ტრენინგის მეშვეობით გაეძლიერებინა ბოშათა თემის შესაძლებლობა პრაქტიკაში განეხორციელებინათ 2005-2015 წლების „ბოშათა ინკლუზიის დეკადის“ პროექტი, რომელიც ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის მიერ იქნა გამოცხადებული. მონაწილეებმა განიხილეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში (განსაკუთრებით მათთვის ყოველდღიურად აქტუალური უფლებების დაცვის საკითხებში) ბოშათა ჩართულობის სტრატეგია. ტრენინგზე შემუშავდა შემოთავაზება მუნიციპალიტეტისათვის შეექმნათ უმცირესობებისაგან შემდგარი ადგილობრივი ორგანო, რომელიც შეიმუშავებდა რჩევებს უმცირესობებთან დაკავშირებული საკიხების გადასაწყვეტად. შემოთავაზებები დასამტკიცებლად გადაეცემოდა მერსა და მუნიციპალიეტის საბჭოს უფროსს. |
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი დღეისათვის წარმართავს უმცირესობებთან დაკავშირებულ ორ სასწავლო პროგრამას. ინგლისურენოვანი პროგრამა ყოველწლიურად აპრილში, სამი თვის განმავლობაში ტარდება დაახლოებით ხუთი მონაწილისათვის. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა 2007 წელს ჟენევაში პირველად ჩატარდა ერთთვიანი პილოტური პროგრამა არაბულ ენაზე ოთხი მონაწილისათვის. სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს მონაწილეებს ყოველთვიური საარსებო თანხებით, რაც გათვლილია საცხოვრებელი, სამგზავრო, ჯანმრთელობის დაზღვევის და სხვა მსგავსი ხარჯების დასაფარად.
შერჩევის კრიტერიუმები:
კანდიდატი უნდა წარმოადგენდეს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ თუ ლინგვისტურ უმცირესობას;
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვები, უპირატესობა ეძლევა 25-დან 35-წლამდე ასაკის კანდიდატებს
ფორმალური განათლება არ წარმოადგენს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისათვის არსებით კრიტერიუმს, თუ კანდიდატს შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დემონსტრირება შეუძლია;
სასურველია, რომ თანადამფინანსებელი ორგანიზაცია ან ასოციაცია მუშაობდეს უმცირესობათა საკითხებზე და დაკომპლექტებული იყოს უმცირესობათა წარმომადგენლებით;
კანდიდატებს უნდა შეეძლოთ და ქონდეთ სურვილი ტრენინგის მსვლელობისას მიღებული ცოდნა გადასცენ უმცირესობათა წარმომადგენლებს მას შემდეგ, რაც დაუბრუნდებიან საკუთარ თემებსა თუ ორგანიზაციებს;
კანდიდატს უნდა ქონდეს საკუთარი თემისა თუ ორგანზიაციის წერილობითი მხარდაჭერა;
კანდიდატები უნდა კარგად ფლობდნენ პროგრამის წარმართვის ენას (ინგლისურს ან არაბულს).
განაცხადი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სრულფასოვნადაა შევსებული. განაცხადი უნდა გაიგზავნოს ფაქსით, ან ჩვეულებრივი ფოსტით. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი განაცხადები მხედველობაში არ მიიღება, თუ საბუთები არ არის ხელმოწერილი და სკანირებული.
სად წარვადგინოთ განაცხადი სასწავლო პროგრამა უმცირესობებისთვის
Minorities Fellowship ProgrammeIndigenous Peoples and Minorities Unit
სასწავლო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის ჩამოსატვირთავად ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს. |
3. ადამიანის უფლებათა პროგრამა ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის
ადამიანის უფლებათა პროგრამა ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის პირველად 2007 წელს განხორციელდა. მას ერთობლივად ახორციელებს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და გაერთიანებული ერების ტრენინგისა და კვლევის ინსტიტუტი (UNITAR). პროგრამის მიზანია გაზარდოს მის მონაწილეთა ცნობიერება საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებათა დღეისათვის ყველაზე აქტუალური საკითხების და გაეროსა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მუშაობის შესახებ. პროგრამა ასევე ისახავს მიზნათ გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა მექანიზმების და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დახმარებას განვითარებადი ქვეყნების სტუდენტებთან ურთიერთობების დასამყარებლად.
პროგრამა იმართება ინგლისურ ენაზე ჟენევაში, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში. იგი შედგება ტრენინგისა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობის პრაქტიკული გაცნობისაგან. თეორიულ და პრაქტიკულ სემინარებს ასევე თან ახლავს კონკრეტული დავალების შესრულება ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთ-ერთ განყოფილებაში. მომავალში პროგრამის გაგრძელება დამოკიდებულია ფინანსური რესუსრების ხელმისაწვდომობაზე.
ადამიანის უფლებათა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების1 წარმომადგენლებს. კანდიდატები უნდა იყვნენ გაერთიანებული ერების საქმიანობასთან ახლოს მდგომ თემატიკაში (მაგალითად, საერთაშორისო სამართალში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, სოციალურ მეცნიერებებსა და ისტორიაში) კურსდამთავრებულნი და განაცხადის შემოტანისას უნდა იყვნენ 30 წლის ქვემოთ.
პროგრამა ფარავს მონაწილეთა სამგზავრო ხარჯებს და ჟენევაში საცხოვრებელი ხარჯების შემცველ სტიპენდიას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სავიზო, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევისგან დაზღვევის ხარჯების დაფარვასაც.
რამდენადაც პროგრამის გაგრძელება დამოკიდებულია ადეკვატური ხარჯების მიღებაზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა რეგულარულად შეამოწმონ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის და გაერთიანებული ერების ტრენინგისა და კვლევის ინსტიტუტის ვებ-გვერდები განახლებადი ინფორმაციის მისაღებად
i როგორ დავუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა პროგრამასყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის
ადამიანის უფლებათა პროგრამა ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის Fellowship for Students from Least Developed CountriesUnited Nations Institute for Training and Research (UNITAR)
Palais des Nations
ტელ: +41 (0) 22 917 86 40 |
4. ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების თანამშრომელთათვის განკუთვნილი პროგრამა
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების თანამშრომელთათვის განკუთვნილი პროგრამა პირველად 2008 წელს ჩატარდა. იგი იმართება ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ეროვნულ ინსტიტუტთა განყოფილების მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ. პროგრამის ორგანიზატორების მოლოდინია, რომ მონაწილეები ტრენინგის შემდეგ შეძლებენ მიღებული ცოდნის გამოყენებას ადამიანის უფლებათა ეროვნულ მექანიზმთა მუშაობის გაღრმავებასა და გაუმჯობესებაში.
პროგრამა მიმდინარეობს ჟენევაში, ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისში. ყოველწლიურად შეირჩევა ორი მონაწილე, რომლებიც ექვსი თვის მანძილზე გადიან ტრენინგს. ერთი მონაწილე პროგრამაში მონაწილეობას იწყებს იანვარში, მეორე ივლისში. მონაწილეებს პერიოდულად უტარდებათ ბრიფინგები ადამიანის უფლებათა მექანიზმებდა და სხვადასხვა საკითხების შესახებ. მათ ასევე ეძლევათ დავალებები და არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში.
კანდიდატებს უნდა ქონდეთ ადამიანის უფლებათა ისეთ ეროვნულ ინსტიტუში მინიმუმ სამი წლის უშუალო გამოცდილება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს - პარიზის პრინციპებს. კანდიდატებს ასევე უნდა ქონდეთ ფართო გამოცდილება ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებთან დაკავშირებულ თემატიკაში ადგილობრივ, რეგიონალურ და, იდეალურ შემთხვევაში, საერთაშორისო დონეზე.
კანდიდატებს უნდა ქონდეთ მხარდაჭერის წერილი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტიდან და მზად უნდა იყვნენ დაბრუნების შემდეგ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს. ისინი ასევე სრულფასოვნად უნდა ფლობდნენ ინგლისურს ან ფრანგულს. ადამინაის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი იძლევა ყოველთვიურ სტიპენდიას მონაწილეთათვის.
კანდიდატებმა განაცხადები (სამოტივაციო წერილი, ბიოგრაფია, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის მხარდამჭერი წერილი) უნდა წარადგინონ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში. ეროვნულ ინსტიტუტთა განყოფილება, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტბის ბიუროსთან კონსულტაციის შედეგად ახდენს კანდიდატთა შერჩევას
i სად წარვადგინოთ განაცხადი
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების თანამშრომელთათვისგანკუთვნილი პროგრამა
Fellowship for NHRIs StaffNational Institutions Unit
სასწავლო პროგრამის მიმდინარე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს. |
ბ. ტრენინგები
ტრენინგები საშუალებას აძლევს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გაიღრმავონ ცოდნა ადამიანის უფლებათა სპეციფიკური მექანიზმების ფუნქციონირების და მათთან თანამშრომლობის შესაძლო გზების შესახებ.
ტრენინგი ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოთა რეკომენდაციებზე მონიტორინგის შესახებ
ტრენინგი ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოთა რეკომენდაციებზე მონიტორინგის შესახებ განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის და მიზნად ისახავს მათ შესაძლებლობათა გაღრმავებას სახელშეკრულებო ორგანოებთან თანამშრომლობისათვის.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ინდივიდუალურ ქვეყნებში ატარებს ტრენინგებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის სახელშეკრულებო ორგანოთათვის ანგარიშვალდებულების და მათ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგის საკითხებზე. ტრენინგების მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს ახალისებს გაიღრმავონ ცოდნა და შესაძლებლობა ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების რეკომენდაციათა შესრულებაზე მონიტორინგის განსახორციელებლად სხვადასხვა მოთამაშეთა გასაერთიანებლად.
2003 წლიდან მოყოლებული ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა მსგავსი ტრენინგები მსოფლიოს ყველა რეგიონში ჩაატარა. ტრენინგები მიზნად ისახავდა ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა გაერთიანებას ადამიანის უფლებათა სახელმშეკრულებო მექანიზმების რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგის და სახელშეკრულებო ორგანოებთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა თემატიკაზე ეროვნული დიალოგის გამართვის მიზნით. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ასევე უტარებს ტრენინგებს და სემინარებს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს და ახალისებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ღონისძიებებში.
i ტრენინგების შესახებ დამატებითი ინფორმაციისმისაღებად დაუკავშირდით:
ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების გამყოფილებას
ფაქსი: +41 (0) 22 917 90 22 |
ზემოაღნიშნული ტრენინგის გარდა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებული წარმომადგენლობების მეშვეობით რეგულარულად ატარებს სემინარებს და მსგავს ღონისძიებებს ადამიანის უფლებათა საკითხებსა და საერთაშორისო მექანიზმებზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის.
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს IV თავი (ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოები).
______________________
1.კრიტერიუმი რომლითაც გაერო განსაზღვრავს ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.unobrills.org/
![]() |
6 III ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელთ არსებული გამოცემები და მასალები |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გამოცემები
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისიის გამოცემათა პროგრამა მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა შესახებ ინფორმირებულობის ზრდას და მათი საყოველთაო პოპულარიზაციისა და მთელს მსოფლიოში მათი დაცვის საშუალეებების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას. იგი ასევე ხელს უწყობს დებატებს ადამიანის უფლებათა საკითხებზე, რომლის განხილვაც გაეროს ორგანოებში მიმდინარეობს. არსებობს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გამოცემათა ხუთი ძირითადი კატეგორია:
საინფორმაციო გამოცემები რომლებიც ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს მოიცავს;
სპეციალიზირებული გამოცემები, რომლებიც შერჩეული საკითხების სიღრმისეულ კვლევას ეძღვნება;
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოცემული სასწავლო და საგანმანათლებლო მასალები, რომლებშიც შედის სახელმძღვანელოები აბორიგენ ხალხებზე, უმცირესობებზე, პროფესიულ ჯგუფებსა და განათლების ინსტიტუტებზე;
საბაზისო მასალა, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია ადამიანის უფლებათა პრაქტიკოსებისათვის გამიზნული ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტების და იურისპუნდენციის შესახებ;
ადამიანის უფლებათა საბაზისო გამოცემები საზოგადოებას ამცნობს, თუ რას აკეთებს გაერო ადამიანის უფლებათა მიმართულებით.
1. საინფორმაციო გამოცემები
ადამიანის უფლებათა საკითხების შესახებ საინფორმაციო გამოცემებს ამზადებს და აქვეყნებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი. საინფორმაციო გამოცემები ეხება ადამიანის უფლებათა სფეროს საკითხებს, რომელიც საგანგებო განხილვის, ან განსაკუთრებული ყურადღების საგანია. ზოგიერთი ბროშურა, რომელიც სერიულად გამოიცემა, ეხება კონკრეტულ საკითხებს ან დაუცველ ჯგუფთა უფლებებს; ზოგიერთი განმარტავს გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანოების ფუნქციებსა და მათთან დაკავშირებულ პროცედურებს. საინფორმაციო დოკუმენტები წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობა გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან, რაც განაპირობებს მათზე დიდ მოთხოვნილებას არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
2. სპეციალიზირებული გამოცემები
სპეციალიზირებული გამოცემები წარმოადგენს შერჩეული საკითხების უფრო სიღრმისეულ კვლევებს. თემების შერჩევა ხდება მათი მნიშნველობისა და კონკრეტული გარემოებებით გამოწვეული გადაუდებელი მოთხოვნილებების შესაბამისად. უკანასკნელი სპეციალიზირებული გამოცემები ეხებოდა შემდეგ თემებს: ადამიანის უფლებათა დაცვაზე მიმართული კარგი მმართველობის პრაქტიკა; ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების მოთხოვნა: ადამიანის უფლებებზე დაფუძვნებული მიდგომა; კანონის უზენაესობა პოსტ-კონფლიქტურ სახელმწიფოებში; ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ეროვნული ინსტიტუტების ეფექტურობის შეფასება (გამოიცა ადამიანის უფლებათა პოლიტიკის საერთაშორისო საბჭოსთან თანამშრომლობით) და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები.
3. სასწავლო და საგანმანათლებლო მასალები
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოცემული სასწავლო და საგანმანათლებლო მასალები ფართოდ მიმოიხილავს გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემას და, ასევე, ერთგვარი გზამკვლევის როლს ასრულებს სხვადასხვა აუდიტორიებისა და ჯგუფებისათვის (მაგალითად, პოლიციის, პენიტენციური ინსტიტუტების, მოსამართლეების, პარლამენტარების, ადამიანის უფლებათა მონიტორების, არჩევნების დამკვირვებლების, სოციალური მუშაკების და სხვათათვის) სასწავლო და საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებაში.
პროფესიული ტრენინგის სერიული გამოცემები მოიცავს სახელმძღვანელოებს, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. ასეთი გამოცემები განკუთვნილია აუდიტორიისთვის, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ სიტუაციაზე ეროვნულ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემები განკუთვნილია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად, იგი ასევე წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს ორგანიზაციებსათვის, რომლებიც პროფესიონალთა ჯგუფებისთვის ახორციელებენ სასწავლო პროგრამებს ადამიანის უფლებათა საკითხებზე. სასწავლო სახელმძღვანელოები ისე არის შედგენილი, რომ შესაძლებელია მათი მორგება განსხვავებული მოთხვნილებებისა და გამოცდილებების (განპირობებული კულტურული, საგანმანათლებლო თუ ისტორიული თავისებურებებით) მქონე აუდიტორიაზე. შესაძლებლობისამებრ, გათვალისწინებულია პედაგოგიური მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაც, რაც ეხმარება ინსტრუქტორებს სახელმძღვანელოების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაში.
ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო გამოცემათა სერია შედგება ყველა პარტნიორის საგანმანათლებლო საქმიანობისთვის გამოსადეგი მასალებისაგან. მასში მოცემულია ინფორმაცია ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების მსოფლიო პროგრამის შესახებ, კვლევები ადამიანის უფლებათა სფეროს ხელშეკრულებების სფეროში, საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტებით გათვალისწინებული დებულებების კრებული, რომელიც ეხება განათლების საკითხებს ადამიანის უფლებათა სფეროში და ბუკლეტი, რომელიც პრაქტიკულ რჩევებს აძლევს განათლების სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებსა და პედაგოგებს, რომლებიც ჩართულნი არიან სკოლებში ადამიანის უფლებათა შესახებ პროგრამების სწავლებაში.
სახელმძღვანელოთა სერიული გამოცემები შედგება კონკრეტული ჯგუფებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისაგან მათი უფლებების დაცვის არსებული საერთაშორისო და რეგიონალური მექანიზმების შესახებ. გამოცემათა შორისაა გაეროს სახელმძღვანელო აბორიგენი ხალხებისათვის და გაეროს სახელმძღვანელო უმცირესობებისათვის, რომელიც 14 ბროშურის მეშვეობით დეტალურად მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა დაიცვან უმცირესობებმა უფლებები გაეროს ადამიანის უფლებათა პროცედურების და რეგიონალური მექანიზმების გამოყენებით.
4. საბაზისო მასალა
საბაზისო მასალა მკვლევრებისა და ადამიანის უფლებების პრაქტიკოს იურისტებს აწვდის ადამიანის უფლებათა ძირითად ინსტრუმენტებს და სხვა შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის მაგალითებია ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტთა კომპილაციები (მათ შორის ადამიანის უფლებათა ახალი საერთაშორისო ხელშეკრულებები) და ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოთა იურისპუდენცია (მათ შორის ფაკულტატური ოქმის შესაბამისად ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებათა ნაკრები, ან წამების წინააღმდეგ კომიტეტის რჩეული გადაწყვეტილებები).
5. ადამიანის უფლებათა საბაზისო გამოცემები
ადამიანის უფლებათა საბაზისო მასალების (მათ შორის ადამიანის უფლებათა საკითხებისადმი მიძღვნილი პოსტერების) მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს გაეროს საქმიანობა ადამიანის უფლებათა დარგში და უპასუხოს კითხვებს გაეროს ადამიანის უფლებათა პროგრამის შესახებ.
როგორ მოვიპოვოთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გამოცემები
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი რეგულარულად ანახლებს თავის გამოცემათა სიას. ოფისის გამოცემათა უმრავლესობა ქვეყნდება გაეროს ექვსივე ოფიციალურ ენაზე: არაბულად (A), ჩინურად (C), ინგლისურად (E), ფრანგულად (F), რუსულად (R) და ესპანურად (S)
(W)-ით მონიშნული გამოცემები შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდიდან. ვარსკვლავით (*) მონიშნული გამოცემები გასაყიდად გამიზნული გაეროს პუბლიკაციებია და მათი შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს წიგნის მაღაზიებიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ნიუ იორკში (გამიზნულია მკითხველზე აზიაში, ლათინურ და ჩრდილოეთ ამერიკაში) ან ჟენევაში (გამიზნულია მკითხველზე აფრიკაში, ევროპასა და მახლობელ აღმოსავლეთში) განლაგებული გაეროს წიგნების მაღაზიის ვებ-გვერდს
i ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გამოცემებზე მიმდინარე ინფორმაციის მოსაპოვებლად ეწვიეთ
ოფისის გამოცემათა ვებ-გვერდს
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ ელ-ფოსტით მიიღონ შეტყობინება ახალი გამოცემის ხელმისაწვდომობის შესახებ, უნდა დაუკავშირდნენ: publications@ohchr.org |
კომერციულ საგამომცემლო ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ დაბეჭდონ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პუბლიკაციები, მოთხოვნით უნდა მიმართონ ჟენევაში გაეროს ოფისს (United Nations Office at Geneva, Sales Section, Palais des Nations, 8-14, avenue de la Paix, CH-1211 Geneva 10 - Switzerland, e-mail unpubli@unog.ch)
ბ. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ბიბლიოთეკა
ჟენევაში განლაგებული ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ბიბლიოთეკა მიზნად ისახავს ამომწურავი და სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პარტნიორებისათვის, გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმების და ექსპერტებისათვის, ასევე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლებისათვის. მასში შედის გაეროს ადამიანის უფლებათა დოკუმენტების, გამოცემებისა და სხვა მასალების უნიკალური კოლექცია, ასევე ზოგადი და სპეციალიზირებული ლიტერატურა ადამიანის უფლებათა საკითხებზე. გამოცემები ხელმისაწვდომია, როგოც ნაბეჭდ, ასევე ელექტრონულ ფორმატში. ბიბლიოთეკა, რომელშიც ასევე შედის ადამიანის უფლებათა სასწავლო-საგანმანათლებლო მასალების კოლექცია ელექტრონულად არის დაკავშირებული გაეროს სისტემაში არსებულ სხვა მნიშვნელოვან ბიბლიოთეკებსა და კვლევით ინსტიტუტებთან. ეს უკანასკნელი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ინტერნეტით მოიძიოს მისთვის საინტერესო კვლევითი და სხვა სახის დამხმარე მასალა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ბიბლიოთეკა ემსახურება საერთაშორისო საზოგადოებას და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პროფესიონალებისთვის, რომლებიც ორგანიზაციაში არ მუშაობენ. ჟენევაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც აკრედიტირებულნი არიან
i ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გამოცემათა უმრავლესობა ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი. ასევე შემდეგი მისამართიდან შესაძლებელია სპეციფიკური ინფორმაციის შემცვლელ და ტრენინგებთან დაკავშირებულ გამოცემათა ბეჭვდურ ვერსიათა გამოთხოვნა (მცირე ოდენობითაა ხელმისაწვდომი):
Publications and Information Desk
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გამოცემათა გამოწერისას, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია:
გამოცემათა შეკვეთის ფორმის ჩამოსატვირთად, გთხოვთ, ეწვიოთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს. შესაძლებლობის ფარგლებში გამოცემათა ასლებს დაგიმზადებენ გაეროს უახლოეს ოფისში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რაოდენობა შეზღუდულია და გამოცემათა სიაში შავით მონიშნული პუბლიკაცია ამჯერად ბეჭვდური ვერსიით არ არის ხელმისაწვდომი. |
გაეროს ჟენევის ოფისში, გაადვილებულია ბიბლიოთეკით სარეგებლობა, ხოლო სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ სპეციალური საშვები ბიბლიოთეკით დროებითი სარგებლობისთვის.
ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათიდან პარასკევამდე, 9:30-დან 12:30-მდე და 14:00-დან 17:00 საათამდე. ბიბლიოთეკით სარგებლობისთვის აუცილებელია ფოტოსურათიანი პირადობის მოწმობის წარმოდგენა (გაეროს პირადობის მოწმობა, პასპორტი ან მართვის მოწმობა). არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ ლიტერატურის გატანა განვადებით და უნდა ისარგებლონ ადგილზე. ბიბლიოთეკაში დაშვება ხდება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ბიბლიოთეკის წესებისა და რეგულაციების შესაბამისად. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიბლიოთეკა არ არის ხელმისაწვდომი უფროსების გარეშე მოსული მოზარდებისათვის.
როგორ დავუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისოფისის ბიბლიოთეკას
i ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ბიბლიოთეკა განლაგებულია ჯუზეპე მოტას შენობის პირველ სართულზე (48, Avenue Giuseppe Motta, Geneva)
ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათიდან პარასკევამდე, 9:30-დან 12:30-მდე და 14:00-დან 17:00 საათამდე. ბიბლიოთეკით სარგებლობისთვის აუცილებელია ფოტოსურათიანი პირადობის მოწმობის წარმოდგენა (გაეროს პირადობის მოწმობა, პასპორტი ან მართვის მოწმობა).
ტელ: +41 (0)22 928 97 90 |
გ. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელთ არსებული სხვა მასალები
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გრვერდი გამოცემათა, საბაზისო მასალათა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის შესახებ ინფორმაციის მოპოვების კარგი წყაროა. ოფისი ვებ-გვერდის მთავარი გვერდი შეიცავს საძიებო ღილაკებს, რომელთა მეშვეობით პირდაპირ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა შესახებ, მათ შორის ოფიციალურ დოკუმენტებს მოძიებადს ქვეყნების, საკითხების და პროფესიული ინტერესების შესაბამისად.
ასევე შესაძლებელია ელექტრონულად გაეროს დოკუმენტაციის მოპოვება გაეროს ოფიციალური დოკუმენტაციის სისტემის მეშვეობით.
მედია ცენტრი
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობის და ადამიანის უფლებათა მექანიზმების შესახებ განცხადებები და პრეს-რელიზები ელეტქრონულადაა ხელმისაწვდომი მედია ცენტრის მეშვეობით. მიმდინარე ახალი ამბები, შეხვედრათა და ღონისძიებათა კალენდარი, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებები, დაარქივებული პრეს-რელიზები ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე.
მედია ინფორმაციის (მათ შორის ინტერვიუების ან კომენტარების) მოსაძიებლად უნდა დაუკავშირდეთ კომუნიკაციათა სექციას:
ელ-ფოსტა: press-info@ohchr.org
ტელ: +41 (0) 22 917 93 83 (ოფისის სპიკერი)
+41 (0) 22 917 93 83 (საინფორმაციო ოფიცერი)
i ელ-ფოსტით საინფორმაციო შეტყობინენების მისაღებად, მოთხოვნა გააგზავნეთ: press-info@ohchr.org |
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელთ არსებული რესურსების შესახებ, გთხოვთ, დაეკითხოთ წინამდებარე სახელმძღვანელოს შესაბამის თავ(ებ)ს.
![]() |
7 IV. ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოები |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოები - მიმოხილვა
რას წარმოადგენენ ისინი?
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოები წარმოადგენს დამოუკიდებელ ექსპერტთა კომიტეტებს, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს მხარე სახელმწიფოთა მიერ გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა ძირითადი ხელშეკრულებების შესრულებაზე. ისინი, ძირითადად, განიხილავენ მხარე სახლემწიფოების მიერ პერიოდულად წარდგენილ ანგარიშებს ხელშეკრულებათა დებულებების განსახორციელებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. სახელშეკრულებო ორგანოთა უმრავლესობას გააჩნია ინდივიდუალური საჩივრების მიღებისა და გამოძიების წარმოების მანდატი. ზოგიერთი მათგანი ასევე არის უფლებამოსილი ჩაატაროს კონკრეტულ პრობლემათა მოკვლევა. წამების პრევენციის ქვე-კომიტეტს აქვს მანდატი ვზიტით ეწვიოს ქვეყნებს, სადაც არსებობს თავისუფლებააღკვეთილ პირთა წამების ალბათობა.
როგორ ფუნქციონირებენ სახელშეკრულებო ორგანოები?
ხელშეკრულების რატიფიცირების შედეგად სახელმწიფო იღებს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებები და, ასევე, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოს პერიოდულად წარუდგინოს ანგარიშები, სადაც განმარტავს ხელშეკრულების განხორციელების მიზნით მის მიერ მიღებულ ზომებს. შესაბამისი სახელშეკრულებო კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ ანგარიშებს მხარე სახელმწიფოს წარმომადგენლობითი დელეგაციის თანდასწრებით და ყოველი დამატებითი ინფორმაციის, მათ შორის მხარე სახელმწიფოს მიერ დამატებითად მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით. კომიტეტები ასევე იღებენ ინფორმაციას გაერთიანებული ერების სააგენტოებისაგან, ადამიანის უფლებათა დამცველი ეროვნული ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, პროფესიული ასოციაციებისა და აკადემიური წრეებისაგან.
აღნიშნულ პროცესზე დაყრდნობით, კომიტეტი იღებს ასე წოდებულ „დასკვნით შენიშვნებს”, რომელიც მოიცავს ქვეყნის მიერ ხელშეკრულების განხორციელების პოზიტიური მხარეების და არსებული პრობლემების აღწერას და რეკომენდაციებს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.
სახელმწიფოებისგან წარმოდგენილი ანგარიშების გადახედვის გარდა, სახელშეკრულებო ორგანოები ასრულებენ მონიტორინგის სხვა ფუნქციებსაც, რაც ხელშეკრულებების განხორციელების გააქტიურებას ემსახურება:
ადამიანის უფლებათა კომიტეტს, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტს, კომიტეტს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე, კომიტეტს წამების წინააღმდეგ, კომიტეტს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კომიტეტს, კომიტეტს ყველა მიგრანტი მუშისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის საკითხებზე და კომიტეტს იძულებითი გაუჩინარების შესახებ (2008 წლის სექტემბერში ეს უკანასკნელი ჯერ არ იყო დაარსებული) შეუძლიათ ინდივიდუალურ პირთა მიერ გაგზავნილი საჩივრებისა და კომუნიკაციების განხილვა. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კომიტეტს ასევე შეუძლიათ პირთა ჯგუფის მიერ გაგზავნილი კომუნიკაციების მიღება. საჩივრების მიღების წარმოდგენილი მექანიზმების ფარგლებში სახელშეკრულებო ორგანოებს შეუძლიათ მიიღონ დროებითი ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება, გადაუდებელ შემთხვევებში, სიტუაციის შენარჩუნების მიზნით, სანამ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტიელბას მის შესახებ.
კომიტეტს წამების წინააღმდეგ, კომიტეტს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, კომიტეტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ და კომიტეტს იძულებითი გაუჩინარების შესახებ შეუძლიათ წამოიწყონ საკითხის მოკვლევა, თუ მათ მიღებული აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც მოიცავს კარგად დასაბუთებულ მინიშნებებს იმაზე, რომ ადგილი აქვს კონვენციების სერიოზულ, მძიმე ან სისტემატურ დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან.
ადამიანის უფლებათა კომიტეტს, კომიტეტს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე, კომიტეტს წამების წინააღმდეგ, კომიტეტს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხიებზე და კომიტეტს ყველა მიგრანტი მუშისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის საკითხებზე გააჩნიათ პროცედურა სახელმწიფოთაშორისი საჩივრებისა და სადაო საკითხების განსახილველად.
კომიტეტმა რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე შეიმუშავა პროცედურები წინასწარი გაფრთხილებისა და გადაუდებელი ზომების შესახებ.
სახელშეკრულებო ორგანოები ასევე შეიმუშავებენ ზოგადი ხახიათის კომენტარებს და მართავენ თემატურ დისკუსიებს კონკრეტულ საკითხთა განხორციელების შესახებ არსებითი სახელმძღვანელო პრინციპების შესამუშავებლად.
როგორ დავუკავშირდეთ სახელშეკრულებო ორგანოებს და ვითანამშრომლოთ მათთან
სახელშეკრულებო ორგანოებთან თანამშრომლობა ეფექტური გზაა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ ადამიანის უფლებათა განხორციელებასა და კონკრეტულ უფლებათა შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ითანამშრომლონ სახელშეკრულებო ორგანოებთან რამდენიმე გზით:
გაუწიონ პოპულარიზაცია ხელშეკრულების რატიფიცირებას;
განახორციელონ მონიტორინგი მხარე სახელმწიფოთა ანგარიშვალდებულებების შესრულებაზე;
წარადგინონ წერილობითი ინფორმაცია და მასალები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიშები;
სახელშეკრულებო ორგანოთა წესების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ მათ სხდომებში, როგორც დამკვირვებლებმა ან არასამთავრობო ორგანიზაციების ზეპირი განაცხადების გასაკეთებლად;
თვალი მიადევნონ სახელშეკრულებო ორგანოთა დასკვნითი დაკვირვებების შესრულებას;
წარმოადგინონ ინდივიდუალური საჩივრები სახელშეკრულებო ორგანოებში (ადამიანის უფლებათა კომიტეტი, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, კომიტეტი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე, კომიტეტი წამების წინააღმდეგ, კომიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხიებზე, შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირთა უფლებების დაცვის კომიტეტი და კომიტეტი ყველა მიგრანტი მუშისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის საკითხებზე);
წარმოადგინონ ინფორმაცია კონფიდენციალური გამოძიების ჩატარების ხელშესაწყობად (კომიტეტში წამების წინააღმდეგ და კომიტეტში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის წინააღმდეგ);
წარმოადგინონ ინფორმაცია წინასწარი შეტყობინებისა და გადაუდებელი პროცედურების შესახებ (კომიტეტში რასობრივი დისკრიმინაციის საკითხებზე);
გააგზავნონ განაცხადები სახელშეკრულებო ორგანოების თავმჯდომარეთა ყოველწლიური შეხვედრისათვის.
i სახელშეკრულებო ორგანოთა საკონტაქტო ონფორმაცია
ყველა კომიტეტთან დაკავშირება შესაძლებელია გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჟენევის ოფისის საშუალებით: ფოსტით:
(კომიტეტის დასახელება)
c/o Office of the United Nations High Commissioner for Human Rights |
ა. რას წარმოადგენენ ისინი?
ადამიანის უფლებათა ცხრა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელზე კონტროლიც ხორციელდება სახელშეკრულებო ორგანოების მიერ, ქვეყნებს აკისრებს ადამიანის უფლებათა პოპულარიზაციისა და დაცვის სამართლებრივ ვალდებულებას. როცა ქვეყანა უერთდება აღნიშნული ხელშეკრულებებიდან რომელიმეს, მისი რატიფიცირების1, ან მასთან მიერთების2 გზით, იგი იღებს სამართლებრივ ვალდებულებას, რომ დაიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს3. თითოეული ხეშეკრულება აყალიბებს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარ საერთაშორისო კომიტეტს,4 ე.წ. სახელშეკრულებო ორგანოს, რომელიც აკონტროლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებას ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოს მიერ.
გაერთიანებული ერების სახელშეკრულებო ორგანოთა სისტემა თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა დასაცავად. ყველა სახელშეკრულებო ორგანოს უმთავრესი მოვალეობაა განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი მხარე სახელმწიფოთა მიერ წარმოდგენილი პერიოდული მოხსენებების განხილვით.
2008 წლის სექტემბრის მდგომარეობით გაერთიანებული ერების სისტემაში არსებობდა ცხრა სახელშეკრულებო ორგანო:
ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომელიც ახდენს 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის და მისი ფაკულტატური ოქმების შესრულების მონიტორინგს;
სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, რომელიც ახდენს 1966 წლის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის იმპლემენტაციის მონიტორინგს;
რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, რომელიც ახდენს 1965 წლის რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგს;
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კომიტეტი, რომელიც ახდენს 1979 წლის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის შესრულების მონიტორინგს;
წამების წინააღმდეგ კომიტეტი, რომელიც ახდენს 1984 წლის წამების და სხვა, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციის შესრულების მონიტორინგს;
წამების პრევენციის ქვე-კომიტეტი, რომელიც ახდენს წამების და სხვა, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციის 2002 წლის ფაკულტატური ოქმის შესრულების მონიტორინგს;
ბავშვის უფლებათა კომიტეტი, რომელიც ახდენს 1989 წლის ბავშვის უფლებათა კონვენციის და მისი ფაკულტატური ოქმების შესრულების მონიტორინგს;
მიგრანტი მუშების უფლებათა კომიტეტი, რომელიც ახდენს 1990 წლის ყველა მიგრანტი მუშისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციის შესრულების მონიტორინგს;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტი, რომელიც ახდენს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის შესრულებას5.
მეათე სახელშეკრულებო ორგანო, კომიტეტი იძულებით გაუჩინარების შესახებ დაარსდება მას შემდეგ, რაც ძალაში შევა იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირთა დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია (2006 წელი)6.
ზოგიერთ ხელშეკრულებას აქვს ფაკულტატური ოქმ(ებ)ი, რომელთა რატიფიკაცია შეიძლება მოახდინონ სახელმწიფო მხარეებმა7. ფაკულტატური ოქმები მოიცავს დებულებებს კონკრეტულ საკითხებზე ან მონიტორინგის მექანიზმებს. ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოებს დღეს 7 ფაკულტატური ოქმი აქვთ:
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ფაკულტატური ოქმი;
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატური ოქმი;
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის ფაკულტატური ოქმი;
ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის ფაკულტატური ოქმი შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა ჩართვის შესახებ;
ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის ფაკულტატური ოქმი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ;
წამების და სხვა, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო საერთაშორისო კონვენციის ფაკულტატური ოქმი;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის ფაკულტატური ოქმი8.
ადამიანის უფლებათა საბჭომ 2008 წლის 18 ივნისს მიიღო სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის ფაკულტატური ოქმი, რომელიც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა 2008 წლის 10 დეკემბერს.
კომიტეტების შემადგენლობა განსხვავდება. მათში შეიძლება შედიოდეს 10-დან 23-მდე დამოუკიდებელი ექსპერტი, რომლებიც აღიარებული არიან ადამიანის უფელბათა სფეროში. მათი დასახელება და არჩევა მხარე სახელმწიფოების მიერ ხდება ფიქსირებული და განახლებადი ოთხწლიანი ვადით. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მიღებული კონვენციები ექსპერტთა არჩევის ვადას ამცირებს 2 წლამდე.
ყველა სახელშეკრულებო ორგანოს ემსახურება გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებათა განყოფილების ხელშეკრულებებისა და მონიტორინგის ქვედანაყოფი, სადაც იგზავნება ანგარიშები და კორესპონდენცია სახელშეკრულებო ორგანოებისათვის, მზადდება ანგარიშები, ხორციელდება კლვევები და მხარე სახელმწიფოებს უწევენ ტექნიკრ დახმარებასა და კონსულტაციებს, ეწყობა შეხვედრები და ხორციელება ხელშეკრულებათა ორგანოების ფუნქციონირებისათვის საჭირო საორგანიზაციო საქმიანობა.
სახელშეკრულებო ორგანოთა სესიები იმართება ჟენევასა და ნიუ იორკში9 (ჟენევაში, როგორც წესი, გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მთავარ შენობაში - უილსონის სასახლეში, მაგრამ ხანდახან ერთა სასახლეში). გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ცდილობს უზრუნველყოს სასესიო ოთახების, დოკუმენტაციისა და ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელ პირებს, ექსპერტებს და დელეგაციების წევრებს ქონდეთ კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოთა სისტემა
ბ. რა სახის საქმიანობას ახორციელებენ ისინი?
სახელშეკრულებო ორგანოები რამდენიმე ფუნქციას ასრულებენ მხარე სახელმწიფოთა მიერ ხელშეკრულებათა განხორციელებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. მიუხედავად კოორდინირებული საქმიანობისა, სახელშეკრულებო ორგანოებს ურთიერთგანსხვავებული პროცედურები და პრაქტიკა აქვთ. ზოგიერთი ძირითადი განსხვავება არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობასთან დაკავშირებით განხილულია წინამდებარე თავში.
1. მხარე სახელმწიფოთა ანგარიშგების ვალდებულება
ხელშეკრულებათა არსებითი დებულებების განხორციელებასთან ერთად, თითოეულ მხარე სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება შესაბამის სახელშეკრულებო ორგანოს რეგულარულად წარუდგინოს ანგარიშები, კონკრეტულ უფლებათა განხორციელებაში მიღწეული პროგრესის შესახებ. ანგარიშები უნდა მოიცავდეს სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, სასამართლო და სხვა ზომებს, რომელიც გაატარა ქვეყანამ ხელშეკრულებების დებულებების განხორციელების მიზნით. ანგარიშში ასევე უნდა იყოს აღწერილი ის პრობლემები, რაც მხარე სახემწიფოს წამოეჭრა ხელშეკრულების განხორციელების პროცესში. აღნიშნული ანგარიშები განიხილება შესაბამისი კომიტეტების მიერ სახელმწიფო მხარის დელეგაციეს თანდასწრებით.
i ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაცია ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების შესახებ
დამატებითი ინფორმაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებზე და მათ შესრულებაზე კონტროლის მანდატის მქონე ორგანოების შესახებ განთავსებულია გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე. აღნიშნულ ინფორმაციას ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის შემდეგ საინფორმაციო გამოცემებში:
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოცემული საინფორმაციო დოკუმენტები განთავსებულია ოფისის ვებ-გვერდზე.
სახელშეკრულებო ორგანოთა საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოთა მხრიდან ანგარიშების წარდგენის პროცესთან, იხილეთ ანგარიში აღნიშნულ საკითზე სამუშაო მეთოდების შესახებ (Report on the working methods of the human rights treaty bodies relating the State party reporting process (HRI/MC/2005/4). |
მხარე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ საწყისი ანგარიში, ჩვეულებრივ, ხელშეკრულების მოცემულ ქვეყანაში ძალაში შესვლიდან ორი წლის თავზე. შემდგომი ანგარიშების წარდგენის პერიოდულობა ბარირებს ორიდან ხუთ წლამდე და დამოკიდებულია ხელშეკრულების პირობებზე და კომიტეტებში მიღებულ პრაქტიკაზე. რამდენიმე კომიტეტი იღებს გაერთიანებულ, კომბინირებულ ანგარიშებს. შემდგომი ანგარიშის წარდგენის ვადები აღნიშნულია შესაბამისი სახელშეკრულებო ორგანოს დასკვნით კომენტარებში.
მხარე სახელმწიფოებს მოუწოდებენ ანგარიშის მომზადების პროცესს მიუდგნენ არა მარტო საერთაშორისო ვალდებულების შესრულების კუთხით, არამედ, როგორც შესაძლებლობას, რომ ჩართონ ადამიანის უფლებათა დაცვა საკუთარი ქვეყნის პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების პროცესში.
2. სახელშეკრულებო ორგანოთა მიერ სახელმწიფო მხარეთა ანგარიშების განხილვა
საკითხთა ნუსხას
მხარე სახელმწიფოთა ანგარიშების განხილვისადმი მიძღვნილი სესიის გამართვამდე თითოეული კომიტეტი ამზადებს საკითხთა ნუსხას და კითხვებს, რომლებსაც უგზავნის სახელმწიფო მხარეს. სახელმწიფო მხარე ჩვეულებისამებრ წერილობით პასუხობს აღნიშნულ კითხვებს და აღნიშნული პასუხები ქვეყნდება ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე.
საკითხთა ნუსხაზე წერილობითი პასუხები მიიჩნევა ანგარიშის დამატებად და მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ, როცა ანგარიში ბარდება დაგვიანებით და კომიტეტი ბოლოს და ბოლოს ახერხებს მის განხილვას.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებისა და ბავშვის უფლებათა კომიტეტები იწვევენ ერთ კვირიან წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფს ზემოაღნიშნულ საკითხთა და კითხვათა ნუსხის მოსამზადებლად. ადამიანის უფლებათა კომიტეტი ამას ავალებს ქვეყნების ანგარიშებზე მომუშავე მიზნობირვ ჯგუფებს (CRTFS)10, რომლებიც იკრიბებიან კონკრეტული ანგარიშის განხილვის წინა სესიის მსვლელობისას.
კომიტეტთა უმრავლესობა თავის წევრთაგან ნიშნავს ქვეყნის მომხსენებელს, რომელიც ხელმძღვანელობს კონკრეტული ქვეყნის ანგარიშზე საკითხთა ნუსხის შედგენას.
ინფორმაციის სხვა წყაროები
მხარე სახელმწიფოთა ანგარიშების გარდა, სახელშეკრულებო ორგანოები იღებენ ინფორმაციას ხელშეკრულების განხორციელების შესახებ სხვა წყაროებიდანაც, როგორიცაა გაერთიანებული ერების სააგენტოები, სხვა მთავრობათაშორისი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები (როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო), აკადემიური წრეები და მას-მედია.
სახელმწიფოს ანგარიშების განხილვა
ანგარიშის ფორმალური განხილვის დროს მხარე სახელმწიფოთა დელეგაციებს იწვევენ კომიტეტის სხდომებზე, კომიტეტის წევრთა კითხვებზე პასუხის გასაცემად და მათთვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კომიტეტი განიხილავს სახელმწიფოს ანგარიშს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად. აღნიშნული მიზნად ისახავს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა დაეხმაროს ქვეყანას ხელშეკრულების მოთხოვნების რაც შეიძლება სრულად განხორციელებაში. სახელშეკრულებო ორგანოები არ წარმოადგენენ სასამართლო ორგანოებს. ისინი მონიტორინგს უწევენ ხელშეკრულებათა შესრულებას, წაახალისებენ და კონსულტაციებს უწევენ სახელმწიფოებს აღნიშნულის მისაღწევად.
i ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების სამომავლო სესიების და მათზე დაგეგმილი სახელმწიფო მხარეთა ანგარიშების განხილვის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე სახელშეკრულებო ორგანოთა სექციაში. |
დასკვნითი შენიშვნები და რეკომენდაციები
მხარე სახელმწიფოთა მიერ წარდგენილი ანგარიშისა და დამატებითი ინფორმაციის განხილვის შემდგომ, სახელშეკრულებო ორგანოები იღებენ დასკვნითი შენიშვნების შემცველ დოკუმენტს,11 რომელიც ასახავს ქვეყნის მიერ ხელშეკრულების განხორციელების დადებით ასპექტებს და რეკომენდაციებს იმ სფეროთა შესახებ, სადაც სახელშეკრულებო ორგანო ურჩევს ქვეყანას გადადგას შემდგომი ნაბიჯები. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ თავის შემდგომ ანგარიშებში აცნობოს კომიტეტს რეკომენდაციებით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში განხორციელებული საქმიანობისა და ხელშეკრულებების დებულებების განხორციელების შესახებ.
რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი
რეკომენდაციების შესრულებაში სახელმწიფო მხარეთა დახმარების მიზნით სახელშეკრულებო ორგანოებმა დაიწყეს იმპლემენტაციის მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების დანერგვა. ზოგიერთი კომიტეტი მხარე სახელმწიფოს სთხოვს ქვეყნის მომხსენებელ კომიტეტის წევრს დათქმულ ვადაში აცნობოს დასკვნითი შენიშვნების და რეკომენდაციების „პრიორიტეტული“ საკითხების გამოსასწორებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამის შემდეგ ქვეყნის მომხსენებელი გადასცემს სახელმწიფო მხარის პასუხს კომიტეტის დანარჩენ წევრებს.
სახელშეკრულებო ორგანოთა ზოგიერთი წევრი ვიზიტით ეწვია კონკრეტულ ქვეყნებს (სახელმწიფო მხარეთა მოწვევის საფუძველზე) ანგარიშზე კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციების შესრულების გადასამოწმებლად.
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების სამომავლო სესიების და მათზე დაგეგმილი სახელმწიფო მხარეთა ანგარიშების განხილვის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე სახელშეკრულებო ორგანოთა სექციაში.
3. კერძო პირთა საჩივრების განხილვა, რომლებიც სახელმწიფოს ადანაშაულებენ მათი უფლებების შელახვაში
სახელშეკრულებო ორგანოებიდან შვიდს აქვს მანდატი განიხილოს ინდივიდუალური პირებისაგან მიღებული საჩივრები ან კომუნიკაციები. ეს კომიტეტებია: ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, წამების წინააღმდეგ კომიტეტი, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კომიტეტი, ყველა მიგრანტი მუშისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის კომიტეტი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტი და იძულებით გაუჩინარების შესახებ კომიტეტი. 2008 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მიგრანტი მუშებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა კომიტეტის მანდატი ინდივიდუალური საჩივრების მიღების შესახებ ძალაში არ იყო შესული, ხოლო იძულებით გაუჩინარების შესახებ კომიტეტი ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ფაკულტატური ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ კომიტეტს ექნება ინდივიდუალურ საჩივართა მიღების უფლებამოსილება.
სახელშეკრულებო ორგანოები ვერ განიხილავენ საჩივარს მხარე სახლმწიფოს წინააღმდეგ, სანამ ეს უკანასკნელი არ აღიარებს აღნიშნულ საკითხში სახელშეკრულებო ორგანოს კომპეტენციას. ქვეყნები სახელშეკრულებო ორგანოების კომპეტენციად გასაჩივრების მექანიზმის პროცედურების საცნობლად ან აკეთებენ დეკლარაციას (ხელშეკრულების შესაბამის მუხლთან მიმართებაში), ან უერთდებიან შესაბამის ფაკულტატურ ოქმს.
i დამატებითი ინფორმაციისთვის სახელშეკრულებო ორგანოებშიინდივიდუალური საჩივრის წარდგენასთან დაკავშირებით,იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს VIII თავი (საჩივრისწარდგენა ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში).
დეტალური ინფორმაციის მისაღებადა სახელშეკრულებო ორგანოებში ინდივიდუალური საჩივრის (მათ პეტიციებსაც უწოდებენ) წარდგენის შესახებ (რომელშიც შედის ინსტრუქცია და რჩევები საჩივრის წარდგენის შესახებ) ეწვიეთ გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს. |
4. სახელმწიფოთაშორისი საჩივრები
ადამიანის უფლებათა რამდენიმე სახელშეკრულებო ორგანო იძლევა შესაძლებლობას ერთი ქვეყნის მიერ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელის შემოსატანად. 2008 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით მსგავსი პროცედურები არასოდეს ყოფილა გამოყენებული.
5. საკითხის მოკვლევა
ოთხ კომიტეტს-წამების წინააღმდეგ კომიტეტს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კომიტეტს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტს და იძულებით გაუჩინარების შესახებ კომიტეტს - შეუძლიათ დამოუკიდებლად წამოიწყონ საკითხის კონფიდენციალურ ვითარებაში მოკვლევა, თუ მათ მიღებული აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც მოიცავს კარგად დასაბუთებულ მინიშნებებს იმაზე, რომ ადგილი აქვს კონვენციების სერიოზულ, მძიმე ან სისტემატურ დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან. მოკვლევა ვერ განხორციელდება იმ მხარე სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელმაც არ აღიარა შესაბამისი კომიტეტის აღნიშნული კომპეტენცია.12
საჭიროების და სახელმწიფო მხარის თანხმობის შემთხვევაში მოკვლევა შეიძლება ასევე ითვალისწინებდეს ქვეყანაში ჩასვლას. მსგავსი მოკვლევის დასრულების შემდეგ კომიტეტი სახელმწიფო მხარეს უგზავნის მოკვლევის შედეგებს, კომენტარებსა და რეკომენდაციებს.
მოკვლევა მიმდინარეობს კონფიდენციალურობის დაცვით და მთელი პროცესის განმავლობაში ითვალისწინებს მხარე სახელმწიფოს წახალისებას თანამშრომლობაზე
i მიმდინარე ინფორმაცია მოკვლევის შესახებ მოცემულია საინფორმაციო გამოცემაში №30 - გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო სისტემა |
6. წინასწარი შეტყობინება და გადაუდებელი ღონისძიებები
1993 წელს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე მომუშავე კომიტეტმა შეიმუშავა პროცედურები წინასწარი შეტყობინებისა და გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ.13 ამათგან პირველი მიმართულია მხარე სახელმწიფოებში არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი ესკალაცია, ან კონფლიქტის ახალი კერების გაჩენა; ხოლო გადაუდებელი ღონისძიებები გამოიყენება ისეთი პრობელების საპასუხოდ, რაც დაუყოვნებლივ მოითხოვს ყურადღებას კონვენციის დარღვევის მასშტაბებისა თუ რიცხოვნობის შემცირების მიზნით. პრაქტიკულად, აღნიშნული პროცედურები ერთდროულად გამოიყენება. მათი გამოყენების ინიციატორებად შეიძლება გამოვიდნენ კომიტეტები, ან სხვა დაინტერესებული მხარეები, როგორიცაა, არასამთავრობო ორგანიზაციები.
7. ზოგადი კომენტარები
თითოეული სახელშეკრულებო ორგანო აქვეყნებს მის კომპეტენციაში მყოფი ხელშეკრულების დებულებათა ინტერპრეტაციებს, ასე წოდებულ ზოგად კომენტარებს (ცნობისათვის: რასობრივი დისკრიმინაციის კომიტეტი და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი იყენებენ ტერმინს „ზოგადი რეკომენდაციები“).
ზოგადი კომენტარების მიზანია კონვენციის განსახორციელებლად სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება. კომენტარები მოიცავს სხვადასხვა თემების, მათ შორის დებულებების არსებით განმარტებებს, ასევე კონკრეტული მუხლების შესახებ სახელმწიფოთა ანგარიშებში ინფორმაციის მოწოდების სახელმძღვანელო პრინციპებს.
i ზოგადი კომენტარები და ზოგადი რეკომენდაციები ყოველწლიურად გამოიცემა სახელშეკრულებო ორგანოების მიერ. მათ გასაცნობად და განხილვის სამომავლო დღეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის სახელშეკრულებო ორგანოთა სექციას. |
8. ზოგადი განხილვის/თემატური დისკუსიების დღეები
რამდენიმე სახელშეკრულებო ორგანო ატარებს კონკრეტულ თემასა თუ პრობლემაზე ზოგადი კომენტარების განხილვის დღეებს. თემატური დისკუსიები ხშირად ღიაა გარეშე მონაწილეთათვის, მათ შორის გაერთიანებული ერების პარტნიორებისათვის, მხარე სახლემწიფოთა დელეგაციებისათვის, არასამთავრობო და პროფესიული ორგანოზაციებისათვის, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისა და ინდივიდუალური ექსპერტებისათვის. შეხვედრათა შედეგებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ ახალი ზოგადი კომენტარების შემუშავებას. შეხვედრებში მონაწილეობამ ასევე შეიძლება დახმარება გაუწიოს სახელმწიფოებსა და სხვა მონაწილეებს ხელშეკრულებათა მოთხოვნებში გათვითცნობერებაში.
9. სახელშეკრულებო ორგანოთა თავმჯდომარეების ყოველწლიურიშეხვედრა და კომიტეტთაშორისი შეხვედრა
სახელშეკრულებო ორგანოთა თავჯდომარეების ყოველწლიური შეხვედრა იმართება ჟენევაში და საშუალებას აძლევს სახელშეკრულებო ორგანოთა წევრებს მიმოიხილონ გაწეული სამუშაო და დასახონ გზები სახელშეკრულებო ორგანოთა მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად. მსგავს შეხვედრებზე იხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა განხორციელების შესახებ ანგარიშგების პროცედურების დახვეწა, კომიტეტთა სამუშაო მეთოდების ჰარმონიზაცია, მსოფლიო კონფერენციების შედეგთა თვალის მიდევნება და ფინანსური საკითხები. აღნიშნული შეხვედრებისათვის დამახასიათებელია არაფორმალური კონსულტაციების გამართვა სახელმწიფო მხარეებთან, გაერთიანებული ერების პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
კომიტეტთაშორის შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ სახელშეკრულებო ორგანოების თავმჯდომარეები და ორ-ორი წევრი თითოეული კომიტეტიდან. კომიტეტთა უფრო ფართო შემადგენლობით შეკრება საშუალებას აძლევს აღნიშნულ ფორუმს უფრო დეტალურად განიხილონ რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამუშაო მეთოდები და სახელშეკრულებო ორგანოების თავჯდომარეთა ყოველწლიური შეხვედრებისას განხილული სხვა საკითხები.
i სახელშეკრულებო ორგანოების თავჯდომარეთა ყოველწლიური შეხვედრების და კომიტეტთაშორისი შეხვედრების შესახებ მიმდინარე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე. |
10. სახელშეკრულებო ორგანოთა რეფორმა
ბოლო წლებში სახელშეკრულებო ორგანოთა სამუშაო მეთოდების და პროცედურების განხილვა გაერთიანებული ერების სისტემის რეფორმირების ფარგლებში მიმდინარეობს14. ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოთა რეფორმა დღემდე ფოკუსირებული იყო სამუშაო მეთოდების კოორდინაციასა და ჰარმონიზაციაზე, მათ შორის „საუკეთესო პრაქტიკაზე“ შეთანხმებით და სახელმწიფო მხარეთა ანგარიშგების მოთხოვნათა უნიფიცირებით ერთიანი ძირითადი დოკუმენტის და ხელშეკრულებისთვის სპეციფიური ანგარიშების ერთიანი ფორმის მეშვეობით15.
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოები ასევე მუშაობენ ეფექტური თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, განსაკუთრებით ახალი უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმთან მიმართებაში. ისინი ასევე მუშაობენ სპეციალური პროცედურების მანდატთა მფლობელებთან თანამშრომლობის მოდალობათა დახვეწაზე16. სახელშეკრულებო ორგანოთა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცედურათა დახვეწაზე ჩატარდა რიგი განხილვები, მათ შორის განხილულ იქნა ყოფილი უმაღლესი კომისრის, ლუის არბორის 2005 წლის დროინდელი შემოთავაზება გაერთიანებული სახელშეკრულებო ორგანოს შექმნის შესახებ.
დ. როგორ შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ითანამშრომლონ სახელშეკრულებო ორგანოებთან?
სახელშეკრულებო ორგანოებთან თანამშრომლობა ეფექტური გზა აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ ადამიანის უფლებათა განხორციელებასა და კონკრეტულ უფლებათა შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაში. ეროვნულ დონეზე არასამთავრობო ორგანიზაციები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს სახელშეკრულებო ორგანოთა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის განხორციელებასა და მათ შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. სახელშეკრულებო ორგანოები დიდად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ანგარიშების ჩაბარების ციკლის სხვადასხვა ეტაპზე, როგორიცაა, ანგარიშების ჩაბარება, პეტიციები, წინსწარი შეტყობინება, ან საკითხის მოკვლევა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ტრადიციულად თანამშრომლობენ სახელშეკრულებო ორგანოებთან კომიტეტთა სესიების მიმდინარეობისას. სახელშეკრულებო ორგანოთა მიერ ანგარიშთა განხილვის პროცესში ასევე ხშირად მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოების სხვა მოთამაშეებიც, მათ შორის ექსპერტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, სამეცნიერო წრეების და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. მათ მიერ კომიტეტებისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ხშირად შუამდგომლობას უწევენ პროცესში გათვითცნობიერებული და აქტიურად ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები.
ბავშვის უფლებათა კონვენცია, საერთაშორისო კონვენცია ყველა შრომითი მიგრანტისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის შესახებ და კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ პირდაპირ ითვალისწინებს „სხვა კომპეტენტური ორგანოების“, მათ შორის, პირველი ორი კონვენციის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას სახელშეკრულებო ორგანოთა მუშაობაში. ასევე კომიტეტებმა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ და ბავშვის უფლებების შესახებ შეიმუშავეს სახელმძღვანელო პრინციპები მათ მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა (ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების) მონაწილეობის შესახებ.17
სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მოდალობა განსხვავდება თითოეული კომიტეტის შემთხვევაშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოცემულია აღნიშნული თავის დანართში.
1. ახალ საერთაშორისო ინსტრუმენტთა მიღების და არსებულ შეთანხმებათა რატიფიკაციის ან მათთან მიერთების ხელშეწყობა
სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შესწევს ახალ საერთაშორისო ინსტრუმენტთა ჩამოყალიბებასა და დამტკიცებაში. ახალ ხელშეკრულებათა განვითარების და სახელმწიფოთა მხრიდან მათზე მიერთების მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ნორმების განვითარებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის ამაღლებაში
სამოქალაქო საზოგადოების როლი ადამიანის უფლებათა ახალი საერთაშორისო სტანდარტების განვითარებაში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია და მისი ფაკულტატური ოქმი
2006 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია და მისი ფაკულტატური ოქმი. სამოქალაქო საზოგადოებამ, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათმა წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს აღნიშნულ ინსტრუმენტთა ჩამოყალიბებაში. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ხელშეკრულებების ტექსტთა შეთანხმებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში და ამჟამად აქტიურად მუშაობენ სახელმწიფოებთან აღნიშნულ ინსტრუმენტთა რატიფიკაციის მიზნით.
მოლაპარაკებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესახებ გაგრძელდა 2002-2006 წლებში. შესაბამისად, აღნიშნული კონვენცია ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებებს შორის ყველაზე მოკლე ვადაში შეთანხმებული დოკუმენტთაგანია. მისი მიღების აღსანიშნავად იმდროინდელმა უმაღლესმა კომისარმა, ლუის არბორმა კონვენციის ჩამოყალიბების პროცესი დაახასიათა, როგორც უპრეცედენტოთ თანამშრომლობითი სახელმწიფოებს, გაეროს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს შორის. კერძოდ, მან აღნიშნა:
„მინდა.... მადლობა მოვუხადო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლებს კონვენციის ჩამოყალიბების საქმეში. მათ ახლებური როლი შეიძინეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ მათ შესწევთ - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - ბრძოლა ინერტულობის, ინდიფერენტულობისა და ხშირად აშკარა დაპირისპირების წინააღმდეგ, რათა კანონის უზენაესობის დაცვით მიაღწიონ თავიანთ ლეგიტიმურ მიზნებს -სამართლიანობასა და თანასწორუფლებიანობას.“ |
იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის საერთაშორისო კონვენცია
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, განსაკუთრებით იძულებითი გაუჩინარების მსხვერპლთა ოჯახების ასოციაციები აქტიურად მონაწილეობდნენ კონვენციის ტექსტის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელი და ყოფილი ადამიანის უფლებათა კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სამუშაო ჯგუფის სესიებში. არგენტინელი ქალბატონი მარტა ოკამპო დე ვასკესი, იძულებით გაუიჩინარების მსხვერპლი ქალიშვილის დედა, იძულებით გაუჩინარების პრაქტიკის საბოლოო აღკვეთის წინააღმდეგ და ახალი კონვენციის მიღების პროპაგანდირებას 30 წელი ეწეოდა სამუშაო ჯგუფის სესიებზე, სადაც ის დაკავებულთა და გაუჩინარებულთა ნათესავთა ასოციაციას (FEDEFAM) წარმოადგენდა. ქალბატონმა დე ვასკესმა 2006 წლის 22 ივნისს ადამიანის უფლებათა საბჭოს საინაგურაციო სესიაზე, კონვენციის მიღების წინმსწრებად განაცხადა:
„1977 წელს მე შევუერთდი პლაზა დე მაიოს დედათა მოძრაობას. თანამებრძოლ ქალებთან ერთად დავიწყე სწავლის პროცესი. მე მივხვდი, რომ მე არა მარტო ჩემს გაუჩინარებულ ქალიშვილს და სიძეს ვეძებდი, არამედ ვეძებდი ყველა გაუჩინარებულ შვილს და სიძეს არგენტინაში, ლათინურ ამერიკაში და დღეს უკვე ყველა გაუჩინარებულ პირს მთელს მსოფლიოში.
მინდა იცოდეთ, რომ საყვარელი ადამიანების დაკავების და გაუჩინარების შემდეგ მივედით მწარე რეალობის აღიარებამდე - ჩვენ ვერ ვიპოვიდით პასუხებს ჩვენს კითხვებზე. ქვეყანაში არც ერთი ხელისუფლების შტო არ იჩენდა საკითხისადმი ჯეროვან ინტერესს. ჩვენ სასოწარკვეთილნი ვიყავით და სწორედ მაშინ მივაწვდინეთ ჩვენი ხმა საერთაშორისო თანამეგობრობას, მაგრამ მაშინვე აღმოვაჩინეთ, რომ აღნიშნულ პრობლემას არ ითვალისწინებდა არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება. ბატონო პრეზიდენტო, სწორედ ამიტომ ვართ აქ და ვთხოვთ ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებს მხარი დაუჭირონ ახალი კონვენციის მიღებას. ჩვენ დღემდე მიღწევებითა და წარუმატებლობებით სავსე გზა გავიარეთ და დღეს მოველით, რომ იძულებითი გაუჩინარებისგან ადამიანთა დაცვის ახალ მექანიზმს ჩაეყრება საფუძველი“.
თუ ქვეყანას ჯერ არ აქვს რატიფიცირებული ხელშეკრულება, ან არ მიერთებია ხელშეკრულებასა თუ მის ფაკულტატურ ოქმს, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ აღნიშნული საკითხის ლობირება მთავრობასთან, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ეროვნულ ინსტიტუტებთან და ეროვნულ მედია საშუალებებთან საკუთარი ნაბიჯების კოორდინირებით, ან/და აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ცოდნის გაღრმავებით.
ხელშეკრულებათა და ფაკულტატური ოქმების რატიფიცირების სტატუსის გადასამოწმებლად ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს.
2. მხარე სახელმწიფოთა ანგარიშვალდებულების მონიტორინგი
მხარე სახელმწიფოებს სხვადასხვა მიზეზის გამო ყოველთვის არ აქვთ საშუალება შეასრულონ ანგარიშების წარდგენის მოვალეობა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ შესაბამისი ქვეყნის მთავრობასთან ანგარიშების ჩაბარების ვადების დაცვის, ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ ანგარიშის დროულად ჩაბარების ვალდებულებების შესახებ საზოგადოების გათვითცნობიერებულობის გაღრმავების მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ქვეყნის მთავრობისათვის ხელშეკრულების განხორციელების შესახებ, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას მოპოვებული მასალების საფუძველზე. მათ შეუძლიათ ითანამშრომლონ მთავრობასთან ხელშეკრულების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
თუ მხარე სახელმწიფო მნიშვნელოვნად აგვიანებს ანგარიშის წარდგენას, ან არ პასუხობს კომიტეტის თხოვნებზე ანგარიშის წარმოდგენის შესახებ, სახელშეკრულებო ორგანოებს შეუძლიათ მიმართონ პროცედურას, რომლის მიხედვითაც, სიტუაცია ქვეყანაში განიხილება ანგარიშის არ არსებობის პირობებებშიც - ე.წ. გადახედვის პროცედურის ფარგლებში.
არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაერთიანებული ერების პარტნიორი ორგანიზაციების მსგავსად, შეუძლიათ გადახედვის პროცედურის ფარგლებში კომიტეტებს მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და სახელმწიფო მხარესთან დიალოგის საფუძველზე კომიტეტი მიიღებს დასკვნით შენიშვნებს, მათ შორის რეკომენდაციებს.
3. წერილობითი ინფორმაციის წარდგენა
ანგარიშების წარდგენის მთელი ციკლის განმავლობაში კომიტეტი მიესალმება დამატებით ინფორმაციას შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა სფეროს შესახებ, ქვეყანაში მისი განხორციელების უფრო ეფექტური მონიტორინგისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საუკეთესო ფორმა წერილობითი ანგარიშებია. ყველაზე გამოსადეგი ანგარიშები მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლობით და კოორდინაციით იქმნება. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებენ კონკრეტულ ქვეყანაზე ერთობლივი წერილობითი ანგარიშის წარმოდგენას.
პირობები ინფორმაციის წარდგენის შესახებ განსხვავდება სახელშეკრულებო ორგანოების მიხედვით. ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია და მასალები სახელშეკრულებო ორგანოს ანგარიშის წარდგენის კვალდაკვალ, მის განხილვამდე.
კომიტეტი სოციალური, ეკონომიური და კულტურული უფლებების შესახებ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის წინააღმდეგ და ბავშვის უფლებათა კომიტეტი მიესალმება წერილობითი ინფორმაციის წარდგენას ქვეყანაში მოქმედი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა (მათ შორის ექსპერტების, სამეცნიერო ინსტიტუტების, პროფესიული ასოციაციების და პარლამენტართა) წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფებში, საკითხების ნუსხათა შემუშავების პროცესში. ბავშვის უფლებათა კომიტეტი მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას წინასასესიო სამუშაო ჯგუფის შეკრებამდე ორი თვით ადრე. რაც შეეხება, წამების წინააღმდეგ კომიტეტსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, პროფესიულ ასოციაციებს და სამეცნიერო ინსტიტუტებს შეუძლიათ ინფორმაცია მიაწოდონ მხარე სახელმწიფოების მოხსენებებზე მომუშავე მიზნობრივ ჯგუფს (CRTF), რომელიც იკრიბება სესიის განმავლობაში იქამდე, სანამ დაიწყება კონკრეტული ქვეყნის მიერ წარმოდგენილი ანგარიში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ კომიტეტისადმი წარდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია ზოგადად საჯაროდ ითვლება. ამასთანავე, კომიტეტს შეიძლია ანგარიში გახადოს კონფიდენციალური, თუ ასეთი მოთხოვნა არსებობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი ინფორმაცია, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, არ წარმოადგენს გაერთიანებული ერების ოფიციალურ დოკუმენტაციას. ისინი არ ექვემდებარება რედაქტირებას და არ ითარგმნება. ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ რომელ ენაზე (ენებზე) სურთ ინფორმაციის მიწოდება კომიტეტებისათვის.
ნებისმიერი სახის წერილობითი ინფორმაციის ჩაბარებამდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აუცილებლად უნდა გადაამოწმონ შემდეგი:
არის თუ არა ქვეყანა მიერთებული ან აქვს თუ არა მას რატიფიცირებული შესაბამისი ინსტრუმეტი და თუ ასეა, შეიკავა თუ არა სახელმწიფომ თავი მის რომელიმე მუხლთან მიმართებაში (ზოგადად, ქვეყნის მიერ თავის შეკავებისდა მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია განიხილოს კონკრეტული პრობლემა და მიიტანოს იგი კომიტეტის ყურამდე).
როდის უწევს მხარე სახელმწიფოს მიმდინარე ანგარიშის წარდგენა და როდის იგეგმება შესაბამისი კომიტეტის შემდგომი სესია. თარიღები იცვლება მოკლე ვადებში, ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეგულარულად უნდა იქონიონ კონტაქტი შესაბამისი კომიტეტების სამდივნოებთან, ყოველი სესიის წინამორბედი თვეების განმავლობაში.
მნიშნვენლოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გაეცნონ სახელმწიფოს მიერ წარდგნილი უკანასკნელი ანგარიშის შინაარსს, ასევე, ბოლო დასკვნით დაკვირვებებსა და საკითხთა ნუსხას.
სახელმძღვანელო პრინციპები თითოეული სახელშეკრულებო ორგანოსთვის (ამით არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ შეამოწმონ, თუ რამდენად შეესაბამება მხარე სახელმწიფოთა მიერ წარდგნილი ანგარიში კომიტეტების მოთხოვნებს)
i წერილობითი ინფორმაციის ჩაბარება
არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სახელშეკრულებო ორგანოებისთვის ინფორამციის მიწოდების საუკეთესო მეთოდი სახელმწიფოს მიერ წარდგენილ ანგარიშთა პარალელურად თავიანთი წერილობითი ანგარიშის მიწოდებაა.
ანგარიშზე მუშაობის დაწყების წინ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის რეკომენდირებულია სახელშეკრულებო ორგანოების მიერ ანგარიშების წარდგენის შესახებ შემუშავებული კონკრეტული სახელმძღვანელო პრინციპების გაცნობა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი ანგარიში, შეძლებისდაგვარად, უნდა მისდევდეს სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ოფიციალური ანგარიშის სტრუქტურას. მისი მიზანი უნდა იყოს სისტემატური ანალიზი იმისა, თუ რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებების სტანდარტებსა და პრინციპებს მხარე სახელმწიფოში არსებული კანონდებლობა, პოლიტიკა და პრაქტიკა.
წერილობითი ანგარიში უნდა:
კომიტეტებისადმი წარდგენილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა წერილობითი ანგარიშები ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ვებ-გვერდის ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოთა სექციაში, ან ბავშვის უფლებათა კომიტეტის შემთხვევაში ბავშვის უფლებათა ინფორმაციის ქსელის (ბავშვის უფლებათა კონვენციის არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფს) ვებ-გვერდზე. |
ტრენინგი ანგარიშის შედგენაზე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტის იმპლემენტაცის შესახებ
2007 წლის ივნისში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საველე წარმომადგენლობამ საქართველოში ჩაატარა ტრენინგი 20 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტისადმი ანგარიშის წარდგენის შესახებ. ტრენინგი, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა კომიტეტის ორი წევრი, მიზნად ისახავდა:
ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტების, მათი მონიტორინგის მექანიზმების და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ;
თანასწორობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტის შესრულებაში მონაწილეობის მიღების პრინციპის შესახებ ინფორმირებულობის გაღრმავებას;
პაქტის იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
ტრენინგის შემდეგ 2007 წელს მოეწყო რამდენიმე დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
4. ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოთა სესიებზე დასწრება და მათში მონაწილეობის მიღება
სესიებზე დასწრება
სახელმწიფო მხარეთა ანგარიშები განიხილება საზოგადოებისათვის ღია სესიების დროს, რომელთაც ასევე შეუძლიათ დაესწრნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დამკვირვებლების სტატუსით. სახელშეკრულებო ორგანოთა სესიებზე დასწრება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს:
კომიტეტს ან მის რიგ წევრებს წარუდგინონ ზეპირი ინფორმაცია;
იხილონ დიალოგის მიმდინარეობა კომიტეტსა და სახელმწიფო მხარეს შორის;
პირველწყაროდან შეიტყონ კომიტეტის მიერ ხაზგასმული საკითხების და რეკომენდაციების შესახებ.
კომიტეტთა სესიებში, ასევე წინასასესიო ღონიესძიებებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობის წესები და პრაქტიკა განსხვავდება კომიტეტთა შესაბამისად.
კომიტეტთა სხდომებზე დასწრების აკრედიტაციის თხოვნით წინასწარ უნდა მიემართოს კონკრეტული კომიტეტის სამდივნოს.
სესიების მუშაობის ხელშეწყობა
არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კომიტეტის სხდომებში (თუმცა, ისინი არ მონაწილეობენ დიალოგში მხარე სახელმწიფოსა და კომიტეტს შორის) წერილობით შეტყობინებებსა და სკუთარ ანგარიშებში წამოწეული საკითხების პრეზენტაციის მიზნით.
კომიტეტების უმრავლესობას გამოყოფილი აქვს დრო არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ ზეპირი განაცხადების გასაკეთებლად. იხილეთ ამ თავის დამატებითი ინფორმაცია სესიის მსვლელობის ან წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფებისადმი ზეპირი ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
კომიტეტთა სესიები
ადამიანის უფლებათა კომიტეტს, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტს, წამების წინააღმდეგ კომიტეტს, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტს და ყველა შრომითი მიგრანტისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის კომიტეტს გათვალისწინებული აქვთ სპეციალური დროის გამოყოფა არასამთავრობო ორგანიზაციების ზეპირი განცხადებებისათვის. ეს საშუალებას აძლევს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კომიტეტს წარუდგინონ წერილობითი ანგარიშის მთავარი პრობლემატიკა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის სხდომების გარდა, სადაც სხდომები ღიაა, არასამთავრობო ორგანიზაციების ზეპირი პრეზენტაციები სესიის მსვლელობისას იმართება დახურული ფორმატის შეხვედრებზე.
წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფები
კომიტეტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, ბავშვის უფლებათა კომიტეტი და კომიტეტი ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა
ფორმის აღმოფხვრის შესახებ ითვალისწინებს სპეციალური დროის გამოყოფას არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. სხვა კომიტეტებს შესაძლოა არ ქონდეთ ფორმალიზირებული მსგავსი პროცედურა, მაგრამ მაინც შესაძლებელია არაფორმალური შეხვედრების გამართვა წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფთან, კომიტეტის სამდივნოს საშუალებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი წინა-სასესიო სხდომების მუშაობაში შესაძლოა აისახოს კომიტეტთა მიერ შედგენილ საკითხთა ნუსხაში, რომელიც სახელმწიფო მხარეს ეგზავნება. წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფების შეხვედრის ფორმატი ასევე აძლევს საშუალებას არასამთავრობო ორგანიზაციებს წარადგინონ წერილობითი ინფორმაცია ან თავიანთი ანგარიშები. კომიტეტთა უმრავლესობა არ აძლევს საშუალებას მთავრობის წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ წინა-სასესიო შეხვედრებში.
არაფორმალური ბრიფინგები
i ინსტრუქცია ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების სხდომებზე და წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფებში ზეპირიგანაცხადის წარსადგენად
არასამთავრობო ორგანიზაციები კარგა ხნით ადრე უნდა დაუკავშირდნენ შესაბამისი კომიტეტის სამდივნოს, რათა ოფიციალურად აცნობონ მათ თავიანთი მონაწილეობის სურვილის შესახებ. |
კომიტეტის სხდომები საშუალებას აძლევს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ არაფორმალურ გარემოში კომიტეტის წევრებს. არაფორმალური ბრიფინგები, რომელთაც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები აწყობენ, შესაძლებელია გაიმართოს ოფიციალური შეხვედრებისგან თავისუფალ დროს, ჩვეულებრივ, შუადღის შესვენების დროს, პირველიდან სამ საათამდე. გასათვალისწინებელია, რომ „შუადღის შესვენების“ დროს მოწყობილ ბრიფინგებზე
თარჯიმნის მომსახურება გათვალისწინებული არ არის.
არაფორმალურ შეხვედრათა მიზანი უნდა იყოს იმ საკითხების განხილვა, რომელზეც მუშაობს კომიტეტი კონკრეტულ ქვეყანასთან მიმართებაში. არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გამართული არაფორმალური ბრიფინგები, ჩვეულებრივ, ტარდება სესიის წინა დღეს ან კონკრეტული ქვეყნის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ანგარიშის განხილვის დღეს. კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული ბრიფინგი, ჩვეულებრივ, მეტ კომიტეტის წევრს იზიდავს დასასწრებად და უფრო შედეგიანია, ვიდრე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართული რამდენიმე სხვადასხვა ბრიფინგი, რომელიც ვერ იზიდავს სახელშეკრულებო ორგანოს ყურადღებას. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებენ ერთმანეთთან კოორდინაციით მოაწყონ მსგავსი ღონისძიებები.
ზოგიერთ შემთხვევაში კომიტეტთა სამდივნოებმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ შეხვედრის ორგანიზებაში ოთახებისა და შესაბამისი აღჭურვილობის გამოყოფით და ღონისძიების შესახებ კომიტეტის წევრთა ინფორმირებით.
5. სახელშეკრულებო ორგანოების დასკვნითი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი
კომიტეტის სხდომის დასრულებისა და დასკვნითი დაკვირვებების მიღების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეკომენდაციების განხორციელების ხელშეწყობაში, კერძოდ, რეკომენდაციათა შესახებ ინფორმაციის გავრცელებით და სახელმწიფო მხარეთა წახალისებით შეასრულონ ისინი.
მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თავად გაეცნონ დასკვნით დაკვირვებებს, რომელიც მიღებულ იქნა კომიტეტის მიერ.
სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია სახელშეკრულებო ორგანოს რეკომენდაციების შესრულების ხელშეწყობა შემდეგი გზებით:
i ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს სახელშეკრულებო ორგანოთა რეკომენდაციების შესახებ ელექტრონული ფოსტით შეტყობინების მოსათხოვად. |
საკუთარი ქვეყნის მთავრობასთან მუშაობა ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესარულებლად (სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად გვევლინებიან კატალიზატორის როლში, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ქვეყნის საკანონმდებლო ნორმებსა და ეროვნული პოლიტიკის შემუშავებას აღნიშნულ სფეროში. სამოქალაქო საზოგადოებას ასევე შეუძლიათ კომიტეტის დაკვირვებები გამოიყენონ მთავრობასთან დიალოგის წარმართვისა და საკუთარი სამოქმედო პროგრამის შესამუშავებლად);
ადამიანის უფლებათა სფეროში სიტუაციისა და გადადგმული ნაბიჯების მონიტორინგი, რომელიც მინზად ისახავს კომიტეტის დასკვნითი დაკვირვებების შესრულებას;
ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საზოგადოებაში ცოდნის გაღრმავება კომიტეტის სესიათა შედეგების, მხარე სახელმწიფოთა ვალდებულებებისა და კომიტეტის დასკვნითი დაკვირვებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით. აღნიშნული მიიღწევა თემატური დისკუსიების, განხილვების და სემინარების ორგანიზებით, დასკვნითი დაკვირვებების თარგმნითა და გამოცემებით და ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ეროვნულ ინსტიტუტებსა და მედიასთან თანამშრომლობით;
სახელშეკრულებო ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღება, თითოეული კომიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდების გზით, იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობს მთავრობა დასკვნით დაკვირვებებს. ასევე, სახელშეკრულებო ორგანოებისთვის კონკრეტული და მიზნობირივი ინფორმაციის მიწოდების გზით.
6. როგორ ბარდება ინდივიდუალური საჩივარი სახელშეკრულებოორგანოებში
ნებისმიერ პირს, ვისაც მიაჩნია, რომ სახელმწიფო არღვევს რომელიმე პაქტითა თუ კონვენციით დაცულ მის უფლებას, შეუძლია ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნა შესაბამის კომიტეტში, იმ პირობით, რომ სახელმწიფოს აღიარებული აქვს კომიტეტის კომპეტენცია განიხილოს მსგავსი საჩივრები. საჩივრის გაგზავნა კონკრეტული პირის სახელით ასევე შეუძლია მესამე მხარესაც, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, თუ არსებობს მომჩივნის აღნიშნულზე წერილობითი თანხმობა (მინდობილობა), ან პირს არ შეუძლია მსგავსი ნებართვის გაცემა.
ინდივიდუალური საჩივრის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ამოწურულია ქვეყნის შიგნით არსებული სამართლებრივი საშუალებები და ყველა სხვა კრიტერიუმიც დაკმაყოფილებულია.
i დამატებითი ინფორმაციისთვის სახელშეკრულებო ორგანოებში ინდივიდუალური საჩივრის გაგზავნის პროცედურასთან დაკავშირებით, იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს აღნიშნული და VIII თავის დანართები. |
7. ინფორმაციის მიწოდება კონფიდენციალური მოკვლევისათვის
კომიტეტებისათვის ინფორმაციის მიწოდებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შესაძლებელია გავლენა იქონიონ კომიტეტთა გადაწყვეტილებაზე დაიწყონ კონფიდენციალური მოკვლევის პროცედურა. კონფიდენციალური მოკვლევა მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ კომიტეტებამდე მიიტანონ ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტები და პრობლემატური სიტუაციების შესახებ ინფორმაცია.
კონფიდენციალურ მოკვლევათა უმრავლესობა წარსულში განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი ინფორმაციის შედეგად. მაგალითად, წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ განხორციელებული შვიდი კონფიდენციალური მოკვლევა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (ბრაზილია, ეგვიპტე, მექსიკა, პერუ, სერბეთი და მონტენეგრო, შრი ლანკა და თურქეთი). კომიტეტმა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ დაასრულა ერთი კონფიდენციალური მოკვლევა (მექსიკა).
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კომიტეტებისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ გამოძიების მსვლელობის დროსაც.
არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობაკონფიდენციალური მოკვლევის განხორციელებაში
პირველი მოკვლევა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის მე-8 მუხლის შესაბამისად დაიწყო ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიეწოდა კომიტეტს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ - „იქუალიტი ნიუ“, „კასა ამიგა“და მექსიკის ადამიანის უფლებათა პოპულარიზაციისა და დაცვის კომიტეტი -რომელიც ეხებოდა 200-ზე მეტი ქალის მკვლელობასა და გაუჩინარებას სიუდად ხუარესში, მექსიკაში. არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს დეტალური ინფორმაცია 1993 წლიდან ქალების გატაცების, გაუპატიურებისა და მკვლელობის შესახებ. კომიტეტმა ინფორმაცია სარწმუნოდ მიიჩნია, რომელშიც დასაბუთებული მინიშნებები იყო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციით განსაზღვრული უფლებების სისტემატური და სერიოზული დარღვევების შესახებ. მოკვლევის მსვლელობისას არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს დამატებითი ინფორმაცია და აქტიურად მონაწილეობდნენ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის ორი წევრის ვიზიტის განხორციელებაში მექსიკაში. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მხარე სახელმწიფოს მთავრობის აქტიური მონაწილეობით დაიწერა ამომწურავი ანგარიში. იგი ეხებოდა როგორც ძალადობას, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას, რომლის ფონზეც ვითარდებოდა მოვლენები. ამით ყურადღება გამახვილებული იყო ქალთა მიმართ ძალადობის ძირეულ პრობლემებზე და შემუშავებულ იქნა მკაცრი რეკომენდაციები, რათა უზრუნველყოფილიყო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციით განსაზღვრული ყველა უფლების დაცვა.
ანგარიში და მექსიკის მთავრობის პასუხი ხელმისაწვდომია ინტერნეტში, ქალთა განვითარების სექციის ვებ-გვერდზე. |
i სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ინფორმაციაკონფიდენციალური მოკვლევისათვის უნდა გაგზავნონშემდეგ მისამართზე:
[კომიტეტის სახელწოდება] |
8. ინფორმაციის მიწოდება წინასწარი გაფრთხილებისა და გადაუდებელი ღონისძიებების პროცედურათა ასამოქმედებლად
სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი ინფორმაცია მნიშნველოვანია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის წინასწარი გაფრთხილებისა და გადაუდებელი ღონისძიებების პროცედურათა ასამოქმედებლად. წარსულში აღნიშნული პროცედურები ინიცირებულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების და აბორიგენი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
i ინდივიდუალურ საჩივრებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წინამდებარე და VIII თავების დანართები. |
9. თავმჯდომარეთა ყოველწლიურ შეხვედრაზე და კომიტეტთაშორის შეხვედრაზე დასწრება და მათ მუშაობაში წვლილის შეტანა
ეს შეხვედრები ღიაა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, რომელთაც მათზე დასწრება დამკვირვებლის სტატუსით შეუძლიათ.
კომიტეტთაშორისი შეხვედრის დღის წესრიგი ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომიტეტის წევრთა პირდაპირი ინტერაქციის შესაძლებლობას. დიალოგი იმართება სახელშეკრულებო ორგანოთა ფუნქციონირების, შესაბამისი პროცედურებისა და სამუშაო მეთოდოლოგიის ზოგად თემატიკას.
დ. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელთ არსებული რესურსები
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოთა ვებ-გვერდები
ინფორმაცია და დოკუმენტაცია სახელშეკრულებო ორგანოების შესახებ საჯაროა და ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე
თითოეულ სახელშეკრულებო ორგანოს აქვს ცალკე ვებ-გვერდი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ხელშეკრულებაზე, სახელმწიფო მხარეთა მიერ მის რატიფიკაციაზე, კომიტეტთა სესიებზე, სამუშაო მეთოდებზე და ა.შ.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე ასევეა განლაგებული სახელშეკრულებო ორგანოთა მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს დოკუმენტთა ფართო სპექტრს, მათ შორის, სახელმწიფო მხარეთა პერიოდულ ანგარიშებს, დასკვნით რეკომენდაციებს, ზოგად კომენტარებს, გადაწყვეტილებებს ინდივიდუალური კომუნიკაციების საპასუხოდ.
საინფორმაციო გამოცემები
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოცემული საინფორმაციო ბროშურები ასევე შეიცავს ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებებისა და ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების შესახებ. მსგავს საინფორმაციო გამოცემათა მიმდინარე და განახლებადი სია ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის გამოცემათა სექციაში.
სახელშეკრულებო ორგანოთა DVD - „ადამიანის უფლებები თვითოეული ჩვენთაგანის სახლში“
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა DVD-ს ფორმით გამოსცა სასწავლო მასალა სახელშეკრულებო ორგანოთა შესახებ სახელწოდებით „ადამიანის უფლებები თვითოეული ჩვენთაგანის სახლში“. მისი მოპოვება შესაძლებელია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გამოცემათა და ინფორმაციის განყოფილებაში (დაუკავშირდით: publications@ohchr.org).
ექსტრანეტი
ამჟამად, გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ექსტრანეტის საშუალებით ინახავს და ავრცელებს ინფორმაციას სამი სახელშეკრულებო ორგანოსათვის: კომიტეტისათვის ყველა შრომითი მიგრანტისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის შესახებ, ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და წამების წინააღმდეგ კომიტეტისათვის. ექსტრანეტში ყოველი სახელშეკრულებო ორგანოსათვის განთავსებულია ინფორმაცია მხარე სახელმწიფოთა მიერ წარმოდგენილი ანგარიშების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენლი ანგარიშების, მისი შეხვედრებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ.
პაროლით დაცული ექსტრანეტის გვერდების დასათვალიერებლად შეავსეთ ელექტრონული ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე, ადამიანის უფლებათა საბჭოს სექციაში. |
ადამიანის უფლებათა უნივერსალური ინდექსი
ადამიანის უფლებათა უნივერსალური ინდექსი საინფორმაციო ელექტრონული საშუალებაა, რომელიც შეიქმნა გაერთიანებული ერების სახელშეკრულებო ორგანოების და ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების მიერ შემუშავებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ეს ახალი ვებ-გვერდი (რომელზე შესვლაც შესაძლებელია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის მეშვეობით) შეიცავს სახელშეკრულებო ორგანოთა დასკვნით რეკომენდაციებს 2000 წლიდან მოყოლებული, ასევე 2006 წლიდან ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების მიერ კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით შემუშავებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს. ინდექსის მეშვეობით მომავალში შესაძლებელი იქნება ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ უნივერსალური პერიოდული გადახედვის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების მოძიებაც.
დანართი: ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოთა პროფილი
მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტებს აქვთ საერთო საქმიანობა, პროცედურები და პრაქტიკა, მათ ასევე გააჩნიათ საკუთარი მოთხოვნილებები. ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია იძლევა ძირითად ინფორმაციას თითოეული კომიტეტის შესახებ.
ადამიანის უფლებათა კომიტეტი
მონიტორინგს უწევს:
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს და მის ფაკულტატურ ოქმებს.
შემადგენლობა:
18 დამოუკიდებელი ექსპერტი, არჩეული ოთხწლიანი განახლებადი ვადით.
სხდომები:
კომიტეტი იკრიბება წელიწადში სამჯერ სამკვირიანი სესიების განმავლობაში. მარტში ჩვეულებრივ იკრიბება გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ იორკში, ხოლო ივლისსა და ოქტომბერ/ნოემბერში გაეროს ჟენევის ოფისში.
ანგარიშების წარდგენა:
მხარე სახელმწიფოებმა პირველი ანგარიში უნდა წარადგინონ პაქტთან მიერთებიდან ერთი წლის ვადაში და შემდგომში, კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისად -ჩვეულებრივ, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. დასკვნითი დაკვირვებები უკანასკნელი ანგარიშიდან, ჩვეულებისამებრ, იძლევა ინფორმაციას შემდგომი ანგარიშის წარდგენის ვადებზე.
წერილობითი ინფორმაციის მიწოდება:
არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ წერილობითი ინფორმაციისა თუ ანგარიშების მიწოდება სამდივნოსთვის ნებისმიერ დროს. ყველა სახის ინფორმაცია უნდა მიწოდებულ იქნას ელექტრონულად და ამობეჭდილი ვარიანტი გაიგზავნოს ქვემოთ მოყვანილ მისამართზე. ინფორმაციის ჩაბარების საუკეთესო დროა ორი კვირა სესიამდე, რომელზეც განიხილება ქვეყნის მიერ წარმოდგენილი ანგარიში და ექვსი კვირით ადრე ქვეყანათა ანგარიშებზე მომუშავე მიზნობრივი ჯგუფის შეხვედრამდე, რომელიც მუშაობს კომიტეტის შემდგომ სესიაზე განსახილველი საკითხების ნუსხაზე კონკრექტულ ქვეყნებთან მიმართებაში. უნდა გაიგზავნოს სულ მცირე 25 ამობეჭდილი ასლი.
კომიტეტის სხდომებზე დასწრება:
არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შეუძლიათ დაესწრონ კომიტეტის შეხვედრებს დამკვირვებლის სტატუსით. ამისათვის, მათ წერილობით უნდა მიმართონ სამდივნოს ქვემოთ მოცემულ მისამართზე და მოითხოვონ აკრედიტაცია. სესიის პირველ დღეს, რომელზეც განიხილება მონაწილე ქვეყნის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, კომიტეტი გამოყოფს დროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, ზეპირი ინფორმაციის მისაწოდებლად კომიტეტის წევრების დახურული შეხვედრის ფორმატში. დამატებითი “საუზმის” და “შუადღის შესვენების” ბრიფინგები რეგულარულად იმართება, რათა საშუალება მიეცეს არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს წარმოადგინონ უახლესი ინფორმაცია კონკრეტული ქვეყნის შესახებ. გარდა ამისა, სესიების მსვლელობისას, მხარე სახელმწიფოების მოხსენებებზე მომუშავე მიზნობრივი ჯგუფი (CRTF) იკრიბება ცალკე, რომ მოამზადოს საკითხთა ნუსხა მხარე სახლმწიფოს მიერ წარდგენილი ანგარიშების შესახებ, რომელიც განიხილება კომიტეტის შემდეგ სხდომაზე. არაფორმალური ბრიფინგების გამართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შესაძლებელია ადამიანის უფლებათა კომიტეტთან, მხარე სახელმწიფოების მოხსენებებზე მომუშავე მიზნობრივი ჯგუფის წევრების ჩათვლით, რომელთა ვინაობაც კონფიდენციალურია. მხარე სახელმწიფოების მოხსენებებზე მომუშავე მიზნობრივი ჯგუფი შედგება შესაბამისი ქვეყნის მომხსენებლისგან (თუ ასეთი არსებობს) და თავმჯდომარის მიერ დასახელებული კომიტეტის ოთხიდან ექვს წევრამდე.
ინდივიდუალური საჩივრები:
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის პირველი ფაკულტატური ოქმის შესაბამისად, ინდივიდუალური საჩივრები შეიძლება გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
პეტიციათა ჯგუფი
Petitions Team
სამდივნოს საკონტაქტო ინფორმაცია
ადამიანის უფლებათა კომიტეტი
Human Rights Committee
ადამიანის უფლებათა კომიტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ საინფორმაციო გამოცემა №15 (rev.1). პირველი ფაკულტატური ოქმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს.
წინამდებარე სახელმძღვანელოს VIII თავის დანართში ასევე შეგიძლიათ იხილოთ საჩივრის ფორმა |
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი
მონიტორინგს უწევს:
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტს. 2008 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა მისი ფაკულტატური ოქმი, რომელიც ჯერ ძალაში არ არის შესული.
შემადგენლობა:
18 დამოუკიდებელი ექსპერტი, არჩეული ოთხწლიანი განახლებადი ვადით.
სხდომები:
კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ სამკვირიანი სესიების განმავლობაში მაისსა და ნოემბერში გაეროს ჟენევის ოფისში. სესიებს წინ უძღვის ერთკვირიანი წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფების მუშაობა.
ანგარიშების წარდგენა:
მიუხედავად იმისა, რომ პაქტი არ მიუთითებს ანგარიშების პერიოდულობაზე, ჩვეულებრივ, პაქტის მხარე სახელმწიფოებმა პირველი ანგარიში უნდა წარადგინონ პაქტთან მიერთებიდან ორი წლის ვადაში და შემდგომში, ხუთ წელიწადში ერთხელ, ან კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისად.
წერილობითი ინფორმაციის მიწოდება:
არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს (მათ შორის კვლევით ფონდებს, პროფესიულ ასოციაციებს, აბორიგენ ჯგუფებს და სხვა) სამდივნოსთვის წერილობითი ინფორმაციისა თუ ანგარიშების მიწოდება შეუძლიათ ნებისმიერ დროს. ყველა სახის ინფორმაცია უნდა მიწოდებულ იქნას ელექტრონულად და ამობეჭდილი ვარიანტი გაიგზავნოს ქვემოთ მოყვანილ მისამართზე. ანგარიშების განხილვებისადმი მიძღვნილ სესიებზე ინფორმაცია იგზავნება 25 ამობეჭდილ ასლად, ხოლო წინასასესიო სამუშაო ჯგუფს 10 ეგზემპლიარად.
გასათვალისწინებელია, რომ კომიტეტის სამდივნო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ კონკრეტული მხარე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით კომიტეტისთვის ოფიციალურად მიწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციას უმოკლეს ვადაში გააცნობს აღნიშნული ქვეყნის წარმომადგენლობას, თუ მოთხოვნილი არ იქნება ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვა.
არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისაც გააჩნია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსი (ან ვინც პარტნიორობს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციასთან) სამდივნოში შეუძლიათ შეიტანონ წერილობითი განაცხადი, რათა მათი ანგარიში გამოქვეყნებულ იქნას კომიტეტის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება უნდა ეხებოდეს პაქტის კონკრეტულ მუხლს, არასამთავრობო ორგანიზაციების თვალთახედვით ყველაზე მწვავე საკითხებს და უნდა მიეწოდოს სამდივნოს მიზნობრივი სესიის გამართვამდე სამი თვით ადრე.
კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის მიღება:
სამოქალაქო საზოგადოების წარმოამდგენლებს შეუძლიათ კომიტეტის სხდომებზე დასწრება დამკვირვებლის სტატუსით. დასწრების ნებარტვის (აკრედიტაციის) მისაღებად მათ წერილობით უნდა მიმართონ კომიტეტის სამდივნოს ქვემოთ მითითებულ მისამართზე. არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს და ექსპერტებს შეუძლიათ ზეპირი განცხადებების გაკეთება წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პირველი დღის პირველ ნახევარში, რომელიც ჩვეულებრივ იმართება ორშაბათობით, 10:30-დან 13:00 საათამდე. მათ ასევე შეუძლიათ განცხადებების გაკეთება არასამთავრობო ორგანიზაციათა მოსმენისთვის განკუთვნილ დროს, რომელიც იმართება თითოეული საანგარიშო სესიის პირველ დღეს, 15:00-დან 16:00 საათამდე. თვითოეული განცხადებისთვის განკუთვნილი დრო შეადგენს 15 წუთს.
კომიტეტი ყველა სესიის მსვლელობისას ერთ დღეს (ჩვეულებრივ მესამე კვირის ორშაბათს) უთმობს ზოგად დისკუსიას კონკრეტული უფლებისა თუ პაქტის კონკრეტული ასპექტის გარშემო. სპეციალიზირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შეუძლიათ საკუთარი ექსპერტების გაგზავნა ზოგადი დისკუსიის დღეს მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
ინდივიდულური საჩივრების მიღების პროცედურა
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებულია კომიტეტის უფლებამოსილების აღიარება ინდივიდუალური საჩივრების მისაღებად, რაც შესაძლებელი გახდება ოქმის ძალაში შესვლისთანავე. განახლებადი ინფორმაციისათვის მიმართეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს.
i სამდივნოს საკონტაქტო ინფორმაცია:
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი
Committee on Economic, Social and Cultural Rights
ფაქსი: +41 (0)22 917 90 22 |
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ საინფორმაციო გამოცემა №16.
კომიტეტის მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცისაათვის მიმართეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს.
რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი
მონიტორინგს უწევს:
რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციას. შემადგენლობა:
18 დამოუკიდებელი ექსპერტი, არჩეული ოთხწლიანი განახლებადი ვადით.
სხდომები:
კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ სამკვირიანი სესიების განმავლობაში, გაეროს ჟენევის ოფისში.
ანგარიშების წარდგენა:
კონვენციის მხარე სახელმწიფოებმა პირველი ანგარიში უნდა წარადგინონ კონვენციასთან მიერთებიდან ერთი წლის ვადაში და შემდგომში, ორ წელიწადში ერთხელ. ბოლო ანგარიშის საპასუხოდ გამოქვეყნებული დასკვნითი დაკვირვებების ბოლო აბზაცი, ჩვეულებისამებრ, იძლევა ინფორმაციას შემდგომი ანგარიშის ჩაბარების ვადებზე. მხარე სახელმწიფოს შემდგომი ანგარიშის ვადების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ მიმართონ სახელშეკრულებო ორგანოთა მონაცემთა ბაზას.
წერილობითი ინფორმაციის მიწოდება:
არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს (მათ შორის პროფესიულ ასოციაციებს, სამეცნიერო ინსტიტუტებს, აბორიგენ ჯგუფებს და თემატიკაზე სპეციალიზირებულ ინსტიტუტებს) სამდივნოსთვის წერილობითი ინფორმაციისა თუ ანგარიშების მიწოდება შეუძლიათ ნებისმიერ დროს, თუმცა სასურველია კომიტეტის სესიამდე ორი თვით ადრე.
ყველა სახის ინფორმაცია უნდა მიწოდებულ იქნას ელექტრონულად და ამობეჭდილი ვერსიით 37 ეგზემპლიარად კომიტეტის სამდივნოს ქვემოთ მითითებულ მისამართზე. ქვეყნებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც შეზღუდული რესურსები აქვთ და, შესაბამისად, გაუჭირდებათ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება, შეუძლიათ დახმარებისთვის მიმართონ რასიზმის წინააღმდეგ საკითხებზე მომუშავე საინფორმაციო სამსახურს (ARIS). ეს არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს ჟენევაში და ხელს უწყობს ინფორმაციის გადაცემას კომიტეტისათვის და პირიქით. ამ სერვისს ორგანიზაცია სთავაზობს ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა სხვა დამცველ ჯგუფებსა და ინდივიდებს.
რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი ასევე იღებს წერილობით განაცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან მხარე სახელმწიფოს პერიოდული ანგარიშის არარსებობის პირობებშიც. ეს მაშინ ხდება, როცა მხარე სახელმწიფოს ანგარიშის წარდგენა დაგვიანებულია სულ მცირე ხუთი წლით, ან განაცხადი წინასწარი შეტყობინების ფორმას ატარებს და ეხება გადაუდებელი პროცედურების შესაძლო ამოქმედებას. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ კომიტეტს გაუგზავნონ ინფორმაცია და სთხოვონ მას მიიღოს ზომები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც, მათი აზრით, მოითხოვს გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას.
კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის მიღება:
არასამთავრობო ორგანიზაციებს კომიტეტის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ დამკვირვებელთა სტატუსით. აკრედიტაციისათვის მათ წერილობით უნდა მიმართონ სამდივნოს. რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტს არ აქვს სესიის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების ორგანიზების პრაქტიკა. ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ არაფორმალური, „შუადღის“ ბრიფინგების ორგანიზება და კომიტეტის წევრების მიწვევა ანგარიშის განხილვის პირველ დღეს 13:45-დან 14:45-მდე. არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა სთხოვოს სამდივნოს ასეთი ბრიფინგისთვის ოთახის დაჯავშნა. მათ ასევე შეუძლიათ მიმართონ რასიზმის წინააღმდეგ საკითხებზე მომუშავე საინფორმაციო სამსახურს (ARIS), რომელიც ასევე ეხმარება არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგების მოწყობაში.
კომიტეტი ასევე რეგულარულად ატარებს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციასთან დაკავშირებულ თემატურ დისკუსიებს. მსგავს შეხვედრებზე კომიტეტი ეპატიჟება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის სამეცნიერო ინსტიტუტებს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სპეციალიზირებულ ინსტიტუტებს საჭირბოროტო საკითხებზე მათი აზრის მოსასმენად.
ინდივიდუალური საჩივრები:
ინდივიდუალური საჩივრების გაგზავნა პაქტის მე-14 მუხლის მიხედვით, შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
პეტიციათა საკითხების ჯგუფი
Petitions Team
Office of the United Nations High Commissioner for Human Rights
Palais des Nations
8-14, avenue de la Paix
CH-1211 Geneva 10 - Switzerland
ფაქსი : +41 (0)22 917 90 22 (განსაკუთრებით სასწრაფო შეტყობინებებისათვის)
ელ-ფოსტა: tb-petitions@ohchr.org
i სამდივნოს საკონტაქტო ინფორმაცია:
რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი
Committee on the Elimination of Racial Discrimination
დამატებითი ინფორმაცია რასიზმის წინააღმდეგ საკითხებზე მომუშავე საინფორმაციო სამსახურის შესახებ (ARIS) ხელმისაწვდომია:
ვებ-გვერდზე :http://www.antiracism-info.org
კომიტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ საინფორმაციო გამოცემა №12. |
საჩივრის წარდგენის ფორმის ნიმუშისათვის, იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს VIII თავის დანართი.
ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი
მონიტორინგს უწევს:
ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს.
შემადგენლობა:
23 დამოუკიდებელი ექსპერტი, არჩეული ოთხწლიანი განახლებადი ვადით.
სხდომები:
კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ ან სამჯერ გაეროს ოფისებში ჟენევასა და ნიუ-იორკში. სესიების ხანგრძლივობა ორი კვირაა, რასაც ემატება ერთკვირიანი წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფის შეხვედრები.
ანგარიშების წარდგენა:
მონაწილე ქვეყნებმა პირველი ანგარიში უნდა წარადგინონ კონვენციასთან მიერთებიდან ერთი წლის ვადაში და შემდგომში, ოთხ წელიწადში ერთხელ, ან კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისად.
წერილობითი ინფორმაციის მიწოდება:
არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს (მათ შორის ქალთა ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს და პარლამენტარებს) ნებისმიერ დროს შეუძლიათ სამდივნოს მიაწოდონ წერილობითი ინფორმაცია და ანგარიშები. ინფორმაციის ჩაბარების საუკეთესო დროა ორი კვირით ადრე წინა-სასესიო შეხვედრამდე, ან კომიტეტის სხდომამდე ორი თვით ადრე. სამდივნოში ქვემოთ მითითებულ მისამართზე უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ვერსია და სულ მცირე 35 ამობეჭდილი ასლი. არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს (მათ შორის სამეცნიერო ინსტიტუტებს) ასევე შეუძლიათ საკუთარი განაცხადების ასლები გაუგზავნონ ქალთა უფლებების დაცვაზე დამკვირვებელ საერთაშორისო ორგანიზაციას (IWRAW) ან მის წარმომადგენლობას აზია-წყნარი ოკენაის ქვეყნებში.
კომიტეტის სესიებზე დასწრება:
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ კომიტეტის სესიებზე დასწრება დამკვირვებლის სტატუსით. კომიტეტის სესიებზე დასასწრებად აკრედიტაციის წერილობითი მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს კომიტეტის სამდივნოში. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ზეპირი განაცხადების გაკეთება წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფის მუშაობის დროს (ჩვეულებრივ, პირველი დღის პირველ ნახევარში). წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფი იკრიბება სესიის ბოლოს და წინ უსწრებს სესიას, რომელიც განიხილავს კონკრეტული ქვეყნის ანგარიშს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ ზეპირი პრეზენტაციის გაკეთება კომიტეტისათვის სესიის მიმდინარეობის ყოველი კვირის პირველ დღეს. შესაძლებელია კომიტეტის წევრებთან არაფორმალური შეხვედრების ორგანიზება. დაინტერესებული ორგანიზაციები უნდა დაუკავშირდნენ კომიტეტის სამდივნოს ქვემოთ მოყვანილ მისამართზე.
ინდივიდუალური საჩივრები:
ინდივიდუალური საჩივრები ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის მიხედვით, შეიძლება გაეგზავნოს:
პეტიციათა საკითხების ჯგუფს
Petitions Team
Office of the United Nations High Commissioner for Human Rights
Palais des Nations
8-14, avenue de la Paix
CH-1211 Geneva 10 - Switzerland
ფაქსი: +41 (0)22 917 90 22 (განსაკუთრებით სასწრაფო შეტყობინებებისათვის)
ელ-ფოსტა: tb-petitions@ohchr.org
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის შესაბამისი საჩივრის კომიტეტში წარდგენის ინსტრუქციები იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს VIII თავის დანართში. საკომუნიკაციო ფორმის ნიმუში გაეროს ყველა ენაზე ხელმისაწვდომია ინტერნეტში, ქალთა განვითარების სამმართველოს ვებ-გვერდზე.
კონფიდენციალური მოკვლევა:
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ წერილობითი ინფორმაცია გაუგზავნონ კომიტეტის სამდივნოს კონვენციის სერიოზული, მძიმე და სისტემატური დარღვევების შესახებ. ინფორმაცია უნდა იყოს სანდო და უნდა მიუთითებდეს კონვენციით განსაზღვრულ უფლებებზე, რომლებიც სისტემატურად ირღვევა მხარე სახელმწიფოს მიერ.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის სამდივნოს მისამართია:
Committee on the Elimination of Discrimination against Women
c/o Office of the United Nationa High Commisioner for Human Rights
Palais des Nations
8-14, avenue de la Paix
CH-1211 Geneva 10 - Switzerland
ფაქსი : +41 (0)22 917 90 29
ელ-ფოსტა : cedaw@ohchr.org
კომიტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად იხილეთ საინფორმაციო გამოცემა №22 და №7. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების წარსადგენი პროცედურული ინსტრუქციებისათვის მიმართეთ IWRAW-AP-ის ვებ-გვერდი
ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი
წამების საწინააღმდეგო კომიტეტი
მონიტორინგს უწევს:
საერთაშორისო კონვენციას წამების და სხვა, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ.
შემადგენლობა:
10 დამოუკიდებელი ექსპერტი, არჩეული ოთხწლიანი განახლებადი ვადით.
სხდომები:
კომიტეტი იკრიბება ჟენევაში და ჩვეულებრივ მართავს ორ სესიას წელიწადში, რომელიც შედგება პლენარული სხდომისაგან (სამი კვირის ხანგრძლიობით მაისში და ორი კვირის ხანგრძლიობით ნოემბერში) და ერთ კვირიანი წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფის მუშაობისაგან.
ანგარიშების წარდგენა:
მხარე სახელმწიფოებმა პირველი ანგარიში უნდა წარადგინონ კონვენციასთან მიერთებიდან ერთი წლის ვადაში და შემდგომში, ოთხ წელიწადში ერთხელ.
წერილობითი ინფორმაციის მიწოდება:
არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს (მათ შორის მსხვერპლთა ჯგუფებს, პროფესიულ კავშირებს და ასოციაციებს) შეუძლიათ წერილობითი ინფორმაციისა თუ ანგარიშების მიწოდება სამდივნოსთვის. ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუმცა უმჯობესია ამის გაკეთება კომიტეტის შესაბამის სხდომამდე ექვსი კვირით ადრე. ინფორმაცია საკითხთა ნუსხისათვის უნდა გაიგზავნოს მის შედგენაზე მუშაობის დასრულებამდე სამი თვით ადრე. ყველა სახის ინფორმაცია უნდა მიწოდებულ იქნას ელექტრონულად და მინიმუმ 15 ამობეჭდილი ვარიანტი უნდა გაიგზავნოს სამდივნოს ქვემოთ მოყვანილ მისამართზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ოფიციალურად მიეწოდება კომიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კონკრეტული მხარე სახელმწიფოს ანგარიშის საპასუხოდ, სამდივნო უმოკლეს ვადაში გააცნობს აღნიშნული ქვეყნის წარმომადგენელს, თუ ინფორმაციაზე არ არის მითითებული მოთხოვნა მისი კონფიდენციალურობის შესახებ.
კომიტეტის სხდომებზე დასწრება:
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ კომიტეტის სესიებზე დასწრება დამკვირვებლის სტატუსით. ამისათვის მათ წერილობით უნდა მოითხოვონ აკრედიტაცია კომიტეტის სამდივნოსაგან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ძირითადად არასამთავრობო ორგანოზაციებს შეუძლიათ მოკლე ზეპირი მოხსენებები გააკეთონ კომიტეტის სესიაზე. სესიებზე წამების მსხვერპლთა დასწრებას არასამთავრობო ორგანიზაციები შუამდგომლობენ ხოლმე. ბრიფინგი ეძღვნება ერთ კონკრეტულ ქვეყანას. იგი ჩვეულებრივ იმართება სასესიო დღეს 17:00 -18:00 საათამდე და წინ უსწრებს დიალოგს მხარე სახელმწიფოსა და კომიტეტს შორის
ინდივიდუალური საჩივრები:
ინდივიდუალური საჩივრები
წამების წინააღმდეგ კონვენციის 22-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება გაეგზავნოს:
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პეტიციათა ჯგუფს
Petitions Team
Office of the United Nations High Commissioner for Human Rights
Palais des Nations
8-14, avenue de la Paix
CH-1211 Geneva 10 - Switzerland
ფაქსი: +41 (0)22 917 90 22 (gansakuTrebiT saswrafo SemTxvevebisTvis)
ელ-ფოსტა: tb-petisions@ohchr.org
საჩივრის წარდგენის ფორმის ნიმუში იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს VIII თავის დანართებში.
კონფიდენციალური მოკვლევა:
არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ წერილობითი ინფორმაცია გაუგზავნონ კომიტეტის სამდივნოს კონვენციის სერიოზული, მძიმე და სისტემატური დარღვევების შემთხვევათა შესახებ. ინფორმაცია უნდა იყოს სანდო და შეიცავდეს კარგად დასაბუთებულ მინიშნებებს იმის შესახებ, რომ მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე სისტემატურად აქვს ადგილი წამების ფაქტებს.
სამდივნოს საკონტაქტო ინფორმაცია:
წამების საწინააღმდეგო კომიტეტი
Committee against Torture
c/o Office of the United Nations High Commissioner for Human Rights
Palais des Nations
8-14, avenue de la Paix
CH-1211 Geneva 10 - Switzerland
ფაქსი: +41 (0)22 917 90 22
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საინფორმაციო გამოცემა №17.
წამების პრევენციის ქვე-კომიტეტი
მონიტორინგს უწევს:
წამების და სხვა, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციის ფაკულტატურ ოქმს.
შემადგენლობა:
10 დამოუკიდებელი ექსპერტი, არჩეული ოთხწლიანი, ერთჯერადად განახლებადი ვადით. 50 მხარე სახელმწიფოს მიერ ოქმის რატიფიკაციის შემდეგ ქვე-კომიტეტის წევრობა გაიზრდება 25 ექსპერტამდე.
სხდომები:
ქვე-კომიტეტი წელიწადში სამჯერ ერთი კვირის ვადით იკრიბება ჟენევაში სესიების ჩასატარებლად. წამების და სხვა, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის მიზნით კომიტეტი რეგულარულად სტუმრობს სხვადასხვა ქყეყნებში განლაგებულ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს.
მოთხოვნები სახელმწიფოთა მიმართ:
ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო მხარეებმა უნდა დააარსონ, მიანიჭონ უფლებამოსილება ან ხელი შეუწყონ ერთ ან რამდენიმე ორგანოს (მათ შორის შეიძლება დასახელდეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტ(ებ)ი, სახალხო დამცველი, საპარლამენტო კომისია ან არასამთავრობო ორგანიზაციები) ფუნქციონირებას, რომლებიც წამების და სხვა, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის მიზნით რეგულარულად მოინახულებენ თავისუფლებააღკვეთის ადგილებს. სახელმწიფო მხარემ უნდა მისცეს უფლება ქვე-კომიტეტს და მის ადგილობრივ პრევენციულ მექანიზმებს მოინახულონ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული თავისუფლების აღკვეთის ადგილები. მსგავსი ვიზიტები გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში თავისუფლებააღკვეთილ პირთა დაცვის გაძლიერებას, რათა მოხდეს წამების და სხვა, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენცია.
წამების პრევენციის ქვეკომიტეტზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს
ბავშვის უფლებათა კომიტეტი
მონიტორინგს უწევს:
ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმებს.
შემადგენლობა:
18 დამოუკიდებელი ექსპერტი, არჩეული ოთხწლიანი განახლებადი ვადით.
სხდომები:
კომიტეტი იკრიბება წელიწადში სამჯერ სამკვირიან სესიებზე და ერთკვირიანი წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე იანვარში, მაისსა და სექტემბერში გაეროს ჟენევის ოფისში.
ანგარიშების წარდგენა:
მხარე სახელმწიფოებმა პირველი ანგარიში უნდა წარადგინონ კონვენციასთან მიერთებიდან ორი წლის ვადაში და შემდგომში, ხუთ წელიწადში ერთხელ, ან კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისად. ფაკულტატური ოქმების სახელმწიფო მხარეებმა ასევე უნდა წარადგინონ ანგარიშები აღნიშნულ ხელშეკრულებათა შესრულების შესახებ თავდაპირველად მათი ძალაში შესვლიდან ორი წლის თავზე და შემდგომ კონვენციის ანგარიშის თანმხვედრად. თუ ქვეყანა არ არის კონვენციის მხარე სახელმწიფო, იგი წარმოადგენს პერიოდულ ანგარიშებს ფაკულტატური ოქმების იმპლემენტაციაზე ხუთ წელიწადში ერთხელ.
წერილობითი ინფორმაციის მიწოდება:
არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს (მათ შორის ბავშვთა ორგანიზაციებს, პროფესიულ ასოციაციებს და სოციალური სერვისების განმახორციელებელ ორგანიზაციებს) შეუძლიათ წერილობითი ინფორმაციის ან ანგარიშის მიწოდება კომიტეტის სამდივნოსათვის. ამის გაკეთება შეიძლება ნებისმიერ დროს, მაგრამ უმჯობესია წინასასესიო სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე ორი თვით ადრე. ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ანგარიში ან ინფორმაცია უნდა გაიგზავნოს სულ მცირე 20 ამობეჭდილ ასლად. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ითხოვონ, რომ მათ მიერ წადგენილი წერილობითი ინფორმაცია დარჩეს კონფიდენციალური.
მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთაც სურთ ინფორმაციის მიწოდება კომიტეტისთვის, მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ, რომელიც წარმოადგენს საერთაშორიოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას. არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფს აქვს საკომუნიკაციო ჯგუფი, რომელიც ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობას, განსაკუთრებით, ქვეყანაში მოქმედ კოალიციათა მონაწილეობას, ბავშვის უფლებათა კომიტეტში ანგარიშების წარდგენის პროცესში.
ბავშვის უფლებათა კონვენციის არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფთან დაკავშირება შეიძლება შემდეგ მისამართზე:
NGO Group for the Convention on the Rights of the Child
Secretariat:
1 rue de Varembé
CH-1211 Geneva - Switzerland
ტელეფონი: +41 (0)22 740 47 30
ფაქსი: +41 (0)22 740 11 45
ელ-ფოსტა:secretariat@childrightsnet.ge
veb-gverdi:http://www.childrightsnet.org
კომიტეტის სესიებზე დასწრება:
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კომიტეტის სესიებზე დასწრება მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით შეუძლიათ. სესიებზე დასასწრებად აკრედიტაციის მისაღებად მათ წერილობით უნდა მიმართონ კომიტეტის სამდივნოს ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ასევე არიან მიწვეულნი წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფის სამსაათიან შეხვედრაზე, რომელზეც პარტნიორებს შეუძლიათ კომიტეტისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. ექსპერტებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლიათ შეიტანონ წინასასესიო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში. კომიტეტის წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ თხოვნა უნა გაეგზავნოს სამდივნოს კონკრეტული წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე სულ მცირე ორი თვით ადრე. გაგზავნილი წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე, კომიტეტი წერილობით იწვევს შერჩეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს (რომელთა ინფორმაცია გასაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის განსახილველად) წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფის
შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. შესავალი კომენტარებისთვის კონკრეტული ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეძლევათ 15 წუთი, ხოლო დანარჩენებს 5 წუთი, რაც იძლევა დროს კონსტრუქციული დიალოგის წარსამართავად. კომიტეტი ყოველწლიურად ასევე აწყობს ზოგადი განხილვების დღეს, რომელზე მონაწილეობაც შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის ბავშვებს და ექსპერტებს) წარმომადგენლებს.
სამდივნოს საკონტაქტო ინფორმაცია:
ბავშვის უფლებათა კომიტეტი
Committee on the Rights of the Child
c/o Office of the United Nations High Commissioner for Human Rights
Palais des Nations
8-14, avenue de la Paix
CH-1211 Geneva 10 - Switzerland
ფაქსი: +41 (0)22 917 90 29
ბავშვის უფლებათა კომიტეტისათვის ანგარიშთა წარდგენის ინსტრუქცია შეგიძლიათ მოიპოვოთ არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფის ვებ-გვერდზე.
ინსტრუქციები კომიტეტის წინა-სასესიო სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციათა და ექსპერტთა მონაწილეობის შესახებ იხილეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე.
დამატებითი ინფორმაცია ბავშვის უფლებათა კომიტეტის შესახებ იხილეთ საინფორმაციო გამოცემაში №10.
ყველა შრომითი მიგრანტისა და მათი ოჯახების წევრთაუფლებების დაცვის კომიტეტი
მონიტორინგს უწევს:
ყველა მიგრანტი მუშისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციას.
შემადგენლობა:
ამჟამად 10 დამოუკიდებელი ექსპერტი, არჩეული ოთხწლიანი განახლებადი ვადით. მათი რიცხვი გაიზრდება 14-მდე 41-ე ქვეყნის მიერ კონვენციის რატიფიკაციის შედეგად. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონვენციის 72 მუხლი.
სხდომები:
კომიტეტი იკრიბება ჟენევაში და ჩვეულებრივ მართავს ორ სესიას წელიწადში, აპრილსა და ნოემბერში.
ანგარიშების წარდგენა:
მხარე სახელმწიფოებმა პირველი ანგარიში უნდა წარადგინონ კონვენციასთან მიერთებიდან ერთი წლის ვადაში და შემდგომში, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.
წერილობითი ინფორმაციის მიწოდება:
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, პროფესიულ კავშირებს შეუძლიათ კომიტეტს ნებისმიერ დროს მიაწოდონ წერილობითი ინფორმაცია.
ნებისმიერი ინფორმაცია კომიტეტის სამდივნოს უნდა გადაეგზავნოს ელექტრონულად და 15 ასლად ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ ინფორმაციის მიწოდება კომიტეტისათვის, ასევე შეუძლიათ დაუკავშირდენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას, რომელიც თანამშრომლობს ყველა შრომითი მიგრანტისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის პოპულარიზაციის, განხორციელებისა და მონიტორნგიხ ხელშეწყობის მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
NGO Platform
c/o December 18
Rue de Varembe 1
P.O. Box 96
CH-1211 Geneva 20 - Switzerland
telefoni: +41 (0)22 919 10 42
faqsi: +41 (0)22 919 10 48
el-fosta: ipmwc@december18.net
veb-gverdi:http://www.december18.net1
კომიტეტის სხდომებზე დასწრება:
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კომიტეტის საჯარო სესიებზე დასწრება შეუძლიათ დამკვირვებლის სტატუსით. სესიებზე დასასწრებად აკრედიტაციის მისაღებად მათ წერილობით უნდა მიმართონ კომიტეტის სამდივნოს ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
სახელმწიფო ანგარიშის განხილვის მზადებაში მყოფი კომიტეტი ეპატიჟება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებს მის წევრებთან დახურულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ზეპირ ინფორმაციას აწვდიან კომიტეტის წევრებს და პასუხობენ მათ კითხვებზე. ასეთი შეხვედრის ორგანიზება ხდევა სახელმწიფო ანგარიშის განსახილველი სესსის წინმსწრები სესიის ბოლოს.
სახელმწიფო მხარის ანგარიშისადმი მიღძვნილ საჯარო სესიაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელთაც კომიტეტს მიაწოდეს წერილობითი ინფორმაცია, ეძლევათ საშუალება კომიტეტის ზეპირი ინფორმაცია მიაწოდონ სახელმწიფო მხარის განხილვის წინმსწრებად. არასამთავობო ორგანიზაციები, პროფესიულ ჯგუფთა და სამეცნიერო ინსტიტუტთა წარმომადგენლები მოწვეულნი არიან კომიტეტის თემატური დისკუსიების დღეებზე დასასწრებად. ასეთ დღეებს კომიტეტი რეგულარულად მართავს.
ინდივიდუალური საჩივრები:
კომიტეტი შეძლებს ინდივიდუალური საჩივრების ან შეტყობინებების განხილვას, მას შემდეგ, რაც 10 მონაწილე ქვეყანა დაეთანხმება აღნიშნულ პროცედურას, კონვენციის 77-ე მუხლის შესაბამისად.
სამდივნოს საკონტაქტო ინფორმაციაა:
ყველა შრომითი მიგრანტისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის კომიტეტი
Committee on the Protection of the Rights of All Migrant Workers and Members of Their Families
c/o Office of the United Nations High Commissioner for Human Rights
Palais des Nations
8-14, avenue de la Paix
CH-1211 Geneva 10 - Switzerland
ფაქსი: +41 (0)22 917 90 29
ელ-ფოსტა: cmw@ohchr.org
კომიტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საინფორმაციო გამოცემა №24
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი
მონიტორინგს უწევს:
საერთაშორისო კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ და მის ფაკულტატურ ოქმს.
შემადგენლობა:
დღეისათვის კომიტეტი შედგება 12 დამოუკიდებელი, ოთხი წლით არჩეული, ერთხელ ხელმეორედ არჩევის უფლების მქონე ექსპერტისაგან (მათ რიგებში არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები). მათი რიცხვი გაიზრდება 18-მდე 60 დამატებითი ქვეყნის მიერ კონვენციის რატიფიკაციის შედეგად. სახელმწიფო მხარეებს მოუწოდებენ წარადგინონ შეზღუდული შესაძლებლობის მწონე პირები ან მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების წევრები კომიტეტის წევრობაზე.
სხდომები:
კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა 2009 წლის თებერვალში.
ანგარიშების წარდგენა:
მხარე სახელმწიფოებმა პირველი ანგარიში უნდა წარადგინონ კონვენციასთან მიერთებიდან ორი წლის ვადაში და შემდგომში, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ან კომიტეტის მითითების შესაბამისად.
ინდივიდუალური საჩივრები:
კომიტეტი უფლებამოსილია განიხილოს ინდივიდუალური და ინდივიდთა ჯგუფების საჩივრები. საჩივრის სამაგალითო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ წინამდებარე სახელმძღვანელოს VIII თავის დანართებში.
კონფიდენციალური მოკვლევა:
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ წერილობითი ინფორმაცია გაუგზავნონ კომიტეტის სამდივნოს კონვენციის სერიოზული, მძიმე და სისტემატური დარღვევების შემთხვევათა შესახებ. ინფორმაცია უნდა იყოს სანდო და შეიცავდეს კარგად დასაბუთებულ მინიშნებებს იმის შესახებ, რომ მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე სისტემატურად აქვს ადგილი აღნიშნული კონვენციის მუხლთა დარღვევას.
მუხლი 33: კონვენციის 33-ე მუხლი უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს სამოქალაქო საზოგადოებას კონვენციის შესრულების მონიტორინგის საქმეში. კერძოდ, კონვენციის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს ჩართული და მონაწილეობას იღებდეს სახელმწიფო მხარის მიერ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოებას კონვენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში ცენტრალური როლი ენიჭება.
სამდივნოს საკონტაქტო ინფორმაციაა:
Committee on the Rights of Persons with Disabilities
c/o Office of the United Nations
High Commissioner for Human Rights
Palais des Nations
8-14, avenue de la Paix
CH-1211 Geneva 10 - Switzerland
ფაქსი: +41 (0)22 917 90 29
ელ-ფოსტა: crpd@ohchr.orh
შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ თემატიკაზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მუშაობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ორგანიზაციის ვებ-გვერდს.
კონვენციისა და ფაკულტატური ოქმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად იხილეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გამოცემა: „გარიყულობიდან თანასწორობამდე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელება“ (HR/PUB/07/6)
კომიტეტი იძულებით გაუჩინარების შესახებ
მონიტორინგს გაუწევს:
საერთაშორისო კონვენციას იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ.
შემადგენლობა:
კომიტეტის 10 დამოუკიდებეილი, ოთხი წლით არჩეული, ერთხელ ხელმეორედ არჩევის უფლების მქონე ექსპერტისაგან იქნება დაკომპლექტებული.
ანგარიშების წარდგენა:
მხარე სახელმწიფოებმა პირველი ანგარიში უნდა წარადგინონ კონვენციასთან მიერთებიდან ორი წლის ვადაში.
სასწრაფო ქმედება:
კომიტეტს ექნება უფლებამოსილება მიიღოს სასწრაფო რეაგირების მოთხოვნები იძულებით გაუჩინარებულ პირთა მოძიების შესახებ. შესაძლო გაუჩინარების მსხვერპლი უნდა ექვემდებარებოდეს მხარე სახელმწიფოს იურისდიქციას.
ინდივიდუალური საჩივრები:
კომიტეტს ექნება ინდივიდუალურ საჩივართა განხილვის უფლებამოსილება იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც აღიარებენ კონვენციის 31-ე მუხლის შესაბამის პროცედურას.
მოკვლევა:
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებს კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად, შეუძლიათ წერილობითი ინფორმაცია გაუგზავნონ კომიტეტს სახელმწიფო მხარის მიერ კონვენციის სერიოზული დარღვევების შესახებ. კომიტეტს ასევე აქვს უფლება აცნობოს გენერალურ ასამბლეას, რომ ფლობს ინფორმაციას კონკრეტულ სახელმწიფოში იძულებითი გაუჩინარების პრაქტიკის არსებობის შესახებ.
იძულებითი გაუჩინარების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ საინფორმაციო გამოცემა N: 6.
___________________
1.რატიფიკაცია, აღიარება და დამტკიცება არის პროცედურები, რომელთა მეშვეობით სახელმწიფო გამოხატავს თანხმობას აღიაროს ხელშეკრულების იურისდიქცია მის ტერიტორიაზე. რატიფიკაციის წინა საფეხურია ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც ასევე გარკვეულ ვალდებულებებს უწესებს სახელმწიფოს ხელმოწერასა და რატიფიკაციას, აღიარებას თუ დამტკიცებას შორის არსებული პერიოდის განმავლობაში. კერძოდ, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ვალდებულია თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისაგან, რაც შელახავს ხელშეკრულებით დაცულ მიზანს და პრინციპებს (იხილეთ, 1969 წლის ხელშეკრულებათა შესახებ ვენის კონვენციის მე-18 მუხლი).
2. მიერთება არის პროცედურა, რომლის მეშვეობით სახელმწიფო, რომელსაც ხელი არ აქვს მოწერილი ხელშეკრულებაზე გამოხატავს თანხმობას გახდეს ხელშეკრულების სახელმწიფო მხარე „მიერთების ინსტრუმენტის” დეპოზიტირებით გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის სახელზე.
3. ხელშეკრულებათა იმ მუხლების დასაცავად, რომელზეც სახელმწიფომ შეიძლება გააკეთოს დათქმა. დათქმა სახელმწიფოს მიერ გაკეტებული განცხადებაა, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა თავის ტერიტორიაზე შეაჩეროს შესაბამისი მუხლის მოქმედება. დათქმა საშუალებას აძლევს სახელმწიფოს მიუერთდეს ხელშეკრულებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება მის ზოგიერთ დებულებას. სახელმწიფოებს შეუძლიათ დათქმის გაკეთება ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების და მიერთებისას. დათქმები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ხელშეკრულების მიზანს და პრინციპებს.
4.ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი პირდაპირ არ მიუთითებს სახელშეკრულებო ორგანოს ჩამოყალიბებას, მაგრამ ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს აძლევს მის განხორციელებზე კონტროლის ზოგად მანდატს. 1985 წელს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული სასესიო სამუშაო ჯგუფი, რომელიც მხარე სახელმწიფოთა მიერ ანგარიშების მომზადებაში დახმარებისთვის შეიქმნა, მოდიფიცირდა სახელშეკრულებო ორგანოების მოდელის შესაბამისად და შეეცვალა დასახელება - “კომიტეტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეზოლუცია 1985/17, 28 მაისი, 1985). კომიტეტი, რომელიც პირველად 1987 წელს Aშეიკრიბა, ითვლება სახელშეკრულებო ორგანოდ.
5. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა კონვენციათა რატიფიკაციისა და მათზე მიერთების რიცხვი. 2008 წლის სექტემბრისათვის ბავშვის უფლებათა კონვენციას მიუერთდა 193 მხარე სახელმწიფო. კონვენციას ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ - 185, კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ - 173, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურული უფლებების პატს - 160, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს - 164, კონვენციას წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ - 146, საერთაშორისო კონვენციას ყველა შრომით მიგრანტთა და მათ ოჯახთა წევრების უფლებების დაცვის შესახებ - 40 ქვეყანა, საერთაშორისო კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობების მოქნე პირთა უფლებების შესახებ - 49. საერთაშორისო კონვენცია იძულებით გაუჩინარებულ პირთა დაცვის შესახებ არ არის ძალაში შესული (ძალაში შევა მისი 20 ქვეყნის მიერ რატიფიკაციის შემდეგ).
6. 2008 წლის სექტემბრისათვის კონვენციას 5 მხარე სახემწიფო ყავდა. კონვენცია ძალაში შევა მას შემდეგ, რაც 20 სახელმწიფო მოახდენს მის რატიფიკაციას ან მასზე მიერთებას.
7. სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატური ოქმების რატიფიკაცია კონვენციის რატიფიკაციის ან მასზე მიერთების გარეშე.
8 2008 წლის სექტემბრისათვის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ფაკულტატურ ოქმს მიუერთდა 111 სახელმწიფო მხარე; სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათ საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატურ ოქმს 68 ქვეყანა; ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის ფაკულტატურ ოქმს მიუერთდა 92 სახელმწიფო; ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის ფაკულტატურ ოქმს შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა ჩართვის შესახებ 123 ქვეყანა; ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის ფაკულტატურ ოქმს ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ მიუერთდა 129 სახელმწიფო; წამების და სხვა, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო საერთაშორისო კონვენციის ფაკულტატურ ოქმს 35 მხარე სახელმწიფო; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის ფაკულტატურ ოქმს 24 ქვეყანა.
9. ადამიანის უფლებათა მარტის (საგაზაფხულო) სესიები ტარდება ნიუ იორკში; ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის სხდომები იმართება ნიუ იორკში და ჟენევაში.
10. ქვეყნის ანგარიშზე მომუშავე მიზნობრივი ჯგუფი შედგება ქვეყნის მომხსენებლისა და კომიტეტის თავჯდომარის მიერ ნომინირებული კომიტეტის სხვა ოთხიდან ექვსი წევრისაგან.
11. ზოგიერთი კომიტეტი მათ ასევე უწოდებს „დასკვნით კომენტარებს“, შესაბამის ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინოლოგიიდან გამომდინარე.
12. წამების წინააღმდეგ კონვენციის მხარე სახელწიფოებს კონვენციის რატიფიკაციისა ან მიერთების დროს შეუძლიათ აცილების მიცემა (opt out) 28 მუხლის შესაბამისად განცხადების გაკეთებით; ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მხარე სახელმწიფოებს ასევე შეუძლიათ გამორიცხონ კომიტეტის კომპეტენცია მე-10 მუხლის შესაბამისად დეკლარაციის მიღებით. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აცილებას აძლევს აღნიშნულ პროცედურას, შეუძლია მოგვიანებით შეიცვალოს პოზიცია და აღიაროს იგი.
13. იხ., A/48/18, დანართი III
14. გაერთიანებული ერების ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა თავის 2002 წლის მოხსენებაში “გაერთიანებული ერების გაძლიერება: სამომავლო ცვლილებების დღის წესრიგი“ (A/57/387 და შესწორება 1) მოუწოდა სახელშეკრულებო ორგანოებს შეემუშავებინათ უფრო მეტად კოორდინირებული ხედვა თავიანთი საქმიანობისათვის. 2005 წლის ანგარიშში“ მეტი თავისუფლებისათვის: განვითარება, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები ყველასთვის“ გენერალურმა მდივანმა მოითხოვა, რომ „დასრულდეს ყველა სახელშეკრულებო ორგანოს მიმართ ანგარიშების წარდგენის ჰარმონიზირებული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და მათი შესრულება იმგვარად, რომ აღნიშნულ ორგანოებს შეეძლოთ ერთიანი სისტემის ფარგლებში ფუნქციონირება“ (A/59/2005, პარაგრაფი 147).
15. იხილეთ „სახელშეკრულებო ორგანოთათვის ანგარიშების წარდგენის ჰარმონიზირებული სახელმძღვანელო პრინციპები“ (HRI/MC/2005/3).
16. იხილეთ „ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების ეფექტური შესრულება, მათ შორის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტთა შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება“. (A/62/224)
17. იხილეთ „ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა“ (E/C.12/2000/6) და ბავშვის უფლებათა კომიტეტის წინასასესიო სამუშაო ჯგუფის მუშაობაში პარტნიორთა (არასამთავრობო ორგანიზაციები და ინდივიდუალური ექსპერტები) მონაწილეობის სახელმძღვანელო პრინციპები (CRC/C/90, annex VIII).
![]() |
8 V. ადამიანის უფლებათა საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებათა საბჭოს მოკლე მიმოხილვა
რას წარმოადგენს იგი?
ადამიანის უფლებათა საბჭო წარმოადგენს გაეროს მთავრობათაშორის ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა საკითხებზე. გენერალური ასამბლეის 60/251 რეზოლუციით დაარსებულმა საბჭომ გადაიბარა ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისიის ყველა მანდატი, მექანიზმი, ფუნქცია და მოვალეობა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ასრულებს ადამიანის უფლებათა საბჭოს სამდივნოს ფუნქციას. წარსულში ის ასევე ასრულებდა ადამიანის უფლებათა კომისიის სამდივნოს ფუნქციას.
როგორ ფუნქციონირებს საბჭო?
ჟენევაში განლაგებული ადამიანის უფლებათა საბჭო 47 წევრი სახელმწიფოსაგან შემდგარი მთავრობათაშორისი ორგანოა. იგი წელიწადში მინიმუმ სამჯერ იკრიბება 10 კვირიანი სესიის გასამართად და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამართოს დამატებითი შეხვედრები. მაშინ, როცა კომისია წარმოადგენდა ეკონომიკური და სოციალური საბჭოს დაქვემდებარებულ ორგანოს, ადამიანის უფლებათა საბჭო გენერალური ასამბლეის დაქვემდებარებაშია. მისი მანდატი, სხვა ფუნქციებთან ერთად, შეიცავს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მუშაობას, მათ შორის ადამიანის უფლებათა მძიმე და სერიოზულ დარღვევებზეც. საბჭოს მოვალეობაში შედის ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს მუშაობის კოორდინირება და საკითხის გაეროს სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
2007 წლის 18 ივნისს თავისი პირველი შეხვედრის ერთი წლის თავზე ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრები შეთანხმდნენ საბჭოს პროცედურებზე, მექანიზმებსა და სტრუქტურებზე, რაც მისი სამომავლო მუშაობის ბაზისს წარმოადგენს. აღნიშნული პაკეტი მიღებულ იქნა საბჭოს 5/1 რეზოლუციით და მოიცავდა საბჭოს დღის წესრიგს, სამუშაო პროგრამას, პროცედურულ წესებს, ასევე ყოფილი კომისიის დაქვემდებარება ში არსებული ექსპერტთა სათათბირო სისტემასა და გასაჩივრების მექანიზმებში შეტანილ ცვლილებებს. 5/1 რეზოლუციამ ასვე განსაზღვრა საბჭოს ახლადშექმნილი უნივერსალური პერიოდული გადასინჯვის მექანიზმის ფუნქციონირების მოდალობა და დაიწყო სპეციალურ პროცედურათა მანდატთა გადახედვის, რაციონალიზაციის და გაუმჯობესების პროცესი.
როგოდ დავუკავშირდეთ და ვიმუშაოთ ადამიანის უფლებათა საბჭოსა და მის მანდატებსა და მექანიზმებთან
60/251-ე რეზოლუციაში გენერალურმა ასამბლეამ აღიარა არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების განსაკუთრებული როლი ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.
საბჭოს სესიებზე დამკვირვებლების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციათა დასწრება ეფუძვნება ყოფილი კომისიის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასა და პროცედურებს. აღნიშნული პრაქტიკა და წესები ვითარდება საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად - მოხდეს „დამკვირვებელთა ეფექტური წვლილის შეტანის“ უზრუნველყოფა.1
მართალია, არასამთავრობო ორგანიზაციებს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიებზე დამკვირვებლად დასასწრები აკრედიტაციის მისაღებად ესაჭიროებათ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხთა საბჭოს საკონსულტაციო სტატუსი, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შეუძლიათ რიგი საშუალებებით შეიტანონ წვლილი ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში. ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიები ასევე პირდაპირი ეთერით გადმოიცემა ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე და დოკუმენტაციის უზარმაზარი რაოდენობა ხელმისაწვდომია საბჭოს ვებ-გვერდსა და ექსტრანეტზე. ინფორმაცია სესიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდებზე კონკრეტული სესიის გამართვამდე ორი კვირით ადრე.
ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმთა საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია წინამდებარე თავის შესაბამის ქვე-თავებში
რას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საბჭო?
ადამიანის უფლებათა კომისიიდან ადამიანის უფლებათა საბჭომდე
2006 წლის 15 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 60/251 რეზოლუციით დააარსა ადამიანის უფლებათა საბჭო, გაეროს მთავარი მთავრობათაშორისი ორგანო ადამიანის უფლებათა საკითხებში. საბჭომ შეცვალა ადამიანის უფლებათა კომისია, რომელიც 60 წლის მანძილზე გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემის ღერძს წარმოადგენდა. კომისია ბოლოჯერ თავის სამოცდამეექვსე სესიაზე 2006 წლის მარტში შეიკრიბა. მისი ნორმატიული და სტანდარტთა ჩამომყალიბებელი საქმიანობა საბჭოს მუშაობის საფუძველს შეადგენს.
მაშინ, როცა კომისია წარმოადგენდა ეკონომიკური და სოციალური საბჭოსადმი დაქვემდებარებულ ორგანოს, ადამიანის უფლებათა საბჭო გენერალური ასამბლეის დაქვემდებარებაშია. აღნიშნული ცვლილება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ადამიანის უფლებები წრმოადგენს გაეროს სამი ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთს. განვითარება, მშვიდობა და უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები ურთიერთდაკავშირებულია და ავსებს ერთმანეთს. ადამიანის უფლებათა საბჭოს შექმნა ასევე განამტკიცებს გენერალური ასამბლეის ერთგულებას გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმების განმტკიცების თვალსაზრისით, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ყველა უფლებათა ეფექტურ განხორციელებას, რომელშიც შედის - სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, განვითარების უფლების ჩათვლით.
60/251 რეზოლუციით გენერალურმა ასამბლეამ უფლებამოსილებით აღჭურვა ადამიანის უფლებათა საბჭო გადაეხედა და საჭიროების შემთხვევაში რაციონალიზაციისათვის დაექვემდებარებინა ყოფლილი კომისიიდან თავის დაქვემდებარებაში მიღებული მანდატები, მექანიზმები და ფუნქციები. საბჭოს ეთხოვა აღნიშნული პროცესი დაესრულებინა თავისი პირველი სესიიდან ერთი წლის თავზე. საბჭოს სამუშაო მეთოდები ასევე უნდა დაფუძვნებოდა:
ტრანსპარანტულობას, სამართლიანობას და მიუკერძოებლიობას;
შედეგებზე ორიენტირებულობას;
დიალოგის ხელშეწყობას;
თავისი რეკომენდაციების და მათი იმპლემენტაციის განხილვას;
თავის მექანიზმებთან შინაარსობრივი ინტერაქციის შესაძლებლობას.
გენერალური ასამბლეა გადახედავს საბჭოს სტატუსს 5 წლის განმავლობაში.2
ადამიანის უფლებათა საბჭოს ინსტიტუციონალური მშენებლობისპაკეტი (რეზოლუცია 5/1)
2007 წლის 18 ივნისს, თავისი პირველი სესიის ერთი წლის თავზე და „ინსტიტუციონალური მშენებლობის“ ინტენსიური პერიოდის შემდეგ, საბჭო შეთანხმდა თავის პროცედურათა, მექანიზმთა და სტრუქტურათა პაკეტზე. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ინსტიტუციური მშენებლობის 5/1 რეზოლუციის თანახმად პაკეტი შეიცავს:
ახალ დღის წესრიგს და პროგრამის მიზანს სამომავლო მუშაობისათვის;
მუშაობის ახალ მეთოდებს და გენერალური ასამბლეის კომიტეტების მიერ შექმნილ წესებზე დაფუძვნებულ პროცედურათა ახალ წესებს;
გასაჩივრების პროცედურას (რომელმაც შეცვალა პროცედურა 1503);
ადამიანის უფლებათა საბჭოს სათათბირო კომიტეტს (რომელმაც შეცვალა ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ქვე-კომისია);
უნივერსალური პერიოდული გადახედვის ახალი მექანიზმის ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს, პროცედურებსა და მოდალობას;
სპეციალურ პროცედურათა მანდატების გადახედვის, რაციონალიზაციის და გაუმჯობესების კრიტერიუმებს.
როგორ მუშაობს ადამიანის უფლებათა საბჭო, მისი მექანიზმები და მანდატები?
წევრობა
ადამიანის უფლებათა საბჭო შედგება 47 წევრი სახელმწიფოსგან, რომელთა არჩევა ხდება გენერალური ასამბლეის წევრთა უმრავლესობით პირდაპირი და ინდივიდუალური ფარული კენჭისყრის წესით. საბჭოს წევრების არჩევისას მხედველობაში მიიღება კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მდგომარეობა და სახელმწიფოთა მიერ ადამიანის უფლებათა დარგში გაკეთებული განაცხადები და დაპირებები. საბჭოს წევრობის ვადა სამი წელია, ხელახალი არჩევის უფლებით მომდევნო ვადით.
გენერალურ ასამბლეას, დამსწრე წევრების ორი მესამედის კენჭისყრით შეუძლია შეუწყვიტოს საბჭოს წევრობა ქვეყანას, სადაც ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა სისტემატურ და მძიმე დარღვევებს.
i ადამიანის უფლებათა საბჭოს ამჟამინდელ წევრთა სია განთავსებულია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე. |
შეხვედრები
ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისიისგან განსხვავებით, რომელიც წელიწადში ერთხელ ექვსი კვირით იკრიბებოდა, საბჭო წელიწადში მინიმუმ სამი რეგულარული სესიის დროს იკრიბება გაეროს შტაბ ბინაში ჟენევაში, შვეიცარიაში. საბჭოს შეხვედრათა ხანგრძლივობა წლის განმავლობაში არაუმცირეს ათ კვირას შეადგენს. საბჭოს ძირითადი სესია ჩვეულებისამებრ იკრიბება მარტში.
საბჭოს ასევე შეუძლია სპეციალურ სესიათა მოწვევა მისი წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, როცა ასეთ მოთხოვნას მხარს უჭერს საბჭოს წევრთა მინიმუმ ერთი მესამედი.3 2008 წლის სექტემბრის მდგომარეობით საბჭოს ჩატარებული ქონდა შვიდი საგანგებო სესია.4
სპეციფიურ საკითხთა შესახებ დიალოგისა და ურთიერთგაგების წასახალისებლად საბჭო ასევე აწყობს დისკუსიებს და საგანგებო ღონისძიებებს. 2008 წლის სექტემბრის მდგომარეობით საბჭოს ჩატარებული ქონდა ექვსი მსგავსი ღონისძიება,5 მათ შორის საბჭომ მოაწყო ყოველწლიური განხილვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ6 და თავის საქმიანობასა და მექანიზმთა ფუნქციონირებაში გენდერული ხედვის ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა7.
მანდატი და მექანიზმები
ა. უნივერსალური პერიოდული გადახედვა
უნივერსალური პერიოდული გადახედვა ადამიანის უფლებათა ახალი მექანიზმია.
მისი საშუალებით საბჭო გარკვეული პერიოდულობით განიხილავს გაეროს 192 წევრი ქვეყნის ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დარგში. უნივერსალური პერიოდული გადახედვა თანამშრომლობის პრინციპზე დაფუძვნებული მექანიზმია, რომელიც განხილვის საგანთან - სახელმწიფოსთან ინტერაქტიულ დიალოგს ემყარება. მისი მიზანი არა სახელშეკრულებო ორგანოთა მუშაობის დუპლიკაცია, არამედ მათი საქმიანობის ხელშეწყობაა.
უნივერსალური პერიოდული გადახედვა უნდა აღვიქვათ, როგორც რამდენიმე ნაბიჯისაგან შემდგარი ოთხწლიანი ციკლის მქონე პროცესი:
გადახედვისათვის საბაზისო ინფორმაციის მომზადება (მათ შორის, სახელმწიფოს მიერ მომზადებული ეროვნული ანგარიში, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გაეროს სახელით შეჯერებული ანგარიში და სხვა მხარეთა მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ანოტაცია, რომელიც ასევე კეთდება ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ);
თავად გადახედვა, რომელიც ხორციელდება ადამიანის უფლებათა საბჭოს47 წევრი ქვეყნისაგან შემდგარი უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამუშაო ჯგუფის მიერ (ჯგუფი წელიწადში სამჯერ ორკვირიანი სესიებისათვის იკრიბება);8
ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ (და მისი სესიების მიმდინარეობისას) შედეგთა დოკუმენტის განხილვა და დამტკიცება;
სახელმწიფოს მიერ უნივერსალური პერიოდული გადასინჯვის შედეგთა რე ალობაში განხორციელების პროცესი.
აღნიშნულ პროცესთაგან ზოგიერთში შესაბამის მხარეებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს, რეგიონალურ ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.
i უნივერსალურ პერიოდულ გადასინჯვაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს VII თავი (უნივერსალური პერიოდული გადასინჯვა |
ბ. ადამიანის უფლებათა საბჭოს სათათბირო კომიტეტი
სათათბირო კომიტეტი ადამიანის უფლებათა საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოა, რომელმაც ჩაანაცვლა ადამიანის უფლებათა კომისიის ადამიანის უფლებათა დაცვისა და პოპულარიზაციის ქვე-კომისია. კომიტეტი ძირითადად ფოკუსირდება კვლევის ჩატარებასა და საბჭოსათვის რჩევათა შემუშავებაზე ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად.
მართალია, საბჭოს ავტორიზაციის გარეშე კომიტეტს არ შესწევს რეზოლუციათა და გადაწყვეტილებათა მიღება, მას შეუძლია საბჭოს წინაშე დააყენოს კონკრეტული წინადადებები, რათა:
გააუმჯობესოს თავისი ფუნქციონირებისათვის საჭირო პროცედურები;
განაგრძოს შეთავაზებათა შემუშავება.
სათათბირო კომიტეტი 18 ექსპერტისაგან შედგება, რომელთა შერჩევისას ხდება გაეროს რეგიონალური წარმომადგენლობის პრინციპის (ეს რეგიონებია: აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა და კარიბია, დასავლეთ ევროპა და აღმოსავლეთ ევროპა) გათვალისწინებით. კომიტეტის წევრები ირჩევიან 3 წლის ვადით და მათი გადარჩევა შეიძლება ერთხელ9. სათათბირო კომიტეტი წელიწადში ორჯერ იკრიბება 10 სამუშაო დღის განმავლობაში. საბჭოს თანხმობის შემთხვევაში კომიტეტმა შეიძლება მოიწვიოს საგანგებო შეხვედრები.
i სათათბირო კომიტეტის შესახებ მიმდინარე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს. |
გ. გასაჩივრების პროცედურები
გასაჩივრების პროცედურა ეხმიანება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სერიოზულ და დადასტურებად დარღვევებს, რასაც შეიძლება ადგილი ქონდეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ნებისმიერი გარემოებების გამო. იგი ეფუძვნება ყოფილი კომისიის 1503 პროცედურას და ამასთანავე, წარმოადგენს მის გაუმჯობესებულ ვერსიას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, ეფექტურობა, მსხვერპლზე ორიენტირებულობა და მისი დროულად ჩატარება.
გასაჩივრების პროცედურა ეფუძვნება მიღებულ კომუნიკაციას ინდივიდებისაგან, ჯგუფებისა ან ორგანიზაციებისაგან, რომლებიც თავს ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლ(ებ)ად აცხადებენ ან, რომლებსაც გააჩნიათ პირდაპირი და სარწმუნო ინფორმაცია მსგავსი დარღვევების შესახებ. ორი სამუშაო ჯგუფი -კომუნიკაციების და სიტუაციების შესახებ - პასუხისმგებელია კომუნიკაციათა განხილვაზე და ადამიანის უფლებათა საბჭოს ყურადღებამდე ადამიანის უფლებათა სერიოზული და დადასტურებადი დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიტანაზე.
სიტუაციათა შესახებ სამუშაო ჯგუფის ანგარიშთა განხილვას საბჭო კონფიდენციალურ ატმოსფეროში აწყობს (თუ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო) და მას შეუძლია:
შეწყვიტოს სიტუაციის განხილვა, თუ შემდგომი ქმედება არ არის საჭირო;
განაგრძოს სიტუაციის შესწავლა და მოსთხოვოს კონკრეტულ სახელმწიფოს დამატებითი ინფორმაციის მიწოდება გონივრულ ვადაში;
განაგრძოს სიტუაციის შესწავლა, არსებული მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით და საბჭოსათვის ანგარიშის წარსადგენად დანიშნოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტი;
შეიმუშაოს რეკომენდაცია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ კონკრეტული ქვეყნისათვის ტექნიკური (მათ შორის, მისი შესაძლებლობის გასაძლიერებლად) დახმარების გაწევის შესახებ.
I გასაჩივრების პროცედურაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ წინამდებარე სახელმძღვანელოს VIII თავი (ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ საჩივრის წარდგენის შესახებ). |
დ. სპეციალური პროცედურები
სპეციალური პროცედურები იმ მექანიზმთა ზოგადი დასახელებაა, რომლებიც თავდაპირველად ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ ადამიანის უფლებათა თემატური საკითხებისა ან კონკრეტულ ქვეყნებში არსებული მდგომარების ანალიზის, მონიტორინგის, კონსულტაციების გაწევისა და საჯარო ანგარიშების წარმოების მიზნით. დღეისათვის სპეციალური პროცედურები ადამიანის უფლებათა საბჭოს დაქვემდებარებაშია.
2007 წლის ივნისიდან მოყოლებული საბჭომ დაიწყო თვითოეული სპეციალური პროცედურის მანდატის გადახედვის, რაციონალიზაციის და გაუმჯობესების პროცესი. მან გააუქმა ან შესწორებები შეიტანა ზოგიერთი სპეციალური პროცედურის მანდატში, შექმნა ახალი მანდატები, მანდატის მფლობებლთა შესარჩევად შეიმუშავა სელექციის და დანიშვნის ახალი პროცედურა. საბჭომ ასევე შეიმუშავა სპეციალურ პროცედურათა მანდატის მფლობელთა ქცევის კოდექსი (5/2 რეზოლუცია).
მანდატის მფლობელთა (საგანგებო მომხსენებლები, წარმომადგენლები, საგანგებო წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სამუშაო ჯგუფები) საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება, გაზიარება და ანალიზი;
ინდივიდუალურ საჩივრებზე რეაგირება;
კვლევათა განხორციელება;
მთავრობებისათვის სასწრაფო მიმართვებისა და დარღვევების შესახებ წერილების გაგზავნა;
ქვეყნის მთავრობათა მოწვევით ქვეყნებში შემსწავლელი ვიზიტების განხორციელება და რეკომენდაციათა შემუშავება;
ქვეყნებისთვის ტექნიკური დახმარების შესახებ რჩევის მიცემა;
ზოგადად ცნობიერების ამაღლებაში ჩართულობა.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სპეციალური პროცედურების მანდატთა მფლობელებს ემსახურება პერსონალით, კვლევებით და ადმკინისტრაციული მომსახურებით.
i სპეციალურ პროცედურებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს VI თავი (სპეციალური პროცედურები). |
ე. ადამიანის უფლებათა საბჭოს სამუშაო ჯგუფები
განვითარების უფლების სამუშაო ჯგუფის მოვალეობა
განვითარების უფლების სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისიის მიერ.10 2007 წლის მარტში ადამიანის უფლებათა საბჭომ ორი წლისთ განაახლა მისი მანდატი (რეზოლუცია 4/4).
სამუშაო ჯგუფი იკრიბება წელიწადში ერთხელ 5 სამუშაო დღის ხანგრძლივობის სესიაზე. მისი მანდატია:
განახორციელოს განვითარების უფლების პოპულარიზაციისა და განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესის მონიტორინგი;
გადახედოს წევრი ქვეყნების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ანგარიშებს და სხვა ინფორმაციას;
საბჭოს წარმოუდგინოს სასესიო ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ, მათ შორის რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მისამართით განვითარების უფლების განხორციელების და შესაბამისი ტექნიკური დახმარევის პროგრამების შესახებ.
ზემოაღნიშნულ რეზოლუციაში საბჭომ ასევე ორი წლით განაახლა განვითარების უფლების განხორციელების საკითხებზე მომუშავე უმაღლესი დონის მიზნობრივი ჯგუფის მანდატი, რომელიც განვითარების უფლების სამუშაო ჯგუფის ფორმატშია შექმნილი.
აღნიშნული ერთეული უზრუნველყოფს განვითარების უფლების სამუშაო ჯგუფს აუცილებელი ცოდნითა და გამოცდილებით სხვადასხვა განვითარების უფლებების განხორციელებაში ჩართული მონაწილე მხარეებისთვის სათანადო რეკომენდაციების მოსამზადებლად. მიზნობრივი ჯგუფი შედგება ხუთი ექსპერტისგან, რომლებიც დასახელებულნი არიან განვითარების უფლების განხორციელების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მიერ წევრი ქვეყნების რეგიონალურ ჯგუფებთან, საერთაშორისო სავაჭრო, ფინანსურ და განვითარების საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე. ექსპერტები აღნიშნულ ფორმატში ყოველწლიურად შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში იკრიბებიან და სამუშაო ჯგუფს წარუდგენენ თავიანთ ანგარიშს.
ვ. სოციალური ფორუმი
2007 წელს ადამიანის უფლებათა საბჭომ განაახლა სოციალური ფორუმის მანდატი, შეინარჩუნა იგი, როგორც „გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმებსა და სხვადასხვა მხარეთა შორის ინტერაქტიული დიალოგის უნიკალური სივრცე და ხაზი გაუსვა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და სოლიდარობის პრინციპებზე დაფუძვნებული სოციალური ერთობის პოპულარიზაციის კოორდინირებული მცდელობის მნიშვნელობას და ასევე გლობალიზაციის მიმდინარე პროცესების სოციალური განზომილებისა და გამოწვევების საპასუხო ქმედების აუცილებლობას“ (რეზოლუცია 6/13).
სოციალური ფორუმი11 ყოფილი ქვე-კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა და თავდაპირველად წარმოადგენდა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე ორდღიან ქვე-კომიტეტის წინასასესიო ფორუმს. თუ წარსულში ფორუმი ქვე-კომიტეტის დანამატს წარმოადგენდა, დღეს იგი ადამიანის უფლებათა საბჭოს დამოუკიდებელი მექანიზმია.
სოციალური ფორუმი ყოველწლიურად 3 სამუშაო დღის განმავლობაში იკრიბება, რათა განიხილოს საბჭოს მიერ დასახელებული სპეციფიკური თემატური საკითხები. ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმის რანგში ფორუმი პირველად 2008 წლის სექტემბერში შეიკრიბა და მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სპეციალურ პროცედურათა რამდენიმე თემატური მანდატის მფლობელმა. სოციალურ ფორუმს ეთხოვა საბჭოს რიგ ორგანოთათვის შეემუშავებინა დასკვნები და რეკომენდაციები ზოგიერთ საკითხებზე, მათ შორის:
ადამიანის უფლებათა კონტექსტის გათვალისწინებით სიღარიბის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ კითხვებზე;
სოციალური ფორუმის წინაშე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მაგალითებზე;
გლობალიზაციის პროცესის სოციაურ განზომილებაზე
სოციალურ ფორუმს თავმჯდომარეობს საბჭოს პრეზიდენტის მიერ ყოველწლიურად დანიშნული თავმჯდომარე-მომხსენებელი, რომელიც რეგიონალური ჯგუფების მიერ ნომინირებულ კანდიდატთაგან შეირჩევა.
ზ. უმცირესობათა საკითხთა ფორუმი
უმცირესობათა საკითხთა ფორუმმა ქვე-კომიტეტის უმცირესობათა საკითხთა სამუშაო ჯგუფი ჩაანაცვლა. მისი მიზანია დიალოგის და თანამშრომლობის ხელშეწყობის პლატფორმის შექმნა ეთნიკური ან ეროვნული, რელიგიური და ლინგვისტური უმცირესობების ჯგუფთა პრობლემატიკის საკითხებზე. აღნიშნულის მისაღწევად ფორუმი:
თემატური ექსპერტიზით ეხმარება უმცირესობათა საკითხებზე დამოუკიდებელი ექსპერტის მუშაობას;
ეროვნული ან ეთნიკური, რელიგიური და ლინგვისტური უმცირესობების წარმომადგენელ პირთა უფლებების დეკლარაციის შესრულებაში საუკეთესო პრაქტიკის, გამოწვევების, შესაძლებლობებისა და ინიციატივების იდენტიფიცირება და ანალიზი.
ფორუმი ყოველწლიურად ჟენევაში, ორი დღით იკრიბება თემატური საკითხების განსახილველად. მისი მიზანია წვლილის შეტანა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მცდელობაში გააუმჯობესოს თანამშრომლობა გაეროს მექანიზმებს, ორგანოებსა და სპეციალიზირებულ სააგენტოებს, ფონდებსა და პროგრამებს ან აქტიობებს შორის ყველა დონეზე (მათ შორის რეგიონალურ დონეზე) უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების დაცვისა და წახალისების მიზნით12.
ფორუმის თავმჯდომარე (საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიშნება ერთი წლის ვადით რეგიონალური როტაციის პრინციპის გათვალისწინებით) პასუხისმგებელია ფორუმის დისკუსიათა ანოტაციის მომზადებაზე. უმცირესობათა საკითხებზე დამოუკიდებელი ექსპერტის მოვალეობა ფორუმის მუშაობის წარმართვა და მისი ყოველწლიური შეხვედრების მომზადებაა. დამოუკიდებელ ექსპერტს ასევე შეუძლია თავის ანგარიშებში ჩართოს ფორუმის თემატური რეკომენდაციები და რეკომენდაციები საბჭოს განსახილველი სამომავლო თემატური საკითხების შესახებ.
საბჭომ უნდა გადახედოს ფორუმის მუშაობის ეფექტურობას 4 წელიწადში, ანუ 2012 წელს
სოციალურ ფორუმზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდი. |
თ. აბორიგენი ხალხების უფლებათა საექსპერტო მექანიზმი
აბორიგენი ხალხების უფლებათა საექსპერტო მექანიზმმა13 ჩაანაცვლა ქვე-კომიტეტის აბორიგენ ხალხთა სამუშაო ჯგუფი. ადამიანის უფლებათა საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფი მექანიზმი საბჭოს აღნიშნულ საკითხში უზრუნველყოფს საჭირო ექსპერტიზით. საექსპერტო მექანიზმი საბჭოს ყოველწლიურად აბარებს ანგარიშს, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია კვლევასა და ანალიზზე დაფუძვნებულ რჩევებზე. მექანიზმს ასევე შეუძლია საბჭოს განხილვისა და დამტკიცებისათვის წარუდგინოს კონკრეტული შეთავაზებები.
საექსპერტო მექანიზმი შედგება ხუთი სამი წლით არჩეული დამოუკიდებელი ექსპერტისაგან, რომელთა ხელახლა არჩევა კიდევ ერთი ვადით არის შესაძლებელი. მექანიზმს წელიწადში შეუძლია ხუთი დღით შეიკრიბოს, რათა ჩაატაროს კერძო და საჯარო შეხვედრები. იგი თავისუფალია გადაწყვეტილებაში თავისი სამუშაო მეთოდოლოგიის შესახებ, თუმცა არ აქვს უფლება მიიღოს რეზოლუციები და გადაწყვეტილებები.
აბორიგენ ხალხთა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საკითხებში სპეციალური მომხსენებელი და აბორიგენ ხალხთა საკითხებში მუდმივმოქმედი ფორუმის წევრი ასევე ესწრებიან და წვლილი შეაქვთ საექსპერტო მექანიზმის ყოველწლიურ შეხვედრებში.
i უმცირესობათა საკითხების ფორუმის და უმცირესობათა საკითხებზე დამოუკიდებელი ექსპერტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს. |
ი. დურბანის დეკლარაცია და სამოქმედო პროგრამა
2001 წელს სამხრეთ აფრიკაში, დურბანში გაიმართა რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის შესახებ მსოფლიო კონფერენცია. დურბანის დეკლრაცია და სამოქმედო გეგმა, რომელიც კონფერენციაზე იქნა მიღებული აცხადებს ქვეყანათა ვალდებულებას ითანამშრომლონ რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული შემწყნარებლობის სალიკვიდაციოდ. იგი წარმოადგენს ყოვლისმომცველ და ქმედებაზე ორიენტირებულ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საერთო ფუნქციონალურ მიდგომას თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფლების პრინციპების განსახორციელებლად.
2006 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვიტა 2009 წელს ჩაეტარებინა დურბანის დეკლარაციისა და სამოქლედო გეგმის გადახედვისადმი მიძღვნილი კონფერენცია. აღნიშნული ღონისძიების მომზადება დაევალა ადამიანის უფლებათა საბჭოს სამი არსებული მექანიზმის14 მეშვეობით. კერძოდ, საბჭოს უნდა შეემუშავებინა კონკრეტული გეგმა და 2007 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად წარმოედგინა შესაბამისი ანგარიში. კონფერენციის გადახედვაზე პასუხისმგებელმა საბჭოს მოსამზადებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა გადახედვის კონფერენცია ჩაეტარებინა ჟენევაში, 2009 წლის აპრილის თვეში.
i საექსპერტო მექანიზმზე და აბორიგენ ხალხთა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საკითხებში სპეციალურ მომხსენებელზე მიმდინარე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს. |
1. დურბანის დეკლარაციის და სამოქმედო გეგმის ეფექტური შესრულების მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფი
დურბანის დეკლარაციის და სამოქმედო გეგმის ეფექტური შესრულების მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფი დაარსდა ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ (2002/68). 2006 წლის ივნისში ადამიანის უფლებათა საბჭომ მისი მანდატი გააგრძელა სამი წლის ვადით (რეზოლუცია 1/5).
მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის მანდატია:
დურბანის დეკლარაციის და სამოქმედო გეგმის შესასრულებლად რეკომენდაციათა შემუშავება;
რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის, შესაბამისი შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტრუმენტთა გასაძლიერებლად საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება.
i მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს. |
2. დურბანის დეკლარაციის და სამოქმედო გეგმის შესრულების გამოჩენილ ექსპერტთა ჯგუფი
მსოფლიო კონფერენციამ მოსთხოვა ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ეთანამშრომლა ხუთ დამოუკიდებელ, გამოჩენილ ექსპერტთან დურბანის დეკლარაციის და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მიზნით15.
2003 წელს იმჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ კანდიდატთაგან (ისინი რეგიონალურ ჯგუფებთან იყვნენ შეთანხმებულნი) დანიშნა დამოუკიდებელი, გამოჩენილი ექსპერტები (თითოეული ხუთი რეგიონალური ჯგუფიდან).
მათ მანდატში შედის16:
დურბანის დეკლარაციის და სამოქმედო გეგმის დებულებათა შესრულების მონიტორინგი ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობით; და
უმაღლესი კომისრისთვის დახმარების გაწევა მისი წლიური ანგარიშის მომზადებაში, რომელიც უნდა წარედგინოს ადამიანის უფლებათა საბჭოსა და გენერალურ ასამლბლეას. ანგარიში, როგორც წესი, ეფუძვნება სახელმწიფოებისგან, შესაბამისი სახელშეკრულებო ორგანოებისაგან, სპეციალური პროცედურებისა და საბჭოს სხვა მექანიზმებისგან, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისაგან მიღებულ ინფორმაციას.
i დამოუკიდებელ, გამოჩენილ ექსპერტებზე და აფრიკული წარმოშობის მქონე ხალხთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს. |
3. აფრიკული წარმოშობის მქონე ხალხთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი
აფრიკული წარმოშობის მქონე ხალხთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი საბჭოს სპეციალური პროცედურაა. იგი ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისიის მიერ 2002 წელს მსოფლიო კონფერენციის მოთხოვნის შესაბამისად. სამუშაო ჯგუფი ხუთი დამოუკიდებელი ექსპერტისაგან შედგება, რომლებიც ინიშნებიან თანაბარი რეგიონალური განაწილების პრინციპის დაცვით. ჯგუფი ყოველწლიურად ხუთ დღიან სესიას ატარებს და ასევე აწყობს შემსწავლელ ვიზიტებს ინდივიდუალურ ქვეყნებში მთავრობათა მოწვევის საფუძველზე. აღნიშნულ ვიზიტთა მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში აფრიკული წარმოშობის ხალხების მდგომარეობის გააზრების წახალისება. ჯგუფი ასევე აბარებს ყოველწლიურ ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს.
მის მანდატში შედის17:
დიასპორაში მცხოვრები აფრიკული წარმოშობის მქონე პირების წინაშე არსებული რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემების შესწავლა და აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვება ეროვნული მთავრობების არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა შესაბამის წყაროთაგან, მათ შორის საჯარო შეხვედრათა ჩატარების მეშვეობითაც;
აფრიკული წარმოშობის ხალხთათვის სამართლის სრული და ეფექტური ხელმისაწვდომობის მისაღწევად წინადადებების შემუშავება;
აფრიკული წარმოშობის ხალხებზე რასობრივი სტერეოტიპების შექმნის აღსაკვეთად ეფექტური მექანიზმების შექმნის, იმპლემენტაციის და აღსრულების შესახებ რეკომენდაციათა წარდგენა;
აფრიკული წარმოშობის ხალხების წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი წინადადებების შემუშავება;
მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აფრიკული წარმოშობის მქონე ხალხთა და აფრიკელთა რასობრივი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად წინადადებების შემუშავება;
დურბანის დეკლარაციასა და სამოქმედო გეგმაში ასახული აფრიკელთა და აფრიკული წარმოშობის მქონე ხალხთა კეთილდღეობის ყველა ასპექტის განხილვა.
5. დამატებითი სტანდარტების შემმუშავებელი დროებითი კომიტეტი
დამატებითი სტანდარტების შემმუშავებელი დროებითი კომიტეტი ადამიანის უფლებათა საბჭოს გადაწყვეტილებით 2006 წლის დეკემბერში შეიქმნა. მის მიზანთაგან პრიორიტეტულია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის თანმხვედრი სტანდარტების შემუშავება კონვენციის ან დამატებითი ოქმ(ებ)ის სახით. თანმხვედრმა სტანდარტებმა უნდა18:
შეავსოს კონვენციაში არსებული ვაკუუმი;
ჩამოაყალიბოს ახალი ნორმატიული სტანდარტები თანამედროვე რასიზმის (მათ შორის რასობრივი და რელიგიური სიძულვილის წახალისების) წინააღმდეგ საბრძოლველად.
დროებითი კომიტეტი ყოველწლიური, 10 დღის ხანგრძლივობის სესიის მიმდინარეობისას მუშაობს სამართლებრივი სტანდარტების შემუშავებაზე. მას საინაგურაციო შეხვედრა 2008 წლის თებერვალში ქონდა და მას ყოველწლიურად მოეთხოვება ადამიანის უფლებათა საბჭოსათვის ანგარიშთა წარდგენა.
5. დურბანის კონფერენციის გადახედვის მოსამზადებელი კომიტეტი და დურბანის კონფერენციის გადახედვის მოსამზადებელი კომიტეტის მუშაობის იმპლემენტაციის მთავრობათაშორისი ღია სამუშაო ჯგუფი
2007 წელს ადამიანის უფლებათა საბჭომ, მისთვის გენერალური ასამბლეის მიერ მინიჭებული მანდატის შესაბამისად19, დააარსა დურბანის კონფერენციის გადახედვის მოსამზადებელი კომიტეტი20. 2007 წლის აგვისტოში კომიტეტმა ჩაატარა მოსამზადებელი შეხვედრა. მას 2008 წლის აპრილსა და ოქტომბერში თან სდევდა ორი ათდღიანი სესია, რომელთა მსვლელობისას განხილულ იქნა დურბანის კონფერენციის გადახედვის შესაბამისი მოდალობები, მათ შორის:
მისი მიზნები;
მის შედეგთა დოკუმენტის სტრუქტურა;
მონაწილეობის დონე;
რეგიონალური მოსამზადებელი შეხვედრები და სხვა ინიციატივები, ეროვნულ დონეზე დაგეგმილთა ჩათვლით;
მისი ჩატარების დრო და ადგილი.
დურბანის კონფერენციის გადახედვის მოსამზადებელი კომიტეტის მუშაობის იმპლემენტაციის მთავრობათაშორისი ღია სამუშაო ჯგუფი დაარსდა ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მოსამზადებელი კომიტეტის პირველი სესიის მსვლელობისას 2008 წლის აპრილში. მისი მანდატია:
მოსამზადებელი კომიტეტის მუშაობაზე შემდგომი რეაგირება, მათ შორის კონტრიბუციათა გადახედვა და შედეგთა დოკუმენტის პროექტის ირგვლივ მოლაპარაკებათა გამართვა;
მოსამზადებელი კომიტეტისათვის გაგზავნილი დამატებითი წერილობითი კონტრიბუციების და ანგარიშების განხილვა.
i დურბანის კონფერენციის გადახედვის მოსამზადებელი კომიტეტისა და დურბანის კონფერენციის გადახედვის მოსამზადებელი კომიტეტის მუშაობის იმპლემენტაციის მთავრობათაშორისი ღია სამუშაო ჯგუფის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს. |
როგორ ვითანამშრომლოთ ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, მისი მანდატები და მექანიზმები
შეთანხმებები და პრაქტიკა ადამინის უფლებათა საბჭოს მუშაობში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის
“..მონაწილეობა და კონსულტაციები დამკვირვებლებთან, მათ შორის საბჭოს არაწევრ ქვეყნებთან, სპეციალიზირებულ სააგენტოებთან, სხვა მთავრობათაშორის ორგანიზაციებთან და ადამიანის უფლებათა დამცველ ეროვნულ ინსტიტუტებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნდა ეფუძვნებოდეს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1996 წლის 25 ივლისის 1999/31 რეზოლუციით გათვალისწინებულ წესებს და ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ შემუშავებულ პრაქტიკას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ზემოჩამოთვლილ ინსტიტუტთა კონტრიბუციის ეფექტურად გამოყენება”.21
60/251 რეზოლუციით გენერალურმა ასამბლეამ აღიარა არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების განსაკუთრებული როლი ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათ დაცვაში ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე. მის თანახმად ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციები:
იხელმძღვანელებენ კომისიის პრაქტიკითა და გამოცდილებით (ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1996 წლის 25 ივლისის 1996/31 რეზოლუციის შესაბამისად);
მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ, როგორც დამკვირვებლები.
ადამიანის უფლებათა კომისიის მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობის წესები და პრაქტიკა გაზიარებულ იქნა ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ. აღნიშნული წესები და პრაქტიკა განიცდის შემდგომ განვითარებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას დამკვირვებელთა კონტრიბუციის ეფექტური გამოყენება ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ.
ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომებში
ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაცვაში არასამთავრობო ორგანიზაციათა როლი უმნიშვნელოვანესია. არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოს პირველი ორი წლის მუშაობაში ერთ-ერთი ძირეული ელემენტთაგანი იყო გაეროს სრულფასოვანი მუშაობისათვის. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დიდი წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებათა საბჭოს ინსტიტუციურ მშენებლობაში საბჭოს სესიათა დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხის შესახებ დებატებში მონაწილეობის გზით.
დღეს მზარდად მიიჩნევა, რომ ადამიანის უფლებათა დარგში არასამთავრობო ორგანიზაციათა მუშაობა ტრადიციული “მითითებისა და შერცხვენის” პოლიტიკიდან მთავრობებთან და სხვა მხარეებთან უფრო თანამშრომლობაზე ხდება ორიენტირებული. ასეთი საპასუხისმგებლო ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ადგილზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ახლა, როცა საბჭო ხშირად, წელიწადში რამდენჯერმე ატარებს სესიებს და ამოქმედდა უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმი. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე ადამიანის უფლებათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა მთავარი საფიქრალი ამ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე აყვანა, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა.
მექსიკის ელჩი, ლუის ალფონსო დე ალბაადამიანის უფლებათა საბჭოს პირველი პრეზიდენტი (2006 - 2007 წლები)
ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაწილეობის მაღალი დონე უპრეცედენტოა გაეროს სისტემისათვის. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა საბჭოს, როგორც მთავრობათაშორის ორგანოს, მუშაობა გამდიდრებულია არასამთავრობო ორგანიზაციათა ორგანიზაციების ცოდნითა და გამოცდილებით.
არასამთავრობო ორგანიზაციებს 2006 წლის ივნისში პირველი სესიიდან მოყოლებული მიეცათ საშუალება აზრიანად და მაღალი ჩართულობით მიეღოთ მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში. 2008 წლის მარტში, მეშვიდე რეგულარული სესიის მსვლელობისას 180 არასამთავრობო ორგანიზაციას 1116 ინდივიდი წარმოადგენდა. იგივე სესიაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საბჭოს გადასცეს 98 წერილობითი განცხადება, გააკეთეს 224 ზეპირი განცხადება და მასპინძლობა გაუწიეს საბჭოს სესიათა პარალელურად მიმდინარე 69 ღონისძიებას. ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტმა და სამდივნომ გადაწყვიტეს კომისიის მიერ აპრობირებულ პრაქტიკასა და წესებზე, ასევე საუკეთესო მაგალითებზე დაყრდნობა. ამასთანავე, ისინი ითვალისწინებენ, რომ საბჭო წლის განმავლობაში უფრო ინტენსიურად და ხშირად იკრიბება სხვადასხვა ფორუმთა მეშვეობით.
ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიებზე დამკვირვებლის სტატუსით დასასწრებად აკრედიტაციის მიღება მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ. მათი გადასაწყვეტია, თუ ვის დაეკისრება მათი წარმოდგენა საბჭოს სესიებზე.
ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე დამკვირვებლის სტატუსის მიღების შემდეგ შეუძლიათ ისარგებლონ რიგი პრივილეგიებით და შესაძლებლობებით, კერძოდ:
ადამიანის უფლებათა საბჭოს კონკრეტული სესიის დაწყების წინმსწრებად გადასცენ წერილობითი განცხადებები;
ადამიანის უფლებათა საბჭოს დღის წესრიგის ყველა შინაარსობრივ საკითხზე მოახდინონ ზეპირი ინტერვენციები;
მონაწილეობა მიიღონ დებატებში, ინტერაქტიულ დიალოგში და განხილვებში;
მოაწყონ „პარალელური ღონისძიებები” ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობისათვის მნიშვნელოვან თემატიკაზე.
თავის მხრივ, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ყოველთვის დაიცვან აღნიშნული საკონსულტაციო ურთიერთობების განმსაზღვრელი პრინციპები. კერძოდ, ეკოსოკის 1996/31 რეზოლუციის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაძლოა დაკარგოს საკონსულტაციო სტატუსი ან მას აეკრძალოს გაეროს შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, თუ იგი (ან მის მიერ დასახელებული წარმომადგენლები) აშკარად ბოროტად იყენებეს მინიჭებულ სტატუსს - ახორციელებს გაეროს ქარტიის პრინციპებისა და მიზნების საწინააღმდეგო ქმედებას.
აკრედიტაცია
ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნდა მიმართონ საბჭოს სამდივნოს კონკრეტულ სესიაზე დასასწრებად აკრედიტაციის მისაღებად.
აკრედიტაციის თხოვნის შემცველი წერილი უნდა:
დაიწეროს ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე;
მიუთითებდეს იმ სესიის ხანგრძლივობას და სათაურს, რომელზე დასწრებაც სურს ორგანიზაციას;
იქნეს ხელმოწერილი ორგანიზაციის პრეზიდენტის ან ჟენევაში ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ;
მიუთითებდეს იმ ადამიანთა სახელებს, რომლებმაც უნდა წარადგინონ ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის მსვლელობისას. ამ ადამიანთა სახელები ზუსტად ისევე უნდა იყოს მითითებული, როგორც პირადობის დამადასტურებელ საბუთებში. ადამიანთა გვარები დიდი ასოებით უნდა იყოს დაწერილი.
i ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონკრეტულ სესიაზე აკრედიტაციის მისაღებად ფაქსი უნდა გააგზავნონ შემდეგ ნომერზე: ფაქსი: +41 (0)22 917 90 11. |
წერილობითი განცხადებები
ადამიანის უფლებათა საბჭოს კონკრეტული სესიის წინმსწრებად ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესაძლოა გაგზავნონ ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობისათვის მნიშვნელობის მქონე წერილობითი განცხადებები. აღნიშნული განცხადებები შესაძლოა ეძღვნებოდეს ისეთ თემატიკას, რაშიც არასამთავრობო ორგანიზაცია განსაკუთრებული კომპეტენციის მატარებელია. ადამიანის უფლებათა საბჭოს სამდივნოს მიერ აღნიშნულ განცხადებათა მიღების შემდეგ, ისინი ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ოფიციალურ დოკუმანტებად ითვლება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:
ეკოსოკის ზოგადი საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ მაქსიმუმ 2000 სიტყვის შემცველი წერილობითი განცხადების წარდგენა;
ეკოსოკის სპეციალური საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ მაქსიმუმ 1500 სიტყვის შემცველი წერილობითი განცხადების წარდგენა.
i არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა გაეცნონ ზოგად საინფორმაციო გამოცემა, რომელიც ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის ადამიანის უფლებათა სექციაში.
წერილობითი განცხადებები უნდა გაეგზავნის ადამიანის უფლებათა საბჭოს სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcngo@ohchr.org |
ზეპირი განცხადებები
ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიების მსვლელობისას გამართული გენერალური დებატებისა და ინტერაქციული დიალოგის დროს პრაქტიკულად ყველა შინაარსობრივ საკითხზე გააკეთონ ზეპირი ინტერვენცია. არასამთავრობო ორგანიზაციათა ზეპირი ინტერვენციების მოდალურობის (რაც განვითარებას განაგრძობს ადამიანის უფლებათა საბჭოს უწყვეტი შეხვედრების ფონზე წლის განმავლობაში) გაცნობა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა საბჭოს ექსტრანეტის არასამთავრობო ორგანიზაციათა ვებ-გვერდზე.
არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, ვისაც სურვილი აქვს გააკეთოს ზეპირი ინტერვენცია, უნდა პირადად დარეგისტრირდეს შეხვედრის ოთახში “სპიკერთა სიის” კუთხეში. ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადებათა სარეგისტრაციო ფორმები ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა საბჭოს ვებ-გვერდზე. ფორმა პირადად უნდა იქნეს ჩაბარებული გამოსვლის დარეგისტრირებისას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პლენარულ დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ დოკუმენტაციის, ბროშურების და სხვა სახის მასალის გავრცელების უფლება. ამასთანავე, ზეპირ განცხადებათა ასლთა მოთავსება შესაძლებელია პლენარული ოთახის უკან განკუთვნილ მაგიდაზე. პლენარული ოთახის გარეთ, არასამთავრობო ორგანიზაციათათვის განკუთვნილ მაგიდაზე შესაძლებელია არასამთავრობოთა ნებისმიერი მასალის განთავსება.
პარალელური ღონისძიებები
ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა საბჭოზე დასასწრები აკრედიტაციის მიღების შემდეგ, შეუძლიათ მოაწყონ სესიის პარალელური ღონისძიებები. მათ „პარალელური ღონისძიებები“ ქვიათ და მათ ჩატარებას ეთმობათ დრო საბჭოს სესიათა შესვენებებზე, ძირითადად სადილის შესვენების დროს.
პარალელური ღონისძიება ხშირად პრეზენტაციებისა და ღია დისკუსიების კომბინაციაა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას ადამიანის უფლებათა საბჭოსათვის მნიშვნელოვან ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარონ და დიალოგში შევიდნენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახელმწიფოებსა და სხვა მხარეებთან (მათ შორის სპეციალური პროცედურების მანდატთა მფლობელებთან).
პარალელურ ღონისძიებათა გასამართათ ოთახები უფასოა და მათი დაჯავშნა შესაძლებელია „პირველი მოვიდა, პირველმა მიიღო“ პრინციპის გათვალისწინებით. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთაც სურთ თანამასპინძლობა გაუწიონ პარალელურ შეხვედრას უნდა შეავსონ „თანამასპინძლობის“ ფორმა22.
პარალელური ღონისძიებების მასპინძელ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ღონისძიებაზე დაპატიჟონ ისეთი პირები, რომელთაც არ აქვთ ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე დასწრების აკრედიტაცია. დამსწრეთა სრული სია ღონისძიებამდე 48 საათით ადრე უნდა გადაეცეს ადამიანის უფლებათა საბჭოს სამდივნოს და უსაფრთხოების სამსახურს შეხვედრაზე აკრედიტაციის მისაღებად. მოწვეულები აკრედიტაციას მხოლოდ პარალელურ ღონისძიებაზე დასასწრებად მიიღებენ.
პარალელური ღონისძიების მასპინძელი არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხისმგებელნი არიან ღონისძიების შინაარსზე და მასზე მოწვეულთა ქცევაზე. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ:
სამდივნო პარალელურ ღონისძიებებზე თარგმანს არ უზრუნველყოფს. არასამთავრობო ორგანიზაციებს, სურვილისამებრ, შეუძლიათ ღონისძიებაზე მოიყვანონ საკუთარი თარჯიმანი, მაგრამ აღნიშნულის შესახებ შესაბამისად უნდა აცნობონ სამდივნოს;
ვიდეოსა და გადამღები კამერების გამოყენება პარალელური ღონისძიებების მიმდინარეობისას არ მიიჩნევა სასურველად. აღნიშნულით სარგებლობა შეუძლიათ გაეროს ჟენევის ოფისში აკრედიტირებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.
i პარალელურ ღონისძიებათა სამასპინძლოთ ოთახთა დაჯავშვნის მოთხოვა უნდა გაიგზავნოს ფაქსის შემდეგ ნომერზე: +41 (0) 22 917 90 11.
აკრედიტაციაზე, წერილობით განცხადებებზე, ზეპირ განცხადებებზე და პარალელურ ღონისძიებებზე მიმდინარე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ადამიანის უფლებათა საბჭოს ექსტრანეტს. |
ადამიანის უფლებათა საბჭოს მანდატებსა და მექანიზმებში მონაწილეობის მიღება და მათთან თანამშრომლობა
ა. უნივერსალური პერიოდული გადახედვა
i უნივერსალურ პერიოდულ გადახედვაში მონაწილეობის მისარებად და მასთან დაკავშირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს VII თავი (უნივერსალური პერიოდული გადახედვა) |
ბ. ადამიანის უფლებათა საბჭოს სათათბირო კომიტეტი
სათათბირო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა და წვლილის მიღება
სათათბირო კომიტეტის წინამორბედმა ქვე-კომისიამ დიდი სარგებელი ნახა მის მუშაობაში ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობით. მაშინ, როცა 2008 წლის სექტემბერში სათათბირო კომიტეტს არ ქონდა დასრულებული თავის სამუშაო წესებისა და მეთოდიკის შემუშავება, ადამიანის უფლებათა საბჭომ მას დაავალა მისი მანდატის ფარგლებში ფართო ურთიერთობები დაემყარებინა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან.
არასამთავრობო ორგანიზაციებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა სათათბირო კომიტეტის მუშაობაში ადამიანის უფლებათა კომისიასა და საბჭოს პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაყრდნობილი პროცედურების შესაბამისად (მათ შორის ეკოსოკის რეზოლუცია 1996/31), რათა უზრუნველყოფილ იქნას არასამთავრობო ორგანიზაციათა ეფექტური კონტრიბუცია.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დამკვირვებლის სტატუსით სათათბირო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაში უნდა დაუკავშირდნენ სამდივნოს.
i სათათბირო კომიტეტის მუშაობაში წვლილის შეტანის შესაძლებლობაზე ინფორმაციის მისარებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:HRC AdvisoryCommittee@ohchr.org |
გ. გასაჩივრების პროცედურა
i გასაჩივრების პროცედურისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ გთხოვთ დაეკითხოთ წინამდებარე სახელმძღვანელოს VIII თავს (ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ გასაჩივრების პროცედურა). |
დ. სპეციალური პროცედურები
i სპეციალურ პროცედურებთან თანამშრომლობისათვის იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს VI თავი (სპეციალური პროცედურები). |
ე. ადამიანის უფლებათა საბჭოს სამუშაო ჯგუფები
განვითარების უფლების ღია სამუშაო ჯგუფი
სამუშაო ჯგუფის სესიებში მონაწილეობის მიღება
რადგანაც ჯგუფი ღია ფორმატისაა, ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს სეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მის საჯარო სესიებში.
განვითარების უფლების განხორციელების საკითხებზე მომუშავე უმაღლესი დონის მიზნობრივი ჯგუფის სესიებზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება აქვთ გააკეთონ მოკლე განცხადებები.
i ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ჯგუფის ან უმაღლესი დონის მიზნობრივი ჯგუფის სესიებში, უნდა შეავსონ სააკრედიტაციო ფორმა (ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის შესაბამის ვებ-გვერდზე) და მისი ხელმოწერილი ვერსია გააგზავნონ შემდეგ ადრესატთან:
სააკრედიტაციო ოფისი |
სამუშაო ჯგუფის მუშაობაში წვლილის შეტანა
სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი ფუნქციაა განვითარების უფლებაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ მიწოდებულ ანგარიშთა განხილვა. სამუშაო ჯგუფი მიესალმება კონტრიბუციებს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მხრიდან. აღნიშნულის ფასილიტაციას გარკვეულწილად ახდენს უმაღლესი დონის მიზნობრივი ჯგუფი, რომლის საჯარო შეხვედრები ღიაა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებისათვის.
არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები წახალისებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ უმაღლესი დონის მიზნობრივი ჯგუფის მუშაობაში, მის ღონისძიებებში, სამუშაო გეგმისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციათა შესრულებაში.
ვ. სოციალური ფორუმი
სოციალური ფორუმის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება
სოციალურ ფორუმში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის23:
მთავრობათაშორის ორგანიზაციებს;
გაეროს სისტემის სხვადასხვა კომპონენტებს, განსაკუთრებით თემატური პრო ცედურების და ადამიანის უფლებათა მექანიზმთა მანდატის მფლობელებს;
რეგიონალურ ეკონომიკურ კომისიებს;
სპეციალიზირებულ სააგენტოებს და ორგანიზაციებს, განსაკუთრებით გაეროს განვითარების პროგრამას, მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას:
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების და ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს;
სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის ახლად ჩამოყალიბებულ მხარეებს (მაგალითად, მცირე ჯგუფებს, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ურბანულ და სოფლად ჩამოყალიბებულ ასოციაციებს, სიღარიბის საწინააღმდეგო ჯგუფებს, „გლეხთა და ფერმერთა“ ორგანიზაციებს და მათ ეროვნულ და საერთაშორისო ასოციაციებს, ნმოხალისეთა ორგანიზაციებს, ახალგაზრდულ ასოციაციებს, სათემო ორგანიზაციებს, პროფესიულ კავშირებს და მშრომელთა ასოციაციებს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს რეგიონალურ ბანკებს, და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებსა და განვითარების საერთაშორისო სააგენტოებს).
სოციალური ფორუმის მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობა ეფუძვნება ეკოსოკის 1996/31 რეზოლუციას, და ადამიანის უფლებათა კომისიის და საბჭოს პრაქტიკასა და გამოცდილებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ზემოჩამოთვლილ ორგანიზაციათა ეფექტური კონტრიბუცია. ადამიანის უფლებათა საბჭომ დაავალა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმები სოციალურ ფორუმში ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებიდან რაც შეიძლება ფართო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. აღნიშნული ასევე შეიძლება მოიცავდეს პარტნიორობის დამყარებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.24
i სოციალურ ფორუმში მონაწილეობის მსურველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა მიმართონ სამდივნოს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: socialforum@ohchr.org |
ზ. უმცირესობათა საკითხთა ფორუმი
უმცირესობების საკითხთა ფორუმის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება
უმცირესობების საკითხთა ფორუმის შეხვედრები ღიაა ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომელთა მიზანი თანმხვედრია გაეროს ქარტიის მიზნისა და პრინციპებისა. შეხვედრები ასევე ღიაა სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების, მათ შორის უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე მეცნიერთა და ექსპერტათვის.
i უმცირესობების საკითხების ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მსურველი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უნდა დაუკავშირდნენ სამდივნოს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით: minorityforum@ohchr.org |
ფორუმის თავმჯდომარის დასანიშნვად კანდიდატთა დასახელება
ადამიანის უფლებათა საბჭოს 5/1 რეზოლუციის შესაბამისად, ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადამიანის უფლებათა საბჭოს სხვა დამკვირვებლებს, მათ შორის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ფორუმის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატთა დასახელება.
თ. საექსპერტო მექანიზმი აბორიგენ ხალხთა უფლებების შესახებ
საექსპერტო მექანიზმის შეხვედრებში მონაწილეობა
საექსპერტო მექანიზმის ყოველწლიური შეხვედრები ღიაა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციათა და აბორიგენ ხალხთა ორგანიზაციათა მონაწილეობისათვის.
ნებაყოფლობითი ფონდი აბორიგენი მოსახლეობისათვის
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა უნდა უწყოდნენ აბორიგენი მოსახლეობისათვის ნებაყოფლობითი ფონდის არსებობის შესახებ, რომელიც დაარსდა აბორიგენი მოსახლეობის თემთა და ორგანიზაციათათვის ფინანსური დახმარების გასაწევად საექსპერტო მექანიზმის და აბორიგენთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ფორუმის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.
i საექსპერტო მექანიზმის მუშაობაში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაუკავშირდნენ სამდივნოს: expertmechanism@ohchr.org
აბორიგენი მოსახლეობისათვის ნებაყოფლობითი ფონდის, მათ შორის ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს IX თავი (ფონდები და გრანტები) |
საექსპერო მექანიზმში დასანიშნი კანდიდატების წარმოდგენა
ადამიანის უფლებათა საბჭოს 5/1 რეზოლუციის შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადამიანის უფლებათა სხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ საექსპერტო მექანიზმში დასანიშნი ექსპერტების კანდიდატების ნომინირება. ინდივიდებს ასევე აქვთ უფლება თავისი თავი კანდიდატებად დაასახელონ.
დამოუკიდებელ ექსპერტად დანიშვნის კრიტერიუმებია - დარგში ექსპერტიზა და გამოცდილება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებულობა, პიროვნული ერთობა და ობიექტურობა. ყურადღება ექცევა გენდერულ ბალანსს, თანაბარ გეოგრაფიულ და სხვადასხვა სამართლებრივ სისტემათა სათადარიგო წარმომადგენლობას.
i კანდიდატთა ნომინირების და დანიშვნასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ადამიანის უფლებათა საბჭოს სამდივნოს:
ელ-ფოსტა: hrcexpertmechanism@ohchr.org |
i ადამიანის უფლებათა საბჭოს დურბანის მსოფლიო კონფერენციის მექანიზმთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ანტი-დისკრიმინაციის განყოფილებას:
|
თ. დურბანის დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა
1.დურბანის დეკლარაციის და სამოქმედო გეგმის ეფექტური შესრულების მთავ1. რობათაშორისი სამუშაო ჯგუფი
სამუშაო ჯგუფის საჯარო შეხვედრები ღიაა ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების და მსოფლიო კონფერენციაზე აკრედიტირებული არასამთავრობოების დასასწრებად. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ესწრებიან სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, შეუძლიათ გააკეთონ ზეპირი და წერილობითი განცხადებები.
2.დამოუკიდებელ, გამოჩენილ ექსპერტთა ჯგუფი
დამოუკიდებელ, გამოჩენილ ექსპერტთა ჯგუფისათვის ანგარიშთა წარდგენით დაინტერესებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა მიმართონ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანტი-დისკრიმინაციის განყოფილებას.
3.აფრიკული წარმოშობის ხალხთა საკითხების ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი.
ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობა შეუძლიათ ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მსოფლიო კონფერენციაზე აკრედიტირებულ არასამთავრობოებს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ესწრებიან სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, შეუძლიათ გააკეთონ ზეპირი და წერილობითი განცხადებები.
i სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღების არსებულ შესაძლებლობათა შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს. |
არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს ასევე შეუძლიათ სამუშაო ჯგუფს გაუგზავნონ თავიანთი ანგარიშები, ჯგუფის მანდატის შესრულების ხელშესაწყობად. არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს ასევე შეუძლიათ თანამშრომლობა სამუშაო ჯგუფთან ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტებისათვის სიტუაციური ანგარიშების წარდგენით და სამუშაო ჯგუფის წევრებთან დაინტერესებულ ადამიანთა შეხვედრების ორგანიზებით.
4.დამატებითი სტანდარტების შემუშავების დროებითი კომიტეტი
ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მსოფლიო კონფერენციაზე აკრედიტირებულ არასამთავრობოებს კომიტეტის საჯარო შეხვედრებზე დასწრების და ზეპირი განცხადებების გაკეთების უფლება აქვთ.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებენ დროებით კომიტეტს გაუგზავნონ თავიანთი ანგარიშები და კვლევები. დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უნდა დაუკავშირდნენ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანტი-დისკრიმინაციის განყოფილებას.
5.დურბანის კონფერენციის გადახედვის მოსამზადებელი კომიტეტისა და დურბანის კონფერენციის გადახედვის მოსამზადებელი კომიტეტის მუშაობის იმპლემენტაციის მთავრობათაშორისი ღია სამუშაო ჯგუფი
მოსამზადებელი კომიტეტი და მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა დურბანის კონფერენციის გადახედვის ღონისძიების მოსამზადებლად. ქვემოთჩამოთვლილი კრიტერიუმები განსაზღვრავს მოსამზადებელი კომიტეტის სესიებში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობის შესაძლებლობას. აღნიშნულ სესიებზე აკრედიტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე დასწრება.
ეკოსოკის რეზოლუცია 1996/31 შესაბამისად, ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა კომიტეტის სესიების მუშაობაში;
მსგავსი სტატუსის არმქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აკრედიტირებულ იქნენ მსოფლიო კონფერენციაზე და მისი იმპლემენტაციის მექანიზმებში, სრულად შეუძლიათ კომიტეტის სესიებში მონაწილეობის მიღება, თუ კონკრეტული ქვეყნის მთავრობა არ აღძრავს კითხვებს. თუ კითხვები აღიძრება არასამთავრობო ორგანიზაციის აკრედიტაციასთან დაკავშირებით, ორგანიზაციას ეძლევა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. აკრედიტაციაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მოსამზადებელი კომიტეტი 1996/31 რეზოლუციით განსაზღვრული სტანდარტული პროცედურის შესაბამისად;
არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არ აქვთ აკრედიტაცია მსოფლიო კონფერენციაზე და მისი იმპლემენტაციის მექანიზმებში, კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით შეუძლიათ მიმართონ სამდივნოს. სამდივნო განიხილავს ყველა მიღებულ მოთხოვნას, რათა დაადასტუროს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აკმაყოფილებენ აკრედიტაციის კრიტერიუმებს;
ეკოსოკის 1995/32 რეზოლუციის შესაბამისად აკრედიტირებული აბორიგენი ხალხების წარმომადგენლები, რომლებიც კომიტეტის სესიებზე დასწრების სურვილს გამოთქვამენ, მიიღებენ აკრედიტაციას. აბორიგენ ხალხთა სხვა წარმომადგენლებს ასევე შეუძლიათ აკრედიტაციის მიღება 1996/31 რეზოლუციით განსაზღვრული სტანდარტული პროცედურის შესაბამისად.
მოსამზადებელი კომიტეტის და მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის სესიებზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ზეპირი და წერილობითი განცხადებების გაკეთების უფლება.
ეკოსოკის საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მსოფლიო კონფერენციასა და მისი იმპლემენტაციის მექანიზმებში (მათ შორის მოსამზადებელ კომიტეტში) აკრედიტირებულ არასამთავრობოებს ასევე შეუძლიათ გადახედვის კონფერენციაში მონაწილეობის მიღება.25
მსგავსი სტატუსის არმქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსა არ ქონდათ აკრედიტაცია მსოფლიო კონფერენციასა და მისი იმპლემენტაციის მექანიზმებში, შეუძლიათ აკრედიტაციის მოთხოვნის გაგზავნა გადახედვის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისხელთ არსებული რესურსები
ადამიანის უფლებათა საბჭოს ვებ-გვერდი
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რეგულარულად უნდა ეწვიონ ადამიანის უფლებათა საბჭოს ვებ-გვერდს მის სესიებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო განახლებადი ინფორმაციის მისაღებად. ინფორმაცია კონკრეტული სესიების შესახებ, როგორც წესი, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე სესიის გამართვამდე ორი კვირით ადრე.
ექსტრანეტი
ექსტრანეტი დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა საბჭოს ვებ-გვერდთან. იგი მოიცავს შემდეგს:
ადამიანის უფლებათა საბჭოს გადაწყვეტილებათა და რეზოლუციათა პროექტებს;
სახელმწიფოთა და სხვა პარტნიორთა მიერ გაკეთებულ არაფორმალურ, წერილობით განაცხადებს;
ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრ სახელმწიფოთა, დამკვირვებელ სახელმწიფოთა და მის სესიებზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციათა ზეპირ განაცხადებს.
ექსტრანეტს ასევე აქვს არასამთავრობო ორგანიზაციათათვის განკუთვნილი გვერდი, სადაც რეგულარულად ხდება სესიებთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაციის განთავსება.
i ექსტრანეტზე შესვლა შესაძლებელია პაროლის გამოყენებით, რომლის მისაღებად უნდა შეავსოთ ელექტრონულად ხელმისაწვდომი სააპლიკაციო ფორმა. ამის შემდეგ ელ-ფოსტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ სამომხმარებლო სახელს და პაროლს. |
ვებ-ტრანსლიაცია
ადამიანის უფლებათა საბჭოს და ზოგიერთი მისი მექანიზმების საჯარო შეხვედრების პირდაპირი ტრანსლიაციის ხილვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა საბჭოს ვებ-გვერდზე. იგი ასევე მოიცავს წინა შეხვედრათა არქივს. ტრანსლიაციათა სახილველად უნდა გადმოტვირთოთ სპეციალური პროგრამა.
i ვებ-ტრანსლიაციის სერვისი ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის ადამიანის უფლებათა საბჭოს სექციაში. |
დანართი: ადამიანის უფლებათა საბჭოს დამ ის მექანიზმებსა და მანდატებთან დაკავშირება და მათთან მუშაობა
____________________
1. იხილეთ გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 60/251 და ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია 5/1.
2. 60/251 რეზოლუციაში გენერალური ასამბლეა ითხოვს საბჭოსგან ხუთი წლის მანძილზე გადახედოს საკუთარ საქმიანობას და შედეგთა შესახებ ანგარიში ჩააბაროს გენერალურ ასამბლეას.
3. საბჭოს შემთხვევაში სპეციალური სესიის მოწვევას სჭირდება წევრთა ნაკლები რაოდენობა ყოფილი კომისიის პრაქტიკისგან განსხვავებით (47 წევრი ქვეყნების ერთი მესამედი 53 წევრის ერთ მესამედთან შედარებით).
4. სამი სესია მიეძღვნა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიას (2006 წლის ივლისსა და ნოემბერში და 2008 წლის იანვარში), ერთი ლებანონს (2006 წლის აგვისტოში), ერთი დარფურს (2006 წლის დეკემბერში), ერთი მიანმარს (2007 წლის ოქტომბერში) და ერთი თემატური სესია მიეძღვნა მსოფლიო სასურსათო კრიზისს ( 2008 წლის მაისი).
5. ორი მათგანი მიეძღვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მიღებას და მის ძალაში შესვლას (2007 წლის მარტში და 2008 წლის ივნისში), ერთი ბავშვთა ალტერნატიული მოვლის პირობების და მისი გამოყენების გაეროს სახელმძღვანელოს პროექტს (2008 წლის ივნისში), ერთი კულტურათაშორის დიალოგს ადამიანის უფლებათა შესახებ (2008 წლის მარტში), ერთი ადამიანის უფლებათა მიზნებზე (2008 წლის მარტში) და ერთი გაუჩინარებულ პირებზე (2008 წლის სექტემბერში).
6. პირველი დებატი დაგეგმილია საბჭოს მეათე სესიაზე და მისი ფოკუსი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის რატიფიკაციის და ეფექტური განხორციელების საკანონმდებლო მექანიზმების განხილვა. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს ეთხოვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვათა კონსულტაციების საფუძველზე აღნიშნულ საკითხზე მოამზადოს თემატური კვლევა.
7. იხილეთ 2007 წლის 14 დეკემბრის 6/30 რეზოლუცია. ქალთა მიმართ ძალადობის საკითხისადმი მიძღვნილი პირველი შეხვედრა გაიმართა საბჭოს მერვე სესიის მსვლელობისას და ორი ჯგუფისაგან შედგებოდა: ერთი კონცენტრირდებოდა ქალთა მიმართ ძალადობაზე და მეორე ფეხმძიმეთა სიკვდილიანობაზე. 2008 წლის სექტემბერში საბჭომ განიხილა თავის მუშაობაში გენდერული ხედვის ინტეგრაციის საკითხი.
8. უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამუშაო ჯგუფი თითოეული სესიის განმავლობაში განიხილავს 16 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, წელიწადში - 48-ს.
9. 5/1 რეზოლუციის თანახმად, პირველად არჩეულ წევრთა ერთი მესამედი იმუშავებს ერთი წლის განმავლობაში, ერთი მესამედი - ორი წლის და დანარჩენი ერთი მესამედი - სამი წლის განმავლობაში.
10. იხილეთ კომისიის რეზოლუცია 1998/72 და ეკოსოკის გადაწყვეტილება 1998/269.
11. მნიშვნელოვანია არ აღვრიოთ აღნიშნული მსოფლიოს სოციალურ ფორუმთან.
12. 2008 წლის 15-16 დეკემბერს თავის საინაგურაციო სესიაზე ფორუმს უნდა განეხილა უმცირესობათა და განათლების ხელმისაწვდომობის საკითხები.
13.შეიქმნა ადამიანის უფლებათა საბჭოს 6/36 რეზოლუციით 2007 წლის 14 დეკემბერს.
14. დურბანის დეკლარაციის და სამოქმედო გეგმის ეფექტური შესრულების მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფი, დურბანის დეკლარაციის და სამოქმედო გეგმის შესრულების გამოჩენილ ექსპერტთა ჯგუფი და აფრიკული წარმოშობის ხალხთა საკითხებზე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი.
15. იხიელეთ სამოქმედო პროგრამის 191 (ბ) პარაგრაფი და გენერალური ასამბლეის 56/266 რეზოლუცია.
16. იხილეთ ადამიანის უფლებათა კომისიის 2003/30 რეზოლუცია. ასევე იხილეთ გენერალური ასამბლეის 59/177 რეზოლუცია.
17. იხილეთ ადამიანის უფლებათა კომისიის 2002/68 და 2003/30 რეზოლუციები.
18. იხილეთ ადამიანის უფლებათა საბჭოს 3/103 და 6/21 რეზოლუციები.
19. იხილეთ გენერალური ასამბლეის 61/149 რეზოლუცია.
20. იხილეთ მისი 3/2 და 6/23 რეზოლუციები.
21. იხილეთ გენერალური ასამბლეის 60/251 რეზოლუცია და ადამიანის უფლებათა საბჭოს 5/1 რეზოლუცია.
22. ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა საბჭოს ვებ-გვერდზე.
23. იხილეთ ადამიანის უფლებათა საბჭოს 6/13 რეზოლუცია.
24. იხილეთ მისი 6/13 რეზოლუცია.
25. იხილეთ „ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიში დურბანის კონფერენცის გადახედვის მომზადებასთან დაკავშირებით: მოსამზადებელი კომიტეტის პირველი სესიის ანგარიში“ (A/62/375, rule 66).
![]() |
9 VI. სპეციალური პროცედურები |
▲ზევით დაბრუნება |
სპეციალური პროცედურები - მიმოხილვა
რას წარმოადგენენ ისინი?
„სპეციალური პროცედურები“ იმ მექანიზმთა ზოგადი დასახელებაა, რომელიც თავდაპირველად ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ ადამიანის უფლებათა თემატური საკითხებისა ან კონკრეტულ ქვეყნებში არსებული მდგომარების ანალიზის, მონიტორინგის, კონსულტაციების გაწევისა და საჯარო ანგარიშების წარმოების მიზნით. ადამიანის უფლებათა ახალმა საბჭომ შეცვალა კომისია და გადაიბარა პასუხისმგებლობა სპეციალური პროცედურების მექანიზმებზე. 2008 წლის სექტემბრის მდგომარეოით ფუნქციონირებდა 38 საგანგებო პროცედურა (30 თემატური მანდატი და 8 ქვეყნის მანდატი).
ადამიანები, რომლებიც ინიშნებიან სპეციალურ პროცედურებში, დამოუკიდებელი ექსპერტები არიან. მათ რიცხვს განეკუთვნებიან საგანგებო მომხსენებლები, წარმომადგენლები, საგანგებო წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სამუშაო ჯგუფების წევრები, რომელთაც ასევე უწოდებენ „სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელებს“.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სპეციალურ პროცედურებს ეხმარება მათი მანდატის შესრულებაში პერსონალით, ლოჯისტიკით და კვლევითი საქმიანობით.
როგორ მუშაობენ ისინი?
სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელები:
ყოველდღიურად ურთიერთობენ ადამიანის უფლებათა მსხვერპლებთან (ან პოტენციურ მსხვერპლებთან) და იღწვიან მათი უფლებების დასაცავად;
ადამიანის უფლებათა დარღვევის ინდივიდუალურ შემთხვევებთან ან ზოგად მდგომარეობასთან დაკავშირებით კომუნიკაციაში შედიან კონკრეტულ ქვეყანათა მთავრობებთან;
ჩადიან ქვეყნებში საკუთარი მანდატის ფარგლებში ადამიანის უფლებათა სიტუაციების შესაფასებლად და რეკომენდაციებს აძლევენ მთავრობებს სიტაუციის გამოსასწორებლად;
მონაწილეობას იღებენ თემატური კვლევების განხორციელებაში, რაც მიზნად ისახავს უნივერსალური ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებას მანდატის კონკრეტული სფეროს შესაბამისად;
მედიაში საჯარო განცხადებებით აღვივებენ საზოგადოებრივ ინტერესს მათი მანდატით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;
გაერთიანებული ერების სახელშეკრულებო ორგანოებისგან განსხვავებით, სპეციალურ პროცედურათა ამოქმედება მაშინაც კი შესაძლებელია, როდესაც ქვეყანას არ აქვს შესაბამისი ინსტრუმენტი ან ხელშეკრულება რატიფიცირებული. ასევე არ არის საჭირო ყველა შიდა სამართლებრივი პროცედურის ამოწურვაც.
როგორ დავუკავშირდეთ და ვითანამშრომლოთ სპეციალურ პროცედურებთან?
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ინდივიდუალურად ან კოლექტიურად შეუძლიათ სპეციალურ პროცედურებთან დაკავშირება და მათთან თანამშრომლობა. მათ ამის გაკეთება შეუძლიათ;
ინდივიდუალურ საჩივართა საქმეების წარდგენით;
ადამიანის უფლებათა კონკრეტულ პრობლემაზე ინფორმაციისა და ანალიზის მიწოდებით;
სპეციალური პროცედურების მიერ ინდივიდუალურ ქვეყნებში ვიზიტების განხორციელების ხელშეწყობით;
სპეციალური პროცედურების ფარგლებში განხორციელებული მუშაობის პოპულარიზაციის, ინფორმაციის გავრცელებისა და შემდგომი ნაბიჯების განხორციელებით ეროვნულ ან ადგილობრივ დონეებზე;
სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებით, ან წლის განმავლობაში მათთან ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზებით;
სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა მოწვევით საკუთარ ინიციატივებში მონაწილეობის მისაღებად.
სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს შეუძლიათ წარადგინონ კანდიდატები სპეციალური პროცედურების მანდატის ფლობაზე.
რას წარმოადგენს სპეციალური პროცედურები?
შესავალი
„სპეციალური პროცედურები“ იმ მექანიზმთა ზოგადი დასახელებაა, რომლებიც თავდაპირველად ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ, ხოლო ამჟამად ექვემდებარება ადამიანის უფლებათა საბჭოს. სპეციალური პროცედურები მსოფლიოში ადამიანის უფლებათა თემატურ საკითხებს ან კონკრეტულ ქვეყნებში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აანალიზებენ. სპეციალური პროცედურების ყველაზე მნიშნველოვანი მახასიათებელია ის, რომ მანდატის მფლობელებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.
ჩვეულებრივ სპეციალური პროცედურების მანდატში შედის პრობლემათა ანალიზი, მონიტორინგი, კონსულტაციები და საჯარო მოხსენებების მომზადება კონკრეტულ ქვყნებსა თუ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ (მათ ეწოდებათ მანდატები ქვეყნების მიხედვით), ან მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევის განსაკუთრებული ფაქტის შესახებ (მათ ეწოდებათ თემატური მანდატები). თითოეული სპეციალური პროცედურის მანდატი განისაზღვრება მისი დამმაარსებელი რეზოლუციით. თემატური მანდატების განახლება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო ქვეყნის მანდატთა განახლება ყოველწლიურად ხდება, თუ ადამიანის უფლებათა საბჭომ არ გამოიტანა სხვაგვარი გადაწყვეტილება1. 2008 წლის სექტემბრის მდგომარეოით ფუნქციონირებდა 38 საგანგებო პროცედურა -30 თემატური მანდატი და 8 ქვეყნის მანდატი (იხილეთ ამავე თავის დანართი).
i სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა საკონტაქტო ინფორმაცია
ელ-ფოსტა: SPDInfo@ohchr.org (ზოგადი შეკითხვებისა და ინფორმაციისათვის) urgent-action@ohchr.org (მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევების საჩივრებისათვის) ფაქსი: +41 (0) 22 917 90 06
სათაური: სწრაფი რეაგირებისათვის
Quick Response Desk
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ელ-ფოსტის ან ფაქსის თავფურცელზე, ან კონვერტზე უნდა მიუთითონ სპეციალური პროცედურის სახელი, რომელთანაც სურთ დაკავშირება.
რამდენადაც მისამართი ერთი და იგივეა ყველა სპეციალური პროცედურისთვის, გზავნილის ძირითადი საკითხის ან მიზნის მითითება უზრუნველყოფს უფრო დროული პასუხის მიღებას.
ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, მითითებულ იქნას, გზავნილი გამიზნულია უფრო ფართო ტიპის ინფრომაციის მისაწოდებლად, წარმოადგენს იდნივიდუალურ საჩივარს, თუ რაიმე სხვა ტიპის მოთხოვნას (მაგ. კონფერენციაზე დასწრების მოსაწვევი, მანდატის მფლობელებთან შეხვედრაზე დასწრების ან/და მათი დახმარების მოთხოვნა). |
სპეციალური პროცედურები შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინდივიდუალური ექსპერტების (სპეციალური მომხსენებელი, წარმომადგენელი, სპეციალური წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ექსპერტი), ან ექსპერტთა ჯგუფის (ჩვეულებრივ შედგება ხუთი დამოუკიდებელი ქსპერტისაგან2) სახით. მანდატის მფლობელები მაქსიმუმ ექვსი წლით ინიშნებიან და თავისი სამუშაოს შესრულებაში არ ღებულობენ არც ხელფასს, და არც სხვა რაიმე ტიპის ფინანსურ კომპენსაციას. მანდატის მფლობელთა დამოუკიდებელი სტატუსი უმნიშვნელოვანესია მათი ფუნქციების მიუკერძოებლად განხორციელებაში.
გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ასრულებს სპეციალური პროცედურების სამდივნოს ფუნქციას (ასრულებს არსებით, ადმინისტრაციულ და საპროცედურო საქმიანობას).
სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელები:
მუდმივ მოქმედ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ და აანალიზებენ მას;
ურთიერთობენ და ახდენენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას პარტნიორებთან, როგორც სამთავრობო და არა-სამთავრობო, ასევე გაერთიანებული ერების შიგნით და მის გარეთ;
შესაძლო დარღვევების შესახებ მოითხოვენ - ხშირად სასწრაფო რეჟიმში - განმარტებებს მთავრობებისაგან და, აუცილებლობის შემთხვევაში, სთხოვენ მათ მიიღონ დაცვითი ზომები ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტირების ან დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით;
ახორციელებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობას კონკრეტულ უფლებებზე, სიტუაციებსა და მოვლენებზე, რომლებიც მიუთითებენ ადამიანის უფლებების არსებულ ან შესაძლო დარღვევებზე;
საჯარო განცხადებების საშუალებით აღვივებენ საზოგადოებრივ ინტერესს, როცა გარემო პირობები ამის საშუალებას იძლევა;
ჩადიან ქვეყნებში საკუთარი მანდატის ფარგლებში ადამიანის უფლებათა სიტუაციების შესაფასებლად და რეკომენდაციებს აძლევენ მთავრობებს სიტაუციის გამოსასწორებლად;
წარუდგენენ ანგარიშებს და რეკომენდაციებს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ან თუ მათი მანდატი ითვალისწინებს გენერალურ ასამბლეასაც (ზოგიერთ შემთხვევაში - უშიშროების საბჭოს) თავისი მანდატის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის, ქვეყნებში ვიზიტებისა და კონკრეტული მოვლენებისა თუ მიმართულებების შესახებ;
მიზნად ისახავს უნივერსალური ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებას მანდატის კონკრეტული სფეროს მიხედვით, ან იძლევიან იურიდიულ კონსულტაციას კონკრეტულ საკითხებზე.
სპეციალურ პროცედურათა სისტემის გადახედვა, რაციონალიზაცია და გაუმჯობესება
გენერალურმა ასამბლეამ, 60/251 რეზოლუციით, ადამიანის უფლებათა საბჭოსაგან მოითხოვა საჭიროებისამებრ გაეუმჯობესებინა და მოეხდინა სპეციალურ პროცედურათა სისტემის რაციონალიზაცია. გაერთიანებული ერების ინსტიტუციონალური განვითარების შესახებ 5/1 რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭომ შეიმუშავა სპეციალურ პროცედურათა მანდატთა მფლობელების შერჩევის და დანიშვნის ახალი პროცედურა. იმავე რეზოლუციით დამკვიდრდა სპეციალური პროცედურაების მანდატთა გადახედვის, რაციონალიზაციისა და გაუმჯობესების პროცედურა. 5/2 რეზოლუციის მიღებით საბჭომ დააარსა ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ პროცედურათა მანდატთა მფლობელთა ქცევის კოდექსი.
5/1 რეზოლუციის მიღებით გაუქმდა ორი ქვეყნის მანდატი (ბელორუსი და კუბა). მე-9 რეგულარული სესიის დამთავრებისას საბჭომ შექმნა ორი ახალი მანდატი (სპეციალური მომხსენებელი მონობის თანამედროვე ფორმებზე, გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე და დამოუკიდებელი ექსპერტი სასმელად ვარგისი, უსაფრთხო წყლის ხელმისაწვდომობის ადამიანის უფლებათა ვალდებულების შესახებ) და გააუქმა კიდევ ორი ქვეყნის მანდატი (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ლიბერია).
i ადამიანის უფლებათა საბჭოს შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს V თავი. |
მანდატის მფლობელთა შერჩევა და დანიშვნა
დანიშვნის ძირითადი კრიტერიუმები
5/1 რეზოლუციის თანახმად, მანდატის მფლობელთა ნომინირება, შერჩევა და დანიშვნა ხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ექსპერტიზა;
ექსპერტიზა მანდატის სფეროში;
დამოუკიდებლობა;
მიუკერძოებლიობა;
პიროვნული ერთიანობა და
ობიექტურობა.
მანდატის მფლობელთა დანიშვნისას სათანადო ყურადღება ექცევა გენდერული ბალანსის და თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპებს, ასევე განსხვავებულ სამართლებრივ სისტემათა სათანადო წარმოდგენილობას.
ვინ შეიძლება დაინიშნოს მანდატის მფლობელად?
მანდატის მფლობელთა კანდიდატებად შესაძლებელია განხილულ იქნან მაღალ-კვალიფიციური, კომპეტენტური, შესაბამისი ექსპერტიზის, ადამიანის უფლებათა დარგში ფართო პროფესიული გამოცდილების და საჭირო თავისუფალი დროის მქონე ადამიანები.3
მთავრობაში, საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ სხვა ერთეულში (მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციაში, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტში და ადამიანის უფლებათა სხვა ორგანიზაციებში) გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე მყოფი ადამიანები არ განიხილებიან მანდატის მფლობელობის კანდიდატებად, რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტის ალბათობა.
მანდატის მფლობელთა დანიშვნისას ასევე ცდილობენ არ მოხდეს სხვადასხვა ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ ფუნქციათა შეთავსება. ეს ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არ უნდა ინიშნებოდნენ გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სისტემაში შემავალ სხვადასხვა თანამდებობებზე.
ვის შეუძლია კანდიდატთა დასახელება?
სპეციალურ პროცედურათა მანდატის მფლობელთა კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ შემდეგ ორგანოებს:
მთავრობებს;
გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სისტემის რეგიონალურ ჯგუფებს;
საერთაშორისო ორგანიზაციებს ან მათ ოფისებს (მაგალითად, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს);
არასამთავრობო ორგანიზაციებს;
ადამიანის უფლებათა სხვა ორგანიზაციებს;
ინდივიდებს.
კანდიდატთა საჯარო სია და ვაკანსიათა ჩამონათვალი
კანდიდატთა წარდგენის საპასუხოდ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი პერიოდულად ანახლებს მანდატის მფლობელობის შესაძლო კანდიდატთა სიას, რომელიც მოიცავს კანდიდატთა პირად მონაცემებს, მათ პროფესიულ და სპეციალიზაციის სფეროთა ჩამონათვალს. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ასევე აქვეყნებს არსებულ, შესაბამის ვაკანსიებს.
საკონსულტაციო ჯგუფი
საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ხუთი რეგიონალური ჯგუფის თითო დამოუკიდებელი წევრისაგან შედგება, ამოწმებს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ შედგენილ საჯარო სიას და მასზე დაყრდნობით ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს საკუთარ სიას. ჯგუფის რეკომენდაციები საჯაროა.
თითოეული ვაკანტური პოზიციის მოსაპოვებლად საჭირო ექსპერტიზის, გამოცდილების, უნარ-ჩვევების და სხვა შესაბამისი მოთხოვნების განსაზღვრისას საკონსულტაციო ჯგუფი მხედველობაში იღებს შესაბამის პარტნიორთა, მათ შორის, მანდატის არსებულ მფლობელთა შეხედულებებს.
მანდატის მფლობელთა დანიშვნა
საბჭოს პრეზიდენტი, საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციათა და გაფართოებული ფორმატით ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე, აყალიბებს თითოეული ვაკანტური პოზიციის შესაბამის კანდიდატთა სიას. სესიამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე აღნიშნულ სიას აცნობენ საბჭოს წევრებს და დამკვირვებლის სტატუსის მქონე სახელმწიფოებს. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს პრეზიდენტი მართავს დამატებით კონსულტაციებს მის მიერ შედგენილი სიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. დანიშვნის პროცედურა სრულდება საბჭოს მიერ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სიის დამტკიცებით.
სპეციალურ პროცედურათა ყოველწლიური შეხვედრა და საკოორდინაციო კომიტეტი
ადამიანის უფლებათა ვენის 1994 წლის მსოფლიო კონფერენციის კვალდაკვალ ჟენევაში ტარდება სპეციალურ პროცედურათა მანდატის მფლობელთა ყოველწლიური შეხვედრები. მსოფლიო კონფერენციაზე შემუშავებულმა ვენის დეკლარაციამ და სამოქმედო გეგმამ ხაზგასმით აღნიშნა სპეციალურ პროცედურათა შენარჩუნების კანდიდატთა საჯარო სია ხელმისაწვდომია საბჭოს ექსტრანეტის სპეციალურ პროცედურათა სექციის ვებ-გვერდზე.
i საკონსულტაციო ჯგუფის და პრეზიდენტის მიერ შედგენილი სიები ხელმისაწვდომია საბჭოს ექსტრანეტის სპეციალური პროცედურების სექციის ვებ-გვერდზე |
სპეციალურ პროცედურათა ყოველწლიური შეხვედრა და საკოორდინაციო კომიტეტი
ადამიანის უფლებათა ვენის 1994 წლის მსოფლიო კონფერენციის კვალდაკვალ ჟენევაში ტარდება სპეციალურ პროცედურათა მანდატის მფლობელთა ყოველწლიური შეხვედრები. მსოფლიო კონფერენციაზე შემუშავებულმა ვენის დეკლარაციამ და სამოქმედო გეგმამ ხაზგასმით აღნიშნა სპეციალურ პროცედურათა შენარჩუნების და გაძლიერების მნიშვნელობა. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, სპეციალურ პროცედურებს პერიოდული შეხვედრების მეშვეობით ასევე უნდა მიეცეთ შესაძლებლობა მოახდინონ მათი მუშაობის ურთიერთჰარმონიზაცია და რაციონალიზაცია.
მანდატთა მფლობელებისათვის ყოველწლიური შეხვედრა ასევე წარმოადგენს შესაძლებლობას შეხვდნენ და ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების და რეკომენდაციების შესახებ შეხედულებები გაუზიარონ წევრ სახელმწიფოებს, ადამიანის უფლებათა საბჭოს, ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, ასევე გაერთიანებული ერების სამდივნოს, სააგენტოების და პროგრამების წარმომადგენლებს.
i სპეციალურ პროცედურათა ყოველწლიური შეხვედრების შესახებ მიმდინარე ინფორმაცია იხილეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე. |
სპეციალურ პროცედურათა საკოორდინაციო კომიტეტი დაარსდა 2005 წელს სპეციალურ პროცედურათა მეთორმეტე ყოველწლიური შეხვედრის მსვლელობისას. საკოორდინაციო კომიტეტი ხელს უწყობს მანდატის მფლობელთა შორის კოორდინაციას და ასრულებს სპეციალურ პროცედურათა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს, ზოგადად გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სისტემას და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას.
საკოორდინაციო კომიტეტი შედგება ექვსი, ერთი წლის ვადით არჩეული მანდატის მფლობელისაგან. კომიტეტს თავმჯდომარეობს მისი ერთ-ერთი წევრი4. მისი წევრების არჩევა ხდება ყოველწლიური შეხვედრის დროს და მხედველობაში მიიღება რეგიონალური და გენდერული, ასევე თემატური და ქვეყნებზე მომუშავე სპეციალურ პროცედურათა წარმოსადგენად ბალანსის საჭიროება. საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობას ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სპეციალურ პროცედურათა განყოფილება.
როგორ მუშაობენ სპეციალური პროცედურები?
სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელებს გააჩნიათ რამდენიმე ინსტრუმენტი საკუთარი მანდატის განსახორციელებლად:
კომუნიკაციის გაგზავნა;
ქვეყნებში ვიზიტების განხორციელება;
ანგარიშების გამოქვეყნება;
თემატური კვლევების მომზადება;
პრესისთვის ინფორმაციის მიწოდება.
მანდატის მფლობელები ასევე ხელმძღვანელობენ სპეციალურ პროცედურათა სახელმძღვანელო და სპეციალურ პროცედურათა მანდატის მფლობელთა ქცევის კოდექსით.
ა. სპეციალურ პროცედურათა სახელმძღვანელო და ქცევის კოდექსი
სპეციალურ პროცედურათა მანდატის მფლობელთა ქცევის კოდექსი
სპეციალურ პროცედურათა სახელმძღვანელო
სპეციალურ პროცედურათა სახელმძღვანელო თავად მანდატის მფლობელთა მიერ იქნა შედგენილი თავიანთი მანდატის განხორციელებაში მათ დასახმარებლად. იგი ასევე ისახავს მიზნად მთავარ პარტნიორთა მიერ სპეციალური პროცედურების მანდატთა არსის უკეთ გაცნობიერებას. სახელმძღვანელოში ასახულია საუკეთესო პრაქტიკული მაგალითები. იგი ცდილობს დახმარება გაუწიოს მანდატის მფლობელებს დაიცვან და გაავრცელონ ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ.
თავდაპირველად სახელმძღვანელო მიღებულ იქნა 1999 წელს, სპეციალურ პროცედურათა მანდატის მფლობელების მეექვსე ყოველწლიური შეხვედრის მსვლელობისას. მას შემდეგ დოკუმენტმა განიცადა ცვლილებები, რათა მასში ასახულიყო გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სისტემაში მომხდარი ცვლილებები (მათ შორის, მანდატებთან და მანდატის მფლობელთა სამუშაო მეთოდიკასთან დაკავშირებული ცვლილებები). დოკუმენტის საბოლოო ვერსიაზე აზრის გამოხატვა ეთხოვათ სახელმწიფოთა მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა პარტნიორებს. გათვალისწინებულია სახელმძღვანელოს პერიოდული განახლება და მისი მოქმედება ქცევის კოდექსით გათვალისწინებული დებულებების თანმხვედრია.
i სპეციალურ პროცედურათა სახელმძღვანელოს შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, ეწვიეთ სპეციალურ პროცედურათა ექსტრანეტის შესაბამის ვებ-გვერდს |
ბ. კომუნიკაციები
სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა ინდივიდუალურ საჩივრებზე მუშაობა. როცა სპეციალური პროცედურის მანდატის მფლობელი სანდო წყაროებზე დაყრდნობით (ძირითადად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან) იღებს სარწმუნო ინფორმაციას ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის შესახებ, მას შეუძლია გააგზავნოს შეტყობინება საჩივრის შესახებ განმარტების, ინფორმაციის, კომენტარებისა და პრევენციული ან საგამოძიებო ზომების (სასწრაფო შეტყობინებები) მიღების მოთხოვნით. შეტყობინება სათანადო ქვეყნის მთავრობას გადაეცემა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საშუალებით. მსგავს ინტერვენციებს „კომუნიკაციებს“ უწოდებენ.
2007 წლის კომუნიკაციები
სულ 1003 კომუნიკაცია იქნა გაგზავნილი |
სასწრაფო შეტყობინება იგზავნება იმ შემთხვევაში, თუ დროის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, შექმნას სიცოცხლისათვის საშიში სიტუაცია ან მსხვერპლთა შესაძლო ან მიმდინარე მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება. საჩივრის წერილი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არ შეიძლება სასწრაფო შეტყობინების გამოყენება და საჭიროა ინფორმაციის კომუნიკაცია და ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევების შესახებ განმარტების მოთხოვნა.
მანდატის მფლობელები ასევე აგზავნიან ერთობლივ შეტყობინებას, როცა საქმე სცილდება ერთი კონკრეტული მანდატის საზღვრებს. მანდატის მფლობელები თავად იღებენ გადაწყვეტილებას მთავრობისათან კომუნიკაციის გამართვის შესახებ. მსგავსი ქმედება ასევეა დამოკიდებული მანდატის მფლობელთა მიერ დაწესებულ და ქცევის კოდექსით გაწერილ კრიტერიუმებზე. მანდატის მფლობელებს მოეთხოვებათ დროულად და ადექვატურად მიიღონ მხედველობაში სახელმწიფოს მიერ მათთვის მოწოდებული ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ.
ინფორმაციის შეგროვების პროცესში მანდატის მფლობელები უნდა:
ხელმძღვანელობდნენ ტრანსპარანტულობის და მიუკერძოებლიობის პრინციპებით;
დაიცვან ჩვენებების წყაროთა კონფიდენციალურობა, თუ მათ გახმაურებას შეუძლია ჩართულ პირებს ზიანი მიაყენოს;
დაეყრდნონ აშკარად სტანდარტებზე დაფუძვნებულ ობიექტურ ფაქტებს, რაც შეესაბამება არასასამართლოსეული ხასიათის მქონე ანგარიშებსა და რეკომენდაციებს;
მისცენ შესაბამისი სახელმწიფოების წარმომადგენლებს მათ შეფასებებსა და სახელმწიფოთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების საპასუხო კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა.
გ. ვიზიტები ქვეყნებში
ვიზიტები ქვეყნებში (ან ფაქტთა დამდგენი მისიები) მნიშნველოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ეხმარება მანდატის მფლობელებს საკუთარი მოვალეობების შესრულებაში. ვიზიტები ჩვეულებრივ ხორციელდება მას შემდეგ, რაც მანდატის მფლობებები გაუგზავნიან მთავრობას თხოვნას ქვეყანაში მიწვევის თაობაზე. ზოგიერთმა ქვეყანამ გააკეთა განაცხადი „ღია მოწვევაზე“, რაც ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან სპეციალური მანდატის ნებისმიერი მფლობელის სტუმრობაზე მათ ტერიტორიაზე. ვიზიტები ქვეყნებში ხორციელდება ქცევის კოდექსის დებულებათა და სპეციალური პროცედურების მიერ ფაქტთა დამდგენი მისიების განხორციელების ზოგადი აღწერილობის შესაბამისად.5
2008 წლის სექტემბრის მდგომარეობით 60-მა ქვეყანამ გააკეთა განაცხადი „ღია მოწვევაზე“.
იმ ქვეყანათა ჩამონათვალის სანახავად, რომლებმაც გააკეთეს განაცხადი სპეციალური პროცედურებისათვის „ღია მოწვევის“ თაობაზე, ესტუმრეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს. |
ვიზიტები ქვეყნებში საშუალებას აძლევს მანდატის მფლობელებს, რომ მათ ზოგადი შეფასება მისცენ ადამიანის უფლებათა სიტუაციას ან/და კონკრეტულ ინსტიტუციონალურ, სამართლებრივ, სასამართლო თუ ადმინისტრაციულ სიტუაციას მოცემულ ქვეყანაში, საკუთარი მანდატების ფარგლებში. ვიზიტების განმავლობაში ისინი ხვდებიან ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს, ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებს, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს.
მოპოვებული მასალების საფუძველზე ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საჯარო ანგარიშების სახით. ანგარიშები წინათ ბარდებოდა კომისიას, ამჟამად კი ადამიანის უფლებათა საბჭოს. სპეციალურ პროცედურათა ზოგიერთი მანდატის მფლობელი ასევე მართავს პრეს-კონფერენციებს და აქვეყნებს პირველად შეფასებებს ქვეყნებში ვიზიტე ბის დასრულებისას. ქვეყანაში ვიზიტების წარმატებაში დიდი როლი აქვს მთავრობის ნებას და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევას მანდატის მფლობელთა მუშაობის ხელშეწყობისთვის ვიზიტამდე, მის განმავლობაში და ვიზიტის დამთავრების შემდეგ.
დ. ანგარიშვალდებულება ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე
ადამიანის უფლებათა საბჭო ავალდებულებს სპეციალური პროცედურების ყველა მანდატის მფლობელს ყოველწლიურად ჩააბაროს მას ანგარიში წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. რიგ შემთხვევებში საბჭოს შეუძლია ასევე მოითხოვოს მანდატის მფლობელთაგან მისთვის საინტერესო კონკრეტულ თემასა ან საკითხზე დამატებითი ანგარიშის ჩაბარება. აღნიშნული ანგარიშები საჯაროა და წარმოადგენს ავტორიტეტულ ინსტრუმენტს მანდატით განსაზღვრული სფეროს ფარგლებში შემდგომი ნაბიჯების განსახორციელებლად.
სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა ყოველწლიური ანგარიშები იძლევა ინფორმაციას კონკრეტულ სფეროში სამუშაო მეთოდების, თეორიული ანალიზის, ზოგადი ტენდენციების, მოვლენათა განვითარების და რეკომენდაციების შესახებ. ზოგიერთ ანგარიშში მოცემულია მთავრობასთან კომუნიკაციის ანგარიში (მათ შორის მთავრობათა საპასუხო წერილები). როგორც წესით, ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების ანგარიშები წარმოდგენილია წლიურ ანგარიშთა დანართებად. ზოგიერთი სპეციალური პროცედურის მანდატის მფლობელი ანგარიშვალდებულია გენერალური ასამბლეის წინაშე, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება ნიუ იორკში სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით.
სურსათზე ხელმისაწვდომობის უფლების სპეციალურმა მომხსენებელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სხდომის მიმდინარეობაში. ეს იყო პირველი თემატური სხდომა, რომელიც ადამიანის უფლებათა საბჭომ ჩაატარა
i ადამიანის უფლებათა საბჭოსადმი სპეციალურ პროცედურათა მიერ წარდგენილი ანგარიშები ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე. |
მსოფლიო სასურსათო კრიზისისადმი მიძღვნილი სპეციალურ სხდომა
2008 წლის მაისში ოლივერ დე შუტერმა, სურსათზე ხელმისაწვდომობის უფლების სპეციალურმა მომხსენებელმა მოუწოდა ადამიანის უფლებათა საბჭოს ჩაეტარებინა მსოფლიო სასურსათო კრიზისისადმი მიძღვნილი საგანგებო სხდომა. საპასუხოდ საბჭომ 2008 წლის 22 მაისს ჩაატარა საგანგებო სხდომა - „საკვებზე ფასების ზრდით გაღრმავებული მსოფლიო სასურსათო კრიზისის ნეგატიური გავლენა სურსათზე ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაციის პროცესზე“. |
ე. თემატური კვლევები
სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელებს შეუძლიათ ასევე მოამზადონ თემატური კვლევები, რაც მთავრობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვანი სახლმძღვანელო ინსტრუმენტია ადამიანის უფლებათა ნორმებისა და სტანდარტების განხორციელებაში. მანდატის მფლობელები ასევე მასპინძლობენ და ესწრებიან ადამიანის უფლებების თემატიკისადმი მიძღვნილ საექსპერტო შეხვედრებს.
საექსპერტო შეხვედრა - წამებისგან ქალთა დაცვის მექანიზმთა გაძლიერების შესახებ
2007 წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა მოაწყო საექსპერტო შეხვედრა წამებისგან ქალთა დაცვის მექანიზმთა გაძლიერების შესახებ. შეხვედრა მოეწყო წამების და სხვა, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის საკითხებში სპეციალური მომხსენებლის სახელით და მიზნად ისახავდა წამების ამკრძალავი საერთაშორისო ნორმების უფრო სისტემური რეალიზაციის გზების ძიებას, განსაკუთრებით, ქალთა პრობლემების გადაჭრის და მათი დაცვის მექანიზმების გაძლიერების კუთხით. ოცდახუთმა ექსპერტმა სხვადასხვა რეგიონებიდან და სხვადასხვა სპეციფიკის მქონე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების (მათ შორის რეგიონალური და გაერთიანებული ერების წამების ამკრძალავი მექანიზმების) წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში.
|
ე. პრეს-რელიზები
სპეციალურ პროცედურებს შეუძლიათ გამოსცენ ინფორმაცია პრესისთვის ინდივიდუალურად, ან კოლექტიურად, რომელიც ეხება კონკრეტულ სიტუაციას და საერთაშორისო ნორმებს, რომელთა დაცვაც მოეთხოვება კონკრეტულ მთავრობას კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში.
ყველა პრეს-რელიზის, განცხადების და სპეციალურ პროცედურათა მიერ გამოქვეყნებული სხვა გზავნილების ასლები განთავსებულია გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე. |
როგორ დავუკავშირდეთ და ვითანამშრომლოთ სპეციალურ პროცედურებთან
„სამოქალაქო საზოგადოება ზოგადად და, კერძოდ, საერთაშორისო, რეგიონალური და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციები ფასდაუდებელ დახმარებას უწევენ სპეციალურ პროცედურათა სისტემას. ისინი სპეციალურ პროცედურებს აწვდიან ინფორმაციას და ანალიზს, ეხმარებიან სპეციალურ პროცედურათა მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში და მათი რეკომენდაციების მონიტორინგში. ისინი სპეციალურ პროცედურებს ეხმარებიან ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე გათვლილი შესაბამისი ეროვნული პოლიტიკის და პროგრამების შემუშავებაში. მათთან შეხვედრა სპეციალური პროცედურებისთვის ყოველთვის აქტუალურია, მათ შორის ჟენევაში, ნიუ იორკში, საველე მისიის მსვლელობისას და ასე შემდეგ. შესაბამისად, მანდატის მფლობელები ყურადღებით და დროულად უნდა იხილავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციათა და სამეცნიერო დაწესებულებათა მხრიდან მიღებულ მოპატიჟებებს კონფერენციებში, დებატებში, სემინარებსა და რეგიონალურ კონსულტაციებში მონაწილეობის თაობაზე. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ზოგადად უნდა იყოს ინფორმირებული სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთობლივად მანდატის მფლობელთა მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ“.
ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ პროცედურათა ფუნქციონირების სახელმძღვანელო (para 133)
სპეციალურმა პროცედურებმა წლების მანძილზე დაამყარეს ურთიერთობა და თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. სპეციალურმა პროცედურებმა დახმარება გაუწიეს მათ მსხვერპლთა (ან პოტენციურ მსხვერპლთა) დაცვაში და თავად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში. სხვადასხვა მანდატებმა განავითარეს მონაწილეობის და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმები.
თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვასა და დარღვევათა პრევენციაში სპეციალურ პროცედურათა სისტემის ეფექტურობა ასევეა დამოკიდებული ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე სხვა მოთამაშეების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ თანამონაწილეობაზე. საერთაშორისო, რეგიონალური და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან სპეციალური პროცედურების სიტემისათვის. სამოქალაქო საზოგადოება ასევე კარგა ხანია აქტიურად მონაწილეობს ადამიანის უფლებათა სტანდარტთა ჩამოყალიბებაში და ლობირებს ახალ მანდატთა შექმნას.
სპეციალურ პროცედურებთან თანამშრომლობენ სამოქალაქო საზოგადოების შემდეგი კატეგორიები:
ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები (არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, მსხვერპლთა ჯგუფები);
ადამიანის უფლებათა დამცველები;
შესაბამის თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციები;
კოალიციები და ქსელები (ქალთა უფლებები, ბავშვის უფლებები, უმცირესობათა უფლებები, გარემოსდაცვითი უფლებები);
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები;
სათემო ორგანიზაციები (აბორიგენი ხალხები, უმცირესობები);
რწმენაზე დაფუძვნებული ჯგუფები (ეკლესიები, რელიგიური ჯგუფები);
კავშირები (პროფესიული კავშირები, მათ შორის ჟურნალისტთა ასოციაციები, ადვოკატთა ასოციაციები, სტუდენტთა კავშირები);
სოციალური მოძრაობები (სამშვიდობო მოძრაობა, სტუდენტური მოძრაობა, დემოკრატიის მხარდამჭერი მოძრაობა);
ადამიანის უფლებათა განხორციელებაში პირდაპირი წვლილის შემტანი პროფესიონალები (ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი მუშაკები, იურისტები, ექიმები და სამედიცინო პერსონალი);
მსხვერპლთა ნათესავები;
საჯარო სამსახურები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანის უფლებათა შესახებ ინფორმირებულობის ასამაღლებელ სამუშაოს (სკოლები, უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები).
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ინდივიდუალურად ან კოლექტიურად შეუძლიათ სპეციალურ პროცედურებთან თანამშრომლობა. გაერთიანებული ერების სახელშეკრულებო ორგანოებისგან განსხვავებით, შესაძლებელია სპეციალური პროცედურების გააქტიურება მაშინაც კი, თუ კონკრეტულ სახელმწიფოს არ მოუხდენია ხელშეკრულების რატიფიკაცია და არ ამოწურულა შიდასამართლებრივი პროცედურები. შესაბამისად, სპეციალური პროცედურების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებაში ადამიანის უფლებების მანდატით განსაზღვრული ფორმატის გათვალისწინებით.
არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ სპეციალური პროცედურების მუშაობას შემდეგი საქმიანობით:
სპეციალურ პროცედურათა შესაბამისი მანდატის მფლობელისათვის ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ინდივიდუალურ საჩივართა წარდგენა;
სპეციალური პროცედურების მიერ ინდივიდუალურ ქვეყნებში ვიზიტების განხორციელების ხელშეწყობა და ადამიანის უფლებათა კონკრეტულ პრობლემაზე ინფორმაციისა და ანალიზის მიწოდება;
სპეციალურ პროცედურათათვის პოტენციურად ადამიანის უფლებათა დარღვევის გამომწვევი კანონმდებლობის მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
სპეციალური პროცედურების ფარგლებში განხორციელებული მუშაობის პოპულარიზაცია, ინფორმაციის გავრცელება და შემდგომი ნაბიჯების განხორციელება ეროვნულ ან ადგილობრივ დონეებზე.
სპეციალურ პროცედურათა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობის მნიშვნელობა ილუსტრირებულია ადამიანის უფლებათა დამცველთა მდგომარეობის საკითხებში საგანგებო მომხსენებლის მანდატის განხილვით.
სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებათა დამცველთა მდგომარეობის საკითხებში
ვინ არის სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებათა დამცველთა მდგომარეობის საკითხებში?
ადამიანის უფლებათა დამცველთა მდგომარეობის საკითხებში სპეციალური მომხსენებელის მანდატი (ადამიანის უფლებათა დამცველთა მდგომარეობის საკითხებში გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის) მანდატი 2000 წელს შეიქმნა ადამიანის უფლებათა კომისიის 2000/61 რეზოლუციით. მისი შექმნით საყოველთაოდ იქნა აღიარებული ადამიანის უფლებათა დამცველთა არსებითი და ხშირად სარისკო, როლი მსოფლიოში. სპეციალური მომხსენებლის ძირითადი ფუნქცია განისაზღვრება შემდეგი საქმიანობით:
რას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დამცველი?
ადამიანის უფლებათა დამცველი არის ნებისმიერი პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან თანამშრომლობით ჩართულია სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა პოპულარიზაციასა და დაცვაში. ადამიანის უფლებათა დამცველები უნდა იზიარებდნენ ადამიანის უფლებათა უნივერსალობას ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის განმარტების შესაბამისად. პირს არ შეუძლია ერთდროულად უარყოს ზოგიერთი უფლება და ამავდროულად იყოს ადამიანის უფლებათა დამცველი, რომელიც ყველას უფლებებს უნდა იცავდეს.
არიან თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა დამცველები?
არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ადგილობრივი თუ უცხოელი თანამშრომლები ან მოხალისეები, რომლებიც პასუხობენ ადამიანის უფლებათა სფეროში წამოჭრილ პრობლემებს მსოფლიოში, შეიძლება ჩაითვალონ ადამიანის უფლებათა დამცველებად.
რას წარმოადგნეს დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ?
1998 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია პირების, პირთა ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანოების უფლება-მოვალეობების შესახებ, რომლებიც ემსახურებიან ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური თავისუფლებების პოპულარიზაციასა და დაცვას (რომელიც ცნობილია, როგორც „დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დამცველთა შესახებ“). იგი განსაზღვრავს ადამიანის უფლებათა „დაცვას“, როგორც თვითმყოფად უფლებას და აღიარებს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებათა სფეროში, წარმოადგენს „ადამიანის უფლებათა დამცველს“. დეკლარაცია აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დამცველთა სამუშაო კონტექსტის გათვალისწინებით მათი დაცვის მნიშვნელობას და მხარდაჭერის. იგი არ ქმნის ახალ უფლებებს. სანაცვლოდ, დოკუმენტში ისეთი ფორმითაა გადმოცემული არსებული უფლებები, რომ გაადვილდეს მათი გამოყენება ადამიანის უფლებათა დამცველთა როლსა და სიტუაციასთან მიმართებაში.
სპეციალური მომხსენებლის ძირითადი ფუნქცია მთელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დამცველთა მდგომარეობის და დეკლარაციის შესაბამისად მათი დაცვის მექანიზმების გაძლიერების შესახებ ანგარიშების წარმოდგენაა.
როგორ დაუკავშირდეთ სპეციალურ მომხსენებსლს და გადავცეთ საჩივარი ადამიანის უფლების დარღვევის შესაძლო ფაქტის შესახებ?
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სპეციალურ მომხსენებელს შემდეგ მისამართზე (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კორესპონდენციას უნდა გარკვევით მიეთითოს, რომ იგი გამიზნულია სპეციალური მომხსენებლისათვის ადამიანის უფლებათა დამცველთა მდგომარეობის შესახებ):
Special Rapporteur on the situation of human rights defenders
ელ-ფოსტა:
დარღვევის შესახებ საჩივრის გაგზავნა უნდა მოხდეს შემდეგ el-misamarTze:urgent-action@ohchr.org
სხვა საკითხებზე მანდატის მფლობელთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ელ-მისამართზე: defenders@ohchr.org
faqsi: +41 (0)22 917 90 06
ეს არის ჟენევაში, შვეიცარიაში გაერთიანებული ერების კომუტატორის ნომერი, რომელზე დარეკვისას პირმა უნდა მოითხოვოს სპეციალურ მომხსენებელთან და, კერძოდ, ადამიანის უფლებათა დამცველთა მდგომარეობის საკითხებზე სპეციალურ მომხსენებელთან მომუშავე პერსონალთან დაკავშირება |
ადამიანის უფლებების ქალი დამცველები
2002 წელს ჰინა ჯილანიმ, გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა დამცველთა მდგომარეობის საკითხებზე წამოიწყო სამწლიანი საერთაშორისო კამპანია, რომელიც დაგვირგვინდა შრი ლანკაში ჩატარებული ქალი ადამიანის უფლებების დამცველთა საკითხებისადმი მიძღვნილი მსოფლიო კონფერენციით. ღონისძიებამ თავი მოუყარა გამოჩენილ ექსპერტებს გენდერულ საკითხებში და ადამიანის უფლებათა ქალ დამცველებს 70 ქვეყნიდან.
მანდატის შესრულების პერიოდში სპეციალურმა წარმომადგენელმა არაერთგზის მიუთითა ადამიანის უფლებათა მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაზე და ძალადობის და შეზღუდვების იმ მაღალ რისკებზე, რომლების წენაშეც აღნიშნული ადამიანები დგანან სოციალური შეხედულებების, საზოგადოების და სახელმწიფოს მიერ მათი განსჯის და გარიყვის საფრთხის გამო. აღნიშნული რისკები განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც ისინი იცავენ ქალთა ადამიანის უფლებებს. სპეციალურმა წარმომადგენელმა მანდატის შესრულების პერიოდში ასევე განახორციელა ქმედება ადამიანის უფლებათა 449 ქალი დამცველის და, ზოგადად, 1314 დამცველის უფლებათა შელახვის საპასუხოდ. აღნიშნულ კომუნიკაციათაგან სამოცდახუთი ერთობლივად იქნა გაგზავნილი ქალთა მიმართ ძალადობის, გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ სპეციალურ მომხსენებელთან ერთად. |
ა. ინდივიდუალური საჩივრის გაგზავნა სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთათვის
ყველას აქვს უფლება ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი და სანდო ინფორმაცია მიაწოდოს სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელებს, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება მიიღონ მსგავსი ინფორმაცია ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. სპეციალური პროცედურების ფარგლებში მოქმედი ინდივიდუალური საჩივრის მექანიზმები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ადამიანის უფლებათა დარღვევის ინდივიდუალურ ფაქტებთან დაკავშირებით პირდაპირი ინტერვნეციების განსახორციელებლად. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ეხმარებიან უფლებაშელახულ ადამიანებს თავისი პრობლემის გადასაწყვეტად დაუკავშირდნენ სპეციალურ პროცედურებს.
გაგზავნილი და მიღებული კომუნიკაცია ჩვეულებრივ, კონფიდენციალურია და არ მჟღავნდება სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა ანგარიშების გამოქვეყნებამდე. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში მანდატის მფლობელები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გააკეთონ საჯარო განცხადება კონკრეტული საჩივრის თაობაზე აღნიშნული პროცესის დასრულებამდე. აღნიშნულ ანგარიშში შედის ინფორმაცია მთავრობისთვის გაგზავნილი და მიღებული კორესპონდენციის შესახებ კონკრეტული საჩივრის თაობაზე. ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ სავარაუდო მსხვერპლი სახელდება ანგარიშებში, გარდა ბავშვებისა და მსხვერპლთა სპეციფიური კატეგორიებისა, როგორიცაა, მაგალითად, სქესობრივი ძალადობის მხვერპლი.
სპეციალურ პროცედურათა მექანიზმების ანგარიშთა საჯარო ხასიათიდან გამომდინარე მნიშნველოვანია, რომ ორგანზაციებმა, რომლებიც მსხვერპლთა სახელით მოქმედებენ, უზრუნველყონ მსხვერპლთა მიერ იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ მათი საქმე გადაეცა სპეციალური პროცედურათა მექანიზმებს, მათი სახელი ეცნობება ხელისუფლებას და მათი სახელი (ან ინიციალები) გამოქვეყნდება საგანგებო პროცედურათა საჯარო ანგარიშებში. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მსხვერპლის ნებართვა არ წარმოადგენს საჩივრის მიწოდების პირობას (მაგალითად, თუ ვერ ხერხდება მსხვერპლთან დაკავშირება მისი დაკავების გამო). რამდენიმე მანდატმა შეიმუშავა საგანგებო კითხვარი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.
თითოეული მანდატის მფლობელი თავად ადგენს მისთვის კომუნიკაციის გაგზავნის მოთხოვნებს. ამასთანავე, კომუნიკაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მინიმალური ინფორმაციას:
სავარაუდო მსხვერპლ(ებ)ის ვინაობა;
დარღვევის სავარაუდო ჩამდენის ვინაობა;
საჩივრის წარმდგენ პირთა ან ორგანიზაციათა ვინაობა (დაცულ იქნება ამ პირთა კონფიდენციალურობა);
შემთხვევის ადგილი და დრო;
სავარაუდო დარღვევის გარემოებათა დეტალური
მანდატის სპეციფიკიდან გამომდინარე სტანდარტული კითხვარი ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე. |
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ასევე შეუძლიათ მანდატის მფლობელებს წარუდგინონ ინფორმაცია მათი რეკომენდაციების განხორციელებასთან არსებული მდგომარეობის შესახებ. ზოგიერთი მანდატის მფლობელი თავის მოთხოვნებს კონკრეტულ ქვეყნებში ვიზიტების განხორციელების შესახებ აფუძვნებს კომუნიკაციის შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებს.
ინდივიდუალური საჩივრები უნდა გაიგზავნოს:
ელ-ფოსტა: urgent-action@ohchr.org კომუნიკაციის გაგზავნისას, გთხოვთ, დააკონკრეტოთ, სპეციალური პროცედურის რომელ მექანიზმს მიმართავთ. აღნიშნულის მითითება საჭიროა ელ-ფოსტით გაგზავნილი წერილის „საკითხის“ განმსაზღვრელ ადგილას ან წერილით გაგზავნილი კონვერტის თავზე.
ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე საჩივრის გაგზავნის მექანიზმების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ აღნიშნული გამოცემის VII თავი ან მიმართეთ ელ-ფოსტით: SPDInfo@ohchr.org |
სპეციალური პროცედურებისათვის გაგზავნილი ინფორმაცია არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული, შეურაცმხყოფელი ან მხოლოდ მას-მედიის ინფორმაციაზე დაფუძვნებული.
ბ. ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების ხელშეწყობა
სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელების ვიზიტები ქვეყნებში აუცილებელია პირველწყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის მოსაპოვებლად. ისინი იძლევიან კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა არსებულ მდგომარეობაზე პირდაპირი დაკვირვების საშუალებას. საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და ადგილობრივ მოძრაობებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ვიზიტთა განხორციელებაში.
1.ქვეყანაში ვიზიტის განხორციელების წინადადება
არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ დაარწმუნონ ქვეყნის მთავრობა ვიზიტის განხორციელების მნიშვნელობაში. მანდატის მფლობელთათვის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეტყობინებით, შესაძლოა გადამწყვეტი იყოს ამა თუ იმ ვიზიტის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ზოგიერთი მანდატის მფლობელს განხორციელებული აქვს ერთობლივი ვიზიტი ქვეყნებში.
2.ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის დადასტურება
ქვეყანაში დადგენილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესაძლოა გაავრცელონ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მანდატის მფლობელებს ვიზიტამდე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია არსებული პრობლემების შესახებ, რათა მათ შეძლონ აღნიშნული საკითხების წინასწარ წამოწევა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და, თუ საჭიროა, ვიზიტის პროგრამაში გაითვალისწინონ მათი განხილვის შესაძლებლობა (მაგ. წინასწარი დაკავების ორგანოებსა თუ ლტოლვილთა ბანაკებში შეღწევის უფლების მოთხოვნით, ან ხელისუფლების კონკრეტულ
ბრაზილიურ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოორდინაციის ეროვნული მასშტაბი
ბრაზილიურ არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა (Plataforma Dhesc) სპეციალურ პროცედურათა მოდელზე დაყრდნობით დააფუძვნა ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სისტემა. ექვსი კოორდინატორი მუშაობს თითოეული სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე (ადექვატური საცხოვრებელი ადგილის, განათლების, გარემოსდაცვის, საკვების, ჯანმრთელობის ან მუშაობის უფლებები) და პასუხისმგებელია ეროვნული ანგარიშების შედგენასა და სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთათვის წარდგენაზე. კოორდინატორებზე სპეციფიკურ საკითხთა გადანაწილებამ უზრუნველყო რესურსთა და ექსპერტიზის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება და შეამცირა დუბლირების ალბათობა. საერთო ჯამში, აღნიშნულმა მექანიზმმა ხელი შეუწყო სპეციალურ პროცედურათა მუშაობაში მონაწილეობის მიღების ეფეტურობის ზრდა. |
წარმომადგნლებთან, თუ კერძო პირებთან შეხვედრების უზრუნველყოფით).
გთხოვთ, ეწვიოთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს შესაბამისი საველე ოფისების (field office) და პასუხისმგებელი თანამშრომლების (desk Officers) საკონტაქტო ინფორმაციის მოსაპოვებლად. |
3. ქვეყნებში ვიზიტების განხორციელებისას
არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ითხოვონ მანდატის მფლობელებთან შეხვედრა (აღნიშნულზე მოლაპარაკება მანდატის მფლობელებთან შესაძლებელია ფაქსით, ფოსტითა ან ელ.-ფოსტით).
4.ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების შემდგომ
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ სპეციალური პროცედურების რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებაში:
რეკომენდაციების გავრცელება ადგილობრივ ორგანიზაციათა შორის;
სპეციალური პროცედურების საქმიანობის შესახებ ინფრომაციის გავრცელება და ინფორმირებულობის დონის ამაღლება;
სამოქლედო გეგმების ჩამოყალიბება ქვეყანაში ვიზიტით დაწყებული საქმიანობის გასაგრძელებლად;
მუშაობა მთავრობებთან შესაბამისი რეკომენდაციების განხორციელების თაობაზე;
რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობების მიერ გადადგმული ნაბიჯების ადგილობრივი მონიტორინგი და აღნიშნულის შესახებ მანდატის მფლობელთა ინფორმირება.
სპეციალურ პროცედურათა რეკომენდაციების შესასრულებლად საკომუნიკაციო ქსელების ჩამოყალიბება
2005 წელს იაპონიაში დაუდაუ დიენეს, რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის და შესაბამისი არატოლერანტულობის თანამედროვე ფორმების შესახებ სპეციალური მომხსენებელის ვიზიტის შედეგად, რასიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ საერთაშორისო მოძრაობამ (IMADR) და უმცირესობათა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე 85-მა ჯგუფმა ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი, რათა სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ერთობლივად ემუშავათ რასობრივი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული ქსელი ძალზედ მნიშვნელოვანია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის ურთიერთგასაცვლელად იაპონიაში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და საერთაშორისო მექანიზმებთან დასაკავშირებლად. სპეციალური მომხსენებელი მიესალმა აღნიშნული ქსელის შექმნას, ასევე ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და რასიზმისა და ქსენოფობიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული თემების (მათ შორის: აინუს თემი, რომელიც იაპონიის ხელისუფლებამ აბორიგენ ხალხად ფორმალურად სცნო 2008 წელს; ეროვნული უმცირესობები - ბურაკუს ხალხი და ოკინავას ხალხი; იაპონიის ყოფილი კოლონიების მკვიდრთა კორეელი და ჩინელი შთამომავლები; ახალი აზიელი, აფრიკელი, სამხრეთ ამერიკელი, მახლობელი აღმოსავლეთელი ემიგრანტები) წარმომადგენელთა შორის შემდგარ კონსტრუქციულ დიალოგს. |
გ. ინფორმაციის მიწოდება სპეციალური პროცედურების მანდატთა მფლობელთათვის
არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ სპეციალურ პროცედურებს მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ქვეყანაში არსებული სიტუაციის თუ კანონებისა და პრაქტიკის შესახებ, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე. ზოგჯერ, მანდატის მფლობელებმა შეიძლება გამოითხოვონ ესა თუ ის ინფორმაცია საკითხზე, რომელიც მათ მანდატში შედის, ან გამართონ სპეციალური კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან, მათ შორის კვლევით და სამეცნიერო ინსტიტუტებთან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლების შესახებ ანგარიშის მომზადებაში სამოქალაქო საზოგადოებისთანამშრომლობა განათლების უფლების საკითხებში სპეციალურ მომხსენებელთან
2007 წელს ვერნორ უნოზ ვილალობოსმა, განათლების უფლების საკითხებში სპეციალურმა მომხსენებელმა თავისი მესამე წლიური ანგარიში (A/HRC/4/29) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლებას მიუძღვნა. აღნიშნულის მიზეზი ის ფაქტი გახლდათ, რომ განათლების სისტემიდან გარიყულობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყველაზე მეტად ზარალდებიან.
ანგარიში წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლების ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს დეტალურ ანალიზს. იგი ასევე მიმოიხილავდა „ინკლუზიური განათლების“, როგორც განათლების უფლების განუყოფელი და ფუნდამენტალური კომპონენტის შედეგებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლების სრული რეალიზაციის შემაფერხებელ ფაქტორებს და გამოწვევებს.
ანგარიშის მომზადებისას სპეციალურმა მომხსენებელმა კონსულტაციები გამართა ადგილობრივ და რეგიონალურ არასამთავრობო (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა) ორგანიზაციებთან და მიიღო პირველადი ინფორმაცია (მათ შორის კვლევები, სტატისტიკური მონაცემები, სამომავლო ხედვების ამსახველი დოკუმენტები) შემდგარი ადგილობრივი და რეგიონალური ორგანიზაციებიდან. აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარა სპეციალურ მომხსენებელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლების რეალიზაციის გამოწვევებისა და შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირებაში და შესაბამის რეკომენდაციათა შემუშავებაში.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა, სპეციალურ მომხსენებელთან თანამშრომლობით ასევე გამართა ორდღიანი საექსპერტო სემინარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლების თემაზე, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და უნარშეზღუდულობის საკითხებზე მომუშავე ადამიანებმა. სემინარზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი პოზიციები აისახა სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში, რომელიც ფართოდ იქნა გავრცელებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაციების, სამეცნიერო და სასწავლო ინსტიტუტების, სამთავრობო დაწესებულებებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შორის. |
აკადემიურ ინსტიტუტთა წვლილი ადამიანის უფლებებისა დატრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნესსაწარმოების საკითხებზე გენერალური მდივნის საგანგებოწარმომადგენელის მანდატის განხორციელებაში
მთელი მსოფლიოს აკადემიურ ინსტიტუტთა ფართო წარმომადგენლობას შეაქვს წვლილი ადამიანის უფლებებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხებზე გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელის მანდატის შესრულებაში. აღნიშნული გამოიხატება სპეციალურ მომხსენებელთან შეთანხმებული ან მის მიერ დაკვეთილი კონკრეტული საკითხების შესწავლით, მის მიერ ორგანიზებულ საექსპერტო შეხვედრებსა და კონსულტაციებში მონაწილეობით, და სპეციალური წარმომადგენლის მანდატით გათვალისწინებულ საკითხებზე კომენტარების წარდგენით. ინფორმაცია, რომელსაც სპეციალური წარმომადგენელი იღებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან სრულად არის წარმოდგენილი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების რესურს ცენტრის (Buisiness and Human Rights Resourse Centre)6 ვებ-გვერდზე. |
დ. მუშაობა რეგიონულ, ეროვნულ თუ ადგილობრივ დონეებზე სპეციალურ პროცედურათა საქმიანობის პოპულარიზაციის, შემდგომი ნაბიჯების დასახვისა და განხორციელების მიზნით
სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა მიმდინარე საქმიანობა, მათ შორის ანგარიშები და რეკომენდაციები ფასდაუდებელი მასალაა, რომელთა პოპუ ლარიზაცია და გამოყენება ძალზედ ფასეულია სამოქალაქო საზოგადეობისათვის. მათ შემდეგგვარად შეუძლიათ ჩაერთონ სპეციალურ პროცედურათა საქმიანობაში:
1.სპეციალურ პროცედურათა რეკომენდაციების განხორციელება ეროვნულ დონეზე
სპეციალურ პროცედურათა რეკომენდაციების განხორციელებაზე მონიტორინგი და მისი პოპულარიზაცია, განსაკუთრებით, ქვეყანაში ვიზიტის შემდგომ, წარმოადგენს იმ მნიშნვნელოვან როლს, რომლის შესრულებაც შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ განახორციელონ მონიტორინგი მთავრობის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე, ან რიგ შემთხვევებში თავად შეასრულონ ისინი.
2.ეროვნული ან ადგილობრივი სტანდარტების დამკვიდრება
საერთაშორისო სატანდარტები, სამაგალითო კანონები ან საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელების მიერაა დოკუმენტირებული, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კონკრეტულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების დონის გასაღრმავებლად, ეროვნული თუ ადგილობრივი სტანდარტების გასაუმჯობესებლად და წინადადებების შესამუშავებლად ეროვნული კანონმდებლობის დახვეწის მიზნით.
3.სამოქმედო სახელძღვანელო პრინციპების შემუშავების ინსტრუმენტი
სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა დოკუმენტაცია იძლევა დეტალურ ინფორმაციას მხარეთა უფლება-მომვალეობების შესახებ, რომელიც ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ ქვეყნის შიდა სამოქმედო პრინციპების შესამუშავებლად. მაგალითად:
განათლების უფლების შესახებ სპეციალური მომხსანებლის საქმიანობა იძლევა საგულისხმო მასალას საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის;
სპეციალური მომხსენებლის საქმიანობა წამების საკითხეზე შეიძლება გამოყენებულ იქნას თავისუფლების აღკვეთის ადგილებისა და ციხის პერსონალისთვის სასწავლო კურსის და სამოქმედო სტანდარტების შესამუშავებლად;
ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის საკითხებზე მომუშავე სპეციალური მომხსენებლის საქმიანობა იძლევა ქალთა მიმართ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მისი აღმოფხვრისაკენ მიმართული საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას. აღნიშნულის გამოყენება შეიძლება სკოლებში, ციხეებში, ქალთა თავშესაფრებსა და სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც ცდილობენ ქალთათვის უსაფრთხო გარემო პირობების შექმნას.
ე. შეხვედრები სპეციალური პროცედურების მანდატთა მფლობელებთან
სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელებთან შეხვდრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შესაძლებელია მათი კონსულტაციების დროს ჟენევაში, ნიუ იორკში (ვინც ესწრება გენერალური ასამბლეის სხდომებს) და ქვეყნებში ვიზიტების დროს. ასეთი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყვეტი პარტნიორობის განსამტკიცებლად მანდატების მფლობელთა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. შეხვედრების მოსაწყობად მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლებთან დაკავშირება, რომლებიც მანდატის მფლობელთა საკითხებზე მუშაობენ.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ხელთ არსებული რესურსები
სპეციალურ პროცედურათა ვებ-გვერდი
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ გვერდის სპეციალურ პროცედურათა სექცია ამ უკანასკნელზე განახლებული ინფორმაციის მოსაპოვებლად. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ესპანურ ენებზე. მიმდინარეობს ვებ-გვერდის აწყობა არაბულ და ჩინურ ენებზე.
ადამიანის უფლებათა საბჭოს ვებ-გვერდი
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რეგულარულად უნდა ეწვიონ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის ადამიანის უფლებათა საბჭოს სექციას განახლებადი ინფორმაციის მისაღებად საბჭოს სხდომებში მონაწილეობის და სპეციალურ პროცედურათა ანგარიშების პრეზენტაციის შესახებ.
ექსტრანეტი
სპეციალურ პროცედურათა სისტემის სხვადასხვა ასპექტების შესახებ ინფორმაცია ასევეა ხელმისაწვდომი:
ადამიანის უფლებათა საბჭოს ექსტრანეტის სპეციალურ პროცედურათა სექციაზე;
სპეციალურ პროცედურათა ექსტრანეტზე.
სპეციალურ პროცედურათა ბიულეტენი
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი კვარტალურად გამოსცემს სპეციალურ პროცედურათა საქმიანობის ამსახველ ბიულეტენს, რომელიც ხელმისაწვდომია ოფისის ვებ-გვერდის სპეციალურ პროცედურათა სექციაზე.
ადამიანის უფლებათა საბჭოს ექსტრანეტზე შესვლა შესაძლებელია პაროლის გამოყენებით, რომლის მისაღებად უნდა შეავსოთ ელექტრონულად ხელმისაწვდომი სააპლიკაციო ფორმა. ამის შემდეგ ელ-ფოსტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ სამომხმარებლო სახელს და პაროლს.
სპეციალურ პროცეურათა ექსტრანეტზე შესვლა ასევე შესაძლებელია პაროლის გამოყენებით, რომლის მისაღებად ასევე უნდა შეავსოთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა |
სპეციალურ პროცედურათა შესახებ ყოველწლიური ფაქტები
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ყოველწლიურად აქვეყნებს ფაქტებს სპეციალურ პროცედურათა შესახებ, რაც მოიცავს ინფორმაციას და სტატისტიკას კომუნიკაციის, ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების, ანგარიშების, პრესისათვის გაკეთებული განცხადებების, კოორდინაციისა და საგანგებო ღონისძიებების ჩატარების შესახებ. ფაქტები ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის სპეციალურ პროცედურათა სექციაზე.
სპეციალურ პროცედურათა რეკომენდაციების ყოველწლიურიკომპილაცია
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ყოველწლიურად აქვეყნებს სპეციალურ პროცედურათა რეკომენდაციებს, რაც ქვეყნების მიხედვითაა დალაგებული. კომპილაცია ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის სპეციალურ პროცედურათა სექციაზე.
ადამიანის უფლებათა უნივერსალური ინდექსი
ადამიანის უფლებათა უნივერსალური ინდექსი საინფორმაციო ელექტრონული საშუალებაა, რომელიც შეიქმნა გაერთიანებული ერების სახელშეკრულებო ორგანოების და ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების მიერ შემუშავებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ეს ახალი ვებ-გვერდი (რომელზე შესვლაც შესაძლებელია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის მეშვეობით) შეიცავს სახელშეკრულებო ორგანოთა დასკვნით რეკომენდაციებს 2000 წლიდან მოყოლებული, ასევე 2006 წლიდან ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების მიერ კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით შემუშავებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს. ინდექსის მეშვეობით მომავალში შესაძლებელი იქნება ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ უნივერსალური პერიოდული გადახედვის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების მოძიებაც.
დანართი
2008 წლის სექტემბრის მდგომარეობით არსებობს 38 სპეციალური პროცედურის მექანიზმი (30 თემატური მანდატი და 8 ქვეყნის მანდატი).
სპეციალურ პროცედურათა მექანიზმების განახლებული სია ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე |
ა. თემატური მანდატები
ბ. მანდატები ქვეყნების მიხედვით
________________________
1. იხილეთ, ადამიანის უფლებათა საბჭოს 5/1 რეზოლუცია, დანართი, პარაგრაფი 60 და „სპეციალურ პროცედურათა მანდატის მფლობელთა მსახურობის პირობები“ (A/HRC/PRST/8/2).
2. სამუშაო ჯგუფები ჩვეულებრივ შედგება ხუთი პირისაგან, გაერთიანებული ერების ხუთი რეგიონლური ჯგუფიდან თითო წარმომადგენლის სახით. რეგიონალური ჯგუფებია: აფრიკის; აზიის; ლათინური ამერიკისა და კარიბის; აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ევროპის ჯგუფები.
3. ასევე იხილეთ ადამიანის უფლებათა საბჭოს 6/102 გადაწყვეტილება.
4. წინა თავჯდომარე რჩება კომიტეტის შემადგენლობაში ერთი დამატებითი წლის ვადით, როგორც ex officio.
5. ქვეყნებში ვიზიტების განხორციელების ზოგადი აღწერილობა (E/CN.4/1998/45) დამტკიცდა სპეციალურ პროცედურათა მეოთხე წლიურ შეხვედრაზე (1997) და მისი მიზანია დაეხმაროს მთავრობებს მათ ქვეყნებში ვიზიტების განხორციელებაში.
6. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი არ არის პასუხისმგებელი მისგან დამოუკიდებლად მართულ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ოფისის ვებ-გვერდიდან შესაძლებელია სხვა ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გასვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ასოცირდება იქ განლაგებულ ინფორმაციასთან.
![]() |
10 VII უნივერსალური პერიოდული გადახედვა |
▲ზევით დაბრუნება |
უნივერსალური პერიოდული გადახედვა - მოკლე მიმოხოლვა
რას წარმოადგენს იგი?
უნივერსალური პერიოდული გადახედვა დაარსდა გენერალური ასამბლეის 60/251 რეზოლუციით და წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ახალ მექანიზმს. მისი მეშვეობით ადამიანის უფლებათა საბჭო პერიოდულად ახდენს გაერთიანებული ერების 192 წევრი ქვეყნის მიერ ადამიანის უფლებების დარგში მქონე მოვალეობების შესრულების გადახედვას. უნივერსალური პერიოდული გადახედვა თანამშრომლობაზე დაფუძვნებული მექანიზმია და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების საქმიანობის შევსებას, და არა მათ დუპლიკაციას.
როგორ ფუნქციონირებს იგი?
ადამიანის უფლებათა საბჭოს 5/1 რეზოლუცია აყალიბებს პერიოდულობას და პროცედურებს. უნივერსალური პერიოდული გადახედვა აგებულია ოთხწლიან ციკლზე და შედგება რამდენიმე საფეხურისაგან. მაგალითად:
როგორ ვითანამშრომლოთ უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმთან
5/1 რეზოლუცია ითვალისწინებს პროცესში ყველა შესაბამისი მოთამაშის ჩართულობას. შესაბამისად, გადახედვის სხვადასხვა საფეხურებზე გათვალისწინებულია რეგიონალური მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველების, სამეცნიერო ინსტიტუტების პროცესში მონაწილოება.
გაერთიანებული ერების ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსი საჭიროა ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე დასასწრებად. ამასთანავე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძვლიათ წვლილი შეიტანონ მექანიზმის მუშაობაში შემდეგი საქმიანობით:
სამუშაო ჯგუფის სესიები პირდაპირ გადაიცემა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე და იქვე, უნივერსალური პერიოდული გადახედვის ვებ-სექციაში განთავსებულია შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ანალოგიურად, ინფორმაციის მოპოვება შეგიძლიათ ადამიანის უფლებათა ექსტრანეტის უნივერსალური პერიოდული გადახედვის გვერდზე. |
უნივერსალურ პერიოდულ გადახედვასთან დაკავშირებულიძირითადი საკონტაქტო ინფორმაცია
ადამიანის უფლებათა საბჭოს განყოფილება
The Human Rights Council Branch |
რას წარმოადგენს უნივერსალური პერიოდული გადახედვა?
უნივერსალური პერიოდული გადახედვის დაარსება
უნივერსალური პერიოდული გადახედვა 2006 წლის 15 მარტს, გენერალური ასამბლეის 60/251 რეზოლუციით დაარსდა და ადამიანის უფლებათა საბჭოს 2007 წლის 18 ივნისის 5/1 რეზოლუციით მოხდა მისი პროცედუალური გაწერა. აღნიშნული მექანიზმის მეშვეობით ადამიანის უფლებათა საბჭოს აქვს მანდატი პერიოდულად მოახდინოს გაერთიანებული ერების ყველა 1992 წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გადახედვა. უნივერსალური პერიოდული გადახედვა თანამშრომლობაზე დაფუძვნებული მექანიზმია და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების საქმიანობის შევსებას, და არა მათ დუპლიკაციას.
უნივერსალური პერიოდული გადახედვა ოთხწლიანი ციკლით მუშაობს და რამდენიმე საფეხურისაგან შედგება, მათ შორისაა, დოკუმენტთა მომზადება, რომლებსაც ეფუძვნება გადახედვა, თავად გადახედვა, და რეკომენდაციათა და დასკვნებზე საპასუხო ქმედებების განხორციელება. გადახედვის სხვადასხვა საფეხურებზე გათვალისწინებულია რეგიონალური მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველების, სამეცნიერო ინსტიტუტების პროცესში მონაწილოება.
უნივერსალური პერიოდული გადახედვის ციკლის დასრულების შედეგად გაკეთებული დასკვნებიდან გამომდინარე შესაძლოა ადამიანის უფლებათა საბჭომ მოახდინოს მექანიზმის მოდალურობის და პერიოდულობის საკითხების გადახედვა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საუკეთესო პრაქტიკის და დაშვებული შეცდომების გათვალისწინება.
უნივერსალური პერიოდული გადახედვის მამოძრავებელიპრინციპები და მიზნები
უნივერსალური პერიოდული გადახედვის სხვადასხვა ეტაპები ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:
ადამიანის ყველა უფლების უნივერსალურობის, ურთიერთდაკავშირებულობის, განუყოფლობის და ერთმანეთზე დამოკიდებულობის წარმოჩენა;
გაცნობიერება იმისა, რომ ეს თანამშრომლობაზე ორიენტირებული მექანიზმია, რომელიც ეფუძვნება ობიექტურ და სანდო ინფორმაციას და ინტერაქტიულ დიალოგს;
ყველა სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის უნივერსალური განხილვა და სახელმწიფოთა მიმართ თანაბარი მიდგომის დემონსტრირება;
პროცესის მთავრობათაშორისი, გაერთიანებული ერების წევრთა მიერ მართული და ქმედებაზე ორიენტული ხასიათის წარმოჩენა;
განხილვის ქვეშ მყოფი ქვეყნის პროცესში სრულად ჩართულობის უზრუნველყოფა;
ადამიანის უფლებათა სხვა მექანიზმთა საქმიანობის შევსება და არა დუპლიკაცია;
ობიექტურად, ტრანსპარანტულად, არასელექციურად, კონსტრუქციულად, კონფრონტაციის და პოლიტიზირების გარეშე პროცესის წარმართვის უზრუნველყოფა;
განხილვის ქვეშ მყოფი სახელმწიფოსათვის და საბჭოს დღის წესრიგისათვის ზედმეტ ტვირთად გადაქცევის არდაშვება;
პროცესი არ უნდა იყოს ძალზედ გრძელვადიანი; იგი უნდა იყოს რეალისტური და მასზე დახარჯული დრო, ადამიანური და ფინანსური რესურსები უნდა იყოს პროპორციული;
პროცესმა არ უნდა დააკნინოს ადამიანის უფლებათა საბჭოს შესაძლებლობა გადაუდებელი საპასუხო ქმედება განახორციელოს ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების შემთხვევაში;
მან სრულად უნდა მოახდინოს გენდერული ხედვის ინტეგრაცია;
გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქვეყანათა სპეციფიკა და მათი განვითარების დონე;
პროცესმა უნდა უზრუნველყოს ყველა შესაბამისი მხარის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩართულობა, როგორც გათვალისწინებულია გენერალური ასამბლეის 60/251 რეზოლუციით, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1996/31 რეზოლუციით და ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილებით, რაც ამ მიმართულებით შესაძლოა მიიღოს თავად ადამიანის უფლებათა საბჭომ.
უნივერსალური პერიოდული გადახედვის მიზნებია:
ქვეყნებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება;
ადამიანის უფლებათა დარგში სახელმწიფოთა მოვალეობების და დაპირებების შესრულება, ასევე მიღწეული წარმატებების აღიარება და გამოწვევათა იდენტიფიკაცია;
სახელმწიფოთა შესაძლებლობების გაზრდა და მათთვის ტექნიკური დახმარების გაწევა, რაც თითოეულ სახელმწიფოსთან კონსულტაციით და მათი თანხმობით უნდა განხორციელდეს;
სახელმწიფოთა და ჩართულ მხარეთა შორის საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების ურთიერთგაცვლა;
ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების და დაცვის ხელშეწყობა;
ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, ადამიანის უფლებათა სხვა ორგანოებთან და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობის და მათ მუშაობაში ჩართულობის წახალისება.
უნივერსალური გადახედვის პროცესში განვითარებადი ქვეყნების მონაწილეობის და ეროვნულ დონეზე პროცესის შედეგების იმპლემენტაციის ხელშესაწყობად შეიქმნა ორი ფინანსური მექანიზმი: უნივერსალური პერიოდული გადახედვის ნდობის ნებაყოფლობითი ფონდი და ფინანსური და ტექნიკური დახმარების ნებაყოფლობითი ფონდი1.
როგორ ფუნქციონირებს უნივერსალური პერიოდული გადახედვა
ა. პერიოდულობა, რიგითობა და გადახედვის საფუძველი
პერიოდულობა
უნივერსალური პერიოდული გადახედვა ფუნქციონირებს ოთხწლიანი ციკლის საფუძველზე. 2007 წელს, თავისი მეექვსე სესიის მიმდინარეობისას, ადამიანის უფლებათა საბჭომ დაამტკიცა პირველი ციკლის დროს გაერთიანებული ერების წევრი ქვეყნების გადახედვის რიგითობის შემცველი კალენდარი.
i პირველი ციკლის მიმდინარეობისას (2008-2011 წლები) სახელმწიფოთა გადახედვის რიგითობის შემცველი სია ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე. |
გადახედვის რიგითობა
სახელმწიფოთა გადახედვის რიგითობა ეფუძვნება უნივერსალურობისა და თანასწორი მოპყრობის პრინციპებს. 5/1 რეზოლუცია ასევე აყალიბებს რიგითობის განმსაზღვრელ შემდეგ კრიტერიუმებს:
ადამიანის უფლებათა საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის გადახედვა უნდა მოხდეს საბჭოში მათი წევრობის პერიოდში;
პირველ რიგში უნდა მოხდეს საბჭოს პირველადი წევრი სახელმწიფოების, განსაკუთრებით ერთი ან ორი წლით არჩეულთა, გადახედვა;
საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების გადახედვა უნდა მოხდეს შერეულად;
განსახილველ ქვეყანათა არჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპი.
გადახედვის საფუძველი
თითოეული ქვეყნის გადახედვის საფუძველს შეადგენს:
გაერთიანებული ერების ქარტია;
ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია;
ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტები, რომელზეც მიერთებულია კონკრეტული სახელმწიფო;
ქვეყნის ნებაყოფლობითი განაცხადები და დაპირებები, მათ შორის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობაზე განაცხადის შემოტანისას გაკეთებული;
შესაბამისი ჰუმანიტარული სამართალი.
ბ. გადახედვის პროცესი
1. დოკუმენტაცია
გადახედვისათვის ინფორმაციის მომზადება პროცესის პირველად ეტაპზე ხდება. სახელმწიფოთა გადახედვა ხდება შემდეგ სამ დოკუმენტში ასახული ინფორმაციის საფუძველზე:
განხილვის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს მიერ მომზადებული ინფორმაცია;
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ მომზადებული გაერთიანებული ერების საინფორმაციო კომპილაცია;
სხვა მხარეთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მოკლე შინაარსი (მას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ამზადებს).
აღნიშნული სამი დოკუმენტი ქმნის წარმოდგენას თითოეულ სახელმწიფოში არსებული ადამიანის უფლებათა მადგომარეობის შესახებ. დოკუმენტაცია თითოეულ გადახედვამდე მინიმუმ ექვსი თვით ადრე უნდა იყოს მზად და განთავსდეს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის უნივერსალური პერიოდული გადახედვის სექციაში.
(ა) გადახედვის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს მიერ მომზადებული ინფორმაცია (ეროვნული ანგარიში): სახელმწიფო, წერილობით ან ზეპირად წარადგენს გადახედვისათვის მომზადებულ ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება მიიღოს ანგარიშის ფორმა. წერილობითი პრეზენტაცია არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს. სახელმწიფოებს მოუწოდებენ მოამზადონ აღნიშნული ანგარიში შესაბამის მხარეებთან (მათ შორის სამოქალაქო საზოგადიების წარმომადგენლებთან) ფართომასშტაბიანი, ეროვნული კომსულტაციების გამართვის მეშვეობით.
(ბ) ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ მომზადებული გაერთიანებული ერების საინფორმაციო კომპილაცია: ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ამზადებს მაქსიმუმ 10 გვერდიან კომპილაციას სახელშეკრულებო ორგანოების, სპეციალური პროცედურებისა და გაერთიანებული ერების სხვა შესაბამის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.
(გ) სხვა მხარეთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მოკლე შინაარსი (მას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ამზადებს): ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ასევე ამზადებს სხვა მხარეთა (მათ შორის ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტთა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა) მიერ წარმოდგენლი ინფორმაციის მაქსიმუმ 10 გვერდიან მოკლე შინაარსის შემცველ დოკუმენტს. გადახედვისას მხედველობაში მიიღება სხვა მხარეთა ინფორმაციის მოკლე შინაარსი.
გადახედვისათვის ინფორმაციის მომზადების ზოგადისახელმძღვანელო პრინციპები
ადამიანის უფლებათა საბჭო, ავისი 6/102 გადაწყვეტილებით, აყალიბებს ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებს უნივერსალური პერიოდული გადახედვისათვის ინფორმაციის მომზადების შესახებ. აღნიშნული პრინციპები სახელმძღვანელოა სახელმწიფოებისათვის, სხვა მხარეთათვის და ასევე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისათვის. მის თანახმად, გადახედვისათვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ინფორმაციის მომზადების მეთოდოლოგიის და ფართომასშტაბიანი ეროვნული კონსულტაციების პროცესის აღწერილობა;
ქვეყანაში ადამიანის უფლებათა წახალისების და დაცვის საფუძველი (განსაკუთრებით ნორმატიული და საკანონმდებლო), მათ შორის კონსულტაცია, კანონმდებლობა, პოლიტიკურ დონეზე გადადგმული ნაბიჯები, ეროვნული იურისპუდენცია, ადამიანის უფლებათა ინფრასტრუქტურა (მაგალითად, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები) და საერთაშორისო ვალდებულებების ბაზა (მითითებული „გადახედვის საფუძველში“ -იხილეთ წინა პარაფრაფი);
ადამიანის უფლებათა წახალისება და დაცვა, მათ შორის „გადახედვის საფუძველში“ „გადახედვის საფუძველში“ მითითებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაცია, ეროვნული კანონმდებლობა და ნებაყოფლობითი დაპირებები, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების აქტივობა, ადამიანის უფლებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობა;
მიღწევების და საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების, გამოწვევების და დამაბრკოლებელი ფაქტორების იდენტიფიკაცია.
თითოეულმა სახელმწიფომ ასევე უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამჯობესებაზე და, შესაბამისად, არსებულ გამოწვევათა და დაბრკოლებათა გადალახვაზე გამიზნული ძირითადი ეროვნული პრიორიტეტები, ინიციატივები და დაპირებები;
შესაძლებლობათა გაუმჯობესებაზე გათვლილი ტექნიკური დახმარების (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) მოთხოვნა;
ნებისმიერი სხვა რელევანტური ინფორმაცია;
გადახედვათა შემდგომი ციკლის პერიოდში, ინფორმაცია წინა გადახედვის შედეგთა შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
2. უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამუშაო ჯგუფი
ქვეყანათა გადახედვა რეალურად უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამუშაო ჯგუფში ხდება. მას ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტი თავმჯდომარეობს და საბჭოს 47 წევრი ქვეყნისაგან შედგება. იგი ყოველწლიურად სამჯერ, ორკვირიანი სესიების განმავლობაში იკრიბება და თითოეული სესიის განმავლობაში 16 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას იხილავს, ხოლო წელიწადში 48 სახელმწიფოს. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2008 წლის აპრილში შედგა.
განხილვის ქვეშ მყოფ სახელმწიფოსა და საბჭოს წევრ და დამკვირვებელ ქვეყნებს შორის ინტერაქტიული დიალოგი სამი საათი გრძელდება. შეხვედრის მიმდინარეობისას საბჭოს წევრ და სამკვირვებელ ქვეყნებს ორი საათის განმავლობაში შეუძლიათ კითხვები დაუსვან განხილვის ქვეშ მყოფ ქვეყანას. სანაცვლოდ, განხილვის ქვეშ მყოფ სახელმწიფოს ერთი საათი ეძლევა, რომლის დროსაც სამუშაო ჯგუფს უნდა წარუდგინოს გადახედვისათვის წინასწარ მომზადებული ინფორმაცია, უპასუხოს წინასწარ და ინტერაქტიული დიალოგის დროს წევრ სახელმწიფოთა მიერ დასმულ შეკითხვებს და კააკეთოს დასკვნითი კომენტარები გადახედვის დასრულებისას.2
ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე დასწრება, მაგრამ ისინი არ თამაშობენ რაიმე როლს ინტერაქტიული დიალოგის მსვლელობისას.
ტროიკა
თითოეული ქვეყნის განხილვას ფასილიტაციას უწევს სამი მომხსენებლის ჯგუფი (ტროიკა). თითოეულ ქვეყანასთან მიმართებაში ტროიკას განსხვავებული შემადგენლობა ინიშნება (მომხსენებელთა არჩევა ხდება გაერთიანებული ერების სხვადასხვა რეგიონალური ჯგუფებიდან) ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრ სახელმწიფოთა შორის წილისყრის საფუძველზე3. ადამიანის უფლებათა საბჭო ტროიკას წევრებს დახმარებას უწევს მათი მოვალეობების შესრულებაში.
სახელმწიფოებს აქვთ უფლება განხილვის დაწყებამდე წერილობით დასვან კითხვები და წამოწიონ საკითხები განხილვის ქვეშ მყოფ ქვეყანასთან მიმართებაში4. ტროიკა ვალდებულია მიიღოს აღნიშნული კითხვები/საკითხები და თუ საჭიროდ ჩათვლის, დაახარისხოს ისინი5. ამის შემდგომ ტროიკა კითხვებს/საკითხებს უგზავნის უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამდივნოს, რომელიც, თავის მხრივ, განხილვამდე მინიმუმ ათი დღით ადრე უგზავნის მათ განხილვის ქვეშ მყოფ ქვეყანას. კითხვები/საკითხები ასევე ეგზავნება საბჭოს წევს და დამკვირვებლის სტატუსის მქონე სახელმწიფოებს.
i სამუშაო ჯგუფის სესიების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის უნივერსალური პერიოდული გადახედვის სექციაში. |
i ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ გაერთიანებული ერების ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების დეპარტამენტის ვებ-გვერდს. |
3. განხილვის ქვეშ მყოფი ქვეყნის შესახებ სამუშაო ჯგუფის შედეგთა დოკუმენტი
თითოეულ ქვეყანასთან მიმართებაში ინტერაქტიული დიალოგის გამართვის შემდეგ დანიშნული ტროიკა ფასილიტაციას უწევს განხილვის შედეგთა დოკუმენტის (ანგარიშის) მომზადებას. პროცესი მიმდინარეობს უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამდივნოს დახმარებით და განხილვის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს სრული მონაწილეობით. გდახედვიდან არანაკლებ 48 საათის შემდეგ სამუშაო ჯგუფი გამოჰყოფს მაქსიმუმ 30 წუთს თითოეული შედეგების დოკუმენტის განხილვასა და მიღებაზე. სამუშაო ჯგუფისათვის ქვეყნების ანგარიშების წარდგენის შემდგომ ქვეყანას ეძლევა ორი კვირა საკუთარ განცხადებაში კორექტირების შესატანად.
შედეგთა დოკუმენტები მოიცავს გადახედვის წარმართვის მოკლე აღწერილობას, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, გადახედვის ქვეშ მყოფი ქვეყნების მიერ ნებაყოფლობითად გაკეთებულ განცხადებებს და დაპირებებს.
გადახედვის პროცედურაგამოვლილ თითოეულ სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა მიანიშნოს, თუ ეთანხმება შედეგთა დოკუმენტში ასახულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. სახელმწიფოს ამის გაკეთება შეუძლია:
|
შედეგთა დოკუმენტში იდენტიფიცირებადია სახელმწიფოთა მიერ მხარდაჭერილი რეკომენდაციები; დოკუმენტში ასვეა მინიშნებული, თუ რომელ რეკომენდაციებს არ დაეთანხმა განხილვის ქვეშ მყოფი სახელმწიფო და რა განცხადებები გააკეთა მან მათთან მიმართებაში.
4. ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ შედეგთა დოკუმენტის მიღება
უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამუშაო ჯგუფის მიერ თითოეულ ქვეყანასთან მიმართებაში მიღებული შედეგთა დოკუმენტი გადაეგზავნება ადამიანის უფლებათა საბჭოს. როგორც წესი, აღნიშნულ დოკუმენტებს საბჭო განიხილავს თავის მომდევნო სესიაზე და თითოეულის განხილვას უთმობს ერთ საათს.
5/1 რეზოლუციის შესაბამისად, შედეგთა დოკუმენტის მიღებამდე:
განხილვა გავლილ სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა დასკვნებსა და რეკომენდაციებზე, ნებაყოფლობით განცხადებებსა და დაპირებებზე წარმოადგინოს თავისი შეხედულებები. მას ასევე შეუძლია პასუხები გასცეს კითხვებსა და საკითხებს, თუ თვლის რომ მათუ განხილვა არაჯეროვნად მიხდა სამუშაო ჯგუფის ინტერაქტიული დიალოგის მიმდინარეობისას;
განხილვა გავლილ სახელმწიფოს და საბჭოს დამკვირვებელ ქვეყნებს ეძლევათ შედეგთა შესახებ თავიანთი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა;
სხვა შესაბამის მხარეებს (მათ შორის ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს და ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს) ეძლევათ შესაძლებლობა გააკეთონ ზოგადი კომენტარები
შედეგთა დოკუმენტის მიღებისას ადამიანის უფლებათა საბჭო ასევე ადგენს, თუ როდის და რატომ უნდა მოხდეს გადახედვის შემდგომი ღონისძიებების გატარება.
5. გადახედვის შემდგომი ღონისძიებები
უნივერსალური პერიოდული გადახედვით განსაზღვრული შემდგომი ღონისძიებები ეფუძვნება გადახედვა გავლილ სახელმწიფოთა მიერ შედეგთა დოკუმენტის მხარდაჭერილ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
უნივერსალური გადახედვის შედეგთა (მათ შორის დასკვნებისა და რეკომენდაციების, ასვე ნებაყოფლობითი განცხადებების და დაპირებების) შესრულებაზე პასუხისმგებლობა ძირითადად გადახედვა გავლილ სახელმწიფოს ეკისრება. ამასთანავე, 5/1 რეზოლუციის თანახმად, სხვა შესაბამის მხარეებს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს წვლილის შეტანა შეუძლიათ მათ იმპლემენტაციაში. საერთაშორისო თანამეგობრობა სახელმწიფოებს ეხმარება გადახედვის შედეგთა შესრულებაში. აღნიშნული დახმარება გამოიხატება შესაძლებლობათა გაზრდაში და ტექნიკურ დახმარებაში, რაც ქვეყნებთან შეთანხმებით და მათი თანხმობით ხორციელდება.
გადახედვის შემდგომი ციკლი ძირითადად დაეთმობა თითოეული სახელმწიფოს მიერ რეკომენდაციათა შესრულების შეფასებას. შესაბამისად, საბჭო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია განიხილოს უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმთან თანამშრომლბაზე სისტემატურად უარის თქმის შემთხვევები. ეს მაშინ ხდება, როდესაც საბჭო ამოწურავს მასთან თანამშრომლობაზე სახელმწიფოს დაყოლიების ყველა შესაძლებლობას.
როგორ ვითანამშრომლოთ უნივერსალური პერიოდულიგადახედვის მექანიზმთან
სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმის სხვადასხვა ეტაპებზე, კერძოდ, გადახედვისათვის ინფორმაციის მომზადებით, გადახედვის პროცესზე დასწრებით, უნივერსალური პერიოდული გადახედვის შედეგად მიღებულ დასკვნათა და რეკომენდაციათა შესასრულებლად შემდგომი ნაბიჯების გადადგმით.
ა. სახელმწიფოსთან მუშაობა ეროვნული ანგარიშის მოსამზადებლად
5/1 რეზოლუცია მოუწოდებს სახელმწიფოებს გადახედვისათვის საჭირო ინფორმაცია მოამზადონ ყველა შესაბამის მხარესთან ფართო, ეროვნული კონსულტაციების გამართვის მეშვეობით.
დღეისათვის უნივერსალური პერიოდული გადახედვის გამოცდილება მოიცავს უამრავ დადებით მაგალითს, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ სახელმწიფოებმა და სხვა ადგილობრივმა მოთამაშეებმა ეროვნული ანგარიშების შემუშავების პროცესში.
სახელმწიფო ინფორმაციის (ეროვნული ანგარიშის)მომზადებაში წვლილის შეტანა
2008 წლის მაისში, შვეიცარიის გადახედვისათვის მიძღვნილი უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამუშაო ჯგუფის მეორე სესის წინმსწრებად 32 შვეიცარიაში ბაზირებული არასამთავრობო ორგანიზაცია შეიკრიბა სხვა მხარეთა ინფორმაციის შედგენის კოორდინაციის მიზნით. სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (Amnesty International-ის შვეიცარიის განყოფილება, Humanrights.ch-ი და CODAP-ი) კოორდინაციით არასამთავრობოთა კოალიციამ მოამზადა ინფორმაციის პროექტი და გადაუგზავნა შვეიცარიის მთავრობას.
შვეიცარიის ფედერალურმა მთავრობამ უნივერსალური პერიოდული გადახედვისათვის მომზადებული ეროვნული ანგარიშის პროექტი გადაუგზავნა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალოციას და მოიპატიჟა მისი წევრები მთავრობასთან ერთად ანგარიშის ერთ დღიანი განხილვის შეხვედრაზე. შეხვედრაზე კოალიციამ წარმოადგინა შინაარსობრივი კომენტარები და რეკომენდაციები სამთავრობო ანგარიშთან დაკავშირებით. შედეგად, კოალიციის შენიშვნათა გარკვეული ნაწილი გათვალისწინებულ იქნა უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმისათვის წარდგენილ სამთავრობო ანგარიშში. მთავრობამ თავის ანგარიშში ასევე ცალკე თავი მიუძღვნა კოალიციის მიერ წამოწეულ პრობლემურ საკითხებზე პასუხის გასაცემად. |
ბ. სხვა მხარეთა მიერ წარდგენილი ინფორმაცია
5/1 რეზოლუციის შესაბამისად, სხვა მხარეებს ასევე შეუძლიათ წარმოადგინონ ინფორმაცია განხილვის ქვეშ მყოფი ქვეყნის შესახებ სხვა მხარეთა მიერ წარდგენილი ინფორმაციის მოკლე ანოტაციისათვის, რომელსაც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ამზადებს.
სხვა მხარეთა ინფორმაცია უნდა მოიცავდეს განხილვის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს შესახებ მნიშვნელოვან და სარწმუნო ფაქტებს.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სხვა მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანოტაციაში მიუთითებს ინფორმაციის წარმდგენ ყველა მხარეს. სხვა მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია ორიგინალური ვერსიით ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის უნივერსალური პერიოდული გადახედვის სექციაში.
სხვა ხარეთა ინფორმაციის მომზადება და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისათვის მისი მიწოდება
ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფმა (ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინდონეზიელ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ), 2008 წლის აპრილის თვეში ინდონეზიის გადახედვისადმი მიძღვნილი უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამუშაო ჯგუფის პირველ სესიაზე წარმოადგინა “სხვა მხარეთა” ინფორმაცია.
ინფორმაციის მომზადებისას ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფმა მოიპატიჟა სხვადასხვა თემატურ საკითხებზე მომუშავე რიგი ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციები უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმის განხილვის და წარსადგენი ინფორმაციის შინაარსის და სტრუქტურის შემუშავენის მიზნით. შეხვედრის შემდეგ თითოეულ არასამთავრობო ორგანიზაციას დაევალა მისი სპეციალიზაციის თემატიკაზე ინფორმაციის მომზადება. თავად ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფმა აიღო პასუხოსმგებლობა ინფორმაციის ერთ დოკუმენტში გაერთიანებასა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამდივნოსათვის ინფორმაციის გადაგზავნაზე.
ინდონეზიის ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფმა ასევე ითანამშრომლა Komnas HAM-თან, ინდონეზიის ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტთან და სხვა მხარეთა ინფორმაციის გაეროსათვის წარსადგენად დიალოგი გამართა ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. |
წარსადგენი ინფორმაციის ფორმატი
სხვა მხარეებმა უნდა წარუდგინონ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს ინფორმაცია, რომელიც:
მიყვება უნივერსალური პერიოდული გადახედვისათვის ინფორმაციის მომზადების ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპებით გაწერილ ფორმატს (საბჭოს 6/102 გადაწყვეტილების შესაბამისად);
არ არის 5 გვერდზე გრძელი, ან არ არის 10 გვერდზე მეტი, თუ სხვა მხა• რეთა დიდი კოალიციის მიერაა მომზადებული;
მოიცავს მაქსიმუმ ოთხი წლის პერიოდს;
დაწერილია გაერთიანებული ერების ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე (უმჯობესია ინგლისურად, ფრანგულად ან ესპანურად);
შეიცავს ერთპარაგრაფიან განმარტებას ინფორმაციის მომწოდებელი მხარის მიზნებისა და სამუშაოს შესახებ;
ვორდის ფორმატშია, პარაგრაფები და გვერდები დანომრილი აქვს;
მოიცავს შესავალ ნაწილს, სადაც ინფორმაციის ანოტაციაა მოცემული;
ხაზგასმით მიანიშნებს ძირითად თემატურ სიტყვებზე (მაგალითად, ოჯახური ძალადობა);
არ იმეორებს სახელშეკრულებო ორგანოთა და სპეციალურ პროცედურათა დაკვირვებებს და რეკომენდაციებს, თუმცა შესაძლოა მიანიშნებდეს მათი იმპლემენტაციის შესახებ6;
არ აკეთებს სხვა ორგანიზაციების ანგარიშების ციტირებას ან დანართებად დართვას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
ანგარიში, რომელიც 5-20 გვერდის ლიმიტს სცდება, არ იქნება განხილუ•ლი;
გაერთიანებული ერების ექვსი ოფიციალური ენის გარდა სხვა ენებზე მიღებული ანგარიში არ იქნება განხილული;
დათქმული ვადების შემდეგ წარმოდგენილი ანგარიში არ იქნება მიღებული;
შეურაცხმყოფელი გამონათქვამების შემცველი ანგარიშები (მაგალითად, რასისტული ან ძალადობრივი გამონათქვამები) არ იქნება განხილული.
i სამუშაო ჯგუფისათვის ანგარიშთთა წარდგენის ვადების შესამოწმებლად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უნდა რეგულარულად ამოწმებდნენ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის უნივერსალური პერიოდული გადახედვის სექციას. როგორც წესი, სხვა მხარეთა ინფორმაცია სამუშაო ჯგუფს უნდა მიეწოდოს მის სესიამდე შვიდი თვით ადრე.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებსაც სურთ წარმოადგინონ ანგარიშები ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ სხვა მხარეთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანოტაციაში გასათვალისწინებლად, უნდა გამოგზავნონ ინფორმაცია შემდეგ ელ-მისამართზე: UPRsubmissions@ohchr.org.
მართალია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის არ არის რეკომენდირებული ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სამდივნოსათვის თავისი ანგარიშების გამოგზავნა ფოსტით ან ფაქსით, ელ-ფოსტის მოხმარებაში ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში მათ შეუძლიათ ანგარიში გამოაგზავნონ ფაქსის შემდეგ ნომერზე: +41 (0) 22 917 90 11.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ასევე რეკომენდირებულია სხვა მხარეთა მიერ ინფორმაციის წარდგენის ტექნიკური სახელმძღვანელოს გაცნობა. |
გ. უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამუშაო ჯგუფისსხდომებზე დასწრება
ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკრედიტაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამუშაო ჯგუფის სხდომებზე დასწრება, მაგრამ არ შეუძლიათ ზეპირი განცხადებების გაკეთება სხდომათა მიმდინარეობისას
i უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამუშაო ჯგუფის სხდომებზე დასასწრებად აკრედიტაციის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე. |
საინფორმაციო სესიები
ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამუშაო ჯგუფის სხდომებზე დასწრების აკრედიტაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ გამართონ საინფორმაციო სხდომები. მსგავსი ღონისძიების ჩატარებით დაინტერესებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა მიმართონ უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამდივნოს.
დ. ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომებზე დასწრება
ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკრედიტაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ ადამიანის უფლებათა საბჭოს იმ სხდომებზე დასწრება, რომელთა მიმდინარეობისას ხდება უნივერსალური პერიოდული გადახედვის შედეგთა დოკუმენტების განხილვა და დამტკიცება.
ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ საშუალება გააკეთონ მოკლე ზოგადი კომენტარები ადამიანის უფლებათა საბჭოს შედეგთა დოკუმენტების შესახებ.
ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიებზე დასასწრები აკრედიტაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს V თავი (ადამიანის უფლებათა საბჭო). |
ე. გადახედვის შედეგთა შემდგომი ქმედება
5/1 რეზოლუციის თანახმად, ძირითადად სახელმწიფოები არიან პასუხისმგებელნი მათ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გადახედვის შედეგთა (მათ შორის დასკვნებისა და რეკომენდაციების, ნებაყოფლობითი განცხადებების და დაპირებების) შესრულებაზე. 5/1 რეზოლუცია ასევე აღნიშნავს, რომ სხვა მხარეებს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქვთ ფუნქცია შედეგთა განხორციელების პროცესში.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო წრეებს, მას-მედიას, პროფესიულ კავშირებს რიგი ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ უნივერსალური პერიოდული გადახედვის შედეგთა განხორციელების ხელშესაწყობად, კერძოდ:
ითანამშრომლონ ეროვნულ უწყებებთან (მთავრობის, პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების ჩათვლით) სახელმწიფოსათვის მისი მოვალეობების შესრულებათი ხელშეწყობის მიზნით; სამოქალაქო საზოგადოება ხშირად დიდ როლს თამაშობს ეროვნული კანონმდებლობის რეფორმირების და ეროვნული პოლიტიკის ემუშავების ლობირებაში. მას ასევე შეუძლია გამოიყენოს უნივერსალური პერიოდული გადახედვის შედეგები სახელმწიფო უწყებებთან დიალოგის გასამართად და თავისი სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად;
მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და უნივერსალური პერიოდული გადახედვის შედეგების განსახორციელებლად ადგილობრივად განხორციელებულ ქმედებებს;
პოპულარიზაცია გაუწიონ უნივერსალური პერიოდული გადახედვის იდეას, სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ შედეგებს და თუ, როგორ შეიძლება შედეგთა გამოყენება ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამისგაკეთება შეიძლება თემატური დისკუსიების, მრგვალი მაგიდების, სემინარების ორგანიზებით, უნივერსალური პერიოდული გადახედვის შედეგთა თარგმნით და გამოქვეყნებით და ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებთან და მედიასთან თანამშრომლობით;
უნივერსალური პერიოდული გადახედვის შემდგომი ქმედება
უნივერსალური პერიოდული გადახედვის სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ანგარიშის საპასუხო ნაბიჯები
სამუშაო ჯგუფის მიერ 2008 წლის აპრილში ბრაზილიის ანგარიშის განხილვის და მიღების შემდეგ ბრაზილიურმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ - კონექტასმა - გადადგა შემდეგი ნაბიჯები:
ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული უნივერსალური პერიოდული გადახედვის ანგარიშის საპასუხო ნაბიჯები
ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ბრაზილიაზე საბოლოო ანგარიშის მიღების შემდეგ კონექტასმა გადადგა შემდეგი ნაბიჯები:
კონექტასი ასევე უზიარებს საკუთარ გამოცდილებას პარტნიორ ორგანიზაციებს არგენტინაში, პერუში, ფილიპინებსა და სამხრეთ აფრიკაში ამ ქვეყნებში გადახედვის პროცესის ხელშესაწყობად. |
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელთ არსებულირესურსები
უნივერსალური პერიოდული გადახედვის ვებ-გვერდი
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ გვერდის უნივერსალური პერიოდული გადახედვის სექცია ამ უკანასკნელზე და სამუშაო ჯგუფის სესიების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
ადამიანის უფლებათა საბჭოს ვებ-გვერდი
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რეგულარულად უნდა ეწვიონ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის ადამიანის უფლებათა საბჭოს სექციას განახლებადი ინფორმაციის მისაღებად საბჭოს და მისი სხდომების ჩატარების შესახებ. სესიებთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორც წესი ყოველი რეგულარული სხდომის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე არის განთავსებული ვებ-გვერდზე.
ექსტრანეტი
ექსტრანეტი მიბმულია ადამიანის უფლებათა საბჭოს ვებ-გვერდთან. იგი შეიცავს უნივერსალური პერიოდული გადახედვის ვებ-სექციას, სადაც განთავსებულია სამუშაო ჯგუფის სესიებთან დაგავშირებული ინფორმაცია:
სახელმწიფოები, რომელთა გადახედვა მოხდება სესიების მიმდინარეობისას;
გადახედისათვის საბაზისო დოკუმენტაცია;
კითხვები, რომლებიც გადახედვის ქვეშ მყოფ ქვეყანას დაესვა სხვა ქვეყნების მხრიდან გადახედვის დაწყებამდე;
წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების მიერ გადახედვისას გაკეთებული ზეპირი განცხადებები;
სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული შედეგთა დოკუმენტები.
i ექსტრანეტზე შესვლა შესაძლებელია პაროლის გამოყენებით, რომლის მისაღებად უნდა შეავსოთ ელექტრონულად ხელმისაწვდომი სააპლიკაციო ფორმა. ამის შემდეგ ელ-ფოსტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ სამომხმარებლო სახელს და პაროლს. |
ვებ-ტრანსლიაცია
სამუშაო ჯგუფის სესიების პირდაპირი ტრანსლიაციის ხილვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა საბჭოს ვებ-გვერდზე. იგი ასევე მოიცავს წინა სესიათა არქივს. ტრანსლიაციათა სახილველად უნდა გადმოტვირთოთ სპეციალური პროგრამა.
i ვებ-ტრანსლიაციის სერვისი ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდის ადამიანის უფლებათა საბჭოს სექციაში. |
____________________
1. იხილეთ ადამიანის უფლებათა საბჭოს 6/17 რეზოლუცია.
2. იხილეთ „უნივერსალური პერიოდული გადახედვის პროცესის მოდალობა და პრაქტიკა“ (A/HRC/PRSB/1).
3. განხილვის ქვეშ მყოფ ქვეყანას უფლება აქვს მოითხოვოს, რომ სამიდან ერთი იყოს შერჩეული მისი რეგიონალური ჯგუფიდან და ასევე შეუძლია მოითხოვოს ერთხელ ერთი წევრის შეცვლა. ტროიკის წევრს ასევე აქვს უფლება კონკრეტული ქვეყნის განხილვის პროცესზე არ გასწიოს მომხსენებლის საქმიანობა.
4. აღნიშნული კითხვები/საკითხები ეგზავნება ტროიკას და ძირითადად უნდა ეფუძვნებოდეს განხილვის წინამდებარე სამ დოკუმენტს.
5. აღნიშნულის განხორციელებისას ტროიკა არანაირი ფორმით არ უნდა შეცვალოს კითხვათა/საკითხთა მნიშვნელობა და თავი უნდა შეიკავოს კითხვათა/საკითხთა შეფასებისა ან განხილვის ქვეშ მყოფ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა არსებული მდგომარეობის შეფასებისაგან.
6. სახელშეკრულებო ორგანოთა და სპეციალური პროცედურების დაკვირვებების და რეკომენდაციების ანოტაცია მოცემულია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ მომზადებულ გაერთიანებული ერების ინფორმაციაში.
![]() |
11 VIII. ადამიანის უფლებათა დარღვევის ბრალდებით საჩივრის წარდგენა |
▲ზევით დაბრუნება |
გასაჩივრების პროცედურის მოკლე მიმოხილვა
რას წარმოადგენს იგი?
ადამიანის უფლებების დარღვევათა გასაჩივრების მექანიზმის მეშვეობით შესაძლებელია შესაძლო დარღვევათა ფაქტების გაეროს ყურადღებამდე მიტანა. არსებობს ასეთი სამი მექანიზმი:
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებათა დარღვევასთან დაკავშირებული ინდივიდუალური საჩივრები (პეტიციები);
ინდივიდუალური კომუნიკაცია ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების მექანიზმებთან;
ადამიანის უფლებათა საბჭოს გასაჩივრების პროცედურა.
როგორ ფუნქციონირებენ აღნიშნული მექანიზმები?
თითოეულ პროცედურას საკუთარი მოთხოვნები, უპირატესი და ნაკლოვანი მხარეები აქვს. აღნიშნულის საფუძვლიანი გააზრებაა საჭირო საჩივრის შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე:
ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ინდივიდუალური საჩივრების წარდგენა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ხუთი (მომავალში შვიდი) საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად;
ინდივიდუალური კომუნიკაციები ადამიანის უფლებათა საბჭოს თემატური და გეოგრაფიული მანდატების შესაბამისად ოპერირებს;
საბჭოს გასაჩივრების პროცედურა მიმართულია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ადამიანის უფლებათა ნებისმიერი სახის სერიოზული და მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ.
როგორ დავუკავშირდეთ და ვითანამშრომლოთ გასაჩივრების მექანიზმებთან?
სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში მისი სტატუსის მიუხედავად, შეუძლია დაუკავშირდეს გასაჩივრების მექანიზმებს მათი სპეციფიკური მოთხოვნების დაცვით. თითოეულ ზემოაღნიშნულ მექანიზმს შეიძლება გაეგზავნოს ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ საჩივარი ან თავად დარღვევის მსხვერპლის, ან მისი სახელით მესამე მხარის მიერ. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხშირად შეუძლიათ დიდი დახმარება გაუწიონ დაზარალებულთ საჩივრის მომზადებაში და წარდგენაში. ამასთანავე, ყველა, ვინც საჩივარს წარადგენს სხვა პირის მაგივრად, უნდა უზრუნველყოს მსხვერპლისგან ქმედებაზე თანხმობის მიღება და ასევე, ინდივიდის ინფორმირება გასაჩივრების შესაძლო შედეგების შესახებ. საჭიროა თითოეული პროცედურის მოთხოვნების დეტალურად მიდევნება, რათა უზრუნველყოფილ იქნას საჩივრის მიღება შესაბამისი პროცედურების მიერ.
ადამიანის უფლებათა გასაჩივრების მექანიზმების ძირითადისაკონტაქტო დეტალები
საჩივრები სახელშეკრულებო ორგანოთა მიხედვით
(ადამიანის უფლებათა კომიტეტს, წამების წინააღმდეგ კომიტეტს, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტს)
პეტიციათა ჯგუფი
Petitions Team
სპეციალურ პროცედურათა განყოფილება
ადამიანის უფლებათა საბჭოს გასაჩივრების მექანიზმი |
რას წარმოადგენს გასაჩივრების მექანიზმები?
გაეროს სისტემა მეტწილად სახელმწიფოთა მოვალეობებზეა ფოკუსირებული და მთავრობათა დონეზე ფუნქციონირებს. ამასთანავე, გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემა ასევე ითვალისწინებს ინდივიდებსა და ჯგუფებზე გათვლილ პროცედურებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი ხდება გაეროს ქმედების განხორციელება მათთვის საჭირბოროტო ადამიანის უფლებათა საკითხების საპასუხოდ. აღნინულ პროცედურებს ადამიანის უფლებათა გასაჩივრების მექანიზმები ქვია.
ამ პროცედურათა მეშვეობით ინდივიდებს შეუძლიათ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ გაერომდე ინფორმაციის მიტანა; მთელი მსოფლიოდან ათასობით ადამიანი ყოველწლიურად მიმართავს ამ მექანიზმებს.
ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევების შესახებ ინფორმაციის განცხადება შესაძლებელია შემდეგი მექანიზმების მეშვეობით;
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებები (პეტიციები);
ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურები;
ადამიანის უფლებათა საბჭოს გასაჩივრების პროცედურა.
გარკვეულ ვითარებაში შესაძლებელია ამ პროცედურათა ერთდროული გამოყენება.
როგორ ფუნქციონირებს გასაჩივრების პროცედურები?
ძალიან მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ, თუ რომელი მექანიზმის გამოყენებაა მიზანშეწონილი თითოეული შემთხვევის საპასუხოდ. თითოეულ პროცედურას თავისი ძლიერი მხარე, მოთხოვნები და ლიმიტაცია გააჩნია. გადაწყვეტილება მსხვერპლ(ებ)ის და საჩივრის წარმდგენი ინდივიდ(ებ)ის ან ჯგუფ(ებ)ის ინტერესთა გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული.
ა. ინდივიდუალური საჩივრები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად
სახელშეკრულებო ორგანოებიდან შვიდს აქვს მანდატი განიხილოს ინდივიდუალური პირებისაგან მიღებული საჩივრები:
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის პირველი ფაკულტატური ოქმის შესაბამისად;
წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციის 22-ე მუხლის შესაბამისად;
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის ფაკულტატური ოქმის შესაბამისად (აღნიშნული კონვენცია ასევე იძლევა ინდივიდთა ჯგუფის მხრიდან კომუნიკაციის შესაძლებლობას);
რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისად (აღნიშნული კონვენცია ასევე იძლევა ინდივიდთა ჯგუფის მხრიდან კომუნიკაციის შესაძლებლობას);
ყველა მიგრანტი მუშის და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციის 77-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული დებულება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც 10 ქვეყანა გააკეთებს დეკლარაციას მის აღიარებასთან დაკავშირებით1.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის ფაკულტატური ოქმის შესაბამისად (აღნიშნული კონვენცია ასევე იძლევა ინდივიდთა ჯგუფის მხრიდან კომუნიკაციის შესაძლებლობას);
იძულებითი გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის საერთაშორისო კონვენციის 31-ე მუხლის შესაბამისად (2008 წლის სექტემბრის მდგომარეობით კონვენცია არ იყო ძალაში შესული).
ფაკულტატური ოქმის2 ძალაში შესვლის შემდეგ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის შესაბამისად ასევე იქნება შესაძლებელი საჩივრის პროცედურის ამოქმედება.
ძლიერი მხარეები
სახელშეკრულებო ორგანოში ინდივიდუალური საჩივრის წარდგენის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ხელშეკრულების (მათ შორის გასაჩივრების პროცედურის აღიარებაზე) ხელისმომწერი სახელმწიფო თავის თავზე იღებს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულების დებულებები, მათ შორის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მსხვერპლი უზრუნველყოს ეფექტური სამართლებრივი მისაგებლით. შესაბამისი სახელშეკრულებო ორგანო ინდივიდუალური საჩივრის მიღების შემდეგ განსაზღვრავს, თუ იქნა დარღვეული ხელშეკრულებით დაცული უფლება. სახელმწიფო ვალდებულია განახორციელოს სახელშეკრულებო ორგანოს დასკვნ(ებ)ის შესაბამისი ქმედება;
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოებს საქმის ბოლომდე შესწავლამდე შეუძლიათ მიიღონ შუალედური ზომები ისეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც საჭიროა სასწრაფო რეაგირება. შუალედური ზომები ძალაში რჩება საკითხზე სახელშეკრულებო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოთა გადაწყვეტილებები შეიძლება გასცდეს ინდივიდუალურ შემთხვევაზე რეაგირების ფარგლებს და მიიღოს პროაქტიული სახელმძღვანელო პრინციპების ფორმა მომავალში მსგავსი დარღვევის პრევენციის მიზნით;
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოებს ასევე შეუძლიათ იმ ინდივიდუალურ საჩივართა განხილვა, რომლებსაც განიხილავდნენ სპეციალური პროცედურები.
სპეციალური მოთხოვნები და შეზღუდვები
საჩივრის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ერთ-ერთი ხელშეკრულების (რომელიც ითვალისწინებს გასაჩივრების პროცედურას) დებულებებს;
სახელმწიფო, სადაც მოხდა შესაძლო სამართალდარღვევა, უნდა იყოს ხელშეკრულების მხარე სახელმწიფო და რატიფიცირებული ან აღიარებული უნდა ქონდეს ინდივიდუალური გასაჩივრების პროცედურის შემცველი ფაკულტატური ოქმი ან ხელშეკრულების შესაბამისი მუხლი);
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოსათვის ინდივიდუალური საჩივრის წარდგენისას დაცულ უნდა იქნას რიგი მოთხოვნები, მათ შორის უნდა მოპოვებულ იქნას მსხვერპლის თანხმობა ან ავტორიზაცია. საჩივარი არ მიიღება, თუ მოთხოვნათა ნაწილი არ არის შესრულებული;
რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის შესაბამისი საჩივარი უნდა იქნეს წარდგენილი აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის ფარგლებში;
სახელშეკრულებო ორგანოებისათვის საჩივრის წარდგენამდე ამოწურულ უნდა იქნეს ყველა შიდაეროვნული სამართლებრივი პროცედურა (სახელმწიფოს გადაწყვეტილება მსხვერპლს უნდა უზრუნველყოფდეს ადექვატური სამართლებრივი მისაგებელით);
საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საშუალოდ ორ-სამ წელიწადში ხდება;
როგორც წესი, ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოთა სახელზე წარდგენილი საჩივარი არ უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფართოდგავრცელებულ ტენდენციას;
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოები არ განიხილავენ საჩივარს, რომელიც განიხილება სხვა საერთაშორისო ან რეგიონალური ადამიანის უფლებათა პროცედურის მიერ3.
i ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს IV თავი (ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოები). |
ბ. სპეციალური პროცედურების შესაბამისი კომუნიკაცია
სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა ინდივიდუალურ ან დარღვევათა ტენდენციების შემცველ საჩივრებზე მუშაობა. ყველა ინდივიდს, ან კერძო პირთა სახელით მოქმედ ადამიანებს ან ჯგუფებს შეუძლიათ საჩივრის წარდგენა იმ სპეციალურ პროცედურათა წინაშე, რომელთა მანდატიც იძლევა კომუნიკაციის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ სამართლის მაძიებელ ინდივიდებს.
ძლიერი მხარეები
სპეციალურ პროცედურათა გასაჩივრების მექანიზმები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური საჩივრების და ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევების ტენდენციათა საპასუხო რეაგირებისათვის;
მათი გამოყენება შესაძლებელია სასწრაფო რეაგირების საჭიროების შემთხვევებში, რამდენადაც მათ აქვთ სასწრაფო ან პრევენციული რეაგირების შესაძლებლობა (სასწრაფო მიმართვა);
სარჩელის წარდგენა შესაძლებელია მაშინაც კი, თუ სახელმწიფოს არ აქვს ხელმოწერილი შესაბამისი ხელშეკრულება;
არ არის აუცილებელი პროცედურის გამოყენებამდე შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების ამოწურვა;
კომუნიკაცია აუცილებლად მსხვერპლის მხრიდან არ უნდა იყოს მიღებული, თუმცა ინფორმაციის წყარო სანდო უნდა იყოს;
საჩივრის წარდგენა ერთდროულადაა შესაძლებელი ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოში და სპეციალურ პროცედურაში (შესაბამისი მანდატის არსებობის შემთხვევაში).
შეზღუდვები
უნდა არსებობდეს შესაბამისი სპეციალური პროცედურა, რომელიც ფარავს კონკრეტულ საკითხს ან ქვეყანას (სპეციალური პროცედურის ყველა მანდატის მფლობელი არ არის უფლებამოსილი განიხილოს ინდივიდუალური საჩივრები);
სპეციალური პროცედურები სამართლებრივ პასუცისმგებლობას ვერ აკისრებენ სახელმწიფოებს: სწორედ თითოეული სახელმწიფოს პრეროგატივაა გაიზიაროს სპეციალურ პროცედურათა მანდატის მფლობელთა რეკომენდაციები;
პროცედურები განსხვავდება მანდატთა შესაბამისად.
i სპეციალურ პროცედურათა შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს VI თავი (სპეციალური პროცედურები). |
გ. ადამიანის უფლებათა საბჭოს გასაჩივრების პროცედურა
საჩივრის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ პირს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლად თვლის თავს, აგრეთვე ნებისმიერ პირს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ფლობს საიმედო ინფორმაციას მსგავსი დარღვევების შესახებ. საბჭოს გასაჩივრების პროცედურა გასაჩივრების ერთადერთი უნივერსალური მექანიზმია, რომელიც მოიცავს ყველა ქვეყანაში ყველა უფლებასა და ძირითად თავისუფლებას.
საბჭოს მანდატის შესაბამისი კომუნიკაცია არ არის შეზღუდული კონკრეტული ქვეყნის მიერ ხელშეკრულების აღიარებასა და სპეციალური პროცედურის შესაბამისი მანდატის არსებობით. საბჭო უფლებამოსილია შეისწავლოს ადამიანის უფლებების სერიოზული, ფაქტებით დადასტურებული, სისტემატური ხასიათის მქონე დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ამასთანავე, პროცედურა არ ითვალისწინებს მსხვერპლთა კომპენსირებას ან ინდივიდუალურ შემთხვევათა საპასუხოდ სამართლებრივი მისაგებელის უზრუნველყოფას.
ძლიერი მხარეები
პროცედურა უფლებამოსილია განიხილოს ყველა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შეზღუდვის ფაქტები. არ არის აუცილებელი კონკრეტული სახელმწიფო იყოს რომელიმე ხელშეკრულების ხელმომწერი;
შეიძლება საჩივრის წარდგენა სახელმწიფოს წინააღმდეგ;
საჩივრის წარდგენა შეუძლია მსხვერპლს, ან მისი სახელით მოქმედთ. ამასთანავე, არ არის საჭირო მსხვერპლის წერილობითი ავტორიზაცია;
მომჩივრებს აუწყებენ სხვადასხვა ეტაპზე გადადგმული ნაბიჯების შესახებ;
საჩივრის განხილვაში მიღების კრიტერიუმები, სხვა მექანიზმებთან შედარებით, ნაკლებად მკაცრია.
შესაძლო შეზღუდვები
პროცედურა საკმაოდ გრძელვადიანია, რამდენადაც ითვალისწინებს რამდენიმე საფეხურის გავლას და, შესაბამისად, არ არის გათვლილი სასწრაფო შემთხვევებზე ადექვატურად რეაგირებაზე;
პროცედურის მიმართვამდე მომჩივანს ამოწურული უნდა ქონდეს ყველა შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი მექანიზმი;
პროცედურა არ ითვალისწინებს სასწრაფო და შუალედური გადაწყვეტილებების მიღებას;
კომუნიკაცია უნდა შეიცავდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფართომასშტაბიან ტენდენციას, რომლის გამო მრავალი და არა ერთი ადამიანის უფლება შეილახა;
პროცედურა კონფიდენციალურია და მის ამოქმედებას თან არ სდევს კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე ფართო საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობა;
ადამიანის უფლებათა სერიოზული და ფართომასშტაბიანი დარღვევის შემთხვევები, რომელთა განხილვა უკვე მოხდა სპეციალური პროცედურების, სახელშეკრულებო ორგანოების ან რეგიონალური შესაბამისი პროცედურების მიერ, საბჭოში განსახილველად არ მიიღება.
i სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად ეხმარებიან უფლებაშელახულ გასაჩივრების პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს V თავი (ადამიანის უფლებათა საბჭო). |
როგორ დავუკავშირდეთ და ვითანამშრომლოთ გასაჩივრებისპროცედურებთან
საჩივრის წარდგენა, თითოეული პროცედურის შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით, შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. თითოეული ზემოაღწერილი გასაჩივრების პროცედურისადმი საჩივრის წარდგენა შეუძლია ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლს ან მისი სახელით მოქმედ მესამე მხარეს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციას.
ადამიანებს თავიანთი პრობლემის გადასაწყვეტად მოამზადონ და წარადგინონ საჩივარი შესაბამის პროცედურაში. ამასთანავე, ყველა, ვინც სხვისი სახელით მოქმედებს, უნდა უზრუნველყონ მსხვერპლთა თანხმობა აღნიშნულ ქმედებაზე და ასევე მათი ინფორმირებულობა შესაძლო შედეგების შესახებ. მაგალითად, როდესაც საჩივარი ეგზავნება სპეციალურ პროცედურას, შესაბამისი მანდატის მფლობელი შეტყობინებას უგზავნის შესაბამის სახელმწიფოს და ასევე აქვეყნებს საჩივრის შესახებ ინფორმაციას თავის საჯარო ანგარიშებში. ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოთათვის საჩივრის წარდგენისას, ეს უკანასკნელი მსხვერპლის ვინაობას აცნობებს შესაბამის სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლი კარგად იყოს ინფორმირებული გასაჩივრების თითოეული მექანიზმის სპეციფიკური პროცედურების შესახებ.
გასაჩივრების მექანიზმთა მიერ სარჩელის მიღების უზრუნველსაყოფად ასევე მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას თითოეული პროცედურის მოთხოვნები.
ა. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისი ინდივიდუალური საჩივრები
საჩივრის წარდგენა შეუძლია ადამიანის უფლებათა დარღვევის შესაძლო მსხვერპლს ან მისი სახელით მოქმედ მესამე მხარეს, მათ შორის ადვოკატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროფესიულ ჯგუფებს. ქვემოთ მიმოხილულია ინდივიდუალურ საჩივართა მოთხოვნები და ძირითადი ელემენტები.
მოთხოვნები
1. რატიფიკაცია სახელმწიფო მხარეთა მიერ
ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ საჩივრის წარდგენა ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოთა წინაშე შესაძლებელია იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ:
რომელიც არის შესაბამისი ხელშეკრულების მხარე (რატიფიკაცია მოახდინა ან სხვა გზით შეუერთდა მოცემულ ხელშეკრულებას); და
რომელმაც ფაკულტატურ ოქმზე ან ხელშეკრულების შესაბამის მუხლზე მიერთებით სცნო შესაბამისი კონვენციის ფარგლებში შექმნილი კომიტეტის კომპეტენცია განიხილოს ფიზიკური პირებისაგან მიღებული საჩივრები.
აღსანიშნავია, რომ რიგმა სახელმწიფოებმა ხელშეკრულებათა ზოგიერთ მუხლებზე გააკეთეს დათქმები (რეზერვაციები), რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს სახელშეკრულებო ორგანოთა კომპეტენცია განიხილონ ზოგიერთი უფლებადარღვევა. ამას უნდა მიექცეს ჯეროვანი ყურადღება კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად კომიტეტებისათვის საჩივრის წარდგენაზე გადაწყვეტილების მიღებისას
2. ინდივიდუალური დარღვევები
სახელშეკრულებო ორგანოთა წინაშე წარდგენილი საჩივრები შეიძლება ეხებოდეს პირის ან რამდენიმე კონკრეტული პირის უფლებათა შელახვას და არა ადამიანის უფლებათა ფართომასშტაბიან დარღვევათა ტენდენციებს.
3. შიდასახელმწიფოებრივი მისაგებელი
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისი ინდივიდუალური საჩივრების წარდგენა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ამოწურულად მიიჩნევა პრობლემის გადაწყვეტის შიდასახელმწიფოებრივი შესაძლებლობები (სასამართლო სისტემის ყველა დონის გამოყენება). თუმცა არსებობს გარკვეული გამონაკლისები ამ წესიდან. თუ ყველა ადგილობრივი საშუალების გამოყენება არაგონივრულად ხანგრძლივი პროცესის მომცველია, ან თუ იგი ერთმნიშვნელოვნად არაეფექტურია, ასეთ შემთხვევებში კომიტეტმა შესაძლოა არ წამოგიყენოთ მოთხოვნა ყველა ადგილობრივი საშუალების ამოწურვის შესახებ. „არაგონივრულად გახანგრძლივებული“ პროცესის ზოგადად განსაზღვრა შეუძლებელია და ასეთი დასკვნის გამოტანა ხდება თითოეული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე.
4. მსხვერპლის სახელით საჩივრის წარმოდგენა
სხვა პირის სახელით საჩივრის წარდგენა შეუძლია ნებიესმიერ პირს, ან ორგანიზაციას. ამასთანავე, ამ უკანასკნელს მიღებული უნდა ქონდეს მსხვერპლის წერილობით თანხმობა in the form of a „power of attorney“ ორ ან „authority to act“.4
5. გასაჩივრების სხვა პროცესები
გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანო ვერ განიხილავს საჩივარს, თუ იგი უკვე განიხილება გაეროს სხვა გასაჩივრების მექანიზმის ან შესაბამისი საერთაშორისო ან რეგიონალური ორგანიზაციის პროცედურის მიერ. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია გაეროს სახელშეკრულებო ორგანოთა მიერ იმ საჩივართა განხილვა, რომლებიც განხილულ და უარყოფილ იქნა ინტერ-ამერიკული ადამიანის უფლებათა სასამართლოს ან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. სპეციალურ პროცედურათათვის გადაგზავნილი საჩივრების წარდგენა ასევეა შესაძლებელი სახელშეკრულებო ორგანოთა წინაშე.
6. საჩივრის ფორმა
მართალია, რეკომენდირებულია საჩივრის აგება შემოთავაზებული მოდელის შესაბამისად (იხილეთ ამ თავის I და II დანართები), საჭირო ინფორმაციის შემცველი ნებისმიერი ფორმის მქონე კომუნიკაცია მისაღებია. კომუნიკაციის წარდგენა აუცილებელია გაეროს სახელშეკრულებო ორგანოთა ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე.
i რას უნდა შეიცავდეს ხელშეკრულებების შესაბამისადწარდგენილი საჩივარი?
როგორც წესი, შეურაცმხყოფელი ლექსიკის შემცველი საჩივარი განხილვაში არ მიიღება. |
7. დროის ლიმიტაცია
რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია ერთადერთი ხელშეკრულებაა, რომელიც აწესებს ფორმალურ ვადას ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევიდან საჩივრის კომიტეტისათვის წარდგენამდე. საჩივარი რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას შეტანილი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვისთანავე. გასაჩივრების დაგვიანებამ შესაძლოა გაართულოს სახემწიფო მხარის მხრიდან ადექვატური პასუხის მიღება და კომიტეტისათვის ძნელი გახადოს ფაქტების ადექვატურად შეფასება. ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელთაც ადგილი ქონდა კონვენციის ძალაში შესვლამდე, განხილვაში არ მიიღება (გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც წარსულში მომხრადი ფაქტები კვლავ ახდენენ გავლენას კონვენციით დაცული უფლებების რეალიზაციაზე). რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის შესაბამისად საჩივარი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების ამოწურვიდან ექვსი თვის ვადაში უნდა იქნას წარდგენილი.
8. სასწრაფო ქმედება
ყველა კომიტეტს აქვს უფლებამოსილება განახორციელოს სასწრაფო ქმედება იმ შემთხვევებთან მიმართებაში, როდესაც საჩივრის განხილვამ დადგენილ ვადებში შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი ზინის მიყენება შესაძლო მსხვერპლისათვის. როგორც წესი, სასწრაფო ქმედება ხორციელდება მაშინ, როცა საქმე გვაქვს სასიკვდილო განაჩენის განხორციელების ან დეპორტაციის შედეგად წამების ალბათობასთან. პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც ითხოვენ სახელშეკრულებო ორგანოთა მხრიდან სასწრაფო ქმედების (შუალედური ზომების) განხორციელებას, საჩივარში გარკვევით უნდა მიუთითონ ეს მოთხოვნა.
9. დელიკატური საკითხები
თუ საჩივარი შეიცავს პირადი ან პერსონალური ხასიათის დელიკატურ ინფორმაციას, შესაძლებელია კომიტეტს ეთხოვოს თავის საჯარო ანგარიშში არ გაამჟღავნოს მსხვერპლის სახელი/ვინაობა.
პროცედურის ელემენტები
თუ საჩივარი ზემოჩამოთვლილ ინფრმაციას შეიცავს, იგი ფორმალურად მიიღება განხილვაში (ხდება მისი რეგისტრაცია) ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოეს მიერ.
ამ ეტაპზე საქმე გადაეგზავნება შესაბამის სახელმწიფოს, რათა მას საშუალება მიეცეს მოამზადოს საკუთარი შენიშვნები. სახელმწიფოს მხარის კომენტარების მიღების შემდეგ, მომჩივანს ეძლევა შესაძლებლობა კომენტარი გააკეთოს სახელმწიფოს მხარის პოზიციაზე. ამ ეტაპზე საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სახელშეკრულებო ორგანომ. თუ მრავალგზისი შეხსენების მიუხედავად, სახელმწიფო არ გააკეთებს თავის კომენტარებს, სახელშეკრულებო ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
სახელშეკრულებო ორგანოთა მიერ საჩივრის განხილვის ორი მთავარი ეტაპი ცნობილია, როგორც „მიღების“ და „შეფასების“ ეტაპები. საქმის „მიღების“ ეტაპზე ხდება შეფასება, თუ რამდენად აკმაყოფილებს საჩივარი ოფიციალურ მოთხოვნებს სახელშეკრულებო ორგანოთა მიერ მის განსახილველად. საქმის „შეფასება“ ხდება მისი არსიდან გამომდინარე, რის საფუძველზეც კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას დაირღვა თუ არა კონვენციით გათვალისწინებული უფლებები. ეს ორი ეტაპი ურთიერთგანუყოფელია, თუმცა მათი განცალკევება შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს კონკრეტული მხარე სახელმწიფოს მიერ. პირველი ეტაპის გავლის გარეშე კომიტეტები ვერ დაიწყებენ საჩივრის განხილვას.
ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოები თითოეულ საჩივარს დახურული სხდომების მიმდინარეობისას განიხილავენ. როგორც კი ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანო მიიღებს საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, იგი ერთდროულად ეგზავნება მომჩივანს და მხარე სახელმწიფოს. როდესაც სახელშეკრულებო ორგანო იღებს დადებით გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ, იგი, როგორც წესი, ასევე მიუთითებს სამართალგების საჭირო ქმედებაზე და სახელმწიფო მხარისაგან დროის გარკვეულ მონაკვეთში (ექვსი თვის ვადაში) სთხოვს დეტალურ ინფორმაციას კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი ზომების გატარების შესახებ.
სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე (ადამიანის უფლებათა დარღვევის აღიარება, ან საჩივრის განხილვაში მიღებაზე უარის თქმა) განთავსებულია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე, როგორც სახელშეკრულებო ორგანოთა იურისპუდენციის ნაწილი.
ბ. კომუნიკაცია სპეციალურ პროცედურებთან
სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა ინდივიდუალურ ან ადამიანის უფლებათა დარღვევათა ფართომასშტაბიანი ტენდენციების შემცველ საჩივრებზე მუშაობა. ყველა ინდივიდს, ან კერძო პირთა სახელით მოქმედ ადამიანებს ან ჯგუფებს შეუძლიათ საჩივრის წარდგენა იმ სპეციალურ პროცედურათა წინაშე, რომელთა მანდატიც იძლევა კომუნიკაციის შესაძლებლობას.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად დიდ დახმარებას უწევენ ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთ მათი უფლებების დაცვაში. ინდივიდები ან ორგანიზაციები, რომელთაც სურთ სპეციალურ პროცედურებში საჩივრის წარდგენა, უნდა გადაამოწმონ თუ არსებობს სპეციალურ პროცედურათა შესაბამისი თემატური ან ქვეყნის მანდატი. ისინი ასევე უნდა გაეცნონ კომუნიკაციის მიღების კრიტერიუმებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საჩივრის წარმოსადგენად. ძირითადად, სამუშაო ჯგუფს უკანონო დაკავების და სამუშაო ჯგუფს იძულებითი გაუჩინარების შესახებ აქვთ სხვა მანდატის მფლობელთაგან საჩივრების მიღების განსხვავებული მოთხოვნები.
ინდივიდუალური შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ სპეციალური პროცედურის მანდატის მფლობელი თავად იღებს გადაწყვეტილებას საკითხის გადაწყვეტაში ჩართვის შესახებ. გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მანდატის მფლობელის მიერ შეტყობინების შესახებ შემუშავებულ კრიტერიუმებზე და უნდა შეესაბამებოდეს სპეციალურ პროცედურათა მანდატის მფლობელთა ქცევის კოდექსს. კრიტერიუმები ზოგადად შემდეგს მოიცავს:
წყაროს სანდოობა, რომელიც მხოლოდ მედიის ანგარიშებს არ უნდა ეყრდნობოდეს;
მიღებული ინფორმაციის სრულფასოვნება, რომელსაც არ უნდა ქონდეს პოლიტიკური მოტივაციის საფუძველი;
წარმოდგენილი დეტალები;
მანდატის ფარგლები.
დარღვევათა შესახებ მიღებული ინფორმაციის გაანალიზების ხელშესაწყობად ინტერნეტში ხელმისაწვდომია რამდენიმე მანდატის მფლობელის მიერ შემუშავებული კითხვარი (იხილეთ ქვემოთ), რომლის გამოყენებაც რეკომენდირებულია საჩივრის წარმდგენი პირების ან ორგანიზაციებისათვის. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კომუნიკაცია პირების ან ორგანიზაციების მხრიდან მაშინაც მიიღება, როცა შეტყობინებები არ მისდევს კითხვარის ფორმატს. შეტყობინებათა ავტორებს მოუწოდებენ რეგულარულად გამოაგზავნონ მათ მიერ წარმოდგენილ ფაქტთა შესახებ განახლებადი ინფორმაცია.
როცა სპეციალური პროცედურის მანდატის მფლობელი იღებს სარწმუნო ინფორმაციას ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის შესახებ, მას შეუძლია გააგზავნოს შეტყობინება საჩივრის შესახებ განმარტების, ინფორმაციის, კომენტარებისა და პრევენციული ან საგამოძიებო ზომების მიღების მოთხოვნით. შეტყობინება ჩვეულებრივ იღებს ან „სასწრაფო მიმართვის“ ან „საჩივრის წერილის“ ფორმას. შეტყობინება სათანადო ქვეყნის მთავრობას გადაეცემა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საშუალებით. კომუნიკაციის მეშვეობით მანდატის მფლობელი სთხოვს ქვეყნის მთავრობას წარმოადგინოს ინფორმაცია კონკრეტულ საკითხზე და/ან სამართალგების ადექვატურ ზომებზე. მანდატის მფლობელებს ასევე შეუძლიათ მოითხოვონ მთავრობისაგან ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული გამოძიებების და განხორციელებული ქმედებების შესახებ.
i რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს სპეციალურიპროცედურებისათვის წარდგენილი შეტყობინება?
|
i სად უნდა გაიგზავნოს სპეციალურ პროცედურათათვისგანკუთვნილი საჩივრები?
Special Procedures Division ელ-ფოსტა: urgent-acion@ohchr.org სასურველია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ელ-ფოსტის ან ფაქსის თავფურცელზე, ან კონვერტზე მიუთითონ სპეციალური პროცედურის სახელი, რომელთანაც დაკავშირება სურთ. რამდენადაც მისამართი ერთი და იგივეა ყველა სპეციალური პროცედურისთვის, აღნიშნული ინფორმაციის მითითება უზრუნველყოფს უფრო დროული პასუხის მიღებას. გარდა ამისა, ყოველთვის მიუთითეთ, გზავნილი გამიზნულია უფრო ფართო ტიპის ინფრომაციის მისაწოდებლად, წარმოადგენს იდნივიდუალურ საჩივარს, თუ რაიმე სხვა ტიპის მოთხოვნას. |
მიღებული პასუხიდან გამომდინარე სპეციალურმა პროცედურებმა შესაძლოა მიიღონ გადაწყვეტილება განაგრძონ ფაქტთა მოკვლევა, ან შეიმუშავონ რეკომენდაციები.
ადამიანის უფლებათა საბჭოს წესების მიხედვით, სპეციალური პროცედურების ყველა მანდატის მფლობელი ანგარიშს წარუდგენდა კომისიას ყოველწლიური სესიის მიმდინარეობისას. საბჭოსათვის ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია მის ნებისმიერ სესიაზე. მანდატის მფლობელს და ადრესატ მთავრობას შორის მიმოწერა ჩვეულებრივ კონფიდენციალურია იქამდე, სანამ მანდატის მფლობელის ანგარიში გამოქვეყნდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მანდატის მფლობელი იღებს პროცესის დასრულებამდე პრესისასთვის ინფორმაციის მიწოდების გადაწყვეტილებას5.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავარაუდო მსხვერპლი სახელდება ანგარიშებში, გარდა ბავშვებისა და მსხვერპლთა სპეციფიური კატეგორიებისა, როგორიცაა, მაგალითად, სქესობრივი ძალადობის მხვერპლი. სპეციალურ პროცედურათა მექანიზმების ანგარიშთა საჯარო ხასიათიდან გამომდინარე მნიშნველოვანია, რომ ორგანზაციებმა, რომლებიც მსხვერპლთა სახელით მოქმედებენ, უზრუნველყონ მსხვერპლთა მიერ იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ მათი საქმე გადაეცა სპეციალური პროცედურათა მექანიზმებს, მათი სახელი ეცნობება ხელისუფლებას და მათი სახელი (ან ინიციალები) გამოქვეყნდება საგანგებო პროცედურათა საჯარო ანგარიშებში.
i შესაძლო დარღვევაზე ანგარიშგების სტანდარტული კითხვარიხელმისაწვდომია შემდეგ მანდატთა მხრიდან:
|
აღნიშნული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ინტერნეტში. თუმცა, კომუნიკაცია პირებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იქნება მხედველობაში მიღებული მაშინაც კი, თუ ინფორმაცია არ არის წარდგენილი კითხვარის ფორმით.
გ. ადამიანის უფლებათა საბჭოს გასაჩივრების პროცედურა
ადამიანის უფლებათა საბჭოს გასაჩივრების პროცედურისათვის კომუნიკაციის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც თავს ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლად მიიჩნევს ან ფლობს უშუალო ინფორმაციას ასეთი დარღვევის ფაქტთა შესახებ. ამ პროცედურის ძირითადი ელემენტები ქვემოთაა განხილული.
გასაჩივრების მექანიზმთა მოდალობის და პროცედურის დეტალური აღწერილობა მოცემულია ადამიანის უფლებათა 5/1 რეზოლუციაში. ამ სექციაში მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა აღნიშნული რეზოლუციის დებულებებს. მოსალოდნელია ამ დებულებათა და სამუშაო მეთოდთა (განსაკუთრებით სხვადასხვა ეტაპებზე მომჩივრებთან კომუნიკაციის გაღრმავების შესაძლებლობის) შემდგომი დახვეწა.
გასაჩივრების პროცედურის ეტაპებია:
i ადამიანის უფლებათა საბჭოს გასაჩივრების პროცედურის შესაბამისად რა ინფორმაცის უნდა შეიცავდეს საჩივარი?
შენიშვნა:
საჩივრების წარდგენა სავალდებულოა წერილობითი ფორმით. გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ მას-მედიის ანგარიშებზე დაყრდნობა არ არის საკმარისი. თუ აპირებთ მტკიცებულებად წარმოადგინოთ ადამიანის უფლებათა ანგარიში, დაურთეთ მას ახსნა-განმარტებითი გვერდი, სადაც მიუთითებთ თქვენს ვინაობას, ახსნით საკითხის არსს და, რომ მასალა გამიზნულია ადამიანის უფლებათა საბჭოს გასაჩივრების პროცედურისათვის.
რეკომენდირებულია, რომ საჩივრის მოცულობა არ აღემატებოდეს 10-15 გვერდს. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა შემდგომ ეტაპებზეა შესაძლებელი.
საჩივარი შეიძლება წარდგენილ იქნეს ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ ან რუსულ ენებზე. სხვა ენებზე წარმოდგენილი საჩივრები უნდა ითარგმნოს ან გაკეთდეს მათი მოკლე შინაარსი ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ ენაზე.
შეურაცმხყოფელი ლექსიკის შემცველი საჩივრები განხილვაში არ მიიღება. |
1-ლი ეტაპი: საწყისი შერჩევა
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სამდივნო, კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარესთან ერთად აწარმოებს მის მიერ მიღებული ყველა საჩივრის გადარჩევას. თუ საჩივარი მიღებულად ჩაითვლება, აღნიშნულის შესახებ ეცნობება მომჩივარს და კომუნიკაცია გაიგზავნება სახელმწიფოს მთავრობის სახელზე.
მე-2 ეტაპი: კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფი
კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფი ხუთი წევრისაგან შედგება, რომლებიც არიან ადამიანის უფლებათა საბჭოს სათათბირო კომიტეტის წევრები. იგი წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს 5 დღიანი სესიის ჩასატარებლად. ჯგუფი იკრიბება იმ საჩივრების განსახილველად, რომლებიც სამდივნოსა და ჯგუფის თავმჯდომარის მიერ იქნა შერჩეული შემდგომი განხილვისათვის. ჯგუფის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად აკმაყოფილებს საჩივარი მიღების კრიტერიუმებს და მოამზადონ თავიანთი შეფასება კონკრეტული უფლების მასიური დარღვევის შესახებ. ჯგუფის მოვალეობაა სიტუაციების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფისათვის დეტალური ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება თითოეული საჩივრის შესახებ.
მე-3 ეტაპი: სიტუაციების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი
კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფის მიერ მოწოდებულ მასალებს განიხილავს სიტუაციების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. წინა ეტაპის დროს მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, სამუშაო ჯგუფი ამზადებს მოხსენებას და შესაბამის რეკომენდაციებს ადამიანის უფლებათა საბჭოსათვის ადამიანის უფლებათა და ძირეულ თავისუფლებათა მნიშვნელოვანი, სისტემატიური, სათანადოდ დადასტურებული დარღვევის შესახებ. სამუშაო ჯგუფს ასევე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საჩივრის ადამიანის უფლებათა საბჭოსათვის არ გადაცემის შესახებ. ჯგუფი 5 წევრისაგან შედგება, რომლებიც სახელდებიან ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი სახელმწიფოების რეგიონალური ჯგუფების მიერ ერთი წლის ვადით (მათი ხელახლა არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ერთი დამატებითი ვადით). ჯგუფი წელიწადში მინიმუმ ორჯერ, ხუთდღიანი სესიების განმავლობაში იკრიბება.
i ადამიანის უფლებათა სათათბირო კომიტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ, წინამდებარე სახელმძღვანელოს V თავი (ადამიანის უფლებათა საბჭო). |
მე-4 ეტაპი: ადამიანის უფლებათა საბჭო
ადამიანის უფლებათა საბჭო მინიმუმ წელიწადში ერთხელ (საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირადაც) განიხილავს სიტუაციების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ პრობლემატური საკითხის შესახებ მიწოდებულ ინფორმაციას. საბჭოს მიერ საკითხთა განხილვა კონფიდენციალური ხასიათისაა, თუ, რასაკვირველია, საბჭომ არ გადაწყვიტა მოაწყოს საკითხის საჯარო განხილვა. სიტუაციის შესახებ აზრის ჩამოყალიბების შემდეგ საბჭომ შესაძლოა გადაწყვიტოს შემდგომი ქმედება - ძირითადად, მიიღოს რეზოლუცია ან გადაწყვეტილება. საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგი ღონისძიებების გატარებაზე:
შეწყვიტოს სიტუაციის განხილვა, თუ შემდგომი ქმედება არ იქნება მიზანშეწონილად მიჩნეული;
განაგრძოს სიტუაციის შესწავლა და მოსთხოვოს კონკრეტულ სახელმწიფოს დამატებითი ინფორმაციის მიწოდება გონივრულ ვადაში;
განაგრძოს სიტუაციის შესწავლა, არსებული მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით და საბჭოსათვის ანგარიშის წარსადგენად დანიშნოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტი;
შეიმუშაოს რეკომენდაცია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ კონკრეტული ქვეყნისათვის ტექნიკური (მათ შორის, მისი შესაძლებლობის გასაძლიერებლად) დახმარების გაწევის შესახებ.
განხილვის ქვეშ არსებულ სიტუაციაზე მომჩივართა და მთავრობათა მიერ წარმოდგენილი ყველა მასალა, ასევე სხვადასხვა ეტაპებზე მიღებული გადაწყვეტილებები კონფიდენციალურია. ეს ასევე ეხება იმ სიტუაციებს, რომელთა განხილვაც შეწყდა.
i სად უნდა გაიგზავნოს ადამიანის უფლებათა საბჭოს გასაჩივრების პროცედურისათვის განკუთვნილი კომუნიკაცია?
ადამიანის უფლებათა საბჭოს განყოფილება (გასაჩივრების პროცედურა) |
დანართი №I - საჩივრის განაცხადის ფორმა შემდეგი მექანიზმებისგამოყენებით:
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (ICCPR)
კონვენცია წამების ან სხვა, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა ან დასჯის წინააღმდეგ (CAT)
კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (ICERD)
გთხოვთ, მიუთითოთ ზემოთმოყვანილი რომელი პროცედურის მიხედვითაბარებთ განაცხადს
თარიღი -----------------------
I. ინფორმაცია მომჩივარის შესახებ:
გვარი
სახელ(ებ)ი
ეროვნება
დაბადების თარიღი და ადგილი
საჩივრის თაობაზე კორესპონდენციის მისაღები მისამართი
მიუთითეთ, თუ შეტყობინებას აბარებთ:
- საკუთარი სახელით
- სხვა პირის სახელით
[თუ საჩივარი იგზავნება სხვა პირის სახელით:]
გთხოვთ, მიუთით სხვა პირის შესახებ შემდეგი პირადი ინფორმაცია:
გვარი
სახელ(ებ)ი
ეროვნება
დაბადების თარიღი და ადგილი
მისამართი ან ამჟამინდელი ადგილსამყოფელი
თუ მოქმედებთ აღნიშნული პირის თანხმობითა და მისთვის ცნობილია ამის შესახებ, გთხოვთ, წარმოადგნოთ აღნიშნული პირის მინდობილობა იმის თაობაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ წინამდებარე საჩივრის წარმოდგენა
ან
- თუ თქვენ არ გაქვთ მინდობილობა, გთხოვთ, განმარტოთ თუ რა სახის ურთიერთობა გაკავშირებთ აღნიშნულ პირთან. დეტალურად განმარტეთ, თუ რატომ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად საჩივრის წარმოდგენა მისი სახელით.
II. კონკრეტული ქვეყანა/დარღვეული მუხლები
დაასახელეთ ქვეყანა, რომლის მიერაც აღიარებულია ფაკულტატური ოქმი (იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი განკუთვნილია ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის), ან ქვეყანას გაკეთებული აქვს შესაბამისი დეკლარაცია (იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი განკუთვნილია წამების წინააღმდეგ კომიტეტის, ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტისთვის)
პაქტის ან კონვენციის მუხლები, რომელიც სავარაუდოდ იქნა დარღვეული
III. შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოწურვა/სხვა საერთაშორისო პროცედურების გამოყენება
სავარაუდო მხვერპლის ან მისი სახელით გადადგმული ნაბიჯები კონკრეტული ქვეყნისგან სავარაუდო უფლებების აღდეგენის მითხოვნით - დეტალური ინფორმაცია პროცედურების შესახებ, რომელიც განხორციელდა, მათ შორის, მიმართვები სასამართლოსა და სხვა საჯარო ხელისუფლების ორგანოებისადმიათვის, რა საჩივრები გაკეთდა, როდის, და როგორი შედეგებით.
თუ თქვენ არ ამოგიწურავთ აღნიშნული საშუალებები, იმის გამო, რომ მათი განხორციელება არაგონივრულად გახანგრძლივდებოდა, არაეფექტიანი იქნებოდა, თქვნთვის არ იყო ხელმისაწვდომი, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, გთხოვთ, განმარტოთ თქვენი მიზეზები დაწვრილებით.
იგივე საკითხის თაობაზე მიგიმართავთ თუ არა საერთაშორისო საგამოძიებო თუ მომრიგებელი პროცედურისათვის (მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ან ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული კომისია)?
თუ მიგიმართავთ, დეტალურად მიუთითეთ, რომლი პროცედურა იქნა გამოყენებული ან ახლა იყენებთ, რა სახის საჩივარი წარადგინეთ, როდის და რა შედეგებით.
IV. საჩივრის ფაქტობრივი მასალა
დეტალურად, ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ჩამოაყალიბეთ სავარაუდო დარღვევების ფაქტები და გარემოებები. ჩართეთ ყველა საკითხი, რომელიც რელევანტური იქნება თქვენი საქმის განხილვისა და შეფასების დროს. განმარტეთ, თუ როგორ არღვევს წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები თქვენს უფლებებს.
ავტორის ხელმოწერა
V. თანდართული დოკუმენტების სია (ასლები და არა ორიგინალები, რომელიც თან უნდა ერთვოდეს საჩივარს)
წერილობითი ნებართვა (თუ საჩივარი გაგზავნილია სხვა პირის სახელით და თუ არ არსებობს გარემოებები, რომელიც გაამართლებს მინდობილობის არ არსებობას)
ქვეყანაში არსებული სასამრთოლო და სახელისუფლებო გადაწყვეტილებები თქვენი საჩივრის თაობაზე (სასურველია თან დაერთოს შესაბამისი ეროვნული კანონის ასლიც)
საერთაშორისო საგამოძიებო თუ მომრიგებელი პროცედურისთვის წარდგენილი საჩივარი და მიღებული გადაწყვეტილებები ნებისმიერი დოკუმენტაცია ან სხვა მტკიცებულება, რომელიც გაგაჩნიათ და რომელიც ასაბუთებს თქვენს განმარტებას IV ნაწილში მოცემული ფაქტების შესახებ ან/და თქვენს არგუმენტს, რომ წარმოდგენილი ფაქტები არღვევს თქვენს უფლებებს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ მიუთითებთ მოთხოვნილ ინფორმაციას და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ თქვენგან, ან თუ თანმხლები დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის სამდივნოს რომელიმე სამუშაო ენაზე, თქვენი საჩივრის განხილვა შესაძლოა დაგვიანდეს.
დანართი II - შემდეგი ხელშეკრულების შესაბამისად საჩივრის სახელმძღვანელო ფორმა:
ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის ფაკულტატური ოქმი
ინფორმაცია მომჩივანის შესახებ:
გვარი
სახელი
ეროვნება/მოქალაქეობა
პასპორტის/საიდენტიფიკაციო საბუთის (თუ ხელმისაწვდომია) ნომერი
დაბადების ადგილი და თარიღი
სქესი
ინფორმაცია ქორწინების /ბავშვების სტატუსის შესახებ
პროფესია
ეთნიკური წარმომავლობა, რელიგია/მრწამსი, რომელ სოციალურ (თუასეთი გააჩნია) ჯგუფს მიეკუთვნება
ამჟამინდელი მისამართი
საფოსტო მისამართი კონფიდენციალური მიმოწერისათვის (თუ ასეთის საჭიროება არსებობს)
ფაქსი/ტელეფონი/ელ-ფოსტის მისამართი
მიუთითეთ თუ ვისი სახელით წარმოადგენთ საჩივარს:
თქვენი სახელით (შესაძლო მსხვერპლ(ებ)ი - თუ საუბარია მსხვერპლთა ჯგუფზე, მიუთითეთ მისი თითოეული წევრის ვინაობა და შესაბამისი დეტალები)
შესაძლო მსხვერპლ(ებ)ის სახელით (წარმოადგინეთ მსხვერპლ(ებ)ის - თანხმობის მტკიცებულება, ან აღწერეთ, რატომ შემოგაქვთ საჩივარი აღნიშნული თანხმობის გარეშე).
2. ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლ(ებ)ის შესახებ (თუ ისინი საჩივრის ავტორისაგან განსხვავდებიან)
გვარი
სახელი
მოქალაქეობა
პასპორტის/საიდენტიფიკაციო საბუთის (თუ ხელმისაწვდომია) ნომერი
დაბადების ადგილი და თარიღი
სქესი
ინფორმაცია ქორწინების /ბავშვების სტატუსის შესახებ
პროფესია
ეთნიკური წარმომავლობა, რელიგია/მრწამსი, რომელ სოციალურ (თუასეთი გააჩნია) ჯგუფს მიეკუთვნება
ამჟამინდელი მისამართი
საფოსტო მისამართი კონფიდენციალური მიმოწერისათვის (თუ ასეთის საჭიროება არსებობს)
ფაქსი/ტელეფონი/ელ-ფოსტის მისამართი
3. ინფორმაცია სახელმწიფოზე, რომელსაც უჩივით
სახელმწიფოს სახელწოდება
4. შესაძლო დარღვევის არსი
შესაძლო დარღვევის აღწერა და შესაძლო დამრღვევთა დასახელება
თარიღ(ებ)ი
ადგილ(ებ)ი
კონვენციის დებულებები, რომლებიც თვლით, რომ დაირღვა. თუ საჩივარი რამდენიმე მუხლის დარღვევას ამტკიცებს, ინფორმაცია თითოეულის შესაძლო დარღვევის შესახებ განცალკევებით წარმოადგინეთ.
5. შიდასახელმწიფოებრივ მექანიზმთა ამოწურვის მცდელობა
გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ, თქვენი ან დაზარალებული პირის მცდელობა სრულყოფილად გამოეყენებინა შიდასახელმწიფოებრივი გასაჩივრების მექანიზმები (რომელი პროცედურები იქნა გამოყენებული, მათ შორის სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელთ არსებული მექანიზმები, მათ შორის:
რა ტიპის სამართლებრივ მისაგებელს ითხოვდით
თარიღ(ებ)ი
ადგილ(ებ)
ინიცირება
რომელ ორგანოს მიმართეთ
სასამართლოს დასახელება, სადაც მოხდა საკითხის განხილვა
თუ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები არ ამოწურეთ, ახსენით მიზეზები
შენიშვნა: თან დაურთეთ ყველა შესაბამისი დოკუმენტი
6. სხვა საერთაშორისო პროცედურები
იგივე საკითხი თუ იქნა განხილული ან მიმდინარეობს განხილვა სხვა საერთაშორისო და რეგიონალური გასაჩივრების პროცედურების მიერ? დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიუთითეთ:
პროცედურათა ტიპი
თარიღ(ებ)ი
ადგილ(ებ)ი
შედეგები
შენიშვნა: თან დაურთეთ ყველა შესაბამისი დოკუმენტი
7. თარიღი და ხელისმოწერა
თარიღი/ადგილი ----------------------
ავროტ(ებ)ის ან მსხვერპლ(ებ)ის ხელისმოწერა
8. თანდართულ დოკუმენტთა სია (არ გამოაგზავნოთ ორიგინალები,არამედ მათი ასლები).
__________________
1. 2008 წლის სექტემბრის მდგომარეობით მხოლოდ ერთმა ქვეყანამ მოახდინა მუხლის აღიარება.
2. 2008 წლის დეკემბერში ფაკულტატური ოქმი მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ.
3. ეს შეიძლება იყოს სხვა სახელშეკრულებო ორგანო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ან ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლო, მაგრამ არა ადამიანის უფლებათა სპეციალური პროცედურები.
4. თანხმობა არ არის საჭირო, თუ არსებობს საფუძველი რწმენისა, რომ გარკვეული ვითარების გამო, მისი მოპოვება შეუძლებელია.
5. ზოგიერთი მანდატის მფლობელი, ყოველწლიურ ანგარიშებთან ერთად, ასევე აქვეყნებს სხვა შრომებს, რომლებიც მკითხველს ეხმარება უკეთ გაიგონ მანდატთა შინაარსი და ფორმატი. კერძოდ, სამუშაო ჯგუფი უკანონო პატიმრობის შესახებ უშვებს „ხედვებს“ ზოგად საკითხებზე და „მოსაზრებებს“ ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფი ძალადობრივი ან იძულებითი გაუჩინარების შესახებ აქვეყნებს „ზოგად კომენტარებს“ იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის დეკლარაციის შესახებ
![]() |
12 IX ფონდები და გრანტები |
▲ზევით დაბრუნება |
არსებობს რამდენიმე ფონდი და გრანტი, რომლებიც პირდაპირ იმართება ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ და, რომლებიც დახმარებას უწევს სამოქალაქო საზოდაგოების წარმომადგენლებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროფესიულ და სათემო ორგანიზაციებს და ასევე ინდივიდებს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მათი მეშვეობით ადამიანის უფლებათა რიგ საკითხებზე სამუშაოდ იღებენ ფინანსურ დახმარებას.
ფონდების მეშვეობით შესაძლებელია მათი მანდატის ფარგლებში შესაძლო ღონისძიებების გასატარებელი ფინანსური გრანტების გაცემა. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და გაეროს სხვა ოფისები ადმინისტრირებას უწევენ რამდენიმე ფონდს და გრანტს რიგ გარემოებებში სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად. ფონდები არსებობენ მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების და ინდივიდი პირების ნებაყოფლობითი შემონწირულობების შედეგად.
როგორც წესი, სამოქალაქო საზოდაგოების წარმომადგენლებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროფესიულ და სათემო ორგანიზაციებსა და ჯგუფებს შეუძლიათ დაფინანსების მოთხოვნით მიმართონ ფონდებს და გრანტებს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც გეგმავენ მიმართონ გრანტებს და ფონდებს დაფინანსებისათვის, კარგად უნდა შეისწავლონ მათი მოთხოვნები და კრიტერიუმები.
არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს დაფინანსების მისაღებად არ მოეთხოვებათ ეკონომიკური და სოციალური კომისიის საკონსულტაციო სტატუსის მოპოვება.
ა. რა გრანტებსა და ფონდებზეა საუბარი?
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ადმინისტრირებას უწევს შემდეგ გრანტებს:
წამების მსხვერპლთა დახმარების ნებაყოფლობითი ფონდი სთავაზობს გრანტებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ, ჰუმანიტარულ და სხვა სახის დახმარებას უწევენ წამების მსხვერპლთ და მათი ოჯახების წევრებს. გრანტის მოპოვება შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების შემდეგ წარმომადგენლებს: არასამთავრობო ორგანიზაციებს, სარეაბილიტაციო ცენტრებს, მსხვერპლთა ასოციაციებს, საავადმყოფოებს, ასევე ზოგჯერ ადამიანის უფლებათა ინდივიდ დამცველებს (მაგალითად, მსხვერპლთა სახელით მოქმედ ადვოკატებს);
აბორიგენ ხალხთა ხელშეწყობის ნებაყოფლობითი ფონდი სთავაზობს სამგზავრო გრანტებს აბორიგენი მოსახლეობისა და ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის ხელშესაწყობად გაეროს შეხვედრებში, რომლებიც ეძღვნება აბორიგენი მოსახლეობის პრობლემატიკას;
მონობის თანამედროვე ფორმების გაეროს ნებაყოფლობითი მიზნობრივი ფონდი მცირე პროექტების დასაფინანსებლად სთავაზობს გრანტებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დამხარებას უწევენ მონობის თანამედროვე ფორმების მსხვერპლთ და სამგზავრო გრანტებს მონობის თანამედროვე ფორმების საკითხების შესახებ ქვე-კომისიის სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ სესიაზე დასასწრებად;
პროექტი თემთა ერთობლივი დახმარების შესახებ (ACT) მცირე გრანტებს სთავაზობს ადგილობრივ საგანმანათლებლო და სასწავლო ინიციატივებს ადამიანის უფლებათა სფეროში.
წინამდებარე თავში ასევეა განხილული ორი ფონდი, რომლებსაც გაეროს სხვა ოფისები უწევენ ადმინისტრირებას და, რომლებიც დახმარებას უწევენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს:
გაეროს დემოკრატიის ფონდი იძლევა დაფინანსებას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე და დემოკრატიულ პროცესებში ყველა ჯგუფის ჩართულობაზე გათვლილ პროექტებისათვის;
გაეროს ნებაყოფლობითი ფონდი შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ იძლევა მცირე გრანტებს სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენელთა შესაძლებლობის გაძლიერებაზე, რომლებიც ჩართულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის განხორციელებაში.
მართალია ორივე ფონდი გაეროს სხვა ოფისების მიერაა ადმინისტრირებული, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მათ მუშაობაში.
i საკონტაქტო დეტალები
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერადმინისტრირებული ფონდები
წამების მსხვერპლთა გაეროს ნებაყოფლობითი ფონდი
United Nations Voluntary Fund for Victims of Torture
აბორიგენი მოსახლეობის ნებაყოფლობითი ფონდის სამდივნო
Secretariat of the Voluntary Fund for Indigenous Populations
მონობის თანამედროვე ფორმების შესახებ გაეროს ნებაყოფლობითი ფონდი
United Nations Voluntary Fund on Contemporary Forms of Slavery
თემთა ერთობლივი დახმარების პროექტი
ACT Project
გაეროს სხვა ოფისების მიერ ადმინისტრირებული ფონდები, რომელთა მუშაობაში დიდ როლს თამაშობს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს დემოკრატიის ფონდი
United Nations Democracy Fund (UNDEF)
გაეროს ნებაყოფლობითი ფონდი შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ
United Nations Voluntary Fund on Disability |
ა. როგორ ფუნქციონირებს გრანტები და ფონდები?
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებაყოფლობითი ფონდი1. წამების მსხვერპლთათვის წამების მსხვერპლთა დახმარების ნებაყოფლობითი ფონდის მანდატში შედის გრანტების გაცემა ორგანიზაციებზე, რომლებიც წამების მსხვერპლთ და მათ ოჯახებს უწევენ ჰუმანიტარულ (სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, იურიდიულ, სოციალურ და ფინანსურ) დახმარებას. ასეთ დახმარებას, როგორც წესი, ღებულობენ სამოქალაქო საზოგადოების შემდეგი წარმომადგენლები: არასამთავრობო ორგანიზაციები, სპეციალიზირებული სარეაბილიტაციო ცენტრები, მსხვერპლთა ასოციაციები, საავადმყოფოები, ასევე ხანდახან ადამიანის უფლებათა ინდივიდი დამცველები (მაგალითად, მსხვერპლთა სახელით მოქმედი ადვოკატები). გრანტებზე განაცხადები არ მიიღება მთავრობებისგან, საპარლამენტო ან ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ეროვნული პარტიების ან ეროვნული განმანთავისუფლებელი მოძრაობებიდან.
ეს ყველაზე მსხვილი ფონდია, რომელსაც მართავს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და რომელიც მონაწილეობას იღებს სამოქალაქო საზოგადოების პროექტთა დაფინანსებაში მსოფლიოს 60 ქვეყანაში. ფონდს, სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, განკარგავს გაეროს გენერალური მდივანი. საბჭო წეილწადში ორჯერ იკრიბება - თებერვალში პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების და ოქტომბერში გრანტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მისაღებად. საბჭო განიხილავს ანგარიშებს წინა წელს გაცემული გრანტების შესახებ და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ახალი გრანტების თაობაზე. საბჭო ასევე მართავს შეხვედრებს ფონდის ტრადიციულ და ასევე ინსტიტუციურ დონორებთან
.
ფონდის სამდივნო და საბჭო მუშაობს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ჟენევის სათაო ბიუროდან. სამდივნო განსაზღვრავს საპროექტო გრანტების განაცხადების დაშვების საკითხს, ხოლო საბჭო განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს მათი არსებითი მხარეების შესახებ. გადაწყვეტილების მისაღებად საბჭო განიხილავს რამდენიმე ასპექტს, მათ შორის:
წამების მხვერპლთა და მათი ოჯახის წევრთა რაოდენობას, რომელთა დახმარებასაც ისახავს მიზნად პროექტი;
წამების სახეობებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომ გართულებებს;
დახმარების გაწევის მეთოდიკას;
წამების მსხვერპლთა დასახმარებლად პროექტის პერსონალის პროფესიულ გამოცდილებას;
წამების მსხვერპლთა დახმარების მიზნით განხორციელებულ პროექტთა მაგალითებს;
წამების მსხვერპლთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმ მცირე მასშტაბიან პროექტებთა განხორციელების საჭიროებას, რომელთა უმრავლესობასაც არ გააჩნია საკმარისი ფონდები. ასეთი პროექტების განხორციელების პრიორიტეტული რეგიონებია: აფრიკა, აზია, ცენტრალური აზია, აღმოსავლეთი ევროპა.
ფონდის მიერ გაცემული გრანტები ჩვეულებრივ ფარავს 12 თვიან პერიოდს. ახალი განაცხადები პროქტის გასაგრძელებლად შეიძლება წარედგინოს ფონდს და შესაძლებელია მათი დაკმაყოფილება, თუ საბჭო მიიღებს დამაკმაყოფილებელ დოკუმენტურ, ფინანსურ და აუდიტორულ ანგარიშს უკვე გაცემული გრანტის გამოყენების შესახებ.
გრანტების გაცემის ციკლი ყოველწლიურად შემდეგ გრაფიკს მიჰყვება:
საგრანტო განაცხადების და წინა წელს მიღებული გრანტების გახარჯვის ანგარიშების ჩაბარების ბოლო ვადა 1 აპრილია;
სამდივნოს მიერ განაცხადების გადასინჯვა და ასევე შესაძლო გრანტორთა შემოწმების მიზნით ვიზიტების განხორციელება ტარდება აპრილსა და სექტემბერში;
სამეურვეო საბჭოს შეხვედრა იმართება ოქტომბერში;
გრანტის მაძიებლებს სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციას გადასცემენ ნოემბერში;
გრანტთა გაცემა ხდება იანვარში.
როგორ დავუკავშირდეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისნებაყოფლობით ფონდს წამების მსხვერპლთათვის?1
ვის შეუძლია გრანტის მიღება?
განაცხადი გრანტის მოთხოვნის შესახებ მხოლოდ არასამთავრობო ორგანოების მიერ შეიძლება იქნეს წარდგენილი. ასეთი შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციები, სარეაბილიტაციო ცენტრები, მსხვერპლთა ასოციაციები, ფონდები და საავადმყოფოები, ასევე ზოგჯერ ადამიანის უფლებათა ინდივიდი დამცველები, მათ შორის მსხვერპლთა სახელით მოქმედი ადვოკატები.
მთავრობების, ეროვნული განმათავსიფულებელი მოძრაობებისა თუ პოლიტიკური პარტიების საპროექტო განაცხადები განსახილველად არ მიიღება.
პროექტის პირდაპირ ბენეფიციარებს უნდა წარმოადგენდნენ წამების მსხვერპლი პირები, როგორც განმარტებულია კონვენციაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის შესახებ (მუხლი 1). ბენეფიციარები ასევე შესაძლოა იყვნენ წამების მსხვერპლთა ოჯახის წევრებიც.
პროექტში დასაქმებულ თანამშრომლებს უნდა ქონდეთ უშუალოდ წამების მსხვერპლთა დახმარების გამოცდილება და საგრანტო განაცხადის ჩაბარების დროისთვის პროექტი უკვე უნდა ხორციელდებოდეს.
განაცხადის წარდგენა ხდება ფონდის განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსებით, რომელიც განთავსებულია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე.
განაცხადები უნდა მიეწოდოს ფონდის სამდივნოს ყოველი წლის 1 აპრილამდე.
მათ, ვინც პირველად მიმართავს ფონდს უნდა:
წარმოადგინონ ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია;
დაასაბუთონ, რომ პროექტის თანამშრომლებს გააჩნიათ უშუალოდ წამების მსხვერპლთა დახმარების გამოცდილება (საჭიროა ავტობიოგრაფიის თანდართვა);
განმარტონ პროექტის მიზნები და დაასაბუთონ მათი მნიშვნელობა;
მიუთითონ ორგანიზაციის სტატუსი.
რა სახის პროექტები მიიღება?
გრანტის მოსაპოვებლად წარდგენილი განაცხადი მიზნად უნდა ისახავდეს წამების მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, სოციალურ, იურიდიულ, ჰუმანიტარულ, ან სხვა სახის დახმარებას;
საზოგადოებაში წამების მსხვერპლთა სოციალურ ან ეკონომიკურ ინტეგრაციაზე გამიზნული საპროექტო განაცხადები (მათ შორის, მისაღებია მსხვერპლთა პროფესიული გადამზადების შესახებ პროექტები);
სათანადო ფონდების არსებობის შემთხვევაში, გრანტების შეზღუდული რაოდენობა შეიძლება გაიცეს მსხვერპლთა სამედიცინო რეაბილიტაციის სფეროში პროფესიონალთა გადასამზადებლად ან კონფერენციებისა და სემინარების ჩასატარებლად;
არ მიიღება განაცხადი, რომელიც ფოკუსირდება სხვა სახის ორგანიზებული ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარებაზე;
განაცხადი პროექტისთვის, რომელიც მიზნად ისახავს წამების საწინააღმდეგო კამპანიების ჩატარებას, პრევენციასა და სხვა პროექტებისთვის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფას;
არ მიიღება განაცხადი პროექტებისთვის, რომელიც ეხება გამოძიებებს, კვლევებს, გამოცემებსა ან მსგავს საქმიანობას;
იურიდიული დახმარების განსახორციელებლად აბარებენ საპროექტო განაცხადებს, ასევე უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად გასცემს თუ არა სასამართლო სისტემა უფასო იურიდიულ დახმარებას მსხვერპლთათვის. განაცხადთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს იმ მსხვერპლთა სია, ვის დახმარებასაც მიზნად ისახავს იურიდიული დახმარების პროექტი;
ფონდი არ იძლევა ფინანსურ კომპენსაციას მსხვერპლთათვის.
საგანგებო გრანტები
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს განსაკუთრებულ ვითარებაში შეუძლიათ მოითხოვონ საგანგებო დახმარება სამეურვეო საბჭოს ორი სესიის შუა პერიოდში იმ პროექტების გასაძლიერებლად, რომლებსაც ფონდი უკვე აფინანსებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგანგებო დაფინანსების მოთხოვნა უნდა გააგზავნონ სპეციალური ფორმის გამოყენებით და თან დაურთონ წერილი, სადაც დეტალურად განმარტავენ ფინანსური დახმარების საჭიროებას. დამატებითი ფონდები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ, მაგალითად, ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაიზარდა წამების მსხვერპლთა რაოდენობა, რომელთა დახმარებასაც ისახავს მიზნათ გრანტის მომთხოვნი ორგანიზაცია.
i როგორ შევიტანოთ საგრანტო განაცხადი?
როგორც წესი, საგრანტო განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად. გამონაკლისის სახით შესაძლებელია საგრანტო განაცხადის გაგზავნა საჰაერო პოსტით ან ელ-ფოსტით. ამ შემთხვევაში საგრანტო განაცხადის ფორმა უნდა იქნეს მოთხოვნილი სამდივნოდან.
სად შევიტანოთ განაცხადი
წამების მსხვერპლთა გაეროს ნებაყოფლობითი ფონდი
United Nations Voluntary Fund for Victims of Torture
განაცხადის წარდენისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ:
წამების მსხვერპლთა გაეროს ნებაყოფლობითი ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდს. |
2.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებაყოფლობითი ფონდი 2. აბორიგენი ხალხების დასახმარებლად
ნებაყოფლობითი ფონდი აბორიგენი ხალხების დასახმარებლად ხელს უწყობს აბორიგენი თემებისა და ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობას აბორიგენი ხალხების უფლებებზე ფოკუსირებული გაეროს შემდეგ ორგანოთა მუშაობაში:
აბორიგენ ხალხთა უფლებების საექსპერტო მექანიზმი
აბორიგენ ხალხთა საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი ფორუმი
აბორიგენ ხალხთა უფლებების საექსპერტო მექანიზმი ადამიანის უფლებათა საბჭოს2 ახალი მექანიზმია, რომელმაც შეცვალა ადამიანის უფლებათა წახალისების და დაცვის ქვე-კომიტეტის აბორიგენი მოსახლეობის საკითხების სამუშაო ჯგუფი.
i საექსპერტო მექანიზმზე დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს V თავი (ადამიანის უფლებათა საბჭო). |
აბორიგენ ხალხთა საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი ფორუმი გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სათათბირო ორგანოა. იგი ნიუ იორკშია ბაზირებული და ხელს უწყობს აბორიგენი მოსახლეობების საკითხებზე სააგენტოთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას. გაერთოანებული ერების ნებაყოფლობითი ფონდი აბორიგენი ხალხების დასახმარებლად, რომელიც იმართება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ, მხოლოდ სამგზავრო გრანტებს გასცემს. ფონდმა წლების განმავლობაში აბორიგენი მოსახლეობისა და მათთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ასობით წარმომადგენელს (რომლებიც სხვაგვარად ვერ მოახერხებდნენ ამას) მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღო აღნიშნული ორგანოების მუშაობაში, რამაც ხელი შეუწყო მათი ცოდნის და გამოცდილების შეძენასა და გაღრმავებას.
ფონდი ასევე იმართება გაეროს გენერალური მდივნის მიერ გაეროს ფინანსური დებულებებისა და წესების შესაბამისად და რწმუნებულთა საბჭოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით. საბჭო შედგება ხუთი პირისგან, რომელთაც გააჩნიათ გამოცდილება აბორიგენი მოსახლეობის საკითხებში.
როგორ დავუკავშირდეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებაყოფლობით ფონდს აბორიგენი ხალხების დასახმარებლად3
სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო წარმომადგენლების აქტიურმა მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აბორიგენი მოსახლეობის პრობლემების მსოფლიო არენაზე წამოწევას. აბორიგენი ხალხების საკითხებზე მომუშავე გაეროს ორგანოები მნიშვნელოვანი მექანიზმია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, რომლებიც ან თავად წარმოადგენენ აბორიგენ მოსახლეობას, ან მათ პრობლემებზე მუშაობენ. ფონდის სამგზავრო გრანტები მიზნად ისახავს აღნიშნული სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩართული აბორიგენი ხალხების მრავალფეროვნებისა და რიცხოვნობის გაზრდას.
ვის შეუძლია გრანტის მიღება?
აბორიგენი ხალხების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და აბორიგენ თემთა წარმომადგენლებს:
ვინც სხვაგვარად ვერ შეძლებს დაესწროს სამუშაო ჯგუფისა ან მუდმივმოქმედი ფორუმის სხდომებს; და
ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს სამუშაო ჯგუფის ან მუდმივმოქმედი ფორუმის მუშაობაში მისთვის ინფორმაციის მიწოდებით იმ პრობლემების შეასახებ, რომლებიც გავლენას ახდენს აბორიგენი მოსახლეობის მდგომარეობაზე.
განაცხადის ჩაბარების პირობები
სამგზავრო გრანტები გაიცემა კონკრეტულ პირებზე. ორგანიზაციას ან ბენეფიციარს არ შეუძლია ითხოვოს ერთი ბენეფიციარის მეორით ჩანაცვლება;
ინდივიდუალურ განაცხადებს თან უნდა ერთვოდეს რეკომენდაციის წერილი, რომე ლიც ხელმოწერილია აღნიშნული პირის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ. საბჭო არ განიხილავს წერილს, რომელიც ხელმოწერილია თვითონ განმცხადებლის მიერ;
ერთი ორგანიზაციიდან განაცხადის შეტანა შეუძლიათ მაქსიმუმ ორ ადამიანს;
განმცხადებლებს სთხოვენ, რომ განაცხადის ფორმები და სარეკომენდაციო წერილები წარმოდგენილი იყოს საბჭოს სამდივნოს ერთ-ერთ სამუშაო ენაზე (ინგლისური, ფრანგული ან ესპანური);
განმცხადებლებს სთხოვენ მიუთითონ საკუთარი მოვალეობების შესახებ საკუთარ ორგანიზაციასა თუ თემში;
სამეურვეო საბჭოს რეკომენდაცია პირი დაესწროს მუდმივმოქმედი ფორუმის სესიას არ გამორიცხავს მსგავს რეკომენდაციას იგივე პირის საექსპერტო მექანიზმის შეხვედრებზე დასასწრებად და პირიქით.
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებაყოფლობითი ფონდი
მონობის თანამედროვე ფორმების შესახებ
გაეროს ნებაყოფლობითი ფონდი მონობის თანამედროვე ფორმების შესახებ მცირე საპროექტო გრანტებით დახმარებას უწევს მონობის თანამედროვე ფორმების (მაგ. ბავშვთა შრომა, ტრეფიკინგი, იძულებითი დასაქმება) მსხვერპლთა დამხმარე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, სათემო და ახალგაზრდულ ჯგუფებს, პროფესიულ ასოციაციებს. საპროექტო გრანტების მიზანია გააფართოვოს უკვე არსებული დახმარების მექანიზმები, კერძოდ, ჰუმანიტარული, იურიდიული და ფინანსური დახმარების მასშტაბები პირებისთვის, რომელთა უფლებები სასტიკად იქნა დარღვეული მონობის თანამედროვე ფორმების გამოყენების შედეგად. ფონდი აძლევს იშვიათ შესაძლებლობას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ხშირად მხოლოდ ადგილობრივად მუშაობენ, პირდაპირი დახმარება გაუწიონ მსვერპლთა უფრო დიდ რაოდენობას შედარებით მცირე ოდენობის ფინანსური სახსრებით.
როგორ დავუკავშირდეთ გაეროს ნებაყოფლობით ფონდს მონობის თანამედროვე ფორმების შესახებ
დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მრავალი წარმომადგენელი ცდილობს წინ აღუდგეს მონობის თანამედროვე ფორმებს და დაიცვას მისი მსვერპლნი. მონობის მსგავსი პრაქტიკა ხშირად დაფარულია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ ადამიანის უფლებათა ფარული დარღვევების ფაქტთა გამოაშკარავებაში. სიტყვა „მონობა“ დღეისათვის მოიცავს ადამიანის უფლებათა მრავალი სახის დარღვევებს. გარდა ტრადიციული მონობისა და მონობით ვაჭრობისა, აღნიშნული დანაშაული ასევე მოიცავს: ბავშვებით ვაჭრობას, ბავშვთა პროსტიტუციას, ბავშვთა პორნოგრაფიას, ბავშვთა შრომით ექსპლუატაციას, გოგონათა სასქესო ორგანოს დასახიჩრებას, ბავშვთა გამოყენებას შეიარაღებულ კონფლიქტებში, ვალის ვალდებულებას (ე.ი. შრომას ვალის დასაბრუნებლად), ადამიანთა ტრეფიკინგს, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას, პროსტიტუციით ექსპლუატაციასა და ზოგიერთ პრაქტიკას აპარტეიდისა და კოლონიური რეჟიმის პირობებში.
მონობის თანამედროვე ფორმების შესახებ გაეროს ნებაყოფლობითი ფონდის საპროექტო გრანტები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემო და ახალგაზრდული ჯგუფების, პროფესიული ასოციაციებისათვის მიზნად ისახავს მათი მონაწილეობის გაზრდას მსოფლიოში მონობის ლიკვიდაციისათვის ბრძოლაში.
ვის შეუძლია საპროექტო გრანტების მიღება?
ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ ეხმარებიან იმ პირებს, ვისი უფლებებიც დაირღვა მონობის თანამედროვე ფორმების გამოყენების შედეგად. პირდაპირი დახმარების გაწევაზე მოდის გაცემული გრანტების უმრავლესობა. ფული მიმღებს ეგზავნება ქმედითი არასამთავრობო ორგანიზაციების ან ადგილობრივი ქსელის საშუალებით, რომელიც ჰუმანიტარული, იურიდიული და ფინანსური სახის დახმარებას უწევს მონობის თანამედროვე ფორმების მსხვერპლთ;
ორგანიზაციებს, რომლებიც მსხვერპლს უწევენ არაპირდაპირი სახის დახმარებას პრევენციური ზომების მიღებითა და სწავლებით. ბევრი შერჩეული პროექტი ახორციელებდა სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა მიზანი იყო მსხვერპლთა თვითკმარობის უზრუნველყოფა და ექსპლუატაციისაგან მათი დაცვა.
გრანტებისთვის განაცხადთა ჩაბარების პირობები:
განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ სრულად შევსებული განაცხადის ფორმა, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზეა განთავსებული. განაცხადის ორიგინალი იგზავნება ავია-ფოსტით და სავალდებულოა იყოს ხელმოწერილი და დათარიღებული;
ორგანიზაციას ფონდიდან შეუძლია მოითხოვოს არა უმეტეს 15, 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი;
პროექტების შერჩევა ხდება გეოგრაფიული რეგიონალური პრინციპის გათვალისწინებით მონობის თანამედროვე ფორმების შესახებ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის სრული სურათის წარმოდგენის უზრუნველსაყოფად;
პროექტებში გათვალისწინებულ უნდა იქნას გენდერული ბალანსი;
საპროექტო გრანტები უნდა მოხმარდეს მსხვერპლთა უშუალო დახმარებას და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას. გრანტების გაცემა შესაძლებელია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებითაც, იმ პირობით, რომ ორგანიზაცია არ დაიტოვებს გრანტის რაიმე ნაწილს საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად;
ფონდის სამეურვეო საბჭო არ განიხილავს განაცხადებს, რომელთა თაობაზეც დამატებით ინფორმაციას ვერ მიიღებს სამდივნოს დახმარებით.
მონობის თანამედროვე ფორმების შესახებ გაეროსნებაყოფლობითი ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტთა მაგალითები
მაჰილა სევა სამითი, ინდოეთი: 2005 წელს 2,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაეხმარა ბავშვთა შრომის 88 მსხვერპლს მიღებულ ყოფილიყო სკოლაში სასწავლებლად და მიეღო სასწავლო წიგნები. პროექტი ასევე ითვალისწინებდა 4 თვეში ერთხელ მონიტორინგს ბავშვთა მიერ სწავლაში მიღწეული პროგრესის შესაფასებლად.
ჯადაკრისი, ნიგერია: 2006 წელს ადამიანთა ტრეფიკინგის 30-მა მსხვერპლმა მიიღო 6,400 აშშ დოლარი რეაბილიტაციისა და პროფესიული გადამზადებისათვის, რამაც მათ საშუალება მისცა ეშოვათ სამსახური და ქონოდათ საკუთარი შემოსავალი. |
i დამატებითი ინფორმაციისათვის ასევე იხილეთ ბროშურა მონობის თანამედროვე ფორმების შესახებ გაეროს ნებაყოფლობით ფონდზე |
4. თემთა ერთობლივი დახმარების პროექტი
1998 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა და გაეროს განვითარების პროგრამამ წამოიწყო თემთა ერთობლივი დახმარების პროექტი (ACT), რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია 5,000 აშშ დოლარის ოდენობის მიკრო-გრანტებისUგაცემა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ადგილობრივი ასოციაციებისა და სხვა მსგავსი ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ადამიანის უფლებათა პოპულარიზაციაზე მიმართულ საქმიანობას ადგილობრივ მოსახლეობაში. წლების მანძილზე პროექტი მონაწილეობას იღებდა ადამიანის უფლებათა განათლების დეკადის (1995-2004) და ადამიანის უფლებათა განათლების მსოფლიო პროგრამის (2005-მიმდინარე) მიმდინარეობაში. 1998 წლიდან ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა და გაეროს განვითარების ფონდმა 73 ქვეყანაში 800-მდე პროექტის განხორციელებას შეუწყეს ხელი.
პროექტის ადმინისტრირებას ძირითადად ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სათაო ოფისი ახდენს. თითოეულ ქვეყანაში იქმნება თემთა ერთობლივი დახმარების პროექტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ადგილზე მომუშავე პერსონალისგან კომპლექტდება. სამუშაო ჯგუფი, ისევე როგორც გაეროს სხვა ინსტიტუტები ავრცელებს ინფორმაციას პროექტის შესახებ და მისი საგრანტო განაცხადის ფორმას, ახდენს გრანტის მიმღებთა შერჩევას და ასევე პასუხისმგებელია ადგილზე პროექტთა განხორციელების მონიტორინგზე.
თემთა ერთობლივი დახმარების პროექტი იყენებს მიდგომას, რომელიც გულისხმობს მოსახლეობიდან წამოსული ინიციატივების ხელშეწყობას გამიზნულს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზე. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი პოტენციალის გაზრდას ადამიანის უფლებათა სფეროში ცოდნის გავრცელების, პრაქტიკული სემინარების ჩატარებისა და საზოგადოებისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდების გზით.
მაგალითად, პროექტი შეიძლება აფინანსებდეს შემდეგი ტიპის ღონისძიებებს:
ადამიანის უფლებათა საკითხებისადმი მიძღვნილი პრაქტიკული სემინარებისა და სასწავლო კურსების ორგანიზება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის, მათ შორის, მასწავლებლების, ქალების, სოციალური მუშაკების, საჯარო მოხელეებისა და აბორიგენი ხალხების წარმომადგენლებისათვის;
ადამიანის უფლებათა საკითხების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება ისეთი კულტურული ღონისძიებების საშუალებით, როგორიცაა სპექტაკლები, გამოფენები და როკ-კონცერტები;
ადამიანის უფლებათა საკითხებზე მასალის შემუშავება, თარგმნა და გავრცელება მედიის საშუალებით;
ადამიანის უფლებათა პოპულარიზაციისა და დაცვის საინფორმაციო ცენტრების ჩამოყალიბება;
საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის, როგორებიც არიან პატიმრები, კომერციული სექს-მუშაკები, აივ/შიდსით დაავადებულნი ან ვირუსის მატარებლები, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, იძულებით გადაადგილებული პირები;
ადამიანის უფლებათა საკითხებზე საბავშვო და ახალგაზრდული საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საკითხისადმი მიძღვნილი სასკოლო ოლიმპიადებისა და ახალგაზრდული კლუბების დაფუძვნება.
როგორ დავუკავშირდეთ თემთა ერთობლივი დახმარების პროექტს
პროექტი ფინანსურ დახმარებას უწევს სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ წარმომადგენლებს, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, პროფესიულ ჯგუფებს, ადგილობრივ მედიას და ქალთა ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ ადამიანის უფლებათა შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობას.
შერჩევის კრიტერიუმები
განმცხადებელი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაცია ან ასოციაცია, რომელსაც გააჩნია თავის მიერ წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინსტიტუციური რეზერვები;
წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს მაქსიმალურად ინოვაციური, ადგილობრივ დონეზე მაქსიმალურად მდგრადი შედეგების მიღწევაზე გათვლილი და ადვილად განმეორებადი;
პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს, ხოლო ბიუჯეტი - 5,000 აშშ დოლარს;
საგრანტო განაცხადები ბარდება ქვეყანაში შექმნილ თემთა ერთობლიობის პროექტის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან. ვადები განისაზღვრება ადგილობრივად. გრანტის მომპოვებელი საგრანტო ხელშეკრულებას დებს ქვეყანაში არსებულ გაეროს განვითარების პროგრამასთან ან ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან;
საგრანტო განაცხადი შეიძლება წარდგენილ იქნას ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე.
თემთა ერთობლივი დახმარების პროექტის მაგალითები
მადაგასკარში თემთა ერთობლივად დახმარების პროექტმა მხარი დაუჭირა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებებზე ფოკუსირებულ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებდა თოჯინათა შოუს მოწყობას და შესაბამისი სახელმძღვანელოს მომზადებას და გავრცელებას. პროეტმა გავლენა იქონია 14 სკოლის 6,000 მოსწავლეზე. სკოლების დირექტორებმა რეკომენდირებულად მიიჩნიეს ღონიესძიების განმეორება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.
სამხრეთელ ქალთა მედია ფორუმი დაარსდა 2005 წელს რაფაჰში, ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიის გაზას სამხრეთ ნაწილში მედიაში დასაქმებული ახალგაზრდა ქალებისათვის. ფორუმის დამაარსებლებმა ჩათვალეს, რომ მნიშვნელოვანი იყო მედიაში მომუშავე ქალთათვის შეექმნათ ერთგვარი სივრცე სამუშოაოს შესახებ თავიანთი იდეების ურთიერთგასაცვლელად, ურთიერთობების გასაღრმავებლად, ქალთა უფლებების უკეთ გასაცნობიერებლად, რომელთაც არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა მედიის საშუალებებში. თემთა ერთობლივი დახმარების პროექტის გრანტის მეშვეობით ჩატარდა ქალთა უფლებებზე ფოკუსირებული ადამიანის უფლებათა ტრენინგი, რომელშიც გაზას სამხრეთ ნაწილში მომუშავე 15-მა ქალმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. გრანტის მეშვეობით ასევე გამოიცა ადამიანის უფლებებზე ფოკუსირებული სპეციალიზირებული ჟურნალის პირველი გამოცემა და სამხრეთ გაზას სხვადასხვა ნაწილებში მომუშავე ქალთათვის ჩატარდა 5 ტრენინგი. |
i როგორ დავუკავშირდეთ თემთა ერთობლივიდახმარების პროექტს
ACT Project |
თემთა ერთობლივი დახმარების პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ინფორმაციას პროექტის ბროშურაში „ACT Project, Assisting Communities Together“. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-გვერდზე.
5. გაეროს დემოკრატიის ფონდი
გაეროს დემოკრატიის ფონდი (UNDEF) დაარსდა 2005 წელს 2005 წლის მსოფლიო სამიტის შედეგად.4 ფონდის მიზანია მთელს მსოფლიოში დემოკრატიზაციის პროცესების ხელშეწყობა. აღნიშნულისათვის იგი ითვალისწინებს დახმარების გაწევას მთავრობებისათვის, არასამთავრობო, ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, მათ შორის გაეროს შესაბამისი დეპარტამენტების, ოფისების, ფონდების, პროგრამების და სააგენტოებისათვის. გაეროს დემოკრატიზაციის ფონდი აფინანსებს ინიციატივებს, რომლებიც გათვლილია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების გაღრმავებაზე და დემოკრატიზაციის პროცესებში ყველა ჯგუფის ჩართულობის უზრუნველყოფაზე. მისი შესაძლო საქმიანობა მოიცავს:
დემოკრატიული დიალოგის და კონსტიტუციური პროცესების მხარდაჭერას;
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას;
სამოქალაქო განათლებას, ამომრჩეველთა რეგისტრაციას და პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას;
საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს;
ანგარიშვალდებულებას, ტრანსპარანტულობას და ერთიანობას.
გაეროს დემოკრატიის ფონდის ადმინისტრირებას ახდენს გაეროს პარტნიორობის ოფისი ნიუ იორკიდან - გაეროს სათაო ოფისიდან. შეიქმნა 19 კაციანი სათათბირო საბჭო გაეროს გენერალური მდივნისათვის ფონდის პოლიტიკის განსაზღვრისა და საგრანტო განაცხადებზე რეკომენდაციების შესამუშავებლად. სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში არიან წევრი-ქვეყნები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და გენერალური მდივნის წარმომადგენლები. 2006 წელს პროექტთა სელექციის და გრანტთა გაცემის პირველი რაუნდის მსვლელობისას მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ბ-ნმა კოფი ანანმა ყველა რეგიონიდან დაამტკიცა 36 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 125 პროექტი.
როგორ დავუკავშირდეთ გაეროს დემოკრატიის ფონდს
გაეროს განვითარების ფონდს შეუძლია საგრანტო განაცხადების მიღება დემოკრატიის და მმართველობის ფართო სპექტრიდან, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებიდან. ამასთანავე, ფონდი ძირითადად ფოკუსირდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, როგორიცაა ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი და პოლიტიკის შემმუშავებელი ინსტიტუტები და პროფესიული ასოციაციები.
გაეროს დემოკრატიის ფონდის საგრანტო განაცხადთა ზოგიერთი მოთხოვნაა:
გათვლილი;
ნებისმიერი პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500,000 აშშ დოლლარს და არ უნდა იყოს 50,000 აშშ დოლარზე ნაკლები;
განაცხადები მიიღება ყველა ქვეყნიდან, ასევე რეგიონალური და გლობალური ინიციატივებიდან;
უპირატესობა მიენიჭება ისეთ ქვეყნებზე გათვლილი პროექტების დაფინანსებას, სადაც არსებობს დემოკრატიზაციის პროცესთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, მაგალითად, პოსტ-კონფლიქტური, დემოკრატიზაციის გზაზე მდგარი ქვეყანა, ახალი დემოკრატია, ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნები.
გაეროს დემოკრატიის ფონდი მიზნად ისახავს დემოკრატიზაციის მხარდამჭერ პროექტთა წახალისებას, რომელთა განხორციელების შედეგად გაძლიერდება ურთიერთობები სამოქალაქო საზოგადოებასა და სამთავრობო ორგანოებს შორის, მოხდება საზოგადოების მარგინალიზირებულ და მოწყვლად ჯგუფთა ჩართულობის და მონაწილეობის უზრუნველყოფა, ან გაღრმავდება სამხრეთ-სამხრეთის ურთიერთთანამშრომლობა.
6. შესაძლებლობის შესახებ
გაეროს ნებაყოფლობითი ფონდი შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ შეიქმნა გაეროს გენერალური ასამბლეის 32/133 რეზოლუციით 1981 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო წელთან დაკავშირებით. მას შემდეგ გენერალურმა ასამბლეამ განაცხადა, რომ ფონდს უნდა გაეგრძელებინა მუშაობა და დღეს იგი გასცემს მცირე გრანტებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მხარდამჭერი სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად.
ფონდი ინოვაციურ პროექტებს აფინანსებს მცირე თანხებით, რათა:
ხელი შეუწყოს კონვენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მის შესრულებას;
შესაძლებელი გახადოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, ასვე ინკლუზიური და ხელმისაწვდომი პოლიტიკისა და პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
მოახდინოს განვითარების დღის წესრიგში უნარშეზღუდულობის თემატიკის ჩართვა;
გაზარდოს განვითარებად ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებაზე და კონვენციის შესრულებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა შესაძლებლობები. ასეთი ორგანიზაციები შესაძლოა იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოდაგოების სხვა წარმომადგენლები, მთავრობები, კერძო სექტორში მომუშავე ორგანიზაციები და განვითარების დარგში მომუშავე საერთაშორისო დონორები.
ფონდის ადმინისტრირებას ახდენს გაეროს შტაბ ბინაში, ნიუ იორკში არსებული ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების დეპარტამენტი.
როგორ დავუკავშირდეთ გაეროს ნებაყოფლობით ფონდს შეზღუდულიშესაძლებლობის შესახებ
1981 წლიდან -თავისი დაარსებიდან მოყოლებული ფონდმა დახმარება გაწია ეროვნული და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდაში განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესების მიზნით. ფონდმა ასევე შეიტანა წვლილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში შესაბამისი ტრენინგების და საჯარო საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით. შესაძლებელია, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ასევე მთავრობების დაფინანსება. ამასთანავე, გრანტები არ არის ხელმისაწვდომი ინდივიდებისათვის.
საპროექტო წინადადებები მიიღება მთელი წლის განმავლობაში. საპროექტო წინადადების წარდგენის მსურველმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ფონდში განაცხადის წარდგენამდე ჯერ უნდა მოიპოვონ თანხმობის წერილი (რომ წინააღმდეგნი არ არიან) ადგილობრივი მთავრობიდან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უნდა დაეკითხონ ადგილზე მომუშავე გაეროს განვითავრების ფონდის წარმომადგენლებს მსგავსი წერილის მიღების პროცედურაზე.
__________________________
1.ფონდში შემოწირულობების გაკეთება შეუძლიათ მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და კერძო ან საჯარო ორგანიზაციებს. კონტრიბუციისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფონდის სამდივნოს.
2. დაარსდა 2007 წლის 14 დეკემბრის 6/36 რეზოლუციით.
3. ფონდში შემოწირულობების გაკეთება შეუძლიათ მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და კერძო ან საჯარო ორგანიზაციებს. კონტრიბუციისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მის სამდივნოს.
4. იხილეთ 2005 წლის მსოფლიო სამიტის შედეგთა დოკუმენტის შესახებ გენერალური ასამბლეის 60/1 რეზოლუცია.