საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIX დამდეგამდე


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჯავახიშვილი ივ., ბერიძე ნ., ჯანაშია ს.
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები, ისტორია
თარიღი: 1943
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: აკად. ივ. ჯავახიშვილი პროფ. ნ. ბერძენიშვილი, აკად. ს. ჯანაშია აკად. ს. ჯანაშიას რედაქციით სახელმძვანელო საშუალო სკოლის უფროსი კლასელებისათვის საქ. სსრ სახელმწიფო გამომცემლობა თბილისი – 1943 ტირაჟი 1-5000 ტექნიკური და მხატვრული ხელმძღვანელი: ბ. გორდეზიანი; ტექნიკური რედაქტორი კ. აბჟანდაძე კორექტორები: ვ. ხოშტარია, ს. შონია ხელმოწ. დასაბეჭდად 16/VIII-1943. საავტორო ფორმათა რაოდენობა 26. სასტამბო ფორმათა რაოდენობა 24. შეკვეთის № 1670/1601. უე 2004. დაბეჭდილია საქ. სსრ. სახელმწიფო გამომცემლობის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატში, თბილისი, ჟორესის ქ. №5.



1 წინასიტყვაობა

▲back to top


წინამდებარე წიგნი არის ცდა მოთხრობილ იქნას მთლიანი კურსი მეცნიერულ საფუძველზე აგებული საქართველოს ისტორიისა იმ სახით, რომ მისი გამოყენება შეაძლებელი იყოს საუალო სკოლის უფროს კლასებში.

ხსენებული კურსის შექმნისათვის აუცილებელ ნიადაგს შეადგენდა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მდიდარი ისტორიოგრაფია, ხოლო პირობებს - ის იდეური ატმოსფერო და ნივთიერი ბაზისი, რომელიც საქართველოს ისტორიის მეცნიერებამ მოიპოვა საკავშირო მეცნ. აკადემიის ყოფილ საქართველოს ფილიალის მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ამჟამად გაყოფილია საქ. მეცნ. აკადემიის ისტორიისა და ენის ინსტიტუტებად).

ეს დიდი საკვლევაძიებო, ქართველთმცოდნეობითი დარგების. უმეტესი ნაწილის შემცველი, დაწესებულება ამხ. ლავრენტი ბერიას თაოსნობით ჩამოყალიბდა (1936 წ.) და მისივე მზრუნველობით განვითარდა. ამხ. ლ. ბერიას დახმარებით დაირაზმა ინსტიტუტის კოლექტივი იმ უმნიშვნელოვანესი ამოცანებისათვის საბრძოლველად, რომელნიც საბჭოთა ისტორიულ მეცნიერებას ხალხთა დიდმა ბელადმა. ამხანაგმა იოსებ სტალინმა დაუსახა.

ამ ამოცანების თეორიული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის შეგნებით გამსჭვალულებმა, ინსტიტუტის ისტორიულმა, არქეოლოგიურმა, ეთნოგრაფიულმა და ენათმეცნიერულმა კადრებმა დაძაბული შრომით, რესპუბლიკის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების მუდმივი ხელისშეწყობით, მეორე და მესამე სტალინური ხუთწლედების საყოველთაო შემოქმედებითი აღფრთოვანების ხანაში, მრავალი პირველხარისხოვანი ღირებულების ფაქტი შესძინეს ცოდნას ქართველი ხალხის ისტორიის შესახებ.

ეს ახალი მასალა ნაწილობრივ არის შესული. წინამდებარე მოკლე კურსში, რომელიც გამოდის იმ მომენტში, როცა ქართველი ხალხი, საბჭოთა კავშირის მოძმე ხალხებთან ერთად და მხარდამხარ, თავდადებულად იბრძვის, უმაღლესი მთავარსარდლის ამხანაგ სტალინის ხელმძღვანელობით, სამშობლოს დამოუკიდებლობისა და საკაცობრიო კულტურის დასაცავად ფაშისტური ბარბაროსობისაგან. თუ წიგნი მცირეოდენ წვლილს მაინც შეიტანს. საბჭოთა ხალხის გამარჯვების ორგანიზაციის საქმეში, ავტორები თავის თავს ბედნიერად ჩასთვლიან.

მოკლე კურსი დაიბეჭდა ხელნაწერის უფლებით 1940 წ. („საქართველოს ისტორია უძველესი ხაწიდან. ჩვენს დრომდე“, თბილისი, სახელმე.გამომცემლობა). საზოგადოებრივი განხილვის შედეგად საჭიროდ იქნა ცნობილი თავდაპირველი ტექსტის გადამუშავება, გამარტივება და შემოკლება საშუალო სკოლის მოთხოვნილებათა თვალსაზრისით. ვინაიდან ამ დროისათვის აკად. ივ. ჯავახიშვილი უკვე გარდაცვალებული იყო, მისი ნაწილის გადამუშავება დაევალა გამოცემის რედაქტორს. განსვენებული მეცნიერის ტექსტი, ავტორის ხელიდან გამოსული, უცვლელი სახით, წარმოდგენილია 1940 წლის გამოცემაში. ამრიგად, 1943 წლის გამოცემაში აკად. ივ. ჯავახიშვილს ეკუთვნის §§ 55-111, პროფ. ნ. ბერძენიშვილს - §§ 112-149 და რუკები №№ 4 და 5, აკად. ს. ჯანაშიას - §§ 1-54, 78, რუკები №№ 1-3. ბაგრატიონების გენეალოგიური ტაბულა და საერთო რედაქცია. ქართული დამწერლობის განვითარების ტაბულა და ცალკე ნიმუშების პირები შესრულებულია რ. შმერლინგის მიერ; ხოლო ეთნოგრაფიული. ჩანახატები - ნ. ბრაილაშვილის მიერ. მონეტები 1200, 1227, 1245 წლისა და კოლხური დიდრაქმა გამოცემულია ნუმიზმატ დ. კაპანაძის მასალების მიხედვით. წიგნის დასურათებაში რედაქტორს დახმარება აღმოუჩინეს,საილუსტრაციო მასალის დათმობით თუ ცალკე რჩევებით, საქ. მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის, საქ. მუზეუმის, ქართ. ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტისა და მუზეუმ „მეტეხის“ სათანადო სექციებმა და მათმა ხელმძღვანელებმა, რაც თავ-თავის ადგილას მითითებულია თვით წიგნში.

წიგნის თავების დასაწყისში გამოყენებული თავსართები აღებულია საქ. მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების მასალებიდან და წარმოადგენს ნიმუშებს ქართული ხალხური ორნამენტისას ხეზე (სახლის სვეტების სამკაულები, დას. საქართველოდან).

2 შესავალი

▲back to top


0x01 graphic

ქართული ხალხური ორნამენტი ხეზე (ბუხრის თავი, თრიალეთიდან,
სიცოცხლის ხის, მთვარის, მზისა და ცხოველების გამოსახულებით).
ლაზი ოსტატის ნახელავი.

საქ. მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილება

2.1 § 1. პირველყოფილი საზოგადოება საქართველოს ტერიტორიაზე

▲back to top


მრავალი მილიონი წლის წინათ ეხლანდელი კავკასია თითქმის მთლიანად ზღვით იყო დაფარული. მაგრამ ნელინელ, უთვალავი საუკუნეების განმავლობაში, წყალი ხმელეთს უთმობდა ადგილს. ზღვიდან ამოიწია კავკასიონმა და სხვა მთაგრეხილებმა. დასასრულ, კასპიის ზღვა მოსწყდა შავს და მათ შორის კავკასიის ყელი გაჩნდა.

მაღალი ქედების წარმოშობას შემდეგში გამყინვარება ზედ დაერთო. ერთ დროს მყინვარები მთის კალთებზედაც ჩამოდიოდა, ზოგან მთების ძირობამდე. შემდეგში ისინი მწვერვალებს-ღა შემორჩნენ. ხმელეთის გაჩენასთან ერთად თანდათან მოშენდა. და მომრავლდა მცენარეულობა და ცხოველები.

ბოლოს აქ გაჩნდა ადამიანიც. საქართველოში რამდენიმე ადგილას არის ნაპოვნი ამ პირველყოფილი ადამიანის კვალი: ზემო იმერეთში, ქვემო იმერეთში, სამეგრელოში, აფხაზეთში, თრიალეთში. სოხუმის რაიონში ნაპოვნი იმდროინდელი ზოგი ნაშთი ყველაზე ძველია საბჭოთა კავმირში.ამ უძველესი ადამიანის სადგომებს ზოგჯერ გამოქვაბულებში ვხვდებით. მაშინდელი ადამიანი სიცივე-ავდრისაგან თუ საშიში მხეცებისაგან თავს ხშირად გამოქვაბულში იცავდა.

მაშინდელი ბუნება განირჩეოდა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ბუნებისაგან.ტყეები იყო ბევრად უფრო მეტი და ხშირი, მდინარეებიც უფრო წყალ-მრავალი. მცენარეებშიაც და ცხოველებშიაც მას შემდეგ ბევრი რამე გამოიცვალა. ასე, მაგალითად, მაშინ ჩვენში იყო გამოქვაბულის დათვი, რომელიც ეხლა უკვე აღარ გვხვდება. გადაშენდა მას აქეთ ბევრი სხვაცხოველიც. სამაგიეროდ, გაჩნდა ზოგიერთი ახალი ცხოველი და მცენარე.

პირველყოფილი ჯგუფ. უმწეო და განუვითარებელი იყო იმდროინდელი ადამიანი. მას არც მიწის ღამუშავება შეეძლო, არც შინაური ცხოველი ჰყავდა. იგი თავს ირჩენდა მხოლოდ ტყის ნაყოფითა და ნადირისხორცით. იარაღიც მას ისეთი ჰქონდა, რომ ბუნებასთან ბრძოლაში ბევრსვერაფერს გახდებოდა - კაჟისა და ობსიდიანის (ვულკანური მინაა) ნამტვრევები, წვეტიანი ძვალი, ხის კეტი. ქვასა და ძვალს ადამიანი ტკეცავდა და ჩორკნიდა ისევ ქვით, მოსახმარ ფორმას აძლევდა მათ და ასე ამზადებდა საჭრისებს, საფხეკებს, სახვრეტებს. აკეთებდა ის აგრეთვე ხელის ცულს. ასეთი ტლანქად დამუშავებული იარაღის ნაშთებიბლომად არის ნაპოვნი დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გამოქვაბულებში, მაგალითად - გამოქვაბულ „დევის-ხვრელში“, ხარაგოულის მახლობლად.

ცხოვრობდნენ მაშინ პატარ-პატარა ჯგუფებად. ეს ჯგუფები ერთად მიდიოდნენ სანადიროდ, რაკი იარაღი ისეთი სუსტი ჰქონდათ, რომ მარტოხელა კაცი ვერასგზით დიდ ნადირს ვერ მოერეოდა. ყოველგვარ სხვასამუშაოსაც ადამიანები მაშინ მეტწილად საერთო ძალით ასრულებდნენ.

ტანისამოსით ვერ დაიკვეხნიდა იმდროინდელი ადამიანი, ტანის დასაფარავად მაშინ ჩვეულებრივად ნადირის ტყავს ხმარობდნენ.

თიხის ჭურჭლის გაკეთება ჯერ არ იცოდნენ. იმდროინდელი ადამიანის ენაც განუვითარებელი იყო. ტომები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ.ტომები გაჩნდნენ დიდი ხნის შემდეგ.

ეს პირველყოფილი ადამიანი საქართველოშიაც, ისევე როგორც სხვაგან, იცნობდა და ხმარობდა უკვე ცეცხლს.

ამ ხანას „ძველი ქვის“ ანუ „პალეოლითის“ ხანას ეძახიან. თანდათან ადამიანმა გააუმჯობესა თავისი იარაღები, თავისი მეურნეობა. კულტურაახალ საფეხურზე ავიდა. ეს იყო უკვე „ახალი ქვის“ ანუ „ნეოლითის“ ხანა.

ვარისა და ტმის წარმოა. მრავალმა ათასმა წელმა გაიარა,ვიდრე ადამიანი პალეოლითისაგან ნეოლითზე გადავიდა. ნელინელ ადამიანმა ისწავლა ქვის ხეხვა, ხერხვა, ხვრეტა და გაკრიალება. კაჟზე უფრო რბილი, რიყის ქვისაგან ის ეხლა აკოპიტებდა დიდ ცულებს, რომელსაც ყურს უხვრეტდა ხის ტარისათვის, აკეთებდა აგრეთვე სატეხებს, ხერხებსა და ბევრს სხვა იარაღს, ეხლა მშვილდ-ისარი იქცა ადამიანის მთავარ საბრძოლ-სანადირო იარაღად. ისარს უკეთებდნენ მაგარ წვერს, მეტწილად კაჟისაგან, აგრეთვე ძვლისაგან.

0x01 graphic

პალეოლითური იარაღი დას. საქართველოდან
საქ. მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილება.

0x01 graphic

ნეოლითური იარაღი სოფელ ოდიშიდან (სამეგრელო)
და თეთრამიწადან (ქუთაისთან)
საქ. მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილება.

გაჩნდნენ იარაღის ოსტატები და მათი სახელოსნოები, რადგანაც ამგვარი იარაღის გაკეთებისათვის დახელოვნება იყო საჭირო.

ქვის ცულით, ხერხითა და სატეხით ადამიანი უფრო კარგად ამუშავებდა ხესაც. ხისას აკეთებდნენ შინაურ ჭურჭელს, მარხილებს, ნავებს, ძელურ (ჯარგვალა) სახლებს.

ადამიანმა ნეოლითის ხანაში ისწავლა კალათების წვნა, ქსოვილების ქსოვა, თიხის ჭურჭლის კეთება.

ეხლა ადამიანი უფრო ძლიერი იყო ბუნებასთან ბრძოლაში, ვიდრე პალეოლითის დროს. ის ნადირსაც უფრო ადვილად ერეოდა და უსულო ბუნებასაც.

მონადირეობის წყალობით ადამიანმა თანდათან მოაშინაურა ცხოველები, ყველაზე ადრე - ძაღლი, შემდეგ - ირემი, თხა და ცხვარი, ღორი, ძროხა. შინაურ საქონელს ადამიანი ხმარობდა თავდაპირველად ხორცად (საჭმელად) და შესაბმელად (ძაღლი, ირემი, ძროხა). შემდეგში წველაც ისწავლეს.

თანდათან შეითვისა ადამიანმა მიწათმოქმედებაც, წვეტიანი ჯოხისა და სადა თოხის (ქარჩის) საშუალებით ამუშავებდნენ მიწას და სთესდნენ ქერს, ფეტვს, ხორბალს.

ნეოლითური იარაღები ნაპოვნია იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩუმში, აფხაზეთში. სამეგრელოში, სოფელ ოდიშში, აღმოჩენილია ნეოლითური ხანის სადგომ-სახელოსნოს ნაშთი.

ნეოლითური ხანის მეურნეობის წყალობით ადამიანი უფრო ადვილად იკვებავდა თავს და უფრო ადვილადაც მრავლდებოდა. მოსახლეობა გახშირდა და ერთ ადგილას დაბინავდა. ხალხი ეხლა სოფლებად ცხოვრობდა. ჩამოყალიბდნენ ტომები. თითოეულ ტომს საკუთარი ენა ჰქონდა. ნეოლითურ ხანაში ადამიანთა საზოგადოების პირველყოფილ-თემურმა წყობილებამ განვითარებული სახე მიიღო.

2.2 § 2. პირველყოფილ-თემური წყობილება ქართველ ტომებში

▲back to top


პირველყოფილ-თემური წყობილება გამოვლილი აქვს მსოფლიოს ყველა ხალხს, მათ შორის ქართველებსაც.

ართველობა. ქართველი ერი სხვადასხვა მოძმე ტომისაგან არის შემდგარი. მთავარი ქართველი ტომები არიან: ქართები, მეგრელ-ჭანები და სვანები. ეს ტომებიც თავის მხრივ ცალკე თემებად იყოფოდნენ. ქართების თემები იყვნენ ქართლელები, კახელები, ფშავ-ხევსურები, მთიულ-მოხევეები, იმერლები, გურულები, რაჭველები, ლეჩხუმლები, აჭარლები, მესხები, ჯავახები, შავშები, კლარჯები და სხვები.

0x01 graphic

ქართველ ტომთა ტიპები. ხევსურები, XX ს. დამდეგი.
საქ. მუზეუმის ეთნ. განყილება.

ამ დაყოფის ნაშთები დღემდე არის შემონახული, მაგრამ ისინი თანდათან ქრებიან, ქართველი ტომები უკვე ძველადვე დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ამ დაახლოებას საშუალო საუკუნეებში ხელი შეუწყო ქართველი ტომების გაერთიანებამ ერთ სახელმწიფოში და ქართული ენის მიღებამ საერთო ეროვნულ სამწერლო ენად. მე-19 საუკუნეში, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში, ქართველობა კიდევ უფრო მჭიდროდ შეკავშირდა, რადგანაც საერთო სამეურნეო და კულტურული ცხოვრება უფრო ცხოველი და ძალუმი გახდა. მაგრამ სამეურნეო, საზოგადოებრივი და კულტურული კავშირები ჩვენს ქვეყანაში არასოდეს არ ყოფილა ისეთი ახლობელი და მტკიცე, როგორიც არის დღეს, საბჭოთა ხელისუფლების დროს. ამიტომაა რომ ლიტერატურული ენა ეხლა უფრო სწრაფად ვრცელდება და კუთხური კილოკავების ადგილს იჭერს. ქრება აგრეთვე ძველი კუთხური დრომოჭმული ზნე-ჩვეულება, რომელიც ადგილს უთმობს ახალს, სოციალისტურ ყოფას.

მაგრამ ვიდრე დღევანდელ მდგომარეობას მოაღწევდა, ქართველობამ გრძელი ისტორიული გზა გამოიარა, რამდენიმე საზოგადოებრივი წესწყობილება გამოიცვალა. ქართველ ტომთა განვითარების ყველაზე ადრინდელი საფეხური სწორედ პირველყოფილ-თემური წყობილება იყო.

ჩვენი წინაპრების პირველყოფილ-თემურ წყობილებას ჩვენ ვსწავლობთ იმ ნაშთების მიხედვით, რომელიც ახალ დრომდე შემოინახა ენაში, ზოგი (უმთავრესად - მთის) თემების ზნე-ჩვეულებაში და ნივთიერი კულტურის ძეგლებში.

ენობრივი ნაშთები. ასე, მაგალითად, პირველყოფილ-თემური ტექნიკის ნაკვალევია ქართულ ენაში შენახული სიტყვა „მარგვლა“. „მარგვლა“ „მარგილით“ მუშაობას ნიშნავს, „მარგილი“ კიდევ წვერწამახულ, წაწვეტებულ ხის ნაჭერს ჰქვიან. ასეთ იარაღს ხმარობდნენ მიწის დამუშავებისათვის (უმთავრესად - რგვისათვის, მებოსტნეობაში) ძალიან ძველად, ეხლა-კი - „მარგვლას“ სიმინდის (და აგრეთვე ზოგი სხვა პურეულის) პირველ გათოხნას ეძახიან. მეგრულად „ბერგი“ თოხს ეწოდება, „ბარგუა“ - თოხნას. სვანურადაც „ლი-ბარჯე“ თხრას ნიშნავს, „ლი-ბერგე“ - თოხნას. ეს იგივე სიტყვებია. ძველი ტერმინი ეხლა ახალ შინაარსს გამოხატავს.

იმ შორეულ დროში ქართველი ტომები ჯერ კიდევ დაშორებული არ იყვნენ ერთმანეთს, ქართული, მეგრულ-ჭანური და სვანური ენები ერთმანეთისაგან ჯერ კიდევ არ იყო გათიშული.

დედისა და მამის გვარის განითარეა. ცხოვრობდნენ მაშინ ქართველები ცალკე „სახლებად“. „სახლი“ (ჭანურ-მეგრულად „ოხორი“, სვანურად „ლახორ“ ანუ „ლალხორ“) ერთი დიდი ოჯახი იყო, რომელიც მხოლოდ ნათესავებისაგან (დედით ნათესავებისაგან) შესდგებოდა და ერთ ჭერ ქვეშ, ერთ სახლში ცხოვრობდა. სახლების კრებული შეადგენდა ცალკე თემს, თემთა კრებული-კი - „ნათესავს“ ანუ ტომს. ეს სახლები უკვე ბინადარ ცხოვრებას ეწეოდნენ. მათი მეურნეობის მთავარი დარგი მიწათმოქმედება იყო, ჯერ უპირატესად - მებოსტნეობა, შემდეგ - მემინდვრეობაც. ასეთმეურნეობას ქალები უძღვებოდნენ და სახლის სათავეშიაც უფროსი ქალი იდგა, რომელიც „დიასახლისად“ იწოდებოდა. დიასახლისი განაგებდა სახლის ყველა საქმეს. დედის გვარის წყობამ ანუ მატრიარქატმა ძალიან გაიდგა ფესვები ქართველ ტომებში და ხალხის მერმინდელ შეგნებასა და ზნე-ჩვეულებაშიაც ღრმა კვალი დასტოვა. იმდროინდელი წესწყობილების ნაშთია, მაგალითად, ის ტერმინი, რომელიც დღესაც იხმარება ქართულ ენაში - „გუთნისდედა“. ეს ტერმინი იმაზე მიუთითებს, რომ თავის დროზე უპირატესობა ხვნა-თესვის საქმეში დედაკაცს ეკუთვნოდა. შემდეგ, მესაქონლეობისა და სამხედრო საქმის განვითარებასთან ერთად, მეთაურობა მამაკაცების ხელში გადავიდა და დიასახლისის ადგილი „მამასახლისმა“დაიჭირა. ტომსაც ჰყავდა ამორჩეული მმართველები, სატომო საბჭო, ტომის წინამძღოლები, ცალკე - სამხედრო საქმისათვის, ცალკე - სამოქალაქოსათვის, და სხვები.

0x01 graphic

სოფლის ყრილობის მოწვევა ბუკით ძველად სვანეთში.
საქ. მუზეუმის ეთნ. განყოფილება.

კერძო საკუთრება მაშინ არ არსებობდა. მიწა საზოგადო საკუთრებას შეადგენდა და მას საზოგადო ძალით ამუშავებდნენ.

არც ცალკე ჯარი არსებობდა მაშინ, თვითონ ხალხი იყო ჯარი. ამიტომაა რომ ძველ-ქართულად სიტყვა „ერი“ ხალხსაც ნიშნავდა ჯარსაც.

ერისშვილები სავსებით თანასწორი იყვნენ და მათ ერთმანეთშიაც დიდი ერთობა ჰქონდათ.

თეური წყოილეის გადმოაშთეართველ მთიელებში. თემური წყობილების ნაშთებმა ჩვენს მთიელებში მე-19 - მე-20 საუკუნემდისაც მოაღწია. დიდმა ქართველმა მწერლებმა ვაჟა-ფშაველამ და ყაზბეგმა მხატვრულად აგვიწერეს ხევსურული, ფშაური, მოხეური თემი. თემის „რჯული“ და ყრილობა, სისხლის აღება, უფროს-უმცროსობა, სტუმარ-მასპინძლობა, რასაც ჩვენ გვიხატავენ ვაჟა და ყაზბეგი, სწორედ: თემური წყობილების ნაშთებია.

სვანეთშიაც, ე.წ. თავისუფალ ანუ უბატონო სვანეთში, რომელსაც მდ. ინგურის სათავეები ეჭირა, თემური წყობილების ნაშთები კარგად იყო შემონახული წარსული საუკუნის დამლევამდე. აქ რამდენიმე სოფლის კავშირი შეადგენდა თემს. თემს სათემო ყრილობა ანუ, სვანურად, „ლუზორ“, „ლუხორ“ განაგებდა. სათემო ყრილობა შედგებოდა თემის ყველა მამაკაცისაგან, ოცი წლის ასაკიდან მოკიდებული. თუ კომლში სრულწლოვანი ვაჟკაცი არ იყო, მაშინ სათემო ყრილობაში კომლის სახელით ქალი მონაწილეობდა. სათემო ყრილობა განაგებდა თემის ყველა საქმეს და თავისი მოქმედებისათვის ანგარიშს არავის აძლევდა. სამართალიც მის ხელში იყო. სათემო ყრილობა არჩევდა ისეთ საქმეებს, როგორიც იყო: მეზობელ ტომებთან ზავის დადება თუ ომის დაწყება, კავშირის შეკვრა სხვა თემებთან, სასჯელი ქურდობისათვის და მამა-პაპური ადათების დარღვევისათვის, კომლებზე გადასახადების გაწერა, როცა ტყვედ ჩავარდნილი თემის შვილი იყო დასახსნელი, ანდა თემის წევრის მიერ მოკლული მტრის სისხლი უნდა ეზღოთ. დანაშაულისათვის სათემო ყრილობას შეეძლო ერთი ან რამდენიმე კომლი აეყარა თავისი ადგილიდან, ამოეწვა მათი კარ-მიდამო, გაეძევებინა საზოგადოებიდან მავნე პირები და სიკვდილითაც-კი დაესაჯნა ისინი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად ითვლებოდა „თემის გატეხა“, „ქვეყნის ღალატი“ - ესე იგი, თუ ვინმე ეცდებოდა, რომ თავისი თემი მეზობელი თავადისათვის ან უცხო ტომებისათვის დაემორჩილებინა, და, აგრეთვე, ღვთის გმობა. სიკვდილით თემი მაინც იშვიათად სჯიდა. უდიდესი სასჯელი თემიდან გაძევება იყო, - ასეთი გაძევებული ადამიანი მიუსაფარი იყო, მას მოსარჩლე აღარავინ ჰყავდა. სამაგიეროდ, ბოროტმოქმედებაც იშვიათად ხდებოდა თემში, წესრიგის შეგნება და სათანადო ადათები ხალხს ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი.

თემის სათავეში „მახვში“ იდგა, რაც სვანურად უფროსს ნიშნავს. მახვში იყო სათემო ყრილობის თავმჯდომარე და თემის უმაღლესი მოხელე. მახვშის უვადოდ ირჩევდნენ და თუ ის ღირსეული აღმოჩნდებოდა, ღრმა მოხუცებამდე უძღვებოდა თავის თანამდებობას, თუ არა და - ხალხს ყოველთვის შეეძლო მახვში გადაეყენებინა. მახვშის თანამდებობაზე ირჩევდნენ ხანში შესულს, გამოცდილს, გონიერს, გულადს, პატიოსანსა და თემის ერთგულ კაცს. მახვშის არჩევნებში მონაწილეობდა თემის ყველა სრულწლოვანი წევრი, მათ შორის - ქალებიც. როგორც არჩევნებისათვის, ისე თემის ყრილობისათვის საზოგადოდ ერთი მოედანი იყო განკუთვნილი. ხალხს ყრილობაზე გრძელი სპილენძის ბუკის ძახილით ჰკრებდნენ.მახვში ყრილობის დაუკითხავად არაფერს აკეთებდა, მაგრამ მას დიდი გავლენა და პატივისცემა ჰქონდა მოხვეჭილი. ვიდრე ყრილობაში საქმეს გამოიტანდა, მახვში ჯერ გამოცდილსა და სანდო პირებს დაეთათბირებოდა. ყრილობას შეეძლო მახვშის აზრი მიეღო ან არ მიეღო, როგორცსაჭიროდ დაინახავდა.

0x01 graphic

სვანური სახალხო დროშა „ლემ“ - ლომი
(იბერება ქარისაგან მედროშე მხედრის მოძრაობის დროს).
სა
ქ. მზეუმის ეთნ. განყოფილება.

მახვშის გარდა თემს მოსამართლეებიც, „მორვარები“, ჰყავდა არჩეული. სასამართლოშიაც მთავარი როლი მახვშის ჰქონდა დაკისრებული.სასამართლოს განაჩენს მომჩივანიცა და მოპასუხეც სიტყვის შეუბრუნებლად ემორჩილებოდნენ.

თემთა კავშირი შეადგენდა „ხევს“ ანუ „ხეობას“. ძველად მას სვანეთში„სვანეთის ერთობილ ხევს“ ან „სვანეთის ბედნიერ ხევს“ ეძახდნენ. ხევსაც ჰქონდა თავისი ყრილობა. ხევის თავყრილობა ცალკე თემების მახვებისა და „ჩენილებისაგან“ ანუ წარმომადგენლებისაგან შესდგებოდა. განსაკუთრებულ შემთხვევებში-კი თემის თავყრილობას ყველა კომლის წარმომადგენელი ესწრებოდა. ასე მოხდა 1875 წელს, როცა სვანებმა აჯანყების დროშა ააფრიალეს რუსეთის მეფის მთავრობის წინააღმდეგ.

საერთო წესწყობილებას შეეფარდებოდა თემის წევრების უფლება-მოვალეობაც. თითოეული სვანი მოვალე იყო თავისი თემის სახელი და ღირსება დაეცვა და საერთო მტრისათვის პასუხი გაეცა. სამაგიეროდ, თვითონაც თემისაგან ყოველნაირ შემწეობას იღებდა. გადამწვარს, მაგალითად, თემი ეხმარებოდა. თითოეული მოსახლე მას თავისი მოსავლის ნაწილს უთმობდა. სახლის შენებისას საშენებელი მასალა მოჰქონდათ და სხვა მხრივაც ეშველებოდნენ. უპატრონო მოხუცებს, ავადმყოფებსა და ღატაკებს თემი უვლიდა. გაჭირვებული კაცის სათხოვარს თემი მაშინაც თანაგრძნობით ეკიდებოდა, როცა ეს კაცი სხვისი თემისა იყო. ხოლო თავის თემის კაცს უცხოს წინააღმდეგ თემის კაცი მაშინაც უნდა დახმარებოდა, როცა ამათ შორის მტრობა იყო.

თემის კაცის, თავისუფალი სოფლის მეურნის ნათქვამია ეს ხალხური ლექსი:

არც არავის ყმა ვყოფილვარ,
არც არავიწ ყმად მყოლია,
ძველი პური, ძველი ღვინო
წლით-წლობამდე გამყოლია.

მაგრამ სვანების ამ თემებში უკვე იყო კერძო საკუთრების შესამჩნევი ჩანასახი შემოპარული. სათემო წეს-წყობილება ყველგან ირღვეოდა და მის ადგილს უფრო მოწინავე წყობილება იჭერდა. მთაში ის მხოლოდ უფრო გვიან დაემხო.

0x01 graphic

ქართული ხალხური (მეგრული) ორნამენტი ხეზე (კარი).
საქ. მუზეუმის ეთნ. განყ.

სვანებისა და სხვა ქართველი მთიელების თემები იმის ნიმუშია, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საერთოდ თავის დროზე, ძალიან ძველად, საზოგადოებრივი წყობილება ყველა ქართველ ტომში, ვიდრე მათში კლასები და სახელმწიფო გაჩნდებოდა.

2.3 § 3. პირველყოფილ-თემური წყობილების დარღვევა. საზოგადოებრივი კლასებისა და სახელმწიფოს წარმოშობა

▲back to top


ლითოის იარაის შემოსვლა. თანდათან გამოიცვალა ჩვენი წინაპრების პირველყოფილ-თემური ცხოვრება. შემოვიდა ლითონის იარაღი ჯერ სპილენძის, შემდეგ - ბრინჯაოსი (სპილენძისა და კალის შენადნობი) და, ბოლოს, რკინისაც. ქართველმა ტომებმა ძალიან ადრე ისწავლეს ლითონის დამუშავება. ამიტომ ქართველი ტომების ისტორიაში ლითონის იარაღის გავლენა უფრო ადრე გამოჩნდა.

ბრინჯაოს და, განსაკუთრებით, რკინის იარაღმა ადამიანის შრომაუფრო ნაყოფიერი გახადა. ვისაც ეხლა ხელში ასეთი იარაღი ეჭირა, ის ბუნებასთან ბრძოლაშიაც უფრო ღონიერი იყო, ვიდრე ძველად - ქვისა და ხის იარაღების დროს. ამიტომ ხალხი უფრო შემძლებელი და მდიდარი გახდა და უფრო ადვილადაც მრავლდებოდა.

კერძო საკუთრების ჩანასახი. თანდათან ჩნდებოდა კერძო საკუთრებაც. ყველაზე ადრე კერძო საკუთრების საგნად იარაღი იქცა. იარაღს ადამიანი იმიტომ იჩემებდა ძველად, რომ უფრო ხშირად თვითონ აკეთებდა მას და თვითონ ხმარობდა.

იარაღს ძველ-ქართულად „ჭურჭელი“ ერქვა. ძველი ქართველის კერძო ქონება და სიმდიდრე სწორედ „ჭურჭელი“ იყო. ამიტომაა რომ შემდეგშიაც „საჭურჭლეს“ ეძახდნენ იმ საგანძურს, სადაც კერძო პირები და მეფეები თავის სიმდიდრეს ინახავდნენ ხოლმე.

შრომის განაწლეა და აღებ-მიცემა. ლითონის იარაღის გაკეთება ყველას არ შეეძლო. ზოგი გულდაგულ სწავლობდა მჭედლობას და შემდეგ თავს ამ ხელობით ირჩენდა. ვისაც იარაღი სჭიროდა, მაგრამ მისი გაკეთება არ შეეძლო, ის მჭედელთან მიდიოდა, იარაღსა სთხოვდა და სამაგიეროს აძლევდა, რაც თვითონ ებადა, - შინაურ პირუტყვს, ჭირნახულს ან სხვა რამე საგანს. გარდა ამისა, გაჩნდა ბევრი სხვა ხელობაც, ზოგი წისქვილის ქვის კეთებაში დაოსტატდა, ზოგი - თიხის ჭურჭლისაში. სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირი ბუნება იყო და ამ ბუნებასთან შეგუებით - საქმიანობაც სხვადასხვანაირი. ზოგან ლითონის მადანს სთხრიდნენ, ზოგან ქვა-მარილს იღებდნენ. ერთგან მესაქონლეობა უფრო ხელსაყრელი იყო, კარგი საძოვრების წყალობით. მეორეგან მიწათმოქმედებას უფრო ადვილად უძღვებოდნენ, ნოყიერი ნიადაგის გამო. მაგრამ მეჯოგეს პური აკლდა ხოლმე; ლითონი იქაც სჭიროდათ, სადაც მისი მაღაროები არ მოიპოვებოდა; უმარილოდ ხომ ხალხს გაძლება არ შეეძლო. ამიტომ ესენიც ერთმანეთში გაცვლა-გამოცვლას აწარმოებდნენ.ასე გაჩნდა აღებ-მიცემა. უკვე უძველეს დროში ქართველ ტომებს აღებ-მიცემა ჰქონიათ შორეულ ქვეყნებთან.

პირველყოფილი ფული. ვაჭრობდნენ ჯერ უბრალო გაცვლის სახით შემდეგ გაჩნდა „ფულიც“. ფული სხვადასხვანაირი იყო. ასე, მაგალითად, ფულად იყენებდნენ ძველად შინაურ რქოსან. პირუტყვს, „ზროხას“, გამოითვლიდნენ რამდენ „ზროხას“ უდრიდა ორივე გასაცვლელი საგანი და ისე სცვლიდნენ. თუ ერთ მხარეს სათვალავში აკლდებოდა, იგი „სართს“ აძლევდა, უმატებდა. ძროხებით ანგარიშობდნენ ხევსურები მე-19 საუკუნეშიაც. ჯოგი ამიტომ დიდ სიმდიდრედ ითვლებოდა და ისიც კერძო ქონების საცავად გადაიქცა.

ონობის გაჩნა. რაკი ვაჭრობას სარგებელი მოჰქონდა, ამიტომ ვისაც შეეძლო, ცდილობდა მეტი პროდუქტი დაემზადებინა გასასყიდად, მაგალითად - მეტი სპილენძის მადანი და ქვა-მარილი ამოეღო, ან მეტი პური მოეყვანა. მეტი პროდუქტის დამზადებას მეტი მუშა სჭიროდა. თუ სახლში ბევრი მუშა ხელი იყო, ხომ კარგი, თუ არა და იგი სადმე სხვაგან უნდა ეშოვნათ. შეიძლებოდა, ძალა დაეტანებინათ და მუქთად ემუშავებინათ უცხო კაცი, თუ-კი იგი ხელში მოხვდებოდათ. ასეთი უცხო კაცი იყო ყვე.

მაშინ ომიანობა ხშირი იყო. მეზობელი ტომები თავს ესხმოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა მიზეზით, უფრო ხშირად-კი სიმდიდრის მოტაცების გულისათვის. ასეთს მოტაცებულ სიმდიდრეს შეადგენდა „ტყვეც“, ცოცხალი ადამიანი. ვისაც სახლში ზედმეტი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი, ის ამ ტყვეს ამუშავებდა პირუტყვსავით, ამგვარ მუშა ტყვეს „მონა“ დაერქვა. ასე გაჩნდა მონობა,

საოგადოებრივი თაწორობნვითარეა. მონობას მოჰყვა უთანასწორობა ადამიანებს შორის. მონების პატრონი, მონათმფლობელი მონას უყურებდა როგორც პირუტყვს: თუ მოისურვებდა გაჰყიდდა მონას, ან მოჰკლავდა კიდევაც, პასუხს მას ვერავინ მოსთხოვდა. მონათმფლობელის მეზობლები, ვისაც მონები არა ჰყავდა და არც სიმდიდრე ჰქონდა დაგროვებული, მონათმფლობელებთან შედარებით დაჩიავდნენ და დაუძლურდნენ. თანდათან მონობა მოედო ტომის თავისუფალ წევრებსაც, ერისშვილებს. ღარიბი მდიდრისაგან სესხად პურს აიღებდა და თავდებობისათვის დროებით მონად დაუდგებოდა. ასეთს დროებით მონას მანამ უნდა ემუშავნა მასესხებლის სასარგებლოდ, სანამ თავის ვალს არ გაისტუმრებდა. ხშირად ხდებოდა, რომ დროებითი მონა ვალიდან ვეღარ ამოდიოდა და სამუდამო მონად იქცეოდა.

საელმწიფოს წარა. მდიდრებმა თანდათან იარაღსა და მონებს გარდა ჯოგები, ცალკე მიწის ნაკვეთები და სხვა ქონებაც დაისაკუთრეს. გაჩნდა მტრობა და სიძულვილი მონათმფლობელებსა და მონებს შორის, მდიდრებსა და ღარიბებს შორის. მონათმფლობელებისა და მდიდრების უსამართლობა და სისასტიკე ძნელი ასატანი იყო და ხალხი მათ ხშირად შავ დღეს აყენებდა ხოლმე. მონებიც ყოველთვის თავისუფლებაზე ფიქრობდნენ და თვალი გაქცევისაკენ ეჭირათ. ამიტომ მდიდარი მონათმფლობელები ერთმანეთში შეკავშირდნენ, თვითონაც კარგად შეიარაღდნენ და ცალკე შეიარაღებული რაზმებიც გაიჩინეს, რომ ურჩობა ვეღარავის გაებედნა და მონებსაც წინააღმდეგობა ვეღარ გაეწიათ, ხალხის. არჩეული წინამძღოლების ადგილი თანდათან დაიჭირეს მთავრებმა და შეფეებმა, რომელნიც მემკვიდრეობით გადასცემდნენ ხოლმე თავის ხელისუფლებას. მთავრებმა და მეფეებმა ნელინელ ხალხური სამართალი მოშალეს და ხალხის მოხელეები მოსპეს, მათ ადგილას-კი საკუთარი მოხელეები და სასამართლო გაიჩინეს და საპყრობილეები მოაწყვეს. ამ საპყრობილეებში იმათამწყვდევდნენ, ვინც მეფე-მთავრებს ეურჩებოდა. თავისი პირადი შეიარაღებული მცველების გარდა, მეფე-მთავრებმა ხალხისაგან გამოყოფილიცალკე ჯარიც შეადგინეს. კარგად შეიარაღებული, გაწვრთნილი ჯარი საჭირო იყო გარშემოხვეული მრავალრიცხოვანი მტრების წინააღმდეგაც, საკუთარი მიწა-წყლისა და სარჩო-საბადებლის დასაცავად, ან სხვისი. მიწა-წყლის დასაპყრობად. ასე გაჩნდა სახელმწიფო.

უძველესი სახელმწიფოები მონათმფლობელური სახელმწიფოები იყო. ეს სახელმწიფოები ჯერ პატარა იყო და სუსტი, მაგრამ შემდეგში ისინი თანდათანობით გაიზარდნენ.

2.4 § 4. ქართველ ტომთა მონათესაობა, ხეთები და სუბარები

▲back to top


ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველს მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან.

უძველეს დროში, დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინათ, წინა აზიის უზარმაზარ მიწა-წყალზე და სამხრეთ ევროპაშიაც (ბალკანეთის, აპენინისა და პირენეს ნახევარკუნძულებზე) ერთი მოდგმის ხალხები ცხოვრობდნენ. ამ მოდგმის ხალხებმა შეჰქმნეს ძალიან ადრინდელი და დიდი კულტურული ცენტრები. კაცობრიობის კულტურის აკვანი წინა აზიაში დაირწა. წინა აზიაში გამოიგონეს პირველად ლურსმული დამწერლობა, ადრე დაწინაურდა აქ სოფლის მეურნეობა, ხელოსნური წარმოება, ხელოვნება. ადრე გაჩნდა სახელმწიფოებიც.

წინა აზიის მოსახლეობის სიმდიდრე ძველი დროიდანვე იზიდავდა უცხოელ ველურ ტომებს. ამ მეჯოგე ტომების შემოსევების წყალობით თანდათან შეიზღუდა მკვიდრი, ძველი მოსახლეობის სამფლობელო. მე-2 ათასწლეულის დამდეგისათვის, ძველი წელთაღრიცხვით, წინა აზიის მკვიდრი ხალხებიდან ცნობილი იყვნენ ხეთები და სუბარები. ხეთა-სუბარები ქართველ ტომთა წინაპრები არიან.

ეთეი და სუარეი. ხეთები მოსახლეობდნენ მცირე აზიაში. მათი დედაქალაქი მე-3 ათასწლეულიდან იყო ხატუსი. დედაქალაქის მიხედვით თვით ხალხსაც ხატები ანუ ხეთები შეარქვეს. სუბარებს, რომელნიც ხეთების მეზობლები იყვნენ აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, ეჭირათ ტერიტორია ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოყოლებული კავკასიონამდე, სუბარების ქვეყნის სამხრეთ რაიონებს ჰარი-ს ეძახდნენ.

ამ ხალხების სახელმწიფოებრიობასა და კულტურას ჯერ მე-3 კიდევ ათასწლეულში ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატება მოპოვებული, მაგრამ უფრო კარგად ვიცნობთ ჩვენ მათ მე-2 ათასწლეულში, როცა ხეთები დ სუბარები ერთმანეთს ეცილებიან პირველობისათვის აღმოსავლეთში. ამ მეტოქეობაში უპირატესობა ჯერ ხეთებს დარჩათ. მე-18 საუკუნეში ხეთას სამეფომ დიდ ძლიერებას მიაღწია, ხოლო იმავე საუკუნის დამლევისათვის პირველი ადგილი სუბარებმა დაიჭირეს. სუბარებმა ამ დროს მთელი გადატრიალება მოახდინეს სამხედრო საქმეში: მათ შემოიღეს მსუბუქი ორთვალა საბრძოლო ეტლი, რომელშიაც ცხენს უბამდნენ; მათი ლითონის საჭურველი საუკეთესო იყო იმ დროის კვალობაზე და ნაწილობრივ უკვე შეიცავდა რკინის იარაღს. რკინას იმ ხანაში მხოლოდ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მთიან რაიონებში ამუშავებდნენ. სუბართა რაზმები შორეულ ქვეყნებს აღწევდნენ. მე-17 საუკუნისათვის მათ დააარსეს მიტანის სახელმწიფო. თავის გავლენას დაუმორჩილეს მთელი აღმოსავლეთი და რამდენიმე საუკუნე მორჩილებაში ჰყავდათ თვით ასურეთიც. მიტანიმ დაიპყრო სირია და წარმატებით ებრძოდა შორეულ ეგვიპტესაც. ცნობილია, რომ მე-2 ათასწლეულის პირველ ნახევარში ეგვიპტე დაიპყრო აზიიდან შესეულმა ხალხმა, რომელმაც შეიტანა ეგვიპტეში საომარი ეტლი. თვით ცხენიც ეგვიპტელებმა პირველად ამ დროს გაიცნეს. მეცნიერები ფიქრობენ რომ ამ დიდი მოძრაობის სათავეც სუბარეთში უნდა ვეძიოთ.

0x01 graphic

მამაკაცი-სფინქსი.
სუბარული ქანდაკება
თელ
ჰალაფადან
, გოეტცეს გამოცეით.

მე-14 და მე-13 საუკუნეებში აღმოსავლეთის პოლიტიკურმა ცენტრმა კვლავ ხეთის სამეფოში გადაინაცვლა. ხეთებმაც დიდად გააფართოეს თავისი სამფლობელოს საზღვრები აღმოსავლეთისაკენ, მესოპოტამიაში, და სამხრეთისაკენ - სირიაში, სადაც ისინი იმავე ეგვიპტეს ეცილებიან ბატონობას. მე-14 საუკუნის მიწურულისათვის ხეთებმა სძლიეს ეგვიპტელებს და სირია დაინარჩუნეს. ხეთები იყვნენ არა მარტო კარგი მეომრები, არამედ იმ დროის საუკეთესო დიპლომატებიც. ხანგრძლივ ბრძოლას ეგვიპტე-ხეთას შორის მსოფლიო პირველობისათვის ბოლო მოუღო. ხეთის მეფემ ხატუშილ მესამემ, რომელმაც 1278 წელს ფარაონთან ხელშეკრულება დასდო სამუდამო მეგობრობის შესახებ. ეს შესანიშნავი დოკუმენტი მოღწეულია ჩვენამდე და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებელ ძეგლად ითვლება.

მე-13 საუკუნის დამლევისათვის აღმოსავლეთში კვლავ დიდი ცვლილებები ხდება, რაც ხალხთა მოძრაობითა და მძაფრი შეხლა-შემოხლით არის გამოწვეული. ამ ამბებში ხეთის სამეფო დაემხო. ხეთა-სუბარეთის მოსახლეობა მრავალ წვრილ სამთავროდ დაიქსაქსა.

კულტუა და იდეოლოგია. სახელეწიფოერიობა. ხეთა-სუბარეთის ქვეყნებს იმ დროის კვალობაზე მოწინავე მეურნეობა ჰქონდათ. კულტურული მცენარეების გაშენებაში ამ ხალხებს დიდი ღვაწლი მიუძღვისთ კაცობრიობის წინაშე. კერძოდ - ხორბლის სამშობლო ხეთა-სუბარეთია. მევენახეობის ერთი ყველაზე უფრო ადრინდელი კერათაგანიც ეს ქვეყნებია. თავი ისახელეს: ხეთურ-სუბარულმა ხალხებმა თავისი შინაური საქონლითაც.

ადრევე განვითარდა აქ ლითონის დამუშავების საქმე, ჯერ ბრინჯაოს და შემდეგ რკინის მეტალურგია. ხეთა-სუბარეთი მდიდარი იყო სპილენძის, რკინის, ვერცხლის და სხვა ლითონების მადნებით. ლითონები სხვა ქვეყნებში გაჰქონდათ დაუმუშავებელი სახითაც. ვაჭრობდნენ შორეულ ქვეყნებთან ბევრი სხვა საგნითაც. ეგვიპტეში, მაგალითად, სუბარეთიდან გაუტანიათ საბრძოლო ეტლების წარმოებისათვის საჭირო არყისა და იფნის ხე. ეს ხეები სუბარეთზე სამხრეთით აღარ იზრდება. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ სუბარეთიდან ეგვიპტეში მზა ეტლებიც გაჰქონდათ.

ხეთურ-სუბარული ლითონის მაღაროები უფრო მეტად ადგილობრივ ხელოსნებს აწვდიდნენ მასალას. ხელოსნური წარმოება მაღალდონეზე იდგა. ხელოსნურ წარმოებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხელოვნება.

ლითონის, თიხის, ხისა და სხვა ამგვარი მასალის ნახელავს სათანადო ჩუქურთმებითა და მოხატულობით ამკობდნენ. მოღწეულია ხეთურ-სუბარული ხელოვნების დამოუკიდებელი ძეგლებიც, მაგალითად, ქანდაკებები. ხეთურ-სუბარულ ხელოვნებაში უფრო ხშირად გამოსახულია ცხოველები (მაგ., ლომი) და ზღაპრული არსებები, რომელთა ტანი ადამიანისა და რომელიმე ცხოველისაგან, ან სხვადასხვა ცხოველისაგან (ლომი და ხარი, ფრინველი, თევზი და მორიელი) არის შედგენილი, ზოგჯერ კიდევ ერთ ტანს რამდენიმე თავი აქვს გამობმული; ხშირია აგრეთვე სიცოცხლის ხე, ფრთოსანი არსებები და, განსაკუთრებით, ფრთოსანი მზე. სუბარული მოხატული თიხის ჭურჭელი საუკეთესო იყო მთელს წინა აზიაში - ხეთურ-სუბარული სტილის შენობა, „ხილანი“, გავრცელია მეზობელ ხალხებში თვით ამ სიტყვასთან ერთად, რომელიც ქართულ „ხულა“-ს მოგვაგონებს. სუბარულმა ხელოვნებამ დიდი გავლენა მოახდინა სხვა ხალხების ხელოვნებაზე და თვით საბერძნეთში შეიჭრა.

0x01 graphic

ბაჯაღლო ოქროს თასი. შემკული ორნამენტითა და ფრადი ქვებით
(ფირუზი, სარდიონი), თრიალეთის სამარხიდან.
ბ. კუფტინის გამოცემით

0x01 graphic

ფრთოსანი მზის დისკო ხელთ უჭირავთ ზღაპრულ არსებებს.
შუაში გამოსახულია თაყვანისმცემელი მამაკაცი.
სუბარული ქანკდაკება თელ ალაფადან, გოეტცეს გამოცემით.

ხშირად გამოსახავდნენ ხეთა-სუბარები თავიანთ ღმერთებს. უზენაეს ღვთაებად ითვლებოდა მზე, რომელიც ქალ-ღმერთი იყო, მზეს მეუღლედმიაჩნდათ ავდრის ღმერთი, ვაჟი-ღვთაება. მათ ჰყავდათ მრავალი შვილი, რომელთაგანაც ხეთაში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა ნაყოფიერებისა და მცენარების ღმერთი ტელეფინუ. თაყვანს სცემდნენ აგრეთვე სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენას (მთას, წყაროს და სხვა). ხეთურ ხელოვნებაში ღმერთები ჩვეულებრივ გამოსახული არიან, როგორც წმინდა ცხოველებზე - ვეფხვზე, ხარზე - და მაღლობებზე მდგომარენი.

ღმერთების თაყვანისცემასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა სარწმუნოებრივი თქმულება. თქმულებაში ტელეფინუს შესახებ მოთხრობილი იყო, თუ როგორ გაუჩინარდა ეს ნაყოფიერებისა და მცენარების ღვთაება, როგორ მოკვდა და დაიშრიტა ამის გამო სიცოცხლე მთელ ბუნებაში, შეწუხდნენ ადამიანები და ღმერთები უნაყოფობითა და უჭმელ-უსმელობით და, დასასრულ, როგორ ეძებდნენ ღმერთები და მორწმუნენი დაკარგულ ტელეფინუს.

მეორე თქმულება მოუთხრობდა ავდრის ღმერთის ბრძოლის შესახებ გველეშაპის წინააღმდეგ.

ხეთა-სუბარებს ჰქონდათ ორგვარი დამწერლობა: ერთი - ლურსმული, მეორე - ხატოვანი (ჰიეროგლიფური). ლიტერატურული დარგებიდან განსაკუთრებით განვითარებული იყო ისტორიული და იურიდიული მწერლობა. მხატვრული მწერლობიდან გავრცელებული ყოფილა მსოფლიოს უძველესი ეპოსი გილგამეშიანი, რომელიც წინა აზიის ორიგინალური კულტურის ნიადაგზე წარმოიშვა ძალიან ძველად. ეს არის დიდი პოემა ღმერთ-კაც გილგამეშზე, რომელიც აკეთებს მრავალ საგმირო საქმეს, რათა უძლეველი გახადოს თავისი ქვეყანა და მოიხვეჭოს სამარადისო სახელი და უკვდავება. გილგამეში დაუძმობილდა მხეც-კაც ენკიდუს. განუყრელმა მეგობრებმა საერთო ძალითაც ახალი გმირობანი ჩაიდინეს, ებრძოდნენ უდაბნოს ლომებს და სძლიეს მათ და, დასასრულ, შეასრულეს უდიდესი ღვაწლი - დაამარცხეს უძლეველი ხუმბაბა, რომელიც იცავდა სიყვარულის ქალ-ღმერთს შეუვალ ტყეში.

0x01 graphic

„გმირთ-ნაკვეთის“ კარი. სოფ. ჩოლაყი,
მდ. ქციის (ხრამის) ხეობა.
ლ. ელიქსეთ-ბეგის გაოცემით.

ხეთა-სუბარების სამეფოები მონათმფლობელთა სახელმწიფოები იყო, მაგრამ აქ ძლიერი იყო აგრეთვე ძველი, განსაკუთრებით - მატრიარქალური, ტრადიციები. ხეთის მეფე ითვლებოდა ქალ-ღმერთ მზის, ხეთის სამეფოს „უზენაესი დედოფლის“, მსახურად და, ამავე დროს, მის პირველ ქურუმად. თავის მხრივ, სხვა მფლობელების მიმართ ხეთის მეფეები უზენაესობას იჩემებდნენ და „დიდი მეფის“ ტიტულს ატარებდნენ. გარდა ამისა, ხეთის მეფე თავის თავს „ჩემ მზეს“ უწოდებდა: „ჩემმა მზემ ესა და ეს ვქენი“-ო, წერენ ხეთის მეფეები თავის დოკუმენტებში. მეფე არ იყო დესპოტი: მის ხელისუფლებას მეტნაკლებად სამეფო საბჭო განსაზღვრავდა. დიდი გავლენით სარგებლობდა და მეფეს. გვერდში ედგა მისი ცოლი, ხეთის დედოფალი. საერთოდ, ქალებს ხეთის საზოგადოებაში საპატიო ადგილი ეჭირათ.

მრავალრიცხოვან ქურუმებსა და ტაძრებს, რომელნიც ვრცელი მამულებისა და მდიდარი განძების მფლობელი იყვნენ, დიდი ძალა და გავლენა ჰქონდათ.

საყურადღებოა, რომ ხეთური სამართალი უფრო ჰუმანური იყო, ვიდრე სხვა აღმოსავლელი ხალხებისა. სიკვდილით დასჯა დაწესებული იყო მხოლოდ უმძიმესი დანაშაულისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ხეთური სამართალი განასხვავებდა წინასწარ განზრახულ ბოროტმოქმედებას უნებლიეთისაგან.

ხეთური კანონები და სხვა ძეგლებიც ამტკიცებენ, რომ მონების რიცხვი ხეთაში დიდი იყო.

3 თავი I - საქართველო-კავკასია ბრინჯაოსა და ადრინდელ რკინის ხანაში

▲back to top


3.1 § 5. ბრინჯაოს ხანა საქართველოში

▲back to top


ხეთა-მიტანის სამეფოების ხანაში კავკასიის მიწა-წყალი ხეთურ-სუბარული მოდგმის მოსახლეობას უჭირავს. ეს მოსახლეობა თავის იარაღისათვის ძირითადად უკვე ბრინჯაოს ხმარობდა. ხეთურ-სუბარული მოდგმის ხალხების უმთავრესი კულტურული ცენტრები მაშინ, როგორც ვიცით, სამხრეთით მდებარეობდა. მაგრამ აქ, კავკასიაშიაც, განსაკუთრებით - დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, კულტურა ვითარდებოდა საკმაოდ სწრაფად, იმ დროის კვალობაზე. ეს თვალსაჩინო ხდება მეორე ათასწლეულის დამლევისათვის, ძველი წელთაღრიცხვით.

0x01 graphic

ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი კულტურის შესახებ ჩვენ არქეოლოგიური მასალის საშუალებით ვმსჯელობთ. საქართველოს ნიადაგში აუარებელი ძეგლი და ნივთია ჩამარხული, ჩვენი წინაპრების ნახელავი და ნაკვალევი. ზოგი მათგანი საფლავში ჩაუტანებიათ, ზოგი განძად შეუნახავთ, ზოგიც სხვა შემთხვევის გამო არის გადარჩენილი. ამ მიწაში ჩამარხული ისტორიული ძეგლების მეცნიერული შესწავლა ეხლახან დაიწყო. მხოლოდ საბჭოთა მთავრობის დახმარებით მოახერხეს არქეოლოგებმა ფართო და წესიერი გათხრების მოწყობა საქართველოში. დიდმა გათხრებმა მცხეთაში, გათხრებმა კოლხეთის დაბლობში, თრიალეთში, ჩვენ უმდიდრესი მასალა შეგვძინა. ნივთიერი კულტურის ეს ნაშთები წარსულის უტყუარი მოწმეა.

დრიალეთში, 1936-1939 წლების გათხრების დროს, გახსნილ იქნა სხვადასხვა დროის მრავალი სამარხი. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ყორღანული (ამობორცვილი) სამარხები მეორე ათასწლეულის უკანასკნელი საუკუნეებისა,ძვ.წ. ამ უზარმაზარ საფლავებში (ზოგჯერ - 100-175 კვადრატული მეტრის ფართობისა) იმდროინდელი წარჩინებული ხალხია დაკრძალული, შესაძლოა - მთავრები და მათი ოჯახის წევრები. ერთ სამარეში აღმოჩნდა ოთხთვლიანი ხის ეტლი, რომლითაც, ჩანს, მიცვალებულის ნეშტი იყო საფლავში ჩასვენებული. მიცვალებულთათვის თან ჩაუტანებიათ უძვირფასესი ნივთები - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ჭურჭელი, იარაღი და სამკაული, თიხის მოხატული ჭურჭელი და სხვა. ლითონისაგან გაკეთებული ნივთები შემკულია ნაირი ორნამენტით, ფერადი თვლებით (ფირუზით, სარდიონით და სხვ.) და რელიეფურად შესრულებული სურათებით, რომლებშიაც ადამიანები, სხვადასხვა ცხოველი და მცენარეა გამოსახული. თრიალეთში ნაპოვნი როგორც ოქრომჭედლობის ნივთები, ისე თიხის ჭურჭელი ხელოსნობისა და ხელოვნების განსაცვიფრებელი ძეგლებია. ისინი თვალსაჩინოდ ამჟღავნებენ საქართველოს იმდროინდელი მოსახლეობის განვითარების მაღალ დონეს, კერძოდ - ხელოსანთა და ხელოვანთა დახვეწილ ოსტატობას.

პირველი ათასწლეულის დასაწყისი საუკუნეებისათვის, ძვ. წ., საქართველოს ტერიტორიაზე კულტურის ორი წრე ჩამოყალიბდა - დასავლური და აღმოსავლური. ეს ბრინჯაოს კულტურა იყო, - იარაღის მასალად აქ უპირატესად ბრინჯაო იხმარებოდა. ეს ორი კულტურული წრე ქართველი ტომების ორ გაერთიანებას შეესაბამება - დასავლურ-ქართულსა და აღმოსავლურ-ქართულს.

დასავლური კულტურის წრე შეიცავდა მთელს დასავლეთ საქართველოს, ჩრდილოეთ-კავკასიის მთიანეთს მდ. თერგის დასავლეთით, მდინარე ჭორონის ხეობასა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსაც. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც შემდეგში კოლხეთად იწოდებოდა.

ეს უძველესი კოლხური ბრინჯაოს კულტურა განვითარების მაღალ დონეზე იდგა. ნაპოვნი არის იმდროინდელი სასოფლო-სამეურნეო იარაღი - თოხი და წალდი (ისეთი ფორმისა, დღესაც რომ დასავლეთ საქართველოში ხმარობენ), ნამგალი, მეცხოველეობის იარაღი (ცხენის აკაზმულობის ნაწილები, ლაგამი და სხვა) და სახელოსნო ხელსაწყო - განსაკუთრებით ხის დამუშავებისათვის სახმარი (საჭრეთლები, სატეხები და სხვა).

ბევრია აღმოჩენილი იმდროინდელი საბრძოლო იარაღი: სატევარი, შუბისა და ისრის პირები, ლახტისთავები, განსაკუთრებით-კი - საომარი ცული. ეს ძველი კოლხური საომარი ცული ძალიან ნიშანდობლივია ამ კულტურისათვის.

კოლხური ბრინჯაო უმთავრესად იმ სპილენძისაგან კეთდებოდა, რომლის მადნები დღესაც არსებობს ჭოროხის ხეობაში.

აღმოსავლური კულტურის წრე შეიცავდა აღმოსავლეთ საქართველოს ალაზნის გაღმა მხარით, სევანის ტბის მხარესა და არაქსის ხეობაშიაც ჩადიოდა.

დღევანდელი ქართლი, ჩანს, მაშინაც ისეთი ცენტრალური თემი იყო, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა და თავის გამოცდილებას უზიარებდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა. აქ პოულობენ ხოლმე როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური კულტურის ძეგლებს.

0x01 graphic

შეიარაღებული მეომრის ორმო-სამარხი ბრინჯაოს ხანისა. სამთავრო.
ცხეთიარქ. ექსპედიცია.

ამ აღმოსავლური კულტურისათვის ნიშანდობლივია ბოლოკვეთილი მახვილები, ჩუგლუგები ნახევრად მრგვალი პირით, ბრტყელი ისრის პირები, გრძელი შუბის პირები. იმდროინდელი საომარი იარაღიდან გვხვდება აგრეთვე ფარი. იმდროინდელი მშვილდი კაცზე უფრო მაღალი ყოფილა.

ნაპოვნია აქ. აგრეთვე სამეურნეო იარაღი და შინამოსაქმეობის ხელსაწყო: კევრი, სხვადასხვანაირი ცული, ნამგალი, დანა, ნემსი, სადგისი, კვირისტავი; სამოსელთან დაკავშირებული საგნები: სარტყლები, მათი ბალთები, აბზინდები, ღილები, შესაბნევები და სხვა.

დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი ჭურჭლეულობაც, უძველეს ხანაში - მეტწილად თიხისა და ნაწილობრივ - ბრინჯაოსი, ვერცხლისა, ოქროსი.როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ამ ძველს, ბრინჯაოს ხანის სამარხებში დიდი რაოდენობით გვხვდება სხვადასხვა სამკაულები: ბეჭდები, რაც ჩვენს წინაპრებს განსაკუთრებით ჰყვარებიათ, საყურეები, სამაჯურები, ათასნაირი მძივები, სარტყლის შემკულ-მოჩუქურთმებული ბალთები.

0x01 graphic

კოლხური ბრინჯაოს იარაღი დას. საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან.
ქვემოთ - ბრინჯაოს ცული ბრინჯაოსავე ტარით.
ქუთაისის და სოხუმების მუზეუმები

0x01 graphic

ბრინჯაოს მახვილები და სატევარი სამთავროდან
(მახვილები დაპატარავებულია სატევარზე მეტად).
მცხს აქ. ექსპედიცია.

მუსიკალური ინსტრუმენტებიდან სამთავროში ნაპოვნია ძვლის სალმური.

განვითარების ნე. იმ ხანაში, რომლის ნივთიერი ნაშთები ჩვენ ზემოთ გავიცანით, საქართველოს მოსახლეობა უკვე ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდა. მოჰყავდათ სხვადასხვა პურეული - ხორბალი, ქერი, ფეტვი. იმდროინდელი ხორბლეულის ნაშთები ნაპოვნია ჩვენს ნიადაგში.

მისდევდნენ მევენახეობასაც - განათხარ მასალებში ყურძნის კურკაც არის აღმოჩენილი.

ფართოდ იყო განვითარებული მესაქონლეობაც. შინაური პირუტყვიდან ჰყავდათ ცხვარი, ზროხა, ღორი, ცხენი, ძაღლი.

მაღალ დონეზე იდგა ხელოსნობა. უკვე იყვნენ კარგად გაწაფული ოსტატები, რომელნიც აკეთებდნენ მშვენიერს, ზოგჯერ საუცხოოდ მოხატულს, თიხის ჭურჭელს, საუკეთესო ბრინჯაოს იარაღს, ლამაზი ორნამენტით შემკულს, მატყლისა და სელის ქსოვილებს. ხმარობდნენ ოთხთვალა და ორთვალა ურმებსა და ეტლებს. ორთვალა ეტლი, რომელშიაც ცხენს უბამდნენ, საომარი საშუალება იყო.

0x01 graphic

ცხენის ეტლის გამოსახულება ბრინჯაოს სარტყელზე ახტალიდა.
-მორგნის გამოცემით.

განვითარებული ყოფილა იმდროინდელ საქართველოში ხელოვნებაც. თითქმის ყველა ნივთს, განსაკუთრებით-კი - სამკაულებს, ჭურჭლეულობას, იარაღს, საყოფაცხოვრებო საგნებს (მაგ., სარტყლის ბალთებს) ალამაზებდნენ რთავდნენ ჩუქურთმით, ადამიანის, შინაური და გარეული ცხოველების, მცენარეების გამოსახულებით. ნივთების ეს მორთულობა და მოხატულობა, მოწმობს იმდროინდელ ხელოვანთა დაოსტატებისა და გემოვნების მაღალ დონეს. ამასვე ამჟღავნებს თვით ნივთების ნაკეთობაც.

0x01 graphic

აღმოსავლურ-ქართული საომარი ცული, შუბის პირი და ისრის
პირები სამთავროს ბრინჯაოს ხანის სამარხებიდან.
მცხეთს არქ. ექსპედიცია.

0x01 graphic

თიხის შავი ჭურჭელი სამთავროს
ბრინჯაოს ხანის სამარხიდან.

0x01 graphic

თიხის ჭურჭელი სამთავროს ბრინჯაოს
ხანის სამარხიდან.

0x01 graphic

თიხის ლეგა ჭურჭელი სამთავროს
ბრინჯაოს ხანის სამარხიდან.

0x01 graphic

თიხის შავი ჭურჭელი სამთავროს
ბრინჯაოს ხანის სამარხიდან.

მცხეთის არქ. ექსპედიცია

ხუროთმოძღვრების ყველაზე ძველი ძეგლები ჩვენს ქვეყანაში მეგაითებია. „მეგალითი“ ბერძნული სიტყვაა და „დიდ ქვას“ ნიშნავს. ასეთი ძეგლები დიდი ლოდებისაგან არის აგებული, მაგრამ უკიროდ და უდუღაბოდ. საქართველოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საჭართველოში, ბლომად მოიპოვება მეგალითური ციხე-დარბაზები, ნაქალაქარები, დოლმენები (ჩვეულებრივად ხუთი ლოდისაგან გაკეთებული ბინაა, მეტწილად - მიცვალებულისათვის; გვხვდება აფხაზეთში), მენჰირები (მიწაში ჩასმული მაღალი ქვის სვეტები) და „ვეშაპები“ (მიწაში ჩასმული უზარმაზარი სალოცავი თევზის გამოსახულებანი).

მეგალითურ ძეგლებს ციკლოპურსაც ეძახიან, როგორც ვითომც ზღაპრული არსებების, ციკლოპების, მიერ აშენებულთ. ჩვენში ხალხი. მათ გმირთ-ნაკვეთებს, დევთა-ნასახლარებს, ვა-კაცებს უწოდებს.

0x01 graphic

დოლმენი. მდ. კოდორის ხეობა.

. ივაშჩენკოს მიხედვით.

ეს მეგალითები ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლები უნდა იყოს.

ბრინჯაოს ხანაში ჩვენს წინაპრებს აღებ-მიცემა უწარმოებიათ საკმაოდ შორეულ მხარეებთან - ხმელთაშუა ზღვის, მცირე აზიის, მესოპოტამიის ქვეყნებთან და ეგვიპტესთანაც. ფულად ბრინჯაოს რგოლებიც გამოუყენებიათ.

უკვე იმ დროს ბარის მოსახლეობაში მდიდარი ხალხი განირჩეოდა ღარიბებისაგან. საზოგადოებრივი უთანასწორობაც: უკვე გაჩენილი იყო. ჰყავდათ მონები. არსებობდნენ მთავრებიც.

მაგრამ სიმდიდრე და სიღარიბე, დიდკაცობა და სიბეჩავე-უუფლებობა განსაკუთრებით გაძლიერდა და გავრცელდა მას შემდეგ, რაც რკინა გაჩნდა.

3.2 § 6. ხეთურ-სუბარული სახელმწიფოები პირველი ათასწლეულის პირველ ნახევარში, ძვ. წ.

▲back to top


მეორე ათასწლეულის დამლევისათვის წინა აზიაში ასურეთი გაბატონდა, ხოლო ხეთურ-სუბარული მოსახლეობა მრავალ წვრილ სამთავროდ დაიქსაქსა. ეს სამთავროები შეუპოვრად ებრძოდნენ ასურეთის მეფეებს, რომელნიც ცდილობდნენ მათ დამორჩილებას. მე-11 საუკუნის ასურული წარწერები იხსენიებენ „სუბართი“-ს, ესე იგი-სუბარების ქვეყანას და „მის ამაყსა და ურჩ ხალხს“. ამ დროს ხეთურ-სუბარული ტომებიდან უფრო ძლიერი ყოფილან მუსკები, მერმინდელი მესხები, რომელნიც ზოგჯერ თვითონ ესხმოდნენ თავს ასურეთს და მის თემებს იპყრობდნენ. მე-9 საუკუნეში-კი ასურეთის მეფეები ყველაზე ხშირად თუბალებთან ბრძოლის შესახებ მოგვითხრობენ.

თუალეი. თუბალი ეფრატის დასავლეთით მდებარე ვრცელი ქვეყანა იყო, რომელიც 24 სამეფოსა თუ სამთავროსაგან შესდგებოდა. თუბალის მრავალრიცხოვან ქალაქთა შორის ერთი უმთავრესთაგანი იყო მელითი, იმავე სახელწოდების ოლქის ცენტრი, შემდეგში მელიტენად წოდებული. ასურეთის მეფეები განუწყვეტელსა და მძიმე ბრძოლებს ეწეოდნენ თუბალების წინააღმდეგ, მაგრამ ამასთან ერთად არც მშვიდობიან კავშირებსა და თუბალების მეფეებთან მოყვრობას ერიდებოდნენ. თუბალისაკენ ასურელებს ამ ქვეყნის სიმდიდრე იზიდავდა - ოქრო, ვერცხლი და სხვა ლითონი, საუკეთესო ჯიშის ცხენები. თუბალები კარგად იყვნენ ცნობილნი უფრო შორსაც, მაგალითად, სირია-პალესტინაში. ებრაელების წიგნში, „ბიბლიაში“ ანუ „დაბადებაში“, რომელშიაც ძალიან ძველი ისტორიული გადმოცემებია დაცული, თუბალი თუბალ-კაინად იწოდება და მის შესახებ ნათქვამია: „ესე იყო კვერით ხუროი, მჭედელი რვალისა და რკინისა“-ო.

0x01 graphic

ბრინჯაოს ნივთი ადამიანის თავების
გამოსახულებით სამთავროდან.
მცხეთის
არქ. ექსპედიცია.

„კაინი“ მჭედელს ნიშნავს. ამრიგად, ეს სუბარული ტომი მჭედელ, მეტალურგ. ხალხად იყო მიჩნეული და სახელდებული. იგი განთქმული ყოფილა თავისი ლითონის, კერძოდ - რკინის, ნახელავით.

ჩვენ ვიცით, რომ რკინა სუბარულმა ტომებმა ხმარებაში შემოიღეს უკვე მეორე ათასწლეულის შუა ხანებისათვის. მაგრამ იმ დროს რკინა ჯერ იშვიათი ლითონი იყო, იარაღს კიდევ დიდხანს ჩვეულებრივად ბრინჯაოსაგან აკეთებდნენ. მხოლოდ პირველი ათასწლეულის პირველ საუკუნეებში გავრცელდა უფრო მეტად რკინის იარაღი, თუმცა ამასთან ერთად ბრინჯაოც არ გამოსულა ხმარებიდან. რკინის მეტალურგიის ერთი უმთავრესი კერათაგანი ისევ სუბარეთი იყო.

0x01 graphic

კოლხური ბრინჯაოს ცული სამთავროდა და მისი მოხატულობა
(ნაჩვენებია სხვადასხვა მხრიდან).
მცხთის არქ. ექსპდიცია.

ამ სამეურნეო და ტექნიკურმა წარმატებამ მე-9 - მე-8 საუკუნეებშიხელი შეუწყო იმას, რომ ხეთურ-სუბარულმა ტომებმა ახალი ძლიერი სახელმწიფო შეჰქმნეს. ეს იყო ურარტუ.

ურარტ. მე-9 საუკუნეში იმ ხეთურ-სუბარული სამთავროებიდან, რომელთაც ეჭირათ მდინარე ტიგროსისა და ეფრატის სათავეები, ვანისტბის ოლქი და მისი მეზობელი თემები, თავისი ძლიერებით ბიაინა და მანა გამოირჩეოდნენ.

ბიაინას ვანის ტბის მიდამოები ეჭირა, მანა მის მეზობლად მდებარეობდა. მე-9 საუკუნის დამლევისათვის პირველობა დარჩა ბიაინას, რომელმაც გააერთიანა ეს სამთავროები. ამ გაერთიანებულ სამეფოს ურარტუსეძახდნენ, მის ხალხს-კი ხალდებს უწოდებენ, განსაკუთრებით გაძლიერდა ურარტუ მენუასა და მისი შვილის არგიშტის მეფობაში (მე-8 საუკუნის პირველი ნახევარი).

არგიშტიმ შორს გადასწია თავისი სამფლობელოს საზღვრები მცირე აზიასა და კავკასიაში. მან მრავალრიცხოვანი ძლევამოსილი ლაშქრობა ჩაატარა ასურეთის წინააღმდეგ და დაიპყრო. ასურეთის თემები ტიგროსისა და ეფრატის ზემო წელზე. ურარტუ წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.

ასეთი მდგომარეობა ხალდებმა შეინარჩუნეს, ცვალებადი წარმატებით, არგიშტის უახლოესი მემკვიდრეების მეფობაშიაც. მაგრამ მე-8 საუკუნის დამლევიდან იწყება ურარტუს დაქვეითება, ერთი მხრით, ასურელების მუდმივი თავდასხმების გამო, მეორე მხრით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ახალი უცხო ტომების, უმთავრესად - კი მერიელების ანუ გიმირებისა და სკვითების შემოსევების წყალობით.

0x01 graphic

მეფე მენუას ხალდური წარწერა.
ე. წერეთლის გამოცემით.

ურარტს კულტურა. ურარტუს სამეფო თავისი კულტურით ხეთურ-სუბარული სამყაროს ნაწილს შეადგენდა. ხალდებიც ლურსმულ დამწერლობას ხმარობდნენ და საკმაოდ ბევრი წარწერა დაგვიტოვეს. განსაკუთრებით თავი ისახელეს ხალდებმა რკინის დამუშავებით. რკინის იარაღით ხალდები კლდეში შესანიშნავ ციხე-დარბაზებს ჰკვეთდნენ. ამ რიგის ხუროთმოძღვრების ნიმუშია საქართველოში კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე (გორის მახლობლად, მტკვრის ნაპირას).

714 წელს ასურელებმა ურარტუ დალაშქრეს და მისი ერთი სამთავროთაგანი, მანა-ც, დაარბიეს. ასურეთის მეფე სარგონი, რომელიც თვითონ ხელმძღვანელობდა ამ ლაშქრობას და დაწვრილებით მოგვითხრობს მის ამბავს, დიდად გაკვირვებული. დარჩა აქაური ზალხის კულტ- როსნობითა და დოვლათიანობით.

0x01 graphic

ხალდური ბრინჯაოს სფინქსი.
ჯადოგაგო. პომამზსჯატ ედოოცეშით.

მანას ქვეყანა დაფარული ყოფილა დიდი და პატარა არხებით, რომელნიც რწყავდნენ ნოყიერ მინდვრებს. აღმართებში არხებიდან წყალი აჰყავდათ ბორბლებით, რომლებსაც აქლემები ატრიალებდნენ, ხორბალი, ქერი და სხვა პურეული იმდენი მოჰყავდათ, რომ ძველი მოსავლის მარცვლითა და ფქვილით ბეღლები გატენილი ჰქონდათ. სთესდნენ ცხენის საკვებ ბალახსაც-კი, აშენებდნენ ტყეებს, მაგალითად - ჭადრის ხეებისას, და დეკორატიულ მცენარეებსაც, მაგალითად, კვიპაროზებს. მთელი ქვეყანა მოფენილი იყო ხეხილის ბაღებითა და ვენახებით, რომელნიც სარგონის თქმით, „წვიმასავით უხვ ხილსა და ყურძენს“ ისხამდნენ. სარგონის ჯარისკაცებს გული უჯერებიათ კეთილი ღვინით აქაურ მარნებში, რომლებიც სავსე ყოფილა ღვინიანი გუდებით.

მრავლად ჰყოლიათ მანაელებს შინაური საქონელი - მსხვილი რქოსანიპირუტყვი, ცხვარი, ცხენი. განსაკუთრებით განთქმული ყოფილან ისინი თავისი მეცხენეობით, - აქაურ მცხოვრებთ მეცხენეობა-ცხენოსნობაში მეტოქე არა ჰყავთ მთელ ურარტუშიო, ამბობს სარგონი. ცხენებს უშვებდნენ ველზე ჯოგებად, და თავლაშიაც დაბმული ჰყავდათ. ცხენებს ხედნიდნენ უმთავრესად ეტლებში შესაბმელად (აქ უფრო საომარი ეტლები იგულისხმება). ამ მხრივ მანაელების ოსტატობა აოცებდა ასურელებს ისე ჰყავთ ცხენები გაწვრთნილი, რომ არასდროს არ გასტეხენ. ეტლის უღელსო. ურარტუს სამეფო ჯარს აქედან მისდიოდა ცხენები.

მოსახლეობა მჭიდრო ყოფილა: აქაური ციხე-ქალაქებიც ურიცხვია, როგორც ვარსკვლავნი ცისანიო, ამბობს სარგონი. თვითონ შენობებიც ხელოვნურად და მტკიცედ ყოფილა ნაგები, ქვისა და აგურის კედლებით და დიდი კვიპაროზის თავხეებით (კოჭებით). ქალაქები გარშემორტყმული ყოფილა მეტად განიერი, მაგარი კედლებით, ბურჯებითა და ღრმა თხრილებით.

თავის შრომას ხალხი თურმე „მხიარული სიმღერებით“ ახალისებდა, როგორც ამბობს სარგონი, მაგრამ ასურელებმა მათ ცეცხლი და. მახვილი მოუტანეს. ხალხი მტერს არც ერთ მტკაველს არ უთმობდა უბრძოლველად. მანაელებს მთის მწვერვალებზე სვეტები ჰქონიათ აღმართული, რომლებზედაც ასურელების მიახლოებისას ცეცხლს ანთებდნენ და შორეულ თემებს ატყობინებდნენ: გაფრთხილდით და მოემზადეთ, მტერი შემოგვესიაო. სამხედრო სიგნალიზაციის ასეთი წესი აქვს აღწერილი რუსთაველს, როცა ამბობს: „კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი“-ო. გააფთრებული ბრძოლა გაუმართეს ასურელებს მანაელებმა, მაგრამ მტერი ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი იყო და გამარჯვებაც მას დარჩა. ქვეყანა აოხრდა, ხალხი-კი ზოგიერთი თემიდან მთლიანად აიყარა და ჩრდილოეთისაკენ გადაიხვეწა. ასე ხდებოდა ხოლმე ხშირად მოსახლეობის გადასვლა. ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში.

აი, როგორ ასწერს სარგონი თავის მოქმედებას მანას ერთ-ერთ თემში: „ასურის ჯარებით მე კალიასავით დავფარე მათი ქალაქები... მე დავწვი მათი მშვენიერი სადგომები... ქერისა და ხორბლის უშველებელი ხვავები, რომელსაც ისინი მრავალი დღის განმავლობაში აწყობდნენ თავის ბეღლებში ქვეყნისა და ხალხის შესანახავად, მე დავატვირთვინე ჩემ ჯარებს ცხენებსა, ჯორებსა, აქლემებსა და ვირებზე და დავაწყობინე ჩემ ბანაკში, როგორც მთები. ჩემ კაცებს ვაჭამე უხვი საჭმელი, რამდენიც შეეძლოთ. მათ შეაგროვეს სანოვაგის უხვი მარაგი უკან ასურეთში წასაღებადაც. მე ავჩეხე მათი დიდებული ხეხილის ბაღები და მათი ურიცხვი ვენახები, მე ბოლო მოვუღე მთელს მათ სასმელს. მე ავჩეხე მათი დიდი ტყეები, რომლებიც ლელიანივით ხშირი იყო, უდაბნოდ ვაქციე ეს ქვეყანა და დავწვი მოჭრილი ხეები... 146 ქალაქი მათ მიდამოში მე დავწვი, როგორც ბუჩქნარი და, როგორც გრიგალმა, კვამლით დავფარე პირი ზეცისა“-ო. ასე იკვეხის ეს ბარბაროსი.

სარგონის სიტყვით, თვითონ მანაელები თავის ქვეყანას სუბი-ს ეძახდნენ. ეს იგივე ძველი სახელი სუბარი უნდა იყოს.

4 თავი II - ანტიკური ხანის მოწათმფლობელური სახელმწიფოები საქართველოში

▲back to top


4.1 § 7. საქართველოს მეზობელი ქვეყნები მე-7 და მე-6 საუკუნეებში, ძველი წელთაღრიცხვით

▲back to top


მიდია და სპარსეთი. მე-7 - მე-6 საუკუნეებში საქართველოს მეზობელ ქვეყნებში დიდი ცვლილებები მოხდა. მოიშალა და დაემხო ძველი სახელმწიფოები, მათ ადგილას-კი ახალი აღმოცენდა. ბევრმა ტომმა გამოიცვალა თავისი ადგილსამყოფელი, ახალი მიწა-წყალი დაიპყრო და დაპყრობილი ტერიტორიის მოსახლეობაან გააძევა, ან შეიერთა, ან მოსპო. მოსულებისა და დამხდურების შეერთებით საფუძველი ჩაეყარა ახალ ხალხებსაც.

ურარტუს სამეფოს მიდიელებმა მოუღეს ბოლო მეშვიდე საუკუნის დამლევს. შემდეგ მიდიელებმა შემუსრეს აგრეთვე ასურეთი, რომელიც მეშვიდე საუკუნეში წინა აზიის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო.

მაგრამ არც მიდიელების ბატონობა გამოდგა ხანგრძლივი. მალე პირველობა სპარსელების ხელში გადავიდა. სპარსელების მეფემ კიროსმა ჯერ (550 წელს) მიდიის სამეფო დაიპყრო, შემდეგ ხმელთაშუა ზღვისაკენ გაიკაფაგზა, ბოლოს ბაბილონიც დაიმორჩილა. ასე წარმოიშვა სპარსეთის უზარმაზარი სახელმწიფო, რომელსაც აქემენიდების სამეფოსაც ეძახიან, იმიტომ რომ კიროსი და მისი მემკვიდრეები აქემენიდების საგვარეულოს ეკუთვნოდნენ.

0x01 graphic

იოიელი ბერძნები. მე-7 - მე-6 საუკუნეებში მცირე აზიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ ზღვისპირა ბერძნულ ქალაქებს. ბერძენი ტომები აქ საბერძნეთიდან მოვიდნენ, დიდი ხნის წინათ, და ეგეოსის ზღვისპირას დამკვიდრდნენ, ბერძენ ტომთაგან აქ განსაკუთრებით ძლიერი იყვნენ იონიელები, რომლებმაც მთელი რიგი ქალაქები დააარსეს, მათ შორის - მილეთი. მილეთი მცირეაზიელი ბერძნებისა და, საერთოდ, წინა აზიის უმნიშვნელოვანესი ქალაქთაგანი იყო. მილეთის ნავთსადგურში თავდებოდა ძველი ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭო გზა, რომელიც შორეულ ინდოეთში იწყებოდა. როცა ბერძნები პირველად მოვიდნენ მცირე აზიაში, აქ ჯერ კიდევ ძლიერი იყო ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის - ხეთა-სუბარების კულტურა. ბერძნებმა შეითვისეს იგი. აქაურ ქალაქებში, განსაკუთრებით - მილეთში, ჩაისახა და განვითარდა ბერძნული სამეცნიერო და პოეტური მწერლობა, ბერძნული ხელოვნება.

მე-6 საუკუნის დამლევისათვის მცირეაზიელმა ბერძნებმაც სპარსელების ბატონობა აღიარეს.

სკვითეი და სარმატეი. კავკასიონისა და შავი ზღვის ჩრდილოეთით მე-7 - მე-6 საუკუნეებში სკვითები და სავრომატები (ანუ სარმატები) პირველობდნენ. სკვითებს ეჭირათ ტერიტორია მდ. დუნაიდან მდ. დონამდე, დონიდან აღმოსავლეთით-კი უკვე სარმატების მიწა-წყალი იწყებოდა. „სკვითიცა“ და „სარმატიც“ კრებითი სახელები იყო და მრავალს სხვადასხვა მოდგმის ტომს აღნიშნავდა. სარმატებად სთვლიდნენ, მაგალითად, ქართველების მონათესავე კავკასიელ ტომებსაც - ჩერქეზებს, ქისტებსა და სხვებს.

მე-7 - მე-6 საუკუნეებში განსაკუთრებით ძლიერი იყვნენ სკვითები. სპარსელების მეფემ დარიოსმა, რომელიც დარწმუნებული იყო, დედამიწის ზურგზე ჩემი სწორი არავინ არისო, სკვითების დამორჩილება სცადა. იგი უზარმაზარი ლაშქრით შეესია სკვითეთს, მაგრამ მწარე დამარცხება იწვნია.

0x01 graphic

ნადირობის გამოსახულება ბრინჯაოს სარტყელზე
სოფ. სანთიდან (თრიალეთი. დაპატარავებულია).
ბ. კუფტინს გამოცემთ.

0x01 graphic

ცხენოსანთა ნადირობა.
გამოსახულება ბრინჯაოს სარტყელზე სამთავროდან (დაპატარავებულია).
მცხვთს არქ. ქსპედიცია.

0x01 graphic

იმავე სარტყლის ნაწილი (უფრო დიდი ზომით).

4.2 § 8. ბერძნული ახალშენები შავი ზღვის სანაპიროზე

▲back to top


ძველთაძველი დროიდანვე კავკასია-საქართველოს ხალხებს აღებ-მიცემაჰქონდათ ეგეოსის ზღვის ხალხებთან. ამ გაკვალულ გზებს შემდეგში ბერძნებიც მიჰყვნენ. მე-7 საუკუნისათვის ეს ვაჭრობა ისე გაფართოვდა და გაცხოველდა, რომ ბერძნებმა საჭიროდ დაინახეს შავი ზღვის სანაპიროზემუდმივი ბინა გაეჩინათ. ისინი შეუდგნენ აქ ახალშენების დაარსებას.

ყველაზე მეტი ახალშენი შავი ზღვის სანაპიროზე მილეთმა გაიჩინა.

საქართველოში ბერძნული ახალშენები იყო ფასიდი (ანუ ფაზისი), დიოსკურია, პიტიუნტი. ეს იყო სანავთსადგურო ქალაქები. ფასიდი დღევანდელი ფოთის ადგილას მდებარეობდა, დიოსკურია - სოხუმის ადგილას ან მის მახლობლად, პიტიუნტი, რომელსაც ძველი ქართველები ბიჭვინტას ეძახდნენ, მდინარე ბზიფის შესართავის ახლო იყო აშენებული.

ბერძნებს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ვაჭრობა აინტერესებდათ. აქ და, საერთოდ, კავკასიაში ბერძნებს ბევრი თავისთვის საჭირო საქონელი ეგულებოდათ. ბერძნებს აქედან გაჰქონდათ სელი და სელის ქსოვილები, ბეწვეული, ტყავები, ძვირფასი ხის, მაგალითად - ბზის, მასალა,საშენებელი ხე-ტყე, ოქრო და სხვა ლითონები. შემოჰქონდათ კიდევ თავისი ხელოსნების ნაწარმოები: ქსოვილები, სამკაულები, ჭურჭლეულობადა კვების ზოგი პროდუქტი (მაგ., ზეთი).

მაგრამ კავკასიაში დამკვიდრებულ ბერძნებს პრაქტიკულმა ინტერესებმა თანდათან ცნობისმოყვარეობა გაუცხოველა - რა ხალხები ცხოვრობენ შავი ზღვის სანაპიროზე, როგორია მათი ზნე-ჩვეულება, მეურნეობა, გზები, საზოგადოებრივი წყობილება და ისტორია, როგორია აქაური ბუნებაო. ამგვარ ცნობებს ჯერ ვაჭრები, მეზღვაურები და სამხედრო პირები ჰკრებდნენ, შემდეგ იმდროინდელი მეცნიერები ამუშავებდნენ.

4.3 § 9. ძველი ბერძნული ცნობები საქართველოს შესახებ

▲back to top


ამრიგად, თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიას მეშვიდე-მეექვსე საუკუნემდე, ძვ. წ., უმთავრესად არქეოლოგიური მასალის საშუალებით ვსწავლობთ, ამ დროიდან მოყოლებული უკვე წერილობით ცნობებსაც ვიყენებთ. ძველ ბერძნულ მწერლობაში დაცულია ჩვენი ქვეყნის ბუნების, მოსახლეობისა და მისი კულტურის, სახელმწიფო საზღვრებისა და ისტორიის აღწერილობა. თავდაპირველად ეს ცნობები მცირე იყო, მაგრამ ისინი თანდათან გამრავლდა და გამდიდრდა.

ქართველ ტომთა დასავლურ გაერთიანებას ბერძნები თავიდანვე კოლხებს ეძახდნენ, აღმოსავლურს-კი ჯერ სასპერებს (რაც „სასუბარო“-დან უნდა იყოს წარმომდგარი), ხოლო შემდეგში, მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, ძველი წელთაღრიცხვით, იბერებს.

აღწეილობინობები. უკვე უძველესი ბერძნული ცნობები (მე-6 - მე-4 სს., ძვ. წ.) საქართველოს მცენარეულობით, ცხოველებითა და მინერალური ნედლეულით მდიდარ ქვეყნად გვიხატავენ. კულტურული მცენარეებიდან დასახელებულია ვაზი და აღნიშნულია, რომ აყენებდნენ ღვინოს, მოხსენებულია კაკალი და წაბლი. აღნიშნულია, რომ წაბლის ნაყოფს დიდი რაოდენობით ხმარობდნენ, ან მოხარშულს, ან პურის სახით გამომცხვარს. შავი ზღვისპირა ქვეყნების და, მაშასადამე, საქართველოს შესახებაც ნათქვამია, რომ აქ აშენებენ ყოველნაირი ჯიშისა და კარგი ხარისხის მსხალსა და ვაშლს დიდი რაოდენობით, ბლომად ხარობს აქ აგრეთვე ლეღვი და ბროწეულიო. ზოგი ხეხილი აქედან შემდეგში სხვა ქვეყნებშიაც გავრცელდა. მაგალითად, კოლხეთის ქალაქ კერასუნტიდან რომაელებმა პირველად შეიტანეს ევროპაში ბალი, რომლის სახელი ევროპულ ენებში კერასუნტის სახელთანაა დაკავშირებული. პურეულიდან დასახელებულია ხორბალი, ასლი და ქერი. პური ზოგიერთ რაიონში ისეთი რაოდენობით მოჰყავდათ თურმე, რომ ახალი მოსავლის აღების შემდეგაც წინა წლის მოსავლიდან დიდი მარაგი რჩებოდათ. ტექნიკური (სართავი) მცენარეებიდან უკვე მეხუთე საუკუნეში, ძვ. წ., განთქმული იყო კოლხური სელი და მისი ქსოვილი, რომელიც საზღვარგარეთ გაჰქონდათ, ჩანს, მნიშვნელოვანი რაოდენობით. ფასიანური (ე.ი. მდ. ფასიდის ანუ რიონის რაიონის) თხელი სელი საუკეთესო მასალად იყო მიჩნეული აგრეთვე ბადეებისათვის. იხსენიება სხვადასხვა ბოსტნეულიც.

ცნობილი იყო აგრეთვე შავი ზღვისპირის ფუტკარი, ხშირი და მდიდარი ღალა იცისო, და აქაური „თეთრი და სქელი თაფლი“. დასავლეთ საქართველოს. ამგვარ თაფლს, რომელსაც ქართულად „კრიპუჭი“ ჰქვიან, შემდეგშიაც ყოველთვის ძალიან აქებდნენ უცხოელები. მისდევდნენ შინაურ მეფუტკრეობას (ფუტკარი სკებში ჰყავდათ), და აგრეთვე ტყის ფუტკრის თაფლსაც აგროვებდნენ. შინაური ოთხფეხიდან დასახელებულია ძროხა, ცხვარი, ღორი, თხა, ცხენი, ვირი. დიდი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე წერს: „ფასიდზე არის პატარა ძროხები, რომელთაგანაც თითოეული ბევრ რძეს იძლევა“-ო. ეს ქართული ჯიშის ძროხა, პატარა ტანისა, მაგრამ კარგი მეწველი, დღემდე არის ჩვენში შემონახული (მაგალითად, ხევსურეთში).

ძველი ბერძნები საქართველოს ლითონებით მდიდარ ქვეყნად სთვლიდნენ, ამ ქვეყანაში ბევრია ოქრო, ვერცხლი და რკინაო. მოუთხრობდნენ, რომ კოლხეთის ერთმა უძველესმა მეფემ თავის სახელმწიფოში, განსაკუთრებით - სვანეთში, აუარებელი ოქრო და ვერცხლი მოიპოვაო. იუწყებიან აგრეთვე სხვა მინერალების შესახებაც. მაგალითად, როგორც კოლხეთში, ისე იბერიაში ძველთაგანვე წარმოებდა სინგურის მოპოვება (ამ მინერალიდან რომელიც ვერცხლის-წყლისა და გოგირდის შენაერთია, წითელ საღებავს ამზადებენ).

კიდევ უფრო დიდი აზრისა იყვნენ ბერძნები აქაური მეტალურგების შესახებ. ამ მხრივ განსაკუთრებით ბევრი ცნობა დაგვიტოვეს მათ სამხრეთის ტომების - ხალიბებისა და მოსინიკების - შესახებ. ხალიბების ქვეყანაში მდინარეებს რკინის ქვიშა ჩამოაქვს. ხალიბები ამ ქვიშას რამდენიმეჯერ რეცხავენ და ადნობენ ეგრეთწოდებულ „ცეცხლგამძლე ქვასთან“ ერთად, რომელიც ბევრია მათ ქვეყანაში. ასე ამზადებენ ხალიბები რკინას, რომელიც ბევრად სჯობია სხვა რკინას და ვერცხლში ძნელი გამოსარჩევია. მხოლოდ ამგვარ რკინას არ ეკიდება ჟანგიო. აქ აღწერილია მაღალი ხარისხის ფოლადის დამზადება. ამიტომაა რომ ფოლადის ბერძნული სახელი, „ხალიფს“, ხალიბების სახელწოდებისაგანაა ნაწარმოები და ხალიბურ ლითონს აღნიშნავს. ასეთივე ნახელავით ცნობილი იყვნენ ტიბარენებიც, ხალიბების მეზობლები. ხალიბების სხვა მეზობლები, მოსინიკები, განთქმული იყვნენ თავისი მაღალხარისხოვანი თითბერით, მოსინიკების სპილენძი კაშკაშა ელვარეა და მეტისმეტად თეთრი; სპილენძს მოსინიკები კალას კი არ ურევენ, არამედ ერთგვარს იქაურ მიწას, რომელსაც სპილენძთან ერთად ადნობენო. თითბერის სახელიც ზოგიერთს ევროპულ ენაში (მაგ., გერმანული „მესინგ“) მოსინიკების სახელისგან არის წარმომდგარი. ხალიბების, მოსინიკებისა და ტიბარენების ტერიტორია, რომელიც ჭოროხის აუზზე და ტრაპიზონ-გირესუნ-ორდუს. საზღვრებში მოდის, განსაკუთრებით ამ ტერიტორიის მთიანეთი მართლაც მეტად მდიდარია ლითონის მადნებით.

0x01 graphic

ბრინჯაოს ლაგმები სვირიდან და ლაილაშიდან
ქუთაისის მუზეუმი

ეს სიმდიდრე იზიდავდა ბერძნებს კავკასია-საქართველოსაკენ. სხვა საქონელს გარდა აქ ისინი შოულობდნენ. აგრეთვე მონებსაც. აი, როგორ აგვიწერს ერთი ძველი ბერძენი მწერალი საზოგადოდ შავი ზღვისპირა ქვეყნებს: „პონტოში ბევრი რამ არის, სხვა ხალხების ცხოვრებისათვის სასარგებლო... პონტოს გარშემო მდებარე ქვეყნები გვაწვდიან, აუცილებელი სასიცოცხლო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, პირუტყვს და უეჭველად საუკეთესო მონებს უდიდესი რაოდენობით. ხოლო ფუფუნების საგნებიდან-კი უხვად გვაძლევენ თაფლს, ცვილს (თაფლის სანთელს) და დამარილებულ თევზს. ხოლო იმ ნაწარმოებიდან, რითაც მდიდარია ჩვენი ქვეყნები, იღებენ ზეთსა და ყოველგვარ ღვინოს. პურითაც აღებ-მიცემობენ ჩვენთან, ხან გვაწვდიან საჭიროების დროს, ხან იღებენ“.

ასეთი აღწერილობითი ცნობების გარდა ძველმა ბერძნულმა მწერლობამ შეინახა ბევრი თქმულებაც საქართველოს შესახებ.

0x01 graphic

კოლხური ბრინჯაოს ცულებისა და ცულ-ნამგალას
(ქვემოთ) კოლექცია ლეჩხუმიდან.

ქ. მუზეუმიარქეოლოგიის განყ.

ქმულებაა პრმეთეე. განსაკუთრებით ცნობილია თქმულებები პრომეთესა და არგონავტების შესახებ. პრომეთე ეს იგივე ქართული ამირანია. პრომეთეს თქმულება ხიბლავდა როგორც ძველი, ისე ახალი დროის მწერლებსაც, იმიტომ რომ ამ თქმულებაში გამოხატული იყო თავისუფლების მოყვარე ადამიანების ბრძოლა ბუნებისა და საზოგადოების ბნელ ძალებთან და კაცობრიობის პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი კულტურის გზაზე. ბევრმა პოეტმა გამოიყენა ამიტომ პრომეთეს თქმულება თავისი ნაწარმოების არაკად.

თქმულების შინაარსი ასეთია. ტიტანების შთამომავალმა, პრომეთე იაფეტის ძემ, მოსტაცა ზეციდან ღმერთების მეუფეს, ზევსს, ცეცხლი და მოუტანა იგი ადამიანებს. ცეცხლის საშუალებით ადამიანებმა თავი დააღწიეს ცხოველურ მდგომარეობას, აზროვნების უნარი შეითვისეს და ყოველგვარი ხელოვნება გამოიგონეს. ცეცხლის საშუალებით შესძლეს მათ ლითონის დამუშავებაც. განრისხებულმა ზევსმა მძიმე ჯაჭვით. შებორკა გმირი პრომეთე და დააბა იგი კავკასიონის ქედზე. ზევსისავე ბრძანებით ფრთაგრძელი ორბი უკორტნის პრომეთეს უკვდავ ღვიძლს, რომელიც ღამღამობით კვლავ მთელდება. ადამიანები პრომეთეს „მხარეზე, არიან, კოლხეთის ასულნიც, რომელნიც ომში უშიშარნი არიან, კავკასიონის მახლობლად აღმართული მაღალი ციხის მრისხანე ლაშქარიც და სკვითების მრავალრიცხოვანი ტომები, ყველანი თანაუგრძნობენ პრომეთეს ტანჯვას. თვით პრომეთე უდრეკია და ამაყი. იგი მზადაა აიტანოს ყოველგვარი ტანჯვა, ოღონდ ზევსს არაფერი დაუთმოს. პრომეთე თავისთავს ზევსზე უფრო ძლიერ არსებადაც-კი ჰგრძნობს, იმიტომ რომ პრომეთემ იცის საიდუმლოება, რომელიც დაფარულია ყველა სხვისაგან, თვით ზევსისაგან.ეს არის საიდუმლოება იმ მიზეზის შესახებ, რომელიც ოდესმე დაამხობს ზევსსა და მის ძალა-უფლებას. ბოლოს გმირი ჰერაკლე მართლაც მოჰკლავს მტარვალ ორბსა და გაათავისუფლებს პრომეთეს.

ქმულეა არონავტებზე. არანაკლებ ცნობილია მეორე ბერძნული თქმულება არგონავტების შესახებ. კოლხეთში მეფობს აიეტი, ჰელიოს - მზის შვილი. აიეტს ჰყავს ასული, მშვენიერი მედეა. ყოველგვარ სხვა სიმდიდრის გარდა, აიეტი მფლობელია „ოქროს საწმისისაც“, ანუ ვერძის ოქროს ტყავისა. თქმულებამ, რომ კოლხეთში „ოქროს საწმისია“ დაცული, სურვილი აღუძრა საბერძნეთის გმირებს, იასონის მეთაურობით, წასულიყვნენ კოლხეთში ამ ძვირფასი განძის მოსაპოვებლად. იასონმა და მისმა რაზმმა პირველად შეასრულეს ისტორიაში ასეთი შორეული საზღვაო მგზავრობა. მათს ხომალდს სახელად ერქვა „არგო“ და ამიტომ იასონსა და მის მხლებლებსაც „არგონავტები“ ეწოდათ.

არგონავტები მოვიდნენ კოლხეთში და მდინარე ფასიდით ავიდნენ კოლხეთის დედაქალაქ აიაში. სიმდიდრითა და სილამაზით ბრწყინავდა აია: მაღალი სასახლეები, ფართო კარები და სვეტების მწყობრი რიგი კედლების გარშემო, სპილენძით გამაგრებული ბურჯები, ფოთოლმწვანე, მდიდრულად დაბურული ვაზები, დაუშრობელი წყაროები, რომელთაც რძე, ღვინო, სურნელოვანი ზეთი და წყალი სდიოდათ. აქ ცხოვრობდა კოლხეთის მეფე, საშინელი ხმისა და უზარმაზარი ღონის მქონე, აიეტი. იასონი წარუდგა აიეტს და სთხოვა მას ოქროს საწმისი, სამაგიეროდ შენი მტრების, სარმატების, წინააღმდეგ დაგეხმარებიო. აიეტი პირობას უდებს. იასონს, მოგცემ საწმისს, თუ ისეთ საგმირო საქმეს შეასრულებ, მე რომ გიჩვენებო.

კოლხეთის მეფემ მოიყვანა სპილენძისჩლიქებიანი ხარები, რომელთაც სპილენძისავე პირიდან ცეცხლი. ამოსდიოდათ. აიეტმა მარტომ დაადგა ხარებს უღელი და შეაბა ისინი ფოლადისგან გაჭედილ სახვნელში. თავისი სახვნელით სწორე კვლები გაავლო აიეტმა და ერთი მხარის სიღრმეზე მოხნა მიწა, ხარები-კი სპილენძის ჩლიქებით აფშვნევდნენ ბელტებს.

იასონი ვერასოდეს ვერ შეასრულებდა ამ საქმეს, მაგრამ მას დაეხმარა კოლხეთის მეფის ასული, რომელსაც შეუყვარდა ბერძენი ვაჟკაცი. მედეა გრძნეული იყო და პრომეთეს წამლის კეთება იცდა, როცა ორბმა პრომეთეს სქელი სისხლი დაღვარა მიწაზე, იმ ადგილას ამოვიდა უცხო ყვავილი, რომლის წვენისგანაც დააყენა მედეამ თავისი წამალი. ვინც ამ წამალს ტანზე დაიცხებდა, მას ვერაფერს აკლებდა ხმალი და ცეცხლი და ძალ-ღონეც ემატებოდა. ეს წამალი გადასცა იასონს მედეამ. იასონმა შეასრულა, ამ გზით, აიეტის პირობა.

შემდეგ იასონმა, ისევ მედეას დახმარებით, მოჰკლა უშველებელი გველეშაპი, რომელიც კავკასიის მიწისგან იყო ნაშობი და რომელიც სდარაჯობდა არეოსის ტყეში მუხის წვერზე დაკიდულს ოქროს საწმისს. არგონავტებმა დაისაკუთრეს ეს ძვირფასი განძი, მოიტაცეს თვით მედეაც და მალულად გაეშურნენ შინისაკენ. გაძარცულმა აიეტმა მდევარი გამოუყენა არგონავტებს, მაგრამ კოლხების ცდამ ფუჭად ჩაიარა, ხოლო აიეტის ვაჟი, აფსირტი, დაიღუპა ამ დევნაში.

0x01 graphic

რკინის მახვილის ბრინჯაოს ტარი სამთავროდან,
მცხთის არქ. ექსპოზიცა.

არგონავტების თქმულებაც ბევრმა პოეტმა გალექსა.

მულეები კავკასიის ალთა და სახელეწიფოთა წარმოის შესახებ. ძველ ბერძნულ მწერლობაში ვპოულობთ აგრეთვე თქმულებებსა და გადმოცემებს იმის შესახებ, თუ როდის ან საიდან წარმოიშვნენ კავკასიის ხალხები და მათი სახელმწიფოები. ყველაზე გავრცელებული ამ თქმულებათა შორის იმავე იასონთანაა დაკავშირებული.

ოქროს ვერძის მოტაცების შემდეგ იასონი და მედეა ისევ დაბრუნდნენ კოლხეთში. აქ იასონმა დიდი დახმარება აღმოუჩინა თავის სიმამრს, მეფე აიეტს, რომელიც მტრებისგან შევიწროებული იყო. იასონმა დალაშქრა მეზობელი ქვეყნები და დიდი მიწა-წყალი დაიპყრო. განსაკუთრებით დიდი ღვაწლი გადაიხადა იასონმა სასპერ-იბერების ქვეყანაში, მაგალითად, კალაპოტი გაუჭრა და ზღვისაკენ გზა მისცა მდინარე არაქსს, რომელიც ბარში ტბად დამდგარიყო. იბერები სთვლიდნენ იასონს თავის მამამთავრად,სალოცავებს აგებდნენ მის სახელზე და თაყვანს სცემდნენ მას, როგორც ღმერთს. იასონის ერთმა თანამგზავრმა, არმენმა, დააარსა არმენიის სახელმწიფო და თავისი სახელი მისცა მას. ასევე, მედეამ და მისმა შვილმა მედმა დააარსეს მედიის ანუ მიდიის სახელმწიფო და თავისი სახელი მისცეს მას. იასონის სხვა ამხანაგებმა დააარსეს რიგი ქალაქებიდა სახელმწიფოებიო.

0x01 graphic

უფლისციხე.
(ორიგ.).

კიდევ ბევრი სხვა თქმულება და ამბავი დადიოდა ბერძნებში საქართველოს შესახებ. ეს. თქმულებები ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ცხოვრებისა და ბუნების ანარეკლზეა აშენებული, მხოლოდ აქ ჭეშმარიტება შეფერადებულ-გაზღაპრებულია.

ერძნული ცობეისა და თმულეის მიშველოა. ბერძნული ცნობები და ამბები საქართველოს შესახებ დამატებით შუქს ჰფენენ ჩვენი ქვეყნის ნიადაგიდან ამოღებულს არქეოლოგიურ მასალას. თუ ამას ზედ დავურთავთ იმ დასკვნებსაც, რომელსაც გვაწვდის მეცნიერება კულტურული მცენარეების, შინაური ცხოველების, სამთამადნო საქმისა და მეტალურგიის, ტექნიკის ისტორიისათვის საქართველოში, მივიღებთ უფრო სრულ სურათს განვითარების იმ დონის შესახებ, რომელზედაც იდგა საქართველოს მოსახლეობა მეექვსე-მეხუთე საუკუნეებში, ძვ. წ.

უკვე ძველადვე ფიქრობდნენ, არგონავტების თქმულება დაკავშირებულია კოლხეთში ოქროს მოპოვებასთანო. განთქმული ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი მოგვითხრობს, რომ კოლნებისა დასვანების ქვეყანაში „წყლის ნაკადებს ჩამოაქვთ ოქრო და ბარბაროსები აგროვებენ მას დაჩვრეტილი როფებისა და ბანჯგვლიანი ტყავების საშუალებით. ამბობენ, რომ აქედან წარმოიშვა ზღაპარი ოქროს საწმისის შესახებ“-ო. მეორე მწერალი, ხარაქს პერგამელი-კი ამტკიცებს, რომ „ოქროს საწმისი არის მხოლოდ ოქროს მოპოვების წესი, რომელიც დაწერილი იყო ტყავებზე. ამ ღირს შესანიშნავი წესის გულისათვის იყო სწორედ ლაშქრობა მოწყობილი ხომალდ არგოთი“-ო.

მართლაც, ოქრო ნამდვილად არის საქართველოს მდინარეებში და მისი მოპოვებაც წარმოებს.

ოქროს გარდა, როგორც ვნახეთ, ისტორიული საქართველოს ნიადაგიდან იღებდნენ

და ამუშავებდნენ რკინას, სპილენძს, ვერცხლსა და სხვა ლითონებს; ეს ძველი ხელობა ქართველმა სახალხო მჭედლებმა ჩვენ დრომდე შემოინახეს. რაჭაში, მაგალითად, იყო მთელი რაიონი, „სარკინეთად“ წოდებული (ჯეჯორისა და ქვედრულას ხეობები), სადაც „რკინის კაცები“, მჭედლები, ამხანაგობებად გაერთიანებულნი, აწარმოებდნენ ადგილობრივ რკინის მადნეულის მოპოვებას, მადნეულის რკინად დაწურვასა და დაყენებას, საჭედური რკინიდან „ხელადის“ (სხვადასხვა იარაღისა და ნივთის) დამზადებას. რაჭველი მჭედლები, მაღალი ხარისხის ლითონის მიღების მიზნით, მადნეულს რთული, მრავალსაფეხურიანი წესით ამუშავებდნენ და მასში „სადუღებს“ ურევდნენ - „ფაშას“, „სადუღ მიწას“ და სხვას. „ფაშას“ რაჭველი მჭედლები შავქვას ანუ. მარგანეცს უწოდებდნენ. ამრიგად „ტანმოქნილ“ რკინას შემდეგ სხვადასხვაგვარი წრთობის საშუალებით „ფხასა“ და „კბილს“ აძლევდნენ.

0x01 graphic

უფლისციხე. კლდეში ნაკვეთი ქუჩა.
(ორიგ.).

ოქროს ვერძის ლეგენდა შესაძლებელია მიუთითებდეს აგრეთვე ადგილობრივ ცხვარზე, რომელსაც კარგი მატყლი ჰქონდა. ძველი ქართული ჯიშის ცხვარი შენახულია დღემდის და „იმერულ ცხვარ“-ად იწოდება. იგი ცნობილია თავისი ნაზი ბეწვით. ეს არის უდუმო კუდიანი ცხვარი, როგორსაც ხეთაში აშენებდნენ.

ფოლადის სახვნელი, სპილენძისჩლიქებიანი ხარი, ღრმა და სწორე ხნული იმის გამოძახილია, რომ, ბერძნების ცნობით, ძველი კოლხები ხელოვანი მიწათმოქმედნი იყვნენ და ლითონის გაუმჯობესებული იარაღით სარგებლობდნენ.

მართლაც, მიწათმოქმედებას, კერძოდ - მემინდვრეობას, საქართველრში ძალიან ძველი ისტორია აქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ მხრივ ხორბალი, კაცობრიობის ძირითადი საკვები პროდუქტის მცენარე. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კულტურული ხორბლის სამშობლო ამიერ-კავკასიასა და მცირე აზიაში უნდა ვეძიოთ, ამასთანავე დადგენილია, რომ საქართველოში, მსოფლიოს სხვაქვეყნებთან შედარებით, დაცულია ხორბლის კულტურულ. სახეობათა ყველაზე დიდი რაოდენობა (12 სახეობა და 130 სახესხვაობა). კულტურული ხორბლის ორი საიეობა, მახა და ზანდური, საქართველოს გარეთ არსად არ გვხვდება, ზოგი მეცნიერის აზრით, მახაის ხორბალია, რომელიც პირველად გააშინაურა (გარეული სახიდან კულტურულ სახედ აქცია) ადამიანმა. იგი ამჟამად მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოჰყავთ და მის ასაღებად ხმარობენ ნამგალსა და ცელს კი არა, არამედ თავისებურ იარაღს, რომელსაც შნაკვი ეწოდება.

0x01 graphic

ბრიჯაოს თოხი ჩხარის რაიონიდან.
ქუთაისის მუზეუმი

მეცნიერთა ამ მოსაზრებებსა და ძველი წყაროების ცნობებს არქეოლოგიური მასალაც ემოწმება. ზუგდიდის რაიონში ერთი ყურღანის გათხრის დროს აღმოჩენილ იქნა წაბლი, წიწიბო (წიფლის ნაყოფი), რკო დათხილი, რომელიც საკვებად უხმარიათ, და, რაც უფრო საყურადღებოა, მახა ხორბლის, ქერის, ფეტვისა და ქვრიმას ნაშთები. ამრიგად დადასტურდა, რომ სამი ათასი წლის წინათ საქართველოს მოსახლეობა უკვე აშენებდა ამ პურეულ მცენარეებს.

დაწინაურებული მიწათმოქმედებისათვის შესაფერისი ტექნიკა იყო საჭირო. ამ მხრივაც დადასტურებულია, რომ საქართველოში შემონახულია ძველი სახვნელი იარაღის მეტად მნიშვნელოვანი სახეები, კერძოდ რაჭული სახვნელი, რაჭული სახვნელი ერთი ყველაზე უფრო გაუმჯობესებული იარაღია თანამედროვე საქარხნო გუთნების წინამორბედთა შორის.

მედეას გრძნეული წამალი ხალხური სამკურნალო საქმის განვითარებაზე მიუთითებს. ქართველ ხალხში ეხლაც ზოგი სასარგებლო წამლის დამზადება იციან.

ტყავზე დაწერილი წესი ოქროს მოპოვებისა დამწერლობის არსებობას გულისხმობს. მესამე საუკუნის (ძველი წელთაღრიცხვით) ბერძენი მწერლები ამასაც ამტკიცებდნენ: კოლხებს ეხლაც შენახული აქვთ ფიცრები, რომლებზედაც მათი მამა-პაპის მიერ წარწერებია გაკეთებული და მოგზურობისათვის ნაჩეენებია ყველა გზა და წყლისა და ხმელეთის საზღვრებიო. ასეთი ფიცრები გეოგრაფიული რუკები უნდა ყოფილიყო.

4.4 § 10. იბერიისა და კოლხეთის სამეფოების წარმოშობა

▲back to top


ზემოთ განხილული ცნობებიდან ჩანს, რომ მეექვსე საუკუნისათვის, ძვ. წ., სუბარეთის ჩრდილოეთ რაიონების, კერძოდ - დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა და მისი მეურნეობა იმდენად იყო დაწინაურებული, რომ სახელმწიფო: ორგანიზაციისათვის აქ საჭირო ნიადაგი არსებობდა. ამიტომაა რომ როცა ურარტუს სამეფო დაემხო და მისი ცენტრი ვანის ტბისპირას მოისპო, ამით ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრივი ცხოვრება არ მოშლილა. სახელმწიფოებრივმა ცენტრებმა უფრო ჩრდილოეთისაკენ გადმოინაცვლეს. მხოლოდ.

0x01 graphic

კოლხური ბრინჯაოს
საჭრეთელი.
ქუთ. მუზეუმი

0x01 graphic

ნიშანი ქვევრზე სოფ. დაბლაგომიდან, მსგავსი
ასომთავრულ ასო დონისა.
დაბლა-გომის არქ. ექსპედიცია

ამიერ-კავკასიის პოლიტიკური მდგომარეობა მეექვსე საუკუნეში, ძვ. წ., აღწერილია სახელგანთქმული ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს მიერ. მეოტიდის ტბიდან (ე.ი. აზოვის ზღვიდან) კოლხების ქვეყნამდე და მდინარე ფასიდამდე ოცდაათი დღის გზაა მარჯვე ქვეითისათვის. კოლხეთიდან მიდიამდე უკვე შორს აღარ არის, ამ ორ ქვეყანას შორის მხოლოდ ერთი ხალხი ცხოვრობს - სასპერები, კოლხები ცხოვრობენ ჩრდილოეთის ზღვასთან (ე.ი. შავ ზღვასთან), რომელსაც მდინარე ფასიდი ერთვის, მათ ქვემოთ ცხოვრობენ სასპერები, სასპერებს ქვემოთ - მიდიელები, მიდიელებს ქვემოთ-კი სპარსები ცხოვრობენ ვიდრე სამხრეთის ზღვამდე, რომელსაც „წითელი“ ეწოდება (ე.ი. სპარსეთის ყურე). ეს ოთხი ხალხი ცხოვრობს ზღვიდან ზღვამდეო, გვიამბობს ჰეროდოტე.

0x01 graphic

ოქროს ნივთები ახალგორის განძიდან: ზემოთ და ქვემოთ მარცხნივ - ცხენის აკაზმულობის ნაწილები; ქვემოთ მარჯვივ - სამკაული შეკაზმული ცხენის ქანდაკური გამოსახულებით; შუაში - საყურე.
ი. სმირნოვის
ამოცემით.

0x01 graphic

სუფრის ჭურჭელი, ვერცხლისა, ახალგორის განძიდან.
. სმირნოვის გამოცემით.

სასპერებს ვრცელი ტერიტორია ეჭირათ - კავკასიონიდან მოყოლებული ტავრის ქედამდე, კოლხეთიდან - ვიდრე იმ მთებამდე, რომელნიც დასავლეთით ზღუდავენ ძველ ადარბადაგანს (ჩრდილოეთ ირანს). ამრიგად ეს ტერიტორია თითქმის მთლიანად შეიცავდა ურარტუს სამეფოს მიწა-წყალს.

თუ როგორი იყო კულტურული მდგომარეობა იმ დროს დღევანდელი ქართლის ტერიტორიაზე, ამას თვალსაჩინოდ გვიჩვენებს ცნობილი „ახალგორის განძი“, ქსნის ხეობაში ნაპოვნი ძვირფასი, მაღალმხატვრული ნაკეთობის ნივთები, რომელნიც, უეჭველია, „წარჩინებულსა და მდიდარ პირებს ეკუთვნოდა.

დასავლეთ საქართველოს ძველად, როგორც ნათქვამია, ბერძნები კოლხეთს უწოდებდნენ. ადგილობრივ მას ეგრისი ერქვა. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, თუ როდის დაარსდა კოლხეთის სამეფო. ამ სამეფოს შესახებ მე-6 საუკუნიდან, ძველი წელთაღრიცხვით, ბერძენი მწერლები გვიამბობენ.

ძველი კოლხეთის სამეფოც ვრცელ მიწა-წყალს შეიცავდა, აფხაზეთიდან მოყოლებული შორს სამხრეთისაკენ შავი ზღვის გასწვრივ. სახელგანთქმული ქალაქები ტრაპიზონი (ეხლანდელი ტრაბზონი) და კერასუნტი“ (ეხლანდელი გირესუნი) კოლხეთს ეკუთვნოდა. ჩრდილოეთ კოლხეთის ქალაქები იყო ფასიდი, დიოსკურია და პიტიუნტი. კოლხეთის დედაქალაქი იყო აია, რომელიც მდ. ფასიდზე მდებარეობდა. მდინარე ფასიდს ეძახდნენ მაშინ რიონს მდ. ყვირილას შესართავამდე და ამის ზემოთ თვით ყვირილასაც.

ბერძნული ახალშენები დიდ სარგებელს პოულობდნენ კოლხებთან ვაჭრობაში. გაიზარდა და გამდიდრდა ეს ქალაქები. მარმარილოსაგან ნაკეთები შენობებით, კარგი ნავთსადგურებით, არხებითა და წყალსადენებით, მტკიცე ქალაქის კედლებით შეიმკო და გამაგრდა პიტიუნტი და დიოსკურია, ფასიდი და ტრაპიზონი. უცხოელი ვაჭრებისაგან დარჩენილს სხვადასხვა ქვეყნის ფულს დღესაც პოულობენ დასავლეთ საქართველოს ნიადაგში.

0x01 graphic

კოლხური თეთრი (ვერცხლის ფული; დიდრაქმა).
გადიდებლია. დ. კაპანაძის კოლექციიდან.

ეს ვაჭრობა სასარგებლო იყო კოლხებისათვისაც. ერთმანეთშიაც კოლხებმა ისეთი აღებ-მიცემა გააჩაღეს, რომ მათ უკვე უცხოეთიდან შემოტანილი ფული აღარ ჰყოფნიდათ. მე-5 საუკუნიდან კოლხეთის მეფეებმა საკუთარი ფულის ჭრა დაიწყეს. ეს ვერცხლის ფული იყო, რომელზედაც, ჩვეულებრივ, ერთ მხარეს ხარის თავი იყო გამოსახული, მეორე მხარესკი - კოლხების ქალ-ღმერთი. ფულს სხვადასხვა ზომისას სჭრიდნენ. კოლხურ ფულს ეხლაც ბლომად პოულობენ დასავლეთ საქართველოში. სამკაულები იცოდნენ ოქროსი, ვერცხლისა, ბრინჯაოსი - საყურე, ბეჭედი, ქინძისთავები, სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებანი. უყვარდათ ბრინჯაოს ფართო ქამრის თავები ანუ ბალთები, რომლებზედაც გამოსახული იყო სხვადასხვა ცხოველი. უყვარდათ სხვადასხვა მძივისაგან გაკეთებული ყელსაბამებიც. მიცვალებულებს ხშირად ასაფლავებდნენ თიხის კუბოებშიან ქვევრებში. მკვდრებს სამარეში, ფულის გარდა, ყოველგვარ იარაღს, ჭურჭლეულობასა და სამკაულებსაც აყოლებდნენ.

0x01 graphic

ბრინჯაოს სარტყლის ბალთა სოფ. ღებიდან.
ღების არქ. ექსპედიცია

როცა ძველი კოლხების საფლავებს ვსინჯავთ, ვხედავთ, რომ ზოგ სამარეში მდიდარი კაცია დამარხული, ზოგში-კი - ღარიბი. ზოგისთვის ბევრი ოქრო-ვერცხლი, იარაღი და ფული ჩაუტანებიათ, სხვებისთვის - ცოტა. აშკარაა, კოლხებში იმ დროს ქონებრივი უთანასწორობა უკვე იყო ფეხგადგმული. უფრო იშვიათად ისეთი სამარხებიც გვხვდება, რომ საფიქრებელია, იქ მეფე ან ვინმე მთავარია დაკრძალული.

4.5 § 11. იბერია-კოლხეთი და აქემენიდების სამეფო

▲back to top


აქემენიდების დიდმა სახელმწიფომ თავისი გავლენა კავკასიასაც გადმოუწვდინა. სპარსელებმა სხვებზე ადრე ის ქართული თემები დაიმორჩილეს, რომელნიც ეხლანდელ ამიერ-კავკასიაზე სამხრეთით მდებარეობდნენ. მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში სპარსეთის სამეფოს ორი ჩრდილოეთით მდებარე ოლქი ამ დამორჩილებული თემებისაგან შესდგებოდა. მე-18 ოლქში, რომელიც მდ. არაქსის ხეობასა, მდ. ეფრატის და ტიგროსის სათავეებსა და ვანის ტბის გარშემო იდო, შედიოდნენ მატიენები, სასპერები და ალაროდიები, როგორც ამას ჰეროდოტე მოგვითხრობს. მე-19 ოლქში-კი, რომელიც შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს ემხრობოდა, შედიოდნენ მესხები, ტიბარენები, მოსინიკები და სხვები. ეს ოლქები სპარსეთის მეფეს მძიმე ხარკს უხდიდნენ.

შემდეგ სპარსელები ამიერ-კავკასიაშიც შემოჭრილან, კოლხებმა და მათმა მეზობლებმა სპარსეთის მეფის სასარგებლოდ ძღვენი იკისრეს, რომ საქართველოს ისტორია. სპარსელების შემოსევებისაგან თავი დაეხსნათ. დროგამოშვებით, ისინი სპარსეთის მეფეს ტყვეებს უგზავნიდნენ.

ხარკზე არანაკლებ სამძიმო დამორჩილებულთათვის იყო მოვალეობა, რომ მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ სპარსელების ყველა ლამქრობაში, თუ-კი ამას მეფე მოითხოვდა. როცა, მაგალითად, სპარსელები საბერძნეთს შეესივნენ, მათს ჯარში ქართველი მებრძოლებიც ბლომად იყვნენ.

0x01 graphic

ბრინჯაოს სარტყლის ბალთა სოფ. ღორეშიდან
(ორჯონიკიძის რ.). ქუთ. მუზეუმი.

400 წელს, ძველი წელთაღრიცხვით, ბერძენმა სარდალმა და მწერალმა ქსენო-ფონტემ თავისი თვალით ნახა და დაწვრილებით ასწერა სამხრეთ-ქართული თემების, ხალიბების, მოსინიკების, ტაოხებისა და სხვების, ყოფა-ცხოვრება.

მიუხედავად იმისა, რომ, ავბედობის წყალობით, ესთემები იმხანად დასუსტებული იყვნენ, ქსენოფონტე მათს სოფლებში ყველგან დიდ სანოვაგესა და შინაურ საქონელსაც ბლომად პოულობდა. ვაჭრობაც ამ თემებში გავრცელებული ყოფილა და მათ საკუთარი ქალაქებიც ჰქონიათ. ზღვისპირისგან დაშორებით, მაგალითად, იყო გუმნიადი, დიდი და მდიდარი ქალაქი. როცა ბერძნებთან კარგი განწყობილება ჰქონდათ, ეს თემები მათ თავის ბაზრებს უხსნიდნენ.

აქაური ჩვეულებრივი საომარი იარაღი ყოფილა: ნაირ-ნაირი შუბები, დაწნული და ხარის-ტყავ-გადაკრული ფარები, სარტყელზე დაკიდული ხანჯლები და რკინის ცულები. თავს იცავდნენ ხის ან ტყავის მუზარადით, ტანს-კი - სელის ჯავშანით. ატარებდნენ აგრეთვე ნაბდებს. ზღვის-პირელები ლითონის დამუშავებას მისდევდნენ; მაგალითად, ტრაპიზონის სამხრეთით მცხოვრები ხალიბების უმრავლესობა თავს მხოლოდ. ლითონის დამუშავებით ირჩენდა. მოსინიკები ზღვაოსნობაშიაც გაწაფული ყოფილან.

ქონებრივი უთანასწორობა აქ კაცს თვალში ეცემოდა. მდიდარი მშობლების ბავშვები ძალიან გამოირჩეოდნენ ღარიბებისაგან, რადგანაც ისინი თურმე განსაკუთრებულად იზრდებოდნენ და იკვებებოდნენ. ამ თემებს თავისი მთავრები ჰყავდათ. მთავრები განსაკუთრებულ კოშკებში ცხოვრობდნენ, მცველებით გარშემორტყმულნი, თავისი ქვეშევრდომების ხარჯზე.

ხალხი გულადი, ამაყი და დამოუკიდებლობის მოყვარული იყო. ქსენოფონტე გაკვირვებით გვიამბობს მათი გმირობისა და თავისუფლების სიყვარულის ამბებს. როცა ქსენოფონტე და მისი ბერძენი მეომრები ტაოხების სოფლებს მიადგნენ, ტაოხებმა მათ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს. მთელი ხალხი, ქალი და კაცი, ციხე-სიმაგრეებში ჩაიკეტა და ისე ებრძოდა ბერძნებს. როცა მტერმა დიდი გაჭირვებით ბოლოს მაინც მოახერხა ტაოხების ციხეების აღება, მას საშინელი სურათი წარმოუდგა თვალწინ: ქალები ჯერ თავის ბავშვებს ისროდნენ კლდეებიდან და შემდეგ თვითონაც ცვიოდნენ უფსკრულში. ასევე იქცეოდნენ მამაკაცებიც. ტაოხებს არ სურდათ ბერძნებს ცოცხლად ხელში ჩავარდნოდნენ, მონობას ისევ სიკვდილი სჯობიაო. ერთი ბერძენი დახარბდა ერთი ტაოხის ლამაზ ტანისამოსს და სცადა ტაოხის დაჭერა, როცა იგი უფსკრულში გადავარდნას აპირებდა. მაგრამ ტაოხმა აჯობა, ბერძენიც თან გადაიყოლა და ორივენი დაიღუპნენ.

მოსინიკებშიაც ასე მოხდა. როცა ბერძნებმა მოსინიკები დაამარცხეს, ისინი დაემუქრნენ მოსინიკების მთავრებს, გამოდით თქვენი კოშკებიდან, თორემ დაგწვავთო. მთავრებმა დამამცირებელ ტყვეობას ცეცხლში ცოცხლად სიკვდილი ირჩიეს, ბერძნებს მორჩილებაზე უარი უთხრეს და დაიღუპნენ.

ქსენოფონტეს მიერ აღწერილი თემები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, - ტრაპიზონის, კერასუნტისა და კოტიორას (ეხლანდელი ორდუ) რაიონში, - და ეფრატის ზემო წელზე მდებარეობდა. ამ თემების უმეტესობა ამ დროს სპარსეთის მეფეს უკვე აღარ ემორჩილებოდა, მაგრამ მათ ერთმანეთშიაც მჭიდრო ერთობა არ ჰქონიათ.

4.6 § 12. საქართველო და მისი მეზობლები ელინისტურ ხანაში

▲back to top


ალესადრე მაკედოელი. აქემენიდების სამეფომ მხოლოდ ორი საუკუნე გასძლო. მე-4 საუკუნის დამლევს მას ბოლო მოუღეს ბერძნებმა ალექსანდრე მაკედონელის წინამძღოლობით.

მაგრამ თვითონ ალექსანდრე მაკედონელის ახალი უზარმაზარი სახელმწიფო კიდევ უფრო დღემოკლე. აღმოჩნდა. 323 წელს ალექსანდრე გარდაიცვალა და მალე მისი სამფლობელოც დაიშალა. ალექსანდრეს სარდლებმა, რომელთაც, როგორც მეფისნაცვლებს, საგამგეოდ: ჩაბარებული ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნები, თავისი თავი ადგილობრივ მეფეებად გამოაცხადეს. აზია წილად ხვდა სელევკსა და მის შთამომავლობას (სელევკიდებს).

აქტრიის, პართიისა და პოს სამეფოეი. მალე სელევკიდების სამფლობელოს ახალი სამეფოები გამოეყო. მე-3 საუკუნის შუა წლებში სელევკიდებს გადაუდგნენ და დამოუკიდებელ სამეფოებად ჩამოყალიბდნენ ბაქტრია და პართია. ბაქტრია კასპიის გაღმა მხარეში მდებარერბდა, პართიას-კი ეჭირა კასპიის ზღვის სამხრეთითა და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქვეყნები, პართიის სამეფო საგვარეულოს არშაკიდებს უწოდებენ. პართიის ანუ არშაკიდების სამეფომ, რომელმაც თითქმის ხუთი საუკუნე გასძლო (250 წლიდან, ძველი წელთაღრიცხვით, - 226 წლამდე, ახალი წელთაღრიცხვით), შემდეგში დიდი როლი ითამაშა ამიერ-კავკასიის ქვეყნების ისტორიაში.

ადრევე გამოეყო სელევკიდების სამეფოს პონტოს სამეფოც, რომელმაც ასეთი სახელწოდება მიიღო იმიტომ, რომ შავი ზღვის ანუ პონტოს სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობდა, მცირე აზიაში. პონტოს მთავარი ქალაქები იყო სინოპი და ამისი (ეხლანდელი სამსუნი).

ელიიზმი და საქართველო. ალექსანდრესა და მისი სარდლების მიერ დაარსებულმა სამეფოებმა თვალსაჩინო კვალი. დაამჩნიეს ადგილობრივი ხალხების ცხოვრებას. დიდად გავრცელდა ბერძნული ანუ ელინური

კულტურა, ამ კულტურის ცენტრებად გადაიქცა ძველი და ახალი (თვით ალექსანდრესა და მისი მემკვიდრეების მიერ დაარსებული) მრავალრიცხოვანი ქალაქები, რომლებსაც ერთმანეთში ცხოველი ურთიერთობა ჰქონდათ.

0x01 graphic

მითრიდატ პონტოელი.
რეინაკის გამო
ცემით,

ბერძნული ანუ ელინური კულტურის ასეთი გავრცელების გამო აღმოსავლეთში, ალექსანდრესა და მისი მემკვიდრეების სამეფოების ხანას (მე-4საუკუნის დამლევიდან პირველ საუ-კუნემდე, ძვ. წ.) ელინისტურ ხანას ანუ ელინიზმის ხანას ეძახიან.

ელინიზმმა თვალსაჩინო გავლენამოახდინა საქართველოზედაც. საქართველოს აღებ-მიცემა გარეშე ქვეყნებთან ეხლა უფრო ცხოველი გახდა, ვაჭრობას კიდევ თან სდევდა კულტურულ მონაპოვართა და გამოცდილების გაზიარება, უფრო, ვიდრე ეს მანამდე იყო, გავრცელდა ჩვენში ბერძნული ენა და ბერძნული მწერლობა. მცხეთაში ნაპოვნი ბერძნული წარწერები, რომელნიც ჩვენი წელთაღრიცხვის დამდეგს ეკუთვნიან, ცხადად მოწმობენ, თუ როგორ კარგად იცოდნენ ჩვენში ეს ენა.

დიდი ცვლილებები მოხდა პოლიტიკურ სფეროშიაც.

სომხეისა და სომური სამეფოების წარმოობა. ქართველი ხალხის უახლოესი მეზობლები მრავალი საუკუნის მანძილზე იყვნენ და დღესაც არიან სომხები. სომხები, რომლებსაც „სომეხს“ მხოლოდ ქართველები უწოდებენ, თვითონ თავის თავს „ჰაის“-ს ეძახიან. ისინი ელინისტურ ხანაში თანდათანობით მოდიან სამხრეთიდან ურარტუს ტერიტორიაზე და ნელ-ნელა მოიწევენ წინ. ურარტუს მკვიდრ მოსახლეობასთან შერჟვის გამო, ჰაიების ენა ძალიან შეიცვალა და კავკასიურ ენებს, განსაკუთრებით-კი - ქართველურ ენებს დაუახლოვდა.

მე-6 საუკუნის დამლევიდან სომხებიც სპარსეთის მეფეს ემორჩილებოდნენ. სპარსეთის დამხობის შემდეგ, სომხები ალექსანდრესა და სელევკიდების სამეფოს ქვეშევრდომები იყვნენ. მაგრამ როცა 190 წელს, ძვ. წ., სელევკიდების სამეფომ სასტიკი დამარცხება განიცადა რომაელებისაგან, მას გადაუდგნენ მისი მმართველები სომხეთში, რომლებმაც ორი სამეფო დააარსეს.

ეს სამეფოები თავდაპირველად პატარა იყო, მაგრამ მალე ისინი გაფართოვდნენ მეზობელ ქვეყნების ხარჯზე. კოლხეთისა და იბერიისათვის ჩრდილოეთ სომხურ სამეფოს ხუთი ოლქი ჩამოუჭრია.

იბერიამ ამ დროს დაჰკარგა სამი დიდი ოლქი - პარიადრის მთიანეთი, ხორძენა და გოგარენა, რომელთაგანაც ყველაზე შორს სამხრეთ-დასავლეთისაკენ მდებარეობდა პარიადრის მთიანეთი. ამ მთიან ოლქს ეჭირა მდ. ჰალისის (ყიზილ-ირმაკის) სათავეები, დღევანდელი სივასის ოლქის აღმოსავლეთი სექტორი, რომელიც ძველი ხეთის სამეფოს ტერიტორიის ნაწილს შეადგენდა. იბერიისა და კოლხეთის საზღვარზე მდებარე ხალიბებისა და მოსინიკების თემებმა თავისი აღმოსავლური რაიონები დაჰკარგეს - კარინითი და დერქსენა. დერქსენა ეხლანდელი დერჯანია, კარინითი - კარნუ ქალაქის ანუ ერზერუმის ოლქი.

ამის შემდეგ იბერიისა და სომხეთის საზღვრად მდ. არაქსი დაწესდა.

მცეთა-იბერიის (ართლის) სამეფოს დედაალაი. ელინისტური ხანიდან მოკიდებული ბერძნები აღმოსავლურ ქართულ სახელმწიფოს უკვე იბერიას ეძახიან, მის მცხოვრებლებს - იბერებს.ხალხის სახელი, განსაკუთრებით - უცხოელების პირში, ხშირად იცვლება ხოლმე სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად, რუსები ქართველებს ჯერ ივერებს (ე.ი. იბერებს) და ობეზებს ეძახდნენ, შემდეგ - გურზინებს, ეხლა-კი გრუზინებს უწოდებენ.

შესაძლებელია ამ სახელთა ცვლილების ერთი მიზეზი ის იყო, რომ სწორედ ელინისტურ ხანაში სასპერ-იბერების სამეფომ დიდი მიწა-წყალი დაჰკარგა სამხრეთისაკენ და, ბოლოს, ამიერ-კავკასიის საზღვრებში მოემწყვდა.

სამხრეთის რაიონების დაკარგვას ის მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა, რომ სახელმწიფოებრივმა და კულტურულმა ცენტრებმა ერთხელ კიდევ გადმოინაცვლეს თავისი ადგილი ჩრდილოეთისაკენ, მტკვრის აუზში. იბერიის ანუ ქართლის სამეფოს დედაქალაქად მცხეთა გადაიქცა.

ძველი ქართული ისტორიული გადმოცემით, მცხეთა სატახტო ქალაქად აქცია აზომ, რომელიც არიან-ქართველთა მეფის შვილი იყო. აზო მოვიდა ამიერ-კავკასიის ქართლში თავისი მამის სამფლობელოდან, არიან-ქართლიდან, რომელიც ამიერ-კავკასიის სამხრეთით მდებარეობდა, და მცხეთაში დაჯდა. ქართლის შემდეგდროინდელი მეფეები აზოს შთამომავალნი არიანო.

არიან-ქართლი ჰარის ქვეყანას უნდა გულისხმობდეს. ასე ეწოდებოდა, როგორც ვიცით, ძველი სუბარეთის სამხრეთ რაიონებს. აზო იგივე იასონია, რომელსაც ბერძნები იბერების მამამთავრად სთვლიდნენ. ამრიგად, გადმოცემაში დაცულია მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ გადმოვიდა აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოს ცენტრი სამხრეთიდან ჩრდილოეთში.

0x01 graphic

მცხეთა. 1906 წლის ფოტოგრაფია.

ამის შემდეგ ვიდრე მეექვსე საუკუნემდე, ახ. წ., აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქი მცხეთა იყო.

არეოლოგიურ გათრები ეთაში. 1937 წლიდან მცხეთაში დიდი გათხრები წარმოებს, ამ გათხრებმა ჩვენი ძველი ისტორიის ძვირფასი ძეგლები შეგვძინა. მათი საშუალებით შეიძლება შევისწავლოთ. ჩვენი წინაპრების ცხოვრება თითქმის ორი ათასი წლის სიგრძეზე, პირველი ათასწლეულის დამდეგიდან, ძვ. წ., ვიდრე მერვე-მეცხრე საუკუნემდე, ახ. წ.

ჯერ კიდევ პირველი ათასწლეულის დამდეგს, ძველი წელთაღრიცხვით,ბრინჯაოს ხანაში, მცხეთა მნიშვნელოვანი პუნქტი ყოფილა. მაშინდელი მცხეთელები მეომარი ხალხი იყო, რომელიც უმთავრესად სოფლის მეურნეობას მისდევდა. იმდროინდელი საფლავები ბლომად არის აღმოჩენილი მცხეთის გარეუბან სამთავროში. მაშინ მკვდარს ღრმა ორმოს ფსკერზე.სდებდნენ და გარშემო კედლებს რიყის ქვით ამაგრებდნენ.

0x01 graphic

მცხეთა. სამთავროს გათხრების უბანი
(ტაძარსა და გზატკეცილს შორის).
მცხეთის არქ.
ექსპედიცია.

შემდეგ, ელინისტურ ხანაში, მცხეთა ქალაქად გადაიქცა. ძველი მეომარი მიწათმოქმედი მცხეთელებიც უფრო მშვიდობიანი მოქალაქეები გახდნენ. გამოიცვალა რამდენიმეჯერ დამარხვის წესიც: პირველი ათასწლეულის დამლევისათვის, ძველი წელთაღრიცხვით, მიცვალებულებს მეტწილად ქვევრებში სდებდნენ, ჩვენი წელთაღრიცხვის დამდეგს-კი მკვდრები უკვე ჯერ კრამიტითა და აგურით ამოყვანილ ყუთებში უმარხავთ, შემდეგ - ქვა-ყუთებში. მცხეთის მოსახლეობა მაშინ იმდენად მრავალრიცხოვანი ყოფილა, რომ სამთავროს სასაფლაოს დიდი ტერიტორიაც მისთვის საკმარისი არ აღმოჩენილა. სხვადასხვა დროს საფლავები ერთმანეთის თავზე უკეთებიათ. ამ სამარხებში დიდძალი სხვადასხვა ნივთია ჩატანებული - იარაღი, ჭურჭელი, სამკაული, ფული.

კიდევ უფრო მდიდარი და მნიშვნელოვანი საფლავები აღმოჩნდა მცხეთის მეორე გარეუბანში, არმაზისხევთან. აქ უკვე ქართლის მეფის დიდი მოხელეები, ერისთავები და მათი ოჯახის წევრები არიან დასაფლავებულნი.

ოლეთი და პოტო. მე-2 საუკუნის დამლევისათვის, ძვ. წ., კოლხეთი კიდევ უფრო დასუსტებულა. ამ დროს სამეფო დანაწილებული ყოფილა ცალკე საგამგეო ოლქებად, რომელნიც, როგორც ჩანს, ნაკლებად ემორჩილებოდნენ კოლხეთის მეფეს. ამით უსარგებლნია პონტოს, სადაც ამ დროს მითრიდატი მეფობდა. მითრიდატი მხნე და მამაცი კაცი იყო. მან ძალიან გააფართოვა თავისი სამეფოს ფარგლები და თვით რომაელებსაც შიშისზარსა ჰგვრიდა. მითრიდატმა დაიმორჩილა ქართველური ტომები - ტიბარენები და ხალიბები, ხოლო შემდეგ თავის სამეფოს შეუერთა კოლხეთიც. მან კოლხეთის მმართველად ჯერ თავისი შვილი დანიშნა. მაგრამ ახალგაზრდა ბატონიშვილმა მოიწადინა კოლხეთის დამოუკიდებელი მეფე გამხდარიყო და ამიტომ მამამ იგი სიკვდილით დასაჯა. შემდეგ მითრიდატი მმართველად და მეფისნაცვლად კოლხეთში ერთ-ერთს თავის მეგობარ დიდებულთაგანს ჰგზავნიდა ხოლმე. კოლხეთიდან იღებდა მითრიდატი უმნიშვნელოვანეს. შემწეობას თავის საზღვაო ძალებისათვის, ხომალდების საშენ ხე-ტყესა და თვით მეზღვაურებსაც. თვითონ კოლხებს მითრიდატის ბატონობა არაფრად მოსწონდათ. 83 წლის მახლობლად, ძვ. წ.,ისინი აჯანყებულან და ომი გაუმართავთ მითრიდატისათვის.

0x01 graphic

კრამიტის სამარხი სამთავროდან.
მცხეთის არქ
. ექსპედიცია.

4.7 § 13. რომის დაპყრობითი ომები აღმოსავლეთში

▲back to top


მაგრამ არც მითრიდატს დასცლია დიდხანს, მას ბოლო რომაელებმა მოუღეს.

მე-3 საუკუნის დამლევიდან, ძვ.წ., რომი იწყებს მსოფლიო პოლიტიკის წარმოებას, ხოლო მე-2 საუკუნის დასაწყისიდან იგი აზიაშიც იჭრება. მე-2 საუკუნის დამლევისათვის რომაელებს უკვე თავისი სამფლობელო ჰქონდათ მცირე აზიაში. რომის მიერ აქ დამყარებული წესები, დიდძალი გადასახადები, მოხელეების ძალმომრეობა სულს ხდიდა რომის ქვეშევრდომებს და წინააღმდეგობის ცეცხლს აღვივებდა მათში. ამ განწყობილებით ისარგებლა მითრიდატ პონტოელმა, რომელსაც არაფრად ეპიტნავებოდა რომის ასეთი გაძლიერება თავის მახლობლად, და რომს ომი აუტეხა. ომი პონტოელებსა და რომს შორის ოც წელზე მეტს გაგრძელდა (88 65 წლები, ძვ. წ.). ამ ომში უპირატესობა ჯერ მითრიდატის მხარეზე იყო და მან დიდად შეავიწროვა რომაელები, რომელნიც შინაური უთანხმოებითა და ბრძოლით იყვნენ დასუსტებულნი. მაგრამ შემდეგ უკვე ომის ბედი რომის მხარეს გადავიდა. რომაელებმა რიგრიგობით დაამარცხეს მითრიდატი და მისი მოკავშირეები.

0x01 graphic

არმაზი, ერისთავთა საგვარეულო სასაფლაო. სამარხები №№ 6 და 7.
მცხეთის არქ.
. ექპეიცია.

პონტოს მეფის მოკავშირეები უკანასკნელ ომში რომაელების წინააღმდეგ იყვნენ არმენიის, ალბანიისა და იბერიის მეფეები.

არმენია ანუ სომხეთი, პირველი საუკუნის პირველ ნახევარში, ძვ. წ., ძლიერისახელმწიფო იყო. იქ მეფობდა ამ დროს ტიგრან მეორე.

ალბაია. ალბანია თანამედროვე საბჭოთა აზერბაიჯანის ძველი სახელწოდებაა. უძველეს ხანაში ალბანიის ტერიტორიაზე ბევრი სხვადასხვა ტომი. ცხოვრობდა, რომელნიც კავკასიურ მოდგმას ეკუთვნოდნენ. იმ ხანაში, რომელზედაც ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ, ეს ტომები გაერთიანდნენ და სამეფო დააარსეს.

ალბანიის სამეფო მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან საუკუნეების მანძილზე, როგორც პოლიტიკურად, ისე კულტურულად. შემდეგში უკვე, ფეოდალურ ხანაში, ძველ ალბანელებს შემოერივნენ. სხვა, უმთავრესად - თურქული, მოდგმის ტომები და ასე წარმოსდგნენ. ქართველების თანამედროვე მეზობლები, აზერბაიჯანელები.

პომპეუსის ლაშქრობა სომხეთსა და ალიაში. 66 წელს, ძვ. წ., რომაელებთან ახალმა სარდალმა, პომპეუსმა, სასტიკად დაამარცხა მითრიდატ პონტოელი. მითრიდატმა თავს გაქცევით უშველა, იგი ჯერ კოლხეთში გადაიხვეწა, სადაც ის ზამთარი ქალაქ დიოსკურიაში გაატარა, ხოლო აქედან ჩრდილოეთისაკენ წავიდა ახალი ჯარის შესაგროვებლად.

0x01 graphic

არმაზი. ქალის სამარხ № 6,
ოქროსა და ვერცხლის ნივთებით, გახსნის შემდეგ.
ცხეთის. არქ. ექსპეიცია.

პომპეუსი ამის შემდეგ მითრიდატის მოკავშირეებს მისდგა. ჯერ სომხეთში შეიჭრა და დაიმორჩილა ტიგრანი. შემდეგ რომაელებმა ალბანიისადა იბერიისაკენ გაილაშქრეს. ალბანელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ ზავი ეთხოვათ რომაელებისათვის.

4.8 § 14. რომაელები საქართველში

▲back to top


ქართლში ამ დროს მეფედ არტაგი იყო. არტაგმა საჭირო წინდახედულება გამოიჩინა: ზავის შესახებ რომაელებთან მოლაპარაკება გამართა, ფარულად-კი სამხედრო სამზადისს აწარმოებდა. რომაელებმა არტაგს ხერხი გაუგეს, დაასწრეს და ქართლში შემოიჭრნენ.

არმაზის ციხე რომაელებმა შედარებით ადვილად ჩაიგდეს ხელში, რადგანაც მოულოდნელად დაესხნენ თავს. არტაგი მტკვრის გაღმა გავიდა და ხიდი დასწვა. შემდეგ არტაგმა კიდევ უფრო შორს გაიწია. რომაელები მას ფეხდაფეხ მისდევდნენ სასტიკი ბრძოლით.

ხალხი სამშობლოს ადვილად არ სთმობდა. ქართველი ჯარი თავგამეტებით განაგრძობდა ომს, თუმცა მეფე მტერთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. ქართველი მეომრები, ვინც წინა ბრძოლებში გადარჩა, გარშემო მდებარე ტყეებში დაიფანტნენ, მაღალ ხეებზე ავიდნენ და იქიდან უშენდნენ რამდენიმე დღე რომაელებს ისრებს. რომაელები იძულებული გახდნენ ტყე გაეჩეხათ. ქართველი მებრძოლები დაიღუპნენ, მტერს-კი არ დანებდნენ.

რომაელებთან ბრძოლებში ქართველებმა ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს: ცხრა ათასი კაცი მარტო მოკლული იყო.

ბოლოს არტაგი შეურიგდა თავის მარცხს და პომპეუსთან ზავი დასდო. არტაგმა რომაელებს მძევლად თავისი შვილები მისცა, პომპეუსს-კი მდიდარი ძღვენი მიართვა: ოქროს ტახტი, ოქროს სარეცელი და ოქროსავე მაგიდა.

ეს ამბავი მოხდა 65 წელს, ძვ. წ.

ქართლიდან პომპეუსი თავისი ჯარით კოლხეთში გადავიდა, მითრიდატის ხელში ჩასაგდებად. კოლხეთში რომაელებს ისეთი ძლიერი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ, როგორც ქართლში, მითრიდატის ბატონობამ, ჩანს, ხალხს თავი მოაბეზრა. პომპეუსმა კოლხეთიც რომაელების მიერ დამორჩილებულ ქვეყნებს მიათვალა.

რომაელებმა კოლხეთში თავისი მმართველი დააყენეს.

0x01 graphic

ბრინჯაოს სურა სოფ. ნიჩბისიდან.
საქ. მუზეუმის ისტორიის განყ.

ახალი ცნობებიაჩენა საქართველოს შესა დასავლეთის მწერლობაში. პომპეუსის ჯარში იყვნენ ისეთი ბერძნებიც, რომელნიც მწერლობას მისდევდნენ. ისინი სწერდნენ პომპეუსის ლაშქრობის ისტორიას და თან იმ ქვეყნებსაც ასწერდნენ ხოლმე, სადაც პომპეუსი გაივლიდა. ამ მწერლებმა საქართველოც ასწერეს.

მათი აღწერილობა, უფრო ძველი ბერძენი მწერლების ცნობებთან ერთად, შეჰკრიბა და გამოაქვეყნა განთქმულმა ბერძენმა გეოგრაფმა სტრაბონმა, რომელიც პირველ საუკუნეში ცხოვრობდა.

პომპეუსის თანამგზავრთა ცნობებიდან ჩვენ ვიტყობთ, თუ როგორი იყო. საქართველოს ვითარება პირველი საუკუნის დამდეგს, ძველი წელთაღრიცხვით.

0x01 graphic

უფლისციხე. კლდეში ნაკვეთი ერთი დარბაზთაგანი.
დიუბას გამოცემით.

4.9 § 15. საქართველოს სამეურნეო მდგომარეობა პირველი საუკუნის დამდეგს, ძვ. წ.

▲back to top


საქართველოს სხვადასხვა კუთხე ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა თავისი მეურნეობით. დიდი იყო განსხვავება მთასა და ბარს შორის. ხალხი და მისი კულტურა ბარში უფრო სწრაფად ვითარდებოდა, ვიდრე მთაში. ბარში მისვლა-მოსვლა უფრო ადვილი იყო კარგი გზების გამო დაბუნებაც უფრო ემორჩილებოდა ადამიანს. რაც უფრო მაღლა მდებარეობდა მთაში ადამიანთა საცხოვრისი, მით უფრო მკაცრი იყო ბუნება და მით უფრო ძნელი იყო ცალკე სოფლების დაკავშირება ერთმანეთთანაც და ბარის დაწინაურებულ თემებთანაც.

მისვლა-მოსვლის საშუალეანი. ბარში ხმელეთის გზებს გარდა მისვლა-მოსვლისათვის მდინარეებსაც იყენებდნენ. ნავებით დადიოდნენ რიონზე, ყვირილაზე შორაპნამდე, მტკვარზე, ალაზანზე. ბლომად და კარგად უშენებიათ ჩვენს წინაპრებს ხიდებიც, რომ მიმოსვლა არ შეფერხებულიყო. მარტო მდ. ფასიდზე შორაპანს ზემოთ, სადაც ნავები ვეღარ დადიოდა, 120 ხიდი ყოფილა. აგებული. ხიდები იყო მტკვარზე, მაგალითად, მცხეთასთან, სადაც მტკვარი საკმაოდ განიერია, და სხვა მდინარეებზედაც. მთიელები-კი ასე ადვილად ვერ მოძრაობდნენ. ვინც ძალიან მაღლა ცხოვრობდა მთაში, როგორც სვანები, ისინი ზამთარში მთლად მოწყვეტილი იყვნენ გარეშე ქვეყანას; ზაფხულობითაც მათ უჭირდათ ხშირად ბარში ჩამოსვლა.

სოფლის ეურნეობა. ამიტომ ვინც ყველაზე მაღლა ცხოვრობდა, ყველაზე ღარიბიც იყო. სვანები და მათი მეზობლები თავს თურმე უფრო ნადირობითა და მესაქონლეობით ირჩენდნენ. უფრო დაბლა, მთის კალთებზე, მოსახლენი უკვე მიწასაც ხნავდნენ და პურს სთესდნენ, მაგრამ უმთავრესად მესაქონლეობას მისდევდნენ და ჯოგებს აშენებდნენ.

სულ სხვა იყო ბარში. აქ მთავარი მნიშვნელობა მიწათმოქმედებას ჰქონდა. კოლხეთი განთქმული იყო თავისი ხილით, სელით, კანაფით, ცვილით (თაფლის სანთელით), ფისით, ხომალდების საშენებელი ხე-ტყით. ასევე იყო ქართლშიაც. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ფეტვი და სხვა პურეული, ძველთაგანვე აშენებდნენ ვაზსა და აყენებდნენ ღვინოს, ბლომად ჰყავდათ შინაური პირუტყვი. იცოდნენ სხვადასხვანაირი ხელოსნობა და საუცხოო ოსტატებიც იყვნენ.

ვარობა. ვაჭრობაც განვითარებული ყოფილა. კავკასიონის ყველაზე მაღალი ადგილების მცხოვრებნიც იძულებულნი იყვნენ ბარში ჩამოსულიყვნენ, მაგალითად, მარილის საყიდლად. თვითონ ბარელები ხომ უფრო მეტს ვაჭრობდნენ. საშინაო ვაჭრობის გარდა, იმდროინდელ. საქართველოს საგარეო ვაჭრობაც შორს ჰქონია გაბმული. ინდოეთიდან, კერძოდ, საქონელი მოჰქონდათ კასპიის ზღვამდე, შემდეგ კასპიის ზღვაზე გამოატარებდნენ და მტკვარზე ნავით ამოიტანდნენ ქართლში. აქედან, სადაც უკვე ნაოსნობა აღარ შეიძლებოდა, ხმელეთის გზით გადაჰქონდათ ყვირილას ხეობაში, შორაპნამდე. შორაპნიდან-კი ისევ ნავებით ჩაჰქონდათ შავ ზღვამდე ქალაქ. ფასიდში, საიდანაც საქონელი უკვე ზღვით იგზავნებოდა დასავლეთისაკენ.

საალაო. ოვრა. სტრაბონი ამბობს იმდროინდელ საქართველოზე: „...ეს მდიდარი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ძალიან ხშირი მოსახლეობა ჰყავდეს. და მართლაც, იბერია მშვენივრადაა დასახლებული მეტწილად ქალაქებითა და დაბებით, ისე რომ აქ გვხვდება კრამიტის სახურავებიც და არქიტექტურული ხელოვნების წესების თანახმად აშენებული ბინები და საბაზრო ადგილები და სხვა საზოგადოებრივი შენობები“.

0x01 graphic

მცხეთა - სამთავრო. სახურავი, კრამიტი.
მცხეთის არქ.
ექსპედიცია.

0x01 graphic

არმაზი. ქალის სამკაული ოქროსი (ყელსაბამი, სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და სხვა) ერისთავთა საგვარეულო სასაფლაოს № 6 სამარხიდან.
მცხეთის არქ. ექდიცი.

ასეთი საზოგადოებრივი შენობების ნაშთები ეხლა აღმოჩენილია არმაზში, დიდი აბანოს, წყალსადენისა და, იქნებ აგრეთვე, ტაძრის ნანგრევები. სამთავროში კიდევ აღმოჩნდა საფლავის ლოდი წარწერით, რომელშიაც მოხსენებულია „მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი აქოლი“. ეს მცხეთის მთავარი არქიტექტორი უნდა ყოფილიყო. აქვე ნაპოვნია დიდი რაოდენობით საამშენებლო მასალა - კრამიტი, აგური.

იმდროინდელი უმთავრესი ქალაქები იყო: ფასიდი, დიოსკურია, პიტიუნტი და შორაპანი -კოლხეთში, მცხეთა-არმაზი - ქართლში.

კულტურა. ქართველი ხალხის ძველი კულტურა ამ დროს ახალს, უფრო მაღალ საფეხურზე იყო ასული. ამის მჭევრმეტყველი მოწმეებია ნივთიერი კულტურის ნაშთები, განსაკუთრებით - არმაზის ერისთავთა სასაფლაოზე, ბორისა და კლდეეთის1 სამარხებში აღმოჩენილი ნივთები, რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვის დამდეგს ეკუთვნის: ძვირფასი თვლებითა და მინანქრით მორთული ოქროს სამკაულები (ბეჭდები, სამაჯურები, საყურეები, ყელსაბამები), იარაღი, ვერცხლის ჭურჭელი, საუცხოო. სარტყლები, ძვირფას ქვებზე ამოჭრილი ადამიანთა პორტრეტები, ოქროსა და ვერცხლის ფულები და ბევრი სხვა ნივთი. ამ საგნების მეტი წილი ადგილობრივ არის დამზადებული, ქართველი ოსტატების მიერ, ეროვნული მხატვრული სტილით. ბევრი ამ ნივთთაგანი მაღალი ხელოვნების ნიმუშია.

_______________

1. ბორი და კლდეეთი შორაპნის მახლობლად მდებარე. სოფლებია.

4.10 § 16. საზოგადოებრივი წყობილება საქართველოში პირველი საუკუნის დამდეგს, ძვ. წ.

▲back to top


როგორიც იყო მეურნეობა და ცხოვრების წესი, საარსებო სახსრის მოპოვების წესი იმდროინდელ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ისეთივე იყო ამ კუთხეში საზოგადოებრივი წყობილება.

პირველყოფილი თემური წყოილეა მთაში. მთიელებს უფრო ჩამორჩენილი საზოგადოებრივი წყობა. ჰქონდათ. მთაში ბუნება ძალიან მკაცრი იყო; მიწის დამუშავება იქ ძნელი ხდებოდა, რაკი შრომის იარაღებიც პრიმიტიული იყო, სიმდიდრის დაგროვებაც იქ ძნელი იყო. საარსებო სახსრის მოსაპოვებლად. ხალხს ერთად უნდა ებრძოლა გარემო ბუნების წინააღმდეგ. ამიტომ ერთი გვარისა და თემის შვილები მეტნაკლებად. თანასწორი იყვნენ, როგორც ქონებრივად, ისე უფლებრივად.

სვანებს თუმცა მთავარი ჰყავდათ, მაგრამ ის თავის ნებაზე ვერ მართავდა ხალხს. ხალხის სათავეში საბჭო იდგა, 300 კაცისაგან შემდგარი. ეს 300 კაცი ცალკე სვანური გვარების თუ თემების წარმომადგენლები იყვნენ. მათ ყველას თანასწორი ხმა ჰქონდათ საბჭოში. ცალკე გამოყოფილი ჯარი სვანებს არ ჰყავდათ, - როცა სვანებს სამხედრო გასაჭირი დაადგებოდა, მთავარი და საბჭო ქუდზე კაცს დაუძახებდნენ. ყველა ხალისით გადიოდა ბრძოლის ველზე, რადგანაც ყველა საერთო სახალხო საქმისათვის იბრძოდა. ხალხი და ჯარი ერთი იყო. იარაღიც თითქმის ყველას ერთნაირი ჰქონდა. ასეთივე წყობა ჰქონდათ იმ დროს სხვა ქართველ ტომებსაც, ვინც სვანებსავით მაღლა მთაში ცხოვრობდა.

0x01 graphic

არმაზი. ოქროს ნივთები (მათ შორის, მარჯვნივ ქვემოთ, უძვირფასესი ყელსაბამი)
ერისთავთა საგვარეულო სასაფლაოს № 7 სამარხიდან.
მცხეთის არქ. ექსპედიცია.

0x01 graphic

რუკა №1
საქართველო
I-VI საუკუნეებში

საზოგადოებრივი წყობილება ბარში. ბარში საზოგადოებრივი თანასწორობა აღარ არსებობდა. აღარ არსებობდა საზოგადო საკუთრებაც, ან რა ტოლები იქნებოდნენ მდიდრები და ღარიბები, თავისუფალი და არათავისუფალი ადამიანები, მონათმფლობელები და მონები. სტრაბონი მოგვითხრობს და სხვა ცნობებითაც ვიცით, რომ იმ დროს ქართლში ხალხი ოთხ წოდებად იყოფოდა.

პირველი წოდებიდან მეფეები გამოდიოდნენ. მეფის ამ საგვარეულოს „სეფე“ ეწოდებოდა, მის წევრებს „სეფე-წულები“, ხოლო მეთაურს - „მეფე“. მეფე იყო სახელმწიფოს მეთაური.

0x01 graphic

ერისთავი ზევახი და მისი მეუღლე კარპაკი,
არმაზის ერისთავთა საგვარეულო სასაფლაოდან.
მცხეთის არქ. ექსპედიცია

მეორე წოდებას ქურუმები შეადგენდნენ, რომლებიც წარმართულ ტაძრებს ემსახურებოდნენ და ამავე დროს მეზობელ ხალხებთან სადავო საქმეებსაც განაგებდნენ. ტაძრებს იმ დროს ქართლში დიდი მამულები და განძები ჰქონდათ. მესხეთში, მაგალითად, იყო ლევკოთეას ტაძარი, ისეთი მდიდარი, რომ მეზობელი ქვეყნების მეფეები მას გასაძარცვად თავს ესხმოდნენ ხოლმე.

მესამე წოდებაში თავისუფალი ხალხი შედიოდა, ისინი მიწასაც ამუშავებდნენ და ომშიაც გადიოდნენ, როცა მეფე დაუძახებდა. ამ წოდებას ძველებურად „ერი“ ერქვა, მაგრამ ეხლა უკვე ამ ერს ის ძალა აღარ ჰქონდა, რაც პირველყოფილ-თემური წყობილების დროს.

0x01 graphic

ასპარუგ ერისთავი.
არმაზის ერისთავთა საგვარეულო სასაფლაოდან.
მცხს არქ. ექსპ.

მეოთხე წოდებაში მდაბიო ხალხი შედიოდა. ისინი სეფე-სახლს ანუ სამეფო საგვარეულოს ემსახურებოდნენ ყმურად. ამ მდაბიო ხალხს მაშინ „გლეხებს“ ეძახდნენ. „გლეხები“ მაშინ მხოლოდ სეფე-სახლს ჰყავდა და ამიტომ ისინი „მესეფე გლეხებად“ იწოდებოდნენ. იმ ბეგარასაც, რომელსაც გლეხები სეფე-სახლს უხდიდნენ, „სეფეობა“ ერქვა. მესეფე გლეხები მიწისმუშა სოფლელები იყვნენ, პირად თავისუფლებას მოკლებულნი.

0x01 graphic

არმაზი. ოქროს ნივთები ასპარუგ ერისთავის სამარხიდან. მარჯვენა კიდის ასწვრივ - საერისთავო სარტყლის ოქროს ბალთები, შუაში - საერისთავო სატევრის ქარქაშის სამკაული ოქროსი.
მცხთის არქ. ექსპედიცი.

ბლომად იყვნენ მაშინ საქართველოში მონებიც, მაგრამ მონებს საზოგადოების წევრებად. არ სთვლიდნენი მონები ჰყაედათ მეფის საგვარეულოს, ქურუმებს, სხვა მდიდარ ხალხსაც. მონებს სხვადასხვა საქმეზემ ამუშავებდნენ, საშენებელ ქვას ათლეინებდნენ, თიხას აზელინებდნენ; მადანს ათხრევინებდნენ. მონებს ხმარობდნენ აგრეთვე როგორც მენიჩბეებს მდინარეებში ნაოსნობის დროს. ვისაც ყველაზე მეტი მონა ჰყავდა, ყველაზე მდიდარიც ის იყო. უდიდესი მონათმფლობელები მეფე და ქურუმები იყვნენ. ქვეყნის ბატონ-პატრონობაც მეფესა და ქურუმებს ეკუთვნოდათ. ამიტომ ვამბობთ, რომ იმდროინდელი ქართლი მონათმფლობელური სახელმწიფო იყო.

ასეთივე იყო საზოგადოებრივი წყობილება კოლხეთის ბარშიაც.

ბარში რომ მონათმფლობელობა იყო გაბატონებული, მთაში, როგორც ვნახეთ, თემურ წყობილებას ჯერ კიდევ ფესვები მაგრად ჰქონდა გადგმული. მაგრამ თემური წყობილების ნაშთები ბარშიაც ხვდებოდა კაცს, მდაბიო ხალხში. ეს არც გასაკვირველია. ძველად განვითარება ნელა ხდებოდა ძალიან, ახალი წესწყობილება და ზნე-ჩვეულება გაჭირვებით იკვლევდა გზას, ძველი ადათი და ჩვეულება-კი მაგრად ებღაუჭებოდა ცხოვრებას.

სახელმწიფო წყოილეა. ძველი საქართველოს სახელმწიფო წყობილებას ჩვენ უფრო კარგად ვიცნობთ ქართლის სამეფოს მაგალითზე. ამ ორი ათასი წლის „წინათ ქართლის სამეფო ძლიერი სახელმწიფო იყო. მთელი ქვეყნის ბატონ-პატრონად მეფე ითვლებოდა. მეფის წოდებულება ასეთი იყო: „ქართველთა მეფე, დიდი მეფე“. მეფეს ბევრი მოხელე ჰყავდა, რომელთა საშუალებითაც იგი ქვეყანას მართავდა. „ქართველთა მეფის“ უფროსი მოხელეები იყვნენ დიდი და მცირე ერისთავები, ეზოს-მოძღვარი და სხვები.

ასეთივე მონათმფლობელური სახელმწიფო იყო აგრეთვე კოლხეთიც.

4.11 § 17. ქართლისა და რომის ურთიერთობა პირველ საუკუნეში

▲back to top


ართლის სამეფოს ვალდეულეა რომის წინაშე. კოლხეთში რომაელებმა, როგორც ვიცით, თავისი მმართველი დააყენეს. ქართლში-კი რომაელებს მეფისათვის ხელი არ უხლიათ, ქართლს მათ რომის „მეგობრობა“ დააკისრეს. შემდეგშიაც რომაელები იბერებს კეისრისა და რომის „მეგობრებად“ აცხადებდნენ, მაგრამ ქართლისათვის ეს „მეგობრობა“ არც სასურველი ყოფილა და არც სასიამოვნო. რომაელები იძულებული ყოფილან დროდადრო ახალ-ახალი ჯარები გამოეგზავნათ ქართლში და შერყეული „მეგობრობა“ აღედგინათ.

რას მოითხოვდნენრომაელები ქართლისაგან? - თითქმის მხოლოდ სამხედრო დახმარებას. რომაელებს ამ დროს ხშირი ომები ჰქონდათ აღმოსავლეთში და მამაცი კავკასიელი ხალხების ჯარი მათთვის ძალიან . გამოსადეგი იყო. განსაკუთრებით-კი რომაელებს ჰსურდათ ადგილობრივი ხალხების საშუალებით გაემაგრებინათ კავკასიონის გასასვლელები, სადაც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გზები გადმოდიოდა. ასეთს გასასვლელებს ძველად ყველა ენაზე „კარებს“ ეძახდნენ. ჩვენი წინაპრებიც მათ „კარებს“ უწოდებდნენ.

საართველოს საუღელტეხილო. გზეი. კავკასიონის ყველაზე მოხერხებული საუღელტეხილო გზები საქართველოს ტერიტორიაზე მოდიოდა. ასეთი იყო ქლუხორის გზა აფხაზეთში, მამისონისა - რაჭაში, დარიალისა - ქართლში და სხვები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მათ შორის დარიალას. დარიალანი სპარსული სახელია და „ალანების კარს“ ნიშნავს. ძველ-ქართულად მას „არაგვის კარი“ ანუ „ოვსთა კარი“ ერქვა, ბერძენ-რომაელები კიდევ „კასპიის“ ანუ „კავკასიის“ კარებს ეძახდნენ. დარიალის გზა მდინარე არაგვს მიჰყვებოდა მისი სათავეებისაკენ და შემდეგ მდინარე თერგის ხეობაში გადადიოდა. მდ. თერგის ხეობა, საქართველოს რესპუბლიკის დღევანდელ საზღვართან, რომელიც კავკასიონის დიდი ქედის გადაღმა გადის, მეტად ვიწროა და ამიტომ ადვილად ჩასაკეტი. სწორედამ ვიწრო, ღრმა ხეობას ეწოდება დარიალა. როცა რომაელები პირველად მოვიდნენ საქართველოში, მათ უკვე დარიალა იბერიის სამეფოს ხელში დახვდათ. ქართველებს ეს ხეობა მიუდგომელი კედლით ჰქონდათ გამაგრებული. თუ რა მიზანი ჰქონდა ამ სიმაგრეს, გვიამბობს ერთი იმდროინდელი რომაელი მწერალი: „კავკასიის კარები უზარმაზარი ქმნილებაა ბუნებისა, მთების უეცარი გაპობის შედეგი. თვით გასასვლელი მოზღუდულია რკინით შემოჭედილი დირეებით... მდინარის გამოღმა აგებულია კუმანიად წოდებული სიმაგრე, აშენებული იმ მიზნით, რათა დააბრკოლონ მრავალრიცხოვანი ტომების გადმოსვლა“.

ჩრდელოეთ კავასიის ეჯგე ტმეი. ჩრდილოეთ კავკასიის მინდვრებში და მეზობელ მხარეებში, სადაც კარგი საზაფხულო და საზამთრო საძოვრები იყო, ძველთაგანვე მართლაც მრავალრიცხოვან ტომებს (სარმატებს, ალანებს, ჰუნებს და სხვებს) უცხოვრია. ეს იყვნენ მეჯოგე ტომები, რომელნიც გადადიოდნენ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში თავისი ჯოგებისათვის საკვების საძებრად.

მესაქონლეობის გარდა ეს ტომები მძარცველობასაც ხელს არ აკლებდნენ, როცა საამისო პირობა ჰქონდათ. თუ კავკასიონის კარები ღია ხვდებოდათ, ეს ტომები თავს ესხმოდნენ სამხრეთის კულტურულ. ქვეყნებს საშოვარისათვის. ვისაც თავისი კარები მაგრად დაკეტილი ჰქონდა, ხოლო განძი და ფული საკმაოდ ებადა, იმას შეეძლო ჩრდილოეთის ეს მოხეტიალე ტომები დაექირავებინა და თავისი მტრებისათვის მიესია. ეს მეჯოგეები, რომელნიც კარგი ცხენოსნები და გულადი მეომრები იყვნენ, ქირის გულისათვის ხალისით მიდიოდნენ ომში ყველა მხარეს.

ამიტომ იყო საჭირო კავკასიონის კარების გამაგრება, საქართველოში-კი - განსაკუთრებით დარიალისა.

რომაელეის ისები ვკასიაშ. ვისაც ეს გზები ხელში ეჭირა, იმას მათი სავაჭროდ გამოყენებაც შეეძლო. უძველესი დროიდანვე სამხრეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნებს შორის აღებ-მიცემობა არსებობდა, რომელსაც კარგი სარგებელი მოჰქონდა.

რომაელებს ბევრი სხვადასხვა საქონელი ჰქონდათ სასყიდი და გასასყიდი, მაგრამ ყველაფერზე მეტად მათ მონები აინტერესებდათ, იმიტომრომ რომი მონათმფლობელური ქვეყანა იყო. რომაელებისათვის საჭირო იყო მონების ან იაფად ყიდვა, ან მუქთად შეძენა ტყვეების სახით. კავკასიაში-კი, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში, ბევრი ტყვე და მონა იშოვებოდა. აქაური ტომები ერთმანეთს თავს ესხმოდნენ, დიდძალ ხალხს ატყვევებდნენ და შემდეგ ამ ტყვეებს ჰყიდდნენ ან სცვლიდნენ მათთვის საჭირო საგნებში. ტყვის მოსატაცებლად ჩრდილოეთ კავკასიაში სამხრეთიდან, კერძოდ - საქართველოდანაც, გადადიოდნენ.

აი, რა აინტერესებდათ რომაელებს საქართველოსა და კავკასიაში. ქართლის მეფეს რომაელებმა ამიტომ დააკისრეს დარიალისა და სხვა საუღელტეხილო გზების გამაგრება და დაცვა. გარდა ამისა რომაელებს აინტერესებდათ ის დიდი სავაჭრო გზაც, რომელიც ძველთაგანვე რიონისა და მტკვრის ხეობით საქართველოზე გადიოდა და დასავლეთის ქვეყნებს აკავშირებდა აღმოსავლეთთან.

0x01 graphic

მცხეთა - სამთავრო. შუშის სურა კრამიტის სამარხიდან.
მცხეთის არქ. ექსპედიცია.

საქართველოს შემომტკიცება რომაელებს იმისთვისაც სჭიროდათ, რათა სომხეთში თავი უშიშრად ეგრძნოთ. სომხეთის გამო ისინი განუწყვეტელ ბრძოლას აწარმოებდნენ პართელებთან.

4.12 § 18. ბრძოლა რომაელების წინააღმდეგ კოლხეთში

▲back to top


როაელთა ძალადოა კოლეთში. იქ, სადაც რომაელებს ხელი კარგად მიუწვდებოდათ, ისინი არავის ინდობდნენ. მისაწვდომი იყო მათთვის ზღვის პირად მდებარე კოლხეთიც, რომელსაც ისინი ხომალდებით ადვილად უკავშირდებოდნენ, ამიტომ ძალადობას და შევიწროებას რომაელებისაგან ხალხი დასავლეთ საქართველოში უფრო განიცდიდა. რომაელი მოხელეები საშუალებას არ ზოგავდნენ, რომ დამორჩილებული ქვეყნების მოსახლეობისგან რაც შეიძლება მეტი ქონება დაეცინცლათ. ცხოვრება გამწარებული ჰქონდა ხალხს ტყვის მტაცებელთაგან, რომელთაც მონათმფლობელი რომაელები მფარველობდნენ. ასეთი მეკობრეები თავის ნავებით დღე და ღამე დაძრწოდნენ სანაპიროზე, მოხერხებულ დროს ხალხს თავს ესხმოდნენ და ადამიანებს ტყვედ იტაცებდნენ. შემდეგ ნათესავებს შეუთვლიდნენ, თქვენი კაცი დაიხსენითო. მაგრამ ყველა ვერ ახერხებდა თავის ტყვედ წაყვანილი ნათესავის გამოხსნას, რადგანაც ყაჩაღები დიდ საფასურს მოითხოვდნენ. ზოგი იმის გაგებასაც ვერ ახერხებდა, თუ სად იყო მათი ტყვე გადაკარგული. თავდაუხსნელი ტყვეებიამ მეკობრეებს მახლობელ რომაულ ქალაქებში მიჰყავდათ და იქ ჰყიდდნენ რომაელებზე.

ეტის აჯაყეა. ხალხი არასოდეს არ შერიგებია ამ მტარვალებს და მხნედ იცავდა თავს. მოძალადეებს ხალხი იარაღით უმასპინძლდებოდა. განსაკუთრებით დიდი აჯანყება რომაელების წინააღმდეგ მოხდა იმპერატორ ვესპასიანეს (69 წ. 79 წ. ახ. წ.) მეფობაში. ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა, სახელად ანიკეტმა, შეაკავშირა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ძველ კოლხეთში, მცხოვრები ტომები. ანიკეტი ყოფილი მონა იყო და მან მონაც ბევრი გადაიყვანა თავის მხარეზე. მონები პირად თავისუფლებას ეძებდნენ, ტომები-კი სახალხო დამოუკიდებლობას. ანიკეტმა აიღო ქალაქი ტრაპიზონი და იქ მდგომი რომაული რაზმი ამოჟლიტა. ერთ ხანს მთელი ძველი კოლხეთის ტერიტორია აჯანყებულთახელში იყო. მაგრამ იმპერატორმა ახალი ჯარები გამოგზავნა და რომაელებმა ბოლოს და ბოლოს დაამარცხეს აჯანყებულები. ანიკეტმა და მისმა მიმდევრებმა თავი შეაფარეს დღევანდელ სამეგრელოში, სადაც მათ მოკავშირედ ჰყავდათ ადგილობრივი მეფე. ეს მეფე ჯერ ეხმარებოდა ანიკეტს, მაგრამ შემდეგ, რომაელების შიშით და თავისი პირადი ინტერესის გულისათვის, მან უღალატა ანიკეტს და გასცა იგი.

მიუხედავად ანიკეტის დაღუპვისა, კოლხეთის ხალხი შემდეგშიაც მედგრად განაგრძობდა ბრძოლას და თანდათან აფართოებდა თავის დამოუკიდებლობას.

4.13 § 19. ქართლის (იბერიის) სამეფოს გაძლიერება პირველსა და მეორე საუკუნეებში, ახ. წ.

▲back to top


ართლის მეფეეის პოლიტია. აღმოსავლეთ საქართველოს მდგომარეობა ამ დროს სხვაგვარი იყო. ქართლი თავისთავადაც ძლიერი სამეფო იყო და რომიდანაც ძალიან დაშორებული. ამიტომ აქ რომაელებს ისეთი დიდი გასაქანი არ ჰქონდათ და მათი მოთხოვნილებაც მცირე იყო - ოღონდ ქართლს სამხედრო კავშირზე უარი არ ეთქვა. განსაკუთრებით სჭიროდათ ქართველების დახმარება რომაელებს პართელების წინააღმდეგ.

ამიტომ იყო, რომ რომაელები შემდეგშიაც სულ იბერიასთან „მეგობრობაზე“ ლაპარაკობდნენ. ქართლის მეფეებს კარგად ჰქონდათ შეგნებული რომაელების მდგომარეობა აღმოსავლეთში. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ქართლის მეფეები ისეთ მოხერხებულ პოლიტიკას აწარმოებდნენ, რომ ამ „მეგობრობიდან“ თვითონ უფრო მეტ სარგებლობას ღებულობდნენ. ამ ხანებში ქართლის სამეფო კიდევ უფრო გაძლიერდა და გაიზარდა.

ეფე ფარსმან პირველი. 35 წელს სომხეთს პართელები შეესივნენ და დაიპყრეს. რომაელებს ძალა არ ეყოთ მარტო გამკლავებოდნენ პართელებს. ამიტომ იმპერატორმა გადასწყვიტა, სომხეთის საქმეებისათვის ქართველების საშუალებით მოევლო. მაშინ ქართლში ფარსმანი მეფობდა. იმპერატორმა ფარსმანს სომხეთი შესთავაზა - მეც დაგეხმარებით და პართელებს თუ გააძევებთ, სომხეთის მეფედ შენი ძმა მითრიდატი დასვიო. მართლაც, ქართველები შეესივნენ სომხეთს დიდი ჯარებით და სომხეთის დედაქალაქი დაიჭირეს. პართელების მეფემ მაშინ სომხეთში თავისი შვილი გამოგზავნა ახალი ლაშქრით, და გარდა ამისა კაცები აფრინა დაქირავებული ჯარის შესაკრებად. მაგრამ ქართლის მეფემ ფარსმანმა დაასწრო: დარიალის კარი გააღო და ჩრდილოეთიდან სარმატების ჯარი გადმოიყვანა, თანაც ალბანელები მოიშველია. შემდეგ ფარსმანმა მტერს აღარ დააცალა და თვითონ დაესხა თავს პართელებს. პართელების ძალა იყო ცხენოსანი ჯარი, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო განთქმული. ქართველებს-კი ცხენოსნებიც ჰყავდათ და ქვეითი ჯარითაც ძლიერნი იყვნენ. რომაელები ამბობდნენ, იბერები და ალბანელები მთის ხალხებია და უფრო შეჩვეული არიან მკაცრ ცხოვრებასა და ამტანობასო. ასეთს მთიელ ვაჟკაცს აქებს ხალხური ლექსი:

მთაში გაზრდილო ვაჟკაცო,
ხმალს როდი მოგიშივდება,
ომში შეხვალ და გამოხვალ,
გული არ შეგიშინდება!

ასე ამხნევებდა ფარსმან მეფეც თავის მეომრებს ამ დიდი ომის წინ (პართელები ხომ ძალიან საშიშარნი იყვნენ, მათი სახელმწიფო იმ დროს ერთი უძლიერესთაგანი იყო მთელ მსოფლიოში): რაც უფრო-მეტს მოვინდომებთ, მით უფრო დიდ სახელს მოვიხვეჭთ, და თუ მტერს ზურგს ვუჩვენებთ, თავსაც შევირცხვენთ და ხიფათსაც გავიმრავლებთო. დახეთ ჩვენების მრისხანე წყობას და პართელების ოქროთი მოკაზმულ ურდოს: აქ ვაჟკაცები არიან და იქ-კი - საშოვარიო!

საშინელ ომში, როცა ქართველები და ალბანელები უკვე სჯობნიდნენ პართელებს, ფარსმანმა პართელების მეფის შვილს ხმლით მუზარადი გაუპოდა მძიმედ დასჭრა. ამ ამბავმა საბოლოოდ გასტეხა მტერი. პართელები გაიქცნენ. ბრძოლის ველი ქართველებს დარჩა. პართელების მეფემ ეხლა მთელი თავისი ჯარით გამოილაშქრა, მაგრამ ქართველები აქაურ ადგილებს უფრო კარგად იცნობდნენ და მაინც სჯობნიდნენ. ბოლოს და ბოლოს, პართელებმა სომხეთი ქართველებს დაანებეს. სომხეთის სამეფო ტახტზე ფარსმანმა თავისი ძმა მითრიდატი დასვა.

მითრიდატმა თითქმის თხუთმეტი წელი იმეფა სომხეთში, მაგრამ 51 წელს დაიღუპა თავისივე ძმის ვერაგობის გამო. ფარსმანს შვილი ჰყავდა, სახელად რადამისტი, ტანადი, არაჩვეულებრივი ღონის მქონე და ძალიან სახელგანთქმული მეზობლებში. რადამისტი თურმე ხშირად ამბობდა, მამაჩემი დაბერდა და ქართლის განდიდებას ხელს ვერ უმართავსო. ფარსმანი შეშინდა, შვილმა ტახტი არ წამართვასო, და რადამისტს ჩააგონა, წადი სომხეთში, ბიძაშენი ტახტიდან ჩამოაგდე და თვითონ გამეფდიო. მართლაც რადამისტმა ფარულად სომეხი დიდებულები თავის მხარეს გადმოიბირა და შემდეგ მამა-შვილმა მითრიდატს ომი აუტეხეს. ბოლოს, მითრიდატიც მოჰკლეს. სომხეთში რადამისტი გამეფდა.

ასეთი მდგომარეობა არც პართელებს მოსწონდათ და არც რომაელებს.თვითონ რადამისტიც სასტიკი მმართველი გამოდგა. სომხებმა მოთმინება დაჰკარგეს და რადამისტი თავისი ქვეყნიდან გააძევეს.

ფარსმან, ქართლის მეფე, განაგრძობდა ბრძოლას სომხების წინააღმდეგ. 58 წელს მან სომხეთს მესხები შეუსია.

შემდეგ ფარსმანმა რომაელებს დიდი დახმარება გაუწია აღმოსავლეთში. სანაცვლოდ, რომაელებმა სომხეთს რამდენიმე ოლქი ჩამოაჭრეს და ფარსმანს მისცეს.

ართლი მითრიდატ ფარსმაის ძის ეფოაში. პირველი საუკუნის მეორე ნახევარშიაც, როცა ქართლში ფარსმან პირველის შვილი მითრიდატი მეფობდა, რომაელები კვლავინდებურად ცდილობდნენ ქართლის მეფისა და ხალხის გულის მონადირებას. 75 წელს იმპერატორ ვესპასიანეს არმაზის გალავანი გაუმაგრებია და წარწერაც ამოუჭრევინებია. ეს წარწერა ჩვენ დრომდე არის შენახული. მასში ნათქვამია, რომ იმპერატორმა და რომის მთავრობამ „ფარსმან მეფის ძეს, იბერთა მეფეს მითრიდატს... კეისრისა და რომაელების მეგობარს, და ხალხს ეს ციხეგაუმაგრეს“-ო.

ქართლი მეორე საუკუნის პირველ ნახევარში. ფარსმან მეორე. მე-2 საუკუნეში ქართლი კიდევ უფრო ძლიერი სამეფო იყო და ქართლის მეფეებს თავი უფრო დამოუკიდებლად ეჭირათ. რომაელები ეხლაც მხოლოდ იმას ცდილობდნენ, რომ ეს სამეფო მათ მოკავშირედ ჰყოლოდათ. ტრაიანე კეისარს (98 წ.-117 წ.) განუახლებია ხელშეკრულებანი იბერებთან და კოლხებთან. განსაკუთრებით მეგობრული განწყობილება ჰქონია ტრაიანეს ქართლის მეფესთან და უხვ საჩუქრებს უგზავნიდა თურმე მას. ადრიანე კეისარიც (117 წ.-138 წ.) ასევე იქცეოდა: რომაელი ისტორიკოსები გვიამბობენ, რომ ადრიანეს „უდიდესი მეგობრობა ჰქონდა იბერებსა და ალბანელებთან... იგი იძულებული იყო სიუხვითა და საჩუქრებით მოელბო მათი მეფეების გული, როცა მათ ზიზღით უარი სთქვეს მასთან მისვლაზე“-ო.

0x01 graphic

არმაზი. ვერცხლის აზარფეშა ერისთავთა საგვარეულო სასაფლაოდან.
მცხთის არქ. ექსპედიცია.

მაინც არც ერთ მეფეს არ უგზავნიდა ადრიანე თურმე იმდენ საჩუქრებს, რამდენსაც ქართლის მეფეს, ფარსმან მეორეს. როცა, კეისრის მიწვევით, მეფე ფარსმანი რომში ჩასულა თავისი ცოლ-შვილითა და დიდი ამალით, ფარსმანს იმპერატორისათვის ძვირფასი ძღვენი ჩაუტანია, სხვათა შორის ოქროთი შემკული წამოსასხმებიც. სამაგიეროდ, მას კეისრისაგან კიდევ უფრო მდიდარი საჩუქრები მიუღია, მათ შორის - სპილო და 500 მეომარი. გარდა ამისა, კეისარმა ახალი მიწა-წყალი აჩუქა ფარსმანს და ნება მისცა მას რომის ტაძარ კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, რაც უცხოელის დიდ პატივისცემად ითვლებოდა. ფარსმან მეფემ, მისმა შვილმა და სხვა წარჩინებულმა ქართველებმა უჩვენეს რომაელებს ეროვნული სამხედრო ვარჯიშობა ცხენზე მძიმე აბჯარში, რითაც მასპინძლებს ძალიან თავი მოაწონეს. იმპერატორის ბრძანებით, ცხენზე მჯდომარე ქართველი მეფის ქანდაკება გააკეთეს და მარსის მოედანზე დადგეს რომში.

ფარსმანმეფეს მეგობრობა ჰქონია აგრეთვე ადრიანეს მემკვიდრესთანაც და მასაც სწვევია სტუმრად რომში.

4.14 § 20. კოლხეთი მეორე საუკუწეში, ახ. წ.

▲back to top


კოლხეთის ხალხის შეუნელებელმა ბრძოლამ რომაელების წინააღმდეგის ნაყოფი მოიტანა, რომ ძველი კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე, პირველი საუკუნის დამლევისათვის, რამდენიმე უფრო წვრილი სამთავრო წარმოიშვა. ძველი კოლხეთის სახელმწიფო სუსტდებოდა მონათმფლობელური წყობილების დაცემასთან ერთად. ბოლო მას პონტოელებმა და რომაელებმა მოუღეს. ახალი სახელმწიფოს მშენებლობა კოლხეთის ტომებმა უკვე ახალ წესზე დაიწყეს.

0x01 graphic

არმაზი, ვერცხლის ლანგარი საერისთავო სასაფლაოს მე-2 სამარხიდან.
მცხეთის არქ
. ექსპეიცია

მეორე საუკუნის დამდეგს კოლხეთში ასეთი მდგომარეობა ყოფილა. ტრაპიზონის ოლქის მცხოვრებლებს ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონიათ ძველი სახელი, კოლხები. მათი უფრო შორეული მეზობლები-კი უკვე სხვა სახელებს ატარებდნენ. მათი მეზობელი სანები ანუ ჭანები მეომარი ხალხი იყო. სანებს წინათ ხარკი ედოთ რომის სასარგებლოდ, მაგრამ ეხლა უკვე ამ მოვალეობას აბუჩად იგდებდნენ. სანებს მთავრები არ ჰყავდათ, მათ თემური წყობილება ჰქონდათ.

სანების მეზობლად, აღმოსავლეთისაკენ, ერთ სამთავროს შეადგენდა ორი ტომი - მაკრონები და ჰენიოხები. ამათი მეზობლები იყვნენ, აღმოსავლეთისაკენ, ზიდრიტები, რომელთაც თავისი მთავარი ჰყავდათ, ეს ხუთი ტომი, საკუთრივ კოლხები, სანები ანუ ჭანები, მაკრონები, ჰენიოხები და ზიდრიტები სამხრეთ კოლხეთში ცხოვრობდნენ, მდ. ჭოროხის სამხრეთით.

ჩრდილოეთ კოლხეთში-კი ამ დროს მოსახლეობდნენ ზანები ანუ ლაზები, რიონისა და ენგურის ხეობაში, აფშილები, ლაზების ჩრდილოეთით, და შემდეგ, კიდევ უფრო ჩრდილოეთით, აბასგები და სანიგები. ამათ ყველას თავ-თავისი მთავრები ჰყავდათ, რომელთაც კეისრისაგან ჰქონდათ ძალა-უფლება დამტკიცებული. როცა რომაელები1 ამ მთავრების არსებობას ურიგდებოდნენ, ეს იყო დათმობა მათი მხრივ კოლხეთის ხალხის მიმართ. ზღვისპირა ქალაქებში, მაგ., ტრაპიზონში, ფასიდში და სევასტოპოლისში რომაელებს თავისი ციხის ჯარი ჰყავდათ ჩაყენებული. სევასტოპოლისი ამ დროს ძველ დიოსკურიას ეწოდებოდა. ეს გამაგრებული ქალაქები იყო რომაელების მთავარი იმედი, კოლხეთის შუაგულ ადგილებში-კი რომაელებს აღარავინ ეპუებოდა.

4.15 § 21. ახალი სპარსული სამეფოს წარმოშობა. ბრძოლა რომაელებსა და სპარსელებს შორის

▲back to top


224-226 წელს პართიაში დიდი ცვლილებები მოხდა. ძველი არშაკიდების დინასტია დაემხო და მისი ადგილი ახალმა, სპარსულმა საგვარეულომ, სასანიდებმა, დაიჭირა. სასანიდებმა აღადგინეს ძველი სპარსული სარწმუნოება, მაზდეიანობა, და ყოველნაირად ცდილობდნენ ამ სარწმუნოების გავრცელებას. სასანიანთა სამეფო უფრო ძლიერი იყო, ვიდრე პართია, და ამიტომ უფრო საშიშარი მეტოქეც გამოდგა რომისათვის.

ბრძოლა რომსა და სპარსეთს შორის ეხლა უფრო სასტიკი გახდა. ეს ორი დიდი სახელმწიფო ერთმანეთს ამიერ-კავკასიისათვისაც ეომებოდა. ამიერ-კავკასიის ქვეყნებიდან ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად სომხეთი იჩაგრებოდა, სომხეთი უფრო მისაწვდომი იყო მტრებისათვის. ყველაზე უფრო დაცული იყო ქართლი. სანამ რომაელები და სპარსელები ერთმანეთს ასუსტებდნენ გაუთავებელი ომიანობით, ქართლი მშვიდობიანად ვითარდებოდა და იზრდებოდა. ამრიგად, თუმცა 298 წელს ქალაქ ნიზიბინში რომი და სპარსეთი შეთანხმდნენ, - ქართლის მეფემ სამეფო ნიშნები რომაელებისაგან მიიღოსო, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავდა, რომ ამ დროს ქართლის მეფეები რომის იმპერატორების ვასალებად იყვნენ უკვე გადაქცეულნი. საამისო ძალა რომაელებს აღმოსავლეთში არ გააჩნდათ. ამიტომ ნიზიბინის შეთანხმება მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ ქართლი ძველებურად „კავშირში“ იმყოფებოდა რომთან.

5 თავი III - ადრინდელ-ფეოდალური ურთიერთობა საქართველოში

▲back to top


5.1 § 22. ფეოდალური წყობილების წარმოშობა

▲back to top


საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებშიაც, მონათმფლობელობა ფეოდალიზმით, შეიცვალა. ფეოდალური წყობილება ხელს უწყობდა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, და ამიტომ სჯობნიდა იგი მონათმფლობელობას. მაგრამ ეს ცვლილება ერთბაშად კი არ მომხდარა, არამედ ნელინელ.

ცვლელეი წარმოის წესში. რკინის დამუშავება, რომელიც დიდი ხნით ადრე შემოვიდა ქართველ ტომებში, თანდათან გაუმჯობესდა. ეხლა რკინისაგან აკეთებდნენ უფრო რთულს სასოფლო-სამეურნეო და საომარ იარაღს. გაუმჯობესდა და გავრცელდა რკინის სახნისი, რასაც თან მოჰყვა მიწათმოქმედების შემდგომი განვითარება. ეხლა უფრო მეტი პურეული მოჰყავდათ. განვითარდა მებოსტნეობა და მებაღეობაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში მევენახეობის შემდგომ განვითარებას.

0x01 graphic

ვაზის გაშენება და ღვინის დაყენება უძველესი დროიდან იცოდნენ ქართველებმა. საქართველო მევენახეობის განვითარების ერთ-ერთ მთავარ კერად არის მიჩნეული. აქ ცნობილია სამასამდე ადგილობრივი ვაზის ჯიში, რომელთაგანაც უმრავლესობა საღვინე ჯიშებია, ბევრი - საჭმელი ყურძნისა, ზოგიც საჩამიჩე, სამურაბე და საწნილე. ჯიშები კარგად არის შერჩეული და საგანგებოდ შეგუებული ამა თუ იმ რაიონის ჰავასა და ნიადაგთან. ასეთებია: კახეთში რქაწითელი და საფერავი, ქართლში - ჩინური, იმერეთში - ცოლიკაური და ციცქა, გურიასა და ქვემო იმერეთში - ჩხავერი, სამეგრელოში - „ზარდაგის“ ვაზი, და სხვა. ზოგიერთი ქართული ვაზის ჯიში იმდენად სახელმოხვეჭილია, რომ საქართველოს გარეთაც გავრცელდა. ასეთია, მაგალითად, საფერავი, რომელსაც ევროპელი მეცნიერებიც საუკეთესო ჯიშად სთვლიან წითელი ღვინის დასაყენებლად.

ჯერ ელინისტურ ხანაში, ხოლო შემდეგ მომდევნო საუკუნეებში, როცა ვაჭრობა ჩვენში სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა და ღვინოსაც უფრო მეტი მყიდველი გაუჩნდა, მევენახეობა-მეღვინეობის საქმეც დეწინაურდა და გაუმჯობესდა. ეხლა ცდილობდნენ ღვინო მეტი დაემზადებინათ გასაყიდად.

ასეთ პირობებში, ვისაც დამატებითი მუშახელი სჭიროდა თავის მეურნეობაში, ის ამჩნევდა, რომ მონა უკვე აღარ იყო გამოსადეგი. მონა ძალიან უგულოდ ეკიდებოდა თავის საქმეს, არ იყო დაინტერესებული მეტი გაეკეთებინა, რადგანაც მას, სულ ერთია, თავის ნაშრომ-ნაამაგარიდან არაფერი ხვდებოდა. მონა ამტვრევდა და აფუჭებდა შრომის იარაღს. საჭირო იყო ისეთი მუშა, რომელიც უფრო გულით მოეკიდებოდა შრომას, უფრო ნაყოფიერად იმუშავებდა და საკუთარ თაოსნობასაც გამოიჩენდა. მონასთან შედარებით ასეთი მუშა იყო ყმა. ასეთი ყმები, „გლეხები“, ყველაზე ადრე, როგორც ვიცით, მეფის გვარმა გაიჩინა. ყმას საკუთარი კარ-მიდამო, საკუთარი სახვნელი, თოხი, ბარი და სხვა იარაღი ჰქონდა, ჰყავდა საკუთარი საქონელი. მართალია, ისიც დამოკიდებული იყო ბატონზე, მაგრამ მაინც უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე მონა. თუ ყმა ბატონის მიწაზე მოსავალს მოიწევდა, ამ მოსავალს ბატონი მას მთლად კი არ ართმევდა, არამედ ნაწილს მასვე უტოვებდა.

ცვლლეი საზოგადოეივ ურთიერთოაში. როცა მეურნეობა ამგვარად იცვლებოდა, თანდათან იცვლებოდა თვითონ საზოგადოებაც. ქართლში, როგორც ვიცით, ძველად მონათმფლობელები, ქურუმები და მეფის გვარი ბატონობდნენ. სხვა თავისუფალი ხალხი, „ერი“, მიწის დამუშავებას მისდევდა და ომში გამოდიოდა, როცა მეფე მოითხოვდა. ძველად ერისშვილები მეტნაკლებად თანასწორი იყვნენ ქონებრივადაც და უფლებრივადაც. მაგრამ თანდათანობით მდგომარეობა შეიცვალა. ერის ზოგი ოჯახი გამდიდრდა. ასეთ ოჯახებს უფრო მეტი და კარგი მიწები ეჭირათ და უფრო ვრცელი მეურნეობა ჰქონდათ. დიდ მეურნეობაში მეტი მუშახელი იყო საჭირო. ამიტომ ასეთ მეურნეობაში მისი პატრონი თავდაპირველად მონებს ამუშავებდა, შემდეგ-კი თანდათანობით ყმების შრომის გამოყენებაზე გადავიდა. შეიძლებოდა მონაც გადაქცეულიყო ყმად, მონათმფლობელის ნებით: აი, თქვენ ეს მიწის ნაჭრები, შეიძლება - აქ ქოხები აიშენოთ და ცოლ-შვილიც გაიჩინოთ, ეს მიწა მოხნათ და დათესოთ, რასაც მოიწევთ, ერთი წილი თქვენ და დანარჩენი მეო. მონისათვის ასეთი ყოფა უფრო სარფიანი იყო და ის ეხლა უფრო ხალისით მუშაობდა. შეიძლებოდა ტყვეკაციც დაესვათ მიწაზე და ყმად ექციათ. ბოლოს, ერისშვილებიც, წინათ რომ თავისუფალი იყვნენ, შეიძლებოდა ყმა გამხდარიყვნენ, გაღარიბების, ვალში ჩავარდნის, უსახსრობისა და მიმძლავრების წყალობით.

იარაღის გაწითარეა. მდიდარ ხალხს ის უპირატესობაცა ჰქონდა, რომ საუკეთესო იარაღის შეძენა შეეძლო. მას შემდეგ, რაც ლითონი შემოვიდა, იარაღი ძვირი გახდა. რაც უფრო გულდაგულ და კარგად იყო, მაგალითად, რკინის იარაღი გაკეთებული, ვთქვათ - სახნისი, ის მით უფრო ძვირი იყო. ცხადია, ღარიბებს ასეთ იარაღზე ხელი. არ მიუწვდებოდათ, მდიდრები-კი მათ იძენდნენ და თავის მეურნეობას ამით კიდევ უფრო აძლიერებდნენ.

თანდათან გაძვირდა საომარი იარაღიც. როცა კაჟისწვერიან ისარსა და შუბს ხმარობდნენ, მაშინ ყველას ერთნაირი იარაღი ჰქონდა. ეხლა-კი იარაღს უკვე მთლიანად ლითონისაგან აკეთებდნენ, განსაკუთრებით - რკინისაგან. გარდა ამისა, შემოიღეს ლითონის საბურავი და ჩასაცმელი - მუზარადი, ჯაჭვის ან ლითონის ფირფიტების პერანგი, სამხრეები და საბარკულები. ლითონის სამოსი კარგად იცავდა ადამიანს მტრის ხმლისა და ისრისაგან. მაგრამ ასეთი ლითონის აბჯარი - იარაღი და სამოსი - ძალიან ძვირი იყო, მისი ყიდვა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. ვინც განსაკუთრებით მდიდარი იყო, ის თავის ცხენსაც ჯავშანს აცმევდა. შეჯავშნული მხედარი შეჯავშნულ ცხენზე ბევრად სჯობნიდა ძველებური მშვილდისრით შეიარაღებულ მეომარს. რაკი მდიდრებმა ასეთი იარაღი ხელში ჩაიგდეს, ისინი კიდევ უფრო გაძლიერდნენ. საზოგადოებაში ისინი ეხლა განსაკუთრებულ ადგილს იჩემებდნენ, მეტ უფლებას მოითხოვდნენ. მათი ღარიბი და სუსტი მეზობლები ამ ადგილს უნებლიეთ უთმობდნენ კიდევაც მდიდრებს. ასე გაჩნდა თავისუფალ ერისშვილებს შორის წარჩინებული ხალხი.

წარჩიულთა დაწიაურება. წარჩინებულნი მეფისთვისაც უფრო სანდო და ახლობელი იყვნენ. როცა მეფეს უნდოდა თემებში თავისი მოხელე დაენიშნა, ის ამ მოხელეს წარჩინებულთა წრეში ირჩევდა.

წარჩინებულთაგან ნიშნავდა მეფე თავის სარდლებსაც. ეს იმიტომ, რომ ამ მდიდარ ხალხს, რომელსაც საუკეთესო იარაღი ჰქონდა და რომელიც მიწას თვითონ კი არ ამუშავებდა, არამედ სხვას ამუშავებინებდა, შეეძლო თავისი დრო მთლად სამხედრო საქმისათვის მოენდომებინა - ესწავლა კარგი იარაღის ხმარება, კარგი ცხენზე ჯდომა. ასე გაჩნდნენ თემში ერისთავები, ერის თავი-კაცები. ისინი თემსაც მართავდნენ ეხლა, მეფის სახელით, და სათემო ჯარსაც სარდლობდნენ, როცა მეფე მოითხოვდა. ვინც არც წარჩინებული იყო და არც ერისთავი, იმათ ეხლა მდიდარი და ძლიერი ხალხი ნამდვილ ერად უკვე აღარ სთვლიდა, მათ ეხლა უკვე წვრილ ერს ეძახდნენ, ესე იგი, წვრილფეხა ხალხს.

წარჩინებულები, რომელნიც მეფის სამსახურში დაწინაურდებოდნენ, ერისთავებად იქცეოდნენ, ამით კიდევ უფრო ძლიერდებოდნენ, მდიდრდებოდნენ. მეფე ამნაირ ხალხს სამსახურისათვის მამულსა და ქონებას უწყალობებდა.

ასეთ მეზობლობაში, როცა, ერთი მხრით, მდიდარი, კარგად შეიარაღებული, სამხედრო საქმეში გართული, მეფესთან გამოსული კაცი ცხოვრობდა, ხოლო, მეორე მხრით - უცნობი, ღარიბი მიწის მუშა, რომელიც დღე-ნიადაგ მიწას ჩაჰკირკიტებდა, ღარიბებს აბა რა ხეირი დაეყრებოდათ. წარჩინებულნი სულ უფრო და უფრო მეტ სიმდიდრესა და გავლენას იხვეჭდნენ. მას შემდეგ, როც წარჩინებული კაცი სამეფო სამსახურში დაწინაურდებოდა, ის ამ ახალშეძენილ ძალასაც თავისი სუსტი მეზობლების წინააღმდეგ ხმარობდა.

რადგანაც ამ დროს კერძო საკუთრება უკვე გაჩენილი იყო, წარჩინებული ხალხი ცდილობდა საშვილიშვილოდ შეენახა და სამემკვიდრეოდ გადაეცა შეძენილი სიმდიდრე და გავლენა. მართლაც, გაჩნდა ისეთი ოჯახები, რომლებშიაც სიმდიდრე და წარჩინებულება თაობიდან თაობაში გადადიოდა და იზრდებოდა კიდევაც.

თუ ამნაირ ერისშვილებს ჯერ წარჩინებულებს ეძახდნენ, შემდეგ მათ აზნაურები შეერქვათ. „აზნაური“ თავდაპირველად „თავისუფალს“ ნიშნავდა, „უაზნო“ - „არათავისუფალს“. შემდეგში აზნაური ეწოდებოდა ისეთს თავისუფალ კაცს, რომელსაც თავისთვის დაჩემებული ადგილი ჰქონდა და რომელიც ამ მიწას ყმების საშუალებით ამუშავებდა, თვითონ-კი მეტწილად ომობდა, თარეშობდა, ნადირობდა.

0x01 graphic

ქართული ხალხური ორნამენტის ნიმუში თრიალეთიდან.
სახლის ჭერის სამკაული. ლაზი ოსტატის ნახელავი.
საქ. მუეუმის ეთნოგრაფიის განყოფილება.

ახალი წესწყობილება უფრო თვალსაჩინო გახდა ქართლში მე-4 საუკუნის დამდეგისათვის. ამ დროს წარჩინებულნი, აზნაურები, საკმაოდ მომძლავრებული იყვნენ ქართლში. მაგრამ ფეოდალური წყობილების საბოლოო გამარჯვება ჩვენში მხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემდეგ მოხდა.

5.2 § 23. ქრისტიანობის გამოცხადება სასელმწიფო სარწმუნოებად ქართლში

▲back to top


მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში ქართლში მეფობდა მირიანი. მირიან მეფემ უარჰყო ქართველების ძველი სარწმუნოება და მიიღო ქრისტიანობა. მირიანი ფიქრობდა, რომ ქრისტიანობის საშუალებით ის უფრო კარგად შეინარჩუნებდა თავის მეფობასა და დამოუკიდებლობას.

მთან კაშირი სპარსელეის წიააღდეგ. ჩვენ ვიცით თუ როგორი იყო ქართლის კავშირი რომთან პირველს, მეორესა და მესამე საუკუნეებში. ქართლის მეფეები ამ კავშირს თავის სასარგებლოდ იყენებდნენ სულ უფრო და უფრო მეტად. სხვანაირი მდგომარეობა მოჰქონდათ სპარსელებს, რომელნიც მე-3 საუკუნიდან, როგორც ვიცით, ძალიან გაძლიერდნენ. სპარსელების ახალი ძლიერების სუსხი მალე მოსწვდა ამიერაკავკასიის ქვეყნებსაც, პირველ რიგში - სომხეთს. სპარსელები სპობდნენ მეფობას დაპყრობილ ქვეყნებში და ხალხსაც უზომოდ აწუხებდნენ. ასე იქცეოდნენ ისინი, მაგალითად, სომხეთში.

სომხეთის მაგალითი თვალწინ ედგათ ქართველებს. ქართლის მეფემ მირიანმა გადასწყვიტა, ისევ რომაელებთან შეჩვეული კავშირი სჯობს სპარსელების ძალადობასო. ამ დროს რომის სახელმწიფოში ქრისტიანობა უკვე გაბატონებული სარწმუნოება იყო, და მირიანმაც, რომაელებთან კავშირის შესანარჩუნებლად, ამ სარწმუნოების მიღება არჩია.

ბრძოლა ეფესა და ურუმებს შორის. ქრისტიანობა იმიტომაც გამოსადეგი იყო მეფისათვის, რომ მას უთანხმოება ჰქონდა ქურუმებთან. წარმართულ ტაძრებს დიდი მამულები ჰქონდათ და ამ მიწებს თუ ემატებოდა, თორემ არ აკლდებოდა. სარგებელი ამ მამულებიდან ქურუმებს მისდიოდათ. მეფეს შურდა ტაძრებისა და ქურუმების ეს სიმდიდრე. მეფის საგვარეულოს, სეფე-სახლსაც, ჰქონდა დიდი მამულები. მაგრამ სეფე-სახლის ეს მამულები თანდათან ილეოდა, იმიტომ რომ მეფე ერისთავებსა და სხვა მოხელეებს სამსახურისათვის მიწას აძლევდა ხოლმე. ამიტომ მეფეს უნდოდა წაერთმია ტაძრებისა და ქურუმებისათვის მათი მამულებიდა სხვა სიმდიდრეც, და ამიტომვე იყო რომ მეფე ქურუმების ძველი სარწმუნოების მაგიერ ახალ სარწმუნოებას უჭერდა მხარს. ახალი სარწმუნოება მეფის მორჩილებას ქადაგებდა.

ზნრები. ქრისტიანობას მიემხრნენ აგრეთვე წარჩინებულნი, აზნაურები. აზნაურებიც ქურუმებს მტრობდნენ და მათთვისაც ახალი რელიგია ხელსაყრელი იყო. ქრისტიანობა აზნაურების სასარგებლოდაც ბევრ რასმე ამბობდა. ღარიბ-ღატაკნი და დაჩაგრულნი ნუგეშს საიქიოში იპოვნით, აქ-კი წესრიგი არ დაარღვიოთ, უფროსებსა და წარჩინებულებს დაემორჩილეთო.

თქმულებით, ჯერ ერთმა ტყვე-ქალმა, სახელად ნინომ, მირიანის ცოლს ნანა დედოფალს გააცნო და მოაწონა ქრისტიანობა. შემდეგ ახალი სარწმუნოება თვითონ მეფემ მიიღო და მცხეთელებსაც მიაღებინა.

ხალხის მოათვლა იძულეით. შემდეგ მეფემ თავის სამეფოში მქადაგებლები გაგზავნა და თან ერისთავებიც გააყოლა, რადგანაც ეშინოდა, ხალხი ახალ სარწმუნოებას არ მიიღებსო. მართლაც, წვრილი ერი, სოფლის მუშა ხალხი, ახალი რელიგიის ქადაგებას მტრულად შეხვდა. მთის ხალხს ხომ გასაგონადაც არ უნდოდა ქრისტიანობა. ძველი მემატიანე ამბობს, რომ როცა ნინომ ქსნისა და არაგვის ხეობის მთიულებს ქრისტიანობა უქადაგა, მათ კბილთა ღრჭენა დაიწყეს და ზურგი შეაქციესო. ერისთავმა მაშინ მახვილი დაატრიალა, რომ ურჩებისათვის ჭკუა ესწავლებინა. მემატიანე ამბობს, მთიულებმა ვეღარ გაუძლეს მეფის ჯარს და „შიშით მოსცნეს კერპნი მათნი დალეწად“-ო. ასე, ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდნენ ქრისტიანობას ხალხში. მაგრამ შემდეგშიაც დიდხანს იყო ისეთი კუთხეები ჩვენში, სადაც ქრისტიანობას არ სცნობდნენ.

0x01 graphic

ართული დაწელოის განვითარეის ტაულა

I. V-VII სს. წარწერების ასომთავრული (ბოლნისი, ჯვარი).

II. IX-X სს. ხელნაწერთა ასომთავრული (ჰადიშისა და ჯრუჭის სახარებანი).

III. XI სს. ხელნაწერთა ნუსხა-ხუცური.

IV XI ს. მდივან-მწიგნობრული ხელი (ბაგრატ IV-ის ოპიზის. სიგელი).

V. რუსთაველის ეპოქის მდივან-მწიგნობრული ხელი.

VI. XVIII სს. მხედრული.

მირიან მეფის მონათვლა და ქართლის მოქცევა, ესე იგი, გაქრისტიანება, მოხდა მე-4 საუკუნის მეორე მეოთხედში.

ქართლის გარისტიაების მელობა. ქრისტიანობა ემსახურებოდა ჩვენში ფეოდალური ურთიერთობის განვითარებასა და განმტკიცებას, ფეოდალიზმი-კი მონათმფლობელობასთან შედარებით პროგრესული წესწყობილება იყო. შემდეგში ქრისტიანობა იყო აგრეთვე ის ხიდი, რომელიც საქართველოს აკავშირებდა ევროპის კულტურულ ქვეყნებთან.

ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად მიღება ქართლში უკვე მე-4 საუკუნეში ჩვენი ქვეყნის ადრინდელი დაწინაურების მაჩვენებელია საზოგადოებრივი და კულტურული მხრივ.

ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობამ მოსპო ძველი ქართული წარმართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები, კერძოდ - ძველი წარმართული მწერლობა.

ართლის ეკლესია. ქრისტიანულ ორგანიზაციას, ქრისტიანების კრებულს, ბერძნული სიტყვით, „ეკლესიით“ აღნიშნავდნენ. შემდეგში ქართულად „ეკლესია“ დაერქვა იმ შენობასაც, სადაც ქრისტიანების კრებული თავს იყრიდა ლოცვისათვის. რაკი ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფოებრივ სარწმუნოებად გადაიქცა, ქართლის ეკლესიამაც ისეთივე წყობილება მიიღო, როგორიც ჰქონდა თვითონ ქართლის სამეფოს. ასე ხდებოდა სხვა ქვეყნებშიაც. ცალკე საერისთაოების საეკლესიო საქმეებს განაგებდნენ ეპისკოპოსები, რომელნიც ემორჩილებოდნენ ქართლის ანუ მცხეთის მთავარ-ეპისკოპოსს. ეპისკოპოსებს ექვემდებარებოდნენ ხუცესები ანუ მღვდლები. მალე ქრისტიანული სამღვდელოება ქართლში მრავალრიცხოვანი გახდა და ისევე გამდიდრდა, როგორც ძველი ქურუმები. ქრისტიანული ტაძრებიც დიდ მამულებს იძენდნენ, ზოგჯერ - შემოწირულების მიღებით, ზოგჯერ - ყიდვით თუ სხვა გზით. ამ მამულებს მთავარ-ეპისკოპოსი და ეპისკოპოსები განაგებდნენ. ეპისკოპოსებს ემორჩილებოდა ის ხალხიც, რომელიც ტაძრების მამულებს ამუშავებდა. ქრისტიანულმა ეკლესიამ ქართლშიაც ადრევე მიიღო ფეოდალური ორგანიზაციის ხასიათი.

5.3 § 24. ქართული მწიგნობრობა

▲back to top


ქართული ანბანის წარმოშობა. მწიგნობრობა ანბანს (ანუ დამწერლობას) და მწერლობას ჰქვიან. ქართული ანბანი ანუ დამწერლობა უფრო ძველია, ვიდრე ქართული მწერლობა. ეს იმიტომ რომ ქართული მწერლობის ყველაზე ძველი, ჩვენ დრომდე მოღწეული, ძეგლები ქრისტიანულ ხანას ეკუთვნის და საეკლესიო ხასიათისაა, ქართული ანბანი-კი ქრისტიანობაზე ადრეც არსებობდა. როცა ქრისტიანობა ჩვენში გაბატონდა, მან ძველი ქართული წარმართული მწერლობა მოსპო. მაგრამ. ძველი ქართული ანბანი მიიღო და თავისი საჭიროებისათვის გამოიყენა.

ხუცური და მხედრული დამწერლოა. ქართველებს ორი ანბანი აქვთ:ერთი - უფრო ძველი, უცური, მეორე - უფრო ახალი, მხედრული. ასე ამ ანბანებს იმიტომ ეძახიან, რომ როცა ახალი ანბანი გაჩნდა, მას ერისკაცები, „მხედრობა“, ხმარობდნენ საერო წიგნებისათვის, ძველი ანბანი-კი ეკლესიამ შეინარჩუნა, მას სამღვდელოება, „ხუცესები“, ხმარობდა თავისი საჭიროებისათვის. ხუცური და მხედრული იმდენად განსხვავდება ერთმანეთში, რომ ხუცურს ცალკე შესწავლა სჭირია.

მხედრულიწარმოიშვა და განვითარდა ხუცურისაგან თანდათან დღევანდელ ქართულ დამწერლობამდე. თვითონ ხუცურსაც სხვადასხვა ხანაში სხვადასხვა სახე ჰქონდა. დამწერლობა ასე იცვლებოდა ცხოვრების განვითარების გამო. ცხოვრების პრაქტიკულმა საჭიროებამ დაბადა საერთოდ მწიგნობრობა, ეს საჭიროება-კი თანდათან ფართოვდებოდა; მეტი ხალხი ხმარობდა დამწერლობას ყოველდღიურ საქმიანობაში თუ საერო მწერლობაში. ამიტომ ახალ დროს უფრო სწრაფი და მარჯვე წერა სჭიროდა. საწერი მასალაც (ჩვეულებრივად - ტყავი) მაშინ ძალიან ძვირი იყო და რაკი მას ეხლა მეტს ხმარობდნენ, ამიტომ ადგილის დაზოგვასა და მომჭირნეობას ცდილობდნენ. ასე იცვლებოდა ანბანიც.

ასომთავრული და უსხა-უცური. ხუცურ დამწერლობათა შორის ყველაზე ძველია ასომთავრული. ასომთავრული ანბანი ქართველებს შეთვისებული აქვთ უძველეს ხანაში, ქრისტიანულ წელთაღრიცხვის დამეგამდე. ყველაზე ძველი თარიღიანი ქართული ასომთავრული წარწერა აღმოჩნდა 1937 წელს ბოლნისში. ეს წარწერა ამოჭრილია 492 წლის ახლო. ასომთავრულიც დროთა მსვლელობაში იცვლებოდა. დაახლოებითმე-7-მე-8 საუკუნიდან, ახ. წ., შემოვიდა ნუსხა-ხუცური. ნუსხური იგივე ასომთავრულია, მხოლოდ გაკრული ხელით დაწერილი და ასოების წაგრძელებული კიდურებით - თავებითა და კუდებით.

დივან-მწიგნობრული ნუსხური. მხედრული. ნუსხა-ხუცური უფრო სწრაფი დამწერლობა იყო და ნაკლებს საწერ მასალას მოითხოვდა, ვიდრე ასომთავრული. მაგრამ შემდეგ საჭირო გახდა კიდევ უფრო სწრაფი წერა. ნუსხურის კუთხოვანი ასოები მომრგვალდა და ერთმანეთს გადაება, რომ წერის დროს ხელი ხაზს ხშირად არ მოსცილებოდა. ასე გაჩნდა მდივან-მწიგნობრული ნუსხური, რომელიც იხმარებოდა ჩვენში მე-11-მე-12 საუკუნეებში, განსაკუთრებით მეფის კანცელარიაში და კერძო პირების მიერ. რუსთაველის ხანიდან მოყოლებული, მდივან-მწიგნობრული ნუსხური უკვე თვალსაჩინოდ უახლოვდებოდა მხედრულს. მხედრული დამწერლობა მე-14 საუკუნისათვის უკვე ჩამოყალიბებულია. მას ჩვენ დღესაც ვხმარობთ, თუმცა ზოგი ასო რამდენადმე შეცვლილია. ასეთია ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორია.

0x01 graphic

ბოლნისი, უძველესი დათარიღებული ქართული წარწერა.
მცხეთის არქ. ექსპედიცია,

5.4 § 25. ძველი ქართული წარმართული სარწმუნოება და თქმულებები

▲back to top


მას შემდეგ რაც ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად იქცა, მან სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ძველს წარმართულ კულტურას. სადაც-კი ახერხებდა, ქრისტიანობა პირწმინდად სპობდა წარმართული კულტურის ყოველგვარ ძეგლსა და კვალს. ასე, როგორც ვიცით, ქრისტიანობამ სრულიად გაანადგურა ჩვენში ძველი წარმართული მწერლობა და ამით წაგვართვა საშუალება შეგვესწავლა ქართველთა უძველესი სარწმუნოებრივი შეხედულებანი მათი პირვანდელი და უცვლელი სახით. მაგრამ, მეორე მხრით, ხალხი ჯიუტად იცავდა მამა-პაპურ რწმენებს და ქრისტიანობაც ხშირად იძულებული იყო შეგუებოდა მათ, რის გამოც ძველი შინაარსი ახალი ფორმით იმოსებოდა, ასე მოხდა რომ ძველი წარმართული ღმერთები ნაწილობრივ ქრისტიანულ ღმერთებად და წმინდანებად იქცნენ, ნაწილობრივაც ხალხურ ყოფა-ცხოვრებასა და შეგნებაში ჩარჩნენ. ამგვარი გადმონაშთებით ვსწავლობთ ჩვენ ქართულს წარმართულ სჯულს.

რწმენები. ქართველების უძველესი რწმენით, მთელი ბუნება განსულიერებული და განპიროვნებული იყო. ბუნების მოვლენებს, მცენარეებს, ცხოველებს შეგნებული არსების, ადამიანის თვისებები მიეწერებოდა. სჯეროდათ, რომ ბუნების ძალებსა და მოვლენებს შეეძლოთ თავის ნებაზე კეთილიც ექნათ ადამიანებისათვის და ავიც. ამიტომ მიაჩნდათ საჭიროდ მათი თაყვანისცემა, მსხვერპლისა და ძღვენის მირთმევა და ლოცვის შეწირვა, იქნებ ღმერთებმა ჩვენსკენ კარგი თვალით მოიხედონო.

ერთი ღვთაება უფროსად იყო მიჩნეული, ის იყო უზენაესი „ღმერთი“ (მეგრულად - ღორონთი, ლაზურად ანუ ჭანურად - ღორმოთი, სვანურად - ღერმეთ), „გამჩენი“ და „მორიგე“ ღმერთი, რომელმაც გააჩინა, დაბადა მთელი სამყარო და რომელიც წესრიგს აძლევდა თავ ის ქმნილებას. მის გარდა იყვნენ უფრო დაბალი რიგის ღვთაებები, ხატები, „ღვთისშვილები“. „თავისი წილი“ ღმერთი ჰყავდა ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორსა და მინდვრის ყვავილებს, ხეებს, სახლსა და ფუძეს. ტყის ნადირთა მფარველი ღვთაება, „ნადირთ მწყემსი“ იყო ოჩოპინტრე ან დალი (დალის სახელი ეხლაც ისმის ხალხურ სიმღერებში - „ოვ, დილავ, დელი, დელა“). ამა თუ იმ ადგილის მფარველის სული „ადგილის დედად“ იწოდებოდა. სწამდათ აგრეთვე „ცა-ღრუბლის წინამძღვარის“არსებობა, და სხვაც ბევრი.

ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ჩვენი წინაპრები მაინც ცის მნათობებს სცემდნენ - მზეს, მთვარესა და ხუთ ცთომილს.

მნათობთა კულტის (თაყვანისცემის) კვალი დღემდე არის შენახული კვირეულის დღის სახელებში. ასე, კვირას მეგრულად ჟაშხა ჰქვიან, სვანურად - მიშლადეღ, ძველ-ქართულად - მზისა. ეს მზის დღეს ნიშნავს, კვირა მზისათვის განკუთვნილი დღე იყო. ორშაბათს მეგრულად თუთაშხას ეძახიან, სვანურად - დოშდიშ, ძველ-ქართულად მას მთოვარისა ერქვა. ორშაბათი მთვარის დღე იყო. სამშაბათი მეგრულად იწოდება თახაშხა, ლაზურად - ტიკინაჩხა, სვანურად - თახაშ. სამშაბათი ომიანობის ღმერთის დღე იყო. მართლაც, ხეთურ-სუბარულ სამყაროში ომიანობის ღმერთს ტარკუ-ს ანუ ტარხონ-ს ეძახდნენ.

მზე ქალად ჰყავდათ წარმოდგენილი, მთვარე - ვაჟად. ქართულ ხალხურ ლექსში მზე ასე ამბობს მთვარეზე:

მე და ვარ და ის ძმა არის,
რად ვსძულდებით ერთმანეთსა.

მეგრულ ლექსში-კი ნათქვამია:

მზე დედაა ჩემი,
მთვარე - მამა ჩემი,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი
და და ძმაა ჩემი.

გაღმერთებულ მნათობთა შორის პირველი ადგილი მზეს ეჭირა. ეს ბუნებრივია იმიტომ რომ ქართველ ტომთა მეურნეობის მთავარს, წამყვან დარგს მიწათმოქმედება შეადგენდა მაშინ, როცა ქართველი ტომები ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ, ფართო სამოქალაქო კავშირები შეჰკრეს და თავისი სარწმუნოებრივი შეხედულებები სისტემად ჩამოაყალიბეს. მიწათმომქმედი მეურნისათვის ცის მნათობთა შორის მთავარი მნიშვნელობა, ცხადია, მზესა აქვს. მზე ესახებოდა მიწათმომქმედ მეურნეს მცენარების, ნაყოფიერების, სიცოცხლის უმთავრესწყაროდ, მზეს შესთხოვდა იგი წყალობასა და შემწეობას.

იმ შორეულ ხანაში ქართველ ტომთა საზოგადოებრივი ცხოვრების სათავეში დედაკაცი, ქალი იდგა. ამიტომ დაისახა მზის ღვთაება როგორც ქალი ღმერთი, ხოლო როცა ღმერთების უფროს-უმცროსობაც ჩამოყალიბდა, მზის ქალ-ღმერთი მიჩნეულ იქნა დიდ დედად, სხვა ღმერთების დედად, ღვთისმშობლად.

მზეს, როგორც ღმერთს, ქართველი მთიელები თაყვანს სცემდნენ სულუ კანასკნელ დრომდე, მეოცე საუკუნეშიაც. თითქმის ყველა თავის ლოცვა-სავედრებელს ხევსური და ფშაველი ხუცები დაახლოებით ასე იწყებდნენ: „დიდება ღმერთსა, დღეს დღესინდელსა, მზესა და მზისმყოლთ ანგელოზთა“-ო. აქ მზე პირდაპირ ისახელება, როგორც ღმერთი და ისიც - მთავარი, რადგანაც მას ანგელოზები ჰყავს. მაგრამ, გარდა ამისა, „დღეც“ ამ სალოცავში მზეს ნიშნავს, იმიტომ რომ „დღე“ მზის უძველესი სახელია.

ზოგიერთი ცნობა ანტიკური საქართველოს ღმერთების შესახებ შემოგვინახეს ბერძენმა მწერლებმა, რომელნიც მათ თავის სახელებს არქმევდნენ. ასე, მესხების თემში (ე.ი. სამცხეში) უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე აღნიშნულია ქალ-ღმერთ ლევკოთეას ტაძარი, რომელიც დიდად სახელმოხვეჭილი იყო მეზობელ ქვეყნებში თავისი საზოგადოებრივი მნიშვნელობითა და სიმდიდრით. ამ ტაძარში, რომელსაც ცნობილი სამისნოც ჰქონია, ვერძის შეწირვა მსხვერპლად აკრძალული ყოფილა. ეს სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალ-ღმერთი იყო. როგორც ჩანს, ლევკოთეას ტაძრის ადგილას ააშენეს გაქრისტიანების შემდეგ განთქმული აწყურის ტაძარი ღვთისმშობლის სახელობაზე.

ქალაქ ფასიდში მეორე საუკუნეში, ახ. წ., ადგილობრივი ქალ-ღმერთის ქანდაკება იდგა. ქალ-ღმერთი ტახტზე იჯდა, ხელთ მას კიმბალი (ერთგვარი მუსიკალური საკრავია) ეჭირა, ფერხთით-კი ლომები ეწვა. ბერძნები ამბობდნენ, ეს ქალ-ღმერთი ყველაზე მეტად რეას ჰგავსო, რეა-კი, ანუ სხვანაირად - კუბელე, მცირე აზიის მთავარი ქალ-ღმერთი იყო, რომელიც „დიდი დედის“, „დედოფლისა“ და „ღვთისმშობლის წოდებულებას ატარებდა. უნდა ვიფიქროთ, რომ ორივე შემთხვევაში ბერძნული ცნობები მზის ქალ-ღმერთის თაყვანისცემას გულისხმობს.

მზის კულტის არსებობას ანტიკურ საქართველოში არქეოლოგიური მასალაც ემოწმება. არმაზში და ბორში (შორაპანთან) ნაპოვნ ნივთებზე გამოსახულია სარწმუნოებრივი სცენა - სამსხვერპლოსთან მდგომი ცხენი. ცხენს-კი მსხვერპლად მზეს სწირავდნენ ხოლმე. კლდეეთში არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნ ნაშთთა შორის, ჩანს, მსხვერპლად შეწირული ცხენების ნაშთებიცაა.

სხვა ხალხებთან ურთიერთობის წყალობით ანტიკურ საქართველოში უცხო რელიგიების ნაკადებიც იყო შემოსული. შესამჩნევი იყო ბერძენთა სარწმუნოების ერთგვარი გავლენა. მაგრამ განსაკუთრებით საგრძნობი იყო, აღმოსავლეთ საქართველოში, ირანული რწმენების ზეგავლენა. მას შემდეგ, რაც აქემენიდებმა ქართველი ტომებიც მეტნაკლებად დაუქვემდებარეს თავის ხელისუფლებას, აქ მითრას კულტი შემოდის. მითრაც მზის ღვთაება იყო, რომელიც წინა აზიის უძველესი, მკვიდრი მოსახლეობისაგან შეითვისეს სპარსელებმა და თავის ოფიციალურ ღმერთად აქციეს. მითრას კულტის გავრცელებას ქართველ ტომებში ნიადაგი მომზა დებული ჰქონდა საკუთარი მზის კულტის წყალობით. შემდეგში, სასანი. დების ხანაში, საქართველოში მაზდეიანობის გავლენაც შემოიჭრა.

ქრისტიანობამ მნათობთა თაყვანისცემას სახე შეუცვალა და თავის ღმერთებსა და წმინდანებს შეუგუა: ქალ-ღმერთი მზის კულტი. ქრისტესდედისა და ზოგი სხვა წმინდანი ქალის (მაგ., ბარბალეს) თაყვანისცემასდაუკავშირა, ვაჟი-ღმერთი მთვარის კულტი-კი - წმინდა გიორგის თაყვანისცემას. ისევე, როგორც წარმართობის დროს მზე აღიარებული იყო ხალხის უზენაეს დედოფლად, ღვთისმშობელიც (ასე ეძახდნენ ქრისტეს დედას) მიჩნეულ იქნა ქვეყნის მფარველად, დედოფლად. ამ ნიადაგზე გაჩნდაალბათ თქმულება, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილ-ხვდომილი ქვე-ყანა არისო.

რიტუალი (წეს-ჩვეულეანი) და სარწმუნოებრივი გადოცე-თქმულები. რელიგიურ რწმენებთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა წეს-ჩვეულება და თქმულებები ღმერთებისა და ღმერთ-კაცების შესახებ. ეს წესები და თქმულებებიც ხალხმა ნაწილობრივ უკანასკნელ დრომდე შემოინახა, განსაკუთრებით - მთიანსა და მივარდნილ რაიონებში, დღეობა-სალოცავების, საგალობლების, წარსათქმელებისა და თვით თქმულებების სახით. ზოგჯერ ხალხი ათასი წლების მანძილზე იცავდა ძველ რწმენებსა და ადათებს. მაგალითად, სვანეთში ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში ასრულებდნენ მურყვამობის წარმართულ დღეობა-სალოცავს, რომელიც რვანაწილისაგან შესდგებოდა. ჯერ ორპირად ჩაბმული ფერხული წმინდა საგალობელს ამბობდა, რომელიც ასე იწყებოდა: „ადრეკილა წაგვივიდა და მოგვივიდა“. შემდეგ ცალკე გუნდი სხვა წესს ასრულებდა და ხალხისათვის გაუგებარ სიტყვებს იძახოდა: „მელია ტელეფია, იოჰ, იოჰ!“ შემდეგ კვირია ღმერთის საგალობელი მოსდევდა, დასასრულ ფერხული და სხვადასხვა სიმღერა სრულდებოდა.

მურყვამობის დღეობა-სალოცავი ძველი ხეთური ღმერთის ტელეფინის თაყვანისცემის ნაშთია. ამგვარი ნაშთები სხვაც ბევრი იყო დარჩენილი ხალხში.

უძველესი თქმულებებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა თქმულება ამირანის შესახებ.

გადმოცემით, ამირანის დედა მონადირეობის ქალ-ღმერთი დალი იყო. ამირანის მამა მონადირე სულა-კალმახი ყოფილა. ამრიგად, დაბადებით ამირანი ღმერთ-კაცი იყო. როცა გაიზარდა, ამირანი გოლიათი ტანის კაცი დადგა: მას საცრისოდენი თვალები ჰქონდა, მგლის მუხლი და დაქანებული ზვავის სიმარდე, თორმეტი უღელი ხარ-კამეჩის ღონე. მიწას უმძიმდა ამირანის ტარება. განრისხებული ამირანი საავდროდ გამზადებულს შავ ღრუბელსა ჰგავდა. იარაღიც ამირანს თავის შესაფერი ჰქონდა. მისი ხმალი, რომლის აწევა არავის შეეძლო, საგანგებოდ იყო გაჭედილი. თქმულებაში ამირანი ამბობს:

„როს ჩემი ხმალი წრთებოდა,
ცა ჭექდა, მიწა გრგვინავდა, სამჭედლო ექანებოდა,
მჭედელი, მემჭედურები ერთმანეთს ეფარებოდა“.

ამირანს ერთგული ძაღლი ჰყავდა, სახელად ყურშა, პატრონსავით უჩვეულო არსება. ყურშა ორბის ლეკვი იყო, მას ბეჭებზე ორბის ფრთები ჰქონდა გამოსხმული, ორ ნახტომზე ჯიხვს ეწეოდა.

ამირანი ხალხის კეთილდღეობისათვის მებრძოლი გმირია. მას უნდა ხალხს მოაშოროს მისი. მჩაგვრელი მოძალადეები, ავი სულები, მდევები, გველეშაპები, რათა ადამიანმა უსისხლო პური ჭამოს.

ხალხის მტრებთან, ავ სულებთან ბრძოლაში ამირანმა დიდი გმირობა ჩაიდინა, ბევრი ბოროტი არსება გასწყვიტა. ერთხელ ამირანი შავ გველეშაპს შეებრძოლა, რომელიც მზეს ჩაყლაპავს ხოლმე, რის გამოც ნზის დაბნელება ხდება. გველეშაპმა ამირანიც ჩაყლაპა, მაგრამ ამირანმა მას ალმასის დანით მუცელი გაუჭრა და გარეთ გამოვიდა.

შემდეგ ამირანი ღრუბელთ ბატონს მიუხტა. ღრუბელთ ბატონს მზეთუნახავი ასული ჰყავდა, სახელად კამარი, რომელიც ცაზე ჯაჭვით ჩამოკიდებულ კოშკში ცხოვრობდა. ამირანმა ჯაჭვი გასწყვიტა, კოშკი მიწაზე ჩამოაგდო და მშვენიერი კამარი მოიტაცა.

ბოლოს ამირანმა ბრძოლა გამოუცხადა თვით ღმერთს. ამ ბრძოლაში ამირანი დამარცხდა, იგი კავკასიონზე რკინის პალოზე ჯაჭვით დააბეს და თავზე თოვლიან-ყინულიანი მთა დაახურეს. ამირანმა ორჯერ გაწყვიტა ჯაჭვი, მაგრამ მესამედ ღმერთმა ის კიდევ უფრო მაგრად მებორკა. ფრთოსანი ყურშა, რომელიც ამირანს თან ახლავს, და ამირანი წლის განმავლობაში ეწევიან პალოს და ის-ისაა, უნდა ამოაძრონ, რომ ამ დროს მოფრინდება ფრინველი და პალოს დააჯდება. ამირანი მოუქნევს ფრინველს, პალოს მოახვედრებს და ისევ ძირამდე ჩაარჭობს. ასე ხდება ყოველ წელს.

ხალხს ამირანი უკვდავად მიაჩნდა და ისე ღრმად იყო მის არსებობაში დარწმუნებული, რომ მთელ საქართველოში დიდ ხუთშაბათს (აღდგომის წინ) მჭედლები ამირანს იგონებდნენ, გრდემლზე კვერს ურტყამდნენ და სანთელს ანთებდნენ.

ამირანის თქმულება ძალიან ძველი თქმულებაა. უკვე მეორე-მესამე საუკუნის ბერძენი მწერლები ადასტურებენ, რომ ეს თქმულება საქართველოში დიდად გავრცელებული იყო. ერთი მათგანი, ფილოსტრატე, მაგალითად, მოუთხრობს: ადგილობრივ „ბარბაროსებს“ (ასე ეძახდნენ ბერძნები ყველა არაბერძნული მოდგმის ხალხს) აქვთ გადმოცემა ისეთივე, როგორც ბერძენ პოეტებს, რომ კავკასიონის მთაზე თავისი კაცთმოყვარეობისათვის პრომეთეა მიჯაჭულიო. ზოგი ამბობს, რომ ის გამოქვაბულშია მიჯაჭული, ზოგი-კი მთის ორთავიან მწვერვალზე (იგულისხმება იალბუზი) მიუთითებს. კავკასიონის მცხოვრებნი არწივს მტრობენ, იმდენად არიან დარწმუნებულნი გადმოცემის სინამდვილეში, და შურს იძიებენ პრომეთესათვის. ამბობენ აგრეთვე, რომ ჰერაკლემ ვერ აიტანა პრომეთეს ტანჯვა და ისრით მოჰკლა არწივიო.

ამირანის თქმულებაში ქართველმა ხალხმა გამოჰხატა თავისი მრავალსაუკუნოვანი ოცნება იმ კაცთმოყვარე გმირზე, რომელიც დაამარცხებს ხალხის მტრებს, თავისუფლებასა და „უსისხლო პურს“, ესე, იგი. ბედნიერ ცხოვრებას მოუტანს ქვეყანას.

5.5 § 26. ლაზიკის სამეფოს წარმოშობა

▲back to top


ლაის სამთავრ. კოლხეთის ტომებმა მე-2 - მე-3 საუკუნეებისგანმავლობაში უფრო თავისუფალ ცხოვრებას მიაღწიეს. შეუნელებელი ბრძოლით მათ რომაული ჯარები თანდათან გააძევეს თავისი ტერიტორიიდან. ეხლა კოლხეთის ტომებს სხვა არაფერი ევალებოდათ რომის მიმართ, გარდა სამხედრო დახმარებისა. კოლხეთის სატომო სამთავროებს შორის ყველაზე ძლიერი ზანების ანუ ლაზების, დღევანდელი მეგრელების წინაპრების, სამთავრო იყო. ამ სამთავროს ეკუთვნოდა რიონის დაბლობი, რომელიც უმდიდრესი რაიონი იყო კოლხეთში და რომელსაც მუხურისს ეძახდნენ. მუხურისს სამოქალაქოც ეწოდებოდა, იმიტომ რომ აქ ბევრი ქალაქი იყო გაშენებული, მათ შორის - განთქმული ვარდციხე ანუ როდოპოლისი. მუხურისს უკავშირდებოდა აგრეთვე ქალაქი ფოთი, ძველი ფასიდი, მნიშვნელოვანი ნავთსადგური.

ლაზეის სამთავრო ართიაებს დასავლეთ საართველოს. ლაზების ანუ ზანების მთავარმა მე-4 საუკუნეში ძალიან გააფართოვა თავისი სამფლობელო. აფშილების, აბაზგებისა და სხვა წვრილი ტომების მთავრები ეხლა ლაზების მთავრის ვასალებად გადაიქცნენ. მე-4 საუკუნის დამლევს ლაზების მთავარმა სვანების მთავარიც დაიმორჩილა. ასე წარმოიშვა ახალი სამეფო, რომელსაც რომაელები ლაზიკას ეძახდნენ, ლაზების სახელის მიხედვით, ქართულად-კი მას ძველებურად ისევ ეგრისი ეწოდებოდა.

ლაზიკის ანუ ეგრისის სამეფო იწყებოდა კავკასიონის ქედიდან და მდ. ბზიფის ხეობიდან (აფხაზეთში) და ვრცელდებოდა აჭარამდე - სამხრეთით. აღმოსავლეთით ეგრისის სამეფოს საზღვარი გადიოდა შორაპანსა და სკანდაზე, რომლებიც ეგრისის ციხე-ქალაქები იყო. შორაპანსა და სკანდას აღმოსავლეთით უკვე ქართლი იწყებოდა.

ეგრისის დედაქალაქი იყო ციხე-გოჯი, რომელსაც ბერძენ-რომაელები არქეოპოლისს ანუ „ძველ ქალაქს“ ეძახდნენ. იგი მდ. ტეხურის პირას მდებარეობდა. მისი დიდებული ნანგრევები დღემდე არის შემონახული. ამ ადგილს ეხლა „ნაქალაქევს“ უწოდებენ.

ლაზიკა საკმაოდ დიდი და ძლიერი სამეფო იყო და რომაელებთან მასთავი ღირსეულად ეჭირა. ეგრისის მეფე მხოლოდ ისეთსავე სამსახურს უწევდა რომის იმპერატორს, როგორც ძველი ქართლის მეფე - იგი კავკასიონის საუღელტეხილო გზებს ამაგრებდა. სამაგიეროდ, ლაზები რომაელებთან თავისთვის საჭირო და სასარგებლო ვაჭრობას ეწეოდნენ. ერთი იმდროინდელი. რომაელი ისტორიკოსი ამბობს, რომ ლაზები „არც ხარკს იხდიდნენ, არც სხვა რამეში ემორჩილებოდნენ რომაელებს, გარდა იმისა, რომ როდესაც მათ მეფე მოუკვდებოდა, რომაელთა მეფე უგზავნიდა ძალა-უფლების ნიშნებს სამეფო ტახტის მემკვიდრეს“-ო. მეორე რომაელი ისტორიკოსიც ამბობს ლაზების შესახებ: „იმ ტომებს შორის, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებარებიან, მე არ მეგულება არც ერთი სხვა, ასე სახელგანთქმული და მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდრის სიუხვით, ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით, როგორც მიწა-წყლის სიჭარბითა და მოსავლიანობით, ისე ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით... ლაზები დასცურავენ ნავებით, რამდენადაც შესაძლებელია, და ვაჭრობაშიაც პოულობენ დიდ სარგებლობას. ისინი უკვე არც ბარბაროსები არიან, არც ბარბაროსულ ცხოვრებას ეწევიან, არამედ, რომაელებთან კავშირის წყალობით, ლაზებს თავისი ცხოვრებისათვის სახელმწიფოებრივი და კანონიერი სახე მიუციათ“-ო. უცხო ქვეყნებთან კავშირს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლაზების, ისევე როგორც სხვა ხალხების, დაწინაურებისათვის, მაგრამ რომაელი მწერალი, ცხადია, ტრაბახობს როცა ამ დაწინაურების ერთადერთ მიზეზად რომაელებსა სთვლის.

0x01 graphic

წარჩინებულის (შეიძლება - ერისთავის) გამოსახულება კლდეეთიდან.
კლდეეთირქ. ექსპდიცია.

რისისა და რომის ურთიერთოა. ამრიგად, ეგრისის სამეფოც მე-4 - მე-5 საუკუნეებში რომთან კავშირში იმყოფებოდა მხოლოდ. როცა რომაელები თავისთავს ზედმეტ ნებას მისცემდნენ, ისინი ლაზების მხრივ სასტიკ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ. მე-5 საუკუნის შუა წლებში რომაელებსა და ლაზებს შორის უთანხმოება ჩამოვარდნილა, რომელიც მალე ომადაც გადაქცეულა. ეგრისელები ამ ომს დიდი მოხერხებით აწარმოებდნენ. ასე, მაგალითად, ისინი სთხრიდნენ თურმე ღრმა ორმოებს და შიგ შუბებს არჭობდნენ. ზემოდან ამ ორმოებს ჩელტებს აფარებდნენ, მიწას აყრიდნენ და პურს სთესდნენ. შემოტყუებული მტერი ორმოებში ცვიოდა და იღუპებოდა. ასე გაუქცევიათ ლაზებს რომაელები 456 წელს. რომაელების ჯარი კვლავ მოვიდა ეგრისში, მაგრამ ისევ ისე დამარცხდა. მაშინ რომის მთავრობამ გადასწყვიტა, მოეკრიბა მთელი თავისი ძალები და თან დიდხანს იმაზე თათბირობდა, რა გზით ჯობს რომ ლაზიკაში შევიჭრათო. რომაელებს ლაზები თურმე იმდენად საშიშ მტრად მიაჩნდათ, რომ სპარსეთის მეფეს მიმართეს დახმარებისათვის. ლაზებმაც ასეთივე წინადადებით მიმართეს სპარსელებს, მაგრამ სპარსელები მაშინ სხვა ომში იყვნენ გართულნი და აქაური ამბებისათვის არ ეცალათ. ბოლოს მაინც რომაელები და ლაზები ერთმანეთში მორიგდნენ. ეგრისის მეფემ გუბაზმა სამეფო ტახტი თავის შვილს დაუთმო, თვითონ 465 წელს კონსტანტინოპოლში წავიდა და იქ კეისარი და მისი კარისკაცები თავისი მჭევრმეტყველებით სრულიად მოხიბლა.

5.6 § 27. ქართლი და სპარსეთი მე-4 საუკუნის დამლევსა და მე-5 საუკუნის დამდეგს

▲back to top


რომაელეის დასუსტეა და პარსელების აძლიერეა აღვოსალეთში. მე-4 საუკუნეში ირანის მბრძანებლები სულ უფრო და უფრო მეტი დაჟინებით მოიწევდნენ ამიერ-კავკასიისაკენ, რომაელები-კი აღმოსავლეთში სულ უფრო და უფრო სუსტდებოდნენ და სპარსელებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ. აღმოსავლეთში რომაელები თავის იმედებს უმთავრესად ქართველებსა და სომხებზე ამყარებდნენ. რომაელი ისტორიკოსი გვიამბობს, რომ 361 წელს რომაელებმა, რაკი ძალიან გაუჭირდათ, სცადეს მრავალფეროვანი საჩუქრებით მოექრთამათ ქართლის მეფე მირიანი და სომხეთის მეფე არშაკი, რადგანაც მათ შეეძლოთ დიდი ვნება მიეყენებინათ რომაელებისათვის, სპარსელების მხარეზე რომ გადასულიყვნენო.

ართლი სპარსეთსა და რომს შუა. 368 წელს სპარსეთის მეფე შაბური შემოესია ქართლს, ქართლის მეფე საურმაგი, რომელსაც რომაელების მხარე ეჭირა, განდევნა და ქართლის მეფედ საურმაგის ნათესავი, ვარაზ-ბაკური, დასვა. ბოლოს და ბოლოს საურმაგი და ვარაზ-ბაკური შეთანხმდნენდა ქართლი გაიყვეს: მტკვრის მარცხნივ მდებარე ნაწილში საურმაგი მეფობდა, მტკვრის მარჯვნივ მდებარე ნაწილში-კი - ვარაზ-ბაკური.

მე-4 საუკუნის მიწურულში და მე-5 საუკუნის დასაწყისში რომაელები და სპარსელები ისევ ებრძოდნენ ერთმანეთს იმისათვის, თუ ვის მხარეს უნდა ყოფილიყო ქართლის სამეფო. თვითონ ქართლის მეფეები-კი თავის საქმეზე ფიქრობდნენ და ხან რომაელებს ეომებოდნენ, ხან სპარსელებს. მე-5 საუკუნის პირველ წლებში ქართლის მეფემ ფარსმანმა რომის სახელმწიფოს თურმე ჰუნები შეუსია. სხვანაირად მოიქცა ფარსმანის მომდევნო მეფე ბუზმარი: როცა სპარსელებმა მას თავი მოაბეზრეს თხოვნით, შენი ვაჟი მძევლად მოგვეციო, ბუზმარმა შვილი ჯერ მთაში დამალა, შემდეგ-კი იმპერატორს გაუგზავნა. ქართველი ბატონიშვილი კონსტანტინოპოლში იზრდებოდა მეფურად და სახელგანთქმული მოღვაწე გახდა. იგი ისტორიაში პეტრე იბერის სახელით არის ცნობილი.

ართლის მეფე - სპარსეთის ვასალი. ამის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა და სპარსეთმა მაინც მოახერხა ქართლი თავისი გავლენის ქვეშ მოექცია. ეხლა ქართლის მეფე უკვე სპარსეთის მეფის ვასალად იყო გამოცხადებული. რომ გული უფრო მშვიდად ჰქონოდა, სპარსეთის მეფეშ ქართლში თავისი მოხელე გამოგზავნა. ამ მოხელეს პიტიახშის თანამდებობა ეჭირა. პიტიახში სპარსული სიტყვაა, „ქვეყნის უფროსს“ ნიშნავს და ქართულ „ერისთავს“ უდრის. ქართლის მეფეებსაც ჰყავდათ თავისი საკუთარი პიტიახშები ანუ ერისთავები. ეს ახალი პიტიახში ქართლში უკვე სპარსეთის მეფის წარმომადგენელი იყო. შაჰის პიტიახშებს ქართლის მეფეებისათვის თვალყური უნდა ედევნებინათ. თუ ქართლის მეფის საჯდომი ამ დროს მცხეთა იყო, პიტიახშის საჯდომად სპარსელებმა თბილისი აირჩიეს.

თბილისი. თბილისზე გადიოდა დიდი გზა, რომელიც ქართლს სპარსეთთან აკავშირებდა. თბილისის გამაგრებაც ადვილი იყო, იმიტომ რომ თბილისის შემოსავალი კარები ვიწრო ხეობაში მდებარეობდა. თბილისიდან პიტიახშს კარგად შეეძლო მცხეთისათვის ყური ეგდო.

თბილისში ძველი დროიდანვე იყო მოსახლეობა. თბილისის ზრდას ხელი შეუწყო მისმა მდებარეობამაც. აქ სხვა მნიშვნელოვანი გზებიც გადიოდა. თბილისში ძველთაგანვე იყო ხიდი მტკვარზე იმ ადგილას, სადაც ეხლა მეტეხის ანუ ავლაბრის ხიდია და სადაც მტკვრის კალაპოტი ძალიან ვიწროა და მთლიანად კლდოვანი. ამის გამო ხიდის აშენება აქ ადვილი იყო. მე-4 - მე-5 საუკუნეებში თბილისი ქართლის უკვე მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა ყოფილიყო, მე-6 საუკუნეში-კი თბილისმა საბოლოოდ წაართვა პირველობა მცხეთას და ქართლის დედაქალაქად იქცა.

ძველი თბილისი იმ ადგილას მდებარეობდა, რომელსაც ეხლა „აბანოს უბანს“ ეძახიან და სადაც თბილი გოგირდის წყაროები ამოდის. სახელიც ქალაქმა სწორედ ამ თბილი წყაროებისაგან მიიღო. ძველად თბილისის მაგიერ „ტფილისს ამბობდნენ, იმიტომ რომ „თბილის“ ნაცვლად. „ტფილი“ ითქმოდა.

5.7 § 28. ქართლი მე-5 საუკუნეში

▲back to top


ართლი - სპარსეთის მოხარე. მე-5 საუკუნეში სპარსელები სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდნენ ამიერ-კავკასიაში. ყველაზე ადრე სპარსელებმა ფეხი სომხეთში მოიკიდეს, ხოლო შემდეგ ალბანიასა და ქართლს მოუჭირეს ხელი. ეხლა უკვე სპარსელებმა ამ ქვეყნების მოსახლეობას ხარკიც დააკისრეს. ეს პირველი შემთხვევა იყო რომ ქართლის სამეფო მტერს ხარკს აძლევდა. ქართლის მეფესაც სპარსელები ეხლა უფრო ავიწროებდნენ, მაგრამ განსაკუთრებით იტანჯებოდა ხალხი - ხარკის გადამხდელი ის იყო. წარჩინებულებთან, აზნაურებთან-კი სპარსელებმა საერთო ენა მონახეს.

საზოგადოერივი წყობილეა. მე-5 საუკუნის ქართლი სულ არ ჰგავდა პირველი საუკუნისას, როცა ქართლში პირველად მოვიდნენ. რომაელები. ამ ხუთასი წლის განმავლობაში ბევრმა კოკა წყალმა ჩაიარა, ბევრი ახალი ამბავი დატრიალდა, ხალხის ცხოვრებაც გამოიცვალა და თვითონ საზოგადოებაც. ეხლა ყველაზე ძლიერნი საზოგადოებაში აზნაურები იყვნენ. აზნაურები გამრავლდნენ და გამდიდრდნენ, მაგრამ აზნაური აზნაურს არა ჰგავდა, ზოგი უფრო მდიდარი და ძლიერი იყო, ზოგი - ნაკლებ. გაჩნდნენ დიდი აზნაურები და მცირენიც. დიდ-დიდ აზნაურთაგან ზოგი მთავარი გახდა - მთავარს აზნაურობის გარდა რამე დიდი თანამდებობაც ეჭირა, ხშირად - მემკვიდრეობით. ძალიან გამრავლდნენაგრეთვე სეფე-წულები, სეფე-სახლის ანუ სამეფო გვარის წევრები. უმეტესობა მთავრები სწორედ სეფე-წულები იყვნენ შთამომავლობით. აზნაურის ოჯახის შვილებს კიდევ ზეპურებს ეძახდნენ. აზნაურებს ქვემოთ წვრილი ერი იდგა, წვრილ ერს ქვემოთ უაზნოები მოდიოდნენ.ყველაზე ბეჩავი და უუფლებო მონები და მხევლები (მონა-ქალები) იყვნენ. ცალკე იყვნენ კიდევ მსახურნი - ის ხალხი, რომელიც მეფესადა დიდ აზნაურებს ემსახურებოდა. ძალიან გაღრმავდა ხალხში უთანასწორობა. აზნაურები უაზნოებს არაფრად აგდებდნენ, მთა და ბარს რა გაასწორებსო, იძახდნენ. დიდი აზნაურები-კი, განსაკუთრებით - მთავრები, მეფესაც აღარ ეპუებოდნენ.

მეფისა და აზნრების ურთიერთობა. ქართლში მეფობა ხომ ძველ დროს გაჩნდა, როცა აქ მონათმფლობელობა იყო. თანდათან, როცა მეფობა განმტკიცდა, ძველი ქართლის მეფე თვითმპყრობელობას იჩემებდა, სრულ მორჩილებას მოითხოვდა, მე ღვთისაგან ვარ დანიშნულიო.

როცა ქართლში წარჩინებულები ანუ აზნაურები მომძლავრდნენ, მეფემ ისინი დაიახლოვა, როგორც ვიცით. ჯარში და ქვეყნის მართვა-გამგეობაში აზნაურები მეფეს ძალიან სჭიროდნენ. ყველაზე წარჩინებული აზნა-ურები და ერისთავები მეფემ კიდევ უფრო ახლოს შეითვისა - ისინი მეფის პალატ-ბანაკს შეადგენდნენ, ხშირად იყვნენ მეფის სასახლეში და თანაც მისდევდნენ, თუ მეფე სადმე გაემგზავრებოდა. შეთანხმებით მოქმედებდნენ, როგორც ვიცით, მეფე და აზნაურები ქურუმების წინააღმდეგ, როცა ქრისტიანობა შემოჰქონდათ ქართლში. შემდეგ მეფესა და დიდ აზნაურებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა.

როცა ზოგი აზნაური გამდიდრდა და გაძლიერდა, მას უკვე მეფის მორჩილება აღარ ჰსურდა. გარდა ამისა, აზნაურებს მეფისაგან მამულები ჰქონდათ მიღებული სამსახურის პირობით. მეფე ამ მამულებს თავის საკუთრებად სთვლიდა, აზნაურებს-კი მათი დათმობა ენანებოდათ და საბოლოოდ მიჩემება ჰსურდათ. გაჩაღდა ბრძოლა მეფესა და დიდ აზნაურ-მთავრებს შორის. ამით ისარგებლეს სპარსელებმა, მეფის უკმაყოფილოაზნაურებთან კავშირი გააბეს და ისინი თავის მხარეზე გადაიბირეს.

5.8 § 29. სპარსელების სარწმუნოებრივი პოლიტიკა ქართლში

▲back to top


სპარსელეი ცდილოენ მადეიანობის გავრცელებას. სპარსეთის მბრძანებელნი, სასანიდები, დაპყრობილი ქვეყნების შემოსამტკიცებლად სარწმუნოების გამოყენებასაც ცდილობდნენ, ერთმორწმუნეობას მეტი ერთგულებაც მოსდევსო. შაჰების ნატვრა და წადილი ის იყო, დამორჩილებულ ხალხებში როგორმე თავისი ეროვნული სარწმუნოება, ცეცხლისმსახურება ანუ მაზდეიანობა, ჩაენერგათ და ამის გულისათვის საშუალებას არ ზოგავდნენ. ამასთან ერთად, სპარსეთის მეფეებმა ქრისტიანობის დევნაც დაიწყეს, იმიტომ რომ მე-4 საუკუნიდან, როგორც ვიცით, ქრისტიანობა რომის სახელმწიფო სარწმუნოებად იქცა და რომაელებიც ამ რელიგიას თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებდნენ. შაჰმა იეზდიგერდმა (438 წ.-457 წ.) ქართლიდან, სომხეთიდან და ალბანიიდან დაიბარა ყველაზე წარჩინებული საგვარეულოების თავი-კაცები და გამოუცხადა მათ: ან ქრისტიანობას თავი დაანებეთ და მაზდეიანობა მიიღეთ, ან არა და დედა-ბუდიანად მოგსპობთო. კავკასიელმა აზნაურებმა ცოტა იყოყმანეს, მაგრამ შემდეგ შაჰის ნებას დაჰყვნენ. სიმტკიცისათვის იეზდიგერდმა ზოგი მათგანი თავისთან დაიტოვა, მათ შორის ქართლის პიტიახში არშუშა, სხვებს-კი შინ მოგვები (მაზდეიანობის ქურუმები) გააყოლა ცეცხლისმსახურების გასავრცელებლად.

ქრისტიანობა ამ დროს ამიერ-კავკასიაში დიდი ხნის შეთვისებული იყო და მისი ასე ადვილად ამოგდება არ შეიძლებოდა. იმ აზნაურებშიაც-კი, რომელნიც მზად იყვნენ თავისი ქვეყნისათვის ეღალატნათ და სპარსელების მხარეზე გადასულიყვნენ, ბევრი ჯიუტობდა და ქრისტიანობას თავს არ ანებებდა. მხოლოდ ზოგ კუთხეში, რომელიც უფრო დასამხრობი იყო სპარსელებისათვის და უფრო დამოკიდებულიც მათზე, ახერხებდნენ მოგვები თავისი მიმდევრების შოვნას. ასეთი იყო ქართლში, მაგალითად, საპიტიაშო.

ქართლის საპიტიახშო. თავდაპირველად ირანის შაჰები ქართლში პიტიახშებად სპარსელებს გზავნიდნენ: შემდეგ, როცა სპარსეთის მთავრობამ ქართლის დიდ აზნაურებში მომხრეები გაიჩინა, შაჰები ქართლის პიტიახშად უკვე ქართველს ნიშნავდნენ, ვინმეს დიდ აზნაურთაგანს. ბოლოს, პიტიახშობა შთამომავლობით დაიმკვიდრეს ქვემო ქართლის მთავრებმა იმ არშუშას სახლიდან, რომელსაც იეზდიგერდმა მაზდეიანობა მიაღებინა. ასე ჩამოყალიბდა ქართლის საპიტიახშო, რომელიც ვრცელი სამთავრო იყო, თრიალეთიდან სომხეთამდე გადაჭიმული. ქართლის საპიტიახშო ქართლის სამეფოში შედიოდა, მაგრამ პიტიახშები სპარსელების წაქეზებით ქართლის მეფეს ეურჩებოდნენ. მე-5 საუკუნეში საპიტიახშო სპარსელების ბუდე გახდა ქართლში.

სპარსელეი მხარს ურენონოფიიტოას. რაკი ქრისტიანობის მოსპობა და მაზდეიანობის საყოველთაოდ გავრცელება სპარსელებმა ვერ მოახერხეს, მათ პოლიტიკა გამოიცვალეს.

იმ დროს ქრისტიანები სხვადასხვა მიმართულებად იყვნენ. დაყოფილნი, რომელნიც ერთმანეთს ებრძოდნენ. ეს ბრძოლა საზოგადოებრივსა და ეროვნულ ნიადაგზე იყო წარმომდგარი, მაგრამ გარეგნულად იგი სარწმუნოებრივი საკითხების გარშემო წარმოებდა. დიოფიზიტები ანუ „ორბუნებიანები“ ქრისტეს ღმერთადაც სთვლიდნენ და კაცადაც, მონოფიზიტები-კი („ერთბუნებიანები“) ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდნენ. იყო აგრეთვე სხვა მიმართულებებიც.

რადგანაც რომის მთავრობას ქრისტიანობა იმისათვის სჭიროდა, რომ თავისი უფლება განემტკიცებინა და უზარმაზარი სახელმწიფოს მთლიანობა დაეცვა, ამიტომ იგი, ცხადია, ებრძოდა ყველას, ვინც გაბატონებულ საეკლესიო შეხედულებას არ იზიარებდა. საბოლოოდ, რომის სახელმწიფოში დიოფიზიტობამ გაიმარჯვა. დიოფიზიტობას უჭერდა მხარს რომის მთავრობა.

ამ გარემოებას ჩაებღაუჭა ეხლა სპარსეთის მთავრობა, რომელსაც უნდოდა ესარგებლა ქრისტიანების შინაური შფოთითა და ბრძოლით თავისი საკუთარი ინტერესებისათვის. ეხლა სპარსეთის მთავრობა მხარს უჭერდა ისეთ ქრისტიანობას, რომელსაც ებრძოდა სპარსეთის მტერი - რომის მთავრობა. თუ ქრისტიანობის დათმობა არ გსურთ, მაშინ ისეთი ქრისტიანობა მაინც უნდა მიიღოთ, რომელიც რომის მეფის სარწმუნოებისაგან განსხვავდებაო, - ასე მოითხოვდა ეხლა სპარსეთის შაჰი თავისი ქრისტიანი ქვეშევრდომებისაგან.

უმაღლესი სამღვდელოება და დიდი აზაურები სპარსელეის მარეზ. ამ ხერხით სპარსელებმა თავის მხარეზე გადაიყვანეს უმაღლესი სამღვდელოება და დიდი აზნაურები სომხეთში, ქართლში და ალბანიაში. ეპისკოპოსებად ამ დროს უკვე წარჩინებულებს, აზნაურებს ვხედავთ. ამ ეპისკოპოსებს ეხლა თავისი მეფე ისევე მოძულებული ჰყავდათ, როგორც მთავრებსა და სხვა დიდ აზნაურებს. ეკლესიას მე-5 საუკუნეში უკვე დიდი მამულები ჰქონდა. ამ მამულების გამო ქართლის მეფესა და სამღვდელოებას შორის ისეთივე ბრძოლა გაჩაღდა, როგორიც მეფესა და სხვა დიდ აზნაურებს შორის იყო. ამიტომ დაუახლოვდნენ ერთმანეთს სპარსელები და ქართლის სამღვდელოება. თანდათან ქართლის მთავარ-ეპისკოპოსი და ეპისკოპოსების უმრავლესობა სპარსელების მხარეს გადავიდა. სამაგიეროდ სპარსელები თავის მომხრე ეპისკოპოსებს უხვად აჯილდოებდნენ. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ქართლის მთავარ-ეპისკოპოსი ერისთავადაც-კი იყო დანიშნული სპარსელების მიერ.

ასე დაიწყო ქართლის მთავრებისა და ეპისკოპოსების ბრძოლა, სპარსელებთან ხელისხელ ჩაკიდებით, ქართლის მეფის წინააღმდეგ.

0x01 graphic

უჯარმა. ციხე-გალავნის კედელი.

5.9 § 30. ვახტანგ გორგასალი. ბრძოლა სპარსელების წინააღმდეგ

▲back to top


მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში ქართლში ვახტანგ გორგასალი მეფობდა. ვახტანგი გოლიათური ტანის პატრონი, თავისუფლების მოყვარე, ძლიერი და გულადი კაცი იყო. სპარსელებმა ვახტანგს „გორგასალი“, ესე იგი „მგელ-თავა“ დაარქვეს (სპარსულად „გორგ“ მგელსა ნიშნავს, „სარ“ - თავს), იმიტომ რომ ვახტანგი ომში თავზე მუზარადს იხურავდა, რომელზედაც მგელი იყო გამოსახული. ვახტანგმა ამიერ-კავკასიის ქვეყნებიდან სპარსელების გაძევება მოიწადინა და ამ მიზანს მოახმარა მთელი თავისი მხნეობა, საორგანიზაციო ნიჭი და სამხედრო გამოცდილება.

ქართველ ხალხს თავი მობეზრებული ჰქონდა სპარსელების ძალადობისა და მეხარკეობისაგან. გამწარებული ჰქონდათ ცხოვრება სპარსელებისაგან სომხებსაც. ამიტომ ვახტანგი სპარსელების წინააღმდეგ მებრძოლებს აგროვებდა საიდუმლოდ არა მარტო ქართლში, არამედ მეზობელ სომხეთშიაც. იმდროინდელი სომეხი ისტორიკოსი ლაზარე ფარპელი გვიამბობს, რომ გორგასალმა ალექსანდრე მაკედონელის სამხედრო ხერხები გამოიყენა ზოგი გულგატეხილი და უიმედო ადამიანების გასამხნევებლად და ამ დიდ ბრძოლაში ჩასაბმელად.

ვახტანგს უმთავრესად ხალხის იმედი ჰქონდა. ხალხი, ერთი მხრით, სპარსელებისაგან იტანჯებოდა, მეორე მხრით - სპარსელების მოკავშირე ქართველი მთავრებისა და დიდი აზნაურებისაგან. ეს მთავრები და დიდი აზნაურები, რომელნიც სპარსელების დახმარებით ქართლის მეფეს ებრძოდნენ, იმავე დროს ხალხის, „წვრილი ერის“, გაძარცვასა და დამონებას ცდილობდნენ. ამიტომ იყო რომ ხალხს ვახტანგ მეფე თავის მხსნელად მიაჩნდა გარეშე და შინაური მტრისაგან. ამიტომაა რომ ხალხში დღემდე დარჩა სიმღერა, რომელიც ვახტანგს აქებს და ადიდებს:

ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან ჩამოესმა რეკა;
იალბუზზე ფეხი შესდგა,
დიდმა მთებმა შექნეს დრეკა.

სამაგიეროდ ეპისკოპოსები და მთავრები ვახტანგ მეფეს ხელს უშლიდნენ, ან პირდაპირ ღალატობდნენ კიდევაც. ქართლის ეკლესიის მეთაურს, მიქაელ მთავარ-ეპისკოპოსს, რომელსაც გაგებული ჰქონია, ვახტანგი სპარსელების წინააღმდეგ აჯანყებას ამზადებსო, დაუწყევლია მეფე და მისი ჯარი. ვახტანგს გულზვიადი მღვდელმთავრის შემორიგება უცდია და თვითონ მისულა მასთან. მაგრამ მიქაელი იმდენად გაბოროტებული ყოფილა ვახტანგის წინააღმდეგ, რომ დიდი შეურაცხყოფა მიუყენებია მეფისათვის - ფეხი ჩაუცია მისთვის. ვახტანგმა განდევნა მიქაელი და კათალიკოსობა დააწესა: ქართლის ეკლესიის სათავეში მთავარ-ეპისკოპოსის მაგიერ კათალიკოსი დააყენა. პირველ კათალიკოსად ვახტანგმა დიოფიზიტობის მომხრე პირი დანიშნა და ამით „სპარსულ“ ქრისტიანობას, მონოფიზიტობას, აშკარა ბრძოლა გამოუცხადა.

სპარსეთის მომხრე აზნაურების მეთაური მაშინ ქართლში ვარსქენ პიტიახში იყო, იმ არშუშა პიტიახშის შვილი, რომელმაც სპარსეთის მეფის მოთხოვნით მაზდეიანობა მიიღო. ვარსქენიც სპარსეთის მეფის გულის მოსაგებად, ქრისტიანობას გადაუდგა. ქართლში დაბრუნებულმა პიტიახშმა გამაზდეიანება დაუპირა თავის ცოლს, შუშანიკსაც. რადგანაც შუშანიკი ქმრის ნებას არ დაჰყვა, იგი ვარსქენმა აწამა. ეს ამბავი აღწერილიაქვს იაკობს.

ვახტანგმა შუშანიკის წამება მოიმიზეზა და ვარსქენი მოაკვლევინა 484 წელს. ამით ვახტანგ მეფემ თავიდან მოიშორა სპარსელების მომხრე აზნაურთა მეთაური. იმავე წელს ვახტანგმა ომი დაიწყო სპარსელების წინააღმდეგ. ვახტანგმა დიდი ცდით თავის მხარეზე გადაიყვანა და სპარსელების წინააღმდეგ აამხედრა სომხებიც, რომელთაც მაშინ სარდალი ვაჰან მამიკონიანი მეთაურობდა. ვახტანგის საქმე ჯერ კარგად მიდიოდა, მაგრამ მალე მოღალატეები გამოჩნდნენ, უმთავრესად აზნაურების წრიდან. ეს მოღალატეები მტრის მხარეს გადავიდნენ და თავისიანები დაამარცხეს. ქართეელებისა და სომხების დამარცხებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მოკავშირეებს არ მოუვიდათ ჰუნების მეშველი ჯარი, რომელსაც ისინი ჩრდილოეთ კავკასიიდან ელოდნენ. ვახტანგი დროებით ეგრისში გაიხიზნა.

შემდეგ ვახტანგი დაბრუნდა ქართლში და კვლავ მტერს ბრძოლა დაუწყო. ერთ-ერთ ომში სპარსელების წინააღმდეგ ვახტანგი დაიღუპა, ისევ ღალატის წყალობით: ვახტანგის ყოფილმა მონამ მიპარვით ისარი ჩასცა, მოხერხებულ ადგილას, მებრძოლ მეფეს. ვახტანგი გარდაიცვალა ციხე-ქალაქ უჯარმაში, რომელიც იმ დროს კახეთის ცენტრი იყო. გმირი მეფე მცხეთაში დაჰკრძალეს, სიონის ტაძარში, და მისი საფლავის ლოდზე ვახტანგის გოლიათური ფიგურა გამოსახეს. ვახტანგის აბჯარი და სამოსელიც საუკუნეების განმავლობაში იყო შენახული საქართველოს სამეფო საგანძურში, როგორც ძვირფასი ისტორიული ნაშთი.

ვახტანგ გორგასლის სიკვდილის შემდეგ ქართლის სამეფოს საქმე უკან წავიდა. 523 წელს ქართლში ისევ აჯანყება მოხდა სპარსელების წინააღმდეგ, რადგანაც სპარსელებს ახალი ბრძანება გამოეცათ - ყველამ მაზდეიანური წესები შეასრულეთ, მკვდრები მიწაში არ დამარხოთო. ქართლის მეფე გურგენი, რომელსაც კავშირი ჰქონდა გაბმული კეისართან და კეისრისაგან ჯარსაც ელოდა, სპარსელებს გადაუდგა. მაგრამ რომაელების მეშველი ჯარი რიცხვ-მცირე გამოდგა, გურგენი სპარსელებს ვეღარ გაუმკლავდა და იძულებული შეიქნა მთელი ოჯახითა და თავისი მომხრე დარბაისლებით ეგრისს შეჰფარებოდა. ქართლში მეფობა მოისპო და სპარსელების მმართველობა დამყარდა.

5.10 § 31. ქართლი სპარსელების ბატონობის ქვეშ

▲back to top


იმდროინდელი რომაელი ისტორიკოსი გვიამბობს, რომ გურგენ მეფის აჯანყების შემდეგ „არც სპარსელები აძლევდნენ ქართველებს ნებას თავისი მეფე ჰყოლოდათ, არც ქართველები ემორჩილებოდნენ სპარსელებს ნებაყოფლობით. სპარსელები და ქართველები დიდი ეჭვითა და უნდობლობით უყურებდნენ ერთმანეთს“-ო. ეს ნათქვამი, ცხადია, ქართველ ხალხს ეხება, რომელიც იძულებული გახდა დროებით დამორჩილებოდა უხეშ ძალას, მაგრამ ელოდა ხელსაყრელ დროს, რომ ქედიდან მონობის უღელი გადაეგდო.

ქართლის მთავრები და დიდი აზნაურები თავს კარგად გრძნობდნენ. მეფობის მოსპობა ქართლში ხომ უმთავრესად მათი საქმე იყო. ძველი ქართველი მემატიანე ამტკიცებს, რომ მას შემდეგ რაც ვახტანგის შთამომავლობას მეფის უფლება წაართვეს, ქართლში უკვე აზნაურები გაბატონდნენო. მართლაც, დიდი აზნაურები ადვილად შეუხმატკბილდნენ სპარსელებს და ეხმარებოდნენ მათ ქართლის მართვა-გამგეობაში. სამაგიეროდ, სპარსელებიც მათ თავის წყალობას არ აკლებდნენ, მსხვილ თანამდებობებსა და ჯილდოებს ურიგებდნენ და ზოგჯერ მემკვიდრეობითაც უმტკიცებდნენ მიცემულ მოხელეობას.

იმ თანამდებობათაგან, რომლებიც ქართლში სპარსელებმა ადგილობრივ აზნაურებს დაუმტკიცეს, ყველაზე დიდი იყო „ქართლის მამასახლისის“ და „ქართლის პიტიახშის“ თანამდებობანი. ამ მთავრებს გარდა იყვნენაგრეთვე ცალკე თემების ერისთავებიც. ქართლის კათალიკოსიც კარგად იყო განწყობილი სპარსელებთან.

ქართლის სათავეში სპარსელებს თავისი მოხელე ეყენათ, რომელიც „მარზპანის“ წოდებას ატარებდა. „მარზპანი“ სპარსული სიტყვაა და „ოლქის მმართველს“ ნიშნავს. მარზპანს დიდი უფლება ჰქონდა. მას შეეძლო ქართლის ყოველი მცხოვრების გასამართლება და სიკვდილით დასჯაც-კი. მარზპანივე ჰკრეფდა ხარკს ქართველი მთავრებისა და ერისთავების საშუალებით.

ქართლის დიდი ქალაქების, მაგალითად, თბილისისა და მცხეთის, ციხეებში სპარსელების ჯარი იდგა.

ქართლის მოსახლეობას სპარსელებმა, ხარკის გარდა, სამხედრო სამსახურიც დააკისრეს. ეს სპარსული ხარკი, ბეგარა და უსამართლობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და აღვივებდა ქართველ ხალხში სიძულვილს დამპყრობლებისადმი. ქართველი ხალხის წინააღმდეგობის გამო სპარსელებმა დიდხანს ვეღარ იბოგინეს ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ სანამ აქ იყვნენ, მათ დიდი ვნება მიაყენეს არა მარტო აღმოსავლეთს, არამედ დასავლეთ საქართველოსაც.

5.11 § 32.ეგრისი მე-6 საუკუნის დამდეგს. ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება ეგრისში

▲back to top


სპარსეთის ზრახვეი ეგრისის მმართ. როცა სპარსელებმა ქართლი მთლიანად დაიმორჩილეს, აღმოსავლეთ რომის მთავრობა საგონებელში ჩავარდა, ვაი თუ სპარსელები ეგრისსაც გადმოსწვდნენო. სპარსელებიარც მალავდნენ თავისს ასეთ განზრახვას, მით უმეტეს, რომ ეგრისის მეფე თვითონაც ცდილობდა სპარსელები გამოეყენებინა რომაელების წინააღმდეგ. სპარსელებს უნდოდათ, ჯერ ერთი, ეგრისის ხელში ჩაგდებით გული საგულეს ჰქონოდათ ქართლშიაც. ქართლსა და ეგრისს შორის მჭიდრო კავშირი არსებობდა ძველთაგანვე, არა ერთხელ დახმარებიან ისინი ერთმანეთს გაჭირვებაში, და თავშესაფარიც არა ერთხელ უშოვნიათ ეგრისში ქართლიდან გახიზნულ სახელმწიფო მოღვაწეებს. ის კი არა და, სპარსელების მტარვალობისაგან გამოქცეული სომხებიც სახიზარს ეგრისში პოულობდნენ. ამიტომ ჰსურდათ სპარსელებს მოეშალათ ეს ბუდე, სადაც ირანის ურჩი ქვეშევრდომები ახალ ძალებს აგროვებდნენ და თავისი ქვეყნის განთავისუფლების გეგმებს ამუშავებდნენ. გარდა ამისა, ეგრისში დამკვიდრებით სპარსელებს უნდოდათ შავი ზღვისაკენ გზა გაეკაფათ, რომ თავისი მოსისხლე მტრისათვის, რომაელებისათვის, ზღვიდანაც დაეკრათ.

518-523 წლებში ირანის ელჩი უმტკიცებდა რომაელების წარმომადგენლებს, რომ „კოლხიდა, რომელსაც ეხლა ლაზიკა ეწოდება, ძველთაგანვე სპარსელთა ქვეშევრდომი იყო და იგი რომაელებს ძალით უჭირავთ, უსამართლოდ“-ო. რომაელები აღშფოთებით უარყოფდნენ სპარსელების მოთხოვნას.

თანხმოეა ერისელებსა და რომაელებს შორის. ქართლის საზღვარზე ეგრისს ორი ძლიერი ციხე-სიმაგრე ჰქონდა - შორაპანი და სკანდა. ძველთაგანვე ამ ციხეებს თვითონ ეგრისელები იცავდნენ და კარგადაც. ახლა კი რომაელები ჩიოდნენ, ლაზებს არ ჰსურთ თავისი ქვეყნის ჩვენთან ერთად დაცვაო. მართლაც, როცა ეგრისელებმა შეატყვეს, რომაელებს თვითონ უნდათ ჩვენი ქვეყანა ხელთ ჩაიგდონო, ციხეების მაგრებაზე გული აიყარეს - ხალხს სამშობლო თავისთვის უნდოდა და არა სხვებისათვის.

კეისარმა გადასწყვიტა ჯარის გაგზავნა ეგრისში. დიდი ხანი იყო უკვე გასული, რაც რომაელების ჯარები ეგრისში არ მდგარიყო და მათი გამოჩენა ხალხმა ძალიან იუცხოვა. რომაელებმა გამოიყვანეს შორაპნისა და სკანდის ციხეებიდან ადგილობრივი მეციხოვნენი და მათ მაგიერ თვითონ ჩადგნენ შიგ, მაგრამ დიდ ხანს ვერ გასძლეს. სურსათის ამოტანა რომაელებს აქ თვითონ არ შეეძლოთ, ეს მათ ლაზებს დაავალეს. ლაზებმა ანუ ეგრისელებმა ერთი პირობა კი უზიდეს რომაელებს სურსათ-სანოვაგე, მაგრამ შემდეგ ამ სამსახურზე უარი სთქვეს. რომაელები იძულებული გახდნენ ციხეები დაეცალათ და სკანდა-შორაპანი სპარსელებმა ჩაიგდეს ხელში სულ გაურჯელად.

0x01 graphic

ქართველ ტომთა ტიპები. ლაზი. XX ს. დამდეგი.
სა
ქ. მუზ. ეთნ. გან.

რომაელეი ამარეენ ერისს. ერისის მეფის მოათვლა. ეხლა კეისარი კიდევ უფრო შეფიქრიანდა და ეგრისის გამაგრებისათვის მეტ ზრუნვას შეუდგა. რაკი ქვეყნის შიგნით მდებარე ციხეების დაცვა მათ არ შეეძლოთ, ამიტომ რომაელებმა ზღვისა და დიდი მდინარეების ნაპირების გამაგრება დაიწყეს. უფრო მისაწვდომ ადგილებში რომაელთა. ციხის ჯარი ჩადგა.

გარდა ამისა, კეისარმა საჭიროდ იცნო სხვამხრივაც შემოემტკიცებინა ეგრისი. ეგრისში ამ დროს ის-ის იყო მეფე გარდაცვლილიყო და მისი მემკვიდრე, წათე, ტახტზე ასვლას აპირებდა. კეისარმა წათე კონსტანტინოპოლში დაიბარა და პირობა დაუდო, თუ ეგრისის მეფობა გსურს, ქრისტიანობა უნდა მიიღოო. იმდროინდელ გარემოებაში წათეს სხვა რა ღონე ჰქონდა, თვითონაც მოინათლა და თავისი შვილიც მონათლა. ამის შემდეგ კეისარმა წათე ეგრისის მეფედ დაამტკიცა და დიდი დიდებით სამშობლოში გაისტუმრა. ეს ამბავი მოხდა 523 წელს.

ეგრისში ქრისტიანობა დიდი ხნიდანვე იყო შემოსული. ზღვისპირა ქალაქებში უკვე მე-4 საუკუნის დამდეგს ეპისკოპოსები ისხდნენ. მაგრამ ეგრისის მეფეებს არ ჰსურდათ რომაელების სარწმუნოების მიღება, რადგანაც რომაელები არაფრად ეპიტნავებოდათ და იმასაც-კი ცდილობდნენ,რომ რომაელებისათვის სპარსელები დაეპირისპირებინათ, როცა რომაელებს თავს გაუდიოდათ ხოლმე. ეხლა, როცა რომაელებმა სამხედრო მუხრუჭი მოუჭირეს დასავლეთ საქართველოს, ეგრისის მეფე იძულებული განდა სარწმუნოების საკითხში დაეთმო რომაელებისათვის. ასე გადაიქცა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ეგრისში.

5.12 § 33. „სუკუნო ზავი“ და მისი შედეგები

▲back to top


სპარსელეის შერა ერისში. წათეს ამბავი სპარსელებს ელდად ეცათ და შაჰმა კეისარი საყვედურით აავსო. კეისრის ცბიერი პასუხი საკმაო არ აღმოჩნდა სპარსელების დასამშვიდებლად და 528 წელს ისინი ეგრისს შეესივნენ. მეფე წათემ, რომაელების დახმარებით, სპარსელები თავის სამეფოდან განდევნა. სპარსელები ისევ-ისე შორაპანსა და სკანდაში დარჩნენ მხოლოდ. 532 წელს რომაელებმა და სპარსელებმა ერთმანეთში ზავი დასდეს, რომელსაც „საუკუნო“ უწოდეს, ვითომც იგი არასოდეს არ უნდა დარღვეულიყო. „საუკუნო ზავის“ პირობით, რომაელებმა და სპარსელებმა ერთმანეთს დაპყრობილი ადგილები გაუცვალეს. სპარსელებმა სკანდა და შორაპანი დასთმეს. ამ ზავს უნდობლობა და ეჭვი მაინც არ მოუსპია; ორივე მხარე მერმისზე ფიქრობდა და ყოველი შემთხვევისათვის ემზადებოდა.

რომაელეის აალი ღონისიეი ერისის ასამარელად. აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ამ დროს იუსტინიანე იყო კეისრად (527 წ.-565 წ.), ირანში-კი შაჰი ხოსრო ანუშირვანი მბრძანებლობდა (531 წ.-579 წ.). ორივემ მთელი თავისი ხანგრძლივი მეფობა მუდმივ ომიანობასა და ერთმანეთის მტრობაში გაატარეს. იუსტინიანემ გაამრავლა რომაული ჯარები ეგრისში. მეციხოვნე ჯარები ამ დროს ეგრისის ზღვისპირა ქალაქებში იდგა უმთავრესად - ფოთში ანუ ძველ ფასიდში, ცხუმში ანუ სევასტოპოლისში (ძვ. დიოსკურია), ბიჭვინტაში ანუ პიტიუნტში. სიმაგრეებისათვის ადვილი იყო ზღვით მიწოდება როგორც სურსათის, ისე დამხმარე სამხედრო ძალისაც. გამაგრებულ იქნა ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი ანუ არქეოპოლისიც. ეგრისის სამხრეთ საზღვარზე, სადაც ეგრისის სამხრეთი გზა ვიწრო ზღვისპირა კარებში გადიოდა, იუსტინიანეს ბრძანებით აშენებულ იქნა ახალი ციხე-ქალაქი, სახელად პეტრა. პეტრას შიდა-ციხე, რომელიც აშენებული იყო თვალუწვდენელ კლდეზე, ნაწილობრივ ეხლაც არის შენახული (ციხისძირში). ქალაქ პეტრაში დააყენა იუსტინიანემ რომაელების მთავარი გარნიზონი. აქვე იჯდა სტრატეგიც. სტრატეგი ეწოდებოდა იმ სარდალს, რომელსაც ემორჩილებოდნენ ეგრისში მდგარი რომაული რაზმები. ამავე დროს სტრატეგს კეისრისაგან ფარულად დავალებული ჰქონდა თვალ-ყური ედევნებინა ეგრისის მეფისათვის.

რომაელი მეციხოვნეების გაჩენა ეგრისელებს თავისთავადაც არაფრად ეპრიანათ. მაგრამ ამას რომაელი მოხელეების ბოროტმოქმედებაც დაემატა. იმდროინდელი რომაელი მოხელეები საერთოდ ცნობილი იყვნენ თავისი სიხარბით, თაღლითობითა და თვითნებობით. ქვეშევრდომების ყვლეფის საქმეში მათ ტოლი არ ჰყავდათ.

ასევე იქცეოდნენ რომაელები ეგრისშიაც. განსაკუთრებით შეაწუხა ხალხი სტრატეგმა ციბემ.

5.13 § 34. ომის დაწყება ეგრისში. ომის მიზეზები

▲back to top


როაელეის სავარო მოოპოლია ეგრისში. ციბემ ეგრისში თავისუფალი ვაჭრობა მოსპო. ვაჭრებს ნება არ ჰქონდათ თვითონ შემოეტანათ ეგრისში საქონელი, არც ეგრისელებს ჰქონდათ უფლება თავის ნებაზე გაეყიდათ საქონელი. როგორც შემოსატანს, ისე გასატან საქონელს ჯერ ციბეს ხელში უნდა გაევლო და ფასებსაც მათ თვითონ ციბე უწესებდა. ეგრისელებს აიძულებდნენ ისეთი საგნებიც ეყიდნათ, რომლებიც მათ. სრულებით არ სჭიროდათ. ხშირად კიდევ რომაელები ფულს არ აძლევდნენ იმ საქონელში, რასაც მათგან ყიდულობდნენ.

რისის საარეო რობა. ეგრისი ამ დროს ფართო ვაჭრობას აწარმოებდა. ბლომად გაჰქონდათ ეგრისიდან ტყავეულობა, ბეწვეული და სხვა ნედლეული, ბევრი გაჰყავდათ მონებიც. სამაგიეროდ, ეგრისელებს დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ მარილი, რომელიც ადგილობრივ არ იპოვებოდა. ამას გარდა, მეფე და წარჩინებული ხალხი ადგილობრივ პურსა და ღვინოზე მეტად უცხოურს ეტანებოდა. შემოჰქონდათ ძვირფასი ქსოვილები და იარაღიც, იმავე წარჩინებული ხალხისათვის.

ამ ვაჭრობას ეგრისელები უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებთან აწარმოებდნენ, პირველ რიგში - პონტოსა და ყირიმთან, - რომელნიც ამ დროს აგრეთვე რომაელებს ემორჩილებოდნენ, საქონელსაც ამიტომ ხომალდებით ჰზიდავდნენ და თვითონ ეგრისელებიც დახელოვნებული მეზღვაურები იყვნენ.

გარდა იმისა, რომ ზოგიერთი საგნის, მაგ., მარილის, შემოტანას აუცილებელი იყო, რადგანაც უმისოდ ხალხს გაძლება არ შეეძლო. ამ ვაჭრობას დიდი სარგებლობა მოჰქონდა მისი მიმდევრებისათვის ეგრისში. ვაჭრობას უმთავრესად თვითონ მეფე და წარჩინებულები აწარმოებდნენ, ისინი ყიდულობდნენ საზღვარგარეთულ ძვირფას საქონელს და ისინივე იძლეოდნენ სამაგიერო საგნებსაც. მონების გამყიდველნიც მეფე და წარჩინებულნი იყვნენ. აქ მონებად მეტწილად ტყვეები იგულისხმებიან: თავს დაესხმოდნენ მეზობელ ტომებს - ჩვეულებრივად ჩრდილოეთ კავკასიაში, მოიტაცებდნენ იქიდან ხალხს და შემდეგ რომაელებზე ჰყიდდნენ. ზოგიერთი უფრო სასტიკი მთავრები-კი, როგორც, მაგალითად, აბაზგების მთავრები, საკუთარი ქვეშევრდომების გაყიდვასაც არ თაკილობდნენ. ტყვის სყიდვა წარჩინებული ხალხის ხელობად იყო გადაქცეული.

ეგრისის მმართველი წრეეის ამხედრომაელეის წიააღდეგ. ამიტომ ციბეს მიერ შემოღებულმა სავაჭრო მონოპოლიამ ძალიან შეავიწროვა ეგრისის მეფე და დიდებულები, რაკი, ამასთან ერთად, რომაელები სხვა მხრივაც ძალზე აწუხებდნენ ეგრისელებს, ამიტომ ეგრისის მეფემ და დიდებულებმა გადასწყვიტეს რომაელების თავისი ქვეყნიდან განდევნა. დახმარების მისაღებად არჩიეს სპარსელებისათვის მიემართნათ. ეგრისში ამ დროს მეფედ იყო გუბაზი, რომელიც ცდილობდა მოზღვავებულს უცხო, მტრულ ძალებს შორის როგორმე დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა.

ეგრისის ელი სპარსეთში. გუბაზმა ირანის მბრძანებელს, ხოსრო ანუშირვანს, ელჩები გაუგზავნა ფარულად. ეგრისის წარმომადგენლებმახოსროს უთხრეს: „უნდა ვთქვათ ზოგიერთი ბოროტების შესახებ, რაც ჩვენს წინააღმდეგ წყეულმა რომაელებმა ჩაიდინეს. ჩვენს მეფეს მეფობის მხოლოდ გარეგნული ნიშნები დაუტოვეს, ძალა-უფლება საქმეებში-კი თვითონ მიითვისეს. მეფე მოსამსახურეს დაემსგავსა, მას განმკარგულებელი სტრატეგის ეშინია. აუარებელი ჯარიც ჩაგვიყენეს, მაგრამ იმისთვის კი არა, რომ დაიცვან ჩვენი ქვეყანა შემწუხებლებისაგან, - მოსაზღვრე ხალხებიდან ჩვენ ხომ სხვა არავინ გვაწუხებდა, რომაელების გარდა; არამედ იმისთვის, რათა დავემწყვდიეთ ჩვენ, როგორც ციხეში, და რათა ჩვენს ქონებას დაპატრონებოდნენ“-ო. ელჩებმა სთხოვეს ხოსროს დახმარებოდა ეგრისს ჯარით რომაელების განდევნაში. ელჩები უხატავდნენ ხოსროს იმ სარგებლობას, რომელიც სპარსეთისათვის ეგრისში დამკვიდრებას უნდა მოეტანა: „სპარსელების ძალას თქვენ გაზრდით უძველესი სამეფოთი (ე.ი. ეგრისით) და მისი საშუალებით განდიდდება თქვენი ხელმწიფების ღირსებაც. ჩვენი ქვეყნის ზღვით-კი რომაელების ზღვას დაუკავშირდებით... თქვენზე იქნება დამოკიდებული რომ მოსაზღვრე ბარბაროსებმა ყოველ წელიწადს არბიონ რომაელების მიწა-წყალი... თქვენ ალბათ იცით რომ ლაზების ქვეყანა დღემდე კავკასიის მთების წინააღმდეგ საფარს წარმოადგენდა“-ო.

სპარსელეის ზრახვები. ხოსრო ძალიან გაახარა ამ ამბავმა. ამდრთინდელი ისტრრიკოსები ასე ასწერენ ხოსროს გულისნადებს: „ხოსროს ღირსშესანიშნავ მონაპოვრად მიაჩნდა კოლხეთის მტკიცედ დასაკუთრება, რადგანაც, მისი აზრით, ირანის ძალა-უფლებას ეს დიდ სარგებლობას მოუტანდა. იბერიაც ხომ მომავალში სავსებით მორჩილი იქნებოდა, რადგან იბერებს აღარ ეყოლებოდათ ის ხალხი, ვისთანაც ისინი, განდგომის შემთხვევაში, თავს გადაირჩენდნენ... აგრეთვე ლაზიკის მეზობლად მოსახლე ჰუნებიც სპარსელების სახელმწიფოს ვერასოდეს ვეღარ დაარბევდნენ. თვითონ ხოსრო-კი ამ ჰუნებს გაცილებით უფრო ადვილად მიუსევდა რომაელების სახელმწიფოს, როცა ეს მისთვის სასურველი იქნებოდა: კავკასიაში მოსახლე ბარბაროსების წინააღმდეგ მხოლოდ ლაზიკა არის ზღუდე... ლაზიკიდან შეტევით სპარსელები ადვილად შესძლებდნენ თავდასხმას ხმელეთითაც და ზღვითაც, ეგრეთწოდებულ ევქსინის პონტოს ნაპირებზე, და მოულოდნელად დაიპყრობდნენ ბიზანტიელებს... ამიტომ უნდოდა ნოსროს ლაზიკის შემოერთება“-ო. ეგრისის ელჩებს ხოსრომ ცბიერი თანხმობა მისცა, ვითომც მხოლოდ დახმარებას უპირებდა.

0x01 graphic

ბოლნისი. სვეტისთავი.
გ. უბინაშილის გამოცემი.

ხორო დიდი ჯაით ემოდის ერისში. 542 წელს ხოსრო უზარ·მაზარი ჯარით მოვიდა ქართლში და აქედან უეცრად გადავიდა ეგრისში, რითაც დაარღვია „საუკუნო ზავი“. სპარსელების მეგზურები თვითონ ლაზები იყვნენ. ეგრისის საზღვრები უღრანი ტყეებით იყო დაფარული და სპარსელები იძულებული იყვნენ გზა სახელდახელოდ გაეკაფათ. გუბაზ მეფე შეხვდა ხოსროს შუა კოლხეთში და ეგრისის ჯარებით სპარსელებს შეუერთდა. რადგანაც რომაელების მთავარი ძალა პეტრაში იყო დაბანაკებული, ამიტომ მოკავშირეები პირველად პეტრას ეცნენ. სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ პეტრა აღებულ იქნა და შიგ სპარსელების გარნიზონი ჩადგა.

სამაგიეროს გადასახდელად რომაელები ირანს შეესივნენ. ამიტომ თვითონ ხოსრო იძულებული შეიქნა შინ დაბრუნებულიყო. 545-6 წელს სპარსელებმა და რომაელებმა დროებითი ზავი შეჰკრეს ხუთი წლის ვადით. ამ ზავის დროს ეგრისში ახალი ამბები დატრიალდა.

5.14 § 35. სპარსელების ნამდვილი განზრახვის გამოაშკარავება. ომის გაფართოება

▲back to top


ხოსროს ფარული განზრახვა ის იყო, რომ მთლიანად აეყარა ეგრისის ხალხი და მის მიწა-წყალზე სპარსელები და სხვა, სანდო ტომები დაესახლებინა. ეხლა ხოსრო იმასაც ატყობდა, რომ ეგრისელები სპარსელების მადლიერი სრულებით არ დარჩენილან. სპარსელების ლაზიკაში დამკვიდრებამ შესწყვიტა ლაზების ვაჭრობა რომაელებთან, რის გამოც ეგრისის მეფე და წარჩინებული ხალხი ძალიან ზარალობდნენ. გარდა ამისა სპარსელები არც ქცევით სჯობდნენ რომაელებს. ეგრისის მეფე და დიდებულები უკმაყოფილო იყვნენ.

ხოსრომ გადასწყვიტა, დროებითი ზავი შესაფერისი დროა, რომ ჩემი გეგმა შევასრულოო. მან ერთს თავის სარდალს დაავალა მოეკლა გუბაზ მეფე. სარდალმა თავისი მხრით ეს საქმე ერთს წარჩინებულ ლაზს, ფარსანსს, დააკისრა, რომელსაც გუბაზ მეფესთან მტრობა ჰქონდა. ამ დროს ეგრისშიაც აზნაურობა ისევე ფეხმოკიდებული იყო, როგორც ქართლში. დიდ-დიდი აზნაურები თავკერძობით სხვადასხვა მხარეს იწევდნენ, როგორც ეს საერთოდ ფეოდალებს სჩვევიათ ხოლმე. თუმცა ეგრისში მეფესა და აზნაურებს ისეთი მტრობა არ ჰქონიათ, როგორც ქართლში, მაგრამ მეფის უკმაყოფილო ხალხი აქ მაინც იყო, წარჩინებულთა შორის. მათ რიცხვს ეკუთვნოდა ფარსანსიც.

მაგრამ ფარსანსმა ასეთს მუხანათურ საქმეში ხელი არ გაისვარა. მან, პირიქით, ყველაფერი გუბაზ მეფეს შეატყობინა. სპარსელების ვერაგობით აღშფოთებულმა გუბაზმა კვლავ იუსტინიანე კეისარს მიმართა, თავისი წინანდელი საქციელი მოინანია და შესთავაზა - ისევ რომაელების მხარეზე გადმოვალთ, ოღონდ სპარსელები გადაგვარეკინეთო. იუსტინიანეს ეს ამბავი დიდად ეამა და ეგრისში ახალი ჯარები გამოგზავნა.

ეხლა ომი ახალი სიძლიერით ატყდა. ასეთი დიდი და გამანადგურებელი ომიანობა იშვიათად ყოფილა დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე. ეგრისში მოთარეშე სპარსელებისა და რომაელების ერთადერთი მიზანი ამ ქვეყნის დაპყრობა იყო და ამ მიზნისათვის ისინი არავითარ საშუალებას არ თაკილობდნენ - არც მოსყიდვას, არც შეჩენილ კაცისმკვლელებს, არც ორპირობასა და ღალატს. ქვეყანასაც ისინი დაუნდობლად აოხრებდნენ.

გამარჯვების სასწორი რომაელებისა და ეგრისელებისაკენ იხრებოდა. ეს უფრო ეგრისელების დამსახურება იყო: ისინი ჩინებული მეომრები იყვნენ, ადგილობრივ პირობებს ყველაზე უკეთ იცნობდნენ და სამშობლოსათვის გაალმასებით იბრძოდნენ. სპარსელებს ადრე გააძევებდნენ ეგრისიდან, რომ იმთავითვე ლაზებსა და რომაელებს შორის უთანხმოება არ ყოფილიყო. ეგრისელები თავის ქვეყნის დასაცავად თავს არ ზოგავდნენ, რომაელი სარდლები-კი, რომელთაც პირადი ინტერესის გარდა სხვა არაფერი ამოძრავებდათ, გულგრილობასა და უთაობას იჩენდნენ. ეს ახელებდა ეგრისელებს რომაელების წინააღმდეგ.

როცა ხოსრომ ეგრისის ამბები შეიტყო, ძალიან შეწუხდა და ახალი დიდი ლაშქარი გამოგზავნა ეგრისში. სპარსელებმა სასტიკი დამარცხება იწვნიეს რიონის პირებში, მაგრამ პეტრა მაინც შეინარჩუნეს (549 წ.).

550 წელს ხოსრომ ეგრისში ახალი სარდალი გამოგზავნა უზარმაზარი ჯარით. ეს ლაშქარი მუხურისის თემში დაბანაკდა, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, მტრის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ამხედრდნენ მეფე გუბაზი თავისი ჯარით და რომაელები. სამხედრო თათბირის შემდეგ გადასწყვიტეს უეცარი იერიში მიეტანათ სპარსელებზე. მაგრამ აქ თავი იჩინა უთანხმოებამ მოკავშირეთა შორის. იმდროინდელი რომაელი ისტორიკოსი გვიამბობს: „ლაზები შეუძლებლად სთვლიდნენ რომაელებთან ერთად დარაზმულიყვნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ რომაელები ბრძოლაში გასვლით არც სამშობლოსთვის იგდებენ თავს საფრთხეში, არც ნათესავებისათვის, მათ-კი, ლაზებს, საფრთხე მოელისთ შვილებისთვის, ცოლებისთვის და სამშობლო ქვეყნისთვის. ასე რომ ლაზებს თავისი ცოლებისა უნდა შერცხვეს, თუ მტრისაგან დამარცხებული იქნებიან... ლაზებს ძალიან უნდოდათ, რომ პირველნი და მარტო დასძგერებოდნენ მტერს, რათა მათთვის საქმეში ხელი არ შეეშალათ რომაელებს, რომელნიც ლაზებსავით არ იყვნენ გატაცებულნი სახიფათო ბრძოლაში. ლაზები რომ ასე აღფრთოვანებით ლაპარაკობდნენ, გუბაზს ძალიან გაეხარდა, მოუხმო მათ რომაელებისაგან ცოტა მოშორებით და ასე მიმართა: „მე არ ვიცი, ვაჟკაცებო, საჭიროა თუ არა კიდევ დარიგებით მოგმართოთ თქვენ გასამხნევებლად... არავითარი მოწოდება აღარ ესაჭიროება იმას, ვინც ჩვენსავით თვით გარემოებით არის უკვე აღფრთოვანებული. საფრთხე მოელის ხომ ჩვენს ცოლშვილს, სამშობლო ქვეყანას და, ერთი სიტყვით, ყველაფერს... ნუ გაქრება ლაზების სახელი! ძნელი არ არის, ვაჟკაცებო, სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის, რომელთაც ხშირად გაგვიმარჯვნია მათზე ხელჩართულ ომში“...

მართლაც ეგრისის ცხენოსანი ჯარი პირველი ეძგერა მტერს, ატყდა ფიცხელი ომი. ომი სპარსელების სასტიკი დამარცხებით დამთავრდა. სპარსელების სარდალმა და მეომრების უმრავლესობამ ბრძოლის ველზე დალიეს სული, სხვებმა გაქცევით. თავს უშველეს, მოკავშირეებმა კი სპარსელების მთელი ბანაკი ხელში ჩაიგდეს. ამის შემდეგ. სპარსელების. ჯარი მხოლოდ პეტრაში იყო დარჩენილი. ლაზები მოითხოვდნენ, პეტრასაც ეხლავე თავს დავესხათო, მაგრამ რომაელების სარდალი ამას ეწინააღმდეგებოდა. მაშინ ლაზებმა კეისართან იჩივლეს, შეიძლება თქვენი სტრატეგი სპარსელების მოსყიდული იყოს, ისე იქცევაო. იუსტინიანემ ეგრისში სხვა სტრატეგი გამოგზავნა. სპარსელებიც ეგრისში ახალი ჯარით შემოიჭრნენ. სპარსელებმა ეხლა ახალი ტაქტიკით დაიწყეს მოქმედება: მათ უმჯობესად დაინახეს ეგრისის ჩრდილოეთ ნაწილში, ეხლანდელ აფხაზეთში, გამაგრებულიყვნენ·

5.15 § 36. მდგომარეობა აბაზგიაში

▲back to top


დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, როგორც ვიცით, მაშინ სხვადასხვა ტომები ცხოვრობდნენ. მე-4 საუკუნეში, ახ. წ., ეს ტომები ეგრისის სამეფოში გაერთიანდნენ. მაგრამ შემდეგ აქ ცვლილება მოხდა. აფშილები ისევ ეგრისის მეფის ქვეშევრდომები დარჩნენ, აბაზგები-კი,რომელნიც აფშილებზე ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ, გადაუდგნენ ეგრისის მეფეს და მე-6 საუკუნის დამდეგიდან უშუალოდ კეისრის ვასალებად ითვლებოდნენ.

აბაზგებს ძველთაგანვე ორი მთავარი ჰყავდათ, ერთი აბაზგიის დასავლეთ ნაწილში, მეორე-კი - აღმოსავლეთისაში. აბაზგები ძალიან შეწუხებული იყვნენ თავისი მთავრების მტარვალობისა და სიხარბის მიზეზით. როცა ეს მთავრები თავის ქვეშევრდომებში ლამაზ ბავშვებს დაინახავდნენ, წაართმევდნენ მათ მშობლებს და ჰყიდდნენ რომაელებზე, ბავშვების მამებს-კი ხოცავდნენ, შური არ იძიონო. აბაზგებმა ვეღარ აიტანეს ეს უსამართლობა და ორივე მთავარი მოსპეს.

ამასთან ერთად, იუსტინიანეს მოთხოვნით, აბაზგებმა ქრისტიანობა მიიღეს. ქრისტიანობის საშუალებით იუსტინიანეს აბაზგების შემომტკიცება ჰსურდა. კეისრის ძალა-უფლებას ამაგრებდნენ რომაელი მეციხოვნენიც, რომელნიც ბიჭვინტაში და ცხუმში (სევასტოპოლისში) იდგნენ.როდესაც ხოსრო პირველად შეიჭრა ეგრისში, ამ პუნქტების რომაულმა გარნიზონებმა ძირამდე დაანგრიეს დასახელებული ციხეები, რადგანაც ეშინოდათ, რომ სპარსელებს ვერ გაუმკლავდებოდნენ. სპარსელებმა მაშინ აბაზგიაში მაინც ფეხი ვერ მოიკიდეს.

მაგრამ შემდეგ სხვა ამბები მოხდა. რომაელმა მოხელეებმა და ჯარისკაცებმა, რომელნიც კვლავ გაჩნდნენ აქ, მოინდომეს აბაზგების სრული დაპყრობა და ისე შეაწუხეს ისინი თავისი ძალადობით, რომ აბაზგები გადაუდგნენ რომაელებს. რომაელივე ისტორიკოსი გამოტეხით ამბობს, აბაზგებს „ეშინოდათ რომ ამიერიდან რომაელების მონები არ გამხდარიყვნენ“-ო. მაშასადამე, როგორც სხვაგან საქართველოში, ხალხი გააფთრებით იცავდა თავის თავისუფლებას.

აბაზგებმა ახალი მთავრები დაიყენეს და ფარულად სპარსელებს მიმართეს დახმარებისათვის. მაგრამ რომაელებმა დაასწრეს და დიდი ჯარით მიადგნენ აბაზგებს როგორც ხმელეთიდან, ისე ზღვიდან. აბაზგები გამაგრდნენ ერთს მიუვალ ციხეში, რომელსაც მაშინ ტრაქეას ეძახდნენ, ეხლა-კი გაგრა ჰქვიან. რომაელებმა ციხეს ალყა შემოარტყეს. ატყდა დაუნდობელი ომი. რომაელები რიცხვით ბევრად მეტნი იყვნენ და ბოლოს ციხეში შეიჭრნენ. აბაზგები ეხლა თავისი ცოლ-შვილით სახლებში ჩასაფრებულიყვნენ. მტერმა მათ სხვა ვერაფერი მოუხერხა და ხის სახლებს ცეცხლი წაუკიდა. მხოლოდ აბაზგების მთავარმა მოახერხა რამდენიმე კაცით ციხიდან გასვლა, „დანარჩენები-კი ან ფერფლად იქცნენ გადამწვარ სახლებთან ერთად, ან მტრის ხელში ჩაცვივდნენ. რომაელებმა დაატყვევეს მთავართა ცოლები მთელი მათი შთამომავლობით, ციხის გალავანი-კი მიწასთან გაასწორეს და მთელი მიწა-წყალი უდაბნოდ აქციეს“-ო, მოგვითხრობს რომაელი ისტორიკოსი. ცხადია, აბაზგებს რომაელები ეხლა თვალით არ დაენახვებოდათ, და როცა სპარსელების ახალმა სარდალმა მათ ქვეყანას მიაშურა, აბაზგები სპარსელების მხარეს გადავიდნენ. სპარსელებმა იცოდნენ, რომ აბაზგებს არც სპარსელები ეხატათ გულზე და სიმტკიცისათვის მათ სამოცი ბავშვი გამოართვეს მძევლად, წარჩინებულთა გვარებიდან.

ამავე დროს არეულობა მოხდა აფშილეთშიაც. ეგრისის მეფის ერთმა დიდმა მოხელემ, რომელიც აგრეთვე გუბაზის უკმაყოფილო აზნაურების რიცხვს ეკუთვნოდა, ღალატით გადასცა სპარსელებს აფშილების მეტად მაგარი ციხე წიბილი (წებელდა). მაგრამ სპარსელების სარდალმა შეურაცხყოფა მიაყენა ციხისთავის ცოლს, ტომით აფშილს. ქალის ღირსებას ხალხი ძვირად აფასებდა და აფშილებმა ამოჟლიტეს წიბილის ციხეში შესული სპარსელები.

ამრიგად, აფშილეთში სპარსელები ვერ გამაგრდნენ. მათი მთავარი სიმაგრე მაინც პეტრა იყო. ამიტომ ლაზებსა და რომაელებს გულისყური პეტრასკენ ჰქონდათ მიპყრობილი.

5.16 § 37. პეტრას აღება მოკავშირეების მიერ. გუბაზ მეფის მოკვლა

▲back to top


550 წელს რომაელებმა კვლავ ალყა შემოარტყეს პეტრას. ხოსროს პეტრა ძალიან გამაგრებული ჰქონდა, მაგრამ რომაელები ორჯერ მეტი იყვნენ და სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ მათ მოახერნეს ციხის აღება.

ეხლა ქართლიდან ეგრისში სპარსელების ახალი ჯარი გადმოვიდა. სპარსელებმა შეაკეთეს ქუთათისის (ეხლანდელი ქუთაისის) ძველი ციხე და აქ გამაგრდნენ. ამით სპარსელებმა გზა მოუჭრეს ეგრისს მის თემებთან - ლეჩხუმთან და სვანეთთან და აგრეთვე მნიშვნელოვან ციხესთან - უქიმერიონთან.

552 წელს რომაელებმა და სპარსელებმა ისევ შეჰკრეს ხუთწლიანი ზავი, რომლითაც სპარსელებმა კარგად ისარგებლეს თავის მდგომარეობის განსამტკიცებლად ეგრისში. ამავე დროს, ეგრისის აზნაურებში ისევ გაიზარდა მიდრეკილება სპარსელებისადმი. რომაელი ისტორიკოსი გვიამბობს, რომ თუმცა გუბაზ მეფეს რომაელების მხარე ეჭირა, „დანარჩენი ლაზები, რომელნიც რომაელი ჯარისკაცებისაგან საშინლად იყვნენ შეწუხებულნი, განსაკუთრებით-კი ჯარის სარდლებისაგან იყვნენ შევიწროებულნი, მეტწილად სპარსელების მომხრეობას იჩენდნენ, არა იმიტომ რომ სპარსელობა მოსწონდათ, არამედ რომაელების ბატონობისაგან თავისდაღწევა ჰსურდათ“-ო. ეგრისის ხალხი მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის იბრძოდა.

ერთმა ეგრისელმა აზნაურმა, სპარსელების მომხრემ, უქიმერიონის ციხე სპარსელებს გადასცა. ეს ციხე სვანეთის გზაზე ბატონობდა და ამრიგად სპარსელებმა ეხლა სვანეთ-ლეჩხუმის თემები უფრო კარგად დაიმორჩილეს. შორაპნის ციხეც სპარსელებს ეჭირათ მტკიცედ ხელში. გუბაზ მეფე და რომაელები ძალიან შევიწროებულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, მაგრამ გუბაზს სპარსელებთან შერიგება მაინც არ ჰსურდა და წვრილ-წვრილი თავდასხმებით, პარტიზანული ომით, მათ მოსვენებას არ აძლევდა. 553 წელს გუბაზს რამდენიმე ბრძოლა ჰქონდა სპარსელებთან. ამ ბრძოლებში რომაელები სრულ უდარდელობასა და სილაჩრეს იჩენდნენ. გუბაზ მეფე მათზე ძალიან გაგულისებული იყო და საჯაროდ ილანძღებოდა, რომაელი სარდლები უჭკუო, უქნარა და მშიშარა ხალხიაო. ამიტომ 554 წელს რომაელმა სარდლებმა შეტყუებით მოჰკლეს გუბაზი, ვითომც სპარსელებთან კავშირის გამო.

5.17 § 38. სახალხო კრება ეგრისში და ბჭობა ორიენტაციის საკითხის შესახებ

▲back to top


ლაის გაწყოილეა. იმდროინდელი რომაელი ისტორიკოსი გადმოგვცემს, რომ გუბაზის ვერაგულად მოკვლამ „ააღელვა ლაზების მთელი ჯარი. ლაზები ისე იყვნენ აღშფოთებულნი, რომ გადასწყვიტეს აღარ შეერთებოდნენ რომაელებს და აღარ ეომნათ მათთან ერთად. როცა ლაზებმა გუბაზი დაასაფლავეს თავისი ჩვეულების თანახმად, მათ აღარ მიიღეს მონაწილეობა ბრძოლებში, რადგანაც თავს უკიდურესად შეურაცხყოფილად გრძნობდნენ და ფიქრობდნენ, ჩვენმა სამშობლომ დაჰკარგა თავისი სახელი და დიდებაო“.

თუ რას ნიშნავდა ლაზების ჯარის დახმარება, ეს რომაელებმა მალე დაინახეს ონოგურის ბრძოლაში. აქ სამი ათასმა სპარსელმა სამარცხვინოდ დაამარცხა 50 000 რომაელი, რომელთაც ეგრისელები არ ეხმარებოდნენ.

სახალრება.ის აზრი. თვითონ ლაზები ამ დროს თავისი ქვეყნის შემდგომ ბედზე ფიქრობდნენ. ხალხის თავკაცებმა ერთ ხეობაში დიდი საერო კრება მოიწვიეს. აქ ბევრი სხვადასხვანაირი აზრი გამოითქვა იმის შესახებ, თუ როგორ მოქცეულიყვნენ შემდეგში. კრების მეთაური აზნაურები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ერთი ჯგუფის სათავეში აიეტი იდგა, რომაელების ძველი მტერი და სპარსელების მომხრე.

აიეტი ამტკიცებდა, გუბაზის მოკვლა მხოლოდ დასაწყისია და რომაელებს ჩვენი მოსპობა აქვთ განზრახულიო, სპარსელები კი უფრო სანდონი არიანო. „გაქრა კოლხების ძველი ღირსება, - ამბობდა აიეტი, - და დღეიდან უკვე ჩვენ სხვებზე ვეღარ ვიბატონებთ... ჩვენ რომ ეს ბოროტმოქმედება უყურადღებოდ დავტოვოთ, რომაელები აღარ დაგვეხსნებიან და კიდევ უფრო მეტად გაგვაბახებენ ჩვენი უმოქმედობის წყალობით. რა თქმა უნდა, რომაელები იმათ კიდევ უფრო. თავხედურად ექცევიან, ვინც მათ ემორჩილება, და, ჩვეულებრივად, ზევიდან ქვევით უყურებენ იმათ, ვინც მათ ემსახურება... მე მინდა რომ კოლხეთის სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი წინანდელი ძლიერება, რომ მას არ სჭიროდეს უცხოელების დახმარება გარედან, რომ როგორც ომის ისე მშვიდობის დროს იგი მხოლოდ თავისთავს ეყრდნობოდეს. მაგრამ როცა ჩვენ ჟამთა ვითარების გამო ან ბედის უკუღმართობის წყალობით ანდა ორივე მიზეზით ისე დავუძლურდით, რომ სხვისი ხელქვეითი გავხდით, ისევ სჯობია იმის ხელში ვიყოთ, ვინც უფრო კეთილისმსურველია, ვინც დაურღვევლად იცავს კეთილ განწყობილებას თავისიანებთან და მოკავშირეებთან“-ო.

აიეტის სიტყვამ ისე აანთო ხალხი, რომ ერთხმად იგრიალეს, სპარსელებს მივემხროთო.

ფარტაის აზრი. მაგრამ მოწინააღმდეგე პარტიის მეთაურმა, ფარტაძმა, რომელსაც დიდი პატივისცემა და გავლენა ჰქონდა კოლხებში მოხვეჭილი, შეაჩერა ხალხი. ფარტაძი ურჩევდა, საქვეყნო საქმის გულისათვის დავივიწყოთ ეს მწუხარება და წყენა და გონების ძალით საუკეთესო გზა ავირჩიოთო. გუბაზის მოკვლა სტრატეგების საქმეა და კეისარი აქ არაფერ შუაშიაო. რომაელები მაინც უფრო მისაღები არიან, რადგანაც სპარსელები ვერასოდეს ვერ შეურიგდებიან, ჩვენ რომ სხვადასხვა სარწმუნოება გვაქვსო. „სასოწარკვეთილებასა და გრძნობათა ღელვას კი არ უნდა ავყვეთ და მონებივით კი არ უნდა გავიქცეთ, არამედ უნდა გავიმსჭვალოთ კოლხის თავისუფლების შეგნებით, ვაჟკაცურად უნდა გადავიტანოთ უბედურება და არ ჩავიდინოთ არაფერი უღირსი და მამა-პაპური წესების შემბღალველი“. შევატყობინოთ კეისარს, რაც მოხდა და ვნახოთ, რა პასუხს მოგვცემს. თუ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა უარყოფილი იქნება, მაშინ ვიფიქროთ სპარსელებთან კავშირზეო.

წათე მეორის გაეფეა. ფარტაძის აზრმა გაიმარჯვა. შეატყობინეს იუსტინიანე კეისარს მომხდარი ამბავი, მოითხოვეს მკვლელების დასჯიდა სთხოვეს ეგრისის მეფედ გუბაზის ძმის, წათეს, დამტკიცება, რომელიც ამ დროს კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა. იუსტინიანეს კარგად ჰქონდა აწონილ-დაწონილი ლაზების მნიშვნელობა იმდროინდელ გარემოებაში და რომ ეგრისის ხალხი მას არ გადასდგომოდა, სასწრაფოდ შეასრულა ლაზების ყველა მოთხოვნა. მკვლელები დაისაჯნენ, ხოლო მეფედ ნაკურთხი წათე მეორე დიდი ზეიმითა და დიდებით ჩამოიყვანეს სამშობლოში. წათე შეუდგა ეგრისის მართვას მამა-პაპური წესების თანახმად.

5.18 § 39. მისიმიელების აჯანყება. სპარსელების საბოლოო დამარცხება ეგრისში

▲back to top


მისიმიელები აფშილებს ზემოთ ცხოვრობდნენ, მდ. კოდორის სათავეებში. ისინი ეგრისის მეფის ქვეშევრდომები იყვნენ, თუმცა თავისი საკუთარი ენა და ადათები ჰქონდათ. 555 წელს მათს ქვეყანაში მოვიდა ერთი რომაელი სტრატეგი, რათა ყოველწლიური ხარკი გადაეცა ალანებისათვის, რომელნიც მაშინ დღევანდელი ყარაჩაის მიწა-წყალზე ცხოვრობდნენ და რომაელების მოკავშირეები იყვნენ. სტრატეგის ქცევა მისიმიელებს არ მოეწონათ და ეჭვიც გაუჩინა, ჩვენი ციხის გადაცემა ხომ არუნდა ალანებისათვისო. ამიტომ მისიმიელებმა მას მოციქულები მიუგზავნეს და ასე შეუთვალეს: „უსამართლობას გვიპირებ, როგორც ჩანს, სტრატეგო. შენ არც სხვას უნდა მისცე ნება, რომ ჩვენი საკუთრება წაიღოს, არც თვითონ უნდა მოისურვო ასეთი რამ. თუ რომ მართლაც ამგვარი რამე გულში არ გიძევს, წაბარგდი ეხლავე აქედან, სხვაგან დადექ და სამყოფ სასმელ-საჭმელს ჩვენ მოგიტანთ“-ო.

სტრატეგმა ისეთი სიბრიყვე ჩაიდინა, რომ ელჩები ჯოხით აცემინა. ჩვენი ხალხის აზრით ცემა ისეთი შეურაცხყოფაა, რომელიც სისხლით უნდა მოირეცხოს. აქ კიდევ ხალხის ღირსება იყო გაქელილი, რაკი მის წარმომადგენლებს მოექცნენ ეგრე უდიერად. ამიტომ იმავე ღამეს მისიმიელები თავს დაესხნენ რომაელებს და მუსრი გაავლეს, თვითონ-კი სპარსელების მხარეს გადავიდნენ. როცა რომაელები კვლავ მოვიდნენ აქ, ისეთი გამხეცებული იყვნენ, რომ ბავშვებსაც არ ინდობდნენ - ზოგს კლდიდან ძირს ისროდნენ, ზოგს შუბის წვერზე აცმევდნენ. მაგრამ თავისუფლების სიყვარულმა იმდენი ჰქნა, რომ ამ პატარა ტომმა სამარცხვინოდ გააქცია თავპირდალეწილი რომაელები. ბოლოს საქმე შერიგებით გათავდა: მისიმიელებმა რომაელებს ზარალი აუნაზღაურეს, სამაგიეროდ თანხმობა მიიღეს ეცხოვრათ თავის ნებაზე ძველებურად, მამა-პაპური ადათების მიხედვით.

ამავე 555 წელს სპარსელების სამოც-ათასიანმა ჯარმა იერიში მიიტანა რომაელებზე ციხე-გოჯის მიდამოებში. რომაელების საქმე შეიძლებოდა ცუდად წასულიყო, მაგრამ ისინი ერთი ლაზის გმირობამ გადაარჩინა. ეს კაცი სპარსელებს დაეჭირათ, გზა გვიჩვენეო. მეგზურმა იმდენი მოახერნა რომ რომაელებს შეატყობინა მტრის მოძრაობა და სპარსელები ხაფანგში, შეიტყუეს. რომაელებისა და მათი მოკავშირეების უეცარი თავდასხმის გამო სპარსელები შედრკნენ და გაიქცნენ დიდად დაზარალებულნი. ამის შემდეგ სპარსელებმა ქალაქ ფასიდზე გაილაშქრეს, მაგრამ აქ კიდევ უფრო საშინელი დამარცხება განიცადეს, 12. 000 კაცამდე დაჰკარგეს და სასწრაფოდ უკან დაიხიეს.

ეხლა შაჰმა ეგრისში თავისი საქმე წაგებულად ჩასთვალა და ჯერ დროებითი ზავი შესთავაზა რომაელებს, შემდეგ-კი, 562 წელს, ქალაქ დარაში უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულებაც დაუდო.

ზვვის პობი. სვაეთის საითხი. ქალაქ დარაში დადებული ზავის პირობით სპარსელები უარს ამბობდნენ ეგრისზე, მაგრამ სადაოდ მიაჩნდათ სვანეთი, ეგ კუთხე ჩვენი იყო და ჩვენ უნდა დაგვრჩესო. სვანებიც ძველთაგანვე ეგრისის მეფის ვასალები იყვნენ. ეგრისის მეფე ამტკიცებდა სვანეთის მთავარს თვით სვანების წრიდანვე. გარდა ამისა, ეგრისის მეფე სვანებისაგან ძღვნად იღებდა თაფლს, ცვილს, ტყავებსა და სხვა ამგვარ საგნებს, თვითონ სამაგიეროდ პურს უგზავნიდა, რომელიც სვანებს აკლდათ.

სპარსელებთან ომის დროს-კი მათ་ შორის უთანხმოება ჩამოვარდა. სვანები იმასაც აბრალებდნენ ეგრისელებს, რომ პური აღარ მოგვაწოდესო. ამიტომ სვანებიც ერთი პირობა სპარსელების მხარეს გადასულან. უეჭველია, რომ სვანებიც ამ შემთხვევაში თავის სახალხო. თავისუფლებაზე ფიქრობდნენ და იმას არჩევდნენ, ვინც იმ არეულსა და შფოთიან. დროში ნაკლებად სახიფათო მოკავშირე ჩანდა. ეხლა-კი სპარსელები სვანეთიდან დაძვრას აღარ აპირებდნენ. მართლაც, სვანეთის საუღელტეხილო გზებს მათთვის მნიშვნელობა ჰქონდა. შემდეგ, თუ ისინი სვანეთში გამაგრებას მოახერხებდნენ, ეგრისი მუდამ საფრთხის ქვეშ იქნებოდა. ამიტომ არც რომაელები სთმობდნენ სვანეთს.

ეს დავა დიდნანს გაგრძელდა, ვიდრე 575 წლის მახლობლად რომაელები სვანეთში არ შეიჭრნენ და სვანეთის მთავარი ტყვედ არ წაიყვანეს. ამის შემდეგ სპარსელების გავლენა დასავლეთ საქართველოში ძირიანად ამოვარდა.

6 თავი IV - ფეოდალიზმის გამარჯვება საქართველოში

▲back to top


6.1 § 40. ქართლის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის

▲back to top


საალხო ოძრაობის რდა სპარსელეის წნააღდეგ. როგორც ვიცით, ქართლის ხალხი და სპარსელები თავიდანვე ეჭვითა და უნდობლად უყურებდნენ ერთმანეთს. ჯერ კიდევ მე-6 საუკუნის შუაწლებში რომაელები ირწმუნებოდნენ, რომ „იბერები ნებაყოფლობით არ ემორჩილებიან სპარსელებს... ცხადია, რომ იბერებს ილაჯი გაწყვეტილი აქვთ და ისინი აპირებენ აჯანყებას უახლოეს მომავალში, თუ მოხერხებულ დროს შეურჩევენ“-ო. ეს ნათქვამი ხალხს ეხება. ხალხი იყო რომ ყველაზე მეტად იტანჯებოდა სპარსელების ხარკისა და თავგასულობა-უსამართლობისაგან. დიდი აზნაურები თუმცა პირველად კავშირში იმყოფებოდნენ სპარსელებთან, მაგრამ თანდათან სპარსელებს აზნაურებიც გადაუდგნენ. ჯერ ერთი, სპარსული უღლის სიმძიმე ნელ-ნელა აზნაურობასაც სწვდებოდა. შემდეგ კიდევ, როცა დიდი სახალხო მოძრაობა დაიწყო სპარსელების წინააღმდეგ, აზნაურები შეშინდნენ, ჩვენ განზე არ გავირიყოთო, თვითონაც ამ ბრძოლაში გაერივნენ და მის მეთაურობასაც იჩემებდნენ. წარჩინებულებს უნდოდათ ეს მოძრაობა თავისთვის გამოეყენებინათ და მოახერხეს კიდევაც.

სპარსელების განდევნა ქართლიდან მე-6 საუკუნის სამოციანი წლების დამლევიდან იწყება. ამ დროს სპარსელების საქმე უკან იყო წასული მარტო ეგრისში კი არა, სხვაგანაც. ქართლში კიდევ ძალა და შეძლება სპარსელებთან საბრძოლველად ბლომად მოიპოვებოდა.

0x01 graphic

ართლის საეურეო დააურება. მიუხედავად იმისა, რომ სპარსელების ბატონობა აფერხებდა ქვეყნის განვითარებას, ქართლი მაინც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და ძლიერდებოდა. ამ დროს ქართლი მდიდარ ქვეყნად ითვლებოდა. იმდროინდელი რომაელი ისტორიკოსი ამბობს ქართლზე და სომხეთზე, რომ „ეს ქვეყნები ძალიან ნაყოფიერი იყო და დიდ შემოსავალსაც იძლეოდა“-ო.

0x01 graphic

მცხეთის ჯვარი. საერთო ხედი დასავლეთიდან.
მცხეთის რქ. ექსპედიცია.

მართლაც, ქართლში ამ დროს კარგად განვითარებული იყო მიწათმოქმედება და, კერძოდ, მევენახეობაც. პური იმდენი მოჰყავდათ, რომ საზღვარგარეთაც-კი გაჰქონდათ. მეორე რომაელი მწერალი მოგვითხრობს მესხების შესახებ, რომ „ისინი ძველთაგანვე იბერების ქვეშევრდომები არიან და მთებში ცხოვრობენ. მესხეთის მთები მწირი და უნაყოფო კი არ არის, არამედ. სავსეა ყოველგვარი სიკეთით, იმიტომ რომ მესხები დახელოვნებული მიწათმოქმედნი არიან და მათ ვენახებიც აქვთ“-ო.

მიწათმოქმედებაში დახელოვნებას, ესე იგი ხანგრძლივს სახალხო-სამეურნეო გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეურნეობის განვითარებისათვის. ქართლის ბარის თემები ხომ უფრო დაწინაურებული იყო ამ დროს, ვიდრე მესხეთის მთები. მიწის დამუშავების საჭიროებისათვის ბარში დიდსა და გრძელ არხებსაც აკეთებდნენ უწყლო საყანეების მოსარწყავად. იმ დროს ეკუთვნის, მაგალითად, რუსთავის არხი, თბილისს ქვემოთ.

განვითარებული იყო ქართლში ამ დროს ხელოსნობა, ვაჭრობა და ქალაქები. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები ქართლში, მე-6 საუკუნეში, იყო ტფილისი, უჯარმა, ბოლნისი, მანგლისი, რუსთავი. ვაჭრობას ქართლი აწარმოებდა სომხეთთან, სპარსეთთან, სირიასთან, დასავლეთის ქვეყნებთან, ეგვიპტესთან და სხვებთან.

6.2 § 41. ქართლის საერისმთავროს დაარსება

▲back to top


ბრძოლა სპარსელეის წინააღდეგ. ქვეყნის შემდგომ ზრდას ბოჭავდა სპარსელების ბატონობა, რომლის მოცილება ეხლა ხალხის მთავარი ნატვრა და სურვილი იყო. 572 წელს სპარსელების წინააღმდეგ აჯანყებამ ერთდროულად იფეთქა ქართლსა და სომხეთში. ქართველების წინამძღოლი ამ დროს გურგენი ყოფილა. შემდეგშიაც, საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში კავკასიის ხალხები ხშირად ერთად იყვნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. 573 წელს, მაგალითად, სომხებს ეხმარებოდნენ ლაზები, აბაზგები და ალანები.

0x01 graphic

სტეფანოზ ერისმთავრის ფული, ასომთავრული
წარწერით. VII ს. დასაწყისი.

576-7 წელს დაიწყო საზავო მოლაპარაკება რომაელებსა და სპარსელებს შორის. სპარსელები დაჟინებით მოითხოვდნენ, რათა რომაელებს დაეცალათ ქართლისა და სომხეთის ტერიტორია და აქაური ლტოლვილები, რომელნიც რომაელთა სამფლობელოში იყვნენ შეხიზნულნი, გაეცათ. კეისარი მზად იყო შეესრულებინა პირველი მოთხოვნა, რადგანაც კარგად იცოდა, რომ სპარსელები არავითარ შემთხვევაში ხელს არ აიღებდნენ ქართლსა და სომხეთზე, ამ ქვეყნების სიმდიდრის გამო, მეორე მოთხოვნის შესრულებაზე-კი უარს ამბობდა.

მაშინ შაჰმა მისცა თანხმობა კეისარს, რომ ის ქართველები და სომხები, რომელნიც არ მოისურვებდნენ სამშობლოში დაბრუნებას, დარჩენილიყვნენ რომის საზღვრებში. იმდროინდელი რომაელი ისტორიკოსი ამტკიცებს: შაჰი ასე მოიქცა, რადგანაც იცოდა „რომ მცირეოდენი მმართველი პირების გარდა, რომელნიც ხელმძღვანელობდნენ აჯანყებას, არც ერთი პერს-არმენიელი და იბერი არ წავიდოდა უცხო ქვეყანაში სამშობლოსადმი სიყვარულის გამო, რომელიც ჩანერგილია ადამიანებში“. ესე იგი, ხალხს იმდენად უყვარდა თავისი მშობლიური მიწა-წყალი, რომ მისი სამუდამოდ მიტოვება არ შეეძლოო.

სპარსელეის საოლო სტა ქართლში. საბოლოოდ მაინც შაჰი და კეისარი ვერ შეთანხმდნენ. ამავე დროს სპარსელების გავლენა ამიერ-კავკასიაში სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა, რასაც ხელს უწყობდა შინაური შფოთი ირანის სამეფოში. ამ მდგომარეობით მოხერხებულად ისარგებლეს რომაელებმა და სპარსელებისაგან მიიღეს სომხეთის უმეტესი ნაწილი და ქართლი თბილისამდე. ეს მოხდა 591 წელს. ნამდვილად, ქართლის დიდმა ნაწილმა მე-6 საუკუნის დამლევისათვის უკვე გადაიგდო სპარსელების ბატონობის უღელი და იგი არც რომაელებს ემორჩილებოდა. სპარსელები ჯერ კიდევ მხოლოდ თბილისის ციხეში იდგნენ.

0x01 graphic

მცხეთის ჯვარი.
გ. ჩუბინაშვილის გამოცემით.

ერისმთავრობის დაწესება ქართლში. განთავისუფლებული ქართლი ეხლა თავისი საკუთარი მართვა-გამგეობის წესზე ეწყობოდა. უძველესი ქართული მატიანე, „მოქცევაი ქართლისაი“, ამბობს ამ დროის შესახებ: „ნელად-რე შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ“-იო. ქართლის მმართველობის სათავეში ერისმთავარი დააყენეს. ეს ერისმთავარი თვითონაც დიდი აზნაური იყო და დიდი აზნაურების, სეფე-წულებისა და მთავრების, წარმომადგენელიც, რომელთაც იგი აირჩიეს ქვეყნის მმართველად. მალე ქართლის ერისმთავრის ძალა-უფლება გაიზარდა და გაძლიერდა. ასე წარმოიშვა ქართლში ფეოდალური მართვა-გამგეობის ორგანიზაცია, ფეოდალური სახელმწიფო, რომელმაც ძველი მონათმფლობელური.სახელმწიფოს ადგილი დაიჭირა. ქართლის ერისმთავრებმა მალე საკუთარი ფულის მოჭრაც დაიწყეს ქართული წარწერით. ასეთი მონეტა-ფული სახელმწიფოს დამახასიათებელი თვისებაა.

6.3 § 42. კულტურა და იდეოლოგია მეოთხე-მეექვსე საუკუნეებში

▲back to top


ისე როგორც სხვაგან, საქართველოშიაც თავდაპირველად კულტურა და იდეოლოგია უპირატესად სარწმუნოების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ეს გასაგებია, რადგანაც რაც უფრო უძლური იყო ადამიანი გარემო ბუნებასთან ბრძოლაში ტექნიკისა და მეცნიერების სუსტი განვითარების გამო, მით უფრო ცრუმორწმუნე იყო იგი.

მას შემდეგ, რაც ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად იქცა, კულტურასა და იდეოლოგიასაც საეკლესიო-ქრისტიანული ელფერი ედო მეტ-ნაკლებად. ასეთი იყო, მაგალითად, მწერლობა. ქრისტიანობამ ძველი ქართული წარმართული მწერლობა მოსპო, თვითონ-კი უმთავრესად თარგმანებით დაიწყო. როგორც სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში, საქართველოშიაც უძველესი ნათარგმნი საქრისტიანო წიგნები სახარება და დაბადება იყო. სთარგმნიდნენ ბერძნული, სირიული და სომხური ენებიდან.

მალე ორიგინალური მწერლობაც გაჩნდა, ჰაგიოგრაფიული ხასიათისა. ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში მოთხრობილი იყო ისეთი პირების ცხოვრება, რომლებმაც ღვაწლი დასდეს ქრისტიანობას, ან თავიც-კი შესწირეს მას. უძველესი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებაა „შუშანიკის მარტვილობა“ ანუ წამება, დაწერილი იაკობის მიერ მე-5 საუკუნის სამოცდაათიან წლებში. აქ აღწერილია თუ როგორ აწამა ვარსქენ ქართლის პიტიახშმა თავისი ცოლი შუშანიკი იმის გამო, რომ შუშანიკმა არ შეასრულა ვარსქენის მოთხოვნა და ცეცხლის მსახურება არ მიიღო. დაწერილია ეს ძეგლი მოქნილი, მომჭირნე და მდიდარი მხატვრული ენით. იგი ამავე დროს ძვირფასია, როგორც ისტორიული წყარო, იმიტომ რომ მასში კარგად არის ასახული ქართლის საზოგადოება და მისი ყოფა-ცხოვრება მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში. ასეთივე კარგი ისტორიული წყაროა „ესტატე მცხეთელის წამება“, რომელიც უცნობ. ავტორს დაუწერია მე-6 საუკუნის შუა წლებში და რომელშიაც აწერილია ქართლის ვითარება მარზპანობის დროს.

მწერლობა მაშინ სხვა მიზნებსაც ემსახურებოდა, როგორც, მაგალითად, სახელმწიფოებრივსა და კერძო. სამოქალაქო საქმის წარმოებას. წარწერებს აკეთებდნენ ფულებზედაც. შენახულია ერთი წარწერა, ახალციხის მხარის სოფ. წყისეში ნაპოვნი. ეს წარწერა მე-6 საუკუნის დამლევს თუ მე-7 საუკუნის დამდეგს ამოუჭრევინებია ქვის ჯვარზე ვინმე კონსტანტის იმის ნიშნად, რომ მიწა, სადაც აღმართული იყო ეს ქვაჯვარი, ნაყიდი მამული იყო.

მწერლობას ხმარობდნენ აგრეთვე უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობის დროს. ეგრისის სამეფო არქივში ძალიან ძველი დოკუმენტებიც ჰქონდათ დაცული. ასევე იყო, რა თქმა უნდა, ქართლშიაც.

იმდროინდელი ქართული პოეტური და ფილოსოფიური მწერლობიდან თითქმის არაფერია ჩვენ დრომდე შემონახული, თუმცა ამ დარგის უცხო ლიტერატურას ჩვენში კარგად იცნობდნენ. მე-4 საუკუნეში ეგრისელებს თურმე არა ერთგზის უსახელებიათ თავი მჭევრმეტყველებით ბერძნების სადღესასწაულო კრებებზე, ბერძნები-კი ამ საქმის უდიდესი ოსტატები იყვნენ. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ რომის იმპერიაში კარგად ყოფილა ცნობილი თავისი ჭკუით, განათლებითა და ფილოსოფიის სიყვარულით ქართველი. სეფეწული ბაკური.

0x01 graphic

მცხეთის ჯვარი. შინაგანი ხედი.
გ. უბინაშვილის გამოცემით.

ცხადია, რომ ძველ იბერიასა და კოლხეთში გავრცელებული იყო ძველი ბერძნული განათლება, ძველი ბერძნული ფილოსოფიისა და პოეზიის ცოდნა. მართლაც, მე-4 საუკუნეში კოლხეთში, ფასიდის მახლობლად, არსებობდა ფილოსოფიური სკოლა, სადაც ფილოსოფიური განათლების მისაღებად ახალგაზრდებს ჰგზავნიდნენ აღმოსავლეთ რომის იმპერიის სხვა, შორეული ადგილებიდან. კოლხეთის ფილოსოფიურ სკოლაში მიუღიათ თავისი განათლება იმდროინდელს გამოჩენილს კონსტანტინოპოლელ რიტორს ევგენისა და მის შვილს თემისტის. როგორც ქართლში, ისე ეგრისში, ჩანს, იცნობდნენ სპარსულ მწერლობასაც.

მწერლობა გამოყენებული იყო საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ ბრძოლაშიაც. როცა სპარსელები იძულებული გახდნენ უარი ეთქვათ მაზდეიანობის გავრცელებაზე ამიერ-კავკასიაში და, სამაგიეროდ, მონოფიზიტური ქრისტიანობის მფარველებად იქცნენ, მათ საეკლესიო მწერლობას დაავალეს, მონოფიზიტური იდეები და სპარსეთთან განუყრელი კავშირის აუცილებლობა ექადაგა. ამ მიზნით სპარსეთის მეფის აგენტებმა შეთხზეს ლეგენდები, ვითომც ქრისტიანობა სომხეთსა, ქართლსა და ალბანეთში ერთი პირის მიერ არის დანერგული, ვითომც ქართული, სომხური და ალბანური ანბანები აგრეთვე ერთი პირის მიერ არის გამოგონებული და რომ ეს „განმანათლებელნი“ იმავე დროს ვითომც სპარსეთთან იყვნენ დაკავშირებულნი.

მონოფიზიტები შეუბრალებლად სპობდნენ დიოფიზიტების ანუ ქალკედონიტების მწერლობას. დროგამოშვებით გავლენას იხვეჭდა სხვა მიმართულებებიც, მაგალითად, მანიქეველობა, რომელიც განსაკუთრებული სარწმუნოებრივ-ფილოსოფიური მოძღვრება იყო და მესამე-მეოთხე საუკუნეებში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა აღმოსავლეთში. სპარსეთის მთავრობა აგრეთვე სხვა საშუალებებსაც მიმართავდა ამ იდეოლოგიური კავშირის განსამტკიცებლად. მას ჰსურდა, მაგალითად, სომხეთის, ქართლისა და ალბანეთის ეკლესიების გაერთიანება, რომ უფრო ადვილი ყოფილიყო. მათი მართვა სპარსელი მოხელეებისათვის.

ამიტომ, მოჰკლეს თუ არა ვახტანგ გორგასალი, სპარსელების მთავარი მტერი და მოწინააღმდეგე ამიერ-კავკასიაში, მაშინვე, 506 წელს, სპარსელებმა სომხეთის დედაქალაქ დვინში მოიწვიეს სომხეთის, ქართლისა და ალბანეთის ეკლესიების საერთო კრება. ამ კრებამ, სპარსელებისავე კარნახით, ერთადერთ ჭეშმარიტ ქრისტიანობად მონოფიზიტური სარწმუნოება აღიარა. ამის შემდეგ ეკლესია სპარსელების მთავარი დასაყრდენი გახდა.

მაგრამ, როგორც-კი სპარსელების გავლენამ შესუსტება იწყო, მაშინვე თავი წამოჰყვეს ქალკედონიტებმა. მათ უკვე 574 წელს, გურგენის აჯანყებისთანავე, ძალა ჰქონიათ მოპოვებული ქართლში. მე-6 საუკუნის დამლევისათვის-კი მონოფიზიტები აქ საბოლოოდ დამარცხებული იყვნენ. რადგანაც სომხეთში, რომელიც სპარსეთთან უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული, მონოფიზიტებმა მეტ ხანს გასძლეს, ამიტომ სომხეთისა და ქართლის ეკლესიებს შორის განხეთქილება მოხდა (607 წ.). ეხლა ქალკედონიტებმა დაუწყეს მონოფიზიტებსა და მათ მწერლობას უწყალო დევნა. ამიტომ არის ძველი ქართული მწერლობა ასეთი დაზიანებული სახით ჩვენ დრომდე მოღწეული.

სულიერი კულტურის სფეროში დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო ამ დროს ქართლისა და ეგრისის თანდათანი დაახლოება. არც მეგრულს, არც სვანურს, არც აფხაზურ ენაზე მწერლობა ძველად არ ყოფილა. როცა ქრისტიანობა შემოვიდა ეგრისში, იგი აქ ბერძნულ მწერლობას ხმარობდა. მაგრამ ბერძნული ენა გაუგებარი იყო ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

0x01 graphic

მცხეთის ჯვარი, ქანდაკება ასომთავრული წარწერით.
ფოტო ერმაკოვისა

ამავე დროს არგვეთიდან (დღევანდელი ზემო-იმერეთი), რომელიც ყოველთვის ქართლის სამეფოს საზღვრებში შედიოდა, ეგრისში მარჯვედ ვრცელდებოდა ქართული ენა, რომელიც უფრო ადვილად შესათვისებელი იყო მოძმე ქართველი ტომებისათვის. ქართულ ენასთან ერთად ვრცელდებოდა ქართული მწერლობაც. ქართულმა მწიგნობრობამ ადრე დაიჭირა ეგრისში ბერძნულის ადგილი. ქართული კულტურის ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ცენტრთაგანი დასავლეთ საქართველოში. იყო ქალაქი ქუთათისი (ქუთაისი). კულტურულ დაახლოებას თან მოსდევდა მოძმე ტომთა ერთობის შეგნების ზრდაც.

ნივთიერი კულტურის სფეროშიაც ამ ხანიდან მრავალი ძვირფასი ძეგლია შემონახული. უმეტეს წილად გადარჩენილია საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლები, უფრო მცირე რაოდენობით მოღწეულია საერო არქიტექტურის ნაშთებიც. საერო ხუროთმოძღვრების ძეგლია, მაგალითად, უჯარმის ციხე.

იმდროინდელი საეკლესიო არქიტექტურა ორი მთავარი რიგისაა. უფრო ძველი შენობები ანტიკური ხანის არქიტექტურას უახლოვდება და ეგრეთ-წოდებულ „ბაზილიკა“-ს ანუ უგუმბათო ნაგებობას წარმოადგენს. ასეთია მეხუთე საუკუნის დიდებული ძეგლები - ბოლნისისა და ურბნისის ტაძრები და სხვები.

მე-6 საუკუნიდან გაბატონდა სხვა რიგის საეკლესიო ხუროთმოძღვრება, რომელიც თავისი წარმოშობით იმ ხანაზე უფრო ძველი იყო. ეს იყო ჯვრის ტიპის გუმბათიანი ნაგებობა, რომელიც უფრო შეეფერებოდა ფეოდალური ხანის მოთხოვნილებასა და გემოვნებას. ჯვრის ტიპის ტაძარია მცხეთის ჯვარის საყდარი, რომელიც არაგვის შესართავთან მაღალ კლდეზეა აგებული მეექვსე-მეშვიდე საუკუნეების მიჯნაზე.

მცხეთის „ჯვარი“ გენიალური არქიტექტორის უკვდავი ქმნილებაა და ქართული კულტურის საამაყო ძეგლი.

საერთოდ, „ჯვარის“ არქიტექტურული ტიპი დაიბადა და განვითარდა საქართველოში და აქვე მიაღწია მან თავის სრულყოფას. ეს ტიპი ძველი ეროვნული, ხალხური ხელოვნების ტრადიციების ნიადაგზე წარმოიშვა. მისი ხალხური წინამორბედია ქართული გლეხური სახლი, „დარბაზი“ ანუ „ერთობის სახლი“, რომელიც დღემდე არის შემონახული აღმოსავლეთ საქართველოში.

მე-5 - მე-6 საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების შესწავლა ამტკიცებს, რომ საამშენებლო ხელოვნება იმდროინდელ საქართველოში მაღალ საფეხურზე იდგა.

6.4 § 43. საქართველოს მეზობელი ქვეყნები მე-7 საუკუნეში

▲back to top


საქართველოს გარშემო მდებარე ქვეყნებში განვლილ პერიოდში დიდი ცვლილებები მოხდა. გამოიცვალა მოსახლეობა, საზოგადოებრივი ყოფა, სახელმწიფო წყობილება. ისტორიის სარბიელიდან ჩამოვიდა ზოგი ძველი ტომი, მათ ადგილას-კი ახალი ხალხები გამოვიდნენ.

იზატია. დიდი ცვლილება გამოიარა რომის სახელმწიფომ. მე-4 საუკუნის დამლევს იგი ორ ნაწილად გაიყო. აღმოსავლეთი ნაწილის დედაქალაქი უკვე მე-4 საუკუნის დამდეგიდან კონსტანტინოპოლი იყო. მე-5 საუკუნის დამლევს მოსპობილ იქნა დასავლეთ რომის იმპერია.

0x01 graphic

ქართლური გლეხური დარბაზი.
ნახატი
. ბრაილაშვილისა. საქ. მუზ. ეთნ. გან.

აღმოსავლეთ რომის იმპერია ამის შემდეგ მარტო განაგრძობს არსებობას. მე-7 საუკუნიდან ჩვენ მას ბიზანტიას ვუწოდებთ. თუ ძველი რომი მონათმფლობელური სახელმწიფო იყო, ბიზანტია უკვე ფეოდალური ქვეყანაა. გარდა ამისა, ბიზანტიაში ბერძნულმა ენამ საბოლოოდ განდევნა ლათინური ენა.

ჰუნები და აზარები. ჩრდილოეთ „კავკასიაშიაც ბევრი ახალი ამბავი მოხდა. მე-4 საუკუნიდან აქ ჰუნები ბატონობდნენ, რომელნიც განსაკუთრებით მე-5 - მე-6 საუკუნეებში მძლავრობდნენ. ჰუნები შესცვალეს ხაზარებმა, რომელთაც მე-6 საუკუნის დამლევიდან მოიპოვეს გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში. მალე აქ მათ მეტად ძლიერი სამეფო შექმნეს, რომელიც მდ. ვოლგიდან აზოვის ზღვამდე იყო გადაჭიმული. ხაზართა სამეფოს მეთაური ხაკანის ტიტულს ატარებდა.

არაბე. მაგრამ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისათვის არაბების გამოჩენას მსოფლიო ისტორიაში.

არაბების სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია. არაბეთის ნახევარკუნძულის მთავარი რაიონებია: 1) ნეჯდი, შუა რაიონი, 2) ჰიჯაზი, მეწამული ზღვის ნაპირზე მდებარე ზოლი და 3) იამანი, რომელსაც ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო უჭირავს. ჰიჯაზში იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქები - მაქა და იასრიბი. ჰიჯაზისა და იამანის არაბები ბინადარ ცხოვრებას ეწეოდნენ და მიწათმოქმედებასა დავაჭრობას მისდევდნენ. შინაგანი რაიონები-კი ბედუინების სახელით ცნობილ მომთაბარე არაბებს ეჭირათ. მე-7 საუკუნის დამდეგს მოხდა არაბი ტომების გაერთიანება. ახალი სახელმწიფოს მეთაური იყო მუჰამადი, რომელმაც ამავე დროს არაბებში ახალი სარწმუნოებაც გაავრცელა. ახალ სარწმუნოებას „ისლამი“ ეწოდა, რაც „მინდობას“ ნიშნავს. ისლამის მიმდევარს „მუსლიმს“ („მინდობილს“) ეძახიან. მუსლიმებს მაჰმადიანებსაც უწოდებენ მუჰამადის ანუ მაჰმადის სახელის მიხედვით. მუჰამადის ქადაგებანი ჩაწერილია ცალკე წიგნში, რომელიც „ყურანის“ (არაბულად ნიშნავს „საკითხავს“) სახელით არის ცნობილი.

ამრიგად, საფუძველი ჩაეყარა ახალ არაბულ სახელმწიფოს. ამ სახელმწიფოს მეთაური შემდეგში იწოდება ხალიფად, რაც ნიშნავს „მოადგილეს“ (იგულისხმება მუჰამადის „მოადგილე“). ამიტომ თვით სახელმწიფოს ხალიფატს ანუ სახალიფოს ეძახიან. ხალიფები სარწმუნოების მეთაურებადაც ითვლებოდნენ.

6.5 § 44. საქართველო მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში

▲back to top


ჰერაკლეს ლაშროანი სპარსეთის წიააღდეგ. მე-7 საუკუნის დამდეგს სპარსეთის ძველი სახელმწიფო განადგურების პირამდე მიიყვანა ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ. ამ ომში ჰერაკლე კეისრის ყველაზე მძლავრი მოკავშირეები და თანამოლაშქრეები იყვნენ ქართლელები, ეგრისელები და აბაზგები. ქართველ მოკავშირეებს მაინც თავი დამოუკიდებლად ეჭირათ. ისინი თვითონ უკარნახებდნენ კეისარს ბრძოლის გეგმას და როცა ჰერაკლე ამ გეგმას არ ეთანხმებოდა, საერთოდ უარს ამბობდნენ ლაშქრობაზე.

ჰერაკლემ კავშირი გააბა ხაზარებთანაც, რომლებმაც დიდი ჯარი მისცეს ბიზანტიის მფლობელს.

ილისის აღეიზანტიელეის მიერ. ამ დროს ქართლის ერთი ნაწილი, უმთავრესად - საპიტიახშო, ჯერ კიდევ სპარსელების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. თბილისშიც სპარსელების ჯარი იდგა. ბიზანტიელებმა და ხაზარებმა თბილისს ალყა შემოარტყეს, ბევრი ძალაც შეალიეს, მაგრამ ვერას გახდნენ. მეციხოვნე ქართველებმა და სპარსელებმა ჰერაკლე კეისარი და ხაზარების ხაკანი მასხრად აიგდეს: ციხის გალავანზე გადმოდგებოდნენ ხოლმე და ბიზანტიელებს მისძახოდნენ - თქვენს მეფეს თხის წვერი ასხია და ვაცის კისერი აქვსო, ხაზარებს-კი დიდ კვახს უჩვენებდნენ, რომელზედაც ადამიანის სახე დაცინვით იყო გამოსახული და უყვიროდნენ, აი, თქვენი ჯიბღუ ხაკანიო. კეისარი და ხაზარები მძვინვარებდნენ ამ შეურაცხყოფის გამო, მაგრამ თბილისელებს მაინც ვერაფერი უყვეს და იძულებული შეიქნენ გასცლოდნენ ქართლის დედაქალაქს. მხოლოდ მეორე წელს, როცა კეისარმა სპარსელებს ირანში ახალი დამარცხება მიაყენა, ხაზარებმა კვლავ ალყა შემოარტყეს თბილისს და ორი თვის სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ ძლივს აიღეს იგი (627 წ.).

ხაზარებმა ქალაქი ააოხრეს, მცხოვრებნი შეუბრალებლად გაჟლიტეს და თვითონ-კი უთვალავი სიმდიდრე ჩაიგდეს ხელში. ძველი ალბანელი ისტორიკოსი გვიამბობს, რომ როცა ხაზარებმა აიღეს „ნებიერი, მოვაჭრე, სახელოვანი დიდი ქალაქი თბილისი“, მათ ხელი მიჰყვეს ქალაქის საგანძურების ძარცვასო. ოქრო-ვერცხლისა და თვალ-მარგალიტით შემკული ნივთების ისეთი ზვინები დაუდგეს თავის ბატონს ხაზარმა მეომრებმა, რომ თვალს წყალი ელეოდა მათს ცქერაშიო.

როგორც ვხედავთ, მე-7 საუკუნის დამდეგს თბილისი მდიდარი და დიდი სავაჭრო ქალაქი იყო.

0x01 graphic

ასომთავრული ხელის ნიმუში, მე-10 ს. ხელნაწერიდან. (ტექსტი: „კცნი იგი ნინეველ|ნი აღდგენ საშ|ჯელსა მას ნა|თესავისა ამის...).
სა
ქ. მუზ. ხელნაწერთ ან.

საართველო ნტიის გავლეის ქვეშ. ამ დროიდან მოყოლებული საკმაო ხნით (თითქმის ნახევარი საუკუნით) ამიერ-კავკასიაში ბიზანტიის გავლენა დამყარდა. ეს გავლენა სხვადასხვანაირი იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოში. ეგრისში ბიზანტიის მთავრობა თავს უფრო ლაღად ჰგრძნობდა და სულ უფრო და უფრო ავიწროებდა ეგრისის მეფეს. მე-7 საუკუნის დამლევს უკვე „ლაზიკის მეფის“ მაგიერ „ლაზიკის პატრიკიოზი“ იხსენიება. „პატრიკიოზი“ დიდი წოდებულება და პატივი იყო კეისრის კარზე, მაგრამ მეფის გადაქცევა პატრიკიოზად, რა თქმა უნდა, მეფის ჩამომცრობას ნიშნავდა.

ქართლში ამ დროს ერისმთავარი იჯდა, რომელიც აზნაურების მიერ არჩეული მთავარი იყო, და არა დამოუკიდებელი მფლობელი. კეისარმა ძალა მისცა ამ ერისმთავრებს, რომ აზნაურებისაგან უფრო დამოუკიდებელი გამხდარიყვნენ. ამით კეისარს ერისმთავრების გულის მოგება უნდოდა. კეისარი ერისმთავრებისაგან მხოლოდ ერთგულებასა და სამხედრო სამსახურს მოითხოვდა, მათს შინაურ საქმეებში-კი არ ერეოდა.. ერისმთავრებსაც კეისარი იმავე ბიზანტიურ ტიტულებს აძლევდა, როგორიც იყო „პატრიკიოზი“, „კუროპალატი“ და სხვა, მაგრამ ერისმთავრისათვის ასეთი მდგომარეობა უკვე გაძლიერებას მოასწავებდა.

კულტუული ითარეა. ცვლილება მოხდა საეკლესიო-სარწმუნოებრივ სფეროშიაც. უკვე მე-7 საუკუნის პირველ წლებში, როგორც ვიცით, ქართლში დიოფიზიტები ბატონობდნენ. ჰერაკლე კეისარმა, თბილისის აღების შემდეგ, დიოფიზიტები კიდევ უფრო გააძლიერა და ყველა „მწვალებელსა“ და ცეცხლისმსახურს მუსრი გაავლო. ქართლის უდიდესი ქალაქების, თბილისის, მცხეთისა და უჯარმის ეკლესიებში ჰერაკლეს დიდი სისხლი დაუდენია, ცხადია, ეკლესიებში იმდენად ცეცხლისმსახურნი არ იყვნენ შეფარებულნი, რამდენადაც ქრისტიანები, მხოლოდ სხვა (მონოფიზიტური) აღსარებისა. იმდროინდელი ქართველი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ჰერაკლემ „განწმიდა შჯული ქრისტესი და წარვიდა“-ო. ადამიანების მოსპობის გარდა შეუდგნენ მათი კულტურული ნამოღვაწარის, კერძოდ - მწერლობის განადგურებასაც და აქაც ბევრი რამე „განწმიდეს“.მე-7 საუკუნეში. გაძლიერდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ტომების ერთმანეთთან დაახლოება. მჭიდრო ურთიერთობას ეხლა ხელს არ უშლიდა არც პოლიტიკური და არც საეკლესიო-სარწმუნოებრივი ზღუდეები. ამ დროს ქართულმა ენამ და მწერლობამ შემდგომი გავრცელება მოიპოვა დასავლეთ საქართველოში.

7 თავი V - არაბობა საქართველოში

▲back to top


7.1 § 45. არაბების შემოსვლა საქართველოში

▲back to top


ხალიფები თავიდანვე ფართო დაპყრობითი პოლიტიკის წარმოებას შეუდგნენ. უკვე მეორე ხალიფა ომარის დროს (634-644) არაბებმა დაიმორჩილეს სირია, პალესტინა, ირანის მეტი ნაწილი. ამის შემდეგ მათ გზა გახსნილი ჰქონდათ ამიერ-კავკასიისაკენაც. მართლაც, პირველი არაბული რაზმი სომხეთში უკვე 640 წელს გაჩნდა. მაგრამ ეს უფრო მარბიელი ჯარის თარეში იყო, ვიდრე ქვეყნის დაპყრობა.

0x01 graphic

ართლისა და არაის ეთაება. ქართლსაც არაბები პირველად 642-3 წელს მოსდგომიან, მაგრამ ქართლელებს ისინი დაუმარცხებიათ და თავისი საზღვრებიდან გაუდევნიათ. თანდათანობით არაბები მომაგრდნენ. 654 წლის დამდეგისათვის არაბებს უკვე მთელი სომხეთი ჰქონდათ დაპყრობილი. იმავე წელს არაბებმა აიღეს ქალ. თეოდოსიოპოლი, დღევანდელი ერზერუმი, ბიზანტიელების მთავარი სიმაგრე ამიერ-კავკასიაში და ქართლისკენ გამოემართნენ.

ქართლის პატრიკიოზს, ესე იგი, ერისმთავარს, გადაუწყვეტია, არაბებთან ბრძოლა აღარ ღირსო, მათთვის თავისი ელჩი შეუგებებია საჩუქრებით და ზავი და მშვიდობა უთხოვნია. არაბთა სარდალს მოეწონა ქართლის ერისმთავრის საქციელი და მისცა მას ეგრეთწოდებული „დაცვის სიგელი“, რომელშიაც არაბ-ქართველთა ურთიერთობა იყო განსაზღვრული.

ამ სიგლის მთავარი მუხლები ასეთი იყო: 1) არაბები ქართლის მოსახლეობის სარწმუნოებას ხელს არ ახლებდნენ, ხოლო თუ ვინმე ნებაყოფლობით ისლამს მიიღებდა, ის არაბების ძმად ჩაითვლებოდა, ესე იგი, ხარკს აღარ გადაიხდიდა; 2) ქართველები იხდიდნენ არაბების სასარგებლოდ ჯიზიათს, პირად გადასახადს, თითო დინარს ანუ დრაჰკანს (ოქროს ფული იყო, წონით ერთ მისხლამდე, რაც დაახლოებით ხუთ მანეთს უდრის ოქროთი) კომლზე; 3) ქართველებს არ უნდა შეეერთებინათ კომლები, გადასახადის შესამცირებლად, არაბებს კიდევ არ უნდა დაეყოთ კომლები, გადასახადის გასადიდებლად; 4) ქართველებს ევალებოდათ არაბთა ჯარისა და, საერთოდ, მუსლიმებისათვის დახმარება; 5) სამაგიეროდ, არაბები უშიშროებას ჰპირდებოდნენ ქართლის მოსახლეობას.

ართლის ბრძოლა დამოუკიდელობისათვის. მაგრამ იმ ხანად ქართლში არაბებმა სულ ორიოდე წელიწადი თუ გასძლეს. ხალიფატში დიდი შინაური შფოთი იყო (657 წ.-661 წ.) და არაბებს ამიერ-კავკასიისათვის არ ეცალათ.

შემდეგშიაც ქართლში მდგომარეობა ცვალებადი იყო. თუ არაბები გამოჩნდებოდნენ ხოლმე, მხოლოდ მოკლე ხნით. ხანდახან ბიზანტიაც თავს წამოჰყოფდა და თავის წილს მოითხოვდა. 686 წელს კეისარსა და ხალიფას ზავი შეუკრავთ, კვიპროსის კუნძულის, სომხეთისა და ქართლის ქვეყ-ნებიდან შემოსული ხარკი შუაში გავიყოთო. მაგრამ ეს ცოცხალი დათვის გატყავებას ჰგავდა. ამიერ-კავკასიის ხალხები ერთნაირი შეუპოვრობით იბრძოდნენ თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად, როგორც არაბების, ისე ბიზანტიელების წინააღმდეგ.

ამავე ხანებში ქართლის ერისმთავარს ნერსეს სასტიკად დაუმარცხებია სომხეთში მდგარი არაბთა სარდალი, მისი ჯარი გაუფანტავს და გაუქცევია. მეორე მხრით, ჩვენი ხალხები არც ბიზანტიელებს უხრიდნენ ქედს: იმავე 686 წელს კეისარს ლაშქარი გამოუგზავნია სომხეთ-ქართლ-ალბანიის დასამორჩილებლად, მაგრამ, ჩანს, ბევრს ვერაფერს გამხდარა.

მესამე მტერი, ხაზარების სახით, ჩრდილოეთიდან იყო მომდგარი. შფოთსა, თარეშებსა და ძარცვა-გლეჯაში ხაზარებსაც თავისი წილი ედოთ. 689 წელს ხაზარებს დაურბევიათ სომხეთი და ქართლისა და ალბანიის მთავრები დაუხოცავთ.

არაბთა გალიერება. არაბეი გადადიან ეგრისში. სამი მხრით ხმლის ქნევამ ხალხი, ცხადია, დაასუსტა, რითაც ყველაზე მეტად არაბებმა ისარგებლეს. მე-7 საუკუნის მიწურულში არაბებს ქართლში ფეხი შედარებით უფრო მკვიდრად ედგათ.

იმავე დროს დასავლეთ საქართველოშიაც ძველი ამბავი დატრიალდა: ერთი, უფრო საშიში და თავს წამომდგარი, მტრის წინააღმდეგ მეორე, ნაკლებ საშიში და უფრო შორეული, მტრის გამოყენება სცადეს. 697 წელს ეგრისის პატრიკიოზი სერგი ბიზანტიელების წინააღმდეგ აჯანყებულა და თავისი ქვეყანა არაბებისათვის გადაუცია. მე-8 საუკუნის დამდეგსაც არაბების მეციხოვნე ჯარი მდგარა ეგრისის დედაქალაქ ციხე-გოჯში და მდინარე კოდორის ხეობის ზოგიერთ ციხე-სიმაგრეშიაც. გაგულისებული კეისარი-კი ცდილობდა მოექრთამა ალანები, რათა ისინი შესეოდნენ აფხაზეთს, ეგრისსა და ქართლს და ბიზანტიის მიმართ ურჩობის გამო ეს ქვეყნები აეოხრებინათ.

ქართველებს არც ბიზანტიელები ეხატნენ გულზე და არც არაბები.საჭიროების-და მიხედვით და ხელსაყრელ პირობებში ხალხი პირველთაც ებრძოდა და მეორეთაც.

7.2 § 46. ბრძოლა არაბების წინააღმდეგ ქართლში

▲back to top


მე-8 საუკუნის დამდეგიდან გაძლიერდა ბრძოლა არაბების წინააღმდეგ, რადგანაც არაბები სულ უფრო და უფრო ავიწროებდნენ დაპყრობილ ქვეყნებს. ამიტომ იყო რომ ქართლში აჯანყებას აჯანყება მოსდევდა და არაბები იძულებული იყვნენ ქართველების ურჩობის გასატეხად სულ ახალ-ახალი ჯარები ეგზავნათ აქეთკენ.

მე-8 საუკუნის ოციან წლებში არაბებმა რამდენიმეჯერ დალაშქრეს ქართლი, ქვეყანა ააოხრეს და ხალხი ააწიოკეს, მაგრამ გულისწადილს მაინც ვერ ეწივნენ. ქართლი განაგრძობდა დამპყრობელების წინააღმდეგ ბრძოლას და არაბები აქ ფეხს ვერ იკიდებდნენ. არაბების რისხვას საზღვარი აღარ ჰქონდა, და ქართველ ხალხს მათ სასტიკი სასჯელი გადაუწყვიტეს.

მართლაც, იშვიათად დასტყდომია საქართველოს თავზე ისეთი უბედურება, როგორიც 736-8 წლებში აქ არაბთა სარდალმა მურვანმა დაატრიალა. მურვანი ისედაც სასტიკი და გულქვა ადამიანი იყო, რის გამოც მას ქართველებმა „ყრუ“ შეარქვეს, ეხლა კიდევ მას ქართველების სამაგალითოდ დასჯა ჰსურდა. იმდროინდელი ქართველი ისტორიკოსი ასე აგვიწერს ამ შემოსევას: მურვანმა მთელი კავკასია დაიპყრო, დარუბანდიდან აფხაზეთამდე, მაგრამ ეს არ იკმარა, არამედ უმრავლესობა ქალაქები და ციხეები დაანგრია, მათ შორის ეგრისის სამ-გალავნიანი დედა-ქალაქი ციხე-გოჯი, აფხაზეთის დედაქალაქი ცხუმი (სოხუმი) და სხვებიო, განსაკუთრებით მაინც აღმოსავლეთი ამიერ-კავკასია აოხრებულა - ქართლი, სომხეთი და ალბანია; აქ არც ნაშენები რამე დარჩა და არც კაცისა და პირუტყვის საჭმელიო. ქართლში მურვანმა დაანგრია ძველი დედაქალაქის ერთი უმნიშვნელოვანესი უბანთაგანი - არმაზი.

დასავლეთ საქართველოში არაბები მაინც ვერ გამაგრდნენ, ქართლი-კი მურვანის შემოსევამ კარგა ხნით წელში გასტეხა. ამ დროიდან იწყება არაბების ნამდვილი ბატონობა ქართლში.

7.3 § 47. არაბთა ბატონობა ქართლში

▲back to top


მმართველოა და ხარი. არაბებმა ქვეყნის სათავეში თავისი მოხელე დააყენეს, რომელიც ამირას წოდებულებას ატარებდა. ქართლის ამირა თბილისში იჯდა. ის სარდალიც იყო, ქვეყნის მმართველიცა და უზენაესი მსაჯულიც. არაბთა მთავარი რაზმი თბილისში იდგა, დანარჩენები - სხვა მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრეებში.

ერისმთავრობა ქართლში არაბებს არ მოუსპიათ, მხოლოდ ერისმთავარი ამირას დაუმორჩილეს. ერისმთავარი ვალდებული იყო მოეკრიფა საარაბო ხარკი და ჯარი გამოეყვანა, როცა არაბები ამას მოითხოვდნენ.

არაბებს ხარკი და სამხედრო სამსახური აინტერესებდათ მხოლოდ.

0x01 graphic

ნუსხა-ხუცური ხელის ნიმუში, მე-10 - მე-11 ს. ხელნაწერიდან.
საქ. მუზ. ელნაწერთა გან.

მე-8 საუკუნეში ქართლის მოსახლეობა არაბებს უხდიდა არა მარტო ჯიზიათს, პირად გადასახადს, არამედ ხარაჯასაც. ხარაჯა საადგილმამულო გადასახადი იყო, რომელიც შეეფარდებოდა მხოლოდ სივრცეს მამულისას, და არა მის ავკარგიანობას, ნაყოფიერებას, ორივე გადასახადს ფულად ახდევინებდნენ.

არაბთა ბატონობის დამ. თანდათან არაბული ხარკი სულუ ფრო და უფრო მძიმე ხდებოდა. ეს იმიტომ, რომ ხალიფების სამფლობელო მეტისმეტად გაიზარდა და მის მართვა-გამგეობას დიდი შემოსავალი სჭიროდა. ეხლა დაპყრობითს ომებს ეს შემოსავალი უკვე აღარ მოჰქონდა, რადგანაც რისი დაპყრობაც შეეძლოთ, არაბებს უკვე დაპყრობილი ჰქონდათ. ხალიფების დაცარიელებული ხაზინა მათსავე ქვეშევრდომებს უნდა შეევსოთ.

ხარკისა და გადასახადის გადიდებას ქვეშევრდომების ურჩობა დაბრძოლა მოსდევდა. ამ ურჩობის დასათრგუნავად კიდევ დამატებითი ჯარები და ახალი მოხელეები იყო საჭირო, რაც აგრეთვე ახალ სახსრებს მოითხოვდა. განსაკუთრებით მძიმე შეიქნა არაბთა ბატონობა დაპყრობილ ქვეყნებში ხალიფების ახალი დინასტიის, აბასიდების, დროს, რომელმაც ხელისუფლება მიიღო 749 წელს.

ქართლშიაც არაბების მტარვალობა და მყვლეფელობა მე-8 საუკუნის მეორე ნახევარში იყო განსაკუთრებით საგრძნობი. ამ საუკუნის დამლევის ქართველი მწერალი, იოანე საბანისძე, წერს არაბთა წესწყობილების შესახებ ქართლში: „ვართ მორწმუნენი მძლავრებასა ქვეშე დამონებულ და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქვეშე მათსა გვემულნი და ქენჯნილნი, ძვირ-ძვირად ზღვეულნი“-ო, ესე იგი ჩვენ, ქართველები, არაბთა მძლავრობის ქვეშ მოქცეულნი, სიღარიბითა და შეუძლოებით ისე ვართ შეკრულნი, როგორც რკინით, რადგანაც საარაბო ხარკისაგან დატანჯული და დარბეული ვართო.

ბრძოლის ლეა არაბეის წინააღდეგ. გასაგებია ამიტომ, რომ სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ხალხის გულისწყრომა და სიძულვილი უცხოელი დამპყრობელების წინააღმდეგ. ბრძოლა ხანგრძლივი და მსხვერპლით სავსე იყო, თუმცა ქართველებს ზოგი გარემოება ხელს უწყობდა.

ჯერ-ერთი, არაბების ძალა-უფლება უფრო ცენტრალურ თემებზე ვრცელდებოდა და მთიან რაიონებს ეგრე რიგად ვერა სწვდებოდა. ამით სარგებლობდა ხალხი, ხეობებსა და მთიანეთს თავს აფარებდა და იქიდან თავს ესხმოდა მტერსა.

სიცოცხლეს უმწარებდნენ არაბებს ხაზარებიც. ხაზარები ხშირად კავკასიონის სამხრეთითაც შემოჭრას ახერხებდნენ და აოხრებდნენ არაბთა სამფლობელოს. 764 წელს ხაზარებს მოკლე ხნით თბილისიც დაუჭერიათ. ძველი ქართველი ისტორიკოსი გვიამბობს: ქართლის ერისმთავარს ჯუანშერს ჰყავდა და, შუშანი, სილამაზით განთქმული. ხაზართა ხაკანმა სთხოვა ჯუანშერს, შენი და ცოლად მომეც და არაბების წინააღმდეგ გიშველიო. შუშანი და მისი დედა ცივ უარზე იდგნენ, წარმართის ცოლობა როგორ იქნებაო. გაგულისებულმა ხაკანმა დაალაშქვრინა ქართლი და შუშანი და ჯუანშერი ტყვედ წააყვანინა, მაგრამ გულის წადილს მაინც ვერ ეწია: შუშანს ბეჭდის თვლის ქვეშ საწამლავი ჰქონდა, მოსწოვა ის და თავი მოიკლაო. დიდი მეფის არასასურველ ცოლობას ქართველმა ქალმა სიკვდილი არჩია.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე პროვინციელი არაბი ამირების ურჩობას ხალიფების მიმართ, რაც მე-9 საუკუნის დამდეგიდან იწყება. ბრძოლა ხალიფასა და ამირებს შორის ძალიან ხელს უწყობდა არაბების შინაგან დასუსტებას, რითაც დაპყრობილი ხალხები კარგად სარგებლობდნენ.

დიდი აჯანყების ცეცხლი, არაბების წინააღმდეგ, უფრო ადრე სომხეთში დაინთო, იმიტომ რომ სომხეთში ხალხი კიდევ უფრო გაწამებული იყო. ქართველები ეხმარებოდნენ სომხებს. დამარცხებული სომეხი მთავრები ქართლსა და ეგრისში პოულობდნენ თავშესაფარს. ეს გარემოებაც აღიზიანებდა არაბებს, რომელნიც ლტოლვილების გაცემას მოითხოვდნენ და მათს მასპინძლებს სასტიკად სჯიდნენ ხოლმე.

იქნებ ასეთი მიზეზით დაისაჯა ქართლის ერისმთავარი ნერსე, რომელიც 772-3 წელს ხალიფას თავის სატახტო. ქალაქში, ბაღდადში, დაუბარებია და „ბოროტ კაცთა შესმენით“ საპყრობილეში ჩაუსვამს. ნერსე სამი წელიწადი მჯდარა ბაღდადის საპატიმროში. შემდეგ ნერსე ისევ ერისმთავრად დაბრუნებულა ქართლში, მაგრამ, ჩანს, არაბებთან შეგუება მისთვის ძნელი იყო. ნერსე იძულებული გამხდარა თავისი ოჯახი ქონება აფხაზეთში გაეგზავნა, თვითონ-კი დიდი ამალით გადავიდა ჯერ ხაზარეთში და შემდეგ აგრეთვე აფხაზეთში. ეს ამბები მე-8 საუკუნის ოთხმოციანი წლების დამდეგს მოხდა.

0x01 graphic

ქართველ ტომთა ტიპები. ქალი ეროვულ ტანსაცმელში აღმ.
საქართველოდან. XX ს. დამდეგი.
სა
ქ. მუზ. ეთნოგრაფიის განყოფილებ.

ამ დროიდან მოყოლებული ქართლი, სომხეთი და ალბანია უკვე გამუდმებით აჯანყების ალსა და კვამლში იყო გახვეული. ამბოხებული იყო მთელი ხალხი. მეტი წილი მთავრები, სეფეწულები და დიდი აზნაურებიც, რომელთაც ერთი ხანობა, დასაწყისში, არაბებთან თითქოს საეთო ენა ჰქონდათ გამონახული, ეხლა, ცდილობდნენ ხალხს არ ჩამორჩენოდნენ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხალიფები ჯარს ჯარზე ჰგზავნიდნენ, ერთიმეორეზე უფრო სასტიკი ამირების მეთაურობით, და შეუბრალებლად უსწორდებოდნენ აჯანყებულებს, მაგრამ მოძრაობა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა.

ამ დიდ სახალხო მოძრაობას ქართლში თავისი მქადაგებლები და იდეოლოგები ჰყავდა. მათ შორის პირველი იყო მე-8 საუკუნის მწერალი იოანე საბანისძე. საბანისძემ ასწერა ერთი ჭაბუკი არაბის, აბოს, ცხოვრება. აბო ქართლის ერისმთავრის ნერსეს მსახური იყო. მან ისლამს თავი დაანება და ქრისტიანობა მიიღო. 786 წლის 6 იანვარს ქართლის ამირამ აბო სიკვდილით დასაჯა, რადგანაც აბომ უარი სთქვა ისევ ისლამს დაბრუნებოდა, რასაც მისგან არაბები მოითხოვდნენ.

საისძის ადაგეა. საბანისძემ გამოიყენა აბოს წამების ამბავი, რათა თავის თანამემამულეებში ეროვნული სიამაყის შეგნება გაეღვივებინა: აი, როგორია ჩვენი რჯული, ჩვენი წესი და ქვეყანა, რომ გაბატონებული ხალხის შვილი ჩვენკენ გადმოდის და თავსაც-კი სდებს ახალი სამშობლოსათვისო.

საბანისძე მიზნად ისახავდა გაემხნევებინა მერყევნი და სუსტნი, რომელნიც „შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“, არაბების ძალმომრეობის გამო. საბანისძეს ჰსურდა კვლავ მშობლიურ კერას დაჰბრუნებოდნენ ისინი, ვინც არაბებმა უკვე „შეაცთუნეს და გარდადრიკნეს გზისაგან, სიმართლისა დაშინებით, ვერაგობით, მოსყიდვით, რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკვარებით“-ო. ლამის ჩვენი საკუთარი სახე დაგვეკარგოს და უცხო ხალხში გავითქვიფოთო, მრისხანე გულისწუხილით მოსთქვამდა საბანისძე: „აღვერიენით ერსა უცხოსა“-ო.

იოანე საბანისძისა და მისი მსგავსი მქადაგებლების მოწოდება ამტკიცებდა სახალხო თვითშეგნებას, აკაჟებდა მებრძოლთა სულისკვეთებას ეროვნული განთავისუფლებისათვის.

ერისმთავროის მოსპოართლში. განსაკუთრებით გამწვავდა ბრძოლა დამპყრობელებსა და დაპყრობილებს შორის მე-8 საუკუნის მიწურულსა და მე-9 საუკუნის დამდეგს. ყველაზე დაუნდობელი იყო ეს ბრძოლა ქართლის შუაგულ თემებში და, საერთოდ, ბარის ცენტრალურ რაიონებში. მე-9 საუკუნის დამდეგისათვის არაბებმა მოსპეს ქართლის ერისმთავრობა და ძველი ქართველი არისტოკრატია, სეფეწულები და დიდ-დიდი აზნაურები, თითქმის მთლიანად გაჟლიტეს. ამ რაიონებში, განსაკუთრებით მტკვრის გაყოლება, საერთოდ მოსახლეობა ძალიან დაზარალდა. მაგრამ ბრძოლა მაინც გრძელდებოდა განაპირა თემებში, სადაც ქართველები, - როგორც ადგილობრივი მკვიდრნი, ისე სხვა კუთხეებიდან შემოხიზნულნი, - ჩვეულებრივად მწარედ ამარცხებდნენ უცხოელ მოძალადეებს.

0x01 graphic

„არაბული“ ციფრები მე-10 ს. ქართული ხელნაწერიდან
(იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ).

8 თავი VI - ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის

▲back to top


8.1 § 48. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოშობა საქართველოში

▲back to top


კაეთი. თუმცა არაბებმა საბოლოოდ მოსპეს ქართლის ერისმთავრობა, რომელმაც ორი საუკუნე იარსება, მაგრამ ხალხმა მაინც მოახერხა თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება ქართლის განაპირა თემებში. მათ შორის ყველაზე ადრე გაძლიერდა კახეთი, რომელიც არაგვიდან იწყებოდა.

0x01 graphic

აქ ივრისა და ალაზნის ნოყიერ ხეობებში, განსაკუთრებით ამ ხეობების ზემოთა ნაწილში, ხალხი თავს უფრო გულმშვიდად გრძნობდა, თავისუფლად ცხოვრობდა და შრომობდა. მე-8 საუკუნის მეორე ნახევრისათვის კახეთში ხალხი ძალიან მომრავლებული და შეძლებულიც იყო. მისდევდნენ კახელები მიწათმოქმედებას, კერძოდ - მევენახეობას, და მესაქონლეობას ფართოდ. კახელები საუცხოო ცხენსა და ცხვარს აშენებდნენ და მრავალრიცხოვანი ჯოგ-ფარების პატრონები იყვნენ. ხარბ დამპყრობელებს კახელების სიმდიდრე. ძალიან იზიდავდა ხოლმე, მაგრამ საკმარისი იყო კახეთის ხეობებში არაბები გამოჩენილიყვნენ, რომ უშიშარი და ამაყი მთიელები მათ თავს ესხმოდნენ და მუსრს ავლებდნენ.

მე-8 საუკუნის შუა წლებიდან კახეთი აინუნშიაც არ აგდებდა არაბებს. არაბული ცნობებით, კახელები ამ დროს ყველაზე საშიში მტერი იყვნენ არაბებისათვის ამიერ-კავკასიაში. მართლაც, სისხლისმღვრელ ბრძოლებში, არაბებსა და კახელებს შორის რომ ხშირად ხდებოდა, გამარჯვება ჩვეულებრივად კახელებს რჩებოდათ. მე-8 საუკუნის დამლევისათვის კახელებმა უკვე თავისი მთავარიც გაიჩინეს და საკუთარი მართვა-გამგეობა მოაწყვეს.

აფხაეთი. დიდი ცვლილებები მოხდა ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოშიაც. როგორც ვიცით, მე-6 საუკუნის დამდეგიდან აბაზგების სამთავრო ეგრისის სამეფოდან გამოყოფილი იყო და ბიზანტიის კეისარს ემორჩილებოდა უშუალოდ. ეს მთავრები შემდეგში კეისრებმა თავის ერისთავებად აქციეს აფხაზეთში. მე-8 საუკუნეში აფხაზეთი უკვე მჭიდროდ დასახლებული, ღონიერი და მშვიდობიანობით მოსარგებლე ქვეყანა იყო.

მე-8 საუკუნის დამლევს ბიზანტიაში დიდი შინაური შფოთი და არევ-დარევა იყო. ამით ისარგებლა აფხაზთა ერისთავმა ლეონ მეორემ, მოირთო ძალა ხაზართა მეფისაგან, რომლის ასულის შვილიც იგი იყო, და თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. ამ დროს ძველი ეგრისის სამეფო დაუძლურებული იყო. აფხაზთა ერისთავმაც ადვილად დაიპყრო ეგრისი და არგვეთი.

აფხაზთა მეფეებმა თავის სატახტო ქალაქად ქუთათისი, დღევანდელი ქუთაისი, აირჩიეს: აფხაზთა სამეფოს ვრცელ ტერიტორიას ცენტრად ქუთაისი უფრო შეეფერებოდა, ვიდრე ძველი ციხე-გოჯი. გარდა ამისა, ქუთაისი მნიშვნელოვან გზებზე მდებარეობდა. ამის შემდეგ აფხაზთა ერისთავმა „მეფის“ წოდებულებაც მიიღო.

ამ გაბატონებული დინასტიის მიხედვით თვით სამთავროსაც „აფხაზთა სამეფო“ ეწოდა, თუმცა მოსახლეობის შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. მე-9 - მე-10 საუკუნეებშიაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ისევ საკუთრივ ქართველი ტომები - ქართები, მეგრელები და სვანები შეადგენდნენ.

ტაო-კლარჯეთი. ყველაზე გვიან ახალი ქართული ფეოდალური სამთავრო სამხრეთ საქართველოში ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებელი აშოტ ბაგრატიონი იყო.

ბაგრატიონების განთქმული საგვარეულო წარმოშობით სპერის (ეხლანდელი ისპირის) პროვინციიდან იყო, ამ ძველის-ძველი ქართული თემიდან. თავისი წინდახედული, მოქნილი მოქმედებით ბაგრატიონებმა დიდი გავლენა მოიპოვეს მე-6 - მე-8 საუკუნეებში. ერთი მათი შტო სომხეთში დაწინაურდა, მეორე - ქართლში. ორივეგან ბაგრატიონებმა მთავრობასა და მეფობას მიაღწიეს, ხოლო საქართველოში სამეფო ხელისუფლება შეინარჩუნეს მე-19 საუკუნის დამდეგამდე.

ქართლის ბაგრატიონთა წარმომადგენელი, აშოტი, არაბთა სამსახურში ყოფილა თბილისში მე-9 საუკუნის დამდეგს. მაგრამ აშოტი ვერ შესწყობია არაბებს და თავისი ოჯახითა და ამალით ჭოროხის ხეობაში, შავშეთისა და კლარჯეთის თემებში, გადასულა, რადგანაც ეს ხეობა მაშინ ბიზანტიის საზღვრებში ითვლებოდა, ამიტომ აშოტმა თავისი თავი კეისრის ვასალად აღიარა, კურაპალატის ტიტული მიიღო და სამთავროს ორგანიზაციას შეუდგა.

თავის მთავარ საჯდომად აშოტმა ძველი ციხე-ქალაქი არტანუჯ აირჩია, რომელიც თვითონვე განაახლა. აშოტის მიერ་ დაარსებულ სამთავროს ჩვეულებრივად ტაო-კლარჯეთის სამთავროს ეძახიან, იმიტომ რომ მის ძირითად ოლქებს ტაო და კლარჯეთი შეადგენდნენ.

აშოტ კურაპალატი მოჰკლეს 826 წელს.

8.2 § 49. თბილისის ამირას განდგომა ხალიფასაგან და თბილისის საამიროს დაკნინება

▲back to top


მე-9 საუკუნის დამდეგისათვის თბილისის ამირებმა, ისევე როგორც სახალიფოს სხვა ადგილობრივმა მმართველებმა განაპირა ქვეყნებში, ხალიფების ურჩობა და განზე წევა დაიწყეს. ეს ამირები ყურს აღარ ათხოვებდნენ ცენტრალური მთავრობის განკარგულებას და ქვეყნიდან მოკრეფილ ხარკს ცენტრში კი არ ჰგზავნიდნენ, არამედ თვითონ ითვისებდნენ.ასეთივე მიდრეკილება გაუჩნდათ თბილისის ამირებსაც. უკვე მე-9 საუკუნის ოციან წლებში გადასდგომია ხალიფას თბილისის ამირა. მაგრამ განსაკუთრებით ძლიერი აღმოჩნდა მომდევნო ამირა, საჰაკი, რომელსაც კახელები უმაგრებდნენ ზურგს. საჰაკის ურჩობა თითქმის თხუთმეტი წელი გაგრძელდა. გაგულისებულმა ხალიფამ საქართველოში 853 წელს დიდი ჯარი გამოგზავნა, ბუღა თურქის მეთაურობით. ბუღამ, ზოგი ადგილობრივი მთავრის დახმარებით, დაამარცხა საჰაკი და მისი მოკავშირეები, 5 აგვისტოს აიღო თბილისი, დასწვა იგი და მცხოვრებნი გაჟლიტა. სიკვდილით დასჯილ იქნა საჰაკიც. არაბული ცნობებით, ამ ამბების დროს თბილისში 50.000 კაცი დაღუპულა. აქედან ჩანს, თუ რამდენად დიდი ქალაქი ყოფილა მაშინ თბილისი.

ამის მიუხედავად, თბილისის ამირები მეცხრე საუკუნის დამლევიდან უკვე ფაქტიურად აღარ ემორჩილებიან ხალიფას. მორჩილება გარეგნულად მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ერთი ხანობა კიდევ თბილისის ამირები ფულს ხალიფას სახელით სჭრიან.

უკანასკნელად ამიერ-კავკასიის დამორჩილება ხალიფამ მე-10 საუკუნის დამდეგს სცადა. 914 წელს აქ მოვიდა დიდი ჯარით ხალიფას სარდალი აბულ-კასიმი. მან აიღო კახეთის ციხეები უჯარმა და ბოჭორმა და მოაოხრა სამცხე და ჯავახეთი. მიზანი ამ შემოსევისა იგივე იყო: ურჩების დამორჩილება, ძველი და ახალი ხარკის მოკრეფა. მაგრამ ვერც ამ ლაშქრობამ უშველა ხალიფებს და მათი გავლენა ამიერ-კავკასიაში მე-10 საუკუნის შუა წლებიდან სრულიად მოისპო. დარჩნენ მხოლოდ ადგილობრივი ამირები, როგორც, მაგალითად, თბილისის ამირა, რომელნიც ეხლა სხვა, ადგილობრივს, დიდ ფეოდალებში აღარ გამრირჩეოდნენ.

თბილისის საამირო ამ დროს მეტად შემცირებული იყო. საამიროს საზღვრები ვიწროვდებოდა ქართული სამთავროების - კახეთის, ტაო-კლარჯეთისა და აფხაზეთის - შემოტევის წყალობით.

8.3 § 50. საზოგადოებრივი კლასები და მათი ბრძოლა მე-7 - მე-9 საუკუნეებში

▲back to top


საოგადოერიი წყობილეა. მე-7, მე-8 და მე-9 საუკუნეების სიგრძეზე საქართველოში ფეოდალური წყობილება კიდევ უფრო გაძლიერდა.

ამ დროისათვის აზნაურები, რომელნიც ეხლა სავსებით გაბატონებულ წოდებას შეადგენდნენ, სხვადასხვანაირი იყვნენ. ვისაც აზნაურობა შთამომავლობით, მამა-პაპით ჰქონდა მიღებული, იმას „ნაესავით აზნაურს“ ეძახდნენ. მაგრამ აზნაურობა შეიძლებოდა ზოგჯერ მეფის სამსახურითაც მოეპოვებინათ. ასეთი მსაურეული აზნაურები იწოდებოდნენ „მეფის აზნაურებად“. ყველაზე მდიდარსა და ძლიერ აზნაურებს დიდებული აზნაურები ერქვათ.

აზნაურებზე დაბლა მსახურნი იდგნენ. ეს ისეთი თავისუფალი ადამიანები იყვნენ, რომელნიც მეფეების ან დიდი აზნაურების სამსახურში იმყოფებოდნენ. მეფის მსახურებს ტაძრეულებსაც ეძახდნენ.

ზოგი აზნაური სხვა, უფრო ძლიერ, აზნაურზე იყო დამოკიდებული და „წინაშემდგომელად“ ან „საკუთარად“ იწოდებოდა.

მოსახლეობის უმრავლესობას სოფლის მიწის მუშები შეადგენდნენ, რომელთაც ჩვეულებრივად მდაბიურებს ეძახდნენ. ისინი ამა თუ იმ მთავარსა და დიდ აზნაურს ემორჩილებოდნენ. ასეთი მთავარი და დიდი აზნაური მდაბიურების „უფალი იყო. ამ უფალს ეკუთვნოდა დაბა, ესე იგი, სოფელი, მთელი თავისი მიწა-წყლით. მდაბიურებზე უფრო დაბლა გლეხები იდგნენ, რომელნიც უფალთა სრულ საკუთრებას შეადგენდნენ.

მე-10 საუკუნის დამდეგისათვის საქართველოს მოწინავე თემებში მიწების უდიდესი ნაწილი უკვე მთავრებსა და აზნაურებს ჰქონდათ დაჩემებული. მაგრამ ხალხის მიწა-წყლის მითვისება და ფეოდალურ მამულებად გადაქცევა უბრძოლველად არ მომხდარა.

ბრძოლა მიწისათვის. როცა მე-6 საუკუნეში საქართველოში ფეოდალურისახელმწიფო ჩამოყალიბდა, ესე იგი, როცა მთავრებმა და აზნაურებმა მთელი მართვა-გამგეობა ხელში ჩაიგდეს, მათ ეს ძალა ხალხისათვის ადგილ-მამულის წასართმევად გამოიყენეს. თუმცა ხალხი გააფთრებით იცავდა თავის უფლებებს და მამაპაპეულ მიწა-წყალს უსისხლოდ არავის უთმობდა, მაგრამ უპირატესობა აზნაურების მხარეზე იყო, ისინი უკეთ იყვნენ შეიარაღებულნი და დარაზმულნი. ამიტომ ხალხმა თანდათანობით დაჰკარგა თავისი სათემო თუ კერძო-სამფლობელო ადგილ-მამული. აზნაურებმა ხალხს ჯერ სახნავ-სათესი მიწები წაართვეს, რომლებსაც ყველაზე მეტი შემოსავალი მოჰქონდა, შემდეგ - სათიბ-საძოვრები და, ბოლოს, ტყის მიჩემებაც მოინდომეს.

ფეოდალურ ხანაში სიმდიდრის მთავარი წყარო სწორედ მიწა იყო. ვისაც ყველაზე დიდი მამული ჰქონდა, ყველაზე მდიდარი და ძლიერიც ის იყო. ამიტომ მიწის გულისათვის თვითონ აზნაურებიც ებრძოდნენ ერთმანეთს.

ბრძოლა წარმოებდა მთავრებსა და ეკლესიას შორისაც მამულების გულისათვის. ამ დროისათვის ქრისტიანულმა ეკლესიამაც დიდძალი ადგილმამული შეაგროვა, მე-7 საუკუნის დამდეგს ქართლის ერისმთავრებმა სცადეს წაერთმიათ ეკლესია-მონასტრებისათვის მათი მამულების ნაწილი, რასაც მწვავე ბრძოლა მოჰყვა.

დასასრულ, მას შემდეგ, რაც მე-8 საუკუნის დამლევსა და მე-9 საუკუნის დამდეგს საქართველოში ახალი ფეოდალური სამთავროები აღმოცენდა, ბრძოლა დაუწყეს ერთმანეთს ქართველმა მთავრებმაც. თითოეული მთავარი ცდილობდა საკუთარი ტერიტორიის, სამფლობელოს გაფართოებას მეზობელი მთავრის ხარჯზე. ეს ბრძოლა გაგრძელდა მთელი მე-9 საუკუნე და მე-10 საუკუნის მეტი ხანი და საქართველოს გაერთიანებით დამთავრდა. საქართველოს გაერთიანება უკვე მთელი ქვეყნის განვითარების საჭიროებას უპასუხებდა, და არა მარტო ცალკე მთავრების ინტერესებს.

8.4 § 51. სამთავროების გაერთიანების ეკონომიური აუცილებლობა

▲back to top


მე-9 - მე-10 საუკუნეებში ჩვენი ქვეყანა გაიზარდა და გაძლიერდა ეკონომიურად. მართალია, არაბთა შემოსევებმა მე-8 საუკუნის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით, მურვან ყრუს ლაშქრობამ, შეამცირა მოსახლეობა და გაანადგურა მისი მეურნეობა ბარის ზოგიერთ რაიონში, მაგრამ ორასი წლის განმავლობაში ხალხმა აქაც შესძლო ხელახალი დამკვიდრება და მეურნეობის გაჩენა.

არაბებისაგან დაცული განაპირა რაიონები-კი წინ მიდიოდა უფრო სწრაფი ნაბიჯით. სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარული, შრომისმოყვარეობა და ძველისძველი კულტურული გამოცდილება იყო იმის მიზეზი,რომ ხალხი ამ განაპირა თემებში ახერხებდა თავისი მეურნეობის ფართოდ გაშლას, სამოქალაქო ცხოვრების გაჩაღებასა და მარჯვედ თავის დაცვასაც ხანდახან კარზე მომდგარი მტრისაგან.

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მე-9 - მე-10 საუკუნეებში, განსაკუთრებით მე-9 საუკუნის მეორე ნახევრიდან, დიდი ომები, როგორიც იყო, მაგალითად, ბუღა თურქის შემოსევა, იშვიათი გახდა. ჩვეულებრივად იმდროინდელი ომები პატარა ცხენოსანი რაზმების ერთი შეტაკებით თავდებოდა ხოლმე. ამგვარი შეტაკება იშვიათად თუ გაგრძელდებოდა ერთ დღეზე დიდხანს. უეცრად. შემოსული მტერი ასევე ქრებოდა, რადგანაც ყოველთვის მამაცი ხალხის შეუდრეკელ წინააღმდეგობას აწყდებოდა. ამიტომ იყო რომ მე-9 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-10 საუკუნეში ეს ომები ეგრერიგად ვეღარ აბრკოლებდნენ მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობასა და მშენებლობას.

ამრიგად, კახეთი, ტაო-კლარჯეთი, აფხაზეთი გაიზარდნენ და გაშენდნენ მე-9 საუკუნისათვის. როცა, მე-9 საუკუნის დამდეგს, არაბებმა ზავი დასდეს კახელებთან, კახელებმა არაბების მოთხოვნით იკისრეს მიეცათ მათთვის სამი ათასი ფაშატი ცხენი და ოცი ათასი ცხვარი. ეს მოწმობს. თუ როგორი დიდი რაოდენობით აშენებდნენ კახელები იმ დროს საქონელს. შემდეგშიაც კახეთი განთქმული იყო თავისი ცხენებითა და თავისი ცხვრით. კახური ჯიშის ჩამომავალია ეხლანდელი საყოველთაოდ ცნობილი თუშური ცხვარი. კახეთის იმდროინდელი სიმდიდრის უტყვი ნაშთია ხუროთმოძღვრების ძვირფასი ძეგლები, რომლებითაც მოფენილია კახეთის მიწა-წყალი.

მე-9 - მე-10. საუკუნეებში აფხაზეთი ყველაზე მყუდროდ დაცული სამთავრო იყო. ხალხის გამრავლებასა და მის ცხოვრებას გარეშე მტერი ხელს არ უშლიდა. იმდროინდელი მატერიალური კულტურის ნაშთია მარტვილის შესანიშნავი ტაძარი ჭყონდიდში, განახლებულ-გადაკეთებული აფხაზთა მეფის გიორგის მიერ მე-10 საუკუნის პირველ ნახევარში, მოქვის დიდებული ტაძარი, აშენებული აფხაზთა მეფის ლეონის მიერ მე-10 საუკუნის შუა წლებში, და სხვა ძეგლები.

აფხაზეთს წააცილებდა თავისი სიმდიდრით ტაო-კლარჯეთი. ერთი აქაურ ქართველ ტომთაგანი, მესხების სახელით ცნობილი, როგორც ვიცით, უძველეს დროშიაც განთქმული იყო თავისი მიწათმოქმედებით. პური, მაგალითად, მესხებს და ტაო-კლარჯეთის სხვა ქართველ ტომებს (კლარჯებს, შავშებს...) იმდენი მოჰყავდათ, რომ საზღვარგარეთაც გაჰქონდათ. მისდევდნენ ისინი მევენახეობა-მეღვინეობასაც და ბლომად აშენებდნენ აგრეთვე შინაურ საქონელს.

იმდროინდელი ტაო-კლარჯეთის ქონებრივი შეძლებისა და კულტურული განვითარების ცოცხალი მოწმეა ისეთი შესანიშნავი ძეგლები არქიტექტურისა, როგორიცაა ოშკის, იშხანის, ბანას, ხახულის ტაძრები. რა სახსარი სჭიროდა ასეთი ტაძრების აშენებას, ეს კარგად ჩანს ოშკის ტაძრის წარწერიდან. ამ წარწერაში ნათქვამია, რომ კალატოზების, მუშებისა და მუშა-საქონლის ქირა ყოველწლიურად. შეადგენდა ოცი ათას დრამას. დრამა ვერცხლის ფული იყო და უდრის დაახლოებით 20-25 კაპეიკს ოქროთი. 20.000 დრამა 4.000 მანეთზე მეტია ოქროთი. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ იმ დროს ფული ბევრად უფრო ძვირი იყო, ვიდრე ახალ ხანაში. გარდა ამ ფულისა, ღვინო დაუხარჯავთ ყოველწლიურად ხუთი ათასი საწყაო, ხორბალი 250 გრივი (დაახლოებით - 10.000 კილოგრამი) და რკინა 50 ლიტრა (დაახლოებით 20 კილოგრამი). შემდეგ წარწერა გვაუწყებს, რომ ტაძრის მშენებლობაზე მუდმივად მუშაობდაო 70 კალატოზი, ხურო და მჭედელი, ქვისმზიდავი ხარი - 30, ჯორი და სხვა საკიდარი საქონელი - 30 და სხვა.

მოსახლეობის გამრავლება და მისი მეურნეობის გაფართოება იწვევდა სხვადასხვა კუთხეების დაახლოების საჭიროებას. ერთი კუთხე ერთი საქონლით იყო მდიდარი, მეორე სხვა რამით. ზოგან საუკეთესო ჭურჭელს აკეთებდნენ, მეორე ადგილას კარგ შალის ქსოვილებს ქსოვდნენ, მესამეგან მადანს სთხრიდნენ და იარაღს სჭედდნენ, სხვები კიდევ საშენ მასალას ამზადებდნენ, წისქვილის ქვებს სთლიდნენ და მრავალ სხვა ხელობას მისდევდნენ. განვითარდა ხელოსნური წარმოება. მთიელები ბარში ჩადიოდნენ პურისა და ღვინისათვის და თან მათ თავისი მეურნეობის ნაყოფი ჩაჰქონდათ. მესაქონლეობაც ხელს უწყობდა მოძრაობას: ჯოგებს საზაფხულო საძოვრები ერთ ადგილას ჰქონდათ, საზამთრო-კი - მეორეგან. „ნინოს ცხოვრებაში“, რომელიც ამ დროს არის დაწერილი, აღწერილია თუ როგორ აძოვებენ ჯავახეთში თავის ჯოგებს არაგველი მწყემსები. ყოველივე ეს იწვევდა საქართველოს სხვადასხვა თემების ურთიერთობას, შინაგან გაცვლა-გამოცვლასა და აღებ-მიცემას.

0x01 graphic

ოშკი, X ს. (ამჟამად თურქეთის საზღვრებშია).
ფოტო ერმაკოვისა

ფართოდ იყო იმ დროს განვითარებული საგარეო ვაჭრობაც, ქართულ სამთავროებს მაშინ სავაჭრო კავშირი ჰქონდათ მრავალ უცხო ქვეყანასთან. ბიზანტიური ცნობით, მე-10 საუკუნის პირველ ნახევარში კლარჯეთის დედაქალაქი არტანუჯი ძალიან ძლიერი სიმაგრე და (დიდი I ქმლაქი იყო. აქ მოაქვთ საქონელი ტრაპიზონიდან, იბერიიდან, აბაზგიიდან, მთელი სომხეთიდან და სირიიდანო. არტანუჯი მეტად ფართო ვაჭრობას აწარმოებს ამ საქონლით; თვითონ კლარჯეთიც დიდი და უხვი ქვეყანაა და გასაღებია იბერიისა, აბაზგიისა და მესხეთისათვისო.

0x01 graphic

მზის საათი (დოლისყანა, X ს.).

თუ როგორ შორსმდებარე ქვეყნებთან ჰქონდათ ქართველებს კავშირი იმ დროს, გვიჩვენებს ის ფაქტი, რომ ქართული ფული, ტაო-კლარჯეთში მოჭრილი მე-10 საუკუნეში, ნაპოვნია რუსეთის ჩრდილოეთ რაიონებში და ბალტიკის ზღვის ნაპირებზე.

ასეთი გაცხოველებული საშინაო და საგარეო. ურთიერთობისათვის დიდი დაბრკოლება იყო მრავალი სამთავროს არსებობა საქართველოში. ყოველ სამთავროს საკუთარი საზღვრები ჰქონდა, ყოველ მთავარს - თავისი საკუთარი საბაჟო. ამიტომ ვაჭრებს ბაჟი რამდენიმე ადგილას უნდა გადაეხადათ, ისევე როგორც ხელოსნებსა და სოფლის მეურნეებს, რომლებსაც საქონელი, სხვისი თუ საკუთარი ნაწარმოები, ერთი კუთხიდან მეორეში გადაჰქონდათ. მეჯოგეებიც-კი, რომელნიც საქართველოს ერთი თემიდან მეორეში გადადიოდნენ საზაფხულო თუ საზამთრო. საძოვრების გულისათვის, ასეთსავე მდგომარეობაში იყვნენ. ამიტომ იყო რომ მრავალი სამთავროს არსებობა ხელს უშლიდა ჩვენი ქვეყნის განვითარებას და უკმაყოფილებას იწვევდა მოსახლეობაში. აუცილებელი იყო ერთიანი. სახელმწიფოს შექმნა, რომელიც უფრო კარგად დაიცავდა ქვეყნის გარეშე გარტაზი მტრისაგან, მოსპობდა დაქსქსულობას და შინაგანს მტკიცე წესრიგს დაამყარებდა.

8.5 § 52. სამთავროების ბრძოლა პირველობისათვის

▲back to top


სამთავროების ბრძოლა უკვე მე-9 საუკუნის დამდეგიდანვე დაიწყო. ამ ბრძოლაში საკუთრივ ქართველ მთავრებს გარდა მონაწილეობდა თბილისის ამირაც და ხშირად ერეოდნენ შიგ აგრეთვე სომეხი მთავრებიც. ჩვეულებრივად, მთავრები ჯგუფ-ჯგუფად ირაზმებოდნენ ხოლმე, მაგრამ გუშინდელი მოკავშირე შესაძლებელია ხვალ მტრად გადაქცეულიყო და პირ-უკუ.

დაიწყო ბრძოლა კახეთის მთავარმა, რომელმაც მე-9 საუკუნის დამდეგს ქართლის ერთი ნაწილი დაიპყრო. მაგრამ კლარჯეთის მფლობელმა აშოტ კურაპალატმა სძლია კახელებს და ქართლიც თვითონ დაიჩემა.

აშოტის სიკვდილის შემდეგ მისი მცირეწლოვანი შვილები არაბებმა დაჩაგრეს, ქართლიც წაართვეს მათ და კლარჯეთიც დახარკეს. მდგომარეობა გამოასწორა აშოტის მემკვიდრემ, ბაგრატ კურაპალატმა (826 წ.-876 წ.), რომელიც ეხმარებოდა ხალიფას სარდლებს გამდგარი თბილისის ამირას წინააღმდეგ. ამ დახმარებისათვის არაბებმა ბაგრატს კვლავ მისცეს ქართლი. მარჯვედ იქცეოდა ბაგრატ კურაპალატის უმცროსი ძმა გვარამიც, რომელიც მამფალის ტიტულს ატარებდა და რომელსაც დაუპყრია ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი და არტაანი.

აშოტ კურაპალატის სიკვდილის შემდეგ აშოტის სამფლობელო ერთმანეთში გაიყვეს მისმა შვილებმა. მართალია, კლარჯეთის ბაგრატიონთა საგვარეულოს ერთი წარმომადგენელი გვარის უფროსად ითვლებოდა და კურაპალატის წოდებულებას ატარებდა, მაგრამ საგვარეულოს სხვა შტოებიც სამთავრო უფლებებით იყვნენ აღჭურვილნი და სათანადო ტიტულებითაც შემკობილნი, - ზოგი მამფლად იწოდებოდა, ზოგი ერისთავთ-ერისთავად, ზოგი მაგისტროსად.

მე-9 საუკუნის დამლევს აშოტის შთამომავლობაშიაც შინაური ბრძოლა გაიშალა ადგილ-მამულისა და ძალა-უფლებისათვის. თავდაპირველად ბრძოლა ატყდა თრიალეთის გამო. მე-9 საუკუნის მეორე ნახევარში თრიალეთში ჩამოსახლდა ერთი დიდი აზნაური, ლიპარიტი, ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რომელსაც მამული ჰქონდა არგვეთში, კაცხში. ლიპარიტმა თრიალეთის ქედის უღელტეხილზე, სადაც ქართლიდან ჯავახეთისაკენ მნიშვნელოვანი გზა გადადიოდა კლდეში გაჭრილ კარებში, ეგრეთწოდებულ კლდე-კარში, ააშენა მაგარი ციხე და დააარსა შემდეგში კარგად ცნობილი კლდე-კარის საერისთავო. ლიპარიტმა თავის პატრონად გამოაცხადა ბაგრატ კურაპალატის შვილი, დავით კურაპალატი. ეს იწყინეს გვარამ მამფლის შვილებმა, რომელნიც თრიალეთს თავის მამულად სთვლიდნენ და დავით კურაპალატი 881 წელს მოჰკლეს. ამ შფოთსა და არეულობაში, რომელმაც დაასუსტა კლარჯეთის სამთავრო სახლი, ამოწყდა გვარამ მამფლის შთამომავლობა.

მე-9 საუკუნის დამლევისათვის საქართველოში ერთგვარი წონასწორობა დამყარდა. მოკლული დავით კურაპალატის შვილმა, ადარნასემ, 888 წელს ქართველთა მეფის წოდებულება მიიღო. ამრიგად კვლავ აღდგენილ იქნა, თუმცა ახალი შინაარსით, ქართლის მეფეების უძველესი ტიტული.

ქართლისათვის ბრძოლა განახლდა მე-10 საუკუნის დამდეგს. ქართლი საქართველოს შუაგული იყო და საქართველოში გაბატონების მოსურნენი ყველაზე ადრე სწორედ ქართლს უმიზნებდნენ. მე-10 საუკუნის პირველ წლებში ქართლი ჯერ აფხაზთა მეფემ კონსტანტინემ დაიჭირა.

0x01 graphic

კლდეკარის გასასვლელი.
ფოტო ს.
ყაუხჩიშვილისა.

თუმცა არაბების 914 წლის შემოსევამ აბულ-კასიმის მეთაურობით კონსტანტინე აფხაზთა მეფეს უკან დაახევინა მცირე ხნით, მაგრამ მალე იგი კვლავ შეუდგა ახალი ადგილების დაპყრობას. ეხლა კონსტანტინე კახეთის მთავრებს დაუკავშირდა, რომელნიც ამ დროს უკვე ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდნენ. მოკავშირეებმა ჰერეთი1 დაიპყრეს და გაინაწილეს.

განსაკუთრებით გაძლიერდა აფხაზთა სამეფო კონსტანტინეს შვილის გიორგის დროს. გიორგიმ კახეთის ნაწილი თავის გავლენას დაუმორჩილა. ჩრდილო-დასავლეთით კიდევ აფხაზთა მეფეს ჯიქეთი ეკუთვნოდა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა. გიორგის თასნობით მიიღეს ქრისტიანობა ალანებმა. ამით გიორგი მეფეს თავისი გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაშიც გადაჰქონდა. ასევე ძლიერი იყო აფხაზთა სამეფო გიორგის შვილის ლეონის დროსაც. ლეონ მეფის გავლენა უკვე ჯავახეთსაც სწვდებოდა. მაგრამ ლეონის სიკვდილის შემდეგ მის შვილებს შორის დიდი უთანხმოება და შფოთი ჩამოვარდა. აფხაზთა სამეფო ეხლა ადგილს ტაო-კლარჯეთს უთმობს.

_______________

1. ჰერეთს ქართველები ძველი ალბანიის დასავლეთ ნაწილს ეძახდნენ.

8.6 § 53. მეფე დავით მეორე, კურაპალატი

▲back to top


ტაო-კლარმე-10 საუკუის პირველ ნახევარში. როგორც ვნახეთ, ტაო-კლარჯეთის მფლობელები უკვე მე-9 საუკუნის შუა წლებიდან იყვნენ აფხაზთა მეფეების მთავარი მეტოქეები. მაგრამ განსაკუთრებით გაძლიერდა ტაო-კლარჯეთი მე-10 საუკუნეში. ამ საუკუნის პირველ ნახევარში ტაო-კლარჯეთის სამხრეთი საზღვარი ვრცელდებოდ მდ. არაქსის ზემო წელამდე, სადაც ტაო ბიზანტიას ემიჯნებოდა. თუმცა ამ დროსაც ტაო-კლარჯეთის მფლობელები ღებულობდნენ კურაპალატისა და მაგისტროსის ტიტულებს ბიზანტიის იმპერატორებისაგან, მაგრამ ფაქტიურად ისინი სრულიად დამოუკიდებელი იყვნენ.

ასე, მაგალითად, როცა ერთ-ერთმა ბაგრატიონმა, თავისი ნათესავების მტრობით, მე-10 საუკუნის ოციან წლებში ფარულად გადასცა ციხე არტანუჯი კეისარს და კეისრის მოხელემ არტანუჯის კედელზე ბიზანტიის დროშა აღმართა, ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია დანარჩენ ბაგრატიონებში, რომელნიც ციხეს თავის საგვარეულო საკუთრებად სთვლიდნენ. კეისარმა მაშინვე გადათქვა თავისი მონაწილეობა ამ საქმეში, ყველაფერი ჩემი ბრიყვი მოხელის ბრალიაო, და საჩქაროდ გაიყვანა თავისი რაზმი ციხიდან.

ტაო-კლარჯეთის ქართველები ამ დროს დიდ როლს თამაშობდნენ თვითონ ბიზანტიის იმპერიაშიაც. ცნობილი გერმანელი ისტორიკოსი გელცერი ამბობს, რომ უკვე მე-10 საუკუნის პირველ ნახევარში ქართველები და სომხები „მსოფლიო-ისტორიული ვითარების ბატონ-პატრონები იყვნენ. ამ ერების მამაცმა და ჭკვიანმა შვილებმა მიაღწიეს ხელმძღვანელ მდგომარეობას აღმოსავლეთ-რომის იმპერიის როგორც სარდლობაში, ისე მთავრობაში და ღირსეულადაც ეჭირათ იგი“-ო. მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში, იმავე გელცერის მტკიცებით, ბიზანტიის იმპერიაში „ყველა უმნიშვნელოვანესი სამხედრო თანამდებობა გამოუკლებლივ სომხებსა და ქართველებს ეჭირათ“. მართლაც ამ დროს, დავით კურაპალატის მეფობაში, ტაო-კლარჯეთი დიდი და ძლიერი სამეფო გახდა.

დავით მეფე. დავითი ჭკვიანი და მხნე კაცი იყო. მას დიდი სახელი ჰქონდა გავარდნილი მთელ აღმოსავლეთში. დავითის თანამედროვე სომეხი მემატიანე სტეფანოს ტარონელი წერს: „დიდი კურაპალატი დავით ჩვენი დროის ყველა ხელმწიფეს აღემატებოდა თავისი ლმობიერებითა და მშვიდობისმოყვარე გულით. დავითმა დაამყარა მშვიდობა და კეთილწესიერება ყველა აღმოსავლეთის ქვეყანაში, განსაკუთრებით-კი - სომხეთსა და საქართველოში. მან შესწყვიტა ომები, რომლებიც გამუდმებით ჩნდებოდა ყოველი მხრიდან, და გაიმარჯვა ყველა გარშემო მცხოვრებ ხალხზე, ასე რომ ყველა ხელმწიფე ნებაყოფლობით დაემორჩილადავითსა“-ო.

0x01 graphic

დავით კურაპალატის ვერცხლის ფული

979 წელს დავითმა დიდი დახმარება გაუწია ბიზანტიის. იმპერატორს ბასილს, რომელსაც სარდალი ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა. სკლიაროსმა რამდენიმეჯერ დაამარცხა კეისარი და ტახტიდან ჩამოგდებასაც უპირებდა მას. დავითმა სასომიხდილ ბასილს, მისი თხოვნით, ჯარი მიაშველა. თორმეტმა ათასმა რჩეულმა ქართველმა ცხენოსანმა თორნიკე ერისთავის, რომელიც იმ დროს უკვე ბერად იყო შემდგარი, და ჯოჯიკის მეთაურობით გაანადგურეს სკლიაროსი და მისი ლაშქარი და იმპერატორს მისი სამფლობელო დაუბრუნეს. მადლიერმა ბასილმა ამ დახმარების სანაცვლოდ დავითს დიდი მიწა-წყალი აჩუქა: კარინის ანუ ერზერუმის ოლქი, მეზობელი ბასიანის ოლქი, აგრეთვე მთელი რიგი სომხური ოლქები. ოთხმოციან წლებში დავითმა დაიპყრო ქალაქი მანაზკერტი (ვანის ტბის ჩრდილო-დასავლეთით). 997 წელს დავითმა ალყა შემოარტყა ცნობილ სავაჭრო. ქალაქს ხლათს (ვანის ტბის ნაპირზე) დავითის ასეთი გაძლიერებით დაშინებულმა ადარბადაგანის1 ამირამ ომი აუტეხა მას. იმავე სომეხი მემატიანის ცნობით, მაჰმადიანების ლაშქარი ასიათასი მეომრისაგან შესდგებოდა, მაგრამ დავითმა მწარედ დაამარცხა მტერი და შორს განდევნა იგიო. დაპყრობილ ქვეყნებში დავითი ასახლებდა თავის ყმებს - ქართველებსა და სომხებს.

დავითის ომები სამხრეთში ათავისუფლებდა ქართველსა და სომეხ მოსახლეობას არაბი მოძალადეებისაგან და მშვიდობიანობას ამყარებდა ამ ქვეყნებში. ამიტომაა რომ დავითს დიდი ქებით იხსენიებს ყველა ძველი სომეხი ისტორიკოსიც.

ამრიგად, მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში ტაო-კლარჯეთის სამეფო შეიცავდა უზარმაზარ ტერიტორიას, რომლის სამხრეთი საზღვარი ვანის ტბასა და ქალაქ ერზინკამდე (ერზინჯანი) აღწევდა. იმავე დროს დავითი თავის გავლენას ავრცელებდა ჩრდილოეთითაც საქართველოში. სამოცდაათიან წლებში, როცა აფხაზთა მეფეების ტანტზე უძლური თეოდოსი იჯდა, ძმის ვერაგობით თვალ-დამწვარი, დავითმა ისარგებლა აფხაზეთის შინაგანი აშლილობით და თავისი შვილობილი ბაგრ ბაგრატიონი, თეოდოსის დისწული, ჯერ ქართლში გაამეფა (975 წ.) და შემდეგ აფხაზეთშიაც (978 წ.). ამ საქმეში დავითის თანამშრომელი იყო ქართლის ერისთავი იოანე მარუშის ძე.

ამით საძირკველი ჩაეყარა საქართველოს გაერთიანებას.

0x01 graphic

რუკა 2
ქართული სამთავრო-სამეფოები
X საუკუნის შუაწლებში

_______________

1. ადარბადაგანი ეწოდებოდა ირანის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც სომხეთსა და კასპიის ზღვას შორის მდებარეობდა. უდრის ეხლანდელს ირანის აზერბაიჯანს.

8.7 § 54. კულტურული ვითარება მე-8 - მე-10 საუკუნეებში

▲back to top


მე-8 - მე-10 საუკუნეებში ქართული სალიტერატურო ენის მნიშვნელობა ძალიან გაიზარდა. უკვე მე-9 საუკუნეში როგორც ტაო-კლარჯეთში, ისე კახეთში, ქართლში და აფხაზეთში ქართული ენა იყო მწერლობის, სახელმწიფო მართვა-გამგეობის, სამოქალაქო ურთიერთობისა და ეკლესიის ერთადერთი ენა. ქრისტიანობის საშუალებით ქართული ენა გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაშიაც, პირველ რიგში ჩერქეზებსა და ალანებში. ქართულის ასეთმა გავრცელებამ და ქართული მწერლობის აყვავებამ იმდროინდელს ქართველ მოღვაწეებს ჩაუნერგა დედაენის დიდი ღირებულებისა და ღირსების შეგნება. მე-10 საუკუნის მწერალმა იოანე ზოსიმემ სპეციალური შესხმა, ოდა უძღვნა ქართულ ენას „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ამ ჰიმნში ავტორი ქართულ ენას განსაკუთრებულ როლს აკისრებს მსოფლიოს ენათა შორის.

მე-9 - მე-10 საუკუნეებშია დაწერილი ་ისეთი შესანიშნავი თხზულებები, როგორიცაა „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ ბასილი ზარზმელისა, გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და სხვები. ეს ბიოგრაფიული თხზულებები დიდმნიშვნელოვანი ისტორიული წყაროებია. მათი საშუალებით ჩვენ ვსწავლობთ იმდროინდელ საქართველოს ყოფა-ცხოვრებას, მეურნეობას, საზოგადოებრივ წყობასა და კულტურის დონეს. ამავე დროს ამ ძეგლებში მაღალ განვითარებას მიაღწია ქართულმა სალიტერატურო ენამ. ამ მხრივ პირველ ადგილას დგას მერჩულის ბრწყინვალე ლიტერატურული ნაწარმოები, დაწერილი 951 წელს.

იმდროინდელი ქართული ორიგინალური მწერლობიდან ცალკე აღსანიშნავია სასულიერო პოეზია ანუ ჰიმნოგრაფია, რომლის მთავარი წარმომადგენლები არიან მიქაელ მოდრეკილი, იოანე მინჩხი, იოანე მტბევარი და იოანე ზოსიმე. ეს მწერლები თავის ლექსებს სწერდნენ იამბიკოსა და შაირის საზომებით. შაირის საზომი, როგორც ცნობილი, შემდეგში მწვერვალამდე აიყვანა რუსთაველმა. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ლექსებს ზოგჯერ თან ახლავს მუსიკალური ნიშნები ანუ ნოტები; ეს იმდროინდელი მუსიკაა, სასულიერო პოეზიისათვის დაწერილი.

ორიგინალური მწერლობის გვერდით ვითარდებოდა თარგმნილი მწერლობაც. ამ ხანაში სთარგმნიან უკვე არაბული ენიდანაც.

თარგმნილი მწერლობა მეტად მრავალფეროვანი იყო თავისი, შინაარსით. მთარგმნელობის განვითარებას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ ქართველებს ამ დროს თავისი საკუთარი საზღვარგარეთული კულტურული ცენტრები ჰქონდათ. უკვე მე-6 საუკუნეში ქართული ეკლესიები არსებობდა პალესტინაში, საბაწმინდის განთქმულ ლავრაში. ბევრი იყო ქართველი იმავე საუკუნეში შავ მთაზედაც, ანტიოქიის მახლობლად. მე-10 საუკუნეში დაარსდა განთქმული ქართული მონასტერი ათონის მთაზე, საბერძნეთში. თვითონ საქართველოშიაც სამონასტრო მოძრაობა დაიწყო მე-6 საუკუნეში, მაგრამ განსაკუთრებით გაიშალა იგი მე-8 საუკუნის დამლევიდან. კერძოდ, ტაო-კლარჯეთში ამ ხანიდან ჩნდება ისეთი მნიშვნელოვანი საეკლესიო-კულტურული ცენტრები, როგორიც იყო: ხანძთა, შატბერდი, ოპიზა, იშხანი, ოშკი, წყაროსთავი, ბანა და სხვები. შინაურ ცენტრებს ცხოველი ურთიერთობა ჰქონდათ საზღვარ-გარეთულ ცენტრებთან.

0x01 graphic

ხახული, მე-10 ს. სარკმელი ორბის ბარელიეფით
(ამჟამად თურქეთის საზღვრებშია).
ფოტო ერმაკოვისა

თარგმნილ მწერლობაში აღსანიშნავია მეცნიერულ-ფილოსოფიური თხზულებები, როგორც, მაგალითად, გრიგოლ ნოსელის „კაცისა შესაქმისათვის“, რომელიც მოთავსებულია განთქმულს შატბერდის კრებულში მე-10 საუკუნისა. ფილოსოფიის ცოდნა იმ დროს უკვე სავალდებულოდ ითვლებოდა განათლებული კაცისათვის. გრიგოლ ხანძთელს, მაგალითად, რომელიც ცნობილი ნერსე ქართლის ერისთავის კარზე იზრდებოდა მე-8 საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ჯერ ზეპირი გზით შეუთვისებია ცოდნა („ხმითა სასწავლელი“ „ზეპირით მოიწვართნა“, ამბობს მისი ბიოგრაფი), შემდეგ ქართულის გარდა მრავალ სხვა ენაზედაც უსწავლია მწიგნობრობა და ამრიგად შეუძენია როგორც საეკლესიო, ისე საერო, კერძოდ - ფილოსოფიური, განათლება.

მაშინდელი მწერლები, დროის შესაფერისად, დიდად განათლებული ადამიანები იყვნენ. მოცემულ ხანაში წარმოიშვა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისეთი შესანიშნავი ნაწარმოები, როგორიცაა „სიბრძნე ბალავარისა“, „ბალავარის სიბრძნე“ არის ქართველი მწერლის მიერ დამუშავებული აღმოსავლური თქმულებები ბუდას შესახებ. ქართული „ბალავარის სიბრძნე“ თავისი ღრმა აზრებისა და წარმტაცი მხატვრული თხრობის წყალობით ცნობილი გახდა მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. განთქმულმა ქართველმა მოღვაწემ ექვთიმე ათონელმა მე-11 საუკუნეში ეს ნაწარმოები ბერძნულად გადაიღო, ხოლო. ბერძნული ენიდან იგი იმავე მე-11 საუკუნის პირველსავე ნახევარში გადათარგმნილ იქნა ლათინურადაც და მთელ ევროპას მოედო.

ამავე დროს, საქართველოში, ჩანს, არსებობდა საერო მხატვრული მწერლობაც, კერძოდ - თარგმნილი პოეტური ძეგლები, მაგრამ მათგან მხოლოდ პატარა ნაწყვეტებია დარჩენილი. თვალსაჩინო გავლენა მოუხდენია ამ საერო მწერლობას საისტორიო და საეკლესიო მწერლობაზე.

შესანიშნავ განვითარებას მიაღწია ამ ხანაში ქართულმა ხელოვნებამაც, კერძოდ - არქიტექტურამ. იმდროინდელი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, როგორიცაა ოშკი, ხახული და მრავალი სხვა ეხლაც აკვირვებს მნახველს თავისი სიდიადითა და სილამაზით.

0x01 graphic

საამშენებლო ასომთავრული წარწერა და თარიღი არაბული ციფრებით (ქვემოთ)
ბაგრატის ტაძარზე ქუთაისში. ტექსტი: „ქ. ოდეს გ(ა)ნმტკიცნა იატ(ა)კი ქ(რონი)კ(ო)ნი იყო | 223 (=1003 წ.).“

9 თავი VII - საქართველოს გაერთიანება

▲back to top


9.1 § 55. ბაგრატ მესამის მეფობა

▲back to top


ბარაის გაეფეის პიროები. როგორც ვიცით, 975 წელს დავით კურაპალატმა ქართლში თავისი შვილობილი, ბაგრატ მესამე, მეფედ დასვა. ამ დროს ბაგრატი ჯერ კიდევ სრულწლოვანი არ იყო და დავითმა მას მზრუნველად მისივე მამა გურგენი დაუნიშნა.

0x01 graphic

დავით კურაპალატისა და იოანე მარუშისძის პოლიტიკური გეგმა იმაზე იყო დამყარებული, რომ ბაგრატ მესამე მამით ქართველთა მეფის შთამომავალი იყო, დედის მხრით-კი ის აფხაზთა მეფეების მემკვიდრედ ითვლებოდა. რაკი იმდროინდელ აფხაზთა მეფეს, უსინათლო თეოდოსის, შთამომავლობა არ ჰყავდა, კანონითაც აღმოსავლეთისა და დასავლეთი საქართველოს სამეფოების გაერთიანებაც მხოლოდ ბაგრატ მესამეს შეეძლო.

ბაგრატის საჯდომი ქალაქი ქართლში უფლისციხე იყო. როცა, 978 წელს, ბაგრატი აფხაზეთშიაც გამეფდა, მან თავისი უსინათლო ბიძა, თეოდოსი, დავით კურაპალატთან გაგზავნა, დედა-კი, აფხაზთა მეფის ასული გურანდუხტი, უფლისციხეში დასტოვა აღმოსავლეთ საქართველოს საქმეების გამგეობისათვის. მაგრამ მხოლოდ 980 წლის შემდეგ, უკვე სრულწლოვანს, ბაგრატს საშუალება ჰქონდა მეფის უფლება მთლიანად ხელში აეღო.

ბრძოლა დიდგვარიან აზაურეთა. უკვე ბაგრატის მეფობის დასაწყისშივე თავი იჩინა უთანხმოებამ მეფესა და დიდგვარიან აზნაურებს შორის. დიდგვარიანებს არ ჰსურდათ მეფის გაძლიერება, რადგანაც ეშინოდათ, რომ ამით. თავის დამოუკიდებლობას დაჰკარგავდნენ. ბაგრატი, კი არ მალავდა, რომ მას მიზნად ჰქონდა დასახული დიდგვარიანების თვითნებობა აელაგმა. ამის გამო, როდესაც ბაგრატ მესამემ საქმეების მოსაწესრიგებლად აფხაზეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში მოინდომა გადმოსვლა, ქართლის საზღვარზე მას დიდგვარიანები დაუხვდნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს.

ბაგრატი დიდგვარიან აზნაურებს შეებრძოლა, დაამარცხა, ქართლში გადმოვიდა, ქალაქ უფლისციხიდან თავისი დედა გამოიყვანა და ქვეყნის მართვა-გამგეობას ქართლშიაც უკვე თვითონ შეუდგა.

ეხლა მეფეს ქართლში მხოლოდ კლდეკარის ერისთავთ-ერისთავი ეურჩებოდა, რომლის სამფლობელო თრიალეთის მთიანეთიდან მანგლისის ხეობამდე იყო გადაჭიმული. როცა მან ბაგრატ მეფისაგან მოსალოდნელი განსაცდელი იგრძნო, დავით დიდ კურაპალატს ჩააგონა, ვითომც ბაგრატი თავის მამობილთან საბრძოლველად ემზადებოდა. დავით კურაპალატმა ეს ამბავი დაიჯერა და თვითონაც ჯარშეყრილი ბაგრატის წინააღმდეგ დაიძრა იმ დროს, როდესაც ბაგრატი კლდეკარის ერისთავის დასამორჩილებლად მიდიოდა. ბაგრატმა მოახერხა და სისხლის ღვრა თავიდან აიცილა: ის მარტო წარუდგა დავით კურაპალატს და თავისი შეიარაღების მიზეზი მოახსენა. დავითმა შვილობილს დაუჯერა და ურჩ ფეოდალზე მიანება. ამგვარად, 989 წელს ბაგრატ მესამემ კლდეკარის ერისთავთ-ერისთავის დამორჩილებაც შესძლო.

დავით კურაპალატის მემკვიდრეობის საკითხი. 1001 წელს დავით კურაპალატი გარდაიცვალა. ბიზანტიის კეისარი ბასილი დავითის სიკვდილისთანავე მრავალრიცხოვანი ჯარით ტაოსაკენ წამოვიდა. ბაგრატი და მისი მამა გურგენ მეფეც ტაოსაკენ გაეშურნენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ დავით კურაპალატის მემკვიდრეობას მიიღებდნენ, ამიტომაც ბიზანტიის კეისარს საზღვარზე დახვდნენ და მიესალმნენ.

თუმცა ბასილმა ორივენი პატივისცემით მიიღო, მაგრამ დავით კურაპალატის სამფლობელოს უდიდესი ნაწილი თავისთვის დაიჭირა. ამ მემკვიდრეობის გამო საქართველოსა და ბიზანტიას შორის კარგა ხნის განმავლობაში იყო ბრძოლა.

საეფოს ტერიტორიის ზრდა. 1008 წელს ბაგრატის მამა, გურგენ მეფე, გარდაიცვალა და მის უშუალო გამგებლობაში მყოფი შავშეთ-კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი ამიერიდან ბაგრატ მესამის საბრძანებელს შემოუერთდა. ეხლა მხოლოდ კახეთი და ჰერეთი წარმოადგენდა ცალკე სამთავროს. 1010 წლის ახლო ხანებში ბაგრატი კახეთში გადავიდა და მისი მეფე დაიჭირა, თვით კახეთ-ჰერეთში-კი თავისი მოხელე აზნაურები ჩააყენა. ამგვარად, კახეთ-ჰერეთიც უკვე შემოერთებული იყო.

1011-12 წ. ბაგრატმა თავისი ნათესავები, ბაგრატიონები, დაიჭირა, რომელნიც სამხრეთ საქართველოში მთავრობას ლამობდნენ, და მათ მამულები ჩამოართვა.

0x01 graphic

იშხანი (ამჟამად თურქეთის საზღვრებშია),
სარკმელი ქართული ასომთავრული წარწერებით, XI ს.
ფოტო ერმაკოვისა

ამრიგად, საქართველოს გაერთიანება ძირითადად უკვე განხორციელებული იყო. მაგრამ განძის ამირა ფადლონი არ აძლევდა საქართველოს მოსვენებას, დროგამოშვებით ის აღმოსავლეთ საქართველოს შემოესეოდა და აოხრებდა ხოლმე. ამიტომ ბაგრატ მესამემ მისი სამაგალითო დასჯა გადასწყვიტა. 1011-12 წელს ბაგრატი და მისი სომეხი მოკავშირეები ფადლონის სამფლობელოს, რანს, შეესივნენ, შამქორს მიადგნენ, ქალაქი აიღეს და თვით ფადლონი ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ იძულებული იყო ზავი ეთხოვა. ფადლონმა მორჩილება და ყოველწლიური ხარკის ძლევა იკისრა.

რანი (ანუ არრანი) ძველი ალბანიის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი იყო, საქართველოს მოსაზღვრე. მისი მთავარი ქალაქი ამ დროს განძა იყო (ეხლანდელი კიროვაბადი).

ამგვარად, ბაგრატ მესამემ მთელი საქართველოს გაერთიანება მოახერხა თბილისის საამიროს გარდა. თბილისის საამირო მტრით გარშემორტყმულ ციხეს ჰგავდა და მისი საბოლოო ბედიც უკვე განწირული იყო.

36 წლის მეფობის შემდეგ, ამ ძლიერმა და მხნე მეფემ 1014 წელს თავისი დღენი ტაოში დალია. მისმა ერთგულმა თანამებრძოლმა, განთქმულმა სარდალმა ზვიად ერისთავმა ბაგრატ მესამის ნეშტი ბაგრატისგანვე აგებულს ბედიის ტაძარში მიაბარა მიწას.

9.2 § 56. გიორგი პირველის მეფობა

▲back to top


კაეთ-ჰერეთის გადგომა. ბაგრატ მესამის მემკვიდრე მისი შვილი გიორგი იყო. გიორგი პირველიც მცირეწლოვანი გამეფდა. ქართლ-კახეთის დიდგვარიანმა აზნაურებმა ამ გარემოებით ისარგებლეს: კახეთიდან გააძევეს ბაგრატ მესამის მოხელეები და თავისი წინანდელი მმართველი მიიწვიეს. ამგვარად, კახეთ-ჰერეთი გაერთიანებულ საქართველოს ისევ ჩამოშორდა.

ბრძოლა ბიზატიასთა. გიორგი პირველმა თავისი ყურადღება სამხრეთ საქართველოსაკენ მიმართა. მან ისარგებლა შემთხვევით, რომ ბიზანტიის კეისარი ბასილი 1014-1016 წლებში ბულგარელებს ეომებოდა და, დავით კურაპალატის ყოფილი სამფლობელოს შემოსაერთებლად, ბიზანტიის საზღვარი გადალახა. ქართველებმა ტაო დაიპყრეს.

როცა კეისარმა მოიცალა, გიორგის ტაოს დაცლა მოსთხოვა. გიორგი მეფემ არამც თუ ეს წინადადება უარყო, არამედ მაჰმადიან მფლობელებთან საიდუმლო მოლაპარაკებაც-კი დაიწყო, რომ შეერთებული ძალით ბიზანტიის წინააღმდეგ გაელაშქრათ. ბასილ კეისარს ეს არ გამოჰპარვია და 1021 წელს ის მრავალრიცხოვანი ჯარით უეცრად დაიძრა საქართველოსაკენ. გიორგიც იძულებული იყო მტრის წინააღმდეგ საჩქაროდ ამხედრებულიყო. ბრძოლა ბასიანში უნდა მომხდარიყო, მაგრამ ქართველებმა უბრძოლველად უკან დაიხიეს ჯერ ოლთისში, ხოლო იქიდან კოლას. ბიზანტიის ჯარი უკან მოსდევდა. სოფელ შირიმში დიდი ბრძოლა მოხდა, რომელშიც ბევრნი დაიხოცნენ, მათ შორის გამოჩენილი ქართველი სარდლები რატი ლიპარიტის ძე და ხურცი. ქართველები დამარცხდნენ.

გიორგიმ აქედანაც დაიხია, ჯერ არტაანში მოვიდა, შემდეგ სამცხეში. ბასილი ჯავახეთის გზით ცდილობდა დასწეოდა ქართველებს და გზადაგზა ქვეყანას აოხრებდა. გიორგი იძულებული იყო უკვე თრიალეთში გადასულიყო, სადაც მას მეშველი ჯარი დახვდა. ეხლა-კი ბიზანტიის კეისარმა უკან დახევა და შინ დაბრუნება გადასწყვიტა. საზამთროდ მან ქ. ტრაპიზონის მახლობლად დაიბანაკა და აფხაზეთში შესასევად ხომალდებს ამზადებდა.

0x01 graphic

იშხანი, აღმოსავლეთის სარკმელი, XI ს.
ოტო ერმაკოვის.

ამავე დროს საზავო მოლაპარაკებაც წარმოებდა, მაგრამ გიორგი მეფე მოლაპარაკებას აჭიანურებდა და ხელსაყრელ დროს არჩევდა, რომ ბიზანტიისათვის დაერტყა. მაშინ კეისარმა დაასწრო და კვლავ ომი ატყდა, რომელშიაც ქართველები ისევ დამარცხდნენ. 1023 წელს გიორგი პირველი იძულებული იყო მეტად მძიმე ზავის პირობებს დასთანხმებოდა: მას დავით კურაპალატის სამფლობელო ტაოს, კოლა-არტაანსა და ჯავახეთში კეისრისათვის უნდა დაებრუნებინა და ამას გარდა თავისი მცირეწლოვანი შვილი ბაგრატიც სამი წლით მძევლად მიეცა ბიზანტიის მთავრობისათვის.

გიორგი პირველი გარდაიცვალა 1027 წელს და მის მაგიერ სამეფო ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი ბაგრატი, რომელიც ბიზანტიიდან ახალდაბრუნებული იყო.

0x01 graphic

გაკრული ნუსხა-ხუცურის ნიმუში X-XI ს. ხელნაწერიდან.
აქ. მუზ. ელნაწერთ განყოფილება.

9.3 § 57. ბაგრატ მეოთხის მეფობა

▲back to top


ბაგრატს შინაურობაში აწეწილ-დაწეწილი საქმეები და დამარცხებული ქვეყანა ერგო მემკვიდრეობად. ყველაზე მეტად მეფეს საქმეს ურთულებდა დიდგვარიან აზნაურთა ორჭოფული და ვერაგული მოქმედება. ტაოელი აზნაურები სახელმწიფო ღალატსაც არ ერიდებოდნენ. 1027 წელს ისინი ბიზანტიელთა მხარეზე გადავიდნენ და თავისი ყველა ციხე მტერს გადასცეს.

ურთიერთობა იზატიასთან. 1028 წელს საქართველოს ბიზანტიის ჯარი შემოესია და ქვეყნის აოხრება დაიწყო. ასეთ დროსაც აზნაურებმა თავისი ორჭოფული ქცევით ბიზანტიელებს საქმე გაუადვილეს. ქვეყანა დიდ განსაცდელში იყო ჩავარდნილი. მაგრამ მცირეწლოვან მეფეს ერთგული ხალხიც ჰყავდა. მათ შორის განსაკუთრებით თავი ისახელა ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა, რომელმაც ტბეთში (შავშეთშია) ციხე ააგო, მცხოვრებლებისაგან ჯარი შექმნა და მტერს მედგრად დახვდა. მალე შესაძლებელი გახდა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება, რომელსაც საქართველოს მხრივ ბაგრატის დედა, მარიამ დედოფალი აწარმოებდა. ბიზანტიის კეისარმა ბაგრატ მეოთხეს თავისი ასული ელენე მიათხოვა ცოლად და მებრძოლი ქვეყნები დაზავდნენ.

მალე ბიზანტიამ ისევ დაიწყო მტრული მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ. 1032 წელს ბიზანტიელები შეუჩნდნენ ბაგრატის ნახევარძმას დემეტრეს; ისიც კეისართან გაიქცა და ანაკოფიის ციხე აფხაზეთში ბერძნებს გადასცა. ბაგრატს ამ დროს თბილისის ამირას წინააღმდეგ ჰქონდა ბრძოლა დაწყებული და აფხაზეთისათვის არ ეცალა.

ბრძოლა თბილისის ამირასთან. 1032 წელს ქართლის დიდმა ფეოდალებმა, კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ლიპარიტის ძემ და ივანე აბაზას ძემ თბილისის ამირა ხელში ჩაიგდეს და მას ბირთვისის ციხე წაართვეს, მაგრამ ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდგვარიანთა ჩაგონებით მცირეწლივანმა ბაგრატმა ამირა გაათავისუფლა. თბილისი ისევ ამირას დარჩა.

0x01 graphic

ბაგრატ მეოთხის ფული („დრამა).

1037 წელს თბილისის დაპყრობა კვლავ საზრუნავი გახდა. ბაგრატ მეოთხემ, კახთა მეფის მეშველ ჯართან ერთად, თბილისს ალყა შემოარტყა. ეს გარემოცვა ორი წელი გაგრძელდა, რის გამოც ისეთი შიმშილობა მძვინვარებდა ქალაქში, რომ, იმდროინდელი ისტორიკოსის თქმით, მოქალაქეები ერთ ლიტრა ვირის ხორცში ხუთას დრამას აძლევდნენ1. თბილისის ამირამ უკვე გადასწყვიტა გაქცეულიყო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ბაგრატმა მოულოდნელად, ლიპარიტისათვის შეუტყობინებლივ, 1039-40 წელს ზავი დასდო ამირასთან. ამ ამბავმა ლიპარიტის უკმაყოფილება გამოიწვია მით უმეტეს, რომ ბაგრატ მეფის საქციელი ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდგვარიან აზნაურთა ოინების შედეგი იყო.

უთანხმოეეფესა და კლდეკარის ერისთავს შორის. დამოკიდებულება ბაგრატ მეფესა და ლიპარიტს შორის იმდენად გამწვავდა, რომ, თუმცა ამის შემდეგ ბაგრატმა კახეთში ძლევამოსილი ომი გადაიხადა, მაგრამ, შინაური მტრის შიშით, მეფე იძულებული გახდა კახეთიდან უკან დაეხია. სწორედ ამ დროს, 1044-5 წელს, მათ შორის უკვე აშკარა ბრძოლა ატყდა.

ლიპარიტი ძლიერი პიროვნება და განთქმული სარდალი იყო, ცნობილი მთელს მახლობელ აღმოსავლეთში. ბიზანტიელებიც და მაჰმადიანი მმართველებიც მას დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. ბიზანტიის მთავრობა ცდილობდა, რომ ის საქართველოს მეფის წინააღმდეგ გამოეყენებინა და ამიტომ მის მხარეზე იყო.

ბაგრატ მეფე კარგად გრძნობდა ლიპარიტის ძალას, შეურიგდა მას და ქართლის ერისთავადაც-კი დანიშნა. ამ დროიდან მცირე ხნით მაინც მშვიდობა დამყარდა.

ისისა და თილისის შეოერთეის ცდა. 1045 წელს ქ. ანისის „ბერებმა“ (მოქალაქეთა უფროსებმა) ბაგრატს ანისი და ცხრა ციხე შესთავაზეს. ბაგრატმა სომხეთის სამეფოს ყოფილი დედაქალაქი და ციხეები ჩაიბარა და იქ თავისი მოხელეები ჩააყენა მეციხოვნე ჯარით.

1046 წელს, თბილისის ამირას გარდაცვალების გამო, თბილისის „ბერებმაც“ ბაგრატ მეოთხე თბილისში მიიწვიეს და საქართველოს ძველი დედაქალაქი გადასცეს მას, როგორც საქართველოს მეფეს. მაგრამ ლიპარიტი მეფეს კვლავ აუჯანყდა. ლიპარიტის მოღალატურმა მოქმედებამ საქართველოს ანისიც დააკარგვინა და თბილისიც ხელიდან გამოაცალა.

0x01 graphic

მდივან-მწიგნობრული ხელის ნიმუში, ბაგრატ მეოთხის სიგლიდან
(ტექსტი: „გურგენ მეფეთა მეფისაი: პაპისა ჩემისა ბგტ კურაპალა|
ტისაი და მამისა ჩემისა: გი: მეფისაი: რლითა: იგი ტყენი და ზღ“...).

რატ ეფისა და ლიპარიტის ბრძოლა. ეხლა უკვე მეფესა და ლიპარიტს შორის გაჩაღდა დაუნდობელი ბრძოლა, რომელიც ათ წელიწადზე მეტი გაგრძელდა. ლიპარიტი თვითონაც ძლიერი ფეოდალი იყო და კეისარიც მას დაუღალავად მხარს უჭერდა, ამიტომ გამარჯვება მეტწილად კლდეკარის ერისთავის მხარეზე იყო. ლიპარიტმა ბაგრატ მეფეს ბევრი ვნება მიაყენა, სხვათა შორის, თბილისი, რომელიც მეორეჯერ გადმოსცეს ქალაქის ბერებმა ბაგრატს, კვლავ დაუკარგა საქართველოს სამეფოს.

ღონეგამოლეული ბაგრატ მეფე 1054 წელს ბიზანტიაში გაემგზავრა და კეისარს შუამავლობა სთხოვა. მართლაც, კეისარმა ბაგრატ მეფე და მისი ურჩი ყმა დააზავა. ბაგრატს სახელად მეფობა შერჩა, ლიპარიტი-კი თუმცა მის ქვეშევრდომად, მაგრამ მთელი მესხეთის მთავრად აღიარეს.

სანამ ბაგრატ მეფე ბიზანტიაში იმყოფებოდა, ლიპარიტის მეცადინეობით მცირეწლოვანი მეფისშვილი გიორგი ბაგრატის ძე მეფედ აკურთხეს, ლიპარიტი-კი მის მზრუნველად დანიშნეს. ამრიგად, საქართველოს მართვა-გამგეობა მთლიანად ლიპარიტს ჩაუვარდა ხელში.

ლიპარიტის ასეთი განდიდება სხვა ფეოდალებმა ვერ აიტანეს. კლდეკარის ერისთავი მესხმა აზნაურებმა შეიპყრეს და ბაგრატ მეფეს მიჰგვარეს. მეფემ თავისი დაუძინებელი მტერი, რომელსაც ერთი აზნაური ვერ შეედრებოდა სიძლიერით, იძულებით მონასტერში ბერად შეაყენა.

ეხლა ბაგრატ მეფე თავს უკვე თავისუფლად გრძნობდა. 1060 წელს მან კახეთის დაპყრობაც მოახერხა და შემდეგ ბიზანტიასთან ურთიერთობაც მოაწესრიგა.

თურის შემოსევა საართველოში. ეხლა განსაცდელი ქვეყანას უკვე სხვა მხრიდან მოადგა. მე-11 საუკუნის პირველ ნახევარში ირანს აღმოსავლეთიდან თურქული მოდგმის ტომები შემოესივნენ. მათ სათავეში სელჩუკის საგვარეულო ედგათ და ამის გამო ამ თურქებმა სელჩუკიანების სახელწოდება მიიღეს. მათ მალე ირანი დაიპყრეს და სომხეთის უდიდესი ნაწილიც ხელში ჩაიგდეს. 1065 წელს თურქების სულტანი ალფარსლანი საქართველოს შემოესია, ქვეყნის აოხრება დაიწყო, შემდეგ ჯავახეთის ახალქალაქი აიღო, გაძარცვა და დიდძალი ხალხი ამოხოცა. 1068 წელს სულტანი კვლავ შემოესია საქართველოს. თურქებმა ჯერ ქართლი ააოხრეს, შემდეგ არგვეთიც. თუმცა ზამთრის სიფიცხემ აიძულა სულტანი საქართველოდან გასულიყო, მაგრამ . წასვლის წინ თბილისი და რუსთავი მან განძის პატრონს ფადლონს მისცა. გარდა ამისა, ბაგრატ მეფეს კახეთის შემოერთების საქმეც ჩაეშალა.

ბარატის წარმატებანი მეფოის უასნელ წლეში. მეფე ბაგრატს გული არ გასტეხია. როგორც-კი სულტანი საქართველოს გარეთ გაიგულა, ბაგრატ მეოთხემ სულტანის მიერ აქ დატოვებულ ფადლონსა და მის ჯარს მუსრი გაავლო, შემდეგ თბილისიც აიღო. მეფემ ქალაქი და საამირო გადასცა თბილისის ძველი ამირების მემკვიდრეს იმ პირობით, რომ როგორც ყმადნაფიცს მას საქართველოს მეფისათვის წლიურად 44 000 დრაჰკანი უნდა ეძლია.

ბაგრატი 1072 წელს გარდაიცვალა.

_____________

1. ლიტრა - წონის ერთეული, უდრიდა 300-400 გრამს.

9.4 § 58. გიორგი მეორის მეფობა

▲back to top


ბაგრატ მეოთხის მაგიერ 1072 წელს მისი ჭაბუკი ვაჟიშვილი, გიორგი მეორე, გამეფდა. ის სუსტი ნებისყოფის ადამიანი იყო და არც სახელმწიფოს მმართველად ვარგოდა: მას უფრო გართობა და ნადირობა იტაცებდა, ვიდრე სახელმწიფო საქმეებზე ზრუნვა.

გიორგი მეორის ხასიათის სისუსტით ყველაზე ადრე საქართველოს დიდგვარიანმა აზნაურებმა ისარგებლეს. უკვე 1073 წელს ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი გადაუდგნენ მეფეს და ქვეყანა არიეს. ნიანიამ ქუთაისიც-კი დაიპყრო და სახელმწიფო საჭურჭლე1 ჩაიგდო ხელში. ვარდანმა სვანები ააჯანყა, მათთან ერთად ეგრისს შეესია და რბევას შეუდგა. გიორგი თავის ურჩ ყმებთან სხვას ვერაფერს გახდა, გარდა იმისა, რომ მათ წყალობა და მამულები გაუმრავლა.

დიდგვარიანთა ურჩობა და მოღალატეობა ამის შემდეგაც არ შეწყვეტილა. განსაკუთრებით თავი ისახელა ამ მხრივ კლდეკარის ერისთავმა ივანემ, იმ ლიპარიტის შვილმა, რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა ბაგრატ მეოთხეს.

0x01 graphic

სამთავისის ტაძარი 1030 წლისა.

თუმცა მალე გიორგი მეფეს ბიზანტიის გამოჩენილმა მოხელემ და ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ, გრიგოლ ბაკურიანმა, ძვირფასი საჩუქარი უძღვნა - კარის (ყარსის) ციხე-ქალაქი მისი მიმდგომი ქვეყნით, მაგრამ თითქმის იმავე წელს ეს დიდი შენაძენი თურქებმა გააქარწყლეს.

ამ ხანაში მახლობელ აღმოსავლეთში დაიწყო თურქების დიდი გაძლიერება. 1074 წლის ხელშეკრულებით ბიზანტიელებმა აღმოსავლეთის ქვეყნების უდიდესი ნაწილი, რომელიც მათ მფლობელობაში იმყოფებოდა, თურქ სელჩუკიანებს დაუთმეს. ეხლა საქართველო მარტო დარჩა თურქების ამ უდიდესი სამეფოს პირისპირ.

მართლაც, თურქებმა ჯერ კარის ციხე-ქალაქი ჩაიგდეს ხელში, შემდეგ კი საქართველოს შინაგანი თემების რბევა დაიწყეს.

1080 წელს „დიდი თურქობა“, თურქების დიდი შემოსევა დაიწყო. ამ დროს კლარჯეთი, შავშეთი, აჭარა, სამოქალაქო, არგვეთი და ქართლი დარბეულ და აოხრებულ იქნა. მტერთან ბრძოლაში დიდძალი ხალხი დაიხოცა. სოფლები და ქალაქები განადგურდა. გიორგი მეფემ გადასწყვიტა, დამორჩილების გარდა სხვა გზა არ არისო და თურქების სულტანთან წავიდა.

სულტანმა მელიქ-შაჰმა გიორგი მეფე ყოველწლიური ხარკის გადახდაზე დაითანხმა, სამაგიეროდ მას კახეთი და ჰერეთი მისცა, მშვიდობა შეჰპირდა, სამშობლოში დიდებით გამოისტუმრა და თან ჯარიც გამოატანა კახეთის დასაპყრობად.

მტრისა და ქართველთა შეერთებული ჯარი კახეთს შეესია და ვეჟინის ციხეს გარშემოადგა. მაგრამ სანამ ვეჟინის ციხეს ებრძოდნენ, გიორგის მოაგონდა, აჯამეთში (იმერეთში) ნადირობის დრო დადგაო, ვეჟინისა და კახეთის დარდი უკვე აღარ ჰქონდა, მტრის ჯარს საჭმელად ივრისპირა კახეთი დაანება და თვითონ დასავლეთ საქართველოში გაეშურა.

კახეთის სამეფო ხომ დაუპყრობელი დარჩა, მაგრამ ივრისპირებიც ისე აუოხრებიათ მაშინ თურქებს, რომ ეს მხარე შემდეგშიაც დიდხანს ვეღარ გამობრუნებულა.

შინაურსა და საგარეო უმწეო მდგომარეობას ზედ სტიქიური უბედურებაც დაერთო: 1088 წელს საქართველოში საშინელი მიწისძვრა დაიწყო, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელმაც დიდძალი ციხე-ქალაქი და სოფელი იმსხვერპლა. მთლიანად დაინგრა განთქმული ქ. თმოგვი ციხით. მრავალი ხალხიც დაიღუპა და უსახლ-კაროდ დარჩა. ამას მკაცრი ზამთარი, გაზაფხულზე-კი საშინელი წყალდიდობა მოჰყვა. 1089 წელს გიორგი მეორე იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო.

_____________

1. საჭურჭლე - საგანძური, ხაზინა.

9.5 § 59. საქართველოს კულტურული ვითარება მე-11 საუკუნეში

▲back to top


სამონასტრ კულტრულ ცეტრები. მე-11 საუკუნეში ჩვენი ქვეყნის კულტურული განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ მონასტრებს, როგორც ადგილობრივს, ისე, განსაკუთრებით, საზღვარგარეთულს. სწავლა-განათლების კერა საზოგადოდ საშუალო საუკუნეებში ყველგან სამონასტრო დაწესებულებებში იყო მოთავსებული. უცხოეთში მყოფი მონასტრების წყალობით საქართველოს შეეძლო მაშინდელი განათლებული ქვეყნების კულტურული წარმატებისათვის თვალყური ედევნებინა.

ათოი. უცხოეთის ქართულ სავანეებს შორის ყველაზე დიდი ღვაწლი ამ ხანაში ათონის (საბერძნეთში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე) მონასტერს მიუძღვის. ეს მონასტერი მე-10 საუკუნის დამლევს იოანე მთაწმიდელის მიერ იქნა დაარსებული. ათონის მონასტერში მოღვაწეობდა, სხვა პირებთან ერთად, იოანეს შვილი, სახელგანთქმული ექვთიმე მთაწმიდელი. ექვთიმემ ზედმიწევნით იცოდა ბერძნული ენა. ბერძნულ ენაზე მან ქართულიდან გადათარგმნა „ბალავარის სიბრძნის“ გარდა, აგრეთვე „აბუკურა“.

ექვთიმე მთაწმიდელი შესანიშნავი მწერალი და მოაზროვნე იყო. ბერძნულიდან ქართულად მან ასამდე წიგნი გადმოთარგმნა.

ძველი დროიდან მოყოლებული საქართველოს მონასტრებში ასეთი წესი იყო დამყარებული: მონასტრის მამასახლისი სამონასტრო დაწესებულებებში ყველა მოხელეს თვითონ ნიშნავდა, თვითონვე სიკვდილის წინ ასახელებდა იმ პირსაც, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მონასტრის მამასახლისი უნდა გამხდარიყო.

0x01 graphic

სამთავისი, 1030 წ. აღმოსავლეთის კედლის სამკაულის ნაწილი.

თანდათან ეს წესი შეიცვალა. მონასტრის თანამდებობის პირთა დანიშვნის მაგიერ მათი არჩევა შემოვიდა. ჯერ სამ კანდიდატს დაასახელებდნენ, შემდეგ მათ კენჭს უყრიდნენ. ამ წესით მონასტრის ხელმძღვანელობა უფრო ღირსეული ადამიანების ხელში გადადიოდა.

ამ საფუძვლებზე მოწყობილს ათონის ქართველთა სავანეში მოღვაწეობდა მე-11 საუკუნის მეორე შესანიშნავი პიროვნება, გიორგი მთაწმიდელი, რომელიც ექვთიმე་ მთაწმიდელის საქმიანობის გამგრძელებელი იყო, როგორც სალიტერატურო, ისე სამონასტრო სარბიელზე.

გიორგიმაც ბევრი წიგნი გადმოთარგმნა ბერძნულიდან ქართულად, ბევრიც ძველად ნათარგმნი შეასწორა.

ბრძოლა ფეოდალური არისტოკრატიის წიააღდეგ ეკლესიაში. გიორგი იმ დროის მოწინავე კაცი იყო; ის მხურვალე მონაწილეობას იღებდა თავის შორეულ სამშობლოს საზოგადოებრივსა და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაშიაც. 1060 წელს გიორგი საქართველოში ჩამოვიდა. ამ დროს საქართველოში შიმშილობა მძვინვარებდა, შინაური ბრძოლაც მხოლოდ ოდნავ იყო მინელებული.

ორნამენტის ნიმუში სამთავისიდან, 1030 წ.

გიორგიმ გაბედულად დაუწყო მხილება დიდებულებსა და ეპისკოპოსებს მათი სიხარბისა და გულქვაობისათვის და აგრეთვე იმ უწესოებისათვის, რომელიც მას საქართველოში დახვდა. მან ქადაგება დაიწყო, სამღვდელო პირებად ღირსების მიხედვით უნდა ავირჩიოთ ხალხი და არა შთამომავლობის მიხედვითო. ბაგრატ მეოთხის დახმარებით გიორგიმ ნაწილობრივ განახორციელა კიდევაც თავისი მოთხოვნა: მან საეკლესიო თანამდებობებზე ბევრი უგვარო ხალხი დააწინაურა. მეფე ხელს უწყობდა გიორგის ამ საქმეში, იმიტომ რომ ამით ბაგრატი თავის შინაურ მტრებს, დიდგვარიან აზნაურებს ასუსტებდა.

ქართული კულტურული ცეტრეი სირია-პალესტინაში. ათონის სავანის გარდა მე-11 საუკუნეში სხვა მნიშვნელოვანი საზღვარგარეთული კულტურული ცენტრებიც არსებობდა - სირიაში (შავ მთაზე), პალესტინაში, ბალკანეთში (პეტრიწონში). შავმთელი მოღვაწეებიდან განსაკუთრებით სახელგანთქმულია ეფრემ მცირე, დიდი მთარგმნელი და ფილოლოგი, რომელმაც 70-ამდე წიგნი გადმოიღო ქართულ ენაზე, მათ შორის ფილოსოფიური თხზულებებიც, და ორიგინალური ნაწარმოებებიც დაგვიტოვა - კერძოდ ისტორიული გამოკვლევები.

საისტორიო მწერლოა. მე-11 საუკუნეში ქართული საისტორიო მწერლობა ძალიან დაწინაურდა. სწორედ ამ ხანაში არა ერთი საუცხოო საისტორიო თხზულებაა დაწერილი. მათ შორის გიორგი მთაწმიდელის ნაშრომია აღსანიშნავი, რომელიც ათონის სავანის დაარსებისა და საქმიანობის ისტორიას მოგვითხრობს, აგრეთვე თვით გიორგი მთაწმიდელის ბიოგრაფია, გიორგი ხუცეს-მონაზონის მიერ დაწერილი, ამავე ხანიდან გადარჩენილი საერო საისტორიო „მატიანე ქართლისაი“ და ბევრი სხვა.

0x01 graphic

გელათი. საერთო ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან.

ფილოლოგია და სამართალი. მაშინდელი ქართული მეცნიერების დიდ წარმატებას მოწმობს ექვთიმე მთაწმიდელის ფილოლოგიური ნაშრომებიც, მეტადრე-კი მისი მოღვაწეობა სამართლის თეორიის დარგში. მას ეკუთვნის „მცირე სჯულის კანონი“, რომელიც საეკლესიო, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ერთგვარ ენციკლოპედიას წარმოადგენს. ბოლოში იქ ექვთიმეს ზოგადი მოძღვრება აქვს დართული ბოროტმოქმედების შესახებ. ეს საყურადღებო ძეგლი იმდროინდელი ქართული იურიდიული აზროვნების მაღალი დონისა და თვით ექვთიმეს დიდი ნიჭის ცხადი დამამტკიცებელია.

0x01 graphic

სვეტისთავი ბაგრატის ტაძრიდან ქუთაისში, XI ს. დასაწყისი.
ფოტო ერმაკოვისა

ხელოვნება. მე-10 საუკუნის დამლევს და მე-11 საუკუნეში შემდგომ წარმატებას მიაღწია ქართულმა ხელოვნებამაც. იმ დროიდან შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ბევრი საუცხოო ძეგლი, მათ შორის - ბაგრატ მესამის მიერ აგებული ქუთაისისა და ბედიის დიდებული ტაძრები, მცხეთის სვეტი-ცხოველი, ნიკორწმინდის, სამთავისისა და ბევრი სხვა ტაძრები.

10 თავი VIII - საქართველოს სამეფოს გაძლიერება

▲back to top


10.1 § 60. საქართველოს საზოგადოებრივი წყობილება მ0-11-მე-12 საუკუნეებში

▲back to top


საქართველოს საზოგადოებრივ წყობილებას მე-11 - მე-12 საუკუნეებში უკვე განვითარებული ფეოდალიზმის სახე ჰქონდა. მთელი საქართველო პატრონებად და ყმებად იყო დაყოფილი, პატრონი ერთსადაიმავე დროს როგორც მზრუნველს, ისევე მფლობელსაც, კერძო. მესაკუთრესაც, ნიშნავდა. ამასთანავე პატრონი მეფესაც ეწოდებოდა, ხოლო მის ქვეშევრდომებს ყმები ერქვათ, თუნდაც ისინი ძლიერი და მდიდარი დიდგვარიანი აზნაურები ყოფილიყვნენ.

0x01 graphic

მეფის ამ დიდგვარიან აზნაურ ყმებსაც თავისი ყმები ჰყავდათ, რომელთათვისაც ისინი პატრონი იყვნენ. ამ ყმებსაც თავის მხრით შესაძლებელია ჰყოლოდათ და ჩვეულებრივ ჰყავდათ კიდეც ყმები. ამრიგად მთელი ქვეყანა პატრონყმობის უღელში იყო შებმული.

ყმობა და პატრონყმობა სხვადასხვა ნიადაგზე იყო აღმოცენებული. მაგალითად, ტყვედ ჩავარდნილი პირი შესაძლებელია ყმა გამხდარიყო. იყვნენ ნასიდი ყმებიც. ყმათა ერთ ჯგუფს ისინი შეადგენდნენ, რომელნიც, როგორც შეუძლებელი მოვალენი სასამართლოსაგან ყმად იყვნენ მიცემულნი ვალის გადახდამდე. იყვნენ ყმები, რომელთა პატრონყმური ურთიერთობაც „ნებაყოფლობითს“ შეთანხმებაზე იყო დამყარებული. ასეთ ყმას ნებიერი ყმა ეწოდებოდა. ასეთი ყმობის მიზანს ძლიერი მფარველისა და საჭირო ადგილ-მამულის მოპოვება შეადგენდა. როდესაც შეთანხმება წერილობით საბუთშიაც იყო აღბეჭდილი, რომელსაც მაშინ სიგელი ეწოდებოდა, ყმას სიგლოსანი ერქვა. ისეთი ყმებიც იყვნენ, რომელნიც ხალხის აღწერის დავთრის შედგენის დროს თავისთავს ამა თუ იმ პატრონის ყმად ჩააწერინებდნენ. ასეთ ყმას თავდაწერილი ეწოდებოდა. მთიან რაიონებში იყვნენ აგრეთვე თავისუფალი გლეხებიც.

ნებაყოფლობოთი ყმების მდგომარეობა უკეთესი იყო, ვიდრე სხვა ყმებისა ამ შემთხვევაში პატრონყმობა მოწესრიგებული იყო ან ზნე-ჩვეულებით, ან და საბუთში საგანგებოდ აღნიშნული პირობებით. სიგლოსნებსა და ნებიერებს გარკვეულ პირობებში პატრონისაგან წასვლის უფლება ჰქონდათ.

ყმობის საფუძველი საადგილმამულო დამოკიდებულება იყო. მიწა, რომელსაც ყმა ამუშავებდა, პატრონის საკუთრება იყო. საქართველოს მიწების საუკეთესო და უდიდესი ნაწილი უკვე დიდი ხნიდან ფეოდალების კერძო საკუთრებას შეადგენდა.

მემამულეს შეეძლო ყმის ყიდვა-გაყიდვა.

ზოგი ყმის მოვალეობას პატრონის ერთგული სამსახური და მასთან ერთად საბრძოლველად გასვლა შეადგენდა. ასეთი ვალდებულება აზნაურებსა და თავისუფალ პირებს ჰქონდათ დაკისრებული. არათავისუფალი გლეხების მოვალეობა-კი საპატრონყმო გადასახადების გამოღება და სამუშაოდ გამოსვლა იყო. თითოეული ამ მოვალეობის სიდიდე და რაოდენობა ყმობის პირობაზე იყო დამოკიდებული. ზოგ თავის ყმას მეფე შეუვალობას აძლევდა, ესე იგი ზოგიერთი სამეფო მოვალეობისა და გადასახადისაგან ათავისუფლებდა.

საქართველოს მოსახლეობა წოდებრივ ფენებადაც იყო დაყოფილი. უმაღლესი წოდების წევრს აზნაური ეწოდებოდა. აზნაურნი იყვნენ ან მემამულენი, ესე იგი - მემკვიდრეობით მქონებელნი, ანდა მოსაკარგავენი, რომელთაც ეს წოდება სამსახურით ჰქონდათ მოპოვებული, - ციხიანნი და უციხონიც. ციხიანები უფრო გავლენიანსა და ძლიერ ჯგუფს წარმოადგენდნენ. ყველაზე ძლიერსა და მდიდარ აზნაურებს დიდებულებს ეძახდნენ.

მეორე წოდებრივი ფენა ვაჭრებისაგან შესდგებოდა,

მესამე ფენას მსახურნი წარმოადგენდნენ. მეოთხე ფენა სოფლის მოსახლეობას, გლეხობას შეიცავდა.

დიდებული აზნაურები შეადგენდნენ იმდროინდელი ქართველი საზოგადოების ნამდვილად გაბატონებულ ფენას. ისინი იყვნენ, საქართველოს მეფეებს რომ გამუდმებით ებრძოდნენ მე-11 საუკუნეში, რადგანაც მეფის გაძლიერება არ ჰსურდათ. მე-11 საუკუნის დამლევსა და მე-12 საუკუნის დამდეგს მეფის ამ ურჩ ქვეშევრდომებს პირველად მოუგრიხა კისერი დავით აღმაშენებელმა, გიორგი მეორის შვილმა.

10.2 § 61. დავით მესამე, აღმაშენებელი

▲back to top


დავითის გამეფებისას საქართველო საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მტრის გამუდმებული თავდასხმისაგან აღმოსავლეთი საქართველო იმდენად იყო აოხრებული, რომ ქართლის შუაგული ტყით დაბურულ მხარედ იყო გადაქცეული.

0x01 graphic

მცხეთა, სამთავროს ტაძარი, XI ს.
ცხეთის . ექსპედიცია.

დავითმა სცადა ყველაზე ადრე დაშინებული ხალხი დაემშვიდებინა და გაქცეულ-გაფანტული მოსახლეობა ძველ საცხოვრებელ ადგილებში დაებრუნებინა. ეს დავითმა შესძლო, და ამაში მას ის გარემოებაც დაეხმარა, რომ მე-11 საუკუნის დამლევისათვის თურქები უკვე რამდენადმე დასუსტებული იყვნენ.

ბრძოლა ფეოდალეის წიააღმდეგ. შემდეგ დავით მეფე დიდგვარიან აზნაურებს მისდგა და მათ მალე აგრძნობინა, რომ სამეფო ტახტზე. ეხლა უკვე ძლიერი პიროვნება იჯდა, რომელიც არავის თვითნებობასა და ურჩობას არ აპატიებდა.

ურჩი დიდგვარიანი აზნაურების სათავეში ამ დროსაც კლდეკარის ერისთავები, ბაღვაშები, იდგნენ. ბაღვაშების თავმა-კაცმა, ლიპარიტმა, იმ ლიპარიტის შვილიშვილმა, ბაგრატ მეოთხეს რომ მტრობდა, დავით მეფეს ბევრჯელ უორგულა. დავითის ისტორიკოსი გვიამბობს: მეფე დარწმუნდა, რომ ლიპარიტის გასწორება ისევე არ შეიძლება, როგორც ძაღლის კუდის გამართვა ან კიბოს სწორი სიარულიო. მეფემ ლიპარიტი საქართველოდან გააძევა და კლდეკარის საერისთავოც მოსპო.

მე-11 საუკუნის დამლევისათვის ევროპელმა ჯვაროსნებმა მახლობელ აღმოსავლეთში ბევრი ქალაქი და ადგილი დაიპყრეს, რამაც თურქების უძლეველობას სახელი გაუტეხა, დავითმა ამითაც ისარგებლა და სელჩუკიან სულტნებისათვის ხარკის ძლევა შესწყვიტა.

ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. მაგრამ თვით. საქართველოში. ზოგიერთი ადგილი ჯერ კიდევ მტერს ეჭირა - აქ თურქული ურდოები დახეტიალობდნენ.

დავით მეფე მტრისაგან საქართველოს ტერიტორიის გაწმენდას შეუდგა. დავითის სამხედრო ტაქტიკა მტერზე მოულოდნელი და სწრაფი თავდასხმა იყო. რაკი სა- ქართველოს ჯერ კიდევ მცირე სამხედრო ძალა მოეპოვებოდა, მხოლოდ ამგვარი ბრძოლით შეეძლო დავითს მრავალრიცხოვან მტერს გამკლავებოდა. დაუღალავად და შეუწყვეტლივ ესხმოდა მეფე მტერს ქორივით ხან ერთ ადგილას, ხან მეორეს მანამდის, სანამ მან საქართველოში თურქების სახსენებელი არ ამოაგდო.

ბრძოლა კახეთისათვის. დავითის მეორე უდიდესი საზრუნავი თავისი სამეფოს გაერთიანება იყო. სამეფოს გარეთ იყო ამ დროს ხომ ისეთი უმნიშვნელოვანესი თემები, როგორიც იყო კახეთი და თბილისის საამირო. დავითმა კახეთიდან დაიწყო. კახეთის მნიშვნელოვანი სიმაგრე დასავლეთით ზედაზნის ციხე იყო. 1101 წელს დავით აღმაშენებელმა ეს ციხე კახთა მეფეს წაართვა. სამი წლის შემდეგ-კი ჰერეთის დიდებულებმა თვითონ კახთა მეფე აღსართანი შეიპყრეს და დავითს გადასცეს. დავითმა ეხლა უკვე კახეთ-ჰერეთი საბოლოოდ შემოუერთა საქართველოს სამეფოს.

0x01 graphic

დავით აღმაშენებელი.
გელრესკა,

საეკლესიო რეფორმები. კლდეკარის ერისთავებთან და სხვა დიდებულებთან ბრძოლამ დავით მეფე დაარწმუნა, რომ დიდგვარიანი აზნაურების ერთი მთავარი საბუდარი ეკლესია იყო.

ეკლესიის მეთაურები, კერძოდ - ეპისკოპოსები, ყველანი დიდგვარიან აზნაურთა წრის შვილები და წარმომადგენლები. იყვნენ და საიდუმლოდ თუ დაუფარავად სხვა დიდგვარიან აზნაურებთან ერთად მეფეს ებრძოდნენ.

დავითმა გადასწყვიტა ეკლესიის გაწმენდა და იქ თავისი ერთგული ხალხის დაწინაურება. ნიადაგი ამისათვის ნაწილობრივ გიორგი მთაწმიდელის საქმიანობით იყო მომზადებული. მაგრამ ის, რაც გიროგი მთაწმიდელმა გააკეთა, მხოლოდ პირველ ცდას წარმოადგენდა.

1103 წელს მეფემ საეკლესიო კრება მოიწვია, რომელსაც რუის-ურბნისის კრებას ეძახიან, რადგანაც იგი რუისსა და ურბნისში (ქართლში) აწარმოებდა თავის სხდომებს. კრებამ დაადგინა, რომ ის ეპისკოპოსები, რომელნიც „მამულობით“, ესე იგი მემკვიდრეობით, ჰფლობდნენ საეკლესიო თანამდებობას და არა პირადი ღირსებისა და დამსახურების გამო, გადაყენებული ყოფილიყვნენ და მათ მაგიერ, შთამომავლობისდა მიუხედავად, ღირსნი და განსწავლულნი აერჩიათ.

ამან დავით აღმაშენებელს საშუალება მისცა დიდგვარიანი აზნაურებისათვის ისეთი ძლიერი მოკავშირე ჩამოეშორებინა, როგორიც მაშინდელი ეკლესია იყო.

ყოდიდელ-მწიგნობართუუცესის თადეობი ა. მაგრამ დავითი ამით არ დაკმაყოფილდა. მეფის მიზნებისათვის საჭირო იყო, რომ ეკლესიის შინაგანი თავისუფლებისდა მიუხედავად, მეფეს საშუალება ჰქონოდა თვალყური ედევნებინა ყველაფრისათვის, რაც ეკლესიაში ხდებოდა. ამ მიზნის მიღწევა პირდაპირი ჩარევით არ შეიძლებოდა. მეფემ სხვა საშუალება იხმარა.

მეფის შემდეგ პირველი კაცი, ყველაზე უფროსი მოხელე საქართველოში, ძველი დროიდანვე მოყოლებული, მწიგნობართუხუცესი იყო. დავითმა წესად შემოიღო, რომ მწიგნობართუხუცესად ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი ყოფილიყო. ამიერიდან მწიგნობართუხუცესს საეკლესიო საქმეებში მონაწილეობის მიღებისა და ჩარევის კანონიერი უფლება და საშუალება ჰქონდა. ამ ხერხით დავით მეფემ ეკლესიის დამორჩილება უმტკივნეულოდ მოახერხა.

ბრძოლა თილისისათვს. როცა შინაურობაში დავითმა ზურგი გაიმაგრა, ის კვლავ სამხედრო საქმეებზე გადავიდა. რაკი საქართველოს დედაქალაქი თბილისი და მისი თემი ისევ თურქების ხელში იყო, დავით მეფემ პირველად აქეთკენ მიაპყრო თავისი ყურადღება.

1110 წელს მეფემ სამშვილდე აიღო. სამშვილდე მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი და ძლიერი ციხე იყო და თბილისს სამხრეთიდან ამაგრებდა. სამშვილდის აღება იმდენად დიდი გამარჯვება იყო, რომ ამით შეშინებულმა თურქებმა ქვემო-ქართლის ციხეების უმეტესობა თვითონვე მიატოვეს და გაიქცნენ.

1115 წელს დავითმა თურქებს თბილისის აღმოსავლეთით მდებარე მეორე მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი, რუსთავი, წაართვა.

1117 წელს დავითმა აიღო ჰერეთის ციხე-ქალაქი გიში. ამავე დროს დავითი დაუღალავად ებრძოდა საქართველოს სხვადასხვა, სამხრეთის, თემში მდგომ თურქებს და მუსრს ავლებდა მათ. 1118 წელს დავით აღმაშენებელმა საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე მდებარე უძლიერესი სიმაგრე, ლორის ციხე, აიღო, ლორის ციხე სამხრეთიდან მომავალ მტერს გზას უკრავდა.

სამხედრ რეფორმეი. ამ ბრძოლებით დავითი თბილისს უახლოვდებოდა. მაგრამ თბილისის აღებისათვის, ისევე როგორც მეფის სხვა გეგმების განხორციელებისათვის შესაფერისი სამხედრო ორგანიზაციის შექმნა იყო საჭირო. მეფის განკარგულებაში მხოლოდ პატრონყმობაზე დამყარებული ჯარი იყო. მართალია, მეფესაც თავისი საკუთარი სამფლობელო ჰქონდა, მაგრამ თითოეულ დიდგვარიან აზნაურსაც ასეთივე საპატრონყმო სამფლობელო მოეპოვებოდა და მისი საპატრონყმოს ყველა მოლაშქრე ყმა ამ აზნაურთან ერთად გამოდიოდა საბრძოლველად. სანამ მეფის ძლიერი ყმა ერთგული იყო, მისი მონაწილეობა ლაშქრობაში მეფეს უზრუნველყოფილი ჰქონდა. მაგრამ საკმარისი იყო მეფესა და დიდგვარიან აზნაურს შორის უთანხმოება ჩამოვარდნილიყო, რომ ამ აზნაურის ჯარის ერთგულებაც საეჭვო ან უიმედოც გამხდარიყო. ასეთ მდგომარეობაში შეუძლებელი იყო, რომ საქართველოს მეფის პოლიტიკა დიდგვარიან აზნაურთა ნება-სურვილისაგან დამოუკიდებელი ყოფილიყო.

დავით აღმაშენებელმა გადასწყვიტა, საპატრონყმო ჯარს გარდა, დამოუკიდებელი, მხოლოდ მის განკარგულებაში მყოფი სახელმწიფო მუდმივი ჯარი შეექმნა.

ამ მიზნისათვის მეფემ საქართველოში გადმოიყვანა ყივჩაყების ტომი. ყივჩაყები ძლიერი და მეომარი ტომი იყო, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიისა და სამხრეთ რუსეთის ველებზე მომთაბარეობდა. ყივჩაყებს წინათაც ნაქირავებ ჯარად საქართველოში არა ერთხელ უმსახურიათ და მათი მეთაურის ასულიც დავით აღმაშენებელს ჰყავდა მეუღლედ.

1118 წელს დავით აღმაშენებელი ჩრდილო კავკასიისაკენ გაემგზავრა, დაიმორჩილა ოსები, რომელთაც ყივჩაყებთან მტრობა ჰქონდათ და მათი საქართველოში გადმოშვება არ უნდოდათ, დაიჭირა ოსეთის ციხეები და შემდეგ საქართველოში 45 ათასი ყივჩაყთა ოჯახი გადმოასახლა. მათ მიწა ჰქონდათ მიჩენილი და ყველაფერი, რაც სამხედრო სამსახურისათვის სჭირდებოდათ, ცხენები და იარაღიც, მიეცათ.

დავითი ყივჩაყთა გაწვრთნასა და ორგანიზაციას შეუდგა. ორი წლის შემდეგ საქართველოს საუკეთესო 40 ათასი ცხენოსანისაგან შემდგარი ლაშქარი ჰყავდა უკვე. გარდა ამისა, დავითმა 'შეადგინა კიდევ ერთი ცალკე რაზმი, 5 ათასი კაცისაგან, რომელსაც თვით მეფის დაცვა ევალებოდა. ამ რაზმს „მონა-სპას“ ეძახდნენ.

ბრძოლის განალეა თურის წიააღდეგ. რაკი შინაურობაში დავით აღმაშენებელმა მშვიდობიანობა დაამყარა და თავისი ძალა-უფლება განამტკიცა, ეხლა მას შეეძლო თავის საგარეო მიზნის განხორციელებასაც შესდგომოდა. მეფის აზრით, საქართველოს. დამოუკიდებლობის შენარჩუნება და მტრის შემოსევისაგან უზრუნველყოფა არ შეიძლებოდა, თუ საქართველოსაკენ მომავალი ყველა მნიშვნელოვანი გზა შეკრული არ იქნებოდა. დავით აღმაშენებელმა გადასწყვიტა ასეთი გზების კარები ხელში ჩაეგდო. ამ გზებს დიდი ეკონომიურიმნიშვნელობაც ჰქონდათ - მათი საშუალებით წარმოებდა უმთავრესი ვაჭრობა.

0x01 graphic

პატარა ონი, XI ს. კარის სამკაული.
მუეუი „მეტეი“.

უკვე 1120 წელს დავითმა შარვანში1 გაილაშქრა და ქალაქი კაბალა აიღო. დავითი თურქებს სულის მოთქმას არ აცლიდა: ხან ერთ ადგილას დაეცემოდა მათ, ხან მეორეგან და მუსრს ავლებდა საქართველოს ნაპირებზე, შარვანში, ბარდავის მხარეს. კავკასიელმა თურქებმა საჩივრით მიმართეს სულტანს, რათა დახმარებოდა მათ დავითის წინააღმდეგ.

თურქების სულტანმა შემოიერთა არაბეთის მეფე, სხვა მაჰმადიანი მთავრებიც და საქართველოსაკენ უზარმაზარი ჯარი გამოგზავნა.

დავითმა არჩია მტრისათვის დაესწრო ბრძოლის დაწყება, თავისი ჯარი მაჰმადიანებს დიდგორის მთაზე, მანგლისის მახლობლად, შეაგება და ეკვეთა თურქებს. თუმცა თურქები რიცხვად ბევრად უფრო. მეტი იყვნენ, მაგრამ დავითის ბრწყინვალე სამხედრო ნიჭმა და სამშობლოს დამცველების მხნეობამ გაიმარჯვა. მაჰმადიანთა უზარმაზარი ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და ქართველებს აურაცხელი სიმდიდრე ჩაუვარდათ ხელში. დიდგორის ბრძოლა მოხდა 1121 წლის აგვისტოში. მან დაამტკიცა,რომ საქართველო ეხლა აღმოსავლეთის ერთი უძლიერესი სახელმწიფოთაგანი იყო.

ილისის აღეა. 1122 წელს დავით მეფემ თბილისს ალყა შემოარტყა. თბილისში მყოფმა მაჰმადიანებმა წინააღმდეგობის გაწევა. სცადეს, მაგრამ ვერას გახდნენ: ქართველებმა თბილისი აიღეს, გაჯავრებულ გულ/ზე მეფემ პირველ დღეს მოწინააღმდეგენი სასტიკად დასაჯა, მაგრამ მალე თავისი მრისხანება წყალობად შესცვალა და ბრძანება განცა, რომ თბილისის მცხოვრებნი, ეროვნებისა და სარწმუნოების განურჩევლად, თანასწორ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ.

დავითმა საქართველოს სახელმწიფოს ცენტრი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. 400 წლის განმავლობაში უცხოელთა ხელში ნამყოფი საქართველოს დედაქალაქი ქართველობას დაუბრუნდა. ამ გამარჯვებას, ცხადია, თვით საქართველოსათვის უაღრესი მნიშვნელობა ჰქონდა და მთელს ახლო აღმოსავლეთშიც მან დავითს დიდი სახელი მოუპოვა.

თურის გაძევეა შარიდან და სომეთიდა. თბილისის დაკარგვა ახლო აღმოსავლეთის მაჰმადიანებისათვის ადვილი ასატანი მარცხი არ იყო და მათ სცადეს საპასუხო ლაშქრობა მოეწყოთ. 1123 წელს სულტანი შარვანში შეიჭრა, შარვანის მფლობელი, რომელიც შარვან-შაჰად იწოდებოდა, შეიპყრო, შარვანის დედაქალაქი შამახია აიღო და დავითს მუქარით სავსე წერილი გამოუგზავნა: შენ ტყიან ქვეყანაში იმალები და, თუ გული გერჩის, ველზე გამოდი, აქ შემებრძოლეო. დავითი მაშინვე თავის ჯარით დაიძრა. გაიგო თუ არა ეს ამბავი სულტანმა, ომს თავი მოარიდა და, ბოლოს, გაიქცა კიდევაც. დავით აღმაშენებელმა შამახიაც აიღო და შარვანიც დაიპყრო. ამას გარდა, დარუბანდის მმართველსაც ქალაქი შაბურანი წაართვა.

1123 წელს დავით აღმაშენებელმა სომხეთის მრავალი ციხე-ქალაქიც ჩაიგდო ხელში, ხოლო ამის შემდეგ ამავე წელს კოლა-ბასიანის თურქების წინააღმდეგ გაილაშქრა. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ამ თემებშიაც თურქები განადგურებულ იქნენ.

ჯერი სომხეთის დედაქალაქ ანისზედაც მიდგა. ანისი ამ დროს მაჰმადიან მფლობელს ეჭირა, რომელიც თუმცა საქართველოს ყმადნაფიცად ითვლებოდა, მაგრამ ორჭოფულად იქცეოდა და ქრისტიანებს ავიწროებდა. ანისელი სომხების თავკაცებმა დავით მეფეს თავი შემოავედრეს.

1123 წელს, 20 აგვისტოს დავითმა ანისი აიღო. ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჯერ ერთი, ანისი ერთი უძლიერესი ციხეთაგანი იყო, რომელიც სამხრეთიდან მომავალ მტრებს გზას უკრავდა. შემდეგ, ანისი სამხრეთის სავაჭრო გზაზე მდებარე მდიდარი ქალაქი იყო. სომხებისათვისაც ეს ამბავი მეტად სასიხარულო იყო, რადგანაც სომხებს მაჰმადიანთა მონობისაგან ათავისუფლებდა და მათ საშუალებას აძლევდა მშვიდობიან ცხოვრებას შესდგომოდნენ. დავითმა ანისი უშუალოდ სახელმწიფო დარბაზს დაუმორჩილა, ქალაქის გამგედ თავისი კაცი დანიშნა, მეციხოვნედ-კი მესხები ჩააყენა.

დავითს სხვა გეგმებიც ჰქონდა, მაგრამ მათი შესრულება არ დასცალდა. 1125 წელს, 24 იანვარს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დავით მეფე გარდაიცვალა.

0x01 graphic

ფასკუნჯი სამთავისის ტაძრის კედლიდან, 1030 წ.

დავითის პიროვნა. საქართველოს მეფეთა შორის დავით აღმაშენებელი ერთი ყველაზე უფრო შესანიშნავი პიროვნებაა. მის სახელთანაა დაკავშირებული დიდი ბრძოლისა და მუშაობის დამთავრება, რომელიც საქართველოს გაერთიანებას ისახავდა მიზნად, უფრო მტკიცე სახელმწიფოებრიობის ექმნა, ვიდრე ეს მანამდე ყოფილა საქართველოში, და ქვეყნის დაყენება უფრო სწრაფი კულტურული წინსვლის გზაზე. დავითი თავის დროის კვალობაზე დიდად განათლებული ადამიანი იყო. ის ღრმად იცნობდა ქართულ მწერლობას. აგრეთვე მეზობელი ერების ენები, არაბული და სპარსულიც, საფუძვლიანად იცოდა; ის ურთულეს. საკითხებზე თავისუფლად ეკამათებოდა ირანელ და არაბ მეცნიერებს. დავითის ცნობისმოყვარეობას ვარსკვლავთმრიცხველობაც-კი იზიდავდა.

დავით აღმაშენებლის საყვარელი დარგი ისტორიული მწერლობა ყოფილა. მეფეს გზაში და ლაშქრობაში სატარებელი წიგნთსაცავიც ჰქონია, რომელიც ყველგან თან მისდევდა. ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ საომრად გასულ დავითს ერთხელ მტერი ისე წამოადგა თავზე, როცა მეფე გატაცებით წიგნს კითხულობდაო.

დავითი თავისი დროის მოწინავე აზროვნების კაცი იყო, მას თურმე არ სწამდა ბევრი რამ, რასაც მღვდლები ხალხს აგონებდნენ.

ამიტომაც იყო რომ დავითს ბევრი მტერი ჰყავდა. ბევრჯერ სცადეს დავითის მტრებმა მეფის მოკვლა, მაგრამ ამაოდ.

_____________

1. შარვანი ეწოდებოდა მაშინ დღევანდელი საბჭოთა აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ნაწილს.

10.3 § 62. კულტურული ვითარება დავით აღმაშენებლის მეფობაში

▲back to top


დავითის მეფობაში ქვეყანა დაწინაურდა კულტურულადაც.

დავითმა ააგო გელათის შესანიშნავი ტაძარი, დღემდე შემონახული, და დააარსა იქ მონასტერი, რომელიც, მეფის განზრახვით, მეორე ათენად უნდა ქცეულიყო. მართლაც, დავითმა გელათში თავი მოუყარა თავისი დროის ყველაზე სწავლულ ქართველებს. მათ შორის იყო დიდი ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი. გელათში ცხოველი სამწერლო და საგანმანათლებლო მუშაობა გაჩაღდა. დავითმა ააშენა აგრეთვე ცნობილი შიომღვიმის დიდი ტაძარი. აქ მოღვაწეობდა მწერალი არსენ იყალთოელი. დავითი მფარველობდა უცხოელ კულტურის მოღვაწეებსაც. გამოჩენილი მაჰმადიანი პოეტებისა და მეცნიერებისათვის მან თბილისში თავშესაფარი დააარსა.

საერთოდ, დავითი ყველა სარწმუნოებისა და ეროვნების წარმომადგენელს თანაბრად ეპყრობოდა.

ასეთი წინდახედული პოლიტიკით დავით აღმაშენებელმა საერთო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, როგორც საქართველოში, ისე სპარსელ, თურქ და სომეხ მოსახლეობაშიც. არაბულ საისტორიო წყაროებში აღნიშნულია, რომ მაჰმადიანთა არც ერთ საბრძანებელში მაჰმადიანები ისე კარგად არ გრძნობდნენ თავს, როგორც საქართველოში დავითის დროსო.

დიდ ყურადღებას აქცევდა დავით მეფე აღებ-მიცემის განვითარებას. დავითმა დააარსა ქალაქი გორი, რომელიც ამის შემდეგ მუდამ ქართლის მთავარი ქალაქი იყო. მიმოსვლის გასაადვილებლად დავითმა იქ, სადაც მანამდე მგზავრობა გაძნელებული იყო, გზები შეაკეთებინა და ქვებით მოაფენინა, ჩქარ მდინარეებზე ხიდები ააგებინა, გზებზე ფუნდუკები ანუ სასტუმროები ააშენებინა.

დავით აღმაშენებელმა მოსახლეობის ჯანმრთელობასაც მიაქცია ყურადღება. ამისათვის მან საავადმყოფოები ააგო, უზრუნველყო ყველაფრით და შიგ სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილი ავადმყოფები მოათავსებინა.

აღსანიშნავია, რომ დავითი თვითონაც მისდევდა მწერლობას. შემონახულია, მაგალითად, დავითის „გალობანი სინანულისანი“, რომელშიაც ავტორი მკაცრად აფასებს თავის საკუთარ. ცხოვრებას.

10.4 § 63. დემეტრე პირველის მეფობა

▲back to top


დემეტრე პირველი უკვე თავისი მამის, დავით აღმაშენებლის დროსვე იღებდა მონაწილეობას სახელმწიფო მართვა-გამგეობაში და სამხედრო საქმეებში, მაგრამ მამის ძალა და ნიჭი მას, ჩანს, არ შესწევდა.

0x01 graphic

ნიმუში ქართული ორნამენტისა ქვაზე, ატენიდან.
ქარ. ხურომოძღვრების ისტორიის სექტორი

დავითის სიკვდილის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის მაჰმადიანმა მმართველებმა გადასწყვიტეს, ყოველნაირი ღონისძიება გამოეყენებინათ, რომ დაკარგული სამფლობელოები უკან დაებრუნებინათ. პირველად ბრძოლა ანისის წინააღმდეგ დაიწყო. იერიში იერიშს მოსდევდა. დემეტრე ბოლოს იშულებული იყო ანისი მისი ძველი მაჰმადიანი მფლობელებისათვი დაებრუნებინა, მაგრამ მხოლოდ როგორც საქართველოს. ყმადნაფიცებისათვის.

1138 წელს დემეტრემ განძაში გაილაშქრა, განძა აიღო, მისი ქალაქის კარები გამარჯვების ნიშნად საქართველოში ჩამოიტანა და გელათის მონასტერს შესწირა, სადაც ის დღემდე დაცულია.

შინაურობაში დემეტრეს საქმე უარესად ჰქონდა. მეფეს ტახტს ეცილებოდნენ ჯერ მისი ძმა და შემდეგ უფროსი შვილი, დავითი. დავითი მამას, დემეტრე მეფეს, თავისი უმცროსი ძმისადმი, გიორგისადმი მიკერძოებას სწამებდა.

დავითმა დემეტრე მეფეს რამდენიმეჯერ შეთქმულება მოუწყო და ბოლოს. სამეფო გვირგვინიც წაართვა.

1154-5 წელს დემეტრემ მეფობას თავი დაანება და ბერად შედგა.

სამეფო ტახტზე დემეტრეს მოუსვენარი შვილი, დავით მეოთხედ. წოდებული, ავიდა, მაგრამ ექვს თვეზე მეტი მეფობა მას არ დასცალდა. იქნებ დავითს სიცოცხლე მოუსწრაფეს კიდევაც მოწინააღმდეგეებმა.

გარდაიცვალა თუ არა დავითი, დემეტრე მონასტრიდან გამოვიდა, თვითონაც კვლავ გამეფდა და თავისი საყვარელი უმცროსი შვილი გიორგიც 1156 წელს აიყვანა სამეფო ტახტზე.

10.5 § 64. გიორგი მესამის მეფობა

▲back to top


გიორგი მესამის დროს საქართველოს სამეფო დავით აღმაშენებლის აქტიურ საგარეო პოლიტიკას დაუბრუნდა. გიორგიმ ყველაზე ადრე თავისი ყურადღება სომხეთისაკენ მიმართა.

ბრძოლა სომხეთისათის. გიორგი მეფეს არ ჰსურდა, რომ ანისი ადგილობრივი მფლობელის, თუნდაც საქართველოს მეფის ყმადნაფიცის ხელში ყოფილიყო. მეფეს უნდოდა ეს მდიდარი და ძლიერი ციხე-ქალაქი საკუთარ სამფლობელოდ ჰქონოდა. 1161 წელს, ზაფხულში, გიორგი თავისი ჯარით მოულოდნელად ანისისაკენ გაემართა, ბრძოლით გააძევა ანისის ძველი მფლობელები, ციხე-ქალაქი აიღო და საქართველოს ჯარის მხედართმთავარს, ამირსპასალარს იოანე ორბელს ჩააბარა. ორბელის თანაშემწედ მეფემ სარგის მხარგრძელი დანიშნა, ციხეში რჩეული მეციხოვნე ჯარი დასტოვა, თვით ქალაქი და ანისის ოლქი-კი უშუალოდ სამეფო ტახტს დაუმორჩილა.

0x01 graphic

გიორგი მესამე.
ბეთანიის ფრესკა
, საქ. მუზ. ისტორიის განყ.

ამ ამბავმა მახლობელ მაჰმადიან მმართველებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შაჰ-არმენად წოდებული ხლათის მფლობელი, დიარბექირის მმართველი და არზრუმის მთავარი იმავე წელს დიდი შეერთებული ლაშქრით ანისს მიადგნენ, მაგრამ ანისთან მომხდარ ბრძოლაში საქართველოს ჯარმა ბრწყინვალედ გაიმარჯვა და დიდი ტყვე და ალაფი იშოვა.

ანისის გამო ბრძოლა შემდეგშიაც დიდხანს არ შეწყვეტილა, მაგრამ 1173 წლიდან მოყოლებული სომხეთის ძველი დედაქალაქი საქართველოს მეფეებს მტკიცედ ეჭირათ ხელში.

შემდეგ ჯერი უფრო სამხრეთით მდებარე მეორე, ფრიად მნიშვნელოვან, ქალაქ დვინზე მიდგა, რომელიც აგრეთვე სომხეთის დედაქალაქი იყო ძველად და მდიდარ სავაჭრო ცენტრად ითვლებოდა. 1162 წელს ქართველმა ჯარმა გიორგი მეფის მეთაურობით დვინიც აიღო.

საქართველოს სამეფოს ამ დამკვიდრებამ სომხეთში ახალი, კიდევ უფრო დიდი შეშფოთება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთის მაჰმადიან მფლობელებში. მათ გადასწყვიტეს, რაკი პირდაპირ ბრძოლაში ქართველ ჯარს ვეღარ უმკლავდებოდნენ, წვრილი თარეშებითა და მოულოდნელი თავდასხმებით დაესუსტებინათ საქართველოს სამეფო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერას გახდნენ.

შარის შემომტკიცება. დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული, შარვანი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო და მჭიდროდ იყო საქართველოსთან დაკავშირებული როგორც ეკონომიურად, ისე კულტურულად. საქართველოს მეფეებსა და შარვან-შაჰებს მოყვრობაც ჰქონდათ ერთმანეთში. ეხლა შარვანს, ძალიან გაუჭირდა. ჩრდილოეთ კავკასიის მაჰმადიან მფლობელებს დარუბანდის გზით იერიში მოჰქონდათ შარვანზე. შარვან-შაჰად ამ დრის გიორგი მესამის დისწული აღსართანი იყო, რომელმაც თავის პატრონსა და ბიძას დახმარება სთხოვა. გიორგი მეფემ 1167 წელს გაილაშქრა, ქ. შაბურანი და დარუბანდი აიღო და შარვან-შაჰის სამფლობელო ჩრდილოეთიდან უზრუნველყო. დარუბანდი მან საქართველოს ყმადნაფიც შარვანშაჰს გადასცა.

0x01 graphic

გიორგი მესამის ფული.

შინარი შფოთი. 1177 წელს მოულოდნელად შინაური ბრძოლა ატყდა. საქართველოს ჯარის ამირსპასალარმა იოანე ორბელმა აჯანყება დაიწყო. მიზნად მას გიორგი მეფის ტახტიდან ჩამოგდება და მის მაგიერ დემნა უფლისწულის გამეფება ჰქონდა დასახული, დემნა ანუ დემეტრე გიორგი მესამის უფროსი ძმის, დავით მეოთხის, შვილი იყო. გიორგის მტრები ამტკიცებდნენ, საქართველოს სამეფო ტახტი დემნას ეკუთვნის, როგორც უფროსი ძმის შვილსო. ნამდვილად, დიდგვარიან აზნაურებს არ მოსწონდათ გიორგი მეფე, იმიტომ რომ გიორგი მაგარი და მკაცრი კაცი იყო, და ფიქრობდნენ, ახალგაზრდა დემნას უფრო ადვილად ვათამაშებთ ჩვენს ნებაზეო. ამასთან, დემნა იოანე ორბელის სიძე იყო.

იოანე ორბელს დიდგვარიანი აზნაურებიდან ბევრი მიემხრო, ისე რომ მეამბოხეებს 30.000 მებრძოლი შეუგროვდათ.

მეფე არ დაიბნა, ერთგული ჯარები შეაგროვა და ლორეს ციხეს შეუტია, სადაც აჯანყებულები გამაგრებულიყვნენ. გიორგი მეფის ენერგიული მოქმედების გამო მისი მოწინააღმდეგეები დაიქსაქსნენ და გაითიშნენ. სხვებზე ადრე გამრეკელმა თორელმა მიატოვა დემნა, იგი მორჩილების მოსახსენებლად გიორგი მეფესთან გამოცხადდა, მას სხვებმაც მიჰბაძეს, მათ შორის - მხარგრძელებმაც. მეამბოხეებმა მეზობელ მაჰმადიანთა სამფლობელოებში თავისი კაცები მეშველი ჯარის სათხოვნელად აფრინეს, მაგრამ ეს ცდაც ამაო გამოდგა.

ლორეს ციხეში მომწყვდეულებს გაუჭირდათ. დემნა უფლისწულმა ვეღარ აიტანა, ციხიდან საბლით ჩამოეშვა და თავის ბიძას წარუდგა, პატიების მთხოვნელი. შემდეგ თვით აჯანყების მომწყობი იოანე ორბელიც იძულებული იყო მეფეს დამორჩილებოდა. ამგვარად აჯანყება ჩაქრობილ იქნა. გიორგი მესამემ დამნაშავენი სასტიკად დასაჯა, მათ შორის - თვით დემნაც. ორბელები-კი ძირიანად მოსთხარეს.

გიორგი ეფის ღოისიეა ფეოდალური არისტოკრატიის წიააღდეგ. ამ აჯანყებამ გიორგი დაარწმუნა, რომ დიდგვარიან აზნაურთა ურჩობას ბოლო არ ჰქონდა და გადასწყვიტა, ამ მარჯვე შემთხვევით ესარგებლა. მეფემ შეთქმულებაში გარეული ყველა დიდგვარიანი მოხელე გადააყენა, მათ მაგიერ-კი თავისი ერთგული, პირადი ღირსებით გამოჩენილი, პირები დანიშნა. იოანე ორბელის მაგივრად საქართველოს ჯარის მხედართმთავრად ნაყივჩაყარი ყუბასარი დაინიშნა, რომელმაც გიორგი მესამეს დემნას აჯანყების დროს თავისი ერთგულებით განსაკუთრებული სამსახური გაუწია. ამგვარადვე მან აზნაურთა ყმობიდან აღზევებულ აფრიდონსაც მსახურთუხუცესის თანამდებობა მისცა. ასეთივე დიდი თანამდებობანი მიიღეს ყუთლუ-არსლანმა, ჭიაბერმა და სხვებმა.

ბევრი ამ ახალი მოხელეებიდან სრულიად უგვარო იყო. გიორგი მეფის ეს ღონისძიება მოუსვენარი დიდგვარიანი აზნაურობის წინააღმდეგიყო აშკარად მიმართული.

ურთირთოა ეკლესიასთან. მაგრამ დიდგვარიანი აზნაურობა ამით არ მოსპობილა. ძლიერი იყვნენ დიდგვარიანები ეკლესიაში, სადაც მათ კვლავ მოიკალათეს დავით აღმაშენებლის შემდეგ. როცა გიორგი მეფე დემნას აჯანყების ჩაქრობის შემდეგ დედაქალაქში დაბრუნდა, აქ მას მოულოდნელად საეკლესიო კრება დახვდა. კრებამ მეფეს მოსთხოვა, რომ საეკლესიო ქონებაზე და მამულებზე დაწესებული სახელმწიფო გადასახადები მოსპობილიყო და მეფეს ეკლესიის შეუვალობა აღედგინა, როგორც წინათ იყო. გიორგი მესამე იძულებული გახდა ეს მოთხოვნა შეესრულებინა.

ტახტის მემკვიდრის საკითი. თამარის გამეფება. ძველ საქართველოში სამეფო ტახტის მემკვიდრედ მეფის უფროსი ვაჟიშვილი ითვლებოდა. მაგრამ გიორგი მეფეს ვაჟიშვილი არ ჰყავდა და მას შემდეგ, რაც დემნა უფლისწული მოკვდა, არც სხვა ვინმე იყო მეფის ახლობელი ნათესავი ვაჟი, რომ ტახტის მემკვიდრედ წამოეყენებინათ. ამიტომ ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში, 1178 წელს, გიორგი მესამემ თავისი ქალიშვილი თამარი მეფედ აკურთხა. ამით გიორგის უნდოდა დროულად განემტკიცებინა თამარის უფლება სამეფო ტახტზე, მაშინ თამარი მხოლოდ თანამმართველი იყო მამისა, ფაქტიურად სამეფოს ისევ გიორგი განაგებდა 1184 წლამდე, როდესაც ის გარდაიცვალა. ახალგაზრდა თამარს მრავალი ხალხით დასახლებული დიდი სახელმწიფო დარჩა.

11 თავი IX - საქართველო - წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო

▲back to top


11.1 § 65. თამარის გამეფება. ბრძოლა სამეფო კარზე

▲back to top


გარდაიცვალა თუ არა გიორგი მესამე, სამეფო კარზე ისევ ბრძოლა ატყდა. თუმცა თამარი მამის სიცოცხლეშივე იყო მეფედ ნაკურთხი, მაგრამ სახელმწიფო დარბაზის წევრთა შორის თამარის თვითმპყრობელობის საკითხი ეხლა ისევ საცილობლად გადააქციეს.

უეჭველია, მოწინააღმდეგე ჯგუფი ამ შემთხვევაში უფრო ძლიერი იქნებოდა, ვიდრე თამარის მამის სიცოცხლეში, მაგრამ ბოლოს მაინც დარბაზმა, მსჯელობის შემდეგ, თამარს მეფობის დასტური მისცა.

0x01 graphic

საკითხი თამარის სასარგებლოდ თამარის მამიდამ, დედოფალმა რუსუდანმა, კათალიკოსმა მიქელ მირიანის ძემ და ზოგმა სხვა დიდებულმა მოხელემ გადასწყვიტეს.

მეფედ კურთხევის წესი დიდი, დიდებით შეასრულეს. სხვათა შორის, თამარს წელზე ხმალი შემოარტყეს, როგორც სამეფოს მეთაურსა და უზენაეს მთავარსარდალს.

მაგრამ გათავდა თუ არა ეს ზეიმი, მაშინვე თავი წამოჰყო ყველამ, ვინც უკმაყოფილო იყო.

ჯერ მიქელ კათალიკოსს შეუტიეს, რომელიც გიორგი მესამის დროს იყო დაწინაურებული. მოწვეულ იქნა საეკლესიო კრება, რომელსაც მიქელის საეკლესიო მოღვაწეობის კანონიერება უნდა გაერჩია.

მართალია, კრებამ ეკლესიაში ბევრი ცვლილება მოახდინა, მაგრამ მიქელმა კათალიკოსობა სიკვდილამდე მაინც შეირჩინა.

შემდეგ გიორგი მესამის მიერ დანიშნულს საერო მოხელეებს მისდგნენ. იმ ცვლილებამ, რომელიც გიორგიმ სახელმწიფო მართვა-გამგეობის სფეროში მოახდინა, როდესაც მან დიდგვარიან აზნაურ მოხელეებს ვაზირობა და სხვა თანამდებობანი წაართვა და მათ მაგიერ უგვარონი დანიშნა, მაშინაც დიდგვარიან აზნაურთა წრეში აღშფოთება გამოიწვია. მაგრამ დამარცხებულთ თავისი ბრაზი და ბოღმა უნდა უნებლიეთ გულში ჩაეკლათ. ეხლა-კი, როდესაც სამეფო ტახტზე უკვე ახალგაზრდა ქალი იჯდა, დიდგვარიანებმა დრო იხელთეს და დაკარგული ადგილების დაბრუნება მოინდომეს. ისინი გაიფიცნენ და თამარ მეფეს განუცხადეს, რომ. ამიერიდან უგვარო მოხელეების ბრძანებას აღარ დაემორჩილებოდნენ. ამასთანავე ყველაზე ადრე მოითხოვდნენ, რომ თამარს სამსახურიდან დაეთხოვნა უგვარო მოხელეები - ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი, რომელნიც დიდგვარიანებს სხვებზე მეტად ეჯავრებოდათ.

ყუბასარი და აფრიდონი გიორგისა და თამარის ყველაზე ერთგული მოხელეები იყვნენ, მაგრამ თამარი იძულებული გახდა დიდგვარიანთა მოთხოვნა შეესრულებინა. ეს, რა თქმა უნდა, მეფის მარცხი იყო.

11.2 § 66. ბრძოლა საქართველოს სახელმწიფო წესწყობლების შესაცვლელად

▲back to top


ყუთლუ-არსლაის დასის გამოსვლა. დიდგვარიანთა გამოსვლა ჯერ დამცხრალი არ იყო, როცა მეჭურჭლეთუხუცესმა1 ყუთლუ-არსლანმა, რომელსაც ბევრი თანამგრძნობი ჰყავდა, თამარმეფეს სრულიად ახალი მოთხოვნა წარუდგინა.

ამ მოთხოვნით, ისანში, ეხლანდელ ავლაბარში, ახალი სახელმწიფო დაწესებულება, „კარავი“ უნდა დაარსებულიყო.

0x01 graphic

თამარ მეფე.
ბეთანიის ფრესკა, საქ. მუზ. ისტორიის განყ

ისანში მეფის სასახლე იყო მოთავსებული და საქართველოს უმაღლესი დაწესებულება, სახელმწიფო დარბაზიც. დარბაზის მოწვევა მხოლოდდამხოლოდ მეფის სურვილზე იყო დამოკიდებული. ეხლა ყუთლუ-არსლანის დასი მოითხოვდა, რომ სასახლის გვერდით კარავი ყოფილიყო დადგმული. ამ კარავში, მეფისაგან დამოუკიდებლად და მეფის დაუსწრებლად, სახელმწიფოს მართვა-გამგეობასა და უზენაეს მართლმსაჯულებასთან. დაკავშირებული. საქმეები უნდა განეხილათ. აქ. „კარავი“ ჩვეულებრივი მნიშვნელობით-კი არ არის ნახმარი, არამედ დარბაზის მსგავსს დაწესებულებას ნიშნავს. ყუთლუ-არსლანის დასის გეგმით, კანონმდებლობითი უფლება მეფეს უნდა ჩამორთმეოდა და მთლიანად ამ ახალ დაწესებულებას უნდა გადასცემოდა. მეფეს ისინი მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას უტოვებდნენ.

ამრიგად, ყუთლუ-არსლანის დასს მიზნად დასახული ჰქონდა სახელმწიფო წესწყობილების იმნაირად შეცვლა, რომ ქვეყნის მართვა-გამგეობა და მართლმსაჯულება მარტო მეფის სურვილზე არ ყოფილიყო დამოკიდებული.

ამ დროს უკვე სახელმწიფო ძალა-უფლება ყუთლუს მოწინააღმდეგე დიდგვარიანებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული და მათ ყოველი ღონე იხმარეს, რათა ეს დიდი მოძრაობა ჩაეშალათ. მათი რჩევით თამარმა ამ პოლიტიკური დასის მეთაური დააჭერინა. თამარის მრჩეველებს ეგონათ, რომ ყუთლუს დაჭერა მოძრაობას ჩააქრობდა და დასიც თავისთავად დაიშლებოდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა.

0x01 graphic

თამარისა და დავითის
ფული, 1200 წლისა.

ყუთლუ-არსლანის თანამოაზრენი შეიკრიბნენ, მეფეს თავისი მეთაურის უვნებლობა და განთავისუფლება მოსთხოვეს და თანაც იარაღი შეისხეს. შეთქმულნი მეფის სასახლეს ემუქრებოდნენ.

აჯანყებულებს მოსალაპარაკებლად თამარმა კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი, ორი გამოჩენილი ქართველი მანდილოსანი, მიუგზავნა. შეთანხმება ურთიერთ დათმობით გახდა შესაძლებელი.

დარბაზის უფლეის გაფართოეა. თუმცა „კარავის“ დაარსება უარყოფილ იქნა, მაგრამ თამარ მეფემ დარბაზის „თანადგომის“, ესე იგი სახელმწიფო საქმეების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის განსაკუთრებული უფლება აღიარა. ამ დროიდან მოყოლებული, დიდი თანამდებობის პირთა დანიშვნის შესახებ თამარის ისტორიკოსი ყოველთვის ასე ამბობს: „თანადგომითა და ერთნებობითა დიდებულთა“ თამარმა დაამტკიცა ესა და ეს პირიო.

ამგვარად, საქართველოს მეფის ხელისუფლება სახელმწიფო დარბაზის „თანადგომითა და ერთნებობით“ თვალსაჩინოდ იქნა შეზღუდული. საქართველოს სახელმწიფო წესწყობილებაში მომხდარი ეს დიდად მნიშვნელოვანი ცვლილება იმ ცვლილების წინამორბედსა და ანალოგიურ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც მე-13 საუკუნის დამდეგს ინგლისში მოხდა, სადაც „თავისუფლებათა დიდი ქარტიის“ („მაგნა ხარტა ლიბერტატუმ“) შექმნით ინგლისის მეფის ხელისუფლება შეიზღუდა.

_______________

1. მეჭურჭლეთუხუცესი - ფინანსთა მინისტრი.

11.3 § 67. შინაური მდგომარეობა თამარის მეფობის დასაწყისში

▲back to top


დიდგვარიანი აზნაურები და მათი ცალკე ჯგუფები ამის შემდეგაც არა ერთხელ გამოსულან თამარის წინააღმდეგ. ისინი თამარის პირად ცხოვრებაშიაც ერეოდნენ. ასე, როცა თამარის ქმრის საკითხი დადგა, ისინი საქმროდ უფრო ისეთ კაცს ეძებდნენ, რომელიც მათთვის იქნებოდა გამოსადეგი. პირველი ქმარი თამარს მისი სურვილის წინააღმდეგ მოუყვანეს.1185-86 წელს, სახელმწიფო დარბაზის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ-კავკასიიდან ჩამოიყვანეს და თამარს შერთეს სუზდალის რუსეთის მთავრის ანდრია ბოგოლუბსკის შვილი გიორგი. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც გიორგის პიროვნების უარყოფითი თვისებები გამომჟღავნდა, ის საქართველოდან გააძევეს. გიორგი ბიზანტიაში წავიდა.

1189 წელს თამარმა მეორედ იქორწინა. თამარის მეორე ქმარი იყო დავით სოსლანი. დავითი ოსეთის მეფისწული და ბაგრატიონთა შთამომავალი იყო და თამარის მამიდასთან, რუსუდანთან, იზრდებოდა. დავითისგან თამარს ორი შვილი ეყოლა: უფროსი - გიორგი ლაშა და უმცროსი - რუსუდანი.

მაგრამ გიორგი ასე ადვილად არ შერიგებია თავის ბედს. მან ორჯერ მოაწყო აჯანყება თამარის წინააღმდეგ. პირველად გიორგი ერზერუმის გზით შემოვიდა საქართველოში. მაშინ გიორგის ისეთი დიდი ფეოდალები მიემხრნენ, როგორიც იყვნენ გუზანი, კლარჯეთისა და შავშეთის ერისთავთ-ერისთავი, ბოცო, სამცხის სპასალარი, და მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი.

ამ დიდგვარიან აზნაურებს იმედი ჰქონდათ, რომ გიორგის თავის სათამაშო ბურთად გადააქცევდნენ.

მართალია, გიორგის მომხრეებმა თავდაპირველად საქართველოს დიდი ნაწილის დაჭერა მოახერხეს და გიორგი მეფედაც გამოაცხადეს დასავლეთ საქართველოში, მაგრამ შემდეგ მათ საქმე ცუდად წაუვიდათ. თამარის ერთგულმა ჯარებმა აჯანყებულთა მთავარი ძალა გაანადგურეს ჯავახეთში, თმოგვსა და ერუშეთს შუა. როდესაც ქართლში მყოფმა მეამბოხეებმა ჯავახეთის ჯგუფის დამარცხების ამბავი გაიგეს, უბრძოლველად გაიქცნენ. გიორგის მომხრე დიდგვარიანმა აზნაურებმა თამარს წინასწარ პატიება სთხოვეს, გადმოვიდნენ და გიორგიც მოიყვანეს. თამარმა გიორგი კვლავ გააძევა, აჯანყებაში გარეულს მის მომხრეებს-კი თანამდებობა. ჩამოართვა და მათ მაგიერ თავისი ერთგული ხელისუფლები დანიშნა.

1193 წელს გიორგიმ ხელმეორედ სცადა თავისი ბედი წაღმა მოეტრიალებინა: რანში მოვიდა ათაბაგთან და იქიდან კამბეჩოვანში,ე.ი. ქიზიყში, შემოიჭრა. მაგრამ უმალვე დამარცხებულ იქნა და უკვალოდ გადაიხვეწა.

0x01 graphic

0x01 graphic

მდივან-მწიგნობრული ხელის ნიმუში თამარის მეფობიდან, ტექსტი: „ქ. ესე სახარებაი: მე ი(ოა)ნე უღირსმან საპყარმან. და მლოცველმან წ(მიდ)ისა:| დედუფლისა თამარისამან: ვიოფლე: წერით: ქალაქსა შინა კონსტანტინოპოლისა ლ(ო)ცვა ყავთ | ყ(ოვე)ლთა“.

ვანის სახარება საქ. მუ. ხელნაწერთა გან.

11.4 § 68. საგარეო ომები თამარის მეფობაში

▲back to top


ოთხმოცდაათიანი წლების დამდეგისათვის შინაური მდგომარეობა საქართველოში უკვე დაწყნარებული იყო. ეხლა იწყებოდა ისეთი დიდი საგარეო ომები, რომ მათი მსგავსი საქართველოს ცოტა ახსოვდა.

შამორის ომი. მეზობელი მაჰმადიანი მმართველები დროგამოშვებით ცდილობდნენ, რომ საქართველოსაგან შემოერთებული ადგილები ისევ უკან დაებრუნებინათ. ირანის ადარბადაგანის ათაბაგი აბუბექრი შარვანს შეესია. ამ დროს შარვანში საშინელი მიწისძვრაც მოხდა. აღსართან შარვან-შაჰმა აბუბექრს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და თამარს დახმარება სთხოვა. რაკი ის საქართველოს ყმადნაფიცი იყო, საქართველოს მთავრობამ დახმარება საჭიროდ იცნო.

საქართველოსა და ათაბაგის ჯარებს შორის დიდი ბრძოლა მოხდა 1195 წელს, ციხე-ქალაქ შამქორთან. მტერი საშინლად დამარცხდა და ათაბაგმა გაქცევით ძლივს უშველა თავს. ქართველებს დიდძალი საშოვარი ჩაუვარდათ ხელში, შამქორი-კი თამარმა თავის ყმადნაფიცებს გადასცა.

შამქორის შემდეგ საქართველოს ჯარმა ქალაქი განძაც დაიმორჩილა.

რილი ლაშქრობაი. დიდ ომებს შორის ქართველი ჯარები განუწყვეტლივ ლაშქრობდნენ საქართველოს მეზობელ თემებში, იქ მდგარ თურქებს ანადგურებდნენ, იბრუნებდნენ მტრისაგან მიტაცებულს უშორეულეს ქართულ ციხე-ქალაქებს და ახალ ქვეყნებსაც საქართველოს მეფეს უმორჩილებდნენ. ასე მოხდა გელაქუნისა (სევანის) და დვინის თემებში და ჭოროხის ხეობის ზემო ნაწილში.

შავი ზღვის სააპიროების დაპყრობა და ტრიზოის სამეფოს დაარსება. 1204 წელს თამარი იძულებული გახდა საქართველოს ჯარის მოქმედება უფრო შორეულ მანძილზე გადაეტანა. იმ ხანებში უცხოეთიდან ჩამოსულს ქართული სავანეების წარმომადგენლებს თამარ მეფემ დიდი ქონებრივი შეწირულება გადასცა, მაგრამ ბიზანტიის კეისარმა უკან დაბრუნებულს ქართველ ბერებს ეს ფული ჩამოართვა და დაისაკუთრა. ასეთი საქციელის დასასჯელად, თამარმა საქართველოს მხედრობა ბიზანტიის იმ სანაპიროს შეუსია, რომელიც საქართველოს მოსაზღვრე იყო და რომელშიც ქართველი ტომები, ლაზები ანუ ჭანები, ცხოვრობდნენ. ამ ლაშქრობის დროს საქართველოს ჯარმა დაიპყრო მთელი ლაზისტანი, ტრაპიზონი, სამსონი, სინოპი, კერასუნტი, აიღო კოტიორა და ერაკლიამდე მიაღწია. დაპყრობილი სანაპირო საქართველოს მთავრობამ ბიზანტიას ჩამოართვა და ცალკე სამეფოდ გადააქცია, რომელშიც თამარმა შთამომავლობით ბერძენი უფლისწული, დედის მხრით თავისი ნათესავი და საქართველოში გაზრდილი ალექსი კომნენოსი გაამეფა.

0x01 graphic

მდივან-მწიგნობრული ხელის ნიმუში თამარის ეფობიდან. ტექსტი:
„ღ(მრ)თისა სწორსა მეფეთა მეფესა თამარს და მათ მიერ“....

ამნაირად, ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს მეზობლად თვით საქართველოს წყალობითვე შექმნილი დიდი სამეფო გაჩნდა, რომელიც ქართველი ტომითაც იყო დასახლებული და პოლიტიკურადაც საქართველოს სახელმწიფოსთან იყო უმჭიდროესად დაკავშირებული. ტრაპიზონის საკეისროში საქართველოს გავლენა იყო გაბატონებული.

არის (არსის) აა. 1204-5 წელს საქართველოს ჯარმა ჯერ ხლათი დალაშქრა, შემდეგ მანაზკერტი და არჭეში. ამავე ხანებში თამარმა თავისი ჯარი კარის (ყარსის) ციხე-ქალაქის ასაღებად გაგზავნა. გარემოცვა კარგა ხანს გაგრძელდა, მაგრამ მაინც საქართველოს ჯარის სრული გამარჯვებით დამთავრდა. კარის ციხეს სამხედრო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც სამხრეთიდან საქართველოში მომავალს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას ჰკრავდა. თამარმა კარის ციხე-ქალაქი უშუალოდ სამეფო ტახტს დაუმორჩილა.

ასიაის ომი. საქართველოს ძლევამოსილობის ხმა მთელს მახლობელ აღმოსავლეთს მოედო. ეს ამბები მაჰმადიან მფლობელებში დიდ შეშფოთებას იწვევდა. ყველაზე მეტად რუმის სულტანი რუკნადინი იყო აღშფოთებული. რუმის სასულტნო ძლიერი თურქული სამეფო იყო, რომელიც დღევანდელი თურქეთის ფარგლებში მდებარეობდა, რუკნადინმა მეზობელი ყველა მაჰმადიანური სამფლობელოს უფროსებთან გააბა მოლაპარაკება, რომ შეერთებული ძალით საქართველოს წინააღმდეგ გამოელაშქრათ.

მოკავშირეებმა რომ 400 ათასი ჯარისკაცისაგან შემდგარ ლაშქარს მოუყარეს თავი, რუკნადინმა თამარ მეფეს მუქარით სავსე, ბრიყული წერილი გამოუგზავნა, რომელშიც წინადადებას აძლევდა მას, უბრძოლველად დამემორჩილეო. საპასუხოდ თამარმა ბრძანება გასცა ჯარის შეყრის შესახებ. ეს განკარგულება სისწრაფით იქნა ასრულებული, და რუკნადინის I უკან მიმავალ ელჩს საქართველოს მთელი ლაშქარი კვალდაკვალ დაედევნა.

შეტაკება მოხდა საქართველოს ყველაზე სამხრეთით მდებარე თემში, ბასიანში (ერზერუმის მახლობლად). თავდაცვითი ბრძოლის მაგიერ ქართველებმა თავდასხმის ტაქტიკა არჩიეს და მტერს შეუტიეს. თურქები იმდენად სჭარბობდნენ რიცხვით ქართველებს, რომ პირველი სისხლის-მღვრელი ბრძოლის შემდეგ ქართველების მოწინავე რაზმი, რომელსაც სახელგანთქმული სარდლები მეთაურობდნენ - ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი, ძმები შალვა და ივანე ახალციხელები და სხვები - შედრკა და უკან დაიხია. მაგრამ მალე ქართველებმა, მეფე დავით სოსლანისა და ზაქარია მხარგრძელის წინამძღოლობით, მოუარეს თურქებსა და გვერდიდან დაჰკრეს. მტრის უზარმაზარი ლაშქარი აირია და გაიქცა. თურქები ისე სასტიკად დამარცხდნენ, რომ თვით რუკნადინი ტყვეობას ძლივს გადაურჩა. მათი დროშები, მთელი ქონება, რაც-კი თან ჰქონდათ, და მრავალი ტყვე საქართველოს ლაშქარს ჩაუვარდა ხელში.

ამ გამარჯვებამ საქართველოს ჯარის უძლეველობის სახელი განამტკიცა აღმოსავლეთში.

ლაშა იორის გაეფეა ლაშრობაი სპარსეთში. 1207 წელს თამარის მეუღლე დავითი გარდაიცვალა და თამარმა სამეფო ტახტზე თანამმართველად თავისი თორმეტი წლის ვაჟი გიორგი ლაშა აიყვანა. საგარეო ლაშქრობა გრძელდებოდა. 1208-1209 წელს არჭეში იქნა აღებული. 1208 წელსვე აღდგომა დღეს, როდესაც რიჟრაჟზე ქალაქის კარები გაღებული იყო, არდაველის (ირანში) სულტანი ანისს შეესია, ეკლესიებში მყოფი ხალხი ამოხოცა და ისევე სწრაფად, როგორც შემოიჭრა, ირანში დაბრუნდა. მოახსენეს თუ არა თამარს ამ კადნიერი შემოსევის ამბავი, მან საპასუხო დამსჯელი ლაშქრობა ბრძანა. იმავე წესით, როგორც ანისი იყო დარბეული, დარბეულ და აწიოკებულ იქნა არდაველიც, ხოლო არდაველის სულტანი სიკვდილით დასაჯეს.

ამ გალაშქრებამ ქართველ მხედართმთავრებს ირანის სრული უმწეობის სურათი გადაუშალა. ისინი დარწმუნდნენ, რომ ირანის დაპყრობა ძნელი საქმე აღარ იყო. 1210 წელს ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელისა და სხვა მაღალი მოხელეების თხოვნით სახელმწიფო დარბაზმა და თამარ მეფემ ირანში ლაშქრობა დაასკვნეს.

საქართველოს მრავალრიცხოვანი მხედრობა ირანისაკენ გაემართა. ზედიზედ აღებულ იქნა ირანის ცნობილი ქალაქები მარანდი, თავრეჟი (თავრიზი), მიანა, ზენგანი (ზენჯანი) და ყაზვინი. დასასრულ, ქართველმა ჯარმა რომ-გურსაც-კი მიაღწია, მაგრამ ეხლა მას იმდენი ნაშოვარი ჰქონდა დაგროვებული, რომ ლაშქრობის გაგრძელება შეუძლებელი შეიქნა.

11.5 § 69. ქართული სახელმწიფოებრიობა თამარის მეფობაში, მთიელების აჯანყება

▲back to top


0x01 graphic

ლაშა გიორგი.
ბეთანიის ფრესკა
. საქ. მუ. ისტ. გ.

საგარეო ომების საერთო შედეგეი. თამარის მეფობის თითქმის ოცი წლის განმავლობაში განუწყვეტელი, დიდი და წვრილი, ომები წარმოებდა. ამ ომებს დიდი საშოვარი სდევდათან, ჯარი დავლითა და ალაფით დატვირთული ბრუნდებოდა შინ. გასაგებია, რომ მდიდრდებოდნენ უმთავრესად ფეოდალები, და მათს ამყოლს შინა-ყმებსაც ცოტა რამ ერგებოდათ ხოლმე.

ქვეყნისათვის ამ ომებს ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მათ საქართველო და მისი მეზობელი მხარეები გასწმინდეს უფრო დაბალი კულტურის მქონე, მოძალადე უცხოელებისაგან - უმთავრესად, თურქებისაგან, - და ხელი შეუწყვეს საქართველოს დიდი და ძლიერი სახელმწიფოს შექმნას. ამ სახელმწიფოში დამყარდა წესრიგი, რომელიც საჭირო იყო ვაჭრობისადა ხელოსნური წარმოების განვითარებისათვის. იმ ვრცელ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა, მეურნეობის მრავალნაირი დარგი არსებობდა და სხვადასხვა რაიონები ერთმანეთსუკავშირდებოდნენ გაცვლა-გამოცვლის მიზნით.

თამარის მეფობის დასასრულისათვის საქართველოს სამეფოში უკვე ბევრი არაქართველი ეროვნება შემოდიოდა. საქართველოსაგან დამოკიდებული გახდა მთელი ჩრდილოეთი კავკასია, აღმოსავლეთი ამიერ-კავკასია, სამხრეთის ანუ ირანის ადარბადაგანი, მთელი სომხეთი და შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროები.

არაართული პროვინციების სახელწიფრივი მოწყო. არაქართველი მოსახლეობის მიწა-წყლის შემოერთებასთან ამ ქვეყნების სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი იყო დაკავშირებული. ამ მხრივ საქართველოში ორგვარი წესი არსებობდა: ან უშუალო შემოერთება, ან ყმადნაფიცობა (ვასალური დამოკიდებულება). პირველ შემთხვევაში შემოერთებული ქვეყანა საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა უშუალოდ, მეორე შემთხვევაში-კი შემოერთებული ქვეყანა საქართველოს მეფის ყმას, ადგილობრივ მფლობელს ექვემდებარებოდა. ჩრდილოეთ-კავკასიის სამთავროები საქართველოს სახელმწიფოს ყმადნაფიცები გახდნენ. თუმცა შარვანი და რანი თავდაპირველად უშუალოდ შემოერთებულ იქნენ, მაგრამ შემდეგ ეს ქვეყნებიც ყმადნაფიცობის წესზე იყვნენ მოწყობილნი, სამხრეთით მდებარე მაჰმადიანთა სამფლობელოებიც აგრეთვე საქართველოს ყმადნაფიცებად იყვნენ ქცეულნი, ყოფილი სომხეთის სამეფოს სომეხთა მიერ დასახლებული ტერიტორია-კი საქართველოს ხელმწიფის უშუალო სამფლობელო და კუთვნილება გახდა.

სომხურ თემებში დამყარებული წესის განსხვავება იმით აიხსნება, რომ როდესაც იქ საქართველოს სახელმწიფოებრიობა შედიოდა, თითქმის მთელი საუკუნით ადრე იქ სომხური ხელისუფლება უკვე მოსპობილი იყო და საქართველო ამ ტერიტორიას მაჰმადიან მმართველებს ართმევდა. ადგილობრივი სომხური ხელისუფლება, რომელთანაც ყმადნაფიცობის დამოკიდებულების დამყარება შესაძლებელი ყოფილიყო, არ არსებობდა. საქართველოს მთავრობა, მეტადრე თამარის ხანაში, სომხეთში მაინც ძალიან ფრთხილად და წინდახედულად მოქმედებდა: სომხური თემების მმართველად ისეთ პირებს ნიშნავდა, რომელნიც ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო ახლო იყვნენ თავისი სარწმუნოებითა თუ წარმოშობით.

საართველოს მთავროის რელიგიური პოლიტია. საქართველოს სამეფოში არა მარტო ბევრი სხვადასხვა ეროვნება, არამედ ბევრი სხვადასხვა სარწმუნოებაც იყრიდა თავს. მართლმადიდებელი ქრისტიანების გარდა, საქართველოს სახელმწიფოში იყვნენ მონოფიზიტი სომხებიცა და მაჰმადიანებიც - სპარსელები, თურქები და არაბები. ამიტომ იყო რომ საქართველოს მთავრობა, დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული, სარწმუნოებრივი შემწყნარებლობის (ლმობიერების) პოლიტიკას მისდევდა.

ამ პოლიტიკის ნიმუშია ერთი შემთხვევა, რომელიც საშუალო საუკუნეებისათვის სრულიად უჩვეულო ამბავი იყო. ორს სომხურ მონასტერს შორის დავა ატყდა ძვირფასი ოქროს ჯვრის გამო. ამ დავის გასარჩევად საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ, მწიგნობართუხუცესმა, საგანგებო სასამართლო გამოჰყო, რომლის წევრებად მოწვეული იყვნენ როგორც სომეხი, ისევე ქართველი სამღვდელო პირები. ესეც გაუგონარი ამბავი იყო, რამდენადაც საკითხი სომეხთა ეკლესიას ეხებოდა მხოლოდ, მაგრამ ამაზე უფრო საყურადღებო ის არის, რომ ამავე სასამართლოს სრულუფლებიან მსაჯულ წევრებად დანიშნული იყვნენ თბილისისა და განძის ცნობილი ყადიები (მაჰმადიანთა სჯულის მეცნიერნ)!

ამიტომაც არის, რომ საქართველოში მყოფი მაჰმადიანები, თვით არაბულ-სპარსული იმდროინდელი ისტორიული წყაროების ცნობებით, თავისთავს ბევრ მუსლიმან სახელმწიფოს ქვეშევრდომებზე უკეთესად გრძნობდნენ.

საზგადოებრივი ურთიერთოა. მე-12 საუკუნის საქართველო, როგორც ვიცით, ფეოდალური ქვეყანა იყო. ფეოდალური ურთიერთობა აქ სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და სულ უფრო და უფრო მეტ ხალხს აბამდა თავის უღელში. სახელმწიფოც ხელს უწყობდა ფეოდალიზმის განმტკიცებას.

ფეოდალური ურთიერთობის ზრდა იწვევდა ხალხის ბრძოლას ფეოდალების წინააღმდეგ, თავისი ფეოდალური ვალდებულებების გადიდების წინააღმდეგ. ამ ბრძოლის ერთ-ერთი გამოხატულება იყო დიდი აჯანყება აღმოსავლეთ საქართველოს მთებში, თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში.

აქაური მთიელები, ფხოველები (დღევანდელი ფშავ-ხევსურების წინაპრები) და დიდოელები, გადასდგომიან საქართველოს მთავრობას და სრული ურჩობა გამოუცხადებიათ. აჯანყება ისე გაფართოებულა, რომ თამარი იძულებული გამხდარა მთაში დიდი ჯარები გაეგზავნა ამირსპასალარ-ათაბაგის ივანე მხარგრძელის მეთაურობით. ივანე ათაბაგმა სამი თვე მოანდომა მეამბოხეებთან ბრძოლას და დიდი სისასტიკით ჩააქრო იგo.

11.6 § 70. ლაშა გიორგის (გიორგი მეოთხის) მეფობა

▲back to top


20 წლის იყო გიორგი ლაშა 1213 წელს, როდესაც მისი სახელოვანი დედა გარდაიცვალა.

ჭაბუკ მეფეს უზარმაზარი სახელმწიფოს მართვა-გამგეობა ხვდა წილად.

გიორგი ლაშა მამაცი, რაინდული სულისკვეთებისა და თავისუფალი აზროვნების კაცი იყო, მაგრამ ამასთან ერთად მას ჟინიანი და აჩქარებული ხასიათი ჰქონდა.

0x01 graphic

მდივან-მწიგნობრული ხელის ნიმუში, თამარის მეფობაში, 1190 წელს
გაცემული საბუთიდან.

საქ. მუზ. ხელინაწერა განყოფილება.

ბრძოლა გაძის ათააგთან და სხვა ყმადაფიცეთან. ლაშას მეფობა განძის ათაბაგის განდგომით დაიწყო. მეფემ დაუყოვნებლივ გაილაშქრა ურჩი ყმადნაფიცის წინააღმდეგ. ათაბაგი თვით ქალაქში გამაგრდა. ქართველი ჯარი გარს შემოადგა განძას, მაგრამ განძა ძლიერი სიმაგრე იყო და გარემოცვა გაგრძელდა. გიორგი ლაშას ხასიათი-კი ასეთ ბრძოლას ვერ ურიგდებოდა და თავისი სარდლების უცნობელად იგი მცირე რაზმით მთავარ ბანაკს დაშორდა, პირდაპირი იერიშისათვის ნიადაგის მოსასინჯად.

განძელებს მეფის ეს მოძრაობა არ გამოჰპარვიათ, დიდი ჯარით ციხიდან გამოვიდნენ, თავს დაესხნენ ლაშა გიორგის და სასტიკი ბრძოლა აუტეხეს. მართალია, ბოლოს მეფის რაზმმა გაიმარჯვა, მაგრამ ამ ბრძოლას ორივე მხრიდან დიდძალი მსხვერპლი შეეწირა.

ამ შემთხვევით შეშფოთებულმა ივანე ათაბაგმა და სხვა მხედართმთავრებმა მეფეს განუცხადეს, რომ თუ მომავალში ასეთი რამ კიდევ მოხდება, შენს სამსახურს თავს დავანებებთ და სამეფო დარბაზსაც ჩამოვშორდებითო. მეფე ცხენიდან ჩამოხტა და ბოდიში მოიხადა.

გარემოცვა გაგრძელდა და განძის ათაბაგი იძულებული გახდა შენდობა ეთხოვა და ძველებურად ხარკის ძლევა ეკისრა.

შემდეგ ლაშას მოუხდა ლაშქრობა ნახჭავნის, ხლათისა და კარნუ-ქალაქის (ერზერუმის) წინააღმდეგ, ამ ქვეყნების ყმადნაფიცობის შემოსამტკიცებლად.

როის აპის მომართა. მორჩა თუ არა ამ საქმეებს, სწორედ ამ დროს დასავლეთ ევროპიდან გიორგი ლაშას რომის პაპის ჰონორიუსის წერილი მოუვიდა. პაპი სთხოვდა, ევროპის ქრისტიანულ სახელმწიფოთაგან განზრახულ ჯვაროსანთა ომში საქართველოსაც მიეღო მონაწილეობა და ჯვაროსანთათვის პალესტინაში მაჰმადიანთა წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება გაეადვილებინა.

გიორგიმ სიამოვნებით განაცხადა თანხმობა და სამზადისსაც შეუდგა, მაგრამ მოულოდნელად მთელი ეს გეგმა ჩაიშალა: თვით საქართველოს საზღვარზე გამოჩნდა ახალი, მანამდე სრულებით უცნობი მტერი. ეს მტერი მონღოლები იყვნენ.

მოღოლეის პირველი გამოჩე. მონღოლები ანუ თათრები აქ ხვარაზმელებთან ბრძოლამ მოიყვანა. ხვარაზმ-შაჰის მუჰამედის დევნაში მონღოლთა ერთმა მოწინავე რაზმმა საქართველოს საზღვრებს მოაღწია. მათ თავისი მბრძანებლის ჩინგიზ-ხანისაგან ცნობების შეგროვება და დარუბანდის გზით უკან დაბრუნება ჰქონდათ დავალებული. ამ რაზმს, რომელიც 20.000 მეომრისაგან შესდგებოდა, ჯებე და სუბუდაი მეთაურობდნენ.

გიორგი ლაშამ სასწრაფოდ ჯარი შეაგროვა და მონღოლებს თავს დაესხა. მონღოლებმა თავისი ჩვეულებრივი ხერხი იხმარეს, განზრახ უკანდაიხიეს იმ ადგილისაკენ, სადაც ერთი თავისი რაზმი წინასწარ ჩასაფრებული ჰყავდათ, ქართველები ხაფანგში გააბეს და დაამარცხეს კიდევაც ეს მოხდა 1220 წელს.

ერთი წლის შემდეგ მონღოლები ისევ მოვიდნენ, მაგრამ ამ დროისათვის საქართველოს უკვე საკმაო სამხედრო ძალა ჰყავდა თავმოყრილიდა, როდესაც მონღოლებმა ეს გაიგეს, საქართველოს უბრძოლველად გაეცალნენ, მთები გადალახეს და თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ.

საქართველოში ამ ამბებისათვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ. ამ ახალგამოჩენილი ხალხის სახელიც კი არ იცოდნენ მაშინ ჩვენში. 1222 წელს გიორგი ლაშა გარდაიცვალა.

11.7 § 71. საქართველოს სამეურნეო მდგომარეობა მე-12 საუკუნეში

▲back to top


სოფლის მეურეობა. მე-12 საუკუნის საქართველოში სოფლის მეურნეობა ძალიან მაღალ საფეხურზე იდგა, რამდენადაც ეს, რა თქმა უნდა, ფეოდალურ ხანაშია შესაძლებელი. ფართოდ იყო განვითარებული მემინდვრეობა (თავთავიანი კულტურების მოყვანა), მებოსტნეობა და მებაღეობა, მევენახეობა, მესაქონლეობა.

მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით და მეურნეობის გაძლიერების მიზნით, თამარის ბრძანებით, ორი დიდი სარწყავი არხი იქნა გაყვანილი. ერთ მათგანს, ალაზნის არხს, 119 კილომეტრის სიგრძე ჰქონდა და 53 000 ჰექტარ მიწას რწყავდა, მეორეს, სამგორის არხს, 20 კილომეტრი ჰქონდა სიგრძე. ამავე ხანაში წყალსადენების გაყვანასაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. მაგალითად, 1202 წელს ანტონ მწიგნობართუხუცესმა შიო-მღვიმის უდაბნოს სოფელ სხალტბიდან, 7 კილომეტრის სიშორეზე, წყალსადენი გაუყვანა, რომელიც ამ სავანეს დღეღამეში 243.000 ლიტრს წყაროს წყალს აწვდიდა. როგორც არხები, ისევე წყალსადენი მაშინდელი ქართული ჰიდროტექნიკური ცოდნის მაღალი დონის დამამტკიცებელია.

ელოსნური წარმოეა და აღე-მეცემა. ძალიან განვითარდა იმდროინდელ საქართველოში ხელოსნური წარმოება. საშუალო საუკუნეებში ცნობილი ხელოსნობის ყველა დარგი იყო მაშინ საქართველოში წარმოდგენილი.

ხელოსნური წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარება და მრავალფეროვნება ამ დიდი სახელმწიფოს სხვადასხვა რაიონებში იწვევდა ვაჭრობა-აღებ-მიცემის გაცხოველებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ვაჭრობას გზებისა და ხიდების მშენებლობა სდევდა თან. ჩვენ ვიცით, რომ უკვე დავით აღმაშენებელი ზრუნავდა მიმოსვლისა და სავაჭრო გზების გაუმჯობესებაზე. მე-12 საუკუნის ერთი ასეთი ნაგებობის ნაშთი, ბასლათის ხიდი აფხაზეთში, დღევანდლამდისაც დაცულია.

თამარმა მესხეთის საქართველოს შუაგულთან და დედაქალაქ თბილისთან დასაკავშირებლად (მესხეთი საქართველოსთვის მარცვლეულის ნამდვილ ბეღელს წარმოადგენდა და საუცხოო საზაფხულო საძოვრების მქონებელიც იყო), პირდაპირი უმოკლესი გზა გააყვანინა თრიალეთზე, გზაზე საქარავნო ფუნდუკები (სასტუმროები) ააშენა, რომ მგზავრებს იქ თავის შეფარება, საჭმელ-სასმელისა და პირუტყვისათვის საკვების შოვნა შესძლებოდათ.

ქართველ ვაჭრებს მაშინ ისეთ შორეულ ქვეყნებთან ჰქონდათ სავაჭრო ურთიერთობა, როგორც იყო ეგვიპტე სამხრეთით და რუსეთი - ჩრდილოეთით. ეგვიპტიდან - ალექსანდრიიდან, მაგალითად, საუკეთესო ღირსების მატყლი მოჰქონდათ. თვით საქართველოდან ბამბა, მატყლი, აბრეშუმი, ტანისამოსი, ხალიჩები, ქურქები, სინდიყი (ვერცხლის წყალი) გაჰქონდათ, ცხენები და ჯორები გაჰყავდათ. საქართველოს საექსპორტო ვაჭრობის ერთ-ერთ საგანს საუცხოო ოქროქსოვილებიც შეადგენდა, ნავთიც კი მიჰქონდათ აქლემებითა და გემებით საქართველოს სახელმწიფოდან.

ხელოსნობისა და ვაჭრობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა ქალაქები და საქალაქო ცხოვრებაც. გაძლიერდა ძველი ქალაქები, გაჩნდა ბევრი ახალიც. ქალაქების სიმრავლეს მოწმობს ის ფაქტი, რომ მარტო ერთი ფეოდალის სამფლობელოში იმ დროს 15 ქალაქი ითვლებოდა. იმდროინდელი ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, დმანისი, ანისი, სამშვილდე, ფოთი, ცხუმი (დღევანდელი სოხუმი), მანგლისი, ახალქალაქი, ახალციხე, გორი და ბევრი სხვა.

0x01 graphic

XII ს. იდი ქართული ასომთავრული წარწერით
მდ. ბასლათაზე (სოხუმის მახლობლად).
ქარ. ხულოვნებს ის. სექტ.

საელმწიფო სეი. საქართველო იმ დროის კვალობაზე მდიდარი ქვეყანა იყო. საკუთრივ საქართველოს (ყმადნაფიცი ქვეყნების გარდა) ყოველწლიური სახელმწიფო ფულადი შემოსავალი 3.750.000 ოქროს მანეთს უდრიდა. ამავე ხანაში მცირე აზიის შემოსავალი 2.475.000 მანეთს, არაბული ირაყის - 2.250.000 მანეთსა და საკუთრივ სპარსეთის - 2.153.460 მანეთს შეადგენდა მხოლოდ. დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდანაც ინგლისის მეფის შემოსავალი 1300 წელს 4.000.000 ოქროს ფრანკს, ხოლო საფრანგეთისა 1311 წელს 3.000.000 ფრანკს არ აღემატებოდა. საქართველოს შემოსავლის აღნიშნული თანხა მხოლოდ ფულადი შემოსავალია. ამას გარდა მას ნატურით დაწესებული გადასახადების შემოსავალიც ჰქონდა.

11.8 § 72. საქართველოს კულტურული ვითარება მე-12 საუკუნეში

▲back to top


საქართველოს სამეურნეო და სახელმწიფოებრივი გაძლიერება მე-12 საუკუნეში ის საფუძველი იყო, რომელზედაც აყვავდა ძველი ქართული, ფეოდალური ხანის, კულტურა.

მე-12 საუკუნის ქართული კულტურა წინამორბედი პერიოდების ქართულივე კულტურის ბუნებრივი განვითარება იყო.

0x01 graphic

წყაროსთავის სახარების ყდა, ოქრომქანდაკებლის
ბექა ოპიზარის ნამუშევარი, 1195 წ.

მეციერული მწელობა. ამ საუკუნის გამოჩენილი ქართველი მწერლებისა და ფილოსოფოსების, როგორიც იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი, მოღვაწეობა მე-12 საუკუნეს აკავშირებს მე-11 საუკუნესთან. ამ ფილოსოფოსების მიერ ჩატარებულმა ბრძოლამ აზროვნებისა და სამეცნიერო კვლევა-ძიების თავისუფლებისათვის ღრმა კვალი დააჩნია იმდროინდელი ქართველი საზოგადოების შეგნებას, განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ მხრივ იოანე პეტრიწს, რომლის მოღვაწეობა ჯერ ბიზანტიაში, პეტრიწონის ქართველთა მონასტერში დაიწყო, შემდეგ კონსტანტინოპოლში მიმდინარეობდა, სულ. ბოლოს-კი საქართველოში იყო გადმოტანილი. ღრმა ცოდნაზე დამყარებული სამაგალითო, ზედმიწევნითი თარგმანების გვერდით, მათ საუცხოო საკუთარი კომენტარები და ზოგადი მოძღვრების შემცველი დებულებებიც შეჰქმნეს.

გაიფურჩქნა ამ ხანაში აგრეთვე ქართული საისტორიო მწერლობაც, ამ დროს არის დაწერილი ისეთი წარჩინებული საისტორიო ნაშრომები, როგორიცაა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ბრწყინვალე თხზულება და თამარ მეფის სამი ისტორიკოსის შესანიშნავი ნაწარმოებები. სახელმწიფო ამბებს გარდა, ამ ავტორებს საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ამბებიც არ ავიწყდებოდათ. შინაარსის მრავალფეროვანება და თვით საისტორიო წერის მაღალი ტექნიკა ამ ნაშრომებს პირველხარისხოვან საისტორიო ძეგლებად ხდის.

ოური კულტუული ნაკადები მე-12 საუნის საართველოში. ძველი ქართული კულტურის გარდა, ფეოდალურ საქართველოს ელინური კულტურის მემკვიდრეობაც საკმაოდ ჰქონდა შეთვისებული. ბერძნულის საფუძვლიანმა ცოდნამ ქართველ მეცნიერებს საშუალება მისცა ბერძნული თხზულებები დედანში წაეკითხათ. მე-12 საუკუნის ქართული კულტურის თავისებურებას, დასავლეთის იმდროინდელ კულტურასთან შედარებით, ის წარმოადგენს, რომ, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიჯნაზე მდებარე ქვეყანას, საქართველოს საშუალება ჰქონდა, დასავლური ქრისტიანული კულტურის გარდა, ისლამობის ნიადაგზე შექმნილს ახალს, მეტად თავისებურსა და მრავალფეროვანს, არაბულ-სპარსულ კულტურასაც გასცნობოდა. ქართველი ერი სარწმუნოებრივად მისთვის ამ დაშორებულსა და თითქოს უცხო კულტურას, როგორც ცხოველმყოფელ წყაროს, დაეწაფა, შეითვისა და ამით თავისი მწერლობა და ხელოვნება გაამდიდრა.

მუსიკა და პოეზია. ქართველ ხალხს უძველესი დროიდანვე თავისი მდიდარი ხალხური პოეზია და მრავალფეროვანი ხმიერი და საკრავიანი მუსიკა ჰქონდა, ისევე როგორც სახიობაც. ქართული ხალხური მუსიკის მნშვნელობა აღნიშნულია უკვე „დაბადებაში“, სადაც ქართველთა წინაპარზე ნათქვამია: „ესე იყო გამომაჩინებელ საფსალმუნისა და ებნისა“-ო. მკაცრი ქრისტიანულ-ასკეტიკური მოძღვრება ხალხური შემოქმედების ამდარგებს სდევნიდა, მაგრამ მათ თანდათანობით თავისი ძალა კვლავ მოიკრიფეს და უკვე მე-10 საუკუნისათვის ქართული საერო მწერლობის განახლების დასაწყისი მკაფიოდ საგრძნობი გახდა.

0x01 graphic

რუსთაველის ეპოქის
ქართული მინანქრის (ემალის) ნიმუშები.

0x01 graphic

შოთა რუსთაველი.
უჩა ჯაფარიძის ნახატი

მე-11 - მე-12 საუკუნეებში ამ საერო მწერლობის მნიშვნელობა და გავლენა სწრაფად იზრდება. პირველ ხანებში მაჰმადიანთა საერო მწერლობის ჰანგების მიმბაძველობით შეფერადებული, თანდათანობით ის დამოუკიდებელი შემოქმედების გზას ადგება. ამ მხრივ ქართული „ვისრამიანი“-ა საყურადღებო, რომელიც ამავე სახელწოდების მქონე ლექსად დაწერილს სპარსულ რომანს არაფრით ჩამოუვარდება, იმისდა მიუხედავად, რომ ქართველ ავტორს თავისი თხზულება პროზად აქვს დაწერილი. იოანე შავთელის „აბდულ მესია“ და ჩახრუხაძის ხოტბანი ხომ მაშინდელი საქართველოს მაღალხარისხოვანი კულტურის გამოხატველია. ასეთ თხზულებათა გაგება მხოლოდ ფართო და ღრმა განათლების მქონე საზოგადოებას შეეძლო. იმავე დროს უმაღლესი ლექსთა წყობა, რომლის მაგალითებიც მათი ნაწარმოების ყოველ სტრიქონში განსაცვიფრებელი ოსტატობით არის მიმობნეული, მხოლოდ უაღრესად დახელოვნებული პოეტისათვის იყო მისაწვდომი.

0x01 graphic

ბექა ოპიზარი. ანჩის-ხატის გვერდის ჩარჩოს მოჭედილობა.
შ. ამირააშვილის გამოცეით.

„ვეფხისტყაოსაი“. მარტო შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილება „ვეფხისტყაოსანიც“, სხვაც რომ არაფერი გვქონოდა შემორჩენილი, მაშინდელი ქართული მხატვრული მწერლობის მაღალი დონის საბუთად კმარა. შოთას „ვეფხისტყაოსანი“ არაჩვეულებრივი მოვლენაა იმდროინდელი როგორც აღმოსავლეთისა, ისევე დასავლეთის მწერლობისათვის. პირველი სტრიქონიდან მოყოლებული დასასრულამდე ეს ქმნილება მომჯადოებელ შთაბეჭდილებას სტოვებს მკითხველზე თავისი სწორუპოვარი ლექსის მუსიკალობით, სრულყოფილი აღნაგობით, მაღალმხატვრული შედარებებითა და ღრმა აზრებით. მთელი ნაწარმოები მარტო სიყვარულის გრძნობით: კი არ არის გამსჭვალული როგორც ეს ჩვეულებრივს რომანებში იყო ხოლმე, არამედ აქ მგოსანი და მისი გმირები დიდ საკითხებს თავს დასტრიალებენ.

შოთას მოქმედი პირები მარტო თავის ბედნიერებაზე მზრუნველი ჩვეულებრივი არსებანი არ არიან. „ვეფხისტყაოსნის“ ქალებიც ეროვნული და საზოგადოებრივი მოვალეობის შეგნებით დაჯილდოებული გმირები არიან და უკიდურესი განსაცდელის დროსაც მათ თავისი სამშობლოს ბედნიერება არ ავიწყდებათ.

საზოგადოებრივი ჰანგები, ადამიანის ბუნების იშვიათი ცოდნა და სიბრძნე განსაკუთრებით ამკობს „ვეფხისტყაოსანს“. ეს უკვდავი პოემა სამს ძირითად ჰანგზე არის აგებული: ქალისადმი რაინდული სიყვარული, გმირული თავგანწირულება, ეროვნებისა და სარწმუნოებისდა მიუხედავად ძმადნაფიცთა ერთგულება. ყოველივე ამან „ვეფხისტყაოსანი“ შოთას თანამედროვეებისთვისაც უებრო თხზულებად აქცია და ქართულ მწერლობაში იგი დღევანდლამდე სწორუპოვარ მაგალითად დარჩა.

ელოვნის სხარგები. ქართულ მხატვრულ მწერლობას გვერდს ხელოვნების სხვა დარგებიც უმშვენებდა. იმდროინდელმა ხუროთმოძღვრებამ, კედლისა და ხელნაწერების მხატვრობამ, ჭედვითმა ხელოვნებამ თუ მინანქარმა, მუსიკამაც ბევრი პირველხარისხოვანი ნაწარმოები დაგვიტოვა.

0x01 graphic

ქართული ხალხური ორნამენტი
ხეზე (მერხი, ქსნის ხეობიდან).
საქ. მუმის ენ, გან.

საკმარისია დავასახელოთ ისეთი დიდებული ძეგლები, როგორიც არის უბისის, ყინცვისის, გელათის კედლის მხატვრობა და მოზაიკა, ჯრუჭის ოთხთავი, წყაროსთავისა და ტბეთის სახარებათა, ხახულისა და ანჩის ხატების მოჭედილობა, რომელიც იმდროინდელი შესანიშნავი ქართველი ოქრომქანდაკებლების, ბექა და ბეშქენ ოპიზარების, ნახელავია.

აღსანიშნავია აგრეთვე ქართული მუსიკის დიდი დაწინაურებაც მრავალხმიანობის გაჩენასა და განვითარებასთან ერთად, საკომპოზიციო ხელოვნება ცალკე დარგად გამოიყო, ისე რომ ამ დროს საგალობლების სიტყვებისა და ჰანგის შემთხზველნი საქართველოში სხვადასხვა პირები იყვნენ. მაშინდელი ქართველი კომპოზიტორებისაგან შეთხზული ჰანგები, საკუთარი საგალობო ნიშნებით ჩაწერილი, ნაწილობრივ ჩვენ დრომდეც არის მოღწეული.

მაღალ დონეს მიაღწია ქართულმა ხუროთმოძღვრებამაც. იკორთის, სამთავროს, ბერთუბნის, ბეთანიისა და სხვა ტაძრები ამ დიდი ხელოვნების მრავალმეტყველი მოწმენი არიან, იმისდა მიუხედავად, რომ საუკუნეთა განმავლობაში ძალზე დაზიანდნენ და წინანდელი ბრწყინვალებიდან მათ ბევრი რამ უკვე დაკარგული აქვთ. მთლად კლდეში გამოკვეთილი ვარძიის მონასტერიც, მრავალი სენაკებითა და საუცხოოდ მოხატული ეკლესიით, დაანახვებს ადამიანს, თუ რამდენად ძლიერი იყო ხელოვნებისეს დარგი მაშინდელ საქართველოში.

მე-11-მე-12 საუკუნეების ქართულ ხელოვნებას ახასიათებს მთელი რიგი ნიშნები, რომლებიც რამდენიმე საუკუნის შემდეგ ევროპაში საფუძვლად დაედო ეგრეთწოდებულს „რენესანსის (აღორძინების) ხანას“.

0x01 graphic

ვერცხლის პინაკი გელათიდან. XII ს.
დაკოვისმცემით

12 თავი X - მონღოლთა შემოსევა

▲back to top


12.1 § 73. რუსუდანის გამეფება. ბრძოლა ხვარაზმელებთან

▲back to top


გიორგი ლაშას გარდაცვალების შემდეგ ისევ დადგა საკითხი ტახტის მემკვიდრეობის შესახებ. ლაშა გიორგის ვაჟიშვილი დარჩა, დავითად წოდებული. მაგრამ იმდროინდელი სამართლის ძალით დავითი „უკანონო“ შვილად ითვლებოდა, იმიტომ რომ დავითის დედა ლაშასთან საეკლესიო წესით არ იყო დაქორწინებული: უკანონო შვილს-კი თავის მამის მემკვიდრეობის უფლება არ ჰქონდა. დავითი საქართველოს მემკვიდრედ არც თვითონ გიორგი ლაშას ჰყოლია სიკვდილის წინ მიჩნეული.

0x01 graphic

ამიტომ საქართველოს დიდებულებმა გადასწყვიტეს საქართველოს სამეფო ტახტზე ლაშა გიორგის და, რუსუდანი, აეყვანათ. რუსუდანი გამეფდა 1222 წელს. შემდეგ წელს იმავე დიდებულებმა რუსუდანს ქმარიც შერთეს, კარნუ-ქალაქის (ერზერუმის) მფლობელის შვილი მუღისედინი. მისგან რუსუდანს ორი შვილი, თამარი და დავითი, შეეძინა.

1222 წლიდან მოყოლებული 1225 წლამდე საქართველო წვრილ-წვრილ ომებში იყო გართული, 1225 წლიდან-კი საქართველოს სამეფოს მძიმე დღეები დაუდგა.

ახალ მტრად ჩვენს ქვეყანას ხვარაზმელები მოევლინენ. ხვარაზმი (სამეფო იყო შუა აზიაში) ამ დროს მონღოლებს ჰქონდათ დაპყრობილი, ხვარაზმის მფლობელები-კი, შაჰი მუჰამედი და მისი შვილი ჯალალედინი, გაძევებული იყვნენ თავისი სამფლობელოს ძირითადი პროვინციებიდან.

არაზმელეის გამოლაშქრეა საართველოი. როდესაც, მამის სიკვდილის შემდეგ, ჯალალედინმა ირანში გამაგრება სცადა (ირანის დიდი ნაწილი ხვარაზმის სამეფოს ფარგლებში შედიოდა ამ დროს), მან რუსუდანს მუქარით სავსე წერილი გამოუგზავნა და ნებაყოფლობით დამორჩილება მოსთხოვა, მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიან მფლობელებს-კი შეუთვალა: დადგა დრო, როდესაც ქართველთა მძლავრობას ბოლო მოეღება და მაჰმადიანობა წინანდებურად გამარჯვებული იქნებაო.

ჯალალედინის მუქარამ საქართველოს მმართველ წრეებში მედიდური დამოკიდებულება გამოიწვია და მას დამცინავი პასუხი გაუგზავნეს: მამა შენი შენზე უფრო ძლიერი იყო, მაგრამ რაც მონღოლებისაგან მას დაემართა, ეს შენც კარგად გეცოდინება. იგივე მონღოლები საქართველოს საზღვრებს მოადგნენ, მაგრამ იძულებული იყვნენ უკან დაეხიათო. ამ პასუხიდან ჩანს, რომ საქართველოს მთავრობას. სრულიად შემცდარი წარმოდგენა ჰქონდა იმ მდგომარეობაზე, რომელიც მაშინ აღმოსავლეთში იყო. საფიქრებელი იყო, რომ ასეთ პირობებში საქართველოს მთავრობის სათავეში მდგომი პირები ჯეროვანი სიფხიზლით ვერ. მოეკიდებოდნენ იმ საშიშროებას, რომელიც ქვეყანას მოელოდა.

გარნისის ბრძოლა. ვიის აა ხარაზმელეის მიერ. საქართველოს მთავრობა მაინც ნელ-ნელა სამხედრო მზადებას შეუდგა. ჯალალედინმა დასწრება ამჯობინა და ამიტომ, სანამ საქართველო სამზადისს დაამთავრებდა, 1225 წელს, შემოდგომას, დიდძალი ჯარით საქართველოს საზღვრები გადმოლახა და დვინის ოლქის აოხრება დაიწყო. ჯალალედინი ისეთი სისწრაფით მოქმედებდა, რომ ჯერ კიდევ საკმაო ჯარი თავმოყრილი არ იყო საქართველოში, როცა ის დვინიდან ცნობილ ციხე-ქალაქს, მაღალ კლდეზე მდებარე, გარნისს (სომხეთში) მიადგა.

0x01 graphic

რუსუდანის
ფული, 1227 .

გარნისის თავზე მას საქართველოს ჯარი დახვდა, ქვევით ჯალალედინი იდგა თავისი ლაშქრით. ქართველები მეშველი ჯარის მოლოდინში ბრძოლის დაწყებას არ აპირებდნენ, მაგრამ ხვარაზმ-შაჰმა თვითონ გახსნა ომი. სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ გამარჯვება ხვარაზმელებს დარჩათ.

რაკი ჯალალედინს დვინი ჯერ კიდევ დაპყრობილი არ ჰქონდა, ამიტომ გარნისიდან ისევ უკან გაბრუნდა, დვინი აიღო და თავის ლაშქარს გააძარცვინა. შემდეგ მან საქართველოს წინააღმდეგ ორი მიმართულებით დაიწყოსამხედრო მოქმედება.

ილისის აღეა ჯალალედეის მირ. ჯალალედინი რომ ჩრდილოეთისაკენ დაიძრა, რუსუდანი დასავლეთ: საქართველოში, ქუთაისში. გადავიდა, ხოლო თბილისის დაცვა თბილისის ციხისთავს. მიანდო.

1225 წლის დეკემბერში ჯალალედინი თბილისს მოადგა. საქართველოს მთავარსარდლობას სრული დაბნეულობა ეტყობოდა. ამირსპასალარის ხელმძღვანელობა არსად ჩანდა. ამავე დროს ჯალალედინი მარტო სამხედრო ძალით-კი არ მოქმედებდა, არამედ ღალატისა და მოსყიდვის საშუალებითაც. 1226 წლის 9 მარტს, თბილისის ზოგიერთი მაჰმადიანის ღალატის წყალობით, ჯალალედინის ჯარმა თბილისში შეჭრა მოახერხა და ქალაქი ხელში ჩაიგდო.

საქართველოს დედაქალაქშო ველური ძარცვა-გლეჯა და ხალხის ჟლეტა ატყდა: მოქალაქეებს დაუნდობლად ხოცავდნენ სქესისა, წლოვანებისა და ეროვნების განურჩევლად. თვითონ მაჰმადიანებსაც სანანური გაუხდათ რომ ჯალალედინისაგან ასე ბრიყულად მოტყუებული დარჩნენ.

თუმცა ქალაქი ხვარაზმელების ხელში იყო, მაგრამ თბილისის მთავარი სიმაგრე, ისნის ციხე, ჯალალედინს მამაცურად უწევდა წინააღმდეგობას. ამავე დროს ძალიან მკაცრი ზამთარი იდგა და მისი სუსხი სამხრეთიდან მოსულ ხვარაზმელებს დიდად აწუხებდა. ქართველების მთავარსარდლობამ მაინც გადასწყვიტა, ვითომც ისნის ციხიდან წინააღმდეგობას აღარავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა და ციხისთავს უბრძანა, ციხე დაეცალა.

თუმცა ციხისთავი და მეციხოვნენი ამ განკარგულების წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ მთავრობის ურჩობა ვერ გაბედეს. ისნის ციხეც ჯალალედინის ხელში გადავიდა.

12.2 § 74. ხვარაზმელები საქართველოში

▲back to top


თბილისის დაპყრობა ჯალალედინისათვის დიდი გამარჯვება იყო, საქართველოსათვის-კი - დიდი მარცხი. საქართველოს ჯარის უძლეველობის სახელს ჩრდილი ჰქონდა მიყენებული.

ისისა და არის აღეის ცდა. ჯალალედინმა საქართველოს სხვადასხვა თემში მარბიელი ლაშქარი გაუსია. ამავე დროს საქართველოს სარდლობას ივანე ათაბაგის მეთაურობით სრული დაბნეულობა ეტყობოდა. შეერთებული სამხედრო ძალით ბრძოლის მაგიერ. ცალკე ფეოდალები და სარდლები სათითოოდ ციხე-სიმაგრეებში, ზოგი ანისში, ზოგი. კარში, ჩაიკეტნენ და მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევას იქ ლამობდნენ. ეს გარემოება ჯალალედინს ბრძოლას უადვილებდა. ჯალალედინმა თავისი ჯარი ორ ნაწილად გაჰყო და ეს ორი ციხე გარემოიცვა. ასეთ პირობებშიც-კი მან მაინც ვერც ანისისა და ვერც კარის აღება ვერ მოახერხა.

არაზმელეის ლაშროლათზე. შემდეგ ჯალალედინმა ხლათზე გაილაშქრა. ხლათი საქართველოს ყმადნაფიცი მაჰმადიანური სამთავრო იყო და ხლათელები საქართველ ოს უჭერდნენ მხარს ჯალალედინის წინააღმდეგ. ქართველებმა ძათ განსაცდელი დროულად აცნობეს, ხლათელები ხვარაზმ-შაჰის ლაშქარს მომზადებული დახვდნენ და ჯალალედინმა ხლათის ხელში ჩაგდება ვერასგზით ვერ მოახერხა.

ბრძოლა თბილისისათვის. ხვარაზმ-შაჰის ერთი წლის ბატონობამ თბილისელებსაც აუხილა თვალი. ამ მტარვალის მბრძანებლობა თბილი სელ მაჰმადიანებისათვისაც აუტანელი შეიქნა. თავისი წინანდელი საქციელის მოსანანიებლად და ხვარაზმელებისაგან თავის დასაღწევად მათ საქართველოს მთავრობას საიდუმლოდ მოციქულები გამოუგზავნეს.

1226 წელს ქართველმა ჯარმა თბილისი კვლავ დაიპყრო.

ამავე დროს საქართველოს მთავრობა თავის ყმადნაფიც სამფრობელოებსაც მიეშველა. როცა შაქში და კაბალაში (თანამედროვე საბჭოთა აზერბაიჯანი) მყოფმა ხვარაზმ-შაჰის მეციხოვნე რაზმებმა საქართველოს ჯარის მოახლოების ამბავი გაიგეს, უბრძოლველად გაიქცნენ.

ჯალალედინი დარწმუნდა, რომ მისი ყოველივე ცდა ხლათის ასაღებად უნაყოფო იყო. ამიტომ მან გადასწყვიტა, ხლათისათვის თავი დაენებებინა და ისევ თბილისში დაბრუნებულიყო. საქართველოს მთავარ-სარდლობამ გადასწყვიტა წინააღმდეგობა არ გაეწია და 1227 წლის დამლევს, მთავრობის განკარგულებით, თბილისი საქართველოს მეციხოვნე.ჯარმა დასცალა, ხოლო ქალაქი, ჯალალედინს რომ ისევ ხელში? არ ჩავარდნოდა, გადასწვეს.

ბოლისის ბრძოლა. ამ დროისათვის საქართველოს ყველა მეზობელ მაჰმადიანურ სამფლობელოშიც ჯალალედინისადმი დამოკიდებულება შეიცვალა: ყველა დარწმუნდა, რომ ხვარაზმ-შაჰის მოქმედება ქვეყანას განადგურებისა და დაღუპვის გარდა არაფერს უქადდა. ამიტომ რუმის, შამისა და ხლათის მფლობელები შეერთდნენ და საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება გააბეს ჯალალედინის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალით ბრძოლის მოსაწყობად. სამზადისიც დაიწყო, მაგრამ ჯალალედინს ჯაშუშებმა ეს ამბავი დროზე აცნობეს. მან გადასწყვიტა, ამ შემთხვევაშიც საქართველოსა და მისი მოკავშირეებისათვის დაესწრო.

1227-28 წლების მიჯნაზე ხვარაზმ-შაჰი მთელი თავისი ლაშქრით საქართველოს შემოესია. ბოლნისთან დიდი ბრძოლა ისეთ დროს მოხდა,როდესაც ჯერ კიდევ მოკავშირეთა მეშველი ჯარის მოსვლა შეუძლებელი იყო. დასწრებამ ჯალალედინს არგო და გამარჯვება მას დარჩა. ამისშემდეგ, თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯალალედინმა ხლათის აღებაც მოახერხა. მაგრამ ეს მისი უკანასკნელი გამარჯვება-ღა იყო: 1230 წელს მას ცნობა მოუტანეს, რომ მისი დაუძინებელი მტრები, მონღოლები, უკვე ირანის ადარბადაგანში შესასევად იყვნენ მომზადებულნი. ამ ამბის გაგება და ჯალალედინის გაქცევა ერთი იყო. 1231 წელს ჯალალედინი ერთმა ქურთმა მოჰკლა.

12.3 §75. აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა მონღოლების მიერ

▲back to top


დავით მეხუთის მეფედ კურთხევა. დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს, 1230 წელს, რუსუდან მეფემ თავისი: ხუთი წლის ვაჟიშვილი დავითი სამეფო ტახტზე დასვა თანამმართველად. მაშინდელი პირობების გამო, აღმოსავლეთ საქართველოს დიდებულნი და დარბაზის წარმომადგენელნი ამ ამბავს ვერ დაესწრნენ. ჯალალედინის საქართველოდან გაქცევამ საქართველოს მთავრობას საშუალება მისცა წინანდებურად გაერთიანებული სამეფოს საქმეების მართვა-გამგეობას შესდგომოდა. მაგრამ ჯერ კიდევ ქვეყანა ხეირიანად მომშვიდებული და წესიერებაც აღდგენილი არ იყო, რომ მონღოლები ხელახლა გამოჩნდნენ.

0x01 graphic

ფიტარეთი, XIII ს. დამდეგი.
ქართ, ხელვნებს ის. ექორი.

რაის დაპყრობმონღოლთა მიერ. მონღოლთა მთავარი ძალა აღმოსავლეთიდან მოემართებოდა. პირველად მათ ქ. ბარდავი აიღეს, შემდეგ ქ. განძას მიადგნენ. ორივე საქართველოს ყმადნაფიცი სამფლობელო იყო. მონღოლებმა განძელებს წინადადება მისცეს, უბრძოლველად დამორჩილებოდნენ. განძის მცხოვრებლები ამ წინადადებამ ისე ააღელვა, რომ განრისხებულმა ხალხმა მონღოლთა ელჩები იქვე დახოცა. ამის საპასუხოდ მონღოლებმა განძა აიღეს და მთლიანად გაანადგურეს. ეს მოხდა 1235 წელს.

0x01 graphic

რუსუდანის დრამა (ვერცხლის
ფული), 1230 წლისა.

აქედან მონღოლთა ლაშქარი ქ. შამქორისაკენ გაემართა. შამქორი ამ დროს უშუალოდ საქართველოს ეკუთვნოდა. ის საქართველოს სანაპირო ქვეყნის მმართველს, დიდს ქართველ ფეოდალს, ვარამ გაგელს, ემორჩილებოდა. მაგრამ ვარამ გაგელი არც თვითონ მიეშველა შამქორს და არც თავის შვილს მისცა უფლება, რომ შამქორელებისათვის ხელმძღვანელობა გაეწია.

მაინც შამქორელები მტერს მედგრად შეებრძოლნენ, მაგრამ უხელმძღვანელოდ თათრებს ვეღარ გაუმკლავდნენ. მონღოლებმა ქალაქი აიღეს,გასძარცვეს და გადასწვეს.

გარდაბაის, ვემო. ართლისა და თილისის აღეა მოღოლთა მიერ. თათრები ასე გარდაბანამდე მოვიდნენ. გარდაბანელებსაც ხელმძღვანელი არ ჰყავდათ და, რაკი მათ უკვე გაგონილი. ჰქონდათ, რაც შამქორელებსა და განძელებს დაემართათ, ამიტომ მტერს უბრძოლველად დამორჩილდნენ.

საქართველოს სამხედრო ხელისუფლება ეხლაც ისევე დაბნეული და შინაგან დისციპლინას მოკლებული აღმოჩნდა, როგორც ხვარაზმელების შემოსევის დროს. სანაპირო ქვეყნების მმართველები მხოლოდ თავისთავის დაცვაზე ფიქრობდნენ, მთავრობა-კი ეხლაც ქუთაისში გადავიდა. საქართველოს დედაქალაქის დაცვა თბილისის ციხისთავს ჩაბარდა. მთავარსარდალი და საქართველოს ჯარის უმთავრესი ნაწილი არსად ჩანდა.

რუსუდანმა, სამხედრო ხელისუფლების რჩევით, თბილისის ციხისთავს მუხასძეს ბრძანება დაუტოვა, რომ რა წამს მონღოლები დმანისამდე მოვიდოდნენ, დედაქალაქი დაეცალა და მტერს გასცლოდა. თათრები ბრძოლას ფრთხილად აწარმოებდნენ: თუ აქამდე ისინი მხოლოდ აღმოსავლეთიდან მოდიოდნენ, ეხლა მათ სამხრეთიდანაც შემოუარეს და ლორეს ციხეს მოადგნენ. მონღოლებმა ამ ძლიერი ციხის ხელში ჩაგდება მოახერხეს. შემდეგ ასევე დმანისიც იქნა აღებული. აქაც მონღოლებს დიდი წინააღმდეგობა არ უნახავთ, რადგანაც მანდატურთუხუცესი შანშე მხარგრძელი, რომლის მოვალეობასაც ამ თემის დაცვა შეადგენდა, თავის გადასარჩენად აჭარაში გაიქცა.

0x01 graphic

ფიტარეთი, XIII ს. დამდეგი.
ქართ. ხელონების ის. სქტორი.

დმანისის შემდეგ თათრებს არც სამშვილდესთან უნახავთ დაბრკოლება. ამრიგად თბილისისაკენ გზა მათ უკვე გახსნილი ჰქონდათ. დედაქალაქიც, მთავრობის განკარგულების თანახმად, მათ დაცლილი დახვდათ.

სოხური თეის დაპყბა. საქართველოს მთავრობას შემდეგშიც თავდაცვის თაოსნობა და ხალისი არ გამოუჩენია. დიდი მოხელეები თითქოს ერთმანეთს ეცილებოდნენ, რომელი მათგანი უფრო შორს წავიდოდა თავის გადასარჩენად. მთავარსარდალიც-კი, ავაგ მხარგრძელი, ამნაირადვე მოიქცა: ისიც კაენის ციხეში (სომხეთში) ჩაიკეტა. ამრიგად განმეორდა იგივე, რაც ჯალალედინის დროს მოხდა: საქართველოს ჯარის მხედართმთავრებმა მტერს სამხედრო მოქმედების წარმოება თვითონვე გაუადვილეს.

მონღოლები ჯერ კაენის ციხეს მიადგნენ და შემდეგ ანისს.

თათრებმა ანისის მცხოვრებლებს წინადადება მისცეს, უბრძოლველად დამორჩილებულიყვნენ, მაგრამ ანელებმა მტრის წინაშე ქედის მოხრა ისევე იუკადრისეს, როგორც განძელებმა და შამქორელებმა, ელჩებიც-კი დახოცეს. გაბრაზებულმა მონღოლებმა ანისი აიღეს და მცხოვრებლები ამ დანაშაულისათვის ულმობელად გასწყვიტეს.

ჯერი ეხლა თვით მთავარსარდალ ავაგ მხარგრძელზე მიდგა, რომელიც კაენის ციხეში იყო შეხიზნული. ავაგ მხარგრძელმა, მეფისა და მთავრობის დაუკითხავად, მონღოლთა სარდალს მოციქული მიუგზავნა და დამორჩილებას ჰპირდებოდა, თუ საგამგეო ჭონებას შეუნარჩუნებდნენ და მისი საპატრონყმო ქვეყნის წინააღმდეგაც სამხედრო მოქმედებას შეაჩერებდნენ. მონღოლები ამ პირობას სიამოვნებით დათანხმდნენ, მაგრამ ავაგ მხარგრძელის საგამგეო და საპატრონყმო ქვეყნის ყველა მნიშვნელოვან ციხეში მათ თავისი ჯარი ჩააყენეს.

ავაგის საქციელის მიმბაძველი ავაგისავე ნათესავი შანშე მანდატურთუხუცესი აღმოჩნდა. მონღოლები და შანშე იმავე პირობით დაზავდნენ. ამის შემდეგ თათრებს ვარამ გაგელიც შეუთანხმდა.

აღოსავლეთ საართველოს სხვა მთარების შეთანხმეა მონღოლეთან. რაკი მონღოლებთან ასეთი გზით კერძო შეთანხმება დაიწყო, ჰერეთ-კახეთის, ქართლისა და ჯავახეთის ერისთავთ-ერისთავებიც მონღოლებს ამავე პირობით დამორჩილდნენ. ერთადერთი ივანე-ყვარყვარე ჯაყლ-ციხისჯვარელი აღმოჩნდა, რომელმაც მტერთან მოლაპარაკების დაწყება არ იკადრა. ამის გამო მონღოლებმა მთელი ჯავრი იმაზე იყარეს და ყვარყვარეს საგამგეო სამცხის თემი მონღოლთა სათარეშოდ იქცა. საქართველოს ერთ პატარა თემს მრავალრიცხოვანი მტრისათვის დიდხანს წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო. ამიტომ ჯაყელმა რუსუდან მეფეს მიჰმართა თხოვნით, მისთვის ნებადაერთო თათრებს შესთანხმებოდა. რუსუდანმაც ნება დართო და ამგვარად მთელი აღმოსავლეთი საქართველო მონღოლთა ხელში გადავიდა.

რუსუდაის უედეგო. მიმარვა რმისადმი. თვითონ რუსუდანი შეთანხმების გზას არ დასდგომია. მას მაინც იმედი დაკარგული არ ჰქონდა, რომ მტრისათვის წინააღმდეგობის გაწევა კიდევ იქნებოდა შესაძლებელი. საქართველოს მთავრობას მოაგონდა, რომ თავის დროზე გიორგი ლაშას რომის პაპმა მომართა თხოვნით, დასავლეთის ქრისტიანი ჯვაროსნებისათვის სამხედრო დახმარება გაეწია. საქართველოს მთავრობამ გადასწყვიტა, ეხლა, როცა განსაცდელში თვითონ საქართველო იყო ჩავარდნილი, დასავლეთის ქრისტიან სახელმწიფოებისათვის ასეთივე დახმარება ეთხოვნა.

რუსუდან მეფემ რომის პაპს გრიგოლ მეცხრეს სწორედ ამ მიზნით წერილი გაუგზავნა. ამ წერილმა რომამდე, ჩანს, დაგვიანებით მიაღწია. 1240 წელს პაპმა საპასუხო წერილით რუსუდანს აცნობა, რომ დასავლეთ ევროპას საქართველოსათვის არ შეეძლო დახმარების აღმოჩენა.

ამგვარად, ეს უკანასკნელი იმედიც გაცრუვდა. ამიტომ საქართველოს მთავრობამ გადასწყვიტა თათრებთან მოლაპარაკება დაეწყო.

უდაის შეთანხმება მოღოლეთან. მაგრამ რუსუდან მეფე მარტო მონღოლთა ადგილობრივ სარდლებს ვერ ენდო და, ზავის პირობების გამოსარკვევად, მან მოლაპარაკება უშუალოდ მონღოლთა ყაენ ბათოსთან ამჯობინა. ამ დავალებით მან საქართველოს მწიგნობართუხუცესი წარგზავნა ბათო ყაენის ურდოში. იქიდან მწიგნობართუნუცესის დაბრუნების შემდეგ, რუსუდანი და მისი შვილი დავითი 1242-43 წელს აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდნენ.

მონღოლთა და საქართველოს შორის შემდეგი შეთანხმება დაიდო; საქართველო მონღოლთა ყაენის უზენაესობას სცნობდა, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც მონღოლებისგან ძალით დაპყრობილ ნაწილში, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყაენის მოხელეებიცა და ჯარიც იქნებოდა, დასავლეთი საქართველო-კი, რომელიც მონღოლებს დაპყრობილი არ ჰქონდათ, წინანდელ მდგომარეობაში დარჩებოდა; ყაენს საქართველო. ხარკად ყოველწლიურად 50.000 ოქროს პერპერას1 გადაუხდიდა; ყაენი, თავის მხრით, დავით მეხუთეს, რუსუდანის ძეს, სრულიად საქართველოს მეფედ აღიარებდა.

რუსუდანი და დავით მეხუთე რომ ამ შეთანხმების ძალით აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდნენ, დავით რუსუდანის ძე, ქართველი დიდებულების თანხლებით, საქართველოს მეფედ დასამტკიცებლად წარგზავნეს ჯერ ბათო ყაენთან, შემდეგ უკვე მონღოლთა მთელი სახელმწიფოს სათავეში მდგომი დიდი ყაენის, მანგუს, ურდოშიც. დავით რუსუდანის ძეს იქ ორი წლის განმავლობაში მოუგვიანდა. ბათო ყაენმა რომ ის დიდი ყაენის ურდოში გაგზავნა, მას შემდეგ იმის ცნობაც-კი არ ჰქონდათ საქართველოში, ცოცხალი იყო დავითი თუ არა.

შვილის შესახებ ამბის უქონლობისა და ამდენი უბედურება-უსიამოვნების გამო დაავადებული რუსუდანი 1245 წელს გარდაიცვალა. საქართველო უმეფო ქვეყნად და უპატრონო სახელმწიფოდ იყო დარჩენილი.

_______________

1. პერპერა - ოქროს ფულის სახელია.

13 თავი XI - მონღოლთა ბატონობა საქართველოში

▲back to top


13.1 § 76. მონღოლები

▲back to top


მონღოლები ორ მთავარ.ჯგუფად იყოფოდნენ: მონღოლებად და თათრებად. საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც მონღოლებს ჩვეულებრივად თათრებს ეძახდნენ. ისინი შთამომავლობითა და ენით თურქებს ენათესავებოდნენ. მათი სამშობლო ცენტრალური აზია იყო.

0x01 graphic

- მონღოლები მომთაბარე ხალხი იყო: ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ საკვებისა და სხვა საცხოვრებელი სახსარის შემოლევის შემდეგ. ტყეში მობინადრე მონღოლთა ტომები უმთავრესად მონადირეობითა და მეთევზეობით ცხოვრობდნენ. ველად მოსახლე მონღოლები მხოლოდ მესაქონლეობას მისდევდნენ, რომელიც მომთაბარეობის პრინციპზე იყო დამყარებული: ზაფხულად ისინი მთაში ადიოდნენ, ზამთრად-კი ბარად ჩამოდიოდნენ. მიწათმოქმედება მათ არ ჰქონდათ, ხვნა-თესვას არ მისდევდნენ. მესაქონლეობის მთავარ დარგად მეცხენეობა ითვლებოდა, რადგანაც ცხენი მათთვის ძვირფასი იყო, როგორც საწველი ცხოველიც: ისინი ცხენის რძესა სვამდნენ და ამას გარდა, სხვა ხორცზე მეტად, უმთავრესად ცხენის ხორცით იკვებებოდნენ. მარტო მესაქონლეობა მათ არსებობისათვის საკმარის სახსარს ვერ აწვდიდა, ამიტომ დანაკლისის შევსება მათ მონადირეობით უხდებოდათ. მაგრამ არც ეს იყო საკმარისი. და მათი არსებობის მესამეს, არაუმნიშვნელო, წყაროს მეკობრეობა დამტაცებლობა შეადგენდა.

მონღოლები გვაროვნული წესწყობილების მქონებელი ხალხი იყო, მაგრამ მე-13 საუკუნის დამდეგისათვის მათი გვაროვნული წყობილება უკვე საკმაოდ შერყეული იყო და თავისებური ფეოდალიზმის ჩანასახი მათ ცხოვრებაში უკვე ჩანდა. მე-12 საუკუნის დამლევისათვის მონღოლთა მეთაურებს შორის გაძლიერდა ერთი, სახელად თემუჩინი, რომელმაც თანდათან სძლია თავის მეტოქეებს და მონღოლები გააერთიანა. 1206 წ. მონღოლთა თავკაცების ყრილობამ თემუჩინი აღიარა თავის მბრძანებლად და თემუჩინმა ჩინგიზ-ხანის ახალი სახელი მიიღო.

მალე ჩინგიზ-ხანმა მეზობელი ქვეყნების დაპყრობას მიჰყო ხელი და თავისი სამფლობელო ძალიან გააფართოვა.

ჩინგიზ-ხანმა ახალი სამხედრო ორგანიზაცია შემოიღო, რომელიც მთელს მონღოლურ მოსახლეობას ათეულებად, ასეულებად, ათასეულებად და ათიათასეულებად ანაწილებდა. ათეული შესდგებოდა იმდენი ოჯახისაგან, რამდენსაც ბრძოლის ველზე ათი შეიარაღებული მოლაშქრე უნდა გამოეყვანა. ასეულს, ათასეულს, ათიათასეულს (რომელსაც მონღოლურად დუმენი ეწოდებოდა), ასევე, როცა სალაშქროდ გამგზავრება იყო საჭირო, ასი, ათასი და ათიათასი მოლაშქრე უნდა მიეცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინგიზ-ხანის სამფლობელო ჩინგიზ-ხანის ოთხ შვილს შორის იყო გაყოფილი. უფროს შვილს, ჯუჩის, ჩრდილო-დასავლეთი ქვეყნები ერგო. აქ, კავკასიონისა და კასპიის ზღვის ჩრდილოეთით, თანდათანობით ჩამოყალიბდა ეგრეთწოდებული „ოქროს ურდო“ ანუ „ჯუჩის ულუსი“, რომელსაც რუსეთი ემორჩილებოდა. ჩინგიზ-ხანის შთამომავლობის მეორე შტო-კი დამკვიდრდა ირანში; მათ ირანის ილხანებს ანუ ჰულაგიდებს ეძახიან. მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში ჯუჩიდებსა და ჰულაგიდებს შორის მწვავე და ხანგრძლივი ბრძოლა ატყდა.

13.2 § 77. მონღოლური მმართველობის წესი საქართველოში

▲back to top


ამრიგად, მონღოლური წყობილება უმთავრესად სამხედრო ორგანიზაციის წესს დაემყარა. მთელს მათ ყოფა-ცხოვრებას სამხედრო ხელისუფლება განაგებდა.

საქართველოში, პირიქით, სამხედრო ხელისუფლება სამოქალაქოს ემორჩილებოდა. მთავრობის სათავეში მწიგნობართუხუცესი იდგა, რომელიც „ვაზირთა უპირველესი“ იყო. მას სხვა ვაზირებთან ერთად ამირსპასალარიც ექვემდებარებოდა. საქართველო ინტენსიური მეურნეობისა და მაღალი კულტურული დონის სახელმწიფო იყო.

საქართველოში დამკვიდრების შემდეგ, მონღოლები საქართველოს იმავე წესით მოწყობას შეუდგნენ, როგორიც თვითონ მათ ჰქონდათ. მათ საქართველო დუმნებად დაჰყვეს. მთელი საქართველოს სახელმწიფო რვა ათიათასეულად ანუ დუმნად იყო დანაწილებული. პირველ დუმანს ჰერეთ-კახეთი და მისგან აღმოსავლეთით მდებარე თემები შეადგენდა; ამ დუმნის უფროსად ეგარსლან ბაკურციხელი დაინიშნა. მეორე დუმანს ქვემო ქართლი და მისი აღმოსავლეთით მოსაზღვრე თემები შეადგენდა; მის უფროსად ვარამ გაგელი ითვლებოდა. მესამე დუმნის, რომელიც სომხური თემებისაგან შესდგებოდა, უფროსი შანშე მხარგრძელი იყო. მეოთხე დუმანი, შიდა ქართლი, გრიგოლ სურამელს ექვემდებარებოდა. მეხუთე დუმანი, ჯავახეთი, გამრეკელ თორელის საგამგეო იყო, მეექვსე-კი - დანარჩენი მესხეთი ერზერუმამდე - ჯაყელისა.

დასავლეთი საქართველო მონღოლებმა ორ დუმნად გაჰყვეს და ტნე დადიანსა და რაჭის ერისთავს დაუმორჩილეს. მაგრამ დუმნებად დანაწილებამ საქართველოში დიდხანს ვერ იბოგინა და მალე მოისპო.

13.3 § 78. კოხტასთავის შეთქმულება. ცოტნე დადიანის ამირობა

▲back to top


ქვეყნის მძიმე მდგომარეობამ ქართველ თავ-კაცებში აჯანყების აზრი დაბადა. ჯავახეთში, კოხტას თავზე, შეიკრიბნენ ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი - სამცხის სპასალარი, შოთა კუპრი, გამრეკელ თორელი, სარგის თმოგველი, თორღვა პანკელი და სხვები. თავ-კაცებმა ითათბირეს და დაასკვნეს თათრების წინააღმდეგ აჯანყების აუცილებლობა. პაემანიც იყო დანიშნული მოქმედების დასაწყებად. მაგრამ შეთქმულება, როგორც ჩანს, გასცეს და შეთქმულთა უმეტესობა მონღოლებმა დააპატიმრეს. პატიმრები სომხეთში მდგომ ნოინს წარუდგინეს.რადგანაც პატიმრები კოხტას თავზე შეკრების მიზეზად სათათრო ხარკის საქმეს ასახელებდნენ და აჯანყების განზრახვას უარყოფდნენ, ნოინის ბრძანებით პატიმრები გააშიშვლეს და მცხუნვარე მზეზე დასხეს იმ მიზნით, რომ ასეთი წამებით მათთვის სიმართლე ეთქმევინებინათ.

0x01 graphic

ქართველ ტომთა ტიპები:
მეგრელი. XX ს. დამდეგი. საქ. მუ, ენ. გან.

ცოტნე დადიანმა, რომელიც დაპატიმრებას შემთხვევით გადაურჩა, როგორც-კი გაიგო თავისი ამხანაგების ამბავი, მაშინვე სომხეთს გაემგზავრადა ნებაყოფლობით მათი მწარე ბედი გაიზიარა: სამოსელი გაიხადა და თვითონაც იმ მოედანზე დაჯდა, სადაც მისი მხარგაკრული ამხანაგები მზეზე ეყარნენ. როცა ცოტნეს უცნაური საქციელით გაკვირვებულმა მონღოლებმა დაჰკითხეს იგი, ცოტნემ განაცხადა: ჩემი ამხანაგები უდანაშაულო არიან, და თუ უდანაშაულოთა დასჯა შეიძლება, დაე, მეც მათთან ერთად დავისაჯოო.

0x01 graphic

რუკა4
საქართველო და ახლო აღმოსავლეთი
XIII-ს დამლევს

ცოტნეს თავგანწირვამ გაიმარჯვა. ძველი ქართველი ისტორიკოსი, რომელიც გვიამბობს ამ ამბავს, ამტკიცებს, რომ ცოტნეს კეთილშობილებამ თათრები დააჯერა, ქართველები მართალი უნდა იყვნენო, და ყველა გაათავისუფლეს.

13.4 § 79. საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობის საკითხი

▲back to top


მონღოლური მმართველობის წესის გავლენით, საქართველოშიაც, უმეფობის ხანაში, მწიგნობართუხუცესის ხელისუფლებამ თანდათან თავისი მნიშვნელობა დაჰკარგა და მის მაგიერ სამხედრო მოხელეები დაწინაურდნენ. მალე საქართველოს მთავრობის სათავეში ერთი ასეთი სამხედრო ხელისუფალთაგანი, ეგარსლან ბაკურციხელი მოექცა. თათრებთან დაახლოების წყალობით, ეგარსლანი იმდენად გაძლიერდა, რომ საქართველოს მთელი ძალა-უფლების ხელში ჩაგდება მოისურვა. როცა ეგარსლანის ეს წადილი ცხადი გახდა, მაშინვე საქართველოს დიდებულთა შორის მის საწინააღმდეგოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი დაირაზმა. დიდებულთა ამ ჯგუფმა საქართველოს სახელმწიფო ტახტის კანონიერი მემკვიდრის გამოძებნა და სამეფო ტახტზე დასმა გადასწყვიტა.

რაკი რუსუდანი ცოცხალი აღარ იყო და მისი ვაჟიშვილის შესახებაც საქართველოში აღარავითარი ცნობა არ ჰქონდათ, ამიტომ ეგარსლან ბაკურციხელის მოწინააღმდეგე ჯგუფმა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ ლაშა გიორგის შვილი დავითი წამოაყენა. მონღოლებთან შეთანხმებით ლაშას ვაჟი რუმის სასულტანოდან მოიყვანეს 1245-46 წელს. დავით ლაშას ძე იქ ამ დროს თავის სიძესთან, რუმის სულტანთან, იმყოფებოდა. მონღოლთა მხედართმთავარმა ეს დავით მეექვსე მონღოლთა ყაენის ურდოში გაგზავნა მეფედ დასამტკიცებლად.

როდესაც დავით ლაშას ძე თავისი ამალით მანგუ ყაენის ურდოში მივიდა, იქ გამოირკვა, რომ დავით რუსუდანის ძე ცოცხალი იყო. ამრიგად, საქართველოს სახელმწიფო ტახტის ერთი მემკვიდრის მაგიერ მოულოდნელად ორი მემკვიდრე აღმოჩნდა. გაჩაღდა ბრძოლა ორ ბანაკად გაყოფილ ქართველ დიდებულთა შორის.

შეთანხმება შეუძლებელი შეიქნა. მთავარი მნიშვნელობა იმ საკითხს მიენიჭა, ჰქონდა თუ არა უფლება ქალის შთამომავალს მიეღო მეფობა იმ შემთხვევაში, როდესაც მამრობითი სქესის შთამომავალი არსებობდა, თუნდაც „უკანონო“ შვილის სახით.

დავით ლაშას ძემ და მისი მომხრეების ჯგუფმა, რაკი მათ იმედი არ ჰქონდათ, რომ ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით გამარჯვებას მოიპოვებდნენ, მანგუ ყაენს სთხოვეს, რომ ეს საკითხი მას მონღოლური სამართლის წესით გადაეწყვიტა. ყაენისათვის ეს თხოვნა სასიამოვნოც იყო და სასარგებლოც. ის სწორედ ასე მოიქცა. მეფობა დავით მეექვსეს, გიორგი ლაშას ძეს, როგორც უფროსს, მისცა, მაგრამ ამასთანავე დავით რუსუდანის ძეც მეფედ დაამტკიცა. ერთი მათგანი უფროსად იქმებოდა,მეორე - უმცროს მეფედ, ისევე, როგორც თვით მონღოლების სახელმწიფოში ერთი დიდი ყაენი იყო, ხოლო დანარჩენი სამი ჩვეულებრივ ყაენებად ითვლებოდნენ. ეს მოხდა 1247 წელს.

0x01 graphic

დავით ნარინის
ფული, დმანისში მოჭრილი, 1245 წ.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავით მეექვსესა და დავით მეხუთეს, მათ მომხრე პოლიტიკურ ჯგუფებსაც, იმდენი სახელმწიფოებრივი შეგნება აღმოაჩნდათ, რომ საქართველო ერთმანეთში ორ ნაწილად არ გაუყვიათ, როგორც ეს მონღოლ ყაენებს ჰქონდათ განხორციელებული, არამედ ისინი საქართველოს დედაქალაქ თბილისში დასხდნენ და ერთად დაიწყეს მეფობა.

შემდეგში დავით მეექვსეს, გიორგი ლაშას ძეს, დავით ულუ (უფროსი) ეწოდა, ხოლო დავით მეხუთეს, რუსუდანის ძეს, დავით ნარინი (უმცროსი).1 სახელების გარდა, მათ საერთო თითქმის არაფერი ჰქონდათ.

0x01 graphic

ქართული ორნამენტის ნიმუში
ქვათახევის ტაძრიდან (XIII ს. დამდეგი).

_________________

1. მონღოლური სიტყვებია.

13.5 § 80. საქართველო თათართა უღელქვეშ

▲back to top


თავისი სახელმწიფოებრივი ცხოვრების დასაწყისი დროისათვის მონღოლებს საკუთარი მწიგნობრობა არ გააჩნდათ. შემდეგშიაც მონღოლი სარდლები და დიდებულები წერა-კითხვას დიდად არ სწყალობდნენ. ამიტომ სამოქალაქო მართვა-გამგეობა და საქმისწარმოება მონღოლთა სახელმწიფოში უცხო ტომის მოხელეების ხელში იყო. უმაღლესი მონღოლი ხელისუფალნი მთლიანად ამ უცხო წარმოშობის, ვაჭრული წრიდან გამოსული მოხელე-მოენეების სინდისიერებაზე იყვნენ დამოკიდებულნი. მოენეს (მთარგმნელს) იმ დროს უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა: მას შეეძლო ავი განზრახვით ბრალდებულიც დაეღუპა და ხელისუფალიც შეეცდინა.

ასეთ პირობებში უსამართლობისაგან თავის დაცვა ძალიან ძნელი იყო. ბოროტმოქმედება გადასახადების აკრეფის საქმეში, ძალმომრეობა და ძარცვა-გლეჯა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამას ზედ მონღოლი ბატონიშვილებისა და დიდი სამხედრო ხელისუფლების თავაშვებულობა და თვითნებობაც დაერთო.

ხალხის აღწერა. ყაენს უნდოდა გაეგო, რამდენი ჯარის გამოყვანა შეეძლო თავის სამფლობელოდან და რამდენი გადასახადი შეიძლებოდა შემოსვლოდა. ამ მიზნით 1254 წელს მთელ მონღოლთა საბრძანებელში ხალხის აღწერა დაიწყო. აღწერა საქართველოშიც მოახდინეს. რაკი ხალხის აღწერას სამხედრო და ფინანსური მიზანი ჰქონდა დასახული, ამიტომაც აღწერის დავთარში, ერთი მხრით, მოსახლეობის შესახებ შეჰქონდათ ცნობები, მეორე მხრით - ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. პირუტყვი, ყოველგვარი უძრავი ქონება, ყანა, ვენახი, ბოსტანი, ყველაფერი ეს აღნუსხული იყო.

ამ აღწერით თათრებმა გამოარკვიეს, რომ ყოველწლიურად საქართველოს უნდა მიეცა მათთვის 90 ათასი მოლაშქრე, 9 სრულმამულიანი გლეხის კომლიდან 1 მოლაშქრის გამოყვანის ანგარიშით. ამის მიხედვით ირკვევა, რომ მაშინდელ საქართველოს სამეფოში სულ 5 მილიონამდე მცხოვრები მაინც უნდა ყოფილიყო. ამ რიცხვში, რასაკვირველია, მარტო ქართველები არ შედიოდნენ, არამედ სხვა ეროვნებებიც. ამ ცნობიდან მაინც ჩანს, თუ რამდენად მჭიდრო მოსახლეობა იყო მაშინდელ საქართველოში, იმისდა მიუხედავად, რომ მას უკვე ჯალალედინისა და ჩინგიზ-ხანის ორი შემოსევის საშინელება ჰქონდა გამოვლილი.

გადასახადები. აღწერის დამთავრების შემდეგ თათრებმა გადასახადების მოწესრიგებაც სცადეს. მათ მეურნეობის თითქმის ყველა დარგი ჰქონდათ დაბეგრილი. სოფლის მეურნეობაზე დადებულს საყაენო გადასახადს მალი ეწოდებოდა. მალს გარდა, არსებობდა ყაფჩერი, ანუ ყუფჩური, საბალახე გადასახადი: ას სულ საქონელზე ერთი სული მონღოლებისათვის უნდა მიეცათ. შემდეგ ხანაში ეს საბალახე ფულად გადასახადად აქციეს.

სავაჭრო გადასახადს დამღას უწოდებდნენ: ასი თეთრის ღირებულების ნასყიდობაზე სამი თეთრი (ვერცხლის ფული) ანუ 3%25, საყაენო დამღად უნდა გამოერთმიათ.

არსებობდა ისეთი გადასახადებიც, რომლებიც ადგილობრივი თათარი მოხელეების სასარგებლოდ იყო განკუთვნილი. ამ გადასაზადებს ულუფა ეწოდებოდა. მონღოლთა ათასეულის უფროსისათვის ანუ ათასეულის ნოინისათვის ყოველ სოფელს უნდა ერთი კრავი და ერთი დრაჰკანი (ოქროსფული) მიეცა ულუფად, ხოლო ათიათასეულის უფროსისათვის, რომელსაც დუმენნოინი ეწოდებოდა, ერთი ცხვარი და ორი დრაჰკანი უნდა მიერთმიათ.

დასასრულ, მონღოლთა საყაენოში ბეგარაც ანუ შრომითი გამოსაღებიც არსებობდა: ერთი სამხედრო ბეგარა იყო, რომელსაც მონღოლურად ყალანი ეწოდებოდა, ქართულად სალაშქრო. მეორე ბეგარას. საიამე ერქვა. მონღოლებს ყველა შარაგზაზე, ერთმანეთისაგან გარკვეული მანძილის დაშორებით, სადგურები ჰქონდათ აგებული, რომელსაც იამი ეწოდებოდა. ამ სადგურებზე მოსახლეობას ყაენის მოციქულებისა და მოხელეებისათვის ცხენები უნდა ჰყოლოდა დამზადებული და საკვებიდა სადგომიც უნდა მიეცა. ეს ბეგარა ისეთი საშინელი ტვირთი იყო, რომ საიამე სოფლებიდან მთელი ხალხი გარბოდა.

ეს ყველა გადასახადი და ბეგარა წესიერადაც რომ გადაეხდევინებინათ, მაინც მისი ატანა ძნელი იყო, მაგრამ ხარჯის ამკრეფი მოხელეები და თვით მაღალი თანამდებობის პირებიც-კი არასდროს კანონით განსაზღვრული გადასახადებით არ კმაყოფილდებოდნენ, მათ მიჰქონდათ ყველაფერი. რის წაღებაც შეეძლოთ. გადასახადების აკრეფა უფრო ყაჩაღთა ბრბოს თარეშს მიაგავდა, ვიდრე სახელმწიფო მოხელეების საქმიანობას. ამის გამო მე-13 საუკუნის განმავლობაში მონღოლთა საყაენოში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, არა ერთხელ მომხდარა აჯანყება.

მოლაშრეობა. ომიანობა ყველაზე უფრო ხელსაყრელი ხელობა იყო მონღოლებისათვის და ყველაზე დიდი შემოსავლის წყარო; სანამდის მათ ძლევამოსილი ლაშქრობის საშუალება ჰქონდათ, ყოველი ახალი ქვეყნის დაპყრობა და გამარჯვება მონღოლებს დიდძალ ქონებას უგდებდა ხელში. რაც უფრო დრო მიდიოდა, მონღოლებისათვის ძლევამოსილი ომის წარმოების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. შემოსავლის ეს წყაროც ან მთლიანად დაილია, ან არა და მეტისმეტად მცირე გახდა. ამავე დროს ყოველი ასეთი ლაშქრობა დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობისათვის იყო. დიდად საზიანო. ჯანმრთელი, შრომისუნარიანი მამაკაცი ნაყოფიერ მუშაობას სცილდებოდა თავის ქვეყანაში და ბევრი მათგანითავის სამშობლოში ხომ ვეღარც ბრუნდებოდა. ქვეყანას ინტენსიური შრომის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდა, დაწინაურებული მეურნეობა და კულტურა უნდა დაქვეითებულიყო, მცხოვრებთა რიცხვიც ხომ ამ გაუთავებელი მოლაშქრეობის წყალობით საგრძნობლად შემცირდა.

1219 წლიდან მოყოლებული თათრები 7 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ ომს ირანში იქაური ურჩი ელემენტების წინააღმდეგ. ამას მოჰყვა ომი ხალიფასთან, რომლის დროსაც (1258 წელს) თათრებმა ქალაქი ბაღდადი აიღეს. უკვე 1259 წელს მონღოლები ეგვიპტის წინააღმდეგაც ამხედრდნენ. ყველა ამ ომში, მონღოლთა სხვა ყმადნაფიც ქვეყნებთან ერთად, საქართველოს ჯარიც იღებდა უნებლიეთ. მონაწილეობას და თითოეულ ამ ლაშქრობას ბევრი ქართველი მეომრის სიცოცხლეც შეეწირა.

13.6 § 81. მესტუმრე ჯიქური

▲back to top


მონღოლთა მოთხოვნით, საქართველოს მეფეებს ყაენის ურდოში გამგზავრება და იქ ხანგრძლივ ყოფნა ხშირად უხდებოდათ. ამასთან ერთად ლაშქრობაში საქართველოს ჯარი თვითონ მეფის უშუალო მეთაურობით უნდა გასულიყო. ამიტომაც საქართველოს მეფე იძულებული იყო ქვეყნის მართვა-გამგეობა სხვა ვისთვისმე გადაებარებინა.

ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით, მეფის უშუალო თანაშემწე მწიგნობართუხუცესი იყო, მაგრამ თათართა ბატონობის ხანაში ეს ძველი წესი, როგორც ვიცით, საკმაოდ შეირყა.

როცა ბათო ყაენმა დავით ულუ ურდოში დაიბარა, დავით მეფემ თავის მოადგილედ თავისი ცოლი, მონღოლი ბატონიშვილი დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და მესტუმრე ჯიქური დანიშნა.

მესტუმრე მანდატურთუხუცესის ხელქვეითი, მეოთხეხარისხოვანი მოხელე. იყო. ცხადია, რომ ასეთი დაბალი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის მართვა-გამგეობის გადაცემას საქართველოს ვაზირ-დიდებულებსა და მთავრობის სათავეში მოქცეულ ჯიქურს შორის უთანხმოება და შუღლი უნდა ჩამოეგდო.

დავით ულუმ ცალკე თემების მართვა-გამგეობაც თავის სანდო პირებს ჩააბარა. კახეთი, მაგალითად, თორღვა პანკელს ჰქონდა მინდობილი. მაგრამ ყველა ასეთი მოხელეც ჯიგდა-ხათუნსა და ჯიქურს უნდა დამორჩილებოდა. ძველი ქართული სამოხელეო უფროს-უმცროსობის წესი აქაც სრულიად დარღვეული იყო.

ჯიქური მხნე კაცი და მზრუნველი მმართველი აღმოჩნდა. მან მკაცრი ღონისძიებით ქურდ-ავაზაკების ალაგმვა მოახერხა და ურჩი მოხელეების დამორჩილებასაც ცდილობდა შეუნელებლად. ქვეყნის ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაშიც-კი მას აღმშენებლობისათვის საჭირო სახსრები უშოვნია და ისანში დიდებული სასახლე აუშენებია. ხმა ჰქონდა გავარდნილი ჯიქურს აგრეთვე, როგორც ღარიბ-ღატაკებზე და ქვრივ-ობლებზე მზრუნველსაც.

რაკი დავით ულუს ყაენის კარზე საკმაოდ ხანგრძლივ მოუგვიანდა, კახეთის მმართველმა თორღვა პანკელმა გადასწყვიტა, რომ მეფე აღარ დაბრუნდებოდა. მას არავითარი სურვილი არ ჰქონდა, ჯიგდა-ხათუნს და ვიღაც მესტუმრე ჯიქურს დამორჩილებოდა. თორღვამ კახეთის დასაკუთრება მოინდომა. მაგრამ პანკელის მოლოდინი არ გამართლდა. დავით მეფე დაბრუნდა საქართველოში, თორღვა მისი ციხე-სიმაგრიდან: გამოიტყუეს და კლდეკარიდან გადმოაგდეს.

მესტუმრე ჯიქურის ბედიც მალე უკუღმა დატრიალდა, რა წამს წინანდელი ძლიერი მფარველი მას უკვე აღარ იცავდა: როცა ჯიგდა-ხათუნი გარდაიცვალა და დავით ულუმ რაჭის ერისთავთ-ერისთავის კახაბერისძის ასული გვანცა შეირთო ცოლად, ჯიქურსა და ახალ დედოფალს შორის მტრული განწყობილება დამყარდა.

უკმაყოფილო დიდებულების ჯგუფმა ამ შემთხვევით ისარგებლა და სუმბატ ორბელმა ჯიქურს დასწამა, ვითომც ის მონღოლებს ულუ დავითის სიმდიდრეზე საიდუმლო ცნობებს აწვდიდა. ულუ დავითმა ეს დასმენა დაიჯერა და დაუყოვნებლივ, ღამით, ჯიქური სასახლეში მოაყვანინა. მეფე ისნის სასახლის აივნიდან მტკვარს გადაჰყურებდა, როცა მას ჯიქური წარუდგინეს. თავის ოდესღაც ყველაზე ერთგულსა და სანდო მოხელეს დავით მეფემ ერთი სიტყვაც არ ათქმევინა, ისე ბრძანა მისი მტკვარში გადაგდება.

ძველი ქართველი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ როცა მეორე დილით ჯიქურის გვამი მტკვრის რიყეზე იპოვეს, მისი დამმარხველიც არავინ აღმოჩნდაო. მაშინ შეიკრიბნენ ქალაქ თბილისის ღარიბ-ღატაკები და ქვრივობლები, დავით მეფეს გამოსთხოვეს ჯიქურის დასაფლავების ნება და დიდი პატივით, რამდენადაც მათ შეეძლოთ, მიწას მიაბარესო.

ასე დაიღუპა დიდგვარიანი აზნაურების ვერაგობით ეს საინტერესო პიროვნება.

13.7 § 82. საქართველოს მდგომარეობა ილხანების ბატონობის ქვეშ

▲back to top


1256 წლამდე საქართველო ჩრდილოეთის ულუსს ანუ „ოქროს ურდოს“ ექვემდებარებოდა, ამ დროიდან მოყოლებული-კი -ირანის ილხანს ანუ ყაენს, - ჯერ ამ შტოს დამაარსებელს ჰულაგუ-ყაენს, ხოლო შემდეგ მის შთამომავლობას.

ილხანების ხელში საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე გახდა.

საქართველო უკვე ჯალალედინის შემოსევა - თარეშებისა და მონღოლებისაგან დაპყრობისათვის ბრძოლის დროს ძალზე დაზარალდა, შემდეგ სათათრო მძიმე ხარკ-ბეგარებმა, მეტადრე-კი მათ მოხელეთა ბოროტმოქმედებამ ხალხი უკიდურეს გასაჭირში ჩააგდო.

ჰულაგუ ყაენმა კიდევ ახალი გადასახადი შემოიღო, რომელსაც თაღარი ეწოდებოდა. თაღარი კაცის თავზე დაწესებული მეტად მძიმე გადასახადი იყო.

მთელი ამ ხარკ-ბეგარა-გამოსაღებლების ტვირთის უდიდეს ნაწილს მაღალი წრეები მშრომელ მოსახლეობას გადაადებდნენ ხოლმე: და ამიტომაც თათართა ბატონობის დროს ხალხის ეკონომიური მდგომარეობა საზარელი გახდა. ცხოვრება აუტანელი შეიქნა.

ამას ზედ დიდგვარიანი აზნაურების თვითნებობაც დაერთო, რომელნიც, როგორც ფუფუნებით ცხოვრებას მიჩვეულნი, გაჭირვებაშიც თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ისევ ყმებისა და ხელქვეითი მოსახლეობის ყვლეფით ცდილობდნენ. ფეოდალური გადასახადები სულ უფრო და უფრო დიდდებოდა. ეკლესიის მსახურებიც თავისი შეთხელებული შემოსავლის გადიდებას უკანონო გზით ცდილობდნენ.

საქართველოს მეფეც გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავარდნილა. თათარი მოხელეები მეფის სამზარეულოსათვის შეძენილს ყოველ საქონელზედაც-კი ბაჟს ართმევდნენ.

13.8 § 83. თათართა წინააღმდეგ აჯანყება საქართველოში

▲back to top


დავით არიის აჯაყება. აუტანელი გაჭირვების ნიადაგზე საქართველოში 1259 წელს აჯანყებამ იფეთქა, რომლის მეთაურობა დავით მეხუთე ნარინმა იკისრა. დავით მეექვსე, ულუ, ამ საქმეში არ გარეულა.

გაიგო თუ არა ამ აჯანყების ამბავი, ჰულაგუ ყაენმა დიდი ჯარი გამოგზავნა არღუნ ნოინის სარდლობით. მოხდა შეტაკება, რომელშიაც ორივე მხარე გააფთრებით იბრძოდა. თათრებმა აჯანყებულ ქართველებს მაინც ვერ სძლიეს.

მაშინ ყაენმა საუკეთესო მეშველი ჯარი გამოგზავნა საქართველოში, დავით ულუს-კი უბრძანა, რათა ის მონღოლებთან ერთად ეგვიპტის სულტანზე გასალაშქრებლად მომზადებულიყო.

ულუ დავითის აჯაყეა. დავით ულუმ სამხედრო თათბირი მოიწვია, რომელზედაც ეგვიპტეში ლაშქრობაზე უარი განაცხადა. ეს თათრების წინააღმდეგ აჯანყებას უდრიდა.

სამხედრო თათბირზე დამსწრე დიდ მოხელეთა უმრავლესობა აჯანყების მოწინააღმდეგე გამოდგა, მაგრამ ულუ დავითმა ამ გარემოებას არ მიაქცია ყურადღება და ეგვიპტის წინააღმდეგ ლაშქრობაში მონღოლებს არ წაჰყვა.

ამავე დროს დავით ნარინმა გადასწყვიტა, რომ ბრძოლის გაგრძელება მიზანშეწონილი არ იყო. მან აჯანყებულთა ლაშქარი დაშალა, ლიხთ-იმერეთში გადავიდა და იქ გამაგრდა. არღუნ ნოინმა ნარინის იქ დადევნება ვერ გაბედა, მაგრამ სწორედ ამ დროს, 1260 წ., დავით ულუც აღმოჩნდა აჯანყებული და არღუნიც მის წინააღმდეგ უნდა შესდგომოდა ბრძოლას.

ულუ დავითს ძალიან ცოტა მომხრე-ღა შერჩა, მისი მთავარი დასაყრდენი სამცხე იყო. ულუ დავითსა და სამცხის სპასალარს, სარგის ჯაყელს, 8 ათასზე მეტი მეომარი არ ჰყავდათ.

არღუნ ნოინმა რომ ულუ დავითის აჯანყების ამბავი გაიგო, მაშინვე გვანცა დედოფალი, მის მცირეწლოვან შვილთან ერთად, დაიჭირა და ყაენის ურდოში გაგზავნა.

დავით მეფესა და სარგის ჯაყელს სამხედრო თვალსაზრისით დიდი შეცდომა მოუვიდათ, რომ თავისი მცირერიცხოვანი ლაშქარი სამცხის ვიწროებიდან გამოიყვანეს და უფრო მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეს ახალ-დაბასთან შეებრძოლნენ. ქართველები დამარცხდნენ. მაინც მონღოლები დამარცხებულებს სიფრთხილის გამო აღარ დაედევნენ. მონღოლთა ლაშქარსაც საკმაოდ დიდი ზიანი მოუვიდა.

1261 წლის მაისში ჰულაგუ ყაენმა დავით ულუს ხელში ჩასაგდებად არღუნი კვლავ სამცხეში გამოგზავნა. ამ დროისათვის ულუ დავითისა და სარგის ჯაყელის მომხრეების რიცხვი სამცხეში შემცირდა და დიდგვარიან აზნაურთაგან ზოგი თათრებს მიეგება კიდეც. 20 დღე აოხრებდა არღუნი ქვეყანას, მაგრამ მაინც ჯაყელთა საჯდომი ადგილის, ციხის-ჯვრის აღება ვერ შესძლო, დავით მეფეც ხელში ვერ ჩაიგდო. ამიტომ იმავე წლის ივნისში არღუნი იძულებული გახდა კვლავ უკან დაეხია.

გაბრაზებულმა ყაენმა ჯავრი ულუ დავითის ცოლზე, გვანცაზე, იყარა, რომელიც მოაკვლევინა. ამგვარადვე მოკლულ იქნა ამირსპასალარი ზაქარია შანშეს ძე, რომელსაც თავის ცოლთან, სარგის ჯაყელის ასულთან, საიდუმლო მიწერ-მოწერა დაბრალდა. სიკვდილითვე დასაჯეს თათრებმა, ხარკის გადაუნდელობის გამო, საქართველოს აღმოსავლეთი დიდი თემის, ხაჩენის, მმართველი ჰასან-ჯალალიც.

ასეთ პირობებში სამცხეს თათრებისათვის მარტო გამკლავება არ შეეძლო. დავით ულუმ და სარგის ჯაყელმა ბრძოლის შეწყვეტა არჩიეს. ულუ დავითი იმერეთში გადავიდა, სადაც მისი მამიდაშვილი ნარინ დავითი მას სიხარულით დახვდა.

13.9 § 84. ურთიერთობა ულუ დავითსა და დავით ნარინს შორის დასავლეთ საქართველოში

▲back to top


თუ სრულიადი საქართველოსათვის სახელმწიფო ტახტზე ორი მეფის ჯდომა უცილობლად ზედმეტად უნდა ყოფილიყო ცნობილი, მით უმეტეს უცნაური მდგომარეობა შეიქნა, როდესაც იმერეთში, საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ორი მეფე აღმოჩნდა. დიდებულთა შორის კვლავ კამათი და დაჯგუფება ატყდა იმ საკითხის გარშემო, თუ რომელ დავითს ჰქონდა მეტი უფლება საქართველოს ერთადერთი მეფე ყოფილიყო. ერთი ნაწილი დავით მეხუთეს ემხრობოდა, მეორე დავით მეექვსეს.

ამ საკითხის წამოყენების თაოსნობა დავით ულუს მომხრე ამალას ეკუთვნის, მაგრამ დასავლეთ საქართველოს დიდებულთაგანაც ზოგი ულუ დავითს მიემხრო.

მათ ჯგუფს ეკუთვნოდნენ რაჭის ერისთავთ-ერისთავი კახაბერ კახაბერისძე, რომლის საგვარეულოდანაც ულუ დავითის ცოლი გვანცა დედოფალი იყო, შემდეგ ქვაბულისძენი და ფარაჯანიანნი. მაგრამ იმერეთის ყველაზე გავლენიანი დიდებული ბედიან ჯუანშერისძე დავით ნარინს იცავდა და სწორედ. მისმა გავლენამ ჩაშალა ულუ დავითის მომხრეების გეგმა.

ამავე დროს აღმოსავლეთ საქართველოდან ძალიან დამაფიქრებელი ცნობები მოდიოდა. მონღოლებმა ამერეთში მეთვალყურედ ვინმე სომეხი შადინი დასვეს და მას მმართველად დანიშვნასაც უპირებდნენ. ეს რომ განხორციელებულიყო, ეს მონღოლების მიერ აღმოსავლეთ საქართველოს სრულ დაპყრობას უდრიდა. ულუ დავითმა გადასწყვიტა, რომ თათრებთან შეთანხმების გარდა სხვა გამოსავალი აღარ იყო და მოციქულები გაგზავნა შეთანხმების პირობების გასაგებად. გამამხნევებელი ცნობის მიღების შემდეგ, დავით მეექვსე, ულუ, ჯერ თბილისში გადმოვიდა, შემდეგ-კი ჰულაგუ ყაენის ურდოშიც გაემგზავრა.

13.10 § 85. ულუ დავითის შეთანხმება მონღოლებთან

▲back to top


1264 წელს ულუ დავითი და სარგის ჯაყელი ურდოში გაემგზავრნენ. იქ დაკითხვას თვითონ ჰულაგუ ყაენი აწარმოებდა. დავით მეფის მაგიერ, რომელსაც ენა არ უჭრიდა, ყაენს განმარტება სარგის ჯაყელმა მისცა. რადგანაც სარგისი ქართულად ლაპარაკობდა, მის ნათქვამს სადუნ მანკაბერდელი სთარგმნიდა. სადუნი ავაგ ათაბაგის ყმათაგანი იყო, ჭკვიანი და ენერგიული კაცი. ის ჯერ ულუ დავითმა დააწინაურა, შემდეგშიკი სადუნმა თათრებში და თვით ყაენის კარზედაც დიდი გავლენა მოიპოვა. სადუნი ენაწყლიანი ადამიანი იყო და მოხდენილი თარგმანით უამბობდა ყაენს, რასაც სარგის ჯაყელი მოუთხრობდა.

სარგის ჯაყელი აჯანყებას ასე ასაბუთებდა: აჯანყება მონღოლთა მოხელეების, მეტადრე-კი გადასახადების ამკრეფთა აუწერელი ბოროტმოქმედებით იყო გამოწვეული. მათი თვითნებობისა და ძალმომრეობისაგან დაცვის არავითარი საშუალება არ არსებობდა, რადგანაც ამ დიდ მოხელეებს ყაენის კარიც ქრთამით ჰქონდათ შეკრულიო. ასეთ პირობებში აჯანყების გარდა სხვა არავითარი საშუალება აღარ იყო, რომ თქვენ საქართველოს უმწეო მდგომარეობისათვის ყურადღება მიგექციათო.

იმ დროს, როდესაც ეს საქმე ჰულაგუ ყაენის კარზე ირჩეოდა, მას სასწრაფო ცნობა მოუვიდა, რომ ოქროს ანუ ჩრდილოეთის ულუსის დიდძალი ლაშქარი, თვით ბერქა ყაენის მეთაურობით, ირანის ილხანის სამფლობელოში შესაჭრელად დარუბანდისაკენ მოემართებოდა. ჰულაგუსთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ასეთი განსაცდელის ჟამს საქართველო ირანის ილხანების მოწინააღმდეგეს არ მიმხრობოდა. ამის გამო გამოძიება შეწყდა. ჰულაგუ ყაენმა დავით ულუ მაშინვე საქართველოში დააბრუნა იმ დავალებით, რომ უმალ აღმოსავლეთ საქართველოს მთელი ლაშქრით მასთან გამოცხადებულიყო.

მართლაც, 1264 წელს ირანის ილხანის მრავალრიცხოვანი ლაშქარი და საქართველოს ჯარიც ბერქას წინააღმდეგ დაიძრა. პირველს დიდ ბრძოლაში ბერქას ჯარი დამარცხდა და იძულებული გახდა უკან დაეხით. გამარჯვებით გათამამებული ირანის ილხანის ლაშქარი ჰულაგუ ყაენის შეილის, აბაღას, მეთაურობით მტერს კვალდაკვალ მისდევდა. ბერქას ლაშქარი უკვე ქედს იქით იყო გადასული, მაგრამ ძარცვა-გლეჯაში გართულს ირანის ლაშქარს ბერქას ჯარი 1265 წელს მოულოდნელად თავს დაესხადა ისე საშინლად დაამარცხა, რომ აბაღა უფლისწულმაც-კი ძლივს მოასწრო გამოქცევა.

ჰულაგუ ყაენმა შარვანში, თეთრ წყალთან, სანგრები (მონღოლურად - სიბა) ააშენა და აქ სანაპირო ჯარი ჩააყენა, რომელსაც ჩრდილოეთიდან შემოსეული მტერი უნდა შეეკავებინა. საქართველოდანაც ყოველ-წლივ ჯარი უნდა გასულიყო და შემოდგომიდან ზაფხულის დამდეგამდე ამ სიბაზე მდგარიყო.

13.11 § 86. ბრძოლა საეკლესიო. მამულების გამო

▲back to top


თათართა ბატონობის დასაწყის ხანაში მთავრებმა და დიდგვარიანებმა დამპყრობელებთან საერთო ენის გამონახვა შესძლეს. დიდგვარიანი და დიდი მემამულე აზნაურები მონღოლებს ეხმარებოდნენ კიდევაც დაპყრობილი ქვეყნების მართვა-გამგეობაში და აქაური ხარკის აკრეფაში.

მაგრამ საერთო გაჭირვებამ, ბეგარა-გადასახადების აუტანელმა სიმძიმემ და გამუდმებულმა მოლაშქრეობამ მალე მემამულე ფეოდალებსაც უწვდინა თავისი სუსხი. სათათრო ხარკისაგან უძრავი ქონება, მიწა, ისე დაიტვირთა, რომ შეწერილ გადასახადებს ვეღარ ასდიოდა. მემამულეები იძულებული ხდებოდნენ მათთვის საჭირო სახსარი სხვა გზით ეშოვნათ. ასეთი გზა იყო მიწის გაყიდვა. მიწა რომ მთლად ხელიდან არ წასვლოდათ, მემამულეები პირველ ხანებში იმ იმედით, რომ მომავალში მდგომარეობა გამოსწორდებოდა, საკრედიტო ამხანაგობათაგან, რომელთაც მაშინ ურტაღები ეწოდებოდათ, სესხს იღებდნენ და მიწას უგირავებდნენ. აღებული სესხის დაბრუნების ვადა რომ დადგებოდა ხოლმე, მემამულეებს ვალის გადახდა აღარ შეეძლოთ და ამის გამო მათ მიწა ან ეყიდებოდათ, ან სხვა გზით მისდიოდათ ხელიდან. ზოგი იმთავითვე იძულებული იყო თავისი მამული გაეყიდა.

მიწა-შემოცლილი მემამულე ფეოდალები მეფეს შესჩიოდნენ თავის გაჭირვებას. მაგრამ მეფეს მათი შველა არ შეეძლო, რადგანაც მასაც დიდად ჰქონდა მამულები შემოლეული.

თათართა ბატონობის ხანაში ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში შედარებით ეკლესია იყო. მონღოლებისაგან ეკლესიას დიდი შეღავათები ჰქონდა მინიჭებული, მამულებიც ეკლესიას თუ ემატებოდა, თორემ არ აკლდებოდა. მთავრობამ გადასწყვიტა, ეკლესიისათვის მამულები ჩამოერთმია და გაღარიბებული ფეოდალებისათვის დაერიგებინა. გადაწყვეტილი იყო იმ მამულების ჩამორთმევა, რომელნიც წინათ მეფესა და ფეოდალებს ეკლესიისათვის შეეწირათ. აღმოსავლეთ საქართველოში ამ დროს მწიგნობართუხუცესად ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელი იყო. საეკლესიო შეწირული მიწების ჩამორთმევა-გამოწირვა ბასილმა ჩაატარა, როგორც მთავრობის მეთაურმა.

ამ ღონისძიებამ, ცხადია, ეკლესია და მისი მესვეურები აღაშფოთა. დაიწყო სასტიკი და ხანგრძლივი ბრძოლა ეკლესიასა და მეფე-ფეოდალებს შორის.

ეკლესიის მესვეურებმა 1263 წელს საეკლესიო კრება მოიწვიეს, რომელმაც დავით მეექვსეს, ულუს, ულტიმატუმი წარუდგინა, რომ ეკლესიის მიწების სხვებზე გაცემა შეჩერებული ყოფილიყო და ყველა დარიგებული მიწაც უკან დაებრუნებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში საეკლესიო კრება იმუქრებოდა, რომ საქართველოს ყველა ტაძარს დაკეტავდა და ყოველგვარ მღვდელმსახურებას აკრძალავდა. მაგრამ მთავრობამ ეს მოთხოვნა არ შეასრულა. ეკლესიამ ბრძოლა წააგო.

0x01 graphic

სარგის, სამცხის სპასალარი.
საფარის ფრესკა, XIV ს.
სა
ქ. მუზ. ტ.ანყ.

რაკი ეკლესიის წინააღმდეგ გამოყენებული საშუალება ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელის მიერ იყო გატარებული, ეკლესიის მესვეურთა მთელი სიძულვილი მას დაატყდა თავზე. დაიწყო მითქმა-მოთქმა, ჭორები და ცილისწამება ბასილის წინააღმდეგ. ბასილის მტრებმა მწიგნობართუხუცესი ულუ დავითთან დააბეზღეს და მეფე დაარწმუნეს, რომ ბასილი მისი მოღალატე იყო. დავით მეფემ ამ შემთხვევაშიც საქმის გამოუძიებლად ბრძანება გასცა, ბასილი ჩამოეხრჩოთ. ამრიგად, ვაზირთა უპირველესი ბასილ უჯარმელი ეკლესიასთან ბრძოლის მსხვერპლი შეიქნა.

13.12 § 87. სამცხის გამოყოფა საქართველოს სამეფოდან და ულუსიანად გადაქცევა

▲back to top


მალე ერთი დიდი მარცხი მოუვიდა საქართველოს სამეფოს.

ბოროტმა მესაიდუმლეებმა ულუ დავითი დაარწმუნეს, ვითომც სამცხის სპასალარი სარგის ჯაყელი მეფისაგან განდგომას აპირებდა.

1266 წელს, შემოდგომით, სიბაზე წასასვლელად თბილისში ჩამოსული სარგის ჯაყელი დავით მეფემ სასახლეში დაიბარა და დააჭერინა. ჯაყელის ამალამ მაშინვე ყაენთან კაცი აფრინა.

ირანის ილხანმა აბაღა ყაენმა დავით ულუს ჯაყელის განთავისუფლება და ირანში გაგზავნა მოსთხოვა.

ყაენის კარზე მისულმა სარგის ჯაყელმა აბაღას სთხოვა, რათა ყაენს ჯაყელის სამფლობელო საქართველოს სამეფოდან გამოეყო და უშუალოდ თავის საგამგეოსათვის დაემორჩილებინა, ე.ი. როგორც მონღოლები უწოდებდნენ, ხასინჯუ დ ექცია. ქართველები ამას ულუსიანად ქცევას ეძახდნენ. ასეთ პირს და ასეთ სამფლობელოს ვერავინ შეეხებოდა თვით ყაენის გარეშე.

საქართველოს სამეფო ამ დროისათვის ფაქტიურად, უკვე ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ, ნაწილად იყო გაყოფილი. ეხლა, სარგის ჯაყელის ამ საქციელის შემდეგ, საქართველოს მესამე ნაწილიც გამოეყო, რომელიც, აღმოსავლეთ საქართველოსაგან განსხვავებით, უკვე მთლიანად მონღოლთა ყაენს ექვემდებარებოდა. ამრიგად, სარგის ჯაყელმა თავისი უვნებლობა საქართველოს მთლიანობის დარღვევის საფასურით მოიპოვა.

13.13 § 88. ბრძოლის განახლება ჩრდილოეთის ულუსსა და ირანის ილხანებს შორის და მისი ანარეკლი საქართველოში

▲back to top


1265 წელს რომ ირანის მონღოლთა ყაენად ჰულაგუს მაგიერ მისი ვაჟიშვილი აბაღა დაჯდა, ბერქა ყაენმა ისევ ირანის ილხანების წინააღმდეგ გალაშქრება გადასწყვიტა. მას ძალიან ფართო მიზანი ჰქონდა დასახული და სამასი ათასი მოლაშქრე ჰყავდა თავმოყრილი. შეიტყო თუ არა ეს ამბავი, აბაღა ჯარის შეყრას შეუდგა და დავით ულუც თავისთან დაიბარა ქართველი ჯარით. რაკი ბერქა ყაენს ასეთი მრავალრიცხოვანი ლაშქარი ჰყავდა, აბაღა ყაენი მთელი თავისი სამხედრო ძალით მტკვარს გამოღმა გამაგრდა და ყველა ხიდი მტკვარზე ააყრევინა. წყალდიდობის გამო ბერქა ყაენმა ვერ შესძლო აზვირთებული მდინარე გადმოელახა და იძულებული გახდა თბილისზე წამოსულიყო, რომ თბილისში ხიდზე გადასულიყო და მოწინააღმდეგეს ზურგიდან დასცემოდა.

ამოდენა ლაშქრის ყოფნამ მტკვრის, ალაზნისა და ივრის სანაპიროები ისე ააოხრა, რომ იმ დროიდან მოყოლებული მრავალი ხნის განმავლობაში მოსახლეობა აქ ამომწყდარი იყო. მაგრამ თბილისზე მომავალი ბერქა ყაენი მოულოდნელად გარდაიცვალა და აბაღა ყაენიცა და აღმოსავლეთი საქართველოც განსაცდელს გადაურჩნენ.

მომხდარი ამბით შეშინებული აბაღა ყაენი საზღვრის დასაცავად ყოველწლივ სიბაზე ჯარს გზავნიდა. ამ გამაგრებული ჯარების დაცვის ტვირთის უდიდესი ნაწილი საქართველოს სამხედრო ძალას აწვებოდა. წლითწლობამდე საქართველო იძულებული იყო თავისი ქვეყნიდან ხალხი გაეყვანა, ნაყოფიერი შრომისათვის მოეშორებინა და მონღოლთა სახელმწიფოს დასაცავად იმ შორეულ ქვეყანაში ჰყოლოდა.

ჯარის ერთად შეჯგუფების შედეგად, როგორც ბევრჯერ მომხდარა, მუცლის მოარულმა იჩინა თავი. ეს სნეულება იმდენად მოედო ლაშქარს, რომ მისგან რამდენიმეჯერ ავად გახდნენ თვით დავით მეფე და მისი ვაჟი გიორგი. ბოლოს ამ სენმა ორივე იმსხვერპლა: 1268 წელს გიორგი უფლისწული გარდაიცვალა, ხოლო 1270 წელს - მეფე დავით მეექვსეც.

თუ სამეფო ოჯახი, რომელიც განსაკუთრებულ პირობებში იმყოფებოდა ხოლმე, ამ ავადმყოფობას შეეწირა, ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში უნდა ჩავარდნილიყო მოსახლეობის დაბლა მდგომი ფენები. ამგვარად, სხვა მსხვერპლს ეს მსხვერპლიც მიემატა.

13.14 § 89. დავით ნარინის საგარეო ურთიერთობანი

▲back to top


მას შემდეგ რაც დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში გადავიდა, დასავლეთი საქართველო თათართა ბატონობისაგან სრულებით დამოუკიდებელი გახდა.

დავით ნარინი ულუ დავითზე ბევრად უფრო ფრთხილი, წინდახედულიდა ჭკვიანი კაცი იყო. თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად და ირანის ილხანებისაგან დასავლეთ საქართველოს დასაცავად დავით ნარინმა გადასწყვიტა იმ სახელმწიფოებთან შეეკრა კავშირი, რომელნიც ირანის ან მტრები იყვნენ, აწ მეტოქენი.

ურთიეთოა ეგიპის სულთან და ილხანებთან. ირანის ილხანებსა და ეგვიპტის სულტანებს შორის ამ დროს მტრული დამოკიდებულება არსებობდა. ჩრდილოეთის ანუ ოქროს ულუსის ყაენები ყოველნაირად ცდილობდნენ, ეგვიპტის სულტანებს დაახლოებოდნენ. ამავე პოლიტიკას დაადგა დავით ნარინიც. 1264-65 წელს მან ეგვიპტის სულტანს საჩუქრებით დატვირთული დესპანები გაუგზავნა. 1268 წელსაც მან ამგვარადვე ეგვიპტის მბრძანებელს დესპანები გაუგზავნა. მეორე მხრით, დავითს ოქროს ულუსთანაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა.

დავით ნარინი, გარდა ამისა, ცდილობდა ირანის ილხანების სახელმწიფოს შინაგანი წინააღმდეგობითაც ესარგებლა. ილხანების წინააღმდეგ განწყობილი თუ აჯანყებული მონღოლი ბატონიშვილები, სარდლები და მოხელეები თავშესაფარს პოულობდნენ იმერეთში, დავით მეფესთან.

ბრძოლა გავლეისათვის ტრაპიზონის სამეფოში. მონლოლების გაბატონებამ მახლობელ აღმოსავლეთში, ბუნებრივია, შეასუსტა საქართველოს გავლენა ტრაპიზონის სამეფოზე, მით უფრო რომ ტრაპიზონის კეისარი მანუილ მეორე უკვე 1244 წლის შემდეგ მონღოლთა მოხარკედ იყო ქცეული.

ამავე დროს ბიზანტიის იმპერატორიც ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ტრაპიზონის სამეფოდან საქართველოს მომხრეები სრულიად გაეძევებინადა ეს ქვეყანა ნელ-ნელა თავისთვის დაემორჩილებინა.

სამოციან წლებში ბიზანტიის მთავრობამ ამ მხრივ ერთგვარ წარმატებასაც მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ტრაპიზონის სამეფო სახლისა დადიდებულთა თანაგრძნობა საქართველოს მხარეზე იყო და ტრაპიზონის მეფეები მუდამ მოყვრობაშიაც იყვნენ ქართველ ბაგრატიონებთან.

საქართველოს მთავრობას არ შეეძლო გულხელდაკრეფილი ეცქირა ბიზანტიის გავლენის ზრდისათვის ტრაპიზონში. ამიტომ 1282 წელს დავით ნარინი თავისი ჯარით ტრაპიზონის საკეისროს შეესია და, თუმცა თვით ტრაპიზონის აღება ვერ მოახერხა, მაგრამ საკეისროს დიდი ნაწილი დაიპყრო. ამ დროს ტრაპიზონის მეფე, იოანე მეორე, ბიზანტიის მთავრობას კონსტანტინოპოლში ჰყავდა გატყუებული.

როცა 1284 წელს იოანე თავის საკეისროში დაბრუნდა, საქართველოში გათხოვილი იოანეს და, თეოდორა, ტრაპიზონის საკეისროს შეესია ჯარით და კეისრად დაჯდა. ასეთი გაბედული ნაბიჯის გადადგმა დამიზნის მიღწევა თეოდორას მხოლოდ საქართველოს სამხედრო ძალის უშუალო დახმარებით შეეძლო. ამიერიდან ტრაპიზონის საკეისროში საქართველოს პოლიტიკური გავლენა კვლავ უნდა გაძლიერებულიყო. მაგრამ ბრძოლა არც ბიზანტიელებს შეუჩერებიათ. შემდეგში ცვლილება მოხდა და იოანე მეორემ ხელისუფლება დაიბრუნა.

13.15 § 90. დემეტრე მეორის გამეფება აღმოსავლეთ საქართველოში. სადუნ მანკაბერდელი

▲back to top


როცა 1272 წელს ულუ დავითი გარდაიცვალა, ტახტის მემკვიდრე, დემეტრე უფლისწული, 11-12 წლის ყმაწვილი იყო. ყაენმა დემეტრე საქართველოს მეფედ დაამტკიცა.

საეფოს ტერიტოა. აღმოსავლეთით საქართველოს მაშინდელი საზღვარი თეთრი წყლის (შამახიის თემში) გასწვრივ იყო. ანისი და კარი მათი ქვეყნებით კვლავინდებურად საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ხლათი და მანაზკერტი უკვე საქართველოს ყმადნაფიცი აღარ იყვნენ. იმერეთი, რასაკვირველია, დემეტრე მეორეს აღარ ემორჩილებოდა: თუმცა სამეფო იურიდიულად გაყოფილი არ იყო, მაგრამ, პოლიტიკური პირობების გამო, მისი მთლიანობა უკვე დარღვეული იყო. არც სამცხე ემორჩილებოდა დემეტრეს სავსებით.

სადუნ მანბერდელის დაწიაურეა. დემეტრეს, მცირეწლოვანობის გამო, სამეფოს მართვა არ შეეძლო, მას მზრუნველი და მეურვე უნდა ჰყოლოდა დანიშნული. ყაენმა აბაღამ ასეთ მზრუნველად დემეტრეს სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნა.

ჯერ კიდევ 1272 წელს, როცა დემეტრე ყაენის კარზე იმყოფებოდა, დემეტრემ სადუნ მანკაბერდელს ათაბაგობა მისცა, რაც უეჭველია აბაღასაგან უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი.

სადუნი იმ ადამიანების რიცხვს ეკუთვნოდა, რომელნიც მონღოლების ერთგულებით, ენების ცოდნითა და მჭევრმეტყველებით წინაურდებოდნენ ხოლმე.

ქართული, მონღოლური, სპარსული და სომხური ენების კარგი მცოდნე, სადუნი სწორედ ასეთი ხანისათვის დაბადებული ადამიანი იყო. როგორც ვიცით, ის ჯერ ავაგ ათაბაგის ასულის, ხვაშაქის, ეჯიბი იყო. როცა ხვაშაქი ყაენის პირველ ვაზირზე გათხოვდა, სადუნიც აღზევდა, რადგან ამიერიდან აღმოსავლეთ საქართველოს საკითხების განხილვის დროს სადუნი ყაენის ურდოში პირველ მრჩეველად იქცა. ეხლა კიდევ საქართველოს მცირეწლოვანი მეფის მეურვეობამ სადუნი საქართველოს სათავეში მოაქცია.

სადუნი მარტო პოლიტიკურ აღზევებაზე არ ზრუნავდა, არამედ გამდიდრებასაც ყოველნაირი საშუალებით ცდილობდა. 1278 წელს დემეტრე მეორისაგან მან თელავი, ბელაქანი და ბევრი სხვა ადგილიც ჩაიგდო ხელში. როდესაც შემდეგ თათრებმა დემეტრეს დიდი თანხის გადახდა მოსთხოვეს, რომლის გამოღება მეფეს არ შეეძლო, ამ ფულის გადახდა სადუნმა იკისრა, მაგრამ სამაგიეროდ თავისთვის ქალაქი დმანისი და მისი თემი მოითხოვა. დემეტრე მეფე იძულებული გახდა ჯერ დმანისი მიეცა სადუნისათვის, შემდეგ-კი ციხე-ქალაქი კარი (ყარსი). კარი სადუნმა თავის საჯდომად აქცია. შემდეგშიაც სადუნის სიმდიდრე ზღაპრული სისწრაფით იზრდებოდა.

სადუნ მანკაბერდელი თათარს თათრად ეჩვენებოდა, ქართველთან ქართველი და სომეხთან სომეხი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაინც თათართა ზნე-ჩვეულებას შეეგუა.

თუმცა თავისი მოქნილი მოქმედების წყალობით სადუნს ბევრი ჰყავდა მადლიერი, მაგრამ ქართველ და სომეხ დიდებულთა შორის ბევრი მტერიც ჰყავდა, რომელთაც მისი ასეთი სწრაფი აღზევება არაფრად ეჭაშნიკებოდათ. მაგრამ სადუნ მანკაბერდელის წინააღმდეგ ბრძოლა ადვილი საქმე არ იყო: თათრებთან ახლო კავშირი სადუნ მანკაბერდელს საშიშარ მტრად ხდიდა.

როცა სადუნი გარდაიცვალა 1281 წელს, დემეტრე მეფემ ათაბაგობა მის შვილს ხუტლუ-ბუღას კი არ მისცა, არამედ ტარსაიჭ ორბელს უწყალობა, ხუტლუ-ბუღას-კი ამირსპასალარობა აკმარა.

13.16 § 91. აღმოსავლეთ საქართველოს მდგომარეობა დემეტრე მეორის მეფობაში

▲back to top


იმისდა მიუხედავად, რომ დემეტრე მეფე მცირეწლოვანი იყო. მასაც მონღოლთა ყველა ლაშქრობაში უხდებოდა მონაწილეობის მიღება.

ამ ხანაში მონღოლები უმთავრესად ეგვიპტის სულტანს ებრძოდნენ და აღმოსავლეთ საქართველოს ჯარიც ამ ომიანობაში მუდმივ იყო ჩაბმული.

1277 წელს ირანის ილხანის ლაშქრობა ეგვიპტის წინააღმდეგ საშინლად დამარცხდა. ამ ომში ქართველთაგან ბევრმა შესწირა თავისი სიცოცხლე. 3.000 მებრძოლიდან ცოტა-ღა დაბრუნდა საქართველოში. საგრძნობი დამარცხებით დამთავრდა მონღოლთა ლაშქრობა იმავე ეგვიპტის სულტანის წინააღმდეგ სირიაში 1280-წელსაც. ამ ლაშქრობაში 50 ათასი თათარი და 30 ათასი ქართველი, სომეხი და ბერძენი მეომარი იყო ჩაბმული. ამ ომშიც ქართველთა უმეტესობა დაიღუპა.

1281 წელს ქალაქ ამასიის მახლობლად მონღოლები კვლავ დამარცხდნენ და ამ ბრძოლაშიც დიდძალი ხალხი დაიღუპა, მათ შორის ქართველთა ლაშქრის უდიდესი ნაწილიც. თვით დემეტრე მეორე ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

ასეთ მარცხიანსა და გაუთავებელ ლაშქრობას საქართველოს მოსახლეობა დიდ ქონებრივ გაჭირვებაშიც უნდა ჩაეგდო. ეს უპირველესად ქალაქებში, მაგალითად, თბილისში, იყო საგრძნობი: იქ მათხოვარ-დავრდომილების რიცხვი ძალიან გამრავლებულა. მაღალი წრეების წარმომადგენელნიც-კი თავის უმწეო მდგომარეობას საჯაროდ სჩიოდნენ.

ამ გაჭირვებას ზედ დიდი მიწისძვრაც დაერთო. მრავალი საყდარი, მონასტერი, ციხე, სახლი და სხვა ნაგებობა დაიქცა, კლდეებიც-კი მტვრის მსგავსად ჩამოიფშვნა და მიწა გაიპო.

ეს საშინელი მიწისძვრა მთელი ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, დიდძალი ხალხიც დაიღუპა და უსახლკაროდ, უსახსროდაც ბევრი დარჩა. მიწისძვრის მთავარი ცენტრი სამცხეში იყო, მაგრამ მისი ანარეკლი ქართლში იმდენად ძლიერი იყო, რომ მცხეთის ტაძარიც-კი დაიქცა.

ოთხმოციანი წლების დამლევს მონღოლებმა კვლავ ხალხის აღწერა მოახდინეს. ამ აღწერამ გამოარკვია, რომ ილხანების სამფლობელოს უმეტესი ნაწილი აოხრებული ყოფილა, მათ შორის - საქართველოც, ხოლო. საქართველოში ყველაზე მეტად კახეთი და ჰერეთი იყო გაპარტახებული, ბერქა ყაენსა და ირანის ილხანებს შორის წარმოებული ბრძოლის წყალობით.

როგორც სხვა შემთხვევაშიაც მომხდარა, ეხლაც გაჭირვება უმთავრესად ხალხს დააწვა. გაბატონებული წრეები, დიდებულები და სამღვდელოება, ყველა საშუალებას ხმარობდნენ, რომ თვითონ თავი დაეღწიათ ამ გაჭირვებისაგან და მისი ტვირთი სხვებისათვის, უმთავრესად მდაბიო. ხალხისათვის, გადაელოცათ, ფეოდალებმა ისევ ეკლესია-მონასტრების მიწების მიტაცება დაიწყეს. სამღვდელოებაც ხალხის აშკარა ყვლეფას არ თაკილობდა, ცხადია, გლეხობა ცდილობდა თავი დაეცვა, რამდენადაც შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ ფეოდალური წრეების ზნე-ჩვეულებაშიაც ამ დროს ბევრი ცვლილება ხდებოდა მონღოლების ზეგავლენით. ასე, მაგალითდ, გაჩნდა მრავალცოლიანობის შემთხვევებიც, რაც ქართველი ხალხისათვის სრულიად უჩვეულო იყო.

13.17 § 92. შინაური ბრძოლა ილხანების სახელმწიფოში. დემეტრე მეორის სიკვდილით დასჯა

▲back to top


მას შემდეგ რაც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ულუსებს შორის ბრძოლა ატყდა, უთანხმოება და შუღლი თვით ირანშიც ჩამოვარდა. ილხანების საყაენოში შეთქმულება შეთქმულებას მოსდევდა. იშვიათი შემთხვევა იყო, რომ ირანის ყაენებს ამ ხანაში თავისი სიცოცხლე ბუნებრივი სიკვდილით გაეთავებინოთ.

უნებლიეთ ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე ირანის საყაენოში პირველობისათვის მებრძოლთა ან ერთ მხარეზე უნდა ყოფილიყო, ან მეორეზე.

ბრძოლა აჰად და არღუნ ყაეებს შორის. ასე, როცა აბაღა ყაენის ძმასა და მემკვიდრეს, გამაჰმადიანებულ აჰმად ყაენს ნოინები აუჯანყდნენ და მის მაგიერ აბაღას შვილი არღუნი დასვეს ყაენად, აჰმადმა ჯარი შეაგროვა და საქართველოდანაც დემეტრე დაიბარა ქართველი ლაშქრით. 1284 წელს აჰმადმა არღუნი თავისი და საქართველოს შეერთებული ლაშქრით დაამარცხა, მაგრამ აჰმადის ძლევამოსილება მალე გაქარწყლდა. ნოინები თავისას არ იშლიდნენ და მათი წყალობით არღუნი კვლავ ყაენად დაჯდა. ამავე დროს დემეტრე მეორეს საქართველოში შემოუთვალეს, დახმარება აღარ გაეწია აჰმადისათვის. ეს მოთხოვნა მეფემ შეასრულა.

არღუნის ყაენობისას დემეტრე უკეთეს პირობებში ჩავარდა, პირველ ხანებში მაინც. არღუნის უმთავრესი მრჩეველი ბუღა საქართველოს მეფესთან დაახლოებული პირი იყო და დემეტრე მეფეს მხარს უჭერდა ხოლმე.

შეთქულეა არუნის წიააღმდეგ. მაგრამ მალე მდგომარეობა სრულიად გამოიცვალა. 1288 წელს არღუნ ყაენის საწინააღმდეგო შეთქმულება გამომჟღავნდა. ამ შეთქმულების მეთაურობა პირველ ვაზირს ბუღას დაბრალდა. ბუღა სიკვდილით დასაჯეს. მის შვილს, ნათესავებსა და მომხრეებსაც იგივე ბედი ეწიათ.

რადგანაც ცნობილი იყო, რომ საქართველოს მეფე შეთქმულების. მეთაურთან მჭიდროდ იყო. დაკავშირებული, ამიტომ არღუნმა დემეტრე ირანში დაიბარა. დემეტრეს წინაშე წამოიჭრა საკითხი, როგორ მოქცეულიყო: წასულიყო, თუ მთებში გახიზვნით თავის თავისათვის ეშველა. ამ განსაცდელის ჟამს მან სახელმწიფო დარბაზი მოიწვია და შეეკითხა, რას ურჩევდნენ.

დეეტრეს სიკვდლით დასჯა. თვითონ მეფეს ყაენთან წასვლა თავის მოვალეობად მიაჩნდა, რადგან იცოდა, რომ თუ ის არ გამოცხადდებოდა, ყაენი შურის საძიებლად უეჭველად საქართველოს ააწიოკებდა. დარბაზის წევრები-კი ფიქრობდნენ, რომ დემეტრეს შეეძლო თავი ისევე გადაერჩინა, როგორც სხვებმა, თვით მისმა მამამაც, არა ერთხელ გადაირჩინეს, და ურჩევდნენ, საქართველოში დარჩენილიყო. დემეტრემ ეს წინადადება უარჰყო. მან თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახი სხვადასხვა ალაგას დამალა და გზას გაუდგა. გზაშივე დემეტრე მეფეს ყაენის საგანგებო მოხელე დახვდა, რომელმაც მეფეს მთელი ქონება ჩამოართვა, თვითონ ის შეიპყრო და ასე წარუდგინა ყაენს.

ყაენს გადაწყვეტილი არ ჰქონდა დემეტრე მეორე უთუოდ სიკვდილით დაესაჯა. მაგრამ ზოგი იმდროინდელი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ დემეტრე მეფე სადუნ მანკაბერდელის შვილმა, ხუტლუ-ბუღამ, დაღუპაო. ხუტლუ-ბუღა დემეტრეს ემდუროდა იმის გამო, რომ მან სადუნის სიკვდილის შემდეგ ათაბაგობა მას კი არა, არამედ ტარსაიჭ ორბელს უწყალობა. ხუტლუ-ბუღა არღუნს წარუდგა და მოახსენა: იმერეთის მეფის, დავითის შვილს ვახტანგს გადმოვიყვან, მას მიეცი მეფობა და ამრიგად საქართველოს ორივე სამეფო შენს ხელში იქნებაო. არღუნ ყაენს ეს გეგმა მოეწონა და ამ გარემოებამ დემეტრეს ბედიც გადასწყვიტა საბოლოოდ.

სიკვდილით დასჯის წინ დემეტრე მეფეს წინადადება მისცეს, თვითონვე დაესახელებინა, სად და რა სიმდიდრე ჰქონდა კიდევ. ამ ცნობის თანახმად, მას მთელი ქონება ჩამოართვეს და 1289 წელს 12 მარტს საქართველოს მეფეს თავი მოჰკვეთეს უცხოეთში. ამ ამბის გამო დემეტრეს„თავდადებული“ დაერქვა.

დემეტრე თავდადებულის ისტორია აღწერილი აქვს ილია ჭავჭავაძესთავის ცნობილ პოემაში.

დემეტრეს შიაური საქმიანობა. იმდროინდელი ისტორიკოსის მტკიცებით, დემეტრე ცდილობდა აოხრებული ქვეყანა განეახლებინა, ამოწყვეტილი მოსახლეობის მაგიერ სხვა მოეყვანა, მიწაზე დაესვა და ქვეყანა მოეშენებინა. დემეტრეს მშენებლობაც უწარმოებია. მის მიერ ისნის სამეფო სასახლის მახლობლად აგებული მეტეხის ტაძარი (ავლაბარში) დღემდეა შემონახული. იგი ამჟამად „მეტეხის ხელოვნების მუზეუმს“ ეკუთვნის და მნიშვნელოვანია როგორც მე-13 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების მაღალხარისხოვანი განვითარების დამამტკიცებელი ძეგლი. მდიდარი ჩუქურთმით შემკული, მშვენივრად შესრულებული მისი კარიბჭე და სხვა გადარჩენილი ნაწილები ცხადჰყოფს, რომ იმ დიდი გაჭირვებისა და უბედურების მიუხედავად, რომელიც მონღოლთა ბატონობის ხანაში საქართველოს თავს დაატყდა, ქართველ ხელოვანთა შემოქმედებითი ნიჭი დაშრეტილი არ ყოფილა.

0x01 graphic

ქართული ხელაწერის მორთულობის ნიმუში.
შიო-მღვიმის სახარება 1270 წ.
საქ. მუზ. ხელნაწერთა განყოფილება

13.18 § 93. ვახტანგ მეორის, ნარინ დავითის ძის, მეფობა აღმოსავლეთ საქართველოში

▲back to top


დავით ნარინის შვილის გამეფებით აღმოსავლეთ საქართველოში არღუნ ყაენი რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობდა: მთელი საქართველოს დამორჩილებას, ამით ხარკის გადიდებასა და დავით ნარინის მტრობის გაქარწყლებასაც.

1289 წელს, ყაენის დავალებით, ხუტლუ-ბუღამ ვახტანგი აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანა. ვახტანგს თან მისი მამა, დავით ნარინიც,გადმოჰყვა. თავის დასარწმუნებლად და ვახტანგის მდგომარეობის განსამტკიცებლად, დავით ნარინმა აღმოსავლეთ საქართველოს დიდებულებს ფიცი ჩამოართვა და თვითონ ქუთაისში დაბრუნდა.

ხუტლუ-ბუღამ ვახტანგ უფლისწული არღუნ ყაენთან წაიყვანა. არღუნმა ვახტანგს მეფობაც უწყალობა და ცოლადაც თავისი და შერთო.

ხუტლუ-ბუღამ თავისი მოღვაწეობისათვის დიდი საფასური მიიღო: ვახტანგ მეორემ მას ათაბაგობაცა და ამირსპასალარობაც ერთდროულად უწყალობა.

მაინც ხუტლუ-ბუღასთვის ვახტანგ მეფესთანაც ხანგრძლივი შეთანხმება ადვილი არ იყო. ორი წლის შემდეგ მათ შორის უკვე მტრობა გაჩაღდა. ხუტლუ-ბუღამ გადასწყვიტა ვახტანგი ტახტიდან ჩამოეგდო დამის მაგიერ დემეტრე მეორის ვაჟი, დავითი, გაემეფებინა. ხუტლუ-ბუღა, ალბათ, იმას ანგარიშობდა, რომ დავითი მცირეწლოვანი იყო და საქართველოს მართვა-გამგეობა მთლიანად მე ჩამივარდება ხელშიო.

ხუტლუ-ბუღა ბევრს ეცადა მონღოლებთან თავის განზრახვის შესასრულებლად, მაგრამ ვერაფერი გააწყო, კერძოდ იმიტომაც, რომ ყველა გავლენიანი მოხელე საქართველოში ვახტანგის მომხრე აღმოჩნდა. საქართველოს დიდებულებმა კარგად იცოდნენ, რომ ხუტლუ-ბუღას საქართველოს მართვა-გამგეობის ხელში ჩაგდება და მეფის სათამაშო ბურთად ქცევა სწადდა.

ვახტანგ მეორის მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. 1292 წელს, მცირე ხნის ავადმყოფობის შემდეგ, ის გარდაიცვალა. 1293 წელს გარდაიცვალა დავით მეოთხე, ნარინიც, თავისი ვაჟის ნაადრევი სიკვდილით შეწუხებული.

13.19 § 94. საქართველოს მდგომარეობა მე-13 საუკუნის დამლევს

▲back to top


დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ მისი სამი შვილიდან მეფობა უფროსს, კონსტანტინეს, ერგო, მაგრამ მას უმცროსი ძმა მიქაელი აუჯანყდა. მიქაელმა რაჭა და არგვეთი დაიპყრო. ამის შემდეგ დასავლეთ საქართველოში შუღლი და მტრობა ჩამოვარდა. დროგამოშვებით მტრობა თითქოს შენელდებოდა, შემდეგ ძმები კვლავ აიშლებოდნენ და ბრძოლა და სისხლის ღვრა ისევ იწყებოდა ხოლმე.

1293 წელს ქეღათუ ყაენმა დემეტრეს ძე, დავით უფლისწული, აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დაამტკიცა, საქართველოში დააბრუნა და თან ქართველი დიდებულები, მათ შორის, რასაკვირველია, ხუტლუ-ბუღაც გამოაყოლა.

საქართველოში დავით მეშვიდეს, დემეტრე თავდადებულის ძეს, ცუდი მდგომარეობა დახვდა. სამცხე ისევ განზე იდგა და მისი მთავარი ბექა, სარგისის ძე, დავითს არ ემორჩილებოდა. ამავე დროს ქართლში ოსები მომძლავრებულიყვნენ, მათ გორის ციხეც-კი ჩაეგდოთ ხელში.

მართალია, ოსებს მხნედ ებრძოდა ქართლის ერისთავთ-ერისთავი ბეგა სურამელი, მაგრამ თათრები მხარს ოსებს უჭერდნენ და მე-13 საუკუნის დამდეგამდე ოსთა თარეშები ქართლში იშვიათი მოვლენა არ იყო.

ამასთანავე ირანში ისევ დიდი არეულობა ატყდა. 1295 წელს ილხანობის მაძიებლებმა ორი ყაენი მოჰკლეს. სამხრეთის ანუ ირანის ულუსის ბატონობა ბოლოს ყაზანმა იგდო ხელში.

ყაზან ყაენმა მაშინვე საქართველოსაც მოაპყრო თავისი ყურადღება. აქ, სამცხეში, იმალებოდა ერთი მისი მოწინააღმდეგე ნოინთაგანი. ყაზან ყაენის მოთხოვნის გამო დავით მეშვიდე და ბექა იძულებული გახდნენ თავშეფარებული პირი გაეცათ, მაგრამ დიდი ყოყმანით. ცხადია, რომ ყაზანი ამის გამო დავით მეფის კმაყოფილი ვერ იქნებოდა, როგორც აგრეთვე იმის გამოც, რომ თვითონ დავითიც ყაენთან არ გამოცხადდა.

13.20 § 95. ყაზან ყაენი და დემეტრე მეორის შვლები

▲back to top


აზაის პიროვნა და სამიაა. ყაზან ყაენი ირანის ილხანებს შორის ყველაზე ძლიერი მმართველი იყო. მას მაჰმადიანობა ჰქონდა მიღებული და ქრისტიანებს სდევნიდა. ამასთან ერთად, ყაზანი ცდილობდა თავის სამფლობელოში წესიერება დაემყარებინა, მოხელეების თვითნებობა აელაგმა და გადასახადების აკრეფისათვის უფრო კანონიერი სახე მიეცა.

მიწის გადასახადებით დიდი დატვირთულობისა და მევახშეობის გამო, მიწის დამუშავება ირანის საყაენოში ხელსაყრელი არ იყო. გლეხები თავის მიწას სტოვებდნენ და გარბოდნენ.

ყაზანმა მიწის დამუშავებისათვის სოფლის მეურნეებს დიდი შეღავათები მიანიჭა.

ყველა ამ ღონისძიებამ მოსახლეობის მდგომარეობა საყაენოში ცოტათი გააუმჯობესა. მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. ამიტომ მოსახლეობის აყრის შესაჩერებლად ყაზანმა სოფლის მოსახლეობას თვითნებურად სხვაგან გადასვლა აუკრძალა. ამრიგად, ფეოდალური დამოკიდებულება ირანში კიდევ უფრო მკაცრი გახდა, სოფლის მოსახლეობა მიწაზე კიდევ უფრო მჭიდროდ. მიმაგრებულ იქნა და მიწის დამუშავებ მის აუცილებელ მოვალეობად გადაიქცა.

ბრძოლა ყაზანსა და დავით მშვიდეს შორს. 1297 წელს ყაზან ყაენმა დავით მეშვიდე თავისთან დაიბარა, მაგრამ რადგანაც მუფეს ყაენის შურისძიებისა ეშინოდა, მან ირანში წასვლას თავი აარიდა და. მთებში გაიხიზნა. დავითმა ჟინვანთან საფრები გააკეთა და შიგ თავისი ჯარი ჩააყენა. ამავე დროს დავითმა ჩრდილოეთის, ოქროს ურდოს, ყაენს თავისი უმცროსი ძმა ვახტანგი გაუგზავნა მოციქულად და აცნობა, რომ მას ირანში შესასევად გზას მისცემდა.

ჩრდილოეთის ყაენმა ეს წინადადება სიამოვნებით მიიღო. სამაგიეროდ ირანის ილხანი ამ ამბავმა ძალიან შეაფიქრიანა. ამიტომ ყაზან ყაენმადავით მეშვიდეს შემოუთვალა, რომ მასთან ზავს დასდებდა, თუ-კი ის ყაზანს შეჰფიცებდა, რომ მისი ერთგული იქნებოდა და მის მტრებთან კავშირს შესწყვეტდა.

ამ დროიდან მოყოლებული დავითი სიტყვიერად წლით-წლობამდე ასეთ პირობაზე თანხმდებოდა, მძევლებსაც აძლევდა, მაგრამ ყაზან ყაენთან მისვლას მაინც ვერ ბედავდა.

ეხლა უკვე თათრებმა ძალა იხმარეს, ისინი საქართველოში ჯარებს გზავნიდნენ და გამდგარი თემების დამორჩილებას ცდილობდნენ. ამ ომსა და რბევაში ქართლი ძალიან აოხრდა.

იორი მეუთის გამეფეა აღმოსავლეთ საართველოში. რაკი ამრიგად ყაზან ყაენმა დავით მეფე საბოლოოდ ვერ გამოინდო და ისიც გაიგო, რომ დავითი ჩრდილოეთის ყაენთან მოლაპარაკებას განაგრძობდა, განრისხებულმა 1299 წელს აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დავით მეშვიდის უმცროსი ძმა, გიორგი, დანიშნა. გიორგი ამ დროს მცირეწლოვანი იყო და სამცხის მთავართანი ბექა ჯაყელთან, იზრდებოდა. გიორგი უფლისწული ჩამოიყვანეს და თბილისში დასვეს. მას თბილისის მეფეს ეძახდნენ, რადგანაც ქართლი, მთიულეთი და საერთოდ აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთი ნაწილი დავით მეფის ხელში იყო.

დავით მეშვიდე თათრებს მარჯვედ ებრძოდა და დიდ ზიანსაც აყენებდა მათ. ვერას გზით ყაენის მოხელეებმა მისი ხელში ჩაგდება ვერ მოახერხეს, მაგრამ ქვეყანას თათართა ჯარის დგომითა და ლაშქრობით კვლავ დიდი ზიანი მოსდიოდა.

აშლილოა აღოსავლეთ საართველოში და ვახტან მესამის ეფეა. 1301 წელს გაზაფხულზე ქართლში კვლავ ყაზან ყაენის ნოინი მოვიდა დიდი ლაშქრით. რაკი დავით მეშვიდემ ეხლაც არ შეასრულა ყაენის მოთხოვნა და შიშით ისევ ვეღარ მიენდო მონღოლებს, აღმოსავლეთ საქართველოს დიდებულთა უმრავლესობა ირანის ილხანს დაემორჩილა. ეს თითქოს მეფის თანხმობით გაკეთდა, მაგრამ სამეფოს რღვევის მომასწავებელი იყო.

რადგანაც დავითი თვითონ მონღოლებს არ ემორჩილებოდა და თანაც თავის ახლო-მახლო ყმების მორჩილებაში ყოლას ცდილობდა, ომიანობა გრძელდებოდა, ქვეყანა იშლებოდა და ოხრდებოდა. დავითი ჯერ ერისთავს წაეკიდა, შემდეგ თავის ძმას ვახტანგს გადაემტერა. პირობა ძმები თითქოს შერიგდნენ, მაგრამ შემდეგ ისევ აიშალნენ და ვახტანგი ილხანის ურდოში გაემგზავრა.

ყაზან ყაენს ძალიან იამა ვახტანგის ხლება და ის საქართველოს მეფედ დაამტკიცა. ეს უკვე მესამე მეფე იყო აღმოსავლეთ საქართველოში.

დავით მეშვიდე ისევ მთიულეთში გამაგრდა და ისე კარგად, რომ მონღოლების ახალმა დიდმა ჯარებმაც მას ვერაფერი დააკლეს.

ამრიგად, აღმოსავლეთი საქართველო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის განუწყვეტელი ომიანობის ასპარეზი იყო. აოხრდა მთლიანად ყველა თემი, სადაც ბრძოლა წარმოებდა ხოლმე. სხვაგანაც-კი, სადაც მონღოლთა ჯარი მხოლოდ დაბანაკებული იყო, ხვნა-თესვა შეუძლებელი ხდებოდა. მიწა დაუმუშავებელი რჩებოდა და ამის გამო აღმოსავლეთ საქართველოში შიმშილობა გაჩნდა, რომელმაც ისედაც გაჭირვებულ ხალხს მუსრი გაავლო. დამშეული ხალხი ამ დროს თურმე მხოლოდ სამცხეში პოულობდა თავშესაფარს.

13.21 § 96. სამცხის მდგომარეობა

▲back to top


სამცხის სამთას ტერიტორია. მას შემდეგ რაც სარგის ჯაყელი ულუსიანი გახდა, მას საქართველოს საკმაოდ დიდი ტერიტორია ერგო: მისი საბრძანებელი ტაშისკარიდან (ბორჯომთან) მოკიდებული ერზერუმამდე იყო გადაჭიმული. ის უშუალოდ ყაენის საკუთარ ქონებათა სამმართველოს ემორჩილებოდა, ხასინჯუს უწყებაში იმყოფებოდა, მაგრამ სარგისმა თავისი ძველი წოდებულებაც შეინარჩუნა და წინანდებურად სამცხის სპასალარად იწოდებოდა. მისი ვაჟიც, შემდეგ მისი მემკვიდრე და სამფლობელოს გამგე, ბექაც, მანდატურთუხუცესად იწოდებოდა. თვით სარგის ჯაყელი დემეტრე მეორის დროს დაწინაურდა და მეჭურჭლეთუხუცესობაც მიიღო. ეს გარემოება ცხადჰყოფს, რომ საქართველოსა და მესხეთს შორის კავშირი მთლიანად შეწყვეტილი არ ყოფილა და დამოკიდებულებაც ამა თუ იმ სახით უეჭველად არსებობდა.

დამოკიდეულეა მონღოლეთან. სამცხის დამოკიდებულება ირანის ილხანისაგან, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა სამცხის სპასალარების ძალა-უფლება განმტკიცდა, ისეთივე იყო, როგორც მონღოლების სხვა ყმადნაფიცი სამფლობელოებისა: ბექა ხარაჯას იხდიდა და მონღოლებს ლაშქრით ეწეოდა, როდესაც ამას მოსთხოვდნენ ხოლმე.

ბრძოლა თურქებთან. ბექას მთავრობის დროს რუმელი თურქების შემოსევები დაიწყო მესხეთში. მათ ძარცვა-გლეჯასა და თარეშს მიჰყვეს ხელი. როცა ბექა მანდატურთუხუცესმა ეს გაიგო, თავის ჯარსაც დაუძახა და მახლობლად მდებარე სამფლობელოებსაც სთხოვა დახმარება.

0x01 graphic

ბექა მანდატურთუხუცესი.
საფარის ფრესკა, XIV ს.
საქ
. მუზ. ისტ. გან.

ბექამ თურმე თავმოყრილ ჯარს შემდეგი სიტყვით მიმართა: მთავარნო საქართველოსანო, ძმანო და თანამონათესავენო ჩემნო! დიდმა და სახელ-განთქმულმა მეფემ დავითმა დაამხო თურქების ძლიერება და საქართველოს სამეფოდან განდევნა ისინი. იმდროიდან მოყოლებული საქართველოს ისინი აღარ უნახავს. ეხლა-კი ისინი კვლავ გამოჩნდნენ, ტაო ააოხრეს და უარესსაც გვიპირებენ. ეს იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მეფე თათართა მძლავრობისაგან დამცირებულია და იმის გამოც, რომ საქართველოს თავ-კაცები ცალ-ცალკე არიან გამდგარნი და თურქთა ამ ძალადობას წინააღმდეგობას არავინ უწევსო.

ბექას სიტყვა გვიჩვენებს, რომ იმ-დროინდელს მოწინავე ადამიანებს კარგად ესმოდათ საქართველოს დაქსაქსულობის სიავე და ქვეყნის ხელახალი გაერთიანების აუცილებლობა.

თუმცა ბექას მხოლოდ 12 ათასი ჯარისკაცი შეუგროვდა, მაგრამ მოხერხებული სამხედრო გეგმის წყალობით მან საქართველოში შემოსეული მტერი სასტიკად დაამარცხა და დიდი დავლაც ჩაიგდო ხელში.

რუმის თურქების შემოსევა საყურადღებოა, როგორც საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის სანაპიროზე თურქთა გაძლიერების დასაწყისი, რასაც შემდეგში უაღრესი მნიშვნელობა ჰქონდა და რასაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და თვით ამავე მესხეთისათვისაც საბედისწერო შედეგი მოჰყვა.

რთიეთოა ტრაპიზნთან. საქართველოს დასუსტებასთან დაკავშირებით, ბიზანტიამ მოინდომა ტრაპიზონის საკეისრო მთლიანად ხელში ჩაეგდო. ბიზანტიის მთავრობამ განზრახ შეთხზა ამბავი, ვითომც 1297 წელს გარდაცვლილმა ტრაპიზონის კეისარმა იოანემ თავისი მცირეწლოვანი მემკვიდრის ალექსის მეურვეობა ბიზანტიას უანდერძა. ბიზანტიის - კეისარი სათანადო გეგმებს აწყობდა, მაგრამ ქართულმა პარტიამ ტრაპიზონში ისინი ჩაფუშა.

ტრაპიზონის მეფემ ალექსი მეორემ ისევ საქართველოსაკენ იბრუნა პირი და ბექა ჯაყელის ასული შეირთო ცოლად.

განრისხებული ბიზანტიის მთავრობა ბევრს ეცადა ქართული გავლენა მოესპო ტრაპიზონში, მაგრამ ვერას გახდა, სანამ ალექსი მეორე არ გარდაიცვალა. მაშინ ბიზანტიელებმა ტრაპიზონში გადატრიალება მოახდინეს და საქართველოს მომხრე დიდი მოხელეები დახოცეს, მათ შორის დიდი დუკა ლეკი ჭანჭიძე და მთავარსარდალი ჯაბა.

შინაური სამიაობა. ბექა ჯაყელმა სამცხეში წესიერების დამყარება შესძლო. ის ყურადღებას აქცევდა მართლმსაჯულებას. მისი მთავრობის დროს მოწვეულ იქნა საკონონმდებლო კრება, რომელმაც სამართლის წიგნი შეადგინა. ეს წიგნი ქართული სამართლის ისტორიის საყურადღებო ძეგლია.

13.22 § 97. ვახტანგ მესამის მეფობა (1302-1308 წ.)

▲back to top


ვახტანგ მესამის სამეფო მთელს აღმოსავლეთ საქართველოსაც-კი აღარ შეიცავდა. დავით მეშვიდეს წინანდებურად მთიანეთი ეჭირა და რაკი სამცხეც გამოყოფილი იყო, ვახტანგი ნამდვილად თბილისისა და თბილისის სამხრეთით მდებარე ნაწილის, დმანის-სამშვილდის, მმართველად იქცა. ვახტანგი მაინც მშვიდობიანი ხასიათის კაცი აღმოჩნდა და ძმებს შორის მწვავე ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია.

უფრო მძიმე იყო ვახტანგის საგარეო მდგომარეობა, რადგანაც მას მუდმივი მონაწილეობა უნდა მიეღო მონღოლების გაუთავებელ ლაშქრობაში. უკვე 1299 წლიდან მოყოლებული ის ეგვიპტის სულტანის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში იმყოფებოდა. ამ დროს მონღოლებმა აიღეს, სხვათა შორის, ქალაქი დამასკოც, რომელიც 1300 წელს ქართველებისა და სომხებისაგან შემდგარ ჯარის ნაწილს ჩაუვარდა ხელში. ოთხი თვის შემდეგ დამასკოელები ირანის ილხანს აუჯანყდნენ და ამიტომ. იმავე წელს მათ წინააღმდეგ ახალი ლაშქრობის მოწყობა საჭირო გახდა. ამ ლაშქრობაშიაც ვახტანგ მესამემ და საქართველოს ჯარმა მონაწილეობა მიიღეს. ეს ომი სამი წელიწადი გაგრძელდა და მონღოლთა საშინელი დამარცხებით დამთავრდა. ამ ბრძოლამ დიდძალი თათარი და ქართველი მოლაშქრე იმსხვერპლა. ყაზან ყაენი თავისას მაინც არ იშლიდა და ისევ ომის სამზადისში იყო, მაგრამ 1304 წელს იგი მოკვდა.

ახალმა ყაენმა გილანის (ირანის ჩრდილოეთი მთიანი თემის) დაპყრობა სცადა. ამისათვის მან მრავალრიცხოვანი ლაშქარი შეჰყარა და საქართველოდანაც ვახტანგ მესამე და სამცხის სპასალარი დაიბარა თავისი ჯარებით. ჯერ იერიშის მიტანა, შემდეგ უკან დახევის დროს უკანამავალი ჯარის დაცვა ქართველებს ჰქონდათ დავალებჟლი ირანის ილხანის ლაშქარი დამარცხდა. ამ ომშიაც აუარებელი ქართველი მეომარი დაიღუპა.

1308 წელს გარდაიცვალა ვახტანგ მესამე, სამი წლის შემდეგ-კი მისი უფროსი ძმა დავით მეშვიდეც მოკვდა.

13.23 § 98. შინაური მდგომარეობა საქართველოში მე-14 საუკუნის დამდეგისათვის

▲back to top


თათართა ატონის შედეგეი. თუ როგორი შედეგები მოუტანა მონღოლების ბატონობამ საქართველოს, ეს კარგად არის გამოხატულიყაენის ერთ ბრძანებაში. რომელიც 1319 წლის ახლო ხანში იყო გამოცემული. ყაენს ამ თავის ბრძანებაში ნათქვამი აქვს, რომ საქართველოშიდა საქართველოს ქალაქებში, მათ შორის - ანისში, თურმე სრულებით თვითნებურად და უკანონოდ. მრავალი სხვადასხვა გადასახადი და გამოსაღებელი იკრიფებოდა. ამის გამო საქართველოს ქალაქების მოსახლეობა ისე ყოფილა შეწუხებული, რომ ხალხიო, ნათქვამია ყაენის ბრძანებაში, ქალაქებიდან და სოფლებიდან გარბის და თავისი უძრავ-მოძრავი ქონებადა სახლ-კარი მიატოვაო. ყაენი ვითომ ჰკრძალავდა ამ თვითნებობასა და უსამართლობას, მაგრამ ცარიელი ბრძანებით დარღვეული სახელმწიფოს აღდგენა შეუძლებელი იყო.

საზოგადოერივი წყოა. თათართა ბატონობის ხანაში საქართველოს საზოგადოებრივ წყობასა და ცხოვრებას დიდი ცვლილება დაეტყო.

ეხლა წოდებრივ ფენათა შორის უმაღლესი საფეხური საქართველოში უკვე აზნაურებს აღარ ეკავათ, არამედ აზნაურებზე უფრო მაღლა დიდებულები იდგნენ. თავადობა, როგორც წოდება, მე-13 და მე-14 საუკუნეების განმავლობაში ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო, მაგრამ მაინც აზნაურობა ის პირველი წოდება, რომელსაც წინათ მთელი ქვეყნის ბატონობაჰქონდა ხელში ჩაგდებული, აღარ იყო.

თვალსაჩინოდ გამოიცვალა გაბატონებული საგვარეულოების შემადგენლობა. ძალიან ხშირად, ჟამთა სიავის წყალობით, ძველს დიდ: საგვარეულოებსა და კერძო პირებსაც თავისი წინანდელი მდგომარეობის შენარჩუნება უძნელდებოდათ. რაკი წოდებრიობა დამყარებული იყო ეკონომიურ საფუძველზე, გაღარიბება უნებლიეთ დაქვეითებას იწვევდა. ზოგი კიდევ თავისი ქონებრივი მდგომარეობისა და სამსახურებრივი დაწინაურების წყალობით აღზევებას ახერხებდა. ამრიგად, ბევრი ძველი და დიდი საგვარეულო მოისპო, მათ მაგიერ-კი ახალი საგვარეულოები დაწინაურდა.

გლეხოის დგოარეობის გაუარესეა და კლასთა ბრძოლა. საგრძნობი ცვლილება მოხდა აგრეთვე სოფლის მოსახლეობის მდგომარეობაში ირანის ილხანების მძარცველობამ და მოხელეთა ბოროტმოქმედებამ მიწის მუშა ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ მას მიწის დამუშავებას გაქცევა ერჩია. რაკი სოფლის მოსახლეობა თავის მიწა-წყალის მრავლად. სტოვებდა კიდეც და ცდილობდა ამ საშინელებისათვის თავი დაეღწია, ყაზან ყაენმა, როგორც ვიცით, თავის მიწა-წყლის თვითნებურად მიტოვება და სხვაგან გადასახლება აკრძალა ირანში. ვინც ამას ჩაიდენდა, ის თავის ქვეყანაში და თემში იძულებით უნდა ყოფილიყო დაბრუნებული და, ამას გარდა, უნდა დაესაჯათ კიდეც.

საქართველოში გლეხობის ერთი ნაწილი უკვე წინათაც იყო მიწაზე მიმაგრებული. მონღოლურ ხანაში ასეთი გლეხების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ამასთანავე, რამდენადაც საქართველო ირანის ილხანების ყმადნაფიცი სამფლობელო იყო, ყაზან ყაენის კანონს საქართველოშიც უნდა მოეხდინა ერთგვარი გავლენა.

ამრიგად, მე-13-მე-14 საუკუნეებში საქართველოში ყმა-გლეხების მდგომარეობა დიდად გაუარესდა. ამ ნიადაგზე კიდევ უფრო გამწვავდა დამოკიდებულება მემამულე აზნაურებსა და ყმა-გლეხებს შორის და მათ შორის ხანგრძლივი, სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა.

იმ გლეხების მდგომარეობის გაუარესების გარდა, რომელნიც წინათაც ყმებად ითვლებოდნენ, გაუარესდა აგრეთვე თავისუფალი გლეხების მდგომარეობაც. ასეთი თავისუფალი გლეხობა იმ დროს ჯერ კიდევ საკმაო რაოდენობით იყო შემორჩენილი მთიან რაიონებში. ამ რაიონების მმართველმა დიდმა აზნაურებმა, რომელთაც სამოხელეო თანამდებობა მეფისაგან ჰქონდათ მიღებული, მოიწადინეს, რომ მათ ხელქვეით მყოფი მოსახლეობა ისეთ დამოკიდებულებაში ჩაეგდოთ, რა დამოკიდებულებაც მათსა და მათ პირად ყმებს შორის არსებობდა.

მთიანეთის მოსახლეობას თავისი უფლებების ასეთი შეზღუდვა მტკივნეულად უნდა ეგრძნო და მკაცრი წინააღმდეგობაც გაეწია. მართლაც, მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-14 საუკუნის დამდეგს ამ დიდ მოხელეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მთიანეთში ძალიან გამწვავებული ურთიერთობა ყოფილა.

მთელი სოფლის ან მთელი ხეობისა თუ თემის შეზრახებითა და მონაწილეობით მთიელები ხოცავდნენ ერისთავ-გამგებლებს, ციხეებს უქცევდნენ მათ, კარ-მიდამოს უწვავდნენ და, ამრიგად, შეუპოვრად იცავდნენ თავის უფლებებს.

14 თავი XII - საქართველოს სამეფოს მთლიანობის აღდგენა

▲back to top


14.1 § 99. გიორგი მეხუთის, ბრწყინვალის, მეფობა

▲back to top


გიორგი მეხუთე, დემეტრე თავდადებულის ძე, როგორც ვიცით, ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო სამეფო ტახტზე აყვანილი, მაგრამ მაშინ მას თავისი ხელისუფლების გამოყენება არ შეეძლო.

0x01 graphic

ურთიერთობა ილხანებთან. როცა 1314 წ. გიორგი მეხუთე, ბრწყინვალედ წოდებული, შეუდგა სამეფოს მართვა-გამგეობას, ამ დროს ირანში მთელი ძალა-უფლება პირველ ვაზირს, ჩობანს ეპყრა. ყაენი ჯერ კიდევ პატარა იყო.

ჩობანი საქართველოს მეფეს მეგობრობდა. ის აფასებდა გიორგის ნიჭსა და ჭკუას და მას ეთათბირებოდა ხოლმე ირანის საქმეებზე. მეფე გიორგი ჩობანისათვის ძვირფასი და საჭირო იყო მარტო როგორც პირადი მეგობარი კი არა, არამედ როგორც მისი თანამოაზრე და თანაგამზრახი.

ირანის ილხანების ძლიერება ამ დროს შერყეული იყო. მონღოლთა. ჯარი მათთვის სანდო სამხედრო ძალას უკვე აღარ წარმოადგენდა. საქართველოს ჯარს-კი, მისი მაღალი სამხედრო თვისებების გამო, ირანის მბრძანებლებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, საქართველოს სამხედრო ძალა მათთვის დასაყრდენი გახდა. ეს დამოკიდებულება ჩობანთან გიორგი მეფემ კარგად გამოიყენა თავის სამეფოს საქმეების მოსაგვარებლად. გიორგი მეფეს საშუალება ჰქონდა იმდენად თავისუფლად ემოქმედა თავის სამფლობელოში, რომ თუმცა ილხანების ბრძანება საქართველოშიც მოდიოდა, მაგრამ, თანამედროვე უცხოელი ისტორიკოსების ცნობით, მას საქართველოში ძალა აღარ ჰქონდა. ირანის მბრძანებლებს საქართველოში ამ დროს ლაშქარიც საკმაოდ შემცირებული ჰყავდათ: 10 ათას მეომარზე მეტი მათ აქ არ გააჩნდათ. ისინიც უმთავრესად საქართველოს საზღვრების დასაცავად იდგნენ.

ამრიგად, გიორგი მეფემ გამაგრება და ქვეყნის გაერთიანება მოახერხა, მაგრამ, როცა ირანის ყაენი სრულწლოვანი გახდა, ყაენის კარზე ჩვეულებრივი ამბავი დატრიალდა: ჩობანი და მისი ოჯახი ყაენის ბრძანებით ამოსწყვიტეს, ირანში დიდი არეულობა ატყდა და ილხანების ხელისუფლების აღსასრულის დღეც მოახლოვდა. გიორგი მეფემ ეს მდგომარეობაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

შინაანი წესრიგის დამყარება. გიორგი მეფის პირველ ამოცანას საქართველოში შინაური წესრიგისა და მშვიდობიანობის დამყარება შეადგენდა. შუაგულ ქართლში ისევ ოსთა თარეშები დადიოდა და ქვეყანას დიდ ვნებას აყენებდა. გიორგი მეხუთე ამ თარეშების ალაგმვასა და მათს საქართველოდან განდევნას შეუდგა. რადგან ოსების სამხედრო ძალა გორში იყო გამაგრებული, გიორგიმ გორს ალყა შემოარტყა და სამი წლის ბრძოლის შემდეგ აიღო.

გიორგი ბრწყინვალის მეორე ამოცანას მთავართა თვითნებობისა და მათი დამოუკიდებლობისადმი მიდრეკილების მოსპობა წარმოადგენდა. თავისი ძალა-უფლების განსამტკიცებლად და ქვეყნის გასაერთიანებლად გიორგი მეხუთემ ჰერეთ-კახეთისა და სომხეთის ერისთავნი, რომელნიც წინათ თათრებს ემხრობოდნენ, კახეთში ცივის მთაზე მიიწვია და ამოაწყვეტინა.

ერეთისა და სამის შემოერთეა. დასავლეთ საქართველოს შემოსაერთებლად გიორგი ბრწყინვალე უფრო ფრთხილად იქცეოდა. ნარინ დავითის გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი კონსტანტინე რომ გამეფდა, მას, როგორც: ვიცით, ძმა აუჯანყდა, მიქელი. მათ შორის მტრობა კარგა ხანს გრძელდებოდა და 1327 წელს, კონსტანტინე რომ გარდაიცვალა, მიქელი ბოლოს მეფობას ეღირსა. მაგრამ მას ორ წელიწადზე მეტი არ უცოცხლია. მიქელს პატარა ბავშვი, ბაგრატი, დარჩა. გიორგი ბრწყინვალემ ამ შემთხვევით ისარგებლა, დასავლეთ საქართველოში გადავიდა, ქუთაისი აიღო და ბაგრატი თან წამოიყვანა. ამით საქართველოში არსებული ორმეფობა მოისპო და სახელმწიფოებრივი მთლიანობა აღდგენილ იქნა.

1334 წელს სამცხის მთავარი სარგის მეორე გარდაიცვალა და მისი ვაჟი ყვარყვარე თვითონ გიორგი მეფემ დაამტკიცა სამცხის მმართველად. ამრიგად, სამცხის მთავრის სამფლობელოც შემოუერთდა სრულიად საქართველოს.

საკანმდელო მუშაობა. გიორგი ბრწყინვალის მეფობას ცხოველი საკანონმდებლო მუშაობა ახასიათებს. მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქართველოს მთიანეთის თემებს, სადაც, როგორც ვიცით, მე-14 საუკუნის დამდეგისათვის დიდი საზოგადოებრივი ბრძოლა წარმოებდა. გიორგიმ საკანონმდებლო კრება მოიწვია და ამ მთიანეთისათვის სამართლის წიგნი, „ძეგლის დადება“, შეადგენინა. ამავე ხანაშია შედგენილი „ხელმწიფის კარის გარიგება“, რომელშიც მაშინდელი საქართველოს სახელმწიფო წესწყობილების მაღალი დონე და საგრძნობი ეკონომიური მოღონიერება კარგად არის აღბეჭდილი.

სამეურნეო. მდგომარეობა. გიორგი ბრწყინვალემ წინა ხანაში. ყაზან ყაენის დროს, მოჭრილი ფულის მაგიერ, რომელიც ყაზანური თეთრის სახელით იყო საქართველოში ცნობილი, საკუთარი ფული მოსჭრა. ეს იყო. ახალი ქართული ვერცხლის ფული, რომელიც გიორგაულ თეთრად იწოდებოდა.

კარგად დაეტყო. გიორგი ბრწყინვალის მეფობის ხანისათვის ევროპელები თბილისს სთვლიდნენ მთელი ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო, ერმრავალ, მდიდარ და შესანიშნავ ქალაქად.

14.2 § 100. საქართველოს სამეფოს საერთაშორისო მნიშვნელობის აღდგენა

▲back to top


საქართველოს გაერთიანებისა და ირანის ილხანების დამოკიდებულებისაგან განთავისუფლების შემდეგ გიორგი ბრწყინვალე აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე გადავიდა.

ბრძოლა ტრაპიზონის სამეფოს გამო. თავისი ყურადღება მიაქცია გიორგი მეფემ ტრაპიზონის სამეფოს, რომელიც, როგორც ვიცით, თამარის დროიდან მოყოლებული საქართველოს გავლენას ემორჩილებოდა.

1341 წელს ტრაპიზონს თურქები შეესივნენ, თვით სატახტო ქალაქიც ჩაიგდეს ხელში, გადასწვეს და ხალხიც საკმაოდ დაჰხოცეს. მაშინ ტრაპიზონის ყოფილი კეისრის დამ, რომელიც მონასტერში იყო წასული და რომელსაც ანა-ხუტლუს ეძახდნენ, მონაზვნის სამოსელი გაიძრო და საქართველოში გამოიქცა. ათი დღის შემდეგ ანა-ხუტლუ ქართველი ჯარით თავის სამშობლოში დაბრუნდა, დედოფალი ირინე, ბიზანტიის კეისრის ასული, ტახტიდან ჩამოაგდო და თავისი თავი მეფედ გამოაცხადა. აშკარაა რომ ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობის წინასწარი გეგმის თანახმად იყო მოწყობილი. დასახული მიზნის მიღწევის შემდეგაც საქართველოდან მოსული ჯარის ნაწილი ისევ ტრაპიზონში დარჩა.

ურთიერთობა ეგვიპტესთან. კიდევ უფრო დიდი გავლენა მოიხვეჭა საქართველოს სამეფომ, გიორგი ბრწყინვალის დროს, მაჰმადიანურ აღმოსავლეთში. საქართველოს ძლიერების ხმამ მიაღწია ეგვიპტემდისაც, რომელთანაც გიორგი მეფეს ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა. თუ როგორ პატივს სცემდნენ ეგვიპტის სულტანები საქართველოს სამეფოს, ეს კარგად ჩანს სულტანების მიმართვის წესიდან ქართველ მეფეებისადმი.

არაბი ისტორიკოსების ცნობით, სულტანები საქართველოს მეფეს ასე სწერდნენ ხოლმე: „დღეგრძელჰყოს ალლაჰმა ბრწყინვალება მისი უდიდებულესობისა, ხელმწიფისა სახელოვანისა და სახელგანთქმულისა, მამაცისა, უშიშრისა, ძლიერისა, დაუცხრომელად მებრძოლისა, ლომისა, ტახტგვირგვინის მპყრობელისა, თავის სარწმუნოების მფარველისა, თავის ქვეშევრდომთათვის სამართლიანისა, ბერძენ (ე.ი. მართლმადიდებელ მეფეთა შორის საუკეთესოსი, ქართველთა სულტანისა, ზღვათა და სრუტეების განძისა, რაინდთა დამცველისა, თავის წინაპართაგან ტახტ-სკიპტრის დამამკვიდრებელისა, რუმის (ე. ი. რომ-ბიზანტიის) მეფეთა და ირანის ქვეყნების მემკვიდრისა, ასურეთის მეფეთა მფარველისა, გვირგვინოსანთა შორის ურჩეულესისა, ქრისტიანობის განმადიდებელისა, იესოს სარწმუნოების საყრდნობისა, წმინდა ადგილთა განმადიდებელისა, ნათელღებულთა მისაყრდნობისა, რომის პაპის მეშველისა, მუსლიმანთა მეგობრისა, დაახლოებულ მეგობართა შორის უმშვენიერესისა, მეფეთა და სულტანთა უგულითადესი მეგობრისა“.

0x01 graphic

ქართველ ტომთა ტიპები. იმერლები. XIX ს. დამდეგი.

გიორგი ბრწყინვალის თხოვნით, ეგვიპტის სულტანმა გაუგონარი შეღავათები მიანიჭა ქართველებს ქრისტიანების მიერ წმინდად მიჩნეულ ადგილებში. სულტანმა უკან. დაუბრუნა ქართველებს ძველი ქართული მონასტერი პალესტინეში, ჯვარის მონასტერი, რომელიც მაჰმადიანების მიერ იყო ჩამორთმეული და მაჰმადიანურ სამლოცველოდ გადაქცეული. გარდა ამისა, ქართველებს ნება მიეცათ იერუსალიმში შესვლისას ცხენზე ჩვეულებრივი წესით მსხდარიყვნენ, რაც მანამდე ყველა ქრისტიანისათვის აკრძალული იყო.

ცხადია, ეგვიპტის სულტანი იმიტომ უთმობდა საქართველოს ამდენს, რომ საქართველოს სამეფოს ძალასა და მეგობრობას დიდად აფასებდა.

ამრიგად, მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში საქართველომ მოახერხა. თავისი ძველი საერთაშორისო მნიშვნელობის აღდგენა.

გიორგი ბრწყინვალე გარდაიცვალა 1346 წელს.

15 თავი XIII - თემურ-ლენგის შემოსევები საქართველოში

▲back to top


15.1 § 101. გიორგი ბრწყინვალის მემკვიდრეები

▲back to top


სამეფო ამეფო ტახტზე 1346 წელს გიორგი ბრწყინვალის მაგიერ მისი ვაჟი დავით მერვე ავიდა. მისი მეფობის შესახებ ჩვენ ძალიან ცოტა ცნობები მოგვეპოვება. ვიცით მხოლოდ, რომ 1346-1348 წლებში საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა და დიდი სიკვდილიანობა იყო. ამასთან ერთად ხალხი შფოთიანობისა და ქონებრივი გაჭირვებისაგან იყო შეწუხებული.

დაახლოებით ამავე ხანებში ირანელი მონღოლები საქართველოს ქვეშევრდომ სომხურ თემებს შემოსევიან, ციხე-ქალაქი ბიჯნისი დაუნგრევიათ და ხალხიც დაუხოციათ.

1360 წელს დავით მერვე გარდაიცვალა და მეფედ დაჯდა მისი შვილი ბაგრატ მეხუთე, შემდეგში დიდა დ წოდებული.

ბაგრატ მეხუთის სამფლობელოს საზღვრები. ბაგრატ მეხუთეც სრულიად საქართველოს მეფე იყო. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სამხრეთ-დასავლეთით ამ დროს მაკრიალის ხეობის გასწვრივ გადიოდა. ამრიგად, გონია, მაკრიალი, აჭარა, შავშეთი და, კლარჯეთი საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული. მთელი მესხეთი საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა. ქალაქი ანისიცა და მისი ოლქი საქართველოს სახელმწიფოს სამფლობელოს შეადგენდა.

თავის წინანდელ ყმადნაფიც სამფლობელოებთანაც საქართველოს კავშირი შეწყვეტილი არ ჰქონდა. გაჭირვების დროს სწორედ საქართველოს სთხოვდნენ ხოლმე ისინი დახმარებას.

ჩრდილოეთით საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი კავკასიონის ქედს იქითაც გადადიოდა: დვალეთი და ოსეთი საქართველოს ეკუთვნოდა.

0x01 graphic

ცნობების ნაკლებობა ბაგრატის მეფობაზე. ბაგრატ მეხუთის მეფობის პირველი პერიოდის შესახებაც ცნობები თითქმის სრულებით არ არის შემონახული. საფიქრებელია მხოლოდ, რომ ამ ხანაში საქართველოს სამეფო კვლავ დიდი გავლენით სარგებლობდა მეზობელ ქვეყნებში. ამით უნდა აიხსნებოდეს, რომ ბაგრატ მეხუთეს: ქართულ საისტორიო მწერლობაში „დიდი“ ეწოდა და საქართველოს საზღვრებს გარეთაც იგი დიდად სახელგანთქმული იყო. ტრაპიზონელი ისტორიკოსები ბაგრატს „უსახელოვანეს მხედართმთავარს“ უწოდებდნენ, თანამედროვე სომეხი მწერლები კი - „ძლევამოსილსა და ძლიერს“.

ბაგრატ მეხუთის მეფობის დამლევისათვის საქართველოს თავს დაატყდა დიდი უბედურება. ეს იყო ახალი დამპყრობელის, თემურ-ლენგის, შემოსევები.

15.2 § 102. თემურ-ლენგის პირველი შემოსევა საქართველოში

▲back to top


თავდაპირველად თემური ერთი შუააზიელი მოთარეშე რაზმის მეთაური იყო. კოჭლობის გამო თემურს მეტსახელად „ლენგი“ შეერქვა(„ლენგ“ ანუ „ლანგ“ სპარსულად კოჭლს ნიშნავს).

მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში შუა აზიაში ჩინგიზ-ხანის შთამომავალნი მეტად დასუსტებული და თითქმის მთლად გადაშენებულიც იყვნენ. ლანგ-თემურმა ანუ თემურ-ლენგმა ისარგებლა ამ გარემოებით და თავისი სამხედრო ნიჭის წყალობით 1360-1370 წლებში დიდი სამფლობელო შექმნა.

თავის საჯდომ ქალაქად მან სამარყანდი გაიხადა და იქიდან ახალ-ახალი ქვეყნების დასაპყრობად შეუნელებელს სამხედრო მოქმედებას აწარმოებდა. შუა-აზიიდან თემურ-ლენგი მალე ირანშიაც გადმოვიდა და ილხანების სამფლობელოს დიდი ნაწილი ხელში ჩაიგდო.

თემურ-ლენგის ასეთი სწრაფი გაძლიერება ჩრდილოეთის ოქროს ულუსის მბრძანებელმა, თოხთამიშ-ხანმა, თავისთვის სახიფათოდ ჩასთვალადა გადასწყვიტა საშიში მოწინააღმდეგისათვის დაესწრო.

1385 წელს ზამთარში თოხთამიშის ჯარი ადარბადაგანს შეესიადა თავრიზი აიღო. მონღოლური ჩვეულების თანახმად აქ დიდძალი ხალხი იქნა დახოცილ-აწიოკებული. აუარებელი ნადავლით დატვირთულნი ჩრდილოეთის ულუსის მოლაშქრენი უკან გაეშურნენ და შინისაკენ მიმავლებმა აღმოსავლეთ ამიერ-კავკასიის თემებიც ააოხრეს.

თემურ-ლენგი ამ ამბავმა საშინლად განარისხა. 1386 წელს მან თავრიზი აიღო, მაგრამ ვიდრე ჩრდილოეთის ულუსზე გაემართებოდა, ჯერ საქართველოსაკენ იბრუნა პირი. თუმცა თემურ-ლენგმა ხმა დაჰყარა, ვითომც მას საქართველოში მხოლოდ მაჰმადიანობის გავრცელება ჰქონდა განზრახული, ნამდვილად მისი შემოსევის მიზეზი სხვა იყო. თემურის აზრით, თოხთამიშს არ შეეძლ ჩრდილოეთიდან ირანში შეჭრილიყო, საქართველოს მთავრობასთან რომ წინასწარ შეთანხმება არ ჰქონოდა. მომავალში ჩრდილოეთის საზღვრის დასაცავად ოქროს ულუსის შემოსევისაგან, თემურს უნდოდა კავკასიონის გადმოსასვლელი გზები შეეკრა, პირველ რიგში - დარიალი და დარუბანდი.

ჩვეულებისამებრ, თემურ-ლენგი საქართველოს წინააღმდეგ მოულოდნელად დაიძრა. ჯერ მან სომხეთის ციხე-სიმაგრეები აიღო და გაანადგურა, მათ შორის - გარნისი და კარი (ყარსი), შემდეგ ჯავახეთში შემოიჭრა. აქედან დიდი ყინვების მიუხედავად ლანგ-თემური საქართველოს, დედაქალაქისაკენ გამოემართა. თბილისი ისედაც მაგარი ციხე იყო, ეხლა-კი ის საქართველოს ჯარს გულდაგულ ჰქონდა გამაგრებული და თავგანწირვითაც იცავდა მას.

თემურმა ყოველი ღონე იხმარა თბილისის ასაღებად: ალყა შემოარტყა და გზები შეუკრა ქალაქს, შემდეგ საგანგებო საომარი მანქანები და იარაღი გაამართვინა. 1386 წლის ნოემბრის 21-ს თათრებმა, რომლებსაც თვითონ თემური ხელმძღვანელობდა, თბილისზე იერიში მოიტანეს. თათრები ქართველი მეომრების ისრებისაგან თავს დიდი ჩელტებით იფარავდნენ. სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ თემურმა თბილისი აიღო და მეფე ბაგრატიც ოჯახიანად ტყვედ იგდო ხელში.

თბილისის აღებას მოჰყვა თანამედროვე საბჭოთა აზერბაიჯანის ტერიტორიის დალაშქვრა და აოხრება თემურის ჯარების მიერ.

შემდეგ་ თემურ-ლენგმა ბაგრატ მეფეს, რომელიც მას ტყვედ ჰყავდა, გამაჰმადიანება მოსთხოვა. ბაგრატი, დიდი ყოყმანის შემდეგ, გარეგნულად დათანხმდა, რომ ამ მტარვალის ტყვეობისათვის როგორმე თავი დაეღწია. ამასთანავე ბაგრატმა თემურ-ლენგს ძვირფასი საჩუქრები მიუძღვნა, მათ შორის - ერთი უცხო ჯაჭვის პერანგიც. თათართა მბრძანებელს ეს ძღვენი ძალიან მოეწონა და ბაგრატი, უხვად დასაჩუქრებული, საქართველოში დააბრუნა. ეს შეთანხმება 1387 წელს მოხდა.

ამ დღიდან მოყოლებული 1393 წლამდე საქართველოს საშუალება ჰქონდა ცოტათი მაინც დაწყნარებულიყო და მოყენებული ზარალის გამოსწორება დაეწყო.

15.3 § 103. საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის თემურის წინააღმდეგ

▲back to top


თემურის მეორე შემოსევა. 1393 წელს ლანგ-თემური მეორეჯერ შემოესია საქართველოს, თითქოს ურჩების დასასჯელად. ამ დროს საქართველოს სამეფო ტასტზე ბაგრატის მაგიერ უკვე მისი შვილი გიორგი მეშვიდე იჯდა. თემურის ლაშქარი სამცხის თემს მოედო და აქ თარეში დაიწყო, ციხეები ჩაიგდო ხელში და დაანგრია. თემურის ჯარს ყველგან მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ: გზის გაკაფვა მას მხოლოდ ბრძოლით შეეძლო.

სამცხის, მტკვრის სათავისა და კარის (ყარსის) თემების-მორბევის შემდეგ თემური თბილისში გადმოვიდა, მაგრამ აქ დიდ ხანს არ დარჩენილა და აღმოსავლეთ ამიერ-კავკასიისაკენ გაემართა.

თემურის მესამე შემოსევა. 1394 წელს თემური მესამეჯერ შემოესია საქართველოს. თემურს ეჭვი ჰქონდა, რომ საქართველოს მთავრობა ჩრდილოეთის ულუსთან არის დაკავშირებული და თოხთამიშს დარიალის გზას უხსნისო. სწორედ ამიტომ თემურმა მაშინვე არაგვის ხეობისაკენ გაილაშქრა, მაგრამ იმ დროს, როდესაც თემურ-ლენგის ჯარი არაგვის ხეობაში იბრძოდა, თოხთამიშ-ხანმა თავისი სამხედრო ძალა უფრო ადვილი, დარუბანდის, გზით გაგზავნა.

მართალია, თემურის ჯარმა არაგვის ხეობაში ციხეები დაიპყრო, მაგრამ მაინც მისი მთავარი მიზანი, დარიალის კარის ხელში ჩაგდება, განუხორციელებელი დარჩა. თემურმა ეხლა მთელი თავისი ძალა ოქროს ურდოს წინააღმდეგ მიმართა.

1395 წელს თემურ-ლენგმა თერგის პირას საშინლად დაამარცხა თოხთამიში, მისი სატახტო ქალაქიც აიღო, მთლიანად გაძარცვა და დაანგრია. მომდევნო წლებში თემური უკვე სხვა საქმეებში იყო გართული. 1398 წელს მან ინდოეთს გაილაშქრა.

საქართველოს გადასვლა აქტიურ პოლიტიკაზე. იმ დროს, როცა მონღოლთა მბრძანებელი ინდოეთის ლაშქრობაში იმყოფებოდა, თემურის დაპყრობილმა ან ყმადნაფიცმა ქვეყნებმა თავისი დამოუკიდებლობის აღდგენა სცადეს.

საქართველო თავდასხმაზედაც-კი გადავიდა: ქართველმა ჯარმა ადარ-ბადაგანი დალაშქრა, თემურის რაზმები დაამარცხა და ზოგი მნიშვნელოვანი იქაური სიმაგრე ხელში ჩაიგდო.

თემურ-ლენგი რომ ინდოეთიდან დაბრუნდა და ეს ამბავი გაიგო, საშინლად განრისხდა. მან გადასწყვიტა ასეთი კადნიერებისათვის საქართველო სამაგალითოდ დაესაჯა.

თემურის მეოთხე შემოსევა. ამჟამად თემური საქართველოს აღმოსავლეთიდან შემოესია, კახეთისა და ჰერეთის თემებში. ამ თემების მმართველი მაშინ ხიმშია ყოფილა. თემურმა ბრძანება გასცა, რომ ტყით დაბურულ. საქართველოს ამ თემებში სამხედრო მოქმედების გასაადვილებლად წინასწარ გზები გაეკაფათ. ოცი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ თოვდა და დიდი თოვლიც დასდო. საქართველოს ჯარი მტერს გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა. თემურ-ლენგის სპარსელი ისტორიკოსი ამბობს, ამ ბრძოლაში იმდენი სისხლი დაიღვარა, რომ თოვლით დაფარული ველები ლალისა და ბროწეულის ყვავილის ფერად იყო შეღებილიო. ბოლოს მაინც თემურის ურდომ სძლია და ქართველებმა უკან დაიხიეს. მიტოვებულ ქვეყანას მტრის ლაშქარი მოედო და ძარცვა-გლეჯას შეუდგა.

თეხურ-ლანგის, პრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა. მან თავის ჯარს უბრძანა, სადაც ხელი მიუწვდებოდათ ვენახები, ბაღები, ბოსტნები გაეჩეხათ, ეკლესიები, სამლოცველოები, სასახლეები, სხვა შენობები, რის დანგრევაც შესაძლებელი იყო, დაენგრიათ. თვით თემურ-ლენგის ისტორიკოსის სიტყვით, თემურს ინდოეთშიაც არ დაუნგრევია იმდენი შენობა, რამდენიც საქართველოშიო.

ერთი სიტყვით, თემურ-ლენგს განზრახული ჰქონდა ძირიანად მოეთხარა ქართველობა, მოესპო ხალხი და მთელი მისი კულტურა. თემურის სპარსელი ისტორიკოსი ამბობს, ქართველები უღვინოდ და უხილ-მწვანილოდ პურს არ სჭამენ და ცხოვრების სიამოვნებას ვერ ჰგრძნობენო. თემური მარტო ცხოვრების სიამოვნებას კი არ უსპობდა ქართველობას, არამედ იმ საძირკვლის დარღვევას ლამობდა, რომელზედაც ქართველი ხალხის მატერიალური დოვლათი იყო აშენებული.

მტარვალის ანგარიში არ გამართლდა: ომის დამთავრება ისე სწრაფად ვერ მოხერხდა. მთელი თვის განმავლობაში ბრძოლა მიმდინარეობდა, ხალხიც ბევრი დაიხოცა, ქვეყანაც აოხრდა, მაგრამ მაინც ვერც ამ თემის მთავარსარდალი ხიმშია ჩაიგდო ხელში თემურმა, ვერც სხვა ვინმე, რომ ზავის პირობებზე ხელი მოეწერინებინა. რაკი ქართველი ხალხის წინააღმდეგობა არ გატყდა და ძალიან მკაცრი ზამთარიც იდგა, თემურის ლაშქარს ზარალი დიდი მოსდიოდა, ცხენებსაც საჭმელი აღარ მოეპოვებოდათ, ისე რომ იძულებული იყვნენ ხის ქერქით გამოეკვებათ. ამის გამო თათრებს დიდძალი საქონელი დაეხოცათ. მათი მბრძანებელი იძულებული გახდა საქართველოდან უკან დაეხია და ყარაბაღში დაბრუნებულიყო.

თემურის მეხუთე შემოსევა. 1400 წელს თემურმა გიორგი მეფეს ელჩი გამოუგზავნა და გადაჭრით მოსთხოვა, რათა გიორგის მისთვის მიეცა ერთი მაჰმადიანი მფლობელი, თემურის მტერი, რომელიც საქართველოში იყო შემოხიზნული. გიორგი მეფემ ამაზე მკვახე პასუხი შეუთვალა. ამით განრისხებული თემურ-ლენგი კვლავ საქართველოში შემოიჭრა.

ეხლაც თავის ჯარს მან უბრძანა, რომ მარტო ხალხი კი არ ეხოცათ, არამედ შენობები, ნათესები, მოსავალი, ვენახები და ხეხილიც გაენადგურებინათ. ასეთ პირობებში ბარად მტერთან ბრძოლა ძნელი იყო და საქართველოს სარდლობამაც გადასწყვიტა, ბრძოლის წესი შეეცვალა. ქართველებმა ბარიდან დაიხიეს და მთიანეთში დაიწყეს გამაგრება, რადგანაც ვიწრო ხეობებში დიდი მტრისათვის გზის შეკვრა მცირე ლაშქრის საშუალებითაც იყო შესაძლებელი. ამ ხეობებში ქართველებს სახიზარებიც ჰქონდათ: გამოქვაბულებში შედიოდნენ, შემოსეულ მტერს იქიდან ესროდნენ ისარსა და მუსრს ავლებდნენ. ასე გაამაგრეს, მაგალითად, არაგვის ხეობა.

თემურ-ლენგი სასტიკი ბრძოლით შევიდა არაგვის ხეობაში და გამოქვაბულებში შეხიზნული ხალხის მოსპობა სცადა. მან დიდი კალათები დააწნევინა, შიგ თავისი მოლაშქრეები ჩასხა და ამ გამოქვაბულების გასწვრივ საბლებით ჩამოუშვა, რომ მათ შეხიზნული ქართველი მოლაშქრეებისათვის იქიდან აეტეხათ სროლა. სადაც წინააღმდეგობის დაძლევა ამითაც ვერ მოხერხდა, თემურმა ბრძანება გასცა, ისრის პირებზე ნაძენძი დაეხვიათ, ნავთში ამოევლოთ და გამოქვაბულებში მყოფ ქართველ მებრძოლთათვის ცეცხლმოკიდებული ესროლათ.

ამრიგად არაგვის ხეობაში დიდძალი ხალხი დაიღუპა. მონღოლებმა თხუთმეტამდე ციხეც აიღეს, მაგრამ თემურმა თავის მიზანს საბოლოოდ მაინც ვერ მიაღწია: ხეობა მთლიანად ვერ დაიმორჩილა და გიორგი მეფეც ხელში ვერ ჩაიგდო.

ამიტომ ლანგ-თემური აქედან გადმოვიდა ქართლში, დალაშქრა ის ბევრი მიმართულებით, ააწიოკა მოსახლეობა, დაანგრია, რის დანგრევაც შესძლო, ააოხრა ქვეყანა, მაგრამ გულისწადილს ვერც აქ ეწია: თუმცა ზოგი ფეოდალი მიუვიდა თათრებს, მაგრამ გიორგი მეშვიდე მათ სულ ხელიდან უსხლტებოდა და ხალხიც არტყდებოდა,

გიორგი მეფე დასავლეთ საქართველოში გადავიდა და იქიდან გამართა მოლაპარაკება თემურ-ლენგთან. მაგრამ მტერი განაგრძობდა ქვეყნის აოხრებას. ეხლა ის სამცხესა და ტაოს მისდგა.

1400 წლის დამლევისათვის მოხერხდა შეთანხმება ლანგ-თემურსა და გიორგი მეშვიდეს შორის. საქართველოს მეფე კისრულობდა ხარკს, მეშველი ჯარის გამოყვანისა და მაჰმადიანებისადმი კარგად მოპყრობის მოვალეობას.

თემურის მეექვსე შემოსევა. 1401 წელს თემურ-ლენგმა სამხედრო მოქმედება მაინც განაახლა. თორთუმის ციხეში ორასი ქართველი გამაგრებულიყო. ისინი არც ხარკს იხდიდნენ და მაჰმადიანებსაც მოსვენებას არ აძლევდნენ. თემურმა თორთუმის ციხეზე დიდი ჯარი გაგზავნა. რადგანაც მეციხოვნეებმა დამორჩილებაზე უარი განაცხადეს, ციხე დიდი ბრძოლის შემდეგ თათრებმა აიღეს და ორასივე ქართველი მეომარი შიგამოხოცეს.

ამავე დროს თვით საქართველოშიც განხეთქილება ჩამოვარდა: სამცხის მთავარი იოანე აღბუღას ძე და თვით გიორგი მეფის ღვიძლი ძმა, კონსტანტინე ბატონიშვილი, მეფეს გადაუდგნენ, თემურ-ლენგს წარუდგნენდა საჩუქრები მიართვეს. გიორგი მეფე დარწმუნდა, რომ ასეთ პირობებშიბრძოლის განგრძობა უგუნურება იქნებოდა და თემურ-ლენგს მორჩილება შეუთვალა.

თემურ-ლენგი გიორგი მეფეს არ ენდობოდა და, მისი ბრძანების თანახმად, თათრები საქართველოში მოსავლის მომკასა და აკრეფას შეუდგნენ, რომ ქართველებისათვის ბრძოლის წარმოების ყოველგვარი შესაძლებლობა მოესპოთ.

0x01 graphic

ქართველ ტომთა ტიპები, აჭარელი, XX ს. დამდეგი.
საქ. მუზ, ეთნ. განყოფილება.

ამ ამბავმა გიორგი მეფეს შეთანხმების ხალისი დაუკარგა და ამგვარად, ამ შემთხვევაშიც დაზავება ვერ მოხერხდა, მაგრამ გიორგი მეფის შეპყრობაც მტრისათვის მიუღწეველ ოცნებად იქცა. ამის გამო თემურ-ლენგმა 1403 წელს თავისი ლაშქარი კვლავ საქართველოს მოუსია. მან ჯერ ისევ ქართლი დალაშქრა და ააოხრა, აქაური ციხე-სიმაგრეები ხელში ჩაიგდო და შიგ თავისი მეციხოვნე ჯარი ჩააყენა, რომელსაც უბრძანა, ქართველი ქრისტიანი მოსახლეობა დაეხოცა ან გაედევნა და არცერთი ქართველისათვის ამიერიდან აქ დასახლების უფლება აღარ მიეცა.

თათრების გადასვლა იმერეთში. შემდეგ თემური დასავლეთ საქართველოში გადავიდა, მისი ჯარი დაბურულ ტყეში გზას იკაფავდა და ასე ბრძოლით მიდიოდა წინ. თემურ-ლენგის ლაშქარმა ქუთაისამდე მოახერხა მიღწევა. თუმცა გააფთრებული ომი წარმოებდა, მაგრამ დასუსტებულ ქვეყანას უკვე აღარ შეეძლო ისე ხანგრძლივ ებრძოლა, როგორც მანამდე, იმერეთშიაც გამოქვაბულებში შეხიზნულ ხალხს თათრები ისეთივე საშუალებით ებრძოდნენ, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში. მტერმა იმერეთშიაც, სადაც-კი ხელი მიუწვდა, ყველაფერი ააოხრა და დაანგრია, დასავლეთ საქართველოში განადგურებული სოფლების რიცხვი, უცხოელი მწერლების ცნობით, 700-ს აღემატებოდა, იმას გარდა, რომ მრავალი ქვიტკირის ნაგებობა, ეკლესია-მონასტრები, ციხე-დარბაზები და სხვა მიწასთან გასწორებული იყო.

____________________

1. გიორგი მეექვსედ იწოდება დავით მეშვიდის მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მრავალმეფიანობის ხანაში მეფობდა ცოტა ხანს (1311-13-13).

15.4 § 104. ზავის დადება თემურ-ლენგსა და საქართველოს შორის

▲back to top


ამ დაუნდობელი ომის მიუხედავად, 1403 წელს 12 დეკემბერს თემურ-ლენგმა უეცრად ბრძოლა შეაჩერა. მონღოლთა დიდი ლაშქრისათვისაც ადვილი არ იყო ასეთ მძიმე პირობებში ომის გაგრძელება: დაბურული ტყეები, ვიწრო ხეობები, ხალხის მედგარი წინააღმდეგობა მას დიდ ზარალს აყენებდა. ბრძოლას დასასრული არ უჩანდა და მტრის ჯარში უკმაყოფილებამა და მოუთმენლობამ იჩინა თავი. თვითონ თემურ-ლენგსაც გიორგი მეფის ხელში ჩაგდების იმედი აღარ ჰქონდა, ხოლო ასევე ბრძოლით უფრო შორს შეჭრა სახიფათოდ მიაჩნდა. ამიტომ იყო რომ თემურ-ლენგმა სამხედრო მოქმედება შესწყვიტა და თუმც გამარჯვებული, მაგრამ ძალზე დაზარალებული ჯარი აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანა დასასვენებლად.

ამასთან ერთი საყურადღებო ამბავიც მოხდა. თემურ-ლენგს თავის ბანაკში გამოჩენილი ქართველი სარდლები ჰყავდა დატყვევებული. ამ სარდლებმა გიორგი მეფეს მოსწერეს, რომ დამორჩილების გარდა მშვიდობიანობის დასამყარებლად სხვა არავითარი საშუალება აღარ არის და, თუ გიორგი მეფე თემურს არ დაეზავება, მას გადაწყვეტილი აქვს ეხლა უკვე მთელი სომეხი ხალხი ამოსწყვიტოსო. ეს წერილი თვით თემურ-ლენგის მიერ უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი.

გიორგი მეფეს თვითონაც კარგად ესმოდა, რომ ბრძოლის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და თემურ-ლენგს ისევ ელჩები გაუგზავნა. თემურ-ლენგი ვითომც დაზავების წინააღმდეგი იყო და ელჩებს ისე აჩვენებდა, რომ იგი თავისი სურვილის წინააღმდეგ მხოლოდ ნოინებისა და სამღვდელოების თხოვნას ეთანხმებოდა. ყველაფერი ეს თემურ-ლენგს იმ მიზნით ჰქონდა მოწყობილი, რომ გიორგი მეფისა და ქართველებისათვის ეგრძნობინებინა, ვითომც მას ბრძოლის გაგრძელება ადვილად შეეძლო და დაზავება მხოლოდ ქართველებისათვის იყო საჭირო. ნამდვილად-კი დაზავება თემურისთვისაც აუცილებელი იყო და მან დიდი ზეიმით იდღესასწაულა კიდევაც საქართველოსთან ომის დამთავრება.

ზავის პირობები. გიორგი მეფე პირადად თემურ-ლენგს არე ხლებია. ამრიგად პირველი პირობა, რომელსაც თემურ-ლენგი საქართველოს მეფეს უდებდა, მაინც აუსრულებელი დარჩა. თემური იძულებული იყო ამასაც შერიგებოდა,

გიორგი მეფემ თემურს მრავალგვარი საჩუქრები აახლა, მათ შორის თემურ-ლენგის სახელით შემკული ათასი ოქროს თანგა (ფული), ათასი ცხენი, ბევრი ძვირფასი ქსოვილი, ოქროს, ვერცხლისა და ბროლის ფიალები, ერთი შესანიშნავი ძვირფასი ქვა - 18 მისხლიანი მანათობელი ლალი - და სხვა. გახარებული თემურ-ლენგი აიყარა და თბილისში მოვიდა. ზავის მიუხედავად თემურმა თბილისის მიდამოებში ყველა ეკლესია-მონასტერი დაანგრევინა, ხოლო შემდეგ იგი ყარაბაღის გზით საქართველოდან წავიდა. ამის შემდეგ თემურს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დასცლია - 1405 წელს იგი გარდაიცვალა. მისგან გაწამებულმა ქვეყნებმა ცოტათი იყო ამოისუნთქეს.

15.5 § 105. საქართველო თემურ ლენგის შემოსევების შემდეგ

▲back to top


შემოსევების შედეგები. საქართველოს წინათაც ბევრი მტერი უნახავს და ბევრი შემოსევა განუცდია, მაგრამ არასოდეს ისეთი საშინელი უბედურება არ დასტყდომია თავს, როგორც მე-14 საუკუნის დამლევს.

თემურ-ლენგის შემოსევებმა ქვეყნის აოხრებითა და დიდძალი ხალხის დაღუპვით საქართველო ისე დაასუსტა, რომ ჩვენმა ქვეყანამ საუკუნეთა განმავლობაში გამოკეთება ვეღარ შესძლო. გაპარტახებული მეურნეობის, გაკაფული ბაღ-ვენახების აღსადგენად მშვიდობიან პირობებშიაც დიდი დრო და დიდი ძალა, აუარებელი მუშახელი იყო საჭირო. თემურ-ლენგის შემოსევებმა-კი აურაცხელი ხალხი იმსხვერპლა. თანაც მე-15 - მე-16 საუკუნეებში საქართველოს განუწყვეტელი საგარეო ომების წარმოება მოუხდა. ამიტომ იყო რომ თემურ-ლენგის ურდოებისაგან გაოხრებული მრავალი ადგილი მე-15 და მე-16 საუკუნეებშიაც უკაცრიელად იყო დარჩენილი.

მე-16 საუკუნეშიაც-კი ქვეყანა ბარად სანახევროდ, ზოგან ნახევარზე მეტადაც აოხრებული ყოფილა, ამ საშინელი სისხლისდენისავე შედეგი იყო ის გარემოებაც, რომ მე-15 და მე-16 საუკუნეებში მოზღვავებული ახალი მტრების წინააღმდეგ ქართველ ხალხს ძალიან გაუძნელდა ბრძოლა.

ქვეყნის სამეურნეო და კულტურული დაქვეითება. ქვეყნის საშინელი განადგურების მომასწავებელი იყო ის სიტყვები, რომლებსაც ქართველი ხალხი მე-15 საუკუნიდან მოყოლებული ასე ხშირად ხმარობდა: ნაფუზარი, ნასახლარი, ნასოფლარი, ნაქალაქარი, პარდახტი და სხვა. ეს ადგილების სახელებია და იმას აღნიშნავს, რომ ამ სახელის მატარებელ ადგილზე წინათ ხალხი ცხოვრობდა და მშვიდობიან შრომას ეწეოდა, ეხლა-კი მოსახლეობაც გამქრალი იყო და მისი მეურნეობაც.

0x01 graphic

ქართველ ტომთა ტიპები. სვანი ჩანგით. XX ს. დამდეგი.
საქ. მუზეუმის ეთნ. განყოფილება

მეურნეობა, თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად, მარტო რიცხვობრივად კი არ შემცირდა, დაეცა მისი კულტურული დონეც. ხალხს ეხლა უძნელდებოდა რთული და მაღალი სამეურნეო დარგების გაძღოლა. ასეთს საზარელ პირობებში სწავლისა და განათლებისათვის, მწერლობისა და ხელოვნებისათვის ვის შეეძლო მოეცალა, ანდა ვის ექნებოდა ამისათვის გული და ხალისი.

ქვეყნის სამეურნეო დაქვეითება სპობდა კულტურული მუშაობისათვის აუცილებელ საფუძველს. მოსახლეობის ამოწყვეტა, განსაკუთრებით - ბარის მოწინავე რაიონებში, სპობდა კულტურული ტრადიციების თაობიდან თაობაში გადაცემის შესაძლებლობას. ამიტომაა რომ მე-15 საუკუნეში საქართველო კულტურულადაც დიდად დაქვეითებული ჩანს, წინა საუკუნეებთან შედარებით. კარგა ხნით დადუმდა ძველი შესანიშნავი ქართული მწერლობა, ზოგან ხალხს თითქოს წერა-კითხვაც-კი ავიწყდებოდა. მაგრამ ამ ჯოჯოხეთური პირობების მიუხედავად, თავისი სიცოცხლის უნარისა და შემოქმედებითი ენერგიის წყალობით ქართველი ხალხი არ დაიღუპა. შეუდრეკელი მონდომებით, შეუწყვეტელი შრომით მან თანდათან აღადგინა კავშირი თავის ძველ კულტურასთან და ახალი შემოქმედებაც გააჩაღა. ამის მოწმეა იმდროინდელი ქართული ხელოვნების შესანიშნავი ძეგლები, როგორიცაა, მაგალითად, ულუმბის კედლის მხატვრობა.

ბრძოლა თურქმანებთან და გიორგი მეფის სიკვდელი. ლანგ-თემურის სიკვდილის შემდეგ მის მემკვიდრეებს შორის ბრძოლა ატყდა. ამით ისარგებლა გიორგი მეფემ და საქართველოს საზღვრებიდან თათართა განდევნას შეუდგა. მაგრამ მალე საქართველოს ახალი საშიში მტერი გაუჩნდა. ეს თურქმანები იყვნენ, იმ მოდგმის თურქმანები, რომელთაც ყარა-ყოინლუს, ესე იგი „შავ-ბატკნიანებს“ ეძახდნენ, თურქმანების მეთაურმა ისარგებლა თემურ-ლენგის მემკვიდრეების დასუსტებით და ადარბადაგანის მფლობელად იქცა.

საქართველო ამ ბრძოლაში უნებლიეთ ჩათრეული იყო. 1407 წელს თურქმანებთან დიდი ომი მოხდა, რომელშიც გიორგი მეფე მოკლულ იქნა და საქართველოს ჯარის უდიდესი ნაწილი ამოწყდა.

კონსტანტინე მეფე. გიორგის შემდეგ მეფედ მისი ძმა კონსტანტინე დაჯდა, მაგრამ მისი ცხოვრებაც ისევე უბედურად გათავდა.

თურქმანები შარვანში შეიჭრნენ და მის დაპყრობას ლამობდნენ.

შარვანის მფლობელმა თავის ძველ მფარველს, საქართველოს მთავრობას, დახმარება სთხოვა. კონსტანტინე მეფეც ორი ათასი მხედრით შარვანს მიეშველა. სასტიკი ბრძოლა მოხდა 1411 წელს ჩალაღანთან. ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ გამარჯვება მაინც თურქმანებს დარჩათ, რომელთაც თვით კონსტანტინე მეფე და ქართველი გამოჩენილი სარდლები ტყვედ იგდეს ხელში. ტყვეობაშიც მათ თავი ღირსებით ეჭირათ და ამით განრისხებულმა თურქმანების მეთაურმა საქართველოს მეფე თავისი ხელით მოჰკლა, ხოლო ქართველი სარდლები თავის მახლობლებს დაახოცინა.

16 თავი XIV - საქართველო მე-15 საუკუნეში. სამეფოს დაშლა

▲back to top


16.1 § 106. ალექსანდრე პირველის მეფობა

▲back to top


კონსტანტინე მეფის სიკვდილის შემდეგ საქართველოს სამეფო ტახტზე 1412 წლის დამდეგს მისი შვილი ალექსანდრე ავიდა.

ალექსანდრეს სამფლობელო. ალექსანდრეს ისევ ისე სრულიადი საქართველო ემორჩილებოდა, მაგრამ მაინც მისი სამფლობელო იმასთან შედარებითაც, რაც ბაგრატ დიდის დროს იყო, უკვე ჩამომცრობილ სახელმწიფოს წარმოადგენდა. აღმოსავლეთით ხაჩენი1 საქართველოს საზღვრებს გარეთ იყო დარჩენილი. საქართველოს. სამხრეთი სანაპიროც ძალზე შემცირებული იყო: ანისი უკვე საქართველოს აღარ ეკუთვნოდა და საქართველოს დაცვის თვალსაზრისით ისეთი აუცილებელი სიმაგრეც-კი, როგორიც ლორეა. მტერს ჰქონდა ხელში ჩაგდებული.

ლორეს ველიდან მტერს ყოველთვის საშუალება ჰქონდა საქართველოს სწრაფად და ადვილად შემოსეოდა იმის გამო, რომ ლორეს ველი მაღალი მთიანეთი იყო. ამავე მიზეზის გამო ქართველებისათვის ლორეს წინააღმდეგ მოქმედება და მისი უკან დაბრუნება ძნელი საქმე იყო. მხოლოდ 1431 წელს გაბედა ალექსანდრე მეფემ ამ ლაშქრობის დაწყება და ლორეს ველი კვლავ საქართველოს შემოუერთა. ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც სახელმწიფოებრივი და სამხედრო, ისევე სამეურნეო თვალსაზრისითაც, რადგანაც ლორეს ველი საქართველოს მესაქონლეობისათვის აუცილებელ საძოვრებს შეიცავდა.

ლორეს შემდეგ შემოერთებულ იქნა სივნიეთიც (ეხლანდელი ყარაბაღი და მისი მეზობელი თემები). სივნიეთისა და მახლობელი თემების შემოერთებამ საქართველოს შეთხელებულ მოსახლეობას 60 ათასზე.მეტი კომლი მცხოვრები შესძინა.

0x01 graphic

საქართველოს მოსახლეობა იზრდებოდა აგრეთვე სომეხი ლტოლვილებისაგან, რომელნიც, საქართველოს გაძლიერების გამო, მაჰმადიანური სამფლობელოებიდან დიდი რაოდენობით გადმოდიოდნენ საქართველოში რათა აქ მყუდრო ცხოვრებისა და შრომის საშუალება მოეპოვებინათ.

აღდგენითი მუშაობა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იყო გარეშე მტრისაგან, დიდი მუშაობა გაიშალა დანგრეულ-გაპარტახებული ქალაქების, ეკლესია-მონასტრების, ციხე-დარბაზებისა და სხვა ნაგებობათა აღსადგენად.

ეს საქმე ჯერ კიდევ ალექსანდრეს ბავშვობაში მის აღმზრდელ დიდედას, რუსას, დაუწყია, რომელსაც სვეტიცხოველის განახლებისათვის მიუყვია ხელი.

ალექსანდრემ ამ სამუშაოებს სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია მისცა. მან საგანგებო დროებითი გადასახადი დააწესა: თითოეულ კომლს ყოველწლიურად 40 თეთრი2 უნდა გამოეღო.

ალექსანდრე მეფემ აღნიშნული საგანგებო გადასახადი 1425 წელს შემოიღო, ხოლო 1440 უკვე განკარგულება გასცა, რომ ამიერიდან ეს საამშენებლო გადასახადი ამოეკვეთათ: მეფეს მიზანი მიღწეულად მიაჩნდა.

რა დიდი თანხაც არ უნდა ყოფილიყო შეგროვებული 15 წლის განმავლობაში, ყველაფერს ვერ აღადგენდნენ: ამისათვის მაშინდელ საქართველოს არც საკმაო ქონებრივი სახსარი ჰქონდა და არც ფიზიკური საშუალება. ცხადია, ამიტომ, რომ საქმე ეხებოდა მთავარ ნაგებობათა აღდგენას.

ალექსანდრე ცდილობდა აგრეთვე უკაცრიელად დარჩენილ ადგილებში მოსახლეობა გაემრავლებინა, მაგრამ ამ გეგმის ფართოდ განხორციელება უსახსრობის გამო შეუძლებელი იყო. თემურ-ლენგის შემოსევების დროს განადგურებული ბევრი სოფელი დიდხანს ნასოფლარად დარჩა და დროთა განმავლობაში ტყითაც დაიბურა.

სამეფო ხელისუფლების დასუსტება და ფეოდალების გაძლიერება. ალექსანდრეს მეფობაში უკვე მეტად მესამჩნევი ხდება მეფის ძალა-უფლების შესუსტება და დიდგვარიანი აზნაურობის გაძლიერება. ეს ბუნებრივად მოხდა იმ ხანგრძლივი ომიანობის, ნგრევის, გაჭირვებისა და აშლილობის პირობებში, რომელიც საქართველომ გამოიარა.

მეფის თვითმპყრობელობის შესუსტება იმაშიაც გამოიხატა, რომ სამეფო ოჯახის წევრებიც - მეფის ცოლი, შვილები, ძმები - სულ უფრო და უფრო მეტად ერეოდნენ ეხლა სახელმწიფო საქმეებში.

გაიზარდა ქიშპი და ბრძოლა ცალკე ფეოდალურ ჯგუფებს შორის. ამას ხელს უწყობდა მეფისა და სამეფო ოჯახის წევრების მოყვრობა დიდგვარიან ქართველ აზნაურებთან, რაც უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუ მეფესთან დამოყვრება ერთს ან რამდენიმე აზნაურის საგვარეულოს აძლიერებდა, სამაგიეროდ შურსა და მეტოქეობას იწვევდა სხვა და ზნაურთა საგვარეულოების მხრით. ფეოდალებისათვის ჩვეული შინაური კინკლაობა და უთანხმოება ეხლა უფრო გაიზარდა და გაძლიერდა.

შფოთი თავს იჩენდა ეხლა სამეფო ოჯახის შიგნითაც. შესაძლებელია, ამიტომ, ვიფიქროთ, რომ თავის სახლში გაჩენილი უთანხმოების მიზეზით დაანება ალექსანდრე პირველმა თავი მეფობას 1442 წელს და ბერად შედგა. სამეფო ტახტზე ავიდ ალექსანდრეს ძე ვახტანგი, რომელმაც ამის შემდეგ მხოლოდ ოთხი წელი იცოცხლა. ვახტანგს ბრძოლა ჰქონია ქართლის დიდგვარიან აზნაურებთან, რომლებსაც მეფე თურმე ღალატს აბრალებდა.

__________________

1. ეხლანდელი ყარაბაღის ძველი სახელია.

2. „თეთრი“ ვერცხლის ფულია, უდრის დაახლოებით ძველ დრამას.

16.2 § 107. საქართველოს სამეფოს რღვევის პირველი ნიშნები

▲back to top


1446 წელს ვახტანგის მაგიერ მისი ძმა გიორგი მერვე გამეფდა. გიორგი მერვემ მთელი თავისი მეფობა ხელისუფლებისა და ბატონობის გამო ამტყდარ ბრძოლას შეალია. ამ ხანაში კვლავ მთავრებმაც წამოყვეს თავი, სხვებზე ადრე - სამცხის მთავარმა.

ბრძოლა ყვარყვარე ჯაყელთან. სამცხეში, ჯაყელების საგვარეულოში, ამ დროს შინაური ბრძოლა იყო: ყვარყვარე თავის ძმისწულს, აღბუღას, ათაბაგობას ეცილებოდა.

გიორგი მეფემ მხარი აღბუღას დაუჭირა და ყვარყვარე სამუდამოდ გადაიმტერა. თუმცა შემდეგ, 1451 წელს, როცა აღბუღა ათაბაგი გარდაიცვალა, გიორგი მეფემ ათაბაგობა ყვარყვარეს უწყალობა, მაგრამ ყვარყვარეს მეფისაგან დამოუკიდებლობის მოპოვება ჰსურდა და მეფის წინააღმდეგ მოქმედებას განაგრძობდა.

ასე, მაგალითად, ყვარყვარემ თავისი სამთავროს ჩამოშორება სცადა საქართველოსაგან ეკლესიურადაც. ყვარყვარეს გეგმით, სამცხის მეთაური საეკლესიო სფეროში უნდა მაწყვერელი (ესე იგი აწ ყურის) ეპისკოპოსი ყოფილიყო, რომელიც მცხეთის კათალიკოსს არ უნდა დამორჩილებოდა.

მართალია, მცხეთის კათალიკოსმა ბოლოს და ბოლოს სძლია და საეკლესიო მთლიანობა აღდგენილ იქნა, მაგრამ ეს ფაქტი მაინც მოწმობდა რღვევას, რომელსაც საქართველოს სამეფო ამ დროს უკვე განიცდიდა.

სხვა სამთავროების წარმოშობა. ამავე რღვევის მაჩვენებელი იყო ისიც, რომ ამ დროს სამცხის გარდა, რომელსაც განკერძოებისადმი მიდრეკილება, როგორც ვიცით, უკვე მე-13 საუკუნეში გაუჩნდა, სხვა კუთხეებიც სამთავროების სახით იყო მოწყობილი. ასე, აფხაზეთი და სამეგრელო ერთ სამთავროს შეადგენდნენ, რომლის სათავეში ბედიანი იდგა, გურიაც ცალკე სამთავროს სახით იყო გამოყოფილი. მართალია, ეს მთავრები ჯერ კიდევ მეფის მორჩილად აცხადებდნენ თავის თავს, მაგრამ ძველი ერისთავებისაგან ისინი უკვე თვალსაჩინოდ განსხვავდებოდნენ თავისი ძალა-უფლების გაზრდის მხრივ.

0x01 graphic

აწყურის ციხის ნაშთები.

16.3 § 108. ახალი საერთაშორისო მდგომარეობა

▲back to top


საქართველოს ასეთი შინაური ვითარება მეტად სახფათო იყო იმ ახალი საერთაშორისო პირობების გამო, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ამ დროისათვის შეიქნა.

ოსმალეთის გაძლიერება და ბიზანტიის სამეფოს მოსპობა. სამხრეთ-დასავლეთით საქართველოს ახალი საშიში მეზობელი, ოსმალეთი, გაუჩნდა. ოსმალო-თურქების წინაპრები შუა-აზიიდან მცირე აზიაში მე-13 საუკუნეში მოვიდნენ, ოსმალეთის სახელმწიფოს არსებობა-კი მე-14 საუკუნიდან იწყება. ამ სახელმწიფოს დამაარსებლად ოსმანი ითვლება, რის გამოც თვით სახელმწიფოს ოსმალეთი დაერქვა.

ოსმალეთის სახელმწიფო უცხო ქვეყნების დაპყრობასა და მეზობლებთან გამუდმებულ ომებში ჩამოყალიბდა, მისი არსებობის მთავარი წყარო ხარკი და ნადავლი იყო.

დაპყრობითი პოლიტიკა ოსმალეთმა პირველად თავისი დასავლეთი მეზობლის, ბიზანტიისაკენ მიმართა. ბიზანტია ამ დროს ოდესღაც ძლიერი სამეფოს აჩრდილი-ღა იყო და ოსმალებმა ადვილად წაართვეს მას მოზრდილი ტერიტორიები მცირე აზიაში და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.თემურ-ლენგმა მცირე ხნით შეაჩერა ოსმალეთის ზრდა და მძიმე ზიანიც მიაყენა მას, მაგრამ მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში ოსმალები კვლავ იმდენად გაძლიერდნენ, რომ ახალ შეტევაზე გადავიდნენ თავისი მეზობლების წინააღმდეგ. თურქ-ოსმალების სულტანმა მუჰამედმა 1453 წელს ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი აიღო და უძველესი ბიზანტიის იმპერია დედამიწის ზურგიდან აღგავა. საქართველოსათვის ეს დიდი უბედურება იყო.

ამიერიდან საქართველოს დასავლეთის გზა დაეხშო და დასავლეთთან უშუალო კავშირის ყოველგვარი შესაძლებლობა მოესპო. თუ წინათ მას მეზობლად ამ მხარეს პოლიტიკურად დასუსტებული, მაგრამ ძველი კულტურული ტრადიციების მქონე ბიზანტიის საკეისრო ჰყავდა, ეხლა უკვე ძლიერი, საუცხოოდ შეიარაღებული, მაგრამ ამასთან ერთად უკულტურო ოსმალეთის სახელმწიფო აღმოაჩნდა.

ძლიერი და საშიში მტერი იკრებდა ამ დროს თავის ძალებს სამხრეთ-აღმოსავლეთითაც, ირანში.

კონსტანტინოპოლის დაპყრობის მნიშვნელობა საქართველოსათვის. თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ ყოველმხრივ გააუარესა საქართველოს მდგომარეობა, რომელიც ისედაც მძიმე იყო. მეტად ცუდი გავლენა მოახდინა ამ ახალმა გარემოებამ საქართველოს ეკონომიურ ვითარებაზე. დაქვეითდა შინაგანი აღებ-მიცემა და საქალაქო ცხოვრება, დიდად შემცირდა ქალაქების რიცხვი, დაპატარავდა დარჩენილი ქალაქები. ეს შედეგი იყო არა მარტო ქვეყნის შინაგანი სისუსტისა, არამედ იმისიც, რომ თურქებმა მოსწყვიტეს საქართველო მთელს კულტურულ მსოფლიოს.

0x01 graphic

ქართველ ტომთა ტიპები.
თუში პირიქითა თუშეთიდან. XIX ს. დამდეგი.
საქ. მუზ. ეთნ, განყ.

საგარეო ვაჭრობაც ძალზე დაკნინდა. აოხრებულ ქვეყანას თავისთვისაც-კი ყველაფერი სამყოფი აღარ ჰქონდა და, მით უმეტეს, უცხოეთში გასატანს რას დაამზადებდა.

ამასთან ერთად საკუთარი ფულის მოჭრა საქართველოში მაინც მთელი მე-15 საუკუნის განმავლობაში არ შეჩერებულა. ეს საყურადღებო გარემოებაა. მაგრამ ლითონის ფული უმთავრესად ბარად და ქალაქებსა თუ სხვა შარაგზების მახლობლად მდებარე ადგილებში ყოფილა გავრცელებული, სხვა მოშორებულ თემებში-კი ვაჭრობა სულადობაზე, გაცვლა-გამოცვლის წესით, უწარმოებიათ. თანაც მე-15 საუკუნეში მოჭრილი ვერცხლის ფული მეტად მდარე ღირსებისა და მცირე ზომისაც არის, რაც მაშინდელი საქართველოს გაღარიბების შედეგია.

ცდა თურქ-ოსმალების წინააღმდეგ კოალიციის მოწყობისა. თურქ-ოსმალების გაძლიერებამ და მათ მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ შელახა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ინტერესებიც. ამიტომ ევროპაში დაიბადა აზრი, საჭიროა შეკავშირებული ძალით თურქ-ოსმალებს დავარტყათო. ამ კავშირის ორგანიზაცია და მეთაურობა რომის პაპმა იკისრა, - იტალიის ვაჭრები განსაკუთრებით იყვნენ დაზარალებულნი თურქების გაბატონებისაგან აღმოსავლეთში, კერძოდ შავ ზღვაზე.

პაპმა გადასწყვიტა ჯვაროსნულ ომში თურქების წინააღმდეგ აღმოსავლეთის ხალხებიც ჩაება. ამ მიზნით მან აღმოსავლეთში თავისი მოციქულები გაგზავნა.

მოლაპარაკეა საქართველოსთან. 1459 წელს რომის პაპის დესპანი ჯერ საქართველოს ესტუმრა, რადგან პაპის გეგმით ამ საქმეში სწორედ საქართველოს უნდა მიეღო მხურვალე სამხედრო მონაწილეობა. დესპანმა გიორგი მეფეს გადაუშალა გეგმა ოსმალთა ხელიდან კონსტანტინოპოლის გამოსაგლეჯად. ამ განზრახვამ საქართველოს სამეფოს მესვეურები ისე გაიტაცა, რომ მათ ამაზე მეტის განხორციელებაც-კი გადასწყვიტეს. მართალია, ამ დროს საქართველოში მეფე-მთავრებს შორის შინაური უთანხმოება იყო, მაგრამ თურქ-ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა იმდენად მნიშვნელოვან საქმეს წარმოადგენდა, რომ მთავრებმა განზე გადასდეს თავისი კერძო ინტერესები, იმავე წელს გიორგი მეფეს დაეზავნენ და საომარ გეგმაზე მსჯელობა დაიწყეს.

თუ დასავლეთის პოლიტიკოსებს უპირველესად თურქთა ხელიდან კონსტანტინოპოლის გამოგლეჯა აინტერესებდათ, ქართველებს უნდოდათ შემთხვევით ესარგებლათ და მცირე აზიაში თურქთა პოლიტიკური ძალა მოესპოთ, რომ მათი საშიშროება სამუდამოდ თავიდან აეცილებინათ.

ასეთ ფართო გეგმას უფრო დიდი სამხედრო ძალაც სჭირდებოდა. 70 ათასი ჯარისკაცი, რომლის გამოყვანაც საქართველოს შეეძლო, საკმარისი არ იყო. ამიტომ საქართველოს პოლიტიკოსებმა გადასწყვიტეს ტრაპიზონის კეისრისათვის და მცირე სომხეთის მმართველისათვისაც მიემართათ. ქართველებს შესაძლებლად მიაჩნდათ ოსმალთა წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთის თვით იმ მაჰმადიან მმართველთა ძალაც-კი გამოეყენებინათ, რომელთაც ოსმალებთან მტრობა ჰქონდათ.

საქართველოს მოკავშირეები ოსმალთა წინააღმდეგ. მოლაპარაკება მართლაც შეთანხმებით დამთავრდა. ტრაპიზონის მეფე 30 ათასი ჯარის-კაცისა და 30 კატარღის გამოყვანას შეჰპირდა. მცირე სომხეთის პატრონმა 20 ათასი მოლაშქრის გამოყვანა იკისრა.

ირანის მბრძანებელმა, თურქი ტომებისავე მეთაურმა, უზუნ-ჰასანმა იმისდა მიუხედავად, რომ ის მაჰმადიანი იყო, თურქ-ოსმალების წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობის პირობა დასდო, შესაფერისი ტერიტორიული ჯილდოს იმედით.

აღმოსავლელი მოკავშირეების ელჩები რომში. შეთანხშების მიღწევის შემდეგ, მოკავშირეებმა თავის მხრივ ელჩები გაგზავნეს ევროპაში,

საქართველოს მეფის დესპანის, ნიკოლოზ ტფილელის გარდა, ამ ელჩობაში მონაწილეობას იღებდნენ ყვარყვარე ათაბაგის, ტრაპიზონის კეისრის, მცირე სომხეთის მთავრისა და უზუნ-ჰასანის წარმომადგენლები.

პაპის დესპანის წინამძღოლობით ეს ელჩები უნგრეთისა და გერმანიის გზით 1460 წელს უკვე რომში ჩავიდნენ.

გეგმის ჩაშლა. რომში საქართველოდან ჩასული დესპანები დიდი ზეიმითა და პატივისცემით მიიღეს, მაგრამ მაინც რომში დესპანებმა სასიხარულო ვერა გაიგეს-რა. რომის პაპის ყოველივე ცდა ამაო გამოდგა: დასავლეთ ევროპის მეფე-მთავრები ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ, განზრახული ომის მოწყობა შეუძლებელი შეიქნა და საქმე უნდა მთლიანად ჩაშლილიყო. საქართველოდან ჩასულ დესპანებს ამ ამბავმა თავზარი დასცა. მაინც რომის პაპმა მათ ურჩია, დასავლეთ ევროპის ქრისტიან სახელმწიფოების მესვეურთათვის პირადად ეთხოვათ ომში მონაწილეობა.

1460 წელს საქართველოს დესპანები ჯერ საფრანგეთის მეფეს კარლოს მეშვიდეს წარუდგნენ და ოსმალეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა სთხოვეს, შემდეგ მისი შვილის, ლუდოვიკოს, მეფედ კურთხევასაც დაესწრნენ. მასაც სთხოვეს, მაგრამ არც ამით გამოსულა რამე.

16.4 § 109. შინაური ზავის ჩაშლა საქართველოში

▲back to top


როგორც-კი საბოლოოდ გამოირკვა, რომ თურქ-ოსმალების წინააღმდეგ შეერთებული ომი შეუძლებელია, მაშინვე ისიც ცხადი გახდა, რომ დღე-მოკლე იყო საქართველოს მეფე-მთავრებს შორის დადებული 1459 წლის საზავო ხელშეკრულებაც. ამაზე უარესი ის იყო, რომ საქართველოს შინაურობაში ისეთი დაუნდობელი ბრძოლა ატყდა, რომელიც საქართველოს საზღვრებზე მოზღვავებული მტრის მოქმედებას ყოველნაირად უწყობდა ხელს.

ბრძოლა მეფესა და ათაბაგს შორის. ყვარყვარე ათაბაგი ერთი იმ პირველთაგანი იყო, რომელმაც საქართველოში შინაური ბრძოლის კოცონი კვლავ დაანთო. სამცხის მთავარმა კვლავ ომი აუტეხა გიორგი მერვეს და საქართველოს მეფის წინააღმდეგ ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანიც-კი გამოიყენა. უზუნ-ჰასანი 1462 წელს სამცხეში მოვიდა, ათაბაგს საქართველოს მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში მიეშველა და კიდევაც გაამარჯვებინა.

ბაგრატის აჯანყება გიორგი მეფის წინააღმდეგ. ათაბაგის გამარჯვებამ საქართველოს შინაური მდგომარეობა წინანდელზე უფრო გაართულა. ეხლა გიორგი მეფეს ახალი ურჩი ერისთავებიც გამოუჩნდნენ. მათ შორის ყველაზე აქტიური გამოდგა ბაგრატი, რომელიც, როგორც ჩანს, დავით ნარინის შთამომავალი და სამოქალაქოს, ესე იგი ქუთმისის ოლქის, ერისთავი იყო. გიორგი მეფემ რომ ამ ბაგრატს ორჭოფული ქცევისათვის ქუთაისი წაართვა, ის მეფეს უკვე ცხადად აუჯანყდა.

მეფესა და აჯანყებულ ბაგრატს შორის ქალაქ. ჩიხორთან (იმერეთში, ჩხარის აღმოსავლეთით) 1463 წელს დიდი ბრძოლა მოხდა, რომელშიც გიორგი მეფე დამარცხდა.

ამ ბრძოლაში ზოგი დიდგვარიანი აზნაური ბაგრატის მომხრე აღმოჩნდა. სწორედ ეს გარემოება იყო მიზეზი გიორგი მეფის დამარცხებისა ჩიხორში.

მაგრამ ბაგრატმა ქუთაისის დაპყრობა მაინც ვერ შესძლო და ვერც აღმოსავლეთ საქართველოში მოიკიდა ფეხი. ამრიგად, ბრძოლის საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ გამოურკვეველი იყო, როცა ყველაფერი ყვარყვარე ათაბაგის ახალმა განდგომამ გადასწყვიტა. ეს მოხდა 1465 წელს.

ახალი ბრძოლა მეფესა და ათაბაგს შორის სამცხეში მოხდა. ყვარყვარემ მეფეს სძლია და ის ტყვედაც-კი წაიყვანა.

16.5 § 110. საქართველოს დაყოფა ცალკე სამეფოებად

▲back to top


შექმნილი მდგომარეობით ყველაზე უკეთესად ბაგრატმა ისარგებლა.1466 წელს ის ქართლში გადმოვიდა და თავისი თავი მეფედ გამოაცხადა. ეხლა-კი ყვარყვარე ათაბაგი მიხვდა, რომ ჭკუა წააგო: სუსტი გიორგი მერვის მაგიერ მეფობა ხელში ჩაუგდო ძლიერსა და უფლებისმოყვარე ბაგრატს. ეს ათაბაგისათვის სრულებით არ იყო ხელსაყრელი და მან გიორგი მეფე ტყვეობიდან გამოუშვა.

მართლაც, განთავისუფლებულმა გიორგი მეფემ თავის ხელისუფლების დასაბრუნებლად ქართლში ბრძოლა დაიწყო, მაგრამ დიდგვარიან აზნაურთა წრეში ბაგრატს უკვე ბლომად ჰყავდა მომხრენი და გიორგიმ ბრძოლა წააგო. გიორგიც შექმნილ ვითარებას შეურიგდა და კახეთში გადავიდა. ასე ჩაეყარა საძირკველი ცალკე კახეთის სამეფო შტოსა და თვით კახეთის სამეფოს.

ბაგრატის სამფლობელო. ბაგრატი თავის თავს აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფედ, შარვანშად და ყოვლისა აღმოსავლეთ-დასავლეთის მპყრობელ ხელმწიფედ ასახელებდა. ნამდვილად-კი უკვე კარგა ხანია რაც ისტორიულად შექმნილი ეს წოდებულება რეალურ ვითარებას აღარ შეეფერებოდა, მით უმეტეს ბაგრატისათვის.

ბაგრატის სამფლობელოს გარეთ იდო კახეთი და სამცხე, მაგრამ თვით მისი საკუთარი სამეფოს შიგნითაც ერთი დიდი სამთავრო განკერძოების გზაზე იყო შემდგარი. ამ სამთავროს დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ეჭირა და მაშინ საბედიანო დ იწოდებოდა.

საბედიანო. საბედიანოში შედიოდა აფხაზეთი, სამეგრელო, გურია და სამი იმ დროისათვის მნიშვნელოვანი ზღვისპირა ქალაქი - ცხუმი. ანუ სევასტოპოლისი (ეხლანდელი სოხუმი), ფოთი და ქაჯთა ციხე (ძეელი პეტრა, ეხლანდელ ციხისძირთან). საბედიანოსვე ეკუთვნოდა აგრეთვე ბათომი.

საბედიანოს მთავარი ბაგრატს ემორჩილებოდა, როგორც უზენაეს ხელმწიფეს.

სამცხე-საათაბაგო. დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბდა ამ დროისათვის ჯაყელების სამფლობელო, რომელიც ამიერიდან სამცხე-საათაბაგოდ იწოდებოდა. ჯაყელები თავისთავს „საქართველოს ათაბაგსა და სამცხის სპასალარს“ უწოდებდნენ, ჩვეულებრივად-კი მათ სამცხის ათაბაგებს ეძახიან. მათი საჯდომი ადგილი ქალაქი ახალციხე იყო, თვით სამთავროს-კი ვრცელი საზღვრები ჰქონდა, ბორჯომის. ხეობიდან მოყოლებული ვიდრე ჭოროხის ხეობამდე და ერზერუმის მხარემდე.

ყვარყვარე ათაბაგს მეზობელთა შორის ძლიერი მბრძანებლის სახელი ჰქონდა დამსახურებული.

ბაგრატ მეფის საკუთარი სამფლოგელოს საღვრები. ბაგრატ მეექვსის საკუთარ სამფლობელოს საზღვრავდა: დასავლეთით - ცხენისწყალი, სამხრეთით - სამცხე-საათაბაგო, აღმოსავლეთით - კახეთის სამეფო, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით - ლორეს მთელი მთიანეთი, რომელიც უზუნჰასანს, ირანის მფლობელს, ჰქონდა დაპყრობილი. ლორეს ციხეში უზუნს თავისი თურქი მეციხოვნენი ჰყავდა.

ბაგრატის საბრძანებელში ორი დიდი ქალაქი, ქუთაისი და თბილისი იყო. თბილისი ისევე, როგორც წინათ, დედაქალაქად ითვლებოდა, ბაგრატიც იქ იმყოფებოდა. ქუთაისი უკვე ძალზე დაპატარავებულიყო. ქართლში ამ დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქ. გორს.

თბილისი, ძველად თავისი სიდიდით და სიმდიდრით განთქმული, მტრის შემოსევების წყალობით ამ ხანისათვის უკვე აგრეთვე დამცრობილა. მხოლოდ ზოგიერთი უბანი ჯერ კიდევ მჭიდროდ იყო დასახლებული. ისნის ციხე იმ დროისათვისაც კარგ სიმაგრედ ითვლებოდა.

ბრძოლა ირანსა და ოსმალეთს შორის. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული დაიწყო გაუთავებელი ბრძოლა წინა აზიის ორს დიდ სახელმწიფოს - ირანსა და ოსმალეთს - შორის. ეს ბრძოლა ცალი მხრით ყოველთვის საქართველოსაც სწვდებოდა ხოლმე. ასე, ბაგრატის მეფობაში, ირანის მბრძანებელმა უზუნ-ჰასანმა საქართველოს მეფეს დახმარება სთხოვა თურქ-ოსმალების წინააღმდეგ, მაგრამ უარი მიიღო. ამ ომში უზუნ-ჰასანი დამარცხდა.

ირანის ბატონმა გადასწყვიტა საქართველო დაუხმარებლობისათვის სამაგალითოდ დაესაჯა.

1477 წელს უზუნ-ჰასანი სრულიად მოულოდნელად და ფარულად დიდი ჯარით საქართველოში შემოიჭრა და თბილისს თავს დაესხა.

ქართველებმა მხოლოდ აყრა და გახიზვნა მოასწრეს. სპარსელებმა თბილისი და მის გარშემო მდებარე სოფლები ააოხრეს და შემდეგ გორისაკენ დაიძრნენ. იქაც ხალხი ყველგან გახიზნული დახვდათ. ამრიგად, უზუნჰასანმა თბილისიცა და გორიც უბრძოლველად ჩაიგდო ხელში.

ზავი ბაგრატსა და უზუნ-ჰასანს შორის. ბაგრატმა გადასწყვიტა უზუნ-ჰასანს დაჰზავებოდა. უზუნ-ჰასანი ზავის საფასურად 16 ათას დუკატსა (ოქროს ფულია) და თბილისის დათმობას მოითხოვდა. ეს ძალიან მძიმე საზღაური იყო და იმჯერად შეთანხმება არ მოხერხდა. უზუნ-ჰასანმა სამხედრო მოქმედება განაახლა. სპარსელები ეხლა სამცხეს შეესივნენ და აწყურის მხარე ააოხრეს.

ეხლა-კი ბაგრატ მეექვსემ და ყვარყვარე ათაბაგმა ისევ დაზავება ირჩიეს ძველი პირობით. უზუნ-ჰასანი ამის შემდეგ საქართველოს საზღვრებიდან გავიდა, მაგრამ ლორეს ველი მაინც წინანდებურად თავისად დაიჭირა, არც თბილისი დასცალა, 5 ათასი ტყვეც წაიყვანა საქართველოდან.

საქართველოს დამარცხების მიზეზი. საქართველოს ჯერ კიდევ გიორგი მეფის დროს 70 ათასი ჯარისკაცის გამოყვანა შეეძლო. უზუნ-ჰასანს-კი 40 ათასზე მეტი მოლაშქრე არ მოუყვანია თან. საქართველოში რომ თანხმობა ყოფილიყო, იგი არამც თუ მტრის მოგერიებას, არამედ დამარცხებასაც შესძლებდა, მაგრამ შინაური ბრძოლით გაწამებული ხალხი და სახელმწიფოებრივად დაქუცმაცებული ქვეყანა მტრის თარეშის ასპარეზად ადვილად გადაიქცა. საქართველოს მდგომარეობა ამ მარცხის შედეგად კიდე ვუფრო მძიმე გახდა, თუმცა მალე ირანში შინაური არეულობა დაიწყო და ბაგრატმა თბილისი და სომხითი უკან დაიბრუნა.

კონსტანტინე დიმტრის ძე. 1478 წელს გარდაიცვალა ბაგრატ მეექვსე.მისი ტახტის დაჭერა მისმა შვილმა ალექსანდრემ სცადა, მაგრამ მეფობა ვერ შეინარჩუნა და რაჭა-ლეჩხუმში გამაგრდა. ბაგრატის მაგიერ-კი 1479 წელს კონსტანტინე ბატონიშვილი გამეფდა, რომელიც დიმიტრის (ალექსანდრე პირველის ძის) შვილი იყო.

კახეთში ამ დროს, 1476 წლიდან, გიორგი მერვის ძე ალექსანდრე მეფობდა. კონსტანტინე და ალექსანდრე კახთა მეფე ერთმანეთს დაეზავნენ და თავისი სამფლობელოების საზღვრებზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

არადეთის ბრძოლა და ალექსანდრეს გამეფება იმერეთში. ეხლა კვლავ ატყდა ბრძოლა კონსტანტინესა და სამცხის ათაბაგს ყვარყვარეს შორის. 1483 წელს არადეთთან ყვარყვარე ათაბაგმა მეფეს სძლია. კონსტანტინე მეფის დამარცხებით მაშინვე რაჭა-ლეჩხუმში გამაგრებულმა ალექსანდრე ბატონიშვილმა, ბაგრატის ძემ, ისარგებლა და იმერეთი ჩაიგდო ხელში. ამნაირად, ლიხთ-იმერეთისა და ლიხთ-ამერეთის სახელმწიფოებრივ მთლიანობას უკანასკნელი საყრდენი გამოეცალა.

კონსტანტინე მეფე ალექსანდრეს ქუთაისიდან განსადევნად დასავლეთ საქართველოში გადავიდა. სამეგრელოს მთავარი, დადიანი, კონსტანტინე მეფეს მიემხრო და ალექსანდრე იძულებული იყო ქუთაისიდან გასცლოდა. მაგრამ სპარსელების ახალმა შემოსევამ აღმოსავლეთ საქართველოში კონსტანტინეს იმერეთი მიატოვებინა ისე, რომ ალექსანდრე ბაგრატის ძემ 1489 წელს ქუთაისი კვლავ ხელში ჩაიგდო.

კონსტანტინე უცხოელ მოკავშირეებს ეძებს. სრული შინაური აშლილობა და გარეშე მტრის მძლავრობა - ასეთი იყო მდგომარეობა. მისი გამოსწორებისათვის კონსტანტინე მეფე უცხოელი მოკავშირეების ძებნას შეუდგა. 1492-1496 წლებში კონსტანტინემ თავისი ელჩი გაგზავნა ეგვიპტის მბრძანებელთან, რომელმაც საქართველოს მეფის მოციქული ქაიროში კარგად მიიღო.

კონსტანტინე მეფის მიერ ელჩის გაგზავნა ეგვიპტეში შემთხვევითი ამბავი არ იყო. მიუხედავად თავისი დაქუცმაცება-დაკნინებისა საქართველოს ჯერ კიდევ ჰქონდა შენარჩუნებული აღმოსავლეთში თავისი ზოგიერთი ძველი საერთაშორისო კავშირები, თავისი. ძველი სახელი და პატივი. განსაკუთრებით ეგვიპტის მმართველები ეპყრობოდნენ ქართველებს დიდი პატივისცემით. ამის შედეგი იყო ის უპირატესობანი, რომლებიც ქართველებს ეგვიპტის მბრძანებლებმა შეუნარჩუნეს პალესტინესა და იერუსალიმში.

ქრისტიანთა სათაყვანებელ ქალაქ იერუსალიმში შესვლისას ქართველები საზეიმოდ მოკაზმულ ცხენებსა და აქლემებზე ისხდნენ, გაშლილი ეროვნული დროშებით თავისუფლად შედიოდნენ ქალაქში და სულტანს დაწესებულ გადასახადს არ აძლევდნენ. ეგვიპტის მბრძანებელთა განკარგულებით, ქართველთა იერუსალიმის ჯვარის მონასტრის უზრუნველყოფისათვის საგანგებო არაბი მოხელე იყო დანიშნული. ის ვალდებული იყო საქართველოდან მიმავალ მლოცავებს ალეპოში დახვედროდა, იქიდან იერუსალიმამდე მიეცილებინა და უკან გაბრუნებისას ისევ ნავთსადგურამდე გაჰყოლოდა.

ქაიროდან საქართველოს ელჩი იერუსალიმში მივიდა, სადაც ესპანეთის დედოფლის იზაბელას დესპანებისაგან ესპანეთიდან არაბთა საბოლოოდ განდევნის ამბავი შეიტყო. ამით გახარებულმა კონსტანტინე მეფის ელჩმა ესპანეთის დედოფლის დესპანი საქართველოში მოიყვანა.

ქართველმა პოლიტიკოსებმა იფიქრეს, რომ ისეთ ძლევამოსილ სახელმწიფოს, როგორიცაა ესპანეთი, შეუძლია დახმარება გაგვიწიოსო. ამიტომ კონსტანტინე მეფემ იზაბელა დედოფლის დესპანს თავისი ელჩი გააყოლა, რომელსაც თან რომის პაპისა და ესპანეთის მბრძანებლისადმი წერილები გაატანა. ქართველ ელჩს კიდევ უფრო საიდუმლო დავალება სიტყვიერად მიჰქონდა.

ესპანეთის დედოფლისადმი გაგზავნილ წერილში კონსტანტინე გამოსთქვამდა ქართველების უდიდეს სიხარულს მაჰმადიანების განდევნის გამო ესპანეთიდან. აღმოსავლეთი-კი სულ სხვა დღეშიაო, წერდა კონსტანტინე, მოისპო ბიზანტია, ტრაპიზონი, სერბია და სხვა ქრისტიანული სამეფოები და ყველგან მაჰმადიანები არიან გაბატონებულნიო. ეხლა საქართველო მარტოდმარტო არის დარჩენილი და სპარსელების, თურქების, არაბების ურიცხვი ურდოებით გარემოცული. ჩვენც თავზე დიდი განსაცდელი დაგვტრიალებსო. ჩვენს მტრებს ჩვენთვის ბევრი უბედურება აქვთ მოყენებული. ისინი ყოველთვის სამ რამეს გვთხოვენ: დიდი ხარკი გადაიხადეთ, ჩვენთან ერთად იბრძოლეთ და გამაჰმადიანდითო. შემდეგ მეფე კონსტანტინე ესპანეთის დედოფალს სთხოვდა, რათა მას დაუყოვნებლივ მოეწყო ლაშქრობა კონსტანტინოპოლის განსათავისუფლებლად თურქებისაგან და თვითონაც პირობას სდებდა, რომ თავისი ჯარით თურქების წინააღმდეგ გამოვიდოდა.

კონსტანტინე მეფის გეგმა უნიადაგო ოცნება იყო და განუხორციელებელი დარჩა. ესპანეთის დედოფალს არც ძალა და არც ხალისი არ შესწევდა ასეთი შორეული და ძნელი ლაშქრობისათვის.

შინაური მდგომარეობის გაუარესება. საგარეო დახმარებაზე დამყარებული იმედების დაღუპვამ კონსტანტინე მეფე აიძულა საქართველოში არსებულ განხეთქილებას შერიგებოდა. ეს განხეთქილება იზრდებოდა კიდევაც. მე-16 საუკუნის დამდეგს ურთიერთობა მეფესა და სამცხის ათაბაგსშორის იმდენად გამწვავდა, რომ ათაბაგმა ცოტა ხნით სამცხე მოსწყვიტა საქართველოს ეკლესიურად.

ამრიგად, მე-16 საუკუნის დამდეგისათვის საქართველო საბოლოოდ დაიყო ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებად და სამცხის საათაბაგოდ.

16.6 § 111. ცვლილებები საზოგადოებრივ ურთიერთობაში

▲back to top


მე-15 საუკუნის სიგრძეზე დიდი ცვლილებები მოხდა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაშიაც.

თავადთა წოდების ჩამოყალიბება. მე-12 საუკუნეში, როგორც ვიცით, საქართველოს ფეოდალები მხოლოდ ერთი გაბატონებული წოდების შიგნით იყვნენ მოქცეულნი. ეს იყო აზნაურთა წოდება. მე-13 - მე-14 საუკუნეებში აზნაურობას გამოეყო დიდებულთა ცალკე ფენა.

დიდებულები დიდგვარიან აზნაურთა საგვარეულოების უფროს შტოს ეკუთვნოდნენ, „დიდგვართ თავადნი“ იყვნენ. როდესაც ამ დიდგვარიანი საგვარეულოების თავადების აღზევება მემკვიდრეობითი კუთვნილება გახდა, თავადობა უკვე წოდებრიობად იქცა. მან აზნაურთა წოდებაზე უპირატესი მდგომარეობა მოიპოვა. აზნაურთა წოდების წიაღიდან თავადობის წარმოშობის პროცესი მე-15 საუკუნეში უკვე დამთავრებულია.

გლეხობის ექსპლოატაციის გაძლიერება. თავადებსაც, აზნაურებსაცდა მომრავლებულ მეფე-მთავრებსა და მათ კარისკაცებსაც თავისი ძალზე შეთხელებული სახსრების გადიდებაზე უნდა ეზრუნათ. ეს-კი მაშინ შესაძლებელი იყო მხოლოდ გლეხკაცობაზე დაკისრებული გადასახადების გაძლიერებით, ყმების გადიდებული ყვლეფით.

მართლაც, განვლილი პერიოდის სიგრძეზე ქართველი ყმა-გლეხობის მდგომარეობა დიდად გაუარესდა, მისი ფეოდალური ტვირთი ბევრად გაიზარდა და დამძიმდა. იმ გამოსაღების ზრდა, რომელიც მიწის მუშა გლეხს კისრად ედო მემამულე ფეოდალის სასარგებლოდ, ხდება როგორც ახალი გადასახადების შემოღებით, ისე ძველი გადასახადების გადიდებით. იმისათვის, რომ ძველი გადასახადების გადიდება უფრო შეუმჩნევლად შეეპარებინათ ყმებისათვის, ქართველმა ფეოდალებმა საზომ-საწყაოები გაადიდეს. ნატურალური გადასახადები, მარცვლეულისა და ღვინის მოსავალზე, კაბიწითა (კოდი) და კოკით იყო განსაზღვრული. ამიტომ თუნდაც რომ გადასახადების ნორმები ძველებური, უცვლელი დარჩენილიყო, საზომ-საწყაოს გადიდებისას გადასახადებიც ფაქტიურად მემამულეებს, ცხადია, წინანდელზე მეტი შეუვიდოდათ.

ამნაირად ახალი საზომები გაჩნდა. თავდაპირველ საზომებს პირველი საწყაო (საზომი) ეწოდებოდა ან ცოტა (ე.ი. პატარა) საწყაო, ახალ საზომ-საწყაოებს-კი დიდი ლიტრა, კოკა და კაბიწი (კოდი) ერქვა.

მე-16 საუკუნის დამდეგისათვის ლიტრა, ამ საზომის თავდაპირველ ოდენობასთან შედარებით, უკვე ექვსჯერ იყო გადიდებული. ლიტრაზე-კი დანარჩენი საზომ-საწყაოები (კაბიწი-კოდი, კოკა და სხვა) იყო დამყარებული. მაშასადამე, მშრომელ ხალხს ამ დროს ნატურალური გადასახადები წინანდელთან შედარებით ექვსჯერ მეტი უნდა გადაეხადა. მარტო ეს გარემოებაც საკმარისია იმის გასათვალისწინებლად, თუ რამდენად მძიმე იყო ის ტვირთი, რომელიც მაშინ ყმებს, მიწის დამმუშავებელ მოსახლეობას, ჰქონდათ საზიდი, და რა საშინელ მდგომარეობაში იყვნენ ისინი ჩაცვივნულნი.

კლასთა ბრძოლის გაძლიერება და ბატონყმობის საბოლოო გამარჯვება საქართველოში. ცხადია, გლეხობას არ შეეძლო ნებაყოფლობით შერიგებოდა თავის ასეთ ჩაგვრასა და ყვლეფას ფეოდალების მხრით. გაჩაღდა ბრძოლა მემამულე ფეოდალებსა და მიწისმუშა ყმა-გლეხობას შორის. ეს ბრძოლა ხანგრძლივი და სასტიკი იყო. გათავდა ის გლეხობის დამარცხებითა და ბატონყმობის საბოლოო გამარჯვებით.

17 თავი XV - ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის მე-16 საუკუნეში

▲back to top


17.1 § 112. საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები მ0-16 საუკუნეში

▲back to top


მე-15 საუკუნეში თურქმანებმა საქართველოს ჩამოგლიჯეს მოძმე ქრისტიანული სომხეთი მთლიანად. მეორე მხრით, საქართველომ დაკარგა შარვანი. ამავე დროს, ჩვენ ქვეყანას ორი ახალი, საშიში მეზობელი გაუჩნდა. განსაკუთრებით გაუარესდა მდგომარეობა მე-16 საუკუნეში.

ოსმალეთი. მე-15 საუკუნის დამლევიდან, როგორც ვიცით, უკვე დაშლილს ფეოდალურ საქართველოს გაუმეზობლდა უზარმაზარი მაჰმადიანური სახელმწიფო, ოსმალეთი, რომელიც დიდი ხნით გარდაუვალ ზღუდედ აიმართა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურულ ქვეყნებს შორის.

ოსმალეთს (თურქეთს) მშვიდობიანი მეზობლობა არავისთან არ შეეძლო, ის ყველას დასაპყრობად უყურებდა. თურქეთი სულ ახალი და ახალი ქვეყნების დაპყრობითა და ძარცვით საზრდოობდა. საქართველოს მიმართ ოსმალეთის ეს დაპყრობითი პოლიტიკა განსაკუთრებით მკაფიოდ მე-16 საუკუნის დამდეგიდან გამოჩნდა.

მეორე მიზეზი საქართველოსადმი ოსმალთა ყურადღებისა ამავე ხანაში ის იყო, რომ ირანთან ომის დროს, რომელსაც ოსმალეთი ამ მეზობლის დაპყრობის მიზნით აწარმოებდა, საქართველო მეტად მნიშვნელოვან პოზიციას წარმოადგენდა აღმოსავლეთისაკენ წარმატებით შეტევისათვის.

0x01 graphic

ირანი. აღმოსავლეთით საქართველოს მეზობელი მე-16 საუკუნეში სეფიანთა ირანი იყო.

მე-15 საუკუნის მიწურულში თურქმანთა დინასტია ირანის სამეფო ტახტზე არდაველელ შეიხის1 სეფი-ედდინის ჩამომავალმა ისმაილმა შესცვალა. სეფისაგან ჩამომავლობის გამო ამ დინასტიას სეფიანებს ანუ სეფევიდებს უწოდებენ.

შაჰ ისმაილის მთავარ სამხედრო ძალას შვიდი თურქული ტომი შეადგენდა. ამ თურქებს ყიზილბაშებს ანუ წითელ-თავებს ეძახდნენ, რადგანაც მათ თეთრი დოლბანდით გარშემოვლებული წითელი თავსაბური ეხურათ.

ოფიციალურ სარწმუნოებად_ სეფიანთა სახელმწიფოში შიას მიმდევრობა იყო აღიარებული. შიიტობა და სუნიტობა ორი სხვადასხვა მიმდინარეობა იყო მაჰმადიანურ სარწმუნოებაში. შია ირანში, ხოლო სუნა ოსმალეთში სახელმწიფო სარწმუნოებად იყო გამოცხადებული.

საქართველოს მიმართ ირანის ეს ახალი დინასტიაც ძველი ტრადიციებით ხელმძღვანელობდა. სეფიანთა შაჰები მონღოლთა ყაენების პოლიტიკურ მემკვიდრეობას იჩემებდნენ და საქართველოს დაპყრობას თავის მოვალეობად სთვლიდნენ.

მე-16 საუკუნის დამდეგიდანვე ოსმალეთსა და ირანს შორის დიდი ომი დაიწყო. მთელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში მათ შორის ზავი არ დადებულა: ან ომი იყო, ან მისი მოლოდინი.

ირან-ოსმალეთის ომის ასპარეზი იყო ირაყი, შარვანი, სომხეთი, საქართველო და ადარბადაგანი.

მოწინააღმდეგენი არბევდნენ და ანადგურებდნენ ამ ქვეყნებს, მაგრამ განსაკუთრებით ირბეოდა საქართველო, რომელიც არც ერთ დამპყრობელს ნებით თავს არ უდებდა და ორივეს წინააღმდეგ იბრძოდა.

ამრიგად, მე-16 საუკუნეში საქართველო ორ დიდ მოძალადეს შორის მოექცა და დასავლეთ ევროპის სწრაფად მზარდ კულტურულ მსოფლიოს თითქმის სავსებით მოსწყდა.

__________________

1. შეიხი მაჰმადიანთა სასულიერო პირს, მოძღვარს ეწოდება.

17.2 § 113. ბატონყმობა

▲back to top


მედგრად და თავგამოდებით იცავდა თავს ქართველი ხალხი საშიში მტრებისაგან, მაგრამ თავდაცვის უნარს დიდად ასუსტებდა ის, რომ ქვეყანა ეხლა სახელმწიფოებრივად მთლიანი არ იყო. ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოების გვერდით ჩამოყალიბდა სამთავროები: სამცხე-საათაბაგო, ოდიში, აფხაზეთი, გურია, რომელნიც მეფისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებას ალევდნენ თავის ძალებს.

მთლიანი ფეოდალური საქართველოს დაშლა შედეგი იყო იმ სამეურნეო და საზოგადოებრივი ვითარებისა, რომელიც შეიქმნა ჩვენში მე-15 საუკუნისათვის. ამ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ბატონყმობას და მის ნიადაგზე წარმოშობილს სათავადოების სისტემას.

ბატონყმობა იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი მიწის მუშების ფენა გამქრალია. მიწის მუშებს შორის არსებითი უფლებრივი განსხვავება აღარაა. ყველა ისინი ბატონის მიწაზე სახლობენ, მას ამუშავებენ და ბატონის სასარგებლოდ ბეგარასა და მუშაობას ეწევიან. ამ მიწის მუშებს თავისუფლებისა თითქმის აღარა შერჩენიათ-რა. ბატონის უნებართვოდ. ისინი ვერ დასტოვებენ მიწას, რომელსაც ამუშავებენ, ვერ დასტოვებენ ძველ ბატონს და სხვას ვერ მიუვლენ. ბატონს კანონი ნებას აძლვეს 30 წელიწადი ეძიოს მის დაუკითხავად წასული გლეხი და, სადაც მოახელებს, უკან დააბრუნოს. საბატონო ბეგარა და მუშაობა უზომოდაა გაზრდილი. გარდა ამისა გლეხი მოვალეა მრავალი სხვა გადასახადიც გაიღოს: სამეფო, სამოხელეო, საეკლესიო და სხვა. მასვე აწევს სამხედრო მოვალეობაც და მძიმე ხარკი უცხო დამპყრობელთა სასარგებლოდ.

მებატონეები ამავე დროს სულ უფრო და უფრო თავისუფლდებიან სამეფო ხელისუფლების მხრით მეთვალყურეობისაგან. სამეფო ხელისუფლება სულ უფრო და; უფრო ნაკლებად ერევა ბატონისა და ყმის დამოკიდებულებაში. ბატონები საშვილიშვილოდ დაუფლებიან იმ ქვეყნებს, რომლებიც მათ ოდესღაც სამეფო ხელისუფლებისაგან სამმართველოდ მიიღეს.საბოლოოდ მიუსაკუთრებიათ მათ თავისუფალი მიწის მუშებისაგან მინატაცები მიწა-წყალიც. ყოველივე ეს მინათვისებ-მინატაცები მებატონის მამაპაპეულ საკუთრებასთან ერთად სათავადოს ჰქმნის. მრავალ ბატონს შეუვალობის უფლება მოუპოვებია, ესე იგი, მეფეს ასეთი ბატონის ყმები ყოველგვარი სამეფო გადასახადებისაგან გაუთავისუფლებია. ასეთ გადასახადებს ამიერიდან ეს ყმები შეუვალობის მქონე მებატონეს უხდიან. მოპოვებულ უფლებას ბატონები ადვილად არ სთმობენ. პირიქით, კიდევ უფრო. აფართოებენ მას. გადასახადები, ადმინისტრაცია და სამართალიც-კი მეტნაწილად ამიერიდან ამ მებატონეთა ხელშია.

მთელი საქართველო თანდათან ასეთი სათავადოებით მოიფინა. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ აკავშირებდა ამ ნახევრად-„ხელმწიფეებს“ მეფის ხელისუფლებასთან, ეს იყო მათი სალაშქრო მოვალეობა: თავადები მოვალე იყვნენ მათზე შეწერილ მოლაშქრეთა რაოდენობით გამოსულიყვნენ მეფის მოწოდებაზე. მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო ეს ერთადერთი სახელმწიფო მოვალეობაც თავადებს ზედმეტ ტვირთად მიაჩნდათ. ისინი სულ უფრო და უფრო იფარგლებოდნენ თავისი სათავადოს ვიწრო ინტერესებით, მათ თანდათან უქრებოდათ საქვეყნო ინტერესების გაგება, სათავადოს ინტერესები-კი ხშირად არ ეთანხმებოდა საერთო სახელმწიფოებრივს.

ყოველივე ამას ის გარემოება ჰკვებავდა რომ ქვეყანა დიდიხანია ეკონომიური დაცემის გზას ადგა. კარჩაკეტილი მეურნეობა უცილობლად ბატონობდა. ასეთ პირობებში ვერ წარმოიშობოდა ახალი, ძლიერი საზოგადოებრივი ფენა, რომლისთვისაც ქვეყნის სამეურნეო და სახელმწიფოებრივი მთლიანობა საარსებო პირობა იქნებოდა და რომელსაც მეფის ხელისუფლება ამიერიდან დაეყრდნობოდა. კარჩაკეტილი მეურნეობისას მწარმოებელი საზოგადოება ნაკლებად გრძნობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი მთლიანობის ძლიერ საჭიროებას და სახელმწიფოს მთლიანობის დაშლისაკენ მიმართულ საქმიანობას გულგრილად უყურებს. ასეთ პირობებში ყოველმხრივ გაძლიერებული თავადები, რომელთა ხელში ხშირად მთელი ქვეყნებია, სრული ხელმწიფობისაკენ მიისწრაფიან. უცხო დამპყრობელებიც ასეთ თავადებს მხარს უჭერენ და მეფის ხელისუფლებას. გამდგარი თავადების დამორჩილების საშუალებას არ აძლევენ.

0x01 graphic

ქართველი რაინდების ტურნირი
(ცხენოსანთა ბურთაობა ჩოგნით).
XVII ს. იტალიელი მხატვრის ნახატი.

მაგრამ აღნიშნული ურთიერთობა არა მარტო ამ მხრით ასუსტებდა ქვეყანას. ბატონების უსამართლობა-გაუმაძღრობისა და ძალადობა-გაუკითხაობის შედეგად გაძარცული, ნახევრად-მშიერი გლეხკაცობა განსაკუთრებულ ხალისსა და უნარს, ბუნებრივია, ვერ გამოიჩენდა ქვეყნის დაცვის საქმეში. ილაჯგაწყვეტილ გლეხს უცხო მოძალადე სძაგდა, მაგრამ არც შინაური მოძალადე უყვარდა.

17.3 § 114. ქართლი მე-16 საუკუნის დამდეგს

▲back to top


1505-1525 წლებში ქართლში მეფობდა დავით მეცხრე, კონსტანტინესძე. მის დროს ქართლის სამხედრო რეორგანიზაცია მოხდა. ქვეყანა დაყოფილ იქნა ოთხ ნაწილად. თითოეულ ნაწილს „სადროშო“ ეწოდებოდა. სადროშოდან გამოსული ლაშქარი ცალკე ერთეულს, „დროშას“, ქმნიდა, დროშის სარდლობა ამა თუ იმ თავადის სახლს ეკუთვნოდა. სამხედრო რეორგანიზაცია ამ დროს საქართველოს სხვა სამეფოებშიაც მოხდა.

საქართველოს ფეოდალური დაშლის შემდეგ ბრძოლა ქვეყნის სახელმწიფოებრივი ერთიანობის აღსადგენად საბოლოოდ არასოდეს არ შეწყვეტილა. მაგრამ საამისოდ არახელსაყრელ საშინაო პირობებს საგარეო ხა-სიათის დაბრკოლებებიც თან ერთოდა და ორივე ერთად ქვეყნის გაერ-თიანებას დაუძლეველ წინააღმდეგობას უქმნიდა.

დავით ქართლის მეფემ ტყვედ ჩაიგდო გიორგი კახთა მეფე, მოჰკლა ის და კახეთი თვითონ დაიჭირა, მაგრამ საბოლოოდ მან ეს ქვეყანა ვერ შემოიმტკიცა. ქართლის მეფე ბევრს ეცადა ხელთ ეგდო ლევანიც, კახთა მეფის მცირეწლოვანი მემკვიდრე, მაგრამ უშედეგოდ. კახელმა თავადებმა ლევანს უერთგულეს და უფლისწული დავითის ხელისაგან გააარჩინეს.

არც საგარეო პირობები უწყობდა ხელს ქართლის მეფეს.

1518 წელს ირანის შაჰი ისმაილი დიდი ლაშქრით საქართველოზე წამოვიდა. მეფე დავითმა საქმის მშვიდობიანად მოგვარება სცადა: შაჰსშვილი მიუვლინა ელჩად, ერთგულებას შეჰპირდა და ყოველწლიურად 300 საპალნე აბრეშუმი გადაუკვეთა. ოსმალეთის წინააღმდეგ ომში გართული შაჰი ქართლის ამ პირობას დაკმაყოფილდა.

ქართლის მეფის საქმეების გართულებით კახეთის თავადებმა ისარგებლეს, აჯანყდნენ და უფლისწული ლევანი მეფედ დასვეს.

დავით მეფე ისევ მივიდა კახეთს, ხანგრძლივი ბრძოლით დაიპყრო ქვეყანა და ის იყო ლევან უფლისწული უნდა ხელთ ეგდო, რომ საგარეო გართულებამ კვლავ იხსნა კახეთის მეფე.

ოსმალებმა დაამარცხეს შაჰ-ისმაილი. ყაენი ირანს გაიქცა. ეხლი ოსმალებმა გამოგზავნეს ჯარები ქართლ-კახეთის მოსათარეშებლად. დავით მეფე იძულებული იყო ოსმალთა წინააღმდეგ ამხედრებულიყო. მან მომხდური მოთარეშეები დაამარცხა და ქართლიდან გადარეკა.

ამ ბრძოლიდან მობრუნებული დავითი კვლავ კახეთს გაეშურა. ლევან მეფე მზად დახვდა მას ქიზიყში. გამარჯვება ლევანს დარჩა. ეს იყო 1520 წელს. დავითი ამის შემდეგაც ფიქრობდა ომის გაგრძელებას, მაგრამ იძულებული გახდა საკუთარ დარბაისელთა რჩევა მიეღო: შერიგებოდა შექმნილ მდგომარეობას, ეცნო ლევანი კახეთის მეფედ და შეეკრა მასთან გარეშე მტრების წინააღმდეგ საერთო ბრძოლის კავშირი. ასეც მოხდა.

ქართველებმა ისარგებლეს ოსმალთა მიერ შაჰ-ისმაილის დამარცხებით და მისი მოხარკეობისაგან თავის განთავისუფლება სცადეს. ამავე დროს მათ დევნა აუტეხეს აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრებში შემოსახლებულ თურქმანებს. შაჰ-ისმაილი საგანგებო ჯარით სწრაფად გამოეშურა ქართლისაკენ, აღჯაყალას დადგა და ამ ციხის გამაგრებას შეუდგა. დავითი ამასობაში საომრად მოემზადა. ქართლის საშველად მოვიდნენ მესხები და კახელები. გარდა ამისა, დავითმა მთასა და ჩრდილოეთ კავკასიაში მოხალისე მეომრები დაიქირავა.

მეფე მთელი ლაშქრით გავიდა თელეთს (1522 წ.). აქ ქართველებმა დაამარცხეს სპარსელების ორი რაზმი. ბრძოლაში განსაკუთრებული სიმხნე გამოიჩინა დავით მეფის შვილმა ლუარსაბმა, მაგრამ სპარსელების სიმრავლემ სძლია და ლტოლვილი მეფე შიდა-ქართლში შემოვიდა. შაჰმა თბილისი აიღო, გაძარცვა ქალაქი, მრავალი მცხოვრები დაატყვევა და ციხეში თავისი მეციხოვნეები ჩააყენა, თვითონ-კი ტყვეებითა და ნაალაფევით ირანს გაბრუნდა. შაჰ-ისმაილი 1524 წელს გარდაიცვალა. მას მცირეწლოვანი მემკვიდრე თამაზი დარჩა. ქართლის მეფემ ამით ისარგებლა, ეკვეთა დამპყრობელებს, აიღო თბილისი და მეციხოვნე ყიზილბაშები სულ გასწყვიტა. დავითმა ჩქარა აიღო აღჯაყალაც, დაანგრია ის და იქ ჩამოსახლებულ თათრებს მწარე დღე გაუთენა.

17.4 § 115. ლუარსაბ პირველის მეფობა ქართლში

▲back to top


კიდევ უფრო მეტი ენერგიითა და თავგამოდებით იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მეფე ლუარსაბ დავითის ძე (1534 წ. - 1558 წ.).1 ირან-ოსმალეთს შორის ომი ამ ხანებში უმაღლეს წერტილს აღწევდა. საქართველოს წინააღმდეგ შაჰ-თამაზმა ოთხჯერ პირადად ილაშქრა, მაგრამ არ იქნა და ლუარსაბს ქედი ვერ მოადრეკინა.

შაჰ-თამაზის ლაშქრობანი ქართლში. 1541 წელს შაჰ-თამაზი დიდი

ჯარით ყარაბაღს მოვიდა. აქედან 12 ათასი რჩეული მეომრით შაჰი მოულოდნელად ღამით მოადგა თბილისს და სწრაფად ქალაქში შეიჭრა. ქალაქის მოურავი და ციხისთავი გულბაათი სულმოკლე და. გამცემელი აღმოჩნდა. მან უომრად დასთმო ციხე, მაჰმადიანობა მიიღო და დამპყრობელთა ლაშქარს შეუერთდა. შაჰ-თამაზმა ქალაქი დაარბია და ციხეში საკუთარი ჯარი შეაყენა. ლუარსაბი ამ დროს მცხეთას იყო. შაჰ-თამაზმა ყიზილბაშთა დიდი რაზმი გაგზავნა ლუარსაბის ხელში ჩასაგდებად. ლუარსაბი მტერს დიდგორს დაუხვდა, დიდი ნავნები უყო მას და ომით გაეცალა.

1546 წელს შაჰ-თამაზი კვლავ შეეცადა ლუარსაბ მეფის დამორჩილებას.

ამ დროს ოსმალთაგან შევიწროებული სამცხის ათაბაგი შაჰს დახმარებას სთხოვდა. ყაენიც მისკენ გამოეშურა, ჯავახეთს. ეწვია და ახალქალაქს დადგა. აქ ყაენთან მორჩილებით გამოცხადდნენ ათაბაგი ქაიხოსრო, ბაგრატ იმერთა მეფე და ლევან კახთა მეფე, ლუარსაბი-კი შაჰს არ ეახლა. ყიზილბაშებმა მოარბიეს ჯავახეთი, რომელიც ლუარსაბ მეფის მომხრე თავადების საბატონო იყო. აქედან შაჰი ქვემო-ქართლში გადმოვიდა, ქვეყანა რბევით ჩაიარა და დიდი ტყვე-ალაფით განჯისაკენ წავიდა.

ირანის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლელები დიდად იყვნენ შეწუხებულნი სამცხის ათაბაგის ირანისადმი დამორჩილებით. ამავე დროს ოსმალეთი სულ უფრო და უფრო მოიწევდა წინ და სამცხე-საათაბაგოს დასავლეთ ნაწილებს იპყრობდა. 1551 წელს ერზერუმის ფაშა ხონთქრის2 ჯარით არტანუჯში შევიდა. ლუარსაბი ხედავდა, რომ სამხრეთ-დასავლეთის მხრით საქართველოს ზღუდე ერღვეოდა. ასეთ გარემოებაში ქართლის მეფემ საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილის დაპყრობა გადასწყვიტა, რომ ოსმალეთისათვის ამ მიმართულებით გზა შეეკრა. ათაბაგის მოწინააღმდეგე მესხი თავადების შემწეობით ლუარსაბმა ხელთ იგდო ჯავახეთი და სამცხე-არტაანის დიდი ნაწილი. ქაიხოსრო ათაბაგმა შველა-დახმარებისათვის ისევ შაჰ-თამაზს მიმართა.

ამ დროს შაჰ-თამაზი შაქში ლაშქრობდა. შაჰი წამოვიდა შაქიდან, სომხეთზე გამოიარა და სწრაფად ჯავახეთში ამოვიდა. შაჰ-თამაზმა დაარბია ჯავახეთი, დაიპყრო ციხე-ქვაბები, სადაც ქართველები გამაგრებულიყვნენ, აიღო და სულ ერთიანად გაძარცვა ვარძიის მონასტერი, შეიპყრა და დახოცა ლუარსაბის მომხრე მესხი თავადები. შაჰმა დაუბრუნა ქაიხოსრო ათაბაგს ქართლის მეფის მიერ წართმეული ქვეყანა და აურაცხელი ტყვეებითა და ნაძარცვ-ნადავლით დატვირთული უკან გაბრუნდა.

ირან-ოსმალეთის ზავი და საქართველო. 50-წლიანი ომის შემდეგ, 1553 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. ამ ზავის მიხედვით მტაცებლებმა საქართველო ურთიერთ-შორის გაინაწილეს: ქართლი, კახეთი და სამცხე-საათაბაგო ირანმა ირგუნა, ხოლო იმერეთის სამეფო გურიისა და ოდიშის სამთავროებით - ოსმალეთმა.

ლუარსაბ მეფეს ირან-ოსმალეთის ზავი ქართლისათვის სავალდებულოდ სრულიადაც არ მიაჩნდა. ლუარსაბი სულ მუდამ იმის ცდაში იყო, რომ თბილისი და ქვემო-ქართლი ყიზილბაშთა ხელიდან გამოეგლიჯა.

შაჰ-თამაზის ახალი ლაშქრობა ქართლში. ამიტომ ოსმალეთთან ზავის დადების უმალ შაჰ-თამაზი მთელი თავისი ძალით ქართლის წინააღმდეგ წამოვიდა. ეს იყო შაჰ-თამაზის მეოთხე ლაშქრობა ჩვენს ქვეყანაში. ქართველები ტყეებსა და ვიწროებში ჩასაფრებით დიდ ზიანს აყენებდნენ სპარსელებს. შაჰ-თამაზმა შემუსრა გორი და შემდეგ ყიზილბაშები ახლო მდებარე ციხეებს შეუსია. ყიზილბაშებმა წედისის ციხე ძალით აიღეს, ვერის ციხე-კი (ატენის მისადგომებზე) უომრად გადასცა მტერს ადგილობრივმა თავადმა. აქედან ყიზილბაშები ატენის ციხეს შემოადგნენ, სადაც ლუარსაბის დედა და სხვა დიდი ფეოდალების სახლობანი შეხიზნულიყვნენ. ეს ციხე მიუდგომელი იყო და მეციხოვნეებიც დიდხანს მედგრად იცავდნენ მას, მაგრამ მტერმა ის ერთი სულმოკლე ქართველის წყალობით აიღო. ყიზილბაშებმა დედოფლის მსახური ტყვედ ჩაიგდეს. სიკვდილის მუქარის ქვეშ მშიშარამ გასცა ციხის საიდუმლო და მტერს ციხის წყაროს სათავე უჩვენა. ყიზილბაშებმა ციხეს წყალი დაუწყვიტეს და უწყლობით ღონემიხდილი სიმაგრეც დაეცა.

ეხლა შაჰ-თამაზი ქართლიდან სასწრაფოდ გაეშურა. ლუარსაბ მეფე, რომელიც აჩაბეთის ციხეში იდგა, უკან აედევნა შაჰ-თამაზს, მრავალგზის შეება მისი უზარმაზარი ჯარის ნაწილებს, დიდადაც ავნო, მაგრამ დედა და სხვა ტყვეები (ამათი რიცხვი 30000 სული იყო) მაინც ვერ დაიხსნა. ტყვე დედოფალმა შერცხვენილ სიცოცხლეს, როგორიც მას მოელოდა, სიკვდილი არჩია და საწამლავი შესვა.

ამრიგად, ვერც ამ შემოსევით ეწია ირანის შაჰი თავის გულის წადილს, ლუარსაბი ხელთ ვერ იგდო და ვერც ქედი მოახრევინა მას. პირიქით, ლუარსაბმა თანდათან ძალა შემოიკრიბა, შიდა-ქართლის ციხეები კვლავ გამოგლიჯა ყიზილბაშებს ხელიდან, მომთაბარე თურქმანებს ფეხი ამოუკვეთა თავის სამფლობელოში და თბილისის დაპყრობასაც ცდილობდა. თბილისის მეციხოვნეებმა შველა სთხოვეს ყარაბაღის მმართველს.

გარისის ომი. 1558 წელს ყარაბაღის მმართველი დიდი ჯარით წამოვიდა თბილისისაკენ. მტრის დასახვედრად გორიდან უმალ დაიძრა ლუარსაბიც. ამ დროს ლუარსაბი უკვე მოხუცი იყო და ჯარის სარდლობა თავისი შვილის, მამაცი სიმონისათვის გადაეცა. ომი მოხდა გარისს3. მტრის შეხვედრისას ქართველებმა განზრახ უკან დაიხიეს, რომ მოწინააღმდეგე მისთვის არახელსაყრელ. ადგილებში შემოეტყუებინათ. ყიზილბაშები ქართველებს დაედევნენ. სწორედ ამ დროს ქართველთა მთავარი რაზმი სიმონის მეთაურობით გვერდიდან დაეძგერა ყიზილბაშებს და მათი ჯარი შუაზე გააპო.

ყიზილბაშებმა პირი იბრუნეს და გაიქცნენ. ქართველები ხოცვა-ჟლეტით უკან მიჰყვნენ. ამ დროს ლუარსაბი სხვა მოხუცებთან ერთად შორი-ახლოს ერთ ბორცვზე იდგა და ომის ამბავს მოელოდა ყიზილბიშთა ერთი რაზმი ტყეს შეფარებოდა და ეხლა სამალავიდან გამოსული ისიც გაქცევას აპირებდა. ეს რაზმი ლუარსაბსა და მის ამალას წააწყდა და, სხვა გზა არ იყო, ომი გაჩაღდა, ლუარსაბმა და მისმა მოხუცებმა მხნედ შეუტიეს ყიზილბაშებს. მეფეს გახურებულ ომში საბრძოლველი იარაღი შემოემტვრა, სწორედ ამ დროს ლუარსაბმა მტრის რაზმის უფროსი გაიმარტოვა, ცხენი დააძგერა მას და გადასთელა. მაგრამ მეფის ცხენს ხვრელში ფეხი ჩაუვარდა, წაიჩოქა და თავისი მხედარი გადმოაგდო. წაქცეული მეფე ყიზილბაშებმა სასიკვდილოდ დასჭრეს. მეფის მკვლელი ქართველებმა იქვე გაათავეს და ამ რაზმის სხვა მეომრებიც სულ ერთიანად აკუწეს. სიმონ ბატონიშვილიც დიდად გამარჯვებული დაბრუნდა, მაგრამ გმირი მამის დაღუპვამ გამარჯვების სიხარული მწარე გლოვად შეუცვალა.

ქართლის ბრძოლის მნიშვნელობა. ქართლის ეს მრავალწლოვანი უმაგალითო გმირული ბრძოლა მხოლოდ მის საკუთარ კუთხურ. ინტერესებს კი არ ემსახურებოდა, არამედ მთელი საქართველოს დამოუკიდებლობას. ამიტომაც იყო, რომ შემდგომი თაობანი სიყვარულითა და დიდი პატივით ინახავდნენ ამ ბრძოლის მეთაურისა და შეუდრეკელი გმირის ხსოვნას. ლუარსაბი საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის თავდადებული ბრძოლის დროშად იქცა ირან-ოსმალეთის მოძალადეობის შავბნელ ხანაში.

___________________

1. 1525-1534 წლებში მეფობდა დავით მეცხრის ძმა, გიორგი მეცხრე.

2. ხონთქარი-ოსმალთა სულტანი.

3. მდ. ქციის (ხრამის) ხეობაში.

17.5 § 116. სიმონ პირველის მეფობა ქართლში

▲back to top


სიმონ მეფე მამის პოლიტიკას განაგრძობდა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლას არ ანელებდა.

მაგრამ რაც იარაღით ვერ მოახერხეს ყიზილბაშებმა, ის მოსყიდვა-შპიონაჟის გზით შესძლეს. მათ თანდათან მრავალი ფეოდალი გადაიბირეს, განსაკუთრებით ქვემო-ქართლიდან. მოისყიდეს სიმონ მეფის ძმა დავითიც. ეს სულმოკლე და მოღალატე სხვა მოღალატეებთან ერთად 1564 წელს შაჰ-თამაზს ეახლა ყაზვინში. დავითი თავისი ამალით ჩქარა გამაჰმადიანდა. შაჰ-თამაზმა ამ გადაგვარებულს ქვემო-ქართლისა და თბილისის მეფობა დაუმტკიცა, ყიზილბაშთა ლაშქარი გამოატანა და საქართველოში გამოისტუმრა. ამიერიდან შაჰმა თვით ქართლელებს შორის დასაყრდენი გაიჩინა. მიუხედავად ამისა, სიმონმა ორჯერ სასტიკად დაამარცხა დავითი, მისი მომხრე მოღალატეები და ყიზილბაშთა დამხმარე ჯარი.

სიმონ მეფის დატყვევება. ყაენმა დავითის დასახმარებლად ახალი დიდძალი ჯარი გამოგზავნა, რომელიც ფარცხისს მოვიდა (ალგეთის ხეობაში). სიმონ მეფე თავისი ჯარით მტერს ვაჟკაცურად ეკვეთა. მაგრამ ღალატმა აქაც თავი იჩინა. სამშობლოს გამყიდველმა აზნაურმა კახაბერ ყორღანაშვილმა, მტრის მეგზურმა, ომის დროს მცირე რაზმით გამარტოებული სიმონ მეფე იცნო და მტერს ანიშნა იგი. მეორე მოღალატემ-კი მეფეს მუხთლურად შუბი აძგერა და ცხენიდან გადმოაგდო. ყიზილბაშთა დიდი გუნდი სიმონს შესაპყრობად მოეტევა. მეფის თანამებრძოლთაგან ბევრი მტერს შეაკვდა, სხვები მეფესთან ერთად ტყვედ ჩაიგდეს ყიზილბაშებმა. ქართველები დამარცხდნენ. ეს იყო 1569 წელს.

მეფე ირანში წაიყვანეს. შაჰ-თამაზი ბევრს ეცადა სიმონის გამაჰმადიანებას, მაგრამ ვერც პატივმა, ვერც მუქარამ სიმონი ვერ შესცვალა. გაბრაზებულმა შაჰმა ტყვე მეფე ალამუტის ციხეში გამოჰკეტა, სადაც მრავალი წლის განმავლობაში იტანჯებოდა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის გაუტეხელი მებრძოლი.

სიმონის დატყვევება ირანის დიდი გამარჯვება იყო. ჩანდა, რომ ქართლი ხანგრძლივსა და უსწორო ბრძოლაში მოიქანცა. მიუხედავად ამისა ხალხი გულს არ იტეხდა და მტრისათვის სამაგიეროს გადახდას ლამობდა. ასეთ შურისმაძიებლებს აქებს ხალხური ლექსი:

„კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი,
ისე არ ამოწყდებიან,
ჯავრი შესჭამონ მტრისანი“...

სიმონ მეფის დატყვევების შემდეგ თავადებიდან ზოგი დავითს მიუვიდა, მაგრამ უმრავლესობა ირანის შაჰის ამ მოხელეს მეფედ არ სცნობდა. ქვეყნის მოღალატე ყორღანაშვილს მეწინავე დროშის სარდალმა საჩინო ბარათაშვილმა საკადრისი მიუზღო გელიყარის ციცაბო კლდეზე გადააგდო, ხალხმა-კი თავისი კმაყოფილება ამის შესახებ ლექსით გამოთქვა: „ყორღანასძე ქარაფინდა, ხელი ჰკრეს და გადაფრინდა“.

17.6 § 117. კახეთი მე-16 საუკუნეში

▲back to top


კახეთი მე-16 საუკუნეში საკმაოდ მოშენებული ფეოდალური სამეფო იყო. აღმოსავლეთით მას აბრეშუმის წარმოებით განთქმული შაქი-შარვანი ესაზღვრებოდა. შაქი. და შარვანის დიდი ნაწილი დიდხანს იყო საქართველოს მფლობელობაში და მხოლოდ მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოშორდა მას. კახეთის მეფეები მე-16 საუკუნეშიაც მეზობელ შაქს დასაპყრობად უყურებდნენ.

მე-16 საუკუნეში დაუსრულებელი ქიშპი იყო ატეხილი კახეთსა და შამხალის სამთავროს შორის, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობდა, კასპიის ზღვის მხარეს. შამხალი კახეთს პირაქეთა დაღისტანს ეცილებოდა. კახეთს ამისი დათმობა ადვილად არ შეეძლო: საკუთარი საზაფხულო საძოვრები აღარ ექნებოდა და თვითონ ქვეყანაც კედელმორვეული რჩებოდა. მთის დაკარგვის შემდეგ მთელი კახეთი, განსაკუთრებით-კი მისი უმდიდრესი აღმოსავლეთი ნაწილი, კავკასიის მთიელთა გადამთიელთა მუდმივი თავდასხმების მსხვერპლი გახდებოდა.

ირანის მიმართ-კი კახეთის პოლიტიკა სრულიად განსხვავდებოდა. კახეთის მეფე ალექსანდრე გიორგის ძე (1476-1511) ჯერ კიდევ მე-16 საუკუნის დასაწყისშივე უომრად მოურიგდა შაჰ-ისმაილს მორჩილების პირობაზე. ამიერიდან ამ საუკუნის 90-იან წლებამდე კახეთ-ირანის ეს დამოკიდებულება არ გამოცვლილა. კახთა მეფეების მთელი ცდა მხოლოდ იქით იყო მიმართული, რათა ეს დამოკიდებულება, რაც შეიძლებოდა, ადვილ-ასატანი ყოფილიყო.

ლევან მეფე. 1520 წლიდან კახეთში ლევანი მეფობდა. ლევანს საქართველოს სახელმწიფო ერთიანობის აღდგენა აგრე არ აინტერესებდა და საერთო მტრის წინააღმდეგ ქართველ მეფე-მთავრების ერთპირ გამოსვლაში იშვიათად მონაწილეობდა. მისი პოლიტიკური სარბიელი მთლიანი საქართველო-კი აღარ იყო, არამედ მხოლოდ კახეთი. სამაგიეროდ კახეთში ის ჭკვიანი მმართველი გამოდგა და მოქნილი პოლიტიკოსიც.

ლევანის საგარეო პოლიტიკა. ლევანი დაუმოყვრდა შამხალს და საერთო მტრების წინააღმდეგ პოლიტიკური კავშირითაც შეეკრა მას. ამით კახთა მეფემ მთის საკითხის მოგვარება გაიადვილა.

ლევანმა დაიმორჩილა კარგა ხნის გამდგარი ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი. მეფემ ამ მთიელებს კახეთის საზამთრო საძოვრები დაუჭირა. შევიწროებულმა მთიელებმა იკისრეს მეფის ლაშქრობაში მონაწილეობა და ბეგარა.

ლევან მეფეს შეურიგებელი მტრობა ჰქონდა შაქის სამთავროსთან. შაქი-შარვანი ამ დროს უკვე ირანის ყაენს ჰმორჩილებდა. მოხერხებული მოქმედებით ლევანმა დაამარცხა და დაღუპა შაქის მმართველები და ამავე დროს ყაენის რისხვაც თავიდან აიცდინა.

იმ გმირულ ბრძოლაში, ქართლი რომ ირანის წინააღმდეგ აწარმოებდა,კახეთი განზე იდგა და აქტიურ მონაწილეობას არ იღებდა. ლევან მეფე ირანის შაჰისადმი მორჩილების ხაზს არ უხვევდა. ძლიერი კახეთი მებრძოლ ქართლს ირანის წინააღმდეგ რომ არ გაერთიანებოდა, შაჰი იძულებულიიყო კახეთიდან მცირე მისართმეველს დასჯერებოდა და არც სარწმუნოებრივი დევნა გამოემჟღავნებინა. ასე რომ ქართლის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის კახეთის მდგომარეობას ამსუბუქებდა.

კახეთი - კეთილმოწყობილი ფეოდალური სამეფო. ასეთს ხელსაყრელ პირობებში კახეთი მე-16 საუკუნეში დაწინაურდა, მოშენდა და ამ საუკუნის დასასრულისათვის სხვა ქართულ სამეფო-სამთავროთა შორის ის ყველაზე მდიდარ და კეთილმოწყობილ ფეოდალურ სამეფოდ იქცა.

0x01 graphic

ლევან კახთა მეფე, სახლობით.
შუამთის ფრესკა.
საქ. მუზ. ისტ. განყ.

კახეთის სიმდიდრე მის სოფლის მეურნეობაში იყო. მეცხოველეობა კახეთს უძველესი დროიდანვე მოსდევდა. მე-16 საუკუნეშიც ის განთქმული იყო თავისი ჯიშიანი ცხენებით. განსაკუთრებით ფართოდ მისდევდნენ კახეთში ამ დროს მეაბრეშუმეობას, რომლითაც უცხოელებთან დიდ ვაჭრობას აწარმოებდნენ. მევენახეობა არ ჩამოუვარდებოდა მეაბრეშუმეობას, ღვინო უხვად გაჰქონდათ ახლობელ თუ შორეულ ქვეყნებში. მნიშვნელოვანი გასატანი საქონელი იყო აგრეთვე ენდრო, მცენარე, რომლიდანაც საღებავი მზადდებოდა.

კახეთი ხელოსნობა-ხელსაქმობაშიაც დაწინაურებული იყო. სოფლის მეურნეობისა, ხელოსნობისა და ვაჭრობის ასეთი განვითარების ნიადაგზე იყო რომ მე-15 - მე-16 საუკუნეებში კახეთში ქალაქები კი არ მცირდებოდა და ქრებოდა, როგორც ეს საქართველოს სხვა ნაწილებში მოხდა ამ დროს, არამედ. ჩნდებოდა და იზრდებოდა. ბაზარი, გრემი ამ გვიანფეოდალური ხანის ახალი ქალაქებია, რომელთაც დიდად გაუსწრეს ძველ თელავს, თიანეთს, ჟინვანს.

ცვლელებები კახეთის სახელმწიფო წყობილებაში. მე-15 საუკუნის მიწურულამდე კახეთი, ისე როგორც მთელი საქართველო, სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებად - საერისთაოებად იყო დაყოფილი. მთელი კახეთი შვიდი საერისთაოსაგან შესდგებოდა. ერისთავები ძველადფეოდალური მოხელეები იყვნენ, მაგრამ მე-15 საუკუნისათვის ისინი უფრო სახელად იყვნენ მოხელეები, ნამდვილად-კი თავისი საგამგეო ქვეყნების საშვილიშვილოდ მფლობელობასა და ხელმწიფობას იჩემებდნენ.

მე-15 საუკუნის მიწურულში კახეთის მეფეებმა გააუქმეს ქვეყნის ეს ძველი დაყოფა საერისთაოებად. ამიერიდან კახეთი დაიყო გაცილებით უფრო მრავალ ტერიტორიულ საგამგეო ერთეულად - სამოურაოებად. მცირე ტერიტორიის მმართველი მოურავები ერისთაობას ვერ დაიჩემებდნენ, მეფის ურჩობას ისინი აგრე ადვილად ვერ გაბედავდნენ, მათ საამისო ძალა არ შესწევდათ. ამიტომაც მოურავი მხოლოდ სახელად კი არა, არსებითადაც მეფის ადგილობრივი ფეოდალური მოხელე იყო.

ცვლილებები პასეთის სამხედრო წყობილებაში. ამავე დროს კახეთში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, რომელიც აგრეთვე მიზნად ისახავდა მეფის გაძლიერებას და დიდი თავადების დასუსტებას. ძველი ერისთავი დროშის მქონებელი იყო, ესე იგი საერისთაო ქვეყანა ცალკე სამხედრო ერთეულს წარმოადგენდა და აქედან გამოსული ლაშქრის სარდალიც ერისთავი იყო. სარდლობა ერისთავის გაძლიერების ერთი უმთავრესი საშუალებათაგანი იყო და მასზე დაყრდნობით აპირებდა განდიდებული ერისთავი საერისთაოში ხელმწიფობას.

ეხლა კახეთი დაყოფილ იქნა ოთხ სამხედრო ტერიტორიულ ერთეულად - სადროშოდ, მაგრამ სადროშოების სარდლობა კახეთის მეფემ თავადთა გვარებს კი არ ჩააბარა, როგორც ეს ქართლში მოხდა, არამედ ეპისკოპოსებს. ეპისკოპოსობა-კი სამემკვიდრეო თანამდებობა არ ყოფილა. ეპისკოპოსები მეფის მიერ ინიშნებოდნენ და საეკლესიო ყმებისა და მიწების გამოყენების საქმეში მეფის მფარველობას დიდად საჭიროებდნენ. ამის გამო ეპისკოპოსები მეფის უფრო ერთგული იყვნენ, ვიდრე საერო დიდბატონები. სარდლის უფლებებს მოკლებული და მცირე ტერიტორიული ერთეულების მმართველი მოურავები-კი „ხელმწიფობაზე“ ვერ იფიქრებდნენ. ამ ცვლილებების გატარების დროს კახეთის მეფეების მთავარი დასაყრდენი იყო ფეოდალური საზოგადოების ფართო ფენები - აზნაურები, მოლაშქრეები.

მაგრამ თუ ეს ღონისძიება აძლიერებდა მეფესა და მის გავლენას, ამასთანავე იგივე ღონისძიება ზრდიდა დიდბატონების უკმაყოფილო განწყობილებას კახთა მეფეებისადმი.

რუსეთის გამოსვლა წინა აზიის პოლიტიკურ სარბიელზე. მე-16 უკუნის შუა-წლებში შორს საქართველოდან დიდმნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: მოსკოვის სამეფომ მდინარე ვოლგის აუზში მონღოლთა მფლობელობა მოსპო. ამიერიდან ვოლგის დიდი სავაჭრო გზა რუსეთის სამეფოს ხელში მოექცა. მალე ამის შემდეგ მოსკოვის მეფემ ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში ფეხის მოკიდება სცადა, მდინარე თერგის შესართავთან ციხე ააგო და შიგ ჯარი ჩააყენა.

ამ დიდ ამბებს კახელებისათვის შეუმჩნევლად არ ჩაუვლია.

კახეთის მეფემ ჩქარა გააბა ურთიერთობა ჩრდილოეთიდან მომავალ ამ ახალ. ძალასთან. 1564 წელს მოსკოვის მეფემ ივანემ „მფარველობის ხელი დასდო“ კახეთის მეფე ლევანს და მეციხოვნე ჯარიც-კი ათხოვა მას (1564 წ.-1571 წ.).

ამ ამბებმა შეაშფოთა ირანი და ოსმალეთი. ოსმალეთმა ომის მუქარით აიძულა რუსეთი გაეყვანა ჯარი თერგის ციხიდან, ლევან მეფემ-კი შაჰის მოთხოვნით რუსი მეციხოვნეები კახეთიდან დაითხოვა.

კახეთი ალექსანდრე მეფის დროს. ალექსანდრე ლევანის ძე, კახეთის მეფე (15741605), წარმატებით განაგრძობდა თავისი მამის პოლიტიკას.

ალექსანდრე მდიდარი და ძლიერი მეფე იყო. მისი ვაჭრები კახური საქონლით აზიასა და ევროპაში დადიოდნენ. მეფეს შეძლება ჰქონდა დიდი თანხებით შესწეოდა ქრისტიანულ სალოცავებს იერუსალიმსა თუ სხვა ადგილებში. ალექსანდრეს განზრახვა ჰქონდა მთლიანად აღედგინა კახეთში საქართველოს აყვავება-ძლიერების დროინდელი მატერიალური ნაშთები: ციხე-ქალაქები, ეკლესია-მონასტრები. მეფე ცდილობდა მოეყვანა უცხოეთიდან ოსტატ-ხელოსნები, ხუროთმოძღვრები, მხატვრები, სწავლული მწიგნობრები.

ალექსანდრე ცდილობდა წესიერება დაემყარებინა თავის სამეფოში, ლაგამი ამოედო ფეოდალური მოხელეების აღვირახსნილობისათვის. მის დროს თურმე მშრომელი ხალხი, გლეხები მოურავებისაგან „ბევრსა ძალსა და უსამართლობას ჩიოდეს“. ალექსანდრემ მკაცრად განსაზღვრა მოურავების უფლება-მოვალეობანი და ფხიზლად ადევნებდა თვალყურს ამ მოხელეთა საქმიანობას.

ალექსანდრე მეფეს 15 ათასამდე რჩეული მოლაშქრე ჰყავდა, „ქუდზე კაცით“-კი, ესე იგი საყოველთაო მობილიზაციით, მას ორჯერ მეტიც შეეძლო გამოეყვანა. აქედან მხოლოდ 3.000 იყო ქვეითი, სხვა ყველა - ცხენოსანი. ალექსანდრემ იცოდა, რომ შეიარაღებით მისი ლაშქარი ძალიან ჩამორჩებოდა მეზობელი ქვეყნების ჯარებს: 15000 კაცზე მას მხოლოდ 500 კაცი ჰყავდა ხელთოფით შეიარაღებული, ზარბაზნები-კი სულ არ გააჩნდა. ამიტომაც ალექსანდრე ცდილობდა გაეჩინა არტილერია, მოეწყო თავის ქვეყანაში თოფისა და ზარბაზნის ჩამოსხმის საქმე, ეშოვა საამისო ოსტატები.

17.7 § 118. დასავლეთი საქართველო მე-16 საუკუნეში

▲back to top


ოსმალეთი და დასავლეთი საქართველო. მე-16 საუკუნეში ოსმალეთი დასავლეთ საქართველოს სამი მიმართულებით უტევდა. უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთის საზღვარზე ოსმალთა გავლენის ქვეშ შედარებითადრე მოექცნენ ჯიქები და ზოგიერთი სხვა აფხაზურ-ჩერქეზული ტომი. ამათი საშუალებით ოსმალეთი აფხაზეთშიაც ფეხის მოკიდებას ცდილობდა.

მეორე მხრით, ოსმალეთი ტრაპიზონის მიმართულებით მოიწევდა. მე-16 საუკუნეშივე ოსმალეთმა მოგლიჯა ჭანეთი (ლაზისტანი) საქართველოს და გურიას შემოუტია. მართალია, ბათომის დაპყრობის ცდა მარცხით დაუბოლოვდა თავდამსხმელს, მაგრამ ჭოროხის შესართავის მარცხენა ნაპირზე თურქებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი. ამიერიდან გონიის ციხე (ჭოროხის შესართავთან) აჭარისა და გურიის წინააღმდეგ სამოქმედო ბაზად იქცა ოსმალთა ხელში.

დასავლეთ. საქართველოზე ოსმალთა შემოტევის მესამე მიმართულება სამცხის მხრიდან იყო ზეკარის გზით.

1510 წელს ოსმალთა დიდი ჯარი სულტანის მემკვიდრე სელიმის მეთაურობით საქართველოს დასარბევად წამოვიდა. სამცხის ათაბაგი, რათა საკუთარი ქვეყანა ეხსნა დარბევისაგან, მორჩილებით მიეგება მტერს და ლიხთ-იმერეთში გადმოუძღვა მას. ოსმალთა ჯარი მოულოდნელად დაეცა ქუთაისს. ქვეყანა ამას მოუმზადებელი დახვდა და ძლივს დახიზვნა მოასწრო. ოსმალებმა აიღეს და ააოხრეს ქალაქი, დაარბიეს სოფლები, დასწვეს ეკლესიები (მათ შორის შესანიშნავი ბაგრატის ტაძარი ქუთაისში და გელათი), დაიტაცეს, სადაც რა მოახელეს.

ბაგრატ მეფე (1510 წ.-1565 წ.). ამ დროს ლიხთ-იმერეთის სამეფო ტახტზე ახალგაზრდა ბაგრატ ალექსანდრეს ძე იჯდა. მტრის მოულოდნელი შემოსევის გამო ბაგრატი იძულებული იყო ციხეებში გამაგრებულიყო, - იმერეთი დამორჩილებას არ აპირებდა და ბრძოლისათვის ემზადებოდა. ზამთრის პირი იყო და ზეკარის გადასავალს საცა იყო თოვლი შეჰკრავდა. ასეთ დროს უცხო ქვეყანაში ღრმად შემოჭრილი ოსმალთა ჯარი შესაძლებელი იყო დიდ განსაცდელში ჩავარდნილიყო. ამიტომ ოსმალთა ლაშქარი სასწრაფოდ უკან გაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ იმერეთს მის წინააღმდეგ ჯერ ხმალი არც-კი ეშიშვლა.

ბაგრატ მეფის წინაშე მეტად რთული ამოცანები იდგა.

0x01 graphic

ქართველი რაინდების ტურნირი
(ცხენოსანთა სროლა მიზანში). XVII
იმდროინდელი იტალიელი მხატვრის ნახატი.

დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად საჭირო იყო ძალების თავმოყრა, მაგრამ იმერეთის მეფის მდგომარეობა ამ საქმეში განსაკუთრებით მძიმე იყო. ქვეყანა იმდენად იყო დაშლილი, რომ მთავრები არა მარტო თვით იყვნენ გამოუსადეგარნი ასეთი მობილიზაციისათვის, არამედ ისინი სხვა, უფრო მცირე თავადების ურჩობასაც ხელს უწყობდნენ. მწარე გაკვეთილებმა მეფე საბოლოოდ დაარწმუნა, რომ კარზე მომდგარი მტრის წინააღმდეგ წარმატებით ბრძოლისათვის წინასწარ აუცილებელი იყო მთავრების შემუსვრა. მაგრამ უბედურებაც ის იყო, რომ ასეთი რამ მეფის შეძლებას აღემატებოდა მაინც ბაგრატ მეფე მხნედც დილობდა ქვეყნის სახელმწიფოებრივ მოწესრიგებას. წვრილი აზნაურების გარდა მეფე ამ ბრძოლაში საეკლესიო ფეოდალებსაც ეყრდნობოდა.კათალიკოს-ეპისკოპოსთა კრება მეფეს ზურგს უმაგრებდა სხვადასხვა ბოროტმოქმედთა მკაცრად დასჯის საქმეში.

საეკლესიო კრების დადგენილებები განსაკუთრებით მკაცრი იყო ტყვის გამყიდველთა მიმართ. ტყვის გამყიდველი გაუკითხავად უნდა სიკვდილით დასჯილიყო.

„ტყვის სყიდვა“ იმ დროს ადგილობრივი კაცის უცხოეთში გაყიდვას ეწოდებოდა. ეს სოციალური სენი განსაკუთრებით მე-16 საუკუნიდან გაძლიერდა. ყველაზე უფრო ტყვის სყიდვა დასავლეთ საქართველოში გავრცელდა. ამ მოვლენას ღრმა ეკონომიური და საზოგადოებრივი მიზეზებიჰქონდა.

ტყვის სყიდვა ქართველი ერის განვითარებას, მის დამოუკიდებლობას უდიდეს საფრთხეს უქმნიდა: ხალხის საუკეთესო ნაწილი, მისი ჯანსაღი ახალგაზრდობა, მიედინებოდა უცხოეთში და საქართველოს სამუდამოდ ეკარგებოდა. არც ერთ ომს, არც ერთ უცხოელ დამპყრობელს ხმლით იმდენი ზარალი არ მიუყენებია საქართველოსათვის, რამდენიც ტყვის სყიდვამ მიაყენა მას.

ტყვის სყიდვა კლასობრივი ბრძოლის ყველაზე უფრო მახინჯი და ველური ფორმა იყო საშუალო საუკუნეების საქართველოში.

ტყვის სყიდვის საშიშროებას კარგად გრძნობდა ფეოდალური საზოგადოების საუკეთესო ნაწილი და, რაც ძალა შესწევდა, იბრძოდა კიდევაც ამ ბოროტების წინააღმდეგ.

ბაგრატ მეფე ამავე დროს მხნედ იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. 1533 წელს, ბაგრატის თაოსნობით, მამია დადიანი და მამია გურიელი ჯიქეთს გაემართნენ სალაშქროდ. უკვე კარგა ხანი იყო, რაც ჯიქები ოსმალთა შემწეობით თავს ესხმოდნენ ოდიშ-აფხაზეთისა და გურიის სანაპიროებს. ბრძოლის დროს ქართველთა ლაშქარში ღალატმა იჩინა თავი. დადიანი და გურიელი დამარცხდნენ - დადიანი მოჰკლეს, ხოლო გურიელი დაატყვევეს.

სამცხე-საათაბაგოს დაპყრობა. ამ მარცხს ბაგრატ მეფის ენერგია არ მოუდუნებია. ბაგრატ მეფე არ სცნობდა სამცხის ათაბაგის ხელმწიფობას და ეს ქვეყანა თავისთვის სამკვიდროდ უნდოდა.

1535 წელს ბაგრატმა სამცხეში გაილაშქრა. ომი მოხდა მურჯახეთს. ბაგრატმა დაამარცხა ყვარყვარე ათაბაგი, ტყვედ იგდო ის ხელში და მისი სამფლობელოც დაიჭირა.

სამცხე-საათაბაგოს ფეოდალების ერთმა ნაწილმა, ოთარ შალიკაშვილის მეთაურობით, ყვარყვარე ათაბაგის შვილი ქაიხოსრო სტამბოლს წაიყვანა და სულტანს შეავედრა.

1545 წელს 22 ათასი კაცისაგან შემდგარი ოსმალთა ლაშქარი შემოიჭრა სამცხე-საათაბაგოში და მისი დასავლეთი ნაწილი საშინლად ააოხრა.

ბაგრატ მეფე მხნედ ემზადებოდა მტრის დასახვედრად, მაგრამ საქმის წარმატებას შინაური გართულება აფერხებდა. გურიისა და ოდიშის მთავრებს მეფის გაძლიერება არ მოსწონდათ. მათ ეშინოდათ, გაძლიერებული მეფე ჩვენს უფლებებს შეკვეცავსო. რომ მთავრები მის წინააღმდეგ არ გაერთიანებულიყვნენ, მეფემ გურიელს წყალობა უყო: საათაბაგოს დაპყრობილი მიწა-წყლიდან მას აჭარა და ჭანეთი გადასცა. ამაში დადიანმა თავისთვის საფრთხე დაინახა და განდგომა გადასწყვიტა. თავისი განდგომა ლევან დადიანმა მაშინ გამოამჟღავნა, როცა ოსმალთა დიდი ჯარი სამცხეში შემოიჭრა - დადიანმა უარი უთხრა მეფეს ლაშქრით მიშველებაზე.

ამ საშინაო გართულების მიუხედავად ბაგრატ მეფე და გურიელი მედგრად დაუხვდნენ მტერს. ომი მოხდა ქარაღაქს და ოსმალთა ლაშქრის სრული დამარცხებით გათავდა. ოსმალთა სარდალი ომში დაიღუპა, ხოლო ათაბაგისძე ქაიხოსრო და მისი მხლებელნი ისევ სტამბოლს გაიქცნენ.

ეხლა სულტანმა კიდევ უფრო დიდი ლაშქარი გამოგზავნა.

სოხოისტას ომი. დადიანმა საერთო საქმეს კვლავ უღალატა და ლაშქრით მიშველებაზე მეფეს ეხლაც უარი შეუთვალა, ბაგრატმა დახმარება სთხოვა ლუარსაბ მეფეს. ქართლის მეფე მთელი თავისი ძალით საერთო მტრის წინააღმდეგ გამოვიდა. ქართველთა ჯარი მტერს ბასიანში მიეგება, ერზერუმის მიმართულებით. ომი სოხოისტას მოხდა (1545 წ.). ქართველები მამაცურად ეკვეთნენ უკეთ შეიარაღებულ მტერს, მაგრამ ომის ბედი ღალატმა გადასწყვიტა. მესხი თავადების ლაშქარი შუა ომში გამოეთიშა ქართველ თანამოძმეებს და ბრძოლის ველს გაეცალა. ქართველთა ლაშქრის დიდი ნაწილი მტერს შეაწყდა უთანასწორო ომში, დანარჩენი-კი მხოლოდ მაშინ გაბრუნდა უკან, როცა საბრძოლო იარაღი თითქმის სულ შემოემტვრა.

ოსმალებმა სამცხე-საათაბაგო დაიჭირეს და ქაიხოსროს ათაბაგობა აღირსეს.

ამ გამარჯვების წყალობით ოსმალებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი სამცხე-საათაბაგოში, საერთოდ, და განსაკუთრებით - მის დასავლეთ ნაწილში. სოხოისტას ომის შემდეგ ოსმალეთის მიმართულებით საქართველოს ციხე-გალავნის ბურჯი მორღვეული იყო.

ბაგრატ მეფე და მთავრები. ბაგრატ მეფეს მთავართა მოსპობა ჰქონდა გადაწყვეტილი. მან მოინდო ლევან დადიანი და ციხეში დაამწყვდია. ამის შემდეგ მეფემ როსტომ გურიელის ხელში ჩაგდებაც სცადა. ამ მიზნით მან გურიელი ოდიშში სალაშქროდ მიიწვია და ამ ქვეყნის ნაწილის წყალობას შეჰპირდა. გურიელი მიუხვდა მეფეს და არ ეახლა მას. ამასობაში ქაიხოსრო ათაბაგის მოსყიდულმა ხოფილანდრე ჩხეიძემ გააპარა გელათის სამრეკლოში გამოკეტილი ლევან დადიანი და ახალციხეს გადაიყვანა. შემდეგ გურიელის დახმარებით დადიანი სამეგრელოში დაბრუნდა და თავისი ქვეყანა კვლავ ადვილად შემოიმტკიცა.

ბაგრატმა წააგო, - საიდუმლო ზრახვები გაუმჟღავნდა, შეშინებული მთავრები-კი, დადიანი და გურიელი, ოსმალეთის ხონთქრის კალთას შეეფარნენ. 1553 წელს სულტანის ეს ახალი ყმები ერზერუმის ფაშის ამალას ამშვენებდნენ.

ამასობაში ირან-ოსმალეთს შორის ზავიც დაიდო და ლიხთ-იმერეთი ოსმალეთს ხვდა. ამ დროისათვის ოსმალეთს უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული დასავლეთ საქართველოში, -დადიანი და გურიელი ხონთქრის მფარველობის ქვეშ ითვლებოდნენ. ასეთ პირობებში იმერეთის მეფემაც ქედი მოიხარა.

დიდხანს ხონთქრის ხელმწიფობა დასავლეთ საქართველოში უფრო სიტყვიერი იყო, მაგრამ, რაც დრო გადიოდა და ოსმალეთი იმერეთში უფრო და უფრო ფეხს იკიდებდა, მისი ბატონობის უღელიც მძიმდებოდა.

17.8 § 119. სამცხე-საათაბაგო მე-16 საუკუნეში

▲back to top


ათააგების საშინაო და საგარეო პოლიტიკა. მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში სამცხის ათაბაგებმა გამარჯვებით დაასრულეს ხანგრძლივი ბრძოლა, რომელსაც ისინი საქართველოს მეფის ყმობისგან განთავისუფლებისათვის აწარმოებდნენ. ამ ბრძოლის დროს ათაბაგებმა გაწმინდეს თავისი სამთავრო მეფის მომხრე ერისთავებისაგან - ზოგი ამოსწყვიტეს,ზოგი განდევნეს და მათს მამულებსა თუ თანამდებობაზე თავისი მომხრეები დასხეს. ასეთივე დღე გაუთენეს მეფის მომხრე საეკლესიო ფეოდალებს - ეპისკოპოსებსაც, ისინიც გამოაძევეს და საეკლესიო ყმა-მამული თავის მომხრე თავადებს მრავლად უწყალობეს, ურჩი ეპისკოპოსების ადგილებზე-კი თავისი მომხრე ბერძენი ეპისკოპოსები მოიწვიეს ოსმალეთიდან. ათაბაგებმა მიიტაცეს მეფის საკუთარი ყმა-მამულიც საათაბაგოში და თავის ერთგულებს გადასცეს; და, ბოლოს, მეფეს მოსტაცეს მთელი მხარე - ჯავახეთი და თავის სამთავროს შეუერთეს.

ათაბაგთა სამფლობელოს საქართველოს სხვა ნაწილებზე ნაკლებ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა. დასავლეთიდან მას ოსმალეთი მოსდგომოდა, ხოლო სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ირანის ყაენის სამფლობელო ეკრა. სუსტ მეზობელს ორივე მტერი ჩასანთქავად უყურებდა. მხოლოდ საკუთარი ძალებით სამცხის მთავარს მათი გამკლავება არ შეეძლო და ამავე დროს იგი ვერც საქართველოს სხვა ნაწილებთან შეკავშირებას ახერხებდა. ათაბაგს ეშინოდა, რომ გარეშე მტრის წინააღმდეგ დასახმარებლად მოწვეული ქართლის ან იმერეთის მეფე მას სამფლობელოს ჩამოართმევდა და ქვეყანას თვით დაიპყრობდა. ამიტომ სამცხის მთავარი უცხოელ თავდამსხმელებთან მოლაპარაკებას ირჩევდა, თავდამსხმელს მორჩილებას აღუთქვამდა და მდიდარი მისართმევლით მშვიდობიანობის ყიდვას ცდილობდა.

ათაბაგთა ასეთი პოლიტიკა დამღუპველი აღმოჩნდა. მათ ვერავის ასიამოვნეს: ხან ირანი სწამებდა ათაბაგს ორგულობას, ხან - ოსმალეთი და რიგრიგობით არბევდნენ გზადაბნეული ფეოდალის ქვეყანას. ამავე დროს, ირან-ოსმალეთის სამსახურით ათაბაგები მთელი საქართველოს დამონების ძალაუნებური აგენტები ხდებოდნენ. მორჩილ სამცხეზე გამოვლით და ათაბაგთა შემოძღოლით ოსმალები თუ ყიზილბაშები ხან ქართლს აოხრებდნენ, ხან ლიხთ-იმერეთს. ა

მგვარად, ათაბაგებმა საქართველოს დამარცხებაში მტრებს ხელი შეუწყვეს, მაგრამ დამპყრობელები მაინც ვერ მოირიგეს და ხელმწიფობის ნაცვლად მონობა მოიმკეს.

1553 წლის ირან-ოსმალეთის ზავის შედეგად სამცხე-საათაბაგო ორად გაგლეჯილი აღმოჩნდა. ქვეყნის უდიდესი ნაწილი ირანს ხვდა, მაგრამ მის დასავლეთ მხარეს (ტაოს, შავშეთს, კლარჯეთს) ჩქარა ოსმალეთი წამოეჭიდა. აჭარა და ჭანეთი გურიელს ეჭირა. მალე ჭანეთი ოსმალეთმა წაართვა გურიელს, ხოლო აჭარა არა ერთგზის დაურბია, თუმცა საბოლოოდ მტერმა ამ დროს ჯერ კიდევ იქ ფეხი ვერ მოიკიდა.

ოსმალთა წინააღმდეგ უძლური ქაიხოსრო ათაბაგი 1570 წელს შაჰ-თამაზს ეახლა ყაზვინში და მას დახმარება სთხოვა. შაჰს ოსმალეთთან ზავის დარღვევა სასურველად არ მიაჩნდა და ათაბაგს ცარიელი დაპირებით ჰკვებავდა. ქაიხოსრო დახმარებას ვერ ეღირსა, ისე გარდაიცვალა შაჰის კარზე 1573 წელს.

კიდევ უფრო მძიმე პირობებში მოექცა ქაიხოსრო ათაბაგის ძე ყვარყვარე. მას მტრად აღუდგა მესხი თავადების დიდი ჯგუფი შალიკაშვილთა მეთაურობით. გაიმართა დაუსრულებელი ფეოდალური ომი: ექვს წელიწადს არბევდნენ და ანგრევდნენ ერთიმეორის ციხე-ქალაქებს, სოფლებს და ერთმანეთის წინააღმდეგ დახმარებას ირანსა და ოსმალეთში ეძებდნენ.

17.9 § 120. ირან-ოსმალეთის მეორე ომი და საქართველო

▲back to top


ამასობაში ირან-ოსმალეთის მეორე დიდი ომი დაიწყო.

1576-1587 წლებში ირანში დიდი ფეოდალური არეულობა იყო.

10 წლის განმავლობაში სეფიანთა დინასტიის უფლისწულები ერთიმეორეს მუსრს ავლებდნენ. დაბოლოს, 1587 წელს, ყიზილბაშთა ერთი ტომის დახმარებით აბას მირზა გახელმწიფდა (შაჰ-აბასი). მხოლოდ მან მოახერხა ტახტზე მტკიცედ გამაგრება.

სახელმწიფო კარის ამ არეულობით ისარგებლეს ირანის ყმებმა და მრავალი ქვეყანა განდგა. არ დააყოვნეს გარეშე მტრებმაც - აღმოსავლეთით ოზბეგებმა შემოუტიეს ირანს, დასავლეთიდან-კი ოსმალეთი დაიძრა.

1578 წელს სარდალი მუსტაფა ლალა-ფაშა ოსმალთა ჯარითამიერ-კავკასიის დასაპყრობად წამოვიდა. ირანის ლაშქარი თურქებს გადაეღობა და ჩილდირის (ძველი პალაკაციო) ტბის ჩრდილოეთით 9 აგვისტოს გადამწყვეტი ომი მოხდა. ოსმალებმა გაიმარჯვეს. ლალა-ფაშა საქართველოს დაპყრობას შეუდგა.

გამოვლილმა ჭირმა თავადურ საქართველოს ვერაფერი ასწავლა. ის ამ ახალ განსაცდელსაც ძველებურად მოუმზადებელი შეხვდა. სამეფო-სამთავროები ვერ გაერთიანდნენ და ამ საერთო უბედურების დროსაც ერთი მეორის მტრობას არ იშლიდნენ. ოსმალეთი სწორად აფასებდა საქართველოს ძალთა დაქსაქსულობას და მათი გაერთიანების წინააღმდეგ ოსტატურ ხერხს მიმართავდა. სხვადასხვა ქართულ ქვეყნებს ის მორჩილების სხვადასხვა პირობებს უდებდა, ზოგს მძიმეს, ზოგს უფრო მსუბუქს. სამცხე-საათაბაგო და განსაკუთრებით ქართლი შეუდრეკელადებრძოდნენ დამპყრობელებს, კახეთის მეფემ-კი „ნებით“ მორჩილება ირჩია და მოძალადეს ყოველწლიური ხარკი აღუთქვა.

ქართლის ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ სიმონ მეფე მეთაურობდა, სამცხისას - მანუჩარ ათაბაგი. სპარსელებმა სიმონი ტყვეობიან 1578 წელს გაათავისუფლეს და ქართლში ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლად გამოისტუმრეს. მისი ქართლში მოსვლისას ქვეყნის მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქები უკვე ოსმალებს ჰქონდათ დაპყრობილი. მთელი ოცი წლის განმავლობაში სიმონ მეფე ქართლელებით შეუნელებლად ებრძოდა ძლიერ მტერს და საქართველოს ამ შუაგულში ოსმალური წესწყობილების შემოღების საშუალებას არ აძლევდა მას. არაერთხელ დაამარცხეს ქართლელებმა მათზე მრავალრიცხოვანი ოსმალთა ჯარები, არაერთხელ გამოგლიჯეს ხელიდან მოძალადეს ქართლის ციხე-ქალაქები და, თუმცა საბოლოოდ ვერ უკუაგდეს უზარმაზარი მტერი, მაგრამ ქართველობა-კი არ დასთმეს და ქვეყნის სწრაფი გაოსმალების განზრახვაზე დამპყრობელს ხელი ააღებინეს.

უფრო მძიმე იყო სამცხე-საათაბაგოს მდგომარეობა.

ოსმალებმა აქ თანდათან მრავალი აგენტი გაიჩინეს. საათაბაგოს თავადების ნაწილმა ქრთამზე და საპატიო თანამდებობაზე გასცვალა სამშობლო და თავისუფლება-დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ თანამოძმეებს საღალატოდ შემოადგა. საქმე მეტად გაჭირდა. მანუჩარ ათაბაგი ვეღარ დადგა თავის ქვეყანაში და სიმონ მეფესთან ქართლში ხიზნად ჩამოვიდა.

1590 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო: შარვანი, ადარბადაგანი და საქართველო ირანმა ოსმალეთის საკუთრებად იცნო. ამიერიდან ვიდრე 1604-5 წლამდე საქართველოს სამეფო-სამთავროები ყველა ოსმალეთის ხელთ იყო, მაგრამ ქართველი ხალხის ბრძოლა მათ წინააღმდეგ არ ჩამქრალა. ბრძოლას ისევ. ქართლი. მეთაურობდა. 1598 წლრა ზაფხულზე სიმონ მეფე ომის განახლების სამზადისში იყო.

ბრძოლა გორისათვის. ქართლის მეფეს ოსმალთა წინააღმდეგ ომი გორიდან უნდა დაეწყო: გორი შიდა-ქართლის გული იყო - შიდა ქართლი-კი - მთელი ქართლის გული. მე-16 საუკუნის უდიდეს მანძილზე, როცა ქართლი საქართველოს გადასარჩენად ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ თავგანწირულ ომს ეწეოდა, გმირ მებრძოლთა სამხედრო-პოლიტიკური შტაბი გორში იყო. იქ იყო ლუარსაბისა და სიმონის არწივების საბუდარი. თბილისი ამ ხნის განმავლობაში ხან სპარსელების, ხან კიდევ თურქების ხელში იყო. თბილისში ომ-წაგებული ქართლელები გორიდან განაგრძობდნენ შეუდრეკელ ბრძოლას. გორის გადასვლა-კი მტრის ხელში ქართლის ბრძოლის უმძიმესი მარცხი იყო.

ამიტომაც შიდა-ქართლის ამ შუაგულში მტრის ბუნაგი ყველაზე უწინ უნდა განადგურებულიყო, რომ ქართლს ხელები გახსნოდა თბილისისა თუ სხვა ციხე-ქალაქების განსათავისუფლებლად. ოსმალებს კარგად ესმოდათ გორის მნიშვნელობა ქართლის დაპყრობის საქმეში და ამიტომაც ძლიერ გაემაგრებინათ იგი.

0x01 graphic

გორის ციხე XIX ს. შუა-წლებში.

1598 წელს სიმონ მეფე გორს შემოადგა. მეციხოვნეები ჩქარა ალყამ შეაწუხა. ციხეში საჭმელი შემოაკლდათ და ოსმალები ახლო-მახლო სოფლების დარბევით ცდილობდნენ ეშველათ გასაჭირისათვის. მიუხედავად სურსათის ნაკლებობისა, ოსმალო მეციხოვნეები ციხეს დიდხანს მედგრად იცავდნენ.

1599 წ. გაზაფხულს, დიდ-მარხვაში, ქართლელებმა ალყა მოხსნეს ციხეს და მის მიდამოებს გაეცალნენ. ოსმალებმა იცოდნენ, რომ ქართველები დიდ-მარხვაში ომს ერიდებიან და სიფხიზლეს უკლეს. სიმონ მეფემ სწორედ მეციხოვნეთა ამ შესაძლებელ შეცდომაზე ააგო ციხის აღების გეგმა.

გორის ყოფილ მოურავს სულხან თურმანიძეს და ფარსდან ციციშვილს მეფის ბრძანება ჰქონდათ თავის მამულებში საიდუმლოდ მრავალი კიბე დაემზადებინათ. მეფის დაძახილზე ისინი ამ კიბეებითა და ლაშქრით გორის ახლოს უნდა მოსულიყენენ, მტკვრისა და ლიახვის შესართავთან, ჭალაში.

გორის აღება. მთვარის დალევის ღამე იყო. ქართლის ლაშქარი პაემანზე მოსულიყო. აქვე იყო მეფეც. უკუნ ღამეში ჯარი ხმაგაკმენდილი მიეპარა ციხეს და კიბეებით კედელზე გადასვლა იწყო. ოსმალებმა თავს-დატეხილი რისხვა მაშინ შეიტყვეს, როცა მოიერიშეთა დიდი ნაწილი უკვე ციხის შიგნით იყო. მეციხოვნეებმა ყვირილი მორთეს, მაშხალები აანთეს, კედლებს მიაწყდნენ და კიბეებით ამავალ ქართველებს ეკვეთნენ.ქართველ მოიერიშეებს მეფის ძმა ვახტანგი და მეწინავე დროშის სარდალი გოჩა უძღოდნენ. ბრძოლამ გათენებამდე გასტანა. მტერმა დაინახა, რომ საქმე წაგებულია და იარაღი დაყარა.

ოსმალთა ახალი ჯარის შემოსვლა ქართლში. ქართლის აჯანყება თურქებისათვის მეტად სახიფათო რამ იყო. ქართლელებს ადვილად მიბაძავდნენ ამიერ-კავკასიის სხვა ხალხები, რომლებსაც აგრეთვე ოსმალეთის ბატონობის მძიმე უღელი ედოთ. ასეთი საერთო აჯანყებით-კი ისარგებლებდა შაჰ-აბასი, რომელიც ოსმალთა წინააღმდეგ საომრად დიდი ხანია ემზადებოდა.

ოსმალეთის სულტანმა თავრიზისა და ვანის ბეგლარბეგს ჯაფარ-ფაშას ქართლს წასვლა და აჯანყების ჩაქრობა უბრძანა. სიმონ მეფეს ეს ამბავი სამცხიდან აცნობეს. მეფემ შიდა-ქართლის ჯარი შეჰყარა, ამ ჯარს თავისი შვილი გიორგი უთავა და მას გორს დგომა დაავალა. თვითონ სიმონი ლაშქრის ნაწილით სწრაფად გადავიდა საბარათიანოში, რათა მეწინავე დროშის ლაშქარი შემოეკრიბა.

როცა ქართლის მეფე საღირაშენს მივიდა, ჯაფარ-ფაშა დიდი ლაშქრით უკვე ნახიდურს მოსულიყო და თბილისისაკენ მოემართებოდა. სიმონს ჯარი მცირე ახლდა, მაგრამ დაცდის დრო აღარ იყო. მეფემ გადაწყვიტა ხელი შეეშალა მტრისათვის და მისთვის თბილისში შესვლის საშუალება არ მიეცა. მოულოდნელი თავდასხმებით სიმონს ჯაფარ-ფაშის ლაშქრის შეფერხება ჰსურდა, რომ ამასობაში მთელი ქართლის ჯარიც მოსვლოდა და მტერზე გადამწყვეტი იერიში მიეტანა.

ომი ნახიდურთან. სიმონ მეფის დატყვევება. მემატიანე გვიამბობს, რომ ქართველებმა ზიარება მიიღეს, ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და სამშობლოს დაცვისათვის თავი გასწირესო. თავდადებულთა რაზმი მედგრად ეკვეთა მტრის გუნდებს. არა ერთი მტრის დროშა მოშალეს და გადაქელეს ქართველებმა, მაგრამ თურქები ლაშქრის სიმრავლითა და იარაღით სჯობნიდნენ. იანიჩარები1 ხელ-თოფით დიდ ზარალს აყენებდნენ ქართველ მხედრებს. ხელჩართული ომი ხუთ საათს გაგრძელდა. ქართველები მოიქანცნენ, მათი რაზმები შეთხელდა, მტრის ახალ ძალებთან ომს მოღლილი ქართველები ვეღარ გაუძლებდნენ. თანამებრძოლებმა მოახსენეს მეფეს საქმის ვითარება და ძლივს დაარწმუნეს. გალომებული მეომარი, რომ გაცლის დრო იყო. უკან დახეულ ქართველებს ოსმალები დაედევნენ. ფარცხისის ახლოს ვიწრო გზაზე ერთმა მოლაშქრემ თავისი ცხენი უნებურად მეფისას დააძგერა. მეფის ცხენი მხედრითურთ დიდ საფლობში ჩავარდა, საიდანაც მეფის გამოყვანა გაძნელდა. ამასობაში ოსმალთა მდევრებმაც მოატანეს. სიმონს მხლებლები გარს შემოეხვივნენ, მტერს ეკვეთნენ და სულ ერთთავად შეაწყდნენ მას. ცხენკაცად მუხლებამდე ტალახში ჩაფლული იდგა სიმონ მეფე მარტო, მხლებლებ-შემოწყვეტილი, მოსეულ მტერს ახლოს არ იკარებდა და ამაყად სტყორცნიდა მათ უკანასკნელ ისრებს. ერთმა მოღალატე თავადმა ბარათაშვილმა, რომელიც მტრის რაზმს მეთაურობდა, იცნო მეფე და ეს ამბავი ოსმალთა სარდალს მოახსენეს. სარდალმა ბრძანება გასცა სიმონი ცოცხლად ხელთ ეგდოთ. მეფე მაინც არავის ნებდებოდა, სანამ თვითონ სარდალი ჯაფარ-ფაშა არ მოვიდა. მან საფლობი გააჭრევინა და მეფე დიდი პატივით გამოიყვანეს. სიმონი და სხვა ქართველი ტყვეები სასწრაფოდ წაიყვანეს საქართველოდან და 1601 წლის ზაფხულს ხონთქართან გაგზავნეს. სტამბოლს მიმავალ ტყვე მეფესა და მის ამალას თან მიჰყვებოდა ომში დახოცილ ქართველ გმირთა თავების მთელი საპალნეები. მათ შორის იყო მეფის ძმის თავიც.

0x01 graphic

XVI ს. ირანში მომუშავე ქართველი.
მხატვრის სიაუშის ნახატი
(ქვემოთ წარწერა სპარსულად: „სიაუშის ხელობა“).
ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკა
სალტიკოვ-შჩედრინის სახელობისა.

სიმონ მეფის დატყვევებამ ქართლს თავზარი დასცა. როცა გორში მდგომს გიორგი ბატონიშვილს ამ უბედურების ამბავი მოუტანეს, ქართლის ჯარი სწრაფად გაეშურა მეფის საშველად, მაგრამ გვიან-ღა იყო. ოსმალთა ჯარს წინა დღით გაესწრო.

სიმონ მეფე კონსტანტინოპოლის ერთ ციხეში გამოამწყვდიეს. ქართველები ბევრს ეცადნენ მეფის დახსნას ოსმალთა ტყვეობიდან, მაგრამ ამაოდ.

დიდხანს იყო სიმონ მეფე ტყვეობაში და იქვე დაასრულა მან თავისი სიცოცხლე. ქართველებმა დიდი ცდის შემდეგ მიიღეს მეფის ცხედარი, მოასვენეს მის საყვარელ ქართლში და მცხეთას გმირი მამის, ლუარსაბის, გვერდით დაკრძალეს ღირსეული შვილი.

ასე შეეწირა საქართველოს სიმონ მეფე, რომელმაც „ქართლს ხმალი შეარტყა“, როგორც ამბობს პოეტი არჩილი, და რომელიც 42 წელიწადს ღირსეულად იცავდა დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების დროშას ირანისა თუ ოსმალეთის მოძალადეებისაგან.

___________________

1. იანიჩარები თურქეთის ლაშქრის საგანგებო რაზმებს ეწოდებოდა.

17.10 § 121. სამცხე-საათაბაგო მე-16 საუკუნის მიწურულს

▲back to top


მე-16 საუკუნე თავისი შედეგებით ყველაზე მძიმე მაინც სამცხე-საათაბაგოსათვის გამოდგა. გამოვლილ უბედურებათა შემდეგ მტრებთან ბრძოლაში სამთავროს აღარ შერჩა იმდენი წინააღმდეგობის უნარი, რამდენსაც საქართველოს სხვა ნაწილები იჩენდნენ. საქართველოს ფერდალურმა დაშლილობამ აქ ყველაზე ცუდი ნაყოფი გამოიღო.

1590 წლის ირან-ოსმალეთის ზავის მიხედვით სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს დარჩა. მტაცებელმა მსხვერპლი დაიმარტოხელა. დახმარების იმედი აღარსაიდან იყო. თავგამოდებით ცდილობდა მანუჩარ ათაბაგი, ხოლო შემდეგ მისი ქვრივი დედოფალი ელენე საათაბაგოში ქართველობის დაცვას, მაგრამ ყოველი ცდა ამაო აღმოჩნდა.

1587-1594 წლებში სამცხე-საათაბაგოში ოსმალობა დამყარდა. სულტანის ბრძანებით ქვეყანა ასწერეს. მიწისმფლობელობისა და მიწით-სარგებლობის ოსმალური წესები შემოიღეს. გადასახადები ოსმალური სისტემით გააწესეს. ახალი წესები არსებითად განსხვავდებოდა ფეოდალური საქართველოს მიწისმფლობელობის ძველი წესისა და ქართული საგადასახადო სისტემისაგან. ოსმალური წესის თანახმად მხოლოდ სამხედრო პირი შეიძლებოდა ყოფილიყო მიწის მფლობელი. სამხედრო თანამდებობისათვის-კი მაჰმადიანობა იყო აუცილებელი. ამ წესის მიხედვით ქართველი ფეოდალების მიწები ოსმალო მხედრების ხელში გადადიოდა. ქართველი თავადისა თუ აზნაურის წინაშე მთელი სიმწვავით დადგა საკითხი: ან მაჰმადიანობის მიღება, ოსმალთა სამხედრო სამსახურში შესვლა და მიწის მფლობელობის შენარჩუნება (ახალი წესით), ან ამ მფლობელობის დაკარგვა. ქართველი ფეოდალები ან გამოიქცნენ ან გამაჰმადიანდნენ. ამრიგად, ოსმალურ საათაბაგოში ქართველ გლეხს ბატონი გამოეცვალა. ქართველი მთავარი, თავადი, აზნაური და ეკლესია-მონასტერი ოსმალთა დივანმა (სახელმწიფო), ფაშამ, სანჯაყ-ბეგმა, ალაი-ბეგმა, სიფაჰმა და ჯამემ შესცვალეს. ამ ოსმალურ სახელმწიფო და სამოხელეო გადასახადების გარდა ქრისტიანობაში დარჩენილ გლეხობას ცალკე „ურწმუნოთა“ გადასახადიც დააკისრეს.

0x01 graphic

„დედაბრული ხელი“. ნიმუში ქართული დამწერლობისა, რომელიც იხმარებოდა გამაჰმადიანებულ ქართველ მოსახლეობაში, უმთავრესად ქალებში. აქ წარმოდგენილია აჭარელი ქალის ტრაპიზონიდან აჭარაში გამოგზავნილი წერილის ნაწყვეტი.

ამ დროიდან დაიწყო სამხრეთ-საქართველოს „გათათრება“. ეს პროცესი ერთის ან ათეული წლების ამბავი არ ყოფილა. ათასწლოვანი ქართული კულტურის უცხო კულტურით შეცვლა დიდ სიძნელეებს ხვდებოდა. ხალხ მხნედ იტანდა სიმძიმეს და მედად იცადა ქართველობას. თათრობა დიდი შეფერხებით იკვლევდა გზას გლეხობაში. მე-16 საუკუნის მიწურულში დაწყებული ეს პროცესი მე-19 საუკუნის დასაწყისსაც დასრუ-ლე ლებული არ ყოფილა.

ოსმალობის დამყარება სამცხე-საათაბაგოში ფეოდალური საქართველოს უდიდესი მარცხი იყო. საქართველოს მოსწყდა და მისი ეროვნული კულტურის შემოქმედებაში აღარ მონაწილეობდა ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიის ერთ მესამედს შეადგენდა. გადაგვარების გზას დაადგა ფეოდალური საქართველოს ერთი ყველაზე უფრო დაწინაურებული და კულტურული შემოქმედების უნარით დაჯილდოებული ნაწილი, - სამშობლო ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელებისა, ბექა ოპიზარისა და შოთა რუსთაველისა.

17.11 § 122. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მე-16 საუკუნის მიწურულში

▲back to top


ოსმალეთი და რუსეთი კავკასიაში უკვე მე-16 საუკუნის შუა-წლებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა მე-16 საუკუნის ოთხმოციანი წლების შემდეგ, როცა ოსმალეთმა ამიერ-კავკასიაში გაბატონებასთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიის დაუფლებაც სცადა.

ამ დროს განახლდა რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობა.

ოსმალეთთან მეტოქეობაში რუსეთი იმიერ და ამიერ-კავკასიაში მოკავშირეებს ეძებდა. მოსკოვის სამეფოს მესვეურებს აზრად მოუვიდათ კახეთთან პოლიტიკური კავშირის აღდგენა, ძალაუნებურად რომ გასწყვიტეს 1570-იან წლებში.

1585 წელს მოსკოვის მეფემ თევდორემ ალექსანდრე კახთა მეფეს თავისი ელჩის, დანილოვის, ხელით სიგელი გამოუგზავნა. რუსეთის მეფე კავშირსა და მფარველობას სთავაზობდა საქართველოს.

მაშინდელ პირობებში ალექსანდრე მეფე ამაზე უკეთესს ვერაფერს მოიპოვებდა თავისი ქვეყნისათვის. ამიერ-კავკასია თითქმის მთლიანად ოსმალეთს ჰქონდა იმჟამად დაჭერილი და ოსმალეთის მთავრობა გამალებით იბრძოდა მისი საბოლოო გათათრებისათვის.

რუსეთის დახმარებით კახთა მეფეს დაღისტნის ალაგმვა სურდა. დაღისტნელები ქურდულად თავს ესხმოდნენ კახეთს და მშვიდობიან სოფლებს აოხრებდნენ. ლეკებს ამ საქმეში შამხალი შველოდა, ორივეს ერთად-კი ოსმალეთი მფარველობდა.

მეფემ დარბაისლებთან მოითათბირა და დანილოვს მოსკოვის მეფესთან თავისი ელჩები გაატანა.

1586 წლის 9 ოქტომბერს ალექსანდრეს ელჩები მეფე თევდორეს წარუდგნენ. კახეთის მეფე მოსკოვის მეფისაგან „მფარველობას“ ითხოვდა. ეს მფარველობა შემდეგში უნდა გამოხატულიყო: რუსეთს კახეთი ყველა მტრისაგან უნდა დაეცვა, ამხელად-კი რუსეთის მეფეს თერგზე უნდა ციხე აეგო, აქ დიდი ჯარი დაეყენებინა და გზა თერგიდან კახეთამდე, დაღისტანზე რომ გადიოდა, საკუთრად დაეჭირა.

კახეთის მეფის წინადადება მოსკოვში ხელსაყრელი ეჩვენათ. ბოიარებმა თევდორე მეფეს მისი მიღება ურჩიეს.

1587 წელს ალექსანდრე მეფემ თავისი შვილებითა და დარბაისლებით ფიცი მიიღო მოსკოვის მეფის ერთგულებაზე. 1589 წელს-კი მოსკოვის მეფემ მას წყალობის სიგელი გამოუგზავნა, სადაც დადასტურებული იყო როგორც „ხელდებულის“, ისე „მფარველის“ უფლება-მოვალეობანი.

რუსეთთან დაახლოების გამო კახეთის მეფე განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მოექცა: ერთი მხრით, მას მოსკოვთან კავშირისა და „ორგულობისათვის“ ოსმალეთი ემუქრებოდა, მეორე მხრით, ირანის შაჰიც „მოღალატედ“ სთვლიდა ალექსანდრე მეფეს. ამავე დროს ხელშესახები რამ სანუგეშო კახეთისათვის მოსკოვის მეფესთან კავშირს არ მოჰყოლია.

ალექსანდრე მეფე მოსკოვის მეფეს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას სთხოვდა. მაგრამ ვალდებულება: უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე ის მოსკოვის სამეფოს მესვეურებს ჰქონდათ თავიდანვე წარმოდგენილი. რუსის ჯარმა დაღისტანი ვერ დაიმორჩილა და თერგ-კახეთის გზა ვერ დაიჭირა. 1604 წელს მოსკოვის მეფემ საგანგებო რაზმი გამოგზავნა, რომელმაც დაიპყრო დაღისტნის ჩრდილოეთი ნაწილი. მაგრამ ამას იქით საქმე არ წავიდა და ჩქარა სრული მარცხით დამთავრდა. დაღისტნელებს ოსმალეთი მიეშველა. შამახიის ფაშა ოსმალთა ჯარით და დაღისტნელები თავს დაესხნენ ხსენებულს რუსულ რაზმს და ერთიანად მოსპეს იგი 1605 წელს.

ამიერიდან რუსეთ-კახეთის ურთიერთობა კარგა ხნით შეწყდა. კახეთს შაჰ-აბასი დაეპატრონა, ხოლო რუსეთი გლეხების აჯანყებათა ალში გაეხვია.

18 თავი XVI -ქართველთა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის მე-17 საუკუნის პირველ მეოთხედში

▲back to top


18.1 § 123. ირან-ოსმალეთის ომის განახლება

▲back to top


ირან-ოსმალეთის ომი განახლდა. 1602 წელს ზავი შაჰ-აბასმა დაარღვია. ირანის შაჰი ოსმალეთს წინა ომებში მინატაცებ საზღვრებს ეცილებოდა. შაჰ-აბასმა დაამარცხა ოსმალები ადარბადაგანში და 16 ნოემბერს 1603 წელს უკვე ერევანს შემოადგა. ერევანი საგანგებოდ გამაგრებული ციხე-ქალაქი იყო და ამიტომაც მისი ალყა დიდხანს გაგრძელდა.

შაჰ-აბასმა ქართლისა და კახეთის მეფეებს ოსმალეთის წინააღმდეგ ომში მოუწოდა. გიორგი მეათეს, სიმონის ძეს, ქართლის მეფეს, და ალექსანდრე კახთა მეფეს ყოყმანი შეექნათ. მართლაც და ძნელი არჩევანი იყო: არავინ იცოდა, რომელი მოძალადე გაიმარჯვებდა. ბოლოს მაინც გამოცხადდნენ შაჰთან. ერევნის ომში მონაწილეობისათვის ქართლისა და კახეთის მეფეები შაჰ-აბასმა ირანში სოფლებით დაასაჩუქრა და თითოეულ მათგანს თავისი ხაზინიდან ჯამაგირი გაუჩინა. სამაგიეროდ, შაჰმა ქართლის მეფეს ციხე ლორე და მდინარე დებედას ხეობა გამოსთხოვა, ხოლო კახეთის მეფეს - ენისელის მხარე (საინგილოში). ლორე-დებედას ხეობა ქართლს სამხრეთიდან ჰკეტავდა, ენისელი-კი კახეთის კედელი იყო აღმოსავლეთის მხრიდან. ეს მხარეები შაჰმა საქართველოს ჩამოაცილა და თავის მოხელეებს (სულტნებს) ჩააბარა.

0x01 graphic

შაჰის მზაკვრობას ქართველები კარგად მიუხვდნენ და მომავლის მოლოდინში ბოღმას გულში ინახავდნენ.

თავის მხრით, შაჰ-აბასს ქართველთა ერთგულებისა არაფერი სწამდა. ის კარგად ხედავდა, რომ ქართველებს ერთი საფიცარი ჰქონდათ: თავისუფლება. ცბიერი შაჰი სულ იმას ცდილობდა, რომ ქართველების ციხე შიგნიდან გაეტეხა. შაჰის აგენტები მოხერხებულად სარგებლობდნენ ქართველი ფეოდალების შინაური ქიშპით და შაჰისაგან დახმარება-წყალობის დაპირებით მის ერთგულთა დასებს ქმნიდნენ.

1605 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე მისმავე შვილმა კონსტანტინემ მოკლა. კონსტანტინე შაჰის კარზე იყო გაზრდილი და გამაჰმადიანებული. ალექსანდრე მეფის მკვლელობაში შაჰის ხელი ერია. შაჰ-აბასს ჰსურდა რუსთმოყვარე და ირანის ორგული ალექსანდრეს ნაცვლად კახეთის სამეფო ტახტზე მაჰმადიანი და ირანის ერთგული კონსტანტინე ჰყოლოდა. მაგრამ შაჰი შეცდა. გადაგვარებული და მამისმკვლელი კონსტანტინე კახელებმა მეფედ არ ისურვეს და აჯანყდნენ. აჯანყებულებს ქართლის ჯარიც მიეშველა. კონსტანტინე თავისი ყიზილბაშებით დამარცხდა და ომში მოიკლა.

შაჰ-აბასი კახელების ასეთი სიმტკიცის გამო იძულებული შეიქნა კახეთის მეფედ ალექსანდრეს შვილიშვილი ქრისტიანი თეიმურაზი დაემტკიცებინა (1606 წელს). მაგრამ კახეთში კარგად იცოდნენ, რომ შაჰ-აბასი ისეთი მტერია, რომელსაც არ სძინავს. საჭირო იყო ფხიზლობა.

1606 წელს შაჰ-აბასმა ყარაბაღი და განჯა წაართვა ოსმალებს. აქედან შაჰი ქართლისაკენ წამოვიდა და ოსმალთა მეციხოვნეები ლორე-დმანის-თბილისიდან განდევნა.

თბილისში ყოფნის დროს შაჰ-აბასმა ქართლის მეფობა 14 წლის ლუარსაბ გიორგის ძეს დაულოცა (გიორგი მეფე ამ ხანებში უეცრად გარდაცვლილიყო). აქვე შაჰს მთელი ქართლის თავადობა ეახლა. შაჰ-აბასმა დიდი წყალობა უყო „ერთგულებს“, მაგრამ არსებითად ქვეყნის მდგომარეობა იგივე დარჩა. ეხლა მხოლოდ ოსმალთა ბატონობა ირანის ბატონობით შეიცვალა. თბილისი, აღჯაყალა, ლორე, დმანისი ისევ უცხოელთა ბატონობის იარაღად რჩებოდნენ. ოსმალთა მეციხოვნეების ნაცვლად ამ ქალაქებში ეხლა შაჰის ყიზილბაშები ჩადგნენ.

18.2 § 124. ქართლ-კახეთის მეფეთა კავშირი და შაჰ-აბასი

▲back to top


1612 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. ამ ზავის მიხედვით ძველი, 1553 წლის, საზღვრები უნდა აღდგენილიყო და შაჰ-აბასს ხონთქრისათვის წლიურად 200 საპალნე აბრეშუმი ეძლია. მაგრამ მიღებულ პირობებს არც ერთი მხარე არ იცავდა: ოსმალეთი სამცხე-საათაბაგოსა და ქართლ-კახეთს არ ეხსნებოდა, შაჰ-აბასს-კი აბრეშუმის გადახდა ეძნელებოდა.

1614 წელს შაჰ-აბასს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ოსმალეთთან ზავის დარღვევა.

ასეთ პირობებში ქართველების პოლიტიკურ განწყობილებას დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა. შაჰმა-კი დანამდვილებით იცოდა, რომ ამ მხრივ თეიმურაზი და ლუარსაბი მისთვის სანდო არ იყვნენ. სახელმწიფოებრივი დაშლილობის მიუხედავად ქართლსა და კახეთში ბევრნი იყვნენ ქართული სამეფო-სამთავროების შეკავშირების მოსურნენი, რომელთაც კარგად ესმოდათ, რომ. გარეშე მტრისაგან თავის დაცვა მხოლოდ ამ გზით შეეძლო ქვეყანას.

ასეთმა მოღვაწეებმა თეიმურაზი და ლუარსაბი ერთიმეორეს დაამოყვრეს.

ეს შეთანხმება შაჰ-აბასს ჭკუაში არ დაუჯდა. ცბიერი შაჰი ქართლისა და კახეთის მეფეებს შორის მტრობის ჩამოგდებას შეეცადა და თუ მთლად ვერა, რამდენიმედ მაინც მიზანს მიაღწია. თეიმურაზი და ლუარსაბი მიხვდნენ ბოლოს შაჰ-აბასის განზრახვას, მაგრამ ურთიერთშორის ძველი ნდობა და კავშირი მაინც ვერ აღადგინეს.

შაჰ-აბასი ენერგიულად ემზადებოდა ქართლ-კახეთის მეფეთა და მათი მომხრეების წინააღმდეგ გადამჭრელი ღონისძიების მისაღებად. 1614 წლისათვის, დიდი წინასწარი მუშაობის შედეგად, არა მარტო თავისთან მრავლად. ჰყავდა შაჰ-აბასს ლუარსაბისა და თეიმურაზის მოწინააღმდეგე ქართველი ფეოდალები, არამედ თვით ქართლსა და კახეთშიაც ბლომად იყვნენ შაჰის წყალობის მოიმედენი.

შაჰ-აბასის პირველი ლაშქრობა ქართლ-კახეთში. 1614 წელს შაჰაბასი დიდი ლაშქრით წამოვიდა ქართლისა და კახეთის მეფეების დასასჯელად. შაჰს განსაკუთრებით თეიმურაზ მეფე ამოეღო მიზანში.

ირანიდან წამოსული შაჰი ყარაბაღს დადგა და კახეთის მეფისაგან ერთგულების ნიშნად მძევლები მოითხოვა. თეიმურაზმა კახი თავადების რჩევით ერთგულების საწინდარი გაუგზავნა განრისხებულ მტერს: დედა, ორი შვილი და მრავლად თავადთა შვილები. შაჰმა, რა კი ესენი ხელთ იგდო, თვით მეფეს მოსთხოვა მის წინაშე გამოცხადებულიყო. თეიმურაზი არ ენდო მტერს და შაჰიც კახეთზე წამოვიდა. გადამწყვეტი დღე დადგა. მოღალატე-მოტყუებულნი ყოველი მხრით ამოქმედდნენ: ერთი ნაწილ შაჰს მოჰყვებოდა, მისი მრჩეველი და მტრის ლაშქრის მეგზური იყო მეორე ნაწილი-კი ციხეს შიგნიდან სტეხდა. მტრის ეს აგენტები არწმუნებდნენ თეიმურაზს, რომ წინააღმდეგობა უნაყოფოა და ურჩევდნენ დამორჩილებას; ამავე დროს ხალხში პროვოკაციულ ხმებს ავრცელებდნენ, რომ უძლეველი შაჰი კახეთის ხალხის მწყალობელია, რომ ის მხოლოდ თეიმურაზისა და მისი მომხრეების დასასჯელად მოდისო.

თეიმურაზმა წააგო. კახელები პროვოკატორების ანკესს წამოეგნენ და ომი არ ისურვეს. შაჰი კახეთს შემოვიდა, თეიმურაზი-კი ერთგულთა რაზმით ქართლისაკენ გაიქცა. შაჰ-აბასის მდევარმა რაზმმა მეფეს გზა გადაუჭრა, მაგრამ ჟალეთს, მდინარე იორზე, თეიმურაზმა დაამარცხა ეს რაზმი და ქართლს გავიდა. ლუარსაბი თეიმურაზს მუხრანს შეეყარა.

მეფეთა თათბირზე აღმოჩნდა, რომ ქართლის წინააღმდეგობაც წელში იყო გატეხილი, არა ერთი დიდი თავადი უკვე შაჰს ჰხლებოდა მორჩილების გამოსაცხადებლად, დანარჩენებმა კიდევ მეფეებს ომი არ ურჩიეს.

თეიმურაზი და ლუარსაბი იმერეთს გადავიდნენ. შაჰ-აბასმა კახეთის საქმეები მოაგვარა, აქ საკმაო ჯარი დასტოვა და ქართლში შემოვიდა. შაჰი გორს დადგა და იმერთა მეფისაგან იქ შეხიზნული თეიმურაზი და ლუარსაბი მოითხოვა. გიორგი იმერთა მეფემ შაჰ-აბასს სტუმრების გაცემაზე უარი შეუთვალა. შაჰ-აბასი ოსმალეთთან ზავის დარღვევას მოერიდა და იმერეთს ომით აღარ გადავიდა. ამისდა მიუხედავად მან ლუარსაბის ხელში ჩაგდება ცბიერებით მაინც მოახერხა.

1614 წლის ლაშქრობაში შაჰ-აბასს თან ახლდა თბილისის ყოფილი მოურავი გიორგი სააკაძე.

18.3 § 125. გიორგი სააკაძე

▲back to top


ჩამომავლობით სააკაძე თავადთა წრეს არ ეკუთვნოდა, მაგრამ გიორგის მამა-ბიძები უკვე სიმონ მეფის დროს ძალიან დაწინაურებული იყვნენ და სამეფო კარზე მათ მაღალი თანამდებობანი ეჭირათ.

1609 წელს გიორგი სააკაძე უკვე თბილისის მოურავი იყო და ლუარსაბ მეფესთან მეტად დაახლოებული პირი. ამ დროს ქართლს ომი ჰქონდა საათაბაგოში გაბატონებულ ოსმალებთან. 1609 წელს ოსმალთა ლაშქარი ახალციხის მხრიდან ქართლს შემოესია. მეფე ლუარსაბ საზაფხულო სადგომს იყო ცხირეთის ციხეში ქართლის შემოსასვლელ გზებზე მას ყარაულები ეყენა. ოსმალთა ჯარმა გამოვლო ჯავახეთი, თრიალეთი, გასწყვიტა ქართველი ყარაულები და მოულოდნელად მანგლისს მოატანა. აქედან მტერი მარჯვე გზით შიდა-ქართლში ცხირეთის ციხეზე უეცრად მისვლას, ლუარსაბ მეფის ხელში ჩაგდებასა და შემდეგ შიდა-ქართლის დაპყრობას აპირებდა. მეფე მოულოდნელ თავდასხმას არ ელოდა და ციხეში მცირე ამალით იდგა.

ოსმალ-თათრებმა სოფელ კველთას თედორე ხუცესი დაიჭირესდა მეგზურობა უბრძანეს. გლეხი გმირი აღმოჩნდა: ქვეყნისათვის თავი გასწირა, მტერი სულ სხვა გზით წამოიყვანა და ის ცხირეთის ციხეს ააცდინა. როცა თედორეს ეს ხერხი გამომჟღავნდა, მეგზური ხმლით აკუწეს თათრებმა, სამაგიეროდ. განზრახვამ მტერს ფუჭად ჩაუარა. ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო.

ამ დროს ცხირეთს მეფესთან იყო გიორგი სააკაძეც. სახიფათო ჟამს მოურავი არ დაიბნა. მან განსაკუთრებული სიმხნე, ნიჭი და სიმამაცე გამოიჩინა. ციხიდან ფიცხლავ შიკრიკები აფრინეს და ქართლის ჯარი იხმეს. სააკაძემ მეზობელი სოფლებიდან სახელდახელოდ ოთხასამდე მეომარი შემოიყარა. მოვიდნენ ახლობელი თავადებიც თავისი ყმებით. გიორგი სააკაძე და ზაზა ციციშვილი მოთარეშე მტრის მცირე რაზმებს ეკვეთნენ და მუსრი გაავლეს მათ. მტერმა ძარცვა-რბევით მტკვრის მარჯვენა ნაპირი აიარა და გორს გასვლა სცადა - მას ქართლის გულის დაჭერა ჰსურდა. გორელებმა მოასწრეს და მტკვარზე გადასასვლელი ხიდი აჰყარეს. იმ დროს ზაფხულის წყალდიდობა იყო და აქ მტკვარი არ გაისვლებოდა. მტერი ისევ მარჯვენა ნაპირს აჰყვა, სოფლები არბია, ბრბონასთან მდინარის გადალახვა მოახერხა და ქვიშხეთის ბოლოს დაბანაკდა.

0x01 graphic

დიდი მოურავი გიორგი სააკაძე.
იმდროინდელი იტალიელი მხატვრის ნახატი

ამასობაში ქართველმა ჯარმა თანდათან მოდენა იწყო. თბილისიდან ყიზილბაშთა სარდალიც მოვიდა შვიდასი კაცით. გადამწყვეტი ომი ქვიშხეთის ბოლოს მოხდა. წინასწარს სამხედრო რჩევაზე ქართველებმა გიორგი სააკაძის საომარი გეგმა მიიღეს და სასტიკ ომში მათ ბრწყინვალე გამარჯვება ხვდათ.

ამიერიდან გიორგი სააკაძე კიდევ უფრო. გავლენიანი და მეფის სანდოპირი შეიქნა. ჩქარა ლუარსაბ მეფემ სააკაძის და ცოლად შეირთო. სააკაძის ასეთ ამაღლებას ძველი გავლენიანი თავადები ვერ ურიგდებოდნენ. მათ ძალიან არ მოსწონდათ ამ აზნაურის პოლიტიკაც: სააკაძის იდეალი მეფის ხელისუფლების გაძლიერება იყო. ეს-კი თავადების უფლებების შეზღუდვის გარეშე ვერ მოხდებოდა. ასევე მიუღებელი იყო თავადებისათვის საქართველოს გაერთიანების აზნაურული იდეა. თავადებს საქართველოს გაერთიანება მეფე-მთავრების კავშირის სახით ჰქონდათ წარმოდგენილი. აზნაური სააკაძის გეგმა-კი საქართველოს ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას გულისხმობდა ძლიერი მეფის ხელ-ქვეშ. გიორგის თავისი მომხრეებიცა ჰყავდა თავადის-შვილთა და განსაკუთრებით აზნაურთა წრეებიდან. მაგრამ მოწინააღმდეგენი გაცილებით უფრო ძლიერი აღმოჩნდნენ. თავადები შემოადგნენ ლუარსაბს და იმდენი აბეზღეს მოურავი, რომ მეფე სააკაძის მოღალატეობაში დაარწმუნეს.

ლუარსაბმა მოურავის მოკვლა გადასწყვიტა, მაგრამ მომხრეებმა სააკაძეს განსაცდელი შეატყობინეს. მოურავი თავის სიმამრისას გაიქცა, მისი ქონება-კი მაბეზღარ-მოქიშპეებმა აიკლეს და დაიტაცეს.

გიორგი სააკაძის სიმამრი დიდი თავადი ნუგზარ არაგვის ერისთავი იყო. ლუარსაბ მეფის და ხორეშანი დიდხანს იყო ნუგზარის ვაჟზე დანიშნული, მაგრამ სწორედ ამ დროს თეიმურაზ კახთა მეფე დაქვრივდა და ლუარსაბმა, დარბაზის რჩევით, ხორეშანი მას მიათხოვა. ამით ამაყი ერისთავი მეტად შეურაცხყოფილი დარჩა.

ეხლა სიძე-სიმამრი, გიორგი და ნუგზარი, ირანს წავიდნენ და შაჰ-აბასს ეახლნენ. ქართველ მოჩივართა მისვლა შაჰს მეტად ესიამოვნა: გავლენიანი ქართველების მიმხრობა საუკეთესო საშუალება იყო თეიმურაზისა და ლუარსაბის სიმტკიცის გასატეხად და მათ დასამორჩილებლად. სააკაძეს-კი შაჰის ძალის გამოყენება თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასამარცხებლად ჰსურდა.

შაჰ-აბასმა ნუგზარ ერისთავი დიდად შეწყალებული გამოისტუმრა, გიორგი სააკაძე-კი ირანში დარჩა. გონიერებით, მამაცობითა და ძალ-ღონით მოურავმა ჩქარა გაითქვა სახელი და შაჰის დიდი პატივი დაიმსახურა.

და აი, 1614 წლის ლაშქრობაში შაჰ-აბასს თან მოჰყვებოდა გიორგი სააკაძეც. ქართლში სააკაძის დაბრუნება მოსვენებას უკარგავდა მის მოსისხარებს - ისინი მოურავისაგან შურისძიებას ელოდნენ. მათს ასეთ შიშს შაჰის კარიდან განზრახ დარხეული ხმებიც აძლიერებდა: რადგან ლუარსაბს არ ჰსურს შახს ეახლოს და შეწყალება ითხოვოს, შაჰი ქართლის მმართველად გიორგი სააკაძის დასმას აპირებსო. სააკაძის მომხრეები გახიზნულ ხალხს მშვიდობას აუწყებდნენ, უკანვე მოუწოდებდნენ და ხელმწიფის სახელით წყალობა-გაკეთებას აღუთქვამდნენ.

შეშფოთებული თავადები გამოსავალს ეძებდნენ. გიორგი სააკაძის მოსისხარმა შადიმან ბარათაშვილმა ლუარსაბის იმერეთიდან გადმოყვანა თავს იდვა. შაჰიც მხოლოდ ამას ელოდა. შადიმანმა ნაკისრი შეასრულა და მალე ლუარსაბ მეფე შაჰს ეახლა. შაჰ-აბასი ირანს გაბრუნდა და ლუარსაბი დიდი პატივით თან წაიყვანა. შაჰმა თან გაიყოლა გიორგი სააკაძეც. თეიმურაზ მეფე-კი იმერეთს დარჩა.

0x01 graphic

ანანური, არაგვის ერისთავთა
რეზიდენციის ციხე-სიმაგრე
და ეკლესია. XVII ს.

18.4 § 126. აჯანყება კახეთში. კახეთის აოხრება

▲back to top


კახეთში ყოფნისას შაჰმა უხვი წყალობა უყო თეიმურაზის მოღალატეებს, შეურაცხყო კახთა სალოცავები - გრემი და ალავერდი - და სასტიკად ააოხრა საგურამო და ერწო-თიანეთი მეფის ერთგულებისათვის. აქ ყიზილბაშებმა ხელთ იგდეს ოცდაათი ათასამდე ტყვე. კახეთის მმართველად შაჰმა თეიმურაზის ბიძაშვილი, გამაჰმადიანებული ისა-ხანი, დასვა და კახ თავადებს მისი მორჩილება უბრძანა. ისე როგორც ქართლიდან, შაჰმა კახეთიდანაც მრავლად წაიყვანა ხელმწიფის მოლაშქრედ თავდაწერილი მეომრები.

კახელებმა კარგად დაინახეს, თუ როგორი „მწყალობელი“ იყო ირანის შაჰი და აჯანყებაც სადღეისო საქმედ იქცა. ირან-ოსმალეთს შორის ომის განახლებამ ეს აჯანყება დააჩქარა. იმერეთს ლტოლვილი თვიმურაზი ოსმალეთს დაუკავშირდა. ისა-ხანი ამ დროს შაჰ-აბასთან იყო წასული. კახეთის საქმეები მას თავისი ორი უახლოესი კარისკაცის, ჯორჯაძისა და ჯანდიერისათვის ჩაებარებინა. აჯანყება 1615 წლის 15 სექტემბერს დაიწყო. ჯორჯაძე და ჯანდიერი აჯანყების მოთავენი აღმოჩნდნენ. აჯანყებულებმა თეიმურაზი იხმეს და მეფეც სწრაფად წამოვიდა კახეთში. ყიზილბაშთა რაზმები განადგურებულ იქნენ და თეიმურაზმა ქვეყანა დაიჭირა. ეხლა კახელების მაგალითს ქართლელებიც მრავლად აჰყვნენ, აჯანყდნენ და. თეიმურაზი ქართლის მეფედაც მოიწვიეს. სააკაძის მტრებმა დრო იშოვეს და მოურავის მომხრეებს დაერივნენ. თვითონ მოურავი, რომელიც ამ დროს ირანიდან თავის მამულში მოსულიყო, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ჩქარა თეიმურაზმა კახეთის მოსაზღვრე შაქში ილაშქრა, ქალაქი არეში აიღო და იქ შაჰის მეციხოვნეები გასწყვიტა. შაქი-შარვანელებიც შაჰის წინააღმდეგ აჯანყდნენ. ამავე დროს თეიმურაზის აგენტები დაღისტანს ავიდნენ და ლეკებს ირანის წინააღმდეგ გამოსასვლელად მოუწოდებდნენ.

შაჰ-აბასი შეშფოთდა. ამ აჯანყებებში მას ოსმალეთის ხელი ეჩვენებოდა. შაჰმა სასწრაფოდ გამოგზავნა სარდალი ალი-ყული-ხანი 15 ათასი მეომრით. ყიზილბაში სარდალი, რომელსაც თეიმურაზის შეპყრობა ჰქონდა დავალებული, თბილისს მოვიდა. მტრის ჯარმა კახეთიდან არაგვზე გადმოსასვლელი გზები შეჰკრა. თეიმურაზ მეფემ მორჩილების სიტყვებით ალი-ყული-ხანის სიფხიზლე შეანელა. ქართველმა მეგზურებმაც კახთა ლაშქრის მოძრაობის შესახებ სწორი ცნობები არ მიაწოდეს ყიზილბაშებს, ბაინდურ არაგვის ერისთვის შვილი კი თბილისიდან განუწყვეტლად ატ-ყობინებდა თეიმურაზს მტრის ჯარის მოძრაობას. ამის შედეგად თეიმურაზი 6000 კაცით მოულოდნელად თავს დაეცა ყიზილბაშებს და სასტიკად დაამარცხა ისინი. მტერი თავზარდაცემული გაიქცა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მტრის მთელი ბანაკი და მრავალი ტყვე.

შაჰ-აბასის მეორე ლაშქრობა საქართველოში. შაჰ-აბასი გაცოფდა. აჯანყება საშიშ ხასიათს იღებდა და დაყოვნება აღარ შეიძლებოდა.შაჰი საგანგებოდ მოემზადა და 1616 წლის გაზაფხულზე მთელი თავისი ძალით კახეთის მოსასპობად წამოვიდა. მტრის ასეთმა ენერგიულმა და სწრაფმა მოქმედებამ აჯანყებულთა სიმტკიცე შეარყია. ვერც ოსმალეთი მოეშველა მათ.

აჯანყებულებმა საერთო საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანება ვერ მოახერხეს. ქართლის ფეოდალები კახელებს ვერ მიეშველნენ, მოძმის აოხრებას უცქეროდნენ და თავის ჯერს უცდიდნენ.

ბრძოლის ველზე შაჰ-აბასის დიდი ჯარის გამკლავების ღონე თეიმურაზს არ შესწევდა. კარზე მომდგარი განსაცდელის თავიდან ასაცილებლად კახელებმა ნაცად ხერხს მიმართეს. თეიმურაზ მეფე და მისი ერთგულები ისევ დასავლეთ საქართველოში გაიქცნენ, მთელი კახეთი-კი დაიხიზნა, სიმაგრეებში ჩაიკეტა, თავდასაცავად მოემზადა და ამავე, დროს შაჰს მორჩილება გამოუცხადა და დანაშაულის შენდობა სთხოვა, შაჰ-აბასს კახეთის სრული მოსპობა ჰქონდა გადაწყვეტილი და ამიტომ მან კახელების თხოვნა არ შეიწყნარა.

რომ კახელებისათვის დახიზვნით გადარჩენის საშუალება მოესპო, შაჰმა კახეთს მისასვლელი გზები თავისი ჯარებით წინასწარ დაიჭირა. ამავე დროს ის შეუთანხმდა დაღისტნელ აბრაგებს, რათა მათ მთებში შეხიზნული კახელები ეჟლიტათ. ასეთი საგანგებო მომზადების შემდეგ მტერი შემოესია ქვეყანას.

ქართველი ხალხის ისტორიაში უმაგალითო შავიდღე დატრიალდა. საქართველოს ყოფნა-არყოფნის დღე იდგა, მაგრამ განაზრახის შესრულება მოძალადეს ძვირად დაუჯდა. ბრძოლამ ერთ წელიწადს გასტანა. ყოველი ციხე, ეკლესია-მონასტერი, სასახლე, ტყე, ხევი მტერს ომით უნდა აეღო. საკუთარი ბუდისა და თავისუფლების დამცველი ხალხი გმირი აღმოჩნდა, მაგრამ მტრის სიმრავლემ, ორგანიზაციამ და იარაღმა სძლია.

კახეთმა ამ შემოსევისას მთელი თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაჰკარგა. ასი ათასამდე კაცი მტერს შეაკვდა, ამდენივე ტყვედ წაიყვანეს ყიზილბაშებმა. დაღისტნელმა ყაჩაღებმაც დრო იხელთეს და ხელი მოითბეს, მტერმა დასწვა, დაანგრია და გაანადგურა, რასაც-კი მისწვდა. შაჰ-აბასის საგანგებო ბრძანებით არღვევდნენ სასახლეებს, ციხეებს, ეკლესია-მონასტრებს, სწვავდნენ სოფლებსა და ყოველგვარ სამეურნეო შენებულებას, კაფავდნენ ზვრებსა და ვენახებს, სპობდნენ თუთისა და კაკლის ხეებს, არსად სტოვებდნენ ოთხფეხ საქონელს.

ნანგრევებად იქცა ქალაქები, სასახლეები, ფერფლად იქცა სოფლები. მშვიდობიან ქვეყანაზე საშინელმა გრიგალმა გადაიარა. დაიცალა და დაყრუვდა აყვავებული მხარე, დიდი ხნით შეწყდა აქ სიცოცხლის მაჯისცემა, ტყე და ნადირი დაეუფლა ადამიანის ნასადგომევს.

კახელი ტყვეები ირანს გარეკეს. მათი ნაწილი შაჰ-აბასმა შიდა-ირანის სხვადასხვა პროვინციაში დაასახლა. უცხოეთში, თვისტომს მოწყვეტილნი, ისინი თანდათან გადაგვარდნენ. მხოლოდ მცირე ნაწილმა ფერეიდანში შეინარჩუნა დღემდე დედაენა. კიდევ უფრო უარესი იყო დანარჩენი ტყვეების ბედი, - ისინი ყიზილბაშმა მოლაშქრეებმა დაჰყიდეს. ქართველი მონა და მხევალი ყიზილბაში დიდკაცების ჩვეულებრივი სამკაული გახდა.

აოხრებული კახეთი შაჰ-აბასმა ორ ნაწილად გაჰყო: ივრის აღმოსავლეთი მხარე განჯის ხანს, ყიზილბაშ ფეიქარს ჩააბარა სამმართველოდ, დასავლეთი-კი ქართლის ხანს ბაგრატს მისცა. დაცარიელებულ ქვეყანაში შაჰმა ხანებს თურქმანების დასახლება უბრძანა.

კახეთის მოთხრით შაჰ-აბასი რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობდა. საქართველოს წინააღმდეგობა საბოლოოდ უნდა გატეხილიყო, კანეთში ჩამოსახლებული თურქმანები-კი შაჰის ერთგული დასაყრდენი უნდა გამხდარიყვნენ შორეულ კავკასიაში; ირანს გადასახლებული“ კახელები კულტურული სოფლის მეურნეები და შაჰის ხელის შემყურე ერთგული მეომრები იქნებოდნენ, - ასე ფიქრობდა შაჰი. მართლაც, ყულის ჯარში,1 რომელშიაც ამ დროიდან 12 ათასი მხედარი და10 ათასი ქვეითი ითვლებოდა, დიდი უმრავლესობა ქართველები იყვნენ.

როცა კახეთს მორჩა, შაჰი ქართლს ეწვია, მან აქ თეიმურაზის მომხრე თავადების მამულები დაარბია და ტყვეები მოაგროვა, ხოლო ქართლის თავად-აზნაურთა შვილების დიდი უმრავლესობა ყულის ჯარში გაიწვია. ქართლის ხანად შაჰ-აბასს ჯერ კიდევ 1615 წელს გამოეგზავნა გამაჰმადიანებულ-გასპარსებული ქართველი ბაგრატ დავითისძე.

ფეიქარ-ხანმა მრავლად ჩამოასახლა თურქმან-თათრები კახეთის ველებში. ლეკებიც ჩამოსხდნენ ნაოხარ კახურ სოფლებში. ქვეყნის უდიდესინაწილი მაინც ცარიელი რჩებოდა. ფეიქარ-ხანი იძულებული გახდა კახი ხიზნების დაბრუნებასაც ცდილიყო.

თეიმურაზი ოსალეთში. ირან-ოსმალეთის ომი გრძელდებოდა და თეიმურაზ მეფე იმედს არ ჰკარგავდა, რომ თავის ქვეყანას დაუბრუნდებოდა, ლტოლვილმა მეფემ ენერგიული პოლიტიკურ-დიპლომატიური მოქმედება გააჩაღა. ჯერ კიდევ 1615 წელს თეიმურაზის თაოსნობით საქართველოს ექვსივე მეფე-მთავარმა საერთო ელჩი გაგზავნეს მოსკოვს. ქართველები თავიანთი გაერთიანების შესახებ აუწყებდნენ რუსთა მეფეს და ერთმორწმუნე ხელმწიფეს საერთო მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მოუწოდებდნენ. ასეთივე მოწოდებით მიმართეს. ქართველებმა რუს-ხელმწიფეს 1618 წელს. მეორე მხრით, თეიმურაზის ელჩები პოლონეთს და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებსაც ეწვივნენ, თუმცა დახმარება შაჰ-აბასის წინააღმდეგ ვერსაიდან მიიღეს. ამავე ხანებში თეიმურაზი ოსმალეთის ხონთქარს ეახლა სტამბოლში და მას დახმარება სთხოვა. ოსმალეთს ამ დროს თვითონ უჭირდა: ყაზახ-რუსები სანაპიროებს ურბევდნენ, მცირე აზიაში აჯანყებები არ ნელდებოდა. ხონთქარმა თეიმურაზი მცირე იმედით გამოისტუმრა და მას საცხოვრებლად გონიის ციხე მიუჩინა (ჭოროხის შესართავთან). 1618 წელს თეიმურაზს თავისი საქმის წარმატების დიდი იმედი ჰქონდა. ოსმალთა დიდი ლაშქარი ირანში შეიჭრა და ქალაქ არდაველს მიუახლოვდა. თეიმურაზ მეფე თავისი კახელებით ოსმალთა ჯარის მეწინავეში იბრძოდა და თავ-ზარდაცემულ შაჰს მუქარას უთვლიდა, რომ მას კახეთის აოხრების სამაგიეროს ჩქარა მიუზღავდა. კახეთის მეფეს იმედი არ გაუმართლდა.ოსმალთა ლაშქრის უნიჭო სარდლობამ თავისი უპირატესობა ვერ გამოიყენა, ომი ვერ მოიგო და შაჰ-აბასი აშკარა საფრთხეს ამხელადაც გადაურჩა.

0x01 graphic

თეიმურაზ პირველი მეუღლით, უცხოეთში.
იმდროინდელი იტალიელი მხატვრის ნახატი

თეიმურაზის მოქმედება ირანის შაჰს მოსვენებას უკარგავდაე ბრაზით გაცოფებული მხეცი უდანაშაულო მძევლებს სწვდა. 1620 წელს შაჰ-აბასის ბრძანებით თეიმურაზის ორი ვაჟი საშინლად დაასახიჩრეს.

თეიმურაზმა თანდათან დაჰკარგა ოსმალთა დახმარებით წარმატების იმედი. 1623 წელს მან ერთხელ კიდევ გაგზავნა ელჩები მოსკოვს. მოსკოვის მეფემაც თეიმურაზს მეტად უიმედო პასუხი. შემოუთვალა, მაგრამ ამასობაში საქმე ისე წავიდა, რომ პასუხის მომტანს თეიმურაზი უკვე ქართლ-კახეთის მეფედ დახვდა.

18.5 § 127. ქართლ-კახეთი 1616-1622 წლებში

▲back to top


ლოართლში. ქართლის მმართველმა ბაგრატ-ხანმა საქმეს თავი ვერ გაართვა. მრავალი თავადი შაჰის ამ მაჰმადიან მოხელეს არ ემორჩილებოდა, ზოგი ლუარსაბს ელოდა, ზოგს კიდევ თეიმურაზთან ჰქონდა საიდუმლო კავშირი.

1619 წელს ბაგრატ-ხანი გარდაიცვალა და შაჰმა ქართლის მმართველად მისი შვილი სიმონი დანიშნა. მაჰმადიანობაში დაბადებულსა და ირანში გაზრდილს ახალგაზრდა სიმონ-ხანს კიდევ უფრო ნაკლებ შეეძლო ლუარსაბისა და თეიმურაზის მეტოქეობა. ქართლი ანარქიამ მოიცვა. უღონო სიმონი შაჰს ეახლა და ქართლის აშლა მოახსენა.

ლუარსა მეფე ტყვეობაში. ირანის შაჰის წინაშე ლუარსაბ მეფის საკითხი დაისვა. ქართლიდან წაყვანის შემდეგ შაჰ-აბასს ლუარსაბ მეფეკარგა ხანს ასტრაბადში ჰყავდა. შაჰის სამსახურში მყოფი ქართლის თავად-აზნაურობა ხშირად შუამდგომლობდა შაჰის წინაშე ტყვე მეფის პატიებას. მოსკოვის მეფეც, თავის მხრით, სთხოვდა ირანის შაჰს ქრისტიანი მეფის შეწყალებას. შაჰს ძლიერ არ მოსწონდა მოსკოვის ასეთი შუამდგომლობა.

შაჰ-აბასს შეუძლებლად მიაჩნდა ლუარსაბის შეწყალება მანამ, სანამ იგი ქრისტიანობას თავს არ დაანებებდა, გამაჰმადიანების სურვილს-კი ქართლის მეფე არ იჩენდა.

ჩქარა ლუარსაბი შუა-ირანს წაიყვანეს და შირაზის ციხეში გამოჰკეტეს.ქართლში თავადების აშლაც უბედურ ტყვეს დაბრალდა. ამავე დროს შაჰის წინააღმდეგ 'შეთქმულება გამომჟღავნდა, რომლის მონაწილე ქართველებიც აღმოჩნდნენ. და რომ ქართველები ირანში თუ ქართლში დაწყნარებულიყვნენ, შაჰ-აბასმა მათ იმედი გადაუწყვიტა: მისი ბრძანებით, ლუარსაბ მეფე შირაზის ციხეში მშვილდის საბლით მოახრჩვეს 1622 წელს.

ეთის მდგომარეოა. არც კახეთის საქმე მიდიოდა შაჰისათვის სასურველად. თეიმურაზ მეფის აჩრდილი მოსვენებას უკარგავდა ფეიქარ-ხანს. კახელები იმედით ცოცხლობდნენ: შაჰ-აბასი მოხუცებული იყო, საცა იყო გარდაიცვლებოდა და ირანში ტახტის მემკვიდრეებს შორის ჩვეულებრივი ომი გაჩაღდებოდა; თეიმურაზი-კი ჯერ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე იყო; ირან-ოსმალეთის ომიც გრძელდებოდა და შესაძლებელი იყო ირანი დამარცხებულიყო.

სააკაძისა და სიმოის გამოგვნა საართველოში. შაჰი გეგმა. ქართლისა და კახეთის საქმეების მოგვარება შაჰ-აბასმა გიორგი სააკაძეს უბრძანა. ამ დროისათვის მოურავი კიდევ უფრო სახელგანთქმული კაცი იყო, დიდი ჭკუის პატრონად და საქართველოს საქმეების საუკეთესო მცოდნედ მიჩნეული. დიდმა გონიერებამ, ბრწყინვალე სამხედრო ნიჭმა და არაჩვეულებრივმა ღონემ გიორგი სააკაძეს მქუხარე სახელი გაუთქვეს არა მარტო ირანში, არამედ აგრეთვე ოსმალეთსა, სხვა აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ევროპაშიაც.

ახალგაზრდა სიმონ-ხანს სააკაძე მრჩევლად მიუჩინეს. ამასთან ერთად შაჰ-აბასმა საქართველოში ყიზილბაშთა დიდი ლაშქარი გამოისტუმრა ყარჩიხა-ხანის სარდლობით. სარდლის უახლოესი მრჩეველიც გიორგი სააკაძე იყო.

სააკაძის შუამდგომლობით შაჰ-აბასმა შეიწყალა და საქართველოში გამოისტუმრა მოურავის ცოლისძმა და მისივე გაზრდილი ზურაბი, ნუგზარ ერისთვის შვილი.

1620 წელს სიმონ-ხანი, გიორგი სააკაძე, ზურაბ ერისთავი და ყიზილბაშთა ჯარი ქართლს მოვიდნენ. ჩქარა ახალგაზრდა სიმონ-ხანი სავსებით სააკაძის გავლენის ქვეშ მოექცა.

ქართლ-კახეთის საქმეების მოგვარება შაჰ-აბასს. ეხლა ასე ჰქონდა განზრახული: კახელები, როგორც თეიმურაზ მეფის თავგადადებული მომხრეები, უნდა საბოლოოდ ამოეწყვიტათ, კახეთი სულ ყიზილბაშებითა და სხვა თურქმან-თათრებით დაესახლებინათ, ლუარსაბისა და თეიმურაზის მომხრე ქართლის თავადები ირანს ჩაერეკათ.

ართველეის გაწყოილეა და გიორგი საააძე. შაჰი შეცდა როცა სააკაძე საქართველოს თავისუფლების ჯალათად დაიგულა. შაჰ-აბასს ქართველებს შორის სახელი კარგა ხანია გატეხილი ჰქონდა. შაჰის კარზე ჩაყვანილი ქართველები, შაჰის მეგობარ-მოლაშქრეებად თავდაწერილი მეომრები ვერ ეღირსნენ დაპირებულ წყალობას. თვალუწვდენი ირანის კიდით კიდემდე განუწყვეტელი ლაშქრობა ათასობით იწირავდა შაჰისაგან გაკეთების მოიმედეებს. ამავე დროს შაჰის ეს „მეგობრებიც“ (სპარსულად - „შაჰისევანები“) თანდათან რწმუნდებოდნენ, რომ „მწყალობელი“ ხელმწიფე მათ სამშობლო ქვეყანას მეტს აღარ ახილვებდა. უარესი ის იყო, რომ ცბიერმა მტერმა ირანს ჩატყუებულ ქართველებს წყალობის პირობად გათათრება დაუდო. ასე რომ სამართლიანობის, წყალობისა და გაკეთების ნაცვლად „შაჰის მეგობრებმა“ თავისუფლების დაკარგვა, სამშობლოდან გადასახლება და გადაგვარება მიიღეს.

გიორგი სააკაძე კარგად მიუხვდა მტერს მის ვერაგულ გეგმებს და დაინახა, რომ შეცდა. ირანის შაჰის ინტერესები საქართველოში ყველაზე ნაკლებ სწორედ სააკაძის მიზნებს ეთანხებოდა. ძლიერი, მთლიანი საქართველო შაჰისათვის უფრო მიუღებელი იყო, ვიდრე საქართველო სუსტი, დაშლილი, თავადური. სააკაძე საქართველოს გაძლიერებისათვის, მისი თავისუფლებისათვის იბრძოდა, შაჰი-კი ჩვენი ქვეყნის დამონება-გადაგვარებას ცდილობდა და ამ საქმეში სააკაძის გამოყენებას ლამობდა. დიდი პატივითა და უხვი წყალობით მტერი სააკაძეს სამშობლოს მესაფლავედ გადაქცევას უპირებდა.

როცა სააკაძე ქართლს მოვიდა და საქმის ვითარებას ჩაუკვირდა, მან ადვილად შეამჩნია, რომ ეხლა ქართლშიაც მდგომარეობა სულ სხვა იყო, ვიდრე 1616 წლამდე. კახეთის განადგურებით შაჰმა საქართველოსადმი თავისი მგლური დამოკიდებულება გამოამჟღავნა. ქართლის მაჰმადიანურ სახანოდ გადაქცევა, ქვეყნის დახარკვა, თავადების მრავლად დარბევადა დასჯა-გადასახლება, ქართლის აზნაურ-მოლაშქრეთა ყულის ჯარში გაწვევა, ქრისტიანობის შეურაცხყოფა და მაჰმადიანობის გავრცელების ცდა, - ყველაფერი ეს შაჰ-აბასის წინააღმდეგ აკავშირებდა ქართლის მოსახლეობის სხვადასხვა ფენების დიდ უმრავლესობას. სააკაძემ დაინახა, რომ ქართლში ირანის წინააღმდეგ საყოველთაო აჯანყება მომწიფებულა და თვითონაც საჭირო სამზადისს შეუდგა. შურისძიების ნაცვლად სააკაძე შეურიგდა თავის ძველ მოქიშპეებს, მან დაიმოყვრა გავლენიანი თავადებიდა ხელი შეუწყო თავის ცოლისძმის ზურაბ ერისთვის გაძლიერებას. ამავე დროს მოურავმა საიდუმლო მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან.

_________________

1. ყულის ჯარი ეწოდებოდა ირანის შაჰის მცველ ჯარს.

18.6 § 128. გიორგი სააკაძის აჯანყება

▲back to top


კაელეის გაწყვეტა მუხრანს. 1623 წელს, თითქოს იმერეთს სალაშქროდ, ყარჩიხა-ხანმა კახი თავად-აზნაურობა და მოლაშქრენი მუხრანს მოიწვია. აქ აღაიანის მინდორზე მათი ერთიანად გაწყვეტა იყო განზრახული. ყიზილბაშებმა განაზრახი ვერ შეასრულეს. მართალია, მრავალი კახი დაიღუპა, მაგრამ ლაშქრის დიდმა უმრავლესობამ ხმლით გზა გაიკაფა და კახეთს გაიქცა. ასე რომ ყიზილბაშებს ვერაგული გეგმა გაუმჟღავნდათ, ხოლო კახეთი ისევ აჯანყებამ მოიცვა. შაჰ-აბასის მუხანათობამ ქართლიც შეაშფოთა, ეს მარცხი ყარჩიხა-ხანმა და სხვა ყიზილბაშებმა სააკაძეს გადააბრალეს.

სააკაძე შაჰ-აბასს კარგად იცნობდა, თავი ფრთხილად ეჭირა და ამავედროს არაფერს-კი არ იმჩნევდა, კვლავ ყარჩიხა-ხანის ბანაკში იდგა.

ქართლის აჯაყეიორი საააძის მეთაუროით. შაჰ-აბასმა საიდუმლო ბრძანება გამოუგზავნა ყარჩიხა-ხანს: შაჰი კახთა გაწყვეტასა და ქართლის აყრას განმეორებით უბრძანებდა სარდალს და სააკაძის მოჭრილ თავსაც ითხოვდა. მაგრამ არც მოურავს ეძინა. შაჰის ბრძანება ყარჩიხა-ხანის ნაცვლად სააკაძეს ჩაუვარდა ხელში.

გადამწყვეტი მომენტი დადგა. დრო აღარ ითმენდა. აჯანყების წარმატებისათვის საჭირო იყო, რომ ის მანამ დაწყებულიყო, სანამ ყიზილბაშთა სარდალი ჯერ კიდევ არ იყო გაფრთხილებული.

სააკაძემ მისთვის ჩვეული ენერგიით, სიფრთხილითა და მოფიქრებით აჯანყების გეგმა დააწყო. შაჰ-აბასის საიდუმლო ბრძანებამ სააკაძეს. დიდი სამსახური გაუწია აჯანყების წარმატებით მოწყობაში. ქართლის თავადებმა თვით შაჰის ბრძანებაში ამოიკითხეს თავის შესახებ ულმობელი განაჩენი. აჯანყების გეგმა ბრწყინვალედ იყო შედგენილი. ყარჩიხა-ხანთან შეთანხმებით სააკაძემ ქართლის თავადები იხმო, თითქოს მათთვის შაჰის სურვილი უნდა ეუწყებინა. მოურავმა აქ თავადებს შაჰის საიდუმლო ზრახვები გააცნო და მათ აჯანყებისაკენ მოუწოდა. ქართლის თავადებმა აჯანყების გეგმა მიიღეს.

ყიზილაშეის გაწყვეტა მარტყოს. ყარჩიხა-ხანი თავისი ჯარით მარტყოფის მიდამოებში იყო, როცა ქართლის აჯანყებულთა ზვავი მის წასალეკად დაიძრა.

პაემანზე, როდესაც ქართლის ჯარი მარტყოფის ვიწროებში მტერს თავზე წამოადგა, გიორგი სააკაძემ ყიზილბაშთა სიმტკიცე გაბედული დაკვრით ხერხემალში გადასტეხა. მოურავი აქამდე მტრის ბანაკში იყო და მოსაჩვენებლად შაჰის სამსახურზე ვითომც თავს არ ზოგავდა. ქართველ აჯანყებულთა ხმაურობაზე ის, ამხედრებული და იარაღასხმული, ყარჩიხა-ხანის კარავში გამოცხადდა. მოურავის რჩევით სარდალმაც სასწრაფოდ იარაღი აისხა და ცხენზე შეჯდომა დააპირა. მაგრამ როცა ყარჩიხა-ხანმა უზანგში ფეხი შესდო და აღსაჯდომად წამოიწია, სააკაძემ მას ისე მძლავრად ატაკა შუბი, რომ ერთი გვერდიდან მეორეში გაუყარა. ყიზილბაშები ჯერ გონს ვერ მოსულიყვნენ, რომ სააკაძე შარვანის ხანის კარავს მიეჭრა და ელვის სისწრაფით ეს ხანიც ყარჩიხა-ხანის გზას გაუყენა. ამ დროს სააკაძის შვილმა ავთანდილმა ყარჩიხა-ხანის ვაჟი გაათავა. სააკაძის მხლებელ ვაჟკაცთა მცირე გუნდი დაბნეულ ყიზილბაშებს თავგამეტებით ეცა. ბანაკი საშინლად აირია. უსარდლოდ დარჩენილ მტერს გარს შემომდგარმა ქართველებმა გულსრულად შეუტიეს. ყიზილბაშები სასტიკად დამარცხდნენ; ვეება ჯარის მხოლოდ მეათედმა უშველა თავს გაქცევით. სიმონ-ხანი აღჯაყალას გადაიხვეწა. ეს მოხდა იმავე 1623 წელს.

საქართველოს გაწმენდა მტრისაგან. თეიმურაზი - ქართლ-კახეთის მეფე. სააკაძემ მტერს მოფიქრების საშუალება არ მისცა, თბილისს თავს დაეცა, ქალაქი აიღო და ციხეში გამაგრებულ ყიზილბაშთა გარნიზონს ალყა შემოარტყა.

იმავე დღეს მოურავმა კახეთს გაილაშქრა, იქ შემოსახლებული თურქმანების გასაჟლეტად. მტკვარზე გადასავალს სააკაძე და ზურაბ ერისთავი მიეწივნენ გაქცეულ თურქმანთა ურდოებს. კახეთის მმართველმა ფეიქარ-ხანმა ძლივს გაასწრო, თურქმანების დიდი ნაწილი-კი ქართველებს ტყვედ ჩაუვარდათ ხელში. მოურავი გამობრუნდა, სწრაფად. შეემზადა და განჯა-ყარაბაღის ქვეყნებზე გაილაშქრა. ამ ლაშქრობაში მან დიდძალი ტყვე ხელთ. იგდო, შემდეგ დაარბია მდიდარი ყარაბაღი და ლტოლვილ ყიზილბაშებს ხუდაფირინის ხიდამდე (მდ. არაქსზე) სდია.

აქედან დაუღალავი სარდალი კვლავ სწრაფად თბილისს დაბრუნდა. ციხის აღება მაინც ვერ მოხერნდა, სპარსელთა შეიარაღება ცხადად სჯობდა ქართველებისას. თბილისის ზოგიერთი მოქალაქის ღალატმაც საქმე გააძნელა. ამავე დროს სააკაძემ ლაშქარი გაგზავნა სამცხეს და ახალციხე ხელიდან გამოჰგლიჯა ყიზილბაშებს.

ოსმალთა ჯარის სარდალს, რომელიც ამ დროს დიარბექირს იყო და ბაღდადისკენ სალაშქროდ ემზადებოდა, სააკაძე დახოცილ ყიზილბაშთა დაჭრილი თავებით აუწყა მტერზე გამარჯვება. მოურავი ოსმალებს ამიერ-კავკასიაში სალაშქროდ ეპატიჟებოდა. მაგრამ ოსმალთა უნიჭო სარდლობამ უეჭველი წარმატება ხელიდან გაუშვა, მოურავის წინადადებაარ მიიღო და ამით შაჰ-აბასი უდიდეს ხიფათს გადაარჩინა.

მარტყოფის ომის უმალ აჯანყებულებმა თეიმურაზი მოიწვიეს და ქართლ-კახეთის მეფედ აღიარეს.

მარადის მი. შაჰ-აბასმა კარგად შეაფასა მდგომარეობის სერიოზულობა და შესაფერი ღონისძიებაც სწრაფად მიიღო. საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ჯარის უფროსად მან ისა-ხან ყორჩიბაში დანიშნა. შარვანის ხანსა და აგრეთვე ერევნისა და ადარბადაგანის ბეგლარ-ბეგებს ებრძანათ, რათა თავისი ჯარებით ყორჩიბაშს ხლებოდნენ.

ქართველებმა მტერს თავისი ძალების სრული მობილიზაციით უპასუხეს. მათთანვე მოვიდა ოსმალთაგან გამოძევებული მანუჩარ ათაბაგი მცირე რაზმით. ამ ომში მას უკანასკნელად მოუხდა ხმლის მოქნევა ქართველობის დასაცავად. ქართველთა ჯარი ოცი ათასამდე მეომრისაგან შესდგებოდა. ყიზილბაშები მათ რიცხვით დიდად სჭარბობდნენ.

ქართველები კოჯორ-ტაბახმელას იდგნენ, როცა მტერი ალგეთზე მოვიდა და მარაბდის მიდამოებში გაიშალა.

ქართველთა ბანაკში თათბირი გაიმართა. ბჭობდნენ, თუ სად და როდის შებმოდნენ მტერს. სხვადასხვა აზრი გამოითქვა, მაგრამ ომის დაწყების ბედი ფეოდალური ლაშქრის ორგანიზაციამ გადასწყვიტა. საბარათიანოს ლაშქარი ხვალისად შებმას მოითხოვდა, თუ არა და, ბრძოლის ველს მივატოვებთო, იმუქრებოდნენ. საბარათიანოს ფეოდალების საამისო საბუთი ის იყო, რომ მტერი მათ „მამულში“ იდგა და მას აოხრებდა.

ასეთი ვიწრო იყო იმ დროს ქართველი თავადის თვალსაწიერი.

იმავ ღამით ქართველები მარაბდის ველისაკენ დაეშვნენ. რიჟრაჟზე ომი დაიწყო. მტერმა თოფ-ზარბაზნით შემოუტია, მაგრამ ქართველი მხედრები მხნედ მიეჭრნენ მტრის მეწინავე რაზმს და გადაქელეს იგი. მხნედ იყვნენ ყიზილბაშებიც, თუმცა ბრძოლა მაინც ქართველთა გამარჯვებით მიდიოდა. ქართველებმა გააპეს მტრის ჯარი და მათი ბანაკი ხელთ იგდეს. ყიზილბაშები თავზარდაცემული გარბოდნენ. ივლისის პაპანაქება შუადღე იყო. ქართველები ომს მოგებულად სთვლიდნენ, მაგრამ ყიზილბაშთა მთავარსარდალი ისა-ხან ყორჩიბაში ბრძოლის ველს ჯერ კიდევ არ სთმობდა გადარჩენილი რაზმებით საქმის გამოსწორებას ცდილობდა. ქართველთა სარდლობა-კი მტრის ერთიანად გაწყვეტის გეგმას აწყობდა.

ამ დროს მოუსწრო თავრიზის ბეგლარ-ბეგმა ადარბადაგანის ჯარით. დამხმარე ლაშქრის მოსვლით გამხნევებულმა მტერმა ქართველებს ძლიერად შემოუტია. ამავე დროს მოღალატეებმა ხმა გაავრცელეს: თვით შაჰი მოვიდაო. მეორე მხრით-კი შექნეს თავში ცემა: თეიმურაზ მეფე მოჰკლესო. მოქანცულს ქართველთა ჯარს გული გაუტყდა და პირი იბრუნა. სარდლებმა ჯარი ვერ შეიკავეს. ყიზილბაშები აედევნენ და უწყალოდ ხოცდნენ უკანდახეულთ. განსაკუთრებით მრავლად დაიღუპა გლეხობა - ომში ის ქვეითად იყო და ბრძოლის ველიდან სწრაფად გაცლის ღონე მას არ ჰქონდა. ცხენოსნების მიერ მიტოვებული გლეხები ჯგუფ-ჯგუფად შეგროვდნენ და თავგანწირვით იბრძოდნენ, სანამ უკანასკნელ კაცამდე არ შეაწყდნენ ყიზილბაშ მეთოფეებს. გაქცეულ მხედრებს-კი ყიზილბაშებმა კოჯრის ძირამდე სდიეს. მოწინააღმდეგენი საღამოს ბინდმა გაყარა. ეს იყო 1624 წელს.

მარაბდის ომში ცხრა ათასი ქართველი და თოთხმეტი ათასი ყიზილბაში გაწყდა.

თავადთა პოლიტიკური სიბეცე-შეზღუდულობა, ფეოდალური ლაშქრის უდისციპლინობა და შეიარაღებაში ჩამორჩენილობა იყო მარაბდას ქართველთა დამარცხების უმთავრესი მიზეზები.

მეორე დღეს ომი კოჯრის მიდამოებში გაგრძელდა. ქართველების მიზანი მტრის შეჩერება იყო, რომ მოსახლეობას დახიზვნის საშუალება ჰქონოდა.

მეფე თეიმურაზ და გიორგი სააკაძე შიდა-ქართლში მოვიდნენ.

18.7 § 129. მარაბდის ომის შემდეგ. სააკაძის დამარცხება

▲back to top


ართველეის პარტიზაული ომი. მართალია, მარაბდის ომში ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ მტერიც ისე ძლიერ დაზარალდა, რომ შაჰის დავალებათა შესრულების ღონე მას აღარ შესწევდა.

ქართველები საქმეს საბოლოოდ წაგებულად არ სთვლიდნენ და შეუპოვარ ბრძოლას განაგრძობდნენ. ეხლა ქართველებმა ბრძოლის ტაქტიკა შესცვალეს და პარტიზანულ ომს მიმართეს. ასეთი ბრძოლის მთავარი ორგანიზატორი მოურავი სააკაძე იყო.

დიდი თავგამეტებით იბრძოდნენ ქართველთა მცირე რაზმები. უკანასკნელ შესაძლებლობამდე იცავდნენ ისინი გზის ვიწროებს, ზეკარებს, ფონებს თუ ხიდებს, რომ მტერი ქვეყნის შიგნით სწრაფად არ შემოჭრილიყო და სახიზარს მიმავალ მშვიდობიან მოსახლეობას არ დარეოდა. გმირებმა ათი დღე შეიკავეს მოზღვავებული მტერი. ყიზილბაშებმა დიდი გაჭირვებით და ზარალით შესძლეს ბოლოს შიდა-ქართლში შემოჭრა, მაგრამ ქვეყანა უკვე დახიზნული იყო და მტერმა ტყვე შედარებით მცრე იშოვა.

მეფე თეიმურაზ იმერეთს გადავიდა, გიორგი სააკაძე-კი სამცხეს“ მივიდა და ოსმალეთის სულტანს ელჩი გაუგზავნა (1624 წელს).

სპარსელთა ღოისძიებაი. ისა-ხან ყორჩიბაში დარწმუნდა, რომ. თეიმურაზისა და მოურავის ხელში ჩაგდება მას არ შეეძლო. შაჰის მოხელე იმისიც მოხარული იყო, რომ ირანის ეს მოსისხარი მტრები ქართლ-კახეთს გაეცალნენ, თუნდაც დროებით. ისა-ხანი ქვეყნის შემომტკიცებას შეუდგა. ირანის აგენტები გამრავლდნენ, ძველ მოღალატე თავადებს დამარცხების შემდეგ სულმოკლენიც შეემატნენ. მტერმა ყველა ამათ წყალობა უყო და ზურგად და იმედად ყიზილბაში მეციხოვნეები უჩინა. შაჰის ბრძანებით ქართლის მმართველად ისევ სიმონ-ხანი დასვეს, რომლის დახმარებაც, ყიზილბაშთა ჯარის გარდა, განჯის ხანს დაავალეს.

რაკი შაჰ-აბასი გულის წადილს ვერც ეხლა ეწია - თეიმურაზი და სააკაძე ხელთ ვერ იგდო, - გაბოროტებულმა მოხუცმა შურისძიების წყურვილი ერთხელ კიდევ მოიკლა უდანაშაულო მძევლების სისხლით: საშინელი ტანჯვით აწამეს თეიმურაზ მეფის დედა ქეთევანი (1624 წ.), თავი მოსჭრეს აგრეთვე გიორგი სააკაძის ვაჟს პაატას.

სააის სამიაართლში. 1625 წლის გაზაფხულზე თეიმურაზ მეფე და გიორგი სააკაძე ისევ დაბრუნდნენ და ქედდაუდრეკელ მებრძოლ ქვიყანას სათავეში ჩაუდგნენ. მოურავი მხნედ შეუდგა სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას. მან დიდმნიშვნელოვანი ღონისძიებები დასახა ქვეყნის სამხედრო და ადმინისტრაციული წესწყობილების გაუმჯობესების მიზნით. ამავე დროს მოურავი თავგამეტებით იბრძოდა ქართლის ციხე-სიმაგრეებში შეყენებული ყიზილბაშებისა და მტრის მხარეზე გადასული მოღალატე თავადების წინააღმდეგ.

სამეფოს შევიწროებით ესარგებლა და აჯანყებულიყო დვალეთი. სააკაძემ ხმლით გასტეხა აჯანყებულნი და დვალეთი ისევ სამეფოს დაუმორჩილა. შაჰის ძველი აგენტი და ქვეყნის მოღალატე ლორის მელიქი ეხლაც თავადებს გიორგის წინააღმდეგ მოუწოდებდა. სააკაძე მიუხტა ლორეს. მელიქი გადაიხვეწა. ბირთვისის ციხის პატრონი ქაიხოსრო ბარათაშვილი მტერს მიმხრობოდა. ბირთვისის ციხეში მას ხუთასი ყიზილბაში მეთოფე ჩაეყენებინა და თავს არხეინად გრძნობდა. სააკაძე მოულოდნელად თავს დაეცა ტბისში ქაიხოსროს სასახლეს, ხელთ იგდო მოღალატე თავადი და აიძულა ის ციხიდან ყიზილბაშები გამოეტყუებინა. სააკაძემ ყველა მათ თავები დააყრევინა, ხოლო ციხეში თავისი ხალხი შეაყენა.

ყიზილბაშები შეხუთულები ისხდნენ ციხე-სიმაგრეებში. სიმონ-ხანი თბილისიდან ვეღარ გამოდიოდა. არც მის დამხმარე განჯის ხანს ადგა მოურავისაგან კარგი დღე. 1626 წელს სააკაძემ გაილაშქრა განჯას, აიღო და დაარბია იგი. შაჰ-აბასს, უეჭველია, კვლავ განსაკუთრებული ღონისძიებები დასჭირდებოდა, რომ ქართველი ფეოდალების შინაურ შუღლს ის ამ გასაჭირისაგან არ ეხსნა.

გიორგი სააკაძე ამ დროს ქართლის ფაქტიური მმართველი გახდა. ოსმალეთთან თუ სხვა მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებას მოურავი თეიმურაზისაგან დამოუკიდებლად აწარმოებდა. საქართველოში სააკაძეს უკვე ქართლის მოურავს ეძახდნენ, ხოლო ოსმალეთის ხონთქარი მას „ქართლის მპყრობელ მოურავ-ხანს“ უწოდებდა და „თეიმურაზ-ხანის“ სწორად უყურებდა. თეიმურაზი ხონთქარს მხოლოდ კახეთის მმართველად მიაჩნდა. თეიმურაზ მეფე მოურავის ასეთ განდიდებას ვერ ითმენდა და მას ორგულობას სწამებდა. ამავე დროს შაჰ-აბასი თეიმურაზის შემორიგაბას მოხერხებულად ცდილობდა. 1614-1616 წლებში ტყვედ წაყვანილი ხალხის დაბრუნებას და აოხრებული კახეთის აშენებას პირდებოდა მას იმ პირობით, რომ მეფე ოსმალეთთან་ კავშირს შესწყვეტდა. ასეთ ვითარებაში სააკაძის მოქიშპეებმა მეფე და ქართლის მოურავი ერთი მეორეს ადვილად გადაამტერეს.

იმისთვის რათა თეიმურაზს ქართლზე ხელი აეღო, სააკაძემ წინ წამოსწია ქართლის ტახტის კანონიერი მემკვიდრე ქაიხოსრო მუხრან-ბატონი. ეს ტახტის მემკვიდრე ქართლის მოურავის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

ჩქარა ქართლის თავადები ორ ჯგუფად გაიყვნენ: მუხრან-ბატონი და ქსნის ერისთავი სააკაძეს შერჩნენ, ამილახორი და ზურაბ ერისთავი თეიმურაზს მიემხრნენ. თეიმურაზმა ქართლი დასტოვა და კახეთს გადავიდა. გაერთებული ქართლ-კახეთის სამეფო ისევ დაიშალა.

თეიმურაზსა და სააკაძეს შორის ომი აუცილებელი შეიქნა.

ალეთის ოი. სააკაძემ დახმარებისათვის იმერეთის მეფეს, გიორგის, და ახალციხის ფაშას საფარს მიმართა. საფარ-ფაშაც ოსმალთა ხონთქრის ნებართვით სააკაძეს მოეშველა. ოსმალეთის სახელმწიფო კარი სააკაძეს, როგორც შაჰ-აბასის შეურიგებელ მოწინააღმდეგეს, დიდად აფასებდა და თეიმურაზ-სააკაძის ომში სააკაძის გამარჯვებას ირჩევდა.

საფარ-ფაშისა და იმერეთის მეფის ჯარები სააკაძეს მოუვიდნენ. 1626 წელს გვიან შემოდგომაზე, ბაზალეთის ტბასთან (დუშეთის მახლობლად), ომი მოხდა მოურავსა და თეიმურაზ მეფეს შორის. სასტიკი ბრძოლა სააკაძის დამარცხებით დამთავრდა.

ჩაიშალა ის დიდი საქმე, რომელსაც სააკაძემ თავისი უზარმაზარი ენერგია შეალია და ურომლისოდაც საქართველოს განთავისუფლება-გაძლიერება შეუძლებელი იყო. მოურავი, ქაიხოსრო მუხრან-ბატონი და სხვები ოსმალეთს გაიქცნენ, სტამბოლს მივიდნენ და ხონთქრისაგან დახმარებას ითხოვდნენ, მაგრამ დახმარება ვერ მიიღეს. 1627 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო და აღმოსავლეთი საქართველო ისევ ირანის სამფლობელოდ იქნა ცნობილი.

ართლ-კაეთი აზალეთის ომის შემდეგ. საააძის დაუპვა. მომავლის მოლოდინში ემიგრანტები ოსმალეთში დარჩნენ. კარგა ხანს მოურავი ოსმალეთში დიდ პატივში იყო: მას ფაშობა უწყალობეს და სამმართველოდ დიდი ქვეყანა ჩააბარეს. 1629 წელს მოურავსა და, მის ორმოც მხლებელს დიდი ვეზირის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. თვით ოსმალეთში ამ ბოროტმოქმედების მიზეზად დიდი ვეზირის შურსა და მტრობას სთვლიდნენ სააკაძის მიმართ. ასე დაიღუპა ეს დიდი პიროვნება, თავისი დროის უკუღმართობის მსხვერპლი.

ბაზალეთის ომის შემდეგ კახეთი და შიდა-ქართლი ისევ თეიმურაზს ეჭირა. თბილისში შაჰის მოხელე სიმონ-ხანი იჯდა, რომელსაც მხოლოდ სომხით-საბარათიანო ემორჩილებოდა.

1629 წლის დასაწყისს შაჰ-აბასი გარდაიცვალა და ირან-ოსმალეთის ომიც განახლდა. თეიმურაზ მეფემ ზურაბ ერისთვის დახმარებით სიმონ-ხანი დაღუპა და ქართლი მთლიანად დაიპყრო. ჩქარა თეიმურაზმა ზურაბ ერისთავიც მოაკვლევინა. განდიდებულს არაგვის ერისთავს ზურაბს თეიმურაზის ყმობა ემძიმებოდა და თვითონ აპირებდა ხელმწიფობას. ხევი და მთიულეთი ხომ ქართლის მეფეს მისტაცა, ეხლა იგი თიანეთს და მუხრანს ეჭიდებოდა და თავისუფალი ფშავ-ხევსურეთის დამონებასაც ცდილობდა.

1631 წელს თეიმურაზი ირანის მიმართ შეტევაზე გადავიდა ოსმალეთის დახმარების იმედით. მან იმერთა მეფისაგან დამხმარე ჯარი იშოვნა და შეერთებული ლაშქრით განჯა-ყარაბაღის ქვეყნები დაარბია.

მეორე მხრით, თეიმურაზმა რუსეთთან ურთიერთობა კვლავ გააბა და მოსკოვის მეფეს მტრის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. ამის საპასუხოდ ირანის შაჰმა ქართლი სიმონ-ხანის ბიძას, როსტომს, უწყალობა, კახეთის ხანად-კი ყიზილბაში სალიმი დანიშნა. როსტომი დიდი ჯარით გამოისტუმრეს. ქართლის ფეოდალების ერთი ნაწილი როსტომს მიუვიდა, სხვებმა კიდევ თეიმურაზს ყიზილბაშებთან ომი არ ურჩიეს. უჯაროდ დარჩენილი თეიმურაზი მცირე ამალით იმერეთს გადავიდა, ქართლი-კი როსტომმა დაიჭირა (1632 წ.).

19 თავი XVII - ირანისა და ოსმალეთის ბატონობა საქართველოში და ბრძოლა მის წინააღმდეგ

▲back to top


19.1 § 130. როსტომის მეფობა

▲back to top


როსომის დანიშვნა ართლის „ვალი-დ. 1632 წლიდან ირანისა და ქართლის ურთიერთობაში ახალი ხანა იწყება. ამიერიდან ვიდრე 1744 წლამდე ქართლს მაჰმადიანი მეფეები განაგებდნენ, რომელთაც ქართლის „ვალი“, ესე იგი, შაჰის „მოადგილე“ ეწოდებოდათ. თანაც ქართლიდან შაჰის ხაზინაში ყოველწლიური ხარკი მიჰქონდათ, ხოლო პირადად ყაენისათვის სხვადასხვა მისართმეველი და ქალ-ვაჟები იგზავნებოდა.

0x01 graphic

როსტომი პირველი მაჰმადიანი მეფე იყო, რომელმაც ქართლში მტკიცედ ფეხის მოკიდება შესძლო. ასეთი მდგომარეობის მისაღწევად როსტომმა ხანგრძლივი ბრძოლა გადაიტანა.

როსტომი სიმონ მეფის ძმის, დავითის, „უკანონო“ შვილი იყო, შინდისელი გლეხის ქალისაგან. როსტომი ირანში დაიბადა, იქვე აღიზარდა, მაჰმადიანი იყო. და გასპარსელებული.

თეიმურაზის დაბრუნეა კახეთს. იმერეთს გახიზნული თეიმურაზი 1634 წელს ისევ დაბრუნდა, კახეთს დაეუფლა და 14 წლის განმავლობაში როსტომის წინააღმდეგ დაუცხრომლად იბრძოდა, - მას ქართლის დაჭერა ჰსურდა. მაჰმადიანი როსტომის წინააღმდეგ არა ერთი ქართლის თავადი უჭერდა მხარს ქრისტიან თეიმურაზს. ირან-ოსმალეთის ომი გრძელდებოდა და თეიმურაზს იმედი ჰქონდა, რომ ირანის ამ მოხელის წინააღმდეგ დახმარებას ოსმალეთიდან მიიღებდა. მეორე მხრით, კახეთის მეფე დახმარებას რუსეთშიაც ეძებდა, თეიმურაზი ენერგიულად ცდილობდა, რომ საქართველოს ყველა სამეფო-სამთავრო მოსკოვის მეფის მფარველობის ქვეშ შეეყვანა. ამით კახეთის მეფე საქართველოს სამეფო სამთავროების შეკავშირებისათვის იბრძოდა.

მაგრამ თეიმურაზის საქმე მარცხით დასრულდა: 1642 წელს ირან-ოსმალეთს შორის ზავი დაიდო და არც მოსკოვის მეფეს აღმოაჩნდა ქართველ მეფე-მთავართა მფარველობის უნარი. შეთხელდა თეიმურაზის მომხრე ქართლის თავადთა დასიც, რომელთაც არა ერთი შეთქმულება ჩაეშალათ, არა ერთი აჯანყება წააგეს როსტომის წინააღმდეგ.

როსტომის ელისუფლეის განმტიცეა. 1648 შაჰის ბრძანების თანახმად როსტომმა ყიზილბაშები დაიხმარა და კახეთს გაილაშქრა. თეიმურაზმა ომი წააგო და კახეთს გაეცალა. შაჰმა კახეთი როსტომს მისცა სამმართველოდ.

როსტომმა სწორედ იმით გაიმარჯვა, რომ ქართველობას შეურიგებელი ბრძოლა არ გამოუცხადა. როსტომის ღონისძიებები ქართულ საზოგადოებრივსა და სამეურნეო წყობას არ შეხებია. აქ ყველაფერი უცვლელად დარჩა. არც ქრისტიანობა განიცდიდა მის დროს ქართლში აშკარა დევნას, გამაჰმადიანება უმთავრესად ფეოდალ. მოხელეთა უმაღლეს წრეებს ეხებოდა. სამაგიეროდ ქვეყანა დიდი ხნის ნანატრ მშვიდობიანობას ეღირსა. შეწყდა ყიზილბაშთა თარეში. თავადების ურთიერთ მიხტომ-მოხტომაც თანდათან შენელდა. თავის სამფლობელოში როსტომმა წესიერება დაამყარა. გახიზნული ხალხი უკან დაბრუნდა და სოფლებმა მოშენება იწყო. აქა-იქ ქალაქებიც აღდგა, ვაჭრობა-ხელოსნობა გამოცოცხლდა. ქვეყანაში დოვლათი დატრიალდა.

ასეთ პირობებში ქართლის ფეოდალების უმრავლესობა თანდათან შეურიგდა როსტომს. ამიერიდან ქართველობისათვის ბრძოლა განსხვავებულ პირობებსა და ფორმებში მიმდინარეობდა. შეურიგებელი თეიმურაზი თავისი ერთგული მომხრეებით გაირიყა და იძულებული შეიქნა ასპარეზიც დაეცალა, თუმცა მას ბრძოლა ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია.

19.2 § 131. კახეთის აჯანყება 1659 წლისა

▲back to top


თურმაის ჩამოსახლეა კაეთში. თეიმურაზის საქმიანობა სპარსელებს არ ასვენებდა. ამავე დროს არც კახეთში გამოილივნენ თეიმურაზის მომხრეები. განსაკუთრებით შფოთავდა მთიანეთი. კერძოდ, თუშები, ფშავლები და ხევსურები თეიმურაზისადმი თავის ერთგულებას ეფიცებოდნენ მოსკოვის მეფეს ალექსის, მორჩილებას უცხადებდნენ უკანასკნელს და მზად იყვნენ მტერზე სალაშქროდ. ასეთ პირობებში ირანში ერთხელ კიდევ გაცოცხლდა შაჰ-აბასის ძველი გეგმა: კახეთში თურქმან მომთაბარეთა ჩასახლება. ამ საქმის შესრულება ეჭვიანმა შაჰმა არ მიანდო როსტომ-ხანს. ამიტომ კახეთი ჩამოართვეს როსტომს და ისევ განჯის ხანს სელიმს გადასცეს (1656 წ.).

სელიმ-ხანი დავალების შესრულებას ენერგიულად შეუდგა. სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში ადარბადაგანიდან მან თურქმანთა დიდი ურდოები ჩამოასახლა კახეთში. თურქმანებმა დაიჭირეს ბახტრიანი, ალავერდი და სხვა მნიშვნელოვანი ადგილები.

0x01 graphic

„ვეფხისტყაოსნის“
ხელნაწერის მორთულობის ნიმუში, XVII ს.
სა
ქ. მუზ. ხელნაწთა გან.

ეს საქმის დასაწყისი იყო. სელიმ-ხანი მთელი შიგნითა და გარე-კახეთის ბარი-ადგილების თურქმანებით დასახლებას აპირებდა. ამავე დროს დაღისტნელი ყაჩაღები სასტიკად არბევდნენ და ატყვევებდნენ კახეთის მშვიდობიან მოსახლეობას. სელიმ-ხანი ამ ლეკებში თავის მოკავშირეს ხედავდა. კახეთს გადაშენება-მოსპობა ელოდა - თურქმანები მთელ კახეთს თავის ყიშლაღ-იალაღებად გადაქცევას უპირებდნენ, როგორც ამბობს ხალხი ლექსში;

ბახტრიანს სხედან თათრები,
სიტყვას ამბობენ ძნელსაო:
ახმეტას ჩავჭრით ვენახსა,
შიგ დავასახლებთ ელსაო.1

მაგრამ საფრთხე მხოლოდ კახეთის ბარში მცხოვრებთ როდი უდგა. კახეთის მთიანეთის მოსახლეობა სულითა და ხორცით ბართან იყო დაკავშირებული. კახეთის ბარი მთიანეთის მარჩენალი იყო: ბარის პურითა და ღვინით ირჩენდა თავს მწირი მთის მოსახლეობა; ბარის საზამთრო საძოვრებზე იყო. დამოკიდებული მთიანეთის მეცხვარეობა; კახეთის ბარი იყო ის ადგილი, სადაც მთის ჭარბი მოსახლეობა სულ მუდამ ესახლებოდა.

აჯაყება. კახეთში მრისხანე აჯანყება მომწიფდა, საყოველთაო საფრთხემ საყოველთაო აჯანყება შობა. მიწა-მამულის დასაცავად, სიცოცხლისა და თავისუფლების დასაცავად მთელი ქვეყანა წამოიშალა. კახი, თუში, ფშავ-ხევსური, მთიულ-მოხევე ზვავად მოსკდა და საშინელი დაკვრით ერთბაშად გასწმინდა ჩამოსახლებული უცხოელებისაგან სამშობლო მიწა-წყალი. ბახტრიანს, ალავერდს თუ სხვაგან შიგნით კახეთში არც ერთი თურქმანი არ გაუშვიათ. სელიმ-ხანი თავქუდმოგლეჯილი გადაიხვეწა (1659 წ.).

ეს აჯანყება ორ მთავარ მიზანს ისახავდა: კახეთის გაწმენდას ჩამოსახლებული თურქმანებისაგან და ქვეყნის განთავისუფლებას სპარსელთა ბატონობისაგან. პირველი მიზანი უახლოესი იყო. აქ აჯანყების ყველა მონაწილე, თავადი თუ გლეხი, მთიელი თუ ბარელი, თანაბრად დაინტერესებული იყო და შეურიგებელი ბრძოლის აუცილებლობა სრულ გამარჯვებამდე ყველასათვის უდავო იყო. მეორე მიზანი უფრო შორეული იყო და აჯანყებულთა ფეოდალურ ნაწილში მის შესახებ ერთსულოვნობაც არ არსებობდა.

ხალხის ამ საშინელმა რისხვამ ძლიერად იმოქმედა მტერზე. მტერმა დაინახა, რომ შაჰაბასისეული გეგმის განხორციელება მას არ შეუძლია. ამიტომაც კახეთის თურქმანებით დასახლების გეგმა დროებით უარყვეს. მარცხის გამოსასწორებლად შაჰმა სელიმ-ხანის ნაცვლად სხვა მოხელე, მურთუზ-ალი-ხან, გამოგზავნა დიდი ლაშქრით.

რაკი შაჰმა კახეთში თურქმანების ჩამოსახლების გეგმა უარყო, ამით აჯანყების ერთი მთავარი მიზანი მიღწეული იყო. ამის შემდეგ მურთუზ ალი-ხანმა აჯანყებულთა ფეოდალური ნაწილის გათიშვა და დაქსაქსვა ადვილად მოახერხა. აოხრების მუქარითა თუ დაყვავება-მოსყიდვით ხანმა თავის მხარეს გადაიბირა აჯანყების ნაკლებ აქტიური მონაწილენი, თავადები მრავლად გადაუდგნენ თანამებრძოლებს და შაჰს დამორჩილდნენ.

აჯანყების მთავარი მომწყობი ზაალ არაგვის ერისთავი თავისი მომხრეებით დამორჩილებას არ ფიქრობდა. მაგრამ ზაალისა და მისი მომხრეების საქმე ცუდად წავიდა. 1658 წელს ქართლში როსტომი გარდაიცვალა და მისი ადგილი ვახტანგ მუხრან-ბატონმა დაიჭირა. ზაალი და ვახტანგი ერთმანეთს მტრობდნენ და ერისთავი მუხრან-ბატონის მეფობას არ სცნობდა. 1661 წელს შაჰ-ნავაზმა (ეს იყო ვახტანგის თათრული სახელი) ზაალი დაღუპა - არაგვის ერისთავი მისმავე ძმისწულებმა მოჰკლეს. ერთს მათგანს, ოთარს, შაჰ-ნავაზმა არაგვის ერისთავობა უწყალობა. ზაალის სიკვდილის შემდეგ მისი თანამებრძოლები გატყდნენ. შალვა ქსნის ერისთავი, მისი ძმა ელიზბარი და ბიძინა ჩოლაყაშვილი ეახლნენ ირანის შაჰს და დანაშაულის შენდობა ითხოვეს. შაჰმა ისინი თურქმანთა იმ ურდოებს გადასცა, რომელთა მეტომეები აჯანყებულმა კახელებმა გაჟლიტეს 1659 წელს. თურქმანებმა აჯანყების ეს სამივე მეთაური დახოცეს.

________________

1. ელი - მეჯოგე-მომთაბარე ხალხი.

19.3 § 132. თეიმურაზის პოლიტიკის საბოლოო დამარცხება

▲back to top


თეიმურაზი ემორჩილეა ირანს. 1648 წლის შემდეგ თეიმურაზი იმერეთს იმყოფებოდა და დიდხანს ირანის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა. ის კვლავ საქართველოს მეფე-მთავრების შეკავშირებასა და მოსკოვის მეფისაგან დახმარების მიღებას ცდილობდა.

მაგრამ მოხუც მებრძოლს მარცხი თან სდევდა. მან დადიანი და იმერეთის მეფე ერთმანეთს ვერ შეარიგა და ვერც მოსკოვის მეფისაგან დახმარება მიიღო. ბოლოს, 1660 წელს, თეიმურაზის ერთგული მოკავშირეც, იმერეთის მეფე ალექსანდრე, გარდაიცვალა და იმერეთში დიდი არეულობა დაიწყო.

ამასობაში თეიმურაზს საკუთარი ოჯახის წევრებიც სულ შემოსცლოდა - მრავალრიცხოვანი სახლობიდან მას ამ დროს ერთადერთი შვილიშვილი ჰყავდა ცოცხალი, ერეკლე, და ისიც შორეულ რუსეთში იმყოფებოდა. ყოველი მხრით იმედგადაწურული უმიწაწყლო მეფე დამორჩილდა ყაენს -თეიმურაზი შაჰს ეახლა. ეს ირანის დიდი გამარჯვება იყო. მტერს დამორჩილდა სპარსელ დამპყრობელთა წინააღმდეგ ორმოცდაათწლოვანი გმირული ბრძოლის მესაჭე. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც რუსეთის თავდადებული მომხრის შაჰისადმი დამორჩილება ირანის დიდი წარმატება იყო. ამდენადვე ეს იყო ამიერ-კავკასიაში მოსკოვის მეფის საგარეო პოლიტიკის მარცხი.

თეიმრაზის სიკვდლი ციეში. თეიმურაზი ირანში დიდი პატივით მიიღეს. შაჰი არწმუნებდა თეიმურაზს, რომ კახეთის ბატონობას მის შვილიშვილს ერეკლეს მისცემდა, რომელიც 1652 წლიდან მოსკოვის მეფის კარზე იმყოფებოდა, თუ ის ირანის ბატონობას აღიარებდა და შაჰს უახლებოდა. ამ დროს ერეკლე მოსკოვიდან თუშეთს მოსულიყო და კახეთის დაჭერას ცდილობდა.

თეიმურაზმა სანდო კაცები გაუგზავნა თუშეთში ბატონიშვილს, მაგრამ ერეკლე შაჰს არ მიუვიდა. შაჰი თეიმურაზს გაურისხდა, ბატონიშვილის მოუსვლელობა მას დააბრალა. შაჰის ბრძანებით მეფე ასტრაბადის ციხეში დაამწყვდიეს. სამოცდათოთხმეტი წლის მოხუცმა ახალი ტანჯვა ვეღარ აიტანა და ჩქარა იქვე პატიმრობაში გარდაიცვალა (1663 წ.). შაჰმა ნება დართო შეესრულებინათ პატიმრის უკანასკნელი სურვილი: კახელებმა მისი ცხედარი საყვარელ სამშობლოში მოასვენეს და მამა-პაპათა სასაფლაო ალავერდს დიდი ამბით დაკრძალეს.

19.4 § 133. დასავლეთი საქართველო მე-17 საუკნეში

▲back to top


მე-17 საუკუნეში, განსაკუთრებით ამ საუკუნის მეორე ნახევარში, დასავლეთი საქართველო თანდათანი დაცემის გზით მიდიოდა.

ქვეყნის სახელმწიფოებრივი დაშლა აღნიშნულ საუკუნეში კიდევ უფრო გაღრმავდა. გაიზარდა სამთავროების განცალკევება და განკერძოება. სამთავროთა შორის განსაკუთრებით გაძლიერდა ოდიში, რომლის მთავარი ლევან მეორე, დადიანი (1605-1657), ხელმწიფობას იჩემებდა და თავისი ხელმწიფობის ქვეშ დასავლეთ საქართველოს გაერთიანებასაც ლამობდა. სამეფო-სამთავროებს შორის უკვე გამუდმებული ომები იყო. ეს ფეოდალური ომები გამარჯვებულს იმდენად არ აძლიერებდა, რამდენადაც დამარცხებულს ანადგურებდა. საბოლოოდ-კი, ქვეყნის მეურნეობა სასტიკად ეცემოდა და პოლიტიკურად ყველა სუსტდებოდა.

ფეოდალურად დაშლილ-დასუსტებულ სამეფო-სამთავროებს მტერი სულ უფრო და უფრო ეუფლებოდა. მე-17 საუკუნის დასაწყისიდანვე აფხაზთა მთავარმა, გურიელმა და დადიანმა, ხოლო უფრო გვიან იმერეთის მეფემაც, იკისრეს ოსმალთა ყოველწლიური ხარკი. ოსმალთა ხარკი ცალკეულ სამეფო-სამთავროებში სხვადასხვა იყო. მაგრამ ყველასათვის საერთო ის იყო, რომ ეს ხარკი თანდათან იზრდებოდა. ოსმალთა გაბატონებას თვით ფეოდალები უწყობდნენ ხელს. მე-17 საუკუნის სიგრძეზე ოსმალთა ჯარი არა ერთხელ შემოსულა დასავლეთ საქართველოში მთავრების ან სხვა თავადების ხელის შეწყობით. მეზობლის მიერ მიმძლავრებული მთავრის ან თავადის მოწვევით თურქები გადმოდიოდნენ დასავლეთ საქართველოში და საშინელი აოხრება-დარბევით „წესრიგს აღადგენდნენ“ ხოლმე.

0x01 graphic

სამეგრელოს მთავარი ლევან.
იმდროინდელი იტალილი მხატვრის ნახატი.

0x01 graphic

იმერთა მეფისა და სამეგრელოს მთავრის შეხვედრა.
იმდრინდელი იტალიელი მავრის ნახატი

მე-17 საუკუნის 60-ანი წლებიდან მთელი დასავლეთი საქართველო საშინელმა აშლილობამ მოიცვა. მეფისა თუ მთავრების ხელისუფლება კიდევ უფრო დაეცა და ქვეყანა თავადების სათარეშოდ იქცა. დადიანი, გურიელი, ქართლის ბატონიშვილი თუ იმერეთის ბატონიშვილი თავადების სურვილით წარამარა სცვლიდნენ ერთიმეორეს სამეფო ტახტზე.

თავადებმა მიიტაცეს და გაისაკუთრეს სამეფო ყმა-მამული. ერისთავ-მოურავებმა ხელმწიფობა დაიჩემეს. მთავრები აუქმებდნენ·საეპისკოპოსოებს, საწინამძღვროებს და იტაცებდნენ საეკლესიო მამულებს, საერო ფეოდალებმა მიითვისეს საკათალიკოსო. სოფლები.

0x01 graphic

ფეოდალ მაღალაძეთა ოჯახი.
წინარეხის ფრესკა, XVII ს.
გაგარინის გამოცემით.

ბოლომოუღებელი ურთიერთ თავდასხმები სავსებით აჩანაგებდა მშრომელ მოსახლეობას. მძვინვარებდა გამანადგურებელი ტყვის-სყიდვა. ტყვის-მსყიდველთა ბრბოებმა მოიცვეს არა მარტო განაპირა ადგილები, არამედ შიგნითა რაიონებიც. ტყვის გამყიდველები ჩვეულებრივად თავადები იყვნენ, მაგრამ ამ ველურ საქმეში თანდათან საზოგადოების სხვა წრის ხალხიც გაერია. მე-17 საუკუნეში საერთოდ და განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში ტყვის-სყიდვამ დასავლეთ საქართველოში საშიშარი ხასიათი მიიღო.

ქვეყანაში გაუკითხაობა მეფობდა. გლეხი სავსებით ბატონის ანაბარა გახდა და საბატონყმო ურთიერთობა ყოვლად་ აუტანელი შეიქნა. გამხეცებული ბატონისაგან გლეხი თავს იცავდა, რითაც და როგორც შეეძლო. მაგრამ ჩამორჩენილ ფეოდალურ ქვეყანაში გლეხობა დაურაზმავი და გაუერთიანებელი იყო, მისი საერთო გამოსვლა არ ხერხდებოდა. დაქსაქსულად იბრძოდნენ ცალკეული გლეხები, ან ცალკეული მებატონის ყმები, ერთი კატეგორიის გლეხები ან კიდევ ცალკე სოფლები. აუტანელ პირობებში მოქცეულ გლეხობას მეურნეობის ხალისი აღარა ჰქონდა და ქვეყანა უფრო და უფრო ღარიბდებოდა. სიღატაკეს ხშირი შიმშილობა თანსდევდა, შიმშილობას ჭირი მოჰყვებოდა ხოლმე და ყველაფერი ეს ერთად ქვეყანას ავერანებდა.

ბუნებრივია, გლეხობა, ვისაც კი ამის შეძლება ჰქონდა, გარბოდა თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან. გაქცეულები ესახლებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ამ დროს, შედარებით, წესიერება სუფევდა.

მე-17 საუკუნეში, ამ მიზეზით, მოსახლეობის რიცხვი დასავლეთ საქართველოში ერთიორად შემცირდა. თანდათან ძლიერდებოდა უცხოელ დამპყრობელთა გავლენაც იმერეთის სამეფოში. მე-17 საუკუნის 70-იან წლებში იმერელმა თავადებმა ოსმალთა ჯარი ქუთაისის ციხეში შეიყვანეს. ამით გარეშე მტერმა ქვეყნის შუაგულში ფეხი მკვიდრად მოიკიდა.

20 თავი XVIII - ბრძოლა ქართლ-კახეთის განთავისუფლებისათვის

▲back to top


20.1 § 134. ქართლი მე-17 საუკუნის დამლევს

▲back to top


მე-17 საუკუნის უკანასკნელ მესამედში და მე-18 საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველო დაუცხრომელ ბრძოლას განაგრძობდა უცხოელების ბატონობისაგან განსათავისუფლებლად. ბრძოლის წამყვანი ისევ ქართლი იყო. სპარსელთა ბატონობის მიუხედავად ქართლი ამ ხანაში როგორც ეკონომიურად, ისე კულტურულად წინ მიდიოდა. მისი გავლენა სხვა ქართულ სამეფო-სამთავროებზე სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.

0x01 graphic

საზოგადოებრიი აზროვნება. დიდი მარცხის შედეგად ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი გამოვლილ ბრძოლებს იგონებდა და გადასული თაობის მებრძოლთა საქმიანობას აფასებდა. საქართველოს ძალთა გაუერთიანებლობა, თავადების თვითნებობა, ერთმანეთის გაუტანლობა, გლეხკაცების აულაგმავი ჩაგვრა მემამულეების მიერ, - აი, რა მიაჩნდათ მათ საქართველოს ამ დიდი მარცხის მიზეზად.

ამისდაკვალად სახავდნენ შემდგომი ბრძოლის საშუალებებს. თანდათან შემუშავდა მტრის წინააღმდეგ იდეური ბრძოლის საშუალებანიც. ამ მიზანს ემსახურებოდა იმ დროის ქართული პოეზია, მეცნიერება, პროპაგანდა. თანდათან შეიქმნა იდეურ-პოლიტიკურ მოღვაწეთა ძლიერი დასი: პოეტები, მეცნიერები, სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწენი. შაჰ-ნავაზის შვილები: არჩილ მეფე, გიორგი მეფე და ამათი ძმისწული ვახტანგი ამ ბრძოლის ხელმძღვანელები იყვნენ. თავადების უფლებების შეზღუდვა, სამართლის მოწესრიგება, ქვეყნის ეკონომიური წინსვლისათვის ხელის შეწყობა იყო მათი საშინაო სამოქმედო პროგრამა. მეორე მხრით, მათი მიზანი იყო ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გადაქცევა და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან კავშირი. საქართველოს პატრიოტებს ირანიცა და ოსმალეთიც ორივე თანაბრად შეურიგებელ. მტრებად მიაჩნდათ, - ერთი „ფოცხვერია“, მეორე „ბაბრი“-ო1 - და ეძებდნენ მათ წინააღმდეგ საგარეო მოკავშირეებსაც.

0x01 graphic

ნადიმი ქართლის მეფის სასახლეში (1672 წ.).
იმდროინდელი რანგი მატვრის ნახატი (შარდენი).

მოკავშირედ, ბუნებრივია, ქრისტიანული ქვეყნები იგულისხმებოდა, მაგრამ ისეთი, რომელსაც რეალური დახმარება აღმოეჩინა, იმჟამად არავინ იყო.

მე-17 - მე-18 საუკუნეთა მიჯნაზე ქართველი მამულიშვილების ეს დასი თანდათან იზრდებოდა. ასეთი მოღვაწენი ამ დროს ქართლის გარდა მოიპოვებოდნენ კახეთშიაც და დასავლეთ საქართველოშიაც.

მუხრან-ბატოი მართლის ტახტზე. როსტომი უშვილოდ გადავიდა (1658 წ.). მის მემკვიდრედ, როგორც უკვე აღნიშნული იყო, შაჰმა თეიმურაზ მუხრან-ბატონის შვილი ვახტანგი დაამტკიცა. ვახტანგ მეხუთით 1658 წ.-1675 წ.), ანუ შაჰ-ნავაზით იწყება ბაგრატიონთა მუხრან ბატონების შტოს მრავალმხრივი და ნაყოფიერი მოღვაწეობა ქართლის სამეფო ტახტზე.

1676-1688 წლებში ქართლში გიორგი ვახტანგისძე მეფობდა. ირანისადმი მორჩილებას გიორგი მეთერთმეტე უფრო ნაკლებად ითმენდა, ვიდრე მამა მისი, და აჯანყებისათვის საიდუმლოდ ემზადებოდა. შაჰმა შეუტყო მას განზრახვა და გიორგი მეფობიდან გადააყენა. გიორგი არ დაემორჩილა შაჰის ბრძანებას და აჯანყდა. მის ადგილზე შაჰმა თეიმურაზ პირველის შვილიშვილი ერეკლე დანიშნა. ერეკლე რუსეთიდან კარგა ხანია წამოსულიყო და თავის ბედს შაჰის კარზე ეძებდა. ქართლში ერეკლე პირველი 1688-1703 წლებში ბატონობდა. მან ქართლში ზოგი რამ წესების შეცვლა განიზრახა. ამით ერეკლემ ქართლის ძლიერი თავადები გადაიმტერა. ბოლოს აჯანყებული გიორგიც დამორჩილდა შაჰს და 1703 წელს მან ქართლის მეფობა ისევ მიიღო, მაგრამ შაჰმა გიორგი ირანში დაიტოვა, ხოლო ქართლში მეფის მოადგილედ მისივე ძმისწული ვახტანგ ლევანისძე დანიშნა, რომელიც „ჯანიშინის (მოადგილე, ნაცვალი) წოდებას ატარებდა.

ქართლიდან გაწვეულ ერეკლეს ყაენმა კახეთი უწყალობა და ამავე დროს იგი თავის ყულარაღასად (სასახლის გვარდიის სარდალი) დანიშნა. ერეკლე ისპაანში2 დარჩა, კახეთის მმართველობა-კი მის შვილს დავითს (მაჰმადიანობაში - იმამყულიხან) ებოძა (1703 წ.).

ართველეი ირანში. შაჰის კარზე და საერთოდ ირანში ქართველებს ძველიდანვე დიდი პატივი ჰქონდათ მოპოვებული. შაჰის შემდეგ სამ უპირველეს კაცად მიჩნეულ პირთა შორის ერთი იყო საქართველოს მეფე.

ქართველი არისტოკრატიის წარმომადგენლები დიდ წარჩინებას აღწევდნენ ირანის სახელმწიფო სამსახურში. განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება ეს მოვლენა მე-17 საუკუნიდან. წარმატებით მოღვაწეობდნენ ქართველები ირანში სამხედრო, ადმინისტრაციულსა და სამოსამართლო სარბიელზე. ქართლისა და კახეთის მეფეები, ბატონიშვილები და თავად-აზნაურები ძალიან ხშირად იყვნენ ირანის ლაშქრის მთავარსარდლებად და სარდლებად, ყულარაღასებად - შაჰის მცველთა ჯარის უფროსებად, ირანის ცალკე პროვინციების მმართველებად (ბეგლარბეგებად), ირანის დედაქალაქისა და სხვა ქალაქების მოურავებად, ირანის მსაჯულებად.

მაგრამ ქართველები ირანში მარტო სამხედრო და მართვა-გამგეობის დარგში კი არ იჩენდნენ თავის ნიჭს, არამედ ისინი ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ იქ კულტურულ ასპარეზზედაც. ცნობილი არიან ქართველი მწერლები, პოეტები და მხატვრები ირანში. ასე, მაგალითად, მე-17 საუკუნის ირანში სპარსულ პოეზიაში თავი გამოუჩენიათ ქართველ პოეტებს: ქაიხოსრო-ხანს, ზეინალ-ბეგს, ზურაბ-ბეგს, შარმაზან-ბეგს, ალიხან-ბეგს, ფაზლალი-ბეგს. ცნობილი სპარსელი ისტორიკოსი მე-17 საუკუნისა ისკანდერ მუნში ბევრსა სწერს ქართველი მოღვაწეების შესახებ ირანში. ერთი ქართველი მხატვრის შესახებ, რომელიც შაჰ-თამაზის კარზე მოღვაწეობდა, ისკანდერ მუნში სწერს: „სიაოშ-ბეგ ქართველმა დიდ წარმატებას მიაღწია; მას მეტად ნაზი ყალამი ჰქონდა, იგი დეტალების დიდი ოსტატი და შეუდარებელი მხატვარი იყო. კონტურულ ხატვაში, მთების გამოსახვასა და თმის დახატვაში მას ვერც ერთი ოსტატი ვერ შეედრებოდა. იგი უნაკლოდ ხატავდა ჯგუფს („მეჯლისს“).

0x01 graphic

მიღება შაჰის კარზე. სურათი შესრულებულია
ქართველი მხატვრის ჯაბადარის მიერ ირანში
(XVII ს.). სურათს აქვს ქართული წარწერები (ზემოთ მარცხნივ).

საკავშ. მეცნ. აკად. აღოსავლეთმცოდნეობის ს.

________________

1. „ბაბრი“ გარეული მხეცია, ჯიქი.

2. სპარსეთის იმდროინდელი დედაქალაქი.

20.2 § 135. ვახტანგ მეექვსის მოღვაწეობა

▲back to top


ვახტანგის მოღვაწეობა ჯერ ჯანიშინობის, შემდეგ მისი მეფობის დროს, მრავალფეროვანი და მეტად შინაარსიანი იყო. ქართლის საზოგადრებრივი თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრების არც ერთი მხარე არ დარჩენილა, რომელსაც ვახტანგი არ შეხებოდეს.

საქმე ერეკლე პირველის დროს „შეშლილი“, ესე იგი, შეცვლილი წესების აღდგენით უნდა დაწყებულიყო. ასეც მოხდა. უპირველეს ყოვლისა ერეკლეს მომხრენი გადააყენეს. ერეკლეს მიერ დასჯილ. თავადებს „უბრალოდ წართმეული“ ყმა-მამულები უკან დაუბრუნეს.

0x01 graphic

თბილისი XVII ს. დამლევს.
იმდროინდელი რანგი მხატვრის ნახატი (არდენით).

შემდგომი ღონისძიება დარღვეული საეკლესიო სამართლის აღდგენა იყო. ვახტანგის თაოსნობით მოწვეულ იქნა საეკლესიო კრება, რომელმაც გადააყენა ერეკლეს მიერ დასმული კათალიკოსი და მცხეთის კათალიკოსად ვახტანგის ძმა დომენტი აირჩია. დომენტის სახით ვახტანგმა ქართლის ეკლესიაში ერთგული მომხრე გაიჩინა. ამას მალე მცხეთის ეკლესიის მემამულეობის აღდგენა მოჰყვა. თავადებს საეკლესიო ყმა-მამული ბლომად ჰქონდათ მიტაცებული. 1707 წელს დომენტი კათალიკოსმა შაჰის ბრძანებით თავადებს მინატაცები უკან დააბრუნებინა.

რელობა. 1707 წელს შაჰმა ნება დართო ვახტანგსა და ქართლის თავადებს უკან მოეყვანათ ერეკლეს დროს ქართლიდან კახეთს გახიზნული ყმები. არც კახეთის მმართველსა და არც კახ ფეოდალებს გაქცეულ გლეხთა დაბრუნება არ ჰსურდათ. კიდევ უფრო ნაკლებ ეხალისებოდათ თვით გლეხებს თავის ძველ გულქვა მებატონეებთან დაბრუნება. საჭირო გახდა შაჰის მხრით საგანგებო ღონისძიება, რომ კახი თავადები ქართლელ ხიზნებს შელეოდნენ. შეიქნა „მყრელობა“, როგორც მაშინ ამბობდნენ. ვახტანგის მოხელეები და ქართლის ფეოდალები მოედვნენ კახეთს. თავისი გლეხების ასაყრელად. მიუხედავად ამისა, ყველა გლეხის დაბრუნება შეუძლებელი შეიქნა. ხიზნები სარგებლობდნენ იმით, რომ თითოეული მებატონე ცალკე დაეძებდა თავის გლეხებს და თავს იცავდნენ: სუსტ მებატონეებს არ ნებდებოდნენ და იარაღით ხელში უმკლავდებოდნენ, ძლიერებს გაურბოდნენ, ემალებოდნენ. გაქცეულებს კახელი გლეხები და მთიელები იფარებდნენ.

კანონმდელოა. ამავე ხანებში ვახტანგის კარზე საკანონმდებლო მუშაობა იყო გაჩაღებული.

ვიდრე საკუთარ სამართლის წიგნს გააჩენდა, ვახტანგმა შეაგროვა ძველი ქართული თუ უცხოური (ებრაული, ბერძნული, სომხური) სამართლის წიგნები და ერთ კრებულად შეჰკრა ისინი. ამ კრებულს შემდეგ მან საკუთარი „სჯულიც“ დაურთო.

თავისი სამართლის წიგნი ვახტანგმა დარბაისელთა (ესე იგი საერო და საეკლესიო მაღალი ფეოდალების) უშუალო მონაწილეობით შეადგინა. რა თქმა უნდა, ეს კანონმდებლობა უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ამ საზოგადოებრივი კლასის ინტერესებს ემსახურებოდა.

კანონთა წიგნი ვახტანგმა ქართლისათვის შეადგინა, მაგრამ ის ბუნებრივად გავრცელდა და ჩქარა მთელს ფეოდალურ საქართველოში მოქმედ სამართლის წიგნად იქცა.

ვახტანგის მოღვაწეობის ამავე ხანას ეკუთვნის მისი მეორე საკანონმდებლო ძეგლი - დასტურლამალი. დასტურლამალი სახელმწიფოს ძირითადი კანონის მაგიერი რამ იყო საშუალო საუკუნეებში.

ამრიგად, ამიერიდან სახელმწიფო და კერძო წერილობითი სამართალი კვლავ მტკიცედ მოწესრიგდა.

ახტანგის საეურეო. მოღვაწეოა. ქართლი ვახტანგის დროს ეკონომიურად კიდევ უფრო დაწინაურდა. თვით ვახტანგი ამ მხრით ენერგიულად მუშაობდა. მან ხელახლა დაასახლა გლეხები დიდი ხნის წინ დაცლილ სოფლებსა და მთელ მხარეებში, ააგო სასახლეები, ქარვასლები. ვახტანგი ზრუნავდა გზებისა და ხიდების მოვლა-შენახვაზე, სახელმწიფო შემოსავლის მოწესრიგებაზე, ფულის მოჭრის საქმის გაუმჯობესებაზე. ვახტანგმა განაახლა დიდი ხნის წინ მოშლილი სარწყავი არხები.

ძველი არხების ეს განახლება დიდმნიშვნელოვანი საქმე იყო. გამოვლილ ჟამთასიავეში შეფერხებული სამეურნეო ცხოვრება კვლავ თავის კალაპოტს უბრუნდებოდა. მეჯოგეობა კვლავ ადგილს უთმობდა უფრო მაღალსა და შემოსავლიან მეურნეობას, ველსა და ტყეს - ბაღ-ვენახი, ხოლო მომთაბარე ურდოს კვლავ სოფელი და ქალაქი სცვლიდა.

სარწყავად ქცეულს მდიდარ ჭალებში ვახტანგს ბლომად მოჰყავდა ბამბა და თუთისხეს აშენებდა. მეაბრეშუმეობასა და ბამბის კულტურაზე ნაკლებ ყურადღებას არ აქცევდა ის მეურნეობის სხვა დარგებსაც: მევენახეობას, მემინდვრეობას (ხორბლეულის კულტურას), მესაქონლეობან.

მე-17 საუკუნის დამლევსა და მე-18 საუკუნის დამდეგს ასეთი ცხოველი სამეურნეო საქმიანობა მხოლოდ მეფის სახლს არ ახასიათებდა. ეს სამეურნეო აღმავლობა მთელ ქართლს დაეტყო.

ილისი მე-18 საუკუნის პირველ ოცეულში. ქართლის სამეურნეო ცხოვრების გაცხოველების შესაბამისად თბილისი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი გახდა. ამ დროს ქალაქში ოცი ათასზე მეტი მცხოვრები ითვლებოდა. ვაჭარ-ხელოსნები მრავალ „რიგად“ იყოფოდნენ. თითოეული „რიგი“ ერთ რაიმე საქმიანობას ეწეოდა. აქ აკეთებდნენ სამხედრო იარაღს, თოფის წამალს, ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს, მუსიკალურ საკრავებს, ჭურჭლეულს; ამზადებდნენ ბამბის ქსოვილებს, სამოსელს, ცხენ-აქლემის მოკაზმულობას. ვაჭრობდნენ პურს, ბამბას, აბრეშუმს, ბეწვეულს, ფარჩა-მაუდს, ღვინოს, მატყლს, ყოველგვარ წვრილმანსა და სანოვაგეს. კახური და ქართლური ღვინო თბილისიდან უცხოეთში ბლომად გაჰქონდათ. ირანსა და ოსმალეთს მიდიოდა თბილისიდან აგრეთვე ბეწვეული. ქართლ-კახეთიდან ოსმალეთისაკენ გაჰქონდათ აბრეშუმი და ენდრო დიდი რაოდენობით. ენდრო ქართლიდან ამ დროს ინდოეთშიაც მიჰქონდათ.

შემოჰქონდათ თბილისში უმთავრესად მზა საქონელი ირანიდან, ოსმალეთიდან. ამ ქვეყნებზე გამოვლით შემოდიოდა ევროპული საქონელიც, რომელსაც მაშინ ფრანგული ეწოდებოდა. თბილისში ამ დროს გარედან სანოვაგეც შემოდიოდა: თევზი და ხიზილალა - შარვანის სახანოდან, თევზი და მარილი - ერევნის „სახანოდან, ზეითუნის ზეთი - ოსმალეთიდან და სხვა.

ერთი სიტყვით, როგორც მოსახლეობის რაოდენობის მხრით, აგრეთვე სოფლის მეურნეობის, ხელოსნობისა და ვაჭრობის მხრით ქართლი მე-18 საუკუნის პირველ ოცეულში საქართველოს ყველა სხვა ნაწილს დიდად წინ უსწრებდა.

ამ სამეურნეო წინსვლის შესაბამისი იყო ცხოველი საქმიანობა კულტურის დარგში. ვახტანგი ამ საქმეში მარტო არ იყო, მას მხარს უჭერდა კულტურულ მოღვაწეთა მთელი დასი.

კულტუული ვითარეახტანის დრს. კულტურის დარგში ვახტანგის მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სტამბის დაარსება. 1709 წელს თბილისში პირველად მოეწყო სტამბა. ეს მეტად დიდი კულტურული საქმე იყო. მანამდე წიგნი მხოლოდ ხელნაწერად ვრცელდებოდა. ასე დამზადებული წიგნი ცოტა იყო და ძვირიც ღირდა. სტამბა წიგნს ადვილად. ამრავლებდა და ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს ხდიდა. ვახტანგის სტამბაში საეკლესიო წიგნების გვერდით მალე საერო ხასიათის წიგნების ბეჭდვაც დაიწყეს. ბეჭდავდნენ „ვეფხისტყაოსანს“, სასწავლო სახელმძღვანელოებს, სამეცნიერო თხზულებებს.

0x01 graphic

ვეფხისტაოსანის“ თავფურცელი,
ვახტანგ მეექვსის 1712 წლის გამოცემით

ვახტანგმა დიდი ამაგი დასდო საქართველოს ისტორიის დამუშავებასაც. ამ მიზნით ვახტანგმა შეადგინა „სწავლულ კაცთა“ კომისია ბერი ეგნატაშვილის ხელმძღვანელობით. კომისიამ თავისი დროისათვის ღირსეულად შეასრულა ეს რთული საქმე, - შეადგინა საქართველოს ისტორია მე-14 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე.

ვახტანგის სკოლაში მიიღო აღზრდა და ამავე ხანაში დაიწყო მოღვაწეობა ქართული საისტორიო მწერლობის დიდმა წარმომადგენელმა, ვახუშტი ბატონიშვილმა, რომელიც ვახტანგის შვილი იყო.

ქართველ მეცნიერთა ამ დასს ეკუთვნოდა და სამართლიანად მის სიამაყეს წარმოადგენდა ვახტანგის აღმზრდელი სულხან საბა ორელიანი - დიდი მეცნიერი ლექსიკოგრაფი, სახელგანთქმული იგავების მწერალი, მეცნიერი რედაქტორი, პოეტი და სახელმწიფო! მოღვაწე საბა-სულხანის მიერ შედგენილი ქართული ენის ლექსიკონი დღესაც ჩვენთვის დიდი საუნჯეა.

თვითონ ვახტანგიც მთელი ამ სამეცნიერო-სალიტერატურო მუშაობის მარტო პრაქტიკული და იდეური ორგანიზატორი კი არ იყო, არამედ გვერდში ედგა ამ მოღვაწეებს, როგორც ლიტერატორ-რედაქტორი, ისტორიკოსი, პოეტი და მთარგმნელი, ვახტანგის წრის ღირსეული თანამშრომლები იყვნენ აგრეთვე მთელი გუნდი სხვა მეცნიერ-მწიგნობრები და პოეტები.

ვახტანგის ხანის უმცროს თაობას ეკუთვნის დავით გურამიშვილი (დაიბადა 1705 წელს), ფეოდალური ხანის ერთი უდიდესი პოეტთაგანი.

0x01 graphic

საბა სულხან ორბელიანი.

დავით ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როცა ქართლ-კახეთს მძიმე დღეები გაუთენა ახლო-აღმოსავლეთის პოლიტიკურ ასპარეზზე სამი დიდი მეტოქის - რუსეთის, ერანის და ოსმალეთის ურთიერთშორის დატაკებამ. დავითი მოწმე იყო სამშობლო ქვეყნის ოსმალთა მიერ აოხრებისა. თავისი ქვეყნის ეს უბედობა მან პირადადაც მწარედ იგემა. პოეტი ლეკმა აბრაგებმა დაატყვევეს და დაღისტანს წაიყვანეს. დავითი ტყვეობიდან გაიქცა და რუსეთს გავიდა, სადაც ის სამშობლოდან გადახვეწილ ქართველებს შეუერთდა და მათი ბედი გაიზიარა. უცხოობაში დარჩენილმა პოეტმა, მხურვალე პატრიოტმა დავით გურამიშვილმა მუქი ფერებით დახატა მისი დროის საქართველოს თავს დატეხილი პოლიტიკური უბედურება და სწორად და პირუთვნელად აღნიშნა ამ უბედურების უმთავრესი მიზეზები.

განსაკუთრებით მოსახსენებელია არჩილის მოღვაწეობა, რომელიც წინ უსწრებდა „ვახტანგის სკოლას“.

0x01 graphic

დავით გურამიშვილი.

არჩილის პოეზია იდეურობის ნიმუშია. დამპყრობელთა წინააღმდეგ შეუდრეკელი მებრძოლი არჩილი ირან-ოსმალეთის წამლეკავ გავლენასაც ებრძოდა. არჩილის პოეზია სამშობლოს სიყვარულისა და მისთვის თავდადებული ბრძოლისაკენ მოწოდებაა. არჩილი აკვირდება საქართველოს მარცხის მიზეზს და სამართლიანად ხედავს მას ქვეყნის საზოგადოებრივსა და სახელმწიფოებრივ ვითარებაში. არჩილი პირველი მწერალია საქართველოში, რომელმაც საზოგადოებრივი საკითხები წამოაყენა ქართულ პოეზიაში. „ზოგთ ვაქებ და ზოგთ ვაძაგებ“-ო, აცხადებს პოეტი და მართლაც დაურიდებლად ამხელს აღვირახსნილ თავადებს, უგუნურ მეფეებს. არჩილმა პირველმა სთქვა: „თუ ამოსწყდეს გლეხი-კაცი, საქართველო დაძაბუნდა“. არჩილი კარგად ხედავდა, რომ გლეხთა ამოწყვეტის მიზეზი ფეოდალების ძალადობა იყო. არჩილი ფეოდალებს ლმობიერება-წესიერებისაკენ მოუწოდებდა. ასეთ განწყობილებამდე არჩილი გლეხთა ინტერესს არ მიუყვანია. არჩილი ფეოდალი (მეფე) პოეტი იყო. გლეხთა გამოსარჩლებამდე იგი ფეოდალური საქართველოს დაცვის ინტერესმა მიიყვანა. ამიტომაცაა რომ ის გლეხებს ბრძოლისაკენ კი არ მოუწოდებს, არამედ ფეოდალების მიმართ გამოთქმული საყვედურითა და რჩევით კმაყოფილდება. იმ დროის მწერლობაში ეს დიდი ამბავი იყო.

0x01 graphic

არჩილ.

მცველთა ჯარი. თავის სახელმწიფო მოღვაწეობაში ვახტანგი მიზნად ისახავდა მეფის ხელისუფლების გაძლიერებას. ამ ნიადაგზე ჩქარა დაიბადა უკმაყოფილება. თავადები ვერ ითმენდნენ იმ მცირე შეზღუდვასაც-კი, რომელსაც მათ ახალი წესები უქმნიდა, და მტრული უნდობლობით უყურებდნენ მეფის გაძლიერებას. დიდ თავადებს განსაკუთრებით აფიქრებდა, რომ ვახტანგმა „მცველთა ჯარი“ გაიჩინა. მცველთა ჯარი ჯამაგირზე იყო და ჯანიშინის ერთგული თავადიშვილებისა, აზნაურიშვილებისა და მსახურებისაგან შესდგებოდა. ეს ჯარი მეთოფეთა სამ გუნდად იყოფოდა. თითო გუნდს უზბაში (ასისთავი) სარდლობდა, ყველას. ერთად - მეფის ყულარაღასი მცველთა ჯარს მხოლოდ საშინაო დანიშნულება ჰქონდა და განუყრელად ახლდა ვახტანგს.

ვახტანგის უკმაყოფილო მხოლოდ. ზოგიერთი თავადი როდი იყო. ის არც ქართლის ყიზილბაშ მეციხოვნეებს მოსწონდათ. ვახტანგმა სასტიკად აკრძალა ქართლში ტყვის სყიდვა, რომელიც ერეკლე პირველის დროიდან ყიზილბაში მეციხოვნეების დიდი შემოსავლის წყაროდ ქცეულიყო.

ართლი და დასავლეთი საართველო. ვახტანი ირანში. მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართლში კვლავ გაცოცხლდა ძველი მიდრეკილება დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროთა საქმეებში ჩარევისა და მუდმივი ზეგავლენისადმი. ქართლის სამეფო კარი დაჟინებით ცდილობდა საქართველოს ფეოდალურ ძალთა შეკავშირებას, საქართველოს სამეფო-სამთავროების მეთაურობას.

ამ დროს ირანის აღმოსავლეთ ნაწილში ავღანთა დიდი აჯანყება იყო. აჯანყების ჩასაქრობად შაჰმა გიორგი ქართლის მეფე-გაგზავნა ქართველთა და ყიზილბაშთა ჯარით. 1709 წელს მეფე გიორგი მეთერთმეტე ამ ომში დაიღუპა. შაჰმა ქართლის მეფედ და ირანის მთავარსარდლად ვახტანგის ძმა ქაიხოსრო დანიშნა, ვახტანგი-კი ისევ ქართლის ჯანიშინად რჩებოდა. 1711 წელს ქაიხოსროც იმავე ავღანებთან ომში დაიღუპა.

0x01 graphic

ბაქარის ფული 1718
საქ. მუზ. ნუმიზმატიკის კაბინეტი

ვახტანგი ირანს გაემგზავრა, მას შაჰისაგან უნდა ქართლის მეფობა მიეღო. ამოქმედდნენ ვახტანგის მტრებიც: ზოგიერთი თავადი ქსნისა და არაგვის ერისთავების მეთაურობით, ტყვით მოვაჭრე გადაგვარებული ფეოდალები, ყველა მტაცებელი და ყიზილბაში მეციხოვნეები. შაჰმა ვახტანგს გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ ვახტანგი უარზე დადგა. მაშინ შაჰმა ქართლის მეფედ მაჰმადიანი იესე, ვახტანგის ძმა, დანიშნა, ხოლო ვახტანგი ირანს დარჩა ნახევრად პატიმარი (1714 წ.).

ქართლის ფეოდალების მოწინავე ნაწილი ვახტანგს ეხმარებოდა და მის დახსნას ცდილობდა. ჯერ კიდევ 1713 წელს ამ მიზნით ევროპაში გაემგზავრა მეცნიერი ბერი საბა სულხან ორბელიანი.

საბა ორბელიანი ეწვია რომის პაპს, შემდეგ საფრანგეთის მეფეს ლუი მეთოთხმეტეს და 20 ათასი თუმანი სთხოვა მას. ამ ფულით, იმედი ჰქონდათ, ყაენის კარს მოქრთამავდნენ და ვახტანგს ქრისტიანობით ქართლის მეფობას აშოვნინებდნენ, ქართველი დიპლომატი ევროპაში დიდი პატივით მიიღეს, მაგრამ ხელცარიელი გამოისტუმრეს. ამ გარემოებამ მწარედ გაუცრუა ქართველ პოლიტიკოსებს დასავლეთ ევროპის იმედები.

ეხლა ვახტანგის მომხრეებმა ისევ ნაცად გზას მიმართეს და დაჟინებით ურჩევდნენ ვახტანგს მაჰმადიანობის მიღებას. ამასობაში იესე სასტიკად ავიწროებდა ქართლში ვახტანგის მომხრეებს.

1716 წელს ვახტანგმა დასთმო, მიიღო მაჰმადიანობა და შაჰმაც მისცა მას ქართლი. მაინც 1719 წლამდე ვახტანგი ირანს დარჩა ყაენის სამსახურში, ქართლს-კი მისი ძე ბაქარი მართავდა. 1719 წელს ვახტანგი დაბრუნდა სამშობლოში და თავისი უნებურად შეწყვეტილი სასარგებლო სახელმწიფო მოღვაწეობა განაახლა.

20.3 § 136. კახეთი მე-17 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში

▲back to top


მე-17 საუკუნის მესამე მეოთხედში კახეთი შესამჩნევად მოშენდა. საგარეო მშვიდობა იყო. მმართველებმა (როსტომი, არჩილი) შესძლეს ლეკთა თარეშების ალაგმვა და ქვეყნის შიგნითაც შედარებით წესიერების დაცვა. ეს პირობა-კი საკმაო აღმოჩნდა, რომ ხიზან-ბოგანო გლეხები საქართველოს თუ სომხეთის სხვადასხვა კუთხიდან მრავლად მისულიყვნენ ამ ბუნებით მდიდარ მხარეში.

0x01 graphic

თბილისი XVIII ს. დამდეგს.
ტურნეფორით.

1677 წლიდან ამ საუკუნის დასასრულამდე ირანის შაჰი კახეთს სამმართველოდ ან განჯის ბეგლარ-ბეგებს ან ცალკე ხანებს აძლევდა. შაჰის ეს ყიზილბაში მოხელეები მტრულად უცქეროდნენ კახეთში ქართველთა კვლავ მომრავლებას და ამ ქვეყნის თურქმანებით დასახლების ცდებს განაგრძობდნენ.

ლეკეეთში. ხანების ასეთი პოლიტიკის შედეგი იყო რომ საკმაო დასაყრდენი ვერ გაიჩინეს კახეთის მოსახლეობის ვერც ერთ ფენაში. მათი წინააღმდეგი იყვნენ ფეოდალები (თავადები, ეკლესია) და სოფლის მშრომელი მოსახლეობა - გლეხკაცობა, თავისუფალი მთიელები. ამიტომაც ხანები უმთავრესად ყიზილბაშთა სამხედრო ძალასა და მოახალშენე თურქმანებს ემყარებოდნენ. შაჰის ეს მოხელეები ლეკებშიაც თავის მოკავშირეს ხედავდნენ. ისინი აშკარად ხელს უწყობდნენ ლეკთა მოსახლეობის გაძლიერებას კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში - ჭარში - და არც ლეკთა იმ ბრბოების წინააღმდეგ იბრძოდნენ, რომელნიც კახეთის სოფლების სარბევად განუწყვეტლივ მოდიოდნენ. ჭარში ლეკები ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში გაჩნდნენ, აქ ისინი კახთა მეფეების ნებართვით მათ ყმებად სხდებოდნენ. მე-17 საუკუნიდან, შაჰ-აბასის მიერ კახეთის აოხრების შემდეგ, ლეკების ჭარში ჩამოსვლა განსაკუთრებით გაძლიერდა. აქ ამოწყვეტილი ან ირანში გადარეკილი კახური მოსახლეობის ადგილს დაღისტნიდან გადმოსახლებულნი იჭერდნენ. ყიზილბაში ხანებისავე მფარველობით ჭარი ჩქარა გაძლიერდა და ახლობელი სოფლების დაპყრობას ხელი მიჰყო. ამავე დროს ჭარი კახეთის მარბიელ გადამთიელ ლეკთა სადგურადაც იქცა. მე-17 საუკუნის მანძილზე თანდათან ჩამოყალიბდა ჭარის, ბელაქნისა და თალას „უბატონო თემები“. კიდევ უფრო გაძლიერდა ლეკთა შემოტევა მე-18 საუკუნის დასაწყისიდან. დაღისტნელი მტაცებლების გუნდები ჭარელებთან ერთად მუდამდღე არბევდნენკახეთის სოფლებს.

კახეთის რბევას ლეკებს ზოგიერთი მკვიდრიც უადვილებდა. ისედაც ხდებოდა, რომ კახელ თავადს მოჰყავდა ლეკი მარბიელები თავისი მოქიშპე თავადის წინააღმდეგ. ზოგჯერ კიდევ მებატონეების მძარცველობით თავმობეზრებული გლეხებიც მიდიოდნენ ლეკებთან და მებატონის ავლადიდებას არბევინებდნენ მათ. კახეთის გაღმა-მხარში ფეხის მოკიდების მიზნით ჭარელები კახელ გლეხებს კავშირს სთავაზობდნენ და თავადების წინააღმდეგ მოუწოდებდნენ. კახეთში მეტად მძიმე მდგომარეობა შეიქნა.

21 თავი XIX - ირან-ოსმალეთ-რუსეთის ომი და საქართველო 80-18 საუკუნის პირველ ნახევარში

▲back to top


21.1 § 137. ვახტანგ მეექვსისა და პეტრე პირველის ურთიერთობა

▲back to top


მე-18 საუკუნის მეორე ოცეულში ძველი ამბავი დატრიალდა ერთხელ კიდევ: ოსმალეთი, რუსეთი და ირანი კვლავ ერთმანეთს წაეკიდნენ ახლო აღმოსავლეთში. თითოეული მათგანის როლი და მნიშვნელობა ეხლა სულ სხვა იყო, ვიდრე ასი წლის წინ. შედეგებიც მათთვის ეხლა. სხვა მოჰყვა ამ ჭიდილს. უცვლელი მხოლოდ ერთი რამ დარჩა: მთელი ბრძოლა ეხლაც უმთავრესად ამიერ-კავკასიაში გათამაშდა და აქაური ხალხებისათვის ისეთივე მძიმე შედეგებით, როგორიც იყო შაჰ-აბასის დროინდელი სისხლიანი კატასტროფა.

0x01 graphic

ახტანგი უკავშირდეეტრეს. ირანში უნებური, ყოფნისას ვახტანგი საბოლოოდ დარწმუნდა ამ სახელმწიფოს უიმედო სისუსტეში. ქართლის მეფე ხედავდა, რომ საქართველოს განთავისუფლების ჟამი მოახლოვებულიყო. ვახტანგი ფრთხილად ემზადებოდა, მომხრე-მოკავშირეებს ეძებდა და საქმის დაწყებას აპირებდა. მაგრამ ირანის დასუსტებას ამჩნევდნენ მეზობელი დიდი სახელმწიფოებიც, ოსმალეთი და რუსეთი, რომელნიც მოსალოდნელი მემკვიდრეობის გასაყოფად ემზადებოდნენ და ეჭვის თვალით ერთი მეორეს მტრულად ზვერავდნენ.

რუსეთიცა და ოსმალეთიც ირანის მიერ დაპყრობილ ხალხებში მომხრეებს ეძებდნენ. ოსმალეთმა კავკასიაში შარვან-დაღისტნის „მფარველობა“ დაიჩემა. პეტრე პირველმა-კი ჯერ კიდევ 1720 წელს გააბა კავკასიის ქრისტიან ხალხებთან დიპლომატიური მოლაპარაკება. რუსეთის მეფე ქართლის მეფეს თავის მხარეზე მოუწოდებდა და „ურწმუნოთა“ მონობისაგან განთავისუფლების იმედს აძლევდა.

ვახტანგ მეფეს სინამდვილედ ესახებოდა საოცნებო მდგომარეობა, როცა დიდი სახელმწიფოს დახმარებით ირანის მონობისაგან განთავისუფლებული საქართველო ოსმალთა მიერ ძალით ჩამოგლეჯილ სამცხე-საათაბაგოს უკან დაიბრუნებდა.

ლაშრობა ირანს. 15 ივნისს 1722 წელს პეტრე მეფემ ირანს ლაშქრობის შესახებ მანიფესტი გამოაქვეყნა.

როგორც-კი პეტრე თერგიდან დარუბანდისაკენ წამოვიდა, ვახტანგ მეფე ქართლის ჯარით განჯას ჩავიდა და შარვანს ხელმწიფის გამოსვლას ელოდა. პაემნის თანახმად რუსთა და ქართველთა ჯარები ერთიმეორეს იქ უნდა შეყროდნენ.

ვახტანგი სამ თვეს იდგა განჯაში. ბოლოს, ნოემბერში, ვახტანგს მოუვიდა რუსეთის მეფის ელჩი, რომელმაც პეტრეს ლაშქრობის მოშლა და მისი მომავალი წლისათვის გადადება აცნობა.

მჭმუნვარე ვახტანგი განჯიდან თბილისს დაბრუნდა. ქართლის მეფის საქმე მეტად გართულდა: ირანის შაჰი ვახტანგ მეფეს ორგულობასა და ღალატს აბრალებდა; არც ოსმალეთი იყო ვახტანგის მადლიერი, - ხონთქარი ვახტანგს რუსთა მომხრეობას უსაყვედურებდა, თავის მხარეზე მოუწოდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპყრობით ემუქრებოდა.

ვახტანგი, რუსეთის მეფის აღთქმას მინდობილი, საქართველოს განთავისუფლების იმედს არ ჰკარგავდა. იგი მტრებთან მოლაპარაკებით და მოსაჩვენარი მორჩილებით დროს მოგებას ცდილობდა და მომავალი გაზაფხულისათვის შარვანში პეტრეს გამოსვლას ელოდა.

ვატანის მარცხი. ქართლის მეფემ ყველა მიმართულებით წააგო. განრისხებულმა შაჰმა „ორგულ ყმას“ ქართლი ჩამოართვა და კახეთის მმართველს კონსტანტინეს გადასცა. მაგრამ კიდევ უფრო მძიმე იყო იმედის გაცრუება რუსთა მეფის დახმარებაზე. ოსმალეთმა და რუსეთმა ირანი გაინაწილეს: ხონთქარმა კასპიის ზღვის სანაპიროები რუსეთის საკუთრებად იცნო, პეტრემ-კი სამაგიეროდ ოსმალეთს დაუთმო ირანის მთელი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელსაც აღმოსავლეთი საქართველოც მიათვალეს.

1723 წლის გაზაფხულზე კახეთის მმართველმა კონსტანტინემ ლეკთა დიდი ჯარი დაიქირავა და თბილისს თავს დაესხა. ლეკებმა თბილისი აიღეს და ისე სასტიკად გაძარცვეს და ააოხრეს, რომ მთელი საუკუნის განმავლობაში ამის შემდეგ ქალაქი თავის ძველ კეთილდღეობას ვეღარ დაუბრუნდა. ვახტანგი შიდა-ქართლში დადგა, კონსტანტინემ-კი ქალაქი დაიჭირა. ამავე დროს ოსმალთა ჯარი აღმოსავლეთ ამიერ-კავკასიისაკენ დაიძრა. 1723 წელს ივნისში ოსმალთა ჯარმა თბილისი უომრად აიღო.

რაკი ქვეყანა ხელთ იგდო, დამპყრობელი ქართლში მეფობის გაუქმებასა და ოსმალური წესწყობილების შემოღებას შეუდგა.

ვახტანგს ქართლში აღარ ედგომებოდა და არც რუსეთს წასვლის გარდა სხვა გზა გააჩნდა. 15 ივლისს 1724 წელს ვახტანგი შვილებით, ძმით, უახლოესი თანამოღვაწეებითა და დიდი ამალით რაჭის გზით რუსეთს წავიდა. მეფე, მისი აზრით, ქართლიდან დროებით მიდიოდა და ჩქარა საქართველოს განსათავისუფლებლად რუსეთის ჯარით დაბრუნდებოდა. ასეთ იმედებს აძლევდა მას რუსეთის იმპერატორი.

21.2 § 138. ძნელბედობა მე-18 საუკუნის მეორე მეოთხედში

▲back to top


მე-18 საუკუნის მეორე მეოთხედი ქართლ-კახეთისათვის განსაკუთრებული ძნელბედობის ხანა იყო, 1723 წლიდან თორმეტი წლის განმავლობაში ქვეყანა ოსმალთა მძიმე ბატონობის უღელ-ქვეშ გმინავდა. 1735 წლის მიწურულს ოსმალობა არანაკლებ მძიმე ყიზილბაშობამ შესცვალა. ის 1747 წლამდე გრძელდებოდა. უცხოელ დამპყრობელთა აუტანელმა ბატონობამ არა ერთი სახალხო აჯანყება გამოიწვია. თითოეულ ასეთ აჯანყებას თან სდევდა დამპყრობელთა დამსჯელი ექსპედიციების საშინელი თარეში.

ამავე დროს მშრომელ ხალხს გარეშე მტერზე ნაკლებ არ ანადგურებდა საკუთარ მებატონეთა აულაგმავობა. გამკითხავი აღარავინ იყო. ურთიერთ შორის ბრძოლაში გართული მებატონეები უპირველეს ყოვლისა „მოწინააღმდეგის“ გლეხებს დაერეოდნენ ხოლმე, ჟლეტდნენ მათ ან კიდევ ტყვედ ჰყიდდნენ. თავაშვებული მებატონეები არც საკუთარ ყმებს ინდობდნენ. „უდების დადებით“, ესე იგი - უჩვეულო გადასახადებითა და აუტანელი ბეგრით მათ აჯანყებამდე მიჰყავდათ გაძარცული გლეხკაცობა. „ურჩი“ ყმების ხვედრი-კი ტყვედ დაყიდვა, ხოლო მათი სარჩო-საბადებლის ბატონის მიერ მიტაცება იყო.

ყველაფერზე უმძიმესი მაინც ლეკთა თარეში იყო. ამ ხანაში ქართლ-კახეთში არ დარჩენილა არც ერთი სოფელი, არც ერთი კუთხე, რომ ლეკებს არ აეოხრებინათ, არ გაეძარცვათ. ერთიმეორის სარბევად ლეკები მოჰყავდათ ქართველ ფეოდალებს; აჯანყებულ ქართველთა დასასჯელად ლეკები მოჰყავდათ ოსმალებს; და, ბოლოს, უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანაში ლეკები დაუპატიჟებლადაც მოდიოდნენ, თავს ესხმოდნენ მხარეებს, სოფლებს და თან მიჰყავდათ და მიჰქონდათ ყველაფერი, რასაც კი მოახელებდნენ: ადამიანი, ოთხფეხი საქონელი, პური, იარაღი, ავეჯი და სხვა.

ყოველივე ამის შედეგი ის იყო, რომ კულტურული მეურნეობა დაეცა და მცხოვრებთა რიცხვი საშინლად შემცირდა. ზოგიერთი მხარე სავსებით დაიცალა მცხოვრებლებისაგან, სხვაგან კიდევ ძლივს ბოგინობდა შეთხელებული მოსახლეობა. გლეხების ერთი ნაწილი დატყვევდა და უცხოეთში მონებად დაიყიდა, მეორე ნაწილი ლეკებთან თუ ოსმალ-ყიზილბაშებთან ბრძოლებში დაიხოცა, სხვები ბოლომოუღებელი ომიანობის თანამგზავრმა შიმშილობამ და ჭირმა იმსხვერპლა, დიდი ნაწილი კიდევ ახლობელ მხარეებს შეეხიზნა.

ართლ-კახეთის ურთიერთოადირ-შაჰთა. ირანის ბრძოლას ოსმალეთის წინააღმდეგ 1730-1745 წლებში ნადირი ხელმძღვანელობდა. 1736 წლიდან ეს სარდალი ირანის შაჰი გახდა. საქართველოში ნადირ-შაჰი 1735 წელს მოვიდა.

ქართლ-კახეთის ფეოდალები ნადირ-შაჰს მიემხრნენ და ოსმალები განდევნეს. ირანის ბატონობა მათ უფრო ნაკლებ ბოროტებად მიაჩნდათ, ვიდრე ოსმალობა. მაგრამ ნადირ-შაჰმა ქართლ-კახეთში ირანული გადასახადები და ყიზილბაშური წყობილება შემოიღო. ეს არანაკლებ მძიმე გამოდგა. მაშინვე ქართლსა და კახეთში აჯანყებები დაიწყო. ქართლის აჯანყებას შანშე ქსნის ერისთავი, ვახუშტი აბაშძე, გივი ამილახვარი და სხვა თავადები მეთაურობდნენ, კახელთა აჯანყებას-კი - თეიმურაზ მეორე, კახეთის მეფე.

აჯანყებულთა მხნე ბრძოლამ ნადირ-შაჰი აიძულა საქართველოს გათათრებაზე საბოლოოდ ხელი აეღო და აქ თანდათან ძველი, ადგილობრივი წესწყობილება აღედგინა.

თეიმურაზისა და ერეკლეს გავეფეა. ივნისში 1744 წელს ნადირ-შაჰმა თეიმურაზი ქართლის მეფედ, ხოლო მისი შვილი ერეკლე მეორე კახეთის მეფედ დანიშნა.

თეიმურაზ მეორე ერეკლე პირველის შვილი იყო და კახეთის ბაგრატიონთა შტოს ეკუთვნოდა. თეიმურაზი კახეთში 1733 წელს გამეფდა, თავისი ძმების, დავითისა (1703 წ. -1722 წ.) და კონსტანტინეს (1722 წ. - 1733 წ.), შემდეგ. ქართლის მიღების შემდეგ თეიმურაზმა ქრისტიანული წესით გვირგვინი იკურთხა მცხეთაში 1745 წლის 1 ოქტომბერს. ეს პირველი შემთხვევა იყო მე-17 საუკუნის დამდეგიდან, რომ სამეფო ტახტზე მეფე ქრისტიანობით ჯდებოდა.

ამ ხანებში ნადირ-შაჰის სახელმწიფოს დღე დაელია. გაუთავებელი ომებით გამოწვეულმა აუტანელმა გადასახადებმა, ფეოდალების გაუკითხავმა მჩაგვრელობამ და ხელმწიფის მოხელეების სრულმა თვითნებობამ დაღუპვის კარამდე მიიყვანეს უიმისოდაც ჩამორჩენილი ირანი. 1747 წელს ნადირ-შაჰმა მთელ ირანს აუტანელი გადასახადები შეაწერა, მარტო ქართლ-კახეთს მან ორასი ათასი თუმანი შემოუკვეთა. ეს ზომა საბედისწერო აღმოჩნდა. ნადირ-შაჰი და მისი მონარქია აჯანყებათა მსხვერპლი გახდა. 1747 წელს ნადირ-შაჰი მოჰკლეს.

შაჰის სიკვდილის უმალ ირანში დიდი არეულობა გამეფდა: ლაშქარი დაიშალა, სარდლებმა ქვეყნები დაისაკუთრეს, ტახტის მაძიებლები ერთიმეორეს დაერივნენ.

ეს არეულობა დიდხანს გრძელდებოდა და მთელი ირანი ერთი მეორისაგან დამოუკიდებელ მცირე სახანოებად დაიშალა. ხანებს შორის დაუსრულებელი ომები გაჩაღდა. მრავალ სახანოდ იყო დაშლილი აღმოსავლეთი ამიერ-კავკასიაც.

22 თავი XX - საქართველო მე-18 საუკუნის მეორე ნაევარში

▲back to top


22.1 § 139. თეიმურაზისა და ერეკლეს ბრძოლა პირველობისათვის ამიერ-კავკასიაში

▲back to top


1748-1750 წლებში ქართლ-კახეთს ფიცხელი ომები ჰქონდა სხვადასხვა ხანებთან, რომელთაც აღმოსავლეთ ამიერ-კავკასიაში გაბატონება ჰსურდათ. თეიმურაზმა და ერეკლემ ზედიზედ დაამარცხეს ისინი, ხოლო. ერევნის, განჯისა და ნახჭავნის სახანოები საქართველოს მოხარკე ქვეყნებად გადააქციეს.

0x01 graphic

ხანებზე გამარჯვება, ერევნის, განჯისა და ნახჭავნის დამორჩილება ქართველ მეფეთა დიდი სამხედრო და პოლიტიკური წარმატება იყო. აღმოსავლეთ ამიერ-კავკასიაში საქართველოს უპირატესობა თითქოს უცილობელი ხდებოდა.

ლეკთა გამოლაშერეა. მაგრამ საქართველოს წინაშე ერთი მეტად მძიმე საკითხი ჯერ ისევ გადაუჭრელი რჩებოდა. ეს ლეკთა საკითხი იყო.

ქართლ-კახეთის ამ წარმატებებმა ჭარ-ბელაქნის უბატონო თემები შეაშფოთა. ქართველთა გაძლიერებაში ისინი თავისთვის საფრთხეს ხედავდნენ. და მართლაც ასე იყო: საქართველოში ლეკთა თარეშების მოსასპობად ქართველებს აუცილებლად მიაჩნდათ ჭარ-ბელაქნისა და კაკ-ენისელის დაპყრობა და მათი ისევ კახეთისათვის შემოერთება.

ჭარელებმა გადამთიელი თანამოძმეები მოიხმეს და ლეკთა დიდი ჯარი 1750 წელს: საქართველოზე გამოემართა. ჯარის ერთი ნაწილი კახეთს დაეცა, მთავარი ძალები-კი ყაზახს შეესივნენ და ის სასტიკად დაარბიეს, ახალგაზრდა ერეკლემ კახეთზე წამოსული მტერი მთელ რიგ. ბრძოლებში უკუაგდო. ამის შემდეგ მეფე ფიცხლავ ქართლს მიეშველა. ქართველთა ჯარი აედევნა ნადავლით დატვირთულ ლეკთა მთავარ ძალას და ალაზან-იორის შესართავთან შეება მტერს. ლეკები დამარცხდნენ. ნადავლ-ნაალაფევს გარდა მათ დიდძალი. დაჭრილ-დახოცილები თუ ტყვეები და ათასობით ცხენები დასტოვეს და გაიქცნენ.

ამ. გამარჯებას ქართველები დივდ. მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მათი აზრით ეს ლეკთა საკითხის საბოლოო გადაჭრის საწინდარი იყო. მალე მეფეებმა დარბაზის სხდომა მოიწვიეს, სადაც „უბატონო თემების“ დაპყრობა გადასწყვიტეს.

ომი არ-ელაქნისა და შაი-შარანის ხაის წინააღდეგ. შაქი-შარვანის ხანი აჯი-ჩალაბი სათვალმჩენოდ, მართალია, ქართველ მეფეებს მეგობრობდა, მაგრამ რაც უფრო ძლიერდებოდა მეზობელი საქართველო, მით უფრო ხანს მოსვენება ეკარგებოდა. ჭარ-ბელაქნისა და კაკ-ენისელის დაპყრობით ქართველები შაქს უშუალოდ უმეზობლდებოდნენ. ამიტომ აჯი-ჩალაბი გადამწყვეტი ომისათვის საიდუმლოდ ემზადებოდა.ქართველებმა აჯი-ჩალაბს განაზრახი გვიან შეუტყვეს. ლეკებისა და შაქი-შარვანის შეერთებულმა ლაშქარმა დაამარცხა ქართველი ჯარი (თებერვალი 1751 წ.).

ეს იყო თეიმურაზ-ერეკლეს პირველი სერიოზული დამარცხება. ამასთანავე გამოირკვა, რომ ლეკთა საკითხი გაცილებით უფრო მძიმე და რთული იჭო, ვიდრე ეს ქართველ პოლიტიკოსებს წარმოედგინათ.

აზატ-ხანის დამარცხება. ამავე დროს ადარბადაგანის მხრით საქართველოს დიდი საფრთხე გაუჩნდა. თავრიზის . მფლობელი აზატ-ხანი მთელი ირანის დაპყრობასა და ხელმწიფედ დაჯდომას აპირებდა. 1751 წელს მან აღმოსავლეთ ამიერ-კავკასიას შემოუტია. საქმე ერევნის სახანოდან დაიწყო.

ახალი საფრთხე ქართველებმა კარგად გაითვალისწინეს და ერეკლე ფიცხლავ გაეშურა ერევნის მისაშველებლად. აზატ-ხანიც თვრამეტი ათასი მეომრით სწრაფად ერეკლეს წინააღმდეგ წამოვიდა. ომი მოხდა ერევნის ახლოს, ყირნბულახთან. თუმცა ერეკლეს ბევრად უფრო მცირე ჯარი ჰყავდა, მაგრამ იგი მტერს მტკიცე გულით დახვდა. პირველად აზატ-ხანის დიდმა ჯარმა შეავიწროვა ქართველთა ჯარი და ყოველმხრივ გარს შემოერტყა მას. ყიზილბაშებს ქართველთა დამარცხებაში ეჭვი არ შესდიოდათ და აზატ-ხანი ერეკლე მეფისაგან მორჩილების მოციქულსაც-კი ელოდა. მაგრამ ერეკლეს ბრწყინვალე სამხედრო ნიჭმა გაიმარჯვა: მისი პირადი მიძღოლით ქართველთა ჯარი ისე ძლიერად და ხერხიანად დაეტაკა ყიზილბაშთა ლაშქრის ცენტრს, რომ ის ერთი დაკვრით მოშალა. მტერი სულიერად გატყდა და მალე გაიქცა კიდევაც. ქართველებმა ოცდაათი კილომეტრის მანძილზე ფეხდაფეხ სდიეს მას, ჰკაფეს და ატყვევეს იგი. აზატ-ხანმა ძლივს უშველა თავს, არაქსს გავიდა და ადარბადაგანს შეეფარა. ერეკლე მეფემ ერევან-ნახჭავნის საქმეები მოაწესრიგა და თბილისს დაბრუნდა.

აჯი-ჩალაის დამარხება. ეხლა ქართველებს შეეძლოთ ლეკებისათვის მიეხედათ. ლეკთა საკითხის გადაჭრა უნდა აჯი-ჩალაბიდან დაწყებულიყო.

0x01 graphic

ერეკლე მეორე,
მუზეუმი „ეტეხი“.

აჯი-ჩალაბი ხერნიანად იბრძოდა. ქრისტიანული ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მან მაჰმადიანური სახანოების შეკავშირება სცადა და ამ საქმეში წარმატებასაც მიაღწია. თეიმურაზისა და ერეკლეს წინააღმდეგ შაქის ხანმა არა მარტო ლეკები დარაზმა, არამედ განჯა-ყარაბაღისა და ერევნის ხანებიც-კი გადაიბირა. 1752 წელს ამ ხანების ღალატის გამო ქართველებმა ომი წააგეს განჯას. გამარჯვებული აჯი-ჩალაბი შეტევაზე გადმოვიდა. მტრის დიდი ლაშქარი ქართლში შემოიჭრა. ამავე დროს ლეკების ბრბოები ქართლ-კახეთის დაბა-სოფლებს მოედვნენ.

კარზე მომდგარ საფრთხეს ქართველებმა. ენერგიული მოქმედებით უპასუხეს. ხალხი ციხე-სიმაგრეებში დახიზნეს, ომში ქუდზე კაცი გაიწვიეს, ჩრდილოეთ კავკასიაში ჩერქეზებისა და სხვა მთიელების დასაქირავებლად ხალხი გაგზავნეს. საქმის სული და გული ერეკლე იყო.

სამი თვის გასულს ქართველები სავსებით მზად იყვნენ, რომ. მტრისათვის ღირსეული პასუხი გაეცათ. მტერმა საქართველოს დაპყრობის განზრახვაზე ეხლა ხელი აიღო და უკან გაბრუნდა, მაგრამ ქართველთა ჯარი ერეკლეს სარდლობით ყაზახ-შამშადილუს საზღვარზე მიეწია მათ. სასტიკ ომში განსაკუთრებით თავი ისახელეს ქიზიყელმა გლეხებმა და ჩერქეზთა რაზმმა. მტერი დამარცხდა და დიდად დაზარალებული გაიქცა.

ზაი აზატ-ხანთან. ამ გამარჯვებას საქართველოსათვის დიდი შედეგები მოჰყვა. მაჰმადიანური სახანოების კავშირი, შაქის ხანმა რომ საქართველოს დაუპირისპირა, ჩქარა დაიშალა. ერევნის, განჯის და სხვა ხანები თეიმურაზისა და ერეკლეს მიმართ ისევ მეგობრობის გზას დაადგნენ. ბოლოს თავრიზელმა აზატ-ხანმაც ხელი აიღო საქართველოს დაპყრობის განზრახვაზე და ზავი შემოსთავაზა ქართლ-კახეთის მეფეებს. საქართველოსათვის ეს ზავი მეტად სასურველი იყო. აზატ-ხანთან ზავი ქართლ-კახეთის საშინაო სიმტკიცესაც ხელს უწყობდა. ქართლის ზოგიერთი უკმაყოფილო თავადი აზატ-ხანის გამოლაშქრებას ელოდა. ამ რეაქციონერ ფეოდალებს ადარბადაგანის ხანის შემწეობით თეიმურაზისა და ერეკლეს თავიდან მოშორება ჰსურდათ. ამიერიდან თავადებს ეს იმედი უქრებოდა.

ამრიგად, ხუთი წლის განუწყვეტელი ბრძოლის შედეგად ქართლ-კახეთმა უკუაგდო აზატ-ხანი, წარმატებით მოიგერია მეზობელი ხანების გაერთიანებული შემოტევა და უდავოდ ცხადჰყო თავისი უპირატესობა აღმოსავლეთ ამიერ-კავკასიაში. ლეკთა საკითხი-კი ისევ გადაუჭრელი რჩებოდა.

22.2 § 140. ლეკიანობა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში

▲back to top


ლეკიანოის ხასიათი. ლეკები ქართველებთან პირისპირ შებმას გაურბოდნენ. ეს გასაგებიცაა: ისინი ხომ ქვეყნის დასაპყრობად არ მოდიოდნენ, მათი მიზანი ტყვისა და სხვა ნადავლის შოვნა იყო. ვერც შეიარაღებით, ვერც სამხედრო ორგანიზაციით ისინი ქართველებს ვერ უსწორდებოდნენ. ქართველებთან დიდ ბრძოლებში ისინი ჩვეულებრივ მარცხდებოდნენ ხოლმე.

მთებიდან ჩამოსვლის უმალ ლეკები წვრილ. გუნდებად ნაწილდებოდნენ, უღრან ტყეებს, მიუვალ კლდეებსა და ვერანა ადგილებს ირჩევდნენ ხოლმე სადგურებად და ასეთი ბუნაგებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წვრილად ტაცებასა და ძარცვას ეწეოდნენ. სამოქმედოდ ლეკები სწორედ მაშინ გამოდიოდნენ, როცა ქართველი გლეხობა ციხე-გალავნებიდან თუ გამაგრებული სოფლებიდან სამუშაოდ უნდა გასულიყო. ხვნა-თესვის, მკისა თუ რთველის დროს მოედებოდნენ ეს მტაცებლები მინდვრებს და მიჰქონდათდა მიჰყავდათ ყველაფერი, რის მოტაცებაც-კი შეიძლებოდა: ადამიანები,ოთხფეხი საქონელი, სასოფლო-სამეურნეო იარაღი. ამავე დროს ლეკები მიუხტებოდნენ უკაცოდ დარჩენილ. სოფლებსა და თავისი. ბუნაგებისაკენ მიერეკებოდნენ ქალებს, ბავშვებს, სოფლის ნახირს. ნაშოვნით. დატვირთულები, ლეკები ტყის ბილიკებითა და უგზო ველებით ბრუნდებოდნენ დაღისტანში. მიდიოდნენ ღამით, დღისით-კი მიუვალ ხევ-ხუვებსა ტყეებში ბანაკობდნენ. ჭარ-ბელაქანს გასულნი ისინი უკვე სამშვადობოს იყვნენ. აქ ჩვეულებრივ სტოვებდნენ ნატაცებს, როცა მას საკმაოდ არ სთვლიდნენ, და საშოვრისათვის ისევ ქართლ-კახეთს ბრუნდებოდნენ. დაღისტანში გადაყვანილ ტყვეებს უმთავრესად ყირიმელი ვაჭრები იძენდნენ.

ქართლ-კახეთში ლეკიანობა განსაკუთრებით ძლიერი იყო 1754-1760 წლებში. მთელი ქართლი ლეკთა ბრბოებით აივსო. მოსახლეობა ციხეებს იყო შეფარებული. მეურნეობა მიმქრალიყო.

ომი მადისჯარს. გარდა წვრილ-წვრილი თარეშისა, ლეკებმა ამ ხანებში რამდენიმეჯერ მსხვილი ლაშქრობაც მოაწყვეს. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ლეკთა ორგზისი ლაშქრობა ხუნძახის ბატონის ნურსალ-ბეგის მეთაურობით.

1754 წელს ხუნძახის ბატონი დიდი ჯარით გადმოვიდა და ქართლ-კახეთის ერთიანად აოხრებას იმუქრებოდა. კახეთის მოსახლეობა ერეკლემ სულ ციხეებში შეიყვანა და კახეთის ჯარი-კი თვითონ შემოიყარა. ქართლიც თეიმურაზმა დახიზნა.

ნურსალ-ბეგმა ძარცვა-რბევით კახეთი გამოიარა, არაგვი გადმოლახა. ქართლში შემოვიდა და მჭადისჯვრის1 ციხე-გალავანს გარს შემოადგა. დაღისტნელ სარდალს იქ შეხიზნული ხალხის დატყვევება ჰსურდა. ჯარის სიმცირის მიუხედავად ერეკლე მხნედ შეება მტერს.

სასტიკი ომი გაიმართა. ლეკთა ქვეითობამ სიმრავლით სძლია ქართველების ქვეითა ჯარს, მაგრამ ერეკლეს სიმხნემ და სამხედრო ნიჭმა იხსნა ქართველები დამარცხებისაგან. აი, როგორ ასწერს ამ ამბავს მისი ერთი მონაწილე: „რა გასჭირდა ომი, ბრძანა ბატონმა (ესე იგი, ერეკლემ) დაქვეითება ჯარისა. გარდახდა თვით მეფე ერეკლე ცხენისაგან და უბრძანა გარდახდომა ყოველთა: - „ეს არის დღე ვაჟკაცობისაო და სიყვარული სჯულისაო“. - დაიქვეითეს ქართველთა და კახთა, შეიქნა სროლა თოფთა, რომ კომლისაგან კაცი აღარა ჩანდა. მეფე ერეკლე ხან იქით და ხან აქა აძლიერებდა ჯარსა და პირდებოდა წყალობასა. შეუტივეს ქართველთა და კახთა გულსრულად, დაუშინეს ზამბურაკნი (ესე იგი, დიდრონი თოფები) და ზარბაზანნი, გააქცივეს ერთი დასი ჯარი ლეკისა, ჰკრეს ეს გაქცეული ჯარი მეორესა ჯარსა, აირივა ეს საშინელი ჯარი ლეკისა. გაიქცნენ, შეუტივეს ხმალდახმალ (ქართველებმა), დაერივნენ შიგ, რომ ვითა კატა, ეგრე ხოცდნენ ლეკთა. თვითონ მეფემ ერეკლემ ჩამოკაფა ლეკი ხმალდახმალ, მიყვნენ ხოცით არაგვამდის“. ეს ბრძოლა 16 აგვისტოს მოხდა: „წავიდა - განაგრძობს მწერალი, − ეს დამარცხებული ჯარი, გაიარა, დახვდნენ კახნი და დაუმარცხეს. მივიდა ხუნძახის ბატონი. სირცხვილეული დაღისტანში“.

ლეკთა ეს დიდი ლაშქრობა დამარცხდა, მაგრამ გამარჯვების სიხარულს ანელებდა ლეკების ბოლომოუღებელი წვრილი თარეშები.

ყვარლის ალყა. ამ წვრილ თარეშებს 1755 წელს კვლავ დიდი ლაშქრობა მოჰყვა. ხუნძახის ბატონს მჭადისჯვართან დამარცხების სირცხვილი ვერ მოენელებინა. ქართლ-კახეთის ერთი დაკვრით წახდენის აზრი მას მოსვენებას არ აძლევდა. წინა წლის გამოცდილების გამოყენებით ის ეხლა საგანგებოდ ემზადებოდა. მისი კაცები მოედვნენ მთელ დაღისტანს და ყველას საქართველოში სალაშქროდ იწვევდნენ. ნურსალ-ბეგმა დიდძალი ლეკი შემოიყარა, დაღისტნის სხვა ბატონებიც-კი გამოჰყვნენ მას. ამ დიდი ლაშქრით ხუნძახის ბატონი ყვარლის თავს დადგა. აქედან მან მოციქულები გაგზავნა ჭარს, შაქს, კაკ-ენისელს, განჯას და ყველას საქართველოს წინააღმდეგ მოუწოდა. ესენიც ხალისით ეახლნენ დაღისტნელ სარდალს.

ქართველებისათვის ნურსალ-ბეგის ეს გამოლაშქრება მოულოდნელი არ ყოფილა. ამიტომ სათანადო ღონეც დროულად იხმარეს. მეფეებმა მთელი ქართლისა და კახეთის მოსახლეობა ოთხი თვის მარაგით განსაკუთრებით საიმედო ციხეებსა და მიუვალ ხევებში დახიზნეს. ჯარიც ქვეყნიდან ქუდზე კაცი გამოიყვანეს და თან იახლეს.

ნურსალ-ბეგმა ამჯერად საქმე კახეთიდან დაიწყო. თავისი ოცი ათასი მეომრით ის ყვარლის დიდ ციხე-გალავანს შემოადგა, სადაც გაღმა-მხრის მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო შეხიზნული.

ნურსალ-ბეგის ლაშქართან პირისპირ შებმა ქართველებმა შესაძლებლად ვერ დაინახეს: მტრის ჯარი რიცხვით დიდად სჭარბობდა ქართველებისას. ლეკთა დამარცხება მხოლოდ ხერნით თუ შეიძლებოდა და ერეკლემაც ამ ძნელ საქმეს ბრწყინვალედ მოუარა. ციხის დამცველებს უჭირდათ. ლეკებს გალავნის გარშემო ისეთი მაღალი საფრები შეეკრათ, რომ თოფს შიგ ციხეში ჩაისროდნენ. აუცილებელი იყო მეციხოვნეთა გამხნევება. ერეკლემ მეშველი რაზმის შეგზავნა გადასწყვიტა. ვინც ამ სავაჟკაცო საქმის მოხალისედ გამოვიდოდა, მეფე პირდებოდა - თავადსა და აზნაურს შესაფერი თანამდებობისა და მამულის წყალობას, ხოლო გლეხს - ბატონყმობისაგან განთავისუფლებას, ორ საკომლო მიწა-ადგილსა და ფულად ჯილდოს.

საგმირო საქმეზე ორას კაცამდე გამოვიდა (ცხრა თავადიშვილი, ორი აზნაურიშვილი, ერთი ხუცესი და დანარჩენი ყველა გლეხი, ამათგან ასოცდაათი ქიზიყელი). ვაჟკაცები ღამით გავიდნენ ქიზიყიდან, გავლეს ალაზანი, მიეპარნენ ლეკთა ყარაულებს და ხმალდახმალ გაიკაფეს გზა ციხისაკენ. მეშველმა რაზმმა თოფისწამლის დიდი მარაგი შეიტანა ციხეში. იმედმოცემულმა მეციხოვნეებმა მოახერხეს ციხის გალავნის გარშემო ლეკთა საფრების დაწვა. ნურსალ-ბეგის ლაშქარს მერყეობა დაეტყო: ციხის ჩქარა და ადვილად აღება საეჭვო ჩანდა.

0x01 graphic

ერეკლე მეორის თოფი წარწერით:
„მტერო გძლევ აჯი მუსტაფით მეფე ირაკლი ჭეშმარიტ შემწეობით.
სა
ქ. მუზ. ეთნ. გან.

ყვარლის ციხეში მეშველი რაზმის შეგზავნასთან ერთად ერეკლემ აარჩია გულადი და კარგი ცხენოსანი ქიზიყელები და ჭარის დასარბევად გაგზავნა. ამ რაზმმა დიდძალი საქონელი და ტყვე მორეკა დაუცველად დაგდებული ჭარიდან. ყვარლის ციხის ალყაზე მდგომი ჭარელები შეშფოთდნენ და სახლში წასვლა დააპირეს. ხუნძახის ბატონმა ძლივს შეიმაგრა ისინი.

მაშინ ერეკლემ უკვე მოზრდილი ლაშქარი გაგზავნა ჭარისაკენ. ყვარელს მდგომი ჭარელები ფიცხლავ წავიდნენ ქართველებთან შესაბმელად, მაგრამ ქართველები, ერეკლეს ბრძანების თანახმად, ბრძოლას მოერიდნენ, უკან გამობრუნდნენ და ქიზიყს დადგნენ. ჭარელებს საქმე გაურთულდათ. ქიზიყს მდგომი ქართველთა ლაშქარი ჭარს ასაოხრებლად ემუქრებოდა. ერეკლეს სამხედრო ხერხმა გასჭრა. ჭარელებმა გადასწყვიტეს ყვარლის ციხეს ჩამოსცლოდნენ და თავისი სახლებისათვის მიეხედათ. ამ ნიადაგზე ჭარელებსა და ნურსალ-ბეგის ლეკებს შორის მტრობა ჩამოვარდა და ბოლოს ისინი ერთმანეთს დაერივნენ კიდევაც. ჭარელები სახლში წავიდნენ. მათ გაჰყვა კაკის სულტანიც: ქართველი მარბიელები არც მის ქვეყანას უქადდნენ მშვიდობას.

ამის დანახვაზე ნუხის ხანმაც თავის ქვეყანას მიაშურა. ასე რომ მოალყეთა ჯარის ერთი მხარი სავსებით მოიშალა. დაღისტნელებს ციხის აღების იმედი გადაეწურათ. კიდევ მეტი, საჭირო ხდებოდა თავდაცვაზე ზრუნვა: გამხნევებული ქართველები, საცა იყო, შეუტევდნენ დასუსტებულ მტერს. ასეთ პირობებში დაღისტნელი სურხაი-ხანიც გამოეთიშა მოკავშირეს და შინისაკენ გზას გაუდგა. 28 სექტემბერს ნურსალ-ბეგიცა და შამხალიც მოეცალნენ ყვარლის ციხეს.

ამრიგად, ნურსალ-ბეგმა ომი წააგო. ხუნძახელმა სარდალმა ეხლა ისევ ძველებური ქურდ-ავაზაკობა ირჩია. დარჩენილი ლეკთა ჯარი მცირე გუნდებად დაიშალა, ტყეებსა და კლდეებს შეეფარა და აქედან რბევას შეუდგა..

დიდმა საფრთხემ გაიარა, საქართველოს ერთბაშად აოხრების გეგმა მტერს ჩაეშალა. ლეკთა ბრბოების მეთაურს, რა თქმა უნდა, იმის შესრულება არ შეეძლო, რაც თვით შაჰ-აბასმაც-კი ვერ შესძლო. ცრუ-მოქადულ ნურსალ-ბეგს ყველაზე უკეთ უხდება იმ დროს თქმული ხალხური ლექსი:

„პამპულაი შეიკაზმა თოფითა და ჯინჯილითა:
- უნდა ქალაქსა მივადგე, ამოვხოცო შიმშილითა!
ეს რომ ერეკლემ შეიტყო, გადაბრუნდა სიცილითა...

მაგრამ ლეკთა მიერ საქართველოს ერთი დაკვრით გაოხრება თუ „პამპულაობა“ იყო, ლეკიანობა მისი ჩვეულებრივი სახით მართლაც რომ მოთხრას უქადდა ქვეყანას.

თეიმურა ეფის გამგზვრრუსეთს და სიკვდილი. აპრილში 1760 წელს მეფე თეიმურაზ მეორე რუსეთს გაემგზავრა. ქართლის მეფეს რუსეთის იმპერატორისადმი გაბედული გეგმა და მნიშვნელოვანი სათხოვარი ჰქონდა მოსახსენებელი.

რუსეთის მეფეს თეიმურაზი ჯარს ან ჯარის დასაქირავებლად ფულს სესხად სთხოვდა. ამ ჯარით ქართველი მეფეები ლეკებს ალაგმავდნენ და საგანგებო ლაშქრით ირანში შევიდოდნენ, იქ სპარსელი დიდებულების ყრილობას მოიწვევდნენ და რუსეთისათვის სასურველ პირს ირანის შაჰად აარჩევინებდნენ.

ქართველების გეგმა გაბედული იყო და გონივრული. თეიმურაზი და ერეკლე ამით წინადადებას აძლევდნენ იმპერატორს, რომ ისინი ირანში რუსეთის ინტერესების დამცველებად გამოვიდოდნენ, ხოლო ამ საქმეშიწარმატება, ფიქრობდნენ ისინი, ირანის ბატონობისაგან საქართველოს განთავის უფლების მტკიცე საწინდარი იქებოდა.

რუსეთში ქართველ მეფეთა წინადადებას ვერ გამოეხმაურნენ, რადგანაც ეს წინადადება რუსეთის ზრახვებს ეხლა არ ეთანხმებოდა.

8 იანვარს 1762 წელს თეიმურაზი იქვე, პეტერბურგს, გარდაიცვალა.

___________________

1. მჭადისჯვრის ციხე მუხრან-დუშეთის გზაზე იყო.

22.3 § 141. ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება. ბრძოლა სათავადოების წინააღმდეგ

▲back to top


ირაი მე-18 საუკუნის 60-იან წლეში. ამ დროს ირანში მნიშვნელოვანი ამბები მოხდა. ბრძოლა ირანის ტახტის მაძიებელთა შორის დასასრულს მიუახლოვდა. ქერიმ-ხან ზანდმა ყველა თავისი მეტოქე დაამარცხა და 1761 წლიდან თითქმის მთელ ირანს განაგებდა.

ერეკლეს პოლიიკა. მაგრამ ვიდრე ირანის ტახტის მაძიებელთა შორის ომი მიმდინარეობდა, ერეკლემ ერევანი და განჯა ისევ დაიმორჩილა (1760 წ.).

ერეკლე იშვიათი ოსტატობით ერკვეოდა ერთმანეთის მეტოქე ხანების ძალთა შეფასებაში და საჭირო თადარიგს ყოველთვის თავის დროზე იჭერდა. როცა ქერიმ-ხანი სხვა ხანებზე მეტად გაძლიერდა, ერეკლემ მას ერთი დიდი სამსახური გაუწია: 1760 წელს ქერიმის მიერ დამარცხებული აზატ-ხანი ერეკლეს ხელში ჩაუვარდა. ერეკლემ ეს ძვირფასი ტყვე, თავისი ძველი მტერი, მხარშეკრული მის მეტოქეს გაუგზავნა.

ამ სამსახურის სამაგიეროდ ქერიმ-ხანმა იცნო ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ. გაერთიანება, აგრეთვე-ერეკლეს უფლება განჯა-ერვენის სახანოებაზე, და ამით აღიარა საქართველოს მეფის უპირატესობა ამიერ-კმვვასიამში.

ართლ-კათის გართიაა. ბრძოლა თავადეთან. საქართველოს 935 დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ერეკლემ, ამრიგად, მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. არანაკლები მნიშვნელობისა იყო ერეკლეს შინაპოლიტიკური მიღწევა. თეიმურაზის გარდაცვალების უმალ ერეკლემ თავი ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა. ამიერიდან ქართლ-კახეთი ერთ სამეფოდ იქცა.

თავისი მიზნებისათვის ერეკლე მეფე მარტო გარეშე მტრებს კი არ ებრძოდა, კიდევ უფრო მძიმე ბრძოლა ჰქონდა მას თავადებთან.

თეიმურაზისა და განსაკუთრებით ერეკლეს სახელმწიფო მოღვაწეობა პროგრესულ მიზანს ემსახურებოდა. დაუღალავი ბრძოლით მათ აღადგინეს ქართველობა და მის განმტკიცება-უზრუნველყოფას ალევდნენ ძალღონეს. მაგრამ სწორედ აქ ელოდათ მათ ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომლის გადაულახავად დასახული მიზნის სავსებით მიღწევა შეუძლებელი იყო. ეს დაბრკოლება იყო სათავადოების არსებული სისტემა.

სათავადოების სისტემა საქართველოს ჩამორჩენილობას ემყარებოდა და თავისი მხრით ამ ჩამორჩენილობას ემსახურებოდა. ამიტომაც საქართველოს აღდგენისათვის ანუ, როგორც მაშინ ამბობდნენ, „აღდგომისათვის“ ბრძოლა სათავადოების სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას მოითხოვდა. ერეკლე ამ ბრძოლის თავდადებული გმირი იყო.

თეიმურაზმა და ერეკლემ ჯერ კიდევ 1743 წელს შეუტიეს ერთერთს უძლიერეს სათავადოს. ამ დროს აჯანყებულმა არაგველებმა ბეჟან არაგვის ერისთავი მოჰკლეს. თეიმურაზმა არაგველები მიიმხრო და საერისთავო თავისთვის საკუთრად დაიჭირა.

1744 წელს თეიმურაზმა ქსნისხეველებიც გადმოიბირა და ქსნის საერისთვო გივი ამილახვარს წაართვა.

ასე რომ თეიმურაზისა და ერეკლეს ბატონობა არაგვის საერისთავოს გაუქმებითა და თავადებთან ბრძოლით დაიწყო. ქართლის თავადები მტრულად უყურებდნენ თეიმურაზსა და ერეკლეს. მათ არ მოსწონდათ ამ მეფეების პოლიტიკა, თავადების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ რომ იყო მიმართული. მათ არ ჰსურდათ ქართლ-კახეთის გაერთიანება, მეფეს რომ აძლიერებდა. თეიმურაზისა და ერეკლეს მოღვაწეობამ სავსებით გამოააშკარავა თავადების ბრძოლის რეაქციული ხასიათი. თავისი თავადური მიზნებისათვის ბრძოლაში ეს რეაქციონერები ერთნაირი ხალისით უკავშირდებოდნენ საქართველოს ყველა მტერს: ყიზილბაშებს, ოსმალებს, ლეკებს.

1747-1748 წლებში ქართლის რეაქციონერი თავადების სამეფო კანდიდატი მაჰმადიანი აბდულა-ბეგ იესეს ძე იყო. მწვავე ბრძოლა ერეკლეს გამარჯვებით დასრულდა. 1751-1756 წლებში თავადების სასოება აზატ-ხანი იყო. აზატ-ხანს მრავლად შეხიზვნოდნენ აბდულა-ბეგის შვილები, რომელნიც „ქართლის შოვნას“ საქართველოს ამ მოსისხარი მტრის დახმარებით ელოდნენ. ამავე ხანებში ქართლის თავადებს თეიმურაზისა და ერეკლეს მოწინააღმდეგე ფალავნები რუსეთშიაც ეგულებოდათ. იქ ხომ ქართლის სამეფო ტახტის „ნამდვილი მემკვიდრეები“, ბაქარის ძმა და შვილები, ისხდნენ; ისინი ქართლში გაბატონებაზე ოცნებობდნენ და თეიმურაზისა და ერეკლეს მოქმედებას, რაც გაეწყობოდათ, ხელს უშლიდნენ.

1760-იანი წლებიდან მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. ქართლის თავადებს გარედან დახმარების იმედები თითქმის გადაეწურათ: ქერიმხანი ერეკლეს მეგობრობდა, რუსეთიდან დახმარების მოლოდინი აღარ იყო, ოსმალეთიც ეხლა აღმოსავლეთ ამიერ-კავკასიის საქმეებში აღარ ერეოდა, ხოლო. ახლობელი ხანები ერეკლეს ან ემორჩილებოდნენ, ან უსმენდნენ და მის წინააღმდეგ გამოსელას ვერ ბედავდნენ.

„მარკოზაშვლის დარბაზი“. ამ ახალ პირობებში რეაქციონერებსაც ბრძოლის ხერხი უნდა შეეცვალათ. რაკი გარედან შველის იმედი გადაუწყდათ, რეაქციონერი თავადები შეთქმულება-ტერორის გზას დაადგნენ, მათ მეფისა და მთელი მისი ოჯახის გაწყვეტა განიზრახეს. ამ საქმეს თავისი ხელმძღვანელი გამოუჩნდა. ეს იყო პაატა ბატონიშვილი, ვახტანგ მეფის უკანონო შვილი. მალე პაატა ბატონიშვილის სადგომი, რომელსაც „მარკოზაშვილის დარბაზი“ უწოდეს თანამედროვეებმა, შეთქმულების ბუდედ იქცა. 1765 წელს, როცა შეთქმულები უკვე მზად იყვნენ განაზრახის სისრულეში მოსაყვანად, საქმე გასცა სამშვილდელმა გლეხმა დათუნა ფეიქარმა.

მეფემ სწრაფად დააჭერინა შეთქმულების მეთაურები. ერეკლეს კარგად ესმოდა ამ საქმის საზოგადოებრივი აზრი. მან იცოდა, რომ შეთქმულებს სხვა მომხრეებიც ჰყავდათ. მეფემ დარბაზის სხდომა მოიწვია, საქმე გასარჩევად მას გადასცა და თვითონ-კი მოჩივარის როლში გამოვიდა, დარბაზმა საქმე განიხილა, დამნაშავეებს ქონება ჩამოართვა და მეფეს ნასისხლად1 მისცა, შეთქმულების მეთაურები-კი კანონის თანახმად დასაჯეს.

ამ გამარჯვების შემდეგ მეფე კიდევ უფრო გაძლიერდა, „მარკოზაშვილის დარბაზელები“ ფიზიკურ დამარცხებასთან ერთად მორალურადაც დამარცხდნენ. რა თქმა უნდა, რეაქციონერები ამით არ་ გამქრალან და არც მეფის წინააღმდეგ მოქმედება შეუნელებიათ მათ. მაგრამ შექმნილი პირობების შესაფერისად მათ ბრძოლის ხერხი შესცვალეს და ამის შემდეგ მეფის წინააღმდეგ ტერორი აღარ უცდიათ.

ქვეყნის გაერთიანებისა და მეფის ხელისუფლების გაძლიერების გზაზე ერეკლეს ამ დროს სხვა წარმატებებიც ჰქონდა. 1755 წელს მან ყაზახში ანობა გააუქმა და ეს ქვეყანა სამოურავოდ აქცია. 1765 წლისათვისათვის ბორჩალო-ბაიდარსაც მეფის მოურავები განაგებდნენ.

0x01 graphic

ერელეს ხმალი.
აქ. მუზ.ნ. განყ.

_______________

1. ნასისხლი - საზღაური კაცის მოკვლისა თუ მოკვლის განზრახვისათვის.

22.4 § 142. ერეკლეს საგლეხო პოლიტიკა

▲back to top


გარეშე თუ შინაურ მტრებთან ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებათა მიუხედავად ერეკლე მეფე კარგად ხედავდა, რომ საქართველო ჯერ კიდევ სამშვიდობოს არ იყო გასული, რომ ქვეყნის თავისუფალი მომავალი ჯერ კიდევ უზრუნველყოფილი არ იყო. მტრები მოყვრებად არ იყვნენ გადაქცეულნი, ისინი მხოლოდ მიყუჩებული იყვნენ და ხელსაყრელი ტაროსის მოლოდინში შეტევაზე გადმოსასვლელად ემზადებოდნენ. აუცილებელი იყო ქვეყნის ყოველმხრივი განმტკიცება, რომ მოსალოდნელი განსაცდელი საბედისწერო არ გამხდარიყო.

მაგრამ ქვეყნის განმტკიცება, მისი ეკონომიური და სახელმწიფოებრივი გაძლიერება გლეხთა საკითხის მოგვარების გარეშე შეუძლებელი იყო.

გვიანფეოდალურ საქართველოში გლეხთა საზოგადოებრივი და ქონებრივი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მებატონე არ სცნობდა ყმა-გლეხის რაიმე უფლებას და როგორც ყმას, ისე მის ნაჭირნახულევსაც თავის საკუთრებად სთვლიდა.

ბატონისა და ყმის ურთიერთობას მწვავე კლასობრივი ბრძოლის ხასიათი ჰქონდა. ნებითა და სიამტკბილობით ქართველი გლეხი თავის მებატონეს არაფერს უთმობდა. გლეხები თავგამოდებით ებრძოდნენ ბატონების უსამართლობას, ჩიოდნენ მეფესთან და მისგან სამართალს ითხოვდნენ, ეურჩებოდნენ უმართებულო ბეგარას და იარაღით იცავდნენ თავის უფლებებს, ხოცავდნენ გამხეცებულ მებატონეებს, სტოვებდნენ გაუმაძღარ მძარცველებს, აბრაგად დადიოდნენ ანუ, როგორც მაშინ ამბობდნენ, „ყაზახობდნენ“, სხვაგან გარბოდნენ. აყრა-გაქცევა გლეხთა ბრძოლის მეტად ფართოდ გავრცელებული სახე იყო, მაგრამ აყრა საქართველოს ინტენსიურ მეურნეობასთან სრულიად შეუთავსებელი იყო. აყრა გლეხის ეკონომიურ განადგურებას ნიშნავდა. აყრილი გლეხი, ან ასაყრელად მზადმყოფი ინტენსიურ მეურნეობას (ესე იგი, მიწის გაპატივებასა და მრავალწლიან კულტურებს - მებაღეობას, მევენახეობას, აგრეთვე მეაბრეშუმეობას და სხვ.) ხელს ვერ მოკიდებდა, მისი ხვედრი ღარიბობა და ბოგანოობა იყო. აყრილთა, ხიზანთა და ბოგანოთა1 სიმრავლე ცხადად მოწმობდა ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი ცხოვრების სიდუხჭირეს.

ასეთ პირობებში მყოფი გლეხობა მტრების წინააღმდეგ ძველებური მხნეობით ვერ იბრძოდა. ღატაკს, დაბეჩავებულს, ნახევრად უიარაღოს, მას თავდაცვის მცირე უნარი შესწევდა, ხოლო მძარცველი მებატონისა და მისი ქონების დაცვის ხალისი გლეხს არ ჰქონდა. ქართველ გლეხს რომ უცხოელ მტრებთან ბრძოლის უნარი დაბრუნებოდა, მას უნდა დაბრუნებოდა ბატონების მიერ მიტაცებული უფლებები, რომელნიც ყმას მონისაგან განასხვავებდნენ.

ქვეყანა ძალზე დაზარალებული იყო და გლეხთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირებული. ისინი გასწყვიტეს ან დაატყვევეს ყიზილბაშებმა, ოსმალებმა, ლეკებმა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ისინი აუტანელმა ბატონყმურმა პირობებმა გადააშენა.

ერეკლეს კარგად ესმოდა ეს გარემოება. იგი ხედავდა, რომ გლეხები მხოლოდ ლეკიანობამ კი არა, არამედ კიდევ უფრო „უსამართლობამ გარეკა საქართველოდან“, როგორც თვითონ გლეხები ჩიოდნენ, და მეფეც მთელი რიგი ღონისძიებებით ცდილობდა გლეხობის გადარჩენას, რადგანაც კარგად ამჩნევდა, რომ საქართველოს დაძაბუნების უმთავრესი მიზეზი „გლეხი-კაცის ამოწყვეტა“ იყო.

ერეკლეს საგლეხო კანონები მიზნად ისახავდა გლეხთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამ კანონებით გლეხს უნდა დაბრუნებოდა უფლებები, რომლებიც მათ მებატონეებთან ბრძოლაში დიდი ხანია დაკარგეს. მონის მდგომარეობიდან, რომელშიაც გლეხი იყო მოქცეული, ის ისევ „ნახევრად-თავისუფალი ადამიანის“ (ლენინი) მდგომარეობას უნდა დაბრუნებოდა.

ერეკლე მეფე ენერგიულად ერეოდა ბატონისა და ყმის დამოკიდებულებაში. იგი როგორც ბატონისაგან, ისე გლეხისაგან სასტიკად მოითხოვდა „ბატონ-ყმობის რიგის“ დაცვას, ესე იგი ძველადვე შემუშავებულ საბატონყმო უფლება-მოვალეობათა შესრულებას. ერეკლე ამ საქმეში მებატონეებისადმი დათმობას არ აპირებდა. „რომელიც ამათი დებულება არ არის და არა სდებიათ, იმის გარდა თუ მეტი რამ მოინდომეთ, ჩვენგან მოსაკითხავი იქნება. ამათ სამართლიანის საქმით მოექეცით, თორემ თუ კიდევ ამათ ჩვენთან გიჩივლესთ, იცოდეთ რომ გიწყენთ“-ო, ასე აფრთხილებდა ერეკლე მებატონეს, რომლის გლეხებიც მეფესთან ჩიოდნენ „არასამართლიანის საქმით“ ბატონის მიერ თავის შევიწროებას.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩანს ერეკლეს ბრძანება სხვა თავადისადმი: „თუ რომ თქვენი მამულიდან მემკვიდრე კაცი აიყარა და წავიდა სადმე, ერთი კაცი რომ აიყაროს, იცოდეთ, დიაღ ავად მოგეპყრობით და გარდაგახდევინებთ“-ო. ასეთი ბრძანებით მეფე გლეხთა მოსახლეობისათვის პასუხისმგებლობას ბატონს აკისრებდა. მკვიდრი ყმების აყრა-გაქცევის უმთავრესი მიზეზი-კი ბატონების მიერ ყმათა უსაზღვრო ჩაგვრა იყო. სახელმწიფო ავალებდა ბატონს მკვიდრი ყმების უკლებლად დაცვას. ბატონი-კი ამას მხოლოდ მაშინ შესძლებდა, თუ ყმისაგან „მეტს არ მოინდომებდა“, თუ ყმას „უდებს არ დასდებდა“, თუ „ძალასა და უსამართლოს“ არ უზამდა და იმას დასჯერდებოდა, რაც „დებულება იყო“, ესე იგი თუ თავის მძარცველურ მადას საზღვარს დაუდებდა.

0x01 graphic

რუკა №5
საქართველო და მისი მხარეები
XVIII საუკუნეში

0x01 graphic

ქართველ ტომთა ტიპები. ქართლელი გლეხი. XIX ს. დამლევი.
საქ. მუზ. ეთ. გან.

ამავე ხანებში ერეკლემ აუკრძალა მებატონეებს გლეხკაცის ოჯახის წევრების ცალ-ცალკე გაყიდვა. გამოიცა აგრეთვე კანონი, რომლის თანახმად უცხოეთს ტყვეობიდან თავისი ნებითა და გარჯით შინ დაბრუნებული გლეხი თავისუფლდებოდა ძველი მებატონის ყმობისაგან.

დასასრულ, აღსანიშნავია ერეკლეს დამოკიდებულება ხიზნებისადმი. მეფე ენერგიულად ცდილობდა დაეცვა ისინი მასპინძელ-მებატონეთა ძალმომრეობა-ჩაგვრისაგან.

აღნიშნული ღონისძიებებით ერეკლე ბატონყმობის გაუქმებას მიზნად არ ისახავდა. მეფის მიზანი ბატონყმური დამოკიდებულების მოწესრიგება იყო, რომ ქვეყანას განვითარება-გაძლიერების უნარი დაბრუნებოდა.

მოკლედ, ერეკლეს საგლეხო პოლიტიკა მიმართული იყო აყრილ-დაკარგულთა, ხიზან-ბოგანოთა რიცხვის შემცირებისაკენ და სამშობლოს დამცველ მემკვიდრე გლეხთა, შეძლებულ, გამომღებ მიწის მუშათა გამრავლებისაკენ.

გასაგებია, რომ ერეკლეს ასეთი საგლეხო პოლიტიკა ქართლის თავადების გულისწყრომასა და წინააღმდეგობას ზრდიდა.

________________

1. ხიზანი და ბოგანო მამაპაპეული ადგილიდან აყრილსა და უცხო მხარეში თავშეფარებულ. გლეხებს ეწოდებოდა.

22.5 §143. დასავლეთი საქართველო მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში

▲back to top


დასავლეთ საქართველოში მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში ფეოდალური არეულობა შეუნელებლად გრძელდებოდა. სათავადოების სისტემა აქ შეუზღუდველად ბატონობდა. მეფის ხელისუფლება უკიდურესად დაცემულიყო. სამეფო-სახასო ქვეყნები, ციხე-სიმაგრეები მთავრებსა და თავადებს მიეტაცათ. ძლიერდებოდა ოსმალთა გავლენა იმერეთში.

1723 წელს ოსმალებმა ფოთი დაიპყრეს, აქ ფაშა დასვეს და ზღვის სანაპიროს მმართველად დანიშნეს. დაანგრიეს ძველი რუხის ციხე და ანაკრიის ციხე ააშენეს. ოსმალთა ხელში იყო ამავე დროს ბათომი, ციისძირი, სოხუმი.

ოსმალთა ეს გაძლიერება მეტისმეტად სახიფათო გახდა. ციხეები ტყვისმსყიდველთა ბუნაგებად გადაქცეულიყო. ციხისა და მის გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობა თანდათან მაჰმადიანდებოდა. ოსმალები ამ ციხეებიდან ადვილად ერეოდნენ ფეოდალების ურთიერთობაში და ქვეყნის ბოლოოდ დასაპყრობად თანდათან გზას იკვლევდნენ.

სოლომოის გამეფეა. 1751 წელს იმერეთში ახალგაზრდა სოლომონ ალექსანდრეს ძე გამეფდა. ამ დროს იმერეთში ბუძლიეთესი თავადები იყვნენ ლევან აბაშიძე და როსტომ რაჭის ერისთავი. ხსენებული თავადები მთავრობას იჩემებდნენ, აბაშიძე - არგვეთისას, ერისთავი - რაჭისას, და ამ ნიადაგზე მათ სასტიკი მტრობა ჰქონდათ სოლომონის მამასთან მეფე ალექსანდრესთან. ახალგაზრდა სოლომონი მამის ნაკვალევს გაჰყვა და ამ თავადების დამორჩილებას ცდილობდა. საერთოდ, სოლომონს ფართო სამოქმედო გეგმა ჰქონდა: მტკიცე სამეფო ხელის უფლების შექმნა, დასავლეთ საქართველოს გაერთიანება და ოსმალთა ბატონობის მოსპობა. ამ მხრით სოლომონის მოღვაწეობა ერეკლესას ჰგავდა.

ბრძოლა ტყვის-სიდვის წინააღმდეგ. სოლომონის მდგომარეობა მეტად მძიმე იყო. სამეფო ქონება დიდიხანია თავადებს მიეტაცათ და წვრილი ფეოდალებიც ძლიერი თავადების გავლენის ქვეშ იყვნენ. საჭირო იყო ფრთხილი და მოხერხებული მოქმედებით ძალების თანდათანი შემოკრება. თავისი მოღვაწეობა მეფემ მაჰმადიანობის გავრცელებისა და ტყვის-სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო. ორივე უაღრესად მტკივნეული საკითხი იყო და იმერეთის ფეოდალური საზოგადოების მოწინავე ნაწილს აღნიშნულ მოვლენებთან ბრძოლა საჭირო საქმედ მიაჩნდა. ამიტომ ამ საკითხების გარშემო ძალების გაერთიანება ყველაზე უფრო იყო შესაძლებელი. მეფემ თავის მოღვაწეობას ამით მტკიცე იდეური დასაყრდენი მოუპოვა: ის ქართველობისათვის ბრძოლის მეთაურად გამოდიოდა.

ვრი ფედალეის თადათამოკრება. დადიაისა და გურიელის შემორიგეა. მეფემ წვრილი თავადები თანდათან შემოიკრიბა. ამავე დროს სოლომონმა მოხერხებულად შემოირიგა უძლიერესი ფეოდალები, - ოტია დადიანი და მამია გურიელი. ამით მეფემ მტერი გაიმარტოვა: ერისთავსა და აბაშიძეს ძლიერი მომხრეები შემოაცალა.

მეფე-მთავრების ეს შეთანხმება ოსმალეთს არ ესიამოვნა. მისთვის განსაკუთრებით უსიამოვნო იყო მეფისა და მისი მომხრეების ბრძოლა ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. თანდათან სოლომონმა თავის სამეფოში თითქმის სავსებით მოსპო ეს საშინელი სენი. ახალციხის ფაშამ არაერთგზის შემოუთვალა მეფეს, რათა ტყვის სყიდვა იმერეთში ძველებურად ნებადართული ყოფილიყო. სოლომონმა ეს მოთხოვნა არ შეასრულა და ტყვის-სყიდვა საერო და საეკლესიო სასჯელით სასტიკად აკრძალა.

ხრესილის ომი. მაშინ ოსმალეთის ხონთქარმა სოლომონის დასჯა ბრძანა. ლევან აბაშიძესა და როსტომ ერისთავს თავისი დრო დაუდგათ. აბაშიძე ახალციხეს გაჩნდა და მტერს სოლომონისა და მის მომხრეთა წინააღმდეგ იმერეთზე წამოუძღვა. მეფეს დადიანისა და გურიელის ჯარები მოეშველნენ.

0x01 graphic

სოლომონ პირველი.
მუეუმი „ეტეა“.

დეკემბერში 1757 წელს ოსმალთა დიდი ჯარი იმერეთში შემოვიდა. ქვეყნის მოღალატეები თავისი რაზმებით მტერს მიუვიდნენ. ახალგაზრდა სოლომონი შესანიშნავი სარდალი და ყოვლად უშიში მეომარი აღმოჩნდა. მან ადვილად შეიტყუა თავის სიმრავლით დაიმედებული ოსმალები მოხერხებულ ადგილში, ოკრიბაში, ხრესილის მინდორზე, და ისე გაბედულად დაესხა მტერს თავს, რომ სულ ერთიანად მოშალა იგი. ოსმალთა სარდლები დაატყვევეს, ან დახოცეს. მათი ჯარის დიდი ნაწილი გაწყდა, მრავალიც ტყვედ იგდეს. ხელში. ამ ომში მოკლულ იქნა ლევან აბაშიძე. ხოლო როსტომ რაჭის ერისთავმა და ოსმალთა ჯარის მცირე ნაშთმა თავს გაქცევით უშველეს.

მეფემ აბაშიძის სათავადო საბოლოოდ დაიმორჩილა, ამ სათავადოდან თვითონ ლევან აბაშიძის წილი სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, სხვა აბაშიძეები-კი ფიცით შემოიმტკიცა და სააბაშიოს ნაწილი მათ წყალობად მისცა. ასევე ჩამოართვა მეფემ ყმა-მამული სხვა დამნაშავე ფეოდალებსაც. როსტომ ერისთავი ამ ჯერობაზე დაუსჯელი გადარჩა: ფეოდალებმა შემოარიგეს სოლომონს ეს ძლიერი თავადი, რომელმაც მეფეს ერთგულება შეჰფიცა.

ამრიგად, ხრესილის ომის შედეგად მეფე შესამჩნევად გაძლიერდა, მისი ავტორიტეტიც დიდად გაიზარდა.

სოლოისა და ერეკლეს კავშირი. 1758 წელს იმერეთისა და ქართლ-კახეთის მეფეებმა ერთმანეთთან სამხედრო კავშირი დასდვეს: „რომელსაც ქვეყანაში მტერი შემოვიდესო, ერთ მანეთს მივეშველნეთო“. ეს კავშირი ერეკლესა და სოლომონს შორის 1770 წლამდე არ დარღვეულა.

სოლომოის შემდ გალიერება. საეკლესიო რება. ოსმალეთს ხრესილთან დამარცხება ვერ მოენელებინა და იმერეთის მეფის დამორჩილებას დაჟინებით ცდილობდა. 1758 წელს სოლომონ მეფისა და ოსმალთა ჯარებს შორის ორჯერ ომი მოხდა. პირველად ოსმალებმა გაიმარჯვეს, მეორედ-კი ისინი სასტიკად დამარცხდნენ. სოლომონ მეფის სახელი და გავლენა ამით დასავლეთ საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდა.

მეფემ ისარგებლა ამ გამარჯვებით და სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისა და იმერეთის გაერთიანების გზით ახალი ნაბიჯები გადადგა. 1759 წელს, დეკემბერში, სოლომონმა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო და საერო ფეოდალების საგანგებო კრება მოიწვია. ეს კრება მთელი თვე გაგრძელდა და მან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. მსჯელობის საგანი მთელი დასავლეთ საქართველოს საერთო საკითხები იყო.

ამ კრების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დადგენილება იყო ტყვის-სყიდვის აკრძალვა დასავლეთ საქართველოში.

1759 წლის კრებაზე სოლომონ მეფე მთელი დასავლეთ საქართველოს საერთო საქმეებში ხელმწიფედ გამოდიოდა, ხოლო მთავრები (დადიანი, გურიელი) და თავადები მისი „მორჩილი და ბრძანების აღმასრულებელნი“ იყვნენ. ეს მოვლენა სოლომონ მეფისა და იმდროინდელი. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილის დიდი გამარჯვება იყო.

მთავრები და, კიდევ უფრო, იმერეთის თავადები, გასაგებია, შიშნარევი ეჭვით უცქეროდნენ მეფის ასეთ გაძლიერებას. განსაკუთრებით მოუსვენრად იყო როსტომ რაჭის ერისთავი. მას ამის საბუთიც ჰქონდა. აბაშიძის სახლის დამდაბლების შემდეგ ჯერი ერისთავზე იყო მიმდგარი, ამის პითველი ნიშანი ის იყო, რომ ერისთვის წინააღმდეგ რაჭაში მეფემ ერისთვის მოქიშპე წულუკიძეები დაიახლოვა. ამავე დროს დამდაბლებულ აბაშიძეთა ადგილზე სოლომონმა წერეთლის სახლი წამოსწია.

1763-1768 წლებში იმერეთის ხალხი სოლომონ მეფის მეთაურობით გმირულად ებრძოდა ოსმალო დამპყრობელებს და მათს დამხმარე თავადებს. სოლომონმა არა ერთგზის დაამარცხა ოსმალთა რაზმები, არა ერთი ორგული თავადი დასაჯა. შეუდრეკელი ბრძოლით იმერეთის ხალხმა აიძულა ოსმალეთი ხელი აეღო ქვეყნის საბოლოოდ დაპყრობის განზრახვაზე. მტერმა მეფესთან საზავო მოლაპარაკება დაიწყო. სოლომონმა კარგად იცოდა მტრის ვერაგობა და მასთან ზავის სიმტკიცე არა სწამდა. მეფე შემდგომი ბრძოლისათვის ემზადებოდა და ძლიერ მოკავშირეს ეძებდა.

სოლომოი მიმართავს რსეთს. იმერეთში კარგად იცოდნენ რუსეთ-ოსმალეთის ძველიდანვე მტრობის ამბავი და სოლომონ მეფეც თავის გეგმას ამაზე აგებდა. 23 ივნისს 1768 წელს სოლომონმა საგანგებო ელჩი, მაქსიმე ქუთათელი, გაგზავნა რუსეთს. სოლომონი რუსთ ხელმწიფეს მფარველობას სთხოვდა, სამაგიეროდ რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს დახმარებას აღუთქვამდა.

22.6 § 144. რუსეთ-ოსმალეთის ომი 1768-1774 წლებში და საქართველო

▲back to top


ომის მოაწილეთა გეგმეი და მინეი. სწორედ ამ დროს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო. ორივე მხარე მტრის ქვეყანაში ან მის მეზობლად მყოფი მცირე ხალხების ამხედრებას ლამობდა, დაჩაგრულებს უსჯულო მტარვალების ხელიდან გამოხსნას პირდებოდა და აჯანყება-ომისაკენ მოუწოდებდა. რუსეთი ბალკანეთისა და ამიერ-კავკასიის ქრისტიანი ხალხების მიმხრობას ცდილობდა, ოსმალეთი - ყირიმისა და კავკასიის მაჰმადიანებისას.

რაც შეეხება საქართველოს, სოლომონიცა და ერეკლეც მზად იყვნენ ოსმალეთის წინააღმდეგ ომი დაეწყოთ, მაგრამ ამისთვის მათ აუცილებლად მიაჩნდათ რუსეთიდან ჯარითა და ფულით დახმარების მიღება.

ქართველები ამ საქმეში სრულიად გარკვეული მიზნებით ხელმძღვანელობდნენ. სოლომონს რუსეთის ჯარი თავისი საშინაო და საგარეო გაძლიერებისათვის უნდოდა. მისი შემწეობით მეფე თავადებსა და მთავრებს დაიმორჩილებდა, ოსმალთა მიერ მიტაცებულ ქვეყნებს დაიბრუნებდა და დამპყრობელებს იმერეთიდან საბოლოოდ გააძევებდა.

ასეთივე დიდი. საკითხების გადაჭრას ფიქრობდა ერეკლეც ამ ახალი ძალის დახმარებით.

0x01 graphic

სამეგრელოს ფეოდალის ოჯახი, XVII ს.
მა
რტვილირესკ.

რუსეთის დახმარებით ერეკლე ოსმალეთის მიერ მიტაცებული მესხეთის შემოერთებას, ჭარ-ბელაქნის დაპრობასა და ქართლ-კახეთში „ლეკიანობის“ მოსპობას აპირებდა. ამას გარდა, რაკი საქართველო ამიერიდან რუსეთთან კავშირში იქნებოდა, ეს ოსმალეთისა და ირანის თავდასხმებისაგან დაიცავდა მას მომავალში.

რუსეთის ჯარის ამიერ-კავკასიაში შემოსვლა ერეკლესა და მის თანაგამზრახთ ახალ ხანად ეჩვენებოდათ.

0x01 graphic

ერეკლე მეორის თოფი წარწერით:
„ქ. ირაკლის სიქადულო, საძლეველო მტერთა, ჯვარო ქრისტესო“.
სა
ქ. მუზ. ეთ. განყ.

რუსეთის მიზანი კი იყო: ოსმალთა წინააღმდეგ ომით ქართველებს მტრის დიდი ძალები უნდა დაებანდებინათ, რომ ამით ომის მთავარ ფრონტზე მტერს ელი შეშლოდა.

რუსთა ჯარის შემოსვლა საქართველოში. 1769 წელს ზაფხულის გასულს რუსთა ჯარი გენერალ ტოტლებენის სარდლობით საქართველოში შემოვიდა.

ტოტლებენი ზნედაცემული კაცი იყო. დიდი საქმისათვის საჭირო მას არც ხალისი გააჩნდა, არც ნიჭი. პირადი გამდიდრება-განდიდების მეტი მას სხვა არაფერი აინტერესებდა.

საქართველოს მეფეებს ეს გენერალი იმთავითვე ვერ შეეგუა. ტოტლებენს განსაკუთრებით ის არ მოსწონდა, რომ ერეკლესა და სოლომონს საკუთარი მიზნები ჰქონდათ. საქართველოს ინტერესებისათვის ანგარიშის გაწევას ის საჭიროდ არ სთვლიდა და ერეკლე-სოლომონის მხრით უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა.

ერეკლე და სოლომონი-კი ასეთი მორჩილების მოსურნე არ აღმოჩნდნენ. ამიტომ ტოტლებენმა წყალობის თვალით შეხედა სოლომონ მეფისა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება-გაძლიერების მტრებს - დადიანსა და გურიელს. ერეკლეს წინააღმდეგაც გენერალმა ქართლის რეაქციონერი თავადები გაიერთგულა - დავით ქსნის ერისთავი, ზაალ ორბელიანი, მაჩაბელი, ამირეჯიბი და სხვები.

ასპინძის ომი. მარტში 1770 წელს ერეკლე და ტოტლებენი ახალციხის საფაშოზე სალაშქროდ გაემართნენ. აპრილის შუა რიცხვებში რუს-ქართველთა ჯარი აწყურის ციხეს შემოადგა. მაგრამ ის იყო ომი გაჩაღდა, რომ ტოტლებენი თავისი ჯარით უეცრად უკან გაბრუნდა.

ტოტლებენის საქციელმა ქართველთა ჯარში აღშფოთება, არევ-დარევადა შიში გამოიწვია. მტერმა რაკი ეს შეამჩნია, გული მოიცა, ციხიდან გამოვიდა და ქართველებს თავს დაესხა. ერეკლემ ჯარის რჩეული ნაწილი შეახვედრა მტერს და დაზარალებული ისევ ციხეში შერეკა. მეორე დღეს ერეკლე თავისი ჯარით ასპინძის მიმართულებით წავიდა. ასპინძას მისულს მას ახალქალაქიდან წამოსული 1500 ოსმალო შემოეყარა. რჩეულ მხედართა რაზმით ერეკლე ფიცხლავ ეკვეთა მტერს, დაამარცხა ის და უკუაქცია. ამის შემდეგ ნახევარი საათი არ გასულიყო, რომ ოთხი ათასი კაცისაგან შემდგარი ლეკ-ოსმალთა რჩეული მხედრობა გამოჩნდა ახალცისის მხრიდან. ერეკლეს ბოწყინვალე სამხედრო ნიჭმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ოსმალთა ჯარი სასტიკად დამარცხდა. თურქებიდან მხოლოდ, რამდენიმე ათეულმა კაცმა უშველა თავს გაქცევით. მტერმა სამი ათასამდე მოკლული დაკარგა. სხვები მტკვარში დაიხრჩვნენ ან ტყვედ ჩავარდნენ. ქართველთა ზარალი ფრიად უმნიშვნელო იყო. ეს მოხდა 1770 წლის 20 აპრილს.

ერეკლემ ამ დიდი გამარჯვებით ვერ ისარგებლა. მას დიდად აფიქრებდა ტოტლებენის უკან დახევა და ქართლის საქმეები. 29 აპრილს მეფე სასწრაფოდ თბილისს დაბრუნდა.

ტოტლებენი აწყურიდან ანანურს მისულიყო და აქ რუსეთიდან ახალ ჯარს ელოდა.

ტოტლეის ანზრახა. ერეკლესა და ტოტლებენს შორის დამოკიდებულება სავსებით გაფუჭდა. გენერალს მეფის ტახტიდან ჩამოგდება და საქართველოს დაპყრობა დიდიხანია გადაწყვეტილი ჰქონდა. ეხლა, როცა აწყურიდან წასვლით ვერაფერს მიაღწია, მან ქართლის დაპყრობის საკითხი რუსთა კორპუსის სამხედრო საბჭოში დასვა და დასტურიც მიიღო. ამ საქმეში ტოტლებენის ერთგული, მოკავშირე იყვნენ ქართლის რეაქციონერი თავადებიც. გენერალმა საქმე დაიწყო: ციხე-ქალაქების დაჭერასა და ხალხის რუსთ ხელმწიფის ერთგულებაზე დაფიცებას შეუდგა.

მაგრამ ერეკლეს საპასუხო ენერგიულმა მოქმედებამ ტოტლებენი შეაშინა და განზრახვაზე ხელი ააღებინა.

ტლეი იმერეთში. ტოტლებენმა მიიღო დამხმარე ძალები და ეხლა იმერეთს წავიდა. ამასობაში. სოლომონ მეფეს ცუცხვათისა და შორაპნის ციხეებიდან ოსმალები გაერეკა, ქუთაისის ქალაქიც დაეპყრო და ციხეც შეეხუთა. 2 ივლისს ტოტლებენმა ბაღდადის პატარა ციხე წაართვა ოსმალებს. ამის შემდეგ რუს-იმერელთა ჯარმა ქუთაისის ციხეც აიღო 6 აგვისტოს.

მაგრამ ტოტლებენს ვერც სოლომონი გაეწყო და ჩქარა მათ შორის აშკარა უკმაყოფილება ჩამოვარდა.

ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ტოტლებენი უკვე ფოთს შემოადგა. გენერალმა დანაქადი ვერ შეასრულა და ციხე ვერ აიღო, ის ძლიერ გამაგრებული აღმოჩნდა. მოკავშირე მთავრებიც - დადიანი, გურიელი, შარვაშიძე - მეტად საეჭვოდ მოქმედებდნენ.

6 თებერვალს ტოტლებენი მოეხსნა ფოთს და ხელცარიელი უკან გაბრუნდა.

ეხლა რუსეთის სამეფო კარიც დარწმუნდა, რომ საქართველოში „ტოტლებენი რუსეთს უფრო სირცხვილს უხვეჭდა, ვიდრე სახელს“. უვარგისი გენერალი გამოსცვალეს და მის მაგიერ სუოტინი დანიშნეს.

მაგრამ ვერც სუხოტინმა ისახელა თავი. ის არც თვითონ იცნობდა ადგილობრივ პირობებს, არც სხვებისა სჯეროდა. შუა ზაფხულში სუხოტინმა ფოთს ლაშქრობა დაიჟინა.

ფოთის ჰავამ უჩვევი ხალხი დასცადა: სუხოტინს რვაასამდე კაცი ციებ-ცხელებისაგან დაეხოცა, დანარჩენთა დიდი უმრავლესობა ავადმყოფობისაგან ფეხზე ძლივს იდგა. ოქტომბერში სუხოტინმა ფოთს ალყა მოხსნა.

ერეკლე ეიებს რუსეთის მფარველობას. რუსეთის ლაშქრის ორი წლის მოქმედებამ ერეკლეს სარგებლობა ვერ მოუტანა. ყველა ის დიდი მიზანი,რომელთა მიღწევასაც ერეკლე ამ ომის საშუალებით ლამობდა, მიუღწეველი რჩებოდა, კიდევ უარესი: ერევნის ხანი გამდგარიყო და ოსმალეთის მფარველობის ქვეშ შესულიყო, ქერიმ-ხანიც გაუავგულდა რუსეთის მხარეზე გადასულ ერეკლეს და ახლო მეზობელი ხანებიც ეჭვის თვალით უცქეროდნენ მას. ლეკები კიდევ უფრო აიშალნენ: ეხლა მათ ოსმალეთი შველოდა. არ ისვენებდნენ შინაური მტრებიც. რეაქციონერი თავადების იმედი ეხლა ალექსანდრე ბატონიშვილი იყო ბაქარის ძე, რომელიც რუსეთიდან წამოსულიყო, ქერიმ-ხანს შეხიზნოდა და მისი დახმარებით აპირებდა ერეკლეს ქართლიდან განდევნას.

ამავე დროს მოკავშირე რუსეთის მთავრობა საქართველოს აღდგენისადა გაძლიერების საქმისადმი გულგრილობას იჩენდა, ხოლო რუსთა ლაშქრის სარდლები ერეკლეს შინაურ მტრებს უფრო ეწყობოდნენ, ვიდრე მას. მდგომარეობა მეტად მძიმე იყო. საგარეო პოლიტიკის გადასინჯვისსაკითხი დგებოდა. საჭირო იყო. აქტიური მოკავშირე, მაგრამ სამშობლოს მომავლისათვის მებრძოლი ქართველობა ირან-ოსმალეთს ვერ აირჩევდა: საქართველოს „გამოხსნისა და აღდგომის“ იდეა ამ მოძალადეების წინააღმდგ სამსაუკუნოვანი უმაგალითო ბრძოლის იდეა იყო. და ერეკლემ თავის თანამზრახებთან თათბირის შემდეგ დიდმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. რომ რუსეთი საქართველოს აღდგენა-გაძლიერების საქმეში დაეინტერესებინა, ერეკლემ რუსეთის მთავრობას საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა შესთავაზა.

1772 წლის მაისში რუსის ჯარი საქართველოდან უკან გაიწვიეს. ერეკლესაც მის წინადადებაზე უარი შემოუთვალეს. პეტერბურგში ანგარიშს უწევდნენ იმ გარემოებას, რომ ქართლ-კახეთზე რუსეთის მფარველობის გამოცხადება ოსმალეთთან ერთად ირანსაც აამოძრავებდა რუსეთის წინააღმდეგ.

ჩხერის მი. ოსმალეთმა ისარგებლა რუსთა ჯარის წასვლით და იმერეთის ძველებურადვე დაპყრობა სცადა. 1774 წლის იანვარში 4000 კაცისაგან შემდგარი ოსმალთა ჯარი იმერეთს შემოესია. ამავე დროს ფაშამ სოლომონის წინააღმდეგ დადიანსა და აფხაზთა მთავარს მოუწოდა. ორივე მხრიდან ერთდროულად უნდა დაეკრათ იმერეთისათვის. სოლომონ მეფემ მოკავშირე ერეკლეს შველა. სთხოვა. ერეკლემ მოციქულები გაუგზავნა დადიანს და სოლომონის წინააღმდეგ გამოსვლაზე ხელი ააღებინა. ამით იმერეთის მეფეს ხელი გაეხსნა და მან მთელი ძალა ოსმალების წააღმდეგ მიმართა. ამავე დროს ერეკლემ მოკავშირის დასახმარებლად ჯარი შემოიყარა.

მტერი მიხვდა, რომ ხიფათში გაება და სასწრაფოდ უკან დაზრუნება იწყო. სოლომონმა მტერს განზრახვა შეუტყო და ჩხერის ვიწროებში1 რჩეულ მეთოფეთა რაზმი ჩაუსაფრა. 6 თებერვალს გათენებისას მტერი ვიწროებს მიადგა, მაგრამ იმერელ მეთოფეთა ძლიერმა ცეცხლმა მას გზა მოუჭრა. გაჭივრებულ მტერს სწორედ ამ დროს სოლომონ მეფემ ზურგიდან ხმლით ისე მხნედ დაჰკრა, რომ თურქების წინააღმდეგობა ერთბაშად გასტეხა. 1000 მოკლული და 600 ტყვე ლეკ-ოსმალო ადგილზე დარჩა. რაც აქ დააკლდათ თავდამსხმელებს, ის იმერელმა მდევრებმა შეუთავეს: 1400 კაცი ჩხერიდან ვახანამდე დაკარგა გაქცეულმა მტერმა. ძლივს 700 კაცმა მიაღწია ახალციხეს და ფაშას საზარელი ამბავი მიუტანა.

ქუჩუკ-აინარჯის ზაი და საართველო. 10 ივლისს 1774 წელს რუსეთ-ოსმალეთს `შორის ზავი დაიდო ქუჩუკ-კაინარჯიში. საზავო ხელშეკრულების მე-23 მუხლი საქართველოს შეეხებოდა; რუსეთის მთავრობა ამ მუხლით დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის უფლებას სცნობდა იმ პირობით, რომ ოსმალეთი უარს ამბობდა იმერეთის ხარკზე.

1768-1774 წლის ომმა სოლომონს თვალსაჩინო წარმატება არგუნა. ოსმალებმა ვერ გამოიყენეს ქუჩუკ-კაინარჯის ზავის ეს მუხლი: სოლომონ მეფე ვერ დაიმორჩილეს, ვერც იმერეთის ციხეები დაიჭირეს. მეფემ სავსებით მოსპო ტყვეთა სყიდვა, მტკიცე ხელით ალაგმა თავადების აღვირახსნილობა. როსტომ რაჭის ერისთავი სოლომონმა ჯერ კიდევ 1768 წელს იგდო ხელთ, დასაჯა იგი და საერისთაოც საკუთრად დაიჭირა. მეფე შესამჩნევად გაძლიერდა, მისი შიში და პატივისცემა დასჩემდათ დადიანსა და გურიელსაც. ქვეყანა დამშვიდდა და სწრაფად მოშენება იწყო. ათიოდე წელიწადში მოსახლეობამ თვალსაჩინოდ მოიმატა.

იმ მარცხს, რომელიც რუსეთ-ოსმალეთის ომში ჩარევამ მოუტანა ქართლ-კახეთს, ერეკლეს ენერგია არ მოუდუნებია. მე-18 საუკუნის 80-იან წლებში ერეკლე მეფე დიდი მხნეობით მოღვაწეობდა ქვეყნის საშინაო თუ საგარეო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

_____________

1. მდ. ჩხერიმელას ხეობაში, თანამედროვე ორჯონიკიძის (ხარაგოულის) რაიონში.

22.7 § 145. მორიგე ჯარი

▲back to top


საქართველოში აქამდისაც კარგად იცოდნენ, ხოლო 1769-1771 წლებში რუსთა ჯარის გაცნობით კიდევ უფრო დარწმუნდნენ ფეოდალური ლაშქრის ჩამორჩენილობაში და „რეგულის“, ესე იგი, მოსახლეობიდან გაწვეული, მუდმივი ჯარის უპირატესობაში. მაგრამ ქართველი მოღვაწეები იმასაც კარგად ხედავდნენ, რომ იმ დროის საქართველოში ასეთი ჯარის მოწყობა შეუძლებელი იყო. არც მეფეს გააჩნდა ასეთი ლაშქრის იარაღ-სანოვაგისა და ტანისამოსით მომარაგების საშუალება და არც თავადები მისცემდნენ მეფეს თავის ყმებს ამ ლაშქრისათვის.

1773 წლის მიწურულში ერეკლემ დარბაზის სხდომა მოიწვია. მსჯლობა შეეხებოდა ისეთი ჯარის შექმნას, რომელიც ლეკთა ქურდულ თავდასხმებს საბოლოოდ მოსპობდა და ქართველ გლეხკაცობას მშვიდობიანი შრომის საშუალებას მისცემდა. დარბაზმა შეიმუშავა „მორიგის ლაშქრობის განაჩენი“, რომელიც მან „ყველასაგან უკეთესად და უმჯობესად გამოარჩია“, როგორც თვით ამ განაჩენშია ნათქვამი.

მორიგე ლაშქრის რაობა შემდეგი იყო. ქართლ-კახეთის მამაკაცი მოსახლეობა აღწერილ იქნა. ყველა ლაშქრობის შემძლე მამაკაცი მოვალე იყო წელიწადში ერთი თვით ლაშქარში გასულიყო. ლაშქარში მორიგე თავისი ხარჯით მიდიოდა. ამისთვის მეფემ ქართლ-კახეთის მთელი გლეხობა სურსათის გადასახადისაგან1 გაათავისუფლა. მორიგეს იარაღიც საკუთარი უნდა ჰქონოდა. მორიგე ლაშქარში ხალხის უკლებლად გამოცხადებისათვის სოფლის მებატონე და მოხელე იყვნენ პასუხისმგებელი. ბატონი მოვალე იყო მორიგედ მიმავალი გლეხი მოემარაგებინა, როცა უკანასკნელს საკუთარი საშუალება არ გააჩნდა. მორიგე ლაშქარი ცალკე ერთეულებად იყოფოდა და თითოეულს მეფის მიერ დანიშნული მეთაური უფროსობდა. პირველ ხანებში მორიგეში თვიურად ხუთი ათასი მეომარი გამოდიოდა.

მორიგე ლაშქრის მიზანშეწონილობა, მისი დიდი სარგებლიანობა ჩქარა აშკარა შეიქნა. ლეკების თარეში სავსებით შეწყდა, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, მიტოვებული სოფლები ისევ მოშენდა, გლეხებმა ციხე-გალავნები დასტოვეს, მინდვრად გავიდნენ და მშვიდობიან სოფლის მეურნეობას შეუდგნენ. მორიგე ლაშქრის მთავარი ხელმძღვანელი ერეკლეს ვაჟი ლევან ბატონიშვილი იყო. ამ ახალი ლაშქრის ასეთი სარგებლიანობის მიუხედავად თავადებმა მას შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადეს: მორიგე ჯარი მეფის ხელისუფლებას აძლიერებდა, ეს-კი თავადებისათვის არ იყო სასურველი.

მორიგე ლაშქარი ბრძანებით არასოდეს არ გაუუქმებიათ, მაგრამ თავადებმა მოახერხეს მისი თანდათანი შესუსტება და ბოლოს სავსებით გაქრობა. უდიდესი ზიანი მოუვიდა მორიგე ლაშქარს მისი ხელმძღვანელის, ლევან ბატონიშვილის, მოულოდნელი სიკვდილით (1781 წ.). სხვა ბატონიშვილები აგრე რიგად არ ზრუნავდნენ მორიგე ჯარზე და მალე ეს საქმე ანგაარი მოხელეების ხელში მათი საკუთარი შემოსავლის წყაროდ იქცა. ქრთამით ესა თუ ის თავადი სულ უფრო და უფრო ადვილად. ახერხებდა თავისი ყმებით მორიგეში გასვლისაგან თავის დაღწევას. მორიგეთა რიცხვმა თანდათან იკლო და ბოლოს სულ გაქრა.

მორიგე ჯარის გაუქმება იყო თავადების გამარჯვება და ერეკლე მეფის პოლიტიკის უდიდესი მარცხი.

_______________

1. „სურსათი“ ეწოდებოდა ყოველწლიურს სახელმწიფო გადასახადს ხორბლეულით.

22.8 § 146. ქართლ-კახეთის სამეფო სამოცდაათიან წლებში

▲back to top


ერეკლეს საგარე პოლიტიკა ე-18 საუკუის 70-ია წლებში. მე-18 საუკუნის 70-იან წლებში ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო მდგომარეობა გართულდა: ირან-ოსმალეთს შორის დამოკიდებულება გამწვავდა, ორივე მხარე საომრად ემზადებოდა.

ასეთ პირობებში ერეკლე მეფის მიმხრობა ორივე მხარისათვის ძვირფასი იყო. ამიტომ ირანიცა და ოსმალეთიც დაუტკბნენ ქართლ-კახეთის მეფეს, ძვირფას საჩუქრებს უგზავნიდნენ მას და მეგობრობა-კავშირს სთავაზობდნენ. ერეკლემ ოსმალეთი აირჩია. მეფე ფიქრობდა, რომ ოსმალეთი ირანს დაამარცხებდა და ქართლ-კახეთიც: სამუდამოდ განთავისუფლდებოდა ირანის ბატონობისაგან.

1778 წელს ერეკლეს ოსმალეთის ხონთქრისაგან ძვირფასი საჩუქრები და ელჩი მოუვიდა. შეთანხმება მოხდა. ამიერიდან ქართლ-კახეთი ოსმალეთის მოკავშირედ ითვლებოდა.

ერეკლეს მოლოდინი არ გამართლდა. ირან-ოსმალეთს შორის ომი არ მოხდა, ერეკლესა და ქერიმ-ხანს შორის ურთიერთობა-კი მეტად გამწვავდა. მაგრამ ამ ხანებში (1779 წელს) ქერიმ-ხანი გარდაიცვალა, ირანი ისევ არეულობამ მოიცვა და ირან-საქართველოს ურთიერთობის საკითხის სიმწვავე კარგა ხნით განელდა.

სათამადო წარმოეის აჩნა. 1774 წელს ერეკლემ საფუძველი ჩაუყარა სამთამადნო მრეწველობის საქმეს. მეფემ იცოდა, რომ ძველად საქართველოში მადნების დამუშავება წარმოებდა, მაგრამ მის დროს საქართველოში მადნის ოსტატი აღარავინ იყო, დიდი გარჯით მეფემ მოახერხა ოსმალეთიდან ბერძენი მადნის მოხელეების გადმობირება. მოსულებმა ახტალასა და ალავერდში სპილენძისა და ვერცხლის ამოღება-გამოდნობის საქმე გააჩაღეს. მალე უკვე ამ მადნებიდან მეფეს 1500 კილო წმინდა ვერცხლი და საკმაო სპილენძი შემოსდიოდა.

ამ გზით ერეკლემ შესამჩნევად გაადიდა სამეფო შემოსავალი, რაც შემდეგში სათანადოდ გამოიყენა კიდეც. საჩუქრებით, „ჯამაგირით“ ერეკლემ ლეკთა ბელადები მრავლად გაიერთგულა, ლეკთა რაზმებიც დაიქირავა, სხვები კიდევ მორიგე ლაშქრის შემწეობით ალაგმა და ქვეყანას მშვიდობა მოუპოვა.

საქარხნო-საფაბრიკო წარმოეის დანერგვის ცდეი აღმოსავლეთ საართველოში. არაჩვეულებრივ მრავალმხრივი იყო ერეკლეს სახელმწიფო მოღვაწეობა. საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგების გვერდით მეფე არანაკლებ ზრუნავდა ქვეყნის ეკონომიურ წარმატებაზე. აქ. ერეკლეს მოღვაწეობაში სრულიად ახალი რამ ჩანდა.

მეფე ხელს უწყობდა არა მარტო სოფლის მეურნეობის განვითარებას, არამედ მიზნად ისახავდა საქართველოში მრეწველობის გაფართოებასაც. ერეკლე, ერთი მხრით, ხელს უწყობდა აქამდე არსებულ წარმოებათა გაუმჯობესებას და ამავე დროს მრეწველობის ახალი სახეების დანერგვას დაჟინებით ცდილობდა. მეფე ზრუნავდა სხვადასხვა სამრეწველო წარმოების ოსტატების შოვნასა და ოსტატეთა კადრების ადგილობრივ შექმნაზე. იგი ცდილობდა დაეარსებინა მაუდის და მინა-ბროლისა და სარკის წარმოების ქარხნები, მოეწყო შაქრის წარმოება, მოეზიდა უცხოეთიდან კაპიტალისტ-წამომწყებნი.

მეფის ასეთი საქმიანობის შედეგი იყო სამთამადნო წარმოების გაჩაღება, სამხედრო მრეწველობის გაუმჯობესება. ასევე გაუმჯობესებულ იქნა, ერეკლეს თაოსნობით, ფულის მოჭრის ტექნიკა და სტამბის საქმე.

ბის საქმე. გზების დაცვით ლეკთა თავდასხმებისაგან, ვაჭართა დაცვით თავადების მიერ შევიწროებისაგან, ბაჟების მოწესრიგებით ერეკლე ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას.

მე-18 საუკუნეში საქართველოს საგარეო ვაჭრობაში დიდმნიშვნელოვანი ცვლილება ჩაისახა: რამდენიმე საუკუნის წინ დაყრუებული დარიალის სავაჭრო გზა გაიხსნა. ამ გზით საქართველო ეკონომიურად უშუალოდ დაუკავშირდა რუსეთს. რუსეთთან ეკონომიური ურთიერთობა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.

საალაცხოვრების მოწესრიგეის ცდეი. ვაჭრობა-ხელოსნობისათვის ხელის შეწყობის მიზნით ერეკლემ სათანადო ყურადღება მიაქცია მოქალაქე ვაჭარ-ხელოსანთა უფლებრივ მდგომარეობას. 1770 წელს მეფემ საბოლოოდ დააკანონა ვაჭრებისა და ხელოსნებისათვის ხელსაყრელი საკუთრების ქალაქური წესი: ამიერიდან უშვილოდ გარდაცვალებული მოქალაქის ქონება მეფეს კი არ მიჰქონდა, როგორც ეს ძველად იყო, არამედ ამ მოქალაქის თუნდაც შორეულ მემკვიდრეს რჩებოდა.

ამავე დროს ერეკლე საქალაქო მართვა-გამგეობის მოწესრიგებას ცდილობდა. მის დროს მტკიცედ განსაზღვრულ იქნა ქალაქის მოხელეების - მოურავის, მელიქ-მამასახლისის, ქედხუდების - და აგრეთვე ამქრების უფლება-მოვალეობანი.

საელმწიფო წყოილეის გადახალისების საითხი. განსაკუთრებულ სიძნელეს ერეკლესათვის ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობილების გარდაქმნა წარმოადგენდა. შეუდრეკელი ბრძოლით მეფემ გააერთიანა ქართლ-კახეთი, გააუქმა საერისთაო-სახანოები, ერისთვებისა და ხანების მაგიერ დანიშნა თავისი მოხელე-მოურავები, დაიმორჩილა თავნება თავადები, მაგრამ სახელმწიფოებრივი წყობილების გარდაქმნამდე ჯერ კიდევ შორს იყო. საქართველოს სინამდვილე ასეთ გარდაქმნას მეტისმეტად აძნელებდა. მიუხედავად ამისა ქვეყანაში თანდათან მწიფდებოდა აზრი სახელმწიფოებრივი წყობილების გარდაქმნის საჭიროების შესახებ და ცხოვრებაშიაც საამისო ღონისძიებები თანდათან გზას იკვლევდა. მე-18 საუკუნის 80-იანი წლებისათვის ამ მხრით შესამჩნევი წარმატება ჩანდა. სახელმწიფოს მმართველობა სხვადასხვა ცენტრალიზებულ დარგებად იქნა დაყოფილი: საგარეო საქმეთა სახელმწიფო შემოსავლისა და სამხედრო საქმეებისა ასევე ახალი იყო მსაჯულთ შეკრებულობის დაწესებულება, ერეკლემ რომ შემოიღო 1778 წელს: ამიერიდან „ყოველი არზა და საჩივარი მდივანბეგებთან მივიდესო“.

0x01 graphic

„ქილილა და დამანას“ ხელნაწერის მინიატურა, XVIII ს.

ეფის ძალა-უფლეა და საბჭო. როგორც მეფე, ერეკლე თვითმპყრობელი იყო, ის შეუზღუდველი უფლებით სარგებლობდა. მიუხედავად ამისა მის დროს საბჭოს („დივანს“) უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ერეკლე არც ერთს დიდმნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეს ამ საბჭოს დაუკითხავად არ გადასწყვეტდა. საბჭო ორგვარი იყო - დიდი და მცირე. პირველში შედიოდნენ მეფის შვილები, კათალიკოსი და სხვა საეკლესიო და საერო დიდბატონები, აქვე მონაწილეობდნენ სამეფო დიდმოხელენიც. მცირე საბჭო მეფის მიერ შერჩეულ პირთაგან შესდგებოდა. ასეთები იყვნენ მისი ერთგული მრჩეველ-თანამშრომელნი. საქმის ხასიათისა და მნიშვნელობის მიხედვით მეფე ზოგ მათგანს დიდ საბჭოში განიხილავდა, ზოგს კიდევ თავის უახლოეს თანაგამზრახებთან ერთად შეიმუშავებდა.

გაათლეის სამე. ერეკლეს მრავალმხრივ მოღვაწეობაში განათლების საკითხს სათანადო ადგილი ეჭირა. უკვე მე-18 საუკუნის 50-იან წლებშივე განახლდა ვახტანგის გადასახლებისა და ოსმალობა-ყიზილბაშობის შედეგად შეფერხებულ-შეწყვეტილი კულტურული მუშაობა. 1749 წელს თბილისის სტამბა კვლავ ამუშავდა. შემდეგ ამ საქმეში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნა შეტანილი. მაგრამ ერეკლეს თაოსნობა განსაკუთრებით სასკოლო საქმეში გამოჩნდა. ერეკლემდე, გვიანფეოდალურ ხანაში, სკოლები კერძო იყო და სახელმწიფო მათზე საგანგებოდ არ ზრუნავდა. ერეკლეს დროიდან-კი საქართველოში სახელწიფო სკოლა შემოდის. 1756 წელს თბილისში ფილოსოფიის სემინარია დაარსდა, ხოლო 1782 წელს მეორე ასეთივე სემინარია თელავშიაც გაიხსნა. ამ სასწავლებელთა გეგმა ასეთივე რუსული სასწავლებლებიდან იყო გადმოტანილი. თბილისისა და თელავის სემინარიებს რექტორები განაგებდნენ. მათ ხელფასი ხაზინიდან ეძლეოდათ.

აღნიშნული სასწავლებლებიდან მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მთელი წყება განათლებული პირი გამოვიდა, რომელნიც შემდეგში სახელმწიფო ცხოვრების სხვადასხვა დარგში ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ.

განათლების საქმის მთავარი ხელმძღვანელი ერეკლეს დროს ანტონ კათალიკოსი იყო. ანტონი თავის დროისათვის ფრიად განათლებული პირი იყო, დიდი ნიჭითა და ენერგიით დაჯილდოებული. ამავე დროს ის აქტიური სახელმწიფო მოღვაწეც იყო და ერეკლეს უახლოესი თანამშრომელი.

ამრიგად, განათლების საქმე ერეკლეს დროს მტკიცე სახელმწიფოებრივ საფუძველზე დადგა.

ხო ვეყიდა მოაალეთა გადოსალეის ცი. თავის სახელმწიფო მოღვაწეობაში ერეკლე უდიდეს ყურადღებას აქცევდა მოახალშენეთა ქართლ-კახეთში მოზიდვას. საქართველოს შემცირებული მოსახლეობის ხელოვნურად გაზრდა მეფეს აუცილებლად მიაჩნდა. ადარბადაგანიდან, მცირე აზიიდან, ერევნისა თუ განჯა-ყარაბაღის სახანოებიდან და იმიერ-კავკასიიდან მეფე მოახალშენეებს ეპატიჟებოდა საქართველოში.

ამ საქმეში ერეკლე დიდ სიძნელეებს ხვდებოდა. მეზობელი სახელმწიფოები, რომელნიც ამ ხანისათვის საქართველოს გარშემო ქვეყნებს დაუფლებოდნენ, დაპყრობილ ხალხებს - სომხებს, იეზიდებს, აისორებს, ყაბარდოელებს, საქართველოში გადმოსახლების ნებას არ აძლევდნენ. ამიერიდან ჩრდილოეთ-კავკასიელებს საქართველოს ლაშქარში დაქირავების საშუალებაც არ ჰქონდათ. ასე რომ ერეკლეს მოაკლდა ის ძალა, რომლითაც იგი ხშირად მტრების საშიშ შემოსევებს წარმატებით იგერიებდა.

22.9 § 147. ერეკლე მეორის ხელშეკრულება რუსეთთან

▲back to top


ერეკლეს ურთიეთოა ამირ-კაკასიის ხაებთან. მე-18 საუკუნის 80-იან წლებში აღმოსავლეთ ამიერ-კავკასიაში ერეკლეს უმთავრეს მეტოქედ გამოვიდა შარვანის მპყრობელი ფათალი-ხანი. როცა ქერიმ-ხანი გარდაიცვალა და ირანში არეულობა დაიწყო, ფათალი-ხანი ენერგიულად ამოქმედდა - მას ყაენობა ჰსურდა. ამისთვის-კი მას ჯერ აღმოსავლეთი ამიერ-კავკასია უნდა დაემორჩილებინა. ერეკლეს წინააღმდეგ იგი, აჯი-ჩალაბივით, მაჰმადიანური სახანოების ამხედრებას ცდილობდა. ფათალი-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს განჯისა და ერევნის ხანები აუჯანყა. სამაგიეროდ, ერეკლე ყარაბაღის ხანს იბრეიმს შეუკავშირდა. მოკავშირეებმა ორგზის დაამარცხეს ფათალი-ხანის ჯარები 1779 წელს და აჯანყებული განჯის-ხანიც დაიმორჩილეს. ამავე წელს ერეკლე დიდი ჯარით ერევანზე წავიდა. შეშინებულმა ხანმა პატიება ითხოვა. მეფეს ერევნის სახანოს გაუქმება და ამ ქვეყნის საკუთრად დაპყრობა ჰქონდა გადაწყვეტილი და ამიტომ ხანის პატიებას არ აპირებდა. მაგრამ ქართლის საქმეების გართულებამ ერეკლე აიძულა ერევნის ხანის პირობებს დასთანხმებოდა და სწრაფად თბილისში დაბრუნებულიყო.

ერეკლეს შიაური სიძელეეი. ქართლში ამ დროს მართლაც მძიმე ამბები იყო. ერეკლეს შეთანხმება ოსმალეთთან სოლომონ მეფეს არ მოსწონდა. ეჭვობდა, რომ ქართლ-კახეთის მეფეს ოსმალთა თანხმობით იმერეთის დაპყრობა ჰსურდა. სოლომონთან თანდათან თავი მოიყარეს ერეკლეს უკმაყოფილო თავადებმა. აქვე გაჩნდა ქართლის ტახტის მაძიებელი ალექსანდრე ბატონიშვილიც, ბაქარის ძე. სოლომონ მეფემ საგანგებოდ მოაყვანინა ის ირანიდან.

1779 წელს ალექსანდრე ბატონიშვილმა ისარგებლა ერეკლეს ერევანზე ლაშქრობით და ქართლის თავადებს აჯანყებისაკენ მოუწოდა. მაგრამ ერევნიდან დაბრუნებულმა მეფემ ენერგიული ღონისძიებით რეაქციონერ თავადებს აჯანყების ხალისი გაუნელა.

ალექსანდრე ბატონიშვილი ამის შემდეგაც არ ისვენებდა. იმერეთიდან ის ფათალი-ხანთან მივიდა და მისი დახმარებით საკმაოდ დიდი ჯარი იშოვნა ქართლ-კახეთზე გამოსალაშქრებლად.

რუსეთს უძლიერდება ინტერესი ამიე-კავკასიისადმი. ამავე დროს ბრძოლა რუსეთსა და ოსმალეთს შორის კიდევ. უფრო გამწვავდა. მე-18 საუკუნის განმავლობაში რუსეთმა თანდათან გამოგლიჯა ოსმალეთს ხელიდან ყირიმი, ჩრდილოეთ-კავკასიის ქვეყნები და 80-იანი წლებისათვის სახელმწიფო საზღვრები თითქმის კავკასიონის ქედს მოაბჯინა. რუსეთის შემდგომი წარმატებისათვის აუცილებელი იყო ამიერ-კავკასიაში დასაყრდენის გაჩენა.

მეორე მხრით, რუსეთის მეფის კარზე გადასწყვიტეს აგრეთვე კასპიის ზღვის სამხრეთი სანაპიროების ხელში ჩაგდება.

ამ პირობებში ერეკლე და სოლომონი მეტად ძვირფასი გახდნენ რუსეთის მეფისა და მის პოლიტიკოსთა თვალში.

ერეკლე ეიებს საგარეო მოკავშირეს. ერეკლე ამ დროს უკვე ოსმალეთზე გულაცრუებული იყო. ხონთქარი და მისი ფაშები არა თუ ხელს არ უწყობდნენ, ხელს უშლიდნენ კიდეც ქართლ-კახეთის მეფის გაძლიერებას.

მეორე მხრით, ალექსანდრე ბატონიშვილი და ფათალი-ხანი სულ უფრო და უფრო საშიში ხდებოდნენ. ქართლის რეაქციონერი თავადები-კი ამათ მოსვლას მოუთმენლად ელოდნენ.

სწორედ ამ დროს ერეკლეს დიდი მარცხი მოუვიდა. 1791 წელს მას უეცრად გარდაეცვალა შვილი ლევანი, ნიჭიერი და მხნე ვაჟ-კაცის მამის მარჯვენა ხელი, მორიგე ლაშქრის მეთაური. მეფის მოძულე თავადებს სიხარული შეუდგათ.

ასეთი მდგომარეობისდა მიუხედავად ერეკლე მხნეობას არ ჰკარგავდადა ქვეყნის ხსნისათვის ღონისძიებებს დაუცხრომლად ეძებდა.

დასავლეთ ევროპასთან დაკავშირეის ცდა. 1781 და 1782 წლებში ერეკლემ ევროპის ხელმწიფეებთან კავშირის გაბმა და მათგან დახმარების მიღება სცადა. ევროპიდან მიღებული ნივთიერი დახმარებით მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა რამდენიმე პოლკი მხედრობა ევროპულ წესზე გაეწყო, რომ ამით საგარეო მტრები საბოლოოდ აელაგმა და საშინაო აღმშენებლობას შესდგომოდა. ერეკლეს ესმოდა, რომ საქართველოს გამოხსნა, გაძლიერება და მისი მომავლის უზრუნველყოფა ქვეყნის ევროპულად გარდაქმნას, მის სამხედრო-ტექნიკურსა და სამეურნეო-სახელმწიფოებრივ დაწინაურებას შეეძლო მხოლოდ. ამიტომაც იყო რომ ერეკლე „ისე არაფრისაკენ არ მიისწრაფოდა, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისაკენ“, როგორც ამბობს იმ დროებში საქართველოში ნამყოფი რუსი პოლკოვნიკი ბურნაშოვი.

დასავლეთ ევროპის ხელმწიფეებისადმი მიმართვისაგან არაფერი გამოვიდა. ამავე დროს ენერგიულად ამოქმედდნენ რუსეთის პოლიტიკის ხელმძღვანელები. ერეკლეს კარზე სტუმრობას მოუხშირეს სხვადასხვა რუსმა მოხელეებმა, ელჩებმა, მოგზაურებმა. მეფის რუსეთის ეს აგენტები ურჩევდნენ ერეკლეს ეთხოვნა რუსეთის ხელმწიფის მფარველობა. აიმედებდნენ, რომ ძლიერი მოკავშირის დახმარებით საქართველო ყველა სიძნელეს ადვილად დასძლევდა, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეწეოდა.

საფრთხე ჩდილო-აღმოსავლეთ კავკასიიდან. განსაკუთრებით სიძნელეს უქმნიდა ერეკლეს ალექსანდრე ბაქარის ძის საქმიანობა. ფათალი-ხანისა თუ სხვა კავკასიელი მფლობელების შემოსევის მოლოდინში მეფე ყოველ წამს მზად უნდა ყოფილიყო. ქართლის ჯარი ამ საქმისათვის სანდო არ იყო: ალექსანდრეს იქ მრავალი მომხრე ჰყავდა. ამიტომ მეფე იძულებული იყო ლეკთა დიდი ჯარები დაექირავებინა და მუდამ თავისთან ჰყოლოდა. ამ ჯარის ჯამაგირი („სალეკო“) მძიმე ტვირთად. აწვებოდა მოსახლეობას და მის უკმაყოფილებას აძლიერებდა.

ალექსანდრე ბატონიშვილის განდევნა დარუბანდიდან და, საერთოდ, იმიერ-კავკასიიდან მხოლოდ რუსეთს შეეძლო, მაგრამ რუსეთის მთავრობა ამ გარემოებას სწორედ ერეკლეზე ზეგავლენის იარაღად იყენებდა.

საგარე რიეტაციის საითხი რეკლეს წინაშე. ამრიგად, მე-18 საუკუნის უკანასკნელ ოცეულ წლებში ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო პოლიტიკა ამიერ-კავკასიაში გაინასკვა. ერეკლეს წინაშე დიდი ისტორიული მნიშვნელობის საკითხი იდგა. სამი დიდი მეტოქე, ირანი, ოსმალეთი და რუსეთი, ამიერ-კავკასიას ერთი მეორეს ეცილებოდა. თავისუფლად და დამოუკიდებლად საქართველოს არც ერთი მათგანი არ დასტოვებდა ირანს, ოსმალეთსა და რუსეთს შორის ერეკლეს უნდა არჩევანი მოეხდინა, იგი ერთ-ერთ მათგანს უნდა შეკავშირებოდა.

ქართველები დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსეთისა და საქართველოს ინტერესები ამიერ-კავკასიაში ერთიმეორეს ეთანხმებოდა, რომ, მაშასადამე, რუსეთის მიერ საქართველოს მფარველობა საიმედო და სანდო იქნებოდა. საქართველოს ბედის რუსეთთან დაკავშირებით ერეკლე ირან-ოსმალეთის მოძალადეებისაგან თავისი ქვეყნის სამუდამოდ გამოსნასა და აღდგენას ლამობდა.

ერეკლე განსახიერება იყო ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლისა სპარს-ოსმალო დამპყრობელთა წინააღმდეგ. დამპყრობელთა მიერ აღმართული ზღუდეების მიუხედავად, საქართველო საუკუნეთა განმავლობაში მაინც ახერხებდა შორეულ ქრისტიანულ ქვეყნებთან კულტურულ კავშირს. მე-18 საუკუნე რუსეთთან დაახლოების ზრდის ხანა იყო. ამ ხნის განმავლობაში თანდათან ირკვეოდა ქართველი ხალხის მომავალი განვითარების გეზი: რუსეთის გზით ევროპასთან. ასე რომ წარსულიცა და აწმყოც თანხმობით უკარნახებდა ერეკლეს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მან მიიღო. „საქართველოს წინაშე მაშინ ალტერნატივი იდგა - მას შაჰის სპარსეთი ან სულტანის ოსმალეთი დაიპყრობდა, ან უნდა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ შესულიყო... მეორე პერსპექტივი მაინც უმცირესი ბოროტება იყო1.

21 დეკემბერს 1782 წელს ერეკლემ, რუსეთის მთავრობის სურვილის თანახმად, რუსეთის მეფის მფარველობა ითხოვა.

ერეკლეს მოთხოვნით, რუსეთის მთავრობამ წინასწარ საქმით დაუმტკიცა მას, რომ მასთან „მეგობრობითი პირობის“ შეკვრა ჰსურდა. რუსეთის მეფის ბრძანებით დარუბანდელმა ფათალი-ხანმა ერეკლეს წინააღმდეგ შეყრილი ჯარები დაითხოვა, ხოლო ალექსანდრე ბაქარის ძე აიძულა რუსეთს წასულიყო. ქართლის ტახტის მაძიებელი გზაშივე დააპატიმრეს.

1783 წლის ტრაქტატი. 24 ივლისს 1783 წელს ციხე გეორგიევსკში (იმიერ-კავკასიაში) რუსეთ-საქართველოს შორის „მეგობრობითს პირობას“ („ტრაქტატს“) ხელი მოაწერეს. ერეკლე მეფის მხრით აქ იყვნენ იოანე მუხრან-ბატონი და გარსევან ჭავჭავაძე, ეკატერინე მეფის მხრით - გენერალი პავლე პოტიომკინი

6 თვის შემდეგ, ესე იგი, 24 იანვარს 1784 წელს, ერეკლემ ტრაქტატს ხელი მოაწერა და ეს „მეგობრობითი პირობაც“ ძალაში შევიდა.

ტრაქტატი ორმხრივ ვალდებულებებს ითვალისწინებდა.

ქართლ-კახეთის მეფე საქვეყნოდ საუკუნოდ უარყოფდა თავის დამოკიდებულებას ირანისა თუ სხვა ხელმწიფეთაგან, ამიერიდან ის მხოლოდ იმპერატორის უზენაეს უფლებას სცნობდა და მის საფარველში შედიოდ.

ქართლ-კახეთის ტახტზე ახლადგამეფებული ამიერიდან რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა.

უცხო სახელმწიფოებთან დიპლომატიურ ურთიერთობასაც ქართლ-კახეთის მეფე ამიერიდან დამოუკიდებლად არ აწარმოებდა. ყოველ ასეთ შემთხვევაში ის მოვალე იყო რუსეთის მთავრობის ადგილობრივ მოხელეებს შეთანხმებოდა.

დასასრულ, ქართლ-კახეთის მეფე მოვალე იყო მთელი თავისი სამხედრო ძალით საჭირო დროს რუსეთის მეფის სამსახურზე გამოსულიყო.

თავის მხრით, რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთის მეფეს საუკუნო მფარველობას აღუთქვამდა. ამის ნიშნად იმპერატორი ერეკლეს სამფლობელოს დაცვას ივალებდა.

ამიერიდან უცხო ქვეყნების მიმართ რუსეთი და საქართველო ერთი იყო. იმპერატორი პირობას იძლეოდა, რომ საქართველოს მტერს თავის მტრად იგულებდა. იმპერატორი პირობას სდებდა აგრეთვე, რომ ერეკლესა და მის ჩამომავლობას ქართლ-კახეთის ტახტზე უცვალებლად დაიცავდა.

ქვეყნის შინაურ მართვა-გამგეობაში ქართლ-კახეთის მეფე დამოუკიდებელი იყო.

ტრაქტატს ახლდა კერძო (საიდუმლო) პუნქტები. ამათ თანახმად ერეკლე სოლომონ მეფესთან თანხმობით ყოფნას ივალებდა, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში ის რუსეთის ხელმწიფეს შუამავლად სცნობდა და საცილობელ საკითხს მის მსჯავრს ანდობდა.

ქართველთა ჯარის გასამტკიცებლად და საქართველოს დასაცავად რუსეთი საქართველოში მუდმივ სამყოფად ორ ბატალიონს ქვეითა ჯარს გზავნიდა, ხოლო ომის შემთხვევაში დამატებითი სამხედრო შემწეობის აღმოჩენას კისრულობდა. იმპერატორი აღთქმას სდებდა აგრეთვე, რომ ომისა თუ დაზავების დროს ის ყოველ ღონეს მოიხმარდა, რათა საქართველოს დაბრუნებოდა ყველა კუთხე და მხარე, რომელნიც მტრებს ჰქონდათ მისგან მიტაცებული.

ტრაქტატით გათვალისწინებული რუსთა ჯარი 1783 წელს, სამ ნოემბერს, მოვიდა თბილისში, ხოლო 23 იანვარს, 1784 წელს, ერეკლემ რუსეთის იმპერატორისადმი ერთგულების ფიცი მიიღო.

______________

1. კრებული «K изучению истории», გვ. 38, 1937 წ.: მთავრობის კომისიის ჟიურის დადგენილებიდან.

22.10 § 148. ტრაქტატიდან შეერთებამდე

▲back to top


ტრაქტატის პირველი შედეგეი. ქართველები რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას დიდ გეგმებს უკავშირებდნენ. მფარველ-მოკავშირის დახმარებით ლეკებს ადვილად ალაგმავდნენ და უმთავრეს ყურადღებას ქვეყნის შინაურ აღმშენებლობას მიაქცევდნენ. რუსეთ-ოსმალეთს შორის მომავალი ომისას ქართველებს იმედი ჰქონდათ, რომ სამცხე-საათაბაგოს დაიბრუნებდნენ. აღმოსავლეთ ამიერ-კავკასიაში-კი ერეკლე არა მარტო საქართველოდან ჩამოგლეჯილი კაკ-ენისელის შემოერთებას აპირებდა, არამედ მეზობელ შაქი-შარვანის სახანოებზედაც ხელს იწვდიდა ქართლ-კახეთის მეფის ასეთ განზრახვებს მფარველ-მოკავშირე მხარს უჭერდა. ერეკლე მეფის მფლობელობაშივე სცნობდა რუსეთი განჯა-ერევნის სახანოებსაც.

ასეთივე ტრაქტატის დადებას რუსეთის მთავრობა სოლომონ იმერეთის მეფესთანაც აპირებდა.

ერეკლეს გადაჭრით დადგომამ რუსეთის მხარეზე და რუსთა ჯარის საქართველოში შემოსვლამ ამიერ-კავკასია ააფორიაქა. ხანებს შიშის ზარი დაეცათ. ნაძალადევი მორჩილებით ხანები თავის გადარჩენას სცდილობდნენ. დარუბანდის, ყარაბაღისა თუ ხოის ხანები ერთგულებას ეფიცებოდნენ რუსეთს. მორჩილება გააცხადეს დაღისტნის მთავრებმაც.

მაგრამ პირველმა შიშმა ჩქარა გაიარა და მალე სულ სხვა სინამდვილე გამოჩნდა. მაჰმადიანი ხანები შიშისა და დაბნეულობიდან ოსმალეთმა გამოიყვანა.

რუსეთის პირველი მარცხი ის იყო, რომ იგი იძულებული შეიქნა იმერეთის მეფესთან განზრახული ხელშეკრულების დადებაზე უარი ეთქვა. რუსეთის სტამბოლელმა ელჩმა გამოარკვია, რომ ასეთს რასმე ოსმალეთი უომრად არ დასთმობდა. ასე რომ იმერეთის საჯაროდ მფარველობაზე რუსეთმა ძალაუნებურად ხელი აიღო.

მალე ოსმალეთი ირანის სახანოების მფარველისა და დამრაზმველის როლში გამოვიდა. ოსმალეთის აგენტები სარწმუნოების დასაცავად მოუწოდებდნენ მაჰმადიანობას. ფულით, საჩუქრებით, დაპირებებით მათ ადვილად აამოძრავეს ადარბადაგანისა და ამიერ-კაკკასიის ხანები, დაღისტნის მთავრები.

ლეკიაის გალეა. ამ დროს ქართლ-კახეთის წინააღმდეგ კვლავ ლეკები წამოიშალნენ. ამ საქმის მთავარ ორგანიზატორად ახალციხის ფაშა გამოვიდა. ფაშამ ახალციხე ლეკების საბუდრად გადააქცია, საიდანაც ავაზაკთა ბრბოები გამუდმებით თავს ესხმოდნენ ქართლის სოფლებს.

ამიერ-კავკასიისა და ადარბადაგანის ხანები ზოგნი ოსმალთა „სამსახურში“ შევიდნენ, ერეკლეს მტრები გახდნენ და საქართველოზე ლაშქრობას აპირებდნენ. ხანები აყვედრიდნენ ერეკლეს რუსთა შემოყვანას, აფრთხილებდნენ, ემუქრებოდნენ. უფრო მეტიც: მეფეს განაუდგნენ და ხარკი შეუწყვიტეს განჯამ და ერევანმა, თვით ყაზახ-შამშადილუს თათრებიც-კი შფოთავდნენ და მეფეს აღარ ემორჩილებოდნენ.

სამ წელს გრძელდებოდა ლეკთა თარეშები. ქვეყანამ კვლავ დაცლა იწყო. მოსახლეობა სახიზარებს უბრუნდებოდა; ვისაც შეეძლო, უცხოეთში გარბოდა ერეკლე ტრაქტატით გათვალისწინებულ დახმარებას ითხოვდა რუსეთიდან, იქიდან-კი რჩევებისა და დაპირებების მეტი არაფერი ჩანდა.

ომარ-ხანის შემოსევა. 1785 წელს ხუნძახის ბატონი ომარ-ხანი 20.000 კაცით კახეთის საზღვარს მოადგა. ერეკლე ხელშეკრული იყო: მეფემ ქართლის ჯარი ვერ შემოიყარა, რადგანაც ახალციხის მხრიდან ლეკ-ოსმალთა შემოსევის ეშინოდა. კახელებითა და რუსთა რაზმით, მათი სიმცირის გამო, შებმა ძნელი ჩანდა. ომარ-ხანმა გამოვლო ყარაია, აიღო ბორჩალოს ციხე, აიარა დებედას ხეობა, აიღო ახტალა და მადნებისულ გააოხრა. ტყვე-ალაფით დატვირთული ხანი ახალციხეს მივიდა. იქიდან ის ჩქარა სააბაშიოში (ზემო იმერეთი) ვახანის ციხეს ეწვია, აიღო და დიდძალი ტყვით უკან გაბრუნდა. ერეკლე იძულებული იყო მორიგებოდა ომარ-ხანს და მისთვის ყოველწლიური „ჯამაგირი“ 5.000 მანეთი გაეჩoნა.

კვლავ საგარე რიეტაციის საითხი ართლ-კაეთში. ერეკლე განსაკუთრებულ გასაჭირში ჩავარდა. შემოსავალი აღარსაიდან შემოდიოდა, აოხრებული ქვეყანა გადასახადებს ვერ იხდიდა; ერეკლე იძულებული იყო მოსახლეობა სამი წლით სამეფო გადასახადებისაგან გაეთავისუფლებინა. მოხარკეც სამეფოს აღარავინ ჰყავდა. ახტალის მადნები ამის შემდეგ ორი წელიწადი სულ არ მოქმედებდა, ვაჭრობა დაეცა და საბაჟო შემოსავალმაც სათანადოდ იკლო. ერეკლე მფარველ-მოკავშირეს ფულს სესხად სთხოვდა, მაგრამ რუსეთის იმპერატორის კარისაგან მან ვერაფერი მიიღო.

ამ დროს რუსეთში საქართველოსადმი ინტერესი შენელდა. რუს პოლიტიკოსებს ყოყმანი დასჩემდათ. კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ფეხის მოკიდება ძნელი აღმოჩნდა. ოსმალეთის გავლენაც მეტად ძლიერი იყო მთელ კავკასიაში, ხოლო მოკავშირე საქართველო - სუსტი.

ამავე დროს ოსმალეთი ერეკლეს მოუწოდებდა მასთან მეგობრობა-კავშირი აღედგინა და რუსეთთან კავშირი უარეყო. არზრუმის ფაშა მეფეს მოაგონებდა, თუ როგორი მშვიდობის ჟამი ჰქონდა საქართველოს ოსმალეთთან კეთილმეზობლობისას და მიუთითებდა იმ უბედურებაზე, რომელსაც ქართლი რუსთა მხარეზე დადგომის შემდეგ განიცდიდა.

ასეთ პირობებში საგარეო ორიენტაციის საკითხი საქართველოში შეუნელებელი სიმწვავით იდგა. ამ საკითხის გარშემო აზრთა დიდი სხვადასხვაობა იყო. ქართველი ფეოდალების პროგრესული ნაწილი ერეკლესთან ერთად რუსეთის მომხრეობას იცავდა. რუსეთის მომხრეთა დასს ეკუთვნოდნენ აგრეთვე საქართველოს ფეოდალების სომხური ნაწილის დიდი უმრავლესობა და სომეხი დიდვაჭრები. სომეხთა ასეთი პოზიცია სომხური სამეფოს აღდგენის რუსულ გეგმას უკავშირდებოდა. მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ სომეხ ვაჭრებს ამ დროისათვის რუსეთში საკმაოდ ძლიერი ეკონომიური ინტერესები ჰქონდათ. ქართველი რეაქციონერები, „მარკოზაშვილის დარბაზელები“, რუსთ-მოძულე იყვნენ და ეს იმიტომ, რომ ერეკლე რუსეთთან ერთობას უკავშირებდა ამ რეაქციონერებისათვის არასასურველი ცვლილებების გატარებას ქართლ-კახეთის სახელმწიფო წყობილებაში. რეაქციონერებმა ჩქარა საიმედო დასაყრდენი იპოვეს: ერეკლეს მეუღლე, დედოფალი დარეჯანი, და მისი შვილები. რუსეთ-ოსმალეთის საკითხში დარეჯანი და მისი შვილები ოსმალეთთან მორიგების პოზიციას ადგნენ.

1787 წლის აგვისტოში რუსეთ-ოსმალეთს შორის ახალი ომი დაიწყო. რუსეთის მთავრობამ თავისი ჯარი საქართველოდან უკან გაიწვია. ერეკლე ამის შემდეგ ადვილად მოურიგდა აშლილ მეზობლებს. ოსმალეთმაც შეანელა მტრობა, თუმცა საქართველო-რუსეთის კავშირის საბოლოო გა წყვეტას ის შემდეგშიაც დაჟინებით ცდილობდა.

რეაციის შემოტევა. 1783-1795 წლები ქართლ-კახეთში პროგრესული და რეაქციული ძალების მძაფრი ჭიდილის დრო იყო. რუსეთთან კავშირმა იმ ხანებში ერეკლესა და მისი მომხრეების იმედები არ გაამართლა. ქვეყანას გარეშე მტერი გაუმრავლდა და ერეკლეს სამეფო ამიერ-კავკასიაში განმარტოებული აღმოჩნდა. ეს სიძნელე ერეკლეს შინაურმა მტრებმა მარჯვედ გამოიყენეს. რეაქციონერი თავადებისაგან ზოგიერთი ახალციხის ფაშასთან გაიქცა, ლეკთა ბრბოების მეგზური გახდა და მათთან ერთად ქართლის სარბევად წამოვიდა. სხვებმა კიდევ თვით ქვეყნის შიგნით თავი აიშვეს, მორიგე ლაშქარში აღარ გამოდიოდნენ, ერეკლეს მიერ გამოცემულ საგლეხო კანონებს აუქმებდნენ, ვაჭარ-ხელოსნებს ავიწროებდნენ.

ერეკლეს მრავალი შვილი ჰყავდა. უფროსი, ტახტის მემკვიდრე გიორგი, სხვა დედის შვილი იყო, დანარჩენნი კიდევ დარეჯან დედოფლისანი იყვნენ. ძმებს შორის უთანხმოება სუფევდა: თითოეულ ბატონიშვილს თავისი თავადების ჯგუფი ჰყავდა და ხელმწიფობას იჩემებდა. 1791 და 1792 წლები რეაქციის ზეიმი იყო. დარეჯანმა და მისმა შვილებმა მოხუც მეფეს ორი კანონი გამოგლიჯეს ხელიდან: ტახტის მემკვიდრეობისა და საუფლისწულოების შესახებ. პირველი კანონით ერეკლემ ტახტის მემკვიდრეობის წესი შესცვალა. ამიერიდან სამეფო ტახტი მამიდან შვილზე კი არ უნდა გადასულიყო, არამედ გვარში უფროსს უნდა სჭეროდა. ეს კანონი ნახევრად ნატყუარ-ნაძალადევი იყო და ერეკლემ ხელის მოწერის უმალვე უარყო ის. სამაგიეროდ, დარჩა მეორე კანონი: თითოეულ უფლისწულს მეფემ 1003 კომლი ყმა მისცა (ასეთი უფლისწული 5 იყო), ხოლო მემკვიდრე გიორგის - 4.000 კომლი. ამნაირად, ამდენი შრომითა და ბრძოლით შექმნილი სამეფო ქონება ამიერიდან კიდევ უფრო რეაქციული ფეოდალების ხელში ექცეოდა, ვიდრე თავადები იყვნენ. თავის საუფლისწულოებში ბატონიშვილებს თავი ხელმწიფეებად მოჰქონდათ. ესენი იქცნენ ამიერიდან თავადური რეაქციის ბურჯებად.

ამერეთ-იმრეთის კავშირი ერეკლეს მეთარობით. მეორე მხრით, იმავე დროს ისეთი მოვლენაც მოხდა, რომელიც საქართველოს მოწინავე ძალების გამარჯვებას მოასწავებდა. ეს იყო ამერეთ-იმერეთის გაერთიანების ცდა.

იმერეთის მეფე სოლომონი 1784 წელს გარდაიცვალა. მას ვაჟი არ დარჩენია. ტახტის მემკვიდრედ მეფის ძმისწული დავით არჩილის ძე და მეფის ბიძაშვილი დავით გიორგის ძე გამოვიდნენ, მემკვიდრეებს შორის ბოლომოუღებელი ბრძოლა გაიმართა. ამ ბრძოლაში რუსეთ-ოსმალეთისა და ერეკლეს ხელიც ერია. ბოლოს იმერეთის თავადების ერთმა ჯგუფმა ერეკლეს ამერ-იმერეთის ერთ სამეფოდ გაერთიანების წინადადებით მომართა.

იმერეთის წარმომადგენელნი ერეკლესთან მოვიდნენ. მეფემ დარბაზი შეყარა. ბჭობა სამი დღე გაგრძელდა. ერეკლემ ბოლოსდაბოლოს უარყო გაერთიანების წინადადება. ასეთი გადაწყვეტილების სასარგებლოდ მეფეს, სხვათა შორის, ერთი მძიმე საბუთიც ჰქონდა: ერეკლე რუსეთის ხელდებული იყო, იმერეთი-კი ოსმალეთს თავისად მიაჩნდა. ამიტომ ამერეთ-იმერეთის გაერთიანებას ოსმალეთი არ მოითმენდა.

მაინც ამ ცდისაგან კარგად ჩანდა, რომ ამერეთ-იმერეთის გაერთიანების იდეა მწიფდებოდა და დღეს-ხვალ ხორცსაც შეისხამდა.

ამავე დროს ერეკლემ ხელი შეუწყო სოლომონ პირველის ძმისწულის, დავით არჩილის ძის, გამეფებას იმერეთში. იმერეთის ახალი მეფე ერეკლეს შვილიშვილი, მისი გაზრდილი და მისივე პოლიტიკის გამტარებელი იყო. დავით არჩილის ძემ გამეფების (1789 წ.) შემდეგ სოლომონ მეორის სახელი მიიღო.

მართალია, გაერთიანება იმჟამად შეუძლებელი აღმოჩნდა, მაგრამ მოწინავე ძალებმა მაინც თვალსაჩინო წარმატება მოიპოვეს სოლომონ ლიონიძის ცდით.

ერეკლეს შესანიშნავი თანამოღვაწე, ნიჭიერი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მსაჯული სოლომონ ლიონიძე ერთი იმ პირთაგანი იყო, რომელთაც ერეკლე გაბედულად აწინაურებდა უგვაროთა წრიდან მათი ჭკუის, ნიჭისა და ერთგულების მიხედვით. ამ დროს სოლომონ ლიონიძე დიდი გავლენით სარგებლობდა და მისი თაოსნობით იყო რომ ერეკლე მეორესა, ერთი მხრით, ხოლო სოლომონ მეორესა, გრიგოლ დადიანსა და სიმონ გურიელს შორის, მეორე მხრით, 1790 წელს „ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული“ ხელშეკრულება დაიდო. ეს იყო საერთო მტრის წინააღმდეგ სამხედრო კავშირის პირობა. 1793 წელს ამ ხელშეკრულების მონაწილენი საერთო მფარველობას სთხოვდნენ რუსეთის იმპერატორს.

რწაისის მი. ამასობაში ირანში მრავალწლოვანი შინაური ომებიდან საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდა აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი, რომელმაც თავისი თავი ირანის შაჰად გამოაცხადა. აღა-მაჰმად-ხანმა ჯერ კიდევ 1786 წელს მოაგონა თავი ერეკლეს: „ძმობისა და სიყვარულის“ სიტყვები შემოუთვალა „გურჯისტანის“ მეფეს. აღა-მაჰმად-ხანი ქართლ-კახეთში ირანის ძველი ბატონობის აღდგენას ცდილობდა. ერეკლესაგან ის რუსეთ-საქართველოს კავშირის გაუქმებასა და ქართლ-კახეთის ირანისადმი დამორჩილებას მოითხოვდა. სამაგიეროდ ხანი დიდ წყალობასა და პატივს პირდებოდა ერეკლეს.

აღა-მაჰმად-ხანის წინადადება ერეკლესათვის ყოვლად მიუღებელი იყო რადგანაც მეფემ დიდი ხანია საქართველოს მომავალი პროგრესულ ევროპას სამუდამოდ დაუკავშირა. ამ პირობებში ომი ირანსა და საქართველოს შორის აუცილებელი ჩანდა.

1793 წელს ერეკლემ უკვე იცოდა, რომ აღა-მაჰმად-ხანს საქართველოზე ლაშქრობა გადაწყვეტილი ჰქონდა. აქეთკენ ეპატიჟებოდნენ შაჰს ქართლ-კახეთის მეფის მეტოქე ხანებიც. ერეკლე რუსეთს ჯარითა და არტილერიით დახმარებას სთხოვდა.

ხელშეკრულების თანახმად რუსეთის მთავრობა მოვალე იყო ერეკლეს დახმარებოდა, მაგრამ მოკავშირე-მფარველის ეს დახმარება არ ჩანდა. მენაპირე-უფროსი გუდოვიჩი ერეკლეს დაუსრულებლად აიმედებდა, მაგრამ საქმით არაფერს აკეთებდა.

1795 წლის აგვისტოს ბოლო. რიცხვებში აღა-მაჰმად-ხანის ჯარები შუშასა და ერევანს შემოსდგომოდნენ. ეჩმიაძინის სომეხთა კათალიკოსმა თავი დიდი ქრთამით დაიხსნა. სექტემბრის დამდეგს აღა-მაჰმად-ხანი უკვე თბილისისაკენ წამოვიდა.

მრავალ-ომგადახდილი ერეკლე სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. საჭირო თადარიგი მან თავის დროზე დაიჭირა, მაგრამ თავადური რეაქცია ქვეყანას ისე მოსდებოდა, რომ 40.000 მეომრის ნაცვლად მეფეს 4.000 ძლივს მოუვიდა. ბატონიშვილებიც-კი საჭიროდ არ სთვლიდნენ თავისი საუფლისწულოებიდან დაძრულიყვნენ, ზოგი კიდევ სულ მცირე ამალით მოდიოდა. „მარკოზაშვილის დარბაზელები“ დაძრწოდნენ სოფლიდან-სოფლად, მეფის სახელით ხალხს მტრის წინააღმდეგ ბრძოლის უიმედობას ატყობინებდნენ და შორს დახიზვნას უბრძანებდნენ. ერეკლეს სიძემ, ქიზიყის მოურავმა ზაქარია ანდრონიკაშვილმა 2.000 ქიზიყელი ომის წინა ღამეს სოღანლუღის ბანაკიდან გააპარა. გიორგი ბატონიშვილი სიღნაღში იჯდა, ხოლო გიორგის მომდევნო ძმა, იულონ ბატონიშვილი, ქართლში ნებივრობდა იმ დროს, როცა სამშობლოს თავისუფლებისა და მომავლის ბედი წყდებოდა.

საქართველოს ასაოხრებლად აღა-მაჰმად-ხანმა 35 ათასი კაცი წამოიყვანა. 10 სექტემბერს მტერი თბილისს მოუახლოვდა. ერეკლეს. მხოლოდ ხუთი ათასი კაცი ჰყავდა. აქედან სამი ათასი მეომარი სოლომონ მეორის, იმერთა მეფის, მიერ მოყვანილი დამხმარე ჯარი იყო. სიმცირის მიუხედავად მეფემ ომი გადასწყვიტა. აღა-მაჰმად-ხანმა საქართველოს ვითარება არ იცოდა და ერეკლესაგან ძლიერ წინააღმდეგობას მოელოდა. 10 სექტემბერს ქართველებმა დაამარცხეს მტრის მოწინავე რაზმი და დიდი ზარალით უკუაქციეს. მტერი შეფიქრდა და თავისი საქმის წარმატებაში შეეჭვდა. ამ დროს მოღალატეებმა თბილისიდან მტრის ელჩი გააპარეს. მან მეფის სისუსტე ხანს აცნობა. მტერს იმედი მოეცა და 11 სექტემბერს ერეკლეს გულსრულად. შემოუტია. კრწანისის მინდორზე, თბილისის კარებთან, გადამწყვეტი ომი მოხდა. მიუხედავად თავგანწირული ბრძოლისა, ქართველები დამარცხდნენ. თვით ერეკლეც ხიფათში ჩავარდა, - მას მტერი გარს შემორტყმოდა, მაგრამ ერეკლეს შვილიშვილის იოანე ბატონიშვილისა და სხვა ერთგულთა თავდადებამ იხსნა მეფე: მებრძოლი მოხუცი გამოიყვანეს ომის ცეცხლიდან. ერეკლე მთიულეთში წავიდა, სოლომონი-კი თავისი ჯარით იმერეთს გადავიდა.

გამარჯვებული აღა-მაჰმად-ხანი თბილისში შემოვიდა. მტერმა ქალაქი გაძარცვა, დასწვა, დაანგრია. ხანი მეფის სასახლეში შევიდა, ჯერ გაძარცვა ის, შემდეგ დაანგრევინა. მისივე ბრძანებით საგანგებოდ დაანგრიეს ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქარხანა, იარაღის საწყობი, აბანოები, ზარაფხანა.1 ამავე დროს ხანმა ქვეყანას მარბიელი რაზმები გაუსია. ერთი ასეთი რაზმი ახტალას ავიდა, იქ ვერცხლისა და სპილენძის ქარხნები, რომელნიც ომარ-ხანის შემდეგ აღედგინა ერეკლეს, გაძარცვა და დაანგრია.აქ სპარსელებმა მრავლად დაატყვევეს მადნის მუშები. მარბიელთა რაზმებმა შიდა-ქართლიც მოითარეშეს გორი-ცხინვალამდე, მაგრამ მოსახლეობა დახიზნულიყო და ბევრი ვერაფერი იშოვეს. არაგვზე მარბიელებს 300 კაცისაგან შემდგარი ხევსურთა რაზმი გადაეყარა. ხევსურები ერეკლეს მოწოდებაზე წამოსულიყვნენ, ქართველთა დამარცხება მათ ჯერ არ შეეტყოთ და თბილისში მეფესთან მიდიოდნენ. ხევსურებმა მარბიელთა ეს რაზმი თითქმის სულ გასწყვიტეს.

ვიდრე აღა-მაჰმად-ხანი საქართველოში იყო, მასა და ერეკლეს შორის მოლაპარაკება გაიმართა. ერეკლე, რომელიც ანანურს იდგა, დროს მოგებას ცდილობდა, მტერთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ ამის შესახებ რუსთა მენაპირე-უფროსს გუდოვიჩს ატყობინებდა და მისგან სასწრაფოდ დახმარებას მოითხოვდა. არც აღა-მაჰმად-ხანს სწამდა ერეკლეს გულწრფელობა.

საქართველოში მტერი დიდხანს არ დარჩენილა. ჯერ კიდევ მოლაპარაკება გრძელდებოდა, რომ სექტემბრის მიწურულში ხანი აიყარა და სასწრაფოდ ირანს წავიდა: იქ, ხორასანში, მდგომარეობა გართულებულიყო.

აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში ლაშქრობამ სიხარული და კმაყოფილება გამოიწვია არა მარტო ზოგიერთ მეზობელ ხანში. სიხარულით ცას ეწია ოსმალეთი. ხონთქარმა ხანს საგანგებოდ მიულოცა გამარჯვებადა კავშირი შესთავაზა. დიდად კმაყოფილი იყო საფრანგეთიც. ხსენებული სახელმწიფოები ამ ფაქტში რუსეთის დამარცხებას ხედავდნენ და ამიერ-კავკასიიდან თავისი მეტოქის, რუსეთის, საბოლოოდ განსადევნად აღა-მაჰმად-ხანს კვლავ საქართველოში ლაშქრობას ურჩევდნენ.

საქართველოს გასაჭირით სარგებლობა ლეკებმაც მოინდომეს. ლეკთა ბრბოები წამოიშალნენ და ქართლ-კახეთის დაუცველ სოფლებს მოედვნენ.

რუსთა ჯარის ლაშრობა ირანს და ართლ-კახეთი 1796 წელს. რუსეთის მთავრობამ თავისი შეცდომა ეხლა დაინახა. გასაჭირშo მიტოვებული და მტრის პირში მიცემული მოკავშირე მას ეკარგებოდა, ხოლო საქართველოს დაკარგვით რუსეთი იძულებული. ხდებოდა მთელს ახლო აღმოსავლეთში ფეხი ამოეკვეთა. აღა-მაჰმად-ხანი თბილისიდან წასული იყო, როცა გუდოვიჩმა პეტერბურგიდან ერეკლესთვის დახმარების აღმოჩენის ნებართვა მიიღო. ორი ათასი კაცისაგან შემდგარი რუსის ჯარი 1795 წლის დეკემბერში საქართველოში შემოვიდა. ამ დროს რუსეთში ერთხელ კიდევ გაცოცხლდა ჩრდილოეთ ირანის დაჭერისა და ინდოეთთან სავაჭრო კავშირის გეგმა, რომელიც პეტრე პირველმა შეადგინა თავის დროზე. საქართველოს დაცვისა და აღა-მაჰმად-ხანის დასჯის საბაბით 1796 წელს, გაზაფხულზე, 30 ათასი კაცისაგან შემდგარი რუსთა ჯარი დარუბანდის გზით ამიერ-კავკასიაში შემოიჭრა.

ამასობაში ერეკლე ხალხის გამხნევებას, მოღალატე-მაშფოთებელთა ალაგმვასა და მტრისაგან მოყენებული ზიანის აღდგენას შეუდგა. მეფე თელავს იდგა. მშენებლობას თბილისში ერეკლეს ძე ალექსანდრე ბატონიშვილი ხელმძღვანელობდა. ქალაქმა ნელ-ნელა მოშენება იწყო, აყრილ-დახიზნული სოფლის მოსახლეობაც თავის სახლებს დაუბრუნდა.

1796 წლის გაზაფხულზე მეფე ერეკლემ ბატონიშვილები დავითი და ალექსანდრე განჯას ჯავად-ხანის წინააღმდეგ გაგზავნა. განჯის მფლობელი ერეკლეს ორგული იყო. ის აღა-მაჰმად-ხანს თბილისზე წამოუძღვა და საქართველოს აოხრების დროს ყიზილბაში მოლაშქრეებისაგან მრავალი ტყვე და დიდი ალაფი შეიძინა. ქართველებმა სამ აპრილს განჯა აიღეს. ჯავად-ხანი ციხეში ჩაიკეტა. ცოტა ხნის შემდეგ ერეკლეც განჯას ჩავიდა. ხანგრძლივი ალყით შეწუხებულმა ჯავად-ხანმა პატიება ითხოვა. მეფემ განჯას ძველებურად ხარკი დაადო, ათასი ქართველი და სომეხი ტყვე, ჯავად-ხანს რომ შეეძინა ყიზილბაშებისაგან, გაათავისუფლა, ამ ლაშქრობის ხარჯებიც მას აზღვევინა და უკან დაბრუნდა.

ამავე ხანებში მეფემ ერევნის საქმეც მოაგვარა. მან იქ აღა-მაჰმადხანის მიერ დევნილი მაჰმად-ხანი გააბატონა და მასაც ძველებურად ხარკი დააკისრა.

რუსთა ჯარმა ზუბოვის სარდლობით აიღო დარუბანდი, ყუბა, ბაქო, სალიანი, შამახია, გავიდა მუღანს და შიგნით ირანში სალაშქროდ ემზადებოდა. პეტერბურგში ირანს ლაშქრობის გეგმასთან ერთად პეტრეს ძველი გეგმის მეორე ნაწილიც მოაგონდათ: ამიერ-კავკასიაში ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნა. გეგმის ავტორების აზრით ასეთი სახელმწიფო ერეკლეს. სამეფო უნდა ყოფილიყო. უხვ იმედებს აძლევდნენ სომხებსაც. აღა-მაჰმად-ხანი დიდ შიშში იყო.

1796 წელს, 6 ნოემბერს, რუსეთის იმპერატორი ეკატერინე გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ, პავლემ, ირანს ლაშქრობა მოშალა და ჯარი უკან გაიწვია. აღა-მაჰმად-ხანმა ეს თავის გამარჯვებად გამოაცხადა და კვლავ საქართველოში სალაშქროდ ემზადებოდა.

სახელმწიფოერიი რეფორმეის გატარეის ახალი ცდა. ერეკლ დაჟინებით სთხოვდა თავის მფარველ-მოკავშირეს ტრაქტატით ნაკისრი მოვალეობის შესრულებასა და საქართველოს დასაცავად ჯარის დატოვებას. მოკავშირის დაინტერესების მიზნით ერეკლე მზად იყო რუსეთის სასარგებლოდ ახალ დათმობებზე წასულიყო. ამავე დროს ერეკლემ მიიღო ის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებას შეეძლო საქართველოს დამოუკიდებლობა ეხსნა. მოხუც მეფეს რუსეთის დახმარებით საქართველოს სახელმწიფო წესწყობილების ძირითადი რეფორმების გატარება ჰქონდა გადაწყვეტილი.

ერეკლე ამ საქმეში მარტო არ იყო. მასთან იყო ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი. იმ დროს ბევრს ესმოდა, თუ რა იყო საქართველოს ამდენი უბედურების მთავარი მიზეზი. კარგად არჩევდნენ ევროპული წესების უპირატესობას და ამ წესების საქართველოში გადმონერგვასცდილობდნენ. არა ერთი კანონ-პროექტი იწერებოდა მაშინ საქართველოს საზოგადოებრივი, ეკონომიური და სახელმწიფოებრივი ცხოვრების მოწესრიგების მიზნით. სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა რწმენა,რომ არსებული სახელმწიფო წყობის სიდუხჭირე უნდა დაძლეულიყო, რომ დღეს თუ არა ხვალ ევროპული წესები უნდა შემოსულიყო, რომ სათავადოებს დღე უნდა დალეოდა.

მაგრამ ჯერ რეაქცია მაგრობდა და ადვილად დათმობას არ აპირებდა.

იმპერატორი პავლე ერეკლეს ვედრებისადმი ყრუ იყო. 1797 წელს რუსეთის მთავრობამ საქართველოდან ჯარი გაიყვანა და მოკავშირე კვლავ გააფთრებული მტრის პირისპირ დააგდო.

აღა-მაჰმად-ხანი ყარაბაღს მოვიდა, მაგრამ საქართველო ახალი აოხრებისაგან მკვლელის დანამ იხსნა: 4 ივნისს 1797 წელს აღა-მაჰმად-ხანი იქვე, ყარაბაღში, მოჰკლეს.

მცირე ხნით ირანში კვლავ არეულობა გამეფდა. შემდეგ ძალა-უფლება აღა-მაჰმად-ხანის ძმისწულმა ბაბა-ხანმა იგდო ხელთ. საქართველოს მიმართ ისიც თავისი ბიძის პოლიტიკას განაგრძობდა.

ქართლ-კახეთში-კი თავადები პარპაშობდნენ, რასაც ძველებური შედეგები სდევდა თან: ლეკთა გამუდმებული თარეში, გლეხთა აყრა-დაკარგვა, ვაჭარ-ხელოსანთა რუსეთს გაქცევა.

ერეკლეს გარდაცვალეა. ასეთ გარემოებაში იყო სამეფო, როცა 11 იანვარს 1798 წელს თელავს გარდაიცვალა 80 წლის ერეკლე, - ქვეყნის თავდადებული მოამაგე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ბრწყინვალე სარდალი და თავის დროის მოწინავე კაცი. მოხუცებულობის მიუხედავად მისი დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო აფორიაქებული ქვეყნისათვის.

22.11 § 149. ქართლ-კახეთის სამეფოს შეერთება რუსეთის მიერ

▲back to top


გიგი მეცაეტის გაეფეა. სამეფო ტახტზე გიორგი რელეს ძე ავიდა. მისი მდგომარეობა იმთავითვე მეტად მძიმე იყო თავისი ურჩი ძმების შემორიგების მიზნით გიორგი ჩქარა იძულებული შეიქნა დაემტკიცებინა 1791 წელს დარეჯან დედოფლის თაოსნობით შედგენილი ტახტის მემკვიდრეობის ის წესი, რომლის უკანონობა თვით ერეკლემ დაუდასტურა იმავე გიორგის. ძმებს შორის ნდობა ამის შემდეგაც არ დამყარებულა და ერთმანეთის წინააღმდეგ ორივე მხარე ძალებს იკრებდა.

თავის მცველებად გიორგი მეფემ ლეკთა დიდი რაზმი დაიქირავა. ამ ჯარის ჯამაგირი მძიმე ტვირთად დააწვა ილაჯ-გაწყვეტილ გლეხობას. საჭირო ფულის შოვნის მიზნით მეფე სესხსაც მიმართავდა ვაჭრებსა და თავადებს შორის და, თუ უარს ხვდებოდა, მაშინ არც აშკარა იძულებას ერიდებოდა. ამავე დროს ეს ლეკები მოსახლეობის მშვიდობიანობას სრულებით არ იცავდნენ. მათი მოძმე ავაზაკების თარეში ქართლის სოფლებში დიდი ხანია ისე თავაშვებული არ ყოფილა, როგორც ეხლა.

ლეკთა დაქირავებამ მტრობა-უნდობლობა მეფესა და მის ძმებს შორის კიდევ უფრო გაამწვავა. ბატონიშვილები შიშობდნენ, რომ მეფე მის მიერვე დამტკიცებულს ტახტის მემკვიდრეობის კანონს შესცვლიდა და მართალიც იყვნენ. გიორგი არა მარტო ამ კანონის გაუქმებას, არამედ სახელმწიფო წყობილების შეცვლასაც აპირებდა. სათანადო კანონ-პროექტი მისმა შვილმა იოანემ შეადგინა კიდეც.

ლეკთა ამოდენა რაზმის - 1200 კაცი იყო ჯამაგირით შენახვა სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა, ხოლო გართულებული საშინაო მდგომარეობა მეფეს აიძულებდა დახმარება ეძებნა სხვა ქვეყნებში.

დაოუკიდეელი ფეოდალური საართველოს უკანასნელი წლეი. ჯერ კიდევ ერეკლემ უბრძანა 1797 წლის მიწურულში თავის ელჩს გარსევან ჭავჭავაძეს, რათა მას გადაჭრით დაესვა საკითხი რუსეთის მთავრობის წინაშე, აპირებდა თუ არა რუსეთი ტრაქტატით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას. ერეკლე ისე გარდაიცვალა, რომ რუსეთის მთავრობისაგან პასუხი არ მიუღია. გიორგი მეფემ თავისი ტახტზე ასვლა აცნობა რუსეთის ხელმწიფეს და მისგან დასტური ითხოვა. რუსეთის. მთავრობა ეხლაც დუმილს განაგრძობდა.

3 ივლისს 1798 წელს გიორგი მეფეს ირანის შაჰის სიგელი მოუვიდა. შაჰი გიორგისაგან ირან-საქართველოს ძველი ურთიერთობის. აღდგენას მოითხოვდა, სამაგიეროდ დიდ წყალობას პირდებოდა მეფეს. უარისათვის შაჰი საქართველოს განადგურებას ემუქრებოდა. მეფემ შაჰთან მოლაპარაკება გადასწყვიტა და ამის შესახებ პეტერბურგშიაც შეატყობინა. ცოტა ხნის შემდეგ მეფემ აცნობა თავის ელჩს გარსევან ჭავჭავაძეს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს, თუ რუსეთი არ დაეხმარება, ტრაქტატი დარღვეულად გამოაცხადოს, ელჩი უკან გამოიწვიოს და დახმარებაც სხვაგან ეძიოს. ამ დროს მეფეს ოსმალეთთანაც მოლაპარაკება ჰქონდა გამართული. მეფის მტკიცე კილომ რუსეთის მთავრობა აამოქმედა. იმპერატორმა პავლემ გიორგი მეფეს წყალობის სიგელი გამოუგზავნა.

11 ოქტომბერს 1798 წელს გიორგიმ, ტრაქტატის თანახმად, პავლესაგან ტახტზე დამტკიცების ნიშნები, თავისი შვილის დავითის მემკვიდრედ აღიარება და 3000 კაცისაგან შემდგარი ლაშქარი ითხოვა. რუსეთის მთავრობამ გიორგის თხოვნა დააკმაყოფილა. 18 აპრილს 1799 წელს პავლემ დამტკიცების სიგელი და სათანადო ნიშნები გამოუგზავნა გიორგი მეფეს.

დავით გიორგის ძის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებამ გიორგი მეფის ძმები ააჯანყა. ბატონიშვილები თავის საუფლისწულოებში ჩასხდნენ და მეფის ხელისუფლებას აღარ სცნობდნენ. დარეჯან დედოფალი თბილისში იჯდა და გიორგი მეფისადმი მტრობას დაუღალავად აღვივებდა. ამის შემდეგ მალე ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლეს ძე, ირანის შაჰთან გაიქცა. ბაბა-ხანმა დიდი ხალისით იკისრა ერეკლეს შვილების უფლების ცრუ ქომაგობა და კიდევ უფრო მეტი ენერგიით ცდილობდა ქართლ-კახეთის დამონებას.

რუსთა ჯარი ჯერ კიდევ არ მოსულიყო. შეშინებულმა ავადმყოფმა მეფემ ისევ რუსეთს მიმართა და ტრაქტატის შეცვლა ითხოვა. მეფე რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევდა ქართლ-კახეთის საშინაო საქმეები მოეწესრიგებინა, ოღონდ თავისთვის და თავისი ჩამომავლობისათვის მეფობის შენარჩუნებას მოითხოვდა.

ნოემბრის ბოლოს 1799 წელს რუსთა ჯარი გენერალ ლაზარევის სარდლობით საქართველოში შემოვიდა. ლაშქართან ერთად მოვიდა რუსეთის მთავრობის მინისტრი საქართველოს მეფის კარზე - კოვალენსკი.

რუსის ჯარის საქართველოში შემოსვლამ ირანის შაჰი შეაშფოთა. ელჩების პირით შაჰი რუსეთისგან საქართველოს დაცლას მოითხოვდა, თანაც ჯარებს აგროვებდა და ომით იმუქრებოდა. იმპერატორი პავლე ერთხელ კიდევ შეყოყმანდა, მაგრამ ამ დროს უკვე რუსეთის მთავრობის წრეებში მეტად გაძლიერებულიყო საქართველოს ანექსიის მომხრეთა დასი. რუსეთ-საქართველოს ხანგრძლივი ურთიერთობის განმავლობაში რუსმა პოლიტიკოსებმა შეისწავლეს საქართველო, კარგად შეაფასეს მისი მნიშვნელობა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში, გაიცნეს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეები და საქართველოს შეძენას რუსეთისათვის ისინი ეხლა უკვე სიკეთედ სთვლიდნენ.

ამავე დროს, საქართველოში აშლილობა და არეულობა არ ნელდებოდა. ბატონიშვილებმა ეხლა გიორგი მეფის წინააღმდეგ ომარ-ხანი, ხუნძახის ბატონი, მოიწვიეს: საქართველოს ამ დაუძინებელ მტერს თან ალექსანდრე ბატონიშვილიც, ერეკლეს ძე, მოჰყვებოდა. 7 ნოემბერს 1800 წელს რუს-ქართველთა მხედრობამ სასტიკად. და ამარცხა ომარ-ხანის ლაშქარი ნიახურას (ივრის პირზე) და ქვეყანა საშინელი აოხრებისაგან იხსნა.

რუსეთის მთავრობას ამ დროისათვის კიდევ ერთი პოლკი ჯარი გამოეგზავნა საქართველოში გენერალ გულიაკოვის სარდლობით. გიორგი მეფეს ამის შემდეგ მშვიდი ძილი შეეძლო, მის მემკვიდრეებს-კი მეფობა სიზმარივით უქრებოდათ.

1783 წლიდან ვიდრე 1800 წლამდე ქართლ-კახეთი თანდათან ეცემოდა. იშვიათად განუცდია აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ასეთი ხანა. თითქოს მთელი მსოფლიო მტრად აუტყდა მცირე ქვეყანას. საგარეო მტრები შინაურ მტრებს, რეაქციონერ თავადებს, დაუკავშირდნენ. და ამ ძლიერმა კავშირმა ქართველი საზოგადოების ჯერ კიდევ სუსტი მოწინავე ძალები დროებით დაამარცხა.

1800-იანი წლებისათვის ქართლ-კახეთის ფეოდალურ საზოგადოებას საგარეო ორიენტაციის საკითხში მეტი გარკვეულობა ეტყობოდა, ვიდრე ათიოდე წლის წინ. ამ დროისათვის შედარებით გაზრდილიყო ქვეყნის რუსეთისადმი უშუალოდ დამორჩილების მომხრეთა რიცხვი. სხვები, დიდი უმრავლესობა, მაინც რუსეთთან კავშირს 1783 წლის ტრაქტატის საფუძველზე იცავდნენ. მესამენი - ესენი უმცირესობას შეადგენდნენ - რუსეთთან როგორც შეერთების, ისე კავშირის წინააღმდეგი იყვნენ. ბატონების აღვირახსნილობით თავმოძულებული გლეხობა იმას მიემხრობოდა, ვინც ქვეყანაში მშვიდობიანობასა და სამართლიანობას დაამყარებდა, ვინც ბატონების მძლავრობას ალაგმავდა.

გიორგი მეფე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომ რუსეთის მთავრობას მეფის სიკვდილის მოლოდინში უკვე მიეღო გადაწყვეტილება ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და ქვეყნის რუსეთთან შეერთების შესახებ. ეს იყო 22 დეკემბერს 1800 წელს. ექვსი დღის შემდეგ (28/XII 1800 წ.) გიორგი მეფე გარდაიცვალა. ადგილობრივი რუსის ჯარის სარდალს კარგა ხანია საიდუმლო განკარგულება ჰქონდა მიღებული, რათა დავით ბატონიშვილის მეფედ გამოცხადება არ დაეშვა. 1801 წლის 16 თებერვალს სიონის ტაძარში, რომელსაც წინასწარ ძლიერი სამხედრო რაზმი შემოარტყეს, პავლეს მანიფესტი წაიკითხეს. 1801 წელს, 12 სექტემბერს, პავლეს მემკვიდრის, იმპერატორ ალექსანდრე პირველის ხელმოწერით გამოქვეყნდა მანიფესტი ამავე საგნის შესახებ. ქართლ-კახეთის სამეფო „საქართველოს გუბერნიად“ გამოცხადდა, მთავარმმართებლად მენაპირე-უფროსი გენერალი კნორინგი დაინიშნა, ხოლო სამოქალაქო საქმეების მმართველად - კოვალესკი. ამრიგად, დაიწყო სრულიად ახალი ხანა საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველო რუსეთის მეშვეობით ურყევად დაადგა ევროპული განვითარების გზას.

23 უმნიშვნელოვანესი თარიღების ტაბულა

▲back to top


ძველი წელთაღრიცხვით

XVIII ს. ძველი ხეთის სამეფოს ძლიერების პერიოდი.

XVII-XV ს მიტანის სამეფოს ძლიერების პერიოდი.

XIV-XIII ს, ახალი ხეთის სამეფოს ძლიერების პერიოდ

1978 წ. ზეთის მეფის ხატუშილ მესამის ხელშეკრულება ფარაონთან.

XIV-XI თრიალეოს მაღალი კულტურული ცენტრი.

XI-VIII ს. აღმოსავლურ-ქართული და დასავლურ-ქართული ბრინჯაოს კულტურის აყვავების პერიოდი.

XI-IX სს. სუბარელი ტომების ბრძოლა ასურეთთან.

XI-VIII სს. ურარტუს სამეფოს ძლიერების პერიოდი.

VI ს. პირველი ცნობების გაჩენა ბერძნულ მწერლობაში იბერიისა და კოლხეთის სამეფოების შესახებ

190 წ. ახლო ხანები. სომხური სამეფოების წარმოშობა

65 წ. რომაული გაელენის დამყარება ამიერ-კავკასიაში.

ახალი წელთაღრიცხვით

69-79 წწ. კოლხეთისა და პონტოს ტომების დიდი აჯანყება რომაელების წინააღმდეგ ანიკეტის მეთაურობით

I-II სს. ქართლის (იბერიის) სამეფოს გაძლიერება.

298 წ. ნიზიბინის ზავი.

IV ს. მეორე მეოთხედი. ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება ქართლში.

368 წ. ორმეფობა ქართლში

IV ს. ლაზიკის სამეფოს წარმოქმნა.

456 წ. რომაელების დამარცხება ლაზების მიერ.

V ს. მერე ახევარი. ვახტანგ გორგასალი, მეფობა ქართლში.

484 წ. დიდი ბრძოლის დაწყება სპარსელების წინააღმდეგ ვახტანგ გორგასლის მიერ.

523 წ. მეფობის გოუქმება ქართლში სპარსელები მიერ.

523 წ. ლაზიკის მაგის წათეს გაქრისტიანება.

532 წ. „საუკუნო ზავი“.

542-562 წწ. დიდი ომი ლაზიკაში.

562 წ. დარას ზავი

572 წ. ქართლისა და სომხეთის იჯანყება სპარსელების წინააღმდეგ.

575 წ. სპარსელების გაძევება სვანეთიდან.

VI ს. დამლევი. ქართილის საერისმთავროს წარმოქმნა.

607 წ. განხეთქილება ქართლისა და სომხეთის ეკლესიებს შორის.

627 წ. თბილისის აღება ჰერაკლე კეისრის მიერ.

654 წ. ქართლის ერისმთავრის პირველი ხელშეკრულება არაბებთან.

VII ს. დამლევი არაბების დამკვიდრება თბილისში.

697 წ. ლაზიკის პატრიკიოზის სერგის აჯანყება ბიზანტიელების წინააღმდეგ. არაბები ეგრისში.

736-738 წწ. მურვან ყრუს ლაშქრობა საქართველოში.

VIII ს. მეორე ნახევარი. კახეთის სამთავროს წარმოქმნა

VIII ს. მიწურული. აფხაზთა სამეფოს წარმოქმნა.

IX ს. დამდეგი. ერისმთავრობის მოსპობა ქართლში.

IX ს. დამდეგი. ტაო-კლარჯეთის სამთავროს წარმოქმნა.

853 წ. ბუღა თურქის ლაშქრობა საქართველოში.

888 წ. ადარნასე ბაგრატიონის მიერ ქართველთა მეფის ტიტულის მიღება.

914 წ. აბულ-კასიმის შემოსევა საქართველოში.

979 წ. დავით II-ის კურაპალატის ჯარები ამარცხებენ ბარდა სკლიაროსს.

1001 წ. გ. მერჩულის თხზულების დაწერის თარიღი.

975-1014 წწ. ბაგრატ III-ის მეფობა.

1001 წ. დავით II-ის, კურაპალატის გარდაცვალება.

1010 წ. კახეთ-ჰერეთის პირველი შემოერთება.

1014-1027 წწ. გიორგი I-ს მეფობა.

1021-1023 წწ. საქართველო-ბიზანტიის ომი.

1027—1072 წწ. ბაგრატ IV-ის მეფობა,

1045 წ. ქ. ანისის პირველი აღება.

1046 წ. ქ. თბილისის პირველი აღება.

1065 წ. სელჩუკიან თურქების პირველი შემოსევა საქართველოში.

1072-1089 წწ. გიორგი II-ის მეფობა.

1080 წ. დიდი თურქობა. გიორგი II კისრულობს თურქების ხარკს.

1089-1125 წწ, დავითი III-ის, აღმაშენებლის, მეფობა.

1103 წ. რუის-ურბნისის საეკლესიო კრება.

1110-1118 წწ. დავრით აღმაშენებლის წარმატებითი ბრძოლები თურქების, წინააღმდეგ.

1I18 წ. მუდმივი ჯარის შექმნა ყივჩაღთაგან.

1121 წ. თურქთა დიდი ჯარის დამარცხება დავითის მიერ დიდგორის ომში.

1122 წ. თბილისის აღება.

1123 წ. თურქების სულტანის დამარცხება შამახიასთან და შარვანის შემოერთება ყმად-ნაფიცობის პირობით.

1123 წ. თურქების განდევნა სომხეთიდან და სომხეთის შემოერთება.

1125-1156 წ. დემეტრე I-ის მეფობა.

1156-1184 წწ. გიორგი III-ის მეფობა.

1162 წ. ქ. დვინის აღება.

1167 წ. ქ დარუბანდის აღება.

1171 წ. ორბელების აჯანყება,

1178 წ, თამარის გამოცხადება თანამოსაყდრედ (თანამმართველად).

1184-1213 წწ. თამარის მეფობა.

1185 წ. დიდებულთა გაფიცვა და ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა.

1195. შამქორის ომი.

XII ს. დალევი. „ვეფხისტყაოსნის“ დაწერის დრო.

1204 წ. შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს დაპყრობა ქართველთა ჯარების მიერ და ტრაპიზონის სამეფოს დაარსება,

1204-5 წწ. ქ. კარის (ყარსის) აღება.

1205 წ. თურქთა დიდი ჯარის დამარცხება, ქართველების მიერ ბასიანის ომში.

1207 წ. ლაშა-გიორგის გამოცხადება თანამოსაყდრედ.

1208-9 წწ. ქ. არჭეშის აღება.

1210 წ. ლაშქრობა ირანში.

1213-1222 წწ. ლაშა გიორგის მეფობა.

1220 წ. პირველი ბრძოლა მონღოლებთან.

1222-1245 წწ. რუსუდანის მეფობა

1225-1230 წწ. ხვარაზმელთა ბატონობა აღმოს. საქართველოში.

1230 წ. დავით რუსუდანის ძის გამოცხადება თანამოსაყდრედ.

1235-1240 წწ. აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა მონღოლთა მიერ.

1247 წ. დავით მეხუთისა და დავით მეექვსის მეფეებად დანიშვნა მონღოლთა მიერ.

1254 წ. დიდი აღწერა მონღოლთა სახელმწიფოში.

1259-1260 წწ. დავით მეხუთის, ნარინის, აქტიური დიპლომატიური ურთიერთობა ეგვიპტესთან.

1282 წ. დავით ნარინი იპყრობს ტრაპზონის სამეფოს დიდ ნაწილს.

1270-1289 წწ. დემეტრე II-ის, თავდადებულის მეფობა.

1299 წ. დავით ნარინის გარდაცვალება.

1293-1314 წწ. მრავამეფიანობა.

1314-1346 წწ. გიორგი V-ის, ბრწყინვალის, მეფობა.

1341 წ. ანა-ხუტლუს გამეფება ტრაპიზონში ქართველთა ჯარის დახმარებით.

1360 წ. ბაგრატ V-ის გამეფება.

1386-1403 წწ. თემურ-ლენგის შემოსევები საქართველოში.

1407 წ. გიორგი VII-ის მოკვლა თურქმენებთან ბრძოლაში.

1411 წ. კონსტანტინე I-ის მოკვლა თურქმანებთან ბრძოლაში.

1412-1443 წწ. ალექსანდრე I-ის მეფობა.

1453 წ. კონსტანტინეპოლის აღება თურქ-ოსმალთა მიერ.

1459-1460 წწ. გიორგი VIII-ის მოლაპარაკება ევროპის სახელმწიფოებთან საერთო ომის შესახებ ოსმალების წინააღმდეგ.

1477 წ. თბილისის აღება უზუნ-ჰასანის მიერ.

1492-1496 წწ. კონსტანტინე II-ის მოლაპარაკება ეგვიპტისა და ესპანეთის მთავრობებთან.

1510 წ. ოსმალთა პირველი შემოსევა დას. საქართველოში.

1534-1558 წწ. ლუარსაბ I-ის მეფობა ქართლში.

1541-1553 წწ. შაჰ-თამაზის შემოსევები ქართლში.

1545 წ. ქარაღაქის და სოხოსტას ომები.

1551 წ. არტანუჯის დაჭერა ოსმალთა მიერ.

1553 წ. ირან-ოსმალთა შეთანხმება საქართველოს ურთიერთშორის გავლენის სფეროებად გაყოფის შესახებ.

1558 წ. გარისის ომი და ლუარსაბ მეფის მოკვლა.

1558-1601 წწ. სიმონ I-ის მეფობა ქართლში.

1564 წ. მოსკოვის მეფე ივანე IV სამხედრო დახმარებას უწევს კახეთის მეფე, ლევანს.

1578 წ. სამცხე-საათაბაგოს დაპყრობა და ქართლის დაჭერა ოსმალთა მიერ.

1590 წ. ირან-ოსმალეთის შეთანხმება ამიერ-კავკასიის ცნობის შესახებ ოსმალეთის საკუთრებად.

1598-1601სიმონ მეფის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ და სიმონის დატყვევება.

11585-1587 წწ. ელჩების გაცვლა მოსკოვსა და კეხეთს შორის და ხელშეკრულების დადება.

1606-1648 წწ. თეიმურაზ I-ის მეფობის წლები.

1609 წ. ოსმალების დამარცხება გიორგი სააკაძის მიერ ქვიშხეთის ბრძოლაში.

1614 წ. შაჰ-აბასის პირველი შემოსევა კახეთში.

1616 წ. კახეთის აოხრება.

1618 წ. ქართველი ელჩები მოსკოვსა და დას. ევროპაში დახმარების საძიებლად ირანის წინააღმდეგ.

1622 წ. ლუარსაბ II-ის, მოკვლა ტყევობაში ირანს.

1623 წ. სპარსელთა ჯარის გაწყვეტა მარტყოფში გიორგი სააკაძის მიერ.

1624 წ. მარაბდის ომი.

1624 წ. ქეთევან დედოფლის მოკვლა ტყვეობაში ირანს.

1626 წ. ბაზალეთის ომი. გიორგი სააკაძის დამარცხება,

1632-1658 წწ. როსტომის მეფობა ქართლში.

1647-1713 წწ. არჩილის ცხოვრება.

1658 წ. მუხრან-ბატონების გამეფება ქართლში.

1658-1725 წწ. სულხან საბა ორბელიანის ცხოვრება.

1659 წ. კახეთის აჯანყება და თურქმანების გაწყვეტა

1663 წ. თეიმურაზ I-ის გარდაცვალება ტყვეობაში.

1703-1724 წწ. ვახტანგ VI-ს გამგეობის და მეფობის წლები ქართლში.

1705 წ. დავით გურამიშელის დაბადება.

1709 წ. სტამბის გახსნა თბილისში.

1713 წ. საბა, ორბელიანის ელჩობა ევროპაში.

1720 წ. პეტრე პირევლისა და ვახტნგ VI-ის შეთანხმება.

1724 წ. ვახტანგ VI-ის და მისი ამალის გადახვეწა რუსეთს.

1723-1735 წწ. ოსმალთა ბატონობა ქართლ-კახეთში.

1735-1747 წწ. ირანის ბატონობა ქართლ-კახეთში.

1733-1744 წწ. თეიმურაზ II-ის მეფობს კახეთში.

1744 წ. თეიმურაზ II-ის გამეფება ქართლში და ერეკლე II-ა კახეთში.

1748-1750 წწ. ერევნის, განჯისა და ნახჭვენის სახანოების გადაქცევა საქართველოს მოხარკე ქვეყნებად.

1751 წ. აზატ-ხანის დამარცხება ერევნის ახლო.

1751-1784 წწ. სოლომონ I-ის მეფობა იმერეთში.

1754 წ. ხუნძახის ბატონის დამარცხება მჭადიჯვართან.

1757 წ. ხუნძახის ბატონის მეორე დამარცხება ყვარელთან.

1757 წ. ოსმალოთა ჯარის განადგურება სოლომონ I-ის მიერ ხრესილში.

1758 წ. ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის ხელშეკრულება კავშირის შესახებ.

1759 წ. დას. საქართველოს ხელმძღვანელი წრეების კრება.

1760 წ. თეიმურაზ II-ის გამგზავრება რუსეთს.

1762-1798 წწ. ერელე II - ქართლ-კახეთის მეფე

1768-1774 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომი.

1770 წ. ერეკლე II-ის გამარჯვება ასპინძასთან.

1774 წ. სოლომონ I-ის გამარჯვება ჩხერში

1774 წ. „მორიგე ჯარის“ დაარსება ქართლ-კახეთში.

1781-1782 წწ. ერეკლეს მოლაპარაკება დას. ევროპის სახელმწიფოებთან.

1783 წ. გიორგიევსკის ტრაქტატი (მეგობრობითი ხელშეკრულება რუსეთსა და საქარიველოს შორის)

1785 წ. ომარ-ხანის შემოსევა.

1790 წ. საქართველოს მეფე-მთავართა ხელშეკრულება კავშირისა და ურთიერთდახმარების შესახებ.

1795 წ. კრწანისის ომი და თბილისის ოხრები აღა-მამადახანის მიერ.

1798-1800 წწ. გიორგი XII-ის მეფობა.

1801 წ. იმპერატორ ალექანდრე I-ის მანიფესტი ქრალ-კახეთის სამეფო შეერთების შესახებ რუსეთთან.

24 ბაგრატიონთა სამეფო სახლის მთავარი შტოს გენეალოგიური ტაბულა1

▲back to top


ართველთა კურაპალატე

0x01 graphic

1. თარიღები აღნიშნავენ ზეობის (მმართველობის) წლებს. ისრები მიუთითებს მამა-შვილის დამოკიდებულების, პუნქტირი - უფრო შორეულ ნათესაობას.

2. ვახტანგ I-ად მიჩნეულია ვახტანგ გორგასალი.