ევროკავშირი და საქართველო (2004 წლის გამოცემა)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საერთაშორისო ორგანიზაციები
საავტორო უფლებები: © ევროკომისიის წარმომადგენლობა
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 ევროკავშირი და საქართველო

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე ევროკავშირი მხარს უჭერს ამ ქვეყანაში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და ღია, მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას. 1992-2004 წლებში ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული ძირითადი პროგრამების საერთო ღირებულებამ გრანტების სახით 418 მილიონი ევრო შეადგინა.

ევროკავშირის პოლიტიკის ძირითადი მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი ყველა რეფორმის მხარდაჭერა. ამ მხრივ გარკვეული წარმატება უკვე მიღწეულია, თუმცა მრავალი საკითხი კვლავაც გადაწყვეტას საჭიროებს, თუნდაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული კონფლიქტები. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს შიდა კონფლიქტები. ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთგაგების მიღწევა.

ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონალურ თანამშრომლობას მშვიდობის განმტკიცებისა და ნდობის აღდგენის მიზნით. სწორედ ამიტომაა აუცილებელი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ევროკავშირი მზადაა დახმარება გასწიოს ამ პროცესში.

2 თანამშრომლობა

▲ზევით დაბრუნება


ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ეფუძნება 1996 წელს ხელმოწერილ ,,შეთანხმებას პარტინიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 1999 წლის 1 ივლისს. შეთანხმება მოიცავს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტს: პოლიტიკურ თანამშრომლობას, ვაჭრობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, მეცნიერებას და ტექნოლოგიებს, განათლებას, საბაჟო სამსახურს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ტელეკომუნიკაციებს, გარემოსა და კულტურას.

2003 წლის ივლისში ბატონი ჰეიკი ტალვიტის სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნვა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ამ რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. მას შემდეგ ბატონი ტალვიტი რეგულარულად ჩამოდის საქართველოში კონფლიქტის მოგვარების იმ პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც ხელმძღვანელობს გაეროს გენერალური მდივანი. ბატონი ტალვიტი მონაწილეობს, აგრეთვე, ,,ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (ეუთო) ფარგლებში არსებული სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მექანიზმის მუშაობაში. მისი მანდატი მოიცავს რეკომენდაციების გაწევას სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებულ საკითხებში და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების რეაბილიტაციის საქმეში.

,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2004 წლის 14 ივნისს საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ წევრად ცნობა. 2004 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზიტით ჩამოსულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ განაცხადა: ,,ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის რეგიონთან დაახლოების თვალსაზრისით.“ (ეს ევროკომისიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო სამხრეთ კავკასიაში).

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიზანია თავიდან აიცილოს ახალი გამყოფი ხაზების წარმოქმნა გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის. გარდა ამისა, ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკა“ შესაძლებლობას აძლევს მის წევრებს მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის სხვადასხვა ღონისძიებებში გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგის, უსაფრთხოების და ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გზით. ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ განხორციელების შემდგომი ნაბიჯი იქნება ევროკომისიის მიერ ანგარიშის გამოქვეყნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების შესახებ. ეს ანგარიში განხილული იქნება ევროკავშირის მიერ და სამხრეთ კავკასიის ცალკეული სახელმწიფოს მიერ მიღწეულ წარმატებაზე დაყრდნობით შემუშავდება სამოქმედო გეგმა.

საქართველოს მთავრობის თხოვნის საპასუხოდ, ევროკავშირმა საქართველოში გამოაგზავნა მისია კანონის უზენაესობის სფეროში სახელწოდებით EUJUST THEMIS. მისიამ მუშაობა დაიწყო 2004 წლის ივლისში; იგი შედგება მაღალკვალიფიციური ექპერტებისაგან, რომელთა უმრავლესობა იურისტია. ისინი ეხმარებიან საქართველოს მთავრობას ჰორიზონტალური სტრატეგიის შემუშავებაში და სისხლის სამართლის სექტორის რეფორმირებაში ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. მისია გასწევს კვალიფიციურ სამართლებრივ რჩევებსა და მონიტორინგს. ის, აგრეთვე, მხარს დაუჭერს კოორდინაციასა და პრიორიტეტების გადანაწილებას სისხლის სამართლის სისტემის დაგეგმარებასა და მენეჯმენტზე პასუხისმგებელ პირთა შორის. მისიას ხელმძღვანელობს ქ-ნი სილვი პანცი, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ფრანგი მოსამართლე, რომელსაც უდიდესი საერთაშორისო გამოცდილება აქვს მიღებული. EUJUST THEMIS მისიისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შედეგი იქნება ყოვლისმომცველი სტრატეგიის მომზადება საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებისათვის.

ევროპული ინიციატივა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის (EIDHR) - დაფინანსების პროგრამაა, რომელიც მხარს უჭერს ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის პოპულარიზებას ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში. ყოველწლიურად პროგრამის ბიუჯეტისათვის გამოიყოფა 100 მილიონი ევრო. საქართველო ერთ-ერთია იმ 29 ქვეყანას შორის, რომლებიც ამ პროგრამით ფინანსდებიან. 2002-2004 წლების განმავლობაში საქართველოსთვის ყოველწლიურად გათვალისწინებუილი იყო 2 მილიონი ევრო.

,,ევროპული ინიციატივა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ფარგლებში 2004 წელს სამი კონკრეტული პრიორიტეტი განისაზღვრა:

● კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა

● წამების წინააღმდეგ ბრძოლა

● რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა

1992-2004 წლებში საქართველოსათვის გამოყოფილი ევროკავშირის გრანტები (მილიონი ევრო)

1992

1993

1994

1995

1996

1997

1998

1999

2000

2001

2002

2003

2004

1992

2004

,,ტასისი“

13

10

16

16

15

14

27

111

,,ექო“

12

45

16

13

4

4

4

98

,,ფეოგა“

-

41

22

-

-

-

-

63

საგანგებო ჰუმანიტარული დახმარება

6

-

-

-

-

-

-

6

სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამა

-

-

34

12

-

25

-

71

კონფლიქტური ზონების რეაბილიტაცია

-

-

8

4

5

-

3

20

მაკროფინანსური დახმარება

-

-

-

19

6

-

7

32

დახმარება რუსეთის ფინანსური კრიზისის შედეგების აღმოსასაფხვრელად

-

-

-

4

-

-

-

4

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) და სწრაფი რეაგირების მექანიზმი (RRM)

-

-

-

-

2

2

5

9

ევროპული ინიციატივა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის

-

-

-

-

-

2

2

4

სულ

31

96

96

68

32

47

48

418

სწრაფი რეაგირების მექანიზმი (RRM) - ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც ეხმარება გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პროცესის განმტკიცებაში. 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვლენების მოულოდნელად განვითარების გამო (რაც ,,ვარდების რევოლუციის“ სახელითაა ცნობილი), ევროკავშირმა გადაწყვიტა გამოეყენებინა სპეციალური სწრაფი რეაგირების მექანიზმი (RRM), რათა დახმარებოდა საქართველოს რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში. სწორედ ამ მიზნით, 2004 წლის იანვარსა და მარტში გამოიყო 2 მილიონი ევრო. 2004 წლის 2 ივლისს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გამოეყო 4.65 მილიონი ევრო ,,სწრაფი რეაგირების მექანიზმი“-ს ფარგლებში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პროცესების გასანმტკიცებლად საქართველოში. ეს თანხა მოხმარდება პოლიტიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებს შემდეგ ოთხ სექტორში: პენიტენციალური და პრობაციის სამსახურების რეფორმირება; იუსტიციის სამინისტროს და სხვა საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციული სტრუქტურის რეფორმირება; საპარლამენტო და საარჩევნო რეფორმა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაში ნდობის აღდგენა.

1998 წლიდან ევროკომისიამ კონფლიქტის ზონების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გამოყო 7.5 მილიონი ევრო სამხრეთ ოსეთისათვის და 10 მილიონი ევრო აფხაზეთისთვის. კონფლიქტის ზონების რეაბილიტაციის პროგრამა მიზნად ისახავს ძირითადი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას კონფლიქტის რეგიონებში და ადგილობრივი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. პროგრამის მიზანია, აგრეთვე, ეკონომიკური საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა რეგიონში. 2004-2006 წლების ,,ინდიკატიური გეგმის“ ფარგლებში დამატებით 4 მილიონი ევრო გამოიყო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სარეაბილიტაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად.

ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა ,,ექო (ECHO) მიზნად ისახავს გადაუდებელი დახმარების გაწევას სამოქალაქო ომისა და საბჭოთა კავშირის ნგრევით გამოწვეული შედეგების ადმოსაფხვრელად. 1993-2004 წლებში ,,ექო“-ს პროგრამის ფარგლებში საქართველომ 98 მილიონი ევრო მიიღო. 2004 წლის აგვისტოში ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების ოფისმა დაამტკიცა 4 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. ეს დახმარება გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საქართველოში, სოციალურად დაუცველ ჯგუფებისთვის აფხაზეთსა და დასავლეთ საქართველოში და ბავშვებისთვის თბილისში.

0x01 graphic

0x01 graphic

დახმარება მოიცავს სურსათს, სამედიცინო დახმარებას და თავშესაფრით უზრუნველყოფას. დახმარების ამ პროგრამას განახორციელებენ რეგიონში მოქმედი საერთაშორისო სააგენტოები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

მაკროფინანსური დახმარება (MFA) მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს საგადამხდელო ბალანსის და ბიუჯეტის მხარდაჭერას. მაკრო ფინანსურ დახმარებას საფუძველი ჩაეყარა 1990 წელს და იგი მიზნად ისახავს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერას ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მაკროფინანსური დახმარება ხორციელდება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ერთად.

საქართველოსთან მიმართებაში, მაკროფინანსური დახმარება ხელს უწყობს ქვეყნის ვალის შემცირების სტრატეგიას და დამატებით სტიმულს აძლევს საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირობების შესასრულებლად. 1998 წლის ივლისში, საქართველომ გაისტუმრა ევროკავშირის დარჩენილი დავალიანება (131 მილიონი ევრო). შედეგად, ქვეყანას ახალი დახმარების პაკეტი ერგო (1998-2004 წლებში): სესხის სახით 110 მილიონი ევრო და გრანტის სახით 65 მილიონი ევრო. დღეისათვის, საქართველოს ევროკავშირის მიმართ დარჩენილი დავალიანება შეადგენს 92 მილიონ ევროს.

სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამა (FSP) დახმარებას უწევს ბიუჯეტს სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სოციალურ სფეროებში. საქართველოში სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამა მიზნად ისახავს სასურსათო უზრუნველყოფის ისეთი ძირითადი ასპექტების მოგვარებას, როგორიცაა სურსათით მომარაგება და მისი ხელმისაწვდომობა. სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამის საშუალებით ევროკავშირი ეხმარება საქართველოში მიმდინარე რეფორმებს შემდეგ სფეროებში:

● სასურსათო უზრუნველყოფის და სიღარიბის დაძლევის პოლიტიკა

● სასურსათო უზრუნველყოფის საინფორმაციო სისტემა

● სახელმწიფო ფინანსების/სახელმწიფო ხარჯების მართვა; აგრეთვე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რესტრუქტურიზაციის პროგრამის და სამინისტროს როლის განსაზღვრა ირიგაციის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროებში

● სოციალური დახმარების/დაცვის რეფორმა (ოჯახისა და ბავშვთა სოციალური დახმარება), მზრუნველობის ინსტიტუტები, დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამა, საზოგადოებაზე დაფუძნებული მონიტორინგი).

3 დახმარება

▲ზევით დაბრუნება


ევროკავშირმა საქართველოს დახმარება 1992 წელს დაიწყო პროექტით ,,ექო“ (ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების ოფისი) და გააგრძელა ისეთი პროექტებით, როგორიცაა ,,ტასის“-ი (TACIS - Technical Assistance to the Commonwealth of Independent States ტექნიკური დახმარება დსთ-სთვის), ,,სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამა“ (FშP), ,,მაკროფინანსური დახმარება“ (MFA) და ,,ევროპული ინიციატივა დემოკრატიისათვის და ადამიანის უფლებებისათვის“ (EIDHR).

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შედეგად ხდება ,,ტასის“-ის ეროვნული ინდიკატიური გეგმის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს ,,ტასის“-ის დახმარების მიზნებსა და სტრუქტურას რამოდენიმე წლით. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ კი შემუშავდება უფრო დეტალური ,,სამოქმედო გეგმა“, რომელშიც განისაზღვრება კონკრეტული პროექტების ნუსხა და დაფინანსება ,,ინდიკატიურ გეგმაში“ მოცემულ პრინციპებზე დაყრდნობით.

2004-2006 წლებში ,,ტასის“-ის ეროვნული ,,ინდიკატიური გეგმა“ მოიცავს ორ პრიორიტეტულ სფეროს:

0x01 graphic

0x01 graphic

ა) ინსტიტუციური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეფორმების მხარდაჭერა;

ბ) გარდამავალი პერიოდის სოციალური შედეგების მხარდაჭერა;

2004-2006 წლებში დაფინანსების საერთო ღირებულება ,,ინდიკატიური გეგმის“ ფარგლებში შეადგენს 40 მილიონ ევროს.

2004-2005 წლებში შემუშავდა ორი ,,სამოქმედო გეგმა“, რომელთა საერთო ღირებულებაც 27 მილიონ ევროს შეადგენს. პირველი ,,სამოქმედო გეგმა“ მოიცავს 15 მილიონ ევროს და მან უნდა დააფინანსოს შემდეგი პროექტები: ,,პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა; ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის სტრატეგია (EDPRP), რეფორმები პროკურატურაში, პენიტენციალურ სისტემასა და იუსტიციის სამინისტროს პრობაციის სამსახურში; შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერა; პირველადი ჯანდაცვისა და სიღარიბის დაძლევის ექსპერიმენტალური სქემების შექმნა რეგიონებისათვის.

მეორე ,,სამოქმედო გეგმა“ მოიცავს 12 მილიონ ევროს და იგი მხარს დაუჭერს იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის რეფორმირებას; რეფორმებს საბაჟო სამსახურსა და საგადასახადო ადმინისტრაციაში, აგრეთვე, ბავშვთა სოციალური უზრუნველყოფის რეფორმებს; იგეგმება ევროპული კვლევების ცენტრის შექმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

4 ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განვითარებული მოვლენები

▲ზევით დაბრუნება


,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ (2003 წლის 23 ნოემბერი) საქართველოს მთავრობამ დაადასტურა სურვილი და მზადყოფნა დემოკრატიული რეფორმების გატარებისა. მისი მიზანია საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება.

2004 წლის 16-17 ივნისს ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის ეგიდით ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე საერთაშორისო დონორებმა განაცხადეს მზადყოფნა 2004-2006 წლებში საქართველოსათვის გამოეყოთ 1 მილიარდი აშშ დოლარი/850 მილიონი ევრო გადაუდებელი საჭიროებებისათვის. ევროკავშირის წვლილი ამ დახმარებაში 137 მილიონი ევროა. დონორების მიერ გამოყოფილი მთლიანი თანხა გამიზნულია შემდეგი სფეროებისათვის: ბიუჯეტისა და ენერგეტიკაში გადაუდებელი ინვესტიციების მხარდაჭერა; მმართველობა, სიღარიბის დაძლევა, ბავშვთა სოციალური უზრუნველყოფისა და განვითარების ინვესტიციები, ძირითადი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სასურსათო უზრუნველყოფა. დონორები გააგრძელებენ საქართველოს ახალი მთავრობის მხარდაჭერას, რომელმაც წამოიწყო ეროვნული რეაბილიტაციის პროგრამა კორუფციის აღმოსაფხვრელად, მმართველობის განსამტკიცებლად, ენერგეტიკული რესურსების უზრუნველსაყოფად, კერძო სექტორის განსავითარებლად, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად და სიღარიბის დასაძლევად ,,ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის“ (EDPRP) ფარგლებში.

0x01 graphic

0x01 graphic

ნოემბერი, 2004 წელი

www.delgeo.cec.eu.int

ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში

ტელ: (995 32) 94 37 63;

ფაქსი: (995 32) 94 37 68.

ნინო ჩხეიძის 38, თბილისი, 0102, საქართველო

დღევანდელი ევროკავშირი ოცდახუთი ევროპული სახელმწიფოს გაერთიანებაა. 2004 წლის 1 მაისს თხუთმეტი დემოკრატიული სახელმწიფოსგან შემდგარ ევროპულ ოჯახს (ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, პორტუგალია, ესპანეთი და შვედეთი) ათი ახალი წევრი სახელმწიფოს შეუერთდა: ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთი. ევროკავშირის მიზანია უზრუნველყოს თავის მოქალაქეთა მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა და დაამკვიდროს ევროკავშირისათვის საერთო ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ნორმები. ევროკავშირის თორმეტ წევრი სახელმწიფოში მოქმედებს ერთიანი ვალუტა ,,ევრო“, რომელიც შემოღებულ იქნა 2002 წლის იანვარში.