1. მეტ-ნაკლებობის ვიზუალური დადგენა
ამ ეტაპის დასაუფლებლად მოსწავლემ უნდა იცოდეს ძირითადი ფერების გარჩევა და მეტ-ნაკლებობის ვიზუალური დადგენა. კორექციის პედაგოგი უნდა დარწმუნდეს, რომ მის მოსწავლეს ეს შეუძლია. მისთვის უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა მასალა, განსხვავებული ფერითა და სიდიდით. შესადარებელი გროვები ერთმანეთთან მკაფიოდ უნდა განირჩეოდეს როგორც ფერით, ისე ოდენობით.
2. მცირე რაოდენობის დადგენა გადათვლით
გაარკვიეთ იცის თუ არა მოსწავლემ თვლა თუნდაც ხუთამდე, თუ აღმოჩნდა, რომ მან არ იცის ეს სიტყვები, შეასწავლეთ.
უნდა დარწმუნდეთ, რომ მოსწავლეს კარგად ესმის სიტყვები ,,შიგნით“, ,,გარეთ“ ყოფითი შინაარსი. ამისთვის ავარჯიშეთ მოსწავლე სხვადასხვა ვითარებისას ამ სიტყვების გამოყენებაში.
4. მეტობის და ნაკლებობის ნიშანი
ვარჯიში ყოფით სიმბოლოებით: საგზაო შუქ-ნიშანი, მეტროს აღმნიშვნელი, მაკდონალდსის სიმბოლო. მოსწავლემ უნდა გაიგოს აღნიშვნის აზრი.
5. ცხრილის სვეტი, ცხრილის სტრიქონი
გაარკვიეთ კარგად ესმის თუ არა თქვენს მოსწავლეს სიტყვების ,,სტრიქონი, სვეტი“ მნიშვნელობა. ამისთვის გამოიყენეთ სხვადასხავამაგალითები: ,,მაჩვენე ამ წიგნში სტრიქონი“, ,,მაჩვენე ამ გაზეთში სვეტი“, კალენდარში და სხვა ამგვარი.
მესამე გაკვეთილის ,,შიგნით“, ,,გარეთ“ გამეორება. როგორც თვით თემის აღწერაშია ავარჯიშეთ თქვენი მოსწავლე თოკით მაგიდაზე სხვადასხვა წირების შექმნაში და მის შიგნით და გარეთ რაიმე საგნის დადებაში.
გაკვეთილზე ცხრილის უჯრის აღსაქმნელად საჭიროა გავარჯიშება სიტყვის ,,უჯრა“ ყოფით ხმარებაში: კარადის უჯრა, საგანთა მოწესრიგებული ერთობლიობაში ცალკეული საგნის ადგილი, გაზეთის გვერდზე სურათის ადგილი.
8. მცირე რაოდენობის რეალიზაცია
ვარჯიში მცირე რაოდენობების დასახელებაზე. მაგიდაზე აწყობთ საგანთა მცირე რაოდენობას (არა უმეტეს ხუთისა) და ეკითხებით: ,,აქ რამდენია? აქ?“
დაწყვილების გააზრება ყოფით საგანზე: ფინჯანი და ლამბაქი, დანა და ჩანგალი...
10. შეკრება, როგორც გროვების შეერთება
უნდა დავრწმუნდეთ, რომ თქვენს მოსწავლეს კარგად ესმის სიტყვის ,,შეკრება“ ყოფითი შინაარსი. ამისთვის უნდა მოაყოლოთ რაიმე შეკრების შჱსახებ. დაუსვით შეკითხვები: ,,ვინ იკრიბება თქვენთან დაბადების დღეებზე?“, ,,თქვენს ეზოში იკრიბებიან თუ არა ბავშვები? ვინ?, ამგვარი შეკითხვები გაარკვიეთ ესმის თუ არა მას ამ სიტყვების შინაარსი.
გაიმეორეთ ამ პროგრამის მე-4 გაკვეთილი. გააცანით ერთობლიობის აღნიშნული რაიმე ყოფითი სიმბოლო, მაგალითად მაკდონალდსის სიმბოლო.
12. სვეტების და სტრიქონების აღმნიშვნელთა ჩანაცვლება
გაიმეორეთ ამ პროგრამის მე-5 და მე-7 გაკვეთილები.
გაიმეორეთ ამ პროგრამის მეოთხე გაკვეთილი. გააცანით მოქმედების აღმნიშვნელი რაიმე ყოფითი სიმბოლო მაგალითად მაკდონალდსის სიმბოლო.
გაიმეორეთ ამ პროგრამის მე-4, მე-11 და მე-13 გაკვეთილები. ისევ აღმნიშვნელებზე, სიმბოლოებზე ვარჯიში.
15. 4-ის შესაბამისი გროვის შექმნა
მცირე რაოდენობის რეალიზაციაზე ვარჯიში. თქვენს მიერ დასახელებული რაოდენობის საგნებს დებს მოსწავლე მაგიდაზე.
მაგიდაზე საგანთა ერთობლიობიდან მოსწავლემ უნდა გამოყოს რამდენიმე გროვა. არ არის აუცილებელი გროვებში იყოს ერთი და იგივე რაოდენობა, სასურველია გროვები იყოს მცირე, არა უმეტეს ხუთი საგნისგან შემდგარი.
გაიმეორეთ პროგრამის მე-3 და მე-6 გაკვეთილები.
მე-11 და მე-15 გაკვეთილების გამეორება.
ავარჯიშეთ თქვენი მოსწავლე სიტყვების ,,ასაღები, ჩასაწყობი, შესაღები,...“ მნიშვნელობის გაგებაზე.
20. 2-ის შესაბამისი გროვის შექმნა
გაიმეორეთ ამ პროგრამის მე-11, მე-15 და მე-18 გაკვეთილები.
ავარჯიშეთ თქვენი მოსწავლე დიდი გროვიდან მცირე გროვების გამოყოფაში. გამოყოფილში რაოდენობის დაფიქსირება (ოთხი, სამი და არა ოთხეული, სამეული).
22. ორი უძრავი გროვის შედარება
შეამოწმეთ, რაოდენ ათვისებულია სახელმძღვანელოს მე-9 გაკვეთილი და გაიმეორეთ იგი.
სახელმძღვანელოს გაკვეთილების 11, 15, 18, 20 თემის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვაგვარი სავარჯიშო.
მაგიდაზე თოკით ქმნით სხვადასხვა წირებს, დებთ საგნებს და ეკითხებით: ,,შიგნითაა თუ გარეთ?“
25. შედარების შედეგის სიმბოლოებით ჩაწერა
დაწყვილების თემაზე ვარჯიში. სახელმძღვანელოს გაკვეთილების 9 და 22 გამეორება.
26. 3-ის შესაბამისი გროვის შექმნა
მრავალფეროვანი ვარჯიში სახელმძღვანელოს გაკვეთილების 11,15, 18 და 22 თემატიკაზე, საჭიროების შემთხვევაში მათი გარემოება.
27. მცირე რაოდენობათა შეკრების შედეგი
ახსენებთ შეკრებას ყველა მასთან დაკავშირებული სავარჯიშოებით.
28. ერთგვაროვან გროვათა რაოდენობა
დიდი გროვიდან მცირე გროვების გამოყოფა, მათი რაოდენობის დაფიქსირება ( რამდენია ამ გროვაში? ოთხი, სამი) და გამოყოფილი გროვის დასახელებაც (რა ჰქვია ამ გროვას? ოთხეული სამეული).
29. გახსნილი წრის ბოლოები
თოკის ბოლოებზე გააკეთეთ კვანძები და ავარჯიშეთ ამ თოკით შექმნილ წირებზე (კვანძებზე ყურადღების დაფიქსირება საჭირო არ არის)
სახელმძღვანელოს გაკვეთილების 11, 15, 18, 20 თემის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვაგვარი სავარჯიშო.
31. ციფრებით გროვის შექმნა
საგნებით შესრულებული შეკრება ჩააწერინეთ ციფრებით, მოქმედების და ტოლობის ნიშნით (ბარათები).
32. 1-ის შესაბამისი გროვის შექმნა
ავარჯიშეთ ყველა განვლილ რაოდენობაზე, როგორც ციფრიდან გროვის შექმნაზე, ისე გროვის სათანადო ციფრის მითითებაზე (ერთიანი მხოლოდ გროვიდან ციფრისკენ).
დიდი გროვიდან მცირე გროვების გამოყოფა, მათი რაოდენობის დაფიქსირება (რამდენია ამ გროვაში? ოთხი, სამი) და გამოყოფილი გროვის დასახელებაც (რა ჰქვია ამ გროვას? ოთხეული სამეული).
დიდი გროვიდან მცირე გროვების გამოყოფა, ათი რაოდენობის დაფიქსირება (რამდენია ამ გროვაში? ოთხი, სამი) და გამოყოფილი გროვის დასახელებაც (რა ჰქვია ამ გროვას? ოთხეული, სამეული).
ვარჯიში წერაზე. მაგიდაზე დადეთ ოთხი საგანი გროვა და დააწერინეთ ამ რაოდენობის შესაფერისი ციფრი.
37. გროვისა და ციფრის შეფარდება
დაწყვილების თემაზე ვარჯიში. სახელმძღვანელოს გაკვეთილების 9, 22, 25 გამეორება.
38. სამეული როგორც სათვლელი ერთეული
დიდი გროვიდან მცირე გროვების გამოყოფა, მათი რაოდენობის დაფიქსირება (რამდენია ამ გროვაში? ოთხი, სამი) და გამოყოფილი გროვის დასახელებაც (რა ჰქვია ამ გროვას? ოთხეული, სამეული).
ვარჯიში წერაზე. მაგიდაზე გროვების გამოყოფა, მათი რაოდენობის დაფიქსირება (რამდენია ამ გროვაში? ოთხი, სამი) და საგანთა გროვა უნდა იმ რაოდენობის რა ციფრების წერაც მოსწავლემ უკვე იცის.
სახელმძღვანელოს გაკვეთილების 11, 15, 18, 20 თემის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვაგვარი სავარჯიშო.
41. გროვა და რიცხვის შედარება დაწყვილებით
დაწყვილების თემაზე ვარჯიში. სახელმძღვანელოს გაკვეთილების 9, 22, 25 და 36 გამეორება.
42. 5-ის შესაბამისი გროვის შექმნა
ავარჯიშეთ ყველა გავლილ რაოდენობაზე, როგორც ციფრიდან გროვის შექმნაზე, ისე გროვისათვის სათანადო ციფრის მითითებაზე.
ვარჯიში წერაზე. მაგიდაზე დადეთ საგანთა გროვა და დააწერინეთ ამ რაოდენობის შესაბამისი ციფრი. საგანთა გროვა უნდა იყოს იმ რაოდენობის რა ციფრების წერაც მოსწავლემ უკვე იცის.
44. შეკრების ცხრილის შევსება
გაახსენეთ და ავარჯიშეთ ცხრილთან დაკავშირებულ სავარჯიშოებზე. ზეპირად ეკითხებით? ,,რას უდრის ორს მიმატებული სამი?“ პასუხის შემდეგ სთხოვეთ დასაბუთება, შემოწმება, ანუ დადოს მაგიდის ერთ მხარეს ორი საგანი, მეორე მხარეს სამი, შეკრიბოს და დათვალოს მიღებული.
45. გროვის დაშლა მცირე გროვებად
ახსენებთ და ავარჯიშებთ დიდი გროვიდან მცირე გროვების გამოყოფაზე. რწმუნდებით, რომ უშეცდომოდ გეუბნებათ როგორც გამოყოფილ გროვათა რაოდენობას, ისე თვით მცირე გროვაში შემავალ საგანთა რაოდენობას და ამ გროვის სახელს (სამეული, ოთხეული და სხვა).
ვარჯიში წერაზე. მაგიდაზე დადეთ საგანთა გროვა და დააწერინეთ ამ რაოდენობის შესაბამისი ციფრი. საგანთა გროვა უნდა იყოს იმ რაოდენობის რა ციფრების წერაც მოსწავლემ უკვე იცის.
ახსენებთ და ავარჯიშებთ შიდა და გარე არის მითითებაზე.
დებთ მაგიდაზე ორ მცირე გროვას (მაგალითად, სამ წითელს და ხუთ ლურჯს) და სთხოვეთ შეადაროს. სთხოვთ დააწყვილოს და ამით დაგისაბუთოს. ,,ლურჯები დარჩა წყვილის გარეშე“.
სახელმძღვანელოს გაკვეთილების 11,15,18,20 თემის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვაგვარი სავარჯიშო.
50. ჯამის და რიცხვის შედარება
ახსენებთ და ავარჯიშებთ შეკრებასა და მის ჩაწერაზე.
51. 6-ის შესაბამისი გროვის შექმნა
ავარჯიშეთ ყველა გავლილ რაოდენობაზე, როგორც ციფრიდან გროვის შექმნაზე, ისე გროვისათვის სათანადო ციფრის მითითებაზე.
გაახსენეთ და ავარჯიშეთ წირებზე და არეებზე. გააფერადებინეთ წირების შიდა არეები.
ვარჯიში წერაზე. მაგიდაზე დადეთ საგანთა გროვა და დააწერინეთ ამ რაოდენობის შესაბამისი ციფრი. საგანთა გროვა უნდა იყოს იმ რაოდენობის რა ციფრების წერაც მოსწავლემ უკვე იცის.
54. დაშლილი გროვის ჩანაწერი (გამოსახულება)
მაგიდაზე ათავსებთ საგანთა სხვადასხვა რაოდენობას და სთხოვთ გამოყოს ხუთეულები, ექვსეულები, ოთხეულების, ათვლევინებთ გამოყოფილ გროვებს.
სახელმძღვანელოს გაკვეთილების 11,15,18,20 თემის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვაგვარი სავარჯიშო.
56. გროვიდან ნაწილების მოკლება
მაგიდაზე მოთავსებული გროვიდან თქვენი მითითებით იღებს რამდენიმე საგანს. ,,მოაკელი სამი ცალი“, ,,ამ გროვიდან აიღე ორი ცალი“
57. 7-ის შესაბამისი გროვის შექმნა
ავარჯიშეთ ყველა გავლილ რაოდენობაზე, როგორც ციფრიდან გროვის შექმნაზე, ისე გროვისათვის სათანადო ციფრის მითითებაზე.
მაგიდაზე მოთავსებული გროვიდან თქვენი მითითებით იღებს რამდენიმე საგანს. ,,მოაკელი სამი ცალი“, ,,ამ გროვიდან აიღე ორი ცალი“.
ვარჯიში წერაზე. მაგიდაზე დადეთ საგანთა გროვა და დააწერინეტ ამ რაოდენობის შესაბამისი ციფრი. საგანთა გროვა უნდა იყოს იმ რაოდენობის რა ციფრების წერაც მოსწავლემ უკვე იცის.
სახელმძღვანელოს გაკვეთილების 11,15,18,20 თემის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვაგვარი სავარჯიშო.
გაიმეორეთ სახელმძღვანელოს 51-ე გაკვეთილის ძირითადი ნაწილი. დახატეთ დაფაზე და მოსწავლესაცდაახატინეთ რამდენიმე წირი. დაუსვით შეკითხვები წერით გამოყოფილი არეების შესახებ, წერტილების შესახებ. თვით მოსწავლეს დაასმევინეთ წერტილები შიდა არეში, გარე არეში.
62. 8-ის შესაბამისი გროვის შექმნა
ავარჯიშეთ ყველა გავლილ რაოდენობაზე, როგორც ციფრიდან გროვის შექმნაზე, ისე გროვისათვის სათანადო ციფრის მითითებაზე.
ვარჯიში წერაზე. მაგიდაზე დადეთ საგანთა გროვა და დააწერინეთ ამ რაოდენობის შესაბამისი ციფრი. საგანთა გროვა უნდა იყოს იმ რაოდენობის რა ციფრების წერაც მოსწავლემ უკვე იცის.
ამ გაკვეთილებისათვის მომზადება მდგომარეობს ცხრილისა და არეების გახსენებაში. გაიმეორეთ სახელმძღვანელოს გაკვეთილების ცხრილის შესახებ 51-ე გაკვეთილების ძირითადი ნაწილი.
65. გამოსახულების შესაბამისი გროვა
ათავსებთ მაგიდაზე საგანთა გროვას. მოსწავლე აწესრიგებს მათ თქვენ მიერ მითითებული ფუძით და ჩაწერს გამოსახულების სახით.
66. გამოსახულებისა და რიცხვის შედარება
იმეორებთ სახელმძღვანელოს 64-ე გაკვეთილის ძირითად ნაწილს და ყველაფერს რაც დაწყვილებას შეეხება.
სახელმძღვანელოს გაკვეთილების 11,15,18,20 თემის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვაგვარი სავარჯიშო.
68. შეკრების შედეგის გახსენება
იმეორებთ ყველაფერს რაც შეკრებას შეეხება, ასევე შეკრების პროცედურას, როგორც გროვებით, ისე ციფრებით. არ მოგერიდოთ სულ თავიდან დაწყებაც. დადეთ მაგიდაზე ორი გროვა და მათ შორის შეკრების ნიშანი. გაახსენეთ რას მოითხოვს ეს ნიშანი. შეასრულებინეთ სათანადო მოქმედება. დაწერეთ დაფაზე 3+4. ,,დაასახელე შესაკრებები“, ,,რას უდრის ჯამი?“, ,,დადე მაგიდაზე გროვები, შეკრიბე და შეამოწმე შენი პასუხი“.
69. 9-ის შესაბამისი გროვის შექმნა
ავარჯიშეთ ყველა გავლილ რაოდენობაზე, როგორც ციფრიდან გროვის შექმნაზე, ისე გროვისათვის სათანადო ციფრის მითითებაზე.
ვარჯიში წერაზე. მაგიდაზე დადეთ საგანთა გროვა და დააწერინეთ ამ რაოდენობის შესაბამისი ციფრი. საგანთა გროვა უნდა იყოს იმ რაოდენობის რა ციფრების წერაც მოსწავლემ უკვე იცის.
მაგიდაზე მითითებული გროვიდან თქვენი მითითებით იღებს რამდენიმე საგანს. ,,მოაკელი სამი ცალი“, ,,ამ გროვიდან აიღე ორი ცალი“, ,,ამ გროვას გამოაკელი ოთხი“ და სხვა ამგვარი მითითება.
გაახსენეთ და გაიმეორეთ სახელმძღვანელოს გაკვეთილების 21, 28, 33, 37, 44, 53 და 64 ძირითადი ძირითადი სავარჯიშოები.
73. საზღვარს გამორჩეული წერტილი
გაიხსენეთ და გაიმეორეთ წირი და მს მიერ გამოყოფილი არეები, წერტილები არეებში და საზღვარზე. განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება საზღვრის წერტილებზე.
გაიხსენეთ და გაიმეორეთ წირი და მის მიერ გამოყოფილი არეები, წერტილები არეები და საზღვარზე. გაიმეორეთ სახელმძღვანელოს წინა, 72-ე გაკვეთილის ძირითადი თემა და სავარჯიშოები.
სახელმძღვანელოს გაკვეთილების 11,15,18,20 თემის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვაგვარი სავარჯიშო.
76. რთული გამოსახულების შესაბამისი გროვა
გაიმეორეთ სახელმძღვანელოს 71-ე გაკვეთილის ძირითადი თემა და სავარჯიშოები.
ამ გაკვეთილისათვის საჭიროა გაიხსენოთ შეკრება, როგორც გროვების ისე გამოსახულებით და ციფრებით ჩაწერილი. გასახსენებელია აგრეთვე, როგორც გროვების, ისე რიცხვების შედარების პროცედურა.
78. ციფრებით ჩაწერილი გამოკლება
საჭიროა გაახსენოთ მოსწავლეს ყველა ციფრი და მისი შესაბამის გროვის შექმნა. ასევე საჭიროა გროვიდან გამოკლების პროცედურის აღდგენა.
79. სხვადასხვაგვარად ჩაწერილი რაოდენობების შედარება
ამ გაკვეთილისათვის მომზადებაში იგულისხმება რაოდენობათა სხვადასხვაგვარად ჩაწერის გახსენება.
80. არეების საზღვრები და ცხრილი
გასახსენებელია როგორც წირი, მისი ელემენტები (წვერო, გამორჩეული წერტილი, წიბო), ასევე ცხრილი (სტრიქონი, სვეტი, უჯრა).
81. სხვაობისა და რიცხვის შედარება
გაახსენეთ და ავარჯიშეთ სხვაობაზე, როგორც გროვიდან, ისე ციფრებით ჩაწერილი გამოსახულების რეალიზაცია. გაიმეორეთ სახელმძღვანელოს 77-ე გაკვეთილი.
82. ორი სხვაობის შედარება
გაახსენეთ და ავარჯიშეთ სხვაობაზე, როგორც გროვიდან, ისე ციფრებით ჩაწერილი გამოსახულების რეალიზაცია. გაიმეორეთ სახელმძღვანელოს 77-ე და წინა, მე-80 გაკვეთილი.
83. ცხრილი, არეები და საზღვრები
გაიმეორეთ სახელმძღვანელოს 79-ე გაკვეთილი და დამატებით ავარჯიშეთ არეების გამოყოფაზე და მათში წერტილების მითითებაზე. დახაზეთ და შეავსებინეთ შეკრების ცხრილის ფრაგმენტი.
გაიმეორეთ სახელმძღვანელოს 43-ე გაკვეთილი. დახაზეთ და შეავსებინეთ შეკრების ცხრილი.
85. ჯამისა და სხვაობის შედარება
ვარჯიში შეკრებისა და გამოკლების მაგალითზე. არ გამოტოვოთ მათი საგნებით რეალიზაცია. ასევე სასარგებლო იქნება თუ თქვენ ჩაატარებთ შეკრებას ან გამოკლებას გროვებით და მოსთხოვთ მოსწავლეს ჩაწეროს რაც მოხდა.
86. რიცხვის ჩაწერა გამოსახულების სახით
გაიმეორეთ ციფრები, მატი გროვებით რეალიზაცია და სახელმძღვანელოს 75-ე გაკვეთილი. დაწერეთ დაფაზე გამოსახულება. მაგალითად, 7.3+4. მოსთხოვეთ მოსწავლეს დადოს მაგიდაზე ამდენი საგანი. რამდენიმე ამგვარი მაგალითი.
გაიმეორეთ ციფრები, მათი გროვებით რეალიზაცია. მოსწავლემ მაგიდაზე დადოს თქვენ მიერ დასახელებული ან ნაჩვენები ციფრის შესაბამისი გროვა. გაავარჯიშეთ შებრუნებულზეც. დადეთ მაგიდაზე რამდენიმე საგანი და ჰკითხეთ ,,რამდენია?“, ,,რომელი ციფრით ჩაიწერება ეს რაოდენობა?“.
88. ჯამის დათვლა ახალი ფუძით
გაიმეორეთ სახელმძღვანელოს 75-ე გაკვეთილი, ასევე შეკრების პროცედურა, როგორც გროვებით, ისე ციფრებით.
გასახსენებელია მხოლოდ შეკრების პროცედურა და მისი ჩაწერა. არ მოგერიდოთ სულ თავიდან დაწყებაც. დადეთ მაგიდაზე ორი გროვა და მათ შორის შეკრების ნიშანი. გაახსენეთ რას მოითხოვს ეს ნიშანი. შეასრულებინეთ სათანადო მოქმედება. დაწერთ დაფაზე 3+4. ,,დაასახელე შესაკრები“, ,,რას უდრის ჯამი?“, ,,დადე მაგიდაზე გროვები, შეკრიბე და შეამოწმე შენი პასუხი“.
90. გამოსახულების გადაწყობა
გაიმეორეთ სახელმძღვანელოს 75-ე გაკვეთილი. დაწერეთ დაფაზე გამოსახულება. მაგალითად, 7.3+4. მოსთხოვეთ მოსწავლეს დადოს მაგიდაზე ამდენი საგანი. რამდენიმე ამგვარი მაგალითი.
91. ნარჩენიანი გამოსახულების გადაწყობა
გაიმეორეთ სახელმძღვანელოს 75-ე გაკვეთილი. დაწერეთ დაფაზე გამოსახულება. მაგალითად, 7.3+4. მოსთხოვეთ მოსწავლეს დადოს მაგიდაზე ამდენი საგანი. რამდენიმე ამგვარი მაგალითი.
93. გამოსახულებების შეკრება
გაიმეორეთ სახელმძღვანელოს 75-ე გაკვეთილი, ასევე შეკრების პროცედურა, როგორც გროვებით, ისე ციფრებით. არ მოგერიდოთ სულ თავიდან დაწყებაც. დადეთ მაგიდაზე ორი გროვა მათ შორის შეკრების ნიშანი. გაახსენეთ რას მოითხოვ ეს ნიშნები. შეასრულებინეთ სათანადო მოქმედება. დაწერეთ დაფაზე 3+4. ,,დაასახელე შესაკრებები“, ,,რას უდრის ჯამი?“. ,,დადე მაგიდაზე გროვები, შეკრიბე და შეამოწმე შენი პასუხი“.
გაახსენეთ გროვებით დათვლის პროცედურა და მათ შორის ათეულებიც. მაგიდაზე დადეთ საგნების გროვა. დაათვალიერეთ ეს გროვა ექვსეულებად და შედეგი ჩააწერინეთ, მაგალითად 6.3+5. რამდენიმე ამგვარი მაგალითი. მათ შორის ათეულებადაც. ათეულებად დათვლილი არ ჩაწეროთ, ამას გაკვეთილზე გაიგებს. დაწერეთ დაფაზე გამოსახულება და დააწყობინეთ მაგიდაზე მისი შესაბამისი გროვა.