შენი უფლებები ბავშვის უფლებების კონვენციის მიხედვით


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
წყარო: შენი უფლებები : ბავშვის უფლებების კონვენციის მიხედვით / [რედ. თ. აბულაძე ; მხატვ. ვ. ქურხული] - [თბ., 2006] - 32გვ. : ილ. ; 16სმ. - : [ფ.ა.], 2300ც.   [MFN: 132442]
 
UDC:  347.63 + 347.157 + 342.726-053.2
347.63/შ-49 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი)
F 18.830/2 - ხელუხლებელი ფონდი
 

საავტორო უფლებები: © ბავშვი და გარემო
თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პუბლიკაცია მოამზადა ორგანიზაციამ „ბავშვი და გარემო“ რედაქტორი: თ. აბულაძე მხატვარი: ვ. ქურხული კონსულტანტი: ა. კახნიაშვილი This publication was made possible through support provided by the US Agency for International Development and Save the children under the terms of Grant No. CCN-00-93-00132-00. The opinions expressed herein are those of the authors and do not necessarity reflact the views of the US Agency for International Development or Save the Children. ამ პუბლიკაციის მომზადება შესაძლებელი გახდა აშშ საერთაშორისო სააგენტოს (USAID) №CCN-00-93-00132-00 გრანტის ფარგლებში. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ან Save the Children -ის შეხედულებებს.



1 გვერდი №1

▲ზევით დაბრუნება


ჩვენი პლანეტა სიცოცხლის პლანეტაა. მასზე 2 მილიარდი ბავშვი ცხოვრობს - სხვადასხვა რასისა და ფერის, ეროვნებისა და რელიგიის, ხასიათისა და ბედის. ყველა ბავშვი თანასწორუფლებიანია. შენც ერთი მათგანი ხარ. შენ მოგენიჭა სიცოცხლის უფლება - იყო ადამიანი სხვა ადამიანთა შორის, იპოვო საკუთარი ადგილი სამყაროში. ეს შენი შესაძლებლობაა, შენი გზა.

ადამიანის უფლებები ვითარდებოდა კაცობრიობის ისტორიასთან ერთად, რადგან ეს ადამიანის ბუნებრივი უფლებებია. ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობისათვის, აგრეთვე საყოველთაო წესრიგისა და სამართლიანობის დასამკვიდრებლად ადგენენ ყველასათვის სავალდებულო ქცევის წესებს, რომლებსა კანონები ეწოდება. ყოველ სახელმწიფოს საკუთარი კანონები გააჩნია. ამასთან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები დროდადრო იკრიბებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო-ში) და იღებენ ყველასათვის სავალდებულო კანონებს - საერთაშორისო ნორმებს. ერთ-ერთი საერთაშორისო სამართლის ნორმაა გაერთანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებული „ბავშვთა უფლებების კონვენცია“, რომლითაც უფროსებმა აიღეს ვალდებულება შეუქმნენ ბავშვებს ყოველმხრივი განვითარების, ცხოვრებისა და დასვენების ღირსეული პირობები, განსაკუთრებულად დაიცვან ისინი, დაეხმარონ მათ. ორასამდე სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით ბავშვებს მოგენიჭათ უფლება მოითხოვოთ უფრობებისგან კონვენციით გათვალისწინებული ველდებულებები.

1994 წელს კონვენციას საქართველოც შეუერთდა, რითაც აიღო ვალდებულება, ხელი შეუწყოს ბავშვის უფლებების დაცვას.

0x01 graphic

0x01 graphic

2 გვერდი №2

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ჩვენი წიგნი მოგითხრობს შენი უფლებების შესახებ. წარმოვიდგინოთ, რომ დედამიწაზე არსებობს სამართლიანობის სახელმწიფო, სადაც სრულად არის დაცული ბავშვის უფლებები. ყველა ის სახელმწიფო, რომელიც უერთდება „ბავშვის უფლებების კონვენციას“, ემსგავსება სამართლიანობის სახელმწიფოს.

ერთი პატარა ბიჭუნა ცხოვრობს ამ სახელმწიფოში. მას ჰყავს მშობლები, რომლებიც ზრუნავენ მის აღზრდასა და განვითარებაზე. სახელმწიფო იცავს ბავშვის ყველა უფლებას. აქ ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყველა ადამიანი.

ბიჭუნას დაბადებისთამნავე დაარქვეს სახელი, მას ჰყავს ოჯახი და არის სამართლიანობის სახელმწიფოს სრულუფლებიანი მოქალაქე. სამართლიანობის სახელმწიფოში პატარები სამართლიან და თავისუფალ ადამიანებად იზრდებიან. ისინი ადრეული ასაკიდან ეცნობიან თავიანთ უფლებებს.

0x01 graphic

3 გვერდი №3

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

აი, ჩვენი ბიჭუნაც კითხულობს უფლებების წიგნს - კონვენციას. იგი სერიოზულად და ბეჯითად ჩასცქერის კონვენციის დებულებას. რამ მიიპყრო მისი ყურადღება? „მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მნიშვნელოვან როლს და უზრუნველყოფენ ბავშვისათვის ინფორმაციისა და სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო წყაროებიდან მიღებული მასალების, განსაკუთრებით ისეთი ინფორმაციისა და მასალების მისაწვდომობას, რომელთა მიზანია ბავშვის სოციალური, სულიერი და მორალური კეთილდღეობის, აგრეთვე ჯანსაღი ფიზიკუი და ფსიქიკური განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით...

ბიჭუნა მიხვდა, რომ მას აქვს უფლება მიიღოს პასუხი უამრავ კითხვაზე - მიიღოს ინფორმაცია, მაგრამ წაკითხულიდან მისთვის ბევრი რამ გაუგებარი დარჩა. ბავშვები ხომ სხვა ენაზე ლაპარაკობენ...

დავეხმაროთ ბიჭუნას - გავაცნოთ მას თავისი უფლებები და მასთან ერთად ვიმოგზაუროთ სამართლიანობის სახელმწიფოში.

ბავშვის უპირველესი უფლება სიცოცხლის უფლებაა. სახელმწიფო იცავს ბავშვის სიცოცხლის ხელშეუხებლობას და უზრუნველყოფს მის ჯანსაღ განვითარებას.

წარმოვიდგინოთ სიცოცხლის ქალაქი: მზიანი, მწვანე, ჯანსაღი, მხიარული, სიცოცხლით სავსე. ამ ქალაქში ცხოვრება უსაფრთხოა. მის ბინადართა სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. აქედან იწყება ყველა ადამიანის ცხოვრება - სამყაროს შეცნობის გზა.

0x01 graphic

4 გვერდი №4

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ბიჭუნამ ბევრი რამ უნდა გაიგოს, ისწავლოს და შეიცნოს. მან ინფორმაციის ქალაქს მიაშურა. ეს ხმაურიანი, საქმიანი, ზუზუნა ქალაქია. აქ ინფორმაციის უამრავი საშუალებაა. კომპიუტერი, ტელევიზორი, რადიო, გაზეთი, ჟურნალი, წიგნი - ყველა თავის ამბავს აწვდის მას. ბიჭუნა მიიკვლევს გზას ინფორმაციის ნიაღვარში. იგი დაბნეულია და უფროსების დახმარება სჭირდება, რათა მიიღოს მისთვის საინტერესო და ასაკისათვის შესაფერისი ინფორმაცია.

ამ ქალაქში ბიჭუნამ შეიტყო, რომ სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე. ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება - ჰყავდეს მზრუნველი ექიმი, რათა პატარამ იცხოვროს ავადმყოფობისა და ტკივილის გარეშე.

0x01 graphic

5 გვერდი №5

▲ზევით დაბრუნება


ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან ერთად ბავშვს აქვს განათლების უფლება. ამ სახელმწიფოში სავალდებულოა უფასო დაწყებითი განათლება. ბიჭუნა დაფიქრდა: რით განსხვავდება ინფორმაცია ცოდნისაგან?

ვაჩვენოთ ბიჭუნას ცოდნის ქალაქი. აქ ბავშვები სწავლობენ წერა-კითხვას, ანგარიშს, ეუფლებიან სხვადასხვა მეცნიერების საფუძვლებს და, რაც მთავარია, ეჩვევიან ფიქრს. ასე იწყება ბავშვების შეგნებული ცხოვრება. ამ ქალაქში ბიჭუნამ გაიგო, რომ ცოდნის შეძენასთან ერთად ადამიანი ხდება ბრძენი, კეთილი, სწავლობს სხვისი აზრის პატივისცემას, ხდება თავისუფალი.

0x01 graphic

6 გვერდი №6

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ცოდნა ცხოვრების ყველა მხარეს მოიცავს. ბიჭუნამ დახედა გლობუსს - მასზე ბევრია სიცოცხლის ფერი - წვანე, ლაჟვარდისფერი. მაგრამ ამ ფერადოვნებაში არ ჩანს უამრავი ადამიანის სევდა და წუხილი. ბიჭუნამ შეიტყო, რომ ჩვენს პლანეტაზე ბევრი მშიერი და უსახლკარო ბავშვია, რადგან ბავშვების უფლებების დაცვა ყველა სახელმწიფოში ვერ ხორციელდება ისე სრულყოფილად, როგორც სამართლიანობის სახელმწიფოში. ის ადგილები, სადაც ბავშვები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და მომავლის იმედი არა აქვთ, ბიჭუნამ ნაცრისფრად შეღება. ასე გამოხატა მან თავისი თავისუფალი აზრი. ამ უფლებას მას კონვენცია ანიჭებს.

გააფერადე მსოფლიო რუ შენი საყვარელი ფერებით

0x01 graphic

7 გვერდი №7

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მაგრამ ცოდნა ხომ სამართლიანობის დასამკვიდრებლად გვჭირდება. ყველა სახელმწიფო, რომელიც აღიარებს კონვენციის დებულებებს, ვალდებულია აღადგინოს სამართლიანობა. ეს კი ნიშნავს, გაუწიოს დახმარება ყველა თავის მოქალაქეს, მათ შორის უპირველესად ბავშვებს, რომელთაც არა აქვთ სახლ-კარი და შიმშილობენ.

ბავშვები შეიძლება აღმოჩნდნენ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში: ომის და ნგრევის შედეგად ჩნდებიან ლტოლვილი ბავშვები. კონვენცია ავალებს სახელმწიფოებს დაიცვან ეს ბავშვები და დაეხმარონ მათ, რადგან მათი უფლებები უხეშად ირღვევა უფროსების ურთიერთდაუნდობლობისა და მტრობის გამო.

0x01 graphic

8 თამაშის წესები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

1.1-10: თითო ქულა - თითო უჯრა.

2.10-18: თითო ქულა - ორ-ორი უჯრა.

3.18-ში აუცილებელია მოხვედრა. გააგორებ კამათელს იმდენჯერ, სანამ ზუსტად ამ უჯრაში არ მოხვდები.

4.18-დან: თუ გააგორებ 1-ს, წახვალ „ხალისიანი გზით“, თუ გააგორებ 5-ს, წახვალ „ფიქრის გზით“, ყველა სხვა შემთხვევაში წახვალ „ზრუნვის გზით“.

5.26: ერთობი საქანელათი, ტოვებ ერთ სვლას.

6.30: დიდხანს შეჩერდი ცირკის კარავში, ტოვებ ორ სვლას.

7.36: ბევრი თამაშის შემდეგ გადადიხარ „ფიქრის გზაზე“.

8.27: შეჩერდები მიტინგზე, ტოვებ ერთ სვლას.

9. 37-38: გამოთქვამ თავისუფალ აზრს, ჩერდები, გამოტოვებ ორ სვლას.

10.23: პატარას ექიმი აიბოლიტი მკურნალობს. ტოვებს ერთ სვლას.

11.27-35: კეთიკი გულივერი გადაახტუნებს ომში დაზარალებულ ბავშვს.

12.42-43: მზრუნველი ბებია უადვილებს ბავშვს გზას. გადახტები ორ უჯრაზე.

13.50: ბავშვი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, დაისჯება. გამოტოვებ ორ სვლას.

14. 56: მინიმალური საფრთხე. გამოტოვებ ერთ სვლას.

გზის დასასრულს გელოდება მხიარული გასეირნება საჰაერო ბუშტით.

სახელმწიფოს განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ ინვალიდი ბავშვები, მშობლების ზრუნვას მოკლებული და ობოლი ბავშვები. ზრუნვის ქალაქი მშვიდი, იმედიანი, კეთილი ადამიანებით არის დასახლებული, ისინი ეხმარებიან ბავშვებს. ამ ქალაქში ბუჭუნა სწავლობს სხვაზე ზრუნვას, მათი უფლებების დაცვას.

ბიჭუნა უკვე ბევრ ფიქრობს. ომისა და შიმშილის გარდა კიდევ რა საშიშროება ემუქრება ბავშვს?

0x01 graphic

9 გვერდი №8

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

საფრთხე სხვაგვარიც არსებონს-დაუდევარი და უხეში მოპყრობა, იძულებითი და მავნე შრომა, ნარკოტიკული ნივთიერებები, სექსუალურ ექსპლუატაცია, ბავშვების მოტაეცება და ბავშვებით ვაჭრობა. კონვენცია ავალებს სახელმწიფოებს აარიდონ ბავშვებს ყოველგვარი საშიშროება, დაიცვან მათი უსაფრთხო ცხოვრება.

ბიჭუნამ ბევრი რამ ნახა, შემოიარა სამართლიანობის სახელმწიფო, სადაც ბავშვები უფროსების ყურადღებით არიან გარემოცულნი, სადაც სახელმწიფო იცავს ბავშვის უფლებას.

- თუ დაირღვა ჩემი უფლება,-გაიფიქრა ბიჭუნამ, - ვინ დაიცავს, ვის მივმართოთ?

ყველა სახელმწიფოში უფლებების დაცვა სამართალდამცავი ორგანოების საშუალებით ხორციელდება.

- ზრუნვით მოცულ ბავშვს ყველაფრის უფლება აქვს? - კითხულობს ბიჭუნა

0x01 graphic

10 გვერდი №9

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

არა, ბავშვმა არ უნდა დაარღვიოს კანონი. კანონი განსაზღვრავს არა მარტო იმას, რისი უფლება გაქვთ, არამედ იმასაც, რისი უფლება არა გაქვთ. კანონის დარღვევისათვის ბავშვიც ისჯება მის ქვეყანაში მოქმედი კანონების შესაბამისად. მაგრამ არცერთ ბავშვს არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება თვითნებურად და უკანონოდ. იმ ბავშვსაც, რომელმაც სერიოზულად დაარღვია კანონი, აქვს უფლება ისეთ მოპყრობაზე, რომელიც არ შელახავს მის ღირსებას, განუმტკიცებს თავისი, ისე სხვა ადამიანების უფლებებისადმი პატივისცემას.

0x01 graphic

11 გვერდი №10

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ბიჭუნამ სამართლიანობის სახელმწიფო თითქმის სულ შემოიარა. ბევრი იკითხა და ისწავლა - დაიღალა. გზად მიმავალმა თვალი მოჰკრა მხიარულ საქანელას, ჩამოსკუპდა. კიდევ ერთხელ გადაშალა „ბავშვის უფლებების კონვენცია“ და წაიკითხა, რომ ბავშვს აქვს დასვენების, თამაშის და გართობის უფლება. ეს უფლება ყველაზე მეტად მოეწონა. გაიღიმა, საქანელა გააქნ-გამოაქანა, ისკუპა და... ჰოპ-გართობის სამყაროში ამოყო თავი.

... ასე გაეცნო ბიჭუნა თავის უმთავრეს უფლებებს. იგრძნო, რომ გაიზარდა, რომ სამყარო, ყველა ადამიანი მისთვის უფრო ახლობელი გახდა. მან პლანეტის სრულუფლებიან, თავისუფალ ადამიანად იგრძნო თავი.

მას მოუნდა, რომ თქვენთვის გაეზიარებინა თავისი შთაბეჭდილებები და ასე გაჩნდა ეს წიგნი.

0x01 graphic

12 გვერდი №11

▲ზევით დაბრუნება


ამ წიგნის შედგენაზე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“. ჩვენი ორგანიზაცია ზრუნავს ყველა ბავშვის უფლებების დასაცავად. განსაკუთრებით კი იმ ბავშვების, რომელთა უფლებები ყველაზე მეტად ირღვევა, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ.

ჩვენი ემბლემაა შვიდფურცელა ყვავილში ჩახატული ბავშვი. სამყარო რომელშიც შენ ცხოვრობ, ამ ყვავილივით სუფთა და ფერადოვანი უნდა იყოს. მას ღირსეული, თავისუფალი, სამართლიანი ადამიანები ქმნიან. ჩვენ გვინდა, რომ შენ ასეთ ადამიანად აღიზარდო, შეიცნო საკუთარი თავი, შენი და სხვათა უფლებები, იარო სამართლიანობის გზით.

ჩვენი მისამართია: კ. გამსახურდიას 14/51

13 გამოჭერი ფურცელი №1

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

14 გამოჭერი ფურცელი №2

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic