
![]() |
||
|
![]() |
დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ხურცია ლალი |
თემატური კატალოგი კვლევები |
საავტორო უფლებები: © ხურცია ლალი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: „დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ დედაქალაქის სოციალურ ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემები კრებულის შემდგენელი, ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი - ლალი ხურცია რედაქტორი: ვანო ცერცვაძე პროექტის კოორდინატორი გიორგი ლაცაბიძე რეცენზენტები: თამარ გამსახურდია - ემდ, პროფესორი ხათუნა ბარბაქაძე - ემკ, დოცენტი თბილისი 2004 |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის განვითარების ცენტრმა“ პროექტზე მუშაობა დაიწყო 2002 წელს, იმ პერიოდში როდესაც საქართველო თანდათანობით გამოდიოდა 90-იანი წლების ეკონომიკური და სოციალური ქაოსიდან. კრებულში შესულია კვლევები დემოგრაფიული ვითარების გამუჯობესების ღონისძიებების შესახებ, თბილისის წყალმომარაგებისა და ენერგომომარაგების სტრუქტურების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, ქ. თბილისის სატრანსპორტო უზრუნველყოფის გეგმა, სასწრაფო სამედიცინო დაზღვევის პროექტი და ა.შ.
კრებულზე მუშაობის განმავლობაში „დემოკრატიის განვითარების ცენტრმა“ აღნიშნულ საკითხებს მრავალი პრესკონფერენცია მიუძღვნა, რომლებიც ფართოდ შუქდებოდა მასმედიის საშუალებებით.
კრებულში შესულმა ზოგიერთმა მოსაზრებამ განხორციელება ჰპოვა სინამდვილეშიც - ამ მხრივ აღნიშნვნის ღირსია სასწრაფო სამედიცინო დაზღვევისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქურის განვითარების მიმართულებები ქალაქ თბილისში.
კრებულის „დედაქალაქის სოციალურ ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემები“ საავტორო უფლება ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის განვითარების ცენტრს“.
![]() |
2 ბინათმშენებლობა - დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის პერსპექტივები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 სტატისტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
სტასტისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით ქ. თბილისში ყოველწლიურად იქმნება 10000 ახალი ოჯახი. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე ყოველწლიურად 1000 ახალი ბინის მშენებლობას ქ. თბილისში 25 წლის მანძილზე, რათა ამრიგად ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილდეს საცხოვრებელ ფართზე არსებული მწვავე მოთხოვნა და ხელი შეეწყოს კვლავწარმოქმნის პროცესის განახლებას.
თითოეული ბინა იქნება მატერიალური სახით გამოხატული ფულადი სესხი, რომლის დაფარვასაც მობინადრე იკისრებს მომდევნო 25 წლის განმავლობაში ბინის ღირებულების 20%-ის დამატებით. პროექტში გათვალისწინებულია ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების თანდათანობითი შემცირება სრულ შეწყვეტამდე, რომლის შემდეგ ბინათმშენებლობის პროცესი გაგრძელდება პროექტი „ბინათმშენებლობა 2002“-დან დაგროვილი საპროცენტო განაკვეთის თანხების შედეგად.
![]() |
2.2 რა ჯდება მშენებლობა და რა თანხის გადახდა მოუწევს მობინადრეს? |
▲ზევით დაბრუნება |
1კვ.მ. საცხოვრებელი ფართის მშენებლობა საბაზრო ფასებიდან გამომდინარე მერყეობს 70-100 დოლარის ფარგლებში, რაშიც შედის ფართის კეთილმოწყობის სამუშაობიც. თუ თითოეული ოჯახისათვის საშუალოდ ვიანგარიშებთ 50 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს, მაშინ თითოეული ბინის მშენებლობა დაჯდება 5000 დოლარი. ხოლო 1000 ბინა შესაბამისად - 5 მლნ. დოლარი. 5 მლნ. დოლარი ეს ის თანხაა, რომელიც უნდა გამოიყოს მხოლოდ პროექტის პირველ წელს თბილისის ბიუჯეტიდან.
თუ ერთი ბინის საშუალო ფასი 5000 დოლარი იქნება, მაშინ მობინადრეს მოუწევს ბინის ღირებულებისა და ბინის ღირებულების 20%-ის (5000-ის 20% - 1000 დოლარი) გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 6000 დოლარს 25 წლის განმავლობაში, 1 წელიწადში გადასახდელი იქნება 240 დოლარი, თვეში 20 დოლარი. თანხის გადახდის პირობები და ვადები უნდა განისაზღვროს ბინათმშენებლობის ფონდის დებულებაში. თუმცა ჩვენი პროექტი გათვლილია იმაზე, რომ ყოველი წლის თითოეული ოჯახიდან ფონდში შემოვიდეს 240 დოლარი. ასეთ შემთხვევაში პირველ წელს ფონდში შევა 240 ათასი დოლარი, ხოლო ყოველ მომდევნო წელს ფონდში შენატანი თანხა გაიზრდება არითმეტიკული პროგრესიით, ანუ მეორე წელს მობინადრეები გადაიხდიან ორჯერ 240 ათასს, მესამე წელს - სამჯერ 240 ათასს, 25-ე წელს - ოცდახუთჯერ 240 ათასს.
შესაბამისად, ყოველ მომდევნო წელს 240 ათასი დოლარით შემცირდება ფონდში ბინათმშენებლობისათვის გამოსაყოფი თანხების შემოდინება ბიუჯეტიდან. როდესაც მობინადრეებიდან შემოსული თანხები გადააჭარბებს 5 მლნ. დოლარს (ეს მოხდება 22 წლის შემდეგ - 22X240000=5,28 მლნ. დოლარი), ბიუჯეტიდან შეწყდება დაფინანსება და მომდევნო წელს მშენებლობა გაგრძელდება ფონდში მოსახლეობიდან შემოსული თანხებით.
სულ ქალაქის ბიუჯეტიდან 22 წლის მანძილზე გამოსაყოფი იქნება 55 მლნ. დოლარი, რაც გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
X=(Qn-Q1)XN/2
სადაც Qნ 22-ე წელს ფონდში მობინადრეებიდან შემოსული თანხაა (5,28 მლნ. დოლარი), ხოლო Q1 პირველ წელს შემოსული თანხა (240 ათასი დოლარი), N - წლების რაოდენობაა (22 წელიწადი).
25 წლის შემდეგ, როდესაც ფონდში მობინადრეთაგან შემოსული თანხა ყოველ წელს მიაღწევს 6 მლნ. დოლარს (25 ათასი ბინიდან შემოვა 240 ათასი დოლარი) და ნამეტი თანხით - 1 მლნ. დოლარი - შესაძლებელი გახდება ბიუჯეტში თანხის დაბრუნების პროცესის დაწყება (რა რაოდენობით და რა განაკვეთით, ეს დამატებით უნდა დაზუსტდეს).
![]() |
2.3 ვინ დააფინანსებს პროექტს 25 წლის განმავლობაში |
▲ზევით დაბრუნება |
პროექტის დაფინანსება ქ. თბილისის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. ბუნებრივია კითხვას - შეუძლია კი თბილისის ბიუჯეტს ასეთი თანხის გაღება - თავისი საფუძველი აქვს. თუმცა არსებობს ბიუჯეტის შევსების წყაროები და სახეობები, რომლებშიც ძალზედ მნიშვნელოვანი თანხებია დამალული: პურისა და პურპროდუქტების წარმოებაში, საიდანაც მარტო დღგ-ს სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 177 მლნ. ლარზე მეტი უნდა შედიოდეს, მაშინ როდესაც 1999 წელს, პურის ქარხნებიდან და საცხობებიდან სულ შემოვიდა დაახლოებით 2 მლნ. ლარი; შაქარის იმპორტში, სადაც მხოლოდ საბაჟოზე საქართველოს 1999 წლის ბიუჯეტს დაახლოებით 25 მლნ. ლარი დააკლდა; ვაჭრობისა და საზკვების ობიექტებში, სადაც, განსაკუთრებით, ბაზრებსა და ბაზრობებში, ე.წ. არაორგანიზებული ვაჭრობის სფეროში, მათ შორის კი გარე ე.წ. ხელით მოვაჭრეებში, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით ბრუნვა საცალო ვაჭრობაში საერთო ჯამში 5 მლრდ. ლარს აჭარბებს აქედან შეიძლება გამოვითვალოთ ის საგადასახადო შემოსავალი, რაც სახელმწიფოს ვაჭრობისა და საზკვების ობიექტებიდან რეალური დაბეგვრის შემთხვევაში უნდა მიეღო: 5248მლნ.ლარი X 20%დღგ 1 მლრდ. ლარი; თამბაქოდან და საწვავიდან, სადაც დაბეგვრის სფეროში მოექცეულია ბაზრის 15-20%.
თუმცა ზემოჩამოთვლილი წყაროებიდან თანხების ამოღება ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია, რომლის აღმოფხვრა მხოლოდ სათანადო ადმინისტრირების გამკაცრების შედეგადაა შესაძლებელი.
ჩვენი პროექტი კი მიზნად ისახავს ბინათმშენებლობისათვის საჭირო თანხების მობილიზებას მხოლოდ ქალაქ თბილისის შესაძლებლობის ფარგლებში, თანაც ისე, რომ ეს პროექტი დამატებით ასიგნებებს არ მოითხოვს ცენტრალური ბიუჯეტიდან, არ გაზარდის გადასახადების ამოღებას მოსახლეობის ხარჯზე და ა.შ.
შემოსავლის ერთ-ერთი წყარო, რომელიც მთლიანად დააფინანსებდა აღნიშნულ პროექტს, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ამოუღებელ თანხებში იმალება. თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სამარშრუტო ტაქსები ყოველთვიურად ექვემდებარებიან 50 ლარიან მოსაკრებელს (აქ არ მოქმედებს საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადის 20%-იანი განაკვეთები), რაც 5000 სამარშრუტო ტაქსზე წლიურად შეადგენს 3 მლნ. ლარს. თუმცა საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფი რეალობისგან შორს დგას და ვერ ასახავს იმ მნიშვნელოვან შემოსავლებს, რომლებსაც სამარშრუტო ტაქსები ბიზნესი განაგებს. კერძოდ, თითოეული სამარშრუტო ხაზის ქირაობა მძღოლს დღიურად საშუალოდ 25 ლარი უჯდება, ხოლო თვითონ სატრანსპორტო საშუალების - დღიურად კიდევ 25 ლარი, რაც ჯამში დღიურად შეადგენს 50 ლარს, ამასვე უნდა დაემატოს ის შედარებით წვრილმანი ხარჯები, რომელსაც მძღოლი უხდის საგზაო ინსპექტორებს, აგრეთვე თვითონ მძღოლის შემოსავალი, რომელიც ამ უკანასკნელის საარსებო თანხას შეადგენს.
ამ მსჯელობიდან გამომდინარე ყოველ სამარშრუტო ტაქსს 50-ლარიანი დღიური ტარიფის კვალობაზე თვეში კერძო პირებისათვის 1500 ლარის გადახდა უწევს, საიდანაც თბილისის ბიუჯეტის წილი მხოლოდ 50 ლარია, ანუ 3,3%. იმ შემთხვევაში თუ სამარშრუტო ხაზებისა და ამ ხაზებზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გაეზრდებათ მოსაკრებელის ტარიფი 20%-მდე, რის შედეგადაც თითოეული ხაზიდან და სამარშრუტო ტაქსიდან ყოველთვიურად მივიღებთ 300 ლარს, რაც 5000 სამარშრუტო ტაქსზე წლიურად მოგვცემს 18 მლნ. ლარს, ანუ 15 მლნ. ლარით მეტს ვიდრე უწინ. გარდა ასეთი კოლოსალური შედეგისა (შემოსავლები ამ სფეროდან იზრდება 600%-ით), არ დაზარალდება ჩვეულებრივი მომხმარებელი, რომელიც სამარშრუტო ტაქსების მომსახურებით სარგებლობს. ერთადერთი ამ შემთხვევაში და ისიიც უმნიშვნელოდ დაზარალდება სამარშრუტო საშუალებებისა და ხაზების მფლობელი მცირეოდენი კასტა, რომელიც ამჯერად ბიუჯეტში კუთვნილ გადასახადებს შეიტანს.
![]() |
2.4 ვინ მოახდენს ბინების გადანაწილებას |
▲ზევით დაბრუნება |
აქედანვე გადაჭრით უნდა ითქვას თუ ვინ ჩაუდგება სათავეში ბინათმშენებლობის ფონდს. სხვადასხვა გარემოებების შედეგად დღეს საქართველოში თითქმის ყველა უწყებასა თუ პიროვნებას ხალხის თვალში ნდობის ხარისხი დაკარგული აქვს, რაც საფუძველს მოკლებული არაა. ამდენად ჩვენი პროექტი შესაძლებელია კიდევ ერთი კორუფციის წყარო გახდეს და მრავალ სხვა მკვდრადშობილ იდეას დაემგვანოს.
ჩვენი აზრით პროექტის სიცოცხლისუნარიანობა და ხალხის ნდობაც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება იმ სტრუქტურაზე, რომელიც უხელმძღვანელებს ბინათმშენებლობას. ერთადერთი ამგვარი დაწესებულება, რომელსაც ხალხის უმეტესი ნაწილი პატივს სცემს და ენდობა, ვისიც სჯერა და იმედი აქვს, ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ეს არის დაწესებულება, რომელსაც თავისი ფილიალები აქვს თბილისის ყველა უბანში, ურთიერთობს მოქალაქეების ყველა ფენასთან და რომელიც ყველაზე ეფექტურად შეასრულებს ბინათმშენებლობის ფონდის ხელმძღვანელის მეტად საპასუხისმგებლო ფუნქციას.
![]() |
2.5 როგორი იქნება ბინათმშენებლობის ფონდის ფუნქცია და სტრუქტურა |
▲ზევით დაბრუნება |
ფონდის ფულადი სახსრების ძირითადი ნაწილი ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომლის შევსების ერთ-ერთი წყარო ჩვენ ზემოთ დავასახელეთ. ფონდის ფუნქცია იქნება თბილისში ყოველწლიურად ახალი ბინათმშენებლობების წარმოება და თბილისის მოსახლეობაში ახლადშექმნილი ოჯახების დაბინავება, რომელთა შერჩევა მოხდება გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე (განათლება, სოციალური მდგომარეობა, უწინდელი საცხოვრებელი ფართი, რეკომენდაციები, ასაკი, შვილების რაოდენობა, ან რამდენი შვილის ყოლას აპირებენ და ა.შ.), თანხის გადახდის პირობების დადგენა და ა.შ. ფონდის ხელმძღვანელი და ძირითადი აღმასრულებელი პირები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები იქნებიან, რომლებიც მეთვალყურეობას გაუწევენ თანხების მიზანმიმართულ ხარჯვას, ბინებით მხოლოდ შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ოჯახების უზრუნველყოფას.
![]() |
3 თბილისის გაზით მომარაგება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 საქართველო და ბუნებრივი აირის მიღების გზები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო ბუნებრივი აირის საბადოების სიმწირეს განიცდის. თუმცა, გაზის საბადოების აღმოჩენისათვის საძიებო ბურღვები საქართველოში მრავალი წელია მიმდინარეობს. 1967 წელს აღმოჩენილ იქნა გაზის საბადო თბილისის აღმოსავლეთით 2712 მეტრის სიღრმეზე, მაგრამ ამ ჭაბურღილს დიდხანს არ უმოქმედია. სპეციალისტების აზრით, გაზის საბადოების არსებობა საქართველოს მრავალ რაიონშია მოსალოდნელი. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ნავთობგაზის შემცველობის მხრივ პერსპექტიული მიწების საერთო ფართობი საქართველოში შეადგენდა 34,5 ათას კმ2, ანუ ჩვენი ქვეყნის დაახლოებით ნახევარს.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალში საქართველოს საბადოების ბუნებრივი აირი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჩვენი სახელმწიფოს სათბობ-ენერგეტიკულ ბალანსში, რის გამოც აუცილებელ და გადაუდებელ ღონისძიებად მიგვაჩნია გაზის საბადოების საძიებო სამუშაოების დაწყება.
დღეს საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს ნინოწმინდის ბუნებრივი აირის საბადო, რომელიც თანდათანობით იკრებს საექსპლოატაციო სიმძლავრეებს და ზრდის მოპოვებული გაზის რაოდენობას. 1999 წლის დეკემბერიდან ამ საბადოზე ყოველთვიურად მოიპოვება 5,700 მლნ. მ3 აირი. ცნობისათვის, თბილისის გაზით მომარაგებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო საწარმო „თბილგაზს”, თბილისის ბუნებრივი აირით მომარაგების ყველაზე კრიზისულ პერიოდში - იანვრის თვეში, სჭირდება დაახლოებით 19 მლნ. მ3 ბუნებრივი აირი, ანუ ნინოწმინდის ბუნებრივი აირის საბადოზე მოპოვებული გაზის მოცულობაზე დაახლოებით 4-ჯერ მეტი (ამჟამად, ნინოწმინდის საბადოდან აირი მიეწოდება თბილსრესს 500 ათასი მ3-ის ოდენობით ყოველდღიურად). აქედან გამომდინარე, ცხადია, თუ რა მნიშვნელოვანია გაზის საძიებო სამუშაოების დაწყება და მათი შემდგომი გაფართოება.
ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ 2000 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ძირითად საბადოებზე (ნინოწმინდის, რუსთავისა და სამგორის თაღის საბადოები) ბუნებრივი გაზის მარაგი შეადგენს დაახლოებით 10 მლრდ. მ3. ამასთანავე, რეალურად არსებობს თავისუფალი გაზის პერსპექტიული რესურსები 127 მლრდ. მ3-ისა და პროგნოზული რესურსები - 26 მლრდ. მ3-ის ოდენობით. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ, ამჟამად, საქართველოს ყოველწლიური გაზის მოხმარება შეადგენს დაახლოებით 1,1 მლრდ. მ3-ს, მარტივი ეკონომიკური გათვლებითაც ადვილად მივხვდებით თუ რა დიდი შეღავათის მოტანა შეუძლია პერსპექტიული გაზის საბადოების ათვისებასა და ამოქმედებას.
დავუბრუნდეთ დღევანდელ რეალობას და მიმოვიხილოთ თუ რა მდგომარეობაა ამჟამად საქართველოს გაზით მომარაგების საკითხში. ბუნებრივი აირის საკუთარი საბადოების სიმწირის პირობებში, გაზის ძირითადი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შემოედინება. გაზიფიკაციის სამუშაოების დაწყება საქართველოში 1958 წლიდან იღებს სათავეს. 1959 წლის ბოლოს, ქ. თბილისმა მიიღო ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან. აშენებული გაზსადენის გამტარუნარიანობა შეადგენდა 4,6 მლრდ. მ3-ს წელიწადში.
შემდგომში, მოწოდებული გაზის მოცულობა არასაკმარისი აღმოჩნდა საქართველოსთვის და საჭირო შეიქმნა გაზმომარაგების ახალი წყაროს გამოძებნა. სწორედ ამიტომ, 1963 წელს ექსპლოატაციაში შევიდა გაზსადენი ვლადიკავკაზი-თბილისი. ამ გაზსადენის პარალელურად საქართველოს გაზმომარაგება, 1970-1978 წლებში, ირანიდან ხდებოდა.
1978 წლის ნოემბრიდან, ირანში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, ამ ქვეყნიდან შეწყდა გაზის მოწოდება და აუცილებელი შეიქმნა ვლადიკავკაზ-თბილისის გაზსადენის რეკონსტრუქცია მისი გამტარუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, რომელიც დამთავრდა 1991 წელს. გაზსადენის გამტარუნარიანობამ წელიწადში 20 მლრდ. მ3-ს მიაღწია. ამის შემდეგ საქართველოსათვის გაზის მთავარ მომწოდებლად თურქმენეთი იქცა.
საქართველოს მეზობელი რეგიონები გამოირჩევიან გაზის რესურსების დიდი მარაგით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო განიცდის საკუთარი ბუნებრივი აირის დეფიციტს, ჩვენს ქვეყანას გააჩნია საკმაოდ კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რათა საკუთარი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს მეზობელი ქვეყნებიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის ხარჯზე. ჩვენ შემთხვევით არ ვუსვამთ ხაზს გეოპოლიტიკურ ფაქტორს. მართლაც, ამა თუ იმ სახელმწიფოზე ზეწოლის ყველაზე მოხერხებულ საშუალებას ენერგორესურსებით მანიპულირება წარმოადგენს. მსოფლიომ იცის მრავალი ასეთი ფაქტი. შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი სწორედ ამგვარ ზეწოლას ახორციელებს ყოფილ მოძმე რესპუბლიკებზე, რათა ისინი კვლავ საკუთარი დიქტატის ქვეშ იყოლიოს. ასეთი ვითარებაა ამ მხრივ საქართველოშიც, რომლის გაზით მომარაგება მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის მხარის ნება-სურვილზე. რუსეთ-საქართველოს შორის ოდნავი საკონფლიქტო-სადავო სიტუაციის აღმოცენებისთანავე, რუსეთი, ვითარების მის სასარგებლოდ დასარეგულირებლად, სწორედ ამ ფაქტორს მიმართავს. ასე მოხდა თუნდაც ყბადაღაბული ნულოვანი ვარიანტის მიღების დროს და ასე მოხდა მრავალ სხვა შემთხვევაშიც.
იმისათვის, რომ თავიდან აცილებულ იქნას უცხო სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის ამგვარი მექანიზმები, საჭიროა შემუშავდეს ალტერნატიული გზები არა მხოლოდ ენერგომატარებლების, არამედ ჩვენი ქვეყნისა და მისი მრეწველობისათვის საჭირო სხვა სტრატეგიული რესურსების შემოტანის საქმეში. ჩვენს მიერ ამ მხრივ მუშავდება სხვადასხვა ნედლეულის, ტექნოლოგიების, ინფორმაციული პროდუქციის ალტერნატული წყაროები და გასაღების ბაზრები.
განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს აქვს ბუნებრივი აირის მიღების სამი ალტერნატიული წყარო - თურქმენეთი (რუსეთის გავლით), აზერბაიჯანი (საქართველოს უშუალო მეზობელი), ირანი (აზერბაიჯანის გავლით). დღეს საქართველოს მომარაგება ხდება ვლადიკავკაზ-თბილისის გაზსადენით. იმისათვის, რათა აცილებულ იქნას მოსალოდნელი ზეწოლა რუსეთის მხრიდან, საჭიროა დღის წესრიგში დადგეს აზერბაიჯან-საქართველოს დამაკავშირებელი გაზსადენის აღდგენა, რომლის გამტარუნარიანობა საქართველოს დღევანდელი მოხმარების პირობებში, სრულიად დააკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის მოთხოვნებს.
ასევე, დღის წესრიგში უნდა დადგეს ირანიდან გაზით მომარაგების აღდგენის საკითხიც, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყანასთან უკვე აღდგენილია სავაჭრო კავშირები. ექსპერტების ვარაუდით, ირანიდან გაზმომარაგების აღდგენა რეალურად 4-5 წელიწადშია მოსალოდნელი. პოლიტიკურ ფაქტორსაც თავი რომ დავანებოთ, ირანის ახლომდებარეობა მნიშვნელოვნად იმოქმედებს მოწოდებული აირის ტარიფის სიმცირეზე რუსეთიდან შემოტანილ აირთან შედარებით.
ასეთი გათვლებითა და მათი ხორცშესხმით, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები უნდა იყვნენ დაკავებულნი. მაგრამ ჩვენი ქვეყანა, უფრო სწორედ, მის სათავეში მდგომი ხელისუფლება, მსოფლიო პროცესების დინებას აბსოლუტურად უმოქმედოდ მიჰყვება, ხელისუფლებას არანაირი უნარი და სურვილი არა აქვს საკუთარი ინიციატივით შეიმუშაოს პროექტები, მოძებნოს მათი განხორციელების საშუალებები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ქვეყნის გარეთ გამზადებული წინადადებებითა და რეკომენდაციებით სარგებლობს და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოსაზრებებით.
![]() |
3.2 საქართველოს გაზის სისტემაში შექმნილი პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში, თბილისისა და სხვა ქალაქებისა თუ რაიონების გაზით უზრუნველყოფას ემსახურებოდა „საქგაზის” დეპარტამენტი. 1996 წლის ბოლოს ამ სტრუქტურაში, ისევე როგორც საქართველოს ელექტროენერგეტიკის სისტემაში დაიწყო ცვლილებები და „საქგაზის” დეპარტამენტი, რომელიც მანამდე ქვეყნის გაზის მეურნეობებს აერთიანებდა, დაიშალა. გაზის მეურნეობები გადაეცა მუნიციპალიტეტებს იმ ვარაუდით, რომ თვითმმართველობები შეძლებდნენ მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას, რაც როგორც მოსალოდნელი იყო, არ გამართლდა. არ გამართლდა იმიტომ, რომ ამ დაშლის საფუძველში თავიდანვე მცდარი მექანიზმი იქნა ჩადებული. კერძოდ, გაზის მეურნეობების ფუნქციონირება უნდა მომხდარიყო სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზე (ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე), მაშინ, როდესაც თვითონ სახელმწიფოს ბიუჯეტი განიცდიდა შემოსავლების მკვეთრ დეფიციტს.
„საქგაზის” დეპარტამენტის დაშლას მხოლოდ მაშინ ექნებოდა გამართლება, თუ გაზის მეურნეობები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცემოდა მართვის ხარისხის გაუმჯობესების მოსაზრებებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები იკისრებდნენ გაზის ტარიფის ეფექტური ამოღების კონტროლსა და დაქვემდებარებული გაზის მეურნეობების რენტაბელობის ამაღლებასა და შენარჩუნებას.
ასევე, შეცდომა იყო „საქგაზის” დაშლის შემდეგ საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდების უცხო კომპანიისათვის ხელში ჩაგდება. საქართველოში მოშლილ გაზის განაწილების სისტემას დღეს რუსული კომპანია „იტერა” განაგებს. ჩვენ ცხადია არ ვართ მომხრე იმისა, რომ არც აქ და არც შემდგომ გაშლილ მსჯელობაში ეთნიკური ნიშნით განვსაზღვროთ ამა თუ იმ უცხოური კომპანიის მოღვაწეობის ავკარგიანობა საქართველოში. საქმე იმაშია, რომ იქ სადაც შესაძლებელია მართვა განხორციელდეს საკუთარი ძალებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული უცხოეთის ინტერესების (იქნება ეს ამერიკული თუ რუსული) დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში. მართლაც, საქართველოს საზღვრებამდე, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ სამხრეთიდან გაზის მოწოდებას შეიძლება ახორციელებდეს უცხოური სახელმწიფოს წარმომადგენელი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შიგნით გაზის განაწილება მხოლოდ ეროვნული სტრუქტურის ხელში უნდა მოექცეს.
დღეს კი ხდება ის, რომ სხვადასხვა გაზმეურნეობები და მათი დამაკავშირებელი მაგისტრალური ქსელები ეტაპობრივად გადადის უცხოური საწარმოს ხელში, რაც ჩვენი აზრით, წარმოადგენს საუკეთესო კოზირს, საჭირო შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის განსახორციელებლად. მსოფლიო პროცესების მიმდინარეობაში თანდათანობით ერთ-ერთ გავლენიან ადგილს იმკვიდრებენ საერთაშორისო ტრანსნაციონალური კორპორაციები. სახელმწიფოსაგან განსხვავებით, რომლის საზღვრები ფიქსირებულია და როგორც წესი არ იცვლება, ტრანსნაციონალური კორპორაციები ფლობენ თავიანთ მეტასტაზებს შვილობილი კომპანიების სახით მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში და კიდევ უფრო აფართოებენ თავიანთ სამოღვაწეო ასპარეზს. ეს კომპანიები ხშირ შემთხვევაში განაგებენ ისეთ სახსრებს, რომელთა მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს მსგავსი ქვეყნის ბიუჯეტს.
ტრანსნაციონალური კომპანიები უცხო ქვეყნებში თავისი შვილობილი ორგანიზაციების სახით ქმნიან საწარმოებს, სამუშაო ადგილებს, ავსებენ ადგილობრივი სახელმწიფოს ბიუჯეტს მნიშვნელოვანი შენატანებით. სახელმწიფოსა და კომპანიას შორის წარმოშობილი დავების დროს, ეს უკანასკნელნი თავიანთ სასარგებლოდ საკითხის გადაჭრისათვის, წარმატებით იყენებენ მათ ხელთ არსებულ ბერკეტებს. დროებით აჩერებენ მუშაობას, რის შედეგადაც მატულობს უმუშევრად დარჩენილთა უკმაყოფილება, რომელთათვისაც ამ შემთხვევაში ერთადერთი ბრალეული სახელმწიფოა, მნიშვნელოვნად მცირდება შენატანები სახელმწიფო ბიუჯეტში, საფრთხის ქვეშ დგება სახელმწიფო სისტემის სტაბილურობა და სხვა. იმისათვის, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს მოსალოდნელი გართულებები, იგი იძულებულია ხშირ შემთხვევაში თვალი დახუჭოს ტრანსნაციონალური კორპორაციების გაუმართლებელ პრეტენზიებზე და მათ მოღვაწეობას ფართო გასაქანი მისცეს.
აი ეს არის სწორედ ის მოსაზრებები, რის გამოც ჩვენ ვეწინააღმდეგებით საქართველოს ბაზარზე უცხოური კაპიტალის გაუანალიზებელ შემოდინებას. საწარმოს საკონტროლო პაკეტების გაყიდვა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გაიცეს დაგვიანებული ხელფასები და პენსიები, გაუმართლებელია. აქ უნდა მუშაობდეს კომპეტენტური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით მოახდენს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
სახელმწიფოს მხრიდან გაზის საკითხში დაშვებულმა შეცდომებმა, „საქგაზის” დაშლის შემდეგ მუნიციპალიტეტებს გადაცემული გაზის მეურნეობების გაკოტრება ან მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნა გამოიწვია. გაზის თითქმის ყველა მეურნეობა დღეისათვის მეტად მძიმე ფინანსურ კრიზისშია, ყოველი მათგანი ჩაფლულია ვალებში (რამდენიმე ათასიდან მილიონ ლარამდე).
ანალოგიური მოვლენები შეიმჩნევა საქართველოს სხვა სტრატეგიულ დარგებთან დაკავშირებითაც. კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი ენერგეტიკის მეორე დარგში - ელექტროენერგეტიკაში, მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაშია „თბილწყალკანალი”, ასეთივე ვითარებაა კომუნიკაციების სფეროში, მრეწველობის სხვა დარგებში.
შედეგად გაკოტრდნენ ან გაკოტრების პირას დგანან პოტენციურად მომგებიანი საწარმოები, ხოლო ამ საწარმოებში შექმნილი სავალალო მდგომარეობის „გამოსწორების” მიზნით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ ხდება მათი ტენდერზე გატანა და ჩალის ფასად უცხოელ ინვესტორზე გაყიდვა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მავანთა მიერ და, რაღა თქმა უნდა, ხელისუფლების აშკარა ხელშეწყობით, სპეციალურად მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოების გაღატაკება მხოლოდ ერთი მიზნით - მოხდეს მათი გაყიდვა და შეძლებისდაგვარად (სავარაუდოდ) ხელის მოთბობაც.
ასე მაგალითად, საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ 1998 წელს დაიწყო გაზის მეურნეობების საკონტროლო პაკეტების აუქციონზე გატანა და გაყიდა „რუსთავგაზის”, „ქუთაისიგაზის”, „კასპიგაზის”, „გორიგაზის”, „ბოლნისიგაზისა” და „თეთრიწყაროგაზის” აქციათა პაკეტები, რომლებიც შეისყიდა სააქციო საზოგადოება „ინტერგაზმა” (შემდგომში შეიცვალა სახელი „საქგაზზე”, რომლის აქციათა 50%-ს იტერა ფლობს). ამჟამად გამოცხადებულია ტენდერი „თბილგაზის” ქონებაზეც.
![]() |
3.3 თბილისის გაზით მომარაგების საკითხი და ტარიფი |
▲ზევით დაბრუნება |
ბუნებრივი გაზის მოხმარებამ საქართველოში თავის მაქსიმუმს 80-იანი წლების ბოლოს მიაღწია, როდესაც მისმა მაჩვენებელმა 6 მლრდ. მ3-ს გადააჭარბა. ამ დროისათვის გამოყენებული გაზის რაოდენობამ ქვეყნის სათბობის ბალანსში 60%-ი შეადგინა.
1991-1992 წლებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა თავისი უარყოფითი გავლენა გაზით მომარაგების საქმეზეც იქონია. ამ დროიდან საქართველოში გაზის მოწოდება-მოხმარება თანდათანობით კლებულობს და 1995-1996 წლებში თბილისს (ისევე როგორც მთელ საქართველოს, გარდა ზოგიერთი ობიექტებისა) გაზი აღარ მიეწოდება. ბუნებრივი აირის მოწოდება აღდგა მხოლოდ 1996 წლის ბოლოს და 1997 წლისათვის იგი 830 მლნ. მ3-ით განისაზღვრებოდა. შემდგომში გაზის მოწოდება თანდათანობით იზრდებოდა და წლევანდელი მონაცემებით მან 1,1 მლრდ. მ3-ის მაჩვენებელს მიაღწია (სქემა №1).
თუ შესადარებელ მაჩვენებლად ავიღებთ 1989 წელს, ამ პერიოდში თბილისში გაზიფიცირებული იყო 293 ათასი ბინა. ბუნებრივი გაზის მოხმარება დედაქალაქში შეადგენდა 2 მლრდ. მ3-ს, საიდანაც დიდი წილი (1 მლრდ. მ3) ცენტრალიზებულ გათბობაზე იხარჯებოდა. 2001 წლის 1 ივნისის მონაცემებით, თბილგაზის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის 7 რაიონში გაზიფიცირებულია 108,5 ათასი ბინაა. აქედან დაახლოებით 20 ათასს დავალიანების გამო არ მიეწოდება ბუნებრივი აირი (იხილეთ ცხრილი №1), ხოლო ბუნებრივი აირის მოხმარება თბილისში შეადგენს 120 მლნ.მ3-ს ანუ გაზის მოხმარება თბილისში კატასტროფულად, დაახლოებით 16,6-ჯერ შემცირდა.
თუ 80-იანი წლების ბოლოს თბილისის მოსახლეობა საერთო მოწოდებული ბუნებრივი აირის 30%25-ს მოიხმარდა, დღეს მისი წილი გაზის ასეთი დაბალი მოხმარების პირობებში 85%25-ით განისაზღვრება, რაც პირველ რიგში გამოწვეულია თბილისში არსებული თბომომარაგების საქვაბეების სრული მოშლითა და მრეწველობის განვითარების დაბალი მაჩვენებლით.
გაზიფიცირებული ბინების რაოდენობა თბილისში რაიონების მიხედვით. ცხრილი №1
რაიონი |
მოქმედი |
გათიშული |
ჯამში |
გლდანი ნაძალადევი№3 |
21900 |
8226 |
30126 |
დიღომი №2 |
8763 |
2050 |
10813 |
დიდუბე-ჩუღურეთი№3 |
12093 |
1515 |
13608 |
საბურთალო №4 |
33726 |
3529 |
37255 |
ვაკე №5 |
11375 |
1151 |
12526 |
მთაწმინდა-კრწანისი№6 |
11435 |
629 |
12064 |
ისანი-სამგორი №7 |
9234 |
2580 |
11814 |
სულ |
108526 |
19680 |
128206 |
წყარო „თბილგაზი”
თბილისში გაზის მოწოდების სისტემა შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთიდან სოფელ ჩმიმდე ბუნებრივი გაზი შემოაქვს „იტერას”, რომელსაც „გაზპრომმა” უფლება მისცა დსთ-ს ქვეყნებში ყოფილიყო ბუნებრივი აირის მომწოდებელი, ხოლო სოფელ ჩმიდან საქართველოში გაზის შემოტანას ახორციელებს „საქგაზი”, „საქგაზის” მეშვეობით ბუნებრივ აირი მიეწოდება „თბილგაზს”, რომელიც თავის მხრივ არის თბილისის მოსახლეობისა და საბიუჯეტო და სამრეწველო ორგანიზაციების ბუნებრივი აირის მომწოდებელი და გამანაწილებელი ორგანიზაცია (იხილეთ სქემა №2). საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №3 2001 წლის 4 აპრილის „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” დადგენილებით თბილისში მოწოდებული ბუნებრივი აირის საცალო მოხმარების ტარიფად დადგენილია 25 თეთრი ერთ კუბურ მეტრზე, რომელიც შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: მიწოდება-14,315 თეთრი/1მ3, ტრანსპორტირება-1,66 თეთრი/1მ3, განაწილება-9,025 თეთრი/1მ3 (დღგ-ს გათვალისწინებით).
1991-1992 წლების ცნობილი მოვლენების დროს, საქართველოში და თბილისში ძლიერ შემცირდა ბუნებრივი გაზის მიწოდება, რომელიც მეტ-ნაკლები მოცულობით მხოლოდ 1997 წელს აღსდგა. სამაგიეროდ, 1992 წლიდან თბილისის, ისევე როგორც საქართველოს სხვა რაიონების მოსახლეობა გაზის გარეშე მაინც არ დარჩენილა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და დღემდე, თბილისში წარმატებით ფუნქციონირებდა და დღესაც აგრძელებს ფუნქიონირებას ე.წ. გაზგასამართი მობილური სადგურების ქსელი, რომელიც მოსახლეობას სთავაზობს გაზის ბალონების დატენვას ან ბალონების გამოცვლას ადგილზე მიტანით. ეს გაზი თხევადი სახით ძირითადად აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდის. ბალონში ისხმება 8-10კგ. თხევადი გაზი, რომელიც ერთ ოჯახს დაახლოებით ორი კვირის მანძილზე ყოფნის და გაცილებით ძვირი ჯდება ვიდრე ბუნებრივი აირის მოხმარება. შედარებისათვის ერთი ბალონის ღირებულება დღეს 15 ლარია, მაშინ როცა, ჩვეულებრივი მოხმარების პირობებში, ოჯახი თვეში 2-3 ლარის ღირებულების ბუნებრივ აირს ხარჯავს.
ამ ქსელის ფუნქციონირებამ გაამართლა იმდენად, რამდენადაც შესრულებული სამუშაო ნაზღაურდებოდა და როგორც ჩანს საკმაო მოგებასაც ტოვებდა.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში თავი იჩინა მოთხოვნა-მიწოდების ტიპიურმა საბაზრო კანონმა - ბუნებრივი აირის ბაზარზე გაჩნდა დეფიციტი და მაშინვე გამოინახა მისი მოწოდების ალტერნატიული წყარო. ყველაფერი რიგზე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს ეჭვი ხელოვნურად შექმნილი დეფიციტის შესახებ. გაზგასამართი მობილური სადგურების ქსელის წარმატებულმა ფუნქციონირებამ აჩვენა, რომ მოსახლეობას გააჩნდა და გააჩნია სახსრები, რათა დაეფარა საკუთარი მოთხოვნილება ბუნებრივ აირზე, ანუ მოსახლეობა გადამხდელუნარიანი იყო. მაშასადამე, სახელმწიფო საწარმო „თბილგაზისა” და თბილისის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნებოდა ასევე წარმატებულად განხორციელებულიყო თბილისის მომარაგება ბუნებრივი აირით. გაზით სარგებლობის ამ ორ შემთხვევას შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ ერთ სიტუაციაში მოსახლეობა ადგილზევე და იმავდროულად იხდის დატენილი გაზის საფასურს, ხოლო მეორე შემთხვევაში გადახდა უნდა წარმოებდეს გარკვეული პერიოდების ინტერვალით სპეციალურ ადგილას, ან ინკასატორის მეშვეობით. მეორე ვარიანტი, ანუ მოსახლეობის მომარაგება ბუნებრივი აირით, მომხმარებლისთვისაც და მომწოდებლისთვისაც გაცილებით ხელსაყრელი და მომგებიანია, ვიდრე გაზგასამართი მობილური სადგურების საქმიანობა, ფასისა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მთელი რიგი სირთულეების გამო.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი დაგეგმარებისა და მკაცრი ადმინისტრირების პირობებში ადვილი შესაძლებელი იქნებოდა თბილისისა და მთელი საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების უპრობლემოდ განხორციელება. მოხმარებული გაზის საფასურის სრულფასოვანი ამოღება გაზმომარაგების სუბიექტებს მომგებიან საწარმოებად გადააქცევდა და მთელი ათწლეულის მანძილზე აღარ მოხდებოდა ასეთი კოლოსალური დავალიანების დაგროვება, როგორიც დღეს არსებობს. სამწუხაროდ, სახელმწიფომ, ქვეყნის ბუნებივი აირით მომარაგების საკითხში სრული გულგრილობა გამოამჟღავნა. პროცესები საპირისპირო მიმართულებით განვითარდა - მოხდა „საქგაზის” დეპარტამენტის დაშლა, გაზმომარაგების სუბიექტების იავარქმნა, გაუარესდა მათი ტექნიკური მდგომარეობა გაზსადენი მილების შიდა და გარე კოროზიის გამო, გაზის ყველა მეურნეობა ჩაეფლო ვალებში და სხვა.
ჩნდება ეჭვი, რომ დარგის მიზანმიმართული გაცამტვერება და წლობით ნაშენები ეროვნული სიმდიდრის განადგურება ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების პირადი გამდიდრების დაუოკებელმა სურვილმა განაპირობა, ვინაიდან ამის ფონზე წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება გაზგასამართი მობილური სადგურების ქსელმა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 1992-1997 წლების მანძილზე სპეციალურად ხდებოდა საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების ბაზარზე დეფიციტის შექმნა, რათა ამ გზით მაქსიმალური მატერიალური მოგება თხევადი აირით ვაჭრობის სათავეებში მდგომ პირებს.
ეჭვს იმის შესახებ, რომ გაზმომარაგების საკითხში პრობლემები ხელოვნურად იქმნება, აძლიერებს ისიც, რომ დღეს სახელმწიფოს სტრუქტურებში აქტიურად დაიწყეს საუბარი „თბილგაზის” გაყიდვის აუცილებლობაზე, რის ძირითად მიზეზად ამ სუბიექტის კოლოსალურ დავალიანებას ასახელებენ.
დღეს ხელისუფლების მოწოდება „თბილგაზის” უცხოელ ინვესტორზე გაყიდვასთან დაკავშირებით ულტიმატუმივით გაისმის - თუ არ მოხდება საწარმოს გაყიდვა, არ მოხდება არსებული დავალიანების გასტუმრება და მწყობრიდან გამოსული გაზგადამცემი ქსელის აღდგენა, შედეგად შეწყდება გაზის მოწოდებაც. მსგავსი ულტიმატუმები სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული დარგების გაყიდვის მოწოდებით სხვა მიმართულებითაც გაისმის, რის შედეგადაც უკვე გაიყიდა ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი”, ტენდერზე გადის „თბილწყალკანალის” საწარმო და მრავალი სხვა. არადა, უცხოელი ინვესტორი არ არის ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი, რომელიც სასწაულებს სჩადის. „თბილგაზის” მოსალოდნელი უცხოელი მეპატრონის ქმედება მიმართული იქნება გამოყენებული გაზის საფასურის სრულყოფილი ამოღებისაკენ, ხოლო საწარმოში არსებული ტექნიკურად მოძველებული დანადგარების რეაბილიტაცია-აღდგენა მოხდება დამატებითი ინვესტიციების ჩადებით, რაც გამოიწვევს გაზის ტარიფის გაზრდას. ასეთი მაგალითი მოგვცა „თელასის” გაყიდვამ. ჩვენი აზრით, მსგავსი ღონისძიებების განსახორციელებლად არ არის საჭირო უცხოელი ინვესტორი. თუ მაინცდამაინც დარგის გაყიდვაზეა საუბარი, მივყიდოთ იგი ქართველ მეწარმეებს, აქციების სახით დავურიგოთ საწარმოს წილი საწარმოში მომსახურე პერსონალს, ანუ ამ საწარმოს გაყიდვით დავიტოვოთ იგი ეროვნული წარმოების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ შემთხვევაში ეროვნული მეწარმის ხელში დარჩენილი საწარმო გააუმჯობესებს მოხმარებული გაზის საფასურის ამოღებას მარტივი მეთოდით - გაზი მიეწოდება მხოლოდ მას, ვინც იხდის (იგივეს გააკეთებს უცხოელი მეპატრონეც), ხოლო საწარმოს რეაბილიტაციისათვის და დარგში ინვესტიციების განსახორციელებლად მოხდება სესხის აღება საქართველოს ეროვნული ბანკიდან (ასევე იქცევა მაგალითად, „AES-თელასი”, რომელმაც თავისი 200 მლნ.$-იანი ინვესტიცია უცხოეთის ბანკში აღებული კრედიტით განახორციელა). სამწუხაროდ, სახელმწიფოს პოლიტიკა რეალობაში მიმართულია სტრატეგიული დანიშნულების საწარმოების გასხვისებისაკენ, და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ამ მართლაც რომ გასხვისებას (ვინაიდან საწარმოს გაყიდვა ხდება მიზერულ ფასად), წინ უძღვის შესაბამისი საწარმოს უკიდურეს ფინანსურ კრიზისში ხელოვნურად მოხვედრა.
„თბილგაზის” გაყიდვა ნაწილია საქართველოს სტრატეგიული საწარმოებისა და დარგების გაყიდვის გენერალური გეგმისა, რომელიც შემუშავებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ხოლო მის აღმსრულებლად სახელმწიფოს მმართველი წრე გვევლინება. ერთადერთი არგუმენტი, რომლითაც ხელისუფლება ამართლებს ამა თუ იმ დარგის ან საწარმოს გაყიდვას არის ის, რომ შემოსული თანხით იგი გაისტუმრებს პენსიებისა და ხელფასების დავალიანებას. ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ვერ ავსებს ბიუჯეტს და მის შევსებას ცდილობს ქვეყნისათვის აუცილებელი დარგებისა და ქონების გასხვისების გზით. ისმის კითხვა, ამგვარი პოლიტიკის პირობებში, როდესაც გასაყიდი აღარაფერი დარჩება (მართლაც, 2001 წლის ბიუჯეტს უკვე დააკლდა პრივატიზაციიდან შემოსასვლელი 80 მლნ. ლარი), მაშინ რითიღა მოხდება სოციალურ სფეროში შექმნილი დავალიანებების გასტუმრება?
![]() |
3.4 „თბილგაზი” და მისი სატენდერო პირობები |
▲ზევით დაბრუნება |
დღეისათვის „თბილგაზის” დავალიანებამ კოლოსალურ რიცხვს მიაღწია. ეს არის დაახლოებით 50 მლნ. ლარი, რომელიც 2001 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ასე გამოიყურება:
„თბილგაზის“ დავალიანება 2001 წლის 1 ივნისის მდგომარეობით
ცხრ.№2
№ |
მევალე |
დავალიანება ლარებში |
შენიშვნა |
1 |
გაზის მომწოდებელი |
17,134157 მლნ. |
17,048919 მლნ. წინა |
2 |
„საქტრანსგაზმრეწვი“ |
17,964781 მლნ. |
მ.შ. ძველი ჩამოსაწერი- |
3 |
“ITERA” |
1,185428 მლნ. |
661974$ მარტში |
4 |
გაზის საერთაშორისო |
1,110984 მლნ. |
|
5 |
საბაჟო |
1,759282 მლნ. |
|
6 |
ხელფასები |
352095 ათ. |
(IIთვის,IIIთვის, |
7 |
ბიუჯეტი |
8,550242 მლნ. |
|
წყარო „თბილგაზი”
„თბილგაზის” ხელმძღვანელობა დაგროვილ ვალებს ვერ ისტუმრებს და წლითი წლობით ზრდის დავალიანებას. 1998 წელს დაისვა საკითხი „თბილგაზის” გაყიდვის შესახებ. ამავე წელს, საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო იწყებს გაზის მეურნეობების საკონტროლო პაკეტების აუქციონზე გატანას, რომლებზედაც გამარჯვებულად სააქციო საზოგადოება „საქგაზი” გვევლინება (არ აგვერიოს „საქგაზის” დეპარტამენტში, რომელიც 1996 წელს დაიშალა).
საინტერესოა თუ ვინ დგას სს „საქგაზის” უკან. სს „საქგაზის” პრესცენტრის ცნობით, ეს საწარმო დაფუძნებულია „ჩენელ ინთერნეშენელისა” (რეგისტრირებულია მარშალის კუნძულებზე) და ITERA-ს მიერ (რეგისტრირებულია კვიპროსის ქალაქ ლიმასონში), რომლებიც სს „საქგაზის” აქციების 50-50%25-ს ფლობენ. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, „საქგაზი” რეგისტრირებულია თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში 1998 წლის 28 აგვისტოს, რეგისტრაციის ნომერი №36/5-11. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე „საქგაზის” აქციების 50%25-ს ფლობს ITERA, ხოლო მეორე 50%25-ს - არა „ჩენელ ინთერნეშენელ”, არამედ „საქგაზის” სააქციო საზოგადოების ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ბეჟუაშვილი და საზოგადოების დირექტორი მიხეილ დალაქიშვილი. ამჟამად დავით ბეჟუაშვილი მოქალაქეთა კავშირის წევრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატია.
აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ნათლად ჩანს ის მიზეზები, რომელთა გამო ასეთი მძიმე სიტუაცია შეიქმნა გაზმომარაგების დარგში. სრულიად საფუძვლიანია ეჭვი, რომ, ხელისუფლებაში მოკალათებულმა პირებმა, გამოიყენეს რა თავიანთი სამსახურეობრივი მდგომარეობა, სპეციალურად იავარქმნეს და გაანადგურეს საქართველოს გაზის მომარაგების სისტემა, მიიყვანეს იგი სრულ გაკოტრებამდე და ახლა, ამ ხელოვნურად გაუფასურებული სტრუქტურის მიზერულ ფასად შესყიდვას ახდენენ. დღეს სს „საქგაზის” ხელშია რუსთავიგაზის, ქუთაისიგაზის, გორიგაზის, ბოლნისიგაზის, სამტრედიაგაზის და თეთრიწყაროგაზის აქციათა პაკეტები, სს „საქგაზი” ზემოთ ჩამოთვლილ საწარმოებში ფლობს აქციების 78%25-ს.
როგორც ვახსენეთ, 1998 წელს დაისვა „თბილგაზის” გაყიდვის საკითხი და საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ გაზმომარაგების მეურნეობების სხვა სუბიექტებთან ერთად ტენდერზე გაიტანა „თბილგაზის” აქციათა საკონტროლო პაკეტი (75%25, 3494813 ცალი აქცია). ბუნებრივია, „თბილგაზის” გამოცხადებულ ტენდერზე სს „საქგაზმა” გაიმარჯვა. ტენდერის პირობებით „საქგაზი” ვალდებული იყო გაესტუმრა „თბილგაზის” მაშინდელი ვალი (დაახლოებით 36 მლნ. ლარი) და ჩაედო არანაკლებ 30 მლნ. ამერიკული დოლარის ინვესტიცია 2 წლის განმავლობაში, გაზის განაწილების სისტემის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის (თუმცა შემდგომში „საქგაზმა” უარი განაცხადა „თბილგაზის” შესყიდვაზე ამ საწარმოში არსებული დავალიანების გამო).
„თბილგაზის” გაყიდვის საკითხი უფრო აქტიურად წამოიწია 2000 წლის ნოემბრიდან. ამ პერიოდში „თბილგაზში” მენეჯმენტს ანხორციელებდა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს - USAID-ის კონსალტინგური ფირმა „პეა ქონსულტინგი”. მან 2001 წლის მაისის ბოლოს დაასრულა საპრივატიზაციო პირობებზე მუშაობა და განსახილველად გადასცა თბილისის საკრებულოს. შედეგად ქალაქ თბილისის მთავრობის 2001 წლის 14 ივნისის №09.01.194 დადგენილებით დამტკიცებულია სს „თბილგაზის” აქციათა პაკეტის პრივატიზების პირობები, რომელიც გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის” 2001 წლის №146-ში გამოქვეყნდა. ტენდერის პირობებით მთავრობას გასაყიდად გამოაქვს არა 75%25, როგორც ეს მოხდა 1998 წლის სატენდერო პირობებით, არამედ უფრო გაზრდილი 85%25 - 3960788 აქცია, 3,960788 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულებით.
ტენდერის პირობების 4-5-ე პუნქტების მიხედვით, მთავრობას სურს, პრივატიზაცია ჩაუტაროს „თბილგაზს”, რათა ბიუჯეტიდან აღარ ხდებოდეს კომპანიისთვის თანხების გაღება; პრივატიზების პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია თავისუფლდებიან ბუნებრივი გაზით მომარაგებასთან დაკავშირებული ფინანსური პასუხისმგებლობისაგან.
ეს იმას ნიშნავს, რომ „თბილგაზის” მომავალი ბედი, ტენდერის შემდეგ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიაზე იქნება დამოკიდებული. მაშასადამე, დღეს ხელისუფლებას უხდება 1996 წელს დაშვებული შეცდომის გამოსწორება, როდესაც მან დაშალა „საქგაზის” დეპარტამენტის და მასში შემავალი გაზმეურნეობის სუბიექტები ადგილობრივ თვითმმართველობებს გადასცა. ხელისუფლება თითქოს მხოლოდ ახლა „მიხვდა” თავის შეცდომას, რომ არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს ის საწარმო, რომელმაც პირიქით, თავისი მოღვაწეობით, ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხების შედინება უნდა განაპირობოს.
ყოველ შემთხვევაში, როგორი მიზანმიმართული ან უნებლიე სახისაც არ უნდა იყოს ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, ქართველი ხალხი გადაიღალა არსებული მდგომარეობით, სახელმწიფოს მმართველი წრეების მხრიდან მუდმივი ჩაგონებით, რომ თუ „მუშაობას აცლიან, საქართველოს ააყვავებენ”, გადაიღალა იმით, რომ მთავრობის მხრიდან არ არსებობს არა თუ ენერგეტიკის სექტორის, არამედ საქართველოს ეკონომიკის სხვა დარგების აღორძინების თანამიმდევრული გეგმა. ხელისუფლება ყოველ ნაბიჯზე უშვებს შეცდომებს, რაც შემდგომში გამოუსწორებელ შედეგებს გვიქადის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ სახელმწიფო დანიშნულების სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა ასეთი ტემპებითა და დაჟინებით გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა უცხოეთის კაპიტალის ბაზრად გადაიქცევა, ხოლო მათში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეები მოემსახურებიან არა საკუთარი ქვეყნის გამდიდრებას, არამედ უცხოური კომპანიების მატერიალურ ინტერესებს, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ფაქტიურ გაუქმებას გამოიწვევს.
ჩვენი აზრით, სახელმწიფოს კუთვნილი ნებისმიერი საწარმოსა თუ დარგის პრივატიზაციისას, ხელისუფლების პოლიტიკა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მათი (მითუმეტეს სტრატეგიული ობიქტების) გაყიდვა მოხდეს საქართველოს მოქალაქეებზე. ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერი მოწოდებული უნდა იყოს, რათა შეარჩიოს ეროვნული მეწარმე, რომელიც შეძლებს დარგის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანას. თანაც როგორც აღნიშნული გვქონდა, მას არ მოუწევს რაიმე ისეთი განსაკუთრებულად განსხვავებული ღონისძიების გატარება, რომელსაც განახორციელებდა უცხოელი მეპატრონე.
დავუბრუნდეთ ისევ „თბილგაზის” ტენდერის პირობებს. ტენდერში მონაწილეობაზე სურვილი გამოთქმული ჰქონდა სამ უცხოურ კორპორაციას, რომელთაგან საბოლოოდ მხოლოდ ერთმა კომპანიამ შემოიტანა განაცხადი („TAHAL” - ისრაელ-კანადის ერთობლივი საწარმო).
საპრივატიზაციო პროცესში მონაწილე ინვესტორმა აუცილებლად თავის თავზე უნდა აიღოს „თბილგაზის” არსებული ვალების გასტუმრების საკითხი. მან ასევე უნდა წარმოადგინოს სისტემის რეაბილიტაციის, საქმიანობის კომერციალიზაციისა და ამჟამად არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებლების რიცხვის 108,526 ათასი ბინიდან 290 ათას გაზიფიცირებულ ბინამდე გაზრდის წინადადებები, რადგან, როგორც ცნობილია თბილისში ათი წლის წინ დაახლოებით 290 ათასი მომხმარებელი იყო. გამარჯვების შემთხვევაში „TAHAL”-ი აპირებს 70 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განახორციელებას 5 წლის განმავლობაში. სავარაუდოა, რომ ამის შემდეგ გამარჯვებული კომპანია აუცილებლად გაზრდის მოხმარებული გაზის ტარიფს, რათა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ამოიღოს დახარჯული თანხები. პროცესების ასეთი განვითარება რეალურად მოსალოდნელია და ამის ნათელ დადასტურებას „AES-თელასის” მოღვაწეობის მაგალითზეც ვხედავთ. ექსპერტების პროგნოზით შესაძლებელია ტარიფის გაორმაგებაც კი მოხდეს, რაც გაჭირვებულ მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფთან ერთად მეტად მძიმე ტვირთად დააწვება.
„თბილგაზზე” გამოცხადებული საპრივატიზაციო პირობების მე-7 პუნქტში აღნიშნულია შემდეგი: „იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტი, არცერთ არსებულ ან ყოფილ ბუნებრივი გაზის მომწოდებელს არა აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ამ პრივატიზაციის პროცესში.” ამით „საქგაზს” უარი ეთქვა ტენდერში მონაწილეობაზე, რითაც ხელისუფლებამ კიდევ ერთ შეცდომა დაუშვა. მე-7 პუნქტის ამგვარი სახით ჩამოყალიბება სწორედ ინტერესთა კონფლიქტითაა განპირობებული. სატენდერო პირობები შედგენილია USAID-ის მიერ. ეს ორგანიზაცია, რომელიც ამერიკულ მხარეს წარმოადგენს, ბუნებრივია, წინააღმდეგია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე რუსული ITERA-ს დომინირება დაუშვას. მთავრობის შეცდომა კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო უცხოური ფირმების სავაჭრო არენად აქცია. დღეს როდესაც სხვადასხვა ინტერესებით შემჭიდროებულ მსოფლიოში ასეთი გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების სახეების გასაღების ბაზრის მოსაპოვებლად, ნამდვილი შეცდომა იქნებოდა უცხოური ფირმებისთვის დაგვეთმო საკუთარი ქვეყნის ტერიტორია.
ეს ასეც რომ არ იყოს, მე-7 პუნქტით ITERA-სათვის ტენდერში მონაწილეობის აკრძალვა გაუმართლებელია. „TAHAL”-ს გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანა მაინც ITERA-ს საშუალებით მოუწევს. მართლაც, ჯერ არავის შემოუღია პრაქტიკაში ბუნებრივი აირის შემოტანა ტანკერებით ან ავიახაზებით. ქვეყნის ბუნებრივი აირით მომარაგება გაზსადენი მილებით ხდება. დღეს კი, საქართველოს გაზი იტერას მეშვეობით მიეწოდება რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენი მილების საშუალებით. უახლოეს 5 წელიწადში ვლადიკავკაზ-თბილისის გაზსადენს ალტერნატივა არ აქვს. ამ გაზსადენამდე მომავალ გაზის ქსელებს კი იტერა აკონტროლებს. „თბილგაზის” ტენდერში გამარჯვებული სხვა უცხოური კომპანიას თბილისში გაზის შემოსატანად მაინც ITERA-სთან მოუწევს ურთიერთობა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ITERA გაცილებით უფრო ძვირად მიჰყიდის გაზს ამ კომპანიას, ვიდრე ამას აკეთებდა „საქგაზის” მიმართ, ვინაიდან ამ უკანასკნელში ITERA-ს წილი 50%25-ია (ITERA „საქგაზს” 1000მ3 ბუნებრივ აირს 50$-ად აწვდის, მაშინ როცა სომხეთში იგივე რაოდენობის გაზს 100$-ად ყიდის).
მოსალოდნელია ისიც, რომ ITERA-მ „საქგაზის” გარდა არავის მიჰყიდოს ბუნებრივი აირი, ისევე როგორც დღეს ხდება. მაშინ, „თბილგაზის” ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში „TAHAL”-ი იძულებული გახდება გაზი იყიდოს არა ITERA-საგან, არამედ „საქგაზისგან,” გაზრდილ ფასებში, რაც გამოიწვევს მოხმარებული გაზის ტარიფის კიდევ უფრო გაზრდას.
და ბოლოს, აუცილებლად უნდა შევეხოთ ერთ უაღრესად საყურადღებო ფაქტს, რომელიც „თბილგაზის” ტენდერზე გამოტანის დროს სამწუხაროდ არავინ გაითვალისწინა. კერძოდ, გაზმომარაგების აღდგენის შემდეგ ქ. თბილისში, საჭირო გახდა მთელი რიგი ტექნიკური სამუშაოების შესრულება, რომლებიც დაკავშირებული იყო გაზის მომხმარებლების გამრიცხველიანებასთან და მომხმარებლამდე მიმავალი გაზის მილების აღდგენასთან ან ხელახალ გაყვანასთან. აღნიშნული სამუშაოების ჩატარებისათვის თანხას ყოველთვის მოსახლეობა იღებდა და იღებს და მისი ოდენობა თითოეული ოჯახისათვის 100 აშშ დოლარით განისაზღვრება. ამ შემთხვევაში, იმდენად ის კი არ არის საინტერესო თუ ვინ ახორციელებდა სამუშაოებს, არამედ, სწორედ ის ფაქტი, რომ მისი დაფინანსება ხდებოდა მოსახლეობის მხრიდან ანუ თითოეულმა ოჯახმა 100$-ად შეიძინა აღნიშნული მომსახურეობა და იქცა იმ პროდუქციის მეპატრონედ, რომელიც გამოიხატება აღდგენილი თუ ახალი მილებისა და დაყენებული მრიცხველების სახით. გავითვალისწინოთ, რომ „თბილგაზის” მონაცემებით თბილისში გამრიცხველიანებულია და გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარებულია 108,5 ათას ბინაში, ანუ მთლიანად მოსახლეობის (თითოეული ოჯახის) მიერ გაღებულია დაახლოებით 10,850 მლნ. აშშ დოლარი, სხვა სიტყვებით, მოსახლეობა თბილისის გაზიმომარაგების სისტემაში დაახლოებით ათი მლნ. დოლარად შეფასებული ქონების მფლობელად გვევლინება. როდესაც ლაპარაკია „თბილგაზის” პრივატიზაციის შესახებ, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ამ საწარმოს ქონების საკამაოდ დიდ რაოდენობას თბილისის მოსახლეობა ფლობს. მართლაც 2001 წლის 14 ივნისის „თბილგაზის” აქციათა პაკეტის პრივატიზების პირობების მიხედვით, გასაყიდად გამოვიდა „თბილგაზის” აქციათა 85%25 - 3960788 აქცია, რომელთაგან თითოეული 1 ლარადაა შეფასებული, ანუ ამ აქციათა ნომინალური ღირებულებაა 3,960788 მლნ. ლარი. მაშასადამე, გამოდის რომ თბილისის მოსახლეობა ფლობს „თბილგაზის” 10 მლნ. დოლარად შეფასებულ ქონებას, ხოლო თვითონ „თბილგაზი” დაახლოებით 4 მლნ. ლარად იყიდება, ანუ 5-ჯერ უფრო დაბალი ნიშნულით, მოსახლეობის ქონებასთან შედარებით.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი მსჯელობიდან აშკარად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ, რბილად რომ ვთქვათ, გამოიჩინა არაკომპეტენტურობა და დაუშვა იმის პრეცედენტი, რომ „თბილგაზის” შემთხვევაში მოსახლეობა ორჯერ გაძარცვულიყო - პირველად, როდესაც ხელოვნურად იქნა შექმნილი ბუნებრივი აირის დეფიციტი და მოსახლეობას უხდებოდა გაზზე თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილება თხევადი აირის ბალონებით და მეორედ მაშინ, როდესაც ვიღაცამ ჩაიჯიბა გაზიფიცირებისათვის მოსახლეობის მხრიდან გაღებული 10 მლნ. დოლარი. ასევე, გამოდის რომ „თბილგაზის” ქონება მეორეჯერ იყიდება. პირველ მყიდველს და კანონიერ მესაკუთრეს - თბილისის მოსახლეობას წაართვეს კუთვნილი ქონება და მას ხელმეორედ ყიდიან. ყოველივე ეს თაღლითობის ტოლფასია. სახელმწიფო თავისი მოქმედებით ხელს უწყობს თაღლითობას, როდესაც თვალს ხუჭავს თბილისელების კანონიერ ქონებაზე. „თბილგაზი” თბილისის მოსახლეობის საკუთრებაა და არავის აქვს უფლება მისი ნებართვის გარეშე გაიტანოს იგი ტენდერზე გასაყიდად. „თბილგაზის” ბედის ხსნა მხოლოდ თბილისელებზეა დამოკიდებული. თბილისელები დროზე უნდა გაერთიანდნენ, რათა გადარჩენილ იქნას მათი საერთო საკუთრება.
![]() |
3.5 „თბილგაზის” ტექნიკური და კომერციული დანაკარგები |
▲ზევით დაბრუნება |
„თბილგაზი” დედაქალაქისათვის სასიცოცხლო ობიექტია. დღევანდელ სიტუაციაში როდესაც მთავრობას დარგში სიტუაციის გამოსწორების არავითარი უნარი არ გააჩნია, „თბილგაზის” პრივატიზება, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ გასაყიდია, თუ არა „თბილგაზი” უცხოელ ინვესტორზე, ჯერ კიდევ საკითხავია. ახლა კი გავარკვიოთ ის მიზეზები რამაც საწარმოს უკიდურესად მძიმე ფინანსურ კრიზისში ჩავარდნა გამოიწვია და რა ღონისძიებების განხორციელება შეიძლება კრიზისიდან თავის დაღწევის მიზნით.
როგორც უკვე ითქვა „თბილგაზის” დავალიანება ამჟამად 50 მლნ. ლარს შეადგენს. ექსპერტების დაანგარიშებით მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისში გაზის ქსელების აღდგენის მიზნით 300 მლნ. დოლარი დაჯდება. პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაგროვდა ამდენი ვალი, „მარტივია” - ამის მიზეზია ტექნიკური და კომერციული დანაკარგები.
ტექნიკური დანაკარგები გამოწვეულია გაზის მილების დაზიანებით. წინა წლების მძიმე არასტაბილურმა მდგომარეობამ ძალზედ იმოქმედა გაზის მეურნეობაზე. მოსახლეობისათვის გაზის არ მიწოდებამ გააუარესა გაზის მეურნეობების ტექნიკური მდგომარეობა, რამაც მილების გარე და შიგა ზედაპირის კოროზია გამოიწვია.
ბუნებრივი აირის მოწოდების აღდგენის შემდეგ აუცილებელი გახდა დაზიანებული მილების განახლება. სემეკ-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით, ქალაქის გაზის ქსელების კოროზიისაგან დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა წარმოებს ძველი ტრადიციული მეთოდით - მათი მთლიანი შეცვლით. ეს კი 2-3-ჯერ უფრო ძვირია დასავლეთის ქვეყნებში დანერგილ ისეთ ახალ ტექნოლოგიებთან შედარებით, როგორიცაა, მაგალითად, ფოლადის დაზიანებულ ქსელში პოლიეთილენის მილების გატარება, ან სპეციალური აფსკების გაკვრა მილის შიგა კედელზე. არ არის დანერგილი პოლიეთილენის მილების გამოყნება ახალი მშენებლობისათვის.
„თბილგაზის” ხელმძღვანელობის თქმით, საწარმოს ტექნიკური დანაკარგი წლიურად დაახლოებით 22-24 პროცენტია (საბჭოთა პერიოდში „თბილგაზს” ტექნიკური დანაკარგების მაჩვენებლები ძირითადად ასეთივე ჰქონდა). თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისს 2000 წლის განმავლობაში მიეწოდა 120 მლნ. მ3 გაზი, მაშინ, „თბილგაზის” ზარალი, მხოლოდ ტექნიკური დანაკარგის მიხედვით, დაახლოებით 7 მლნ. ლარია. ამან გამოიწვია საწარმოს დავალიანების დაგროვება და ზრდა. „თბილგაზის” ხელმძღვანელობის თქმით, გაზის მილები ისეთ მდგომარეობაშია, რომ ყოველ დღე უნდა ხდებოდეს ქალაქის რიგ რაიონებში აფეთქებები.
ყველაზე ავარიული მილების გამოცვლა ნაწილობრივ დღესაც მიმდინარეობს და მომავალში ამან შეიძლება ინტენსიური ხასიათი მიიღოს თუ მოხდება მომხმარებლიდან გაზის საფასურის სრულყოფილი ამოღება.
ტექნიკურ დანაკარგებთან ერთად „თბილგაზს” კომერციული დანაკარგებიც გააჩნია, რომელიც ძირითადად უხარისხო გაზის მრიცხველებითაა გამოწვეული. კომერციული დანაკარგები ყოველწლიურად 45-48%25-ს აღწევს, რამაც „თბილგაზს” 2000 წელს 14 მლნ. ლარის ზარალი მოუტანა. ჯამში, ტექნიკური და კომერციული დანაკარგებით გამოწვეული ზარალი წლის განმავლობაში დაახლოებით 21 მლნ. ლარია. თუ გავიხსენებთ „თბილგაზის” დავალიანებას, რომელიც დღეისათვის დაახლოებით 50 მლნ. ლარს შეადგენს, მაშინ ტექნიკური და კომერციული დანაკარგების მინიმალურ მაჩვენებლამდე დაყვანით, ადვილი შესაძლებელი იქნება „თბილგაზის” დავალიანების 3-4 წელიწადში სრული დაფარვა.
სამწუხაროდ ამ პერსპექტივას ნაკლები ყურადღება ექცევა. თბილისის გაზის ქსელების სისტემის აღდეგენისათვის დასახელებული რიცხვი 300 მლნ. აშშ დოლარი, „თბილგაზის” მესვეურებისა და მთავრობის მიერ სპეციალურად ისეთ საფრთხობელად იქნა დასახული, რომ მოსახლეობაში ჩაკლულიყო ყოველგვარი იმედი ამ დარგში სიტუაციის საკუთარი ძალებით გამოსწორების მიმართ. ამგვარი არაჯანსაღი აჟიოტაჟია შექმნილი საწარმო „თბილწყალკანალის” ირგვლივაც, სადაც მის სარეაბილიტაციო თანხად ასევე 300 მლნ. აშშ დოლარი სახელდება. სწორედ ამგვარი საეჭვო და არაჯანსაღი აჟიოტაჟის შედეგია ქართული ეროვნული მეწარმოების პრესტიჟის დაკნინება, საკუთარი ძალებისადმი უნდობლობა და ერთადერთ იმედად უცხოელი გადამრჩენის დასახელება. ასეთი მდგომარეობის ჩამოყალიბებაში ლომის წილი სახელმწიფოს მართვის სადავეებში მყოფ პირებს მიუძღვით. იმის მაგივრად რომ სახელმწიფო ახალისებდეს ქართულ ეკონომიკას მხარდაჭერითი პროგრამების შექმნითა და განხორციელებით, ტარდება მიაზანმიმართული პოლიტიკა ეროვნული ნიჰილიზმის დასანერგად, ეროვნული მეწარმოების დასაკნინებლად და სხვა.
განვიხილოთ რა ხარჯთანაა დაკავშირებული ტექნიკური დანაკარგების შემცირებისაკენ მიმართული სამუშაოები. როგორც აღნიშნული გვქონდა, ტექნიკური დანაკარგები გაზიფიცირებული მილების უვარგისობაა.
თბილისში დაზიანებული გაზის მილების დამონტაჟება მიმდინარეობს ძველი მეთოდით - მათი მთლიანი შეცვლით. ამ სამუშაოების ღირებულება დამოკიდებულია გაზსადენი მილის დიამეტრისა და სისქის მაჩვენებლზე, ასევე მის მიწისზედა ან მიწისქვეშა მდებარეობაზე (იხ. ცხრ. №3). თბილისში არსებული ქსელის საერთო სიგრძე 1935 Êილომეტრია, აქედან 1589 კმ. განლაგებულია მიწისქვეშ, ხოლო 344 კმ. მიწისქვეშა გაზის ქსელები ცუდ მდგომარეობაშია. მათგან მოქმედია, მხოლოდ 425 კმ., ხოლო დარჩენილი 1164 კმ. აღსადგენი და შესაცვლელია (იხ. ცხრ. №4 და №5). მთლიანობაში შესაცვლელი და აღსადგენი მიწისქვეშა გაზის ქსელების რაოდენობა გამოიყურება ისე, როგორც წარმოდგენილია ცხრილში №6.
მარტივი მათემატიკური გამოთვლით თბილისის დაზიანებული მიწისქვეშა გაზსადენი მილების შეცვლა იმ მეთოდით, როგორსაც ახლა იყენებენ ქალაქში, დაჯდება არაუმეტეს 200 მლნ. ლარისა. უცხოეთში დანერგილი მეთოდების გამოყენებით სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების თანხა 60-100 მლნ. ლარამდე შეიძლება შემცირდეს.
1 კმ. მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების მშენებლობის ღირებულება ცხრ.№3
N |
კალკულაცია |
მილის |
მასალები
|
მექანიზმები
|
ტრანსპორტი
|
შრომის
|
ჯამი
|
მთლიანი |
|
|
მილიმეტრი |
ზედა/ |
ზედა/ |
ზედა/ |
ზედა/ |
ზედა/ |
ზედა/ |
1 |
1 |
D57X3 |
5306 |
1626 |
281 |
2509 |
9721 |
15472 |
2 |
2 |
76X3,5 |
6440 |
4640 |
337 |
2489 |
10906 |
17374 |
3 |
3 |
114X4 |
11115 |
1794 |
368 |
3007 |
16297 |
25726 |
4 |
4 |
159X4,5 |
15406 |
2122 |
374 |
3296 |
211198 |
32523 |
5 |
5 |
219X5 |
16744 |
3377 |
387 |
3906 |
244414 |
38907 |
6 |
6 |
325X8 |
33932 |
3623 |
785 |
5585 |
43925 |
70187 |
7 |
7 |
426X9 |
49333 |
4186 |
935 |
7280 |
61734 |
98846 |
8 |
8 |
530X9 |
64765 |
5160 |
1011 |
7801 |
78737 |
12839 |
წყარო: „თბილგაზი”
თბილისში არსებული გაზის მილების აღდგენითი სამუშაოები უცხოეთში დანერგილი იაფი მეთოდების გამოყენებით ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, რაც საბოოოდ საშუალებას მოგვცემს მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ტექნიკური დანაკარგები.
„თბილგაზის” კომერციული დანაკარგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია თბილისის ბინებში დაყენებული გაზის მრიცხველები. ეს არის ჩინეთიდან შემოტანილი „ტიანძის” ფირმის დაბალი ხარისხის მრიცხველი, რომლის ჩვენების გაყალბება იოლად შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, აქედან გამომდინარე, შედეგიც სახეზეა 48%25-იანი დანაკარგის სახით.
აღნიშნული ჩინური წარმოების მრიცხველების შემოტანა ხელისუფლებაში მოკალათებულ გარკვეულ პირთა წრის მოღვაწეობის შედეგია. უშუალოდ მათი მონდომებითა და მფარველობით მოხდა 20$-იანი „ტიანძის” მრიცხველების შემოტანა თბილისის ბაზარზე და მისი გაყიდვა 35-40$-ად. ამგვარი ოპერაციით საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა დაილექა „ტიანძის” მრიცხველების შემომტანთა ჯიბეებში. კერძოდ, თუ ვენდობით „თბილგაზის” მონაცემებს, რომ თბილისში ამჟამად გაზიფიცირებულია 108 ათასი ბინა, მაშინ „ტიანძის” მრიცხველების რეალიზაციიდან შემოსული მოგება შეადგენს სულ მცირე 1,5 მლნ. აშშ დოლარს. ამ მარტივი გათვლით ცხადი ხდება თუ რატომ იქნა არჩეული თბილისის გასამრიცხველიანებლად ჩინური წარმოების უხარისხო, მაგრამ იაფფასიანი მრიცხველები. ასე, რომ თუ დღეს „თბილგაზს” დანაკარგები აქვს, ეს ხელისუფლების კისერზეა, ვინაიდან მისი “წილობრივი” მონაწილეობის გარეშე არაფრით არ შეიძლება მომხდარიყო ასეთი „წარმატებული” კომერციული ოპერაციის განხორციელება. არადა, პასუხისმგებელ პირებს საკუთარი ჯიბეების ნაცვლად „თბილგაზის” დღევანდელ მდგომარეობაზე რომ ეზრუნათ, ადვილი შესაძლებელი იქნებოდა თბილისში მომხდარიყო კარგი ხარისხის უდანაკარგო მრიცხველების დამონტაჟება და ამით გამოწვეული დანაკარგების თავიდან აცილება.
ასე მოიქცა, მაგალითად, სს „საქგაზი”, რომელმაც თავის შვილობილ ორგანიზაციებში აღრიცხვის საკითხის მოსაგვარებლად და კომერციული დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით ეს ორგანიზიციები აღჭურვა ფრანგული ფირმა „შლუმბერჟეს” მრიცხველებით, ამ ნაბიჯმა გაამართლა. მაგალითად, კასპში საუბნო მრიცხველების დაყენების შემდეგ გაზის დანაკარგები 60-70%25-დან 11%25-მდე შემცირდა. სამწუხაროდ, თბილისში არ მოხდა მსგავსი ხარისხის მრიცხველების შემოტანა. „შლუმბერჟეს” მრიცხველი დაახლოებით 150 ლარი ღირს, მაგრამ მისი დადგმა გამართლებულია, იმდენად რამდენადაც იგი მნიშვნელოვნად ამცირებს დანაკარგს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძვირადღირებულ „შლუმბერჟეს” მრიცხველს მალე შეიძლება გამოენახოს ღირსეული კონკურენტი ქართული ნაწარმის სახით, რომლის დანერგვა ბინების გამრიცხველიანების საქმეში „შლუმბერჟესთან” შედარებით გაზრდილი ხარისხისა და ნაკლები ღირებულების ხარჯზე, გაცილებით მოგებიანი იქნება.
საქართველოში, კერძოდ, თბილისში, საწარმო „ანალიტხელსაწყოში” „საქგაზის” შეკვეთით უკვე მზადდება ხარისხიანი მრიცხველები. თბილისში გაზის მრიცხველების წარმოება შეუძლია აგრეთვე საწარმო „ელექტროავტომატსაც”. აუცილებელია რომ ამ კუთხით „თბილგაზმაც” აქტიური მუშაობა დაიწყოს. ეს წაადგება როგორც „თბილგაზს”, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს საკუთარ დანაკარგებს, ასევე ქართულ წარმოებასაც, რომელიც მსგავსი შეკვეთებით შეძლებს ფეხზე წამოდგომას.
თბილისში ჩინური ფირმის „ტიანძის” მრიცხველების შეცვლა სხვა, თუნდაც „შლუმბერჟეს” გაუმჯობესებული მრიცხველით, ჩვენი გაანგარიშებით დაახლოებით 15 მლნ. ლარი დაჯდება. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ღონისძიება „თბილგაზს” გაზის თანამედროვე მოხმარების პირობებში ყოველწლიურად დაახლოებით 15-20 მლნ. ლარის შეღავათს მოუტანს, ამ ნაბიჯის გადადგმა გამართლებულ აუცილებლობად მიგვაჩნია.
კომერციული დანაკარგების შემცირებაზე დადებითად იმოქმედებს, აგრეთვე, ე.წ. საკონტროლო მრიცხველების დამონტაჟება თითოეული კორპუსისა თუ უბნის გაზიფიცირებული მილების განშტოებებზე, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გაზის კარგვის სავარაუდო გარემო.
ამგვარად, შეგვიძლია შევაჯამოთ მიღებული შედეგები: თბილისში ტექნიკური დანაკარგების შემცირებისათვის დახარჯული 100 მლნ. ლარი ყოველწლიურად მოიტანს 7 მლნ. ლარს, კომერციული დანახარჯების აღმოსაფხვრელად ანუ ხელახალი გამრიცხველიანებისათვის საჭირო 15 მლნ. ყოველწლიურად მოიტანს 15-20 მლნ. ლარს.
აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, „თბილგაზის” ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევის მიზნით მიზანშეწონილია სახელმწიფოს მხრიდან დროებით, ზამთრის პერიოდში „თბილგაზისთვის” შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესება, მდგომარეობის გამოსწორებაზე დადებითად იმოქმედებდა აგრეთვე, „თბილგაზის” 50 მილიონიანი დავალიანებიდან სახელმწიფოს კუთვნილი 30 მილიონი ლარის გადახდაზე მორატორიუმის გამოცხადება, ასევე, ბუნებრივი აირის საფასურის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილი იქნებოდა, მთავრობას უშუალოდ მომწოდებელთან დაედო პირდაპირი ხელშეკრულება გაზის მოწოდების შესახებ და სხვა.
ამ ღოსნისძიებების განხორციელება არ საჭიროებს უცხოური კომპანიების მონაწილეობას ან ტენდერების გამართვას. ეს ის ნაბიჯებია, რომლის გააზრებასაც ვერ ახერხებენ საქართველოს გაზით მომარაგებაზე პასუხისმგებელი პირები და რომელთა გადადგმა „თბილგაზის” მდგომარეობის გამოსწორებას გარდაუვალს გახდის. ყველაზე დადებითი მომენტი ის არის, რომ „თბილგაზში” მდგომარეობის სტაბილიზაცია საქართველოს მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით შეუძლია. გვჯერა, რომ საქართველოში ადვილად შეიძლება გამოიძებნოს „თბილგაზის” ახალი ეროვნული მეპატრონე, რომელიც იმის გარდა რომ მოგებაზე იფიქრებს, აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას ფინანსურად გაღატაკებული მოსახლეობის ინტერესების დაცვას.
![]() |
3.6 დასკვნები და წინადადებები |
▲ზევით დაბრუნება |
თავი მოვუყაროთ წინადადებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოსა და თბილისში ბუნებრივი აირით მომარაგებაში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან თავის დაღწევას. საქართველოში ენერგეტიკული სტაბილურობის მისაღწევად მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემდეგი:
აუცილებელია დაიწყოს ბუნებრივი გაზის საბადოების საძიებო სამუშაოები, რათა საქართველოში არსებული გაზის სავარაუდო მარაგის საკმაოდ დიდი პოტენციალის (დაახლოებით 150 მლრდ. მ3) რეალიზებით შევსებულ იქნას საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი. ეს ქართულ ენერგეტიკას სტაბილურ და მდგრად სისტემად გადააქცევს.
უცხო სახელმწიფოების მხრიდან ჩვენს ქვეყანაზე ენრგეტიკული ზეწოლის გამოსარიცხად, საჭიროა შემუშავდეს გაზის მოწოდების ალტერნატიული გზები და მათი ეკონომიკურ-პოლიტიკური სარგებლიანობა.
დედაქალაქის მომარაგებაში შექმნილი სირთულეების მოსაგვარებლად საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს „თბილგაზის” პრივატიზაციის პროცესი, ამ საწარმოში მოსახლეობის წილისა და საწარმოს ქონების შეფასებამდე.
განხორციელდეს „თბილგაზის” პრივატიზაცია სამართლიანი პირობებით. ამასთან, „თბილგაზის”, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოს საპრივატიზაციოდ გატანის დროს მოხდეს ეროვნული ინტერესების გათვალისწინება. ყოველი ტენდერი ჩატარდეს ისე, რომ ობიექტების გაყიდვა მოხდეს საქართველოს მოქალაქეებზე. ზოგ შემთხვევაში შეიძლება უფრო გამართლებული აღმოჩნდეს საწარმოს აქციების დარიგება საწარმოში მომსახურე პერსონალზე.
სამართლიანი პრივატიზაციის ჩატარებამდე, თბილისის მოსახლეობის გაზით შეუფერხებელი მომარაგებისა და „თბილგაზის” მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, 2001-2002 წლების ზამთრის პერიოდში, „თბილგაზს” დაუწესდეს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი დროებითი, ერთჯერადი ღონისძიების სახით.
ბუნებრივი აირის ტექნიკური თუ კომერციული დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები დასავლეთში დანერგილი მეთოდებით, ასევე დაიწყოს თბილისის ხელახალი გამრიცხველიანება ხარისხის მხრივ საიმედო მრიცხველების დაყენებით, „თბილგაზის” ხარჯით. კარგი იქნება თუ მრიცხველების წარმოების საქმეში ჩაებმებიან ქართული საწარმოები.
მოხმარებული გაზის უფრო სრულყოფილი კონტროლის მიზნით დაინერგოს ე.წ. საუბნო მრიცხველების ქსელი, რომელიც გააკონტროლებს უბანში, ან კორპუსში მიწოდებულ-მოხმარებული ბუნებრივი აირის ბალანსს.
![]() |
4 დედაქალაქის სატრანსპორტო უზრუნველყოფა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
დედაქალაქი წარმოადგენს უღრესად მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ცენტრს. თბილისში თავმოყრილი ეკონომიკური პოტენციალის შეუფერხებელი ამოქმედება ძლიერაა დამოკიდებული სატრანსპორტო მაგისტრალების ხარისხსა და მათ გამტარუნარიანობაზე. თბილისის სატრანსპორტო გადაზიდვები იყოფა ორ ნაწილად - მიწისზედა და მიწისქვედა ტრანსპორტად.
უკანასკნელ წლებში (1994-2001) ქ. თბილისის საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტმა მნიშვნელოვანი რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებები განიცადა - დღეს თბილისის სატრანსპორტო მაგისტრალები და მოქმედი საშუალებები (განსაკუთრებით მიწისზედა ტრანსპორტი) ხასითდება გაძნელებული მოძრაობით. იგი ვერ პასუხობს დიდი ქალაქის ცხოვრების ჩქარ ტემპს და დაბრკოლებებს უქმნის მოქალაქეებს დანიშნულების ადგილამდე მიყვანის საქმეში. თბილისის სატრანსპორტო მაგისტრალებზე არსებული ხარვეზები, ე.წ. საცობები მრავალ მიზეზთანაა დაკავშირებული. ესაა 1) ქალაქის ისტორიულ-გეოგრაფიული განვითარების თავისებურებანი, რამაც თავისი გავლენა იქონია თბილისის ცენტრალური ნაწილის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაზე ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის მანძილზე (აღმოსავლური ტიპის ქალაქი, ახლო განლაგებული სახლებითა და ვიწრო ქუჩებით, აგრეთვე მთიანი რელიეფით), დღეს ამ სტრუქტურის გადახალისება მნიშვნელოვან ინვესტიციებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ქუჩების გაფართოებას თან უნდა მოჰყვეს ძველი სახლების დანგრევა და ა.შ., რაც თავის მხრივ გამოიწვევს ძველი ქალაქის იერ-სახის შეცვლას და სხვა მრავალ პრობლემას, მაშინ როცა ახლად აღმოცენებულ ქალაქებში (მაგ, რუსთავში, თუნდაც თბილისის ახალ რაიონებში), უკვე თავიდანვეა გათვალისწინებული ფართო ქუჩების არსებობა; 2) უკანასკნელ წლებში დატრიალებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენები - კერძოდ, 1988 წლიდან გაშლილი ეროვნული მოძრაობა, რომელმაც თავისი უდიდესი შედეგების მიუხედავად, სატრანსპორტო მიმოსვლის წესების დარღვევა გამოიწვია და ეს პრეცენდენტი დღემდე განგრძობს არსებობას; 3) გზების ამორტიზაცია - რომლის მიზეზია ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური კრიზისისა და უპასუხისმგებლო მართვის პირობები; 4) ბაზრები და ბაზრობები, რომელთაც აუცილებლად თან ახლავთ მანქანის გასაჩერებელი ადგილები - ბაზრობები თბილისის ერთგვარ კულტურულ ელემენტად იქცნენ. ქალაქის სამაღაზიო ქსელების სისტემის მოშლას თან მოჰყვა სპონტანური ბაზრობების აღმოცენება ხალხის თავშეყრის ადგილებში - მეტროსადგურებთან, გაჩერებებთან და ა.შ., თანაც რაც ყველაზე სამწუხაროა, ბაზრობა, ყიდვა-გაყიდვა გაჩაღებულია, როგორც ავტომანქანების სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარებზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მოქალაქეთა გადაადგილებას. მოვაჭრე და მყიდველი სუბიექტებით ისედაც გადატვირთულ ადგილებს თან ერთვის იქვე მანქანის გასაჩერებელი ადგილების არსებობა, სატრანსპორტო საშუალებების განლაგება ამ ადგილებში ხდება მეტად თვითნებურად და ქაოსურად. ხშირად ისინი ჩამწკრივებულნი არიან ორ-სამ რიგად გზის ორივე მხარეს და თუნდაც ათმეტრიანი სიფართის გზის პირობებშიც კი, ტოვებენ ძალზედ ვიწრო სამოძრაო ზოლს; 5) საზოგადოებრივ გადაზიდვებზე მომსახურე მრავალრიცხოვანი სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე სამგზავრო ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელის მოუწესრიგებლობა - მისი გავლენა თბილისის სატრანსპორტო მაგისტრალებზე არსებულ ხარვეზებზე დაკავშირებულია პირველ რიგში ამ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ თავისებურებებთან და რაც ყველაზე მთავარია სამარშრუტო ხაზების მფლობელთა პირად ინტერესებთან.
80-იან წლებში დამუშავებული იყო „1990-2000 წლებისათვის საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის განვითარების კომლექსური სქემა“, რომლის მიხედვით სტრატეგიულ მიმართულებად მიჩნეული იყო მასობრივი გადაზიდვების ტრანსპორტის (მეტროპოლიტენი, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი) უპირატესი განვითარება. დღეისათვის, არსებული მდგომარეობა საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის საქმეში და ამ დარგის განვითარების ტენდენციები მთლიანად ეწინააღმდეგება ზემონახსენებ გეგმას. მოსახლეობის ავტომობილიზაციის ტემპების თანდათანობითი ზრდის პირობებში ქალაქის მწირი ბიუჯეტის გამო უკანასკნელ ათ წელიწადში არ აშენებულა და უახლოეს მომავალშიც არ აშენდება ამ კომპლექსური სქემით გათვალისწინებული ახალი მაგისტრალები და სატრანსპორტო კვანძები. მომავალ 5 წელიწადში არსებული პირობების შენარჩუნების შემთხვევაშიც კი ქალაქის ცენტრში ეკოლოგიური ვითარება მკვეთრად დამძიმდება, რადგანაც საერთო სარგებლობის საავტომობილო პარკი მთლიანად ამორტიზებულია და განახლებას აღარ ექვემდებარება, საწვავი - უხარისხო და ეთილირებულია, ხოლო გზების მდგომარეობა - უკიდურესად არადამაკმაყოფილებელი. კიდევ უფრო გაუარესდება მეტროპოლიტენის ფინანსური პირობები, ხოლო მიწისზედა მასობრივი გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებების (მეტროპოლიტენი, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი) რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება.
სამგზავრო ტრანსპორტის ცალმხრივი განვითარება ძირითადად განაპირობა არასრულყოფილმა მართვის სისტემამ და მეთოდებმა. შედეგად მძიმე საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა ისეთი მასობრივი გადაზიდვების სატრანსპორტო სახეობაზე როგორიც მეტროპოლიტენია. ამის ხელშემწყობი მიზეზია მიწისზედა ტრანსპორტის მცირე ტევადობის სატრანსპორტო საშუალებათა სამარშრუტო ქსელის უსისტემო განვითარება. 1996 წლისათვის ფუნქციონირებდა 20 მარშრუტი 2001 წლისათვის კი ფუქნქციონირებს 224. ამასთან მათი უმეტესობა განლაგებულია მეტროპოლიტენის ხაზების პარალელურად. უნდა აღინიშნოს, რომ მგზავრთნაკადების გადანაწილებაზე გავლენას ახდენს მოქმედი ტარიფები. ჯამური სატრანსპორტო ხარჯები მეტროპოლიტენის გამოყენებით უფრო მეტია, ვიდრე მიკროავტობუსების მარშრუტით. ამ საკითხში გარდატეხა ვერ შეიტანა სატრანსპორტო მომსახურების მარეგულირებელმა საქალაქო სამსახურმა (უფროსი დ. ბალუაშვილი), რომელიც სატრანსპორტო ბაზრის რეგულირების ნაცვლად დაკავებულია კერძო სექტორის მიკროავტობუსების ინდმეწარმე მძღოლთა მუშაობის ორგანიზებით, რაც ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
არაეფექტურად და არაკომპეტენტურად იმუშავა ამ პერიოდში მოძრაობის უსაფრთხოების საქალაქო კომისიამ. საქალაქო გადაზიდვებში კერძო სექტორის ჩართვის შემდეგ, საბაზრო ეკონომიკის მექანიზმებით მართვაზე გადასვლის ნაცვლად, მეწარმეობისა და ანტიმონოპოლიური კანონების მოთხოვნათა უგულებელყოფით, შენაჩუნებულ იქნა მართვის ძველი სისტემა. კერძოდ, მიწისზედა ტრანსპორტზე მონოპოლიურ ორგანიზაცია შპს კომპანია „თბილტრანსს“ დაევალა მიკროავტობუსების მძღოლთა (მეწარმე-ფიზიკური პირი) მარშრუტებზე მიმაგრება, რამაც ხელი შეუშალა საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტზე რეალური მეწარმეობის ჩამოყალიბებას და გადამზიდველებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას. სამაგიეროდ წარმოიშვა კორუფციისათვის ხელსაყრელი პირობები.
კორუფციით თუ არა მაშ რით აიხსნება, რომ საქალაქო გადაზიდვების საქმეში ჩართულ იქნა თითქმის 4-ჯერ მეტი მიკროავტობუსი, ვიდრე საჭირო იყო მარშრუტების დასაკომპლექტებლად, რის შედეგადაც მოხდა მარშრუტებზე შემოსავლების გადანაწილება და მიუხედავად მარშრუტების რენტაბელობისა, მასობრივი გადაზიდვის სატრანსპორტო პარკის (ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი) განახლების საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა. უარყოფითი შედეგი გამოიღო მიკროავტობუსების მძღოლთა (მეწარმე-ფიზიკური პირი) მარშრუტებზე მიმაგრებამ, ეს იყო შეუფერებელი იურიდიულ სამართლებრივი ფორმა, რომლის შემოღებამაც შეუძლებელი გახადა ხაზზე გასვლის წინ სატრანსპორტო საშუალებებისა და მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.
შპს კომპანია „თბილტრანსის“ შენარჩუნება მეწარმეობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით, საბაზრო ეკონომიკის პირობებში შეუძლებელს ხდიდა დაქვემდებარებული საწარმოებისათვის (გადამზიდავებისათვის) იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას, რის გამოც საწარმოთა ხელმძღვანელების დამოუკიდებლად მოქმედების უფლებები მკვეთრად იზღუდებოდა და შესაბამისად ილახებოდა მასობრივი გადაზიდვების ტრანსპორტის ინტერესები.
თბილისის მერიამ და საკრებულომ შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით წამოიწყო მუშაობა საერთო სარგებლობის სამგზავრო ტრანსპორტის მართვის სტრუქურის რეორგანიზაციისათვის. შემუშავებულ იქნა სამგზავრო გადაზიდვების მომსახურების უფლების ტენდერით მოპოვების წესი, მხოლოდ იურიდიულ პირებს შორის.
ჩამოყალიბდა ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციისა და კოორდინაციის სამსახური, რეორგანიზებულ იქნა შპს კომპანია „თბილტრანსი“ და მისი ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს მუნიციპალური საწარმო „ელექტროტრანსპორტი“, რომელშიც გაერთიანდა ტროლეიბუსების დეპო საბურთალოზე, ტრამვაის დეპო ავჭალაში, შერეული ავლაბარში; შპს მუნიციპალური საწარმოები „ავტობუსი 1“, „ავტობუსი 2“, „ავტობუსი 3“, „ავტობუსი 4“, „ავტობუსი 5“, „მიკროავტობუსი“.
ბიუჯეტის შევსების მიზნით და ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების ნებართვისათვის მოსაკრებლების ამოღებაში შექმნილი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით მოსაკრებლის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 50 ლარის ოდენობით. სამგზავრო სატრანსპორტო გადაზიდვების ნებართვისათვის დაწესებულია მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები. მსუბუქი ტაქსების 7 კაცამდე (ჩათვლით) ტევადობის, სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებებისათვის 30 ლარი თვეში; 8-დან 16 კაცამდე (ჩათვლით) ტევადობის სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებებისათვის 50 ლარი თვეში. 17 კაცისა და მეტი ტევადობის სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებებისათვის 10 ლარი თვეში;
როგორც აღნიშნული გვქონდა „თბილტრანსის“ მიერ სამარშრუტო ლიცენზიების გაცემა ფიზიკურ პირებზე ხდებოდა, ხოლო თავად სალიცენზიო შემოსავლები იმალებოდა. „თბილტრანსის“ გაუქმების შემდეგ ადგილობრივი სამგზავრო სატრანსპორტო გადაზიდვის ნებართვის მიღება შეუძლია მხოლოდ იურიდიულ პირებს, თუმცა ეს იურიდიული პირები ხშირად თვითნებურად გასცემენ სამგზავრო სატრანსპორტო გადაზიდვების ნებართვებს, უკანონოდ იღებენ მოსაკრებლებს, რითაც მნიშვნელოვან ზარალს განიცდის ბიუჯეტი. ასეთი იურიდიული პირების მიმართ უნდა გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი ზომები.
თუმცა ასეთი ადმინისტრაციული და რეორგანიზაციული სამუშაოები საქმეს ვერ შველის. საქალაქთაშორისო და საგარეუბნო გადაზიდვებისათვის ახალი კეთილმოუწყობელი ავტოსადგურების ქსელის ჩამოყალიბების შედეგად საქალაქთაშორისო გადაზიდვები თითქმის არარენტაბელური გახდა, ხოლო ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებზე საქალაქთაშორისო და საგარეუბნო ავტობუსების მოძრაობა დამატებით სიძნელეებს უქმნის საქალაქო ტრანსპორტს. ამ საკითხის მოგვარება კი ადმინისტრაციული მეთოდებით შეუძლებელია.
მოუგვარებელია სატაქსო გადაზიდვების საკითხიც, ტაქსების აღჭურვა ტაქსომეტრებით, ქალაქში ექსპლოატაციისათვის ვარგისი ავტომანქანების ტიპების დადგენა, გაჩერებების ადგილების შერჩევა-მოწყობა და სხვა. ანალოგიური მდგომარეობაა დღისა და სადღეღამისო ავტოსადგომების მოწყობის საქმეშიც.
![]() |
4.2 მიწისზედა ტრანსპორტი |
▲ზევით დაბრუნება |
დღეისათვის თბილისში აღრიცხულია ????? სატრანსპორტო საშუალება, რომელთაგან თბილისში მგზავრთა გადაყვანას ემსახურება 200 ავტობუსი, 53 ტროლეიბუსი, 21 ტრამვაი, 4600 მიკროავტობუსი, ???? ტაქსი.
თბილისში საზოგადოებრივ გადაზიდვებზე მომსახურე ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო საშუალებას მიკროავტობუსი წარმოადგენს. მიკროავტობუსების მთავარი დადებითი თვისებაა მათი მობილურობა, გადაადგილების სისწრაფე, სამგზავრო ტარიფის მისაღები ფასი. მომსახურების ეს სახე თბილისში საბჭოთა პერიოდშიც არსებობდა, თუმცა მიკროავტობუსების, ე.წ. რაფების წილი სატრანსპორტო გადაზიდვებში მნიშვნელოვნად მცირე იყო ვიდრე ახლა. ამ მეურნეობის განვითარება და გავრცელება დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც მწყობრიდან გამოვიდა ავტობუსების, ტროლეიბუსებისა და ტრამვაის პარკები. ამ პერიოდში დაიკარგა კავშირები ბალტიისპირეთის, უნგრეთის და სხვა ქვეყნების საავტომობილო ქარხნებთან. სახელმწიფოში არანაირი საშუალება არ არსებობდა არა თუ საავტომობილო პარკების განახლებისათვის, არამედ სათადარიგო ნაწილების შესაძენადაც კი. გაცილებით ხელსაყრელი აღმოჩნდა მიკროავტობუსების შეძენა და ჩამოყვანა საზღვარგარეთის ნახმარი ავტომობილების ბაზრობებიდან, რაც ავტობუსების ან ტროლეიბუსების შეძენაზე გაცილებით ნაკლებ ხარჯებს მოიცავდა. მათი ჩამოყვანა და სამარშრუტო ხაზზე გაყვანა ძირითადად ხდებოდა კერძო პირების მიერ. ამჟამად თბილისში არსებულ სამარშრუტო ქსელში მოძრავი მიკროავტობუსები მთლიანად კერძო საკუთრებას წარმოადგენს. მგზავრობის ამ საშუალების თვითღირებულების სიიაფემ და მოგების მაღალმა მაჩვენებელმა თბილისის სამარშრუტო ქსელის მიკროავტობუსებით გაჯერება გამოიწვია. დღეს თბილისში სამარშრუტო გადაზიდვებს ემსახურება 4600 მიკროავტობუსი (თბილისის მერიის მონაცემებით), მათი რიცხვი სინამდვილეში გაცილებით მეტია.
როგორც აღვნიშნეთ, 1995 წლიდან საქალაქო გადაზიდვებში აქტიურად ჩართულმა კერძო კუთვნილების მიკროავტობუსებმა უკანასკნელ ხანებში დომინირებული მდგომარეობა მოიპოვა, მიწისზედა გადაზიდვებში მთლიანად შეიცვალა ქალაქის სატრანსპორტო პარკის სტრუქტურა და სხვადასხვა სახის ტრანსპორტის წილი. კერძოდ 2001 წლის მონაცემებით 80-იან წლებთან შედარებით მიწისზედა გადაზიდვების სატრანსპორტო პარკი 4-ჯერ არის გაზრდილი და დღეისათვის 5000 ერთეულს აჭარბებს, მათ შორის 4600-ზე მეტი მიკროავტობუსია. საზოგადოებრივი სარგებლობის ტრანსპორტის ასეთი განვითარება აისახა სამარშრუტო ქსელშიც. მასობრივი გადაზიდვების ტრანსპორტის (მეტროპოლიტენი, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი) ინტერესების გაუთვალისწინებლად მიკროავტობუსების მარშრუტების უსისტემო და ქაოსურმა განვითარებამ გამოიწვია მგზავრთნაკადის გადანაწილება. ამას ხელს უწყობდა აგრეთვე არასწორი სატარიფო და საგადასახადო პოლიტიკა. მიწისზედა ტრანსპორტზე მასობრივი გადაზიდვების საერთო წილიდან 90%25 დღეისათვის კერძო სექტორზე - მიკროავტობუსებზე მოდის.
სამარშრუტო მიკროავტობუსების სიმრავლე ქალაქის მაგისტრალებზე მოძრაობის შემაფერხებელ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა. მიკროავტობუსების მოძრაობის სიხშირის (რაც წუთში 10 ერთეულს აღემატება) გაზრდამ ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებზე, აგრეთვე მიკროავტობუსების ხაზზე მუშაობის წესმა (მგზავრების აყვანა და ჩამოსმა მაგისტრალის ნებისმიერ უბანზე) მკვეთრი დისონანსი შეიტანა სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობაში. მიკროავტობუსი აჩერებს გზის ნებისმიერ ადგილას მგზავრის ან მგზავრობის მსურველის მოთხოვნის მიხედვით, ამის გამო ეს გაჩერებები მეტად თვითნებურია და განაპირობებს ქაოსის შეტანას მოძრაობაში. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნებადართული გაჩერების ადგილებში ხშირად თავს იყრის ათეულობით მიკროავტობუსი, ისინი ერთდროულად ანელებენ სიჩქარეს და ერთდროულად აჩერებენ მგზავრის ამოსვლის მოლოდინში. გასათვალისწინებელია, რომ ამავე გაჩერების ადგილებით სარგებლობენ უფრო დიდი მოცულობის სატრანსპორტო საშუალებები - ავტობუსები და ტროლეიბუსები, მათთვის დამახასიათებელი ნაკლები მოქნილობით, ყოველივე ეს იწვევს ტრასებზე მოძრაობის შენელებას, მძღოლთა და მგზავრთა ფსიქოლოგიურ სტრესს და შედეგად ავარიასაშიშ სიტუაციებს.
ამით გამოწვეულმა სისტემატიურმა შეფერხებებმა სხვა ობიექტურ ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვნად გაართულა ტრანსპორტის მოძრაობის პირობები: გაძნელდა მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხების მოგვარება, მნიშვნელოვნად შემცირდა ტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარეები ჭავჭავაძის, რუსთაველის, თამარ მეფის, წერეთლის, დავით აღმაშენებლის და სხვა პროსპექტებზე. იქმნება სისტემატიური `საცობები~ რკინიგზის ცენტრალური ვაგზლისა და ბაზრობების მიმდებარე გზებსა და მოედნებზე, სადაც განლაგებულია მიკროავტობუსების მარშრუტების საწყისი ან ბოლო პუნქტები.
აქვე უნდა შევეხოთ მიკროავტობუსებით სამგზავრო ღირებულებას. მისი განსაზღვრა და შერჩევა უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიერ მარშრუტის სიგრძისა და საშუალო მგზავრთბრუნვის მიხედვით. ქ. თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი რეალურად მერყეობს 20-50 თეთრის ფარგლებში, მაშინ როცა საქართველოს სხვა ქალაქებში მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი გაცილებით დაბალია და შედგენს: ქ. რუსთავში - ?, ქ. ქუთაისში - ?, ქ. ბათუმში - ?. მიკროავტობუსებისა და სამარშრუტო ხაზების სიმრავლე ხელსაყრელ პირობებს უნდა ქმნიდეს ჯანსაღი კონკურენციისათვის, რაც დადებითად უნდა აისახოს სამგზავრო ტარიფების შემცირებაში, სამწუხაროდ, ეს მოვლენა მხოლოდ ნაწილობრივად ახდენს გავლენას ფასების ცვლილებაზე, რის მიზეზსაც უპირველეს ყოვლისა სამგზავრო ტარიფებში მონოპოლიური სიტუაციის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
თბილისის სამარშრუტო სქემაში (მიკროავტობუსები) შეინიშნება გარკვეული თავისებურება. კერძოდ, თავისუფლების მოედნიდან საბურთალოს მიმართულებით მგზავრობა უფრო დაბალი ტარიფებით ხასიათდება, ვიდრე თავისუფლების მოედნიდან დიდუბის მიმართულებით. მაგ. №2 მარშრუტის სამგზავრო ღირებულება, რომელიც მოძრაობს უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და თავისუფლების მოედანს შორის, ღირს 30 თეთრი. ამ მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო სქემებში (მაგ. №48, №124) შეიმჩნევა კონკურენცია და ხშირად ტარიფი 20 თეთრიც კი ხდება, ხოლო №6 მარშრუტი კი, რომელიც თავისუფლების მოედნიდან ბავშვთა II დიღმის საავადმყოფომდე მოძრაობს, 50 თეთრი ღირს, თანაც მგზავრთბრუნვა და მარშრუტის სიგრძე ამ შემთხვევაში დაახლოებით ერთი და იგივეა (№2 - 10,2კმ საშ. 30 მგზ., №6 - 11,6, საშ. 35 მგზ.). თანაც უნდა აღინიშნოს, რომ №6 სამარშრუტო ხაზზე მოძრაობენ ძირითადად ახალი ტიპის 16 ადგილიანი მიკროავტობუსები. არც თუ იშვიათად ხდება ხოლმე, რომ მსგავსი ტიპის მიკროავტობუსების მძღოლები სარგებლობენ რა თავიანთი სატრანსპორტო საშუალებების გაზრდილი გაბარიტებით, მგზავრთა გადაყვანას ეწევიან ფეხზე მდგომ მდგომარეობაში, რაც წარმოადგენს მგზავრობის წესების უხეშ დარღვევას და ამასთან ართულებს გადასახადების ეფექტური გაკონტროლების საქმეს.
ქ. თბილისის მერია და საკრებულო დაინტერესდა თბილისის მიკროავტობუსების სამარშრუტო ქსელში არსებული პრობლემებით. საკრებულოს 2001 წლის 16 მარტის №13 დადგენილების შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობამ განიხილა საკრებულოს წევრებისა და სპეციალისტებით დაკომპლექტებული მუშა ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელის მიმართ ცალკეული გადამზიდავების მიერ გამოთქმული უკმაყოფილების მიზეზების აღმოფხვრას. შემუშავდა მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელში შესატანი ცვლილებების წინადადებები და მგზავრთა გადაყვანის ახალი ტარიფები, საწყის და ბოლო პუნქტებში მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობების მოგვარებისათვის გამიზნული ღონისძიებანი და მრავალი სხვა.
თუმცა სიტუაციის დარეგულირება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა რომ სამგაზავრო გადაზიდვების გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი ცვლილებები და წინადადებები ნამდვილად დადებითი მოვლენაა ამ დარგისათვის, არსებობს მთელის რიგი ხელის შემშლელი პირობები, რამაც დაბრკოლებები შექმნა ვითარების მოგვარებაში.
პირველ რიგში, მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებებში არ არის გათვალისწინებული არსებული რეალობანი. ქვემოთ, ჩვენ მოგვყავს ცხრილი, რომელიც ასახავს მიკროავტობუსების საქალაქო სამარშრუტო სქემასა და სამგზავრო ტარიფებს საკრებულოს №5-3 27 აპრილის 2001 წლის გადაწყვეტილების მიხედვით (იხ. ცხრ. №1).
აღნიშნული ცხრილიდან ნათლად ჩანს სხვაობა მგზავრობის რეალურ და მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ ტარიფებს შორის (მაგ., მარშრუტი №4-ის მაქსიმალური ღირებულებაა 30 თეთრი, რეალურად კი 40 თეთრია; №6 - 40თეთ. რეალურად - 50თეთ.; №9 - 25თეთ., რეალურად 50თეთ. და ა.შ.). ისმის კითხვა - როგორი კომპეტენტური ფინანსისტები უნდა მართავდნენ ქვეყანას, რომ ამგვარი რეალობა-აცდენილი მონაცემების საფუძველზე სახელმწიფოს ნორმალური ბიუჯეტი შეუქმნან? გარდა ამისა, როგორც ზემოთ მივუთითებდით, ამ შემთხვევაში ტარიფების შემუშავება მოხდა მარშრუტის სიგრძის მიხედვით, მხედველობაში კი არ იქნა მიღებული ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი როგორიცაა საშუალო მგზავრთბრუნვა. ყოველივე ეს მიუთითებს თბილისის დღევანდელი ხელმძღვანელობის მხრიდან საქმისადმი გულგრილ და არაკომპეტენტურ დამოკიდებულებაზე. აქვე შეინიშნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომელის არდანახვა შეუძლებელია. მითითებულ ცხრილში „გამორჩენილია“ ისეთი სამარშრუტო ნომრები, როგორიცაა №2ა, №3ა, №4ა, №5ა, №9ა, ... ,№48ა და მრავალი ე.წ. პარალელური „ა“ ნომრიანი სამგზავრო გადაზიდვების სქემა. ცხადია, თუ რატომ არის ამგვარი დაგეგმარების პირობებში ბიუჯეტის შევსება მუდმივი პრობლემა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებების არაკომპეტენტურობაზე. შეიძლება ითქვას რომ სამგზავრო გადაზიდვების საქმეში მერიისა და საკრებულოს მუშაობა ასცდა რეალურ მიზანს და წარმოსახვით, იდეალურ სფეროებში გადაიჭრა.
მეორე, მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებებში არ არის გათვალისწინებული მიღებული დადგენილებების ეფექტური აღსრულების მექანიზმი. კერძოდ, პრეტენზიები საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამარშრუტო სქემებთან დაკავშირებით განპირობებულია იმ მოტივით, რომ სამარშრუტო ხაზებზე, რომლებიც ამა თუ იმ პიროვნების, ან პირთა ჯგუფის ინტერესებში შედის, არსებობს სხვა სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის თანხვედრა. რიგ შემთხვევებში, გარკვეული პიროვნებები დაუფარავად აცხადებენ, რომ თბილისის ქუჩებზე სამარშრუტო მიკროავტობუსების გატარება მათთან შეთანხმების გარეშე არ მოხდება, რაც აშკარად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ქალაქში მიკროავტობუსების მუშაობის კონტროლი მინიმუმამდეა დაყვანილი; სწორედ ამიტომაც, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს მცდელობამ, ბოლო მოეღოთ არსებული ქაოსისათვის, მოეხდინათ ძირითადი პროსპექტებისა და ქუჩების შედარებითი განტვირთვა, ამასთანავე გაეთვალისწინებინათ მოსახლეობის ინტერესები, გამოიწვია რიგი სამარშრუტო ხაზების ხელმძღვანელთა და წარმომადგენელთა უკმაყოფილება და პროტესტი. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, სამარშრუტო ხაზების წარმომადგენლები ლაპარაკობენ მოსახლეობის სახელით, თითქოსდა მათი ინტერესების დაცვისათვის, სინამდვილეში კი ამოძრავებთ მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესები. მართალია, ზოგჯერ არსებობს მეტნაკლებად მისაღები პრეტენზიები სამარშრუტო ქსელში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მაგ: №47,220,222 მარშრუტების გარკვეული ზედდება სხვადასხვა მოქმედ მარშრუტებზე), მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისინი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და გამომდინარეობენ მხოლოდ პირადი ინტერესებიდან.
საკრებულოს დროებითმა სატრანსპორტო კომისიამ განიხილა სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებული პრობლემები, განიხილა სხვადასხვა სამარშრუტო ხაზების წარმომადგენელთა პრეტენზიები და მთელ რიგ საკითხებში გასათვალისწინებელი დასკვნები გამოიტანა. მაგალითად კომისიამ მიუღებელად მიიჩნია №53 სამარშრუტო ხაზის (რკინიგზ.ც. სადგური-კუკია) წარმომადგენელთა პრეტენზია №152 სამარშრუტო ხაზთან (საბურთალო-კუკია) რადგან №152 სამარშრუტო ხაზის მარშრუტის შეცვლის შემთხვევაში, მოსახლეობა იძულებული იქნება 2-3 ტრანსპორტი გამოიცვალოს. ასევე არ გაიზიარა №113 სამარშრუტო ხაზის ხელმძღვანელთა პრეტენზია №213 სამარშრუტო ხაზის ხელმძღვანელებთან. მათი ურთიერთშეხვედრების პერიოდში კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პრეტენზია არაარგუმენტირებულია და პირადული ინტერესებიდან გამომდინარეობს; თუმცა მათი არაერთგზის შეხვედრის შედეგად მიღწეულ იქნა ურთიერთშეთანხმება. კომისიის აზრით ასევე პირადული ინტერესებიდანაა გამომდინარე და მიუღებელია №160-ე სამარშრუტო ხაზის ხელმძღვანელის პრეტენზიები №161-ე ხაზთან დაკავშირებით - მოძრაობის პერიოდში არ მოხდეს მათი გზების თუნდაც ნაწილობრივი თანხვედრა.
რაც შეეხება №203 სამარშრუტო ხაზს, კომისიამ არ გაიზიარა სავსებით უსაფუძვლო პრეტენზიები, არ მოხდეს №203 მარშრუტის თანხვედრა (თუნდაც ნაწილობრივი) სხვა ხაზებთან. თუმცა, აქ შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას ბოლო გაჩერების გადატანის საკითხი.
ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა ითხოვდა ახალი სამარშრუტო ხაზების გახსნას. აღნიშნული ხაზების მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის საკითხი კომისიამ განსახილველად გადასცა საქალაქო ტრანსპორტის ორგანიზაციისა და მართვის სამსახურს, რის შემდეგაც იგი გადაეცა მთავრობას შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთი იყო მაგალითად, ავჭალის დასახლების მაცხოვრებელთა მოთხოვნა, ავჭალის დასახლებიდან თავისუფლების მოედნამდე ახალი სამარშრუტო ხაზის გახსნის შესახებ, მაგრამ ვინაიდან №47 სამარშრუტო სქემას გააჩნია გარკვეული ზედდება სხვა სამარშრუტო სქემებთან, აუცილებელია მცირეოდენი ცვლილება სამარშრუტო სქემაში და მნიშვნელოვანი შემცირება მოძრავი შემადგენლობისა კერძოდ - საკრებულოზე დამტკიცებული 30 ერთეულის ნაცვლად იგი განისაზღვროს 7 ძირითადი და 3 სარეზერვო ერთეული.
საკრებულოს დროებით სატრანსპორტო კომისია წინააღმდეგობას წააწყდა სამარშრუტო ხაზების წარმომადგენლების მხრიდან, რომელთა პრეტენზიები გამომდინარეობენ მხოლოდ პირადი ინტერესებიდან. სამწუხაროდ, კომისიის ანგარიშებში არ არის მოხსენიებული არცერთი კონკრეტული პიროვნება (ეს სიმპტომატურია სხვა შემთხვევებისათვისაც - ცნობილია „დამნაშავე“, მაგრამ მისი დასახელებისაგან ყველა თავს იკავებს). არადა, სავარაუდოა რომ უმრავლესი სამარშრუტო ხაზების უკან უმაღლესი ჩინოვნიკები და სახელისუფლო წრეებთან დაახლოებული პიროვნებები დგანან. ამ პიროვნებათა დასახელება ბევრ პრობლემას საკუთარ ადგილს მიუჩენდა და არც თუ ისე გულუბრყვილო და წარმოსახვით სფეროებად მოგვეჩვენებოდა მერიისა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც ეს ზემო მსჯელობებში გვქონდა მითითებული.
მესამე, მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებებში არ არის გათვალისწინებული ცენტრალური მაგისტრალების განტვირთვისაკენ მიმართული ღონისძიებები. 90-იანი წლების დასაწყისამდე თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული სამგზავრო ტრანსპორტის გაჩერებები განსხავავებული იყო სხვადასხვა ტრანსპორტის ტიპების მიხედვით. ქალაქში მოძრაობდა ექსპრესი, ნახევრადექსპრესი და ჩვეულებრივი ტიპის ავტობუსები, რომლებიც ფიქსირებულ გაჩერებებს შორის განსხვავებულ იტერვალებს იცავდნენ. ამჟამად, როგორც აღნიშნული გვქონდა, ავტობუსების ამორტიზებულ პარკს ჩაენაცვლა მიკროავტობუსთა მრავალრიცხოვანი არმია, რომელთათვისაც ფაქტიურად არ არსებობს აკრძალული ადგილი გაჩერებისთვის (რასაც თან ახლავს მოძრაობის შენელება და საცობების წარმოქმნა). მაგისტრალების განტვირთვისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია უწინდელი წესის აღდგენა და მორგება დღევანდელი სიტუაციისათვის. კერძოდ, სამარშრუტო ტაქსებს უნდა აეკრძალოთ გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილების გარდა გაჩერება ისეთ საკვანძო ქუჩებზე, როგორიცაა რუსთაველის, აღმაშენებლის, კოსტავას გამზირი. ამასთან გაჩერების ადგილები დიფერენცირებული უნდა იყოს ცალკე ტროლეიბუსებისათვის, ცალკე ავტობუსებისათვის და ცალკე სამარშრუტო ტაქსებისათვის. პიკის საათებში უნდა დაწესდეს მოძრაობის შეზღუდვა ტრანსპორტით გადატვირთულ ადგილებში. ასეთი პრაქტიკა ადრეც არსებობდა თბილისში, როდესაც გმირთა მოედნიდან ფილარმონიისაკენ მოძრაობა პიკის საათებში ნებადართული იყო მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის. მკაცრად უნდა განისაზღვროს ავტოსადგომების მოწყობის საკითხიც. იქ სადაც ხელი ეშლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, მანქანების სადგომები უნდა აიკრძალოს და გადატანილ იქნას შედარებით განტვირთულ ადგილას.
![]() |
4.3 ხარვეზების გამოსწორება |
▲ზევით დაბრუნება |
ამრიგად, თბილისის სამარშრუტო სქემაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად აუცილებელია:
ზემოთნახსენები „1990-2000 წლების საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის განვითარების კომლექსური სქემის“ მიხედვით სტრატეგიულ მიმართულებად კვლავ მიჩნეულ უნდა იქნეს მასობრივი გადაზიდვების ტრანსპორტის (მეტროპოლიტენი, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი) უპირატესი განვითარება. მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტის რეაბილიტაციისა და განვითარების კონცეფციის (ხანგრძლივვადიანი პროგრამა) შემუშავება სამეცნიერო ორგანიზაციების, გამოცდილ პრაქტიკოს ინჟინერთა და ქალაქის სატრანსპორტო სამსახურების ერთობლივი მონაწილეობით;
გამოცხადდეს ქ. თბილისის საგზაო ქსელისა და მასზე განთავსებული მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელის სრულყოფის კონკურსი და მისი შედეგების საფუძველზე შემუშავდეს ცენტრალური მაგისტრალების განტვირთვის კონკრეტული ღონისძიებები (მოკლევადიანი პროგრამა);
მგზავრობის უსაფრთხოების მიზნით და მოსალოდნელი სტრესული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად სამარშრუტო ხაზების კიდურა გაჩერებებზე მძღოლებისათვის დასვენების პირობების უზრუნველყოფა;
ქ. თბილისში რეგულარულ მარშრუტებზე გადამზიდავების შერჩევა მოხდეს საკონკურსო პირობებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
მარშრუტის სიგრძეების მიხედვით და საშუალო მგზავრთბრუნვის გათვალისწინებით გადაისინჯოს მოქმედი ტარიფები, დამყარდეს მკაცრი წესრიგი მგზავრობის ტარიფის საკითხში;
აიკრძალოს ახალი მარშრუტების გახსნა და მოქმედ მარშრუტებში ცვლილებების შეტანა;
სამართალდამცავმა ორგანოებმა და კორუფციასთან ბრძოლის სხვა სამსახურებმა გამოავლინოს იურიდიული პირების მიერ სამგზავრო-სატრანსპორტო ნებართვების უკანონოდ გაცემის ფაქტები და შედეგები გადაეცეს სასამართლოს.
![]() |
4.4 მიწისქვეშა ტრანსპორტი - მეტროპოლიტენი |
▲ზევით დაბრუნება |
სამგზავრო გადაზიდვების საქმეში მნიშვნელოვანი ადგილია უკავია თბილისის მეტროპოლიტენს, როგროც ყველაზე ხალხმრავალ და იაფ სატრანსპორტო საშუალებას. „შპს მეტროპოლიტენი“ სახელმწიფო საწარმოა. მოქმედებს 21 სადგური 26 შესასვლელით, საექსპლოატაციო სიგრძე შეადგენს 25.2 კმ-ს, მაღალი ძაბვის კაბელების სიგრძე 4768 - კმ-ს, დღე-ღამეში მოიხმარს 180-200 ათას კვტ/სთ. ელექტროენერგიას, მოძრავ შემადგენლობას ემსახურება ორი დეპო 214 ვაგონისაგან შემდგარი სავაგონე პარკით, ფუნქციონირებს 59 ექსკალატორი, 58 ძირითადი და 142 სავენტილაციო სისტემა, 42 ადგილობრივი სადრენაჟო და 9 ძირითადი წყალსაქაჩი, 23 ელექტროქვესადგური, ძირითადი საშუალებების ღირებულებაა 366 მილიონი ლარი. დასაქმებულია 3850 კაცი, მათი საშუალო თვიური ხელფასი შეადგენს 149.3 ლარს.
ეტაპობრივად მიმდინარეობს განახლების სამუშაოები. რამდენიმე ხნის წინ სადგურებში დასრულდა მგზავრთა გასასვლელი ახალი კონსტრუქციის ავტომატები დამონტაჟება, 1996 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ვაგონების სარემონტო ბაზა, სადაც 1997-1998 წლებში შეღავათიან ფასებში კაპიტალურად შეკეთდა 21 ვაგონი და 70 წევის ელექტროძრავი. 1999 წელს ექსკალატორების კაპიტალური შეკეთების მოცულობის გაზრდისა და ხარისხის ამაღლების მიზნით პეტერბურგის სპეციალიზებულ სამონტაჟო სამმართველოსთან ერთად მეტროპოლიტენის სახელოსნოების ბაზაზე შეიქმნა ერთობლივი ტექნიკური ცენტრი, დაინერგა წევის ქვესადგურებიდან ინფორმაციის მიღების კომპიუტერული სისტემა, საბურთალოს ხაზის ელექტრომატარებლებზე დამონტაჟდა მრიცხველები, რითაც ყოველთვიურად იზოგება 40-50 ათასი კვტ.საათი ენერგია.
მეტროპოლიტენის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილმა სახსრებმა (3 მლნ. აშშ დოლარი) - რომლითაც შეძენილ იქნა სატუმბო სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობების სათადარიგო ნაწილები, რელსები და შპალები, ტრანსფორმატორები, მაღალი ძაბვის კაბელები, აკუმულატორები, ნათურები, ჟეტონების დასათვლელი 40 მანქანა.
მიუხედავად წარმატებისა, შპს „მეტროპოლიტენის“ მიერ მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად ჩატარებული მუშაობა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, ამ მიმართულებით საქმიანობას არ აქვს გეგმაზომიერი ხასიათი. ორგანიზაციას არ აქვს შემუშავებული მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების უზრუნველყოფის გრძელვადიანი პროგრამა. მატარებლების მოძრაობაში ჯერ კიდევ ადგილი აქვს შეფერხებებს. ასე მაგალითად: შპს „მეტროპოლიტენში“ გაურესებულია და დარღვეულია მატარებლების მოძრაობის გრაფიკები, ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო მატარებლების მოძრაობა ჩერდება მრავალჯერ ხანგრძლივი დროით (გასულ წელს 10-ჯერ 11 საათის ხანგრძლივობით), ძაბვის ვარდნის გამო ასევე ჩერდება ექსკალატორების მოძრაობა (გასულ წელს 4566-ჯერ 545 საათის ხანგრძლივობით). გვირაბებში მატარებლების გაჩერება მგზავრებისათვის ქმნის არაკომფორტულ გარემოს, მოძრაობის გრაფიკის აღდგენამდე კი მკვეთრად უარესდება მათი მომსახურება მეტროპოლიტენის სადგურებში, იზრდება ლოდინის დრო, ხდება ვაგონების გადატვირთვა; არ წარმოებს ვაგონებში მყოფი და სადგურებში მატარებლის მომლოდინე მგზავრთა ინფორმირება მოძრაობის აღდგენისათვის საჭირო დროის შესახებ, რაც იწვევს მათ სამართლიან უკმაყოფილებას. ამას ემატება ისიც, რომ ტექნიკური გაუმართაობის გამო ადგილი აქვს ხაზიდან მატარებლის მოხსნის ცალკეულ შემთხვევებს.
მეტროპოლიტენის „ვაგზალი-2“, „ვარკეთილი“, „ახმეტელის თეატრი“, „დელისი“ და სხვა სადგურებში ძირითადი ხაზიდან საბურთალოს ხაზზე გადასასვლელ გვირაბში განთავსებული სავაჭრო წერტილების ფუნქციონირება აფერხებს მგზავრთა თავისუფალ გადაადგილებას, განსაკუთრებით „პიკის“ საათებში. სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა.
არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია სავაგონე პარკი, რომელიც 10 წელზე მეტია არ განახლებულა. სავალალოა შენობა-ნაგებობებისა და მოწყობილობა-დანადგარების ტექნიკური მდგომარეობა, შესაცვლელია 9 კმ სიგრძის ამორტიზებული ლიანდაგი, 35 კმ სიგრძის მაღალი ძაბვის კაბელი, კაპიტალურად შესაკეთებელია 27 ვაგონი და 12 ექსკალატორი, მოსაწყობია ენერგოტელემართვის სისტემა. ამ საკითხების მოგვარება დაკავშირებულია მნიშვნელოვან დაფინანსებასთან, რომლის გამოყოფის საშუალება ამჟამად ქალაქის მთავრობის არ გააჩნია. „მეტროპოლიტენის“ საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა კი ძალზე მძიმეა. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის მუშაობა ხასიათდება ნაკლოვანებებით. ამას ემატება ის ფაქტი, რომ „მეტროპოლიტენი“ წლების განმავლობაში ვერ ღებულობდა ქალაქის ბიუჯეტიდან საჭირო სუბსიდიას. უფრო მეტიც, შეღავათიან კოდირებულ ბარათებზე თანხის აუნაზღაურებლობის გამო სხვადასხვა უწყებების მხრიდან ორგანიზაციამ ყოველ წელს დაახლოებით 4.5 მილიონი ლარით ზარალობს.
წლების განმავლობაში ადგილი აქვს მგზავრთნაკადების და შესაბამისად შემოსავლების მნიშვნელოვან შემცირებას. 1996 წელს მეტროპოლიტენით გადაყვანილ მგზავრთა მოცულობა შეადგენდა 155,2 მილიონს, 1999 წელს - 96,2 მილიონ მგზავრს ანუ მგზავრთნაკადი და შესაბამისად შემოსავალი შემცირდა თითქმის 40%25-თ. შექმნიალი საშიში საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამისი მიზეზია მიწისზედა ტრანსპორტის მცირე ტევადობის სატრანსპორტო საშუალებათა სამარშრუტო ქსელის უსისტემო განვითარება. სამარშრუტო ხაზებია განლაგებულია მეტროპოლიტენის ხაზების პარალელურად და კონკურენციის შედეგად ჩამოყალიბებული ტარიფები დიდ გავლენას ახდენს მგზავრთნაკადების გადანაწილებაზე. მეტროპოლიტენი განიცდის დიდ ზარალს, ვინაიდან ჯამური სატრანსპორტო ხარჯები მეტროპოლიტენის გამოყენებით უფრო მეტია, ვიდრე მიკროავტობუსების მარშრუტით. ეს საკითხი აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს მოგვარებას, თორემ მეტროპოლიტენი, რომელიც თბილისის სიამაყეს და ერთ-ერთ ყველაზე მოხერხებულ, კომფორტულ და, რაც მთავარია, სოციალურ ტრანსპორტს წარმოადგენს, არარენტაბელობის შედეგად შეიძლება სამუდამოდ გაჩერდეს.
დღემდე მოუგვარებელია სტანდარტული ელექტროენერგიით მეტროპოლიტენის შეუფერხებელი მომარაგება. „AES-თელასის“ ხელმძღვანელობას არავითარი მატერიალური და ფინანსური პასუხისმგებლობა არ ეკისრება ელექტრომომარაგების შეფერხებისთვის. ამ საქმეში დაბალია ქალაქის ენერგომარეგულირებელი სამსახურის როლიც (ხელმძღვანელი - თ. ჭინჭარაული).
მგზავრთა მომსახურების საქმეში შპს „მეტროპოლიტენის“ მუშაობაში არსებული ნაკლოვანებები მნიშვნელოვან წილად განპირობებულია იმით, რომ ქალაქში დღემდე არ არის შემუშავებული ტრანსპორტის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა და არ არის განსაზღვრული სტრატეგიული მიმართულებები. გაუმჯობესებას საჭიროებს ხელმძღვანელობა და კონტროლი ქალაქის მთავრობის მხრიდან.
მეტროლპოლიტენში შექმნილი მძიმე ფინანსურ-ეკონომიკური და ტექნიკური ვითარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია:
შემუშავებულ იქნას მიწისზედა ტრანსპორტის ისეთი სამარშრუტო სქემა, რომელშიც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული „მეტროპოლიტენის“, მასობრივი გადაზიდვების ტრანსპორტისა (ავტობუსები, ტროლეიბუსები) და მგზავრთა სოციალური ინტერესები. ამავე ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროა შემუშავდეს შიდასაქალაქო გადაზიდვებისათვის სატარიფო პოლიტიკის სისტემა;
დასრულდეს მეტროპოლიტენის ენრგოტელემართვისა და კომპიუტერიზაციის სისტემით აღჭურვა;
მგზავრთა დროული ინფორმირების საკითხის გადაჭრა მეტროპოლიტენით სარგებლობისას მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში;
მეტროპოლიტენის სადგურების მისასვლელებთან და მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო ვაჭრობის აკრძალვა და სისტემატური კონტროლის განხორციელება;
აუცილებელია მუშაობა გააქტიუროს ქალაქის ენერგომარეგულირებელმა სამსახურმა. იგი ფლობს „AES-თელასის“ აქციების 25%25-ს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს შპს „მეტროპოლიტენის“ ელექტრომომარაგება სტანდარტული პარამეტრების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვის ქვეშ უნდა დადგეს ამ სამსახურის მომავალი მუშაობა.
იმის გათვალისწინებით, რომ მეტროპოლიტენი ყოველდღიურად უზრუნველყოფს დაახლოებით 300 ათასი თბილისელის გადაყვანას დაბალი ტარიფით, მისი ნორმალური ფუნქციონირების მზარდაჭერა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ სოციალურ მიმართულებად უნდა იქცეს.
აუცილებლად უნდა იქნას სათანადო სახსრები მეტროპოლიტენის შეღავათიანი კატეგორიის მგზავრთათვის ბილეთების სრული ფასით გაცემის უზრუნველსაყოფად.
![]() |
5 ქ. თბილისის წყალსადენ-კანალიზაციის მეურნეობის მდგომარეობა (საწარმო „თბილწყალკანალის” პრობლემები და პერსპექტივები) |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 შექმნილი მდგომარეობა |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. თბილისის წყლით მომარაგებას ემსახურება მუნიციპალური საწარმო „თბილწყალკანალი”. საწარმო იმყოფება ქ. თბილისის მერიის გამგებლობაში და მიზნად ისახავს ქ. თბილისის, მისი მიმდებარე კურორტების (წყნეთი, კოჯორი, კიკეთი, ოქროყანა, ტაბახმელა, წავკისი, წოდორეთი), მცხეთის, დუშეთის, გარდაბნისა და წყალსადენის გეზნიშნების ახლო მდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის, წარმოება-დაწესებულებების და ორგანიზაციების მომარაგებას, როგორც სასმელი, ისე სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, ხანძარსაწინააღმდეგო, ცალკეულ შემთხვევაში კი წარმოება-დაწესებულებების და ორგანიზაციების გაფართოება-რეკონსტრუქციისათვის საჭირო წყლით.
საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით ქ. თბილისის წყალმომარაგება ყველაზე უფრო სრულყოფილი, რთული და მრავალფეროვანია. დედაქალაქის წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის დაბადების თარიღად ითვლება 1862 წელი, როდესაც ექსპლოატაციაში შევიდა ე.წ. ყორღანოვის წყალსადენი მდ. მტკვრის ბაზაზე. მას შემდეგ, სისტემა ქალაქის ზრდის ტემპის შესაბამისად ვითარდებოდა და ამჟამად საკამოდ რთულ საინჟინრო ნაგებობათა კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც დღევანდელი მონაცემებით 114 მლნ. ლარადაა შეფასებული. წყალმომარაგების წყაროდ გამოყენებულია როგორც მიწისქვეშა (არაგვის ხეობიდან), ასევე ზედაპირული წყლები (ჟინვალის და თბილისის წყალსაცავი, რომელიც მდ. ივრისა და არაგვის წყლებით იკვებება).
წყალსადენის სათავე ნაგებობების სიმძლავრე შეადგენს 21.0 კუბურ მეტრს წამში. მათ შორის არაგვის ხეობის წყალსადენების 11, ღრმაღელისა და სამგორის საფილტრო სადგურების 5-5 კუბურ მეტრს. დედაქალაქის მოსახლეობის 85%25-ს წყალი შეუფერხებლად მიეწოდება, 15%25-ს კი დილა-საღამოს.
ქ. თბილისის მკვეთრად ცვალებადი რელიეფის გამო წყლის მიწოდება წარმოებს 400მ ნიშნულიდან 1400მ-მდე. წყლის მიწოდებისა და ჰიდრავლიკური რეჟიმების რეგულირებისათვის არსებობს კვების ხუთი ზონა, რომელსაც ემსახურება 32 სატუმბო სადგური, 41 სამარაგო რეზერვუარი საერთო მოცულობით 305000 კუბ. მეტრი.
წყალსადენის ქსელის სიგრძე 3500 კმ-ია და შედგება 13მმ-1400მმ დიამეტრის მქონე მილებისაგან. განშტოებები და ეზოს ქსელები უმეტესად მოწყობილია ფოლადის მილებით, ხოლო წყალსადენები და მაგისტრალური ქსელბი 35%25 თუჯის, 65%25 ფოლადის მილებისაგან. საკანალიზაციო კოლექტორების სიგრძე შეადგენს 2300 კმ-ს.
სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში შექმნილმა ეკონომიურ-ფინანსურმა კრიზისმა, აგრეთვე კომუნისტური ხანიდან გადმოსულმა მართვის სტილმა, უარყოფითად იმოქმედა ქ. თბილისის წყლით უზრუნველყოფის საკითხზეც. საწარმო „თბილწყალკანალი“ კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. მართვის სტილიდან გამოდინარე პრობლემებიც სწორედ აქედან წარმოიშობა. საწარმო, რომელმაც თავისი საქმიანობით ბიუჯეტის შევსება უნდა უზრუნველყოს, ყოველ ფინანსურ წელს ზარალით ამთავრებს და ბიუჯეტის დახმარებებზე ზის. „თბილწყალკანალის“ ხელმძღვანელობა ვერ ახორციელებს თანხების ეფექტურ მობილიზებას და შედეგად მათ მიზნობრივ ხარჯვას.
აქედან გამომდინარე, „თბილწყალკანალის” ამჟამინდელი მუშაობა ვერც წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხის თანამედროვე მოთხოვნების დონეზე მოგვარებას უზრუნველყოფს - საფრთხის ქვეშ დგას შენობა-ნაგებობები, დაზიანებულია გზები, დაქვეითებულია წყალმომარაგების ეფექტურობა, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან ეკონომიურ ზიანს აყენებს „თბილწყალკანალს”. სამწუხაროდ დღემდე გადაუწვეტელია მდ. არაგვის ხეობაში სანიტარული დაცვის პირველ ზოლში გამავალი ჟინვალ-თბილისის საკანალიზაციო კოლექტორის ამოქმედების საკითხი. ქ. თბილისში დღემდე არ არის გადაწყვეტილი უწყვეტი (უგრაფიკო) წყალმომარაგება. დედაქალაქის მოსახლეობის 15%25-ს გრაფიკით მიეწოდება წყალი. შეფერხებებია მაღლივი საცხოვრებელი სახლების წყალმომარაგებაში. ადგილი აქვს წყალსადენის ქსელების დაზიანების ზრდას, რომელთა აღდგენა რიგ შემთხვევებში ხდება დაგვიანებით. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია მცირე დიამეტრის მქონე წყალსადენის ქსელები, რის გამოც მნიშვნელოვნად მოიმატა სასმელი წყლის დანაკარგებმა. ეს მაჩვენებელი დღეისათვის 45%25-ს აღემატება. 1 სულზე სასმელი წყლის დღე-ღამურმა ხარჯმა 1000 ლიტრს მიაღწია. დღემდე არ არის უზრუნველყოფილი მოსახლეობისათვის მიწოდებული და მოხმარებული წყლის სრული აღრიცხვა, არ არის გადაწყვეტილი საცხოვრებელი ბინების წყლის მრიცხველებით აღჭურვის საკითხი. მოსაგვარებელია სასმელი წყლის მომხმარებელი მოსახლეობისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების აღრიცხვის საქმე. დასახვეწია ქ. თბილისის წყალსადენებისა და კანალიზაციის სისტემებით სარგებლობის წესი, რითაც უნდა დარეგულირდეს „თბილწყალკანალის” მომხმარებელთან ურთიერთობა.
ამას ემატება ისიც, რომ მაგისტრალური წყალსადენების სანიტარული ზოლის ხარჯზე კვლავ გრძელდება სასაფლაოების საზღვრების გაფართოება, ეწყობა უნებართვო ნაგავსაყრელები. ადგილი აქვს სანიტარულ ზოლში მიწის ნაკვეთების პრივატიზების ცალკეულ ფაქტებს.
დღემდე ქალაქში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების შესაბამისად ვერ ხორციელდება მოსახლეობის წყალმომარაგების მოწესრიგება. საბინაო და თბომეურნეობის სამსახურების გაუქმების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის გაჭიანურების შედეგად მომსახურების გარეშეა მიტოვებული საცხოვრებელი სახლების შიგა საინჟინრო ქსელები და გათბობა-ცხელწყალმომარაგების გარე კომუნიკაციები, რამაც გარკვეულად ასევე გაზარდა წყლის დანაკარგები.
ბოლო წლებში საბიუჯეტო სახსრების სიმცირისა და გადასახადების არსრული ამოღების გამო თითქმის ვერ ხორციელდება წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების განახლება, ცალკეული საფილტრო სადგურების და რეზერვუარების რეაბილიტაცია. მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია ჟინვალის ჰიდროტექნიკური კომპლექსის გამყვანი გვირაბის 2.5-კილომეტრიანი მონაკვეთი. წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების 30-35%25 ხანდაზმულობის და სხვადასხვა ფაქტორების გამო ამორტიზებულია და გადაუდებელ შეცვლას მოითხოვს. ელ.მომარაგების არასტაბილურობის გამო დიდი შეფერხებებით მუშაობენ წყალსადენის სატუმბი სადგურები და წნევის გამაძლიერებელი ადგილობრივი დანადგარები.
სათანადო დონეზე არ დგას ეკონომიკური სამსახურის მუშაობა. მოუწესრიგებელია წყლის საფასურის ამოღების საქმე, ამ მხრივ სერვისცენტრების მიერ გაწეული მუშაობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. 1999 წელს წყლის საფასურის ამოღებამ მოსახლეობიდან ქ. თბილისში მხოლოდ 40%25-ს მიაღწია. წლითი-წლობით იზრდება დებიტორული დავალიანება. 1999 წლის მონაცემებით, არსებული ტარიფებით მოწოდებული წყლის რეალიზაციიდან შემოსავალი შეადგენს 15.7 მილიონ ლარს, ხოლო 2000 წლის მიხედვით - 23,6 მლნ. ლარს, რაც ამორტიზაციისა და მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ხარჯებსაც ვერ ფარავს. მიუხედავად ქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვანი მოცულობის სუბსიდიის გამოყოფისა, დარგი მაინც მწვავე ფინანსურ კრიზისს განიცდის. მაგალითად, 1999 წელი საწარმომ 6.7 მილიონი ლარის ზარალით დაამთავრა, ხოლო 2000 წელი - 4,121 ლარით.
![]() |
5.2 უარყოფითი მიზეზები |
▲ზევით დაბრუნება |
„თბილწყალკანალის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქ. თბილისის მიერ გამოყენებული წყლის რაოდენობამ 2000 წლის მონაცემებით შეადგინა 293,430 მლნ.მ3, რაც ფულადი სახით 30,135 მლნ. ლარია, რეალურად შემოვიდა 23,670 მლნ. ლარი. ამას დაემატა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია მოსახლეობიდან ტარიფის დაბალი ამოღების გამო 5,415 მლნ. ლარის ოდენობით, საკომპენსაციო თანხა 320 ათასის ოდენობით და „ჟინერიდან“ შემოსული საიჯარო თანხა 1,830 მლნ. ლარის ოდენობით - სულ 31,235 მლნ. ლარი. დღგ-ს გამოკლების შემდეგ რეალურად საწარმოში დარჩა 26,028 მლნ. ლარი. მთლიანად ხარჯებმა შედგინა 30,149 მლნ. ლარი. აქედან 11,760 მლნ. ლარი დაიხარჯა ელექტროენერგიაზე. დანარჩენი 18,389 მლნ. ლარი ნაწილდება საამორტიზაციო ანარიცხებზე, მასალებზე და სათადარიგო ნაწილებზე (საწვავი, ქლორი, კოაგულიანტი), შრომის ანაზღაურების ფონდზე და სხვა, ანუ 2000 წელი („თბილწყალკანალის“ ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილი ე.წ. მოსალოდნელი ხარჯებისა და შემოსავლების მიხედვით. იხ. დანართი №1 და №2) საწარმომ 4.121 მლნ. ლარის ზარალით დაასრულა. იგივე ვითარებაა მოსალოდნელი წელსაც.
შექმნილ არასახარბიელო მდგომარეობას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. დავახასიათოთ თითოეული მათგანი:
დებიტორული და კრედიტორული დავალიანება. „თბილწყალკანალს“ 2001 წლის მაისის მონაცემებით გააჩნია 13 მლნ. ლარის დავალიანება:
AES თელასი - 4,5 მლნ. ლარი
ენერგობაზარი - 3,0 მლნ. ლარი
ელექტროგადაცემა - 4,5 მლნ.ლარი
სს „ჟინერი” - 1 მლნ. ლარი
თავის მხრივ, „თბილწყალკანალის“ დიდი ვალი აქვს მოსახლეობას, საბიუჯეტო და სამრეწველო ორგანიზაციებს. 2001 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით დებიტორული დავალიანება 40 მლნ. ლარამდე გაიზარდა. აქედან 25 მლნ. ლარი - მოსახლეობა, 1,5 მლნ. ლარი - გაუქმებული საწარმოები და 13,5 მლნ. ლარი - საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაცია-საწარმოები (იხ. დანართი №4.1-4.12).
მნიშვნელოვანი დავალიანებები ერიცხებათ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს - 551 ათასი ლარი, აგრარულ უნივერსიტეტს - 115 ათასი ლარი, ზოოვეტერინალურ ინსტიტუტს - 135 ათასი ლარი, თავდაცვის სამინისტროს ობიექტებს - 2 მლნ. ლარი, იუსტიციის სამინისტროს ობიექტებს - 280 ათასი ლარი, პარლამენტის შენობას 66 ათასი ლარი, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციას - 500 ათასი ლარი და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დავალიანება ერიცხება 697 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას კუთვნილი ფართის დიდი ნაწილი იჯარის წესით აქვს გაცემული და მნიშვნელოვან შემოსავალს ღებულობს. მოიჯარე ორგანიზაციების საიჯარო თანხაში, რომელსაც ისინი უხდიან სტუ-ს, შედის როგორც მოხმარებული წყლის, ასევე ელექტროენრგიის და სხვა მომსახურებათა ღირებულება, თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უპასუხისმგებლოდ ეკიდება დავალიანებათა გადახდას. სავარაუდოა, რომ იჯარიდან ამოღებული თანხები არამიზნობრივად იხარჯება.
მსხვილ სამეურნეო წყალმომხმარებელი ობიექტებიდან მნიშვნელოვანი დავალიანება დაუგროვდათ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დაწესებულებებს - 1,5 მლნ. ლარი, საქართველოში განთავსებული რუსეთის ჯარის ნაწილებს - 2,2 მლნ. ლარი, საქართველოს რკინიგზას - 410 ათასი ლარი, თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოს - 300 ათასი ლარი, „დინამოს” საკალათბურთო და საფეხბურთო ბაზებს - 200 ათასი ლარი, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონს - 200 ათასი ლარი. ისევე როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში, აქაც, სტადიონის დირექციას გაქირავებული აქვს კუთვნილი ფართი - ყველასთვის ცნობილია, რომ სტადიონის ტერიტორიაზე მოწყობილია ბაზრობა და ამოღებული მნიშვნელოვანი შემოსავლებით ადვილი შესაძლებელი იქნებოდა 200 ათასიანი დავალიანების დაფარვა. თუმცა აქაც უპასუხისმგებლობასთან და თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან გვაქვს საქმე.
შექმნილი მდგოამრეობის უმთავრესი მიზეზია მოხმარებული წყლის ტარიფის ძალზე დაბალი მაჩვენებელი. საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან დავალიანებების არსებობა, ძირითადად განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრაქტიკულად არ გამოყოფს ამ ობიექტების წყალმომარაგებისათვის საჭირო ხარჯებს.
მოსახლეობიდან წყლის დავალიანების ამოღების დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია მომსახურების „სერვისცენტრების” მოუქნელი მუშაობით. მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა „ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე კომუნალური მომსახურების (წყალი, საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა) მიმღები მოსახლეობის კატეგორიის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის 25 მაისის №07.08. 122 დადგენილების უკანონო ამოქმედებამ, ქ. თბილისის საკრებულოს გვერდის ავლით და კატეგორიების განსაზღვრის გარეშე. ყოველივე ამან მოსახლეობაში დაბნეულობა შეიტანა და შეამცირა გადამხდელთა რაოდენობა.
წყლის დანაკარგი და უყაირათო ხარჯვა. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს თბილისში წყლის ხარჯვის ძალზე მაღალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე და ორივე კატეგორიის - სასმელ-სამეურნეო და სამრეწველო წყლის არასწორი გამოყენება.
დიდი ქალაქებისთვის ერთ სულ მოსახლეზე წყლის ხარჯის ნორმა ატარებს ზედმიწევნით ინდივიდუალურ ხასიათს, რადგან დამოკიდებულია მრავალ ადგილობრივ ფაქტორზე, კერძოდ, კლიმატურ პირობებზე, ცხოვრებისეულ ტრადიციებზე, მრეწველობის განვითარების დონეზე და სხვ. დედაქალაქში წყლის ხარჯს ორი ძირითადი მომხმარებელი განსაზღვრავს - მოსახლეობა და საწარმო-ორგანიზაციები.
ა) წყლის დანაკარგი მოსახლეობაში. დღემდე ქ. თბილისის მოსახლეობის 15%25-ს წყალი გრაფიკით დილა-საღამოს მიეწოდება (იხ. დანართი №3). სასმელი წყლის ნაკლებობის ერთ-ერთ მიზეზად უნდა ჩაითვალოს მისი არაეფექტური, არარაციონალური გამოყენება, რაც განპირობებულია არასრულყოფილი მართვის სისტემით. თბილისის წყალსადენის მსგავსი რთული ორგანიზმის მართვა, რომელიც დამყარებულია მხოლოდ ინტუიციასა და ცალკეული სპეციალისტების გამოცდილებაზე, შეუძლებელია იყოს სრულყოფილი. ამ რაოდენობის წყლის მასის გადანაწილება მოსახლეობის პროპორციულად 45-ზე მეტ სატუმბ სადგურსა და 39-ზე მეტ სარეზერვუარო მეურნეობას შორის, მით უმეტეს ექსტრემალურ პირობებში, სცილდება ადამიანის შესაძლებლობებს, თუ მან არ გამოიყენება სათანადო მეთოდები და ტექნიკური საშუალებები.
1990 წლების დასაწყისში „თბილწყალკანალის“ სპეციალისტების გამოანგარიშებით წყლის ფაქტიური ხვედრითი მოხმარების სიდიდემ 1 მცხოვრებზე დღე-ღამეში 800 ლიტრი შეადგინა, რისი გათვალისწინებითაც დადგინდა ამჟამინდელი ტარიფი. 1998 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქ. თბილისში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის მიერ რეალურად დახარჯული სასმელი წყლის რაოდენობას, ამავე დროს ჟონვების დადგენას საცხოვრებელ სექტორში და დანაკარგების სიდიდის განსაზღვრას გარე და შიგა გამანწილებელ ქსელებში.
ექსპერიმენტის შედეგები ასე გამოიყურება:
- საერთო ხვედრითი ხარჯის სიდიდე საცხოვრებელ სექტორში 960 ლ/დღე-ღამეში 1 კაცზე.
- საერთო დანაკარგების სიდიდე 45%25 (მათ შორის მოსახლეობში 18,61%25, ქსელებში 17,7, სხვადასხვა 9%25-მდე).
ცნობისათვის, წყლის ხარჯი ერთ ადამიანზე რომში შეადგენს 650 ლიტრს, ხოლო ამსტერდამში - 240 ლიტრს. ექსპერიმენტის შედეგები ცხადყოფს, რომ დარგის რეაბილიტაციის მთავარი მიმართულებებია: არსებული რესურსების რაციონალური გამოყნება, წყლის ჟონვებთან და დანაკარგებთან ბრძოლის (შიდა და გარე) კომუნიკაციებში მრავალმხრივი პროგრამების დამუშავება და განხორციელება, მომხმარებლების წყლის მრიცხველებით აღჭურვა და სხვა.
გასათვალისწინებელია წყლის ჟონვების შედეგად გამოწვეული დანაკარგები 45%25-ის ოდენობით. ცნობილია, რომ ნორმების მიხედვით ეს დანაკარგები არ უნდა აღემატებოდეს 7-10%25-ს. ამ საკითხის მოგვარება გადაწყვეტს წყლის შეუზღუდავი მიწოდების პრობლემას თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელთაც წყალი შეზღუდვით მიეწოდებათ.
წყლის უყაირათო ხარჯვის თავიდან ასაცილებლად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს შენობების შიგა სანტექნიკური მოწყობილობების (ონკანების, შხაპების, ჩამრეცხი ავზების) კონსტრუქციას, დამზადების ხარისხს და მასალას. დასავლეთის რიგ ქვეყნებში გამოიყენება ისეთი ონკანები, რომლებიც აღჭურვილია წყლის ხარჯის შემზღუდველი მოწყობილობით, რაც 50%25-ით ამცირებს ამ ონკანიდან გამოდინებული წყლის რაოდენობას. მაგალითად, ასეთი ტიპის შხაპები, ნაცვლად 19 ლიტრისა წუთში ხარჯავენ 7 ლიტრს, ხოლო კომპრესიული ტიპის შხაპები-მხოლოდ 2 ლიტრს. აუცილებლად უნდა ჩატარდეს მრავალსართულიან სახლებში წყლის ხარჯვის აღრიცხვიანობის მოწესრიგების ღონისძიებები. ახლო მომავალში ეს შესაძლოა განუხორციელებელ პრობლემად ჩაითვალოს, თუმცა ამ მიმართულებით აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა.
ბ) წყლის დანაკარგი საწარმო-ორგანიზაციებში. მოსახლეობის შემდეგ წყლის ყველაზე დიდი მომხმარებელია მრეწველობა. მისი კუთრი წილი შეადგენს 25-28%25-ს ქალაქის საერთო ხარჯიდან. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი სამრეწველო საწარმოების უმეტესობას დღესაც გააჩნია წყლის მოხმარების ე. წ. გამდინარე სისტემა, მათ მიერ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შედარებით უფრო დაბალი ხარისხის იაფი წყალი, ტექნიკური მიზნებისთვის სასმელი წყალი მოიხმარება.
სასმელ-სამეურნეო წყლის ხარჯის დაზოგვის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს სამრეწველო საწარმოებში ტექნიკური მიზნებისათვის სასმელი წყლის გამოყენების შემცირება, რისთვისაც საჭიროა, რაც შეიძლება ფართოდ დაინერგოს საცირკულაციო და წყლის განმეორებითი გამოყენების სისტემები.
1965-1985 წლებში ასეთი სისტემები თბილისის საწარმოებში ფართოდ იყო დანერგილი. წარმოების სწრაფმა ტემპებმა, მათ მიერ დახარჯული წყლის აბსოლუტური რაოდენობა 76%25-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც წყალმომარაგების სისტემიდან დახარჯული წყლის კუთრი წილი მხოლოდ 8%25-ით იყო მომატებული.
ამჟამად მრეწველობა სტაგნაციის მდგომარეობაშია, მაგრამ ახლო მომავალში საწარმოების ამოქმედებამ შესაძლოა დიდი სირთულეების წინაშე დაგვაყენოს, მათი წყლით მომარაგების თვალსაზრისით. სამრეწველო სიმძლავრეების ამოქმედება უნდა განხორციელდეს წყლის დამზოგი ტექნოლოგიის გათვალისწინებით. ამასთანავე, სამრეწველო საწარმოების მიერ ტექნიკური მიზნებისთვის დახარჯული სასმელ-სამეურნეო წყლის რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. ამისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება ინტენსიურად მოხდეს საცირკულაციო და წყლის განმეორებით გამოყენების სისტემების შემდგომი განვითარება-დანერგვა. ამ მხრივ ქ. თბილისი ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზეა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ქვეყნების შესახებ.
ტარიფის არასწორი გაანგარიშება. მოსახლეობაში გადასახადი სულადობრივია 0,6 ლარი თვის განმავლობაში, საბიუჯეტო და სამრეწველო ობიექტებზე კი 1,02 ლარი 1მ3-ზე, რაც საკმაოდ გაუგებარია. „თბილწყალკანალი“ თავისი მდგომარეობით მონოპოლისტური საწარმოა და წყლის მოხმარების ამგვარი ტარიფის დაწესებით ანტიმონოპოლიურ კანონს არღვევს, როდესაც მომსახურების თანაბარ პირობებში სხვადასხვა მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა ფასს უწესებს.
„თბილწყალკანალის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (დანრთი №2), 1მ3 წყლის თვითღირებულება შეადგენს 10,27 თეთრს. თუ გავითვალისწინებთ წყლის დღე-ღამურ ხარჯს ერთ სულ მოსახლეზე, მივიღებთ რომ თითოეული მოსახლე, წყლის თვითღირებულების მიხედვით, ერთ დღე-ღამეში 9,85 თეთრის წყალს ხარჯავს (960ლX10,27თეთრი), რაც წელიწადში დაახლოებით 36 ლარია, რეალურად კი, მოსახლეს თვეში 60 თეთრის გადახდა აკისრია, რაც წელიწადში 7,2 ლარს შეადგენს.
მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, წყლის დღე-ღამური მოხმარების მაჩვენებელი - 960 ლიტრი ერთ სულ მოსახლეზე ეჭვის საფუძველს იძლევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, მარტო თბილისის მოსახლეობის ხარჯი მთლიანი წლის განმავლობაში 4,5552 მლრდ.მ3-ს შეადგენს, რაც 15,5-ჯერ მეტია №1 დანართში მოცემული 2000 წელს გამოყენებული წყლის რაოდენობაზე (მოსახლეობა+ორგანიზაციები 293,430 მლნ.მ3).
აქედან გამომდინარე, ადვილი გასაგებია თუ რატომ არის შექმნილი ხარვეზები მოხმარებული წყლის ტარიფის სრული ამოღების საქმეში. სტატისტიკური ინფორმაციის ამგვარი აღრევის პირობებში, საკვირველია რა პრინციპებისა და მოსაზრებების საფუძველზე ანგარიშდება წყლის ღირებულება.
სამწუხაროდ, ამ დაბნეული და მეტად ბუნდოვანი სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთადერთ ნაბიჯად „თბილწყალკანლი“ წყლის ტარიფის გაზრდას მიიჩნევს. მათი წინადადებით რეალური ტარიფი 1მ3 მოხმარებულ წყალზე 2,50 ლარს უნდა შეადგენდეს. აღნიშნული მოსაზრება მოტივირებულია მოხმარებული წყლის გადასახადის ამოღების დაბალი მაჩვენებლებით და იმით რომ მიღებული შემოსავალი ვერ ანაზღაურებს წყლის თვითღირებულებას. „თბილწყალკანალის“ აღნიშნული მოსაზრება თვალში ნაცრის შეყრაა. ხელმძღვანელობის მხრიდან არ ხდება საწარმოს სტატისტიკური ანალიზი და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინება.
მოსახლეობის გამრიცხველიანობის არარსებობის პირობებში დიდი მნიშვნელობა მიწოდებული და მოხმარებული წყლის ანალიზს ენიჭება. ამ მხრივ მსოფლიო ბანკის ექსპერიმენტის შედეგები და საწარმოს მონაცემები ეჭვის საფუძველს იძლევა, ამიტომ მათი გადასინჯვა აუცილებელია. რაც შეეხება „თბილწყალკანალის“ ეკონომიკურ პოტენციალს, აქ მეტად დამაიმედებელი დასკვნების გაკეთება შეიძლება თუნდაც მხოლოდ საწარმოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანების დადებითი ბალანისის გათვალისწინებით. არსებული ტარიფის სრული ამოღების, შესაბამისი კონტროლის, დაგეგმარებისა და მართვის პირობებში საწარმოს რეალური შემოსავლები შესაძლოა სულ მცირე 2-ჯერ გაიზარდოს.
საწარმო ხელმძღვანელების მოქმედებებში, როდესაც აქცენტი მხოლოდ დღევანდელი დღის მაჩვენებელზე კეთდება, საქმისადმი გულგრილი და არაკომპეტენტური მიდგომა შეინიშნება. ეფექტური ამოღების გარეშე წყლის საფასურის 2,5 ლარამდე გაზრდა ვერავითარ შედეგებს ვერ მოგვცემს. ვინც არ იხდიდა, ის კვლავინდებურად არ გადაიხდის, ხოლო ვინც იხდიდა - მისი გადახდისუნარიანობაც შემცირდება. საწარმოს ხელმძღვანელობა მარტივად უყურებს მის წინაშე მდგომი პრობლემების მოგვარებას, მას იმედი აქვს, რომ იმ შემცირებული გადამხდელების ხარჯზე, ვინც 2,5 ლარს გადაიხდის, აანაზღაურებს „თბილწყალკანალის“ მიმდინარე ხარჯებს.
ამის გათვალისწინებით წყლის ტარიფის გაზრდაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვინაიდან დღეისათვის მოქმედი წყლის გადასახადი ეფექტური ამოღების შემთხვევაში სრულიად დაფარავდა „თბილწყალკანალის“ ხარჯებს და მნიშვნელოვანი რეინვესტირების წინაპირობებსაც შექმნიდა.
ელექტროენერგიის საკითხი. წყლის მოხმარების ღირებულების გაანგარიშებაზე დიდ გავლენას ელექტროენერგიის ღირებულება ახდენს.
როგორც ზევით გვქონდა აღნიშნული, ქ. თბილისის წყალმომარაგების ძირითად წყაროს წარმოადგენს მდ. არაგვი, რომლის ჩამონადენის დარეგულირება ხდება ჟინვალის წყალსაცავით. ჟინვალის წყალსაცავზე მდებარეობს ჰიდროელექტროსადგური „ჟინვალჰესიც“.
მრავალი წლის ექსპლოატაციით დადასტურდა, რომ ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძისა და თბილისის წყალმომარაგების სისტემების სხვადასხვა უწყებების მიერ ოპერირების შემთხვევაში (მხედველობაში გვაქვს ჰესი და წყალმომარაგება) ზარალდება სასმელი წყალმომარაგების ინტერესები, რადგანაც „ჟინვალჰესის“ ოპერირებას აწარმოებს სხვა უწყება, რომელიც პრიორიტეტს ელ.ენერგიის გამომუშავებას ანიჭებს, რაც წყალმომარაგებაში არცთუ იშვიათად მნიშვნელოვან შეფერხებებს იწვევს.
ჟინვალის მთელ ამ კომპლექსს და, კერძოდ, „ჟინვალჰესს“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასმელი წყლის ტარიფის რეგულირების საკითხებში. 1 კუბ. მეტრი წყლის თვითღირებულებაში ელ.ენერგიის ხვედრითი წილი საკამაოდ მაღალია და 50-60%25-ს შეადგენს . ეს მაჩვენებელი იზრდება ელ.ენერგიის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით.
„თბილწყალკანალს“ წელიწადში ესაჭიროება დაახლოებით 270 მლნ. კვტ./სთ. ელ.ენერგია. ამ მხრივ, საწარმოს გამართული მუშაობა და წყლის მოხმარების ტარიფის შედარებითი სტაბილურობა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია სწორედ „ჟინვალჰესიდან” მოწოდებულ ელექტროენერგიაზე, რომლის წლიური მაქსიმალური გამომუშავება დაახლოებით 500 მლნ. კვტ./სთ-ია.
ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, 1999 წელს „ჟინვალჰესის“ კომპლექსური ჰიდროკვანძი საქენერგოგენერაციის ბალანსიდან ქ. თბილისის მერიას გადმოეცა, რამაც გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანა როგორც დედაქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მხრივ, ასევე გამოყენებული ელეექტროენერგიის ფასის შემცირების მხრივ.
კერძოდ, ამჟამად „თბილწყალკანალი“ ელექტროენერგიას „ჟინვალჰესიდან“ პირდაპირი ხელშეკრულებით იღებს, რაც საშუალებას იძლევა, ნაცვლად 9,8 თეთრისა 1 კვტ.სთ-ზე, ენერგია შესყიდულ იქნას 5,9 თეთრად. ამ გზით მიღებულმა ეკონომიამ წელიწადში 7,5 მლნ. ლარი შეადგინა. ეკონომიკური ეფექტი გაცილებით მეტი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჟინვალჰესის ოპერირებას უშუალოდ „თბილწყალკანალი“ განახორციელებს. ამ შემთხვევაში საკუთარი მოხმარების ელ.ენერგიას 270 კვტ.სთ-ს ის მიიღებს თვითღირებულებით, ხოლო მას ზევით გამომუშავებულ ელ.ენერგიას, ასევე შეღავათიან ფასებში მიიღებს საქალაქო მეურნეობის სხვა დარგები. ამ შემთხვევაში ეკონომიკური ეფექტი „თბილწყალკანალის“ ხარჯებში გაცილებით მეტი იქნება, რაც მოსახლეობაზე წყლის დაბალი ტარიფით მიყიდვის შესაძლებლობას მოგვცემს.
ამჟამად, „ჟინვალჰესს“ იჯარის წესით სააქციო საზოგადოება „ჟინერი” ფლობს, საიდანაც „თბილწყალკანალი” ყოველწლიურად ღებულობს საიჯარო ქირას 1,830 მლნ. ლარს ოდენობით. 2004 წელს სს „ჟინერთან“ იჯარას ვადა ეწურება და „ჟინვალჰესის” მართვა წესით „თბილწყალკანალმა“ უნდა განახორციელოს, თუმცა ძალზე საეჭვოა ეს საკითხი ასე გადაწყდეს, ვიანაიდან 1999 წლის 15 თებერვლის №111 განკარგულებით, „თბილწყალკანალს”, ჟინვალჰესის ძირითადი ფონდების გადაცემასთან ერთად უნდა გადაცემოდა მისი მართვის უფლებაც, მაგრამ ქონების მართვის სამსახურების „დაუდევრობის” შედეგად, ფირმა „ჟინერმა” მოახერხა 5 წლით გაეგრძელებინა საიჯარო ხელშეკრულება. შედეგად, არ იქნა გათვალისწინებული „თბილწყალკანალის” განვითარებაში მოსალოდნელი პრობლემები, რითაც გარკვეული ეკონომიური ზარალი მიადგა საწარმოს.
![]() |
5.3 საწარმოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ტენდერის საკითხი |
▲ზევით დაბრუნება |
ზემოთ ჩამოთვლილი ხელშემშლელი მიზეზები ძირითადად არასრულფასოვანი მართვითა და დაგეგმარებითაა გამოწვეული. აქ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა „თბილწყალკანალის“ ხელმძღვანელობის კისერზეა, მაგრამ დიდი წილი საწარმოში შექმნილი არსახარბიელო მდგომარეობის გამო სახელმწიფოში შექმნილ სისტემაზე მოდის. „თბილწყალკანალი“ თბილისის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული სახელმწიფო საწარმოა და მართვასა და დაგეგმარებაში არსებული შეცდომების მეტი წილი უშუალოდ ზემდგომ აღმასრულებელ ორგანოებს ეკისრება.
უშუალოდ საწარმოს პასუხიმგებლობას ეკუთვნის წყლის მოხმარების ტარიფის გამომუშავებაში დაშვებული შეცდომები, წყლის არსებული დანაკარგები, ტარიფის ამოუღებლობა და ა.შ. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მჟღავნდება ქონების მართვის საკითხებში, ფინანსთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის წყლის ხარჯის გაუთვალისწინებლობაში და სხვა.
საწარმოს სახელმწიფო კმაყოფაზე არსებობა ხელს უშლის საწარმოს ეკონომიკური პოტენციალის ამოქმდებას და კერძო მეწარმეებისათვის დახასიათებელი ინიციატივებისა და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომის გამოვლენას. „თბილწყალკანალი“, რომელიც თავისი პოტენციალით მომგებიანი საწარმოა და საკმაო თანხა უნდა შეჰქონდეს ბიუჯეტში, დღეისათვის ზარალს განიცდის და გაკოტრებისა და განადგურების პირასაა.
გამომდინარე აქედან, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ „თბილწყალკანალის“ მართვის სტილი მოძველებულია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში და კომუნისტური ხანის რუდიმენტს წარმოადგენს, როდესაც მართვის ცენტრალიზებული სტილი არ იძლეოდა ამა თუ იმ საწარმოს ეფექტური მუშაობის საშუალებას.
ამ სიტუაციიდან გამოსავალი „თბილწყალკანალის“ განსახელმწიფოებრიობაშია. საწარმოს უნდა ჩამოშორდეს სასათბურე პირობები ბიუჯეტის კმაყოფაზე არსებობის სახით და მის მართვაში უნდა მოვიდნენ ის პირები, რომლებიც შემოსავლების ეფექტური მობილიზაციისათვის უმთავრეს პირობად დაისახავენ არა გადასახადების უბრალო გადიდებას, არამედ მართვისა და დაგეგმარების თანამედროვე მეთოდების დანერგვას.
თუმცა საწარმოს განსახელმწიფოებრიობაში ჩვენ მის ქართველ მესაკუთრეზე მიყიდვას ან იჯარის წესით გადაცემას ვგულისხმობთ, რითაც მკვეთრად ვემიჯნებით დღეისათვის ხელისუფლებაში ჩამოყალიბებულ ტენდენციას, რომელიც ამა თუ იმ დარგში შექმნილი მძიმე ვითარების გამოსწორების ერთადერთ გზად საწარმოს უცხოელ ინვესტორზე გაყიდვას მიიჩნევს.
საწარმოს გაყიდვა უცხოელზე - ეს არის ყველაზე იოლი, რომლის იქითაც ვერ იხედება ვერც საქართველოს მთავრობა. ამ მხრივ, როგროც „თბილწყალკანალში“, ასევე სხვა სახელმწიფო საწარმოებში („თელასი“, „თბილგაზი“, „ელექტროკავშირი“) თვალნათლად შეიმჩნევა საერთო ნიშნები: ეროვნული მეწარმეობის პრესტიჟისა და ინტერესების თანამიმდევრული დაკნინების ფონზე, იქმნება არაჯანსაღი და საეჭვო აჟიოტაჟი, რომ მწყობრიდან გამოსული საწარმოების ამოქმედება საკუთარი ძალებით შეუძლებელია, რასაც თან ერთვის დარგებში არსებული მძიმე ვითარების კიდევ უფრო დამძიმება უარყოფითი პროცესების თვითდინებაზე მიშვების შედეგად, შემდეგ მოდის რომელიმე უცხოური ორგანიზაცია, რომელიც „უფასოდ“ გვიწევს კონსულტაციებს და ბოლოს, შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად გვთავაზობს საწარმოს უცხოელ ინვესტორზე გაყიდვის სატენდერო პირობებს.
ზემოთქმული გვავარაუდებინებს, რომ ეს ყველაფერი კეთდება მიზანმიმართულად, მხოლოდ და მხოლოდ ამ საწარმოს გაყიდვის მიზნით.
სწორედ იგივე სქემით ვითარდება სიტუაცია „თბილწყალკანალის“ ირგვლივ. ტარიფის არასრული ამოღების გამო გამოწვეულმა ფინანსურმა კრიზისმა საწარმო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ექსპერტებმა, „თბილწყალკანალის” სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დაასახელეს უზარმაზარი თანხა - 300 მლნ. აშშ დოლარი. ამან ყველაზე დიდ ოპტიმისტსაც კი გადაუწურა იმედი, რომ ოდესმე „თბილწყალკნალში“ არსებული ვითარება საკუთარი ძალებით გამოსწორდებოდა. და ბოლოს გამოჩნდა უცხოური ორგანიზაცია - მსოფლიო ბანკი, რომელიც თურმე ჯერ კიდევ 1997 წლიდან ამუშავებს თბილისის წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტს.
პროექტის ინსტიტუციონალური მხარე ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე მართვის კონტრაქტის ხუთწლიან პერიოდს. ამასთან გათვალისწინებული იყო 25 მლნ. დოლარის სესხის გამოყოფა, საიდანაც თანხის 40%25 მიმართული იქნებოდა უცხოელი კონტრაქტორის ხელფასის, კონსულტანტების და ტექნიკური დახმარებებისათვის. როგორც ვხედავთ, აღნიშნული პროექტი იმდენად მიუღებელ წინადადებებს შეიცავდა, რომ მას არ დაეთანხმა თბილისის მერია და „თბილწყალკანალის“ ხელმძღვანელობა. შემდგომში მსოფლიო ბანკის მიერ შემოთავაზებულ იქნა დარგის კონკურსის წესით გრძელვადიანი იჯარით გადაცემა, რაც საბოლოოდ დამტკიცდა კიდეც.
ჩვენ არ ვეთანხმებით სახელმწიფოში ჩამოყალიბებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების უცხოელ ინვესტორზე გასხვისებისაკენ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტენდენცია დამღუპველად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე.
სწორი დაგეგმარების პირობებში, „თბილწყალკანალის“ რეაბილიტაცია სწორედაც რომ საკუთარი ძალებითაა შესაძლებელი. გადასახადების ეფექტური ამოღება და საამორტიზაციო თანხების მიზნობრივი ხარჯვა - ეს არის საწარმოს აღდგენისათვის ჩასატარებელი სამუშაოს ორი უზრუნველმყოფელი კომპონენტი.
რეალურად ვერც „თბილწყალკანალის” ხელმძღვანელობის და ვერც მუნიციპალიტეტის მხრიდან ვერ ვხედავთ რაიმე მსგავს ღირებულ წინადადებას. მათ ხელი აქვთ ჩაქნეული სიტუაციის გამოსწორებაზე და მსოფლიო ბანკის მიერ შემოთავაზებულ რჩევებს მიჰყვებიან.
საწარმოსათვის ყოველი წელი მთავრდება უარყოფით ბალანსით და ბუნებრივია არ ხერხდება წლიური კაპიტალური მშენებლობის გეგმით გათვალისწინებული სამუშაობის ჩატარებაც. 2000 წლის კაპიტალური მშენებლობის გეგმით გათვალისწინებული იყო 5,700 მლნ. ლარის მოცულობის სამუშაოები. აქედან 1,402 მლნ. ლარი იყო 1998-1999 წლებში შესრულებულ სამუშაოებზე გადმოსული დავალიანება. დარჩენილ 4,298 მლნ. ლარიდან დაფინანსებული იქნა მხოლოდ 3,760 მლნ. ლარი, ანუ წლიური მოცულობის 66%25. ეს თანხა განაწილებული იქნა წინასწარ დამუშავებული პროგრამით, სადაც ძირითადად განხორციელებული იქნა ისეთი სამუშაოები, როგორიცაა სასმელი წყლის რეზერვუარების და წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების სარეკონსტრუციო (სარეაბილიტაციო) სამუშაოები. საერთო ჯამში 2000 წელს შესრულებული იქნა 9,3 კმ-ის სამუშაოები.
ქ. თბილისის 2001 წლის საქალაქო ბიუჯეტით კი „თბილწყალკანალის” კაპიტალური დაბანდების ხარჯები 2000 წლის მონაცემებთან შედარებით კიდევ უფრო შემცირდა და 5,6 მლნ ლარი შეადგინა. ამ შემთხვევაშიც დაახლოებით 1,94 მლნ. ლარის სამუშაოები მოხმარდება 1999-2000 წლებში გადმოსულ დავალიანებას, ხოლო წლევანდელი ბიუჯეტით, თუ გავითვლისწინებთ მოსალოდნელ სეკვესტრს, დაფინანსდება შესასრულებელი სამუშაოების 66%25-ზე ნაკლები.
ამგვარი დაგეგმარებისა და მართვის პირობებში ბუნებრივია, რომ საწარმოში მდგომარეობის გამოსწორება ვერ მოხერხდება. საწარმო გადაიქცევა არარენტაბელურად და საბოლოოდ მოხდება მისი ჩალის ფასად გაყიდვა. „თბილწყალკანალის“ მოსალოდნელი უცხოელი მეპატრონის ქმედება მიმართული იქნება მოხმარებული წყლის ტარიფის სრულყოფილი ამოღებისაკენ, ხოლო საწარმოში არსებული ტექნიკურად მოძველებული დანადგარების რეაბილიტაცია მოხდება დამატებითი ინვესტიციების ჩადებით, რაც გამოიწვევს წყლის ტარიფის გაზრდას. ამ შემთხვევაში კი წაგებული რჩება როგორც უბრალო მომხმარებელი თავისი სოციალური ინტერესებით, ასევე სახელმწიფო ეროვნული ეკონომიკის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.
ქვემოთ, ჩვენს მიერ მოცემულია რეკომენდაციები და ფინანსების გამონახვის გზები, რომელთა საშუალებით საწარმოს რეაბილიტაცია საკუთარი ძალებით გახდება შესაძლებელი.
როგორც წესი, სააწარმოს ძირითადი ფონდების ფაქტორი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სამომხმარებლო ფასების (ტარიფის) მაჩვენებელს. ტარიფში ძირითადი ფონდების სწორად ასახვაზე დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ამორტიზაციის ნორმები. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის” 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ყველა ძირითადი საშუალება, რომელიც ექვემდებარება ამორტიზაციას, დაყოფილია ხუთ ჯგუფად; მილსადენები, ტურბინული მოწყობილობა, აგრეთვე შენობა-ნაგებობები მიკუთვნებულია მე-3 და მე-4 ჯგუფებზე, სადაც ამორტიზაციის ნორმა შეადგენს 7-8%25-ს. კოდექსის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობა გამოიანგარიშება არა ძირითადი ფონდების საბალანსო ღირებულებიდან, არამედ ნარჩენი ღირებულებიდან. ამიტომ 7-8%25 ნორმის საამორტიზაციო პერიოდი შეადგენს 35-40 წელს და მოიცავს მხოლოდ „თბილწყალკანალის“ დღევანდელ, რეალურ მდგომარეობას (ამჟამად „თბილწყალკანალის“ ქონება შეფასებულია 114 მლნ. ლარად). თუმცა თუ საამორტიზაციო ანარიცხები, ან მისი ნაწილი, ან სხვა თანხები მიმართული იქნება რეაბილიტაცია-განვითარებაზე, მაშინ ნარჩენ ღირებულებას ექნება ზრდის ტენდენცია და საამორტიზაციო პერიოდიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს არის ყველაზე მართებული და მისაღები გადაწყვეტილება. ამის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაშიც თუ კოდექსში მოხდება ცვლილება და ძირითადი ფონდების საამორტიზაციო ანარიცხების პროცენტული ნორმა გაიზარდება, ისე რომ საამორტიზაციო პერიოდი დაახლოებით ორჯერ შემცირდეს (15-20 წელიწადი). ეს მოგვცემს ორმაგ ეკონომიკურ ეფექტს (მოხმარებული წყლის საფასურის სრული ამოღების შემთხვევაში). ამ შემთხვევაში რეალური საამორტიზაციო პერიოდი ანუ 35-40 წელი, ორ პარალელურ ეტაპად გაიყოფა. ერთი მიმართულებით მოხდება „თბილწყალკანალის“ 114 მლნ. ლარად შეფასებული ძირითადი ფონდების საამორტიზაციო სამუშაობის ჩატარება, ხოლო მეორე მიმართულებით დაიწყება საწარმოს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება. ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ წყლის ტარიფის მნიშვნელოვან ზრდას და ეს სტრატეგიული საწარმოც გაყიდვას გადაურჩება.
ამრიგად, სწორი მართვისა და დაგეგმარების პირობებში საწარმო შეძლებს მიმდინარე კრიზისიდან თავის დაღწევას და მომავალში ქვეყნის ბიუჯეტში მსხვილ თანხის შეტანას. ამისათვის საჭიროა საწარმო გამოვიდეს სახელმწიფო დაქვემდებარებიდან და მართვისათვის, უცხოელი ინვესტორის ნაცვლად, გადაეცეს ქართველ კომპეტენტურ და ინიციატივიან მეწარმეს, რომელიც თავისი საქმიანობით საწარმოს სრული სიმძლავრით ამოქმედებას შეძლებს.
![]() |
5.4 გაუმჯობესების გზები |
▲ზევით დაბრუნება |
წყალსადენის სისტემა წარმოადგენს ჰიდრავლიკურად ერთიან ორგანიზმს. ამიტომ დაუშვებელია წყალსადენის ან ქსელის გაფართოების, ან რეკონსტრუქციის ღონისძიების ჩატარება, თუ გნებავთ ერთი კილომეტრი მილსადენის გამოცვლა, სატუმბ სადგურში ტუმბო დანადგარების შეცვლა და, მით უმეტეს, ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა, რეზერვუარის მოცულობის გაზრდა, ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთება და სხვ., სისტემის ან მისი შესაბამისი ზონის ჰიდრავლიკური და ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშების გარეშე. ბოლო 50 წლის მანძილზე ქ. თბილისის წყალმომარაგების სისტემის განვითარება ხშირად ხდებოდა მხოლოდ მილის დიამეტრების შესარჩევი ცხრილების გამოყენების საფუძველზე. მეტიც, ახალი მნიშვნელოვანი სიმძლავრეების ჩართვა სისტემაში თითქმის ყოველთვის წარმოებდა ქსელების მიერ დამატებითი ხარჯების გამტარუნარიანობის გადაანგარიშება-შემოწმების გარეშე.
არადა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ტექნიკურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური დასაბუთების გარეშე, შეიძლება ჰიდრავლიკური თვალსაზრისით დასაშვები აღმოჩნდეს, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით არ იქნება გამართლებული.
ამჟამად ქ. თბილისის წყალსადენის ნაგებობები არ მუშაობენ ოპტიმალურ რეჟიმში. ეჭვს გარეშეა, რომ არსებობს მათი მუშაობის როგორც ეკონომიკური, ასევე ჰიდრავლიკური პირობების გაუმჯობესების არა ერთი საშუალება.
სახალხო მეურნეობის ნებისმიერი დარგის განვითარება უნდა ხორციელდებოდეს თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკურ დონეზე დამუშავებული და დამტკიცებული გენერალური გეგმის (სქემის) მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელია დარგის პერსპექტიული, გეგმაზომიერი და რენტაბელური გზით განვითარება. ეს ეხება, რასაკვირველია, წყალმომარაგების სისტემასაც.
ამ მიზნით ჯერ კიდევ 1982 წლის საქართველოს მინისტრთა საბჭოს №1554 განკარგულების საფუძველზე და ქალაქის აღმასკომის დაკვეთით 1985 წელს საპროექტო ინსტიტუტის „საქსახკომუნმშენპროექტის” მიერ შესრულებულ იქნა ქ. თბილისის წყალმომარაგების სისტემის პერსპექტიული განვითარების გენერალური სქემა. აღნიშნული სქემის დამუშავებაში, რომელიც მიმდინარეობდა 4 წლის განმავლობაში, მონაწილეობდა თბილისისა და მოსკოვის რვა საპროექტო და საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტის 75 სპეციალისტი. მასში თანამედროვე მეცნიერულ დონეზე განხილულია წყალსადენის სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული თითქმის ყველა პრობლემა და დასახულია შესაბამისი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის, ტაშკენტის და კუიბიშევის შემდეგ თბილისი მეოთხე ქალაქი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომლისთვისაც დამუშავებულ იქნა წყალმომარაგების სისტემის განვითარების მსგავსი სქემა.
სქემა თბილისის წყალმომარაგების განვითარებას ითვალისწინებდა 2000 წლისთვის, რადგან სწორედ ამ პერიოდისთვის არსებობდა თვით თბილისის განვითარების გენერალური გეგმა. მაგრამ თავის დროზე მასში გამოყოფილი იყო 1990 წლამდე შესასრულებელი პირველი რიგის სამუშაოები, შუალედური ეტაპები(1990-1995 წ.წ.) და შორეული პერსპექტივა (2010-2020 წ.წ.).
ძირითადად სქემა 4 განყოფილებისაგან შედგება. მასში:
- მოცემულია სასმელ-სამეურნეო და სამრეწველო წყალმომარაგების სისტემების არსებული მდგომარეობის სრული დახასიათება და მისი ფუნქციონირების ანალიზი.
- განხილულია წყალმომარაგების სისტემის განვითარების პირობები საანგარიშო ვადისთვის (2000 წ.) და მისი განვითარების პროგნოზი პერსპექტივაში(2010-2020 წ.წ.);
- მოცემულია ზემოაღნიშნული ვადებითვის წყლის საჭირო რაოდენობის გაანგარიშება;
- პირველად თბილისის წყალმომარაგების სისტემის გაანგარიშების პრაქტიკაში გამოვლენილია წყლის მიწოდების და განაწილების სისტემის საანგარიშო სქემა, ჩატარებულია ჰიდრავლიკური ანგარიშების 40-მდე ვარიანტი თანამედროვე ელექტრო-გამომთვლელი მანქანების გამოყენებით.
- დახასიათებულია არსებული წყაროების სიმძლავრეები და გამოვლენილია ახალი წყაროების გამოყენების შესაძლებლობა. სულ დასახულია წყალმომარაგების სისტემის განვითარების 7 ვარიანტი, რომელთა ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშების საფუძველზე შერჩეულია ყველაზე ოპტიმალური.
- დასახულია ორგანიზაციული და ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები წყლის რაციონალური გამოყენების, უყაირათო ხარჯვის და ჟონვებზე დანაკარგების შესამცირებლად. დადგენილია მათი განხორციელების თანმიმდევრობა, გამოთვლილია ყოველი მათგანის განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოთა მოცულობა და კაპდაბანდება. სქემაში განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ზონებს შორის წყლის რაციონალურად გადანაწილების საკითხს, მიწოდებული და დახარჯული წყლის აღრიცხვიანობას, დაწნევების რეგულირების, მილსადენებში ჰიდრავლიკური წინაღობის და ტუმბო-დანადგარების სისტემურ კონტროლს, ახალი ტიპისა და კონსტუქციების მოწყობილობებისა და დანადგარების დანერგვას და სხვ.
ზემოთქმული რეკომენდაციებიდან თითქმის არაფერი იქნა გამოყენებული პრაქტიკაში. თავის დროზე თითოეული წინადადება აუცილებლად წაადგებოდა წყალსადენის სამმართველოს, რადგან ზოგიერთი მათგანის დანერგვამ დიდი დახმარება გაუწია „თბილწყალკანალს”, მაგრამ აღნიშნული გენერალური სქემა და მასში წარმოდგენილი რეკომენდაციები დღეისათვის უკვე მოძველებულად უნდა ჩაითვალოს ხანდაზმულობისა და, განსაკუთრებით იმის გამო, რომ შეიცვალა მეტნაკლებად ტექნიკური პირობები და ეკონომიკური კრიტერიუმები(მილებისა და ელექტროენერგიის ღირებულებები, წყლის საგადასახადო ფასი, მოიშალა ცენტრალიზებული გათბობა და ცხელი წყლით მომარაგება, შემცირდა სამრეწველო პოტენციალი და სხვ.). მოხდა ყველაფრის ახლად გადაფასება და მოთხოვნილებები სულ სხვაგვარია. პირველ რიგში ეს ეხება ელექტროენერგიის ტარიფის ყოველწლიურად მომატებას.
ჩვენ ტარიფთან დაკავშირებით ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი. ახლა ჩვენ პრობლემიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ.
რეალურად წყალმომარაგების წყაროების მდებარეობისა და რელიეფური პირობებიდან გამომდინარე არსებობს შესაძლებლობა, რათა თბილისის წყალსადენის სისტემა ისე მოეწყოს, რომ მისი ფუნქციონირებისთვის ქალაქის ენერგოსისტემიდან არ დაიხარჯოს თითქმის არცერთი კვტ. ელექტროენერგია. ასე მაგალითად ქალაქის როგორც მარცხენა,ასევე მარჯვენა სანაპიროს პირველი და მეორე ზონების წყალმომარაგება ნატახტარის და ბულაჩაურის წყალსადენებიდან ამჟამადაც თვითდენით ხორციელდება. რაც შეეხება მარცხენა სანაპიროს მესამე და, ხშირ შემთხვევაში, მეოთხე ზონას, მისი წყალმომარაგება ძირითადად შესაძლებელია განხორციელდეს თვითდენით ღმრაღელის გამწმენდი ნაგებობებიდან. მარჯვენა სანაპიროს მესამე, მეოთხე და მეხუთე ზონების და საგარეუბნო კურორტების თვითდენითი წყალმომარაგსბა შესაძლებელია მოხდეს თრიალეთის წყალსადენის ბაზაზე. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის იქნება შესაძლებელი წყლის გადაცემა ზედა ზონებიდან ქვედა ზონებში, მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროზე და პირიქით. ცნობილია, რომ თრიალეთის წყაროები თავისი სიუხვითა და ხარისხით დიდი ხნის წინათ იყო ცნობილი. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში მუშავდებოდა თრიალეთის წყალსადენის პროექტი. 1957 წლის პროექტით გათვალისწინებული იყო წყნეთის, კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის, მანგლისის და სხვა კურორტების წყალმომარაგებაც. ტრასაზე მდ. ალგეთზე და თბილისის მიდამოებში, ვარაზისხევთან ეწყობოდა ორი ელექტროსადგური 20,7 ათასი კვტ.საერთო სიმძლავრისა, რომელთა წლიური გამომუშავება 147,7 მლნ. კვტ/სთ იქნებოდა.
იყო ასევე მეორე ე.წ. წყალსადენის ვარიანტი ,რომელიც წარმოადგენდა 64,8 კმ სიგრძის მილსადენს და რომლის მარშუტი იყო - თრიალეთი-ბედენი-ალექსეევკა-თეთრი წყარო-ასურეთი-თბილისი. მის ბოლოს ვარაზისხევთან ეწყობოდა 58,5 მლნ. კვტ/სთ წლიური გამომუშავების 7,6 ათასი კვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური. მილსადენის ვარიანტთან შედარებით გვირაბის ვარიანტს რიგი უპირატესობანი გააჩნდა, სახელდობრ, იგი 10,26 კმ-ით მოკლე იყო. მისი მშენებლობა შესაძლებელი იყო ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი, მკაცრი ზამთრის პირობებშიც, რადგან გვირაბის მშენებლობა არ იყო დამოკიდებული ამინდზე, მისასვლელი გზები ეწყობოდა მხოლოდ გვირაბის პორტალებამდე, მაშინ,როდესაც პირველ ვარიანტში იგი საჭირო იყო ტრასის მთელ სიგრძეზე. ამ ვარიანტის მთავარი უპირატესობა ის იყო, რომ წყდებოდა ახლომდებარე კურორტების წყალმომარაგების პრობლემა. ყველაფრის მიუხედავად 1966 წელს გადაწყდა ქ. თბილისის წყალმომარაგების გაფართოება განხორციელებულიყო ჟინვალის წყალსაცავიდან.
2004 წელს „ჟინვალჰესი” „თბილწყალკანალის” საკუთრებაში გადავა და მისი გამომუშავებული ელექტროენერგია ენერგობაზრამდე უტარიფოდ შემოვა ეს დაახლოებით 5 მლნ. ლარზე მეტი ეკონომიაა. ამას დაემატება „თეთრიხევჰესის” დაახლოებით 29 მლნ. კვტ./სთ, რომლის ელექტროენერგიას საწარმო უტარიფოდ მიიღებს.
იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ტუმბოებით წყლის გადაქაჩვა აუცილებლობასთან იქნება დაკავშირებული, შესაძლებელი იქნება მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე დაკმაყოფილდეს თრიალეთის წყალსადენზე მოწყობილი ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხარჯზე.
უკანასკნელ პერიოდში, როდესაც ელექტროენერგიის უდიდესი დეფიციტი იგრძნობა განხორციელების პროცესშია საგურამოს 2-ის აწევის სატუმბი სადგურის რეორგანიზაციის სამუშაოები, რომლის შედეგადაც უქმდება დიღმის და ბახტრიონის სატუმბი სადგურები, რაც 1 მილიონი ლარით შეამცირებს ელექტროენერგიაზე გადასახადს. ასე, რომ შესაძლებელია ჩატარებულ იქნეს მსგავსი ღონისძიებები, რომელიც არ მოითხოვს დიდძალ თანხებს, მაგრამ სამაგიეროდ მომავალში შემცირებული იქნება გასავალი ხარჯები. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერთან ერთად არ გაითვალისწინა ეი-ეს-თან ხელშეკრულებაში ტრანზიტის ტარიფი. მის მაგივრად ხელშეკრულებაში დევს მომსახურების ტარიფი. ამით „თბილწყალკანალი” ვალდებულია კვტ. სთ-ზე თელასს გადაუხადოს 3 თეთრზე მეტი. არადა საყოველთაო მიღებული პრაქტიკით ტრანზიტის ტარიფი არსებული ტარიფის 10-15%25-ს შეადგენს.
ექსპერტების აზრით, ახალი სიმძლავრეების ჩართვა, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი აუცილებელი გზაა. წყალი უთვალავი გვაქვს და, თუ ჩვენი მოსახლეობა სხვა ქვეყნის მოსახლეობასთან შედარებით მაინც მეტ წყალს მოიხმარს, მას წყალიც მეტი უნდა ჰქონდეს.
წყალმომარაგების განვითარების ზემოთხსენებული გეგმის მიხედვით,ერთ სულ მოსახლეზე გათვალისწინებული იყო კომპლექსური ნორმა 1,0მ3/დღ.ღ., ხოლო ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 1990, 2000 და 2010 წლებისთვის შესაბამისად 1,3, 1,5 და 1,7 მლნ. სული, საჭირო სასმელ-სამეურნეო წყლის საანგარიშო ხარჯი შეადგენდა შესაბამისად 15,0, 17,4 და 19,7მ3/წმ. ქალაქგარეთა მოსახლეობისთვის საჭირო წყლის რაოდენობის გათვალისწინებით სათავე ნაგებობების წარმადობა 1990 წლისთვის უნდა იყოს 18, 2000 წლისთვის-20, ხოლო 2010 წლისთვის-22მ3/წმ.
თითქოს წყალსადენის სათავე ნაგებობების დღევანდელი წარმადობა(21,5 მ3/წმ.) საკმარისი უნდა იყოს პერსპექტიული ვადისთვისაც კი, მაგრამ, წყლის ამ რაოდენობიდან 12,5მ3/წმ, ანუ 55%25 ქალაქს მოეწოდება მდ. არაგვის ფილტრატების ბაზაზე მოქმედი სათავე ნაგებობებიდან.დანარჩენი 9მ3/წმ წარმოადგენს ჟინვალის წყალსაცავის წყალს, რომელიც იწმინდება ღრმაღელისა და სამგორის გამწმენდ ნაგებობებზე. მაგრამ არაგვის ფილტრატების ბაზაზე უმნიშვნელო წვიმების დროს მდინარეში წყლის ამღვრევის გამო,მათი წარმადობა ზოგჯერ დადის 8,0 და ხშირად 5,0მ3/წმ-მდეც კი.
აქედან გამომდინარე სათავე ნაგებობების საანგარიშო ხარჯად მიღებულ უნდა იქნეს 14,0მ3/წმ. დღევანდელი მოთხოვნილების მაქსიმუმი კი 18,0მ3/წმ-ია. ეს კი იმას ნიშნავს ,რომ კრიტიკულ მომენტებში ქალაქს დღესაც არ გააჩნია ნორმებით გათვალისწინებული წყლის რაოდენობა და იგი, შეუფერხებელი წყალმომარაგების თვალსაზრისით, დღესაც არ არის უზრუნველყოფილი საჭირო რაოდენობის წყლით.
დამუშავებულ გენსქემაში წყალმომარაგების სისტემის განვითარების შვიდივე განხილულ ვარიანტში გათვალისწინებულია შესაბამისი რაოდენობის წყლის გარანტირებული მიწოდება. მათ შორის საუკეთესო ვარიანტად, ყველა თვალსაზრისით, მოწონებულია ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს არაგვის ფილტრატების ბაზაზე მოქმედი სათავეებიდან მხოლოდ ძირითადი, ნატახტარის (1,1მ3/წმ) და ბულაჩაურის (2,0მ3/წმ) ქყალსადენების შენარჩუნებას, რამდენადაც მათ გააჩნიათ მყარი დებიტი და უზრუნველყოფენ ქყლის თვითდენით მოწოდებას. ამის შედეგად შესაძლებელი ხდება არაგვის ფილტრატების ბაზაზე მოქმედი I და II აწევის ყველა სატუმბი სადგურის და საინფილტაციო აუზების გაუქმება (ბულაჩაურის საინფილტაციო აუზების გარდა, რომლებიც მოქმედებენ პერიოდულად, მხოლოდ ხარჯების მერყეობის გათანაბრების მიზნით). მიუხედავად ჭაბურღილებში განლაგებული პირველი საფეხურის სიღრმულიტუმბოების გამოყენების აუცილებლობისა, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აგრეთვე მუხრანის ველის წყალსადენის შენარჩუნება თითქმის უცვლელი წარმადობით (1,8მ3/წმ). გარდა ამისა, ასევე იგულისხმება ჟინვალის წყალსაცავის ბაზაზე მოქმედი, ასევე თვითდენითი წყალსადენის არსებობა. უფრო მეტიც, გათვალისწინებულია ღრმაღელის გამწმენდი ნაგებობების წარმადობის გაზრდა 12მ3/წმ-მდე (რაც შეეხება სამგორის გამწმენდ ნაგებობებს, იგი უნდა გაუწმდეს აუცილებლად). აგრეთვე გასათვალისწინებელია თრიალეთის ეყალსადენის მშენებლობა 5,0მ3/წმ-ის წარმადობით. ასე რომ, მთლიანად თბილისს რეგულარულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიეწოდება 22,0მ3/წმ წყალი, რაც საკმარისი იქნება 2010 წლისთვის. რაც შეეხება ქსნის წყალსადენს, იგი გათვალისწინებულია უფრო შორეული პერსპექტივისთვის. მაგრამ, აუცილებლად შემდგომ გასათვალისწინებელია ქსნის ფილტრატების ბაზაზე დაპროექტებული, ადრე მშენებლობაში მყოფი, ნაწილობრივ განხორციელებული წყალსადენის გამოყენების შესაძლებლობა.
დღევანდელი „თბილწყალკანალის” ტექნიკური აღჭურვილობა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, XIX საუკუნის დონეზე იმყოფება. ეს ნაწილობრივ შეეხება სისტემის ავტომატიზებული და დისტანციური მართვის პრობლემებს, ქსელის, რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურების მუშაობის პარამეტრების ინფორმაციულ უზრუნველყოფას, ამ პარამეტრების კომპიუტერული ანალიზის საფუძველზე ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ქსელში დაზიანებების, ჟონვების გამოვლენისა და ლიკვიდაციისათვის საჭირო მოძრავი ლაბორატორიებისა და საშემკეთებლო ტექნიკური საშუალებებით და აპარატურით აღჭურვილობას, სათანადო დონეზე მომზადებული კადრების არსებობას და სხვ.
აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ნაკრძლად არაგვის ხეობა. დღეს აქ დაფიქსირებულია ანტისანიტარიის და მასიურად ხის ჭრის უამრავი ფაქტი. ასევე უნდა შემუშავდეს და მიღებულ იქნეს კანონი წყლის შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს პირობებისთვის წყლის რესურსების დაცვისა და მისი რაციონალურად გამოყენების პრობლემებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმები და აქტები.
ბუნებათდამცავი ორგანიზაციების მხრიდან საჭიროა გაძლიერდეს კონტროლი და რაც შეიძლება მკაცრი სანქციები გატარდეს მიღებული კანონმდებლობის დამრღვევი ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების მიმართ.
ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დამუშავებულ უნდა იქნეს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების დაპროექტებისა და მშენებლობის სამშენებლო ნომრები და წესები საქართველოს საყოფაცხოვრებო, კლიმატური და სხვა პირობების გათვალისწინებით. არანორმალურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს, რომ დღემდე ვსარგებლობთ რუსეთის პირობებისთვის შედგენილი ნორმებითა და წესებით.
„თბილწყალკანალის” ხელმძღვანელობა ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ ძალზედ ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენს და არ იყენებს „წყლის სარგებლობის წესებით” მინიჭებულ ზემოქმედების ბერკეტებს, არ უწყვეტს წყლის მიწოდებას ურჩ გადამხდელებს.
![]() |
6 სასწრაფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
დღეისათვის მსოფლიოში ჯანდაცვის სფეროში სამი ერთმანეთისგან განსხვავებული სისტემა მოქმედებს:
სახელმწიფო უზრუნველყოფის სისტემა (დიდი ბრიტანეთი)
სადაზღვევო სისტემა, რომელიც არსებობს ევროპის მრავალ ქვეყანაში, ლათინური ამერიკის ზოგიერთ სახელმწიფოში და იაპონიაში. ამ ქვეყნებში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ანუ დედამიწის მთელი მოსახლეობის 1/4-ზე მეტი.
კერძო სისტემა (აშშ)
თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში ჩამოთვლილი სისტემები წმინდა სახით არ არსებობს და მათი შეჯერებული ვარიანტები გვხვდება.
მრავალ ქვეყანაში, იქ სადაც არსებობს ჯანდაცვის სახელმწიფო უზრუნველყოფის სისტემა, წარმატებით მოქმედებენ ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ ნებაყოფლობით, კერძო სამედიცინო დაზღვევას.
ჯანდაცის სახელმწიფო უზრუნველყოფის სისტემა. ეს სისტემა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ნაწილია. იგი მოქმედებდა სსრკ-ში და მოქმედებს დიდ ბრიტანეთში.
ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემის გამოცდილება მოწმობს, რომ ამ შემთხვევაში დაბალია სამედიცინო მომსახურების ფასები, რის გამოც საკმაოდ მაღალია სისტემის ეფექტურობა, ვინაიდან იგი პრაქტიკულადდ ყველა მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი. სახსრების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მმართველობითი ვერტიკალის გასწვრივ ნაწილება. ცენტრალიზებული დაფინანსება მკურნალობის ღირებულების ზრდას აჩერებს.
ჯანდაცვის საბიუჯეტო ფინანსირების ძირითადი ნაკლია ის, რომ იგი მონოპოლიზმისკენ იხრება. პრაქტიკულად დაუცველია პაციენტის უფლება ექიმის სამკურნალო დაწესებულების არჩევაზე. მონოპოლისტურ სტრუქტურაში გარდაუვალია სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაცემა, არ არსებობს სამედიცინო მომსახურების მომხმარებლების მხრიდან სამედიცინო დაწესებულებების მოღვაწეობის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა და ა.შ.
სადაზღვევო სისტემა დაფუძნებულია სოლიდარობის პრინციპზე. იგი მჭიდროდაა გადახლართული სოციალური დაზღვევის მთელ სისტემასთან და რეგულირდება ერთიანი კანონმდებლობით. მზღვეველებსაც და დაზღვეულებსაც სადაზღვევო საშუალებების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ. დაზღვეულებს შეუძლიათ ამოირჩიონ ექიმი, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება.
სადაზღვევო მედიცინაში ძირითად პრობლემას წარმოადგენს მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის (მოხუცები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობა, ინვალიდები) სამედიცინო დახმარების თანასწორუფლებიანი განაწილების უზრუნველყოფა; დაზღვეულებს შორის ფინანსური რესურსების ოპტიმალური გადანაწილება.
მსგავსი სისტემების დაფინანსება სამი წყაროდან ხორციელდება: საწარმოების მიერ გაღებული სადაზღვევო შენატანები - ანარიცხები შემოსვლებიდან; დასაქმებული ადამიანების გამომუშავებული ხელფასებიდან; სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სამედიცინო დაზღვევის კერძო სისტემა ძირითადად გავრცელებულია აშშ-ში, ამ სფეროში თითქმის არ არსებობს სახელმწიფოს კონტროლი. ამერიკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის ჯანმრთელობის დაზღვევა ადამიანების პირადი საქმეა. კერძო სამედიცინო დაზღვევის გვერდით აშშ-ში ორი სამთავრობო პროგრამაც მოქმედებს, რომლებიც განკუთვნილია 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობისათვის და ღატაკებისთვის, თუმცა ამ კეტეგორიის პაციენტები იძულებულნი არიან თვითონ გადაიხადონ ჰოსპიტალიზაციის პირველი დღის ხარჯები და ასევე სხვა გადასახადები.
ზემოთჩამოთვლილი მაგალითებიდან ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე მისაღებად სახელმწიფო სამედიცინო უზრუნველყოფის სისტემისა და სადაზღვევო სისტემების შეჯერებული ვარიანტი გვესახება, თუმცა საქართველოს დღევანელ რეალობაში ძნელი წარმოსადგენია ამ სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირება, ვინაიდან იგი რამდენიმე სახის მომსახურებას გულისხმობს:
პოლიკლინიკის მომსახურება
ექიმის სახლში გამოძახება
სასწრაფო დახმარება
სტომატოლოგია
![]() |
6.2 სასწრაფო სამედიცინო დაზღვევა |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში პროგრამის ასეთი მასშტაბით განხორციელება, რაც დიდ სახსრებს მოითხოვს, რთული და არარეალური იქნება. სამაგიეროდ, მიზანშეწონილი იქნება თუ სამედიცინო მომსახურების სრულყოფილი ამოქმედების პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყოფა.
პირველ ეტაპზე აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო მომსახურების პროგრამის ამუშავება. ამ პროგრამის განხორციელება მძიმე ტვირთად არ დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, იგი ადვილად ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვისაც და ამ პროცესში ჩართული სხვა სუბიექტებისთვისაც. რაც მთავარია, შესაძლებელია, რომ ამ პროგრამამ მოსახლეობის დიდი ნაწილი მოიცვას.
სასწრაფო სამედიცინო დაზღვევის სისტემაში მონაწილეობენ შემდეგი სუბიექტები:
დაზღვეულები (სამედიცინო მომსახურების მომხმარებლები)
სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაწესებულებები (03, 005, 009, არდი და ა.შ.)
მზღვეველები (ვინც იხდის)
დამზღვევები - სამედიცინო სადაზღვევო კომპანიები (როგორც კერძო, ასევე ტერიტორიული ფონდები)
![]() |
6.3 დამზღვევები |
▲ზევით დაბრუნება |
სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ტერიტორიული ფონდი
1997 წლის 18 აპრილს საქართველოს კანონში „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“ 2002 წლის 3 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების შემდეგ კანონიდან ამოიღეს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის დამარეგულირებელი ზოგიერთი დებულება, რის გამოც აღნიშნული ფონდის შექმნას კანონში ხელახალი ცვლილებების შეტანა დასჭირდება, რომლის ძალითაც საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებში ამოქმედდება სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ტერიტორიული ფონდები.
ეს ფონდი იქნება სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი დამოუკიდებელი არაკომერციული საფინანსო-საკრედიტო დაწესებულება, რომელიც თავს მოუყრის სადაზღვევო შენატანებს ადგილობრივი ადმინისტრაციების ბიუჯეტებიდან.
სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ტერიტორიული ფონდთან ერთად უნდა შეიქმნას ნებაყოფილობითი სამედიცინო დაზღვევის ტერიტორიული ფონდი, რომელშიც აკუმულირდება საბიუჯეტო არამომგებიან ორგანიზციებში დასაქმებული პერსონალისა და ადამიანთა სხვა ჯგუფების მიერ სასწრაფო სამედიცინო დაზღვევისთვის ნებაყოფილობით გაღებული თანხები.
კერძო სადაზღვევო კომპანიები, იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ სამედიცინო დაზღვევის ლიცენზია.
დამზღვევები ვალდებულნი არიან სრულიად აანაზღაურონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გაწეული ხარჯები და დროულად გადაიხადონ სადაზღვევო შენატანები დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი წესის მიხედვით. დამზღვევები ახორციელებენ კონტროლს სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და მოცულობაზე. იცავენ საკუთარი კლიენტების უფლებებსა და ინტერესებს, უზრუნველყოფენ სადაზღვევო პოლისების გაცემასა და აღრიცხვას.
შენიშვნა: სახელმწიფო შესყიდვების პროგრამის გათვალისწინებით ტენდერის გზით შესაძლებელია რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებმა მოიპოვონ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ტერიტორიულ ფონდის მართვის უფლება
![]() |
6.4 მზღვეველები |
▲ზევით დაბრუნება |
იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც დადგენილი წესით ახორციელებენ ფულად შენატანებს სასწრაფო სამედიცინო დაზღვევის დაწესებულებებში (დამზღვევებში).
ა) ადგილობრივი ადმინისტრაცია - წარმოადგენს სოციალურად გაჭირვებული ფენისა (60 წლის ასაკზე მეტი ხნის ადამიანები, პენსიონრები - მათ შორის ინვალიდობის პენსიის მიმღებნი) და უმუშევარი მოსახლეობის (მათ შორის 15 წლამდე ასაკის მოზარდები) მზღვეველს. ამ შემთხვევაში სახსრების მობილიზება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება.
ბ) დამქირავებელი საწარმო და საბიუჯეტო მომგებიანი საწარმოები - ამ შემთხვევაში მოსახლეობის მზღვეველია დამქირავებელი, ანუ ის დაწესებულება სადაც მუშაობენ ადამიანები. სადაზღვევო თანხის გადახდა მოხდება საწარმოს მოგებიდან მასში დასაქმებული მუშა-ხელის სულადობის მიხედვით.
მზღვეველთა ჩამოთვლილი ორი ტიპი სასწრაფო სამედიცინო დაზღვევისთვის სავალდებულო სადაზღვევო თანხას იხდის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ტერიტორიულ ფონდში ან კერძო სადაზღვევო კომპანიებში.
გ) საბიუჯეტო არამომგებიანი ორგანიზაციები და ადამიანთა ჯგუფები - ნებაყოფილობითი დაზღვევის შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დაზღვევა შესაძლებელია გამოიყენონ მხოლოდ ჯანმრთელობის მაღალი რისკის ადამიანებმა, რის გამოც ამ სექტორის მუშაობა არაეფექტური იქნება (ვერ მოხერხდება სათანადო რაოდენობის სახსრების მობილიზება). ამის თავიდან ასაცილებლად ნებაყოფილობით სამედიცინო დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ადამიანთა ჯგუფები (არანაკლებ 5 სულისა).
![]() |
6.5 დაზღვეულები |
▲ზევით დაბრუნება |
დაზღვეული ადამიანი სასწრაფო სამედიცინო მომსახურების სისტემის მთავარი ფიგურაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომგებიან საწარმოში მომუშავე ადამიანს სავალდებულო წესით აზღვევს საწარმო საკუთარი მოგებიდან, დაუსაქმებელ და სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს ასევე სავალდებულო წესით აზღვევს ადგილობრივი ბიუჯეტი, ხოლო არამომგებიან საწარმოში დასაქმებული ადამიანები და ადამიანთა სხვა ჯგუფები ნებაყოფილობით აზღვევენ საკუთარ თავს.
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე მიზანშეწონილი იქნება თუ სავალდებულო დაზღვევის შენატანი ოდნავ მეტი იქნება ნებაყოფილობითი დაზღვევის შენატანზე, ვინაიდან, უკანასკნელ შემთხვევაში, სადაზღვევო თანხის გადახდა ადამიანს საკუთარი შემოსავლიდან მოუწევს, სწორედ ამის გამო ეს შენატანი გაცილებით მცირე უნდა იყოს, რათა იგი მძიმე ტვირთად არ იქცეს მცირე საბიუჯეტო ხელფასის კმაყოფაზე მცხოვრები ადამიანის საარსებო მინიმუმის კალათისათვის.
მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის კონკრეტული ადამიანის მზღვეველი (ადგილობრივი ბიუჯეტი, დამქირავებელი საწარმო თუ ადამიანთა ჯგფები), მოსახლეობას უფლება აქვს მიიღოს თანასწორუფლებიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
![]() |
6.6 სასწრაფო სამედიცინო მომსახურების კომპანიები |
▲ზევით დაბრუნება |
მოსახლეობისათვის გადაუდებელი სასწრაფო დახმარების გამწევი ორგანიზაციები (03-ის ტიპის), განურჩევლად მათი საკუთრების ფორმებისა. ამ ტიპის კომპანიების მუშაობისათვის აუცილებელი პირობაა ლიცენზიის არსებობა - სახელმწიფოს თანხმობა სასწრაფო სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარება თანაბრად და სრული მოცულობით იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაზღვეული ადამიანისთვის.
![]() |
6.7 სადაზღვევო პოლისი |
▲ზევით დაბრუნება |
ეს არის დოკუმენტი, რომელიც გარანტიას აძლევს ადამიანს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების უფლებაზე. სადაზღვევო პოლისის გაცემა განსაზღვრულია საქართველოს კანონით „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“ მუხლი 7. ამ პოლისის მოქმედების სფერო განისაზღვრება შესაბამისი სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულებით.
სადაზღვევო პოლისის მოსახლეობაზე გაცემასა და აღრიცხვას ახორციელებს დამზღვევი. მოსახლეობა სადაზღვევო პოლისს იღებს მზღვეველისგან, რომელსაც ამ პოლისს დამზღვევი აწვდის. სადაზღვევო პოლისი დაცული უნდა იყოს გაყალბებისგან. პოლისით თითეულ ადამიანს მიენიჭება ერთადერთი და განუმეორებელი საიდენტიფიკაციო კოდი. პოლისის დაკარგვის შემთხვევაში დუპლიკატი უფასოდ გაიცემა.
![]() |
6.8 ხელშეკრულება |
▲ზევით დაბრუნება |
სამედიცინო დაზღვევა ხორციელდება ხელშეკრულების ფორმით. დაზღვევის ხელშეკრულება იდება სასწრაფო სამედიცინო დაზღვევის სუბიექტებს შორის, რომლებმაც ზუსტად უნდა შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
ხელშეკრულების ფორმატი განსაზღვრულია საქართველოს კანონით „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“ მუხლი 6.2.
![]() |
6.9 დაზღვეულთა უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
პაციენტთა უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დაზღვევის პირობებში დაზღვეულთა უფლებების დაცვა უფრო ეფექტური და სრულყოფილი გახდება. მოსახლეობის მხრიდან საჩივრის შემთხვევაში მზღვეველები ვალდებულნი იქნებიან ჩაატარონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექსპერტიზა, გამოავლინონ დამნაშავენი და არასათანადო სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში დამნაშავის მიმართ გამოიყენონ ფინანსური სანქციები და მოითხოვონ დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება.
გარდა ამისა, შემოთავაზებული სისტემა გულისხმობს, რომ მზღვეველმა საკუთარი კონტინგენტის ინტერესების საფუძველზე შეარჩიოს სასურველი სადაზღვევო კომპანია და სასწრაფო სამედიცინო მომსახურების დაწესებულება.
გათვალისწინებულია ტერიტორიულ ერთეულში არმცხოვრები (სტუმრად მყოფი ან დროებითი სამუშაოსათვის ჩამოსულის) უფლება სასწრაფო სამედიცინო დაზღვევაზე.
დაზღვეულს უფლება აქვს მოითხოვოს თანასწორუფლებიანი სამედიცინო მომსახურეობა.
![]() |
6.10 შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
პროგრამა მოიცავს ტერიტორიულ ერთეულებში მხოვრებ პრაქტიკულად ყველა ადამიანს, ასევე ამ ტერიტორიულ ერთეულში სტუმრად, სამუშაოდ ან სხვა სახის ვიზიტით ჩამოსულ ადამიანს.
ყოველ მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს სასწრაფო სამედიცინო მომსახურეობით.
პროგრამა უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანაბარი ხარისხით ხელმისაწვდომობას.
სავალდებულო წესით სასწრაფო სამედიცინო დაზღვევის გაფორმება მოგვცემს ორმაგ შედეგს. მინიმუმამდე დავა კერძო საწარმოებში დასაქმებული აღურიცხავი პერსონალის რაოდენობა, ვინაიდან დასაქმებული ადამიანი უფლებამოსილი იქნება მოსთხოვოს დამქირავებელს სავალდებულო სასწრაფო სამედიცინო დაზღვევის პოლისი, რომლის საზღაურის თანხას გაიღებს არა დაქირავებული, არამედ დამქირავებელი საწარმოს მოგებიდან და მეორე მოხდება კერძო საწარმოებში დასაქმებულთა რეალური აღრიცხვა, რაც ქვეყნის ბიუჯეტს საშუალებას მისცემს გაითვალისწინოს მოქალაქეთა მანამდე დაფარული შემოსავლები და სრული მასშტაბით ამოიღოს მათი საშემოსავლო თუ სხვა გადასასხადები.
![]() |
6.11 სასწრაფო სამედიცინო მომსახურების პროგრამის ბიზნეს გეგმა (თბილისის მაგალითზე) |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტისა და 03-ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აგრეთვე თბილისის საკრებულოში აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი პროექტების გათვალისწინებით, თბილისში სასწრაფო სამედიცინო მომსახურებაში შემდეგი ვითარებაა:
თბილისში ცხოვრობს 1082 ათასი ადამიანი, მათ შორის:
15 წლამდე ასაკის მოსახლეობა 230 ათასი;
60 წელს ზევით მოსახლეობა (პენსიორები, მათ შორის ინვალიობის პენსიის მიმღებნი) 187 ათასი;
15-60 წლის ასაკის მოსახლეობა 665 ათასი; მათ შორის ოფიციალურად რეგისტრირებული უმუშევარია 33,25 ათასი ადამიანი, ხოლო დასაქმებულია 631,75 ათასი ადამიანი;
სულ 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის, 60 წელს ზევით ასაკის მოსახლეობისა და უმუშევართა რაოდენობა 450,25 ათასი ადამიანს აღწევს, მოსახლეობის ამ კატეგორიას ან არ გააჩნია შემოსავალი, ან მინიმუმზე დაბალი შემოსავალი აქვს.
1. შემოსავლის არმქონე ან მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები
ამ კატეგორიაში მოიაზრება 450,25 ათასი ადამიანი, რომლებსაც საორიენტაციოდ არავითარი ნებაყოფილობითი სადაზღვევო თანხის გადახდა არ შეუძლიათ. მათ დაზღვევას, სასწრაფო სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად, ადგილობრივი ადმინისტრაცია კისრულობს (მზღვეველი ამ შემთხვევაში არის თბილისის ბიუჯეტი - 2,5 მლნ. ლარი)
2. დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა
ა) მომგებიან საწარმოებში დასაქმებული 86,5 ათასი
თუმცა, ეს მონაცემი გაცილებით მეტია, ვინაიდან დაქირავებლები თავს არიდებენ საბიუჯეტო გადასახადების გადახდას და არ აფიქსირებენ მათ საწარმოში რეალურად მომუშავე პერსონალის რაოდენობას.
აქ დასაქმებულთა სადაზღვევო შენატანებს იხდის დამქირავებელი საწარმოს მოგებიდან - თვეში 1 ლარი 1 სულზე, წლის განმავლობაში 12 ლარი 1 სულზე,
ჯამში 1037400 ლარი
ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული 166,25 ათასი
გ) თვითდასაქმებული 379 ათასი
ბ) და გ) კატეგორიის მოსახლეობისთვის მოქმედებს ნებაყოფილობითი დაზღვევა არანაკლებ 5 სულიანი ჯგუფებისა, თვეში 0,5 ლარი 1 სულზე, წლის განმავლობაში 6 ლარი 1 სულზე,
ჯამში 3271800 ლარი
სულ 6809200 ლარი
მაშასადამე, სასწრაფო სამედიცინო დაზღვევის ფონდებსა და სადაზღვევო კომპანიებში შესაძლებელია მობილიზებულ იქნეს 6,8 მილიონ ლარზე მეტი.
3. რა ჯდება ერთი გამოძახება
საკრებულოში წარმოდგენილი შეჯერებული ვარიანტის მიხედვით ერთი გამოძახება 20 ლარი ჯდება, რომელიც მოიცავს ექიმების, დისპეჩერების მძღოლებისა და სხვა თანამშრომლების სახელფასო ფონდს, აგრეთვე მედიკამენტებისა და ავტოტრანსპორტის ხარჯებს.
რამდენი გამოძახებაა მოსალოდნელი წელიწადში
80-იან წლებში, როდესაც თბილისში სასწრაფო სამედიცინო მომსახურეობას ახორციელობდა მხოლოდ „თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი - 03“ და მომსახურება უფასო იყო, დღე-ღამეში 1400-1500 გამოძახება ფიქსირდებოდა, რაც წელიწადში 500 ათასზე მეტ გამოძახებას შეადგენდა.
თუმცა 90-იანი წლების შემდეგ ამ მაჩვენებლემა კლება იწყო და 90-იანი წლების ბოლოსა და ახალი საუკუნის დასაწყისში გამოძახებათა რაოდენობებმა, 03-ის მაგალითზე, წელიწადში 50 ათასზე ნაკლები შეადგინა.
სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბაზარზე „03“-ის 13 ფილიალის გვერდით, თბილისში მოქმედებს კიდევ 15-მდე ორგანიზაცია (კარდიოექსპრესი, 004, 005, არდი კურაციო, გული კარდიოლოგიური, მედიცინა 21, ბეიბი ექსპრესი, ნეიროექსპრესი, მშვილიდოსანი, ქველი, ახალი კარდიოექსპრესი, სამგორი 2000, მკურნალი, 009). თუმცა თუ გავითვალისწინებთ მათ შედარებით მწირ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და მცირე შესაძლებლობებს, ასევე მათი მომსახურეობის ღირებულების გაცილებით მაღალ ფასს „03“-ის მომსახურეობასთან შედარებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ კერძო კომპანიებში გამოძახებათა საერთო რაოდენობა წელიწადში ვერ უნდა აჭარბებდეს „03“-ის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამრიგად, ბოლო წლებში თბილისში სასწრაფო სამედიცინო მომსახურებათა რაოდენობა ჩვენი ვარაუდით არ უნდა აღემატებოდეს 100 ათას შემთხვევას, რაც დღე-ღამეში შეადგენს 274 გამოძახებას.
პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ გამოძახებათა რაოდენობა გაორმაგდეს და დღე-ღამეში 500-ს გადაჭარბოს, რაც წელიწადში 200 ათას გამოძახებას მიაღწევს.
თუ ავიღებთ ერთი გამოძახების ღირებულების საშუალო მაჩვენებელს 20 ლარს, მაშინ დედაქალაქის მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო მომსახურეობისათვის საჭირო გახდება 4 მილიონი ლარი, რომლის მობილიზების შესაძლებლობაც ჩვენს მიერ ზემოთ უკვე ნაჩვენებია - საერთო ჯამში 6,8 მლნ. ლარზე მეტი.
ნარჩენი 2,8 მილიონი ლარი შეიძლება მოხმარდეს პროექტის რეკლამირებას, სასწრაფო სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესებას, ერთიანი კომპიუტერული ქსელის შექმნას, სადაზღვევო პოლისების ბეჭდვას და ა.შ. ხოლო ნაშთი გადანაწილდეს სადაზღვევო კომპანიებზე მოგების სახით.