|
||
|
![]() |
მევენახეობის განვითარების ეკონომიკური კანონზომიერებები და პერსპექტივები აგროსამრეწველო ინტეგრაციის პირობებში (კახეთის მხარის მაგალითზე) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: ოქროცვარიძე ლალი |
| თემატური კატალოგი ეკონომიკა |
| წყარო: ISBN 978 – 9941 – 0 – 0865 – 8 |
| საავტორო უფლებები: © თეთრუაშვილი მაია |
| თარიღი: 2008 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი თბილისი მონოგრაფიაში განხილულია კახეთის რეგიონის მევენახეობის მიმართულების ფორმირებებში საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლისას საწარმოო პოტენციალის გამოყენების დონე. ყურძნისა და ღვინის ინტეგრაციული წარმოებისა და განვითარების საკითხები; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების ცვლილბათა კანონზომიერებები; მევენახეობა-მეღვინეობის როლი სასურსათო უსაფრთხოების გადაჭრაში და მასში კერძო საკუთრებითი ურთიერთობების როლი; დასაბუთებულია კერძო საკუთრებისა და იჯარულ ურთიერთობათა უპირატესობები, მოცემულია მათი დანერგვისა და შეთანაწყობის გზები; დასაბუთებულია, რეგიონში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობა, ძირითადი თავისებურებანი, ტენდენციები, კანონზომიერებები და შემუშავებულია საბაზრო პირობებში ადაპტაციისათვის ძირითადი მიმართულებები; ნაშრომი დახმარებას გაუწევს ეკონომიკური პროფილის სტუდენტებს, ასპირანტებს და აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებულ ფართო მკითხველს. იბეჭდება საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს რეკომენდაციით რედაქტორი: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ომარ ქეშელაშვილი რეცენზენტები: სრული პროფესორი, ლ. ჩიბურდანიძე, ასოცირებული პროფესორი, მ. ბახია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი, ჯ. მახარაძე |
![]() |
1 შესავალი |
▲back to top |
საქართველოსათვის აგრარული სექტორი სტრატეგიული მნიშვნელობის დარგს წარმოადგენს. ქვეყანაში XX საუკუნის ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც სოფლის მეურნეობა, ასევე მევენახეობა-მეღვინეობა.
ახალი წარმოებითი ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში, დღის წესრიგში დადგა არსებული მდგომარეობის ანალიზისა და შეფასების აუცილებლობა, მისი საწარმოო პოტენციალის გამოყენების, საწარმოო ორგანიზაციული სტრუქტურების რეორგანიზაციის და მეურნეობრიობის ახალი ფორმების დამკვიდრების საკითხი.
საბაზრო ურთიერთობებზე გარდმავალ პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა მეცნიერთა ყურადღება მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მიმდინარე გარდაქმნის პროცესებისადმი, რაც წარმოადგენს საქართველოს აგრარული ეკონომიკის საკვანძო საკითხს, რადგან მასზე ბევრად არის დამოკიდებული რეგიონის და მთლიანად ქვეყნის შემდგომი განვითარება. სამწუხაროდ, ამ დარგში რეფორმის პირობებში საწარმოო პოტენციალის გამოყენება დაეცა, სრულად არ გამოიყენება მიწა, კაპიტალი, შრომა, სამეწარმეო უნარი. ვერ ვითარდება მცირე და საშუალო აგრობიზნესი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგიონის ეკონომიკის შესწავლა, რეგიონში არსებული პოტენციალის სრულად ამოქმედება და გამოყენება, აგრეთვე საწარმოთა ორგანიზაციული ფორმების სრულყოფილად გამოყენება, მათი შემდგომი განვითარების სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება დიდ თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს, რამაც განაპირობა საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიმართულება.
მევენახეობა-მეღვინეობის საწარმოო პოტენციალის გამოყენების პრობლემებზე უკანასკნელ წლებში უცხოელ და ქართველ მეცნიერთა მრავალი საინტერესო შრომა გამოქვეყნდა. მომზადდა საკანდიდატო ნაშრომები, შესრულდა რამდენიმე საინტერესო გამოკვლევა. მიუხედავად ამისა, საბაზრო ეკონომიკისადმი დარგობრივ-რეგიონული ადაპტაციისა და საწარმოო პოტენციალის გამოყენების საკითხები მეურნეობრიობის ახალი ვითარებისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დანერგვის პირობებისათვის, სხვადასხვა აქტუალური ასპექტები, ჩვენი აზრით კვლავაც მოითხოვს სათანადო კომპლექსურ-მეცნიერულ შესწავლას, შესაბამისი დასკვნების გაკეთებას და რეკომენდაციების შემუშავებას.
![]() |
2 თავი I. მევენახეობის ადგილი და როლი საქართველოს ეკონომიკაში და მისი ინტეგრირებული განვითარების თეორიული საფუძვლები საბაზრო ეკონომიკის პირობებში |
▲back to top |
![]() |
2.1 1.1 მევენახეობის განვითარების მოკლე ისტორია, მისი როლი და მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკაში |
▲back to top |
თანამედროვე მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას. იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნული ეკონომიკა ინტეგრირებული იქნას მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში, აუცილებელია შეიქმნას გარკვეული პირობები, რათა საშუალება მიეცეს აგრალურ სექტორში წარმოებულ სასურსათო პროდუქტებს მსოფლიო ბაზარზე გასვლისათვის. ქვეყანაში უნდა ვაწარმოოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც იქნება იაფი, ხარისხიანი და მაღალკონკურენტუნარიანი და რომელიც გაუძლებს მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქტების კონკურენციას. სელექციურ და ჯიშობრივ შემადგენლობას, და იმ თავისებურებებს რომლითაც ხასიათდებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგები.
საქართველო სოფლის მეურნეობის სერთიფიკაციის თვალსაზრისით მსოფლიო მნიშვნელობის რეგიონია, საქვეყნოდაა ცნობილი და აღიარებული რომ საქართველო წარმოადგენს ვაზის ერთ-ერთ სამშობლოსა და აკვანს; აქ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე გამოყვანილია ამ კულტურათა აბორიგენული ჯიშები, რომლის ბადალი მსოფლიოში არ მოიძებნება.
ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. III-II ათწლეული) კავკასიის მეშვეობით ხორციელდებოდა ტომთაშორისი კავშირები ძველ აღმოსავლურ სამყაროსა და ევროპის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხებს შორის, ხდებოდა ტექნიკურ და კულტურულ მიღწევათა გაზიარება, თუმცა ეს ურთიერთობები არალეგალური ხასიათის იყო.
ძვ. წ. II საუკუნიდან ინდოეთიდან მომავალმა დიდმა სავაჭრო გზამ ახალი საწყისი მიიღო. ამ გზით რომის იმპერიაში მაღალხარისხიანი ჩინური აბრეშუმის შეტანა დაიწყეს. ეს მაგისტრალი „აბრეშუმის დიდ სავაჭრო გზად იწოდებოდა“. იგი ჩინეთში - სიანში იწყებოდა და ქ. დუნხუანიდან ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისაკენ. ორივე 6
გზა ქ. ყაშგარში იყრიდა თავს, აქედან გზის სამხრეთი შტო ქალაქ ანტიოქიაში, ხოლო ჩრდილოეთის განშტოება კასპიის ზღვის, ალბანეთის, ქართლისა და ეგრისის გავლით ქ. ფაზისში ჩადიოდა.
ანტიკური ხანიდან ამიერკავკასიის ტერიტორიაზე გადიოდა კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო სატრანსპორტო გზა, რომელიც მცირე აზიიდან მიემართებოდა და სომხეთის დედაქალაქის გავლით მცხეთამდე აღწევდა აქედან კი არაგვის ხეობის გავლით ჩრდილოეთ კავკასიაში გადიოდა.
ზემოთხსენებულს ადასტურებს ცნობილი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი, რომელსაც თავის ნაშრომში „გეოგრაფია“ მოცემული აქვს ცნობები საქართველოს შესახებ, სადაც მიუთითებს 4 დიდ მაგისტრალს კოლხეთიდან, არაგვის ხეობიდან, ალბანეთიდან და არმენიიდან.
აკად. ნ. ბერძენიშვილი წერს „საქართველო თავის ისტორიულ წარსულში არასოდეს ისეთ პოლიტიკურ გარემოში არ მოქცეულა, როგორც ამას ადგილი ჰქონდა XI-XII საუკუნეებში, არასოდეს ის ასეთ ინტენსიურ კულტურულ ურთიერთობაში არ ყოფილა ერთსა და იმავე დროს აღმოსავლეთის, დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნებთან, როგორც ეს იყო X-XII საუკუნეებში“.
მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის უპირატესობა. ეს კი, საშუალებას იძლევა საქართველო გადაიქცეს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად, რეექსპორტისა და ტრანზიტის პლაცდარმად.
საქართველოს დიპლომატური ურთიერთობა აქვს დამყარებული მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ასამდე სახელმწიფოსთან. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფოთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბლოკებთან (ეუთო, ნატო, ევროსაბჭო, ევროკავშირი და სხვა.), მეზობელ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს მსოფლიო ასპარეზზე.
ყურძნის წარმოება და გამოყენება
ცხრილი 1
მაჩვენებლები |
მოსახ- |
მარაგი წლის |
წარ-მოება |
იმპორტი |
სულ |
1995 წ. |
4674 |
260 |
422 |
9 |
691 |
1996 წ. |
4558 |
380 |
311 |
6 |
697 |
1997 წ. |
4505 |
393 |
309 |
5 |
707 |
1998 წ. |
4470 |
399 |
239 |
3 |
641 |
1999 წ. |
4435 |
369 |
220 |
3 |
592 |
2000 წ. |
4401 |
334 |
210 |
3 |
547 |
2001 წ. |
4371 |
273 |
150 |
5 |
428 |
2002 წ. |
4343 |
275 |
90 |
5 |
300 |
2003 წ. |
4343 |
77 |
200 |
15 |
15 |
2004 წ. |
4315,2 |
64 |
180 |
3 |
247 |
2005 წ. |
4289 |
57 |
250 |
2 |
309 |
2006 წ. |
4401,3 |
58 |
162 |
6 |
226 |
გამოყენება
მაჩვენებლები |
სასურსათო |
ყურძნის |
ღვინის |
დანაკარგი |
ექსპორტი |
მარაგი |
მთლიანი გამოყენება |
1995 წ. |
255 |
32 |
123 |
12 |
44 |
380 |
691 |
1996 წ. |
252 |
30 |
122 |
10 |
42 |
393 |
697 |
1997 წ. |
252 |
30 |
122 |
11 |
45 |
399 |
707 |
1998 წ. |
226 |
23 |
112 |
9 |
37 |
369 |
641 |
1999 წ. |
227 |
24 |
112 |
8 |
23 |
334 |
547 |
2000 წ. |
226 |
23 |
112 |
8 |
40 |
273 |
547 |
2001 წ. |
183 |
13 |
93 |
6 |
34 |
205 |
428 |
2002 წ. |
174 |
11 |
90 |
3 |
46 |
77 |
300 |
2003 წ. |
175 |
25 |
102 |
7 |
64 |
46 |
292 |
2004 წ. |
148 |
14 |
134 |
6 |
36 |
57 |
247 |
2005 წ. |
179 |
16 |
163 |
8 |
64 |
58 |
309 |
2006 წ. |
157 |
16 |
141 |
5 |
24 |
40 |
226 |
როგორც ცხრილი 1-დან ჩანს 2006 წ. მოხმარებული იქნა 157 ათ. ტ. სურსათი აქედან, ყურძნის სახით 16 ათ. ტონა, ხოლო ღვინის სახით 141 ათ. ტონა, საექსპორტოდ გავიდა 24 ათ. ტონა ღვინო, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მიზერული რაოდენობაა. თანამედროვე პირობებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას, განსაკუთრებით საკვლევ რეგიონში, რადგან იყო პერიოდი (1985 წ.), როდესაც საქართველოში იწარმოებოდა, 996 ათ. ტონა. 2006 წელს იგი შეადგენდა 162 ათ. ტონას. ე.ი. თითქმის 6-ჯერ არის შემცირებული ყურძნის წარმოების მოცულობა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომკიურ მდგომარეობაზე.
განსაკუთრებული თავისებურებები დაფიქსირდა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში (1990 წლიდან დღემდე). ამ პერიოდში საქართველოში ვენახების ფართობები შემცირდა 44 %-ით, ხოლო საკვლევ მხარეში 41 %-ით. აღნიშნულის მიზეზი ძირითადად იყო ყურძნის შესყიდვის დაბალი ფასები, გასაღების ბაზრის დაკარგვა, ცუდი საკონტროლო პირობები, დარგის ინფრასტრუქტურის დაშლა, ღრმა კრიზისი სახალხო მეურნეობის ყველა დარგში, მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები და სხვა.
ვენახების ფართობი საქართველოში 1980-2006 წლებში1 (ათ. ჰექტარი)
ცხრილი 2
მხარეები |
1980 |
1990 წ. |
1995 წ. |
2000 წ. |
2004 წ. |
2005 წ. |
2006 წ. |
კახეთი |
66,764 |
66,387 |
57,300 |
39,437 |
37,8 |
37,8 |
37,8 |
ქართლი |
10,822 |
13,014 |
9,700 |
6,909 |
6,8 |
6,8 |
6,8 |
იმერეთი |
20,495 |
18,564 |
16,517 |
12,658 |
12,0 |
12,0 |
12,0 |
რაჭა- |
2,731 |
2,705 |
2,305 |
1,474 |
1,4 |
1,4 |
1,4 |
მცხეთა- |
2,950 |
2,275 |
2,103 |
1,194 |
1,1 |
1,1 |
1,1 |
დანარჩენი |
7,651 |
9,859 |
6,285 |
2,028 |
1,1 |
1,1 |
1,1 |
სულ |
127,524 |
112,800 |
94,210 |
63,700 |
60,2 |
60,2 |
60,2 |
80-იან წლებში ვენახის ფართობი შედაგენდა 127 ათ. ჰა-ს, ხოლო ამჟამად, მისი ფართობი არ აღემატება 60 ათ. ჰა-ს. (იხილე ცხრილი 2).
საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ შეიქმნა კერძო სტრუქტურა, რომელმაც კონკურენცია გაუწია სახელმწიფო სექტორს. საკმარისია აღინიშნოს, რომ თუ 1990 წელს სახელმწიფო სექტორის წილად მოდიოდა ვენახის ფართობების 64,2 %, ხოლო კერძო სექტორის წილად - 35,8 %, ამ მაჩვენებლებმა 2006 წელს კი - 5,92% და 94,8% შეადგინა სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის მნიშვნელოვნად განსხვავებულია მოსავლის და მოსავლიანობის მაჩვენებელიც. 2006 წელს 1990 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში მოსავალი 369,2 ათ. ტონით შემცირდა და მან 9,7 ათ. ტონა, ხოლო კერძო სექტორში 152,8 ათ. ტონა შეადგინა. ამ სექტორში ვენახის ფართობების ზრდა 1995 წლიდან დაფიქსირდა და 1990 წელთან შედარებით იგი 39,4 ათ. ჰექტარით გაიზარდა, ხოლო 2006 წლისათვის 54,9 ჰა-ს მიაღწია, ხოლო მთლიანად ვენახის ფართობი 1990 წელთან შედარებით 2006 წელს 52,6 ათ ჰა-ით შემცირდა, ე.ი. ვენახის ფართობები გადავიდა სხვა დაბალინტენსიურ ფართობებში, რაც გამოიწვია შემდეგმა გარემოებებმა:
- დაბალი იყო ყრძნის შესყიდვის ფასები, რამაც იძულებული გახადა კახელი გლეხი ამოეძირკვა ვაზის ნერგი;
- თითქმის მთლიანად განადგურდა ვაზის სანერგე მეურნეობები, რომლებიც აწარმოებდნენ სხვადასხვა ჯიშის ნერგს;
- გაიზარდა ვენახის ფართობებში ვაზის მეჩხერიანობა;
- ვენახები მასიურად დაავადდა სოკოვანი და ვირუსული დაავადებებით;
- დაირღვა ვაზის ნარგაობის ჯიშური სიწმინდე;
- დაეცა ღვინის ხარისხი.
ამ გარემოებებმა ასახვა ჰპოვა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე.
![]() |
2.2 1.2 მევენახეობის ადგილი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში და მისი გაადგილების თავისებურებანი |
▲back to top |
საქართველოს ეროვნულ ეკონომიკაში მევენახეობა-მეღვინეობა ყოველთვის თვალსაჩინო როლს ასრულებდა და მთელ რიგ მხარეებში დღესაც მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი კულტურული დონის ამაღლების ძირითადი წყაროა.
ქვეყნის ხელშემწყობი ბუნებრივი პირობები და ვაზის ჯიშთა სიუხვე სრულ შესაძლებლობას იძლევა მევენახეობის ფართოდ განვითარებისათვის. კვების მხრივ, როგორც ნაკლებმომთხოვნი მცენარე, დაუბრკოლებრივ ვითარდება ისეთ ნიადაგებზეც კი, სადაც სოფლის მეურნეობის მთელ რიგ კულტურათა წარმოება შეუძლებელი ან მცირე ეფექტიანობის მომცემია; სამუშაო ოპერაციების მრავალსახეობის მიხედვით ვენახში წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა ასაკის მუშახელი. ვაზის ფესვთა სისტემა ნიადაგის ღრმა ფენებში განვითარების შედეგად საკვებ ნივთიერებებთან ერთად იღებს ტენის საჭირო რაოდენობას, რის შედეგადაც ურწყავ პირობებშიც თუ ნიადაგი სათანადოდ მოვლილ-დამუშავებულია, სავსებით ნორმალურ განვითარებას აღწევს. მრავალწლიან მცენარეებთან შედარებით, ვაზი ადრე იწყებს მოსავლის მოცემას. მესამე წელს უკვე საკმაო მოსავლიანობით ხასიათდება, ხოლო სრულმოსავლიანობას მეოთხე, მეხუთე წელს აღწევს.
ვაზიდან მიღებული პროდუქცია მრავალი დანიშნულებით გამოიყენება: ყურძენი, როგორც ხილი, ძველთაგანვე ითვლება საუკეთესო დიეტურ და გემრიელ საკვებად. იგი ამავე დროს, სამკურნალო საშუალებასაც წარმოადგენს. მწიფე ყურძენი შაქრების გარდა შეიცავს სიმჟავეებს (ღვინის, ვაშლის, ლიმონის და სხვა) და მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, რკინას და სხვა). ფოსფორი და კალციუმი ზრდის სტიმულატორებია, რკინა - სისხლის გაახლებას და დაჟანგვის პროცესს უწყობს ხელს,
ხოლო კალიუმი მავნე მჟავეების გამნეიტრალებელია; ყურძენში მოიპოვება აგრეთვე ვიტამინები: B1 (თიამინი), B2 (რიბოფლავინი), C (ასკორბინის მჟავა), B12 (ციანოკობა-ლამონი), B6 (პირდოქსინი), P და სხვა, რომლებიც აწესრიგებენ ორგანიზმში ფიზიოლოგიურ პროცესებს.
ყურძენი მოიხმარება როგორც ნატურალური, ისე გადამუშავებული სახით. მისი ძირითადი პროდუქტია ღვინო, ყურძნის გამოწურვის შედეგად დარჩენილი ჭაჭიდან ღებულობენ სპირტს. უალკოჰოლო პროდუქციის სახეობებიდან აღსანიშნავია აგრეთვე ყურძნის შესქელებული წვენი ანუ ბადაგი, რომელიც თავისი ღირსებით და კვების უნარიანობით არ ჩამოუვარდება კარაქსა და თაფლს. ბადაგისაგან შეიძლება დამზადდეს ძვირფასი პროდუქტები: თათარა, ჩურჩხელა, ტყლაპი, მურაბა, ჟელე, მარმელადი და სხვა, რომელთაც სინოყივრისა და შაქრის შემცველობის მხრივ კვების მრეწველობაში მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ყურძნის გამოწურვის შედეგად დარჩენილი ჭაჭა გამოხდის შედეგად იძლევა სპირტს და არაყს. წიპწის გადამუშავების შედეგად მიღებული ზეთი მეტად ძვირფას მასალას წარმოადგენს საპარფიუმერიო წარმოებისათვის და საპნის დასამზადებლად. დაფქული წიპწა ყავის დასამზადებლად გამოიყენება.
ვაზის ვეგეტატიური ნაწილებიც შეიძლება იქნეს გამოყენებული მრეწვლობაში. ასე, მაგალითად: ვაზის გასხვლის შედეგად მიღებული ანასხლავი რქები სათანადო გადამუშავების შემდეგ საწერი ქაღალდის დასამზადებლად და პირუტყვის გამოსაკვებად გამოიყენება.
ყურძენი, როგორც სამკურნალო საშუალება, ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, საჭმლის მონელებას და დადებითად მოქმედებს კუჭით, თირკმელებით და ფილტვებით დაავადებულებზე, აგრეთვე ნერვიულ და ბრონქიტიან ავადმყოფებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქიშმიშის წარმოებას.
ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ „მევენახეობა ძველ საქართველოში უაღრესად განვითარებული უნდა ყოფილიყო, რადგან ისეთი მაღალი ღირსების ვაზ-ყურძნის ჯიშების შექმნა როგორიცაა საფერავი, რქაწითელი და სხვა ჯიშები, ქართველ მევენახეს მხოლოდ ხანგრძლივი და შეგნებული მზრუნველობით აღსავსე მუშაობით შეეძლო“.2
მხარეების მიხედვით ყურძნის წარმოების ანალიზმა გვიჩვენა, რომ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში წამყვან როლს კვლავ კახეთისა და იმერეთის მხარე ასრულებს (ცხრილი 2).
კახეთის მხარეში 2006 წელს 1990 წელთან შედარებით ყურძნის წარმოება 5,1-ჯერ შემცირდა, ხოლო იმერეთის მხარეში - 3,6-ჯერ. შესაბამისად შემცირდა სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, შიდა და ქვემო ქართლის რაიონებში. ყველაზე უმნიშვნელო როლს ყურძნის წარმოებაში სამცხე-ჯავახეთის მხარე ასრულებს. აქ ყურძნის წარმოება მხოლოდ 0,1%-ს შეადგენს.
ყურძნის წარმოების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ. წლების განმავლობაში მოსახლეობის მიერ ჩაბარებული ყურძნის თვითღირებულების აუნაზღაურებლობამ და შიდა დარგობრივი ინტეგრაციული პროცესების შეჩერებამ, მრავალწლიანი კულტურების ერთწლიანი კულტურებით შეცვლისაკენ სწრაფვამ, ვაზის ნერგის წარმოების შეწყვეტამ. მევენახეობისათვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უკმარისობამ; სასუქებისა და შხამქიმიკატების ნაკლებობამ; მევენახეთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა, მევენახეთა ცოდნის არასაკმარისმა დონემ და სხვა.
კახეთის მხარეში და მთლიანად საქართველოში ყურძნის წარმოება თითქმის ყოველწლიურად მცირდება. შემცირების მაღალი ტემპები დაფიქსირდა 1997-1999 წლებში. ამასთან თუ 1990 წელს კახეთში იწარმოებოდა საქართველოში წარმოებული ყურძნის 62,8%, ეს მაჩვენებელი წლების მიხედვით თანდათან მცირდება და 2006 წლისათვის 52,9% შეადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წლისათვის 1995 წელთან შედარებით შემცირდა როგორც ფართობები, ასევე მოსავალი და შესაბამისად მოსავლიანობაც. საკვლევ მხარეში ვენახის ფართობების შემცირების მაღალი ტემპები დაფიქსირდა განსაკუთრებით გურჯაანის, თელავის, საგარეჯოს და ყვარელის რაიონებში. ფართობების შემცირებასთან ერთად განახევრდა მოსავალიც თითქმის ყველა რაიონში.
2006 წლისათვის კახეთის მხარეში ვენახების ფართობების ხვედრითი წილი რაიონების მიხედვით შეადგენდა: გურჯაანში - 18,5%, ყვარლის რაიონში - 17,2%, თელავის რაიონში - 13,9%, ახმეტის რაიონში - 11,6%. თანაბარი რაოდენობა არის საგარეჯოს და სიღნაღის რაიონებში - 11,4%. ფართობის სიმცირით გამოირჩევა დედოფლისწყაროს - 8,9% და ლაგოდეხის - 7,1% რაიონები.
კახეთის მხარის მევენახეობა-მეღვინეობის პრიორიტეტული ადგილი ქვეყნის ეკონომიკაში უდავოა, მაგრამ 1990 წლიდან, მცირე გამონაკლისის გარდა, ახალ ფართობებზე ვენახი არ გაშენებულა, აღარ იწარმოება ვაზის ნამყენი ნერგი, ფუნქციონირება შეწყვიტა კახეთის მხარეში განლაგებულმა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიური ხაზებით აღჭურვილმა სასათბურე და სანერგე მეურნეობებმა, განადგურდა საძირეთა სადედეები.
მძიმე მდგომარეობაა შექმნილი მეღვინეობაშიც. განადგურდა უძვირფასესი ღვინოები და სპირტები. თითქმის აღარ იწარმოება უნიკალური ღვინოები, დაიკარგა საშინაო და საგარეო ბაზარი.
კერძო საკუთრებებთან ერთად წარმოების მასტიმულირებელ როლს ასრულებს იჯარა. დღეისათვის მიწების იჯარით აღება კერძო საკუთრებასთან შეთანაწყობის ოპტიმალური გზა აღმოჩნდა, 2006 წლისათვის საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 18,5% იჯარითაა გაცემული. 553 ათ. ჰა-დან 140 ათ. ჰექტარია 49 ათას ფიზიკურ პირზე, ე.ი. ფიზიკურ პირზე იჯარით არსებული მიწის რაოდენობა შეადგენს 3,5 ჰექტარს. პრივატიზებული და იჯარით გაცემული მიწები დამუშავებულია ან გამოყენებულია საძოვრებად. რაც შეეხება საკვლევ მხარეს სახელმწიფო სექტორში არსებული მიწის ფართობების 74% გაცემულია 21 129 ფიზიკურ პირზე, ხოლო 26% - 349 იურიდიულ პირზე.
საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია არახელსაყრელი საგადასახადო გარემოს არსებობა, რომელიც ხელს უწყობს ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას. უმეტესმა საწარმომ ასეთი საგადასახადო სისტემის გამო ფაქტიურად შეწყვიტა არსებობა. ამგვარ პირობებში შეუძლებელია წარმოების რაციონალურ რესტრუქტურიზაციასა და ტექნოლოგიურ მოდერნიზაციაზე, პროდუქციის ხარისხისა და სასაქონლო სახის გაუმჯობესებაზე, საერთოდ ნორმალური კვლავწარმოებითი პროცესის უზრუნველყოფასა და საბოლოო ჯამში, რეალური საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე ფიქრიც კი.
მევენახეობა-მეღვინეობაში შექმნილი სიძნელეების დაძლევისა და მისი შემდგომი განვითარების ხელშეწყობისათვის გადაუდებლად მიგვაჩნია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
- ყურძნისა და მისი პროდუქციის რეალიზაცია მწარმოებელთა დაინტერესებისა და მარკეტინგული სამსახურის განვითარების გზით;
- საერთშაორისო ბაზარზე ქართული მაღალხარისხოვანი ღვინოების შეღწევისათვის წარმოშობის ადგილისა და გეოგრაფიული დასახელების კატეგორიის ღვინოების წარმოებაზე გადასვლა;
- მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა;
- სერვისის ისეთი მოდელის ჩამოყალიბება მხარისა და რაიონის დონეზე, რომელიც სოფლად მომუშავე ყველა კატეგორიის საქონელმწარმოებელს, მათი მოთხოვნილების საფუძველზე, გაუწევს გარანტირებულ საწარმოო ტექნიკურ მომსახურებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სათადარიგო ნაწილებით, საწვავ-საცხები და სხვა მასალებით მომარაგებას, ტექნიკის სარეალიზაციოდ მომზადებას, ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს, გარანტიისა და მის შემდგომ პერიოდში ექსპლუატაციაზე პასუხსიმგებლობას, მანქანების გაქირა ვებას, კადრების მომზადებას, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების რეკლამის,
ყურძნის წარმოება რეგიონების მიხედვით
(1990-2006წწ.)
ცხრილი 3
მხარეები |
1990 ათ. ტ. |
% |
2001 |
% |
2002 |
% |
აჭარა |
6,2 |
0,9 |
1,5 |
1.0 |
1.8 |
2.0 |
სამეგრელო- |
18,1 |
2,6 |
4.9 |
3.2 |
5.1 |
5.6 |
გურია |
11,8 |
1,7 |
3.1 |
2.0 |
3.8 |
4.2 |
იმერეთი |
132,5 |
19,2 |
37.5 |
25 |
36.5 |
40.5 |
რაჭა- |
14,4 |
2,1 |
3.7 |
2.4 |
5.3 |
5.8 |
შიდა |
26,7 |
3,8 |
7.5 |
5.0 |
6.4 |
7.1 |
მცხეთა- |
21,5 |
3,1 |
6.0 |
4.0 |
3.4 |
3.7 |
კახეთი |
433,8 |
62,8 |
75 |
50 |
25.6 |
28.4 |
ქვემო |
25,6 |
3,7 |
10.5 |
7.0 |
2.0 |
2.2 |
სამცხე- |
0,4 |
0,1 |
0.2 |
0.1 |
0.2 |
0.2 |
სულ |
691,0 |
100,0 |
150.0 |
100,0 |
90.0 |
100,0 |
პროპაგანდასა და დანერგვას, მეცხოველეობისა და სხვა მშენებარე ობიექტების კომპლექტაციას, სამონტაჟო დანადგარ-მოწყობილობების, ტექნიკური მომსახურების, რემონტის და გამართვა-გაშვების სამუშაოთა გარანტიით შესრულებას;
გაგრძელება
მხარეები |
2003 ათ. ტ. |
% |
2004 |
% |
2005 |
% |
2006 |
% |
აჭარა |
19 |
9.5 |
1.9 |
1.1 |
2.0 |
0.8 |
1.3 |
0.8 |
სამეგრელო- |
7.8 |
8.6 |
6.7 |
3.7 |
6.3 |
2.5 |
4.1 |
2.5 |
გურია |
6.4 |
3.2 |
42 |
0.2 |
5.5 |
2.2 |
3.9 |
2.4 |
იმერეთი |
5.8 |
22,9 |
4.7 |
2.6 |
57.9 |
24.7 |
36.3 |
24.7 |
რაჭა- |
7.6 |
8.4 |
6.9 |
3.8 |
8.0 |
3.2 |
7.3 |
4.5 |
შიდა |
6.4 |
8.2 |
14.1 |
7.8 |
18.2 |
3.8 |
10.9 |
3.8 |
მცხეთა- |
10.5 |
5.2 |
8.5 |
4.7 |
7.8 |
3.1 |
4.7 |
2.9 |
კახეთი |
0.6 |
45.3 |
85.4 |
47.4 |
128.4 |
52.8 |
86.1 |
53 |
ქვემო |
2.8 |
6.4 |
9.6 |
5.3 |
13.7 |
5.5 |
6.3 |
3.9 |
სამცხე- |
0.2 |
0.1 |
0.2 |
0.1 |
2.5 |
0.1 |
1.6 |
0.1 |
სულ |
100.0 |
100,0 |
180,0 |
100. |
250.3 |
100.0 |
162.5 |
100. |
- მევენახეობის ჯიშობრივი შემადგენლობის გაუმჯობესება;
- საექსპორტო-იმპორტშემცვლელი პოტენციალის მარკეტინგული გამოკვლევა;
- საგადასახადო სისტემის სრულყოფა და სხვ.
![]() |
2.3 1.3 კახეთის მხარის სოფლის მეურნეობაში მეწარმეობისა და აგრობიზნესის განვითარების მიმართულებები |
▲back to top |
საკვლევი მხარის სოფლის მეურნეობის კერძო სექტორში თავმოყრილია დასამუშავებელი მიწების (სახნავის, მრავალწლიანი ნარგავების) უმეტესი ფართობები. იგი თანდათანობით წამყვანი ძალა ხდება რეგიონის სურსათის წარმოებაში და მომარაგებაში.
ამ მხარის ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპის უმნიშვნელოვანესი თავისებურებაა ის, რომ აგრარულ სექტორში დამკვიდრდა კერძო საკუთრება და იგი კახეთის რეგიონის ეკონომიკის საფუძველია. ეს არის ამ მხარის აგრარული რეფორმის პოზიტიური, სოციალური, ეკონომიკური შედეგი (იგივე ითქმის ქვეყნის მასშტაბითაც), რაც რევოლუციური გადატრიალების ტოლფასია.
ამასთან, ამ მხარის აგრარული რეფორმის გატარებისას თავი იჩინა ნეგატიურმა შედეგებმა. მხედველობაში გვაქვს უწინარეს ყოვლისა ის გარემოება, რომ გლეხი მიწასთან შიშველი ხელებით დავტოვეთ და მას უჭირს მიწის დამუშავება, ამიტომ შედეგი არადამაკმაყოფილებელია.
აგრარული რეფორმის კურსი არასწორი მიმართულებით განვითარდა, იგი წავიდა თვითდინებით, უსისტემოდ, არსებული პროგრამის მოთხოვნების გაუთ-ვალისწინებლად და აგრარულმა რეფორმამ სრულად ვერ უზრუნველყო კერძო საკუთრების პოტენციურ შესაძლებლობათა რეალიზაცია. ჩვენი გაანგარიშებით იგი ერთი მესამედითაც არ არის გამოყენებული. ამჟამად არაპრივატიზებული მიწების ხვედრითი წილი დამუშავებაში მყოფ ფართობებში 30%-მდეა, ხოლო სათიბებში კიდევ უფრო მაღალია, 85%-მდეა, საძოვრებში 97%-მდეა. საჭიროა ამ მიწებს გავუჩინოთ ნამდვილი მეპატრონეები და ჩავაყენოთ ხალხის სამსახურში, იგი შემოსავალის უდიდესი წყარო გახდება.
რეგიონში აგრარული რეფორმის ასევე თვალსაჩინო სოციალურ-ეკონომიკური მონაპოვარია ახალი ტიპის საწარმოთა ჩამოყალიბება და განვითარება. კერძოდ, შეიქმნა და ვითარდება მეწარმეობის ინდივიდუალური (გლეხური, ფერმერული) პარტნიორული (კოოპერაციული გაერთიანებები, ერთობლივი საწარმოები), აქციონერული ფორმირებანი. მეურნეობრიობის მრავალფეროვნება ამ რეგიონის ცხოვრების რეალობაა და მის სრულყოფილად განვითარებას ფართო გზა უნდა მიეცეს. რეგიონში ადრე არსებული 248 სოფლის მეურნეობრივი საწარმოდან ლიკვიდირებულია თითქმის უმრავლესობა და როგორც აღვნიშნეთ, შექმნილია 300 ფერმერული მეურნეობა, შპს - 16, კოოპერაციული გაერთიანებები - 14, სააქციო საზოგადოებები - 12. რეგიონში გავრცელებულია ფერმერული მეურნეობები. ისინი ნატურალურ და ნახევრად ნატურალურ მეურნეობებს წარმოადგენენ და ძალზე დაბალი აქვთ საქონლიანობის დონე. მათ არ შეუძლიათ, სრულად გამოკვებონ არა მარტო ქვეყანა, არამედ რეგიონი. მომავალში კურსი უნდა ავიღოთ მსხვილი, მაღალ-საქონლური ფერმერული მეურნეობებისაკენ.
განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გლეხური (ფერმერული) მეურნეობები რიგი შეღავათებით სარგებლობენ. ჩვენთან ეს პირობები არ არსებობს და იგი არ გამოიყენება. ამდენად ფერმერული მეურნეობების განვითარებისათვის სათანადო იურიდიული ბაზის შექმნას და ამის საფუძველზე საგადასახადო სისტემის დახვეწას ესაჭიროება სერიოზული მიხედვა და სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამა თუ იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ფუნქციონირებადი ბევრი სოფლის მეურნეობის საწარმო მომავალში არსებობას შეწყვეტს, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სოფლად მეწარმეობის განვითარებას. არადა მეწარმეობამ უნდა ააღორძინოს, ეკონომიკურად განამტკიცოს რეგიონი. მევენახეობაში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ მეტად უარყოფითი გავლენა მოახდინა რეგიონში მეღვინეობის განვითარებაზე. წლების განმავლობაში სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით დარგში დაგროვილმა გადაუჭრელმა პრობლემებმა შეასუსტა კახური ღვინის კონკურენტუნარიანობა საზღვარგარეთის ქვეყნების ბაზრებზე.
ყურძნის წარმოების მკვეთრი შემცირებისა და ღვინის მრეწველობაში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიზეზით, დიდად გაუარესდა რეგიონში პირველადი ღვინის ქარხნებში საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვა, კატასტროფულად შემცირდა ღვინის წარმოების მოცულობა. მთლიანად ქვეყანაში, 1990 წ. 433 ათასი ტ. ყურძენი გადამუშავდა, 2006 წ. 25-ჯერ ნაკლები; ძირითადად, კახეთის რეგიონზე აღინიშნება, ღვინის წარმოების დაცემის ტემპი. ამჟამად კახეთის რეგიონში ფუნქციონირებს 10-მდე ღვინის საწარმო. ესენია: „თელავის ღვინის მარანი“, ქართული ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია „ჯივიესი“, „ჩალაზვაინსი“, „ხაშმი“, „ჩინებული“, „კოტეხი“, „ახაშენი“, „ქინძმარაული“ და სხვა, მათ გააჩნია უახლესი მოწყობილობა, რაც იძლევა მაღალი ხარისხის ღვინოების დამზადების საშუალებას, მათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ მეღვინეობის აღორძინებასა და საექსპორტო პროდუქციის პოტენციალის გადიდებაში. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად მათ სჭირდებათ სათანადო დახმარება და ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, რათა სრულად გამოიყენონ წარმოების არსებული ზრდის კარგი შესაძლებლობანი.
კახური ღვინოების გატანას უცხო ქვეყნების ბაზრებზე დიდად უშლის ხელს ის, რომ რეგიონში ღვინის საწარმოების დიდ უმრავლესობას არ გააჩნიათ ბაზრების შესწავლის მარკეტინგული კვლევის სამსახურები. ამ საქმის მოგვარებას გარკვეულად ართულებს ის, რომ მსოფლიო ბაზარი საკმარისად არის გაჯერებული ფართო ასორტიმენტის მაღალი ხარისხის საკმარისი რაოდენობის ღვინოებით.
ქართული ღვინოების უცხოეთის ბაზარზე გატანას აფერხებს, დამზადების დაბალი ტექნოლოგიის გამოყენებასთან ერთად, ნედლეულის ხარისხობრივი და ჯიშობრივი სიწმინდის დაუცველობა. ქართული მაღალხარისხოვანი ჯიშებისაგან მიღებულ ნედლეულს ხშირად ურევენ ველური ფორმების მდარე ხარისხის ყურძენს, ე.წ. „უწამლოს“, „ვაქირაულს“, აზერბაიჯანულ „მატრასას“ და სხვა. ეს არის ფალსიფიცირებული ღვინოები, რის გამოც მწარმოებლები კანონით მკაცრად უნდა ისჯებოდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში არც თუ იშვიათად ირღვევა კანონის მოთხოვნები, ამიტომაც ადგილი აქვს ამ უმსგავსობას. საჭიროა დროზე დაწესდეს მკაცრი კონტროლი ბაზრებზე ფალსიფიცირებული და იაფფასიანი პროდუქციის გატანის წინააღმდეგ და გატარდეს მკაცრი სანქციები. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ფალსიფიკაციის აღმოფხვრა და ბაზრების გაჯერება კახური მაღალი ხარისხის ღვინოებით.
აგრარული რეფორმის ერთ-ერთი მონაპოვარია, აგრეთვე, რეგიონში სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციის შეცვლა სურსათის მწარმოებელი დარგების უპირატესი განვითარებით. შეიძლება ითქვას, რომ დღეს კახელი გლეხი ეწევა ექსტენსიურ მიწათმოქმედებას, რომ მიაღწიოს საკუთარი თავის თვითუზრუნველყოფას. ამისათვის ზოგიერთმა მათგანმა ფართო მასშტაბით დათესა მარცვლეულის კულტურები და მზესუმზირა, თანაც სარწყავი მიწათმოქმედების გამოყენების გარეშე, რაც კახეთის პირობებისათვის ყოვლად დაუშვებელია. სარწყავი სისტემის მოშლამ აიძულა ისინი ბუნების კაპრიზების ზემოქმედების ქვეშ მოეხდინათ მათი წარმოება, რისკის ზრდის ფაქტორების ზემოქმედებით ეწევიან ამ მეურნეობრივ საქმიანობას. მძიმე პირობების მიუხედავად, შეიცვალა კახეთის ბაზრის რეგიონის სპეციალიზაცია. თუ ადრე საბჭოთა პერიოდში მკვეთრად გამოკვეთილი სამრეწველო მევენახეობა და მეღვინეობა ახასიათებდა კახეთის რეგიონების ყველა 8 ადმინისტრაციულ რაიონს, ახლა, ეს მიმართულება ახასიათებს მხოლოდ გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, თელავის და საგარეჯოს რაიონებს, ხოლო დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ლაგოდეხის რაიონები მარცვლეულ-მეცხოველეობის, ტექნიკური კულტურებისა და ბაღჩეულის მწარმოებლები არიან. აქედან, დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონები წმინდა მარცვლეულ-მეცხოველეობისა და მზესუმზირას მწარმოებლები გახდნენ, ხოლო ლაგოდეხის რაიონი ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების პროდუქციის ღრმა სპეციალიზირებული მწარმოებლები. რეგიონში წარმოების ასეთი სპეციალიზაცია დროებით მოვლენად უნდა იქნეს მიჩნეული, კახეთის რეგიონმა მომავალში უნდა მიიღოს სამრეწველო მევენახეობისა და მეღვინეობის საწარმოო სპეციალიზაცია, ამას კარნახობს ამ მხარის მდიდარი ბუნებრივ-ეკონომიკური პირობები, ვენახის გაშენების კარგი ტრადიცია და სპეციალიზებული დარგების მაღალი ეფექტიანობა.
ქართველი მეცნიერ-სპეციალისტების გაანგარიშებით დადგენილია, რომ ქვეყანაში ხარისხიანი მევენახეობის ინტერესების გათვალისწინებით მთლიანად საქართველოში ვენახების ოპტიმალურ ფართობად მიჩნეულია 80-90 ათასი ჰა ფართობის ოდენობა. არსებული ნარგავობის 90-92% უნდა იყოს სრულმოსავლიანი. მათზე შეიძლება (სულ მცირე) წარმოებულ იქნეს 250-300 ათასი ტონა მაღალხარისხიანი ნედლეული. ასეთი მიდგომით, საკვლევ ზონაში უნდა გაიზარდოს წითელი ჯიშის ვაზის ფართობები: თავკვერის, შავკაპიტოს, საფერავის, კაბერნეს და სხვათა.
ბოლო დროს მსოფლიო ბაზარზე წითელ, ვარდისფერ და ცქრიალა ღვინოებზე გაზრდილმა მოთხოვნამ გარკვეულად შეუწყო ხელი კახეთის რეგიონში საფერავის, თავკვერის, კაბერნეს და სხვათა გაშენებას, ძირითადად ფერმერულ მეურნეობებში. საჭიროა ამ პროცესებისადმი ხელის შეწყობა და გაფართოება.
უნდა გვახსოვდეს, რომ აგრარულ სექტორში სახელმწიფოებრივი რეგულირება უნდა ეყრდნობოდეს სამ ძირითად მიმართულებას: პირველი - ეფექტიანობას, მეორე - სამართლიანობას, მესამე - სტაბილურობას. კახეთის რეგიონში ეს მიმართულება არც ერთი სახით არ გამოიყენება, რაც არასწორია და იგი დაძლეული უნდა იქნეს სახელმწიფოებრივი რეგულირების გაძლიერების გზით. აგრარულ სექტორში სახელმწიფოებრივი რეგული-რების ამოცანები უნდა გახდეს:
- სურსათით ქვეყნის უზრუნველყოფა.
- წარმოებაში მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესის მიღწევების დანერგვისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
- ქვეყნის შიგნით ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირება.
- ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნების ბაზრებზე გასვლა და ა.შ.
სახელმწიფო დღეს თითქმის ვერც ერთ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს. ამ მხრივ ქვეყანაში მართვის ვაკუუმია, არადა, აუცილებელია უზრუნველვყოთ სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის გაძლიერება რეგიონში.
დასკვნა ასეთია, აგრარული გარდაქმნებით საკვლევი რეგიონის დონეებზე არ გვაქვს დამაკმაყოფილებელი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, რადგან სრულად ვერ ამუშავდა კერძო სექტორი, ხოლო სახელმწიფო სექტორი უმოქმედოა, ჩაკვდა. ამის ძირითადი მიზეზია სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის შესუსტება, საჭიროა ამ როლის ამაღლება, იგი გაზრდის რეგიონების ეკონომიკას და ქვეყანაში შეიქმნება ძლიერი რეგიონები და ჩამოყალიბდება ძლიერი ცენტრი ქვეყნის მყარი ეკონომიკის სახით, ამით ხალხის ცხოვრების დონე ამაღლდება.
![]() |
2.4 1.4. მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ბუნებრივი და ეკონომიკური პირობები |
▲back to top |
ყურძნის მოსავლის გაზრდა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადგილობრივ ეკოლოგიურ პირობებზე, ვაზის ჯიშური თვისებებისა და მისი მოვლის აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსზე, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე. საქართველოში მევენახეობის რაიონებისათვის შემუშავებულია ვაზის ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებანი, მაგრამ იგი მაინც მოითხოვს შემდგომ დაზუსტებას
3 სონღულაშვილი ჯ. საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიისათვის; ეკოლოგიური პირობებისა და ჯიშის ბიოლოგიური თვისებების შესაბამისად. ვაზის ზრდაგანვითარება, მოსავლიანობა და პროდუქციის ხარისხი მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ ეკოლოგიურ პირობებთან, სადაც იგი იზრდება და ვითარდება.
საქართველოს ბუნებრივ-ეკოლოგიური პირობები დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. კავკასიის მაღალი მთებისა და შავი და კასპიის ზღვების ერთდროული პროცესები, რადიაციული ბალანსის სიდიდე და მით გამოწვეული ტრანსფორმაცია ქვეყნის რთულ ორთოგრაფიულ პირობებში განაპირობებენ ერთმანეთისაგან განსხვავებულ კლიმატის არსებობას.
კახეთის კლიმატი საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც განპირობებულია ატმოსფეროს იმ ზოგადი ცირკულაციური პროცესებით, რომელთაც ადგილი აქვს საქართველოს და კერძოდ კახეთის ტერიტორიაზე. კლიმატის ფორმირებაში დიდ როლს ასრულებს ალაზნის ვაკის და საერთოდ შიდა კახეთის გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფის პირობები.
კახეთის მხარეში განსხვავებული კლიმატური და ნიადაგობრივი პირობებია. უფრო მეტიც, ცალკეულ რაიონებში აშკარად შეიმჩნევა ურთიერთისაგან განსხვავებული ზონები და მიკროზონები.
კახეთის მხარის ნიადაგები შემდეგ ძირითად ტიპებად არის დაჯგუფებული: I შავმიწა, მუქი წაბლა და წაბლა ნიადაგები; II ტყის ნიადაგები; III ნეშომპალა და კარბონატული ნიადაგები; IV - ალუვიური ნიადაგები; V ქვიან-ღორღიანი კაჟნარევი ნიადაგები; VI ნაცრისფერი კარბონატული ნიადაგები; VII ეწერი ნიადაგები; VIII დაჭაობებული და დამლაშებული ნიადაგები.
ბუნებრივია, რომ კლიმატური და ნიადაგობრივი პირობების მრავალფეროვნება საფუძვლად დაედო მევენახეობის თვალსაზრისით კახეთის მხარის ორ ძირითად ქვემხარედ - შიდა და გარე კახეთად დაყოფას. თავის მხრივ მასში გამოყოფილია ზონები და მიკროზონები, რომელთა დახასიათებისას ვეთანხმებით დოც. რ. ქოჩორაშვილის მოსაზრებას ზონალური დაყოფის შესახებ.3
ცნობილია, რომ რელიეფის მრავალფეროვნებამ, ჰავის და ნიადაგური პირობების სხვადასხვაგვარობამ განაპირობეს ვაზის ჯიშების განლაგება ცალკეული რაიონების მიხედვით. საქართველოში საუკუნეების მანძილზე ხალხური სელექციის მეშვეობით გამოყვანილია 500-ზე მეტი ვაზის ჯიში, რომელთა უდიდესი ნაწილი, 400-ზე მეტი, დაცულია საკოლექციო ნარგაობებში. ამჟამად სტანდარტულ ასორტიმენტში 47 ვაზის სამრეწველო ჯიშია შეტანილი. აქედან 35 საღვინე ჯიშებს უკავიათ.4
სტანდარტული ასორტიმენტი ძირითადად წარმოდგენილია ქართული აბორიგენული ჯიშებით: რქაწითელი, კახური მწვანე, გორული მწვანე, ხიხვი, ქისი, საფერავი, ჩინური, ალექსანდროული, ალადასტური, უსახელური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე, ოჯალეში, ჩხავერი, კაჭიჭი, თავკვერი, შავკაპიტო და სხვა. ჯიშების შერჩევა და განლაგება უნდა დაზუსტდეს ეკოლოგიური პირობების მნიშვნელოვან ცვლილებებთან და ცალკეულ ვერტიკალურ ზონაში ჯიშურ შემადგენლობასთან დაკავშირებით.
კახეთის მხარეში ძირითადად დარიონებულია ვაზის შემდეგი საერთშაორისო დანაწილებაში და ჯიშები და კლონები: „რქაწითელი 48“; „მწვანე კახური 12“; საფერავი ბუდეშურისებრი. ვაზის ამ ჯიშებიდან მზადდება ისეთი აღიარებული ღვინოები, როგორიცაა წინანდალი, ნაფარეული, გურჯაანი, მანავი, მუკუზანი, ქინძმარაული და სხვ.
რქაწითელის საშუალო საჰექტარო მოსალვიანობა 8-12 ტონის ფარგლებში მერყეობს. ცალკეულ შემთხვევებში იგი შეიძლება ავიდეს 15 ტონამდე. რქაწითელს შაქრის დიდი რაოდენობით დაგროვების უნარი აქვს - 30%-მდე. ამასთან ინარჩუნებს მჟავიანობას, რომელიც 5-6% გრ/დმ3. ქვემოთ არ ეცემა. ტექნიკურ სიმწიფეში რქაწითელის შაქრიანობა 19-23%-ია. თავისი წარმოშობის ადგილებში (ჩრდილო-დასავლეთ კახეთი) რქაწითელისაგან დგება ღია ჩალისფერი, ნაზი ჰარმონიული, მსუბუქი, ევროპული ტიპის ღვინოები. ამავე ზონაში კახური წესით დამზადებულ ღვინოებს განსაკუთრებით როცა რქაწითელში ურევია „კახური მწვანე“ და „ხიხვი“, აქვს ლამაზი ჩალისფერი შეფერილობა და ახასიათებს სისრულე, ჰარმონიულობა და მეტი სინაზე. ამასთან იგი წარმატებით გამოიყენება აგრეთვე როგორც სასუფრე ყურძენი. თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშებს შორის რქაწითელს წამყვანი ადგილი უკავია.
საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა რქაწითელის ჯიშის ნარგავები. სამაგიეროდ გაიზარდა ისეთი ჯიშის ყურძნის ნარგავები რომლებიც წითელ, ვარდისფერ და შამპანურის ღვინომასალებს იძლევიან. მაგალითად საფერავი, ციცქა, კაბერნე, შესაბამისად 6,6%-ით, 1,1%-ით და 0,6%-ით გაიზარდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ საქართველო ჩაერთო შრომის ამ ბაზარზე დასახელებული სახის პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია.
მსოფლიოში ძირითადად მოთხოვნილება წითელ და ვარდისფერ ღვინოებზეა, საქართველოში კი ამ ღვინოების ხარისხი მეტად მაღალია. ამიტომ აუცილებელია ხელსაყრელი გარემოს შექმნა ფერმერებისათვის ყურძნის წითელი და ვარდისფერი ჯიშების საწარმოებლად, ძირითადად კაბერნეს, საფერავის და ოჯალეშის გასაშენებლად. ამასთან არ არის საჭიროება რაიმე უპირატესი ზომების მოძებნისა, პრაქტიკულად კახეთის მხარე განკუთვნილია მაღალხარისხოვანი წითელი ღვინოების წარმოებისათვის. სავსებით შესაძლებელია ყვარელის, კაჭრეთისა და ახმეტის ზონებში ბორდოს მსგავსი ღვინოების წარმოება.
თელავის რაიონში მიღებულ ღვინოებს ხარისხის მიხედვით საშუალო ადგილი უკავია ბორდოსა და ბურგუნდიის ღვინოებს შორის, მაგრამ ახლოა ბორდოსთან, ხოლო გურჯაანისა და სიღნაღის რაიონის ღვინოები შემადგენლობის მიხედვით უფრო ბურგუნდიულ ღვინოებს ჰგავს. რაც შეეხება დედოფლისწყაროს ზონას, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ზონას აქვს მაღალხარისხოვანი ნატურალური ნახევრადტკბილი და სადესერტო მიმართულების ღვინოების მიღების მკვეთრად გამოხატული პირობები.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ვენახები საკმაოდ ძველია. ვაზის სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ხელახლა დარგვის მაჩვენებელი. ვენახების ასაკი 25-დან 30 წლამდე მერყეობს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ვენახის მოვლის დონე დაბალი იყო, ასევე არ ხდებოდა მისი ხელახალი დარგვა. რის გამოც აღნიშნული მაჩვენებელი ვაზის სიკდვილიანობის მაჩვენებელზე დაბალი იყო, უახლოეს მომავალში ასეთი ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება, რადგან ვენახების ხელახლა დარგვა კვლავ შეზღუდულია.
ღვინის კომპანიები ფლობენ ან იჯარით აქვთ აღებული ვენახების ფართობის მხოლოდ 2%. ამის გამო ღვინის ქარხნებს სიძნელეები გააჩნიათ ყურძნის ხარისხისა და რაოდენობის მხრივ. მევენახეები ცდილობენ მიიღონ მოსავალი და მიაღწიონ მაღალ სარეალიზაციო ფასებს, ღვინის ქარხნებს კი სურთ დაბალ ფასებში შეისყიდონ მოსავალი. თუმცა თანამედროვე მდგომარეობის დამახასიათებელი თვისებაა ინტერესთა კონფლიქტი ნედლეულის მწარმოებლებსა და გადამამუშავებლებს შორის.
მევენახეობის განვითარებას საქართველოში სერიოზულად უშლის ხელს ნამყენი ნერგის წარმოების ჩამორჩენა, რასაც მევენახეობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. 1990 წელს საქართველოში 18 სანერგე მეურნეობა არსებობდა. სადაც წლიურად იწარმოებდა 15-დან 20 მილიონამდე ნამყენი ვაზი. არსებობდა ჯიშების სადედეები და საძირეები. დღეისათვის ეს ყველაფერი თითქმის მთლიანად დანგრეულია. აღნიშნული მდგომარეობა აიძულებს მევენახეებს დარგონ არსებული ვენახებიდან აღებული ყლორტები, რომლებზეც არ არსებობს ფილოქსერას კონტროლი. ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით რაიმე ზომების მიღების გარეშე, საქართველოს არ შეუძლია მოახდინოს ვენახების რეაბილიტაცია არასერთიფიცირებული, ვირუსიანი სავეგეტაციო მასალებით.
2006 წლისათვის საქართველოში წარმოებული ნერგის ბაზრის მოცულობა კვლავ უმნიშვნელოა. სანერგე მეურნეობის განვითარებაზე ჩვენს მიერ განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება იმით არის ნაკარნახევი, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბაზრებზე გასვლის სტრატეგიას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ყურძნის ჯიშობრივი შემადგენლობა. მაგალითად, მაღალი ხარისხის წითელ ჯიშებს (საფერავი, ალექსანდროული, მუჯურეთული) ინვესტიციების დაბრუნების მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე თეთრ ჯიშებს (რქაწითელი, ცოლიკაური, ციცქა). 1 ჰექტარი ვენახის გაშენებისათვის ინვესტიციების ამოღების ვადა 2-5-ჯერ უფრო მოკლეა წითელი ყურძნის შემთხვევაში, ვიდრე თეთრი ყურძნის შემთხვევაში. ჩვენი გაანგარიშებით ვენახის გაშენებისა და მოვლისათვის 15-20%-იანი სესხის აღების შემთხვევაშიც კი წითელი ყურძნის წარმოება მომგებიანია. მოგების მიღება მე-7 ან მე-8 წლიდან შეიძლება დაიწყოს, რქაწითელის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 17 წელია.
ბოლო წლებში შეინიშნება ახალშენი ვენახების ყოველწლიური ნარგავების მკვეთრი შემცირება, ენერგომატარებლებისა და შხამქიმიკატების ფასების ზრდა, ორგანიზაციული ხარვეზები, სანერგე მეურნეობის რღვევა.
საზოგადოებრივი საკუთრების შეცვლა, კერძო და კოლექტიური საკუთრების ფორმების დამკვიდრება, საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა, პირველ რიგში, თანასწორუფლებიანი პარტნიორების წარმოქმნაში გამოიხტა, მეღვინეობაში სააქციო საზოგადოების (გადამამუშავებელი), ხოლო მევენახეობაში - კერძო მესაკუთრეების ნედლეულის მწარმოებლების სახით.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო საკუთრების ღვინის ქარხნებიდან წარმოქმნილი სააქციო საზოგადოების უმეტესობა გაურკვეველ მდგომარეობაშია. ისინი კვლავ სახელმწიფოსაგან მოელიან ფინანსურ, ტექნიკურ უზრუნ-ველყოფას. საწარმოო პირობების შექმნას და ა.შ. ფსიქოლოგიური და ზნეობრივი მხარე საკმაოდ რთული პრობლემა აღმოჩნდა მევენახეობა-მეღვინეობის დარგისათვის საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში, გარდა ამისა, დარგის წინაშე მრავალი პრობლემა დგას. მათი გადაჭრისათვის საჭიროა შემდეგი ღონისძიებების განხორციელება
- ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მსოფლიოში არ არის ღვინის მწარმოებელი, მეტნაკლებად ცნობილი ქვეყანა, სადაც ღვინის წარმოების რეგულირების, კონტროლისა და განვითარების საქმეში სახელმწიფო ძირითად როლს არ ასრულებდეს. ამ საქმეში სახელმწიფოს როლის გააქტიურება უნდა გამოიხატოს მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის შემუშავებასა და განრხორციელებაში, რადგან სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, ღვინის მსოფლიო ბაზარზე გატანა და უდიდესი ავტორიტეტის მქონე კონკრეტულ ბრძოლაში ადგილის მოპოვება პრაქტიკულად გამორიცხულია;
- მსოფლიო ქვეყნების გამოცდილების გათვალის-წინებით უნდა დამუშავდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მევენახეობა-მეღვინეობის დარგების მართვის სისტემა;
- უნდა დაჩქარდეს ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნა, რათა ექსპორტზე დაიშვას მხოლოდ ის ღვინოები, რომლებიც პასუხობენ საერთაშორისო მოთხოვნებს;
- ლიბერალური საგადასახადო სისტემის შექმნა;
- ხელსაყრელი საფინანსო და ფულად-საკრედიტო სისტემის შექმნა, შეღავათიანი კრედიტების გაცემა.
- პროდუქციის რეალიზაციის ორგანიზებული სისტემების შექმნა, საბაჟო გადასახადები, სალიცენზიო პოლიტიკის სრულყოფა, ამის საფუძველზე სასაქონლო ბაზრის ფორმირება, სადაც ეროვნული ინიციატივა იმპორტული საქონლის კონკურენციით კი არ დაიჩაგრება, არამედ სტიმული მიცემა კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნაში და მსოფლიო ბაზარზე გატანაში.
- უნდა ვისწავლოთ კანონის პატივისცემა და მისდამი მორჩილება, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ის. ცხადია, რომ ვაზისა და ღვინის პრობლემა ასეთი სიმ-წვავით არ დადგებოდა შესაბამისი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან საკანონმდებლო, ნორმატიული აქტების მოთხოვნების სრულად დაცვის პირობებში. ტყუილად არ ამბობენ: „ყოველი ერი ისე უნდა იცავდეს კანონს, როგორც მის მფარველ ციხე-გალავანსო“.5
__________________
1. ცხრილი შედგენილია სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე (2006წ.)
2. ჯავახიშვილი ი. მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, ნაწ. II, თბილიის, „ფედერაცია“, 1935, 312 გვ.
3. სონღულაშვილი ჯ. საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიისათვის;
4. წიგნი მე-2, „მეცნეირება“ თბილისი, 1974, 20 გვ.
5. კოღუაშვილი პ. მევენახეობა-მეღვინეობის პრობლემების გენეზისი და მათი რეგულირების მიმართულებები, ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“, № 6, 2006, 39 ვ.
![]() |
3 თავი II. მევენახეობის განვითარების ძირითადი ტენდენციები, კანონზომიერებები და ეკონომიკური ეფექტიანობა კახეთის მხარეში |
▲back to top |
![]() |
3.1 2.1. ვენახის ფართობების სტრუქტურა და ყურძნის წარმოების დონე დინამიკაში |
▲back to top |
საქართველოში, აგრარული რეფორმის კურსის არასწორი მიმართულებით გატარების შედეგად დაეცა ყურძნის წარმოების ეკონომიკა დინამიკაში და ვერ ასრულებს იმ როლს, რომლითაც იგი ხასიათდებოდა ადრეულ წლებში.
რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში ვენახები მთლიანად კერძო სექტორში დარჩა.
საზოგადოებრივ მეურნეობებში არსებული ფართობები ან მთლიანად ამოიძირკვა, ან ნაწილობრივ გადაეცა კერძო სექტორს. ვენახების ფართობები მნიშვნელოვნადაა, აგრეთვე, შემცირებული იმერეთის რეგიონშიც. განსაკუთრებით მკვეთრად შემცირდა - გურჯაანში (6321 ჰა), ახმეტაში (2718 ჰა), დედოფლისწყაროში (3729 ჰა). აქ დიდი ხანია არ ჩატარებულა მოვლითი სამუშაოები. ამასთან, საჭიროა სასწრაფო ღონისძიებების ჩატარება, რომ ისინი შენარჩუნებულ იქნას.
აგრარულმა გარდაქმნებმა რეგიონის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიური შედეგები მოიტანა. მისი მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ მან საფუძველი დაუდო კერძო საკუთრების ჩამოყალიბებასა და ეკონომიკურ ურთიერთობათა გარდაქმნებს. ამჟამად აქ კერძო საკუთრება დომინირებს. 2006 წლის მონაცემებით კერძო სექტორში იწარმოება კახეთის რეგიონში წარმოებული სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის ღირებულების 98,9 %-ზე მეტი, მაშინ, როცა შესაბამისი მაჩვენებელი 80-იან წლებში, ე.ი. საბჭოთა პერიოდში 45%-ს არ აღემატებოდა. დღეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება, ძირითადად, საოჯახო მეურნეობებშია თავმოყრილი.
თუ 1999 წელს ამ ტიპის მეურნეობებში იწარმოებოდა 136,4 მილიონი ლარის პროდუქცია, ეს მაჩვენებელი 2006 წელს 32,0 მილიონი ლარით შემცირდა. ზრდის მაღალი ტემპები დაფიქსირდა მხოლოდ 2000-2006 წლებში. რაც შეეხება სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, იგივე პერიოდში ყურძნის წარმოების მაჩვენებელი კატასტროფულად დაეცა - 40,7 მილიონი ლარიდან 1,4 მილიონ ლარამდე.
ამჟამად საქართველოში უპირატესად იწარმოება მშრალი ორდინალური და შემაგრებული ორდინალური ღვინოები, რომელთა ხვედრითი წილი მთლიანად წარ-მოებაში შესაბამისად შეადგენდა 1985 წელს 62,3%-ს და 27,6%-ს; 1990 წელს 67,7%-სა და 19,6%-ს; 1995 წელს - 51,3%-ს და 16,6%-ს; 2000 წელს 54,4%-ს და 16,6%-ს; 2006 წელს 52,2%-ს და 15,5%-ს. ღვინის პროდუქციის განსაკუთრებით მკვერთი შემცირება აღინიშნება 1990 წლის შემდგომი პერიოდიდან, რაც უპირველეს ყოვლისა, ყურძნის დამზადების, ფასწარმოქმნაში შექმნილი მდგომარეობით და მზა პროდუქციის რეალიზაციის შეფერხებით იყო გამოწვეული.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ყურძნის სამრეწველო გადამუშავების დონე. კახეთის მხარეში ღვინის ქარხნების მიერ გადამუშავებული ყურძნის დინამიკაზე 1990-2006 წლებში წარმოდგენას გვაძლევს ცხრილი 4. ცხრილის ანალიზით ირკვევა რომ 2006 წელს 1990 წელთან შედარებით ღვინის ქარხნების მიერ გადამუშავებული ყურძენი 18-ჯერ შემცირდა. (იხ. ცხრილი 4)
შემცირების მაღალი ტემპები დაფიქსირდა ყვარელის, სიღნაღის და საგარეჯოს რაიონებში. შესაბამისად 12-ჯერ, 7-ჯერ. უკეთესი მდგომარეობა არც სხვა რაიონებში გვაქვს. ღვინის ქარხნების მიერ დამზადებული ყურძნის რაოდენობის შემცირებას ადგილი აქვს საანალიზო პერიოდში (1990-2006 წლები). მაგალითად: 2006 წელს 1995 წელთან შედარებით ღვინის ქარხნების მიერ გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა შემცირდა თითქმის ყველა რაიონში. ხოლო მთლიანად კახეთის მხარეში 2006 წელს 1990 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 8-ჯერ შემცირდა. ღვინის ქარხნების მიერ გადამუშავებული ყურძნის რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მხარეში ღვინის მრეწველობის მოძველებული ტექნიკური ბაზა, რომელიც 1990 წლამდე ვერ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს. 1990-2006 წლების ეკონომიკური კრიზისის პირობებში დარგში თითქმის მთლიანად შეწყდა ტექნიკური გადაიარაღება და ახლის მშენებლობა, შედეგად ღვინის მრეწველობაში გაიზარდა ფიზიკურად და მორალურად მოძველებული მანქანები და აპარატები, ძალზე დაბალია საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია, არასაკმარისია სამაცივრო სათავსოები ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინო მასალების შესანახად. აღნიშნულმა მდგომარეობამ ცხადია გავლენა მოახდინა ქარხნების მიერ დამზადებული ყურძნის რაოდენობის შემცირებაზე.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება დამოკიდებულია ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობაზე. ამასთან ეს დარგი სულ უფრო მეტად კაპიტალტევადი ხდება, რადგან იზრდება სოფლის მეურნეობის ტექნიკური შეიარაღებისდონე და მიწის ფასი.
სწორედ ამიტომ მევენახეობის სანედლეულო რესურსებთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სხვა ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას, კერძოდ შინამრეწველობის განვითარებას და მის შეთანაწყობას მევენახეობასთან. დღეისათვის სოფლის მეურნეობაში ასეთი რესურსების გამოყენების და მევენახეობასთან მისი შეთანაწყობის დონე ძალზე დაბალია, რის გამოც ზარალდებიან როგორც ფერმერები, ასევე მომხმარებლები. პირველნი კარგავენ დამატებით შემოსავლებს, მეორენი-სახალხო მოხმარების საქონელს.
კახეთის მხარეში ვენახის ფართობებისა და ღვინის ქარხნების მიერ გადამუშავებული ყურძნის რაოდენობის დინამიკა 1990-2006 წლებში
ცხრილი 4

ცხრილი შედგენილია კახეთის მხარის სტატისტიკის განყოფილების მონაცემების საფუძველზე
![]() |
3.2 2.2. მევენახეობის ადგილი სოფლის მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურაში |
▲back to top |
საქართველოში ყურძნის წარმოებას და მეღვინეობას დიდი ტრადიციები აქვს. ეს დარგი ყოველთვის დიდი მნიშვნელობით ხასიათდება, როგორც მთლიანად ქვეყნისათვის, ისე კახეთის მხარისათვის.
როგორც ზემოთ ნაჩვენები ცხრილებიდან ჩანს ყურძნის ფართობები წლების მიხედვითაც და მემცენარეობის სხვა დარგებთან მიმართებაში პროცენტულადაც მცირდება.
მევენახეობა-მეღვინეობაში შექმნილ მდგომარეობას, ძირითადად, განაპირობებს მრავალი ფაქტორი, რომელთაგან, ჩვენი აზრით, შეიძლება გამოვყოთ ორი ძირითადი მიზეზი, პირველ რიგში, საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე დამღუპველი გავლენა მოახდინა 1970-1990-იან წლებში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ „გარდამავალი დროშების“ არსებობამ და 1985 წელს მიღებულმა ცნობილმა დადგენილებამ „ლოთობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ“ და ამის ბაზაზე უკანასკნელ წლებში მაღალი ტემპებით განვითარებულმა ინფლაციურმა პროცესებმა; და მეორე-შრომის ორგანიზაციის მოშლამ, რამაც აგრეთვე დიდად იმოქმედა ყურძნის ჩაბარებაზე.
საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საექსპორტო ღვინის პროდუქციის წარმოებას, რადგან იგი უნდა გახდეს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, რაც შეიძლება მეტი კაპიტალის შემომტანი. თუმცა, ჩვენი საწარმოები არ არიან სათანადოდ უზრუნველყოფილნი საექსპორტო პროდუქციის გამოსაშვებად საჭირო ხარისხის ბოთლებით, მისი საცობებით, ეტიკეტებით, შესაფუთი მასალითა და ტარით, საწარმოებში საექსპორტო პროდუქციის ჩამოსხმა მიმდინარეობს მოძველებულ მანქანებსა და ტექნოლოგიურ ხაზებზე, რაც გავლენას ახდენს ღვინის პროდუქციის ხარისხზე და დაბალია მისი მდგრადობა: არ არის ორგანიზებული საექსპორტო პროდუქციისათვის ცალკე ხარისხოვანი ყურძნის ჩაბარება და მისი ტექნოლოგიური დამუშავება, საწარმოთა მუშაკები არ არიან მატერიალურად დაინტერესებულნი სექსპორტო პროდუქციის გამოშვებისა და მისი გადიდებისათვის. მაგრამ ეს პრობლემები სწრაფად რომ გადაწყდეს, აუცილებელია ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მევენახეობა-მეღვინეობაში მიმდინარე პროცესებს. რამაც გარკვეულწილად დღის წესრიგში დააყენა ახალი სამსახურის შექმნა, განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, მევენახეობა-მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების მარკეტინგის სამსახურის ჩამოყალიბების აუცილებლობა, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წ. 18 აპრილის №113 ბრძანებულების საფუძველზე მეღვინეობის მრეწველობის რესპუბლიკური გაერთიანება „სამტრესტის“ ბაზაზე შეიქმნა საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების რესპუბლიკური გაერთიანება „სამტრესტი“, რომელიც 1997 წლის ბოლოს გარდაიქმნა დეპარტამენტად. 1995 წლის 6 ივნისს დამტკიცდა „სამტრესტის” დებულება. სადაც განსაზღვრულია შემდეგი:
- ალკოჰოლიანი სასმელების ლიცენზირება;
- ალკოჰოლიანი სასმელების ტექნოლოგიურ პროცესებზე ზედამხედვლეობა
ყურძნის გადამუშავებიდან მზა პროდუქციის ჩათვლით, რაც აუცილებელი გახდა სახელმწიფო ზედამხედვლეობის ქვეშ საგადასახადო სისტემის და ფალსიფიცირებული უხარისხო პროდუქციის გამოშვების, 19 სექტემბერს მინისტრთა კაბინეტის 627 დადგენილება გამოვიდა და დამტკიცდა ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სასაქონლო წარმოების, შენახვის, ჩამოსხმისა და ბითუმად ვაჭრობის დეკლარირების შესახებ.
გარდა ამისა, ძირითადი ფუნქციებით განისაზღვრება მეწარმეთა ინტერესის დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა და სხვა, სსრკ-ს რღვევის შემდეგ ღვინის წარმოება საგრძნობლად შემცირდა და კატასტროფამდე მივიდა. პარლამენტის მიერ 1998 წ. 12 ივნისს მიღებულ იქნა კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ. 2000 წლის დასაწყისში, დღის წესრიგში დადგა საერთაშორისო მოთხოვნებიდან გამომდინარე კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დეპარტამენტი „სამტრესტის” და გაეროს სურსათის ორგანიზაცია FAO-ს ურთიერთშეთანხმებით, მომზადდა ვაზისა და ღვინის კანონში დამატებისა და ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც 2001 წლის მაისში იქნა მიღებული.
მართალია „სამტრესტი“ კავშირშია ღვინის ქარხნებთან და ბიზნესმენებთან, მაგრამ, სამწუხაროდ, სათანადო დონეზე ჯერ არ არის ურთიერთობა ჩამოყალიბებული. ვინაიდან „სამტრესტი” გახდა OFAO-ს წევრი, ამიტომ ყოველწლიურად შეხვედრები FAO-სთან და მონაწილეობები კონკურსში, რამაც გარკვეულწილად შეუწყო ხელი დარგის წინსვლას. სწორედ ამის შედეგია, რომ ღვინის საწარმოები საერთაშორისო და დსთ-ს ქვეყნების ბაზრობებზე გავიდნენ და მონაწილეობენ დეგუსტაციებზე და ა.შ. ამის შემდგომ დამსახურებულად იღებენ ჯილდოებსაც.
1955 წ-დან დღემდე, საქართველო „სამტრესტის“ ხელმძღვანელო-ბით იღებს მონაწილეობას მსოფლიოს და დსთ-ს გამოფენებზე. ამ პერიოდის განმავლობაში, საქარ-თველოს ალკოჰოლურ სასმელებს მიღებული აქვთ 470-ზე მეტი ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები; პლატინის და ოქროს ვარსკვლავები.
1999 წ. ზაფხულში ლონდონში მეღვინეობის მსოფლიო მუზეუმის პრეზენტაციაზე საქართველო ერთხმად აღიარეს მსოფლიოში მევენახეობა-მეღვინეობის სამშობლოდ, რაც დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს და თავის მხრივ, პასუხიმსგებლობას მატებს ჩვენს ქვეყანაში ამ დარგის სპეციალისტებს ღვინის წარმოებაში და საერთშაორისო ბაზრებზე გასვლის ხაზითაც.
კახეთის მხარეში და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღების და ხალხის 30
მატერიალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესების მიზნით საჭიროა უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციებისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება, საკონკურსო პროექტებსა (პროგრამებს) და ტენდერებში მონაწილეო-ბისათვის თანაბარი პირობების შექმნა და დარგში თავისუფალი კონკურენციის ახლებური ორგანიზაცია.
![]() |
3.3 2.3. მევენახეობის მიმართულების ფორმირებების საწარმოო (რესურსული) პოტენციალი და მისი გამოყენების ეკონომიკური შეფასება |
▲back to top |
დარგის გაძღოლის სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს მისი მიმართულებების და ინტენსივობის დონის გათვალისწინებით. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სუფრის ყურძნის წარმოების გაძღოლის სისტემა არსებითად განსხვავდება სამრეწველო ყურძნის წარმოების სისტემისაგან.
ყურძნის მოსავლის გადიდებისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლების საქმეში მაღალ აგროტექნიკასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯიშების სწორად დარაიონებას. შესაბამისი ვაზის ჯიშის შერჩევით და მოწინავე აგროტექნიკით შეიძლება მოსავლიანობის გადიდების და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების საკითხის გადაწყვეტა. ვენახის ფართობების ზრდასთან დაკავშირებით ისმება ჯიშის სწორი განლაგების, სუფრის, საშამპანურე, სადესერტო ღვინოების, კონიაკების გამოშვების შემდგომი გადიდებისა და მათი ხარისხის არსებითი გაუმჯობსებისათვის მიწის მასივების რაციონალურად გამოყენების საკითხი.
საქართველოს მეღვინეობის დარგის პროდუქციის ძირითად სახეობათა წარმოება 1995-2006 წლებში შემდეგნაირად წარმოგვიდგება (იხ. ცხრილი 5) მონაცემების ანალიზმა გვიჩვენა, რომ 1995-2006 წლებში ყურძნის ღვინოების წარმოება შემცირების ტენდენციით ხასიათდება, დასახლებულ პერიოდში ეს მაჩვენებელი 10969 ათასი დკლ-ით შემცირდა. მნიშვნელოვნად შემცირდა შამპანურის (892 ათასი დკლ-ით), არაყისა და ლიქიორის წარმოებაც (561 ათასი დკლ-ით).
სანედლეულო რესურსებისა და მეღვინეობის დარგის ასეთი განვითარება ძირითადად გამოწვეული იყო პრივატიზაციის დაწყებით, მეჩხერიანობის გაზრდით 20-25%25-მდე, საწვავის უქონლობით, აგროვადების დარღვევით და სხვა.
ყურძნის წარმოების მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია ზოგიერთი ქარხნის სრული გაჩერება, რამაც კატასტროფულად იმოქმედა მათ ტექნიკურ-ეკონომკიურ მდგომარეობაზე. მინიმუმამდე დაეცა ღვინო-მასალების წარმოება და მკვეთრად შემცირდა როგორც სამარკო ღვინოების, ასევე სპირტის მარაგები.
საქართველოს მევენახეობის წინაშე მდგარ მიმართულებათა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თეთრი და წითელი ჯიშის ყურძნის გაშენების ამჟამად არსებული შეფარდების პრობლემის გადაჭრა. დღეისათვის იგი თეთრი ღვინოების დიდი წილით გამოირჩევა მაღალმწარმოებლურ ღვინომასალებში. საქმე ისაა, რომ კახეთში, განსაკუთრებით ხელსაყრელია წითელი და ვარდისფერი ღვინოების წარმოება.
შამპანურის წარმოების ერთ-ერთი სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში ძირითადი როლი შამპანურის წარმოებაში მინიჭებული აქვს ციცქას ჯიშის ყურძენს, რომელსაც სპეციფიკური თვისებები ახასიათებს, ამასთან დაკავშირებით შამპანურის ღვინომასალების წარმოების ზონაში ციცქას ჯიშის ყურძნის წარმოების გადიდება და შესაბამისად ჩინურის, გორული მწვანეს და რიგი სხვა საშამპანურე ჯიშების ხვედრითი წონის ზრდა წარმოადგენს საქართველოს მევენახეობის ხანგრძლივი პერსპექტიული განვითარების მნიშვნელოვან ამოცანას. საშამპანურე ნედლეულის წარმოების ძირითად რაიონებში (ზესტაფონი, თერჯოლა, კასპი, გორი, მცხეთა, ხაშური, საჩხერე), უკანასკნელ წლებში ვენახის ფართობები უფრო მეტი რაოდენობით შემცირდა, ვიდრე ახლის გაშენება მიმდინარეობს. ამ რაიონებზე კი მოდის შამპანურის ღვინო-მასალების მწარმოებელი ზონის ვენახების საერთო ფართობის 58%25. შამპანურის ღვინო-მასალების მწარმოებელ რაიონებში ბოლო ათწლეულში ვენახების ფართობი თითქმის 30-35%25-ით შემცირდა, დარჩენილ ფართობებზე მნიშვნელოვანი რაოდენობის ვენახები ამორტიზირებულია, ახალი ვენახების გაშენება თითქმის არ ხორციელდება, ვენახების მეჩხერიანობა 18-20%25-ს აღწევს და შეიძლება დავასკვნათ, რომ შამპანურის ღვინომასალების წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის ბაზა კატასტროფულ მდგომარეობაშია.
კონიაკის წარმოების სანედლეული რესურსები საქართველოს მევენახეობის თითქმის ყველა რაიონში მოიპოვება. საქართველოში საკონიაკე სპირტის მისაღებად გამოყოფილი არ არის სპეციალური რაიონები, ამიტომ საკონიაკე მასალებს ამზადებენ მეღივნეობის თითქმის ყველა რაიონში.
საქართველოს მეღვინეობის დარგის პროდუქციისძირითად სახეობათა წარმოება
1995-2006 წლებში
ცხრილი 5
წლები |
ყურძნის ღვინო, |
შამპანური, |
შამპანური, |
არაყი |
ყურძნის |
1995 |
12743 |
13798 |
1461 |
878 |
422,0 |
1996 |
9097 |
9199 |
824 |
684 |
311,0 |
1997 |
5205 |
5476 |
745 |
472 |
309,0 |
1998 |
4323 |
2500 |
300 |
350 |
239,0 |
1999 |
4123 |
707 |
119 |
83 |
220,0 |
2000 |
2541 |
506 |
85 |
181 |
210,0 |
2001 |
2231 |
1400 |
64 |
280 |
150,0 |
2002 |
1598 |
935 |
701 |
318 |
90,0 |
2003 |
1963 |
947 |
710 |
378 |
200,0 |
2004 |
1971 |
709,2 |
632 |
353 |
180 |
2005 |
2738 |
827,4 |
878 |
490 |
250 |
2006 |
1774 |
759 |
569 |
317 |
162,5 |
ცხრილი შედგენილია საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტის „სამტრესტის“ მონაცემების საფუძველზე.
ყურძნის წარმოება კახეთის რაიონებში
ცხრილი 6
|
1990 წ. |
2000 წ. |
2004 წ. |
2005წ. |
2006 წ. |
|||||
რაიონები |
ათ.ტ |
%25 |
ათ.ტ |
%25 |
ათ.ტ |
%25 |
ათ.ტ |
%25 |
ათ.ტ |
%25 |
ახმეტა |
38,7 |
8,9 |
8.9 |
8.2 |
10.2 |
12.0 |
11,2 |
8,8 |
7.8 |
9.7 |
გურჯაანი |
104,8 |
24,2 |
24.7 |
22.5 |
16.0 |
18.7 |
30,8 |
240 |
20.4 |
25.4 |
დედოფლისწყარო |
56,7 |
3,1 |
14.1 |
13.0 |
6.9 |
8.0 |
17,3 |
13,5 |
9.5 |
11.8 |
თელავი |
74,0 |
17,1 |
19.4 |
18.0 |
16.0 |
18.7 |
23,7 |
18,5 |
14.6 |
18.2 |
ლაგო-დეხი |
26,1 |
6,0 |
7.5 |
7.0 |
7.0 |
8.1 |
8,9 |
7,0 |
6.0 |
7.0 |
საგარეჯო |
27,5 |
6,3 |
11.5 |
10.6 |
8.1 |
9.4 |
8,9 |
7,0 |
5.2 |
6.5 |
სიღნაღი |
42,63 |
9,7 |
11.5 |
10.6 |
12.1 |
14.1 |
14.1 |
11,0 |
8.7 |
10.9 |
ყვარელი |
63,67 |
14,7 |
10.6 |
9.8 |
8.7 |
10.1 |
13,5 |
9,5 |
8.0 |
10.0 |
კახეთი |
434,0 |
100 |
108.2 |
100 |
85.0 |
100 |
128,4 |
100 |
80.2 |
100 |
ცხრილი შედგენილია სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე
ცალკეულ რაიონებში და მთლიანად მხარეში წარმოებული ყურძნის პროდუქციის რაოდენობრივ მაჩვენებლებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ყურძნის წილის ჯიშობრივ შემადგენლობაზეც. აღსანიშნავია რომ ამ მიმართულებით ანალიზს ართულებს ის, რომ ყურძნის საერთო მოსავალში სასუფრე ჯიშის ყურძნის წილის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ჩვენს მიერ სპეციალისტთა და ფერმერთა გამოკითხვით, მასალების ანალიზისა და საექსპერტო შეფასების მეთოდით დადგინდა, რომ სასუფრე ჯიშის ყურძნის წილი 0,5%25-ს არ აღემატება მიგვაჩნია რომ სანედლეულო ბაზის განვითარებაში განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს საბაზრო ეკონომიკის შესაბამისმა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების ჩამოყალიბებამ და მის საფძველზე შესაბამის მესაკუთრეთა ფენის ფორმირებამ.
ასევე გაუარესებულია კონიაკისა და შამპანურის წარმოების ტექნიკური ბაზაც. რამდენადაც პრიორიტეტული სფეროა მევენახეობა საქართველოსათვის, ამდენად ყურძნის წარმოებისა და გადამუშავების ზრდისათვის მნიშვნელოვანია როგორც ვენახების ფართობების ზრდა, ასევე ღვინის მრეწველობის ტექნიკური ბაზის არსებითი გაუმჯობესება. მიგვაჩნია, რომ ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აქტუალური და საკმაოდ რთულია, ვინაიდან წარსულში პირველადი მეღვინეობის ტექნიკური ბაზის განვითარება მიმდინარეობდა სტიქიურად, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე, რამაც გავლენა მოახდინა დარგის ტექნიკური ბაზის მდგომარეობაზე (იხ. ცხრილი7) .
კახეთის მხარის ღვინის მრეწველობის არა მარტო ტექნიკური ბაზის ანალიზმა გვიჩვენა, რომ დარგში ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი მოსაგვარებელი პრობლემაა, არამედ აღსანიშნავია შემდეგიც:
- დაბალია დარგის მექანიზაციისა და ავტომატიზაციის დონე, საწარმოებში ბერვია ფიზიკურად და მორალურად მოძველებული დანადგარები და ტექნოლოგიური ხაზები, რომლებიც მოითხოვენ დაუყონებლივ შეცვლას, ამისათვის კი ქვეყანაში საკმაო რაოდენობითაა უმოქმედო ან დაბალი დატვირთვის მქონე მექანიკური მანქანათმშენებელი ქარხნები კარგი და მრავალფეროვანი ჩარხების პარკით, რომლებიც სულ იოლად შეიძლება იქნას გამოყენებული მეღივნეობისათვის მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური ხაზების წარმოებისათვის;
- სანედლეულო რესურსები და საწარმოო სიმძლავრეები არ შეეფარდება ერთმანეთს, რის გამოც ძალზე დაბალია არსებულ საწარმოთა სიმძლავრეების გამოყენება, ამიტომ აუცილებელია პერსპექტივაში გათვალისწინებულ იქნეს ნედლეული რესურსების წარმოების გადიდება და მის შესაბამისად საწარმოთა სიმძლავრეების ოპტიმიზაცია;
- პერსპექტივაში ყურძნის წარმოების გადიდებას საფუძვლად უნდა დაედოს ვენახების მოვლა-დამუშავების გაუმჯობესებული ღონისძიებები. საქართველოში მევენახეობის შემდგომი განვითარება უნდა ითვალისწინებდეს კომპლექსური და დიფერენცირებული აგროტექნიკის გამოყენებას სამრეწველო ჯიშებისა და მევენახეობის ზონების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მევენახეობის წინაშე დგას შემდეგი ძირითადი ამოცანები:
- აგროღონისძიებათა სისტემის შემუშავება და ფართოდ დანერგვა პირველხარისხოვანი სარგავი მასალის გამოსავლიანობის გასადიდებლად;
- სტანდარტული ჯიშების ბიოლოგიური თვისებების, ბუნებრივი პირობებისა და საწარმოო სპეციალიზაციის შესაბამისად ვენახების გაშენება-მოვლის პროგრესული ტექნოლოგიის შემუშავება, მექანიზაციის და ქიმიზაციის ფართოდ გამოყენება.
საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ შეძლო ძველი ასორტიმენტის შენარჩუნება და იგი დღეისათვის აწარმოებს ცნობილი ქართული ღვინოების „წინანდალი“, „მუკუზანი“, „ჰერეთი“, „ტვიში“, „ნაფარეული“, „საფერავი“, „ყვარელი“, „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“, „ახაშენი“, „ოჯალეში“, „გურჯაანი“ ჩამოსხმას.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება დამოკიდებულია ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობაზე. ამასთან ეს დარგი სულ უფრო მეტად კაპიტალტევადი ხდება, რადგან იზრდება სოფლის მეურნეობის ტექნიკური შეიარაღების დონე და მიწის ფასი. სწორედ ამიტომ მევენახეობის სანედლეულო რესურსებთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სხვა ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას, კერძოდ შინამრეწველობის განვითარებას და მის შეთანაწყობას მევენახეობასთან. დღეისათვის სოფლის მეურნეობაში ასეთი რესურსების გამოყენების და მევენახეობასთან მისი შეთანაწყობის დონე ძალზე დაბალია, რის გამოც ზარალდებიან როგორც ფერმერები, ასევე მომხმარებლები. პირველნი კარგავენ დამატებით შემოსავლებს, მეორენი - სახალხო მოხმარების საქონელს.
ხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება უშუალოდაა დაკავშირებული ნიადაგი-კლიმატი-შრომითი რესურსების ფაქტორთა ოპტიმიზაციასთან. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობის შედეგი იყო მეჩხერიანობის დაუსაბუთებლად მა პროცენტი (28-32), შესაბამისად მაღალი დანახარჯები და ხარისხის დაბალი მაჩვენებლები მეღვინეობაში.
უნდა დაინერგოს ინვესტირების ისეთი კულტურა რომელიც მოგვცემს შედეგს მევენახეობაში და გლეხებს გაუჩენს ნდობას სახელმწიფო სტრუქტურებისადმი და სტიმულს ნაყოფიერი შრომისადმი.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მრავალწლოვანი ნარგაობა მოსავლიან ასაკში შესვლამდე თავისუფლდებიან გადასახადისაგან. მაგალითად, აშშ-ის კალიფორნიის შტატის კონსტიტუციის XII მუხლით - „გადასახადებისაგან უნდა განთავისუფლდნენ ხეხილი და კაკლოვანი ჯიშის ხეები ბაღში დარგვიდან ოთხი წლის განმავლობაში და ვაზი გაშენებიდან სამი წლის განმავლობაში“. საქართველოშიც აუცილებელია განთავისუფლდეს გადასახადებისაგან ახალშენი მრავალწლოვანი ნარგავები - ხეხილი, ჩაი, ციტრუსი, კაკლოვანი, ტექნიკური კულტურები გაშენებიდან ოთხი წლის განმავლობაში.
კახეთის მხარეში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა
2006 წლის მდგომარეობით
ცხრილი 7

გაგრძელება

ცხრილი შედგენილია კახეთის მხარის სტატისტიკის განყოფილების მონაცემების საფუძველზე.
სახელმწიფომ მიმდინარე ეტაპზე იმგვარად უნდა წარმართოს ფულად-საკრედიტო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა, რომ გარკვეული დროით (4-5 წლით) აუცილებელი გახდეს ამ სფეროში კაპიტალის მოზიდვა და მუშა ხელის დასაქმება.
![]() |
3.4 2.4. ყურძნის მოსავლიანობის ანალიზი საწარმოო ფუნქციების გამოყენებით კახეთის მხარის მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში |
▲back to top |
სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობის ამაღლების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს ამ უკანასკნელის ფორმირების კანონზომიერების ღრმა და ყოველმხრივი ანალიზი და, უპირველეს ყოვლისა, იმ მიზეზშედეგობრივი მექანიზმის წარმოჩენა, რომელიც განსაზღვრავს მოსავლიანობის ვარიაციას, საშუალო დონეს და დინამიკას. ეს კანონზომიერებები, ისევე როგორც მასობრივი პროცესის სხვა კანონზომიერებები, ატარებენ ალბათურ, სტატისტიკურ ხასიათს. მასობრივი პროცესებისათვის დამახასიათებელი სტატისტიკური კანონზომიერებები ვლინდებიან არა თითოეულ, ცალკეულ შემთხვევაში, არამედ საშუალოდ. მათ შეცნობაში დიდ როლს თამაშობენ კორელაციურ-რეგრესიულ ანალიზზე დაფუძნებული ეკონომიკურ-სტატისტიკური მოდელირების მეთოდები, კერძოდ საწარმოო ფუნქციები. ისინი არა მარტო გამოავლენენ და რაოდენობრივად აღწერენ ამა თუ იმ მოვლენას (ჩვენ შემთხვევაში, ყურძნის მოსავლიანობას), არამედ ყოველმხრივ და მიზანმიმართულად შეისწავლიან მისი ფორმირების მექანიზმს.
ეკონომიკური მოვლენები და პროცესები იმისდა მიხედვით, თუ რა როლს თამაშობს მათ მართვაში ადამიანი, შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: სრულად მართული მოვლენები, რომელთა მიმდინარეობა მთლიანად დამოკიდებულია ადამიანის გადაწყვეტილებაზე და ნაწილობრივ (არაპირდაპირ) მართული მოვლენები, რომელთა მიმდინარეობა დამოკიდებულია ადამიანის გადაწყვეტილებაზე მხოლოდ საშუალოდ და ზოგადად. მოვლენების ნაწილობრივი (არაპირდაპირი) მართვა მდგომარეოს იმაში, რომ ადამიანი ზემოქმედებს რომელიღაც სხვა მოვლენებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არინ მისთვის საინტერესო მოვლენასთან. ასეთი კავშირები, როგორც წესი, კორელაციურია. საწარმოო ფუნქციების გამოყენებით მოდელების ლოგიკური შემუშავების დროს რეკომენდებულია ეფექტიანობის კრიტერიუმად (შედეგობრივ ნიშნად) შერჩეულ იქნას მაჩვენებელი, რომელიც ასახავს ადამიანის მიერ ნაწილობრივ მართულ მოვლენებს (ჩვენ შემთხვევაში, ყურძნის მოსავლიანობას), ხოლო ფაქტორულ ნიშნებად - მაჩვენებლები რომლებიც ასახავენ ადამიანის მიერ პირდაპირ (სრულად) მართულ მოვლენებს. იმ ფაქტორების შერჩევისთვის, რომლებიც საწარმოო ფუნქციის მოდელში ჩაირთვება, შემუშავებულია ლოგიკური მოთხოვნები და პრინციპები, რომლებიც ატარებნ საყოველთაო ხასიათს.
მითითებულ ლოგიკურ მოთხოვნებზე და პრინციპებზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ საკვლევ რეგიონში მევენახეობის ეკონომიკური ეფექტიანობის მრავალფაქტორული წრფივი მოდელი. მკვლევართა უმრავლესობა საწარმოო ფუნქციების აპარატის გამოყენებით ეკონომიკური მოვლენების შესწავლის დროს უპირატესობას წრფივ მოდელებს ანიჭებს. ეს იმით აიხსნება, რომ წრფივი მოდელების ეკონომიკური ინტერპრეტაცია უფრო მარტივია, განსაკუთრებით, მრავალფაქტორული მოდელების შემთხვევაში.
შედეგობრივ ნიშნად, კვლევის ამოცანებიდან გამომდინარე, შევარჩიეთ დარგის ეკონომიკური ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი განმაზოგადებელი მაჩვენებელი - ყურძნის მოსავლიანობა. მასზე მოქმედ (ადამიანის მიერ პირდაპირ მართულ) ფაქტორებად შეირჩა: ენერგოშეიარაღება, ენერგოუზრუნველყოფა, საწარმოო დანახარჯები, შრომითი რესურსებით უზრუნველყოფა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შეფასება.
ამრიგად, ყურძნის მოსავლიანობის ანალიზის საწარმოო ფუნქციის მოდელმა მიიღო შემდეგი ზოგადი სახე
Y Y = a0 + Σ ai xi,1,…,5
სადაც
Y - ყურძნის მოსავლიანობა კახეთის მხარეში (ც/ჰა);
X1 - ენერგოუზრუნველყოფა (ც.ძ/ჰა);
X2 - მატერიალური დანახარჯები (ლარი/ჰა);
X3- შრომითი რესურსებით უზრუნველყოფა (კაც.სთ/ჰა);
X4- მინერალური სასუქებით უზრუნველყოფა (ლარი/ჰა).
X5-სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შეფასება (ბალებში);
a0,ai - მოდელის პარამეტრები (რეგრესიის კოეფიციენტები).
მოდელის გასათვლელად გამოყენებული იქნა კახეთის მხარის ფერმერული მეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების 2001-2006 წლების საშუალო მონაცემები.
როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მოდელში ჩართული სტატისტიკურად არსებითი ფაქტორების ჩამონათვალი იცვლება მოდელის ზომის გადიდების ან შემცირების ყოველ ნაბიჯზე. ერთი და იგივე ფაქტორი შიძლება აღმოჩდეს სტატისტიკურად არსებითი ან, პირიქით, არაარსებითი იმისდა მიხედვით, თუ მოდელში რომელ ფაქტორებთან ერთად შეთანაწყობაშია ჩართული. მოდელიდან არაარსებითი ფაქტორის (კრიტერიუმის შესაბამისად) გამორიცხვის შემთხვევაში ხანდახან იცვლება არა მარტო დარჩენილი ფაქტორების რეგრესიის კოეფიციენტების შეფასებები, არამედ კავშირის მიმართულებაც; მეტიც, არაარსებითი შეიძლება აღმოჩდეს ისეთი ფაქტორები, რომელთა როლიც ეკონომიკური თეორიის შესაბამისად ეჭვს არ იწვევს. ამავე დროს, ძნელია იმის შემოწმება, თუ ფაქტორთა რომელი ჩამონათვალი არის ყველაზე ოპტიმალური. ამიტომ, რიგ შემთხვევებში, თუ კი არ არის დარღვეული სათანადო ლოგიკური მოთხოვნები, მიზანშეწონილია მოდელში დავტოვოთ ყველა ფაქტორი, მათი სტატისტიკური არსებითობის ან არაარსებითობის მიუხედავად.
მრავლობითი რეგესიის კოეფიციენტი გვიჩვენებს შედეგობრივი ნიშნის საშუალო ცვლილებას ფაქტორული ნიშნის ერთი ერთეულით ცვლილების დროს. შედეგობრივ ნიშანზე ფაქტორების გავლენის შედარებითი ანალიზის დროს იყენებენ ელასტიურობის კოეფიციენტებს. ელასტიურობის კოეფიციენტი გვიჩვენებს, თუ საშუალოდ რამდენი პროცენტით იცვლება შედეგობრივი ნიშანი ფაქტორის ერთი პროცენტით ცვლილებისას.
შედეგობრივ ნიშანზე ფაქტორების გავლენის დონის გასაანალიზებლად მივმართოთ ელასტიურობის კოეფიციენტებს. დადგინდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ყურძნის მოსავლიანობის ზრდაზე იწვევს მინერალური სასუქებით (X4) - მისი ერთი პროცენტით ზრდა იწვეს ყურძნის მოსავლიანობის 0,40%25-ით ზრდას. ყურძნის მოსავლიანობის ზრდაზე დადებითი გავლენით ხასიათდება დანარჩენი ოთხი ფაქტორიც. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბალობრივი შეფასება (X5), რომელიც 0,38%25-ით ზრდის შედეგობრივ ნიშანს. ეს მიუთითებს იმ დიდ რეზერვებზე, რომელიც ჩადებულია საკვლევ რეგიონში ნიადაგების შემდგომ თვისებრივ გაუმჯობესებაში. ყურძნის მოსავლიანობის დონის ამაღლებაზე დაახლოებით მსგავსი გავლენით ხასიათდება ფაქტორები - ენერგოუზრუნველყოფა და მატერიალური დანახარჯები (X1, X2) - მათი ერთი პროცენტით ზრდა შესაბამისად 0,26 და 0,32%25-ით ზრდის შედეგობრივ ნიშანს. შედარებით ნაკლებია შრომითი რესურსებით უზრუნველყოფის გავლენა (0,09%25), რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ დიდი ხვედრითი წონით არის წარმოდგენილი ცოცხალი შრომა. ეს კი მიუთითებს მათი გამოყენების დაბალ ეფექტიანობაზე.
მთლიანად, ყურძნის მოსავლიანობის დონეზე მოდელში ჩართული ფაქტორების ერთობლივი გავლენის - ელასტიურობის კოეფიციენტების ჯამი (რაც უდრის 1,4422-ს) - შესწავლა ადასტურებს, რომ მათი ერთი პროცენტით ზრდა 0,44%25-ით ზრდის შედეგობრივ ნიშანს. ამრიგად, აღნიშნული ფაქტორების მიზანდასახული გამოყენება საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ ყურძნის მოსავლიანობის მდგრად ზრდას და, მთლიანად, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის ამაღლებას კახეთის მხარის ფერმერულ მეურნეობებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში.
![]() |
4 თავი III. მევენახეობის, აგროსამრეწველო ინტეგრაციის სისტემაში განვითარების პირობები და ეკონომიკური შეფასება |
▲back to top |
![]() |
4.1 3.1. მევენახეობა-მეღვინეობის ინტეგრაციული განვითარების პირობები, თავისებურებები და ძირითადი ტენდენციები |
▲back to top |
საქართველო სოფლის მეურნეობის სერთიფიკაციის თვალსაზრისით მსოფლიო მნიშვნელობის რეგიონია, საქვეყნოდაა ცნობილი და აღიარებული რომ იგი წარმოადგენს ვაზის ერთ-ერთ სამშობლოსა და აკვანს; აქ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე გამოყვანილია ამ კულტურათა აბორიგენული ჯიშები, რომლის ბადალი მსოფლიოში არ მოიძებნება.
სტანდარტული ასორტიმენტი წარმოდგენილია ქართული აბორიგენული ჯიშებით: რქაწითელი, მწვანე, საფერავი, ჩინური, ალექსანდროული, ალადასტური, ცოლიკაური, ციცქა, ოჯალეში, ჩხავერი და ა.შ.
ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეიმჩნეოდა და რომლის სიმწვავემაც ფართო მასშტაბი მიიღო 1991 წლიდან, როცა ქვეყანამ ყოველგვარი წინასწარი მომზადების და ალტერნატიული კავშირების დამყარების გარეშე დაიწყო გამოსვლა ყოფილი სსრკ კავშირის ეკონომიკური სივრციდან. დღეს ეს კრიზისი ნელ-ნელა უკან რჩება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა საზღვარგარეთის ქვეყნებთან ვაჭრობა, რამაც საშუალება მისცა საქონელბრუნვის მოცულობის გაზრდას. ნელა, მაგრამ მაინც შეიმჩნევა სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტირების განხორციელება. ასეთებს განეკუთვნებიან თბ. შამპანური ღვინის ქარხანა „ბაგრატიონი 1982“, თბილღვინოს საწარმოები „კრისტალი“, „საუფლისწულო მამული“, რომლებმაც პრივატიზების შედეგად წარმოების მოცულობა გაზარდეს შესადარისი ფასებით, შესაბამისად - 7,2%25-ით, 27%25-ით და 10%25-ით.
1995 წელს შეიქმნა საქართველოს და ჰოლანდიის ღვინისა და სპირტის კომპანია „კოიმანსია“. იგი სპეციალიზირებული სავაჭრო ორგანიზაციაა, რომელმაც ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა ქართულ ღვინოებს საგარეო ბაზრებზე და პერსპექტივაში უნდა იფუნქციონეროს კომბინირებული ინტეგრაციის საფუძველზე. ფირმა „კოიმანსიას” ჩვენგან ჰოლანდიაში გააქვს ღვინოები ჩამოსასხმელად, მან შესანიშნავად გააფორმა ღვინოები - „ნაფარეული“, „წინანდალი“, აღნიშნულმა ღვინოებმა 1996 წელს გამართულ საერთშაორისო კონკურსზე ოქროს მედლები დაიმსახურეს.
ამგვარად უნდა გაღრმავდეს მუშაობა ერთობლივი საწარმოების შექმნის ხაზით. პირველ ეტაპზე, უცხოური ფირმები, როგორც კაპიტალის ძირითადი დაბანდებები, ერთობლივი საწარმოებიდან მეტ მოგებას მიიღებენ, ხოლო ექსპლოატაციის დაწყებიდან 5-10 წლის შემდეგ ერთობლივი საწარმო გადაეცემა საქართველოს. აგრსოამრეწველო კომპლექსში მდგომარეობა წინანდელთან შედარებით ერთგვარად გაუმჯობესდა. 2005 წლისათვის გამოიცა კანონი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივტაიზაციის შესახებ“, რომელიც ხელს შეუწყობს დანარჩენი მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემას. ამ პროცესმა მოქმედება 2002 წლიდან დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მტკივნეულად და გარკვეულწილად დარღვევებით მიმდინარეობდა, რაც გამოწვეული იყო აგრარული რეფორმის ნაჩქარევად, მოუმზადებლად და რთულ პოლიტიკურ-კრიმინალური სიტუაციით. ამას მოჰყვა მსხვილი კონცენტრირებული და უმეტესწილად რენტაბელური საწარმოების, კოლმეურნეობების და საბჭოთა მეურნეობების დაშლა, აგრეთვე სოფლის ინფრატსრუქტურის მკვეთრი გაუარესება და მოსახლეობის მიგრაცია. ნაჩქარევი პრივატიზაციის გამო მოხდა სწორედ დიდი კონფიგურაციის მიწის ფართობების დაწვრილერთეულება და არაეფექტური გამოყენება. კერძო საკუთრების პროცესები უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ გარკვეული პირობების შექმნის შემდეგ, რაც იქნებოდა ეკონომიკური აღმავლობის ძირითადი პირობა და მთავარი მიზანი, სახელმწიფო საკუთრების შეცვლა კერძო საკუთრებით, შედარებით უვნებლად ჩატარდებოდა.
იქ სადაც გამოინახა ინვესტორი ან საბრუნავი სახსრების შევსების წყაროები, საწარმოთა პრივატიზებით კარგ შედეგს მიაღწიეს პრივატიზებულ საწარმოთა მუშაობის გაუმჯობესებაში, მათი რესტრუქტურიზაციის პროცესში დიდ როლს ასრულებს ერთობლივი საწარმოს შექმნა. კერძოდ 1994 წელს შეიქმნა საქართველო-ამერიკის ერთობლივი საწარმო „ჩალას-ვაინსი“ რომლის დამფუძნებელი ქართული მხრიდან არის „სამება“, ამერიკის მხრიდან „ჯორჯიან ვაინსი“. ეს ფირმა სამარკო ღვინოების ძირითადი ექსპორტიორია.
დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ღვინის პროდუქციის უდანაკარგო წარმოებას, მისი ხარისხის გაუმჯობესებას, ამიტომ მთლიანად უნდა გამოირიცხოს ყურძნის კრეფა და გადაზიდვა ლითონის საგნებით. რადგან ჟანგი აუარესებს ღვინის ხარისხს. სამარკო ღვინის დასაყენებლად აუცილებლად უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მუხის კასრები.
- 2006 წლისათვის ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციაში დიდია კერძო ვაჭრობის ხვედრითი წონა. მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოირკვა, რომ აღნიშნული საქონლით ვაჭრობაში რამდენადმე ამაღლდა ადგილობრივი პროდუქციის ხვედრითი წონა. ეს პროცესი კიდევ უფრო საგრძნობი და მანევრირებადი გახდება რაიონებსა და სოფლებში თუ განხორციელდება საბითუმო ვაჭრობის ორგანიზაცია.
სასურსათო ბაზრის საკუთარი წარმოების პროდუქციით შევსების წყაროს ოჯახურ მეურნეობაში პროდუქციის პირველადი გადამუშავება წარმოადგენს. 2006 წლის მონაცემებით კახეთის რეგიონში ოჯახურ მეურნეობზე მოდის ღვინის 12,4%25, არყის - 24,6%25. მაგრამ ეს ვერ გადაწყვეტს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების პრობლემას, რამდენადაც ჯერ ერთი მცირეა წარმოების მოცულობები. რაც შეეხება ღვინის იმპორტ-ექსპორტს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი ხდებოდა ძირითადად აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, მცირე რაოდენობით ბელგიიდან, დანიიდან გერმანიიდან, იტალიიდან.
1997 წელს ქართული ღვინო პირველად გაიტანეს ისრაელში, მოლდოვაში, პოლონეთში, უზბეკეთში, ჩეხეთში, ყირგიზეთში.
ქართული ღვინის ტრადიციული მომხმარებელი იყო რუსეთი. 2002 წელს ღვინის 68,2%25 გავიდა რუსეთის, 11,5%25 - უკრაინის, 7,1%25 - ყაზახეთის, 5,6%25-აშშ-ის ბაზრებზე. მცირე რაოდენობით ბელარუსის, ჩეხეთის, გერმანიის ბაზრებზე. ზემოთ მოტანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ ქართული ღვინის მრეწველობის დიდი დოზით დამოკიდებულება რუსეთის ღვინის ბაზარზე რისკის ქვეშ აყენებს აღნიშნული სექტორის არსებობას. ამიტომ საჭიროა ახალის მოძიება და ძველის წილის გაზრდა. დღეისათვის ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ ბაზრებზე შეღწევა, როგორიცაა ინგლისი, ჩინეთი, იაპონია ბალტიის ქვეყნები და ა.შ.
სუფრის ღვინის სარეალიზაციოდ საუკეთესოა საფრანგეთის ბაზარი. ჩვენი შესაძლებლობები უნდა მოვსინჯოთ ჰოლანდიის ბაზარზეც, თუმც დიდი პარტიის შესყიდვა ხდება დაბალი ფასებით. მეტად პერსპექტიულია დანიისა და გერმანიის ბაზრები.
აშშ მეტად გადატვირთულია, ყოველ შტატს ღვინის საკუთარი კანონმდებლობა გააჩნია. ამიტომ აქ შესვლისას საჭიროა ისეთი იმპორტიორი მოინახოს, რომელიც თვითონ გადაწყვეტს ქართული ღვინის რეკლამას და ბაზარზე შესვლის საკითხებს.
იაპონიაში ყოველწლიურად იზრდება ღვინის მოხმარება, მის ბაზარზე შესასვლელად გასათვალის-წინებელია, რომ ისინი მიჩვეულნი არიან მომსახურების მაღალ დონეს, ყურადღებას აქცევენ პროდუქციის სასაქონლო სახეს, მის დიზაინს. აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს კონიაკსა და ბრენდზე. ჩვენი მეცნიერების აზრით ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე შესვლა სამ ეტაპად უნდა განრხორციელდეს.
1. საქართველოდან უნდა გაიგზავნოს რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ღვინო.
2. როდესაც დარწმუნდებიან ღვინის საუკეთესო ხარისხსა და თვისებებში ამის შემდეგ დაისმება საკითხი ერთობლივი წარმოების შექმნის შესახებ. განსაკუთრებით ხელსაყრელია ისეთ ქვეყნებთან ხელშეკრულების დადება, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი.
3. როდესაც ჩვენი პროდუქცია გახდება კონკურენტუნარიანი, საქართველო თვითონ გაიტანს ღვინოს სხვების დაუხმარებლად.
ამას ხელს შეუწყობს ღვინის ბირჟა, რომელიც სულ ახალი ჩამოყალიბებულია. რომელთა მოვალეობა მსოფლიო საინფორმაციო სისტემაში ქართული ღვინოების რეკლამირებაა.
აგრეთვე არის პროგრამები - გრძელვადიანი მრავალმილიონიანი პროექტები, რომელთაც აფინანსებს ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო და განახორციელებს - კერძო, არაკომერციული ამრიკული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს კონსულტაციების და განვითარების სფეროში, რომლის მისიაა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება საექსპორტო შესაძლებლობების შესაბამისად, რაც დაეხმარება ქართველ მწარმოებლებს წარმატებით იმუშაონ საერთაშორისო ბაზრებზე, და მიზანია საქართველოს მდგრადი ეკონომიკური უთრიერთობების ხელშეწყობა დამატებითი ღირებულების მქონე სოფლის მეურნეობის საექსპორტო გაყიდვების მაქსიმალურად გაზრდის გზით.
აუცილებელია „სამტრესტში“ შეიქმნას მარკეტინგის მძლავრი განყოფილება დაკომპლექტებული შესაბამისი სპეციალისტებით რომლებიც, გამოიკვლევენ ღვინის როგორც საშინაო ისე საგარეო ბაზრებს, დაადგენენ ფასებს ღვინოებზე, შამპანურზე, კონიაკზე და ა.შ.
საქართველო უნდა შეეცადოს გაზარდოს ექსპორტი და შეამციროს იმპორტი. ამის შესაძლებლობები მას აქვს.
ახალი გზების დაპყრობისათვის ძირითადი საზრუნავია ფალსიფიკაციის პრობლემა. უცხო ქვეყნის სავაჭრო ფირმები უშვებენ ქართული დიზაინით დამშვენებულ ღვინოებს (კერძოდ უნგრეთში, ბულგარეთში, მოლდავეთში და სხვ.) ისეთი ღვინოებით გაივსო რუსეთი, რომელთაც არანაირი კავშირი არა აქვთ ქართული ჯიშის ყურძენთან ეს კი ქართულ ღვინოს პრესტიჟს აკარგვინებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ საჭიროა ღვინის ფალსიფიკატორების აღმოჩენა, უნდა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც შეზღუდავს ღვინის ფალსიფიკაციას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. ფალსიფიკაციასთან ბრძოლის დადასტურებაა ის, რომ 2006 წლის იანვარში მოხდა 18 დასახელების ქართული ღვინის დარეგისტრირება “ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში - წარმომავლობის, გეოგრაფიული აგდგილის მიხედვით“ - „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“, „მუკუზანი“, „ახაშენი“, „გურჯაანი“, „წინანდალი“, „მანავი“, „ნაფარაული“, „ყვარელი“, „თელიანი“, „ტვიში“, „ვაზისუბანი“, „კარდანახი“, „ტიბაანი“, „ქარელი“, „ატენური“, „სვირი“, „კახეთი“.
ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის გამოძახილია სასამართლო პროცესის დაწყება ბულგარეთსა და ისრაელში. ბულგარეთში მოგებული იქნა ეს პროცესი, რის შედეგადაც აიკრძალა აქ ქართული დასახელების ღვინის ჩამოსხმა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ ღვინის მრეწველობა, ისევე როგორც მევენახეობა სახელმწიფოს გარეშე ვერ შესძლებს ჩამოთვლილ წინააღმდეგობათა გადალახვას საშინაო და საგარეო ბაზრებზე. საჭიროა სახელმწიფოს მიერ პროტექციონული პოლიტიკის გატარება ადგილობრივ მეწარმეთა დაცვის მიზნით არაკეთილსინდისიერი კონკურენტისაგან.
საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების შემდგომი ზრდის მნიშვნე-ლოვანი შემაფერხებელი ფაქტორია არახელსაყრელი საგადასახადო გარემოს არსებობა. რომელიც ხელს უწყობს ფალსიფიცირებული პროდუქტის დამზადებასა და რეალიზაციას.
დღეს საქართველოში სასურსათო სფეროში ვაჭრობა ძირითადად სახელშეკრულებო უთრიერთობათა გარეშე მიმდინარეობს. ასეთ პირობებში ვერ ხერხდება სხვა პოტენციური სავაჭრო პარტნიორის გამოვლენა, არ არსებობს ინფორმაციული ბანკები ადგილობრივი ბაზრების შესახებ, რის გამოც მყიდველი და გამყიდველი მოკლებულია ინფორმაციას საბაზრო ფასსა და სხვათა შესახებ.
ამდენად აუცილებელია:
- გამოიყოს სპეციალისტთა ჯგუფები, რომლებიც დასაქმდებიან საექსპორტო პროდუქციის ბაზრის მოძიებისა და მიწოდების ორგანიზაციით, აგრეთვე ინფორმაციის შეგროვებით.
- პროდუქციის ექსპორტის შედეგად მიღებული მოგების იმ ნაწილის განთავისუფლება ბიუჯეტში შენატანისაგან, რომელიც მიმართული იქნება პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად.
- საექსპორტო პროდუქციის მწარმოებლებისათვის ხარჯების გადიდება მარკეტინგზე და ა.შ.
- იმპორტულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფების დიფერენცირება.
- საექსპორტო პროდუქციის საბითუმო ბაზრების მოწყობის ორგანიზაცია.
თუ დავფიქრდებით, მივხვდებით რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას. აქ იგულისხმება მისი არა მარტო სტრატეგიული არამედ ფინანსური მხარეც. ამ დარგის უყურადღებობით ქვეყანა დიდ შემოსავალს კარგავს.
![]() |
4.2 3.2. მევენახეობა-მეღვინეობის მცირე ბიზნესური ფორმირებების, ფუნქციონირებისა და მართვის საკითხები და საფინანსო-საკრედიტო მექანიზმის სრულყოფის ღონისძიებები |
▲back to top |
მცირე ბიზნესი და მეწარმეობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ეროვნული ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. მის განსაკუთრებულ როლზე მიუთითებს ის გარემოება, რომ მცირე მეწარმეობას გააჩნია შესაძლებლობა სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ხელი შეუწყოს ადამიანის იმ მეწარმეობრივი უნარის ამოქმედებას. რომელიც არ შეიძლება გამოვლინდეს მსხვილ ფირმასა და სახელმწიფო დაწესებულებაში, მცირე ბიზნესის მთავარი ეკონომიკური ფუნქციაა შექმნას საქონლისა და მომსახურების ფართო სპექტრის სამომხმარებლო მოთხოვნის დიფერენციაციის პირობები. თანამედროვე ეკონომიკა წარმოუდგენელია კარგად განვითარებული მცირე მეწარმეობის გარეშე, რომელიც, ერთი მხრივ, განსხვავებით მსხვილი ბიზნესისგან, ეკონომიკას უფრო მოქნილ და მანევრირებად ხასიათს აძლევს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოთა მნიშვნელოვანი ნაწილი, თანამშრომლობს მრავალმხრივ ბიზნესთან და უზრუნველყოფს მისთვის დამახასიათებელი ტექნიკური კონსერვატიზმის გადალახვას.
კვლევამ ასევე გვიჩვენა, რომ უკანასკნელ პერიოდში კახეთის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარებაში გარკვეული ძვრები შეიმჩნევა, თუმცა ეს საკმარისი არ არის მისი ეფექტურად განვითარებისათვის.
ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ რეგიონის აგრარული წარმოების საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს საწარმოო-ორგანიზაციული სტრუქტურების სწორი ორგანიზაცია. აქ მხედველობაშია მისაღები საწარმოთა რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის პროცესი, რომელიც მოიცავს მისი, როგორც საწარმოო, ისე ორგანიზაციული სტრუქტურის გარდაქმნას, ამ დროს საწარმო კი არ ლიკვიდირდება (რომელსაც ადგილებზე რეგიონში აქვს ადგილი), არამედ გარდაიქმნება ახალი სახის საწარმოო-ორგანიზაციულ სტრუქტურად. კახეთის რეგიონის აგრარულ სექტორში საწარმოთა რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის პროცესს შემდეგი ნეგატიური, ხელის შემშლელი მოვლენები ახლდა:
- რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის მთავარ ხელშემშლელ პირობას, ისევე როგორც მთლიანად აგრარული რეფორმის განხორციელებისას, წარმოადგენს ის, რომ იგი გარკვეულწილად თვითდინებით, სტიქიურად წარიმართა, რის გამოც ამ პროცესის თანხლებით ნეგატიური მოვლენების მინიმუმამდე დაყვანა ვერ მოხერხდა, პირიქით, მათ ფართო სარბიელი მიეცა, რამაც მეტად გაართულა საბაზრო გარემო პირობების შეუქმნელობა-ფორმირების პროცესები.
- მიწის რეფორმების პროცესში ცალკეულ პირთა მიერ მიწები კანონის დარღვევით იქნა მითვისებული, რამაც დიდი სირთულეები შეუქმნა ამ მიწების მფლობელ საწარმოთა შემდგომ ფორმირებას.
ამასთან, რიგ შემთხვევაში ინიციატივიანი მეურნე საკმარისი მიწის გარეშე დარჩა.
- ვენახის ფართობი უსამართლოდ, არაკეთილსინდისიერმა პირებმა მიითვისეს, დაბალ რენტაბელური ნაყოფიერების ვენახების ფართობები კი გაუნაწილებელია და უპატრონოდაა დარჩენილი.
- ცალკეულ შემთხვევაში არასწორედ იქნა განსაზღვრული დაბალრენტაბელური და ზარალიანი მეურნეობები და ამის შემდგომ, აღნიშნული კატეგორიის მეურნეობები, საწარმოები ნაჩქარევად იქნა რეორგანიზებული ან უარეს შემთხვევაში ლიკვიდირებული.
- რეგიონში ძირითადი საწარმოების რეფორმირებისას წინასწარ არ იყო დაშვებული რაიმე რეკომენდაციები მხარის ბუნებრივ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, რომ ორიენტაცია აეღოთ საქონელწარ-მოებლებს საწარმოთა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფორმების ფორმირებასა და დამკივდრებისათვის.
ზემოთ მოყვანილი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია აღვნიშნოთ ის დადებითი ტენდენცია, რასაც ქვეყნის აგრარულ სექტორში კერძო სექტორის ხვედრითი წილის ზრდა ჰქვია და რომელიც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის საშუალო ფენის მსყიდველობითი უნარიანობის ამაღლებას და, შესაბამისად მათ მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. იმისათვის, რომ ქვეყანაში და მათ შორის საკვლევ რეგიონში, დავსახოთ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები, აუცილებელია კონკრეტულად ადგილზე მოხდეს სათანადო კომპეტენტური ორგანოების, ორგანიზაციების მხრიდან იმ პრობლემათა შესწავლა, რასაც აწყდებიან ადგილობრივი მეწარმეები, ბიზნესმენები პროდუქციის წარმოებისა და გასაღების სფეროში.
- გამომდინარე სათანადო კომპეტენტური ორგანოებისა და დონორი ორგანიზაციების გამოკვლევებიდან, ამ პრობლემათა გადაჭრისათვის აუცილებელია უწინარესად სახელმწიფოსა და ფერმერებს, ბიზნესმენებს შორის ეფექტური საკოორდინაციო მექანიზმის შექმნა, იქნება ეს კავშირისა თუ ასოციაციის სახით, სადაც გაერთიანებული იქნებიან როგორც პროდუქციის მწარმოებელი ფერმერები, ასევე პროდუქციის გადამუშავებთია და რეალიზაციით დაკავებული საწარმოების წარმომადგენლები.
- ასეთი კავშირებისა და ასოციაციების უმთავრესი მიზანი უნდა იყოს მიღებული დახმარებების ეფექტური განაწილება იმ უმთავრესი პირობით, რომ მოსავლის აღების პერიოდში მოხდება მისი დაბრუნება.
- იმისათვის, რომ გაიზარდოს ფერმერთა, ბიზნესმენთა ნდობა საკრედიტო ორგანიზაციებისადმი, აუცილებელია საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დახვეწის პარალელურად მოხდეს ფერმერთათვის, ბიზნესმენთათვის მისაღები საკრედიტო მექანიზმის ჩამოყალიბება. - აუცილებელია სათანადო უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან მოხდეს ეფექტური დახმარების გაწევა წარმოებული პროდუქციის დისტრიბუციის, გასაღების სფეროში უმთავრესი, რის საფუძველზეც უნდა აიგოს და განვითარდეს თანამშრომლობა, ესაა ნდობის ფაქტორი, რაც ისეთი მაღალ ეკონომიკურ და სამეურნე რისკის მატარებელ დარგში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ძნელი მოსაპოვებელი და ადვილი დასაკარგია.
- ფერმერულმა მეურნეობებმა, მცირე და საშუალო საწარმოებმა, რომლებიც დაკავებულნი არიან პროდუქციის გადამუშავების პროცესით, უნდა მოახდინონ წარმოების ფაქტორების ეფექტური გაერთიანების პროცესის პარალელურად, უცხოური კაპიტალის დახმარების მონაწილეობით სათანადო ტექნოლოგიურ დონეზე აღჭურვილი საწარმოების დაფუძნება და განვითარება.
ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის ეფექტურად განვითარებისათვის უნდა განრხორციელდეს სტრატეგიული დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ მეწარმეთა, მეურნეობათა მხარდამჭერი, მეცნიერულად დასაბუთებული სახელმწიფო პროტექციონიზმის პროგრამათა მთელი კომპლექსი. იმისათვის, რათა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მარეგულირებელი ეფექტური პოლიტიკის გატარება სოფლის მეურნეობაში, ჩვენი აზრით, რომელიც ეყრდნობა ცნობილ ქართველ მეცნიერ-აგრარიკოსთა მთელ რიგ გამოკლვევებს, აუცილებელია სათანადო კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, დარგში არსებული პრობლემების უშუალოდ ადგილზე გაცნობა, შესწავლა და მათი გადაწყვეტის ეფექტური გზების ძიება.
2006 წლის ბოლოსათვის მხარეში რეგისტრირებულ 21129 ფიზიკურ და 465 იურიდიულ პირთა უმეტესობა, ძირითადად დაკავებული იყვნენ მცირე და საშუალო მეწარმეობით, ბიზნესით. აღნიშნული მაჩვენებლები არაა სრულყოფილი, უმთავრესად რისი მიზეზიცაა საგადასახადო და სასამართლოს სისტემაში არსებული კორუფციის მაღალი დონე, რომლის გამო ბევრი მეწარმე და ბიზნესმენი თავს არიდებს რეგისტრაციის პროცეს და ფუნცქიონირებს ე.წ. „არალეგალური“ ფორმით, რაც ადგილობრივ ბიუჯეტებს დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს, ცენტრალური ბიუჯეტი ვერ იღებს სასიცოცხლოდ აუცილებელ თანხებს.
აგრობიზნესის განვითარებას კახეთის რეგიონში აფერხებს საბაზრო გარემო პირობების არ არსებობა. საშუალო საწარმოთა, მეურნეობათა მეპატრონეთა აზრით, უპირველესი ყველაზე დამამძიმებელი ბარიერი, რაც ხელს უშლის მათ ეფექტურ საქმიანობას, ბიზნესის ეფექტურ წარმართვას, არის საგადასახადო სისტემის მოუწესრიგებლობა. გარდა ამისა, პერსპექტივაში მათი აზრით აუცილებელია შემდეგი ადმინისტრაციული ბარიერების მოსპობა 1.კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში (რომლის წინააღ-მდეგაც ბრძოლა უნდა დაიწყოს ხელისუფლების ძირეული რგოლებიდან, პატიოსანი ადამიანების სახელმწიფო სტრუქტურებში მოზიდვით, ქონებრივი დეკლარაციების საფუძვლიანი შესწავლით და სხვა); 2. ხელისუფლების მიერ მეწარმეთა ინტერესების დაუცველობა; 3. დასაქმებისადმი ხელის არ შეწყობა.
ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ამ პრობლემათა გადაწყვეტისათვის აუცილებელია 1. ნორმატიულ-სამართლებრივი; 2. საფინანსო-საკრედიტო; 3. საორგანიზაციო; 4. საკადრო და საკონსტიტუციო უზრუნველყოფის; 5. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურების; 6. ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარებისადმი ხელისშემწყობი პოლიტიკის გატარება და ბოლოს 7. პერსპექტივაში საერთაშორისო მარკეტინგული გარემოს შესწავლა და გამოყენება.
სოფლის მეურნეობის დაკრედიტების სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ მიმართებით ერთ-ერთი მისაღები და ეფექტური ფორმა ე.წ. საკრედიტო კაშვირების (სკ) ფორმირებაა. ეს ორგანიზაციული ფორმები წარმატებით ფუნცქიონირებენ აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში და ა.შ.
საქართველოში სკ-ს ჩამოყალიბება განხორციელდა ორი მოდელით: რეგიონული (რაიონული) და სასოფლო სკ-ს სახით.
„სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის“ ჩარჩოებში სასოფლო სკ საქართველოს თითქმის ყველა რაიონშია შექმნილი. მარტო 1995-1998 წლებში მათი რაოდენობა 117 შეადგენდა: კახეთში - 8, იმერეთში - 29, აჭარაში - 17, ქართლში - 11, სამეგრელოში -12, სვანეთში - 1, გურიაში - 21, სამცხე-ჯავახეთში - 5, რაჭაში -2. მათში გაერთიანდა 6687 წევრი. გრანტის სახით მიიღეს 167,2 ათასი ლარი, უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ მათგანის კაპიტალი ზრდით ხასიათდება. მაგ. ხამისკურის სკ, რომლის საწყისი კაპიტალი გაიზარდა 20-ჯერ, წევრთა რაოდენობა 2-ჯერ, შესაბამისად, გოდერძის ხევის სკ. 26,5-ჯერ და 2-ჯერ. ალვანის სკ. 14-ჯერ და 1,8-ჯერ, დედოფლისწყაროს სკ. 50-ჯერ და 30-ჯერ და ა.შ. ევროკავშირის „საპარტნიორო ფონდის“ პროგრამით საქართველოს ტერიტორიის მაქსიმალური მოცვის მიზნით თითოეულ რეგიონში შეიქმნა თითო სკ. ამასთან, ვინაიდან ყველა მათგანი დაფუძნდა რაიონულ ცენტებში, მათ მიიღეს რაიონული (რეგიონული) ორგანიზაციული ფორმის სახე. ასეთი ტიპის სკ. შეიქმნა 7 რაიონში: სიღნაღის სკ., ხობის სკ., ლანჩხუთის სკ., ახალციხის სკ., ვანის სკ., ნინოწმინდის სკ. და ქობულეთის სკ. 2002 წელს აგვისტოს მდგომარეობით აღნიშნულ 7 სკ-ზე გაცემული სესხების რაოდენობამ შეადგინა 1146,7 ათასი ლარი.
აგრარული საკრედიტო სისტემის ჩამოყალიბების პარალელურად, აუცილებელია შესაბამისი სადაზღვევო სისტემის ფორმირება. ეს საშუალებას მისცემს, როგორც მეწარმეებს, ისე კრედიტორებს, მიიღონ უფრო თამამი და რისკიანი გადაწყვეტილებები, არა მხოლოდ ჩადებულ გირაოზე დაყრდნობით, არამედ წარმოდგენილი ბიზნეს გეგმისა და მეწარმის პროფესიული დონის გათვალისწინებით. მისი სწორი და დასაბუთებული მიმართულებით წარმართვისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის დაკრედიტების საკითხში სახელმწიფო მიდგომის რადიკალურ გარდაქმნას.
![]() |
4.3 3.3. მევენახეობისა და მეღვინეობის ინტეგრაციის პერსპექტივები და ძირითადი პროგნოზული ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრები |
▲back to top |
მევენახეობა-მეღვინეობაში კერძო საკუთრებისა და იჯარის ოპტიმალური შეთანაწყობა უზრუნველყოფს დარგობრივი და ტერიტორიული პრიორიტეტების გამოვლენას, მოსახლეობის საწარმოო-შრომითი აქტივობის ამაღლებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი შრომითი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, რაც ხელსაყრელი მიმართულებით წარმართავს სახელმწიფოებრივი რეგულირების საბაზრო მექანიზმს. აგრეთვე კარგია თუ მოინახება ნედლეულის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის ორგანიზაციული ურთიერთობების ისეთი ფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს მევენახეობისა და მეღვინეობის გარკვეულ სინთეზს და აგრობაზარზე შექმნის ჯანსაღ კონკურენციის გარემოს.
მაგალითად, ყვარლის რაიონში შექმნილია სააქციო საზოგადოება „ვაზის ცრემლები“ აგროფირმის სახით. საზოგადოებას აქვს 150 ჰა. მიწის ნაკვეთი. აქედან 90 ჰა. სახნავ-სათესია, 60 ჰა ვენახი, მაგრამ პერსპექტივაში ნავარაუდევია მთლიან ფართობზე ვენახის გაშენება და ამით ქარხნის საერთო სიმძლავრის დონის მიღწევა, რომელიც შეადგენს 350 ათას დეკალიტრს.
ამრიგად, გამოკვლევის შედეგად განსაზღვრულია მევენახეობა-მეღვინეობის როლი სასურსათო პრობლემის გადაჭრაში, ჩამოყალიბებულია კერძო საკუთრებისა და იჯარულ ურთიერთობათა უპირატესობების და მოცემულია მათი დანერგვისა და შეთანაწყობის გზები.
სსრკ-ის პერიოდში სხვადახსვა ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით წლების მანძილზე დაიხვეწა ადგილობრივი ასორტიმენტი, რომელიც მდიდრდებოდა ახალი სელექციური უხვმოსავლიანი და მაღალი ხარისხის პროდუქციის მომცემი ჯიშებით. ამით ამ მხარეში საფუძველი ჩაეყარა მსოფლიო დონის არა მარტო მევენახეობის არამედ ქართული ღვინის მრეწველობის განვითარებას. თუ 1990 წლამდე რქაწითელის ჯიშის ვაზის უპირატესი განვითარება იყო განპირობებული ადრინდელი შრომის საკავშირო დანაწილებით, საბაზრო ეკონომიკის პირობებში რქაწითელთან შედარებით ბევრად გაიზარდა ისეთი ჯიშები, რომლებიც იძლევიან წითელ, ვარდისფერ და შამპანურის ღვინომასალებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველო ჩართულია შრომის საერთაშორისო დანაწილებაში და ამ ბაზარზე დასახელებული სახის პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია.
არსებობს ღვინო და ღვინომასალების საექსპორტოდ გატანის შესაძლებლობებიც. დიდი მოთხოვნილებაა ქართულ სამარკო შამპანურზეც და კონიაკზეც (ბრენდზე). მაშასადამე, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ჯიშობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წითელ ჯიშებს ინვესტიციების 2-5-ჯერ მეტი დაბრუნების დონე აქვთ, ვიდრე თეთრ ჯიშებს და საერთშაორისო ბაზარზე მათზე მოთხოვნაც მაღალია, ამ ჯიშის ვენახების გაშენებისა და მოვლისათვის 15-20%25-იანი სესხის აღების შემთხვევაშიც კი წითელი ღვინის წარმოება მომგებიანია. ჩვენი გაანგარიშებით, წითელი ჯიშებით ვენახის გაშენებიდან მე-7 ან მე-8 წელს უკვე შესაძლებელია მოგების მიღება, რქაწითელის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 17 წელია.
მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს აღორძინება და მსოფლიო სტანდარტებით საუკეთესო ღვინოების წარმოება მხოლოდ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი საქმიანობით იქნება შესაძლებელი. ამ პირობებში ძირითადი გზა უნდა იყოს მევენახეობის ინეტნსიფიკაცია. პროდუქციის წარმოების გადიდება უნდა მოხდეს ტექნკიის, ტექნოლოგიების და წარმოების ორგანიზაციის თანმიმდევრული სრულყოფით, მეცნიერების მიღწევების და მოწინავე მეთოდების დანერგვის გზით და სხვა. ვენახების აღდგენა-გაშენების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უნდა იყოს ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
რეკომენდებულია ვაზის უნიკალური ჯიშების („საფერავი“, „მწვანის“, „ხიხვის“, „ალექსანდროულის“, „უსახელურის“, „კრახუნის“, „ოჯალეშის“, „ჩხავერის“, „პინოს“, „ალიგოტეს“ და სხვა) ხვედრითი წილი ნარგაობის ამჟამად არსებული 3-4%25-დან 20-25%25-მდე გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, თუ ყველაფერი, რაც თეორიულად ჩამოვაყალიბეთ პრაქტიკულად განხორციელდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყურძნის საჰექტარო მოსავლიანობა 70-75 ცენტნერის ფარგლებში ზემოთ აღნიშნული სრულმოსავლიანი ვენახების სტაბილურობის პირობებში, უზრუნველყოფს ყოველწლიური 400-500 ათასი ტონა კონდიციური ყურძნის წარმოებას.
შესწავლით გამოირკვა, რომ ვაზის ჯიშობრივი შემადგენლობის სტრუქტურა ვერ პასუხობს საბაზრო მოთხოვნილებას. მარკეტინგის გამოკლვევით დადგინდა, რომ კახეთის მევენახეობა-მეღვინეობის ქვეკომპლექსში გარკვეული ყურადღება უნდა დაეთმოს ბუნებრივ ვარდისფერ ღვინის წარმოების სანედლეულო ბაზის შექმნას და განვითარებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს თეთრი ღვინოების წარმოებაზე ხელის აღებას. რქაწითელის ჯიშის ყურძნის წარმოება და გაფართოება აუცილებელია, ამ ნედლეულზე დამზადებულ ღვინოებს აქვს პერსპექტივებიც. აქედან გამომდინარე, შესაბამისად გაიზრდება ამ მიზნით საჭირო ნედლეულის მოცემული ვაზის ჯიშების: საფერავის, შავკაპიტოს, თავკვერის, კაბერნეს, რქაწითელის და სხვა ვენახების ფართობები. პირველ ეტაპზე ასეთი ტიპის ღვინოებმა რეგიონის წარმოების საერთო მოცულობაში 40-45%25 მაინც უნდა შეადგინოს, შემდგომ მათი ხვედრითი წილი თანდათანობით კიდევ გაიზრდება.
ცხადია, დღეისათვის და პერსპექტივაშიც მთლიანად საქართველოს და კახეთის რეგიონის ეკონომიკისათვის ვენახის შემცირება მიუღებელია. ამიტომ ამ დარგების აღორძინება საშინაო ბაზრის დაცვისა და საექსპორტო ბაზრების გამოვლენის საფუძველზე უნდა მოხდეს. ამასთანავე, მევენახეობა-მეღვინეობაში ყურძნის გადამამუშავებელი პრივატიზებული საწარმოებისათვის პირველ რიგში აუცილებელია ახალი საკრედიტო ურთიერთობის ამოქმედება, ადგილობრივი წარმოების არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება, სამეურნეო გარიგებების სამართლებრივი მოწერისგება ყურძნის შესყიდვაზე და პროდუქციის რეალიზაციაზე, შესაბამისი პირობების შექმნა ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი გზების ძიება მარკეტინგული სამსახურის პრიორიტეტულად განვითარება და სხვა. განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლიათ, აგრეთვე, მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი საწარმოების შექმნას უცხოელ პარტნიორებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ როგორც ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე პროდუქციის რეალიზაციას.
საერთოდ, ქართული მეღვინეობის წინაშე ამჟამად მდგარი ამოცანების შესაბამისად უნდა გაიზარდოს ვენახებში საშულაო და შედარებით დაბალმოსავლიანი უნიკალური ვაზის ჯიშების: საფერავის, მწვანეს, ხიხვის, ალექსანდროულის, უსახელოურის, კრახუნას, ოჯალეშის, ჩხავერის, პინოს, ალიგოტეს და სხვათა ხვედრითი წილი - ამჟამად არსებული 3-4%25-დან 20-25%25-მდე.
მთავრობა გარანტიას უნდა აძლევდეს მევენახეებს, რომ მათ მიერ წარმოებულ ყურძენს მთლიანად ან მის ნაწილს მაინც შეისყიდის საბაზრო - შეთანხმებულ ფასებით, გამოუყოფს მათ შეღავათიან კრედიტებს, აუნაზღაურებს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ ზარალს, შეუმცირებს საგადასახადო განაკვეთებს, მინიმუმადე დაიყვანს რისკის ფაქტორს და სხვა. ასევე, სახელმწიფომ პროტექციონისტული პოლიტიკა უნდა გაატაროს და შეზღუდოს ღვინის იმპორტი. ხელი შეუწყოს ღვინის ექსპორტიორებს ღვინისა და ღვინომასალებიდან დამზადებული სხვა პროდუქტების საზღვარაგრეთის ქვეყნების ბაზარზე გატანაში, რაც ვალუტის შემოტანის, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისა და სახელიწიფო ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გავაკეთოთ დასკვნები:
1. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში კახეთის რეგიონის აგრარული ეკონომიკის ანალიზმა გვიჩვენა, რომ 1990 წლიდან აშკარად გამოიხატა დარგის საწარმოო პოტენციალის გამოყენების ეფექტიანობის დაცემის ტენდენცია.
2. კვლევამ გვიჩვენა, რომ საკვლევ რეგიონში ცუდად გამოიყენება ეკონომიკური ზრდის ბერკეტები: მიწა, კაპიტალი, შრომა და სამეწარმეო უნარი, მათი პოტენციური შესაძლებლობები სანახევროდაც არ არის ამოქმედებული და გამოყენებული. არადა, ამ მხარის ეკონომიკური ზრდა მის გარეშე არ მოხდება, ხალხის ცხოვრების დონე ვერ ამაღლდება.
3. ანალიზმა აჩვენა, სოფლად ვერ ნახავ ნამდვილ მეწარმეს, რომელიც ფუნქციონირებდეს „მეწრამეთა კანონის“ შესაბამისად, თავისუფალი მეწარმეობა თითქმის არ არსებობს. ამიტომაც ვერ განვითარდა აგრობიზნესი, საქონლიანობის დონე დაეცა.
4. საქართველოში თანამედროვე ეტაპზე განვითარებულმა მოვლენებმა და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებამ დაგვანახა, რომ სახელმწიფო რეგულირების ჩარევა ეკონომიკურ პროცესებში აუცილებელია განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდში, როდესაც ძველი სისტემა დანგრეულია და ახალი შენდება. სახელმწიფოს მიერ საბაზრო ეკონომიკის რეგულირება უნდა ხდებოდეს ფრთხილად, გეგმაზომიერად, რათა დაცული იქნეს და განვითარდეს კერძო სექტორი, არ მოისპოს კონკურენცია, არჩევანის თავისუფლება, საბაზრო ფასწარმოქმნა და ა.შ. რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნისა და რეგიონისათვის.
5. სოფლად მეწარმეობისა და აგრობიზნესის განვითარებასა და სურსათის წარმოების გადიდების დაჩქარების მიზნით, აუცილებელ ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული, სახელმწიფოს მიერ აგროდაკ-რედიტების საკითხების მოგვარება. ამ მიზნით სოფლად ამჟამად მოქმედი საკრედიტო კავშირების გარდა, უნდა მოგვარდეს მიწის გირავნობის საკითხი, რომელიც, თავის მხრივ, მიწის რეგისტრაციის და მიწის თავისუფალი ბაზრის ფორმირების პრობლემებს უკავშირდება.
6. კახეთის რეგიონში, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანაში, ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი მეურნეობის ძალდატანებით ლიკვიდაციას, რასაც ძირითადი საწარმოო ფონდების დატაცება-განიავება მოჰყვა. გამართლებულად მიგვაჩნია სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა კოოპერაციული-ორგანიზაციების აღდგენა: აგროფირმების, კოოპერატივების, სააქციონერო საზოგადოებების, თუ სხვა გაერთიანებათა ფორმების სახით.
უნდა მოვახდინოთ საწარმოო ძალებისა და წარმოებით ურთიერთობათა გაერთიანება, მოვაწყოთ და შევქმნათ ნამდვილი წარმოება. რაც დღემდე საკვლევ რეგიონებში ვერ მოხერხდა.
7. ამიერკავკასიის სახელმწიფოების შორის სასურველია თავისუფალი ვაჭრობის ზონის შემოღება (მასში ფართოდ შეუძლია ჩაერთოს საკვლევი რეგიონი), რაც ამ ქვეყნებს საშუალებას მისცემს გაუქმდეს საბაჟო გადასახადები, თუმცა იგი შენარჩუნებული უნდა იქნეს სხვა ქვეყნების მიმართ.
8. ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების, ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ხალხის მატერიალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის, ამ სასიცოც-ხლოდ აუცილებელი და პრიორიტეტული დარგების ჯერ რეაბილიტაცია, შემდეგ კი აღმავლობა, ამ მიზნით საჭიროა უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება, საკონკურსო პროექტების (პროგრამების) და ტენდერებში მონაწილეობისათვის თანაბარი პირობების შექმნა. ამასთან, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებად უნდა იქცეს საექსპორტო პროდუქციის პოტენციალის გაფართოება, ქართული ღვინოებისათვის დაკარგული პოზიციების დაბრუნება და სხვა ქვეყნების ბაზრებზე დამკვიდრება. დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელია ამ დარგების არსებითი, თვისებრივი გარდაქმნა, საბოლოო პროდუქციის - ღვინის ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა.
9. ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაფართოებისათვის აუცილებელია გასაღების გარე ბაზრების საფუძვლიანი შესწავლა, ამ პროდუქციის ასორტიმენტისა და ხარისხზე სხვა ქვეყნების მოთხოვნათა გათვალისწინება, რის საშუალებასაც იძლევა მარკეტინგული გამოკვლევების ჩატარება. ამჟამად ქართული ღვინის საწარმოების მიერ გარე ბაზრობის მოთხოვნათა შესწავლა ამოიწურება იმით, რომ უკვე წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციოდ ეძებენ ქვეყნებს, სადაც შესაძლებელი იქნება მათი პროდუქციის როგორმე გასაღება, რაც სწორი არ არის. მარკეტინგული გამოკვლევის მიზანი არის ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება მომავალში პროდუქციის ასორტიმენტზე, მოცულობასა და ხარისხზე, ახალი ტიპის ღვინოების მოთხოვნის გათვალისწინებით. მარკეტინგი მიმართულია მოთხოვნის დაკმაყოფილებისაკენ, ახალი მოთხოვნის და ახალი საქონლის გამოვლენისაკენ. მთავარია ვაწარმოოთ არა ის რაც შეგვიძლია, არამედ ის, რაც საჭიროა ახლა, ან იქნება საჭირო მომავალში საზოგადოებისათვის და კონკრეტულად მომხმარებლისათვის.
ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე ვიძლევით შემდეგ სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს:
საჭიროა, უკუვაგდოთ ღვინის წარმოების სტიქიურობის ძველი სქემა, როცა ჯერ ვქმნით პროდუქციას, თუნდაც ახალს, ხოლო შემდეგ ვცდილობთ მის გაყიდვას. პირველ რიგში შესწავლილი უნდა იქნეს, რომ პოტენციალური მყიდველისაგან რაზეა მოთხოვნა ხვალ, მომავალში და ა.შ. ეს კი სწორედ მარკეტინგის სამსახურის პრეროგატივაა.
ყურძნისა და ღვინის წარმოების მეურნეობრიობის ახალ სისტემაში მარკეტინგულმა მართვის ამ ორგანიზაციამ ახალი ადგილი უნდა დაიკავოს.
ეს ეხება არა მარტო საკვლევ რეგიონს, არამედ მთლიანად საქართველოს აგრარული სექტორის გაძღოლის მთელ სისტემას.
- მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის პირველ რიგში აუცილებელია საკრედიტო ხაზის ამოქმედება, ყურძნის გადამამუშავებელი პრივატიზებული საწარმოებისათვის, ადგილობრივი წარმოების ნატურალური რესურსების მაქსიმალურად გამოყენება, სამეურნეო გარიგებების სამართლებრივი მოწესრიგება ყურძნის შესყიდვაზე და პროდუქციის რეალიზაციაზე, გარემო პირობების შექმნა ინვესტიციების მოზიდვაზე, მარკეტინგული სამსახურის, პრიორიტეტულად განვითარება და სხვა.
- მიზანშეწონილია, რომ ხარისხოვანი მეღვინეობის ზონის ღვინის ქარხნებში მოეწყოს სამარკო და საექსპორტო ღვინოების დასამზადებელი საამქროები, რაც შედარებით მცირე ინვისტიციებთან იქნება დაკავშირებული. საჭიროა მევენახეობა-მეღვინეობაში მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველმხრივ სტიმულირება, მეწარმეობის აღორძინება, ფერმერული და მეურნეობრიობის სხვა ორგანიზაციული ფორმირების განვითარება, ადგილობრივი და უცხოელი ფირმების გამოცდილების შესწავლა, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ამაღლებას.
- მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის მოსალოდნელი შედეგების შეფასება რთულია, რადგან წარმოებაში ჩართულია როგორც შრომითი, მიწის, მატერიალური და ფინანსური რესურსები, ასევე ბუნებრივი ფაქტორები. წარმოების პროცესებზე მოქმედებს, როგორც საბაზრო, ისე ბუნებრივი გარემო. კერძო საკუთრებასთან ერთად წარმოების მასტიმულირებელი როლი იჯარამ უნდა შეასრულოს.
- მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება დამოკიდებულია ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობაზე. ამასთან ეს დარგი სულ უფრო მეტად კაპიტალტევადი ხდება, რადგან იზრდება სოფლის მეურნეობის ტექნიკური შეიარაღების დონე და მიწის ფასი. სწორედ ამიტომ მევენახეობის სანედლეულო რესურსებთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სხვა ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას, კერძოდ შინამრეწველობის განვითარებას და მის შეთანაწყობას მევენახეობასთან.
- მევენახეობის განვითარებას საქართველოში სერიოზულად უშლის ხელს მაღალხარისხოვანი და წმინდა ჯიშის ნამყენი ნერგის წარმოების დაბალი დონე.
ღვინისა და ღვინის პროდუქტების ზრდის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია სახელმწიფო რეგულირების შემდეგი მექანიზმის ამოქმედება:
- შეიქმნას მეღვინეობის სექტორის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს საბაზრო ინფორმაციას ქართული ღვინოების რეალიზაციის შესახებ, მოახდენს ღვინის საერთაშორისო საბაზრო ტენდეციების მონიტორინგს, კანონმდებლობისა და ბაზრის კვლევების ჩატარებას;
- შემუშავდეს საერთაშორისო ექსპორტის ხელშემწყობი პოლიტიკა, რომელიც ასევე გულისხმობს მონაწილეობის მიღებას ღვინის საერთაშორისო გამოფენებზე;
- ჩამოყალიბდეს წესები, რომლებიც თავიდან აგვაცილებენ უსამართლო კონკურენციას ფალსიფიცირებულ ღვინოებთან;
- განხორციელდეს ეტიკეტის სრულყოფის პროგრამა, რათა ქართული ღვინოები დაცული იყოს მოსავლის ჯიშის, ყურძნის წყაროს და გეოგრაფიული მდებარეობის მინიშნების თვალსაზრისით;
- ევროკავშირის წესებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დაწესდეს ევროკავშირის და საქართველოს ყველა გეოგრაფიული მინიშნება და ტრადიციული გამონათქვამები.
- მიწის, კლიმატისა და ამინდის პირობების მიხედვით სხვა თანაბარ პირობებში განსხვავებული რაოდენობის შრომა იხარჯება და სამეურნეო შედეგებიც სხვადასხვაა. ამიტომ გრძელვადიანი პერიოდისათვის პროგნოზირებული ანალიზი ბუნებრივი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.
![]() |
5 ლიტერატურა |
▲back to top |
ასათიანი რ. მომსახურება და საბაზრო სისტემა. თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1994, 302
ბატონიშვილი ვ. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV. თბილისი, მეცნიერებათა აკადემია, 1973, 1102 გვ.
ბენიძე ა. ქართული ღვინოები, თბილისი. გამომცემლობა „მესხეთი“, 1998, 107 გვ.
ბერიძე გ. საკოლექციო ღვინოების დეგუსტაციის შედეგები. თბილისი, „მეცნიერება“, 1993, 88 გვ.
ბურკაძე ვ. საქართველოს აგრარულ სექტორში საბაზრო ურთიერთობების არსებული მდგომარეობა განვითარების პერსპექტივები, თბილისი, „მეცნიერება“ 1992, 177 გვ.
ბურკაძე ვ. ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობათა კოოპერირება მსხვილ სასაქონლო მეურნეობის შექმნის საფუძველია. სამეცნიერო შრომათა კრებული (XXVI), თბილისი, აგრარული უნივერსიტეტი 2001, 19 გვ.
ბოხოჩაძე ა. მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით უძველესი დროიდან ახ. წ. XI-XII საუკუნეებამდე თბილისი, საქართველოს მეცნეირებათა აკადემიის გამომცემლობა, 1963, 199 გვ.
გოგოხია რ. როგორ გავხდეთ ფერმერი, ჟ. „ეკონომიკა“, №7-8, 1998.
ეკონომიკის აქტუალური საკითხები, სამეცნიერო შრომათა კრებული (XVII), თსუ, თბილისი, 2001, 145 გვ.
თეთრაული ა. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის და ბიზნესის განვითარების კანონზომიერებანი საქართველოში, თბილისი, „მაცნე“, 1999, 44 გვ.
კოღუაშვილი პ. გიორგაძე ჰ. რამიშვილი ბ. სასურსათო პრობლემიდან სასურსათო უსაფრთხოებამდე, თბილისი, მერანი, 1999, 138 გვ.
კოღუაშვილი პ. ქვყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ორიენტირები თავსებადი უნდა იყოს, ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“, №5, 2006, 47-51 გვ.
კოღუაშვილი პ. მევენახეობა-მეღვინეობის პრობლემების გენეზისი და მათი რეგულირების მიმართულებები, ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“, №6, 2006, 35-39 გვ.
კუნჭულია თ. სოფლის მეურნეობის საბაზრო ეკონომიკაზე გადაყვანის პრობლემები, თბილისი, „მეცნიერება“, 1997, 143 გვ.
ლორთქიფანიძე თ. საბაზრო სტრუქტურებისა და აგროსამრეწველო ინტეგრაციის ფორმირება სასურსათო მევენახეობა-მეღვინეობის ქვეკომპლექსში, „მერიდიანი“, თბილისი, 1997, 102 გვ.
მექვაბიშვილი ე. საბაზრო ეკონომიკის საფუძვლები, დამხმარე სახელმძღვანელო, თსუ, თბილისი, 1991, 120 გვ.
მექვაბიშვილი ე. სახელმწიფო და ეკონომიკა, თსუ, თბილისი 1996, 75 გვ.
მევენახეობის სექტორის რეაბილიტაციის პროექტი, საქართველო, თბ. 2005, 94 გვ.
მოდებაძე ვ. მეღვინეობა-მევენახეობის ძირითადი მიმართულებები მსოფლიოში, თბილისი, 1989, 107 გვ.
მეხუზლა ნ. საქართველოს მეღვინეობის მდგომარეობა და პერსპექტივები, ტექნოლოგია, სპეციალისტები თბილიის, 1996, 281 გვ.
მიწის კანონმდებლობა. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, შპს „კაბადონი“, თბილისი, 2005, 380 გვ.
ჟივჟივაძე ა. საქართველო ვაზის სამშობლოა. ბათუმის უნივერსიტეტი, 1999, 39 გვ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, თბილისი, 2005, 134 გვ.
რამიშვილი რ. ქართული ვაზისა და ღვინის ისტორია. თბ., „მეცნიერება“2000, 240 გვ.
სონღულაშვილი ჯ. საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიისათვის; წიგნი მე-2, „მეცნეირება“ თბილისი, 1974, 340 გვ.
საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისა და ფუნქციონირების პრობლემები საქართველოში. შრომების კრებული. ტ. IV საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. თბილისი, 1999, 779 გვ.
საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ 2002 წლის მდგომარეობით, „სამართალი“ თბილისი, 2002, 129 გვ.
საქართველოს კანონი „სასოფლო-სამერნეო დანიშნულების“ მიწის საკუთრების შესახებ“, თბილიის, 1996, 22 მარტი. 117 გვ.
საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“, თბილისი, 1996, 28 ივნისი, 98 გვ.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მასალები 1990-2005.
საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის კრებული-საქართველოს საბაჟო, წიგნი I, თბილისი ბიზნეს კურიერი, 2005, 454 გვ.
საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის კრებული-საქართველოს საბაჟო, წიგნი II, თბილისი ბიზნეს კურიერი, 2005, 460 გვ.
საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის 1995-2005 წლის მასალები.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური და სოციალური რობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მასალები 1990-2000.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემები 2000-2006 წლები.
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 1999 წელს სტატისტიკური კრებული, იანვარ-ნოემებრი. თბ.,1999. 11-12 გვ.
საქართველოს სოფლის მეურნეობა, სტატისტიკური კრებული, თბ., 205, 137 გვ.
საქართველოს სოციალურ-ეკონომკიური მდგომარეობა 2000 წელს. სტატისტიკური კრებული. (იანვარ-სექტემბერი) თბ., 2001, 68 გვ.
საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ 1998, 12 ივნისი, 98 გვ.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. აგრარული ბაზრები საქართველოში; 2005 წლის იანვარ-თებერვალი სტატისტიკური ბიულეტენი, თბილისი 2005, 132 გვ.
ფრუიძე ლ. მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით. თბილისი, „მეცნიერება“, 1974, 302 გვ.
ქარქაშაძე ნ. მსოფლიო სოფლის მეურნეობა, სახელმძღვანელო, თბ., 1993, 558 გვ.
ქარქაშაძე ნ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების სოფლის მეურნეობა ციკლიდან: მსოფლიოს სოფლის მეურნეობა. სახელმძღვანელო თბილისი, განათლება. 1998, 177 გვ.
ქარქაშაძე ნ. ხილბოსტნეული კულტურების ინტენსიური ნარგავებისა და ყურძნის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია საქართველოში. „განათლება“, თბილისი, 1991, 180 გვ.
ქარუხნიშვილი ნ. სასუფრე ყურძნის ჯიშები კახეთში. თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1982, 122 გვ.
ქეშელაშვილი ო. მოსაზრებები აგრარული რეფორმის შესახებ, ჟ. „ეკონომიკა“, №9-10, 1991, 70 გვ.
ქეშელაშვილი ო. სოფლის მეურნეობა აგროსამრეწველო კომპლექსის სისტემაში, თბილისი, „საქართველო“, 1991, 144 გვ.
ყამარაული ს. წარმოების ორგანიზაცია და მართვა ფერმერულ მეურნეობებში. „მეცნიერება“, თბილისი, 2000, 644 გვ.
ყორღანაშვილი ლ. საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები. თბილისი, გამომცემლობა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 1997, 481 გვ.
შარდენი ჟ. მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. ცნობები
საქართველოს შესახებ მეცნეირება, თბილისი, 1975, 428 გვ.
შათირიშვილი შ. მევენახეობა, დამხმარე სახელმძღვანელო, თბ., 2005.
წერეთელი გ. ეკონომიკის მათემატიკური მოდელირების მეთოდოლოგიური საფუძვლები და მათი რეალიზაციის პრაქტიკული მაგალითები, თბ., „მეცნიერება”, 2000 წ. გვ. 235.
ჯავახიშვილი ი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი I, თბილიის6 თსუ, 1960, 504 გვ.
ჯავახიშვილი ი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი III, თბ., „მეცნიერება“ 1966, 528 გვ.
ჯავახიშვილი ი. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტ. V თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1989, 821 გვ.
ჯოლია გ. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები, თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1998, 535 გვ.
ჭითანავა ნ. საბაზრო ეკონომიკა და აგროსამრეწველო კომპლექსის პრობლემები, თბილისი, „საქართველო“ 1993, 225 გვ.
ჭითანავა ნ. გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება III ნაწილი. თბ., „სიახლე“, 2001, 421 გვ.
ჯანხოთელი გრ. მეღვინეობა თბილისი, „მერანი 3“, 1999, 642 გვ.
შათირიშვილი შ. მევენახეობა. დამხმარე სახელმძღვანელო. თბ. 2005.
ჰეჯესი ჰ. ფერმერული მეურნეობის ორგანიზაცია. სს თბ., „ფარნავაზი“ 1999, 319 გვ.
Буглай В., Ливенцев Н. Международные экономические отношения. М., «Финансы и статистика», 1999, с. 159.
Булатова А.С. Мировая экономика. Учебник. М. «Юрист», 1999, с. 734.
Линдерт П. Экономика мирохозяйственных связей. Перевод с анг., общ. ред. и предисл. О.В. Иванова. М. «Прогресс», 1992, с. 779.
Международные экономические отношения. Учебник. 3-е изд. М., «Юность», 2000, с. 497.
Менькю Н. Принципы экономикс. Учебник. «питер Ком» Санкт-Петербург, 2001, с. 494.
Долан Э.Д. Линдсей Д.Е. Макороэкономика. С. Петтербург, 1994.
Долан Э.Д., Линдсей Д.Е. - Микроэкономика. С. Петербург, 1994.
Львов Д.С. -Эффективное управление техническим развитием. М., 1990.
Маршалл А. - Принципы экономической науки. М., 1993.
Новая технология и организационные структуры. Под ред. И. Пиннингса, А. Бьютитандама. М., 1990.
Савас Э. - Приватизация - ключ к рынку. М., 1992.
Салливен Д. - Демократия и рост мировой экономики. Журн. США, №9. 1993.
Эванс Дж, Берман Б. - Маркетинг. М., 1990,
Эрхард Л. - Благосостояние для всех. М., 1991.






